ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი





წინამდებარე ლექსიკონში ანბანურადაა დალაგებული ტერმინები, ცნებები და პერსონალიები, რომლებიც გამოადგებათ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

ლექსიკონი შედგენილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის თეა შუბითიძის მიერ და ეფუძნება მიხეილ ჭაბაშვილის, პიერო პეტროზილოს, ილია აბულაძის, აკაკი შანიძის, ივანე იმნაიშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, ნოდარ ნათაძის და სხვა ავტორთა ლექსიკონურ წყაროებს.

1 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ბ

▲back to top


1.1 ბაბილონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბაბილონი
ქალაქი შუამდინარეთში, ევფრატის ნაპირზე, ახლანდელ ქალაქ ჰილის (ერაყის) მახლობლად. ბაბნილონი ებრაული სახელია ბაბილონეთისა, რომელიც ბიბლიურ სიმბოლიზმში მუდამ ბოროტ ძალას განასახიერებს, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს მისი გამოყენება თავის გეგმათა განსახორციელებლად შეუძლია. ცნობილი ბაბილონის გოდოლი, რომელიც დაბადებაშია მოხსენიებული (11:1-9), ტერასებად ნაგებ კოშკს (ზიქურათს) წარმოადგენს. ბაბილონის აყვავების ხანაში გავრცელებული ამ ტიპის ნაგებობა სიმბოლოა კერპთაყვანისცემისა და ადამიანური ამპარტავნებისა, რომელსაც ღმერთი სჯის (ენათა აღრევა). ბიბლიის მიხედვით, ამ ადგილას მსოფლიოს პირველი ხალხი აშენებდა ე.წ. ბაბილონის კოშკს, რომლის წვერი უნდა მისწვდომოდა ღმერთს. ამით ხალხი ცდილობდა გაქცეოდა ღმერთის რისხვას, თუ ღმერთი კაცობრიობას მეორედ მოუვლენდა წარღვნას. ეს უგნურება და ამპარტავნება არ აპატია უფალმა და მანამდე ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხს ენა აურია და წარმოიშვა სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ერები. მითოლოგიის მიხედვით, ბაბილონი „ღმერთების კარი“, ბაბილონეთის დედაქალაქი. მიწიერ ქალაქს ცაში აქვს თავისი წინასახე, რომლის გეგმითაც აშენდა იგი. ბაბილონი წარმოდგენილია ღმერთების საკრებულოდ, რომლის სათავეში ზის მარდუქი და განაგებს არა მხოლოდ ქალაქისა და ქვეყნის, არამედ მთელი სამყაროს ბედს.

წყარო: ბიბლიოვიკი ბაბილონი

1.2 ბაბილონის გოდლის აშენება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბაბილონის გოდლის აშენება
ღრიანცელი, უაზრო ხმაური, არევ-დარევა, უთავბოლობა. (ბიბლიის მიხედვით, ბაბილონის ძლიერი სამეფოს შემქმნელმა ვინმე ნიმროდმა, მთელ ქვეყანაზე გაბატონების მიზნით, დაიწყო გოდოლის ანუ მაღალი კოშკის აშენება, რომელიც ცას უნდა მიბჯენოდა. ნიმროდის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა გოდოლის უმარავ მშენებელს აურია ენა - თითოეული მათგანი სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა და, ამდენად, მოუსპო ურთიერთგაგებინების საშუალება. ამან გამოიწვია უთავბოლობა, არევ-დარევა და მშენებლობის ჩაშლა).

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.3 ბაბლი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბაბლი
ჩვეულებრივ იხმარება მრავლობით რიცხვში , „ბაბლები“ - საბნის თავსა და ბოლოში მიკერებული ნაჭრები.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.4 ბაგაჟნიკი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბაგაჟნიკი (ბარბარიზმი)
რუს. багажник საბარგული

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ბაგაჟნიკი (ბარბარიზმი)

1.5 ბაგრატიონი ნიკო (1868-1933) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბაგრატიონი ნიკო (1868-1933)
სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი. დაბადების ადგილი: სოფელი მუხრანი, მცხეთის რაიონი. ნიკო გიორგის ძე ბაგრატიონი(ნიკო ბური) წარმოშობით ეკუთვნოდა ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს. 1899 წელს პეტერბურგში გაემგზავრა, იქიდან პარიზში, შემდეგ მარსელზე გავლით ალექსანდრიაში(ეგვიპტე) ჩავიდა. იმ ხანებში დაიწყო ინგლის-ბურების ომი. ბაგრატიონი, როგორც მოხალისე, ტრანსვაალში გაემგზავრა და ინგლისელების წინააღმდეგ იბრძოდა. იგი ახლოს გაეცნო ტრანსვაალის პრეზიდენტს პაულუს კრიუგერს, გამოჩენილ სარდალებს პეტრუს ჟუბერსა და ლუის ბოტას. ბურების დამარცხების შემდეგ ბაგრატიონი მონაწილეობდა პარტიზანულ მოძრაობაში. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ინგლისელებმა დაატყვევეს და დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ, როგორც საქართველოს სამეფო გვარის შთამომავალს, დახვრეტა შეუცვალეს წმ. ელენეს კუნძულზე გადასახლებით, საიდანაც იგი ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. ბაგრატიონმა დაწერა მოგონებების წიგნი "ბურებთან". პირველ ნაწილში აღწერა თავისი ოჯახის თავგადასავალი, XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოს ყოფის ცალკეული სურათები, მეორე, უფრო ვრცელი ნაწილი მიუძღვნა ტრანსვაალის ომს და თავის მონაწილეობას ამ ომში. ინგლისელებისა და ბურების ომის(1899–1902) აქტიური მონაწილე.

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: ბიოგრაფიული ლექსიკონი ნიკო ბაგრატიონი

1.6 ბადალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბადალი
ფეოდალურ საქართველოში სხვის ნაცვლად სამხედრო ბეგარის მომხდელი. ბადლობის ინსტიტუტი ქართული სამართლის ძეგლებში XIV საუკუნიდან ჩანს. გამოკვეთილად იგი ჩამოყალიბდა XVIII საუკუნეში ქართლ-კახეთის სამეფოში მორიგე ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. ჯარში თავის ნაცვლად ბადალის წარდგენა შეეძლო სოფლის მღვდელს, ვაჭარს, გუთნისდედას, მეწისქვილეს და ზოგი სხვა ხელობის კაცს. ბადალს ან ქირაობდნენ, ანდა ხაზინაში სათანადო ფულადი თანხა – „მორიგის საბადლო“ შეჰქონდათ, რომელიც მოლაშქრის თუ ყარაულის დაქირავებას ხმარდებოდა. ბადლობის ინსტიტუტი სხვა ქვეყნებშიც არსებობდა. მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და სხვა.

იხ. აგრეთვე: მინოსური კულტურა

წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.

1.7 ბადეში გაბმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბადეში გაბმა
გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნა, ვისიმე ხრიკების მსხვერპლად გახდომა, მახეში გაბმა სინონიმი: ბადეში გახვევა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.8 ბავშვების ფიზიკური დასჯა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბავშვების ფიზიკური დასჯა
უმთავრესად ხდება სასწავლო პროცესის დროს ან მშობლებისა და მეურვეების მიერ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა თავის ზოგად კომენტარში აღნიშნა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტიის მე-7 მუხლში აღნიშნული აკრძალვა გულისხმობს ასევე ფიზიკური და გადაჭარბებული დისციპლინარული სასჯელის, როგორც საგანმანათლებლო ან სადამსჯელო ზომის, აკრძალვას. სავარაუდოდ, სკოლაში ფიზიკური სასჯელის გამოყენება მშობლების მიერ გადაცემული უფლებამოსილების საფუძველზე ხდება. ქამრის გამოყენებით, რაც ერთ დროს შოტლანდიის სკოლებში დასჯის მეტად პოპულარული და ფართოდ გავრცელებული მეთოდი იყო, არ მომხდარა ევროპის კონვენციის დაღვევა („კემპბელი და გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“), რადგან არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ქამრით ცემის დროს მოხდა აღნიშნული ბავშვის ღირსების შელახვა საკუთარ ან ამხანაგების თვალში. ამგვარად, სასჯელი მიღებული იქნა როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც არ მიუღწევია არც სისასტიკის და არც მორალური ტანჯვის იმ ზღვრამდე, რომ ჩათვლილიყო კონვენციის დარღვევად (მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ დარღვევა დადგინდა მშობლების ფილოსოფიურ თვალთახედვასთან დაკავშირებით განათლების უფლების მიმართ – მუხლი 1(2), პირველი დამატებითი ოქმი). როგორც სიცოცხლის უფლების შემთხვევაში (თავი 13), სახელმწიფოებს შეიძლება ჰქონდეთ პირდაპირი ვალდებულება, იმოქმედონ პირის შეთანხმებებით განსაზღვრული უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ჯერჯერობით არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უღიარებია რომელიმე სახელმწიფოს მიერ ადამიანის საერთაშორისო უფლებების დარღვევა იმის გამო, რომ ის არ კრძალავს მშობლების მიერ ბავშვების ფიზიკურ დასჯას (ან იმის გამო, რომ პირიქით, კრძალავს მას). საკუთარი კეთილი ნებით, აგრეთვე, მოსახლეობის მხარდაჭერის გათვალისწინებით, ბევრმა სახელმწიფომ თავად აკრძალა ეს პრაქტიკა (განსაკუთრებით ევროპაში). ამის გამო გაერო-ს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ურჩია სახელმწიფოებს, გადასინჯონ მათი კანონმდებლობა ამასთან დაკავშირებით. გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლი გარკვევით არ ეხება ამ საკითხს. მიუხედავად ამისა, კომიტეტმა, სახელმწიფოს პრაქტიკისა და განვითარებადი ნორმების გათვალისწინებით, მოახდინა ამ საკითხის იმგვარი განმარტება, რის შედეგადაც მოხდა სამართლის ფორმირება ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, კონვენციის საერთო ტენდენციაა, რომ ბავშვის ფიზიკური შეურაცხყოფის ნებისმიერი შემთხვევა სახელმწიფოს მიერ სერიოზულად იქნეს განხილული

იხ. აგრეთვე: ბავშვი, სამოქალაქო განათლება

წყარო: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

1.9 ბავშვთა ომბუდსმენი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბავშვთა ომბუდსმენი
პირველი ბავშვთა ომბუდსმენი დაინიშნა ნორვეგიაში 1981 წელს. ომბუდსმენი არის დამოუკიდებელი, არა-პარტიული წარმომადგენელი, სპიკერი, მსაჯი, რომელიც ამოწმებს ასრულებენ თუ არა სამინისტროები და სხვები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და სთავაზობს მათ ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაუმჯობესებისათვის საჭირო ზომებს. ომბუდსმენი იცავს პატარების საჭიროებებს, უფლებებს, და ინტერესებს, მუშაობს ბავშვის უფლებათა კონვენციის გატარებაზე და მხარს უჭერს მის გავრცელებას. ომბუდსმენი უფლებამოსილია გამოიძიოს, კრიტიკულად შეაფასოს და გამოაქვეყნოს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ არა აქვს უფლება შეცვალოს ადმინისტრაციული ქმედება ან გააუქმოს ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები. ომბუდსმენი სამართლებრივი პირებისაგან, მშობლებისა და მეურვეებისაგან დამოუკიდებლად ერევა საქმეში რათა წარმოადგინოს ბავშვის უფლებები ყველა სახის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სადაც ბავშვები პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან ჩართულნი

იხ. აგრეთვე: ბავშვი, ომბუდსმენი, სამოქალაქო განათლება

წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004

1.10 ბავშვი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბავშვი
„ყველა ადამიანი 18 წლის ასაკამდე არის ბავშვი თუ სხვა, ამ ბავშვის მიმართ მოქმედი კანონმდებლობით ის არ ითვლება სრულწლოვნად უფრო ადრეულ ასაკში.” (ბავშვის უფლებების კონვენციის I მუხლი)

იხ. აგრეთვე: ბავშვთა ომბუდსმენი, ბავშვის უფლებათა დეკლარაცია, ბავშვის უფლებათა კომიტეტი, ბავშვის უფლებათა კონვენცია, ბავშვების ფიზიკური დასჯა, ბავშვის შრომა, ომბუდსმენი, ოჯახური ძალადობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი (შშმ), სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი (მოსწავლე), სამოქალაქო განათლება

წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ.; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი]; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004

1.11 ბავშვის უფლებათა დეკლარაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბავშვის უფლებათა დეკლარაცია
მიიღო გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 1959 წელს. ეს დოკუმენტი, რომელსაც არა აქვს სამართლებრივად მავალდებულებელი ხასიათი, აყალიბებს ათ ზოგად პრინციპს, რომლებიც შემდგომში საფუძვლად დაედო 1989 წელს მიღებულ ბავშის უფლებათა კონვენციას

იხ. აგრეთვე: ბავშვი, სამოქალაქო განათლება

წყარო: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]

1.12 ბავშვის უფლებათა კომიტეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბავშვის უფლებათა კომიტეტი
გაერო-ს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინიციატივას წარმოადგენს ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა. ბავშვის უფლებათა კომიტეტი პირველად 1991 წელს შეიკრიბა. მან დაიწყო სახელმწიფოთა 1989 წლის ბავშვის უფლებათა კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხოლო 1993 წელს უკვე მიიღო წევრი სხელმწიფოების ანგარიშები. კონვენციის 43-ე მუხლის საფუძველზე ჩამოყალიბდა ბავშვის უფლებათა კომიტეტი, რომელშიც შედიოდა „ათი უნაკლო მორალური თვისებების და ამ სფეროში აღიარებული კომპეტენციის მქონე წევრი“. წევრები მუშაობენ ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო როტაცია ხდება ყოველ ორ წელიწადში. თავდაპირველად კომიტეტი უნდა შეკრებილიყო წელიწადში ერთხელ, მაგრამ კონვენციის თითქმის საყოველთაო რატიფიცირების შემდეგ (192 წევრმა სახელმწიფომ, გაერო-ს ყველა წევრი სახელმწიფოს ჩათვლით, აშშ-ს და სომალის გარდა, რომლებმაც თუმცა მოაწერეს ხელი კონვენციას, მაგრამ არ მოახდინეს მისი რატიფიცირება), კომიტეტმა მოითხოვა შეხვედრების რაოდენობის გაზრდა. კომიტეტის მოთხოვნას დაეთანხმნენ წევრი სახელმწიფოები და გენერალურმა ასამბლეამ დააკმაყოფილა იგი. 1995 წლიდან კომიტეტის წევრები სამკვირიანი ვადით ყოველ წელს სამჯერ იკრიბებიან. ბავშვის უფლებათა კონვენცია, უპირველესად ყოვლისა, ხორციელდება ანგარიშების სისტემის საფუძველზე. კონვენციაში მოცემულ უფლებათა მრავალფეროვნების გამო, კომიტეტს განსაკუთრებული ადგილი უკავია გაერო-ს სისტემაში. იგი ეფექტიანად იყენებს ადამიანის მრავალრიცხოვან საერთაშორისო უფლებებს – სამოქალაქო და პოლიტიკურს, ეკონომიკურს, სოციალურს და კულტურულს – მოსახლეობის განსაკუთრებული სექტორის მიმართ. კონვენციის საყოველთაო ბუნების გათვალისწინებით, ეს აყენებს კომიტეტს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. თუ დავუშვებთ, რომ ანგარიშები დროულად ბარდება, თითეული სახელმწიფოს შესახებ იმ დამატებით ინფორმაციასთან ერთად, რომელიც მიიღება სესიამდელ შეხვედრებზე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სპეციალიზირებული ორგანოებიდან, მაშინ ყველაფერი ეს დაეხმარება კომიტეტს ადამიანის უფლებათა დაცვის განხორციელების მდგომარეობის სრული სურათის მიღებაში გაერო-ს თითქმის ყველა წევრ სახელმწიფოსთან დაკავშირებით

იხ. აგრეთვე: ბავშვი, სამოქალაქო განათლება

წყარო: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

1.13 ბავშვის უფლებათა კონვენცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბავშვის უფლებათა კონვენცია
(ბავშვთა კონვენცია) (მიღებულია 1989 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1990 წელს): კონვენცია, რომელიც განსაზღვრავს სამოქალაქო, კულტურულ, ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ უფლებათა მთელ სპექტრს ბავშვებისთვის.

