უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი





საბიბლიოთეკო ჩანაწერი:

ლექსიკონის შექმნის თარიღი: 1989

კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება

ლექსიკონის აღწერა: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია ენათმეცნიერების ინსტიტუტი სარედაქციო საბჭო: ი. აბაშიძე (თავმჯდომარე), ა. კობახიძე, ქ. ლომთათიძე, ა. საყვარელიძე, ც.ცერცვაძე, მ. ჭაბაშვილი, ბ. ჯორბენაძე

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია

რედაქტორები ა. კობახიძე, მ. ჭაბაშვილი

თბილისი.

განხილული და მოწონებულია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ

1 წინასიტყვაობა

▲back to top


წინასიტყვაობა

არსებობს უცხოურ პირთა და გეოგრაფიულ სახელთა გადმოცემის გარკვეული ტრადიცია და მათი მართლწერა ძირითადად მყარია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარაფერია მოსაგვარებელი. ხშირად გვაქვს ცალკეული სახელების პარალელური ფორმები. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მაგალითად, ერთი და იმავე გეოგრაფიული ადგილის ან პიროვნების სახელის ერთი ფორმა შემოსულია უშუალოდ იმ ენიდან, რომლის კუთვნილებაცაა იგი, მეორე - სხვა ენის (ყველაზე უფრო ხშირად რუსულის) მეშვეობით; სიტყვა ნასესხებია ან მისი დაწერილობის, ან გამოთქმის მიხედვით (ვეიმარი - ვაიმარი, კლიბერნი - კლაიბერნი, ებერდინი - აბერდინი); ზოგჯერ ესა თუ ის სახელი მცდარად იხმარება (ოგაიო - ოჰაიოს ნაცვლად, ბირმინჰემი - ბირმინგემის ნაცვლად, შტუტჰარტი - შტუტგარტის მაგივრად, ჰიბრალტარსაც კი შეხვდებით გიბრალტარის ადგილას). სხვადასხვა პირს სხვადასხვაგვარად გადმოაქვს ქართულად ზოგი სიტყვა (მიუნხენი და მიუნჰენი, ციურიხი და ციურიჰი, ბრეხტი და ბრეჰტი, კელნი და კიოლნი ან კოლნი). ეს არც არის გასაკვირი - ითარგმნება დიდძალი ლიტერატურა, საგაზეთო მასალა. მთარგმნელები ბევრ სიძნელეს აწყდებიან უცხოური საკუთარი სახელების გადმოღებისას, გვხვდება სიჭრელე მათ ქართულ დაწერილობაში. ხშირად მთარგმნელებს სხვადასხვა შეხედულება აქვთ ამა თუ იმ სახელის ქართულად გადმოცემასთან დაკავშირებით.

კარგა ხანია მომწიფებულია უცხოურ საკუთარ სახელთა უნიფიკაციის საკითხი. უნიფიკაციის საჭიროებამ განსაკუთრებით იჩინა თავი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის (ქსე) შემდგენელთა წინაშე. აუცილებელი იყო ენციკლოპედიაში შესულ სახელთა გადმოცემის მოწესრიგება. შეძლებისდაგვარად ეს გაკეთდა უკვე გამოცემული „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების“ I კრებულისა (1970 და 1986) და ვ. თოფურიას და ივ. გიგინეიშვილის მიერ შედგენილი „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ (1968) მონაცემების მიხედვით, აგრეთვე ცალკეული ენების სპეციალისტთა აზრის გათვალისწინებით.

უცხოურ საკუთარ სახელთა უნიფიკაციის მიზნით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1970 წლის დადგენილების შესაბამისად შედგენილია „საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1988) და წინამდებარე „უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“. ამ ლექსიკონებში შესულია საკუთარი სახელები, რომლებიც კი გვხვდება ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიასა (ტტ. I-II, 1975-1987) და დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში (Большая Советская Энциклопедия, III გამოც., ტტ. I-30, 1969-1978).

ლექსიკონი, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ორთოგრაფიულია და ამდენად მისი ძირითადი დანიშნულებაა უჩვენოს მკითხველს, თუ როგორ იწერება ქართულად ესა თუ ის უცხოური სახელი. ამავე დროს მოცემულია ძალიან მოკლე განმარტება (ვინ არის ესა თუ ის პიროვნება) და დაბადება-გარდაცვალების თარიღები1

აინშტაინ-ი (Einstein) ალბერტ - გერმანელი ფიზიკოსი (1879-1955).

თაგორ-ი რაბინდრანათ - ინდოელი მწერალი და მოაზროვნე (1861-1941).

რუზველტ-ი (Roosevelt) ფრანკლინ დელანო - აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (1882-1945).

ოგჯერ ძირითად სახელთან ერთად მოცემულია მისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული პარალელური სახელი (სახელები).

იბ

ნ სინა, აბუ ალი იბნ სინა (ლათინიზებული - ავიცენა)...

ზოგჯერ სახელი ცნობილია ორგვარი დაწერილობით (განსხვავება ფონეტიკურია). ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთს აქვს მინიჭებული უპირატესობა და დეფინიცია მასთანაა მოცემული, ხოლო მეორესთან მითითებაა:

დირიხლე, იხ. დირიკლე.

ვილსონ-ი, იხ. უილსონი.

* * *

თანხმოვანფუძიან სახელებში სახელობითი ბრუნვის ნიშანი ი გამოყოფილია და ანბანის რიგში არ შედის. მაგ., ჯერ არის ვილდ-ი, შემდეგ - ვილდგანს-ი, მაგრამ თუ სიტყვის ბოლოში ი ფუძისეულია (ე.ი. უცხო ენაშივე აქვს იგი სახელს), რა თქმა უნდა, გამოყოფილი არ არის და ანბანის რიგში ჩათვლილია (პუჩინი, სკარლატი, დონიცეტი...).

არაბული გვარების არტიკლი ალ- ანბანის რიგში არ ითვლება: ალ-ბირუნი - ბ-ზე უნდა ვეძებოთ, ალ-კაზვინი - კ-ზე, ალ-მაარი - მ-ზე.

ქალთა უცხოური (ფრანგული, ინგლისური, გერმანული) თანხმოვანფუძიანი სახელები ქართულში შემოსულია რუსულის გზით (ა დაბოლოებით): ჟანა, ჟანეტა, ანეტა, მადლენა, ჰენრიეტა (ან გენრიეტა), ალისა, ინეზა და მისთ. მაგრამ ბოლო ათწლეულებში, როდესაც მხატვრული ლიტერატურა ამა თუ იმ ენიდან უპირატესად უშუალოდ ითარგმნება, მდგომარეობა შეცვლილია. ასეთი სახელები უკვე გადმოაქვთ დედნისეულ ფორმასთან მიახლოებით და გვაქვს ჟოზეფინ-ი, ფრანსუაზ-ი, მადლენ-ი, ჟენევიევ-ი, მარგარეტ-ი, გერტრუდ-ი, ელიზაბეთ-ი, ბრიჟიტ-ი, რუთ-ი, ლილიან-ი, ნიკოლ-ი, ვივიენ-ი და ა.შ.

კაცისა და ქალის ზოგი ფრანგული სახელის ფუძე საერთოა. განსხვავება დაბოლოებაშია (და ერთგვარად წარმოთქმაშიც). მაგ., Jean (კაცის სახელი), Jeanne (ქალისა; ქართულად ორივე გამოითქმის როგორც ჟან. ასევე Simon (კაცისა), Simone (ქალისა), ქართულად სიმონ; Daniel (კაცისა), Danielle (ქალისა) - დანიელ; Gabriel (კაცისა), Gabrielle (ქალისა) - გაბრიელ.

ლექსიკონში საკუთარი სახელები შეტანილია ძირითადად იმ რედაქციით, რომლითაც ისინი შევიდა ქსე-ში.

ქსე-ში შესული საკუთარი სახელების რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს ქსე-ის უფროსმა სამეცნიერო რედაქტორმა კონა გიგინეიშვილმა და სხვადასხვა ენის სპეციალისტებმა: პროფ. ნიკო ყიასაშვილმა (ინგლისური), დოც. ნუნუ ქადეიშვილმა (ფრანგული), პროფ. ნოდარ კაკაბაძემ (გერმანული), პროფ. ალექსი ლეკიაშვილმა და პროფ. ვლადიმერ ახვლედიანმა (არაბული), აკად. სერგი ჯიქიამ და წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა ცისანა აბულაძემ (თურქული), პროფ. ჯემშიდ გიუნაშვილმა (სპარსული), დოც. გრიგოლ ნახუცრიშვილმა (ინდური ენები), უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნისან ბაბალიკაშვილმა (ებრაული). კონსულტაციას გვიწევდნენ: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გრიგოლ გიორგაძე (ძვ. აღმოსავლეთი), დოც. სტანისლავ რავიჩი (პოლონური), პროფ. აკაკი ურუშაძე (ახ. ბერძნული).

ლექსიკონის მთელი მასალის პირველადი რედაქცია ეკუთვნით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ივანე გიგინეიშვილს, ენათმეცნიერების ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელს მიხეილ ჭაბაშვილს და უფროს მეცნიერ-თანამშრომელს ალექსანდრე კობახიძეს (1982 წლიდან).

