ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი



1 მიძღვნა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


ეძღვნება ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხსოვნას

„მადლობა ჩემს ხალხს ასეთი მემკვიდრეობისათვის, მადლობა ყველა უსახელო ხუროსა და ოსტატს, რომელთა მარჯვენამ განადიდა საქართველო, შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურის საგანძური“.

გიორგი ჩიტაია

2 ანოტაცია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პირველი გამოცემის ტირაჟი იყო მხოლოდ 200 ეგზემპლარი. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ნაშრომისათვის, რომელიც ქართული სკოლის ყველა ბავშვისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს ძალიან ცოტაა. ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი დამოკიდებულება იყო უმთავრესი, რამაც გადააწყვეტინა (ჩემი თხოვნის გარეშე) ვაჟა უსანეთაშვილს ლექსიკონის განმეორებით გამოცემის დაფინანსება, იგი ჩემი მეგობარია, მაგრამ გადამწყვეტი აქ მეგობრობა კი არაა, არამედ მისი მყარი რწმენა ქართული ეთნოკულტურის სიდიდისა და მნიშვნელობისა. მადლობა მას ამისათვის.

„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პროექტმა გაიმარჯვა სესფ-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ძალისხმევით ეს რთული საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ყველაფერი ის რაც ამ ლექსიკონშია მოცემული და განმარტებული საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ურთიერთობის სფეროში. ლექსიკონში შესული თითოეული ტერმინი ნათლადაა განმარტებული. შესაძლოა ითქვას, რომ ეს მასალები შენივთებულია აქამდე არსებული სხვა დარგობრივი ლექსიკონების, ისტორიული წყაროებისა და ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე, საერთო შედეგით მიღებულია თითოეული ნივთის განმარტება, ისეთი აუცილებელი პირობების გათვალისწინებით, როგორიცაა ნივთის ფუნქცია, მასალა, უტილიტარული დანიშნულება და მასთან დაკავშირებული რწმენაწარმოდგენათა ასპექტები.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ლექსიკონის ვიზუალური მხარე, რომელიც თვალწინ წარმოგვიდგენს იმ უაღრესად მაღალ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო კულტურას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში შეუქმნია ქართველ ხალხს, ეს კულტურა უეჭველად იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეთნოკულტურის გათვითცნობიერების დარგში დიდია ლექსიკონის დანიშნულება. ესაა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ფრიად საჭირო ნაშრომი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის თვითშემეცნების გაღრმავებისათვის.

დავით ლორთქიფანიძე

3 წინათქმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


წინათქმა

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, წარმოადგენს ხანგრძლივი შრომის შედეგს, რომლის მსგავსი ქართველოლოგიის სფეროში აქამდე არ განხორციელებულა.

საქართველოს ისტორიის სისავსეს მნიშვნელოვნად განაპირობებს სოციალური ყოფის გამოწვლილვით შესწავლა, დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გვერდით ადამიანთა ყოფა-ცხოვრების არააშკარა მოდელების წარმოჩენა. სწორედ ეს მისია აკისრია ნაშრომს. ასეთი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი, როდესაც ვიზა მისცა ს.ჯანაშიას მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების თანამშრომლებს მასზე მუშაობისათვის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში.

მატერიალური კულტურის სფეროს გამომზეურებას, არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით, სათანადო ადგილი დაეთმო ქართულ ენციკლოპედიაში, მაგრამ მისგან განსხვავებით, ლექსიკონი გვთავაზობს არჩეული თემების უფრო სპეციფიკურ, ფართე და მრავალმხრივ გაშუქებას უხვი საილუსტრაციო მასალით, რაც ნაშრომის ვიზუალურსა და შემეცნებით დონეს განსაკუთრებულად ზრდის. ყველაფერი ის, რაც ამ ლექსიკონშია მოცემული ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ყოფის ვრცელი სპექტრი ფაქტობრივი განმსაზღვრელია ქართველი ერის ეთნოკულტურული მიღწევებისა, ამ სფეროში მისი წარმატების თუ წარუმატებლობისა, ნაშრომში თავმოყრილი მასალის გაცნობა და გაანალიზება უეჭველს ხდის, რომ ეს კულტურა არის ძალიან მრავალმხრივი, საყურადღებო და მნიშვნელოვანი. ასეთი მთლიანობით აქამდე ეს კულტურა არ ყოფილა წარმოდგენილი.

ლექსიკონის დანიშნულება ბევრად სცილდება წმინდა მეცნიერულ მიზნებს, განსაკუთრებით ფასეულია მისი ზოგადსაგანმანათლებლო მნიშვნელობა, ძალზე დიდია ასეთ ნაშრომებზე საზოგადოების მოთხოვნილებაც. ვისურვებდი ამ ლექსიკონის უცხოენოვანი ვარიანტების გამოცემას, რაც დიდად წაადგებოდა ქართული ეთნოკულტურის პოპულარობას საერთაშორისო მასშტაბით.

როინ მეტრეველი

Preface

Ethnographic dictionary of the Georgian material culture represents

Completeness of the Georgian history is signifi cantly stipulated by thorough study of social life, showing of non-evident models of humans' way of life along with great political events.

Just this mission is vested in the work. Such was the attitude of the Georgian Academy of Sciences to this problem when they gave visa to the employees of Ethnographic Department of S.Janashia Museum for working on it even back in the 90s of the last century.

Exposition of the sphere of material culture with consideration of real specifi cs was duly covered by the Georgian encyclopedia, though in contrast to it the dictionary off ers more specifi c, wider and comprehensive exposition of selected topics with rich illustrated materials, which especially increase both visual and informative levels of the work.

