![]() |
უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი |
საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 1989
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია ენათმეცნიერების ინსტიტუტი სარედაქციო საბჭო: ი. აბაშიძე (თავმჯდომარე), ა. კობახიძე, ქ. ლომთათიძე, ა. საყვარელიძე, ც.ცერცვაძე, მ. ჭაბაშვილი, ბ. ჯორბენაძე
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია
რედაქტორები ა. კობახიძე, მ. ჭაბაშვილი თბილისი. განხილული და მოწონებულია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲back to top |
წინასიტყვაობა
არსებობს უცხოურ პირთა და გეოგრაფიულ სახელთა გადმოცემის გარკვეული ტრადიცია და მათი მართლწერა ძირითადად მყარია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარაფერია მოსაგვარებელი. ხშირად გვაქვს ცალკეული სახელების პარალელური ფორმები. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მაგალითად, ერთი და იმავე გეოგრაფიული ადგილის ან პიროვნების სახელის ერთი ფორმა შემოსულია უშუალოდ იმ ენიდან, რომლის კუთვნილებაცაა იგი, მეორე - სხვა ენის (ყველაზე უფრო ხშირად რუსულის) მეშვეობით; სიტყვა ნასესხებია ან მისი დაწერილობის, ან გამოთქმის მიხედვით (ვეიმარი - ვაიმარი, კლიბერნი - კლაიბერნი, ებერდინი - აბერდინი); ზოგჯერ ესა თუ ის სახელი მცდარად იხმარება (ოგაიო - ოჰაიოს ნაცვლად, ბირმინჰემი - ბირმინგემის ნაცვლად, შტუტჰარტი - შტუტგარტის მაგივრად, ჰიბრალტარსაც კი შეხვდებით გიბრალტარის ადგილას). სხვადასხვა პირს სხვადასხვაგვარად გადმოაქვს ქართულად ზოგი სიტყვა (მიუნხენი და მიუნჰენი, ციურიხი და ციურიჰი, ბრეხტი და ბრეჰტი, კელნი და კიოლნი ან კოლნი). ეს არც არის გასაკვირი - ითარგმნება დიდძალი ლიტერატურა, საგაზეთო მასალა. მთარგმნელები ბევრ სიძნელეს აწყდებიან უცხოური საკუთარი სახელების გადმოღებისას, გვხვდება სიჭრელე მათ ქართულ დაწერილობაში. ხშირად მთარგმნელებს სხვადასხვა შეხედულება აქვთ ამა თუ იმ სახელის ქართულად გადმოცემასთან დაკავშირებით.
კარგა ხანია მომწიფებულია უცხოურ საკუთარ სახელთა უნიფიკაციის საკითხი. უნიფიკაციის საჭიროებამ განსაკუთრებით იჩინა თავი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის (ქსე) შემდგენელთა წინაშე. აუცილებელი იყო ენციკლოპედიაში შესულ სახელთა გადმოცემის მოწესრიგება. შეძლებისდაგვარად ეს გაკეთდა უკვე გამოცემული „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების“ I კრებულისა (1970 და 1986) და ვ. თოფურიას და ივ. გიგინეიშვილის მიერ შედგენილი „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ (1968) მონაცემების მიხედვით, აგრეთვე ცალკეული ენების სპეციალისტთა აზრის გათვალისწინებით.
უცხოურ საკუთარ სახელთა უნიფიკაციის მიზნით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1970 წლის დადგენილების შესაბამისად შედგენილია „საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1988) და წინამდებარე „უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“. ამ ლექსიკონებში შესულია საკუთარი სახელები, რომლებიც კი გვხვდება ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიასა (ტტ. I-II, 1975-1987) და დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში (Большая Советская Энциклопедия, III გამოც., ტტ. I-30, 1969-1978).
