დავით გურამიშვილის ლექსიკონი



დავით გურამიშვილის ლექსიკონში, ცალკეული მონაკვეთების მიხედვით თანმიმდევრულად არის განმარტებული გაუგებარი ყველა სიტყვა თუ გამოთქმა. განმარტებისას გამოყენებულია ყველა არსებული ქართული ლექსიკონი (სულხან საბა ორბელიანის, ნ. ჩუბინაშვილის, დ. ჩუბინაშვილისა, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი...), აგრეთვე სხვა ენათა ლექსიკონები და სპეციალური ლექსიკონები, დართული ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლთა სხვადასხვა გამოცემას.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, გურამიშვილი, დავით (1705-1792 წწ.), ქართველი პოეტები, დავით გურამიშვილის ცხოვრება და შემოქმედება, შედგენილია ივ. გიგინეიშვილის მიერ/თბილისი: საბჭოთა საქართველო, მარჯანიშვილის, 5., 1980 წელი, ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი.

1 ვაგებ

▲back to top


ვაგებ
ჩავაგებო.

2 ვაგებო

▲back to top


ვაგებო
განვიზრახავო, გავარიგებო, გადავწყვეტო.

3 ვალალა

▲back to top


ვალალა
ვაება, გოდება „ვაებით კვნესა, გინა სიტყვიანი ტირილი“ (ს ა ბ ა).

4 ვალი

▲back to top


ვალი
პროვინციის, მხარის განმგებელი, მმართველი; გენერალ-გუბერნატორი.

5 ვალო

▲back to top


ვალო
დავალო, დავდივარო.

6 ვალობა

▲back to top


ვალობა
ვალი.

7 ვალს

▲back to top


ვალს
დადის.

8 ვამე

▲back to top


ვამე
ვაჰმე, ვაიმე.

9 ვანი

▲back to top


ვანი
ბინა, სადგომი, სამყოფელი.

10 ვანიდამ

▲back to top


ვანიდამ
ვანიდან, სადგომიდან, სამყოფლიდან.

11 ვაპატარე: არ ვაპატარე

▲back to top


ვაპატარე: არ ვაპატარე
პატარად არ ვამყოფე, პატარად არ გავუშვი.

12 ვარგი

▲back to top


ვარგი
ვარგისი, სავარგისი.

13 ვარდეს

▲back to top


ვარდეს
ჩავარდეს.

14 ვარდისა

▲back to top


ვარდისა
(ვარდის+პროსოდიული ხმოვანი ა), ჩავარდის; აქ: ჩავარდა.

15 ვარია

▲back to top


ვარია
ქათმის დიდი წიწილი, აქ - სადედლე.

16 ვარსამი

▲back to top


ვარსამი
დალაქი.

17 ვარქო

▲back to top


ვარქო
ვარქვა, ვუთხრა.

18 ვარჯოვანი

▲back to top


ვარჯოვანი
ვარჯიანი, შტოვებიანი. „ხენი რტოშვენიერნი, გინა ქოჩრიანი“ (ს ა ბ ა).

19 ვასერო

▲back to top


ვასერო
ვავახშმო. (ს ე - რ ი - ვახშამი, საღამოს პურის ჭამა).

20 ვასილისკო

▲back to top


ვასილისკო
ბასილისკო. ზღაპრული ცხოველი, გველი, რომელსაც თითქოს შეეძლო მოესპო შეხედვითა და სუნთქვით ყოველი ცოცხალი არსება. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, გურამიშვილი, დავით

21 ვაქადაგებო

▲back to top


ვაქადაგებო
ქადაგებას ვათქმევინებ (ქადაგება - ხმამაღლა სწავლება, მოძღვრება).

22 ვაქნევ: რას ვაქნევ

▲back to top


ვაქნევ: რას ვაქნევ
რას ვაქნევინებ, რად მინდა.

23 ვახე

▲back to top


ვახე
შევაზეო.

24 ვახელო

▲back to top


ვახელო
გავახელო, ხელი (გიჟი) გავხადო, გავაშმაგო. ◊ გავახელო, ვაღებო. ◊ მოვხელო, მოვნახო, მოვძებნო. ◊ ვახლეო, მოვკიდეო, შევახეო. საქართველოს პარლამენტის ეროვნული

25 ვახეო

▲back to top


ვახეო
ვახევო, დავახევო, შევახევო, შევაჭრიო.

26 ვახი

▲back to top


ვახი
საკრავის სახელწოდებაა.

27 ვახსონვარ

▲back to top


ვახსონვარ
ვახსოვარ.

28 ვახში

▲back to top


ვახში
„ვალის სარგებლის სარგებელი უწესო“ (ს ა ბ ა).

29 ვბაქო

▲back to top


ვბაქო
სიტყვით შევაშინო.

30 ვბოდოთ

▲back to top


ვბოდოთ
ვიბოდოთ.

31 ვდუმებ

▲back to top


ვდუმებ
ვდუმდები, ვჩუმდები.

32 ვეზირი

▲back to top


ვეზირი
მეფის მრჩეველი, მინისტრი.

33 ვემთხვივე

▲back to top


ვემთხვივე
ვემთხვიე, ვეამბორე, მოწიწებით ვაკოცე.

34 ვერანა

▲back to top


ვერანა
ოხერი, უპატრონო.

35 ვერები

▲back to top


ვერები
(ვერრები, ვერრაები, ვერარაები), ვერარა, ვერაფერი.

36 ვერსად

▲back to top


ვერსად
(Bepcтá — ვერსტი) ვერსტად. სიგრძის ზომა რუსეთში ძველად, მეტრული სისტემის შემოღებამდე. 1 ვერსტი უდრიდა 500 საჟენს. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, გურამიშვილი, დავით

37 ვერცად

▲back to top


ვერცად
ვერსად, ვერსაით.

38 ვერცადა

▲back to top


ვერცადა
ვერსადა, ვერსად.

39 ვერცხლი

▲back to top


ვერცხლი
ფული, ვერცხლის ფული.

40 ვერძი

▲back to top


ვერძი
მამალი ცხვარი.

41 ვესავ

▲back to top


ვესავ
მისი იმედი მაქვს.

42 ვესათნოე

▲back to top


ვესათნოე
სათნოდ მივიჩნიე, მოვიწონე.

43 ვეღარცად

▲back to top


ვეღარცად
ვეღარსად.

44 ვეჭვ

▲back to top


ვეჭვ
ვეჭვობ.

45 ვზარობ

▲back to top


ვზარობ
მეზარება, ვზარმაცობ, ვზანტობ, ვიზარებ.

46 ვზარობა

▲back to top


ვზარობა
ვზარობ, მეჯავრება, მეზიზღება.

47 ვზდევ

▲back to top


ვზდევ
მივდევ, გავჰყვები.

48 ვზმიდეთ

▲back to top


ვზმიდეთ
ზმას ვამბობდეთ.

49 ვიარებ

▲back to top


ვიარებ
ვიარები, დავდივარ; ვივლი.

50 ვიგვემე

▲back to top


ვიგვემე
ვიტანჯე, ვეწამე.

51 ვიდაგვი

▲back to top


ვიდაგვი
ვიწვი, ვიტანჯები.

52 ვიდოდეს

▲back to top


ვიდოდეს
დადიოდეს.

53 ვიდოდი

▲back to top


ვიდოდი
მივდიოდი, დავდიოდი.

54 ვიეც

▲back to top


ვიეც
შემოვირტყი, შემოვიკარი, დავირტყი.

55 ვითარ

▲back to top


ვითარ
როგორ.

56 ვითარცა

▲back to top


ვითარცა
როგორც.

57 ვიკაკვე

▲back to top


ვიკაკვე
დავიკაკვე, დავიხარე.

58 ვიმცვრივე

▲back to top


ვიმცვრივე
დაკრეფილში მოვკრიფე, მოვინაგერე.

59 ვინემდის

▲back to top


ვინემდის
სანამ, ვიდრე.

60 ვინმე

▲back to top


ვინმე
ვინმემ.

61 ვირემ

▲back to top


ვირემ
ვიდრე, სანამ.

62 ვირემდის

▲back to top


ვირემდის
სანამდის, ვიდრემდის.

63 ვისაჯები

▲back to top


ვისაჯები
მასამართლებენ, მსჯავრს მდებენ.

64 ვისიბრძნე

▲back to top


ვისიბრძნე
სიბრძნე ჩავიდინე, ბრძნობა გავსწიე, სიბრძნე მოვიხმარე.

65 ვიუბენ

▲back to top


ვიუბენ
ვილაპარაკე.

66 ვიქ

▲back to top


ვიქ
ვიზამ.

67 ვიღრჭენ

▲back to top


ვიღრჭენ
ვაღრჭენ, ვაკრაჭუნებ.

68 ვიყრი

▲back to top


ვიყრი
შევიყრი, შევყრი (ჩემსას).

69 ვიშობა

▲back to top


ვიშობა
ვიშვიში, წუხილი.

70 ვიხილე

▲back to top


ვიხილე
ავიხილე (თვალი), მხედველობა მომეცა.

71 ვიხოტბე

▲back to top


ვიხოტბე
ხოტბა ვთქვი.

72 ვიხსენ

▲back to top


ვიხსენ
დახსნილ ვიქენი.

73 ვკრკი

▲back to top


ვკრკი
ვთრთი, ვკანკალებ.

74 ვლექსობდეთ

▲back to top


ვლექსობდეთ
ლექსებს ვამბობდეთ, ვშაირობდეთ.

75 ვლიდე

▲back to top


ვლიდე
დადიოდე, იარებოდე.

76 ვმღერ

▲back to top


ვმღერ
ვცეკვავ, ვთამაშობ.

77 ვნება

▲back to top


ვნება
ტანჯვა.

78 ვნებული

▲back to top


ვნებული
ტანჯული, წამებული.

79 ვრთოთ

▲back to top


ვრთოთ
შევრთოთ.

80 ვრიტორობ

▲back to top


ვრიტორობ
ვჭევრმეტყველებ, ენავმჭევრობ.

81 ვროკე

▲back to top


ვროკე
ვიცეკვე.

82 ვრონინებ

▲back to top


ვრონინებ
დავდივარ.

83 ვსახ

▲back to top


ვსახ
ვსახავ.

84 ვსდეო

▲back to top


ვსდეო
ჩავდევიო.

85 ვსთმე

▲back to top


ვსთმე
დავთმე.

86 ვსთურგნე

▲back to top


ვსთურგნე
ვთრგუნე, დავთრგუნე; დავძლიე, დავამარცხე.

87 ვსმიდეთ

▲back to top


ვსმიდეთ
ვსვამდეთ.

88 ვსჩმახაო

▲back to top


ვსჩმახაო
ვჩმახავო, ვროშავო, ცუდ სიტყვას ვამბობო.

89 ვსცევდით

▲back to top


ვსცევდით
ვიცავდით.

90 ვსძვრებოდი

▲back to top


ვსძვრებოდი
დავძვრებოდი.

91 ვსწყინობ

▲back to top


ვსწყინობ
მწყინს, ნაწყენი ვარ.

92 ვსჭმუნავ

▲back to top


ვსჭმუნავ
ვმწუხარებ, ვდარდობ.

93 ვღონობ

▲back to top


ვღონობ
ვღონდები, ვნაღვლობ.

94 ვყო

▲back to top


ვყო
ვიზამ.

95 ვყოფ

▲back to top


ვყოფ
ვიზამ, გავაკეთებ.

96 ვხვდი

▲back to top


ვხვდი
შევხვდი.

97 ვხვრიტო

▲back to top


ვხვრიტო
ვხვრიპო, ვსვა.

98 ზათქანი

▲back to top


ზათქანი
დიდი ხმის გამოცემა.

99 ზაკვა

▲back to top


ზაკვა
ეშმაკობა, ცბიერება. „პირად სიყვარულსა იჩემებდეს და გულითა ბოროტი დაიმარხოს“ (ს ა ბ ა). წწ.), ქართველი

100 ზალაყინი

▲back to top


ზალაყინი
ძალაყინი. კეტი, კედლის, კარისა და მისთანათა შესანგრეველი, საძგერებელი.

101 ზანდუკი

▲back to top


ზანდუკი
სკივრი, კიდობანი.

102 ზარგანხდით

▲back to top


ზარგანხდით
შიშის ზარის მოცვით.

103 ზარი

▲back to top


ზარი
ძარი, წნელისაგან დაწნული სასიმინდე.

104 ზარქაში

▲back to top


ზარქაში
ოქრომკედი, ოქროს ძაფი.

105 ზატიკობა

▲back to top


ზატიკობა
დღესასწაული, დღესასწაულობა.

106 ზე-ქვე

▲back to top


ზე-ქვე
ზედა და ქვედა.

107 ზეგარდამო

▲back to top


ზეგარდამო
ზეგარდმო, მაღლიდან, ზეციდან.

108 ზეგარდმო

▲back to top


ზეგარდმო
მაღლიდან, ზეციდან.

109 ზედა

▲back to top


ზედა
თანდებული ზე: ზურგზედა, ზურგზე.

110 ზედან

▲back to top


ზედან
თანდებული ზედა,-ზე: ცეცხლსა ზედან, ცეცხლზე.

111 ზედაძენი

▲back to top


ზედაძენი
ზედაზენი (მონასტერი საგურამოს მახლობლად მთაზე).

112 ზეიდამ

▲back to top


ზეიდამ
ზევიდან.

113 ზენა

▲back to top


ზენა
ზენაარი, ზეციერი.

114 ზენარი

▲back to top


ზენარი
ზენაარი, ზეციერი, ღმერთი.

115 ზერე-ქვერე

▲back to top


ზერე-ქვერე
„სნეული არც წოლით იყოს, არც მოთელად“ (ს ა ბ ა).

116 ზესკნეთოვანი

▲back to top


ზესკნეთოვანი
ზესკნეთს, ზესკნელს მყოფი, ზეციერი.

117 ზეფიროი

▲back to top


ზეფიროი
იხ. აგრეთვე: ზეფიროსი

118 ზეფიროსი

▲back to top


ზეფიროსი
ჩრდილოეთის ან ჩრდილოდასავლეთის ქარი, საღამოს ქარი. იხ. აგრეთვე: ნოტოს, არგოსი, ზეფიროი, ევროს წწ.),

119 ზეცად

▲back to top


ზეცად
ზეცაში, ცაში.

120 ზეციერი

▲back to top


ზეციერი
ზეცისა, ზეციდან მოვლენილი.

121 ზეცით

▲back to top


ზეცით
ზეციდან.

122 ზვარაკი

▲back to top


ზვარაკი
შესაწირავი საქონელი (ჩვეულებრივ მოზვერი).

123 ზიანი

▲back to top


ზიანი
„დასაკლისი“ (საბა).

124 ზიერი

▲back to top


ზიერი
ზიარი, მონაწილე, გამზიარებელი.

125 ზითვად

▲back to top


ზითვად
მზითვად.

126 ზილი

▲back to top


ზილი
წვრილი ხმა გალობაში.

127 ზინზლი

▲back to top


ზინზლი
ჭუჭყი, ადამიანის სხეულის ან ტანსაცმლის ჭუჭყის სუნი.

128 ზმა

▲back to top


ზმა
ორი სიტყვის ნაწილების შეერთებით ახალი სიტყვის მიღება; ამგვარი სტრიქონების შემცველი ლექსი. წწ.), ქართველი

129 ზმიანი

▲back to top


ზმიანი
ზმის შემცველი.

130 ზმირინ-გუნდრუკი

▲back to top


ზმირინ-გუნდრუკი
ზმირინი და გუნდრუკი.

131 ზმირინი

▲back to top


ზმირინი
გუნდრუკი, სურნელოვანი საკმეველი.

132 ზმობს

▲back to top


ზმობს
ზმას ამბობს.

133 ზნოანი

▲back to top


ზნოანი
ზნოვანი.

134 ზნოვანი

▲back to top


ზნოვანი
ხელიანი, ხელის მიმცემი, ცუდი გემოს მიმცემი.

135 ზოდი

▲back to top


ზოდი
ერთად შედნობილი ლითონის ნაჭერი.

136 ზოზღნა

▲back to top


ზოზღნა
გაუბედავად ლაპარაკი, ზანტად ლაპარაკი, თქმა რომ უძნელდება.

137 ზორვა

▲back to top


ზორვა
კერპისათვის მსხვერპლის შეწირვა, კმევა.