იხ. აგრეთვე: ბავშვი, სამოქალაქო განათლება

წყარო: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009] მსოფლიო მნიშვნელობის იურიდიული დოკუმენტი. იგი მოიცავს ბავშვების როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს. ამ მხრივ მას გამორჩეული ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დოკუმენტებს შორის.

იხ. აგრეთვე: კონვენცია

წყარო: ეს შენი უფლებაა...= This is your right... / [ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია-დეა; ავტ.-შემდგ.: მადონა ხარებავა, ლალი ესებუა, მანანა გალუაშვილი [და სხვ.]; მხატვ. ზურაბ სულაკაური]. - [თბ. : ნეკერი, 2009]. - 84გვ.: ნახ., ფოტ.; 21სმ.. - ტერმინთა განმარტებანი: გვ. 79-82. - ბიბლიოგრ.: გვ. 83-84. - ISBN: 978-9941-404-98-6

1.14 ბავშვის შრომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბავშვის შრომა
* 15 წლამდე ასაკის ბავშვების მუდმივი შრომა: * სამუშაო, რომელიც ხელს უშლის ბავშვებს სკოლაში სიარულში * სამუშაო, რომელიც სახიფათოა ბავშვებისათვის და საზიანო მათი ფიზიკური, მენტალური და ემოციური ჯანმრთელობისათვის.

იხ. აგრეთვე: ბავშვი

წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ.; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი]; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004

1.15 ბაზიერთუხუცესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბაზიერთუხუცესი
რუს. მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე XVII-XVIII სს-ის საქართველოში. მას ებარა ნადირობასთან დაკავშირებული ყოველგვარი საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობა. ერთიანი ფეოდალური მონარქიის პერიოდში ამ საქმეებს მონადირეთუხუცესი განაგებდა, ხოლო საქართველოს დაშლის შემდეგ - ბაზიერთუხუცესი. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ბაზი“ შევარდენია, ხოლო „ბაზიერი“ - მეშევარდნე, შევარდენთა მწვრთნელი. ბაზიერთუხუცესი თავის საქმიანობას უძღვებოდა ბაზიერებისა და მეძაღლეთუხუცესის დახმარებით, რომლებიც იყოფოდნენ სხვადასხვა სახეობის მონადირე ფრინველთა და ძაღლთა მწვრთნელებად. ბაზიერები სანადირო ფრინველთა გამოზრდა-გაწვრთნასთან ერთად პასუხისმგებელნი იყვნენ „საშევარდნო გადასახადის“ აკრეფაზეც. ბაზიერთუხუცესის უფლება-მოვალეობებს ეხება იოანე ბატონიშვილი თავის „კალმასობაში“: „ბაზიერთუხუცესი ყოველთა მონადირეთა უფროსია და ყოველი სანადირო ადგილნი, მინდვრისა თუ ტყისა, თუ ჭალისა, და ფრინველი მის ხელქვეშ უნდა იყოს, რომ უიმისოდ ვერავინ ინადირებდეს, მეტადრე ყარაიაზედ და იორშია“. ბაზიერთუხუცესს ჰქონდა ჩაბარებული „სანადირო ფრინველნი, სანადირო ძაღლნი ... მეძაღლეები და ბაზიერები“. ამრიგად, გარდა მონადირე ფრინველთა და ძაღლთა მოშენება-მოვლისა, ბაზიერთუხუცესის მოვალეობა ყოფილა მეფის სანადირო ადგილ-ნაკრძალების დაცვა, რასაც მის უწყებაში შემავალი ტყისმცველები და „ჯელგის კაცნი“ ემსახურებოდნენ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოეჩინა ბაზიერთუხუცესს სამეფო სანადირო ზონების - ივრის ხეობისა და ყარაიის - დაცვის საქმეში. აქ მას მუდამ მზად უნდა ჰქონოდა სამეფოდ „შემოღობილნი ადგილნი და ნადირნი დამწყვდეულნი...“ (ოანე ბატონიშვილი). გარეშე პირებს, ბაზიერთუხუცესისაგან ნებართვის მიღების შემთხვევაში, მხოლოდ მთიან ზოლში შეეძლოთ ნადირობა. ბაზიერთუხუცესს წილი ჰქონდა მეფის სანადირო და სათევზაო ადგილებიდან მიღებულ შემოსავლებში, სანადირო წესების დამრღვევთა ჯარიმებში, ქალაქის საბაჟო გადასახდებში და, აგრეთვე, რიგითი ბაზიერებისა და ტყისმცველების შემოსავლებში.

იხ. აგრეთვე: მოხელე

წყარო: ბიბლიოვიკიბაზიერთუხუცესი

1.16 ბაზოფილი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბაზოფილი
ინგლ. basophil რუს. базофил ლათ. basophilum ბერძნ. basis ფუძე, philia სიყვარული ლეიკოციტების ერთ-ერთი ფორმა, გააჩნია შედარებით დიდი ზომის გრანულები, რომლებიც ძირითადი საღებავებით იღებება მუქ ლურჯად.

წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]

1.17 ბათიმეტრია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბათიმეტრია
ბერძნ. bathys – ღრმა, metreo – ვზომავ წყლის სიღრმეების გაზომვა.

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.18 ბაი-ბურად არ აგდებს - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბაი-ბურად არ აგდებს
არაფრად აგდებს, ყურსაც არ იბერტყავს, ყურადღებას არ აქცევს

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.19 ბაირონი ჯორჯ ნოელ გორდონ (1788-1824 წწ.) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბაირონი ჯორჯ ნოელ გორდონ (1788-1824 წწ.)
ჯორჯ ბაირონის მიერ შექმნილი პოეტური სამყარო ცნობიერად თუ არაცნობიერად ისე შეეთვისა ადამიანის სულს, რომ ძალზე ძნელი წარმოსადგენია მისგარეშე მსოფლიო ლიტერატურა, მსოფლიო კულტურა. ბაირონის შემოქმედება, თავისი იდეალებით, ისევე როგორც მთელი მისი მოღვაწეობა, ზოგადსაკაცობრიოა. მისი პოეზია ჭეშმარიტი კაცთმოყვარეობით არის განმსჭვალული. ჯ. ბაირონი ინგლისში ცნობილ არისტოკრატიულ, მაგრამ გაღარიბებულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. პატარა ბაირონი ფიცხი და მოუსვენარი ბავშვი იყო, სახით არაჩვეულებრივად ლამაზი, მაგრამ კოჭლი. ფიზიკურ ნაკლს ხელი არ შეუშლია მისი წარმატებისათვის. მას განსაკუთრებით იტაცებდა კრივი, ცხენოსნობა და ცურვა (1810 წელს მან დარდანელის სრუტე გადაცურა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა). 1798 წელს, 10 წლის ჯორჯ ბაირონმა მემკვიდრეობით მიიღო მეექვსე მემკვიდრის,ლორდის ტიტული და საგვარეულო ციხე-დარბაზი ნიუსტედში. 1801 წელს იგი სკოლაში მიაბარეს, სადაც შეისწავლა ლათინური და ბერძნული ენები, ანტიკური ხელოვნების ისტორია, ინგლისური ლიტერატურა. იგი ბევრს კითხულობდა, წიგნის კითხვა მისი ერთ-ერთი ძირითადი მისწრაფება იყო, ღრმად გაეცნო ფრანგი განმანათლებლების მოღვაწეობასა და იდეებს. ნიუსტედის მახლობლად მდებარეობდა ენსლის ჰოლი, სადაც ცხოვრობდნენ მისი შორეული ნათესავები. ბაირონი ხშირად სტუმრობდა მათთან. იქ მან გაიცნო მერილენ ჩავორსი - განსაკუთრებით მიმზიდველი, შინაგანი ბუნებით გამორჩეული ქალიშვილი. ბაირონს თავდავიწყებით შეუყვარდა მერი, მაგრამ ეს სიყვარული უიღბლო გამოდგა - 1805 წელს მერი ჩავორსმა იქორწინა ჯონ მასთერზე. ამ ამბავმა სულის სიღრმემდე შეძრა ახალგაზრდა პოეტი: „ენსლის სერებო, დგახართ ცივნი მიუკარებნი, აქ გაიქროლა უზრუნველმა ჩემმა ბავშობამ, გოდებენ ღამე ჩრდილეთის ცივი ქარები და არვის ძალუძს ამ მწუხარე მოთქმის ჩახშობა! იმ ნეტარ დღეებს რად ეწერათ გადაშენება როს ბედნიერი არ ვითვლიდი წუთებს აროდეს, მერის ღიმილი, ცისიერი მისი მშვენება, ვეღარასოდეს მომაჩვენებს თქვენს თავს სამოთხედ“. 1805 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ბაირონი შევიდა კემბრიჯის სახელგანთქმული უნივერსიტეტის კოლეჯში. სტუდენტობის დროს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული, რომელსაც მძაფრი კრიტიკით შეხვდა პრესა. მას პოეტმა მწვავე სატირული წერილი მიუღძვნა სათაურით „ინგლისელი ბარდები და შოტლანდიური მიმომხილველები“, რომელიც მიმართული იყო იმდროინდელი, უკვე მოძველებული ინგლისური ლიტერატურის წინააღმდეგ. კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, უკვე სრულწლოვანმა, პარლამეტში ხანმოკლე მოღვაწეობის დროს, პირველი სიტყვა წარმოთქვა პარლამენტის სხდომაზე მუშათა უფლებების შეზღუდვის კანონის მიღების წინააღმდეგ. საგულისხმოა, რომ ჯ. ბაირონს მოგონებები პირველ სიყვარულზე მუდამ თან სდევდა: „მორჩა, აღსრულდა! - გამიცხადდა კრული სიზმარი, იმედის სხივით აღარ ბრწყინავს ჩემთვის ცისკარი, უბედობის ჟამს სუსხიანმა მწარე ქარბუქმა ჩემი ცხოვრების გარიჟრაჟი დარდით მოქუფრა, მშვიდობით ტურფავ, სიყვარული, ლხენავ, იმედო! ნეტავ შემეძლოს, მოგონებავ, შენ გაგიმეტო!“ იმ დიდი სიყვარულის გამო, რომელიც გულში უღვივოდა, ბაირონს აღარ შეეძლო მერის ახლო ყოფნა, საჭირო იყო გარიდებოდა იქაურობას. იგი ცდილობს, პირადი გამოცდილებით და არა სხვადასხვა წიგნებში წაკითხული მასალით, შეიქმნას წარმოდგენა კაცობრიობაზე. ეს განწყობილება ბაირონმა ნათლად გამოხატა. „ლედის, რომელმაც მკითხა, თუ რატომ მივემგზავრები ინგლისიდან ზაფხულზე ცოდვილი წამით შეჩერდა ზღურბლეზე, როცა განდევნეს ედემის მხრიდან, ტანჯვა-წამება ეწერა შუბლზე, გარდასულ დღეთა წყურვილი შუბლზე, გადასულ დღეთა წყურვილი ღრღნიდა. თუმცა ხეტიალმა უცხო მხარეში დარდის ატანა უკეთ ასწავლა, მალე იპოვა შვება საქმეში, და იგონებდა წარსულს ანაზდად. დე, ასე იყოს მშვენებავ ჩემო! აღარ ვიხილავ შენს სათნო სახეს, ოხვრა წარსულზე მე ბედად მერგო, ტანჯვის საწინდრად არ მინდა მყავდე. მოვწყდები ყოველს! ისე არ მოხდეს, რომ ვერ დავუსხლტე ცდუნების ძალას, მიჭირს ვუმზერდე ჩემსა სამოთხეს და არ ვინდომო იქ დავრჩე მარად“. 1809 წელს ბაირონი ინგლისიდან მიემგზავრება საზღვარგარეთ, ემშვიდობება ბრიტანეთს. მას აფრიკის, გიბრალტარის კლდოვანი მთები და სტამბოლის მინარეთები ელოდებიან... „... და იქიდან კი, მინდა ვეწვიო სილამაზის მშობლიურ მხარეს, სად კავკასიონს კლდით შემოსილს, პირქუშს, მრისხანეს, გვირგვინად ადგეს დიდებული თეთრი მყინვარე“. მარად ჭეშმარიტი შთაგონების წყაროა ბაირონისათვის კავკასიონი. შთამბეჭდავია სცენა, რომელიც კავკასიონის მთების ფონზე თამაშდება. მისტერიაში „ცა და დედამიწა“, „სარდანაპალში“ კი ქალის წამოწითლებულ სახეს პოეტი კავკასიონზედაისის მზით ავარდისფერებულ ქათქათა თოვლს ადარებს: „ღრუბლებით გარშემოვლებული კავკასიონი, სადაც მარად არწივები ბუდობენ“. კავკასიონი მისი გმირისათვის საოცნებო მხარედ ქცეულა. ასურეთის უკანასკნელი მეფე სარდანაპალი ასე მიმართავს სატრფოს: „ნეტავ კავკასიონის მთებში პატარა ქოხში მაცხოვრა შენთან ერთად, მე იქ შვებით დავთმობდი გვირგვინს ყვავილების გვირგვინის ფასად“. პირველი მოგზაურობიდან ინგლისში დაბრუნების შემდეგ (1811-1812 წწ.) ბაირონს ხანმოკლე რომანი ჰქონდა ლედი კაროლინა ლემთან. პოეტმა მას პატარა ვულკანი უწოდა. ქალის მგზნებარე და ფიცხი ხასიათით გაბეზრებული ბაირონი ცდილობდა, შეეწყვიტა მასთან კავშირი, ეჭვით შეპყრობილმა ლედიმ მას წიგნზე წაუწერა: „გახსოვდე!“ პოეტმა მას მისწერა: „... მახსოვხარ მარად! გჯეროდეს ჩემი, მაგრამ შენზე ხომ კვლავ ორნი ვფიქრობთ: ქმარი, რომელსაც დაადგი რქები, და მე, რომელიც დემონად გიცნობ!“ 1816 წელს ბაირონმა კვლავ დატოვა ინგლისი, ახლა უკვე როგორც გაძევებულმა ადამიანმა. იგი ევროპაში, შვეიცარიის განთქმული ქალაქის, ჟენევის მახლობლად ერთ ტბასთან დასახელდა. აქ დაწერა მან „ჩაილდ ჰაროლდის“ მესამე ქება და ალპების მწერვალების სიდიადემ აღუძრა „მანფრედის“ შექმნის იდეა. ჟენევაში ჯ. ბაირონი გაეცნო და დაუახლოვდა თანამედროვე პოეტ შელის. 1817 წელს ბაირონი იტალიაშია, უშუალოდ მონაწილეობს იტალიელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლებში ავსტრიელთა წინააღმდეგ. იტალიაში იგი ვენეციისსილამაზემ მოხიბლა და ხარბად დაეწაფა მსუბუქი ცხოვრების დამათრობელ შარბათს. მრავალი სასიყვარულო თავგადასავალის შემდეგ ბაირონი ფიქრობს სამხრეთ ამერიკაში დასახლებას, მაგრამ იცის, რომ მღელვარე ბუნება ვერ აიტანს მშვიდობიანსა და უწყინარ ცხოვრებას და ამიტომ, 1823 წელს, ზაფხულში, იგიმიემგზავრება ბერძნების დასახმარებლად. პოეტმა გაყიდა მთელი თავისი ქონება ინგლისში და მიღებული ფული მთლიანად ბერძენთა განთავისუფლების საქმეს მოახმარა. ბაირონი 1824 წელს ავად გახდა. გარდაიცვალა საბერძნეთში. იგი წინასწარ გრძნობდა თავის აღსასრულს და ლექსად იწანასწარმეტყველა: „გემშვიდობებით, მორჩა ყოველი, აწ მძვინვარებით გული აღივსო, ჩემგან შენდობას ნუღარ მოელი, თუმც არ გაგწირავ სამარადისოდ...“ ამოუწურავია ჯორჯ ბაირონის შემოქმედება. ეს არის ციკლი აღმოსავლურიპოემებისა: „გიაური“, „აბიდოსელი სარძლო“, „ლარა“, „კორინთის ალყა“, „ პარიზიანა“. მწვავე დრამატული გრძნობით არის გამსჭვალული მისი ლექსების ციკლი, სათაურით: „ებრაული მელოდიები“, რომლებშიც სამშობლოს დაკარგვის ტკივილთან ერთად, გამოხატულია ადამიანის ძალისა და გამარჯვების რწმენა. ფილოსოფიურ-დრამატული პოემა „მანფრედი“ და მისტერია „კაენი“, რომლებშიც ბიბლიური გმირი გამოყვანილიაშეურიგებელ მეამბოხედ: „რა სიცოცხლეა ეს სიცოცხლე ვიშრომე, მაგრამ შრომა სასჯელად რისთვის მერგო? ნუთუ იმიტომ, ჩემმა მშობელმა სამოთხე რომ ვერ შეირჩინა, ნუთუ მე ვარ აქ დამნაშავე? - არ ვიყავ მაშინ დაბადებული; დაბადება არც მიძებნია: მე არ მახარებს ამნაირი მდგომარეობა, რომელსაც ახლა დაბადების შემდეგ განვიცდი...“ ჯორჯ ბაირონის შემოქმედებაში გარკვეული ადგილი უკავია სოციალურ პრობლემებსაც, ასეთებია: „ტასოს ჩივილი“, „მაზეპა“, „ჩაილდ ჰაროლდის“ ორი უკანასკნელი ქება; პოლიტიკური მოტივებით არის სავსე ტრაგედიები: „მარინო ფალიერო“, „ვენეციელი დოჟი“, „სარდანაპალი“, „ორი ფოსკარი“; სატირები: „ბეპო“, „ირლანდიელი ავატარა“, „სამსჯავროს ხილვა“ და სხვ. ბაირონის შემოქმედებითი ევოლიუციის მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია მისი დაუმთავრებელი რომანი ლექსად - „დონ ჟუანი“. მასში ასახულია ინდივიდუალისტი პიროვნების ამბოხება მსოფლიო სოციალური წყობილების წინააღმდეგ, მას ენაცვლება მომავლისადმი რწმენა, რაშიც მოჩანს ბაირონის შემოქმედებითი მეთოდის განვითარება რომანტიზმიდან რეალიზმამდე. ბაირონს უდიდესი აღიარება მოუტანა პოემა „ჩაილდ ჰაროლდის“ გამოქვეყნებამ. ნაწარმოების გმირი - ახალგაზრდა არისტოკრატი, მალე ჩამოყალიბდა სინამდვილის წინააღმდეგ ამბოხებული პიროვნების სინონიმად. პოემა გამსჭვალულია არსებული სოციალური წყობილების წინააღმდეგ პროტესტის გრძნობით. მას, ფრანგი განმანათლებლის იდეური მრწამსის ზეგავლენით, ცხოვრებაში არსებული სოციალური მოუწესრიგებლობისა და ეროვნული ჩაგვრის მიზეზად მიაჩნია უმეცრება და გაუნათლებლობა. ბაირონი, მისთვის დამახასიათებელი მელანქოლიური განწყობილებით, ე. წ. „მსოფლიო სევდის“ გამომხატველ პოეტად არის აღიარებული. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბაირონის გავლენით ჩამოყალიბდა ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელსაც „ბაირონიზმი“ ეწოდა. საქართველოში პოეტური განწყობილებითა და პირად ცხოვრებაში მომხდარი მსგავსებით, ბაირონს ენათესავება დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, ჩაილდ ჰაროლდი