Everything which is given in this dictionary - wide range of the way of life and household life of the Georgian people - is the actual determiner of the Georgian nation's ethno-cultural achievements, their successes or failures in this sphere, studyand analysis of materials collected in the work makes it doubtless that this culture is rather versatile, attracting and signifi cant. Th is culture has never been presented in such wholeness so far.

Purpose of the dictionary much exceeds just scientifi c goals, especially valuable is its comprehensive signifi cance, and society's demands for such kind of works are rather high.

Academician Roin Metreveli

Vorwort

Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur ist Ergebnis der jahrelangen Forschung, derengleich im Gebiet der Kartwelologie (Georgienkunde) noch nicht stattfand.

Die vollkommene Forschung der Geschichte von Geogien ist ohne die detaillierte Forschung des sozialen Daseins in Georgien un vorstellbar und es ist wichtig neben der politischen Ereignisse auch das alltдgliche Dasein des Volkes darzustellen. Genaudiese Aufgabe beinhaltet das vorliegende Werk.

Zwar wurde der Darstellung der materiellen Kultur von Georgien in „Der Georgischen Enzyklopedie“ ihr bestimmtes Kapitel gewidmet, aber im Unterschied zur Enzyklopedie bietet das zahlreich illustrierte ethnographische Lexikon die erweiterte, eingehende und vielfдltige Darstellung des Problems. Also, im Lexikon ist das breite Spektrum des wirtschaftlichen und alltдglichen sozialen Lebens des georgischen Volkes darstellt. Die Bekanntnahme und Analyse dieses ethnographischen Materials beweist, dass die georgische ethnographische Kultur sich als vielfдltige und wertvolle Kultur versteht. Bis heute wurde diese Kultur noch nicht mit solcher Vielfaltist und Fьlle dargestellt, wie es in diesem Lexikon vorgegeben ist.

Das Lexikon hat nicht nur das wissenschaftliche Bedeutung und ist nicht nur für Fachleute bestimmt, sondern besonders wichtig ist auch sein allgemeinbildender Wert - das Lexikon ist auch fьr den breiten Kreis der Leser geeignet. Akademiker Roin Metreweli

Préface

Le dictionnaire ethnologique de culture matérielle ci présenté est le résultat des longues recherches scientifi que dont le pareil n'était jamais produit jusqu'а alors dans le domaine kartvelologique.

Il est indispensable d'étudier des moeurs, des habitudes et des comportements des peuples pour mieux présenté l'histoire de Géorgie, d'а coté des mouvements importants politique il faut absolument dégager des modèles de la vie quotidienne des gens.

Cet oeuvre porte exactement cette mission. L'Académie Scientifi que de Géorgie a donné cette charge а la section ethnologique du Musée National de Géorgie de S. Djanachia dans les années 90 du siècle passée.

Dans l'Encyclopédie Géorgienne il y a assez des articles dédier а la culture matérielle mais ce dictionnaire nous propose l'étude plus ciblé, spécifi que et ample des thèmes choisis enrichis par des illustrations qui augmente son niveau cognitif et visuel.

Tout ce qui est présenté dans ce dictionnaire - le large spectre de genre de vie et d'économie du peuple géorgien - est le fait déterminant des succès ethnoculturel de la nation géorgienne. Les données présentées dans le dictionnaire, leurs analyses nous montrent évidement que cette culture est trиs intéressantes et importantes. Cette culture n'était jamais si pleinement présentée jusqu'а alors.

Le dictionnaire n'est pas envisagé seulement pour le milieu scientifi que mais aussi il a la fonction éducative et populaire. Académicien Roin Metreveli.

Предисловие

Этнографический словарь грузинской материальной культуры является результатом долголетнего труда. В сфере картвелологии подобного рода труд осуществляется впервые.

Полное представление истории Грузии во многом зависит не только от изучения значительных политическах явлений, но и от выявления не вполне явно выраженных моделей бытовых взаимоотношений людей. Именно такую цель преследует указанный труд. Подобное отношение к данной проблеме было выражено Академией наук Грузии еще в 90-ые годы прошлого столетия. Тогда же была дана виза сотрудникам этнографического отдела Музея Грузее им. С. Джанашиа заняться работой над этой проблемой.

Освещение сферы материальной культуры,с учетом существующей специфики, подобающее место заняло в Грузинской энциклопедии. Но в отличние от нее, данный словарь предлагает нам более специфическое, широкое и многостороннее освещение подобранных тем, снабженных обильным иллюстративным материалом, что способствует особенному росту визуального и познавательного уровня этого труда.

Все то, что представлено в словаре, т.е широкий спектр бытовой и хозайственной жизни грузинского народа, является фактическим доказительством его этнокультурных достижений, успехов или безуспешности в этой сфере. Ознакомление с собранным в труде материалом убеждает в том, что эта культура является многосторонней, значительной и заслуживающей особого внимания. Она до настоящего времени не била представленна столь полно и объемисто. Значение данного словаря во многом превосходит чисто научные интересы.

Особенно значительно его общеобразовательное значение. К трудам подобного рода интерес общества высок. акад. Роин Метревели.

4 შესავალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


შესავალი

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ძირითადად ეყრდნობა ეროვნული ეთნოლოგიური სკოლის მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგს.