ლექსიკონი, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ორთოგრაფიულია და ამდენად მისი ძირითადი დანიშნულებაა უჩვენოს მკითხველს, თუ როგორ იწერება ქართულად ესა თუ ის უცხოური სახელი. ამავე დროს მოცემულია ძალიან მოკლე განმარტება (ვინ არის ესა თუ ის პიროვნება) და დაბადება-გარდაცვალების თარიღები1
აინშტაინ-ი (Einstein) ალბერტ - გერმანელი ფიზიკოსი (1879-1955).
თაგორ-ი რაბინდრანათ - ინდოელი მწერალი და მოაზროვნე (1861-1941).
რუზველტ-ი (Roosevelt) ფრანკლინ დელანო - აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (1882-1945).
ზ ოგჯერ ძირითად სახელთან ერთად მოცემულია მისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული პარალელური სახელი (სახელები).
იბ ნ სინა, აბუ ალი იბნ სინა (ლათინიზებული - ავიცენა)...
ზოგჯერ სახელი ცნობილია ორგვარი დაწერილობით (განსხვავება ფონეტიკურია). ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთს აქვს მინიჭებული უპირატესობა და დეფინიცია მასთანაა მოცემული, ხოლო მეორესთან მითითებაა:
დირიხლე, იხ. დირიკლე.
ვილსონ-ი, იხ. უილსონი.
* * *
თანხმოვანფუძიან სახელებში სახელობითი ბრუნვის ნიშანი ი გამოყოფილია და ანბანის რიგში არ შედის. მაგ., ჯერ არის ვილდ-ი, შემდეგ - ვილდგანს-ი, მაგრამ თუ სიტყვის ბოლოში ი ფუძისეულია (ე.ი. უცხო ენაშივე აქვს იგი სახელს), რა თქმა უნდა, გამოყოფილი არ არის და ანბანის რიგში ჩათვლილია (პუჩინი, სკარლატი, დონიცეტი...).
არაბული გვარების არტიკლი ალ- ანბანის რიგში არ ითვლება: ალ-ბირუნი - ბ-ზე უნდა ვეძებოთ, ალ-კაზვინი - კ-ზე, ალ-მაარი - მ-ზე.
ქალთა უცხოური (ფრანგული, ინგლისური, გერმანული) თანხმოვანფუძიანი სახელები ქართულში შემოსულია რუსულის გზით (ა დაბოლოებით): ჟანა, ჟანეტა, ანეტა, მადლენა, ჰენრიეტა (ან გენრიეტა), ალისა, ინეზა და მისთ. მაგრამ ბოლო ათწლეულებში, როდესაც მხატვრული ლიტერატურა ამა თუ იმ ენიდან უპირატესად უშუალოდ ითარგმნება, მდგომარეობა შეცვლილია. ასეთი სახელები უკვე გადმოაქვთ დედნისეულ ფორმასთან მიახლოებით და გვაქვს ჟოზეფინ-ი, ფრანსუაზ-ი, მადლენ-ი, ჟენევიევ-ი, მარგარეტ-ი, გერტრუდ-ი, ელიზაბეთ-ი, ბრიჟიტ-ი, რუთ-ი, ლილიან-ი, ნიკოლ-ი, ვივიენ-ი და ა.შ.
კაცისა და ქალის ზოგი ფრანგული სახელის ფუძე საერთოა. განსხვავება დაბოლოებაშია (და ერთგვარად წარმოთქმაშიც). მაგ., Jean (კაცის სახელი), Jeanne (ქალისა; ქართულად ორივე გამოითქმის როგორც ჟან. ასევე Simon (კაცისა), Simone (ქალისა), ქართულად სიმონ; Daniel (კაცისა), Danielle (ქალისა) - დანიელ; Gabriel (კაცისა), Gabrielle (ქალისა) - გაბრიელ.
ლექსიკონში საკუთარი სახელები შეტანილია ძირითადად იმ რედაქციით, რომლითაც ისინი შევიდა ქსე-ში.