138 ზუზია

▲back to top


ზუზია
„გესლი სწრაფად მაკვდინებელი“ (ს ა ბ ა).

139 ზურგიელი

▲back to top


ზურგიელი
თევზის (ზუთხის, ორაგულის და მისთ.) ზურგის ნაწილი, შაშხად გამოყვანილი ან შებოლილი.

140 ზურგმაქცეველი

▲back to top


ზურგმაქცეველი
ზურგის შემქცევი, უარმყოფელი.

141 ზურმუხტი

▲back to top


ზურმუხტი
პატიოსანი თვალი, ძვირფასი ქვა მწვანე ფერისა. აქ: მწვანე.

142 ზღურბლი

▲back to top


ზღურბლი
„კარის ქუსლის დასადგმელი ადგილი“ (საბა).

143 თაბრუ

▲back to top


თაბრუ
თავბრუ.

144 თავაზა: თავაზას ვერ ვუზამთ

▲back to top


თავაზა: თავაზას ვერ ვუზამთ
თავაზას ვერ გავუწევთ სტუმართმოყვარეობას ვეღარ გამოვიჩენთ, ბოდიშს ვეღარ მოვუხდით.

145 თავი

▲back to top


თავი
მოთავე, მეთაური.

146 თავმდაბლოვანი

▲back to top


თავმდაბლოვანი
თავმდაბალი.

147 თავმოყრილობა

▲back to top


თავმოყრილობა
თავის მოყრა.

148 თავხვითქებული

▲back to top


თავხვითქებული
თავზე ოფლი ხვითქივით რომ გადასდის, თავზე ოფლის ხვითქი რომ გადასდის, ისეთი.

149 თათრის ენა: თათრის ენით

▲back to top


თათრის ენა: თათრის ენით
თათრის ენაზე. აქ იგულისხმება სპარსული.

150 თათუხი

▲back to top


თათუხი
თავთუხი; ხორბლის ჯიშია.

151 თალხი

▲back to top


თალხი
მუქი ფერისა, სამგლოვიარო ფერისა.

152 თამასუქი

▲back to top


თამასუქი
ვექსილი, „სესხისა და ვალის ხელწერილი“ (ჩუბ.).

153 თამაშ-თულობა

▲back to top


თამაშ-თულობა
იხ. აგრეთვე: თულო.

154 თანამდები

▲back to top


თანამდები
ვისაც ვალი აქვს, მოვალეობა აწევს, მოვალე. აქ ორგანვე იგივეა, რაც თ ა ნ ა ნ ა დ ე ბ ი, ვალი. წწ.), ქართველი

155 თანგანმზრახი

▲back to top


თანგანმზრახი
თანაგანმზრახი, თანამზრახი, საქმის მრჩეველი.

156 თარანანინა

▲back to top


თარანანინა
სიმღერაა ერთგვარი.

157 თარაქამა

▲back to top


თარაქამა
თურქმენი, თურქმენთა მომთაბარე ტომი.

158 თარგმანი

▲back to top


თარგმანი
განმარტება.

159 თარგმნე

▲back to top


თარგმნე
განმარტე, ახსენი.

160 თარეში

▲back to top


თარეში
მარბიელი, დასარბევად, ასაკლებად გაგზავნილი ლაშქარი, რაზმი. დარბევა, აკლება, აოხრება. წწ.), ქართველი

161 თარჯ-თომარი

▲back to top


თარჯ-თომარი
თარჯი და თომასი, თაჯი და თომარი, გვირგვინი და თომარი.

162 თარჯთომრიანი

▲back to top


თარჯთომრიანი
თაჯთომრიანი, გვირგვინთომრიანი.

163 თარჯი

▲back to top


თარჯი
თაჯი, გვირგვინი.

164 თას-ყანწ-კათხა-სირჩით

▲back to top


თას-ყანწ-კათხა-სირჩით
თასით, ყანწით, კათხითა და სირჩით.

165 თასი

▲back to top


თასი
სასმისი ჭურჭელი.

166 თაღლითი

▲back to top


თაღლითი
არანამდვილი, ყალბი, იმიტაცია.

167 თბილთაჯა

▲back to top


თბილთაჯა
ახალი, თბილი პური.

168 თეთრი

▲back to top


თეთრი
ვერცხლის ფული.

169 თეთრი რუსეთი

▲back to top


თეთრი რუსეთი
ბელორუსეთი.

170 თემი

▲back to top


თემი
„ქვეყნის ერთი ნაწილი“ (ს ა ბ ა), მხარე. ამ მხარის მცხოვრებნი, ხალხი.

171 თერმონი

▲back to top


თერმონი
„თბილი შაქარწყალი“ (ს ა ბ ა).

172 თესლ-ტომი

▲back to top


თესლ-ტომი
მოდგმა, ნათესაობა.

173 თესლად

▲back to top


თესლად
საჯიშედ, ჯიშის განსაგრძობად.

174 თესლაშრეტით

▲back to top


თესლაშრეტით
თესლის გაქრობით, თესლის მოსპობით.

175 თესლი

▲back to top


თესლი
შთამომავალი, ნაშიერი.

176 თვალად

▲back to top


თვალად
შესახედავად, შეხედულობით, სილამაზით.

177 თვალაკრული

▲back to top


თვალაკრული
თვალახვეული.

178 თვალახმული

▲back to top


თვალახმული
თვალახელილი.

179 თვალდაწუსვილი

▲back to top


თვალდაწუსვილი
თვალდახუჭული.

180 თვალებაკრული

▲back to top


თვალებაკრული
თვალებახვეული.

181 თვალებწუხილი

▲back to top


თვალებწუხილი
თვალდახუჭული, თვალებდახუჭული.

182 თვალი: ათი თვალი წისქვილი

▲back to top


თვალი: ათი თვალი წისქვილი
ათდოლაბიანი წისქვილი; წისქვილი, რომელშიც ათი დოლაბი ტრიალებს.

183 თვალღებით

▲back to top


თვალღებით
მიკერძებით.

184 თვალჭრელად

▲back to top


თვალჭრელად
თვალაჭრელებული თვალებარეული, თვალებამღვრეული, თავბრუდასხმული.

185 თვარ

▲back to top


თვარ
თვარა, თორემ.

186 თვი თანდებული -თ ვ ი ს: ჩ ვ ე ნ თ ვ ი

▲back to top


თვი თანდებული -თ ვ ი ს: ჩ ვ ე ნ თ ვ ი
ჩვენთვის.

187 თვითან

▲back to top


თვითან
თვითონ.

188 თვითო

▲back to top


თვითო
თითო.

189 თვინ თანდებული -თვის: მზისათვინ

▲back to top


თვინ თანდებული -თვის: მზისათვინ
მზისათვის.

190 თვინა თანდებული -თვის. ყრისათვინა

▲back to top


თვინა თანდებული -თვის. ყრისათვინა
ყრისათვის.

191 თვისი

▲back to top


თვისი
თავისიანი, ახლობელი.

192 თია

▲back to top


თია
„ჯაუქარვებელი კორძი“ (საბა), სიმსივნე, მსხმო.

193 თივა

▲back to top


თივა
ბალახი.

194 თიკანი

▲back to top


თიკანი
თხის შვილი.

195 თინათინი

▲back to top


თინათინი
„სარკითა თუ მისთანათა რათამე მზის შუქი კედელზე ციალებდეს“ (ს ა ბ ა); „სარკის მზის შუქით. ციალსა უწოდენ ქართველთ ერია“ (დ. გურამიშვილი). პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,

196 თიფლისი

▲back to top


თიფლისი
თბილისი.

197 თიღო, თიღი

▲back to top


თიღო, თიღი
სადგისის წვერი ან სარანდავი იარაღის წვერი.

198 თმენა

▲back to top


თმენა
დათმენა, მოთმენა, თავის შეკავება.

199 თნევა

▲back to top


თნევა
მოფერება, შებრალება, შეცოდება.

200 თომარი

▲back to top


თომარი
ჯიღა. ძვირფასი თვლებით მორთული ფრთა, რომელსაც თავსაბერავში გარჭობილს ატარებდნენ.

201 თოფხანა

▲back to top


თოფხანა
საომარი იარაღის საწყობი, არსენალი.

202 თრასკე

▲back to top


თრასკე
ჩრდილოეთის ან ჩრდილოდასავლეთის ქარი თრასკიასი ან თრაკიასი. თრაკიის ქარი.

203 თრთოლა

▲back to top


თრთოლა
კანკალი, ცახცახი.

204 თუთქი

▲back to top


თუთქი
ცხელი ნაცარი, ღადარის მცხუნვარება.

205 თულო

▲back to top


თულო
ერთგვარი თამაშობა სპორტული ხასიათისა.„ფუნდრუკია ერთი “ (ს ა ბ ა). იხ. აგრეთვე: თამაშ-თულობა წწ.), ქართველი

206 თუღუნი

▲back to top


თუღუნი
შევარდენი (აქ სატრფოს ეპითეტია).

207 თხაპა

▲back to top


თხაპა
გათხაპა, გასვარა, გათხუპნა.

208 თხოვლობს

▲back to top


თხოვლობს
თხოულობს, ითხოვს.

209 იაგუნდი

▲back to top


იაგუნდი
ძვირფასი თვალია.

210 იათუღი

▲back to top


იათუღი
„ვერცხლის სარწყული“ (ს ა ბ ა), ჭურჭელი.

211 იალქანი

▲back to top


იალქანი
ჯვრისწერის დროს ხმარებული გვირგვინი პატარძლისა. აქ: ქალის თავსაბურავი, თავის სამკაული. წწ.),

212 იანვარა

▲back to top


იანვარა
მამაკაცის სახელია.

213 იბემდი

▲back to top


იბემდი
იბამდი, ისხამდი. იგი. ის.

214 იგავი

▲back to top


იგავი
61 (სათაურში); არაკი, მაგალითი.

215 იგვრდივად

▲back to top


იგვრდივად
იგვრდივ, გვერდით, გვერდიდან.

216 იგულთმოდგინე

▲back to top


იგულთმოდგინე
იგულმოდგინე, გულმოდგინება გამოიჩინე, იბეჯითე, იმუყაითე, მოინდომე.

217 იდუმალ

▲back to top


იდუმალ
დაფასრულად, ჩუმად, სადუმლოდ.

218 იდუმალი

▲back to top


იდუმალი
დაფარული, საიდუმლო.

219 იესესითა

▲back to top


იესესითა
იესედან დაწყებული, იესედან მოკიდებული. ი ე ს ე – ბიბლიური პერსონაჟი, დავით მეფის მამა. წწ.),

220 იესო

▲back to top


იესო
იესო ქრისტე.

221 ივასხებ

▲back to top


ივასხებ
ისესხე. ვასხი „ვალის წესიერი სარგებელი“ (ს ა ბ ა).

222 ივეზირეს

▲back to top


ივეზირეს
ითათბირეს.

223 ივნო: ჯვარი ივნო

▲back to top


ივნო: ჯვარი ივნო
ჯვარს ეცვა, ჯვარზე ეწამა.

224 იზრახეს

▲back to top


იზრახეს
განიზრახეს, მოიწადინეს.

225 ით -ითგან, -იდან. ა თ ა ს ი თ

▲back to top


ით -ითგან, -იდან. ა თ ა ს ი თ
ათასიდან; მ უ ნ ი თ - იქიდან; მ უ ც ლ ი თ, მუცლიდან; ს ა რ კ მ ლ ი თ, სარკმლიდან; ს ა ფ ლ ა ვ ი თ, საფლავიდან; ც ი თ, აციდან. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,

226 ითავსებს

▲back to top


ითავსებს
ითვისებს, იგუებს.

227 ითავსო

▲back to top


ითავსო
შეითავსო, შეითვისო, შეიგუო.

228 ითვალტვინოს

▲back to top


ითვალტვინოს
თვალები და ტვინი ამოსჭამოს (მიმინო რომ მწყერს დაიჭერს, საშუალებას მისცემენ, რომ თვალები და ტვინი ამოსჭამოს და შემდეგ გამოართმევენ). აქ: ისიამოვნოს, დატკბეს. პარლამენტის

229 ითვის-იტომა

▲back to top


ითვის-იტომა
თავისიანები და ნათესავი გაამრავლა, გამრავლდა.

230 ითნია

▲back to top


ითნია
სათნოდ მიიჩნია, მოიწონა.

231 ითქოს

▲back to top


ითქოს
ითქვას.

232 ითხოა

▲back to top


ითხოა
ითხოვა.

233 იკადრა

▲back to top


იკადრა
ქნა, გაბედა.

234 იკადროს

▲back to top


იკადროს
ქნას, გაბედოს.

235 იკაცისმკვლელა

▲back to top


იკაცისმკვლელა
კაცის მკვლელობა ჩაიდინა.

236 იკურნოდა

▲back to top


იკურნოდა
იკურნებოდა.

237 ილაო

▲back to top


ილაო
ავადმყოფობის სახელია; ნაწლავის გადანასკვა.

238 ილინჭა

▲back to top


ილინჭა
მახე, „ჩიტის მაზე“, „მახე გალიათა მსგავსი სირთათვის“ (ს ა ბ ა).

239 ილოცავს

▲back to top


ილოცავს
ლოცულობს.

240 ილოცებოდა

▲back to top


ილოცებოდა
ლოცულობდა.

241 იმგრგვლივ

▲back to top


იმგრგვლივ
ირგვლივ, გარშემო.

242 იმისთვინა

▲back to top


იმისთვინა
იმისთვის.

243 იმისთვინაო

▲back to top


იმისთვინაო
იმისთვისაო.

244 იმრუშე

▲back to top


იმრუშე
მრუშება ჩაიდინე, გარყვნილ ცხოვრებას მისდევდი, იბოზე.

245 იმუშაკონ

▲back to top


იმუშაკონ
იმუშაონ.

246 იმწვიტინა

▲back to top


იმწვიტინა
ძალიან იწყინა, გამწარებით დაიყვირა.

247 იმწვიტინის

▲back to top


იმწვიტინის
იმწვიტინებდა ხოლმე ძალიან იწყენდა ხოლმე, გამწარებით დაიყვირებდა.

248 იმხატვარე

▲back to top


იმხატვარე
მხატვრობა გამოიჩინე, მხატვრობის უნარი გამოიჩინე, მხატვრობა ქმენ.

249 ინაჯიშა

▲back to top


ინაჯიშა
გადაგვარდა, გადაგვარებული გახდა.

250 ინებდა

▲back to top


ინებდა
ინებებდა, მოისურვებდა, მოინდომებდა.

251 ინითა

▲back to top


ინითა
ინათა (?), გათენდა.

252 იობი

▲back to top


იობი
ბიბლიური პერსონაჟი, ყოველგვარი გაჭირვების მომთმენი და გადამტანი.

253 იოკიმე და ანა

▲back to top


იოკიმე და ანა
ღვთისმშობლის მშობლები.

254 იონა

▲back to top


იონა
წინასწარმეტყველი, რომელმაც ბიბლიის მიხედვით ვეშაპის მუცელში დაყო სამი დღე-ღამე.

255 იონე

▲back to top


იონე
იოანე მოციქული.

256 იპრიანა

▲back to top


იპრიანა
ინება. ისურვა.

257 ირისე

▲back to top


ირისე
ცისარტყელა.

258 ირო

▲back to top


ირო
იხ. აგრეთვე: ირონი

259 იროკა

▲back to top


იროკა
იცეკვა.

260 ირონი

▲back to top


ირონი
„ირონი და ირო ესე ორნივე ეშმაკთა ბუნების მქონებელ არიან, არა სრულიად მსგავსი მათი, არამედ უდარესნი“ (საბა); ქაჯი, ეშმაკი, მაცთური. იხ. აგრეთვე: ირო პარლამენტის ეროვნული

261 ირქვამს

▲back to top


ირქვამს
ირჭობს.

262 ირქოსა

▲back to top


ირქოსა
ირქვას, დაირქვას.

263 ისა

▲back to top


ისა
იესო ქრისტე (არაბ-სპარს-თურქ ხალხთა გამოთქმით).

264 ისაკი

▲back to top


ისაკი
ბიბლიური პერსონაჟი, აბრამის ძე.

265 ისამა

▲back to top


ისამა
სამა ქნა, იცეკვა.

266 ისარქარო

▲back to top


ისარქარო
იუფროსო.

267 ისაქმებს

▲back to top


ისაქმებს
იმოქმედებს, იმუშავებს.

