ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი





წინამდებარე ლექსიკონში ანბანურადაა დალაგებული ტერმინები, ცნებები და პერსონალიები, რომლებიც გამოადგებათ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

ლექსიკონი შედგენილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის თეა შუბითიძის მიერ და ეფუძნება მიხეილ ჭაბაშვილის, პიერო პეტროზილოს, ილია აბულაძის, აკაკი შანიძის, ივანე იმნაიშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, ნოდარ ნათაძის და სხვა ავტორთა ლექსიკონურ წყაროებს.

1 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ა

▲back to top


1.1 ა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top



ბერძნ.

უარყოფის გამომხატველი თავსართი, რომელიც ახლავს უმთავრესად ბერძნული წარმოშობის სიტყვებს.

მაგ., ამორფული; ასიმეტრია.

იხ. აგრეთვე: ასიმეტრია, ამორფული, პრეფიქსი

1.2 აბატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბატი

ლათ. abbas (abbatis)

1. საეკლესიო ტიტული, რომელიც ენიჭება კათოლიკურ ეკლესიაში მამათა მონასტრის წინამძღვარს. სააბატო – კათოლიკური მონასტერი თავისი ადგილ-მამულებით.

2. ფრანგი კათოლიკე მღვდლის ტიტული.

იხ. აგრეთვე: აბატისა, ეპისკოპოსი, კათოლიკური, მონასტერი, რელიგია, სააბატო

1.3 აბატისა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბატისა

ლათ. abbatissa

კათოლიკური დედათა მონასრის წინამძღვარი.

იხ. აგრეთვე: აბატი, ეპისკოპოსი, კათოლიკური, რელიგია, სააბატო

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.

1.4 აბეცედარიები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბეცედარიები

ლიტ.მცოდნ.

ლათ. becedarii

სამგლოვიარო სიმღერები (I) ჰიმნები, რომელთა სალექსო ტაეპები ან სტროფები ანბანის რიგზეა გაწყობილი, ტერმინი წარმომდგარია ლათინური ანბანის პირველი სამი ასოს — a, b, c — სახელწოდების მიხედვით. აბეცედარების ფორმის ლექსები ძალიან ენათესავება ჩვენებურ სტანთქებას, მაგალითად:

ა ნ, ალვა ხარ ტანადობით, ბ ა ნ, ბულბულს მიგიგავს ენა,

გ ა ნ, გიბრწყინავს პირისახე, დ ო ნ ,დახატული ხარ შენა;

ე ნ, ელვარე ბადრი მთვარე, ვ ი ნ, ვარსკვლავს სურს შენი ბრწყენა,

ზ ე ნ, ზილფაკავო გიშრის თ მ ა ო, ჰე, ჰაერთ დაიწყე ფრენა,

თ ა ნ, თურანი, ინ, ერანით სიცხოვლით ღგიწვამს შენა!

(ბ ე ს ი კ ი)

ანბანთქება, როგორც ლექსის ფორმა, სხვადასხვა სახითაა წარმოდგენილი ქართულ პოეზიაში (იხ. ა ნ ბ ა ნ თ ქ ე ბ ა. ხშირად იგი -აკროსტიქული ხასიათისაა (იხ. ა კ რ ო ს ტ ი ქ ი). | აბეცედარიები, როგორც ლექსის ფორმა, ძველ ებრაულ ლიტერატურაში იყო გამოყენებული. მაგალითად, იერემიას სამგლოვიარო სიმღერები. ყველაზე ცნობილი ნიმუშია ავგუსტინიანეს ფსალმუნები.

ფიქრობენ, ლექსის ანბანის რიგზე გაწყობა დაზეპირებისა და დამახსოვრების გასაადვილებლად იყო ნავარაუდევი.

იხ. აგრეთვე: აკროსტიქი

წყარო: ჭილაია, ანდრო. ლიტერატურისმცოდნეობის ძირითადი ცნებები. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1971. - 540გვ. ; 22სმ.. - 3მ.20კ. ყდ., 5000ც.

1.5 აბზაცი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბზაცი

ინგლ. paragraph

რუს. абзац

ტექსტის ნაწილი, ლოგიკურად დამთავრებული, აღებული როგორც ტექსტის ერთეული.

კიდეგანი ტექსტის დასაწყის სტრიქონში.

იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ. ; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.6 აბიტურიენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბიტურიენტი

ლათ. abituriens (abiturientis) ვინც უნდა წავიდეს

1. მოსწავლე, რომელიც საშუალო სკოლას ამთავრებს

2. უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელი

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.7 აბლაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბლაცია

ლათ. ablatio – გამოკლება, წაღება

მყინვარის ან თოვლის საფარის მასის შემცირება გადნობის, აორთქლების ან მექანიკური მოშორების (აისბერგების განცალკევება, ქარისმიერი წაღება და ა. შ.) შედეგად.

წყარო: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5.

1.8 აბოლიციონიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბოლიციონიზმი

ლათ. abolitio - გაუქმება, მოსპობა

საზოგადოებრივი მოძრაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მე - 18 ს. ბოლოს და მე - 19 ს. პირველ ნახევარში; მიზნად ისახავდა ზანგების მონობის გაუქმებას.

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.

1.9 აბონემენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბონემენტი

ფრანგ.

1. რაიმეთი სარგებლობის უფლება გარკვეული დროის განმავლობაში.

2. ამ უფლების დამადასტურებელი საბუთი.

იხ. აგრეთვე: აბონენტი, ბიბლიოთეკა

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.10 აბონენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბონენტი

ინგლ. subscriber

გერმ. Abonent

აბონემენტის მქონე პირი ან დაწესებულება.

იხ. აგრეთვე: აბონემენტი

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.11 აბორდაჟი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბორდაჟი

ლიტ.მცოდნ.

ფრანგ. abortage საზღვაო ბრძოლა

ისეთი ტერმინია, რომლის შინაარსით საგანგებოდ მითითებულია საზღვაო ბრძოლების ერთ-ერთ ხერხზე. ეს ცნება ძველთაგანვე შემოვიდა მხატვრულ ლიტერატურაში და მანიშნებელია საზღვაო შერკინების მხატვრული ჩვენების ხასიათისა.

საზღვაო ბრძოლის სურათები ხშირად გვხვდება ეპოპეაში და გა|jოყენებულია ბატალური სცენების დასახატავად. ამ მხრივ დიდი ინტერესის შემცველია „ვეფხისტყაოსანი“. აი აბორდაჟის მთლიანი სურათის მაჩვენებელი სტროფები:

ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა.

მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა;

ნავისა თავსა გულითა წადგა შიშშეუვალითა,

ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.

კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა,

აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა;

ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა,

კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, სხვით არათ არ მოსტყდებოდა.

ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავდაულეწელი;

შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი;

ვეღარ გარდესწრნეს, გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი;

არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.

მათ ლაშქართა გულუშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა;

ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა;

ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა;

დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.

მხატვრულ ლიტერატურაში ძველთაგანვე შესული ეს ცნება პოპულარული ხდება მწერლობისვე მეშვეობით.

წყარო: ჭილაია, ანდრო. ლიტერატურისმცოდნეობის ძირითადი ცნებები. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1971. - 540გვ. ; 22სმ.. - 3მ.20კ. ყდ., 5000ც.

1.12 აბორიგენი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბორიგენი

ლათ. aborigines – მკვიდრი

ამა თუ იმ ქვეყნის, ტერიტორიის მკვიდრი მცხოვრები, თავდაპირველი ბინადარი.

სინონიმი: ავტოქთონი

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.13 აბრევიატურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბრევიატურა

ლათ. abreviatura

1. პირობითი შემოკლება სიტყვებისა წერაში; მაგ., “ე. ი.“ (= ესე იგი), “იხ.“ (= იხილე);

2. სიტყვა, რომელიც წარმოადგენს ორი ან რამდენიმე სიტყვის შემოკლებას; მაგ., „პროფკომი“ (= პროფკავშირული კომიტეტი);

3. მუს. - სანოტო წერაში მიღებული შემოკლება.

იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.14 აბრეჟე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბრეჟე

რუს. абреже

ნაწარმოების მოკლე შინაარსი და მისი ნაწყვეტი

იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ. ; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.15 აბსოლუტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბსოლუტი

ლათ. absolutus – თავისთავადი; უთუო

იდეალისტურ ფილოსოფიაში: სამყაროს უსასრულო პირველმიზეზი, საწყისი (აბსოლუტური სული, აბსოლუტური იდეა); ღვთაების სინონიმია.

იხ. აგრეთვე: აბსოლუტური, ფილოსოფია

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.

1.16 აბსოლუტივი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბსოლუტივი

ზმნის უცვლელი ფორმა.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.17 აბსოლუტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბსოლუტური

ლათ. absolutus

თავისთავადი; უთუო

არაშეფარდებითი, თავისთავადი; სრული;

აბსოლუტური ჭეშმარიტება - ფილოს. - ჭეშმარიტება, რომელიც გვაძლევს სინამდვილის სრულ, ამომწურავ ცოდნას;

აბსოლუტური უმრავლესობა - ხმების რაოდენობა, რაც უდრის არჩევნებში მონაწილეთა ყველა ხმის ნახევარზე მეტს;

აბსოლუტური მონარქია - შეუზღუდავი მონარქია, აბსოლუტიზმი;

აბსოლუტური ნული - ფიზ. - თეორიულად დასაშვები ყველაზე დაბალი ტემპერატურა (უდრის მინუს 273, 16˚ C);

აბსოლუტური სმენა - მუს. - უნარი იმისა, რომ სმენით ზუსტად გაარჩიოს სხვადასხვა სიმაღლის ბგერა;

აბსოლუტური ჩემპიონი.

იხ. აგრეთვე: აბსოლუტი, მონარქია

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.

1.18 აბსოლუცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბსოლუცია

ლათ.

1. სასამართლოს დადგენილება, რომლითაც ბრალდებულს ათავისუფლებენ სასჯელისაგან.

2. ეკლესიაში - სასჯელის, ცოდვის მიტევება.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ.

1.19 აბსორბენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბსორბენტი

ლათ.

აბსორბციის უნარის მქონე ნივთიერება.

იხ. აგრეთვე: აბსორბცია

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ.

1.20 აბსორბერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბსორბერი

ლათ.

აირების ნარევების შემადგენელ ნაწილებად დამშლელი აპარატი.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ.

1.21 აბსორბცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბსორბცია

ლათ. absorbeo – ვშთანთქავ, შევიწოვ

1. ნივთიერების ან აირის შთანთქმა სითხის ან მყარი სხეულის მიერ. მაგ., ანტისხეულების ან ანტიგენების გამოყოფა ნარევისაგან.

2. სხვადასხვა ნივთიერების ლიმფასა და სისხლში გადასვლის პროცესი.

იხ. აგრეთვე: აბსორბენტი, აბსორბცია და აბსორბირება

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.22 აბსორბცია და აბსორბირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბსორბცია და აბსორბირება

ფიზ.

ქიმ.

ლათ.

აირის შთანთქმა, შეწოვა, შესრუტვა სითხის ან მყარი სხეულის მიერ.

იხ. აგრეთვე: აბსორბცია

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.23 აბსტენციონისტები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბსტენციონისტები

საპარლამენტო არჩევნების მიმართ ბოიკოტის გამოცხადების მომხრენი.

იხ. აგრეთვე: ბოიკოტი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ.

1.24 აბსტინენცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბსტინენცია

ლათ. abstinentia

1. მაგარი სასმელების სმისაგან თავშეკავება;

2. სქესობრივი თავშეკავება.

იხ. აგრეთვე: ნარკომანია

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.

1.25 აბსტრაქტული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბსტრაქტული

განყენებული, არაკონკრეტული.

იხ. აგრეთვე: აბსტრაქციონიზმი, აბსტრაქცია და აბსტრაჰირება, კონკრეტული, კონცეპტი, ცნება

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.26 აბსტრაქცია და აბსტრაჰირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბსტრაქცია და აბსტრაჰირება

ლათ.

1. რაიმე საგნებისა და მოვლენების თვისებების განყენება, განზოგადება, არარსებითი ნიშნების უგულებელყოფა.

2. ასეთი პროცესის შედეგად მიღებული განყენებული ცნება.

იხ. აგრეთვე: აბსტრაქტული

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ.

1.27 აბსტრაქციონიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბსტრაქციონიზმი

XX საუკუნის დასაწყისის უკიდურესად ფორმალისტური მიმდინარეობა მხატვრობასა და ქანდაკებაში; აბსტრაქტული ხელოვნება.

იხ. აგრეთვე: აბსტრაქტული

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.28 აბსურდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბსურდი

ლათ. absurdum

უაზრობა, შეუსაბამობა.

სინონიმი: ნონსენსი

იხ. აგრეთვე: ფემინიზმი

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.29 აბსურდის თეატრი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბსურდის თეატრი

ლათ. absurdus — უადგილო, უაზრო

ტერმინი, რომლითაც მონიშნულია მოვლენების ერთობლიობა – XX ს. 50-60-იანი წწ. მოდერნისტული თეატრი და დრამატურგია.

თავად ცნება „აბსურდი“ დამკვიდრებულია ეგზისტენციალისტების მიერ (ა. კამიუ, ჟ.პ. სარტრი). აბსურდის თეატრის ძირითადი პოსტულატია რეალობის შიდააზრის და მიზეზ-შედეგობრიობის უგულებელყოფა.

თავად ტერმინი წარმოიშვა ე. იონესკოს („ქაჩალი მომღერალი“, 1950) და ს. ბეკეტის („გოდოს მოლოდინში”, 1952) პიესების პარიზული პრემიერების შემდეგ. მათში უკვე მოცემული იყო აბსურდის თეატრის ძირითადი მახასიათებლები: ადამიანთა ურთიერთობების გროტესკულ-კომიკური დემონსტრაცია (მათ შორის ენობრივი კომუნიკაციის უსუსურობა), სიცრუე, როგორც სოციალური ყოფის ერთადერთი ალტერნატივა, უმწეობა გრანდიოზული და შეუცნობადი გარესამყაროს წინაშე, ცხოვრებრივი ფასეულობების ილუზორულობით გამოწვეული შოკის მეტაფორული ასახვა, ირაციონალური სისასტიკის და სიკვდილის გარდუვალობით გამოწვეული შიშის მიჩქმალვის ცდა გამრთობი და გამაბრუებელი საშუალებებით, მათ შორის, ცინიზმით.

აბსურდის თეატრის ავტორებად აგრეთვე შეიძლება ჩაითვალონ ჟ. ჟენე, ბ. ვიანა, ნაწილობრივ – ა. ადამოვი (საფრანგეთი), დ. ბუცცატი და ე’დერიკო (იტალია), ჰ. პინტერი და ნ. სიმპსონი (ინგლისი).

წყარო: აბსურდის თეატრი

1.30 აბულია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბულია

ლათ. abulia

ინგლ. abulia

რუს. Абулия

(ბერძნ. a უარყ. თავს., bule ნებისყოფა) – უნებისყოფობა. დამოუკიდებელი მოქმედების ან გადაწყვეტილების მიღების დარღვევა ან სრული დაკარგვა. ადამიანს მკვეთრად აქვს დაქვეითებული ინიციატივა და ენერგია.

აღნიშნული სიმპტომი ხშირად გვხვდება შიზოფრენიის შემთხვევაში.

წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]

1.31 აბუჩად აგდება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აბუჩად აგდება

ბერძნ.

არაფრად ჩაგდება, ანგარიშის გაუწევლობა, დამცირება (აბუჩი უხამსი სტუმარი - საბას ლექსიკონის მიხედვით)

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.32 აგათონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აგათონი

ახელგანთქმული ბერძენი ტრაგიკოსი. დაიბ. დაახლ. 436 წ. ძვ.წ.ა. 20 წლისა იყო, როცა თავისი პირველი ტრაგედიით გაიმარჯვა ლენეის დღესასწაულზე (დიონისესადმი მიძღვნილი ატიკური რელიგიური დღესასწაული). აგათონის ტრაგედიებს, სამწუხაროდ, სრული სახით არ მოუღწევიათ ჩვენამდის. ფრაგმენტები გამოცემულია Nauck-ის მიერ, (Nauck-Tragic. Graec. fragm. Lipsiae, 1889)

იხ. აგრეთვე: ნადიმი, პერსონალია, არხელაოსი

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.33 აგამემნონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აგამემნონი

ბერძნ.

მიკენის მეფე, ატრევსის ძე, მენელაოსის ძმა, ზევსის მოდგმა პელოფსის შვილიშვილი, ტროას ომის გმირი.

მიკენის მეფე ატრევსი შეცოდებათა გამო ღმერთებმა დაწყევლეს. როდესაც იგი მოკლა ეგისთოსმა, მიკენში გამეფდა მკვლელის მამა თიესტესი. მეფისწულებმა, აგამემნონმა და მენელაოსმა, თავი შეაფარეს სპარტას, სადაც იქორწინეს მეფე ტინდარეოსის ასულებზე: აგამემნონმა – კლიტემნესტრაზე, მენელაოსმა - ელენეზე. ამ ქორწინების შედეგად აგამემნონს შეეძინა ქალიშვილები: იფიგენია, ქრისოთემისი, ელექტრა და ვაჟიშვილი - ორესტესი. თიესტესის გარდაცვალების შემდეგ მიკენის სამეფო სკიპტრის მფლობელი გახდა აგამემნონი (არსებობს სხვა ვერსიაც: აგამემნონმა მენელაოსის დახმარებით გააძევა მიკენიდან თიესტესი და თავად გამეფდა). როდესაც ტროელმა პარისმა მოიტაცა ელენე, მენელაოსმა დასახმარებლად მიმართა ძმას. აგამემნონი, აღმატებულად ძლევამოსილი და გამორჩეული ბერძენ მეფეთა შორის, სათავეში ჩაუდგა ტროელთა წინააღმდეგ ამხედრებულ აქაველებს (ბერძნებს). ქარებმა შეაყოვნეს ბერძენთა ხომალდები ავლისში.

ეს იმიტომ მოხდა, რომ ლაშქრობის დაწყების წინ აგამემნონმა მოკლა ქალღმერთ არტემისის წმინდა ირემი. ღვთაება მსხვერპლად ითხოვდა აგამემნონის ასულს, იფიგენიას. ძლევამოსილი მეფე დამორჩილდა ქალღმერთის სურვილს. თუმცა, არტემისს საბოლოოდ არ გაუწირავს იფიგენია. სამსხვერპლო კოცონზე მის მაგივრად გაჩნდა ირემი. ხოლო იფიგენია სიცოცხლის ბოლომდე არტემისის ტაძრის ქურუმი იყო.

აგამემნონი ჰომეროსის "ილიადას" მთავარი პერსონაჟია. აქილევსის რისხვა, რომელზეც აგებულია მთელი პოემა, მისმა საქციელმა განაპირობა: ტროას დარბევისას აგამემნონმა ტყვედ ჩაიგდო აპოლონის ქურუმის ასული ქრისეისი. მამამ სცადა საკუთარი ქალიშვილის დაბრუნება დიდძალი გამოსასყიდის ფასად, მაგრამ აგამემნონმა უარით გაისტუმრა ხანდაზმული ქურუმი, რომელმაც ვედრებით მიმართა აპოლონს, დაესაჯა შეურაცხმყოფელი. ღვთაებამ ბერძნებს შავი ჭირი მოუვლინა. ლაშქარი რომ გადაერჩინა, აგამემნონმა დათმო ქრისეისი. იგი ვარაუდობდა, რომ ამ დათმობით მეომართა პატივისცემას დაკარგავდა და თავისი ძალმოსილების განსამტკიცებლად აქილევსს მოსტაცა მხევალი ქალი ბრისეისი. სახელოვანი გმირი განრისხდა და ბრძოლის ველი მიატოვა, რასაც კინაღამ ემსხვერპლა ბერძენთა ლაშქარი.

ტროას დაცემის შემდეგ აგამემნონს ნადავლად ერგო ტროას მეფის ქალიშვილი კასანდრა (მითოსის ზოგი ვერსიის მიხედვით, აგამემნონმა იქორწინა კასანდრაზე და მისგან ვაჟებიც შეეძინა). სამშობლოში დაბრუნებული მეფე ვერაგულად მოკლეს დედოფალმა კლიტემნესტრამ და მისმა საყვარელმა ეგისთოსმა (ატრევსის მკვლელმა). ამ საზარელი მკვლელობისათვის შურს იძიებენ შვილები - ელექტრა და ორესტესი.

ხელოვნებაში აგამემნონს ზევსის მსგავსად გამოსახავდნენ, მშვიდსა და დიდებულს, სკიპტრით ხელში. მისი ტრაგიკული ბედით დიდად დაინტერესდნენ პოეტები. აგამემნონის მითოსზე შექმნილ ნაწარმოებთა შორის უმნიშვნელოვანესია: ესქილეს "აგამემნონ", ევრიპიდეს "იფიგენია ავლისში", რასინის "იფიგენია", ალფიერის "აგამემნონი" და სხვა.

ტროას ომში იბრძოდა აქაველების მხარეს

იხ. აგრეთვე: ილიადა

წყარო: ბიბლიოვიკი აგამემნონი

1.34 აგენორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აგენორი

ბერძნ.

ტროელი მებრძოლი, რომელსაც აქილევსის დამარცხება უნდოდა.

ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს

იხ. აგრეთვე: ილიადა, აქილევსი

წყარო: ბერძნული მითოლოგია ილიადა

1.35 აგენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აგენტი

ინგლ. agent, medium; (commercy) factor; (legal) assignee

ლათ. Agent (agentis) - მოქმედი

1. იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვა პირის (პრინციპალის) სახელით, ხარჯითა და დავალებით მოქმედებს, ასევე დებს გარიგებებს მესამე პირებთან;

2. სახელმწიფოს, დაწესებულების, ორგანიზაციის წარმომადგენელი (რწმუნებული).

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.36 აგიოგრაფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აგიოგრაფია

იხ. აგრეთვე: გრაფია, ლიტერატურა, ჰაგიოგრაფია

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.37 აგიტაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აგიტაცია

ლათ. agitatio – აღძვრა, ამოძრავება.

ზეპირი ან ბეჭდვითი მოღვაწეობა, რომლის მიზანია მოახდინოს ზეგავლენა ფართო მასების შეგნებასა და განწყობილებაზე, დარაზმოს ისინი გარკვეული საზოგადოებრივ - პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად.

იხ. აგრეთვე: პროპაგანდა

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.38 აგონია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აგონია

1. ბერძნ. agōnia – ბრძოლა

სიკვდილისწინა მდგომარეობა ორგანიზმისა;

სულთმობრძავის მდგომარეობა.

იხ. აგრეთვე: რეანიმაცია

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

2.ლიტ.მცოდნ.

სიცოცხლის დასასრუღის მოაbლოება, სულთმოძრავის განცდა-განწყობილება. მართალია, ეს ტერმინი არაა ლიტერატურული და არც ხელოვნებისმცოდნეობას განეკუთვნება, მაგრამ ხშირად იკავებს ადგილს აღნიშნულ სფეროებში.

იგი იხმარება პოეზიასა და ღიტერატურისმცოდნეობაში როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ამ თეალსაზრისით საყურადღებო მხატვრული ფაქტია ვალერიან გაფრინდაშვილის ორსტროფიანი ლექსი:

ო რა ხშირია ანტრაქტები და რა ხანგრძლივი

ვერ მოვესწრები ფარდის ახდას ასე მგონია

უბაირაღო მარტოობას მე აღარ ვჩივი

მაგრამ მთავრდება მოლოდინის ყრუ აგონია

დავტოვებ პარტერს და სცენაზე გადავალ კმარა

მე თვით სიკვდილთან ვითამაშებ ამ მოქმედებას

მე საიქიოს კულისებში გადავალ ჩქარა

ჟინიან ფარდას სასურველი ცეცხლი ედება

ან კიდევ,

„მინდოდა შემეღო ლუქსემბურგის პარკში, მენახა შემოდგომის აგონია (გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა „დიონისეს ღიმილი“)

წყარო: ჭილაია, ანდრო. ლიტერატურისმცოდნეობის ძირითადი ცნებები. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1971. - 540გვ. ; 22სმ.. - 3მ.20კ. ყდ., 5000ც.

1.39 აგრარული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აგრარული

ინგლ. agrarian

ლათ. agrarius

1. მიწასთან; მიწათმფლობელობასთან, მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული;

2. რაიმე, რაც ხასიათდება მეურნეობის სხვა დარგებთან შედარებით სასოფლო-სამეურნეო წარმოების უპირატესობით.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.40 აგრეგატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აგრეგატი

ლათ.

1. მანქანის ტექნიკური კვანძი, ერთმანეთთან შეერთებული სხვადასხვა ტიპის დანადგარები.

2. ქანი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა მინერალის შენაერთს.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.41 აგრესია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აგრესია

ლათ. aggressio – შეტევა, თავდასხმა.

სხვა ადამიანის ფიზიკურ დაზიანებაზე ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებაზე მიმართული ქცევა.

იხ. აგრეთვე: აგრესორი, ესკალაცია, სამოქალაქო განათლება

წყარო: ინტერპერსონალური კომუნიკაცია (მომსახურების სფერო) - ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი - 2010 - პასუხისმგებელი რედ.: ანასტასია ქიტიაშვილი

1.42 აგრესორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აგრესორი

აგრესიის ჩამდენი, თავდამსხმელი, მოძალადე მხარე.

იხ. აგრეთვე: აგრესია

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.43 აგრო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აგრო

ბერძნ. agros – მინდორი

რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს აგრონომიასთან დაკავშირებულს, აგრონომიულს. მაგ., აგრომინიმუმი. აგროპუნქტი.

იხ. აგრეთვე: აგრონომია

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.44 აგრონომია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აგრონომია

ბერძნ. agronomia – მიწათმოქმედება

მეცნიერება სოფლის მეურნეობის წარმოებაზე (მიწათმოქმედებაზე და მეცხოველეობაზე).

იხ. აგრეთვე: აგრო

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.45 ადამიანის უფლებები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადამიანის უფლებები

ინგლ. Human rights

პიროვნების განუხრელი უფლებები და თავისუფლებები, რომელთაც ინდივიდი დაბადებისთანავე იძენს. ა. უ. განსაზღვრავს მინიმუმს იმ პირობებისა, რომლებიც საჭიროა ადამიანის ღირსებისა და სიცოცხლის შესანარჩუნებად; მოიცავს სამოქალაქო უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებს, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს, აგრეთვე, მთელი რიგი ერთობების (ბავშვები, ქალები, ნაციონალური უმცირესობები, ხალხები და ა. შ.) უფლებებს. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ზღუდავს სახელმწიფოს ქმედებებს და უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლესა და თავისუფლებას. სოციალური და ეკონომიკური უფლებები ითვალისწინებს მთავრობის განსაზღვრულ ვალდებულებებს. ზოგიერთი ანალიტიკოსი მათ ირეალურს უწოდებს, რადგანაც ბევრ ქვეყანას სათანადო რესურსების უქონლობის გამო არ ძალუძს ამ უფლებათა განხორციელება. განსაკუთრებული ვალდებულებები დაკავშირებულია ისეთ უფლებებთან, როგორიცაა მშვიდობა, განვითარება და ჰუმანიტარული დახმარება. უფლებათა დიდი ნაწილი თითოეულ ინდივიდს ეხება, ხოლო ზოგიერთი, მაგ., ეროვნული თვითგამორკვევის უფლება - გარკვეულ ერთობას. უფლებები დაკანონებულია გაეროს მიერ „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში“ (1948) გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ორი საერთაშორისო კონვენციით, მრავალი ქვეყნის კონსტიტუციით, აგრეთვე ევროპული კონვენციით, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ა. უ-ის თაობაზე მიღებული დეკლარაციები ნორმატიული ხასიათისაა და მათ უფრო მორალური და სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ოპონენტები უარყოფენ იდეას ა. უ-ის უნივერსალობის შესახებ, ან ამტკიცებენ, რომ ეს უფლებები ითვალისწინებს მხოლოდ იდეოლოგიურ და კულტურულ ასპექტებს; მოცემული სახელმწიფოსთვის ან საზოგადოებისთვის ექსტრემალურ შემთხვევაში ისინი შეიძლება დარღვეულ იქნას; ა. უ-ის დაცვის მოთხოვნები ეწინააღმდეგება ერთიანი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ხელისუფლებას.

იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.46 ადამის ჟამიდან - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადამის ჟამიდან

უხსოვარი დროიდან

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.47 ადამის შვილი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადამის შვილი

ადამიანი, ძე ხორციელი

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.48 ადამის ხნის - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადამის ხნის

დიდი ხნის, ძალზე მოხუცი; ძველებური

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.49 ადაპტაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადაპტაცია

ლათ. adaptatio – შეგუება, შეწყობა

1. ბიოლ. ორგანიზმის შეგუება გარემო პირობებთან არსებობის შესანარჩუნებლად;

2. გრძნობის ორგანოს შეჩვევა გარემოსთან. მაგ., თვალის (მხედველობის) ადაპტაცია;

3. ტექსტის ადაპტაცია – რაიმე ტექსტის გამარტივება, შემოკლება-გადაკეთება უცხო ენის შემსწავლელთათვის.

იხ. აგრეთვე: აკლიმატიზაცია

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.50 ადგილობრივი თვითმმართველობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადგილობრივი თვითმმართველობა

ადგილობრივი მოსახლეობის კონსტიტუციური უფლება, მართოს ადგილობრივი მნიშვნელობის საჯარო საქმეები საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით (ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია)

იხ.აგრეთვე: თვითმმართველობა, პარლამენტი, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო პოლიტიკა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა

წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]

1.51 ადეკვატური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადეკვატური

ლათ.

შესაბამისი, შესატყვისი.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.52 ადენდუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადენდუმი

ლათ. addo – ვუმატებ, ვურთავ

ინგლ. addendum

1. საზღვაო ვაჭრობის ხელშეკრულების ან დოკუმენტის (კერძოდ, ჩარტერის) დამატება, რომელიც ცვლის ან ავსებს მის ამა თუ იმ პირობას.

2. დაზღვევის ან გადაზღვევის ხელშეკრულების დამატება.

იხ. აგრეთვე: ჩარტერი, ხელშეკრულება ჩარტერის

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.53 ადეპტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადეპტი

ფრანგ. adepte – მომხრე, მიმდევარი

ინგლ. adept

ლათ. adeptus – მიღწეული

რომელიმე სწავლების, იდეის მიმდევარი, მომხრე. თავდაპირველად ადეპტი ეწოდებოდა რელიგიური მიმდევრობის, სექტის საიდუმლოებებს ზიარებულ პირს.

იხ. აგრეთვე: რელიგია, სექტა

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.54 ადვოკატირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადვოკატირება

ინგლ. advocacy

საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსული შედარებით ახალი კონცეპტი, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მეთოდი, რომლის გამოყენება შესაძლებელია საზოგადოებისათვის სასარგებლო ცვლილებების ინიცირებისათვის. საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა შეიძლება გულისხმობდეს როგორც ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პოლიტიკის, პოზიციისა და პროგრამების ცვლილებას, ისე - იდეების შემუშავებას ამ ინტერესების დასაცავად, ან მათ შეთავაზებას საზოგადოებისათვის. ამას გარდა - საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა ნიშნავს საზოგადოების მხრივ ხმის ამაღლებას, მნიშვნელოვა ნი საკითხებისათვის თვალყურის დევნას და გადაწყვეტილებების მიმღებთაგან შესაბამისად გადაჭრის მოთხოვნას.

წყარო:

წყარო: სოციალური პოლიტიკა საქართველოში №1 [ჰორიზონტი], თბ. 2002

კამპანია ან ქმედება, რომელიც მიმართულია გარკვეული სოციალური ჯგუფის ინტერესთა ან უფლებების დაცვისაკენ. ადვოკატირების კამპანიის ზემოქმედების ობიექტს წარმოადგენს ადამიანთა განსაზღვრული რაოდენობა – სახელმწიფო ჩინოვნიკები (გადაწყვეტილების მიმღები პირები); ზემოქმედების მიზანია გარკვეული სტრუქტურული ცვლილებების მიღწევა (მაგალითად, კანონების მიღება) იმ ჯგუფთან მიმართებაში, რომლის ინტერესებზეც მიღებული გადაწყვეტილება მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას. ადვოკატირების მიზანია უფლებათა დაცვა და არა შეხედულებების გავრცელება, როგორც მაგ. პროპაგანდის დროს.

იხ. აგრეთვე: მონიტორინგი, კრიტერიუმი

წყარო: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34

1.55 ადიალა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადიალა (ბარბარიზმი)

რუს. одеяло

საბანი; გადასაფარებელი

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ადიალა (ბარბარიზმი)

1.56 ადიქცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადიქცია

ინგლ. Addict

სახელწოდება „ადიქცია“ მოდის ინგლისური სიტყვიდან “Addict”, რომელიც ნიშნავს დამღუპველი ჩვევისადმი დამოკიდებულებას. ადიქციით შეპყრობილი ადამიანის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა უსაფუძვლო თავდაჯერებულობა, რომ ადიქციის ობიექტი - მიუხედავად მისი მხრიდან გულგრილობისა, უხეშობისა და კიდევ უფრო უარესი ქმედებებისა, შეყვარებულია მასზე და თითქოსდა ამას ვერ გამოხატავს სიმორცხვის, ან სხვადასხვა სახის პირადი ან ზოგადი პრობლემების გამო. ადიქცია - შფოთი, ტკივილი და არა მხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიოლოგიური სატანჯველია, რომლის შემდგომაც ძალიან ხშირად საჭირო ხდება სამედიცინო დახმარება, რაც გამოწვეულია ნერვული დაძაბულობისა და დეპრესიის ფონზე ჩამოყალიბებული ფსიქოსომატიური დაავადებებით, რომლებიც თავს იჩენენ ხოლმე ადამიანის ორგანიზმის მთელ რიგ ორგანოებზე.

წყარო: სასიყვარულო ადიქცია

1.57 ადმინისტრატორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადმინისტრატორი

ლათ. Administrator – მმართველი

ინგლ. administrator, (personnel manager) executive, manager

1. დაწესებულებაში (ორგანიზაციაში) პასუხისმგებელი განმკარგულებელი, რაიმეს მომწყობი;

2. ბანკის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის (გამგეობის) ან სარევიზიო კომისიის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც დამოუკიდებლად, ან ერთ, ან მეტ პირთან ერთად უფლებამოსილია იკისროს ვალდებულებები ბანკის სახელით (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, მუხლი 1); მეტ პირთან ერთად უფლებამოსილია იკისროს ვალდებულებები ბანკის სახელით“ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 1);

3. საბროკერო კომპანიის საქმიანობაზე ლიცენზიის შეჩერებისას ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ დანიშნული პირი, რომელთან შეთანხმებით მიიღება საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება;

4. ბალანსის ანალიზისა და კორპორაციული ფინანსების ექსპერტი, რომელიც გადახდისუუნარო კომპანიას მართავს.

იხ. აგრეთვე: ადმინისტრირება, ადმინისტრაცია

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.58 ადმინისტრაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადმინისტრაცია

ლათ. administratio – მართვა - გამგებლობა

1. მმართველობის ორგანოები წარმოება - დაწესებულებაში;

2. კრებ. დაწესებულების მმართველი პირები;

3. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები; ქვეყნის ცალკეული ნაწილების მმართველობა.

იხ. აგრეთვე: ადმინისტრატორი, ბიუროკრატია (ბიუროკრატიზმი), საჯარო პოლიტიკა

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.59 ადმინისტრირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადმინისტრირება

ლათ. administrare – მართვა, გამგებლობა

ინგლ. administer

1. მართვა, ხელმძღვანელობა;

2. ბრძანებებისა და მითითებების გაცემის მეშვეობით ბიუროკრატიული მართვა.

იხ. აგრეთვე: ადმინისტრატორი, ადმინისტრაცია

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.60 ადრესანტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადრესანტი

ბერძნ.

ფრანგ. Adressant

პირი, რომელიც გზავნის წერილს, დეპეშას და მისთ.

იხ. აგრეთვე: ადრესატი

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.61 ადრესატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ადრესატი

ბერძნ.

წერილის მიმღები.

იხ. აგრეთვე: ადრესანტი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.62 აერობიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აერობიკა

ბერძნ. aēr და bios – ჰაერი და სიცოცხლე.

ინგლ. aerobics

ახალი, ფრიად გავრცელებული სისტემა გამაჯანსაღებელი ვარჯიშებისა: დოზირებული ვარჯიში; საშუალებას იძლევა რაოდენობრივად (ქულებით) განისაზღვროს გულ - სისლხძარღვთა გაწაფულობის დონე (შეიმუშავა ამერიკელმა ექიმმა კენეტ კუპერმა 60-70-იან წლებში); სხვანაირად - რიტმული ტანვარჯიში.

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.63 აეროდრომი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აეროდრომი

ფრანგ.

თვითმფრინავთა სადგომ-საფრენი მოედანი.

იხ. აგრეთვე: აეროპორტი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.64 აეროპორტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აეროპორტი

ინგლ.

საგანგებოდ მოწყობილი დიდი აეროდრომი მგზავრების, ტვირთის, ფოსტის მისაღებად და გასაგზავნად; საჰაერო პორტი.

იხ. აგრეთვე: აეროდრომი, პორტი

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.65 ავ თვალს არ ენახვება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავ თვალს არ ენახვება

ძალიან კარგია, ლამაზია, მშვენიერია

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.66 ავადმყოფობა ბაზენის - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავადმყოფობა ბაზენის

ლათ. morbus Bazini

რუს. болезнь Базена

ინგლ. Bazin’s disease

ახალგაზრდა ქალების იშვიათი დაავადება, როდესაც კანქვეშ, წვივების კუნთების მიდამოში, უჩნდებათ მტკივნეული კვანძები. ეს კვანძები შეიძლება დაიშალოს და დაწყლულდეს, ანდა სულაც გაქრეს ყოველგვარი მკურნალობის გარეშე.

სინონიმი: ინდურაციული ერითემა (erythema induratum)

წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]

1.67 ავანგარდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავანგარდი

ფრანგ. avant-guarde; avant წინა+guarde – დაცვა

ინგლ. advance-guard, advanced guard, avant-guard, avanguard

გადატ. საზოგადოებრივი ჯგუფის მოწინავე, წამყვანი ნაწილი.

იხ. აგრეთვე: ავანგარდიზმი

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.68 ავანგარდიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავანგარდიზმი

ფრანგ. avant-garde – წინ მიმავალი

ინგლ. avant-gardism

ავანგარდი - მე-20 ს-ის ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობის სახელწოდება, რომლებსაც ახასიათებთ რეალისტურ ნორმებსა და ტრადიციებთან კავშირის გაწყვეტა; პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება ახალი ფორმებისა და გამოსახვის საშუალებების ძიებას; ავანგარდისტები ხელოვნებას განიხილავენ, როგორც განსაკუთრებულ, სოციალურ დატვირთვას მოკლებულ ესთეტიკურ სფეროს.

იხ. აგრეთვე: ავანგარდი, მოდერნიზმი

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.69 ავანსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავანსი

ფრანგ. avance

მისაღები თანხის ნაწილი, რომელსაც წინასწარ უხდიან ვისმე შესასრულებელი სამუშაოს ანგარიშში.

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.70 ავანტიურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავანტიურა

ფრანგ. aventure

1. უპერსპექტივოდ, რეალური ძალებისა და პირობების გაუთვალისწინებლად, შემთხვევითი წარმატების იმედით წამოწყებული საქმე;

2. თავგადასავალი, ჩვეულებრივ საძრახისი.

იხ. აგრეთვე: ავანტიურიზმი, რომანი, რეალური, პერსპექტივა

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.71 ავანტიურიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავანტიურიზმი

ფრანგ.

1. ავანტიურისადმი მიდრეკილება;

2. უპერსპექტივო, უპრინციპო მოქმედება, წამოწყებული ადვილი წარმატების მიღწევის იმედით.

იხ. აგრეთვე: ავანტიურა

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.72 ავგაროზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავგაროზი

თილისმა.

იხ. აგრეთვე: ამულიტი, თილისმა

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.73 ავგუსტუსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავგუსტუსი

ლათ. აღზევებული

რომის პირველი იმპერატორი, რომლის სრული სახელი იყო გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანე, ხოლო ტიტული ავგუსტუსი მიიღო ძვ წ. აღ-ის 27 წელს. იგი დაიბადა ძვ. წ. აღ-ის 63 წელს და გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე 14 წელს.

იხ. აგრეთვე: ენეიდა

წყარო: ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის,- თბილისი 2013 წ

1.74 ავერსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავერსი

ლათ. adversus – პირით მიქცეული, შებრუნებული

ინგლ. fore-part

ფრანგ. avers

მედლის ან მონეტის წინა მხარე.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.75 ავესტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავესტა

ზოროასტრის სარწმუნოების წმინდა წიგნების კრებული (ადგენდნენ ძვ. წელთაღრიცხვის მე - 9 საუკუნიდან მოყოლებული ჩვენი წელთაღრიცხვის მე - 3 საუკუნემდე); გავრცელებული იყო სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში.

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.76 ავთენტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავთენტური

ინგლ. authentic

ფრანგ. authentique ნამდვილი, სანდო

ბერძნ. Authentikos პირველწყაროდან აღმოცენებული

ნამდვილი, უეჭველი, უტყუარი, სინამდვილის შესაბამისი.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.77 ავთრათი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავთრათი

რუს. ярлык

ქაღალდის პატარა ოთხკუთხი ან სხვა მოყვანილობის ნაჭერი, რომელიც იწებება წიგნის ყდაზე, კანზე ან ყუაზე ინდექსის დასაწერად.

იხ. აგრეთვე: ინდექსი

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ. ; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.78 ავლეტრიდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავლეტრიდა

ფლეიტაზე დამკვრელი ქალ

იხ. აგრეთვე: ნადიმი

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.79 ავსონია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავსონია

იტალია. სტექადები – ტირენის ზღვის კუნძულები – აწინდელი les iles d’Hiéres.

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VI

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.80 ავტო ... - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტო ...

ბერძნ. autos თვით

რთული სიტყვის შემადგენელი პირველი ნაწილი, რომლის მნიშვნელობა შეესაბამება შემდეგ სიტყვებს: თავისი, საკუთარი, თვით, თვითმავალი, ავტომატური.

იხ. აგრეთვე: ავტობიოგრაფია

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.81 ავტობიოგრაფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტობიოგრაფია

ბერძნ.

ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების აღწერა.

ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, აგრეთვე, დღიურები, მოგონებანი და სხვ.

ვრცელი ავტობიოგრაფიის აღსანიშნავად, ბიოგრაფიის პარალელურად, იხმარება აგრეთვე სიტყვა „თავგადასავალი”.

მაგ. აკაკის „ჩემი თავგადასავალი” რომელშიც პოეტი მოგვითხრობს საკუთარი ცხოვრების შესახებ, განსაკუთრებით, ბავშვობისა და სიჭაბუკის პერიოდში.

იხ. აგრეთვე: ავტო, ბიოგრაფია, გრაფია, პარალელური, პოეტი, პერიოდი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

1.82 ავტოგრაფი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტოგრაფი

ინგლ. autograph

რუს. автограф

1. ავტორის ხელნაწერი.

2. ავტორის ხელმოწერა ან რაიმე წარწერა მისსავე დაბეჭდილ ნაწარმოებზე.

იხ. აგრეთვე: ავტორი

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ. ; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.83 ავტოგრაფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტოგრაფია

ზუსტად, ზედმიწევნით გადაღება ვისიმე ხელისა, ნახაზისა ან ნახატისა.

იხ. აგრეთვე: გრაფია

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.84 ავტოკეფალია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტოკეფალია

ბერძნ. autos და kephalē – თვით და თავი

მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა.

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.85 ავტოკრატია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტოკრატია

ბერძნ. თვითმპყრობელობა

ქვეყნის, საწარმოს (ორგანიზაციის) მართვის წესი, რომელიც ერთი პირის ხელში ძალაუფლების თავმოყრას ეფუძნება.

წყარო: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8

1.86 ავტომატიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტომატიზაცია

ინგლ. automation

ბერძნ. Automatos – თვითმოქმედი

ლათ.

ინფორმაციის, ენერგიისა და მასალის მიღების, სარგებლობის, გადაცემის, გარდაქმნის პროცესში მონაწილეობისგან ადამიანის მთლიანად ან ნაწილობრივ გასათავისუფლებლად, ტექნიკური საშუალებების, ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდებისა და მართვის სისტემების გამოყენება.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.87 ავტომატიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტომატიკა

1. ტექნიკის დარგი, რომელიც გამოიმუშავებს წარმოების ავტომატიზაციის მეთოდებს;

2. ავტომატურად მოქმედი მექანიზმების მოწყობილობათა ერთობლიობა.

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.88 ავტონომიური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტონომიური

1. ავტონომიის მქონე; თვითმმართველი. მაგ., ა. რესპუბლიკა;

2. რაც დაკავშირებული, მიერთებული არ არის მის გარეშე მყოფ ენერგიის წყაროსთან; თავისით მოქმედი. მაგ., ა. თვითმავალი აპარატი. მთვარის კაბინის ა. ფრენა.

იხ. აგრეთვე: ეგოიზმი, ქალაქ-სახელმწიფო

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.89 ავტოპორტრეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტოპორტრეტი

მხატვრის მიერ დახატული თავისი პორტრეტი.

იხ. აგრეთვე: პორტრეტი

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.90 ავტორეფერატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტორეფერატი

ინგლ. author abstract

რუს. автореферат

ნაწარმოების რეფერატი, შესრულებული თვით ავტორის მიერ.

იხ. აგრეთვე: ავტორი, რეფერატი

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ. ; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.91 ავტორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტორი

რუს. автор

ინგლ. author

პირი, რომელიც ქმნის ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნების ნიმუშებს. ავტორად შეიძლება მოგვევლინოს დაწესებულების ან ორგანიზაციის კოლექტივი (კოლექტიური ავტორი). საქართველოს კანონის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ თანახმად ავტორი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, რომლის ინტელექტუალურ–შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შეიქმნა ნაწარმოები.

იხ. აგრეთვე: ავტოგრაფი, ავტორეფერატი, ანონიმი, არისტოფანე, იუმორისტი, ლიტერატურა, ბელეტრისტი, რემარკა, პლაგიატი, პროზაიკოსი

წყარო: საგამომცემლო ლექსიკონი / ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე ; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ. : საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]

1.92 ავტორიტარიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტორიტარიზმი

რწმენა, რომ მკაცრი ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ზემოდანაა დაწესებული, სასურველი ან აუცილებელია და, აქედან გამომდინარე, უპრობლემო მორჩილებას საჭიროებს

იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება

წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.

1.93 ავტორიტარული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტორიტარული

ფრანგ. autoritaire

ლათ. მბრძანებლური

რაც დამყარებულია ავტორიტეტისადმი, ხელისუფლებისადმი უსიტყვო მორჩილებაზე.

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.94 ავტორიტეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტორიტეტი

ბერძნ. Autoritāt

ლათ.

1. საყოველთაოდ აღიარებული გავლენა, მნიშვნელობა;

2. პირი, რომელსაც ასეთი გავლენა აქვს მოპოვებული.

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.95 ავტოფსია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტოფსია

ბერძნ. autos-თვით, opsis-დათვალიერება

აუტოპსია. გვამის გაკვეთა სიკვდილის მიზეზის დასადგენად

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.96 ავტოქთონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტოქთონი

ინგლ. autochthon

ბერძნ. autochthon – ადგილობრივი, მკვიდრი

ლათ.

1. ამა თუ იმ ქვეყნის თავდაპირველი, ძირძველი მოსახლეობა.

2. აბორიგენი - ევოლუციის პროცესში წარმოქმნილი მცენარეული და ცხოველური ორგანიზმი, რომელიც მოცემულ ტერიტორიაზე ბინადრობს.

3. იგივეა, რაც ავტოქთონური სტრუქტურა.

იხ. აგრეთვე: ავტოქთონური

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.97 ავტოქთონური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ავტოქთონური

ლათ.

ადგილობრივი წარმოშობისა (ქანები, ნახშირი, თიხა და სხვა).

იხ. აგრეთვე: ავტოქთონი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.98 აზარტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აზარტი

ფრანგ. hasard

არაბ. Arab. az - zahr – შემთხვევა, რისკი, კამათელი

თავდავიწყებით გატაცება რამეთი (მაგ., ფულზე თამაშით, ნადირობით და სხვ.).

იხ. აგრეთვე: რისკი

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.

1.99 აზნაური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აზნაური

ფეოდალური საზოგადოების გაბატონებული კლასის წარმომადგენელი. ტერმინი უცხოური წარმოშობისაა და ქართულად გაფორმებულ სიტყვად არის მიჩნეული. ზოგიერთი მკვლევარი — სპარსულ „ზანას“ (გვაროვნობათა კავშირი, ერი) უკავშირებს, ზოგი — სპარსულ „აზნას“ (წარჩინებული).

იხ. აგრეთვე: მოხელე, ქილიფთარი

წყარო: ბიბლიოვიკი აზნაური

1.100 აზრზე არ არის - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აზრზე არ არის

არ იცის (რამე), წარმოდგენა არა აქვს (რისამე შესახებ)

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.101 ათაბაგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ათაბაგი

თურქ. ata-მამა, beg-ბატონი

სელჯუკთა სულტნის აღმზრდელისა და მეურვის ტიტული. სულთნის კარზე უდიდესი გავლენის მქონე პირი. სელჯუკთა სახელმწიფოს დაშლის შემდგომ თაბაგი დამოუკიდებელი სამთავროს მეთაურის წოდებაა ან მხოლოდ საპატიო ტიტული; ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფოში – მხედარმთავარი. ათაბაგი უფლისწულს ასწავლიდა სამხედრო საქმეს და პასუხისმგებელი იყო სამართავად მიცემული ოლქის მართვაზე; მის ერთ-ერთ მოვალეობას შეადგენდა სელჯუკთა უფლისწულის კონტროლი და მისგან შესაძლო სეპარატიზმის აღკვეთა. ამდენად, თაბაგს ეკუთვნოდა პასუხისმგებლობა დინასტიისა და სახელმწიფოს დაცვაზე.

ტრადიციულად მიჩნეულია, რომ პირველი ათბაგი იყო დიდი სელჯუკი სულტნების ალფ-არსლანის (1063-1072) და მალიქ-შაჰის (1072-1092) ვაზირი და აღმზრდელი სპარსელი ნიზამ ალ-მულქი. მის შემდეგ ათაბაგობა ეძლეოდა მხოლოდ თურქ სამხედროებს და ამირებს სულტნის უახლოესი გარემოცვიდან. XII ს-ის დასაწყისის შემდგომი ხანებიდან დიდ სელჯუკთა სახელმწიფოს დასუსტებასთან ერთად ათაბაგები მათ მეურვეობაში მყოფი სელჯუკი უფლისწულების კონტროლის გზით უკვე ცდილობდნენ სულტნებზე დამოკიდებულებისაგან განთავისუფლებას და თავიანთი სამფლობელოების სრული დამოუკიდებლობის მიღწევას, რამაც თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიდ სელჯუკთა სახელმწიფოს დაშლაში.

იხ. აგრეთვე: მეჭურჭლეთუხუცესი, მოხელე, ვეზირი, ტიტული

წყარო: ბიბლიოვიკი ათაბაგი

1.102 ათათურქი მუსტაფა ქემალ (1881-1938) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ათათურქი მუსტაფა ქემალ (1881-1938)

თურქეთის არმიის ოფიცერი და რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი. მუსტაფა ქემალმა მყისვე დაიმკვიდრა თავი როგორც წარმატებულმა სამხედრო მეთაურმა გალიპოლის ბრძოლაში დივიზიონის მეთაურად მსახურობის განმავლობაში. ოსმანთა იმპერიის მოკავშირეთა მიერ დამარცხების შემდეგ, რასაც თურქეთის დანაწილების გეგმა მოჰყვა თან, ქემალი წინ გაუძღვა თურქების ნაციონალურ მოძრაობას, რასაც შემდგომში თურქების ომი დამოუკიდებლობისთვის დაერქვა. მის წარმატებულ კამპანიას შედეგად ქვეყნის განთავისუფლება და თურქეთის რესპუბლიკის დამყარება მოჰყვა შედეგად. როგორც რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა, მუსტაფა ქემალმა შემოიღო მთელი რიგი შორს გამიზნულ რეფორმათა სერია, რომელთა მიზანი თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება იყო. საოჯახო გვართა კანონის თანახმად თურქეთის ეროვნულმა კრებამ მუსტაფა ქემალს 1934 წლის 24 ნოემბერს „ათათურქის“ (თურქთა მამა) გვარი მიანიჭა.

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: ვიკიპედია ქემალ ათათურქი

1.103 ათეიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ათეიზმი

ბერძნ. a და theos – უარყ. ნაწილაკი და ღმერთი

ღვთის არსებობისა და ყოველგვარი რელიგიის უარყოფა.

იხ. აგრეთვე: ათეისტი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.104 ათეისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ათეისტი

ურწმუნო, ღმერთის უარმყოფელი.

იხ. აგრეთვე: ათეიზმი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.105 ათენა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ათენა

ბერძნ.

ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში.იგი განასახიერებს სიბრძნეს; მფარველობს ქალაქებს, სახელმწიფოებს, მეცნიერებას, მიწათმოქმედებას, ხელოსნობას; მას მიიჩნევენ სამართლიანი და გონიერი ომების ქალღმერთად.რომაულ მითოსში იგი მინერვას სახელით შევიდა.

ათენას სახელს მრავალი ლეგენდა და მითოსი უკავშირდება. მათ შორის ყურადღებას იპყრობს მისი დაბადების ამბავი: ზევსს შეუყვარდა სიბრძნის ღვთაება მეტისი, რომელსაც არ სურდა უზენაეს ღვთაებასთან სარეცლის გაზიარება და სხვადასხვა სახედ გარდასახული ემალებოდა მის თვალთა მზერას.მაგრამ ერთხელაც დაიჭირა იგი ზევსმა და შეეუღლა.წინასწარმეტყველება ასეთი იყო. დაიბადება ქალწული, სიმამაცითა და გონიერებით მამის სწორი, მაგრამ მეტისი თუ კვლავ დაფეხმძიმდება, იშვება ვაჟი, რომელიც დაამხობს მამას. შეშინდა ზევსი, საალერსო სიტყვებით შეიტყუა მეტისი თალამოსში და ჩაყლაპა.

გავიდა ხანი. ერთხელ, როდესაც ტრიტონის ტბის სანაპიროზე სეირნობდა ზევსი, შემაძრწუნებელი თავის ტკივილი იგრძნო. მან საზარლად დაიღრიალა.უმალ მასთან გაჩნდა ჰერმესი, მიხვდა, რაც ხდებოდა და ჰეფესტოსკენ ისწრაფა. მჭედლობის ღმერთმა ჰეფესტომ ზევსს უროთი გაუპო თავი და საოცარი რამ იხილეს მაშინ ღმერთებმა. ზევსის თავიდან ამოიმართა ბრწყინვალე აღსაკაზმავით შემოსილი დიდებული ღვთაება.ეს იყო ათენა.მისი თვალები სიბრძნეს აფრქვევდნენ.თავად კი ფარით და მახვილით ხელში ბრწყინავდა საოცარი მშვენიერებით.

ზევსის თავიდან დაბადებული ათენა ღვთაებათა მეუფის აზრების განსახიერებად გვევლინება. მისი სიმბოლო არის ბრძენი ბუ და ამიტომ მას "ბუსთვალებას" უწოდებენ. მაგრამ ყველაზე ხშირად მას ათენა - პალასად მოიხსენიებენ, ხოლო "პალასი" ბერძნულად "ქალწულს" აღნიშნავს. ათენას არასოდეს ჰყოლია ქმარი და ამიტომაც უწოდებდნენ ქალწულ - ღვთაებას. იგი კეთილი ქალღმერთი იყო. მან გამოიგონა ფლეიტა, საყვირი, კერამიკული ქოთანი, გუთანი, ფოცხი, უღელი ხარებისთვის, ლაგამი ცხენებისთვის, ორთვალა ეტლი და ხომალდი. მან პირველმა ასწავლა ადამიანებს თვლის ხელოვნება, ხოლო ქალებს ყოველგვარი ხელსაქმე - რთვა თუ ქსოვა. ათენას დიდ პატივს მიაგებდნენ ადამიანები. ქალღმერთი დიდად აფასებდა მათ სიყვარულს და ვერ იტანდა სითავხედეს. ჩვენამდე შემორჩა მშვენიერი მითი, თუ როგორ დასაჯა ათენამ არაქნე მხოლოდ იმისათვის, რომ შეეცადა ღვთაებას გატოლებოდა მისგანვე ნასწავლი ხელსაქმით. მდაბიო ოჯახის შვილმა არაქნემ თავისი ხელოვნებით, სიბეჯითითა და გულმოდგინებით ლიბიის ქალაქებში დიდი სახელი მოიხვეჭა. იგი ნატიფი ოსტატობით ნისლივით ფაფუკ ძაფებს რთავდა და ჰაერივით გამჭვირვალე ქსოვილებს ქსოვდა. რა თქმა უნდა, ათენა - პალასმა ასწავლა მას ეს ხელოვნება, მაგრამ არაქნე უარყოფდა მის შეგირდობას.მან შეჯიბრში გამოიწვია დიდი ქალღმერთი. ყურად არ იღო მისი გაფრთხილება, დაეოკებინა ქედმაღლობა. მაშინ კი აღარ დაახანა ზევსის ასულმა და მოკვდავის გამოწვევა მიიღო.

პირისპირ დადგნენ მეტოქენი, ორ დაზგაზე დაჭიმეს სიფრიფანა ქსელი, კაბის კალთები აიკეცეს და აჩქარებით იწყეს ჩვეული საქმიანობა, ფაფუკ ძაფებზე გადმოღვარეს ოქროს ციალი და ქსოვილებზე გამოსახეს ღმერთების ძველი ამბები. ათენამ წარმოსახა დიდებული აკროპოლისი და ატიკაზე მეუფებისთვის ატეხილი მისი დავა პოსეიდონთან.ცხოლო არაქნემ მოქარგა ღმერთთა ცხოვრების ის სცენები, სადაც უკვდავნი, ადამიანურ ვნებათაგან შეპყრობილნი, არაღვთაებრივ სისუსტეს იჩენდნენ. განრისხდა ათენა-პალასი. ღმერთთა ბრალდებებით ამოქარგული ქსელი გაგლიჯა და მის მომქარგველს მაქო შუბლში ჩასცხო.შეურაცხყოფილმა არაქნემ თავი ჩამოიხრჩო, მაგრამ შეიბრალა იგი ღვთაებამ, თოკიდან ჩამოხსნა და სიცოცხლე დაუბრუნა, თუმცა ობობად გარდასახა, რათა მას და მთელ მის მოდგმას მუდამ ექსოვა ქსელი.

ათენას განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ატიკაში, იქ სადაც მდებარეობდა მისი სახელით სახელდებული ქალაქი ათენი. ატიკაზე მეუფებისთვის დავა, რომელიც ათენამ არაქნესთან შეჯიბრისას მოქსოვა, ასე აისახა მითოსში; როდესაც გეას ვაჟმა კეკროფსმა ააგო აკროპოლისი, ღმერთებს შორის დავა გაიმართა იმაზე, თუ ვინ იქნებოდა ქალაქის მფლობელი. ზევსმა მოიწვია კრება და გამოაცხადა, რომ ქალაქის მფარველობა მას ერგებოდა, ვინც რაიმე ძვირფასს შესძენდა მხარეს. მაშინ პოსეიდონმა სამკაპი ჩასცა კლდეს და ზღვის მლაშე წყალმა სამ ჭავლად ამოხეთქა მიწის სიღრმიდან, ხოლო ათენამ მიწაში შუბი ჩაასო და ზეთისხილი აღმოაცენა. დავა კეკროფსმა გადაწყვიტა: მან ათენას ძღვენს მიანიჭა უპირატესობა. ამგვარად, ქალაქის მფარველობა ათენას ერგო, ხოლო კეკროფსის ქალაქს მისი სახელი ეწოდა. მას შემდეგ ზეთისხილი წმინდა მცენარედ ითვლება.

ათენა ხშირად გამოჩნდებოდა ხოლმე არეოპაგოსში მსჯავრის გამოტანისას.თუკი მსაჯულთა ხმები თანაბრად გაიყოფოდა, ყოველთვის იყო მსჯავრდებულის შემწყალებელი. იგი მებრძოლთა მფარველიც იყო.მისი წყალობით იმარჯვებდნენ მძიმე ბრძოლებში ისეთი გმირები, როგორებიც იყვნენ ჰერაკლე, დიომედესი და ოდისევსი.

ათენას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთში. მას მრავალი დღესასწაული ეძღვნებოდა. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი იყო ის ზეიმები, რომლებიც მიწათმოქმედებას უკავშირდებოდა. საყოველთაო ხასიათისა იყო დიდი პანათენური დღესასწაული - აპოთეოსი ათენას სახელმწიფოებრივი სიბრძნისა.

ათენას რომაული სახელი იყო მინერვა. რომაელები მას წარმოსახავდნენ მრისხანე გამომეტყველების დიდებულ ქალად, რომელსაც თავს ერქვა მუზარადი და აღჭურვილი იყო ოროლითა და ეგისით. ფიდიასის მიერ (ძვ.წ.V ს.) სპილოს ძვლითა და ოქროთი შესრულებული ცნობილი უზარმაზარი ქანდაკებიდან, რომელიც ათენის აკროპოლისზე მდებარე პანთეონის ტაძრის მშვენება იყო, ჩვენამდე შემორჩა მხოლოდ ასლები და რეპლიკები (მაგალითად, ათენა პერგამონიდან; ათენას თავი, რომელიც დაცულია კოპენჰაგენში და სხვა). ჩვენამდე მოაღწია ფიდიასის ცნობილი ქანდაკების, ათენა-ლემნიას ფრაგმენტებმა (დაცულია დრეზდენისა და ბოლონიის მუზეუმებში), აგრეთვე ძვ.წ.V-IV საუკუნეების მრავალრიცხოვანმა გამოსახულებამ, რომელზეც ღვთაება წარმოდგენილია დიდებული და მშვიდი სახით, რაც მის კეთილგონიერებასა და მშვიდობისმოყვარე ფუნქციაზე მიგვანიშნებს.

ტროას ომში ეხმარებოდა აქაველებს

იხ. აგრეთვე: ალკიბიადე (450-404 ძვ.წ.ა.), ილიადა, ოდისეა, ღმერთი, არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – I, ნადიმი, დელიონი, პოტიდეა

წყარო: ბიბლიოვიკი ათენა

1.106 ათენი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ათენი

1. საბერძნეთის დედაქალაქი (1 მილიონი, დიდი ათენი - 3 მილიონი). 1896 წლის ზაფხულის I და 2004 წლის XXVIII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი.

2. ქალაქი-სახელმწიფო ძველ საბერძნეთში.

3. ისტორიული ნავსადგური შავი ზღვის სამხრეთით.

სინონიმი: კეკროპია

იხ. აგრეთვე: ქალაქი, ერეხთევსი, ფალერონი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149

1.107 ათლეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ათლეტი

ბერძნ. athlētēs – მოჭიდავე

ბრგე და ღონიერი კაცი, სპორტსმენი.

იხ. აგრეთვე: ათლეტიზმი, ათლეტიკა, ათლეტური

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.108 ათლეტიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ათლეტიზმი

ბერძნ.

იგივეა, რაც კულტურიზმი.

იხ. აგრეთვე: ათლეტი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.109 ათლეტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ათლეტიკა

ბერძნ. athlēsis – ჭიდაობა

სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიში, რომლებიც ავითარებენ ძალას, სიმარდეს, ამტანობას.

იხ. აგრეთვე: ათლეტი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.110 ათლეტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ათლეტური

ბერძნ.

ათლეტის დამახასიათებელი (აგებულება).

იხ. აგრეთვე: ათლეტი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.111 აიაზმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აიაზმა

ბერძნ. agiasmos – კურთხევა

ნაკურთხი წყალი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.112 აიაია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აიაია

ბერძნ.

კუნძული, სადაც არგონავტები მოხვდნენ და რომელსაც გრძნეული კირკე განაგებდა

ძველი წყაროების თანახმად, აიაია იტალიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობდა, იქ, სადაც კირკეიონის მთები იყო აღმართული. აიაია უნდა განიმარტოს, როგორც აიას კუთვნილი მიწა.

აპ. როდოსელის სქოლასტი ამბობს, აიაია მარცვლით განვრცობილი აია (ეა) არისო. კოლხეთის აიაში (ეაში) აიეტი და მისი სახლობა ცხოვრობს, აიაია კი დასავლეთში ძევს და აიეტის გრძნეული დის კირკეს სამფლობელოა. აიაიას პირველად და რამდენჯერმე უკვე ჰომეროსი იხსენიებს. ოდისევსი ამბობს: მივედით აიაიას დიდ კუნძულზე, იქ ცხოვრობს კირკე („ოდისეა“). ეს კუნძული პოეტების მიხედვით ტირენის ზღვაში ძევს. მისი სახელი კოლხეთის აიასაგან (ეასაგან) არის წარმოებული

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VII

წყარო: ბიბლიოვიკი აიაია

1.113 აიასი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აიასი

ბერძნ.

დიდი აიასი ტელამონის ძე იყო. როდესაც იგი დაიბადა, გმირმა ჰერაკლემ ჩვილი ნემეას ლომის ტყავში გაახვია და ზევსს სთხოვა, მიენიჭებინა მისთვის ნადირთა მეფის მსგავსი ძალა და გამბედაობა. მართლაც, აიასი გოლიათური აღნაგობის ყმაწვილი დადგა და სულ მალე გაითქვა სახელი თავისი ძალმოსილებით. ტროას ნაპირებს იგი თორმეტი ხომალდით მოადგა და ისეთი ძალისხმევით იბრძოდა, რომ ბერძნები აქილევსის შემდეგ უპირველეს მებრძოლად მას აღიარებდნენ. როდესაც ჰექტორმა ორთაბრძოლაში გამოიწვია უმამაცესი აქაველთაგან, ცხრა მეომარი შეიმართა. წილი ყარეს და ბრძოლის პატივი ერგო აიასს, რომელმაც არ დაახანა და ძირს დასცა ტროელი გმირი. მაგრამ ღმერთები ჰექტორის მხარეს აღმოჩნდნენ და არ ისურვეს მისი დამარცხება. როდესაც განგმირეს პატროკლოსი, აიასმა არ დაანება ტროელებს მისი წაბილწვა, მანვე გამოიტანა ბრძოლის ველიდან აქილევსის გვამიცა და აღსაჭურველიც. თეტისმა, აქილევსის დედამ, ისურვა აქაველთაგან უმამაცესს გადასცემოდა ეს საბრძოლო აღსაკაზმავი. ცბიერმა ოდისევსმა მოისყიდა ტყვე ტროელები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ყველაზე დიდი ზიანი მათ ოდისევსმა მიაყენა. სწორედ ამიტომ თავშეყრილმა ბრბომ ოდისევსს მიაკუთვნა ძვირფასი ჯილდო. უსამართლობით განრისხებულ აიასს სურდა ამოეხოცა აქაველები, მაგრამ ათენამ, რომელიც მისი მფარველი იყო, სიგიჟე მოუვლინა. ბერძენთა ნაცვლად აიასი ჯოგს დაესხა თავს, ხოლო როდესაც გონს მოეგო, სასოწარკვეთილებისაგან თავი მოიკლა. მოგვიანებით, როდესაც ჰადესის სამეფოში ჩავა ოდისევსი და აიასის აჩრდილს შეხვდება, გულდაწყვეტილი ტელამონიდი მას ხმას არ გასცემს. აიასი ბერძენთა საყვარელი გმირი იყო. მას განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებდა დიდი პოეტი პინდაროსი თავის ოდებში. აიასის მითოსზეა აგებული სოფოკლეს ტრაგედია სახელწოდებით „აიასი“. ამავე თემას ეძღვნებოდა ესქილეს ჩვენამდე ვერმოღწეული ტრილოგიაც.

ტროას ომში იბრძოდა აქაველების მხარეს

სინონიმი: აიაქსი, აიაქს დიდი

იხ. აგრეთვე: ნადიმი

პატარა აიასი ლოკრისის მეფის, ოილევსის ძე იყო. იგი ტროას ომში ორმოცი ხომალდით გამოცხადდა. მართალია, ეს აიასი მომცრო ტანისა იყო და არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აღნაგობით, მაგრამ მამაც მეომრად, ბრწყინვალე მსრბოლელად და შუბის მტყორცნელად იყო აღიარებული. დიდი აიასის გვერდით იგი მედგრად იბრძოდა პატროკლოსის გვამისთვის, ხოლო მისი დაკრძალვისას გამართულ ასპარეზობაში თავი გამოიჩინა, ვითარცა მალემსრბოლელმა გმირმა. ტროას აღებისას მან განარისხა ქალღმერთი ათენა, რადგანაც მის საკურთხეველს შეფარებული კასანდრა შეურაცხყო. მკრეხელობისთვის ბერძნებმა კინაღამ მოკლეს, მაგრამ ცრუ ფიცით აიასმა ძლივს დააღწია თავი მათ მძვინვარებას. თუმცა სასჯელს მაინც ვერ გაექცა. გავრცელებული ვერსიით, შინ მიმავალი აიასი ელვით განგმირა ათენამ. ლოკრისში არსებობდა აიასის კულტი: მისი ცოდვის გამოსასყიდად ლოკრისელები ყოველწლიურად აგზავნიდნენ მცირე აზიის ათენას ტაძარში ორ გოგონას ღვთისმსახურებისათვის.

ტროას ომში იბრძოდა აქაველების მხარეს

სინონიმი: აიაქს მცირე

იხ. აგრეთვე: ილიადა

წყარო: ბიბლიოვიკი აიასი

1.114 აიასი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აიასი

ბერძნ.

დიდი აიასი ტელამონის ძე იყო. როდესაც იგი დაიბადა, გმირმა ჰერაკლემ ჩვილი ნემეას ლომის ტყავში გაახვია და ზევსს სთხოვა, მიენიჭებინა მისთვის ნადირთა მეფის მსგავსი ძალა და გამბედაობა. მართლაც, აიასი გოლიათური აღნაგობის ყმაწვილი დადგა და სულ მალე გაითქვა სახელი თავისი ძალმოსილებით. ტროას ნაპირებს იგი თორმეტი ხომალდით მოადგა და ისეთი ძალისხმევით იბრძოდა, რომ ბერძნები აქილევსის შემდეგ უპირველეს მებრძოლად მას აღიარებდნენ. როდესაც ჰექტორმა ორთაბრძოლაში გამოიწვია უმამაცესი აქაველთაგან, ცხრა მეომარი შეიმართა. წილი ყარეს და ბრძოლის პატივი ერგო აიასს, რომელმაც არ დაახანა და ძირს დასცა ტროელი გმირი. მაგრამ ღმერთები ჰექტორის მხარეს აღმოჩნდნენ და არ ისურვეს მისი დამარცხება. როდესაც განგმირეს პატროკლოსი, აიასმა არ დაანება ტროელებს მისი წაბილწვა, მანვე გამოიტანა ბრძოლის ველიდან აქილევსის გვამიცა და აღსაჭურველიც. თეტისმა, აქილევსის დედამ, ისურვა აქაველთაგან უმამაცესს გადასცემოდა ეს საბრძოლო აღსაკაზმავი. ცბიერმა ოდისევსმა მოისყიდა ტყვე ტროელები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ყველაზე დიდი ზიანი მათ ოდისევსმა მიაყენა. სწორედ ამიტომ თავშეყრილმა ბრბომ ოდისევსს მიაკუთვნა ძვირფასი ჯილდო. უსამართლობით განრისხებულ აიასს სურდა ამოეხოცა აქაველები, მაგრამ ათენამ, რომელიც მისი მფარველი იყო, სიგიჟე მოუვლინა. ბერძენთა ნაცვლად აიასი ჯოგს დაესხა თავს, ხოლო როდესაც გონს მოეგო, სასოწარკვეთილებისაგან თავი მოიკლა. მოგვიანებით, როდესაც ჰადესის სამეფოში ჩავა ოდისევსი და აიასის აჩრდილს შეხვდება, გულდაწყვეტილი ტელამონიდი მას ხმას არ გასცემს. აიასი ბერძენთა საყვარელი გმირი იყო. მას განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებდა დიდი პოეტი პინდაროსი თავის ოდებში. აიასის მითოსზეა აგებული სოფოკლეს ტრაგედია სახელწოდებით „აიასი“. ამავე თემას ეძღვნებოდა ესქილეს ჩვენამდე ვერმოღწეული ტრილოგიაც.

ტროას ომში იბრძოდა აქაველების მხარეს

სინონიმი: აიაქსი, აიაქს დიდი

იხ. აგრეთვე: ნადიმი

პატარა აიასი ლოკრისის მეფის, ოილევსის ძე იყო. იგი ტროას ომში ორმოცი ხომალდით გამოცხადდა. მართალია, ეს აიასი მომცრო ტანისა იყო და არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აღნაგობით, მაგრამ მამაც მეომრად, ბრწყინვალე მსრბოლელად და შუბის მტყორცნელად იყო აღიარებული. დიდი აიასის გვერდით იგი მედგრად იბრძოდა პატროკლოსის გვამისთვის, ხოლო მისი დაკრძალვისას გამართულ ასპარეზობაში თავი გამოიჩინა, ვითარცა მალემსრბოლელმა გმირმა. ტროას აღებისას მან განარისხა ქალღმერთი ათენა, რადგანაც მის საკურთხეველს შეფარებული კასანდრა შეურაცხყო. მკრეხელობისთვის ბერძნებმა კინაღამ მოკლეს, მაგრამ ცრუ ფიცით აიასმა ძლივს დააღწია თავი მათ მძვინვარებას. თუმცა სასჯელს მაინც ვერ გაექცა. გავრცელებული ვერსიით, შინ მიმავალი აიასი ელვით განგმირა ათენამ. ლოკრისში არსებობდა აიასის კულტი: მისი ცოდვის გამოსასყიდად ლოკრისელები ყოველწლიურად აგზავნიდნენ მცირე აზიის ათენას ტაძარში ორ გოგონას ღვთისმსახურებისათვის.

ტროას ომში იბრძოდა აქაველების მხარეს

სინონიმი: აიაქს მცირე

იხ. აგრეთვე: ილიადა

წყარო: ბიბლიოვიკი აიასი

1.115 აიეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აიეტი

ბერძნ.

ლეგენდარული ქვეყნის, აიას (მოგვიანებით მას კოლხეთთან გააიგივებენ) მეფე; მზე – ღმერთის, ჰელიოსისა და ოკეანოსის ასულის, პერსეისის ძე. კირკეს, პასიფაესა და პერსესის ძმა. მედეას, ქალკიოპესა და აფსირტოსის მამა.

როდესაც ოქროს ვერძმა ფრიქსოსი აია – კოლხეთში მოიყვანა, აიეტმა შეიფარა იგი და თავის ქალიშვილ ქალკიოპეზე დააქორწინა. ოქროს საწმისის (ოქროს ვერძის ტყავის) ძიებაში არგონავტებმა მიაღწიეს კოლხეთის მიწას. ისინი წარსდგნენ აიეტის წინაშე და თავისი განზრახვა ამცნეს. გაოცდა მეფე აიეტი. ოქროს საწმისი მისი ქვეყნის ძლიერების თილისმა იყო. ასე იოლად ვერ დათმობდა მას. ხერხს მიმართა, არგონავტების წინამძღოლს აღუსრულებელი რამ შესთავაზა: სპილენძისფეხებიანი და ნესტოებიდან ცეცხლისმფრქვეველი ხარების უღელში შებმა, არესის ველის გადახვნა, ხნულებში პურის თესლის ნაცვლად გველეშაპის კბილების ჩაყრა და იქიდან აღმოცენებული მეომრების განადგურება. თუმცა იასონმა მედეას შემწეობით აღასრულა ეს დავალება, მაგრამ აიეტმა დაარღვია თავისი პირობა. მან განიზრახა დაეწვა „არგო“ და გაენადგურებინა მეხომალდენი. ისევ მედეას დახმარებით შესძლეს არგონავტებმა ოქროს საწმისის მოტაცება და გაქცევა. აიეტი მათ კვალდაკვალ მიჰყვა, მაგრამ იხილა რა ზვირთებში ასო-ასო აკუწული ძე – აფსირტოსი, დამწუხრებულმა შეწყვიტა დევნა. მალე აიეტი ტახტიდან ჩამოაგდო მისმა ძმამ პერსესმა. როდესაც მედეა და მისი ძე მედოსი კოლხეთში ჩამოვლენ, მოკლავენ პერსესს და ძალაუფლებას დაუბრუნებენ მეფე აიეტს (სხვა ვერსიით კი, პერსესის ჩამოგდების შემდეგ გამეფდება არა აიეტი, არამედ მედოსი)

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – X, აფსირტოსი, მედეა, არესი

წყარო: ბიბლიოვიკი აიეტი

1.116 აივენჰო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აივენჰო

უოლტერ სკოტს რომანით „აივენჰო“ XII საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისში ადავყავართ. იგი მოგვითხრობს, რა ვითარება იყო ქვეყანაში ინგლისის მეფის - რიჩარდ ლომგულის ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობის დროს. ამ პერიოდში სახელმწიფოს მართავს რიჩარდის ძმა, უმიწაწყლოდ წოდებული ჯონი, რომელიც დამპყრობელი ნორმანი ფეოდალების დახმარებით, ხელში ჩაიგდებს ქვეყნის მართვა-გამგეობის სადავეებს და თავისი უსამართლობით, ორგულობით, ანგლოსაქს ფეოდალებსა და ინგლისელ ხალხს თავის საწინააღმდეგოდ განაწყობს. რომანი სავსეა განცდებით, სასიყვარულო თავგადასავლებით.

რომანის მთავარი გმირია კეთილშობილი ახალგაზრდა რაინდი აივენჰო, აღწერილია მისი სასიყვარულო ურთიერთობა უმშვენიერესი, მაგრამ მდაბიო წარმომავლობის ქალის - რებეკასადმი. რომანში ადამიანთა პირადი ცხოვრება დაკავშირებულია დიდ ისტორიულ ქარტეხილებთან, მათი პირადი ცხოვრება ოსტატის ფუნჯით შექმნილ მხატვრულ ტილოზეა გადატანილი. ადამიანების ყოფა, ზნე-ჩვეულებანი, ადათ-წესები, მეტყველება რეალისტური საღებავებით, კონკრეტულ-ისტორიულ ასპექტშია გადაწყვეტილი, აღწერილია გაბატონებულ და დამონებულ ფენებს შორის შინაგანი წინააღმდეგობა, დამპყრობ ნორმანებს, მოღალატე ბარონებსა და ადგილობრივ მკვიდრ საქსონელ ფეოდალებს შორის, რაც ინგლისელებსა და შოტლანდიელებს ერთმანეთისგან თიშავდა.

მწერლის მხატვრულმა ოსტატობამ მომდევნო თაობებს ცოცხლად შემოუნახა ისტორიული სახეები, გმირები, სული შთაბერა და უკვდავება მიანიჭა, რითაც ისტორიული სინამდვილის რეალური სურათები შექმნა და ამ ჟანრის მწწრლობის მამამთავრის სახელი დაიმკვიდრა.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, სკოტი უოლტერ

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]

1.117 აიკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აიკი

დუაიტ ეიზენჰაუერის მეტსახელი (რესპუბლიკელი გენერალი, რომელმაც 1952 წ.საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად შეცვლა დემოკრატი ჰარი ტრუმენი)

იხ. აგრეთვე: პერსონალია, ეიზენჰაუერი (აიზენჰაუერი) დუაიტ დევიდ (1890-1969), ტრუმენი ჰარი (1884-1972)

წყარო: ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008.

1.118 აიმრიზა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აიმრიზა

ითაკილა (?). არ მოეწონა.

ეწყინა, გასწყრა.

იხ. აგრეთვე: ამრიზებული

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.119 აინუნშიც არ მოსდის - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აინუნშიც არ მოსდის

ფიქრადაც არ მოსდის, ყურადღებას არ აქცევს, არაფრად აგდებს (არაბულად აჲნუნ ნიშნავს თვალს)

სინონიმი: აინუნშიც არ აგდებს

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.120 აირია მონასტერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აირია მონასტერი

არეულობა და უთავბოლობა გამეფდა, უწესრიგობა დაიწყო

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.121 აკადემია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკადემია

ბერძნ. Akadēmia

სახელწოდება ათენთან ახლოს მდებარე ბაღისა, სადაც ასწავლიდა ფილოსოფოსი პლატონი

1. უმაღლესი სამეცნიერო სახელმწიფო დაწესებულება;

2. ზოგიერთი სპეციალური უმაღლესი სასწავლებელი.

იხ. აგრეთვე: აკადემოსი, კორესპონდენტი, პლატონი (ძვ. წ. 428-348-347)

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.122 აკადემიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკადემიზმი

1. თეორიის, მეცნიერების მოწყვეტა პრაქტიკისაგან, ხალხის საარსებო საჭიროებათაგან;

2. ხელოვ. მიმართულება (მე-16 – მე-19 საუკ.), რომელიც მოითხოვდა ანტიკური (კლასიკური) ნიმუშების ბრმად მიბაძვას და ცდილობდა დაემკვიდრებინა შემოქმედების ურყევი კანონები.

იხ. აგრეთვე: აკადემია, აკადემიური, თეორია, პრაქტიკა, კლასიკური

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.123 აკადემიური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკადემიური

1. აკადემიასთან დაკავშირებული;

2. უმაღლეს (ან საშუალო) სკოლაში სწავლასთან დაკავშირებული; სასწავლო.

ა. წელი – დროის მონაკვეთი (შემოდგომიდან ზაფხულამდე), რომლის განმავლობაშიც უმაღლეს სასწავლებელში წარმოებს მეცადინეობა; სასწავლო წელი.

ა. საათი – გაკვეთილის ან ლექციის ხანგრძლივობა (40 - 50 წუთი).

ა. წარმატება – მოსწავლის მიერ საპროგრამო მასალის შესწავლა-შეთვისების ხარისხი.

ა. შვებულება – სტუდენტისათვის მიცემული შვებულება სასწავლო წლის განმავლობაში.

ა.თეატრი - საპატიო სახელწოდება, რომელიც მიკუთვნებული აქვს სანიმუშო თეატრებს საბჭოთა კავშირში.

ა. ნიჩბოსნობა - შეჯიბრება სპეციალური ნავებით, რომლებსაც მოძრავი დასაჯდომები (სლაიდები) აქვს, ხოლო ნიჩბის პალოები ბორტის გარედან აქვს უძრავად დამაგრებული;

3. პრაქტიკისაგან მოწყვეტილი, მხოლოდ თეორიული.

4. აკადემიზმის (მნიშვ. 2) დამახასიათებელი.

იხ. აგრეთვე: აკადემია, აკადემიზმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.124 აკადემოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკადემოსი

ბერძნ.

ატიკელი გმირი, რომელმაც თესევსის მიერ გადამალული ელენეს სამყოფელი მიასწავლა დიოსკურებს.

ისტორიულ დროს ათენელებს სჯეროდათ, რომ აკადემოსი დაკრძალული იყო მათი ქალაქის კედლებს მიღმა. მისი სახლი გარემოცული იყო წმინდა ჭალით, რომელსაც ეწოდებოდა აკადემია გმირის სახელის მიხედვით. ძვ.წ. IV საუკუნეში ამ ხეივანში უკითხავდა ლექციებს თავის მოწაფეებს ცნობილი ფილოსოფოსი პლატონი. სწორედ ამიტომ შეერქვა მის მიერ დაარსებულ სკოლას აკადემია.

ეს სახელწოდება დამკვიდრდა თანამედროვე სალაპარაკო ენაშიც სამეცნიერო, სასწავლო და მხატვრულ დაწესებულებათა აღსანიშნავად (მეცნიერებათა აკადემია, სამხატვრო აკადემია და სხვა).

იხ. აგრეთვე: აკადემია, ეპონიმი

წყარო: ბიბლიოვიკი აკადემოსი

1.125 აკაპელა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკაპელა

გუნდური მრავალხმიანი სიმღერა ინსტრუმენტული თანხლების გარეშე.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.126 აკვარიუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკვარიუმი

კორ. aquarium – წყალსაცავი

1. შემინული ყუთი ან დიდი წყალსაცავი, სადაც აშენებენ თევზებს, წყლის ცხოველებსა და წყალმცენარეებს;

2. დაწესებულება, სადაც უკვირდებიან და სწავლობენ ცოცხალ წყლის ცხოველებს, თევზებსა და წყალმცენარეებს.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.127 აკვნის დარწევა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკვნის დარწევა

რისამე - წარმოშობა, ჩასახვა, აღმოცენება (რისამე)

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.128 აკლიმატიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკლიმატიზაცია

გერმ. Akklimatisation

1. მცენარის ან ცხოველის შეგუება ახალ, უჩვეულო კლიმატურ პირობებთან; დაგვარება;

2. უჩვეულო კლიმატურ პირობებთან ადამიანის ორგანიზმის აქტიური შეგუების (ადაპტაციის) პროცესი.

იხ. აგრეთვე: ადაპტაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.129 აკომპანემენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკომპანემენტი

რომელიმე საკრავზე ან ორკესტრის მიერ შესრულებული თანხლება, რომელიც ავსებს და ამდიდრებს წამყვან მელოდიას (ვოკალურს ან საკრავიერს).

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]

1.130 აკორდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკორდი

მუს.

იტალ. accordo

ფრანგ. accord – შეთანხმება

სამი ან მეტი მუსიკალური ბგერის ჰარმონიული შეერთება

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.131 აკრედიტაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკრედიტაცია

ლათ. Accredo – ვენდობი

დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის ან სამთავრობათაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციასთან სახელმწიფოს წარმომადგენლობის დანიშვნის პროცესი, რაც ასეთი უფლებამოსილების შესახებ შესაბამისი აქტის ჩაბარებასაც მოიცავს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანდა საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების) დადგენის პროცედურა.

იხ. აგრეთვე: აკრედიტება

წყარო: ჩვენი კონსტიტუცია: საქართველოს კონსტიტუცია: გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ.: ფონდი Alpe, 2005.

1.132 აკრედიტება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკრედიტება

ლათ.

1. დიპლომატიური პირის უფლებამოსილების ცნობის პროცესი.

2. ჟურნალისტის ოფიციალური დაშვება რაიმე საერთაშორისო კონფერენციაზე.

იხ. აგრეთვე: აკრედიტაცია

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.133 აკრედიტივი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკრედიტივი

გერმ. Akkreditiv

ლათ. accredo – ვენდობი

1. საკრედიტო დაწესებულების (ბანკის,შემნახველი სალაროს)მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც ის ავალებს სხვა ასეთსავე დაწესებულებას მისცეს წარმომდგენს გარკვეული თანხა;

2. დიპლ. რწმუნების სიგელი; დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დიპლომატიური წარმომადგენლის რწმუნებელს.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.134 აკრონიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკრონიმი

ბერძნ. akros მაღალი+onyma სახელი

სიტყვის ან სიტყვათშეთანხმების საწყისი ასოებიდან წარმოქმნილი სპეც. აბრევიატურა.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.135 აკროპოლისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკროპოლისი

ძველ საბერძნეთში შემაღლებულ ადგილზე აგებული ქალაქის ცენტრალური ნაწილი

იხ. აგრეთვე: ნადიმი, კიდათენი

წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.

1.136 აკროსტიქი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკროსტიქი

ბერძნ. akrostichon - კიდური სტრიქონი

ისეთი ლექსი, რომლის ტაეპთა პირველი ან ბოლო სიტყვების პირველი ან ბოლო ასოებისაგან შედგება სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ამ ლექსის ან ავტორს, ან საგანს. განსაკუთრებით მიღებული იყო ბერძნულ-ბიზანტიურ და ქართულ პოეზიაში.

აკროსტიქი მარტო პოეტის გონებამახვილობის ნაყოფი კი არ იყო, არამედ ნაწარმოების ავტორის ვინაობის დამდგენელი, ნაწარმოების დანიშნულების გამომხატველი. აკროსტიქს იყენებდნენ აგრეთვე საგალობელთა რიცხვის აღსანიშნავად. ამ შემთხვევაში აკროსტიქები იძლეოდნენ ანბანის რიგს. მაგალითები:

ფილიპე

ქებაჲ ბეთლემისაჲ, ქალწულისაჲ და ძისაჲ (თავნი იტყვიან „ფილიპე ბეთლემი“)

ფ ესვთა მათგან ოქროვანთა შემკული ხარ შენ, ქალწულო,

ი აკინთე ძოწეული სამოსლად გაქვს, ღმთისმშობლო,

ლ ამპრითა მით ბრწყინვალითა მიგეგებვით, დედოფალო,

ი თხოვე შენ მოტევებაჲ ბრალთა ჩვენთაჲ, დიდებულო!

პ ატიოსან და წმიდა არს სახლი შენი, სანატრელო,

ე კლესიაჲ ბეთლემისაჲ ცათა მსგავს არს, უბიწოო,

ბ უნებათა შემოქმედი ვიცანთ შენგან, ჰოი, ბეთლემო,

ე მსგავსე შენ სამყაროთა ზეცისათა, ჰოი, წმიდაო,

თ აყვანის ვსცემთ ქვაბსა მაგას დიდებულსა, ჰოი, უხრწნელო.

ლ ოცვაჲ ჩვენი შეიწირე, ბაგასა მას მწოლარეო,

ე ც მოსავთა შენთა პოვნაჲ წყალობისაჲ, სახიერო,

მ ადლი შენი მფარველ მეყავნ მე, უღირსსა, მოწყალეო,

ი თხოვე დღეს თხოვაჲ ჩემი ცოდვილისაჲ, მწყალობელო!

ორმხრივი აკროსტიქი

ა ისხლი მარტვილთა ეზიარა სისხლს საღმრთო ს

უ ცხო რა იქმნეს,ხორცთაგან მტკიცენი ღვთი ვ

ქ ვეყანა განწმდა, იქმნა ჰაერი წმინდა ა

დ იდეს ზენას,გვირგვინით მიმღებელნი აქ

ა ღცილდეს ცაათა, ხრწნადნი სცვალნეს უკვდა ებ

აკროსტიქით წერდნენ XVII— XVIII საუკუნეებშიც დ. გურამიშვილი, ბესიკი და განსაკუთრებით არჩილი.

დ ამბადებელის მამისა საყვარელო ძეო,

ა ღმიპყარ ხელი, რასაცა ვითხოვ, მიბოძეო!

ვ არ ვით ცხოვარი წყმენდილი, აწ მომიძიეო,

ი ესო, წყემსო კეთილო, კაცთა მეცხორეო!

თ იკნად ნუ გამხდი, მარჯვნით კრავში გამრიეო;

ახალ ქართულ პოეზიაში აკროსტიქი იშვიათად იხმარება

იხ. აგრეთვე: აბეცედარიები

წყარო: ჭილაია, ანდრო. ლიტერატურისმცოდნეობის ძირითადი ცნებები. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1971. - 540გვ. ; 22სმ.. - 3მ.20კ. ყდ., 5000ც.

აკტიოსი

აპოლონის ეპითეტი

სინონიმი: აპოლონი, ემბასი, ემბასიოსი

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – VI

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.137 აკტიოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკტიოსი

აპოლონის ეპითეტი

სინონიმი: აპოლონი, ემბასი, ემბასიოსი

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – VI

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.138 აკუმულატორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკუმულატორი

ლათ. accumulator – შემკრები

1. მოწყობილობა, რომელშიც ხდება ელექტრობის დაგროვება შემდგომში მის თანდათანობით დასახარჯავად;

2. საერთოდ, სხვადასხვა სახის ენერგიის დასაგროვებელი ხელსაწყო. მაგ., ორთქლის აკუმულატორი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.139 აკურატული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკურატული

ლათ. accuratus

1. ზუსტად შემსრულებელი, წესიერი (ადამიანი);

2. კარგად გაკეთებული, სუფთა (ნამუშევარი).

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.140 აკუსილეოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკუსილეოსი

არგოსელი ლოგოგრაფოსი (VI ს. ძვ.წ.ა.) სვიდას მიხედვით ავტორი თხზულებისა `გენეალოგიები~, ძირითადად ეყრდნობოდა ჰესიოდეს.

იხ. აგრეთვე: ნადიმი, ლოგოგრაფები, ჰესიოდე

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.141 აკუსტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აკუსტიკა

ბერძნ. akustikos – სმენისა

1. სმენადობის ხარისხი ამა თუ იმ შენობაში

2. მუს.-მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მუსიკის ობიექტურ და ფიზიკურ კანონზომიერებებს, მის შესრულებასა და აღქმასთან მიმართებას. იგი იკვლევს მუსიკის ბგერათა სიმაღღეს, სიმღერის ტემბრსა და გრძლიობას, კონსონანსსა და დისონანსს, მუსიკის თეორიაში აკუსტიკა ჩაისახა ანტიკურ ხანაში და დღემდე ვითარდება, როგორც მეცნიერება.

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.142 ალანები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალანები

ოსები

ირანული წარმოშობის ჩრდილოკავკასიური ტომები.

იხ. აგრეთვე: ალანია

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.143 ალანია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალანია

1. სახელმწიფო IX-XIII საუკუნეების ჩრდილოეთ კავკასიაში.

2. ვლადიკავკაზის საფეხბურთო კლუბი.

3. ქალაქი-კურორტი თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ანთალიიდან აღმოსავლეთით 120 კმ მანძილზე (70 ათასი).

იხ. აგრეთვე: ალანები

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.144 ალაჰი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალაჰი

რელიგ.

არაბ. allāh

მაჰმადიანთა (მუსლიმანთა) ღმერთი.

იხ. აგრეთვე: ჯიჰადი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.145 ალბინიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალბინიზმი

ლათ. albus – თეთრი

ამა თუ იმ სახეობის დამახასიათებელი ნორმალური პიგმენტაციის, შეფერილობის თანდაყოლილი უქონლობა. აღნიშნული მოვლენა რეცესიული ნიშანთვისებაა და გამოწვეულია ამინომჟავური ცვლის დარღვევით. ორგანიზმში ბლოკირებულია პიგმენტების (მელანინის, ქლოროფილის) სინთეზი.

იხ. აგრეთვე: ალბინოსი

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.146 ალბინოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალბინოსი

ლათ. albus – თეთრი

ინდივიდი, რომელსაც ახასიათებს ალბინიზმი. განასხვავებენ სრულ და ნაწილობრივ ალბინოსებს.

იხ. აგრეთვე: ალბინიზმი

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.147 ალგებრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალგებრა

ლათ.

არაბ. algebra

მათემატიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სიდიდეებზე მოქმედებათა ზოგად კანონებს ამ სიდიდეების რიცხვობრივი მნიშვნელობისაგან დამოუკიდებლად.

იხ. აგრეთვე: მათემატიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.148 ალგორითმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალგორითმი

ფრანგ.

რაიმე ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მათემატიკურ მოქმედებათა ერთობლიობა.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.149 ალეგორია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალეგორია

ბერძნ. ALLOS

ქარაგმული სახე, რომელსაც არა აქვს პირდაპირი მნიშვნელობა და სხვა საგნის ან მოვლენის გამოხატვას ემსახურება.

„ალოს ეგოროვო” ბერძნულად ნიშნავს „სხვას ვამბობ, სხვას ვგულისხმობ”.

ალეგორია მეტაფორას უახლოვდება, მაგრამ მაინც განსხვავდება ამ უკანასკნელისაგან.

მეტაფორაში ჩვენ არაპირდაპირი, ანუ გადატანითი მნიშვნელობით ვხმარობთ ცალკეულ სიტყვას, გამოთქმას, ან ფრაზას. ალეგორიაში სიტყვები და ფრაზები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც კი ვიხმაროთ, მაგრამ მთელი შინაარსი კი არაპირდაპირი მნიშვნელობით გაიგება.

კრილოვის იგავში „მგელი და კრავი” ცალკეული სიტყვები და გამოთქმები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ–” ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა”, „მდინარის პირას მიადგა” და ა. შ. შეგვიძლია მდინარეში მართლაც ვიგულისხმოთ მდინარე, წყურვილში მართლაც წყურვილი, მაგრამ მთელი შინაარსი ამ ალეგორიული ნაწარმოებისა კი ცხოველების ნაცვლად ადამიანებზე უნდა გადავიტანოთ.

ამ ნაწარმოებში წარმოდგენილი ცხოველთა ურთიერთდამოკიდებულების ჩვენებით ავტორმა ის აზრი გამოთქვა, რომ ძლიერი უსამართლოდ ჩაგრავს უძლურს. მართალია, ასე ხდება როგორც ადამიანთა შორის, ისე ცხოველთა სამეფოშიც, მაგრამ ავტორს ამ შემთხვევაში აინტერესებს არა ცხოველთა ურთიერთობა, არამედ ადამიანთა უსამართლობის გაკიცხვა. ამიტომ, რასაც ის ამბობს ცხოველებზე, ე.ი. ნაწარმოების მთელი შინაარსის აზრი(ძლიერი უძლურს უსამართლოდ ჩაგრავს) ადამიანებზე უნდა გადავიტანოთ.

აკაკის აქვს ერთი ალეგორიული ნაწარმოები „პირუტყვების არჩევანი”. მასში პოეტს დასახელებული ჰყავს ვირი, აქლემი, ვეფხი, მგლები და სხვ. ეს ნაწარმოები გადაკრულად, ქარაგმულად გვიხატავს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის არჩევას ძველ დროში და ცხოველების სახით გამოყვანილი ჰყავს ნამდვილი ადამიანები.

ალეგორიულია, მაგალითად, ანდაზა: „ყვავს არ ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო”. ეს ანდაზა იხმარება არა იმ მიზნით, რომ ყვავი და ბუ დაახასიათოს, არამედ იგი ახასიათებს ადამიანებს და ალეგორიულად გამოხატავს შემდეგ აზრს: როცა ერთ ადამიანს არა აქვს– რა , მისგან მეორე ადამიანიც ვერაფერს წაიღებს.

ალეგორიული შინაარსის მოთხრობებსა და ლექსებში უმთავრესად ცხოველებია გამოყვანილი, ზოგჯერ კი მცენარეები, ადამიანები და სხვ. ალეგორიული შინაარსისაა იგავ– არაკები, ანდაზები, ზოგჯერ მთელი მოთხრობები, რომანები და სხვ. მაგალითად, ცნობილ „გულივერის მოგზაურობაში” ლილიპუტების სახით გამოყვანილია ჩვეულებრივი ადამიანები. ზოგჯერ ალეგორიულად გაიგება ცალკეული სიტყვებიც: მაგ. „საქართველოს„ ნაცვლად აკაკი ხმარობს შემდეგ ალეგორიულ სიტყვებს– „ამირანს” , „ნესტანს” , „სატრფოს” , ვაჟა– ”არწივს” („ არწივი ვნახე დაჭრილი”). საქართველოს მტრებს ვაჟა ალეგორიულად უწოდებს „ყვავ– ყორნებს”.

ალეგორიულად აზრის გამოხატვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღესაც. ალეგორიას ხშირად მიმართავდა აკაკი წერეთელი. თავის ლექსებში ის ლაპარაკობს ამირანის შესახებ, უმღერის სატრფოს, სულიკოს , ნესტან–დარეჯანს და ყველა ამ ხაზგასმულ სიტყვაში არ იგულისხმება არც ზღაპრული ამირანი, არც პოეტის ვინმე მიჯნური ქალი, არც რუსთველის ნესტანი, არამედ იგულისხმება საქართველო. აი, როგორ მოგვითხრობს აკაკი ალეგორიულად საქართველოს თავგადასავალს, ვითომდა ამირანის თავგადასავლის სახით:

„კავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ–ყორნები ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის გულს ცეცხლი არ ნელდებოდა და რაღაცა მანქანებით გული ისევ მთელდებოდა. ჰქონდა ჭირში მოთმინება, არც კვნესოდა, არც ოხვრიდა, მონურად ქედს არ უხრიდა უსამართლო ძლიერებას. ბოლოს მაინც გამარჯვება დარჩა!... ყველა გააოცა!... და ის ღვაწლი, მაგალითად, მიწის შვილთა მან გადმოსცა...”

რასაც პოეტი მოგვითხრობს ამირანის შესახებ, ის ყველაფერი საქართველოს გადახდენია. ზოგჯერ პოეტი კიდეც განმარტავს თავის ალეგორიას. ამ ლექსის ბოლოს აკაკი ამბობს:

„კავკასიის მაღალ ქედზე . მიჯაჭვული ამირანი, არის მთელი საქართველო და მტრები კი– ყვავ– ყორანი. . მოვა დრო და თავს აიშვებს, იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა– გმირი!.... სიხარულად შეეცვლება ამდენი ხნის გასაჭირი!”.

ალეგორიის გახსნა აკაკიმ მოახერხა იმით, რომ ამ ლექსით აამღერა მეათე საუკუნეში საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნებული ჯარი. ცენზურამ ვერ გაითვალისწინა, რომ აკაკი ამ ლექსში წარსულთან ერთად მისი დროის საქართველოს აწმყოსაც და მომავალსაც გამოხატავდა. ალეგორიული ხასიათისაა ნ. ბარათაშვილის „სუმბული და მწირი”, ვაჟას „კლდე და მდინარე”, „არწივი” და სხვ.

იხ. აგრეთვე: ნოველა, მეტაფორა, ფრაზა, ქარაგმა, გუბერნია, ცენზურა, პოემა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

1.150 ალერგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალერგია

მედ.

ბერძნ. allos და ergon – სხვა და მოქმედება

ორგანიზმის მგრძნობიარობის შეცვლა მიკრობების ან უცხო ცილების განმეორებითი ზემოქმედების მიმართ; დამახასიათებელია მგრძნობიარობის დაქვეითება ან აწევა, ლორწოვანი გარსების ანთება, სულის ხუთვა და სხვ.

იხ. აგრეთვე: ალერგოლოგია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.151 ალერგოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალერგოლოგია

მედ.

ბერძნ. logos – ალერგია და მოძღვრება

მეცნიერება, რომელიც სწავლობს ალერგიულ დაავადებებს, მათ პროფილაქტიკასა და მკურნალობას.

იხ. აგრეთვე: ალერგია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.152 ალიანსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალიანსი

ინგლ. alliance

ფრანგ. alliance – კავშირი, გაერთიანება

1. სახელშეკრულებო ვალდებულებების საფუძველზე (სახელმწიფოების, ორგანიზაციების) კავშირი, გაერთიანება;

2. რაიმე საერთო მიზნისთვის სახელმწიფოთა, საზოგადოებრივ ჯგუფთა ან სხვათა კავშირი ან გაერთიანება.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.153 ალილო და ხვალაო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალილო და ხვალაო

ამასაც მალე ვნახავთ, ესეც მალე გამოჩნდება, (ალილო ძველისძველი სიმღერაა, რომელსაც შობის წინა ღამეს მისალოცად კარდაკარ სიარულის დროს ასრულებდნენ)

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.154 ალიტერაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალიტერაცია

ლათ.

ალიტერაცია (ლათ. alliteratio) — ერთი და იმავე თანხმოვანი ბგერების გამეორება სალექსო სტრიქონში. იგი გამოსახვის პოეტური ხერხია, ემოციური ზეგავლენის საშუალებაა, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის ფორმაა. ალიტერაცია ქმნის ლექსის კეთილხმოვნებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკური თვალსაჩინოებას და ამით მკითხველზე ახდენს ესთეტიკურ გავლენას. თითქმის ყველა პოეტი მეტ-ნაკლებად იყენებს ალიტერაციას. ალიტერაციის ოსტატური გამოყენებით ძალიან ხშირად წარმტაცი მუსიკალობაა მიღწეული.

აი მაგალითებიც:

1. გველნი გაშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა.

შ. რუ ს თ ა ვ ე ლ ი)

2. ქალწულ ყვავილს ქალწულ ბაღში ქალწულივე ქალი რგავდა.

(ი. გრი შ ა შ ვ ი ლ ი)

ბგერების გამეორება მაშინაა პოეტური, ესთეტიკური, როცა მას ახლავს ამსახველობითი ემოციური ძალა. ბგერების უაზრო ფორმალისტური თამაში მოკლებულია მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებას.