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]

1.20 ბაკალავრი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბაკალავრი
ლათ. baccalaureus 1. დასავლეთ ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტებში ძველად (ამჟამად მხოლოდ ინგლისში): პირველი სამეცნიერო ხარისხი; 2. თანამედროვე საფრანგეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში: პირი, რომელსაც საშუალო სასწავლებელი აქვს დამთავრებული.

იხ. აგრეთვე: მაგისტრი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.21 ბაკხიდები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბაკხიდები
კორინთოს მეფის ბაკხის შთამომავალნი იყვნენ

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XI

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235

1.22 ბალ-მასკარადი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბალ-მასკარადი
ფრანგ. ბალი (მნიშვ.2)და მასკარადი ერთად.

იხ. აგრეთვე: ბალი, მასკარადი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.23 ბალეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბალეტი
ფრანგ. 1. სათეატრო ცეკვის ხელოვნება; 2. თეატრალური წარმოდგენა, რომელიც სრულდება ცეკვითა და პანტომიმით და რომელსაც მუსიკა ახლავს თან; მუსიკა ასეთი წარმოდგენისათვის.

იხ. აგრეთვე: დირიჟორი, ექსპლიკაცია, ვარიაცია, თეატრი, კულტურა, მუსიკა, პარტია, ქორეოგრაფია, ცეკვა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.24 ბალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბალი
ფრანგ. balle და bal – ბურთი და მეჯლისი. 1. ბუნების რაიმე მოვლენის (მაგ., ქარის, ზღვის ღელვის, მიწისძვრის) ძალის ან ინტენსივობის საზომი ერთეული; 2. მოწაფის ცოდნისა და ყოფაქცევის შეფასების ციფრობრივი გამოხატულება; ნიშანი; 3. ზოგიერთ სპორტულ შეჯიბრებაში (მაგ., ტანვარჯიშში) წარმატების ციფრობრივი აღნიშვნა. 4. დიდი საცეკვაო საღამო; მეჯლისი.

იხ. აგრეთვე: ბალ-მასკარადი, მასკარადი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.25 ბალმონტი კონსტანტინე (1867-1942) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბალმონტი კონსტანტინე (1867-1942)
რუსი პოეტი-სიმბოლისტი

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.26 ბალნეოთერაპია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბალნეოთერაპია
მინერალური წყლის აბაზანებით მკურნალობა.

იხ. აგრეთვე: თერაპია

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.27 ბანერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბანერი
რეკლამური ხასიათის გამოსახულება ან ტექსტური ბლოკი, რომელიც წარმოადგენს გვერდის ჰიპერატვირთვას პროდუქტის ან მომსახურების ფართო აღწერილობით. ბანერებს ათავსებენ სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებში რომ მიიზიდონ მნახველები, იმიჯის ფორმირების ან ამ რესურსის ამოძრავების საშუალება

იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, რეკლამა, ტექსტი, ბლოკი, ჰიპერატვირთვა, ინტერნეტი, რესურსი, იმიჯი

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ. ; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.28 ბანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბანი
იტალ. basso - დაბალი 1. მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმა 2. მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალი ხმა 3. აკორდის ქვედა ბგერა 4. დაბალი რეგისტრის სიმებიანი ან სასულე მუსიკალური საკრავი 5. მუსიკალური საკრავის კლავიშები ან სიმები, რომელბიც გამოსცემენ დაბალ ხმას ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი, დაბალი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.29 ბანის გასაღები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბანის გასაღები
იწერება სანოტო სისტემის მეოთხე ხაზზე და გვაძლევს მცირე ოქტავის ფა-ს ხმოვანებას. ბანის გასაღები გამოიყენება დაბალი რეგისტრის ნოტების ჩასაწერად

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.30 ბანის მიცემა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბანის მიცემა
აყოლა, გამოხმაურება; დადასტურება, დათანხმება

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.31 ბარათი (საბიბლიოთეკო) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბარათი (საბიბლიოთეკო)
ბიბლიოგრ. რუს. карточка სტანდარტული ზომის და დახაზულობის ბარათი, განკუთვნილი ბეჭდვითი ნაწარმოების აღსაწერად

იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ. ; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.32 ბარბარიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბარბარიზმი
ბერძნ. barbarismos ფრანგ. რომელიმე კონკრეტული ენისათვის არადამახასიათებელი, სხვა ენიდან ნასესხები სიტყვა ან გამოთქმა. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი ბარბარიზმები

იხ. აგრეთვე: ადიალა (ბარბარიზმი), ბაგაჟნიკი (ბარბარიზმი), ბლუსკა (ბარბარიზმი), გაეჩნი კლუჩი (ბარბარიზმი), გაზის პლიტა (ბარბარიზმი), გაზოსვარკა (ბარბარიზმი), გაიდლაინი (ბარბარიზმი), გაიკა (ბარბარიზმი), გაშეარება (ბარბარიზმი), დაანონსება (ბარბარიზმი), დაბუსტვა (ბარბარიზმი), დააფდეითება (ბარბარიზმი), დედლაინი (ბარბარიზმი), დუბლიონკა (ბარბარიზმი), ევიდენსი (ბარბარიზმი), ელექტრიჩკა (ბარბარიზმი), ელექტრო პლიტა (ბარბარიზმი), ელიმინაცია, ელიმინაცია (ბარბარიზმი), ევალუაცია (ბარბარიზმი), ელექტროსვარკა (ბარბარიზმი), ემერჯენსი (ბარბარიზმი), ემპირიული, ექაუნთი (ბარბარიზმი), ვალიდაცია (ბარბარიზმი), ვანა (ბარბარიზმი), ვენოკი (ბარბარიზმი), ვეშოლკა (ბარბარიზმი), ვიზიტკა (ბარბარიზმი), ვიზიტორი (ბარბარიზმი), ზაბორი (ბარბარიზმი), ზაგარი (ბარბარიზმი), ზმეიკა (ბარბარიზმი), ივენთი (ბარბარიზმი), ინსპირაცია (ბარბარიზმი), ინტერვენცია (ბარბარიზმი), კალბასი (ბარბარიზმი), კალგოტკა (ბარბარიზმი), კალიასკა (ბარბარიზმი), კეპკა (ბარბარიზმი), ლაივი (ბარბარიზმი), ლაითი (ბარბარიზმი), ლატკა (ბარბარიზმი), ლინკი (ბარბარიზმი), ლიფჩიკი (ბარბარიზმი), მაზოლი (ბარბარიზმი), მაიკა (ბარბარიზმი), მაროჟნი (ბარბარიზმი), მერჯინგი (ბარბარიზმი), მეშოკი (ბარბარიზმი), ნამიოკი (ბარბარიზმი), ნაპორი (ბარბარიზმი), ნაუშნიკი (ბარბარიზმი), ნაჩნიკი (ბარბარიზმი), ნიუსი (ბარბარიზმი), ობზერვაცია (ბარბარიზმი), პადაჩა (ბარბარიზმი), პადვალი (ბარბარიზმი), პადზემკა (ბარბარიზმი), პადიეზდი (ბარბარიზმი), პადოში (ბარბარიზმი), პაკლონიკი (ბარბარიზმი), პაკრიშკა (ბარბარიზმი), პალატკა (ბარბარიზმი), პასტა (ბარბარიზმი), პესოკი (ბარბარიზმი), პლავკა (ბარბარიზმი), პოლუშუბკა (ბარბარიზმი), ჟეშტი (ბარბარიზმი), რაკოვინა (ბარბარიზმი), სალფეთქი (ბარბარიზმი), სამასვალი (ბარბარიზმი), სარაია (ბარბარიზმი), საროჩკა (ბარბარიზმი), სასისკი (ბარბარიზმი), სასტავი (ბარბარიზმი), საჩკაობა (ბარბარიზმი), სგუშონკა (ბარბარიზმი), სემიჩკა (ბარბარიზმი), ტაბურეტკა (ბარბარიზმი), ტავარი (ბარბარიზმი), ტეხასმოტრი (ბარბარიზმი), ტიორკა (ბარბარიზმი), უგალოკი (ბარბარიზმი), ფანარი (ბარბარიზმი), ფართუკი (ბარბარიზმი), ფასვორდი (ბარბარიზმი), ფეისი (ბარბარიზმი), ფეიჯი (ბარბარიზმი), ფეშენ უიკი (ბარბარიზმი), ფეჩი (ბარბარიზმი), ფიგურანტი (ბარბარიზმი), ფიდბექი (ბარბარიზმი), ფინალური (ბარბარიზმი), ფლეშკა (ბარბარიზმი), ქეისი (ბარბარიზმი), შუბა (ბარბარიზმი), ჩაინიკი (ბარბარიზმი), ჩაშკა (ბარბარიზმი), ჩოლკა (ბარბარიზმი), ჩულქი (ბარბარიზმი), ცეპი (ბარბარიზმი), ციკლოვკა (ბარბარიზმი), ცინკი (ბარბარიზმი), ძედ მაროზი (ბარბარიზმი), ხადავოი (ბარბარიზმი), ჰაბი (ბარბარიზმი), ჰაილაითი (ბარბარიზმი)

წყარო: დიდი ქართული ონლაინ ლექსიკონი

1.33 ბარბაცი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბარბაცი
წონასწორობადაკარგული სიარული სინონიმი: ბანცალი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.34 ბარგის აკვრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბარგის აკვრა
წასვლა, აყრა, სამყოფი ადგილის დატოვება.

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.35 ბართლომეს ღამე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბართლომეს ღამე
რელიგ. კათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა პარიზში, 1572 წ. 24 აგვისტოს, წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს.

იხ. აგრეთვე: რელიგია, ჰუგენოტები

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.36 ბარიტონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბარიტონი
მუს. იტალ. baritono 1. მამაკაცის ხმა, საშუალო ტენორსა და ბასს შორის 2. ასეთი ხმის მქონე მომღერალი 3. საშუალო ზომის სპილენძის ჩასაბერი საკრავი; შედის სასულე ორკესტრის შემადგენლობაში

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22788]

1.37 ბასტილია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბასტილია
ფრანგ. ციხესიმაგრე და საპყრობილე პარიზში (აშენდა 1370-1382 წლებში), დაანგრიეს საფრანგეთის რევოლუციის დროს.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.38 ბაუჰაუზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბაუჰაუზი
მოდერნისტული მიმდინარეობა არქიტექტურაში. ჩაისახა გერმანიაში და შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ამ მიმდინარეობის ფუძემდებლები იყვნენ ვალტერ გროპიუსი, პეტერ ბერენსი ჰანს ჰოპი. ბაუჰაუზი არის, უპირველეს ყოვლისა, იდეა ტექნოლოგიებისა და კომფორტის შერწყმისა, სადაც ნივთები და ობიექტები ერთდროულად ლამაზი და ფუნქციურია.

