![]() |
თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
![]() |
1 თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი - ანოტაცია |
▲back to top |
სერია – „რჩევები მოხელეთათვის“ საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა“
თბილისი, 2005
საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკის წინამდებარე სერია – „რჩევები მოხელეთათვის“
მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტმა „საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება“
UNDP/GEO/00036279; UNDP/GEIO/00041626
ლექსიკონი შეადგინა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
“ფინანსებისა და კრედიტების" კათედრის დოცენტმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა
კანდიდატმა თამარ ციგროშვილმა
ლექსიკონის რედაქტორია
გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი დოცენტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა
კანდიდატი ვაჟა გურგენიძე
ლექსიკონის შედგენისა და მომზადების სხვადასხვა სტადიებზე მონაწილეობდა ავტორთა კოლექტივი
გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტები: დოცენტი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი კახა დემეტრაშვილი, ეაჟა პეტრიაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, ნოდარ ნაფეტეარიძე, ზაზა ჩაგანავა, მიხეილ გვარჯალაძე, მანანა სალუქეაძე, დავით ჯაიანი, დოცენტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ნოდარ ხადური
ლექსიკონი ტექნიკურად მოამზადეს გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის
თანამშრომლებმა მაკა შაიშმელაშვილმა და ნანა კასრელიშვილმა
ავტორთა ჯგუფის რეკვიზიტები: თბილისი, 0179, ერისთაეის ქ. 9; გაეროს სახლი, ოფისი
112 გაეროს განეითარების პროგრამის ეროვნულ კონსულტანტთა ჯგუფი
UNDP Georgia NCTim (CIMS consulting)
ტელ.: 253203, 253166, 253167
Internet; neteam@cims.ge www.sims.ge
თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი 1700-მდე ტერმინი
მცირე განმარტებითი ლექსიკონი
უცხოენოვანი ტერმინები
საერთაშორისო აბრევნატურები
სკეციფიკური ინფორმაცია
საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკის სერია – “რჩევები მოხელეთათვის” გამოდის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDF) მიერ სახელმწიფო განვითარებს მართვის სფეროში განხორციელებული მენეჯმენტისს საქართველოს პროექტების ეგიდით და ინფორმაციული პარლამენტისა მისი ავტორია და ტექნოლოგიების მთავრობისთვის ამ პროექტების განმახორციელებელი ეროვნულ ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფი (UNDP Georgia-NCTeam) რომელმაც, მრავალ სხვა პუბლიკაციათა შორის, 1998-2002 წლებში ოფიციალურად მოამზადა და გამოსცა:
ინფორმაციისა და მართვის სისტემა. პრაქტიკული სახელმძღვანელო (სამი
გამოცემა)
სახელმწიფო მართვის სრულყოფის საკითხები: მეთოდოლოგიური მიდგომები და
რეკომენდაციები. მეთოდური სახელმძღვანელო (ორი გამოცემა)
თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი
პერსონალის მართვა: მეთოდოლოგიური მიდგომები და პრაქტიკული რეკომენდაციები
პერსონალის მართვა. მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელო
მოხელის სამაგიდო ლექსიკონი
მოსამსახურის ბიბლიოთეკის” სერიით - “რჩევები მოხელეთათვის” გამოცემული ქვემოთ ჩამოთვლილი ბროშურები მენეჯმენტის, ახალი ტექნოლოგიების, პერსონალის მართვისა და ადამიანებთან ურთიერთობის აქტუალურ საკითხებს შეეხება:
თანამშრომელთა მართვა
საუბრის წარმართვა
ლიდერობის მიღწევა
საჯარო გამოსვლების მომზადება და ჩატარება
საქმიანი ეტიკეტი
საქმიანი მიმოწერა
დროის მართვა
თვითმენეჯმენტი
ინტერნეტი დამწყებთათვის
ინტერნეტის პრაქტიკული გამოყენება
კონფლიქტების მართვა
მათში გასაგები ენითაა გადმოცემული ხელოვნების განვითარებული შემდეგ (დასავლური ცივილიზაციის) აღიარებული ფასეულობები. ქვეყნების და საჯარო დამკვიდრებული ვფიქრობთ, ის პოლიტიკასა პრინციპები დახმარებასს და სახელმწიფო მიდგომები. გაუწევს ქცევის სამსახურში წესები საქართველოს ლდა საჯარო სამსახურში დასაქმებულებსა და არა მხოლოდ მათ.
