ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები



ავტორ(ებ)ი: გოგიჩაძე გ., კანდელაკი გ., გოგიჩაძე თ.

წყარო: ISBN 978 –9941 –10 –427 –5

საავტორო უფლებები: © გამომცემლობა „მერიდიანი“ © გ.გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე

ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2011

ლექსიკონის აღწერა: ლექსიკონი თბილისი 2011 წელი Словарь биологических и медицинских терминов и понятий. Тбилиси. 2011г. Гогичадзе Г.К. Канделаки Г.Д. Гогичадзе Т.Г. Dictionary of Biological and Medical Terms and Concepts Tbilisi, 2011 G. Gogichadze, G. Kandelaki, T. Gogichadze

1 ანოტაცია

▲back to top


ანოტაცია

თანამედროვე მედიცინის მიღწევები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბიოლოგიის სხვადასხვა დარგებში მიმდინარე გამოკვლევებზე. ამჟამად არსებული განმარტებითი ხასიათის გამო ცემები ხშირ შემთხვევაში ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას, რადგანაც ინფორმაცია მათში ძირითადად მექანიკურად, მეცნიერული ანალიზის გარეშეა წარმოდგენილი.

წინამდებარე ლექსიკონი ეხება ბიოლოგიისა და მედიცინის აქტუალურ საკითხებს, რომლებიც თითქმის მთლიანად მოიცავს ამ ორი მომიჯნავე დისციპლინის სხვადასხვა დარგებს. ლექსიკონში შეტანილი ტერმინები, ცნებები, სიტყვათა კომბინაციები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება სამედიცინო-ბიოლოგიური ორიენტაციის სამეცნიერო ლიტერატურაში. გარდა ამისა, ლექსიკონში საკმარისი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა დაავადებათა აღწერას და მათი გამომწვევი აგენტების ბიოლოგიური ასპექტების აღწერას.

აღნიშნული წიგნი უთუოდ სასარგებლო იქნება როგორც ბიოლოგებისა და მედიკოსებისათვის, აგრეთვე მონათესავე დის ციპლინების სპეციალისტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს პედაგოგებსა და სტუდენტებს.

რეცენზენტები:
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ა.ქორელი
მუდიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნ.ჭიჭინაძე

Развитие истории медицины с достовнрностью указывыет на её тесную связь с биологическими науками. Развитие медицины в первую очередь зависит от успехов тех фундаментальных наук, практическую отрасль которых она представляет.

Цель создания данного Словаря состояла в совершенствовании и стандартизации специальных терминов и понятийю В словаре которого рассмотрены основные вопросы цитологии, гистологии, микробиологии, молекулярной биологии, генетики, экологии, ботаники, зоологии, медицинской пврвзитологии, имуннологии,эмбриологии, а также некоторые лечебные растения, основные заболевания бактерияльной, вирусной и др. Этилогии и т.д.

Словарь предназначен для биологов, медиков, педагогов, ученых других специальностей, студентов и т.д.

Development of medical history reliably shows its close association with biological sciences. Development of medicine fi rst of all depends on the fundamental sciences, the practical branch of which it represents. Aims of this book consist in the perfection and standartization of special terms and concepts. The dictionary shortly considers the fundamental questions of cytology, histology, microbiology, molecular biology, genetics, ecology, botany, zoology, medical parasitology, immunology, embryology, as well as some medicinal plants, major diseases of bacterial, viral and other etiology etc

The dictionary is intended for biologists, physicians, teachers, students and other concerned.

2 წინასიტყვაობა

▲back to top


წინასიტყვაობა

ყოველი მნიშვნელოვანი წარმატება ცოცხალი მატერიის შემეცნების სფეროში უცილობლად განაპირობებდა (და განაპირობებს) პროგრესს პრაქტიკულ მედიცინაში. ამრიგად, მედიცინის განვითარება პირველ ყოვლისა დამოკიდებულია იმ ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებაზე, რომელთა პრაქტიკულ დარგს იგი წარმოადგენს.

თანამედროვე მედიცინის მიღწევები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბიოლოგიურ გამოკვლევებზე. მაგალითად, იმისათვის, რათა მედიცინა ეფექტურად ებრძოლოს სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებებს, საჭიროა ღრმად ჩავწვდეთ ამ დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების ბიოლოგიას და მათი განვითარების ციკლს. ლ.პასტერის აღმოჩენებმა ბიოლოგიაში, კერძოდ იმის შესახებ, რომ დუღილსა და ლპობას მიკროორგანიზმები იწვევენ, მნიშვნელოვნად განაპირობეს ქირურგიის (კერძოდ, ანტისეპტიკისა და ასეპტიკის) განვითარება და ა.შ. ბიოლოგიის შესწავლის საგანს შეადგენს ბევრი ისეთი საკითხი, რომელთაც პირდაპირი კავშირი გააჩნიათ მედიცინასთან. ესენია: იმუნოლოგია, ტრანსპლანტოლოგია, პარაზიტოლოგია და მრავალი სხვა. ბიოლოგიის ისეთი დარგები, როგორებიცაა ციტოლოგია, ჰისტოლოგია, ბიოქიმია და სხვა, წარმატებით გამოიყენებიან თანამედროვე მედიცინაში, როგორც სადიაგნოზო საშუალებები. ყველაფერმა ამან განაპირობა ბიოლოგიისა და მედიცინის მჭიდრო ინტეგრაცია, რისი მაგალითიცაა მთელ რიგ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც) სამედიცინო-ბიოლოგიური ფაკულტეტების, აგრეთვე სამედიცინო -ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიების დაარსება და სხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულმა მოგვცა საფუძველი წინამდებარე განმარტებითი ლექსიკონის შექმნისა.

წინამდებარე ლექსიკონის შექმნამდე, 2000 და 2005 წლებში ჩვენ გამოქვეყნებული გვაქვს დაახლოებით ასეთივე ყაიდის ნაშრომები. წინამდებარე ნაშრომში შესწორებულია წინა ლექსიკონებში დაშვებული შეცდომები, შეტანილია ახალი ტერმინები და ცნებები. ლექსიკონში შეტანილი გვაქვს ის სიტყვები, სიტყვათა კომბინაციები და ტერმინები, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდებიან ბიოლოგიური, სამედიცინო და სამედიცინო-ბიოლოგიური ორიენტაციის სამეცნიერო ლიტერატურაში. გარდა ბიოლოგიური და სამედიცინო პროფილის ტერმინებისა და ცნებებისა, წინამდებარე ლექსიკონში წარმოდგენილია მომიჯნავე დისციპლინების, ზოგიერთი ტერმინი, ცნება თუ სიტყვათა კომბინაცია.

ლექსიკონში გაშუქებულია ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის, მიკრობიოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკის, ეკოლოგიის, ბოტანიკის, ზოოლოგიის, სამედიცინო პარაზიტოლოგიის, სამკურნალო მცენარეების, სამედიცინო ბიოტექნოლოგიის, იმუნოლოგიის, ემბრიოლოგიის და სხვა დისციპლინათა ძირითადი საკითხები. გარდა ამისა, ლექსიკონში შევიტანეთ ბაქტერიული, ვირუსული და სხვა ეტიოლოგიის ძირითადი დაავადებების ზოგადი აღწერა.

ლექსიკონი შეიცავს სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის 5200-ზე მეტ ყველაზე უფრო გავრცელებულ ცნებას, სიტყვათა კომბინაციასა და ტერმინს. ფრჩხილებში მოყვანილია მათი ეტიმოლოგია, განმარტება, ხოლო ზოგ შემთხვევაში - სინონიმი.

ლექსიკონის შედგენისას გამოყენებული გვაქვს როგორც სპეციალური, ასევე ზოგადი დანიშნულების მრავალი ქართული და უცხოური სამეცნიერო წყარო და ლექსიკონი.

თანამედროვე სამედიცინო-ბიოლოგიური მეცნიერება იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ზოგიერთი ტერმინი და ცნება ძველდება, იცვლება და ახალ შინაარს იძენს. ამდენად, ჩვენ სრულად გვაქვს გააზრებული ჩვენს წინაშე დასმული ამოცანის მთელი სირთულე. აქედან გამომდინარე, მადლიერების გრძნობით მივიღებთ ნებისმიერ შენიშვნასა და წინადადებას.

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი
გიორგი გოგიჩაძე
ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი
გიორგი კანდელაკი
ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი
თინათინ გოგიჩაძე

3 შემოკლებანი

▲back to top


შემოკლებანი

არაბ. - არაბული
ბერძნ. - ბერძნული
გერმ. - გერმანული
ესპ. - ესპანური
იაპ. - იაპონური
ინგლ. - ინგლისური
ინდ. - ინდური
იტალ. - იტალიური
იხ. - იხილეთ
ლათ. - ლათინური
ლიტვ. - ლიტვური
მალ. - მალაიზიური
მლნ - მილიონი
პერ. - პერუული
პორტ. - პორტუგალიური
სინ. - სინგალეზური
სპარს. - სპარსული
უარყ. - უარყოფითი
ფინ. - ფინური
ფრანგ. - ფრანგული
შდრ. - შეადარეთ
ჰოლ. - ჰოლანდიური

4 ქართული ანბანი

▲back to top


ქართული ანბანი

-ან, ბ-ბან, -გან, -დონ, -ენ, -ვინ, -ზენ, -თან, -ინ, -კან, -ლას, -მან, -ნარ, -ონ, -პარ, -ჟან, -რაე, -სან, -ტარ, -უნ, -ფარ, -ქან, -ღან, -ყარ, -შინ, -ჩინ, -ცან, -ძილ, -წილ, -ჭარ, -ხან, -ჯან, -ჰაე.

5 ლექსიკონი

▲back to top


5.1 ღერო

▲back to top


ღერო
1. მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ვეგეტაციური ორგანო, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში ახასიათებს რადიალური შინაგანი აგებულება, კენწრული ზრდა სიგრძეში, ფოთლების გარკვეული წესით განლაგება და ფოთლის უბეში კვირტების წარმოქმნა. ღერო წარმოადგენს ფესვისა და ფოთლების დამაკავშირებელ ორგანოს. იგი ჭურჭლების საშუალებით ატარებს ფესვიდან ფოთლებისაკენ წყალს და არაორგანულ ნივთიერებებს, ხოლო საცრისებრი მილების მეშვეობით - ორგანულ ნივთიერებებს ფესვისაკენ. 2. თავის ტვინის ღერო, რომელიც წარმოადგენს ამ ორგანოს ევოლუციურად ყველაზე ძველ ნაწილს. შედგება შუა, უკანა - (ნათხემის გამოკლებით) და მოგრძო ტვინისაგან.

5.2 ღეროვანი უჯრედი

▲back to top


ღეროვანი უჯრედი
(ინგლ. stem cell) - ნებისმიერი ქსოვილის - (მათ შორის ჰემოპოეზურის) უჯრედების წინამორბედი, არადიფერენცირებული - (პოლიპოტენტური) უჯრედი, რომლის დიფერენცირების შემდეგ წარმოიქმნება ქსოვილების სპეციალიზებული უჯრედები - (მაგ., სისხლის ყველა რიგის უჯრედი - ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები).

5.3 ღვია

▲back to top


ღვია
(Juniperus communis) - წიწვიანი ბუჩქია ან ხე. შეიცავს ეთერის ზეთს, ძმრის, ვაშლის და ჭიანჭველის მჟავებს, გლუკოზას, ფრუქტოზას, ფისებს, გლიკოზიდ იუნიპერინს, ყვითელ პიგმენტს, სპირტს, ცვილს. იყენებენ როგორც შარდმდენ, მადეზინფიცირებელ, ამოსახველებელ, საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ საშუალებას, აგრეთვე დერმატიტების, რევმატიზმის, თირკმლების ქრონიკული ანთებების, კუჭისა და ღვიძლის პათოლოგიების შემთხვევებში.

5.4 ღვინის ქვა

▲back to top


ღვინის ქვა
(kallium bitartaricum; tartarus depuratus; cremor tartari) - იგივე კალიუმის ბიტარტარატი. ღვინოში წარმოქმნილი მკვრივი მასა, რომელიც გამოიყენება კულინარიაში.

5.5 ღვიძლი

▲back to top


ღვიძლი
(hepar) - ხერხემლიანების საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვალია. ადამიანში ღვიძლის პარენქიმის სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეულია წილები, რომლებიც შედგებიან ნაღვლის გამომყოფი ჰეპატოციტებისაგან. ღვიძლში კარის ვენით შედის სისხლი, რომელიც მდი დარია გლიკოგენის, ცილების, ლიპიდების და სხვ. ნივთიერებების სინთეზისათვის აუცილებელი შენაერთებით. სისხლი ღვიძლიდან გადის ღვიძლის ვენის საშუალებით. ღვიძლი მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, რეტინოლის, ციანოკაბალამინის, მინერალური ნივთიერებების ცვლაში, ჰორმონების ინაქტივაციაში. მისი ბარიერული ფუნქცია მდგომარებს ცვლის პროდუქტების დეზინტოქსიკაციაში, მიკრობების განვითარების შეჩერებაში და სხვ. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში, ელენთასთან ერთად ასრულებს სისხლის დეპოს როლს და სხვ.

5.6 ღვიძლის ორპირა

▲back to top


ღვიძლის ორპირა
(Fasciola hepatica) - იგივე ღვიძლის პეპელა. ბრტყელი ჭიების ტიპის, დიგენეზური ტრემატოდების კლასის წარმომადგენელია. მისი დეფინიტური მასპინძლებია ადამიანი, შინაური და გარეული ცხოველები. პარაზიტობს ღვიძლში, ღვიძლის სადინარებსა და ნაღვლის ბუშტში. შუალედური მასპინძელია მტკნარი წყლის ლოკოკინა - მცირე ტბორულა. აღნიშნული პარაზიტი დიდ ზიანს აყენებს ადამიანსა და ცხოველებს.

5.7 ღორის სოლიტერი

▲back to top


ღორის სოლიტერი
(Tenia solium) - მიეკუთვნება ბრტყელი ჭიების ტიპის თასმისებურთა კლასს ანუ ცესტოდებს. სიგრძე 8 მეტრამდე აღწევს. ხორთუმზე აქვს ორ წყებად განლაგებული 32 კაუჭი. ამიტომაც, ხარის სოლიტერისაგან განსხვავებით, ეწოდება შეიარაღებული. ჰერმაფროდიტებია. განვითარება ხდება შუალედური მასპინძლის, ღორის დახმარებით. კვერცხების მომწიფება ხდება ბოლო პროგლოტიდში. ღორი სენიანდება კვერცხებიანი პროგლოტიდების, ხოლო ადამიანი - ფინოზური ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში.

5.8 ღრუბელები

▲back to top


ღრუბელები
(Spongia. Porifera) - უხერხემლო ცხოველთა ტიპია. დაბალი ორგანიზაციისა და პრიმიტიული აგებულების მრავალუჯრედიანებია. არსებობენ როგორც კოლონიური, ასევე ცალკეული ინდივიდები, რომლებიც ერთი ბოლოთი სუბსტრატზე არიან მიმაგრებული, ხოლო საწინააღმდეგო მხარეზე აქვთ ხვრელიოსკულუმი. არ გააჩნიათ არც ნერვული და არც კუნთოვანი უჯრედები. მრავლდებიან როგორც უსქესოდ, ასევე სქესობრივად. გააჩნიათ რეგენერაციის უნარი.

5.9 ყაბზობა

▲back to top


ყაბზობა
იგივე კონსტიპაცია. მუცელში შეკრულობა.

5.10 ყაყაჩო

▲back to top


ყაყაჩო
(Papaver somniferum) - ყაყაჩოსებრთა ოჯახის ერთწლიანი, ორწლიანი და მრავალწლიანი მცენარეებია. ცნობილია დაახლოებით 100 სახეობა. ხშირად მისდევენ ე.წ. საძილე ყაყაჩოს ანუ ხაშხაშის - (იხ.) კულტივირებას ზეთის და ოპიუმის შემცველი თესლების მისაღებად. მცენარის კოლოფებიდან იღებენ ალკალოიდებს. ოპიუმის ძირითადი მოქმედი ნივთიერებებია - მორფინი, კოდეინი, პაპავერინი და სხვ. მორფინი 1806 წელს მიიღო სერტიუნერმა, კოდეინი - რობიკენმა 1832 წელს, ხოლო პაპავერინი - მერკმა 1848 წელს.

5.11 ყვავილი

▲back to top


ყვავილი
ფარულთესლოვნებისათვის დამახასიათებელი რეპროდუქციული ორგანოა - (flos). მისგან ვითარდება ნაყოფი, რომელშიც მწიფდება თესლი. ყვავილის შუაგულში ბუტკოა, რომლის გარშემოც განლაგებულია მტვრიანები. ბუტკოსა და მტვრიანებს გარედან ფარავს ყვავილსაფარი, რომელიც ჩვეულებრივ შედგება გვირგვინის ფურცლებისა და ჯამის ფოთლებისაგან. მტვრიანებში წარმოიქმნება ყვავილის მტვერი. ბუტკო შედგება დინგის, სვეტისა და ნასკვისაგან. ნასკვი ბუტკოს ქვედა ფართო ნაწილია. მასში მდებარეობს თესლკვირტი. ყვავილობის შემდეგ ნასკვისაგან წარმოიქმნება ნაყოფი, თესლკვირტისაგან კი თესლი.

5.12 ყვავილის მტვერი

▲back to top


ყვავილის მტვერი
უნიკალური სამკურნალო ცილოვანი ბუნების პროდუქტია, რომელსაც ფუტკარი მოიპოვებს მტვრისმომცემი მცენარეებისაგან. შეიცავს ცხიმებს, ნახშირწყლებს, ცილებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, პიგმენტებს, ჰორმონებს და სხვ. დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. გამოიყენება საერთო სისუსტის, ავიტამინოზების, დიაბეტის, ჰიპერტონიის, პროსტატიტის, იმპოტენციის, ქრონიკული კოლიტის და სხვ. დაავადებების წინააღმდეგ. იხ. ჭეო.

5.13 ყვავილის ფორმულა

▲back to top


ყვავილის ფორმულა
იგივე ყვავილის დიაგრამა. ყვავილის შემად გენელი ნაწილების, მისი აგებულების თავისებურებების პირობითი აღნიშვნა ლათინური - (ან ქართული) ასოებით, სიმბოლოებით და ციფრებით. მაგ., ჯვაროსანთა ოჯახის ფორმულაა: ჯ4 - (ანუ ჯამის 4 ფოთოლი), გ4 - (გვირგვინის 4 ფურცელი), მ6 - (6 მტვრიანა) და ბ1 - (ერთი ბუტკო).

5.14 ყვითელი სხეული

▲back to top


ყვითელი სხეული
(Corpus luteum) - ძუძუმწოვრებსა და ადამიანში შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, რომელიც ოვულაციის შემდგომ წარმოიქმნება საკვერცხის ფოლიკულის მარცვლოვანი შრისაგან. განასხვავებენ ორსულობის და ციკლურ ანუ მენსტრუალურ ყვითელ სხეულს. ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონ პროგესტერონს, რომელიც აუცილებელია ორსულობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. კერძოდ, იგი აუცილებელია ყოველი მენსტრუალური ციკლის დასრულებისათვის, აგრეთვე შესაძლებელს ხდის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას საშვილოსნოს კედელში და იწვევს სარძევე ჯირკვლის სტიმულაციას ორსულობის ბოლო თვეებში.

5.15 ყვითელი ცხელება

▲back to top


ყვითელი ცხელება
მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც უმთავრესად გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. გამომწვევია რნმგენომიანი ვირუსი ფლავივურუსების ოჯახიდან. ახასიათებს მძიმე კლინიკური მიმდინარეობა. ვირუსის გადამტანია Haemagogus-ის და Aedes-ის გვარის კოღოები. დამახასიათებელი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, სიყვითლე - (ღვიძლის დაზიანების გამო), კუნთების ტკი ვილი, სისხლიანი პირღებინება. გა დატანილი ავადმყოფობა ქმნის იმუნიტეტს.

5.16 ყვითრი

▲back to top


ყვითრი
(ბერძნ. lekitos) - საკვები ნივთიერება, რომელიც გროვდება ცხოველებისა და ადამიანის კვერცხუჯრედებში. იგი აუცილებელია განვითარებადი ჩანასახისათვის. ყვითრის ლოკალიზაცია კვერცხუჯრედში განსაზღვრავს ამ უკანასკნელის ტიპს - (იზოლეციტალურს, ტელოლეციტალურს და ა.შ.). იგივე დეიტოპლაზმა.

5.17 ყვითრის პარკი

▲back to top


ყვითრის პარკი
(ბერძნ. lekitos) - სისხლძარღვებით მდიდარი მემბრანა, - (ტომსიკა), რომლის მეშვეობითაც ხდება საკვები ნივთიერებების გადატანა ყვითრიდან ჩანასახში. ლოკალიზებულია ჩანასახის ქვემოთ. ფილოგენეზურად პირველად თევზებში ჩნდება.

5.18 ყიფლიბანდი

▲back to top


ყიფლიბანდი
(fonticulus) - ახალშობილის თავის ქალას ჩონჩხის ტვინოვანი ნაწილის შეუზრდელი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნი - (ნაკერი), რომელიც ზრდასთან ერთად გაძვალებას განიცდის.

5.19 ყლორტი

▲back to top


ყლორტი
ნორჩი ღერო, რომელიც ივითარებს ფოთლებს. ბალა ხოვან მცენარეთა ღერო ამავე დროს ყლორტსაც წარმოადგენს. ხეების, ბუჩქებისა და ნახევარბუჩქების ყლორტებს კი ერთი და ორწლიანი შეფოთლილი ტოტები წარმოადგენენ.

5.20 ყნოსვა

▲back to top


ყნოსვა
(olfactus) - გრძნობის სპეციალური ორგანოს - ყნოსვის ანალიზატორის მეშვეობით სუნის აღქმის პროცესი. სურნელოვანი ნივთიერებები ზემოქმედებენ ცხვირის ზედა და ნაწილობრივ შუა ნაწილების ლორწოვან გარსში განლაგებულ რეცეპტორებზე.

5.21 შაგასის სინდრომი

▲back to top


შაგასის სინდრომი
(ბრაზილიელი ექიმის ც. შაგასის გვარის მიხედვით) - ნერვული განგლიების უჯრედების დესტრუქციით გამოწვეული ღრუ ორგანოების პათოლოგიური გაგანიერება. შორეული შედეგია ამერიკული ტრიპანოსომოზის მწვავე ფორმისა, რომლის გამომწვევია შოლტიანების კლასის უმარტივესი Trypanosoma cruzi. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. დაავადების გადამტანია ბაღლინჯო - (Triatoma megistus).

5.22 შავბალახა

▲back to top


შავბალახა
(Leonurus quinquelobatus) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს გლიკოზიდებს, ეთერის ზეთს, მთრიმლავ, მწარე, შაქროვან ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას, საპონინებს, ფლავონოიდებს, რეტინოლს. გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იყენებენ როგორც ჰიპოტენზიურ, სედატიურ საშუალებას ჰიპერტონიული დაავადების დროს, ეგრეთვე როგორც ოფლმდენს და ნაღველმდენს.

5.23 შავი ჭირი

▲back to top


შავი ჭირი
(pestis) - მწვავე ინფექციური დაავადება მეტად მაღალი ლეტალურობით. გამომწვევია შავი ჭირის ჩხირი Yersinia pestis. ანთროპოზოონოზია. ბაქტერიის რეზერვუარული მასპინძლები არიან მღრღნელები, ხოლო გადამტანები - რწყილები.

5.24 შაკიკი

▲back to top


შაკიკი
(ფრანგ. migraine) - იგივე ჰემიკრანია - (იხ.). ახასიათებს მოვლითი ტკივილი თავის ნახევარ მხარეზე, რასაც თან ახლავს ვეგეტაციური დარღვევები. უფრო ხშირად ემართებათ ახალგაზრდა ქალებს.

5.25 შალფეი

▲back to top


შალფეი
(Salvia officinalis) - მრავალწლიანი ნახევარბუჩქია. შეიცავს მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, ეთერის ზეთს, სხვადასხვა ორგანულ მჟავებს და ფისებს. გააჩნია მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი და სხვ. თვისებები. იყენებენ სტომატიტების, ზედა სასუნთქი გზების კატარის, ანგინის, გასტრიტების, კოლიტების, კუჭის წყლულის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთებისას და სხვ.

5.26 შანკრი

▲back to top


შანკრი
(ფრანგ. chancre Sankri) - წყლული სასქესო ორგანოებზე. ცნობილია მაგარი შანკრი - (სიფილისით დაავადების პირველი ნიშანი) და რბილი შანკრი - (გადამდები ვენერული დაავადება).

5.27 შარდის ბუშტი

▲back to top


შარდის ბუშტი
(vesica urinaria) - ღრუ კუნთოვანი ორგანო, რომელშიც გროვდება შარდი. ზოგიერთ თევზში, ამფიბიებში, ქვეწარმავლებში, ფრინველებსა და ზოგიერთ ძუძუმწოვარში შარდსაწვეთი იხსნება კლოაკაში, ხოლო ჩანთოსან და პლაცენტურ ძუძუმწოვრებში - შარდის გამომყოფ არხში. ფრინველებს, სირაქლემას გარდა, შარდის ბუშტი არა აქვთ, რაც ფრენასთან შეგუებას წარმოადგენს.

5.28 შარდოვანა

▲back to top


შარდოვანა
(ureum) - ორგანულ ნაერთთა დაშლისა და დაჟანგვის შედეგად წარმოქმნილი ერთ-ერთი ნივთიერებაა. ამონიაკი, რომელიც შხამიანი ნივთიერებაა, სისხლს ღვიძლში მიაქვს, სადაც იგი გარდაიქმნება ნაკლებად შხამიან ნივთიერებად - შარდოვანად, რომელიც ორგანიზმიდან ძირითადად თირკმლების მეშვეობით განიდევნება. შარდოვანას მცირე რაოდენობას ოფლთან ერთად კანიც გამოყოფს.

5.29 შაქრიანი დიაბეტი

▲back to top


შაქრიანი დიაბეტი
მემკვიდრული ხასიათის ნეიროენდოკრინული ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ყველა სახის ნივთიერებათა - (განსაკუთრებით ნახშირწყლების) ცვლის მოშლა. იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის - ინსულინის ნაწილობრივი ან სრული უკმარისობა.

5.30 შებრუნებითი ტიფი

▲back to top


შებრუნებითი ტიფი
(typhus recurrentis) - მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის ყველაზე უფრო დამახასიათებელ სიმპტომს წარმოადგენს ცხელების პერიოდული შეტევები. გამომწვევია Borrelia recurrentis, იგივე ობერმეიერის სპიროქეტა. ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია. ინფექციის გადაცემა ხდება იმ ტილების მეშვეობით, რომლებმაც შეიწოვეს ავადმყოფი ადამიანის სისხლში მყოფი სპიროქეტები. შებრუნებითი ტიფის საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 7-10 დღის განმავლობაში. სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების გატარებამ და ქიმიოთერაპიამ მკვეთრად შეამცირა ამ დაავადების სიხშირე. შებრუნებითი ტიფის გამომწვევი სპიროქეტა - (ბორელია) 1868 წელს აღმოაჩინა ო.ობერმეიერმა.

5.31 შებრუნებითი ტრანსკრიპტაზა

▲back to top


შებრუნებითი ტრანსკრიპტაზა
იგივე რევერტაზა - (იხ.) ანუ რნმ-ზე დამოკიდებული დნმ-პოლიმერაზა.

5.32 შეგუებითი შეფერილობა

▲back to top


შეგუებითი შეფერილობა
გარემო პირობებთან შეგუების ერთ-ერთი ფორმა, რაც ბუნებრივი გადარჩევის პროცესში გამოიხატება ისეთი შეფერილობის წარმოქმნაში, რომელიც ცხოველებს შეუმჩნეველს ხდის - (მფარველობითი შეფერილობა) ანდა პირიქით, განსაკუთრებით შესამჩნევს - (გამაფრთხილებელი შეფერილობა).

5.33 შეკავება

▲back to top


შეკავება
(inhibere, supprimere) - ნერვული პროცესი, რომელიც ვლინდება აგზნების დაბლოკვით გაღიზიანების საპასუხოდ ანდა თავის ტვინის ქერქში უკვე წარმოქმნილი აგზნების დაქვეითებით. შეკავება აგზნებასთან ერთად უზრუნველყოფს ქსოვილების, ორგანოების და მთლიანად ორგანიზმის ნორმალურ ცხოველქმედებას. შეკავება იცავს ქსოვილებსა და ორგანოებს - (მაგ., ცენტრალურ ნერვულ სისტემას) ჭარბი აგზნებისაგან და ამით „ასვენებს“ მათ. განასხვავებენ პერიფერიული და ცენტრალური ტიპის შეკავებებს.