იხ. აგრეთვე: არქიტექტურა, იდეა, კომფორტი, მოდერნიზმი, ტექნოლოგია

წყარო: ბიბლიოვიკი ბაუჰაუზი

1.39 ბაცანკალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბაცანკალი
სასთუმალი, სართუმალი, ლათხურმა(სვ.), ორთუმელი (სამეგრ.) თავსადები ფიცარი, საწოლად განკუთვნილი სკამ-ლოგინების, ლოგინებისა თუ ტახტის აუცილებელი ატრიბუტი. თავსადები ფიცარი ორ სადგარზე დახრილად მიმაგრებულ დირეებში იყო ჩასმული, რომ თავსადებად მოსახერხებელი ყოფილიყო. ეთნოგრაფიული მასალა ბაცანკალს მხოლოდ შიშველ თავსადებად კი არ წარმოაჩენს, არამედ ცხადყოფს, რომ მასზე იდებოდა სასთუმლად გადახვეული ფარდაგი, ნაბადი, ბალიში. ბაცანკალად იგი ამ შემადგენელ ნაწილებთან ერთად აღიქმებოდა. ამის საუკეთესო მაგალითს დღეს სვანური „ლათხურმაშ“-ი წარმოადგენს. ამ ტერმინით დღესაც ფიცრის თავსადებთან ერთად მასზე დადებული ნაბადი,ფარდაგი და სხვა იხსენიება.

წყარო: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,

1.40 ბაჯაჯგუნა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბაჯაჯგუნა
ირლანდ. კრუხის პალო სინონიმი: ჯუჯა, ქონდრის კაცი, ცეროდენა, ციდა-მტკაველა, ჩია, კოპიჭა, ბაშტი, კუსპარა, გოჩუნა, კორჩიოტა, ჩირიკელა.

წყარო: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. – 559 გვ.

1.41 ბდღვირის ადენა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბდღვირის ადენა
განადგურება, გაცამტვერება; ცემა, ზურგზე ბოლის ადენა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.42 ბედიის მონასტერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბედიის მონასტერი
მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ოჩამჩირის რაიონის, სოფელი ბედიაში. ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა და მასვე აქ საეპისკოპოსო დაუარსებია. სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი. მისგან დასავლეთით შემორჩენილია ბედიელ მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე. ტაძარი მნიშვნელოვნად გადაუკეთებიათ XIII-XIV საუკუნეთა მიჯნასა და XV საუკუნეში. სამრეკლო XII-XIV საუკუნეების ნაგებობას წარმოადგენს, ხოლო საეპისკოპოსო პალატა აშენდა XV საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის – ანტონ ჟუანისძის მიერ. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის სამი ფენა, რომლებიც X-XI, XIII-XIV და XVI-XVII საუკუნეებით თარიღდებიან ბედიის ტაძრის ფასადებზე, ინტერიერში ფრესკებსა და საეკლესიო ნივთებზე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები, რომლებიც შესრულებულია ქართული ასომთავრული დამწერლობით და მოგვითხრობენ ტაძრის მშენებლობის, განახლება-რესტავრაციის ამბავს. ბედიის საეპისკოპოსო შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. აქვე იყო განთავსებული უნიკალური წიგნთსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა გადაწერა, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნთსაცავის შევსება ახალი ხელნაწერებით. ბედიის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს საქართველოს ერთიანობისა და განუყოფლობის სიმბოლოს. აქ დასაფლავებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და დედამისი – დედოფალი გურანდუხტი. ბედიის მონასტრის გეგმარების მსგავსი ანსამბლით იქმნებოდა შუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ლანდშაფტი. ანსამბლის მთავარ ხუროთმოძღვრულ ელემენტს გუმბათით დაგვირგვინებული ტაძარი წარმოადგენდა. კომპლექსს გალავანი შემოუყვებოდა და მის დასავლეთ მხარეს, გალავნის კედლის ხაზში, ეპისკოპოსის სასახლე და კარიბჭეა ჩართული. ეპისკოპოსის სასახლის ნანგრევები ტაძრის დასავლეთით, დაახლოებით 50 მ-ის დაშორებით მდებარეობს. თავდაპირველად იგი ორსართულიანი ყოფილა, ამჟამად მეორე სართული თითქმის დანგრეულია, დარჩენილია ჩრდილო-დასავლეთის კუთხისა და დასავლეთის კედლის ფრაგმენტები. მეორე სათავსოში შესასვლელ კარს გააჩნია ტიმპანის ქვა, წარწერით. წარწერაში მოხსენიებულნი არიან XVI საუკუნის ქართველი მოღვაწეები – ბედიელი ქართველი მთავარეპისკოპოსი ანტონ ჟუანიძე და კირილე ჟუანიძე. თაღოვანი შესასვლელი შემკულია დეკორატიული ორნამენტით. სართულშუა გადახურვა 1968-69 წლების რესტავრაციის დროს შეუკეთებიათ – იატაკზე ბეტონი დაუსხამთ და ზედ გუდრონის თხელი ფენით საიზოლაციო შრე მოუწყვიათ, რაც ნაგებობის პირველ სართულს წყლის გაჟონვისაგან იცავს. კარიბჭე კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მის თავზე სამრეკლო იყო მოწყობილი. კარიბჭის დასავლეთ მხარეს, ფასადზე, შემორჩენილია წარწერა, სადაც მოხსენიებულნი არიან XIV საუკუნის ქართველი მოღვაწეები. კარიბჭის ნაგებობა მიერთებულია სასახლეზე და მასთან ერთად მთლიანობაში აღიქმება. კარიბჭე გეგმით კვადრატს წარმოადგენს. გუმბათიანი ტაძარი არის კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა, ე.წ. „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის, ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობა. გეგმაში იგი სწორკუთხედში ჩაწერილი ჯვარია. ტაძრის ცენტრში, ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე მიღებულ კვადრატზე, აფრების საშუალებით ამოყვანილია თოთხმეტწახნაგა გუმბათი, რომელშიც ამავე რაოდენობის სარკმელებია გაჭრილი. გუმბათი დასავლეთით ორ ცალკე მდგომ საყრდენს ეყრდნობა, ხოლო აღმოსავლეთით აფსიდის შვერილებს. ჯვრის აღმოსავლეთი მკლავი აფსიდით მთავრდება, დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. ჯვრის მკლავებს შორის დარჩენილი სივრცე შევსებულია აღმოსავლეთით – აფსიდის გვერდითა ორსართულიანი სათავსებით, დასავლეთით – დამატებითი სივრცეებით. აფსიდის გვერდითა სათავსების მცირე სართული ერთიანი კედლის მასითაა მოცემული, რომელშიც გაჭრილია პატარა კარი. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავების მეორე სართულზე, დასავლეთით მოთავსებულია პატრონიკე, სადაც მიდგმული კიბის საშუალებით ადიოდნენ. ტაძარში შესასვლელი სამი მხრიდანაა მოწყობილი, მის ცენტრში აღმართულია გუმბათი, გარედან სუფთად გათლილი ქვიშაქვითაა ნაგები კირის ხსნარზე. ეკლესიის ყველა სარკმლის ღიობი შემორჩენილია. ინტერიერში მათი კონტური დაუზიანებელია. ფასადებზე კი, ორი სარკმლის გარდა, ყველა სარკმელი დაზიანებულია, ჩამოცვენილია სარკმლის საპირე. XIX საუკუნის დასასრულისათვის ბედიის ტაძარი უკვე მიტოვებულ და მცენარეულობით დაფარულ ნაგებობას წარმოადგენდა, მაგრამ გუმბათის დიდი ნაწილი შემორჩენილი იყო და ფასადების წყობაც უკეთ იყო დაცული. ამის შემდეგ, XX საუკუნის დასაწყისში, ტაძრის „განახლების“ მიზნით რუსმა ბერ-მონაზვნებმა დაზიანებული გუმბათი სრულიად მოშალეს და იოლად ჩამოსაცილებელი საპირე ქვები მოხსნეს. ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების შესრულება შეუძლებელია გვაქვს ინფორმაცია, რომ მონასტერში დაწყებულია „სარესტავრაციო სამუშაოები“, რომელიც ძეგლისთვის შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს. რადგან იშლება ქართული კვალი მონასტრის კედლებსა და ისტორიულ ფრესკებზე. ბაგრატ III-ს ფრესკა კედლის ე.წ. გამაგრებითი სამუშაოების შედეგად დაიკარგა. ბედიის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი "ბოლოს მამამზე მისი სტუმარი იყო. ბაგრატ კურაპალატმა მის ხელში დალია სული. განა მამამზემ და ზვიად ერისთავმა არ წაიღეს ბაგრატის გვამი ბედიაში დასამარხავად?" - "დიდოსტატ კონსტანტინეს მარჯვენა"

იხ. აგრეთვე: დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

წყარო: კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია ; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია.

1.43 ბედის გაღიმება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბედის გაღიმება
მოულოდნელად კარგი რამის შემთხვევა, ბედის წევა.

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.44 ბედის გაშავება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბედის გაშავება
გაუბედურება

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.45 ბედის ვარსკვლავი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბედის ვარსკვლავი
საყვარელი არსება; საქმრო, საცოლე

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.46 ბედის კარზე მიდგომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბედის კარზე მიდგომა
ბედნიერი შემთხვევის მოსვლა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.47 ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული
ბედნიერი, ცხოვრებაში ხელმომართული

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.48 ბედუკუღმართი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბედუკუღმართი
ბედშავი, უბედური

იხ. აგრეთვე: ნავსი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.49 ბევრმა წყალმა ჩაიარა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბევრმა წყალმა ჩაიარა
დიდი დრო გავიდა (რისამე შემდეგ)

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.50 ბეთლემი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბეთლემი
ძვ. გამოქვაბული, მონასტერი (ქც 4: 357, 27). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 357,27), იოანე ბაგრატიონის „კალმასობა“ (ბაგრატიონი 1948: 210, 211). მდებარეობს ყაზბეგის მუნიც-ში, მყინვარწვერის აღმოსავლეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 3723-3982 მ-ზე. ვახუშტი ბაგრატიონი ბეთლემის შესახებ გადმოგვცემს: „მყინვარის კლდესა შინა არიან ქუაბნი გამოკუეთილნი ფრიად მაღალსა, და უწოდებენ ბეთლემსა, გარნა საჭიროდ ასავალი არს, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა, გარდმოკიდებული ქუაბიდამ, და მით აღვლენ“ (ქც 4: 357,26-29). 1927 წ. მყინვარწვერის ალპინისტურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ს. ჯაფარიძე) ამ მიდამოებში აღმოაჩინა და აღრიცხა ექვსი სენაკი, კლდეში ნაკვეთი ეკლესიის ნანგრევი და მის ქვეშ მოქცეული კარი, ხის სვეტები, გათლილი ქვები, ერთ-ერთ მათგანში ჩასმული ქვისავე ჯვარი და კლდეზე ამოკვეთილი ჯვარი (ითონიშვილი 1963: 52). 1930 წ. ბეთლემი მოინახულა და აღწერა ს. მაკალათიამ (მაკალათია 1934: 235-242). 1948 წ. ალ. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ბეთლემში მოეწყო საგანგებო ალპინისტური ექსპედიცია (ჯაფარიძე 1948: 229). 1978-1980 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს ექსპედიციამ (ხელმძღ. პ. მარგველაშვილი), რომელშიც არქეოლოგებიც მონაწილეობდნენ, მონასტრის ტერიტორიაზე აღრიცხა ათი ნაგებობის ნანგრევი, რომელთაგან ერთი არქეოლოგიურად შეისწავლეს (მჭედლიშვილი 1981: 36-40; მჭედლიშვილი, ნიკოლაიშვილი 1986: 42-50). ნაგებობა, რომელიც მონასტრის სამხრეთ განაპირა ნაწილში მდებარეობს, გეგმით ოთხკუთხაა. ნაშენია სხვადასხვა ზომის ქვებით. წყობა მშრალია. კედლის პერანგებს შორის სივრცე წვრილი ქვებითა და გრანიტის ნაშალითაა ამოვსებული. ჩრდილოეთი კედელი გრანიტის ხუთმეტრიანი მასივია. გადახურვისთვის მასზე ამოჭრილია ჰორიზონტალური ღარები. შენობის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მოწყობილი შესასვლელი უკავშირდება დერეფნის მსგავს ნაგებობას, რომელიც აღმოსავლეთით თანდათან ქვევით ეშვება. დერეფნის აღმოსავლეთი კედელი დიდი ზომის გრანიტის ქვაა. მის ზედაპირზე საფეხურებად ამოკვეთილია კედლის ქვის დასადები ბუდეები. გადახურვა მოწყობილი ყოფილა ძელებზე გადებული ფიქალით. შესასვლელს ჰქონია ხის ორი კარი. იატაკი ფიცრით ყოფილა მოგებული. შენობის ჩრდილოეთი კედლის გასწვრივ გაიწმინდა ფსკერზე ქვის ფილებით გაწყობილი ოთხკუთხა ორმო. ნაგებობის გათხრებისას გამოვლინდა: თიხის, ლითონის, ხის, ძვლის, ქვისა და მინის ნივთები. კერამიკული ნაწარმიდან აღსანიშნავია წითლად გამომწვარი ხელადის ნატეხები და რვა ჭრაქი, რომელთაგან სამი ფეხიანია. ლითონის ნივთებიდან გვხვდება ბრინჯაოს ჯამისებური მოყვანილობის ორნამენტირებული ჭრაქი საპატრუქე ღარითა და სახელურებით, ჭურჭლისა თუ სასანთლის მასიური ფეხი, სხვადასხვა ზომის ძეწკვები, შიგადაშიგ ჩართული რომბისებური ფირფიტებით. რკინის ნივთებიდან აღსანიშნავია ოთხი ისრისპირი. იქვეა ნაპოვნი ვერცხლის ოთხკუთხა საკიდი, რომელზედაც დაბალი კონუსური და წნული მავთულებია მირჩილული. ხის ნივთებიდან წარმოდგენილია მაგიდის ფრაგმენტი, მთლიანი ხისაგან გამოთლილი გეომეტრიული ორნამენტით შემკული ორგანყოფილებიანი სანაწილე, ორნამენტირებული სახელურიანი კოლოფი და ორი კოვზი. ძვლის მხოლოდ ორი ნივთია მოპოვებული. ერთი ღილი უნდა იყოს, მეორეს დანიშნულება გაურკვეველია. ქვის ნაწარმიდან გვხვდება ოთხი, ემბაზის მსგავსი, ოთხკუთხა მინიატურული ჭურჭელი და ფიქალის მოგრძო, გახვრეტილი ნივთი. მინის ჭურჭლიდან აღსანიშნავია მომწვანო ფერის ფართოღარიანი, თხელკედლიანი, ბრტყელძირა ჭრაქები, სასმისი და სხვ. (მჭედლიშვილი, ნიკოლაიშვილი 1986: 50). განათხარი ნივთები განვითარებულ და გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. მასალა ინახება ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. სამონასტრო კომპლექსის ცენტრს წარმოადგენს ამოზიდული კლდე, რომლის ოთხივე მხარეს ნაგებობათა ნანგრევებია შემორჩენილი. ყველაზე დიდი შენობა კვადრატული გეგმის მქონე აფსიდიანი ეკლესიაა (4X4 მ). მისი ჩრდილოეთი კედელი კლდეა. ნაშენია სანახევროდ დამუშავებული ქვებით. წყობა მშრალია. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდანაა. კარი ხისა ჰქონია. ეკლესიაში ქვის დიდი ზომის გატეხილი ჯვარია (მარგველაშვილი 1979: 19). 1930 წ. ს. მაკალათიამ კომპლექსის აღმოსავლეთით აღმოაჩინა ქვაზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი ხუცური წარწერა: „ედერ (სასა) გათ (?) რ (?) ბ (?) გრნს“ (მაკალათია 1934: 236). 1978-1980 წწ. ბეთლემის ექსპედიციის წევრებმა ამის გარდა მიაკვლიეს სხვა წერწერების ცუდად შემორჩენილ ფრაგმენტებსაც (მარგველაშვილი 1979: 19). სამონასტრო კომპლექსიდან 250 მ-ით ზემოთ, ზღვის დონიდან 3982 მ-ზე მდებარეობს გამოქვაბული, რომლიდანაც გადმოკიდებული იყო 5,5 სიგრძის რკინის ჯაჭვი. გამოქვაბულში შემონახულია სტელის ბაზა (მარგველაშვილი 1979: 17, 22).