რედაქტირებაზე იმუშავეს აგრეთვე თსუ-ის უფროსმა მასწავლებელმა არიანე ჭანტურიამ (ინგლისური), დოც. ნუნუ ქადეიშვილმა (ფრანგული), პროფ. ნოდარ კაკაბაძემ (გერმანული), პროფ. ვლადიმერ ახვლედიანმა (არაბული), პროფ. ჯემშიდ გიუნაშვილმა (სპარსული); კონსულტაციას გვიწევდნენ პროფ. აკაკი ურუშაძე (ახ. ბერძნული), ფილოლ. მეცნ. კანდიდატი შალვა გაბესკირია (თურქული); უცხოენოვან ბგერათა გადმოცემის წესების თაობაზე სასარგებლო შენიშვნები მოგვცა დოც. შუქია აფრიდონიძემ.

იმ ევროპული ენებიდან შემოსული სახელების მართლწერის დასადგენად, რომელთა სპეციალისტები არ გვყავდა, ვიყენებდით რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენციკლოპედიებს და ვცდილობდით, შეძლებისდაგვარად ადეკვატურად გადმოგვეცა ისინი.

რაც შეეხება ჩინურ, იაპონურ, კორეულ და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნების (პაკისტანი, შრი-ლანკა, ნეპალი, ბირმა, ტაილანდი, ლაოსი, კამპუჩია, ვიეტნამი, ფილიპინები, ინდონეზია, მონღოლეთი), აგრეთვე აფრიკის მკვიდრთა ენებიდან შემოღწეულ სახელებს, ისინი გავმართეთ ძირითადად რუსულის მიხედვით. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამ სახელებში გვხვდებოდა ბგერა ჰ, რომელიც რუსულში არ არის, ვეყრდნობოდით უცხოური ენციკლოპედიების ჩვენებას.

ლექსიკონს საბოლოო რედაქცია გაუკეთეს მ. ჭაბაშვილმა და ა. კობახიძემ. აწყობილი ტექსტი მთლიანად წაიკითხა და გააკონტროლა ა. ჭანტურიამ. რედაქტორებს დიდი დახმარება გაუწიეს ქსე-ის სალიტერატურო კონტროლის რედაქციის უფროსმა სამეცნიერო რედაქტორებმა მზიური დუგლაძემ და მანანა მაკალათიამ. ინგლისური საკუთარი სახელების დამუშავებაში რედაქტორებს ეხმარებოდნენ ქსე-ის სამეცნიერო რედაქტორები ელადა ჯაში და რუსუდან ფოფხაძე.

* * *

ევროპული ენებიდან ნასესხები საკუთარი სახელების ქართული მართლწერა ემყარება ქვემოთ მოყვანილ წესებს.

_____________

1. ჩვენი საუკუნის ზოგი მოღვაწის გარდაცვალების წლის დადგენა ვერ მოხერხდა (ბოლო მონაცემები აღებული გვაქვს საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონიდან - Советский Энциклопедический Словарь, 1986).

2 ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერისა და ბგერათკომპლექსის გადმოცემა ქართულში

▲back to top


ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერისა და ბგერათკომპლექსის გადმოცემა ქართულში*

გერმანული

aa - აა (და არა: ა): Aachen - აახენ-ი

ä ან ae - ე: Gräbner - გრებნერ-ი, Graebe - გრებე, Güldenstaedt - გიულდენშტედტ-ი.

ch - ხ (და არა: ჰ): Zürich - ციურიხ-ი, Buchenwald - ბუხენვალდ-ი, Bochum - ბოხუმ-ი.

ch - კ (და არა: ქ): Christoph - კრისტოფ-ი, Christian - კრისტიან-ი.

ck - კ: Dick - დიკ-ი, Becker - ბეკერ-ი.

dt - დტ: Schmidt - შმიდტ-ი, Brandt - ბრანდტ-ი.

ee - ეე (და არა: ე): Bodensee - ბოდენზეე.

ei და ey - აი: Einstein - აინშტაინ-ი, Braunschweig - ბრაუნშვაიგ-ი, Heinrich - ჰაინრიხ-ი, Beyer - ბაიერ-ი, Weydemeyer - ვაიდემაიერ-ი.

eu - ოი: Bleuler - ბლოილერ-ი, Feuerbach - ფოიერბახ-ი, Eugen - ოიგენ-ი, მაგრამ (ტრადიციის გამო) Euler - ეილერ-ი.

h - ჰ: Hamburg - ჰამბურგ-ი, Hermann Hesse - ჰერმან ჰესე.

h (არ გამოითქმის):

ა) სიტყვის ბოლოს: Neuloh - ნოილო.

ბ) r-ს შემდეგ: Rhowolt - როვოლტ-ი.

გ) ხმოვნის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს თანხმოვანი: Behling - ბელინგ-ი, Behrendt - ბერენდტ-ი.

დ) ხმოვნის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს e: Hohenzollern - ჰოენცოლერნ-ი.

ie - ი: Dietrich - დიტრიხ-ი, Griesbach - გრისბახ-ი.

ö და oe - ე (და არა: იო ან ო): Köln - კელნ-ი (და არა: კიოლნ-ი ან კოლნ-ი), Schönberg - შენბერგ-ი (და არა: შონბერგ-ი), Röntgen - რენტგენ-ი, Wilamowitz-Moellendorf - ვილამოვიც-მელენდორფ-ი, Ötztaler Alpen - ეცტალის ალპები.

ph - ფ: Philipp - ფილიპ-ი, Gryphius - გრიფიუს-ი.

q - კ (და არა: ქ): Quedenfeldt - კვედენფელდტ-ი (და არა: ქვედენფელდტ-ი).

s (ხმოვნის წინ) - ზ: Sommerfeld - ზომერფელდ-ი, Salzburg - ზალცბურგ-ი, Saarbrücken - ზაარბრიუკენ-ი.

ss და ß - ს: Lessing - ლესინგ-ი, Fluss ან Fluß - ფლუს-ი.

st - სტ (სიტყვის თავში - შტ): Stephan - შტეფან-ი, Steiner - შტაინერ-ი.

th - თ: Lothar - ლოთარ-ი, Abendroth - აბენდროთ-ი, Thüringen - თიურინგია, მაგრამ (ტრადიციის გამო) ტ: Thälmann - ტელმან-ი.

tz - ც: Fritz - ფრიც-ი, Moritz - მორიც-ი, Leisewitz - ლაიზევიც-ი.

u - უ: Ludwig - ლუდვიგ-ი, Gluck - გლუკ-ი.

ü - იუ: Büchner - ბიუხნერ-ი, Lübeck - ლიუბეკ-ი.

v (გერმანულ სახელებში) - ფ: Bremerhaven - ბრემერჰაფენ-ი, Vogt - ფოგტ-ი, Vogel - ფოგელ-ი.

v (უცხო წარმოშობის სახელებში) - ვ: Crivitz - კრივიც-ი.

x - ქს: Axel - აქსელ-ი, Alex - ალექს-ი.

y - ი: Ryck - რიკ-ი.

z - ც: Salzburg - ზალცბურგ-ი, Zimmerwald - ციმერვალდ-ი.

დანიური

ch - კ: Christopher - კრისტოფერ-ი, Christian - კრისტიან-ი (და არა: ქრისტოფერ-ი, ქრისტიან-ი).

d (ზოგჯერ არ იკითხება): Richard - რიჩარ-ი, Nordskov - ნორსკოვ-ი, Gunhild - გუნჰილ-ი.

eg - აი: Hegn - ჰაინ-ი.

hj - ი: Hjalf - იალფ-ი.

nd - ნ: Hjortlund - იორტლუნ-ი, Linderstrøm-Lang - ლინერსტრემ-ლანგ-ი.

s - ს: Ågesen - ოგესენ-ი.

sj - შ: Sjaellander - შელანერ-ი.

ø ან ö - ე: Brøndal - ბრენდალ-ი, Ørsted - ერსტედ-ი, Bergstrøm - ბერგსტრემ-ი.

å ან aa - ო: Ålborg - ოლბორგ-ი.

ესპანური

c (e, i, y-ს წინ) - ს: Cesar - სესარ-ი, Andalucia - ანდალუსია, Algeciras - ალხესირას-ი, Asuncion - ასუნსიონ-ი.

c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოში) - კ: Jalisco - ხალისკო, Costa Rica - კოსტა-რიკა, Cuba - კუბა.

ch - ჩ: Echeverria - ეჩევერია, Chinchilla - ჩინჩილია.

g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - გ: Ygnacio - იგნასიო, Guernica - გერნიკა.

g (e, i-ს წინ) - ხ: Angel - ანხელ-ი, Algeciras - ალხესირას-ი, San Jorge - სან-ხორხე, Lago Argentino - ლაგო-არხენტინო.

gu (e, i-ს წინ) - გ: Guernica - გერნიკა, Miguel - მიგელ-ი, Guillen - გილიენ-ი.

gu - გვ: Guadalajara - გვადალახარა, Guatemala - გვატემალა, Paraguay - პარაგვაი.

h (არ გამოითქმის): Hector - ექტორ-ი, Huelva - უელვა, Halen - ალენ-ი. გამონაკლისია: Honduras - ჰონდურას-ი, Haiti - ჰაიტ-ი, La Habana - ჰავანა.

j - ხ: Juan - ხუან-ი, Jorge - ხორხე, José - ხოსე, Guadalajara - გვადალახარა, Jimenes - ხიმენეს-ი.

lla - ლია: Antilla - ანტილია, Sevilla - სევილია, Valladolid - ვალიადოლიდ-ი.

lle - ლიე: Rio Gallegos - რიო-გალიეგოს-ი, Alle - ალიე, Valle del Cauca - ვალიე-დელ-კაუკა.

llo - ლიო: Hermosillo - ერმოსილიო, Trujillo - ტრუხილიო.

llu - ლიუ: Caballuco - კაბალიუკო.