ლექსიკონის მოსამზადებელი სამუშაოები თავდაპირველად დაგეგმილ და შესრულებულ იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის თანხმობით. პირველი ეტეპი მოიცავდა: მასალის შერჩევას, ტერმინების ნომენკლატურის განსაზღვრას, ვიზუალური მასალის მომზადებასა და ფორმატის ზოგადი ტიპის ჩამოყალიბებას, რაც წარმატებით იქნა განხორციელებული. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და განათლების სამინისტროს რეორგანიზაციის შემდგომ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიისა და ისტორიის დეპარტამენტში, უკვე არსებული მასალების საფუძველზე, 2006 წ. მომზადდა პროექტი და შეტანილ იქნა ახლად დაარსებული „საქართველოს სამეცნიერო ფონდის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში. პროექტმა გაიმარჯვა და მასზე 2006 წ. 2 ოქტომბრიდან 2008 წ. 30 სექტემბრამდე ჯერ სამეცნიერო ფონდის (6 კვარტალი), ხოლო გაყოფის შემდგომ „რუსთაველის ფონდის“ (ორი კვარტალი) მეურვეობით მიმდინარეობდა მუშაობა.

ლექსიკონის შექმნა მოტივირებული იყო რეალურად არსებული ცვლილებებით, რასაც ადგილი აქვს ქართულ მატერიალურ კულტურაში. როგორც ცნობილია, მსოფლიო გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესი დღის წესრიგში აყენებს ეთნოკულტურულ მემკვიდრეობის მიმართ პრობლემატურ დამოკიდებულებას. ქართული ეთნოკულტურა - ესაა უზარმაზარი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც იქმნებოდა საუკუნეთა განმავლობაში. ხალხის ფენაში შექმნილი ეს კულტურა არის განმსაზღვრელი საქართველოს როლისა და ადგილისა მსოფლიოს ხალხთა ცივილიზაციაში. თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია ითვლებოდეს დიდი კულტურული მემკვიდრეობის შემოქმედად ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების განვლილმა გზამ, რომელიც უნდა აისახებოდეს მიწათმოქმედებაში ზოგადად და კერძოდ, ხორბლეულისა და ვაზის კულტურების სელექცია-შეჯვარებაში, ხელოსნურ წარმოებაში, საცხოვრისში, ტანსაცმელში, მუსიკალურსა და კვების კულტურაში, ხალხურ მედიცინაში და საერთოდ, საყოფაცხოვრებო ურთიერთობის თუნდაც არააშკარა მოდელების შემუშავებაში.

კვლევის თანამედროვე დონეზე, რომელსაც მიაღწია ქართულმა ეთნოლოგიურმა სკოლამ, დამაჯერებლადაა წარმოდგენილი ქართველი ხალხის ეთნოკულტურული მიღწევები, მაგრამ სავსებით ცხადად ჩანს, რომ სამყაროს განვითარების პროცესი, საფრთხეს უქმნის ტრადიციული დარგების განვითარებას. უფრო მეტიც, დღეისათვის ამ დარგთა უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და მასთან დაკავშირებული საწარმოო ჩვევები და ტერმინოლოგიური ლექსიკა უფუნქციობის გამო გაღარიბდა. დარგობრივი ლექსიკა დღეს უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონეს. მიმდინარეობს ტერმინთა უნიფიკაციის პროცესი.

ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ უარყოფითი მოვლენების გარკვეული კომპენსაცია მოახდინოს და ისტორიული ქმნადობის დოკუმენტირება შეძლოს, ესაა ვრცელი ტერმინოლოგიური საცნობარო ლექსიკონი. ასეთი მოტივაცია და ორიენტირი იყო უმთავრესი, რომელიც წითელ ზოლად გასდევდა ლექსიკონის მუშაობის პროცესს. ლექსიკონში თავი მოიყარა მატერიალური კულტურის წრეში შემავალ ტერმინთა უდიდესმა უმრავლესობამ: დანიშნულების, მასალის, დამზადების წესის, გავრცელების არეალის, უტილიტალური დონისა და ნივთთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენების ასპექტების განხილვით (თუკი ასეთ არსებობს). ლექსიკონში უხვად იქნა გამოყენებული ქართული ლექსიკოგრაფიული დარგის მიღწევები, ს.ს ორბელინის „სიტყვის კონიდან“ დაწყებული ცალკეული კუთხის კილო-თქმათა ლექსიკონებამდე დამთავრებული. ასევე უნიკალური ნივთიერი და საილუსტრაციო მასალა, რომელმაც მუზეუმის ფონდებში შემოსვლა დაიწყო XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან და მისი აქტიურობა არ შეწყვეტილა ვიდრე XX საუკუნის ოთხმოციან წლებამდე. ესაა როგორც ექსპონატები, ასევე მხატვრულ-დოკუმენტური ჩანახატები, შესრულებული გერმანელი, ფრანგი, ებრაელი, რუსი და ქართველი მხატვრების მიერ.

წინამდებარე ნაშრომი არ წარმოადგენს მკაცრად განსაზღვრული კლასიკური ტიპის ლექსიკონს. ჩემი, როგორც რედაქტორის მიზანი იყო, მასში შეგვეტანა ისეთი ტერმინებიც, რომლებიც შესაძლოა ცნება „მატერიალურს“ არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ისინი ეხმარებიან ამ ცნებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და საგნების უკეთ დახასიათებას. ლექსიკონში შევიტანეთ ზოგიერთი ისეთი უცხოური წარმოშობის ტერმინი და საგანი, რომელიც დროთა განმავლობაში შეითვისა ქართულმა ეთნოკულტურამ და თავის ნაწილად აქცია.

დიდი სურვილი მქონდა, ლექსიკონს დართვოდა ინგლისურ-ფრანგულ-რუსული შემოკლებული თარგმანი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა, თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ მომავლისათვის ეს პრობლემაც დადებითად გადაწყდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქართული ეთნოკულტურის პოპულარიზაციისათვის. ლექსიკონის მომზადებაზე მუშაობდა ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების 18 თანამშრომელი და ერთი მოწვეული ეთნოლოგი. მასში შესულია 2086 ტერმინი.