იხ. აგრეთვე: იესო ქრისტე მაცხოვარი

წყარო: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.

1.51 ბელეტრისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბელეტრისტი
ბელეტრისტულ ნაწარმოებთა ავტორი; პროზაიკოსი.

იხ. აგრეთვე: ავტორი, პროზა, პროზაიკოსი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.52 ბელი ანდრეი (1880-1934) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბელი ანდრეი (1880-1934)
რუს. Андрей Белый რუსი მწერალი, პოეტი, კრიტიკოსი. რუსული სიმბოლიზმის ერთ-ერთი წამყვანი მოღვაწე. დაიბადა ცნობილი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის, პროფესორ ნიკოლაი ბუგაევისა და მისი მეუღლის, ალექსანდრა დიმიტრიევნას ოჯახში. 26 წლამდე ცხოვრობდა მოსკოვში. 1891-1899 წლებში სწავლობდა პოლივანოვის გიმნაზიაში. მის შემოქმედებაზე გავლენა დოსტოევსკიმ, იბსენმა და ნიცშემ იქონიეს. გარდაიცვალა 1934 წლის 8 იანვარს ინსულტისგან.

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: ვიკიპედია ანდრეი ბელი

1.53 ბელკანტო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბელკანტო
იტალ. bel cantი – მშვენიერი სიმღერა XVII ს. შუა წლებში იტალიაში ჩამოყალიბებული ვოკალურ-საშემსრულებლო სტილი. ბელკანტო წარმოადგენს იტალიური ვოკალური სკოლის საფუძველს. ბელკანტოსათვის დამახასიათებელია ვოკალიზაციის სილამაზე და პლასტიკურობა, უაღრესი სიმსუბუქე და მოქნილობა, ბგერიდან ბგერაზე გადასვლის სინარნარე. ეს სპეციფიკური ნიშნები თან სდევს იტალიურ ვოკალურ სკოლას მისი განვითარების ყველა ეტაპზე. ყოველივე ეს კი შეპირობებულია იტალიური ენის სტრუქტურული თავისებურებითა და ხალხური სასიმღერო ტრადიციებით. ბელკანტო ინარჩუნებს თავის მხატვრულ-ესთეტიკურ საფუძვლებს და ამავე დროს ახალი საშემსრულებლო ხერხებითაც მდიდრდება. მისი განვითარების ეტაპებია: იტალიური ოპერის ჩასახვა, კ. მონტევერდის შემოქმედება, „ნეაპოლური სკოლის“ აყვავება (ა. სკარლატი), ჯ. როსინის, ე. ბელინისა და გ. დონიცეტის შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდი (ე.წ. კლასიკური ბელკანტო), ჯ. ვერდის შემოქმედება, ვერისტული სკოლა. ზოგჯერ ბელკანტო გულისხმობს მთლიანად იტალიურ ვოკალურ კულტურას.

წყარო: ბიბლიოვიკი ბელკანტო

1.54 ბემურაზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბემურაზი
უმურაზო, სურვილ-დამჭკნარი. მიზანმიუღწეველი. „ერთ ოთახში თითოს ეძინა, მეორეში - ნაბადი და მოსამსახურეები. ჰო, მაშ, ის ბემურაზი (გ. ბაშინჯაღ., „ახირებული მასპინძელი“, იხ. სახალხო საქმე“, 1920 წ., № 1009). „ბოჰემის“ შემდეგ გავრცელდა. „რამტოლჯერ ჩაგიგდივარ იმ ბემურაზ ნიანგში, აღარ გახსოვარ“?! „იმ ბემურაზმა მილიციამაც ბაშფორთებზე ატკაზი დამარტყა“... „ერღიც ვნახოთ ის ბემურაზი სულიკო ხანჯალს იღებს“ (ს. ფაშალ., „ნიანიგი“, 1936 წ., № 8, გვ. 8-9). „ამხანაგი ოჭიას ნაბადივით ჩამომეკიდა - წავიდეთ, ზემელის ბაღში დავისვენოთო, კარგად არ ვიცოდი ამ ბაღის ბემურაზთა ამბავი“ (კ.მესხი, „ახ. კომ“., 1936 წ. № 230 გვ. 2).

იხ. აგრეთვე: მურაზი, უმურაზოდ

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.55 ბენ-რორშახის ტესტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბენ-რორშახის ტესტი
რუს. Бен-Роршаха тест რორშახის ტესტის პარალელური ტესტი. შედგება 10 შავ-თეთრი და ფერადლაქებიანი სურათებისგან და გამოიყენება იმ ავადმყოფთა განმეორებითი და საკონტროლო გამოკვლევებისათვის, რომელებიც ადრე იყვნენ გამოკვლეული რორშახის ტესტით. ანალოგიურია ფუხს-რორშახის ტესტისა. Behn-Eschenberg H., 1952 სინონიმი: ბერო ტესტი ანტონიმი: ბერო ტესტი

წყარო: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.

1.56 ბენდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბენდი
1. ჯაზ-ანსამბლების სახელწოდება 2. საერთაშორისო სპორტულ ტერმინოლოგიაში მიღებული სახელი ბურთიანი ჰოკეისა ყინულზე

იხ. აგრეთვე: მუსიკა, სპორტი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.57 ბენეფისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბენეფისი
ფრანგ. bénéfice – მოგება, სარგებლობა წარმოდგენა, გამართული მისი ერთ-ერთი მონაწილე მსახიობის პატივსაცემად.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.58 ბენეფიტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბენეფიტი
არაპირდაპირი ფულადი და არაფულადი ანაზღაურება, რომელსაც თანამშრომელი იღებს იმისათვის, რომ გაუჩნდეს კომპანიაში უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩენის სურვილი. ის მოიცავს ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა, ანაზღურებადი დასვენების დღეები და ა.შ.

წყარო: სტრატეგია და ორგანიზაცია ბენეფიტი

1.59 ბეოტია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბეოტია
მხარე შუა საბერძნეთში, მთავარი ქალაქი თებე

იხ. აგრეთვე: ნადიმი

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.60 ბერო ტესტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბერო ტესტი
რუს. Беро тест

იხ. აგრეთვე: ბენ-რორშახის ტესტი

წყარო: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.

1.61 ბექა I ჯაყელი (1240―1306) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბექა I ჯაყელი (1240―1306)
სამცხის მმართველი 1285-1306 წწ. ბექა I-ის სამფლობელო-საგამგეო (სამცხე, აჭარა, შავშეთი, ჭანეთი, კლარჯეთი, ტაოს უდიდესი ნაწილი, კოლა, არტაანი და ჯავახეთის მრავალი სოფელი) გადაჭიმული იყო ტაშისკარიდან (ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი) კარნუ-ქალაქსა (ახლანდელი ერზერუმი) და შავ ზღვამდე. 1266-1334 წწ. ეს მხარე გამოყოფილი იყო ერთიანი საქართველოს სამეფოსაგან და ცალკე პოლიტიკური ერთეულს წარმოადგენდა. ბექა I ილხანთა სახელმწიფოს ვასალი იყო. ყაენებს ხარკს უხდიდა და თავისი ჯარით მათს ლაშქრობებში მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, სამხრეთ საქართველოს პოლიტიკური კავშირი დანარჩენ საქართველოსთან მაინც არსებობდა. ბექა I საქართველოს მეფეთა მანდატურთუხუცესის სამოხელეო ტიტულს ატარებდა. მის დროს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან მომძლავრებულმა თურქებმა განაახლეს აგრესია საქართველოს მიმართ, მაგრამ ბექა I-მა დაამარცხა და განდევნა ისინი (აზატ მოსეს ლაშქრობა საქართველოში).ბექა I იყო ქართული პოლიტიკური გავლენის აქტიური დამცველი ტრაპიზონის სამეფოში, რომელსაც იმხანად საქართველოს მეფის ხელისუფლების დასუსტების გამო შეიძლებოდა ბიზანტია დაუფლებოდა. თვით ტრაპიზონშიც ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტიკური დაჯგუფება - ქართული და ბიზანტიური. გაიმარჯვა ქართულმა პოლიტიკურმა დასმა. ამისი ერთგვარი გამოხატულება იყო კეისარ ალექსი II-ის (1297-1330) დაქორწინება ბექა I-ის ასულზე. ბექა I-ის მეორე ასული ნათელა იყო დემეტრე II თავდადებულის მეუღლე. მათი ვაჟი გიორგი (შემდგომში გიორგი V ბრწყინვალე) ბექა I-ის ოჯახში აღიზარდა. ბექა I ენერგიული მმართველი იყო. მის დროს შედგა სამართლის წიგნი, რომელიც ბატონყმური წყობილების განმტკიცებას ემსახურებოდა („წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“), აშენდა წმ. საბას ტაძარი საფარში.

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: ვიკიპედია ბექა I,

1.62 ბექგრაუნდერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბექგრაუნდერი
ინგლ. BACKGROUNDER მიმდინარე მოვლენითი ხასიათის ინფორმაცია, რომელიც რეგულარულად იგზავნება ორგანიზაციიდან გამავალ სიახლეთა უწყვეტი ნაკადის გასამყარებლად. ასევე მოკლე სიახლეთა პრეს რელიზის დამატებითი ინფორმაცია _ რაიმე მოვლენათა გარემომცველი სხვადასხვა გარემოებები, რომლებიც წინ უსწრებდნენ მათ და გახდნენ მოვლენების განვითარების მიზეზი, რაც დაეხმარება ჟურნალისტებს, დაწვრილებით და მცირე ძალისხმევის გამოყენებით მოამზადონ მასალა.

იხ. აგრეთვე: PR

წყარო: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია = Public Relations / საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი" ; [პროექტის ავტ., ხელმძღვ. და გამოც. მთ. რედ. ელგუჯა მარღია ; მოწვეული რედ.: მარიკა დარჩია, რევაზ სურგულაძე, ვანო ჭიაურელი და სხვ.]. - თბ. : ცოტნე, 2006. - 293გვ. ; 29სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 293. - ISBN 99940-41-09-6 : [ფ.ა.][MFN: 30901]

1.63 ბეწვზე ჰკიდია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბეწვზე ჰკიდია
საფრთხეშია, განსაცდელშია

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.64 ბეწვის ხიდზე გავლა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბეწვის ხიდზე გავლა
საფრთხის, განსაცდელის გამოვლა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.65 ბეჭდის დასმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბეჭდის დასმა
კვალის დაჩნევა, დაღის დასმა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.66 ბიაბრუდ გახდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბიაბრუდ გახდა
შერცხვენა, შეურაცხყოფა, გაბიაბურება (სპარსულად ბიაბრუ ნიშნავს: უპირისწყლო, უსინდისო)

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.67 ბიბლია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბიბლია
ბერძნ. Biblia, biblion – წიგნი სულიწმიდის მიერ წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მეშვეობით დაწერილი წმინდა წერილი, რომელიც იქმნებოდა ჩვ. წ. აღ-მდე მე-13 საუკუნიდან მე-2 საუკუნემდე. შედგება 2 ნაწილისგან: ძველი აღთქმა - ქრისტეს შობამდე დაწერილი წიგნები. ახალი აღთქმა - ქრისტეს შობის შემდგომ დაწერილი წიგნები

წყარო: ბიბლიოვიკი ბიბლია

1.68 ბიბლიოთეკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბიბლიოთეკა
ბერძნ. ბიბლიოთეკა – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ადგილს, სადაც ინახება წიგნები“, ან „წიგნების კრებულს“. ახლო აღმოსავლეთში წარმოებული გათხრების შედეგად დადასტურებულია, რომ უკვე უძველეს ხანებში არსებობდნენ ბიბლიოთეკები ტაძრებთან და სამეფო სასახლეებთან. მათ შორის გამოირჩეოდა ნინევიაში, ასირიის მეფის კარზე აღმოჩენილი ბიბლიოთეკა, რომელიც ძვ.წ. VII საკუნით თარიღდება. საბერძნეთში პირველი საჯარო ბიბლიოთეკა დაუარსებია ტირან კლეარქოსს ჰერაკლეაში (პონტოსი, ძვ.წ. IV საუკუნე). ყველაზე მდიდარ კერძო ბიბლიოთეკად ითვლებოდა არისტოტელეს ბიბლიოთეკა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ჰერკულანუმში წარმოებული გათხრების დროს აღმოჩნდა პოეტ ფილოდემოსის კერძო ბიბლიოთეკა (ძვ.წ.I ს.), რომელიც მოიცავდა ფილოსოფიური შინაარსის მქონე 1860 გრაგნილს. ანტიკური ხანის ყველაზე ცნობილი ბიბლიოთეკა იყო ალექსანდრიული ბიბლიოთეკა, სადაც მოიპოვებოდა იმ დროის ყველა ლიტერატურული ძეგლი, აღბეჭდილი პაპირუსის გრაგნილებზე. კეისრის დროს აქ ითვლიდნენ 700 ათას გრაგნილს. ძვ.წ. 47 წელს ბიბლიოთეკის ნაწილი დაიწვა. საბოლოოდ განადგურდა იგი წარმართთა და ქრისტიანთა ბრძოლების დროს ჩვ.წ. 391 წელს. მაშინ დაინგრა სარაპისის ტაძარი, სადაც ინახებოდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხანძრებს გადარჩენილი გრაგნილები. პტოლემაიოსთა ალექსანდრიულ ბიბლიოთეკას მეტოქეობას უწევდა ატალიდების მიერ დაარსებული პერგამონის ბიბლიოთეკა, რომელიც 200 ათას პაპირუსულ ხელნაწერს ითვლიდა. მოგვიანებით მას პერგამენტული ხელნაწერებიც შეემატა. ორივე ბიბლიოთეკაში წარმოებდა დიდი კულტურული და საგანმანათლებლო მუშაობა. რომში პირველი საჯარო ბიბლიოთეკის დაარსება მიეწერება კეისრის თანამედროვე პოლიტიკოსს, ისტორიკოსსა და პოეტს ასინიუს პოლიოს. მოგვიანებით იმპერატორებმაც დაიწყეს ბიბლიოთეკათა დაარსება (ავგუსტუსმა, ტიბერიუსმა და სხვებმა). ჩვ.წ. IV საუკუნის რომში ითვლიდნენ 28 საჯარო ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკები აღმოჩენილია პროვინციულ ქალაქებშიც. ქრისტიანულ ხანაში ბიბლიოთეკები არსებობდა ეკლესიებსა და მონასტრებში. ანტიკური ლიტერატურის ძეგლები სწორედ სამონასტრო ბიბლიოთეკებმა შემოგვინახეს.

წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003 1. ბეჭდვით ქმნილებათა საზოგადოებრივი სარგებლობის დაწესებულება. 2. ვისიმე კუთვნილ წიგნთა ერთობლიობა. 3. წიგნების სერია, გაერთიანებული რაიმე ნიშნის მიხედვით და გამოცემული ერთნაირად

იხ. აგრეთვე: აბზაცი, აბონემენტი, აბრეჟე, აბრევიატურა, ბარათი (საბიბლიოთეკო), ბანერი, განმარტება, გინეკეია, დაიჯესტი, ეკლესია, ზატიკი, ინტერნეტი, ეგზემპლარი, ვაკატი, იეროგლიფი, თარგმანება, კიპსეკი, კოდი, მაიუსკულები, ნეგატივი, ოპუსი, პამფლეტი, პერფობარათი, ჟამნი, ტელონიმი, უვრაჟი, პალეოგრაფია, რემარკა, რესურსი, სიუჟეტი, ტაბულა, უნიკუმი, ფაბულა, ფსევდონიმი, ქარაგმა, ქრონიკა, წიგნთსაცავი, შაგრენი, ჰაგიოგრაფია, ციფრული, კოლექცია, გრინსტოუნის ბიბლიოთეკა

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.69 ბიზანტია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბიზანტია
ბიზანტიის იმპერია, სახელმწიფო რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. შეიქმნა IV საუკუნეში რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფის შედეგად და არსებობდა XV საუკუნის შუა წლებამდე.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.70 ბიზნეს დაზვერვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბიზნეს დაზვერვა
ინფორმაციის შეკრებისა და ანალიზის პროცესი, რაც კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად გამოიყენება. ბიზნეს-დაზვერვაში მოიაზრება საკითხების ფართო სპექტრი, რაც კანონმდებლობასა და საქმიან გარემოში საზოგადოების სოციალ-ეკონომიურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.