ალიტერაციულ ლექსში ხშირად რიტმის საყრდენია ტაეპთა საწყისი სიტყვები, რომლებიც ალიტერაციულადაა გამართული. ალიტერაციული ლექსთწყობა მიღებულია საერთოდ. იგი უყვარს ქართულ ხალხურ პოეზიასაც.

მოდი ვნახოთ ვენახი, რამ შეჭამა ვენახი, მიველ ვნახე ვენახი, თხამ შეჭამა ვენახი,

მოდი ვნახოთ თხა, რამ შეჭამა თხა,

მიველ ვნახე თხა, მგელმა ჭამა თხა.

ალიტერაციული ლექსის ბრწყინვალე ნიმუშია ალ. აბაშელის ლექსი „განთიადის მოლოდინში“, რომელიც ოთხტაეპოვანი ექვსი სტროფისაგან შედგება:

1. ნისლის ნაკვეთი ნარნარ ნიავს

ჩამქრალ ჩრდილად ჩაჰკვდომოდა,

ბუჩქნარ-ბაღში ბროლ-ბილილას

მწვანე მოლი მოჰფენოდა.

2. უჩვევ უკუნს ულმობელად

წარბ-წამწამი წაექუშა

ვარსკვლავთ ვერცხლი, ვაგლახ ვალად

ჩრდილთა ჩანჩქერს ჩაეფუშა.

3. ფრთოსან ფიქრთა ფეიქარი

ქნარზე ქროლვით ქეჯანს ქსოვდა,

(ზურმუხტ ზრახვით ზვირთთა ზარი

შავი შიშის შრიალს შობდა..

(ალ. აბაშელი)

აბაშელის პოეზია ალიტერაციის შესანიშნავი ნიმუშების შემცველია. ასევე საინტერესოა გალაკტიონის სტროფი:

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული.

გ. ტაბიძე)

პოეზიაში ხშირია შემთხვევა, როცა სიტყვის დიდი ოსტატები ვირტუოზულად წარმოგვიდგენენ თანხმოვანი და ხმოვანი ბგერების. ერთობლივ შეწყობას, გამეორებას, რაც ქმნის მაღალ პოეტურობას, მაღალ მუსიკალურ ჟღერადობას ლექსით მეტყველებაში. ასე მაგალითად:

1. კარვის კალთა ჩახლართული, ჩავჭერ ჩავაკარაბაკევი

(. რუ ს თ ა ვ ე ლ ი)

არის შემთხვევა, როცა ლექსის ალიტერაციულობა ერთი თანხმოვანი ბგერის გამეორებაზეა აგებული, მაგრამ გასდევს მთელ ტაეპს, მაგალითად:

ლეილას თვალები ელავენ ბნელიდან.

დედოფალს ახლავან მხევალნი მცველებად;

ყვავილიც მწველია ლეილას ხელიდან.

დალალნი დაშლილან მღელვარე გველებად.

ასული მწველია ძველი სურნელებით,

დედოფლის ალერსი გრძელია, ძნელია;

ლეილა ლოცულობს დაღალულ ხელებით,

ქალები გალობით ალიონს ელიან. ((პ. იაშვილი)

ალიტერაცია შეიძლება პროზაულიც. თანხმოვანი ბგერების კანონზომიერი გამეორება, რომლებიც მუსიკალურ ჟღერადობას გადმოსცემენ, პროზაშიც ალიტერაციულ ხასიათს ღებულობენ: ალიტერაცია რიტმული პროზის ძირითად კომპონენტად გვევლინება

ალიტერაციულობის თვალსაზრისით საყურადღებოა: ვ. ბარნოვის, შ. დადიანის, კ. გამსახურდიასა და სხვათა თხზულებანი. ამ შემთხვევაში, მივუთითებთ „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაზე“:

1. ქორისფერი ქორედები ცის სილურჯეს მიბჯენოდნენ თხემებით, არწივები ფრთხებოდნენ ჯვარისმტვირთველის ჯორის თქარუნზე.

2.ლაზისტანის ზღვა ღელავდა შორენას ზღვისფერ თვალებში.

3. ცხრატბის ერისთავის მეუღლეს ცხრა ღამეც არ გაუთევია ქმართან.

4. ყველაფერს შენ შეგწირავ, შენ განაცვალებ შორენა.

5. ბნელში დაბუდებული ბუს მართვე ბნელს უჩიოდა ხილნარში.

ალიტერაცია, როგორც პოეტური გამოსახვის ხერხი, ლექსითი მეტყველების ორგანული თვისებაა, მაგრამ, როგორც ვნახეთ, არც პროზაული მეტყველებისთვისაა უჩვეულო.

იხ. აგრეთვე: ფრაზა, სტროფი, ასონანსი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.155 ალიყურის ჭმევა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალიყურის ჭმევა

სილის გაწვნა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.156 ალკესტიდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალკესტიდა

პელეასის ასული, მეუღლე თესალიელი გმირის, არგონავტთა ლაშქრობის მონაწილის, ადმეტესი. ალკესტიდა დათანხმდა არტემიდეს მიერ უდროოდ განწირული მეუღლის ნაცვლად ჩასულიყო ჰადესში და, ამრიგად, აეხსნა იგი. მითის თანახმად, ალკესტიდას თავგანწირვით აღფრთოვანებულმა პერსეფონამ, დედოფალმა ჰადესისა, უკან გამოაბრუნა იგი. სხვა ვერსიით ალკესტიდა ჰერაკლემ დაიხსნა ჰადესის ტყვეობიდან

იხ. აგრეთვე: ნადიმი, არტემიდე, პერსეფონა, ჰადესი, ჰერაკლე

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.157 ალკიბიადე (450-404 ძვ.წ.ა.) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალკიბიადე (450-404 ძვ.წ.ა.)

პერიკლეს ნათესავი, სოკრატეს მოწაფე, გამოჩენილი ათენელი პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი პელოპონესის ომში

იხ. აგრეთვე: პერსონალია, პერიკლე (დ. დაახლ. 494 - 429), ათენა, ნადიმი, პოლიტიკა

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.158 ალკიდამასი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალკიდამასი

მე-5 საუკუნის რიტორი და სოფისტი, გორგიას მოწაფე

იხ. აგრეთვე: გორგია, ნადიმი, რიტორი, სოფისტი

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.159 ალკინოე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალკინოე

ბერძნ.

ფეაკელების მეფე

იხ. აგრეთვე: ოდისეა

წყარო: ვიკიპედიაოდისეა

1.160 ალკოჰოლი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალკოჰოლი

გერმ. Alkohol

არაბ.

1. ღვინის სპირტი;

2. მაგარი სასმელები: ღვინო, არაყი და სხვ.

იხ. აგრეთვე: ალკოჰოლიზმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.161 ალკოჰოლიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალკოჰოლიზმი

ლათ. alcohol – ალკოჰოლი

ალკოჰოლისადმი (სპირტის შემცველი სასმელებისადმი) ავადმყოფური მიდრეკილება.

იხ. აგრეთვე: ალკოჰოლი

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.162 ალმა-მატერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალმა-მატერი

ლათ. alma mater – მაწოვარი დედა

ასე უწოდებდნენ სტუდენტები და კურსდამთავრებულები უნივერსიტეტს (რომელიც აძლევს ადამიანს სულიერ საზრდოს).

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.163 ალმაცერად ყურება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალმაცერად ყურება

უნდობლად, ეჭვით მოკიდება

სინონიმი: ალმაცერად ცქერა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.164 ალმურის აკვრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალმურის აკვრა

სახეზე გაწითლება, ალეწვა

სინონიმი: ალმურის ასვლა სახეზე

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.165 ალოგიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალოგიზმი

ბერძნ. a უარყ. თავსართი, logos – გონება

რაღაც არალოგიკური. რაც ლოგიკურ აზროვნებას უპირისპირდება.

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.166 ალპინარიუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალპინარიუმი

ლათ. ალპების სახელწოდებიდან

ბაღის ან პარკის ნაკვეთი, სადაც კულტივირებას უწევენ მაღალმთის მცენარეულობას. ალპინარიუმს ჩვეულებრივ მთიანი გორაკის სახე აქვს.

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.167 ალპინიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალპინიზმი

ფრანგ. alpinisme

ალპის მთების სახელიდან სპორტის სახეობა - ასვლა ძნელად მისადგომ მთის მწვერვალებზე, მყინვარებზე და სხვ.; მთამსვლელობა, სამაღალმთო ტურიზმი.

იხ. აგრეთვე: ალპინისტი, ტურიზმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.168 ალპინისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალპინისტი

ალპინიზმის მიმდევარი; მთამსვლელი.

იხ. აგრეთვე: ალპინიზმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.169 ალტერ ეგო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალტერ ეგო

ლათ. alter ego

რომელიმე ადამიანის (მაგ., მეცნიერის) უახლოესი თანამოაზრე, მეგობარი, რომელიც იმდენად ახლობელია, რომ შეიძლება იგი სრულიად შეცვალოს.

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.170 ალტერაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალტერაცია

ლათ. altero – ვცვლი, ვაუარესებ

უჯრედების, ქსოვილთა და ორგანოთა სტრუქტურის ცვლილებები მექანიკური, ქიმიური, ელექტრული და სხვა ფაქტორების ზეგავლენით, რასაც თან სდევს მათი ცხოველქმედების დარღვევა.

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.171 ალტერნატივა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალტერნატივა

ინგლ. alternative

ფრანგ. alternative

ლათ. alter – ორთაგან ერთ-ერთი

1. ურთიერთგამომრიცხავი შესაძლებლობისგან არჩევის აუცილებლობა;

2. ცალკეული ურთიერთგამომრიცხავი შესაძლებლობა.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.172 ალტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალტი

იტალ. alto-მაღალი

1. ქალის ან ბავშვის დაბალი ხმა (მეცო-სოპრანო, კონტრალტო)

2. ოთხსიმიანი ხემიანი საკრავი, ვიოლინოზე დიდი და მასზე დაბალი დიაპაზონისა

3. სასულე ორკესტრის თითბრის ჩასაბერი საკრავი

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.173 ალფაბეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალფაბეტი

ბერძნ. alphabētos

ანბანი; ბერძნული ანბანის პირველი ორი ასოს:α-ს (ალფას) და β-ს (ბეტას) სახელის მიხედვით.

იხ. აგრეთვე: ანალფაბეტური

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.174 ალქიმია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალქიმია

ლათ. alchymia

ასე ეწოდებოდა შუა საუკუნეებში ზოგიერთი მეცნიერის ძალისხმევას ქიმიური საშუალებით მიეღოთ ფანტასტიკური „ფილოსოფიური ქვა“, რომელსაც თითქოსდა შეეძლო ჩვეულებრივი მეტალების ოქროდ გადაქცევა, აგრეთვე ადამიანის სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ე.წ. „სიცოცხლის ელექსირის“ მიღება.

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.175 ალღოს ართმევა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალღოს ართმევა

წინასწარ მიხვედრა, გაგება, შეტყობა; შეგუება, თავის გართმევა

სინონიმი: ალღოს აღება

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.176 ალცჰაიმერის დაავადება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ალცჰაიმერის დაავადება

ავადმყოფობა ალცჰაიმერის

წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]

1.177 ამ სოფელს აღარ არის - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამ სოფელს აღარ არის

უგრძნობლადაა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.178 ამ ქვეყანას დაბრუნება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამ ქვეყანას დაბრუნება

რაიმე მძიმე სენისაგან გადარჩენა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.179 ამ ქვეყნისა აღარ არის - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამ ქვეყნისა აღარ არის

მომაკვდავია

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.180 ამარანტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამარანტი

რაჭის კავკასიონის ფასის მთა

აპ. როდოსელი ჩვენთვის პირველი წყაროა, რომელიც მდინარე ფასისის სათავედ ამარანტის მთას ასახელებს. რომ ამარანტის მთებში კოლხეთის მთებია, ამისათვის აპ. როდოსელის სქოლიასტი იმოწმებს ჩვენამდე არ მოღწეულ ავტორს კტეზიას. აპ. როდოსელი ამარანტის მთებად უდაოდ ფასისის (რიონის) ნამდვილ სათავეს რაჭის კავკასიონის ფასის მთას გულისხმობს. ამ მთას ზეპირსიტყვაობა „ამირან-მთას“ ეძახის. თუ როგორ მივიღეთ „ამირანიდან“ ბერძნული ამისათვის დავიმოწმებდით ლათინურ Amaranus (Jupi-Ter –Amaranus), რომელიც „ამირანს“ უნდა ნიშნავდეს და ბერძნულიდან გადაღებული ჩანს (ბერძნულში უნდა ყოფილიყო)

ამარანტის – მდ. ფასისის (რიონის) ეპითეტია და ფასის მთიდან გამომდინარეს აღნიშნავს.

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – IV, არგონავტიკა - წიგნი მესამე – X, არგონავტიკა - წიგნი მესამე – XI, ფასისი (ფაზისი)

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.181 ამატა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამატა

ლათ. Amata

მეფე ლატინუსის მეუღლე, ლავინიას დედა. მან შეაფერხა თავისი ქალიშვილის და ენეოსის ქორწინება, რადგან უნდოდა ქალიშვილი ტურნუსისათვის მიეთხოვებინა. როდესაც ტურნუსი დაიღუპა, ამატამ თავი ჩამოიხრჩო.

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: ვიკიპედია ამატა

1.182 ამბივალენტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამბივალენტური

ლათ. ambo – ორივე და valens (valentis) – ჯანსაღი, ძლიერი

ერთმანეთის საპირისპირო გრძნობების (მაგ., სიამოვნებისა და უსიამოვნების, სიყვარულისა და სიძულვილის, სიმპათიისა და ანტიპათიიას) შემცველი.

იხ. აგრეთვე: სიმპათია, ანტიპათია

წყარო: სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში ენციკლოპედია: [შეადგინა გიორგი კენჭოშვილმა] თბილისი

1.183 ამბიცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამბიცია

ლათ. ambitio

გადაჭარბებული თავმოყვარეობა; პატივმოყვარეობა.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.184 ამბოხი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამბოხი

მერტონის მიხედვით, დევიაციის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ხდება როგორც საზოგადოებაში (კულტურაში) აქცენტირებული (გაზიარებული) მიზნების, ისე მიზნის მიღწევის ლეგიტიმური (ინსტიტუციური, კანონიერი) საშუალებების უარყოფა, თუმცა ამას მოსდევს არა საზოგადოებისაგან განდგომა (როგორც ეს რეტრიტიზმის შემთხვევაშია), არამედ მისწრაფება ახალი სოციალური გარემოს შექმნისაკენ - არსებული მიზნების და საშუალებების გადაფასებისა და მათ ნაცვლად ახლის შემოტანის (დაფუძნების) გზით. მერტონი ხაზს უსვამს, რომ ა. უნდა განვასხვაოთ იმისაგან, რასაც ჰქვია „რესენტიმენტა“ (ressentimenta). ამ უკანასკნელს არ მოსდევს ღირებულებათა სრული გადაფასება, ანუ, ხდება მოცემულ სიტუაციაში მიზანზე უარის თქმა, თუმცა, რჩება მძაფრი სურვილი ამ მიზნის მიღწევისა. ა-ის შემთხვევაში საპირისპირო ვითარებაა - ის, რაც სასურველია, მაგრამ მიუღწეველი, არსებითად, წყვეტს არსებობას როგორც სასურველი და ღირებული. ამრიგად, ა. ხასიათდება ღირებულებათა სრული გადაფასებით. ეს არის რადიკალური, რევოლუციური რეაქცია სოციალური გარემოს მიუღებლობაზე. ა. დევიაციის კოლექტიური ფორმაა, რომელიც მიმართულია ალტერნატიული სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე. განსხვავებულია ა-ის მასშტაბი, ფორმა და შინაარსი. იგი შესაძლებელია განხორციელდეს ლოკალურ და ფართო (ქვეყნის) დონეზე, ცივილიზბული ან არაცივილიზებული გზით, სამართლიან ან უსამართლო საფუძველზე.

იხ. აგრეთვე: ინოვაცია, რიტუალიზმი, რეტრიტიზმი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ.; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]

1.185 ამბროსია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამბროსია

ბერძნ.

ღმერთთა საკვები. ღმერთები ამბროსიით ტანსაც იზელდნენ

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VIII

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235

1.186 ამერიკანიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამერიკანიზმი

1. ამერიკელთა (ამერიკის შეერთებული შტატების მკვიდრთა) დამახასიათებელი თვისებების ერთობლიობა (მეტისმეტი პრაქტიციზმი, გამდიდრებისადმი სწრაფვა და სხვ.);

2. ლინგვ. ინგლისური ენის თავისებურება ამერიკის შეერთებული შტატების მკვიდრთა მეტყველებაში.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.187 ამერიკის ბურჟუაზიული რევოლუცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამერიკის ბურჟუაზიული რევოლუცია

დამოუკიდებლობისათვის ომო ჩრდილოეთ ამერიკაში (1775 – 83) წარმოადგენდა პირველ ბურჟუაზიულ რევილუციას ამერიკის კონტინენტზე. მისი თავისებურება იყო, რომ იგი ერთდროულად წარმოადგენდა ეროვნულ - განმათავისუფლებელ, ეროვნულ - გამაერთიანებელ და ანტიფეოდალურ მოძრაობას. 1776 წ. 4 ივლისის II კონტინენტალურ კონგრესზე ფილადელფიაში მიიღეს თომას ჯეფერსონის მიერ შდგენილი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელმაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს - აშშ - ის შექმნა გამოაცხადა. 1783 აშშ - ის დამოუკიდებლობა ცნო ინგლისმა. კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლოაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ხალხთა მასებმა. მაგრამ რევოლუციის პოლიტიკური ხელმძღვანელი იყო პლანტატორებთან დაკავშირებული ბურჟუაზია. რევოლუციამ კაპიტალიზმის სწრაფი განვითარების პირობები შექმნა, მაგრამ სამხრეთში მინობა არ არ მოსპობილა.

დამოუკიდებლობისათვის ომის დამთავრების შემდეგ აშშ - ში კლასობრივი ბრძოლა გამწვავდა, ბურჟუაზიული

რევოლუციის პლებეური მეთოდებით გაღრმავების ცდები შეიარაღებული ძალით ჩაახშეს. 1887 მიიღეს კონსტიტუცია, რომელმაც აშშ - ოფიციალურად გააფორმა ფედერალურ სახელმწიფოდ, ბურჟუაზიული დემოკრატიის ფორმით დამკვიდრდა და ბურჟუებისა და პლანტატორების ბატონობა. აშშ - ის პირველი პრეზიდენტი გახდა დამოუკიდებლობისათვის ომში ამერიკის ჯარების მთავარსარდალი ჯ.ვაშინგტონი.

წყარო: (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1.)

1.188 ამერიკის აღმოჩენა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამერიკის აღმოჩენა

რაიმე ისეთის თქმა ან მტკიცება, რაც საყოველთაოდ ცნობილია

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.189 ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა

სახელმწიფო კავკასიაში, რომელმაც შეიქმნა ქართველი მენშევიკების, სომეხი დაშნაკების და აზერბაიჯანელი მუსავატების მიერ. ამიერკავკასიის რესპუბლიკამ 1918 წლის 22 აპრილიდან 1918 წლის 26 მაისამდე იარსება.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებისთანავე ამიეკავკასიაში უფლებამოსილება შეწყვიტა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნულმა სამხაეო ორგანომ - ოზაკომმა.

„მიმდინარე მსოფლიო ომის პირობებში, როცა რეგიონში ერთმანეთს ეჯახებოდა დიდ სახელმწიფოთა ინტერესები, ხოლო ფრონტის ხაზი თბილისიდან არც ისე შორს გადიოდა, უაღრესად ფრთხილი და წინდახედული მოქმედება იყო საჭირო. ნ. ჟორდანიას აზრით, ასეთ ვითრებაში საქართველო ისევ რუსეთის ორბიტაში უნდა დარჩენილიყო, ოღონდ არა საბჭოურ-ბოლშევიკურის, არამედ დემოკრატიული რუსეთისა, რომლის დამფუძნებელ კრებას საქართველოსთვის ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომია უნდა დაეკანონებინა“. (ო. ჯანელიძე „საქართველო და ქართველები“)

ქართველი სოციალ-დემოკრატების ძალისხმევით, ვიდრე საბჭოთ მთავრობა ამიერკავკასიაში თავისი ძლაუფლებას გაავრცელებდა, ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა შექმნეს სამხარეო ხელისუფლების ორგანო - ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც რუსეთში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე იარსებებდა. ხაზი გაესვა იმას, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცხადდებოდა.

ბოლშევიკების მიერ რუსეთის სათათბიროს დაშლის შემდეგ ამიერკავკასიის კომისარიატმა შეცვალა თვისი პოლიტიკური კურსი და 1918 წლის 10 თებერვალს მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი. თუმცა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია.

1918 წლის 3 მარტს ვლადიმერ ლენინმა ბრესტ-ლიტოვსკში გერმანიასა და მის მოკავშირეებთან დადო სეპარატისტული ზავი. ზავის პირობებით თურქეთმა მიიღო ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები. 11 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთის მოთხოვნა უარყო. 14 მარტს ქ. ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასია-თურქეთის მოლაპარაკება. ამიერკავკასიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა აკაკი ჩხენკელი. მოლაპარაკებები უშედეგოდ წარიმართა, მეტიც თურქეთის არმიამ გადმოკვეთა ამიერკავკასიის საზღვრები და დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთი და მესხეთი.

ასეთ მძიმე პოლიტიკურ ვითრებაში 1918 წლის 22 აპრილს მოწვეულ იქნა ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ამიერკავკასიის სეიმმა იმავე სხდომაზე მოისმინა საზავო დელეგაციის მოხსენება და მიიღო დადგენილება საზავო მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ.

წყარო: აბაშიძე, ზაზა საქართველო და ქართველები]: (საკითხავი წიგნი): [სახელმძღვ.] / ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე, ოთარ ჯანელიძე; ზაზა აბაშიძის რედ.; რუკების ავტ. მანანა შეყილაძე; მხატვ. ეკა ტაბლიაშვილი. - თბილისი, 2013 (შპს "ფავორიტი პრინტი"). – 676 გვ. რუკ.; 22 სმ. - ყდაზე: ქართველ მეფეთა ხელრთვები და ნიშნები., სილაგაძე, აპოლონ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა (1917-1918)] / [რედ.: მერაბ ვაჩნაძე]. - თბ., 2000. - 64გვ.; 20სმ, ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

1.190 ამინ და კირიე-ელეისონ! - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამინ და კირიე-ელეისონ!

მორჩა და გათავდა! მეტი რაღა გინდათ?! (ბერძნულად კირიე-ელეისონ ნიშნავს: უფალო, შეგვიწყალენ)

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.191 ამირა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამირა

არაბ. amīr - მეთაური, მმართველი

მთავრის შესატყვისი ტიტული აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებში. VII ს-მდე, ისლამამდელ პერიოდში და, ასევე, პირველი ოთხი ხალიფას მმართველობის დროს ამირები ეწოდებოდა სარდლებს და ლაშქრის საბრძოლო ქვედანაყოფების მეთაურებს, რომლებიც შემდგომ არაბთა მიერ დაპყრობილი ტერიტორიების მმართველები გახდნენ. ომაიანთა ეპოქაში (661-750) პროვინციის გამგებელ ამირების ხელში თავმოყრილი იყო სრული ადმინისტრაციული, საფინანსო და სასულიერო ხელისუფლება. ისინი პასუხისმგებლები იყვნენ ლაშქრის ორგანიზებაზე, ხელმძღვანელობდნენ სამხედრო ექპედიციებს, დებდნენ ხელშეკრულებებს, უძღვებოდნენ ლოცვებს, აშენებდნენ მეჩეთებს და თავიანთ საგამგებლო ტერიტორიაზე ზრუნავდნენ ისლამის გავრცელებისათვის. ამირა ზედამხედველობდა ზარაფხანას, სადაც ხალიფას სახელზე იჭრებოდა ფული, იგი პასუხისმგებელი იყო გადასახადების აკრეფასა და სახალიფოს ცენტრში გაგზავნაზე. აამირას ხელში იყო სასამართლო სისტემა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამირა ნიშნავდა ყადის (მუსლიმთა მოსამართლეს), იცავდა წესრიგს. მისი მითითებით მოქმედებდა პოლიციის უფროსი. თავის საგამგებლო ოლქში ამირა ნიშნავდა ფოსტის უფროსს, რომლისგანაც იღებდა დაწვრილებით ინფორმაციას ქვეყნის შიდა მოვლენებზე. ამირას ემსახურებოდა ცერემონმეისტერი და დაცვა. აბასიანთა მმართველობის ხანაში (749-1258) ამირებს თანდათან ჩამოსცილდა გადასახადის აკრეფის, ყადის დანიშვნისა და ზოგიერთი სხვა ფუნქცია.

არაბთა სახალიფოს დაშლის შემდეგ (IX-X სს.) ამირას ტიტული შეინარჩუნეს ადგილობრივმა დამოუკიდებელმა მმართველებმა, რომლებიც ერთდროულად საერო და სასულიერო ხელისუფლებას ფლობდნენ. მოგვიანებით ამირას საპატიო ტიტული ისლამის მქადაგებლის, მუჰამადის ჩამომავლებს ენიჭებოდათ.

სინონიმი: ამირათ-ამირა

იხ. აგრეთვე: ამირსპასალარი, მოხელე, ტიტული, შურტა

წყარო: ბიბლიოვიკი ამირა

1.192 ამირბარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამირბარი

1. მოხელე, რომელიც განაგებდა მეფესთან შესვლა-აუდიენციას

2. ფლოტის სარდალი

თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.

იხ. აგრეთვე: ამირსპასალარი

წყარო: რუსთაველი, შოთა. ვეფხისტყაოსანი : [პოემა] / შოთა რუსთაველი ; [ტექსტი გამოსაც. მოამზადა, განმარტებანი, კომენტ. და ლიტ. გარჩევა დაურთო ნოდარ ნათაძემ ; რედ. ალექსი ჭინჭარაული ; გამოც. რედ. თამარ ჯავახიშვილი ; მხატვ. ლევან სილაგაძე]. - თბ. : ანბანი, 2009 ("ფავორიტი"). - 372გვ. : ილ. ; 29სმ, ISSN 1987-5215. - ISBN 978-99940-24-41-4

1.193 ამირეჯიბი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამირეჯიბი

არაბ. amir al-hājib - მეკარეთა უფროსი

ირლანდ.

საქართველოს ერთიან მონარქიაში მმართველობის ცენტრალური აპარატის მაღალი რანგის მოხელე, მანდატურთუხუცესის თანაშემწე და ეჯიბთა უფროსი.

„ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ამირეჯიბს ჰქონდა გამორჩეული უფლება მეფისათვის მოეხსენებინა „სააჯო კარში“ შემოსულ უმნიშვნელოვანეს საჩივართა და სათხოვართა („საურავთა“) შესახებ. ამ მოვალეობის შესრულების დროს მისთვის ნებადართული იყო მეფესთან შესვლა ყველგან - სალაროში, საჭურჭლეში, საწოლში, მაშინაც კი, როცა მეფე „უკაზმავი იყო“, საიდანაც მსახურთუხუცესსაც კი არ შეეძლო მისი დათხოვნა. საკარო ეტიკეტის მიხედვით, მეფესთან პირადი აუდიენციების დროსაც კი, ამირეჯიბი იყო მეფის ძირითადი მომხსენებელი (ივ. ჯავახიშვილი, ა. კიკვიძე). ასეთივე ფუნქცია შეეძლო შეესრულებინა ეჯიბსაც. ამირეჯიბისათვის ასეთი დიდი უფლებების მინიჭება თავისთავად მოწმობს, რომ ამირეჯიბის ხელში იყრიდა თავს სახელმწიფო მმართველობისათვის დიდმნიშვნელოვანი ინფორმაცია (ივ. ჯავახიშვილი). ამასთანავე, „ხელმწიფის კარის გარიგებიდან“ ცნობილია, რომ ზედამდგომელი ეჯიბი ჰყავდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელსაც, რომელიც ორშაბათობით სააჯო კარში სამართალს აღასრულებდა. ამრიგად, ადგილი, საიდანაც ამირეჯიბი მეფისათვის მოსახსენებელ ინფორმაციას კრებდა, „სააჯო კარი“ უნდა ყოფილიყო. როგორც ირკვევა, ამირეჯიბი და მისი ხელქვეითი ეჯიბები აქ ახდენდნენ შემოსული სათხოვარ-საჩივრებისა და სხვადასხვა ხასიათის მოხსენებების დახარისხებას იმის მიხედვით, თუ რომლის განხილვა მართებდა უშუალოდ მეფეს ან რომელიმე სხვა მოხელეს (ი. ანთელავა). ამირეჯიბი იყო ერთ-ერთი იმ სამ მოხელეთაგან (საწოლის მწიგნობარი, ამირახორი, ამირეჯიბი), რომელსაც შეეძლო სავაზირო სხდომაზე დასწრება (ცხადია, როგორც მომხსენებელს, სათათბირო ხმის უფლების გარეშე). ამირეჯიბი, როგორც მანდატურთუხუცესის თანაშემწე და ცერემონმეისტერი, მონაწილეობას იღებდა სასახლეში დარბაზობისა და პურობისათვის დადგენილი განაწესის შესრულებაში, რასაც ზუსტად უნდა აესახა არსებული სამოხელეო იერარქია. ამირეჯიბს მუდამ თან ახლდა პირადი მხლებელი - „ზედამდგომელი მანდატური“, რომელიც პურობის დროსაც თავს ადგა. აღვსების (აღდგომის) დღეს ამირეჯიბის უნდა მოეკითხა (მიელოცა) თავისი უშუალო უფროსის, მანდატურთუხუცესისათვის, თავად ამირეჯიბს კი, მესტუმრე და მერიგე მოიკითხავდა.

იხ. აგრეთვე: მოხელე

წყარო: ბიბლიოვიკი ამირეჯიბი

1.194 ამირსპასალარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამირსპასალარი

არაბ. amīr, საშ.

სპარს. spāhsālār

სპასალართა ამირა, უფროსი, მთავარსარდალი სელჯუკთა სახელმწიფოში. ამ სახელწოდების თანამდებობა საქართველოში XII ს-დან ჩნდება. იგი დაკავშირებული ჩანს ცენტრალიზებული სამხედრო უწყების შექმნის აუცილებლობასთან.

იხ. აგრეთვე: ამირა, ამირბარი, მოხელე, სპასალარი, სპასპეტი

წყარო: ბიბლიოვიკი ამირსპასალარი

1.195 ამნისტია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამნისტია

პოლონ. amnistja

ფრანგ. amnistie

ბერძნ. amnestia – დავიწყება, მივიწყება, პატიება

საქართველოს პარლამენტის მიერ ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ გამოცემული (სამართლებრივი) აქტი, რომლის ძალით დამნაშავე შესაძლებელია გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, მსჯავრდადებული - სასჯელისაგან (შესაძლებელია სასჯელის შემცირება ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა), ხოლო სასჯელმოხდილს შესაძლებელია მოეხსნას ნასამართლობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 77).

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.], 9-2 : [ფ.ა.][MFN: 20254]

1.196 ამორალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამორალიზმი

მორალის, ზნეობრივი ნორმების უგულებელყოფა, ზნეობრივი პრინციპების უარყოფა; ამორალურობა.

იხ. აგრეთვე: ამორალური

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.197 ამორალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამორალური

ბერძნ. a – უარყ. ნაწილაკი

ლათ. moralis – მორალური

1. ვინც მორალს, ზნეობრივ ნორმებს უგულებელყოფს.

2. რაც ამორალიზმზეა დაფუძნებული. მაგ., ამორალური საქციელი.

იხ. აგრეთვე: ამორალიზმი, მორალი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.198 ამორფიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამორფიზმი

კრისტალური აგებულების არქონა.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.199 ამორფული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამორფული

ბერძნ. amorphos

1. უფორმო.

2. (მინერ., ქიმ.). კრისტალური აგებულების არმქონე (მაგ., ქარვა, ფისი, მინა).

იხ. აგრეთვე: ა, კრისტალი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.200 ამპელოგრაფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამპელოგრაფია

ბერძნ. ampelos–ყურძენი, ვაზი და graphō–ვწერ

მეცნიერება, რომელიც სწავლობს ვაზის ჯიშებს

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.201 ამპლუა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამპლუა

ფრანგ. emploi

გარკვეული ხასიათის როლები, რომლებიც შეეფერება, ამა თუ იმ მსახიობის თავისებურებას, მის სასცენო მონაცემებს.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.202 ამრიზებული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამრიზებული

განრისხებული.

„მზგავს არს საწუთო ესე კაცსა, რომელსა სდევდა სპილო ამრიზებული და მიაწყვდია იგი ჯურღმულსა საშინელსა“ („სიბრძნე ბალავარისა“, ე. თაყ. რედ; 1895 წ; გვ. 25).

იხ. აგრეთვე: აიმრიზა

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.203 ამულიტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამულიტი

ლათ. amuletum

რაიმე ნივთი, რომელსაც ცრუმორწმუნე ადამიანები თან ატარებენ (ჩვეულებრივ, იკიდებენ ყელზე) ვითომდა ავადმყოფობის, „ავი თვალის” თუ სხვა რამ უბედურების თავიდან ასაცდენად; ავგაროზი, შანა.

იხ. აგრეთვე: ავგაროზი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.204 ამფიტრიტე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამფიტრიტე

ზღვათა ღმერთის პოსეიდონის მეუღლე

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XII, პოსეიდონი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235

1.205 ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა

არეულობის გამოყენება პირადი ინტერესებისათვის

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.206 ანაგენეზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანაგენეზი

ბერძნ. ana უკან, უკუ, genesis წარმოშობა

ადაპტაციური გარდაქმნა, რაც იწვევს ორგანიზმების აგებულებისა და ფუნქციონირების საერთო სრულყოფას და მთელი ფილოგენეზური შტოს შემდგომ პროგ რესულ ევოლუციას.

სინონიმი: აროგენეზი

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.207 ანაკერტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანაკერტი

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:118,9; 678,4,5,7,11,), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 216,15), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941:58).

ლოკალიზებულია კლარჯეთში, ძველ ქართულ პროვინციაში (ამჟამად თურქეთის საზღვრებშია), მდებარეობს მდ. ჭოროხის აღმოსავლეთ შენაკადთან – ანაკერტის ხევში, აჭარის მთის კალთაზე არსებულ დაბასთან.

ანაკერტი პირველად იხსენიება V ს-ის ამბებთან, კერძოდ, ქართლის პიტიახშის – ვარსქენის სიკვდილით დასჯის ეპიზოდში (ქც 1: 216,15).

ანაკერტი – როგორც „დაბა დიდი და კარგი“ V საუკუნეშივე არსებულა. ანაკერტთან, ქართლის მეფე ბაკურ III ხოსროიანი (ფარსმან VI-ის ძე) თავს დასხმია ვარსქენ პიტიახშს. მეფე ბაკურმა შეიპყრო პიტიახში და სიკვდილით დასაჯა (ქც 1: 216,15; ქც 4: 118,9).

XVI ს-ში ანაკერტი, მთელ მხარესთან (კლარჯეთსა და ტაოსთან) ერთად, ოსმალეთმა დაიპყრო. ამიერიდან ის ფანაკის ლივაში შევიდა.

ანაკერტი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

განსაკუთრებით საშურო იყო: ანაკერტის, ფანასკერტის, ბოლოციხის, კუმერლუხის და თუხარისის ციხეების შეკეთება, რადგან ბასილი კეისარი ყველაზე ადრე სამცხისა და ტაოს სიმაგრეებს მოადგებოდა.

წყარო: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.

1.208 ანალიზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანალიზი

ინგლ. analysis

გერმ. Analysis

ბერძნ. analysis – დაშლა, დანაწევრება

ანალიზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ცნობიერებაში მთლიანი საგნის ასეთ დაშლას ანალიზი ეწოდება. ბ. ბლუმის მიხედვით, ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:

● მასალის (სტრუქტურის) შემადგენელ ნაწილებად დაყოფა: ნაწილების შედარება შეპირისპირება, ნაწილებსშორის კავშირის ან სტრუქტურის დანახვა;

● მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა;

● პროცესის კანონზომიერების გამოვლენა;

● მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა.

იხ. აგრეთვე: ანალიზური, ბიზნეს დაზვერვა, კრიტიკა, ლაბორატორია, პროცესი, სინთეზი, სტრუქტურა

წყარო: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

სააზროვნო უნარჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ცნობიერებაში მთლიანი საგნის ასეთ დაშლას ანალიზი ეწოდება.

ბ. ბლუმის მიხედვით, ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარჩვევა და მასში იგულისხმება:

მასალის (სტრუქტურის) შემადგენელ ნაწილებად დაყოფა: ნაწილების შედარება-შეპირისპირება, ნაწილებს შორის კავშირის ან სტრუქტურის დანახვა;

მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა;

პროცესის კანონზომიერების გამოვლენა;

მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა.

იხ. აგრეთვე: მედიაწიგნიერება

წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი ანალიზი

1.209 ანალიზური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანალიზური

ანალიზზე დამყარებული; რაც ანალიზს იყენებს.

ა. გეომეტრია – მათემატიკის ნაწილი, რომელიც გეომეტრიულ კვლევას აწარმოებს ალგებრისა და ანალიზის მეთოდებით;

ა. ქიმია – ქიმიის დარგი, რომელიც ნივთიერების ქიმიურ შემადგენლობას იკვლევს.

იხ. აგრეთვე: ანალიზი, გეომეტრია, მათემატიკა, ქიმია, ფორმალიზმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.210 ანალოგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანალოგი

ლიტ.მცოდნ.

ბერძნ. analogos – შესატყვისი

რაც წარმოადგენს რამესთან შესაბამისობას, მსგავსებას და იძლევა ანალოგიის საფუძველს.

იხ. აგრეთვე: ანალოგია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.211 ანალოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანალოგია

ლიტ.მცოდნ.

ბერძნ. analogia – შესატყვისობა

მსგავსება საგნებს, მოვლენებსა და ცნებებს შორის.

იხ. აგრეთვე: ანალოგი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.212 ანალოგია კანონის - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანალოგია კანონის

E. analogy of legal act

კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ყველაზე მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმის გამოყენება (საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 27).

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.213 ანალოგია სამართლის - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანალოგია სამართლის

ინგლ. analogy of law/jurisprudence

კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებული კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება სამართლის მთელი სისტემისა და ზოგადი პრინციპების საფუძველზე, კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობისას (საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, მუხლი 27).

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.214 ანალფაბეტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანალფაბეტური

ფონეტ.

ბერძნ. an და alphabētos – უარყ. ნაწილაკი და ალფაბეტი, ანბანი

რაც ასოებით არაა გამოხატული; არაანბანური. მაგ., ბგერათა აღნიშვნის ანალფაბეტური სისტემა (ფონეტიკაში).

იხ. აგრეთვე: ალფაბეტი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.215 ანამნეზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანამნეზი

ბერძნ. anamnesis - მოგონება

ექიმის მიერ ავადმყოფის ან მისი ახლობლების გამოკითხვის შედეგად შეკრებილი ცნობები ავადმყოფობის შესახებ.

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.216 ანანკე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანანკე

ბუნებრივი აუცილებლობა, გარდუვალობა, ღვთაებად პერსონიფიცირებული (ბედისწერა).

იხ. აგრეთვე: ნადიმი, პერსონიფიკაცია და პერსონიფიცირება

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.217 ანარქიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანარქიზმი

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს სახელმწიფოს მოსპობა და იძულებითი ძალაუფლების შეცვლა მოქალაქეთა ნებისმიერი ფორმის თავისუფალი და ნებაყოფლობითი ასოციაციით. ა. როგორც პოლიტიკური მოძრაობა ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპაში XIX ს-ის 40 - 70-იან წლებში. ყოფით სიტუაციაში ა. აღნიშნავს მორალური და პოლიტიკური წესრიგის არარსებობას. XIX - XX სს-ის მიჯნაზე ანარქისტებმა რამდენიმე მეტად ხმაურიანი მკვლელობა განახორციელეს, მათ შორის: რუსეთის მეფის ალექსანდრე II -ის (1881), საფრანგეთის პრეზიდენტ კარნოსი (1894) და ამერიკის პრეზიდენტ მაკკინლისა (1901). ა-ის ერთიანი პოზიტიური დოქტრინა არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით სახელმწიფოს უარყოფის იდეას. მისი თეორეტიკოსები ვერ თანხმდებიან ყველაზე უფრო ფუნდამენტურ საკითხებშიც კი. თუ სახელმწიფოს მომხრეები მას განიხილავენ როგორც აუცილებელ ინსტრუმენტს წესრიგისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ანარქისტები, პირიქით, სწორედ სახელმწიფოში ხედავენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების წყაროს. ა-ის იდეამ, რომელსაც ანტიკური და შუა საუკუნეების მრავალი მოაზროვნის შრომებში ჩანასახის ფორმით ვხვდებით, ახალ დროში განვითარება ჰპოვა ინგლისელი მწერლის უ. გოდვინის ნაშრომში, „კვლევანი პოლიტიკური სამართლიანობის შესახებ“ (1793), სადაც მან ჩამოაყალიბა ცნება „საზოგადოება სახელმწიფოს გარეშე“. თუმცა აღნიშნული ტერმინი მაშინ ამ სახით არ გვხვდებოდა. შტირნერი ტერმინ „ანარქიზმს“ ლიბერალიზმთან მიმართებაში ხმარობდა, თუმცა თვითონ ყველაზე უფრო დიდი ინდივიდუალისტი იყო და არ ცნობდა ვალდებულებისა და სინამდვილის იდეას. პიერ ჟოზეფ პრუდონმა (1809-65), რომელსაც მარქსი მეცნიერული სოციალიზმის ფუძემდებელად თვლიდა, თავისი წიგნის „რა არის კერძო საკუთრება?“ (1840) გამოსვლის შემდეგ სახელი გაითქვა როგორც ევროპული რევოლუციური იდეალების გამომხატველმა. მარქსისგან განსხვავებით, თავის ექსპლუატაციის თეორიაში დამატებით ღირებულებას, რომელსაც კაპიტალისტები ითვისებენ, პრუდონი განიხილავდა არა როგორც პროდუქტს, რომელიც სასიცოცხლო მინიმუმის ზღვარს ზემოთ იქმნება, არამედ როგორც მუშების შრომის კოოპერირების შედეგს. „სახელმწიფოს ლიკვიდაციის“ პროექტების სანაცვლოდ მან წამოაყენა პროექტი მისი ფედერალური გარდაქმნის შესახებ. ამ მიზნის განსახორციელებლად იგი მოუწოდებდა თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოებს წვრილ ავტონომიურ ოლქებად დაშლისკენ. მიხეილ ბაკუნინი (1814-76) პრუდონის მიმდევარი იყო. დაქირავებულ მუშას იგი მონად თვლიდა და ამის გამო კოლექტიური საკუთრების შემოღების იდეას აყენებდა. ბაკუნინის აზრით, სახელმწიფო რყვნის თავის მოქალაქეებს, როგორც ქვეშევრდომებს, ისე მმართველებს. მათი ადამიანური სტატუსი კარგავს თავის მნიშვნელობას. I ინტერნაციონალში ბაკუნინი აკრიტიკებდა მარქსს, რომელსაც სახელმწიფოს სრული ლიკვიდაციის მაგივრად მიზანშეწონილად მიაჩნდა მისი ტრანსფორმაცია. ამ წინააღმდეგობებმა ორგანიზაცია 1876 წელს დაშლამდე მიიყვანა. პეტრე კროპოტკინი ცდილობდა ა-ის საკუთარი კონცეფცია დარვინის ნაშრომზე დაყრდნობით მეცნიერულად დაესაბუთებინა. ნაშრომში „ურთიერთდახმარება როგორც ევოლუციის ფაქტორი“ (1897) იგი ამტკიცებდა, რომ ევოლუციის წარმატება დამოკიდებულია კონკრეტული სახეობის მდედრობითი სქესის ინდივიდებს შორის ურთიერთდახმარების ხარისხზე, ამასთან, აუცილებელი არ არის, რომ ეს დახმარება თითოეული მათგანისათვის მომგებიანი იყოს. ა-ის იმდენი კონცეფციაა, რამდენი თეორეტიკოსიცაა. მთავარი კრიტერიუმი, რომელიც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს, არის სხვადასხვა ქმედებების - ტეროროზმიდან ტოლსტოის (1828-1910) პაციფიზმამდე და სოციალურ გარდაქმნამდე - კანონიერად აღიარება. ლიბერალიზმისაგან განსხვავებით, ა-მა მნიშვნელოვანი როლი ვერ ითამაშა სტალინისა და ჰიტლერის ე. წ. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში, თუმცა ორივე მიმდინარეობა ლიბერალიზმს შეერწყა.

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

ბერძნ. anarchia უმთავრობობა, არეულობა

1. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახელმწიფო ხელისუფლების უარყოფა, ორგანიზებული პოლიტიკური ბრძოლის უარყოფა;

2. ავტორიტეტის, წესრიგის, დისციპლინის უარყოფა.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.218 ანატოლია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანატოლია

ანატოლია, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის აზიური ნაწილი, ახლო აღმოსავლეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მოიცავს. ტერმინი "ანატოლია" მცირე აზიის ნახევარკუნძულის აღმნიშვნელად პირველად გამოიყენა X ს. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე პორფიროგენეტმა. Ἀνατολή ბერძნულად ნიშნავს "განთიადს", "მზეს", "აღმოსავლეთს". ტერმინი "მცირე აზია", აზიის კონტინენტისაგან რომაული პროვინციის "აზიის" განსასხვავებლად პირველად იხმარა Vს. ისტორიკოსმა პაგანოს ოროსეელმა, თუმცა, თავად ეს სახელწოდება ბევრად უფრო ადრე იყო ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინები "ანატოლია" და "მცირე აზია" ფაქტიურად სინონიმებად არის მიჩნეული, მათ შორის გარკვეული სხვაობაც არსებობს. კერძოდ, "მცირე აზიისაგან" განსხვავებით, "ანატოლია" არ შეიცავს ტავროსის ქედის სამხრეთით მდებარე ხმელთაშუაზღვის სანაპიროს, ხოლო "მცირე აზია" არ უნდა ვრცელდებოდეს საკუთრივ ნახევარკუნძულის ფარგლებს გარეთ, რომლის აღმოსავლეთ მიჯნას ხმელთაშუაზღვის ისკანდერუნის ყურისა და შავი ზღვის ე.წ. "შემაერთებელი ხაზი" წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ მიახლოებით თანხვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ანატოლიის პირობით საზღვარს მდინარეების მელეთის (შავ ზღვაში ჩაედინება ქ. ორდუსთან) და გიოქსუს (მდ.ჯეიჰანის დასავლეთი ტოტი) "შემაერთებელი ხაზის" გაყოლებაზე. ამდენად, ცნებას "ცენტრალური ანატოლია" უნდა შეესაბამებოდეს - "ჩრდილო-აღმოსავლეთი მცირე აზია". ანატოლია უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენების მხარეა; ამას აქ გათხრილ ძეგლთა სახელწოდებებიც მოწმობენ: ტროა და ბოღაზქიოი,ალიშარი და ალაჯა ჰუიუქი, ჰაჯილარი და ჩათალ ჰუიუქი, ქიულთეფე და ბეიჯესულტანი. არქეოლოგიურმა მასალამ ცხადყო, რომ ანატოლია ძველი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაწინაურებული მხარე იყო. თვალსაჩინოა მისი წვლილი კაცობრიობის ისტორიაში; კერძოდ, საკვებ წარმოებითი ეკონომიკის, სპილენძისა და რკინის მეტალურგიის, პროტოურბანული საზოგადოების, დედა-ღვთაების კულტის წარმოქმნა-ჩამოყალიბებაში. საკვებ წარმოებითი მეურნეობა ევროპაში ანატოლიიდან არის გავრცელებული. ანატოლიის არქეოლოგიური მასალის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს ამიერკავკასიის უძველესი ისტორიის კვლევის დროსაც.

იხ. აგრეთვე: იონია

წყარო: ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის / ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტი. არქეოლოგიური კვლევის ცენტრი არქეოლოგიური კომისია. - თბ. : მეცნიერება, 1985. - 198გვ. ; 21სმ.. - შენიშვნები: გვ. 142-192. - 1მ.50კ., 1500ც.[MFN: 122658]

1.219 ანატომია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანატომია

ლათ. anatomia

რუს. анатомия

ინგლ. anatomy

ბერძნ. anatome – გაკვეთა

საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ცოცხალი ორგანიზმების (მათ შორის ადამიანის), ორგანოთა სისტემების და ორგანოთა ფორმასა და აღნაგობას.

იხ. აგრეთვე: პრეპარატი, ჰისტოლოგია

წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]

1.220 ანაუაკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანაუაკი

ღმერთთა ჯგუფი, ანუს კომპანიონები

იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, ანუ

წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი

1.221 ანაფორა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანაფორა

ბერძნ.

1. მღვდლის განიერი და გრძელი ზედა ტანსაცმელი.

2. მოსახსენებელი წირვა (აღაპის დროს), აგრეთვე წირვისა და აღაპის ნარჩენი პურ-ღვინო.

3. სტილისტიკური ფიგურა პოეზიაში - მოსაზღვრე ტაეპების ან სხვა ნაწილების დაწყება ერთი და იმავე ან მსგავსი სიტყვებით.

იხ. აგრეთვე: სტილისტიკა, პოეზია, ლიტერატურა, ეპიფორა, ფიგურა

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.222 ანაქრონიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანაქრონიზმი

ფრანგ.

ამა თუ იმ მოვნენის, ფაქტის ქრონოლოგიური შეუსაბამობა. ძველი დროის გადმონაშთი, რომელიც აღარ შეეფერება თანამედროვეობას. მოდიდან გასული, შეუფერებელი

იხ. აგრეთვე: ნადიმი, ქრონოლოგია

წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.

1.223 ანგარიშვალდებულება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანგარიშვალდებულება

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოსახლეობისთვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება. ეს არის გზა, რომლითაც მოსახლეობა მთავრობის საქმიანობას აფასებს (Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001).

იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა

წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]

1.224 ანგარიშის გასწორება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანგარიშის გასწორება

სამაგიეროს გადახდა, მიზღვა, შურისძიება

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.225 ანგარიშის გაწევა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანგარიშის გაწევა

გათვალისწინება, მხედველობაში მიღება, ყურადღების მიქცევა

სინონიმი: ანარიშის მიცემა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.226 ანგელოზების დაფრთხობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანგელოზების დაფრთხობა

შეშინება, დაფრთხობა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.227 ანგელოზმა ჩამოიარა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანგელოზმა ჩამოიარა

სიჩუმე ჩამოვარდა, სიჩუმეა, ხმას არავინ იღებს. ხალხის რწმენით ანგელოზები ამქვეყნად ღმერთის სხვადასხვა დავალების შესასრულებლად ჩამოდიან ზეციდან. სახლებს მაშინ ჩამოივლიან, როცა იქ სრული სიჩუმეა. ამიტომ, როცა სახლში ყველა უცებ დაჩუმდება, იტყვიან, ანგელოზმა ჩამოიარაო.

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.228 ანგლიკანური ეკლესია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანგლიკანური ეკლესია

ქვეყნის, სახელმწიფოს, ერის ეკლესიაა. იგი იდენტიფიცირებულია ინგლისთან (დიდ ბრიტანეთთან) და, ნაწილობრივ, ირლანდიასთან და, ამდენად, ნაციონალიზმის (გარკვეულწილად ფილეტიზმის) ელემენტებსაც შეიცავს (სომხური სამოციქულო ეკლესიის მსგავსად), რის გამოც მისმა მოძღვრებამ და პრაქტიკამ სხვა ქვეყნებში გზა წარმატებით ვერ გაიკაფა. ზოგადი შეფასებით, ანგლიკანურ თეოლოგიას, კულტმსახურებასა და კანონიკურ წყობილებას კათოლიკობასა და პროტესტანტობას შორის შუალედური ადგილი უჭირავს.

წყარო: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

1.229 ანგურის მთა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანგურის მთა

მთა სკვითიაში, მდ. ისტროსის მახლობლად

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III, ისტროსი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.230 ანდერძი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანდერძი

ანდერძი - (testamentum) ვისამე წერილობითი ან ზეპირი განკარგულება, რომელიც ჩვეულებრივ ქონებას ეხება და უნდა შესრულდეს მფლობელის სიკვდილის შემდეგ.

ძველ საბერძნეთში

ტრადიციის მიხედვით, ანდერძი ატიკურ კანონმდებლობაში სოლონმა შემოიტანა. იგი ნებადართული მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო, როცა ანდერძის დამწერ პირს ვაჟიშვილები არ ჰყავდა. მემკვიდრეობის გაუქმება მხოლოდ მამის სიცოცხლეში, სერიოზული განაცხადის საფუძველზე იყო შესაძლებელი. სოლონის პერიოდამდე ადოფციებს იმ მიზნით მიმართავდნენ, რომელიც შემდგომ ანდერძით გახდა შესაძლებელი. შემდგომშიც შვილად აყვანას ისევ ჰქონდა პრაქტიკაში ადგილი და გარკვეული მასშტაბით მათ ანდერძის მსგავსად მოიაზრებდნენ. ანდერძს, ჩვეულებრივ, წერილობითი სახე ჰქონდა და იგი მოწმეთა თანდასწრებით იყო შედგენილი. კანონიერი შვილები მემკვიდრეობას ყოველგვარი ფორმალობის გარეშე იღებდნენ და მათ უფლება არ ჰქონდათ მემკვიდრეობაზე უარი განეცხადებინათ. სხვა ნათესავებს კი ამისთვის ოფიციალური ავტორიზაცია ესაჭიროებოდათ.

რომი

მემკვიდრეობის გადაცემა ხდება ანდერძით (hereditas testamentaria) ან კანონის მიხედვით (hereditas legitima). XII დაფის კანონები იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კვდება ისე, რომ არ აქვს შედგენილი ანდერძი ან მისი ანდერძი გაბათილდა (ab intestate), მემკვიდრეებს აგნატებს შორის ეძებს.

ანდერძში მემკვიდრედ შეიძლება დასახელებული ყოფილიყო ერთი ან რამდენიმე პირი (heredis institutio - ანდერძის ძირითადი ნაწილი, რომელიც ანდერძის თავში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ბრძანების ფორმით ლათინურ ენაზე. მხოლოდ 339 წ-დან დაუშვეს ბერძნულ ენაზე ჩაწერა. ანდერძში ზუსტად უნდა ყოფილიყო ფორმულირებული მოანდერძის სურვილი). ანდერძში დასახელებული ყველა მემკვიდრე ძირითად მემკვიდრედ ითვლებოდა და იღებდა ანდერძის თანახმად შესატყვის წილს. საზომ ერთეულად იღებდნენ ასს, გაყოფილს 12 უნციად (ასის მეთორმეტედი იყო უნცია). ამიტომ ერთადერთ მემკვიდრეს ეწოდებოდა heres ex asse; coheredes ეწოდებოდათ მემკვიდრეებს თავიანთი წილის მიხედვით. მაგ., heres ex trente ანუ ვისაც მემკვიდრეობის მესამედი ერგებოდა, ex deunce - მეთერთმეტედის მემკვიდრეს და ა.შ. ქონების დაყოფის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ლეგატუმის დანიშვნით. მემკვიდრეს უნდა ჰქონოდა ვაჭრობის უფლება, შესაბამისად, უცხოელის დასახელება მემკვიდრედ არ შეიძლებოდა. მას შეეძლო მიეღო მხოლოდ ფიდეოკომისუმი. მემკვიდრეობის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ ქალებს (lex Voconia ძვ. წ. 169 წ.).

ანდერძში დასახელებულ მემკვიდრეებს აუცილებლად უნდა მიეღოთ მემკვიდრეობა. მოგვიანებით, პრეტორული სამართლის მიხედვით, მათ მიენიჭათ უფლება, უარი ეთქვათ მემკვიდრეობაზე (abstinendi beneficium), სხვა მემკვიდრეებს უნდა განეცხადებინათ თანხმობა მემკვიდრეობის მიღებაზე ან განცხადების ფორმით (cretio), ან მდუმარედ (pro herede gestio-ს საშუალებით - მაგ., დაეფარათ მოანდერძის ვალი). მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში მემკვიდრე მემკვიდრეობასთან ერთად იღებდა მის ვალებს და sacra (ოჯახისა და გვარის რელიგიური ვალდებულებები და რიტუალები sacra familiaria, sacra gentilicia, რომლებიც მიწისქვეშეთის (manes) და კერიის (genius, lares, penates) ღვთაებათა კულტს უკავშირდებოდა. Sacra familiaria მჭიდროდ იყო მემკვიდრეობასთან დაკავშირებული და გარკვეულ ტვირთს წარმოადგენდა მემკვიდრისათვის. ამიტომ მემკვიდრეები ცდილობდნენ თავი დაეხსნათ მისგან სხვადასხვა ხერხით. მაგ., თავისუფლებას ანიჭებდნენ მემკვიდრეობით მიღებულ მონას (მონები) იმის ფასად, რომ მას უნდა შეესრულებინა sacra familia მემკვიდრის ნაცვლად (manumissio sacrorum causa). იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის მიღება არ იყო სასურველი, მას შეეძლო უარი ეთქვა მასზე. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას ეწოდებოდა exheredatio. პირს, რომელსაც არ უნდოდა უახლოესი ნათესავებისათვის მემკვიდრეობის გადაცემა, შეეძლო მათთვის გვერდი აევლო ანდერძში (praeterire - ანდერძში არ მოხსენიება). ციცერონის დროიდან დამკვიდრდა წესი, ანდერძში იმ მიზეზების დასახელებისა, რის გამოც მამა უარს ეუბნებოდა თავის შვილებს მემკვიდრეობაზე. სხვა ნათესავების მიმართ მიზეზების განსაზღვრა აუცილებელი არ იყო.

ანდერძის დატოვება შეეძლო მხოლოდ იმ პიროვნებას, რომელსაც ჰქონდა ვაჭრობის (commercium) და, შესაბამისად, ანდერძის შედგენის უფლება (testamenti factio). მშობლებთან მცხოვრებ ვაჟებს, მონებს, უცხოელებს, არასრულწლოვნებს არ შეეძლოთ ანდერძის დატოვება. ანდერძის მიხედვით, მემკვიდრედ არ შეიძლებოდა უცხოელების, ქალების და დროთა განმავლობაში lex Iulia et Pappaea-ს მიხედვით დაუოჯახებელთა და უშვილოთა დასახელება. ქალებს არ შეეძლოთ ანდერძის შედგენა, მაგრამ მოგვიანებით მიიღეს ეს უფლება (coemptio testamenti faciendi gratia - ანდერძის შედგენის უფლების მინიჭება), ადრიანეს დროიდან კი ისინი უკვე დამოუკიდებლად ან მეურვის საშუალებით ადგენენ ანდერძს.

მონისდასახელება ანდერძში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ანდერძის მიხედვით, ამასთან ერთად მას ენიჭებოდა თავისუფლება.

ანდერძის უძველესი ფორმა იყო testamentum calatum ან calatis comitiis factum, რომელსაც პატრიციები კითხულობდნენ სახალხო კრების წინ. ანდერძის უძველესი ფორმაა და გამოიყენებოდა გამონაკლის შემთხვევაში testamentum in procinctu (ანდერძი იკითხებოდა სარდლის უფლებით მწკრივში ჩამდგარი ჯარისკაცების წინ ბრძოლის დაწყებამდე). ანდერძის ორივე ფორმა სამოქალაქო სამართლის ხასიათს ატარებდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში სრულდებოდა, თუ პატრონს კანონიერი მემკვიდრე არ ჰყავდა.

XII დაფის კანონების თანახმად, ანდერძის შედგენის მიზანს ირიბად ემსახურებოდა მანციპაცია, რომლის საშუალებითაც მოანდერძე რწმუნებულ პირს (familiae emptor) გადასცემდა თავის ქონებას იმ მიზნით, რომ იგი მას გაუფრთხილდებოდა და მოანდერძის სიკვდილის შემდეგ, ანდერძის თანახმად, გაანაწილებდა მას მემკვიდრეებს შორის. მანციპაციიდან განვითარდა რომაული ანდერძის ძირითადი ფორმა - testamentum per aes et libram. მანციპაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და რწმუნებული პირი იყო მხოლოდ მოწმე (მოწმეთა რაოდენობა იყო განსაზღვრული - 7 პიროვნება), ხოლო მემკვიდრე ხდებოდა ის პირი, რომელიც დასახელებული იყო ანდერძში. მოანდერძის უკანასკნელი ნების გამოცხადებას ეწოდებოდა heredis nuncupatio, რომელსაც ზეპირი ფორმა ჰქონდა, თუმცა კლასიკურ ეპოქაში იგი თითქმის ჩაანაცვლა ანდერძის წერილობითმა ფორმამ, რომელიც საშუალებას აძლევდა მოანდერძეს ანდერძის შინაარსი საიდუმლოდ შეენახა (testamentum per scripturam factum). ანდერძის გაცნობის შემდეგ მოწმეები თავის ბეჭედს ასვამდნენ დოკუმენტს (testamentum septem signis signatum) და აწერდნენ ხელს (adscriptio). იმისათვის, რომ ანდერძს (ზეპირი, წერილობითი) იურიდიული ძალა მინიჭებოდა, საჭირო იყო მთელი რიტუალის ზედმიწევნით ჩატარება.

ანდერძისათვის იყენებდნენ ხის დაფებს, შემდეგ მათ ახვევდნენ და შესანახად მიჰქონდათ ან მოანდერძის მეგობართან, ან აბარებდნენ ტაძარში (ძირითადად ვესტას ქურუმებთან), მოგვიანებით ქალაქის არქივში.

პრეტორულ სამართალს, პრინციპში, ანდერძის ახალი ფორმა არ შემოუღია, უბრალოდ, აუცილებელი აღარ იყო მანციპაცია და მემკვიდრეობა პირდაპირ გადაეცემოდა ანდერძში დასახელებულ მემკვიდრეს იმ შემთხვევაში, თუ ანდერძი 7 მოწმის მიერ იყო დაბეჭდილი. სპეციფიკური ანდერძების შედგენისას testamentum muti (მუნჯი), testamentum caeci (ბრმა), testamentum surdi (ყრუ) აუცილებელია ნოტარიუსის (tabularius) ან 8 მოწმის არსებობა.

ეპიდემიის დროს არ იყო აუცილებელი ყველა მოწმის გამოცხადება (testamentum pestis tempore conditum) და ა.შ. სრულიად განსაკუთრებული ხასიათი აქვს testamentum militis (ჯარისკაცის ანდერძი), რომელიც კონკრეტული სოციალური ფენისათვის დაშვებულ პრივილეგიად უნდა აღვიქვათ. ამ ტიპის ანდერძი ძალაში რჩებოდა ჯარიდან საპატიო დათხოვნიდან 1 წლის განმავლობაში.

იუსტინიანუსის მიერ testamentum militis დაშვებული იყო მხოლოდ საომარ ვითარებაში. თუ ლიბერტუსი ანდერძის გარეშე წავიდოდა ამ ქვეყნიდან, მის პირდაპირ მემკვიდრეებს (heres sui) გადაეცემოდა ქონება. მათი არარსებობის შემთხვევაში კი მის პატრონს. თუ ისიც არ იყო, მაშინ პატრონის შვილებს, მათი არარსებობის შემთხვევაში პატრონის ნათესავებს (gentiles). ანდერძში მოანდერძეს შეეძლო გვერდი აევლო თავისი უახლოესი ნათესავებისათვის.

ციცერონის დროიდან აუცილებელი გახდა ანდერძში იმ შვილების სახელდებით მოხსენიება, რომელთაც მოანდერძე მემკვიდრეობის გარეშე ტოვებდა და იმ მიზეზების დასახელება, რის გამოც ართმევდა მათ ამ უფლებას. სხვა ნათესავებთან მიმართებაში ასეთი მოთხოვნა არ არსებობდა. იმისთვის, რომ ანდერძი სრულყოფილად ჩათვლილიყო, აუცილებელ პირობას წარმოადგენდა მოანდერძის ნორმალურ მდგომარეობაში ყოფნა. სულით ავადმყოფის, მფლანგველის, ზოგიერთ დანაშაულში ნასამართლები პირების ანდერძი ბათილდებოდა. რომის სამართალი ითვალისწინებდა ისეთ ვითარებასაც, როდესაც მოანდერძემ მართალია დაუტოვა მემკვიდრეობა კანონიერ მემკვიდრეს, მაგრამ ძალზე მცირე მოცულობით, არასრულად. ასეთ შემთხვევაში კანონიერ მემკვიდრეს შეეძლო სარჩელი შეეტანა სასამართლოში სავალდებულო წილის მისაღებად (hereditatis petitio).

წყარო: ანდერძი

1.231 ანდერძის აგება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანდერძის აგება

განადგურება, მოსპობა, ბოლოს მოღება. მაგ., ხომ არ გინდათ, ხელად ანდერძი აგიგოთ ბიჭიან-ბატონიანად (ა.ცაგარელი)

სინონიმი: წესის აგება

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.232 ანდროგინონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანდროგინონი

საშუალო სქესის ეს ბერძნული სიტყვა კომპოზიტია: ანდრო(კაცი) + გინოს (ქალი)

იხ. აგრეთვე: ნადიმი, კომპოზიტი

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.233 ანდრომაქე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანდრომაქე

ბერძნ.

„ილიადას“ ერთ-ერთი მთავარი გმირი, ჰექტორის მეუღლე.

ანდრომაქეს გულწრფელად უყვარდა თავისი მეუღლე. როდესაც ტროა დაეცა და დაიღუპა ჰექტორი, ანდრომაქე თან წაიყვანა ნეოპტოლემოსმა. ბოლოს იგი ცოლად გაჰყვა ჰექტორის ძმას, ჰელენოსს. მათ შეეძინათ ვაჟი პერგამონი. როდესაც ჰელენოსი გარდაიცვალა, ანდრომაქე თავის შვილთან ერთად გადასახლდა მცირე აზიაში. იქ პერგამონმა დააარსა ქალაქი და თავისი სახელი უწოდა.

ლიტერატურაში ანდრომაქე ერთგული და იდეალური მეუღლის სიმბოლოდ იქცა. „ილიადას“ VI სიმღერაში წარმოდგენილი ჰექტორისა და ანდრომაქეს გამოთხოვების სცენა მსოფლიო ლირიკული პოეზიის მშვენებად არის მიჩნეული. ანდრომაქეს მითოსი მრავალი პოეტის შთაგონების წყაროდ იქცა (საფო, ევრიპიდე, რასინი). მას ხშირად მიმართავდნენ მხატვრებიც (ტიეპოლო, დავიდი, ლოსენკო და სხვა) და მუსიკოსებიც (ანდრომაქეს თემაზე ოცზე მეტი ოპერაა დაწერილი).

ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს

იხ. აგრეთვე: ილიადა

წყარო: ბიბლიოვიკი ანდრომაქე

1.234 ანდრონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანდრონი

ბერძნ.

ბერძნულ სახლს ორი განყოფილება ჰქონდა: ე.წ.ანდრონი, რომელიც მამაკაცთათვის იყო განკუთვნილი და რომელშიც სიმპოსიონები იმართებოდა და გინეკეია - `"საქალებო"

იხ. აგრეთვე: გინეკეია, ნადიმი, სიმპოსიონი

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.235 ანდროცენტრიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანდროცენტრიზმი

XX საუკუნეში ჩნდება ახალი ცნებაც – ანდროცენტრიზმი. როგორც შარლოტ პერკინს გილმანი ამბობს: „მამაკაცის შექმნილი სამყარო, ანუ ჩვენი ანდროცენტრული კულტურა“. ამ კულტურის თანახმად, კი მამაკაცი განასახიერებს კაცობრიობას, ქალი კი ერთგვარი დამატებაა, მამაკაცს დაქვემდებარებული დამხმარეა. ანდროცენტრიზმს და შესაბამისად ქალის დისკრიმინაციას ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა კაცობრიობისთვის ეს ეთგვარი „ნორმა“ იყო. XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე თითქოს მთელი მსოფლიო და მათ შორის ამერიკელებიც, თავისუფლების ფლამგმანები – თითქოს ვერ ამჩნევდენ განსვლას თავისუფლების იდეალის ერთგულებასა და ქალთა უფლებების უარყოფს (დისკრიმინაციას) შორის. ამაზე მათ თვალები ფემინისტური მოძრაობის პირველმა ტალღამ აუხილა.ანდროცენტრული თვალსაზრისით, შეიძლება გამოიყოს მამაკაცის ქალთან დამოკიდებულების სამი ასპექტი: 1) ქალი, როგორც არასრულფასოვანი უნივერსალურ სტანდარტთან მიმართებაში, რომელთანაც მამაკაცს საკუთარი თავი აქვს იდენტიფიცირებული. 2) ქალს მხოლოდ საოჯახო და რეპროდუქციული ფუნქციები აქვს ოჯახში, რომლის უფროსადაც მამაკაცი საკუთარ თავს მიიჩნევს. 3) ქალს აქვს უნარი აღძრას და დააკმაყოფილოს მამაკაცის სექსუალური მადა, რომელიც მამაკაცისთვის ერთდთოულად ამაღელვებელიცაა და საშიშიც. ეს იდეები წარმოდგენილია სამყაროს შექმნის ბიბლიურ ვერსიაშიც. მაგალითად, ადამს უფლისგან მინიჭებული აქვს განსაკუთრებული უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ სახელი მიანიჭოს ყოველ ქმნილებას, მათ შორის ქალსაც; ამასთან ღმერთის ხატად მხოლოდ ადამი არის შექმნილი. „ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. იმ ნეკნისაგან, ადამს, რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი; დედაკაცი ერქვას მას, რადგან კაცისაგან არის გამოღებული“. (დაბადება 2:18–23).

იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება

წყარო: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

1.236 ანზუ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანზუ

ღმერთი–ჩიტი. ჰქონდა არწივის ფრთები და ლომის ფორმის ფეხები

იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი

წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი

1.237 ანთროპოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანთროპოლოგია

ინგლ. anthropology

ბერძნ. anthropos – ადამიანი, logos – აზრი, ცნება, სიტყვა

1. მეცნიერება ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ;

2. ფილოსოფიური მოძღვრება ადამიანის არსებობისა და სამყაროსთან მისი ურთიერთობის შესახებ;

3. კულტურული (სოციალური) ა. - დასავლეთის ქვეყნებში ეთნოგრაფიის სახელწოდება.

იხ. აგრეთვე: ორიენტალიზმი

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.238 ანიმე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანიმე

ინგლ. Animation

შემოკლებული ვარიანტი ინგლისური სიტყვის "Animation". იაპონიაში საეთოდ ყველა ნახატ ფილმს "ანიმეს" ეძახიან, მაგრამ იაპონიის საზღვრებს გარეთ ეს სიტყვა დამკვიდრდა, როგორც კონკრეტულად იაპონიაში დახატული ანიმირებული ფილმების მისამართი სიტყვა. თუ ამ ტიპის მულტიპლიკაციური ფილმი არაა იაპონიაში დახატული, მაშინ მას ანიმე მხოლოდ იმ შემთხვევაში ქვია, როდესაც იგი იაპონიაში წარმოებულ რომელიმე ანიმესთანაა დაკავშირებული.ის ფილმები კი, რომლებიც თავისი სტილისტიკით გვანან იაპონელი მხატვრების ნაწარმოებს, ხშირად მოიხსენიებიან როგორც „ანიმე-სტილის“ ფილმებს.

იხ. აგრეთვე: მანგა, სპოილერი

წყარო: http://www.narutox.ge/ ანიმე

1.239 ანკესზე წამოგება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანკესზე წამოგება

მოტყუება, ვისიმე ხრიკების მსხვერპლად გახდომა, მახეში გაბმა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.240 ანკეტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანკეტა

ფრანგ. enquête – გამოკითხვა

1. ფურცელი, რომელზედაც სხვადასხვა კითხვაა ჩამოწერილი გარკვეული ცნობების შესაგროვებლად;

2. ასეთი ფურცლების საშუალებით საჭირო ცნობების შეგროვება.

იხ. აგრეთვე: ტესტი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.241 ანკლავი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანკლავი

ფრანგ. enclave

ერთი სახელმწიფოს ტერიტორია ან ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია სხვა სახელმწიფოს სამფლობელოებით და რომელსაც არა აქვს ზღვის ნაპირი (მაგ., სან-მარინოს რესპუბლიკა იტალიაში).

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.242 ანონიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანონიმი

ბერძნ. anōnymos – უსახელო

1. წერილის ან რაიმე თხზულების ავტორი, რომლის ვინაობაც არ არის ცნობილი;

2. ანონიმური წერილი, თხზულება.

იხ. აგრეთვე: ავტორი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.243 ანონსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანონსი

ფრანგ.

რუს. анонс

წინასწარი არაზუსტი განცხადება წარმოდგენის ან სხვა სანახაობის შესახებ, აგრეთვე ახალი წიგნების გამოშვების შესახებ.

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ. ; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.244 ანორექსია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანორექსია

Anorexia

კვებითი აშლილობების ნაირსახეობა. სამედიცინო ლიტერატურაში მას ანორექსია ნევროზას სახელით მოიხსენიებენ. ანორექსია პიროვნების მიერ ნებაყოფლობითი შიმშილის ერთ-ერთი სახეობაა. მისი კლინიკური გამოვლინებები, განსაკუთრებით, მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლებიდან გახშირდა და 1980 წლიდან ოფიციალურად იქნა აღიარებული ფსიქიკურ აშლილობად. ანორექსია, ხშირ შემთხვევაში, ქრონიკული ხასიათისაა. შესაძლოა, ჰქონდეს ლეტალური დასასრული და პაციენტების უმრავლესობა მისგან ბოლომდე ვერასდროს განიკურნება. ანორექსიით დაავადებულ პაციენტებს ხშირად პარალელურად უვითარდებათ მეორე სახის კვებითი აშლილობა ბულემია

იხ. აგრეთვე: ბულემია

წყარო: ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში ანორექსია

1.245 ანოტაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანოტაცია

ინგლ. annotation

ლათ. annotatio – შენიშვნა

რუს. аннотация

ბეჭდვითი ნაწარმოების მოკლე, სხარტი დახასიათება იდეურ–პოლიტიკური, მეცნიერული, ფორმალური თვალსაზრისით.

იხ. აგრეთვე: პოლიტიკური, ფორმალური

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ. ; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.246 ანსამბლი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანსამბლი

მუს.

ფრანგ. მთლიანობა, ერთობლიობა

1. რაიმე მთელის ყველა ნაწილის შეთანხმებულობა, ერთიანობა, პროპორციულობა;

2. მომღერალთა, დამკვრელთა, მოცეკვავეთა ჯგუფი, რომელიც გამოდის როგორც ერთი მთლიანი მხატვრული კოლექტივი;

3. მუსიკალური ნაწარმოები რამდენიმე შემსრულებლისათვის (დუეტი, ტრიო, კვარტეტი, კვინტეტი და ა.შ.).

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.247 ანტაბლემენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტაბლემენტი

ფრანგ. entablement

შენობის ზედა ჰორიზონტალური ნაწილი, რომელიც კოლონებს ეყრდნობა და შედგება კარნიზის, ფრიზისა და არქიტრავისაგან.

იხ. აგრეთვე: არქიტრავი, კოლონა, კარნიზი, ფრიზი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.248 ანტაგონიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტაგონიზმი

ბერძნ. antagōnisma – ბრძოლა

შეურიგებელი წინააღმდეგობა, ინტერესთა შეურიგებელი დაპირისპირება.

იხ. აგრეთვე: ინტერესი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.249 ანტანტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტანტა

ფრანგ. თანხმობა-გულითადი კავშირი

სამხედრო ბლოკი საფრანგეთ-ინგლის-რუსეთის შემადგენლობით. ჩამოყალიბდა 1904-1907 წლებში. პირველი მსოფლიო ომის დროს მას მიუერთდა იტალია, აშშ.

წყარო: ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008.

1.250 ანტენორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტენორი

ბერძნ.

მეფე პრიამოსის მრჩეველი, რომელიც ბრძოლის დასასრულს ელენეს დაბრუნებას ეწინააღმდეგება

ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს

იხ. აგრეთვე: ილიადა, პრიამოსი, ნადიმი, ტროა

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.251 ანტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტი

ბერძნ. ნაცვლად, წინააღმდეგ

წინსართი, რომელიც აღნიშნავს საწინააღმდეგოს, დაპირისპირებულს.

1.252 ანტიფაშისტური; ანტირელიგიური. - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტიფაშისტური; ანტირელიგიური.

იხ. აგრეთვე: ანტითეზა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.253 ანტითეზა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტითეზა

ლიტ.მცოდნ.

ბერძნ. antithesis – დაპირისპირება

პოლონ.

სტილისტიკური ხერხი, რაც მდგომარეობს საწინააღმდეგო ცნებების შეპირისპირებაში.

სინონიმი: ანტითეზისი

იხ. აგრეთვე: ანტი, თეზისი, სტილისტიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.254 ანტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტიკა

1. ანტიური.

2. იშვიათი, მზეთუნახავი, კარგი რამე.

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.255 ანტიკვარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტიკვარი

ლათ. antiquarius

ანტიკვარული, ძველებური იშვიათი ნივთებით მოვაჭრე.

იხ. აგრეთვე: ანტიკვარული

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.

1.256 ანტიკვარული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტიკვარული

ძველებური, იშვიათი (წიგნები, სურათები და სხვ.) ა. მაღაზია – ანტიკვარული ნივთების მაღაზია; ანტიკვარიატი.

იხ. აგრეთვე: ანტიკვარი

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.

1.257 ანტიკრიზისული მართვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტიკრიზისული მართვა

ინგლ. CRISIS MANAGEMENT

ეს არის PR მიმართულება, რომელიც შეიმუშავებს ჩარჩო-გეგმას შესაძლო კრიზისულ სიტუაციათა პროგნოზირებისათვის და მის აღმოსაფხვრელად; აყალიბებს სტრატეგიებს, რომ დაასწროს მოსალოდნელ კრიზისს და შეაჩეროს იგი; ხოლო კრიზისის პირობებში კი ახორციელებს კომუნიკაციის პროცესის მართვას, რომელიც მიმართულია ორგანიზაციის პოზიციის განვითარებაზე, ასევე მოქმედებს პრობლემის აღქმაზე; იცილებს ჭორებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას, ანეიტრალებს და მინიმუმამდე ამცირებს კრიზისის შედეგებს. პროფესიონალიზმის მწვერვალად ითვლება არამხოლოდ პრობლემათა მართვაზე ორიენტირება ორგანიზაციის დასაცავად შიდა ფაქტების ზემოქმედებისგან, არამედ ისიც, რომ კომპანიამ მიიღოს სარგებელი მისი საქმიანი აქტივობის გაძლიერებით, იმ ფაქტთა განეიტრალების ხარჯზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან იმ უპირატესობებს, რაც მას გააჩნია.

იხ. აგრეთვე: PR

წყარო: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია = Public Relations / საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი" ; [პროექტის ავტ., ხელმძღვ. და გამოც. მთ. რედ. ელგუჯა მარღია ; მოწვეული რედ.: მარიკა დარჩია, რევაზ სურგულაძე, ვანო ჭიაურელი და სხვ.]. - თბ. : ცოტნე, 2006. - 293გვ. ; 29სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 293. - ISBN 99940-41-09-6 : [ფ.ა.][MFN: 30901]

1.258 ანტიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტიკური

ლათ. antiquus –ძველი

1. ძველი ბერძნული ან რომაული (კულტურა, ხელოვნება, საზოგადოებრივი წყობა და სხვ.);

2. რაც სილამაზითა და მოხდენილობით ანტიკურ ქანდაკებებს მოგვაგონებს (მაგ., სახის ან სხეულის ნაკვთები).

1.259 ანტიკური კულტურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტიკური კულტურა

იხ. აგრეთვე: კლასიკური, ლიტერატურა, კულტურა, მირინუსი, ელეგია, ეპოდი, ეპიკურე (ძვ.წ.აღ. 341 - 270)

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.260 ანტიკური ხანა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტიკური ხანა

ლათ. antiquus — ძველი

ტერმინი პირველად გამოჩნდა XVIII საუკუნის ფრანგულ სამეცნიერო ლიტერატურაში და თავდაპირველად აღნიშნავდა უძველესი წარსულის ხელოვნების განსაკუთრებულ სფეროს. მას შემდეგ მრავალი ნაშრომი მიეძღვნა ხელოვნების ისტორიის შესწავლას, საერთო აღიარება ჰპოვა აზრმა ძველი ბერძნული და რომაული კულტურების უაღრეს მნიშვნელობაზე ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. სწორედ ამ უაღრესობის გამო ეწოდა მხოლოდ ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურებს „ანტიკური“.

ანტიკური ცივილიზაციის ქრონოლოგიური ჩარჩოები ასეთია: ძვ. წ. VIII – ჩვ. წ. V საუკუნის შუა წლები. ეს არის თითქმის თორმეტი საუკუნე. თუმცა დროის ეს ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს, თუკი მივათვლით წინამავალ ოთხ საუკუნეს, რომელსაც კრეტა–მიკენის კულტურა ეწოდება და რომლის წიაღშიც აღმოცენდა ანტიკურობა.

იხ. აგრეთვე: კრეტა–მიკენის კულტურა

წყარო: ვიკიპედია ანტიკური ხანა

1.261 ანტიოპე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტიოპე

ბერძნ.

ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის საყვარელი, თებეს მეფის, ნიკტევსის (ზოგი ვერსიით მდინარის ღმერთ ასოპოსის) მშვენიერი ასული

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – X

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.262 ანტიპათია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტიპათია

ბერძნ. antipatheia

არაკეთილგანწყობილება, სიძულვილი ვისიმე მიმართ.

იხ. აგრეთვე: სიმპათია, ამბივალენტური

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.

1.263 ანტისემიტიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტისემიტიზმი

შეიძლება განისაზღვროს როგორც „ებრაელების მიმართ მტრობა როგორც რელიგიური ან უმცირესობათა ჯგუფის მიმართ, რომელსაც ხშირად თან ახლავს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური დისკრიმინაცია” და ეს დღემდე ფართოდ არის გავრცელებული ევროპულ ქვეყნებში. ანტისემიტებმა მოიგონეს ისტორიები ებრაული კონსპირაციის შესახებ, რამაც გაამწვავა ანტისემიტური დამოკიდებულებები არაებრაელ ხალხში მათ წინააღმდეგ, რომელთაგან ყველაზე ცნობილი არის „სიონის ბრძენთა პროტოკოლი” (ფიქტიური შეურაცმყოფელი დოკუმენტი, რომელიც ახდენს ძალადობას პროვოცირებას ებრაელების წინააღმდეგ და რომელიც კვლავ ცირკულირებს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში). მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთში არსებული ებრაული საზოგადოება რეგულარულად ხდებოდა პოგრომების (რუსული სიტყვა, რომელიც განადგურებას ნიშნავს) მსხვერპლი, რომელიც იყო ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებული სისტემატური დისკრიმინაციული ძალადობრივი აქტები ებრაული საზოგადოების წინააღმდეგ, ხშირად პოლიციის პასიური თანხმობით ან აქტიური მონაწილეობით, წახალისებული მთავრობის ანტისემიტური პოლიტიკის მიერ. ებრაული საზოგადოებაზე თავდასხმები ასევე გავრცელებული იყო სხვა ევროპულ ქვეყნებში მაგ. საფრანგეთისა და ავსტრიის ჩათვლით. 20-ე საუკუნის პირველ ნაწილში ფაშიზმის აღმავლობამ უფრო მეტი უბედურება მოიტანა ბევრი ებრაელისათვის ევროპაში, რადგანაც ანტი-სემიტიზმი ძალაუფლებაში მყოფი იდეოლოგიის ნაწილი გახდა. ფაშისტური რეჟიმები და პარტიები ასევე პირდაპირ ან არაპირდაპირ თანამშრომლობდნენ გერმანიის ფაშისტურ რეჟიმთან ჰოლოკოსტის დროს. II მსოფლიო ომის დროს გერმანიის ფაშისტური რეჟიმის და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ჰოლოკოსტის დროს რომელიც ასევე ცნობილი იყო როგორც შოა (ებრაული სიტყვა, რომელიც „განადგურებას“ ნიშნავს), დაახლოებით 6 მილიონი ებრაელი მიზანმიმართულად იყო განადგურებული იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. ჰოლოკოსტი იყო რასისტული და ანტისემიტური პოლიტიკის კულმინაცია, რომელიც დამახასიათებელი იყო ჰიტლერის მთავრობისათვის რომლის შეუბრალებლობაც პირველად გამოვლინდა ე.წ. „ბროლის ღამის“ დროს, 1938 წ-ის 9 ნოემბერს, როდესაც მთელი გერმანია მასობრივმა რეპრესიებმა მოიცვა. ბოლშევიკური რევოლუციის წარმატების შემდეგ საბჭოთა კავშირში ებრაელთა რეპრესიები შეწყდა, მაგრამ ანტისემიტიზმი სხვა ფორმით გაგრძელდა, ძალით გადასახლების, ქონების კონფისკაციის და საჯარო გასამართლების ჩათვლით. კომუნისტური რეჟიმის დროს ანტისემიტიზმი ხშირად იყო წარმოდგენილი ოფიცაილური ანტისიონისტური პოლიტიკის საბურველით. დღეისათვის ანტი-სემიტიზმი ისევე ცოცხალია როგორც ყოველთვის, თუმცა ხშირად ფარულ ფორმებს იძენს. ჯგუფები, რომლებიც აცხადებენ პრეტენზიას აღმატებულობაზე შეურაცყოფენ ებრაულ სასაფლაოებს, ნეო-ფაშისტური ჯგუფების ქსელები, რომლებიც ხშირად მოიცავენ ახალგაზრდულ ჯგუფებს ღიად აცხადებენ თავიანთი ანტისემიტური შეხედულებების შესახებ და არსებობს ბევრი ინტერნეტ ვებგვერდები და ლიტერატურა, რომელიც ცირკულირებს და ადიდებს ფაშისტურ პროპაგანდას.

იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება

წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ.; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.],

ებრაელების, როგორც რელიგიური ან ეთნიკური უმცირესობის, მიმართ მტრული დამოკიდებულება, სათავეს შუა საუკუნეებიდან იღებს, როცა ებრაელები ქრისტიანულ ევროპაში მცხოვრებ ერთადერთ არაქრისტიანულ უმცირესობას წარმოადგენდნენ. როგორც წესი, მათთვისაკრძალული იყო ზოგიერთი კომერციული საქმიანობა და პროფესიები, მათ აიძულებდნენ, გეტოებში ეცხოვრათ, ქრისტიანებისგან განცალკევებით, აჯარიმებდნენ დიდი გადასახადებით, ართმევდნენ ქონებას და ქვეყნიდანაც კი აძევებდნენ ან კლავდნენ. ებრაელები საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ უსამართლობისა და ქრისტიანულ საზოგადოებათა უარყოფითი დამოკიდებულების წინააღმდეგ.

წყარო: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]

ებრაელთა მიმართ მიკერძოებული აზრი ან სიძულვილი; ანტისემიტიზმმა შეიძლება მიიღოს რელიგიური, ეკონომიკური ან რასობრივი ფორმა.

წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.

1.264 ანტონიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტონიმი

ლინგვ.

ბერძნ.

სიტყვა, რომელსაც სხვა სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობა აქვს

კარგი - ცუდი, დიდი - პატარა

იხ. აგრეთვე: სინონიმი, ომონიმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.265 ანტურაჟი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ანტურაჟი

ფრანგ. entourage

გარემომცველ პირობათა ერთობლიობა; გარემო.

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.

ანუ

სამოთხისა და ცის ღმერთი შუმერულ, ასურულ და ბაბილონურ მითოლოგიაში

იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, ანაუაკი, ენქიდუ

წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი

1.266 აპათია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აპათია

ბერძნ. apatheia – უგრძნობლობა, უნებისყოფობა.

რუს. апатия

ლათ. apathia

ინგლ. apathy

ყველაფრისადმი ყოველგვარი ინტერესის დაკარგვა

იხ. აგრეთვე: დეპრესია

წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]

1.267 აპარტეიდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აპარტეიდი

ინგლ. Apartheid

რასობრივი დისკრიმნაციის ყველაზე სასტიკი ფორმა, რომელიც რაობრივი ნიშნით გამორჩეული გარკვეული ჯგუფებისათვის სამოქალაქო, პოლიტიკური ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების აღკვეთაში გამოიხატება. სამხრეთაფრიკულ ა-ს საბოლოოდ 1994 წელს მოეღო ბოლო, როდესაც პრეზიდენტმა დე კლერკმა პირველი თავისუფალი არჩევნები ჩაატარა, რის შედეგად იგი ან პოსტზე ნელსონ მანდელამ შეცვალა.

წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ

1.268 აპელაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აპელაცია

ლათ. appellatio – მიმართვა

სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება უმაღლეს ინსტანციაში.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.269 აპენდიქსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აპენდიქსი

ლათ. appendix-დანამატი

რუს. аппендикс

ინგლ. appendix

ბრმა ნაწლავის ბოლოში განლაგებული 7-10 სმ-ის სიგრძის დანამატი (ჭიანაწლავი). იმუნური სისტემის ერთერთი ორგანოა.

წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]

1.270 აპლიკაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აპლიკაცია

ლათ. applicatio – მიდება, მორგება

ნახატის, ორნამენტის შექმნა სხვადასხვა ფერის ქაღალდის ან ქსოვილის ნაჭრების დაწებებით (დაკერებით).

იხ. აგრეთვე: ორნამენტი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.271 აპოკალიფსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აპოკალიფსი

ბერძნ. გამოცხადება

„ახალი აღთქმის“ ერთ-ერთი წიგნის ბოლო ნაწილი, რომლის შინაარსი შეიცავს (მისტიკურ წინასწარმეტყველებას „ქვეყნის დასასრულზე“. ამიტომაც აპოკალიფსი მწერლობაში თუ მხატვრობაში წარმოდგენილია, როგორც მომავალი უბედურების გამომხატველი სურათები. ასე მაგალითად:

„მაღალ, დაბნელებულ თაღებს ქვეშ საოცარ მისტიურ გარინდებას დაუსადგურებია. აპოკალიფსურ მოტივებრე მოხატულ, ვიწრო მაღალ ფანჯრებიდან იისფერი შუქი იფრქვევა. მარჯვნით ვარსკვლავი შვიღი და შვიდი სასანთლენი ოქროსი, ნაირ-ნაირი აპოკალიფსური ცხოველი: ლომის მსგავსი, კუროს მსგავსი, არწივის მსგავსი, მეოთხესაც პირი კაცისა, თითოეულს წინ და უკან ორ-ორი თვალი და ფრთა ექვს-ექვსი. მთავარ ანგელოზი გაბრიელი შვიდთავიან ვეშაპსა ჰკლავს... კაპარჭიანი, შუბიანი, მშვილდ-ისრიანი აპოკალიფსური მხედრები, პატომსის ჭალისაკენ მიაგელვებენ რაშებს, წინ მიუძღვებმწვანე ცხენზე მჯდარი მხედარი, ორლესეული მახვი''ით ხელში“

(კ. გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა, ტ. 5, გვ. 645, „დიონიეს ღიმილი“).

როგორც ვხედავთ, სურათი მართლაც მისტიკურია, უჩვეულო, აპოკალიფსური. ცნება აპოკალიფსი მწერლობაში. მხატვრობაში იხმარევა მისტიკური შინაარსის გამოსახატავად, საშინელისა და ჯოჯოხეთურის გადმოცემის სიმბოლურ მინიშნებად.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.272 აპოლონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აპოლონი

ბერძნ.

ოლიმპიური რელიგიის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება. მზისა და სინათლის განმასახიერებელი ღმერთი. წინასწარმეტყველი, მკურნალი და ხელოვნების მფარველი. ზევსის ძე, არტემისის ტყუპისცალი.

ოლიმპიელ ღმერთთა შორის აპოლონს ყველაზე უფრო ბერძენ ღვთაებად მიიჩნევდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ზევსის კულტის საბოლოო დამკვიდრებამდე სწორედ აპოლონი იყო უზენაესი ღვთაება. მისი ერთ-ერთი ეპითეტი იყო „თურაიოსი“ („მეკარე“). აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად იგი სახლის ზღურბლის, ქალაქის კარიბჭისა და ქვეყნის მისადგომთა მცველი ღვთაება უნდა ყოფილიყო. დროთა განმავლობაში კი აპოლონს მრავალი მითი დაუკავშირდა და ასევე მრავალი ფუნქცია დაეკისრა. მისი დაბადების მითოსი კი ასეთია:

ზევსს მოეწონა ტიტან კოიოსის ასული ლეტო და ჰერას ზედმეტად რომ არ ეეჭვიანა, მწყერად გარდაისახა და ასევე მწყერად გარდასახულ ლეტოს შეუწყვილდა. ეს ამბავი ჰერამ მაინც შეიტყო. მან გეას შობილი საშინელი გველი პითონი მიუჩინა მუცლადქმნილ ტიტანიდს და განაცხადა, რომ ლეტო ვერ იმშობიარებდა იქ, სადაც აღწევდა მზის სხივი. პითონისაგან დევნილმა ლეტომ ბოლოსდაბოლოს მიაღწია ორტიგიას, სადაც შვა ჯერ არტემისი, რომელიც დაბადებისთანავე მიეხმარა დედას, გადაელახა ვიწრო სრუტე და კუნძულ დელოსზე ეშვა აპოლონი. ოთხი დღის იყო ახალშობილი, როდესაც მოითხოვა მშვილდი და ისრები. შემდეგ ისწრაფა პარნასოსის მთისაკენ, სადაც პითონი ეგულებოდა. ერთ პირქუშ ხეობაში მიაკვლია მის სამყოფელს. როდესაც ურჩხული ბუნაგიდან გამოძვრა, აპოლონმა ოქროს ისრები სტყორცნა. დაჭრილი პითონი დელფოსკენ გასრიალდა და გეას სამისნოს შეაფარა თავი. აპოლონმა გაბედა და ღვთაებრივი უფსკრულის პირას ამოხადა საზარელ ურჩხულს სული.

პითონი დედა-ღვთაების, გეას ძე იყო და ამიტომაც ზევსმა აპოლონს მოუწოდა, განწმენდილიყო დაღვრილი სისხლისაგან, ხოლო შემდეგ პითონის პატივსაცემად დაეარსებინა პითიური ასპარეზობანი. ასეც მოიქცა აპოლონი. მან დააწესა პითიური შეჯიბრებები და დააფუძნა დელფოს ტაძარი და სამისნო, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო მისი კულტისადმი მიძღვნილ სხვა ტაძართა შორის.

დელფოს დიდება ძვ.წ. VII საუკუნიდან განსაკუთრებით იზრდება. იგი იქცევა ბერძენთა საერთო რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრად. დელფოს სახელი გასცდა ელინურ სამყაროს. აქ მოდიოდნენ არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან წინასწარუწყების მოსასმენად. აქ, სამისნოში, აპოლონის წმინდა სამფეხზე იჯდა ქურუმი ქალი პითია და ღმერთის ნებას აუწყებდა მოსულთ. როგორც წესი, მისი უწყება ორაზროვნებით ხასიათდებოდა, რაც მისი ინტერპრეტაციის დიდ შესაძლებლობებს ქმნიდა. ამით ქურუმებს საშუალება ეძლეოდათ გარკვეული ზეგავლენა მოეხდინათ მთელი საბერძნეთის პოლიტიკურსა და სოციალურ ცხოვრებაზე.

დელფოში ტარდებოდა აპოლონისადმი მიძღვნილი დღესასწაულები: თეოფანიები, თეოქსენიები, პითიური ასპარეზობანი. ეს უკანასკნელი თავისი დიდებულებით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებს თუ ჩამოუვარდებოდა. დელფო უამრავ შესაწირს იღებდა მორწმუნეთაგან. დროთა განმავლობაში ის ბრწყინვალე ნივთების, ხელოვნების ნიმუშთა საგანძურად იქცა.

აპოლონი ღმერთთა შორის ულამაზესი იყო. მაღალსა და ახოვანს, ოქროსთმიანს ამშვენებდა მარადიული ახალგაზრდობა და ღვთაებრივად ნათელი თვალები, რომლებიც სივრცისა და დროის მიღმა იმზირებოდნენ. შესაბამისად, აპოლონი მისნობის ღვთაებაც იყო. იგი მფარველობდა ნათელმხილველებს, მომღერლებს, პოეტებს, რომელთაც „აპოლონის შვილებს“ უწოდებდნენ. თავად კი დიდებულად ფლობდა ბერძნულ სიმებიან საკრავზე, კითარაზე, დაკვრის ხელოვნებას. აპოლონი, როგორც პოეზიისა და მუსიკის ღვთაება, მუზათა წინამძღოლად, ანუ მუსაგეტესად ითვლებოდა. მუზები, ზევსისა და მნემოსინეს (მეხსიერების ქალღმერთი) ქალიშვილები, ჰელიკონის ან პარნასოსის მთაზე იკრიბებოდნენ. დროდადრო ოლიმპოსზეც იწვევდა ხოლმე აპოლონი მუზათა დასს. მაშინ ღვთაებრივი სიმღერით მონუსხულ ღმერთებს ავიწყდებოდათ მტრობა და შუღლი. სიმშვიდე ისადგურებდა უკვდავთა სამყოფელში. აპოლონს მეუღლე არ ჰყავდა, თუმცა სიყვარულის გრძნობა ხშირად დაუფლებია. მას მშვენიერმა ნიმფებმა და მოკვდავმა ქალებმა მრავალი შვილი გაუჩინეს: თესალიელ ნიმფა კირენეს მისგან შეეძინა არისტეოსი, მუზებს – თალიასა და ურანიას აპოლონმა ჩაუსახა ლინოსი და ორფევსი. ცნობილი მკურნალი ასკლეპიოსი კი, ლაპით ფლეგიოსის ასულის, კორონისის ძე იყო.

სწორედ ამ ასკლეპიოსის გამო განარისხა აპოლონმა ზევსი. იმიტომ რომ მკურნალმა ასკლეპიოსმა დაიწყო მიცვალებულთა გაცოცხლება, რითაც დაარღვია სამყაროში არსებული წესრიგი და ჰარმონია, ზევსმა იგი ელვით განგმირა. შეურაცხყოფილმა აპოლონმა კი ამოხოცა კიკლოპები – ცალთვალა გოლიათები. განრისხებულ ზევსს სურდა სამუდამოდ ჩაეგდო ტარტაროსში სინათლის ღვთაება, მაგრამ შეიბრალა ლეტო, რომელმაც სთხოვა, დაენდო მათი ღვთაებრივი ძე. ღმერთთა და კაცთა განმგებელმა სასჯელი შეუმსუბუქა აპოლონს – თესალიაში გაგზავნა და მეფე ადმეტოსსთან სამსახური უბრძანა.

აპოლონი მთელი წელი მწყემსავდა სამეფო ნახირს, ხოლო ადმეტოსი მას დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით ეპყრობოდა, რაც დაუფასდა კიდეც: აპოლონი მიეხმარა მას, ცოლად შეერთო მშვენიერი ალკესტისი.

აპოლონის სახელთან კიდევ მრავალი მითოსია დაკავშირებული. მათ შორის აღსანიშნავია: ბრძოლა გიგანტებთან, ნოიბეს შვილთა დაღუპვა, ტროას ომში მონაწილეობა, ჰერმესის ძღვენი, მარსიასი, კასანდრას დასჯა, ნიმფა დაფნეს შეყვარება, ტროას კედლის აშენება და სხვა.

ბერძნული რელიგიის განვითარებასთან ერთად აპოლონის კულტმა შთანთქა ჰელიოსის კულტი. მზე – აპოლონის სხივები იგივე იყო, რაც მისი ოქროს ისრები, რითაც „შორსმტყორცნელი“ ღვთაება გმირავდა მტერს. ამგვარად, აპოლონი იქცა „მეისრედ“, მებრძოლ ღმერთად. მისი კულტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა არისტოკრატიის წარმომადგენელთა შორის, რომლებიც მასში ჭვრეტდნენ კეთილკანონიერების მფარველ ღვთაებას. სახვით ხელოვნებაში აპოლონი ახალგაზრდობისა და მამაკაცური სილამაზის იდეალად ითვლება. მას წარმოსახავდნენ, ოქროსფერი კულულებით, მსუბუქად რომ ეფინებოდა ბეჭებზე, შიშველს, ხან კი ზურგს უკან გადაგდებული ქლამისით (მოსასხამით), მხრებზე კაპარჭით, ხელში მშვილდით. მუზათა დასში აპოლონი კითარით ხელშია წარმოდგენილი, გრძელი სამოსით, დაფნის გვირგვინით. უნდა აღინიშნოს, რომ ძველად დაფნის გვირგვინით ამკობდნენ გამარჯვებულ პოეტებს. ამ ტრადიციამ საუკუნეები გამოიარა. დაფნის გვირგვინით წარმოსახეს აღორძინების ხანის დიდი პოეტი პეტრარკაც. ამ ტრადიციას გულისხმობს აგრეთვე სიტყვა „ლაურეატი“ („ლაურუს“ ლათინურად ნიშნავს დაფნას).

აპოლონს თაყვანს სცემდნენ რომშიც. აქაურ რელიგიასა და მითოლოგიაში მან ერთ-ერთი პირველი ადგილი დაისაკუთრა. პალატიუმის ბორცვზე აშენებული აპოლონის ტაძარი უმდიდრესი და უდიადესი იყო რომში.

თანამედროვე ევროპაში აპოლონი წესრიგის, ჰარმონიის, მშვენიერებისა და გონიერების სიმბოლოდ იქცა, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა ნიცშეს თეორიაში ბერძნული კულტურის ორი საწყისის – აპოლონურისა და დიონისურის თაობაზე. როდესაც საუბრობენ ბერძნული კულტურის „აპოლონურ საწყისზე“ მხედველობაში აქვთ მისი რაციონალური, სიბრძნისმიერი ძირები.

სკოპასის, ლეოქარესის, პრაქსიტელესის მიერ შესრულებულმა აპოლონის ქანდაკებებმა ჩვენამდე მოაღწიეს რომაული ასლების სახით. მათ შორის აღმატებულად გამოირჩევიან: აპოლონ ბელვედერელი, ინახება ვატიკანში, აპოლონი ხვლიკით (აპოლონ სავროქტონოსი), დაცულია რომში, აპოლონი კითარით და სხვა. აპოლონთან დაკავშირებული მითები აისახა გვიანი ხანის მხატვართა (რაფაელი, ტინტორეტო, რუბენსი, პუსენი, დელაკრუა და სხვა) და კომპოზიტორთა (ბახი, მოცარტი, გლუკი, სტრავინსკი და სხვა) ქმნილებებში. მას ხშირად მოიხსენიებენ პოეტები თავის ლექსებში (პუშკინი, ბაირონი, ცვეტაევა, ფეტი და სხვა).

ტროას ომში ეხმარებოდა ტროელებს

ჰომეროსის გადმოგვცემით („ოდისეა“ XI), ალოევსის ძეებს ოტოსს და ეფიალტეს გოლიათური სხეული ჰქონდათ. მათ მოისურვეს ზეცაზე ასვლა, მაგრამ შორსმსროლელმა აპოლონმა ორივე განგმირა მალი ისრებით.

