უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი





საბიბლიოთეკო ჩანაწერი:

ლექსიკონის შექმნის თარიღი: 1989

კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება

ლექსიკონის აღწერა: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია ენათმეცნიერების ინსტიტუტი სარედაქციო საბჭო: ი. აბაშიძე (თავმჯდომარე), ა. კობახიძე, ქ. ლომთათიძე, ა. საყვარელიძე, ც.ცერცვაძე, მ. ჭაბაშვილი, ბ. ჯორბენაძე

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია

რედაქტორები ა. კობახიძე, მ. ჭაბაშვილი

თბილისი.

განხილული და მოწონებულია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ

1 წინასიტყვაობა

▲back to top


წინასიტყვაობა

არსებობს უცხოურ პირთა და გეოგრაფიულ სახელთა გადმოცემის გარკვეული ტრადიცია და მათი მართლწერა ძირითადად მყარია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარაფერია მოსაგვარებელი. ხშირად გვაქვს ცალკეული სახელების პარალელური ფორმები. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მაგალითად, ერთი და იმავე გეოგრაფიული ადგილის ან პიროვნების სახელის ერთი ფორმა შემოსულია უშუალოდ იმ ენიდან, რომლის კუთვნილებაცაა იგი, მეორე - სხვა ენის (ყველაზე უფრო ხშირად რუსულის) მეშვეობით; სიტყვა ნასესხებია ან მისი დაწერილობის, ან გამოთქმის მიხედვით (ვეიმარი - ვაიმარი, კლიბერნი - კლაიბერნი, ებერდინი - აბერდინი); ზოგჯერ ესა თუ ის სახელი მცდარად იხმარება (ოგაიო - ოჰაიოს ნაცვლად, ბირმინჰემი - ბირმინგემის ნაცვლად, შტუტჰარტი - შტუტგარტის მაგივრად, ჰიბრალტარსაც კი შეხვდებით გიბრალტარის ადგილას). სხვადასხვა პირს სხვადასხვაგვარად გადმოაქვს ქართულად ზოგი სიტყვა (მიუნხენი და მიუნჰენი, ციურიხი და ციურიჰი, ბრეხტი და ბრეჰტი, კელნი და კიოლნი ან კოლნი). ეს არც არის გასაკვირი - ითარგმნება დიდძალი ლიტერატურა, საგაზეთო მასალა. მთარგმნელები ბევრ სიძნელეს აწყდებიან უცხოური საკუთარი სახელების გადმოღებისას, გვხვდება სიჭრელე მათ ქართულ დაწერილობაში. ხშირად მთარგმნელებს სხვადასხვა შეხედულება აქვთ ამა თუ იმ სახელის ქართულად გადმოცემასთან დაკავშირებით.

კარგა ხანია მომწიფებულია უცხოურ საკუთარ სახელთა უნიფიკაციის საკითხი. უნიფიკაციის საჭიროებამ განსაკუთრებით იჩინა თავი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის (ქსე) შემდგენელთა წინაშე. აუცილებელი იყო ენციკლოპედიაში შესულ სახელთა გადმოცემის მოწესრიგება. შეძლებისდაგვარად ეს გაკეთდა უკვე გამოცემული „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების“ I კრებულისა (1970 და 1986) და ვ. თოფურიას და ივ. გიგინეიშვილის მიერ შედგენილი „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ (1968) მონაცემების მიხედვით, აგრეთვე ცალკეული ენების სპეციალისტთა აზრის გათვალისწინებით.

უცხოურ საკუთარ სახელთა უნიფიკაციის მიზნით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1970 წლის დადგენილების შესაბამისად შედგენილია „საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1988) და წინამდებარე „უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“. ამ ლექსიკონებში შესულია საკუთარი სახელები, რომლებიც კი გვხვდება ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიასა (ტტ. I-II, 1975-1987) და დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში (Большая Советская Энциклопедия, III გამოც., ტტ. I-30, 1969-1978).

ლექსიკონი, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ორთოგრაფიულია და ამდენად მისი ძირითადი დანიშნულებაა უჩვენოს მკითხველს, თუ როგორ იწერება ქართულად ესა თუ ის უცხოური სახელი. ამავე დროს მოცემულია ძალიან მოკლე განმარტება (ვინ არის ესა თუ ის პიროვნება) და დაბადება-გარდაცვალების თარიღები1

აინშტაინ-ი (Einstein) ალბერტ - გერმანელი ფიზიკოსი (1879-1955).

თაგორ-ი რაბინდრანათ - ინდოელი მწერალი და მოაზროვნე (1861-1941).

რუზველტ-ი (Roosevelt) ფრანკლინ დელანო - აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (1882-1945).

ოგჯერ ძირითად სახელთან ერთად მოცემულია მისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული პარალელური სახელი (სახელები).

იბ

ნ სინა, აბუ ალი იბნ სინა (ლათინიზებული - ავიცენა)...

ზოგჯერ სახელი ცნობილია ორგვარი დაწერილობით (განსხვავება ფონეტიკურია). ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთს აქვს მინიჭებული უპირატესობა და დეფინიცია მასთანაა მოცემული, ხოლო მეორესთან მითითებაა:

დირიხლე, იხ. დირიკლე.

ვილსონ-ი, იხ. უილსონი.

* * *

თანხმოვანფუძიან სახელებში სახელობითი ბრუნვის ნიშანი ი გამოყოფილია და ანბანის რიგში არ შედის. მაგ., ჯერ არის ვილდ-ი, შემდეგ - ვილდგანს-ი, მაგრამ თუ სიტყვის ბოლოში ი ფუძისეულია (ე.ი. უცხო ენაშივე აქვს იგი სახელს), რა თქმა უნდა, გამოყოფილი არ არის და ანბანის რიგში ჩათვლილია (პუჩინი, სკარლატი, დონიცეტი...).

არაბული გვარების არტიკლი ალ- ანბანის რიგში არ ითვლება: ალ-ბირუნი - ბ-ზე უნდა ვეძებოთ, ალ-კაზვინი - კ-ზე, ალ-მაარი - მ-ზე.

ქალთა უცხოური (ფრანგული, ინგლისური, გერმანული) თანხმოვანფუძიანი სახელები ქართულში შემოსულია რუსულის გზით (ა დაბოლოებით): ჟანა, ჟანეტა, ანეტა, მადლენა, ჰენრიეტა (ან გენრიეტა), ალისა, ინეზა და მისთ. მაგრამ ბოლო ათწლეულებში, როდესაც მხატვრული ლიტერატურა ამა თუ იმ ენიდან უპირატესად უშუალოდ ითარგმნება, მდგომარეობა შეცვლილია. ასეთი სახელები უკვე გადმოაქვთ დედნისეულ ფორმასთან მიახლოებით და გვაქვს ჟოზეფინ-ი, ფრანსუაზ-ი, მადლენ-ი, ჟენევიევ-ი, მარგარეტ-ი, გერტრუდ-ი, ელიზაბეთ-ი, ბრიჟიტ-ი, რუთ-ი, ლილიან-ი, ნიკოლ-ი, ვივიენ-ი და ა.შ.

კაცისა და ქალის ზოგი ფრანგული სახელის ფუძე საერთოა. განსხვავება დაბოლოებაშია (და ერთგვარად წარმოთქმაშიც). მაგ., Jean (კაცის სახელი), Jeanne (ქალისა; ქართულად ორივე გამოითქმის როგორც ჟან. ასევე Simon (კაცისა), Simone (ქალისა), ქართულად სიმონ; Daniel (კაცისა), Danielle (ქალისა) - დანიელ; Gabriel (კაცისა), Gabrielle (ქალისა) - გაბრიელ.

ლექსიკონში საკუთარი სახელები შეტანილია ძირითადად იმ რედაქციით, რომლითაც ისინი შევიდა ქსე-ში.

ქსე-ში შესული საკუთარი სახელების რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს ქსე-ის უფროსმა სამეცნიერო რედაქტორმა კონა გიგინეიშვილმა და სხვადასხვა ენის სპეციალისტებმა: პროფ. ნიკო ყიასაშვილმა (ინგლისური), დოც. ნუნუ ქადეიშვილმა (ფრანგული), პროფ. ნოდარ კაკაბაძემ (გერმანული), პროფ. ალექსი ლეკიაშვილმა და პროფ. ვლადიმერ ახვლედიანმა (არაბული), აკად. სერგი ჯიქიამ და წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა ცისანა აბულაძემ (თურქული), პროფ. ჯემშიდ გიუნაშვილმა (სპარსული), დოც. გრიგოლ ნახუცრიშვილმა (ინდური ენები), უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნისან ბაბალიკაშვილმა (ებრაული). კონსულტაციას გვიწევდნენ: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გრიგოლ გიორგაძე (ძვ. აღმოსავლეთი), დოც. სტანისლავ რავიჩი (პოლონური), პროფ. აკაკი ურუშაძე (ახ. ბერძნული).

ლექსიკონის მთელი მასალის პირველადი რედაქცია ეკუთვნით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ივანე გიგინეიშვილს, ენათმეცნიერების ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელს მიხეილ ჭაბაშვილს და უფროს მეცნიერ-თანამშრომელს ალექსანდრე კობახიძეს (1982 წლიდან).

რედაქტირებაზე იმუშავეს აგრეთვე თსუ-ის უფროსმა მასწავლებელმა არიანე ჭანტურიამ (ინგლისური), დოც. ნუნუ ქადეიშვილმა (ფრანგული), პროფ. ნოდარ კაკაბაძემ (გერმანული), პროფ. ვლადიმერ ახვლედიანმა (არაბული), პროფ. ჯემშიდ გიუნაშვილმა (სპარსული); კონსულტაციას გვიწევდნენ პროფ. აკაკი ურუშაძე (ახ. ბერძნული), ფილოლ. მეცნ. კანდიდატი შალვა გაბესკირია (თურქული); უცხოენოვან ბგერათა გადმოცემის წესების თაობაზე სასარგებლო შენიშვნები მოგვცა დოც. შუქია აფრიდონიძემ.

იმ ევროპული ენებიდან შემოსული სახელების მართლწერის დასადგენად, რომელთა სპეციალისტები არ გვყავდა, ვიყენებდით რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენციკლოპედიებს და ვცდილობდით, შეძლებისდაგვარად ადეკვატურად გადმოგვეცა ისინი.

რაც შეეხება ჩინურ, იაპონურ, კორეულ და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნების (პაკისტანი, შრი-ლანკა, ნეპალი, ბირმა, ტაილანდი, ლაოსი, კამპუჩია, ვიეტნამი, ფილიპინები, ინდონეზია, მონღოლეთი), აგრეთვე აფრიკის მკვიდრთა ენებიდან შემოღწეულ სახელებს, ისინი გავმართეთ ძირითადად რუსულის მიხედვით. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამ სახელებში გვხვდებოდა ბგერა ჰ, რომელიც რუსულში არ არის, ვეყრდნობოდით უცხოური ენციკლოპედიების ჩვენებას.

ლექსიკონს საბოლოო რედაქცია გაუკეთეს მ. ჭაბაშვილმა და ა. კობახიძემ. აწყობილი ტექსტი მთლიანად წაიკითხა და გააკონტროლა ა. ჭანტურიამ. რედაქტორებს დიდი დახმარება გაუწიეს ქსე-ის სალიტერატურო კონტროლის რედაქციის უფროსმა სამეცნიერო რედაქტორებმა მზიური დუგლაძემ და მანანა მაკალათიამ. ინგლისური საკუთარი სახელების დამუშავებაში რედაქტორებს ეხმარებოდნენ ქსე-ის სამეცნიერო რედაქტორები ელადა ჯაში და რუსუდან ფოფხაძე.