ña - ნია: Cataluña - კატალონია.

ño - ნიო: Marañon - მარანიონ-ი.

ñu - ნიუ: Bañusca - ბანიუსკა.

que - კე: Enrique - ენრიკე, Siqueiros - სიკეიროს-ი.

qui - კი: Quintana - კინტანა, Quito - კიტო.

s - ს: Santa Rosa - სანტა-როსა, Formosa - ფორმოსა, Rosario - როსარიო.

x - ს: Extremadura - ესტრემადურა.

z - ს: Juan Fernandez - ხუან-ფერნანდეს-ი, Fortaleza - ფორტალესა, Zaragoza - სარაგოსა, Cádiz - კადის-ი, Guzman - გუსმან-ი.

ინგლისური

a - ა: Aberystwyth - აბერისტუით-ი, Adams - ადამს-ი, Franklin - ფრანკლინ-ი, Cardiff - კარდიფ-ი.

a - ეი: David - დეივიდ-ი, Davis - დეივის-ი, Graves - გრეივზ-ი.

a - ო: Galsworthy - გოლზუორთი.

a - ე: Birmingham - ბირმინგემ-ი, Jackson - ჯექსონ-ი, Mary - მერ-ი.

ae - ი: Aegis - იჯის-ი, Caesar - სიზარ-ი.

ai და ay - ეი: Clay - კლეი, Medway - მედუეი, Gray - გრეი.

ai - ე: Cairns - კერნზ-ი.

au და aw - ო: Austin - ოსტინ-ი, Pauling - პოლინგ-ი, Shaw - შო.

c (e, i, y-ს წინ) - ს: Cecil - სესილ-ი, Cinderford - სინდერფორდ-ი.

c (სხვა შემთხვევებში) - კ (და არა ქ): Catherine - კათრინ-ი (და არა: ქეთრინ-ი), Caistor - კეისტორ-ი, Corwen - კორუენ-ი, Atlantic City - ატლანტიკ-სიტი.

ch - ჩ: Chichester - ჩიჩესტერ-ი, Churchill - ჩერჩილ-ი.

ch (ბერძნული და, აგრეთვე, გერმანული წარმოშობის სახელებში) - კ: Christina - კრისტინა, Christopher - კრისტოფერ-ი (და არა: ქრისტინა, ქრისტოფერ-ი), Ulrich - ულრიკ-ი.

ck - კ (და არა: ქ): Pocklington - პოკლინგტონ-ი, Cockermouth - კოკერმუთ-ი.

dg - ჯ: Bridgetown - ბრიჯტაუნ-ი.

e - ი: Beresford - ბერისფორდ-ი, Eden - იდენ-ი, Exeter - ექსიტერ-ი.

e - ე: Reston - რესტონ-ი, Manchester - მანჩესტერ-ი.

ea - ი: Beadnell - ბიდნელ-ი, Deanston - დინსტონ-ი, Seaborg - სიბორგ-ი, Dearborn - დირბორნ-ი.

ea - ეი: Breakspear - ბრეიქსპირ-ი.

ee - ი: Green - გრინ-ი, Lee - ლი, Peekskill - პიქსკილ-ი, Seebom - სიბომ-ი.

ei - ი: O'Neill - ო'ნილ-ი, Keith - კით-ი.

ei - აი: Steinbeck - სტაინბეკ-ი.

eu და ew - იუ: Matthews - მათიუზ-ი, Dewsbury - დიუზბერი.

ew - უ: Andrew - ენდრუ (და არა: ენდრიუ).

ew - უი: Lewis - ლუის-ი.

ey - ი: Sidney - სიდნი.

g (a, o, u-ს წინ და სიტყვის ბოლოში) - გ: Donegal - დონეგოლ-ი, Dolgarog - დოლგაროგ-ი.

g (e, i, y-ს წინ) - ჯ: George - ჯორჯ-ი, Gerald - ჯერალ-ი, Rogers - როჯერზ-ი.

ზოგჯერ ამ პოზიციაში გამოითქმის როგორც გ: Gertrude - გერტრუდ-ი, Gilbert - გილბერტ-ი.

gh - გ: Birmingham - ბირმინგემ-ი.

h - ჰ: Hillary - ჰილარი, Hubert - ჰიუბერტ-ი, Harrisson - ჰარისონ-ი.

i - აი: Caroline - კაროლაინ-ი, Whitehead - უაიტჰედ-ი, Dwight - დუაიტ-ი, Brierly Hill - ბრაიერლი-ჰილ-ი.

i - ი: Brighouse - ბრიგჰაუზ-ი, Littleton - ლიტლტონ-ი.

i - ე: Firth - ფერთ-ი.

k - კ (და არა: ქ): Katherine - კათრინ-ი (და არა: ქეთრინ-ი), Keats - კიტს-ი, Kevin - კევინ-ი.

o და oa - ოუ: Cope - კოუპ-ი, Sevenoaks - სევენოუქს-ი.

o - ო: Gordon - გორდონ-ი, Rogers - როჯერზ-ი, Coventry - კოვენტრი.

oe - ოუ: Sillitoe - სილიტოუ.

oo - უ: Moor - მურ-ი, Goodman - გუდმენ-ი, Blackpool - ბლაკპულ-ი.

ou და ow - აუ: Grout - გრაუტ-ი, Brownville - ბრაუნვილ-ი, Bower - ბაუერ-ი.

ou - უ: Coupar Angus - კუპარ-ანგუს-ი, Bournemouth - ბორნმუთ-ი.

ou - ა: Douglas - დაგლას-ი.

ow - ოუ: Lowell - ლოუელ-ი.

p - პ (და არა: ფ): Portia - პორშია, Parker - პარკერ-ი.

ph - ფ: Josephine - ჯოზეფინ-ი, Philip - ფილიპ-ი.

qu - კუ (და არა: ქუ): Quine - კუაინ-ი, Quincy - კუინს-ი.

s - ს: Burns - ბერნს-ი, Bakersfield - ბეიკერსფილდ-ი.

s - ზ: James - ჯეიმზ-ი, Charles - ჩარლზ-ი, Brisbane - ბრიზბენ-ი, Graves - გრეივზ-ი.

s (ზოგჯერ არ გამოითქმის): Long Island - ლონგ-აილენდ-ი.

sh - შ: Shakespeare - შექსპირ-ი.

ss - ს: Furness - ფერნეს-ი.

t - ტ (და არა: თ): Coventry - კოვენტრი, Hubert - ჰიუბერტ-ი.

t (ზოგჯერ არ გამოითქმის): Christmas - კრისმას-ი, Whistler - უისლერ-ი.

tch - ჩ (t არ გამოითქმის): Fletcher - ფლეჩერ-ი, Dutch-Harbour-დაჩ-ჰარბორ-ი.

th - თ: Arthur - ართურ-ი, Elizabeth - ელიზაბეთ-ი, Jonathan - ჯონათან-ი, Macbeth - მაკბეთ-ი, Catherine - კათრინ-ი, Thornton - თორნტონ-ი, Thackeray - თეკერეი, Plymouth - პლიმუთ-ი.

th - დ: Sutherland - სადერლენდ-ი.

th - ზ: Rutherford - რეზერფორდ-ი.

th (რამდენიმე სახელში) - ტ: Anthony - ანტონი, Thomas - ტომას-ი, Thames - ტემზა, Theresa - ტერეზა.

tz - ც: Fitzgerald - ფიცჯერალდ-ი.

u - უ: Arthur - ართურ-ი, Julian - ჯულიან-ი.

u - იუ: Canute - კანიუტ-ი, Hubert - ჰიუბერტ-ი, Dunkerque - დიუნკერკ-ი, Butte - ბიუტ-ი.

u - ა: Butler - ბატლერ-ი, Russell - რასელ-ი, Sullivan - სალივან-ი, Sumner - სამნერ-ი.

u - ე: Churchill - ჩერჩილ-ი, Ogburn - ოგბერნ-ი, Burbank - ბერბანკ-ი.

w - უ: William - უილიამ-ი, Wellington - უელინგტონ-ი, Warren - უორენ-ი, Windsor - უინძორ-ი.

w - ვ: Washington - ვაშინგტონ-ი, Darwin - დარვინ-ი.

x - ქს: Oxford - ოქსფორდ-ი.

x - გზ: Alexander - ალეგზანდერ-ი.

y - აი: Dyson - დაისონ-ი, Argyll - არგაილ-ი, Bryce Canyon - ბრაის-კანიონ-ი.

y - ე: Byrd - ბერდ-ი, Byrne - ბერნ-ი.

z - ზ: Elizabeth - ელიზაბეთ-ი.