5.34 შელფი

▲back to top


შელფი
(ინგლ. shelf მეჩეჩი) - მატერიკების სანაპიროების წყლისქვეშა შედარებით სწორი ადგილი, რომელიც ხმელეთს ესაზღვრება. მისი მაქსიმალური სიღრმე 150-200 მეტრამდეა, თუმცა ადგილებში 1500-2000 მეტრსაც კი აღწევს. მზის სხივებით განათების საზღვრებში - (150-200მ-მდე) შელფი ძალზე მდიდარია ორგანული სამყაროს წარმომადგენლებით და თევზის რეწვის ძირითად აკვატორიუმს წარმოადგენს.

5.35 შემაერთებელი ქსოვილი

▲back to top


შემაერთებელი ქსოვილი
(textus conjunctivus) - ქსოვილის ამ ტიპს მიეკუთვნება საკუთრივ შემაერთებელი ქსოვილი, ძვალი, ხრტილი, მყესები, ცხიმოვანი ქსოვილი, აგრეთვე სისხლი და ლიმფა. ამ ქსოვილის უჯრედების უმეტესობისათვის დამახასიათებელია უჯრედშორისი ნივთიერების დიდი რაოდენობით სეკრეცია, რასაც ძირითადი ნივთიერება ეწოდება. ძირითადი ნივთიერებაა მაგ., კოლაგენი, რომელსაც გამოყოფენ შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედები - ფიბრობლასტები და ფიბროციტები. საკუთრივ შემაერთებელი ქსოვილის 2 ტიპი არსებობს: მკვრივი და ფაშარი.

5.36 შენიღბვა

▲back to top


შენიღბვა
ცხოველების შეფერილობა და ფორმა, რაც ქცევასთან ერთად ნაკლებად გამოარჩევს მათ გარემოს ფონზე. წარმოადგენს შეგუების ერთ-ერთ ფორმას და ხელს უწყობს ცხოველს არსებობისათვის ბრძოლაში.

5.37 შერწყმა

▲back to top


შერწყმა
(ინგლ. fusion შერწყმა) - იგივე ფუზოგენია. სომატური უჯრედების შერწყმის პროცესი, რაც საბოლოოდ დადგინდა იაპონელი ოკადასა - (1957) და ფრანგი ბარსკის - (1960) შრომებით. ეს ფაქტი დაედო საფუძვლად მონოკლონური ანტისხეულების სინთეზს ჰიბრიდომების - (იხ.) საშუალებით. უჯრედების შერწყმას ზოგჯერ ტელორედუპლიკაციასაც - (იხ.) უწოდებენ.

5.38 შერწყმის ინდექსი

▲back to top


შერწყმის ინდექსი
სომატური უჯრედების შერწყმის ინტენსივობის - (სიხშირის) მაჩვენებელი რიცხვი - (მაგ., 100 უჯრედიდან რამდენი ექვემდებარება შერწყმას).

5.39 შეშუპება

▲back to top


შეშუპება
იხ. ედემა.

5.40 შეწოვა

▲back to top


შეწოვა
(adsorptio; resorptio) - ქსოვილების უჯრედული ელემენტებიდან - (ბუსუსები, მემბრანები და სხვ.) ნივთიერებების გადასვლა სისხლსა და ლიმფაში. ადგილი აქვს უმთავრესად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, აგრეთვე ფილტვებში, პლევრაში, საშვილოსნოში და სხვ. შეწოვის პროცესში მონაწილეობას იღებენ უჯრედული ორგანოიდები მიტოქონდრიები, გოლჯის აპარატი, ენდოპლაზმური ბადე და ა.შ. რთული საკვები ნივთიერებების უმეტესობა შეწოვამდე განიცდის ფერმენტულ ჰიდროლიზს, რის შედეგადაც წარმოიქნებიან უფრო მარტივი შენაერთები.

5.41 შეჭიდულობის ჯგუფი

▲back to top


შეჭიდულობის ჯგუფი
ერთ ქრომოსომაში ლოკალიზებული ყველა გენი.

5.42 შეხება

▲back to top


შეხება
(tactus) - კანის თვისება, რომლის საშუალებითაც ვიგებთ საგნების სითბოს, სიცივეს, ფორმას და სხვა. იხ. ტაქტილური.

5.43 შვიტა

▲back to top


შვიტა
(Equisetum arvense) - მრავალწლიანი სპორიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ასკორბინის, ვაშლის და სხვ. მჟავებს, მწარე, მთრიმლავ, ფისოვან ნივთიერებებს, ცილებს, კაროტინს, საპონინ ექვიზეტონინს, ცხიმოვან ზეთს, კალციუმის მარილებს. გააჩნია სისხლდენის შემაჩერებელი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. იყენებენ შარდის ბუშტის ანთებითი პროცესების დროს. ბალახს აქვს მადეზინფიცირებელი, ჭრილობის შემხორცებელი და სხვა თვისებები. გამოიყენება ფილტვებისა და თირკმლების პათოლოგიების შემთხვევებში და სხვ.

5.44 შიდსი

▲back to top


შიდსი
(შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) - პირველად რეგისტრირებულ იქნა აშშ-ში 1981-82 წლებში. 1983-1984 წლებში დაადგინეს, რომ დაავადებას იწვევს რეტროვირუსების ოჯახის ლენტივირუსების ქვეოჯახის ვირუსი - აივ - (იხ.). დაავადების პათოგენეზი მდგომარეობს ვირუსის მიერ T-ჰელპერების და სხვ. იმუნოკომპეტენტური უჯრედების დესტრუქციაში, რასაც შედეგად მოყვება ორგანიზმის იმუნური ძალების დისბალანსი.

5.45 შიზოგონია

▲back to top


შიზოგონია
(ბერძნ. schizo ვაცალკევებ, gone შთამომავლობა, თაობა) - უსქესო გამრავლების ერთერთი ფორმა, როდესაც სხეული იყოფა მრავალ შვილეულ ინდივიდად - მეროზოიტებად. გამრავლების ეს ფორმა დამახასიათებელია უმარტივესებისათვის.

5.46 შიზონტი

▲back to top


შიზონტი
(ბერძნ. schizo ვაცალკევებ) - უჯრედების მომზადების ფაზა შიზოგონიისადმი, რაც ზოგიერთ უმარტივესს ახასიათებს. ეს პროცესი მდგომარეობს ბირთვის რამოდენიმე სწრაფ დაყოფაში, რასაც მოსდევს შიზონტის დაყოფა მრავალ ერთბირთვიან უჯრედად - მეროზოიტებად.

5.47 შიზოფრენია

▲back to top


შიზოფრენია
(ბერძნ. schizo ვაცალკევებ, phren ჭკუა) - მემკვიდრული, მძიმე ფსიქიკური დაავადებაა. ძირითადად ახასიათებს შეუსაბამო მეტყველება, გარემოდან მოწყვეტა, ჰალუცინაცია, აკვიატებული აზრები.

5.48 შიმპანზე

▲back to top


შიმპანზე
(Pan) - დიდი ზომის ადამიანისმაგვარი მაიმუნია. სიმაღლე 150-165სმ-ია, ხოლო წონა - 45-80კგ. გავრცელებული არიან ეკვატორულ აფრიკაში. ბიოქიმიური მახასიათებლებით შიმპანზე სხვა ადამიანისმაგვარ მაიმუნებთან შედარებით უფრო ახლოა ადამიანთან. გამოიყენება სამედიცინო-ბიოლოგიურ და ფსიქო-ფიზიოლოგიურ ექპერიმენტებში.

5.49 შისტოსომა

▲back to top


შისტოსომა
(Schistosoma) - იგივე სისხლის ორპირა. ბრტყელი ჭიების ტიპის, დიგენეზური კლასის ტრემატოდაა. ადამიანში პარაზიტობს სისხლის ორპირას სამი ფორმა: Schistosoma haematobium, Sch. Schimansoni და Sch. japonicum. გაყოფილსქესიანია. მის მიერ გამოწვეულ დაავადებას ეწოდება შისტოსომოზი. საქართველოში არ გვხვდება, თუმცა გამორიცხული არ არის მისი შემოტანა ტრანზიტული გზით.

5.50 შიფტი

▲back to top


შიფტი
(ინგლ. shift ნახტომი) - განპირობებულია ჰემაგლუტინინის და ნეირამინიდაზას გარკვეული სახესხვაობის მაკოდირებელი გენის გადარჩევით და სრული შეცვლით. შიფტს, დრეიფისაგან განსხვავებით, იშვიათად აქვს ადგილი და ჩვეულებრივ, ვირუსის 2 სხვადასხვა ქვეტიპის ერთ სამიზნე-უჯრედში მოხვედრის შემთხვევაში განვითარებული რეკომბინაციის შედეგს წარმოადგენს. შიფტის შედეგად მთლიანად იცვლება გენის სტრუქტურა და წარმოიქმნება ვირუსის ახალი ქვეტიპი, რომელიც პანდემიის მიზეზი შეიძლება გახდეს.

5.51 შიშველთესლოვანი მცენარეები

▲back to top


შიშველთესლოვანი მცენარეები
(Gymnospermae) - ასეთი მცენარეების თესლები წყვილწყვილადაა განლაგებული გირჩის ქერქლებზე და შიშვლად, დაუფარავად სხედან მათზე. შიშველთესლოვნებს მიეკუთვნებიან წიწვიანი მცენარეები: ნაძვი, ფიჭვი, სოჭი, ღვია, ლარიქსი და ა.შ.

5.52 შმაგა

▲back to top


შმაგა
(Atropa caucasica) - იგივე კავკასიური ბელადონა. მრავალწლიანი მცენარეა, სწორმდგომი. შეიცავს ალკალოიდ ატროპინს. შედის ასთმის საწინააღმდეგო ფხვნილის შემადგენლობაში. იხმარება როგორც ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმის საწინააღმდეგო საშუალება და სხვ.

5.53 შობადობა

▲back to top


შობადობა
(nativitas) - ერთი წლის მანძილზე ან დროის სხვა მონაკვეთში გაჩენილი შთამომავლების საშუალო რიცხვი - (ანგარიშობენ 100 ან 1000 გამრავლებად ინდივიდზე, ზოგჯერ კი ერთ ძუზე).

5.54 შოკი

▲back to top


შოკი
(ინგლ. shock დაკვრა, დარტყმა) - ორგანიზმის თავისებური რეაქცია ძლიერი გამღიზიანებლის ზემოქმედების საპასუხოდ. ახასიათებს ცენტრალური ნერვული სისტემისა და სასიცოცხლო ფუნქციების მკვეთრი დათრგუნვა.

5.55 შოლტიანები

▲back to top


შოლტიანები
(Flagellata) - უმარტივესების ტიპის ერთ-ერთი კლასის წარმომადგენლებია. გააჩნიათ შოლტები, როგორც მოძრაობის ორგანელები. ზოგიერთი შოლტიანი იმისდა მიხედვით, ავტოტროფები არიან თუ ჰეტეროტროფები, მიეკუთვნებიან მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს. ზოგიერთი შოლტიანი: ლეიშმანიები, ტრიპანოსომები, ტრიქომონასები და სხვ. პარაზიტობს ადამიანსა და ცხოველებში.

5.56 შოუპის სიმსივნეები

▲back to top


შოუპის სიმსივნეები
ამერიკელი რ. შოუპის მიერ 1932-1936 წლებში პირველად აღმოჩენილი ვირუსული ეტიოლოგიის სიმსივნეები - (ფიბრომა, პაპილომა) ძუძუმწოვრებში, კერძოდ ბოცვერებში. სიმსივნეების გადანერგვა ცხოველებზე შესაძლებელი იყო ფილტრატებით.

5.57 შპრიცი

▲back to top


შპრიცი
(გერმ. Spritze ჩასასხმელი) - სამედიცინო ხელსაწყო, ნემსის მქონე დგუშიანი ცილინდრი, რომლითაც წამალი შეყავთ ორგანიზმში.

5.58 შრატი

▲back to top


შრატი
(serum) - სისხლის შრატი, რომელიც მიიღება სისხლის პლაზმიდან. იმუნურ შრატს ამზადებენ რაიმე ანტიგენით იმუნიზებული ადამიანისა და ცხოველის პლაზმისაგან. იყენებენ როგორც სადიაგნოზო და სამკურნალო საშუალებას.

5.59 შრიფტი

▲back to top


შრიფტი
(გერმ. Shript წერა) - ასოების მოხაზულობა; ტოპოგრაფიული მასალა ასოების, პუნქტუაციის ნიშნების, სხვადასხვა ფორმულების სახით, რაც გამოიყენება ტექსტების ასაწყობად.

5.60 შროტი

▲back to top


შროტი
(გერმ. Schrot) - ზეთოვანი მცენარეების - (მაგ., მზესუმზირის) თესლიდან გაუცხიმოვნების საშუალებით მიღებული ნარჩენი მასა, რომელსაც საქონლისათვის საკვებად იყენებენ. იგივე „კოპტონი“.

5.61 შროშანა

▲back to top


შროშანა
(Convallaria majalis) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერის ზეთს, სახამებელს, სხვადასხვა მჟავებს, ასპარაგინს, საპონინს, გულის გლიკოზიდებს. იყენებენ გულის დეკომპენსაციის შემთხვევაში: აძლიერებს გულის შეკუმშვებს, ანელებს პულსს, აძლიერებს შარდის გამოყოფას, ამცირებს შეშუპებას. მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია.

5.62 შტამბი

▲back to top


შტამბი
(გერმ. Stamm ღერო, საფუძველი) - ხემცენარეთა ღეროს ნაწილი ფესვის ყელიდან პირველ დატოტვამდე. იგივე ზრო.

5.63 შტამი

▲back to top


შტამი
(გერმ. Stamm ღერო, საფუძველი) - მუტაციის შედეგად მიღებული ამა თუ იმ მიკროორგანიზმის სუფთა კულტურა. ერთი და იგივე მიკროორგანიზმის სხვადასხვა შტამებს შეიძლება გააჩნდეთ სხვადასხვა ვირულენტობა, ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობა და სხვ. მიკროორგანიზმების ზოგიერთი შტამი გამოიყენება წარმოებაში ცილების, ანტიბიოტიკების, ვიტამინების და სხვ. ნივთიერებების მიკრობიოლოგიური სინთეზისათვის.

5.64 შტატივი

▲back to top


შტატივი
(ლათ. stativus მდგარი) - ლაბორატორიებში ქიმიური ჭურჭლისა და ხელსაწყოების ჩასაწყობად გამოყენებული სადგამი.

5.65 შტერნბერგ-რიდის უჯრედი

▲back to top


შტერნბერგ-რიდის უჯრედი
ლიმფოგრანულომატოზისათვის - (ჰოჯკინის დაავადება) პათოგნომური გიგანტური მრავალბირთვიანი უჯრედი. სახელი დაერქვა პირველაღმომჩენების საპატივცემულოდ - (იხ. რიდ-შტერნბერგის უჯრედი).

5.66 შუალედური დამემკვიდრება

▲back to top


შუალედური დამემკვიდრება
ხშირად ჰეტეროზიგოტური ფორმების ნიშან-თვისებები შუალედური ხასიათისაა, ე.ი. დომინირება შეიძლება არასრული იყოს. ამის მაგალითია მცენარე გულისაბას ორი მემკვიდრეობითი ფორმის შეჯვარების შედეგები. წითელ და თეთრყვავილიანი მცენარის შეჯვარებისას მიღებული პირველი თაობის ყველა ჰიბრიდს ვარდისფერი, ე.ი. შუალედური ხასიათის ყვავილები გააჩნიათ.

5.67 შუალედური მასპინძელი

▲back to top


შუალედური მასპინძელი
ცხოველი, რომლის ორგანიზმში არსებობენ პარაზიტების სქესობრივად მოუმწიფებელი ფორმები. სქესობრივ მომწიფებას აღნიშნული პარაზიტები აღწევენ ე.წ. საბოლოო - (დეფინიტურიმასპინძლის ორგანიზმში. მალარიის შემთხვევაში ადამიანი შუალედური მასპინძელია, ხოლო ღორის სოლიტერის შემთხვევაში - საბოლოო.

5.68 შუნტირება

▲back to top


შუნტირება
(ინგლ. shunt სათადარიგო გზაზე გადაყვანა) - დაზიანებული სისხლძარღვის მაგიერ მუდმივი ან დროებითი სისხლის მიმოქცევის გზის შექმნა ქირურგიული ოპერაციის საშუალებით.

5.69 შხამიანი მცენარეები

▲back to top


შხამიანი მცენარეები
მცენარეები, რომლებიც თავის ცხოველქმედების პროცესში გამოიმუშავებენ ადამიანისა და ცხოველების მომწამვლელ შხამებს. აღწერილია დაახლოებით 10000-მდე შხამიანი მცენარე, რომლებიც უმთავრესად გავრცელებულნი არიან ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. შხამიანი მცენარეები აღწერილია სოკოებში, შვიტებში, გვიმრებში, შიშველ და ფარულთესლოვან მცენარეებში და სხვა. ძალზე ძლიერი მოქმედების შხამი აქვს უმდაბლეს სოკოს Aspergillus flavus-ს, რომელიც გამოყოფს ე.წ. აფლატოქსინს - (იხ.). მრავალი მცენარეული შხამი მცირე დოზებში წარმოადგენს ძვირფას სამკურნალო პრეპარატს - (მორფინი, სტრიქნინი, ატროპინი და ა.შ.).

5.70 შხამიანი ცხოველები

▲back to top


შხამიანი ცხოველები
ცხოველები, რომელთაც მუდმივად ან პერიოდულად გააჩნიათ ნივთიერებები, რომელნიც ტოქსიკურია სხვა სახეობის ცხოველებისათვის. ზოგ შემთხვევაში აღნიშნული შხამები ადამიანის სიკვდილსაც კი იწვევენ. ცხოველებიდან 5000 სახეობამდე შხამიანია. მათ შორის უმარტივესები - 20 სახეობა, ნაწლავღრუიანები - 100, ჭიები - 70, ფეხსახსრიანები - 4000, მოლუსკები - 90, კანეკლიანები - 25, თევზები - 500, ქვეწარმავლები - 100, ძუძუმწოვრები - 2 - (იქედნე, იხვნისკარტა). იმისდა მიხედვით, გააჩნიათ თუ არა მათ შხამიანი ჯირკვლები, ცხოველები იყოფიან ორ ჯგუფად: აქტიურ-შხამიანებად და პასიურ- შხამიანებად.

5.71 ჩაის ბუჩქი

▲back to top


ჩაის ბუჩქი
(Thea) - მარადმწვანე, მცირე ზომის, მრავალწლიანი - (ცოცხლობს 100 წელზე მეტხანს) ბუჩქია. ფოთლები შეიცავს კოფეინს, ვიტამინებს, ეთერზეთებს, ტანინებს და სხვ. ჩაის სამშობლოა სამხრეთაღმოსავლეთი აზია. 1885 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩაის ბუჩქის პირველ პლანტაციას დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ჩაქვში.

5.72 ჩანასახი

▲back to top


ჩანასახი
(embryo) - ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ორგანიზმი. ცხოველთა უმეტესობის ემბრიონული განვითარება მოიცავს შემდეგ სტადიებს: ზიგოტას, მორულას, ბლასტოცისტას, ბლასტულას და გასტრულას, შემდგომი ჰისტოდა ორგანოგენეზით. ჩანასახი ხდება ნაყოფი იმ შემთხვევაში როდესაც მას გაუჩნდება მოზრდილი ორგანიზმისათვის დამახასიათებელი ნაშანთვისებები. სინონიმი: ემბრიონი.

5.73 ჩანასახოვანი გარსები

▲back to top


ჩანასახოვანი გარსები
ემსახურებიან ემბრიონის დაცვასა და კვებას. ეს გარსებია: ამნიონი, ქორიონი და ალანტოისი - (იხ.).

5.74 ჩანასახოვანი ფურცლები

▲back to top


ჩანასახოვანი ფურცლები
ჩანასახოვანი უჯრედების შრეა, რომლის დიფერენცირება ხდება გასტრულაციის პროცესში. განასხვავებენ ჩანასახოვანი ფურცლების სამ ტიპს: ექტოდერმას, ენტოდერმას და მეზოდერმას. აღნიშნული ფურცლებიდან ვითარდება მომავალი ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილი და ორგანო.

5.75 ჩანთიანი ძუძუმწოვრები

▲back to top


ჩანთიანი ძუძუმწოვრები
(Marsupialia) - უმეტესად გავრცელებულნი არიან ავსტრალიაში, თუმცა გვხვდებიან ტასმანიაზე, ახალ გვინეასა და სამხრეთ ამერიკაშიც. ძუძუმწოვრების ერთ-ერთი ქვეკლასია. ცნობილია ჩანთოსნების 230 სახეობა. ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია გიგანტური კენგურუ. შობს ერთ შვილს. ახალდაბადებული კენგურუ ძლიერ განუვითარებელია: კაკლისოდენაა, შიშველია და თვალაუხელელი. დაბადებისთანავე დედის ჩანთაში შეცოცდება და მიემაგრება ძუძუს. ჩანთაში პატარა კენგურუ დაახლოებით 8 თვის განმავლობაში ვითარდება და იზრდება. ჩანთა წარმოადგენს კანის ნაკეცს. იგი მდედრი კენგურუს მუცელზე წარმოქმნილია სარძევე ჯირკვლების ადგილზე.

5.76 ჩარგაფის წესი

▲back to top


ჩარგაფის წესი
იხ. კომპლემენტარობის პრინციპი.

5.77 ჩართვა

▲back to top


ჩართვა
ნუკლეოტიდის ზედმეტი წყვილის ჩართვა დნმ-ს მოლეკულაში.

5.78 ჩეინ

▲back to top


ჩეინ
სტოქსის სუნთქვა - (შოტლანდიელი ი. ჩეინის - (1777-1836) და ირლანდიელი ვ.სტოქსის - (1804-1878) საპატივცემულოდ) - არითმიული სუნთქვის ერთ-ერთი სახე, რომელიც უფრო ხშირად ახასიათებთ აგონიის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.

5.79 ჩითილი

▲back to top


ჩითილი
სათბურებში გამოზრდილი მცენარეები - (ძირითადად ბოსტნეული), რომლებსაც შემდეგ ღია გრუნტში რგავენ.

5.80 ჩირქი

▲back to top


ჩირქი
(ბერძნ. pyon ჩირქი) - ჩირქოვანი ანთების ექსუდატი. შედგება ცილით მდიდარი სითხისაგან, დიდი რაოდენობით ლეიკოციტებისაგან, ბაქტერიებისაგან, ფერმენტებისა და დაშლილი ქსოვილის ფრაგმენტებისაგან.

5.81 ჩიყვი

▲back to top


ჩიყვი
(struma) - ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა, რისი მიზეზიცაა ამ ორგანოს ჰიპოფუნქცია. ვითარდება საკვებში და სასმელ წყალში იოდის ნაკლებობის შემთხვევაში. საქართველოში უმთავრესად აღინიშნება მთიან ადგილებში, კერძოდ, სვანეთში. იგივე სტრუმა.

5.82 ჩიჩახვი

▲back to top


ჩიჩახვი
(ingluvies) - ზოგიერთი უხერხემლოს - (მაგ., მოლუსკების, ჭიების, მწერების) და ფრინველის საყლაპავი მილის გაფართოებული ნაწილი, რომელშიც ხორციელდება საკვების დაგროვება, შენახვა, ზოგჯერ კი წინასწარი ქიმიური გადამუშავება.

5.83 ჩონჩხი

▲back to top


ჩონჩხი
(ბერძნ. skeletos გამომშრალი) - სხეულის ძვლების ბუნებრივად შენაწევრებული კომპლექსი, რომელიც საყრდენს წარმოადგენს სხეულის რბილი ნაწილებისათვის. განასხვავებენ გარეგან და შინაგან ჩონჩხს. ადამიანის ჩონჩხის შემადგენლობაში 200 ძვალზე მეტია.

5.84 ჩუტყვავილა

▲back to top


ჩუტყვავილა
(varicella) - ლათინურად ვარიცელას უწოდებენ. ბავშვთა ასაკის ინფექციური დაავადებაა, რომლის ეტიოლოგიური აგენტია ვირუსი - (ალფაჰერპესვირუსი). დამახასიათებელი ნიშანია მთელ ტანზე ვეზიკულური გამონაყარი. დაავადება გადადის ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

5.85 ჩხირები

▲back to top


ჩხირები
1.ხერხემლიანი ცხოველების თვალის ბადურის ფოტორეცეპტორები. ჩხირებს, კოლბებთან შედარებით, სინათლისადმი უფრო მეტი მგრძნობელობა გააჩნიათ და რეაგირებას ახდენენ უფრო სუსტ განათებაზე. ჩხირებს არ შეუძლიათ ფერების გარჩევა და გამოიყენებიან უმთავრესად ღამით მხედველობისას. 2. Bacilli retinae - ბაქტერიების ერთერთი ფორმა. ზომები და ფორმა ვარირებს. სპორებს წარმოქმნიან პათოგენური ბაქტერიების ბაცილების და კლოსტრიდიების გვარები. ისევე როგორც კოკები, ჩხირებიც იყოფიან გრამ-დადებით და გრამ-უარყოფით ბაქტერიებად.

5.86 ცარცული პერიოდი

▲back to top


ცარცული პერიოდი
დედამიწის ისტორიის მეზოზოური ერის მესამე პერიოდი. რადიოლოგიური მეთოდით დადგენილია, რომ ამ პერიოდის ხანგრძლივობა დაახლოებით 70 მლნ წელს შეესაბამებოდა. ამ პერიოდში გაჩნდნენ უმაღლესი ძუძუმწოვრები და ფრინველები. ჭარბობდნენ ძვლოვანი თევზები. მკვეთრად შემცირდნენ გვიმრები და შიშველთესლოვნები. აღმოცენდნენ და გავრცელდნენ ფარულთესლოვნები. სახელი ეწოდა ევროპის ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებულ მთის ქანებში ცარცის არსებობის გამო.

5.87 ცაცხვი

▲back to top


ცაცხვი
(Tilia cordata) - ხემცენარეა, ხშირი ვარჯით. სიმაღლე 20-40 მეტრია. შეიცავს მწარე, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერის ზეთს, ასკორბინის მჟავას, შაქრებს, კაროტინს, ცვილს, გლიკოზიდს. ნაყენს გააჩნია ოფლმდენი, სიცხის დამწევი, ბაქტერიციდული, დიურეზული, სპაზმოლიზური და სეკრეტოლიზური თვისებები. იყენებენ პიელიტის, გაცივებების, ხველების, კუჭის სპაზმების შემთხვევებში, აგრეთვე თირკმლების ქვების დასაშლელად. ფოთლებს იყენებენ კომპრესის სახით თავის ტკივილის დროს.

5.88 ცედრა

▲back to top


ცედრა
(იტალ. cedro ციტრუსების ერთ-ერთი ჯიშის სახელწოდება) - ციტრუსების - (ფორთოხლის, ლიმონის და სხვ.) ქერქი, სადაც დიდი რაოდენობითაა ვიტამინები.

5.89 ცეკექტომია

▲back to top


ცეკექტომია
(ლათ. caecum ბრმა ნაწლავი, ბერძნ. ektome ამოკვეთა) - ბრმა ნაწლავის ამოკვეთის ოპერაცია.

5.90 ცელნამგალა ვეშაპი

▲back to top


ცელნამგალა ვეშაპი
(Orcinus orca) - იგივე ვეშაპმკვლელი. ქორდიანების ტიპის ზღვის ძუძუმწოვარია. ზღვის ბინადართა შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო აგრესიულ ცხოველად ითვლება. ხორცისმჭამელი დელფინია, რომელიც სიგრძეში 10მ-ს აღწევს, ხოლო წონა 8 ტონამდე აქვს. შეფერილობა შავ-თეთრი, კონტრასტულია. ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას არ ამჟღავნებს.

5.91 ცელომი

▲back to top


ცელომი
(ბერძნ. koiloma სიღრუე) - სხეულის მეორეული სიღრუე, რომელიც წარმოიქმნება ემბრიოგენეზის პროცესში მუცლის წინა კედელსა და შინაგან ორგანოებს შორის. ვითარდება შუა ჩანასახოვანი ფურცლის - მეზოდერმისაგან. ადამიანსა და ძუძუმწოვრებში ცელომისაგან წარმოიქმნებიან პერიკარდიული, პლევრული და მუცლის სიღრუეები. სინონიმი: მეტაცელი, დეუტეროცელი.

5.92 ცელულიტი

▲back to top


ცელულიტი
(ლათ. cellula უჯრედი, ბერძნ. itis ანთება) - ცხიმოვანი დეპოზიტები სხეულის სხვადასხვა ადგილას. ცელულიტი ყალიბდება მაშინ, როდესაც კანქვეშა შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც ფორმას აძლევს ცხიმს, სუსტდება და დეფორმირდება.

