![]() |
ქართული ლექსის ისტორია და თეორია |
აკაკი ხინთიბიძე
ქართული ლექსის ისტორია და თეორია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკაკი ხინთიბიძე ქართული ლექსის ისტორია და თეორია
წიგნი განკუთვნილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის, აგრეთვე ქართული ლექსით დაინტერესებულ მკითხველთათვის.
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
2009 ლექსი ერთი რამ არის ამ სოფლის საქმეში.
„ჭაშნიკი“
![]() |
1 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - სარჩევი |
▲back to top |
სარჩევი
წინასიტყვაობა
ლექსის ისტორია
1) ხალხური ლექსი
2) საერო ლექსი
3) სასულიერო ლექსი
4) დავით აღმაშენებლის ეპიტაფია
5) ჩახრუხაძე
6) „აგდულმესიანი“ თუ „არჩილ მეფის ქეგა"
7) რუსთველის სალექსო რეფორმა
8) გურამიშვილის სალექსო რეფორმა
9) ბარათაშვილის სალექსო რეფორმა
10) ილია, აკაკი, ვაჟა
11) გალაკტიონის სალექსო რეფორმა
ლექსის თეორია
I. რიტმული სტრუქტურა
1) რიტმის ცნებისათვის
2) მარცვალი და მახვილი
ვ) მუხლი
4) ცეზურა
5) გადატანა
6) მეტრი
ა) იზოსილაბური მეტრი
გ) ჰეტეროსილაბური მეტრი
გ) ვერლიბრი
II. ლექსთა სახეები
1) მთიბლური
2) იამბიკო
3) ფისტიკაური
4) ძაგნაპორული
5) ჩახრუხაული
6) რუსთველური
7) გურამული
8) გესიკური
III. რითმა
1. რითმის რაობა და გენეზისი
ა) რითმის დეფინიცია
ბ) რითმის გენეზჯისი
გ) ქართული რითმა მაიაკოვსკის ლექსის სტრუქტურაში
2. რითმის კლასიფიკაცია
ა) რითმის ფონიკა
ბ) რითმის აღგილმდებარეობა
ბოლორითმა
შიდარითმა
თავრითმა
გ) რითმის გრძლიობა
„ვაჟური" და „ქალური“ რითმა
ჭარბი რითმა
დ) რითმის აგებულება
შედგენილი რითმა ე) რითმის დაბოლოება
ვ) რითმის მორფოლოგია ზ) რითმის აზრობრივი დანიშნულება
თ) თეთრი ლექსი ვ. რითმის ხელოვანნი
ა) ჩახრუხაძის რითმა IV. სტროფი
კატრენის მესამე ტაეპი
V. სალექსო ფორმები 1) მყარი სალექსო ფორმები 3) უცხოური მყარი სალექსო ფორმები
ა) მუხამბაზი VI. ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები
1) სილაბურობის თეორია ა) მამუკა ბარათაშვილი 2) სილაბურტონურობის თეორია
ა) ევგენი ბოლხოვიტინოვი ვ) ცალკეული დაკვირვებანი
VII. ქართული ლექსის ბუნება VIII. ლექსის ევფონია
I) ალიტერაცია IX. ლექსის ინტონაცია
1) ინტონაციის ცნებისათვის მითითებული ლიტერატურა
აკაკი ხინთიბიძის ძირითად ნაშრომთა ბიბლიოგრაფია
რედიფიანი რითმა
შეთავსებული რითმა
ბ) რუსთველის რითმა
გ) რუსთველიდან გურამიშვილამღე
დ) გურამიშვილის რითმა
ე) ბესიკის რითმა
ვ) რომანტიკოსთა რითმა
დ) რომანტიკოსებიდან გალაკტიონამდე
თ) გალაკტიონის რითმა
ი) ღადო ასათიანის რითმა
2) ეროვნული მყარი სალექსო ფორმები
ა) ჩარხებრმბრუნავი ლექსი
ბ) შერეული
გ) გალაკტიონის სტროფი
ბ) სონეტი
გ) ტერცინა
დ) ტრიოლეტი
ე) ოქტავა
ვ) ვილანელა
ზ) პანცონა
თ) პალინდრომი
ბ) იოანე ბატონიშვილი
გ) ანონიმი ავტორი
დ) თეიმურა% გაგრატიონი
ე) პლატონ იოსელიანი
ვ) დავით ჩუბინაშვილი
ზ) დავით რექტორი
თ) ლუკა ისარლიშვილი
ი) გრიგოლ ყიფშიძე
კ) იონა მეუნარგია
ლ) მოსე ჯანაშვილი
მ) ნიკო მარი
ნ) სილოვან ხუნდაძე
ო) გრიგოლ რობაქიძე
პ) პავლე ინგოროქჭვა
ჟ) ანდრეი ფედოროვი
რ) გივი გაჩეჩილაძე
ს) დავით წერედიანი
ტ) გიორგი წერეთელი
უ) ტოგო გუდავა
ფ) მიხეილ გასპაროვი
ქ) აპოლონ სილაგაძე
ღ) ქეთრინ ვივიანი
ბ) ლავრენტი არდაზიანი
გ) ნიკოლოზ გულაკი
დ) კოტე დოდაშვილი
ე) მელიტონ კელენვზერიძუ
ვ) შიო დავითაშვილი
ზ) იოსებ ყიფშიძე
თ) სერგი გორგაძე
ი) აკაკი გაწერელია
კ) პანტელეიმონ ბერაძე
ლ) როლანდ ბერიძე
2) ასონანსი
3) ონომასტი4კა და ევფონია
4) ალიტერაციის ინტენსივობა
5) ევფონიის სემანტიკური ფუნქცია
2) პოეტური ენა და ინტონაცია
3) რიტმი და ინტონაცია
4) ევფონია და ინტონაცია
![]() |
2 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - მითითებული ლიტერატურა |
▲back to top |
მითითებული ლიტერატურა
1. ალექსანდრე აბაშელი, პოეტიკა, ჟ. „ახალი ცისკარი“, 1915. 1.
2. ზაზა ალექსიძე, ატენის სიონის ოთხი წარწერა, 1983.
3. გიორგი არაბული, ომონიმური რითმა ძველ ქართულ მწერლობაში, „ლიტერატურული
ძიებანი“, XXI, 2000.
4. არისტოტელე, პოეტიკა, სერგი დანელიას თარგმანი, 1944.
5, ნიკა აგიაშვილი, ჭაბუკები დარჩნენ მარად, 1971.
6. ნინო აბესაძე, გრამატიკის საკითხები XIX საუკუნის ქართულ პერიოდულ გამოცემებში,
1960.
7. ლადო ასათიანი, ერთტომეული, 1979.
8. თეიმურაზ ბაგრატიონი, გვარნი ანუ საზომი ქართულისა ენისა სტიხთა, „ლიტერატურული
ძიებანი“, IV, 1948.
9. იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, 1936,
10. მამუკა ბარათაშვილი, სწავლა ლექსის თქმისა, 1981.
11. მამუკა ბარათაშვილი, თხზულებათა სრული კრებული, 1969.
12. თამარ ბარბაქაძე, ქართული ლექსმცოდნეობის ანოტირებული ბიბლიოგრაფია, I, 1993.
13. თამარ ბარბაქაძე, სონეტი ღვთაებრივი, იდუმალი, ჟ. „რიწა”, 1995, 3-4.
14. თამარ ბარბაქაძე, „სილაში ვარდი" და „ყვავილი... გავსილი სილით“, „კრიტერიუმი“,
I, 2000.
15. თამარ ბარბაქაძე, „გადიშალე, ჩემო თეთრო ქაღალდო”, „ჩვენი მწერლობა“, 2002.
22-28 ნოემბერი.
16. თამარ ბარბაქაძე, პლატონ იოსელიანი – ქართული ლექსის მკვლევარი, „სჯანი", IV,
2003.
17. ალექსანდრე ბარამიძე, ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, 1945.
18. რევაზ ბარამიძე, ფარნავაზმან ძლიერ ჰყო ქვეყანა თვისი, 1999.
19. ჯონდო ბარდაველიძე, ქართული ხალხური ლექსი, 1979.
20. ჯონდო ბარდაველიძე, წინალიტერატურამდელი ქართული ლექსი, „ლიტერატურული
ძიებანი“, XIX, 2000.
21. პანტელეიმონ ბერაძე, ძველი ბერძნული და ქართული ლექსწყობის საკითხები, 1969.
22. პანტელეიმონ ბერაძე, რუსთაველის ლექსის რიტმი, „რუსთაველის კრებული", 1938.
23. პანტელეიმონ ბერაძე, მახვილი ქართულ ლევსში, თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე
მეცნიერულის სესია, 1957.
24. ნიკოლა ბუალო დეპრეო, პოეტური ხელოვნება (ქართული თარგმანი). 1998.
25. აკაკი გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1953.
26. აკაკი გაწერელია, ქართული ვერსიფიკაცია და რუსთაველის ლექსი, „ლიტერატურული
საქართველო“, 1972. 5.
27. აკაკი გაწერელია, ნარკვევები, პორტრეტები, ლექსმცოდნეობა, 1988.
28. აკაკი გაწერელია, ანდრეი ბელი და რიტმის პრობლემა, თსუ შრომები, ტ. V, 1936.
28. აკაკი გაწერელია, “ვეფხისტყაოსნის” პოეტიკის ზოგიერთი საკითხი, 1974.
29. დავით გამეზარდაშვილი, ნარკვევები ქართული რეალიზმის ისტორიიდან, 1953.