გაეროს განვითარების პროგრამის ეროვნულ ექსპერტ-კონსულტანტთა გუნდს განზრახული აქვს მომავალშიც გააგრძელოს ანალოგიური (მეთოდური, დიდაქტიკური, პრაქტიკული, საინსტრუქციო, საცნობარო, ლექსიკოგრაფიული და სხვა სახის) პუბლიკაციები სახელმწიფო თუ ზოგადად, მართვის აქტუალურ საკითხებზე.
![]() |
2 თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი - წინასიტყვაობა |
▲back to top |
წინამდებარე თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი“ საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „საქართველოს საფინანსო სისტემის მოდერნიზება“ ეგიდით და პროექტის ექსპერტ- კონსულტანტთა აქტიური მონაწილეობითაა მომზადებული და გამოცემული. ასეთი ლექსიკონის შექმნის აუცილებლობა, უპირატესად. განპირობებულია შემდეგით: საქართველოში თავისუფალი საბაზრო ეკონომი კის განვითარებამ, საერთაშორისო ეკონომიკურმა და განსა კუთრებით თვისებრივად ახალმა ფინანსურმა ურთიერთობებმა, თანამედროვე ფინანსური ბაზრისა და საბანკო სისტემის განვითარებამ ჩვენს ცხოვრებაში ძალზე ბევრი ახალი, უცნობი ტერმინი და დეფინიცია შემოიტანა და თანდათანობით დაამკვიდრა; მათ შორის არც თუ ცოტაა ისეთი, რომელთაც უშუალო ქართული შესატყვისი სადღღეისოდ არ გააჩნიათ. გასაგებია თუ რა დიდი მეთოდოლოგიური და პრაქტიკული მნიშენელობა აქვს საერთოდ და მითუმეტეს ფინანსებთან და საბანკო საქმესთან დაკავშირებული ტერმინების სწორ იდენტიფიცირებასა და განმარტებას.
ლექსიკონი შედგენილია თანამედროვე უცხოური ავტორიტეტული გამოცემები საფუძველზე ამ სფეროში ქართული მეცნიერებისა და პრაქტიკის მილწევათ. გათვალისწინებით ის სამ ნაწილს მოიცავს: პირველ ნაწილში ფინანსური ცნებების განმარტებაა მოცემული, მეორეში - უცხოენოვანი შედარებთ ყველახე ფართოდ გავრცელებული ტერმინების დეფინიციები, ხოლო მესამეში - ასევე ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო აბრევიატურებია დახასიათებული. ლექსიკონს თან ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია.
ლექსიკონის მოცულობრივი სიმცირის მიუხედავად ავტორთა კოლექტივს მიაჩნია რომ ის მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს საქართველოს ეკონომიკი, განსაკუთრებთ მისი საფინანსო-საბარ6კო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო მოხელეებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებში მოსწავლე ან უკვე დაბრუნებულ ახალგაზრდებს, ბიზნესმენებს საერთოდ ყველას, გისაც კი რაიმე შეხება აქვს ქვეყნის ფინანსურ სისტემასთან.
ამ მცირე ფინანსური ლექსიკონის „ელექტრონული ვერსია“ განლაგდება გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მიერ შექმნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ახალ website.ge-ზე მისამართზე: www.mof.ge (ესტუმრეთ და გამოიყენეთ ამ საიტის სხვა რესურსებიც).
ავტორთა კოლექტივი განსაკუთრებით მადლობას უხღის დახმარებისთვის გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას. პირადად -ბნ ლანს კლარკს, ქ-ნ კაარინა იმმონენს, ქ-ნ ნატო ალხაზიშვილს, ბ-ნ ვახტანგ სვანიძის და ქ-ნ ლიკა შელეგიას, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას ტრადიციული თანამშრომლობისა და მაქსიმალური მხარდაჭერისთვის.
ლექსიკონი შეიძლება არ იყოს დაზღვეული ზოგიერთი მექანიკური თუ სხვა სახის ხარვეზისაგან. ავტორთა კოლექტივი მადლიერების გრძნობით მიიღებს ყველა საქმიან შენიშვნას.