5.93 ცელულოზა

▲back to top


ცელულოზა
(ლათ. cellula უჯრედი) - იგივე უჯრედისი. პოლისაქარიდების ჯგუფის ნახშირწყალი, რომელიც შედგება გლუკოზის მოლეკულების ნაშთისაგან. ცელულოზა მცენარეული უჯრედის კედლის მთა ვარი შემადგენელი ნაწილია. ცელულოზის ბოჭკოები გამოიყენება მსუბუქ მრეწველობაში, ქაღალდის, პლასტმასების, ლაქების და სხვათა წარმოებაში.

5.94 ცელულური

▲back to top


ცელულური
(ლათ. cellula უჯრედი) უჯრედული.

5.95 ცენოგენეზი

▲back to top


ცენოგენეზი
(ბერძნ. koinos საერთო, genesis წარმოქმნა) - 1. ჩანასახში ზრდასრული წინაპრებისათვის არადამახასიათებელი მეორადი ნიშან-თვისებების განვითარება - (მაგ., თავკომბალას პირის აპარატი, ნემსიყლაპიას „ნიღაბი“ და სხვ.). ტერმინი შემოთავაზებულია ე. ჰეკელის მიერ. 2. ევოლუციის შედეგად ახალი, ადრე არარსებული ბუნებრივი თანასაზოგადოებების ფორმირება.

5.96 ცენოზი

▲back to top


ცენოზი
(ბერძნ. koinos საერთო) - ორგანიზმების ნებისმიერი თანასაზოგადოება. განასხვავებენ ზოოცენოზებს - (ცხოველების თანასაზოგადოებებს), ფიტოცენოზებს - (მცენარეების თანასაზოგადოებებს), მიკრობოცენოზებს - (მიკროორგანიზმების თანასაზოგადოებებს) და სხვა. იხ. ბიოცენოზი.

5.97 ცენტრალური ნერვული სისტემა

▲back to top


ცენტრალური ნერვული სისტემა
(systema nervosum centrale) - ნერვული სისტემის ძირითადი ნაწილი, რომელიც შედგება თავის ტვინისა და ზურგის ტვინისაგან. აფერენტული - (მგძნობიარე) ნერვული ბოჭკოები გადასცემენ აგზნებას პერიფერიული რეცეპტორებიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხოლო ეფერენტული - (სამოძრაო) - ცენტრალური ნერვული სისტემის შესაბამის შემსრულებელ ორგანოებს. აფერენტული და ეფერენტული ნერვული ბოჭკოები ქმნიან რეფლექსურ რკალს.

5.98 ცენტრიოლები

▲back to top


ცენტრიოლები
(ლათ. centrum ცენტრი) - უჯრედის ცენტრის ანუ ცენტროსომის შემადგენელი ნაწილები, რომლებიც წარმოადგენენ მკვრივ სხეულაკებს. ისინი უშუალოდ მონაწილეობენ უჯრედის გაყოფაში. პროფაზაში რედუპლიცირებული ცენტრიოლები შორდებიან ერთმანეთს და მიემართებიან რა უჯრედის სხვადასხვა პოლუსებისაკენ, ქმნიან გაყოფის თითისტარას. აღნიშნული ტერმინი შემოთავაზებულია ბოვერის მიერ 1895 წელს.

5.99 ცენტრიფუგა

▲back to top


ცენტრიფუგა
(ლათ. centralis შუა, შუაგულისა, fuga სირბილი, გაქცევა) - აპარატი, რომელიც ცენტრიდანული ძალების მეშვეობით ახდენს ნარევის მექანიკურ დანაწევრებას შემადგენელ ნაწილებად - (მაგ., სისხლის დაყოფა შემადგენელ კომპონენტებად).

5.100 ცენტრომერა

▲back to top


ცენტრომერა
(ლათ. centrum ცენტრი, ბერძნ. meros ნაწილი) - იგივე კინეტოქორი. ქრომოსომებთან, ცენტრიოლებთან და აქრომატულ ძაფებთან ერთად ქმნიან მიტოზურ აპარატს. ცენტრომერები, რომლებიც მკვრივი, სფერული ფორმის სხეულაკებია და ლოკალიზებულნი არიან ქრომოსომების სხვადასხვა უბნებში, წარმართავენ მათ მოძრაობებს მიტოზის პროცესში. ჩვეულებრივ, ყოველი ქრომოსომა შეიცავს ერთ ცენტრომერას. ტერმინი შემოთავაზებულია დარლინგტონის მიერ 1937 წელს.

5.101 ცენტროსომა

▲back to top


ცენტროსომა
(ლათ. centrum ცენტრი, ბერძნ. soma სხეული) - იგივე უჯრედის ცენტრი. უჯრედის ორგანოიდი, რომელიც შედგება ორი ცენტრიოლისაგან. ცენტროსომის ფუნქცია დაკავშირებულია უჯრედის გაყოფასთან.

5.102 ცერებრული

▲back to top


ცერებრული
(ლათ. cerebrum თავის ტვინი) - ტვინისა - (მაგ., ცერებრული მოვლენები რაიმე დაავადების დროს).

5.103 ცესტოდები

▲back to top


ცესტოდები
(Cestoda) - იგივე თასმისებური ჭიები - (იხ.).

5.104 ცვალებადობა

▲back to top


ცვალებადობა
ორგანიზმის თვისება, შეიძინოს ახალი ნიშან-თვისებები. გამოიხატება ცოცხალი ორგანიზმების ნებისმიერი - (მორფოლოგიური, ფუნქციური და სხვ.) ცვლილებების უნარით. ცვალებადობა შეიძლება იყოს მემკვიდრული - (გენოტიპიური) და არამემკვიდრული - (მოდიფიკაციური).

5.105 ცვილი

▲back to top


ცვილი
ცვილს მუშა ფუტკრები ცვილის ჯირკვლებში გამოიმუშავებენ. იგი შეიცავს რთულ ზეთებს, ნახშირწყალბადებს, ორგანულ მჟავებს, სხვადასხვა სპირტებს, მცენარეულ პიგმენტებს, ფისებს, მინერალურ და არომატულ ნივთიერებებს, წყალს და სხვ. ფართო გამოყენება აქვს კავშირგაბმულობაში, ავიაციაში, გემთმშენებლობაში, პარფიუმერიაში, სპორტსა და მედიცინაში - (კერძოდ, ფიჭიანი თაფლის დაღეჭვით მიღწეულია მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები ბრონქული ასთმის და ჰაიმორიტის შემთხვევებში. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას და სხვ.).

5.106 ციანოზი

▲back to top


ციანოზი
(ბერძნ. kyaneos მუქი ლურჯი, ლათ. osis მდგომარეობა) - კანისა და ლორწოვანი გარსების ლურჯი შეფერილობა. გამოწვეულია სისხლში ნახშირორჟანგის ჭარბი დაგროვებით ვენური შეგუბების, გულის თანდაყოლილი მანკისა და სხვა შემთხვევებში.

5.107 ციკლომორფოზი

▲back to top


ციკლომორფოზი
(ბერძნ. kyklos წრე, morphe სახე, ფორმა) - მორფოლოგიური და ფუნქციური თავისებურებების მქონე თაობების პერიოდული, სეზონური მონაცვლეობა. განპირობებულია გარემოს ფაქტორებით. აღნიშნული პროცესი დამახასიათებელია ციბრუტელებისა და დაფნიებისათვის.

5.108 ციკლოპები

▲back to top


ციკლოპები
(Cyclopidae) - ფეხსახსრიანების ტიპის მტკნარი წყლის კიბოსნაირები. ზოგიერთი მათგანი განიერი სოლიტერის და რიშტის შუალედური მასპინძელია.

5.109 ციკლოსპორინი A

▲back to top


ციკლოსპორინი A
ანტიდეპრესანტია. იყენებენ სიმსივნეების, ავტოიმუნური რეაქციების, ალოტრანსპლანტაციების და სხვ. შემთხვევებში, პაციენტის იმუნური სტატუსის დასაქვეითებლად. ამ ანტიბიოტიკის პროდუცენტია უმდაბლესი სოკო Tolypocladium infl atum.

5.110 ცილები

▲back to top


ცილები
მაღალმოლეკულური ორგანული ნივთიერებებია, რომელთა შემადგენლობაში შედის გარკვეული თანმიმდევრობით შეკავშირებული ამინომჟავები. განასხვავებენ მარტივ - (პროტეინები) და რთულ - (პროტეიდები) ცილებს. აღნიშნული მაკრომოლეკულები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ორგანიზმის სტრუქტურასა და ცხოველმოქმედებაში. ცილები ასრულებენ სამშენებლო, კატალიზურ, სატრანსპორტო, სასიგნალო, დამცველობით, კვებით, მამოძრავებელ, ენერგეტიკულ და ჰორმონულ ფუნქციებს. არჩევენ ცილის მოლეკულის ორგანიზაციის პირველად, მეორეულ, მესამეულ და მეოთხეულ სტრუქტურებს.

5.111 ცილიარული მოქმედება

▲back to top


ცილიარული მოქმედება
(ინგლ. cilia წამწამი) - წამწამების მოქმედების ინტენსივობის დაქვეითება ან გაძლიერება.

5.112 ციმბირის წყლული

▲back to top


ციმბირის წყლული
(anthrax) - იხ. ჯილეხი.

5.113 ცინიზმი

▲back to top


ცინიზმი
(ბერძნ. kynismos) - ეთიკური ნორმებისადმი და წესიერებისადმი თავხედური, დამცინავი, აბუჩადამგდები დამოკიდებულება.

5.114 ცირკადული რითმები

▲back to top


ცირკადული რითმები
(ლათ. circa ახლოს, dies დღე) - ბიოლოგიური პროცესების და მოვლენების ინტენსივობისა და ხასიათის განმეორებადი ცვლილებები, რომლის პერიოდიც შეადგენს 20-დან 28 საათს. ხშირად ცირკადულ რითმებს სადღეღამისო რითმებს მიაკუთვნებენ.

5.115 ცირკულაცია

▲back to top


ცირკულაცია
(ლათ. circulatio) - წრიული მოძრაობა - (მაგ., სისხლის).

5.116 ციროზი

▲back to top


ციროზი
(ბერძნ. kirrhos ყვითელი, ქარვისებრი) - რომელიმე ორგანოს - (მაგ., ღვიძლის) პარენქიმის ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით, რაც არღვევს ამ ორგანოს ფუნქციას და იწვევს მის უკმარისობას. ციროზს განაპირობებს ანთებითი და დისტროფიული პროცესები, აგრეთვე ტოქსიკური ზემოქმედებანი.

5.117 ცირცელი

▲back to top


ცირცელი
(Sorbus aucuparia) - ხემცენარეა, ზოგჯერ კი ბუჩქი. შეიცავს ასკორბინის მჟავას, ბიოფლავონოიდებს, ეთერის ზეთს, მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქრებს, ვაშლის, ლიმონის მჟავებს, სპირტს, კაროტინს, ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს და სხვ. იყენებენ როგორც პოლივიტამინურ საშუალებას ავიტამინოზების დროს. გააჩნია შარდმდენი, საფაღარათო და მადის აღმძვრელი თვისებები.

5.118 ცისკარა

▲back to top


ცისკარა
(Levisticum offi cinalis) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს სახამებელს, შაქრებს, ვაშლის მჟავას, კუმარინს, ფისებს, ეთერის ზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვ. ფესვი გამოიყენება როგორც შარდმდენი, მადის აღმძვრელი და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი საშუალება. იყენებენ თირკმლების დაავადებების - (გარდა ანთებითი პროცესებისა), კუჭის პათოლოგიების, ბრონქიტის, ნერვული დაავადებების, ისტერიის დროს, აგრეთვე როგორც ჭიების საწინააღმდეგო და ოფლმდენ საშუალებას.

5.119 ცისტა

▲back to top


ცისტა
(ლათ. cystis ბუშტი) - 1. სხვადასხვა შიგთავსის - (სითხის ან ფაფისებრი მასის) შემცველი მკვრივკედლიანი სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი. 2. მრავალი უმარტივესის არახელსაყრელ პირობებში არსებობის ფორმა. გააჩნია მკვრივი და სქელი გარსი.

5.120 ცისტიტი

▲back to top


ცისტიტი
(ბერძნ. kystis ბუშტი, itis ანთება) - შარდის ბუშტის ანთება.

5.121 ცისტიცერკი

▲back to top


ცისტიცერკი
(ბერძნ. kystis ბუშტი, koikos კუდი) - ცესტოდების ანუ თასმისებური ჭიების ფინა, რომელსაც გააჩნია ბუშტის ფორმა შიგნით ჩაბრუნებული სკოლექსით - (იხ.).

5.122 ცისტრონი

▲back to top


ცისტრონი
1. სტრუქტურული გენი, რომელიც ყოველ სპეციფიკურ ცილაში ამინომჟავების თანმიმდევრობას განსაზღვრავს. 2. მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება შარდ-კენჭოვანი დაავადებების დროს.

5.123 ციტოარქიტექტონიკა

▲back to top


ციტოარქიტექტონიკა
(ბერძნ. kytos უჯრედი, architekton მშენებელი) - უჯრედების ტოპოგრაფიული თავისებურებების და ურთიერთგანლაგების შესწავლა.

5.124 ციტოგენეზი

▲back to top


ციტოგენეზი
(ბერძნ. kytos უჯრედი,ნესის განვითარება) - უჯრედების განვითარება. არჩევენ სქესობრივ და სომატურ ციტოგენეზს.

5.125 ციტოგენეტიკა

▲back to top


ციტოგენეტიკა
(ბერძნ. kytos უჯრედი, genetikos წარმოშობასთან დაკავშირებული) - გენეტიკის დარგი, რომელიც სწავლობს მემკვიდრეობის და ცვალებადობის კანონზომიერებებს უჯრედებისა და სუბუჯრედული სტრუქტურების - (უმთავრესად ქრომოსომების) დონეზე. ციტოგენეტიკა სწავლობს ქრომოსომების მორფოლოგიას, ფუნქციას, სტრუქტურულ და ქიმიურ ორგანიზაციას, რისთვისაც იყენებს გენეტიკისა და ციტოლოგიის მეთოდებს. მჭიდროდაა დაკავშირებული გენეტიკისა და ციტოლოგიის დარგებთან: მოლეკულურ გენეტიკასთან, ციტოქიმიასთან, კარიოლოგიასთან, კარიოსისტემატიკასთან და სხვ.

5.126 ციტოგენეტიკური ჰეტეროგენურობა

▲back to top


ციტოგენეტიკური ჰეტეროგენურობა
(ბერძნ. kytos უჯრედი, გენეტიკოს წარმოშობასთან დაკავშირებული, heteros სხვა, gennao წარმოვშობ) - სიმსივნის სუბსტრატი, რომელიც შედგება ციტოგენეტიკურად განსხვავებული - (სხვადასხვა ქრომოსომების ნაკრების მქონე) უჯრედებისაგან.

5.127 ციტოგონია

▲back to top


ციტოგონია
(ბერძნ. kytos უჯრედი, gone ჩასახვა) - სქესობრივი და უსქესო გამრავლება ერთი უჯრედის მეშვეობით. ციტოგონია მოიცავს ერთუჯრედიანი ორგანიზმების გაყოფას, სპორების წარმოქმნას და სქესობრივ გამრავლებას.

5.128 ციტოდესტრუქცია

▲back to top


ციტოდესტრუქცია
(ბერძნ. kytos უჯრედი, ლათ. destructio დარღვევა, დაზიანება) - ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური აგენტებით გამოწვეული უჯრედების დაზიანება, უჯრედის სრულ დაშლამდე. იგივე უჯრედის სიკვდილი.

5.129 ციტოდიაგნოსტიკა

▲back to top


ციტოდიაგნოსტიკა
(ბერძნ. kytos უჯრედი, diagnosis გამოცნობა) - უჯრედული ელემენტების მიკროსკოპული გამოკვლევის შედეგად ამა თუ იმ დაავადების დიაგნოზის დადგენა.

5.130 ციტოეკოლოგია

▲back to top


ციტოეკოლოგია
(ბერძნ. kytos უჯრედი, oikos ადგილსამყოფელი, logos მოძღვრება) - ციტოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს გარემო პირობებთან უჯრედების ადაპტაციის კანონზომიერებებს.

5.131 ციტოზი

▲back to top


ციტოზი
(ბერძნ. kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - ნივთიერებათა ტრანსპორტი უჯრედში პინოციტოზისა და ფაგოციტოზის მეშვეობით. არჩევენ ენდოციტოზს - (ნივთიერებების შესვლა უჯრედში) და ეგზოციტოზს - (ნივთიერებების გამოსვლა უჯრედიდან).

5.132 ციტოზინი

▲back to top


ციტოზინი
ჰეტეროციკლური შენაერთი, პირიმიდინის წარმოებული - (ფუძე), რომელიც შედის ნუკლეინის მჟავების შემადგენლობაში.

5.133 ციტოკინეზი

▲back to top


ციტოკინეზი
(ბერძნ. kytos უჯრედი, kinesis მოძრაობა) - მიტოზის ტელოფაზის ბოლოს უჯრედის გაყოფის - (ციტოპლაზმის გატიხვრის) პროცესი ორი შვილეული უჯრედის წარმოქმნით. ამ ტერმინის გარდა ხშირად იყენებენ „ციტოტომიას“ - (იხ.) ან „პლაზმოტომიას“.

5.134 ციტოლიზი

▲back to top


ციტოლიზი
(ბერძნ. kytos უჯრედი, lysis დაშლა) - უჯრედის სტრუქტურის რღვევისა და დაშლის პროცესი.

5.135 ციტოლიზინი

▲back to top


ციტოლიზინი
(ბერძნ. kytos უჯრედი, lysis დაშლა) - სისხლის შრატის ანტისხეული, რომელსაც კომპლემენტის საშუალებით სამიზნეუჯრედის დაშლის უნარი გააჩნია. უჯრედების დამშლელი შხამიანი ნივთიერებანი - (მაგ., გველის შხამი).

5.136 ციტოლოგია

▲back to top


ციტოლოგია
(ბერძნ. kytos უჯრედი, logos მოძღვრება) - მეცნიერება უჯრედების აგებულების, განვითარებისა და ფუნქციათა შესახებ. მთელ რიგ ბიოლოგიურ დისციპლინებში ცენტრალური ადგილი უჭირავს. ციტოლოგია შემადგენელი ნაწილია ცხოველების ჰისტოლოგიის, მცენარეების ანატომიის, ბაქტერიოლოგიის და მეცნიერების სხვ დარგებისა.

5.137 ციტომეგალოვირუსი

▲back to top


ციტომეგალოვირუსი
(ბერძნ. kytos უჯრედი, megas დიდი, ლათ. virus შხამი) - დნმ-ს შემცველი ბეტაჰერპესვირუსია. ადამიანსა და ცხოველებში იწვევს მრავალბირთვიანი გიგანტური უჯრედების - (პოლიკარიოციტების) წარმოქმნას. შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვიოს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის - (შიდსის) განვითარებაც.

5.138 ციტომორფოზი

▲back to top


ციტომორფოზი
(ბერძნ. kytos უჯრედი, morphe ფორმა) - ციტოპლაზმის სტრუქტურული ცვლილებები უჯრედის განვითარების პროცესში. უჯრედის ინდივიდუალური განვითარების ისტორია.

5.139 ციტოპათოლოგია

▲back to top


ციტოპათოლოგია
(ბერძნ. kytos უჯრედი, pathos ტანჯვა, ავადმყოფობა, logos მოძღვრება) - ზოგად პათოლოგიურ პროცესთა შესწავლა უჯრედულ დონეზე; ციტოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ცალკეულ უჯრედთა პათოლოგიურ ცვლილებებს.

5.140 ციტოპლაზმა

▲back to top


ციტოპლაზმა
(ბერძნ. kytos უჯრედი, plasma გამონაძერწი, გაფორმებული) - უჯრედის პლაზმურ მემბრანასა და ბირთვს შორის არსებული ყველა ორგანოიდი მატრიქსთან - (იხ.) ერთად. წარმოადგენს მაღალმოწესრიგებულ, მრავალფაზიან კოლოიდურ სისტემას.

5.141 ციტოპლაზმური დამემკვიდრება

▲back to top


ციტოპლაზმური დამემკვიდრება
(ბერძნ. kytos უჯრედი, plasma გამონაძერწი, გაფორმებული) - ციტოპლაზმაში ლოკალიზებული ფაქტორებით განპირობებული ორგანიზმის მატერიალური სტრუქტურების და ფუნქციური თვისებების მემკვიდრეობითობა. აღნიშნული ფაქტორების - (პლაზმოგენების ანუ ბირთვგარეშე გენების) ერთიანობა ქმნის პლაზმონს, ანალოგიურად იმისა, როგორც ქრომოსომების ერთიანობა წარმოადგენს გენომს. პლაზმოგენები - (იხ.) ლოკალიზებულნი არიან უჯრედის თვითწარმომქმნელ ორგანოიდებში - მიტოქონდრიებში და პლასტიდებში. პლაზმოგენების გადაცემა მხოლოდ მდედრობითი გამეტის მეშვეობით ხდება. სინონიმი: ბირთვისგარეშე, არაქრომოსომული, პლაზმური დამემკვიდრება.

5.142 ციტოპოეზი

▲back to top


ციტოპოეზი
(ბერძნ. kytos უჯრედი, poieo წარმოვქმნი) - უჯრედების წარმოქმნა-განვითარების პროცესი - (მაგ., სისხლის უჯრედების წარმოქმნა).

5.143 ციტოპროლიფერაცია

▲back to top


ციტოპროლიფერაცია
(ბერძნ. kytos უჯრედი, ლათ. proles შთამომავლობა, fero მომაქვს) - სხვადასხვა ბუნების ფაქტორებითა და აგენტებით გამოწვეული უჯრედების ინტენსიური გამრავლება როგორც in vivo, ასევე ქსოვილოვან კულტურაში - (ციტოდესტრუქციის საწინააღმდეგო ცნებაა).

5.144 ციტოსპექტროფოტომეტრია

▲back to top


ციტოსპექტროფოტომეტრია
(ბერძნ. kytos უჯრედი, ლათ. spectrum ხედვა, ბერძნ. phos სინათლე, metron ზომა) - უჯრედის ქიმიური შემადგენლობის - (კერძოდ, S-ფაზაში დნმ-ს რაოდენობის) შესწავლის მეთოდი, რაც ეყრდნობა ამა თუ იმ ნივთიერების მიერ განსაზღვრული სიგრძის ტალღების მქონე სხივების შერჩევითი შთანთქმის უნარს.

5.145 ციტოსტატიკები

▲back to top


ციტოსტატიკები
(ბერძნ. kytos უჯრედი, ლათ. status მდგომარეობა) - ქიმიური პრეპარატები, რომლებიც აჩერებენ, თრგუნავენ ბაქტერიების ზრდაგანვითარებას.

5.146 ციტოტომია

▲back to top


ციტოტომია
(ბერძნ. kytos უჯრედი, anatome გაჭრა) - მიტოზის შემდეგ პლაზმურ მემბრანაზე ტიხრის წარმოქმნა და უჯრედის გაყოფა ორ შვილეულ უჯრედად. იგივე ციტოკინეზი.

5.147 ციტოტოქსიკურობა

▲back to top


ციტოტოქსიკურობა
(ბერძნ. kytos უჯრედი, toxikon შხამი) - განსაზღვრული ტიპის უჯრედების, მაგ., კილერების ტოქსიკური მოქმედება სამიზნეუჯრედებზე.

5.148 ციტოფაგია

▲back to top


ციტოფაგია
(ბერძნ. kytos უჯრედი, phago ვჭამ, ვშთანთქავ) - ერთერთი უჯრედის მიერ მეორე უჯრედის შთანთქმა. ამ პროცესის შედეგი შეიძლება იყოს: შთანთქმული უჯრედის მონელება, კარიოგამია - (იხ.) და ა.შ. იხ. ემპერიპოლეზი.

5.149 ციტოქიმია

▲back to top


ციტოქიმია
(ბერძნ. kytos უჯრედი, chemeia ქიმია) - ციტოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს უჯრედისა და მისი კომპონენტების ქიმიურ შემადგენლობას, აგრეთვე უჯრედის ცხოველქმედების საფუძველში არსებულ ქიმიურ რეაქციებსა და ცვლის პროცესებს.

5.150 ციტოჩონჩხი

▲back to top


ციტოჩონჩხი
(ბერძნ. kytos უჯრედი. ჩონჩხი ბერძნ. skeletos გამომშრალი) - ყველა ეუკარიოტის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია. წარმოადგენს უჯრედის ციტოპლაზმის სხვადასხვა მიმართულებით გადამკვეთი ძაფების მიკროფილამენტების, მიკრომილაკების და შუალედური ფილამენტების რთულ ბადისებრ სტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს უჯრედის ფორმის შენარჩუნებას.

5.151 ციტრუსები

▲back to top


ციტრუსები
(Citrus) - მარადმწვანე მცენარეებია. ციტრუსებს მიეკუთვნებიან ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი და სხვ. საქართველოში ციტრუსები დიდ მოსავალს იძლევა, განსაკუთრებით ზღვისპირეთში. ნაყოფსა და ყვავილს იყენებენ ეთერზეთების და კვების წარმოებაში. შეიცავენ ასკორბინის, ლიმონის მჟავებს, ბიოფლავონოიდებს და სხვ. იყენებენ ჰიპო - და ავიტამინოზების, ანთებითი პროცესების შემთხვევაში და ა.შ.

5.152 ცნება

▲back to top


ცნება
(praeceptio) - აზროვნების ერთ-ერთი ლოგიკური ფორმა, განზოგადების უმაღლესი დონე. მისი მეშვეობით ხდება რაიმე მოვლენის, საგნის, ობიექტური სინამდვილის და ა.შ. შემეცნება.

5.153 ცოფი

▲back to top


ცოფი
(rabies) - იგივე ჰიდროფობია. მწვავე ვირუსული დაავადებაა. მიეკუთვნება არატრანსმისიულ ანთროპოზოონოზებს. ადამიანს ვირუსი გადაეცემა დაავადებული ცხოველების კბენისას ნერწყვის საშუალებით. ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, აგზნებით, სასუნთქი და საყლაპავი მუსკულატურის კრუნჩხვებით და დამბლით. დაავადება უფრო ხშირად გადააქვთ ძაღლებს. ლ.პასტერმა შეიმუშავა ამ დაავადების სპეციფიკური პროფილაქტიკური აცრები - (ვაქცინა და შრატი), რასაც მაღალი ეფექტურობა ახასიათებს. ადამიანიდან ადამიანზე დაავადების გადაცემა თეორიულად შესაძლებელია ნერწყვის საშუალებით.

5.154 ცოცხალი მატერიის ორგა ნიზაციის დონეები

▲back to top


ცოცხალი მატერიის ორგა ნიზაციის დონეები
ორგანიზმების ერთიანობა საშუალებას იძლევა აიგოს ცოცხალი მატერიის ორგანიზაციის დონეების ზოგადი სისტემა. განასხვავებენ სიცოცხლის სტრუქტურული ორგანიზაციის შემდეგ დონეებს: 1.მოლეკულური; 2.სუბუჯრედული; 3.უჯრედული; 4.ქსოვილურ-ორგანული; 5.ორგანიზმული; 6.სახეობრივპოპულაციური; 7.ბიოცენოზური; 8.ბიოგეოცენოზური და 9.ბიოსფერული. სიცოცხლის ორგანიზაციის ყველა განხილული დონე, მიუხედავად იმისა, რომ ხასიათდება თავისი სპეციფიკური პროცესებით და ნიშანთვისებებით, ღრმადაა ერთმანეთთან დაკავშირებული და იძლევა სიცოცხლის ერთიან სურათს.

5.155 ცრემლი

▲back to top


ცრემლი
(lacrima) - საცრემლე ჯირკვლებიდან გამოყოფილი სეკრეტი, რომელსაც თვალისათვის დამცველობითი მნიშვნელობა გააჩნია. შეიცავს ბაქტერიციდულ ფერმენტ ლიზოციმს - (იხ.).

5.156 ცრუ პარაზიტები

▲back to top


ცრუ პარაზიტები
(ბერძნ. parasitos მუქთახორა) - უხერხემლო ცხოველები, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში. იქ ისინი დროის გარკვეული ინტერვალის განმავლობაში რჩებიან და მასპინძლის ორგანიზმისათვის მოაქვთ გარკვეული ზიანი. მაგ., ოთახის ბუზის მატლები შეიძლება მოხვდნენ ადამიანის საჭმლის მომნელებელ არხში, იცხოვრონ იქ და გამოიწვიონ დაზიანებები.

5.157 ცუცუგამუშის ცხელება

▲back to top


ცუცუგამუშის ცხელება
(febris tsutsugamushi) - ადამიანის მწვავე დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ბუნებრივკეროვანი გავრცელებით. მიეკუთვნება რიკეტსიოზების ჯგუფს. რიკეტსიის გადამტანია ინფიცირებული ტკიპა. დაავადების ამოცნობა ხდება სეროდიაგნოსტიკის საშუალებით. პროფილაქტიკის ღონისძიებებია: დერატიზაცია, დეზინსექცია - ინფექციის გავრცელების ბუნებრივ კერებში.