ქსე-ში შესული საკუთარი სახელების რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს ქსე-ის უფროსმა სამეცნიერო რედაქტორმა კონა გიგინეიშვილმა და სხვადასხვა ენის სპეციალისტებმა: პროფ. ნიკო ყიასაშვილმა (ინგლისური), დოც. ნუნუ ქადეიშვილმა (ფრანგული), პროფ. ნოდარ კაკაბაძემ (გერმანული), პროფ. ალექსი ლეკიაშვილმა და პროფ. ვლადიმერ ახვლედიანმა (არაბული), აკად. სერგი ჯიქიამ და წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა ცისანა აბულაძემ (თურქული), პროფ. ჯემშიდ გიუნაშვილმა (სპარსული), დოც. გრიგოლ ნახუცრიშვილმა (ინდური ენები), უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნისან ბაბალიკაშვილმა (ებრაული). კონსულტაციას გვიწევდნენ: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გრიგოლ გიორგაძე (ძვ. აღმოსავლეთი), დოც. სტანისლავ რავიჩი (პოლონური), პროფ. აკაკი ურუშაძე (ახ. ბერძნული).
ლექსიკონის მთელი მასალის პირველადი რედაქცია ეკუთვნით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ივანე გიგინეიშვილს, ენათმეცნიერების ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელს მიხეილ ჭაბაშვილს და უფროს მეცნიერ-თანამშრომელს ალექსანდრე კობახიძეს (1982 წლიდან).
რედაქტირებაზე იმუშავეს აგრეთვე თსუ-ის უფროსმა მასწავლებელმა არიანე ჭანტურიამ (ინგლისური), დოც. ნუნუ ქადეიშვილმა (ფრანგული), პროფ. ნოდარ კაკაბაძემ (გერმანული), პროფ. ვლადიმერ ახვლედიანმა (არაბული), პროფ. ჯემშიდ გიუნაშვილმა (სპარსული); კონსულტაციას გვიწევდნენ პროფ. აკაკი ურუშაძე (ახ. ბერძნული), ფილოლ. მეცნ. კანდიდატი შალვა გაბესკირია (თურქული); უცხოენოვან ბგერათა გადმოცემის წესების თაობაზე სასარგებლო შენიშვნები მოგვცა დოც. შუქია აფრიდონიძემ.
იმ ევროპული ენებიდან შემოსული სახელების მართლწერის დასადგენად, რომელთა სპეციალისტები არ გვყავდა, ვიყენებდით რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენციკლოპედიებს და ვცდილობდით, შეძლებისდაგვარად ადეკვატურად გადმოგვეცა ისინი.
რაც შეეხება ჩინურ, იაპონურ, კორეულ და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნების (პაკისტანი, შრი-ლანკა, ნეპალი, ბირმა, ტაილანდი, ლაოსი, კამპუჩია, ვიეტნამი, ფილიპინები, ინდონეზია, მონღოლეთი), აგრეთვე აფრიკის მკვიდრთა ენებიდან შემოღწეულ სახელებს, ისინი გავმართეთ ძირითადად რუსულის მიხედვით. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამ სახელებში გვხვდებოდა ბგერა ჰ, რომელიც რუსულში არ არის, ვეყრდნობოდით უცხოური ენციკლოპედიების ჩვენებას.
ლექსიკონს საბოლოო რედაქცია გაუკეთეს მ. ჭაბაშვილმა და ა. კობახიძემ. აწყობილი ტექსტი მთლიანად წაიკითხა და გააკონტროლა ა. ჭანტურიამ. რედაქტორებს დიდი დახმარება გაუწიეს ქსე-ის სალიტერატურო კონტროლის რედაქციის უფროსმა სამეცნიერო რედაქტორებმა მზიური დუგლაძემ და მანანა მაკალათიამ. ინგლისური საკუთარი სახელების დამუშავებაში რედაქტორებს ეხმარებოდნენ ქსე-ის სამეცნიერო რედაქტორები ელადა ჯაში და რუსუდან ფოფხაძე.