იტალიური

c (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - კ: Cadore - კადორე, Cursolo - კურსოლო, Macchi - მაკი.

c (e, i-ს წინ) - ჩ: Cesare - ჩეზარე, Cimarosa - ჩიმაროზა.

cc - კ: Dallapiccola - დალაპიკოლა.

cc - ჩ: Boccaccio - ბოკაჩო, Vespucci - ვესპუჩი, Contucci - კონტუჩი.

ch - კ: Cherubini - კერუბინი, Michele - მიკელე, Schipa - სკიპა, Chiuro - კიურო, მაგრამ Michelangelo - მიქელანჯელო, Archangelo - არქანჯელო.

cch - კ: Zecchi - ცეკი, Verrocchio - ვეროკიო, Sacchetti - საკეტი.

g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - გ: Guttuso - გუტუზო, Grana - გრანა.

g (e, i-ს წინ) - ჯ: Agira - აჯირა, Germanetto - ჯერმანეტო.

gh - გ: Alighieri - ალიგიერი, Quarenghi - კვარენგი.

gia - ჯა, gio - ჯო: Giacomo - ჯაკომო, Giorgione - ჯორჯონე.

gna - ნია: Agnana - ანიანა.

gno - ნიო: Vignola - ვინიოლა.

gu - გუ: Guasila - გუაზილა, Guerrazi - გუერაც-ი.

gu - გვ: Guarneri - გვარნერი.

i (უმახვილო) - c-ს შემდეგ არ გამოითქმის: Maggio - მაჯო, Riccioli - რიჩოლი.

qu - კვ: Quasimodo - კვაზიმოდო, Quercia - კვერჩა.

s - ს: Secchi - სეკი, Chiusdino - კიუსდინო, De Amicis - დე ამიჩის-ი.

s - ზ: Ysola - იზოლა, Cimarosa - ჩიმაროზა, Smeraldi - ზმერალდი, Della Casa - დელა კაზა.

sc (a, o, u-ს წინ) - სკ: Bosco - ბოსკო.

sc (e, i-ს წინ) - შ: Scicolone - შიკოლონე, Scisciaro - შიშარო.

z და zz - ც: Zacconi - ცაკონი, Zappa - ცაპა, Bozzole - ბოცოლე.

z და zz - ძ: Mazzini - მაძინი, Lazzari - ლაძარი (ლაცარი), Verzone - ვერძონე.

ნორვეგიული

aa - ო: Vesaas - ვესოს-ი.

au - ეუ: Aursand - ეურსან-ი, Haugesund - ჰეუგესუნ-ი.

g - გ: Sigurd - სიგურდ-ი.

g - ი: Egner - ეინერ-ი.

g (ზოგჯერ არ იკითხება): Gjaerder - იერდერ-ი.

ie - ი: Grieg - გრიგ-ი.

k - კ: Kommandantvold - კომანდანტვულ-ი.

ki და kj - ხი: Kielland - ხიელან-ი, Kjelstadli - ხიელსტადლი.

ld - ლ: Kommandantvold - კომანდანტვულ-ი.

nd - ნ: Øverland - ევერლან-ი.

o - ო: Oslo - ოსლო.

o - უ: Kommandantvold - კომანდანტვულ-ი, Evensmo - ევენსმუ.

sch - სკ: Schou - სკოუ.

sj - შ: Sjøberg - შებერგ-ი.

sk - სკ: Skouen - სკოუენ-ი, Skre - სკრე.

ski, skj - შ, Skien - შიენ-ი, Skjerper - შერპერ-ი, Werenskiold - ვერენშიოლ-ი.

tj - ხ: Tjølling - ხელინგ-ი.

å - ო: Istgård - ისტგორდ-ი.

ø - ე: Bodø - ბუდე, Bømlo - ბემლო, Grønland - გრენლანდია.

პოლონური

ą - ომ: Dąbrowska - დომბროვსკა.

ą - ონ: Katski - კონტსკი.

c (ყველა შემთხვევაში): - ც: Cetner - ცეტნერ-ი, Stobiecki - სტობიეცკი, Solec - სოლეც-ი.

ch - ხ: Chamiec - ხამიეც-ი.

cz - ჩ: Czerniatowicz - ჩერნიატოვიჩ-ი, Leszczynski - ლეშჩინსკი.

drz - ჯ: Andrzej - ანჯეი.

o - უ: Jelenia Góra - ელენია-გურა.

rz - შ: Przybyszewski - ფშიბიშევსკი.

rz - ჟ: Brzeg - ბჟეგ-ი, Kazimierz - კაზიმიეჟ-ი, Bzytka - ჟიტკა, Bobrzynski - ბობჟინსკი.

sz - შ: Leszczynski - ლეშჩინსკი, Szymon - შიმონ-ი, Lukasz - ლუკაშ-ი, Szymanowski - შიმანოვსკი, Warszawa - ვარშავა.

z - ზ: Zbigniew - ზბიგნიევ-ი, Zielona Góra - ზიელონა-გურა.

z - ჟ: Zulawski - ჟულავსკი.

პორტუგალიური

ã - ან: Meã - მეან-ი.

ão - ან: Tristão - ტრისტან-ი, Garção - გარსან-ი, São Paulo - სან-პაულუ.

c (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ, b, d, p, t-ს გარდა) - კ: Cabral - კაბრალ-ი, Curral - კურალ-ი.

c (e, i-ს წინ) - ს: Celso - სელსუ, Cidadela - სიდადელა.

c (b, d, p, t-ს წინ) არ გამოითქმის: Octavio - ოტავიუ, Victoria - ვიტორია.

e - ე: Hernani - ერნანი, Peneda - პენედა.

g (a, o, u-ს წინ) - გ: Gastăo - გაშტან-ი, Gustavo - გუშტავუ.

g (e, i-ს წინ) - ჟ: Gilberto - ჟილბერტუ, Lagedo - ლაჟედუ.

h (არ იკითხება): Belo Horizonte - ბელუ-ორიზონტი, Hernani - ერნანი.

j - ჟ: Baixo Alentejo - ბაიშუ-ალენტეჟუ, Jorge - ჟორჟი.

lhe - ლიე: Guilherme - გილიერმი.

lho - ლიუ: Fialho - ფიალიუ.

m - მ: Menton - მენტონ-ი, Humberto - უმბერტო.

nha - ნია: Saldanha - სალდანია.

nhu - ნიუ: Garanhuns - გარანიუნშ-ი, Curralinho - კურალინიუ.

o - ო: Orlando - ორლანდუ.

o - უ: Joaquim - ჟუაკინ-ი, Soares - სუარეშ-ი, Ricardo - რიკარდუ, Amado - ამადუ.

õe - ოინ: Simões - სიმოინშ-ი.

qu - კ: Queluz - კელუშ-ი, Joaquim - ჟუაკინ-ი.

s - ს: Sales - სალიშ-ი, Monserrate - მონსერატ-ი.

s (ორ ხმოვანს შორის) - ზ: Aloisio - ალოიზიუ, Trancoso - ტრანკოზუ, Isabel - იზაბელ-ი.

s - შ (ბრაზილიურ სახელებში - ს): Cristino - კრიშტინუ (ბრაზილ.: კრისტინუ), Vasco - ვაშკუ (ბრაზილ.: ვასკუ).

s - ჟ (ბრაზილიურ სახელებში - ს): Caldas Novas - კალდაჟ-ნოვას-ი (ბრაზილ.: კალდას-ნოვას-ი), Três Lagoas - ტრეჟ-ლაგოაშ-ი (ბრაზილ.: ტრეს-ლაგოას-ი).

th - თ: Theo - თეუ, Ruth - რუთ-ი, Catharina - კათარინა.

x - ზ: Exalte - ეზალტი.

x - შ: Xavier - შავიერ-ი, Maximiliano - მაშიმიანუ, Porto Alexandre - პორტუ-ალეშანდრი.

z - ზ: Ezalte - ეზალტი, Belo Horizonte - ბელუ-ორიზონტი.

z - შ (ბრაზილიურ სახელებში - ს): Luizburgo - ლუიშბურგუ (ბრაზილ.: ლუისბურგუ), Queluz - კელუშ-ი (ბრაზილ.: კელუს-ი).

რუმინული

ă - ე: Bistriţa-Năsăud - ბისტრიცა-ნესეუდ-ი, Vlahută - ვლაჰუცე, Bacău - ბაკეუ.

c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) - კ: Camil - კამილ-ი, Nicoleta - ნიკოლეტა.

c (e, i-ს წინ) - ჩ: Cezar - ჩეზარ-ი, Donici - დონიჩ-ი.

ch - კ: Michaela - მიკაელა, Chira - კირა, Costache - კოსტაკე, Nichita - ნიკიტა.

cea და cia - ჩა: Suceava - სუჩავა, Marcian - მარჩან-ი.

ciu - ჩუ: Viniciu - ვინიჩუ.

g (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) - გ: Grigore - გრიგორე.

g (e, i-ს წინ) - ჯ: Argeş - არჯეშ-ი, Virginia - ვირჯინია.

gh (e, i-ს წინ) - გ: Gheorghe - გეორგე, Harghita - ჰარგიტა.

h - ჰ: Mihai - მიჰაი.

h (ზოგჯერ არ გამოითქმის): Băile Herculane - ბეილე-ერკულანე.

ii (სიტყვის ბოლოში) - ი: Cocoreştii-Colt - კოკორეშტი-კოლც-ი, Ploeştii - პლოეშტი.

j - ჟ: Cujmir - კუჟმირ-ი, Lugoj - ლუგოჟ-ი, Dolj - დოლჟ-ი.

s - ს: Sanda - სანდა, Constantin - კონსტანტინ-ი.

ş - შ: Argeş - არჯეშ-ი, Braşov - ბრაშოვ-ი, Ploeştii - პლოეშტ-ი.

t - ტ: Timişoara - ტიმიშოარა.