5.158 „ცხელი წერტილი“

▲back to top


„ცხელი წერტილი“
მონაკვეთი, სადაც მუტაციების - (ან რეკომბინაციების) წარმოქმნის სიხშირე მეტად მაღალია.

5.159 ცხენის წაბლი

▲back to top


ცხენის წაბლი
(Aesculus hippocastanum) - ხემცენარეა, უფრო იშვიათად კი ბუჩქი. ქერქის ექსტრაქტს იყენებენ ბუასილის, ვენების გაფართოების, თრომბოფლებიტის, ათეროსკლეროზის და სხვ. მდგომარეობების შემთხვევაში.

5.160 ცხვირისატეხელა

▲back to top


ცხვირისატეხელა
(Adonis vernalis) - იგივე ადონისი. ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს გულის გლიკოზიდებს, საპონინს, ფიტოსტერინს, კუმარინს და სხვ. გააჩნია კარდიოტონური ეფექტი, სედატიური, დიურეზული მოქმედება და სხვ. ცხვირისატეხელას გლიკოზიდებს იყენებენ გულის ქრონიკული უკმარისობის, ნევროზების, უძილობისა და ეპილეფსიის შემთხვევებში. იყენებენ აგრეთვე როგორც ნერვული სისტემის დამამშვიდებელ საშუალებას.

5.161 ცხიმოვანი სხეული

▲back to top


ცხიმოვანი სხეული
მწერებსა და მრავალფეხების სხეულში არსებული შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნი. მისი ფუნქციაა საკვები ნივთიერებების დაგროვება და გამოყოფა. ცხოველები - (Animalia. Fauna) - ცხოველების სამეფო წარმოადგენს ორგანული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდ და მრავალრიცხოვან ერთეულს. წარმოიშვნენ დაახლოებით 11,5 მილიარდი წლის წინათ. ხასიათდებიან კვების ჰეტეროტროფული ტიპით, სივრცეში აქტიური გადაადგილებით და სხვ. სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევისათვის ცხოველების ყველა ჯგუფი შეადგენს გარკვეული ინტერესის სფეროს. ბიოლოგიაში, მედიცინასა და ვეტერინარიაში ყურადღებას იპყრობს გნოტობიონტური ცხოველები, რომლებიც თავისუფალნი არიან მიკროფლორისაგან და სხვადასხვა ექსპერიმენტში დაპროგრამებული გამომწვევების მტარებელნი არიან. მემკვიდრული ეტიოლოგიის დაავადებების, კიბოს და სხვ. პათოლოგიების შემთხვევებში გამოიყენება ინბრედული ცხოველები, რომლებსაც იღებენ ახლო ნათესაური შეჯვარებების საშუალებით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ შხამიანი ცხოველები.

5.162 ცხოველების აგრესიული მოქმედება

▲back to top


ცხოველების აგრესიული მოქმედება
ცხოველის აქცია თავისივე ან სხვა სახეობის ინდივიდის მიმართ, რასაც თან ახლავს უკანასკნელის დაშინება, დათრგუნვა ან ტრავმის მიყენება, ზოგჯერ სასიკვდილო შედეგითაც კი. შიდასახეობრივი აგრესია ხელს უწყობს ეთოლოგიური იერარქიის ფორმირებას და ხშირად ონტოგენეზის ადრეულ ფაზებში ვლინდება. მტაცებელი ფრინველის მოზრდილი მართვეების აგრესია უფრო სუსტების მიმართ ხშირად უკანასკნელთა დაღუპვით მთავრდება - (კაინიზმი). აგრესიის ნიადაგზე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ზრდასრული ინდივიდების მიერ პატარების მოკვლას - (ინფანტიციდი) და ა.შ.

5.163 ცხოველების მიგრაცია

▲back to top


ცხოველების მიგრაცია
(ლათ. migratio გადასახლება, გადაადგილება) - ცხოველების პერიოდული ან არაპერიოდული, ჰორიზონტალური ან ვერტიკალური გადაადგილება მათი ადგილსამყოფელის გარეთ. ცხოველების მიგრაციას ადგილი აქვს მათი არსებობის პირობების შეცვლას- თან ან მათ მიერ განვითარების ციკლის გავლასთან დაკავშირებით - (ონტოგენეზური მიგრაცია). ცხოველების მიგრაცია შეიძლება იყოს პასიური - (მაგ., მდინარის გველთევზას ლიფსიტები გოლფსტრიმის დინებას სარგასის ზღვიდან ევროპის ნაპირებთან გადააქვს 78 ათასი კმ მანძილზე) და აქტიური - (აზიური კალია, გადამფრენი ფრინველები და ა.შ.).

5.164 ცხოველების მონიშვნა

▲back to top


ცხოველების მონიშვნა
ცხოველების ნებისმიერი მარკირება - (ნიშანდება) რგოლებით, მეტალის ან პლასტმასის ნიშნებით, მონიშნული ატომებით, საღებავებით, რადიოგადამცემებით და ა.შ., რაც საშუალებას იძლევა ბუნებაში გავარჩიოთ ერთი ინდივიდი ან ინდივიდების ჯგუფი სხვებისაგან, რათა შევისწავლოთ მათი გადაადგილება, ურთიერთდამოკიდებულება, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ა.შ.

5.165 ძაღლყურძენა

▲back to top


ძაღლყურძენა
(Solanum nigrum) - ერთწლიანი სარეველა მცენარეა. შეიცავს ასკორბინის მჟავას, A ვიტამინს, გლიკოალკალოიდ სოლანინს, რომელსაც შხამიანი თვისებები ახასიათებს, ლიმონის მჟავას და კაროტინს. ნახარშს იყენებენ ქრონიკული სურდოს, მძიმე თავის ტკივილისა და ყურის ტკივილის, შარდის ბუშტის სპაზმის, კუჭის ტკივილის, პოდაგრის, რევმატიზმის, ბრონქული ასთმის, სპაზმური ხველების შემთხვევებში.

5.166 ძახველი

▲back to top


ძახველი
(Viburnum opulus) - დატოტვილი ბუჩქია. შეიცავს ორგანულ მჟავებს, K ვიტამინს, მთრიმლავ, მწარე და ფისოვან ნივთიერებებს, შაქრებს, ასკორბინის მჟავას, ცხიმოვან ზეთს. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ჰემოსტაზური თვისებები. გამოიყენება ისტერიის, მტკივნეული მენსტრუაციების დროს. მცენარის ნაყოფი აძლიერებს გულის შეკუმშვებს და დიურეზს. იყენებენ აგრეთვე როგორც ოფლმდენ, საფა- ღარათო, სასაქმებელ საშუალებას და ა.შ.

5.167 ძვალი

▲back to top


ძვალი
(os) - ძვლოვანი ქსოვილისაგან აგებული საყრდენი ორგანო. გარედან დაფარულია ძვლისაზრდელათი, ხოლო შიგნითა ღრუებში შეიცავს ძვლის ტვინს. მიეკუთვნება შემაერთებელ ქსოვილთა რიცხვს. წარმოქმნილია როგორც ორგანული, ასევე არაორგანული ნაერთებისაგან.

5.168 ძვლის ტვინი

▲back to top


ძვლის ტვინი
(medulla ossium) - ხერხემლიანი ცხოველების ძვლების ღრუების ამომვსები ქსოვილი. განასხვავებენ წითელ და ყვითელ ძვლის ტვინს. ძვლის წითელი ტვინი შენარჩუნებულია მთელი სიცოცხლის მანძილზე ნეკნებში, მკერდის ძვალში, თავის ქალას ძვლებში, მალებში, მენჯში, ლულოვანი ძვლების ეპიფიზებში. ძვლის წითელ ტვინს გააჩნია სისხლწარმომქმნელი და იმუნური ფუნქციები.

5.169 ძილი

▲back to top


ძილი
(somnus) - ცხოველისა და ადამიანის ორგანიზმის მოსვენების პერიოდული მდგომარეობა. ახასიათებს თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქის აქტივობის დაქვეითება და გარემოსთან კონტაქტის გაწყვეტა. ფიზიოლოგიური - (ბუნებრივი) ძილის გარდა არჩევენ ნარკოზულ ძილს - (რომელიც ვითარდება ნარკოზის პირობებში და საძილე საშუალებათა მიღების შედეგად), ჰიპნოზურ ძილს, საღათას ძილს და სხვა. დადგენილია, რომ ძილი მოიცავს ნელ და სწრაფ ფაზებს. თავის ტვინის სისხლით მომარაგება და ჟანგბადის შთანთქმა ძილის დროს, სიფხიზლის მდგომარეობასთან შედარებით, ნაკლები არ არის.

5.170 ძირტკბილა

▲back to top


ძირტკბილა
(Glycyrrhyza glabra) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ტრიტერპენის საპონინს, ფლავონოიდებს, სახამებელს, საქაროზას, გლუკოზას, ლორწოს, ასკორბინის მჟავას და სხვ. გააჩნია სპაზმოლიზური, ქოლინოლიზური, ანტიჰისტამინური თვისებები, ხელს უწყობს კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების შეხორცებას. გამოიყენება სასუნთქი გზების პათოლოგიების, ქრონიკული ყაბზობების შემთხვევაში, აგრეთვე როგორც ამოსახველებელი და შარდმდენი საშუალება.

5.171 ძირხვენა

▲back to top


ძირხვენა
მცენარის გამსხვილებული, ხორცოვანი ფესვი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს სამარაგო საკვებ ნივთიერებებს.

5.172 ძიძო

▲back to top


ძიძო
(Melilotus offi cinalis) - ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება მიწისზედა ნაწილები. შეიცავს ნივთიერება კუმარინს, აგრეთვე მელილოტინს. იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას ქრონიკული ბრონქიტის დროს, არბილებს რევმატულ და სიმსივნურ გამაგრებებს. საფენები გამოიყენება ძირმაგარების და ჭრილობების მოსაშუშებლად.

5.173 ძუძუმწოვრები

▲back to top


ძუძუმწოვრები
(Mammalia) - ხერხემლიანების ერთ-ერთი კლასია. სუნთქავენ ფილტვებით, გული ოთხგანყოფილებიანი აქვთ. ზოგიერთი ძუძუმწოვარი ორიენტაციას ახდენს ექოლოკაციის საშუალებით. თბილსისხლიანებია. ახასიათებთ შთამომავლობაზე ზრუნვა. ზოგიერთ მათგანს გააჩნია სამედიცინო მნიშვნელობა - (კაშალოტის სპერმაცეტი, ირმების დოყი, შინაური ცხოველების ენდოკრინული ორგანოები და სხვ.). ძუძუმწოვრების ზოგიერთი წარმომადგენელი სხვადასხვა ინფექციური და ინვაზიური დაავადებების, მაგ., ცოფის, ბრუცელოზის, ტოქსოპლაზმოზის, ტრიქინელოზის, ჯილეხის, თურქულის და სხვ. მასპინძლებია.

5.174 წაბლი

▲back to top


წაბლი
(Castanea sativa) - ხემცენარეა. შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ორგანულ მჟავებს, პექტინებს, B, C, K ვიტამინებს, ცხიმოვან მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. გააჩნია ანტივარიკოზული, ანტიათეროსკლეროზული და სხვ. თვისებები. ყვავილების წვენი გამოიყენება ვენების გაგანიერების დროს, ფოთლების ექსტრაქტი - ყივანახველას წინააღმდეგ, ხო ლო ნაყოფებისაგან დამზადებული პრე პარატებით მკურნალობენ თრომბოფლებიტს, ათეროსკლეროზს, მიოკარდიუმის ინფარქტს და სხვ. წალიკა - (Polygonum hydropiper) - ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, A, C, D, E, K ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდებს. გააჩნია სისხლაღმდგენელი, კაპილარული სისხლდენის შემაჩერებული, სისხლის შედედების უნარის გამაძლიერებელი თვისებები და სხვ. იყენებენ გინეკოლოგიურ პრაქტიკაში და კუჭნაწლავის ტრაქტში კაპილარული სისხლდენების შესაჩერებლად.

5.175 წეკო

▲back to top


წეკო
(Nicotiana rustica) - ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ბალახოვანი ერთწლიანი მცენარეა. შეიცავს 1-10% ნიკოტინს და 15-20% ორგანულ მჟავებს, მათ რიცხვში 10%-ზე მეტ ლიმონის მჟავას. ფოთლებიდან ამზადებენ მასალას მოწევისათვის, ნახარშით ბანენ ცხვრებს, გამოყოფენ ნიკოტინის მჟავას. მცენარის თესლი შეიცავს 35-40%-მდე ცხიმოვან ზეთს, რასაც იყენებენ ლაქებისა და საპონის დასამზადებლად. ნიკოტინით მოწამვლა მწეველებში იწვევს მთელი რიგი პათოლოგიური მოვლენების განვითარებას.

5.176 წითელა

▲back to top


წითელა
(morbilli) - ბავშვთა ასაკის მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ვირუსი - (პარამიქსოვირუსების ოჯახის, მორბილივირუსის გვარი). ახასიათებს სპეციფიკური გამონაყარი, რომელიც მე-3-4 დღეს იწყება სახიდან და ვრცელდება მთელ სხეულზე. საინკუბაციო პერიოდი 7-10 დღეა. ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ინკუბაციის ბოლო დღეებში და პირველ 2-3 დღეს ადამიანი დაავადების გადამდებია. იძლევა მყარ იმუნიტეტს.

5.177 წითელი ქარი

▲back to top


წითელი ქარი
იგივე ერიზიპელასი. მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია სტრეპტოკოკი. ახასიათებს კანის თავისებური ანთება. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

5.178 წითელი წიგნი

▲back to top


წითელი წიგნი
გაქრობისა და გადაშენების პირას მყოფი მცენარეებისა და ცხოველების ჩამონათვალი, ნუსხა, სადაც მოცემულია მათი ბიოლოგიის, გავრცელებისა და სხვ. მოკლე დოკუმენტური მონაცემები.

5.179 წითურა

▲back to top


წითურა
(rubeola) - იგივე რუბეოლა. გადამდები ინფექციური დაავადებაა. გამომწვევია რნმ-ს შემცველი, ტოგავირუსების ოჯახის, რუბივირუსების გვარის დერმატროპული ვირუსი. ვირუსს გააჩნია ტროპიზმი ემბრიონული ქსოვილისადმი, ადვილად გადის პლაცენტურ ბარიერს და ნაყოფის ინფიცირებას იწვევს. დაავადებისათვის დამახასიათებელია პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება და გამონაყარი. იძლევა მყარ იმუნიტეტს. ფეხმძიმობის სხვადასხვა პერიოდში - (ტრიმესტრში) აღნიშნული ვირუსი ჩანასახსა და ნაყოფზე მოქმედებს ტერატოგენურად, კანცეროგენურად და სხვ.

5.180 წინადაცვეთა

▲back to top


წინადაცვეთა
(circumcisio) - რელიგიური მოსაზრებებით მუსულმანებსა და ებრაელებში მიღებული ადათი, რომლის მიხედვითაც ახდენენ მამაკაცის პენისის ჩუჩის ნაწილობრივ მოკვეთას.

5.181 წიწმატურა

▲back to top


წიწმატურა
(Capsella bursa pastori) - ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან. შეიცავს ფილოქინონებს, ქოლინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალიუმს, ფლავონის გლიკოზიდს, ასკორბინის, ვაშლის, ლიმონის, ღვინის და სხვ. მჟავებს, აგრეთვე ფისებს. იყენებენ ფილტვის, თირკმლის, საშვილოსნოს, კუჭ-ნაწლავის სისხლდენების, ჭრილობების და ფაღარათის შემთხვევებში.

5.182 წლიური რგოლები

▲back to top


წლიური რგოლები
1.მცენარეებში: მერქნის, კერძოდ კი კამბიუმის ნამატ შრეებს წლიური რგოლები ეწოდება. მათი დათვლით შეიძლება დავადგინოთ მცენარის ასაკი, პირობები, რომელშიც იზრდებოდა მცენარე ამა თუ იმ წელს, აგრეთვე ჰორიზონტის მხარეები - (მაგ., ჩრდილოეთისამხრეთი). 2.ცხოველებში: ზოგიერთ ქსოვილში ყოველწლიურად გაჩენილი წარმონაქმნები - (მაგ., თევზების ქერცლში, მოლუსკების ნიჟარებში, ძუძუმწოვრების ბრჭყალებში და ა.შ.). წლიური რგოლების საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს ქსოვილის ზრდის სეზონური ცვლილებები, ინდივიდის ასაკი.

5.183 წმინდა ხაზები

▲back to top


წმინდა ხაზები
ლაბორატორიული ცხოველების ჯგუფი, რომელიც მიღებულია ხანგრძლივი ინბრიდინგის - (იხ.) შედეგად. გამოირჩევიან მკვეთრად გამოხატული ერთგვაროვანი მემკვიდრეობით. წმინდა ხაზებს ფართო გამოყენება აქვთ მემკვიდრეობის და ცვალებადობის კანონზომიერებების, აგრეთვე ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდის შესწავლაში. იგივე ინბრედული ცხოველები. იგივე ხაზოვანი ცხოველები.

5.184 წურბელა

▲back to top


წურბელა
(Hirudo medicinalis) - იხ. სამედიცინო წურბელა.

5.185 წყალმანკი

▲back to top


წყალმანკი
(hydrops) - სეროზული სითხის დაგროვება ქსოვილებში, ორგანიზმის სიღრუებსა და პარენქიმულ ორგანოებში, განსაკუთრებით კანქვეშა ქსოვილში - (ანასარკა), პლევრის ღრუში - (ჰიდროთორაქსი), მუცლის ღრუში - (ასციტი) და სხვ.

5.186 წყალმცენარეები

▲back to top


წყალმცენარეები
(Algae) - უმდაბლესი, ავტოტროფული წყლის მცენარეების ჯგუფი, რომელიც შეიცავს ქლოროფილს და სხვა პიგმენტებს და ფოტოსინთეზის პროცესში გამოიმუშავებს ორგანულ ნივთიერებებს. განასხვავებენ ლურჯ-მწვანე, მწვანე, წაბლა, წითელ წყალმცენარეებს, დიატომეებს და სხვა. მრავალი წყალმცენარე ჩამდინარე წყლების გასუფთავების მნიშვნელოვანი კომპონენტია. წყალმცენარეებიდან იღებენ სხვადასხვა მიკროორგანიზმების განვითარებისათვის გამოსადეგ საკვებ ნიადაგს - აგარაგარს - (იხ.), აგრეთვე საკვებ ფქვილს, რომელიც შეიცავს მიკროელემენტებს, იოდს და სხვ. წყალმცენარეებს სწავლობს მეცნიერება - ალგოლოგია. წყალმცენარეებისაგან განსხვავებით, წყლის მცენარეები მიეკუთვნებიან უმაღლეს მცენარეებს და იზრდებიან წყალში და წყალსატევების ნაპირებზე.

5.187 წყლის იელი

▲back to top


წყლის იელი
(Ledum polustre) - მარადმწვანე ბუჩქია. გავრცელებულია ძირითადად ტუნდრაში. შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს. ფოთლებში შედის ანდრომედოტოქსინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონიდები, ვიტამინი C და სხვ. იყენებენ მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის და ტუბერკულოზის დროს, ენტეროკოლიტის და გრიპის წინააღმდეგ. გამოიყენება როგორც ინსექტიციდი. შხამიანი მცენარეა.

5.188 წყლული

▲back to top


წყლული
(ulcus) - კანის ან ლორწოვანი გარსის და მათ ქვეშ განლაგებული ქსოვილების დეფექტი, რომლის შეხორცება, როგორც წესი, დარღვეული ან მნიშვნელოვნად შენელებულია. წყლული შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ფაქტორებით - ნაწოლებით, ინერვაციისა და სისხლის მიმოქცევის მოშლით, ინფექციით, დამწვრობით, დასხივებით და სხვ.

5.189 წყურვილი

▲back to top


წყურვილი
(sitis; dipsa) - მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორგანიზმში წყლის დეფიციტისას, აგრეთვე წყალსა და სისხლის მინერალურ და ორგანულ ნივთიერებებს შორის ნორმალური შეფარდების დარღვევისას. ადგილი აქვს წყურვილის ცენტრის გაღიზიანებას თავის ტვინში.

5.190 ჭაობი

▲back to top


ჭაობი
დედამიწის ზედმეტად ტენიანი ადგილი და შესაბამისი ეკოსისტემა, რომელიც ხასიათდება მცენარეული გაუხრწნელი ნამარხი ნაშთების დაგროვებით ზედა ფენებში. ჭაობი დიდ ტერიტორიებზე აწონასწორებს ჰიდროლოგიურ რეჟიმს, ბიოლოგიურ მიმოქცევას და ეკოლოგიურ ბალანსს. მსოფლიოში დაახლოებით 350 მლნ ჰექტარი ჭაობებს უჭირავს.

5.191 ჭეო

▲back to top


ჭეო
ფუტკრის მიერ შეგროვილი ყვავილის მტვერი, რომელსაც იგი სათანადოდ ამუშავებს. წარმოადგენს ფუტკრის ოჯახის სამარაგო ნივთიერებას. გამოიყენება მედიცინაში - (იხ. ყვავილის მტვერი).

5.192 ჭიანჭველები

▲back to top


ჭიანჭველები
(Formicoidea) - მიეკუთვნებიან მწერების კლასს, სიფრიფანაფრთიანების რიგს. მაღალი ორგანიზაციის „საზოგადოებრივ“ მწერებია. მათში მკვეთრადაა გამოხატული პოლიმორფიზმი. არჩევენ მდედრ, მამრ, მუშა ჭიანჭველებს და ჯარისკაცებს. მუშა ჭიანჭველებს ევალებათ ბუდეების აშენება, შთამომავლობის მოვლა, მათი სუფთად შენახვა. ჯარისკაცები იცავენ ოჯახს. ცნობილია ბაღის ჭიანჭველა - (Lasius niger), სახლის ჭიანჭველა - (Monomorium pharaonis) და სხვ.

5.193 ჭიაფერა

▲back to top


ჭიაფერა
(Phytolacca americana; Ph. decandra) - იგივე ლაქი. ეკუთვნის Phytolaccaceae-ს ოჯახს. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მდიდარია C ვიტამინით. ექსტრაქტი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის დაავადებების და ბუასილის დროს. აღნიშნული მცენარის ექსტრაქტს იყენებენ აგრეთვე B-ლიმფოციტების ბლასტტრანსფორმაციისათვის.

5.194 ჭინჭარი

▲back to top


ჭინჭარი
(Urtica urens L.) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ასკორბინის მჟავას, ეთერის ზეთს, მთრიმლავ და ცილოვან ნივთიერებებს, შაქარს, რკინის, კალიუმის მარილებს, გოგირდს, რიბოფლავინს, ფილოქინონებს - (K ვიტამინს), კაროტინს, ურტიცინს, გლიკოზიდს. ნაყენი ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში. ნაყენი და თხევადი ექსტრაქტი აძლიერებს სისხლის შედედების უნარს, ზრდის ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობას, აგრეთვე ძლიერ გავლენას ახდენს ნახშირწყლოვან ცვლაზე. იყენებენ როგორც პოლივიტამინურ, სისხლდენის შემაჩერებელ, ცხელების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემხორცებელ და შარდმდენ საშუალებას. ფოთლების ნახარში გამოყენებულია ფილტვების ტუბერკულოზის, ბრონქიტის, მალარიის და სხვ. შემთხვევებში.

5.195 ჭინჭრის ცხელება

▲back to top


ჭინჭრის ცხელება
იხ. ურტიკარია.

5.196 ჭიპლარი

▲back to top


ჭიპლარი
(fumaculus umbilicalis) - დაახლოებით 40-60სმ სიგრძის ორგანო, რომლის საშუალებითაც ნაყოფი უკავშირდება პლაცენტას. ჭიპლარში განლაგებულია ალანტოისში - (იხ.) წარმოქმნილი სისხლძარღვები, რომელთა საშუალებით ემბრიონი საკვებს იღებს საშვილოსნოს კედლიდან.

5.197 ჭრაქი

▲back to top


ჭრაქი
მცენარეთა - (მაგ., ვაზის, მარცვლოვანი მცენარეების და სხვ.) ავადმყოფობა, რომელსაც იწვევს ზოგიერთი სოკო.

5.198 ჭრილობა

▲back to top


ჭრილობა
(vulnus) - ქსოვილის ნორმალური ანატომიური მთლიანობის დარღვევა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მექანიკური ზემოქმედებით - (მჭრელი იარაღი, ტყვია და სხვ.).

5.199 ჭუპრი

▲back to top


ჭუპრი
სრული მეტამორფოზის მქონე მწერების განვითარების ერთერთი ფაზა, რომელიც ჩვეულებრივ უმოძრაოა და არ იკვებება. შეესაბამება არასრული მეტამორფოზის მქონე მწერების ნიმფას - (იხ.).

5.200 ხავსები

▲back to top


ხავსები
(Bryophyta) - უმაღლესი მცენარეების წარმომადგენლები, რომელთა სხეული შედგება ძაფისებრი სხეულის პროტონემისაგან - (განლაგებულია ნიადაგში ან მის ზედაპირზე), ვერტიკალური ღეროსაგან - (სპირალურად განლაგებული ფოთლებით) და ღეროს ფუძესთან არსებული ფესვის მსგავსი რიზოიდებისაგან. რიზოიდები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ მცენარეს წყლით და ხავსებს არა აქვთ განვითარებული გამტარი ქსოვილები, მათი სიგრძე არ აღემატება 15-20სმ-ს. ხავსებში აღინიშნება უსქესო და სქესობრივი თაობების მონაცვლეობა. ზრდასრული ხავსების თაობას გამეტოფიტი ეწოდება. იგი თავისი განვითარების ბოლო სტადიაზე ღეროს კენწეროზე ივითარებს მდედრობით და მამრობით სასქესო ორგანოებს - არქეგონიუმსა და ანთერიდიუმს. ხავსებიდან ყველაზე უფრო ხშირად გვხვდებიან გუგულის სელი და ტორფის ხავსი.

5.201 ხაზოვანი ცხოველები

▲back to top


ხაზოვანი ცხოველები
წმინდა, სუფთა ხაზის ცხოველები - (თაგვები, ვირთაგვები), რომლებიც მიღებულნი არიან ინბრიდინგის - (იხ.) საშუალებით და გამოირჩევიან მკვეთრად გამოხატული ერთგვაროვანი მემკვიდრეობით. იხ. წმინდა ხაზები.

5.202 ხალი

▲back to top


ხალი
(naevus) - იგივე ნევუსი. კანის პიგმენტური წარმონაქმნი, რომლის უჯრედებს ძალუძთ წარმოქმნან პიგმენტი მელანინი. აქვს სადა, ხან უსწორო დვრილოვანი, ზოგჯერ კი თმით დაფარული ზედაპირი. ზოგიერთი ხალი სახიფათოა ონკოლოგიური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით.

5.203 ხაო

▲back to top


ხაო
(villus) - ზოგიერთი ორგანოს განსაკუთრებული ანატომიური წარმონაქმნი. მაგ., წვრილი ნაწლავის მრავალრიცხოვანი ხაო, რომელთა საშუალებითაც იზრდება ამ ორგანოს შემწოვი უნარი.

5.204 ხარის სოლიტერი

▲back to top


ხარის სოლიტერი
(Taeniarhynchus saginatus) - დიდი ზომის ცესტოდაა. სიგრძე 4-10 მეტრს აღწევს. პროგლოტიდების რიცხვი 1000-მდეა. სკოლექსს 4 მძლავრი მისამაგრებელი ბორცვი აქვს. არ გააჩნია კაუჭები, ამიტომაც ღორის სოლიტერისაგან განსხვავებით, მას შეუიარაღებელს უწოდებენ. განვითარებისათვის კვერცხი ხარის სხეულში უნდა მოხვდეს ბალახთან ერთად. ადამიანის დაინვაზირება ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მან უმი ან ნაკლებად მოხარშული ხორცი შეჭამა.

5.205 ხაშხაში

▲back to top


ხაშხაში
(Papaver somniferum) - იგივე საძილე ყაყაჩო. ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს 20ზე მეტ ალკალოიდს, რომელთაგან ყველაზე მთავარია მორფინი, კოდეინი და პაპავერინი. მორფინს ფართოდ იყენებენ ოპერაციის წინ ან მის შემდგომ, როგორც ტკივილგამაყუჩებელს, აგრეთვე ტრავმების დროს შოკის ასაცილებლად, ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეული ძლიერი ტკივილებისას და სხვ. კოდეინი ძირი თადად ნერვების დამაწყნარებელია. პაპავერინს იყენებენ ჰიპერტონული დაავადებების, სტენოკარდიისა და ბრონქული ასთმის შემთხვევებში. მორფინის მრავალჯერადი და ხანგრძლივი მიღება იწვევს ე.წ. ეიფორიას და ავადმყოფურ ლტოლვას ამ პრეპარატისადმი - (მორფინიზმი). იხ. ყაყაჩო.