268 ისვრიდეს

▲back to top


ისვრიდეს
ისროდეს.

269 ისი

▲back to top


ისი
ის.

270 ისია

▲back to top


ისია
ისი, ის, იგი.

271 ისივე

▲back to top


ისივე
(სათაურში) იგივე.

272 ისიძვე

▲back to top


ისიძვე
იმრუშე, გარყვნილობა ჩაიდინე.

273 ისმა

▲back to top


ისმა
გაისმა.

274 ისრაელი

▲back to top


ისრაელი
ებრაელი.

275 ისრე

▲back to top


ისრე
ისე.

276 იტარტარე

▲back to top


იტარტარე
ილაყბე, იყბედე, ილაქლაქე.

277 იტყებდა

▲back to top


იტყებდა
თავში იცემდა, თავ-პირში ირტყამდა (ხელებს).

278 იტყვის

▲back to top


იტყვის
ამბობს.

279 იფქლი

▲back to top


იფქლი
„შემოდგომაზე ნათესი ხორბალი“ (ს ა ბ ა).

280 იქ

▲back to top


იქ
იქმ, იზამ.

281 იქთ

▲back to top


იქთ
იქმთ, იზამთ.

282 იქიდამ

▲back to top


იქიდამ
იქიდან.

283 იქონე

▲back to top


იქონე
იქონიე, გქონდეს.

284 იქს

▲back to top


იქს
იქმს, იზამს.

285 იქურდ-იბოზა

▲back to top


იქურდ-იბოზა
იქურდა და იბოზა, იქურდა და იმრუშა.

286 იქცევის

▲back to top


იქცევის
იქცევა, ინგრევა.

287 იყავით

▲back to top


იყავით
გაიყავით, გაინაწილეთ.

288 იყავნ

▲back to top


იყავნ
იყავ (შეცდომითაა ნახმარი ძველი ქართული მესამე პირის ბრძანებითის ფორმა მეორე პირის ბრძანებითის ნაცვლად).

289 იყვარა

▲back to top


იყვარა
შეიყვარა.

290 იჩვილებთ

▲back to top


იჩვილებთ
ჩვილს გაიხღით, იჩუყებთ.

291 იწიგნებს

▲back to top


იწიგნებს
წიგნად (წერილად) მიიჩნევს, ჩათვლის.

292 იწირპლებოდეს

▲back to top


იწირპლებოდეს
თვალს წირპლით ივსებდეს, იცრემლებოდეს.

293 იწო

▲back to top


იწო
დაიწყო, წაიცხო, წაისვა.

294 იწოდა

▲back to top


იწოდა
მოიწოდა, მოიწია.

295 იხილა

▲back to top


იხილა
ხილის გემო ნახა.

296 იხილეს

▲back to top


იხილეს
ნახეს.

297 იხსენა

▲back to top


იხსენა
გაიხსენა.

298 იხსნება

▲back to top


იხსნება
დახსნილ იქნება. თავს იხსნის.

299 კაბა

▲back to top


კაბა
სამოსელი, ჩასაცმელი.

300 კაბდო

▲back to top


კაბდო
ფარცხის წინ გაკეთებული ფიცარი, რომელიც ბელტებს ამტვრევს და ხნულს ასწორებს.

301 კადნიერება

▲back to top


კადნიერება
სითამამე, კადნიერი, გამბედავი, გაბედული, თამამი.

302 კავი

▲back to top


კავი
ქავი.

303 კათხა

▲back to top


კათხა
ხის სასმისი.

304 კაი

▲back to top


კაი
კარგი.

305 კაისგვარად

▲back to top


კაისგვარად
კარგგვარად, კარგად.

306 კალვა

▲back to top


კალვა
უმარილის (კალის ნაცრის) წასმა სახეზე.

307 კალთა-უბია

▲back to top


კალთა-უბია
(=კალთა-უბეა) კალთა და უბე.

308 კანანახი

▲back to top


კანანახი
„მგალობელთა დამძახნელი“ (ს ა ბ ა).

309 კანუნი

▲back to top


კანუნი
კანონი, წესი.

310 კაპარჭი

▲back to top


კაპარჭი
„ისართ ქარქაში“ (საბა), ისრის ბუდე, ისრების ჩასაწყობი.

311 კაპასი

▲back to top


კაპასი
ანჩხლი, ავი.

312 კარ-მიღე

▲back to top


კარ-მიღე
კარი გამიღე.

313 კარა

▲back to top


კარა
კარს, კარზე; სამეფო კარზე. აქ: ყეენის კარზე.

314 კარავ-სევანი

▲back to top


კარავ-სევანი
კარავი და სევანი.

315 კარავი

▲back to top


კარავი
ქსოვილისაგან შეკერილი და გამართული სამგზავრო სადგომი; საჩრდილობელი.

316 კარგვარად

▲back to top


კარგვარად
კარგგვარად, კარგად.

317 კარგკაცობა

▲back to top


კარგკაცობა
კარგი კაცობა, კაიკაცობა.

318 კარდაკლეტილი

▲back to top


კარდაკლეტილი
კარდაკეტილი, კარდახშული, კარდახურული; ვისაც კარი დაუკეტეს, კარი დაუხურეს, შიგნით არ შეუშვეს. რისი კარიც დაკეტეს, დახურეს. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, გურამიშვილი,

319 კარი

▲back to top


კარი
სამეფო კარი, სასახლე.

320 კარიდამ

▲back to top


კარიდამ
კარიდან, სამეფო კარიდან, სასახლიდან.

321 კარისკარად

▲back to top


კარისკარად
კარდაკარ.

322 კაცება

▲back to top


კაცება
კაცის ბუნება.

323 კახაბერი

▲back to top


კახაბერი
ლეგენდარული ქართველი გმირი, განსახიერება გმირობისა, ძლიერებისა, მამულიშვილობისა და პატიოსნებისა. წწ.),

324 კახი

▲back to top


კახი
82 (სათ.); კახელი.

325 კახი ბატონი

▲back to top


კახი ბატონი
98 (სათაურში); კახთბატონი, კახეთის მეფე.

326 კახპა

▲back to top


კახპა
გარყვნილი, მეძავი ქალი.

327 კახპური

▲back to top


კახპური
კახპის შესაფერი, გარყვნილი ქალის შესაფერი.

328 კბილოსა

▲back to top


კბილოსა
კბილს.

329 კდომა

▲back to top


კდომა
კვდომა. -კე თანდებული - კ ე ნ: რუსეთისაკე, რუსეთისაკენ; უ ღ ლ ი ს ა კ ე, უღლისაკენ; ყ ი ზ ლ ა რ ი ს ა კ ე ყიზლარისაკენ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, გურამიშვილი,

330 კევრი

▲back to top


კევრი
სალეწი ფიცარი, სალეწი იარაღი.

331 კეთილად

▲back to top


კეთილად
კარგად.

332 კეთილი

▲back to top


კეთილი
კარგი.

333 კეთრიანი

▲back to top


კეთრიანი
კეთრით დაავადებული, კეთროვანი.

334 კეკია

▲back to top


კეკია
ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი.

335 კეკლუცი

▲back to top


კეკლუცი
ლამაზი, მშვენიერი, მოხდენილი.

336 კელია

▲back to top


კელია
სენაკი (რუსული келья-დან).

337 კემუხტი

▲back to top


კემუხტი
ფერადი ტყავი.

338 კენტი

▲back to top


კენტი
ცალი, ერთი.

339 კენწერო

▲back to top


კენწერო
ხის წვერო, წვეროკინა.

340 კერპი

▲back to top


კერპი
ადამიანის ან სხვა რაიმეს გამოსახულება (ქანდაკება), რომელიც წარმართებს ღმერთად მიაჩნდათ. წწ.), ქართველი

341 კერძ: შენ კერძ

▲back to top


კერძ: შენ კერძ
შენკენ.

342 კერძი

▲back to top


კერძი
წილი, ხვედრი.

343 კეფი

▲back to top


კეფი
„წერილთა ფურცელსა ეწოდების“ (საბა), ორი გვერდი.

344 კვადრილიონი

▲back to top


კვადრილიონი
რიცხვთა მეექვსე კლასის ერთეულის სახელწოდება. მილიარდჯერ მილიონი (1000000000000000). წწ.), ქართველი

345 კვართი

▲back to top


კვართი
პერანგი.

346 კვერთხი

▲back to top


კვერთხი
„ჯოხი გრძელი, უთაო, საგვემელად შემცოდეთათვის“ (ს ა ბ ა). ჯოხი.

347 კვერი

▲back to top


კვერი
რკინის პატარა ურო, ჩაქუჩი.

348 კვინჩი

▲back to top


კვინჩი
კვრინჩხი. ბუჩქია, ღოღნოშოს მაგვარ, მწკლარტე გემოს მქონე ნაყოფს ისხამს.

349 კვირისტავი

▲back to top


კვირისტავი
ხისაგან გამოთლილი ან ქვისაგან გამოკვეთილი რგოლი, რომელსაც ტარის ან თითისტარის ბოლოს წამოაცვამენ, რომ სიმძიმე მისცეს და სწორად ტრიალებდეს. პარლამენტის ეროვნული

350 კვიცი

▲back to top


კვიცი
ცხენის შვილი. აქ: სახედარი.

351 კიდებული

▲back to top


კიდებული
აკიდებული, ბარგაკიდებული, დატვირთული.

352 კიდია

▲back to top


კიდია
კიდეა (კიდე + პროსოდიული ხმოვანი ა), გარდა.

353 კიდობანი

▲back to top


კიდობანი
ზანდუკი, სკივრი. კ ი დ ო ბ ნ ა დ - კიდობანში.

354 კივკივი

▲back to top


კივკივი
ბატის, იხვის და მისთ. ფრინველთა ხმიანობა.

355 კილა

▲back to top


კილა
გაკილა, გალანძღა.

356 კილო

▲back to top


კილო
„თვალის კუთხე წარზიდული“. (ს ა ბ ა); თვალის განასერი.

357 კინაღარ

▲back to top


კინაღარ
კნინ აღარ, ცოტა დააკლდა არ, კინაღამ.

358 კირკიტა

▲back to top


კირკიტა
ფრინველია.

359 კირცხებით

▲back to top


კირცხებით
კირის ცხებით, კირის წასმით, კირის წაგლესით.

360 კლიტე

▲back to top


კლიტე
გასაღები.

361 კმარდა

▲back to top


კმარდა
კმაროდა, საკმარისი იყო.

362 კმინდი ბანი

▲back to top


კმინდი ბანი
მრ. გაკმენდა, გაჩუმება, ჩაწყვეტა (ხმისა).

363 კობალი

▲back to top


კობალი
„არს ჯოხი თავსხვილი, მოდრეკილი“„ჯოხი თავმგრგუალი“ (ს ა ბ ა); კომბალი.

364 კოდ-სასწორ-ადლი

▲back to top


კოდ-სასწორ-ადლი
კოდი, სასწორი და ადლი.

365 კოდება

▲back to top


კოდება
კოდვა, ჭრა.

366 კოდვა

▲back to top


კოდვა
ჭრა, დაჭრა, ჭრილობის მიყენება.

367 კოდი

▲back to top


კოდი
საწყაო, ათი ლიტრა, დაახლოებით სამი ფუთი. „ახლისა ლიტრითა ათი ლიტრა ჩაიტიოს“ (საბ ა). წწ.), ქართველი

368 კოდსასწორმართალი

▲back to top


კოდსასწორმართალი
სწორი, უტყუარი კოდისა და სასწორის მქონე; სწორი, უტყუარი სასწორისა და საწყაოს მქონე. წწ.), ქართველი

369 კოკურებ

▲back to top


კოკურებ
კოკასავით, კოკისპირულად.

370 კოტვა

▲back to top


კოტვა
ცხოველს რომ ბუზარა, კოტიზი შეუჯდება, უკბენს, შეაწუხებს, ვეღარ დაწყნარდება და აქეთ-იქით სირბილს დაიწყებს, იმას ჰქვია. კ ო ტ ვ ი თ . როგორც ბუზარაშემჯდარი, კოტიზშემჯდარი. „ცხოველი რა ბუზისგან

371 კოწახური

▲back to top


კოწახური
ბუჩქია, ისხამს მჟავე წითელ ნაყოფს.

372 კოჭობი

▲back to top


კოჭობი
„მცირე ქოთანი“ (ს ა ბ ა), პატარა ქოთანი.

373 კრავი

▲back to top


კრავი
ბატკანი.

374 კრებითა

▲back to top


კრებითა
შეკრებილად.

375 კრეტსაბმელი

▲back to top


კრეტსაბმელი
ფარდა, კარის ფარდა. აქ იგულისხმება იერუსალემის ტაძრის ფარდა, რომელიც, სახარების მიხედვით, ორად გაიპო, თავიდან ბოლომდე, როცა იესომ ჯვარზე სული განუტევა. პარლამენტის

376 კრულება

▲back to top


კრულება
შეკვრა, შეკრულება, კრულვა.

377 კრული

▲back to top


კრული
შეკრული.

378 კრწყილი

▲back to top


კრწყილი
რწყილი.

379 კულა

▲back to top


კულა
ვიწროყელიანი სასმისი ხისა ან ვერცხლისა, საიდანაც ღვინო რაკრაკით გადმოდის წვრილად.

380 კულავი

▲back to top


კულავი
კვლავ ისევ.

381 კულუხი

▲back to top


კულუხი
„ღვინის ღალა (ს ა ბ ა).

382 კუპრი

▲back to top


კუპრი
ფისისებური შავი ნივთიერება, რომელსაც ხის ან ქვანახშირის მშრალი გამოხდით იღებენ.

383 კურნევდა

▲back to top


კურნევდა
კურნავდა.

384 კურო

▲back to top


კურო
საყვარელი.

385 კუროსთავი

▲back to top


კუროსთავი
ეკლიანი ბალაბი, შავი ნარი; ტატაში (ს ა ბ ა).

386 კუტ-საპყარი

▲back to top


კუტ-საპყარი
კუტი და საპყარი.

387 კუტდების

▲back to top


კუტდების
კუტდება, საპყრდება.

388 კუტი

▲back to top


კუტი
საპყარი, დავრდომილი, დავარდნილი.

389 ლაბადა

▲back to top


ლაბადა
გრძელი, ზედა სამოსელი, ხალათი.

390 ლალა

▲back to top


ლალა
გამზრდელი (მამაკაცი), აღმზრდელი.

391 ლალი

▲back to top


ლალი
წითელი ძვირფასი ქვა, თვალი.

392 ლამაზიანი

▲back to top


ლამაზიანი
ლამაზი.

393 ლამი

▲back to top


ლამი
მდინარისაგან მოტანილი სილა და შლამი.

394 ლამისყანე

▲back to top


ლამისყანე
ლამისყანა.

395 ლამპარშრეტილი

▲back to top


ლამპარშრეტილი
ლამპარ-ჩამქრალი; ვისაც ლამპარი ჩაუქრეს ან ჩაუქრა.

396 ლარი

▲back to top


ლარი
განძი; ძვირფასი ქსოვილები, ფარჩეული.

397 ლარკიდებული

▲back to top


ლარკიდებული
ლარაკიდებული, ლარით დატვირთული.

398 ლახტი

▲back to top


ლახტი
„უმკვეთელო საცემი იარაღი“ (ს ა ბ ა); ხელით სასროლი იარაღი, რკინის კეტი.

399 ლევონტოს

▲back to top


ლევონტოს
იხ. აგრეთვე: ლ ი ვ ო ნ ტ ო ს

400 ლეკი

▲back to top


ლეკი
დაღესტნის სხვადასხვა ტომის საერთო ქართული სახელწოდება.

401 ლელა

▲back to top


ლელა
ქალის სახელია.

402 ლეში

▲back to top


ლეში
მძორი.

403 ლია

▲back to top


ლია
153 სათაურში); „ლერწმოანი საფლობი ტალახი“ (ს ა ბ ა).

404 ლიბრი

▲back to top


ლიბრი
სილურჯე; „ლურჯ-მოისფრო“ (ს ა ბ ა).

405 ლივონტოს

▲back to top


ლივონტოს
ქარის სახელია. ლიბონოტოსი, (იხ.) და ს (იხ.) საშუალო. იხ. აგრეთვე: ლიფსი, ნოტოს, ლევონტოს წწ.), ქართველი

406 ლიფსი

▲back to top


ლიფსი
სამხრეთ-დასავლეთის ქარი. იხ. აგრეთვე: ლივონტოს

407 ლმობილად

▲back to top


ლმობილად
აქ: ლმობიერად, დაწყნარებულად, დაწყნარებით.