სინონიმი: ეპითეტი, ემბასი, აკტიოსი, ემბასიოსი

იხ. აგრეთვე: ღმერთი, ილიადა, არგონავტიკა - წიგნი პირველი - I, არგონავტიკა - წიგნი პირველი - VI, ოდისეა, ნადიმი, მარსია, პეონი

წყარო: ბიბლიოვიკი აპოლონი

1.273 აპოლონიოს როდოსელი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აპოლონიოს როდოსელი

ელინისტური ანუ ალექსანდრიული ხანის მწიგნობარი პოეტი. იგი III ძვ.წ. საუკუნეში მოღვაწეობდა. აპოლონიოს როდოსელი დაიბადა ალექსანდრიაში პტოლემაიოს II ფილადელფოსის დროს დაახლოებით ძვ.წ. 273 წელს. მამამისი პტოლემაის ფილედან ყოფილა და სახელად რქმევია სილევსი თუ ილევსი, დედას კი – როდე. სვიდა (ახ.წ. X ს.) გადმოგვცემს: „აპოლონიოს სილევსის ძე ალექსანდრიელი გადასახლდა როდოსზე. იგი იყო კალიმაქეს მოწაფე. ერატოსთენეს, ევფორიონის და ტიმარქოსის თანამედროვე. სახელი გაითქვა პტოლემაიოს ევერგეტის დროს (ე.ი. 246-221 წლებში) და შეცვალა ერატოსთენე ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მოთავეობაში“. სვიდას გარდა ორი სხვა წყაროც გვიმოწმებს, რომ პოეტი ალექსანდრიელი იყო. ამასვე ამბობს სტრაბონიც: „დიონისე თრაკიელი და „არგონავტიკის“ შემთხზველი აპოლონიოსი ალექსანდრიელები იყვნენ, მაგრამ როდოსელებად იწოდებოდნენ“. ზოგიერთ და ნაკლებ სარწმუნო ცნობების მიხედვით პოეტის სამშობლოდ ნავკრატისი ითვლება. III საუკუნის ენციკლოპედისტი, ეგვიპტელი ბერძენი ათენაიოსი ერთ ადგილას ამბობს: „აპოლონიოს როდოსელი ანუ ნავკრატისელი“. აპოლონიოს როდოსელს მართლაც აკავშირებდა რაღაც ნავკრატისთან. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ, ათენაიოსის მოწმობით, მას შეუთხზავს პოემა ამ ქალაქის დაფუძნების შესახებ. ამიტომ ნავკრატისის მცხოვრებთა მიერ პოეტი ნავკრატისის მოქალაქედაც იქნა აღიარებული.

აპოლონიოს როდოსელი ყველა არსებული ცნობის მიხედვით კალიმაქეს მოწაფე ყოფილა. კალიმაქე კვირენელი (310-240) ალექსანდრიზმის დიდი წარმომადგენელია. იგი იყო პოეტი და გრამატიკოსი ალექსანდრიული გაგებით. პტოლემაიოს I თუ პტოლემაიოს II ფილადელფოსის მიერ კალიმაქე მიწვეულ იქნა ალექსანდრიის სამეფო კარის მგოსნად. ამიერიდან იგი პტოლემაიოსთა საყვარელი მგოსანი გახდა და თავის მფარველებს ხოტბას ასხამდა. სვიდას მოწმობით მას 800 წიგნი დაუწერია. კალიმაქეს პოეტური პროდუქცია მეტად უხვი იყო და ამასთანავე მეტად მრავალმხრივი: ტრაგედია, კომედია, სატირული დრამა, საგმირო ჰიმნები, ლირიკული ლექსები და თვით ეპოსიც კი „ჰეკალეს“ სახითი. კალიმაქეს ცხოვრებაში ყველაზე უფრო საპატიო ადგილი მის ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში მოღვაწეობას უჭირავს. ამიტომაა იგი უფრო მეტად ცნობილი, როგორც ფილოლოგი, ვიდრე პოეტი.

კალიმაქე ალექსანდრიის ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა 260 წელს. ამ დროს შეთხზა მან თავისი ცნობილი „პინაკები (120 წიგნად), რომელიც ლიტერატურის თავისებურ ისტორიას წარმოადგენდა. კალიმაქეს მთელი ცხოვრება მეცნიერებასთან და პოეზიასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მისი ავტორიტეტიც ორმხრივი იყო. მისი სკოლიდან გამოვიდნენ ალექსანდრიული ხანის ისეთი დიდი წარმომადგენლები, როგორიც იყვნენ: ერატოსთენე, არისტოფანე ბიზანტიელი, ჩვენი პოეტი – აპოლონიოს როდოსელი და სხვები. ერთი სიტყვით, კალიმაქე თავისი დროის განათლებული პიროვნება იყო. ასეთი მასწავლებლის, გაკვეთილებმა მალე გაფურჩქნეს ჭაბუკი აპოლონიოსის ტალანტი. როცა აპოლონიოსმა კალიმაქესთან მეცადინეობა დაამთავრა, ხელი მიჰყო ლიტერატურულ მოღვაწეობას. მან თავის შემოქმედებაში კალიმაქეს მიერ აღებული გეზი დაიკავა. კალიმაქეს აზრით პოეზია მჭიდრო კავშირში უნდა ყოფილიყო მეცნიერებასთან. აპოლონიოსიც მასწავლებლის გზას მიჰყვებოდა, მაგრამ მან კალიმაქეს ზოგიერთი პოეტური პრინციპის წინააღმდეგ გაილაშქრა და მასთან ძლიერი დავა გააბა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა პოეტმა ალექსანდრიაში შეთხზა თავისი პოემა „არგონავტიკა“. იგი ცდილობდა ალექსანდრიის განათლებულ წრეებში პატივი მოეპოვებინა.

საეჭვო არაა, რომ ზოგიერთთა მხრიდან ეს პატივი კიდეც მიიღო, მაგრამ სწორედ ამ ეპოსის გამოქვეყნებამ გამოიწვია მასსა და კალიმაქეს შორის ლიტერატურული ხასითის პაექრობა. აპოლონიოს როდოსელი იმის მომხრე იყო, რომ თანამედროვე მწერლობა ძველის გაგრძელება ყოფილიყო. იგი ცდილობდა თავისი დროის ჰომეროსი გამხდარიყო და საგმირო ეპოსი აეღორძინებინა. მისი „არგონავტიკა“ ამის ცდას წარმოადგენდა.

აპოლონიოსმა თავისი ეპოსით თავდაყირა დააყენა კალიმაქეს შეხედულებები პოეზიის თანამედროვე ამოცანებზე. კალიმაქე მართებულ თვალსაზრისზე იდგა. მისი აზრით თანამედროვე დროისთვის სრულიად შეუსაბამო იყო დიად საგმირო სიუჟეტებზე მუშაობა და საგმირო ეპოსის შექმნის ცდაში ჰომეროსის უსიცოცხლო და მონურ მიბაძვას ხედავდა. იგი თვლიდა, რომ საგმირო ეპოსის საუკუნემ განვლო და მოითხოვდა წვრილი ჟანრების განვითარებას. კალიმაქეს პოეტური პრინციპით, პოეტი მწიგნობარი უნდა ყოფილიყო და მეტისმეტ ფანტასტიკურობას არ მიჰყოლოდა.

ლიტერატურული ხასიათის დავა კალიმაქესა და აპოლონიოსს შორის მეტისმეტად გამწვავდა და პირად სიძულვილში გადაიზარდა. აპოლონიოსის წინააღმდეგ კალიმაქეს მომხრე პოეტმა თეოკრიტემაც გაილაშქრა. აპოლონიოსი იძულებული გახდა ალექსანდრია დაეტოვებინა ყველა არსებული ცნობის მიხედვით, პოეტმა დატოვა სამშობლო და კუნძულ როდოსზე გადასახლდა. კუნძული როდოსი III-II საუკუნეებში ძლიერი სავაჭრო რესპუბლიკა და ელინისტური კულტურის ერთ-ერთი ძლიერი ცენტრი იყო. აპოლონიოსი როდოსზე კარგად მიიღეს. აქ მან შექმნა სკოლა და გრამატიკას ასწავლიდა. ამჯერად მან გამოიყენა ალექსანდრიაში გაწეული კრიტიკა, გადაამუშავა „არგონავტიკის“ I გამოცემა და გამოსცა მეორე. პოეტმა როდოსზე დიდი სახელი მოიხვეჭა და როდოსელ მოქალაქედ იქნა აღიარებული. ამიერიდან იგი როდოსელად იწოდა. არსებული ბიოგრაფიების მიხედვით, აპოლონიოსი ალექსანდრიაში სიბერის ჟამს დაბრუნებულა. პტოლემაიოს V ეპიფანეს დროს (204-181) მოხუცი პოეტი ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მეთაურად აურჩევიათ. ამის შემდეგ იგი მალე გარდაცვლილა და მიუხედავად წარსული მტრობისა მასწავლებლის გვერდით დაუკრძალავთ.

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, პერსონალია

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.274 აპოფატიკური ღმრთისმეტყველება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აპოფატიკური ღმრთისმეტყველება

ღმერთი სამყაროს მიმართ ერთდროულად ტრანსცენდენტურიც (მიღმური) არის და იმანენტურიც (შინაგანი), ამიტომ არსებობს ურთიერთდაკავშირებული ორი გზა ღმრთისმეტყველებისა: აპოფატიკური (გზა უარყოფისა) და კატაფატიკური (გზა მტკიცებისა). ღმერთი თვისი არსით მიუწვდომელია. მასზე არ შეიძლება ითქვას, თუ როგორი არის იგი. არეოპაგელი წერს, რომ ღმერთი ყველა სახელსა და განსაზღვრებაზე მაღლა დგას. იგი, ჩვენთვის ცნობილი აზრით, არ არის არც გონება, არც სიტყვა, არც აზრი, არც რიცხვი, არც სიდიდე, არც ძალა, არც ნათელი, არც ცხოვრება, არც არსი, არც დრო, არც მარადიულობა, არც ჭეშმარიტება, არც მეუფება, არც სიბრძნე, არც ღმრთეება, არც სიკეთე და არც სული. იგი შეუძლებელია მოიცვას აზრმა ან აღწეროს სიტყვამ, და ამ გაგებით ღმერთი შემეცნების საგანი არ არის. ამიტომ ღმრთისაკენ აღსვლის დროს მართებულია გზა აპოფატიკისა. ეს არის უარყოფის გზა ღმრთის ყველა შესაძლო თვისებისა, რომელიც ქმნილებას ახასიათებს, უარყოფა ყველაფრისა, რაც თუნდაც ნაწილობრივ შესაძლოა გონებრივად იქნეს შეცნობილი და სიტყვიერად ახსნილი. აპოფატიკური უარყოფა გამოიყენება შექმნილ სამყაროზე ღმრთის უსაზღვრო აღმატებულობის დასასაბუთებლად და ღმრთის ყოფიერების ათეისტურ უარყოფასთან მისი აღრევა დაუშვებელია. აპოფატიკური შემეცნების გზა ასკეტურია, რომელიც განწმენდისა და ექსტაზის ეტაპებს მოიცავს: პირველი უვნებობის, «ისიხიის» მდგომარეობით მიიღწევა – რაც არის მყუდროება გონებისა და გრძნობებისა, რომელნიც ლოცვის საშუალებით ერთად არიან შემოკრებილნი; ხოლო მეორე ეტაპი სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებას გულისხმობს, რომლითაც მადლშემოსილი მოღვაწე ღმრთეებას გამოუთქმელად უერთდება. ამ დროს ღმერთი შეიცნობა არა ცალკეულ ქმედებათა, ან ენერგიათა მიხედვით, არამედ არსებითად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსი ღმრთისა რაციონალურად შეიცნობა (მსგავსად ევნომიოსის სწავლებისა); პირიქით, არსის შემეცნება ღმრთის გამოუთქმელობაზე, უსაზღვროობასა და მიუწვდომლობაზე დაიყვანება.

იხ. აგრეთვე: კატაფატიკური ღმრთისმეტყველება

წყარო: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8

1.275 აპოფენია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აპოფენია

რუს. апофения

ბერძნ. apophainō –

მსჯელობა

იხ. აგრეთვე: ბოდვის სტადიები კონრადის მიხედვით

წყარო: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.

1.276 აპსუ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აპსუ

მითიური ოკეანე მიწისქვეშეთში, საიდანაც წყაროები და სასმელი წყაროები მოედინებოდნენ

იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი

წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი

1.277 არამკითხე მოამბე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არამკითხე მოამბე

მეტიჩარა, ის ვინც სხვის საქმეში თვითნებურად ერევა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.278 არანჟირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არანჟირება

ფრანგ. arranger-გადაკეთება

ერთი საკრავის ან ხმისათვის დაწერილი ნაწარმოების გადაკეთება სხვა საკრავის ან ხმისათვის. არანჟირებას ორკესტრისათვის ეწოდება გაორკესტრება.

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.279 არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია

ინგლ. Non governmental international organization

რამდენიმე სახელმწიფო საზოგადოებრივი ჯგუფის, კავშირის ან კერძო პირტა მიერ შექმნილი გაერთიანება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო თუ სხვა სფეროსი საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარებისა და გარღრმავების მიზნით. იმისათვის, რომ ასო–ს სათანადო სტატუსი ჰქონდეს, იგი უნდა კმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს; საქმიანობას ეწეოდეს ორზე მეტ სახელმწიფოში, ამასთან, თავისი შემადგენლობით, მიზნებითა და ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო ხასიათის უნდა იყოს. ასეთი სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს სხვა ორგანიზაციების ფილიალს, სასწავლო დაწესებულებას, დახურულ კლუბებს და სხვ. ბევრ ასო–ს მჭიდრო კონტაქტი აქვს მთავრობათაშორის საერთაშორისო ორგზანიაციებთან. სათანადო შეთანხმების საფუძველზე ასო–ს ენიჭება საკონსულტაციო სტატუსი. მაგ.: გაეროს სისტემის ორგანოებში წარმომადგენელია რამდენიმე ასეული არასამათვარობო ორგანიზაციის მეთვალყურე, რომელტა უფლებები ზუსტად არის განსაზღვრული გაეროს წესდების მიხედვით (71–ე მუხ), გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ეკოსოსი) უფლებამოსილია, გაატაროს სათანადო ღონისძიებანი მის კომპეტენციაში შემავალი საკიტხებით დაინტერესებული არასამათვრობო ორგანიზაციებისგან კონსულტაციების მოსაღებად. ჩამოყალიბდა საკონსულტაციო სტატუსის კატეგორიები – I, II და „სია“:I, II კატეგორების ასო–ს შეუძლია დამკვირვებლის სტატუსით დაასწროს წარმომადგენლები ეკოსოსის ღია სხდომას, მისი კომიტეტებისა და სასესიო ორგანოების მუშაობას, ხოლო „სიაში“ შეტანილ ასო–ს შეუძლია დაასწროს ეს წარმომადგენლები მხოლოდ ისეთ სხდომებს, რომლებიც განხილავენ ამ ორგანიზაციების კომპეტენციაში შემავალ საკითხებს: ასო–ს შეუძლია გააკეთოს ზეპირი თუ წერილობითი განცხადებები; არ მონაწილეობს გაეროს გეენრალური ასამბლეის, გეროს უშიშროების საბჭოსა და საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობაში. თანამედროვე ეტაპზე ასო მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მშვიდობის, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროსი. ამ მხრივ აღსანიშნავია, მაგ., ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ საქმიანობა.

იხ. აგრეთვე: საერთაშორისო წითელი ჯვარი

წყარო: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

1.280 არაფერ შუაშია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არაფერ შუაშია

ვალდებული, პასუხისმგებელი არ არის, (მისი) საქმე არაა; (მისი) ბრალი არ არის; (მისი) დამსახურება არ არის

სინონიმი: რა შუაშია

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.281 არაფორმალური განათლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არაფორმალური განათლება

მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად (ოჯახი, მეზობლები, ბაზარი, ბიბლიოთეკა, მასმედია, სამსახური, თამაშები და ა.შ.) უყალიბდება დამოკიდებულებები, ფასეულობები, უნარ-ჩვევები და ცოდნა.

იხ. აგრეთვე: განათლება, ფორმალური განათლება

წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ.; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი]; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004

ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნებისმიერი დაგეგმილი პროგრამა, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას.

იხ. აგრეთვე: განათლება

წყარო: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]

პროფესიული განათლება, გარდა პროფესიული უმაღლესი განათლებისა, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად ან არააკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად.

იხ. აგრეთვე: განათლება

წყარო: ერთად ჩვენ შევძლებთ №2/საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია/თბილისი, 2010, თებერვალი.

1.282 არაქსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არაქსი

სპარს. ارس

სომხ. Արաքս

ბერძნ. Αράξες

თურქ. Aras Nehri

მდინარე ამიერკავკასიაში, მტკვრის უდიდესი შენაკადი. მიედინება თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1072 კმ, აუზის ფართობი 102 ათ. კმ². სათავე აქვს ბინგოლის ქედზე (თურქეთი). ზემო დინებაში მთის ტიპის მდინარეა. მისი შენაკადებია: მარცხნივ - ახურიანი, რაზდანი, არფა, ვოროტანი, მარჯვნივ - გოთური და ყარასუ. საზრდოობს უმეტესად გრუნტისა და თოვლის წყლით. იყენებენ სარწყავად. ყოველწლიურად გამოაქვს 7,6 კმ² წყალი და 16 მლნ. ტ ნატანი.

ლიკე აპ. როდოსელის მიხედვით ფასისს ერთვის. აკად. ს. ჯანაშიას იგი მდ. ჭოროხის საცილობელ სახელად მიაჩნია და პოეტის ამ ცნობას მკაფიო გეოგრაფიულ კონტამინაციად თვლის

ლიკე რაკი დაშორდება ხმაურა მდინარე არაქსს, წმინდა ტალღებს ფასისს უერთებს და შემდეგ ეს ორი მდინარე, უკვე გაერთებული, კავკასიის ზღვაში იღვრება

სინონიმი: რახსი

არეზი

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – I, ფასისი (ფაზისი)

წყარო: ვიკიპედია არაქსი

1.283 არახუნებს მოშლილი წისქვილივით - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არახუნებს მოშლილი წისქვილივით

უაზროდ ლაპარაკობს

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.284 არბაბი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არბაბი

გადასახადი

წყარო: ქიქოძე, გ. ერეკლე მეორე. - მე-2 გამოც.. - თბ. : სახელგამი, 1942. - 236გვ. ; 17სმ. - 9მ.60კ., ყდა 40კ., 4000ც.[MFN: 55437]

1.285 არგო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგო

არგონავტების ხომალდის სახელი.

სინონიმი: პელიონური

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი - I, არგონავტიკა - წიგნი პირველი – V, არგონავტები

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.286 არგონავტები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტები

გმირები, რომლებმაც მოაწყვეს ზღვით ლაშქრობა კოლხეთში, რათა იქიდან საბერძნეთში ჩაეტანათ „ოქროს საწმისი“, ქვეყნის ძლიერების სიმბოლო. ხომალდს, რომლითაც მიცურავდნენ არგონავტები ერქვა „არგო“.

არგონავტების მითოსი წინაჰომეროსულ ეპოქაში უნდა იყოს შექმნილი. მასში ასახული მოვლენები ერთი თაობით უსწრებს წინ ტროას ომს: თესალიის ქალაქ იოლკოსის მეფე ესონი მისმა მზაკვარმა ნახევარძმამ, პელიასმა, ჩამოაგდო ტახტიდან და აიძულა უარი ეთქვა მამის მემკვიდრეობაზე. ესონს ეშინოდა, რომ პელიასი მოკლავდა მის შვილს, იასონს და ასე რომ არ მომხდარიყო, ხმა გაავრცელა, თითქოს ბავშვი დაბადებისთანავე დაიღუპა. სინამდვილეში კი გახიზნა პელიონის მთაზე და აღსაზრდელად მიაბარა ბრძენ კენტავრ ქირონს. როდესაც იასონი წამოიზარდა, იოლკოსში გაემგზავრა წართმეული ძალაუფლების დასაბრუნებლად. გზად მდინარეს მიადგა. ვერც კი შენიშნა, ისე ჩატოვა მის შლამში ცალი ხამლი (სანდალი). იოლკოსის ახლოს, დიდებულ ხეივანში, პოსეიდონის სამსხვერპლოსთან ქურუმები მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ. წესისგებას მზაკვარი მეფე პელიასიც ესწრებოდა. იგი აფორიაქებული იყო, რადგანაც დელფოდან ავისმომასწავებელი უწყება მიიღო: ძალაუფლებას წაგართმევსო ცალხამლიანი კაცი, რომელიც უცხოც იქნება და შენიანიც. პელიასმა უეცრად თვალი მოჰკრა იასონს და შეძრწუნდა: მის წინ იდგა ცალხამლიანი ვაჟკაცი. პელიასმა იხმო იგი და როდესაც მისი მოსვლის მიზეზიც შეიტყო, ასეთი რამ შესთავაზა: „ტახტს დაგიბრუნებ, თუ კოლხეთიდან ჩამოიტან ოქროს საწმისს“ (ეს იყო ტყავი იმ ჯადოსნური ოქროს ვერძისა, რომელმაც ფრიქსოსი მიიყვანა კოლხთა დიდებულ ქვეყანაში).

იასონი იმ ასაკში იყო, როდესაც სახელის მოხვეჭაზე ოცნებობენ, ამიტომ დავალება მშვიდად მიიღო და მისი აღსრულებისთვის მზადებას შეუდგა. მან მთელი საბერძნეთიდან მოიწვია კოლხეთში ლაშქრობის მსურველები. იოლკოსი გაივსო ბრწყინვალე გმირებით, რომლებიც დიდების გზებს ეძიებდნენ. უპირველესი იყო ჰერაკლე, შემდეგ თესევსი გამოცხადდა, მათ სხვაც მრავალი შეუერთდა.

იასონის თხოვნითა და ათენას შემწეობით გმირმა არგოსმა ააგო ორმოცდაათ ნიჩბიანი ნავი და „არგო“ უწოდა, რაც „სწრაფადმავალს“ ნიშნავს. მის ქიმში თავად ათენამ ჩაასო მეტყველი მორი, რომელიც დოდონეში მოჭრეს ზევსის წმინდა მუხიდან. ამ მორს ადამიანური ენით გზა უნდა ესწავლებინა არგონავტებისათვის. გმირებმა იასონი აირჩიეს წინამძღოლად, ღმერთებს შესწირეს მსხვერპლი და სწრაფადმავალი ხომალდის ღუზა აუშვეს. „არგო“ დაადგა თავის ხანგრძლივ და ფათერაკებით აღსავსე გზას.

მეხომალდენი პირველად კუნძულ ლემნოსს მიადგნენ. აქ საოცარი რამ ხდებოდა: რამდენიმე წლის წინ ლემნოსელი ქალები აფროდიტემ სიმყრალით დასაჯა. ამის გამო ქმრებმა ცოლები შეიზიზღეს და თრაკიელი ქალებით განიზრახეს მათი შეცვლა. პასუხად ლემნოსელმა ქალებმა საშინელი ბოროტმოქმედება ჩაიდინეს: ერთ ღამეში ამოხოცეს კაცები. მოგვიანებით მათ სიმყრალე ალბათ გაუქრათ კიდეც, რადგან არგონავტებმა მათთან ორი წელი გაატარეს. დედოფალზე შეყვარებულ იასონს კი აღარც ახსოვდა ოქროს საწმისი. მხოლოდ ჰერაკლემ შეძლო მასში ძველი სულის გამოფხიზლება.

ლემნოსიდან არგონავტებმა იმ კუნძულისაკენ გასცურეს, სადაც ცხოვრობდნენ გიგანტები და დოლიონები. ამ უკანასკნელთა მეფემ, ჭაბუკმა კიზიკოსმა მინიები (ასეც უწოდებდნენ არგონავტებს, რადგან მათი უმეტესობა მინიასის ქალთა შთამომავალი იყო) მეგობრულად მიიღო. მეორე დილით გმირთა ერთი ნაწილი მიდამოს დასაზვერად წავიდა, დანარჩენებმა ხომალდი ახალ ნავსადგომში გადმოიყვანეს. მოულოდნელად მათ თავს დაესხნენ გიგანტები. აქაც ჰერაკლემ იმარჯვა და ბუმბერაზები ამოხოცა.

არგონავტებმა ზღვაში შეცურეს. დაღამებისას ამოვარდა მძლავრი პირქარი და „არგო“ კვლავ დოლიონების ქვეყანაში დააბრუნა. კიზიკოსს ისინი მტრები ეგონა და შეებრძოლა. შეტაკების ჟამს იასონს მეფე შემოაკვდა. დილით განცხადდა ყველაფერი. მინიებმა და დოლიონებმა ერთად გამოიგლოვეს დაღუპულები. ზღვაში ქარიშხალი ბობოქრობდა, რის გამოც არგონავტები კუნძულიდან ვერ გადიოდნენ. იასონმა დინდიმიონის მთაზე დიდ დედას, რეას, ლოცვა აღუვლინა. ქალღმერთმა შეისმინა არგონავტების ვედრება და ბუნების დამშვიდებით მათ გზის გაგრძელების ნიშანი მისცა.

ლაღად მიაპობდა ზვირთებს „არგო“. ჰერაკლეს მოულოდნელად ნიჩაბი გაუტყდა, რის გამოც ხომალდი მიზიის ნაპირთან მინავდა. გმირმა ნიჩბის გამოსათლელად ტყისკენ ისწრაფა, თან წაიყვანა მშვენიერი ჭაბუკი ჰილასი, რომელსაც გვერდიდან არ იცილებდა. ჰილასი წყლის ნიმფას მოეწონა და მორევში ჩაითრია. დიდხანს ეძებდა ჰერაკლე საყვარელ ჭაბუკს, მაგრამ ამაოდ. ამასობაში მეხომალდეებმა აუშვეს ღუზა და ზღვის ტალღებში შეაცურეს „არგო“. გვიან აღმოაჩინეს, რომ ჰერაკლე არ იყო მათ შორის. უკან გაბრუნებასაც აპირებდნენ, მაგრამ ნერევსის მისანმა, რომელიც წყლიდან ამოიმართა, მათ აუწყა, რომ ჰერაკლეს სხვა საგმირო საქმეთა აღსასრულებლად ამზადებდა ბედი.

ხომალდი ბებრიკთა მხარეს მიადგა. მეფე ამიკოსი მის ქვეყანაში მოხვედრილ ყველა უცხოელს კრივში იწვევდა. ამჯერად პოლიდევკესს მოუხდა მასთან შერკინება. მან ისე შემოჰკრა მეფეს ყურს ზემოთ, რომ ძვლები ჩაუმსხვრია. ამიკოსი ჩაიკეცა და სული განუტევა. მეფის სიკვდილმა ბებრიკები განარისხა. ისინი მძლავრად ეკვეთნენ არგონავტებს, მაგრამ დამარცხდნენ.

დიდხანს მიცურავდნენ მინიები თრაკიის ნაპირების გასწვრივ, ვიდრე არ მიაღწიეს იმ ადგილს, სადაც მეფობდა ფინევსი. ოდესღაც იგი აპოლონმა მისნობის ნიჭით დააჯილდოვა, მაგრამ ღმერთებმა დასაჯეს სიბრმავით, რადგანაც ადამიანებს ცისიერთა ყველა განზრახვას აუწყებდა. არც ეს აკმარეს და ჰარპიები მიუგზავნეს – ქალის სახისა და ფრინველთა ტანის მქონე საზარელი არსებები, რომლებიც მეფისთვის განკუთვნილ საკვებს ნთქავდნენ. საცოდავი ფინევსი შიმშილით კვდებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც მრავალი სასიკეთო რჩევა მისცა არგონავტებს, რომლებმაც მადლიერების ნიშნად იგი იხსნეს ჰარპიებისაგან. ბორეასის ფრთოსანმა ვაჟებმა გარეკეს ეს საზარელი ფრინველები ქვეყნის საზღვრებიდან. ისინი შემდეგ აღარც გამოჩენილან. შავი ზღვის შესასვლელთან აღმართული იყო ორი საოცარი კლდე. მათ სიმპლეგადებს უწოდებდნენ. ისინი განუწყვეტლივ ეხლებოდნენ და სცილდებოდნენ ერთმანეთს. ვერც ერთი ხომალდი ვერ გაივლიდა მათ შორის. ფინევსის რჩევის თანახმად, არგონავტებმა ჯერ მტრედი გაუშვეს. ჩიტი ისე სწრაფად გაფრინდა, რომ მხოლოდ კუდის ბოლო მოაგლიჯეს კლდეებმა. ეს იმის მაუწყებელი იყო, რომ „არგოსაც“ მშვიდობით უნდა გაევლო სიმპლეგადებს შორის. და აი, არგონავტებმა მთელი მონდომებით მოუსვეს ნიჩბებს და ისე სწრაფად გაცურეს, რომ კლდეებმა ხომალდის კიჩოს მხოლოდ ბოლო ნაწილი ჩამოაგლიჯეს. სიმპლეგადები დაცილდნენ ერთმანეთს და სამუდამოდ შეწყვიტეს მოძრაობა. ორფევსი კი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩანგზე უკრავდა და მღეროდა, შემდეგ ამბობდა, რომ მისმა ჯადოსნურმა მუსიკამ გააჩერა სიმპლეგადები.

დიდი გზა განვლეს არგონავტებმა და როგორც იყო, მიაღწიეს კოლხეთის მდინარე ფასისს. აქ მათ ზედაშე დაუღვარეს ადგილობრივ ღმერთებს და გმირთა სულებს. შემდეგ ხომალდი ლერწმით დაფარულ ჭაობში შეაცურეს და ღუზა ჩაუშვეს. თავად კი ფეხით გაუყვნენ გზას. მალე მიადგნენ ქალაქ კვიტაიას. საუცხოო სანახაობა გადაიშალა მინიების თვალწინ: მზეზე ბრწყინავდა მზის ძის, აიეტის, დიდებული სასახლე, რომელსაც ფართო ჭიშკრებითა და სვეტებით დამშვენებული გალავანი ერტყა გარშემო. ეზოში ოთხი წყარო მოედინებოდა: რძის, ღვინის, ზეთისა და ჩვეულებრივი წყლის. ეს უკანასკნელი ზამთარში თბილი იყო, ხოლო ზაფხულში – ყინულივით ცივი.

მეფე აიეტმა თავაზიანი ღიმილით დაფარა ის გაოცება, რომელიც მინიელთა ხილვისას დაეუფლა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგო მათი მოსვლის მიზეზი, ასეთი სიტყვა წარმოთქვა: „კეთილი, მივცემ იასონს ოქროს საწმისს, მაგრამ იცოდეთ, იგი ჩემი ქვეყნის ბედნიერების თილისმაა. ვიდრე ამ საწმისს წაიღებდეს თქვენი რჩეული, თავის ძალაში დამარწმუნოს. მყავს ორი ხარი – ჰეფესტოსაგან ძღვნად მიღებული. მათ სპილენძის ფეხები აქვთ და ნესტოებიდან ცეცხლს აფრქვევენ. იასონმა ეს ხარები უღელში უნდა შეაბას, არესის ველი გადახნას, ხნულებში პურის თესლის ნაცვლად გველეშაპის კბილები ჩაყაროს და აქედან აღმოცენებული იარაღასხმული მეომრები გაანადგუროს. ამის შემდეგ კი უნდა მიმართოს დრაკონს, რომელიც იცავს ოქროს საწმისს“. მეორე დილას, გამოჩნდა თუ არა ვარდისფერთითება აისი ცის კაბადონზე, ყველამ არესის წმინდა ველისკენ ისწრაფა. კოლხები ცალკე იდგნენ, ბერძნები – ცალკე. მეფე აიეტი კვერთხით ხელში ამაღლებულ ადგილას დაბრძანდა. შუაში იყო მოედანი. ძლივს აკავებდნენ აქ ჰეფესტოს ხარებს, რომლებიც ცეცხლს აფრქვევდნენ ალმასის ნესტოებიდან. მათი სუნთქვით ბალახს ცეცხლი ეკიდებოდა. უცბად სიჩუმე ჩამოვარდა – ხარებისაკენ გაემართა იასონი. მზეზე ბზინავდა მისი შიშველი სხეული, ღმერთის ქანდაკებას რომ ჰგავდა. რკინის რქიანი საშინელი თავები მისკენ შემობრუნდნენ, ბრინჯაოს ჩლიქები მიწაზე ახმაურდნენ, შემაძრწუნებელმა ბღავილმა მიდამო შეძრა. იასონი უშფოთველად უახლოვდებოდა ხარებს, თითქოს ვერ გრძნობდა მათ მომაკვდინებელ სუნთქვას. მან დაუბრკოლებლად შეაბა ისინი უღელში, ხოლო შემდეგ სხვა დავალებებიც იოლად აღასრულა. მაგრამ აიეტი არ აპირებდა ოქროს საწმისის დათმობას. იგი დარწმუნებული იყო, რომ თავისი გრძნეული ასული მედეა ეხმარებოდა უცხოელს. და არც ცდებოდა. აი, რა მოხდა: საბერძნეთის დიდი ღმერთები მფარველობდნენ იასონს. მათი ნებით, ეროსმა სასიყვარულო ისარი სტყორცნა მედეას და ესონის ძისადმი საოცარი ლტოლვა აღუძრა. თავდავიწყებით შეყვარებული მედეა წინაღამეს შეხვდა იასონს და ჯადო – წამალი მისცა, თან მისი ხმარების წესიც ასწავლა. ვინც კი ამ წამლით დაიზელდა სხეულს, იარაღი და ცეცხლი მას ვერას ავნებდა. სამაგიეროდ ბერძენმა გმირმა პირობა მისცა ქალწულს, რომ თავის სამშობლოში წაიყვანდა, ცოლად შეირთავდა და სიკვდილამდე მასთან იქნებოდა.

აიეტმა მინიების დაღუპვა განიზრახა. ისევ მედეა მოევლინა მათ მხსნელად. მან იასონი წაიყვანა არესის ჭალაში და ის მუხა მოანახვინა, რომელზეც ეკიდა საწმისი. შემდეგ ჯადოქრული გალობითა და წამლის პკურებით საზარელი გველი მიაძინა. ამასობაში იასონმა მოიტაცა ოქროს საწმისი და შეყვარებულ ქალწულთან ერთად „არგოსკენ“ ისწრაფა.

სიამაყით და სიხარულით მიჰქონდა კოლხეთიდან ოქროს საწმისი იასონს. მასთან ერთად ხარობდა მედეაც. მალე არგონავტებმა დაინახეს კოლხური ხომალდები. მათ აიეტი უახლოვდებოდა. მაშინ მედეამ მოკლა თავისი უმცროსი ძმა აფსირტოსი, რომელიც თან ჰყავდა წამოყვანილი. შემდეგ აკუწა და ზვირთებში გადაუძახა. აიეტმა რომ თავისი შვილის ნაწილებს შეავლო თვალი, ხომალდები შეაჩერა მათ შესაგროვებლად. ამით ისარგებლეს არგონავტებმა და თვალს მიეფარნენ.

ყველა შეაძრწუნა მედეას საქციელმა. ამ საშინელი დანაშაულის გამო ზევსმა მიატოვა არგონავტები. ამიტომ, არც ისე დიდი გზა, რომელიც კოლხიდიდან საბერძნეთამდე უნდა გაევლოთ მეხომალდეებს, სავსე იყო ფათერაკებით. მრავალი წელი მოანდომეს ამ გზის დაძლევას. მრავალ ქალაქში ააგეს ტაძრები და საკურთხევლები, დააწესეს ასპარეზობები, დაამარცხეს ველური ტომები. უბედობებისდა მიუხედავად, არგონავტები დიდებით მოსილნი დაბრუნდნენ საბერძნეთში. თან ჩამოიტანეს კოლხთა ძლიერების სიმბოლო – ოქროს საწმისი.

არგონავტების მითი ერთობ პოპულარული ყოფილა ძველ საბერძნეთში. წარმოდგენები იმ გზაზე, რომელიც გმირებმა გაიარეს, გამუდმებით იცვლებოდა, რადგანაც ზღვაოსნობის განვითარებასთან ერთად უმჯობესდებოდა ბერძენთა გეოგრაფიული ცოდნაც.

არგონავტების მითოსს ხშირად მიმართავდნენ მწერლებიც, მხატვრებიცა და მუსიკოსებიც. პირველი პოეტი, რომელმაც ვრცლად გადმოგვცა ეს მითი იყო პინდაროსი (ძვ.წ. V ს.). აღსანიშნავია აგრეთვე ევრიპიდესა და სენეკას ტრაგედიები სახელწოდებით „მედეა“, აპოლონიოს როდოსელისა და ვალერიუს ფლაკუსის ეპოსი, გრილპარცერის ტრილოგია „ოქროს საწმისი“, კერუბინის ოპერა და სხვა მრავალი.

არგონავტების მითოსი ქართველ მეცნიერთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს: კოლხეთი, საიდანაც არგონავტებმა მოიტაცეს „ოქროს საწმისი“, ქართველური ტომებით დასახლებული საკმაოდ ვრცელი ტერიტორიის აღმნიშვნელი სახელი იყო.

გადატანითი მნიშვნელობით არგონავტებს უწოდებენ იმ მამაც მეზღვაურებს, რომლებიც სიმდიდრისა და ოქროს ძიებაში მრავალ საფრთხეს გადალახავენ.

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი პირველი – V, არგო, იაზონი

წყარო: ბიბლიოვიკი არგონავტები

1.287 არგონავტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა

ბერძნ.

აპოლონიოს როდოსელის პოემა „არგონავტიკა“ კოლხურ-ელინური თქმულების მრავალმხრივ საინტერესო ლიტერატურულ დამუშვებას წარმოადგენს. ეს თქმულება ჩვენს ქვეყანასთანაა დაკავშირებული; მისი ეპიკური ანარეკლი კი კოლხეთის ერთ-ერთ უცხო საისტორიო წყაროდ უნდა ჩაითვალოს

სინონიმი:

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, აპოლონიოს როდოსელი, არგონავტები, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – I, ათენა, აიაია, აიეტი, ამარანტი, ამბროსია, ამფიტრიტე, ანგურის მთა, ანტიოპე, არაქსი, არესი, არიადნე, არისტაიოსი, არკადია, არტემიდე, ასირია, ატლანტი, აფსირტე, აფსირტოსი, ავსონია, აქელოიოსი, ბაკხიდები, ბორეასის შვილები, ბრიგი, ბრიგეიდური კუნძულები, ბრიმო, დანაე, დევკალიდები, დემეტრა, დეო, დიონისე, დიოსკურები, ეა, ევრიპილე, ევროპა, ევქსინის პონტო, ეთალიის ნავსადგური, ეთიოპია, ეოლოსი, ეოსი, ერიდანოსი, ერინია, ერიქსი, ეროსი, ესკულაპე, ენდიმიონი, ენეტეიოსი, ექეტოსი, ექინადის კუნძულები, ზევსი, თასმა, თემიდა, თერაპნე, თეტიდა, თრინაკია, იაზონი, იდმონი, იეიე, იკმაიოსი, ირისი, ისტროსი, ისტროსის ტომები, იქსიონი, კადმოსი, კარპათოსი, კერავნიის მთები, კერკირა, კირბები, კირკე, კოოსი, კოლხეთი (კოლხიდა), კრონოსი, კუტაი, ლიპარა, მაკრისი, მედეა, მინოსი, მიორები, ნესტეელები, ნისა, ნომიოსი, ოგიგია, პანთეონი, პარნასი, პასიფაე, პაქტოლოსი, პეანი, პევკე, პელევსი, პელოპონესი, პეონი, პლეიადები, პლოტები, პლუტონი, პოსეიდონი, პრომეთე, როდანოსი, სამსხვერპლო სითხე, სემელე, სესოსტრისი, სირიოსი, სირტი, სკილე, სტიმფალიდები, სტიქსი, ტიტანები, ტიტანური ეა, ტიფონი, ტრინაკრია, ფაეთონი, ფასისი (ფაზისი), ფედრა, ფლეგრის ბრძოლა, ფორკისი, ქალკიოპე, ხაფი (ღვთაება), ჰარპიები, ჰეკატე, ჰელიკეს დათვი, ჰერა, ჰერმესი, ჰექტორი, ჰიდრა, ჰიპერბორეელები, ჰიპოლიტეს სარტყელი, ჰიპოლიტოსი, ჰომეროსი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.288 არგონავტიკა - წიგნი პირველი - I - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი პირველი - I

შენი მოწოდებით, სინათლის მეუფევ, (აპოლონის ეპითეტი) მოვიგონებ დიად საქმეებს იმ ძველ ვაჟკაცთა, რომლებმაც მეფე პელიასის დავალებით ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ევქსინის პონტოს (შავი ზღვა) შესართავში და კიანეს კლდეთა შორის შეაცურეს მშვენიერხოფებიანი ხომალდი არგო.

მეფე პელიასს ოდესღაც უწინასწარმეტყველეს, რომ მას დაღუპვა მოელოდა იმ კაცის რჩევის წყალობით, რომელსაც იგი ხალხში ცალი წაღით დაინახავდა. დიდ ხანს არ გაუვლია ამ მისნობის შემდეგ და იაზონმა მართლაც ჩასტოვა ცალი წაღა მდინარის შლამში, როცა იგი ანავროსის (თესალიის მდინარე) ცივ ტალღებში ქვეითად გადიოდა. ასე ცალფეხმოსილი წარსდგა პელიასის წინაშე იგი, რათა დასწრებოდა იმ წმინდა ნადიმს, რომელიც მეფემ მოაწყო მაშინ მამა პოსეიდონის და სხვა ღმერთების სადიდებლად. ამ მსხვერპლთშეწირვის დროს მხოლოდ ერთი ქალღმერთი – პელაზგიდი ჰერა არ იქმნა პატივდებული.

როცა პელიასმა იაზონი დაინახა, მყის მოაგონდა წინასწარმეტყველება და იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მას რომ მოელოდა, მეტად სახიფათო ნაოსნობა დაავალა იაზონს, რათა ან ზღვაში ჩანთქმულიყო იგი, ანდა უცხო ხალხში ჩარჩენილს სამშობლოში დაბრუნების საშუალება აღკვეთოდა.

ძველი დროის აედები (ანუ პოეტ-მომღერლები) გადმოგვცემენ, რომ არგოსმა ქალღმერთ ათენას რჩევა-დარიგებით ააგოთ ხომალდი. ახლა კი, მე მოგითხრობთ გმირთა წარმოშობის შესახებ, მათ სახელებზე, შორეული ზღვის გზებზე და იმის იმესახებ, თუ რა მოიმოქმედეს ლაშქრობის ჟამს. დაე, მუზები იყვნენ ამ სიმღერის შემწენი!

ჯერ ორფევსი მოვიგონოთ! ასე ამბობენ, რომ იგი ოდესღაც პიმპლეიდის მთის მახლობლად თვით ეპიკური პოეზიის მუზა კალიოპემ შვა, თრაკიელ ეაგრს რომ შეეუღლა. მოგვითხრობენ, აგრეთვე, რომ ორფევსი თავისი სიმღერების ჰანგით მთებში ურყევ კლდეთ და მდინარეთა ტალღებს აჯადოვებდა. ტლანქი წიფელნი, თრაკიის ზღვისპირა ქალაქ ძონეს ნაპირად რომ ჰყვავიან, დღესაც გვიმოწმებენ მისი სიმღერის ძალას, რომელსაც ისინი ხშირ მწკრივებად მისდევდნენ. ეს წიფლის ხეები მან მოაჯადოვა ჯერ და შემდეგ კი სიმაბიან საკრავ ფორმინგზე დაკვრით გამოიყვანა პიერიიდან. აი ეს ორფევსი, ბისტონური პიერიის მეფედ რომ იყო მაშინ, ეზონის ძემ ბრძენი კენტავრ ქირონის რჩევით თავის ლაშქარში მიიღო.

თავისი სურვილით მოვიდა სალაშქროდ ასტერიონი. იგი ბობოქარი მდინარის აპიდანის ნაპირებზე დაიბადა. მისი მამა კომეტე ფილეის მთის მახლობლად მდებარე ქალაქ პირესიაში ცხოვრობდა. აქ დიდი აპიდანი და ღვთაებრივი ენიპევსი შორი გზიდან ცალ-ცალკე მომდინარენი ერთმანეთს ერთვიან.

ორფევსისა და ასტერიონის შემდეგ სალაშქროდ ილატეს ძე პოლიფემე მოვიდა. მან მიატოვა მშობლიური ქალაქი ლარისა (თესალია). პოლიფემე ოდესღაც ყველაზე უფრო ახალგაზრდა მებრძოლი იყო უძლეველ ლაპითთა შორის, როცა ლაპითები კენტავრებს ერკინებოდნენ. ახლა კი წელთა სიმრავლისაგან დამძიმებული ჰქონდა სხეული, მაგრამ საბრძოლო განწყობა ძველებური შერჩენოდა.

იაზონის ბიძა იფიკლე დიდხანს არ შეყოვნებულა ქალაქ ფილაკეში (თესალია). მისი და ალკიმედე ფილაკელი ეზონს ჰყავდა მეუღ ლედ. ნათესაობამ და დისშვილზე ზრუნვამ იფიკლესაც აღუძრა სურვილი, ლაშქარს შეერთებოდა.

არც ცხვრის ფარით მდიდარი ქალაქის ფერეს (თესალია) მეფე დმეტე დარჩენილა ქალკოდონის მთის ჩრდილში!

მამულით უხვმა და ცბიერებაში გამოწრთვნილმა ერიტემ და ექიონმა, ჰერმესის ძეებმა, სწრაფად დატოვეს მდინარე ალოპე (თესალიაში).

ლაშქრად მიმავალთ მათი ღვიძლი ძმა ეთალიდეც შეუერთდა. იგი მირმიდონეს ასულმა ფთიელმა ევპოლემიამ დაბადა მდინარე ამფრისეს (თესალიაში) ნაპირებზე, ხოლო ორ დანარჩენს კი დედად ჰყავდათ მენეტეის ასული ანტიანირე.

შემდეგ მოვიდა კენევსის ვაჟი კორონე, მდიდარი ქალაქი გირტონე (თესალია) რომ მიატოვა. თუმცა მამაცი იყო იგი, მაინც ვერა სჯობდა თავის მამას კენევსს. აედები მოგვითხრობენ, რომ კენევსი, თუმცა იგი ჯერ კიდევ ცოცხალია, კენტავრების მიერ იქნაო დაღუპული. კენევსმა ბრძოლაში უკუაქცია თურმე კენტავრები და გამოედევნა. დაინახეს თუ არა თანამებრძოლთაგან მოშორებული კენევსი, კენტავრები კვლავ შეჯგუფდნენ და თავს დაესხნენ მას, მაგრამ ვერც დამორჩილება შესძლეს მისი და ვერც დაჭრა. უტეხი და უძლევი კენევსი ნაძვის მაგარი მორებით ნაცემი ცოცხლად ჩაეშვა მიწის წიაღში.

ლაშქარს ეწვია ტიტარესიელი მოპსეც, რომელსაც ღმერთმა აპოლონმა ლეტოს ძემ ყველაზე უწინარეს ასწავლა ფრინველებზე მკითხაობა; ხოლო შემდეგ ევრიდამასი მოვიდა, კტიმენეს ვაჟი, ქსინიას ტბის ნაპირად მდებარე დოლოპთა ქალაქ კტიმენეში (თესალია) რომ ცხოვრობდა. აქტორმა კი თავისი ძე მენიტიოსი ოპოენტიდან გამოაგზავნა, რათა მასაც ელაშქრნა ბრწყინვალე ვაჟკაცებთან ერთთად.

მათ მოჰყვნენ ევრიტიონი და მამაცი ერიბოტე, შვილები ტელეონისა და აქტორის ძის ირესი. სახელდობრ, სახელოვანი ერობოტე ტელეონის ძე იყო, ხოლო ევრიტიონი კი ირესი. მათ ოილევსიც შეუერთდა. იგი მამაცობით გამოირჩეოდა და კარგად იყო გაწაფული მტერზე თავდასხმაში, მოწინავე ფალანგა რომ უკუიქცეოდა.

ევბეიდან კანთოსი მოვიდა. იგი კანეთე აბანტის ძემ გამოაგზავნა. კანთოსი აღტაცებული იყო კოლხეთში ლაშქრობით, მაგრამ ქალაქ კერინთოში (კ. ევბეა) დაბრუნება აღარ ეწერა. მას ბედით ჰქონდა გადაწყვეტილი მისნობაში გამოცდილ მოპსესთან ერთად მოხეტიალე დაღუპულიყო ლიბიაში. ადამიანებს ხომ მოულოდნელად ატყდებათ ხოლმე თავს უბედურება! კანთოსი და მოპსე ლიბიის მიწას მიაბარეს. ლიბია კი ისე შორს არის კოლხებისაგან, როგორც აღმოსავლეთია დაშორებული დასავლეთს.

კიანე კლდე - მითიური მოძრავი კლდეები ბოსფორის სრუტისა და ევქსინის პონტოს ყელში

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – II, არგო, აპოლონი, ბისტონური პიერია, ეაგრე, კენტავრები, კიანეს კლდეები, ლაპითები, მუზა, ორფეოსი, ოქროს საწმისი, პელიასი, პატივდებული, პიმპლეიდის მთა, პოსეიდონი, ჰერმესი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.289 არგონავტიკა - წიგნი პირველი - I - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი პირველი - I

შენი მოწოდებით, სინათლის მეუფევ, (აპოლონის ეპითეტი) მოვიგონებ დიად საქმეებს იმ ძველ ვაჟკაცთა, რომლებმაც მეფე პელიასის დავალებით ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ევქსინის პონტოს (შავი ზღვა) შესართავში და კიანეს კლდეთა შორის შეაცურეს მშვენიერხოფებიანი ხომალდი არგო.

მეფე პელიასს ოდესღაც უწინასწარმეტყველეს, რომ მას დაღუპვა მოელოდა იმ კაცის რჩევის წყალობით, რომელსაც იგი ხალხში ცალი წაღით დაინახავდა. დიდ ხანს არ გაუვლია ამ მისნობის შემდეგ და იაზონმა მართლაც ჩასტოვა ცალი წაღა მდინარის შლამში, როცა იგი ანავროსის (თესალიის მდინარე) ცივ ტალღებში ქვეითად გადიოდა. ასე ცალფეხმოსილი წარსდგა პელიასის წინაშე იგი, რათა დასწრებოდა იმ წმინდა ნადიმს, რომელიც მეფემ მოაწყო მაშინ მამა პოსეიდონის და სხვა ღმერთების სადიდებლად. ამ მსხვერპლთშეწირვის დროს მხოლოდ ერთი ქალღმერთი – პელაზგიდი ჰერა არ იქმნა პატივდებული.

როცა პელიასმა იაზონი დაინახა, მყის მოაგონდა წინასწარმეტყველება და იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მას რომ მოელოდა, მეტად სახიფათო ნაოსნობა დაავალა იაზონს, რათა ან ზღვაში ჩანთქმულიყო იგი, ანდა უცხო ხალხში ჩარჩენილს სამშობლოში დაბრუნების საშუალება აღკვეთოდა.

ძველი დროის აედები (ანუ პოეტ-მომღერლები) გადმოგვცემენ, რომ არგოსმა ქალღმერთ ათენას რჩევა-დარიგებით ააგოთ ხომალდი. ახლა კი, მე მოგითხრობთ გმირთა წარმოშობის შესახებ, მათ სახელებზე, შორეული ზღვის გზებზე და იმის იმესახებ, თუ რა მოიმოქმედეს ლაშქრობის ჟამს. დაე, მუზები იყვნენ ამ სიმღერის შემწენი!

ჯერ ორფევსი მოვიგონოთ! ასე ამბობენ, რომ იგი ოდესღაც პიმპლეიდის მთის მახლობლად თვით ეპიკური პოეზიის მუზა კალიოპემ შვა, თრაკიელ ეაგრს რომ შეეუღლა. მოგვითხრობენ, აგრეთვე, რომ ორფევსი თავისი სიმღერების ჰანგით მთებში ურყევ კლდეთ და მდინარეთა ტალღებს აჯადოვებდა. ტლანქი წიფელნი, თრაკიის ზღვისპირა ქალაქ ძონეს ნაპირად რომ ჰყვავიან, დღესაც გვიმოწმებენ მისი სიმღერის ძალას, რომელსაც ისინი ხშირ მწკრივებად მისდევდნენ. ეს წიფლის ხეები მან მოაჯადოვა ჯერ და შემდეგ კი სიმაბიან საკრავ ფორმინგზე დაკვრით გამოიყვანა პიერიიდან. აი ეს ორფევსი, ბისტონური პიერიის მეფედ რომ იყო მაშინ, ეზონის ძემ ბრძენი კენტავრ ქირონის რჩევით თავის ლაშქარში მიიღო.

თავისი სურვილით მოვიდა სალაშქროდ ასტერიონი. იგი ბობოქარი მდინარის აპიდანის ნაპირებზე დაიბადა. მისი მამა კომეტე ფილეის მთის მახლობლად მდებარე ქალაქ პირესიაში ცხოვრობდა. აქ დიდი აპიდანი და ღვთაებრივი ენიპევსი შორი გზიდან ცალ-ცალკე მომდინარენი ერთმანეთს ერთვიან.

ორფევსისა და ასტერიონის შემდეგ სალაშქროდ ილატეს ძე პოლიფემე მოვიდა. მან მიატოვა მშობლიური ქალაქი ლარისა (თესალია). პოლიფემე ოდესღაც ყველაზე უფრო ახალგაზრდა მებრძოლი იყო უძლეველ ლაპითთა შორის, როცა ლაპითები კენტავრებს ერკინებოდნენ. ახლა კი წელთა სიმრავლისაგან დამძიმებული ჰქონდა სხეული, მაგრამ საბრძოლო განწყობა ძველებური შერჩენოდა.

იაზონის ბიძა იფიკლე დიდხანს არ შეყოვნებულა ქალაქ ფილაკეში (თესალია). მისი და ალკიმედე ფილაკელი ეზონს ჰყავდა მეუღ ლედ. ნათესაობამ და დისშვილზე ზრუნვამ იფიკლესაც აღუძრა სურვილი, ლაშქარს შეერთებოდა.

არც ცხვრის ფარით მდიდარი ქალაქის ფერეს (თესალია) მეფე დმეტე დარჩენილა ქალკოდონის მთის ჩრდილში!

მამულით უხვმა და ცბიერებაში გამოწრთვნილმა ერიტემ და ექიონმა, ჰერმესის ძეებმა, სწრაფად დატოვეს მდინარე ალოპე (თესალიაში).

ლაშქრად მიმავალთ მათი ღვიძლი ძმა ეთალიდეც შეუერთდა. იგი მირმიდონეს ასულმა ფთიელმა ევპოლემიამ დაბადა მდინარე ამფრისეს (თესალიაში) ნაპირებზე, ხოლო ორ დანარჩენს კი დედად ჰყავდათ მენეტეის ასული ანტიანირე.

შემდეგ მოვიდა კენევსის ვაჟი კორონე, მდიდარი ქალაქი გირტონე (თესალია) რომ მიატოვა. თუმცა მამაცი იყო იგი, მაინც ვერა სჯობდა თავის მამას კენევსს. აედები მოგვითხრობენ, რომ კენევსი, თუმცა იგი ჯერ კიდევ ცოცხალია, კენტავრების მიერ იქნაო დაღუპული. კენევსმა ბრძოლაში უკუაქცია თურმე კენტავრები და გამოედევნა. დაინახეს თუ არა თანამებრძოლთაგან მოშორებული კენევსი, კენტავრები კვლავ შეჯგუფდნენ და თავს დაესხნენ მას, მაგრამ ვერც დამორჩილება შესძლეს მისი და ვერც დაჭრა. უტეხი და უძლევი კენევსი ნაძვის მაგარი მორებით ნაცემი ცოცხლად ჩაეშვა მიწის წიაღში.

ლაშქარს ეწვია ტიტარესიელი მოპსეც, რომელსაც ღმერთმა აპოლონმა ლეტოს ძემ ყველაზე უწინარეს ასწავლა ფრინველებზე მკითხაობა; ხოლო შემდეგ ევრიდამასი მოვიდა, კტიმენეს ვაჟი, ქსინიას ტბის ნაპირად მდებარე დოლოპთა ქალაქ კტიმენეში (თესალია) რომ ცხოვრობდა. აქტორმა კი თავისი ძე მენიტიოსი ოპოენტიდან გამოაგზავნა, რათა მასაც ელაშქრნა ბრწყინვალე ვაჟკაცებთან ერთთად.

მათ მოჰყვნენ ევრიტიონი და მამაცი ერიბოტე, შვილები ტელეონისა და აქტორის ძის ირესი. სახელდობრ, სახელოვანი ერობოტე ტელეონის ძე იყო, ხოლო ევრიტიონი კი ირესი. მათ ოილევსიც შეუერთდა. იგი მამაცობით გამოირჩეოდა და კარგად იყო გაწაფული მტერზე თავდასხმაში, მოწინავე ფალანგა რომ უკუიქცეოდა.

ევბეიდან კანთოსი მოვიდა. იგი კანეთე აბანტის ძემ გამოაგზავნა. კანთოსი აღტაცებული იყო კოლხეთში ლაშქრობით, მაგრამ ქალაქ კერინთოში (კ. ევბეა) დაბრუნება აღარ ეწერა. მას ბედით ჰქონდა გადაწყვეტილი მისნობაში გამოცდილ მოპსესთან ერთად მოხეტიალე დაღუპულიყო ლიბიაში. ადამიანებს ხომ მოულოდნელად ატყდებათ ხოლმე თავს უბედურება! კანთოსი და მოპსე ლიბიის მიწას მიაბარეს. ლიბია კი ისე შორს არის კოლხებისაგან, როგორც აღმოსავლეთია დაშორებული დასავლეთს.

კიანე კლდე - მითიური მოძრავი კლდეები ბოსფორის სრუტისა და ევქსინის პონტოს ყელში

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – II, არგო, აპოლონი, ბისტონური პიერია, ეაგრე, კენტავრები, კიანეს კლდეები, ლაპითები, მუზა, ორფეოსი, ოქროს საწმისი, პელიასი, პატივდებული, პიმპლეიდის მთა, პოსეიდონი, ჰერმესი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.290 არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – I - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – I

ბერძნ.

ქალღმერთო მუზავ, ზევსის ასულო, ისევ შენ მიამბე, თუ რა გარდახდა თავს კოლხეთელ ქალწულს და რა გადასწყვიტა მან! რაც შემეხება მე, არ ვიცი, მისი სამწუხარო ხვედრის შესახებ მოვყვე თუ იმის შესახებ, კოლხთა ტომები რომ მიატოვა და გაიქცა!

მძიმე დავალების ასე ადვილად შესრულების გამო განრისხებული აიეტი ხალხის რჩეულ პირებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში აწყობდა სასახლეში გეგმებს, თუ როგორ უნდა დაეღუპა არგონავტები. იგი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ იაზონმა არესის ველზე გამარჯვება მისი ქალიშვილების წყალობით მოიპოვა. საბრალო მედეას იმ ღამეს მეტად მძიმე შიში შთაუსახა გულში ქალღმერთმა ჰერამ და ქალწული ისე აკანკალდა, ვით ნაზი ფურირემი აკანკალდება ხოლმე შიშისაგან უღრანი ტყის სიღრმეში, როცა მის ყურამდე ძაღლების ზარდამცემი ყეფა მიაღწევს. მედეას მოსვენებას არ აძლევდა ის აზრი, რომ იაზონისადმი გაწეული დახმარება არ დაიფარებოდა და თავს სასტიკად დაატყდებოდა მამის რისხვა. მას ეშინოდა მხევალი ქალების, რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ. მედეას თვალები ცეცხლით აევსო და ყურებმა საშინლად დაუწყეს წუილი. იგი ყელს იხოკავდა, თავიდან თმებს იგლეჯდა და გულგამგმირავად კვნესოდა. მოსალოდნელი უბედურებით შეწუხებულმა ასულმა საწამლავის დალევაც კი სცადა და ბედით დანიშნული სიკვდილის გარეშე დაიღუპებოდა, რომ ქალღმერთ ჰერას თავისი გეგმების განსახორციელებლად უეცრივ არ შეეგონებინა მისთვის ფრიქსეს ვაჟებთან ერთად ელადაში გაქცევის აზრი. მედეას მყისვე გაუმაგრდა ათრთოლებული გული. მან აკოცა თავის საწოლს, კედლებს, ჩაეხვია კარებს და შემდეგ გრძელი კულული მოიგლიჯა, რათა თავისი სიქალწულის სახსოვრად დედისათვის დაეტოვებინა. „დედაჩემო! – წამოიძახა მწუხარე ხმით მედეამ, – გრძელ კულულს ჩემს მოსაგონებლად გიტოვებ და შორს მივდივარ. მშვიდობით იყავ და ნუ დამივიწყებ!.. მშვიდობით შენც, ქალკიოპე.. მშვიდობით, მთელო სასახლევ!.. ოჰ, უცხოელო, ნეტავი ზღვას ჩაეღუპე, სანამ კოლხეთის მიწას მოადგებოდი!“ საბრალო მედეას ამ სიტყვებზე ცხარე ცრემლები წასკდა ვით სამშობლოდან თვალბედითი ხვედრის მიერ გამოტაცებული ტყვექალი გამოვარდება ხოლმე მდიდრულ სასახლიდან, რადგანაც ვერ მიჩვევია უბედურებას, მონურ საქმეს და ქალბატონის მძიმე ხელებს, ისე მშვენიერი მედეა გამოვარდა თავისი ოთახიდან. მისი მარდი ჯადოქრობის წყალობით სასახლის ყველა კარს საკეტი ასხლტდა და თავისთავად გაიღო. ფეხშიშველმა მედეამ მარცხენა ხელით წამოსასხამი მოიხვია სახეზე, მარჯვენათი ქიტონის კიდეები აიწია და არჩია ვიწრო ქუჩით გასულიყო ქალაქიდან. შეშინებული ქალწული ისე სწრაფად მირბოდა დიდი ქალაქის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში, რომ ვერც ერთმა დარაჯმა ვერ შენიშნა. გრძნეულმა ასულმა ქალაქიდან გასასვლელი ყველა გზა იცოდა. იგი მიჩვეული იყო ღამღამობით ტაძრის მახლობლად გვამებსა და წამლისათვის გამოსადეგ მცენარეთა ირგვლივ ხეტიალს და ახლაც შეუცთომლად მიისწრაფოდა მდინარის ნაპირისაკენ, სადაც არგონავტების ხომალდი იდგა.

ცის ტატნობზე უკვე ტიტანური მოდგმის ქალღმერთი მთვარე ამოდიოდა. როცა მან მღელვარებით მიმავალი მედეა დაინახა, უზომოდ გაუხარდა და თავისთვის ასე ჩაილაპარაკა: „მარტო მე არ ვყოფილვარ სიყვარულით გატაცებული. მარტო მე არ ჩავდივარ ხოლმე ლამაზი ენდომიონის სიყვარულით დატანჯული ლატმოსის გამოქვაბულში. ცბიერო ასულო! შენ ხშირად მომაგონებდი ხოლმე სიყვარულს და მაიძულებდი ზეციდან ლატმოსს ჩავსულიყავი, რათა შენთვის სანუკვარ საქმეს შესდგომოდი და წყვდიადით მოცულ ღამეში მშვიდად გემზადებინა ჯადოსნური წამლები. ახლა კი შენც გხვდა წილად მსგავსი უბედურება. სიყვარულის სასტიკ ღვთაებას იაზონი შენს მტანჯველად გადაუქცევია. წადი ახლა და ნახე, თუ ვით გიშველის ჯადოქრობა სიყვარულით გამოწვეული მწველი სევდის განქარვებაში!“

მედეამ ამასობაში მდინარის ნაპირს მიაღწია და მეორე მხარეს აგიზგიზებული ცეცხლი დაინახა. სასტიკი დავალების შესრულებით გახარებულ არგონავტებს კოცონი აენთოთ და გარს შემოსხდომოდნენ. მედეამ გამკვეთი ხმით დაუძახა ფრიქსეს ყველაზე უმცროსს ვაჟს – ფრონტისს. ფრონტისმა, მისმა ძმებმა და იაზონმა მყისვე შეიცნეს მედეას ხმა და არგონავტებს აცნობეს, რომლებიც ძალზე გააკვირვა ამ ამბავმა. სამგზის დაიძახა მედეამ და სამგზისვე უპასუხა თავის მხრივ ლაშქრის მიერ გამხნევებულმა ფრონტისმა. ვაჟკაცები მყისვე ავიდნენ ხომალდზე, მძლავრ ხოფებს მოუსვეს და მეორე ნაპირზე მიცურდნენ. მათ ბაგირების დამაგრებაც ვერ მოასწრეს, რომ იაზონი მარდი ფეხებით გადმოხტა სანიჩბედან ხმელეთზე. მას ფრიქსეს ორი ვაჟი, ფრონტისი და არგოსიც მიჰყვა. საბრალო მედეა ორივე ხელებით შემოეხვია მუხლებზე მათ და უთხრა: „ძვირფასო მეგობრებო! დამიხსენით მე უბედური და ფქვენი თავიც დაიხსენით აიეტის მრისხანებისაგან. ყველაფერი გამომჟღავნდა და საშველი აღარა მაქვს! ახლავე გავიქცეთ ხომალდით, სანამ აიეტი თავის მარდ ცხენებს ეტლში შეაბმევინებდეს! მე არესის ჭალაკში მოდარაჯე გველეშაპს დავაძინებ და ოქროს საწმისს დაუყოვნებლივ ჩაგაბარებთ. შენ კი, უცხოელო, – მიმართა მედეამ იაზონს, მეგობრების წინაშე შემომფიცე, რომ შემისრულებ ყველა მოცემულ პირობას, რომელთა მოწმე ღმერთები არიან, რომ შენ უპატრონოდ შორეულ ქვეყანაში გამგზავრებულ მედეას არ მოაკლებ ზრუნვას და დაიცავ სირცხვილისგან! ძლევამოსილ იაზონს უზომოდ გაუხარდა მედეას სიტყვების მოსმენა. მან მყისვე წამოაყენა მუხლმოყრილი ქალწული, მოეხვია და ასე გაამხნევა: „ძვირფასო მედეა, ვფიცავ ოლიმპიელ ზევსს, ვფიცავ მის მეუღლეს, ქორწინების მფარველ ქალღმერთ ჰერას, რომ თუ ოდესმე ელადას მიწას მივაღწიე, ჩემს სახლში შეგიყვან, როგორც კანონიერ მეუღლეს“. ასე სთქვა იაზონმა და ფიცის დასადასტურებლად მარჯვენა ხელი ქალწულს ხელში ჩაუდო.

მშვენიერმა მედეამ ვაჟკაცებს უბრძანა, მალი ხომალდი წმინდა ჭალაკისაკენ გაეცურებინათ და ოქროს საწმისი აიეტისაგან ფარულად გათენებამდე მოეტაცათ. არგონავტებმა სწრაფი მოქმედება დაიწყეს და სიტყვა საქმედ აქციეს. მედეა ხმელეთიდან აიტაცეს, ხოფებს მძლავრად დააწვნენ და ხომალდი არესის ჭალაკისაკენ გააქანეს მწუხარებით აღსავსე მედეა ხმელეთისაკენ შემობრუნებულიყო, ხელები იქეთ გაეშვირა და მშობლიურ ადგილებს გასცქეროდა. საბრალო ქალწულს იაზონი ტკბილი სიტყვით ამხნევებდა და მისი სევდის განქარვებას ცდილობდა.

აი იმ დროს, როცა მონადირეები თვალთაგან ძილს იშორებენ, რათა მათ განთიადის შუქმა არ დაასწროს და ნათელი სხივებით ნადირთა კვალი არ მოსპოს, იაზონი და მედეა ხომალდიდან ამწვანებულ ველზე ჩამოვიდნენ. ამ ადგილს დღესაც ვერძის განსასვენებელს უწოდებენ, რადგანაც ოქროს ვერძმა, ელადიდან რომ ზურგით ათამასის ძე (ფრიქსე) მოყავდა, პირველად აქ დახარა დაღლილი მუხლები. აქვე მოსჩანდა გაჭვარტლული საძირკველი იმ საკურთხევლის, რომელიც ეოლიდმა ფრიქსემ ლტოლვილთა მფარველ ზევსს აუგო და ღმერთ ჰერმესის ალერსიანი რჩევით ოქროს ვერძიც მსხვერპლად შესწირა. გონიერი არგოსის მითითებით იაზონი და მედეა პატარა ბილიკით წმინდა ჭალაკში მივიდნენ და იმ ძველი მუხის ძებნა დაიწყეს, რომელზედაც ოქროს საწმისი იყო ჩამოკიდებული. მათ იგი მალევე იპოვეს და იხილეს სანუკვარი საწმისი, აღმომავალი მზის სხივებით ათასფრად აელვარებულ ღრუბელს რომ ჰგავდა. როცა იაზონსა და მედეას საზარელმა გველეშაპმა მარად ფხიზელი თვალი მოჰკრა, კისერი წააგრძელა და შემაძრწუნებლად დაიწყო შხივილი. გველეშაპის საზარელ შხივილს მდინარის ნაპირებმა და ფართოდ გადაშლილმა ჭალაკმა გამოსცეს ხმა. იგი გაიგონეს იმათაც, რომლებიც კოლხეთის ქვეყანაში ტიტანურ ეადან მოშორებით ცხოვრობენ ლიკეს შესართავთან. ლიკე რაკი დაშორდება ხმაურა მდინარე არაქსს, წმინდა ტალღებს ფასისს უერთებს და შემდეგ ეს ორი მდინარე, უკვე გაერთებული, კავკასიის ზღვაში იღვრება. გველეშაპის ზარდამცემი შხივილით შეშინებულმა მეძუძურმა დედებმაც გამოიღვიძეს და აკანკალებული ჩვილი ბავშვები მკერდზე მიიკრეს.

ვით ცეცხლწაკიდებული ტყის თავზე აღიმართება ხოლმე სქელი კვამლის ურიცხვი გრაგნილი, ქვევიდან რომ განუწყვეტელი ბრუნვით ამოდის, ისე გველეშაპმა აღმართა გამხმარი ქერცლით მოფენილი საზიზღარი ტანი და საზარლად დაიკლაკნა. გრძნეული მედეა ურჩხულს მიუახლოვდა, მის მოსაჯადოებლად ღმერთთა შორის ყოვლისშემძლე ჰიპნოსს (ძილის ღმერთი) საამური ხმით შემწედ მოუწოდა და ღამით მოხეტიალე დედოფალს მიწისქვეშეთელ ქალღმერთ ჰეკატეს, შეევედრა საქმისათვის კეთილი დასასრული მიეცა. ჯადოქარ ქალწულს იაზონი შეშინებული მიჰყვებოდა და განცვიფრებით შესცქეროდა მის მოქმედებას. მედეას ჯადოთი მოხიბლულმა გველეშაპმა საზიზღარი ტანი შეარხია და ნაპირზე შეხეთქებულ ზღვის ტალღის მსგავსად ურიცხვ რგოლებად გაიშალა. მონუსხულმა ურჩხულმა საშიშარი თავი მაინც წამოსწია და ცდილობდა მომხდურები საზარელ ყბებში მოექცია, მაგრამ მედეამ ახლად მოჭრილ ღვიის შტოს ჯადოსნური სითხე წასცხო და ლოცვა-ლოცვით თვალებზე მიასხურა. წამლის სუნმა გველეშაპს ძლიერი ძილი მოჰგვარა, საზიზღარი თავი მიწაზე ჩამოუვარდა და მისი დაკლაკნილი უზარმაზარი სხეული ხეხილით დაბურულ ჭალაკს გადაეფარა. მაშინ მედეას მიერ წაქეზებულმა იაზონმა, სანამ ქალწული ურჩხულთან იდგა და განუწყვეტლივ ასხურებდა თავზე ჯადოს, მუხიდან ოქროს საწმისი ჩამოიღო, მედეას ხელი ჩაჰკიდა და არესის დაჩრდილული ჭალაკი დასტოვა.

ძველებს სწამდათ, რომ ჯადოქრებს ციდან მთვარის ჩამოყვანა შეეძლოთ

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მესამე – XII, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – I, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – II, ენდიმიონი, მედეა, იაზონი, ტიტანური ეა, არაქსი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.291 არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – II - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – II

ბერძნ.

ვით გოგონას უხარია ხოლმე, როცა ოთახში შემოჭრილ სავსე მთვარის შუქს თავის ნაზ კაბას მიუშვერს და აღტაცებით შესცქერის მის ელვარებას, ისე იაზონს უხაროდა, სანუკვარი საგანი რომ იგდო ხელთ და ოქროს საწმისს აღტაცებით სწევდა ზევით. ცეცხლივით მოელვარე ოქროს საწმისის შუქი იაზონის ლამაზ პირისახეს უხვად ეფინებოდა. იგი იმოდენა იყო, რამოდენაც ერთი წლის ხბოს ან ირმის ტყავია, რომელსაც მონადირეები აქეინურს ეძახიან. მატყლით მოფენილი საწმისი საკმაოდ მძიმე იყო და ხომალდისაკენ მიმავალ იაზონსა და მედეას ჩირაღდანივით უნათებდა გზას. აღტაცებით მიდიოდა იაზონი და მარცხენა მხარზე გადაგდებულ საწმისს ხან ფეხებამდე ჩამოუშვებდა, ხან კი ისევ ზევით აიტაცებდა. მას ეშინოდა კიდეც ვინმე კაცთაგანი ან ღმერთთაგანი არ დასხმოდა თავს და ძვირფასი საწმისი არ წაერთმია. განთიადმა უკვე დაადგა თავისი ნათელი დედამიწას, როცა იაზონი და მედეა ხომალდთან მივიდნენ. ხომალდზე მყოფი ვაჟკაცები გაკვირვებით შეჰყურებდნენ ყოვლისშემძლე ზევსის ელვის მსგავსად მბრწყინავ დიდ საწმისს და ყოველი მათგანი ცდილობდა საკუთარ ხელში მოექცია იგი და კარგად დაეთვალიერებინა. მაგრამ იაზონმა ოქროს საწმისი ნაზ მოსასხამში გაახვია, კიჩოზე დასდო, ზევიდან მედეა დასვა და არგონავტებს ასე მიმართა: „ძვირფასო მეგობრებო, აწ კი ნუღარ დააყოვნებთ სამშობლოში გამგზავრებას! ამ ქალწულის დახმარებით უკვე ადვილად აღსრულდა ის საქმე, რომლის გამოც ესოდენ მმიმე ნაოსნობა გადავიტანეთ და რომლისაკენაც დიდი გაჭირვებით მოვილტვოდით. ჩვენს მოამაგე მედეას, ვინაიდან ეს მასაც სურს, მე კანონიერ მეუღლედ წავიყვან სახლში. თქვენ კი, ჩემო მეგობრებო, მთელ ელადასთან ერთად მფარველობა უნდა გაუწიოთ ამ დიდად მოამაგე ასულს! ღრმად დარწმუნებული ვარ, მრისხანე აიეტი თავის ლაშქრით დაგვედევნება და ეცდება მდინარიდან ზღვაში გასვლა არ დაგვანებოს. ამიტომ ნაწილმა თქვენგანმა მძლავრად მოუსვას ხოფებს, დანარჩენებმა კი ფარები დაიკავეთ და მტრის დარტყმას გაუმკლავდით. სამშობლოში დაბრუნების საქმე სავსებით ჩვენს ხელთაა! ჩვენი საყვარელი მამულის, ჩვენი სათაყვანო მშობლების და ბავშვების ყურადღება ჩვენსკენაა მოპყრობილი! მთელი ელადა ჩვენს მოქმედებას ემყარება და თავის დიდებას თუ შერცხვენას ჩვენგან მოელის!“ იაზონის სიტყვებზე არგონავტებმა გამამხნევებელი ყიჟინი მორთეს. არგონავტების წინამძღოლმა საომარი იარაღი აისხა, ქარქაშიდან მახვილი იშიშვლა და ბაგირი, რითაც ხომალდი ნაპირზე იყო დამაგრებული, სწრაფად გადაჭრა. შეიარაღებული იაზონი მედეას და მესაჭე ანკევსის მახლობლად ჩამოჯდა, არგონავტებმა კი მთელი ძალ-ღონით მოუსვეს ხოფებს და ჩქარობდნენ სწრაფად გასულიყვნენ მდინარიდან, რათა ხომალდი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში შეეცურებინათ

როცა მედეას სიყვარულის და ბოროტმოქმედების ამბავი გაიგეს, მრისხანე აიეტის ქვეშევრდომმა კოლხებმა იარაღი აისხეს და მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი იმდენი იყვნენ, რამდენ ტალღასაც ზამთრის ქარი ააგორებს ზღვაზე ან რამდენი ფოთოლიც დასცვივა ხეებს ფოთოლთცვენის თვეში. ცოტა ხნის შემდეგ ყვირილით და მუქარით მოედვნენ კოლხები მდინარის ნაპირებს მეფე აიეტის წინამძღოლობით. იგი ლამაზად მორთულ ეტლში იჯდა, რომელშიაც ქარის ქროლაზე უფრო სწრაფი რაშები იყო შებმული. ეს რაშები აიეტს ჰელიოსმა უბოძა. ძლევამოსილ მეფეს მარცხენა ხელში მრგვალი ფარი ეპყრა, მარჯვენაში ანთებული ჩირაღდანი, გვერდით კი უზარმაზარი შუბი მოედვა. ეტლის სადავეები მის ვაჟს აფსირტეს ეკავა და ფეხმარდ რაშებს ზღვის მიმართულებით მიაქროლებდა.

ამასობაში არგონავტებს ზღვაში გასვლა მოესწროთ და მათი ხომალდი მთელი სისწრაფით მიაპობდა ტალღებს. აიეტმა რომ ეს დაინახა, ხელები ზეცისაკენ აღაპყრო და მწუხარე ხმით ბოროტ საქმეთა მოწმედ დიდებულ ჰელიოსს და ყოვლისშემძლე ზევსს მოუწოდა. მერე კოლხებს თავი მოუყარა და სასტიკად დაემუქრა: თუ ისინი გინდ ხმელეთზე, გინდ ზღვის ტალღებზე მიმავალ ხომალდზე არ შეიპყრობდნენ მედეას, არ მიუყვანდნენ მას და არ დააკმაყოფილებდნენ მის გაშმაგებულ სურვილს შურისძიებისათვის, მაშინ ყველაფერს ისინი ზღვავდნენ საკუთარი თავით და მთელი რისხვა სასჯელი მათ დაატყდებოდათ. შეშინებულმა კოლხებმა მყისვე მოამზადეს ხომალდები, იალქნები ააფრიალეს და იმავე დღესვე შესცურეს ზღვაში. კაცი იტყოდა, რომ ეს ხომალდთა ლაშქარი კი არა, ფრინველთა ურიცხვი გუნდი არის და ზღვას დაჟრიამულებსო.

ყოვლისშემძლე ქალღმერთმა ჰერამ, რომელსაც სურდა კოლხეთელი მედეა ჩქარა მისულიყო პელაზგურ მხარეში (თესალიაში) თავხედი მეფის პელიასის დასაღუპავად, ზღვაზე კეთილი ქარი დააქროლა და არგონავტებს საშუალება მისცა მესამე დღის გარიჟრაჟზე პაფლაგონელთა ქვეყნის ნაპირზე, მდინარე ჰალისის შესართავთან მიცურებულიყვნენ. ზღვის ნაპირზე გადმოსულ არგონავტებს მედეამ ურჩია ქალღმერთ ჰეკატესათვის მსხვერპლი შეეწირათ და ამით მადლობა გაგადაეხადათ. რაც მაშინ ქალწულმა მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად მოაწყო, არავინ არ უნდა იცოდეს და მეც არ მაძლევს თავი ნებას ამის შესახებ რამე ვთქვა, ვინაიდან ამაზე ლაპარაკი ჩემში შიშს იწვევს. ის საკურთხეველი, არგონავტებმა რომ იმჟამად ქალღმერთ ჰეკატეს აუგეს, დღესაც კი მოჩანს ამ ადგილებში.

აქ, პაფლაგონიაში, იაზონს და სხვა ვაჟკაცებსაც მოაგონდათ მისანი ფინევსი, რომელმაც მათ ურჩია ეადან უკან ლაშქრობის ჟამს სხვა გზა აერჩიათ, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომელი უნდა ყოფილიყო ეს სხვა, სანაოსნოდ ვარგისი გზა. მაშინ გონიერმა არგოსმა არგონავტებს უთხრა: „ჩვენ შეგვიძლია ელადაში სხვა გზით დავბრუნდეთ და ავასრულოთ რჩევა იმ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის, რომელიც თქვენ ეასაკენ ლაშქრობის ჟამს შეგხვედრიათ. არის ერთი სხვა გზა, რომელიც ტრიტონურ თებესაგან (ეგვიპტის თებე) წარმოშობილ უკვდავი ღმერთების ქურუმთა მიერ იქნა ნაჩვენები.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – I, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.292 არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III

ბერძნ.

იყო დრო, როცა ის ვარსკვლავები, ზეცაზე რომ ციმციმებენ, არ არსებობდნენ; არც დანაეს წმინდა მოდგმის სახსენებელი იყო და არც ბრწყინვალე დევკალიდებისაგან იმართებოდა პელაზგური ქვეყანა. მაშინ საბერძნეთში მხოლოდ აპიდანელი არკადიელები იყვნენ. ამბობენ, რომ ეს არკადიელები მთვარის დაბადებაზე ადრე ცხოვრობდნენ, მთებში დახეტიალობდნენ და რკოთი იკვებებოდნენ. ამ დროში განთქმული იყო შავი ყანებით მდიდარი, უძველეს თაობათა დედა ეგვიპტე და ტრიტონის დიადი მდინარე (ნილოსი), რომლითაც ეგვიპტის ნოყიერი მიწა ირწყვებოდა. ზევსის მიერ მოვლენილი წვიმა არასოდეს არ ასველებდა ამ მხარეს და წყალდიდობის წყალობითაც საკმაოდ ნოყიერდებოდა შავი ხოდაბუნები. ამბობენ, რომ აქედან გამგზავრებულმა ერთმა ვინმემ, დანდობილმა თავისი ხალხის ძალღონეზე და მამაცობაზე, მთელს ევროპასა და აზიას გარს შემოუარა. თავისი ლაშქრობის დროს მან უმრავი ქალაქი დააარსა. მათ შორის იყო ქალაქი ეაც. ამ ქალაქთაგან ზოგი დღესაც არსებობს, ზოგი კი – არა. მას შემდეგ ხომ მრავალმა საუკუნემ გაიარა. ამ კაცის მიერ დაარსებული ეა ახლაც კი მტკიცედ დგას და აქ ცხოვრობენ იმ ხალხის ჩამომავალნი, ვინც მან ეაში საცხოვრებლად დაასახლა. მათ შენახული აქვთ თავიანთი მამებისაგან დანაწერი კირბები, სადაც წყლისა და ხმელეთის ყველა საზღვარია მოგზაურებისათვის ნაჩვენები.

არის ერთი მდინარე. იგი ოკეანეს უკიდურესი ტოტია და იმდენად ფართო და ღრმაა, რომ თვით საბარგო ხომალდისათვისაც კი ვარგისია სანაოსნოდ. შორეულებისთვისაც ეს მდინარე ცნობილი იყო და მას სახელად ისტროსი (დუნაი) უწოდეს. მისი სათავე რიპაიოსის მთებიდან მოდის. იმ მთებიდან, საიდანაც ღვთაებრივი ბორეასი უბერავს. მდინარე ისტროსი, რაკი ვრცელ ველებს გადაჰკვეთს თრაკიელთა და სკვითთა საზღვრებში შემოდის. აქ იგი ორ ტოტად იყოფა. ერთ ტოტს აქ ჩვენს ზღვაში ისვრის, ხოლო მეორეს ღრმა უბეში აგზავნის. ეს უბე ტრინაკრიის ზღვის ნაწილია. იგი ელადას ემიჯნება და მას თქვენი მდინარე აქელოიოსი ერთვის“. დაამთავრა თუ არა არგოსმა სიტყვა, ქალღმერთმა ჰერამ არგონავტებს სასწაულებრივი ზეციური ნიშანი მოუვლინა, უეცრივ ცისარტყელასავით გაეკრა ცას ნათელი სხივი იმ მიმართულებით, საითკენაც არგონავტები უნდა წასულიყვნენ. განცვიფრებულმა არგონავტებმა გადასწყვიტეს, დაეჯერებინათ არგოსისათვის და ზეციური ნიშნის მიხედვით გაჰყოლოდნენ ხელსაყრელ გზას. გახარებულმა გმირებმა მარიანდინების მხარიდან მეგზურად წამოყვანილი ლიკოსის ვაჟი დასკილე ზღვის ამ ნაპირზე დატოვეს, იალქნები ააფრიალეს, ზღვაში შეცურდნენ და პაფლაგონელთა მთაგორიან ქვეყანას გაშორდნენ. კარამბისის კონცხისათვის მათ გარს აღარ შემოუვლიათ. ელვის სისწრაფით მიმავალ ხომალდს განუწყვეტლივ უწყობდა ხელს ზურგის ქარი და ცაზე გაკრული სხივი გზას უნათებდა მანამ, სანამ ხომალდმა მდინარე ისტროსის დიდ შესართავს არ შეაღწია.

არგონავტების მდევარი კოლხები ამასობაში ორ ნაწილად გაიყვნენ. კოლხთა ერთმა ნაწილმა ამაო ძებნაში ევქსინის პონტოს შესართავში აღმართული კიანეს კლდეები გადაჰკვეთა, მეორე ნაწილმა კი, რომელსაც აფსირტე მეთაურობდა, მდინარე ისტროსში შესცურა. აფსირტე მდინარეს აღმა აჰყვა, მშვენიერი შესართავი გადასცურა და ამგვარად არგონავტებს იონიის ზღვის უკიდურეს უბეში შეღწევა დაასწრო.

მდინარე ისტროსით იქმნება ერთი სამკუთხოვანი კუნძული, სახელად პევკე. ამ კუნძულს ფართო მხარე მდინარის ნაპირებისაკენ აქვს მიშვერილი, ხოლო მახვილი კუთხეები კი კალაპოტისაკენ. რაკი ისტროსი ამ კუნძულს გარს შემოუვლის, ზღვას ორი შესართავის მეშვეობით ერთვის. ერთ შესართავს ნარექსს უწოდებენ, მეორეს კი, უკიდურესს, მშვენიერ შესართავს. აფსირტე თავისი ხომალდებით უკვე მეორე შესართავში იყო, როდესაც არგონავტებმა პირველში შესცურეს და კუნძულის გარსშემოვლა დაიწყეს. იქაურმა ველურმა მწყემსებმა, როცა ხომალდები დაინახეს, იფიქრეს, ზღვის ფსკერიდან ურჩხულები ამოვიდნენო, მყისვე მიატოვეს ველებზე საძოვრად გაშვებული საქონელი და გაიქცნენ. მათ აქამდე არ ენახათ ხომალდები. არც თრაკიელებთან აღრეული სკვითები იცნობდნენ მას, არც სიგინები, არც გრავკენები და არც ლავრიონის დიდ და უდაბურ ველზე მცხოვრები სინდები.

არგონავტებმა სწრაფად მოიტოვეს უკან ანგურის მთა, მისგან მოშორებით მდებარე კავლიაკოსის კლდე, სადაც ისტროსი ორ ტოტად იყოფა და ლავრიონის გადაშლილ ველსაც ჩაუარეს. კოლხთა ხომალდები ამასობაში კრონოსის (ადრიატიკის) ზღვას მოედვნენ და ცდილობდნენ, არგონავტები შეეპყროთ, რომლებიც უკვე ჩამოვიდნენ მდინარიდან და ზღვაში შენავდნენ. არგონავტები ქალღმერთ არტემიდეს ორ ბრიგეიდურ კუნძულთან მიცურდნენ. ერთ კუნძულზე ქალღმერთის წმინდა ტაძარი იყო აღმართული, მეორეზე კი არგონავტები ავიდნენ, ვინაიდან აფსირტეს ლაშქარი წინ წასვლის საშუალებას აღარ იძლეოდა. მდევარმა კოლხებმა მდინარე სალანკონამდე და ნესტიელთა მხარემდე მდებარე ყველა კუნძული დაიკავეს და არგონავტებს ზღვაში გასავალი გზა მოუჭრეს. ქალღმერთ არტემიდეს პატივისცემის ნიშნად აფსირტეს ლაშქარმა ბრიგეი დური კუნძულები არგონავტების ბედზე თავისუფლად დატოვა.

მცირერიცხოვანი არგონავტები უთვალავ კოლხებთან ბრძოლაში აღარ ჩაებნენ, უაზრო დავას თავი აარიდეს და აფსირტეს ლაშქართან საზავო მოლაპარაკება გამართეს. ისინი შემდეგნაირად შეთანხმდნენ: ოქროს საწმისი, მიუხედავად მისი წამოღების საშუალებისა, აიეტის დაპირების თანახმად არგონავტებს უნდა დარჩენოდათ, ვინაიდან იაზონმა კოლხთა მეფის დავალება პირნათლად შეასრულა. მედეას შესახებ ესღა იყო სადავო, – მხარეებმა ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანეს: იგი უნდა მოეთავსებინათ არტემიდეს ტაძარში, სანამ მახლობელი ქვეყნის მეფე არ გადასწყვეტდა მამის სასახლეში უნდა დაბრუნებულიყო მედეა, თუ არგონავტებს გაჰყოლოდა ელადის მხარეში.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – II, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – IV, დანაე, დევკალიდები, არკადია, სესოსტრისი, კირბები, ისტროსი, ისტროსის ტომები, ტრინაკრია, აქელოიოსი, აფსირტე, პევკე, ანგურის მთა, ბრიგეიდური კუნძულები

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.293 არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – IV - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – IV

ბერძნ.

საზავო ხელშეკრულების პირობები მედეას ყურამდე მივიდა. როცა ქალწულმა წარმოიდგინა, თუ რა მოელოდა მას, საშინლად შეწუხდა, იაზონი ცალკე გამოიხმო და აღელვებული ხმით უთხრა: „ეზონიდო, რა განიზრახეთ თქვენ ჩემს მიმართ? ოქროს საწმისის ხელში ჩაგდებამ ყველაფერი დაგავიწყა? განა აღარ გახსოვს, რასაც გაჭირვებაში ჩავარდნილი ამბობდი? სად გაჰქრა მავედრებელთა მფარველი ზევსისადმი მიცემული ფიცი? სად წავიდა შენი ტკბილი დაპირება? განა შენი გულისათვის არ მივატოვე ყველაფერი ის, რაც უძვირფასესი იყო ჩემთვის? ურცხვი სურვილით გატაცებული მოვშორდი სამშობლოს, ბრწყინვალე სასახლეს, მშობლებს და უცხო მამაკაცებთან ერთად მივცურავ ზღვაზე! განა დაგავიწყდა, რომ ჩემი დახმარებით გაიმარჯვე ცეცხლისმფრქვეველ ხარებზე და შეჭურვილ გოლიათებზე? ოქროს საწმისი, რომლის მოპოვების გამოც თქვენ ნაოსნობა დაგეკისრათ, ჩემი მოუფიქრებლობით არ იგდე ხელთ? მე ქალთა სქესისათვის საზარელი სირცხვილი დავიტეხე თავს! მე მეგონა, შენ ისე მომექცეოდი, როგორც შვილს, როგორც მეუღლეს და ვით საკუთარ დას!.. ნუ დამღუპავ, მოიღე მოწყალება და დამიცავი! ნუ დამტოვებ ობლად და ნუ ჩაუგდებ ჩემს საბრალო თავს უცხო ქვეყნის მეფეს! გაიხსენე ის ფიცი და დაპირება, მე რომ მომეცი! თუ ამას არ იზამ, მაშინ ამოიღე შენი მახვილი და თავი მომკვეთე! ამით მე წინდაუხედაობით დამსახურებულ ჯილდოს მივიღებ!.. თუ თქვენ იმ მეფეს გადამეცით, რომელმაც ჩემი ბედი უნდა გადასწყვიტოს, როგორ მოვიქცე, თუ მან ჩემს ძმას მიმაკუთვნა? როგორღა დავენახვო მამაჩემს? ის ხომ არ დამინდობს, ჩადენილი დანაშაულისათვის საშინელ სამაგიეროს გადამიხდის და სიცოცხლეს მომისპობს! მაგრამ ვერც შენ დაბრუნდები მშვიდობიანად სამშობლოში! ამის საშუალებას არ მოგცემს თვით ზევსის მეუღლე ქალღმერთი ჰერა, რომლის მფარველობითაც შენ ეგზომ ამაყობ! მძიმე გაჭირვების ჟამს კვლავ მოიგონებ მედეას, მაგრამ გვიანღა იქნება! იოლად მოპოვებული ოქროს საწმისი სიზმარივით გაგიქრება ხელიდან! შურისძიების ქალღმერთი ერინიები საკუთარ სამშობლოდან გამოგაძევებენ და ისე დაიტანჯები, ვით მე დამტანჯე შენი გამცემლობით! ჩემი სიტყვები, იცოდე, ამაოდ არ ჩაივლის! თქვენ იმ ხელშეკრულებით, კოლხებს რომ დაუდეთ, მძიმე შეურაცხყოფა მომაყენეთ, მაგრამ სამაგიეროც მოგეზღვებათ!“

განრისხებული მედეა მზად იყო ხომალდი დაეწვა, ყველაფერი დაეღუპა და თვითონაც აგიზგიზებულ ცეცხლში ჩავარდნილიყო. შემკრთალმა იაზონმა აღელვებულ ქალწულს ტკბილი სიტყვებით მიუგო: „ჩემო ძვირფასო მედეა, კოლხებთან დადებული პირობები არც მე მომწონს. ეს ხელშეკრულება ერთგვარი საშუალებაა იმისა, რომ ბრძოლა ავიცდინოთ თავს და შევაკავოთ შენი გულისათვის შავი ღრუბლებივით მოზღვავებული მტერი. ყველას, ვინც კი ამ მხარეში სახლობს, სურს აფსირტეს დაეხმაროს, რათა მან შენ დაგატყვევოს და მამაშენთან დაგაბრუნოს. თუ ჩვენ ბრძოლისათვის ხელს გამოიღებთ იცოდე, ყველანი უწყალო სიკვდილით დავიღუპებით! განა ის უფრო საშინელი უბედურება არ იქნება, რომ ჩვენი დახოცვის შემდეგ, შენ კოლხთა ნადავლად დარჩე? ჩვენს მიერ განზრახ დადებული საზავო პირობა კოლხებს მახეს დაუგებს და შენს ძმას, აფსირტეს, დაღუპვის პირამდე მიიყვანს. წინამძღოლს აღკვეთილი კოლხები ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან დახმარებას ვეღარ მიიღებენ და ბრძოლას აღარ გაგვიმართავენ. მაგრამ თუ ისინი წინ აღუდგებიან ჩემს გამგზავრებას, მეც აღარ დავუთმობ მათ და პირისპირ შევებრძოლები“.

იაზონის სიტყვებით მოხიბლულმა ქალწულმა უეცრივ საზარელი ვერაგობა მოიფიქრა და არგონავტების წინამძღოლს უთხრა: „გამიგონე! რაკი ბევრჯერ შევცოდე და ღმერთის სურვილით მრავალი ბოროტება ჩავიდინე, მზადა ვარ ახალი ცოდვაც ვიკისრო! კოლხებთან შებრძოლებას დრომდის მოერიდე და აფსირტეს ბრწყინვალე საჩუქარი გაუგზავნე. მე ვეცდები იგი მოვიტყუო და ხელში ჩაგიგდო. მას შიკრიკებს გავუგზავნი და შევუთვლი, პირისპირ სალაპარაკოდ მეწვიოს. თუ შენ ჩემი აზრი მოგწონს, მე თანახმა ვარ დამარტოხელებული აფსირტე სიცოცხლეს გამოასალმო. მერე კი შეგიძლია კოლხებთან ბრძოლაში ჩაება“.

იაზონი და მედეა ასე შეთანხმდნენ და აიეტის ვაჟს დიდი ვერაგობა მოუწყვეს. არგონავტების წინამძღოლმა ვითომ პატივისცემის ნიშნად აფსირტეს მრავალი საჩუქარი გაუგზავნა. საჩუქართა შორის იყო ჰიპსიპილეს მიერ ნაბოძები ძოწეულის წმინდა მოსასხამი, რომელიც ქალღმერთმა ქარიტებმა (მშვენიერების სამი ქალღმერთი) დიონისეს დიას კუნძულზე (კ. ნაქსოსი) მოუქსოვეს. შემდეგში ეს მოსასხამი დიონისემ თავის ვაჟს თოასს გადასცა, თოასმა ჰიპსიპილეს დაუტოვა, ჰიპსიპილემ კი ქალღმერთების ნახელავი მოსასხამი სხვა ძვირფას საჩუქართან ერთად ეზონის სახელოვან ძეს უბოძა. ამ დიდებულ მოსასხამის ცქერით კაცი ვერ გაძღებოდა. მას ღვთაებრივი სუნი ასდიოდა იმ დროიდან, როცა ღვინითა და ნექტარით ნახევრად დამთვრალი დიონისე თეზევსის მიერ კნოსიდან წამოყვანილ და დიას კუნძულზე დატოვებულ მინოსის ასულის ლამაზ მკერდს ჩაეხვია და დაიძინა.

მედეამ სწორედ ამ დროს შიკრიკებს დაავალა აფსირტესათვის გადაეცათ, ღამე რომ ჩამოწვებოდა, მასთან მოსულიყო, როცა მას პირობის ძალით ქალღმერთ არტემიდეს ტაძარში გადაიყვანდნენ, რათა ერთად დაეწყოთ გეგმები, თუ როგორ მოეტაცათ არგონავტებისაგან ოქროს საწმისი და როგორ დაბრუნებულიყო თვითონაც აიეტის სასახლეში. მედეამ ძმას შეუთვალა, რომ იგი თითქოს ძალით გაიტაცეს კოლხეთიდან და რომ ამ საქმეში არგონავტებს ფრიქსეს ვაჟები დაეხმარნენ. შეაგონა თუ არა შიკრიკებს ეს, მედეამ ჰაერში ისეთი ჯადო მიმოჰფანტა, რომ იგი ცამდე აზიდულ მთიდან ველურ ნადირსაც კი ძირს ჩამოიყვანდა.

სასტიკო ღმერთო ეროსო! შენ უგზავნი ადამიანებს უსაზღვრო ტანჯვას, სევდას და დარდს! შენ სთეს მოკვდავთა შორის დამღუპველ უთანხმოებას და ურიცხვი მწუხარება მოგაქვს! ყოვლისშემძლე მეუფევ, გევედრები მხოლოდ ჩვენს მტრებს შთააგონო ისეთი ბოროტება, რაც მედეამ განიზრახა! რა ჩაიდინა მან? როგორ გასწირა საკუთარი ძმა? აი ამაზე ვილაპარაკებ ახლა.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – V

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.294 არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – IX - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – IX

ბერძნ.

ძლევამოსილმა პელევსმა არგონავტებს ქალღმერთ თეტიდას ბრძანება გადასცა. ვაჟკაცებმა მყისვე შესწყვიტეს ვარჯიშობა და ვახშმისათვის თადარიგს შეუდგნენ. როცა საჭმელით თავი დაიკმაყოფილეს, ზღვის ნაპირზე საწოლები გამართეს და ღამე იქ გაათიეს.

როცა ნათელმა ეოსმა (განთიადის ქალღმერთი) დიად ზეცას შუქი მოჰფინა, საამურმა ზეფირმა დაბერა, არგონავტები ხომალდზე ავიდნენ, ღუზები ამოიღეს, იალქნები ააფრიალეს და ანძის ღვედებით დაამაგრეს. ნაზმა ზეფირმა ხომალდი ზღვის სივრცეში გააქანა. არგონავტებმა ჩქარა დაინახეს ლამაზი და ყვავილებით შემკული კუნძული. ამ კუნძულზე ცხოვრობდნენ აქელოიოსის ასულები, ხმაწკრიალა სირინოზები, რომლებიც ტკბილი სიმღერებით აჯადოებდნენ და შემდეგ ჰღუპავდნენ მას, ვინც მათ კუნძულთან ხომალდს მიაყენებდა ეს სირინოზები წარმოშვა აქელოიოსთან შეუღლებულმა ერთ-ერთმა მუზათაგანმა, მშვენიერმა ტერფსიქორემ. სირინოზები ოდესღაც დეოს (ქალღმერთი დემეტრე) ჯერ კიდევ უბიწო და მშვენიერ ასულ პერსეფონეს ართობდნენ ტკბილი სიმღერებით, შემდეგ კი ნახევრად ფრინველის და ნახევრად ქალწულის სახე მიიღეს. ისინი მარჯვედ მისადგომ ნაპირთან იდგნენ ხოლმე, ზღვას გასცქეროდნენ, საბრალო მოკვდავებს აჯადოებდნენ, თავისკენ მიიზიდავდნენ და საშინელი სიკვდილით სამშობლოში დაბრუნების საშუალებას უსპობდნენ. გრძნეული ასულები თავიანთ მსხვერპლს ცოცხლად ალპობდნენ. როცა სირინოზებმა არგონავტები დაინახეს, წკრიალა სიმღერა წამოიწყეს. ამ საუცხოო სიმღერით მოჯადოებული არგონავტები უკვე მზად იყვნენ ხომალდი კუნძულთან მიეცურებინათ, რომ ეაგრეს სახელოვან ძეს, თრაკიელ ორფევსს, ბისტონიური ფორმინგისათვის ხელი არ ეტაცნა და ლაღი სიმღერა არ წამოეწყო. ღვთაებრივმა მომღერალმა სირინოზების წკრიალა სიმღერა მთლად დაახშო და არგონავტების ყურში ტკბილი ხმა ჩააწვეთა. ორფევსის სიმღერამ და საამურმა ზეფირმა ხომალდი განსაცდელს ააშორა; მხოლოდ ერთი არგონავტი აიტაცა სირინოზებისადმი ვნებამ. ტელეონის ბრწყინვალე ძე ბუტე სანიჩბიდან ზღვაში გადახტა და კუნძულის ნაპირისაკენ გაცურდა. მყისვე მოუსპობდნენ სიცოცხლეს სირინოზები, ერიქსის დედოფალს, ქალღმერთ კიპრიდას რომ არ შებრალებოდა სახელოვანი ვაჟკაცი. კეთილისმყოფელმა ქალღმერთმა სირინოზების წკრიალა სიმღერით მოხიბლული ბუტე ზღვის ტალღებიდან აიტაცა, სიკვდილისაგან იხსნა და ლილიბეის კონცხზე გადაიყვანა.

ამრიგად არგონავტებმა დიდი გაჭირვებით დააღწიეს თავი ამ თვალბედით კუნძულს, მაგრამ უკვე მიაღწიეს იმ სრუტეს, სადაც არანაკლები საფრთხე მოელოდათ. ერთი მხრივ სკილეს ფრიალო კლდე იყო აღმართული, მეორე მხრივ კი განუწყვეტლივ. მშფოთვარე ქარიბდი ღმუოდა. ცოტა მოშორებით ბობოქარი ტალღებიდან ამოზიდული პლანქტები გუგუნებდნენ. ცეცხლისმნთხეველი კლდეები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ და ნაპერწკლებს აფრქვევდნენ. ისე იყო იქაურობა კვამლით დაბინდული, რომ კაცი მზის შუქს ვერ დაინახავდა. ეს მიდამო ჰეფესტოს ეკუთვნოდა. ხელოვან ღმერთს ჰერას თხოვნის თანახმად მუშაობა შეეწყვიტა, მაგრამ მის სამჭედლოდან ჯერ კიდევ ამოდიოდა ცხელი ორთქლი და ზღვის ზედაპირს ეფინებოდა.

არგონავტების დასახმარებლად შეკრებილი ნერეიდები უკვე აქ იყვნენ. ყველაზე უფროსმა ნერეიდმა, ქალღმერთმა თეტიდამ, საჭეს ხელი სტაცა და ხომალდი საშინელი სრუტისაკენ მიმართა: ვით წყნარი ზღვიდან ამოცვენილი დელფინები შემოეხვევიან ხოლმე სწრაფად მიმავალ ხომალდს და მეზღვაურთა გულებს ახარებენ, ისე ნერეიდები შემოეხვივნენ არგოს და ქალღმერთ თეტიდას ხომალდის მართვაში ეშველებოდნენ. როცა პლანქტებს მიაღწიეს, ნერეიდებმა ქობები თეთრ მუხლებამდე აიწიეს და აქეთ-იქით მოძრავ კლდეებს ჩაუდგნენ. ბობოქარი ტალღები ხომალდს ზევით სწევდნენ და საშინელი ხმაურით კლდეებს ასკდებოდნენ. პირქუში კლდეები გრიალით მოძრაობდნენ, ხან მთის მსგავსად ამოიზიდებოდნენ, ხან კი ზღვის ბობოქარ ზვირთებში ჩაეშვებოდნენ. ვით წელზე ლამაზი სარტყლით შემოსილი ქალწულები ათამაშებენ ხოლმე ზღვის ქვიშოვან ნაპირზე მრგვალ ბურთს და მაღლა ატყორცნილს ერთიმეორეს ნაზად აწვდიან, ისე ნერეიდები აწვდიდნენ ერთმანეთს ტალღებზე აწეულ ხომალლს და შენაცვლებით კლდეებიდან აძევებდნენ. კეთილშობილ ნერეიდებს ზღვის გაშმაგებული ტალღები წინააღმდეგობას უწევდნენ და ერთიმეორეს მძლავრად ეჯახებოდნენ. ღმერთი ჰეფესტო კლდის მაღალ წვერზე შემდგარიყო, უროს ტარზე ძლიერი მხარი მიეყრდნო და ნერეიდებს გასცქეროდა. ზევსის დიდებული მეუღლე ჰერა კი ხომალდს ბრწყინვალე ზეციდან დაჰყურებდა და შიშით შეპყრობილი ქალღმერთ ათენას ეხვეოდა.