ţ - ც: Bistriţa - ბისტრიცა, Constanţa - კონსტანცა, Jalomiţa - იალომიცა.

th - თ: Theodor - თეოდორ-ი.

z - ზ: Zoe - ზოე, Suzana - სუზანა.

უნგრული

c (e, i, y-ს წინ) - ს: Francis - ფრანსის-ი, Marcel - მარსელ-ი.

ch - შ: Charles - შარლ-ი, Richard - რიშარ-ი.

ch - კ: Christiane - კრისტიან-ი (და არა: ქრისტიან-ი).

d - დ (ფრანგული სახელების ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Fernand - ფერნან-ი, Gounod - გუნო, Rolland - როლან-ი, Gérard - ჟერარ-ი; მაგრამ: David - დავიდ-ი, Alfred - ალფრედ-ი, Sand - სანდ-ი.

e - ე (სიტყვის ბოლოში, ზოგჯერ კი სიტყვის შუაშიც არ გამოითქმის, თუ არა აქვს რაიმე დიაკრიტული ნიშანი): Emile - ემილ-ი, Rabelais - რაბლე; მაგრამ: Littré - ლიტრე.

c (ყველა შემთხვევაში) - ც: Cuca - ცუცა, Vönöck - ვენეცკ-ი.

cs - ჩ: Gyurkovics - დიურკოვიჩ-ი, Békéscsaba - ბეკეშჩაბი, Lukács - ლუკაჩ-ი.

eö - ე: Eötvös - ეტვეშ-ი.

gy - დი: Gyila - დიულა, Gyurkovics - დიურკოვიჩ-ი, Megyer - მედიერ-ი, Nagykörös- ნადიკერეშ-ი.

Iy - ი: Károly - კაროი, Mihaly - მიჰაი.

ö - ე: Petöfi - პეტეფ-ი, Ottömös - ეტემეშ-ი, Mezöföld - მეზეფელდ-ი.

s და ss - შ: Békés - ბეკეშ-ი, Sopron - შოპრონ-ი, Lajos - ლაიოშ-ი, Kossuth - კოშუტ-ი.

sz - ს: Szeged - სეგედ-ი, Tisza - ტისა, Laszlo - ლასლო, Szabó - საბო.

th - ტ: Horthy - ჰორტ-ი, Horvath - ჰორვატ-ი, Kossuth - კოშუტ-ი.

ts - ჩ: Derkovits - დერკოვიჩ-ი.

ü - იუ: Balatonfüred - ბალატონფიურედ-ი.

z - ზ: Lázár - ლაზარ-ი, Zoltan - ზოლტან-ი.

zs - ჟ: Jozsef - იოჟეფ-ი, Zsuzsa - ჟუჟა, Nagykanizsa - ნადიკანიჟა.

ფრანგული

ai - და ay - ე: Romaine - რომენ-ი, Du Bellay - დიუბელე, La Fontaine - ლაფონტენ-ი.

au - ო: Paul - პოლ-ი, Gaulle - გოლ-ი, Daudet - დოდე, Perrault - პერო.

auld და ault - ო: La Rochefoucauld - ლაროშფუკო, Boussingault - ბუსენგო, Perrault - პერო.

ay - აი: Raymond - რაიმონ-ი.

ay - ეი: Raynal - რეინალ-ი.

c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოში) - კ: Claude - კლოდ-ი, Pascal -

პასკალ-ი, Jeanne ďArc - ჟანა დ'არკ-ი.

eau - ო: Bordeau - ბორდო, Rousseau - რუსო, Chateaubriand - შატობრიან-ი,

Beaumarchais - ბომარშე.

ei და ey - ე: Beine - ბენ-ი, Montmirey - მონმირე.

ei და ey - ეი: Reynaud - რეინო.

em - ამ: Montalembert - მონტალამბერ-ი, Sembat - სამბა.

en - ან, ენ: Henri - ანრი, Noulens - ნულანს-ი, Senderans - სანდერან-ი, ďEntrecasteau - დ'ანტრკასტო.

eu - ე: Eugène - ეჟენ-ი, Babeuf - ბაბეფ-ი, Pasteur - პასტერ-ი, Montesquieu - მონტესკიე, Richelieu - რიშელიე.

g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - გ: Auguste - ოგიუსტ-ი, Gaston - გასტონ-ი.

g (e,i, y-ს წინ) - ჟ: Germain - ჟერმენ-ი, Georges - ჟორჟ-ი.

g (სიტყვის ბოლოს ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Cherbourg - შერბურ-ი.

geo - ჟო: Geoffroy - ჟოფრუა.

gn (ჩვეულებრივ სიტყვის შუაში ხმოვნის წინ) - ნი: Avignon - ავინიონ-ი, Cognac - კონიაკ-ი, Du Vigneaud - დიუ ვინიო.

gne (სიტყვის ბოლოში) - ნ: Bretagne - ბრეტან-ი, Boulogne - ბულონ-ი, Bourgogne - ბურგონ-ი, Charlemagne - შარლემან-ი.

gh - გ: Le Burghet - ლე ბიურგე.

gu (ხმოვნების წინ) - გ: Guy - გი, Péguy - პეგი.

gu (თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) - გიუ: Gustave - გიუსტავ-ი, Auguste - ოგიუსტი.

h (ფრანგულში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Hélène - ელენ-ი, Henri - ანრი, Cahen - კაენ-ი, Hector - ექტორი; მაგრამ: Hugo - ჰიუგო, Havre - ჰავრ-ი.

iI და iII (ხმოვნის შემდეგ) - ი: Excideuil - ექსიდეი, Aureille - ორეი, Rambouillet - რამბუიე.

iII (თანხმოვნის შემდეგ) - იი: Guillaume - გიიომ-ი, მაგრამ Grandville - გრანვილ-ი.

in - ენ: Dullin - დიულენ-ი, Vincent - ვენსან-ი, Rodin - როდენ-ი, Chardin - შარდენ-ი, Cachin - კაშენ-ი.

j - ჟ: Jules - ჟიულ-ი, Anjou - ანჟუ.

la - ლა: Abelard - აბელარ-ი, Labourbe - ლაბურბ-ი.

lu - ლუ: Lully - ლულ-ი, Eluard - ელუარ-ი, Blume - ბლუმ-ი.

m - მ: Ampère - ამპერ-ი, ďAlambert - დ'ალამბერ-ი.

m - ნ: Comte - კონტ-ი, Amfreville - ანფრევილ-ი.

mb - ნ: Coulomb - კულონ-ი.

oe (œ) oeu (œu) (სიტყვის თავში და ხმოვნის შემდეგ ) - ე: Œrlicon - ერლიკონ-ი, Œutrange - ეტრანჟ-ი, Sacré-Cœur - საკრე-კერ-ი.

oi - უა: Antoine - ანტუან-ი, Dubois - დიუბუა, Grégoire - გრეგუარ-ი, Loire - ლუარა, Lavoisier - ლავუაზიე.

ou - უ: Decour - დეკურ-ი, Pompadour - პომპადურ-ი..

ph - ფ: Philippe - ფილიპ-ი, Joseph - ჟოზეფ-ი.

que - კ: Loire-Atlantique - ლუარ-ატლანტიკ-ი.

r - რ (სიტყვის ბოლოში ხან გამოითქმის, ხან - არა:) Renoir - რენუარ-ი, Victor - ვიქტორ-ი, Berger - ბერჟე, Roger - როჟე, Beranger - ბერანჟე, Granger - გრანჟე.

s (სიტყვის თავში და თანხმოვნის წინ) - ს: Serge - სერჟ-ი, Justine - ჟიუსტინ-ი.

s (ორ ხმოვანს შორის) - ზ: Josephine - ჟოზეფინ-ი.

s (ფრანგული სახელების ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Dumas - დიუმა, Louis - ლუი, Charles - შარლ-ი, Arles - არლ-ი, Artois - არტუა, მაგრამ: Jaurès -

ჟორეს-ი, Saint-Saëns - სენ-სანს-ი.

s - ს (I, m, n-ის წინ, სიტყვის შუაში, ხშირად არ გამოითქმის): Isle-Jourdain - ილ-ჟურდენ-ი, Rouget de Lisle - რუჟე დე ლილ-ი, Lebesgue - ლებეგ-ი.

t - ტ: Tristan - ტრისტან-ი, Gautier - გოტიე.

t (სიტყვის ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Belfort - ბელფორ-ი, Goncourt - გონკურ-ი, Daudet - დოდე, Bleriot - ბლერიო, Duguit - დიუგ-ი; მაგრამ: Brest - ბრესტ-ი, Marat - მარატ-ი.

th - ტ: Arthur - არტიურ-ი, Barthou - ბარტუ, Thorez - ტორეზ-ი, Thibaud - ტიბო; მაგრამ: Berthollet - ბერთოლე, Théophile - თეოფილე, Théodor - თეოდორ-ი.

tz (სიტყვის ბოლოში ზოგჯერ არ გამოითქმის): Beaumetz - ბომე.

tz ( სიტყვის ბოლოში ხშირად) - ს: Retz - რეს-ი, Jametz - ჟამეს-ი.

u - იუ: Dumas - დიუმა, Camus - კამიუ, Duvalier - დიუვალიე, Dubois - დიუბუა.

un - ენ: - Lebrun - ლებრენ-ი.

x - ქს: Xavier - ქსავიე, Luxembourg - ლუქსემბურგ-ი.

x - გზ: Saint-Exupéry - სენტ-ეგზიუპერი.

x - ს: Xertigny - სერტინ-ი, Auxerre - ოსერ-ი.

x (სიტყვის ბოლოში არ გამოითქმის): Delacroix - დელაკრუა.

z - ზ: Zola - ზოლა.

z ( ფრანგული სიტყვების ბოლოში ზოგჯერ არ გამოითქმის): Valdonnez - ვალდონე, Odomez - ოდომე.