* * *
ევროპული ენებიდან ნასესხები საკუთარი სახელების ქართული მართლწერა ემყარება ქვემოთ მოყვანილ წესებს.
_____________
1. ჩვენი საუკუნის ზოგი მოღვაწის გარდაცვალების წლის დადგენა ვერ მოხერხდა (ბოლო მონაცემები აღებული გვაქვს საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონიდან - Советский Энциклопедический Словарь, 1986).
![]() |
2 ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერისა და ბგერათკომპლექსის გადმოცემა ქართულში |
▲back to top |
ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერისა და ბგერათკომპლექსის გადმოცემა ქართულში*
გერმანული
aa - აა (და არა: ა): Aachen - აახენ-ი
ä ან ae - ე: Gräbner - გრებნერ-ი, Graebe - გრებე, Güldenstaedt - გიულდენშტედტ-ი.
ch - ხ (და არა: ჰ): Zürich - ციურიხ-ი, Buchenwald - ბუხენვალდ-ი, Bochum -
ბოხუმ-ი.
ch - კ (და არა: ქ): Christoph - კრისტოფ-ი, Christian - კრისტიან-ი.
ck - კ: Dick - დიკ-ი, Becker - ბეკერ-ი.
dt - დტ: Schmidt - შმიდტ-ი, Brandt - ბრანდტ-ი.
ee - ეე (და არა: ე): Bodensee - ბოდენზეე.
ei და ey - აი: Einstein - აინშტაინ-ი, Braunschweig - ბრაუნშვაიგ-ი, Heinrich -
ჰაინრიხ-ი, Beyer - ბაიერ-ი, Weydemeyer - ვაიდემაიერ-ი.
eu - ოი: Bleuler - ბლოილერ-ი, Feuerbach - ფოიერბახ-ი, Eugen - ოიგენ-ი, მაგრამ
(ტრადიციის გამო) Euler - ეილერ-ი.
h - ჰ: Hamburg - ჰამბურგ-ი, Hermann Hesse - ჰერმან ჰესე.
h (არ გამოითქმის):
ა) სიტყვის ბოლოს: Neuloh - ნოილო.
ბ) r-ს შემდეგ: Rhowolt - როვოლტ-ი.
გ) ხმოვნის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს თანხმოვანი: Behling - ბელინგ-ი, Behrendt
- ბერენდტ-ი.
დ) ხმოვნის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს e: Hohenzollern - ჰოენცოლერნ-ი.
ie - ი: Dietrich - დიტრიხ-ი, Griesbach - გრისბახ-ი.
ö და oe - ე (და არა: იო ან ო): Köln - კელნ-ი (და არა: კიოლნ-ი ან კოლნ-ი),
Schönberg - შენბერგ-ი (და არა: შონბერგ-ი), Röntgen - რენტგენ-ი,
Wilamowitz-Moellendorf - ვილამოვიც-მელენდორფ-ი, Ötztaler Alpen - ეცტალის ალპები.
ph - ფ: Philipp - ფილიპ-ი, Gryphius - გრიფიუს-ი.
q - კ (და არა: ქ): Quedenfeldt - კვედენფელდტ-ი (და არა: ქვედენფელდტ-ი).
s (ხმოვნის წინ) - ზ: Sommerfeld - ზომერფელდ-ი, Salzburg - ზალცბურგ-ი,
Saarbrücken - ზაარბრიუკენ-ი.
ss და ß - ს: Lessing - ლესინგ-ი, Fluss ან Fluß - ფლუს-ი.
st - სტ (სიტყვის თავში - შტ): Stephan - შტეფან-ი, Steiner - შტაინერ-ი.
th - თ: Lothar - ლოთარ-ი, Abendroth - აბენდროთ-ი, Thüringen - თიურინგია, მაგრამ
(ტრადიციის გამო) ტ: Thälmann - ტელმან-ი.
tz - ც: Fritz - ფრიც-ი, Moritz - მორიც-ი, Leisewitz - ლაიზევიც-ი.
u - უ: Ludwig - ლუდვიგ-ი, Gluck - გლუკ-ი.