„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“ წარმოადგენს ამ ტიპის ნაშრომის შექმნის პირველ ცდას, ეს ვითარება არამცირედია საიმისოდ, რომ მას გარკვეული ნაკლი ჰქონდეს. ავტორები დიდი გულისხმიერებით მიიღებენ ყოველ არგუმენტირებულ შენიშვნას და გაითვალისწინებენ შემდგომი მუშაობისას.

ელდარ ნადირაძე

The project author and scientifi c director Einleitung

Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? beruht sich auf den jahrelang gesammelten Forschungsergebnissen der georgischen ethnologischen Schule. Im Lexikon werden auf dem modernen Forchungsniveau die ethnokulturellen Leistungen des georgischen Volkes dargestellt.

Die Vorbereitungsarbeit fьr das Lexikon wurde an der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums geplant und vollbracht. Auf der ersten Phase wurde das ganze Material gesammelt und sortiert, die terminologische Nomenklatur bestimmt und das visuelle Material vorbereitet. Ausserdem wurde die erste Fassung der Lexikonausstattung entworfen. ?

Zwischen den Jahren 2006-2008 wurde das Lexikon-Projekt von der Stiftung für Wissenschaftsförderung?von Georgien finanziell unterstützt.

Das Zusammenstellen des Lexikons wurde durch jene globalen Änderungen motiviert, die in der ganzen Welt der Fall sind: Die Prozesse der Globalisierung und globalen Integration. Diese Prozesse bilden Probleme bei der Schutz der ethnokulturellen Erbe. Das georgische Volk hat seine Ethnokultur im Laufe der vielen Jahrhunderte geschaff en. Die im Volk entstandene Ethnokultur verleiht Georgien die besondere Stellung innerhalb der Ethnokulturen und Zivilisation der anderen Völker der ganzen Welt.

Wenn das Volk und das Land den Anspruch darauf hat, sich als Schöpfer und Erbe der grossen Kultur zu fühlen und verstehen, dann soll das vor allem durch den von der Bevölkerung des Landes geschlagenen Weg ins wirtschaftliche Gebiet bewiesen werden. Dieser Weg soll in dem seit den jahrhunderten entwickelten Acker- und Weinstockanbaukultur, in der handwerklichen Herstellungskultur, in der Baukultur, Gewandkultur, Musik- und Kulinariekultur, in der Volksmedizin widergespiegelt werden. Das georgische Ethnokultur besitzt genau die jahrhunderte lange Traditionen des obengenanten. ?

Es ist aber auch klar, dass der Globalisierungsprozess der traditionellen wirtschaftlichen Zweigen mit Aussterben droht. Mehrheit dieser wirtschaftlichen Zweigen wurden schom eingestellt und die mit diesen Zweign verbundenen Herstellungsfähigkeiten und Fachbegriffe sind wegen der Funktionslosigkeit schon verlorengegangen. Es kommt der Prozess der terminologieschen Unifikation vor. Einziges, was diesen Verlust mehr oder weniger kompensieren kann, ist ein umfassendes Terminologie-Lexikon.?Genau dies war die Motivation während der Arbeit am Lexikon.?Im Lexikon wird die Terminologie aus allen wirtschaftlichen, landwirtschaftlichen Zweigen und dem alltäglichen Leben der georgischen ethnographischen Kultur zusammengesammelt.

Im Lexikon wurden auch die Leistungen der georgischen lexikographieschen Schule breit benutzt - das lexikologisches Material wurde sowohl aus dem bekannten „Georgischen Wцrterbuch“ („Sitkwis Kona“) von Sulchan-Saba Orbeliani, als auch aus den Wörterbüchern der georgischen Mundarten entnommen.

Im Lexikon wurde auch das seltsame anschauliche und sachliche Material benutzt, das ins Staatlichen Dschanaschia-Museum von XIX Jh. bis den 80-er Jahren des XX Jh.-s landeten. Das sind sowohl Exponate (40.000 Einheiten), als auch Skizzen und Zeichnungen, entworfen von den georgischen, deutschen, französischen, russischen und judischen Malern.

An der Vorbereitung des Lexikons haben 18 Mitarbeiter der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums und ein eingeladener Ethnologe teilgenommen.

Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? ist ein erstes Versuch auf diesem Gebiet und natürlich fern von jeglicher Vollkommenheit. Die Autoren werden jede argumentierte Bemerkung gern entgegennehmen und in den nächsten Lexikon-Aufl agen berücksichtigen

Autor und wissenschaftlicher Leiter des Projekts Eldar Nadiradze

Introduction

Le dictionnaire ethnologique de culture matérielle est basé essentiellement sur les résultats des recherches scientifi ques de l'école ethnologique nationale. ?

Les travaux préparatifs du dictionnaire ont été planifi és et réalisé dans la section ethnologique du musée national de Géorgie par accord du présidium de l'Académie Scientifi que de Géorgie. Première étape contenait: le chois des matériaux, la détermination des termes, la préparation des matériaux visuels et la formation du format général; tous ses travaux ont été réalisés avec succès. Après la réorganisation de l'Académie Scientifi - que de Géorgie et de Ministère d'Education, dans le département d'ethnologie et d'histoire du Musée National de Géorgie sur la base des matériaux déjа existée en 2006 le projet a été préparé et a été présenté au concours du „Fondation Scientifi que de Géorgie“, récemment fondé. Le projet a obtenu le financement et le groupe des chercheurs ont travaillé dès 2 octobre 2006 jusqu'à 30 septembre 2008 (6 trimestres) d'abord sous le patronage du Fond National et après la séparation sous le patronage du Fondation de Roustavéli (2 trimestres).