30. М. Л. Гаспаров. Современный русский стих, 1974.
31. Михаил Гаспаров, Дмитрий Сливняк. Новое издание классической поэтики,
«Литературная Грузия», 1985, No7.
32. ვალერიან გაფრინდაშვილი, თხზულებანი, 1990.
33, ალექსანდრე გვახარია, შინაგანი რითმის ისტორიიდან, „ძველი ქართული მწერლობის საკითხები",II, 1964.
34. ვაჟა გვახარია, მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები, 1978.
35. სერგი გორგაძე, ქართული ლექსი, 1930.
36. სერგი გორგაძე, ქართული წყობილსიტყვაობა, კრ. „გრდემლი“ ,II განყოფილება, 1912.
37. Б. Гончаров. Звуковая организация стиха и проблемы рифмы, М., 1973.
38. დავით გოგოჭური, მელექსეობა ხევსურეთში, 1974.
39. ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი, I, 1979.
40. ტოგო გუდავა, მახვილის როლისათვის ქართული ლექსის სტრუქტურაში, „აღმოსავლური
ფილოლოგია“, IV, 1996.
41. ტოგო გუდავა, ქართული სალექსო სტრიქონის აგებულების ზოგიერთი
საკითხი, „ცისკარი“, 1974, 7.
42. მორის გრამონი, ფრანგული ვერსიფიკაციის მცირე ტრაქტატი, ქართული თარგმანი,
ხელნაწერი, 1965.
43. გივი გაჩეჩილაძე, მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხები, 1958.
44. გივი გაჩეჩილაძე, ქართული ლექსი ინგლისურთან შეპირისპირებით,
„მნათობი“, 1967, 10.
45. ამბერკი გაჩეჩილაძე, ნარკვევები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან,
1952.
46. Ш. Давиташвили. Грузинское стихосложение, „Закавказье", 1918, No40.
47. პ დეფეი, რითმების ლექსიკონი, 1961, წინასიტყვაობა (ქართული
თარგმანი, ხელნაწერი).
48. თეიმურაზ დოიაშვილი, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები,1982.
48. თეიმურაზ დოიაშვილი, ლექსის ევფონია, 1981.
49. თეიმურაზ დოიაშვილი, ნიყმთხითიხიL 2000.
50. თეიმურაზ დოიაშვილი, სისტემა-პროცესი-ნორმა, კრ. „სჯანი“, IV, 2003.
51. А. Н. Веселовский. Историческая поэтика, 1940.
51ა. ვახტანგ VI, თხზულებები, 1947;
52. Katharine Vivian. Introduction to: Shota Rustaveli, The knight in Panther
skin, A free translation in prose by Katharine Vivian, London, 1997, pp. 13-33.
53. Katharine Vivian. Antologie de la poésie georgienne, V-XX sicles, production
et commentaires de Serge Tsouladze (Review in English). In: Revue des etudes
Georgiennes, 1985, 1, pp. 241-242.
54, ელენე ვირსალაძე, ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება (წინასიტყვაობა), 1958.
55. ნინელი თარგამაძე, სპარსული და ქართული მყარი სალექსო ფორმები,1990.
56. იზოლდა თევდორაძე, ქართული ენის პროსოდიის საკითხები, 1978.
57. ივანე იმნაიშვილი, ქართული პოეტური ენის საკითხები, 1966.
58. პაგლე ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1954.
59. პავლე ინგოროყვა, ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, ჟ. „მნათობი",
1939, 4.
60. პავლე ინგოროყვა, რუსთაველის ეპოქის ლიტერატურული მემკვიდრეობა, „რუსთაველის
კრებული“, 1938.
61. А. Исаченко. Из наблюдений над «Новой рифмой», „Slavic poetics",
62. А. Карпов. Стих и время, М.,1966.
63. კათალიკოსი კირიონი და გრიგოლ ყიფშიძე, სიტყვიერების თეორია; III გამოცემა,
1920.
64. კორნელი კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960.
64ა. კორნელი კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, II, 1941.
65. კორნელი კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, II, 1981,
66. კორნელი კეკელიძე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, VIII, 1962.
67. მელიტონ კელენჯერიძე, სიტყვიერების თეორია, მესამე, შესწორებული გამოცემა,
1919.
68. გრიგოლ კიკნაძე, „ბახტრიონის“ რითმა, „ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი", 1972.
69. დავით კობიძე, ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი,1969.
70. Иржи Леви. Искусство перевода, М., 1974.
71. გიორგი ლეონიძე, „ჭაშნიკი", მამუკა ბარათაშვილის პოეტიკა, 1920.
72. ჟ. „ლეილა“, 1920, 2.
73, „ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი", 1995.
74. თამარ ლომიძე, ქართული რითმის ისტორიიდან, 1988.
75. Литературная энциклопедия, т.9, 1935.
76. И. М. Лотман. Анализ поэтического текста, М., 1972.
77. И. М. Лотман, Лекции по структуральной поэтике. «Труды по знаковым
системам». М., 1964.
78. В. Маяковский. Избранные произведения, 1953.
79. ნიკო მარი, Die georgische Sprache, Das neue Russland, 1929, No 5-6.
80. იონა მეუნარგია, ქართველი მწერლები, 1954.
81. გივი მიქაძე, ნარკვევები ქართული პოეტიკის ისტორიიდან, 1974.
82. გივი მიქაძე, მამუკა ბარათაშვილი, 1958.
83. «Мысль, вооруженная рифмами», 1983.
84. ნინო ნაკუდაშვილი, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში", „ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი“,
1995.
85. ნინო ნაკუდაშვილი, ჰიმნოგრაფიული ტექსტის სტრუქტურა, 1996.
86. ჟ. „პრომეთე“, 1918, 2.
87. სერგი ჟღენტი, ქართული ენის რიტმიკულ-მეთოდიკური სტრუქტურა, 1963.
88. В. Жирмунский. Теория стиха. 1975.
89. დარეჯან რამიშვილი, ლექსწყობის გამომხატველობითი შესაძლებლობების ფსიქოლოგიური
ანალიზი, „ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები“, VII, 1950.
90. გრიგოლ რობაქიძე, ბესიკი, გაზ. „საქართველო“, 1917, 263.
90ა. გრიგოლ რობაქიძე, ქართული ლექსი, გაზ. „საქართველო“, 1918, 15.
91. გრიგოლ რობაქიძე, სამი წერილი იარომირ იედლიჩკას, „ლიტერატურული საქართველო",
1995, 13-20 ოქტომბერი.
92. შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, პავლე ინგოროყვას რედაქციით და გამოკვლევით,
წიგნი I, 1970.
93. შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, კონსტანტინე ჭიჭინაძის რედაქციით და
გამოკვლევით, 1934
94. „სეტყვა მოვიდა, ქვა დახვდა“, ა. ცანავას რედაქციით, 1969.
95. აპოლონ სილაგაძე, ლექსმცოდნეობითი ანალიზის პრინციპების შესახებ, 1987.
96. აპოლონ სილაგაძე, მახვილის საკითხისათვის ქართულ ლექსში, „მაცნე, ენისა და
ლიტერატურის სერია“, 1986.
97. აპოლონ სილაგაძე, ძველი ქართული ლექსი და ქართული პოეზიის უძველესი საფეხურის
პრობლემა, 1997.
98. ვალერი სილოგავა, ბორენას წარწერიანი ლექსის გარშემო, „ლიტერატურული
საქართველო“, 1999, 15-22 იანვარი.
99. В.И. Сирус. Рифма в таджикской поэзии, 1953.
100. Н. Соколов. О словаре рифм Маяковского, ж. «Литературная учеба». 1938,
No10.
101. ნესტან სულავა, გიხაროდენ, ღვთისმშობელო მარიამ, „კრიტერიუმი“, 1, 1960.
102. Б. В. Томашевский. Теория литературы, 1931.
103. Б. В. Томашевский. Стилистика и стихосложение, 1959.
104. გალაკტიონ ტაბიძე, თორმეტტომეული, XII, 1975.
105. გალაკტიონ ტაბიძე, თორმეტტომეული, VII, 1975.
106. აკაკი ურუშაძე, ბერძნულ-რომაული და ქართული მეტრიკის საკითზები, 1980.
107. А. Б. Федоров. О путях и средствах передачи грузинского стиха, «Грузинские
романтики», 1940.
108. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, |, 1949.
109. ქართული პოეტიკის ქრესტომათია, 1954.
110. ქართული ხალხური სიტყვიერება, მეგრული ტექსტები, I, 1975.
111. ქართული ხალხური პოეზია, I, 1972.
112. შალვა ღლონტი, „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული ენის სპეციფიკურობის პრობლემა,
1961.
113. გრიგოლ ყიფშიძე, ქართული პროსოდიის გამო, „სახალხო გაზეთი",!1912, 658.
113ა. სიმონ ყაუხჩიშვილი, ეფრემ მცირე და ბერძნულ-ბიზანტიური
ლექსწყობის საკითხები, „უნივერსიტეტის შრომები”, ტ.2, XXVI , 1946.
114. იოსებ ყიფშიძე, 1914. Грамматика мингрельского (иверского) языка. СПб.,
115. აკაკი შანიძე, ფისტიკაურის ისტორიისათვის, „ლიტერატურული ძიებანი, II, 1945.
116. აკაკი შანიძე, ქართული ხალხური პოეზია (წინასიტყვაობა), 1931.
116ა. აკაკი შანიძე, ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, 1953.