იხ. აგრეთვე: PR, ანალიზი, ინფორმაცია

წყარო: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია = Public Relations / საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი" ; [პროექტის ავტ., ხელმძღვ. და გამოც. მთ. რედ. ელგუჯა მარღია ; მოწვეული რედ.: მარიკა დარჩია, რევაზ სურგულაძე, ვანო ჭიაურელი და სხვ.]. - თბ. : ცოტნე, 2006. - 293გვ. ; 29სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 293. - ISBN 99940-41-09-6 : [ფ.ა.][MFN: 30901]

1.71 ბიზნესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბიზნესი
ინგლ. საქმე ეკონომიკური საქმიანობა (წარმოება, ვაჭრობა, მომსახურება და სხვ.) და საქმიანი ურთიერთობა მის მონაწილეებს შორის, რომლებიც ხორციელდება მოგების მისაღებად. არის წვრილი (საოჯახო), მცირე, საშუალო და მსხვილი (დიდი) ბიზნესი.

იხ. აგრეთვე: ინოვაცია, მენეჯერი, მეწარმე

წყარო: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8

1.72 ბილეთი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბილეთი
ფრანგ. billet 1. პატარა ფურცელი ან ბარათი, რომელიც იძლევა სადმე შესვლის, რამეთი მგზავრობის, რისამე მიღების უფლებას. 2. საბუთი (ჩვეულებრივ, პატარა წიგნაკი), რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი არის რაიმე ორგანიზაციის, პარტიის წევრი, აკისრია რაიმე ვალდებულება. მაგ., პარტიული ბილეთი. სამხედრო ბილეთი. სტუდენტის ბილეთი. 3. ბარათი, რომელზედაც ჩამოწერილია შეკითხვები გამოსაცდელისათვის. საკრედიტო ბ. ან სახაზინო ბ. - ქაღალდის ფულის ნიშანი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.73 ბიოგრაფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბიოგრაფია
ინგლ. ბერძნ. bios – სიცოცხლე, ცხოვრება და graphō – ვწერ ვისიმე ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერა; ვისიმე ცხოვრება, ცხოვრების გზა.

იხ. აგრეთვე: ავტობიოგრაფია, გრაფია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.74 ბიოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბიოლოგია
ბერძნ. bios – სიცოცხლე, logos – მოძღვრება აერთიანებს მეცნიერებებს ცოცხალი ბუნების, მისი აგებულებისა და ფუნქციების, წარმოშობის, განვითარების, გავრცელების და ურთიერთთანაცხოვრების შესახებ. ბიოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული ისეთ მეცნიერებებთან, როგორებიცაა, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, ტექნიკური მეცნიერებები, მედიცინა, რის შედეგადაც წარმოიქმნენ მისი ახალი დარგები: ბიოქიმია, ბიოფიზიკა, მოლეკულური ბიოლოგია და სხვ.

იხ. აგრეთვე: ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, მედიცინა, პრეპარატი, სექსოლოგია, ჰიგიენა

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.75 ბისტონური პიერია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბისტონური პიერია
პიერიის ის ნაწილია, რომელიც თრაკიული მოდგმის ტომით იყო დასახლებული

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – პირველი, პიერია

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებან

1.76 ბიულეტენი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბიულეტენი
ფრანგ. bulletin – შეჯამება, ცნობა 1. საავადმყოფო ფურცელი. 2. მოკლე ოფიციალური შეტყობინება რაიმე მნიშვნელოვან შემთხვევაზე, ვინმე ცნობილი მოღვაწის ჯანმრთელობაზე და სხვ.

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200

1.77 ბიუროკრატია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბიუროკრატია
სახელმწოფო აპარატის საშუალო რგოლის ჩინოვნიკური სისტემა. ტერმინი თავდაპირველად გაჩნდა XVIIIს-ის საფრანგთში, ხოლო 1918 წელს - ინგლისში. დასაწყისში ამ ტერმინს უარყოფითი, დამამცირებელი ელფერი ჰქონდა, რომელიც მას დღესაც ახლავს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხმარებისას. პირველი, ვინც ამ ტერმინში დადებითი შინაარსი მოიაზრა, იყო მაქს ვებერი. მისი მტკიცებით, ბ. მოდერნული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ორგანიზაციის კერძო ფორმაა, მისი საქმიანობა გულისხმობს იაერარქიულად მოწესრიგებული როლების განაწილებას, რომლებიც ჩამოყალიბებულია მკაფიოდ განსაზღვრული უპიროვნო წესებისა (ინსტრუქციების) და პროცედურების საფუძველზე. ვებერმა განსაზღვრა ბ-ის „იდეალური ტიპი“. ეს უკანასკნელი მოიცავს მახასიათებლებს, რომლებიც გამოიყენება იმის გასაზომად, თუ რამდენად ბიუროკრატიულია ესა თუ ის რეალური ორგანიზაცია. ეს მახასიათებლებია: - ოფიციალური როლების სისტემა, რომელიც იერარქიულადაა ორგანიზებული. ესაა ვერტიკალური დაქვემდებარების სისტემა - დაწყებული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ფუნქციებიდან, რიგითი თანამშრომლების მოვალეობებამდე; - როლები დაკავშირებულია წესებთან, რომლებიც განსაზღვრავს, რა შეიძლება ან არ შეიძლება ლეგიტიმურად შესრულდეს ოფიციალური პირის მიერ. წესები არეგულირებს სამუშაო რეჟიმს; - პროცედურები, რომლებიც თეორიულად ფარავს ყველა იმ სიტუაციას, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ორგანიზაცია; - ოფიციალური პირები იმყოფებიან მკაცრი დისციპლინის პირობებში; - კანცელარია, სადაც წერილობითი დოკუმენტები ზედმიწევნით მოწესრიგებულად ინახება; - არსებობს მკაფიო გამიჯვნა ოფიციალურისა და პირადულისა. ბ-ისადმი მიძღვნილ ბევრ შრომაში სწორედ ვებერის იდეები განავითარეს. მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადადგა მიშელ კროზიემ შრომაში „ბიუროკრატიის მოვლენა“ (1964). მან წარმოაჩინა მაღალჩინოსანი და რიგითი ბიუროკრატების მოქმედების სხვადასხვა მოტივები. რიგითი ბ-ები ისწრაფვიან მშვიდი ცხოვრებისაკენ, რომლის მიღწევაც წესების (როგორიც უნდა იყოს ისინი) მონური შესრულებით შეიძლება. მაღალჩინოსნებს უფრო დიდი მიზნები აქვთ, მაგრამ ხშირად ისინი მიუღწევადია იმის გამო, რომ შეუძლებელია აიძულო რიგითი მოსამსახურე, გადაუხვიოს დადგენილ წესებს. ასეთივე სირთულეებთან არის დაკავშირებული ფირმების მუშაობა. ვებერისეული ანალიზი ესადაგება როგორც სახელმწიფო დაწესებულებებს, ასევე ფირმებს. ვებერი ამტკიცებდა, რომ ბ. ორგანიზაციის ყველაზე ეფექტური ფორმაა. ამ თვალსაზრისის კრიტიკოსების თანახმად, ბ. ყველაზე შესაფერისია მხოლოდ იმ სიტუაციებისათის, სადაც არსებობს წინასწარმეტყველების (გათვლის) შესაძლებლობა, მაგალითად, მაშინ, როდესაც იწარმოება სტანდარტული საქონელი მასობრივი მოხმარებისათვის და როდესაც მოცემულ საქონელზე მოთხოვნილება ბაზარზე სტაბილურია. ბ. ნაკლებად ეფექტურია ისეთი (პოსტმოდერნული) სიტუაციებისათვის, როდესაც მოთხოვნა არსებობს სპეციალიზებულ (არასტანდარტულ საქონელზე.

იხ. აგრეთვე: პარლამენტი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.78 ბიუროკრატია (ბიუროკრატიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბიუროკრატია (ბიუროკრატიზმი)
ინგლ. bureaucracy ფრანგ. Bureaucratisme, Bureau – ბიურო, კანცელარია. ბერძნ. kratos – ხელისუფლება, ბატონობა, ბრძანებლობა. 1. სახელმწიფო აპარატის ინტერესების დამცველი, ხალხისგან მოწყვეტილი, სამოხელეო ადმინისტრაციის მმართველობის სისტემა; 2. კანცელარიული ფორმალიზმი, საქმის არსის საზიანოდ ფორმალობის დაცვა; 3. პირვანდელი მნიშვნელობით ბიუროკრატია აღნიშნავდა რაციონალურ ორგანიზაციას, სადაც დადგენილი მითითებები და წესები ქმნიდნენ ორგანიზაციის ეფექტიანად მუშაობის ფუნდამენტს, რაც იძლეოდა ფავორიტიზმთან ბრძოლის საშუალებას.

იხ. აგრეთვე: სახელმწიფო, ადმინისტრაცია, სისტემა, ფორმალიზმი, რაციონალური, ორგანიზაცია, ფუნდამენტი, ფავორიტიზმი

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.79 ბიუჯეტის დეფიციტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბიუჯეტის დეფიციტი
ბიუჯეტის ხარჯებისა და დაკრედიტების გადამეტება შემოსავლებსა და ფულად გრანტებზე.

იხ. აგრეთვე: დეფიციტი, ბიუჯეტის პროფიციტი

წყარო: საქართველოს საბიუჯეტო სისტემა: გზამკვლევი, - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ - თბ.: 2007

1.80 ბიუჯეტის პროფიციტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბიუჯეტის პროფიციტი
ბიუჯეტის შემოსავლებისა და ფულადი გრანტების გადამეტება ხარჯებსა და დაკრედიტებაზე.

იხ. აგრეთვე: დეფიციტი, ბიუჯეტის დეფიციტი

წყარო: საქართველოს საბიუჯეტო სისტემა: გზამკვლევი, - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ - თბ.: 2007

1.81 ბიცეფსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბიცეფსი
ლათ. biceps – ორთავა ორთავა კუნთი მხარსა და იდაყვს შორის; ხრის მკლავს იდაყვის სახსარში

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.82 ბიძაშვილების მოსვლა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბიძაშვილების მოსვლა
ძჲლის მოკიდება

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.83 ბიჭვინთის ოთხთავი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბიჭვინთის ოთხთავი
დაწერილია XII საუკუნეში ნუსხურით, ქაღალდზე, ორ სვეტად. შეიცავს 230 ფურცელს, ზომით არის 31 X 23 სმ. ბიჭვინთის ხელნაწერი მოაჭედინეს და ბიჭვინთის ღმრთისმშობლის ეკლესიას შესწირეს აფხაზეთის მთავრებმა – შერვაშიძეებმა „ცოდვილი სულის საცხოვნებლად და საოხად.“ ხელნაწერის მორთულობას წარმოადგენს მახარებელთა გამოსახულებანი, თავსამკაულები და მხატვრული ინიციალები. შემორჩენილია მარკოზისა და ლუკა მახარებლების გამოსახულებანი. მარკოზ მახარებლის გამოსახულება მთელ გვერდს იკავებს. იგი ჩართულია დეკორატიულ ჩარჩოში. ჩარჩოს ზემოთ შუაში არწივია გამოსახული. იგი მარკოზ მახარებლის სიმბოლური გამოსახულებაა, რომელიც ჩვეულებრივ ბერძნულსა და ქართულ ხელნაწერებში მახარებლის მინიატურაზე ჩარჩოს შიგნითაა მოთავსებული. თავსამკაულით იწყება ლუკას სახარების ტექსტი. იგი ჩართულია ტექსტის მარცხენა სვეტში. მხატვრული ინიციალი ებმის თავსამკაულის ნახატს. ორნამენტი მცენარეულ მოტივს წარმოადგენს. მთლიან კოლორიტში ლურჯი ფერი ჭარბობს. ამჟამინდელი მდგომარეობა: ბიჭვინთის ოთხთავი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

წყარო: ბიბლიოვიკი ბიჭვინთის ოთხთავი,

1.84 ბლოკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბლოკი
ინგლ. block ფრანგ. bloc 1. ტვირთის ასაწევი უმარტივესი მოწყობილობა - ღარიანი მბრუნავი გორგოლაჭი, რომელზედაც გადაგდებულია თოკი, ბაგირი ან ჯაჭვი; თვით გორგოლაჭი ასეთი მოწყობილობისა; ჭოჭონაქი; 2. დაკიდებული ლამპის, ფარდის და სხვ. ასაწევ-დასაწევი მოწყობილობა; 3.სახელმწიფოების, პარტიების, ორგანიზაციების და ა.შ. კავშირი, გაერთიანება საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად; 4.ტექ. რაიმე ნაგებობის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ შედგება სხვადასხვა ელემენტის ან დეტალისაგან; სექცია. მაგ., ფანჯრის ბლოკები. ცილინდრების ბ. - ძრავას კონსტრუქციის ერთად ჩამოსხმული ნაწილი, რომელიც აერთიანებს ორ ან მეტ ცილინდრს; 5.საშენი მასალა - ბეტონის დიდი ზომის ხელოვნური ქვა აგურის ფორმისა; 6. რაიმე დაწესებულებაში გამოყოფილი ცალკე განყოფილება. მაგ., საოპერაციო ბ. (საავადმყოფოში). სამშობიარო ბ.(სამშობიარო სახლში). კვების ბ. - წარმოებაში, დაწესებულებაში: სათანადო ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო და სასადილო; 7. გარკვეული რაოდენობის რისამე (მაგ., სიგარეტის 10- 12 კოლოფის) შეკვრა; 8. თემატურად გაერთიანებული რამდენიმე საფოსტო მარკა, ერთად, ერთ ფურცლად გამოშვებული ფილატერისტებისათვის; 9 ფოტოგრ. ერთი პირის სურათი (ჩვეულებრივ რაიმე საბუთისათვის), რამდენიმე ცალად დაბეჭდილი საერთო ქაღალდზე.

იხ. აგრეთვე: ბანერი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ.

1.85 ბლოკი ალექსანდრე (1880-1921) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბლოკი ალექსანდრე (1880-1921)
რუს. Александр Александрович Блок რუსი პოეტი. დაიბადა აზნაურის ოჯახში. მამამისი იყო ვარშავის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, დედა — მწერალი. იზრდებოდა პაპასთან — პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორ ა. ბეკეტოვთან. 1906 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პოეზიამ ადრე გაიტაცა. ლექსებს ბეჭდავდა 1903 წლიდან. ოჯახის ინტელექტუალურმა გარემომ თავიდანვე განსაზღვრა მომავალი მეცნიერის მოღვაწეობის სფერო.1908 წელს, პარიზის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მარკ ბლოკი ორი წელი გეოგრაფიას და ისტორიას სწავლობდა ლაიფციგსა და ბერლინში. 1912 წლიდან ლექციებს კითხულობდა მონპელიესა და ამიენში. 1913 წელს გამოსცა პირველი მონოგრაფია „ქვეყანა პარიზის გარშემო“.