ü - იუ: Büchner - ბიუხნერ-ი, Lübeck - ლიუბეკ-ი.
v (გერმანულ სახელებში) - ფ: Bremerhaven - ბრემერჰაფენ-ი, Vogt - ფოგტ-ი, Vogel -
ფოგელ-ი.
v (უცხო წარმოშობის სახელებში) - ვ: Crivitz - კრივიც-ი.
x - ქს: Axel - აქსელ-ი, Alex - ალექს-ი.
y - ი: Ryck - რიკ-ი.
z - ც: Salzburg - ზალცბურგ-ი, Zimmerwald - ციმერვალდ-ი. დანიური
ch - კ: Christopher - კრისტოფერ-ი, Christian - კრისტიან-ი (და არა: ქრისტოფერ-ი,
ქრისტიან-ი).
d (ზოგჯერ არ იკითხება): Richard - რიჩარ-ი, Nordskov - ნორსკოვ-ი, Gunhild -
გუნჰილ-ი.
eg - აი: Hegn - ჰაინ-ი.
hj - ი: Hjalf - იალფ-ი.
nd - ნ: Hjortlund - იორტლუნ-ი, Linderstrøm-Lang - ლინერსტრემ-ლანგ-ი.
s - ს: Ågesen - ოგესენ-ი.
sj - შ: Sjaellander - შელანერ-ი.
ø ან ö - ე: Brøndal - ბრენდალ-ი, Ørsted - ერსტედ-ი, Bergstrøm - ბერგსტრემ-ი.
å ან aa - ო: Ålborg - ოლბორგ-ი. ესპანური
c (e, i, y-ს წინ) - ს: Cesar - სესარ-ი, Andalucia - ანდალუსია, Algeciras -
ალხესირას-ი, Asuncion - ასუნსიონ-ი.
c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოში) - კ: Jalisco - ხალისკო,
Costa Rica - კოსტა-რიკა, Cuba - კუბა.
ch - ჩ: Echeverria - ეჩევერია, Chinchilla - ჩინჩილია.
g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - გ: Ygnacio - იგნასიო, Guernica - გერნიკა.
g (e, i-ს წინ) - ხ: Angel - ანხელ-ი, Algeciras - ალხესირას-ი, San Jorge -
სან-ხორხე, Lago Argentino - ლაგო-არხენტინო.
gu (e, i-ს წინ) - გ: Guernica - გერნიკა, Miguel - მიგელ-ი, Guillen - გილიენ-ი.
gu - გვ: Guadalajara - გვადალახარა, Guatemala - გვატემალა, Paraguay - პარაგვაი.
h (არ გამოითქმის): Hector - ექტორ-ი, Huelva - უელვა, Halen - ალენ-ი.
გამონაკლისია: Honduras - ჰონდურას-ი, Haiti - ჰაიტ-ი, La Habana - ჰავანა.
j - ხ: Juan - ხუან-ი, Jorge - ხორხე, José - ხოსე, Guadalajara - გვადალახარა,
Jimenes - ხიმენეს-ი.
lla - ლია: Antilla - ანტილია, Sevilla - სევილია, Valladolid - ვალიადოლიდ-ი.
lle - ლიე: Rio Gallegos - რიო-გალიეგოს-ი, Alle - ალიე, Valle del Cauca -
ვალიე-დელ-კაუკა.
llo - ლიო: Hermosillo - ერმოსილიო, Trujillo - ტრუხილიო.
llu - ლიუ: Caballuco - კაბალიუკო.
ña - ნია: Cataluña - კატალონია.
ño - ნიო: Marañon - მარანიონ-ი.