117. გურამ შარაძე, ევგენი ბოლხოვიტინოვი – პირველი რუსი რუსთველოლოგი, 1997.
118. М.П. Штокмар. Рифма Маяковского, 1952.
119. მარუთა შუამდინარელი, რითმით აშორდიობა, გაზ. „ლომისი“, 1923, 26.
120. მიხეილ ჩიქოვანი, დავით გურამიშვილი და ხალხური პოეზია, 1955.
121. გრიგოლ ჩხიკვაძე, ქართული ხალხური სიმღერა, I, 1960.
122. დავით ჩუბინაშვილი, Малая грузинская грамматика, 1955 (რუსულ ენაზე).
123. სარგის ცაიშვილი, დავით გურამიშვილის თხზულებათა სრული კრებული
(წინასიტყვაობა), 1980.
124. „ძველი ქართველი მეხოტბენი", II, 1957.
125. „ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია”,II, 1949.
126. შოთა ძიძიგური, ლიტერატურულ-ენათმეცნიერული ნარკვევები, 1974.
127. დავით წერედიანი, სვანური ლექსწყობის საკითხები, „ქართული ფოლკლორი“,IIL 1969.
128. აკაკი წერეთელი, თხზულებათა სრული კრებული, XI, 1960.
129. გიორგი წერეთელი, მეტრი და რითმა „ვეფხისტყაოსანში“,1973.
130. გიორგი წერეთელი, სემიტური ენები და მათი მნიშვნელობა ქართული
კულტურის შესწავლისათვის, მოხსენებათა კრებული, თსუ, 1947.
131. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული,!III, 1953.
132. კონსტანტინე ჭიჭინაძე, ალიტერაცია ქართულ შაირში, 1979.
133. ჯუმბერ ჭუმბურიძე, ქართული კრიტიკის ისტორია, I, 1974.
134. აკაკი ხინთიბიძე, ვერსიფიკაციული ნარკვევები, 2000.
135. აკაკი ხინთიბიძე, აკაკის ლექსი, 1972.
136. აკაკი ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის“ რითმათა სიმფონია, 1972.
137. აკაკი ხინთიბიძე, ბორენას საგალობელი და ბესიკის „სამძიმარი“, „ჩვენი
მწერლობა", 2003, 12-13 დეკემბერი.
138. აკაკი ხინთიბიძე, ლექსმცოდნეობის საკითხები, 1965.
139. აკაკი ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის“ პოეტიკიდან, 1969.
140. აკაკი ხინთიბიძე, პოეტიკური ძიებანი, 1981.
141. აკაკი ხინთიბიძე, პოეტური ხელოვების საკითხები, 1961.
142. აკაკი ხინთიბიძე, რამდენიმე დამატებითი ცნობა „არჩილ მეფის ქების“
სასარგებლოდ, გაზ. „კალმასობა“, 2002, 8.
143. აკაკი ხინთიბიძე, გალაკტიონის პოეტიკა, 1987.
144. აკაკი ხინთიბიძე, იაკობ შემოქმედელი, 1998.
145. აკაკი ხინთიბიძე, რითმა და ზმა, კრ. „სჯანი",II, 2001.
146. აკაკი ხინთიბიძე, ტერმინებისათვის: ზუსტი და არაზუსტი, „ვაჟური“ და „ქალური“
რითმა, კრ. „სჯანი, III, 2002.
147. აკაკი ხინთიბიძე, ფრანგული ალექსანდრიული ლექსის მოდელი ძველ ქართულ
ხელნაწერებში, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2004, 30. IV – 6.V.
148. აკაკი ხინთიბიძე, ქართული ლექსმცოდნეობა, 1999.
149. აკაკი ხინთიბიძე, ქართული საერო ლექსის გენეზისისათვის, „ძველი ქართული
ლიტერატურის პრობლემები", 2002.
150. აკაკი ხინთიბიძე, ქართული ლექსის ბუნებისათვის, 1976.
151. აკაკი ხინთიბიძე, ქართული ლექსის მკვლევარნი, „ჭაშნიკი“. ქართული
ლექსმცოდნეობის საკითხები“ , 1984
152. აკაკი ხინთიბიძე, ცეზურა ქართულ ლექსში და გურამიშვილის ვერსიფიკაცია, 1990.
153. В. Е. Холшевников. Основы стиховедения, М., 1972.
154. В. Е. Холшевников. Русская и польская силлабика и силлаботоника, «Теория
стиха», М.,1968
![]() |
3 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - აკაკი ხინთიბიძის ძირითად ნაშრომთა ბიბლიოგრაფია |
▲back to top |
აკაკი ხინთიბიძის ძირითად ნაშრომთა ბიბლიოგრაფია
1, სამხრეთ საქართველო ქართულ საბჭოთა პოეზიაში, ჟ. „მნათობი", 1950, 7
2. მოწინავე საბავშვო მწერალი, ჟ. „მნათობი", 1953, 4.
3, აამირცხულავას პოეტური ეპოსი, კრ. „ლიტერატურული ძიებანი“, VIII, 1953.
4. ძმობის ჩუქურთმა, „ლიტერატურული გაზეთი“, 1953, 46.
5. ი. გრიშაშვილის საბავშვო ლექსები, ჟ.„კომუნისტური აღზრდისათვის“, 1954, 2.
6. ი. გრიშაშვილის პოეტური ენა, კრ. „ლიტერატურული ძიებანი", IX, 1955.
7. ი. გრიშაშვილის პოეზია, თბ.,1955.
8. მონოგრაფია შ. დადიანის დრამატურგიაზე (თანაავტორი), ჟ. „მნათობი“,1956, 3.
9. კონფლიქტის საკითხისთვის ლირიკაში, კრ. ლიტერატურულიძიებანი“,
10. ი. გრიშაშვილი, თბ.,1956.
11. პოეტური მეტყველების რეალისტურობისთვის, „ლიტერატურული
გაზეთი“, 1956, 29.
12. შენიშვნები პოეტური ოსტატობის საკითხებზე, „ლიტერატურული გაზეთი”, 1957, 29.
13. ილია ჭავჭავაძის ლირიკის ფორმის საკითხები, „ი. ჭავჭავაძის საიუბილეო კრებული“,
თბ., 1957.
14. თანამედროვე ქართული ლექსის მეტრული წყობის შესახებ, კრ. „ლიტერატურული
ძიებანი" XI, 1958.
15. პოეტური ენის შესწავლისთვის, ჟ. „მნათობი“, 1958, 1.
16. რითმის ზოგიერთი საკითხი, კ. კეკელიძის საიუბილეო კრებული, თბ.,
1959.
17. მეორე პეონის ადგილი ქართულ ლევსწყობაში, კრ. „ლიტერატურული
ძიებანი“,XII, 1959.
18. И. Гришашвили. Тб., 1959.
19. ლექსის სურნელება, გაზ. „კომუნისტი“, 1959, 233.
20. მნიშვნელოვანი ნაშრომი პოეტიკაში, გაზ. „თბილისი“, 1960,.232.
21. ი. ჭავჭავაძე და გ. ტაბიძე, ჟ. „საბჭოთა ხელოვნება”, 1960, 8.
22. ქართული ლექსის ინტონაცია, ჟ. „მოამბე“, 1960, 3.
23. აკ. წერეთლის შეხედულებანი პოეტური ხელოვნების საკითხებზე, ჟ. „მნათობი“, 1960,
10.
24. ლექსწყობის გაუთვალისწინებლობის შედეგად, გაზ. „თბილისი“, 1960, 141.
25. აკაკი და პოეტური ოსტატობა, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1960, 140.
26. პოეტური ხელოგნების საკითხები, თბ.,1961.
27. გ.ტაბიძის რითმა, კრ. „ ლიტერატურული ძიებანი“, XIII, 1961.
28, გარდატეხის ეპოქათა მესიტყვე, გაზ. „თბილისი", 1962, 65.
29. ქართული ლექსის მშვენება, გაზ. „თბილისი“, 1962, 171.
30. გალაკტიონის ერთი ლექსის გამო, გაზ. „თბილისი“, 196, 65.
31. ევფონიის ინტონაციური დანიშნულება, კრ. ლიტერატურულიძიებანი", XIV, 1962.
32. ერთი მოსაზრების გამო, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 196, 31.
33. ლექსის დამოუკიდებელი სახეობა, ჟ. „მნათობი“, 196ქ, 2.
34. ქართული ლექსის კლასიფიკაციისთვის, კრ. „ლიტერატურის თეორიისა და ესთეტიკის
საკითხები", I, 1963.
35. აკაკის ლექსთა სახეობანი, ჟ. „მოამბე“, 1963, 4.
36. აკაკის ლექგსწყობის თავისებურებანი, ჟ. „მაცნე“, 1964, 4.
37. აკაკის მელოდიებიდან. ჟ. „სკოლა და ცხოვრება", 1964, 10.
38. აკ. წერეთლის თხზულებათა გამოცემის გამო, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“,
1965, 6.
39. ლექსმცოდნეობის საკითხები, თბ.,1965.
40. გადატანა აკაკის ლექსში, კრ. „ლიტერატურის თეორიისა და ესთეტიკის საკითხები“,
II, 1965.
41. ლიტმცოდნეობის ტერმინთა მოკლე ლექსიკონი (თანაავტორი), 1966.
42. რუსთველური, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1966, 19.
43. გ. ტაბიძე, „ატმის ყვავილები“ (შემდგენელ-რედაქტორი, წინათქმის ავტორი), თბ.,
1966.
44. ქართული პოეტიკა – ჩვენი საზრუნავი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“,1967, 47.