5.206 ხახამა

▲back to top


ხახამა
(Rubus sacsatilis) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მისი სამკურნალო თვისებები გამოკვლევის სტადიაშია. ფოთლებში აღმოჩენილია ასკორბინის მჟავა. იყენებენ სურავანდისა და ბუასილის საწინააღმდეგოდ. ნახარშით იბანენ თავს თმების გასამაგრებლად.

5.207 ხელოვნური გადარჩევა

▲back to top


ხელოვნური გადარჩევა
ადამიანის მიერ საჭირო ნიშან-თვისებების მქონე ინდივიდების გადარჩევა და მათი შემდგომი მოშენება. ხელოვნური გადარჩევის შედეგადაა მიღებული შინაური ცხოველებისა და მცენარეების ყველა თანამედროვე ჯიში.

5.208 ხელოვნური განაყოფიერება

▲back to top


ხელოვნური განაყოფიერება
ადამიანის მიერ ცხოველების სასქესო პროდუქტების შერევა განაყოფიერების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად ანდა თესლის ხელოვნურად შეყვანა მდედრის სასქესო გზებში. ამ მეთოდს ფართოდ იყენებენ სელექციაში ახალი ჯიშების მისაღებად ანდა უკვე არსებული ჯიშების შესანარჩუნებლად. იხ. ექსტრაკორპორული განაყოფიერება.

5.209 ხელფრთიანები

▲back to top


ხელფრთიანები
(Chiroptera) - ძუძუმწოვრების ერთ-ერთი რიგია. ისინი პატარა ზომის მფრინავი ცხოველები არიან. მათი წინა კიდურები ფრთებად არიან გარდაქმნილნი. დიდი რაოდენობით სპობენ ხოჭოებს, კოღოებს, პეპლებს და სხვ. გამოსცემენ ულტრაბგერებს, რომელთა საშუალებითაც შესანიშნავად ერკვევიან სივრცეში. წარმომადგენლებია: ღამურა, ვამპირი და სხვ.

5.210 ხერხემალი

▲back to top


ხერხემალი
(columna vertebralis) - ხერხემლიანი ცხოველების ღერძული ჩონჩხის ძირითადი ნაწილი. ასრულებს საყრდენმამოძრავებელ როლს და იცავს ზურგის ტვინს დაზიანებისაგან. შედგება ცალკეული მალებისაგან, რომელთა რაოდენობა სხვადასხვა სახეობის ცხოველებში ვარირებს. ადამიანის ხერხემალი შედგება 32-33 მალისაგან.

5.211 ხერხემლიანები ანუ თავისქალიანები

▲back to top


ხერხემლიანები ანუ თავისქალიანები
(Vertebrate. Craniate) - ქორდიანების ტიპის ცხოველების ქვეტიპი. ყველაზე უფრო მაღალორგანიზებული და მრავალგვარი ჯგუფია. აღნიშნული ქვეტიპი იყოფა მრგვალპირიანებად, თევზებად, ამფიბიებად, რეპტილიებად, ფრინველებად და ძუძუმწოვრებად.

5.212 ხეშავი

▲back to top


ხეშავი
(Rhamnus cathartica) - ბუჩქია ან ხემცენარე. ნაყოფიდან გამოყოფილია პექტინები, შაქრები, ორგანული მჟავები, ლორწო, ფლავონის გლიკოზიდები, ფრანგულოემოდინი. ნაყოფის ნახარშს და ნაყენს გააჩნია ანტიბაქტერიული და საფაღარათო თვისებები. პრეპარატებს იყენებენ ყაბზობების, წყალმანკის, კანის დაავადებების, პოდაგრის შემთხვევებში. ითვლება კიბოს საწინააღმდეგო საშუალებად.

5.213 ხეჭრელი

▲back to top


ხეჭრელი
(Frangula alnus) - ბუჩქია, იშვიათად კი ხემცენარე. შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს, ფრანგულაროზიდს, გლუკოფრანგულინს, ფრანგულინს, ფისოვან, პექტინოვან ნივთიერებებს და სახამებელს. ფოთლებსა და ნაყოფში გააჩნია ალკალოიდები. ქერქი საფაღარათოა, გამოიყენება ატონიური ყაბზობებისას, კოლიტებისას, ბუასილის, სწორი ნაწლავის დაავადებებისას და სხვ. ნაყოფი ანტიჰელმინთური საშუალებაა ღვიძლის დაავადების შემთხვევაში.

5.214 ხვლიკები

▲back to top


ხვლიკები
(Sauria) - გველების წინამორბედებია. გაჩნდნენ ტრიასულ პერიოდში. მაქსიმალური სიგრძე 3,5-4 მეტრამდეა - (ვარანები). იკვებებიან მწერებით, წვრილი ხერხემლიანებით, უფრო იშვიათად მცენარეებით და სხვა. ხვლიკები ძირითადად კვერცხისმდებლებია, თუმცა მათ შორის არიან ცოცხალმშობიარენიც. ზოგიერთი მათგანისათვის დამახასიათებელია პართენოგენეზი. ზოგიერთი ხვლიკი - (განსაკუთრებით ტროპიკებში) შხამიანია. ახასიათებთ თვითდასახიჩრების და შემდგომი რეგენერაციის - (იხ.) უნარი.

5.215 ხორბალი

▲back to top


ხორბალი
(Triticum) - მარცვლოვანთა ოჯახის კულტურული, ბალახოვანი, ერთწლიანი მცენარეა. შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს და ა.შ. სამკურნალოდ იყენებენ უმთავრესად მის სახამებელს, რომელიც ხშირად შედის სხვადასხვა წამლების შემადგენლობაში. უმთავრესად გამოიყენება ხველების და კუჭ-ნაწლავის დაავადებების შემთხვევებში. საქართველოში ხორბლის მარცვლები იპოვნეს სოფ. ურბნისის მახლობლად, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5 ათასი წლის წინათ ყოფილა დასახლებული. ხორბლის მარცვლები ნახეს აგრეთვე კოლხეთის ძველ სამარხებში. საქართველოსათვის ენდემურია: მახა, დოლის პური, დიკა, ზანდური, შავფხა, თავთუხი და სხვ. ამ უნიკალურ ჯიშებს რეზისტენტობა გააჩნიათ ინფექციური დაავადებების, კერძოდ, სოკოებისადმი. საუკუნეების მანძილზე საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ხორბლის ბეღელს წარმოადგენდა და ჩვენს წინაპრებს ხორბალი საექსპორტოდ გაჰქონდათ. ხორბალს ძველად იფქილს უწოდებდნენ.

5.216 ხორთუმიანები

▲back to top


ხორთუმიანები
(Proboscidae) - უმაღლესი ძუძუმწოვრების ერთ-ერთი რიგია, რომელსაც მიეკუთვნება სპილოების ორი სახეობა აფრიკული და ინდური. ცხოვრობენ ჯოგებად. დღეში შეუძლიათ 100კმ მანძილის დაფარვა. ხორთუმი, რომლის ბოლოზე თი- თისებრი დანამატია, წარმოქმნილია ცხვირისა და ზედა ტუჩის შეზრდისა და დაგრძელების შედეგად. იკვებება მცენარეებით. ზედა ყბაზე, თითოეულ მხარეზე მას მხოლოდ თითო, ძალზე გრძელი - (1,5-2მ) მჭრელი კბილი - (ეშვი) აქვს. სპილოს მაკეობა 20-21 თვეს გრძელდება. შობს 1 შვილს, რომლის წონა 90 კგ-ს აღწევს.

5.217 ხორხი

▲back to top


ხორხი
(larynx) - სასუნთქი მილის ზედა ნაწილი; ამავე დროს ხმის წარმომქმნელი ორგანო.

5.218 ხორხსარქველი

▲back to top


ხორხსარქველი
(epiglottis) - ხორხის შემადგენელი ერთ-ერთი ხრტილოვანი წარმონაქმნი, რომელიც ხურავს ხორხის შესავალს ყლაპვის დროს.

5.219 ხროვა

▲back to top


ხროვა
გულისხმობენ მტაცებელი ცხოველების - (მაგ., მგლების) ჯგუფს, რომელიც ერთიანდება პერიოდულად და გარკვეულ სეზონში.

5.220 ხრტილი

▲back to top


ხრტილი
(chondros) - შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთი სახე. შეიცავს განსაკუთრებულ ორგანულ ნივთიერებას - ქონდრინს. ხრტილის შემადგენელი უჯრედებია ქონდროციტები და ქონდრობლასტები. განასხვავებენ ხრტილოვანი ქსოვილის 3 სახეს - ჰიალინურს, ბოჭკოვანსა და ელასტიკურს.

5.221 ხრწნა

▲back to top


ხრწნა
(putrifi catio) - იგივე ლპობა, აზოტოვანი ორგანული ნაერთების - (უმთავრესად ცილების) დაშლის პროცესი, რაც განპირობებულია აერობული, ფაკულტატური ანაერობული ბაქტერიების, მიკროსკოპული სოკოების პროტეოლიზური ფერმენტების მოქმედებით. ამ პროცესს თან სდევს მყრალი სუნის ნივთიერებათა - (აზოტის და გოგირდის) გამოყოფა.

5.222 ხსენი

▲back to top


ხსენი
(colostrum) - სარძევე ჯირკვლის სეკრეტი, რომელიც გამოიყოფა ორსულობის პერიოდსა და მშობიარობის პირველ დღეებში.

5.223 ჯადვარი

▲back to top


ჯადვარი
(Orchis maculata) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ლორწოს, სახამებელს, დექსტრინს, შაქრებს, ცილოვან და მწარე ნივთიერებებს, ფისებს, მინერალურ მარილებს. იყენებენ ჰეპატიტების, საჭმლის მომნელებელი არხის პათოლოგიების, გასტრიტების, დიარეის, დიზენტერიის შემთხვევებში, შხამებით მოწამვლისას, ქრონიკული ბრონქიტისას და როგორც სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებელ საშუალებას

5.224 ჯალღუზისებრი ჯირკვალი

▲back to top


ჯალღუზისებრი ჯირკვალი
იხ. ეპიფიზი, 2.

5.225 ჯანმრთელობა

▲back to top


ჯანმრთელობა
(sanus) - ადამიანის ორგანიზმის ისეთი მდგომარეობა, როდესაც მისი ყველა ორგანოსა და სისტემის ფუნქციები შეწონასწორებულია გარემოსთან, რაიმე ავადმყოფური ცვლილებების გარეშე - (ანუ შენარჩუნებულია ჰომეოსტაზი, იხ.).

5.226 ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

▲back to top


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულება - (ჯანმო), რომლის ძირითადი მიზანია ყველა ქვეყანაში ჯანმრთელობის უმაღლესი დონის მიღწევა. ორგანიზაცია კონტროლს უწევს დაავადებებთან ბრძოლას, მათ ლიკვიდაციას, ეხმარება სხვადასხვა ქვეყნებს ინფექციური და სხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, აწყობს სამეცნიერო კონფერენციებს, ამზადებს ეროვნულ კადრებს და სხვა.

5.227 ჯიბლიბო

▲back to top


ჯიბლიბო
(ლათ. hordeum ქერი) - ქუთუთოს კიდის ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთება.

5.228 ჯილეხი

▲back to top


ჯილეხი
(anthrax)- მწვავე ინფექციური დაავადება, ანთროპოზოონოზია. გამომწვევია Bაცილლუს ანტჰრაცის, რომელიც წარმოქმნის სპორებს. ისინი წლობით ინახებიან ნიადაგში. დასენიანების წყაროა ავადმყოფი ცხოველები. განასხვავებენ კანის, ნაწლავისა და ფილტვის ფორმებს.

5.229 ჯირკვლები

▲back to top


ჯირკვლები
(glandula) - ეპითელური ქსოვილისაგან შემდგარი ორგანოები, რომლებიც გამოიმუშავებენ სხვადასხვა ფიზიოლოგიური დანიშნულების თხევად ნივთიერებებს - სეკრეტს - (მაგ., ლორწოს, ნერწყვს, ოფლს, კუჭის წვენს, ნაღველს) ან ინკრეტს - (ჰორმონებს), რომელიც უშუალოდ სისხლში გადადის. განასხვავებენ ეგზოკრინულ - (საოფლე, სანერწყვე და სხვ.), ენდოკრინულ - (თირკმელზედა, ფარისებრ და სხვ.) და შერეული ტიპის ჯირკვლებს - (სასქესო, პანკრეასი), რომელთაც გააჩნიათ შინაგანი და გარეგანი სეკრეცია. სხვადასხვა ნივთიერებების შენახვისა და გამოყოფის ორგანოები მცენარეებსაც გააჩნიათ. მცენარეების „ჯირკვლები“ გამოყოფენ წყალს, ფისს, ლორწოს, ნექტარს და სხვ.

5.230 ჯიში

▲back to top


ჯიში
იგულისხმება ცხოველების - (genos) ან მცენარეების - (species cultivar) ჯგუფი, რომლებიც გამოირჩევიან ერთგვაროვანი ნიშან-თვისებებით და გამოყვანილნი არიან ადამიანის მიზანმიმართული სელექციური მუშაობის შედეგად განსაზღვრულ გარემო პირობებში. ჯიშებს გააჩნიათ მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შთამომავლობაზე მყარად გადაცემის უნარი.

5.231 ჯოგი

▲back to top


ჯოგი
ჯგუფურად მცხოვრები ცხოველების გუნდი. ძირითადად ფიტოფაგი ძუძუმწოვრებია. ცნობილია ირმების, ანტილოპების, ჟირაფების და სხვ. ჯოგები.

5.232 ჯორი

▲back to top


ჯორი
(Equus mulus) - ჰიბრიდი, რომელიც მიღებულია ფაშატი ცხენისა და ულაყი სახედრის შეჯვარებით.

5.233 ჯორცხენი

▲back to top


ჯორცხენი
(Equus hinnus) - ჰიბრიდი, რომელიც მიღებულია ულაყი ცხენისა და ფაშატი სახედრის შეჯვარებით.

5.234 ჯორჯალი

▲back to top


ჯორჯალი
იგივე მეზენტერიუმი. ამ ტერმინით აღნიშნავენ პერიტონეუმის ორ ფურცელს, რომელთა თავისუფალ წინა კიდეში მდებარეობს წვრილი ნაწლავის ორი ნაწილი - მლივი და თეძოს ნაწლავები, უფრო მოკლე უკანა კიდე, ე.წ. ჯორჯლის ფესვი კი მიმაგრებულია ხერხემალთან. ჯორჯლის ფურცლებს შორის მდებარეობს ჯორჯლის არტერიები, ვენები და მათი მრავალი ტოტი, ლიმფური კვანძები და ლიმფური სადინრები, ნერვები, ცხიმოვანი და ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი.

5.235 ჯუნგლები

▲back to top


ჯუნგლები
(ინგლ. jungle, გადმოღებულია ჰინდიდან და ნიშნავს უღრან, დაბურულ ტყეს) - ხეებისა და ბუჩქების, აგრეთვე ბამბუკებისა და მარცვლოვანების უღრანი, გაუვალი ტყეები ტროპიკებსა და სუბტროპიკებში - (ინდოეთი, სამხრეთაღმოსავლეთი აზია). ცხოველებიდან განსაკუთრებით ბევრია ქვეწარმავლები და მწერები, აგრეთვე სპილოები, ვეფხვები, გარეული კამეჩები და ა.შ.

5.236 ჯუჯა სოლიტერი

▲back to top


ჯუჯა სოლიტერი
(Hymenolepis nana) - ბრტყელი ჭიების ტიპის, ცესტოდების კლასის წარმომადგენელია. პარაზიტობს ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით ბავშვებში. მისი სტრობილის სიგრძე 14მმ-ია, სიგანე - 0,7-0,9მმ. მრგვალ ხორთუმზე აქვს ერთ რიგად განლაგებული 20-24 კაუჭი, თავზე 4 მისამაგრებელი ბორცვია. დეფინიტური მასპინძელებია ადამიანი და თაგვები. ადამიანი ამავე დროს წარმოადგენს მთავარ შუალედურ მასპინძელს. სხვა ცესტოდებისაგან განსხვავებით, ჯუჯა სოლიტერის განვითარება მიმდინარეობს მასპინძლის გამოუცვლელად. პარაზიტის კვერცხები წყალსა და გაურეცხავ მწვანილთან ერთად ხვდება ადამიანის ორგანიზმში. ადგილი აქვს აგრეთვე ავტოინვაზიასაც - (იხ.). ეს ცესტოდა იწვევს ნერვული სისტემის მოშლილობას, ზოგჯერ შეკრულობას ან ფაღარათს, სიგამხდრეს და სხვ.

5.237 ჰაბიტუსი

▲back to top


ჰაბიტუსი
(ლათ. habitus გარეგნობა) - ადამიანის, ცხოველის ან მცენარის გარეგნული შესახედაობა. კლინიკურ მედიცინაში აღნიშნავს ადამიანის გარეგან ნიშან-თვისებათა ჯიშ ერთობლიობას.

5.238 ჰაიმორიტი

▲back to top


ჰაიმორიტი
(ინგლისელი anatomi ნ. ჰაიმორი - (1613-1685), რომელმაც პირველმა აღწერა ზედა ყბის წიაღი, ბერძნ. itis ანთება) - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთება.

5.239 ჰალოფიტები

▲back to top


ჰალოფიტები
(ბერძნ. hals მარილი, phyton მცენარე) - ძლიერ მარილიან, მლაშე ნიადაგებზე მზარდი მცენარეები. უმთავრესად გავრცელებულნი არიან უდაბნოების, ნახევარუდაბნოების და მშრალი სტეპების არიდულ პირობებში. ძირითადი წარმომადგენლებია: ზოგიერთი აბზინდა, ჩარანი, იალღუნი და სხვ.

5.240 ჰალოფობები

▲back to top


ჰალოფობები
(ბერძნ. hals მარილი, phobos შიში) - წყლის ორგანიზმები, რომლებიც ვერ იტანენ მარილიანობის მაღალ მაჩვენებლებს და არსებობენ მხოლოდ მტკნარ ან სუსტ მარილიან წყალსატევებში.

5.241 ჰალოქსეროფიტები

▲back to top


ჰალოქსეროფიტები
(ბერძნ. hals მარილი, xeros მშრალი, phyton მცენარე) - სიმშრალისადმი რეზისტენტული, მლაშობი ნიადაგებისადმი გამძლე მცენარეები.

5.242 ჰალუცინაცია

▲back to top


ჰალუცინაცია
(ლათ. hallucinatio ბოდვა) - მცდარი მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი ან შეხებითი აღქმა, რაც გამოწვეულია ტვინის მოქმედების დარღვევით.

5.243 ჰამადრილი

▲back to top


ჰამადრილი
(Papio hamadryas) - ნამდვილი პავიანების გვარის მაიმუნი. სიმაღლე 80 სმ-მდეა, წონა 20-30კგ. ცხოვრობენ აფრიკასა და აზიაში. საკმაოდ ავია, ძნელად თვინიერდება. გამოიყენება როგორც ექსპერიმენტული ცხოველი.

5.244 ჰამარტია

▲back to top


ჰამარტია
(ბერძნ. hamartia შეცდომა, ნაკლი) - ემბრიონული განვითარების ანომალია.

5.245 ჰამარტომა

▲back to top


ჰამარტომა
(ბერძნ. hamartia შეცდომა, ნაკლი, oma სიმსივნე) - ემბრიონული ქსოვილის სიმსივნის მსგავსი ახალწარმონაქმნი.

5.246 ჰაპლოიდია

▲back to top


ჰაპლოიდია
(ბერძნ. haplos ერთეული, eoides სახეობა) - ქრომოსომების ერთმაგი კომპლექტი, წყვილიდან მხოლოდ ერთი ჰომოლოგიური ქრომოსომით. ასეთი ქრომოსომული კომპლექტი გააჩნიათ სპერმატოზოიდებს და კვერცხუჯრედებს, რომლებიც მეიოზური რედუქციის შედეგად ღებულობენ ქრომოსომების საწყისი რაოდენობის მხოლოდ ნახევარს. ჰაპლოიდია აღინიშნება სიმბოლონით.

5.247 ჰაპლონტი

▲back to top


ჰაპლონტი
(ბერძნ. haplos ერთეული) - ორგანიზმი, რომლის ყველა უჯრედი შეიცავს ქრომოსომების ჰაპლოიდურ კომპლექტს. მათ დიპლოიდური მხოლოდ ზიგოტა აქვთ - (კოქციდიები, მრავალი მწვანე წყალმცენარე და სხვ.).

5.248 ჰაპლოტიპი

▲back to top


ჰაპლოტიპი
(ბერძნ. haplos ერთეული, typos ანაბეჭდი, ნიმუში) - 1.მცენარეთა და ცხოველთა სისტემატიკაში: ერთადერთი სახეობა გვარში. 2.გენეტიკაში: ერთ ქრომოსომაში ლოკალიზებული გენები.

5.249 ჰაპტენები

▲back to top


ჰაპტენები
(ბერძნ. hapto ვამაგრებ) - არასრული ანტიგენები. უმთავრესად დაბალმოლეკულური ნივთიერებებია, რომელთაც არ გააჩნიათ იმუნოგენური თვისებები, სამაგიეროდ შესწევთ ანტისხეულებთან და იმუნოკომპეტენტურ უჯრედებთან სპეციფიკური ურთიერთმოქმედების უნარი.

5.250 ჰარდი-ვაინბერგის ფორმულა

▲back to top


ჰარდი-ვაინბერგის ფორმულა
ჯ. ჰარდი, ინგლისელი მათემატიკოსი, ვ. ვაინბერგი - გერმანელი ექიმი) - მათემატიკური გამოსახულება, რო მელიც ასახავს გენოტიპებისა და ფე ნოტიპების გავრცელებას პანმიქსიურ - (იხ. პანმიქსია) პოპულაციაში. აღნიშნული ფორმულის მიხედვით, ნებისმიერი ჰომოზიგოტის წილი უდრის შესაბამისი ალელის წილის კვადრატს, ხოლო ჰეტეროზიგოტის წილი - შესაბამისი ალელების წილის გაორმაგებულ მაჩვენებელს. ფორმულა სამართლიანია ალელების ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში.

5.251 ჰაუსტორიები

▲back to top


ჰაუსტორიები
(ლათ. haustor მსმელი, მომპოვებელი) - 1. მისაწოვრები, რომელთა მეშვეობით მცენარეპარაზიტები ამოსწოვენ საკვებ ნივთიერებას მასპინძელი მცენარეებიდან. 2. პარაზიტული სოკოების გამონაზარდები, რომელთა საშუალებით იგი იჭრება მცენარის უჯრედებში. 3. სპოროფიტის - (იხ.) მისაწოვრები, რომელთა საშუალებით იგი იღებს საკვებ ნივთიერებებს გამეტოფიტისაგან - (იხ.).

5.252 ჰებეფრენია

▲back to top


ჰებეფრენია
(ბერძნ. hebesi ჭაბუკე, phren ჭკუა) - სქესობრივი მომწიფების პერიოდში ფსიქიკის დარღვევა, სულელური მხიარულება, ქარაფშუტობა. შიზოფრენიის ერთერთი ფორმაა.

5.253 ჰეიდელბერგელი ადამიანი

▲back to top


ჰეიდელბერგელი ადამიანი
1907 წელს გერმანიაში, ქ. ჰეიდელბერგის ახლოს აღმოჩენილ იქნა ადამიანის ყბა, რომელიც აღწერა გერმანელმა ანთროპოლოგმა ო.შეტენზაკმა. სავარაუდოა, რომ ჰეიდელბერგელი ადამიანი ცხოვრობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400000 წლით ადრე.

5.254 ჰეიფლიკის ზღვარი

▲back to top


ჰეიფლიკის ზღვარი
ძუძუმწოვრების სომატური უჯრედების პროლიფერაციის მაქსიმალური რაოდენობა in vitro. აღნიშნული ზღვრის მიღწევისას უჯრედებში ხდება ბიოქიმიური და მორფოლოგიური ცვლილებები, რაც მათი სიკვდილით მთავრდება. სხვადასხვა სახეობის ცხოველებს ჰეიფლიკის სხვადასხვა ზღვარი ახასიათებთ: რაც უფრო დიდია ამა თუ იმ ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მით მეტია მისი სომატური უჯრედების პროლიფერაციის რაოდენობა in vitro. აღნიშნულ ზღვარს სახელი ეწოდა პირველაღმომჩენის, ამერიკელი ლ.ჰეიფლიკის საპატივცემულოდ.

5.255 ჰეკისტოთერმიზმი

▲back to top


ჰეკისტოთერმიზმი
(ბერძნ. hekistos სიცივე, therme სითბო) - სიცივისადმი გამძლეობა, ენერგიის მინიმალური მიწოდების პირობებში ცხოვრების უნარი. უფრო ხშირად აღნიშნულ ტერმინს იყენებენ მცენარეების - (მაგ., ალპური მცენარეების) შემთხვევაში.

5.256 ჰეკტოკოტილი

▲back to top


ჰეკტოკოტილი
(ბერძნ. hekatos ასი, kotile საცეცის მისაწოვარი) - თავფეხიანი მოლუსკების თავისებური საცეცი, რომლის საშუალებითაც მამრს სპერმატოფორები - (იხ.) გადააქვს თავისი მანტიის ღრუდან მდედრის მანტიის ღრუში. ზოგიერთ რვაფეხაში ჰეკტოკოტილი წყდება მამრის სხეულს, ცურავს დამოუკიდებლად, რის შემდეგაც იჭრება მდედრის მანტიის ღრუში. ერთ დროს, ასეთი დამოუკიდებელი ჰეკტოკოტილი მიღებულ იქნა როგორც პარაზიტი ჭია და აღწერილ იქნა როგორც ცალკე სახეობა.

5.257 ჰელიობიოლოგია

▲back to top


ჰელიობიოლოგია
(ბერძნ. helios მზე, bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - ბიოლოგიის დარგი, რომლის შესწავლის საგანია დედამიწაზე არსებულ ორგანიზმებზე მზის აქტივობის ცვლი ლებების გავლენა.

5.258 ჰელიობიონტები

▲back to top


ჰელიობიონტები
(ბერძნ. helios მზე, bios სიცოცხლე) - ორგანიზმები, რომლებიც მზის მკვეთრად განათებულ ადგილებში ბინადრობენ.

5.259 ჰელიოთერაპია

▲back to top


ჰელიოთერაპია
(ბერძნ. helios მზე, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა მზის სხივებით. მზის აბაზანები

5.260 ჰელიოფიტები

▲back to top


ჰელიოფიტები
(ბერძნ. helios მზე, phyton მცენარე) - მცენარეები, რომლებიც მზით მკვეთრად განათებულ ადგილებში ბინადრობენ.

5.261 ჰელიოქსანთოზი

▲back to top


ჰელიოქსანთოზი
(ბერძნ. helios მზე, xantos მოწითალო, osis მდგომარეობა) - კანის ყავისფერი პიგმენტაცია, რაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგია.

5.262 ჰელიოცენტრიზმი

▲back to top


ჰელიოცენტრიზმი
(ბერძნ. helios მზე, ლათ. centrum ცენტრი) - მზეს განიხილავს როგორც ცენტრს, რომლის გარშემოც მოძრაობენ პლანეტები. სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემა ჩამოაყალიბა პოლონელმა ნ. კოპერნიკმა - (1473-1543). ამ სისტემამ შეცვალა პტოლომეუსის ადრინდელი გეოცენტრული სისტემა. ჰელიოცენტრიზმის იდეა კოპერნიკზე ბევრად ადრე წამოაყენა არაბმა მეცნიერმა ალ-ბირუნიმ - (962-1048).

5.263 ჰელმინთოგეოგრაფია

▲back to top


ჰელმინთოგეოგრაფია
(ბერძნ. helmins ჭია, ge დედამიწა, grapho ვწერ) - მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჰელმინთების გავრცელებას. ჰელმინთების გეოგრაფიული გავრცელება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული - ბუნებრივი პირობების ცვლილებაზე, ადამიანის მოქმედებაზე, ურბანიზაციაზე, ტურიზმზე და სხვ.

5.264 ჰელმინთოზები

▲back to top


ჰელმინთოზები
(ბერძნ. helmins ჭია, osis მდგომარეობა) - დაავადებები, რომლებიც ადამიანსა და ცხოველში ვითარდება ჰელმინთების პარაზიტირების შემთხვევაში. ყველაზე უფრო ხშირად ადამიანში გვხვდება შემდეგი ჰელმინთოზები: ოპისთორქოზი, ენტერობიოზი, ანკილოსტომიდოზი, ტრიქინელოზი და სხვ. სინონიმი: ჰელმინთოზური ინვაზიები.