შვედური

an - ა: Siegbahn - სიგბან-ი, Svahnström - სვანსტრემ-ი.

ch - კ: Erich - ერიკ-ი.

dj (სიტყვის თავში) - ი: Djurberg - იურბერგ-ი.

gi - იი: Gidlung - იიდლუნგ-ი.

gä - ე: Gällivare - ელივარე, Gärdstam - ერდსტამ-ი.

gö - იე: Götherström - იეთერსტრემ-ი.

gy - იუ: Gyllensten - იულენსტენ-ი.

h - ჰ: Hylander - ჰიულანდერ-ი.

hj - ი: Hjälmaren - იელმარენ-ი, Hjorth - იორთ-ი.

ie - ი: Siegbahn - სიგბან-ი.

k - კ: Kalling - კალინგ-ი.

k - ჩ: Kjellberg - ჩელბერგ-ი.

ი - (ზოგჯერ) უ: Borås - ბუროს-ი, Orebro - ერებრუ, Lo-Johansson - ლუ-იუჰანსონ-ი.

s - ს: Siegbahn - სიგბან-ი.

sk - შ: Skjöld - შელდ-ი.

y - ი: Ylander - ილანდერ-ი.

y (თანხმოვნის შემდეგ) - იუ: Hylander - ჰიულანდერ-ი, Almeby - ელმებიუ, Byskeälv - ბიუსკეელვ-ი.

å -ო: Boras - ბუროს-ი, Västerås - ვესტეროს-ი, Skellefteå - შელეფტეო.

ä - ე: Älmeby - ელმებიუ, Borlänge - ბურლენგე, Västerås - ვესტეროს-ი.

ö - ე: (და არა: იო): Göteborg - გეტებორგ-ი, Malmö - მალმე, Ångström - ონგსტრემ-ი.

ჩეხური

c - ც: Ciprova - ციპროვა, Třeblicki - ტრშებლიცკი

č - ჩ: Kabiček - კაბიჩეკ-ი, Poláček - პოლაჩეკ-ი.

ch - ხ: Mudroch - მუდროხ-ი, Pichlik - პიხლიკ-ი.

h - ჰ: Kohout - კოჰოუტ-ი, Hašek - ჰაშეკ-ი, Mahačkova - მაჰაჩკოვა.

r - რ: Ciprova - ციპროვა, Zaruba - ზარუბა.

ř - რჟ: Řada - რჟადა, Řezáč - რჟეზაჩ-ი.

ř - რშ: Třeblicki - ტრშებლიცკი.

s - ს: Kozusky - კოზუსკი.

š - შ: Aleš - ალეშ-ი, Ambruš - ამბრუშ-ი.

z - ზ: Zaruba - ზარუბა, Zazvorka - ზაზვორკა.

ž - ჟ: Žižka - ჟიჟკა, Domažlice - დომაჟლიცე.

ჰოლანდიური

aa - ა: Breebaart - ბრებარტ-ი.

ae - ა: Aerstens - არსტენს-ი, Bogaerts - ბოგარტს-ი.

c (e, i, y-ს წინ) - ს: Arcen - არსენ-ი.

c (ყველა სხვა შემთხვევაში) - კ: Coolen - კოლენ-ი.

ch - ხ: Schildpad - სხილდპად-ი, Schidam - სხიდამ-ი.

ck - კ: Jonckheere - იონკჰერე, Jackijst - იაკეისტ-ი.

ckx - ქს: Amelinckx - ამელინქს-ი, Blockx - ბლოქს-ი.

ee - ე: Breebaart - ბრებარტ-ი, Eeden - ედენ-ი.

eu - ე: Beunke - ბენკე, Beuzemaker - ბეზემაკარ-ი.

eu - ეი: Euve - ეივე.

h- ჰ: Haasse - ჰასე.

ie - ი: Rogier van Weyden - როგირ ვან დერ ვეიდენ-ი.

ij - ეი: Burkij-Bartelink - ბიურკეი-ბარტელინკ-ი, Bevervijk - ბევერვეიკ-ი.

oe - უ: Goes - გუს-ი.

oo-ო: Coolen - კოლენ-ი, Amersfoort - ამერსფორტ-ი

th - თ: Beth - ბეთ-ი.

tius - ციუს: Grotius - გროციუს-ი.

u - იუ: Buntinx - ბიუნტინქს-ი, Hilversum - ჰილვერსიუმ-ი.

ui - ეი: Buiskool - ბეისკოლ-ი, Kruissink - კრეისინკ-ი.

z - ზ: Dozy - დოზ-ი.

* * *

რიგ შემთხვევაში უცხოური საკუთარი სახელების ქართული დაწერილობა და წარმოთქმა ტრადიციითაა განპირობებული. მაგ; ფრანგ. Paris - პარიზი (და არა პარი), Hugo - ჰიუგო (და არა: იუგო), Marat - მარატი (და არა: მარა), ინგლ. Darwin - (და არა: დარუინი), Shakespeare - შექსპირი (და არა: შეიქსპირი ან შეიქსპიარი), Washington - ვაშინგტონი (და არა: უოშინგტონი) და ა.შ.

უცხო ენებიდან ქართულად გადმოდის: x (cs, ks) - ქს, ps - ფს, ct - ქტ, (და არა: კს, კტ)**

უცხო წარმოშობის სიტყვებში ასევეა: ქშ, ფშ, ფჩ, ფც (და არა: კშ, პშ, კჩ, პჩ, პც): ინგლ. Jorkshire - იორქშირ-ი, New Hampshire - ნიუ-ჰემფშირ-ი, პოლონ. Przybyszewski - ფშიბიშევსკი, Lapczinski - ლაფჩინსკი, kszisztof - ქშიშტოფ-ი, Leipzig - ლაიფციგ-ი და ა.შ.

განმტკიცებული ტრადიციის მიხედვით დავას აღარ იწვევს ის, რომ სიტყვა (და, კერძოდ, საკუთარი სახელი), რომელშიც გაორმაგებული თანხმოვანია, ქართულში გადმოდის ერთი თანხმოვნით: ll - ლ, mm - მ, nn - ნ, rr - რ, tt - ტ და ა.შ.

ფრანგ. Apollinnaire - აპოლინერ-ი, Cézanne - სეზან-ი, Massenet - მასნე, ინგლ. Sierra-Nevada - სიერა-ნევადა, გერმ. Wassermann - ვასერმან-ი, Zimmerwald - ციმერვალდ-ი, Lübeck - ლიუბეკ-ი, იტალ. Dallapiccola - დალაპიკოლა და ა.შ.

_______________________

* აქ მოცემული წესების შესადგენად ვისარგებლეთ სხვადასხვა ლექსიკოგრაფიული წყაროთი და, კერძოდ, უკანასკნელ წლებში გამოსული ცნობარით: П. С. Гиляревский, Н. А. Старостин, Иностранные имена и названия в русском тексте, изд. второе, М., 1978, изд. третье, М. 1985.

გეოგრაფიული და პირთა სახელების ნიმუშები მოყვანილია ერთად, გადმოცემის წესი ყველა ტიპის სახელებისათვის ერთია.

** იხ. თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. 1. თბ. 1970 და 1986.

3 ლექსიკონში მიღებული შემოკლებანი

▲back to top


ლექსიკონში მიღებული შემოკლებანი

აღმ. - აღმოსავლეთი

აშშ - ამერიკის შეერთებული შტატები

ბერძნ. - ბერძნული

გ. - გარდაიცვალა

გდრ - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა

გერმ. - გერმანული

გვიანდ. - გვიანდელი

გფრ - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

დ. - დაიბადა

დაახლ. - დაახლოებით

დან. - დანიური

დას. - დასავლეთი

დასასრ. - დასასრული

დასაწყ. - დასაწყისი

ებრ. - ებრაული

ესპ. - ესპანური

ინგლ. - ინგლისური

იტალ. - იტალიური

იხ. - იხილე

ლათ. - ლათინური

ნამდვ. - ნამდვილი

ნახ. - ნახევარი

პოლიტ. - პოლიტიკური

პოლონ. - პოლონური

პორტუგ. - პორტუგალიური

პროვანს. - პროვანსული

რუმინ. - რუმინული

ს. - საუკუნე

საეკლ. - საეკლესიო

საზ. - საზოგადო

სამხ. - სამხედრო

სამხ. - სამხრეთი

სახელმწ. - სახელმწიფო

სს. - საუკუნეები

ფრანგ. - ფრანგული

ფსევდ. - ფსევდონიმი

ქ. - ქალაქი

შვედ. - შვედური

ჩრდ. - ჩრდილოეთი

ცენტრ. - ცენტრალური

ძვ. - ძველი

ძვ. წ. - ძველი წელთაღრიცხვა

4 თააბატა შარან-ი (ნადვ. სახელი

▲back to top


თააბატა შარან-ი (ნადვ. სახელი
საბით იბნ ჯაბირი) - არაბი პოეტი (გ. დაახლ. 530)