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: ვიკიპედია ალექსანდრე ბლოკი

1.86 ბლუმი ბენჯამინ (1913-1999) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბლუმი ბენჯამინ (1913-1999)
ამერიკელი განათლების ფსიქოლოგი (1913-1999); ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ავტორი საგანმანათლებლო მიზნების ტაქსონომიის, რომელიც განსაზღვრავს აზროვნების დონეებს. მან შემოგვთავაზა კოგნიტური მიზნების იერარქია, რომელიც ხუთი ეტაპისაგან შედგება. ცოდნა (ფაქტობრივი ინფორმაცია); გაგება (გააზრება); გამოყენება (მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენების უნარი); ანალიზი (ინფორმაციის კომპონენტებად დაყოფა მოვლენის არსის წვდომის გასაადვილებლად); სინთეზი (მოვლენის მთლიანობაში აღქმა); შეფასება (ღირებულებითი მსჯელობები, შედარებითი შეფასებები). გააქტიურების პროცესში, ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ბლუმის თეორის მიხედვით, ინფორმაციის ცოდნა, გაგება სწავლისთვის აუცილებელი, მაგრამ იგი არასაკმარისი პირობაა. იმისთვის რომ მიღებული ინფორმაცია ბავშვმა განაზოგადოს და შემდგომ გამოყენება შეძლოს, აუცილებელია მისი გაგება და ანალიზი, ხოლო ახალი პროდუქტის შესაქმნელად, ახალი ცოდნის მისაღებად კი საჭიროა სინთეზისა და შეფასების გონებრივი ოპერაციების წარმოება. ცოდნა, გაგება და გამოყენება მიიჩნევა აზროვნების ქვედა, სავალდებულო დონეებად, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი - ზედა, სასურველ დონეებად.

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: ვიკიპედია ბენჯამინ ბლუმი

1.87 ბლუსკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბლუსკა (ბარბარიზმი)
რუს. блуза, блузка ბლუზი სინონიმი: ბლუზკა

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ბლუსკა (ბარბარიზმი)

1.88 ბნელეთის მოციქული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბნელეთის მოციქული
რეაქციული, შავბნელი პიროვნება სინონიმი: ბნელეთის ქურუმი

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.89 ბოდვის სტადიები კონრადის მიხედვით - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბოდვის სტადიები კონრადის მიხედვით
რუს. бреда стадии по Конраду (Condrad K., 1958). ახასიათებს ბოდვის წარმოქმნის დინამიკას მწვავე შიზოფრენიის დროს: საწყისი სტადია – ტრემა – შეესაბამება ბოდვითი ხასიათის სურათს; მისი ძირითადი ნიშნებია – შფოთვა, დაბნეულობა. მის შემდეგ დგება აპოფენიის სტადია. ბოდვითი აპოფენია შეესაბამება ცნებას „ბოდვითი წარმოდგენა“ და „ბოდვითი აღქმა“, ხდება „შეცვლილი“ გარემოს შეცნობა. დამახასიათებელია ავადმყოფის ეგოცენტრული პოზიცია. გარემოს უჩვეულობის განცდა (ანასტროფია) ვლინდება იმით, თითქოს ავადმყოფის ირგვლივ მომხდარი მის პიროვნებასთან კავშირშია (შდრ.: მიკუთვნების ფენომენი). აპოფენია იცვლება ან აპოკალიფსური სტადიით, ან „კონსოლიდაციით“, ან „რეზიდუალური დეფექტით“. აპოკალიფსური სტადია ვლინდება გარემოს ერთიანი აღქმის დარღვევით; ავადმყოფის ირგვლივ ყველაფერი იღებს რაღაც განსაკუთრებულ შინაარსს, დაკავშირებულია განსაკუთრებილ აზრთან. აპოფენიის ტიპის ბოდვითი სინდრომები, კონრადის (Conrad K., 1959) მიხედვით, აღინიშნება სიმპრომური ფსიქოზების დროსაც, რომელთა ჩარჩოშიც ისინი რთულდება ილუზიებით და ჰალუცინაციებით და შემდგომ გადაიზრდება ცნობიერების შეცვლის საინდრომებში

იხ. აგრეთვე: აპოფენია

წყარო: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.

1.90 ბოდლერი შარლ პიერ (1821-1867) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბოდლერი შარლ პიერ (1821-1867)
ფრანგ. Charles Pierre Baudelaire XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი პოეტი; ასევე მნიშვნელოვანი კრიტიკოსი და მთარგმნელი.

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: ვიკიპედია შარლ ბოდლერი

1.91 ბოიკოტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბოიკოტი
პოლიტ. ინგლ. ბოიკოტი იტალ. საკუთ. სახ. 1. პოლიტიკური ან ეკონომიკური ბრძოლის ხერხი - ცალკეულ პირებთან, ორგანიზაციებთან, სახელმწიფოებთან ურთიერთობის სრული ან ნაწილობრივი გაწყვეტა. 2. უარის თქმა ბურჟუაზიული სახელმწიფოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობაზე.

იხ. აგრეთვე: აბსტენციონისტები, ბურჟუაზია, პოლიტიკური, სამოქალაქო განათლება

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.92 ბოკაჩო ჯოვანი (1313-1375) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბოკაჩო ჯოვანი (1313-1375)
იტალიელი მწერალი, ჰუმანისტი, რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, მთავარი ნაწარმოები - „დეკამერონი“ - დაიწერა 1350-53 წლებში, გამოქვეყნდა 1470 წელს.

იხ. აგრეთვე: პერსონალია, მიგელ დე სერვანტესი(1547-1616)

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.93 ბოლერო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბოლერო
მუს. ესპ. bolero 1. წყვილთა ესპანური ცეკვა სიმღერისა და კასტანიეტების აყოლებით; მუსიკა ამ ცეკვისათვის 2. მუსიკალური ნაწარმოები (ინსტრუმენტული, ვოკალური) ამ ცეკვის რიტმით 3. ქალის მოკლე, უსახელოებო ზედა ტანსაცმელი

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.94 ბოლთის კვრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბოლთის კვრა
მცირე მანძილზე წინ და უკან სიარული (მეტწილად დაფიქრებული ან გაბრაზებული) სინონიმი: ბოლთის ცემა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.95 ბოლოს მოღება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბოლოს მოღება
მოსპობა, განადგურება; მოკვლა; დამთავრება, დასრულება; შეწყვეტა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ ბოლშევიზმი რევოლუციური პროლეტარული მოძრაობის და კაპიტალისტური საზოგადოების კომუნისტურ საზოგადოებად გარდაქმნის თეორია და ტაქტიკა, რომელიც შეიმუშავა ლენინმა; ემყარება რუსეთისა და საერთაშორისო მუშათა კლასის ბრძოლის გამოცდილებას.

იხ. აგრეთვე: კომუნისტი, ლენინი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.96 ბონუსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბონუსი
ლათ. bonus 1. დამატებითი გასამრჯელო, პრემია; 2. დამატებითი შეღავათი, რომელსაც იძლევა გამყიდველი გარიგების პირობებთან ან ცალკეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] დამატებითი საჩუქარი შეძენილ ნივთზე. პრემია (ამერიკ.) ნებისმიერი წამახალისებელი არასახელფასო დანამატი

წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.

1.97 ბორეასის შვილები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბორეასის შვილები
ფრთაშესხმული ძეტე და კალაისი

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – II

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.98 ბორტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბორტი
გერმ. Bord და Borte 1. გემის გვერდის კედელი. 2. სატვირთო ავტომობილის, ღია სატვირთო ვაგონის და მისთ. ძარას კედელი. 3. ბილიარდის მაგიდის ოდნავ ამაღლებული კიდე. 4. პალტოს, პიჯაკის მარჯვენა ან მარცხენა ნაპირი (ღილებიანი ან კილოებიანი). გემის ბ.-ზე - გემზე. თვითმფრინავის ბ.-ზე - თვითმფრინავში. კოსმოსური ხომალდის ბ.-ზე - კოსმოსურ ხომალდში.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.99 ბოსკეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბოსკეტი
ფრანგ. bosquet დეკორატიული მიზნით გაშენებული ხშირი ხეების ჯგუფი ბაღში ანდა მისი ნაპირის გაყოლებით; მცირე კორომი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.100 ბოტინატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბოტინატი
ბიზანტიის იმპერატორ ნიკიფორე III-ის ოქროს მონეტა (XI საუკუნე). სინონიმი: ვოტანიატი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.101 ბოტულიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბოტულიზმი
მედ. ლათ. botulus – ძეხვი მძიმე მოწამვლა ძეხვეულით, თევზით, ხორცის ან ბოსტნეულის კონსერვით.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.102 ბოულინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბოულინგი
ინგლ. bouling კეგლის სპორტული სახესხვაობა.

იხ. აგრეთვე: კეგლი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.103 ბრაზილიის დინება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბრაზილიის დინება
თბილი დინება სამხრეთ ამერიკის სანაპიროებთან.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.104 ბრაილი ლუი (1809-1852) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბრაილი ლუი (1809-1852)
ფრანგ. Louis Braille ფრანგი ტიფლოპედაგოგი. 3 წლისა დაბრმავდა. 1829 წელს შეიმუშავა მთელ მსოფლიოში დღემდე ხმარებული ე.წ. ბრაილის შრიფტი, რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტი უსინათლოთათვის. ბრაილი ნიჭიერი მუსიკოსიც იყო, უსინათლოებს ასწავლიდა მუსიკას. პირველი წიგნი რომელიც დაიწერა ბრაილის შრიფტით, იყო "საფრანგეთის ისტორია".

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: ვიკიპედია ლუი ბრაილი

1.105 ბრასიდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბრასიდა
სპარტელი მხედართმთავარი პელოპონესის ომში. დაიღუპა 422 წ. ძვ.წ.ა. ამფიოპოლისთან.

იხ. აგრეთვე: ნადიმი, სპარტა, პელოპონესის ომი

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.106 ბრაჰმანიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბრაჰმანიზმი
იტალ. Brahmanesimo ინდოეთის რელიგიური და კულტურული ცხოვრების ისტორიაში ჰინდუიზმის ერთ-ერთი ფაზის აღმნიშვნელი ტერმინი.

იხ. აგრეთვე: ვედა/ვედიზმი/ვედური რელიგია, რელიგია, ჰინდუიზმი

წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4

1.107 ბრენდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბრენდი
ინგლ. Brand მარკეტინგში განისაზღვრება როგორც მომხმარებლის ცნობიერებაში პროდუქტის აღქმა. ბრენდი არ არის ლოგო, სარეკლამო განცხადება და არც თავად პროდუქტი. ბრენდი მომხმარებლის შთაბეჭდილებების კრებულია მოცემულ პროდუქტზე. ბრენდის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ Coca-Cola, Mercedes, Nike, Harley Davidson, MTV, CNN, BBC და სხვა. ბრენდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც ბაზარზე კონკურენტები წარმოიშობა. მომხმარებელი ბრენდს არჩევანის გაკეთების პროცესში იყენებს. ის უადვილებს მომხმარებელს გაარკვიოს - რომელი პროდუქტია მისთვის სხვასთან შედარებით უკეთესი. მომხმარებლის ცნობიერებაში ბრენდი გარკვეულწილად პროდუქტის იარლიყია. ბრენდი განასხვავებს მსგავს პროდუქტებს, ახდენს პროდუქტის ღირსებების ფორმულირებას და მომხმარებელს პროდუქტის მიმართ დამოკიდებულების გარკვევაში ეხმარება. ყოველივე ამის გამო, ბრენდი საშუალებას გაძლევთ კომპლექსურად მიუდგეთ თქვენს საქმიანობას. ბრენდის შექმნა ამომავალი წერტილი ხდება კომპანიის (არხის, ქსელის, პროგრამის) მენეჯმენტის და მარკეტინგის პროცესის სწორი წარმართვისათვის, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არხის გაფორმება და პრომოუშენია.

იხ. აგრეთვე: PR, იარლიყი, კონკურენტი, მარკეტინგი, მენეჯმენტი, პროდუქტი, პროცესი, პრომოუშენი

წყარო: მაკარიძე, დავით. სატელევიზიო დიზაინი: პრაქტ. სახელმძღვ. პროფესიონალებისათვის - თბ. : ფონდი "ინტერნიუსი", 2001

1.108 ბრენდინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბრენდინგი
ტექნოლოგოა სავაჭრო მარკის შექმნის და გაბრენდების შესახებ.

იხ. აგრეთვე: PR

წყარო: ინტელექტუალი №7, - [სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2008. - ISSN 1512-2530

1.109 ბრესტის ზავი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბრესტის ზავი
ბრესტის ზავი 1918 - სამშვიდობო ხელშეკრულება, ერთი მხრით, რუსეთსა და მეორე მხრით, გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის. ხელი მოაწერეს 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში (ახლანდელი ბრესტი)/> ბრესტ-ლიტოვსკის ზავი რატიფიცირებულ იქნა სრულიად რუსეთის საბჭოების საგანგებო IV ყრილობის მიერ 15 მარტს; გერმანიის რაიხსტაგმა მოიწონა 22 მარტს და რატიფიცირებულ იქნა გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის მიერ 26 მარტს. გერმანიაში დაწყებულმა 1918 წლის ნოემბრის რევოლუციამ დაამხო იმპერატორ ვილჰელმ II-ის ხელისუფლება და საბჭოთა მთავრობამ 1918 წლის 13 ნოემბერს გააუქმა ბრესტის ზავი. (ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი) ბრესტის საზავო ხელშეკრულება და საქართველო მოლაპარაკების პროცესში ოსმალეთის მხრიდან კავკასიის საკითხი წინა პლანზე იქნა წამოწეული. ოსმალთა პრეტენზიებს მხარს გერმანიაც უჭერდა. ამიერკავკასიის ფრონტის სარდლის, გენერალ ვეჰიბ-ფაშას მიერ 1918 წლის 3 იანვარს გენერალ ი. ოდიშელიძისთვის გაგზავნილი რადიოდეპეშა - ამიერკავკასიის მთავრობა საქმის კურსში ჩაეყენებინა და ბრესტ-ლიტოვსკში ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი გაეგზავნა, ოფიციალურ მიწვევად ვერ ჩაითვლებოდა. საბჭოთა რუსეთის საზავო დელეგაციის თავმჯდომარის მდივნის (ლ. კარახანი) სახელით, ამიერკავკასიის კომისარიატს რადიოდეპეშა გაეგზავნა (1918 წლის 10 თებერვალი) ბრესტ-ლიტოვსკში მოლაპარაკებებზე მიწვევის შესახებ. ლ. კარახანის ხელმოწერით გამოგზავნილი დოკუმენტი - ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 13, 15 და 16 თებერვლის სხდომებზე იქნა განხილული. საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაში გადამწყვტი როლი ნ. ჟორდანიას მიერ 15 თებერვალს გაკეთებულმა განცხადებამ შეასრულა: „ისეთ ზავს, როგორსაც ბოლშევიკები გვთავაზობენ, ჩვენ ხელს არ მოვაწერთ. უმჯობესია ადგილზევე დავიხოცოთ, ვინემ თავი მივცეთ შთამომავლობას სამუდამო წყევლა-კრულვისათვის“. მართალია, ბრესტის საზავო ხელშეკრულების IV მუხლი ყარსის, არდაგანისა და ბათუმის ოკრუგების კუთვნილების გადაწყვეტას, ფორმალურად, რეფერენდუმის ჩატარების გზით ამ რეგიონების მოსახლეობის პრეროგატივად აღიარებდა, მაგრამ რაც შეეხება იმავე ხელშეკრულების დამატებითი ნაწილის მეორე მუხლს, ის რუსეთ-ოსმალეთის საზღვრის აღდგენას 1877-1878 წლების ომამდელ მდგომარეობაში ითვალისწინებდა, ე.ი. საზღვარი მდინარე ჩოლოქზე უნდა გავლებულიყო. ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 17 თებერვლის ოფიციალური განცხადებით, ბრესტის საზავო ხელშეკრულების დამატებითი მეორე მუხლით ოსმალეთისთვის ამიერკავკასიის რესპუბლიკების ტერიტორიების გადაცემის სამართლებრივი მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ იქნა დაყენებული: 1. ამიერკავკასიის ერების ისტორიული ტერიტორიების ოსმალეთისთვის გადაცემა კონფერენციის შესაბამისი ქვეკომისიის სხდომის ოქმზე ამ ერების ოფიციალური წარმომადგენლების ხელმოწერით დადასტურების გარეშე განხორციელდა; 2. ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის მხრიდან საბჭოთა რუსეთის ოფიციალურად არცნობის მიუხედავად, კავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიების ოსმალეთისათვის გადაცემა ცალმხრივად იქნა გადაწყვეტილი; 3. ამიერკავკასიის სეიმის მიერ ბრესტის საზავო ხელშეკრულება ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე იქნა უარყოფილი. ამ მიზეზების გამო, ამიერკავკასიის სეიმი არ ცნობდა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობებს. ეს დოკუმენტი ოფიციალურად ბრესტის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოებს დაეგზავნა. ბრესტის საზავო ხელშეკრულება საქართველოს საზღვრებთან მიმართებაში საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოდან რომ იყო ამოვარდნილი და მისი შესრულება სავალდებულოდ არ ითვლებოდა, ამაში ოსმალეთიც კარგად იყო დარწმუნებული. ამიტომ იყო, რომ ტრაპიზონისა და ბათუმის კონფერენციებზე ოსმალეთი, ბრესტის საზავო ხელშეკრულების პირობების სამართლებრივ ჩარჩოში ჩასასმელად ქართული მხარისგან, მისი აღიარების ხელმოწერით დადასტურებას მოითხოვდა. 1918 წლის 13 ნოემბერს საბჭოთა რუსეთმა ბრესტის საზავო ხელშეკრულება გააუქმა, ხოლო საქართველო-რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების IV მუხლით, რუსეთის ყოფილი იმპერიის შემადგენლობაში შემავალი საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლების სამართლებრივი უფლებამოსილება საბჭოთა რუსეთის მხრიდან ოფიციალურად იქნა აღიარებული. საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ ოსმალეთისათვის 1920 წლის 19 დეკემბერს გაგზავნილ ნოტაში პრინციპულად იყო დასმული საკითხი - საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულების ტექსტის შემუშავებისას, საზღვრებთან მიმართებაში რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება ყოფილიყო გათვალისწინებული. ოსმალეთის მხარემ ამ მოთხოვნაზე ოფიციალური თანხმობა განაცხადა. რამდენადაც ბრესტის საზავო ხელშეკრულების IV და დამატებითი ნაწილის მეორე მუხლები საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა იდგა, ამ ფაქტორმა განაპირობა საბჭოთა რუსეთის ზემოაღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე ოსმალეთის დათანხმება.