ñu - ნიუ: Bañusca - ბანიუსკა.
que - კე: Enrique - ენრიკე, Siqueiros - სიკეიროს-ი.
qui - კი: Quintana - კინტანა, Quito - კიტო.
s - ს: Santa Rosa - სანტა-როსა, Formosa - ფორმოსა, Rosario - როსარიო.
x - ს: Extremadura - ესტრემადურა.
z - ს: Juan Fernandez - ხუან-ფერნანდეს-ი, Fortaleza - ფორტალესა, Zaragoza -
სარაგოსა, Cádiz - კადის-ი, Guzman - გუსმან-ი. ინგლისური
a - ა: Aberystwyth - აბერისტუით-ი, Adams - ადამს-ი, Franklin - ფრანკლინ-ი,
Cardiff - კარდიფ-ი.
a - ეი: David - დეივიდ-ი, Davis - დეივის-ი, Graves - გრეივზ-ი.
a - ო: Galsworthy - გოლზუორთი.
a - ე: Birmingham - ბირმინგემ-ი, Jackson - ჯექსონ-ი, Mary - მერ-ი.
ae - ი: Aegis - იჯის-ი, Caesar - სიზარ-ი.
ai და ay - ეი: Clay - კლეი, Medway - მედუეი, Gray - გრეი.
ai - ე: Cairns - კერნზ-ი.
au და aw - ო: Austin - ოსტინ-ი, Pauling - პოლინგ-ი, Shaw - შო.
c (e, i, y-ს წინ) - ს: Cecil - სესილ-ი, Cinderford - სინდერფორდ-ი.
c (სხვა შემთხვევებში) - კ (და არა ქ): Catherine - კათრინ-ი (და არა: ქეთრინ-ი),
Caistor - კეისტორ-ი, Corwen - კორუენ-ი, Atlantic City - ატლანტიკ-სიტი.
ch - ჩ: Chichester - ჩიჩესტერ-ი, Churchill - ჩერჩილ-ი.
ch (ბერძნული და, აგრეთვე, გერმანული წარმოშობის სახელებში) - კ: Christina -
კრისტინა, Christopher - კრისტოფერ-ი (და არა: ქრისტინა, ქრისტოფერ-ი), Ulrich -
ულრიკ-ი.
ck - კ (და არა: ქ): Pocklington - პოკლინგტონ-ი, Cockermouth - კოკერმუთ-ი.
dg - ჯ: Bridgetown - ბრიჯტაუნ-ი.
e - ი: Beresford - ბერისფორდ-ი, Eden - იდენ-ი, Exeter - ექსიტერ-ი.
e - ე: Reston - რესტონ-ი, Manchester - მანჩესტერ-ი.
ea - ი: Beadnell - ბიდნელ-ი, Deanston - დინსტონ-ი, Seaborg - სიბორგ-ი, Dearborn
- დირბორნ-ი.
ea - ეი: Breakspear - ბრეიქსპირ-ი.
ee - ი: Green - გრინ-ი, Lee - ლი, Peekskill - პიქსკილ-ი, Seebom - სიბომ-ი.
ei - ი: O'Neill - ო'ნილ-ი, Keith - კით-ი.
ei - აი: Steinbeck - სტაინბეკ-ი.
eu და ew - იუ: Matthews - მათიუზ-ი, Dewsbury - დიუზბერი.
ew - უ: Andrew - ენდრუ (და არა: ენდრიუ).
ew - უი: Lewis - ლუის-ი.
ey - ი: Sidney - სიდნი.
g (a, o, u-ს წინ და სიტყვის ბოლოში) - გ: Donegal - დონეგოლ-ი, Dolgarog -
დოლგაროგ-ი.
g (e, i, y-ს წინ) - ჯ: George - ჯორჯ-ი, Gerald - ჯერალ-ი, Rogers - როჯერზ-ი.