* * *

ევროპული ენებიდან ნასესხები საკუთარი სახელების ქართული მართლწერა ემყარება ქვემოთ მოყვანილ წესებს.

_____________

1. ჩვენი საუკუნის ზოგი მოღვაწის გარდაცვალების წლის დადგენა ვერ მოხერხდა (ბოლო მონაცემები აღებული გვაქვს საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონიდან - Советский Энциклопедический Словарь, 1986).

2 ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერისა და ბგერათკომპლექსის გადმოცემა ქართულში

▲back to top


ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერისა და ბგერათკომპლექსის გადმოცემა ქართულში*

გერმანული

aa - აა (და არა: ა): Aachen - აახენ-ი

ä ან ae - ე: Gräbner - გრებნერ-ი, Graebe - გრებე, Güldenstaedt - გიულდენშტედტ-ი.

ch - ხ (და არა: ჰ): Zürich - ციურიხ-ი, Buchenwald - ბუხენვალდ-ი, Bochum - ბოხუმ-ი.

ch - კ (და არა: ქ): Christoph - კრისტოფ-ი, Christian - კრისტიან-ი.

ck - კ: Dick - დიკ-ი, Becker - ბეკერ-ი.

dt - დტ: Schmidt - შმიდტ-ი, Brandt - ბრანდტ-ი.

ee - ეე (და არა: ე): Bodensee - ბოდენზეე.

ei და ey - აი: Einstein - აინშტაინ-ი, Braunschweig - ბრაუნშვაიგ-ი, Heinrich - ჰაინრიხ-ი, Beyer - ბაიერ-ი, Weydemeyer - ვაიდემაიერ-ი.

eu - ოი: Bleuler - ბლოილერ-ი, Feuerbach - ფოიერბახ-ი, Eugen - ოიგენ-ი, მაგრამ (ტრადიციის გამო) Euler - ეილერ-ი.

h - ჰ: Hamburg - ჰამბურგ-ი, Hermann Hesse - ჰერმან ჰესე.

h (არ გამოითქმის):

ა) სიტყვის ბოლოს: Neuloh - ნოილო.

ბ) r-ს შემდეგ: Rhowolt - როვოლტ-ი.

გ) ხმოვნის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს თანხმოვანი: Behling - ბელინგ-ი, Behrendt - ბერენდტ-ი.

დ) ხმოვნის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს e: Hohenzollern - ჰოენცოლერნ-ი.

ie - ი: Dietrich - დიტრიხ-ი, Griesbach - გრისბახ-ი.

ö და oe - ე (და არა: იო ან ო): Köln - კელნ-ი (და არა: კიოლნ-ი ან კოლნ-ი), Schönberg - შენბერგ-ი (და არა: შონბერგ-ი), Röntgen - რენტგენ-ი, Wilamowitz-Moellendorf - ვილამოვიც-მელენდორფ-ი, Ötztaler Alpen - ეცტალის ალპები.

ph - ფ: Philipp - ფილიპ-ი, Gryphius - გრიფიუს-ი.

q - კ (და არა: ქ): Quedenfeldt - კვედენფელდტ-ი (და არა: ქვედენფელდტ-ი).

s (ხმოვნის წინ) - ზ: Sommerfeld - ზომერფელდ-ი, Salzburg - ზალცბურგ-ი, Saarbrücken - ზაარბრიუკენ-ი.

ss და ß - ს: Lessing - ლესინგ-ი, Fluss ან Fluß - ფლუს-ი.

st - სტ (სიტყვის თავში - შტ): Stephan - შტეფან-ი, Steiner - შტაინერ-ი.

th - თ: Lothar - ლოთარ-ი, Abendroth - აბენდროთ-ი, Thüringen - თიურინგია, მაგრამ (ტრადიციის გამო) ტ: Thälmann - ტელმან-ი.

tz - ც: Fritz - ფრიც-ი, Moritz - მორიც-ი, Leisewitz - ლაიზევიც-ი.

u - უ: Ludwig - ლუდვიგ-ი, Gluck - გლუკ-ი.

ü - იუ: Büchner - ბიუხნერ-ი, Lübeck - ლიუბეკ-ი.

v (გერმანულ სახელებში) - ფ: Bremerhaven - ბრემერჰაფენ-ი, Vogt - ფოგტ-ი, Vogel - ფოგელ-ი.

v (უცხო წარმოშობის სახელებში) - ვ: Crivitz - კრივიც-ი.

x - ქს: Axel - აქსელ-ი, Alex - ალექს-ი.

y - ი: Ryck - რიკ-ი.

z - ც: Salzburg - ზალცბურგ-ი, Zimmerwald - ციმერვალდ-ი.

დანიური

ch - კ: Christopher - კრისტოფერ-ი, Christian - კრისტიან-ი (და არა: ქრისტოფერ-ი, ქრისტიან-ი).

d (ზოგჯერ არ იკითხება): Richard - რიჩარ-ი, Nordskov - ნორსკოვ-ი, Gunhild - გუნჰილ-ი.

eg - აი: Hegn - ჰაინ-ი.

hj - ი: Hjalf - იალფ-ი.

nd - ნ: Hjortlund - იორტლუნ-ი, Linderstrøm-Lang - ლინერსტრემ-ლანგ-ი.

s - ს: Ågesen - ოგესენ-ი.

sj - შ: Sjaellander - შელანერ-ი.

ø ან ö - ე: Brøndal - ბრენდალ-ი, Ørsted - ერსტედ-ი, Bergstrøm - ბერგსტრემ-ი.

å ან aa - ო: Ålborg - ოლბორგ-ი.

ესპანური

c (e, i, y-ს წინ) - ს: Cesar - სესარ-ი, Andalucia - ანდალუსია, Algeciras - ალხესირას-ი, Asuncion - ასუნსიონ-ი.

c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოში) - კ: Jalisco - ხალისკო, Costa Rica - კოსტა-რიკა, Cuba - კუბა.

ch - ჩ: Echeverria - ეჩევერია, Chinchilla - ჩინჩილია.

g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - გ: Ygnacio - იგნასიო, Guernica - გერნიკა.

g (e, i-ს წინ) - ხ: Angel - ანხელ-ი, Algeciras - ალხესირას-ი, San Jorge - სან-ხორხე, Lago Argentino - ლაგო-არხენტინო.

gu (e, i-ს წინ) - გ: Guernica - გერნიკა, Miguel - მიგელ-ი, Guillen - გილიენ-ი.

gu - გვ: Guadalajara - გვადალახარა, Guatemala - გვატემალა, Paraguay - პარაგვაი.

h (არ გამოითქმის): Hector - ექტორ-ი, Huelva - უელვა, Halen - ალენ-ი. გამონაკლისია: Honduras - ჰონდურას-ი, Haiti - ჰაიტ-ი, La Habana - ჰავანა.

j - ხ: Juan - ხუან-ი, Jorge - ხორხე, José - ხოსე, Guadalajara - გვადალახარა, Jimenes - ხიმენეს-ი.

lla - ლია: Antilla - ანტილია, Sevilla - სევილია, Valladolid - ვალიადოლიდ-ი.

lle - ლიე: Rio Gallegos - რიო-გალიეგოს-ი, Alle - ალიე, Valle del Cauca - ვალიე-დელ-კაუკა.

llo - ლიო: Hermosillo - ერმოსილიო, Trujillo - ტრუხილიო.

llu - ლიუ: Caballuco - კაბალიუკო.

ña - ნია: Cataluña - კატალონია.

ño - ნიო: Marañon - მარანიონ-ი.

ñu - ნიუ: Bañusca - ბანიუსკა.

que - კე: Enrique - ენრიკე, Siqueiros - სიკეიროს-ი.

qui - კი: Quintana - კინტანა, Quito - კიტო.

s - ს: Santa Rosa - სანტა-როსა, Formosa - ფორმოსა, Rosario - როსარიო.

x - ს: Extremadura - ესტრემადურა.

z - ს: Juan Fernandez - ხუან-ფერნანდეს-ი, Fortaleza - ფორტალესა, Zaragoza - სარაგოსა, Cádiz - კადის-ი, Guzman - გუსმან-ი.

ინგლისური

a - ა: Aberystwyth - აბერისტუით-ი, Adams - ადამს-ი, Franklin - ფრანკლინ-ი, Cardiff - კარდიფ-ი.

a - ეი: David - დეივიდ-ი, Davis - დეივის-ი, Graves - გრეივზ-ი.

a - ო: Galsworthy - გოლზუორთი.

a - ე: Birmingham - ბირმინგემ-ი, Jackson - ჯექსონ-ი, Mary - მერ-ი.

ae - ი: Aegis - იჯის-ი, Caesar - სიზარ-ი.

ai და ay - ეი: Clay - კლეი, Medway - მედუეი, Gray - გრეი.

ai - ე: Cairns - კერნზ-ი.

au და aw - ო: Austin - ოსტინ-ი, Pauling - პოლინგ-ი, Shaw - შო.

c (e, i, y-ს წინ) - ს: Cecil - სესილ-ი, Cinderford - სინდერფორდ-ი.

c (სხვა შემთხვევებში) - კ (და არა ქ): Catherine - კათრინ-ი (და არა: ქეთრინ-ი), Caistor - კეისტორ-ი, Corwen - კორუენ-ი, Atlantic City - ატლანტიკ-სიტი.

ch - ჩ: Chichester - ჩიჩესტერ-ი, Churchill - ჩერჩილ-ი.

ch (ბერძნული და, აგრეთვე, გერმანული წარმოშობის სახელებში) - კ: Christina - კრისტინა, Christopher - კრისტოფერ-ი (და არა: ქრისტინა, ქრისტოფერ-ი), Ulrich - ულრიკ-ი.

ck - კ (და არა: ქ): Pocklington - პოკლინგტონ-ი, Cockermouth - კოკერმუთ-ი.

dg - ჯ: Bridgetown - ბრიჯტაუნ-ი.

e - ი: Beresford - ბერისფორდ-ი, Eden - იდენ-ი, Exeter - ექსიტერ-ი.

e - ე: Reston - რესტონ-ი, Manchester - მანჩესტერ-ი.

ea - ი: Beadnell - ბიდნელ-ი, Deanston - დინსტონ-ი, Seaborg - სიბორგ-ი, Dearborn - დირბორნ-ი.

ea - ეი: Breakspear - ბრეიქსპირ-ი.

ee - ი: Green - გრინ-ი, Lee - ლი, Peekskill - პიქსკილ-ი, Seebom - სიბომ-ი.

ei - ი: O'Neill - ო'ნილ-ი, Keith - კით-ი.

ei - აი: Steinbeck - სტაინბეკ-ი.

eu და ew - იუ: Matthews - მათიუზ-ი, Dewsbury - დიუზბერი.

ew - უ: Andrew - ენდრუ (და არა: ენდრიუ).

ew - უი: Lewis - ლუის-ი.

ey - ი: Sidney - სიდნი.

g (a, o, u-ს წინ და სიტყვის ბოლოში) - გ: Donegal - დონეგოლ-ი, Dolgarog - დოლგაროგ-ი.

g (e, i, y-ს წინ) - ჯ: George - ჯორჯ-ი, Gerald - ჯერალ-ი, Rogers - როჯერზ-ი.