წყარო: ბიბლიოვიკი ბრესტის ზავი

1.110 ბრიგეიდური კუნძულები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბრიგეიდური კუნძულები
კუნძულები ადრიატიკის ზღვაში, შემდეგში აფსირტიდებად წოდებული

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.111 ბრიგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბრიგი
ინგლ. brig იალქნიანი ორანძიანი გემი. აქვს პირდაპირი აღჭურვილობა ორივე ანძაზე და ირიბი გაფელური იალქანი (კონტრბიზანი) კიჩოსეულზე (გროტანძაზე). სავაჭრო ბრიგები გამოჩნდა XVIIს-ის მიწურულს. უმაღლეს განვითარებას მიაღწია XIXს-ის 40-იან წლებში. უდიდეს ბრიგებს ჰქონდა 200–800 ტ წყალწყვა, სიგრძე 30–36,5, სიგანე 8–11,5, ჩაჯდომა 5,5 მ-მდე. ეკიპაჟი 120–150 კაცი. შეიარაღება16–28 ზარბაზანი ბრიგები ილირიასა და თრაკიაში სახლობდნენ. ბრიგების ნაწილი მცირე აზიაში გადასახლდა და ფრიგიელების სახელი მიიღო (სტრაბონი, VII).

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – V

წყარო: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5

1.112 ბრიმო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბრიმო
ბერძნ. ბავშვების აღმზრდელი, ღამით მოხეტიალე, მიწისქვეშეთელი ქალღმერთი, მკვდარი სულების დედოფალი (ბრიმო)– ჰეკატეს და პერსეფონეს ეპითეტია

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – VII

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.113 ბრისეიდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბრისეიდა
ბერძნ. ბერძნების მიერ შებყრობილი ტროელი ქალი ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს

იხ. აგრეთვე: ილიადა

წყარო: ბერძნული მითოლოგია ილიადა

1.114 ბრიუსოვი ვალერი (1873-1924) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბრიუსოვი ვალერი (1873-1924)
რუს. Валерий Яковлевич Брюсов რუსი პოეტი და კრიტიკოსი, რუსული სიმბოლისტური მოძრაობის დამაარსებელი. ბრიუსოვი დაიბადა მოსკოვში შეძლებული ვაჭრის ოჯახში და ადრეული ასაკიდანვე მოქცა ედგარ ალან პოს, შარლ ბოდლერისა და იორის-კარლ ჰიუსმანსის გავლენის ქვეშ. ლიტერატურულ კარიერას მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტობიდანვე იწყებს 1890-იან წლებში პოლ ვერლენის, მორის მეტერლინკის, სტეფან მალარმესა და პოს ნაწარმოებების თარგმნით, საკუთარი ლექსების გამოქვეყნებასთან ერთად. რუსეთში სიმბოლისტური მოძრაობის პოპულარიზაციის მიზნით ბრიუსოვი მრავალი ფსევდონიმით აქვეყნებს საკუთარი ნაშრომებს და მასვე ეკუთვნის ანთოლოგიური კრებულები ძირითადად საკუთარი ლექსებისა სამ ტომად სახელწოდებით „რუსი სიმბოლისტები“ (1894-1895). 1900-იანი წლებიდან ის უკვე გავლენიანი მწერალი და გვიანდელი რუსი სიმბოლისტებისთვის მნიშვნელოვანი ავტორიტეტი ხდება ხელოვნებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში. 1904 წელს ბრიულოვი ხდება გავლენიანი ლიტერატურული ჟურნალის „ვესი“ (სასწორი) რედაქტორი, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის რეპუტაციას ლიტერატურულ სამყაროში. ის გააფრთებით ეწინააღმდეგებოდა გეორგი ჩულკოვისა და ვიაჩესლავ ივანოვის მცდელობებს სიმბოლისტთა მოძრაობა მისტიური ანარქიზმისკენ გადაეწონათ 1906-1908 წლებში. ვალერი ბრიულოვს ასევე ეკუთვნის სამი სიმბოლიზმის გავლენის მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობა. მათ შორის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია „სამხრეთის ჯვრის რესპუბლიკა“, რომელსაც განვითარებული ქალაქი ჰქონდა ანტარქტიკაში. დანარჩენ ორ მოთხრობაში მან კომპიუტერები და გარემოს გლობალური კატასტროფული ცვლილებები იწინასწარმეტყველა.

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: ვიკიპედია ვალერი ბრიუსოვი

1.115 ბრმა იარაღი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბრმა იარაღი
ვისიმე ნებასურვილის (ჩვეულებრივ, არაკეთილსინდისიერისა) შეუგნებლად აღმსრულებელი

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.116 ბრუტალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბრუტალური
ლათ. brutus – უხეში, ბრიყვული ფრანგ. brutal - უხეში, სასტიკი დაუკვირვებელი, უხეში და უპატივცემულო ქმედება.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.117 ბუზანკალის შეძრომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბუზანკალის შეძრომა
ახირებული მოქცევა, მოულოდნელად წყენა, გულის მოკვლა; აწრიალება

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.118 ბუზების თვლა ჭერში - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბუზების თვლა ჭერში
უსაქმურობა, უქნარობა, გულხელდაკრეფილი ყოფნა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.119 ბუზიც არ აფრენია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბუზიც არ აფრენია
ცუდი არაფერი მოსვლია, დამშვიდებულად არის

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.120 ბუზსაც ვერ აუფრენს - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბუზსაც ვერ აუფრენს
ვერას უზამს, ვერაფერს დააკლებს, თითსაც ვერ დააკარებს

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.121 ბუკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბუკი
ბუკი (ქართული), ლითონის ჩასაბერი საკრავი დიდი ზომისაა. აქვს მკვეთრი და ძლიერი ხმა. ქართულ წერილობით წყაროებში პირველად IX ს-ში მოიხსენიება. ბუკს უკრავდნენ აღლუმებზე, ლაშქრობისას, სამეფო კარისა და საკულტო ცერემონიალზე. ბუკის ხმა იყო თავდასხმის საშიშროების ან ომის დაწყების ნიშანი. ბუკი შემონახულია რაჭასა და სვანეთში

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.122 ბუკოლიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბუკოლიკა
ბერძნ. მწყემსური პოეზია პოეზიის ჟანრი, რომელშიც გაიდეალებულია მწყემსური, საერთოდ, სოფლური ცხოვრება

იხ. აგრეთვე: დაფნისი, პასტორალი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.123 ბულა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბულა
1. რომის პაპის ბრძანებულება, წერილი ან სიგელი 2. ბეჭედი, რომელიც ასეთ დოკუმენტს აზის

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.124 ბულემია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბულემია
კვებითი აშლილობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია უზომო რაოდენობის საკების მიღება, რასაც შემდეგ თან სდევს მიღებული კალორიებისგან ორგანიზმის გაწმენდის ღონისძიებები. ასეთი ტიპის ქცევებს კომპენსატორული ეწოდება და მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს წონაში მატება. უზომო ჭამის შემდგომ განხორციელებული კომპენსატორული ქმედების ტიპიურ ნიმუშია პირღებინება, კუჭის ამშლელი პრეპარატების მიღება და ა.შ. ბულიმია წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან - boulimos, რომელიც „მგლის მადას“, გაუმაძღრობას აღნიშნავს. გაუმაძღობა და საკვების უზომო რაოდენობით მიღება ბულიმიის ერთ-ერთ ყველაზე მკაფიოდ დამახასიათებელი სიმპტომია. თუმცა ბულიმიის სინდრომი არ შედგება მხოლოდ საკვების გადამატებული მიღებისგან. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია გადაჭარბებულ კვებას თან სდევდეს ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე კომპენსატორული ქცევა: გულის არევა, კუჭის აშლა და ა.შ.

იხ. აგრეთვე: ანორექსია

წყარო: ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში ბულემია

1.125 ბულინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბულინგი
სამეცნიერო ლიტერატურაში სასტიკი მოპყრობის აღსანიშნავად იყენებენ ტერმინებს – ბულინგი (ინგ. Bully -ხულიგანი, მოძალადე), მობინგი (mob -ბრბო, mobbing -თავდასხმა, შევიწროება). ბულინგი (მობინგი) გულისხმობს დაშინებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს სხვა ადამიანში შიში, მორჩილება. ადრე ეს იყო მხოლოდ ყოფითი ცნება, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში გახდა სოციალურ-ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ტერმინი, რომლის უკან დგას სოციალური, ფსიქოლოგიური და პედაგოგიური პრობლემები.

წყარო: ბულინგი

1.126 ბუმბერაზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბუმბერაზი
გოლიათი, დევგმირი უზარმაზარი, ვეებერთელა.

იხ. აგრეთვე: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.127 ბურთის გატანა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბურთის გატანა
გამარჯვება, მიზნის მიღწევა, განზრახული საქმის გაკეთება სინონიმი: ლელოს გატანა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.128 ბურთისა და მოედნის დარჩენა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბურთისა და მოედნის დარჩენა
გამარჯვება, მდგომარეობის სრულ ბატონ-პატრონად გახდომა, სამოქმედო ასპარეზის დარჩენა. მაგ., (ლუარსაბი) თრთის ცალკე შიშისაგან, ცალკე ჯავრისაგან, რომ დავითსა რჩება ბურთი და მოედანი (ილია)

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ბ

1.129 ბურჟუაზია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბურჟუაზია
თავდაპირველად ტერმინი გამოიყენებოდა ქალაქის მცხოვრებთა აღსანიშნავად. XVII-XVIIIსს-დან მან თანდათანობით შეიცვალა მნიშვნელობა და უკვე გამოიყენებოდა მოქალაქეთა იმ ფენის აღსანიშნავად, რომელიც ეწეოდა ვაჭრობას ან მეწარმეობას და იყენებდა დაქირავებულ შრომას. მემარცხენე იდეოლოგიებში ამ ტერმინს ნეგატიური მნიშვნელობა აქვს და აღნიშნავს კაპიტალისტური საზოგადოების გაბატონებულ კლასს, რომელიც ფლობს წარმოების საშუალებებს და ეწევა დაქირავებული შრომის ექსპლუატაციას.

იხ. აგრეთვე: ბოიკოტი, პაციფიზმი, იდეოლოგია, კაპიტალიზმი, ექსპლოატაცია, ნეგატიური

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.][MFN: 20254]

1.130 ბუუინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბუუინგი
ინგლ. Booing ბუუინგის პირდაპირი ქართული შესატყვისი არ არსებობს... ეს არის უკმაყოფილო შეძახილთა ერთობლიობა, რაც ფეხბურთელებს მაყურებელთა უარყოფით პოზიციას ატყობინებს თამაშის რომელიმე მომენტის, ან მთლიანად თამაშის, ანდა ცალკეული ფეხბურთელის შესახებ. ბევრ ქვეყანაში ასეთი რამ სტვენით ხდება, ინგლისში კი ბუუ-ს მძლავრი შეძახილით.

წყარო: ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს / აკა მორჩილაძე ; რედ. ზვიად კვარაცხელია ; გარეკანის დიზაინერი თეონა ჭანიშვილი. - თბილისი : არტანუჯი : ჟურნალი "ლიბერალი", 2015. - 160 გვ. ; 19 სმ.. - ფოტო გარეკანზე: მარიკა ქოჩიაშვილი. - საძიებლები: გვ. 155-160. - ISBN 978-9941-445-82-8[MFN: 215704]

1.131 ბუხჰალტერია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბუხჰალტერია
1. სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა წარმოების პროდუქტებით და ფულადი გამოსახულებით; ანგარიშწარმოება. ორმაგი ბ. - წარმოების საბუხჰალტრო აღრიცხვის მეთოდი, რომლის მიხედვითაც ყოველი ოპერაცია იწერება ორჯერ - შემოსავალში (დებეტი) და გასავალში (კრედიტი). 2. წარმოება-დაწესებულებებში ანგარიშწარმოების განყოფილება.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.132 ბჭე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ბჭე
სომხ. დურნ ZAa ესე არს სახლთა და ტაძართა შესავალი, ხოლო კარი–გასაღები და მისაგდებელი ZA. ბჭე არს შესავალი, ხოლო კარი – მისაგდები და გასაღები B. ბჭე ეწოდების კარის შესავალთა, ხოლო კარი – მისაგდებ(ელ)სა და გასაღებსა Cab. კარი შესავალი სახლისა Cq. კედლის კარი4 E.

წყარო: ორბელიანი, სულხან-საბა (1658-1725) ლექსიკონი ქართული / მოამზადა... ილია აბულაძემ ; [რედ.: ელ. მეტრეველი, ც. ქურციკიძე] ; საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. - თბ. : მერანი, 1991. - 20სმ.