რამდენ ხანსაც გაზაფხულის დღე გრძელდება, აი იმდენ ხანს იღწვოდნენ ნერეიდები და ხომალდი მრავალხმაურა კლდეებიდან გაჰყავდათ. როცა ნერევსის ღვთაებრივმა ასულებმა ქალღმერთ ჰერას დავალება ბოლომდე მიიყვანეს, ხომალდს ხელი უშვეს და მყვინთავებივით ზღვის თვალუწვდენელ სიღრმეში ჩაეშვნენ.

საამური ზეფირი კვლავ უბერავდა და საფრთხესგადარჩენილი არგონავტები წინ მიჰქროდნენ. ვაჟკაცებმა სწრაფად ჩაუარეს თრინაკიის კუნძულს, სადაც დიდებული ჰელიოსის ნახირის საძოვარი იყო.42 კუნძულის მახლობლად მიმავალ არგონავტებს ცხვრების კიკინმა და ძროხების ბღავილმა ყურები გაუკვეთეს. ჰელიოსის ყველაზე უმცროსი ქალიშვილი ფაეთუსა ცვარით მოფენილ მდელოზე ცხვრებს აძოვებდა. მას ხელთ ვერცხლის კომბალი ეპყრა. ჰელიოსის მეორე ასულს ლამპეტიას სპილენძის მოელვარე შოლტი ეჭირა და ძროხებს მისდევდა. არგონავტებმა ჩქარა ჰელიოსის საქონელიც დაინახეს. მზის ღვთაების რძისფერი და ოქროსრქიანი ძროხები აბიბინებულ და ნაკადულივით დასერილ მდელოზე ამაყად მიდიოდნენ. არგონავტებმა თრინაკიის კუნძულს დაღამებამდე ჩაუცურეს, ღამე კი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში განუწყვეტლივ მიჰქროდნენ, სანამ მათ ნათელმა ეოსმა კვლავ არ მოჰფინა შუქი.

იონიის ზღვის სრუტის პირდაპირ კერავნიის მთების მახლობლად არის ერთი დიდი და მდიდარი კუნძული. ამ კუნძულის ქვეშო, ამბობენ, ძევს ნამგალი, რომლითაც (მაპატიეთ, მუზებო, ჩემი სურვილის გარეშე რომ ვყვები ამ ძველ ამბავს!) კრონოსმა შეუბრალებლად მოჰკვეთა მამას სარცხვინელი. სხვები კი მოგვითხრობენ, ეს ნამგალი ქალღმერთ დეოს ამქვეყნიური ნამგალი არისო. მათი სიტყვით დეო ოდესღაც ამ კუნძულზე ცხოვრობდა; მას უყვარდა ნიმფა მაკროსი და ტიტანებს ამ ნამგლით პურის მომკა ასწავლა. ამიტომო, ამბობენ, ფეაკების ეს წმინდა კუნძული დრეპანედ იწოდება. ამ კუნძულზე მცხოვრები ფეაკები თვით ურანოსის სისხლისაგან არიან წარმოშობილნი.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VIII, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – X, ერიქსი, თრინაკია, კრონოსი, ჰომეროსი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.295 არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – V - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – V

ბერძნ.

არგონავტებმა ხომალდი არტემიდეს კუნძულთან მიაცურეს და პირობის თანახმად მედეა ქალღმერთის ტაძარში დატოვეს. აქ იაზონიც დარჩა და აფსირტეს ჩაუსაფრდა. საღამო ჟამს, როცა ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა, ვერაგულად მოტყუებულმა აფსირტემ თავისი ხომალდით სწრაფად გადაჰკვეთა ზღვის ტალღები, წმინდა კუნძულზე ავიდა, ტაძრისაკენ მარტოდმარტო გაემართა და დასთან საუბარი გამართა. საბრალო ყრმამ ისეთ მახეში ჩაიგდო თავი, რომელსაც მამაცი ვაჟკაცებიც ვერ დააღწევენ თავს. სწორედ იმ დროს, როცა აფსირტე დას ეთათბირებოდა და ეგონა არგონავტები ხაფანგში გავაბიო, ტაძარში დამალული იაზონი საფარიდან ამოხტა, მახვილი იშიშვლა, თვალი მიმოავლო ტაძარს, რომელიც ბრიგებმა აუგეს არტემიდეს და ისეთი ძალით დაჰკრა აფსირტეს, ვით ყასაბი დაჰკრავს ხოლმე საბრალო ხარს. იაზონის მახვილით განგმირული აფსირტე ტაძრის შესავალთან მუხლებზე დაეცა. მედეა მოსასხამში გაეხვია და თვალები მიიბრუნა, რათა ძმის სიკვდილი არ დაენახა, მაგრამ მომაკვდავმა აფსირტემ ჭრილობიდან ამოხეთქილი შავი სისხლი ხელებში მოაგროვა და შებრუნებულ მედეას თეთრ პირბადეზე და მოსასხამზე შეასხა. შურისძიების სასტიკმა ქალღმერთმა ერინიამ მრისხანე თვალებით დაინახა იაზონის და მედეას ბოროტმოქმედება. იაზონმა ვერაგული მკვლელობის მოსანანიებლად შემდეგი წესი აღასრულა: მოკლულ აფსირტეს სამსხვერპლო ნაწილები მოჰკვეთა, სამგზის გაივსო პირი სისხლით და სამგზის გამოაფურთხა. შემდეგ კი აფსირტეს გვამი ნესტიან მიწაში დაფლა. მისი ძვლები ეხლაც აწყვია აფსირტიდების კუნძულზე.

არგონავტებმა, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ არტემიდეს კუნძულიდან დათქმულ ნიშანს, მედეას მიერ ანთებული ჩირაღდანი დაინახეს, ისინი მყისვე მიხვდნენ, რომ კოლხთა წინამძღოლი ცოცხალთა შორის აღარ იყო და ხომალდი არგო კოლხთა ხომალდებისაკენ გააქანეს. არგონავტები ცეცხლივით ეკვეთნენ მტრის ლაშქარს და ისე გაანადგურეს, ვით ქორები ანადგურებენ მტრედების გუნდს და ან როგორც მშიერი ლომები არბევენ ნახირს. ვერც ერთი კოლხი ვერ გადაურჩა სიკვდილს. კარგა ხნის შემდეგ იაზონიც მოვიდა. მას სურდა მეგობრებს დახმარებოდა, მაგრამ მათ ეს უკვე აღარ სჭირდებოდათ. ბრძოლა დამთავრებული იყო და არგონავტები სამშობლოსაკენ გზის გაგრძელების შესახებ თათბირობდნენ. ვაჟკაცებს ჩქარა მედეაც შეუერთდა და ძლევამოსილმა გმირმა პელევსმა ასე განაცხადა: „მეგობრებო, გირჩევთ, ამ ღამესვე ჩავსხდეთ ხომალდში და გზა გავაგრძელოთ. ჩვენ უნდა ავიღოთ საწინააღმდეგო გეზი იმისა, რაც გადარჩენილ მდევარ კოლხებს უკავიათ. ვიმედოვნებ, დილით, როცა ისინი ყველაფერს დაინახავენ, ჩვენს დევნას თავს დაანებებენ. უმეთაუროდ დარჩენილ კოლხებში უთანხმოება ჩამოვარდება და დაიფანტებიან. ამრიგად, ჩვენს მსვლელობას ვეღარაფერი აღუდგება წინ!“

პელევსის სიტყვა ყველას მოეწონა. არგონავტები სწრაფად ავიდნენ ხომალდზე, ხოფები მოიმარჯვეს და მანამდე არ შეუწყვეტიათ ცურვა, სანამ მდინარე ერიდანოსის მახლობლად მდებარე ყველაზე უფრო მაღალ ელექტრისის კუნძულს არ მიაღწიეს.

როცა კოლხებმა წინამძღოლის დაღუპვის ამბავი გაიგეს, კრონოსის ზღვას მოედვნენ და არგონავტებს დაუწყეს ძებნა, მაგრამ ქალღმერთმა ჰერამ უეცრივ საშინელი ელვა მოუვლინა მათ და ხელი შეუშალა. მეორე მხრივ, კოლხებს აიეტის ველური რისხვის შეეშინდათ და კუტაიის მხარეში დაბრუნება ვეღარ გაბედეს. ისინი დაიფანტნენ და სამუდამოდ სხვადასხვა მხარეში დასახლდნენ. კოლხთა ერთი ნაწილი ავიდა იმ კუნძულებზე, რომლებიც არგონავტებს ეკავათ, აქ დასახლდა და დღესაც აფსირტელების სახელითაა ცნობილი. მეორე ნაწილმა საცხოვრებელი კოშკები ააგო ილირიის დიდი მდინარის ნაპირზე, ენქელების მეზობლად; აი იქ, სადაც ჰარმონიას და კადმოსის საფლავი არის. დანარჩენი კოლხები კი იმ მთებში დასახლდნენ, რომელთაც კერავნიის მთები ჰქვიათ. ეს სახელი ამ მთებმა იმიტომ მიიღო, რომ კოლხთა ამ ნაწილს მოპირდაპირე. კუნძულზე გადასვლა ყოვლისშემძლე ზევსმა მეხის დარტყმის წყალობით არ დაანება.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – IV, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VI, ბრიგი, ერიდანოსი, კადმოსი, კერავნიის მთები

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.296 არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VI - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VI

ბერძნ.

როცა არგონავტებმა დაინახეს, რომ ყოველგვარი საფრთხის გარეშე შეიძლებოდა გზის გაგრძელება, ელექტრისის კუნძული დატოვეს და ჰილეელთა ქვეყნის (ილირიაში) ნაპირთან მიცურდნენ. ჰილეელებს განზრახული ჰქონდათ არგონავტებს შებრძოლებოდნენ, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალეს და არგონავტებს გზის გაგნებაში დაეხმარნენ. ჰილეელებმა მათი ხომალდი კუნძულებით მოფენილ ადგილიდან ღია ზღვაში გაიყვანეს, სამაგიეროდ კი აპოლონის დიდი სამფეხი მიიღეს. როცა იაზონი თავისი ლაშქრობის ბედის გასაგებად წმინდა პითონში მივიდა, ყოვლისშემძლე ფებემ მას ორი სამფეხი უბოძა. ბედით დადგენილი იყო, იმ ქვეყანას, სადაც ეს სამფეხები იქნებოდა მოთავსებული, მოიერიშე მტერი ვერაფერს დააკლებდა. ამიტომ ჰილეელთა ბრწყინვალე ქალაქის შესასვლელთან ეს სამფეხი ღრმადაა დამარხული და მოკვდავის თვალი მას ვერასოდეს ვერ ნახავს.

არგონავტების აქ მოსვლის ჟამს ჰილეელთა მეფე ჰილოსი, ჰერაკლეს რომ ფეაკელთა ხალხში მელიტემ შესძინა, ცოცხალი აღარ იყო. ერთხელ ჰერაკლე საკუთარი შვილების შემაძრწუნებილი მკვლელობისაგან განსაწმენდად მივიდა ნავსითოეს სასახლეში კუნძულ მაკრისზე, რომელმაც თავისი სახელი ღმერთ დიონისეს აღმზრდელი ძიძის სახელისაგან მიიღო. შეყვარებულმა ჰერაკლემ კუნძულ მაკრისზე დაიმორჩილა მდინარე ეგეოსის ასული ნეიადი მელიტე. მელიტემ კი შვა ძლევამოსილი ჰილოსი. როცა იგი წამოიზარდა და დავაჟკაცდა, აღარ მოისურვა ნავსითოეს მბრძანებლობის ქვეშ ამ კუნძულზე ცხოვრება. მან ფეაკები შეჰკრიბა, დატოვა მაკროსი და კრონოსის ზღვაში გავიდა. გზის გაგნებაში ჰილოსს მეფე ნავსითოე დაეხმარა. ჰილოსი დასახლდა იმ მხარეში, რომელსაც არგონავტები მიადგნენ. იგი მოკლულ იქნა მეკობრე მენტორების (ილირიის ხალხი) მიერ მაშინ, როცა მინდვრად გარეკილ საქონელს იცავდა თავდამსხმელებისაგან.

ქალღმერთებო, როგორ აღმოჩნდა კრონოსის ზღვიდან გასული ხომალდი არგო ავსონიის ხმელეთთან და ლოგისტიდების კუნძულებთან, რომლებიც სტექადებად იწოდებიან? რამ აიძულათ არგონავტები, ასე შორს წასულიყვნენ? რომელმა ქარებმა გაიტაცეს ისინი?

აფსირტეს ვერაგულად მოკვლამ ყოვლისშემძლე ზევსი სასტიკად განარისხამან არგონავტებს გადაუწყვიტა ურიცხვი ტანჯვა გადაეტანათ, შემდეგ აიაიელი კირკეს რჩევა-დარიგებებით უღვთო მკვლელობის ცოდვისაგან განწმენდილიყვნენ და სამშობლოში ისე დაბრუნებულიყვნენ. არგონავტები ზევსის განზრახვას ვერ მიხვდნენ, ჰილეიდის მხარე დატოვეს და სანუკვარ სამშობლოსაკენ მიისწრაფოდნენ. მათ უკან მოიტოვეს ლიბირნიდის კუნძულები (ადრიატიკის ზღვაში): ისა, დისკელადე და მშვენიერი პიტიეა, რომლებიც ეს-ეს იყო, კოლხებს ეკავათ. ამ კუნძულების შემდეგ ვაჟკაცებმა ჩაუცურეს კერკირას. ლამაზი ასულის სიყვარულით გატაცებულმა პოსეიდონმა ოდესღაც არგოლიდის ქალაქ ფლიუნტიდან მოიტაცა ასოპეს ასული, ლამაზთმება კერკირა და ამ კუნძულზე დაასახლა. ვინაიდან ეს კუნძული ხშირი ტყითაა დაბურული, მეზღვაურები მას შავ კერკირას უწოდებენ. გახარებულმა არგონავტებმა სწრაფად მოიტოვეს უკან მელიტე, მაღალი კეროსე და ცამდე აზიდული კუნძული ნიმფაიე, სადაც ატლანტის ასული, გრძნეული კალიფსო ცხოვრობდან. ზურგის ქარი საამოდ უბერავდა და არგონავტებს ეგონათ, საცაა კერავნიის ჰაეროვან მთებსაც დავინახავთო; მაგრამ ქალღმერთ ჰერას მოაგონდა განრისხებული ზევსის გადაწყვეტილება და მან ისეთი მძლავრი ქარი დააქროლა, რომ არგონავტების ხომალდი უკან დააბრუნა და ისევ კლდოვან ელექტრისის კუნძულისაკენ გააქანა. ყოვლისშემძლე ჰერას ამით სურდა ზევსის განზრახვა ასრულებულიყო და არგონავტების ტანჯვას ბოლო მოღებოდა. სწორედ ამ დროს ქალღმერთ ათენას მიერ ამოღარული ხომალდის ქედში ჩაჭდობილმა მეტყველმა ხის ნაჭერმა, დოდონას მუხისაგან რომ იყო გამოთლილი, ადამიანური ხმით დაიძახა: „არგონავტებო, თქვენ მანამ ვერ გადალახავთ ზღვის თვალუწვდენელ სივრცეს და მანამ ვერ დაუსხლტდებით მძაფრ ქარიშხალს, სანამ გრძნეული კირკე აფსირტეს ვერაგული მკვლელობის ცოდვისაგან არ განგწმენდთ! ძლევამოსილი პოლიდევკე და ფეხმარდი კასტორი უნდა შეევედრონ უკვდავ ღმერთებს, რათა საშუალება მოგეცეთ გახვიდეთ ავსონიის (ტირენის) ზღვაში, სადაც ჰელიოსის და პერსეს ასულს კირკეს შეხვდებით!“

ამ სასწაულებრივმა ხმამ არგონავტები დიდად შეაშინა. ყოვლისშემძლე ზევსის რისხვამ მათ თავზარი დასცა. ძლევამოსილი ტინდარიდები მყისვე წამოხტნენ და ზეცისაკენ ხელები აღაპყრეს. ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთებს გაეღოთ კარი ავსონიის ზღვაში შესასვლელად. ხომალდი არგო ელვის სისწრაფით მიჰქროდა და ჩქარა მდინარე ერიდანოსში აღმოჩნდა. აქ, მდინარე ერიდანოსის შესართავთან მდებარე ღრმა ჭაობში, ოდესღაც ჰელიოსის ეტლიდან ჩამოვარდა მკერდზე აგიზგიზებულ მეხდანარტყამი, ნახევრადდამწვარი ფაეთონი. ამ ჭაობიდან დღესაც კი ამოდის სქელი ბოლი, რომელსაც უსაფრთხოდ ვერც ერთი ფრთოსანი ვერ გადაუფრენს. მის ირგვლივ ალვის ხეებად ქცეული ჰელიოსის საბრალო ასულები არიან ჩამწკრივებულნი და გულგამგმირავი ხმით დასტირიან საყვარელ ძმას. მათ თვალთაგან დაღვრილ ქარვასავით ყვითელ ცრემლებს მზის მცხუნვარება ახმობს, ხოლო როცა მრავალხმაურა ქარი მდინარის ნაპირს ტალღებს შეახეთქებს, ქარვად ქცეული ცრემლები ერიდანოსის მღელვარე კალაპოტში ჩაგორდებიან. კელტები კი მოგვითხრობენ, ერიდანოსში არსებული ქარვის მარცვლები დიდებული აპოლონის ცრემლებიაო. კელტების აზრით აპოლონმა ეს ცრემლები მაშინ დაღვარა, როცა ყოვლისშემძლე ზევსმა მოუკლა შვილი, რომელიც მდიდარ ლაკერიაში, მდინარე ამირეს შესართავთან, ღვთაებრივმა ასულმა კორონისმა შვა. აპოლონი მაშინ განრისხდა და რადგანაც მამამისი ზევსი დაემუქრა, დატოვა ბრწყინვალე ზეცა და ჰიპერბორეელთა მხარეში წავიდა.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – V, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VII, მაკრისი, ავსონია, კერკირა, ოგიგია, ფაეთონი, ესკულაპე

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.297 არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VII - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VII

ბერძნ.

ერიდანოსში შენავებული არგონავტები მწუხარებამ შეიპყრო. დღის განმავლობაში მათ მოსვენებას არ აძლევდა დამწვარი ფაეთონის გვამის სუნი, ერიდანოსის მდინარებას რომ ამოჰქონდა, საღამოს კი მათი გული სიბრალულით აავსო ჰელიოსის ასულთა გამგმირავმა ქვითინმა. ფაეთონის საბრალო დების ცრემლები ზეთისებურ წვეთებად იღვრებოდა მდინარის ზედაპირზე.

ერიდანოსიდან გამოსული არგონავტები ღრმა მდინარე როდანოსში შენავდნენ. ეს ორი მდინარე საშინელი ზათქით და მღელვარებით უერთდება ერთმანეთს. როდანოსი დედამიწის უკიდურესი ნაწილიდან მომდინარეობს. მისი სათავე იქ არის, საიდანაც ღამე ეფინება ქვეყანას. ამ მდინარის ერთი ტოტი ოკეანეს ნაპირებისაკენ მიემართება, მეორე ტოტი ერიდანოსს უერთდება და იონიის ზღვაში შედის, მესამე ტოტი კი შვიდი შესართავის საშუალებით სარდონიის ზღვის (ტირენის ზღვა) დიდ უბეში ვარდება.

არგონავტები როდანოსის პირველ ტოტს აჰყვნენ და მღელვარე ტბების შუაგულში აღმოჩნდნენ. ამ ტბებით კელტების მთელი ქვეყანაა მოფენილი. არგონავტების ხომალდი როდანოსის ამ ტოტით ტბიდან ტბაში გადადიოდა და ოკეანესაკენ მიჰქროდა. გზაარეულმა არგონავტებმა აღარ იცოდნენ, საით მიცურავდნენ. ისინი უკან ვეღარ დაბრუნდებოდნენ, მათი ხომალდი რომ ოკეანეში შესულიყო და აუცილებლად დაიღუპებოდნენ; მაგრამ ყოვლისშემძლე ქალღმერთი ჰერა ზეციდან ჩამოეშვა და ერკინიოსის მთიდან მძლავრად დაიყვირა. ჰაერში გუგუნი გაისმა და არგონავტები შიშისზარმა აიტაცა. შემდეგ ჰერამ ხომალდი შემოაბრუნა და არგონავტებმაც გაიგნეს გზა, რომლითაც სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ქალღმერთმა მთელ დღეს ნისლით შებურა არემარე და არგონავტებმა შეუმჩნეელად ჩაუცურეს კელტების და ლიგურების მრავალი ტომით დასახლებულ მხარეს. დიდი ხნის ცურვის შემდეგ არგონავტებმა მდინარის შუაგული შესართავი გადაჰკვეთეს, ზღვაში შენავდნენ და დიოსკურების წყალობით სტექადების კუნძულს უვნებლად მიაღწიეს. ზევსმა ამის შემდეგ თავის სახელოვან ვაჟებს საერთოდ ხომალდების მფარველობა მიანდო. ამიტომაა, რომ ტინდარიდებს განუწყვეტლივ უგებენ საკურთხევლებს და მსხვერპლს სწირავენ.

სტექადების დატოვების შემდეგ არგონავტები მიადგნენ ეთალიის კუნძულს (კ. ელბა). დაქანცულმა ვაჟკაცებმა ღვარივით მოდენილი ოფლი ამ კუნძულზე კენჭებით ჩამოიწმინდეს. ეს კენჭები ეხლაც ჰყრია იქ და არგონავტების კანის ფერი აქვთ მიღებული. ვაჟკაცებმა აქ ყოფნის აღსანიშნავად სავარჯიშო დისკოები და ზოგიერთი ბრწყინვალე იარაღი ამ კუნძულზე დატოვეს. ეთალიის ნავსადგურს კი დღესაც არგოს ნავსადგური ეწოდება.

აქედან სწრაფად გაცურდნენ არგონავტები დავსონიის ზღვის ტალღებზე, ჩაუარეს ტირსენისის ნაპირებს და აიაიას სახელგანთქმულ ნავსადგურში შეცურდნენ. ვაჟკაცები ხომალდიდან გადმოვიდნენ, ბაგირები ნაპირზე დაამაგრეს და დაინახეს გრძნეული კირკე. იგი ღამის სიზმრებით იყო შეშინებული და ზღვის წყლით თავს იბანდა, რათა ცოდვებისაგან განწმენდილიყო. კირკეს ეზმანა, ვითომ მთელი მისი სასახლე სისხლით იყო გავსებული, უცხოელთა მოსაჯადოებელი წამლები ცეცხლში გახვეულიყო, თვითონ კი ხელით წითელ სისხლს იღებდა და ხანძარს აქრობდა. საზარელმა სიზმარმა კირკე შეაძრწუნა. იგი განთიადზე წამოდგა და ზღვის ნაპირისაკენ გაემართა თმების და ტანსაცმელის ზღვის წყლით განსაწმენდად. ვით მწყემსს მისდევს ხოლმე ნახირი, ისე ზღვისაკენ მიმავალ კირკეს მისდევდნენ სხვადასხვანაირი ქმნილებები, რომლებიც არც მტაცებელ მხეცებს ჰგავდნენ და არც ადამიანებს. გაურკვეველი ბუნების მქონე ცხოველებს სხეულის ასოები საოცრად ჰქონდათ აღრეული. ასეთი ქმნილებები, საკვირვლად რომ ჰქონდათ სხეულის ნაწილები დაკავშირებული, თავდაპირველად ტალახიდან წარმოქმნა დედამიწამ, როცა იგი ჯერ კიდევ არ იყო ჰაერით გარსმოცული და არც სინესტე ჰქონდა მოშორებული მზის მწველი სხივების საშუალებით. დედამიწისაგან წარმოშობილი საბრალო ქმნილებები მხოლოდ დრომ მოიყვანა წესიერ კავშირში.

ხმელეთზე გადმოსული არგონავტები უსაზღვრო გაკვირვებით შესცქეროდნენ საოცარ ცხოველებს, ხოლო როცა კირკეს გარეგნობა და სახე იხილეს, მყისვე შეიცნეს აიეტის გრძნეული და. კირკე ამასობაში განიწმინდა და ღამის სიზმარის შიშისაგან განთავისუფლდა. მან არგონავტებს ჯადოქრულად ანიშნა ხელით, გაჰყოლოდნენ და სასახლისაკენ გაემართა იაზონმა არგონავტებს უბრძანა, ფეხი არ მოეცვალათ; თვითონ კი მედეა გაიყოლა და კირკეს ნაბიჯს გაჰყვა, უცხოელების მოსვლით გაკვირვებულმა კირკემ იაზონი და მედეა სასახლეში შეიწვია და სთხოვა ბრწყინვალე სავარძლებზე დამსხდარიყვნენ. ისინი კი კერასთან მივიდნენ და საბრალო მავედრებელთა წესის მიხედვით მდუმარედ ჩამოსხდნენ. მედეამ სახეზე ხელები აიფარა, იაზონმა დიდტარიანი მახვილი, რომლითაც აფსირტე მოჰკლა, წვერით ძირს ჩააგო და თვალები დახარა. კირკე მაშინვე მიხვდა, რომ ისინი ლტოლვილნი იყვნენ და მკვლელობა ჰქონდათ ჩადენილი. ყოვლისშემძლე ზევსი კაცისმკვლელებს თავზარს სცემს, მაგრამ თუ ისინი მძიმე დანაშაულს აღიარებენ და ცოდვისაგან განიწმინდებიან, დიდ მფარველობასაც უწევს. გრძნეულმა კირკემ მოიგონა მავედრებელთა მფარველი ზევსის ეს წესი და მსხვერპლის შეწირვა დაიწყო. მან კერაზე ძუძუმწოვარა გოჭი დაჰკლა და მისი სისხლით იაზონს და მედეას ხელები მოჰბანა. შემდეგ მავედრებელთა მფარველ ზევსს მოუწოდა, რათა ცოდვილები მკვლელობისაგან განეწმინდა და ზედაშე დაუქცია. კირკეს მოახლე ნეიადებმა, რომლებიც მას ამ საქმეში ეხმარებოდნენ, ყველა განსაწმენდელი საგანი გარეთ გაიტანეს, კერასთან მდგომმა კირკემ კი ლოცვა წარმოსთქვა, საღვთო კვერი დასწვა და ზედ უღვინო ნარევი სითხე დაასხა, რათა დაემშვიდებინა მრისხანე ერინიები და ყოვლისშემძლე ზევსიც მოელმობიერებინა. კირკე მხურვალედ შეევედრ მათ მოწყალება მოეღოთ პატიების მთხოვნელ ცოდვილებზე და არ მიეღოთ მხედველობაში ის, თუ ვისი სისხლით ჰქონდათ ხელები შებღალული – უცხოელის თუ თვისტომის.

როცა კირკემ ყეელაფერი დაასრულა, კერასთან ჩამჯდარი იაზონი და მედეა წამოაყენა, გაკრიალებულ სავარძლებზე დასხა, თვითონაც ახლო მიუჯდა და დაუწყო გამოკითხვა, თუ საიდან მოხვდნენ მის სასახლეში. კირკე ფიქრობდა, ღამის სიზმარი აღსრულდაო. როგორც კი ასწია მედეამ თვალები, მის ელვარებაში მყისვე შეიცნო კირკემ, ჰელიოსის ნაშიერი რომ იყო მის წინ. ჰელიოსის შთამომავალნი ხომ ოქროსავით მოელვარე სხივებს ისვრიდნენ თვალთაგან! გრძნეულ კირკეს სურდა ქალწულის პირიდან მშობლიური ხმა გაეგონა. მართლაც, მრისხანე აიეტის ასულმა კირკეს წყნარი ხმით უამბო ყველაფერი კოლხურ ენაზე. უთხრა მას, თუ რას წარმოადგენდა არგონავტების ლაშქარი, თუ რარიგ მძიმე განსაცდელი გადაიტანეს ვაჟკაცებმა და როგორ შეაცდინა იგი საკუთარმა დამ. შემდეგ უამბო, თუ ვით გამოექცა მამის მუქარას ფრიქსეს ვაჟებთან ერთად. აფსირტეს მკვლელობის ამბავს მედეამ გვერდი აუარა მაგრამ კირკეს გონებას ეს არ დაემალა. ჰელიოსის გრძნეულ ასულს მაინც შეეცოდა სევდით მოცული მედეა და ასე უთხრა: „უბედურო ქალწულო, შენი სამშობლოდან სამარცხვინო გამოქცევა და შემაძრწუნებელი ბოროტმოქმედება დაუსჯელი ვერ დარჩება! მრისხანე აიეტი ჩქარა მოევლინება ელადას და შვილის სისხლს აიღებს. რადგან შენ პატიების სათხოვრად მოსულხარ და ჩემი ნათესავიც ხარ, ცუდს არაფერს შეგამთხვევ! მაგრამ დაუყოვნებლივ დატოვე ჩემი სასახლე და გაჰყევი ამ უცხოელს, რომლის გულისათვისაც სამშობლო და მამა მიატოვე! ნუღარ მომეხვევი მუხლებზე ლოცვა-მუდარით! შენს სამარცხვინო საქციელს ვერც მე მოგიწონებ და დახმარებას ვერ აღმოგიჩენ!“

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VI, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VIII, როდანოსი, ჰერა, დიოსკურები, ეთალიის ნავსადგური, აიაია, კირკე, სამსხვერპლო სითხე

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.298 არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VIII - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VIII

ბერძნ.

კირკეს სიტყვებმა მედეა საშინლად ააღელვა. საბრალო ქალწულმა თვალებზე მოსასხამი მიიფარა და ცხარე ცრემლები წასკდა. იაზონმა მას ხელი მოჰკიდა და შიშისაგან აკანკალებული ასული კირკეს სასახლიდან გამოიყვანა.

ქალღმერთმა ირისმა, რომელსაც ჰერამ იაზონის და მედეას მოქმედებისათვის თვალყურის დევნა დაავალა, როცა ხომალდისაკენ მიმავალი შეყვარებული წყვილი დაინახა, ეს ამბავი დიდებული ზევსის მეუღლეს დაუყოვნებლივ აცნობა. ქალღმერთმა ჰერამ ღმერთების შიკრიკს ასე უთხრა: „ძვირფასო ირისო, რაკიღა ჩემი დავალება პირნათლად შეასრულე, მოდი და ახლაც გაშალე შენი მალი ფრთები, გაჰქროლდი თეტიდასთან და უთხარი, ახლავე ამოვიდეს ზღვის სიღრმიდან და ჩემთან მოვიდეს. მე მისი დახმარება მჭირდება. აქედან გაემართე იმ კუნძულის ნაპირებისაკენ, სადაც სპილენძის მაგარი უროების ქვეშ ჰეფესტოს გრდემლები გრიალებენ. ჰეფესტოს მოახსენე, შეაჩეროს ცეცხლის გასაჩაღებლად ბობოქარ საბურველთა ბერვა, სანამ ამ კუნძულს ხომალდი არგო არ ჩაუვლის-თქო! შემდეგ ქართა ღმერთ ეოლოსთანაც მიდი და გადაეცი, ზღვაზე ამოვარდნილი მრისხანე ქარები დააწყნაროს. სთხოვე მას მხოლოდ კეთილი ზეფირის ქარი დააქროლოს, სანამ არგონავტები ალკინოეს ფეაკურ კუნძულს არ მიაღწევენ“.

ასე თქვა დიდებულმა ჰერამ და ქალღმერთმა ირისმა მყისვე შეარხია მალი ფრთები. იგი ელვის სისწრაფით ჩამოეშვა ოლიმპოს მთიდან, გაჰკვეთა ჰაერი და ეგეოსის ზღვაში ჩაეშვა იქ, სადაც ნერევსის სასახლე არის. მან ინახულა ქალღმერთი თეტიდა და სთხოვა დაუყოვნებლივ წასულიყო ჰერასთან. აქედან ირისი ჰეფესტოსთან მივიდა და უთხრა, ახლავე შეეწყვიტა გრდემლებზე უროების ცემა და საბერველთა ბერვა. შემდეგ ირისი ჰიპოტეს სახელოვან ვაჟთან მივიდა, ჰერას განკარგულება მასაც გადასცა და განსასვენებლად გაემართა. ამასობაში თეტიდამ ნერევსის სასახლე და ძვირფასი დები მიატოვა. იგი სწრაფად ამოვიდა ზღვის ფსკერიდან, ოლიმპოსაკენ გაემართა და ქალღმერთ ჰერასთან მივიდა. დიდებულმა ჰერამ იგი ახლო მოისვა და ასე მიმართა: „მისმინე, ღვთაებრივო თეტიდა! აი რა უნდა გითხრა: შენ იცი, თუ რარიგი პატივი აქვთ ჩემს გულში ძლევამოსილ იაზონს და მის მეგობრებს. ალბათ ისიც გაგიგონია, თუ ვით ვიხსენი მათი სიცოცხლე, როცა მოძრავ კლდეებში გადიოდნენ. ამ პირქუშ კლდეებს, ხომ იცი, ცეცხლივით მძაფრი ქარიშხალი და ბობოქარი ტალღები განუწყვეტლივ ეხეთქებიან. სახელოვან არგონავტებს ახლაც მძიმე განსაცდელი მოელით. ვაჟკაცებმა სკილეს უზარმაზარი კლდის და საზარლად მქშინავი ქარიბდის მახლობლად უნდა გაიაროთ. ძვირფასო თეტიდა, მოიგონე, რომ შენს აღზრდაში მეც მიდევს წილი! ზღვის ღვთაებათა შორის ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ იმიტომ, რომ ვნებით აღტყინებულ ზევსის სარეცელზე დაწოლა არ მოისურვე. ყოვლისშემძლე ზევსს ხომ ჩვეულებად აქვს ქალღმერთებთან და მოკვდავ ქალებთან კავშირი დაიკავოს! შენ მე პატივით მომექეცი, ჩემს წინაშე მოკრძალულება გამოიჩინე და ზევსის ვნებას არ დაჰყევი. შენი უარით განრისხებულმა ზევსმა უდიდეს საფიცარზე დაიფიცა, რომ შენ არასოდეს არ იქნებოდი უკვდავი ღმერთის მეუღლე; მაგრამ მან შენზე თვალის დევნება მაინც არ შესწყვიტა, სანამ პატივსადებმა თემიდამ არ განუცხადა, რომ თუ იგი შენთან კავშირს დაიჭერდა, გეყოლებოდა ვაჟი, რომელიც თავის მამას ყველაფერში აჯობებდა. ზევსს შეეშინდა, უკვდავ ღმერთებზე მეფობა შვილმა არ წამართვასო და თავი დაგანება. მაშინ მე გადავწყვიტე, ქორწინების სიტკბო გეგემნა, შვილებიც გეშვა და მოკვდავთა შორის საუკეთესო მამაკაცი მეუღლედ აგირჩიე. შენს ქორწილზე ყველა ღმერთი მოვიწვიე და შენდამი ჩემი მადლიერების გრძნობის აღსანიშნავად საქორწინო ჩირაღდნით ხელში წინ მიგიძღოდით. ძვირფასო თეტიდა, აი რა უნდა გიწინასწარმეტყველო: შენი ვაჟი, დედის რძეს მოკლებულს რომ ნეიადები კენტავრ ქირონის გამოქვაბულში ზრდიან, როცა ელისიონის ველზე მივა (ე.ი. საიქიოში), აიეტის ასულის მედეას მეუღლე გახდება. მოდი და დაეხმარე სარძლოს და შენს ყოფილ ქმარს პელევსსაც! რატომ მრისხანებ მასზე? მართალია, პელევსმა შენს წინაშე შესცოდა, მაგრამ შეცდომა ხომ თვით ღმერთებსაც კი მოუდით! მჭედლობის მეუფე ჰეფესტომ ჩემი ბრძანებით ცეცხლზე საბერველის ბერვა უნდა შესწყვიტოს, ჰიპოტეს ძე ეოლოსი კი მშვიდი ზეფირის გარდა ყველა შმაგ ქარს დააწყნარებს, სანამ არგონავტები ფეაკების ნავსადგურს არ მიაღწევენ. შენც მოუმართე ხელი არგონავტებს სამშობლოში დაბრუნების საქმეში! გაიყოლიე შენი დები და ეცადეთ, უვნებლად გაატაროთ ხომალდი საშიშარ კლდეებში და ბობოქარ ტალღებში! ძვირფასო თეტიდას, ნუ დაუშვებ იმას, რომ გაჭირვებაში მყოფი ვაჟკაცები ქარიბდის საზარელ ხახაში მოხვდნენ! ეცადე, არგონავტები სკილეს ზარდამცემ უფსკრულსაც ააშორო! ხომ შეიძლება ავსონოს საზიზღარმა სკილემ ფორკოსის და ღამითმოხეტიალე ჰეკატეს ნაშიერმა ურჩხულმა, რომელსაც კრატეისს უწოდებენ, ელადას რჩეული გმირები საშინელ ყბებში მოიქციოს? გევედრები, გაიყვანო ხომალდი იმ საშინელი ადგილიდან, საიდანაც სიკვდილისაგან თავის დაღწევის საშუალება მეტად მცირეა!“

თეტიდამ ჰერას ასე მიუგო: „თუ ჰეფესტო ბობოქარი ცეცხლის ალს დააქრობს და ეოლოსიც მძვინვარე ქარიშხალს დაამშვიდებს, მე, რა თქმა უნდა, ხომალდს კეთილი ზეფირის დახმარებით დავიხსნი და გამძვინვარებულ ტალღებს არ შევუშინდები. ახლა კი, დიდებულო ქალღმერთო, დროა გზას გავუდგე და ჩემს დებთან დავბრუნდე. შემდეგ არგონავტების ხომალდთან მივალ და ძლევამოსილ გმირებს გავაფრთხილებ გარიჟრაჟზევე შესცურონ ზღვაში“. ქალღმერთი თეტიდა ოლიმპოდან ჩამოცქრიალდა, ეთერი გააპო, ზღვის ლაჟვარდოვან ტალღებში ჩაეშვა და თავის დებს ნერეიდებს დაუძახა. დის ძახილზე ნერეიდებმა თავი მოიყარეს. თეტიდამ მათ ჰერას დავალება გადასცა და დაუყოვნებლივ გააგზავნა ისინი ავსონიის ზღვისაკენ. თვითონ კი ელვისა და დედამიწის დასასრულიდან აღმომავალი მზის სხივების სისწრაფით ზღვის ტალღებზე გასრიალდა და ტირსენისის მხარეში მდებარე აიას ნაპირთან მივიდა.

ქალღმერთმა თეტიდამ დაინახა, რომ არგონავტები ზღვის ნაპირზე შეკრებილიყვნენ და დისკოსა და ისრების ტყორცნით ერთობოდნენ. იგი სხვებისაგან უხილავად თავის ყოფილ მეუღლეს პელევსს მიუახლოვდა, თავისი სახით გამოეცხადა, ხელი გაუწოდა და ასე უთხრა: „ნუღარ აყოვნებთ თქვენს გამგზავრებას! დროა დატოვოთ ტირსენისის ნაპირები! ენდეთ თქვენს მფარველ ქალღმერთ ჰერას და დილითვე ახსენით მალი ხომალდის ბაგირები! ჰერას ბრძანების თანახმად ნერეიდები ავსონიის ზღვაში შეიკრიბებიან და თქვენს ხომალდს სავსებით უვნებლად გაიყვანენ იმ კლდეებში, რომელთაც პლანქტები (მოძრავი კლდეები) ეწოდებათ. მაგრამ გაფრთხილებ, როცა ნერეიდთა შორის დამინახავ, არავის უჩვენო ჩემი თავი, თუ არ გინდა წინანდელზე უფრო მეტად განვრისხდე შენზე!“. ამ სიტყვებზე ქალღმერთი თეტიდა გაუჩინარდა და ზღვის სიღრმეში ჩაეშვა ყოფილი მეუღლის გამოცხადებამ ძლევამოსილი პელევსი საშინლად ააღელვა! მას უკვე დიდი ხანია იგი აღარ ენახა. ღვთაებრივი თეტიდა ჩვილი აქილევსის გაუკვდავებასთან დაკავშირებით განშორდა პელევსის სარეცელს და სასახლეს. ნეტარ ქალღმერთს სურდა შვილისათვის უკვდავება მიენიჭებინა და მისი სხეულისათვის საზარელი სიბერე აეფარებინა. ამისათვის ჩვილი აქილევსის მოკვდავ ხორცს ღამის განმავლობაში ცეცხლში აწრთობდა, დღისით კი შვილის ნაზ სხეულს ამბროსიით ზელდა. ერთ ღამეს, როცა თეტიდას პაწაწა აქილევსი ცეცხლზე ეკავა, შემთხვევით პელევსს გაეღვიძა. იგი საწოლიდან წამოხტა და როცა ცეცხლის ალში გახვეული საყვარელი შვილი დაინახა, საზარლად შეჰყვირა. მეუღლის ყვირილით განრისხებულმა თეტიდამ მტირალი აქილევსი ცეცხლიდან გამოიყვანა და მიწაზე დააგდო. თვითონ კი ქარივით გამოვარდა სასახლიდან და ზღვაში ჩაეშვა. ამის შემდეგ იგი პელევსთან აღარ დაბრუნებულა. ამიტომ შეაწუხა მისმა ნახვამ ეაკეს სახელოვანი ვაჟი.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VII, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – IX, თეტიდა, სკილე, თემიდა, პელევსი, ამბროსია

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235

1.299 არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – X - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – X

ბერძნ.

ზეფირის კეთილმა ქარმა თრინაკიის ზღვიდან (ტირენის ზღვა) გამოსული მრავალტანჯული არგონავტები ფეაკების კუნძულთან მიიყვანა. აქაურმა მეფე ალკინოემ და ფეაკებმა არგონავტები სიხარულით მიიღეს. სტუმრების მოსვლის აღსანიშნავად მსხვერპლი შესწირეს და საზეიმო ლხინი მოაწყვეს. ფეაკების მთელი ქალაქი არგონავტების დაბრუნებას ზეიმობდა. კაცი იტყოდი, ფეაკები თავის საკუთარ ბავშვებს დაჰხარიანო. ძლევამოსილი ვაჟკაცებიც უზომოდ ხარობდნენ. ასე ეგონათ, შუაგულ ჰემონიაში (თესალიაში) ვართო შესული. არგონავტების სიხარული დიდხანს აღარ გაგრძელებულა. ისინი ჩქარა იქნენ იძულებულნი ბრძოლისათვის მომზადებულიყვნენ. არგონავტების მდევარმა კოლხთა მეორე ჯგუფმა კიანეს კლდეების გამოვლით ევქსინის პონტოდან გამოსვლა მოახერხა და კუნძულ დრეპანეს მოადგა. კოლხთა ურიცხვი ლაშქარი მედეას დაბრუნებას თხოულობდა და იმუქრებოდა, რომ სავალალო ომს დაიწყებდა ახლაც და შემდეგ აიეტთან ერთად! მეფე ალკინოემ კოლხები დაამშვიდა. მას სურდა ბრძოლის გარეშე გადაეწყვიტა ეგზომ სასტიკი დავაი საზარელი. შიშით შეძრწუნებული მედეა ხან არგონავტებს ემუდარებოდა, ხან კი ალკინოეს მეუღლე არეტეს მუხლებზე ეხვევოდა და ასე ეუბნებოდა: მუხლმოდრეკილი გევედრები, დედოფალო, შემიბრალე! ნუ მიმცემთ კოლხებს მამაჩემთან წასაყვანად! შენ ხომ ადამიანი ხარ და იცი, მსუბუქი შეცოდება ვით მიაქანებს ადამიანს უბედურებისაკენ! ჩემი უბედურების მიზეზიც ასეთი პატარა შეცოდებაა; სამშოგლოდან ვნებიანობის გამო არ გამოვქცეულვარ! ვფიცავ ჰელიოსის წმინდა შუქს და პერსეს ასულის, ღამითმოხეტიალე ჰეკატეს წმინდა საიდუმლოებებს, ჩემი სურველის გარეშე გამოვყევი უცხოელებს! მე შევცოდე და შეცოდების შიშმა მაიძულა სამშობლო მიმეტოვებინა. სხვა განზრახვა არა მქონია! დილებულო დედოფალო, მერწმუნე, სიქალწულე, ვით მამაჩემის სასახლეში, ისე ახლაც ხელუხლებელი მაქვს! შემიბრალე, კეთილო დედოფალო! სთხოვე შენს მეუღლეს დახმარება აღმომიჩინოს! სამაგიეროს უკვდავი ღმერთები გადაგიხდიან. ისინი გიბოძებენ ხანგრძლივ სიცოცხლეს, ბრწყინვალებას, შვილებით გაბედნიერებას და თქვენს შეურყეეელ ქალაქს დიდებით შემოსავენ!“.

ცრემლმორეული მედეა ახლა არგონავტებთან მიიჭრა და ბრწყინვალე გმირებს სათითაოდ ეუბნებოდა: „დიდებულო ვაჟკაცებო, თქვენი წყალობითა ვარ ასეთ საზარელ მდგომარეობაში ჩავარდნილი! თქვენ ხომ ჩემი დახმარებით დაუღლეთ აიეტის ცეცხლისმფრქვეველი ხარები? თქვენ ხომ ჩემი შემწეობით დასთრგუნეთ არესის ველზე აღმოცენებული გოლიათები? იცოდეთ, მედეას წყალობითაა, რომ ოქროს საწმისს სადაც არის ჰემონიაში მიიტანთ! მე თქვენი გულისათვის დავკარგე სამშობლო, მშობლები, სასახლე და ყოველგვარი განცხრომა! მე თქვენთვის ვცდილობდი, სამშობლოში დაბრუნებულიყავით და კვლავ გეხილათ საყვარელი მშობლები! მე კი სასტიკმა ბედმა ყოველგვარი ღირსება ამხადა და განუწყვეტელ შიშში ჩამაგდო. ვაჟკაცებო, გეშინოდეთ თქვენი პირობის და ფიცის დარღვევისა! გეშინოდეთ მავედრებელთა მფარველი ერინიასი და ყოვლისშემძლე ღმერთების რისხვისა! ნუ იზამთ იმას, რომ თქვენდა სამარცხვინოდ აიეტის სასტიკ ხელებში მოვხვდე და დავიღუპო! ჩემს დახმარებას მხოლოდ თქვენგან მოველი! მე არც ტაძარს ვაფარებ თავს და არც რომელიმე ციხე-სიმაგრეს. საბრალო მედია თქვენ შემოგყურებთ!.. ოჰ, შეუბრალებელო არგონავტებო! განა არ გრცხვენიათ, ეგზომ შეშინებულს რომ მხედავთ? განა არ გრცხვენიათ, უცხო დედოფალს რომ ვუშვერ ხელს დახმარებისათვის? ოქროს საწმისის მოტაცების მსურველები თითქოს მზად იყავით მთელ კოლხებს შერკინებოდით და თვით ამაყ აიეტს გამკლავებოდით? განა ახლა დაგავიწყდათ თქვენი მამაცობა? სად არის თქვენი ძლევამოსილება? აქ ხომ კოლხთა მცირე ნაწილია მოსული!“

არგონავტებმა მედეა დაამშვიდეს. მახვილები იშიშვლეს და საბრალო ქალწულს დახმარება აღუთქვეს, თუ მეფე ალკინოე მის საწინააღმდეგო განაჩენს გამოიტანდა.

არგონავტების აღელვებულ ლაშქარს ადამიანთა საქმეების შემწყვეტმა ღამემ მოუსწრო და მთელი დედამიწა დააწყნარა. მხოლოდ მედეა ვერ დაემორჩილებინა ტკბილ ძილს. საბრალო ქალწულს ისე უბრუნავდა მკერდში გული, ვით თითისტარი, რომელსაც წვრილი შვილების ქვრივი დედა ატრიალებს ხოლმე. ამ საბრალო ქალივით ტიროდა მედეა და ნაზი ლოყები ცხარე ცრემლებით უსველდებოდა.

მეფე ალკინოე და დედოფალი არეტე ჩვეულებისამებრ სასახლის სიღრმეში განისვენებდნენ და სარეცელში მედეას შესახებ საუბრობდნენ. „ძვირფასო მეუღლევ, – ნაზად მიმართა არეტემ მეფე ალკინოეს, – გაუწიე მფარველობა არგონავტებს და მრავალტანჯული მედეა დაიხსენი კოლხთა დევნისაგან! არგოსი და ჰემონიელი მამაცები ჩვენი კუნძულის მეზობლებია. რაც შეეხება აიეტს, იგი ჩვენგან მოშორებით ცხოვრობს და მისი სახელის მეტი არაფერი ვიცით. საბრალო ქალწული ცხარე ცრემლებით შემევედრა და გული მატკინა. ნუ გადასცემ, მეფეო, მედეას კოლხებს მრისხანე მამასთან წასაყვანად! მისი პირველი ცოდვა იაზონისათვის დახმარების აღმოჩენა ყოფილა. მერე კი (რაც ყველას მოგვდის ხოლმე) ამ ცოდვის გამოსასწორებლად მეორე ცოდვაც ჩაუდენია და მრისხანე მამას გამოქცევია. როგორც ვფიქრობ, იაზონს მისთვის დიდი ფიცი აქვს მიცემული, რომ კანონიერ მეუღლედ შეიყვანოს სახლში. ძვირფასო მეუღლევ, ნუ დაუშვებ იმას, რომ ძლევამოსილი იაზონი ფიცის გამტეხი აღმოჩნდეს და მრისხანე აიეტმა თავისი ასული შეუბრალებლად დასაჯოს! ოჰ, რა სასტიკნი არიან მამები საკუთარი ასულებისადმი! ხომ გახსოვს, რა უქნა ნიქტევსმა ლამაზთვალება ანტიოპეს? ან რაოდენი ტანჯვა გადაიტანა ზღვის ბობო-ქარ ზვირთებში მამის უგნურების წყალობით საბრალო დანაემ? ისიც ხომ იცი, ჩვენს მახლობლად მცხოვრებმა თავხედმა ექეტოსმა რომ ახლახან სპილენძის წვეტიანი ჯოხი ატაკა თვალებში თავის ქალიშვილს? საბრალო ქალწული ახლაც ბნელ საპყრობილეში ზის და საზარელი ტანჯვით სპილენძს ფქვავს!“.

არეტეს სიტყვებმა მეფე ალკინოეს გული მოულმობიერა. კეთილმა მეფემ თავის მეუღლეს ასე მიუგო: „ძვირფასო არეტე, დიდი სიამოვნებით შევასრულებდი შენს თხოვნას და საბრალო ქალწულის ხათრისათვის არგონავტებს კოლხთა მოსაგერიებლად იარაღით დავეხმარებოდი, რომ ზევსის მიერ დადგენილი სტუმართმოყვარეობის კანონის შეურაცხყოფის არ მეშინოდეს. მეორე მხრით არც თუ მეფე აიეტის მოურიდებლობა იქნება კარგი. აიეტზე უძლიერესი მეფე არავინ არის. მართალია, შორს ცხოვრობს, მაგრამ თუ მოისურვა, ელადას ომს გამოუცხადებს. საჭიროა ისეთი გადაწყვეტილება გამოვიტანო, რომელიც ყველას სამართლიანად მოეჩვენება. ჩემი აზრი ასეთია: თუ მედეა ქალწული არის, მაშინ ვბრძანებ იგი მამამისს წაუყვანონ, მაგრამ თუ მას იაზონთან უკვე გაზიარებული აქვს სარეცელი, მის ქმარს არ მოვაცილებ და მტერს ხელში არ ჩავუგდებ. შეიძლება მედეა უკვე ორსულადაც არის!“ ამ სიტყვებზე ალკინოეს ჩაეძინა. ალკინოეს გადაწყვეტილება არეტეს მეტად მოეწონა. იგი საწოლიდან სწრაფად წამოდგა, სამეფო ოთახიდან გამოვიდა და მხევალი ქალებით გარსშემორტყმული დედოფალი შიკრიკთან მივიდა. არეტემ შიკრიკს უბრძანა იაზონს ხლებოდა და მისთვის გადაეცა, სასწრაფოდ შეუღლებოდა მედეას და ალკინოეს გადაწყვეტილება მოეხსენებინა.

სასახლის შიკრიკი მყისვე გაეშურა არგონავტებისაკენ, რათა იაზონისათვის არეტეს კეთილი რჩევა და მეფე ალკინოეს განზრახვა გადაეცა. იგი ქალაქის მახლობლად მდებარე ჰილიკოსის ნავსადგურში მივიდა. არგონავტები იარაღში ჩამსხდარიყვნენ და ხომალდთან ფხიზლობდნენ. შიკრიკის მიერ მოტანილმა ამბავმა არგონავტები უსაზღვროდ გაახარა და ყოველი მათგანი იაზონის და მედეას ქორწილისათვის მზადებას შეუდგა.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – IX, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XI, ანტიოპე, დანაე, ექეტოსი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235

1.300 არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XI - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XI

ბერძნ.

არგონავტებმა ნეტარი ღმერთების პატივსაცემად კრატერში შერეული ზედაშე დააქციეს და სამსხვერპლო საქონელი საკურთხეველთან მიიყვანეს. ამის შემდეგ იაზონის მეგობრებმა შესაუღლებელ წყვილს საქორწინო სარეცელი მოუმზადეს იმ წმინდა გამოქვაბულში, რომელშიც ოდესღაც კეთილშობილი არისტაიოსის ასული მაკრისი ცხოვრობდა. ნიმფა მაკრისის მამამ, არისტაიოსმა, სხვათა შორის, პირველად აღმოაჩინა, ფუტკარი რომ თაფლს ამზადებდა და ადამიანებს, ზეთისხილის მოხმარებაც ასწავლა. ნიმფა მაკრისი თავდაპირველად კუნძულ ევბეაზე ცხოვრობდა. მან აქ თავის კალთაში შეიფარა ჰერმესის მიერ ცეცხლიდან ამოტაცებული ჩვილი დიონისე და გაფიცხებული ბაგეები თაფლით მოუსველა. ჩვილ დიონისესადმი მზრუნველობა რომ დაინახა, ქალღმერთი ჰერა განრისხდა და მაკრისი კუნძულ ევბეადან გააძევა. ლტოლვილმა ნიმფამ თავი ფეაკების წმინდა გამოქვაბულს შეაფარა და მადლიერების ნაზი გრძნობის გამოსახატავად იქაურ მცხოვრებლებს ენითუთქმელი სიმდიდრე უბოძა.

გამხიარულებულმა არგონავტებმა სწორედ ამ გამოქვაბულში გაუშალეს იაზონს და მედეას დიდი სარეცელი და ქორწილისათვის საპატიო იერის მისაცემად ზევიდან ოქროს საწმისი დააფინეს. იაზონის მფარველმა ქალღმერთმა ჰერამ ნაზ ნიმფებს უბრძანა პატივი ეცათ ნეფე-დედოფლისათვის. ამ ნიმფებმა ნაირნაირი ყვავილები დაჰკრიფეს და თეთრი კალთებით მოიტანეს. ზოგიერთი ნიმფა მდინარე ეგეოსის (მდინარე კერკირაზე) ასული იყო, ზოგი მელიტეიოსის მთის მწვერვალზე (მთა კერკირაზე) ცხოვრობდა, ზოგს კი ყვავილებით აფერადებულ მდელოზე ჰქონდა ბინა. ბრწყინვალე სარეცელზე წამოწოლილ ნეფე-დედოფალს ნაზი ნიმფები გარს შემოერტყნენ. ოქროს საწმისის ელვარებამ მიწიერ ქალღმერთებს თვალი მოჰკვეთა. ყოველ მათგანს სურდა ხელით შეჰხებოდა დიდებულ საწმისს, მაგრამ სირცხვილის გრძნობა აკავებდა. ლამაზმა ნიმფებმა ნეფე-დედოფალს სურნელოვანი საბურავები დააფარეს და იაზონი და მედეა ერთმანეთს დაუკავშირდნენ. იაზონის მეგობრები გამოქვაბულის შესასვლელთან იდგნენ (ამ გამოქვაბულს დღესაც მედეას წმინდა გამოქვაბული ეწოდება) შეფოთლილი შტოებით თავი შეემოსათ, ხელში შუბები ეკავათ, რათა კოლხების მხრივ თავდასხმის შემთხვევაში მზად ყოფილიყვნენ, და ორფევსის წკრიალა ფორმინგის ხმის ქვეშ საქორწინო ჰიმენეს მღეროდნენ (საქორწინო სიმღერა).

ძლევამოსილ იაზონს სრულებითაც არ სურდა ალკინოეს ქვეყანაში დაქორწინებულიყო. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, როცა იოლკოსში დაბრუნდებოდა, აიეტის მშვენიერ ასულს მამის სასახლეში შეუღლებოდა. საბრალო მედეაც ამ წუთს მოელოდა, მაგრამ აუცილებლობამ ისინი აიძულა ამ ნეტარი ჟამისთვის დაესწროთ. ჩვენ, საბრალო ადამიანები, ვერასოდეს ვერ ვტკბებით სრულყოფილი ბედნიერებით! ნეტარი განცხრომის დროსაც არ გვშორდება რაღაც სიმწარე! ტკბილი სიყვარულით გატაცებულ იაზონს და მედეას ეშინოდათ ხმის, რომ შეიძლება ალკინოეს მათი ბედნიერების დამარღვეველი განაჩენი გამოეტანა.

გათენდა. ნათელმა ეოსმა ღამის წყვდიადი ღვთაებრივი შუქით გაჰფანტა და არემარე გაამხიარულა. ალკინოეს ქალაქი ამოძრავდა. ქუჩები ხმაურით გაივსო. არგონავტების მდევარი კოლხები მოუთმენლად მოელოდნენ ფეაკების მეფის გადაწყვეტილებას. ჩქარა ეს წუთიც დადგა. მეფე ალკინოე მედეას შესახებ თავისი განაჩენის განსაცხადებლად სასახლიდან გამოვიდა. მას ხელთ ოქროს სამსჯავრო კვერთხი ეპყრა და გარს წარჩინებული ფეაკების ამალა ეხვია. მეფის მხლებლები საბრძოლო იარაღში იყვნენ ჩამსხდარნი და ალკინოეს მწყობრად მისდევდნენ. ქალღმერთმა ჰერამ იაზონის და მედეას დაქორწინების ამბავი ფეაკების მთელ კუნძულს ამცნო. ფეაკი ქალები ქალაქიდან გამოვიდნენ და ძლევამოსილი არგონავტების სანახავად ზღვის ნაპირისაკენ გაემართნენ. ქალთა კრებულს ქალაქის მახლოგლად მცხოვრები მწყემსებიც შეუერთდნენ. ერთმა მწყემსმა ნახირში ამორჩეული ბატკანი მოიყვანა, მეორემ – ჩასუქებული ხბო, დანარჩენებმა კი ღვინით სავსე ორყურიანი დოქები მოიტანეს და საკურთხეველთან დააწყვეს. მალე მსხვერპლშეწირვა დაიწყო და საკურთხევლიდან აღმომავალი ბოლი ბედნიერების მაუწყებლად იმართებოდა ჰაერში. ფეაკმა ქალებმა ნეფე-დედოფალს მდიდრული წამოსასხამები და ოქროს სამკაულები მოართვეს. ისინი აღტაცებით შესცქეროდნენ ძლევამოსილი გმირების გაბრწყინებულ სახეებს და გაოცებით უსმენდნენ ღვთაებრივი მგოსნის ორფევსის და მშვენიერი ნიმფების სიმღერას. ეაგრეს სახელოვანი ვაჟი ფორმინგს აჟღერებდა და მის ხმაზე აყოლებით ლამაზ წაღას მიწას ურტყამდა. მშვენიერი ნიმფები ფერხულს უვლიდნენ, ქორწინების სადიდებელ სიმღერას – ლამა'ხ ჰიმენეს მღეროდნენ და ხოტბას ასხამდნენ ყოვლისშემძლე ქალღმერთ ჰერას, რომელმაც ალკინოეს და არეტეს არგონავტების დახმარება შეაგონა.

მეფე ალკინოემ, როცა გაიგო იაზონის და მედეას შეუღლების ამბავი, გადაწყვიტა მედეა იაზონისათვის არ დაეშორებინა. მას აღარც მომხდური კოლხების მუქარა აშინებდა და აღარც მრისხანე აიეტის სახელი. ალკინოე თავის გადაწყვეტილებაზე მტკიცედ იდგა. მან კოლხებს უბრძანა, ან დამორჩილებოდნენ მის განაჩენს, ანდა დაუყოვნებლივ განშორებოდნენ ფეაკების ქვეყანას. მდევარმა კოლხებმა წინააღმდეგობის გაწევა უგუნურებად ჩათვალეს. მათ აიეტის შიშით სამშობლოში დაბრუნებაზე ხელი აიღეს და ალკინოეს ქვეშევრდომებად მიღება სთხოვეს. ალკინოემ კოლხებს თანხმობა განუცხადა და თავის ქვეყანაში დაასახლა. ამრიგად დიდხანს ცხოვრობდნენ კოლხები ფეაკების მხარეში, სანამ ქ. ეფირედან (კორინთოს უძველესი სახელი) მოსულმა ბაკქიდებმა არ აიძულეს ისინი მოპირდაპირე კუნძულზე გადასულიყვნენ. ამ კუნძულიდან კოლხები კერავნიის მთებისაკენ გადავიდნენ და ნესტეელთა მხარეს და ორიკეს მიაღწიეს.

ფეაკების კუნძულ კერკირაზე, აპოლონ-ნომიოსის ტაძარში, მედეას მიერ აღმართულ საკურთხევლებზე ჯერ კიდევ სწირავენ ხოლმე მსხვერპლს ქალღმერთ მოირებს და მშვენიერ ნიმფებს. ფეაკები ამით იაზონის და მედეას დაქორწინებას იგონებენ.

არგონავტები კერკირიდან გამგზავრების თადარიგს შეუდგნენ. კეთილმა მეფე ალკინოემ ძლევამოსილ გმირებს უამრავი საჩუქარი მიუძღვნა. ფეაკების დედოფალმა არეტემ საჩუქრების გარდა მედეას სასახლეში აღზრდილი თორმეტი მხევალი ქალი უბოძა.

არგონავტებმა კუნძულ კერკირის ქალაქი დრეპანე მეშვიდე დღეზე დატოვეს. ყოვლისშემძლე ზევსმა მრავალტანჯულ გმირებს საამო ზურგქარი მოუვლინა. ხომალდი არგო ელვის სისწრაფით მიჰქროდა ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში, მაგრამ არგონავტებს ბედით ჰქონდათ გადაწყვეტილი, სამშობლოში დაბრუნებამდე კიდევ ბევრი წვალება გამოევლოთ ლიბიის მხარეში (ეს ბერძნული ლიბიაა და არა ჩრდ. აფრიკული)

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – X, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XII, სემელე, ჰერა, მაკრისი, ბაკხიდები, ნესტეელები, ნომიოსი, მიორები

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235

1.301 არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XII - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XII

ბერძნ.

ხომალდი გაშლილი იალქნებით მიჰქროდა. არგონავტებმა უკან მოიტოვეს ეგრეთწოდებული ამბრაკიის უბე (ეპირსა და აქარნანიას შორის), კურეტის მხარე (აქარნანია), ექინადის კუნძულები და ის-ის იყო პელოპონესის ქვეყანას უახლოვდებოდნენ, რომ უეცრივ ბორეასმა დაჰქროლა და საშინელია ქარიშხალი ამოვარდა. აზვირთებულმა ტალღებმა ხომალდი ლიბიის ზღვის შუაგულში შეაყანა. საბრალო არგონავტები ცხრა დღის და ცხრა ღამის განმავლობაში ებრძოდნენ აბობოქრებულ ტალღებს; ბოლოს დიდი გაჭირვებით შეაღწიეს სირტში. სირტის უბეში შენავებული ხომალდი უკან ვერასოდეს ვერ დაბრუნდება. ამ მივარდნილ უბეს ქვიშოვანი ნაპირებით გარსშემორტყმული, ხავსითა და დამყაყებული წყლით სავსე ჭაობები ეკვრის. ამ უდაბურ ადგილს არც ერთი ფრინველი და ნადირი არ ეკარება. მძლავრმა მოქცევამ სირტში შეწამებული ხომალდი საშინელი იერიშით შეაგდო შუაგულ უბეში და თხელ წყალში გაჭედა. არგონავტები ხომალდიდან გადმოვიდნენ. მათ განცვიფრებას საზღვარი არა ჰქონდა, უსაზღვროდ გაშლილი ზეცა და თვალუწვდენელ სივრცეზე გადაჭიმული უზარმაზარი უდაბნო არომ დაინახეს. შეშინებული არგონავტები გასცქეროდნენ ქვეყნიერების მივარდნილ ადგილს. აქ ყველაფერი დუმილით იყო შეპყრობილი. არც წყარო მოსჩანდა სადმე, არც ბილიკი, არც მწყემსთა თუნდაც ერთი ფარეხი. შეძრწუნებული არგონავტები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „რა ჰქვია ამ ქვეყანას? სად გამოგვრიყა ქარიშხალმა? ნეტავ არ მივცემოდით ამაო შიშს და უკან იმავე გზით დავბრუნებულიყავით, რომლითაც ეაში მივედით! ჩვენ ბედისწერის წინააღმდეგ უნდა წავსულიყავით და სასახელოდ მაინც დავიღუპებოდით! რა გვეშველება, თუ ქარიშხალმა ამ საზარელი ადგილიდან თავის დაღწევის საშუალება არ მოგვცა?“ უბედურებისაგან დაბნეულმა მესაჭე ანკევსმა დამწუხრებულ მეგობრებს ასე უთხრა: „ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი დაღუპვა გარდუვალია. ამ საზარელი ადგილიდან ზურგქარიც კი ვერ გაგვიყვანს! აუწერელი ტანჯვა მოგველის! მე ჩემს გარშემო ჭაობების მეტს ვერაფერს ვხედავ! ნაპირთან წყალს ძალზე მცირე სიღრმე აქვს. ჩვენი ხომალდი საცოდავად დაიმსხვრევოდა, მოქცევას რომ არ ეშველა. მაგრამ იგი უკან დაბრუნდა და ხომალდი თითქმის მშრალზე დატოვა. ზღვაში შეცურვის იმედი აღარა მაქვს. თუ ვინმეს ჰგონია, აქედან შესაძლებელია ზღვაში გასვლა, დაე თვითონ მოჰკიდოს ხელი საჭეს! ყოვლისშემძლე ზევსს არ სურს, ბოლო მოუღოს ჩვენს ტანჯვას სამშობლოში დაბრუნების დღით!“ ამ სიტყვებზე საბრალო მესაჭეს ცხარე ცრემლები წასკდა. ვისაც კი ესმოდა ხომალდის მართვის საქმე, ყველამ დაუდასტურა მწუხარე ანკევსს, რომ ზღვაში გასვლა შეუძლებელი იყო. მრავალტანჯულ არგონავტებს გულები გაეყინათ და სახეზე მკრთალი ფერი გადაეკრათ. საბრალო ვაჟკაცები გრძელი სანაპიროს გასწვრივ დაძრწოდნენ და ყოველ წუთს დაღუპვის მოლოდინში უსაზღვროდ იტანჯებოდნენ. ისინი იმ ადამიანებს ჰგავდნენ, რომლებიც საერთო უბედურების მოლოდინში უსულო აჩრდილებივით დაიწყებენ ხოლმე ძრწოლას და ხეტიალს: აი მაშინ, ომს, შემმუსვრელ ჭირს ან გამანადგურებელ წარღვნას რომ მოელიან; ან როცა ტაძრები აგუგუნდებიან და ღმერთთა ქანდაკებები სისხლის ოფლის დაღვრას დაიწყებენ; ან კიდევ როცა უეცრივ მზე დაბნელდება და შუადღის ჟამს ზეცაზე ვარსკვლავები აციმციმდებიან. საღამო მოახლოვდა. ტანჯული გმირები სიკვდილის მოლოდინში ერთი-მეორეს გამოეთხოვნენ, განცალკევდნენ და ქვიშაზე წამოწვნენ. მოსასხამებით თავშებურვილმა არგონავტებმა მთელი ღამე და დღის ერთი ნაწილი ასე გაატარეს და საზარელი სიკვდილის გარდა აღარაფერს მოელოდნენ. მშვენიერი მედეა და მისი მხევალი ქალები ერთად ისხდნენ, ოქროსფერი თმები ქვიშაზე ჩამოეშალათ და მთელი ღამე დასტიროდნენ თავიანთ ბედს. ბუდიდან ჩამოცვენილი ბარტყებივით მოსთქვამდნენ ისინი და მათი ტირილი ლამაზი მდინარე პაქტოლოსის გედების სიმღერას ჰგავდა, რომელიც ცვარით მოფენილ მდელოს უხვად ეფინება ხოლმე.

ძლევამოსილი არგონავტები უსახელოდ დაასრულებდნენ სიცოცხლეს ლიბიის გადაბუგულ ადგილებში, სასომიხდილი გმირები ამ ქვეყნის მფლობელ ქალღმერთებს რომ არ შებრალებოდათ. ესენი ის ქალღმერთები იყვნენ, რომლებმაც მამის თავიდან შობილი, შეიარაღებული ქალღმერთი ათენა მიიღეს და ტრიტონის წყალში (ნილოსი) ტანი განიბანეს.

შუადღე იყო. ლიბიის უდაბნოს ალმური ასდიოდა. მზის სხივები ყველაფერს სწვავდა. ნაზი ქალღმერთები იაზონს მიუახლოვდნენ, თავიდან საბურავი გადააცალეს და შემკრთალ წინამძღოლს ტკბილი სიტყვებით უთხრეს: „საბრალო ვაჟკაცო, რატომ ხარ ასე სასოწარკვეთილი? ჩვენ ლიბიის ასულები ვართ; უდაბნოს ქალღმერთებად ვიწოდებით და ამ არემარეს ვმფარველობთ! ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ოქროს საწმისის მოსაპოვებლად იყავით წასული. ვიცით, თუ რაოდენი ტანჯვა გადაიტანეთ ზღვაზე და ხმელეთზე. ჩვენ გირჩევთ, მწუხარებას ფრთები შეკვეცო და ადგე! ააყენე ახლავე შენი მეგობრებიც და ნუ გეშინიან! როცა ამფიტრიტე პოსეიდონის მალთვლებიან ეტლიდან ცხენებს გამოხსნის, შენ და შენმა მეგობრებმა მადლობა შესწირეთ თქვენს დედას, ეგზომ დიდხანს რომ მუცლით გატარათ და სამაგიერო პატივი გადაუხადეთ. თუ დედას ისე მოეპყრობით, როგორც ის თქვენ გეპყრობოდათ, სამშობლოში ჩქარა დაბრუნდებით“.

ამ სიტყვებთან ერთად ქალღმერთები სადღაც გაქრნენ. იაზონი მიწაზე წამოჯდა, მიიხედ-მოიხედა და ასე სთქვა: „უდაბნოს ბრწყინვალე ქალღმერთებიო, მოწყალება მოიღეთ! მითხარით, რას ნიშნავს თქვენი წინასწარმეტყველება? მე ხომ იგი ვერ გავიგე!“ ახლავე შევკრებ ჩემს მეგობრებს და ვეცდები გამოვარკვიოთ ქალღმერთების წინასწარმეტყველება!“

იაზონი მყისვე წამოხტა და არგონავტებს ლომისებური ხმით დაუძახა. თავჩაქინდრული ვაჟკაცები ძვირფას წინამძღოლს გარს შემოერტყნენ. იაზონმა დანაღვლიანებული არგონავტები და მედეა თავისი მხევალი ქალებით ქვიშაზე დასხა და ასე მიმართა: „გამიგონეთ, ძვირფასო მეგობრებო! ქალწულების მსგავსი სამი ქალღმერთი, რომლებიც თხის ტყავებით იყვნენ შემოსილი, თავზე დამალგა. ქალღმერთებმა თავიდან საბურავი გადამხადეს და მიბრძანეს ავმდგარიყავ და თქვენც ამეყენებინეთ. ქალღმერთებმა მირჩიეს, ჩვენს დედას, რომელმაც ეგზომ დიდხანს მუცლით გვატარა, ისე მოვეპყრათ, როგორც თვითონ გვეპყრობოდა. ეს უნდა გავაკეთოთ მაშინ, როცა ამფიტრიტე პოსეიდონის მალთვლებიან ეტლიდან ცხენებს გამოხსნის. მე არ ძალმიძს ამ წინასწარმეტყველების აზრი გავიგო. ამ ქალღმერთებმა სთქვეს, რომ ისინი ლიბიის ასულები და ამ ქვეყნის მფარველები არიან და რომ მათ ყველაფერი იციან ჩვენს შესახებ. იციან, თუ რაოდენი ტანჯვა-წვალება გამოვიარეთ ზღვაზე და ხმელეთზე. ამ სიტყვების შემდეგ ეს ქალღმერთები უეცრივ გაქრნენ. არ ვიცი, რომელმა ღრუბელმა მიაფარა ისინი ჩემს თვალთაგან!“

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XI, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XIII, ექინადის კუნძულები, სირტი, პაქტოლოსი, ამფიტრიტე, პოსეიდონი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235

1.302 არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XIII - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XIII

ბერძნ.

იაზონის სიტყვებმა არგონავტები მეტად გააოცა. მათ ვერ გამოერკვიათ ქალღმერთების წინასწარმეტყველება და ერთმანეთს განცვიფრებით შესცქეროდნენ. ამ დროს მინოსის ძლევამოსილ ნაშიერებს კიდევ უფრო დიდი სასწაული მოევლინათ. უეცრივ ზღვის ტალღებიდან ამოცურდა ოქროსფაფრიანი საუცხოო რაში. იგი ხმელეთზე შემოიჭრა, ტორების ცემით ტანი შეარხია, წყალი ჩამოიფერთხა და ჭენებით გაეკრა უდაბნოს გადაბუგულ სივრცეს. გმირმა პელევსმა, როგორც კი თვალი მოჰკრა ფაფარაყრილ რაშს, არგონავტებს სიხარულით შეჰყვირა: „მეგობრებო, ქალღმერთების წინასწარმეტყველება უკვე აღსრულდა! მერწმუნეთ, რომ ეს რაში პოსეიდონის ეტლიდან ამფიტრიტემ გამოხსნა! დედა, რომელმაც ჩვენ მუცლით გვატარა და ენითუთქმელი ტანჯვა-წვალება გამოიარა, ეს ჩვენი ხომალდია! მას იმრიგად უნდა მოვეპყრათ, როგორც თვითონ გვეპყრობოდა! მეგობრებო, მოვიკრიბოთ ძალ-ღონე, შევიდგათ ხომალდი მხარზე და წავიღოთ იქით, საითაც პოსეიდონის ფეხმარდი რაში გაჰქანდა! ეს ბედაური მიწაში ხომ არ ჩავა. იმედი მაქვს, რომ მისი კვალი ზღვის ღრმა ყურემდე მიგვიყვანს!“

არგონავტებმა მოიწონეს პელევსის რჩევა და დაუყოვნებლივ შეუდგნენ მის აღსრულებას.

ეს ამბავი პიერიის მუზებს ეკუთვნით! მათ შთამაგონეს გადმომეცა ის, თუ რა გარდახდათ ძლევამოსილ არგონავტებს ლიბიის უდაბნოში! მეფეთა უბრწყინვალესნო ძენო! მამაცო არგონავტებო! თქვენი ძალღონის წყალობით გაიდეთ უზარმაზარი ხომალდი მხრებზე და მთელი მისი ტვირთით თორმეტი დღის და თორმეტი ღამის განმავლობაში ეზიდებოდით ლიბიის უდაბურ ადგილებში! ვის შეუძლია მოჰყვეს ის ტანჯვა და ვაება, რომელიც თქვენ გადაიტანეთ? ძლევამოსილო ვაჟკაცებო, ნამდვილად უკვდავთა სისხლისაგან იყავით წარმოშობილი, ესოდენ მძიმე განსაცდელი რომ გადაიტანეთ!

დაღლილ-დაქანცულმა არგონავტებმა დიდი გაჭირვებით გადალახეს ლიბიის უდაბური ადგილები და ტრიტონის ტბას მიაღწიეს. ხომალდი მხრებიდან ჩამოიღეს და წყალში ჩაუშვეს. მრავალტანჯული ვაჟკაცები შმაგი ძაღლებივით დარბოდნენ იმ ადგილებში და წყურვილის მოსაკლავად წყაროს ეძებდნენ. მათ ცდას ამაოდ არ ჩაუვლია. ბედნიერმა შემთხვევამ ისინი ატლანტის სამეფოს ერთ წმინდა ველზე მიიყვანა. აქ, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ, საზარელი გველეშაპი, სახელად ლადონი, ოქროს ვაშლებს დარაჯობდა. ამ ურჩხულს თავს დაფუსფუსებდნენ ნიმფები – ჰესპერიდები და ტკბილი ხმით მღეროდნენ. საზარელი ლადონი ძლევამოსილ ჰერაკლეს ოქროს ვაშლის ხესთან ახლახან მოეკლა. გველეშაპის კუდი ჯერ კიდევ საზარლად იკლაკნებოდა, მაგრამ შავი სხეულის დანარჩენი ნაწილი უძრავად ეგდო. ლადონის ხრწნობად ჭრილობებს ბუზები ეხვეოდნენ. ჰერაკლემ გველეშაპი ლერნეს ჰიდრას სისხლში ამოვლებული შხამიანი ისრებით მოკლა. ლადონის ირგვლივ ჰესპერიდები შეკრებილიყვნენ, თეთრ ხელებზე ელვარე თავები დაეყრდნოთ და გამკვეთი ხმით გმინავდნენ. არგონავტები შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ ნიმფებს. როცა ჰესპერიდებმა უცხოელები დაინახეს, შეშინდნენ და იქვე მტვრად და მიწად გადაიქცნენ.

„ქალღმერთებო, – შეჰყვირა ორფევსმა, როცა ეს სასწაული დაინახა, – ლამაზებო და კეთილებო, გევედრებით, მოწყალება მოიღოთ! დედოფლებო, გინდ ზეციურ ღმერთთა კრებულში იყავით, გინდ ამქვეყნიურში, გინდ უდაბნოს ნიმფებად იწოდეთ! დაგვეხმარეთ, ნიმფებო, ოკეანეს წმინდა მოდგმანო! რაკიღა თქვენი გამოცხადებით გაგვაბედნიერეთ, გევედრებით, ქალღმერთებო, გვიჩვენეთ ჩუხჩუხა წყარო, თორემ ლამისაა წყურვილით დავიხოცოთ! თუ ჩვენ ელადაში დაბრუნება გვეღირსა, იცოდეთ, სამაგიერო პატივს გადაგიხდით. უპირველეს ღმერთთა შორის თქვენც შემოგწირავთ ურიცხვ საჩუქარს, ზედაშეს დაგიქცევთ და ჩვენი მადლიერების გამოსახატავად წმინდა ლხინებს მოგიწყობთ!“

ისმინეს ორფევსის მუდარა ჰესპერიდებმა. შეებრალათ მრავალტანჯული არგონავტები და მტვრადქცეული ქალღმერთები ხეხილებად გარდაიქმნენ. ჰესპერე ალვის ხედ იქცა, ერითეისა – თელად, ეგლემ კი ტირიფის სახე მიიღო. საოცარმა ნიმფებმა კვლავ ახალი სასწაული მოუვლინეს ვაჟკაცებს. ისინი ხის ტანიდან გამოვიდნენ და ნამდვილი სახით წარუდგნენ არგონავტებს. ერთ-ერთმა ჰესპერიდმა, სახელად ეგლემ, ძლევამოსილ ვაჟკაცებს ასე მიმართა: „სწორედ რომ თქვენი გაჭირვების ტალკვესად მოვიდა აქ ერთი თავხედი გმირი! მან გუშინ დარაჯი გველეშაპი მოჰკლა, ღმერთების კუთვნილი ოქროს ვაშლები მოიტაცა და საზარელი ტანჯვა მოგვაყენა. ამ შეუბრალებელ გმირს ენითუთქმელი ღონე და გარეგნობა ჰქონდა. მისი ცეცხლივით ანთებული თვალები, ფართოდ გაშლილ მხრებზე წამოსხმული ლომის უზარმაზარი ტყავი, ხელებში მძლავრად მომარჯვებული ვეებერთელა ზეთისხილის ხის კომბალი და შორს სატყორცნი მშვილდისარი ყველას შიშისზარს ჰგვრიდა. მას მთელი ქვეყანა ფეხით შემოევლო და თქვენსავით წყურვილით იტანჯებოდა. ეს შეუპოვარი ვაჟკაცი ამ გადაბუგულ ადგილებში წყალს დაეძებდა, მაგრამ აბა სად იპოვიდა! მან უეცრივ ტრიტონის ტბის მახლობლად აღმართული კლდე დაინახა, იქითკენ გაჰქანდა, ღვთის შეგონებით კლდეს ფეხი დაჰკრა და საუცხოო წყარო ამოაჩუხჩუხა. შემდეგ ხელებით და მკერდით მიწას დაეყრდნო და წყალს დაეწაფა. მანამ არ მოშორდა წყაროს, სანამ უზარმაზარი მუცელი არ გაიძღო.

გახარებული არგონავტები მყისვე გაჰქანდნენ ეგლეს მიერ ნაჩვენებ წყაროსაკენ და ხარბად დაეწაფნენ ანკარა ცივ წყალს. აღფრთოვანებული ვაჟკაცები ისე დაფუსფუსებდნენ საამური წყაროს ირგვლივ, ვით მუყაითი ჭიანჭველები დაფუსფუსებენ პატარა ხვრელს, ან ვით ბუზები დატრიალებენ ხოლმე თაფლის წვეთს. ერთ-ერთმა არგონავტმა, წყურვილი რომ მოიკლა, ასე წამოიძახა: „ის სახელოვანი გმირი, რომელმაც ეს საუცხოო წყარო კლდეში გამოკვეთა, უეჭველია ძლევამოსილი ჰერაკლე იყო! თუმცა დიდი ხანია, რაც იგი ჩამოგვშორდა, მაინც არ გვივიწყებს და მზრუნველობას არ გვაკლებს. აი, ხომ ხედავთ, მოშორებით მყოფმა, როგორ იხსნა წყურვილისაგან დატანჯული მეგობრები! ნეტავ, შეგვახვედრა სადმე ამ ძლევამოსილ გმირს!“

არგონავტები ჰერაკლეს ძებნის თადარიგს შეუდგნენ. ამ საქმისათვის რჩეული გმირებიც გამოჰყვეს; მაგრამ საქმე ის იყო, რომ მთელი ღამის განმავლობაში ქარი ჰქროდა და სახელოვანი გმირის ფეხის კვალი ქვიშით დაფარულიყო. დიდებულ ჰერაკლეს საძებრად ბორეასის ფრთებშესხმული ვაჟები, ფეხმარდი ევფემე და ბასრი თვალებით აღჭურვილი ლინკევსი წავიდნენ. მათ აგრეთვე გმირი კანთოსიც მიჰყვა. საბრალო კანთოსი მამაცობამ წააქეზა და საზარელმა ბედისწერამ აიტაცა. მას სურდა ჰერაკლე მოეძებნა და მისგან შეეტყო. თუ სად მიატოვა დიდებულმა გმირმა მისი საყვარელი მეგობარი ილატეს ვაჟი პოლიფემე. მან არ იცოდა, როცა პოლიფემემ მიზიელებს დიდებული ქალაქი აუგო, იგი ხომალდ არგოს ძებნას შეუდგა და მოირების მიერ განწირული მენაპირე ხალიბების ქვეყანში დაიღუპა. პოლიფემეს საფლავი ზღვის ნაპირზე დღესაც კი მოჩანს და ზედ ალვის ხე არის აღმართული.

პერაკლეს საძებრად წასულ შორსმჭვრეტელ ლინკევსს თვალუწვდენელ სივრცეში ღრუბლებით დაბინდულ ახალ მთვარესავით მოეჩვენა გმირი ჰერაკლე. იმედგაცრუებული ლინკევსი არგონავტებთან დაბრუნდა და მეგობრებს აუწყა, რომ ჰერაკლეს დაწევა არც მას და არც სხვა მძებნელს არ ძალუძდა. ჩქარა ამაოდ დამაშვრალი ფეხმარდი ევფემე და თრაკიელი ბორეასის ორი ვაჟიც დაბრუნდა. შენ კი, საბრალო კანთოსო, ზარდამცემმა კერებმა წარგიტაცეს ლიბიის უდაბნოში! ჰერაკლეს საძებრად რომ მიდიოდი, გზაში ცხვრის ფარა შეგხვდა. შენ მოისურვე იგი დამშეულ მეგობრებთან გაგერეკა, მაგრამ მას მამაცი მწყემსი მოსდევდა. მან საკუთრება დაიცვა, ქვა გესროლა და სიცოცხლე მოგისწრაფა!

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XII, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XIV, ატლანტი, ჰიდრა

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235

1.303 არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XIV - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XIV

ბერძნ.

ცხვრის ფარის მწყემსი კაფავრე ძლევამოსილ კანთოსს არაფერში არ ჩამოუვარდებოდა. იგი ფებ-აპოლონის და ღვთაებრივი აკაკალისის შვილიშვილი იყო. აკაკალისი მინოსის ასული იყო. მინოსმა ღმერთის მიერ დაორსულებული ასული ოდესღაც ლიბიაში გადმოასახლა. აქ აკაკალისმა ფებ-აპოლონს შესძინა ბრწყინვალე ძე, რომელსაც ამფითემისს და გარამასს უწოდებდნენ. დავაჟკაცებული ამფითემისი შეეუღლა ტრიტონიდ ნიმფას, რომელმაც მას უშვა ორი შვილი – ნასამონი და მძლე კაფავრე. სწორედ ამ კაფავრემ მოუსწრაფა სიცოცხლე საბრალო კანთოსს და ცხვრის ფარა გადაარჩინა. არგონავტებმა მყისვე გაიგეს ეს ამბავი და ღმერთის სისხლისგან წარმოშობილი კაფავრე სიცოცხლეს გამოასალმეს. დამგლოვიარებულმა არგონავტებმა კანთოხის გვამი მოსძებნეს და მიწაში დაფლეს, კაფავრეს ფარა კი თან წაიყვანეს. შეუბრალებელმა სიკვდილმა მისანი მოპსეც წარიტაცა იმ დღეს. სახელოვანი წინასწარმეტყველი თავისი ხელოვნებითაც კი ვერ გაექცა მრისხანე ბედისწერას. სიკვდილს ხომ ვერავინ დააღწევს თავს!

საზარელი გველი შუადღის სიცხეს გაქცეოდა და ქვიშაში ჩაწოლილიყო. სიცხისაგან დაოსებულ ქვემძრომს არავისი ვნება არ სურდა და უწყინრად იწვა. მაგრამ ვაი იმ სულდგმულს, ვისაც ეს გველი თავის შავ შხამს აგემებდა! მისთვის ერთი წყრთა გზაც კი აღარ დარჩებოდა ბნელ სამარემდე. თვით პეონიც კი ვერ გაჰკურნავდა ამ გველის კბილებით დაკბენილ მოკვდავს. როდესაც დედის მიერ ევრიმედონად წოდებულმა ღვთის სწორმა პერსევსმა ლიბიას გადაუქროლა, გორგონას მოჭრილი თავიდან, რომელიც პერსევსს მეფესთან მიჰქონდა, სისხლის წვეთები დაიღვარა. ამ წვეთებიდან გაჩნდნენ საზარელი გველები, რომელთაგან ერთ-ერთი მოპსესათვის საბედისწერო აღმოჩნდა. საბრალო მოპსე ქვიშაზე მიაბიჯებდა და უეცრივ მარცხენა ფეხი გველს ზურგზე დაადგა. ქვემძრომი ტკივილისაგან დაიკლაკნა, მისანს წვივზე შემოეხვია და უკბინა. მედეა და მისი მხევალი ქალები დაკბენილ წინასწარმეტყველს გარშემოერტყნენ და შიშისაგან შეძრწუნდნენ. მოპსე სისხლიან ჭრილობას გაბედულად დააწვა ხელებით. საბრალო მისანი ტკივილს უკვე ვეღარ გრძნობდა, სახსრების დამშლელმა შხამმა მას მთელ სხეულში დაუარა, თვალებზე ბინდი გადაეკრა და მიწაზე მძიმედ დაეცა. მოულოდნელი უბედურებით თავზარდაცემული იაზონი და მისი მეგობრები მომაკვდავ მისანთან მიიჭრნენ, მაგრამ მოპსემ სული განუტევა. უბედური მისნის გვამმა გასაოცარი სისწრაფით დაიწყო ხრწნა. მისი მზის ქვეშ დატოვება აღარ შეიძლებოდა. არგონავტებმა მყისვე გათხარეს სპილენძის წერაქვებით ღრმა საფლავი, ტანჯული მისანი წესისამებრ დაიტირეს და მისი გვამი დიდი პატივით მიაბარეს მიწას. საფლავზე ტაგრუცი აღმართეს და იარაღასხმულმა ვაჟკაცებმა სამგზის შემოურბინეს მას.

როცა სამხრეთის ქარმა დაჰქროლა, არგონავტები ხომალდზე ავიდნენ, ხოფები მოიმარჯვეს და ტრიტონის ტბიდან გასავალის ძებნა დაიწყეს. დიდხანს ჯარასავით ტრიალებდა ხომალდი ტრიტონის ტბაში და ზღვაში გასასვლელ გზას ვერ პოულობდა. ვით მზის მცხუნვარე სხივებით შეწუხებული გველი იკლაკნება ხოლმე ხვეულ ბილიკზე და ცეცხლივით ანთებული თვალებით თავის ხვრელს ეძებს, ისე ხომალდი იკლაკნებოდა და ტბის შესართავს ეძებდა. ორფევსმა არგონავტებს ურჩია აქაური ღმერთებისათვის აპოლონის დიდი სამფეხი შეეწირათ და მათი მფარველობა მოეპოვებინათ. არგონავტები კვლავ ნაპირზე გადავიდნენ და იქ ფებ-აპოლონის მიერ იაზონისადმი ნაჩუქარი სამფეხი დადგეს.

ძლევამოსილმა ვაჟკაცებმა სამფეხის შეწირვა ძლივს მოასწრეს, რომ მათ ჭაბუკის სახით უეცრივ გამოეცხადათ ყოვლისშემძლე ტრიტონი. მას ხელთ მიწის ბელტი ეპყრა. გაუწოდა იგი გმირებს და ასე უთხრა: „აიღეთ, მეგობრებო, ამაზე უკეთესი საჩუქრის მოცემა ახლა არ შემიძლია! რაკიღა თქვენ უცხოეთში მოხვდით და ზღვაში გასასვლელ გზას ეძებთ, ახლავე გაჩვენებთ. მე მამაჩემმა – პოსეიდონმა ამ არემარეს მეუფედ დამნიშნა და ამ ნაპირებს ვმბრძანებლობ. იქნებ თქვენ გაგიგონიათ ნადირთ სავანე ლიბიაში წარმოშობილი ევრიპილეს სახელი!“

ძლევამოსილმა ევფემემ, რომელიც პოსეიდონის ძე იყო, ტრიტონ-ევრიპილეს ბელტი სიხარულით ჩამოართვა და ასე მიუგო: „დიდებულო გმირო, თუ კი იცნობ აპისის მხარეს და მინოსის ზღვას (კრეტის ზღვა), გამოგვიყვანე ამ გაურკვეველი მდგომარეობიდან! ჩვენი ნებით არ მოვსულვართ აქ. მძაფრმა ქარიშხალმა გადმოგვისროლა ლიბიის უდაბნოში და ეს ხომალდი საკუთარი ზურგით მოვიტანეთ ტრიტონის ტბასთან. ჩვენ არ ვიცით, რომელი გზით შეიძლება პელოპონესის მხარეში მიღწევა“. ღვთაებრივმა ტრიტონმა ხელი გაიშვირა და არგონავტებს ტბიდან გასასვლელი და ზღვა დაანახვა: „აი ზღვაში გასასვლელი გზა, რომელსაც თქვენ ეძებთ! იქ წყალი სრულიად შავი და უძრავია. ამ ვიწრო სრუტეს თეთრი ნაპირები ეკვრის; მის გადაღმა კი უკვე ზღვა არის. იგი გარს არტყია კუნძულ კრეტას და პელოპონესის ღვთაებრივ მხარეს. როცა თქვენ ტბიდან გახვალთ და ზღვის ტალღებში შეცურდებით, ხელმარჯვნივ იცურეთ, სანამ ერთ უკიდურეს კონცხს არ მიაღწევთ. შენდეგ ხელმარცხნივ დაიწყეთ ცურვა და ზღვის გაშლილ სივრცეში აღმოჩნდებით. აბა, მხიარულად გასწით წინ და თქვენს ჭაბუკურ სხეულს სევდით ნუ დაჰღლით!“ დაამთავრა თუ არა ტრიტონმა სიტყვა, არგონავტები ხომალდზე ავიდნენ, ტბიდან გასასვლელად მძლავრად აამოძრავეს ხოფები და სიხარულით გასცურეს წინ. ამასობაში ტრიტონმა დიდი სამფეხი მხარზე გაიდო, ტბაში ჩაეშვა და გაუჩინარდა. ვაჟკაცები უკვდავი ტრიტონის შეხვედრით მეტისმეტად აღფრთოვანებული იყვნენ და იაზონს ურჩევდნენ საუკეთესო ცხვარიც შეეწირა ტრიტონ-ევრიპილესათვის. არგონავტების წინამძღოლმა მყისვე ამოარჩია ჩასუქებული ცხვარი, ხომალდის კიჩოზე დაკლა და ლოცვით წარმოსთქვა: „დიდებულო ღმერთო, ზღვის სასწაულებრივი ტრიტონი ხარ შენ, თუ ფორკისი, თუ ზღვის ნიმფების მამა ნერევსი, რაკიღა შენი გამოცხადეხით გაგვაბედნიერე, შეგვიწყალე და უვნებლად დაგვაბრუნე საყვარელ სამშობლოში!“ იაზონმა ლოცვა დაამთავრა და ყელგამოჭრილი ცხვარი ტბაში გადაისროლა. კვლავ გამოეცხადათ ძლევამოსილ არგონავტებს ზღვის ღვთაება ტრიტონი. იგი ამჯერად თავისი ნამდვილი სახით ამოვიდა ტბის ფსკერიდან. ტრიტონს სხეული წელამდე უკვდავი ღმერთების მსგავსი ჰქონდა, წელქვევით კი ვეშაპს ჰგავდა და ორად გაპობილი კუდი ჰქონდა. ვით მხედარი ჩაეჭიდება ხოლმე ფაფარში თავაწეულ ცხენს და საჯირითო ასპარეზზე მიუშვებს, ისე ტრიტონი ჩაეჭიდა ხომალდის საჭეს, ვეშაპისებური კუდი ტალღებს დასცხო და ხომალდი სრიალით წაიყვანა. როცა ყოვლისშემძლე ღვთაებამ ხომალდი ზღვაში შეაცურა, საჭეს ხელი უშვა და წყლის სიღრმეში ჩაეშვა. ძლევამოსილი არგონავტები განცვიფრებით შესცქეროდნენ ამ სასწაულს. ვინაიდან ხელსაყრელი ქარი არ უბერავდა, არგონავტები იძულებული გახდნენ ეს დღე აქ დაეყოვნებინათ. იმ ადგილს, სადაც მათი ხომალდი იდგა, დღესაც არგოს ნავსადგური ეწოდება. აქ არბონავტებმა დიდებულ პოსეიდონს და ტრიტონ-ევრიპილეს საკურთხევლები აუგეს.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XIII, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XV, პეონი, ევრიპილე, ხაფი (ღვთაება), ფორკისი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235

1.304 არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XV - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XV

ბერძნ.

განთიადზე ზეფირმა დაჰქროლა. არგონავტებმა იალქნები გაშალეს, ლიბიის უდაბური ნაპირი ხელმარჯვნივ დაიკავეს და წინ გაცურდნენ. დილით ადრე მიაღწიეს იმ მხარეს, რომელიც სამხრეთისაკენ იყო დახრილი და ფართო ყურეს ჰქმნიდა. ჩქარა ზეფირი ჩადგა, მაგრამ სამაგიეროდ სწრაფმა სამხრეთის ქარმა ნოტოსმა დაჰქროლა და არგონავტები დიდად გაახარა. მთელი დღე გაშლილი იალქნებით მიჰქროდნენ. მზე ჩავიდა. ზეცაზე ვარსკვლავები აციმციმდა და სწრაფი ნოტოსიც ჩადგა. არგონავტებმა იალქნები ჩამოხსნეს, მაღალი ანძაც დახარეს და გაკრიალებული ხოფები აამოძრავეს. ისინი მთელი მეორე დღის და ღამის განმავლობაში ხოფების მოსმის წყალობით მიაპობდნენ ზღვის ტალღებს. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ კლდოვან კარპათოსს მიაღწიეს. ჩქარა ყველაზე დიდ კუნძულ კრეტასაც მიუახლოვდნენ და ის-ის იყო ნავსადგურში შესვლას ცდილობდნენ, რომ კუნძულის მაღალ კლდეზე შემდგარმა სპილენძი გიგანტმა ტალოსმა არგონავტების ხომალდს კლდიდან მოხეთქილი ვეებერთელა ლოდები დააყარა და დიქტეს ნავსადგურში შესვლა არ დაანება. დაუძლეველი ტალოსი იფნის ხისაგან შექმნილ ადამიანთა მოდგმას ეკუთვნოდა. ეს მოდგმა სპილენძის საუკუნეში წარმოიშვა და შემდგომში ნახევრადღმერთთა წყებაში იქმნა მირიცხული. ყოვლისშემძლე ზევსმა გოლიათი ტალოსი ევროპას აჩუქა ღა კუნძული კრეტის დარაჯობა დაავალა. გოლიათი დარაჯი სპილენძის ფეხებით დღეში სამგზის უვლიდა გარს კუნძულს და მას ფხიზლად იცავდა. ტალოსის სხეული მთლიანად სპილენძის იყო და მისი დაძლევა თითქმის არ შეიძლებოდა. გოლიათის სიცოცხლე დამოკიდებული იყო მხოლოდ ერთ ნაზ და სისხლსავსე ძარღვზე, რომელიც ტალოსს ქუსლში ჰქონდა დაფარული.

შეშინებულმა არგონავტებმა ხომალდი უკან მოაბრუნეს და წყურვილით დატანჯული და მგზავრობით დაქანცული ვაჟკაცები კრეტას სავსებით გაშორდებოდნენ, რომ გრძნეულ მედეას არ წამოეძახა: „მისმინეთ, მეგობრებო! ხომალდი იმ სიშორეზე დაიჭირეთ, რომ ტალოსის ნატყორცნი ლოდები არ მისწვდეს! მე ახლავე მოვუღებ ბოლოს მაგ სპილენძის გოლიათს! იგი უკვდავი არ არის!“.

არგონავტებმა ხომალდი უშიშარ ადგილას გააჩერეს და მოუთმენლად მოელოდნენ გრძნეული ასულის მოქმედებას. მედეამ პირზე მოსასხამი მიიფარა და იაზონის დახმარებით საჯდომიდან ერდოზე გადავიდა. აქ მან ლოცვით მოუწოდა სიცოცხლის მომსპობ კერებს, ჰადესის ამ სწრაფ ძაღლებს, რომლებიც მუდამ ჰაერში დაძრწიან და მზად არიან საბრალო მოკვდავებს ყოველ წუთში სიცოცხლე წარსტაცონ. გრძნეულმა მედეამ შემდეგ მუხლები მოიყარა და ჯადოქრული საშუალებებით სამგზის შეევედრა სიკვდილის ქალღმერთებს. მერე ფეხზე წამოდგა, მთელი რისხვა მოიკრიფა და ზიზღით აღსავსე თვალები ტალოსს გაუშტერა. გოლიათის თვალებმა გრძნეული ასულის ცქერას ვეღარ გაუძლო და ტალოსი ერთბაშად მოჯადოვდა. მედეამ მას შავი და საზარელი აჩრდილებიც მოუვლინა. მამაო ზევსო! დიდად განცვიფრებული ვარ მე! მარტო ავადმყოფობით და მახვილით არ მოდის თურმე სიკვდილი! შორი მანძილიდანაც შეიძლება კაცის მოსპობა! ძლევამოსილი სპილენძის ტალოსი უძლური აღმოჩნდა მედეას ჯადოსნური ძალის წინაშე! მოხეთქილი ლოდების მტყორცნელმა გოლიათმა ქუსლი კლდის წვეტიან ქიმს წაჰკრა. დაჭრილი ქუსლიდან გამდნარი ტყვიის მსგავსი სისხლი გადმოჩუხჩუხდა და ტალოსმა თავი ვეღარ შეიმაგრა. სიმწარისაგან გააფთრებული ტალოსი ერთი მძლავრად შეტორტმანდა და ბასრი ცულით გადაჭრილ ფიჭვის ხესავით მოსწყდა კლდის წვერს. ქანცგამოლეული გოლიათი საშინელი გრიალით დაასკდა ზღვის ზედაპირს და წყალში ჩაიძირა.

ის ღამე არგონავტებმა კრეტაზე გაატარეს. როცა ეოსმა გამოანათა, ვაჟკაცებმა მინოიდ-ათენას სალოცავი აუგეს, ხომალდზე ავიდნენ, ხოფები ხელთ იპყრეს და ცდილობდნენ სწრაფად მოეტოვებინათ უკან სალმონიდის კონცხი (კრეტის კონცხი, აწინდელი სიდეროსი). სიხარულით მისრიალებდნენ არგონავტები კრეტას ზღვაზე, რომ უეცრივ ჩამოწვა კუნაპეტივით შავი ღამე, რომელსაც კატულასს (უკუნს, საზარელს) უწოდებენ. მთვარესა და ვარსკვლავებს შავი სუდარი ჩამოეფარა. ყველაფერი საშინელმა წყვდიადმა მოიცვა. ზარდაცემულმა არგონავტებმა აღარ იცოდნენ, ჰადესისაკენ მიჰქროდნენ, თუ წყლის ზედაპირზე მიცურავდნენ. ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფმა გმირებმა იმედი გაიწყვიტეს და ზღვის ტალღებს მიანდეს თავი. ძლევამოსილმა იაზონმა ხელები ზეცისაკენ აღაპყრო, ძლიერი ხმით შეევედრა ფებ-აპოლონს და დახმარებისათვის მოუწოდა. თავზარდაცემულ გმირს ცხარე ცრემლები მოსდიოდა. იგი ყოვლისშემძლე აპოლონს ჰპირდებოდა, რომ ურიცხვ საჩუქარს მიართმევდა პითონშიც, ამიკლეში და ორტიგიაშიც. ლეტოს ბრწყინვალე ძეო! შენ შეისმინე არგონავტების წინამძღოლის მხურვალე ვედრება და დაუყოვნებლივ დაეშვი ზეციდან ზღვაში ჩამსხდარ მელანტიოსის კლდეებზე! ყოვლად მოწყალე აპოლონო, შენ ერთ-ერთ კლდეზე შედექი, მარჯვენა ხელით ოქროს მშვილდი ჰაერში ასწიე და ზღვის თვალუწვდენელი სივრცე გააშუქე. არგონავტების თვალწინ მყისვე აღიმართა სპორადთაგანი ერთი პაწაწა კუნძული, მცირე კუნძულ ჰიპურისის პირდაპირ მდებარე. არგონავტები ამ კუნძულს მიადგნენ და როცა მზემ ცხოვლისმყოფელი სხივები დედამიწას კვლავ მოჰფინა, ვაჟკაცებმა ყოვლისშემძლე აპოლონს ჩრდილოვან ჭალაკში ლამაზი საკურთხეველი აუგეს და ლეტოს ძეს ბრწყინვლე შუქის გამოცემისათვის ეგლეტე (მბრწყინავი) უწოდეს. იმ პაწაწა ბრტყელ კუნძულს კი სახელად ანაფე (ვუჩვენებ) შეარქვეს, ვინაიდან განსაცდელში ჩავარდნილთ პირველად იგი დაანახვა ფებ-აპოლონმა.