ზოგჯერ ამ პოზიციაში გამოითქმის როგორც გ: Gertrude - გერტრუდ-ი, Gilbert - გილბერტ-ი.

gh - გ: Birmingham - ბირმინგემ-ი.

h - ჰ: Hillary - ჰილარი, Hubert - ჰიუბერტ-ი, Harrisson - ჰარისონ-ი.

i - აი: Caroline - კაროლაინ-ი, Whitehead - უაიტჰედ-ი, Dwight - დუაიტ-ი, Brierly Hill - ბრაიერლი-ჰილ-ი.

i - ი: Brighouse - ბრიგჰაუზ-ი, Littleton - ლიტლტონ-ი.

i - ე: Firth - ფერთ-ი.

k - კ (და არა: ქ): Katherine - კათრინ-ი (და არა: ქეთრინ-ი), Keats - კიტს-ი, Kevin - კევინ-ი.

o და oa - ოუ: Cope - კოუპ-ი, Sevenoaks - სევენოუქს-ი.

o - ო: Gordon - გორდონ-ი, Rogers - როჯერზ-ი, Coventry - კოვენტრი.

oe - ოუ: Sillitoe - სილიტოუ.

oo - უ: Moor - მურ-ი, Goodman - გუდმენ-ი, Blackpool - ბლაკპულ-ი.

ou და ow - აუ: Grout - გრაუტ-ი, Brownville - ბრაუნვილ-ი, Bower - ბაუერ-ი.

ou - უ: Coupar Angus - კუპარ-ანგუს-ი, Bournemouth - ბორნმუთ-ი.

ou - ა: Douglas - დაგლას-ი.

ow - ოუ: Lowell - ლოუელ-ი.

p - პ (და არა: ფ): Portia - პორშია, Parker - პარკერ-ი.

ph - ფ: Josephine - ჯოზეფინ-ი, Philip - ფილიპ-ი.

qu - კუ (და არა: ქუ): Quine - კუაინ-ი, Quincy - კუინს-ი.

s - ს: Burns - ბერნს-ი, Bakersfield - ბეიკერსფილდ-ი.

s - ზ: James - ჯეიმზ-ი, Charles - ჩარლზ-ი, Brisbane - ბრიზბენ-ი, Graves - გრეივზ-ი.

s (ზოგჯერ არ გამოითქმის): Long Island - ლონგ-აილენდ-ი.

sh - შ: Shakespeare - შექსპირ-ი.

ss - ს: Furness - ფერნეს-ი.

t - ტ (და არა: თ): Coventry - კოვენტრი, Hubert - ჰიუბერტ-ი.

t (ზოგჯერ არ გამოითქმის): Christmas - კრისმას-ი, Whistler - უისლერ-ი.

tch - ჩ (t არ გამოითქმის): Fletcher - ფლეჩერ-ი, Dutch-Harbour-დაჩ-ჰარბორ-ი.

th - თ: Arthur - ართურ-ი, Elizabeth - ელიზაბეთ-ი, Jonathan - ჯონათან-ი, Macbeth - მაკბეთ-ი, Catherine - კათრინ-ი, Thornton - თორნტონ-ი, Thackeray - თეკერეი, Plymouth - პლიმუთ-ი.

th - დ: Sutherland - სადერლენდ-ი.

th - ზ: Rutherford - რეზერფორდ-ი.

th (რამდენიმე სახელში) - ტ: Anthony - ანტონი, Thomas - ტომას-ი, Thames - ტემზა, Theresa - ტერეზა.

tz - ც: Fitzgerald - ფიცჯერალდ-ი.

u - უ: Arthur - ართურ-ი, Julian - ჯულიან-ი.

u - იუ: Canute - კანიუტ-ი, Hubert - ჰიუბერტ-ი, Dunkerque - დიუნკერკ-ი, Butte - ბიუტ-ი.

u - ა: Butler - ბატლერ-ი, Russell - რასელ-ი, Sullivan - სალივან-ი, Sumner - სამნერ-ი.

u - ე: Churchill - ჩერჩილ-ი, Ogburn - ოგბერნ-ი, Burbank - ბერბანკ-ი.

w - უ: William - უილიამ-ი, Wellington - უელინგტონ-ი, Warren - უორენ-ი, Windsor - უინძორ-ი.

w - ვ: Washington - ვაშინგტონ-ი, Darwin - დარვინ-ი.

x - ქს: Oxford - ოქსფორდ-ი.

x - გზ: Alexander - ალეგზანდერ-ი.

y - აი: Dyson - დაისონ-ი, Argyll - არგაილ-ი, Bryce Canyon - ბრაის-კანიონ-ი.

y - ე: Byrd - ბერდ-ი, Byrne - ბერნ-ი.

z - ზ: Elizabeth - ელიზაბეთ-ი.

იტალიური

c (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - კ: Cadore - კადორე, Cursolo - კურსოლო, Macchi - მაკი.

c (e, i-ს წინ) - ჩ: Cesare - ჩეზარე, Cimarosa - ჩიმაროზა.

cc - კ: Dallapiccola - დალაპიკოლა.

cc - ჩ: Boccaccio - ბოკაჩო, Vespucci - ვესპუჩი, Contucci - კონტუჩი.

ch - კ: Cherubini - კერუბინი, Michele - მიკელე, Schipa - სკიპა, Chiuro - კიურო, მაგრამ Michelangelo - მიქელანჯელო, Archangelo - არქანჯელო.

cch - კ: Zecchi - ცეკი, Verrocchio - ვეროკიო, Sacchetti - საკეტი.

g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - გ: Guttuso - გუტუზო, Grana - გრანა.

g (e, i-ს წინ) - ჯ: Agira - აჯირა, Germanetto - ჯერმანეტო.

gh - გ: Alighieri - ალიგიერი, Quarenghi - კვარენგი.

gia - ჯა, gio - ჯო: Giacomo - ჯაკომო, Giorgione - ჯორჯონე.

gna - ნია: Agnana - ანიანა.

gno - ნიო: Vignola - ვინიოლა.

gu - გუ: Guasila - გუაზილა, Guerrazi - გუერაც-ი.

gu - გვ: Guarneri - გვარნერი.

i (უმახვილო) - c-ს შემდეგ არ გამოითქმის: Maggio - მაჯო, Riccioli - რიჩოლი.

qu - კვ: Quasimodo - კვაზიმოდო, Quercia - კვერჩა.

s - ს: Secchi - სეკი, Chiusdino - კიუსდინო, De Amicis - დე ამიჩის-ი.

s - ზ: Ysola - იზოლა, Cimarosa - ჩიმაროზა, Smeraldi - ზმერალდი, Della Casa - დელა კაზა.

sc (a, o, u-ს წინ) - სკ: Bosco - ბოსკო.

sc (e, i-ს წინ) - შ: Scicolone - შიკოლონე, Scisciaro - შიშარო.

z და zz - ც: Zacconi - ცაკონი, Zappa - ცაპა, Bozzole - ბოცოლე.

z და zz - ძ: Mazzini - მაძინი, Lazzari - ლაძარი (ლაცარი), Verzone - ვერძონე.

ნორვეგიული

aa - ო: Vesaas - ვესოს-ი.

au - ეუ: Aursand - ეურსან-ი, Haugesund - ჰეუგესუნ-ი.

g - გ: Sigurd - სიგურდ-ი.

g - ი: Egner - ეინერ-ი.

g (ზოგჯერ არ იკითხება): Gjaerder - იერდერ-ი.

ie - ი: Grieg - გრიგ-ი.

k - კ: Kommandantvold - კომანდანტვულ-ი.

ki და kj - ხი: Kielland - ხიელან-ი, Kjelstadli - ხიელსტადლი.

ld - ლ: Kommandantvold - კომანდანტვულ-ი.

nd - ნ: Øverland - ევერლან-ი.

o - ო: Oslo - ოსლო.

o - უ: Kommandantvold - კომანდანტვულ-ი, Evensmo - ევენსმუ.

sch - სკ: Schou - სკოუ.

sj - შ: Sjøberg - შებერგ-ი.

sk - სკ: Skouen - სკოუენ-ი, Skre - სკრე.

ski, skj - შ, Skien - შიენ-ი, Skjerper - შერპერ-ი, Werenskiold - ვერენშიოლ-ი.

tj - ხ: Tjølling - ხელინგ-ი.

å - ო: Istgård - ისტგორდ-ი.

ø - ე: Bodø - ბუდე, Bømlo - ბემლო, Grønland - გრენლანდია.

პოლონური

ą - ომ: Dąbrowska - დომბროვსკა.

ą - ონ: Katski - კონტსკი.

c (ყველა შემთხვევაში): - ც: Cetner - ცეტნერ-ი, Stobiecki - სტობიეცკი, Solec - სოლეც-ი.

ch - ხ: Chamiec - ხამიეც-ი.

cz - ჩ: Czerniatowicz - ჩერნიატოვიჩ-ი, Leszczynski - ლეშჩინსკი.

drz - ჯ: Andrzej - ანჯეი.

o - უ: Jelenia Góra - ელენია-გურა.

rz - შ: Przybyszewski - ფშიბიშევსკი.

rz - ჟ: Brzeg - ბჟეგ-ი, Kazimierz - კაზიმიეჟ-ი, Bzytka - ჟიტკა, Bobrzynski - ბობჟინსკი.

sz - შ: Leszczynski - ლეშჩინსკი, Szymon - შიმონ-ი, Lukasz - ლუკაშ-ი, Szymanowski - შიმანოვსკი, Warszawa - ვარშავა.

z - ზ: Zbigniew - ზბიგნიევ-ი, Zielona Góra - ზიელონა-გურა.

z - ჟ: Zulawski - ჟულავსკი.

პორტუგალიური

ã - ან: Meã - მეან-ი.

ão - ან: Tristão - ტრისტან-ი, Garção - გარსან-ი, São Paulo - სან-პაულუ.

c (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ, b, d, p, t-ს გარდა) - კ: Cabral - კაბრალ-ი, Curral - კურალ-ი.

c (e, i-ს წინ) - ს: Celso - სელსუ, Cidadela - სიდადელა.

c (b, d, p, t-ს წინ) არ გამოითქმის: Octavio - ოტავიუ, Victoria - ვიტორია.

e - ე: Hernani - ერნანი, Peneda - პენედა.

g (a, o, u-ს წინ) - გ: Gastăo - გაშტან-ი, Gustavo - გუშტავუ.

g (e, i-ს წინ) - ჟ: Gilberto - ჟილბერტუ, Lagedo - ლაჟედუ.

h (არ იკითხება): Belo Horizonte - ბელუ-ორიზონტი, Hernani - ერნანი.

j - ჟ: Baixo Alentejo - ბაიშუ-ალენტეჟუ, Jorge - ჟორჟი.

lhe - ლიე: Guilherme - გილიერმი.

lho - ლიუ: Fialho - ფიალიუ.

m - მ: Menton - მენტონ-ი, Humberto - უმბერტო.

nha - ნია: Saldanha - სალდანია.

nhu - ნიუ: Garanhuns - გარანიუნშ-ი, Curralinho - კურალინიუ.

o - ო: Orlando - ორლანდუ.

o - უ: Joaquim - ჟუაკინ-ი, Soares - სუარეშ-ი, Ricardo - რიკარდუ, Amado - ამადუ.

õe - ოინ: Simões - სიმოინშ-ი.

qu - კ: Queluz - კელუშ-ი, Joaquim - ჟუაკინ-ი.

s - ს: Sales - სალიშ-ი, Monserrate - მონსერატ-ი.

s (ორ ხმოვანს შორის) - ზ: Aloisio - ალოიზიუ, Trancoso - ტრანკოზუ, Isabel - იზაბელ-ი.

s - შ (ბრაზილიურ სახელებში - ს): Cristino - კრიშტინუ (ბრაზილ.: კრისტინუ), Vasco - ვაშკუ (ბრაზილ.: ვასკუ).

s - ჟ (ბრაზილიურ სახელებში - ს): Caldas Novas - კალდაჟ-ნოვას-ი (ბრაზილ.: კალდას-ნოვას-ი), Três Lagoas - ტრეჟ-ლაგოაშ-ი (ბრაზილ.: ტრეს-ლაგოას-ი).

th - თ: Theo - თეუ, Ruth - რუთ-ი, Catharina - კათარინა.

x - ზ: Exalte - ეზალტი.

x - შ: Xavier - შავიერ-ი, Maximiliano - მაშიმიანუ, Porto Alexandre - პორტუ-ალეშანდრი.

z - ზ: Ezalte - ეზალტი, Belo Horizonte - ბელუ-ორიზონტი.

z - შ (ბრაზილიურ სახელებში - ს): Luizburgo - ლუიშბურგუ (ბრაზილ.: ლუისბურგუ), Queluz - კელუშ-ი (ბრაზილ.: კელუს-ი).