408 ლოტკა

▲back to top


ლოტკა
ნავი (რუს. лодка).

409 ლუწი

▲back to top


ლუწი
წყვილ-წყვილი, ორ-ორი.

410 ლხინება

▲back to top


ლხინება
ლხენა, შველა, ჭირთაგან დახსნა.

411 მაბირებ

▲back to top


მაბირებ
მასურვებ, ნდომას აღმიძრავ.

412 მაგარმკლოვანი

▲back to top


მაგარმკლოვანი
მაგარმკლავიანი, მკლავღონიერი, ძლიერი.

413 მაგდონი

▲back to top


მაგდონი
მაჟდენი, ამდენი.

414 მაგიარ

▲back to top


მაგიარ
მაგიერ, მაგივრად.

415 მაგიზგან

▲back to top


მაგიზგან
მაგისგან.

416 მაგრა

▲back to top


მაგრა
მაგრად.

417 მაგრამე

▲back to top


მაგრამე
მაგრამ.

418 მაგრობა

▲back to top


მაგრობა
გამაგრება, გამაგრებულ ქალაქში, ციხე-სიმაგრეში დგომა.

419 მაგროვნად

▲back to top


მაგროვნად
მაგრად, მტკიცედ.

420 მად

▲back to top


მად
ამიტომ, ამის გამო.

421 მადებ

▲back to top


მადებ
მაკისრებ.

422 მაზა

▲back to top


მაზა
სანუკვარი საჭმელი, ნატიფი საჭმელი, პირის ჩასატკბარუნებელი საჭმელი.

423 მაზმანი

▲back to top


მაზმანი
ბალნის მსთველი (ს ა ბ ა). იხ. აგრეთვე: მაზმანური

424 მაზმანური

▲back to top


მაზმანური
გაკეთებული, მაზმანისა. იხ. აგრეთვე: მაზმანი

425 მაზრობს

▲back to top


მაზრობს
მსუსხავს, მწვავს.

426 მათრევ

▲back to top


მათრევ
მლანძღავ, მთათხავ.

427 მაილანდეო

▲back to top


მაილანდეო
მოილანდეო, ლანდივით თვალწინ დაიყენეო, დაიხატეო.

428 მაიყონა

▲back to top


მაიყონა
მოიყვანა.

429 მაიწადეო

▲back to top


მაიწადეო
მოიწადინეო, მოინდომეო.

430 მაიწაღებენ

▲back to top


მაიწაღებენ
მოიწადინებენ, მოინდომებენ, მოისურვებენ.

431 მაიხდინე

▲back to top


მაიხდინე
მოიხდინე; ისე მოიქეცი, რომ მომხდარიყო (შენთვის).

432 მაიხმარი

▲back to top


მაიხმარი
მოიხმარე.

433 მაკვეხებ

▲back to top


მაკვეხებ
ჩემზე იკვეხნი, მაყვედრი.

434 მალ

▲back to top


მალ
მალე, სწრაფად, მსწრაფლ.

435 მალა

▲back to top


მალა
ხერხემლის ძვლის ნაწილი, სეგმენტი.

436 მალაროსი

▲back to top


მალაროსი
იხ. აგრეთვე: მალაროსია

437 მალაროსია

▲back to top


მალაროსია
მალაროსია, მცირე რუსეთი (ასე უწოდებდნენ ოფიციალურად უკრაინას ცარიზმის დროს). უკრაინა. იხ. აგრეთვე: მალაროსი

438 მალაყად

▲back to top


მალაყად
თავდაყირა.

439 მალი

▲back to top


მალი
სწრაფი, მ ა ლ ე ბ ი — სწრაფები.

440 მამა

▲back to top


მამა
აქ იგულისხმება ღმერთი.

441 მამადი

▲back to top


მამადი
მაჰმადი.

442 მამადო

▲back to top


მამადო
მამადაო.

443 მამაკვდინეო

▲back to top


მამაკვდინეო
მომაკვდინეო, მომკალიო.

444 მამაობს

▲back to top


მამაობს
მამობს, მამობას იჩენს.

445 მამასო

▲back to top


მამასო
მომასო, დამასო, დამარჭო.

446 მამაღერა

▲back to top


მამაღერა
მომაღერა; მომიღერა, მოაშვირა ჩემსაზე.

447 მამაღორა

▲back to top


მამაღორა
მომაღორა, მომატყუა.

448 მამაცი

▲back to top


მამაცი
გულადი, გამბედავი.

449 მამზევებელი

▲back to top


მამზევებელი
გამამზევებელი, მზედ მქცეველი.

450 მამიფონებსა

▲back to top


მამიფონებსა
(მამიფონებს+პროსოდიული ხმოვანი ა). მომიფონებს, მომიშვებს, მომიბოშებს.

451 მამიწონენ

▲back to top


მამიწონენ
მომიწონებენ.

452 მამლურებ

▲back to top


მამლურებ
მამლურებრ, მამალსავით.

453 მამური

▲back to top


მამური
მამობრივი.

454 მამხილა

▲back to top


მამხილა
მამცნო, მასწავლა.

455 მანანა

▲back to top


მანანა
საჭმელი (მარცვლები), რომლებიც ბიბლიის გადმოცემით ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს ზეციდან უცვიოდათ ყოველდღე.

მანანავებინა, ნანა მათქმევინა.

მომანანიებინა.

456 მანგალი

▲back to top


მანგალი
ნამგალი.

457 მანგანა

▲back to top


მანგანა
მჭედლის იარაღია, რკინის ქანჩი, მოსაჭერი, რომლითაც დაიჭერენ რკინას და მერმე დაამუშავებენ სურვილისამებრ.

458 მანქანება

▲back to top


მანქანება
ხერხი, ხრიკი, ვერაგობა; „მრავალსახე ხერხის ქცევა; მრავალგვარი ხერხი საზიანო“ (ს ა ბ ა).

459 მაპკურე

▲back to top


მაპკურე
მასხურე, დამაწვეთე, წვეთებად დამაფრქვიე.

460 მარაქა

▲back to top


მარაქა
„ქალთ ჯარი ლხიში“ (ს ა ბ ა).

461 მარგე

▲back to top


მარგე
მარგებელი.

462 მარგენ

▲back to top


მარგენ
მარგუნებ, წილად მახვედრებ.

463 მარგი

▲back to top


მარგი
სასარგებლო, მარგებელი.

464 მარგინა

▲back to top


მარგინა
მარგუნა წილად შემახვედრა.

465 მარები

▲back to top


მარები
მავალი, მოსიარულე.

466 მართავი

▲back to top


მართავი
მმართავი, მმართველი, უფროსი.

467 მართალი

▲back to top


მართალი
სწორი, უტყუარი.

468 მართებელი

▲back to top


მართებელი
ვინც მართავს, განაგებს რასმე; განმგებელი.

469 მართებს

▲back to top


მართებს
შეეფერება.

470 მართლა

▲back to top


მართლა
სწორად.

471 მართლიად

▲back to top


მართლიად
სწორად.

472 მარი

▲back to top


მარი
გამეცალე, გამერიდე; „მარი ითქმის მომერიდე“ (საბა).

473 მარია

▲back to top


მარია
მარი+პროსოდიული ხმოვანი ა თავი დამანებე, გამეცალე.

474 მარწებინა

▲back to top


მარწებინა
მარწევინა.

475 მარწუხი

▲back to top


მარწუხი
რკინის იარაღი, რომელიც შედგება ორი ერთმანეთთან მარჭვალით გადაბმული ღერძისაგან. ხმარობენ რაიმეს მოსაჭერად, გახურებული რკინის დასაჭერად და სხვ.

476 მარხველი

▲back to top


მარხველი
მმარხველი, დამმარხველი, დამსაფლავებელი, დამკრძალველი.

477 მარხული

▲back to top


მარხული
შენახული, დაცული.

478 მარჯვენე

▲back to top


მარჯვენე
მარჯვენა (ხელი).

479 მარჯვენით

▲back to top


მარჯვენით
მარჯვნივ, მარჯვენა მხარეს.

480 მასწავე

▲back to top


მასწავე
მასწავლე.

481 მასწავლელი

▲back to top


მასწავლელი
ვინც ასწავლის, მასწავლებელი.

482 მატყუვარა

▲back to top


მატყუვარა
მატყუარა.

483 მაუწყე

▲back to top


მაუწყე
გამაგებინე, მაცოდინე, შემატყობინე.

484 მაფრაშა

▲back to top


მაფრაშა
ფარდაგისაგან შეკერილი დიდი ტომარი ბარგისათვის.

485 მაქვნდა

▲back to top


მაქვნდა
მქონდა.

486 მაქვნდეს

▲back to top


მაქვნდეს
მქონდეს.

487 მაქო

▲back to top


მაქო
მაქვსო.

488 მაღნარი

▲back to top


მაღნარი
„მთათა შინა ტევრნალი შამბიანი“ (საბა), ტყე მთაში.

489 მაყარი

▲back to top


მაყარი
სასიძოს ან სასძლოს მიმყოლი, მხლებელი ქორწილში.

490 მაშველიონ

▲back to top


მაშველიონ
მომაშველონ.

491 მაშვრალი

▲back to top


მაშვრალი
დაღლილი, დაქანცული.

492 მაშია

▲back to top


მაშია
ფეხსაცმელი.

493 მაშიგ

▲back to top


მაშიგ
მასში, იმაში.

494 მაშინა

▲back to top


მაშინა
მანქანა.

მაშინ.

დამიშინა, დამარტყა.

495 მაცა

▲back to top


მაცა
მადლსა (მადლსა → მადს → მაცა).

496 მაცინ-მახარხარო

▲back to top


მაცინ-მახარხარო
მაცინო და მახარხარო.

497 მაცხოვარი

▲back to top


მაცხოვარი
აქ იგულისხმება იესო ქრისტე.

498 მაცხოვნებელი

▲back to top


მაცხოვნებელი
მაცოცხლებელი, დღეგრძელობის მიმნიჭებელი.

499 მაძეს

▲back to top


მაძეს
მაძევს, მადევს.

500 მაძრობა

▲back to top


მაძრობა
მაძრობ + პროსოდიული ხმოვანი ა. მხდი, ამომხდი.

501 მაძღრივ

▲back to top


მაძღრივ
მაძღრად, მაძღრისად, საძღომად.

502 მაწაწური

▲back to top


მაწაწური
„ჭურის ამოსახოცელი“ (ს ა ბ ა). „ღვინის ჭურჭელით გასარეცხი ხრალი“ (ჩუბ.).

503 მახვდინა

▲back to top


მახვდინა
შემახვედრა, მარგუნა.

504 მახვრიტეს

▲back to top


მახვრიტეს
მახვრეპინეს, შემასვეს.

505 მახუმრ-მამასხარო

▲back to top


მახუმრ-მამასხარო
მახუმრო და მამასხარო.

506 მაჯა

▲back to top


მაჯა
მაჯისცემა, პულსი.

507 მაჯავრეს

▲back to top


მაჯავრეს
გამაჯავრეს.

508 მაჯდინა

▲back to top


მაჯდინა
დამსვა.

509 მბანელი

▲back to top


მბანელი
ვინც იბანს, მობანავე.

510 მბარავი

▲back to top


მბარავი
ვინც ბარავს, ბარით მომუშავე.

511 მბაქველი

▲back to top


მბაქველი
სიტყვით შემშინებელი; მკვეხარი.

512 მბერტყელი

▲back to top


მბერტყელი
მბერტყავი, დამბერტყავი; გამყრევინებელი.

513 მბზარავი

▲back to top


მბზარავი
გამყინავი, გამმსჭვალავი.

514 მბრწყინველი

▲back to top


მბრწყინველი
ვინც ბრწყინავს, ბრწყინვალებას გამოსცემს, ბრწყინვალეა.

515 მგვანი

▲back to top


მგვანი
მსგავსი.

516 მგზებარე

▲back to top


მგზებარე
დაგზებული, დანთებული.

517 მგმობარი

▲back to top


მგმობარი
მგმობელი, დამგმობელი.

518 მგრგენი

▲back to top


მგრგენი
მჩხვლეტი, მატეხავი (ტკივილი). გრგენა - „დაბაყლებული (= დაჩირქებული) მუწუკის გამოკვნესა“ (საბა). წწ.),

519 მდაბალი

▲back to top


მდაბალი
მშვიდი, მორჩილი, თავმდაბალი.

520 მდაბიო

▲back to top


მდაბიო
სოფლელი.

521 მდაგველი

▲back to top


მდაგველი
დამწველი.

522 მდადი

▲back to top


მდადი
„დიაცი სძლის მაყარი“ (საბა).

523 მდგარე

▲back to top


მდგარე
მდგარი, მდგომი, მდგომარე.

524 მდგმური

▲back to top


მდგმური
მდგარი, მდგომი, მდგომარე.

525 მდევს

▲back to top


მდევს
დამდევს.

526 მდენარე

▲back to top


მდენარე
მდინარე, მიმდინარე.

527 მდივანი

▲back to top


მდივანი
მწერალ-მწიგნობარი.

528 მდისინ თანდებული

▲back to top


მდისინ თანდებული
მდე|მდის. სანამდისინ - სანამდე,სანამდის.

529 მდობელი

▲back to top


მდობელი
დობის გამწევი. იხ. აგრეთვე: მძმობელ-მდობელი

530 მდომარე

▲back to top


მდომარე
მნდომარე, მნდომი, მდომელი, მსურველი.

531 მდღევარი

▲back to top


მდღევარი
დღიური „საყოველთაო საზრდო“ (საბა).

532 მეამბე

▲back to top


მეამბე
მოამბე, ამბის მომტანი.

533 მება

▲back to top


მება
მომება.

534 მებადი

▲back to top


მებადი
მომეპოვებოდა. გამაჩნდა, მქონდა.

535 მებაჟე

▲back to top


მებაჟე
ბაჟის ამღები, ხარჯის გადასახადის ამკრეფი.

536 მებრძოლი

▲back to top


მებრძოლი
მოპირდაპირე მოწინააღმდეგე, მტერი.

537 მეგვარტომობა

▲back to top


მეგვარტომობა
(სათაურში);ნათესაობა, შთამომავლობა, გენეალოგია.

538 მეგულებოდა

▲back to top


მეგულებოდა
მეხურებოდა, მეხუჭებოდა.

539 მეგულვი

▲back to top


მეგულვი
მეგულები.

540 მედავით

▲back to top


მედავით
მედავებით.

541 მედგრად

▲back to top


მედგრად
ხერხით, მოხერხებით, მზაკვრულად.

542 მეკეთა

▲back to top


მეკეთა
კეთილად, კარგად მეჩვენა.

543 მელი

▲back to top


მელი
მელია, მელა.

544 მელია

▲back to top


მელია
მელი+ა (პროსოდიული), მიმელი.

545 მემთვრალე

▲back to top


მემთვრალე
ლოთი, ღვინის სმის მოყვარული, ღვინის მსმელი.

546 მემღერების

▲back to top


მემღერების
მემღერება, სიმღერის გუნებაზე ვარ.

547 მემწიროდა

▲back to top


მემწიროდა
მწირად მიმაჩნდა.

548 მენა

▲back to top


მენა
ახლად დაწურული ტკბილის ჭურჭელი, აუზი.

549 მენასა

▲back to top


მენასა
ნასად, ცუდად მეჩვენა; ცუდად მივიჩნიე; არ მესიამოვნა, მეწყინა.

550 მეოტი

▲back to top


მეოტი
გამქცევი; ვინც გაიქცა, გადაიხვეწა.

551 მეოხ-მეყავ

▲back to top


მეოხ-მეყავ
მეოხმექმენ, შემეწიე.

552 მეოხარი

▲back to top


მეოხარი
მეოხი, შემწე.

553 მეპატრონე

▲back to top


მეპატრონე
პატრონი, ბატონი.

554 მერანი

▲back to top


მერანი
კარგი ცხენი, ბედაური.

555 მერთო

▲back to top


მერთო
დამერთო (ძაფი).

556 მერჩოლი

▲back to top


მერჩოლი
ვინც ერჩის, ცუდის ჩამდენი, მტრობის ჩამდენი.

557 მესწრაფა

▲back to top


მესწრაფა
მომესწრაფა, სწრაფად ჩემკენ გამოემართა.