45. სონეტისათვის, გაზ. „ ლიტერატურული საქართველო“, 197, 18.
46. ლექსის თეორია, გაზ. „ ლიტერატურული საქართველო", 1968, 32.
47. შევადგინოთ „ვეფხისტყაოსნის“ რითმათა სიმფონია, 1969. 19.12. თანაავტორი).
48. გრიშაშვილის ლექსი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1969, 17.
49. ქართული რითმა მაიაკოვსკის ლექსის სტრუქტურაში, კრ. „ლიტერატურული
ურთიერთობანი" ;II, 1969.
50. რა სახეობა იქნება? ჟ. „მაცნე“, 1969, |.
51. მუსიკა, გრძნობა და სილამაზე, ჟ. „ცისკარი“, 1969, 2.
52. Грузинская рифма и поэтика Маяковского, ж. "Литературная Грузия". 1969,
No7-8.
53. ძველეარლელი ლექსი, გაზ. „ ლიტერატურული საქართველო“, 1969
54. „გეფხისტყაოსნის“ პოეტიკიდან, თბ., 1969.
55. კ. ჭიჭინაძე – ქართული ლექსის მკვლევარი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“
,1970, 31.
56. სტილის ძიება XXს.-ის 20-იანი წლების ქართულ პოეზიაში, კრ. „ქართული საბჭოთა
ლირიკის ნარკვევები", 1970.
57, მხატვრული ანალიზის საკითხისთვის, ჟ. „ქართულიენადა ლიტერატურა სკოლაში", 1971,
2.
58. თანამედროვე ლექსის საზომებისთვის, ჟ. „მაცნე“, 1972, 2.
59. აკაკის ლექსი, თბ., 1972.
60. ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ (თანაავტორი), თბ. 1972.
61. Исследования по теории стиха, ж. "Литературная Грузия", 1972, No12.
62 დავის საგანია სონეტი, კრ. ლიტერატურული ურთიერთობანი“, 1972.
63. „ვეფხისტყაოსნის“ რითმათა სიმფონია, თბ., 1972.
64. ლიტერატურის თეორიის საფუძვლები (თანაავტორი), თბ., 1972, 1978, 1986.
65. Пути развития грузинского стиха, ж. "Литературная Грузия", 1973.No4.
66. სტილისტიკური დაკვირვებანი გალაკტიონის პოეზიაზე, ჟ. „ქართული ენა და
ლიტერატურა სკოლაში“, 1973, 2.
67. ფიქრები თანამედროვე ვერსიფიკაციაზე, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1973,
24.
68. Основоположник современной грузинской поэтики, ж. литературная Грузия",
1973, No10
69. ეპითეტი გალაკტიონის პოეზიაში, ჟ. „კრიტიკა“, 1973, 5.
70. რეფორმატორი ქართული ლექსისა, გაზ. „კომუნისტი“, 1973, 245.
71. გ. ტაბიძე, „არტისტული ყვავილები“. აღდგენითი გამოცემა რითმის ლექსიკონით,
ბათუმი, 1974.
72. ინსტრუქცია გ. ტაბიძის რითმის ლექსიკონის შესადგენად, თბ.,1974,
73. ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა (თანაავტორი), თბ., 1975.
74. „დრო, დრო აღნიშნე“, ჟ. „კრიტიკა“, 1975. 6.
75. ძველი და ახალი რითმა, ჟ. „მნათობი“, 1976, 5.
76. რუსთველური შიდარითმა, ჟ. „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, 1976, 4
77. რითმის სიკეთე, გაზ. „ ლიტერატურული საქართველო", 1976, 35.
78. ქართული ლექსის ბუნებისათვის, თბ., 1976.
79. მეგრული ლექსი, ჟ. „ცისკარი", 1976, 11.
80. აზრისა და ფორმის ერთიანობა, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1977. 24.
81. Новейшая реформа грузинского стиха, ж. "Литературная Грузия", 1977,No4.
82. ქართული ლექსის უახლესი რეფორმა (გერმანულ ენაზე), კრ. „საქართველო“, 1977.
83. ქართული ლექსის განვითარების გზა, თბ., 1979.
84. გალაკტიონის რითმა თორმეტტომეულში, ჟ. „მაცნე", 1979, 4.
85. ლექსმცოდნეობის კონფერენციაზე, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1979.29.V.
86. კ. ჭიჭინაძე, ალიტერაცია ქართულ შაირში (შემდგენელ-რედაქტორი,გამოკვლევის
ავტორი), თბ., 1979.
87. მესამე გამორიცხული, ჟ. „კრიტიკა“, 1979, 5.
88. აკაკის ლექსი, გაზ. „კომუნისტი“, 1980, 10, VI.
89. „წამების წყნარი წარმავალობა“, გაზ., ლიტერატურული საქართველო“, 1981, 40.
90. „ნარგიზოვანის“ სტრიქონები ხალხურ სიმღერაში, ჟ. „საბჭოთა ხელოვნება", 1981, 4.
91. ქართული ლექსმცოდნეობის ფუძემდებელი, გაზ. „კომუნისტი“, 1981, 22.IV.
92. Чашники - 250. ж." Литературная Грузия", 1981, No6.
93. ერთი სიმღერის ისტორიიდან, გაზ. „ლენინის დროშა“, 1981, 66.
94. ქართული ლექსმცოდნეობა 60 წლის მანძილზე, ჟ. „მაცნე“, 1981, 4.
95. „ვეფხისტყაოსნის“ რიტმული ვარიაციებიდან, ჟ. „ცისკარი", 1981,3.
96. ჭაშნიკი ქართული ლექსმცოდნეობისა, მამუკა ბარათაშვილი, „სწავლა
ლექსის თქმისა”. ქართულად და რუსულად (რედაქტორ-შემდგენელი), თბ., ·
97. პოეტიკური ძიებანი, თბ., 1981.
98. „რითმა ყოველთვის ხმალში იწვევს...", ჟ. „კრიტიკა“, 1982, 1.
99. პაპის ნათქვამი მთიბლური, გაზ. „ ლიტერატურული საქართველო", 1982, 26.I.
100. გალაკტიონის რითმის ლექსიკონი ხელნაწერი, 1982 წ.
101. პოეტის რითმის ლექსიკონი, გაზ. „კომუნისტი", 1982, 8.XI.
102. გრიგოლ რობაქიძის სონეტები, ჟ. „რინა“, 1983, 3.
103. იაკობ შემოქმედელის ვერსიფიკატორული ძიებანი, ჟ. „მაცნე“, 1983, 3.
104. საერო პოეზიის სათავეებთან, გაზ. „კომუნისტი", 1984, 173.
105. ქართული ლექსის მკვლევარნი, კრ. „ჭაშნიკი, ქართული ლექსმცოდნეობის საკითხები“,
თბ., 1984.
106. კოჭლი სონეტი, ჟ. „მაცნე“, 1985, 2,
107. ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები, ჟ. „კრიტიკა“, 1985, 4.
108. Хромой сонет в грузинской поэзии, „Гармония противоположностей", Т6., 1985.
109. ბესიკის „ცრემლთა მდინარეს" მეტრისათვის, კრ. „ქართული ლექს- მცოდნეობა“, თბ.,
1985.
110. იაკობ შემოქმედელი, თბ., 1986წ.
111. საჭიროა საკადრისი მეცნიერული ახსნა, გაზ. „თბილისი", 1986.109. 112.
გალაკტიონის სტროფი, ჟ. „კრიტიკა“, 1986, 5.
113. გალაკტიონის პოეტური სახეები, კრ. „ლიტერატურული ძიებანი“, I,
1986.
114. იონა მეუნარგიას ერთი შენიშვნის გამო, გაზ. „ლიტერატურული სა- ქართველო“,1987.
12.V.
115 Tlo3TIMHECKHe Ila pauleli. K. “TepaTypHag [pysuta", 1987, N8, 116.
გალაკტიონის პოეტიკა, თბ., 1987.
117. ილიას ნატვრა და იმედი, კრ. „ილია ჭავჭავაძე −150“, თბ., 1987.
118. გურული იუმორისტული ლექსი, გაზ. „ლენინის დროშა“, 1988, 132.
119. ასამაღლებელი ხმა, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1988, 2. IV.
120. ცეზურა ქართულ ლექსში, ჟ. „მაცნე“ 1988, 1.
121. ცეზურა ლუწ და კენტმარცვლიან საზომებში, ჟ. „მაცნე“, 1988, 2. 122. ზოგჯერ
თქმა სჯობს, გაზ. „თბილისი“, 1989, 270.
123. „სიძველისადმი გრძნობა, პატივი“, გაზ. „კომუნისტი“, 1989, 96. 124.
ცოტნე-ბიჭები და პატარა ამორძალები, გაზ. „ახალგაზრდა კომუნის- ტი", 1989, 60.
125. კამათი უსათუოდ საჭიროა, ჟ. „სკოლა და ცხოვრება“,1989, 1. 126. ამაყი ნება,
გაზ. „თბილისი“, 1989, 101.
127. გურამიშვილის ერთი სტროფის ისტორიისთვის, გაზ. „სახალხო გა- ნათლება", 1990,
1.
128. ციმბირის მიწაში, გაზ. „ალიონი“, 1990, 46.
129. ცეზურა ქართულ ლექსში და გურამიშვილის ვერსიფიკაცია, თბ., 1990.
130. „აქა ისმენენ ბესიკისას მღერას ციურსა“, ჟ. „ლიტერატურა და ხელოვ- ნება".
1990, 1.