რუმინული

ă - ე: Bistriţa-Năsăud - ბისტრიცა-ნესეუდ-ი, Vlahută - ვლაჰუცე, Bacău - ბაკეუ.

c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) - კ: Camil - კამილ-ი, Nicoleta - ნიკოლეტა.

c (e, i-ს წინ) - ჩ: Cezar - ჩეზარ-ი, Donici - დონიჩ-ი.

ch - კ: Michaela - მიკაელა, Chira - კირა, Costache - კოსტაკე, Nichita - ნიკიტა.

cea და cia - ჩა: Suceava - სუჩავა, Marcian - მარჩან-ი.

ciu - ჩუ: Viniciu - ვინიჩუ.

g (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) - გ: Grigore - გრიგორე.

g (e, i-ს წინ) - ჯ: Argeş - არჯეშ-ი, Virginia - ვირჯინია.

gh (e, i-ს წინ) - გ: Gheorghe - გეორგე, Harghita - ჰარგიტა.

h - ჰ: Mihai - მიჰაი.

h (ზოგჯერ არ გამოითქმის): Băile Herculane - ბეილე-ერკულანე.

ii (სიტყვის ბოლოში) - ი: Cocoreştii-Colt - კოკორეშტი-კოლც-ი, Ploeştii - პლოეშტი.

j - ჟ: Cujmir - კუჟმირ-ი, Lugoj - ლუგოჟ-ი, Dolj - დოლჟ-ი.

s - ს: Sanda - სანდა, Constantin - კონსტანტინ-ი.

ş - შ: Argeş - არჯეშ-ი, Braşov - ბრაშოვ-ი, Ploeştii - პლოეშტ-ი.

t - ტ: Timişoara - ტიმიშოარა.

ţ - ც: Bistriţa - ბისტრიცა, Constanţa - კონსტანცა, Jalomiţa - იალომიცა.

th - თ: Theodor - თეოდორ-ი.

z - ზ: Zoe - ზოე, Suzana - სუზანა.

უნგრული

c (e, i, y-ს წინ) - ს: Francis - ფრანსის-ი, Marcel - მარსელ-ი.

ch - შ: Charles - შარლ-ი, Richard - რიშარ-ი.

ch - კ: Christiane - კრისტიან-ი (და არა: ქრისტიან-ი).

d - დ (ფრანგული სახელების ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Fernand - ფერნან-ი, Gounod - გუნო, Rolland - როლან-ი, Gérard - ჟერარ-ი; მაგრამ: David - დავიდ-ი, Alfred - ალფრედ-ი, Sand - სანდ-ი.

e - ე (სიტყვის ბოლოში, ზოგჯერ კი სიტყვის შუაშიც არ გამოითქმის, თუ არა აქვს რაიმე დიაკრიტული ნიშანი): Emile - ემილ-ი, Rabelais - რაბლე; მაგრამ: Littré - ლიტრე.

c (ყველა შემთხვევაში) - ც: Cuca - ცუცა, Vönöck - ვენეცკ-ი.

cs - ჩ: Gyurkovics - დიურკოვიჩ-ი, Békéscsaba - ბეკეშჩაბი, Lukács - ლუკაჩ-ი.

eö - ე: Eötvös - ეტვეშ-ი.

gy - დი: Gyila - დიულა, Gyurkovics - დიურკოვიჩ-ი, Megyer - მედიერ-ი, Nagykörös- ნადიკერეშ-ი.

Iy - ი: Károly - კაროი, Mihaly - მიჰაი.

ö - ე: Petöfi - პეტეფ-ი, Ottömös - ეტემეშ-ი, Mezöföld - მეზეფელდ-ი.

s და ss - შ: Békés - ბეკეშ-ი, Sopron - შოპრონ-ი, Lajos - ლაიოშ-ი, Kossuth - კოშუტ-ი.

sz - ს: Szeged - სეგედ-ი, Tisza - ტისა, Laszlo - ლასლო, Szabó - საბო.

th - ტ: Horthy - ჰორტ-ი, Horvath - ჰორვატ-ი, Kossuth - კოშუტ-ი.

ts - ჩ: Derkovits - დერკოვიჩ-ი.

ü - იუ: Balatonfüred - ბალატონფიურედ-ი.

z - ზ: Lázár - ლაზარ-ი, Zoltan - ზოლტან-ი.

zs - ჟ: Jozsef - იოჟეფ-ი, Zsuzsa - ჟუჟა, Nagykanizsa - ნადიკანიჟა.

ფრანგული

ai - და ay - ე: Romaine - რომენ-ი, Du Bellay - დიუბელე, La Fontaine - ლაფონტენ-ი.

au - ო: Paul - პოლ-ი, Gaulle - გოლ-ი, Daudet - დოდე, Perrault - პერო.

auld და ault - ო: La Rochefoucauld - ლაროშფუკო, Boussingault - ბუსენგო, Perrault - პერო.

ay - აი: Raymond - რაიმონ-ი.

ay - ეი: Raynal - რეინალ-ი.

c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოში) - კ: Claude - კლოდ-ი, Pascal -

პასკალ-ი, Jeanne ďArc - ჟანა დ'არკ-ი.

eau - ო: Bordeau - ბორდო, Rousseau - რუსო, Chateaubriand - შატობრიან-ი,

Beaumarchais - ბომარშე.

ei და ey - ე: Beine - ბენ-ი, Montmirey - მონმირე.

ei და ey - ეი: Reynaud - რეინო.

em - ამ: Montalembert - მონტალამბერ-ი, Sembat - სამბა.

en - ან, ენ: Henri - ანრი, Noulens - ნულანს-ი, Senderans - სანდერან-ი, ďEntrecasteau - დ'ანტრკასტო.

eu - ე: Eugène - ეჟენ-ი, Babeuf - ბაბეფ-ი, Pasteur - პასტერ-ი, Montesquieu - მონტესკიე, Richelieu - რიშელიე.

g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - გ: Auguste - ოგიუსტ-ი, Gaston - გასტონ-ი.

g (e,i, y-ს წინ) - ჟ: Germain - ჟერმენ-ი, Georges - ჟორჟ-ი.

g (სიტყვის ბოლოს ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Cherbourg - შერბურ-ი.

geo - ჟო: Geoffroy - ჟოფრუა.

gn (ჩვეულებრივ სიტყვის შუაში ხმოვნის წინ) - ნი: Avignon - ავინიონ-ი, Cognac - კონიაკ-ი, Du Vigneaud - დიუ ვინიო.

gne (სიტყვის ბოლოში) - ნ: Bretagne - ბრეტან-ი, Boulogne - ბულონ-ი, Bourgogne - ბურგონ-ი, Charlemagne - შარლემან-ი.

gh - გ: Le Burghet - ლე ბიურგე.

gu (ხმოვნების წინ) - გ: Guy - გი, Péguy - პეგი.

gu (თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) - გიუ: Gustave - გიუსტავ-ი, Auguste - ოგიუსტი.

h (ფრანგულში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Hélène - ელენ-ი, Henri - ანრი, Cahen - კაენ-ი, Hector - ექტორი; მაგრამ: Hugo - ჰიუგო, Havre - ჰავრ-ი.

iI და iII (ხმოვნის შემდეგ) - ი: Excideuil - ექსიდეი, Aureille - ორეი, Rambouillet - რამბუიე.

iII (თანხმოვნის შემდეგ) - იი: Guillaume - გიიომ-ი, მაგრამ Grandville - გრანვილ-ი.

in - ენ: Dullin - დიულენ-ი, Vincent - ვენსან-ი, Rodin - როდენ-ი, Chardin - შარდენ-ი, Cachin - კაშენ-ი.

j - ჟ: Jules - ჟიულ-ი, Anjou - ანჟუ.

la - ლა: Abelard - აბელარ-ი, Labourbe - ლაბურბ-ი.

lu - ლუ: Lully - ლულ-ი, Eluard - ელუარ-ი, Blume - ბლუმ-ი.

m - მ: Ampère - ამპერ-ი, ďAlambert - დ'ალამბერ-ი.

m - ნ: Comte - კონტ-ი, Amfreville - ანფრევილ-ი.

mb - ნ: Coulomb - კულონ-ი.

oe (œ) oeu (œu) (სიტყვის თავში და ხმოვნის შემდეგ ) - ე: Œrlicon - ერლიკონ-ი, Œutrange - ეტრანჟ-ი, Sacré-Cœur - საკრე-კერ-ი.

oi - უა: Antoine - ანტუან-ი, Dubois - დიუბუა, Grégoire - გრეგუარ-ი, Loire - ლუარა, Lavoisier - ლავუაზიე.

ou - უ: Decour - დეკურ-ი, Pompadour - პომპადურ-ი..

ph - ფ: Philippe - ფილიპ-ი, Joseph - ჟოზეფ-ი.

que - კ: Loire-Atlantique - ლუარ-ატლანტიკ-ი.

r - რ (სიტყვის ბოლოში ხან გამოითქმის, ხან - არა:) Renoir - რენუარ-ი, Victor - ვიქტორ-ი, Berger - ბერჟე, Roger - როჟე, Beranger - ბერანჟე, Granger - გრანჟე.

s (სიტყვის თავში და თანხმოვნის წინ) - ს: Serge - სერჟ-ი, Justine - ჟიუსტინ-ი.

s (ორ ხმოვანს შორის) - ზ: Josephine - ჟოზეფინ-ი.

s (ფრანგული სახელების ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Dumas - დიუმა, Louis - ლუი, Charles - შარლ-ი, Arles - არლ-ი, Artois - არტუა, მაგრამ: Jaurès -

ჟორეს-ი, Saint-Saëns - სენ-სანს-ი.

s - ს (I, m, n-ის წინ, სიტყვის შუაში, ხშირად არ გამოითქმის): Isle-Jourdain - ილ-ჟურდენ-ი, Rouget de Lisle - რუჟე დე ლილ-ი, Lebesgue - ლებეგ-ი.

t - ტ: Tristan - ტრისტან-ი, Gautier - გოტიე.

t (სიტყვის ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Belfort - ბელფორ-ი, Goncourt - გონკურ-ი, Daudet - დოდე, Bleriot - ბლერიო, Duguit - დიუგ-ი; მაგრამ: Brest - ბრესტ-ი, Marat - მარატ-ი.

th - ტ: Arthur - არტიურ-ი, Barthou - ბარტუ, Thorez - ტორეზ-ი, Thibaud - ტიბო; მაგრამ: Berthollet - ბერთოლე, Théophile - თეოფილე, Théodor - თეოდორ-ი.

tz (სიტყვის ბოლოში ზოგჯერ არ გამოითქმის): Beaumetz - ბომე.

tz ( სიტყვის ბოლოში ხშირად) - ს: Retz - რეს-ი, Jametz - ჟამეს-ი.

u - იუ: Dumas - დიუმა, Camus - კამიუ, Duvalier - დიუვალიე, Dubois - დიუბუა.

un - ენ: - Lebrun - ლებრენ-ი.

x - ქს: Xavier - ქსავიე, Luxembourg - ლუქსემბურგ-ი.

x - გზ: Saint-Exupéry - სენტ-ეგზიუპერი.

x - ს: Xertigny - სერტინ-ი, Auxerre - ოსერ-ი.

x (სიტყვის ბოლოში არ გამოითქმის): Delacroix - დელაკრუა.

z - ზ: Zola - ზოლა.

z ( ფრანგული სიტყვების ბოლოში ზოგჯერ არ გამოითქმის): Valdonnez - ვალდონე, Odomez - ოდომე.