5 თაბარი ეჰსან

▲back to top


თაბარი ეჰსან
ირანელი მწერალი, საზ. და პოლიტ. მოღვაწე (1917-1989)

6 თაბეთ-ი ანტუან ჟორჟ (თაბითი ანტუნ)

▲back to top


თაბეთ-ი ანტუან ჟორჟ (თაბითი ანტუნ)
არაბი არქიტექტორი, საზ. მოღვაწე, პუბლიცისტი (ლიბანი) (1907-1964)

7 თაგორ-ი აბანინდრანათ

▲back to top


თაგორ-ი აბანინდრანათ
ინდოელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1871-1951)

8 თაგორ-ი გაგანენდრანათ

▲back to top


თაგორ-ი გაგანენდრანათ
ინდოელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1867-1938)

9 თაგორ-ი დებენდრანათ

▲back to top


თაგორ-ი დებენდრანათ
ინდოეთის ეროვნული მოძრაობის მოღვაწე, განმანათლებელი (1817-1905)

10 თაგორ-ი რაბინდრანათ

▲back to top


თაგორ-ი რაბინდრანათ
ინდოელი მწერალი და მოაზროვნე (1861-1941)

11 თავფიკ ალ-ჰაქიმ-ი

▲back to top


თავფიკ ალ-ჰაქიმ-ი
არაბი პოეტი, ლიტერატურათმცოდნე და საზ. მოღვაწე (ეგვიპტე) (1898 -1987)

12 თალბერგ-ი (Thalberg) ზიგიზმუნდ

▲back to top


თალბერგ-ი (Thalberg) ზიგიზმუნდ
ავსტრიელი პიანისტი (1812- 1871)

13 თალებ შირაზი გორჯი (ნამდვ. სახელი

▲back to top


თალებ შირაზი გორჯი (ნამდვ. სახელი
აბდ ალ-ლაჰ-ხანი, აჰმად-ხანის ძე) - ირანელი პოეტი; წარმოშობით ქართველი (გ. 1891)

14 თალეს-ი, თალეს მილეტელი (Thalēs ho Milēsios)

▲back to top


თალეს-ი, თალეს მილეტელი (Thalēs ho Milēsios)
ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი (ძვ. წ. 624-547)

15 თამაზ I, შაჰ-თამაზი

▲back to top


თამაზ I, შაჰ-თამაზი
ირანის შაჰი (1513-1576)

16 თანერ-ი (Taner) ჰალდუნ

▲back to top


თანერ-ი (Taner) ჰალდუნ
თურქი მწერალი, რეჟისორი, საზ. მოღვაწე (1916 - 1986)

17 თაპა სურია ბაჰადურ

▲back to top


თაპა სურია ბაჰადურ
ნეპალის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (დ. 1928 - )

18 თარაქი ნურ მუჰამედ

▲back to top


თარაქი ნურ მუჰამედ
ავღანეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე, მწერალი და მთარგმნელი (1917-1979)

19 თარზი მაჰმუდ-ბეგ

▲back to top


თარზი მაჰმუდ-ბეგ
ავღანეთის სახელმწ. და საზ. მოღვაწე (1867/68-1934/35)

20 თაულოვ-ი (Thaulow) ფრიტს

▲back to top


თაულოვ-ი (Thaulow) ფრიტს
ნორვეგიელი ფერმწერი, გრაფიკოსი (1847-1906)

21 თახთავი რიფაა

▲back to top


თახთავი რიფაა
არაბი განმანათლებელი და მწერალი (ეგვიპტე) (1801-1873)

22 თაჰირიდები

▲back to top


თაჰირიდები
დინასტია ხორასნის (ირანი) ფეოდალურ სახელმწიფოში (821-873)

23 თეაგენე (Theagenēs)

▲back to top


თეაგენე (Theagenēs)
მეგარის (ძვ. საბერძნეთი) ტირანი (ძვ. წ. VII ს. II ნახ.)

24 თევფიქ ფიქრეთ-ი (Tevfik Fikret)

▲back to top


თევფიქ ფიქრეთ-ი (Tevfik Fikret)
თურქი პოეტი (1867-1915

25 თეილერ-ი (Theiler) მაქს

▲back to top


თეილერ-ი (Theiler) მაქს
ამერიკელი ექიმი და მიკრობიოლოგი (1899-1972)

26 თეკერეი (Thackeray) უილიამ მეიკპის

▲back to top


თეკერეი (Thackeray) უილიამ მეიკპის
ინგლისელი მწერალი (1811-1863)

27 თემისტიოს-ი (Themistios)

▲back to top


თემისტიოს-ი (Themistios)
ბიზანტიელი ფილოსოფოსი (დაახლ. 317-388)

28 თემისტოკლე (Themistoklēs)

▲back to top


თემისტოკლე (Themistoklēs)
ძვ. ათენის მხედართმთავარი და სახელმწ. მოღვაწე (დაახლ. ძვ. წ. 525-460)

29 თემურიდები

▲back to top


თემურიდები
დინასტია, მართავდა შუა აზიასა და ხორასანს 1370-1507 წლებში

30 თემურლენგ-ი

▲back to top


თემურლენგ-ი
შუააზიელი მხედართმთავარი (1336-1405)

31 თეოგნიდე (Theognis, idos,) მეგარელი

▲back to top


თეოგნიდე (Theognis, idos,) მეგარელი
ბერძენი პოეტი (ძვ.წ. VI ს.)

32 თეოდორა (Theodōra)

▲back to top


თეოდორა (Theodōra)
ბიზანტიის დედოფალი (დაახლ. 500-548)

33 თეოდორაკის-ი (Theodōrakēs) მიკის

▲back to top


თეოდორაკის-ი (Theodōrakēs) მიკის
ბერძენი კომპოზიტორი და საზ.-პოლიტ. მოღვაწე (დ. 1925-)

34 თეოდორე აბუკერა

▲back to top


თეოდორე აბუკერა
ბიზანტიელი საეკლესიო მწერალი, ფილოსოფოსი; წარმოშობით არაბი (740-820)

35 თეოდორე ბალსამონ-ი (Theodōros Balsamōn)

▲back to top


თეოდორე ბალსამონ-ი (Theodōros Balsamōn)
ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე, იურისტი (XII ს.)

36 თეოდორე I ლასკარის-ი (Theodōros ho Laskarēs)

▲back to top


თეოდორე I ლასკარის-ი (Theodōros ho Laskarēs)
ნიკეის იმპერიის დამაარსებელი (დაახლ. 1175-1222)

37 თეოდორე II ლასკარის-ი (Theodōros ho Laskarēs)

▲back to top


თეოდორე II ლასკარის-ი (Theodōros ho Laskarēs)
ნიკეის იმპერიის იმპერატორი (1221-1258)

38 თეოდორე მეტოქიტე (Theodōros ho Metochitēs)

▲back to top


თეოდორე მეტოქიტე (Theodōros ho Metochitēs)
ბიზანტიელი მწერალი, მეცნიერი და სახელმწ. მოღვაწე (1260/61-1332)

39 თეოდორე პროდრომე (Theodōros Prodromos)

▲back to top


თეოდორე პროდრომე (Theodōros Prodromos)
ბიზანტიელი მწერალი (დაახლ. 1100-დაახლ. 1170)

40 თეოდორე სტუდიტე (Theodōros Studitēs)

▲back to top


თეოდორე სტუდიტე (Theodōros Studitēs)
ბიზანტიელი მწერალი, თეოლოგი, საეკლ. მოღვაწე (759-826)

41 თეოდორიკ-ი (Theodorik, Theodoricus), დეტრშიხი (Dĕtřich)

▲back to top


თეოდორიკ-ი (Theodorik, Theodoricus), დეტრშიხი (Dĕtřich)
ჩეხი ფერმწერი (გ. დაახლ. 1381)

42 თეოდორიხ-ი (Theodoricus, Theoderich)

▲back to top


თეოდორიხ-ი (Theodoricus, Theoderich)
ოსტგუთების მეფე (დაახლ. 454-526)

43 თეოდოროს II (იმპერატორად არჩევამდე

▲back to top


თეოდოროს II (იმპერატორად არჩევამდე
კასა) - ეთიოპიის იმპერატორი (1818-1868)

44 თეოდოსიუს I დიდი, თეოდოსიუს ფლავიუსი (Flavius Theodōsius)

▲back to top


თეოდოსიუს I დიდი, თეოდოსიუს ფლავიუსი (Flavius Theodōsius)
რომის იმპერატორი (დაახლ. 346/47 - დაახლ. 385)

45 თეოდოსიუს II (Theodōsius)

▲back to top


თეოდოსიუს II (Theodōsius)
ბიზანტიის იმპერატორი (დაახლ. 401-450)

46 თეოდულფ-ი (Theodulfe)

▲back to top


თეოდულფ-ი (Theodulfe)
„კაროლინგური აღორძინების“ მოღვაწე; წარმოშობით ვესტგუთი (VIII ს. შუა წლები - 821)

47 თეოკრიტე (Theokritos)

▲back to top


თეოკრიტე (Theokritos)
ძვ. ბერძენი პოეტი (ძვ. წ. IV ს. დასასრ. - III ს. დასაწყ.)

48 თეონ სმირნელი (Theōn ho Smirnatos)

▲back to top


თეონ სმირნელი (Theōn ho Smirnatos)
ძვ. ბერძენი მათემატიკოსი (II ს.)