ზოგჯერ ამ პოზიციაში გამოითქმის როგორც გ: Gertrude - გერტრუდ-ი, Gilbert -
გილბერტ-ი.
gh - გ: Birmingham - ბირმინგემ-ი.
h - ჰ: Hillary - ჰილარი, Hubert - ჰიუბერტ-ი, Harrisson - ჰარისონ-ი.
i - აი: Caroline - კაროლაინ-ი, Whitehead - უაიტჰედ-ი, Dwight - დუაიტ-ი, Brierly
Hill - ბრაიერლი-ჰილ-ი.
i - ი: Brighouse - ბრიგჰაუზ-ი, Littleton - ლიტლტონ-ი.
i - ე: Firth - ფერთ-ი.
k - კ (და არა: ქ): Katherine - კათრინ-ი (და არა: ქეთრინ-ი), Keats - კიტს-ი,
Kevin - კევინ-ი.
o და oa - ოუ: Cope - კოუპ-ი, Sevenoaks - სევენოუქს-ი.
o - ო: Gordon - გორდონ-ი, Rogers - როჯერზ-ი, Coventry - კოვენტრი.
oe - ოუ: Sillitoe - სილიტოუ.
oo - უ: Moor - მურ-ი, Goodman - გუდმენ-ი, Blackpool - ბლაკპულ-ი.
ou და ow - აუ: Grout - გრაუტ-ი, Brownville - ბრაუნვილ-ი, Bower - ბაუერ-ი.
ou - უ: Coupar Angus - კუპარ-ანგუს-ი, Bournemouth - ბორნმუთ-ი.
ou - ა: Douglas - დაგლას-ი.
ow - ოუ: Lowell - ლოუელ-ი.
p - პ (და არა: ფ): Portia - პორშია, Parker - პარკერ-ი.
ph - ფ: Josephine - ჯოზეფინ-ი, Philip - ფილიპ-ი.
qu - კუ (და არა: ქუ): Quine - კუაინ-ი, Quincy - კუინს-ი.
s - ს: Burns - ბერნს-ი, Bakersfield - ბეიკერსფილდ-ი.
s - ზ: James - ჯეიმზ-ი, Charles - ჩარლზ-ი, Brisbane - ბრიზბენ-ი, Graves -
გრეივზ-ი.
s (ზოგჯერ არ გამოითქმის): Long Island - ლონგ-აილენდ-ი.
sh - შ: Shakespeare - შექსპირ-ი.
ss - ს: Furness - ფერნეს-ი.
t - ტ (და არა: თ): Coventry - კოვენტრი, Hubert - ჰიუბერტ-ი.
t (ზოგჯერ არ გამოითქმის): Christmas - კრისმას-ი, Whistler - უისლერ-ი.
tch - ჩ (t არ გამოითქმის): Fletcher - ფლეჩერ-ი, Dutch-Harbour-დაჩ-ჰარბორ-ი.
th - თ: Arthur - ართურ-ი, Elizabeth - ელიზაბეთ-ი, Jonathan - ჯონათან-ი, Macbeth
- მაკბეთ-ი, Catherine - კათრინ-ი, Thornton - თორნტონ-ი, Thackeray - თეკერეი,
Plymouth - პლიმუთ-ი.
th - დ: Sutherland - სადერლენდ-ი.
th - ზ: Rutherford - რეზერფორდ-ი.
th (რამდენიმე სახელში) - ტ: Anthony - ანტონი, Thomas - ტომას-ი, Thames - ტემზა,
Theresa - ტერეზა.
tz - ც: Fitzgerald - ფიცჯერალდ-ი.
u - უ: Arthur - ართურ-ი, Julian - ჯულიან-ი.
u - იუ: Canute - კანიუტ-ი, Hubert - ჰიუბერტ-ი, Dunkerque - დიუნკერკ-ი, Butte -
ბიუტ-ი.
u - ა: Butler - ბატლერ-ი, Russell - რასელ-ი, Sullivan - სალივან-ი, Sumner -
სამნერ-ი.