შვედური

an - ა: Siegbahn - სიგბან-ი, Svahnström - სვანსტრემ-ი.

ch - კ: Erich - ერიკ-ი.

dj (სიტყვის თავში) - ი: Djurberg - იურბერგ-ი.

gi - იი: Gidlung - იიდლუნგ-ი.

gä - ე: Gällivare - ელივარე, Gärdstam - ერდსტამ-ი.

gö - იე: Götherström - იეთერსტრემ-ი.

gy - იუ: Gyllensten - იულენსტენ-ი.

h - ჰ: Hylander - ჰიულანდერ-ი.

hj - ი: Hjälmaren - იელმარენ-ი, Hjorth - იორთ-ი.

ie - ი: Siegbahn - სიგბან-ი.

k - კ: Kalling - კალინგ-ი.

k - ჩ: Kjellberg - ჩელბერგ-ი.

ი - (ზოგჯერ) უ: Borås - ბუროს-ი, Orebro - ერებრუ, Lo-Johansson - ლუ-იუჰანსონ-ი.

s - ს: Siegbahn - სიგბან-ი.

sk - შ: Skjöld - შელდ-ი.

y - ი: Ylander - ილანდერ-ი.

y (თანხმოვნის შემდეგ) - იუ: Hylander - ჰიულანდერ-ი, Almeby - ელმებიუ, Byskeälv - ბიუსკეელვ-ი.

å -ო: Boras - ბუროს-ი, Västerås - ვესტეროს-ი, Skellefteå - შელეფტეო.

ä - ე: Älmeby - ელმებიუ, Borlänge - ბურლენგე, Västerås - ვესტეროს-ი.

ö - ე: (და არა: იო): Göteborg - გეტებორგ-ი, Malmö - მალმე, Ångström - ონგსტრემ-ი.

ჩეხური

c - ც: Ciprova - ციპროვა, Třeblicki - ტრშებლიცკი

č - ჩ: Kabiček - კაბიჩეკ-ი, Poláček - პოლაჩეკ-ი.

ch - ხ: Mudroch - მუდროხ-ი, Pichlik - პიხლიკ-ი.

h - ჰ: Kohout - კოჰოუტ-ი, Hašek - ჰაშეკ-ი, Mahačkova - მაჰაჩკოვა.

r - რ: Ciprova - ციპროვა, Zaruba - ზარუბა.

ř - რჟ: Řada - რჟადა, Řezáč - რჟეზაჩ-ი.

ř - რშ: Třeblicki - ტრშებლიცკი.

s - ს: Kozusky - კოზუსკი.

š - შ: Aleš - ალეშ-ი, Ambruš - ამბრუშ-ი.

z - ზ: Zaruba - ზარუბა, Zazvorka - ზაზვორკა.

ž - ჟ: Žižka - ჟიჟკა, Domažlice - დომაჟლიცე.

ჰოლანდიური

aa - ა: Breebaart - ბრებარტ-ი.

ae - ა: Aerstens - არსტენს-ი, Bogaerts - ბოგარტს-ი.

c (e, i, y-ს წინ) - ს: Arcen - არსენ-ი.

c (ყველა სხვა შემთხვევაში) - კ: Coolen - კოლენ-ი.

ch - ხ: Schildpad - სხილდპად-ი, Schidam - სხიდამ-ი.

ck - კ: Jonckheere - იონკჰერე, Jackijst - იაკეისტ-ი.

ckx - ქს: Amelinckx - ამელინქს-ი, Blockx - ბლოქს-ი.

ee - ე: Breebaart - ბრებარტ-ი, Eeden - ედენ-ი.

eu - ე: Beunke - ბენკე, Beuzemaker - ბეზემაკარ-ი.

eu - ეი: Euve - ეივე.

h- ჰ: Haasse - ჰასე.

ie - ი: Rogier van Weyden - როგირ ვან დერ ვეიდენ-ი.

ij - ეი: Burkij-Bartelink - ბიურკეი-ბარტელინკ-ი, Bevervijk - ბევერვეიკ-ი.

oe - უ: Goes - გუს-ი.

oo-ო: Coolen - კოლენ-ი, Amersfoort - ამერსფორტ-ი

th - თ: Beth - ბეთ-ი.

tius - ციუს: Grotius - გროციუს-ი.

u - იუ: Buntinx - ბიუნტინქს-ი, Hilversum - ჰილვერსიუმ-ი.

ui - ეი: Buiskool - ბეისკოლ-ი, Kruissink - კრეისინკ-ი.

z - ზ: Dozy - დოზ-ი.

* * *

რიგ შემთხვევაში უცხოური საკუთარი სახელების ქართული დაწერილობა და წარმოთქმა ტრადიციითაა განპირობებული. მაგ; ფრანგ. Paris - პარიზი (და არა პარი), Hugo - ჰიუგო (და არა: იუგო), Marat - მარატი (და არა: მარა), ინგლ. Darwin - (და არა: დარუინი), Shakespeare - შექსპირი (და არა: შეიქსპირი ან შეიქსპიარი), Washington - ვაშინგტონი (და არა: უოშინგტონი) და ა.შ.

უცხო ენებიდან ქართულად გადმოდის: x (cs, ks) - ქს, ps - ფს, ct - ქტ, (და არა: კს, კტ)**

უცხო წარმოშობის სიტყვებში ასევეა: ქშ, ფშ, ფჩ, ფც (და არა: კშ, პშ, კჩ, პჩ, პც): ინგლ. Jorkshire - იორქშირ-ი, New Hampshire - ნიუ-ჰემფშირ-ი, პოლონ. Przybyszewski - ფშიბიშევსკი, Lapczinski - ლაფჩინსკი, kszisztof - ქშიშტოფ-ი, Leipzig - ლაიფციგ-ი და ა.შ.

განმტკიცებული ტრადიციის მიხედვით დავას აღარ იწვევს ის, რომ სიტყვა (და, კერძოდ, საკუთარი სახელი), რომელშიც გაორმაგებული თანხმოვანია, ქართულში გადმოდის ერთი თანხმოვნით: ll - ლ, mm - მ, nn - ნ, rr - რ, tt - ტ და ა.შ.

ფრანგ. Apollinnaire - აპოლინერ-ი, Cézanne - სეზან-ი, Massenet - მასნე, ინგლ. Sierra-Nevada - სიერა-ნევადა, გერმ. Wassermann - ვასერმან-ი, Zimmerwald - ციმერვალდ-ი, Lübeck - ლიუბეკ-ი, იტალ. Dallapiccola - დალაპიკოლა და ა.შ.

_______________________

* აქ მოცემული წესების შესადგენად ვისარგებლეთ სხვადასხვა ლექსიკოგრაფიული წყაროთი და, კერძოდ, უკანასკნელ წლებში გამოსული ცნობარით: П. С. Гиляревский, Н. А. Старостин, Иностранные имена и названия в русском тексте, изд. второе, М., 1978, изд. третье, М. 1985.

გეოგრაფიული და პირთა სახელების ნიმუშები მოყვანილია ერთად, გადმოცემის წესი ყველა ტიპის სახელებისათვის ერთია.

** იხ. თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. 1. თბ. 1970 და 1986.

3 ლექსიკონში მიღებული შემოკლებანი

▲back to top


ლექსიკონში მიღებული შემოკლებანი

აღმ. - აღმოსავლეთი

აშშ - ამერიკის შეერთებული შტატები

ბერძნ. - ბერძნული

გ. - გარდაიცვალა

გდრ - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა

გერმ. - გერმანული

გვიანდ. - გვიანდელი

გფრ - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

დ. - დაიბადა

დაახლ. - დაახლოებით

დან. - დანიური

დას. - დასავლეთი

დასასრ. - დასასრული

დასაწყ. - დასაწყისი

ებრ. - ებრაული

ესპ. - ესპანური

ინგლ. - ინგლისური

იტალ. - იტალიური

იხ. - იხილე

ლათ. - ლათინური

ნამდვ. - ნამდვილი

ნახ. - ნახევარი

პოლიტ. - პოლიტიკური

პოლონ. - პოლონური

პორტუგ. - პორტუგალიური

პროვანს. - პროვანსული

რუმინ. - რუმინული

ს. - საუკუნე

საეკლ. - საეკლესიო

საზ. - საზოგადო

სამხ. - სამხედრო

სამხ. - სამხრეთი

სახელმწ. - სახელმწიფო

სს. - საუკუნეები

ფრანგ. - ფრანგული

ფსევდ. - ფსევდონიმი

ქ. - ქალაქი

შვედ. - შვედური

ჩრდ. - ჩრდილოეთი

ცენტრ. - ცენტრალური

ძვ. - ძველი

ძვ. წ. - ძველი წელთაღრიცხვა

4 ობაიასი ტარიო

▲back to top


ობაიასი ტარიო
იაპონელი ეთნოგრაფი (1929-2001)

5 ობანელ-ი (Aubanel) თეოდორ

▲back to top


ობანელ-ი (Aubanel) თეოდორ
პროვანსელი მწერალი (1829-1886)

6 ობერ-ი (Auber) დანიელ ფრანსუა ესპრი

▲back to top


ობერ-ი (Auber) დანიელ ფრანსუა ესპრი
ფრანგი კომპოზიტორი (1782-1871)

7 ობერთ-ი (Oberth) ჰერმან

▲back to top


ობერთ-ი (Oberth) ჰერმან
მეცნიერი, რაკეტული ტექნიკის სპეციალისტი (1958-დან ცხოვრობს გფრ-ში) (1894-1989)

8 ობერმაიერ-ი (Obermaier) ჰუგო

▲back to top


ობერმაიერ-ი (Obermaier) ჰუგო
გერმანელი არქეოლოგი (1877-1946)

9 ობინიე (d'Aubigné) თეოდორ აგრიპა დ'

▲back to top


ობინიე (d'Aubigné) თეოდორ აგრიპა დ'
ფრანგი პოეტი და ისტორიკოსი (1552-1630)

10 ობოტე, მილტონ ობოტე (Milton Obote) აპოლო

▲back to top


ობოტე, მილტონ ობოტე (Milton Obote) აპოლო
უგანდის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1926-2005)

11 ობრადოვიჩ-ი (Обрадовић) დოსიტეი (ერისკაცობაში

▲back to top


ობრადოვიჩ-ი (Обрадовић) დოსიტეი (ერისკაცობაში
დიმიტრი) - სერბი განმანათლებელი, მწერალი (დაახლ. 1742-1811)

12 ო'ბრაიენ-ი (O'Brien) უილიამ სმით

▲back to top


ო'ბრაიენ-ი (O'Brien) უილიამ სმით
ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1803-1864)

13 ო'ბრაიენ-ი (O'Brien) ჯეიმზ (ლიტერატურული ფსევდ.- ბრონტერი, Bronterre)

▲back to top


ო'ბრაიენ-ი (O'Brien) ჯეიმზ (ლიტერატურული ფსევდ.- ბრონტერი, Bronterre)
ჩარტისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დიდ ბრიტანეთში, ჟურნალისტი (1802-1864)

14 ობრეგონ-ი (Obregón) ალვარო

▲back to top


ობრეგონ-ი (Obregón) ალვარო
მექსიკის სახელმწ. და სამხ. მოღვაწე (1880-1928)