La création du dictionnaire a été motivée par des changements réels, qui ont lieu dans la culture matérielle de Géorgie. Comme il est connu, le processus de mondialisation et d'intégration actualise les problématiques du patrimoine ethnoculturel. L'ethnoculturel géorgienne c'est un processus créateur qui avait déroulé pendant des siècles. Cette culture, crée dans le milieu des peuples, est déterminante du rôle et du lieu de Géorgie dans la civilisation des peuples du monde. Si le pays a la prétention d'étre créateur du grand hèritage culturel, cela doit étre prouvé par le chemin passé de son peuple dans le domaine d'agriculture général et, en particulière, dans les sèlections et les hybridations des froments et du vigne, dans les entreprises artisanaux, dans les habitations, dans les vétements, dans les cultures musical et alimentaire, dans la médecine populaire et généralement dans l'élaboration des modéles, méme non évidents, des relations de la vie.

Au niveau des recherches modernes atteintes par l'école ethnologique géorgienne les succès ethnoculturaux sont bien présentes. Il est évident que le processus du développement mondial menace du développement du domaine traditionnel. En plus, la majeure partie de ces domaines ne fonctionne plus et des moeurs liées avec eux et la terminologie se sont appauvries sans fonctionnement. Le lexique de ces domaines ne corresponde plus aux niveaux du développement culturel et économique. Le processus d'unifi cation des terminologies a lieu. Une seule chose qui peut compenser cet événement négatif c'est le dictionnaire des terminologies. C'était la motivation majeure qui a accompagné le processus du travail sur ce dictionnaire.

La majeure partie des termes de la culture matérielle est réunie dans le dictionnaire avec l'étude des aspects liés avec des croyances, des objets, des niveaux utilitaires, des règles des préparations, des matériaux, des fonctions et des espaces des diff usions. Les données lexicographiques géorgiennes - dès le dictionnaire de S.S Orbéliani „Sitkvis kona“ jusqu'aux dictionnaires des diff érentes patois géorgiens, comme des objets et des illustrations faits par les peintres Allemands, Français, Juifs, conservés dans les fonds du musées - réunis dès deuxième moitié du XIX siècle jusqu'a des années 80 du XX siècle-sont abondement utilisées dans le dictionnaire.

Cet oeuvre n'est pas un dictionnaire au sens classique. Mon but, comme de rédacteur, était y mettre aussi les termes qui ne correspondent pas, tout а fait, а la notion „matérielle“ mais qui aident caractériser mieux des événements et des objets coïncidés avec cette notion. J'avais grand envie d'y ajouter la courte traduction franco-anglo-russe mais c'était impossible pour le moment donné; j'espère dans l'avenir résoudre ce problème aussi, car cela aura une grande importance pour la popularisation d'ethnoculture géorgienne.

18 personnes de la section ethnologique du Musé National de Géorgie et un ethnologue convié ont travaillé sur le dictionnaire. Dans le dictionnaire il y a 2086 termes.

„Le dictionnaire ethnologique de culture matérielle“ est le premier essais de créer un oeuvre de ce typelа, c'est pourquoi il est possible d'y trouver des défauts. Les auteurs seront reconnaissants de recevoir des remarques argumentés pour qu'ils les prenaient en considérations dans leurs futures travaux.

Auteur de projet et dirigeant scientifi que Eldar Nadiradze

Вступление

Этнографический словарь грузинской материальной культуры в основном опирается на итоги, достигнутые грузинской этнологической школой в течение многих лет.

Подготовительная работа над словарем первоначально была запланирована и выполнена в этнографическом отделе Музея Грузии им. С.Джанашиа, с согласия президиума Академии наук Грузии.

Первый этап работы включал: подбор материалнов, определение номенклатурных терминов, подготовку визуального материала, определение формата общего типа. Всё это успешко было выполнено.

После реорганизации Академии наук Грузии и Министерства просвещения, в Департаменте этнологии и истории Национального музея Грузии, на основе существующего материала, в 2006 году был подготовлен проект и представлен на конкурс, объявленный новооснованным „Грузинским научным фондам“.

Проект победил. Работа над ним протекала со 2 октября 2006 года по 30 сентября 2008г. Вначале (в течение шести кварталов) под патронажем „Научного фонда Грузии“, а после разъединения этой организации (в течение двух кварталов) - под патронажем „Фонда Руставели“.

Создание словаря было мотивировано реально существующими изменениями в грузинской материалньой культуре. Как известно, процесс мировой глобализации и интеграции на повестку дня ставит проблематичное отношение к этнокультурному наследию. Грузинская этнокультура, являясь результатом огромного творческого процесса, создавалась столетиями и является определителем места и роли Грузии в мировой цивилизации.

Если страна претендует на то, чтобы считаться саздателем большого культурного наследия, то прежде всего она должна это доказать историей хозяйстьвенного быта её народа. Это земледелие в общем и в частности, селекция зерновых культур и винограда, кустарное производство, жилье, одежда, музыка, культура питания, народная медицина, и вообще разработка не вполне явных моделей бытовых взаимоотношений.

Грузинской этнологической школой, на современном уровне исследования, вполне убедительно доказаны достижения этнокультуры грузинского народа. Однако, вполне ясно, что процесс развития мирового сообщества создает опасность для развития традиционных отраслей хозяйства, большинство которых в настоящее время прекратило функционирование. Вместе с тем утратили свое значение и связанные с ними, оставшиеся без функции, производственные навыки и лексика. Отраслевая лексика уже не соответствует современному уровню экономического и культурного развития. Идет процесс унификации терминов.

Единственное, что может воспрепятствовать этим отрицательным явлениям и внести определенную компенсацию в этом направлении, является обширный справочно- терминологический словарь. Подобная мотивация и ориентировка являются тем главным, что красной нитью проходила в процессе работы над указанным словарем.