558 მეტყველი

▲back to top


მეტყველი
მოლაპარაკე.

559 მეუფე

▲back to top


მეუფე
უფალი.

560 მეფერებოდა

▲back to top


მეფერებოდა
შემეფერებოდა.

561 მეფონა

▲back to top


მეფონა
შვება მომეცა, დარდი შემიმსუბუქდა.

562 მეფსალმუნე

▲back to top


მეფსალმუნე
ფსალმუნების გამომთქმელი, საგალობლების გამომთქმელი.

563 მექცევიან

▲back to top


მექცევიან
მენგრევიან, მერღვევიან.

564 მეყავნ

▲back to top


მეყავნ
მეყოს, დამემართოს, მომივიდეს.

565 მეშინის

▲back to top


მეშინის
მეშინია.

566 მეცადა

▲back to top


მეცადა
გამომეცადა, შემემოწმებინა.

567 მეცეს

▲back to top


მეცეს
მეცემოს, დამერტყას.

568 მეცნიერი

▲back to top


მეცნიერი
მცოდნე.

569 მეცნიერობა

▲back to top


მეცნიერობა
ცოდნა.

570 მეცხორე

▲back to top


მეცხორე
მეცხვარე, აქ გადატანით: მწყემსი, პატრონი, მომვლელი, მფარველი.

571 მეცხოს

▲back to top


მეცხოს
დამერტყას, დამეკრას, დამეშინოს.

572 მეძაობა

▲back to top


მეძაობა
მრუშობა, გარყვნილობა.

573 მეწადა

▲back to top


მეწადა
მწადდა, მინდოდა, მსურდა.

574 მეწო

▲back to top


მეწო
დამეწო, დაწებით წამეცხო, დამეკარებინა.

575 მეწოდა

▲back to top


მეწოდა
მეწოდებინა, დამერქმია.

576 მეხარა

▲back to top


მეხარა
გამეხარა, სიხარული განმეცადა.

577 მეხვეწა

▲back to top


მეხვეწა
დამეხვეწა, ხვეწით ბუსუსები, ბეწვები გამეცალა ძაფისათვის, ხვეწით გამესუფთავებინა.

578 მეხო

▲back to top


მეხო
შემეხო.

579 მზა

▲back to top


მზა
გამზადებული, მომზადებული;

580 მზაკვარი

▲back to top


მზაკვარი
ცბიერი.

581 მზარდი

▲back to top


მზარდი
მზრდელი.

582 მზას

▲back to top


მზას
მზად.

583 მზასა

▲back to top


მზასა
მზად.

584 მზგავსად

▲back to top


მზგავსად
მსგავსად.

585 მზგავსად-მზგავსადი

▲back to top


მზგავსად-მზგავსადი
მსგავსად-მსგავსადი, ყოველი მსგავსი.

586 მზგავსი

▲back to top


მზგავსი
მსგავსი.

587 მზირი

▲back to top


მზირი
მეთვალყურე, მზვერავი, მსტოვარი.

588 მზობა

▲back to top


მზობა
მზობ+პროსოდიული ხმოვანი ა; მზეობ, მზე ხარ, მზის მაგიერობას სწევ.

589 მზრდელი

▲back to top


მზრდელი
გამზრდელი, აღმზრდელი.

590 მზრზენალი

▲back to top


მზრზენალი
ზრზენის, ჟრჟოლის, კანკალის მომგვრელი; შემაწუხებელი, შემაძრწუნებელი.

591 მთად

▲back to top


მთად
მთაში.

592 მთავრობდე

▲back to top


მთავრობდე
ბატონობდე, პატრონობდე, უფროსობდე.

593 მთებარე

▲back to top


მთებარე
მნთებარე, რაც ანთია, ანთებული.

594 მთვარობ

▲back to top


მთვარობ
მთვარე ხარ, მთვარის მაგიერობას სწევ.

595 მთიები

▲back to top


მთიები
მანათობელი, ნათელის მომფენი, მნათობი; ცისკრის ვარსკვლავი.

596 მთლივ

▲back to top


მთლივ
მთლად, მთლიანად, სავსებით.

597 მთნავი

▲back to top


მთნავი
მთნეველი, სათნოდ მიმჩნევი, შემწყნარებელი, მომწონებელი.

598 მთნავს

▲back to top


მთნავს
სათნოდ მიმაჩნია, მომწონს.

599 მთნეველი

▲back to top


მთნეველი
სათნოდ მიმჩნევი, შემწყნარებელი, მომწონებელი.

600 მთნობელი

▲back to top


მთნობელი
მთხეველი, სათნოდ მიმჩნევი, შემწყნარებელი.

601 მთქვა

▲back to top


მთქვა
მითქვა, მითხრა.

602 მთხვევა

▲back to top


მთხვევა
ამბორება, მოწიწებით, მოკრძალებით კოცნა.

603 მთხვევნა

▲back to top


მთხვევნა
მთხვევა.

604 მთხოველი

▲back to top


მთხოველი
მთხოვნელი.

605 მთხრებლად

▲back to top


მთხრებლად
ორმოში.

606 მთხრებლი

▲back to top


მთხრებლი
ორმო, ხნარცვი.

607 მთხუნა

▲back to top


მთხუნა
გამთხუნა, გამსვარა.

608 მიაბაროს

▲back to top


მიაბაროს
ბარით მიწა მიაყაროს.

609 მიაგებს

▲back to top


მიაგებს
მისცემს, მიუზღავს.

610 მიბრძანეთ

▲back to top


მიბრძანეთ
მიბოძეთ.

611 მიგაჩემო

▲back to top


მიგაჩემო
მიგაკუთვნო, მიგათვისო.

612 მიგაძლიოს

▲back to top


მიგაძლიოს
მიგცეს.

613 მიგვაჩანს

▲back to top


მიგვაჩანს
ჩანს ჩვენთვის, მოგველის.

614 მიგიცემს

▲back to top


მიგიცემს
მისცემს ის მას (შენსას) რასმე.

615 მიგნებს

▲back to top


მიგნებს
აგნებს ჩემი, აკვლევს, ერკვევა ჩემი.

616 მიგრილე

▲back to top


მიგრილე
გრილი მომანიჭე, სიცხე შემიმსუბუქე, გამინელე.

617 მიგცა

▲back to top


მიგცა
გაგყიდა, გაგცა.

618 მიდაგავ

▲back to top


მიდაგავ
მიწვავ.

619 მიდგა

▲back to top


მიდგა
დამიდგა.

620 მიდგს

▲back to top


მიდგს
მიდგას, დგას ჩემსაში (საღვინეში).

621 მიდობ

▲back to top


მიდობ
დობას მეტყვი, დად გამიხდები; დობას შემფიცავ.

622 მიდღეში

▲back to top


მიდღეში
მის დღეში, თავის დღეში, არასოდეს.

623 მიერითგან

▲back to top


მიერითგან
იქიდან.

624 მიესო

▲back to top


მიესო
დაესო, დაერჭო, შეესო, შეერჭო.

625 მიეშუროდა

▲back to top


მიეშუროდა
მიეშურებოდა მიეჩქარებოდა.

626 მივიბრუჟები

▲back to top


მივიბრუჟები
გამოვიბრუჟები, გამოვთვრები.

627 მივსწვდილვარ

▲back to top


მივსწვდილვარ
მივსწვდომივარ, მივსწვდენივარ.

628 მივყუდე

▲back to top


მივყუდე
მივაყუდე.

629 მიზღევდი

▲back to top


მიზღევდი
მიზღავდი, ამინაზღაურებდი, გადამიხდიდი.

630 მითვრა

▲back to top


მითვრა
დათვრა.

631 მითნიე

▲back to top


მითნიე
სათნოდ მიმიჩნიე, მომიწონე.

632 მიითვლი

▲back to top


მიითვლი
მიიღებ, ჩათვლი.

633 მიითვლიდი

▲back to top


მიითვლიდი
მიიღებდი (ბოძ.), მიიღე.

634 მიიმძღვარეს

▲back to top


მიიმძღვარეს
წაიმძღვარეს.

635 მიიცა

▲back to top


მიიცა
ჩაიდვა.

636 მიკვეთ

▲back to top


მიკვეთ
მთხოვ.

637 მიკოდს

▲back to top


მიკოდს
მიჭრის.

638 მილი

▲back to top


მილი
სიგრძის საზომი ერთეული „ფრანგულად ათასი ბიჯი“, „სამი მილი ერთი ეჯი არს (სამი ათასი ბიჯი) (საბა).

639 მიმალირებ

▲back to top


მიმალირებ
მიმაღირებ, მიმამიზნებ.

640 მიმატოდა

▲back to top


მიმატოდა
მიმატებოდა.

641 მიმაძლევენ

▲back to top


მიმაძლევენ
მიმცემენ.

642 მიმახვდინე

▲back to top


მიმახვდინე
მიმაღწევინე, ამისრულე, წილად მარგუნე.

643 მიმბაში

▲back to top


მიმბაში
ათასისთავი (ჩუბ.).

644 მიმიქვა

▲back to top


მიმიქვა
მიმიკრა, მიმიკონა.

645 მიმიქციოს

▲back to top


მიმიქციოს
მომირჯულოს, მომიქრისტიანოს.

646 მიმიღო

▲back to top


მიმიღო
წაიღო ჩემი, წამართვა.

647 მიმიცეთ

▲back to top


მიმიცეთ
მისცეთ თქვენ მას (ჩემსას) რამე.

648 მიმიცემ

▲back to top


მიმიცემ
მისცემ შენ მას (ჩემსას) რასმე.

649 მიმოაწყდებოდა

▲back to top


მიმოაწყდებოდა
აქეთ - იქით აწყდებოდა, ეხეთქებოდა, ეჯახებოდა.

650 მიმრო

▲back to top


მიმრო
ერთგვარი იაფი სამკაული ქინძისთავი თავსაბურავისა.

651 მიმშველი

▲back to top


მიმშველი
მიმშველებელი, მშველელი, მიმხმარებელი.

652 მიმძიმდა

▲back to top


მიმძიმდა
მამწუხრებდა, მადარდებდა, მასევდიანებდა.

653 მინა

▲back to top


მინა
ჭიქა, „ჭიქის საღვინე“ (საბა).

654 მინაჩემი

▲back to top


მინაჩემი
მიჩემებული, მითვისებული, მისაკუთრებული.

655 მინაწდომარე

▲back to top


მინაწდომარე
მინაწვდომი, მიწვდომილი.

656 მინდება

▲back to top


მინდება
მომინდება, მომსურდება, მინდა, მსურს.

657 მინდი

▲back to top


მინდი
მინდიხარ.

658 მინიჩბ-მიაბაროს

▲back to top


მინიჩბ-მიაბაროს
ნიჩბითა და ბარით მიწა მიაყაროს, დამარხოს.

659 მირბიოდენ

▲back to top


მირბიოდენ
მიობოდნენ.

660 მიროტავს

▲back to top


მიროტავს
მიროშავს, უგვანოდ მილაპარაკია.

661 მისამართი

▲back to top


მისამართი
მისამართავი, ვისაც შეიძლება მიმართონ.

662 მისვეტ-მიბოძე

▲back to top


მისვეტ-მიბოძე
მისვეტე და მიბოძე, სვეტად და ბოძად შემიდექ, სვეტად და ბოძად მექმენ.

663 მისრისა

▲back to top


მისრისა
მისრეთისა, ეგვიპტისა.მისრული, ეგვიპტული.

664 მისსემდეს

▲back to top


მისსემდეს
მისხამდეს.

665 მისხალი

▲back to top


მისხალი
წონის ერთეული ძველად. გირვანქის 1/93 (დაახლოვებით 4,25 გრამი).

666 მისხი მისხისა

▲back to top


მისხი მისხისა
მისხის მისხი, შორეული ნათესავი.

667 მისხისა

▲back to top


მისხისა
მისხა ხოლმე, ჩვეულებრივ მისხამდა. ◊ მომისხა (მომიბა ბევრი), (ჩემთვის) მოასხმევინა. ◊ იმ ხისა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, გურამიშვილი, დავით (1705-1792

668 მისჯარავს

▲back to top


მისჯარავს
მიხურავს.

669 მიუბოლოთ

▲back to top


მიუბოლოთ
მივუკვამლოთ.

670 მიუთხრა

▲back to top


მიუთხრა
უთხრა.

671 მიუთხრეს

▲back to top


მიუთხრეს
უთხრეს.

672 მიუთხრობს

▲back to top


მიუთხრობს
უთხრობს, ეტყვის.

673 მიუკარავი

▲back to top


მიუკარავი
მიუკარებელი; მიკარება რომ არ შეიძლება, ისეთი. ვინც არ მიჰკარებია.

674 მიუმხვდარი

▲back to top


მიუმხვდარი
ვისაც ვერ მიხვდები, ვერ მისწვდები, მიუწვდომელი.

675 მიუპყრა

▲back to top


მიუპყრა
მიუგდო, დაუგდო.

676 მიუჩანს

▲back to top


მიუჩანს
უჩანს, მიაჩნია.

677 მიუწდომელი

▲back to top


მიუწდომელი
მიუწვდომელი; რისი მიწვდომა არ შეიძლება.

678 მიუწთომელი

▲back to top


მიუწთომელი
მიუწვდომელი, რისი მიწვდომა არ შეიძლება.

679 მიუწყავთ

▲back to top


მიუწყავთ
წყვით მივცემთ.

680 მიქადე

▲back to top


მიქადე
დამპირდი, აღმითქვი.

681 მიქადებენ

▲back to top


მიქადებენ
აღმითქვამენ, დამპირდებიან.

682 მიქცევა

▲back to top


მიქცევა
მიბრუნება.

683 მიქცეული

▲back to top


მიქცეული
მიბრუნებული, გადამცდარი, გადაცდენილი.

684 მიშავა

▲back to top


მიშავა
გამიშავა.

685 მიშვა

▲back to top


მიშვა
შვება მომცა, შვება მომანიჭა.

686 მიშრეტ

▲back to top


მიშრეტ
მიქრობ, მივსებ, მინელებ.

687 მიშრტები

▲back to top


მიშრტები
მიქრები, მევსები.

688 მიჩნს

▲back to top


მიჩნს
მიჩანს, მიმაჩნია.

689 მიცვლა

▲back to top


მიცვლა
(სათაურში) გარდაცვალება, სიკვდილი.

690 მიძეო

▲back to top


მიძეო
მიძევსო.

691 მიძეს

▲back to top


მიძეს
მიძევს, მიდევს (აქ: მიწევს, მყავს).

692 მიძმობ

▲back to top


მიძმობ
ძმობას მეტყვი, ძმად გამიხდები, ძმობას შემომფიცავ.

693 მიძღვეს

▲back to top


მიძღვეს
გამიძღვეს, წამიძღვეს.

694 მიწამე

▲back to top


მიწამე
წამად მიქციე.

695 მიწაპირგაერთებით

▲back to top


მიწაპირგაერთებით
პირმიწაგაერთებით, თაყვანისცემით, პირდამხობილად (მის წინ) მიწის კოცნით.

696 მიწუთე

▲back to top


მიწუთე
წუთად მიქციე.

697 მიხამდა

▲back to top


მიხამდა
შემეფერებოდა, ჯერ-იყო (ჩემთვის).

698 მიხდომა

▲back to top


მიხდომა
მიწვდომა.

699 მიხვდა

▲back to top


მიხვდა
წილად ხვდა, ერგო.

700 მიხვდებიან

▲back to top


მიხვდებიან
მიაკვლევენ, მიაგნებენ.

701 მიხვდების

▲back to top


მიხვდების
ერგება, შეხვდება.

702 მიხვდეს

▲back to top


მიხვდეს
ერგოს, აისრულოს.

703 მიჯნური

▲back to top


მიჯნური
სატრფო.

704 მიჰკერძის

▲back to top


მიჰკერძის
მოუმატა, გაუძლიერა.

705 მკადრე

▲back to top


მკადრე
გამიბედე.

706 მკადრებ

▲back to top


მკადრებ
მიბედავ.

707 მკადრებს

▲back to top


მკადრებს
მიბედავს.

708 მკალია

▲back to top


მკალია
მკალი, კალია, „მხლტომელი მკალი“. (საბა).

709 მკაფარი

▲back to top


მკაფარი
მკაფავი, გამჭრელი, გამკვეთი.

710 მკვეთელი

▲back to top


მკვეთელი
გამკვეთი, გამპობი; გამჭრელი.