131. „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, ალმ. „ქართული მწერლობა“, 1990, 2.
132. საუბრები აკაკის პოეტურ ხელოვნებაზე, ჟ. „კრიტიკა“, 1990, 5. 133. „ეს არ არის
საქართველო“, ჟ. „დროშა“, 1991, 1.
134. ლომფერი შემოდგომა, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1991, 1. XI.
135. გრ. ორბელიანის მუხამბაზი „გინდ მეძინოს", ჟ. „ლიტერატურა და ხელოვნება“,
1991, 6.
136. „ლექსს აქვს თავისი კანონები“, ალმ. „მარიოტა“, 1991, 2.
137. „ლექსით და მერე რა ლექსით", ჟ. „ლაშარი“, 1991, 1.
138. „გულანის“ პოეზია, გაზ. „ლიტერატურული. საქართველო", 1992, 27.
139. ნიღბით და უნიღბოდ, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1992, 20.XI.
140. · გალაკტიონი თუ ცისფერყანწელები, თბ., 1992,
141. „გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი“, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა", 1992, 12.XII.
142. ქართული ლექსმცოდნეობა, ლექციების კურსი, თბ., 1992.
143. B MacKe II He3 Hct, K. " JlisrepaTypHaa Tpy3H", 1992, NNo6.
144. ზღვა, მერი, აფხაზეთი და ასპინძა, გაზ. „ლიტერატურული საქართვე- ლო“,
1993.2.VII.
145. დედაენის სადიდებელი, გაზ. „სიტყვა ქართული“, 1993, 7.
146. გალაკტიონის წვლილი?! გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1993, 1.X.
147. ი. ჭავჭავაძის ჭაბუკი ჭირისუფალი, გაზ. „ერთობა“, 1993, 30.VI. 148. პოეტიკა
დიდი პოეტის თვალით, ჟ. „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1993, 1.
149. აკაკის ვერსიფიკაციის შესწავლის ისტორიიდან, „აკაკის საიუბილეო კრებული", თბ.,
1993,
150. აკაკი და მამია გურიელი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1993, 12.III.
151. ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი (თანაავტორი და შემდგენელ-რედაქ- ტორი), თბ., 1995.
152. „მას გახელილი დარჩა თვალები“, ჟ. „მნათობი“, 1995, 5-6.
153. ლექსის კითხვის ხელოვნება, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1995, 8.
154. ანა დედოფალი, გაზ.„საქართველო“, 1997, 1.
155. ნახევარხმოვანი - „ვეფხისტყაოსანში", გაზ. „კალმასობა",1997,9.VI.
156. მამია გურიელი – პოეტი და დეკლამატორი, ჟ. „ცისკარი" 1997, 7.
157. „ჭაშნიკი – 250", ჟ. „მნათობი", 1997, 6.
158. გურამიშვილის საგალობლებიდან: „სხვა ხმა“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“,
1997, 4.VII,
159. პოეტიკა და ტექსტოლოგია, „ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის შრომები“, I, 1997.
160. ქართული ლექსმცოდნეობა (II გამოცემა), თბ., 1997.
161. „აბდულ-მესიანისა“ და „არჩილ მეფის ქების" იგივეობისთვის, გაზ. „ბურჯი
ეროვნებისა", 1997, 11,
162. იაკობ შემოქმედელი (II გამოცემა), თბ., 1998.
163. დაბალი შაირიდან მაღალზე გადასვლის ხელოვნება „ვეფხისფყაოსანში“, გაზ.
„კალმასობა“, 1998, 2.
164. მე და ღამე, კრ. „ქართული ლიტერატურა", 1998, 1.
165. გამოთხოვება ძველ საქართველოსთან, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1998,
144-147.
166. აუცილებელი განმარტებანი, გაზ. „კალმასობა",1998წ. 15, 1999, 1,2.
167, ბუალო, „პოეტური ხელოვნება“, ქართული თარგმანი, (წინასიტყვაობა),
თბ.,
168. ნოდარ დუმბაძის დიალექტი, ალმ. „გუბაზოული“, I, 1998.
169. ოცმარცვლიანი სტროფი „ვეფხისტყაოსანში“, უჟ. „მნათობი“, 1998,
170. მთელი ხანა წიგნისა „CIმი გსX ჩ6ს(5“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1998,
20.XI.
171. გ. ტაბიძის პოეზია დიმიტრი ბენაშვილის თვალთაზედვით, გაზ. „კალმასობა". 1998,
10.
172. შაირი თუ ფისტიკაური, ჟ. „მაცნე", 1998, (1-4.
173. შეხვედრა სიყვარულთან, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1998,
18.VI,
174. მოაზროვნე მეცნიერი და მომხიბლავი ადამიანი, კრ. „გრიგოლ კიკნაძე" თბ., 1999.
,
175. „არტისტული ყვავილები" – 80, კრ. „ლიტერატურათმცოდნეობის
აკადემიის შრომები“,II, 1999.
176. ილია და გალაკტიონი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1999, 14.
177. სულხან-საბა ორბელიანი – ვერსიფიკატორი, ალმ. „მწიგნობარი" 1999, 5. ,
178. გახსენება, ალმ. „გუბაზოული", II. 1999.
179. ვაჟა-ფშაველასთან შეპასუხება რომ გაბედო..., გაზ. „კალმასობაბ 1999, 8. ,
180. ალიტერაციის ინტენსივობა, კრ. „სჯანი“, I, 2000.
181. მივხედოთ ჩვენს ენას, გაზ. „მშვიდობა ყოველთა“, 2000. 117.
182. აკაკის სალექსო ფორმები, „აკაკის კრებული“, I, 2000.
183. სტროფის სემანტიკური სტრუქტურისათვის გალაკტიონის პოეზიაში გაზ. „ლიტერატურული
საქართველო“, 2000, 12. ,
184. „რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა, ჟ. „მნათობი“ 2000, ვ-4,
185. „რა ენა წახდეს“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2000 39 186. წვიმა, გაზ.
„ლიტერატურული საქართველო“, 2000, 22IX... ”.
187. ვერსიფიკაციული ნარკვევები, თბ., 2000.
188. მერის მოტივი, გაზ. „ახალი ეპოქის" დამატება „ჩვენი მწერლობა“, 2000, 17.XI.
189.გალაკტიონ ტაბიძე, მერი (შემდგენელ-რედაქტორიდა წინასიტყვაობის ავტორი), თბ.,
2000.
190. ქართული ლექსმცოდნეობა (III გამოცემა), თბ., 2000.
191. ლექსი და საგანთა მუსიკა, გაზ. „ახალი ეპოქის“ დამატება „ჩვენი მწერლობა“,
2001, 23.II.
192. „ეპიტაფია დავით აღმაშენებლისა“, კრ. „კრიტერიუმი“,II, 2001.
193. რითმა და ზმა, კრ. „სჯანი",II, 2001.
194. გიორგი ლეონიძე – პოეტი და პიროვნება, კრ. „გიორგი ლეონიძე“, თბ., 2001.
195. სიტყვათა სილაბური წონასწორობიდან სიყვარულის ჰარმონიამდე, ჟ. „მნათობი“,
2001, 5-6.
196. სიმართლის წიგნი, გაზ. „ახალი ეპოქის“ დამატება „ჩვენი მწერლობა", 2001,
.22.VI.
197. ომახიანი მწერალი და მეცნიერი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2001, 21.XII.
198. „ვეფხისტყაოსნის“ ენა თანამედროვე მეტყველებაში, კრ. „წინ, რუსთველისაკენ!“
თბ., 2001.
199. „მშვიდობის წიგნის“ ინტერპრეტაციისთვის, კრ. „ლიტერატურული ძიებანი“, XXI,
2001.
200. ერთი სატრფიალო რომანსის გამო, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2002. 22.III.
201. ტერმინებისათვის: ზუსტი და არაზუსტი, „ვაჟური“ და „ქალური“ რითმა,
კრ.„სჯანი“,III, 2002.
202. ქართული საერო ლექსის გენეზისისათვის, კრ .,ძველი ქართული მწერლობის
პრობლემები", 2002.
203. გალაკტიონის დღის ისტორიიდან, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 2002, 188.
204. დაბინდულ ქლიავისფერი მთები, გაზ. „ლიტერატურული საქართველო". 2002, 4.
205. „ბასიანის ბრძოლის“ ავტორი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 2002. 15.XI.
206. რამდენიმე დამატებითი ცნობა „არჩილ მეფის ქების“ სასარგებლოდ, გაზ.
„კალმასობა“, 2002, 8.
207. გალაკტიონი. ლიტერატურა თანამედროვე კარცერ-ლუქსისათვის, შემდგენელი და
წინასიტყვაობის ავტორი, თბ., 2002.
208. ეფემერების ეროვნული დაკონკრეტება, კრ. „გალაკტიონოლოგია", I, 2002.
209. ჩახრუხაძის რითმა, კრ. „ლიტერატურული ძიებანი“, XXII, 2002.
210. „რითმა ლამაზი ოქროს ფასია“, ჟ. „მნათობი", 2002, 11-12
211. იონა მეუნარგიას ღვაწლი, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 200ვ, 28.I.
212. კატრენის მესამე ტაეპი, გაზ. „კალმასობა“, 2003, 1.
213. „მივალ გურიაში, მარა“, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 200ქ, 58.
214. ქართული ლექსი, თბ,, 2003.
215. „შფოთიანი ტფილისი“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2003. 25.IV.
216. „ეღირსებაო ლუხუმსა“, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 2003, 177.