В словарь вошла большая часть терминов, входящих в круг материальной культуры. это термины, обозначающие назначение предмета, материал, правила изготовления, ареал их распрстранения, уровень утилитарности, а также верования, предания, связанные с предметом (если таковое имеется). В словаре широко использованы достижения грузинской лексикографии, начиная со словаря С.С орбелиани „Ситквис кона“, кончая словарями диалектав отдельных частей Грузии. Наряду с этим использован уникальный вещественнный и иллюстративный материал, который начал поступать в фонды Музея еще с последней четверти XIX века. Активность в этом отношении не прекращалась до 80-ых годов XX века. В виде экспонатов собрано прибл.40000 единиц. Использованы также художественно-документальные зарисовки, выполненные немецкими, французскими, еврейскими, русскими и грузинскими художниками.

Над подготовкой словаря работало 18 сотрудников этнографического отдела муэея им. С. Джанашиа, а также один приглашенный этнолог. В словарь вошло 2086 терминов.

Этнографический словарь грузинской материальной культуры является первой попыткой подобного рода исследования. Не исключено, что в словаре могут быть определенные недостатки. Авторы с благодарностью примут всякое аргументированное замечание и учтут в дальнейшей работе.

Автор и научный руководитель проекта Ельдар Надирадзе

5 შემოკლებანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


შემოკლებანი

მსე - მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის

ქკთსკ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

მსმკი - მასალები საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის

სსმმ - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „მოამბე“

ქსე - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

ენიმკ - ენის ისტორიისა და მატერიალური კულტურის „მოამბე“

მმ - მუზეუმის „მოამბე“

სემმ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის „მოამბე“

სმეელ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი

მსშხი - მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის

ძმ - ძეგლის მეგობარი

იჯელ - ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი

მქემკი - მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის

დლ - დასურათებული ლექსიკონი

ქელ - ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი

ქეგლ - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

ძქეგლ - ძველი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

6 ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი - თ

▲back to top


6.1 თაბახი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თაბახი
ტაბაკი, თეფში, ლანგარი, გობის მსგავსი ხის ჭურჭელი. ხვეწდნენ წიფლის, ლეკისა და თელის ხისგან.

ლიტ.: გ. გასიტაშვილი, თაბახი, ქსე, ტ. IV, 1976.
გ. გ.

6.2 თაბუნი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თაბუნი
ხელოსანთა ჯგუფი, ამხანაგობა, იგივე ამქარი.

6.3 თაგვისარა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თაგვისარა
ერთგვარი ეკლიანი მცენარე, რომელსაც მჭიდროდ შეჰკონიან და იყენებენ ქვევრის სახეხად. დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსათვის.

6.4 თავლა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თავლა
საკარმიდამოში სამეურნეო ტიპის ნაგებობა, რომელიც ძირითადად ასოცირდება ცხენის, ვირის, ჯორის სამწყვდევთან. როგორც ცალკე ნაგებობა თავად-აზნაურთა და შეძლებულ გლეხთა ფენას გააჩნდა. ასევე გამოიყენებოდა თივისა და სხვადასხვა სამეურნეო იარაღების შესანახად. გომთან და ბოსელთან შედარებით, თავლა უფრო სუფთად დაცული სადგომს წარმოადგენდა.

6.5 თავლაშვარი (თბ) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თავლაშვარი (თბ)
ხარაზის ხელსაწყო, გასალესი ქვა.

6.6 თავრიელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თავრიელი
საქონლის (ძროხის, ხარის) თავის ტყავი, რომელსაც საქალამნედ გამოიყენებდნენ.

6.7 თავსაბურავი ქალისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თავსაბურავი ქალისა
საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში შემონახულია ქალისა და მამაკაცის მრავალფეროვანი თავსაბურავი. ამათგან ყურადღებას იქცევს კომპლექსი „თავხურა“, რომელიც ქართველი ქალის ეროვნული ჩაცმულობის - ქართული კაბის აუცილებელი ელემენტია და თითქმის მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ამ კომპლექსში შედიოდა ჩიხტიკოპი, თავსაკრავი, ლეჩაქი. ბაღდადი, შუბლის ქინძისთავები და სხვ.

ქალის ამ საერთო ქართულ თავსაბურავთან ერთად იყო ადგილობრივი თავსაბურავები: ხილაბანდი, ფშაური ჩიქილა, ხელსახოცი, თავჩითა, ხევსურული სათაურა და მანდილი ასევე თუშური კუჭურა, შუბლსაკრავი, კოპენა, ჩიქილა, აჭარული თეფელუღი და სხვ. ხილაბანდი - ბამბის თეთრი ქსოვილის სამკუთხა თავსაფარია, თავზე წასაკრავი. მასთან ერთად (შეწყვილებულად) იხმარებოდა სხვადასხვა ფერის ქსოვილის ოთხკუთხა მოსახვევი, რომელსაც მოსამყუროებულად, ანუ უბეურად მოკეცილს იხვევდნენ ხილაბანდის ზემოდან.

ლეჩაქი - თხელი გამჭვირვალე ქსოვილისაგან (ტიული, მარმაში) დამზადებული სამკუთხა თავსაფარია. კიდეებზე მაქმანი აქვს შემოკერებული. მოქარგული ან დაბასმული (ბასმით ანუ თეთრი წებოთი მოხატული). ეს სახელწოდება გავრცელებულია კავკასიისა და შუა აზიის ხალხებში. ლეჩაქს ძველ ქართულად ჰქვია „ჩიქილა“, „კუბასტი“, „მაკინაკი“, „მაკნანი“.