5.265 ჰელმინთოლარვოსკოპია

▲back to top


ჰელმინთოლარვოსკოპია
(ბერძნ. helmins ჭია, ლათ. larva მატლი, ბერძნ. skopeo ვუყურებ) - კვლევის მიკროსკოპული მეთოდი, რომლის მიზანია ჰელმინთების მატლების აღმოჩენა ადამიანისა და ცხოველის გამოსაკვლევ მასალაში - (ფეკალიებში).

5.266 ჰელმინთოლოგია

▲back to top


ჰელმინთოლოგია
(ბერძნ. helmins ჭია, logos მოძღვრება) - მეცნიერება პარაზიტული ჭიებისა და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებათა შესახებ.

5.267 ჰელპერები

▲back to top


ჰელპერები
(ინგლ. helper დამხმარე) - T-ლიმფოციტების ერთ-ერთი პოპულაცია. უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ იმუნურ რეაქციებში. მათ მიერ გამოყოფილი მედიატორები - (ლიმფოკინები) გავლენას ახდენენ სხვა ტიპის იმუნოკომპეტენტურ უჯრედებზე - (მაკროფაგებზე, B-ლიმფოციტებზე და სხვ.), ააქტიურებენ რა მათ ფუნქციურ მდგომარეობას.

5.268 ჰემაგლუტინაცია

▲back to top


ჰემაგლუტინაცია
(ბერძნ. haima სისხლი, ლათ. agglutino მივაწებებ, მივაკრავ) - ანტისხეულების - (ჰემაგლუტინინების) მიერ სითხეში შეწონილი ერითროციტების შეწებება და დალექვა.

5.269 ჰემანგიომა

▲back to top


ჰემანგიომა
(ბერძნ. haima სისხლი, angeion სისხლძარღვი, oma სიმსივნე) - სისხლძარღვოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნე.

5.270 ჰემატემეზისი

▲back to top


ჰემატემეზისი
(ბერძნ. haima სისხლი, emesis პირღებინება) - სისხლიანი პირღებინება.

5.271 ჰემატიდროზი

▲back to top


ჰემატიდროზი
(ბერძნ. haima სისხლი, hidros ოფლი) - იგივე „ბიბლიური ოფლი“. იშვიათი კლინიკური მოვლენა, როდესაც კანი იფარება მოწითალო ფერის სითხის დიდი რაოდენობით.

5.272 ჰემატოგენი

▲back to top


ჰემატოგენი
(ბერძნ. haima სისხლი, gennao წარმოვშობ) - რკინის შემცველი სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც იყენებენ სისხლნაკლებო ბის დროს.

5.273 ჰემატოენცეფალური ბარიერი

▲back to top


ჰემატოენცეფალური ბარიერი
(ბერძნ. haima სისხლი, enkephalon თავის ტვინი) - ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას სისხლსა, ზურგის ტვინის არხის სითხესა და თავის ტვინს შორის, აგრეთვე ახორციელებს დამცველობით ფუნქციებს, აბრკოლებს რა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სისხლში შეყვანილი სხვადასხვა უცხო ნივთიერებების, აგრეთვე თვით ორგანიზმში წარმოქმნილ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად სინთეზირებული პროდუქტების შეჭრას - (იხ. ნეიროგლია). ტერმინი შემოღებულია შვედი რ. გოტიეს მიერ 1921 წელს.

5.274 ჰემატოკრიტი

▲back to top


ჰემატოკრიტი
(ბერძნ. haima სისხლი, kriterion საზომი) - სისხლის პლაზმისა და სისხლის უჯრედების მოცულობითი შეფარდება; ამ რეაქციის განმსაზღვრელი ხელსაწყო.

5.275 ჰემატოლოგია

▲back to top


ჰემატოლოგია
(ბერძნ. haima სისხლი, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს სისხლის შედგენილობას, თვისებებს, სისხლმბად ორგანოთა აგებულებასა და ფუნქციებს ნორმასა და პათოლოგიაში, აგრეთვე სისხლის სისტემის დაავადებათა ეტიოლოგიას, პათოგენეზს, კლინიკასა და მკურნალობას.

5.276 ჰემატომა

▲back to top


ჰემატომა
(ბერძნ. haima სისხლი, oma სიმსივნე) - სისხლძარღვებიდან გამოდენილი სისხლის დაგროვება ქსოვილებში, რაც სისხლის ჩაქცევის შედეგად ხდება.

5.277 ჰემატოფობია

▲back to top


ჰემატოფობია
(ბერძნ. haima სისხლი, phobos შიში) - ძლიერი შიში საკუთარი და სხვისი სისხლის დანახვისას.

5.278 ჰემატოცელია

▲back to top


ჰემატოცელია
(ბერძნ. haima სისხლი, koilia ღრუ) - მუცლის ღრუში სისხლის დაგროვება - (სისხლჩაქცევა).

5.279 ჰემატოცისტა

▲back to top


ჰემატოცისტა
(ბერძნ. haima სისხლი, ლათ. cystis ბუშტი) - 1. სისხლიანი კისტა. 2. სისხლჩაქცევა შარდის ბუშტში.

5.280 ჰემატურია

▲back to top


ჰემატურია
(ბერძნ. haima სისხლი, uron შარდი) - სისხლის არსებობა შარდში.

5.281 ჰემერალოპია

▲back to top


ჰემერალოპია
(hemeralopia) - ქათმის სიბრმავე. მხედველობის დეფექტი, როდესაც მხედველობა დაქვეითებულია ღამით.

5.282 ჰემეროფილი

▲back to top


ჰემეროფილი
(ბერძნ. hemeros მოშინაურებული, philia სიყვარული) - 1. მცენარე ან ცხოველი, რომელიც არსებობს მხოლოდ კულტურული მცენარეების თანასაზოგადოებაში - (მაგ., ღიღილო). 2. სახეობა ან თანასაზოგადოება, რომელიც აფართოებს თავის არეალს ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების გამო.

5.283 ჰემეროფობი

▲back to top


ჰემეროფობი
(ბერძნ. hemeros მოშინაურებული, phobos შიში) - 1. სახეობა, რომელიც თავს არიდებს კულტურული მცენარეების თანასაზოგადოებას. 2. სახეობა, რომელიც იღუპება ბუნებაში ადამიანის ჩარევის შედეგად.

5.284 ჰემიზიგოტურობა

▲back to top


ჰემიზიგოტურობა
(ბერძნ. hemi ნახევარი, zygotos შერწყმული) - მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმს ერთი ან რამდენიმე გენი არაწყვილი აქვს, ანუ მათ არ გააჩნიათ ალელური პარტნიორები - (მაგ., ჰეტეროზიგოტური სქესის ინდივიდებში სასქესო ქრომოსომების გენები). ჰემიზიგოტურობის შედეგად ადამიანებსა და ცხოველებში ვლინდება მთელი რიგი სქესთან შეჭიდული მემკვიდრული დაავადებები - (ჰემოფილია, დალტონიზმი და სხვ.).

5.285 ჰემიკარიონი

▲back to top


ჰემიკარიონი
(ბერძნ. hemi ნახევარი, karyon ბირთვი) - უჯრედის ბირთვი ქრომოსომების ჰაპლოიდური ნაკრებით.

5.286 ჰემიკრანია

▲back to top


ჰემიკრანია
(ბერძნ. hemi ნახევარი, kranion ქალა) - იგივე შაკიკი. თავის ძლიერი ტკივილის შეტევა, მეტწილად თავის ერთ-ერთ ნახევარში. ასეთ შეტევას იწვევს სხვადასხვა სახის გაღიზიანება და ემოციური ფაქტორი. დაავადებას უკავშირებენ თავის სისხლძარღვთა ინერვაციის მოშლას.

5.287 ჰემიმეტაბოლური მწერები

▲back to top


ჰემიმეტაბოლური მწერები
(ბერძნ. hemi ნახევარი, metabole შეცვლა, გარდაქმნა) - მწერები, რომელთაც ახასიათებთ არასრული გარდაქმნა.

5.288 ჰემიმეტამორფოზი

▲back to top


ჰემიმეტამორფოზი
(ბერძნ. hemi ნახევარი, metamorphe გარდავაქცევ, osis მდგომარეობა) - განვითარებისას არასრული გარდაქმნა - (მაგ., ტარაკნებში).

5.289 ჰემიპლეგია

▲back to top


ჰემიპლეგია
(ბერძნ. hemi ნახევარი, plege დარტყმა) - დამბლა სხეულის ერთ ნახევარში. უმეტესად ვითარდება ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად.

5.290 ჰემობლასტოზები

▲back to top


ჰემობლასტოზები
(ბერძნ. haima სისხლი, blastos ყლორტი, ღივი, osis მდგომარეობა) - სისხლმბადი ორგანოების შემადგენელი უჯრედების სიმსივნური პროლიფერაცია. იყოფა 2 ჯგუფად - ლეიკემიებად და სიმსივნეებად. ეს უკანასკნელნი კლინიკურ ჰემატოლოგიაში ცნობილნი არიან როგორც ლიმფომები, ლიმფოსარკომები და ა.შ. საერთოდ, ჰემობლასტოზები და ავთვისებიანი სიმსივნეები - ერთი, საერთო ონკოლოგიური პრობლემაა.

5.291 ჰემოგლობინი

▲back to top


ჰემოგლობინი
(ბერძნ. haima სისხლი, ლათ. globus ბურთულა) - ერითროციტების შემადგენელი ნაწილი, რომელიც შედგება ცილა გლობინისა და ჰემის 4 მოლეკულისაგან. ჰემის მოლეკულას, რომელიც რკინის ატომს შეიცავს, ახასიათებს უნარი შეიერთოს და გასცეს ჟანგბადის მოლეკულა. ჰემოგლობინი ჟანგბადის გადამტანია და მონაწილეობს ნახშირორჟანგის ტრანსპორტში.

5.292 ჰემოგლობინოპათია

▲back to top


ჰემოგლობინოპათია
(ბერძნ. haima სისხლი, globus ბურთულა, pathos ავადმყოფობა) - ამ სახელწოდებით აერთიანებენ დაავადებათა ჯგუფს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მოზრდილთა ფიზიოლოგიური ჰემოგლობინის სტრუქტურის ან პოლიპეპტიდური ჯაჭვების სინთეზის დარღვევა. აღნიშნული ცვლილებები ორგანიზმში იწვევს პათოლოგიურ ძვრებს, რაც კლინიკურად გამოიხატება ძვალ-სახსრის სისტემის ტკივილებით, ჰეპატოსპლენომეგალიით და ა.შ. სინონიმი: ჰემოგლობინოზი.

5.293 ჰემოგლობინოფილური ბაქტერიები

▲back to top


ჰემოგლობინოფილური ბაქტერიები
(ბერძნ. haima სისხლი, globus ბურთულა, philia სიყვარული, მიდრეკილება, bakterion ჩხირი) - ბაქტერიები, რომელთა სიცოცხლისათვის აუცილებელია გარემოში ჰემოგლობინის მგავსი ნივთიერების არსებობა. ამ ტიპის ბაქტერიებს მიეკუთვნება Haemophilus-ის გვარის ბაქტერიები.

5.294 ჰემოგრამა

▲back to top


ჰემოგრამა
(ბერძნ. haima სისხლი, gramma ჩანაწერი) - სისხლის გამოკვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ჩანაწერი, სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობისა და შემადგენლობის, აგრეთვე ჰემოგლობინის განსაზღვრის შესახებ.

5.295 ჰემოდიალიზი

▲back to top


ჰემოდიალიზი
(ბერძნ. haima სისხლი, ლათ. dialysis დაშლა, გამოყოფა) - თირკმლის უკმარისობის მკურნალობის მეთოდი „ხელოვნური თირკმლის“ აპარატის გამოყენებით, რომლის დროსაც ადგილი აქვს სისხლიდან წიდების გამოყოფას. იხ. დიალიზი.

5.296 ჰემოდინამიკა

▲back to top


ჰემოდინამიკა
(ბერძნ. haima სისხლი, dynamis ძალა) - ფიზიოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის კანონზომიერებებს.

5.297 ჰემოთერაპია

▲back to top


ჰემოთერაპია
(ბერძნ. haima სისხლი, therapeia მკურნალობა) - იგივე სისხლით მკურნალობა. სისხლის, მისი კომპონენტების, სისხლისაგან დამზადებული პრეპარატების გამოყენება სამკურნალო მიზნით. სადღეისოდ მიღებულია სისხლის კომპონენტების - (პლაზმის, ერითროციტური, თრომბოციტური და ლეიკოციტური მასის) გადასხმა, რასაც ჰემოკომპონენტოთერაპია ეწოდება. ამჟამად მთლიანი სისხლის გადასხმა რეკომენდებული არ არის.

5.298 ჰემოთორაქსი

▲back to top


ჰემოთორაქსი
(ბერძნ. haima სისხლი, thorax გულმკერდი) - სისხლის დაგროვება პლევრალურ სიღრუეში.

5.299 ჰემოკონიები

▲back to top


ჰემოკონიები
(ბერძნ. haima სისხლი, konis მტვერი) - სისხლის პლაზმაში შეწონილი უჯრედული დეტრიტები და ცხიმის წვეთები.

5.300 ჰემოკულტურა

▲back to top


ჰემოკულტურა
(ბერძნ. haima სისხლი, ლათ. cultura დამუშავება) - სისხლისაგან მიღებული მიკრობთა კულტურა.

5.301 ჰემოლიზი

▲back to top


ჰემოლიზი
(ბერძნ. haima სისხლი, lysis დაშლა, გახსნა) - ერითროციტების დაშლის პროცესი, რის შედეგადაც გამოიყოფა ჰემოგლობინი. ფიზიოლოგიური ჰემოლიზი ადამიანსა და ცხოველებში განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ერითროციტების საბოლოო დაშლას ადგილი აქვს ელენთაში. გამოთავისუფლებული ჰემოგლობინისაგან სინთეზდება ნაღვლის ერთ-ერთი პიგმენტი - ბილირუბინი. პათოლოგიური ჰემოლიზი გვხვდება ჰემოლიზური ანემიების, ჰემოგლობინოპათიების შემთხვევაში. ეს პროცესი შეიძლება განვითარდეს ჰემოლიზური შხამების ზემოქმედების შედეგადაც.

5.302 ჰემოლიზინები

▲back to top


ჰემოლიზინები
(ბერძნ. haima სისხლი, lysis დაშლა, გახსნა) - ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ჰემოლიზს. განასხვავებენ არასპეციფიკურ - (ზოგიერთი გველის, მორიელის, ბაქტერიის შხამები, საპონინები და სხვ.) და სპეციფიკურ ჰემოლიზინებს - (იმუნოჰემოლიზინებს - ანტისხეულებს).

5.303 ჰემოლიზური ანემიები

▲back to top


ჰემოლიზური ანემიები
(ბერძნ. haima სისხლი, lysis დაშლა, გახსნა, an უარყ. თავსართი) - 1. ახალშობილთა ჰემოლიზური ანემია, რომელიც დაკავშირებულია რეზუს-ფაქტორის მიხედვით დედისა და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობასთან. 2. ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემია, რომლის დროსაც ანტისხეულები გამომუშავდება თავისი ორგანიზმის ანტიგენების მიმართ. აღნიშნული ანემიები იყოფა იმისდა მიხედვით, თუ რა წარმოადგენს ანტისხეულების შეტევის ობიექტს პერიფერიული სისხლის ერითროციტები თუ ძვლის ტვინის ერითროკარიოციტები. 3. ეგზოგენური ფაქტორებით განპირობებული ჰემოლიზური ანემია. ჰემოლიზურ პროცესებს ადგილი აქვს ორგანული და არაორგანული წარმოშობის ჰემოლიზური შხამების - (ზოგიერთი ბაქტერიის ტოქსინი, ზოგიერთი გველის შხამი, ფენილჰიდრაზინი და სხვ.), მძიმე დამწვრობების ანდა სეპტიკური, სტრეპტოკოკური ანაერობული ინფექციების, მალარიის შემთხვევებში.

5.304 ჰემოლიმფა

▲back to top


ჰემოლიმფა
(ბერძნ. haima სისხლი, lympha ანკარა წყალი) - სითხე, რომელიც ცირკულირებს ფეხსახსრიანების, მოლუსკების ღია სისხლძარღვოვან სისტემაში. ფუნქციურად ჰემოლიმფა შეესაბამება დახშული სისხლძარღვოვანი სისტემის მქონე ცხოველების სისხლსა და ლიმფას.

5.305 ჰემომეტრი

▲back to top


ჰემომეტრი
(ბერძნ. haima სისხლი, metreo ვზომავ) - ზოგჯერ ჰემოგლობინომეტრს უწოდებენ. ჰემოგლობინის რაოდენობის გამოსაკვლევი ხელსაწყო, რომელიც აგებულია კალორიმეტრის პრინციპის მიხედვით.

5.306 ჰემოპოეზი

▲back to top


ჰემოპოეზი
(ბერძნ. haima სისხლი, poieo წარმოვქმნი) - სისხლის უჯრედოვანი ელემენტების წარმოქმნის, განვითარებისა და მომწიფების პროცესი. მიჩნეულია, რომ სისხლწარმოქმნის საწყისი, მორფოლოგიურად ლიმფოციტების მსგავსი პოლიპოტენტური ღეროვანი უჯრედია, რომელიც წარმოადგენს სისხლის ყველა უჯრედის წინამორბედს. იხ. სისხლწარმოქმნა.

5.307 ჰემორაგია

▲back to top


ჰემორაგია
(ბერძნ. haima სისხლი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევის შედეგად სისხლის დენა ან სისხლის ჩაქცევა სხეულის რომელიმე სიღრუესა და ორგანოში.

5.308 ჰემორაგიული ცხელება

▲back to top


ჰემორაგიული ცხელება
(ბერძნ. haima სისხლი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - ვირუსული ეტიოლოგიის ტრანსმისიული, ბუნებრივ-კეროვანი დაავადებაა. მიმდინარეობს ჰემორაგიული სინდრომით. მძიმე კლინიკურ ფორმებს თან ახლავს ფართო სისხლჩაქცევები სხვადასხვა ორგანოებში, არტერიული ჰიპოტენზია და შოკური მდგომარეობა. ჰემორაგიებით მიმდინარე დაავადებებია: ყვითელი ცხელება, დენგეს ცხელება, ლასას, ებოლას, მარბურგის ცხელებები და სხვ.

5.309 ჰემოსპერმია

▲back to top


ჰემოსპერმია
(ბერძ. haima სისხლი, sperma თესლი) - სათესლე სითხეში სისხლის შერევა.

5.310 ჰემოსტაზი

▲back to top


ჰემოსტაზი
(ბერძნ. haima სისხლი, stasis დგომა) - სისხლის დინების შეჩერება. სხეულის ზოგიერთი ნაწილის სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის შენელება, შეწყვეტა.

5.311 ჰემოტოქსინები

▲back to top


ჰემოტოქსინები
(ბერძნ. haima სისხლი, toxikon შხამი) - მიკრობული, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები, რომლებიც სისხლში ცირკულირებადი ნორმალური ერითროციტების და სხვა უჯრედების დაზიანებასა და ჰემოლიზს იწვევენ.

5.312 ჰემოტრანსფუზია

▲back to top


ჰემოტრანსფუზია
(ბერძნ. haima სისხლი, ლათ. transfusio გადასხმა) - სისხლის გადასხმა ერთი ადამიანის ვენიდან მეორე ადამიანის ვენაში. განასხვავებენ სისხლის პირდაპირ და არაპირდაპირ გადასხმას.

5.313 ჰემოფთალმია

▲back to top


ჰემოფთალმია
(ბერძნ. haima სისხლი, ophthalmos თვალი) - სისხლჩაქცევა თვალის კაკალში - (მინისებრ სხეულში, წინა საკანში და ა.შ.).

5.314 ჰემოფილია

▲back to top


ჰემოფილია
(ბერძნ. haima სისხლი, philia სიყვარული, მიდრეკილება) - მემკვიდრული მიდრეკილება სისხლდენისადმი, რომლის დროსაც სისხლის შედედების უნარი დაქვეითებულია თრომბოპლასტინის წარმოქმნაში მონაწილე ანტიჰემოფილური გლობულინის - (VIII ფაქტორის) სისხლში არარსებობის გამო. ჰემოფილიით ავადდებიან მამაკაცები, ამ დაავადების გენის მტარებლები - (კონდუქტორები) კი ქალებია.

5.315 ჰემულა

▲back to top


ჰემულა
(ლათ. hemmula პატარა კვირტი) - 1. მტკნარი წყლის და ზღვის ზოგიერთი ღრუბელის დასვენების ფაზაში მყოფი შინაგანი კვირტი. 2. ჩ. დარვინის პანგენეზის მემკვიდრული თეორიის ჰიპოთეზური ერთეული.

5.316 ჰეპატიტი

▲back to top


ჰეპატიტი
(ბერძნ. hepar ღვიძლი, itis ანთება) - ღვიძლის ანთებითი ხასიათის დაავადებათა საერთო სახელწოდება. პირველადი ჰეპატიტის განვითარება დამოკიდებულია ჰეპატოტროპული ფაქტორების, მაგ., ვირუსების, ალკოჰოლის, მედიკამენტების, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებაზე. იხ. ვირუსული ჰეპატიტები.

5.317 ჰეპატომა

▲back to top


ჰეპატომა
(ბერძნ. hepar ღვიძლი, oma სიმსივნე) - ღვიძლის უჯრედებისაგან - (ჰეპატოციტებისაგან) განვითარებული პირველადი კიბო.

5.318 ჰეპატომეგალია

▲back to top


ჰეპატომეგალია
(ბერძნ. hepar ღვიძლი, megas დიდი) - ღვიძლის გადიდება.

5.319 ჰეპატოსპლენომეგალია

▲back to top


ჰეპატოსპლენომეგალია
(ბერძნ. hepar ღვიძლი, splen ელენთა, megas დიდი) - ღვიძლისა და ელენთის ერთდროული გადიდება.

5.320 ჰეპატოტროპიზმი

▲back to top


ჰეპატოტროპიზმი
(ბერძნ. hepar ღვიძლი, tropos მობრუნება, მიმართულება) - სხვადასხვა ბუნების აგენტების და ზემოქმედებების უნარი გამოიწვიონ პათოლოგიური ცვლილებები ღვიძლში. მაგ., ინფექციური ჰეპატიტის გამომწვევ ვირუსებს გააჩნიათ უნარი დააზიანონ ღვიძლის ქსოვილი, კერძოდ, ჰეპატოციტები.

5.321 ჰეპატოციტები

▲back to top


ჰეპატოციტები
(ბერძნ. hepar ღვიძლი, kytos უჯრედი) - ღვიძლის ეპითელური უჯრედები, რომლებიც ამ ორგანოს ყველა უჯრედის 60%-ს შეადგენენ. ბევრ მათგანს - (ადამიანის ღვიძლში 20%-მდე) 2 და მეტი ბირთვი გააჩნიათ. გარდა ამისა, ჰეპატოციტებში კარიოგამიის გამო, ადგილი აქვს პოლიპლოიდიზაციას. პოლიპლოიდური უჯრედების რაოდენობა ასაკთან ერთად მატულობს და მოხუცებულებში 80%-ს აღწევს.

5.322 ჰერბარიუმი

▲back to top


ჰერბარიუმი
(ლათ. herbarius რაც მცენარეებს მიეკუთვნება) - 1. გამომშრალი მცენარეების კოლექცია. 2. დაწესებულება, რომელიც ინახავს გამომშრალი მცენარეების კოლექციას და აწარმოებს მის შესწავლას.

5.323 ჰერბიციდები

▲back to top


ჰერბიციდები
(ლათ. herba ბალახი, caedo ვკლავ) - ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენებიან არასასურველი მცენარეების - (სარეველების) მოსასპობად. ჰერბიციდებს იყენებენ მცენარეულობის დეფოლაციისა - (იხ. დეფოლიანტი) და მისი მთლიანი მო სპობისათვის. ყველა ჰერბიციდი ადამიანისა და ცხოველების სიცოცხლისათვის საშიშია.

5.324 ჰერედიტარული

▲back to top


ჰერედიტარული
(ლათ. hereditarius მემკვიდრეობითი) - მემკვიდრეობითი, მემკვიდრეობით მიღებული.

5.325 ჰერმაფროდიტიზმი

▲back to top


ჰერმაფროდიტიზმი
(ბერძნ. მითოლოგიური არსების, ღმერთების ჰერმესისა და აფროდიტეს შვილის, ჰერმაფროდიტეს სახელის მიხედვით, რომელიც ნიმფა სალმაკიდასთან შეერთებული იყო იმგვარად, რომ მათი სხეულები ერთ ორსქესიან არსებას წარმოადგენდა) - მოვლენა, როდესაც ერთსა და იმავე ორგანიზმს აქვს როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის ნიშნები.

5.326 ჰეროინი

▲back to top


ჰეროინი
(heroinum) - C21H23O5N. ერთ-ერთი უძლიერესი ნარკოტიკი.

5.327 ჰერპესი

▲back to top


ჰერპესი
(ბერძნ. herpo ვხოხავ) - იგივე ბუშტუკოვანი ლიქენი. მწვავე, ციკლური მიმდინარეობის ვირუსული დერმატოზი ბუშტუკოვანი გამონაყარით უმეტესად ტუჩებზე, სასქესო ორგანოებზე და სხვ.

5.328 ჰერპესის ვირუსი

▲back to top


ჰერპესის ვირუსი
(ბერძნ. herpo ვხოხავ, ლათ. virus შხამი) - დნმ-ს შემცველი ვირუსია, მის ვირიონებს გააჩნიათ გარეთა მემბრანა და კაფსიდის - (იხ.) იკოსაედრული ანუ ოცწახნაგოვანი ფორმა.

5.329 ჰერპეტოლოგია

▲back to top


ჰერპეტოლოგია
(ბერძნ. herpeton ქვეწარმავალი, logos მოძღვრება) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ქვეწარმავლებს, მათ მორფოლოგიურთავისებურებებს, ცხოვრების ნირს, გავრცელების ზონებს და მნიშვნელობას მედიცინისა და ბიოლოგიისათვის.

5.330 ჰეტეროგამეტურობა

▲back to top


ჰეტეროგამეტურობა
(ბერძნ. heteros სხვა, gametes გამეტები) - ჰეტეროგამეტურ სქესს გააჩნია გამეტების ორი სხვადასხვა ტიპი, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სასქესო ქრომოსომებით. ადამიანში ჰეტეროგამეტურია მამაკაცი - (მას ორი სხვადასხვა ტიპის გამეტა გააჩნია, X - და Y - ქრომოსომიანი), ფრინველებში კი - დედალი.

5.331 ჰეტეროგამია

▲back to top


ჰეტეროგამია
(ბერძნ. heteros სხვა, gamos ქორწინება) - სქესობრივი პროცესის ტიპი, რომლის დროსაც განაყოფიერებისას შერწყმული ორი გამეტა ერთმანეთისაგან განსხვავდება გარეგნულად.

5.332 ჰეტეროგენეზი

▲back to top


ჰეტეროგენეზი
(ბერძნ. heteros სხვა, genesis წარმოშობა) - 1. ორგანიზმების ორ ან მეტ თაობაში გამრავლების ფორმის მონაცვლეობა. 2. მშობლიური ფორმებიდან სხვადასხვა ნიშანთვისებებით მკვეთრად განსხვავებული ინდივიდების უეცარი წარმოშობა. ჰეტეროგენეზის აღმოჩენა წინ უსწრებდა მუტაციურ თეორიას.

5.333 ჰეტეროგენური

▲back to top


ჰეტეროგენური
(ბერძნ. heteros სხვა, genao წარმოვშობ) - შემადგენლობით, წარმოშობით, თვისებებით სხვადასხვაგვარი - (მაგ., სხვადასხვა ცხოველების ცილები). ამ ტერმინის საპირისპიროა „ჰომოგენური“.

5.334 ჰეტეროგონია

▲back to top


ჰეტეროგონია
(ბერძნ. heteros სხვა, gone შთამომავლობა, თაობა) - თაობათა მორიგეობის ერთ-ერთი ფორმა ზოგიერთ უხერხემლო ცხოველში, როდესაც ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა სქესიანი თაობები. მაგ., განაყოფიერებული კვერცხიდან განვითარებულ თაობას ცვლის გაუნაყოფიერებული კვერცხიდან განვითარებული - (პართენოგენეზური) თაობა; ანდა განსხვავებულსქესიანი თაობა იცვლება ჰერმაფროდიტებით.

5.335 ჰეტეროდონტურობა

▲back to top


ჰეტეროდონტურობა
(ბერძნ. heteros სხვა, dentis კბილები) - სხვადასხვა ფორმის და ზომის კბილები. ადამიანში - მჭრელები, ეშვები, მცირე და დიდი ძირითადი კბილები.

5.336 ჰეტეროზიგოტა

▲back to top


ჰეტეროზიგოტა
(ბერძნ. heteros სხვა, zygotos შერწყმული, შეერთებული) - სხვადასხვა მემკვიდრული ნიშან-თვისების მქონე ორი გამეტის შერწყმის შედეგი. ახასიათებს და- თიშვა 3 : 1-ზე.