15 ობრენოვიჩები (Обреновићи)

▲back to top


ობრენოვიჩები (Обреновићи)
სამთავრო (1815-1842, 1858-1882), შემდეგ სამეფო (1882-1903) დინასტია (სერბიაში)

16 ობრეხტ-ი (Obrecht, Hobrecht, Obertus, Hobertus) იაკობ

▲back to top


ობრეხტ-ი (Obrecht, Hobrecht, Obertus, Hobertus) იაკობ
ნიდერლანდელი კომპოზიტორი (1450 ან 1452 - 1505)

17 ობუენ-ი (Aubouin) ჟან

▲back to top


ობუენ-ი (Aubouin) ჟან
ფრანგი გეოლოგი (1928-1994)

18 ოგ-ი (Haug) გიუსტავ ემილ

▲back to top


ოგ-ი (Haug) გიუსტავ ემილ
ფრანგი გეოლოგი (1861-1927)

19 ოგინსკი (Ogiński) მიხალ კლეოფას

▲back to top


ოგინსკი (Ogiński) მიხალ კლეოფას
პოლონელი კომპოზიტორი და პოლიტ. მოღვაწე (1765-1833)

20 ოგნიანოვ-ი (Огнянов) სავა პეტროვ

▲back to top


ოგნიანოვ-ი (Огнянов) სავა პეტროვ
ბულგარელი მსახიობი (1876-1933)

21 ო'გორმან-ი (O'Gorman) ხუან

▲back to top


ო'გორმან-ი (O'Gorman) ხუან
მექსიკელი არქიტექტორი და ფერმწერი (1905-1982)

22 ოდა ნობუნაგა

▲back to top


ოდა ნობუნაგა
იაპონელი მხედართმთავარი (1534-1582)

23 ოდენ-ი (Auden) უისტენ ჰიუ

▲back to top


ოდენ-ი (Auden) უისტენ ჰიუ
ინგლისელი პოეტი (1907-1973)

24 ოდოაკრ-ი (Odoacer)

▲back to top


ოდოაკრ-ი (Odoacer)
იტალიის გამგებელი (დაახლ. 431-493)

25 ო'დონელ ი ხორის-ი (O'Donnel y Jorris) ლეოპოლდო

▲back to top


ო'დონელ ი ხორის-ი (O'Donnel y Jorris) ლეოპოლდო
ესპანეთის სამხ. და პოლიტ. მოღვაწე (1809-1867)

26 ო'დონოვან-ი (O'Donovan) ჯონ

▲back to top


ო'დონოვან-ი (O'Donovan) ჯონ
ირლანდიელი ისტორიკოსი და ფილოლოგი (1809-1861)

27 ო'დონოვან როსა (O'Donovan Rossa) ჯერიმაია

▲back to top


ო'დონოვან როსა (O'Donovan Rossa) ჯერიმაია
ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1831-1915)

28 ოე კენძაბურო

▲back to top


ოე კენძაბურო
იაპონელი მწერალი (დ. 1935)

29 ოვეის-ი მუჰამად

▲back to top


ოვეის-ი მუჰამად
ეგვიპტელი ფერმწერი (დ. 1919)

30 ოვიდიუს-ი პუბლიუს ნაზონ (Ovidius Publius Naso,onis)

▲back to top


ოვიდიუს-ი პუბლიუს ნაზონ (Ovidius Publius Naso,onis)
რომაელი პოეტი (ძვ. წ. 43-ახ. წ. 18)

31 ოვჩაროვ-ი (Овчаров) გეორგი

▲back to top


ოვჩაროვ-ი (Овчаров) გეორგი
ბულგარელი არქიტექტორი (1889-1953)

32 ოზბორნ-ი (Osborn) ელბერტ ფრანკლინ

▲back to top


ოზბორნ-ი (Osborn) ელბერტ ფრანკლინ
ამერიკელი გეოლოგი (1911-1984)

33 ოზბორნ-ი (Osborne) ჯონ

▲back to top


ოზბორნ-ი (Osborne) ჯონ
ინგლისელი დრამატურგი (1929-1994)

34 ოზბორნ-ი (Osborn) ჰენრი ფერფილდ

▲back to top


ოზბორნ-ი (Osborn) ჰენრი ფერფილდ
ამერიკელი პალეონტოლოგი (1857-1935)

35 ოთონ I (Othōn) ბავარიელი

▲back to top


ოთონ I (Othōn) ბავარიელი
საბერძნეთის მეფე (1815-1867)

36 ოიამა ივაო

▲back to top


ოიამა ივაო
იაპონიის სამხ. და სახელმწ. მოღვაწე (1842-1916)

37 ოიამა იკუო

▲back to top


ოიამა იკუო
იაპონელი საზ. მოღვაწე (1880-1955)

38 ოკამ-ი (Ockham, Occam) უილიამ

▲back to top


ოკამ-ი (Ockham, Occam) უილიამ
ინგლისელი ფილოსოფოსი (1285-1349)

39 ოკან-ი (Ocagne) მორის

▲back to top


ოკან-ი (Ocagne) მორის
ფრანგი მათემატიკოსი (1862-1938)

40 ოკეგემ-ი (Ockeghem, Ockenheim, Okeghem და სხვ.) იოჰანეს (ჟან) დე

▲back to top


ოკეგემ-ი (Ockeghem, Ockenheim, Okeghem და სხვ.) იოჰანეს (ჟან) დე
ნიდერლანდელი კომპოზიტორი (დაახლ. 1425-1495)

41 ო'კეისი (O'Casey) შონ

▲back to top


ო'კეისი (O'Casey) შონ
ირლანდიელი მწერალი (1880-1964)

42 ო'კელი (O'Ceallaigh, O'Kelly) შონ ტომას

▲back to top


ო'კელი (O'Ceallaigh, O'Kelly) შონ ტომას
ირლანდიის სახელმწ. მოღვაწე (1882-1966)

43 ოკენ-ი (Oken) ლორენც

▲back to top


ოკენ-ი (Oken) ლორენც
გერმანელი ბუნებისმეტყველი და ნატურფილოსოფოსი (1779-1851)

44 ოკიერ-ი (Aakjœr) იეპე

▲back to top


ოკიერ-ი (Aakjœr) იეპე
დანიელი მწერალი (1866-1930)

45 ოკინლეკ-ი (Auchinlek) კლოდ ჯონ ეირ

▲back to top


ოკინლეკ-ი (Auchinlek) კლოდ ჯონ ეირ
ინგლისელი ფელდმარშალი (1884-1981)

46 ო'კონელ-ი (O'Connell) დანიელ

▲back to top


ო'კონელ-ი (O'Connell) დანიელ
ირლანდიის ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (1775-1847)

47 ო'კონორ-ი (O'Connor) ართურ

▲back to top


ო'კონორ-ი (O'Connor) ართურ
ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1763-1852)

48 ო'კონორ-ი (O'Connor) ფერგიუს ედუარდ

▲back to top


ო'კონორ-ი (O'Connor) ფერგიუს ედუარდ
ჩარტისტული მოძრაობის ლიდერი დიდ ბრიტანეთში, ორატორი, პუბლიცისტი (1796-1855)

49 ო'კონორ-ი (O'Connor) ფრენკ (ნამდვ. სახელი და გვარი

▲back to top


ო'კონორ-ი (O'Connor) ფრენკ (ნამდვ. სახელი და გვარი
მაიკლ ო'დონოვენი, O'Donovan) - ირლანდიელი მწერალი (1903-1966)

50 ოკუმა სიგენობუ

▲back to top


ოკუმა სიგენობუ
იაპონიის სახელმწ. მოღვაწე (1838-1922)

51 ოლარ-ი (Aulard) ფრანსუა ვიქტორ ალფონს

▲back to top


ოლარ-ი (Aulard) ფრანსუა ვიქტორ ალფონს
ფრანგი ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1849-1928)

52 ოლაფ V (Olav) ალექსანდერ ედუარდ კრისტიან ფრედერიკ

▲back to top


ოლაფ V (Olav) ალექსანდერ ედუარდ კრისტიან ფრედერიკ
ნორვეგიის მეფე (1903-1991)

53 ოლაფ II ჰარალდსონ-ი წმინდა (Olav Haraldsson den Hellige)

▲back to top


ოლაფ II ჰარალდსონ-ი წმინდა (Olav Haraldsson den Hellige)
ნორვეგიის მეფე (დაახლ. 995-1030)

54 ოლბერს-ი (Olbers) ჰაინრიხ ვილჰელმ

▲back to top


ოლბერს-ი (Olbers) ჰაინრიხ ვილჰელმ
გერმანელი ასტრონომი და ექიმი (1758-1840)

55 ოლბრახტ-ი (Olbracht) ივან (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი

▲back to top


ოლბრახტ-ი (Olbracht) ივან (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი
კამილ ზემანი, Zeman) - ჩეხი მწერალი და საზ. მოღვაწე (1882-1952)

56 ოლბრიხ-ი (Olbrich) იოზეფ მარია

▲back to top


ოლბრიხ-ი (Olbrich) იოზეფ მარია
ავსტრიელი არქიტექტორი (1867-1908)

57 ოლდენბარნეველტ-ი (Oldenbarnevelt), ბარნეველტი (Barnevelt) იან ვან

▲back to top


ოლდენბარნეველტ-ი (Oldenbarnevelt), ბარნეველტი (Barnevelt) იან ვან
ჰოლანდიის სახელმწ. მოღვაწე (1547-1619)

58 ოლდენბურგები (Oldenburg)

▲back to top


ოლდენბურგები (Oldenburg)
გერმანელი გრაფების საგვარეულო, საიდანაც სათავეს იღებს რამდენიმე სამეფო დინასტია (დანიაში, ნორვეგიაში, შვეციაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინში) (XV-XIX ს. ს.)

59 ოლდინგტონ-ი (Aldington) რიჩარდ

▲back to top


ოლდინგტონ-ი (Aldington) რიჩარდ
ინგლისელი მწერალი (1892-1962)

60 ოლდრინ-ი (Aldrin) ედუინ

▲back to top


ოლდრინ-ი (Aldrin) ედუინ
აშშ-ის კოსმონავტი მფრინავი (დ. 1930)

61 ოლდრიჯ-ი (Aldridge) აიარა ფრედერიკ

▲back to top


ოლდრიჯ-ი (Aldridge) აიარა ფრედერიკ
ამერიკელი ზანგი მსახიობი (1805-1867)

62 ოლდრიჯ-ი (Aldridge) ჯეიმზ

▲back to top


ოლდრიჯ-ი (Aldridge) ჯეიმზ
ინგლისელი მწერალი და საზ. მოღვაწე (დ. 1918)

63 ოლეარიუს-ი (Olearius), ელშლეგერი (Ölschläger) ადამ

▲back to top


ოლეარიუს-ი (Olearius), ელშლეგერი (Ölschläger) ადამ
გერმანელი მწერალი და დიპლომატი (1603-1671)

64 ოლენჰაუერ-ი (Ollenhauer) ერიხ

▲back to top


ოლენჰაუერ-ი (Ollenhauer) ერიხ
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი (1901-1963)

65 ოლესნიცკი (Oleśnicki) ზბიგნიევ

▲back to top


ოლესნიცკი (Oleśnicki) ზბიგნიევ
პოლონელი საეკლესიო მოღვაწე (1389-1455)

66 ოლივარეს-ი (Olivares) გასპარ დე გუსმანი (Guzmán)

▲back to top


ოლივარეს-ი (Olivares) გასპარ დე გუსმანი (Guzmán)
ესპანეთის სახელმწ. მოღვაწე (1587-1645)