ამის შემდეგ არგონავტებმა აპოლონის სადიდებლად მსხვერპლის შეწირვა დაიწყე. ვინაიდან ღვინო არ ჰქონდათ, ზედაშედ წყალი დააქციეს. როცა მედეას მხევალმა ფეაკების ქალებმა დაინახეს, რომ არგონავტები ანთებულ მუგუზალზე ზედაშედ წყალს ღვრიდნენ, სიცილი ვეღარ შეიკავეს. ისინი ალკინოეს სასახლეში იყვნენ დაზრდილნი და მუდამ მსუქანი ხარების მსხვერპლად შეწირვას ესწრებოდნენ. ფეაკების ქალთა დაცინვამ ვაჟკაცები გაახარა და მედეას მხლებლებს უწმაწური სიტყვებით უპასუხეს. არგონავტებსა და ფეაკელ ქალებს შორის უწყინარი დაცინვა და უწმაწური შაირობა გაჩაღდა. ძლევამოსილი არგონავტების ამ შექცევის მიხედვით, კუნძულ ანაფეზე ქალები ასევე დასცინიან მამაკაცებს, როცა ისინი ამ კუნძულის მფარველ აპოლონ-ეგლეტეს მსხვერპლს სწირავენ.

არგონავტებს საუცხოო ამინდი დაუდგათ და მყისვე ხომალდზე ავიდნენ. ამ დროს გმირ ევფემეს ღამით ნახული სიზმარი მოაგონდა და მაიას ბრწყინვალე ძეს თაყვანი სცა. ევფემეს ეზმანა, ვითომ ტრიტონის მიერ ნაჩუქარი ბელტი გულთან მიეჭირა; ეს ბელტი მისი საკუთარი მკერდიდან გადმოსული რძის წვეთებით მორწყულიყო; ბელტიდან უეცრივ პატარა ქალწული ამოვიდა; ევფემე უსაზღვრო ვნებით აენთო მისადმი და მასთან სასიყვარულო კავშირი დაიჭირა; შემდეგ კი ტირილი მორთო, რადგანაც საკუთარი რძით გამოკვებილ ასულს შეეუღლა; ქალწულმა კი მას ტკბილი სიტყვებით ვითომ ასე უთხრა: „მეგობარო, მე მოკვდავი ქალიშვილი არა ვარ! მე ტრიტონის მოდგმა ვარ და შენგან წარმოშობილი თაობების ძიძა ვიქნები! ჩემი მშობლები ტრიტონი და ლიბიაა. გამიშვი, მეგობარო, ნერევსის ასულებთან! მე მსურს ზღვაში ვიცხოვრო კუნძულ აწაფეს მახლობლად! შემდეგ კი მზის შუქზე ამოვალ და შენს შვილიშვილებს მფარველობას გავუწევ!“.

გმირმა ევფემემ ეს სიზმარი იაზონს უამბო. იაზონი მყისვე მიხვდა, რომ ეს ჰეკატოსის (აპოლონის) წინასწარმეტყველება იყო და ევფემეს ასე მიმართა: „ძვირფასო მეგობარო, მართლაც დიდი და ბრწყინვალე პატივი გხვდა შენ წილად! თუ მაგ ბელტს ზღვაში გადაისვრი, ღმერთები მყისვე კუნძულს აღმოაცენებენ! ამ კუნძულზე შენი შვილიშვილები დასახლდებიან. სწორედ რომ დიდებით შეგმოსა ნეტარმა ტრიტონმა, ლიბიის მიწის ბელტი რომ გიბოძა!“

წინასწარმეტყველებით აღტაცებულმა ევფემემ ოაზონს დაუჯერა და ტრიტონის ნაჩუქარი ბელტი ზღვაში გადაისროლა. გადაგდებულ ბელტისაგან მყისვე ამოიზიდა კუნძული კალისტე („ლამაზს“ ნიშნავს). ეს კუნძული იყო წმინდა ძიძა ევფემეს ნაშიერთა, რომლებიც თავდაპირველად სინტეიდურ ლემნოსზე ცხოვრობდნენ. ისინი ლემნოსიდან ტირსენელებმა გამოაძევეს და სპარტაში დასახლდნენ. ავტესიონის სახელოვანმა ვაჟმა თერასმა ევფემეს ნაშიერები სპარტიდან კუნძულ კალისტეზე გადაიყვანა. ამ კუნძულმა შემდეგში თავისი სახელი შეიცვალა და თერა დაირქვა (აწინდელი სანტორინი).

ძლევამოსილმა არგონავტებმა კუნძული თერა დატოვეს. ზღვის ტალღები სწრაფად გადალახეს და კუნძულ ეგინას ნაპირებს მიადგნენ. არგონავტები ხომალდიდან გადმოვიდნენ და წყლის მოსამარაგებლად გაეშურნენ. ვაჟკაცებმა შეჯიბრი გამორთეს, თუ ვინ მოასწრებდა ჭურჭლის გავსებას და ხომალდზე დაბრუნებას. ეს შეჯიბრი წყლის საჭიროებითაც იყო გამოწვეული და იმითაც, რომ საამური ზურგქარი არგონავტებს გამგზავრებისათვის აჩქარებდა. მათ მიერ გამართული შეჯიბრის მოსაგონებლად მირმიდონელთა ძენი დღესაც მართავენ ამ სახის ასპარეზობას. ისინი მხრებზე წყლით სავსე ორყურიან კოკებს იდგამენ და ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებიან.

ძლევამოსილო არგონავტებო! ნეტარ გმირთა სახელოვანო ვაჟებო, მოწყალე იყავით ჩემს მიმართ! დაე, მარად საამო მოსასმენი იყოს ეს ჩემი მოთხრობა! მე უკვე დავასრულე თქვენი საგმირო ამბავი! კუნძულ ეგინიდან გამომგზავრებულთ გაჭირვება აღარ შეგხვედრიათ; არც ქარიშხალს შეუშფოთებიხართ! თქვენ მშვიდად შესცურეთ ევბეის ყურეში; ჩაუარეთ კეკროპიას (ატიკა), ავლისს, ლოკრთა ოპუნტიურ ქალაქებს და სიხარულით მიადექით პაგასის (იოლკოსის ნავსადგური) ნაპირებს!.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XIV, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XVI, კარპათოსი, ევროპა, ჰერმესი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235

1.305 არგონავტიკა - წიგნი მეორე – I - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეორე – I

ბერძნ.

იმ მხარეს, რომელსაც არგონავტები მიადგნენ, განაგებდა ბებრიკთა (ბითინიის ხალხი) ამაყი მეფე ამიკოსი. მას აქ სასახლე ჰქონდა და უამრავი ნახირი ჰყავდა. მოკვდავთა შორის უვერაგესი მეფე ამიკოსი გენეთლიოს პოსეიდონის და ბითინიელი ნიმფის მელიას შვილი იყო. ვერაგ ამიკოსს საზარელი წესი ჰქონდა დადგენილი იმ უცხოელებისათვის, რომლებიც მის სამფლობელოს მოადგებოდნენ. ამაყი მეფე არავის არ გაუშვებდა უკან, სანამ კრივში არ გამოიწვევდა. ბევრ უცხოელს მოუსწრაფა მან სიცოცხლე ასეთ ხელჩართულ ბრძოლაში. როგორც კი თვალი მოჰკრა ამიკოსმა ხომალდ არგოს, დაუყოვნებლივ მიიჭრა თავისი ამალით ზღვის ნაპირას, არც კი უკითხავს არგონავტებისათვის მათი ნაოსნობის მიზანი, არც ის – თუ ვინ არიან ისინი და ვაჟკაცებს მრისხანედ შეჰყვირა: „მისმინეთ, ზღვის მაწანწალებო! აი, რა უნდა იცოდეთ თქვენ: თუ ბებრიკებთან ვინმე უცხოელი მოვა, უკან ვერ გაბრუნდება ისე, თუ ჩემთან კრივში არ გამოცდის თავისი ხელების ძალას. ახლავე შეარჩიეთ თქვენს ლაშქარში ვინმე მამაცი და აქვე დამიყენეთ კრივში გამოსაცდელად. თუ ჩემს ამ წესს დაარღვევთ, დაუყოვნებლივ დაგატყდებათ თავს გლოვა და ზარი!“ ველურმა ბრაზმა აიტაცა არგონავტები, ამიკოსის თავხედური სიტყვა რომ მოისმინეს. ყველაზე მეტად პოლიდევკე განარისხა ვერაგი მეფის მუქარამ. მყისვე გამოვარდა წინ მეხთმტეხი ზევსის მამაცი ვაჟი და ბრაზმორეულად მიუგო ამიკოსს: „ხმა ჩაიკმინდე! ნუ გვაშინებ შენ შენი ძალით და ნურც ტრაბახობ. ჩვენ არ დავარღვევთ აქაურ წესს და დაუყოვნებლივ დაგიდგები კრივში მე თვითონ!“ როგორც მთაზე მონადირეებისაგან ალყაშემორტყმული და შუბით დაჭრილი ლომი დაუბრიალებს ხოლმე თვალებს თავის დამჭრელს, ისე ამიკოსმა დაუბრიალა თვალები პოლიდევკეს. ტინდარიდმა მყისვე დააგდო მიწაზე თავისი ლამაზი და ნაზი მოსასხამი, რომელიც ერთ-ერთმა ლემნოსელმა ქალმა უბოძა საჩუქრად. ამიკოსმაც თავის მხრივ სწრაფად მოიძრო ორმაგი შავი საბურავი თავის ბალთებიანად და ზეთისხილის ხისაგან გამოთლილი ხორკლებიანი კომბალი, ხელთ რომ ეპყრა, ძირს დააგდო. სწრაფად მონახეს კრივისათვის მოხერხებული ადგილი პოლიდევკემ და ამიკოსმა და თავთავიანთი მეგობრები ცალ-ცალკე იქვე ქვიშაზე დასხეს. საკრივოდ განმზადებულნი სრულებითაც არ ჰგავდნენ ერთმანეთს არც სხეულით და არც სახით. ვერაგი ამიკოსი საზარელი ტიფონისაგან გაჩენილ ურჩხულს და გეას საზიზღარ ნაშიერებს ჰგავდა, ზევსზე განრისხებულმა ქალღმერთმა რომ შვა ტიტანები)); ტინდარიდი კი ღამით მოწმენდილ ცაზე მოციმციმე ვარსკვლავს ედარებოდა. პოლიდევკეს – ნეტარი ზევსის ძლევამოსილ ვაჟს ახლა ეკოკრებოდა წვერულვაში თვალებში კი სიჭაბუკის ცეცხლი უელავდა, მაგრამ ღონე და მამაცობა ლომისა ჰქონდა. იგი მძლავრ ხელებს ჰაერში იქნევდა და სინჯავდა, ხომ ისეთი მარდად მოძრავნი არიან, როგორც უწინო, განუწყვეტელ ჯაფას და ნიჩბვას ხომ არ დაუმძიმებიათო ისინი. ამიკოსს ასეთი გამოცდა არ სჭირდებოდა. იგი მოშორებით იდგა. თვალები ტინდარიდისათვის მიეპყრო და მოწინააღმდეგის მკერდიდან სისხლის დაღვრის სურვილი აცახცახებდა.

ამიკოსის მსახურმა, ლიკორევსმა, მოწინააღმდეგეების ფერხთა წინ ხარის ტყავისაგან გამოჭრილი, კრივში ნაცადი და მაგარი წყვილი თასმა დააგდო. ვერაგმა ამიკოსმა ძლევამოსილ პოლიდევკეს ქედმაღლური სიტყვებით მიმართა: „აი, წილისყრის გარეშე გითმობ, აიღო ამ თასმებში, რომელიც შენ გსურს, რათა მერე ნაწყენი არ დამირჩე! აბა, სწრაფად დაიხვიე მკლავზე და როცა ჩემი მუშტის ძალას გამოცდი, სხვასაც უამბე, თუ როგორი თასმების გაკეთება ვიცი და ვითა ვარ დახელოვნებული შენისთანამამაცების სახის სისხლით შეღებვაში!“ დიდებულმა ტინდარიდმა ამიკოსს არაფერი უპასუხა; ნელა-ნელა გაიღიმა და ის თასმა, მის ფერხთა წინ რომ ეგდო, უყოყმანოდ აიღო. მასთან მოვიდნენ კასტორი და ბიანტიდი ტალაე. სასწრაფოდ შემოაკრეს მას თასმა და ბრძოლისათვის გაამხნევეს. ამიკოსს ასეთი სამსახური მისმა მსახურებმა – არეტემ და ორნიტემ გაუწიეს. უგნურებმა არ იცოდნენ, რომ ისინი უკანასკნელად აკრავდნენ ამიკოსს ამ თვალბედით თასმას. საკრივედ გამზადებულმა მებრძოლებმა მძიმე ხელები ზე აღმართეს და მყისვე მიიტანეს ერთმანეთზე იერიში. ბებრიკთა მეფე მძვინვარე ტალღასავით ეცა პოლიდევკეს. როგორც ხომალდი დაუსხლტება ხოლმე გამოცდილი მესაჭის წყალობით მრისხანე ტალღას, ისე პოლიდევკე უსხლტებოდა ხელიდან გააფთრებულ ამიკოსს, რომელიც განუწყვეტლივ ემუქრებოდა, მისდევდა და შესვენების საშუალებას არ აძლევდა. როცა ტინდარიდმა თავისი მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები აწონდაწონა, მაშინ თავდავიწყებით ეკვეთა მტერს და ხელჩართულ ბრძოლაში ჩაება. მძლავრი მუშტების დაკვრით ისეთი ლაწუნი გაჰქონდა მათ ყბებსა და ლოყებს, როგორიც ხუროების მიერ სახომალდო ძელებზე დარტყმულ უროებს გააქვთ ხოლმე ჰაერში. პოლიდევკე და ამიკოსი კბილების კრაჭუნით ულეწავდნენ ერთმანეთს თავპირს. დაღლილობამ დროებით შეაჩერა ისინი. მოკრივენი ერთმანეთის შორიახლო დადგნენ; სულს ძლივს ითქვამდნენ და სახეზე ღვარივით ჩამოდენილ ოფლს იწმენდდნენ. შემდეგ ისევ ეკვეთნენ ერთმანეთს და ისეთი ძალით დაიწყეს ბრძოლა, როგორითაც მძლავრი ხარები იბრძვიან ხოლმე მდელოზე უშობელის გულისათვის. ვერაგი ამიკოსი ყასაბივით ცერებზე დადგა და მძლავრი მუშტი პოლიდევკეს თავზე დაუშვა, მაგრამ მან თავი დახარა, დარტყმა აიცდინა და ოდნავი დაკვრა იგრძნო მხარზე. ახლა პოლიდევკემ აღმართა მუშტი და ისეთი ძალით დაჰკრა საფეთქელზე ბებრიკთა მეფეს, რომ ძვლები დაუმსხვია. ტკივილისაგან გამწარებულმა ამიკოსმა მოხეთქილ კლდესავით მოიღო მიწაზე გრიალი და მალე სულიც განუტევა.

აღტაცებით შეხვდნენ ამ ამბავს არგონავტები და სიხარულის კიჟინი მორთეს. მეფის სიკვდილის გამო განრისხებულმა ბებრიკებმა უზარმაზარი კომბლები და შუბები მოიმარჯვეს და პოლიდევკესაკენ გაექანენ. არგონავტებმა კი ალესილი მახვილები ამოიღეს და ტინდარიდს ბურჯად ამოუდგნენ. პირველად კასტორმა დაჰკრა მახვილი ერთ-ერთ თავდამსხმელ ბებრიკს და თავი შუაზე გაუპო. შუაგაპობილი თავი მხრებზე ჩამოუგორდა ვერაგს. პოლიდევკემ კი უზარმაზარ იტიმონევსს ქუსლით დაარტყა მარდი ფეხი მკერდში და მიწაზე დაანარცხა, ხოლო მიმანტს კი, მისკენ რომ მოეშურებოდა, ისეთი ძალით დაჰკრა მუშტი მარცხენა წარბზე, რომ ქუთუთოც ჩამოაგლიჯა და თვალი გაუშიშვლა. ამიკოსის მსახურმა – ღონით განთქმულმა ორიდემ ბიანტის ძეს – ტალაეს ფერდში დაჰკრა მახვილი, მაგრამ ვერ მოკლა. სპილენძმა ტალაეს სარტყელი გაჰკვეთა მხოლოდ და შიგნეულს ვეღარ მიაღწია. ბებრიკმა არეტემ ევრიტეს ძლევამოსილ შვილს – იფიტეს მიაშურა და მაგარი კომბალი დაარტყა, მაგრამ იფიტე სასიკვდილოდ არ იყო განწირული, იგი გადარჩა. ძმის დასახმარებლად კლიტიოსი გამოექანა, დაეძგერა იგი არეტეს და თავისი მახვილით სიცოცხლე მოუსწრაფა. ახლა ლიკურგეს მამაცი ძე – ანკევსი დაესხა თავს ბებრიკებს. მარჯვენა ხელში მას დიდი ცული ეჭირა, მარცხენაზე კი დათვის შავი ტყავი დაეხვია და ფარად ხმარობდა. ჩქარა ეაკიდები და იაზონიც დაეხმარნენ ვაჟკაცებს და ბებრიკებს თავზარი დასცეს.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – XVII, არგონავტიკა - წიგნი მეორე – II, არგონავტიკა - წიგნი მეორე – XI, პოსეიდონი, ტიფონი, ზევსი, ტიტანები, თასმა

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.306 არგონავტიკა - წიგნი მეორე – II - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეორე – II

ბერძნ.

ვით ცივ ზამთრის დღეს ფარეხში შეპარული მშიერი რუხი მგლები დაერევიან საბრალო ცხვრებს, ისე არგონავტები დაერივნენ ბებრიკებს, ამიკოსის ამ თავხედ ქვეშევრდომებს. მეფუტკრეები ან მწყემსები რომ შეუბოლებენ ხოლმე კლდეში დიდ სკას და ამის გამო ფუტკარი აზუზუნდება ერთხანს შიგნით, მერე კი ვეღარ გაუძლებს მხრჩოლავ კვამლს და გარეთ გამოფრინდება, ისე ბებრიკები ვეღარ გაუმკლავდნენ არგონავტებს, დაიფანტნენ და ამიკოსის თვალბედითი ხვედრის საუწყებლად შუაგულ ბებრიკიისაკენ გაექანენ. ვერაგ ბებრიკებს აქ უარესი ამბავი დახვდათ. მათი მტერი მეფე ლიკოსი თავისი ქვეშევრდომი მარიანდინებით (ბითინიის ხალხი) ბებრიკების უმეფოდ დარჩენილ მხარეს დასცემოდა თავს და ვენახებსა და სახლებს არბევდა. ეს მარიანდინები და ბებრიკები განუწყვეტლივ ომობდნენ მათ მხარეში არსებულ რკინის საბადოების გულისათვის.

ბებრიკების უკუქცევის შემდეგ არგონავტებმა მათი ფარეხები და ბოსლები გააცამტვერეს. უთვალავი საქონელი მორეკეს ზღვის ნაპირას და ბევრიც დაკლეს. ამ დროს ერთ-ერთმა არგონავტმა წამოიძახა: „ნეტავ რას იზამდნენ ეს მხდალი ბებრიკები, ღმერთს რომ შემთხვევით ძლევამოსილი ჰერაკლე მოეყვანა აქ? როცა ამიკოსი ჩვენს ხომალდთან მოიჭრა და თავისი წესები გამოგვიცხადა, ჰერაკლე რომ აქ ყოფილიყო, მყისვე დაავიწყებდა თავისი კომბლით ვერაგ ამიკოსს მის წესებსაც და ზვიადობას! ვაი, რომ ჩვენი მოუფიქრებლობით მივატოვეთ ძლევამოსილი გმირი მიზიის ნაპირზე და უიმისოდ მივცურავთ ზღვაზე. ყოველი ჩვენგანი განიცდის უსაზღვრო სევდას ჰერაკლეს მოშორებით“ ასე დარდობდა ეს ვაჟკაცი ჰერაკლეს მოშორებას, მაგრამ ეს ხომ დიდებული ზევსის სურვილით მოხდა!

ღამის გასათევად არგონავტები ამ ნაპირზე დარჩნენ. დაჭრილ მეომრებს ჭრილობები შეუხვიეს, შემდეგ კი ღმერთებს მსხვერპლი შესწირეს და ბრწყინვალე ვახშამიც გამართეს. ღვინის თასებთან და ლამაზად მოგიზგიზე სამსხვერპლო ცეცხლთან მჯდომ ვაჟკაცებს თვალზე ძილი არ ეკარებოდათ. ზღვის ნაპირას მდგომი დაფნის ხის ფოთლებით ვაჟკაცებმა გვირგვინები გაიკეთეს და შუბლზე შემოიკრეს (დაფნის ხეზე, სხვათა შორის, ხომალდის ბაგირები იყო მიბმული). ღვთაებრივი მომღერალი ორფევსი ფორმინგს აჟღერებდა და ვაჟკაცები მასზე აყოლებით შეხმატკბილებულად მღეროდნენ სხვადასხვა ჰიმნებს. ზღვის ნაპირი საამო სიმღერის ხმით ივსებოდა. არგონავტები მხურვალედ ადიდებდნენ ზევსის თერაპნელ ძეს, რომელმაც ბებრიკების თავხედი მეფე ამიკოსი სიცოცხლეს გამოასალმა.

როცა დიდებული ჰელიოსი აღმოსავლეთიდან ამოიზიდა და ცვარით დაფარული ბორცვები ათასფერად ააელვარა, მაშინ არგონავტებმა ხომალდზე საჭირო ნადავლი აიტანეს, დაფნის ხეზე მიკრული ბაგირები გამოხსნეს და მღელვარე ბოსფორის სრუტეში შეცურდნენ. აქ მთებისოდენა ტალღები ზეცამდე აღიმართებოდა, საზარლად ბობოქრობდა და ხომალდს დაღუპვას უქადიდა. არგონავტებს ღრუბლებივით ცამდე აზიდული მძვინვარე ტალღები თავს უნდა დასცემოდათ, რომ მესაჭე ტიფისს თავისი გამოცდილების წყალობით ხომალდი ამ მდგომარეობიდან არ ეხსნა. მან ოსტატურად ააცდინა შეშინებულ მეგობრებს საფრთხე და მეორე დღეს ბითინიის პირდაპირ მდებარე მხარეს მიაყენა ხომალდი.

ზღვის ამ ნაპირზე ცხოვრობდა აგენორის ძე ფინევსი. მას, ოდესღაც აპოლონმა მისნობა ასწავლა და ამის გამო იგი ყველა მოკვდავთა შორის აუტანელი მწუხარებით დაიტანჯა, ვინაიდან ღმერთის ნაბოძები მისნობის ნიჭი ბოროტად გამოიყენა. ფინევსი მოკვდავ ადამიანებს თვით ზევსის წმინდა ზრახვებსაც კი უცხადებდა. განრისხებულმა აპოლონმა მას მარადიული სიბერე მიუვლინა, მოსტაცა, თვალთაგან ტკბილი სინათლე და ნებას არ აძლევდა მას დამტკბარიყო იმ უამრავი სასმელ-საჭმელით, მასთან რომ მოჰქონდათ იქაურებს, რომელთაც მოხუცი ღვთის გადაწყვეტილებებს უცხადებდა. როგორც კი შეეხებოდა საჭმელს ფინევსი, მყისვე მოფრინდებოდნენ მასთან საშინელი ჰარპიები, დაესხმოდნენ თავს და ხელებიდან და პირიდანაც სტაცებდნენ საჭმელს უზარმაზარი ნისკარტებით. საბრალო ფინევსს ხან სულ არ რჩებოდა საკვები, ხან კი ისე ცოტას უტოვებდნენ, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო და სასაზარელი სიცოცხლე გაეგრძელებინა. დატოვებულ ნამცეცებს კი ისეთ მყრალ სუნს მოჰფენდნენ ჰარპიები, რომ ჭამა კი არა, ახლოს მიკარებაც არ შეიძლებოდა.

როგორც კი გაიგონა ფინევსმა არგონავტების ხმა და მათი ლაშქრის აურზაური, იგი მყისვე მიხვდა, რომ ეს ის გმირები იყვნენ რომელთა მოსვლის შემდეგ ზევსის გადაწყვეტილებით, მის ტანჯვას ბოლო უნდა მოღებოდა და იგი სასმელ-საჭმელით უნდა დამტკბარიყო. მოჩვენებასავით უსიცოცხლოდ წამოდგა თავისი საწოლიდან ფინევსი. იგი ჯოხს დაეყრდნო და კედელზე ხელის ფათურით მიათრევდა თავის დასუსტებულ ფეხებს კარებისაკენ. ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე უკანკალებდა საბრალო მოხუცს შიმშილისა და სიბერისაგან დაუძლურებული სხეულის სახსრები. გამხდარი და ღონემიხდილი ფინევსი ცარიელი ძვალი და ტყავიღა იყო. მოხუცის კანი საზარლად იყო დახორკლილი ჭუჭყისაგან. გადააბიჯა თუ არა ზღურბლს ფეხი, მოხუცს მუხლები აუკანკალდა და იქვე ჩაჯდა. დაბნედილი და თავბრუდასხმული საბრალო ფინევსი ბურუსმა მოიცვა. ასე ეგონა, დედამიწა დატრიალდაო ირგვლივ. მოხუცმა გრძნობა დაკარგა.

როცა გმირმა არგონავტებმა იგი დაინახეს, მისკენ გაეშურნენ, მოხუცს გარს შემოერტყნენ და საშინლად გაჰკვირდნენ. საბრალო მისანი ცოტათი გონს მოვიდა, ძლივს ამოისუნთქა, მკერდიდან კვნესა აღმოხდა და ძლევამოსილ ვაჟკაცებს მიმართა: „მისმინეთ ყველა ბერძენთა შორის უმამაცესნო, თუ თქვენ მართლაც ის ვაჟკაცები ხართ, რომლებიც, მეფე პელიასის სასტიკი ბრძანებით, იაზონს ხომალდ არგოთი მიჰყავხართ ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. ეჭვი არ მეპარება, რომ ნამდვილად ესენი ხართ. მიუხედავად საზარელი უბედურებისა, ჩემს გონებას კვლავ შესწევს მისნობის უნარი. გმადლობთ ამისათვის, დიდებულო ლეტოს ძევ! ვაჟკაცებო, გაფიცებთ ცოდვილთათვის სასტიკ მეუფე ზევსს, გაფიცებთ აპოლონ-ფებეს, გაფიცებთ ქალღმერთ ჰერას, თქვენ რომ მფარველობას გიწევთ ლაშქრობის ჟამს, შემწეობა აღმომიჩინეთ! იხსენით უბედური კაცი დაღუპვისაგან! ნუ წახვალთ აქედან ისე, რომ არ დამეხმაროთ! მრისხანე ერინიამ წარმტაცა თვალთაგან ტკბილი სინათლე და აპოლონმა მარადიული სიბერე მიძღვნა. მაგრამ ეს სასჯელი როდი მაკმარეს ნეტარმა ღმერთებმა! მათ ჩემს ტანჯვას სხვა ზარდამცემი უბედურებაც დაუმატეს და ყოველდღიური საზრდოობის საშუალებაც კი მომისპეს. საზიზღარი ფრთოსანი ჰარპიები საიდგანღაც მოფრინდებიან და პირიდან საკვებს მტაცებენ. ვერაფრით ვერ მიხსნია მათგან თავი. როგორც კი დავავლებ საჭმელს ხელს, ისე ანაზდეულად მოფრინდებიან ისინი, რომ ერთი ლუკმის ჩადებასაც ვერ ვასწრებ პირში. მთელ საკვებს მაცლიან ჰარპიები და თუ შემთხვევით საკვების ნამცეცებს დამიტოვებენ, ისეთი საზარელი სუნით მოჰფენენ მას, რომ ვერც ერთი მოკვდავი, თუნდაც რკინის გული რომ ჰქონდეს, ვერ მიეკარება მათგან შებილწულ და აყროლებულ საჭმელის ნარჩენს. მაგრამ შიმშილი მაიძულებს მე, ეს საზიზღრობა ავიტანო და ბოროტ მუცელში ჩავილაგო ჰარპიების მიერ დატოვებული ბინძური საკვები. ღვთის გადაწყვეტილებაა, რომ თქვენს შორის მყოფმა ბორეასის შვილებმა უნდა მომაშორონ ეს ჰარპიები. ბორეასის ძეები უცხონი არ არიან ჩემთვის, რომ არ მომეშველონ. მე ოდესღაც ადამიანთა შორის სიმდიდრით და მისნობის ნიჭით განთქმული ფინევსი ვარ — აგენორის ძე. ბორეასის ძეების დაი კლეოპატრა, როცა მე თრაკიელებზე ვმეფობდი, საქორწინო გამოსასყიდის წყალობით მეუღლედ წამოვიყვანე“.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეორე – I, არგონავტიკა - წიგნი მეორე – III, თერაპნე, ჰარპიები, ერინია, ბორეასის შვილები

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.307 არგონავტიკა - წიგნი მეორე – III - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეორე – III

ბერძნ.

ასე თქვა აგენორის ძემ და ვაჟკაცი არგონავტები აუტანელმა სევდამ შეიპყრო მისი სიბრალულით. ყველაზე მეტად ბორეასის შვილები შეწუხდნენ, თვალებზე ცრემლი მოერიათ და საბრალო ფინევსს მიუახლოვდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა – ძეტემ დავრდომილი მოხუცის ხელი ხელში აიღო და ასე უთხრა: „ოჰ, საბრალოვ, ვერავის ვერ დავასახელებდი მოკვდავთა შორის შენისთანა უბედურს! რატომ დაგატყდა თავს, მოხუცო, ასეთი ტანჯვა-წამება? ალბათ მისნობაში გაწაფულმა ღმერთებს შესცოდეს და ისინიც განგირისხდნენ. ჩვენ ძალიან გვსურს, აღმოგიჩინოთ დახმარება, მაგრამ გვეშინია, ვაი თუ ღმერთს არ დაენიშნოს ჩვენთვის შენი შემწეობა და ჩვენც შეგვრისხოს. მანამდე ვერ მოგაცილებთ საზიზღარ ჰარპიებს, მოხუცო, სანამ არ შემოგვფიცავ, რომ ამის გამო ღმერთები ჩვენც არ დაგვსჯიან!“. საბრალო მოხუცმა დაშრეტილი თვალები გააღო, ძეტყს მიაპყრო და ასე მიუგო: „გაჩუმდი, შვილო, ნუ მომაგონებ ჩემს შეცოდებას. ვფიცავ ლეტოს სახელოვან ძეს, კეთილი სურვილებით რომ მისნობის ნიჭი მიბოძა, ვფიცავ ჩემს უბედურ ხვედრს და თვალებზე გადაკრულ ბნელ ღრუბელს, ვფიცავ საიქიოს ღმერთებს, დაე სიკვდილის შემდეგაც მდევნიდნენ ისინი, თუ თქვენ რომელიმე ღმერთმა შეგრისხოთ ჩემი დახმარებისათვის!“.

მიიღეს თუ არა ეს ფიცი, ბორეადები საბრალო ფინევსის დახმარების სურვილით აცახცახდნენ. არგონავტთა შორის ყველაზე უფრო ახალგაზრდებმა მყისვე გაუშალეს დამშეულ მოხუცს სუფრა, რომელიც უკანასკნელი ნადავლი უნდა ყოფილიყო ჰარპიებისათვის. სუფრასთან ბორეადები დადგნენ, მახვილები იშიშვლეს და ჰარპიებს ელოდნენ. როგორც კი აიღო ფინევსმა ლუკმა, უეცრივ ჟივილ-ხივილით გამოფრინდნენ ღრუბლებიდან ჰარპიები და ელვისებურად დაეძგერნენ სუფრას. მათ დანახვაზე არგონავტებმა საშინელი განგაში ატეხეს, მაგრამ ჰარპიებმა ყველაფერი გადასანსლეს და ჟივილით გადაუფრინეს ზღვას. სუფრაზე კი აუტანელი სუნი დატოვეს.

ბორეასის ფრთაშესხმული და მახვილმომარჯვებული ვაჟები ჰარპიებს დაედევნენ. ნეტარმა ზევსმა დაუშრეტელი ძალა შთაუნერგა მათ. ზევსის შემწეობის გარეშე ბორეადები ვერ გამოედევნებოდნენ ზეფირის ქროლაზე უფრო სწრაფად გაფრენილ ჰარპიებს. ვით ნადირობაში გაწაფული ძაღლები მისდევენ ხოლმე მთებში ჯიხვებს თუ ირმებს და მათ უკან ამაოდ აკრაჭუნებენ კბილებს, ისე ძეტე და კალაისი მისდევდნენ ჰარპიებს სულ ახლოს, მაგრამ ვერ ეხებოდნენ. ბორეა დები ბოლოსდაბოლოს დაეწივნენ ფრთოსნებს პლოტებთან9 და ღმერთების ნების გარეშე ერთიანად ამოჟლეტდნენ მათ, რომ ამ დროს დაინახეს მალი ირისი,10 რომელიც ზეცით ჩამოხტა მათთან, შეაჩერა ვაჟკაცები და ასე უთხრა: „ბორეასის ძლევამოსილო ვაჟიშვილებო, თქვენ უფლება არა გაქვთ, მახვილებით დახოცოთ ჰარპიები, დიდებული ზევსის ეს დაგეშილი ძაღლები. მე თქვენ ფიცს გაძლევთ, რომ ისინი აღარასოდეს არ წაეკარებიან აგენორის მრავალტანჯულ შვილს!“ ასე სთქვა ქალღმერთმა, მალმა ირისმა და წმინდა სტიქსზე11 დაიფიცა, რომლის წინაშე თვით ღმერთებიც კი ქედს იხრიან და ძრწიან, რომ ჰარპიები, ღვთის გადაწყვეტილების თანახმად, აღარ დაუბრუნდებოდნენ ფინევსის სახლს. ერწმუნენ ბორეადები ქალღმერთის ფიცს და მყისეე გამობრუნდნენ ხომალდისაკენ. ამის გამოა, რომ იმ კუნძულებს, საიდანაც ბორეადები უკან დაბრუნდნენ, ხალხი დაბრუნების კუნძულებს უწოდებს, უწინ კი მათ პლოტებს ეძახდნენ. ქალ-ღმერთმა ირისმა მალი ფრთები გაშალა და ოლიმპოზე აფრინდა, ჰარპიები კი მინოსისეული კრეტის გამოქვაბულისაკენ დაეშვნენ.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეორე – II, არგონავტიკა - წიგნი მეორე – IV, პლოტები, ირისი, სტიქსი

1.308 არგონავტიკა - წიგნი მეორე – IV - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეორე – IV

ბერძნ.

ამასობაში სახელოვანმა არგონავტებმა საბრალო მოხუც ფინევსს ჭუჭყიანი სხეული გაუსუფთავეს. შემდეგ კი ამიკოსის ფარეხიდან ნადავლად წამოყვანილი არჩეული ცხვრები მსხვერპლად შეწირეს და ბრწყინვალე სუფრას შემოუსხდნენ ფინევსის სახლში. საბრალო მოხუცი ხარბად შეექცეოდა ნუგბარ საჭმელებს და თავი სიზმარში ეგონა. როცა ვაჟკაცები საჭმელით და სასმელით გაძღნენ, კერასთან მოგროვდნენ და მთელი ღამე ელოდებოდნენ ბორეასის ბრწყინვალე ძეებს. ვაჟკაცებმა შუაში ფინევსი ჩაისვეს, რომელიც მათ წინმდებარე გზისა და ნაოსნობის დასასრულის შესახებ შემდეგს მოუყვა: „ახლა კი მისმინეთ, ვაჟკაცებო, წესი არაა, რომ თქვენ ყველაფერი იცოდეთ, რაც თავს გარდაგხდებათ! იმას კი, რაც ღმერთებსაც საამოდ დაურჩებათ, ახლავე გიმისნებთ. მე უკვე საკმარისად დავისაჯე იმიტომ, რომ ზევსის განზრახვებს დაუფარავად ვაცხადებდი თავიდან ბოლომდე. ნეტარ ზევსს სურს, რომ მოკვდავებს განეცხადოთ წინასწარმეტყველების მხოლოდ ნაწილი, რათა ადამიანებს დარჩეთ გაუგებრად ისეთი რამ, რაც ღმერთებს მათ თვალში პატივსა და ღირსებას შეუნარჩუნებს. ჩემგან რომ წახვალთ, უწინარეს ყოვლისა ზღვაში სრუტესთან თქვენ დაინახავთ ორ პირქუშ კლდეს; ამ კლდეთა შორის ჯერ არც ერთი მოკვდავი არ გასულა. ძირი ამ კლდეებს არაფერზე არა აქვთ დადგმული და საოცარი სისწრაფით მოძრაობენ. კლდეები მარად ეჯახებიან და მყისვე შორდებიან ერთმანეთს. ზღვის ბობოქარი და ქაფმორეული ტალღები ამ კლდეთა მწვერვალებამდე აღიმართება. კლდეების შეხეთქება ისეთი ძლიერია, რომ იქაურობა შემაძრწუნებლად გუგუნებს. თუ თქვენ ღმერთებს თაყვანს სცემთ და გონიერები ხართ, დაუჯერეთ ჩემს რჩევას: ახალგაზრდობის ცეცხლით გატაცებულებმა უცბად არ მიიტანოთ იერიში ამ კლდეებში გასაცურავად, თორემ თქვენივე ხელით გაიმზადებთ საზარელ სიკვდილს! სანამ თქვენ ეცდებოდეთ კლდეებში გასვლას, მანამ ფრთოსანი მტრედი გაუშვით ხომალდიდან და თუ ფრინველი უვნებლად გადაჰკვეთს კლდეებს, თქვენც ნუ დააყოვნებთ, მძლავრად მოუსვით ხოფებს და სასწრაფოდ გადალახეთ სრუტე. თქვენი ხსნა იმდენად ლოცვა-მუდარაზე არ იქნება დამოკიდებული, რამდენადაც თქვენი ხელების ძალაზე. ყველაფერს თავი დაანებეთ მაშინ და მხოლოდ თქვენს სიმამაცეს დაეყრდენით. მე, რა თქმა უნდა, არ გიკრძალავთ წინასწარ ღმერთებს შეევედროთ. თუ მტრედი კლდეებში დაიღუპა, დაუყოვნებლივ გამობრუნდით უკან და უმჯობესია დაემორჩილოთ უკვდავ ღმერთებს. კლდეთა შეხეთქებას ღმერთთა სურვილის გარეშე ვერ გადაურჩება თქვენი ხომალდი არგო, თუნდაც რკინისაგან იყოს აგებული. გიმეორებთ, თუ მტრედი, გამოსაცდელად გაშვებული, დაიღუპა კლდეებში, ნუ წახვალთ ჩემი წინასწარმეტყველების წინააღმდეგ, ნუღარ ეცდებით გზის გაგრძელებას! თუნდაც ფიქრობდეთ, რომ მე სამგზის მეტად წყეული ვარ იმაზე, რამდენადაც ზეციური ღმერთებისათვის ვითვლები, მაინც დამიჯერეთ, რადგანაც ყველაფერი ისე აღსრულდება, როგორც მე ვამბობ. თუ თქვენ უვნებლად გასცურავთ ამ მოძრავ კლდეებს, მყისვე პონტოში აღმოჩნდებით. ბითინელთა მხარე ხელმარჯვნივ დაიკავეთ და იცურეთ. ნურც ერთ ნაპირს ნუ მიადგებით მანამ, სანამ არ გადაჰკვეთთ სწრაფ მდინარე რებას,(ბითინიაში) სანამ არ ჩაუვლით შავ კონცხს (ბითინიაში) და კუნძულ თინიას (შავ ზღვაში) ნავსადგურს არ მიაღწევთ, აქედან გამგზავრებულნი დიდხანს არ იცურებთ და მიადგებით მარიანდინების მხარეს. აქ საიქიოს სამეფოში ჩასასვლელი გზა მიდის და აქერუსიას კონცხია აღმართული, რომლის მწვერვალიდანაც ჩამოდის მორევიანი აქერონი (საიქიოს მდინარე). იგი მის მიერ გაკვეთილ უფსკრულში ისვრის თავის ტალღებს. ამის შემდეგ თქვენ ჩაუცურავთ პაფლაგონიის მთებს. პაფლაგონია ის მხარეა, რომელზედაც თავდაპირველად ენეტეიოსი12 პელოფსი მეფობდა. პაფლაგონიელები ამიტომ ამაყობენ, რომ ისინი პელოფსის სისხლისანნი არიან. აქ თქვენ ნახავთ ზღვიდან ცამდე აზიდულ კონცხს. იგი ჰელიკეს დათვამდე13 აღიმართება და მის მწვერვალს ბორეასის ქარები ეხეთქებიან. ამ კონცხს კარამბისს უწოდებენ. ამ კონცხის მოშორებით მდებარე უფრო პატარა კონცხს საზარლად ეხეთქება მდინარე ჰალისის ტალღები. მის მახლობლად მდინარებს პატარა ირისი ქათქათა ტალღებს ზღვაში ისვრის. ირისის შესართავს ზემოთ ზღვას იდაყვის მსგავსი, მოხრილი ნაპირი აკრავს. ამ ნაპირის კიდეზე არის კონცხი თემისკირა. აქ ზღვის წყნარ უბეს ერთვის შორიდან მომავალი მდინარე თერმოდონტი. თერმოდონტის შესართავთან გაშლილია დოიასის ველი და აქვეა ამაზონების სამი ქალაქი. შემდეგ კლდოვან და პირქუშ მიწაზე ადამიანთა შორის ყველაზე უფრო საბრალო მუშები – ხალიბები ცხოვრობენ, რომლებიც რკინას ამუშავებენ. ხალიბების მახლობლად, სტუმართმოყვარე ზევსისადმი შეწირული გენეტაიოსის კონცხის გადაღმა, ცხოვრობენ ცხვრებით მდიდარი ტიბარენები. მათ მეზობლად ტყიან ადგილებსა და მთების ძირში სახლობენ მოსსინიკები, რომლებიც ხის კოშკებში იმართავენ ბინებს კარგად შეკრული ღობეებით, რომლებსაც მოსინებს უწოდებენ: აქედან მოდის თვით მათი სახელიც – მოსინიკები. მათ რომ ჩაუვლით, თქვენ მიადგებით ერთ მწირ კუნძულს, (არესის კუნძული ანუ არეტიადა) ათასგვარი ხერხით რომ მოიგერიებთ თავხედ ფრინველებს რომლებიც მრავლად დასტრიალებენ თავს ამ უდაბურ კუნძულს. ოდესღაც მასზე ამაზონების დედოფლებმა, ოტრერემ და ანტიოპემ არესს აუგეს ქვის ტაძარი, როცა ისინი ლაშქრად მიდიოდნენ. ამ კუნძულზე მიდგომა თქვენთვის მეტად ხელსაყრელი აღმოჩნდება; ამიტომ მეგობრულად გირჩევთ, იქ აუცილებლად მიაცუროთ ხომალდი. მაგრამ რატომ უნდა გითხრათ რა მოხდება იქ? ეს ხომ კვლავ ღვთის წყრომას გამოიწვევს! ამ კუნძულის გადაღმა ფილირები ცხოვრობენ, ფილირებს ზემოთ მაკრონები არიან, ხოლო მათ შემდეგ ბექირთა მრავალი ტომი ცხოვრობს. ბექირების მომიჯნავენი არიან საპირები, რომელთა მეზობლად ცხოვრობენ ბიძერები. მათ ზევით კი უკვე თვით მეომარი კოლხები მოსახლეობენ. მაგრამ თქვენ განაგრძეთ ხომალდით ცურვა, სანამ ზღვის კიდეს არ მიაღწევთ. იქ კუტაიის14 ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მთებიდან15 გამომდინარე მორევიანი ფასისი მიაგორებს თავის ფართო ნაკადს ზღვისაკენ. ამ მდინარის შესართავთან რომ მიაცურებთ ხომალდს, თქვენ დაინახავთ კუტაიელ აიეტის კოშკს და არესის ჩრდილოვან ჭალაკს. ამ ჭალაკში მუხაზე ჩამოკიდებულ ოქროს საწმისს საზარელი სანახავი ურჩხული დრაკონი დარაჯობს. მის საშინელ თვალებს ვერც დღისით და ვერც ღამით ვერ იმორჩილებს ტკბილი ძილი“.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეორე – III, არგონავტიკა - წიგნი მეორე – V, არგონავტიკა - წიგნი მეორე – XI, ენეტეიოსი, ჰელიკეს დათვი, კუტაი, ამარანტი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.309 არგონავტიკა - წიგნი მეორე – IX - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეორე – IX

ბერძნ.

როცა ზურგქარმა დაჰქროლა, არგონავტებმა ბაგირები ახსნეს, იალქნები გაშალეს და ხომალდი ზღვაში შეაცურეს. ვით ფრთამალი ქორი მისრიალებს ხოლმე ჰაერში, ისე ხომალდი არგო მისრიალებდა ზღვის ზედაპირზე და ვაჟკაცთა გულს ახარებდა. არგონავტებმა სწრაფად გადალახეს წყნარად მოდუდუნე პართენიოსის შესართავი. ამ მდინარის საამურ ტალღებში ლეტოს ლამაზი ასული არტემიდე იგრილებს ხოლმე ტანს, როცა ნადირობას ამთავრებს და ზეცაზე ბრუნდება. ღამის განმავლობაში არგონავტებმა უკან მოიტოვეს პაფლაგონიის ქ. სესამოსი (მოგვიანებით ეწოდა ამასტრისი), ერითინეს ფერდობები (პაფლაგონიაში), კრომბიალოსი, კრომნა და ტყიანი კიტოროსი (პაფლაგონიის ქალაქები). მზემ თავისი ცხოველმყოფელი სხივები მოჰფინა ქვეყანას, როცა არგონავტებმა კარამბისის კონცხს გარს შემოუარეს. ვაჟკაცები ამ დღისა და მომდევნო ღამის განმავლობაში სწრაფად მიაცურებდნენ ხომალდს სხვადასხვა უცხო ქვეყნის მახლობლად.

ხანგრძლივი ცურვის შემდეგ არგონავტები ასირიის მიწას30 მიადგნენ. აქ, სხვათა შორის, ყოვლისშემძლე ზევსმა გადმოიყვანა აზოპოსის ასული ნიმფა სინოპე. ზევსს მასთან დაწოლა სურდა და სიყვარულით აღტყინებული დაჰპირდა მას, რომ ყოველივე მის თხოვნას შეასრულებდა, რასაც კი ნიმფა სულითა და გულით მოისურვებდა. ცბიერმა ასულმა ადამიანთა და ღმერთთა მამას ქალწულობის შენარჩუნება სთხოვა. ზევსმა ფიცი ვეღარ გატეხა და ნიმფას სიქალწულე შეუნარჩუნა. ასევე მოატყუა სინოპემ ნეტარი აპოლონი, რომელსაც მასთან დაწოლა უნდოდა. ზევსისა და აპოლონის შემდეგ მდინარე ჰალისმა მოინდომა ნიმფასთან კავშირის დაჭერა, მაგრამ ისიც მოტყუვდა. ვერც ერთმა მამაკაცმა ვერ შეძლო ცბიერი ასულის სიყვარულით დატკბობა. ზღვის ამ ნაპირზე ცხოვრობდნენ ტრიკეელი (ანუ თეასლიელი) დეიმაქეს ვაჟიშვილები: დეილეონი, ავტოლიკე და ფლოგიოსი. ისინი ჰერაკლეს მიჰყვებოდნენ ამაზონებთან ბრძოლის საწარმოებლად, მაგრამ წინამძღოლი დაებნათ და ასირიაში დარჩნენ. როცა მათ არგონავტთა ბრწყინვალე ლაშქარი დაინახეს, ბმას აღტაცებით მიეგებნენ და თავი გააცნეს. დეიმაქეს ძეებს აღარ სურდათ აქ დარჩენილიყვნენ და როგორც კი დაჰქროლა საამურმა არგესტემ, ისინიც ავიდნენ ხომალდზე და არგონავტებს გაყვნენ. ხომალდმა არგომ სწრაფად მოიტოვა უკან მდინარე ჰალისი, მდინარე ირისი და მთელი ასირიის სანაპირო. არგონავტებმა იმავე დღეს შემოუარეს გარს ამაზონების ნავსადგურიან თემისკირის კონცხს. აქ, სხვათა შორის, ოდესღაც სასეირნოდ გამოსულ არესის ასულს მელანიპეს გმირი ჰერაკლე ჩაუსაფრდა და მოიტაცა. ძლევამოსილ ჰერაკლეს ამაზონების დედოფალმა ჰიპოლიტემ დის გამოსასყიდად თავისი საუცხოო სარტყელი უბოძა. ჰერაკლემ უვნებლად ჩააბარა ჰიპოლიტეს საყვარელი და.

ვინაიდან ზღვა აღელდა, არგონავტები იძულებულნი გახდნენ ხომალდი თემისკირას კონცხის ნავსადგურში შეეცურებინათ მდინარე თერმოდონტის შესართავთან. არც ერთი მდინარე არაა ქვეყანაზე თერმოდონტის მსგავსი. ვერც ერთი მდინარე ვერ ჰფენს დედამიწას იმდენი გამონაკადებით, რამდენსაც თერმოდონტი უშვებს თავის კალთიდან. თუ ვინმე ამ მდინარის გამონაკადებს დაითვლის, ოთხასამდე გამოუვა. თერმოდონტი სათავეს იმ მთებიდან იღებს, რომელთაც ამაზონების მთებს უწოდებენ. საოცარი სისწრაფით მოედინება ეს მდინარე მთებიდან და გზადაგზა, როგორც ვთქვით, ურიცხვ ტოტებს გამოჰყოფს. ტოტები ზოგი გრძელია და ზოგიც მოკლე. უმრავლესობა მათგანის მიმართულება უცნობია. თვით თერმოდონტი კი რამდენიმე შენაკადითურთ სტუმართმოძულე პონტოში ისვრის აზვირთებულ ტალღებს. აქ – დოიასის ველზე ამაზონები სახლობენ. ისინი მამაცნი არიან და არავითარ კანონებს არ მისდევენ. მათი საზრუნავი საგანი არესის საქმეა და მთელ დროს ბრძოლაში ატარებენ. მეომარი ამაზონები არესმა და ნიმფა ჰარმონიამ წარმოშვეს. ნიმფა ჰარმონია ოდესღაც იალკმონიის ჭალაკში შეეუღლა ომიანობის ღმერთს არესს და მას შესძინა ომის მოყვარული ასულები. თემისკირის ნავსადგურში შემოსული არგონავტები ცოტა ხანი კიდევ რომ შეყოვნებულიყვნენ აქ, ისინი აუცილებლად ჩაებმებოდნენ ამაზონებთან ბრძოლაში და სისხლი დაიღვრებოდა, მაგრამ ყოვლისშემძლე ზევსის ნებით საამურმა არგესტემ დაუბერა და არგონავტებმა თემისკირა დატოვეს. აქაური ამაზონები კი უკვე იარაღში ჩამსხდარიყვნენ და საომრად მოისწრაფოდნენ. ამაზონები ერთ ქალაქში კი არ ცხოვრობდნენ, არამედ სამ ტომად იყვნენ გაყოფილნი. ერთი თემისკირიელების ტომი იყო და მასზე ჰიპოლიტე მეფობდა, მეორე ლიკასტიელი ამაზონებისაგან შესდგებოდა, ხოლო მესამე იყო შუბის ტყორცნაში გაწაფული ქადესიელების ტომი.

თემისკირიდან გამგზავრებული არგონავტები მეორეს დღეს და მომდევნო ღამეს ხალიბთა ქვეყნის გასწვრივ მიცურავდნენ. ხალიბები არც მიწას ამუშავებენ ხარების საშუალებით, არც ტკბილი ნაყოფის მომცემ ხეხილების გაშენებას მისდევენ და არც ნახირს აძოვებენ ცვარით მოფენილ ველზე. ისინი რკინით მდიდარ პირქუშ მიწას თხრიან და მოპოვებულ მადანს სურსათზე ცვლიან. ისე არ დადგება დღე, რომ ხალიბებისათვის მძიმე შრომა არ მოჰქონდეს. მათ მძიმე მუშაობა შავ ჭვარტლში და კვამლში გადააქვთ.

ხალიბთა მიწის უკან მოტოვების შემდეგ არგონავტებმა სწრაფად შემოუარეს გენეტელი ზევსის კონცხს და ტიბარენების ქვეყნის გასწვრივ მიცურავდნენ. ტიბარენებში ასეთი წესი არსებობს: როცა ქალები თავიანთ ქმრებს შვილებს შესძენენ ხოლმე, ქმრები თავს შეიბურავენ, საწოლზე დაემხობიან და გამკვეთი ხმით კვნესიან, ცოლები კი კარგი საჭმელით ჰკვებავენ მათ და მშობიარობიდან განთავისუფლების აღსანიშნავად აბანოს უწყობენ.

ტიბარენთა შემდეგ არგონავტებმა ჩაუარეს წმინდა მთას და იმ მხარეს, რომლის მთებშიაც მოსსინიკები ცხოვრობენ ეგრეთწოდებულ მოსსინებში. აი ამ მოსსინებისაგან მიიღეს მოსსინიკებმა თავისი სახელი. მოსსინიკებს სულ სხვა ზნე-ჩვეულება და კანონები აქვთ. ყველაფერს იმას, რის გაკეთებაც დასაშვებია აშკარად ხალხში ან მოედანზე, ისინი სახლში აკეთებენ; ხოლო რასაც ჩვენ სახლში ვასრულებთ, იმას მოსსინიკები შენობის გარეთ შუაგულ ქუჩაში სჩადიან უსირცხვილოდ. მოსსინიკებში სირცხვილად არ ითვლება სქესობრივი კავშირის საჯარო შესრულება. ისინი, ვით ღორები საძოვარზე, ისე ყრიან მიწაზე და ერთად ესიყვარულებიან ქალებს, და ოდნავადაც არ ერიდებათ დამსწრეების და ერთი მეორის. ყველაზე უფრო მაღალ მოსსინში მათი მეფე ზის და თავის მრავალრიცხოვან ხალხს მართალ სამართალს უსჯის. მოსსინიკთა მეფის მდგომარეობა მეტად სავალალოა. თუ იგი სამართლის განსჯის დროს რაიმე შეცდომას დაუშვებს, ხალხი მას ჩაკეტავს და მთელ დღეს აშიმშილებს.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VIII, არგონავტიკა - წიგნი მეორე – X, ასირია

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.310 არგონავტიკა - წიგნი მეორე – V - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეორე – V

ბერძნ.

ფინევსის სიტყვებმა თავზარი დასცეს არგონავტებს. დიდხანს იყვნენ გაშეშებულნი და ხმას არ იღებდნენ. ბოლოს მოსალოდნელი საფრთხით შემკრთალმა ეზონის გმირმა ძემ დაარღვია მყუდროება: „მოხუცო, შენ უკვე გვიამბე, თუ რა განსაცდელი გვიძევს წინ. გვირჩიე, თუ როგორ გადავლახოთ პირქუში და მოძრავი კლდეები, მაგრამ სიამოვნებით შევიტყობდით შენგან იმასაც, თუ როგორ გამოვცუროთ ეს კლდეები ელადაში დაბრუნების ჟამს, თუ როგორ გადავლახავთ კოლხეთისაკენ სავალ ესოდენ შორეულ გზას, როცა მეც და ჩემი მეგობრებიც არ ვიცნობთ ამ მხრეს. კოლხეთის ეა ხომ ზღვისა და მიწის უკიდურეს მხარეში მდებარეობს?“. მოხუცმა ფინევსმა იაზონს ასე მიუგო: „შვილო ჩემო, როცა პირქუშ კლდეებს გასცურავთ, მერე გამხნევდით, რადგანაც ეადან უკან ნაოსნობის დროს თქვენ გამოგიძღვებათ ღვთაება. ეასაკენ ცურვის დროს კი მრავლად აღმოგიჩნდებათ მეგზურები. თქვენ უნდა მოუწოდოთ დასახმარებლად ჯადოქრობაში გამოწვრთნილ ქალღმერთ კიპრიდას. თქვენი დავალების სახელოვნად დასრულება მისგანაა დამოკიდებული. მე უკვე ყველაფერი გითხარით და აღარაფერი არ შემეკითხოთ!“.

დაამთავრა თუ არა ფინევსმა ლაპარაკი, ეთერიდან ბორეასის შვილები დაეშვნენ და მარდი ფეხები ფინევსის სახლის კარის ზღურბლზე შემოსდგეს. სიხარულით წამოდგნენ ზეზე ვაჟკაცი არგონავტები, ბორეასის ძლევამოსილი ვაჟიშვილები რომ დაინახეს და მოუთმენლად ელოდნენ იმას, თუ რას იტყოდნენ ისინი ჰარპიების შესახებ. ძეტემ, ჯერ კიდევ რომ მძიმედ სუნთქავდა დაღლილობის გამო, მეგობრებს უამბო, თუ რარიგ შორს გარეკეს ჰარპიები, თუ როგორ აუკრძალა მათ ქალღმერთმა ირისმა ფრთოსნების დახოცვა და როგორ მისცა ფიცი. ბოლოს, როგორ ჩაეშვნენ შეშინებული ჰარპიები დიქტეს მთის უზარმაზარ მღვიმეში. ამ ამბავმა სიხარულით აღავსო ფინევსი და არგონავტებიც გაახარა. „აგენორის სახელოვანო ძევ, – მიმართა ეზონის გონიერმა ვაჟმა ფინევსს, – ცხადია, რომელიღაც ღმერთმა მოწყალების თვალი მოავლო შენს საბრალო ბედს. მან მოისურვა, რომ ჩვენ აქ მოვსულიყავით და ბორეასის ვაჟიშვილებს საზღვარი დაედოთ შენი ტანჯვისათვის. თუ ეს მოწყალე ღმერთი შენს თვალებს სინათლესაც დაუბრუნებს, ისე გამეხარდება, როგორც

სამშობლოში დაბრუნება!“. „ეზონის ძლევამოსილო შვილიო, – მწუხარებით მიუგო მას ფინევსმა – ჩემს დაშრეტილ თვალთ სინათლე აღარასოდეს არ დაუბრუნდება. ამის წამალი არსად არ არის. დაე მის სანაცვლოდ სიკვდილი მომივლინოს ნეტარმა ღმერთმა და მე სიკვდილში ვპოვებ უმაღლეს სიმშვიდე!“. ასე ესაუბრებოდნენ ისინი ერთმანეთს.

ამასობაში მათ ალიონმა მოუსწრო. ფინევსთან ახლომახლო მცხოვრებლები მოვიდნენ. ისინი ყოველდღიურად მოდიოდნენ მასთან. თან თავიანთი სურსათის ნაწილი მოჰქონდათ. მოხუცი ყველას მუყაითად უმისნებდა და რჩევა-დარიგებას აძლევდა. მართალია, ზოგიერთი ღარიბი იყო და საჩუქარიც მცირე მოჰქონდა, იგი არც ასეთს ხალხს უშვებდა გულდაწყვეტილს. ამიტომ იყო, რომ იქაურები საბრალო მოხუცს მზრუნველობას არ აკლებდნენ. ერთ-ერთი მათგანი, სახელად პარებიოსი, ფინევსს ყველაზე მეტად უყვარდა. პარებიოსი აღტაცებული იყო არგონავტების ხილვით, ვინაიდან ფინევსმა მას ოდესღაც უწინასწარმეტყველა, რომ ელადიდან აიეტის ქალაქისაკენ მიმავალი მამაცი გმირების ლაშქარი თინიას მიწას მოადგება და მე ჰარპიებს მომაშორებსო. როცა ფინევსმა მასთან მოსულები დააკმაყოფილა ბრძნული მისნობით, უკან გაისტუმრა, პარებიოსი კი არგონავტებთან დატოვა. მერე კი მას უბრძანა, საკუთარი ფარიდან ერთი შერჩეული ცხვარი მოეყვანა. როცა პარებიოსი სახლიდან გავიდა, ფინევსმა თავის სტუმრებს ასე უამბო: „მეგობრებო ყველა ადამიანი არაა ზვიადი და კეთილი საქმისთვის უმადური. აი ეს კაცი ერთ-ერთი იმათთაგანია. იგი ერთხელ თავისი ბედის გასაგებად მოვიდა ჩემთან. რაც უფრო მეტს შრომობდა, მით უფრო მეტად ღარიბდებოდა. შესვენება არ იყო მისთვის. ტანჯვით აღსავსე დღეს ასეთივე დღე მოსდევდა. პარებიოსი თავისი მამის შეცოდების გამო ისჯებოდა. ერთხელ პარებიოსის მამა მთაში ხეებს სჭრიდა. ნიმფა ჰამადრუა ტირილით ემუდარებოდა მას, რომ არ მოეჭრა მასთან ერთად აღზრდილი მუხა, რომლის ტანშიც იგი თავის სიცოცხლეს ატარებდა. მან არ უსმინა ნიმფა ჰამადრუას ხვეწნა-მუდარას და მუხა ახალგაზრდული სიამაყით გატაცებულმა მოჭრა. ამის გამო ნიმფამ შემდეგში მძიმე ხვედრი არგუნა მასაც და მის მაშვილებსაც. მე ეს მისნობის წყალობით გავიგე და პარებიოსს ვურჩიე, თინიელი ნიმფისათვის საკურთხეველი აეგო და მის მოსალმობიერებლად წმინდა მსხვერპლი შეეწირა, რათა მამის დანაშაული გამოესყიდა და მძიმე ხვედრს გაქცეოდა. პარებიოსი ასეც მოიქცა და ღვთის მოგზავნილ უბედურებას, – რომ მის შრომას ნაყოფი არ ჰქონდა, – საზღვარი დაედო ამიტომ არის, რომ პარებიოსი არ ივიწყებს ჩემს კეთილ რჩევას. სულ ცდილობს ჩემთან იყოს და ჩემი ტანჯვა გაიზიაროს. არასოდეს არ მტოვებს მარტო და ძლივს ვაგზავნი ხოლმე რამეზე“.

დაამთავრა თუ არა ფინევსმა ეს ამბავი, პარებიოსიც მოვიდა. მან ორი ცხვარი მოიყვანა. დღე დასასრულს უახლოვდებოდა. ფინევსის რჩევით იაზონმა და ბორეასის ვაჟიშვილებმა მისანთა მფარველ აპოლონს მოუწოდეს და საკურთხეველზე მსხვერპლი შესწირეს. ახალგაზრდა არგონავტებმა ლხინი გამართეს და როცა კარგად ივახშმეს, დასაძინებლად წამოიშალნენ. ზოგი ფინევსის სახლში დარჩა ღამის გასათევად, ზოგი კი ხომალდისაკენ გაემართა.

განთიადზე მძლავრი ქარები ამოვარდა. ეს ქარები ზევსის ბრძანებით დაქროლავენ ხოლმე მთელ დედამიწაზე. მათი წარმოშობის შესახებ შემდეგი თქმულება არსებობს.

ლამაზი ასული კირენე (ნიმფა), რომელსაც აშინებდა მამაკაცთა ვნება და გადაწყვეტილი ჰქონდა ბოლომდე სიქალწულე შეენარჩუნებინა, თავის ნახირს აძოვებდა მდინარე პენევის (თესალიაში) ნაპირებზე. ნეტარ აპოლონს იგი მოეწონა, გაიტაცა ჰემონიიდან (ჰემონია – თესალიის მეორე სახელი) და ლიბიის მკვიდრ ნიმფებს ჩააბარა, რომლებიც მირტოსიოსის მთის (ლიბიაში) მახლობლად ცხოვრობდნენ. აქ კირენემ ფებეს შესძინა ვაჟი – არისტაიოსი, რომელსაც მდიდარმა ჰემონიელებმა აგრევსი და ნომიოსი16 შეარქვეს. ღმერთმა აპოლონმა სიყვარულის გულისათვის კირენეს უკვდავება მიანიჭა და მონადირეთა მფარველ ნიმფად აქცია. პაწაწა შვილი კი კენტავრ ქირონის გამოქვაბულში წაიყვანა აღსაზრდელად. როცა არისტაიოსი წამოიზარდა, ქალღმერთმა მუზებმა დააქორწინეს, მკურნალობის ხელოვნება ასწავლეს, მისნობის ნიჭი მისცეს და მთელი თავიანთი ნახირი ჩააბარეს. მუზებს ნახირი ჰყავდათ გაშვებული ფთიის მინდვრებზე, ოთრისის მთის (თესალიაში) ფერდობებზე და მდინარე აპიდანის ნაპირებზე. როცა მინოსის გამგებლობაში მყოფ კუნძულებს (იგულისხმება კრეტა და კიკლადები) სირიოსი17 დაადგებოდა ხოლმე თავს და ყველაფერს თავისი სხივებით წვავდა, გვალვით დაზარალებული მცხოვრებნი მაშინ, აპოლონ-ღმერთის ბრძანებით, ვაებისგან დამხსნელ არისტაიოსს მიმართავდნენ შემწეობისათვის. შემდეგში არისტაიოკსი ერწმუნა მამის რჩევას და ფთიიდან კ. კეოსზე (კიკლადებში) გადასახლდა. აქ მან გარს შემოიკრიბა პარასიელი ხალხი, რომელიც თავის დასაბამს არკადიის მეფე ლიკაონისაგან იღებდა. აქ არისტაიოსმა, გვალვის თავიდან ასაცილებლად, იკმაიოს ზევსს18 დიდი საკურთხეველი აუგო და მთებში მსხვერპლი შესწირა ზევსსაც და სირიოსის ვარსკვლავსაც. ამის შემდეგ არის, რომ ყოველწლიურად ორმოცი დღის განმავლობაში აგრილებს ქვეყანას ზევსის მიერ აქროლებული ქარები; ხოლო კეოსზე ქურუმები დღესაც სწირავენ მსხვერპლს ყოვლისშემძლე ზევსს სანამ ზეცაზე ძაღლი (სირიოსი) გამოჩნდებოდეს“.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეორე – IV, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VI, არისტაიოსი, იკმაიოსი, სირიოსი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.311 არგონავტიკა - წიგნი მეორე – VI - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეორე – VI

ბერძნ.

ამ ქარებმა არგონავტები ფინევსის სამფლობელოში დააბრკოლეს. თინიელებს ვაჟკაცებისათვის უამრავი საჩუქრები მოჰქონდათ, ვინაიდან ამ ვაჟკაცებმა იხსნეს ფინევსი უბედურებისაგან. ბოლოს და ბოლოს ქარები ჩადგნენ. არგონავტებმა ზღვის ნაპირზე თორმეტ ნეტარ ღმერთს19 საკურთხეველი აუგეს, მსხვერპლი შესწირეს და ხომალდზე ავიდნენ, რათა კვლავ შეეცურებიათ იგი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში. ფინევსის რჩევის თანახმად თან მტრედიც წაიყვანეს, შიშისაგან დავარდნილი ფრინველი ევფემეს ჩაებღუჯა ხელში.

ქალღმერთ ათენას არგონავტების თინიას ნავსადგურიდან გამგზავრება არ გამოჰპარვია. ვაჟკაცებისათვის დახმარების მოსურნე ქალღმერთმა მყისვე შედგა ფეხები. მსუბუქ ღრუბელზე და ზეციდან ძირს ჩამოეშვა. ისეთი სისწრაფით მოჰქროდა ზეციდან ქალღმერთი ათენა, რომ მალ ფიქრს ემსგავსებოდა, რომელიც სამშობლოდან მოშორებულ კაცს მყისვე გადაატარებს თვალუწვდენელ ზღვებსა და ხმელეთს და სანუკვარ მამულში მიიყვანს. ქალღმერთმა აქსეინოს პონტოს20 თინიას სანაპიროზე დადგა ფეხი.

არგონავტები უკვე პირქუშ კლდეებს შორის ჩამწყვდეულ და დაკლაკნილ სრუტეს მიუახლოვდნენ. ხომალდ არგოს მძლავრად ეხეთქებოდნენ ტალღები და ვაჟკაცებს დაღუპვით ემუქრებოდნენ. აი არგონავტებს უკვე შემოესმათ პირქუში კლდეების ხმაური. ისინი ერთმანეთს ეხეთქებოდნენ და საზარელი გრიალი გაჰქონდათ. მყისვე წამოდგა ზეზე ევფემე, მტრედი რომ ეპყრა ხელთ და ხომალდის ცხვირზე შედგა. ვაჟკაცმა არგონავტებმა ტიფისის ბრძანებით მარჯვედ მოუსვეს ხოფებს. ხომალდმა უკანასკნელი მოსახვევი რომ გაიარა, ვაჟკაცებმა დაინახეს ის, რის დანახვაც მათ შემდეგ არც ერთ მოკვდავს აღარ ეწერა. პირქუში კლდეები ერთიმეორეს შორდებოდნენ. არგონავტებს თავზარი დაეცათ ამის დანახვაზე. ხომალდის წვერზე შემდგარმა ევფემემ მტრედი სწრაფად გააფრინა კლდეებისაკენ. არგონავტებმა თავები ზე ასწიეს და ფრთოსანს თვალები მიაპყრეს. მტრედი ელვის სისწრაფით მიფრინავდა სრუტისაკენ. კლდეები საზარელი გუგუნით უახლოვდებოდნენ ერთმანეთს და ზათქით პირი შეიკრეს. ზღვა საშიშრად შფოთავდა და ზვირთებს ზვირთებზე ახლიდა. იგი საზარლად ტორტმანობდა, ჰაერს აზანზარებდა და ღრუბლისფერ ტალღებს კლდეებს ახეთქებდა. მღელვარე ტალღები თეთრ ქაფს ანთხევდნენ, სრუტის ნაპირებს ეხლებოდნენ და გაშმაგებით ღმუოდნენ. აბობოქრებული ზვირთები ნაფოტივით აფრიალებდნენ ხომალდ არგოს. ევფემეს მიერ გაშვებული მტრედი უვნებლად გაფრინდა სრუტეში. კლდეებმა კუდის ბოლო მოაგლიჯეს მხოლოდ. არგონავტებმა სიხარულით შესძახეს. მესაჭე ტიფისმა ვაჟკაცები გაამხნევა და წააქეზა მძლავრად მოესვათ ხოფები, რათა უვნებლად გაეტარებიათ ხომალდი კლდეთა შორის, რომლებიც ისევ შორდებოდნენ ერთიმეორეს. შიშით უსვამდნენ არგონავტები ხოფებს. როცა ნაპირს შეხეთქებული უზარმაზარი ტალღა უკან დაბრუნდა და ხომალდი ელვის სისწრაფით შეიტანა კლდეებს შორის, რომლებიც პირშესაკრავად ისევ უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, მაშინ ყველა არგონავტი საშინელმა შიშმა შეიპყრო. აუცილებელი დაღუპვა მოელოდა მათ. გმირების თვალწინ ზღვის თვალუწვდენელი სივრცე იყო გადაშლილი. უეცრად მათ წიწ ცამდე აზიდული ტალღა აღიმართა; მოხეთქილ მთასავით ტორტმანობდა იგი, ხომალდზე დაცემას და მის ჩაღუპვას ლამობდა. ეს რომ დაინახეს, გულგატეხილმა არგონავტებმა თავები ჩაქინდრეს, მაგრამ გამოცდილმა მესაჭემ ტიფისმა მძლავრად მოიმარჯვა ხელში საჭე და აზვირთებულ სტიქიონს, რომე ლიც ხომალდს დაღუპვით ემუქრებოდა, მოხერხებულად დაუსხლტა. ახლა კი ბობოქარი ტალღა ხომალდს ქვეშ მოექცა, უკან დააბრუნა და ნაფოტივით ატრიალებდა. გმირი ევფემე აქეთ-იქით დარბოდა და მეგობრებს დასჭყიოდა, რომ მთელი ძალ-ღონით დასწოლოდნენ ხოფებს. ვაჟკაცებიც ყვირილით ურტყამდნენ ხოფებს ზღვის გაშმაგებულ წყალს. მძლავრად დარტყმულ ნიჩაბს ორმაგი სიმძლავრის მოწოლით პასუხობდა ტალღა. მოხრილი მშვილდებივით დაიზნიქნენ ხოფები. კვლავ აღიმართა ხომალდის წინ ვეებერთელა ტალღა, ხომალდი ზე აიტაცა და ზურგზე მოიქცია. ცილინდრივით გასრიალდა ხომალდი ზვირთზე და კლდეებს შორის შეცურდა კვლავ. აქ იგი ბობოქარმა მორევმა შეაკავა და ერთ ადგილას ატრიალებდა. პირშესაკრავად წამოსული კლდეები შემაძრწუნებელი გუგუნით მოისწრაფოდნენ ხომალდი კვლავ ერთ ადგილას ქანაობდა და აუცილებელ დაღუპვას ელოდა. მაგრამ ამ დროს ზეცით მოვლენილმა ქალღმერთმა ათენამ ერთი პირქუში კლდე მარცხენა ხელით შეაკავა, მარჯვენათი კი ხომალდს წაჰკრა და არგო გატყორცნილი ისარივით გასრიალდა. ერთმანეთს შეხეთქებულმა კლდეებმა კუდი დაუზიანეს ოდნავ ხომალდს. გადაარჩინა თუ არა არგონავტები განსაცდელს, ქალღმერთი ათენა ოლიმპოზე აცურდა. პირქუშმა კლდეებმა, კვლავ რომ დაშორდნენ ერთიმეორეს, ძირი გაიდგეს და სამარადისოდ შეჩერდნენ. ნეტარმა ღმერთებმა ოდესღაც გადასწყვიტეს, რომ თუ კი ვინმე ამ კლდეებს იხილავდა და გადასცურავდა, ისინი უმოძრაო კლდეებად უნდა ქცეულიყვნენ.

არგონავტებს შიში გაუქრათ და თავისუფლად ამოისუნთქეს. ასე ეგონათ, ჰადესისაგან (საიქიო) დავიხსენით თავიო. ისინი აღტაცებით შმაყენებდნენ უსაზღვრო ზეცას და ზღვის თვალუწვდენელ სივრცეს ჩვენ უკვე გადავურჩით განსაცდელს, – შეჰყვირა მესაჭე ტიფისმა, – და ამის მიზეზი სხვა არავინაა, თუ არა ქალღმერთი ათენა. მან შთაჰბერა ჩვენს ხომალდს ღვთაებრივი ძალა. ძლევამოსილო ეზონიდო, – მიმართა მან იაზონს, – ჩვენს ხომალდს ვერავითარი ძალა ვერ დაამსხვრევს. რაკიღა ქალღმერთმა უვნებლად გაგვატარა საზარელ კლდეებში, ამიერიდან ეჭვი ნუ გეპარება, რომ მეფე პელიასის დავალებას ბრწყინვალედ შეასრულებ. აგენორის სახელოვანმა ვაჟიშვილმა ფინევსმა ხომ კლდეებში გაცურვის შემდეგ სულ ადვილი დაბრკოლებების გადალახვა გვიმისნა!“ ასე სთქვა გამოცდილმა მესაჭემ და ხომალდი, ზღვის ზედაპირზე რომ მისრიალებდა, ბითინიის მხარეს ჩაუცურა. იაზონმა, რომელსაც თავისი მეგობრების გამოცდა სურდა, ტიფისს ტკბილად მიუგო: „ძვირფასო მეგობარო, ამაოდ ცდილობ ჩემს დამშვიდებას. მე ვგრძნობ, რომ შევცდი და მძიმე უბედურება დავიტეხე თავს. მე უარი უნდა მეთქვა ამ ლაშქრობაზე პელიასისათვის, თუნდაც საზარლად ავეკუწე და ისე გამოვსალმებოდი სიცოცხლეს. ახლა კი აუტანელი მწუხარება მიპყრობს და მოსვენებას არ მაძლევს. მუდამ საფრთხე მელანდება თვალწინ, ზღვის თვალუწვდენელ სივრცეზე რომ მივცურავთ. ყოველ ნაპირზე მიდგომა ეჭვს ძრავს ჩემში, ვაი თუ მტრულად შეგვხვდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები მეთქი! არც დღე და არც ღამე არ მასვენებს სევდა და დარდი მას შემდეგ, რაც თქვენ შეგკრიბეთ კოლხეთში გასალაშქრებლად. მე ჩემს თავზე ოდნავადაც არ ვფიქრობ. ჩემი ფიქრები თქვენ დაგტრიალებთ თავს, შენც, ჩემო ტიფისს, და ყველა სხვას – ჩემთვის ძვირფას მეგობარს. ვშიშობ, ვაი თუ ვეღარ დაგაბრუნეთ უვნებლად საყვარელ ელადაში!“ იაზონის სიტყვებზე ვაჟკაცები ზე წამოდგნენ, ძვირფასი წინამძღოლი გაამხნევეს და ბოლომდე დახმარება აღუთქვეს. იაზონი სიხარულმა აიტაცა და ერთგულ მეგობრებს მადლიერების გრძნობით მიუგო: „ვაჟკაცებო, თქვენმა მამაცობამ მხნეობა შემმატა. თქვენ უზომო სიმტკიცეს იჩენთ მძიმე განსაცდელის ჟამს და ამიერიდან შიშს გულში არ გავიტარებ, თუნდაც ჰადესის უფსკრულში მომიხდეს გამგზავრება. რაკიღა საშინელ კლდეებს თავი დავაღწიეთ, ვფიქრობ, რომ ასეთი განსაცდელი მომავალში აღარ შეგვხვდება. მივყვეთ, მეგობრებო, წინასწარმეტყველ ფინევსის მიერ ნაჩვენებ გზას!“ დაამთავრა თუ არა იაზონმა სიტყვა, არგონავტებმა კვლავ მძლავრად მოუსვეს ხოფებს და სწრაფად გადალახეს სწრაფი მდინარის რებას შესართავი; შემდეგ კოლონის კლდე და შავი კონცხი მოიტოვეს უკან. მალე მდინარე ფილიდის შესართავიც გადასცურეს. ამ მდინარის და მინდვრის ნიმფის ვაჟიშვილმა – დიფსაკემ ოდესღაც სტუმრად მიიღო ვერძის წყალობით ორქომენიდან გამოქცეული ფრიქსე. სამართლიანობით განთქმული დიფსაკე ღვთაებრივ დედასთან ერთად ცხოვრობდა და თავისი მამის, მდინარე ფილიდის, ნაპირებზე ნახირს აძოვებდა. არგონავტებმა ხომალდიდან თვალი მოჰკრეს დიფსაკესადმი შეწირულ ტაძარს, თვალუწვდენელ ჭალას და ბობოქარ მდინარე კალპეს. არგონავტები მთელი ღამე მიცურავდნენ წინ და მაგარ ხოფებს განუწყვეტლივ ურტყამდნენ ზღვის ტალღებს. ვით მძლავრი ხარები აპობენ ხოლმე ტენიან ხოდაბუნს, ოფლში იღვრებიან და უღლის ქვეშ ალმაცერად ატრიალებენ თვალებს, ისე არგონავტები მიაპობდნენ ზღვას და მძლავრად უსვამდნენ ნიჩბებს.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეორე – V, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VII, ნეტარი ღმერთი, ევქსინის პონტო

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.312 არგონავტიკა - წიგნი მეორე – VII - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეორე – VII

ბერძნ.

იმ დროს, როცა ჯერ კიდევ არ დასდგომოდა ქვეყანას ღვთაებრივი დღის სინათლე და წყვდიადი და ნათელი ერთმანეთში ირეოდა, ხოფების მოსმისაგან დაქანცული არგონავტები უდაბური კუნძულის – თინიასის ნავსადგურში შეცურდნენ და ნაპირზე გადავიდნენ. უეცრივ მათ გამოეცხადათ ლეტოს ბრწყინვალე ვაჟიშვილი აპოლონი. იგი ლიკიიდან კაცთმრავალ ჰიპერბორეელთა მხარეში მიემართებოდა. ნეტარ ღმერთს მტევნებივით ერხეოდა ლოყებზე ოქროს კულულები. მარცხენა ხელში მას ვერცხლის მშვილდი ეპყრა, მხრებზე კი კაპარჭი მქონდა გადაკიდებული. მის ფერხთა ქვეშ მთელი კუნძული ირყეოდა, ხოლო ზღვის აზვირთებული ტალღები ნაპირს ეხეთქებოდნენ. ღმერთის დანახვამ შიში გამოიწვია არგონავტებში. ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაჰბედა აპოლონის ლამაზი თვალების ხილვა. თავები ჩაჰქინდრეს ვაჟკაცებმა და აპოლონ ღმერთმაც სწრაფად მოიტოვა ისინი უკან. იგი პონტოს ზევით მიარღვევდა ჰაერს. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ღვთაებრივმა მომღერალმა, ორფევსმა, არგონავტებს უთხრა: „მეგობრებო, ამ წმინდა კუნძულს განთიადის აპოლონის კუნძული ვუწოდოთ, რადგან ღმერთი განთიადზე გამოგვეცხადა. ავუგოთ მას ზღვის ნაპირზე საკურთხეველი და შეძლებისდაგვარი მსხვერპლიც შევწიროთ. ხოლო თუ მან მშვიდობიანად დაგვაბრუნა სანუკვარ ჰემონიაში, მაშინ მას ამავე საკურთხეველზე დავუდოთ მსხვერპლად რქიანი თხების მსუქანი ბეჭები. ახლა კი გირჩევთ, რახან სხვა შესაძლებლობა არა გვაქვს, უბრალო ქონით და ზედაშეს დაღვრით მოვილმობიეროთ ნეტარი მეუფე. მოწყალე იყავ დიდებულო აპოლონ! შენი გამოცხადება კეთილი იყოს ჩვენთვის!“. ორფევსის წინადადებით არგონავტები მსხვერპლშეწირვის თადარიგს შეუდგნენ. ზოგიერთმა რიყეზე ქვები მოაგროვა და საკურთხეველი ააგო, ზოგიერთი კი კუნძულის სიღრმეში შევიდა და სამსხვერპლო ფურირემს და ველურ თხას ეძებდა. მსხვერპლის საძებრად წასულ ვაჟკაცებს ღმერთმა აპოლონმა მრავლად მოუვლინა ნადირი. არგონავტებმა საკურთხეველზე დასწვეს ქონის ორმაგ ფენაში გახვეული ნადირთა ბეჭები და თან განთიადის აპოლონს ადიდებდნენ. სამსხვერპლო ცეცხლის ირგვლივ ვაჟკაცებმა ფერხული ჩააბეს და ლამაზ იეპეანს, იეპეან-ფებეს, უგალობდნენ. ეაგრეს სახელოვანი ვაჟი, ორფევსი, ბისტონიურ ფორმინგს აჟღერებდა და საამური ხმით მღეროდა, თუ ვით განგმირა ნეტარმა აპოლონმა თავისი ისრებით საზარელი დელფინი (დრაკონის ტიფონი) კლდოვანი მთის პარნასის ძირში, როცა იგი ჯერ კიდევ ყრმა იყო და თავისი კულულებით ხარობდა. (მოწყალე იყავ, შენ, ღმერთო აპოლონ! დაე ნუ მიეკარება შენს ლამაზ თმებს უხეში ხელი! მაგ ლამაზი კულულების შეხება მხოლოდ კოოსის ასულს – ლეტოს შეუძლია. იგი გისწორებს მათ ღვთაებრივი ხელებით!) მღეროდა ორფევსი, თუ როგორ ამხნევებდნენ აპოლონს დელფინთან ბრძოლაში პლისტეს ასულები – კორიკიელი (კორიკიოსი – კილიკიის მთა) ნიმფები და ვით შესძახოდნენ იეიეს. (აქედან გაჩნდა სწორედ აპოლონ-ფებეს ლამაზი ჰიმნი).

ფერხულის დამთავრების შემდეგ არგონავტებმა საკურთხეველზე ზედაშე დაღვარეს და ფიცი დასდეს, რომ მათი შეხმატკბილებული მეგობრობა არ დაერღვიათ. ამის დასადასტურებლად თანხმობის ქალღმერთს მოუწოდეს და ბრწყინვალე ღვთაებას წმინდა ძეგლი აუგეს. იგი დღესაც კი მოჩანს ამ მხარეში, ფინევსის სამფლობელოს დატოვების შემდეგ ორი დღე გავიდა. მესამე დღეს კეთილმა ზეფირმა მძლავრად დაუბერა და არგონავტები თინიასის მაღალ კუნძულს გაშორდნენ. ხომალდმა არგომ გადასცურა მდინარე სანგარის (მცირე აზიაში) შესართავი, უკან მოიტოვა მარიანდინების მარად მწვანითმოსილი მხარე და ანთემოისის ტბა (მცირე აზიაში). შემდეგ მდინარე ლიკეს (მცირე აზიაში) შესართავი გაიარეს არგონავტებმა და ისეთი სისწრაფით მიქროდნენ, რომ ხომალდის ყოველგვარი მოწყობილობა საშინლად ირხეოდა. ძლიერი ზურგის ქარი ღამით ჩადგა; დილით კი სიხარულით მიადგნენ არგონავტები აქერუსიის კონცხს. ეს კლდოვანი კონცხი ამაყად დაჰყურებს თავს ბითინიის ზღვას (იგულისხმება შავი ზღვა). მისი მწვერვალი ცამდე აზიდული ჭადრის ხეებითაა დაფარული, ძირი კი უზარმაზარი ლოდებითა აქვს მოფენილი, რომელთაც საზარელი გრიალით ეხეთქებიან ბობოქარი ტალღები. აქერუსიის გაუვალი ტყით დაფარულ მწვერვალზე ღრმა და კლდოვანი ხეობა არის, საიდანაც ჰადესის სამეფოში (საიქიოში) შეიძლება ჩასვლა. პირდაღებულ უფსკრულიდან განუწყვეტლივ მოქშინავს ცივი ორთქლი და იქაურობას ქათქათა ყინულით ფარავს. ეს ყინული მხოლოდ მაშინ დნება, როცა მზე თავის ცხოველმყოფელ სხივებს კონცხის მწვერვალს დაადგამს. დუმილი ვერასოდეს ვერ იპყრობს ამ მრისხანე და ბობოქარ ხეობას. მის ქშენასა და ხმაურს მუდამ უერთდება ზღვის აზვირთებული ტალღების გრიალი და საიქიოს სამეფოდან მომძლავრებული ქროლის წყალობით დარხეულ ხეთა შრიალი. აქერუსიის კონცხზე მოჰქუხს საიქიოს მდინარე აქერონი და აღმოსავლეთის ზღვაში ვარდება. არგონავტთა ლაშქრობის დიდი ხნის შემდეგ ნისელმა მეგარელებმა, რომლებიც მარიანდინების მხარეში მოვიდნენ დასასახლებლად, გააფთრებულ ქარიშხლისაგან თავის დასაცავად ხომალდები მდინარე აქერონში შეაცურეს და აქერონს „ხომალდთა მხსნელი“ უწოდეს.

არგონავტებმა აქერუსიის კონცხს გარს შემოუარეს და მარიანდინების მიწას მიადგნენ. სწრაფად დაირხა ვაჟკაცების მოსვლის ხმა მარიანდინებში, რომელთაც მეფე ლიკოსი მართავდა. მათ უკვე გაგებული ჰქონდათ, რომ ამ გმირებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მათი მტერი ბებრიკების თავხედი მეფე ამიკოსი. მარიანდინები, სხვათა შორის, განუწყვეტლივ ომობდნენ ველურ ბებრიკებთან. კეთილი მასპინძლები არგონავტებს აღტაცებით მიეგებნენ. ისინი გარს შემოეხვივნენ ძლევამოსილ პოლიდევკეს და ამიკოსის უშუალო მკვლელს ისე ესალმებოდნენ, ვით ღვთაებას. მარიანდინებმა მეგობრობის კავშირი დასდეს არგონავტებთან და ქალაქში მიიპატიჟეს. მეფე ლიკოსმა ვაჟკაცებს სასახლეში ლხინი მოუწყო და ტკბილი საუბარიც გაიმართა. იაზონმა მარიანდინთა მეფეს თავისი მეგობრები გააცნო; უამბო, თუ რა დავალება მისცა მას პელიასმა, თუ როგორ წამოვიდნენ ლაშქრად და რარიგი პატივით იქმნენ მიღებული კუნძულ ლემნოსზე იქაური ქალების მიერ. შემდეგ იაზონი მას მოუყვა დოლიონების ქვეყანაში თავსგარდამხდარ ამბებს. უამბო, თუ როგორ მივიდნენ მიზიაში კიოსის შესართავთან და ვით მიატოვეს აქ მათდაუნებურად ძლევამოსილი ჰერაკლე. მოუთხრო გლავკოსის გამოცხადების ამბავი და ისიც, თუ ვით გაანადგურეს თავხედი ბებრიკები. შემდეგ ფინევსის უბედურების შესახებ უამბო და მოხუცის წინასწარმეტყველებაც გააცნო. დასასრულ, ზარდამცემ კლდეებში გამოცურვის ამბავი და ლეტოს დიდებული ვაჟიშვილის, აპოლონის, გამოცხადებაც მოუთხრო. ლიკოსი აღტაცებით უსმენდა იაზონს, მაგრამ ჰერაკლეს მიზიაში მიტოვების ამბავი რომ გაიგო, არგონავტებს ასეთი სიტყვით მიმართა: „ძვირფასო მეგობრებო, როგორი ძლევამოსილი ვაჟკაცის გარეშე მიემართებით აიეტის ქვეყანაში! ჰერაკლეს მე კარგად ვიცნობდი. იგი პირველად აქ, მამაჩემის დასკილეს სასახლეში, ვნახე. ძლევამოსილ ჰერაკლეს აზია ფეხით გამოევლო და თან მეომარი ჰიპოლიტეს სარტყელი მიჰქონდა ევრისთევთან. ძლევამოსილმა ვაჟკაცმა მე ჯერ კიდევ პირტიტველი მიხილა. სწორედ იმ დროს მიზიელების მიერ მოკლულ იქმნა ჩემი ძმა პრიოლე, რომელსაც დღესაც დასტირის აქაური ხალხი სამგლოვიარო სიმღერებით. პრიოლეს საფლავზე გამართული შეჯიბრის დროს სახელოვანმა ვაჟკაცმა ჰერაკლემ სახელგანთქმული მოკრივე ტიტიე დაამარცხა კრივში. ეს ტიტიე ახალგაზრდებში სახით და ღონით გამოირჩეოდა, მაგრამ ჰერაკლემ მიწაზე დააყრევინა მას კბილები. დიდებულმა ჰერაკლემ მაშინ მამაჩემის კვერთხს დაუმორჩილა მიზიელები, ფრიგიელები, ჩვენს მეზობლად რომ ცხოვრობენ და ბითინიელთა მხარე ვიდრე მდინარე რებას შესართავამდე და კოლონის კლდემდე. გარდა ამისა, ჰერაკლეს ძალას დანებდნენ პელოფსის მოდგმის პაფლაგონიელები, რომელთაც გარს მდინარე ბილაიოსის (პაფლაგონიაში) შავი წყალი უვლის. როცა ჰერაკლემ ჩვენი მიწა-წყალი დატოვა, მაშინ კი გამოიღეს ხელი ბებრიკებმა და მათმა თავხედმა მეფემ ჩემს სამფლობელოს ბევრი მიწა ჩამოაჭრა. მან თავისი ქვეყნის საზღვრები მდინარე ჰიპიოსის ნაპირებამდე მოიყვანა. ახლა კი თქვენი დახმარების წყალობით გადამიხადეს საზღო იმ თავხედმა ბებრიკებმა! ღმერთების შემწეობით დაატეხა თავს რისხვა ძლევამოსილმა ტინდარიდმა ამიკოსს და სიცოცხლეს გამოასალმა. მე მოვალე ვარ, თქვენ სამაგიერო გადაგიხადოთ ამისათვის და გადაგიხდით კიდევაც, რაც კი შემიძლია. სუსტმა მოკვდავებმა თავიანთ მფარველებს პატივი უნდა სცენ, ასეთია წესი! მე ვუბრძანებ ჩემს შვილს დასკილეს, მეგზურად გამოგყვეთ. მასთან ერთად თქვენ ყველანი პატივით მიგიღებენ, სადაც კი არ მიაყენებთ ხომალდს ვიდრე მდინარე თერმოდონტის შესართავამდე. რაც შეეხება ძლევამოსილ ტინდარიდებს, პოლიდევკეს და კასტორს, მათ მე აქერუსიის კონცხის მწვერვალზე მაღალ ტაძარს ავუგებ და მას მეზღვაურები კრძალვითა და პატივით დაუწყებენ ზღვიდან თაყვანისცემას. მათვე შევწირავ, როგორც ღვთაებებს ნოყიერ და თვალუწვდენელ ყანას“.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VI, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VIII, ჰიპერბორეელები, პეანი, პარნასი, კოოსი, იეიე, ჰიპოლიტეს სარტყელი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.313 არგონავტიკა - წიგნი მეორე – VIII - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეორე – VIII

ბერძნ.

მარიანდინებთან ლხინი მთელ ღამეს გაგრძელდა. განთიადზე არგონავტები წამოიშალნენ და ხომალდისაკენ გასწიეს. მეფე ლიკოსმა ვაჟკაცებს ურიცხვი საჩუქარი უბოძა, თავისი შვილი მეგზურად დაუნიშნა და ნავსადგურში გააცილა. ხომალდისაკენ მსვლელობის დროს აბასის კეთილშობილ ვაჟს, წინასწარმეტყველების ნიჭით შემკობილ იდმონს საზარელი უბედურება დაატყდა თავს. ვერ იხსნა მისნობის ძალამ უბედური იდმონი. მას ხომ ბედისწერა უნდა აღსრულებოდა! ლერწმით დაფარულ მდინარის ნაპირზე საზარელი მხეცი, თეთრეშვებიანი გარეული ტახი ჩაწოლილიყო და ტალახით ტანს იგრილებდა. მისი დანახვა თვით წყლის ნიმფებსაც კი შიშის ზარს ჰგვრიდა. არგონავტებმა ისე ჩაუარეს გვერდი მას, რომ არ შეუნიშნავთ; ხოლო როცა უბედური მისანი იდმონი მიუახლოვდა ამ ადგილს, ტახმა იგი დაინახა, უმალვე გამოხტა ლერწმნარიდან და გააფთრებულმა მხეცმა თავისი საშინელი ბასრი ეშვები საბრალო მისანს თეძოზე დააძგერა. ერთი საზარლად შეჰყვირა იდმონმა და მიწაზე დაეცა. მყისვე გამოეხმაურნენ არგონავტები დაჭრილ მეგობარს. მამაცმა პელევსმა შუბი მოიმარჯვა და მძვინვარე მხეცს სტყორცნა. ტახი გააფთრდა, უეცრივ შემოტრიალდა და პელევსისაკენ გაეშურა, მაგრამ ახლა ამაყმა იდასმა სტყორცნა ნადირს თავისი გამგმირავი შუბი და სასიკვდილოდ დაჭრა. განგმირული ტახი კბილის ღრჭიალით დაენარცხა მიწას. შეწუხებულმა არგონავტებმა სულთმობრძავი იდმონი ხომალდისაკენ გააქანეს, მაგრამ მან მეგობრების ხელზე განუტევა სული. თავზარდაცემულმა არგონავტებმა გამგზავრება დროებით გადასდეს და მეგობრის გვამის დაკრძალვაზე დაიწყეს ზრუნვა. სამი დღის განმავლობაში გლოვობდნენ ვაჟკაცები საბრალო მისანს, მეოთხე დღეს კი ბრწყინვალედ მიაბარეს მიწას იდმონის გაცივებული გვამი. დასაფლავებაში იქაურმა ხალხმაც მიიღო მონაწილეობა. იდმონის საფლავზე, მიცვალებულთათვის განკუთვნილი წესით, მრავალი ცხვარი დაჰკლეს და შემდეგ ტაგრუცი აღმართეს. მისი ნახვა დღესაც კი შეიძლება აქერუსიის კონცხის ძირში. იდმონის საფლავზე ამოსულია ველური ზეთისხილის ხე და იქაურობას თავისი შტოებით ჩრდილავს. თუ საჭიროა, რომ მუზების დახმარებით ამის შესახებ კიდევ ვთქვა რამე, მოგახსენებთ შემდეგს: აპოლონ-ფებემ ბეოტიელებს და ნისელებს უბრძანა, რომ თაყვანი ეცათ იდმონისათვის, როგორც ქალაქის მფარველი ღვთაებისათვის და მისისაფლავის გარშემო ქალაქი აეშენებინათ. ისინი დღესაც კი მოუწოდებენ ხოლმე ღვთისდარ ეოლიდ იდმონს, ოღონდ აგამესტორის სახელით.

სამწუხაროდ, არგონავტებს ახალი უბედურება დაატყდათ თავს. უეცრივ, სრულიად მოულოდნელად, გარდაიცვალა გამოცდილი და მამაცი მესაჭე ტიფისი. მას აღარ ეწერა კვლავ ემართა ხომალდის საჭე. სანამ არგონავტთა ლაშქარი იდმონის დაკრძალვით იყო გართული, ტიფისი მეტად ხანმოკლე ავადმყოფობამ გამოასალმა სიცოცხლეს. გამოუთქმელი გულისტკივილით მიაბარეს არგონავტებმა მიწას ტიფისის გვამი. იგი იდმონის გვერდით დაასაფლავეს და სამარადისო ტაგრუცი აღუმართეს. მეგობრების დაკარგვით დამგლოვიარებული არგონავტები ზღვის პირად ისხდნენ. თავები მოსასხამებით შეებურათ, არც საჭმელი ახსოვდათ, არც სასმელი და არც მოვალეობა. სამშობლოში დაბრუნების იმედაღკვეთილი ვაჟკაცები აუტანელი მწუხარებით იყვნენ შეპყრობილნი. ისინი დიდხანს დარჩებოდნენ ამ მდგომარეობაში, რომ ქალღმერთ ჰერას მძლე ანკევსისათვის მამაცობა არ შთაენერგა. ეს ვაჟკაცი ყოვლისშემძლე პოსეიდონს ნიმფა ასტიპალაიამ შესძინა მდინარე იმბროსის ნაპირებზე. იგი დიდად დახელოვნებული იყო ხომალდის მართვის საქმეში და მაშინ ქალღმერთის მიერ შთაგონებულმა ვაჟკაცმა ეაკეს სახელოვან ვაჟს პელევსს ასე უთხრა: „განა ლამაზია, ეაკიდო, დავივიწყოთ ის მოვალეობა, რომელიც ჩვენ ვიკისრეთ!? რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ამ უცხო ქვეყანაში? იქნებ ფიქრობ, რომ უბედური ტიფისის შემდეგ ჩვენი ხომალდისათვის მესაჭე არ აღმოჩნდება! აი მე, პართენიიდან რომ წამომიყვანა იაზონმა ოქროს საწმისის გულისათვის, საბრძოლო საქმეებში არა ვარ იმდენად გამოცდილი, რამდენადაც მესაჭეობაში. გარდა ამისა, ჩვენს შორის სხვებიც არიან გაწაფულნი ამ საქმეში. რომელი მათგანიც არ უნდა დავაყენოთ საჭესთან, არც ერთი არ ჩააგდებს საფრთხეში ხომალდს. მყისვე შეაგონე ეს ჩვენს მეგობრებს და გაახსენე, რომ დროა შევასრულოთ ის, რაც გვევალება!“. ანკევსის სიტყვამ პელევსი აღაფრთოვანა. მყისვე წამოდგა ძლევამოსილი ეაკიდი და მეგობრებს მიმართა: „ვაჟკაცებო, რაზე მივცემივართ ასეთ ამაო დარდს? იდმონი და ტიფისი ხომ იმ სიკვდილით დაიღუპნენ, რომელიც მათ ეწერათ. თქვენ გგონიათ, ჩვენს ლაშქარში ტიფისის შემცვლელი მესაჭე არ აღმოჩნდება? ნუღარ დავაყოვნებთ, მეგობრებო! დაანებეთ თავი წუხილს და საქმეს შეუდექით!“ სახელოვან ეაკიდს გულგატეხილმა იაზონმა ასე უთხრა: „კი მაგრამ, პელევსო, სად არიან ეს მესაჭეები? თუ ჩვენს მეგობრებს გულისხმობ, სცდები; ესენი, ხომ ხედავ, თავჩაქინდრულნი სხედან და ჩემზე მეტად დარდობენ. მე ვგრძნობ, ჩვენც ისეთი აღსასრული მოგველის, როგორიც იდმონსა და ტიფისს. საზარელი სიკვდილი არც მრისხანე აიეტის ქალაქს მიგვაღწევინებს და არც სანუკვარ ელადაში დაბრუნების საშუალებას მოგვცემს! თვალბედითი ხვედრი უსახელოდ გამოგვასალმებს წუთისოფელს!“ დაამთავრა თუ არა იაზონმა სიტყვა, მყისვე წამოიჭრა ზე ქალღმერთის მიერ შთაგონებული ანკევსი და განაცხადა, რომ თავის თავზე კისრულობს ხომალდის საჭის მართვას. მის მაგალითს ერგინემ, ნავპლიოსმა და ევფემემ მიბაძეს. ამ ვაჟკაცებმაც გამოთქვეს ხომალდის მართვის სურვილი, მაგრამ არგონავტებმა მესაჭედ სახელოვანი ანკევსი აირჩიეს.

თერთმეტი დღე იყვნენ არგონავტები მარიანდინების მხარეში. მეთორმეტე დღის განთიადზე მძლავრმა ზფირმა საამოდ დაჰქროლა და არგონავტები ხომალდზე ავიდნენ. ვაჟკაცებმა სწრაფად გადაკვეთეს მდინარე აქერონის შესართავი და როცა ზღვაში გავიდნენ, იალქნები გაშალეს, რომელთაც უმალვე ეცა ზუზუნით ზეფირის ძლიერი ქროლა. ხომალდი არგო ლამაზად მიარღვევდა ზღვის თვალუწვდენელ სივრცეს და მდინარე კალიქოროსის (პაფლაგონიაში) შესართავს მიადგა. ამბობენ, რომ ზევსის ნისელი ძე, როცა მან ინდიელთა ტომი დატოვა და თებეში დასახლდა, მდინარე კალიქოროსის მახლობლად მდებარე გამოქვაბულის წინ ორგიებს და ფერხულს მართავდაო. აქვე ატარებდა იგი მრისხანე და წმინდა ღამეებს. ამ გამოქვაბულს იქაურები ავლიონს უწოდებენ. კალიქოროსის გადაცურვის შემდეგ ძლევამოსილმა არგონავტებმა ოდესღაც სახელგანთქმული გმირის სთენელეს საფლავი დაინახეს და შეჩერდნენ. აქტორის მამაცი ვაჟიშვილი სთენელე აქ, ზღვის ნაპირას, გარდაიცვალა ისრით დაჭრილი მაშინ, როცა ჰერაკლესთან ერთად ამაზონებთან წარმოებულ მრისხანე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. სთენელეს სულმა არგონავტების მოსვლა იგრძნო და პერსეფონეს (საიქიოს დედოფალი, პლუტონის მეუღლე.) შეევედრა, ცოტა ხნით გაეშვა სულთა სამეფოდან იგი. მას სურდა თვალი მოეკრა თავისი მსგავსი ვაჟკაცებისთვის. უსმინა პერსეფონემ მას და არგონავტებს მრავალტანჯული სთენელეს აჩრდილი მიუვლინა. უეცრივ აღმოიმართა იგი საფლავიდან და არგონავტთა ხომალდს დაუწყო ცქერა. სთენელეს აჩრდილს ისეთისახე ჰქონდა მიღებული, როგორიც ცოცხალ ვაჟკაცს ჰქონდა მაშინ, როცა ამაზონებთან ომში მიდიოდა. მას თავზე ოთხბიბილოვანი მეწამული მუზარადი უბრწყინავდა. აჩრდილი მალე გაქრა და სულთა სამეფოში ჩაეშვა. ძლევამოსილი არგონავტები საშინლად განაცვიფრა აჩრდილის ხილვამ. ამპიკეს სახელოვანმა ვაჟმა, მისანმა მოპსემ, არგონავტებს წინადადება მისცა ნაპირს მიდგომოდნენ და სთენელეს საფლავზე მსხვერპლი შეეწირათ. ვაჟკაცებმა სწრაფად შეკრეს იალქნები, ხომალდის ბაგირები ზღვის ნაპირას მიაბეს და სთენელეს საფლავზე ავიდნენ. არგონავტებმა მიცვალებულ მეომარს ზედაშე დაუქციეს და მსხვერპლად ცხვარი შეწირეს. არგონავტებმა აქვე აუგეს საკურთხეველი ყოვლისშემძლე აპოლონს, ვით ხომალდთა მფარველ ღვთაებას, და მასაც მსხვერპლი შესწირეს. აპოლონის საკურთხეველზე ღვთაებრივმა მომღერალმა ორფევსმა ლირა დატოვა. ამის გამოა, რომ ამ ადგილს ლირე ეწოდება.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VII, არგონავტიკა - წიგნი მეორე – IX, იდმონი, ნისა

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.314 არგონავტიკა - წიგნი მეორე – X - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეორე – X

ბერძნ.