711 მკვეთელობა

▲back to top


მკვეთელობა
მკვეთელის, გამკვეთის თვისება.

712 მკვიდრი

▲back to top


მკვიდრი
მუდმივი, მარადიული; ნამდვილი.

713 მკვიდრო

▲back to top


მკვიდრო
ნამდვილი.

714 მკიდია

▲back to top


მკიდია
მკიდეა (მკიდე+პროსოდიული ხმოვანი ა).

715 მკობილი

▲back to top


მკობილი
შემკობილი, დამშვენებული.

716 მკრთობელი

▲back to top


მკრთობელი
შემტოკებელი, გამნძრევი.

717 მკრძალავი

▲back to top


მკრძალავი
გამფრთხილებელი.

718 მლაშობი

▲back to top


მლაშობი
მარილებიანი უნაყოფო ნიადაგი.

719 მლექსელი

▲back to top


მლექსელი
მოლექსე, ლექსის მთქმელი, გამლექსველი.

720 მლმობელი

▲back to top


მლმობელი
მტკივანი, მტკივნეული, ტკივილის განმცდელი.

721 მლოთავი

▲back to top


მლოთავი
ლოთი, მემთვრალე.

722 მნათობ

▲back to top


მნათობ
მნათი ხარ, აშუქებ, შუქს ფენ, სინათლეს აფრქვევ.

723 მო

▲back to top


მო
მოდი.

724 მოაკვდინეს

▲back to top


მოაკვდინეს
მოკლეს.

725 მობრუნავი

▲back to top


მობრუნავი
მბრუნავი.

726 მოგაგებსთ

▲back to top


მოგაგებსთ
გიყოფთ, გიზამთ, მოგიზღავთ, მოგცემთ.

727 მოგაგოს

▲back to top


მოგაგოს
მოგცეს, მოგანიჭოს, მოგიზღოს.

728 მოგანიარე

▲back to top


მოგანიარე
მოგანიერო, განიერი.

729 მოგვაგო

▲back to top


მოგვაგო
მოგვცა, მოგვიზღო.

730 მოგვებოძა

▲back to top


მოგვებოძა
გვიბოძეს.

731 მოგვი

▲back to top


მოგვი
ქურუმი; ვარსკვლავთმრიცხველი, მ ო გ ვ ნ თ ა - მოგვთა, მოგვებმა.

732 მოგვიწყავს

▲back to top


მოგვიწყავს
წყვით მოგვცემს.

733 მოგვიხდება

▲back to top


მოგვიხდება
მოგვიხტება, მოგვივარდება.

734 მოგვნიჭა

▲back to top


მოგვნიჭა
მოგვანიჭა, გვიბოძა, მოგვცა.

735 მოგითვალონ

▲back to top


მოგითვალონ
მოგცენ.

736 მოგითხარ

▲back to top


მოგითხარ
მოგიყევი.

737 მოგითხარ-ყე

▲back to top


მოგითხარ-ყე
მოგითხართ, მოგიყევით.

738 მოგირთევ

▲back to top


მოგირთევ
მოგიწყვე, მოგიკაზმე.

739 მოგიწონონ

▲back to top


მოგიწონონ
მოიწონონ შენი.

740 მოგიწყოს

▲back to top


მოგიწყოს
წყვით მოგცეს.

741 მოგკიდეო

▲back to top


მოგკიდეო
აქ: დაგაწაფე, გაწოვინე.

742 მოდუქან-მობაზარობენ

▲back to top


მოდუქან-მობაზარობენ
დუქანსა და ბაზარს აწყობენ, მართავენ; ვაჭრობენ.

743 მოებარა

▲back to top


მოებარა
მოაბარეს.

744 მოევლინა

▲back to top


მოევლინა
დაიწია, დადაბლდა, დავარდა.

745 მოეთავსება

▲back to top


მოეთავსება
შეეგუება, შეეწყობა.

746 მოენე

▲back to top


მოენე
მთარგმნელი, თარჯიმანი.

747 მოექნებისა

▲back to top


მოექნებისა
(მოექნების + პროსოდიული ხმოვანი ა) მოეხვევა, შემოეხვევა.

748 მოეხმარია

▲back to top


მოეხმარია
(მოეხმარე+პროსოდიული ხმოვანი ა (მოეხმარეა მოეხმარია).

749 მოვახშე

▲back to top


მოვახშე
მევახშე, ვახშის ამღები.

750 მოვედინ

▲back to top


მოვედინ
მოვედ, მოდი (შეცდომითაა ნახმარი ძველი ქართულის მესამე პირის ბრძანებითის ფორმა მეორე პირის ბრძანებითის მნიშვნელობით).

751 მოვიანგარე

▲back to top


მოვიანგარე
ანგარება გამოვიჩინე.

752 მოვიოხავ

▲back to top


მოვიოხავ
მოვიოხებ.

753 მოვისთვლი

▲back to top


მოვისთვლი
მოვკრეფ, მოვკრეფ ჩემთვის.

754 მოვკდე

▲back to top


მოვკდე
მოვკვდე.

755 მოვლინდი

▲back to top


მოვლინდი
მოვვლინდი, გამოვცხადდი, გამოგზავნილ ვიქენ.

756 მოვმზადებთ

▲back to top


მოვმზადებთ
მოვამზადებთ.

757 მოვხადო

▲back to top


მოვხადო
მოვახდინო; მოვიყვანო.

758 მოზღაპრე

▲back to top


მოზღაპრე
მეზღაპრე, ზღაპრის მთქმელი.

759 მოიგე

▲back to top


მოიგე
მოგება ნახე, იშოვნე.

760 მოიგერა

▲back to top


მოიგერა
გერად გაიხადა.

761 მოისთვლის

▲back to top


მოისთვლის
მოკრეფს, მოკრეფს თავისთვის.

762 მოისრა

▲back to top


მოისრა
ამოწყდა, განადგურდა.

763 მოიფონა

▲back to top


მოიფონა
მოიშვა, მოიფოლხვა, მოიბოშა.

764 მოიქცა

▲back to top


მოიქცა
მობრუნდა.

765 მოიღეთ

▲back to top


მოიღეთ
მოიტანეთ.

766 მოიღო

▲back to top


მოიღო
მოიტანა.

767 მოიწეოდა

▲back to top


მოიწეოდა
მოდიოდა, მწიფდებოდა (მოსავალი, ხილი...).

768 მოკვდავი

▲back to top


მოკვდავი
ვინც სიკვდილს ექვემდებარება.

769 მოკლე

▲back to top


მოკლე
ხანმოკლე.

770 მოკლებული

▲back to top


მოკლებული
ჯანღონედაკლებული.

771 მოკუვდავი

▲back to top


მოკუვდავი
მოკვდავი.

772 მოლამა

▲back to top


მოლამა
მოლამ; მ ო ლ ა - მუსულმანთა სასულიერო პირი.

773 მოლი

▲back to top


მოლი
ბალახი.

774 მოლოზნობა

▲back to top


მოლოზნობა
მონაზვნობა.

775 მომაგე

▲back to top


მომაგე
მომანიჭე, მიყავი, მომიზღე.

776 მომაქცეველი

▲back to top


მომაქცეველი
მომრჯულებელი, მომაქრისტიანებელი.

777 მომებოძა

▲back to top


მომებოძა
მიბოძეს, მიწყალობეს, მომცეს.

778 მომზადე

▲back to top


მომზადე
მოამზადე.

779 მომზადენ

▲back to top


მომზადენ
მოამზადეთ (მრავალი).

780 მომზადეს

▲back to top


მომზადეს
მოამზადეს.

781 მომთხრელი

▲back to top


მომთხრელი
დამქცევი, ამომგდებელი.

782 მომიგო

▲back to top


მომიგო
დამიგო, დამიდგა (მახე).

783 მომიგო: ნიშნი მომიგო

▲back to top


მომიგო: ნიშნი მომიგო
ნიშნის მ ო გ ე ბ ა „მტრისაგან ბავთზე (=ცუდ ამბავზე) გახარება“ (საბა).

784 მომიფონა

▲back to top


მომიფონა
შვება მომცა, დარდი შემიმსუბუქა.

785 მომიფონენ

▲back to top


მომიფონენ
მომიფონებენ, მომიფოლხვებენ, მომიბოშებენ.

786 მომიფონეო

▲back to top


მომიფონეო
მომიშვიო, მომიფოლხვეო, მომიბოშეო.

787 მომიძიე

▲back to top


მომიძიე
მომძებნე, მომნახე.

788 მომიძიებო

▲back to top


მომიძიებო
მომძებნიო, მომნახავო.

789 მომიწივა

▲back to top


მომიწივა
მომიწია, მოსწია ჩემსას.

790 მომიხდა

▲back to top


მომიხდა
მომიხტა, მომივარდა, ზედ მომვარდა.

791 მომკითხი

▲back to top


მომკითხი
მომკითხავი, მომკითხველი.

792 მომმადლოს

▲back to top


მომმადლოს
მომანიჭოს, მიწყალობოს, მიბოძოს, მომცეს.

793 მომსსენებელი

▲back to top


მომსსენებელი
მომგონებელი.

794 მომყრალდების

▲back to top


მომყრალდების
მყრალი გახდება, სიმყრალით აივსება აირევ-დაირევა.

795 მომყუდო

▲back to top


მომყუდო
მომაყუდო, მომაყრდნო.

796 მომხმარო

▲back to top


მომხმარო
მომხმარე, დამხმარე.

797 მონაბამი

▲back to top


მონაბამი
რაც მოიბა, მობმული, მოსხმული.

798 მონაგარი

▲back to top


მონაგარი
„გარჯილობით ნაშოვნი (საბა), შრომით შენაძენი.

799 მონაგვარი

▲back to top


მონაგვარი
მოგვრილი, მოყვანილი.

800 მონადირეთი

▲back to top


მონადირეთი
მონადირეების ჯგუფი, წრე.

801 მონასიბი

▲back to top


მონასიბი
(სათაურებში);(სათაურში). მუნასიბი, მოუმზადებელის, დაუსწავლელის წარმოთქმა, კაფია, ექსპრომტი.

802 მონაქუხები

▲back to top


მონაქუხები
მოქუხებული, რაც მოქუხდა.

803 მონისა

▲back to top


მონისა
მონისლა, დანისლა, ნისლით დაფარა.

804 მოპირდაპირად

▲back to top


მოპირდაპირად
მოპირდაპირედ, მოწინააღმდეგედ.

805 მორბედი

▲back to top


მორბედი
მორბენალი, სირბილით მომავალი.

806 მორჩების

▲back to top


მორჩების
გადარჩება.

807 მორჩენა

▲back to top


მორჩენა
გადარჩენა, ხსნა. შენს მორჩენასა - შენს დარჩენას, შენს სიცოცხლეს (დაფიცების ფორმულაა).

808 მორჩი

▲back to top


მორჩი
ნორჩი, ახალმოზარდი (მცენარე, ხე); შტო, ამონაყარი.

809 მოსა

▲back to top


მოსა
შემოსა.

810 მოსაგრილად

▲back to top


მოსაგრილად
გასაგრილებლად, მოსაგრილებლად.

811 მოსართლვედი

▲back to top


მოსართლვედი
მოსასთვლელი, მოსაკრეფი.

812 მოსართლობელი

▲back to top


მოსართლობელი
მოსასთვლელი, მოსაკრეფი.

813 მოსაფონარი

▲back to top


მოსაფონარი
რითაც უნდა მოუფინონ; მოსაფონებელი, მოსაშვები, მოსაფოლხვებელი, მოსაბოშებელი.

814 მოსაღორად

▲back to top


მოსაღორად
მოსაღორებლად, მოსატყუებლად.

815 მოსაშორად

▲back to top


მოსაშორად
მოსაშორებლად, მოშორების მიზნით.

816 მოსთხარე

▲back to top


მოსთხარე
ამოაგდე, მოჯაყე, სირცხვილი აჭამე.

817 მოსკოს

▲back to top


მოსკოს
მოსკოვს, მოსკოვში.

818 მოსპოლვა

▲back to top


მოსპოლვა
მოსპობა, განადგურება.

819 მოსწვავს

▲back to top


მოსწვავს
დაწვავს, გაახმობს.

820 მოსწრაფებით

▲back to top


მოსწრაფებით
სწრაფად, ჩქარა, დაჩქარებით.

821 მოურთავსა

▲back to top


მოურთავსა
(მოურთავს + პროსოდიული ხმოვანი ა) მოუწყობს.

822 მოურჩე

▲back to top


მოურჩე
მოურჩები, გადაურჩები.

823 მოუსმინებდა

▲back to top


მოუსმინებდა
მოუსმენდა.

824 მოუფთხვების

▲back to top


მოუფთხვების
დაუფოთხება, შეუშინდება.

825 მოუყურო

▲back to top


მოუყურო
ვუყურო, ვუცადო, ველოდო.

826 მოუწყობს

▲back to top


მოუწყობს
უწყობს, გალესილ პირს უსწორებს უფრო ნაკლებ უხეში სალესავით.

827 მოქლო

▲back to top


მოქლო
მოქლონი, ბოქლომი, საკეტი.

828 მოქმედი

▲back to top


მოქმედი
მქნელი, გამკეთებელი.

829 მოღებული

▲back to top


მოღებული
მოტანილი.

830 მოღვაწე

▲back to top


მოღვაწე
ღვაწლის მქნელი, მოჭირნახულე.

831 მოყვარე

▲back to top


მოყვარე
მზახლები, ცოლეურები, ცოლის სახლეულები (მამა, ძმები…); მოკეთე, მახლობელი.

832 მოყვარია

▲back to top


მოყვარია
მოყვარე + ა, მოყვარია, მოყვარე არის.

833 მოყვასი

▲back to top


მოყვასი
ამხანაგი, მეგობარი, მახლობელი.

834 მოყვინჩლდეს

▲back to top


მოყვინჩლდეს
მომწიფდეს, ასაკში შევიდეს, სქესობრივ სიმწიფეში შევიდეს.

835 მოყმე

▲back to top


მოყმე
ჭაბუკი.

836 მოყრულებ

▲back to top


მოყრულებ
მოყვრულებო, მოყვარესავით, მოყვრის შესაფერად; მოკეთისებურად.

837 მოცავაკვდინოთ

▲back to top


მოცავაკვდინოთ
მოვაკვდინოთ-ცა, მოვაკვდინოთ, მოვკლათ.

838 მოცაკვდინება

▲back to top


მოცაკვდინება
მოკვდინება-ცა; მოკვდენა, მოკვლა.

839 მოძახილი

▲back to top


მოძახილი
ხმა გალობაში, სიმღერის დამწყები, რომელსაც შემდეგ აჰყვება, ბანს აძლევს გუნდი.

840 მოძებარი

▲back to top


მოძებარი
მძებნელი, ვინც ეძიებს.

841 მოძებული

▲back to top


მოძებული
მოძიებული, მოძებნილი.

842 მოძღვრულებ

▲back to top


მოძღვრულებ
მოძღვრულებო, მოძღვრის შესაფერად.

843 მოწეული

▲back to top


მოწეული
მომწიფებული.

844 მოწვის

▲back to top


მოწვის
დაწვა, გაახმო (მრავალგზის).

845 მოწმობა

▲back to top


მოწმობა
დამოწმება, დადასტურება.

846 მოწყვა

▲back to top


მოწყვა
(სათ.) მიზღვა.

847 მოწყვეტილა

▲back to top


მოწყვეტილა
დაწყვეტილა, დაწრეტილა.

848 მოწყული

▲back to top


მოწყული
რაც მოუწყეს. წყვით მიცემული.

849 მოხვეჭს

▲back to top


მოხვეჭს
მოიტაცებს.

850 მოხსენდა

▲back to top


მოხსენდა
გაახსენდა, მოაგონდა.

851 მოჰბმია

▲back to top


მოჰბმია
მობმია.

852 მპარავი

▲back to top


მპარავი
ქურდი.

853 მპოველი

▲back to top


მპოველი
მპოვნელი, მომნახველი.

854 მრბოლი

▲back to top


მრბოლი
მსრბოლი, მორბენალი.

855 მრე

▲back to top


მრე
მომრევი.

856 მრეკელი

▲back to top


მრეკელი
ვინც რეკავს, დამრეკი.

857 მრთავი

▲back to top


მრთავი
გამრთობი.

858 მრისხველი

▲back to top


მრისხველი
შემრისხველი გულ რისხვის გამომჩენი.