67 ოლივეირა მარტინს-ი (Oliveira Martins) ჟოაკინ პედრუ დი

▲back to top


ოლივეირა მარტინს-ი (Oliveira Martins) ჟოაკინ პედრუ დი
პორტუგალიელი ისტორიკოსი და პოლიტ. მოღვაწე (1845-1894)

68 ოლივერ-ი (Oliver) მარია როსა

▲back to top


ოლივერ-ი (Oliver) მარია როსა
არგენტინელი მწერალი ქალი, ლათინური ამერიკის საზ. მოღვაწე (1898-1977)

69 ოლივიე (Ollivier) ემილ

▲back to top


ოლივიე (Ollivier) ემილ
საფრანგეთის სახელმწ. მოღვაწე (1825-1913)

70 ოლივიე (Olivier) ლორენს

▲back to top


ოლივიე (Olivier) ლორენს
ინგლისელი თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი (1907-1989)

71 ოლშევსკი (Olszewski) კაროლ სტანისლავ

▲back to top


ოლშევსკი (Olszewski) კაროლ სტანისლავ
პოლონელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1846-1915)

72 ომ-ი (Ohm) გეორგ ზიმონ

▲back to top


ომ-ი (Ohm) გეორგ ზიმონ
გერმანელი ფიზიკოსი (1787-1854)

73 ომაიანები

▲back to top


ომაიანები
არაბი ხალიფების დინასტია დამასკის სახალიფოში (661-750), კორდოვის საამიროსა (756-929) და კორდოვის სახალიფოში (929-1031)

74 ომარ ხაიამ-ი ღიას ალ-დინ აბუ ლ-ფათჰ იბნ იბრაჰიმ ნიშაბური

▲back to top


ომარ ხაიამ-ი ღიას ალ-დინ აბუ ლ-ფათჰ იბნ იბრაჰიმ ნიშაბური
შუა საუკუნეების აღმოსავლეთის მეცნიერი, სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის წარმომადგენელი (1048-1122)

75 ომერ სეიფედინ-ი (Omer Seyfettin)

▲back to top


ომერ სეიფედინ-ი (Omer Seyfettin)
თურქი მწერალი (1884-1920)

76 ომოლ-ი (Homolle) თეოფილ

▲back to top


ომოლ-ი (Homolle) თეოფილ
ფრანგი არქეოლოგი (1848-1925)

77 ონგსტრემ-ი (Ångström) ანდერს იონას

▲back to top


ონგსტრემ-ი (Ångström) ანდერს იონას
შვედი ფიზიკოსი (1814-1874)

78 ონგსტრემ-ი (Ångström) ანდერს კნუტსონ

▲back to top


ონგსტრემ-ი (Ångström) ანდერს კნუტსონ
შვედი ფიზიკოსი (1888-1978)

79 ონგსტრემ-ი (Ångström) კნუტ იუჰან

▲back to top


ონგსტრემ-ი (Ångström) კნუტ იუჰან
შვედი გეოფიზიკოსი (1857-1910)

80 ონეგერ-ი (Honegger) არტიურ

▲back to top


ონეგერ-ი (Honegger) არტიურ
ფრანგი კომპოზიტორი და მუსიკალური მოღვაწე (1892-1955)

81 ონერვა ლ. [Onerva, ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი

▲back to top


ონერვა ლ. [Onerva, ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი
ჰილია ონერვა ლეჰტინენი, Lehtinen, ქორწინებით - მადეტოა] - ფინელი მწერალი ქალი (1882-1972)

82 ო'ნილ-ი (O'Neill) იუჯინ გლადსტონ

▲back to top


ო'ნილ-ი (O'Neill) იუჯინ გლადსტონ
ამერიკელი დრამატურგი (1888-1953)

83 ო'ნილ-ი (O'Neill) ოუენ როე

▲back to top


ო'ნილ-ი (O'Neill) ოუენ როე
ირლანდიელთა 1641-52 აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1590-1649)

84 ო'ნილ-ი (O'Neill) ჰუგ (ჰიუ), გრაფი ტირონი

▲back to top


ო'ნილ-ი (O'Neill) ჰუგ (ჰიუ), გრაფი ტირონი
ირლანდიის ერთ-ერთი კლანის მეთაური ოლსტერში (დაახლ. 1540-1616)

85 ონკენ-ი (Oncken) ჰერმან

▲back to top


ონკენ-ი (Oncken) ჰერმან
გერმანელი ისტორიკოსი (1869-1945)

86 ონსაგერ-ი (Onsager) ლარს

▲back to top


ონსაგერ-ი (Onsager) ლარს
ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ფიზიკოსი და ქიმიკოსი; ეროვნებით ნორვეგიელი, 1928 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში (1903-1976)

87 ონჩულ-ი (Onciul) დიმიტრიე

▲back to top


ონჩულ-ი (Onciul) დიმიტრიე
რუმინელი ისტორიკოსი (1856-1923)

88 ოორტ-ი (Oort) იან ჰენდრიკ

▲back to top


ოორტ-ი (Oort) იან ჰენდრიკ
ნიდერლანდელი ასტრონომი (1900-1992)

89 ოპენჰაიმერ-ი (Oppenheimer) რობერტ

▲back to top


ოპენჰაიმერ-ი (Oppenheimer) რობერტ
ამერიკელი ფიზიკოსი (1904-1967)

90 ოპიც-ი (Opitz) კარლ ლუდვიგ

▲back to top


ოპიც-ი (Opitz) კარლ ლუდვიგ
გერმანელი მწერალი (გდრ) (დ. 1914-?)

91 ოპიც-ი (Opitz) მარტინ

▲back to top


ოპიც-ი (Opitz) მარტინ
გერმანელი პოეტი და ხელოვნების თეორეტიკოსი (1597-1639)

92 ოპიც-ი (Opiz) ფილიპ მაქსიმილიან

▲back to top


ოპიც-ი (Opiz) ფილიპ მაქსიმილიან
ჩეხი ბოტანიკოსი (1787-1858)

93 ოპოლცერ-ი (Oppolzer) თეოდორ

▲back to top


ოპოლცერ-ი (Oppolzer) თეოდორ
ავსტრიელი ასტრონომი (1841-1886)

94 ოჟე (Auger) პიერ ვიქტორ

▲back to top


ოჟე (Auger) პიერ ვიქტორ
ფრანგი ფიზიკოსი (1899-1993)

95 ოჟერო (Augereau) პიერ ფრანსუა შარლ

▲back to top


ოჟერო (Augereau) პიერ ფრანსუა შარლ
საფრანგეთის მარშალი (1757-1816)

96 ოჟეშკო, ოჟეშკოვა (Orzeskowa) ელიზა

▲back to top


ოჟეშკო, ოჟეშკოვა (Orzeskowa) ელიზა
პოლონელი მწერალი ქალი (1841-1910)

97 ორა (Ora) ანტონიო

▲back to top


ორა (Ora) ანტონიო
ფილიპინების მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1890-1931)

98 ორბინი (Orbini) მავრო

▲back to top


ორბინი (Orbini) მავრო
დალმაციელი ისტორიკოსი (გ. 1614)

99 ორელიანა (Orellana) ფრანსისკო დე

▲back to top


ორელიანა (Orellana) ფრანსისკო დე
ესპანელი კონკისტადორი (1505 ან 1511-1546 ან 1550)

100 ორემ-ი (Oresme) ნიკოლა

▲back to top


ორემ-ი (Oresme) ნიკოლა
ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი და ეკონომისტი (დაახლ. 1323-1382)

101 ორთაჩ-ი (Ortaç) იუსუფ ზია

▲back to top


ორთაჩ-ი (Ortaç) იუსუფ ზია
თურქი პოეტი (1895-1967)

102 ორიგენე ალექსანდრიელი (Origenēs)

▲back to top


ორიგენე ალექსანდრიელი (Origenēs)
ქრისტიანი თეოლოგი და ფილოსოფოსი (დაახლ. 185-253 ან 254)

103 ორიკ-ი (Auric) ჟორჟ

▲back to top


ორიკ-ი (Auric) ჟორჟ
ფრანგი კომპოზიტორი (1899-1983)

104 ორიოლ-ი (Auriol) ვენსან

▲back to top


ორიოლ-ი (Auriol) ვენსან
საფრანგეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1884-1966)

105 ო'რიორდან-ი (O'Riordan) მაიკლ

▲back to top


ო'რიორდან-ი (O'Riordan) მაიკლ
ირლანდიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1917-2006)

106 ორკან-ი (Orkan) ვლადისლავ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი

▲back to top


ორკან-ი (Orkan) ვლადისლავ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი
ფრანციშეკ სმრეჩინსკი, Smreczyński) - პოლონელი მწერალი (1875-1930)

107 ორკანია (Orcagna) ანდრეა (საკუთრივ

▲back to top


ორკანია (Orcagna) ანდრეა (საკუთრივ
დი ჩონე, Di Cione) - იტალიელი ფერმწერი (1343 ან 1344-1368)

108 ორლანდო (Orlando) ვიტორიო ემანუელე

▲back to top


ორლანდო (Orlando) ვიტორიო ემანუელე
იტალიის სახელმწ. მოღვაწე (1860-1952)

109 ორლოვსკი (Orłowski) ალექსანდრე ოსიპის ძე

▲back to top


ორლოვსკი (Orłowski) ალექსანდრე ოსიპის ძე
პოლონელი და რუსი ფერმწერი (1777-1832)

110 ორმანდი (Ormandy; ნამდვ. გვარი

▲back to top


ორმანდი (Ormandy; ნამდვ. გვარი
ბლაუ, Blau) იუჯინ - ამერიკელი დირიჟორი; ეროვნებით უნგრელი (1899-1985)

111 ოროსკო (Orozco) ხოსე კლემენტე

▲back to top


ოროსკო (Orozco) ხოსე კლემენტე
მექსიკელი ფერმწერი (1883-1949)

112 ორპენ-ი (Orpen) უილიამ ნიუენემ მონტეგიუ

▲back to top


ორპენ-ი (Orpen) უილიამ ნიუენემ მონტეგიუ
ინგლისელი ფერმწერი (1878-1931)

113 ორსინი (Orsini) ფელიჩე

▲back to top


ორსინი (Orsini) ფელიჩე
იტალიის რისორჯიმენტოს მოღვაწე (1819-1858)

114 ორტა (Horta) ვიქტორ

▲back to top


ორტა (Horta) ვიქტორ
ბელგიელი არქიტექტორი (1861-1947)

115 ორტეგა საავედრა (Ortega Saavedra) დანიელ

▲back to top


ორტეგა საავედრა (Ortega Saavedra) დანიელ
ნიკარაგუის სახელმწ. მოღვაწე (დ. 1945)

116 ორტეგა ი გასეტ-ი (Ortega y Gasset)

▲back to top


ორტეგა ი გასეტ-ი (Ortega y Gasset)
ესპანელი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, ესთეტიკოსი, საზ. მოღვაწე (1883-1955)

117 ორტელიუს-ი (Ortelius, Oertel) აბრაჰამ

▲back to top


ორტელიუს-ი (Ortelius, Oertel) აბრაჰამ
ფლამანდელი კარტოგრაფი (1527-1598)

118 ორტის-ი, ორტის ი ფერნანდესი (Ortiz

▲back to top


ორტის-ი, ორტის ი ფერნანდესი (Ortiz
y - Fernandez) ფერნანდო - კუბელი მეცნიერი, ისტორიის, ეთნოგრაფიის, სოციოლოგიისა და ფოლკლორის სპეციალისტი (1881-1969)

119 ორუელ-ი (Orwell) ჯორჯ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი

▲back to top


ორუელ-ი (Orwell) ჯორჯ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი
ერიკ ბლეარი, Blair) - ინგლისელი მწერალი (1903-1950)