მთელი ღამე მიცურავდნენ არგონავტები მოსსინიკების სანაპიროს გასწვრივ. მათ საამური ზურგქარი უწყობდა ხელს. განთიადზე კი ქარი ჩადგა და ვაჟკაცები ხოფების მოსმის წყალობით მიისწრაფოდნენ წინ. უეცრივ მათ დაინახეს არეტიადის კუნძული და ამ კუნძულის ბინადარი რომელიღაც ფრთოსანი. იგი შურდულივით მოფრინავდა ხომალდისაკენ, ჩქარა თავზე მოექცა მას და ზედ ბასრი ფრთა ჩამოაგდო, რომელიც ღვთაებრივ ვაჟკაცს ოილევსს მარცხენა მხარზე დაეცა. დაჭრილმა გმირმა ხოფი ხელიდან გააგდო. არგონავტების გაკვირვებას საზღვარის არ ჰქონდა, როცა ფრინველის მიერ ჩამოგდებული ფრთიანი ისარი ნახეს. ოილევსის გვერდით მჯდარმა ერიბოტემ მეგობარს ბასრი ფრთა ამოაცალა, ქარქაშიდან სარტყელი მოიძრო და იმით ჭრილობა შეუხვია. პირველ ფრთოსანს ახლა მეორეც მოჰყვა. ევრიტეს მამაცმა ძემ კლიტიოსმა მყისვე დასჭიმა მშვილდი და გამგმირავი ისარი სტყორცნა. ბზრიალით დაეშვა საზარელი ფრინველი ჰაერში და სასიკვდილოდ განგმირული არგონავტთა მალი ხომალდის მახლობლად ჩავარდა წყალში მაშინ ალეოსის ვაჟმა, გმირმა ამფიდამასმა, მეგობრებს უთხრა: „ვაჟკაცებო, ჩვენს წინაშე არესის კუნძულია. ეს ალბათ თქვენც მიხვდით, საზარელი ფრთოსნები რომ დაინახეთ. არა მგონია, რომ ისრებით მოვიგერიებთ ამ თავხედ ფრინველებს. თუ თქვენ ფინევსის რჩევის თანახმად ამ კუნძულზე გადასვლას მოისურვებთ, საჭიროა სხვა ხერხი გამოვნახოთ ფრთოსნების გასაფანტავად. ამ კუნძულზე, როგორც ჩანს, მრავლად არიან ისინი. როცა ჰერაკლე არკადიაში მივიდა სტიმფალისის ტბიდან სპილენძის ფრთებიანი ფრთოსნების სტიმფალიდების გასარეკად, მე თვითონ ვიყავი მოწმე იმისა, რომ ამ ძლევამოსილმა ვაჟკაცმა ვერ შესძლო მტაცებელი ფრინველების ისრებით მოგერიება. მაშინ მან ხელთ სპილენძის უშველებელი ჟღარუნა იპყრო, მახლობლად მდებარე ბორცვზე შედგა და ისეთი ხმაურობა ატეხა ჟღარუნას ცემით, რომ თავზარდაცემული სტიმფალიდები სამუდამოდ მოშორდნენ იქაურობას2 საჭიროა ჩვენც ჰერაკლეს მსგავსად მოვიქცეთ. აი ჩემი აზრით ასე მოიქეცით: ახლავე ჩამოიფხატეთ თავზე წვეტიანი მუზარადები; ნაწილმა ხოფები მოუსვით და კუნძულისაკენ აიღეთ მიმართულება, დანარჩენებმა კი შუბებითა და პრიალა ფარებით ხომალდი დაფარეთ; ამასთანავე ყველამ ერთხმად ძლიერი ყვირილი ატეხეთ, მუზარადები დაარხიეთ და შუბები ზეაღმართეთ, რათა ფრთოსნები შეშინდნენ უჩვეულო ხმაურისაგან. კუნძულს რომ მივადგებით, მაშინ ყვირილს ფარებზე შუბის ცემაც დაურთეთ და ზარდამცემი განგაში შექმენით“. არგონავტებმა სიამოვნებით მიიღეს ამფიდამასის რჩევა. მყისვე ჩამოიცვეს ვაჟკაცებმა ბიბილოვანი მუზარადები. ერთხმა ნაწილმა ხოფები იპყრო ხელთ და ხომალდი კუნძულისაკენ გააქანა, მეორე ნაწილი კი ხომალდს შუბებითა და ფარებით ჰფარავდა ისე, ვით სახლს ხურავენ ხოლმე კრამიტით წვიმისაგან თავის დასაცავად. დაფარეს თუ არა ხომალდი, ისეთი ყვირილი ატეხეს არგონავტებმა, რომ თითქოს ორი ლაშქარი იძროდა შესარკინებლად. ბასრფრთებიანი ფრთოსნები მყისვე გაქრნენ. როცა ხომალდი კუნძულს მიადგა, არგონავტებმა ფარებს შუბები დასცხეს. ამ ხმაურობაზე კუნძულიდან ამოფრინდა ფრთოსანთა გუნდი და ჰაერში გაიფანტა. საშინელმა ფრთოსნებმა უკანასკნელად დააყარეს ვაჟკაცებს ბასრი ფრთები ისე, ვით კრონიდი წამოუშენს ხოლმე მსხვილ სეტყვას, მაგრამ არგონავტებს ვეღარაფერი დააკლეს, ვით კრონიდის მოგზავნილი სეტყვა ვერ ავნებს ვერაფერს კარგად დახურულ სახლში მყოფ ხალხს.

რატომ სურდა წინასწარმეტყველ ფინევსს, რომ მამაც გმირთა ღვთაებრივი ლაშქარი ამ კუნძულს მიდგომოდა? რა უნდა ენახათ ამ კუნძულზე არგონავტებს? რა სარგებლობას მისცემდა მათ აქ მოსვლა? საქმე შემდეგში იყო:

კუტაიელი აიეტის ნებართვით ფრიქსეს შვილები კოლხურ ხომალდში ჩასხდნენ და ეადან ორქომენისაკენ გაემართნენ, რათა მიეღოთ მემკვიდრეობის უფლებით მამის ურიცხვი სიმდიდრე. ფრიქსემ სიკვდილის წინ შვილებს ანდერძი დაუტოვა, რომ ამისათვის ორქომენში გამგზავრებულიყვნენ. იმ დღეს, როცა არგონავტები არესის კუნძულს მიადგნენ, ფრიქსეს ძეებიც ზღვაში იყვნენ და ამავე კუნძულს უახლოვდებოდნენ. მშვენიერი ამინდი იდგა, მაგრამ ყოვლისშემძლე ზევსმა მოისურვა, რომ წვიმის მომასწავებელი ვარსკვლავის არქტურის თანავარსკვლავედის აღმოსვლა ქარიშხლის მოვლინებით აღინიშნა. დიდებულმა მეუფემ ბორეასის ქარს უბრძანა, მძლავრად დაებერა და ზღვა აეზვირთებინა. დღის განმავლობაში ბორეასი ნაზი ქროლით არხევდა ხეების კენწეროებს, მაგრამ, დაღამდა თუ არა, საზარლად ეკვეთა იგი ზღვას, ზარდამცემად აზუზუნდა და ტალღა ტალღაზე ააგორა. ზეცაზე ვარსკვლავები ჩაქრა და ყველაფერი ბნელმა მოიცვა. აბობოქრებული ზღვის ტალღები საშინელი სიმძლავრით ეჯახებოდნენ ფრიქსეს ვაჟების ხომალდს. თავზარდაცემული, დასველებული და საშინელი დაღუპვის მოლოდინით შეძრწუნებული ფრიქსეს შვილები დაიბნენ და თავისი ბედი მრისხანე ზღვას მიანდეს. უეცრივ მძლავრი ქარი საშინელი ძალით მოასკდა ხომალდს, იალქნები დაიტაცა და ბობოქარი ტალღების ცემით შერყეული ხომალდი ნამსხვრევებად აქცია. ფრიქსეს ვაჟებმა (ისინი ოთხნი იყვნენ) ღმერთების რჩევით ხელი სტაცეს ერთადერთ გადარჩენილ გრძელ ძელს და მაგრად ჩაეჭიდნენ. ბობოქარი ტალღები ნაფოტივით აქანავებდნენ ამ ძელს და საბრალო ვაჟებს განადგურებას უქადიდნენ. ცოცხალმკვდარმა მოგზაურებმა გადარჩენის იმედი სრულიად დაკარგეს. უეცრად ცამ პირი შეიკრა და წარღვნასავით წვიმამ იქუხა. აწვიმდა ზღვას, აწვიმდა კუნძულს და კუნძულის პირისპირ მდებარე მხარეს, რომელზედაც მოსსინიკები სახლობენ. ფრიქსეს ვაჟების ძელს ერთხელ კიდევ დაეჯახა ბობოქარი ტალღა და უკუნეთ ღამეში კუნძულზე გარიყა. დილით, როცა ზევსისაგან მოვლენილმა დიდმა წვიმამ გადაიღო და მზემ თავისი ცხოველმყოფელი სხივები დედამიწას მოჰფინა, ფრიქსეს ვაჟები და არგონავტები ერთმანეთს შეხვდნენ. ფრიქსეს უფროსმა ვაჟმა არგოსმა არგონავტებს მიმართა: „უცხოელებო, ვინც არ უნდა იყოთ თქვენ, ყოვლისმხედველი ზევსის სახელით გევედრებით, რომ მოწყალება მოიღოთ და გაჭირვებულებს დაგვეხმაროთ. ზღვაზე მოვარდნილმა მრისხანე ქარიშხალმა პატარა ხომალდი დაგვიმსხვრია და აქ გამოგვრიყა. ჩვენ აუცილებელ საქმეზე მივდიოდით, მაგრამ არ გაგვიმართლდა იმედი. მუხლმოდრეკილნი გევედრებით შეიბრალოთ თქვენი ტოლი კაცები! მოგვეცით რამე სხეულის დასაფარავად! სტუმართმფარველი და მხსნელი ზევსის ხათრისათვის გვეცით პატივი მავედრებელ უცხოელებს! ზევსისაა ხომ სტუმარიცა და მავედრებელიც! იგია ჩვენი მფარველი!“ ძლევამოსილი იაზონი მყისვე მიხვდა, რომ ფინევსის წინასწარმეტყველება აღსრულდა. მან არგოსს ასე უპასუხა: „ყმაწვილო, ჩვენ მზად ვართ კეთილი გულით დაგეხმაროთ, მაგრამ მითხარი თქვენი სახელი, რა წარმოშობისა ხართ, რომელ მხარეში ცხოვრობთ და რამ გაიძულათ ზღვაზე მოგზაურობა?“ საბრალო არგოსმა თავის მხრივ იაზონს მიუგო: „თქვენ უთუოდ გაგეგონებათ, რომ ვინმე ფრიქსე ელადიდან ეაში მივიდა. ეს ფრიქსე აიეტის ქალაქში შევიდა იმ ვერძით, რომელიც ჰერმესმა ოქროს საწმისით შემოსა. ამ საწმისის ნახვა ახლაც კი შეგიძლიათ თქვენ იქ. ფრიქსემ თავისი ვერძი, ვერძისავე რჩევით, ლტოლვილთა მფარველ კრონიდ ზევსს შესწირა, ვით ყველაზე უფრო სათაყვანო ღმერთს. აიეტმა ფრიქსე სასახლეში მიიღო და ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე კეთილი სურვილით მიათხოვა მას თავისი ასული ქალკიოპე. ფრიქსესა და ქალკიოპესაგან წარმოვიშვით ჩვენ. ფრიქსე უკვე მოხუცი იყო, აიეტის სასახლეში რომ გარდაიცვალა. ჩვენ მამის უკანასკნელი სურვილის შესასრულებლად ორქომენში მივემგზავრებოდით ჩვენი პაპის ათამასის ქონების მისაღებად. თუ თქვენ ჩვენი სახელების გაგებაც გსურთ, მოგახსენებთ: აი ამის სახელი კიტისორეა, ამისი ფრონტისი, ამას მელასი ჰქვია, მე კი არგოსი დამიძახეთ“.

არგონავტებს ამ ყმაწვილების შეხვედრა ძალზე გაუხარდათ და თანაც გაუკვირდათ. მყისვე შემოეხვივნენ მათ გარს. იაზონმა კვლავ მიმართა ფრიქსეს ვაჟებს: „თქვენ ჩემი ახლობელი ნათესავები ყოფილხართ! ახლა კი მართლაც სიამოვნებით დაგეხმარებით და დაგიხსნით უბედურებისაგან. მე კრეთევსის შვილიშვილი ვარ, კრეთევსი და თქვენი პაპა ათამანტი კი ძმები იყვნენ. მე ამ ვაჟკაცებთან ერთად ელადიდან აიეტის ქალაქისაკენ მივდივარ; მაგრამ ამის შესახებ შემდეგ ვილაპარაკოთ. ახლა კი ტანთ ჩაიცვით. ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ გაჭირვების ჟამს უკვდავი ღმერთების ნებით მოხვდით ჩემს ხელში!“.

მეფე ევრისთევსის დავალებით ჰერაკლემ მის სახელმწიფოდან გარეკა მტაცებელი ფრთოსნები. ეს მისი მეექვსე გმირობა იყო

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეორე – IX, არგონავტიკა - წიგნი მეორე – XI, სტიმფალიდები

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.315 არგონავტიკა - წიგნი მეორე – XI - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მეორე – XI

ბერძნ.

იაზონმა ამ სიტყვებთან ერთად ფრიქსეს ვაჟებს ხომალდიდან მოტანილი ტანსაცმელი გადასცა. საბრალო ყმაწვილები მყისვე შეიმოსნენ და არგონავტებთან ერთად არესის ტაძრისაკენ გაემართნენ, სადაც მსხვერპლი უნდა შეეწირათ. არგონავტები უსახურავო ტაძრის გარეთ ქვისაგან აგებულ საკურთხეველთან გაჩერდნენ. ტაძრის შიგნით შუა ადგილას შავი წმინდა ქვა იყო ჩაჭდობილი. ამ ქვასთან ამაზონები ლოცულობდნენ ხოლმე, როცა ხმელეთიდან ამ კუნძულზე მოვიდოდნენ. ამაზონებს წესად არ ჰქონდათ, რომ ამ საკურთხეველზე ცხვრების ან ხარების წმინდა ნაწილები შეეწირათ მსხვერპლად. ისინი ამისათვის ცხენებს იყენებდნენ, რომელთაც წინასწარ კარგად კვებავდნენ და ასუქებდნენ. როცა არგონავტებმა მსხვერპლი შესწირეს, ლხინი გამართეს და საჭმელ-სასმელს შეექცეოდნენ. ლხინის დროს იაზონმა ფრიქსეს ვაჟებს ასე მიმართა: „ნეტარი ზევსი ყველაფერს ხედავს. მას არასოდეს არ ავიწყდება სამართლიანი და ღვთისმოშიში ადამიანი. როგორც მამათქვენი იხსნა მან დედინაცვლის ვერაგობისაგან და შემდეგში ურიცხვი სიმდიდრე უბოძა, ისე თქვენ გადაგარჩინათ მრისხანე ქარიშხალისაგან და ჩვენს მძლავრ ხომალდს შეგახვედრათ. ჩვენი ხომალდით ყველგან შეიძლება გამგზავრება, საითკენაც კი მოისურვებთ, გინდ ეასაკენ გასცურავთ, გინდ ღვთაებრივ და მდიდარ ქალაქ ორქომენისაკენ. ეს ხომალდი თვით ქალღმერთმა ათენამ ააშენა. სახომალდე მასალა მან პელიონის მთის მწვერვალზე გამოჭრა. ქალღმერთს ამ საქმეში ჩვენი თანამეგზური არგოსი ეხმარებოდა. თქვენი ხომალდი კი ძალზე სუსტი ყოფილა, ბობოქარმა ტალღებმა იგი დაამსხვრიეს მანამ, სანამ მიუახლოვდებოდით პირქუშ კლდეებს, რომლებიც ამ ზღვის სრუტეში განუწყვეტლივ მოძრაობენ და ერთმანეთს ეხეთქებიან. ყმაწვილებო! შეუერთდით ჩვენს ლაშქარს, რომელსაც სურს ელადაში ოქროს საწმისი მიიტანოს. წამოდით ჩვენთან ერთად და ნაოსნობაში მეგზურობა გაგვიწიეთI მე ხომ იმიტომ მივემართები ეაში, რომ ფრიქსეს მიერ იქ შეწირული საწმისი ელადაში დავაბრუნო და ამით დავასრულო ყოვლისშემძლე ზევსის რისხვა ეოლოსის მოდგმაზე“.

იაზონის სიტყვებმა ფრიქსეს ვაჟები შეაძრწუნა. მათ იცოდნენ, რომ აიეტი რბილი ხასიათის კაცი არ იყო და ეგზომ ადვილად არ დაანებებდა არგონავტებს ოქროს საწმისს. არგოსმა, რომელსაც ზედმეტად მიაჩნდა ამ ლაშქრობის მიზნის მიღწევაზე ფიქრიც კი, არგონავტებს უთხრა: „მეგობრებო, ჩვენ რამდენადაც შეგვიძლია, დაგეხმარებით, თუ ამის საჭიროება დადგება. უარს ამაზე არასოდეს არ გეტყვით; მაგრამ იცოდეთ, რომ აიეტი საშინელი სისასტიკითაა ცნობილი. ამიტომ მეშინია მასთან საწმისისათვის გამგზავრება. აიეტი ამტკიცებს, რომ ჰელიოსის შვილია. მის ირგვლივ კოლხთა ურიცხვი ტომი ცხოვრობს. კოლხეთის მბრძანებელი თავისი საზარელი ხმით და უსაზღვრო ღონით შეიძლება არესს შეედაროს. ცხადია, მისი სურვილის გარეშე ადვილი არ იქნება ოქროს საწმისის ხელთგდება. თქვენთვის სანუკვარ ოქროს საწმისს იცავს უკვდავი და მარად ფხიზელი გველეშაპი, რომელიც თვით დედამიწამ წარმოშვა კავკასიის მთებში იქ, სადაც ტიფაონის კლდეა აღმართული. ამბობენ, რომ აქ ურჩხულმა ტიფონმა, როცა მან ზევსის წინააღმდეგ თავისი ღონიერი ხელები აღმართა და ამისათვის ოლიმპოს მპყრობელმა მეხი დასცა, თავიდან ცხელი სისხლი დაღვარაო. დაკოდილი ურჩხული ნისეიის მთა-ველთან მივიდა და იქ სერბონის ტბაში (ეგვიპტეში) ჩაიძირა“. არგოსის სიტყვებმა არგონავტები მეტად შეაშფოთა და მრავალ მათგანს შიშისაგან სახე გაუფითრდა. მყისვე წამოიჭრა ადგილიდან გმირი პელევსი და არგოსს თავმომწონედ შეესიტყვა: „ძვირფასო მეგობარო, მეტისმეტად ნუ დაეცემი სულით; ჩვენ ძალ-ღონე არ გვაკლია, რომ აიეტს ვერ შევებრძოლოთ. იცოდეთ ისიც, რომ ჩვენ თითქმის ნეტართა სისხლისაგან ვართ და ომშიაც საკმაოდ გამოწრთობილნი მივემართებით კოლხეთისაკენ. თუ აიეტი ოქროს საწმისს ნებაყოფლობით არ დაგვითმობს იმედი მაქვს, რომ, მას კოლხთა ტომები ვერ უშველიან!“.

ასე საუბრობდნენ არგონავტები და ფრიქსეს ვაჟები ლხინის დროს; ხოლო შემდეგ, როცა ვახშმით თავი დაიკმაყოფილეს, ვაჟკაცებმა თავი ძილს მისცეს. დილით ადრე გამოიღვიძეს და საამო ქარმაც დაუბერა. არგონავტებმა იალქნები გაშალეს და არესის კუნძული სასწრაფოდ დატოვეს.

მთელი დღე მიჰქროდა ხომალდი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში, ღამით კი არგონავტებმა კუნძულ ფილირეს ჩაუცურეს. აქ ურანოსის ძე კრონოსმა მაშინ, როცა ოლიმპოზე ტიტანებს მბრძანებლობდა და ზევსი ჯერ კიდევ კრეტას გამოქვაბულში იდეელ კურეტთა შორის იზრდებოდა, მოატყუა თავისი მეუღლე რეა და ნიმფა ფილირეს მიუწვა. ქალღმერთი რეა მათ შუა კავშირში წააწყდა. კრონოსი წამოხტა საწოლიდან; მან ფაფარაყრილი ცხენის სახე მიიღო და გაიქცა. ოკეანეს ასულმა ფილირემ კი სირცხვილის გამო ეს კუნძული მიატოვა და პელაზგთა დიდ მთებში წავიდა. აქ მან კრონოსთან საეჭვო კავშირის შედეგად შვა კენტავრი ქირონი ნახევრად ცხენის და ნახევრად ღმერთის მსგავსი ურჩხული.

კუნძულ ფილირეს შემდეგ არგონავტებმა ჩაუარეს მაკრონებს, ბექირთა უსაზღვრო მიწას, ამაყ საპირებს და მათ შემდეგ ბიძერებს. საამური ქარი სწრაფად მიაქროლებდა არგონავტებს და ისინიც განუწყვეტლივ მიაპობდნენ ზღვის ტალღებს. აი უკვე გამოჩნდა პონტოს უკიდურესი ყურე და მათ თვალწინ კავკასიის მთების მაღალი მწვერვალები აღიმართნენ. აქ სპილენძის ბორკილებით პირქუშ კლდეებზე მიჯაჭვული პრომეთე თავისი ღვიძლით კვებავდა არწივს, რომელიც განუწყვეტლივ მოისწრაფოდა ხოლმე მისკენ. საღამოს არგონავტებმა ეს არწივი დაინახეს. მან ღრუბლები გაკვეთა და გამგმირავი სტვენით გადუქროლა ხომალდს. იგი ისე მძლავრად მიაპობდა ჰაერს, რომ ზღვაზე ქარს აყენებდა და იალქნებს ბერავდა. ამ ფრთოსანს ჩვეულებრივი ფრინველის სახე არ ჰქონდა. მისი მალი ფრთები კარგად გათლილი ხოფებივით სერავდა ჰაერს. ცოტა ხნის შემდეგ არგონავტებმა პრომეთეს გულგამგმირავი კვნესა გაიგონეს. არწივი ტანჯულ გმირს ღვიძლს უკორტნიდა ჰაერი საზარელი კვნესით ივსებოდა მანამ, სანამ არგონავტებმა კვლავ არ დაინახეს სისხლისმსმელი არწივი, რომელიც კავკასიის მთებიდან უკან ბრუნდებოდა.

არგონავტებმა ღამით ფრიქსეს ვაჟიშვილის არგოსის გამოცდილების წყალობით ფართოდ მომდინარე ფასისს და პონტოს უკიდურეს საზღვარს მიაღწიეს. მოლაშქრეებმა სასწრაფოდ შეხვიეს იალქნები, ანძა დაუშვეს და წესისამებრ ამოღარულ საცავში შეინახეს. შემდეგ ხოფები მოუსვეს და მყისვე მდინარის ფართო კალაპოტში შეცურდნენ. ხომალდი მძლავრად მიაპობდა ფასისის მღელვარე ტალღებს. არგონავტებს ხელმარჯვნივ ეკავათ მაღალი კავკასიონი და მას ქალაქი კუტაისი, მარცხნივ გადაშლილიყო არესის ველი და ამ ღმერთის სახელობაზე შეწირული წმინდა ჭალაკი. აქ გველეშაპი ფხიზლად დარაჯობდა მუხის შეფოთლილ შტოებზე ჩამოკიდებულ საწმისს. იაზონმა ოქროს თასით მდინარეზე დაღვარა წყალნარევი და ტკბილი ღვინო ქალღმერთ გეას, ადგილობრივი ღმერთების და განსვენებულ გმირთა სულების პატივსაცემად. იგი მუხლმოდრეკილი ევედრებოდა მათ მოწყალე თვალი მოევლოთ არგონავტებისთვის, დახმარებოდნენ მათ და ვაჟკაცების კოლხეთში მოსვლა კეთილად მიეღოთ. გმირმა ანკევსმა არგონავტებს ასე უთხრა: „ჩვენ უკვე მოვედით კოლხეთის მიწაზე და ფასისის მდინარებასთან. დროა, მოვიფიქროთ, თავაზიანად მივმართოთ აიეტს თუ სხვა გზით ავისრულოთ საწადელი?“ სანამ ანკევსი ამას ამბობდა, იაზონმა, არგოსის რჩევით, არგონავტებს უბრძანა, ხომალდი მახლობლად მდებარე ლერწმით დაფარულ ჭაობში შეეცურებინათ და ღუზაც ჩაეგდოთ. ვაჟკაცებმა ხომალდი ნაჩვენებ ადგილას შეაცურეს და დასაძინებლად დაწვნენ. დიდი ხანი არ გასულა და არგონავტებისათვის სანუკვარმა ეოსმაც გამოანათა.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეორე – I, არგონავტიკა - წიგნი მეორე – IV, არგონავტიკა - წიგნი მეორე – X, არგონავტიკა - წიგნი მესამე – I, ეოლოსი, ტიფონი, პრომეთე, ეა, ფასისი (ფაზისი), ეოსი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.316 არგონავტიკა - წიგნი მესამე – VII - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მესამე – VII

ბერძნ.

მწველი გრძნობებით შეპყრობილი მედეა ამ დროს თავის ოთახში იყო. იგი საწოლზე დამხობილიყო და მოუსვენრად ეძინა. საბრალო ქალწულს საშინელი სიზმრები მოსვენებას არ აძლევდნენ. ეზმანა მას, რომ უცხოელი ვაჟკაცი ოქროს საწმისისათვის კი არ მოსულიყო აიეტის ქალაქში, არამედ მისი გულისათვის. თითქოს მან დავალების შესრულება იმიტომ იკისრა, რომ მედეა თავის სამშობლოში წაეყვანა ცოლად. ამის შემდეგ მედეას დაესიზმრა, რომ თითქოს თვითონ შეერკინა სპილენძისფეხებიან ხარებს და ძალიან ადვილადაც დასძლია, მაგრამ მშობლებმა გადაჭრით უთხრეს უარი იაზონს მედეას გატანებაზე იმ საბაბით, რომ სპილენძისფეხებიანი ხარების უღელში შებმა ნაბრძანები ჰქონდა იაზონს და არა მედეას. ამის გამო უცხოელებსა და მამას შორის ხანგრძლივი დავა ატყდა. ბოლოს, საკამათო საკითხის გადაჭრა მედეას მიანდეს და ნება დართეს, როგორც სურდა, ისე მოქცეულიყო. მედეამ მყისვე დასთმო მშობლები და უცხოელი ვაჟკაცი აირჩია. მისი დედ-მამა აუტანელმა დარდმა შეიპყრო და განრისხებულებმა საზარლად შეჰყვირეს. თავზარდაცემულმა მედეამ უეცრივ გამოიღვიძა. იგი შიშისაგან აკანკალდა და საწოლიდან წამოიჭრა. საბრალო ქალწულმა ოთახის კედლებს თვალი მოავლო, ძლივს მოიკრიფა ძალა და სევდით აღსავსე ხმით წარმოთქვა: „როგორ შემაკრთეს მე უბედური ამ საშინელმა სიზმრებმა? მეშინია, უცხოელების მოსვლამ უბედურება არ მოიტანოს. ვაი, როგორ მიღელავს გული იმ ვაჟკაცის გამო? რა დიდებულია ის... მაგრამ არა! დაე თავის შორეულ სამშობლოში იპოვოს გულის სწორი და აქაელ ქალიშვილზე დაქორწინდეს! მე ვერ დავთმობ ჩემს სიქალწულეს და მშობლების სახლს ვერ მოვცილდები! ჩემი უბედური დაც თავის შვილებზე წუხს... ნეტავი მთხოვდეს იგი, რომ მე უცხოელს დავეხმარო განსაცდელით აღსავსე დავალების შესრულებაში! ოჰ, რა მწველი სევდა ჩამიქრება მაშინ ამ გულში! არა... სჯობს, მე თვითონ წავალ ქალკიოპესთან და ვეტყვი, რომ შემწეობას გავუწევ უცხოელ ვაჟკაცს!“

ამ სიტყვებზე მედეა წამოდგა. ფეხშიშველმა და ტანზედ შილიფად ჩაცმულმა ოთახის კარი გამოაღო და დასთან წასვლა დააპირა. როცა მან ზღურბლს ფეხი გადაადგა, სირცხვილი მოერია და ერთ ადგილას გაქვავდა. მერე მიტრიალდა და ოთახში შებრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გამოვიდა გარეთ, მაგრამ უმალვე შეიჭრა ოთახში. ასე ადგამდა მედეა იქით-აქეთ ფეხს და ვერ გადაეწყვიტა, წასულიყო თუ არა. როცა ოთახიდან გამოვიდოდა, სირცხვილი შეაკავებდა, მორცხვობით დაბრკოლებულს კი ძლიერი ვნება წასასვლელად აქეზებდა. სამჯერ სცადა დასთან წასვლა, მაგრამ სამჯერვე თავა შეიკავა. ბოლოს საბრალო ქალწული საწოლზე დაემხო და საზარელი ქვითინი მორთო. როგორც პატარძალი დასტირის ხოლმე უდროოდ დაკარგულ ახალგაზრდა მეუღლეს, რომელიც მას ძმებმა და მშობლებმა გამოურჩიეს, მაგრამ ვერ მოასწრო მისი ალერსით დატკბობა, ისე გამოაცალა ბედმა ხელში, და მხევალი ქალებისაგან მოშორებით კუთხეში მიმჯდარი დაცარიელებულ სარეცელს შეჰქვითინებს, ისე მედეა დასტიროდა და შეჰქვითინებდა თავის ხვედრს. უცბად მასთან მისი ერთ-ერთი ახალგაზრდა მოახლე შევიდა და როცა მტირალი მედეა დაინახა, მყისვე გაბრუნდა უკან და ქალკიოპეს აცნობა. ქალკიოპე ამ დროს შვილებთან იჯდა და მედეას უცხოელთა მხარეზე გადმობირების შესახებ საუბრობდა. როცა მან მოახლე ქალისაგან მედეას ამბავი გაიგო, შეშინდა და დაუყოვნებლივ დის ოთახისაკენ გაექანა. მედეა საწოლზე დამხობილიყო, გულამოსკვნით ჰქვითინებდა და ლოყებს იხოკავდა. როცა ქალკიოპემ მედეას ცრემლები დაინახა, შეშფოთებით ჰკითხა: „ჩემო ძვირფასო მედეა! რატომ ტირი? ეს რა მოგსვლია? რა გაწუხებს ისეთი, რომ ამდენ ცრემლებსა ღვრი? იქნებ ღვთის მიერ მოგზავნილმა ავადმყოფობამ მოიცვა შენი სხეული? ან იქნებ გაიგე, რომ მამაჩემი სასტიკად დაგვემუქრა მეც და ჩემს შვილებს? ოჰ, ნეტავ შემეძლოს არ დავინახო ეს სასახლე, ეს ქალაქი და სადმე ქვეყნის დასასრულში ვცხოვრობდე, სადაც არ ისმის კოლხთა სახელი!“ საბრალო მედეას ლოყები გაუწითლდა. ქალწულებრივი მორცხვობა ნებას არ აძლევდა დისათვის პასუხი გაეცა. აღელვებული ქალწული ენის წვერზე მომდგარი სიტყვის გამოთქმას ვეღარ ახერხებდა. რამდენჯერმე სცადა ლამაზი პირით დაელაპარაკნა, მაგრამ არ გამოუვიდა! ბოლოს, ეროსის შთაგონებით გამხნევებულმა მედეამ ქალკიოპეს მოხერხებულად უპასუხა: „ჩემო ქალკიოპე, შენი ვაჟების გამო მიღელავს გული, ვაი, თუ მამაჩემმა უცხოელ ვაჟკაცებთან ერთად მოუსწრაფოს იმათაც სიცოცხლე! აი, ესაა ცოტა ხანი წამეძინა და საშინელი სიზმრები ვნახე! მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთები არ ინებებენ ამ სიზმრების ასრულებას და შენც ნუ მიეცემი შენი ვაჟების ბედის გამო დარდს!“. მედეას დის გამოცდა სურდა: შეევედრებოდა თუ არა იგი მას, რომ მისი შვილებისათვის დახმარება აღმოეჩინა. მედეას სიტყვებმა ქალკიოპე საშინლად შეაძრწუნეს. საბრალო ქალი აუტანელმა სევდამ შეიპყრო და მან თავის დას მიმართა: „ჩემო დაიკო, ჩემი შვილების დარდმა ლამისაა გამაქროს. იქნებ მოიგონო, ჩემო კარგო, ისეთი რამ, რაც მათ უშველის. აი მე მაქვს ერთი თხოვნა, მაგრამ დაიფიცე დედამიწა და ზეცა, რომ რასაც მე გეტყვი, საიდუმლოდ შეინახავ გულში და შემწეობას აღმომიჩენ! გაფიცებ ნეტარ ღმერთებს, გაფიცებ შენს საკუთარ თავსა და მშობლებს, რომ ნუ დამანახვებ ჩემი საყვარელი შვილების საზარელი უბედურებით დაღუპვას, თორემ მეც გამოვესალმები სიცოცხლეს და ჰადესში ჩასული სასტიკ ერინიად (შურისძიების ქალღმერთი) გადავიქცევი შენთვის!“

ამ სიტყვებზე ქალკიოპეს ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები. იგი მედეას მუხლებზე მოეხვია და თავი კალთაში ჩაუდო. დებმა გულგამგმირავი ქვითინი მორთეს და მათი გმინვით ოთახი ივსებოდა. „ჩემო საბრალო ქალკიოპე, – უთხრა მედეამ დას, – რა უნდა მოვიმოქმედო ისეთი, რომ შენ მე ერთიანად არ გადამექცე? ნეტავი ჩემზე იყოს დამოკიდებული შენი შვილების დახსნა! ვფიცავ კოლხთა უდიდეს საფიცარს, რომლის დამოწმებაც შენ მირჩიე, დიად ზეცას და მის ქვეშ მყოფ დედამიწას – ღმერთთა დედას, რომ მთელ ჩემს ძალ-ღონეს მოვახმარ შენი თხოვნის აღსრულებას!“ „ჩემო მედეა, – მიმართა ქალკიოპემ დას, – არ შეგიძლია ჩემი საყვარელი შვილების გულისათვის მოიგონო ისეთი ხერხი, რაც იმ უცხოელ ვაჟკაცს გამოადგება საშიში დავალების აღსრულებაში? აი, ესაა სასახლეში მოვიდა ჩემი უფროსი ვაჟი არგოსი, რომელმაც მაცნობა, რომ უცხოელთა წინამძღოლი ვაჟკაცი პირადად შენ გთხოვს დახმარებას! არგოსი სახლში დავტოვე და მე შენთან ამის სათხოვრად მოვედი“. მედეას სიხარულისაგან გული აუჩქროლდა, ლამაზი სახე გაუწითლდა და რაღაც სასიამოვნო ბურუსში გაეხვია. სიხარულით აღფრთოვანებულმა ქალწულმა დას ასე მიუგო: „ჩემო ქალკიოპე, მე გავაკეთებ იმას, რაც შენ გესიამოვნება. დაე ნუ გააბრწყინებს ჩემი თვალებისათვის განთიადი, დაე ნუ მიხილავ ამიერიდან ცოცხალს, თუ შენი და შენი შვილების სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი იყოს რამე ჩემთვის! შენი შვილები ხომ ჩემი ძვირფასი ძმები არიან, ისინი ხომ ჩემი ტოლები და ჩემთან ერთად აღზრდილნი არიან? მე, ჩემო ქალკიოპე, მგონია, შენი დაც ვარ და ქალიშვილიც. განა შენს ვაჟებთან ერთად არ მაწოვებდი ჯერ კიდევ ჩვილს ძუძუს? ეს მე ხშირად გამიგონია დედაჩემისაგან! ახლა კი წადი და ჩვენი საუბარი სააიდუმლოდ შეინახე, რათა მშობლებისაგან დაფარულად შევასრულო ჩემი აღთქმა. დილით ადრე ჰეკატეს ტაძრისაკენ გავემართები და ცეცხლისმფრქვეველი ხარების მომაჯადოებელ წამალს წავუღებ იმ უცხოელს, რომლის გულისათვისაც ატყდა ეს აურზაური“.

გახარებულმა ქალკიოპემ მყისვე დატოვა დის ოთახი და შვილებს მედეას გადაწყვეტილება აუწყა. მარტო დარჩენილი მედეა სირცხვილის გრძნობამ შეიპყრო და შიშმა მოიცვა იმ ფიქრით, რომ მამის სურვილის წინააღმდეგ ვიღაცა მამაკაცს დახმარება აღუთქვა.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მესამე – VI, არგონავტიკა - წიგნი მესამე – VIII, ქალკიოპე

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.317 არგონავტიკა - წიგნი მესამე – VIII - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მესამე – VIII

ბერძნ.

ამასობაში დედამიწაზე ღამე ჩამოწვა. ამ დროს მეზღვაურები ხომალდიდან ჰელიკეს და ორიონის თანავარსკვლავედს გასცქერიან ხოლმე. ასეთ ღამეში დაქანცული მგზავრი თავშესაფარს ეძებს და ქალაქის ჭიშკრის დარაჯსაც თვალზე ძილი ერევა, თვით მკვდარი შვილების დედასაც კი იმორჩილებს ღრმა და ტკბილი ძილი. კოლხების ქალაქში ყოველგვარი ხმაური და ძაღლების ყეფაც შესწყდა. უკუნეთმა ღამემ დუმილი დაამკვიდრა ირგვლივ. მხოლოდ მედეა ვერ დაემორჩილებინა საამო ძილს. იაზონის სიყვარულით შეპყრობილ ქალწულს ათასგვარი ფიქრი ერეოდა. ეშინოდა, სპილენძისფეხებიან ხარებს შეუფერებელი სიკვდილით არ მოესპოთ იაზონი არესის ველზე. ძლიერი მღელვარებისაგან მკერდში გული აღარ უჩერდებოდა. ვით ჭურჭელში ახლად ჩაღვრილი წყლის ზედაპირიდან ასხლეტილი მზის სხივი დახტის ხოლმე ოთახის კედლებზე და აქა-იქ წრეებს ავლებს, ისე მოუსვენრად დახტოდა საბრალო ქალწულის მკერდში სიყვარულით დაკოდილი გული. იაზონის სიბრალულით თვალთაგან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა, მედეას რაღაც გაურკვეველი ტკივილი აწუხებდა, სხეულის ნაზ ძარღვებს უწვავდა და თავის იმ ნაწილს აღწევდა, სადაც ყველაზე უფრო საგრძნობია ტკივილი მაშინ, როცა სასტიკი ეროსი ადამიანის ყველა გრძნობას დაეუფლება. აღელვებული მედეა ხან ფიქრობდა, მივცემო იაზონს ცეცხლისმფრქვეველი ხარების მომაჯადოებელ წამალს, ხან – არაო და მეც დავიღუპები მასთან ერთადო, ხან კი – არც მე დავიღუპები და არც ხარების მომათვინიერებელ ჯადოს მივცემო და ისე მშვიდად გადავიტან ჩემს უბედურებასო. ასეთ ფიქრებში გართული მედეა ბოლოს საწოლზე ჩამოჯდა და გულგამგმირავად წამოიძახა: „ეს რა უბედურებაა ჩემს თავს? მწუხარების მეტს ვეღარაფერს ვხედავ ჩემს ირგვლივ! ოჰ, რა გამოუვალ მდგომარეობაში ვარ ჩავარდნილი! არსაიდან არაა ხსნა იმ ტანჯვისაგან, რომელიც განუწყვეტლივ მწვავს და მდაგავს. ო, ნეტავ არტემიდეს მალი ისრებით განვგმირულიყავ მანამ, სანამ იმ უცხოელ ვაჟკაცს ვნახავდი და სანამ ქალკიოპეს ვაჟები აქაიის მხარეში გაემართებოდნენ! უეჭველია, არგონავტები ჩემს სატანჯველად მოიყვანა აქ რომელიღაც ღმერთმა ან სასტიკმა ერინიამ. თუ იაზონს არესის ველზე სიკვდილი უწერია, დაე დაიღუპოს!.. მას რომ ჩემი სასწაულმოქმედებით დავეხმარო, განა დაემალებათ ეს ჩემს მშობლებს? რა პასუხი გავცე მათ? რა მოვიგონო ისეთი, რომ არ გამომჟღავნდეს? განა შევძლებ, პირისპირ შევხვდე იაზონს? ოჰ, რა უბედური ვარ!“ იაზონი რომ დაიღუპოს, განა მომასვენებს სევდა და დარდი? მაშინ ხომ ერთიორად გაიზრდება ჩემი მწუხარება?.. განვედ ჩემგან, სირცხვილო! შორს, ჩემო სიბრწყინვალევ! მე მას უნდა დავეხმარო და როცა განსაცდელისაგან დავიხსნი, საითკენაც მოისურვებს, იქით წავიდეს! მე კი იმავე დღეს, როცა იგი გაიმარჯვებს, წუთისოფელს გამოვესალმები. ან თავს ჩამოვიხრჩობ, ან სიცოცხლის მომსპობ შხამს მივიღებ! მაგრამ განა ეს მიშველის? თვითმკვლელობით დაღუპულს ყველა დამგმობს და გამკიცხავს! მთელ ქალაქს მოედება ჩემი თვალბედითი ამბავი, კოლხეთის ქალები ერთიმეორეში დაიწყებენ ჭორაობას და საშინლად დამძრახავენ! ვინ იცის, რას არ იტყვიან: უცხოელ კაცისათვის გასწირაო მან თავი და დაიღუპაო! ვნებით გატაცებულმა თავისი სახლი და მშობლები შეარცხვინაო!.. არა... სჯობს, ამ ღამესვე მოვისპო მე უბედურმა სიცოცხლე ისეთი სიკვდილით, რომლის მიზეზიც არავის ეცოდინება და სამუდამო შერცხვენას თავიდან ავიცდენ!“ ამ სიტყვებზე მედეა წამოიჭრა და იმ ყუთისაკენ გაექანა, რომელშიაც სხვადასხვაგვარი წამალი ეწყო, ზოგი განმკურნებელი და ზოგიც მომაკვდინებელი. საბრალო ქალწულმა ყუთი მუხლებზე დაიდო და თვალთაგან ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები. იგი საშინლად დასტიროდა თავის ბედს და ცრემლებით კალთას ისველებდა. მას სურდა ისეთი შხამი ამოერჩია, რომელიც სწრაფად მოუსპობდა სიცოცხლეს. როცა მედეამ ყუთი გააღო და საწამლავის ამოღებას ცდილობდა, უეცრივ საზარელი ჰადესის შემაძრწუნებელი შიში იგრძნო. საბრალო ქალწული გაქვავდა და დიდხანს გაშტერებული დასცქეროდა საწამლავით აღსავსე ყუთს. მას თვალწინ წარმოუდგა ტკბილი სიცოცხლის ყოველგვარი მხარე, მოაგონდა ის სიამოვნებანი, სულდგმულთ რომ ატკბობს, მოაგონდა თავისი ტოლი, მხიარული და სიცოცხლით სავსე ქალიშვილები და როცა ყველაფერი ეს წარმოიდგინა, სიცოცხლე გაუტკბა და მზის დანახვა მოენატრა. მედეამ ყოვლისშემძლე ქალღმერთი, ჰერას შეგონებით გუნება გამოიცვალა, ყუთი მუხლებიდან ჩამოიღო და მოუთმენლად დაუწყო ლოდინი განთიადს. მას იაზონისათვის დახმარების აღმოჩენის, მისთვის სასწაულმოქმედი ჯადოს გადაცემის და მასთან პირისპირ შეხვედრის სურვილი გაუმძაფრდა. მედეა ხშირ-ხშირად აღებდა კარს, რათა დღის მომასწავებელი შუქი დაენახა. ეს ნანატრი წუთიც დადგა და განთიადმა მედეას ნათელი მოჰფინა.

ქალაქში ყველაფერი ამოძრავდა; ქალკიოპეს უფროსმა ვაჟნა ძმებს უბრძანა, სასახლეში დარჩენილიყვნენ და მედეას მოქმედებისათვის თვალყური ედევნებინათ, თვითონ კი სასიხარულო ამბის საუწყებლად ხომალდისაკენ გაემართა. როცა მედეამ განთიადის პირველი სხივები დაინახა, ელვარე თმები უწესრიგოდ რომ ჩამოშლოდა, ხელებით აიკრა. ნამტირალევმა ქალწულმა ცრემლებით დასველებული ლოყები ჩამოიწმინდა და ნექტარივით ტკბილი ზეთით დაიზილა. შემდეგ ლამაზი ბალთებით მორთული წამოსასხამი მოირგო და ღვთაებრივ თავზე ბრწყინვალე საბურავი მოიხვია. ასე მორთული მედეა სასახლეში მოძრაობდა და ფეხს მტკიცედ ადგამდა. იგი ცდილობდა, არაფრად არ ჩაეგდო არც ის დარდი, ეხლა რომ აწუხებდა, და არც ის, მომავალში რომ მოელოდა.

მედეას სურნელოვანი თალამონის შესავალთან მისი თორმეტი მოახლე ქალიშვილი იწვა. ეს მხევლები მედეას ტოლები იყვნენ და მამაკაცთან სარეცელი ჯერ არც ერთ მათგანს არ გაეზიარებინა. მედეამ მათ დაუძახა და უბრძანა, სასწრაფოდ შეებათ ეტლში ჯორები, რომლებსაც ქალწული ჰეკატეს ბრწყინვალე ტაძრისაკენ უნდა გაექანებინათ. მოახლეებმა ეტლის მომზადება დაიწყეს, მედეამ კი გაკრიალებული ყუთიდან ჯადოსნური წამალი ამოიღო, რომელიც, ამბობენ, პრომეთეს წამლად იწოდებაო. თუ ვინმე დედისერთა ქალწულს (იგულისხმება ქალღმერთი ჰეკატე) ღამის მსხვერპლებით მოილმობიერებს და შემდეგ ამ წამლით სხეულს დაიზელს, მას ვერც მახვილა დასჭრის, ვერც მგზნებარე ცეცხლი დააკლებს რამეს და, გარდა ამისა, გასაოცარი გაბედულება და ძალღონე შეემატება. ამ წამლის მცენარე პირველად აღმოცენდა ტანჯული პრომეთეს იმ სქელი სისხლისაგან, რომელიც გაუმაძღარმა არწივმა კავკასიონის ფერდობებზე დაღვარა. ამ მცენარის ღერო ორ, თითო წყრთის ოდენა, შტოდ იყოფა, რომლებზედაც ფერით კორიკიოსის (კილიკიაში) ზაფრანის მსგავსი ყვავილია გაშლილი, მიწაში გაშვებული ფესვი კი ახლად გაჭრილ ხორცსა ჰგავს. მისი წვენი მთაში ნაზარდი წიფლის შავი სითხის ფერია. შავი ტასაცმელით მორთულმა მედეამ ამ მცენარის წვენი უკუნეთ ღამეში კასპიურ ნიჟარაში მოაგროვა ჯადოსნური მიზნებისათვის. სანამ ამას იზამდა, გრძნეულმა ქალწულმა შვიდგზის განიბანა სხეული დაუშრეტელ წყალში და შვიდგზის მოუწოდა ბავშვების აღმზრდელ ბრიმოს, ღამით მოხეტიალე, მიწისქვეშეთელ ქალღმერთს, მკვდარი სულების დედოფალს – ბრიმოს (ჰეკატეს და პერსეფონეს ეპითეტია). როცა მედეა ტიტანურ ფესვს სჭრიდა, მის ფერხთა ქვეშ შავი მიწა ხმაურით შეინძრა და ტკივილისაგან საშინლად წამებულმა იაპეტის ძემაც დაიკვნესა.

ე.ი. პრომეთეოსის სისხლისაგან აღმოცენებულ მცენარე

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მესამე – VII, არგონავტიკა - წიგნი მესამე – IX, ბრიმო

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.318 არგონავტიკა - წიგნი მესამე – I - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მესამე – I

ბერძნ.

ქალღმერთმა აფროდიტემ ეროსი ზევსის აყვავილებულ ბაღნარში იპოვა. ეროსთან ერთად აქ იყო განიმედეც, რომელიც ყრმის სილამაზით მოხიბლულმა ზევსმა ოდესღაც მოიტაცა და უკვდავთა შორის ზეცაზე დაასახლა. ეროსი და განიმედე ვით ტოლი ბავშვები, ოქროს კოჭებით თამაშობდნენ. ხარბი ეროსი ფეხზე იდგა, კოჭებით სავსე მარცხენა ხელის მუჭი გულთან მიეჭირა და ლოყები საამური სიწითლით ალანძოდა. განიმედე კი იქვე ჩაცუცქებულიყო და ჩუმად სწუხდა. მას ორი კოჭიღა შერჩენოდა, რომელთაც ერთი-მეორეზე მიყოლებით მოუფიქრებლად აგდებდა და ხმამაღლა მოხარხარე ეროსზე ბრაზობდა. როცა განიმედემ ეს კოჭებიც მალე წააგო, წამოდგა და დანაღვლიანებული ცარიელი ხელებით წავიდა. მან ვერ შენიშნა უკვე მოახლოებული კიპრიდა, რომელიც თავის ვაჟს წინ დაუდგა. ქალღმერთმა ეროსს ნიკაპზე წაავლო ხელი და უთხრა: „რატომ დასცინი, ცბიერო, განიმედს? განა ასე მოატყუე იგი და გამოუცდელი ყრმა დაჩაგრე? მე შენ ერთი საქმე უნდა შემისრულო და სამაგიეროდ ზევსის ნაქონ ლამაზ სათამაშოს მოგცემ. აი იმას, საყვარელმა ძიძამ ადრესტიამ რომ გაუკეთა ზევსს, როცა იგი იდის გამოქვაბულში იზრდებოდა და სათამაშოებით ერთობოდა. ამაზე კარგ საჩუქარს შენ თვით ჰეფესტოსაგანაც ვერ მიიღებ. იგი მრგვალი და გამჭვირვალე ბურთია. მას გარს არტყია ოქროს წრეები და შიგნით ლურჯი ხვეული აქვს. თუ ამ ბურთს ჰაერში აისვრი, ვარსკვლავივით დაიწყებს ციმციმს და მბრწყინავ კვალს დატოვებს. მე ამ ბურთს შენ გაჩუქებ, ოღონდ, აიეტის ქალწულს იყვარულის ამგზნები ისრები სტყორცნე და იაზონით მოხიბლე. იცოდე, რომ სწრაფად უნდა იმოქმედო!“ ეროსს ძალზე ეამა დედის სიტყვები. მყისვე დაყარა მიწაზე კოჭები, ქალღმერთის მოსასხამს ჩაეჭიდა და შეევედრა ახლავე მიეცა მისთვის ბურთი. აფროდიტემ შვილს ლოყებზე ხელი წაავლო, ჩაეხვია, აკოცა, გაიღიმა და ტკბილი სიტყვებით უთხრა: „ვფიცავ შენს ძვირფასს თავს და ჩემს თავსაც, რომ არ მოგატყუებ და საჩუქარს მოგცემ, თუ აიეტის ქალწულს სიყვარულის ამგზნებ ისარს სტყორცნი“. ეროსმა მიწაზე დაყრილი კოჭები აჰკრიფა, გულდასმით დაითვალა და ბრწყინვალე დედას კალთაში ჩაუყარა. მერე ხეზე მიყუდებული კაპარჭი აიღო, ოქროს სარტყელით მხარზე მიიმაგრა და მოხრილი მშვილდიც აიტაცა. ეროსმა ზევსის ყვავილნარი დატოვა, ოლიმპოს ჰაეროვან ჭიშკართან მივიდა და დაეშვა იმ გზაზე, რომელიც ეთერიდან დედამიწაზე ეშვება. ჯერ მან ორი მთა დაინახა, რომელთა ცამდე აზიდული მწვერვალებიდან აღმომავალი მზე თავის შუქმფინარ სხივებს დედამიწას სტყორცნის. შემდეგ კი ეროსის თვალწინ გადაიშალა ნოყიერი დედამიწა, ადამიანთა ქალაქები, წმინდა მდინარეები, დანარჩენი მთების მწვერვალები და ზღვა, რომელიც დედამიწას გარს ევლება.

დაამთავრა თუ არა ათენამ სიტყვა, ქალღმერთები სწრაფად გაემართნენ კიპრიდასაკენ და დიდ სასახლესთან მივიდნენ. ეს სასახლე აფროდიტეს მისმა კოჭლმა მეუღლე ჰეფესტომ აუგო მაშინ, როცა ზევსისაგან ცოლად წამოიყვანა. ჰერა და ათენა ეზოში შევიდნენ და ცოლ-ქმრის საწოლი ოთახის შესასვლელთან გაჩერდნენ. ამ ოთახში ქალღმერთი აფროდიტე ჰეფესტოს სარეცელს ამშვენიერებდა ხოლმე. ჰეფესტო სასახლეში არ იყო. დილით იგი მოხეტიალე კუნძულზე წასულიყო. აქ მას სამჭედლო ჰქონდა და ცეცხლის ძალით ბევრ მშვენიერ საგანს ჭედდა. კიპრიდა სახლში მარტო იყო. იგი ოთახში კარების პირდაპირ მოთავსებულ მრგვალ ტახტზე იჯდა; თეთრ მხრებზე მშვენიერი თმები ჩამოეშალა და ოქროს სავარცხლით ივარცხნიდა, რათა შემდეგ გრძელი კულულები დაეწნა. როცა მან ჰერა და ათენა დაინახა, შეჩერდა, ტახტიდან წამოდგა, ქალღმერთები ოთახში შეიწვია, სავარძლებზე დასხა და თვითონაც დაჯდა. შემდეგ დაუვარცხნელი თმები სასწრაფოდ აიკრა, გაიღიმა და სტუმრებს ტკბილი სიტყვებით ჰკითხა: „ძვირფასო ქალღმერთებო, რამ გაიძულათ, რომ აქ მოხვედით? თქვენ უბრწყინვალესი ქალღმერთები ხართ ქალ-ღმერთთა შორის და ამიტომაც არა ვარ დაჩვეული თქვენს ხშირ სტუმრობას“. ქალღმერთმა ჰერამ მას ასე მიუგო: „შენ დაგვცინი, ჩვენ კი დარდი გვაწუხებს. ოქროს საწმისის გულისათვის ელადიდან წამოსული გმირები უკვე კოლხეთში არიან და მათი ხომალდი მდინარე ფასისში დგა. არგონავტების წინაშე საშინელი საფრთხეა აღმართული. ჩვენ გვეშინია მათი ბედის გამო, მაგრამ ყველაზე მეტად იაზონის მდგომარეობა გვაღელვებს. მე მას, თუნდაც ჰადესის ბნელეთში გაემართოს სპილენძისა ბორკილებიდან იქსიონის დასახსნელად, მაინც დავეხმარები მთელი ჩემი ძალებით, რათა მისი დაღუპვით არ გაიხაროს მეფე პელიასმა და არ იფიქროს, რომ დაუსხლტა სასტიკ ბედისწერას. იგი ხომ თავხედურად მომექცა და მსხვერპლთშეწირვის დროს პატივი არ დამდვა! გარდა ამ მიზეზისა, იაზონს მე იმიტომაც ვმფარველობ, რომ მან სათნოება გამოამჟღავნა. მე ერთხელ ადამიანთა სამართლიანობის გამოცდა მოვისურვე, დედამიწაზე ჩავედი და მოხუცი ქალის სახე მივიღე. ნადირობიდან მომავალი იაზონი მე ადიდებული მდინარის ანავროსის შესართავთან შემხვდა. ზამთარი იყო. მთები და მაღალი გორები თოვლით იყო გადაპენტილი და მათგან წამოსული ნიაღვრები გრიალით ასკდებოდნენ არემარეს. იაზონს მე შევებრალე და თავისი მხრებით გადამიყვანა ბობოქარი მდინარის მეორე ნაპირზე. ამიერიდან მან ჩემი წყალობა დაიმსახურა. თუ ახლა შენც არ დაეხმარე იაზონს, რომ უვნებლად დაუბრუნდეს სამშობლოს, მაშინ პელიასი ვერ დაისჯება საზიზღარი დანაშაულისათვის“. ჰერას სიტყვებმა მშვენიერი კიპრიდა განცვიფრებაში მოიყვანა. როცა მან დაინახა, რომ ჰერა მისგან მოწყალებას თხოულობდა, თაყვანი სცა და ნაზი სიტყვებით უპასუხა:“ყოვლის შემძლე ქალღმერთო, რა იქნება კიპრიდასათვის იმაზე უფრო დიდი ბოროტება, რომ შენი თხოვნა არ შეიწყნაროს და სიტყვით ან საქმით არ დაგეხმაროს? აი, გამოიყენე ეს ჩემი სუსტი ხელები, თუ რამეს შესძლებენ. დაე შენს დახმარებაზე უფრო საამო ნურაფერი ნუ იქნება ჩემთვის!“ აფროდიტეს კვლავ ჰერა შეესიტყვა: „ჩვენ აქ იმიტომ კი არ მოვსულვართ, რომ შენი ხელების დახმარება გვჭირდებოდეს, არა! ჩვენ გთხოვთ, რომ უბრძანო შენს ვაჟს, მოაჯადოვოს აიეტის ასული იაზონის სიყვარულით. თუ აიეტის ქალიშვილი იაზონს დაუკავშირდა, ვფიქრობ, რომ იაზონი ადვილად იგდებს ხელთ ოქროს საწმისს დაღ იოლკოსშიც დაბრუნდება, ვინაიდან აიეტის ასული გრძნეულებაში კარგადაა დახელოვნებული“. „ჰერა და ათენა, – მიმართა ქალღმერთებს კიპრიდამ, – ჩემი ვაჟი ეროსი თქვენ უფრო დაგიჯერებთ, ვიდრე მე. მართალია, ძალზე თავხედია იგი, მაგრამ თქვენს წინაშე მაინც გამოიჩენს მცირეოდენ მოკრძალულობას. ჩემი სულ არ ერიდება, მუდამ მედავება და ვეზიზღები კიდევაც. ერთხელ ისე გამაბრაზა, რომ მოვინდომე მისი საშინელი მშვილდისარი დამემტვრია. ეროსი გაჯავრდა და დამემუქრა, რომ, თუ მე ხელებს შორს არ დავიჭერდი მისგან, იგი თავის რისხვას არ შესწყვეტდა მეც იძულებული გავხდი უარი მეთქვა ჩემს განზრახვაზე“. ასე სთქვა მშვენიერმა აფროდიტემ. ქალღმერთებმა გაიღიმეს და ერთმანეთს გადახედეს. შეწუხებულმა კიპრიდამ კვლავ გააგრძელა: „ჩემი უბედურება თქვენთვის სასაცილოა. არ უნდა მეთქვა ყველაფერი ის, რაც მე ვიცი და რაც მაწუხებს! ახლა კი, რახან თქვენ ეს გსურთ, წავალ ეროსთან, ვეცდები დავიყოლიო და მგონია, რომ უარს არ მეტყვის“. ქალღმერთი ჰერა აფროდიტეს ნაზ ხელს შეეხო, წყნარად გაიცინა და ასე უთხრა: „კითერია (აფროდიტე), ეცადე, კარგად შეასრულო შენი დაპირება. შენს ვაჟიშვილზე წყრომას კი თავი დაანებე. ნუ ედავები ეროსს! გაიზრდება და დადინჯდება“. ჰერა სავარძლიდან წამოდგა. მას ათენაც აჰყვა და ქალღმერთებმა აფროდიტეს სასახლე დატოვეს. თავის მხრივ კიპრიდაც წამოდგა იგი ოლიმპოს დაფარულ ადგილებისაკენ გაემართა და ცდილობდა ეროსი ეპოვა.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეორე – XI, არგონავტიკა - წიგნი მესამე – II, ათენა, ლიპარა, იქსიონი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.319 არგონავტიკა - წიგნი მესამე – II - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მესამე – II

ბერძნ.

ქალღმერთმა აფროდიტემ ეროსი ზევსის აყვავილებულ ბაღნარში იპოვა. ეროსთან ერთად აქ იყო განიმედეც, რომელიც ყრმის სილამაზით მოხიბლულმა ზევსმა ოდესღაც მოიტაცა და უკვდავთა შორის ზეცაზე დაასახლა. ეროსი და განიმედე ვით ტოლი ბავშვები, ოქროს კოჭებით თამაშობდნენ. ხარბი ეროსი ფეხზე იდგა, კოჭებით სავსე მარცხენა ხელის მუჭი გულთან მიეჭირა და ლოყები საამური სიწითლით ალანძოდა. განიმედე კი იქვე ჩაცუცქებულიყო და ჩუმად სწუხდა. მას ორი კოჭიღა შერჩენოდა, რომელთაც ერთი-მეორეზე მიყოლებით მოუფიქრებლად აგდებდა და ხმამაღლა მოხარხარე ეროსზე ბრაზობდა. როცა განიმედემ ეს კოჭებიც მალე წააგო, წამოდგა და დანაღვლიანებული ცარიელი ხელებით წავიდა. მან ვერ შენიშნა უკვე მოახლოებული კიპრიდა, რომელიც თავის ვაჟს წინ დაუდგა. ქალღმერთმა ეროსს ნიკაპზე წაავლო ხელი და უთხრა: „რატომ დასცინი, ცბიერო, განიმედს? განა ასე მოატყუე იგი და გამოუცდელი ყრმა დაჩაგრე? მე შენ ერთი საქმე უნდა შემისრულო და სამაგიეროდ ზევსის ნაქონ ლამაზ სათამაშოს მოგცემ. აი იმას, საყვარელმა ძიძამ ადრესტიამ რომ გაუკეთა ზევსს, როცა იგი იდის გამოქვაბულში იზრდებოდა და სათამაშოებით ერთობოდა. ამაზე კარგ საჩუქარს შენ თვით ჰეფესტოსაგანაც ვერ მიიღებ. იგი მრგვალი და გამჭვირვალე ბურთია. მას გარს არტყია ოქროს წრეები და შიგნით ლურჯი ხვეული აქვს. თუ ამ ბურთს ჰაერში აისვრი, ვარსკვლავივით დაიწყებს ციმციმს და მბრწყინავ კვალს დატოვებს. მე ამ ბურთს შენ გაჩუქებ, ოღონდ, აიეტის ქალწულს იყვარულის ამგზნები ისრები სტყორცნე და იაზონით მოხიბლე. იცოდე, რომ სწრაფად უნდა იმოქმედო!“ ეროსს ძალზე ეამა დედის სიტყვები. მყისვე დაყარა მიწაზე კოჭები, ქალღმერთის მოსასხამს ჩაეჭიდა და შეევედრა ახლავე მიეცა მისთვის ბურთი. აფროდიტემ შვილს ლოყებზე ხელი წაავლო, ჩაეხვია, აკოცა, გაიღიმა და ტკბილი სიტყვებით უთხრა: „ვფიცავ შენს ძვირფასს თავს და ჩემს თავსაც, რომ არ მოგატყუებ და საჩუქარს მოგცემ, თუ აიეტის ქალწულს სიყვარულის ამგზნებ ისარს სტყორცნი“. ეროსმა მიწაზე დაყრილი კოჭები აჰკრიფა, გულდასმით დაითვალა და ბრწყინვალე დედას კალთაში ჩაუყარა. მერე ხეზე მიყუდებული კაპარჭი აიღო, ოქროს სარტყელით მხარზე მიიმაგრა და მოხრილი მშვილდიც აიტაცა. ეროსმა ზევსის ყვავილნარი დატოვა, ოლიმპოს ჰაეროვან ჭიშკართან მივიდა და დაეშვა იმ გზაზე, რომელიც ეთერიდან დედამიწაზე ეშვება. ჯერ მან ორი მთა დაინახა, რომელთა ცამდე აზიდული მწვერვალებიდან აღმომავალი მზე თავის შუქმფინარ სხივებს დედამიწას სტყორცნის.

შემდეგ კი ეროსის თვალწინ გადაიშალა ნოყიერი დედამიწა, ადამიანთა ქალაქები, წმინდა მდინარეები, დანარჩენი მთების მწვერვალები და ზღვა, რომელიც დედამიწას გარს ევლება.

აწ კი, შენ დადექ ჩემს გვერდით, ერატო (ეროტიკული პოეზიის მუზა), და მიამბე მე, თუ როგორ წაიღო იაზონმა მედეას სიყვარულის წყალობით საწმისი იოლკოსში! ნეტარო მუზავ! შენც ხომ გიდევს წილი აფროდიტეს სასიყვარულო საქმეებში და ხშირადაც აჯადოვებ ხოლმე ტკბილი ვნებებით უბიწო ქალწულებს; ამიტომ გადევს სწორედ სასიყვარულო სახელი!ფასისის ლერწმით მოფენილ ჭაობში ჩამალული არგონავტები ჰერამ და ათენამ შენიშნეს. ვაჟკაცთა მფარველმა ქალღმერთებმა უკვდავ ღმერთთა კრებული მიატოვეს, თალამონში (საწოლ ოთახში) შევიდნენ და ბჭობა დაიწყეს, თუ როგორ დახმარებოდნენ არგონავტებს. „ზევსის ასულო, – მიმართა ჰერამ ათენას, – ჯერ შენ გადასწყვიტე, როგორ მოვიქცეთ! რამე ცბიერ ხერხს მიმართავ, რომ არგონავტებმა აიეტი მოატყუონ და ისე გაიტაცონ ოქროს საწმისი ელადაში, თუ სჯობს, მომთაფლავი სიტყვებით დაიყოლიონ ვაჟკაცებმა კოლხთა მბრძანებელი? აიეტი საშინლად მრისხანე კაცია, მაგრამ მაინც საჭიროა არავითარ ცდას არ დავერიდოთ“. „მეც მაწუხებს არგონავტებზე ფიქრი, – მიუგო ათენამ ჰერას, – მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერი მომიგონებია ისეთი, რითაც შემწეობას აღმოვუჩენდი მათ, თუმცა ბევრმა აზრმა გამიელვა თავში“ ასე სთქვა ათენამ და ორივე ქალღმერთმა თვალები ძირს დახარა. უეცრივ ქალღმერთმა ჰერამ რაღაც მოიგონა და ათენას სწრაფად უთხრა: „მოდი, კიპრიდასთან მივიდეთ და ვთხოვოთ, თუ მოისურვებს, თავისი ვაჟი წააქეზოს, რათა მან აიეტის გრძნეულ ასულს (მედეას) სიყვარულის ამგზნები ისრები სტყორცნოს და იაზონით მოხიბლოს. მე მგონია, რომ იაზონი საწმისს ელადაში მხოლოდ მედეას დახმარებით წაიღებს“. მოეწონა ეს ბრძნული აზრი ქალღმერმა ათენას და ჰერას ტკბილი სიტყვებით მიუგო: „ნეტარო ჰერა, ჩემმა მშობელმა ისე წარმომშვა,1 რომ არაფერი ვიცი სიყვარულის ამგზნები ლახვრისა, არც ტკბილი და ჯადოსნური ვნებისა მესმის რამე. რაკიღა შენ თვითონაც მოგწონს ეგ ხერხი, მე სიამოვნებით გამოგყვები აფროდიტესთან, რომელსაც შენ მოახსენებ ჩვენს სურვილს“.

ფასისის ლერწმით მოფენილ ჭაობში ჩამალული არგონავტები ჰერამ და ათენამ შენიშნეს. ვაჟკაცთა მფარველმა ქალღმერთებმა უკვდავ ღმერთთა კრებული მიატოვეს, თალამონში (საწოლ ოთახში) შევიდნენ და ბჭობა დაიწყეს, თუ როგორ დახმარებოდნენ არგონავტებს. „ზევსის ასულო, – მიმართა ჰერამ ათენას, – ჯერ შენ გადასწყვიტე, როგორ მოვიქცეთ! რამე ცბიერ ხერხს მიმართავ, რომ არგონავტებმა აიეტი მოატყუონ და ისე გაიტაცონ ოქროს საწმისი ელადაში, თუ სჯობს, მომთაფლავი სიტყვებით დაიყოლიონ ვაჟკაცებმა კოლხთა მბრძანებელი? აიეტი საშინლად მრისხანე კაცია, მაგრამ მაინც საჭიროა არავითარ ცდას არ დავერიდოთ“. „მეც მაწუხებს არგონავტებზე ფიქრი, – მიუგო ათენამ ჰერას, – მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერი მომიგონებია ისეთი, რითაც შემწეობას აღმოვუჩენდი მათ, თუმცა ბევრმა აზრმა გამიელვა თავში“ ასე სთქვა ათენამ და ორივე ქალღმერთმა თვალები ძირს დახარა. უეცრივ ქალღმერთმა ჰერამ რაღაც მოიგონა და ათენას სწრაფად უთხრა: „მოდი, კიპრიდასთან მივიდეთ და ვთხოვოთ, თუ მოისურვებს, თავისი ვაჟი წააქეზოს, რათა მან აიეტის გრძნეულ ასულს (მედეას) სიყვარულის ამგზნები ისრები სტყორცნოს და იაზონით მოხიბლოს. მე მგონია, რომ იაზონი საწმისს ელადაში მხოლოდ მედეას დახმარებით წაიღებს“. მოეწონა ეს ბრძნული აზრი ქალღმერმა ათენას და ჰერას ტკბილი სიტყვებით მიუგო: „ნეტარო ჰერა, ჩემმა მშობელმა ისე წარმომშვა,1 რომ არაფერი ვიცი სიყვარულის ამგზნები ლახვრისა, არც ტკბილი და ჯადოსნური ვნებისა მესმის რამე. რაკიღა შენ თვითონაც მოგწონს ეგ ხერხი, მე სიამოვნებით გამოგყვები აფროდიტესთან, რომელსაც შენ მოახსენებ ჩვენს სურვილს“.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მესამე – I, არგონავტიკა - წიგნი მესამე – III, ტროსი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.320 არგონავტიკა - წიგნი მესამე – III - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მესამე – III

ბერძნ.

მდინარე ფასისის ლერწმიან ჭაობში შენავებული ხომალდის ერდოზე არგონავტები შეკრებილიყვნენ. ისინი რიგზე იყვნენ ჩამომსხდარნი და ყურადღებით უსმენდნენ ეზონის სახელოვან ძეს, რომელიც ასე ლაპარაკობდა: „მეგობრებო, მე გეტყვით, თუ რა მიმაჩნია უმჯობესად, თქვენ კი ვალდებულნი ხართ, ჩემი აზრი განსაჯოთ. ეს საქმე საერთო საქმეა, ამიტომ ბჭობაც საერთო უნდა იყოს! ხოლო მან კი, ვინც თავის აზრსა და რჩევას დუმილით აკავებს, იცოდეს, რომ ხელს უშლის ჩვენი ლაშქარის სამშობლოში უვნებლად დაბრუნების საქმეს! ჩემი წინადადება ასეთია: თქვენ იარაღი აისხით და ხომალდზე დარჩით, მე კი თან გავიყოლებ ფრიქსეს ვაჟებს და კიდევ ორ მეგობარს და აიეტის სასახლისაკენ გავემართები. მივალ აიეტთან და ვთხოვ, მეგობრულად დაგვითმოს ოქროს საწმისი. თუ თავის ძლიერებაზე დაყრდნობილმა აიეტმა უარით გამოგვისტუმრა და ვერაგობა შევატყვე, უკან გამოვბრუნდები და ერთად მოვიფიქროთ, ბრძოლა გავუმართოთ მას, თუ ბრძოლისაგან თავი შევიკავოთ და სხვა ხელსაყრელი ხერხი გამოვნახოთ. სანამ თხოვნით არ გამოვცდით აიეტს, მანამ ნუ მოვინდომებთ ძალით წავართვათ თავისი ქონება. უკეთესია, სიტყვით დავიყოლიოთ იგი. იმას, რასაც ძლივს აღწევს ხოლმე მამაცობა, ხშირად ადვილად აკეთებს უბრალო სიტყვა. სიტყვით ადვილია კაცის გადაბირება. უდანაშაულო ფრიქსე, რომელიც გამოექცა დედინაცვლის მზაკვრობასა და მამისაგან მსხვერპლად შეწირვას, აიეტმა ხომ კარგად მიიღო! ყველგან მრავლადაა ბოროტი ადამიანი, მაგრამ ადამიანთა შორის ყველაზე უბოროტესი კაციც კი იცავს და თაყვანს სცემს სტუმართმოყვარე ზევსის კანონს“.

არგონავტებმა ერთხმად მოიწონეს ეზონიდის წინადადება და საწინააღმდეგო აზრი აღარავის გამოუთქვამს. მაშინ იაზონმა უბრძანა ფრიქსეს ვაჟებს და ტელამონსა და ავგიეს, მას წაყოლოდნენ, თვითონ კი ხელთ ჰერმესის კვერთხი აიღო. ისინი ხომალდიდან გადმოვიდნენ, ჭაობი და ლერწმნარი გადალახეს და ხმელეთზე ავიდნენ. შემდეგ ველზე მდებარე ბორცვზე შედგეს ფეხი. ეს ველი კირკეს (აიეტის და) ველად იწოდება. აქ მრავლად იყო აღმოცენებული ტირიფი და ძეწნა, რომელთა კენწეროებზე თოკებით მიკრული გვამები იყო ჩამოკიდებული. კოლხებში ჯერ კიდევ ახლაც ცოდვად ითვლება მიცვალებული მამაკაცების ცეცხლით დაწვა. არც ისა აქვთ წესად, რომ ისინი მიწაში დაფლან და ზემოდან ტაგრუცი დააყარონ. კოლხები მიცვალებული მამაკაცების გვამებს ხარის მოუთელავ ტყავებში ახვევენ და ქალაქიდან მოშორებით ხეებზე ჰკიდებენ. მაგრამ ჰაერის თანაბრად მიწაც ღებულობს თავის წილს, ვინაიდან კოლხები ქალებს მიწაში მარხავენ. აი ასეთი წესი აქვთ მათ.

არგონავტების მფარველმა ქალღმერთმა ჰერამ ეთერში სქელი ნისლი დააყენა და იაზონი თავის მხლებლებით შებურა, რათა აიეტის სასახლისაკენ მიმავალი ვაჟკაცები კოლხთა ურიცხვ ტომს არ დაენახა. როცა იაზონი და მისი მხლებლები აიეტის სასახლესთან მივიდნენ, ჰერამ მყისვე გაჰფანტა ნისლი. ვაჟკაცები სასახლის შესასვლელთან გაჩერდნენ. ისინი გააოცა მეფის სასახლის გალავანმა, ფართო ჭიშკრებმა და სვეტებმა, რომლებიც მწკრივზე იყვნენ აღმართულნი კედლების გარშემო. სასახლის თავზე, სპილენძის ქონგურებზე, ქვის კოშკი იდგა. იაზონმა და მისმა მხლებლებმა დაუბრკოლებლივ გადააბიჯეს ფეხი სასახლის ჭიშკრის ზღურბლს, რომელთანაც მაღლა ამართული, მწვანე ფოთლებით შემოსილი ვაზები გაშლილიყვნენ. ვაზების ქვეშ ოთხი დაუშრეტელი შადრევანი მოჩუხჩუხებდა. ეს წყაროები ჰეფესტომ ამოაჩქეფა მიწის გულიდან. ერთი რძის შადრევანი იყო, მეორე ღვინისა, მესამედან სურნელოვანი ზეთი მორაკრაკებდა, მეოთხე წყარო კი ამოღარულ ლოდიდან წყალს მოაქუხებდა, რომელიც პლეიადების ჩასვლის დროს თბებოდა, ხოლო მათი აღმოსვლის ჟამს ყინულივით ცივი და ანკარა ხდებოდა. აი ასეთი ღვთაებრივი საქმეები გააკეთადახელოვნებულმა ჰეფესტომ კუტაიელი აიეტის სასახლეში. გარდა ამისა ჰეფესტომ აიეტს გამოუჭედა სპილენძისფეხებიანი ხარები, რომელთაც სპილენძისავე ხახები ჰქონდათ, საიდანაც ცეცხლის საზარელი ალი ამოსდიოდათ. მანვე გაუკეთა მთლიანი გუთანი მაგარი ფოლადისაგან. ამით ჰეფესტომ მადლობა გადაუხადა ჰელიოსს, რომელმაც ფლეგრის ბრძოლაში დაღლილი ჰეფესტო თავის ეტლზე აიტაცა. სასახლის ეზოში უზარმაზარი შენობა იდგა, რომელსაც მრავალი ორმაგი კარი და მოსასვენებელი ოთახი ჰქონდა. კარები და ოთახები ერთ საუცხოო ტალანში გამოდიოდნენ. ამ შენობის მარჯვნივ და მარცხნივ ორი უფრო მაღალი შენობა იდგა. ერთ-ერთ მათგანში აიეტი ცხოვრობდა თავისი ცოლით, მეორეში კი აიეტის ვაჟი აფსირტე. აფსირტე კავკასიელმა ნიმფამ ასტეროდიამ შვა მანამ, სანამ აიეტი კანონიერ ცოლად მოიყვანდა ოკეანესა და ტეთისის უმცროსს ქალს იდიას. რადგანაც აფსირტე ყველა ახალგაზრდებში გამოირჩეოდა სილამაზით, კოლხთა შვილები მეტსახელად ფაეთონს (მბრწყინავს) ეძახდნენ. სასახლის დანარჩენი ოთახები ეკავათ აიეტის ორ ასულს, ქალკიოპეს და მედეას და მოახლე ქალებს. აიეტის ასული მედეა ქალღმერთ ჰეკატეს ქურუმი იყო. ყოველდღე დადიოდა მის ტაძარში და ჰეკატეს ემსახურებოდა. ამიტომაც სასახლეში ძალიან იშვიათად იყო. მაგრამ ქალ-ღმერთმა ჰერამ მედეას შთააგონა, რომ დღეს სასახლეში დარჩენილიყო. როცა იაზონი და მისი მხლებლები მეზოში შემოვიდნენ, მედეა თავისი ოთახიდან დის ოთახისაკენ მიდიოდა. უცხოელების დანახვა და მედეას შეკივლება ერთი იყო. როგორც კი გაიგონა ქალკიოპემ მედეას საშინელი კივილი, გარეთ გამოვარდა. მას მისი მოახლე ქალებიც მოჰყვნენ, რომლებსაც შიშისაგან თითისტარები ხელიდან გაუვარდათ. როცა უცხოელ ვაჟკაცთა შორის ქალკიოპემ თავისი შვილებიც დაინახა, სიხარულით ხელები ზევით აღაპყრო. შვილები დედას მიესალმნენ და გულში ჩაიკრეს. ქალკიოპეს თვალებზე სიხარულის ცრემლები მოადგა და თავის ვაჟებს მიმართა: „მოულოდნელმა ბედმა თქვენი თავი უკან დამიბრუნა. რა უბედური ვიყავი, თქვენ რომ მიმატოვეთ და ელადისაკენ გაემართეთ! ჩემმა მეუღლემ ფრიქსემ თავისი ანდერძით დიდი სიმწუხარე მომიტანა! რატომ დამტოვეთ, შვილებო, რატომ წახვედით იმ დასაქცევ ორქომენისაკენ ათამასის ქონების გულისათვის?!“

ქალკიოპეს ხმაზე აიეტი და მისი მეუღლე იდია გამოვიდნენ დარბაზიდან. ისინი სტუმრებს მიეგებნენ და სასახლის ეზო მყისვე გაივსო ხმაურით. მონების ერთი ნაწილი ლხინისათვის ხარს ამზადებდა, მეორე სპილენძის ცულით გამხმარ შეშას აპობდა, მესამე კი უცხოელების დასაბანად ცეცხლზე წყალს ათბობდა. მეფის მსახურთაგან არავინ იყო ისეთი, რომ ლხინისათვის სამზადისს განზე გადგომოდა.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მესამე – II, არგონავტიკა - წიგნი მესამე – IV, კოლხეთი (კოლხიდა), პანთეონი, პლეიადები, ფლეგრის ბრძოლა, ჰეკატე

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.321 არგონავტიკა - წიგნი მესამე – IV - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მესამე – IV

ბერძნ.

ამასობაში ლაჟვარდოვან ჰაერიდან გესლიანი ნესტარის მქონე მწერივით სასტიკი ეროსი შეუმჩნევლად ჩამოეშვა; სასახლის კარის ზღურბლზე შედგა, მშვილდი მოიმზადა, კაპარჭიდან უხმარი, სიყვარულის ამგზნები ისარი ამოიღო და ზღურბლს მარდი ფეხები გადააბიჯა; იქაურობა გულდასმით მიათვალ-მოათვალიერა, მერე შეუმჩნევლად იაზონს ზურგს უკან ამოეფარა, ისარი ლარის შუა მოათავსა, დასჭიმა და მშვენიერ მედეას სტყორცნა. მედეას გული მყისვე მღელვარებამ შეიპყრო; ეროსი კი კისკისით მიქროდა სასახლის თავზე. ქალწულის მკერდში ეროსის ნატყორცნმა ისარმა ცეცხლი გააჩინა. ალივით ალაპლაპებული მედეა მოწყვეტილი ვარსკვლავივით შეანათებდა ხოლმე იაზონს სახეში და მკერდიდან ხშირად აღმოხდებოდა ხოლმე კვნესა. იაზონის გარდა აღარაფერი ახსოვდა და ტკბილი მწუხარებით დნებოდა გულში. მატყლის დართვით გატაცებული მშრომელი ქალი რომ გამოიღვიძებს ხოლმე გათენებამდე და ოთახის გასანათებლად მუგუზალს ფიჩხს დააყრის და ვით ამ მუგუზლიდან გაჩაღებული ცეცხლი ავარვარდება, ისე ავარვარდა ქალწულის მკერდში ფარულად შეჭრილი მკაცრი ეროსი. ტკბილი გრძნობისაგან გონებადაკარგულ მედეას ნაზ ლოყებს წამდაუწუმ ეცლებოდათ ფერი. ქალწულს სახე ხან გაუფერმკრთალდებოდა და ხან კიდევ ალმური ასდიოდა.

იაზონი და მისი მხლებლები თბილი წყლით გასუფთავდნენ და მონებმა მათ სუფრა გაუშალეს. როცა საჭმელ-სასმელით თავი დაიკმაყოფილეს მაშინ აიეტმა თავის შვილიშვილებს ასე მიმართა: „შვილებო ჩემი ქალიშვილისა და ფრიქსესი, რომელსაც ყველა უცხოელზე მეტი პატივი ვეცი ამ სასახლეში, რატომ დაბრუნდით ეაში? განა რამე უბედურება შეგემთხვათ გზაში? თქვენ არ დამიჯერეთ, როცა თქვენს მიერ აღებული გზის შესახებ გითხარით, რომ უსაზღვრო მანძილი აქვს-მეთქი! ეს მე მაშინ გავიგე, როცა მამაჩემის – ჰელიოსის ეტლით ვიმოგზაურე. ჰელიოსს იმ დროს ჩემი და კირკე გადაჰყავდა ჰესპერიის (იტალიის) ქვეყნის შუაგულში. ჩვენ მაშინ მივაღწიეთ ტირსენისის ხმელეთის ნაპირს, სადაც ახლაც ცხოვრობს ჩემი და. ეს ქვეყანა ძალზე შორსაა კოლხეთის მიწისაგან. მაგრამ რა საჭიროა ეს ამბავი! სჯობს, დალაგებით მომიყვეთ, რამ დაგაბრკოლათ გზაში, ვინ არიან ეს კაცები, თქვენ რომ მოგყვნენ და სად არის ჩემი მშვენიერი ხომალდი?"

ძმებში უფროსმა არგოსმა, რომელსაც ეშინოდა იაზონის ლაშქარის ბედის გამო, აიეტს პირმოთნედ უპასუხა: „დიდებულო აიეტო, შენგან ნაბოძები ხომალდი მრისხანე ქარიშხალმა დაგვიმხსხვრია; ჩვენ კი ერთ ძელს ჩავეჭიდეთ. და უკუნეთ ღამეში ენიალიოსის (არესის ეპითეტი) კუნძულზე გაგვრიყა ტალღამ. რომელიღაც ღმერთმა მოწყალების თვალით გადმოგვხედა და დაღუპვისაგან გვიხსნა! ამ უდაბურ კუნძულზე წინათ რომ საზიზღარი ფრთოსნები ბინადრობდნენ, ჩვენ ვეღარ ვიხილეთ. წინა დღით ამ კუნძულზე გადმოსულ ვაჟკაცებს გაერეკათ ისინი. ეს გმირები აქ რაღაც ბედმა ან თვით მოწყალე ზევსმა შეგვახვედრა. როგორც კი გაიგონეს ვაჟკაცებმა ცნობილი ფრიქსეს და შენი სახელი, მყისვე გვიბოძეს საკმარისად საჭმელი და ტანსაცმელი. ისინი შენი ქალაქისაკენ მოემართებოდნენ. თუ კი მოისურვებ ამის მიზეზი გაიგო, არ დაგიმალავ. აი ეს გმირი, ვინაიდან ძლევამოსილებით გამოირჩეოდა ყველა ეოლიდებში, მეფე პელიასმა აქ იძულებით გამოაგზავნა. ამ მრისხანე მეფეს სურს, სამშობლოდან გააძევოს იგი და მემკვიდრეობა აღუკვეთოს. მეფე პელიასი ამტკიცებს, რომ ეოლოსის მოდგმა მანამდე ვერ გაექცევა მრისხანე ზევსის რისხვას და ფრიქსეს მიერ ჩადენილი ცოდვისათვის (იგულისხმება ოქროს ვერძის გატაცება.) მძიმე სასჯელს, სანამ ოქროს საწმისი ელადას არ დაუბრუნდებაო. ნეტარმა ქალღმერთმა ათენა-პალადამ ამ გმირს ხომალდი აუგო, მაგრამ ისეთი კი არა, როგორიც კოლხებს აქვთ, არამედ უფრო დიდი და მძლავრი. ჩვენი ხომალდიც ხომ კოლხური იყო. იგი სწრაფად დაამსხვრია ქარიშხალმა. ამ ვაჟკაცის ხომალდი კი მაგრადაა შეკრული და არასოდეს არ დაიშლება, თუნდაც ყველა ქარი დაეტაკოს. ერთნაირად შეუძლია მას იცუროს, ქარის შემწეობით იქნება ეს, თუ ხოფების მოსმით. ამ ხომალდზე ჩვენმა გმირმა მთელი ელადის ბრწყინვალე გმირები შეჰკრიბა სალაშქროდ ბევრი იხეტიალა მან ზღვაზე და უცხო ქვეყნებში, ბოლოს შენს ქალაქში მოვიდა. მას სურს ნებაყოფლობით მიიღოს ოქროს საწმისი. იგი აქ იმიტომ კი არ მოსულა, რომ ხელი გამოიღოს შენს წინააღმდეგ, არა! სამაგიეროდ იგი გპირდება, საჩუქრისათვის პატივი დაგდოს. მან ჩემგან გაიგო შენი დიდი მტრების – სავრომატების შესახები. მას სურს, ისინი შენს სკიპტრას დაუმორჩილოს. თუ გინდა, სახელოვანო მეფევ, გაიგო, თუ რა მოდგმის არიან ეს ვაჟკაცები და რა ჰქვიათ, ახლავე სათითაოდ გაგაცნობ. ჩვენს გმირს, რომლის გამოც შეიკრიბნენ ელადის წარჩინებული გმირები, იაზონს უწოდებენ. იგი კრეთევსის შვილის ეზონის ვაჟია. იაზონი ჩვენი ახლობელი ნათესავია, მისი პაპა კრეთევსი და ჩვენი პაპა ათამასი ძმები იყვნენ. ეს მეორე ვაჟკაცი ჰელიოსის შვილია და სახელად ავგიე ჰქვია; ეს კი ტელემონია – ეაკეს ბრწყინვალე ვაჟიშვილი. ეაკე კი თვით ზევსის ნაშიერი იყო. ასევე, იაზონის ყველა დანარჩენი მეგობარი უკვდავთა შვილები და შვილიშვილები არიან“.

არგოსის სიტყვებმა კოლხთა ძლევამოსილი მეფე საშინლად განარისხა. მას უფრო მეტად ქალკიოპეს ვაჟებზე მოსდიოდა გული. ეგონა, რომ მისი შვილიშვილების დახმარებით და შეგონებით მოვიდნენ უცხოელები ეაში. გააფთრებულ აიეტს თვალები ნაპერწკლებით აევსო და უცხოელებს მრისხანედ შეჰყვირა: „თავხედებო, რატომ ეხლავე არ დამეკარგებით თვალთაგან თქვენი მზაკვრული განზრახვებით?! მე თქვენ გიჩვენებთ ოქროს საწმისსაც და ფრიქსესაც! თქვენ ელადიდან აქ ოქროს საწმისის გულისათვის კი არ მოსულხართ, არამედ გსურთ წამართვათ სკიპტრა და სამეფო პატივი. თქვენ რომ ჩემს მაგიდას არ შეჰხებოდით და პურმარილი არ მიგეღოთ, დაუყოვნებლივ ენებს ამოგართმევდით, ხელებს მოგკვეთდით და მარტოოდენ ფეხების ამარა გაგისტუმრებდით აქედან, რათა შემდეგში თავი შეგეკავებინათ ასეთი ლაშქრობისაგან და ნეტარ ღმერთებთან თავის მიმსგავსება აღარ გაგებედნათ!“.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მესამე – III, არგონავტიკა - წიგნი მესამე – V

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.322 არგონავტიკა - წიგნი მესამე – IX - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მესამე – IX

ბერძნ.

ლამაზი ყუთიდან ამოღებული ჯადოსნური წამალი მედეამ ღვთაებრივ გულმკერდზე შემორტყმულ სურნელოვან სარტყელში ჩაიდო, ოთახიდან გამოვიდა და მალთვლებიან ეტლზე ავიდა. ეტლზე აქეთ-იქიდან ორი მოახლე ქალი დადგა. მედეამ ხელთ სადავეები იპყრო, ლამაზი შოლტიც მოიმარჯვა და ქალაქის ქუჩაში გაექანა. ქალწულის სხვა მხლებლებმა ნაზი ქიტონები თეთრ მუხლებამდე აიწიეს, ეტლის ძარას ჩაეჭიდნენ და ფართო შარაზე მიჰქროდნენ. მშვენიერი მედეა ისე იდგა ეტლზე, ვით მდინარე პართენიოსის (მც. აზიაში) თბილი წყლით ან მდინარე ამნისეში განბანილი არტემიდე დგას ხოლმე მარდი ირმებით შებმულ ოქროს ეტლზე და მთებისაკენ მიჰქრის, რათა აქ ბრწყინვალე ჰეკატომბები (ჰეკატომბი – დიდი მსხვერპლი.) მიიღოს. დიდებულ ქალღმერთს უკან ამნისის წყაროს, ტყეების და მთების ნიმფებიც მიჰყვებიან ხოლმე და შეშინებული ნადირნი კუდის ქნევით და წკავ-წკავით უთმობენ გზას. ლეტოს ასულის ნიმფებივით მიჰყვებოდნენ მშვენიერ მედეას მოახლე ქალები და ეას მცხოვრებნი მოწიწებით უთმობდნენ მას გზას. ყველა გაურბოდა მეფის გრძნეული ასულის თვალებს. როცა მედეამ ქალაქის კეთილმოწყობილი ქუჩები დატოვა, ველი გადაჭრა და ტაძართან მივიდა, მაშინ მალთვლებიან ეტლიდან სწრაფად ჩამოხტა და მოახლეებს უთხრა: „მეგობრებო, მე დიდი შეცდომა ჩავიდინე აქ მოსვლით. არ მომაგონდა, რომ შეიძლება აქ ჩვენს მხარეში მოსული უცხო მამაკაცები შეგვხვდნენ! ამ ამბით მთელი ქალაქი აღელვებულია და ამიტომაა, ამ ტაძართან რომ ყოველდღე ქალები იკრიბებოდნენ, აღარა სჩანან. რაკიღა აქ მოვედით და სხვა არავინაა ჩვენს გარდა აქ, მოდით და, ეს მშვენიერი ყვავილები დავკრიფოთ, შემდეგ ტკბილი სიმღერაც წამოვიწყოთ და გული უხვად გავიძღოთ. მერე კი, როცა დრო მოვა, უკან გავბრუნდეთ. მე თქვენ ერთი რამე უნდა გითხრათ; თუ დამიჯერებთ, დღეს სახლში მრავალი საჩუქრებით დაბრუნდებით. მაგრამ, იცოდეთ, საიდუმლოდ შეინახეთ, რასაც ჩემგან მოისმენთ, რათა მამაჩემის ყურებამდე არ მიაღწიოს ამ ამბავმა. ჩემმა დამ ქალკიოპემ და მისმა ვაჟმა არგოსმა მუდარით მთხოვეს, რომ დავეხმარო უცხოელ ვაჟკაცს, რომელმაც ცეცხლისმფრქვეველ ხარებთნ შებმა იკისრა. ამ სამსახურისათვის უცხოელმა წინასწარ უნდა მომიტანოს საჩუქრები. მე ქალკიოპეს და არგოსის თხოვნას დავეთანხმე და უცხოელს შევუთვალე, თავის მეგობრებისაგან განცალკევებით პირისპირ შემხვდეს. თუ მან საჩუქრები მომართვა, ჩვენ ის ერთმანეთს შორის გავიყოთ, მას კი ისეთ წამალს მივცემ, რომელიც არაფრად არ გამოადგება. როცა თქვენ ამ ვაჟკაცს დაინახავთ, იცოდეთ, რომ მოშორებით უნდა იყოთ!“ ასე თქვა მედეამ და მისი მხევალი ქალები კმაყოფილნი დარჩნენ ამ ცბიერი ხერხით.

ამასობაში არგოსმა, რომელმაც ძმებისაგან გაიგო, რომ მედეა დილით ადრე ჰეკატეს წმინდა ტაძრისაკენ წავაო, სასწრაფოდ გამოაცალკევა ეზონის ძე მეგობრებისაგან და ტაძრისაკენ წაიყვანა. იაზონს და არგოსს მიჰყვებოდა ამპიკეს ძე მოპსეც, რომელიც გამოცდილი იყო ფრინველებზე დაკვირვებით მისნობაში და ტაძრისაკენ მიმავალ მეგობრებს რჩევა-დარიგებას აძლევდა. ზევსის ყოვლისშემძლე მეუღლემ, ქალღმერთმა ჰერამ, ისეთი სილამაზით გააბრწყინა იმ დღეს იაზონი და ისეთი ძალა მიანიჭა საუბრის, რომ მას ვერც ერთი ბრწყინვალე გმირი ვერ შეედრებოდა, ვერც ისინი, ზევსმა რომ წარმოშვა, და ვერც ისინი, სხვა უკვდავთა სისხლისაგან რომ იყვნენ წარმოქმნილნი. არგონავტები განცვიფრებით შესცქეროდნენ შარავანდედით მოსილ წინამძღოლს. მისანი მოპსე სიხარულით მიდიოდა ტაძრისაკენ, ვინაიდან წინასწარ ჰქონდა განჭვრეტილი, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. ტაძრის მახლობლად, გზის პირზე, ფოთლებით დაბურული ალვის ხე იდგა, რომელსაც ხშირად ასხდებოდნენ ხოლმე მჩხავანა ყვავები. ერთ-ერთმა მათგანმა, როცა გმირები დაინახა, ფრთები შეაფრთქიალა, მაღალ შტოზე შემოჯდა და ფრინველის ენით ქალღმერთ ჰერას სურვილი განაცხადა: „უსახელოა ის მისანი, რომელიც თავის გონებით ვერ მიხვდება მას, რაც ბავშვებმაც კი იციან! ვერც ტკბილ და ვერც სასიყვარულო სიტყვას ვერ ეტყვის ქალწული იმ ჭაბუკს, რომელსაც აბეზარი მოწმეები ახლავს. დაიკარგე აქედან, ბოროტო და ცრუპენტელა მისანო! შენ ვერც კიპრიდას და ვერც ნაზსა და კეთილ ეროსს შეუგონებიხარ!“ როცა მისანმა მოპსემ ფრინველის ღვთაებრივი ხმა მოისმინა, გაეცინა და იაზონს მიმართა: „ეზონის დიდებულო ვაჟო, შენ ტაძრისაკენ გააგრძელე გზა. იქ შენ აიეტის ასულს შეხვდები, მისი გული ქალღმერთმა აფროდიტემ მოგიგო. აგენორის ძე ფინევსმა აკი გვიწინასწარმეტყველა, ქალღმერთი აფროდიტე შემწეობას აღმოგიჩენთო. მე და არგოსი, სანამ დაბრუნდები, აქ დაგელოდებით. ეცადე ბრძნული სიტყვებით დაითანხმო მეფის ასული, რათა მძიმე დავალების აღსრულებაში დაგეხმაროს!“ მოპსეს გონიერი რჩევა მის მეგობრებს მოეწონათ და იაზონი მარტო გაემართა ჰეკატეს ტაძრისაკენ.

ქალღმერთის ტაძრის მახლობლად მხევალი ქალებით გარშემორტყმული მედეა მოუთმენლად მოელოდა იაზონის გამოჩენას. მართალია, ქალწული მღეროდა, მაგრამ მისი ფიქრები სულ სხვაგან იყო. ხან ერთ სიმღერას წამოიწყებდა, ხან – მეორეს, მაგრამ დიდხანს ვერც ერთით ვერ ერთობოდა და წამოწყებულ სიმღერას მყისვე შესწყვეტდა. აღელვებული მედეა მხევალ ქალებს თვალს ვეღარ უსწორებდა, ხშირად მოაბრუნებდა ხოლმე სახეს და მოუსვენრად გასცქეროდა ტაძრისაკენ მომავალ გზას. როცა ფეხის ხმას ან ქარის შრიალს გაიგონებდა, ასე ეგონა, იაზონი მოდისო და მკერდში გული უბრუნდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ მედეას სანუკვარი იაზონიც გამოჩნდა. არგონავტების წინამძღოლი ოკეანედან აღმომავალ ლამაზსა და კაშკაშა სირიოსის ვარსკვლავს ჰგავდა. როგორც სირიოსს მოაქვს ხოლმე ნახირისათვის უზომო მწუხარება, (სირიოსის გამოჩენა გვალვას მოასწავებდა) ისე მოუტანა იაზონმა საბრალო მედეას სევდა და დარდი. იაზონის ვარსკვლავივით მოკაშკაშე პირი-სახის დანახვამ მედეას გრძნობა დააკარგვინა, მკერდიდან გული ამოუვარდა, თვალები დაუბმელდა და ლოყებზე მწველმა სიწითლემ გადაჰკრა. საბრალო ქალწულს ფეხები გაუქვავდა, მუხლება მოეკვეთა და ვეღარც წინ წაწევა შესძლო და ვეღარც უკან. მხევალი ქალები მედეას ჩამოშორდნენ და იაზონთან მარტო დატოვეს. არგონავტების წინამძღოლი და მეფის ასული ერთმანეთის წინაშე დიდხანს იდგნენ ისე მდუმარედ, ვით მუხები და ცამდე აზიდული ნაძვის ხეები დგანან ხოლმე მთებში უქარო ამინდის დროს. როგორც ქარის ძალა აამოძრავებს წყნარად მდგომარე ხეებს და ისინი შრიალს დაიწყებენ, ისე ეროსმა აამოძრავა იაზონი და მედეა სალაპარაკოდ. ეზონის სახელოვანი ძე მიხვდა, რომ მედეა ღვთის მიერ მოგზავნილ სევდაში იყო ჩავარდნილი. „მშვენიერო ქალწულო, – ალერსიანად მიმართა იაზონმა მედეას, – ესოდენ რად შეშფოთებულხარ? განა ჩემი გეშინია? მე ხომ ზოგიერთი მამაკაცივით თავხედი არა ვარ! რაც კი ჩემს სამშობლოში ვცხოვრობ, ასეთი არასოდეს ვყოფილვარ. ნუ გეშინია ჩემი, მშვენიერო ასულო, თავისუფლად ილაპარაკე და რაც მოგესურვოს, მკითხე. რაკიღა ჩვენ ერთმანეთისადმი კეთილად განწყობილი მოვედით ამ წმინდა ადგილას, სადაც სიცრუე დიდ ცოდვად ჩაგვეთვლება, გთხოვ, გულახდილად მელაპარაკო. ნუ მომატყუებ ტკბილი სიტყვებით, შეასრულე დისადმი მიცემული დაპირება, რომ სასწაულმოქმედ ჯადოს მიბოძებ! გაფიცებ ქალღმერთ ჰეკატეს, გაფიცებ შენს მშობლებს და ყოვლისშემძლე ზევსს, რომელიც სტუმარს და ვედრებით მოსულ ადამიანს მფარველობს, შემწეობა აღმომიჩინო! მე ხომ შენი სტუმარიცა ვარ და მავედრებელიც! აუცილებელი მდგომარეობა მაიძულებს მუხლმოდრეკილი შეგემუდარო; შენი დახმარების გარეშე მე ვერ აღვასრულებ განსაცდელით აღსავსე დავალებას! შენსა და ჩემს სამშობლოს შორის მდებარე დიდი მანძილი ხელს ვერ შემიშლის უსაზღვრო მადლობა მოგიძღვნა. მე შენს სახელს და შარავანდედით მოსილ დიდებას მარადჟამს თაყვანს ვცემ. ელადაში დაბრუნებული არგონავტები მუდამ ქება-დიდებით მოგიხსენიებენ. მათი დედები და ცოლები მოწიწებით მოეპყრობიან შენს ბრწყინვალე სახელს. ვინ იცის, შეიძლება ისინი ამ წუთში ზღვის ნაპირას სხედან და ჩვენს დაღუპვას დასტირიან! გემუდარები, გაჰფანტო მათი მძიმე სევდა! მინოსის ასულმა, გონიერმა არიადნემ, რომელიც ჰელიოსის ქალიშვილმა პასიფაემ შვა, ოდესღაც სასტიკი განსაცდელისაგან იხსნა თეზევსი. არიადნე ამით არ დაკმაყოფილებულა, როგორც კი შესწყვიტა მინოსმა რისხვა, არიადნე თეზევსთან ერთად ჩაჯდა ხომალდში და სამშობლო დატოვა. ასეთი დიდსულოვანი მოქმედების გამო იგი თვით ღმერთებმა შეიყვარეს და უკვდავება მიანიჭეს. ამიტომაა, რომ ზეციურ მნათობთა შორის, შუაგულ ეთერში, მთელი ღამის განმავლობაში ციმციმებს გვირგვინისებრი ვარსკვლავი, რომელსაც არიადნეს გვირგვინს უწოდებენ. ყოვლისშემძლე ღმერთები შენც მოგანიჭებენ ასეთ პატივს, თუ შენი დახმარებით დიდებულ გმირთა ლაშქარს დაღუპვისაგან დაიხსნი. განა შეიძლება შენ არ დაგვეხმარო? შენი სხეული ხომ სათნოებით და სიკეთით არის მოსილი!“

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მესამე – VIII, არგონავტიკა - წიგნი მესამე – X, არიადნე, მინოსი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.323 არგონავტიკა - წიგნი მესამე – V - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მესამე – V

ბერძნ.