![]() |
3 თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი - ფ |
▲back to top |
![]() |
3.1 ფარული გარიგება - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
შეთანხმება ბაზარზე მოქმედ კომპანიებს შორის პროდუქციის რაოდენობისა და ფასების შესახებ.
![]() |
3.2 ფასების ინდექსი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს სხვადასხვა პერიოდში საქონელსა და მომსახურებაზე ფასების თანაფარდობას.
![]() |
3.3 ფასების მასშტაბი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
1) ოქროს ან ვერცხლის წონითი რაოდენობა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში მიღებულია ფულის ერთეულად ან მის ჯერად ნაწილად. 2) არის გაზომვის საშუალება და ხერხი საქონლის ღირებულების გამოხატვისა ფულად ერთეულში.
![]() |
3.4 ფასი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
საქონლის ღირებულების ფულადი გამოხატულება.
![]() |
3.5 ფასიანი ქაღალდი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
მატერიალურ ფასეულობებზე საკუთრების უფლების გამომხატველი დოკუმენტი.
![]() |
3.6 ფასიანი ქაღალდების ბაზარი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
აქციებისა და ობლიგაციების ყიდვა- გაყიდვის ადგილები ორგანიზებულ ბირჟაზე და არაორგანიზებულ ბაზარზე.
![]() |
3.7 ფასიანი ქაღალდების მეორადი განაწილება - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
მისი პირველი ხელმჭერების მიერ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა.
![]() |
3.8 ფასიანი ქაღალდების პაკეტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ფასიანი ქაღალდების პარტია მსხვილ თანხაზე.
![]() |
3.9 ფასიანი ქაღალდების პორთფელი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა, რომელსაც ფლობს ინვესტორი, პირი, ორგანიზაცია.
![]() |
3.10 ფასიანი ქაღალდების საბაზრო ბიულეტენი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
საინფორმაციო ბიულეტენი გამოცემული კლიენტებისათვის, რომელიც მოიცავს იმ ფაქტორების ანალიზს, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს ფასებზე.
![]() |
3.11 ფასიანი ქაღალდები წარმდგენზე - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ფასიანი ქაღალდები, სადაც არაა ნაჩვენები მფლობელის სახელი. ასეთი ქაღალდების მფლობელად გამოდის მისი წარმომდგენი.
![]() |
3.12 ფასის ზედა ზღვარი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
კანონით დაწესებული ფასის მაქსიმუმი, რომლითაც საქონელი უნდა გაიყიდოს.
![]() |
3.13 ფასისმიერი დისკრიმინაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
სხვადასხვა მომხმარებლისათვის საქონლის სხვადასხვა ფასად მიყიდვის პრაქტიკა.
![]() |
3.14 ფასის ქვედა ზღვარი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
კანონით დაწესებული ფასის მინიმუმი, რომლითაც საქონელი უნდა გაიყიდოს.
![]() |
3.15 ფაქტორინგი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
კომპანიის საქმიანობის დაფინანსების მეთოდი მისი ვალების გაყიდვის გზით, ანუ გაუნაღდებელი ანგარიშების შესყიდვითა და მისი კლიენტებიდან ფულის მოგროვებით.
![]() |
3.16 ფაქტურა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ანგარიში, რომელიც ეძლევა მყიდველს საქონლის რაოდენობრივი, ხარისხობრივი მაჩვენებლებითა და ფასებით.
![]() |
3.17 ფედერალური ობლიგაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ცენტრალური ხელისუფლების თამასუქი.
![]() |
3.18 ფილიპსის მრუდი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
მრუდი, რომელიც ასახავს არჩევანს ინფლაციასა და უმუშევრობას შორის მოკლევადიან პერიოდში.
![]() |
3.19 ფინანსები - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ფართო გაგებით ფულად სახსრებს ნიშნავს; მაგალითად, სახელმწიფო ფინანსები მოიცავს ყველა სახის ფულადი სახსრების ერთობლიობას, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების განკარგულებაშია და ბიუჯეტის საშუალებით საერთო მოთხოვნილების შესაბამისად იხარჯება.
![]() |
3.20 ფინანსური ანგარიშგება - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
დროის განსაზღვრულ მანძილზე საწარმოს, ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშგება. კომერციული საქმიანობის შემთხვევაში ფინანსურ ანგარიშგებას აგრეთვე უწოდებენ მოგებისა და ზარალის ანგარიშს.