120 ორფ-ი (Orff) კარლ

▲back to top


ორფ-ი (Orff) კარლ
გერმანელი კომპოზიტორი, პედაგოგი, თეატრალური მოღვაწე და დრამატურგი (გფრ) (1895-1982)

121 ორფელინ-ი (ფსევდ.; ნამდვ. გვარი

▲back to top


ორფელინ-ი (ფსევდ.; ნამდვ. გვარი
სტეფანოვიჩი, Стефановиħ) ზახარიე - სერბი განმანათლებელი, მწერალი, ისტორიკოსი (1726-1785)

122 ორჰან ველი ქანიქ-ი (Orhan Veli Kanik)

▲back to top


ორჰან ველი ქანიქ-ი (Orhan Veli Kanik)
თურქი პოეტი (1914-1950)

123 ორჰან სეიფი ორჰონ-ი (Orhan Seyfi Orhon)

▲back to top


ორჰან სეიფი ორჰონ-ი (Orhan Seyfi Orhon)
თურქი მწერალი და ჟურნალისტი (1890-1972)

124 ორჰან ქემალ-ი (Orhan Kemali; ნამდვ. სახელი

▲back to top


ორჰან ქემალ-ი (Orhan Kemali; ნამდვ. სახელი
მეჰმედრაშიდ ოგუთჩუ, Mehmet Raşit Ögütçu) - თურქი მწერალი (1914-1970)

125 ორჰან ჰანჩერლიოღლუ (Orhan Hançerlioğlu)

▲back to top


ორჰან ჰანჩერლიოღლუ (Orhan Hançerlioğlu)
თურქი მწერალი (1916-1991)

126 ოსანაი კაორუ

▲back to top


ოსანაი კაორუ
იაპონელი მწერალი, თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი (1881-1928)

127 ოსიეცკი (Ossietzky) კარლ ფონ

▲back to top


ოსიეცკი (Ossietzky) კარლ ფონ
გერმანელი პუბლიცისტი (1889-1938)

128 ოსიო ჰეიჰატირო

▲back to top


ოსიო ჰეიჰატირო
იაპონიის 1837 წლის აჯანყების ხელმძღვანელი (1796-1837)

129 ოსკარ I (Oskar)

▲back to top


ოსკარ I (Oskar)
შვეციის მეფე (1799-1859)

130 ოსკარ II (Oskar)

▲back to top


ოსკარ II (Oskar)
შვეციის მეფე (1872-1907)

131 ოსმან I გაზი

▲back to top


ოსმან I გაზი
ოსმალეთის სულთანი [დაახლ. 1258-1324 (სხვა ვარაუდით 1326)]

132 ოსმან დან ფოდიო

▲back to top


ოსმან დან ფოდიო
ხელისუფალთა წინააღმდეგ აჯანყების ხელმძღვანელი დას. სუდანში (1744-1817)

133 ოსმანები, ოსმალები (Osman oğullari)

▲back to top


ოსმანები, ოსმალები (Osman oğullari)
თურქეთის სულთანთა დინასტია (1299/1300-1922)

134 ოსმან ნური-ფაშა (Osman Nuri Paşa)

▲back to top


ოსმან ნური-ფაშა (Osman Nuri Paşa)
ოსმალეთის მხედართუფროსი, მარშალი (მუშირი) (1832-1900)

135 ოსმონ-ი (Osmond) ფლორის

▲back to top


ოსმონ-ი (Osmond) ფლორის
ფრანგი ინჟინერ-მეტალურგი და ლითონმცოდნე (1849-1912)

136 ოსონ-ი, დ'ოსონი (d'Ohsson) აბრაჰამ კონსტანტინ

▲back to top


ოსონ-ი, დ'ოსონი (d'Ohsson) აბრაჰამ კონსტანტინ
შვედი დიპლომატი და აღმოსავლეთმცოდნე (1779-1851)

137 ოსტადე (Ostade) ადრიან ვან

▲back to top


ოსტადე (Ostade) ადრიან ვან
ჰოლანდიელი ფერმწერი (მოინათლა 1610-1685)

138 ოსტერვა (Osterwa) იულიუშ (ფსევდ.; ნამდვ. გვარი

▲back to top


ოსტერვა (Osterwa) იულიუშ (ფსევდ.; ნამდვ. გვარი
მალუშეკი, Maluszek) - პოლონელი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1885-1947)

139 ოსტვალდ-ი (Ostwald) ვილჰელმ ფრიდრიხ

▲back to top


ოსტვალდ-ი (Ostwald) ვილჰელმ ფრიდრიხ
გერმანელი ქიმიკოსი და ფილოსოფოსი (1853-1932)

140 ოსტინ-ი (Austin) ჯეინ

▲back to top


ოსტინ-ი (Austin) ჯეინ
ინგლისელი მწერალი ქალი (1775-1817)

141 ოსტრორუგ-ი (Ostroróg) იან

▲back to top


ოსტრორუგ-ი (Ostroróg) იან
პოლონელი ჰუმანისტი, პუბლიცისტი (1436-1501)

142 ოსტჰოფ-ი (Osthoff) ჰერმან

▲back to top


ოსტჰოფ-ი (Osthoff) ჰერმან
გერმანელი ენათმეცნიერი (1847-1907)

143 ოტა იოკო

▲back to top


ოტა იოკო
იაპონელი მწერალი ქალი (1906-1963)

144 ოტა კაორუ

▲back to top


ოტა კაორუ
იაპონელი პროფკავშირული მოღვაწე 1912-1998)

145 ოტან-ლარა (Autant-Lara) კლოდ

▲back to top


ოტან-ლარა (Autant-Lara) კლოდ
ფრანგი კინორეჟისორი (1903-2000)

146 ოტერო სილვა (Otero Silva) მიგელ

▲back to top


ოტერო სილვა (Otero Silva) მიგელ
ვენესუელელი მწერალი (1908-1985)

147 ოტმან-ი (Hotman) ფრანსუა

▲back to top


ოტმან-ი (Hotman) ფრანსუა
ფრანგი პუბლიცისტი, იურისტი (1524-1590)

148 ოტო I (Otto)

▲back to top


ოტო I (Otto)
„საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი (912-973)

149 ოტო II (Otto)

▲back to top


ოტო II (Otto)
„საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი (955-983)

150 ოტო III (Otto)

▲back to top


ოტო III (Otto)
„საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი (980-1002)

151 ოტო IV (Otto) ბრაუნშვაიგელი

▲back to top


ოტო IV (Otto) ბრაუნშვაიგელი
„საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი (1175-1218)

152 ოტო (Otto) ნიკოლაუს ავგუსტ

▲back to top


ოტო (Otto) ნიკოლაუს ავგუსტ
გერმანელი კონსტრუქტორი და მეწარმე (1832-1891)

153 ოტო ბამბერგელი (Otto von Bamberg)

▲back to top


ოტო ბამბერგელი (Otto von Bamberg)
გერმანელი საეკლ. მოღვაწე (დაახლ. 1060-1139)

154 ოტო ფრაიზინგელი (Otto von Freising)

▲back to top


ოტო ფრაიზინგელი (Otto von Freising)
გერმანელი ისტორიკოსი (1111- ის შემდეგ - 1158)

155 ოტჩენაშეკ-ი (Otčenášek) იან

▲back to top


ოტჩენაშეკ-ი (Otčenášek) იან
ჩეხი მწერალი (1924-1979)

156 ოუენ-ი (Owen) რიჩარდ

▲back to top


ოუენ-ი (Owen) რიჩარდ
ინგლისელი ზოოლოგი, ანატომი და პალეონტოლოგი (1804-1892)

157 ოუენ-ი (Owen) რობერტ

▲back to top


ოუენ-ი (Owen) რობერტ
ინგლისელი სოციალისტ-უტოპისტი (1771-1858)

158 ოუიან სიუ (მეორე სახელი

▲back to top


ოუიან სიუ (მეორე სახელი
იუნ-შუ) ჩინელი მწერალი (1007-1072)

159 ოუიან შან-ი

▲back to top


ოუიან შან-ი
ჩინელი მწერალი (1908-2004)

160 ო'ფაოლეინ-ი (O'Faolain) შონ

▲back to top


ო'ფაოლეინ-ი (O'Faolain) შონ
ირლანდიელი მწერალი (1900-1991)

161 ოფენბახ-ი (Offenbach; ნამდვ. გვარი

▲back to top


ოფენბახ-ი (Offenbach; ნამდვ. გვარი
ებერშტი, Eberscht) ჟაკ (იაკობ) - ფრანგი კომპოზიტორი და თეატრის რეჟისორი; წარმოშობით გერმანელი ებრაელი (1819-1880)

162 ო'ფლაერტი (O'Flaherty) ლაიამ

▲back to top


ო'ფლაერტი (O'Flaherty) ლაიამ
ირლანდიელი მწერალი (1897-1984)

163 ოქს-ი (Ochs) პეტერ

▲back to top


ოქს-ი (Ochs) პეტერ
შვეიცარიის პოლტ. მოღვაწე (1752-1821)

164 ოქსენშერნა (Oxenstierna) აქსელ, გრაფი სედერმერე (Södermere)

▲back to top


ოქსენშერნა (Oxenstierna) აქსელ, გრაფი სედერმერე (Södermere)
შვეციის სახელმწ. მოღვაწე (1583-1654)

165 ოქსენშერნა (Oxenstierna) იუჰან გაბრიელ

▲back to top


ოქსენშერნა (Oxenstierna) იუჰან გაბრიელ
შვედი პოეტი, სახელმწ. მოღვაწე (1750-1818)

166 ოშ-ი (Hoche) ლუი ლაზარ

▲back to top


ოშ-ი (Hoche) ლუი ლაზარ
ფრანგი გენერალი (1768-1797)

167 ოჩოა (Ochoa) სევერო

▲back to top


ოჩოა (Ochoa) სევერო
ამერიკელი ბიოქიმიკოსი (1905-1993)

168 ოძაკი კოიო (ფსევდ.; ნამდვ. სახელი

▲back to top


ოძაკი კოიო (ფსევდ.; ნამდვ. სახელი
ტოკუტარო) - იაპონელი მწერალი (1867-1903)

169 ოხედა (Hojeda, Ojeda) ალონსო დე

▲back to top


ოხედა (Hojeda, Ojeda) ალონსო დე
ესპანელი ზღვაოსანი, კონკისტადორი (1468-1516)

170 ოხედა (Ojeda) ფელიქს

▲back to top


ოხედა (Ojeda) ფელიქს
პუერტო-რიკოს მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1903-1976)

171 ოხოროვიჩ-ი (Ochorowicz) იულიან

▲back to top


ოხოროვიჩ-ი (Ochorowicz) იულიან
პოლონელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და გამომგონებელი (1850-1917)

172 ოჯერ-ი (Odger) ჯორჯ

▲back to top


ოჯერ-ი (Odger) ჯორჯ
ინგლისის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1813-1877)

173 ო'ჰარა (O'Hara) ჯონ ჰენრი

▲back to top


ო'ჰარა (O'Hara) ჯონ ჰენრი
ამერიკელი მწერალი (1905-1970)

174 ო'ჰენრი (O'Henry; ნამდვ. სახელი და გვარი

▲back to top


ო'ჰენრი (O'Henry; ნამდვ. სახელი და გვარი
უილიამ სიდნი პორტერი, Porter) - ამერიკელი მწერალი (1862-1910)

175 ო'ჰიგინს-ი (O'Higgins) ბერნარდო

▲back to top


ო'ჰიგინს-ი (O'Higgins) ბერნარდო
ჩილეს სახელმწ. და სამხ. მოღვაწე (1776-1842)