ჩიხტიკოპი - ეს თავსაბურავი ორი ნაწილისაგან შედგება: ჩიხტისა და კოპისაგან. ჩიხტი არის თავზე დასადები მუყაოს ან ხის ბრტყელი რკალი თხემისკენ დაქანებული, რომელზეც გადაკრულია შუბლსაკრავი, ანუ თავსაკრავი. თავსაკრავი ფარჩის ან ხავერდის სხვადასხვა ფერის ქსოვილის ვიწრო ოთხკუთხა ზოლია, მოქარგული ან შემკული შუბლის ქინძისთავით, ზოგჯერ მძივებით. კოპი არის ბოლოებწაწვეტებული, ბამბით გამოტენილი ფერადი ფარჩის ან აბრეშუმის ქსოვილის ნახევარრკალი. მას დებენ ჩიხტის შიგნით, რათა ზედ ქინძისთავებით ლეჩაქი დაამაგრონ.

ბაღდადი - სახიანი ფარჩის ან აბრეშუმის ქსოვილის ოთხკუთხა მანდილია, რომელსაც ჩიხტიკოპისა და ლეჩაქის ზევით იხვევენ.

მანდილი - შავი სატინის ან ქიშმირის გრძელტოტებიანი სამყურა მოსახვევია. მას თუშები იმაგრებენ კუჭურას ზევით. კუჭურა მიტკლისგან იკერება. ის ჩიხტისმაგვარია, მაგრამ მიკერებული აქვს თავზე მისამაგრებელი სალტეები. კუჭურა გატენილია ბამბით ან მატყლით და შემოვლებული აქვს ქინძისთავის დასაბნევი გრეხილი. თუშები მანდილის ზევიდან იხვევენ გრძელ, ოთხკუთხა, ორფა შავი ქსოვილის ზოლს. არის ხევსურული მანდილიც. იგი სათაურასთან ერთად იხმარება.

სათაურა - ხევსური ქალის თავსაბურავის ნაწილია. ესაა გასათხოვარი ქალის თავსადები - ნახევარრკალის მოყვანილობის, მაღალი წინდაცერებული და მდიდრულად ნაქარგი. გათხოვილი ხევსური ქალი მას უმატებდა ხევსურულ მანდილს. ეს მანდილი შინნაქსოვი შალისგან - ტოლისაგანაა დამზადებული. ოთხკუთხაა, ცალ მხარეს აქვს ფოჩი, მისი ბოლოები მოქარგულია.

თავჩითა - ფშაველი ქალის სამკუთხა თავსაკრავია. მის ზემოდან იხვევენ ქიშმირის ოთხკუთხა და ირგვლივ ფოჩებშემოვლებულ სახიან ხელსახოცს.

ჩიქილა - (ლეჩაქი) ფშაური თავსაბურავის შემადგენელი ნაწილია. იგი აბრეშუმის გრძელი სამყურა თავშალია. შეკერილია ორი ნაჭრისაგან. ზემოდან დაუყვება ფერადი აბრეშუმის ზოლები - სრელები. ირგვლივ შემოკარებული აქვს ფესვი - ფოჩი. ჩიქილის ზემოდან იხვევენ ოთხკუთხა, შუაზე გაკეცილ და რამდენჯერმე გადახვეულ მოსახვევს. დასავლეთ საქართველოში ტრადიციული თავსაბურავისაგან გამოირჩევა რაჭველი ქალის თავსაბურავი. ის მხოლოდ მთის რაჭის სამ სოფელშია (ღები, ჭიორა, გლოლა) გავრცელებული.ამ თავსაბურავის ნაწილია ჩიქილა - თეთრი მიტკლის სამყურა თავსაფარი, რომელსაც ორი ტოტი მიკერებული აქვს. ჩიქილის შუა ნაწილის ქვედა მხარეს შემოკერებულია აბრეშუმის ძაფის ფოჩებგამობმული ჩიმჩიყი - ბადე. ჩიქილას ზემოდან ეხვევა რამდენჯერმე გადახვეული ოთხკუთხა, ფოჩებშემოვლებული ქსოვილი - თავსაუკო-ნი, ხოლო მეჩხერ თმას აერთებს კოპენების გასაკეთებელი გრძელი ხელსახოცი.


თავსაბურავი რაჭული

ლ.მ.

6.8 თავსაბური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თავსაბური
ზოგადი სახელი ქალთა და კაცთა თავდასახურთა. ძველად თავსაბური თავდასაცავი საშუალებაც იყო. იგი მიანიშნებდა ადამიანის მდგომარეობასა და წარმომავლობაზეც. თავსაბური ადამიანის ღირსების მანიშნებელიც იყო და უიმისოდ სიარული სირცხვილადაც ითვლებოდა.


თავსაბურავი ფეოდალური

ე. წ.

6.9 თავსაია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თავსაია
თავდაუბურავი ქალი, ე.ი. მანდილმოუხვეველი, უბაღდადო, მხოლოდ ჩიხტიკოპისა და ლეჩაქის ამარა. ამ წესის გამოყენება მხოლოდ ახალ პატარძლებს შეეძლოთ.