![]() |
3.21 ფინანსური ბაზრები - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა მეშვეობითაც დაზოგვის მსურველებს შეუძლიათ პირდაპირ მიაწოდონ ფინანსური სახსრები სესხის მსურველებს.
![]() |
3.22 ფინანსური ბაზრების გლობალიზაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ინვესტირებისათვის მსოფლიოს ფინანსური ბაზრების მისაწვდომობის გაფართოება.
![]() |
3.23 ფინანსური ბლოკადა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ბლოკირებული ურთიერთობების შეწყვეტა ან შეზღუდვა.
![]() |
3.24 ფინანსური გარანტია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
მზღვეველის ვალდებულება გადაიხადოს ფიქსირებული ან მომავალში დასადგენი თანხა.
![]() |
3.25 ფინანსური დისციპლინა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ფინანსური ურთიერთობების ყველა მონაწილისათვის ფინანსური საქმიანობის, გადახდების, ანგარიშსწორების და სხვა საფინანსო ოპერაციების კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად განხორციელების ვალდებულება.
![]() |
3.26 ფინანსური ინტეგრაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
1) საგადასახადო სისტემების, ბიუჯეტის კლასიფიცირების, საბიუჯეტო პროცესის, სახელმწიფო ხარჯების ჰარმონიზირებისა და უნიფიცირების პროცესი. 2) ცენტრალური ბანკების მხრიდან კომერციული ბანკების საქმინობაზე კონტროლის სისტემა, რომელიც ტარდება სახელმწიფო პოლიტიკის უფრო მეტად კოორდინირების მიზნით.
![]() |
3.27 ფინანსური ინსტრუმენტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ფინანსური ბუნების საბაზრო პროდუქციის სხვადასხვა სახე: ფასიანი ქაღალდები, ფულადი ვალდებულებები, ვალუტა, ფიუჩერსი, ოპციონი და ა.შ.
![]() |
3.28 ფინანსური მექანიზმი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
სამეურნეო მექანიზმის შემადგენელი ნაწილი, ფინანსური სტიმულების, ხერხების, ინსტრუმენტების ერთობლიობა, ეკონომიკური პროცესების და ურთიერთობების რეგულირების ფორმა და საშუალება (ფასები, გადასახადები, ბაჟები, სანქციები, ჯარიმები და ა.შ.).
![]() |
3.29 ფინანსური პანიკა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
სიტუაცია, რომლის დროსაც ადამიანთა დიდი ნაწილი ცდილობს ერთდროულად და სასწრაფოდ მიიღოს ფული, რომელიც დეპონირებულია საკრედიტო სისტემაში და რომელიც აკლია მოცემულ მომენტში.
![]() |
3.30 ფინანსური პოლიტიკა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ესაა ნაწილი სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა. მასში იგულისხმება სახელმწიფოს ფინანსების დარგში გატარებული მიზანდასახული ღონისძიებების ერთობლიობა.
![]() |
3.31 ფინანსური სისტემა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
კანონების, წესებისა და ნორმების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს ფინანსურ საქმიანობას და სახელმწიფოს ფინანსურ ურთიერთობებს.
![]() |
3.32 ფინანსური ინვესტიციები - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
აქციების და ობლიგაციების ყიდვის ნაცვლად საიმედო რეალური კაპიტალის შეძენა.
![]() |
3.33 ფინანსური ინსტიტუტები - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ ანაბრებს და მოზიდულ ფულს გასცემენ ვალად ან ახდენენ ამა თუ იმ ფორმით მის ინვესტირებას.
![]() |
3.34 ფინანსური ინვესტიციები - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
აქციებში, ობლიგაციებში ან სხვა ფასიან ქაღალდებში ჩადებული ინვესტიციები.
![]() |
3.35 ფინანსური ინჟინირინგი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ფინანსური ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენება; ახალი ფინანსური ინსტრუმენტებისა და ოპერაციების სქემის დამუშავება, რომელიც გამოიყენება საფინანსო-საკრედიტო ოპერაციების განხორციელებისათვის.
![]() |
3.36 ფინანსური კომპრომისი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
წერილობითი შეთანხმება გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის საგადასახადო დავის შეწყვეტის შესახებ.