217. გალაკტიონი. 15 ლექსი და ერთი პოემა, თბ., 2003,
218. ბესიკის რითმა, კრ. „სჯანი“, IV, 2003.
219. რომანტიკოსთა რითმა, „ლიტერატურული ძიებანი", 200ქ, XIV.
220. მუხრანული, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 2003, 7.XI.
221. ძირძველ ქართულს არ ახასიათებდა სიტყვათშემოკლებანი, გაზ. „საქართველოს
რესპუბლიკა“, 2003, 16.X.
222. როგორი მახსოვს იგი? კრ. „გალაკტიონოლოგია", II, 2003,
223, ბორენას საგალობელი და ბესიკის „სამძიმარი“, გაზ. „ახალი ეპოქის"
დამატება „ჩვენი მწერლობა", 2003, 12. XII.
224. გალაკტიონის სამყაროში, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 2001, 7.XII.
225. ერთხელ კიდევ და უკანასკნელად აბრევიატურების გამო, გაზ. „საქართველოს
რესპუბლიკა“, 2004, 11.
226. „გალაკტიონის რითმის ლექსიკონი“, ბოლოსიტყვაობა, კრ. „სჯანი“, V, 200.
227. მოგონებანი გალაკტიონზე, თბ,, 2004.
228. ადონისური მეტრი „ვეფხისტყაოსანში“, „რუსთველოლოგია“,III, 2004.
229. დადგა დრო გალაკტიონის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემისა, „კალმასობა“,
2004, 2.
230. ლექსი და სიმღერა, გაზ. „24 საათი“, 2004. 12. XI.
231. ფრანგული ალექსანდრიული ლექსის მოდელი ძველ ქართულ ხელნაწერებში, გაზ.
„ლიტერატურული საქართველო”, 2004. IV.
232. „ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც“, გაზ. „ქართული კულტურა", 2005.17.IX,
233. აფხაზეთი, გალაკტიონი და ოქროს ლირა.
234.წინათქმა გალაკტიონის გამოუცემელი „რჩეულისათვის“, 2005.
235. შემოდგომა შეუდარველი, ჟ. „არილი“, 2005, 1.
236. რუსთველის „ტკბილქართული" და გალაკტიონის ალიტერაციები.
გაზ. „ ლიტერატურული საქართველო“, 2005. 28.I.
237. პოეტები და ყვავილთა სიმბოლიკა, „მწერლური ცხოვრება“, 2005, 5.
238. ბარათაშვილის მეტრიკა, კრ. „სჯანი“, VI, 2005.
239. ენაშემკული და კურთხეული, „კალმასობა“, 2005, 8.
240. „ზედმეტი“ ლექსი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2005. 9.XII.
241. რითმათა ტაში, „კალმასობა", 2005, 2.
242. თოვლის სიმბოლიკა გალაკტიონის პოეზიაში, „ლიტერატურული.
ძიებანი“, XXVI, 2006.
243. მოცარტი, ბეთჰოვენი და გალაკტიონის რითმის მუსიკა, გაზ. „ლიტერატურული
საქართველო“, 2006. 19.V.
244. მოგონებანი გარდასულ დღეთა, „კალმასობა“, 2006, 1-2-3-4.
245. ანა კალანდაძის ახალი წიგნის გამო, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2006, 8.
IX.
246. ილიას კალამი, „კალმასობა", 2006, 6.
247. უსახლკაროდან მახარხარომდე, „მწერლის გაზეთი“, 2006, 9.
248. მოგონებანი გარდასულ დღეთა, თბ,, 2006.
249. სულიკო – ცად ასულიყო, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2007,19.I.
250. მოუარეთ საქართველოს, „კალმასობა", 2007, 1.
251. ჰიატუსი ქართულ ენასა და ლექსში, „სჯანი", VIII, 2006.
252. დიდგორი და ნარცისი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2007. 25. V.
253. მოგონებანი გარდასულ დღეთა, თბ,, 2008, მეორე შევსებული გამოცემა.
254. ქართული ლექსის ისტორია და თეორია. თბ., 2009.
![]() |
4 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - წინასიტყვაობა |
▲back to top |
წინასიტყვაობა
ქართული ლექსის ფენომენი ისევე უნიკალურია, როგორც ქართული ენის. მისი კვლევაც
ადრევე უნდა დაწყებულიყო, იოანე ზოსიმეს ქართული ენის ქების დროიდან (X საუკუნე) –
რუსთაველის პოემის შემდეგ მაინც (პრო ლოგის პოეტიკა). მამუკა ბარათაშვილის „სწავლა ლექსის თქმისა" ქართული ლექსის კვლევის გვიანდელი
ეტაპია. ადრინდელი პო ეტიკური ძიებანი დროთა უკუღმართობას შეეწირა. აკაკი განერელიას და გიორგი წერეთლის ფუნდამენტუ რი ნაშრომები XX საუკუნის შუა
წლებშია შექმნილი. წინამდებარე მონოგრაფია ქართულ ლექსზე ჩემი ხან გრძლივი ფიქრისა და განსჯის
ნაყოფია. მას წინ უსწრებდა ნიგნები: „პოეტური ხელოვნების საკითხები“, „ლექსმცოდ ნეობის საკითხები", „ქართული
ლეესის ბუნებისათვის", „ქართული ლექსის განვითარების გზა“, „პოეტიკური ძიებანი“,
„ცეზურა ქართულ ლექსში,“ „ვერსიფიკაციული ნარ კვევები“, „ქართული ლექსმცოდნეობა“ –
ლექციების კურსი, „ქართული ლექსი“ – სასკოლო სახელმძღვანელო და სხვ. მონოგრაფიაში ლექსწყობის საკითხები ყოველთვის პროპორციების დაცვით არ არის
ნარმოდგენილი. ზოგი ერთი, რომელიც სხვა მკვლევართა მიერ იყო შესწავლილი და ჩემს
თვალსაზრისს ეთანხმებოდა, ანდა იმდენადაა ცნობილი, რომ ხელმეორე განხილვას აღარ
საჭიროებდა, შეკუმშულია, ხოლო უფრო დიდი ადგილი ეთმობა სა კუთრივ ჩემ მიერ
გაანალიზებულ პრობლემებს. ქართული ვერსიფიკაციის კვლევის ისტორია, ცალ კეულ ავტორთა შეხედულებანი ჩვენი
ლექსწყობის ბუნე ბაზე წარმოდგენილია თავში – ქართული ლექსის სილაბურობისა და
სილაბურტონურობის თეორიები. შედარებით ვრცლადაა განხილული ქართული რითმა, რაზედაც საგანგებო გამოკვლევა არ
არსებობს. წიგნში ქართული რითმის ხელოვანთა ერთგვარი პორტრეტებიცაა მოცემული. იმდენად რთული და მრავლისმომცველია ქართული ლექსის ისტორიისა და თეორიის
პრობლემატიკა, რომ ალბათ არაერთი საკითხი კვლავ გაურკვეველი ან ახლებურად
გადასაწყვეტი დარჩა, რაც ლექსმცოდნეთა ახალ-ახალ თაობებს ელის.
![]() |
5 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია |
▲back to top |
![]() |
5.1 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ლექსის ინტონაცია |
▲back to top |
IX. ლექსის ინტონაცია
ბოლოსთვის მოვიტოვე ინტონაცია, როგორც ერთგვარი შემა ჯამებელი, რომელშიც მაქსიმალურად ვლინდება ლექსის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი.
![]() |
5.1.1 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ლექსის ინტონაცია - ინტონაციის ცნებისათვის |
▲back to top |
1. ინტონაციის ცნებისათვის
ინტონაცია ლათინური სიტყვაა (intono) და ხმამაღალ წარმოთქმას ნიშნავს.იგი ენაში ბგერითი საშუალებების ერთობლიობაა,მეტყველების ტონის განმსაზღვრელი ცნებაა, რომელიც აწესრიგებს მეტყველების შინაარსს. ინტონაციის მეშვეობით ვლინდება ერთი და იმავე სიტყვის, გამოთქმის, ფრაზის სხვადასხვაგვარი შინაარსობრივი ნიუანსი.
დიდმნიშვნელოვანი როლიაკისრია ინტონაციას მუსიკაში, სადაც იგი მელოდიის შემადგენელი კომპონენტია და ტონის სისწორეს ნიშნავს. მაგრამ მუსიკალურ ინტონაციაში ტონი ნაკლებად რხევადია. იგი ზუსტი ინტერვალებით მოძრაობს, მეტყველებაში კი ტონის მოძრაობა უფრო თავისუფალი და ნებისმიერია.
რადგან ინტონაციაში უშუალოდ ვლინდება ადამიანის სულიერი სამყარო, აზრობრივი ნიუანსები, გრძნობათა ელფერი, რადგან იგი საუკეთესო საშუალებაა ადამიანის ფიქრისა და განცდების გადმოცე მისა, ბუნებრივია, მას განსაკუთრებული როლი აქვს დაკისრებული მხატვრულ შემოქმედებაში, პერსონაჟის ავტორისეულ დახასიათე ბაში, ავტორისა და პერსონაჟის მეტყველებაში. ლექსში ამას ემატება ახალი, ძლიერი ფაქტორი რიტმისა, რომელიც ინტონაციის ერთ-ერთი საყრდენი ბარიერია.