ეაკეს ძლევამოსილ ვაჟს, ტელამონს აიეტის მუქარამ საშინელი ბრაზი მოჰრია. მას გულით სურდა აიეტი გამოელანძღა და სამაგიერო პასუხი გაეცა, მაგრამ იაზონმა შეაჩერა და თვითონ მიუგო აიეტს მშვიდად: „დიდებულო აიეტო, შესწყვიტე შენი უსამართლო რისხვა! ჩვენ სიხარბით წაქეზებულნი არ მოვსულვართ შენს ქალაქში. განა ვინ გაბედავდა თავისი ნება-სურვილით ამოდენა ზღვის გადმოლახვას იმიტომ, რომ სხვისი ქონება ჩაეგდო ხელში? მე ღმერთის გადაწყვეტილებამ და შეუბრალებელი მეფის პელიასის ბრძანებამ მაიძულეს ეაში გამომგზავრება. მოიღე მოწყალება, მეფეო, შეისმინე ჩვენი თხოვნა და შენს ღვთაებრივ დიდებას მთელ ელადას მოვფენ! ჩვენ ეხლაც მზადა ვართ სამაგიერო გადაგიხადოთ ოქროს საწყისისათვის: გინდ, სავრომატებს დავუმორჩილებთ შენს სკიპტრას და გინდა სხვა ხალხს“. იაზონის ტკბილმა სიტყვებმა აიეტი ჩააფიქრა. მას ორი აზრი უელავდა თავში. ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო, თავს დასხმოდა და აქვე დაეხოცა უცხოელები, თუ იაზონის ძალ-ღონე საქმით შეემოწმებინა. აიეტმა მეორე საშუალება აირჩია და არგონავტების სახელოვან წინამძღოლს ასე მიუგო: „ზედმეტ ლაპარაკს სჯობს თავი დაანებო, უცხოელო! თუ თქვენ მართლაც ღმერთების შთამომავალნი ხართ და შეგიძლიათ მე დამეტოლოთ, ნებაყოფლობით დაგითმობ ელადაში წასაღებად ოქროს საწმისს, მაგრამ ჯერ უნდა გამოგცადო. მამაც ვაჟკაცებს თქვენს მიერ აქ ნახსენები ელადის მეფესავით მე არ ვშურიანობ! ჩემი გამოცდა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შემისრულო ერთი მეტად მძიმე და სახიფათო დავალება, რომელიც უზომო ძალასა და ღონეს მოითხოვს. ამ საქმეს, თუმცა იგი განსაცდელთანაა დაკავშირებული, მე ჩემი ხელებით ადვილად ვაკეთებ. არესის ველზე საბალახოდ გაშვებული მყავს ორი სპილენძისჩლიქებიანი ხარი, რომლებიც პირიდან ცეცხლს აფრქვევენ. მათ მე გუთანში ვაბამ და არესის ველზე ოთხ დღიურ პირქუშ მიწას სასწრაფოდ ვხნავ. ხნულებში დეოს მიერ ბოძებულ თესლს კი არ ვყრი, არამედ საზარელი გველეშაპის კბილებს ვთესავ. გველეშაპის კბილებით ნათესი ხნულებიდან მცირე ხნის შემდეგ ამოდიან შეჭურვილი დევგმირები და მყისვე გარს შემომერტყმებიან. მე მათ იქვე დავფანტავ და ჩემი შუბით ერთიანად ვანადგურებ. სპილენძისჩლიქებიან ხარებს მე დილით ადრე ვაბამ გუთანში, ხოლო საღამო ჟამს შეჭურვილ დევგმირთა მოცელვას ვამთავრებ. თუ შენც ასე შეასრულებ ამ საქმეს, იმავე დღეს მიიღებ ოქროს საწმისს და შეგიძლია შენს მეფეს წაუღო. ამ დავალების შესრულების გარეშე საწმისს არ მოგცემ და ტყუილად იმედს ნუ იქონიებ. განა ღირსეული საქმე იქნება, რომ მამაცად შობილმა ვაჟკაცმა ლაჩარ კაცს დაუთმოს რამე?!

ამ საშინელების მოსმენით თავზარდაცემული იაზონი გაქვავებული იჯდა, თვალებით იატაკს მიშტერებოდა და დიდხანს ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო. მას ვერ გაებედნა სახიფათო პირობა მიეღო. ბოლოს, თავი ასწია და აიეტს ასე უპასუხა: „დიდებულო აიეტო, შენი პირობით მეტად გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაყენე! მართალია, მძიმეა ეს დავალება, მაგრამ მე მას ვკისრულობ და ვეცდები შევასრულო, თუნდაც სიკვდილი მომელოდეს. ვერაგმა მეფე პელიასმა თავისი ბრძანებით საშინელი განსაცდელი მომიმზადა და ჩემი დაღუპვა განიზრახა!“ მძიმე პირობის ასრულების მოლოდინით შემკრთალ იაზონს ძლევამოსილმა აიეტმა მრისხანე სიტყვებით მიმართა: „უცხოელო, რაკი კისრულობ შემისრულო ეს დავალება, წადი ახლა და შეუერთდი შენს ლაშქარს! კარგად აწონ-დაწონე ყველაფერი და თუ შეგეშინდა სპილენძისფეხებიანი ხარების დაუღლვა და შეჭურვილ დევგმირთა მოცელვა, მაშინ მიხვდი, რომ სუსტ კაცს არ მართებს შეედავოს ძლიერებით მოსილ ვაჟკაცს!“.

დაამთავრა თუ არა ძლევამოსილმა აიეტმა სიტყვა, იაზონი სავარძლიდან წამოდგა. მის მაგალითს ავგიემ და ტელამონმა მიბაძეს. მათ ფრიქსეს ვაჟებიდან მხოლოდ არგოსი გაჰყვა, ვინაიდან ძმებს ანიშნა აქ დარჩენილიყვნენ.

იმ დროს, როცა იაზონი და მისი მხლებლები დარბაზიდან გამოდიოდნენ, მშვენიერ მედეას ლამაზი მოსასხამი ოდნავ გადაეწია, უცხოელებში ღვთაებრივი სილამაზით და მოხდენილობით გამორჩეულ იაზონს აღტაცებით შესცქეროდა და გული ტკივილით ევსებოდა. მისი ოცნება მსუბუქი სიზმარივით მიჰყვა დარბაზიდან გასული იაზონის კვალს. აიეტის უფროსმა ქალმა ქალკიოპემ მამის რისხვას თავი მოარიდა და შვილებთან ერთად თავის ოთახისაკენ გაემართა. სიყვარულის გამომწვევი ღმერთის ეროსის მიერ შთაგონებული ფიქრებით დატვირთული მედეაც გასცილდა დარბაზს. სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ქალწულს ჯერ კიდევ თვალწინ ედგა ყველაფერი ის, თუ როგორი იყო იაზონი, რანაირი ტანსაცმელი ეცვა, რა სთქვა, როგორ იჯდა სავარძელში და როგორ გავიდა დარბაზიდან. სულის მღელვარებით აფორიაქებული მედეა ფიქრობდა, რომ იაზონის მსგავსი მამაკაცი ქვეყანაზე არ იყო. მისი ტკბილი ლაპარაკი და ხმა ქალწულის ყურთასმენას არ შორდებოდა. მედეას უეცრივ მოაგონდა ის საფრთხე, მის სანუკვარ გმირს რომ მოელოდა, და საშინლად შეეშინდა, არ დაეღუპათ იაზონი ცეცხლისმფრქვეველ ხარებს ან მის მრისხანე მამას. აღელვებულ ქალწულს მოეჩვენა, რომ იაზონი უკვე დაიღუპა და ლოყებზე ღაპაღუპით ჩამოეღვარა ნაზი ცრემლები. ახლა სიბრალულმა მოიცვა მედეა და ტირილით წამოიძახა: „ღმერთო ჩემო, რატომ მიპყრობს მე საბრალოს ეს მწველი სევდა? ვთქვათ და მამაცურად ან ლაჩრულად დაიღუპა იაზონი, მე რა მესაქმება?.. ოჰ, არა! ნეტავი უვნებლად დააღწიოს თავი მამაჩემის მძიმე პირობას! პერსეს ასულო, ყოვლისშემძლე ქალღმერთო ჰეკატე, გევედრები გადაარჩინო იგი სიკვდილს და სამშობლოში დააბრუნო! მაგრამ თუ მას დაღუპვა უწერია, დაე იცოდეს, რომ მისი თვალბედითი ხვედრით მე ვერ გავიხარებ!“

სანამ მედეა ამ მძიმე ფიქრებში იყო გართული, იაზონი და მისი მხლებლები უკვე ქალაქიდან გავიდნენ და იმ გზას დაადგნენ, რომლითაც კირკეს ველიდან აიეტის სასახლეში მოვიდნენ. მაშინ ფრიქსეს უფროსმა ვაჟმა არგოსმა იაზონს უთხრა: „ეზონიდო, გაჭირვების დროს საჭიროა ყოველგვარ ხერხს მივმართოთ. მე ახლა ჩემს რჩევას მოგახსენებ და შენ განსაჯე, რამდენად ხელსაყრელი აღმოჩნდება. მე ამასწინათ ერთი ქალწულის შესახებ გითხარი, რომ იგი პერსეს ასულ ჰეკატეს შეგონებით ჯადოსნურ წამლებს ამზადებს-მეთქი. თუ ჩვენ ამ გრძნეულ ასულს გადმოვიბირებთ, ვფიქრობ, რომ დავალების შესრულების დროს შენ სიკვდილის შიში ახლოს აღარ გაგეკარება. დედაჩემს – ქალკიოპეს შეუძლია ეს ქალწული ჩვენს მხარეზე მოაქციოს. მაგრამ ვშიშობ დედაჩემმა ამაზე უარი არ მითხრას. თუ ნებას დამრთავ, გავბრუნდები უკან და ვეტყვი მას, რომ ჩვენ ყველას უბედურება მოგველის“. „მეგობარო,– მიმართა იაზონმა გონიერ არგოსს, – მე უარს არ გეტყვი იმაზე, რაც შენ უმჯობესად მიგაჩნია. მე თანახმა ვარ! წადი უკან, შეევედრე დედაშენს და ეცადე, მოხერხებული სიტყვებით დააჯერო იგი, რათა გრძნეული ასული მოგვაშველოს. რა საბრალოა სამშობლოში დაბრუნების ჩვენი იმედი, როცა მის ბედს დედაკაცებს ვანდობთ!“.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მესამე – IV, არგონავტიკა - წიგნი მესამე – VI, დეო

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.324 არგონავტიკა - წიგნი მესამე – VI - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მესამე – VI

ბერძნ.

იაზონი და არგოსი ასე საუბრობდნენ და კიდევაც მიაღწიეს ჭაობს, სადაც ხომალდი იდგა. სიხარულით მიეგებნენ ვაჟკაცები მოსულებს და შეკითხვებს შეკითხვებზე აყრიდნენ. „მეგობრებო, – ნაღვლიანად მიმართა იაზონმა არგონავტებს, – ძლევამოსილი აიეტი საშინლად განგვირისხდა. ყველაფრის დაწვრილებით მოყოლას საზღვარი არ ექნება. გეტყვით იმას, რაც აუცილებელია იცოდეთ. აიეტმა სთქვა, რომ მას არესის ველზე საბალახოდ გაშვებული ჰყავს ორი სპილენძისჩლიქებიანი ხარი, რომლებიც პირიდან ალს უშვებენ. მრისხაანე მეფემ მიბრძანა ამ ხარების საშუალებით ოთხი დღიური მიწის მოხვნა. მან მითხრა, რომ ხნულებში ჩასათესად გადმომცემს გველეშაპის ყბებიდან ამოცლილ კბილებს, საიდანაც სპილენძის იარაღით აღჭურვილი დევგმირები აღმოცენდებიან. ისინი მე იმავე დღეს უნდა დავხოცო. ვინაიდან სხვა გამოსავალი ვეღარ ვიპოვე, აიეტს დავპირდი ამ მძიმე დავალების შესრულებას:. იაზონის ნაამბობით შეძრწუნებულმა არგონავტებმა ერთმანეთს დუმილით გადახედეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ დავალების შესრულება ყოველგვარ ძალ-ღონეს აღემატებოდა. ვაჟკაცები მწარე საგონებელს მიეცნენ და ხომალდზე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. პირველად პელევსმა დაარღვია საერთო მდუმარება და გაბედულად განაცხადა: „დროა, სასწრაფოდ გადავწყვიტოთ ის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ! ხანგრძლივ ბჭობაში ჩვენ ვერავითარ სარგებლობას ვერ ვნახავთ. ახლა საჭიროა უზომო ძალ-ღონის გამოჩენა. გმირო იაზონო, თუ შენ გადასწყვიტე აიეტის ცეცხლისმფრქვეველი ხარები უღელში შეაბა და კისრულობ ბოლომდე მიიყვანო აიეტის დავალება, ნუ დაარღვევ პირობას და სწრაფად მოემზადე. მაგრამ თუ სავსებით არახარ დარწმუნებული შენს მამაცობაში, ნუ აიძულებ საკუთარ თავს გააკეთო ის, რაც არ შეგიძლია. ნურც ჩვენს რიგებში ეძებ ვინმეს, შენ რომ შეგცვალოს. მე ამ დავალების აღსრულებას ვერ ვიკისრებდი, რადგანაც მას უაზრო და საზარელი სიკვდილი აუცილებლად მოჰყვება!“ ეაკიდის უიმედო სიტყვებმა მამაც ტელამონს ბრაზი მოჰრია და აღელვებული წამოიჭრა ადგილიდან. შემდეგ ამაყი იდასი წამოდგა. მას ტინდარიდებმაც მიბაძეს. ამ ვაჟკაცებს ენევსის სახელოვანი ვაჟი მელეაგრეც აჰყვა. მართალია, მას ჯერ კიდევ არ შეჰღინღლებოდა პირისახე და ნორჩ გმირებში ირიცხებოდა, მაგრამ სიმამაცემ მასაც აუღელვა გული, დანარჩენი არგონავტები კი კელავ აგრძელებდნენ დუმილს. აღელვებულ ვაჟკაცებს, რომელთაც სურდათ აიეტის სასტიკი დავალება თავის თავზე აეღოთ, არგოსმა ასე მიმართა: „მეგობრებო, რა თქმა უნდა, რომ ეს დავალება ბოლოსდაბოლოს უნდა აღსრულდეს, მაგრამ ჯერ ნება მომეცით დედაჩემთან წავიდე. მისი დახმარება, ვფიქრობ, რომ სასარგებლო იქნება თქვენთვის. მართალია, აღელვებული ხართ, მაგრამ მოითმინეთ და კიდევ ცოტახანი ხომალდზე დარჩით. მოუფიქრებლობით დაღუპვას თავის შეკავება სჯობია. აიეტის სასახლეში ცხოვრობს ერთი ქალწული, რომელსაც ქალღმერთმა ჰეკატემ შესანიშნავად ასწავლა ჯადოსნური წამლების შემზადება იმ ბალახთაგან, რომელთაც მიწა და ანკარა წყალი ზრდის. ამ სასწაულებრივი წამლებით გრძნეული ასული ადვილად აწყნარებს შმაგი ცეცხლის ალს, აჩერებს ხმაურით მორაკრაკე მდინარეებს და გზას უხლართავს ვარსკვლავებსა და წმინდა მთვარეს.24 ქალაქიდან რომ ვბრუნდებოდით, ჩვენ ვისაუბრეთ ამ გრძნეული ქალწულის შესახებ, იქნებ შესძლოს-თქო მისმა დამ, დედაჩემმა ქალკიოპემ, მისი დარწმუნება, რომ ჩვენ დავალების აღსრულებაში დაგვეხმაროს. თუ თქვენ ჩემი რჩევა მოგწონთ, დღესვე გავბრუნდები აიეტის სასახლეში და ყოველგვარ ღონეს ვიხმარ ეს საქმე მოვაწესრიგო. იმედი მაქვს, რომ ჩემს ცდაში ყოვლისშემძლე ღმერთი დამეხმარება!“

დაამთავრა თუ არა არგოსმა სიტყვა, კეთილმა ღმერთებმა არგონავტებს ბედნიერების მაუწყებელი ნიშანი მოუვლინეს. ხომალდზე უეცრივ შემოფრინდა დამფრთხალი მტრედი, რომელსაც უზარმაზარი ქორი მოსდევდა. შეშინებული მტრედი იაზონის მკერდზე დაეცა, ქორი კი ხომალდის ანძას შეასკდა. მისანმა მოპსემ არგონავტებს განუმარტა: „მეგობრებო, ეს ნიშანი ღმერთებმა მოგვივლინეს. იგი ბედნიერების მაუწყებელია. აღარავითარი მსჯელობა არაა საჭირო და ყველაფერს სჯობია მიხვიდეთ გრძნეულ ქალწულთან და ყოველგვარი ხერხით დახმარების აღმოჩენა სთხოვოთ. მე იმედი მაქვს, რომ იგი უარს არ იტყვის, ვინაიდან ფინევსმა გვიწინასწარმეტყველა, რომ ჩვენი სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება აფროდიტეზე იქნება დამოკიდებულიო. ეს ქალწული კი აფროდიტეს შეგონებით დაგვეხმარება აი, ხომ ნახეთ, ამ ქალღმერთის საყვარელი ფრინველი როგორ გადაურჩა სიკვდილს! ფრინველებზე მისნობის წყალობით მე წინასწარ ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. აბა, მეგობრებო, მოუწოდეთ ქალღმერთ კითერიას და დაუჯერეთ არგოსის რჩევას!“.

არგონავტებს მყისვე მოაგონდათ ფინევსის წინასწარმეტყველება და მოპსეს ნათქვამი მოიწონეს. მხოლოდ აფარეს ძე იდასი საშინლად განრისხებული წამოიჭრა ადგილიდან და მრისხანე ხმით შესძახა: „ყოვლისშემძლე ღმერთებო! სწორედ რომ ქალებთან ერთად მოვსულვარ აქ, რომლებიც დახმარებისათვის ქალღმერთ კიპრიდას მოუწოდებენ და არა ენიალიოსის დიდებულ ძალას! ლაჩარნო, – შეჰყვირა მან არგონავტებს, – ქორების და მტრედების დანახვა გაბრკოლებთ, რომ ბრძოლაში გადაეშვათ?! გაბრუნდით ახლავე სამშობლოში! საომარი საქმეები კი არ ყოფილა თქვენი საქმე, არამედ ნორჩი ქალიშვილების შეცთუნება!“ იდასის სიტყვამ არგონავტებში უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ არავინ შეკამათებია და აღელვებული იდასი თავის ადგილზე დაჯდა. იაზონმა, რომელსაც მოპსეს წინასწარმეტყველებამ მხნეობა შემატა, არგონავტებს ასე მომართა: „რადგანაც თქვენ, მეგობრებო, არგოსის რჩევა მოგეწონათ, დაე წავიდეს იგი ქალაქში; ჩვენ კი ხომალდი ამ ჭაობიდან გამოვიყვანოთ. და მდინარის ნაპირზე მივაცუროთ. დროა საფარიდან გამოვიდეთ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ბრძოლის არ გვეშინია!“. იაზონის სიტყვებით გამხნევებული არგოსი სასწრაფოდ გაემართა ქალაქისაკენ. არგონავტებმა, იაზონის რჩევის თანახმად, ღუზა ამოიღეს და ხომალდი ხოფების მოსმის საშუალებით მდინარის ნაპირთან მიაცურეს.

სწორედ იმ დროს, როცა არგოსი ქალაქისაკენ მიეშურებოდა, აიეტმა, რომელიც არგონავტებს ვერაგობას და უბედურებას უმზადებდა, სასახლის გარეთ, აი იქ, სადაც უწინაც ჯდებოდა ხოლმე სათათბიროდ, კოლხთა კრება მოიწვია. აიეტმა კოლხებს განუცხადა, რომ როგორც კი დაგლეჯდნენ ცეცხლისმფრქვეველი ხარები იმ ვაჟკაცს, რომელმაც მისი დავალების შესრულება იკისრა, იგი მაშინვე მოსჭრიდა მახლობელ ტყით დაფარულ მთაზე შეშას და ხომალდს თავის ლაშქრიანად დასწვავდა, რათა ბოლო მოეღო თავხედი არგონავტების ზვიადობისათვის. აიეტი ამბობდა, რომ იგი არც ეოლოსის ნაშიერ ფრიქსეს გაიშინაურებდა სასახლეში, თუმცა ძალიან ემუდარებოდა იგი და თანაც ყველა უცხოელში გამოირჩეოდა თავაზიანობით და ღვთისმოშიშობით, რომ ზევსს მისთვის ზეცით არ მოევლინა ღმერთების მაცნე ჰერმესი, რომელმაც მას განუცხადა პატივით მიეღო ფრიქსე და, მით უმეტეს, დიდხანს ვერ დარჩებოდნენ დაუსჯელად მის ქვეყანაში მოსული ყაჩაღები. მათი განზრახვა, – ეუბნებოდა კოლხებს აიეტი, – არის სხვის ქონებაზე ხელის აღმართვა, ფარული მზაკვრობის მოწყობა, მწყემსებზე თავდასხმა და მათი ფარეხების აწიოკება. ამის შემდეგ აიეტმა კოლხებს უთხრა, რომ თავის მხრივ შესაფერი სასჯელი უნდა მიზღოდათ ფრიქსეს ვაჟებს, რომლებმაც ბოროტმოქმედ არგონავტებს მეგზურობა გაუწიეს იმიტომ, რომ მისთვის შეუბრალებლად წაერთმიათ სამეფო კვერთხი და პატივი. ამასთან დაკავშირებით მრისხანე აიეტმა კრებულს უამბო, რომ მას უწინ მამამისმა ჰელიოსმა სამწუხარო წინასწარმეტყველებით მიმართა: აიეტი უნდა მორიდებოდა თავისივე ნაშიერების თვალთმაქცობას, რომელიც მას ზიანს მოუტანდა. აიეტმა შემდეგ თქვა, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო გაისტუმრა მამის ანდერძით შეგონებული შვილიშვილები შორეული აქაიის მხარეში. აიეტმა ამას დაუმატა, რომ მას თავისი ქალიშვილების და ვაჟის აფსირტის შიში ოდნავადაც არ ჰქონდა. ჰელიოსის წინასწარმეტყველება ამათზე არ გავრცლდებოდა და ისინი არ უღალატებდნენ მამას. აიეტმა სთქვა, რომ ასეთი ვერაგობა სწორედ ქალკიოპეს შვილებისაგან იყო მოსალოდნელი. დასასრულ განრისხებულმა აიეტმა სწრაფი მოქმედება დაავალა კოლხებს და დაემუქრა, კარტებისათვისაც. რათა ვერც ერთი უცხოელი ვერ დასხლტომოდა უბედურებას.

ამასობაში არგოსი აიეტის სასახლეში დაბრუნდა და დედას ხვეწნა-მუდარა დაუწყო დაეთანხმებინა მედეა, რათა იგი იაზონს დახმარებოდა. ქალკიოპეს ამისი სურვილი არგოსის თხოვნამდე გაუჩნდა, მაგრამ შიშობდა, მის მოციქულობას ამაოდ არ ჩაევლო; მოსალოდნელი იყო, რომ მედეას მამის რისხვის შეეშინდებოდა. ქალკიოპე იმასაც ერიდებოდა, რომ მედეას დათანხმების შემთხვევაში ეს საქმე არ გამომჟღავნებულიყო.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მესამე – V, არგონავტიკა - წიგნი მესამე – VII, არგოსი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.325 არგონავტიკა - წიგნი მესამე – X - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მესამე – X

ბერძნ.

იაზონის მიერ წარმოთქმული ქება-დიდებით აღელვებულმა მედეამ თვალები ძირს დახარა და საამურად გაიღიმა. შემდეგ თავი ასწია და ალერსით სავსე თვალები იაზონს შეანათა. მას სურდა, ყველაფერი ეთქვა სანუკვარი გმირისათვის, მაგრამ არ იცოდა, საიდან დაეწყო. ბოლოს, სურნელოვან სარტყელიდან სასწაულმოქმედი წამალი ამოიღო და არგონავტების წინამძღოლს გადასცა. იაზონმა სიხარულით ჩამოართვა ქალწულს ჯადო. მედეა მზად იყო მკერდიდან გული ამოეღო და მისთვის მიეცა, თუ ამას საჭიროება მოითხოვდა. იაზონის პირისახეს ისეთი ნათელი მოჰფინა ყოვლისშემძლე ეროსმა, რომ მისმა ბრწყინვალებამ მედეას თვალთაგან შუქი წარსტაცა. ვით დილის სხივები ადნობს ხოლმე ვარდებზე დაფენილ ცვარს, ისე იაზონის სიყვარული ადნობდა მედეას გულს და ნეტარების ბურუსში ხვევდა. იაზონი და მშვენიერი მედეა დიდხანს იდგნენ ერთმანეთის წინაშე მდუმარედ; ხან ძირს დახრიდნენ თვალებს, ხან კი წარბებს გაშლიდნენ და ალერსიანი ღიმილით ერთმანეთს შეანათებდნენ. დაბოლოს, მედეამ ძლივს დაარღვია დუმილი: „გამიგონე, აი, როგორ უნდა მოიქცე: როცა მამაჩემი გველეშაპის ყბებიდან ამოღებულ საზარელ კბილებს დასათესად მოგცემს, შენ შუაღამეს დაუცადე. როცა ეს დრო მოაწევს, დაუშრეტელი მდინარის ტალღებში განიბანე და შავ ტანსაცმელში გამოეწყვე. მერე კი სხვების დახმარების გარეშე მრგვალი ორმო ამოთხარე და ზედ დედალი ბატკანი დაკალი. ორმოს პირზე კარგი კოცონი გააჩაღე და ხორცი მთლიანად დააწყვე ზედ. შემდეგ მოუწოდე პერსეს ასულს – დედისერთა ჰეკატეს და თასიდან თაფლის ზედაშე დაუქციე. მერე კი კოცონს მოშორდი, მაგრამ, იცოდე, უკან არ მოიხედო, გინდ ფეხთა ხმაური, გინდ ძაღლების ყეფაც რომ გაიგონო. თუ ყველაფერს ასე არ შეასრულებ, შენს მეგობრებთან უვნებლად ვეღარ მიხვალ. დილით ეს წამალი დაასველე, გაშიშვლდი და, როგორც ზეთით, ისე დაიზილე სხეული. მასში ისეთი უზომო ძალა და ღონე ჩაგენერგება, რომ იტყვი: ადამიანთა კი არა, უკვდავ ღმერთთა თანაბარი ვარო. გარდა ამისა, ეს წამალი წასცხე შუბს, ფარს და მახვილსაც. მიწიდან აღმოცენებულ შეჭურვილ გოლიათთა მახვილები და ზარდამცემი ხარების ხახიდან ამომავალი შმაგი ალი შენ ვეღარაფერს დაგაკლებენ. ასეთი ძალ-ღონის პატრონი დიდხანს ვერ იქნები. ჩემი ჯადოს მოქმედება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში გრძელდება; მაგრამ შენ ამის ნუ შეგეშინდება და ბრძოლაში უკან არ დაიხიო. მე ახლა სხვა ხერხსაც გასწავლი: როცა შენს სხეულში ჩანერგილი ძალ-ღონის წყალობით შეუპოვარ ხარებს უღელში შეაბამ და პირქუშ ხოდაბუნს დახნავ, შავ ბელტებში ჩათესილი გველეშაპის კბილებიდან მყისვე აღმოცენდებიან შეჭურვილი გიგანტები. როცა ამ გოლიათებს დაინახავ, არ შედრკე და მათ რიგებში დაუყოვნებლივ გადაისროლე უზარმაზარი ქვა. გოლიათები იმ ქვას ისე შემოერტყმებიან, ვით ძაღლები გადაგდებულ ძვალს, და გაშმაგებით დაიწყებენ ერთმანეთის გაჟლეტას. შენც ნუ დააყოვნებ, ეკვეთე მათ და სავსებით გაანადგურე. ამრიგად სამძიმო დავალებას შეასრულებ და ოქროს საწმისს ეადან შორეულ ელადაში წაიღებ. მაგრამ ვინ მეკითხება, თუ სად წახვალ შენ? განა შენი ნება არ არის, საითკენაც მოგესურვება, იქითკენ წახვიდენ?“ მედეამ ამ სიტყვებზე თვალები ძირს დაჰხარა და ცხარე ცრემლი წასკდა. საბრალო ქალწულს აწუხებდა ის აზრი, რომ იაზონი მას უნდა განშორებოდა და ზღვაში გასულიყო. მედეას თვალთაგან მოკრძალულობა გაჰქრა. მან იაზონის მარჯვენა ხელი ხელში აიღო და არგონავტების წინამძღოლს მწუხარე სიტყვებით მიმართა: „დიდებულო გმირო, როცა სამშობლოში დაბრუნდები, გაიხსენე მედეას სახელი ისე, როგორც მე გაგიხსენებ ხოლმე ჩემგან მოშორებით მყოფს. ახლა კი მითხარი, სად არის შენი სამშობლო? საითკენ გაემგზავრები შენი ხომალდით? მდიდარ ორქომენისაკენ წარემართები, თუ სადმე კუნძულ ეას მახლობლად? მიამბე აგრეთვე იმ სახელგანთქმული ქალწულის შესახებ, რომელიც შენ ახსენე. იგი ხომ მამაჩემის დის პასიფაეს ასულია!“ მშვენიერი მედეას გულწრფელმა სიტყვებმა და ცრემლებმა იაზონსაც ჩაუსახა გულში ყოვლისშემძლე ეროსი. მან ასე მიუგო ქალწულს: „მშვენიერო მედეა, თუ მე ბედისწერას დავუსხლტები დაელადაში უვნებლად დავბრუნდები, თუ რა თქმა უნდა, აიეტმა სხვა უფრო მძიმე დავალება არ დამაკისრა, იცოდე, მუდამ მექნება შენი ხსოვნა; არც დღე და არც ღამე არ დაგივიწყებ. რაკი შენ გსურს ჩემი სამშობლო გაიცნო, მოგახსენებ. ჩემთვის მეტად საამო იქნება შენი სურვილის დაკმაყოფილება: არის ერთი მხარე, რომელსაც გარს ცამდე აზიდული მთები ერტყმის. იგი მეტად მდიდარია საქონლით და საძოვრებით. იაპეტის სახელოვანმა ძემ პრომეთემ აქ წარმოშვა ადამიანთა პირველი მეფე, კეთილი დევკალიონი, რომელმაც ქალაქები აღაშენა და ყოვლისშემძლე ღმერთებს ტაძრები აუგო. ამ მხარეს იქაურები ჰემონიას უწოდებენ აი, აქ არის ჩემი ქალაქი იოლკოსი. მის მეზობლად სხვაც ბევრი ქალაქია. ჰემონიაში სულაც არ ისმის კუნძულ ეას სახელი. ამბობენ, რომ ოდესღაც ჰემონიიდან გაემართა ეოლოსის ძე მინიასი კადმოსელების მეზობლად ქალაქ ორქომენის ასაშენებლად... მაგრამ რა საჭიროა ამდენი ფუჭი ლაპარაკი ჩემი სამშობლოს შესახებ? ან რა სარგებლობაა, გავიმეორო მინოსის სახელგანთქმული ასულის არიადნეს ამბავი? ამ საყვარელი ქალწულის სახელს მუდამ დიდებით იხსენიებენ. ნეტავი, როგორც მინოსი დაეთანხმა თეზევსს და მშვენიერი ასული გაატანა, ისე მამაშენი დაეთანხმებოდეს ჩემს თხოვნას!“.

იაზონის ტკბილმა სიტყვებმა ქალწულს გული აუჩუყა და მწუხარებით შეპყრობილმა არგონავტების წინამძღოლს ასე მიუგო: „ელადაში შეიძლება პატივით ეპყრობიან ასეთ კეთილ შეთანხმებას, მაგრამ აიეტი სრულებითაც არ არის ისეთი კაცი, როგორიც პასიფაეს მეუღლე მინოსი ყოფილა და არც მე ვთვლი ჩემს თავს არიადნეს სწორად. რა საჭიროა ლაპარაკი იმის შესახებ, რისი ასრულებაც შეუძლებელია! მე მხოლოდ ამას გთხოვ, როცა იოლკოსში დაბრუნდები, გაიხსენე შენი კეთილისმყოფელი მედეა. მე კი ჩემი მშობლების სურვილის წინააღმდეგ წავალ და სულ შენზე ვიფიქრებ! თუ შენ ოდესმე დამივიწყე, იცოდე, თვით ჩიტიც კი მომიტანს ამ ამბავს! მე მაშინ ვინატრებ, სწრაფმა ქარმა ზღვებზე გადამაქროლოს და იოლკოსში მიმიყვანოს, რათა საყვედურებით აგავსო და მოგაგონო, რომ შენ ჩემთან დადებულ აღთქმას გაექეცი! ოჰ, როგორ მინდა მოულოდნელად გავჩნდე მაშინ შენს სასახლეში!“. ამ სიტყვებზე საბრალო მედეას ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები და ლოყები დაუსველა. „ძვირფასო ასულო, – შეესიტყვა იაზონი მედეას, – რატომ ამბობ ისეთ რამეს, რასაც მე არ ჩავიდენ? შენ არასოდეს არ გექნება საბაბი საყვედურებით ამავსო! პირიქით, თუ შენ ელადაში მოხვალ, ქალებისაგან და კაცებისაგან უსაზღვროდ თაყვანცემული იქნები. ისინი, ვით დიდებულ ღვთაებას, ისე შეგასხამენ ხოტბას. ისინი თავისი შვილების, ძმების, ნათესავებისა და ქმრების უბედურებისაგან მხსნელად ჩაგთვლიან. ელადაში მუდამ მოწიწებით მოიხსენიებენ იმ მშვენიერ ასულს, რომლის შემწეობითაც არგონავტები სამშობლოში დაბრუნდნენ! მე და შენ კი საქორწინო სარეცელს გავიზიარებთ და ჩვენს სიყვარულს ვერაფერი დაარღვევს, სანამ ბედით დანიშნული სიკვდილი არ წარგვიტაცებს“. იაზონის სიტყვებმა ტკბილ ნეტარებასავით გაუარა გულში მედეას, მაგრამ საბრალო ქალწულს მამის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გრძნობა აძრწოლებდა. ყოვლისშემძლე ქალღმერთის ჰერას შეგონებით მედეა თანახმა იყო ძლევამოსილ იაზონს შორეულ ელადაში გაჰყოლოდა და იქ ეცხოვრა. დიდებულ ქალღმერთ ჰერას გადაწყვეტილი ჰქონდა მედეას სამშობლო დაეტოვებინა, წმინდა იოლკოსში მისულიყო და თავხედი მეფე პელიასი თავისი გრძნეულების წყალობით სასტიკად დაესაჯა.

მედეას მხევალი ქალები შორიდან შესცქეროდნენ შეყვარებულ წყვილს და სწუხდნენ, ვინაიდან უკვე დრო მოითხოვდა მეფის ასული სასახლეში დედასთან დაბრუნებულიყო. მედეა კი ისე იყო გატაცებული ვაჟკაცის მოხდენილობით და ტკბილი სიტყვებით, რომ სრულებითაც არ გაახსენდებოდა სასახლეში დაბრუნება. მაგრამ ფრთხილმა იაზონმა ქალწულს ასე უთხრა: „დროა, ერთმანეთს დავშორდეთ, სანამ მზე ჩავიდოდეს და ვინმე უცხო შეგვნიშნავდეს. ჩვენ კვლავ შევხვდებით აქ ერთმანეთს!“ იმის შემდეგ, რაც ერთიმეორეს გრძნობები გაუზიარეს, იაზონი და მედეა ერთმანეთს გამოემშვიდობნენ. იაზონი სიხარულით გაექანა ხომალდისაკენ, მედეა კი მხევალი ქალებისაკენ გაემართა. მოახლეები მოწიწებით შეეგებნენ მეფის ასულს, მაგრამ იგი ისე იყო ფიქრებში გართული, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ შენიშნა. აღელვებული მედეა სწრაფად ჩაჯდა მალთვლებიან ეტლში, ერთი ხელით სადავეები აიღო, მეორეში ლამაზი შოლტი მოიმარჯვა, ჯორებს მსუბუქად გადაჰკრა და ქალაქისაკენ გაექანა.

როგორც კი მივიდა მედეა სასახლეში, შვილების დარდით შეწუხებული ქალკიოპე მყისვე მიეგება მას და გამოკითხვა დაუწყო. მედეა კი ისე იყო გაოგნებული, რომ არც დის სიტყვების მოსმენა სურდა და არც პასუხის გაცემა. იგი საწოლის მახლობლად დაბალ სკამზე ჩამოჯდა, მარცხენა ხელი ლოყაზე შემოიდგა, თვალები ცრემლით აევსო და მწარე ფიქრებს მიეცა. საბრალო მედეას მოსვენებას არ აძლევდა ის აზრი, რომ მან მშობლების წინაშე საშინელი დანაშაული ჩაიდინა.

ამასობაში იაზონი ტაძრის მახლობლად დატოვებულ ორ მეგობარს შეუერთდა და მათთან ერთად ხომალდისაკენ გაემართა. არგონავტები სიხარულით შემოერტყნენ იაზონს გარს და ჰკითხეს, თუ რით დამთავრდა მედეასთან შეხვედრის ამბავი. იაზონმა გულდასმით მოუთხრო ვაჟკაცებს ის რჩევა-დარიგება, მედეასაგან რომ მიიღო და სასწაულმოქმედი ჯადოც აჩვენა. ამ სასიხარულო ამბავმა ყოველი არგონავტი აღტაცებაში მოიყვანა. მხოლოდ ამაყი იდასი იჯდა განმარტოებით და მეგობრებზე ბრაზი მოსდიოდა. გახარებულმა არგონავტებმა ხალისიანად ივახშმეს და ძილს მისცეს თავი.

მედეა გულისხმობს არიადნეს. მისი დედა პასიფაე აიეტის და იყო.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მესამე – IX, არგონავტიკა - წიგნი მესამე – XI, აიეტი, არიადნე, მედეა, პასიფაე

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.326 არგონავტიკა - წიგნი მესამე – XI - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მესამე – XI

ბერძნ.

როცა დიდებულმა მზემ თავისი ნათელი დედამიწას მოჰფინა, არგონავტებმა მამაცი ტელამონი და ჰერმესის ბრწყინვალე ძე ეთალიდე აიეტთან გააგზავნეს საბედისწერო თესლის მოსატანად. ისინი სწრაფად მივიდნენ სასახლეში და ძლევამოსილმა აიეტმა მათ განსაცდელით აღსავსე დავალების შესასრულებლად გადასცა აონიის (ბეოტია) გველეშაპის საზარელი კბილები. ეს გველეშაპი ოდესღაც არესის წყაროს დარაჯობდა. სახელოვანი კადმოსი მაშინ თავის დას ევროპას ეძებდა და ოგიგიის თებეში მივიდა. ღმერთმა აპოლონმა კადმოსს უმისნა მის მიერ ბოძებულ ძროხას უკან გაჰყოლოდა და სადაც იგი გაჩერდებოდა, იქ დასახლებულიყო. ძროხა არესის წყაროს მახლობლად წამოწვა და ძლევამოსილმა კადმოსმა საზარელი გველეშაპი სიცოცხლეს გამოასალმა. ქალღმერთმა ტრიტონიდმა (ე.ი. ათენამ) გველეშაპს ყბებიდან კბილები ამოაცალა. ნაწილი საჩუქრად აიეტს მისცა, ნაწილი კი მკვლელს უბოძა. აგენორის ძე კადმოსმა თავისი წილი კბილები აონიის ველებში ჩასთესა. მიწიდან უეცრივ მეომრები აღმოცენდნენ. ისინი დაუყოვნებლივ იქნენ გაჟლეტილი არესის მძლავრი შუბით. სიკვდილს გადარჩენილი მეომრები კადმოსმა შეკრიბა და თებეში დაასახლა. კოლხთა მეფემ სიამოვნებით გადასცა ტელამონს და ეთალიდეს გველეშაპის კბილები იაზონთან წასაღებად. აიეტი ღრმად იყო დარწმუნებული, იაზონი ბოლომდე ვერ მიიყვანდა დავალებულ საქმეს, თუნდაც სპილენძისფეხებიანი ხარები გუთანში შეება.

მზემ უკვე ეთიოპელთა უკიდურეს მხარეს მიაღწია და თვალთაგან მიეფარა. ახლა კი ღამემ შეაბა ცხენები ეტლში და ყველაფერი წყვდიადში გაჰხვია. არგონავტებმა მდინარის ნაპირზე ფოთლები დააფინეს და ზედ წამოწვნენ. როცა ზეცაზე ჰელიკეს დათვის მოციმიმე ვარსკვლავები ჩაჰქრა და ყველაფერი ბნელით შეიმოსა, იაზონი ფარულად გაემართა მიყრუებულ ადგილისაკენ. მან თან წაიღო ყველა საჭირო საგანი, დღის განმავლობაში რომ მოიმზადა. ცხვარი და რძე არგოსმა მოუტანა მას, დანარჩენი კი ხომალდიდან წამოიღო. იაზონმა სწრაფად იპოვა მყუდრო ადგილი, რომელიც ბილიკს გადაღმა იყო და ანკარა წყალიც ჩამოდიოდა. იაზონმა ლამაზი სხეული წესისამებრ განიბანა წყალში ისე, როგორც ამას ღვთაება მოითხოვდა და ლემნოსელ ჰიპსიპილესაგან ტკბილი კავშირის სამახსოვროდ ნაჩუქარი შავი წამოსასხამი მოიხურა. შემდეგ კი ერთი წყრთის სიმაღლე ორმო ამოთხარა, ზედ შეშა დააწყო, ცხვარს ყელი გამოსჭრა და შეშაზე დადო. შემდეგ ცეცხლი გააჩაღა და მსხვერპლს შერეული ზედაშე დაუქცია. იაზონი თან ამას აკეთებდა, თან კი ბრიმო-ჰეკატეს შემწედ მოუწოდებდა. ქალღმერთისადმი მიმართვა რომ დაამთავრა, იაზონი უკან გამობრუნდა. საშიშარმა ქალღმერთმა მისი მოწოდება ისმინა და ღრმა გამოქვაბულიდან ეზონიდის მიერ შეწირული მსხვერპლისაკენ გამოემართა. ქალღმერთ ჰეკატეს შუბლი შემოგვირგვინებული ჰქონდა მუხის შტოებით და შიგ ზარდამცემი გველები იყო ჩაწნული. ღვთაების ირგვლივ ჩირაღდანთა ბრწყინვალე შუქი იღვრებოდა. ყოვლისშემძლე ჰეკატეს გარს ერტყა ჯოჯოხეთის ძაღლები, რომელთა საზარელი ყეფა არემარეს აყრუებდა. მათ ფერხთა ქვეშ დედამიწა ზანზარებდა. ჭაობის და მდინარის ნიმფები, ამარანტის ფასიდის დაბლობში რომ ცხოვრობენ, შიშისაგან ძრწოდნენ და წიოდნენ. იაზონი საზარელმა შიშმა აიტაცა, მაგრამ უკან მაინც არ მოუხედავს. იგი შეუყოვნებლივ მიემართებოდა წინ, სანამ თავის მეგობრებს არ შეუერთდა.

მეორე დილით, როცა მზემ თავისი ნათელი კავკასიონის თოვლიან მწვერვალებს მოჰფინა, ძლევამოსილმა აიეტმა მკერდზე მაგარი აბჯარი შემოიკრა. ეს აბჯარი ღმერთმა არესმა ფლეგრის ბრძოლაში მის მიერ მოკლულ მიმასს (ერთ-ერთი გიგანტი) მოხსნა და აიეტს უბოძა. კოლხეთის მეფემ ამის შემდეგ ოკეანედან აღმომავალი მზის შუქივით მოელვარე ოთხბიბილოვანი ოქროს მუზარადი ჩამოიცვა თავზე და ხელთ იპყრო ტყავის მრავალი ფენით შემოგარსულ ფარი და ისეთი უზარმაზარი შუბი, რომელსაც ძლევამოსილ ჰერაკლეს გარდა ვერც ერთი გმირი ვერ გამოიყენებდა. მრისხანე აიეტს სასახლის ეზოში ფეხმარდი ცხენებით შებმულ ეტლზე ელოდებოდა მისი ძე ფაეთონი (აფსირტე). აიეტი ეტლში ჩაჯდა, სადავეები ხელთ აიღო და ქალაქიდან ფართო შარაზე გავიდა, რათა იაზონის მიერ მძიმე დავალების შესრულებას დასწრებოდა. მეფე აიეტს უკან ურიცხვი ხალხი გამოედევნა. კოლხთა ძლევამოსილი წინამძღოლი ისე მიჰქროდა თავისი ეტლით არესის ველისაკენ, ვით ყოვლისშემძლე პოსეიდონი მიჰქრის ხოლმე ღვთაებრივი ეტლით სხვადასხვა ადგილებისაკენ: ისთმის შეჯიბრზე თუ ტენარეში, ლერნეს ტბისაკენ ან ჰიანტიოსის ონქესტეს წმინდა ჭალაკში, კალავრიისაკენ, ჰემონიის კლდის მიმართულებით და ტყით დაფარულ გერესტეში.

ამასობაში მედეას მიერ შეგონებულმა იაზონმა სასწაულმოქმედი ჯადო დაასველა და წასცხო ფარს, გამგმირავ შუბს და მახვილს. სმენად ქცეული მეგობრები იაზონს გარს შემოერტყნენ და მის შუბს გამოსაცდელად საკუთარი მახვილები დაჰკრეს, მაგრამ ამაოდ, ვაჟკაცებმა ოდნავადაც ვერ გაღუნეს იაზონის მოჯადოებული შუბი. აფარეს ძე იდასი საშინლად გაბრაზდა არგონავტებზე, მყისვე იშიშვლა მახვილი და იაზონის შუბის წვერს ღონივრად დაჰკრა, მაგრამ მისი მახვილი ისე შეხტა, ვით გრდემლიდან ასხლეტილი ჩაქუჩი. ვაჟკაცებს ეს გაუხარდათ და გულში იაზონის გამარჯვების იმედი გაუორკეცდათ. იარაღის მომზადების შემდეგ იაზონმა სხეული დაიზილა. არგონავტების წინამძღოლს უეცრივ ენითუთქმელი მამაცობა და ზარდამცემი ძალა შთაესახა. ხელები არაჩვეულებრივად გაუმაგრდა და მათში უზომო ძალა იგრძნო. ვით ბრძოლის ველზე წასასვლელად გამზადებული მერანი ჭიხვინებს, მიწას ტორებს სცემს, ყურებს სცქვეტს და თავს ამაყად სწევს, ისე იაზონი ამაყობდა უსაზღვრო ძლიერებით, სახსრებში რომ ჰქონდა შემატებული, და მოუთმენლად მოელოდა ცეცხლისმფრქვეველ ხარებთან შებმას. ძლევამოსილი გმირი მტკიცედ ადგამდა ფეხს, წინ და უკან მოძრაობდა და ხელში ფარს და სპილენძის შუბს მძლავრად არხევდა. იაზონის იარაღი ისე ელვარებდა, ვით ქარიშხლის დროს შავი ღრუბლებიდან ჩამოშვებული მეხი ელვარებს ხოლმე და მზადაა თავის ძალას წარღვნასავით წვიმაც მოაყოლოს.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მესამე – X, არგონავტიკა - წიგნი მესამე – XII, კადმოსი, ეთიოპია, ჰელიკეს დათვი, ამარანტი, არესი, პოსეიდონი

1.327 არგონავტიკა - წიგნი მესამე – XII - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი მესამე – XII

ბერძნ.

არგონავტები დიდხანს აღარ შეყოვნებულა, ხომალდზე ავიდნენ, ხოფებთან განლაგდნენ და არესის ველისაკენ გასცურეს. არესის ველი ქალაქის პირისპირ მდებარეობდა და მდინარის ნაპირს ოდნავ იყო მოშორებული. არესის ველზე ვრცელი ასპარეზი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენას და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ ხოლმე. არგონავტებმა ხომალდიდან მრისხანე აიეტი და კოლხეთის მცხოვრებლები დაინახეს. კოლხები კავკასიონის მთის ფერდობზე ჩამწკრივებულიყვნენ, აიეტი კი მდინარის ნაპირზე სეირნობდა. არგონავტებმა ხომალდის ბაგირები ნაპირზე დაამაგრეს. იაზონმა მოსასხამი მოიძრო, მახვილი შემოიკრა, ცალ ხელში შუბი და ფარი დაიჭირა, ცალში – გველეშაპის ბასრი კბილებით სავსე სპილენძის მოელვარე მუზარადი, ხომალდიდან ჩამოხტა და დავალების აღსასრულებლად გაემართა. გაშიშვლებული იაზონი ნაწილობრივ ყოვლისშემძლე არესს ჰგავდა, ნაწილობრივ კი – ოქროსმშვილდოსან აპოლონს. ძლევამოსილმა გმირმა ველი მოათვალიერა და მის წინ დაინახა სპილენძის უღელი, სახნის-საკვეთი და მტკიცე ფოლადისაგან გაჭედილი გუთანი. იაზონი გუთანს მიუახლოვდა, უზარმაზარი შუბი წვერით მიწაში ჩაარჭო, მუზარადი დაბლა ჩამოიღო, ფარი აიფარა და სპილენძისჩლიქებიან ხარებს დაუწყო ძებნა. მათ მიწის გულში ჰქონდათ გამართული მუდამ სქელ კვამლში გახვეული ბოსელი. უეცრივ ამოიჭრნენ აქედან გააფთრებული ხარები, რომლებიც ხახიდან საზარელ ალს უშვებდნენ. არგონავტები შიშის ზარმა აიტანა, როცა ეს ზარდამცემი ცხოველები დაინახეს. ფარაფარებული იაზონი კი მტკიცედ იდგა და ხარების მოახლოვებას ელოდა ისე, ვით ზღვაში ჩაყუდებული სალი კლდე ელის ხოლმე ქარიშხლით აბობოქრებულ ტალღების შეხეთქებას. ხარებმა საზარელი ღმუილით დაატაკეს ძლიერი რქები იაზონის ფარს, მაგრამ ძლევამოსილი გმირი ოდნავადაც ვერ შეანძრიეს ადგილიდან. ვით სამჭედლოს ღუმელში ნაკვერცხლის გასაჩაღებლად ტყავის უზარმაზარი საბერველი ქშინავს ხოლმე წყვეტილ-წყვეტილად და შემაძრწუნებელ ხმაურს აყენებს, ისე ველური ხარები ქშინავდნენ, ხახიდან ალს უშვებდნენ და თავზარდამცემად ღმუოდნენ. სახელოვანი იაზონი ცეცხლის ალში გაეხვია, მაგრამ მედეას ჯადომ იხსნა იგი. მან მარჯვენა ხელი სტაცა რქაში ერთ ხარს და სპილენძის უღელთან მისაყვანადმთელი ღონით დაითრო. იაზონმა გააფთრებულ ხარს სპილენძის ფეხზე ფეხი დაჰკრა და მიწაზე წამოაჩოქა მეორე ხარიც, მისკენ რომ გაშმაგებით მოისწრაფოდა, გმირმა ამრიგად დაიმორჩილა და ერთი დარტყმით წამოაჩოქა. იაზონმა ვეებერთელა ფარი მყისვე მიწაზე დააგდო და სავსებით ალში გახვეული ვაჟკაცი წინა ფეხებზე დაცემულ ხარებს ჩაეჭიდა. აიეტი განცვიფრებით შესცქეროდა ძლევამოსილი გმირის მოქმედებას. ამასობაში ტინდარიდებმა (ეს მათ წინასწარ ჰქონდათ ნაბრძანები) იაზონს უღელი მიაწოდეს. მან იგი მოხერხებულად დაადო გაშმაგებულ ხარებს კისერზე და უღელს რგოლებით სპილენძის ხელნა მიაბა. ტინდარიდები კი ცეცხლისმფრქვეველ ხარებს განშორდნენ და ხომალდისაკენ გაბრუნდნენ. იაზონმა ფარი ზურგზე მოიგდო, ბასრი კბილებით სავსე მუზარადი და უზარმაზარი შუბიც აიღო. შემდეგ ცალი ხელი სამართავად გუთნის სახელურს სტაცა და ხარებს შუბი დაარტყა ისე, ვით თესალიელი გლეხი ურტყამს ხოლმე ფერდებში თავის საქონელს პელაზგურ წვეტიან ჯოხს. გაბოროტებული ხარები საშინლად ბრაზდებოდნენ, ხახიდან ცეცხლის ფრქვევას უმატებდნენ და ისე ზარდამცემად ზმუოდნენ, ვით მძლავრი ქარი ზმუის, რომლისაც მეზღვაურებს ეშინიათ და იძულებული არიან ხომალდს იალქანი ჩამოხსნან. იაზონმა შუბი კვლავ დაჰკრა ხარებს და აიძულა გუთანი გაეწიათ. პირქუში მიწა ვეღარ გაუმკლავდა მათ ძალას. ფოლადის გუთანი ღრმად აბრუნებდა ვეებერთელა ბელტებს. იაზონი მტკიცე ნაბიჯით მიჰყვებოდა ხარებს, ღრმად მოხნულ კვლებში განუწყვეტლივ ჰყრიდა გველეშაპის კბილებს და უკან-უკან იხედებოდა, მრისხანე გოლიათები ხომ არ ამოსულანო და თავდასხმა არ მომასწრონო. ცეცხლისმფრქვეველი ხარები კი სავსებით მოთვინიერდნენ, სპილენძის ჩლიქებს მტკიცედ აყრდნობდნენ მიწას და არესის ველის მოხვნას აგრძელებდნენ.

განთიადიდან მოყოლებული დღის ორმა მესამედმა გაიარა. დადგა ის ჟამი, როცა დაქანცული მიწის მუშაკები დასასვენებლად მიდიან ხოლმე. ძლევამოსილმა იაზონმაც დაამთავრა ოთხი დღიური ხოდაბუნის დახვნა, ხარები გამოხსნა და მიწისქვეშა ბოსლისაკენ გარეკა. შემდეგ კი ხომალდისაკენ გაემართა, ვინაიდან დახნულ კვლებიდან ჯერ კიდევ არ აღმოცენებულიყვნენ შეჭურვილი გოლიათები. ძლევამოსილ წინამძღოლს არგონავტები გარშემოერტყნენ და გამხნევება დაუწყეს. იაზონმა მდინარიდან მუზარადით წყალი ამოიღო და წყურვილი მოიკლა. შემდეგ იქვე ჩამოჯდა და სხეულში კვლავ უსაზღვრო ძალა იგრძნო. იგი მოუთმენლად მოელოდა ბრძოლას და კბილებს ილესავდა, ვით გაცოფებული ტახი ილესავს ხოლმე კბილებს მონადირეებზე და საზარელი ხახიდან ამოხეთქილ დორბლს მიწაზე ანთხევს.

სანამ სახელოვანი იაზონი მეგობრებით გარშემორტყმული ისვენებდა, მოხნულ კვლებში ჩათესილი გველეშაპის კბილებიდან უკვე იწყეს აღმოცენება დედამიწის გოლიათმა შვილებმა. თავზარდამცემ ღმერთ არესის ველი უზარმაზარი ფარებით, მახვილი შუბებით და მბრწყინავი მუზარადებით მოიფინა. გოლიათების იარაღის ელვარება ოლიმპომდე აღწევდა. ვით ზამთრის ღამეში აციმციმდებიან ხოლმე ვარსკვლავები და თვალისმომკვეთ ბრწყინვას დაიწყებენ მას შემდეგ, რაც სქელი ღრუბლები დაიცლება და თოვლად იქცევა, ისე მიწის გულიდან აღმოცენებული გოლიათები იწყებდნენ ბრწყინვას. ძლევამოსილ იაზონს მყისვე მოაგონდა მშვენიერი მედეას მიერ შეგონებული ხერხი. იგი ადგილიდან წამოიჭრა, ველზე მდებარე უზარმაზარი ქვა, ენიალიოსი არესის საზარელი დისკო (მას ოთხი ახალგაზრდა ვაჟკაციც კი ვერ დასძრავდა მიწიდან) აიტაცა და შეჭურვილ გოლიათთა რიგებში გადაისროლა, თვითონ კი ფარი აიფარა და მშვიდად ჩამოჯდა მიწაზე. ამის დანახვაზე კოლხებმა ისეთი ღრიანცელი მორთეს, ასე გეგონებოდათ, ზღვის ზვირთები ეხეთქებაო პირქუშ კლდეებს. იაზონის მიერ ვეებერთელა ქვის გადატყორცნამ აიეტი განცვიფრებაში მოიყვანა. იაზონის გადასროლილი ქვის ირგვლივ ისე დაეხვივნენ ერთმანეთს გოლიათები, ვით ფეხმარდი ძაღლები დაეხვევიან ხოლმე ერთმანეთს. დევგმირებმა საშინელი ღრიალი ასტეხეს. შეჭურვილი გოლიათები საკუთარ შუბებზე ეგებოდნენ და ქარით მოხეთქილ ფიჭვისა და მუხის ხეების მსგავსად ასკდებოდნენ დედამიწას რომელმაც ისინი წარმოშვა. ვით კაშკაშა ვარსკვლავი მოწყდება ხოლმე ზეცას და წყვდიად ეთერში მთელი სისწრაფით მოქანავე მბრწყინავ კვალს სტოვებს, რაც ესოდენ აშფოთებს მოკვდავთ, ისე იაზონი მოწყდა ადგილიდან და გოლიათების რიგებს შეუპოვრად ეკვეთა. ძლევამოსილმა ვაჟკაცმა მახვილი იშიშვლა და დაუნდობლად დაიწყო დევგმირების ცელვა. ურტყამდა იგი მათ, რომლებიც ჯერ მხოლოდ წელამდე ამოზიდულიყვნენ მიწიდან, იმათაც – მუხლებამდე რომ იყვნენ ამოსულნი, იმათაც ეხლახან რომ დამდგარიყვნენ ფეხზე და იმათაც, რომლებიც უკვე ბრძოლისაკენ ისწრაფოდნენ. როგორც საზღვრებზე ატეხილი ომით შეშინებული გლეხი აღარ ელოდება შუაზაფხულს, რომ მზის სხივებმა თავთავი ჩაახშოს და ალესილი მოხრილი ნამგლით ხელში ჯერ კიდევ უმწიფარ პურს სჭრის, რათა მტერმა არ მოასწროს ეს, ისე იაზონი სცელავდა გოლიათებს და მათი სისხლით მოხნულ კვლებს ავსებდა. დახოცილი დევგმირები ზღვის ნაპირზე გამორიყულ ვეშაპებივით ეყარნენ არესის ველზე. ზოგი თავდაყირა ეგდო და პირქუშ ბელტებში კბილები ჩაერჭო, ზოგი ზურგზე წაქცეულიყო და ზოგიც – გვერდზე. ბევრი მათგანი მანამ იქნა განადგურებული, სანამ მიწიდან მთლიანად ამოვიდოდა და გასისხლიანებული თავიძირს ჩაექინდრა. ვით მებაღეს შემოაწვება ხოლმე მძიმე სევდა და დარდი, როცა მის ნაამაგარ ნორჩ ხეხილებს ზევსის მიერ მოვლენილი წვიმა დაზნექს და ძირებს გადაუმტვრევს, ისე მეფე აიეტს შემოაწვა მძიმე სევდა. იგი თავის კოლხებთან ერთად ქალაქში გაბრუნდა და ფიქრობდა, როგორ ეძია იაზონზე შური. არგონავტების წინამძღოლმა ამრიგად დღის დასასრულისათვის მასზე დაკისრებული დავალება ბოლომდე შეასრულა.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მესამე – I, არგონავტიკა - წიგნი მესამე – XI, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – I, ჰექტორი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.328 არგონავტიკა - წიგნი პირველი – II - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი პირველი – II

კანთოსს კლიტიოსი და იფიტე მოჰყვნენ, ქალაქ ექალიის (კ. ევბეაში) მბრძანებლები, მრისხანე ევრიტეს ვაჟები, ევრიტესი, რომელსაც შორსმსროლელმა აპოლონმა მშვილდი უბოძა. ვერ გამოიყენა ევრიტემ ეს ჯილდო, რადგან ამ მშვილდითვე შეედავა საჩუქრის მომცემს. თავხედ ევრიტეს აპოლონმა სიცოცხლე მოუსპო.

ამათ შემდეგ ეაკიდებიც მოვიდნენ, ოღონდ, ერთად და ერთი ადგილიდან არ მოსულან აქ. კუნძულ ეგინიდან ლტოლვილნი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ მას შემდეგ, რაც გაუფრთხილებლად შემოაკვდათ საკუთარი ძმა ფოკე. ტელამონი სალამინზე ცხოვრობდა, პელევსი კი ძმისაგან მოშორებით სახლობდა ქ. ფთიაში (თესალია).

კეკროპიიდან სალაშქროდ მოვიდნენ ბრწყინვალე ტელეონის მამაცი ძე ბუტე და მშვენიერშუბოსანი ფალერე. ფალერე მამამისმა ალკონემ გამოაგზავნა. მას სხვა შვილები არა ჰყავდა, სიბერის ჟამს რომ ბურჯად ამოსდგომოდნენ; თუმცა ფილერე მოხუცის ერთადერთი ნუგეში იყო, ალკონემ მაინც გამოისტუმრა, რათა გამორჩეულიყო გაბედულ გმირებში იგი.

ერეხთევსის ბრწყინვალე ნაშიერს – თეზევსს შავი ბორკილი ჰკრავდა მაშინ პირითუსთან ერთად ტენარეს მიწისქვეშეთში. აი ეს ვაჟკაცებიც რომ ყოფილიყვნენ ლაშქარში, ადვილად დაუდებდნენ საზღვარს გმირების შრომას!

აგნიას ძე ტიფისმა, რომელმაც იცოდა წინასწარ გამოცნობა იმისა, თუ როდის აღელდებოდა უსაზღვრო ზღვა, ან როდის ამოვარდებოდა ქარიშხალი და გამოცდილი იყო მზისა და ვარსკვლავების მეშვეობით სანაოსნო ამინდის გამოცნობაშიც, დატოვა თესპიეს სიფეელი (ანუ ბეოტიელი) ხალხი. თვითონ ტრიტონიდმა ათენამ (ათენას ეპითეტი) წააქეზა იგი, გმირთა ლაშქარს შეერთებოდა. ამრიგად მოვიდა ვაჟკაცების სანუკვარი ტიფისი. ქალღმერთმა ათენამვე ააგო მალი ხომალდი. მასთან ერთად ხომალდს არესტორიდი არგოსი აშენებდა. ამიტომაც სჯობდა ეს ხომალდი ყველა სხვას, რომელსაც კი გამოუცდია თავისი ხოფის ძალა ზღვაში.

შემდეგ ფლიასი მოვიდა ლაშქრად პელოპონესის ჩრდ. ნაწილში მდებარე ქალაქ არეთირეედან. მდიდრულად ცხოვრობდა იგი აქ – აზოპეს წყაროებთან, თავისი მამის ვენახისა და ღვინის კულტურის ღვთაების დიონისეს გადაწყვეტილებით.

არგოსიდან მოვიდნენ ბოასის ძენი: ტალაე, არეიოსი და მამაცი ლეოდოკე. ისინი წარმოშვა ნელევსის ასულმა პერომ, რომლის გამო მძიმე ტანჯვა გადაიტანა ეოლიდმა მელამპუსმა იფიკლეს თავლებში.

ჩვენ ვიცით, რომ არც იაზონის სანუკვარ ჰერაკლეს უთქვამს უარი მის მოწოდებაზე. გმირთა შეკრების ხმა მან მაშინ ისმინა, როცა, ის-ის იყო, არკადიიდან ლირკეის არგოსში მიემართებოდა. აქ მას ცოცხლად მიჰყავდა ველური ტახი, ლამპიის ტყეებში რომ ცხოვრობდა ერიმანთოსის (მთა არკადიაში) დიდ ჭაობთან. საბელით შებორკილი მხეცი ჰერაკლემ მიკენელთა მოედანზე ჩამოიღო განიერ ბეჭებიდან, თვითონ კი, თავისი სურვილით, სალაშქროდ წამოვიდა ისე, რომ ევრისთევსს არ გააგებინა. მას მოჰყვა ჰილასიც, სანდო მეგზური, ახლად დავაჟკაცებული, ისრების მატარებელი და ჰერაკლეს მშვილდის მცველი.

მათ შემდეგ მოვიდა ღვთაებრივი დანაეს მოდგმა ნავპლიოსი. იგი ნავბოლიდი კლიტენეოსის ძე იყო, ნავბოლე კი ლერნეს ვაჟი იყო, ხოლო ლერნე, როგორც ვიცით, ნავპლიადმა პრეტემ წარმოშვა. დანაეს ასული ქალწული ამიმონე ოდესღაც პოსეიდონს შეეუღლა და შვა ნავპლიოსი, რომელიც ნაოსნობაში მრავალსა სჯობდა.

არგოსელ ვაჟკაცთაგან ყველაზე ბოლოს იდმონი მოვიდა. ფრინველებზე მისნობის წყალობით მან იცოდა, რომ აშკარა სიკვდილი მოელოდა, მაგრამ ხალხს რომ არ გაეკიცხა მამაცობის მოდუნებისათვის, მაინც შეუერთდა ლაშქარს. სახელოვან ეოლიდებში მირიცხული იდმონი აბასის ნამდვილი შვილი არ იყო. იგი თვით აპოლონმა შვა. მანვე ასწავლა მისნობა, ფრინველებზე მკითხაობა და ცეცხლზე დადებულ მსხვერპლზე წინასწარმეტყველება.

ეტოლიელმა ლედამ მძლე პოლიდევკე და მხედრობაში გაწაფული ფეხმარდი კასტორი სპარტიდან გამოაგზავნა. სახელოვანი ტყუპები – ერთი სამშობიარო ტკივილით დაჰბადა ლედამ ტინდარეოსის სასახლეში. იგი ენდობოდა ლაშქრად წასულებს, რადგან ზევსის ღირსეულ სარეცელზე იყვნენ გაჩენილნი.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – I, არგონავტიკა - წიგნი პირველი – III, კეკროპია, ერეხთევსი, ტენარე, ნელევსი, ევრისთევსი, დანაე, პოლიდევკე, კასტორი, დიოსკურები

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.329 არგონავტიკა - წიგნი პირველი – III - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი პირველი – III

აფარეტიადები – ლინკევსი და ამაყი იდასი ქ. არენედან გამოემართნენ. ორივეს სწამდა თავისი უზომო ღონე. ლინკევსი ბასრი თვალებით იყო აღჭურვილი და, თუ შეიძლება ადამიანი ხმებს ენდოს, ამ ვაჟკაცს ადვილად შეეძლო განეჭვრიტა მიწისქვეშეთიც. აღგზნებული იყო სალაშქროდ ღვთაებრივი ნელევსის უფროსი ძე პერიკლიმენე პილოსელიც. პოსეიდონმა მას უსაზღვრო ძლიერება მიანიჭა. ასე რომ ბრძოლის ყოველგვარი სახის არჩევა შეეძლო.

ალეოსის ორი ვაჟი, ამფიდამასი და კეფევსი, ტეგეეში და აფიდანტის ნაწილში რომ ცხოვრობდნენ, არკადიიდან მოვიდნენ. მათ მოჰყვა ანკევსიც. იგი ამფიდამასის და კეფევსის უფროსმა ძმამ, მისმა მამამ ლიკურგემ გამოაყოლა ძმებს. თვითონ კი სიბერეში შესულ ალეოსთან დარჩა ქალაქში, რათა მამაზე ეზრუნა. მენალეს მთის დათვის ტყავით შემოსილი მოდიოდა ანკევსი. მარჯვენა ხელში ორპირი დიდი ცული ეპყრა და ღონივრად არხევდა. მას ხომ სხვა იარაღი ბეღელში დაუმალა პაპა ალვეოსმა და ცდილობდა არ გაეშვა სალაშქროდ იგი.

აქვე წამოვიდა ავგიეც, რომელზედაც ხმა დადიოდა, მზის ღმერთ ჰელიოსის შვილი არისო. ქონებით გაამაყებული ავგიე ელიდის ხალხზე მბრძანებლობდა. მას ძლიერი სურვილი ჰქონდა ეხილა კოლხეთის მხარე და კოლხების მეფე აიეტიც.

ჰიპერესიოსის ვაჟები, ასტერიოსი და ამფიონი, აქაიის (მხარე ჩრდ. პელოპონესში) პელენედან მოვიდნენ. ეს ქალაქი ოდესღაც მათმა პაპამ პელემ ააშენა ზღვისპირად მდებარე გორაკზე.

მათ შემდეგ, დატოვა რა ტენარეს კონცხი, ევფემე გამოცხადდა. ევფემე ფეხმარდობით გამოირჩეოდა ვაჟკაცებში იგი პოსეიდონს ღონიერი ტიტიოსის ასულმა ევროპამ შესძინა. ეს მამაცი ლაჟვარდოვანი ზღვის ტალღებზე ისე დარბოდა, რომ მარდ ფეხებს წყალში არ სძირავდა და დასველებული ტერფებით მიჰქროდა ტენიან გზაზე.

პოსეიდონის ორი სხვა ვაჟიც მოვიდა, ერთმა, სახელად ერგინემ, ბრწყინვალე ქალაქი მილეტი დატოვა, ხოლო მეორემ – მამაცმა ანკევსმა კ. პართენიე (კ. სამოსი) სადაც იმბრასიელი ჰერას განსასვენებელი იყო. ორივე ამაყობდა იმით, რომ გამოცდილი იყვნენ ნაოსნობაშიაც და ომშიც.

მათ შემდეგ ეტოლიის ქალაქ კალიდონიდან გამოემართა ენევსის მამაცი ვაჟი მელეაგრე. მას ლაოკოონიც მოჰყვა, ენევსის ძმა, მაგრამ ისინი ერთი დედისანი არა ყოფილან; ლაოკოონი მხევალმა ქალმა შვა. ის სიბერეში იყო უკვე შესული და ენევსმა შვილის მზრუნველად გამოისტუმრა მხოლოდ. ასე შეუერთდა გმირების მამაცურ ლაშქარს ჯერ კიდევ ყრმა მელეაგრე. ჩემი ფიქრით, კალიდონში დარჩენილ მელეაგრეს ერთი წელიც რომ დაეყოვნებინა ეტოლიელებში, მასზე უკეთესი ვერავინ მოვიდოდა სალაშქროდ ჰერაკლეს გარდა. ლაშქრად მომავალ მელეაგრეს მისი ბიძა შუბთა ტყორცნაში და ხელჩართულ ბრძოლაში გამობრძმედილი თესტიადი იფიკლეც მოჰყვა.

მერე ოლენელი ლერნეს შვილი პალემონოსიც გამოჩნდა. ის ლერნეს ძედ იწოდებოდა, თორემ ჭეშმარიტად თითონ ჰეფესტოს ვაჟი იყო. ამიტომაც კოჭლობდა, მაგრამ მისი სხეულის ნაკლის დაცინვას ან მამაცობაში გაკიცხვას ვერავინ გაუბედავდა. პალემონიოსი მამაც გმირთა იმ წყებას ეკუთვნოდა, რომელსაც იაზონისათვის სახელი და დიდება უნდა მოეტანა.

ფოკიდელებიდან გამოემართა ორნიტიდ ნავბოლეს ძე იფიტე. ერთხელ, როდესაც იაზონი პითონში (სამისნო დელფოსი) მიდიოდა მომავალი ნაოსნობის შესახებ წინასწარმეტყველების გასაგებად, იფიტემ იგი თავის სახლში მიიწვია სტუმრად.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – II, არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV, არენე, ჰერაკლი, ჰეფესტო

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.330 არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV

ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიდნენ ჩრდილოეთის ქარის ღმერთ ბორეასის შვილებიც ძეტე და კალაისი. ისინი ოდესღაც ერეხთევსის ასულმა ორითიამ ცივი თრაკიის დასავალში შესძინა ბორეასს. თრაკიელმა ბორეასმა ორითია კეკროპიიდან (ათენიდან) მოიტაცა, მდინარე ილისეს (ატიკის მდინარე) ნაპირებზე ქალწულთა გუნდში რომ ფერხულს უვლიდა და წაიყვანა შორს – სარპედონის (მთა თრაკიაში) კლდესთან. აქ, მდინარე ერგინეს ნაპირებზე შავი ღრუბლებით შებურვილი ორითია ბორეასმა დაიმორჩილა. ასე წარმოიშვნენ ძეტე და კალაისი. მათმა გამოჩენამ ლაშქარი გააოცა. ისინი ჰაერში მოქროდნენ და ოქროვანი ქერცლებით მოფენილ მბზინავ ფრთებს, ფეხებზე რომ ჰქონდათ მიმაგრებული, ლამაზად არხევდნენ; მხრებზე და კისერზე კი ქარის ქროლით მუქი კულულები ჩამოშლოდათ.

დიდებული პელიასის შვილმაც აკასტემ და არგოსმა, ქალღმერთ ათენას რომ ეხმარებოდა ხომალდის აგებაში, გადაწყვიტეს ლაშქარს შეერთებოდნენ. აკასტეს არ სურდა მამამისის სასახლეში დარჩენილიყო.

აი ასეთი გმირები მოგროვდნენ ეზონიდის დასახმარებლად. თესალიის ქალაქ იოლკოსის მცხოვრებლები მათ მინიადებს უწოდებდნენ. მართლაც, ამ მამაცი ვაჟკაცების უმეტესი ნაწილი ამაყობდა იმით, რომ ოქრომენის მეფე მინიასის ქალიშვილთა სისხლისაგანი იყო. თვითონ იაზონი მინიასის ასულის კლიმენეს ქალიშვილმა ალკიმედემ შვა.

მონებმა უკვე ყველაფერი მოამზადეს გასამგზავრებლად ხომალდი გმირებს ელოდა. ისინიც ქალაქ იოლკოსიდან მაგნეზიის ნავსადგურ პაგასისაკენ გაემართნენ. მათ სანახავად ყოველმხრივ მოზღვავდა ხალხი. დიდებული ვაჟკაცები ხალხთა ამ სიმრავლეში ისე გამოირჩეოდნენ, როგორც ვარსკვლავები ღრუბლებში. იარაღასხმული და სწრაფად მიმავალი გმირები რომ დაინახა ხალხმა, გაკვირვებით შესძახა: „მეუფე ზევსო, რა განუზრახავს მეფე პელიასს? საითკენ ერეკება გმირთა ამოდენა ლაშქარს ელადის მიწიდან? ეს ვაჟკაცები საზარელი ცეცხლით გაანადგურებენ ალბათ აიეტის სასახლეს იმ დღესვე, როცა იგი თავისი ნებით არ გადასცემს მათ სასურველ საწმისს! რა მძიმე დავალება და რა აუშორებელი გზა უძევთ ამ გმირებს წინ!“

ქალები ღმერთებს ევედრებოდნენ, რომ ვაჟკაცები ბედნიერად დაბრუნებულიყვნენ უკან. მათ ზეცისაკენ ჰქონდათ ხელები აღპყრობილი, ცრემლებს ღვრიდნენ და ერთმანეთს შექვითინებდნენ: „უბედურო ალკიმედე, გვიან, მაგრამ მაინც გეწვია ვარამი. ვერ დაასრულე ცხოვრების გზა ტკბილი სიცოცხლით! ეზონიც ხომ დიდად შესაბრალისია! განა არა სჯობდა მისთვის, სანამ ამ სახიფათო ლაშქრობის აუცილებლობას გაიგებდა, სამგლოვიაროდ შესუდრულს მიწის ქვეშ განესვენა? როცა ქალწული ჰელე დაიღუპა, ნეტავ ფრიქსეც ჩაენთქა თავის ვერძთან ერთად შავ ტალღას! მაგრამ საზარელი სასწაული მოხდა მაშინ, ვერძმა ადამიანურად დაილაპარაკა და ამით ალკიმედეს უბედურება და უზომო ტანჯვა მიაყენა ახლა!“

ასე ლაპარაკობდნენ ქალები და ვაჟკაცებს ეთხოვებოდნენ. ამასობაში მონებით და უამრავი მხევალი ქალით გარშემორტყმული იაზონის დედა თავის შვილს ჩაჰხვეოდა. მწველ სევდას შეეპყრო ყველა. სიბერის ტვირთის წყალობით ლოგინად ჩავარდნილი და შეფუთვნილი მამა ეზონი მძიმედ კვნესოდა. იაზონმა ისინი გაამხნევა, ნუგეში სცა და მონებს უბრძანა საბრძოლო იარაღი მოერთმიათ მისთვის. თვალდახრილმა მონებმა უსიტყვოდ შეასრულეს მისი ბრძანება. დედა კი კვლავ ჩაეხვია თავის ვაჟს, მკერდზე მიიკრა და ისე გულამოსკვნით ქვითინებდა, როგორც დედინაცვლის კლანჭებში ჩავარდნილი, დაჩაგრული და გაკიცხული ობოლი გოგონა ქვითინებს ხოლმე საყვარელი ჭაღარა გამზრდელის მკერდზე და მოზღვავებულ მწუხარებას ცრემლებში ახრჩობს. „ნეტავ იმ დღესვე დამელია სული, – ღრმა მწუხარებით ეუბნებოდა მტირალი ალკიმედე მკლავებში ჩახვეულ იაზონს, – როცა მეფე პელიასის სახიფათო ლაშქრობისათვის მზადების ბრძანება გავიგე! მაშინ ხომ ვეღარაფერს ვიგრძნობდი და შენ, ჩემო შვილო, შენი ძვირფასი ხელებით მომაყრილი მიწას! ესღა იყო ჩემი უკანასკნელი სურვილი შენდამი, ვინაიდან სხვა მრავალი ჯილდო, რომელიც შენმა აღზრდამ მარგუნა, დიდიხანია უკვე მატკბობს. მე უბედური, აქამდე აქაველ ქალთაგან თაყვანცემული, ახლა მონა ქალის მსგავსად ცარიელ სახლში უნდა დავრჩე და შენი დარდით დავდნე. უნდა ვიფიქრო იმაზე, ვისი წყალობითაც დიდება და მრავალი პატივი მომნიჭებია, ვინც ჩემი სიყვარულის ერთადერთი ნაყოფია; მშობიარობის ქალღმერთ ილითიას ხომ განსაკუთრებით ჩემთვის შურდა ხშირი მშობიარობა! ოჰ, ათასკეცო მწუხარებამ, ოდნავადაც არ მიგრძვნია, სიზმრადაც არ მომლანდებია, თუ ფრიქსე თავისი გაქცევით უბედურებას ამზადებდა ჩემთვის!

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – III, არგონავტიკა - წიგნი პირველი – V, მინიასი, ოქროს ვერძი, ფრიქსე, ჰელე, პიანი, დელოსი, კლაროსი, პითონი, ლიკია, ქსანთე, იაზონი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.331 არგონავტიკა - წიგნი პირველი – IX - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი პირველი – IX

ბერძნ.

არგონავტების თვალთაგან უკვე მიეფარა პელაზგთა ნოყიერი მიწა. ვაჟკაცები განუწყვეტლივ მიისწრაფოდნენ წინ და ჩქარა. პელიონის კლდეებიც მოიტოვეს უკან. გაჰქრა სეპიას კონცხიც და შორიდან გამოჩნდა კუნძული სკიათე, ქალაქი პირესია, მაგნეზიის წყნარი ნაპირები და დოლოპის საფლავი. საღამო ჟამს საპირისპირო ქარმა დაჰქროლა და არგონავტები აიძულა ნაპირზე მიცურებულიყვნენ. გმირები დოლოპის საფლავთან მივიდნენ, მიცვალებულ ვაჟკაცს პატივი სცეს და ღამის წყვდიადში მისი სულის მოსახსენებლად ცხვარი შესწირეს მსხვერპლად. ვინაიდან ზღვა საშიშრად აღელდა, არგონავტები ორი დღე დაყოვნდნენ ამ ნაპირზე, ხოლო მესამე დღეს კი იალქანი გაშალეს და ხომალდი ზღვის სივრცეში შეაცურეს. ამ ნაპირს ჯერ კიდევ ხომალდ არგოს აფეტებს უწოდებენ.

აქედან გამგზავრებულმა არგონავტებმა სწრაფად ჩაურბინეს მაგნეზიის ქალაქ მელიხეას ქარით წალეკილ ნაპირებს; დილით ადრე კი თესალიის ზღვისპირა ქალაქ ჰომოლეს ჩაუცურეს, ახლოს რომ სჭვრეტდნენ ზღვაზე დაყრდნობილს. ჩქარა მდინარე ამირეს შესართავიც გადალახეს ვაჟკაცებმა და აქედან ქალაქი ევრიმენე, თესალიის მთების ოსადასა და ოლიმპოს წალეკილი ხეობები დაინახეს. ხომალდი მთელი დღის განმავლობაში მიცურავდა წინ. ზურგის ქარი საამურად უბერავდა და მოლაშქრეებმა ღამით პალენეს ფერდობები და კანასტრაიონის კონცხი მოიტოვეს უკან. განთიადზე მათ თვალწინ თრაკიის მთა ათონი აღიმართა. ათონის მთა ისეთი მანძილითაა მოშორებული კუნძულ ლემნოსს, რომელსაც შუადღემდე გაივლის მძლავრი ხომალდი. ეს მთა თავისი მწვერვალით ჩრდილს აფენს ლემნოსის ნაწილს ვიდრე მირინემდე. ძლიერი ზურგის ქარი კვლავ საამოდ ჰქროდა და იალქნებს ჰბერავდა. როცა მზემ თავისი სხივები აღმოაბრწყინა, ქარი ჩადგა. ახლა კი ხოფებს დააწვნენ არგონავტები და კლდოვან სინტეიდურ ლემნოსს მიადგნენ.

ლემნოსზე, რომელსაც დედოფალი ჰიფსიპილე მართავდა, გასულ წელს განრისხებულმა ქალებმა უწყალოდ ამოხოცეს ყველა მამაკაცი. ლემნოსელ ქალებზე განრისხებული იყო ქალღმერთი აფროდიტე, რომლისათვისაც კარგა ხანია საჩუქრები არ მიურთმევიათ. კიპრიდამ (აფროდიტე) შეაზიზღა ლემნოსელ მამაკაცებს კანონიერი ცოლები. ისინი გადაემტერნენ ლემნოსელ ქალებს; დაარბიეს ამ კუნძულის პირდაპირ მდებარე თრაკია, მოიყვანეს იქედან თრაკიელი ტყვექალები და მათთან გააბეს მხურვალე სიყვარული. რას არ იქმს საზარელი და გაუმაძღარი ეჭვი! ლემნოსელმა ქალებმა ერთ ღამეს ამოხოცეს არა მარტო საკუთარი ქმრები და მათი ხასები, არამედ მთელი მამათა სქესი, რათა არავითარი სამაგიერო არ ვზღოთ მომავალში ამ უწყალო მკვლელობისათვის. ერთადერთმა ჰიფსიპილემ შეიბრალა მოხუცი მამა – ლემნოსელთა მეფე თოანტი; ამოღარულ კიდობანში ჩასვა იგი და ზღვას მიანდო, იქნებ გადარჩესო. მეთევზეებმა შეამჩნიეს ეს კიდობანი ზღვაში და თოანტი გამოიყვანეს კუნძულ ენოაზე, რომელსაც შემდეგში სიკინე (ერთ-ერთი კიკლადთაგანი) ეწოდა სიკინესაგან, რომელიც თოანტს უშვა, შეუღლების შემდეგ, ნეიადმა ნიმფამ ენოამ.

უმამაკაცებოდ დარჩენილმა ლემნოსელმა ქალებმა გადაუხვიეს ქალღმერთ ათენას მიერ დედათა სქესისათვის დადგენილ საქმეს, რომლითაც წინათ იყვნენ განუწყვეტლივ გართულნი და სულ ადვილად მიეჩვივნენ ნახირის მოვლას, სპილენძის იარაღის ასხმას, როცა ეს საჭირო იყო, და პურის მომცემ ხოდაბუნებსაც ხნავდნენ. მიუხედავად ასეთი სიმარჯვისა, ისინი შიშით გასცქეროდნენ ხოლმე ხშირად ზღვის თვალუწვდენელ სივრცეს, თრაკიელი მამაკაცები ხომ არ მოდიანო. ამიტომ, როცა კუნძულისაკენ მომავალი ხომალდი არგო დაინახეს, მყისვე აისხეს საომარი იარაღი და უმი ხორცის მჭამელი თიიადების მსგავსი ლემნოსელი ქალები ქალაქ მირინეს ჭიშკრიდან ჯგროდ ჩამოცვივდნენ ზღვის ნაპირზე, ეგონათ, თრაკიელები მოვიდნენო. თოანტის ასულმა ჰიფსიპილემაც აისხა მამის იარაღი და შიშით შეპყრობილ და დამუნჯებულ ქალებს წინ გაუძღვა.

ამასობაში არგონავტებმა ხომალდიდან გააგზავნეს კუნძულზე მარდი მაცნე ეთალიდე, რომელსაც ქალებთან ელჩობა და მისივე მამის ჰერმესის კვერთხი მიანდეს. ჰერმესმა თავის ამ შვილს წარუხოცელი მეხსიერება მიანიჭა. ეს ნიჭი მაშინაც კი არ წართმევია ეთალიდეს, როცა საიქიოს მდინარე აქერონის საზარელ მორევში ჩაეშვა იგი. ეთალიდეს ბედით უწერია, რომ მარად იმყოფებოდეს, მონაცვლეობით, ხან სულთა სამეფოში და ხან მზის სხივთა ქვეშ მცხოვრებ ადამიანთა შორის. აბა, მეტი რაღა უნდა მოვყვე მე ეთალიდეს შესახებ? მივიდა იგი ჰიფსიპილესთან და ტკბილი სიტყვებით სთხოვა, მიეღო კუნ ძულზე მას არგონავტები, რათა ღამე აქ გაეთიათ, ვინაიდან ზღვაზე ბორეასი ჰქროდა და ხომალდს წინ წასვლის საშუალებას არ აძლევდა.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – VIII, არგონავტიკა - წიგნი პირველი – X, აფეტები, თესალია, თიადები, დოლოპი, ლემნოსი, მირინე, პალენე, პელასგები

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.332 არგონავტიკა - წიგნი პირველი – V - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი პირველი – V

ასე მოსთქვამდა მწუხარე ალკიმედე და მხევალი ქალებიც განუწყვეტლივ ქვითინებდნენ. იაზონმა კი კვლავ დაამშვიდდა დედა და ტკბილი სიტყვებით მიუგო: „ნუ მიღიზიანებ, ჩემო დედავ, ისეც მწველ სავდას; ცრემლებით ვერ გააქარვებ ჩემს მძიმე ხვედრს და მწუხარებაზე მწუხარებას დამირთავ მხოლოდ. საზარელ ტანჯვას მოულოდნელად უნაწილებენ ხოლმე ღმერთები საბრალო მოკვდავთ და მისათვის, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეგ შენი ხვედრი, მაინც ეცადე, მოთმინებით გადაიტანო. გჯეროდეს, რომ მფარველობას გამიწევს ქალღმერთი ათენა, აპოლონ ღმერთმაც ხომ ბედნიერება მიმისნა; თანაც ჩემი ვაჟკაცების მამაცობასაც დაენდე. ახლა კი მხევალი ქალებით გარსშემორტყმული მშვიდად დარჩი აქ სასახლეში და ნუღარ სტირი, თორემ ცრემლები თვალბედითობას მოასწავებს ხომალდ არგოსათვის, რომლისაკენაც ჩემს თანამგზავრად მეგობრები და ჩემი მონებიც უკვე მიდიან!“

თქვა იაზონმა ეს და სასწრაფოდ გამოვიდა სასახლიდან. როგორიც აპოლონია ხოლმე, როცა კეთილსურნელოვან ტაძრიდან გამოდის ღვთაებრივ დელოსზე თუ კლაროსში, პითონში თუ დიდებულ ლიკიაში ქსანთეს ნაპირებზე, ისეთი იყო იაზონი, ხალხის კრებულზე რომ მოემართებოდა. თანამემამულენი იაზონს მიესალმნენ და გამამხნევებელი შეძახილი ატეხეს. ქალაქთმფარველი არტემიდეს ქურუმი მოხუცი ქალი იფიასიც მიეგება იაზონს, დაუკოცნა მარჯვენა ხელი მას და სურდა ერთი-ორი სიტყვაც ეთქვა მისთვის, მაგრამ ბრბო მოაწყდა და ჭაღარა ქურუმმა ეს ვეღარ შესძლო. ახალგაზრდებმა გვერდზე მოიტოვეს ის და იაზონიც უკვე საკმაოდ შორს იყო.

იაზონმა ქალაქ იოლკოსის კარგად ნაგები ქუჩები უკან მოიტოვა და პაგასის ნავსადგურში მივიდა. აქ არგოს ხომალდთან შეკრებილი ვაჟკაცები მიესალმნენ მას და მის ირგვლივ მოგროვდნენ. ამ დროს მათ შენიშნეს, რომ ქალაქიდან მოდიოდნენ აკასტე და არგოსიც. გაუკვირდათ გმირებს, პელიასის ნებადაურთველად და ასე მოულოდნელად მომავალი ვაჟკაცები რომ დაინახეს. არესტორიდ არგოსს ხარის შავბეწვიანი ტყავი ჰქონდა მხრებზე წამოსხმული და ფეხებამდე წვდებოდა, ხოლო აკასტეს – ლამაზი ორმაგი საბურავი, რომელიც მისმა დამ პელოპიამ აჩუქა მას. იაზონმა თავი შეიკავა ეკითხა მათთვის რამე და დანარჩენთ უბრძანა, ბჭობისათვის დამსხდარიყვნენ. ისინიც იქვე შეხვეულ იალქნებთან და დახრილ ანძასთან მწყობრად ჩამოსხდნენ.

ეზონის გონიერმა ძემ ასე მიმართა მათ: „მეგობრებო, ხომალდი წესისამებრაა აღჭურვილი ყველაფრით, რაც კი გასამგზავრებლადაა საჭირო. ამიტომ დიდხანს აღარ დავაყოვნებთ აქ და, როგორც კი დაუბერავს საგზაო ქარი, ზღვაში გავალთ. საერთო გვაქვს ჩვენ ხომ აიეტისაკენ სავალი გზები, საერთო იქნება ხომ ჩვენი ელადაში დაბრუნებაც; ამისთვის, ჩემო ძვირფასებო, თამამად აირჩიეთ ახლავ თქვენთვის საუკეთესო წინამძღოლი, რომლისათვისაც საზრუნავი იქნება ყველაფერი და ვინც გადასწყვეტს უცხოელებთან ბრძოლისა თუ ზავის საკითხებს!“

თქვა თუ არა ეს იაზონმა, ახალგაზრდებმა მყისვე მიაპყრეს თვალები ვაჟკაცების შუაში მჯდარ ჰერაკლეს. ყველამ ერთხმად დაავალა მას მბრძანებლობა. მან კი იქედანვე, სადაც იჯდა, გამოაშვირა მარჯვენა ხელი და წარმოსთქვა: „ნურავინ შემომთავაზებს ასეთ დიდებას, მე არ დავყვები მას და ასევე სხვასაც ავუკრძალავ წინამძღოლობას. დაე, მან მართოს ეს ლაშქარი, ვინაც შეკრიბა!“

ასე თქვა დიდსულოვანმა ვაჟკაცმა და ყველა დაემორჩილა მის სიტყვას. გახარებული წამოდგა კვლავ მძლე იაზონი და სმენად გადაქცეულ ჭაბუკებს მიმართა: „რაკი თქვენ ასეთი პატივი დამდეთ, ვიმედოვნებ, ვეღარაფერი დაგვაბრკოლებს აქ. ახლა კი მსხვერპლის შეწირვით ფებეს გული მოვიგოთ და სასწრაფოდ ლხინიც გავმართოთ. ხოლო სანამ ჩემი მონა მწყემსები მოვიდოდნენ რომელთაც დავალებული აქვთ ნახირში კარგად შერჩეული სამსხვერპლო ხარები აქ მორეკონ, მანამდე ხომალდი ზღვაში შევაცუროთ. შემდეგ კი თქვენ იარაღი აისხით და სანიჩბეზე ხოფებიც გაინაწილეთ. გარდა ამისა, აქ ზღვის ნაპირზე საკურთხეველი ავუგოთ ემბასიოს-აპოლონს, რომელიც თავისი მისნობით დამპირდა ზღვაში გზის გაგნებასა და შემწეობას, თუ მეფე აიეტისაკენ ლაშქრობის დაწყების ჟამს მას მოვუწოდებ და მსხვერპლს შევწირავ“.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV, არგონავტიკა - წიგნი პირველი – VI, არგო, არგონავტები, ემბასი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.333 არგონავტიკა - წიგნი პირველი – VI - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი პირველი – VI

ასე თქვა და იაზონი პირველი მიბრუნდა საქმისაკენ. მის მაგალითზე დანარჩენებიც წამოიშალნენ და ტანსაცმელი ზღვის ბობოქარი წყლით ჩამორეცხილ ბრტყელ კლდეზე დაალაგეს, რომელსაც იმჯერად ტალღები არ ეხეთქებოდა. არგოსის წინადადებით, უწინარეს ყოვლისა, კარგად დაგრაგნილი ბაგირი ძალიან დაჭიმეს და ხომალდს გარშემოარტყეს, რათა ძელებში მაგრად ჩამჯდარიყო სოლები და ტალღების მოწოლისათვის გაეძლო. შემდეგ კი ხომალდის ცხვირიდან ზღვამდე სწრაფად ამოთხარეს საკმაო სიფართის თხრილი და თანდათანობით დაქანებაც მისცეს, რის შემწეობითაც ხომალდს ზღვაში შეაცურებდნენ. თხრილში თლილი ფიცრები ჩააფინეს და ხომალდი ზედ შეაყენეს, ცერად ჩაწყობილ ფიცრებზე რომ ადვილად დაცურებულიყო. შემდეგ ხოფები გადმოატრიალეს, ღვედები რომ ჰქონდათ წინ გამოშვერილი და სანიჩბე კავებზე მიაბეს. ორივე მხრივ ამოუდგნენ ხომალდს ვაჟკაცები და ხოფებს ხელები და მკერდიც მიაბრჯინეს. ხომალდის ცხვირზე ტიფისი ავიდა, რათა აქედან გაემხნევებინა ჭაბუკები. მოექცა თუ არა ხომალდის წვერზე ტიფისი, მან მეგობრებს ნიშანი მისცა და მძლავრად დაიყვირა. ისინიც მყისვე მიაწვნენ ღონივრად ხოფებს და ერთი იერიშით დაძრეს ხომალდი ადგილიდან. მტკიცედ ეყრდნობოდნენ ფეხებით მიწას ვაჟკაცები და წინ მიაცურებდნენ ხომალდს. საოცარი სისწრაფით მიჰყვა მათ პელიონური არგო. ისინიც მირბოდნენ და ორივე მხრიდან სიხარულით კიჟინებდნენ. ხომალდის ფსკერის ქვეშ მოქცეული სიმძიმისაგან გასრესილი ფიცრები კვნესოდნენ და ჭრიალებდნენ. მათ ირგვლივ სქელი კვამლი აღიმართა და ხომალდიც ზღვაში შეცურდა. ღრმად რომ არ შესულიყო წყალში იგი, ვაჟკაცებმა ბაგირით დაამაგრეს. შემდეგ ხოფები კვლავ გადმოატრიალეს და ორივე მხრივ კარგად მოარგეს კავებს. მერე კი ხომალდზე ანძა, კარგად ნაკეთები იალქნები და სურსათიც ამოიტანეს. როცა ყველაფერი ოსტატურად მოამზადეს, სანიჩბე მერხზე ადგილები წილით გაიყვეს ისე, რომ ორ შეიარაღებულ ვაჟკაცს თითო ადგილი შეხვდა. შუა ადგილისათვის აირჩიეს ჰერაკლე და გმირებში გამორჩეული ანკევსი, ქალაქ ტეგეეში რომ ცხოვრობდა. ამრიგად, წილის ყრის გარეშე დატოვეს შუა ადგილი მხოლოდ მათთვის. შემდეგ შეთანხმდნენ და მშვენიერხერხემლიანი ხომალდის საჭის მართვა ტიფისს მიანდვეს. მერე ზღვის ნაპირზე პატარა ქვები მოაქუჩეს, აქტიოსად და ემბასიოსად წოდებულ აპოლონს სანაპირო საკურთხეველი აღუმართეს და ზევით ზეთისხილის ხმელი შტოები დააფინეს.

ამასობაში ეზონიდის მწყემსებმა არგონავტებს ორი ხარი მოგვარეს. ვაჟკაცთა შორის ყველაზე უფრო ახალგაზრდებმა ეს ხარები საკურთხეველთან მირეკეს და შემდეგ მარილში არეული ქერის მარცვალი და წმინდა წყალიც მოიტანეს. მოუწოდა მაშინ იაზონმა მშობლიურ აპოლონს და ასე შეევედრა: „მისმინე, მეუფევ, პაგასის ნავსაყუდარს და მამაჩემისაგან სახელწოდებულ ქალაქ ეზონს რომ მფარველობ! შენ მე პითონში (დელფოსში) წინასწარმეტყველებით დამპირდი, რომ მფარველობას გამიწევ განსაცდელით აღსავსე გზაზე, და გამამხნევე, რომ მომეწყო ეს ლაშქრობა. მაშ, შენ თვითონ წაიყვანე ახლა ეს ხომალდი კოლხეთისაკენ და ელადაშიც უვნებლად დააბრუნე ჩემი მეგობრები! მომავალში კი ამ საკურთხეველზე იმდენ ხარს შემოგწირავთ მსხვერპლად, რამდენნიც კი დავბრუნდებით უკან. სხვა აურაცხელ საჩუქარს პითონში და კ. ორტიგიაშიც (კ. დელოსი) მოგართმევ. ახლა კი მოდი, შორსმტყორცნელო, და ეს პირველი მსხვერპლი მიიღე ჩვენგან, ხომალდზე ასვლის წინ რომ გწირავთ! ავხსნი, მეუფევ, ბაგირებს, თუ კეთილ სურვილებს მოგვანიჭებ! დაე, დაჰქროლოს საამო ქარმაც და ნათელი ამინდიც დაგვიდგეს ზღვაში გასვლის ჟამს!“ ასე ევედრებოდა იაზონი აპოლონს და სამსხვერპლოდ განმზადებულ ხარებს, ამაყი ანკევსი და ჰერაკლე რომ შემორტყმოდნენ გარს, მარილში არეულ ქერის მარცვალს აყრიდა თავზე. ჰერაკლემ ერთ ხარს შუბლზე დაჰკრა კომბალი და მიწაზე დასცა; მეორეს კი ანკევსმა დაარტყა სპილენძის ცული განიერ კისერზე და მაგარი ძარღვები დაუწყვიტა. ხარი შეტორტმანდა და რქებით დაეცა მიწას. არგონავტებმა სასწრაფოდ დაკლეს ხარები, გაატყავეს, ხორცი დაჩეხეს და აჰკეპეს; სამსხვერპლო ბარკლები კი ნაწილ-ნაწილ დაჭრეს, შემდეგ სქელი ქონით დაჰფარეს და საკურთხეველთან დაწვეს დაპობილ შეშაზე, რომელსაც იაზონმა წმინდა საპკურებელი (ღვინოში შეზავებული) მოასხა. ყველაზე უფრო მისან იდმონს უხაროდა, საკურთხეველზე აღმართულ ბრწყინვალე ალს რომ ხედავდა. ძოწეულისფრად დაგრაგნილი კვამლი ბედნიერების მაუწყებლად მიემართებოდა ზევით. „მეგობრებო,– მოულოდნელად შესძახა მისანმა, აპოლონის აზრი რომ სურდა გაეცხადებინა მათთვის, – ღმერთების გადაწყვეტილებაა, რომ თქვენ საწმისი მოიპოვოთ და ბედნიერად დაბრუნდეთ აქ, მაგრამ განსაცდელიც უზომო მოგელით! მე კი ღვთის სასტიკი გადაწყვეტილებით მიწერია, რომ შორს – სადმე აზიის ხმელეთზე დავამთავრო სიცოცხლე. ეს თვალბედითი ჩემი ხვედრი ჯერ კიდევ უწინაც გავიგე ფრინველებზე მისნობის წყალობით, მაგრამ მაინც მივატოვე სამშობლო და თქვენ შემოგიერთდით, სამაგიეროდ ჩემი დიდება წარუშლელი დარჩება იქ“. გაეხარდათ ჭაბუკებს, კეთილი დაბრუნება რომ უწინასწარმეტყველეს მათ, მაგრამ იდმონის ბედის გამო მწუხარებამ შეიპყრო ისინი.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – V, არგონავტიკა - წიგნი პირველი – VII, მისნობა, ჰესიოდე

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.334 არგონავტიკა - წიგნი პირველი – VII - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი პირველი – VII

მზე შუბის წვერზე გადაიხარა. დაისი იწყებოდა და კლდეებმაც თავიანთი ჩრდილი უკვე მოჰფინეს ველებს. ამ დროს არგონავტებმა ქვიშაზე სქლად დააფინეს ფოთლები და ჩამწკრივებულად წამოწვნენ ზღვის მორუხისფერო ნაპირზე. მათ წინ ეწყო უამრავი საჭმელი და საამო ღვინო, რომელსაც მერიქიფენი თასებში ასხამდნენ. ჭაბუკები ერთმანეთს შორის ტკბილად მუსაიფობდნენ და საამურად ერთობოდნენ ლხინით. გაუმაძღარი ზვიადობა შორს იყო მათგან, მაგრამ იაზონს ამ დროს თვალები ძირს დაეხარა, შეწუხებულიყო და თავისათვის მღელვარებით ფიქრობდა რაღაცას. არენელმა ამაყმა იდასმა შენიშნა ეს და მძლავრი ხმით თავხედურად უთხრა: „რა ჩაგიხვევია გულში, ეზონიდო? გვითხარი ჩვენც, რა განგიზრახავს! იქნებ ზარდამცემმა შიშმა შეგიპყრო, ლაჩარ კაცთ რომ აძრწოლებს ხოლმე? დაე, მოწმე იყოს ეს განმგმირავი შუბი, რომლის წყალობითაც სხვებზე მეტად ვიხ ვეჭ სახელს ბრძოლებში, სადაც ზევსი არ მეხმარება იმდენს, რამდენსაც იგი, რომ, თუ იდასი გვერდით გეყოლება, ვერც საშიშარი განსაცდელი დაგაკლებს რამეს და ვერც უსაზღვრო ბრძოლა, თუნდაც ღმერთმა შემოგიტიოს. აი, როგორი შემწე მიგყავს შენ არენედან!“ სთქვა თუ არა ეს იდასმა, ორივე ხელი სტაცა სავსე ფიალას და დალია წმინდა, საამო ღვინო, რომელმაც ბაგეები და შავი წვერები დაუსველა. აღშფოთებით შესძახეს მას ვაჟკაცებმა; მისანმა იდმონმა კი უკმეხად უთხრა: „უბედურო, რა შემაძრწუნებელი აზრები მოგსვლია თავში! ნუთუ შენივე დაღუპვისათვის გაგიბერა ეგ თავხედი გული მკერდში მაგ წმინდა ღვინომ და აგაქეზა ღმერთთა საგმობლად? სულ სხვაა სანუგეშო სიტყვები, რომლითაც კაცი მეგობარს გაამხნევებს. შენ კი ყოველგვარი უწმინდურება წარმოსთქვი! ამბობენ, რომ ალოევსის ვაჟებმა, რომელთაც შენ ოდნავადაც ვერ გაუთანაბრდები მამაცობაში, ოდესღაც შენსავით ილაყბეს ნეტარ ღმერთებზე და თუმცა ძალზე მარდები იყვნენ, მაინც იქმნენ მოსპობილნი აპოლონის სწრაფი ისრებით.28 ასე სთქვა იდმონმა. აფარევსის ძემ – იდასმა მძლავრად გადაიხარხარა, მისანს თვალი ჩაუკრა და დამცინავი სიტყვებით მიუგო: „მოდი და ახლა შენი წინასწარმეტყველებით მითხარი, თუ მეც ისეთსავე განსაცდელს მომიმზადებენ ღმერთები, როგორიც მამაშენმა – აპოლონმა არგუნა ალოევსის ძეებს. მაგრამ ვნახოთ, როგორ დაუსხლტება ჩემს ხელებს უვნებლად, თუ შენი მისნობა ყალბი გამოდგება!“ იდასს რისხვა შემოენთო და მათი დავა კიდევ გაგრძელდებოდა, რომ მოდავენი მეგობრებს და თვითონ იაზონს არ დაეტუქსათ და არ დაეშოშმინებინათ.