5.337 ჰეტეროზისი

▲back to top


ჰეტეროზისი
(ბერძნ. heteroiosis ცვლილება, გარდაქმნა) - ე.წ. „ჰიბრიდული ძალის“ მოვლენა, რაც უზრუნველყოფს ჰიბრიდული ორგანიზმის ცხოველქმედების, პროდუქტიულობის და მასის გაზრდას. ჰეტეროზისის ეფექტი ყველაზე უფრო მკვეთრად ვლინდება პირველი თაობის ჰიბრიდებში, შემდეგ კი თანდათანობით ქრება.

5.338 ჰეტეროთალიზმი

▲back to top


ჰეტეროთალიზმი
(ბერძნ. heteros სხვა, thallos მწვანე ტოტი) - უმდაბლესი მცენარეების გარეგნულად მსგავსი ეგზემპლარების განსხვავებულსქესიანობა.

5.339 ჰეტეროთერმული ცხოველები

▲back to top


ჰეტეროთერმული ცხოველები
(ბერძნ. heteros სხვა, therme სითბო, სიცხე) - ცხოველები, რომელთაც მუდმივი ტემპერატურა აქვთ მხოლოდ აქტიური ცხოველქმედების პერიოდში, ხოლო ღრმა ძილის, გაშეშებისა და ზამთრის ძილის დროს მათი სხეულის ტემპერატურა ძლიერ ქვეითდება. ას ე თებია: დათვი, ღამურა, ზღარბი და სხვ.

5.340 ჰეტეროკარიოზი

▲back to top


ჰეტეროკარიოზი
(ბერძნ. heteros სხვა, karyon ბირთვი, osis მდგომარეობა) - სხვადასხვა გენოტიპის ბირთვებიანი უჯრედების - (ჰეტეროკარიონების) არსებობა ქსოვილში.

5.341 ჰეტეროკარიონი

▲back to top


ჰეტეროკარიონი
(ბერძნ. heteros სხვა, karyon ბირთვი) - უჯრედი, რომელიც შეიცავს განსხვავებული გენოტიპის ორ ან მეტ ბირთვს; ორი სხვადასხვა გენოტიპის სომატური უჯრედის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ორ-, სამ- ან მრავალბირთვიანი უჯრედული წარმონაქმნი - (მაგ., სხვადასხვა სახეობის ორგანიზმის ან ერთი და იმავე ორგანიზმის სხვადასხვა ტიპის უჯრედები, მაგ., ლიმფოციტი და ფიბრობლასტი).

5.342 ჰეტეროკარპია

▲back to top


ჰეტეროკარპია
(ბერძნ. heteros სხვა, karpos ნაყოფი) - ყვავილოვანი მცენარეების ერთი და იგივე სახეობაში ისეთი ნაყოფების წარმოქმნა, რომლებიც ვრცელდება სხვადასხვა ხერხებით - (მაგ., ცხოველებისა და ქარის საშუალებით).

5.343 ჰეტერომორფოზი

▲back to top


ჰეტერომორფოზი
(ბერძნ. heteros სხვა, morphe ფორმა) - რეგენერაციის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც დაკარგული ორგანოს ნაცვლად წარმოიქმნება განსხვავებული ფორმისა და ფუნქციის ორგანო - (არაჰომოლოგიური). მაგ., ჭიაყელას ამპუტირებული თავის ნაწილის ნაცვლად, იმავე ადგილას კუდის ნაწილის განვითარება. ჰეტერომორფოზი ახასიათებს მრავალ ცხოველს - უმარტივესებიდან ქორდიანებამდე, განსაკუთრებით კი უმდაბლეს ორგანიზმებს.

5.344 ჰეტეროპლოიდია

▲back to top


ჰეტეროპლოიდია
(ბერძნ. heteros სხვა, ploos ჯერადი) - მოვლენა, რომელიც განაპირობებს გენური ბალანსის დარღვევას, კომპლექტში ცალკეული ქრომოსომების არაჯერადი მომატებით ან შემცირებით.

5.345 ჰეტეროსექსუალი

▲back to top


ჰეტეროსექსუალი
(ბერძნ. heteros სხვა, ლათ. sexus სქესი) - პიროვნება, რომელსაც ნორმალური სქესობრივი ლტოლვა გააჩნია საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლისადმი - მამაკაცს ქალისადმი და პირიქით.

5.346 ჰეტეროსტაზი

▲back to top


ჰეტეროსტაზი
(ბერძნ. heteros სხვა, stasis მდგომარეობა) - ჰომეოსტაზისაგან - (იხ.) განსხვავებით, როდესაც მდგრადი მდგომარეობა შენარჩუნებულია ფიზიოლოგიური საშუალებების მეშვეობით, ჰეტეროსტაზისას იგივე მდგომარეობა მიიღწევა სამედიცინო ჩარევის საშუალებით.

5.347 ჰეტეროსტილია

▲back to top


ჰეტეროსტილია
(ბერძნ. heteros სხვა, stilos სვეტი) - ერთი სახეობის მცენარის სხვადასხვა ეგზემპლარების ყვავილებში ბუტკოების სვეტებისა და მტვრიანების ძაფების სხვადასხვა სიგრძე, რაც აბრკოლებს თვითდამტვერვას.

5.348 ჰეტეროტოპია

▲back to top


ჰეტეროტოპია
(ბერძნ. heteros სხვა, topos ადგილი) - ქსოვილთა ან ორგანოთა ლოკალიზაცია მათთვის უჩვეულო ადგილზე.

5.349 ჰეტეროტროფები

▲back to top


ჰეტეროტროფები
(ბერძნ. heteros სხვა, trophe საკვები) - ორგანიზმები, რომლებიც თავისი კვებისათვის იყენებენ სხვა ორგანიზმების მიერ დამზადებულ ორგანულ ნივთიერებებს.

5.350 ჰეტეროტროფული ბაქტერიები

▲back to top


ჰეტეროტროფული ბაქტერიები
(ბერძნ. heteros სხვა, trophe საკვები) - ბაქტერიები, რომლებიც ენერგიის წყაროდ იყენებენ ორგანულ ნივთიერებებს.

5.351 ჰეტეროფაზური პოლიკარიოციტი

▲back to top


ჰეტეროფაზური პოლიკარიოციტი
(ბერძნ. heteros სხვა, phasis გამომჟღავნება, გამოვლინება, poly ბევრი, karyon ბირთვი, kytos უჯრედი) - უჯრედული ციკლის სხვადასხვა ფაზაში მყოფი ბირთვების შერწყმის შედეგად წარმოქმნილი მრავალბირთვიანი უჯრედი.

5.352 ჰეტეროქრომატინი

▲back to top


ჰეტეროქრომატინი
(ბერძნ. heteros სხვა, chromatos ფერი, საღებავი) - ქრომატინის მონაკვეთი, რომელიც მთელი უჯრედული ციკლის განმავლობაში იმყოფება კონდენსირებულ მდგომარეობაში. ინტენსიურად იღებება ბირთვის საღებავებით და კარგად ჩანს სინათლის მიკროსკოპში. აღნიშნული მონაკვეთი გენეტიკურად საკმაოდ ინერტულია. მიკროსკოპულად გააჩნია მაღალი ელექტრონული სიმკვრივე.

5.353 ჰიალინი

▲back to top


ჰიალინი
(ბერძნ. hyalos მინა) - ცილოვანი უსტრუქტურო, მკვრივი კონსისტენციის, გამჭვირვალე, ჰომოგენური ნივთიერება.

5.354 ჰიალინოზი

▲back to top


ჰიალინოზი
(ბერძნ. hyalos მინა, osis მდგომარეობა) - ცილოვანი ცვლის მოშლის მორფოლოგიური გამოვლენა, როდესაც ქსოვილში გროვდება ჰიალინი.

5.355 ჰიალოპლაზმა

▲back to top


ჰიალოპლაზმა
(ბერძნ. hyalos მინა, plasma გამოძერწილი, წარმონაქმნი) - ორგანოიდებიდან ციტოპლაზმის თავისუფალი უბანი. ციტოპლაზმის ჰომოგენური, უსტრუქტურო მასა.

5.356 ჰიატუსი

▲back to top


ჰიატუსი
(ლათ. hiatus ხვრელი) - ნებისმიერი ნახვრეტი, ინტერვალი ორგანოებს შორის. ლაკუნა, ღრმული.

5.357 ჰიბერნაცია

▲back to top


ჰიბერნაცია
(ლათ. hibernatio გამოზამთრება) - იგივე ზამთრის ძილი. ცხოველების სასიცოცხლო პროცესების დროებითი ღრმა დათრგუნვა, რითაც ისინი თავს აღწევენ სეზონურ არახელსაყრელ პირობებს. უფრო ხშირად ახასიათებთ მღრღნელებსა და ფეხსახსრიანებს.

5.358 ჰიბრიდი

▲back to top


ჰიბრიდი
(ლათ. hibrida ორმაგი წარმოშობისა) - ჰეტეროზიგოტური ორგანიზმი, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა გენოტიპის მქონე მშობლიური ფორმების შეჯვარების გზით; ჰიბრიდს უწოდებენ აგრეთვე ორი სხვადასხვა გენოტიპის ან ფენოტიპის უჯრედის შერწყმის შედეგად წარმოქმნილ სინკარიონს - (იხ.).

5.359 ჰიბრიდიზაცია

▲back to top


ჰიბრიდიზაცია
(ლათ. hibrida ორმაგი წარმოშობისა) - გენეტიკურად განსხვავებული მშობლიური ფორმების - (სახეობების, გვარების, ხაზების და სხვ.) შეჯვარების შედეგად წარმოქმნილი ორგანიზმის - (ან უჯრედის) მიღების პროცესი. ერთი სახეობის ინდივიდების შეჯვარებას შიდასახეობრივი ჰიბრიდიზაცია ეწოდება, სხვადასხვა სახეობების ან გვარების ინდივიდების შეჯვარებას კი შორეული. განასხვავებენ ბუნებრივ და ხელოვნურ ჰიბრიდიზაციებს.

5.360 ჰიბრიდომა

▲back to top


ჰიბრიდომა
(ლათ. hibrida ორმაგი წარმოშობისა, ბერძნ. oma სიმსივნე) - რომელიმე ცხოველის სპლენოციტის - (ელენთის B-ლიმფოციტის) და ამავე ცხოველის მიელომური უჯრედის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ერთუჯრედიანი ჰიბრიდული უჯრედი - სინკარიონი, რომელიც ასინთეზებს და გამოყოფს ე.წ. მონოკლონურ ანტისხეულებს - (იხ.).

5.361 ჰიგიენა

▲back to top


ჰიგიენა
(ბერძნ. hygieinos ჯანსაღი, ჯანმრთელი. ცნობილი ბერძენი ექიმის ასკლეპიოსის ერთ-ერთი ქალიშვილის, ჰიგიას სახელის მიხედვით) - მედიცინის ერთ-ერთი დარგია, რომელიც სწავლობს გარემოს ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე, მის შრომისუნარიანობაზე და სხვა. მჭიდროდაა დაკავშირებული ბიოლოგიასთან, ფიზიკასთან, ქიმიასთან და სხვა მეცნიერებებთან. ჰიგიენის განსაკუთრებული დარგია სანიტარია.

5.362 ჰიგრომორფიზმი

▲back to top


ჰიგრომორფიზმი
(ბერძნ. hygros ტენიანი, morphe ფორმა) - ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში ბინადარი მცენარეების აგებულების თავისებურებანი. ასეთ მცენარეებს ტრანსპირაციის გაძლიერებისათვის ახასიათებთ სპეციალური შეგუებითი სამარჯვები.

5.363 ჰიგროფილები

▲back to top


ჰიგროფილები
(ბერძნ. hygros ტენიანი, phileo სიყვარული) - ხმელეთის ორგანიზმები, რომლებიც შეგუებულნი არიან ცხოვრებას მაღალი ტენიანობის პირობებში - (მაგ., ჭიაყელა).

5.364 ჰიგროფიტები

▲back to top


ჰიგროფიტები
(ბერძნ. hygros ტენიანი, phyton მცენარე) - მცენარეები, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი ტენიანობის პირობებში.

5.365 ჰიდატოფიტები

▲back to top


ჰიდატოფიტები
(ბერძნ. hydor წყალი, phyton მცენარე) - მცენარეები, რომლებიც მთლიანად ან თავისი უდიდესი ნაწილით ჩაძირულნი არიან წყალში - (ელოდეა, დუმფარა და სხვ.).

5.366 ჰიდრა

▲back to top


ჰიდრა
(Hydra vulgaris) - მტკნარ წყალში მცხოვრები ნაწლავღრუიანთა ტიპის მცირე ზომის წარმომადგენელი. სახელწოდება მიიღო რეგენერაციის საოცარი უნარისათვის - (ჰიდრა ეწოდებოდა იმ ურჩხულს ძველბერძნული მითოლოგიიდან, რომელსაც ჰერკულესი შეებრძოლა. ჰიდრას მოკვეთილის ნაცვლად ახალი თავი და საცეცები ეზრდებოდა).

5.367 ჰიდრართროზი

▲back to top


ჰიდრართროზი
(ბერძნ. hydor წყალი, arthron სახსარი, osis მდგომარეობა) - სახსრის წყალმანკი.

5.368 ჰიდრემია

▲back to top


ჰიდრემია
(ბერძნ. hydor წყალი, haima სისხლი) - წყლის გადაჭარბებული შემცველობა სისხლში.

5.369 ჰიდრობიოლოგია

▲back to top


ჰიდრობიოლოგია
(ბერძნ. hydor წყალი, bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - უმთავრესად ეკოლოგიური მეცნიერებაა, რომელიც სწავლობს წყლის ორგანიზმებს, მათ ურთიერთქმედებას წყლის გარემო პირობებთან, მათი არსებობის კანონზომიერებებს და სხვ.

5.370 ჰიდრობიონტები

▲back to top


ჰიდრობიონტები
(ბერძნ. hydor წყალი, biont მცხოვრებნი) - წყლის გარემოში მუდმივად მცხოვრები ორგანიზმები. ჰიდრობიონტებს ზოგჯერ ყოფენ მარინობიონტებად - (ოკეანეებში მობინადრეებად) და აკვაბიონტებად - (მტკნარ წყლებში მობინადრეებად).

5.371 ჰიდრობიოსი

▲back to top


ჰიდრობიოსი
(ბერძნ. hydor წყალი, bios სიცოცხლე) - ჰიდრობიოლოგიის შესწავლის საგანი. მთელი დედამიწის წყალსატევებში მცხოვრები ორგანიზმების ერთობლიობა.

5.372 ჰიდრობიოსფერო

▲back to top


ჰიდრობიოსფერო
(ბერძნ. hydor წყალი, bios სიცოცხლე, sphaire სფერო) - ბიოსფეროს ნაწილი. დედამიწის ზედაპირულ წყლებში მცხოვრები ყველა ცოცხალი არსების ერთობლიობა.

5.373 ჰიდროთერაპია

▲back to top


ჰიდროთერაპია
(ბერძნ. hydor წყალი, therapeia მკურნალობა) - სხვადასხვა ტემპერატურის წყლის გამოყენება სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით - (აბაზანა, შხაპი, ბანაობა და სხვ.).

5.374 ჰიდროლაზები

▲back to top


ჰიდროლაზები
(ბერძნ. hydor წყალი) - ფერმენტების კლასი, რომელიც აკატალიზებს ჰიდროლიზის - (იხ.) რეაქციებს. ჰიდროლაზებს მიეკუთვნება საჭმლის მომნელებელი მრავალი ფერმენტი: ამილაზა, ცელულაზა, პროტეაზა და ა.შ.

5.375 ჰიდროლიზი

▲back to top


ჰიდროლიზი
(ბერძნ. hydor წყალი, lysis დაშლა) - რთულ ნივთიერებათა დაშლა წყლის და ფერმენტების - (ჰიდროლაზების) ზემოქმედების შედეგად.

5.376 ჰიდროლოგია

▲back to top


ჰიდროლოგია
(ბერძნ. hydor წყალი, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს დედამიწაზე არსებულ წყლებს. განასხვავებენ ხმელეთის - (მდინარეების, ტბების, მიწისქვეშა წყლების) და ოკეანეებისა და ზღვების ჰიდროლოგიებს.

5.377 ჰიდროლოკაცია

▲back to top


ჰიდროლოკაცია
(ბერძნ. hydor წყალი, ლათ. locus ადგილი) - ამა თუ იმ ცხოველის ადგილსამყოფელის - (მიმართულების, მანძილის) განსაზღვრა წყალში მის მიერვე არეკლილი ბგერების მეშვეობით.

5.378 ჰიდრომანია

▲back to top


ჰიდრომანია
(ბერძნ. hydor წყალი, mania სიგიჟე) - წყალში თავის დახრჩობის აკვიატებული სურვილი.

5.379 ჰიდრონავტი

▲back to top


ჰიდრონავტი
(ბერძნ. hydor წყალი, nautes მეზღვაური) - ადამიანი, რომელიც სპეციალურ აპარატში - (ბატისკაფი ან ბატისფერა) დიდი ხნის მანძილზე ასრულებს სამუშაოს და კვლევა-ძიებას, გავლილი აქვს სპეციალური მომზადება წყლის პირობებში სამუშაოდ. სინონიმი: აკვანავტი.

5.380 ჰიდროსფერო

▲back to top


ჰიდროსფერო
(ბერძნ. hydor წყალი, sphaire სფერო) - დედამიწის წყლის გარსი, სადაც ბინადრობენ ჰიდრობიონტები - (იხ.).

5.381 ჰიდროტაქსისი

▲back to top


ჰიდროტაქსისი
(ბერძნ. hydor წყალი, taxis განლაგება რიგში) - უმდაბლესი ორგანიზმების მოძრაობა მეტი ან ნაკლები სინესტის მიმართულებით - (დადებითი და უარყოფითი ჰიდროტაქსისი).

5.382 ჰიდროფილია

▲back to top


ჰიდროფილია
(ბერძნ. hydor წყალი, philia სიყვარული) - 1.მცენარეების დამტვერვა წყლის მეშვეობით. 2.ორგანიზმის ქსოვილების წყლის შებოჭვის უნარი, მისი გამოყოფის შეფერხება.

5.383 ჰიდროფიტები

▲back to top


ჰიდროფიტები
(ბერძნ. hydor წყალი, phyton მცენარე) - წყლის მცენარეები, რომლებიც სხეულის მხოლოდ მცირე, ქვედა ნაწილით არიან წყალში ჩამალულნი. ჰიდატოფიტებისაგან - (იხ.) განსხვავებით, მათი ფესვები, მექანიკური ქსოვილები და წყალგამტარი ჭურჭლები კარგად არიან განვითარებული.

5.384 ჰიდროქორია

▲back to top


ჰიდროქორია
(ბერძნ. hydor წყალი, choreo ვვრცელდები) - მცენარეთა თესლების და ნაყოფების გავრცელება წყლის საშუალებით.

5.385 ჰიდროცეფალია

▲back to top


ჰიდროცეფალია
(ბერძნ. hydor წყალი, kephale თავი) - თავის ტვინის წყალმანკი. თავისა და ზურგის ტვინის სითხის - (ე.წ. ლიკვორის) რაოდენობის მომატება თავის ქალას ღრუში.

5.386 ჰიმენი

▲back to top


ჰიმენი
(ბერძნ. hymen თხელი კანი. Hymen - ბერძნულ მითოლოგიაში ქორწინების ღმერთია) - იგივე საქალწულე აპკი. ლორწოვანი გარსის ნაოჭი, რომელიც ხურავს საშოში შესასვლელ ხვრელს. ამ აპკს სხვადასხვა ფორმა გააჩნია - რგოლისებრი, ნახევარმთვარისებრი, დაკბილული, უხვრელო და სხვ.

5.387 ჰიმენომიცეტები

▲back to top


ჰიმენომიცეტები
(ბერძნ. hymen თხელი კანი, mykes სოკო) - სოკოების ფართო ჯგუფი, რომელთა სპორისწარმომქმნელი ფენა განლაგებულია სანაყოფე სხეულის ზედაპირზე. ამ ჯგუფის სოკოებს მიეკუთვნება თითქმის ყველა ქუდიანი სოკო.

5.388 ჰიმენოპტერები

▲back to top


ჰიმენოპტერები
(ბერძნ. hymen თხელი კანი, pteron ფრთა) - სიფრიფანაფრთიანი მწერების - (ფუტკრების, კრაზანების, ჭიანჭველების და სხვ.) საერთო სახელწოდება.

5.389 ჰიპერბარიული ოქსიგენაცია

▲back to top


ჰიპერბარიული ოქსიგენაცია
(ბერძნ. hyperbaros დიდი სიმძიმე, oxygenium ჟანგბადი) - ტარდება ბაროკამერაში ჟანგბადის მაღალი შემცველობის ჰაერის დაჭირხვნით. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა სფეროებში - (მაგ., სიმსივნეების სხივური თერაპია სუფთა ჟანგბადის სუნთქვის პირობებში. სიმსივნური უჯრედები კარგავენ რეზისტენტობას გამოსხივების მიმართ ჟანგბადის კონცენტრაციის მომატებისას). იგივე ოქსიბაროთერაპია.

5.390 ჰიპერგენიტალიზმი

▲back to top


ჰიპერგენიტალიზმი
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. genitalia სასქესო ორგანოები) - ასაკთან შეუფერებელი, ჭარბი სქესობრივი განვითარება. პირველადი ან მეორადი სასქესო ნიშნების ჭარბი ან ნაადრევი განვითარება.

5.391 ჰიპერგლიკემია

▲back to top


ჰიპერგლიკემია
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, glykys ტკბილი, haima სისხლი) - სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობა. სისხლში შაქრის დონის 9,44 - 9,99 მმოლ/ლ-ზე მეტად გაზრდის შემთხვევაში შაქარი გამოიყოფა შარდთან ერთად.

5.392 ჰიპერდიაგნოსტიკა

▲back to top


ჰიპერდიაგნოსტიკა
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, დიაგნოსის ამოცნობა, განსაზღვრა) - ექიმის მიერ ავადმყოფის მდგომარეობის გაზვიადება. არარსებული დაავადების დაფიქსირება.

5.393 ჰიპერემია

▲back to top


ჰიპერემია
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, haima სისხლი) - სისხლის დიდი რაოდენობის დაგროვება ამა თუ იმ ორგანოში - (მაგ., სახის ჰიპერემია). განასხვავებენ არტერიულ - (აქტიურ) და ვენურ - (პასიურ) ჰიპერემიას.

5.394 ჰიპერერგია

▲back to top


ჰიპერერგია
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ergon მუშაობა) - ორგანიზმის მომატებული რეაქტიულობა.

5.395 ჰიპერესთეზია

▲back to top


ჰიპერესთეზია
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, aisthesis გრძნობა) - მომატებული მგრძნობელობა.

5.396 ჰიპერვენტილაცია

▲back to top


ჰიპერვენტილაცია
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. ventilo ვანიავებ) - სუნთქვის გახშირებასთან დაკავშირებული ფილტვის გაძლიერებული აერაცია.

5.397 ჰიპერვიტამინოზი

▲back to top


ჰიპერვიტამინოზი
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. vita სიცოცხლე, aminum ამინი, ბერძნ. ოსის მდგომარეობა) - ვიტამინების დიდი დოზებით გამოწვეული ინტოქსიკაცია.

5.398 ჰიპერთერმია

▲back to top


ჰიპერთერმია
(ბერძნ. hyper ზე დმეტი, ჭარბი, therme სითბო) - 1.სხეულის ტემპერატურის მომატება სითბოს წარმოქმნის გაძლიერებისა და ერთდროულად სითბოს გაცემის გაძნელების შედეგად. 2.სამკურნალო მიზნით სხეულის ტემპერატურის ხელოვნური მომატება.

5.399 ჰიპერთირეოზი

▲back to top


ჰიპერთირეოზი
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, thyreoidea ფარისებრი ჯირკვალი, osis მდგომარეობა) - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება.

5.400 ჰიპერკინეზია

▲back to top


ჰიპერკინეზია
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, kinesis მოძრაობა) - პათოლოგია, რაც გამოიხატება უმიზნო, უნებლიე მოძრაობებში.

5.401 ჰიპერმეტამორფოზი

▲back to top


ჰიპერმეტამორფოზი
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი metamorphe გარდავაქცევ, osis მდგომარეობა) ზოგიერთი პარაზიტული მწერის გარ- თულებული მეტამორფოზი: მასში მატლი გადის განვითარების ექვსამდე ფაზას - (ასაკს), რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება მორფოლოგიურად და ბიოლოგიურად.

5.402 ჰიპერმეტროპია

▲back to top


ჰიპერმეტროპია
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, metr ზომა, opia მხედველობა) - შორსმხედველობა.

5.403 ჰიპერპლაზია

▲back to top


ჰიპერპლაზია
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, plasis წარმოქმნა) - უჯრედთა რაოდენობის მომატება მათი ინტენსიური გამრავლების შედეგად.

5.404 ჰიპერტენზია

▲back to top


ჰიპერტენზია
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. tensio დაძაბვა) - სისხლძარღვებში, ღრუ ორგანოებსა ან ორგანიზმის სიღრუეებში ჰიდროსტატიკური წნევის მომატება - (მაგ., პორტალური ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპერტენზია).

5.405 ჰიპერტონია

▲back to top


ჰიპერტონია
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, tonos დაძაბვა) - არტერიული წნევის მეტნაკლებად ხანგრძლივი მომატება და არტერიათა კედლის ტონუსის გაძლიერება.

5.406 ჰიპერტონიული ხსნარი

▲back to top


ჰიპერტონიული ხსნარი
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, tonos დაძაბვა) - ხსნარი, რომლის ოსმოსური წნევა უფრო მაღალია სისხლის ოსმოსურ წნევაზე.

5.407 ჰიპერტრიქოზი

▲back to top


ჰიპერტრიქოზი
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, trichos თმა) - იგივე ჭარბთმიანობა. სხეულის ამა თუ იმ ადგილის თმიანი საფარველის ჭარბი განვითარება.

5.408 ჰიპერტროფია

▲back to top


ჰიპერტროფია
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, trophe კვება) - ორგანოს ან ქსოვილის მოცულობის გადიდება დიდი ფიზიკური დატვირთვის, ავადმყოფობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო.

5.409 ჰიპერფუნქცია

▲back to top


ჰიპერფუნქცია
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. functio შესრულება, მუშაობა) - გაძლიერებული ფუნქციონირება, გაძლიერებული მოქმედება - (მაგ., რომელიმე ჯირკვლის, კუნთის და ა.შ.).

5.410 ჰიპერქრომაზია

▲back to top


ჰიპერქრომაზია
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, chroma ფერი) - ჰისტოლოგიური საღებავებით უჯრედის ზოგიერთი სტრუქტურული კომპონენტის ინტენსიური შეღებვა.

5.411 ჰიპესთეზია

▲back to top


ჰიპესთეზია
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, aisthesis გრძნობა) - დაქვეითებული მგრძნობელობა.

5.412 ჰიპნაგოგიური მდგომარეობა

▲back to top


ჰიპნაგოგიური მდგომარეობა
(ბერძნ. hypnos ძილი, agoge წაყვანა, ტარება) - სიფხიზლიდან ძილის მდგომარეობაში გადასვლის მომენტი.

5.413 ჰიპნოზი

▲back to top


ჰიპნოზი
(ბერძნ. hypnos ძილი) - შთაგონებით ან სუბიექტის ყურადღების რაიმეზე ძლიერი კონცენტრაციით გამოწვეული ძილისმაგვარი მდგომარეობა, რის დროსაც შეკავებულია თავის ტვინის ქერქის ცალკეული უბნები. ამ ფაზაში ექიმმა პაციენტზე შეიძლება მოახდინოს ძლიერი ზეშთაგონება, რასაც იყენებენ სამკურნალო მიზნებისათვის.

5.414 ჰიპნოპედია

▲back to top


ჰიპნოპედია
(ბერძნ. hypnos ძილი, pedia შესწავლა) - უცხო სიტყვების, მათემატიკური და ქიმიური ფორმულების და ა.შ. შესწავლა ბუნებრივი ძილის პროცესში. ჰიპნოპედია სასარგებლოა ინფორმაციის მხოლოდ ზოგიერთი სახის დაფიქსირებისათვის.

5.415 ჰიპობიოზი

▲back to top


ჰიპობიოზი
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, bios სიცოცხლე) - ორგანიზმის დაბალი ცხოველქმედების გამოვლინება, რაც ხასიათდება ნივთიერებათა ცვლისა და საერთო აქტივობის დონის მნიშვნელოვანი დაქვეითებით. ასეთი მდგომარეობა - (ჰიპოთერმია, ძილი) შეიძლება გადავიდეს ანაბიოზში.

5.416 ჰიპოგლიკემია

▲back to top


ჰიპოგლიკემია
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, glykys ტკბილი, haima სისხლი) - სისხლში შაქრის შემცველობის შემცირება ნორმასთან შედარებით.