859 მროკავი

▲back to top


მროკავი
ვინც როკავს, მოცეკვავე.

860 მრუდმრიცხლობ

▲back to top


მრუდმრიცხლობ
მრუდად, არასწორად ანგარიშობ.

861 მრუშება

▲back to top


მრუშება
გარყვნილება.

862 მრუში

▲back to top


მრუში
გარყვნილი.

863 მსახველი

▲back to top


მსახველი
გამომსახველი, გამომხატველი.

864 მსახურა

▲back to top


მსახურა
ემსახურა; სამსახური გაუწია.

865 მსვლელი

▲back to top


მსვლელი
გამსვლელი.

866 მსმენი

▲back to top


მსმენი
მსმენელი, მომსმენი.

867 მსმეო

▲back to top


მსმეო
მსმევო, მსმეველო.

868 მსმია

▲back to top


მსმია
მსმენია, გამიგონია.

869 მსუროდა

▲back to top


მსუროდა
მსურდა, მინდოდა.

870 მსყიდველი

▲back to top


მსყიდველი
მყიდველი.

871 მსხმო

▲back to top


მსხმო
რასაც ასხია, მსხმოიარე.

872 მსხმოვიარე

▲back to top


მსხმოვიარე
მსხმოიარე.

873 მტერდანასხამი

▲back to top


მტერდანასხამი
ვისაც მტერი დაესხა (თავს).

874 მტილი

▲back to top


მტილი
ბოსტანი.

875 მტყუარი

▲back to top


მტყუარი
ტყუილის მთქმელი, ცრუ მტყუანი, მატყუარა. იხ. აგრეთვე: მტყუვარი

876 მტყუვანი

▲back to top


მტყუვანი
მტყუანი, მატყუარა.

877 მტყუვარი

▲back to top


მტყუვარი
იხ. აგრეთვე: მტყუარი

878 მტყუვნება

▲back to top


მტყუვნება
გაცრუება, ტყუილი.

879 მუდამად

▲back to top


მუდამად
მუდამ. გამუდმებით.

880 მუდამე

▲back to top


მუდამე
მუდამ, გამუდმებით.

881 მუდრეგი

▲back to top


მუდრეგი
უპატრონო, ოხერი, ტიელი.

882 მუნ

▲back to top


მუნ
იქ.

883 მუნვე

▲back to top


მუნვე
იქვე.

884 მუნით

▲back to top


მუნით
იქიდან.

885 მუნითგან

▲back to top


მუნითგან
იქიდან.

886 მური

▲back to top


მური
ჭვარტლი.

887 მუსვრილი

▲back to top


მუსვრილი
დამტვრეული, დამსხვრეული, განადგურებული.

888 მუსიკობდეს

▲back to top


მუსიკობდეს
ლამაზად მეტყველებდეს. იხ. აგრეთვე: ენამუსიკობდეს

889 მუტრუკი

▲back to top


მუტრუკი
ვირის კვიცი; ვირის ნაშიერი, შვილი.

890 მუქარა დასთხოვა

▲back to top


მუქარა დასთხოვა
დაემუქრა, წაეჩხუბა.

891 მუქაფა

▲back to top


მუქაფა
საპასუხო, სამაგიერო.

892 მუშკი

▲back to top


მუშკი
სურნელოვანი ნივთიერებაა.

893 მუცელქმნული

▲back to top


მუცელქმნული
ფეხმძიმე, ორსული.

894 მუცლად ვიღო

▲back to top


მუცლად ვიღო
დავორსულდე, ფეხმძიმე გავხდე.

895 მუცლად მღებელი

▲back to top


მუცლად მღებელი
ვინც მუცლად იღო, ფეხმძიმე შეიქნა.

896 მუხანათი

▲back to top


მუხანათი
მუხთალი, ვერაგი, დაუნდობელი, მოღალატე.

897 მუხანათობა

▲back to top


მუხანათობა
მზაკვრობ, ვერაგობ, მოღალატეობ.

898 მუხთალი

▲back to top


მუხთალი
მოღალატე, დაუნდობელი, მუხანათი, ვერაგი.

899 მუხლმოკლედი

▲back to top


მუხლმოკლედი
მოკლემუხლიანი.

900 მუხლმოღებული

▲back to top


მუხლმოღებული
მუხლწართმეული, სიარულის უნარწართმეული, დაქანცული.

901 მფარავი

▲back to top


მფარავი
მფარველი, დამცველი.

902 მფრინველი

▲back to top


მფრინველი
ფრინველი.

903 მფუცველი

▲back to top


მფუცველი
მფიცველი, მოფიცარი.

904 მქისი

▲back to top


მქისი
მკვახე, ტლანქი, უხეში, უზრდელი.

905 მქნა

▲back to top


მქნა
გამხადა.

906 მქრქალი

▲back to top


მქრქალი
ფერნაკლული,ღია ფერისა.

907 მქუხავი

▲back to top


მქუხავი
მქუხარე, მგრგვინავი.

908 მქშინველი: სულით მქშინველი

▲back to top


მქშინველი: სულით მქშინველი
მსუნთქავი, მსუნთქველი.

909 მქცეველი

▲back to top


მქცეველი
მბრუნავი.

910 მღდელი

▲back to top


მღდელი
მღვდელი.

911 მღებარე

▲back to top


მღებარე
შემღებველი, შემღებავი.

912 მღერღენ

▲back to top


მღერღენ
მღერღავენ, მღრღნიან.

913 მღვთოვანი

▲back to top


მღვთოვანი
ღვთიანი, ღვთიური.

914 მღვრდელი

▲back to top


მღვრდელი
მღვდელი.

915 მღილი

▲back to top


მღილი
მატლი.

916 მღრდელი

▲back to top


მღრდელი
(სათაურში) მღვდელი.

917 მღრდლობა

▲back to top


მღრდლობა
მღვდლობა.

918 მღრთისა

▲back to top


მღრთისა
ღმერთისა, ღვთისა.

919 მყეფე

▲back to top


მყეფე
მყეფარი.

920 მყვანებელი

▲back to top


მყვანებელი
წამყვანი, მტარებელი.

921 მყვანებელი. ჯართი მყვანებელი

▲back to top


მყვანებელი. ჯართი მყვანებელი
ჯარის უფროსი, მხედართმთავარი.

922 მყვარი

▲back to top


მყვარი
მოყვარული, მოყვარე.

923 მყის

▲back to top


მყის
მსწრაფლ, მაშინვე.

924 მყრალ-ზნიანი

▲back to top


მყრალ-ზნიანი
მყრალი და ზნოანი.

925 მყრდნობელი

▲back to top


მყრდნობელი
დამყრდნობელი, მიმყრდნობელი.

926 მშენი

▲back to top


მშენი
ამშენებელი, შემქმნელი.

927 მშველი

▲back to top


მშველი
მშველელი, მომხმარე.

928 მშიშველი

▲back to top


მშიშველი
ვინც შიშობს, ვისაც ეშინია.

929 მშლელი

▲back to top


მშლელი
გამშლელი.

930 მშრალი

▲back to top


მშრალი
არამეწველი, რძეგამშრალი (საქონელი).

931 მჩანდი

▲back to top


მჩანდი
მიმაჩნდი.

932 მჩქეფე

▲back to top


მჩქეფე
აღმჩქეფებელი, მღვრელი.

933 მცალის

▲back to top


მცალის
მცალია.

934 მცვრევა

▲back to top


მცვრევა
ცვრევა, „ნასთვლევის მოუფხლვა“ (საბა). დაკრეფილში ნარჩენების მოგროვება-მოკრეფა.

935 მცირე

▲back to top


მცირე
პატარა.

936 მცმე

▲back to top


მცმე
ვინც აცმევს, ჩამცმელი, შემმოსველი, ტანსაცმელის მიმცემი.

937 მცმელი

▲back to top


მცმელი
ჩამცმელი, ვისაც აცვია.

938 მცნება

▲back to top


მცნება
სწავლა, სწავლება, დარიგება.

939 მცონარება

▲back to top


მცონარება
მცონარეობა, სიზარმაცე, სიზანტე, დაზარება. მ ც ო ნ ა რ ე ბ ი თ ა - მცონარეობის, სიზარმაცის გამო.

940 მცონარი

▲back to top


მცონარი
ზარმაცი, ზანტი. იხ. აგრეთვე: ცონარი

941 მცრობა: წყლის მცრობა

▲back to top


მცრობა: წყლის მცრობა
წყლის შემცირება, დაპატარავება, დაშრობა.

942 მცხე

▲back to top


მცხე
რასაც სცხია. მ ც ხ ე ნ ი ა - მრავლობითი რიცხვის ფორმა - მცხენი+პროსოდიული ხმოვანი ა.

943 მცხედარი

▲back to top


მცხედარი
ცხედარი, საწოლი, სარეცელი. მ ც ხ ე დ რ ა დ - ცხედარზე, საწოლზე, სარეცელზე.

944 მცხინვარებ

▲back to top


მცხინვარებ
აცხუნებ, სხივების ფრქვევით სიცხეს აყენებ.

945 მძახაო

▲back to top


მძახაო
მძახავო, დართული ძაფის შემგრეხო.

946 მძლეველი

▲back to top


მძლეველი
ვინც სძლევს, დამძლევი, მომრევი.

947 მძლივ

▲back to top


მძლივ
ძლივს.

948 მძმაცველი

▲back to top


მძმაცველი
ვერაგი, ბოროტის მზრახველი, ბოროტის მყოფელი.

949 მძმობელ-მდობელი

▲back to top


მძმობელ-მდობელი
იხ. აგრეთვე: მძმობელი, მდობელი

950 მძმობელი

▲back to top


მძმობელი
ვინც იძმობს ან ეძმობა, ძმობას ეტყვის. იხ. აგრეთვე: მძმობელ-მდობელი

951 მძორი

▲back to top


მძორი
ლეში.

952 მძრახავი

▲back to top


მძრახავი
დამძრახავი, გამკილავი, გამკიცხავი, დამგმობი.

953 მძრახველი

▲back to top


მძრახველი
მკიცხველი, მგმობელი.

954 მძრობელი

▲back to top


მძრობელი
ამომძრობელი, ამომძრობი, ამომხდელი.

955 მძრცველი

▲back to top


მძრცველი
მძარცველი.

956 მწადე

▲back to top


მწადე
მწადი, მოწადინე, მსურველი.

957 მწადი

▲back to top


მწადი
ვისაც სწადია რამე, ვისაც რისამე წადილი აქვს, მოწადინე, მსურველი.

958 მწადს

▲back to top


მწადს
მწადია, მსურს.

959 მწავადა

▲back to top


მწავადა
მწვედ, ძალიან.

960 მწე

▲back to top


მწე
შემწე, მწველელი, მომხმარე.

961 მწევარი

▲back to top


მწევარი
„ძაღლი მომწევი“ (საბა), სანადირო ძაღლი.

962 მწერი

▲back to top


მწერი
დამწერი, მწერალი.

963 მწვირე

▲back to top


მწვირე
„ავი ლაფი მყრალი“ (საბა), ჭუჭყი. იხ. აგრეთვე: მწვირი

964 მწვირი

▲back to top


მწვირი
იხ. აგრეთვე: მწვირე.

965 მწვირია

▲back to top


მწვირია
მწვირეა (მწვირე+პროსოდიული ხმოვანი ა).

966 მწვლილი

▲back to top


მწვლილი
წვლილი, მცირე, ღირებულების ფული, მონეტა.

967 მწთობელი

▲back to top


მწთობელი
მწრთობელი.

968 მწიდვნელი

▲back to top


მწიდვნელი
მცენარის ტოტის გადამწმენდელი და მიწაში ჩამფელელი იმ მიზნით, რომ ფესვები გაიკეთოს. იხ. აგრეთვე: მწიდნავი

969 მწიდნავი

▲back to top


მწიდნავი
იხ. აგრეთვე: მწიდვნელი

970 მწიკვლი

▲back to top


მწიკვლი
უწმინდურება, ჭუჭყი, ჩირქი.

971 მწირი

▲back to top


მწირი
უცხო ვინმე უცხოთა ადგილთა იმყოფებოდეს და გამოიზარდებოდეს“ (საბა), ღარიბი.

972 მწკალტე

▲back to top


მწკალტე
მწკლარტე, მწარე და მჟავე.

973 მწოდი

▲back to top


მწოდი
მწვადი.

974 მწუნავი

▲back to top


მწუნავი
ვინც იწუნებს, დამწუნებელი.

975 მწუხრი

▲back to top


მწუხრი
საღამო, ბინდი, შეღამება.

976 მწყობრი

▲back to top


მწყობრი
შეწყობილი.

977 მწყურვილი

▲back to top


მწყურვილი
წყურვილი.

978 მწყურნები

▲back to top


მწყურნები
წყლიანი ადგილი, ჭანჭრობი.

979 მჭამენ

▲back to top


მჭამენ
მიჭამენ, ჭამენ ჩემსას.

980 მჭახე

▲back to top


მჭახე
მაღალი, ომახიანი, მბრძანებელი ხმა.

981 მჭერი

▲back to top


მჭერი
დამჭერი.

982 მჭვალი

▲back to top


მჭვალი
ჭვალი.

983 მჭირველი

▲back to top


მჭირველი
ვისაც უჭირავს, უპყრია, მპყრობელი.

984 მჭირობა

▲back to top


მჭირობა
მპყრობლობა.

985 მჭმეო

▲back to top


მჭმეო
მჭმევო, მჭმეველო.

986 მჭმუნვარე

▲back to top


მჭმუნვარე
მწუხარე, ნაღვლიანი, სევდიანი.

987 მჭმუნვარი

▲back to top


მჭმუნვარი
მჭმუნვარე.

988 მხადეო

▲back to top


მხადეო
მომიწოდეო, დამიძახეო, მომიხმეო (მე, უფროსს).

989 მხამდა

▲back to top


მხამდა
მმართებდა, შემეფერებოდა, ჯერ-იყო ჩემთვის.

990 მხამს

▲back to top


მხამს
მმართებს, შემეფერება, ჯერ-არს ჩემთვის.

991 მხატრობა

▲back to top


მხატრობა
მხატვრობა.

992 მხებარე

▲back to top


მხებარე
შემხები.

993 მხეველი

▲back to top


მხეველი
მხევალი.

994 მხოლო

▲back to top


მხოლო
მარტო.

995 მხოლოდშობილი

▲back to top


მხოლოდშობილი
მარტო შობილი. აქ იგულისხმეაბა იესო ქრისტე.

996 მხრდალი

▲back to top


მხრდალი
მხდალი, მშიშარა, ჯაბანი.

997 მხუხავი

▲back to top


მხუხავი
გამხუხავი, გამრუჯავი, დამწველი.

998 მხშობელი

▲back to top


მხშობელი
დამხშველი, დამხურავი, დამკეტავი.

999 მხცოვანი

▲back to top


მხცოვანი
ხცით შემოსილი, ჭაღაროსანი; მოხუცებული.

1000 მჯიღი

▲back to top


მჯიღი
მუჭი.

1001 ნაბახური

▲back to top


ნაბახური
ნაბახურევი, ნამთვრალევი.

1002 ნაბიჭვარი

▲back to top


ნაბიჭვარი
ბუში, ქორწინების გარეშე შობილი.

1003 ნაბორგარი

▲back to top


ნაბორგარი
ვინც იბორგა, ბორგვნილი.

1004 ნაბძარი

▲back to top


ნაბძარი
ნაბზავი, ბზარი.

1005 ნადები

▲back to top


ნადები
მოდებული, რაც მოედო.

1006 ნაექსურა

▲back to top


ნაექსურა
ნასიბრძნი, გონებით განჭვრეტილი, ცოდნის მარაგი.

1007 ნაეშმაკევი

▲back to top


ნაეშმაკევი
ნაეშმაკარი.

1008 ნავარდი

▲back to top


ნავარდი
ფოინველთა ფრენა ჰაერში ან ცხოველის ლაღად რბენა ველზე, ცხენის ჭენება.

1009 ნავეზირი

▲back to top


ნავეზირი
ნავეზირები, ნათათბირები, ნარჩევი.

1010 ნავით

▲back to top


ნავით
ნავიდან.

1011 ნაზავი

▲back to top


ნაზავი
შეზავებული.