49 თეოპომპე (Theopompos)

▲back to top


თეოპომპე (Theopompos)
ძვ. ბერძენი ისტორიკოსი (დაახლ. ძვ.წ. 377-300)

50 თეორელ-ი (Theorell) აქსელ ჰუგო თეოდორ

▲back to top


თეორელ-ი (Theorell) აქსელ ჰუგო თეოდორ
შვედი ბიოქიმიკოსი (1903-1982)

51 თეოფანე ბიზანტიონელი (Theophanēs Byzantios)

▲back to top


თეოფანე ბიზანტიონელი (Theophanēs Byzantios)
ბიზანტიელი ისტორიკოსი (VI ს. II ნახ.)

52 თეოფრასტე (Theophrastos)

▲back to top


თეოფრასტე (Theophrastos)
ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი და ბუნებისმეტყველი (დაახლ. ძვ. წ. 372/70 - 288/86)

53 თერამენე (Thēramerēs)

▲back to top


თერამენე (Thēramerēs)
ძვ. ბერძენი პოლიტ. მოღვაწე (დაახლ. ძვ. წ. 455-404)

54 თერსტონ-ი (Thurstone) ლუის ლეონ

▲back to top


თერსტონ-ი (Thurstone) ლუის ლეონ
ამერიკელი ფსიქოლოგი (1887-1955)

55 თიბოლდ-ი (Theobald) რობერტ

▲back to top


თიბოლდ-ი (Theobald) რობერტ
ამერიკელი ეკონომისტი (1929-1999)

56 თილე (Thiele) ფრიდრიხ კარლ იოჰანეს

▲back to top


თილე (Thiele) ფრიდრიხ კარლ იოჰანეს
გერმანელი ქიმიკოსი (1865-1918)

57 თისენ-ი (Thieβen) პეტერ ადოლფ

▲back to top


თისენ-ი (Thieβen) პეტერ ადოლფ
გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1899-1990)

58 თისტლვუდ-ი (Thistlewood) ართურ

▲back to top


თისტლვუდ-ი (Thistlewood) ართურ
ინგლისელი რევოლუციონერ-დემოკრატი (1774-1820)

59 თიტმარ მერზებურგელი (Thietmar von Merseburg)

▲back to top


თიტმარ მერზებურგელი (Thietmar von Merseburg)
გერმანელი მემატიანე (975-1018)

60 თიუნენ-ი (Thünen) იოჰან ჰაინრიხ

▲back to top


თიუნენ-ი (Thünen) იოჰან ჰაინრიხ
გერმანელი ეკონომისტი (1783-1850)

61 თომა (Thoma) ჰანს

▲back to top


თომა (Thoma) ჰანს
გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1839-1924)

62 თომა აკვინელი (Thomas Aquinas)

▲back to top


თომა აკვინელი (Thomas Aquinas)
შუა საუკუნეების ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი (1225 ან 1226-1274)

63 თომაზიუს-ი (Thomasius) კრისტიან

▲back to top


თომაზიუს-ი (Thomasius) კრისტიან
გერმანელი იურისტი, ფილოსოფოს-განმანათლებელი (1655-1728)

64 თომა მაგისტროს-ი (Thōmas Magistros)

▲back to top


თომა მაგისტროს-ი (Thōmas Magistros)
ბიზანტიელი ფილოლოგი (დაახლ. 1270-1325)

65 თომას კემპენელი (Thomas von Kempen), თომას ჰემერკენი, Thomas Hemerken)

▲back to top


თომას კემპენელი (Thomas von Kempen), თომას ჰემერკენი, Thomas Hemerken)
გერმანელი მისტიკოსი, ავგუსტინელი მონაზონი (1380-1471)

66 თომსენ-ი (Thomsen) ვილჰელმ ლუდვიგ

▲back to top


თომსენ-ი (Thomsen) ვილჰელმ ლუდვიგ
დანიელი ენათმეცნიერი (1842-1927)

67 თომსენ-ი (Thomsen) კრისტიან იურგენ-სენ

▲back to top


თომსენ-ი (Thomsen) კრისტიან იურგენ-სენ
დანიელი არქეოლოგი (1788-1865)

68 თომსენ-ი (Thomsen) ჰანს პეტერ იურგენ იულიუს

▲back to top


თომსენ-ი (Thomsen) ჰანს პეტერ იურგენ იულიუს
დანიელი ქიმიკოსი (1826-1909)

69 თორბეკე (Thorbecke) იოჰან რუდოლფ

▲back to top


თორბეკე (Thorbecke) იოჰან რუდოლფ
ნიდერლანდის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1798-1872)

70 თორვალდსენ-ი (Thorvaldsen) ბერტელ

▲back to top


თორვალდსენ-ი (Thorvaldsen) ბერტელ
დანიელი მოქანდაკე (1768 ან 1770-1844)

71 თორნდაიკ-ი (Thorndike) ანდრე

▲back to top


თორნდაიკ-ი (Thorndike) ანდრე
გერმანელი კინორეჟისორი (გდრ) (1909-1979)

72 თორნდაიკ-ი (Thorndike) ანელი

▲back to top


თორნდაიკ-ი (Thorndike) ანელი
გერმანელი კინორეჟისორი ქალი (გდრ) (დ.1925 -)

73 თორნდაიკ-ი (Thorndike) ედუარდ ლი

▲back to top


თორნდაიკ-ი (Thorndike) ედუარდ ლი
ამერიკელი ფსიქოლოგი და პედაგოგი (1874- 1949)

74 თორნდაიკ-ი (Thorndike) სიბილ

▲back to top


თორნდაიკ-ი (Thorndike) სიბილ
ინგლისელი მსახიობი ქალი (1882-1976)

75 თოროუ (Thoreau) ჰენრი დეივიდ

▲back to top


თოროუ (Thoreau) ჰენრი დეივიდ
ამერიკელი მწერალი, საზ. მოღვაწე (1817-1862)

76 თორპ-ი (Thorpe) ტომას ედუარდ

▲back to top


თორპ-ი (Thorpe) ტომას ედუარდ
ინგლისელი ქიმიკოსი და ქიმიის ისტორიკოსი (1845-1925)

77 თოღრულ-ბეგ-ი

▲back to top


თოღრულ-ბეგ-ი
სელჩუკთა სახელმწიფოს დამაარსებელი (დაახლ. 993-1063)

78 თოხთამიშ-ი

▲back to top


თოხთამიშ-ი
ოქროს ურდოს ხანი (გ. 1406 ან 1407)

79 თრანე (Thrane) მარკუს

▲back to top


თრანე (Thrane) მარკუს
ნორვეგიის მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1817-1890)

80 თრასიბულე (Trasybulos)

▲back to top


თრასიბულე (Trasybulos)
ათენელი მხედართმთავარი და პოლიტ. მოღვაწე (გ. ძვ. წ. 388)

81 თუე (Thue) აქსელ

▲back to top


თუე (Thue) აქსელ
ნორვეგიელი მათემატიკოსი (1863-1922)

82 თუთხალია II

▲back to top


თუთხალია II
ხეთების მეფე (ძვ. წ. XV ს.)

83 თუთხალია III

▲back to top


თუთხალია III
ხეთების მეფე (ძვ. წ. XV ს.)

84 თუთხალია IV

▲back to top


თუთხალია IV
ხეთების მეფე (ძვ. წ. 1250-1220)

85 თუკიდიდე (Thukydidēs)

▲back to top


თუკიდიდე (Thukydidēs)
ბერძენი ისტორიკოსი (დაახლ. ძვ. წ. 465/460/ 455-400/395)

86 თუმბ-ი (Thumb) ალბერტ

▲back to top


თუმბ-ი (Thumb) ალბერტ
გერმანელი ენათმეცნიერი (1865-1915)

87 თურნაიზენ-ი (Thurneysen) რუდოლფ

▲back to top


თურნაიზენ-ი (Thurneysen) რუდოლფ
გერმნელი ფილოლოგი (1857-1940)

88 თურქი აჰმედ რიად

▲back to top


თურქი აჰმედ რიად
არაბი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (ეგვიპტე) (1920-1971)

89 თუტმოს I

▲back to top


თუტმოს I
ძვ. ეგვიპტის ფარაონი ძვ. წ. 1559/1524 - 1538/1505 წლებში

90 თუტმოს II

▲back to top


თუტმოს II
ძვ. ეგვიპტის ფარაონი ძვ. წ. 1525/1505 - 1523/1502 წლებში

91 თუტმოს III

▲back to top


თუტმოს III
ძვ. ეგვიპტის ფარაონი ძვ. წ. 1525/1502 - 1473/1448 წლებში

92 თუტმოს IV

▲back to top


თუტმოს IV
ძვ. ეგვიპტის ფარაონი ძვ. წ. 1465/1420 - 1455/1411 წლებში

93 თუტმოს-ი

▲back to top


თუტმოს-ი
ძვ. ეგვიპტელი მოქანდაკე (ძვ. წ. XIV ს.)

94 თუღლაკიდებ-ი

▲back to top


თუღლაკიდებ-ი
დელის სასულთნოს (ინდოეთი) მმართველთა დინასტია (1320-1413)

95 თუღლაჯი (Tuğlaci) ფარს

▲back to top


თუღლაჯი (Tuğlaci) ფარს
თურქი ენათნეცნიერი (დ. 1933 - )

96 თუშრათა

▲back to top


თუშრათა
მითანის მეფე (ძვ. წ. XV ს. დასასრ. - XIV ს. დასაწყ.)