![]() |
3.37 ფინანსური ლიზინგი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
მოლაპარაკება, რომლის თანახმადაც ლიზინგის მიმღები უხდის სალიზინგო კომპანიას შეთანხმების თანახმად ამორტიზაციის სრულ თანხას და იმ მოგების წილს რომელიც მიღებულია მანქანა-დანადგარების ან სხვა მოწყობილობების გამოყენებიდან.
![]() |
3.38 ფინანსური ნეიტრალიტეტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
როდესაც ეკონომიკური გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნას მათი საგადასახადო შედეგებისაგან დამოუკიდებლად.
![]() |
3.39 ფინანსური ფიუჩერსი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ხანგრძლივი. ვადიანი საბირჟო შეთანხმება,კონტრაქტი, რომელიც დაკავშირებულია გალუტის ან ფასიანი ქაღალდების შესყიდვასთან და გაყიდვასთან.
![]() |
3.40 ფინანსური შუამავლები - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა მეშვეობითაც დაზოგვის მსურველებს შეუძლიათ არაპირდაპირ მიაწოდონ ფული სესხის მსურველებს.
![]() |
3.41 ფინანსური წელი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
პერიოდი ბიუჯეტის შედგენიდან მის აღსრულებამდე.
![]() |
3.42 ფინანსური ხარჯები - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
1) ხარჯები, გაწეული ფულადი ფონდების მოზიდვის ან გამოყენებისათვის. 2) ფულადი საშუალებების ხარჯები.
![]() |
3.43 ფისკალური ბაჟი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
1) ბაჟით იბეგრება მოხმარების ისეთი საგნები, რომლებიც მოცემულ სახელმწიფოში არ იწარმოება. 2) ბაჟი, შემოღებული სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდის მიზნით.
![]() |
3.44 ფისკალური გადასახადი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
გადასახადი, რომელიც შემოღებულია ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდის მიზნით.
![]() |
3.45 ფისკალური პოლიტიკა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
სახელმწიფოს მიერ გადასახადების აკრეფისა და მათგან მიღებული შემოსავლების ხარჯვის ღონისძიებათა ერთობლიობა.
![]() |
3.46 ფიუჩერსი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ბირჟაზე გარიგების განსაკუთრებული წესი, როდესაც სავაჭროდ გამოაქვთ არა საქონელი ფიზიკურად, არამედ კონტრაქტი, ე.ი. შეთანხმება გარკვეული საქონლის სამომავლო დამზადებაზე.
![]() |
3.47 ფიქსირებული გადასახადები - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
სარენტო გადასახადები, რომლებიც ორგანიზაციებს შეაქვთ ბიუჯეტში და რომელთა სიდიდე მათი საქმიანობის შედეგებზე არ არის დამოკიდებული.
![]() |
3.48 ფიშერის ეფექტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ინფლაციის დონის ცვლილების შედეგად სარგებლის ნომინალური განაკვეთის ექვივალენტური ცვლილება.
![]() |
3.49 ფორვარდი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
სავალუტო ან სხვა სახის გარიგებისას ისეთი ანგარიშსწორება, რომელიც გარიგებიდან ორი სამუშაო დღის მანძილზე სრულდება.
![]() |
3.50 ფორვარდული ოპერაციები - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ისეთი ოპერაციები, რომლებიც მათი დაჩქარების მიზნით ბირჟის გვერდით ავლით საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელეფონი, ტელექსი, კომპიუტერული ქსელები და სხვა) სრულდება.
![]() |
3.51 ფორფეტირება - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
კომერციული კრედიტის საბანკო კრედიტად გარდაქმნა, რაც ძირითადად ექსპორტ-იმპორტის პირობებში ხდება, როდესაც საჭიროა მთლიანი თანხის ამოღება, გამყიდველთა საბოლოო ანგარიშსწორება.
![]() |
3.52 ფრანკო - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
გარიგების სახე, როდესაც საქონლის ფასში შედის სატრანსპორტო ხარჯებიც გარკვეულ ადგილამდე.
![]() |
3.53 ფრანჩიზი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
1) შეღავათი. განსაზღვრული რაოდენობის გაგზავნილ საქონელზე ხელშეკრულებით დასაშვები ზღვარი, აღინიშნება პროცენტობით. 2) დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული ზარალის ნაწილი, რომელიც დაზღვეულს არ უნაზღაურდება.