1012 ნაზუქი

▲back to top


ნაზუქი
მაწონსა ან რძეში მოზელილი, ხახვით, შაქრით, მიხაკ - დარიჩინითა და ქიშმიშით გაკეთებული ნამცხვარი, თონეში აცხობენ.

1013 ნათლიერი

▲back to top


ნათლიერი
ნათელი, სინათლიანი.

1014 ნათობ-ბინდობა

▲back to top


ნათობ-ბინდობა
ნათობა და ბინდობა თენება და ბინდის დადგომა. იხ. აგრეთვე: ნაობ-ბინდობა

1015 ნაკბენარი

▲back to top


ნაკბენარი
ნაკბენი.

1016 ნაკმაზი

▲back to top


ნაკმაზი
სარეველა მცენაარეთა თესლი და ცუდი ხორბლის მარცვლები, დარჩენილი ხორბლის გარჩევა-გასუფთავების (დარკვევის) შემდეგ. ხმარობენ ფრინველების საკვებად.

1017 ნაკმაზიანი

▲back to top


ნაკმაზიანი
რაშიაც ნაკმაზი ურევია, ნაკმაზნარევი.

1018 ნაკუთალი

▲back to top


ნაკუთალი
კუნთი, წვივის კუნთი.

1019 ნაკუნძალი

▲back to top


ნაკუნძალი
კუნძი, კორძებიანი, უშტოო ხე.

1020 ნალახი

▲back to top


ნალახი
რაც დალახეს, რაზედაც ფეხი დაადგეს, რაზადაც იარეს, ნატკეპნი.

1021 ნალურსმი

▲back to top


ნალურსმი
ლურსმნით გახვრეტილი.

1022 ნამკევი

▲back to top


ნამკევი
რაც მომკეს, მომქილი.

1023 ნამუშაველი

▲back to top


ნამუშაველი
ნამუშევარი, ნათესი, ჭირნახული, მოსავალი.

1024 ნამუშაკევი

▲back to top


ნამუშაკევი
ნამუშევარი.

1025 ნამუშაკი

▲back to top


ნამუშაკი
ნამუშაკები, ნამუშევარი.

1026 ნამცვრევი

▲back to top


ნამცვრევი
დაკრეფილში ნარჩენები რომ უკვე მოკრიფეს და შეაგროვეს, ისეთი.

1027 ნაობ-ბინდობა

▲back to top


ნაობ-ბინდობა
იხ. აგრეთვე: ნათობ-ბინდობა

1028 ნაოფლი

▲back to top


ნაოფლი
ნაოფლარი.

1029 ნართი

▲back to top


ნართი
რაც დართეს დართული (მატყლი, ბამბა და მისთ.).

1030 ნარი

▲back to top


ნარი
„ეკლიანი ბალახი“ (ს ა ბ ა).

1031 ნარკვევი

▲back to top


ნარკვევი
დარკვეული, გარჩეული, მინარევებისაგან გასუფთავებული (ხორბალი).

1032 ნარუქი

▲back to top


ნარუქი
„პირველნაყოფი, პირველქმნილი და შემოღებული საქმე, უცხო და ახალი ხელოვნება“ (ს ა ბ ა).

1033 ნარჩომი

▲back to top


ნარჩომი
რაც მორჩათ. ნარჩენი, მონარჩენი.

1034 ნარცეცხლა

▲back to top


ნარცეცხლა
ბალახია.

1035 ნასარჯი

▲back to top


ნასარჯი
გარჯით, შრომით მოპოვებული, მონაგარი. ვინც გაისარჯა, იშრომა; გარჯილი, ნაშრომი.

1036 ნასახი

▲back to top


ნასახი
გამოსახულება, გამოხატულება.

1037 ნასი

▲back to top


ნასი
ულამაზო; ცუდი.

1038 ნასობა

▲back to top


ნასობა
ულამაზობა, სიცუდე, უშნოობა.

1039 ნასოსი

▲back to top


ნასოსი
(Hacoc) მექანიზმი წყლის საყვანად ქვემოდან ზემოთ.

1040 ნატამალი

▲back to top


ნატამალი
მცირე ნაშთი.

1041 ნატისუნი

▲back to top


ნატისუნი
ნატისული, „ნატისუსალი ბამბის წვის სუნი“, „ბამბათა და ფარატინთა ნამწვის სუნი“. (ს ა ბ ა).

1042 ნატუსალი

▲back to top


ნატუსალი
ნატისული, ნატისუსალი.

1043 ნაფეშქაშევი

▲back to top


ნაფეშქაშევი
ფეშქაშად, საჩუქრად მორთმეული; ნაძღვნევი.

1044 ნაქაჯი

▲back to top


ნაქაჯი
გამონაწური, ქაჯვის შედეგად მიღებული. აქ: გამოქაჯვის (გამოწურვის) შემდეგ დარჩენილ ჭაჭის გადანაყარზე ამოსული (?)

1045 ნაღალატ-ნაეშმაკევი

▲back to top


ნაღალატ-ნაეშმაკევი
ნაღალატევი და ნაეშმაკარი.

1046 ნაღარა

▲back to top


ნაღარა
ჩასაბერი საკრავია; საყვირი.

1047 ნაღარახანა

▲back to top


ნაღარახანა
ისევეა ნაწარმოები, როგორც თოფხანა და მისთ. ნაღარის ან მენაღარეთა სახლი.

1048 ნაღველი

▲back to top


ნაღველი
მოშავო-მომწვანო ფერის, მწარე გემოს მქონე სითხე, რომელსაც ცხოველის ღვიძლი გამოყოფს და ნაღვლის ბუშტში გროვდება. აქ მწარე გემოს მნიშვნელობითაა ნახმარი.

1049 ნაყოფკეთილი

▲back to top


ნაყოფკეთილი
კარგი ნაყოფის მომცემი, კარგნაყოფიანი.

1050 ნაშფოთი

▲back to top


ნაშფოთი
შფოთვის შედეგი.

1051 ნაჩინჩხლი

▲back to top


ნაჩინჩხლი
მუგუზლების ერთმანეთზე ხახუნით მიღებული.

1052 ნაჩუქი

▲back to top


ნაჩუქი
ნაჩუქარი.

1053 ნაწანწკარავი

▲back to top


ნაწანწკარავი
წანწკარით ნადენი, ჩამოწანწკარებული.

1054 ნაწვა

▲back to top


ნაწვა
სინანული.

1055 ნაწვართი

▲back to top


ნაწვართი
ვინც გაწვრთნეს, წვრთნაგავლილი, გაწვრთნილი.

1056 ნაწლევი

▲back to top


ნაწლევი
ნაწლავი, ნაწლავები.

1057 ნაჭერი

▲back to top


ნაჭერი
გაჭრილი, ჭრილობა.

1058 ნახა

▲back to top


ნახა
ნახან, რახან, რაკი.

1059 ნახევარი ძმა

▲back to top


ნახევარი ძმა
ძმათთაგანი, ერთი მამისა და სხვადასხვა დედის ნაშობი.

1060 ნახშენი

▲back to top


ნახშენი
(და)ხშული, დახურული, დაკეტილი.

1061 ნები

▲back to top


ნები
„ხელის სიბრტყე შინაგანი“ (ს ა ბ ა), ხელისგული.

1062 ნებსით

▲back to top


ნებსით
ნებით.

1063 ნერგი

▲back to top


ნერგი
ახალი დარგული ხე.

1064 ნესტვი

▲back to top


ნესტვი
ჩასაბერი საკრავი საერთოდ.

1065 ნიავჩრდილობა

▲back to top


ნიავჩრდილობა
ნიავჩრდილი, ნიავი და ჩრდილი.

1066 ნიაღორი

▲back to top


ნიაღორი
ნიაღვარი.

1067 ნიბლია

▲back to top


ნიბლია
პატარა ჩიტია.

1068 ნივთი

▲back to top


ნივთი
ოთხ კავშირთაგანი, ოთხ სტიქიონთაგანი, ოთხ საწყისთაგანი (მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი).

1069 ნივთიერი

▲back to top


ნივთიერი
მატერიალური, სხეულის მქონე.

1070 ნივთისაგანი

▲back to top


ნივთისაგანი
ნივთი.

1071 ნივთობს

▲back to top


ნივთობს
ნივთია, ნივთად არის.

1072 ნიშის მოგება

▲back to top


ნიშის მოგება
ნიშნის მოგება.

1073 ნიშნის მოგება

▲back to top


ნიშნის მოგება
არაკეთილისმოსურნისაგან სიხარულით აღნიშვნა ცუდი ამბისა; „ოლოლოს“ თქმა.

1074 ნიშნული

▲back to top


ნიშნული
დანიშნული.

1075 ნიჭი

▲back to top


ნიჭი
საბოძვარი, საჩუქარი, მისაცემი.

1076 ნობათი

▲back to top


ნობათი
დარაჯა, ყარაული.

1077 ნოვე

▲back to top


ნოვე
ნოე (ბიბლიური პერსონაჟის სახელი).

1078 ნორჩი

▲back to top


ნორჩი
ახალმოზარდი ნერგი, მორჩი.

1079 ნოტიობს

▲back to top


ნოტიობს
ნოტიოა, ნესტიანია, წვიმიანია.

1080 ნოტოს

▲back to top


ნოტოს
სამხრეთის ქარი, ბორეას საპირისპირო. იხ. აგრეთვე: არგესტი, ზეფიროსი, ლივონტოს

1081 ნოქარი

▲back to top


ნოქარი
მსახური.

1082 ნუ გეშის

▲back to top


ნუ გეშის
ნუ გეშინია.

1083 ნუგეშინი

▲back to top


ნუგეშინი
ნუგეში.

1084 ნუზლი

▲back to top


ნუზლი
საზრდო, საგზალი, სურსათი.

1085 ნულა

▲back to top


ნულა
ნული.

1086 ნული

▲back to top


ნული
აქ: ციფრი. ანგარიში, ნუმერაცია.

1087 ნულის მცოდნელი

▲back to top


ნულის მცოდნელი
ციფრების, ნუმერაციის მცოდნე; გამოთვლის, გამოანგარიშების მცოდნე.

1088 ნუმერი

▲back to top


ნუმერი
ნომერი.

1089 ნუნა

▲back to top


ნუნა
„ფრჩხილთ გარემო ტყავი“ (ს ა ბ ა).

1090 ნუჟრიანი

▲back to top


ნუჟრიანი
ნუჟრის მქონე, კორძიანი.

1091 ნურა

▲back to top


ნურა
„ბალანთ გასაცვივნი წამალი“ (ს ბ ა).

1092 ნურცად

▲back to top


ნურცად
ნურსად.

1093 ნუქარი

▲back to top


ნუქარი
ნაწიბური ქსოვილისა.

1094

▲back to top



პროსოდიული ხმოვანი ემატება სტრიქონის ბოლოს მოქცეულ სიტყვას მარცვალთა თანაბარი რაოდენობის დაცვის მიზნით.

დავთიანი ეს თქვი დავით გურამიშვილიმან გვარადაო, ხილად ვსთქვი სიტყვა ღვთისა და ძე კაცთა ნორჩის მგვანადო, ცხოვრების წყაროს უხსენე ხე ცხოვრებისა ღარადო, ყრმავ, გონება უგუნური აგონიარეო , თავს ნუ გახდი უგონოდა, აღონიერეო, იქით-აქეთ მიიხედე, ათვალიერეო, სცან საწუთრო მუხანათი, სალმობიარეო.

იხ. აგრეთვე: ა

1095 ობლად

▲back to top


ობლად
მარტო, ცალკე.

1096 ოდეს

▲back to top


ოდეს
როდესაც, როცა.

1097 ოდესაც

▲back to top


ოდესაც
როდესაც, როცა.

1098 ოდი: ოდის ქარი

▲back to top


ოდი: ოდის ქარი
ცხელი ქარი რომ დაუბერავს და უდროოდ გაახმობს ყანას ისე, რომ მარცვალი დასრულებას ვეღარ მოასწრებს, ე. ი. ყანას რომ აოდავს, - ის ქარი. ბიბლიოთეკა,

1099 ონარი

▲back to top


ონარი
ოინი, ხერხი, ეშმაკობა, ეშმაკური საქმე; ძარცვა-გლეჯა, ტაცება. იხ. აგრეთვე: აწ ონა

1100 ორგემაგე

▲back to top


ორგემაგე
ორმხრივი, ორგვარი, ორპირი.

1101 ორი ცხრა

▲back to top


ორი ცხრა
თვრამეტი (ცხრაობით თვლის ნიმუშია).

1102 ორმოცთვრამეტი

▲back to top


ორმოცთვრამეტი
მოცდათვრამეტი.

1103 ორმოცჩვიდმეტი

▲back to top


ორმოცჩვიდმეტი
ორმოცდაჩვიდმეტი.

1104 ორღანო

▲back to top


ორღანო
„საკრავია საბერვლიანი“ (ს ა ბ ა).

1105 ოსანი

▲back to top


ოსანი
ლოცვა-გალობა ღვთისადმი მიმართვის სიტყვით - „ოსანა“. აქ: გალობა.

1106 ოსტატი

▲back to top


ოსტატი
ხელოსანი.

1107 ოღონ

▲back to top


ოღონ
ოღონდ.

1108 ოღონც

▲back to top


ოღონც
ოღონდ, ოღონდაც.

1109 ოხერი

▲back to top


ოხერი
უპატრონო.

1110 პანტა

▲back to top


პანტა
გარეული მსხალი, ტყის მსხალი.

1111 პატრუქი

▲back to top


პატრუქი
„სანთლისა და ბაზმის ჩლა (=ნაძენძი)“ (ს ა ბ ა); შეგრეხილი ბამბის ძაფი, რომელსაც სანთელში ჩაატანენ ან საწვავ ნივთიერებაში ჩადებენ ასანთებად.

1112 პაღური

▲back to top


პაღური
პანღური.

1113 პეტრებუხი

▲back to top


პეტრებუხი
პეტერბურგი. პეტრებუხით პეტერბურგიდან.

1114 პილატე

▲back to top


პილატე
იუდეის რომაელი პროკურატორი.

1115 პილპილად სავსე

▲back to top


პილპილად სავსე
პირამდე სავსე, აპირთავებული.

1116 პილწი

▲back to top


პილწი
ბილწი, უწმინდური.

1117 პირბადრა

▲back to top


პირბადრა
პირბადრი, პირსავსე, პირგაბადრული.

1118 პირველ

▲back to top


პირველ
პირველად.

1119 პირველი წყევა

▲back to top


პირველი წყევა
იგულისხმება ბიბლიური ეპიზოდი, როცა პირველად ადამიანებმა, ადამმა და ევამ, ღმრთისაგან აკრძალული ნაყოფი იგემეს და ამის გამო ღმერთმა ისინი დაწყევლა.

1120 პირველჟმური

▲back to top


პირველჟმური
პირველდროინდელი პ ი რ ვ ე ლ ჟ მ უ რ საწყისში, პირველად.

1121 პირითგამო

▲back to top


პირითგამო
პირიდან.

1122 პირმეტყველი

▲back to top


პირმეტყველი
მეტყველების უნარის მქონე.

1123 პირს-ფერობა

▲back to top


პირს-ფერობა
პირში ფერება, პირფერობა.

1124 პირსაო

▲back to top


პირსაო
პირშიო.

1125 პირსირინოზი

▲back to top


პირსირინოზი
სირინოზის (ზღაპრული ქალ-თევზის) სახის მქონე, სირინოზივით ლამაზი, ტურფა, მშვენიერი.

1126 პირქუშება

▲back to top


პირქუშება
პირქუშობა, მოღუშულობა.

1127 პირშემურვილი

▲back to top


პირშემურვილი
ვისაც მურით აქვს პირი მოსვრილი, პირგაშავებული, პირგაჭუჭყიანებული.

1128 პოეს

▲back to top


პოეს
უპოვეს, უნახეს.

1129 პოლშა

▲back to top


პოლშა
(სათაურში) პოლონეთი.

1130 პოხიერება

▲back to top


პოხიერება
სიმსუქნე, ნოყიერება, ნაყოფიერება.

1131 პრჭალი

▲back to top


პრჭალი
ბრჭალი; „ბრჭალი ეწოდების ხელთა ნებისა თითთა ფრჩხილამდე და ფერხთატერფისა ქუსლით ვიდრე თითთა ფრჩხილამდე“ (ს ა ბ ა).

1132 პჭობა

▲back to top


პჭობა
ბჭოაბა, ცილობა, დავა, კამათი.

1133 ჟამი

▲back to top