ამასობაში ორფევსმა მარცხენა ხელში სიმებიანი საკრავი კითარა დაიკავა და ღვთაებრივი სიმღერა წამოიწყო. მღეროდა იგი, თუ ოდესღაც ერთმანეთში აღრეული დედამიწა, ზეცა და ზღვა როგორ გამოიყვნენ ცალ-ცალკე ყოვლისშემძლე უთანხმოებით; თუ როგორა აქვთ ეთერში მარად მყარი ადგილი მიჩენილი ვარსკვლავთ, მთვარესა და მზის სავალ გზას; თუ როგორ აღმოიზნიქნენ მთები, როგორ იშვნენ ხმაურა მდინარეები თავისი ნიმფებით და ყველა ცხოველნი. მღეროდა იგი, თუ პირველად როგორ ეპყრათ თოვლიანი ოლიმპოს ძალაუფლება ოკეანეს შვილებს – ოფიონსა და ევრინომეს; ხოლო შემდეგ როგორ დაუთმო დაძლეულმა ოფიონმა ეს პატივი კრონოსს, ევრინომემ კი – რეას და თვით კი ვით ჩაცვივდნენ ოკეანეს ტალღებში; თუ როგორ მბრძანებლობდნენ შემდეგ კრონოსი და რეა ნეტარ ღმერთებზე – ტიტანებზე, სანამ ზევსი ჯერ კიდევ პაწაწა და ნორჩი გონების მქონე დიქტეს მღვიმეში ცხოვრობდა. იგი ჯერ კიდევ არ ჰყავდათ შეიარაღებული მკერდფართო გეას შვილებს – კიკლოპებს მეხით, ქუხილით და ელვით, რომელთაც ზევსისთვის დიდება მოაქვთ.29 ორფევსმა უკანასკნელად ჩამოჰკრა კითარას და ღვთაებრივი სიმღერაც შესწყვიტა, მაგრამ მოხიბლულ მსმენელებს ისეთი ჯადო დაუტოვა ორფევსის სიმღერამ, რომ ისინი კვლავ სმენად იყვნენ გადაქცეულნი და თავები გაუმაძღრად გამოეშვირათ წინ.

მალე ღამეც ჩამოწვა. არგონავტებმა საპკურებელი შეურიეს, ცეცხლზე მდებარე მსხვერპლთ, მათი წესისამებრ, ენაზე მოასხურეს და ძილს მისცეს თავი.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – VI, არგონავტიკა - წიგნი პირველი – VIII

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.335 არგონავტიკა - წიგნი პირველი – VIII - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი პირველი – VIII

ბერძნ.

როცა მბრწყინავმა განთიადის ქალღმერთმა ეოსმა ნათელი თვალებით პელიონის მაღალი მწვერვალები იხილა და მსუბუქმა ქარმა ზღვაზე წყნარად აამოძრავა ტალღები, მაშინ გაიღვიძა მესაჭე ტიფისმა და ვაჟკაცებს უბრძანა ხომალდზე ასულიყვნენ და ხოფები მოემარჯვებინათ. უეცრად საზარლად დაიყვირა ხომალდმა არგომ, ზღვაში გასვლას რომ ისწრაფოდა და მას აფრის ნავსაყუდარმაც გამოსცა ხმა. ხომალდის ქედში ღვთაებრივი ხის მორი იყო ჩაჭდობილი, რომელიც ქალღმერთმა ათენამ გამოთალა დოდონეს (ადგილი ეპირში) მუხისაგან. გაიგონეს თუ არა ეს, არგონავტები ერდოზე ავიდნენ რიგრიგობით ერთი მეორის შემდეგ და წილით ნახვედრ ადგილებზე წესიერად განლაგდნენ; თავთავიანთი იარაღებიც იქვე დაიწყვეს და ხოფებიც მოიმარჯვეს. სანიჩბე ძელის შუაში ტეგეელი ანკევსი და მძლე ჰერაკლე დასხდნენ. ჰერაკლეს გვერდზე კომბალი იდო, ხოლო მის ფერხთა ქვეშ ხომალდის ფსკერი იზნიქებოდა. ჩქარა ბაგირებიც ამოზიდეს და ვაჟკაცებმა ზღვას ღვინოც მოასხურეს; იაზონმა კი ცრემლით აღსავსე თვალები სამშობლო მიწას მოაცილა. როგორც აპოლონ-ფებესათვის გუნდისმომწყობი ჭაბუკები პითონში თუ ორტიგიაში ან ისმენეს ნაპირებზე, საკურთხევლის ირგვლივ ფორმინგზე აყოლებით ერთად და აზომილად აბაკუნებენ მიწაზე მარდ ფეხებს, ისე ორფევსის კითარაზე აყოლებით ურტყამდნენ არგონავტები ხოფებს ზღვის ფიცხ წყალს და ხმაურა ტალღებიც ღელდებოდნენ. მუქი ზღვა შემაძრწუნებლად ღმუოდა და მძლე ვაჟკაცთა დარტყმის წყალობით ხომალდის ირგვლივ ქაფს ანთხევდა. მზის სხივებზე ხომალდის მოწყობილობა ალის მსგავსად ლაპლაპებდა. ხომალდი წინ მიისწრაფოდა და უკან თეთრსა და გრძელ კვალს ტოვებდა, მწვანითმოსილ მდელოზე გატკეპნილ ბილიკს რომ ჰგავდა. იმ დღეს ყველა ღმერთები დასცქეროდნენ ზეციდან ზღვის ტალღებზე ლაღად მიმცურავ ხომალდს და ნახევრადღვთაებრივ მძლე გმირებს. პელიონის ნიმფები მაღალ მწვერვალებიდან გაკვირვებით უჭვრეტდნენ იტონიდ30 ათენას ნახელავ ხომალდს და გმირ ვაჟკაცებს, მძლავრად რომ ამოძრავებდნენ ხოფებს. მთის მწვერვალიდან ზღვის ნაპირზე ჩამოვიდა ოკეანეს ასულის ფილირეს ნაშიერი კენტავრი ქირონი; ზღვაში ფეხი შესდგა, მძიმე ხელს დიდხანს უქნევდა მიმავალ გმირებს და თან მათი ბედნიერად დაბრუნებისათვის ლოცულობდა. ქირონს მისი მეუღლე ქარიკლოც ჩამოჰყვა. მას მკლავებზე მოჰყავდა პაწაწა პელიდი აქილევსი (ტროას ომის გმირი) და ხომალდისაკენ მის საყვარელ მამას – პელევსს უშვერდა.

როცა არგონავტებმა პაგასის ნავსადგურის მრგვალი ნაპირი დატოვეს გამჭრიახი აგნიადის ტიფისის სიბრძნისა და მოხერხებულობის წყალობით, რომელსაც ოსტატურად ეპყრა ხელთ გაპრიალებული საჭე, ხომალდი რომ ემართა მტკიცედ, მაშინ განივძელზე დიდი ანძა აღმართეს და ორივე მხრივ დაჭიმული ბაგირებით დაამაგრეს; მერე იალქნებიც გაშალეს და მათი ბაგირებიც პრიალა ბალთებით მიაკრეს ერდოს. გაშლილ იალქნებს მყისვე ეცა ზუზუნით ზურგის ქარი და არგონავტებმა მშვიდობიანად ჩაუცურეს ტისეეს გრძელ კონცხს. ამ დროს ეაგრეს დიდებული ვაჟი ორფევსი თავის მეგობრებს ფორმინგის ჟღერით ატკბობდა და ნაზი სიმღერით ადიდებდა ზევსის ბრწყინვალე ასულს ხომალდთამფარველ ქალღმერთ არტემიდეს,31 რომელიც ხშირად დასცქეროდა ხოლმე ამ ადგილებს და იოლკოსის მხარესაც მფარველობდა. ორფევსის ნარნარი ხმით მოხიბლული დიდი და პატარა თევზები ერთად ამოვიდნენ ზღვის სიღრმიდან და ტალღების ზედაპირზე ისე ხტუნაობით მისდევდნენ ხომალდს, ვით მწუხრის ჟამს საძოვარიდან ფარეხისაკენ მიმავალი გამაძღარი ცხვრის ფარა მისდევს ხოლმე მწყემსს, წკრიალა სალამურზე რომ ტკბილად უკრავს მწყემსურ სიმღერებს.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – VII, არგონავტიკა - წიგნი პირველი – IX, არტემიდე

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.336 არგონავტიკა - წიგნი პირველი – X - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი პირველი – X

ჰიფსიპილემ სასწრაფოდ მოიწვია ლემნოსელი ქალები ქალაქის მოედანზე და როცა ყველანი შეიკრიბნენ, მათ ასე მიმართა: „ჩემო მეგობრებო, მოდით და საპატიო საჩუქრები გავუგზავნოთ ვაჟკაცებს; ისეთი საჩუქრები, რაც ხომალდის მპყრობელთ შეეფერება; მივუძღვნათ მათ სურსათი და ტკბილი ღვინო, რაიც ალბათ სჭირდებათ; ქალაქში კი ნუ შემოუშვებთ მათ; დაე, ქალაქის ზღუდეებს გარეთ შეისვენონ. ისინი რომ აქ მოვიდნენ სურსათის საძებრად, ხომ ყველაფერს გაიგებენ? ჩვენ ხომ დიდი ცოდვა გვაქვს ჩადენილი; მყისვე დაირხევა ხმა ჩვენი ბოროტმოქმედების შესახებ და თუ მათ ეს გაიგეს, სრულიადაც არ ესიამოვნებათ. ასეთია ჩემი განზრახვა, ხოლო თუ ვინმე თქვენგანს უკეთესი რამ შეუძლია თქვას, დაე, წამოდგეს და განაცხადოს! ამისათვის მოგიწვიეთ ხომ აქ“. ასე სთქვა ჰისფსიპილემ და თავისი მამის ქვის სავარძელში ჩაჯდა. შემდეგ ჰიფსიპილეს საყვარელი ძიძა, მოხუცი პოლუქსო წამოდგა სალაპარაკოდ; უღონო ფეხებზე ძლივს დგებოდა და ჯოხს ეყრდნობოდა. მის გარშემო ოთხი ქერათმიანი ხელუხლებელი ქალწული ჩამოჯდა; პოლუქსო მოედნის შუაგულში ჩადგა, კუზიანმა მოხუცმა კისერი ძლივს ასწია და ასე სთქვა: „გავუგზავნოთ უცხოელებს საჩუქრები, როგორც ჰიფსიპილეს სურს. ეს კარგია, მაგრამ, ერთი მითხარით, როგორ დაიცავთ თქვენს სიცოცხლეს, თუ თავს დაგესხათ თრაკიელთა ან სხვა რომელიმე მტრის ჯარი? ხომ შეიძლება ამ ლაშქარივით მოულოდნელად მტერი გვეწვიოს? განა ეს ხშირად არ ხდება? ვთქვათ და, ნეტარ ღმერთთაგან ვინმემ ეს საფრთხე თავიდან აგაცილათ, განა მომავალში მტრის თავდასხმაზე უფრო საზარელი და ურიცხვი ტანჯვა არ მოგელით? როცა ლემნოსელ მოხუც ქალებს სიკვდილი გაიტაცებს და თქვენ, ახალგაზრდები, უქმარშვილოდ ზარდამცემ სიბერეს მიაღწევთ, მაშინ როგორღა იცხოვრებთ, უბედურნო! განა თავისთავად შეებმიან გუთანში ხარები, თავისთავად გააპობენ მიწას და წლის დასასრულს ყანას მოგიმკიან? რაც შემეხება მე, როგორც ხედავთ, ყოვლისშემძლე კერებმა95 დღემდე მომიყვანეს და ვგონებ, აწ კი, ჩქარა მივიღებ წესისამებრ სამარხ პატივს და მიწას ვესტუმრები, სანამ ეს საზარელი დღე დადგებოდეს. ახალგაზრდებო, გირჩევთ, კარგად მოიფიქროთ ეს ყველაფერი! ბედი, ხომ ხედავთ, თქვენ ხელთ არის, თუ ამ უცხოელებს მიანდობთ თქვენს სახლ-კარს, თქვენს ყოველივე სიკეთეს და ბრწყინვალე ქალაქზე მზრუნველობას!“ სიხარულის კიჟინი მორთეს ქალებმა, ისე მოეწონათ პოლუქსოს სიტყვა. მყისვე წამოდგა სავარძლიდან ჰიფსიპილე. „რაკიღა ყველას მოგეწონათ პოლუქსოს აზრი, – მიმართა მან ქალებს, – ახლავე გავაგზავნი ჩემს მაცნეს ხომალდისაკენ“, და იქვე მყოფ შიკრიკს – იფინოეს შეესიტყვა: „გასწი, იფინოე, ლაშქრის წინამძღოლთან და გადაეცი, მოვიდეს ჩემს სასახლეში, რათა შევატყობინოთ ჩვენი ქალების საამური გადაწყვეტილება. დანარჩენებსაც სთხოვე, თუ კი მოისურვებენ, უშიშრად და მშვიდობიანად შემოვიდნენ ქალაქში!“ ჰიფსიპილემ კრება დაშალა, სავარძელი დატოვა და სასახლისაკენ გაემართა. იფინოე კი მინიადებთან მივიდა. არგონავტები გარს შემოერტყნენ მას და ჰკითხეს მოსვლის მიზეზი. იფინოემ მათ სხაპასხუპით მიუგო: „თოანტის ასულმა ჰიფსიპილემ გამომაგზავნა, რათა მასთან მივიპატიჟო, ხომალდის წინამძღოლი ვინც არის. მას ჰიფსიპილემ უნდა გადასცეს თავისი ხალხის საამური გადაწყვეტილება და დანარჩენებსაც გთხოვათ, თუ კი მოისურვებთ, უშიშრად და მშვიდობიანად შემოხვიდეთ ქალაქში!“ აღტაცებით მიეგებნენ ვაჟკაცები იფინოეს ტკბილ მიპატიჟებას და იფიქრეს, ლემნოსის მეფე თოანტი გარდაცვლილა და მის მაგიერობას თოანტის ერთადერთი ასული ჰიფსიპილე, ეწევაო. მყისვე დაიყოლიეს იაზონი დედოფალთან წასვლაზე და თვითონაც მოემზადნენ.

იაზონმა მხრებზე ტრიტონიდი ქალღმერთის ათენას ნახელავი მეწამული ორმაგი საბურავი წამოისხა და ბალთებით შეიკრა. ეს მოსასხამი მას ათენა-პალადამ (ეპითეტი) უბოძა, როცა ქალღმერთი ხომალდ არგოს უგებდა იაზონს. აღმომავალ მზეს უფრო ადვილად გაუშტერებდი კაცი თვალს, ვიდრე ამ მოსასხამის ბრწყინვალებას. ფონი მას წითელი ჰქონდა, ძოწეულისფრად შემოელებულ კიდეებზე კი დიდი ხელოვნებით იყო გამოსახული სხვადასხვა სურათი. ერთ ადგილას ამოქარგული იყო ის, თუ როგორ აკეთებდნენ კიკლოპები ღვთაებრივ საქმეს, ყოვლისშემძლე ზევსს რომ მეხს უმზადებდნენ. თვალისმომჭრელი მეხი უკვე მზად იყო. ერთი სხივი აკლდა მხოლოდ და ციკლოპები იმასაც სჭედდნენ რკინის უროებით მოგიზგიზე ცეცხლის ელვარე ალში. შემდეგ გამოსახული იყო აზოპეს ასულის ანტიოპეს ორი ვაჟი, ამფიონი და ძეთე. მათ წინ ჯერ კიდევ კედელგაუმაგრებელი ქალაქი თებე აღმართულიყო. ძმები საძირკველს უყრიდნენ კედელს. ძეთეს მხრებით მოჰქონდა ცაში აზიდული მთის მწვერვალის მსგავსი ლოდი და მისი სიმძიმის ქვეშ იზნიქებოდა, მას ამფიონი მოჰყვებოდა უკან, ოქროს ფორმინგს აწკრიალებდა და მის ჟღერას ძეთეს ლოდზე ორგზის დიდი კლდე მოსდევდა. ამის მიყოლებით ამოქარგული იყო სქელკულულება კითერია (ანუ აფროდიტე). მას ხელთ არესის (ომის ღმერთი) მსუბუქი ფარი ეპყრა. ქალღმერთს ქიტონის (წამოსასხამი) ბალთა გახსნილი ჰქონდა, მარცხენა იდაყვი და ძუძუ გამოსჩენოდა და ძუძუს გამოსახულება ფარზეც იყო აღბეჭდილი. შემდეგ გამოსახული იყო მწვანითმოსილი საძოვარი. ელექტრიონის შვილები ამ მდელოზე გააფთრებით იგერიებდნენ ნახირის გასატაცებლად მოსულ ტაფიელ ტელებოებს. ცვარიანი მდელო მათი სისხლით ირწყვებოდა, მაგრამ დასძლიეს ავაზაკებმა მცირერიცხოვანი მწყემსები. მერე ორი საბრძოლო ეტლი იყო მოსასხამზე ამოქარგული. ეტლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სისწრაფეში. ერთზე პელოფსი იჯდა და ხელთ აღვირი ეპყრა. გვერდით მას ჰიპოდამია მოესვა. პელოფსის ეტლის უკან მირტილე მოაჭენებდა ცხენებს და ლამობდა პელოფსს დასწეოდა. მირტილეს ეტლზე ენომაოსი იდგა, ხელში შუბი შეემართა და პელოფსის ზურგის განგმირვას ცდილობდა. მაგრამ აი, ეტლს ღერძი გაუტყდა და ენომაოსი მიწას დაენარცხა. ამის შემდეგ გამოსახული იყო. აპოლონფებე, ჯერ კიდევ ყრმა. იგი ისარს გაბედულად ესროდა გოლიათ ტიტიოსს, რომელიც აპოლონის დედას მოსასხამში ჩასჭიდებოდა და მიათრევდა. ეს ტიტიოსი ღვთაებრივმა ელარემ შვა, ხოლო შემდეგში გეამ გამოჰკვება და ხელახლა წარმოშვა. დასასრულ, იაზონის მოსასხამზე მინიადი ფრიქსე იყო გამოსახული. იგი სმენად გადაქცეულიყო და ვერძს შესცქეროდა, რომელიც თითქოს სალაპარაკოდ ემზადებოდა. ამას რომ შეხედავდი კაცი, განცვიფრდებოდი და იმ იმედით, რომ ვერძისაგან მართლაც მოისმენდი რამეს, დიდხანს დაუწყებდი ამ სურათს ცქერას, მაგრამ მოტყუვდებოდი.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – IX, არგონავტიკა - წიგნი პირველი – XI, ჰიფსიპილე, მინიადები, ციკლოპი, ენომაოსი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.337 არგონავტიკა - წიგნი პირველი – XI - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არგონავტიკა - წიგნი პირველი – XI

ბერძნ.

აი, ასეთი იყო ქალღმერთის – ტრიტონიდ ათენას საჩუქარი, იაზონს რომ ებოძა. მოსასხამით რომ მოირთო იაზონი, მერე შორსსასროლი შუბი დაიკავა მარჯვენა ხელში. ეს შუბი მას მენალიის მთაზე (არკადიაში) აჩუქა ქალწულმა ატალანტემ, როცა იაზონი სტუმრად ეწვია მას. ატალანტემ სიხარულით მიიღო მაშინ იაზონი და ძალზე სურდა მის ლაშქარს შეერთებოდა. იაზონი არ დათანხმდა ქალწულს; ეშინოდა მას, ქალწულის სიყვარულს შფოთი არ ჩამოეგდო ვაჟკაცებს შორის.

იაზონმა ხომალდი დატოვა და ქალაქ მირინესაკენ გაემართა იგი იმ ნათელ ვარსკვლავსა ჰგავდა, რომელსაც აღტაცებით შესცქერიან ხოლმე ქალწულები ცაზე ამოსვლის ჟამს, წყვდიად ეთერში ლამაზად მოციმციმე ვარსკვლავი კი მათ თვალებს აჯადოვებს. მისი დანახვით უცხო მხარეში მყოფ ჭაბუკზე მეოცნებე გოგონაც ხარობს და მოუთმენლად მოელის თავის გულის სწორს, მშობლებმა რომ გამოურჩიეს. როცა იაზონი ქალაქის ჭიშკარში შევიდა, უკან ქალები აედევნენ და სიხარულისაგან ჟრიამული ატეხეს, სასიამოვნო სტუმარი რომ დაინახეს. მან კი თვალები მიწაზე დაჰხარა ადა ჰიფსიპილეს სასახლისაკენ გაემართა პირდაპირ. მის დანახვაზე მსახურმა ქალებმა სასახლის ორგვერდა ფართო კარები გააღეს. იფინოემ იაზონი დედოფალის საწოლ ოთახში შეიყვანა და ქალბატონის წინ დასვა მდიდრულად მორთულ სავარძელზე. ჰიფსიპილემ თვალები ქვევით დაჰხარა, ქალწულს ლოყები გაუწითლდა, შერცხვა, მამაკაცი რომ დაინახა, და ალერსიანი სიტყვებით უთხრა მას: „სტუმარო, რატომ დააყოვნეთ ამდენი ხანი ქალაქის გარეთ? ჩვენი ქალაქი მამაკაცებით აღარაა დასახლებული. მათ მიატოვეს იგი და თრაკიის ნოყიერ ხოდაბუნებს ხნავენ ახლა. მე ყველაფერს მოგიყვებით, რა უბედურებაც გარდაგვხდა თავს, რათა თქვენც კარგად იცოდეთ ეს. როცა ლემნოსელებზე მამაჩემი თოანტი მეფობდა, მაშინ აქაური მამაკაცები ხომალდებით თრაკიაში მიდიოდნენ, თრაკიელები ხომ ჩვენს პირდაპირ ცხოვრობენ, არბევდნენ მათ სანაპიროებს და იქედან საქონელიც მორეკეს ერთხელ და მრავალი ტყვექალიც მოიყვანეს. საშიში ქალღმერთის – კიპრიდას განზრახვა სრულდებოდა. მან ხომ თვალბედითი ბოროტება შთააგონა მამაკაცებს! მათ ზურგი აქციეს კანონიერ ცოლებს და გონებაარეულებმა სახლებიდან გააძევეს ისინი. შუბით მოპოვებულ ტყვექალებს მიუწვნენ თავხედები! დიდხანს ვითმენდით ამას, იქნებ კვლავ მოიკრიფონთქო გონება მამაკაცებმა, მაგრამ ამაოდ. ეს საზიზღარი ბოროტება ორმაგად იზრდებოდა. შეიზიზღეს ვერაგებმა სახლში კანონიერად შობილი შვილები; გაჩნდა ნაბუშართა თაობა; გაუთხოვარი გოგონები და ქვრივი ქალებიც კი ურცხვად დაყიალობდნენ ქალაქში; მამა ოდნავადაც არ ზრუნავდა თავის ქალიშვილზე, თუნდაც საკუთარი თვალებით დაენახა იგი დაუნდობელი დედინაცვლის ხელით ნაწამები; შვილები უწინდებურად აღარ იცავდნენ დედის პატიოსნებას; ძმები გულგრილად შესცქეროდნენ საკუთარი დის ღირსებას; მხოლოდ ტყვექალებს ჰქონდათ მინიჭებული პატივი ყეელგან: სახლში, შეკრებულობაში, დღესასწაულსა და ლხინში. ბოლოს, რომელიღაც ღმერთმა გამბედაობა ჩაგვინერგა გულში და გადავწყვიტეთ, ჩვეულებისამებრ თრაკიაში წასული მამაკაცები ქალაქში აღარ შემოგვეშვა, რათა ან გონებაზე მოსულიყვნენ და პატივით მოგვპყრობოდნენ, ან არა და, თავიანთ ხასებთან ერთად აქედან გაგვცლოდნენ და სხვაგან წასულიყვნენ. მამაკაცებმა ეს უკანასკნელი აირჩიეს, მოითხოვეს ქალაქის მამრობითი სქესის ბავშვები და უკან დაბრუნდნენ. ისინი ახლა თრაკიის თოვლიან ხოდაბუნებში ცხოვრობენ. ვინაიდან ჩვენ მამაკაცები აღარა გვყავს, გთხოვთ, აქაური მცხოვრებლები გახდეთ. დარჩით აქ, თუ თქვენც გსურთ და მოგწონთ აქაურობა. შემდეგში კი, რა თქმა უნდა, მამაჩემის, თოანტის პატივიც მოგენიჭებათ. მე მგონია, რომ თქვენ ვერ დაიწუნებთ ლემნოსის მხარეს. ეგეოსის ზღვის კუნძულთა შორის იგი ყველაზე უფრო მდიდარი და ნოყიერია. ახლა კი, წადით თქვენს ხომალდზე და უამბეთ მეგობრებს, რაც გითხარით. ოღონდ, ქალაქში ჩქარა დაბრუნდით!“ ასე სთქვა ლემნოსის დედოფალმა, მამაკაცების დახოცვის ამბავი რომ დაუმალა იაზონს. არგონავტების წინამძღოლმა კი მას ასე მიუგო: „ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ, დედოფალო, თქვენს გულწრფელ დახმარებას. მე დაწვრილებით ვუამბობ ჩემს მეგობრებს ყველაფერს და კვლავ ქალაქში დავბრუნდები. რაც შეეხება ამ კუნძულზე მბრძანებლობას, იგი თქვენ ხელთ დარჩება. მე მას ზიზღით კი არ უარვყოფ, არამედ ამის საშუალება არა მაქვს. მე ხომ განსაცდელით აღსავსე დავალება მაწევს კისერზე!“ ასე უთხრა იაზონმა ჰიფსიპილეს და მის მარჯვენა ხელს შეეხო ნაზად. მერე კი გამობრუნდა და ხომალდისაკენ გაემართა. ლემნოსელმა ცქრიალა ქალიშვილებმა ქალაქის ჭიშკრამდე გააცილეს იგი. თითონ კი მალთვლებიან ეტლებში ჩასხდნენ შემდეგ და ზღვის ნაპირისაკენ გაჰქანდნენ. თან უამრავი საჩუქარი მიჰქონდათ ვაჟკაცებისათვის. იაზონმა დალაგებით უამბო არგონავტებს ჰიფსიპილესაგან მონასმენი. მალე ლემნოსელი ქალიშვილებიც მოვიდნენ ეტლებით აქ და ვაჟკაცები ქალაქში მიიპატიჟეს. ისინი სიამოვნებით დათანხმდნენ მათ. ქალღმერთმა კიპრიდამ ტკბილი სიყვარული შთაუნერგა გმირებს მრავალგონიერი ჰეფესტოს ხათრით. ჰეფესტოს სურდა ეს წმინდა ლემნოსი კვლავ დასახლებულიყო მამაკაცებით.42 იაზონი კვლავ გაემართა ჰიფსიპილეს სასახლისაკენ და სხვა ვაჟკაცებიც მიჰყვნენ წინამძღოლს. სახელოვანთა ჰერაკლემ კი უარი სთქვა ქალაქში წასვლაზე და ზოგიერთ ვაჟკაცთან ერთად ხომალდთან დარჩა.

კუნძულ ლემნოსის ქალაქი მირინე სურნელოვანი ბოლით გაივსო. ყველგან ჩაიბა ფერხული და ლხინი გაიმართა. ქალაქი სიხარულს მიეცა. ლემნოსელი ქალები და გმირი არგონავტები ყველა ღმერთებზე უპირატესად ჰერას სახელოვან ძესა (ჰეფესტო) და ქალღმერთ კიპრიდას ასხამდნენ ხოტბას სიმღერით და მსხვერპლსაც სწირავდნენ. ქალების მხურვალებამ დაავიწყა ვაჟკაცებს მათი მოწოდება და კვლავაც დიდხანს დარჩებოდნენ ამ კუნძულზე, ჰერაკლეს რომ არ შეეკრიბა ისინი ქალებისაგან მოშორებით და ასე არ გაეკიცხა: „უგნურნო განა ჩვენ მკვლელობისათვის ვართ სამშობლოდან გამოძევებულნი და ჩვენს ქალებს მონატრებულნი აქ სიყვარულს ვეძებთ? იქნებ გადასწყვიტეთ, აქ დავსახლდეთ და ლემნოსის ნოყიერი ხოდაბუნები ვაპოთ? უცხოელი ქალების ხვევნა-ალერსი ჩვენ დიდებას არ მოგვანიჭებს! განა რომელიმე ღმერთი მოიტაცებს თავისთავად სანუკვარ საწმისს და ჩვენ გვიბოძებს, მრავალგზისაც რომ შევევედროთ? არა, მეგობრებო, ახლავე დავბრუნდეთ ჩვენ-ჩვენს სახლებში! იაზონს კი ნება მიეცით, ჰიფსიპილეს სარეცელში მთელი დღეობით განისვენოს, სანამ ლემნოსს თავისი შვილებით არ გაამრავლებს და ამით სახელს არ მოიხვეჭს!“ მორცხვად უსმენდა გმირთა ლაშქარი ჰერაკლეს. არც ერთ მათგანს თვალებში არ შეუხედავს ძლევამოსილი გმირისათვის და არც შეკამათებია ვინმე. არგონავტები მყისვე მოემზადნენ გზის გასაგრძელებლად.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – X, არგონავტიკა - წიგნი პირველი – XII, ჰეფესტო, ლემნოსი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

არენე

მესენიის ქალაქი, მერმინდელი პილოსი

სინონიმი: პილოსი

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – III, პალიმფსესტი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.338 არესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არესი

ბერძნ.

ომის ღმერთი. ზევსისა და ჰერას ძე. ფობოსის, დეიმოსისა და ჰარმონიას მამა. მძვინვარე ომების, სისასტიკისა და შეუბრალებლობის განსახიერება.

არესის კულტი არაბერძნული წარმომავლობისაა და ოლიმპიურ პანთეონში მეორეხარისხოვანი როლი აქვს მინიჭებული. რომში მას მარსს უწოდებდნენ.

არესს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ბრძოლის ველზე ყოფნა.

მან მჭედლობის ღმერთს, ჰეფესტოს გამოაჭედინა ხმლები და ფარები, შუბები და მუზარადები, დაეშვა დედამიწაზე და მოსვენება დაუკარგა ყველას, გაწაფა ხალხი ქალაქების აოხრებასა და ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტაში. არესს მოსწონდა სისხლის ლანქერი, დაჭრილთა კვნესა, გვამების მზერა. მას არად უღირდა ადამიანთა სიცოცხლე. არესს მუდამ გვერდში ედგა განხეთქილების, შუღლის ქალღმერთი ერისი და ომის ქალღმერთი ენიო. მისივე თანამდევნი იყვნენ საშინელება – დეიმოსი და შიში – ფობოსი.

ერისის, ჰადესისა და აფროდიტეს გარდა ყველამ მოიძულა უსამართლო და ულმობელი ომების მოყვარული ღვთაება. მხოლოდ მიწისქვეშეთის მეუფე ჰადესი უმადლოდა არესს სულთა სიმრავლეს თავის საუფლოში.

როდესც გიგანტები ამბოხდნენ და ღმერთები ზევსის მხარეს გადავიდნენ, არესი ბრძოლის ველზე არ ჩანდა. მაგრამ როგორც კი გაიმარჯვეს ღმერთებმა, არესმა ყველა გააოცა თავისი საბრძოლო თავგადასვლების თხრობით. ერთხელ კი, იგი საერთოდ გაქრა. ბუმბერაზმა ძმებმა, ალოადებმა, შეიპყრეს და სპილენძის ხელადაში ჩაამწყვდიეს. ცამეტი თვე დაჰყო არესმა ტყვეობაში და ამ ხნის განმავლობაში მშვიდობიანი ცხოვრება სუფევდა ყველგან. უკვდავთა მაცნე ჰერმესმა აღმოაჩინა იგი ცოცხალ-მკვდარი და ტყვეობიდან იხსნა.

ამის შემდეგ არესი დიდხანს აღარ გამოჩენილა ოლიმპოსზე. იგი ეწვია ველურ თრაკიას, სადაც ცხოვრობდნენ მებრძოლი თრაკიელები. კბილებამდე შეიარაღებული დაქროდა ბრძოლის ველზე არესი. იგი ანგრევდა, კლავდა, თელავდა და ბედნიერად გრძნობდა თავს იმით, რომ ებრძოდა არა ღმერთებს, არამედ ადამიანებს.

არესის დამდაბლებას მუდამ ცდილობდა სამართლიანი ომებისა და სიბრძნის ღვთაება ათენა. ერთხელ, ტროას ომის დროს მან ბერძენი გმირი დიომედესი დაიყოლია, შებმოდა არესს. ქალღმერთის თანადგომით მოკვდავმა დაჭრა ღმერთი, რომლის ბღავილმაც ცა და მიწა შეაზანზარა. არესი შავი ღრუბელივით აიჭრა ცაში და ზევსს შესჩივლა ეს ამბავი. ზევსმა მრისხანებით შეიკრა წარბი და ასე მიუგო: „ოლიმპოსის მკვიდრთა შორის შენ მძულხარ ყველაზე მეტად. მუდამ ბრძოლაზე ფიქრობ. სხვისი რომ იყო, კარგა ხანია ჰადესში გადაგკარგავდი. მაგრამ მაინც ჩემი შვილი ხარ და საწამებლად ვერ გაგიმეტებ“. დაამთავრა ზევსმა სათქმელი, იხმო მკურნალი და არესის მოვლა უბრძანა. დიდად არც მოკვდავებს მოსწონდათ არესი. არ უშენებდნენ ტაძრებს. მხოლოდ რამდენიმე საკურთხეველი ჰქონდათ მის სახელზე აგებული. წარმოსახავდნენ კი ახოვან და მომხიბლავ მამაკაცად.

ტროას ომში ეხმარებოდა ტროელებს

ძლევამოსილმა აიეტმა მკერდზე მაგარი აბჯარი შემოიკრა. ეს აბჯარი ღმერთმა არესმა ფლეგრის ბრძოლაში18 მის მიერ მოკლულ მიმასს (ერთ-ერთი გიგანტი) მოხსნა და აიეტს უბოძა

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – X, ილიადა, ღმერთი, აიეტი

წყარო: ბიბლიოვიკი არესი

1.339 არია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არია

მუს.

ფრანგ.

დასრულებული ვოკალური ეპიზოდი, ნომერი ოპერაში. სრულდება მომღერლის მიერ ორკესტრის თანხლებით. ხშირად მას წინ უსწრებს საორკესტრო შესავალი ან რეჩიტატივი - სამეტყველო ინტონაციებზე აგებული მღერადი დეკლამაცია.

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22788]

1.340 არიადნე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არიადნე

ბერძნ.

მინოსისა და პასიფაეს ასული. ფედრას და. შესაძლოა, იყო ძველი კრეტული ღვთაება.

როდესაც კრეტას მინოტავროსის მოსაკლავად ეწვია თესევსი, მშვენიერ არიადნეს უმალ შეუყვარდა იგი. მან თესევსს მინოტავროსის დამარცხებაში შემწეობა აღუთქვა იმ პირობით, თუკი გმირი ცოლად მოიყვანდა და თან გაიყოლებდა ათენში. სიხარულით მიიღო ეს წინადადება თესევსმა, თანაც შეჰფიცა, რომ აუცილებლად იქორწინებდა მასზე.

ნახევრად ხარი მინოტავროსი ბინადრობდა დედალოსის მიერ აგებულ ლაბირინთში. არავის შეეძლო ამ ნაგებობიდან თავის დაღწევა. დედალოსმა, როდესაც კრეტას ტოვებდა, არიადნეს ჯადოსნური ძაფის გორგალი ჩააბარა და მისი ხმარების წესი ასწავლა. სწორედ ეს გორგალი მისცა ქალწულმა თესევსს, ბასრი მახვილითაც აღჭურვა და თან დაარიგა: ძაფის თავისუფალი ბოლო ლაბირინთის კარის წირთხლისთვის გამოება. გორგალი თავისით გაგორდებოდა და უსასრულო დერეფნების გავლით მიაღწევდა მინოტავროსის სამყოფელამდე. უკანა გზაზე გმირს დაშლილი ძაფი ისევ უნდა დაეგორგლა.

როდესაც გამარჯვებული თესევსი ლაბირინთიდან გამოვიდა, არიადნე კარებთან დახვდა და სიყვარულით მოეხვია თავის რჩეულს. გმირმა ზღვის სანაპიროსკენ ისწრაფა, რათა გასცლოდა იქაურობას. თან გაიყოლა არიადნეც. როდესაც კუნძულ ნაქსოსს მიუახლოვდნენ, მოგზაურებმა დასვენება მოიწადინეს, ხომალდი ნაპირს მიაყენეს და დაიძინეს. თესევსს ეზმანა ღვინის ღვთაება დიონისე, რომელმაც ღმერთების ნება აუწყა გმირს: მას უნდა მიეტოვებინა არიადნე ნაქსოსის უკაცრიელ ნაპირზე. მინოსის ასული დიონისეს მეუღლე უნდა გამხდარიყო. თესევსი გამოფხიზლდა და დამწუხრებულმა მიატოვა არიადნე. მან ვერ გაბედა ღვთაებათა ნების უგულებელყოფა. დიონისემ და მისმა მხლებლებმა წაიყვანეს არიადნე. მოგვიანებით იგი უკვდავთა დასში მიიღეს, როგორც დიდი ღმერთის მეუღლე. მან საჩუქრად მიიღო საქორწინო გვირგვინი, რომელიც შემდგომ ვარსკვლავიან ცაზე მოათავსეს (ჩრდილოეთის გვირგვინის თანავასკვლავედი).

კუნძულ ნაქსოსზე არსებობდა არიადნეს კულტი, ხოლო ათენში მას თაყვანს სცემდნენ როგორც დიონისეს მეუღლეს.

ხელოვნებაში ხშირად ასახავდნენ მიტოვებულ არიადნეს, მძინარეს, ანდა მის ქორწილს დიონისესთან (ტიციანი, ტინტორეტო, ტიეპოლო, კაუფმანი, გვიდო რენი და სხვა). არიადნეს ბედი ასახეს თავიანთ ნაწარმოებებში ცნობილმა მწერლებმაც (ლოპე დე ვეგა, ბრიუსოვი, ცვეტაევა) და კომპოზიტორებმაც (ჰაიდნი, შტრაუსი).

ზეციურ მნათობთა შორის, შუაგულ ეთერში, მთელი ღამის განმავლობაში ციმციმებს გვირგვინისებრი ვარსკვლავი, რომელსაც არიადნეს გვირგვინს უწოდებენ

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – IX, არგონავტიკა - წიგნი მესამე – X, მინოსი, პასიფაე, ფედრა

წყარო: ბიბლიოვიკი არიადნე

1.341 არისტაიოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არისტაიოსი

ბერძნ.

მიწის მუშაკთა და მწყემსთა მფარველს ნიშნავს

სინონიმი: აგრევსი და ნომიოსი

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – V

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.342 არისტოგიტონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არისტოგიტონი

ათენელი ჭაბუკი, რომელმაც ჰარმოდიოსისთან ერთად 514 წ. ძვ.წ.ა. მოკლა ათენის ტირანი ჰიპარხოსი. შემდეგში მათ ათენელებმა ძეგლი აუგეს წარწერით "ტირანის მკვლელნი"

იხ. აგრეთვე: ნადიმი, პერსონალია, ჰარმოდიოსი

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.343 არისტოდემოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არისტოდემოსი

რეალურად არსებული პიროვნებაა, სოკრატეს მოწაფე. მას იხსენიებს ქსენოფონტეც თავის "Memorabilia"-ში. არისტოდემოსი კიდათენელი იყო.

იხ. აგრეთვე: ნადიმი, კიდათენი, სოკრატე (469-393 ქ.წ.)

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.344 არისტოკრატია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არისტოკრატია

ბერძნ. aristokratia

1. კლასობრივ საზოგადოებაში - უმაღლესი წოდება, გაბატონებული კლასის პრივილეგირებული ფენა, დიდგვარიანები;

2. კაპიტალისტურ ქვეყნებში - რომელიმე კლასის ან სოციალური ჯგუფის პრივილეგირებული ნაწილი, ზედაფენა;

3. ისტ. სახელმწიფო მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ძალაუფლება დიდებულთა მცირერიცხოვანი პრივილეგირებული კლასის ხელშია (მაგ., ძველ საბერძნეთსა და რომში).

იხ. აგრეთვე: არისტოკრატიული

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.345 არისტოკრატიული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არისტოკრატიული

არისტოკრატიასთან დაკავშირებული, არისტოკრატიის წარმომადგენლებისაგან შემდგარი.

1.346 არისტოკრატიული მმართველობა. - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არისტოკრატიული მმართველობა.

არისტოკრატიული სალონი.

იხ. აგრეთვე: არისტოკრატია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.347 არისტოტელე (ძვ. წ. 384-322) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არისტოტელე (ძვ. წ. 384-322)

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი. პლატონის მოწაფე. დაიბადა ქ. სტაგირაში. 339-336 არისტოტელე ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი იყო. 335 ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიონი). ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ გაეცალა ანტიმაკედონურ მოძრაობას, გადასახლდა ევბეაზე ქ. ქალკიდაში, სადაც მალე გარდაიცვალა.

არისტოტელეს ნაშრომები ძირითადად ეხება მეტაფიზიკის ანუ პირველი ფილოსოფიის საგანს, ფაიქოლოგიას და შემეცნების თეორიას, ეთიკას, ხელოვნების თეორიას, ლოგიკურ თხზულებებს, ფიზიკას და მოძღვრებას სახელმწიფოს შესახებ ანუ პოლიტიკას. მოძღვრება სახელმწიფოს შესახებ ანუ პოლიტიკა იკვლევს სახელმწიფო სტრუქტურას, წყობილების ტიპებს და საუკეთესო წყობილებისთვის აუცილებელ პირობებს.

ადამიანი არისტოტელესათვის საზოგადოებრივი ცხოველია. ამის პირველი შედეგია ოჯახის შექმნა. ოჯახები ერთიანდებიან სოფლად. სოფლები - ქალაქ-სახელმწიფოდ. მოქალაქეები იყოფიან სიმდიდრის მიხედვით: მდიდრები, ღატაკნი და საშუალონი. ეს მონებს არ ეხება. მათ არისტოტელე არც მოქალაქეებად თვლის და არც ადამიანებად. მონა მოლაპარაკე იარაღია და მისი მდგომარეობა შეესაბამება მის შინაგან ბუნებას. არისტოტელე ხედავს კლასობრივ ბრძოლას, მაგრამ მხოლოდ მონათმფლობელთა შორის. საუკეთესო იქნება ის წყობილება, რომელშიც საუკეთესო სათნოების არსებობისათვის. მონარქია არის სახელმწიფოში ერთის ბატონობა, არისტოკრატია - უმცირესობის, პოლიტეა, ე. ი. ზომიერი დემოკრატია კი - მოქალაქეთა უმრავლესობისა. სამივენი მეტ-ნაკლებად სახელმწიფოს საერთო ინტერესს ემსახურებიან, მაგრამ როცა სახელმწიფოს მმართველებს პირადი ინტერესი ამოძრავებთ, ვიღებთ მმართველობის აღნიშნულ ტიპთა გადაგვარებას: ტირანიას, ოლიგარქიასა და ოლქოკრატიას (ღატაკთა ბატონობას). იდეალური მონარქი რომ მოიძებნებოდეს, საუკეთესო წყობილება მონარქია იქნებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია და ამიტომ საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს პოლიტეა, რომელიც ემყარება საშუალო კლასის საშუალო სიმდიდრის მფლობელთა ბატონობას.

ყოველი მოქალაქე სახელმწიფოს ნაწილია და მისი აღზრდა სახელმწიფოს საერთო მიზანს უნდა ექვემდებარებოდეს. ადამიანის ბუნების სამ განუყოფელ უნარს - მსენარეულს, ცხოველურს ანუ ბუნებითს და გონითს - შეესაბამება აღზრდის სამი სახე: ფიზიკური, ეთიკური და გონებრივი. ბავშვები შვიდ წლამდე იზრდებიან სახლში, შვიდიდან თოთხმეტამდე - სკოლაში. სწავლაში თამაშის როლი გამორიცხულია. აღზრდის პროგრამაში შედის მუსიკა, რადგან მას შეუძლია ზნეობრივი განწყონილების გამოწვევა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას, აღზრდაში ძირითადია თავისუფალი დროისათვის ადამიანის მომზადება. ეს არაა არც გართობის, არც დასვენების დრო, რაც პრაქტიკულად მიზნებისათვის დახარჯული ენერგიის აღდგენას გულისხმობს. ესაა დრო როცა ხდება შემეცნება შემეცნებისათვის, ფილოსოფოსობა. ესაა ადამიანის ღვთაებრივი ცხოვრება.

იხ. აგრეთვე: პერსონალია, გიმნასიონი, ლიკეონი

წყარო: Маркс Кю и Енгельс Фю 1956; ლენინი ვ.ი. ფილოსოფიური რვეულები, თხზ; გამომც. მე-4, ტ. 38; ამონიოს ერმია, მოსახსენებელი ათთა ხმათდამი არისტოტელისთა, ი. პეტრიწის თარგმანი (XII ს. ხელნაწ.); იოანე პეტრიწი, განმარტებაÉ პროკლესთ£ის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათ£ის, შრომები, ტ. 2, შ. ნუცუბიძის და ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ. 1937; გოგიბერიძე მ. ფილოსოფიის თეორია, ტ. 1,. თბ. 1941; ყაუხჩიშვილი თ. არისტოტელე ფასისის შესახებ, ,,ქართული წყაროთმცოდნეობა“, 1968, ტ. 2; წერეთელი ს. ანტიკური ფილოსოფია, თბ., 1968. (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. . გვ)

1.348 არისტოფანე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არისტოფანე

ძველი ბერძნული კომედიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. როგორც პოლიტიკური კომედიის ავტორი, იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხატვრული წყაროა მსოფლიოში პირველი, ძველი ბერძნული დემოკრატიის არსის გასაგებად.

იხ. აგრეთვე: პერსონალია, ნადიმი, კომედია, პოლიტიკური, ავტორი, დემოკრატია, შექსპირი უილიამ (1564-1616 წწ.)

წყარო: არისტოფანე, კომედიები / [რედ. და გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს-პრესი. - 20სმ.. - (ანტიკური ლიტ. შედევრები)[MFN: 17824]

1.349 არკადია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არკადია

ბერძნ.

ოლქი ცენტრალურ პელოპონესში

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III, პელოპონესი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.350 არმია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არმია

ინგლ. army

ფრანგ. armee

ლათ. armare – შეიარაღება

1. სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალთა (სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო) ერთობლიობა; ვიწრო გაგებით - სახმელეთო ჯარები; მოქმედი ა. - ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა ნაწილი, რომელიც საომარ მოქმედებებს აწარმოებს;

2. სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის გამიზნული მსხვილი ოპერატიული შენაერთი, რომელიც ერთი ან რამდენიმე საჯარისო შენაერთისგან შედგება;

3. საერთო ნიშნით გაერთიანებულ ადამიანთა ერთობლიობა. მაგ., უმუშევართა ა.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.351 არომორფოზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არომორფოზი

ბიოლ.

ბერძნ. airo აწევა, morphosis ფორმირება, წარმოქმნა

ცოცხალი არსებების ბიოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი მიმართულება, რასაც თან ახლავს მათი ორგანიზაციის დონის (მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური) გართულება.

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

არონი რაიმონ (1904-1983)

შეგვიძლია მივიჩნიოთ საერთაშორისო ურთიერთობათა ერთ-ერთ იმ თეორეტიკოსად, რომლის შეხედულებანი ამაგრებენ პოლიტიკური რეალიზმის კონცეფციას. არონიც ფიქრობს, რომ ჰეგემონური საერთაშორისო სისტემები უფრო სტაბილური და “მშვიდია”. არონის აზრით, არსებობს მშვიდობის სამი ტიპი: წონასწორობა, ჰეგემონობა და იმპერია. ყოველ ისტორიულ პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობათა პროცესის მონაწილე სახელმწიფოთა ძალები სამიდან ერთ-ერთ მდგომარეობაში იმყოფება. ესენია: 1. წონასწორობა; 2. ერთ-ერთი მონაწილის დომინირება; 3. ერთ-ერთი მონაწილის სრული უპირატესობა. მართალია, უფრო პატარა სახელმწიფოებს არ ძალუძთ სტატუს-კვოს შეცვლა, ჰეგემონი სახელმწიფო ურიგდება მათს არსებობას და არ შთანთქავს მათ, რასაც ვერ იტყვი იმპერიაზე.

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: რონდელი, ალექსანდრე, საერთაშორისო ურთიერთობები / [რედ.: ზურაბ დავითაშვილი]. - [მე-2 გამოც.]. - თბ. : ნეკერი, 2003. - 208გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-58-79-

1.352 არსენალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არსენალი

ფრანგ. arsenal

1. სამხედრო იარაღისა და საჭურვლის საწყობი;

2. გადატ. რისამე დიდი რაოდენობა, მარაგი;

3. მოძვ. ქარხანა, სადაც იარაღსა და სამხედრო საჭურველს ამზადებდნენ და არემონტებდნენ.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.353 არსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არსი

რისამე დედააზრი.

იხ. აგრეთვე: საჯარო პოლიტიკა

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.354 არტ-ნუვო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არტ-ნუვო

ფრანგ. art nouveau

მხატვრული მიმდინარეობა ხელოვნებაში, არქიტექტურასა და დიზაინში. XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში ტერმინი გამოიყენებოდა „ახალი ხელოვნების“ აღსანიშნავად

წყარო: ბიბლიოვიკი არტ-ნუვო

1.355 არტემიდე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არტემიდე

ბერძნ.

ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის და, უპირატესად მთვარის ქალღმერთი, ითვლებოდა ნადირობის ქალღმერთადაც

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი პირველი – VIII, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VI, ალკესტიდა, ლეტო, ზევსი, ღმერთი

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.356 არტემისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არტემისი

ბერძნ.

ოლიმპიური პანთეონის უმნიშვნელოვანესი ღვთაება. ნადირობის ქალღმერთი. ცხოველთა, მცენარეთა, აგრეთვე ქორწინებისა და მშობიარეთა მფარველი. ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის ტყუპისცალი. მას რომაელებმა დიანა შეარქვეს.

მრავალი მითი, ქანდაკება და ფერწერული გამოსახულება წარმოგვიდგენს არტემისს მოკლე კაბითა და ფეხებზე მჭიდროდ შემოკრული სანდლებით რომ მირბის ტყეთა სიღრმეში. მას ხელთ უპყრია მშვილდი ან ოროლი. უკან მისდევენ მწევრები და მშვენიერი ნიმფები. ტყეთა დედოფალი ხან ირემს დაიჭერს ბუჩქებში რომ რქებით გაბმულა, ხან ათასწლოვანი ხის ფუღუროში მძვინვარე ტახებს ჩაუსაფრდება. ხიბლავს ტყის ჩრდილი, მინდვრის სურნელება, ნაკადულების სიგრილე. ხანდახან იგი იდუმალი გზა-ბილიკებით მიუძღვება თავის თანამგზავრებს პარნასოსის მწვერვალებისაკენ, სადაც მისი ძმა აპოლონი უკრავს კითარაზე, ხოლო მუზები საამურად მღერიან.

ძმასავით მშვენიერს არც არასოდეს უფიქრია ქორწინებაზე და ათენას მსგავსად „მარადქალწულ ღვთაებად“ დარჩა. არტემისს მეტსახელად უწოდებდენ „უბიწოს“. საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ იგი ნებას არ რთავდა მამაკაცებს, ეხილათ მისი სიშიშვლე. ამის დასტურია მითი მონადირე აქტეონზე.

აპოლონის მსგავსად არტემისი მოწყალეც არის და დამსჯელიც. სასტიკია იგი მათ მიმართ, ვინც ხელყოფს ღმერთთა კანონებს (მელეაგროსი, ნოიბე), მაგრამ საოცრად შემწყნარებელია მათი, რომლებიც უნებლიედ ემსხვერპლებიან ხოლმე მოვლენებს (იფიგენია).

არტემისს თაყვანს სცემდნენ, როგორც ნაყოფიერების ქალღმერთსაც. მას უძღვნიდნენ წყაროებს, მდინარეებსა და ჭაობებს, რადგანაც მათგან ეძლეოდა მოსავალი მიწას. არტემისის მადლი გადმოდიოდა ცხოველებსა და მცენარეებზე, აგრეთვე ბავშვებზე, რადგანაც იგი იყო მათი მფარველი. არტემისი კეთილმოწყალე ღვთაებად ითვლებოდა. მას ავედრებდნენ ახლობელთა ჯანმრთელობას. მის სურნელოვან საკურთხევლებზე ქალწულები აწყობდნენ თმათა კულულებს, დედოფლები კი ქორწინების დღეს – სათამაშოებს.

ყურადღებას იპყრობს არტემისის მსგავსება ქართულ ღვთაება დალისთან, რომელიც ქართულ ტრადიციაში ნადირთა დედოფლად არის წარმოდგენილი. ამ ორ ღვთაებას მრავალი რამ აქვთ საერთო: სილამაზე, ფუნქციები, ტაბუ, დამსჯელი ხასიათი და სხვა. დალის კულტი გავრცელებული იყო კავკასიის სხვა ხალხებშიც.

არტემისის წმინდა ფრინველად ითვლებოდა მწყერი. საგაზაფხულო გადაფრენის დროს მწყერთა გუნდები ისვენებდნენ კუნძულ ორტიგიაზე (ორტიგია ქართულად „მწყერთა კუნძულს“ ნიშნავს), იქ, სადაც იშვა მარადქალწული ღვთაება.

ტროას ომში ეხმარებოდა ტროელებს

იხ. აგრეთვე: ღმერთი, ილიადა

წყარო: ბიბლიოვიკი არტემისი

1.357 არტეფაქტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არტეფაქტი

ნებისმიერი ხელოვნურად შექმნილი ობიექტი. ზოგიერთი მეცნიერის გაგებით, ა. არის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იდეაციური ობიექტიც, კულტურის სპეციალიზებულ სფეროებში ფუნქციონირებადი და კულტურული სემანტიკის აბსტრაქტულად მომცველი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს როგორც ფიზიკური მახასიათებლები, ისე ნიშნური ან სიმბოლური შინაარსი. კულტურის მეცნიერებები ა–ს განიხილავს რაიმე კულტურული ფორმის ინტერპრეტაციულ განხორციელებად კონკრეტულ მატერიალურ პროდუქტში, ქცევით აქტში, სოციალურ სტრუქტურაში, ინფორმაციულ შეტყობინებასა და შეფასებით მსჯელობაში. კულტურული ა–ის ყველაზე სპეციფიკურ მახასიათებლად მიიჩნევა მისი გაგება საწყისი კულტურული ფორმის ინდივიდუალური აღქმის პროდუქტად, აქედან გამომდინარე კი – მისი სუბიექტური ინტერპრეტაციის კერძო შემთხვევად.

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.358 არტიკულაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არტიკულაცია

ინგლ. articulation

რუს. артикулация

ლათ. articulatio

(ლათ. articulatio დანაწევრებით გამოთქმა) – 1. სახსარი, ჩონჩხის ძვლების შესახსრება. 2. მეტყველების ორგანოთა (ტუჩების, ენის, რბილი სასის, ხმოვანი იოგების) ერთობლივი მოქმედება, რაც აუცილებელია რაიმე განსაზღვრული ბგერის წარმოქმნისათვის.

წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]

1.359 არტისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არტისტი

ფრანგ. artiste

ადამიანი, რომელიც საჯაროდ ასრულებს ხელოვნების ნაწარმოებს; მსახიობი.

იხ. აგრეთვე: ინჟენიუ

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.360 არურუ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არურუ

დედამიწის დედა–ღვთაება, ენლილის და, ენკის მეუღლე და ნინსარის დედა

იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, ენლილი, ენქიდუ

წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი

1.361 არფა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არფა

იტალ. arpa

გერმ. Harfe

ქნარი, ერთ-ერთი უძველესი სიმებიანი საკრავი. თანამედროვე არფა 46 სიმიანია. სიმები ვერტიკალურადაა გაბმული რეზონატორიან სამკუთხა ჩარჩოზე. არფას აწყობენ დიატონური წესით; ძირითადი წყობაა დო-ბემოლ მაჟორი. საკრავის საყრდენზე სიმების შესაბამისად შვიდი სამკუთხა კბილანაა, რომლებშიც პედლებია ჩადგმული. პედლის ერთი მოძრაობა არფის მთელი დიაპაზონის მანძილზე ნახევარტონით ან ერთი ტონით ცვლის თითოეულ ბგერას. არფის დო-სიმები წითელია, ფა-სიმები ლურჯი, დანარჩენები კი თეთრი ფერისაა.

დიდი ოქტავის ფა-მდე სიმებს აბრეშუმის ძაფი და ლითონის სირმა აქვს შემოხვეული, დანარჩენი სიმები ნაწლავებისაგან მზადდება. არფა ფართოდ იყო გავრცელებული ძვ. ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, აფრიკის ქვეყნებში, ეგვიპტესა და საბერძნეთში. თანამედროვე არფა ფრანგი ოსტატის სებასტიან ერარის შექმნილია (1801).

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.362 არქეო ... - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არქეო ...

ბერძნ. archaios – უძველესი

რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი - „ძველის” შესატყვისი, მიანიშნებს სიძველეზე.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.363 არქეოგრაფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არქეოგრაფია

ბერძნ.

დამხმარე საისტორიო დისციპლინა, რომლის მიზანია ისტორიული ძეგლების მომზადება გამოსაცემად.

იხ. აგრეთვე: გრაფია

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.364 არქეოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არქეოლოგია

ბერძნ. archaios, logos – ძველი და მოძღვრება

მეცნიერება, რომელიც ძველი ხალხების კულტურას და ყოფა-ცხოვრებას სწავლობს შემონახული ნივთიერი ძეგლების მიხედვით (ასეთი ძეგლების მოსაპოვებლად არქეოლოგები აწარმოებენ გათხრებს).

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.365 არქეოპოლისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არქეოპოლისი

ეგრისის ძველი დედაქალაქის, ციხე-გოჯის ბერძნული სახელწოდება (იგივე ნოქალაქევი).

იხ. აგრეთვე: ქალაქი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.366 არქეტიპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არქეტიპი

ბერძნ. archetypon

რისამე პირველსახე, საწყისი, ამოსავალი ფორმა.

წყარო: სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში ენციკლოპედია: [შეადგინა გიორგი კენჭოშვილმა] თბილისი

1.367 არქეტიპი(არქეტიპისა) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არქეტიპი(არქეტიპისა)

ბერძნ. archetypon: არცჰē–საწყისი და ტყპოს სახე

წიგნ. რისამე პირველსახე, საწყისი, ამოსავალი ფორმა. გვიან მიაქციეს ყურადღება მხატვრული მეტყველების არქეტიპებს ქრისტიანულ მწერლობაში («ლიტ. საქ.»). პროფესორი... ცდილობს ყოველ ქალში მისი მითოლოგიური არქეტიპი იპოვნოს («ლიტ. საქ.»). ჩემთვის მთავარია ამ სიტყვათა (კÂრბი, კვერბი) საერთო ქართველური არქეტიპი (ნ. წულეისკ.).

წყარო: განმარტებითი ლექსიკონი არქეტიპი(არქეტიპისა)

1.368 არქიელი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არქიელი

ბერძნ.

უმაღლესი სამღვდელოების წარმომადგენელი, მღვდელმთავარი მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

იხ. აგრეთვე: ეპისკოპოსი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.369 არქიმანდრიტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არქიმანდრიტი

ბერძნ. (archimandrite), archimandrites – ზღუდის (იგულისხმება მონასტრის ზღუდე, გალავანი) უფროსი

1. მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმონაზვნის უმაღლესი საპატიო წოდება.

2. რამდენიმე მონასტრის წინამძღვრის, ზედამხედველის; სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის საპატიო ტიტული.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.], 9-2 : [ფ.ა.][MFN: 20254]

1.370 არქიტექტურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არქიტექტურა

ლათ. architectura

1. ნაგებობის დაპროექტება, აშენება და მხატვრული გაფორმება; ხუროთმოძღვრება;

2. ნაგებობის სტილი.

იხ. აგრეთვე: ბაუჰაუზი, დეკორაცია, კულტურა, სტილი, შაბლონი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.371 არქიტრავი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არქიტრავი

ფრანგ. arcitrave

ბერძნ.

იტალ.

მთავარი კოჭი, ანტაბლემენტის ქვედა ნაწილი.

იხ. აგრეთვე: ანტაბლემენტი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.372 არშინი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არშინი

რუს. аршин

თურქ.

1. ძველებური რუსული სიგრძის საზომი, უდრის 16 ვერშოკს (71,12 სანტიმეტრს); იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე;

2. მოძვ.. ამ სიგრძის სახაზავი, რომელზედაც აღნიშნული იყო დანაყოფები (მეოთხედები და ვერშოკები).

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.373 არჩევნები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არჩევნები

გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ან ორგანიზაციის წარმომადგენლად რომელიმე პირის დასახელება. ა-ის ინსტიტუტი წარმომადგენლობითი ხელისუფლების აუცილებელი შემადგენელი ელემენტია და ფუნქციონირებს ყველა თანამედროვე არაპირდაპირ დემოკრატიაში. ა-ით ხორციელდება მოქალაქეთა მმართველობითი უფლებების დელეგირება კონკრეტული პირების, დელეგატებისადმი. ავტორიტარულ რეჟიმებშიც შეიძლება გაიმართოს ა., მაგრამ ამ დროს ან მხოლოდ ერთი კანდიდატია ასარჩევი (როგორც მაგ., ყოფილ საბჭოთა პრაქტიკაში), ან საარჩევნო სისტემაში გამეფებული კორუფცია ყოველგვარ აზრს უკარგავს არჩევნებს.

იხ. აგრეთვე: პარლამენტი, სამოქალაქო განათლება

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.374 არც აცივა, არც აცხელა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არც აცივა, არც აცხელა

სწრაფად, ანაზდად, დაუყონებლივ ჩაიდინა (რამე)

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.375 არც მწვადი დაწვა, არც შამფური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არც მწვადი დაწვა, არც შამფური

ისე მოხერხებულად (ეშმაკურად) გააკეთა საქმე, რომ არც ერთ მხარეს ავნო, არც მეორეს, არავის აწყენინა.

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.376 არც ღვინო, არც წყალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არც ღვინო, არც წყალი

უხეირო, უგერგილო. მაგ., უმცროსი რძლები ხომ არც წყალი იყვნენ და არც ღვინო (ბანოვანი)

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.377 არხელაოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


არხელაოსი

მაკედონიის მეფე (414-399)

იხ. აგრეთვე: ნადიმი, პერსონალია, აგათონი

წყარო:

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.378 ასე გასინჯეთ! - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ასე გასინჯეთ!

თქვენ წარმოიდგინეთ!. მაგ., ...შეიქმნა ერთი საზოგადო მხიარულება, ასე გასინჯეთ, დედაჩემიც კი მეორე ოთახში იჯდა და ცდლობდა, სიცილი შეეკავებია (აკაკი)

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.379 ასიმეტრია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ასიმეტრია

ბერძნ. asymmetria

სიმეტრიის უქონლობა ან დარღვევა.

იხ. აგრეთვე: ა, სიმეტრია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.380 ასირია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ასირია

ძველი ლევკოსირია, რომელიც კაპადოკიის და პაფლაგონიის ნაწილს შეიცავდა და აღწევდა მდ. ირისის შესართავამდე და სინოპამდე. იგულისხმება, რომ არგონავტები სინოპს მიადგნენ.

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – IX

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.381 ასკეზა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ასკეზა

ბერძნ. áskesis „ფიზიკური ვარჯიში“, შემდეგ გვიანლათ. დამკვიდრდა ფორმა ascesis

იტალ. Ascesi

თავდაპირველად სიტყვა აღნიშნავდა ნებისმიერ ვარჯიშს, – ფიზიკურს, ინტელექტუალურსა თუ ზნეობრივს, — შესრულებულს გარკვეული მეთოდით წინსვლის მისაღწევად. ქრისტიანობაში შეიძინა თითქმის ტექნიკური მნიშვნელობა და აღნიშნავს ძალისხმევათა ერთობლიობას, რომელთა მეშვეობითაც ადამიანს სურს წინსვლა ზნეობრივსა და რელიგიურ ცხოვრებაში, რათა მიაღწიოს მთის ქადაგებაში (მათ. 5:1, შმდ.) ჩამოყალიბებულ ქრისტიანული სრულყოფილების იდეალს. ქრისტიანული ასკეტიზმი, რომელიც განდგომასა და საკუთარი თავის უარყოფას გულისხმობს, სულიერ ცხოვრებაში ღმრთის ქმედების უზენაესობას ექვემდებარება.

წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4

1.382 ასკეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ასკეტი

ბერძნ. askētēs – რამეში მოვარჯიშე

ასკეტიზმის მიმდევარი; ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ყოველგვარ ამქვეყნიურ სიამოვნებაზე.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.383 ასკლეპიოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ასკლეპიოსი

თესალიელი მეფე და ექიმი, შემდეგში მედიცინის ღმერთი

იხ. აგრეთვე: ნადიმი, ღმერთი

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.384 ასონანსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ასონანსი

ფრანგ.

რითმა, რომელშიც მხოლოდ ხმოვნებია შეწყობილი.

იხ. აგრეთვე: ალიტერაცია, რითმა, ლიტერატურა

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.385 ასოციაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ასოციაცია

ლათ. დაკავშირება, შეერთება

ფიზიკური და (ან) იურიდიული პირების ნებაყოფლობითი გაერთიანება ერთობლივი თანამშრომლობის მიზნით

იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება

წყარო: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8

1.386 ასპარეზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ასპარეზი

სპარს. „ასბრიზ“, „ცხენის სარბიელი“

მოქმედების, მოღვაწეობის, ბრძოლის, შეჯიბრის ადგილი.

იხ. აგრეთვე: თეოდიცეა

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.387 ასპექტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ასპექტი

ლათ. aspectus – შეხედულება, სახე.

1. წიგნ. ასეთი ან ისეთი შეხედულება, თვალსაზრისი, რომლითაც განიხილავენ საგნებს, მოვლენებს და სხვ. 2. ლინგვ. გრამატიკული კატეგორია, რომელიც გვიჩვენებს - ზმნით წარმოდგენილი მოქმედება დასრულებულია თუ დაუსრულებელი. მაგ., "ხატა" (უსრული ასპექტი) – "დახატა" (სრული ასპექტი).

იხ. აგრეთვე: სექსოლოგია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.388 ასტრონავტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ასტრონავტი

ბერძნ. astron – ვარსკვლავი, nautes – მეზღვაური

იხ. აგრეთვე: კოსმონავტი

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.389 ასტრონომი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ასტრონომი

ასტრონომიის სპეციალისტი.

იხ. აგრეთვე: ასტრონომია

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.390 ატა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ატა

ჰომეროსთან ბედისწერის, უბედურებისა და შურისგების ქალღმერთი

იხ. აგრეთვე: ნადიმი, ჰომეროსი

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.391 ატლანტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ატლანტი

ტიტანი. ჰომეროსის მიხედვით მას ზეცა ჰკიდია ზურგზე და ამაგრებს. მისი სახელობის მთა იყო ჩრდ. დას. აფრიკაში

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XIII

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235

1.392 ატომი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ატომი

ბერძნ. atomos – განუყოფელი

ქიმიური ელემენტის უმცირესი ნაწილაკი, რომელიც შედგება ატომგულისა და ელექტრონებისაგან; მე-20 საუკუნემდე მიაჩნდათ ნივთიერების განუყოფელ ნაწილაკად.

იხ. აგრეთვე: ქიმია, ელექტრონი, პროტონი, მოლეკულა, ეპიკურე (ძვ.წ.აღ. 341 - 270)

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.393 ატრიბუტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ატრიბუტი

ლათ. attributum – თვისება, კუთვნილება

1. ფილოს. საგნის ან მოვლენის ძირითადი, არსებითი თვისება;

2. რისამე დამახასიათებელი ნიშანი;

3. გრამატ. განსაზღვრება, მსაზღვრელი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.394 ატრიბუცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ატრიბუცია

მწერლობისა და ხელოვნების ანონიმურ ნაწარმოებთა ავტორის დადგენა

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.395 ატროფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ატროფია

ბერძნ.

1. სხეულის რომელიმე ორგანოს გამოფიტვა და დაკნინება.

2. (გადატანით) რისამე უნარის დაჩლუნგება, დაკარგვა.

იხ. აგრეთვე: ორგანო

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.

1.396 აუტკივარი თავის ატკივება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აუტკივარი თავის ატკივება

არასახათაბალო საქმის სახათაბალოდ გახდა, (თავისი) თავის ცუდ მდგომარეობაში ჩაყენება

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.397 აფეტები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აფეტები

ის ადგილი, საიდანაც ხომალდმა არგომ ლაშქრობა დაიწყო

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – IX

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.398 აფილიეტ მარკეტინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აფილიეტ მარკეტინგი

აფილიეტ მარკეტინგი არის პროცესი, როცა ვიღებთ საკომისიოს (პროდუქტის ფასის გარკვეულ პროცენტს) სხვისი პროდუქტების გაყიდვით.

პოულობ პროდუქტს, რომელიც მოგწონს, შემდეგ უზიარებ აუდიტორიას და იღებ გარკვეულ slide1პროცენტს თითოეული გაყიდვიდან.

ბედნიერი ხარ, რადგან აიღე საკომისიო

კომპანია ბედნიერია, რადგან მოიპოვა ისეთი კლიენტი, რომელსაც, დიდი ალბათობით, ხმას ვერ მიაწვდენდა

მყიდველი კმაყოფილია, რადგან მიიღო ინფორმაცია, ნივთი ან სერვისი, რითაც მიაღწევს სასურველ მიზანს

აფილიეტ მარკეტინგის სილამაზე ის არის, რომ არ გიწევს დროის ხარჯვა საკუთარი პროდუქტის შექმნასა და გაყიდვაზე.

აფილიეტ მარკეტინგის ორი უმნიშვნელოვანესი წესი

გამოიყენეთ სფერო, რომელსაც კარგად იცნობთ – თუ კონკრეტულ სფეროში კარგად ერკვევით, მაშინ ბევრად უფრო გაგიადვილდებათ მომხმარებლის დარწმუნება, ვიდრე მაშინ, როცა მინიმალური წარმოდგენა გაქვთ გასაყიდ პროდუქზე, სერვისზე ან ნივთზე.

მომხმარებელს არასდროს უთხრა პირდაპირ, ”იყიდე” – ეს პროცესი ბუნებრივად უნდა მოხდეს, თქვენი კონტენტი იმდენად დამაჯერებელი, დამყოლი და ხარისხიანი უნდა იყოს, რომ ვიზიტორს პროდუქტის ყიდვის სურვილი თავად გაუჩნდეს და თქვას, ”ეს მე ნამდვილად გამომადგება”.

წყარო: რა არის აფილიეტ მარკეტინი?

1.399 აფიქსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აფიქსი

ლინგვ.

ლათ. affixus – მიმაგრებული

სიტყვის ნაწილი, რომელსაც აქვს გრამატიკული (და არა საგნობრივი) მნიშვნელობა. მაგ.: ა-შენ-ებ-ს სიტყვაში ა-, -ებ და -ს აფიქსებია.

იხ. აგრეთვე: გრამატიკა, პრეფიქსი, სუფიქსი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.400 აფორიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აფორიზმი

ბერძნ.

დახვეწილი, ლაკონური ფორმით გამოთქმული ბრძნული აზრი.

იხ. აგრეთვე: ეპიგრაფი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.401 აფრის აშვება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აფრის აშვება

დაურიდებლად მოქცევა, აწყვეტა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.402 აფროდიტე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აფროდიტე

ბერძნ.

ოლიმპიური რელიგიის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, სიყვარულისა და მშვენიერების ქალღმერთი. რომაულ მითოლოგიაში მას აიგივებენ ვენუსთან. აფროდიტე ერთობ პოპულარული მითოლოგიური პერსონაჟია ანტიკურ მწერლობაში. მის სახელს მრავალი ამბავი უკავშირდება.

აფროდიტეს დაბადების ორი ვერსია არსებობს. ჰომეროსის გადმოცემის თანახმად, იგი ზევსისა და ოკეანიდ დიონეს ასულია. სხვა, უფრო გავრცელებული ვერსიით, მისი წარმოშობა უკავშირდება ურანოსს: როდესაც კრონოსმა ბასრი ადამანტით ურანოსს მოჰკვეთა გასამრავლებელი ასო, იგი ზღვაში მოისროლა. ამ ასოს გარშემო ზვირთი აქაფდა, ხოლო ქაფიდან ამოიმართა ულამაზესი შიშველი ქალიშვილი, რომელმაც ნიჟარაზე მჯდომმა მიაღწია კუნძულ კითერას. არ მოეწონა სიმცირის გამო და დასავანებლად შეარჩია კუნძული კვიპროსი. აქ სიხარულით შეეგებნენ მას დროთა ღვთაება ჰორები და დიდებული ოქსინოთი შემოსეს. თმები შეუმკეს ოქროს გვირგვინით, მორთეს უძვირფასესი სამკაულებით და აღამაღლეს ოლიმპოსის მაღალ ღმერთებთან.

მისი მშვენებით მოხიბლულ ღმერთებს აღფრთოვანებული შეძახილები აღმოხდათ. მას შემდეგ მარად ახალგაზრდა, ღვთაებათაგან სილამაზით გამორჩეული აფროდიტე ოლიმპოსის ბინადარია. როდესაც იგი ცისარტყელასავით ფერად ბიალონს მოისხამს და სადმე მიდის, მზეს ემატება ნათელი, ყვავილები უფრო ლამაზად იფურჩქნებიან. უსიერ ტყეთა სიღრმეებიდან გამორბიან ცხოველები და გარს ეხვევიან. ტკბილი გალობით თავს დასტრიალებენ ფრთოსანთა გუნდები. აფროდიტეს თან მიჰყვებიან წელიწადის დროთა ცვლის მეუფე ჰორები, მომხიბლავი ქარიტები, დარწმუნების ღვთაება პეითო, ცელქი ბიჭუნა ეროსი, ქორწინების მფარველი ჰიმენეოსი და სხვა მარადიული ძალები.

აფროდიტეს წელს უმშვენებს ჯადოსნური სარტყელი, რომელშიც ჩაქსოვილია სიყვარული, ვნება, ტრფობის ჩურჩული, გრძნობის გამხელა, მაცდური სიტყვა და ყველა ხიბლი. ის, ვინც წელზე შემოიკრავს ამ სარტყელს, უმალ ივსება მომხიბლაობის ჯადო-ძალით.

ზევსმა უმშვენიერესი აფროდიტე მიათხოვა ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთს, კოჭლ ჰეფესტოს.

მეცნიერებაში არ არის სრული თანხმობა აფროდიტეს კულტის წარმომავლობის თაობაზე. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ იგი წარმოადგენდა სიყვარულის ძველი სემიტური ღვთაების, იშტარ-ასტარტეს, ბერძნულ ვარიანტს და ელინურ პანთეონში მისი შემოსვლა პოსტმიკენური ეპოქით უნდა განსაზღვრულიყო. მაგრამ ამ მოსაზრებას აბრკოლებს ის, რომ სიყვარულის ღვთაების ცნობილ სამკვიდრებელში, პაფოსზე, აღმოჩენილია ძვ.წ. XII საუკუნის ნაგებობა, რომელიც მის კულტს უკავშირდება. ასე ადრე კი ფინიკიური და სემიტური გავლენის დაშვება არ უნდა იყოს რეალური.

რამდენადაც აფროდიტეს წარმოშობა ზღვას უკავშირდება, ეპითეტებიც შესაბამისი დაეძებნება: პონტია (ზღვისა), ლიმენია (ნავსაყუდლისა), ანადიომენე (ზღვიდან ამომავალი). ყოველივე ეს კი მიგვითითებს იმაზე, რომ შესაძლოა, თავდაპირველად იგი ზღვის ღვთაება ყოფილიყო და მხოლოდ ოლიმპიურ რელიგიაში შეეძინა სიყვარულის ქალღმერთის ფუნქცია. კლასიკური პერიოდის ფილოსოფოსები ერთმანეთისგან განასხვავებდნენ აფროდიტე პანდემოსსა (უხეში, ვნებიანი სიყვარულის ღვთაება) და აფროდიტე ურანიას (ამაღლებული სიყვარულის ღვთაება). შესაბამისად, მას მრავალი მითი დაუკავშირდა, სადაც აისახა სიყვარულის ქალღმერთის ეს ორმხრივი ხასიათი.

„ოდისეაში“ ცნობილი მომღერალი დემოდოკოსი მოგვითხრობს იმის თაობაზე, თუ როგორ გამოჭედა ჰეფესტომ „უხილავი მახე“, რომელშიც გააბა აფროდიტე და არესი სიყვარულის სარეცელზე. ამ სასიყვარულო კავშირის შედეგად დაიბადნენ: ჰარმონია, ეროსი, ანტეროსი, ფობოსი და დეიმოსი. აფროდიტეს ჰერმესისგანაც ჰყავდა ვაჟი სახელად ჰერმაფროდიტოსი. აფროდიტეს შეუყვარდა მოკვდავი ანქისესი, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი ენეასი, რომაელთა ლეგენდარული წინაპარი. მისი საყვარელი იყო ფინიკიელი ჭაბუკი ადონისიც.

მრავალი მითი აფროდიტეს შეყვარებულთა მფარველ ღვთაებადაც წარმოგვიდგენს. იგი მკაცრად სჯის მათ, ვინც სიყვარულის ძალას უარყოფს. ასე დასაჯა მან სიკვდილით ჰიპოლიტოსი, ნარკისოსი (ანუ ნარცისი,). ხოლო ჰიპსიფილესა და სხვა ლემნოსელ ქალებს საშინელი სიმყრალე შეჰყარა. აფროდიტე მოწყალეა მათ მიმართ, ვინც მის ძალას სცნობს და ადიდებს (პიგმალიონი).

აფროდიტეს კულტს არ ჰქონია ორგიასტული ხასიათი, თუმცა მას მთელს საბერძნეთში სცემდნენ თაყვანს. კულტის ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი იყო კუნძული კვიპროსი, სადაც დაივანა ქაფიდან შობილმა ქალღმერთმა. აქ, ქალაქ პაფოსში მდებარეობდა აფროდიტეს სახელობის ტაძარი, რომელსაც საერთობერძნული მნიშვნელობა ენიჭებოდა. აფროდიტეს კულტის მეორე ცენტრად ითვლებოდა კუნძული კითერა. სწორედ ამ ადგილების მიხედვით უწოდებდნენ სიყვარულის ღვთაებას პაფიას, კიპრისს, კითერეას.

ტოტემიზმის კულტის ნიშნები აფროდიტეს კულტში გამოვლინდა იმით, რომ მას, როგორც ზღვის ღვთაებას, ეძღვნებოდა დელფინი. ხოლო როგორც ნაყოფიერების ღვთაებას – მტრედი, ბეღურა, კურდღელი. სიყვარულისა და ნაყოფიერების მფარველი ქალღმერთის მცენარეებად ასახელებენ: ვარდს, ყაყაჩოს, ვაშლსა და მირტას.

ანტიკური ხანის ხელოვნებაში აფროდიტეს წარმოსახავდნენ უმშვენიერეს ქალად, არქაულსა და კლასიკურ პერიოდებში – შემოსილს, ხოლო ძვ.წ. IV საუკუნიდან – ნახევრად შიშველს ან შიშველს. განსაკუთრებული აღიარებით სარგებლობდა პრაქსიტელესის ქანდაკება, რომლის 50 ასლია ცნობილი (მათ შორისაა ერმიტაჟის „აფროდიტე ტავროსელი“). შემონახულია აფროდიტეს ქანდაკების ორიგინალები ელინისტური პერიოდისა. მათგან საქვეყნო აღიარება მოიპოვა აფროდიტე მილოსელმა, რომელიც ლუვრშია დაცული. აფროდიტეს გამოსახულება ხშირად გვხვდება ლარნაკებზე და ფრესკებზე. მას ხშირად წარმოსახავენ მომდევნო ხანის მხატვრებიც (პუსენი, ტიეპოლო, ბოტიჩელი, ტორვალდსენი, მაიოლი და სხვა).

ტროას ომში ეხმარებოდა ტროელებს

სინონიმი: ციური (ეპითეტი)

იხ. აგრეთვე: ილიადა, ღმერთი, ეპითეტი, ჰესიოდე

წყარო: ბიბლიოვიკი აფროდიტე

1.403 აფსირტე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აფსირტე

კოლხეთის მეფე აიეტის ვაჟი, მედეას უმცროსი ნახევარძმა

აფსირტე მდინარეს აღმა აჰყვა, მშვენიერი შესართავი გადასცურა და ამგვარად არგონავტებს იონიის ზღვის უკიდურეს უბეში შეღწევა დაასწრო (იგულისხმება ადრიატიკის ზღვის უბე)

სინონიმი: აფსირტოსი

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.404 აფსირტოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აფსირტოსი

ბერძნ.

კოლხეთის მეფის აიეტის ძე, მედეას ძმა

როდესაც მედეა არგონავტებთან ერთად კოლხეთიდან გაიქცა, თან გაიყოლა უმცროსი ძმა აფსირტოსი თავის გადარჩენის მიზნით. როდესაც მან დადევნებული აიეტის ხომალდებს თვალი მოჰკრა, აფსირტოსი აკუწა და მისი სხეულის ნაწილები ზვირთებში მიმოფანტა, რადგანაც იცოდა, რომ ამის მხილველი აიეტი შეწყვეტდა დევნას. ასეც მოხდა. აიეტი შეყოვნდა, რათა თავისი შვილის ზვირთებში მოტივტივე ნაწილები შეეგროვებინა. ამასობაში არგონავტებმა დრო იხელთეს და თვალს მიეფარნენ

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, აიეტი, მედეა

წყარო: ბიბლიოვიკი აფსირტოსი

1.405 აქადი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აქადი

სახელმწიფო შუამდინარეთში, რომელიც მდებარეობდა ტიგროსსა და ევფრატს შორის არსებულ ყველაზე ვიწრო რეგიონში.

იხ. აგრეთვე: ქალაქი, ილიადა, ოდისეა

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.406 აქელოიოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აქელოიოსი

აკარნანიის მდინარე

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.407 აქილევსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აქილევსი

ბერძნ.

გმირი, ტროას ომის მონაწილე. პელევსისა და თეტისის ძე. ჰომეროსის „ილიადას“ მთავარი გმირი.

პრომეთემ უმისნა ზევსს, რომ თუ ზღვის ღვთაება თეტისს მოიყვანდა ცოლად, დაიბადებოდა ძლევამოსილი ღმერთი, რომელიც მამას ჩამოაგდებდა ტახტიდან. მაშინ ზევსმა თეტისი ცოლად გააყოლა მოკვდავ პელევსს. მათ გაუჩნდათ შვილი, რომელსაც აქილევსი შეარქვეს.

თეტისს სურდა უკვდავება მიენიჭებინა თავისი ვაჟისათვის და ამიტომ დღისით ამბროსიას უსვამდა სხეულზე, ხოლო ღამით ცეცხლში აწრთობდა. ერთხელ ეს დაინახა პელევსმა და შეშინებულმა ამოიყვანა ცეცხლიდან ბავშვი. შეურაცხყოფილმა თეტისმა სასახლე დატოვა და კვლავ ზღვათა სიღრმეს დაუბრუნდა. ლეგენდის სხვა ვერსიის თანახმად, თეტისს ქუსლით ეკავა ახალშობილი და მდინარე სტიქსის წყლებში ავლებდა, როდესაც პელევსმა დაინახა. ამიტომ აქილევსის სხეული უვნებელი გახდა, მხოლოდ ქუსლი იყო მისი სუსტი ადგილი.

თეტისის გაქცევის შემდეგ პელევსმა თავისი ვაჟი აღსაზრდელად ჩააბარა ბრძენ კენტავრ ქირონს, რომელმაც ლომთა, ტახთა და დათვთა შიგნეულით გამოკვება პატარა, შეასწავლა მკურნალობა და ხელოვნება. მოხუცი ფენიქსის ძალისხმევით კი იგი დაეუფლა მჭევრმეტყველებასა და სამხედრო საქმეს.

თექვსმეტი წლის აქილევსი უკვე კლავდა ლომებს და ტახებს, ეწეოდა მალემსრბოლ ირმებს. იგი თავის მეგობარ, პატროკლოსსთან ერთად იზრდებოდა. როდესაც ღმერთებმა ჰკითხეს, თუ როგორ სიცოცხლეს არჩევდა, ხანგრძლივს, მშვიდსა და უსახელოს, თუ ხანმოკლესა და დიდებით მოსილს, აქილევსმა სახელოვანი სიცოცხლე ირჩია.

თეტისი ზრუნავდა თავის ვაჟზე. იგი ხშირად მოისწრაფოდა ხოლმე მისკენ ზღვათა სიღრმიდან. როდესაც ტროას ომი დაიწყო, თეტისმა აიძულა აქილევსი გამგზავრებულიყო კუნძულ სკიროსზე და იქ, ქალურად გადაცმული, მეფე ლიკომედესის ასულთა შორის მიმალულიყო.

ბერძნებს უმისნეს, რომ ისინი აქილევსის გარეშე ტროას ომს ვერ მოიგებდნენ. მაშინ ოდისევსი, ნესტორი და აიასი გაემგზავრნენ კუნძულ სკიროსზე, სადაც ხალხში მოარული ხმის თანახმად, აქილევსი ეგულებოდათ. ლიკომედესმა მათ ნება მისცა, გაეჩხრიკათ მთელი სასახლე. ვერც ვერასოდეს აღმოაჩენდნენ ისინი ამ ვაჟს, ოდისევსს რომ არ ეეშმაკა: მან ლიკომედესის ქალიშვილებისათვის დაალაგა საჩუქრები, ძირითადად ძვირფასეულობანი, მათ შორის კი მოათავსა ფარი და მახვილი. ამ დროს, მისივე ბრძანებით, სასახლეში საბრძოლო საყვირის ხმა გაისმა. გოგონათაგან ერთ-ერთმა უმალ დასტაცა ხელი ფარსა და მახვილს, რომელიც საჩუქართა შორის ბზინავდა. ასე აღმოაჩინეს აქილევსი, რომელიც სიხარულით გაჰყვა მათ, რათა ტროას ომში მიეღო მონაწილეობა. იგი სათავეში ჩაუდგა პელევსის ერთგულ მირმიდონელთა ლაშქარს და თავის მეგობარ პატროკლოსსთან ერთად მოემზადა დიად საქმეთა აღსასრულებლად.

აქილევსმა სახელი გაითქვა ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე. მან მრავალი ტროელი გმირი გამოასალმა სიცოცხლეს. ერთ-ერთი ბრძოლის მოგების შემდეგ მას ნადავლად ერგო მშვენიერი ქალწული ბრისეისი, რომლის გამოც უთანხმოება მოუვიდა აგამემნონთან. ბერძენთა ბელადის მიერ შეურაცხყოფილმა გმირმა უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე. სწორედ აქილევსის ამ რისხვაზეა აგებული ჰომეროსის პოემა „ილიადა“:

ბრძოლის დაწყებიდან მეათე წელია. აქილევსი აღარ გამოდის ბრძოლის ველზე. ტროელები ამარცხხებენ ბერძნებს და ზღვისკენ დევნიან. მაშინ აქილევსი თავის აღსაჭურველს აძლევს პატროკლოსს და საბრძოლველად უშვებს. მართალია, პატროკლოსი ტროელთა შემოტევას მოიგერიებს,მაგრამ დიადი ჰექტორის ხელით განგმირული კვდება.

მეგობრის სიკვდილით შეძრული აქილევსი შურისძიებისათვის ემზადება. იგი ურიგდება აგამემნონს. თეტისის თხოვნით მისთვის ჰეფესტო ახალ აღსაჭურველს გამოჭედავს. საყოველთაოდ გახდება ცნობილი დიდებული ხელოვნებით ნაკეთი აქილევსის ფარი. ბრწყინვალე აღსაკაზმავით მოსილი აქილევსი ბრძოლის ველზე გადის და ამარცხებს ტროელებს. კლავს ჰექტორს, მის გვამს ეტლს მიაბამს და თავის ბანაკში გამოათრევს. ამის შემდეგ აქილევსი ღირსეულად დაკრძალავს პატროკლოსს. შეხვდება ტროელთა ხანდაზმულ მეფე პრიამოსს, რომელიც ღმერთების ნებით შეაღწევს მის ბანაკში, რათა შვილის გვამი გამოითხოვოს. მეფე პრიამოსს ღირსეულად გაისტუმრებს აქილევსი. ჰექტორის დაკრძალვით მთავრდება „ილიადა“.

გვიანი გადმოცემები მოგვითხრობენ აქილევსის ახალ გმირობებზე: მან დაამარცხა ამორძალთა დედოფალი პენთესილეა და ეთიოპთა მეფე მემნონი, რომლებიც ტროელთა მხარეს იბრძოდნენ. თავად კი დაიღუპა ტროას კედლებთან, პარისის მიერ ნასროლი ისრით აპოლონმა რომ მისი ქუსლისკენ წარმართა. ეს ხომ მისი სუსტი ადგილი იყო (მითის სხვა ვერსიის მიხედვით, აქილევსი განგმირა პარისმა ისრით, აპოლონმა მისი ქუსლისკენ რომ მიმართა მაშინ, როდესაც გმირი აპოლონის ტაძარში შევიდა, რათა ექორწინა პრიამოსის ასულ პოლიქსენეზე).

17 დღე დასტიროდნენ აქილევსს დედა თეტისი, ზღვის ღვთაებები და ბერძენთა მთელი ლაშქარი. მე-18 დღეს აქილევსის გვამი საზეიმოდ დაწვეს სამსხვერპლო კოცონზე. ფერფლი მოათავსეს ჰეფესტოს მიერ გამოჭედილ ოქროს ურნაში და პატროკლოსის ფერფლთან ერთად დაკრძალეს სიგეიონის კონცხთან.

ჰომეროსის თანახმად, აქილევსის სული დავანებული იყო ჰადესში, სადაც იგი მეფობდა გარდაცვლილებზე. სხვა გადმოცემით, თეტისმა სამსხვერპლო კოცონიდან ამოიტაცა მისი სული და დაასახლა კუნძულ ლევკეზე. აქ აქილევსი მკვდრეთით აღსდგა და იქორწინა იფიგენიაზე (სხვა ვარიანტით, მედეაზე ან ელენეზე).

გმირ აქილევსს თაყვანს სცემდნენ მთელს საბერძნეთში. მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს და საკურთხევლებს. მის პატივსაცემად მართავდნენ სპორტულ ასპარეზობებს და ზეიმებს. აქილევსის ჩამომავლად მიიჩნევდა თავს ალექსანდრე მაკედონელი.

გმირი აქილევსი პოეტთა, მხატვართა და მოქანდაკეთა საყვარელი პერსონაჟი იყო. ჰომეროსის გარდა მას უძღვნიდნენ თავის ქმნილებებს პინდაროსი, ევრიპიდე, ვერგილიუსი, ოვიდიუსი და სხვები. მისი სახე საინტერესო აღმოჩნდა მომდევნო ეპოქის ხელოვანთათვისაც. ამ მხრივ აღსანიშნავია კორნელის, ლაფონტენის, გოეთეს, კლეისტის და სხვათა ქმნილებები. რუბენსის, პუსენის, ვან დეიკის, ტიეპოლოს და სხვა მხატვართა ტილოები. ფართოდ არის ცნობილი ივანოვის სურათი სახელწოდებით „პრიამოსი, რომელიც აქილევსს სთხოვს ჰექტორის გვამს“.

ტროას ომში იბრძოდა აქაველების მხარეს

იხ. აგრეთვე: ილიადა, აგენორი, ნადიმი

წყარო: ბიბლიოვიკი აქილევსი

1.408 აქილევსის ქუსლი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აქილევსის ქუსლი

ვისიმე ან რისამე სუსტი მხარე, სუსტი ადგილი (ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, უდიდესი გმირის - აქილევსის - ერთადერთი სუსტი ადგილი იყო ქუსლი, ხოლო მისი სხეულის სხვა ნაწილები ყოველგვარი მახვილისათვის უძლეველი იყო)

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.409 აქსიომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აქსიომა

მათემატ.

ბერძნ. axiōma

1. ამა თუ იმ მეცნიერებაში ამოსავლად მიღებული დებულება, რომელიც თვითონ არ არის დამტკიცებული, მაგრამ აუცილებელია სხვა დებულებათა დასამტკიცებლად.

2. გადატ. თავისთავად ცხადი ჭეშმარიტება; დებულება, რომელიც არ საჭიროებს დამტკიცებას.

გეომეტრიული აქსიომა.

ლოგიკური აქსიომა

იხ. აგრეთვე: ლოგიკა, გეომეტრია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.410 აქტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აქტი

ლათ. actus

1. რაიმე ცალკეული მოქმედება. მაგ., ტერორისტული აქტი;

2. სხვადასხვა ხასიათის ოფიციალური დოკუმენტი; სიგელი;

3. რაიმე ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი. იურიდიული აქტი - აქტი, რომლითაც დადგენილია ვისიმე უფლება-მოვალეობანი;

4. დრამატული ნაწარმოების, სპექტაკლის დასრულებული ნაწილი; მოქმედება;

5. მოძვ. საზეიმო სხდომა სასწავლო დაწესებულებაში.

სააქტო დარბაზი - აქტისათვის განკუთვნილი დარბაზი; სხდომათა დარბაზი (ჩვეულებრივ, უმაღლეს სასწავლებელში).

იხ. აგრეთვე: სცენა, კომუნიკაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.411 აქტიური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აქტიური

ლათ. activus

1. რაიმე საქმიანობაში მხურვალე მონაწილეობის მიმღები, ენერგიულად მოქმედი (საპირისპ. პასიური);

2. რაც ვითარდება, რაც მოქმედებს;

3. გრამატ. მოქმედებითი გვარისა (ზმნა).

იხ. აგრეთვე: მონოლოგი, პასიური, პროცესი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.412 აქტორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აქტორი

ნებისმიერი ერთეული, რომელიც ინდივიდუალურ როლს თამაშობს საერთაშორისო ურთიერთობებში და წარმოდგენილია დამოუკიდებელ მონაწილედ (სუბიექტად). ა–ებს წარმოადგენენ სახელმწიფოები, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობები, ტრანსნაციონალური კორპორაციები, საერთაშორისო ტერორიზმი, ნარკობიზნესთან დაკავშირეული და სხვა კრიმინალური დაჯგუფებები, რელიგიური ორგანიზაციები და სხვ. ცალკეულ შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობების ა. შეიძლება იყოს კონკრეტული პირიც (მაგ., რომის პაპი).

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

(თვისებრივ კვლევაში) — პიროვნება, რომლის მოქმედებაც მკვლევრის დაკვირვების და შესწავლის საგანია. ტერმინი გამოიყენება ძირითადად ჩართული დაკვირვების შესახებ საუბრისას.

წყარო: ზურაბიშვილი თინათინ. თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თინათინ ზურაბიშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

1.413 აქცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აქცია

ძვ.ინგლ. share

ინგლ. stock

ფრანგ. action – ფასიანი ქაღალდი

1. ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ,“ მუხლი 51). იგი ადასტურებს მისი მფლობელის უფლებებს ემიტენტის საწესდებო კაპიტალში წილზე, მოგებიდან პროპორციული ნაწილისა და ემიტენტის ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი აქტივებიდან შესაბამისი წილის მიღებაზე; განარჩევენ ორი ტიპის აქციას: ჩვეულებრივს და შეღავათიანს (პრივილეგირებულს), რომლებიც საქართველოში გაიცემა მხოლოდ სახელობითი ფორმით (მსოფლიო პრაქტიკაში აქცია შეიძლება იყოს როგორც საწარმდგენლო, ასევე სახელობითი) (საქართველოს კანონი “მეწარმეთა შესახებ,” მუხლი 51, 52);

2. რაიმე პოლიტიკური ან ეკონომიკური მიზნის მისაღწევად წამოწყებული ქმედება.

იხ. აგრეთვე: კომპრომისი

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.414 აღაპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აღაპი

ბერძნ.

1. წიგნი, სადაც აღნიშნულია ეკლესიის ან მონასტრის შემომწირველთა სახელები

2. იგივეა, რაც ქელეხი

წყარო: ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008.

1.415 აღაჯი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აღაჯი

შვიდი კილომეტრი დაახლოებით

წყარო: ქიქოძე, გ. ერეკლე მეორე. - მე-2 გამოც.. - თბ. : სახელგამი, 1942. - 236გვ. ; 17სმ. - 9მ.60კ., ყდა 40კ., 4000ც.[MFN: 55437]

1.416 აღბუღა I ჯაყელი (13??–13??) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აღბუღა I ჯაყელი (13??–13??)

აღბუღა I ჯაყელი იყო სამცხის ათაბაგი. საქართველოს ათაბაგ-ამირსპასალარი XIV საუკუნის II ნახევარში, სჯულმდებელი. თავისი პაპის, ბექა მანდატურთუხუცესის სამართლის წიგნი განაახლა და საკუთარი კანონებით შეავსო. ეს კანონები ცნობილია "აღბუღას სამართლის სახელწოდებით".

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: ბიოგრაფიული ლექსიკონი აღბუღა I,

1.417 აღგვა პირისაგან მიწისა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აღგვა პირისაგან მიწისა

მოსპობა, განადგურება, გადაშენება, დედამიწიდან აღგვა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.418 აღდგომის გათენება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აღდგომის გათენება

ძლიერ გახარება, აღფრთოვანება, შვების გრძნობა (რაიმე შემთხვევის გამო)

სინონიმი: აღდგომის დღის მოსვლა

, აღდგომის დღის გათენება

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.419 აღვირის ამოდება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აღვირის ამოდება

შეზღუდვა, დამორჩილება

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.420 აღვირის აშვება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აღვირის აშვება

თვითნებურად მოქმედების დაწყება, გათავხედება, თავის აშვება

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.421 აღვირის მიშვება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აღვირის მიშვება

თავისუფლად, შეუზღუდველად მოქმედების უფლების მიცემა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.422 აღმასრულებელი ხელისუფლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აღმასრულებელი ხელისუფლება

ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, რომელიც არსებული კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე ახორციელებს ქვეყნის მართვას. ა.ხ. ქვეყნის, სახელმწოფო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი დანაყოფია. მიუხედავად იმისა, რომ ა.ხ. ყველა სახელმწიფოში არსებობს, იგი სხვადასხვა სახისაა იმის მიხედვით, თუ როგორია პოლიტიკური რეჟიმი ქვეყანაში. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ავტორიტარულ რეჟიმებს, სადაც ხელისუფლების დანაწილება დამოუკიდებელ ერთეულებად არასაკმარისად ხორციელდება ან საერთოდ არ ხორციელდება, დემოკრატიულ ქვეყნებში ა.ხ. ორი ძირითადი სახით არის წარმოდგენილი: ერთი მათგანის ტიპური ნიმუშია შეერთებული შტატების ა. ხ. რომელსაც პრეზიდენტი მეთაურობსა. საპრეზიდენტო ა.ხ. შედგება მინისტრებისა და სხვა უმაღლესი სახელმწიფო მოხელეებისაგან, რომელთაც პრეზიდენტი ნიშნავს და ხელმძღვანელობს. პრეზიდენტი ასევე განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ახორციელებს ადმინისტრაცია. ამასთან, საპრეზიდენტო ხელისუფლება შეერთებულ შტატებში შეზღუდულია კონგრესით და დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოებით, რომელთა ერთ-ერთი ფუნქცია იმის ზედამხედველობაა, რომ ა.ხ-ის მოქმედება არ გასცდეს კონსტიტუციის ფარგლებს.

იხ. აგრეთვე: პარლამენტი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.423 აღსამსთობელი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აღსამსთობელი

დილა

წყარო: ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი : 16800 სიტყვა : შედგენილია ილ. აბულაძის, აკ. შანიძის, ივ. იმნაიშვილისა და სხვა ავტორთა ლექსიკონური წყაროების მიხედვით / [შემდგ. გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე ; დაიბეჭდა სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით]. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2008 (გამ-ბა "სამშობლოს" სტ.). - 452გვ. ; 20სმ.. - ეძღვნ. წმ. ილია მართლის დაბადების 170 წლისთავს. - ბიბლიოგრ.: გვ. 6. - ISBN 99940-852-4-7, 2000ც.

1.424 აღქმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აღქმა

გრძნობის ორგანოებით (შეგრძნებით) მიღებუ¬ლი სტიმულების/ინფორმაციის გაგების, შემეცნების პროცესი.

იხ. აგრეთვე: მედიაწიგნიერება

წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი აღქმა

1.425 აშუღი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აშუღი

სახალხო მომღერალი, საზანდარ-მოშაირე, მიჯნური, არშიყი, მოალერსე, ტრფიალი, შეყვარებული, ძველად (მდაბიო ხალხში, ეხლაც), მეფეების დროს, ნათლობა, ქორწილ-ნიშნობა, მეჯლისი, ზეიმი და ლხინი უაშუღოთ-უსაზანდროთ არ შეიძლებოდა. „ალავერდა“, „ევანგულა“, „სერგო“, „ჭიპრა დალაქიშვილი“, „შალვარა პეტრუსა’, „აცაფურაანთ კინტო“ და სხვა აშუღები ძლიერ დაახლოვებულნი ყოფილან ძველ ქართველ ოჯახებში. მაგალითად, ცნობილი მოსიმღერე და პოეტი არუთინ საიათნოვა თავის სომხურ ლექსებშიც კი ხშირად იხსენებს ქართველი მეფეების სახელს. ძველი აშუღები, თურმე, ჯერ მიდიოდნენ სუფკარაპეტის ეკლესიაში, ლოცულობდნენ, ღმერთს შველას ევედრებოდნენ და შემდეგ სწერდნენ ლექსებს ან მღეროდნენ. აშუღების ფსევდონიმების ახსნა: თ უ რ ი ნ ჯ ი (რაზაჩაროვანი) გულაცრუებული? ს ა ი ა თ (ლოვჩი) მოხერხებული? ნ ო ვ ა (Горемыка) («Кавказ», 1853 წ., N II).

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.426 აწი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აწი

დასავლურქართული დიალექტური ფორმა

ახლა

ამის შემდეგ.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.427 ახალი ინდუსტრიული ქვეყნები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ახალი ინდუსტრიული ქვეყნები

მათ ,,აზიურ ვეფხვებსაც” უწოდებენ. ეს სახელმწიფოებია: ტაივანი, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, მალაიზია, სინგაპური, ჰონკონგი და ინდონეზია (გარკვეული მოსაზრებებით ლათინურამერიკული სახელმწიფოები ბრაზილია, მექსიკა, არგენტინა და ჩილეც მიეკუთვნებიან ახალი ინდუსტრიული ქვეყნების სიას). ეს სახელმწიფოები მეოცე საუკუნის მოვლენაა. ისინი საოცრად სწრაფი ტემპით განვითარდნენ და გარკვეული წონა მოიპოვეს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში. მათი განვითარების საწინდარი იყო ინდუსტრიული დარგების ამუშავება და სამრეწველო საქონლის ექსპორტის დაწყება. თუმცა ინდუსტრია არ არის ერთადერთი სფერო, რომელიც განავითარეს ახალმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა. მათ სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს მეცნიერებატევად დარგებში, ბიოტექნოლოგიაში, ზეგამტარობის სფეროში, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაში, რობოტმშენებლობაში და სხვ. უცხოური კაპიტალის მოზიდვის მიზნით ეს ქვეყნები ქმნიდნენ და ქმნიან საექსპორტო საწარმოო ზონებს, სადაც საგარეო ბაზარზე ორიენტირებული საქონელი იწარმოება. უმეტესად ისინი იქმნება ნავსადგურებთან და აეროპორტებთან ახლოს და იქ ყველა შესაძლო პირობაა შექმნილი სწრაფი და მაქსიმალურად იაფი წარმოებისათვის (შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, გაფიცვების აკრძალვა, სხვ.).

წყარო: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]

1.428 ახლად დაბადება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ახლად დაბადება

რაიმე კარგის, მეტის-მეტად სასიამოვნოს, გამაბედნიერებელის შემთხვევა, ძალიან გახარება, აღტაცება

სინონიმი: მეორედ დაბადება

, მეორედ შობა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ა

1.429 ახლოს - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ახლოს

κοντά σε:

1.430 აჰასფერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აჰასფერი

გერმ. Ahasver

შუა საუკუნეების თქმულებათა მიხედვით: ებრაელი, რომელიც მძიმე დანაშაულის გამო ღმერთმა შეაჩვენა და საუკუნო ხეტიალი მიუსაჯა; "მარადი ურია".

იხ. აგრეთვე: აჰასფერის სინდრომი

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.

1.431 აჰასფერის სინდრომი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


აჰასფერის სინდრომი

გვხვდება ალკოჰოლის, ნარკოტიკული და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელ ფსიქოპათიურ პიროვნებებში. ავადმყოფები მიმართავენ რა სხვადასხვა პირებს ან სამედიცინო დაწესებულებებს, თხზავენ ხატოვან ისტორიებს საკუთარი გაჭირვებისა და ავადმყოფობის შესახებ. რათა მიეცეთ საშუალება, მოიპოვონ სასურველი ნივთიერება. ნარკომანიის დროს ზოგჯერ მიმართავენ სხეულის თვითდაზიანებასაც სამედიცინო დახმარებასთან ერთად ნარკოტიკული საშუალებების მოპოვების მიზნით

იხ. აგრეთვე: აჰასფერი, სინდრომი

წყარო: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.