5.417 ჰიპოგონადიზმი

▲back to top


ჰიპოგონადიზმი
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, gone ჩასახვა) - სასქესო აპარატის ფუნქციის დაქვეითება, მისი განუვითარებლობა ან ინვოლუცია.

5.418 ჰიპოდინამია

▲back to top


ჰიპოდინამია
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, dynamis ძალა) - ორგანიზმის ფუნქციის დარღვევა დაქვეითებული მოძრაობითი აქტიურობის შემთხვევაში. დამახასიათებელია იმ პირებისათვის, რომლებიც ნაკლებმოძრავ ცხოვრებას ეწევიან.

5.419 ჰიპოვიტამინოზი

▲back to top


ჰიპოვიტამინოზი
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, ლათ. vita სიცოცხლე, aminum ამინი, ბერძნ. osis მდგომარეობა) - ერთი ან რამდენიმე ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული ორგანიზმის ავადმყოფური მდგომარეობა.

5.420 ჰიპოთალამუსი

▲back to top


ჰიპოთალამუსი
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, thalamos ოთახი, დასასვენებელი ადგილი) - შუამდებარე ტვინის ერთ-ერთი განყოფილებაა და წარმოადგენს ორგანიზმის ვეგეტაციური ფუნქციების და გამრავლების უმაღლეს ნერვულ ცენტრს. აქ ხდება ნერვული და ენდოკრინული სისტემების ურთიერთმოქმედება. ამ ორგანოს უკანა ნაწილები მონაწილეობენ იმუნიტეტის რეგულაციაში. ჰიპოთალამუსი მჭიდროდაა დაკავშირებული ჰიპოფიზთან - (იხ.).

5.421 ჰიპოთეზა

▲back to top


ჰიპოთეზა
(ბერძნ. hypothesis ვარაუდი) - მეცნიერულად დასაბუთებული ვარაუდი რაიმე მოვლენის თუ პროცესის ასახსნელად, რომელიც მოითხოვს შემოწმებას ცდის საშუალებით და ფაქტებით დამტკიცებას.

5.422 ჰიპოთერმია

▲back to top


ჰიპოთერმია
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, therme სითბო) - სხეულის ტემპერატურის ნორმალურზე ქვევით დაწევა.

5.423 ჰიპოთირეოზი

▲back to top


ჰიპოთირეოზი
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, thyreos ფარი, osis მდგომარეობა) - ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის სინდრომი.

5.424 ჰიპოკინეზია

▲back to top


ჰიპოკინეზია
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, kinesis მოძრაობა) - უძრაობის შედეგად განვითარებული მოძრაობის გაძნელება და მოშლა დამბლის გარეშე.

5.425 ჰიპოკრატეს სახე

▲back to top


ჰიპოკრატეს სახე
(ლათ. facies Hippocratica) - აგონიის დროს სახის განსაკუთრებული გამომეტყველება. დამახასიათებელია წაწვეტებული ცხვირი და ნიკაპი, ჩავარდნილი თვალები, გაციებული ყურები, ფერმკრთალი სახე მოლურჯო ფერით, ზოგჯერ კი ცივი ოფლი.

5.426 ჰიპოკრატეს ფიცი

▲back to top


ჰიპოკრატეს ფიცი
ძველი საბერძნეთის ექიმმა და ანტიკური მედიცინის რეფორმატორმა, „მედიცინის მამად“ წოდებულმა ჰიპოკრატემ - (ძვ.წ.ა. 460-377) შემოიღო ექიმის ქცევის ნორმები, რაც ჩამოაყალიბა ფიცის სახით. მასში ხაზი აქვს გასმული ზნეობრივ ნორმებს, პროფესიულ ეთიკას, ქცევის პრინციპებს, საექიმო საიდუმლოების დაცვას და სხვ.

5.427 ჰიპოკრატეს ფრჩხილი

▲back to top


ჰიპოკრატეს ფრჩხილი
(ლათ. unguis Hippocratica) - ფრჩხილების დაგრეხა თითის უკანასკნელი ფალანგის გასქელების შედეგად.

5.428 ჰიპოლოგია

▲back to top


ჰიპოლოგია
(ბერძნ. hippos ცხენი, logos მოძღვრება, სწავლება) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ცხენებს, მათ ანატომიას, ფიზიოლოგიას, მოშენებას, მოვლას, გამოყენებას და ა.შ.

5.429 ჰიპომნეზია

▲back to top


ჰიპომნეზია
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, mneme მეხსიერება) - მეხსიერების შესუსტება.

5.430 ჰიპომორფოზი

▲back to top


ჰიპომორფოზი
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, morphe სახე, ფორმა) - 1.ევოლუციის პროცესში ორგანიზაციის გამარტივება - (სპეციალიზაციის დაკარგვა). 2.ევოლუციის პროცესში ორგანოს ან მისი ერთი ნაწილის რედუქცია, რაც იწვევს ორგანიზმის პროგრესულ ცვლილებებს - (მაგ., თანამედროვე ცხენის წინაპრის მიერ მეორე და მეოთხე თითების დაკარგვა).

5.431 ჰიპოპლაზია

▲back to top


ჰიპოპლაზია
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, plasis შექმნა, წარმოქმნა) - ორგანოს ან ქსოვილის არასაკმარისი განვითარება - (მაგ., ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია).

5.432 ჰიპოსტაზი

▲back to top


ჰიპოსტაზი
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, stasis დგომა, გაჩერება) - 1. გენების ურთიერთმოქმედების ერთერთი ტიპი, როდესაც ერთი გენის ალელების აქტიურობა დათრგუნულია სხვა გენის ალელების მოქმედებით. დათრგუნულ ალელებს ჰიპოსტაზურს უწოდებენ. 2. სისხლის შეგუბება სხეულის ან ცალკეულ ორგანოთა ქვედა ნაწილებში.

5.433 ჰიპოტენზია

▲back to top


ჰიპოტენზია
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, ლათ. tensio დაძაბვა) - სისხლძარღვებში, ღრუ ორგანოებში ან ორგანიზმის სიღრუეებში ჰიდროსტატიკური წნევის დაქვეითება.

5.434 ჰიპოტონია

▲back to top


ჰიპოტონია
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, tonos დაძაბვა) - არტერიული წნევის ნორმაზე დაბლა დაქვეითება.

5.435 ჰიპოტონიური ხსნარი

▲back to top


ჰიპოტონიური ხსნარი
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, tonos დაძაბვა) - ხსნარი, რომლის ოსმოსური წნევა უფრო დაბალია სისხლის ოსმოსურ წნევაზე.

5.436 ჰიპოტროფია

▲back to top


ჰიპოტროფია
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, trophe კვება) - ორგანოს ან ქსოვილის მოცულობის შემცირება რაიმე მიზეზის გამო.

5.437 ჰიპოფიზი

▲back to top


ჰიპოფიზი
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, physis წარმოქმნა) - იგივე პიტუიტარული ჯირკვალი. ტვინის დანამატი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი. გამოიმუშავებს დაახლოებით 30 ჰორმონს, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანოებისა და ქსოვილების ზრდაზე, რძის გამომუშავებაზე, ნივთიერებათა ცვლაზე და შინაგანი სეკრეციის სხვა ჯირკვლების ფუნქციებზე. სქესობრივი მომწიფების პერიოდში ხდება ჰიპოფიზის გადართვა კვერცხუჯრედების მომწიფების მასტიმულირებელი ჰორმონის გამომუშავებაზე.

5.438 ჰიპოფუნქცია

▲back to top


ჰიპოფუნქცია
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, ლათ. functio შესრულება, მუშაობა) - ორგანოს, კუნთის, ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება.

5.439 ჰიპოქონდრია

▲back to top


ჰიპოქონდრია
(ბერძნ. hypochondrion სხეულის ნაწილი ნეკნების ხრტილოვანი რკალების ქვეშ. კ.გალენი ამ დაავადებას უკავშირებდა რკალქვეშა მიდამოს ტკივილს) - ხანგრძლივი ინტრაფსიქიკური კონფლიქტის შედეგად ჩამოყალიბებული ღრმა დეპრესიის სიმპტომოკომპლექსი. პაციენტი ავადმყოფურადაა კონცენტრირებული საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დათრგუნული მდგომარეობა.

5.440 ჰიპოქსია

▲back to top


ჰიპოქსია
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, oxygenium ჟანგბადი) - ქსოვილებში ჟანგბადის რაოდენობის შემცირება.

5.441 ჰირსუტიზმი

▲back to top


ჰირსუტიზმი
(ლათ. hirsutus თმი ani) - ქალში მამაკაცის ტიპის თმი ანობა, რაც განპირობებულია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერფუნქციით.

5.442 ჰირუდინი

▲back to top


ჰირუდინი
(ლათ. hyrudo წურბელა) - იგივე ჰემოფილინი. სამედიცინო წურბელის სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტი, რომელიც აბრკოლებს სისხლის შედედებას.

5.443 ჰისტეროსკოპია

▲back to top


ჰისტეროსკოპია
(ბერძნ. hystera საშვილოსნო, skopeo ვუყურებ) - საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირის დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოს - (ჰისტეროსკოპის) საშუალებით.

5.444 ჰისტეროტომია

▲back to top


ჰისტეროტომია
(ბერძნ. hystera საშვილოსნო, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - იგივე საკეისრო გაკვეთა.

5.445 ჰისტიოციტი

▲back to top


ჰისტიოციტი
(ბერძნ. histos ქსოვილი, kytos უჯრედი) - ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის მაკროფაგი.

5.446 ჰისტოგენეზი

▲back to top


ჰისტოგენეზი
(ბერძნ. histos ქსოვილი, genesis წარმოშობა) - ორგანიზმის ქსოვილების - (როგორც ნორმალურის, ასევე პათოლოგიურის) წარმოქმნა და განვითარება.

5.447 ჰისტოგრამა

▲back to top


ჰისტოგრამა
1. - (ბერძნ. historia ისტორია, კვლევა, gramma ჩანაწერი) - სამეცნიერო კვლევის შედეგების გრაფიკული გამოსახვა. 2. - (ბერძნ. histos ქსოვილი, gramma ჩანაწერი) ჰისტოლოგიური პრეპარატის ნეგატივი ან პოზიტივი.

5.448 ჰისტოლიზი

▲back to top


ჰისტოლიზი
(ბერძნ. histos ქსოვილი, lysis დაშლა) - ორგანიზმის ქსოვილების თვითდაშლის პროცესი ფერმენტების და ფაგოციტების ზემოქმედების შედეგად.

5.449 ჰისტოლოგია

▲back to top


ჰისტოლოგია
(ბერძნ. histos ქსოვილი, logos მოძღვრება) - მეცნიერება ადამიანისა და ცხოველების ქსოვილთა განვითარების, აგებულებისა და ცხოველქმედების შესახებ. აღნიშნული ტერმინი 1819 წელს შემოიტანა გერმანელმა მეიერმა. მცენარეთა ქსოვილებს შეისწავლის «მცენარეთა ანატომია».

5.450 ჰისტოპათოლოგია

▲back to top


ჰისტოპათოლოგია
(ბერძნ. histos ქსოვილი, pathos ავადმყოფობა, logos მოძღვრება) - მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ქსოვილებში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებს.

5.451 ჰისტოტროპიზმი

▲back to top


ჰისტოტროპიზმი
(ბერძნ. histos ქსოვილი, tropos მობრუნება, მიმართულება) - სხვადასხვა ფაქტორების - (ქიმიური, ფიზიკური თუ ბიოლოგიური) მოქმედება განსაზღვრულ ქსოვილებზე.

5.452 ჰისტოშეთავსების გენები

▲back to top


ჰისტოშეთავსების გენები
(ბერძნ. histos ქსოვილი, genos დაბადება, წარმოშობა) - იგივე H-გენები. განსაზღვრავენ ტრანსპლანტატებისადმი მგრძნობელობას და რეზისტენტობას. ტრანსპლანტატის მიხორცებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც რეციპიენტს ანუ მასპინძელს გააჩნია ჰისტოშეთავსების ყველა ალელი.

5.453 ჰიფები

▲back to top


ჰიფები
(ბერძნ. hyphe ქსოვილი, ბადე) - სოკოებში ერთ ან მრავალუჯრედიანი ძაფები, რომლებიც ქმნიან სოკოს ვეგეტაციურ სხეულს - (მიცელიუმს და თალომს).

5.454 ჰოლანდრული მემკვიდრეობა

▲back to top


ჰოლანდრული მემკვიდრეობა
(ბერძნ. holos მთელი, სრული, aner, andros მამაკაცი) - Y-ქრომოსომაში ლოკალიზებული გენები, რომლებიც მამრიდან მამრს გადაეცემა.

5.455 ჰოლოკრინული სეკრეცია

▲back to top


ჰოლოკრინული სეკრეცია
(ბერძნ. holos მთელი, სრული, krino გამოვყოფ, ლათ. secretio გამოყოფა) - სეკრეციის სახე, როდესაც ჯირკვლოვანი უჯრედი იშლება მისი მთელი შემადგენლობის სეკრეტად გარდაქმნის გამო. უჯრედების განახლება ხდება ქვემდებარე შრის უჯრედების გამრავლების ხარჯზე. ჰოლოკრინული სეკრეცია დამახასიათებელია ხერხემლიანების ცხიმოვანი ჯირკვლებისათვის, აგრეთვე წყალხმელეთა ცხოველების კანის შხამიანი ჯირკვლებისათვის.

5.456 ჰოლოფერმენტი

▲back to top


ჰოლოფერმენტი
(ბერძნ. holos მთელი, სრული, ლათ. fermentum საფუარი) - ფერმენტის აქტიური - (სრული) ფორმა.

5.457 ჰომეოპათია

▲back to top


ჰომეოპათია
(ბერძნ. homos მსგავსი, pathos ავადმყოფობა) - გერმანელი მეცნიერის ს. ჰანემანის მიერ XVIII საუკუნეში შემოღებული ფარმაკოლოგიური სისტემა, რაც მდგომარეობს ისეთი წამლების ძალზე მცირე დოზების გამოყენებაში, რომელთა დიდი დოზები ჯანმრთელ ორგანიზმში იწვევს აღნიშნული დაავადების მსგავს ნიშნებს.

5.458 ჰომეოსტაზი

▲back to top


ჰომეოსტაზი
(ბერძნ. homos მსგავსი, stasis დგომა, გაჩერება) - ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმის შინაგანი გარემოსა და ზოგიერთი ფიზიოლოგიური ფუნქციის დინამიკური მუდმივობა.

5.459 ჰომერული

▲back to top


ჰომერული
(ჰომეროსის „ილიადა“-ში, ღმერთების სიცილის აღწერა) - შეუკავებელი - (უფრო გამკილავი), მჭექარე, როხროხა ხარხარი.

5.460 ჰომინგი

▲back to top


ჰომინგი
(ინგლ. home სახლი) - 1. მოვლენა, რაც ახასიათებს გადანერგილი ძვლის ტვინის უჯრედებს. ტრანსპლანტაციის პროცესში რეციპიენტის ორგანიზმში ძვლის ტვინის უჯრედები ლაგდებიან ამ ორგანოს შესაბამის უბნებში - (მაგ. გრანულოციტები - გრანულოციტურ რიგში, ერითროციტები - ერითროციტურში და ა.შ.). 2. ინსტინქტური და პირობით-რეფლექსური რეაქციების საფუძველზე თავისი დაბადების ადგილის ცნობა, მისადმი ლტოლვა და ზოგჯერ დიდი მანძილიდან იქ დაბრუნება - (ორაგულისებრნი, ზღვის კუ, მრავალი გადამფრენი ფრინველი და სხვ.). იგივე სახლის ინსტინქტი.

5.461 ჰომინიდები

▲back to top


ჰომინიდები
(Hominidae) - ადამიანისმაგვარი მაიმუნების ყველაზე უფრო მაღალგანვითარებული ოჯახი, რომელშიც შედის თანამედროვე ადამიანი, მისი წინაპრები - პალეოანთროპები და არქანთროპები, აგრეთვე მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, ავსტრალოპითეკისნაირები.

5.462 ჰომინიზაცია

▲back to top


ჰომინიზაცია
(ლათ. homo, hominis ადამიანი) - ადამიანის წინაპრის ევოლუციური გარდაქმნის პროცესი ნამარხი უმაღლესი პრიმატებიდან თანამედროვე ადამიანამდე.

5.463 ჰომოგამეტურობა

▲back to top


ჰომოგამეტურობა
(ბერძნ. homos ერთნაირი, gametes გამეტა) - სქესი, რომელიც აწარმოებს გამეტებს ქრომოსომების ერთნაირი კომპლექტით. ეს მოვლენა ახასიათებთ ძუძუმწოვრების მდედრებს და ფრინველებისა და რეპტილიების მამრებს.

5.464 ჰომოგამია

▲back to top


ჰომოგამია
(ბერძნ. homos ერთნაირი, gamos ქორწინება) - ორსქესიან ყვავილში მტვრიანებისა და ბუტკოების ერთდროული მომწიფება.

5.465 ჰომოგენატი

▲back to top


ჰომოგენატი
(ბერძნ. homogenes ერთგვარი) - რომელიმე ქსოვილის, სითხის ერთგვაროვანი მასა.

5.466 ჰომოგენური

▲back to top


ჰომოგენური
(ბერძნ. homogenes ერთგვარი) - შემადგენლობით, წარმოშობით, თვისებებით ერთნაირი, ერთგვარი. აღნიშნული ტერმინის საპირისპიროა ჰეტეროგენური.

5.467 ჰომო ერექტუსი

▲back to top


ჰომო ერექტუსი
(Homo erectus) - პრეისტორიული ადამიანი, რომლის ნაშთები 16-კბილიანი ქვედა ყბის და 2 თავის ქალას სახით ნაპოვნია საქართველოში, დმანისში, ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე. დმანისელი ჰომინიდების ასაკია 1,7-1,8 მლნ წელი, მაშინ როდესაც უძველესი ევროპელის ასაკად 1 მლნ წელი იყო მიჩნეული. იხ. დმანისელი ადამიანი.

5.468 ჰომოზიგოტა

▲back to top


ჰომოზიგოტა
(ბერძნ. homos ერთნაირი, zygotos შერწყმული, შეერთებული) - ერთნაირი, მსგავსი მემკვიდრული ნიშან-თვისებების მქონე ორი გამეტის შერწყმის შედეგი.

5.469 ჰომოიოთერმები

▲back to top


ჰომოიოთერმები
(ბერძნ. homos ერთნაირი, thermos თბილი) - სხეულის მუდმივი ტემპერატურის მქონე ცხოველები. მათი ტემპერატურა პრაქტიკულად დამოუკიდებელია გარემოს ტემპერატურაზე. ჰომოიოთერმებს სხვანაირად თბილსისხლიანებსაც უწოდებენ.

5.470 ჰომოკარიონი

▲back to top


ჰომოკარიონი
(ბერძნ. homos ერთნაირი, karyon ბირთვი) - უჯრედი, რომელიც შეიცავს ორ, სამ ან მრავალ ერთნაირი გენოტიპის მქონე ბირთვს. მაგ., უჯრედი, რომელიც წარმოქმნილია ორი ლიმფოციტის შერწყმის შედეგად.

5.471 ჰომოლოგია

▲back to top


ჰომოლოგია
(ბერძნ. homologia თანხმობა) - ერთმანეთის მსგავსი ორგანოები, რომლებსაც ერთი და იგივე ონტოგენეზური განვითარება ახასიათებთ, მაგრამ სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ.

5.472 ჰომოლოგიური რიგების კანონი

▲back to top


ჰომოლოგიური რიგების კანონი
(ბერძნ. homos ერთნაირი) - გენეტიკურად ახლომდგომ - (ე.ი. წარმოშობის ერთიანობით ურთიერთდაკავშირებულ) სახეობებსა და გვარებს მემკვიდრეობითი ცვალებადობის მსგავსი რიგები ახასიათებთ. როცა ვიცით ერთი რომელიმე სახეობის მემკვიდრეობითი ცვლილებები, შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ მსგავსი ცვლილებების არსებობა მონათესავე სახეობებსა და გვარებში. აღნიშნული კანონი ჩამოაყალიბა ნ. ი. ვავილოვმა.

5.473 ჰომოლოგიური ქრომოსომები

▲back to top


ჰომოლოგიური ქრომოსომები
(ბერძნ. homos ერთნაირი) - ქრომოსომების წყვილი, რომლებიც იდენტურნი არიან სიდიდით, ფორმითა და სტრუქტურით და წარმოქმნილნი არიან მამრობითი და მდედრობითი სასქესო უჯრედებისაგან. კვერცხუჯრედში არსებულ ყოველ ქრომოსომას ემატება მისი მსგავსი - (ჰომოლოგიური) ქრომოსომა სპერმატოზოიდისაგან. მეიოზის დროს - (იხ. ქრომოსომების კონიუგაცია) ხდება ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვილებად დალაგება.

5.474 ჰომომეტაბოლური მწერები

▲back to top


ჰომომეტაბოლური მწერები
(ბერძნ. homos ერთნაირი, metabole შეცვლა, გარდაქმნა) - მწერები, რო მელთაც ახასიათებთ სრული მეტამორფოზი.

5.475 ჰომო საპიენსი

▲back to top


ჰომო საპიენსი
(Homo sapiens) გონიერი ადამიანი. თანამედროვე ადამიანის ტიპი.

5.476 ჰომოსექსუალი

▲back to top


ჰომოსექსუალი
(ბერძნ. homos ერთნაირი, ლათ. sexus სქესი) - პიროვნება, რომელსაც გააჩნია არაბუნებრივი სქესობრივი ლტოლვა თავისივე სქესის პირისადმი.

5.477 ჰომოტოქსიკოლოგია

▲back to top


ჰომოტოქსიკოლოგია
(ბერძნ. homos მსგავსი, toxikon შხამი, logos მოძღვრება) - სწავლება ჰომოტოქსინების - (იხ.) შესახებ. ფუძემდებელია ჰ.ჰ.რეკევეგი.

5.478 ჰომოტოქსინები

▲back to top


ჰომოტოქსინები
(ბერძნ. homos მსგავსი, toxikon შხამი) - ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ადამიანის დამცველობითი სისტემის - (იმუნიტეტის) უკმარისობას და ამა თუ იმ დაავადების სხვადასხვა ფაზების განვითარებას.

5.479 ჰომოფაზური პოლიკარიოციტი

▲back to top


ჰომოფაზური პოლიკარიოციტი
(ბერძნ. homos მსგავსი, phasis გამომჟღავნება, გამოვლინება, poly ბევრი, karyon ბირთვი, kytos უჯრედი) - უჯრედული ციკლის ერთ ფაზაში მყოფი ბირთვებიდან შემდგარი მრავალბირთვიანი უჯრედი. იხ. პოლიკარიოციტები

5.480 ჰომო ჰაბილისი

▲back to top


ჰომო ჰაბილისი
(Homo habilis) - იგივე მარჯვე ადამიანი. ადამიანის ბიოლოგიური გვარის ფორმირებას უკავშირებენ ჰაბილისის სახეობას, რომლის ნაშთები აღმოჩენილია აფრიკაში და რომლის ასაკიც დათარიღებულია 2,6 მლნ წლით, ხოლო ზოგიერთი მონაცემებით 3,5 მლნ წლით. ჰაბილისისათვის დამახასიათებელი იყო თანამედროვე ტიპის ამართული სიარული, ბგერითი სიგნალიზაცია, იარაღების დამზადება და ცეცხლის გამოყენება.

5.481 ჰომუნკულუსი

▲back to top


ჰომუნკულუსი
(ლათ. homunculus პატარა ადამიანი) - ადამიანისმაგვარი არსება, რომელიც შუასაუკუნოვანი წარმოდგენებით შესაძლებელია ხელოვნურად იქნეს მიღებული. XVII საუკუნეში თვლიდნენ, რომ უმცირესი ჰომუნკულუსი მოთავსებულია ადამიანის სპერმატოზოიდში, ხოლო ქალის ორგანიზმში მოხვედრისას იგი მხოლოდ იზრდება და გარდაიქმნება ბავშვად. იხ. პრეფორმიზმი.

5.482 ჰონორის კაუზა

▲back to top


ჰონორის კაუზა
(ლათ. honoris causa) - დამსახურებისათვის პატივისცემის მიგება - (მაგ., დისერტაციის დაუცველად სამეცნიერო ხარისხის მინიჭება მეცნიერებაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის).

5.483 ჰორიზონტალური ტრანსმისია

▲back to top


ჰორიზონტალური ტრანსმისია
(ბერძნ. horizon დედამიწის ზედაპირისადმი პარალელური, ლათ. transmissio გადაცემა) - ინფექციური ან სხვა დაავადების გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე - (მაგ., გრიპით დაინფიცირება ავადმყოფისაგან). ჰორიზონტალური ტრანსმისიის გარდა არსებობს ვერტიკალური ტრანსმისიაც, რაც გულისხმობს ინფექციური ან სხვა რომელიმე დაავადების გადაცემას მშობლიდან შთამომავლობაზე.

5.484 ჰორმონები

▲back to top


ჰორმონები
(ბერძნ. hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ) - შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ან ორგანიზმის სპეციალიზებული უჯრედების მიერ გამომუშავებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც მიზანმიმართულად მოქმედებენ ორგანოებსა და ქსოვილებზე და მონაწილეობას ღებულობენ მათი ცხოველქმედების რეგულაციაში. ძუძუმწოვრების ჰორმონებს, თავისი ქიმიური ბუნებიდან გამომდინარე, ყოფენ პეპტიდურად და ცილოვანად - (ინსულინი, სომატოტროპინი და სხვ.), ამინომჟავებისაგან წარმოებულად - (ადრენალინი, თიროქსინი და სხვ.) და სტეროიდულად - (სასქესო ჰორმონები). ტერმინი ჰორმონი მოწოდებულია ე.სტარლინგის მიერ 1905 წელს.

5.485 ჰორმონოთერაპია

▲back to top


ჰორმონოთერაპია
(ბერძნ. hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ, therapeia მკურნალობა) - შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების პროდუქტების, ე.ი. ჰორმონების სამკურნალო მიზნით გამოყენება.

5.486 ჰორმონოპოეზი

▲back to top


ჰორმონოპოეზი
(ბერძნ. hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ, poieo წარმოვქმნი) - ჰორმონების წარმოქმნის პროცესი.

5.487 ჰორმონული დისბალანსი

▲back to top


ჰორმონული დისბალანსი
(ბერძნ. hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ, dys მოშლა, გადახრა, ფრანგ. balance სასწორი) - ჰორმონების სინთეზის, მათი პროპორციების დარღვევა ორგანიზმში.

5.488 ჰოროსკოპი

▲back to top


ჰოროსკოპი
(ბერძნ. ჰოროსკოპოს დროზე დაკვირვება) - ადამიანის დაბადებისას მნათობების განლაგების ცხრილი, რომელსაც შუა საუკუნეების ასტროლოგები ადგენდნენ მისი ბედის მისტიკური წინასწარმეტყველებისათვის.

5.489 ჰოსპისი

▲back to top


ჰოსპისი
(ლათ. hospes სტუმარი, ინგლ. peace მშვიდობა) - დაწესებულება, სადაც მდგომარეობას უმსუბუქებენ, უვლიან უიმედო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს.

5.490 ჰოსპიტალი

▲back to top


ჰოსპიტალი
(ლათ. hospes სტუმარი) - სამკურნალო დაწესებულება, საავადმყოფო უმეტესად სამხედრო პირთათვის.

5.491 ჰუმანურობა

▲back to top


ჰუმანურობა
(ლათ. humanitas) - ადამიანურობა, კაცთმოყვარეობა.

5.492 ჰუმიფიკაცია

▲back to top


ჰუმიფიკაცია
(ლათ. humus მიწა, ნიადაგი, facio ვაკეთებ) - ჰუმუსის წარმოქმნის პროცესი მიკროორგანიზმების მონაწილეობით, რომლებიც შლიან ნიადაგში არსებულ მცენარეულ და ცხოველურ ნარჩენებს.

5.493 ჰუმორული

▲back to top


ჰუმორული
(ლათ. humor სითხე) - ის, რაც დაკავშირებულია ორგანიზმის სითხეებთან - (სისხლი, ლიმფა, ქსოვილოვანი სითხე). მაგ., ჰუმორული იმუნიტეტი, ჰუმორული რეგულაცია, ჰუმორული ფაქტორები და ა.შ.

5.494 ჰუმუსი

▲back to top


ჰუმუსი
(ლათ. humus მიწა, ნიადაგი) - ნიადაგის მაღალმოლეკულური ორგანული ნივთიერება, რომელიც წარმოქმნილია მცენარეებისა და ცხოველების ნაშთებისა და მათი ცხოველქმედების პროდუქტების დაშლის შედეგად. ჰუმუსით მდიდარ ნიადაგს მაღალი მოსავლიანობა ახასიათებს