ინტონაციაზე, როგორც ლექსის მამოძრავებელ ღერძზე, ყურადღება გამახვილდა XIX საუკუნის ბოლოს, ცნობილი გერმანელი მეცნიერის ედუარდ ზივერსის „ჟღერის ანალიზის" თეორიაში, როცა პოეტური ტექსტის ვიზუალური ათვისების ნაცვლად (ე.წ. „თვალის ფილოლოგია"), ყურადღების ცენტრი გადავიდა ლექსის წარმოთქმით მხარეზე (ე.წ. „სმენის ფილოლოგია“).
როგორც აღნიშნული გვაქვს ლექსი სმენითი კატეგორიაა და მისი შესატყვისი გახმოვანება საშუალებას იძლევა ისეთი რიტმულ მელოდიური ნიუანსების გამოვლენისა, რაც თვალით კითხვის დროს შეუმჩნეველი რჩება.
დახელოვნებულ კითხვას შეუძლია ნათელი წარმოდგენა მოგვცეს პოეტთა შესახებ. ამდენად ინტონაცია დამახასიათებელია ზეპირი და არა წერითი მეტყველებისათვის.
მაგრამ ამჟამად, როცა ლექსის ინტონაციაზე ვსაუბრობ, ცხადია, მხედველობაში მაქვს გაუხმოვანებელი ტექსტის ინტონაცია.
ლექსის ამგვარი თუ იმგვარი გახმოვანების საფუძველი ტექსტშია. გ. ტაბიძის სტრიქონში „წიწამურში რომ მოჰკლეს ილია“ შეგვიძლია ინტონაციური ხაზგასმით გამოვყოთ ნებისმიერი სიტყვა, რითაც სტრიქონთა შინაარსს სხვადასხვაგვარ მიმართულებას მიგცემთ. მაგრამ ტექსტიდან გამომდინარე, ავტორისეული ჩანაფიქრით, აქ აქცენტი უნდა გადატანილ იქნეს სიტყვაზე ილია და არა სიტყვებზე: წიწამური და მოჰკლეს. ეს იქნებოდა მისი სწორი წაკითხვა.
ვინც სწორად ამოხსნის ლექსის შინაარსს, ავტორის ჩანაფიქრსა და განწყობილებას, იგი ნაწარმოებს სწორი ინტონაციით წაიკითხავს, ნათლად გააშუქებს მის შიდა სამყაროს. ინტონაცია იგივეა ლექსისთვის, რაც სინათლე ბნელი ოთახისთვის მასში მოთავსებული ნივთების და სანახად.
უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს ინტონაციის ზოგადი ხასიათი ლექსში.
ინტონაციას მაორგანიზებელი ფუნქცია აქვს დაკისრებული. იგი ერთგვარი რეგულატორის როლს ასრულებს ლექსის შიდა სამყაროს ელემენტთა ურთიერთმიმართებაში. მისი დანახვა და ამოცნობა შეუძლებელია ლექსის მთლიანი ორგანიზმის გულდასმით შესწავლის გარეშე. ამიტომ ინტონაცია არ შეიძლება დავაყენოთ რიგითი მხატვრული კომპონენტების გვერდით (მეტრი, რითმა, ალიტერაცია და სხვ.), რომელთაც ლექსში გარკვეული უბანი აქვთ მიჩენილი. ინტონაცია ყველგან არის, ყველა სიტყვასა თუ ფრაზაში, სალექსო სტრუქტურის ყველა ელემენტში. იგი არ არსებობს მათგან დამოუკიდებლად, ყველა მათგანშია განზავებული და ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ინტონაციას ვარქმევთ, ლექსში უკვე თავისი სახელი აქვს. იგი ან ინვერსიაა, ან მეტაფორა, ან რიტმი, ან რითმა, ანდა ლოგიკურად გამახვილებული ფრაზა თუ სხვ.
ლექსის კომპონენტებთან მიმართებაში ინტონაცია დაქვემდე ბარებულია. იგი მეორადია, სხვათა წიაღიდან წამოსული და მათივე ბუნებით განსაზღვრული. მაგრამ, მეორადობის მიუხედავად, ინტო ნაციის როლი პოეტურ ნანარმოებში გაცილებით დიდია, ვიდრე რო მელიმე სხვა კომპონენტისა.
ინტონაცია სინთეზური ხასიათის მხატვრული მოქლენაა. ის, რაც საერთოა ლექსის ყველა სახელდებული კომპონენტისთვის, ინტო ნაციაში იყრის თავს. ამასთანავე, ინტონაცია აერთებს მათს არსებით მხარეებს, მათგან გამომდინარე უმნიშვნელოვანეს შედეგებს. ინტონაციის ფესვების ამოძირკვა მხატვრული კომპონენტებიდან ამ უკა ნასკნელის გაუქმება იქნებოდა. რაღა დარჩება, მაგალითად,მოულოდ ნელი რითმიდან, თუ მას წავართვით ამ მოულოდნელობით გამოწვეული ესთეტიკური ფუნქცია.
ყოველ ჭეშმარიტ პოეტს საკუთარი ინტონაცია აქვს. იტყვიან, საკუთარი ხმის პოეტიაო. ყოველი ჭეშმარიტი პოეტი თავისი ინტონაციით · იცნობა. ინტონაცია ქმნის პოეტს პოეტად, იგია პოეტთა ურთიერთგან მასხვავებელი.
თუ პოეტს ინტონაციის გრძნობა სუსტად აქვს განვითარებული, იგი დიდსა და მნიშვნელოვანს ვერაფერს შექმნის. შესაძლებელია,ლექსი ყურადღებას იქცევდეს საინტერესო შინაარსით, ცალკეული მოხდენილი ტროპული სახეებით, კეთილხმოვანი რითმებით, ბგერათა სასიამოვნო ჟღერადობით და სხვა მხატვრული ღირსებებით, მაგრამ თუ ყველაფერი ეს სისტემაში არაა მოყვანილი, არაა გამთლიანებული ერთი საერთო ღერძით, ლექსი ვერასოდეს ვერ ავა ხელოვნების ნიმუშის დონეზე.
ამრიგად, ინტონაცია, როგორც სინთეტურ-კომპლექსური ხასი ათის მოვლენა, წარმოადგენს ლექსის იდეურ-მხატვრული ქსოვი ლის არიადნას ძაფს, რომლის ხელის ჩაჭიდებით მკითხველს სრული წარმოდგენა ექმნება ლექსის ხასიათსა და ღირსებაზე. პოეტური ინტონაცია ლექსის არსობის გამომავლინებელი საშუალებაა.
![]() |
5.1.2 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ლექსის ინტონაცია - პოეტური ენა და ინტონაცია |
▲back to top |
2. პოეტური ენა და ინტონაცია
ყველაზე მჭიდროდ ინტონაცია მაინც ლექსის შინაარსთანაა დაკავშირებული, მას მიჰყვება, მისი მაქსიმალური გამოვლენისაკენ ისწრაფვის. ნაწარმოების აზრი და იდეა კი ყველაზე უკეთ პოეტურ ენაში ვლინდება. ამიტომ ინტონაციის მასაზრდოებელი წყაროა, უპირველეს ყოვლისა, პოეტური ენა და მისი კომპონენტები.
ჩვეულებრივი სინტაქსის ფონზე თვალსაჩინოა ინვერსიული წყო ბით დალაგებული ფრაზა. გალაკტიონის ინვერსიაში – „ცელი კივის და ველები“ შესანიშნავ სინტაგმას – ცელი კივის –ავტორმა ინვერსიის მეშგეობით მეორე ქვემდებარე (ველები) ჩამოაშორა, რათა იგი უფრო მიმზიდველი გაეხადა. ინტონაციურად გათვალსაჩინოებულია ვაჟას ინვერსია: „ბერი ტიროდადიაცი“,რომელშიც შემასმენელი წინადადების ბოლოდან შუაშია გადმოტანილი. გ. ლეონიძის ლექსი „მაშ, რა ვუყოთ, პოეტებო“ ზმნების აქტიურობით გამოირჩევა. ლოგიკური მახვილები ზმნებს ეცემა. ისინი უმეტესად წინადადების თავშია ან რითმის შემადგენლობაში. ლექსი ზმნით იწყება: „გადეყარა ნარიყალას“. ინტონაციურად ყოველთვის ხაზგასმულია სიტყვათა და გამოთქმა თა განმეორებანი, რომლებსაც ლექსში განსაკუთრებული სემანტიკური დატვირთვა აქვს (გავიხსენოთ ილიას განმეორება ლექსიდან „კითხვა პასუხი“: „იმდენად უფრო მიკვდება გული“, გალაკტიონის „მიმღერე რამე“ და სხვ.).
ასევე ხაზგასმულია გრადაციები: „ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედებს“ (ილია), ანდა სიტყვა სადაც (სად) ილიას „განდეგილის“ დასაწყისში; რომ გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარეში" და სხვ.
თავისთავად ცხადია, განსხვავებული ინტონაციით წარმოთქმას სა ჭიროებს თხრობითი, კითხვითი და ძახილის წინადადებები, საკმარისია ი. გრიშაშვილის ლექსის სათაურში – „დავბერდი? არა!" კითხვის ნიშანი ბოლოს გადავიტანოთ, რომ ამ სიტყვებმა სრულიად საპირისპირო შინაარსი მიიღოს.
ინტონაციურად გამოირჩევა არქაიზმები: „მარქვი, რა იქმენ“ (ნ. ბარათაშვილი), დიალექტიზმები – „არ მოგხვდაუა, რჯულ-ძაღლო“ (ვაჟა), ნეოლოგიზმები: „ვინც დახორბლა პურით ყანა" (გ. ლეონიძე).