![]() |
3.54 ფრახტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ყოველი სახეობის ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვებზე საფასური (განსაკუთრებით საზღვაო ტრანსპორტზე); ხშირად თვით ტვირთსაც ფრახტს უწოდებენ.
![]() |
3.55 ფრონტინგი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
სადაზღვევო პოლისის გაფორმება იმ კომპანიის მიერ, რომელიც გადასცემს რისკს სხვა დამზღვევს.
![]() |
3.56 ფულადი დაგროვებანი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
სახელმწიფოს, ორგანიზაციის, მოსახლეობის წმინდა შემოსავალი ფულად ფორმაში.
![]() |
3.57 ფულადი მიმოქცევა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ფულის განუწყვეტელი ბრუნვა, მისი გამოყენება როგორც შრომის და მომსახურების, საქონლის შეძენის, ანგარიშსწორების და გადასახდელების განხორციელების, დახმარების გაცემისა და ვალუტის დაბრუნების საშუალებისა.
![]() |
3.58 ფულადი მულტიპლიკატორი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ფულის მასის ზრდის კოეფიციენტი, რომელიც იქმნება საბანკო სისტემაში ფულის ერთი ერთეულის განთავსებით.
![]() |
3.59 ფულადი (მონეტარული) პოლიტიკა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ეკონომიკურ აქტივობაზე ზემოქმედება ფულის მოცულობის, დაკრედიტებისა და საპროცენტო განაკვეთების სტრუქტურის სათანადო მართვით.
![]() |
3.60 ფულადი რეგალია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
სახელმწიფოს განსაკუთრებული უფლება ფულის გამოშვების შესახებ.
![]() |
3.61 ფულადი რენტა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
მიწის რენტის მესამე სახე, რომლის დროსაც მიწაზე მიღებული შემოსავალი იბეგრება ფულით.
![]() |
3.62 ფულადი სახსრების აკუმულაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
პირის, ქვეყნის, ორგანიზაციის, კომპანიის მიერ ფულადი რესურსების დაგროვების მუდმივი პროცესი.
![]() |
3.63 ფული - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
1) განსაკუთრებული საქონელი, რომელსაც ადამიანები რეგულარულად იყენებენ სხვა ადამიანებისაგან საქონლისა და მომსახურების შესაძენად. 2) საყოველთაო ექვივალენტი ყველა საქონლისათვის.
![]() |
3.64 ფულის ბაზარი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ფინანსური ბაზრის ის სეგმენტი, სადაც რესურსებს ყიდულობენ და ყიდიან მოკლე ვადით.
![]() |
3.65 ფულის ბრუნვის სიჩქარე - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ფულის ერთეულის ხელიდან ხელში გადასვლათა რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში, გაიანგარიშება მთლიანი ეროვნული პროდუქტის შეფარდებით ფულის მასაზე.
![]() |
3.66 ფულის გაუფასურება - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ფულის მსყიდველობითი უნარის დაქვეითება.
![]() |
3.67 ფულის გაფუჭება - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ხელისუფლების მიერ მონეტის წონის ან სინჯის შემცირება ნომინალური ღირებულების შეუცვლელად.
![]() |
3.68 ფულის ემისია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
მიმოქცევაში ქაღალდის ფულის გამოშვება.
![]() |
3.69 ფულის მსყიდველობითი უნარი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ფულის ერთეულის უნარი, გაიცვალოს საქონლის გარკვეულ რაოდენობაზე.
![]() |
3.70 ფულის რაოდენობრივი თეორია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
თეორია, რომლის თანახმად, ფულის რაოდენობა განსაზღვრავს ფასების დონეს, ხოლო ფულის რაოდენობის ზრდის ტემპი - ინფლაციის დონეს.
![]() |
3.71 ფულის რეფორმა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
1) სახელმწიფო ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიმართულია ფულადი სისტემის მოწესრიგებისა და განმტკიცებისაკენ. 2) ფულის ანულირება.
![]() |
3.72 ფულის უზრუნველყოფა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი |
▲back to top |
ფულის მიმოქცევის სტაბილურობის შენარჩუნებისათვის მატერიალური პირობების შექმნა; ფულის გამაგრება მატერიალური, სასაქონლო რესურსებით, ოქროთი და სხვა ფასეულობებით.