ა. კალანდაძის ლექსში „მე მივაშურებ ურარტუს ქვაბებს“ ერთად ერთი არქაული სიტყვაა – ხამლი, რომელსაც უმალვე ძველ ათასწლეუ ლებში გადავყავართ.
სალექსო ფრაზაში ზოგჯერ ერთი რომელიმე სიტყვაა გამორჩე ული, რომელიც ნაწარმოების აზრობრივ-ემოციურ ცენტრს წარმო ადგენს. გალაკტიონის ლექსში „პრიმიტივი“ ასეთი სიტყვაა „სალამური“, რომელიც კონტექსტში ეროვნულ ტკივილს აღძრავს (“ვიღაც სალამურს გრძნობით ატირებს").
ამავე თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობის მქონეა სიტყვათა ჯგუფები, გამოთქმები, მთლიანი სტრიქონები, რომლებიც ზოგჯერ აფორიზმის სახეს იღებს. „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებში, სადაც აფორიზმებია, უმეტესად სტროფის პირველისამი სტრიქონი თხრობას, მსჯელობას ეთმობა, მეოთხეში კი დასკვნა, აფორიზმი გვაქვს. პირველი სამი სტრიქონი ერთნაირი ინტონაციით აღიქმება, მეოთხეში კი ინტონაცია მკვეთრად განსხვავებულია:
თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.
ყოვლად შეუძლებელია, განსაკუთრებული ყურადღებით არ მოეკი დოს მკითხველი ძლიერსა და მოულოდნელ შედარებას, მეტაფორას თუ ტროპის რომელიმე სხვა სახეს. ვაჟას „ბახტრიონში“ აღწერილია თათრებისაგან აოხრებული ქვეყანა, რაც გამოხატულებას პოულობს მეტაფორაში: „მთელი კახეთი ქცეულა ჩიქილამოხდილ ქალადა“. გ. ლეონიძე ხშირად ლექსს ძლიერი და მოულოდნელი მეტაფორით იწყებს: „ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი“ („მყვირალობა“).
ცხოველ ინტერესს იწვევს ლექსში უკვე ცნობილი და გავრცელებული სახის შემოტანა, მაგ. ტერენტი გრანელის რემინისცენცია – „თავო ჩემო, ბედი არ გიწერია“ ვანო სარაჯიშვილისადმი მიძღვნაში, ხალხური სტრიქონი ა. კალანდაძის ლექსში: „ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებია“.
![]() |
5.1.3 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ლექსის ინტონაცია - რიტმი და ინტონაცია |
▲back to top |
3. რიტმი და ინტონაცია
ჩვეულებრივი მეტყველებისაგან განსხვავებით, რიტმულ მეტყველებაში სიტყვებს, გარდა აზრობრივ-ემოციური ფუნქციისა, დაკისრებ ული აქვს მუსიკალური ფუნქციაც. სალექსო მეტყველება მეტრის მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული და მისგან გადახვევა უმალვე ინტონაციური გამოხატვის საგანი ხდება. ასეა, კერძოდ, გადატანის შემთხვევაში:
მე დავიბადე განთიადისას,
როცა მთის წვერზე დილა მაისის
თვალებს ახელდა...
(გალაკტიონი)
ეს იმდენად თვალსაჩინო რიტმულ-სინტაქსური მოვლენაა, რომ არასგზით არ შეიძლება მკითხველის ყურადღების გარეშე დარჩეს. მისი ინტონაციური აღქმისას მეტრული ზღუდის ძალა სუსტდება, სტრიქონის ბოლოსპაუზის ხანგრძლივობა მცირდება, რათა სინტაქსური მთლიანობა შენარჩუნებულ იქნეს. მეორე მხრივ, გადატანის ადგილას პაუზა მინიმალურ დონეზე მაინც უნდა შენარჩუნდეს, რომ ლექსის მეტრული დეფორმაცია არ მოხდეს.
ინტონაციურად ერთმანეთს ემიჯნება ლექსის საზომთა ძირი თადი და ინვერსიული ფორმები. კერძოდ, თვალნათლივია ძირითადი ფორმიდან ინვერსიულზე გადასვლა,რასაც რ. იაკობსონი „გაცრუებულ მოლოდინს“ უწოდებს.
გ. ლეონიძის „სიმღერა პირველი თოვლისა" დაწერილია შვიდ მარცვლიანი მეტრის ძირითადი ფორმით – 4/3, მაგრამ დროდადრო მას ცვლის ინვერსიული წყობა – 3/4, რაც უმალვე თვალსაჩინო ხდება:
ეს ცრემლია, თუ გულმა 4/3
დასძრა ლექსის მტრედები, 4/3
ვარსკვლავთა ოთახებში 3/4
ჩათვლემილებს ეძინათ 4/3
და ჰქონდათ იმედები. 3/4
თავისთავად ცხადია, ინტონაციის სფეროში შედის შაირის სახეობათა გამოცვლა, მაღალი შაირიდან დაბალზე გადასვლა და პირიქით.
ახალპოეზიაში ჩვეულებრივია მუხლნაკლი სტრიქონები. ანა კალანდაძის ათმარცვლიანი ლექსი (5/5) „მიხეილ ვარლამის ძე ერისთავის ხსოვნას“ თავდება ხუთმარცვლიანი სტრიქონით: „ეჰა, შავბედო“.
მსგავსი მეტრული მეტამორფოზებიც „გაცრუებული მოლოდინის“ სფეროში შედის, ისევე როგორც სტროფული კანონზომიერების მოულოდნელი დაროღვევა. მაგ., კატრენში მე-5 ტაეპის ჩამატება,რაც ნიშან დობლივია ანა კალანდაძის ლექსებისთვის („ლოცულობს გველი“).
სტროფის აგებულების შეცვლა,ისევეროგორც ლექსის სტროფული დანაწევრების მოშლა (ასტროფია) ინტონაციის შეცვლას იწვევს
![]() |
5.1.4 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ლექსის ინტონაცია - ევფონია და ინტონაცია |
▲back to top |
4) ევფონია და ინტონაცია
ლექსის ტონის ცვალებადობაზე გავლენას ახდენს ევფონია (რითმა, ალიტერაცია-ასონანსი).
გალაკტიონის „ისევ ეფემერას“ პირველი სტრიქონი ევფონიურად არაერთგვაროვანია. მისი დასაწყისი – „რა ამოძრავებს“ ჟღერადია, ხმაურიანი. მეორე ნაწილი კი დაყრუებულია: „კიპარისის ტანს". ტონის ცვალებადობაა აშკარაა.
გ. ლეონიძის „ყივჩაღის პაემანში" ლირიკული გმირი სიყვარულით გახელებული რაინდია. ამის შესაბამისად, სტრიქონები ჟღერადია. ტ-სა და რ-ს ალიტერაციის წყალობით ლექსიდან, თითვეოსდა, გვესმის კიდეც „ცხენთა გრიალის“, „შუბთა ტრიალის“ და ფარ-მუზარადის მტვრევის ხმა, რაც ლექსის ტონალობას მაღლა სწევს:
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლენე ტაძრები კელაპტრიანი.
გ. ტაბიძის „ზღაპარში“, პირიქით, სიმშვიდის, სიჩუმის განწყობილება სუფევს. ამიტომ მისი ტონალობა დაბალია:
მდინარის პირად, ხეივანში ყოველ საღამოს
ორი ქალწული მემორევე ჩრდილად გახდება,
ისინი ჩუმად გადიხდიან ლეჩაქთა სამოსს,
თვითონ მდინარეც და დუმილიც გალეჩაქდება.
სტროფის ლექსიკური მასალიდან ბგერა ჩ-ს ალიტერაციით გამო ყოფილია ოთხი სიტყვა: ჩრდილად, ჩუმად, ლეჩაქთა, გალეჩაქდება და ლექსის ლოგიკურ-ემოციურ ცენტრებად არის ქცეული.ამ სიტყვათა ში ნაარსიც ისევე მინორულია, როგორც მათში ალიტერირებული ბგერა.
ინტონაციური განსხვავებულობისათვის კიდევ უფრო მრავალ ფეროვან მასალას იძლევა რითმა. შეუძლებელია, რითმათა განსაკუთ რებული სიმრავლის გამო, ნელი ტემპით და მშვიდი ტონით ჩავიკითხოთ ბესიკის „ტანო ტატანო“ თუ გალაკტიონის „ლურჯა ცხენები“.
ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მოულოდნელი რითმა. იგი შეიძლება გაპირობებული იყოს როგორც ევფონიით – კონსონანსებით, დისონანსებით (გოლვას-რევოლვერს), ასევე სემანტიკით – რითმაში შორეული ასოციაციების შეხვედრით (სილაში ვარდი-სილაჟვარდე) და ადგილმდებარეობით, როცა რითმასთან შეწყვილებული ცალი იგვიანებს (ალექსანდრე აბაშელის „დაგვიანებული რითმა“).
მე მხოლოდ მთავარსა და არსებით მოვლენებზე გავამახვილე ყურადღება. ლექსის შიგნით კი მრავალზე მრავალი გამოხატვის ხერ ხი და საშუალებაა, რომლებიც ზოგჯერ ჩვეულებრივი თვალისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ დიდ როლს ასრულებს ლექსის ესთეტიკურ სრულყოფაში.
ინტონაცია, როგორც ლექსის შინაგანი არსობის გამომავლი ნებელი კომპლექსური საშუალება, სეისმოლოგიური სიზუსტით ამ ჩნევს და აღიქვამს ყოველივე ამას და მკითხველისთვის გასაგებსა და მისაწვდომს ხდის.