6.10 თავსაკრავი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თავსაკრავი
ჩიხტას წინა მხარეზე გადასაკრავი დაქარგული ნაჭერი. მასალად გამოყენებულია ხავერდი ან სხვა ძვირფასი ქსოვილი (შავი, თეთრი, შვინდისფერი, ლურჯი და სხვა). პატარძლები თეთრ თავსაკრავებს ხმარობდნენ, მოხუცები და ქვრივები - სადასა და შავს, ხოლო შუახნის ქალები კი ნაქარგით დამშვენებულ თავსაკრავებს. ჩიხტაზე ბოლომდე არმისული სიგრძის ვიწრო ნაჭერს ნაპირები გადაკეცილი უნდა ჰქონოდა. ჩიხტაზე მას უბრალო ქინძისთავებით ამაგრებდნენ. გაფორმების მხრივ არჩევდნენ ორგვარ თავსაკრავებს: 1. ნაკერი, ანუ მოქარგული და 2. სადა, ანუ „საია“. თავსაკრავის მოსაქარგად გამოიყენებდნენ როგორც ოქრომკედს, ასევე ფერად ძაფებსაც. მოწონებით სარგებლობდა ოქრომკედით ნაკერები. ქარგულში ჩართული იყო სხვადასხვა ზომისა და ხარისხის მძივები თუ ოქროსფერი ლითონის პატარა ფირფიტები - „კილიტები“, რომელთა დასამაგრებლად მოიხმარდნენ ოქროვან ძაფს. მოქარგვის სახეები იყო ტოტიანი, ვარდიანი, ბროწეული, ჯაჭვი და სხვა.

გაფორმების მხრივ ასხვავებდნენ: ოქრომკედით ნაკერს, მძივის თავსაკრავს, კილიტიანსა და მარგალიტიანს. ეს უკანასკნელი დიდი მოწონებით სარგებლობდა. სადა ხავერდის თავსაკრავებზე მარგალიტის ან ფირუზის თვლიანი ქინძისთავები ეკეთათ. XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში გავრცელდა ალმასის თვლებით შემკული ბაღჩის ტიპის ოქროს ქინძისთავები - „ჯიღა“. ლეჩაქთან ერთად, მოქარგულ თავსაკრავებსაც, პროფესიონალი ოსტატები ამზადებდნენ.

ც. ბ

6.11 თავსაფარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თავსაფარი
ქალის ყოველდღიურად მოსახმარი სამკუთხა ნაჭერი. სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული. იცოდნენ თავსაფრის მოხვევის რამდენიმე ხერხი. სამგლოვიაროდ იხმარებოდა შავი თავსაფარი, რომელიც ზოგჯერ მთლიანად ფარავდა სახეს.

6.12 თავშალი „იაზმა“ - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თავშალი „იაზმა“
გათხოვილი ქალის თავსაბურავი, ძირითადად შეძლებულები ატარებდნენ. მესხეთ-ჯავახეთში ქმრიანი ქალები მუქწითელსა და მწვანეს აძლევდნენ უპირატესობას, მოხუცებიც კი თალხი ფერის სქელ თავშლებს ხმარობდნენ. ხმარებაში იყო ნაზი მატყლის ნაქსოვი თავშლებიც, რომელთაც ზამთარში იყენებდნენ. საზაფხულოდ ფერადი მარმაშის თავსაფრები მოსწონდათ. განსაკუთრებით მაჰმადიანგოგონებს.

ლიტ.: ი. სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005, ლ. ბარათაშვილი, მასალები XIX საუკუნის ქართული ხალხური ტანსაცმლის ისტორიისათვის მსმკი, 1966.
ც.ბ

6.13 თავხე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თავხე
მთავარი კოჭი სახლის გადახურვისას, რომელზედაც მიემაგრება დანარჩენი სახურავი კოჭები (იხ.გოგა).

6.14 თაზანა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თაზანა
თაზისა და ჩონგურის დასაკვრელი ხის წკირი.

ლიტ.: გ. ბოჭორიძე, თუშეთი, 1993.
ც. ბ.

6.15 თათი ამოკერებულ-გამოკერებული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თათი ამოკერებულ-გამოკერებული
ხევსური კაცისა და ქალის ნაქსოვი ფეხსამოსი. მასალად გამოიყენებდნენ შალის ძაფს. თათების ძირითადი ნაწილის მოსაქსოვად იყენებდნენ სისვისა და კრაველის ძაფს, მატყლის სიმცირის დროს კვირტსაც (იხ.) დასველებულ თათს კალაპოტზე გადაჭიმავდნენ და ძირად ტყავს გამოაკერებდნენ. ნაზი ნაქარგობით, ლამაზი ორნამენტაციითა და გამძლეობითაც გამორჩეული თუშური ჩითებისაგან განსხვავებით, ხევსურული თათები ორგვარი ფორმისა ყოფილა - მაღალი და დაბალყელიანი. ქსოვას იწყებდნენ წვერიდან, უმეტესად ხვეული ქსოვით („დაშატვა“), რომლითაც გამოჰყავდათ სხვადასხვა სახე. ორმაგი ნაქსოვი ორნამენტის გამოყვანის საშუალებაც იყო და სითბოს კარგად დამჭერიც. ამგვარი წესით იქსოვებოდა თათების გამოსაჩენი ადგილები: ზურგი და ყელი. თათების დანარჩენი ნაწილები ძირი და კოჭი (ქუსლი) ცალპირი ქსოვით სრულდებოდა. წვერი და ქუსლი, შიბის დაკერვის წესით, აბრეშუმის ფერადი ძაფით დაიქარგებოდა. ნაქარგს მძივ-ღილებითაც დაამშვენებდნენ, სირმასაც იხმარდნენ. საკაცო თათები უფრო შიბიანია, საქალო კი ნაცვალ-ნაშატებიანი. კვირტისგან მოქსოვილ ჭრელ თათებს ქალამანში იცვამენ. თათების ყელზე ჭრელი ზონარი - „შილიფანია“ შემოკერებული და ხშირად გრეხილი ბაწარიცაა გამობმული შესაკვრელად.

ლიტ.: გ. ბოჭორიძე, თუშეთი,1993.
ც. ბ.

6.16 თათმანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თათმანი
აქ. უთითებო ხელთათმანი, რომელსაც იყენებდნენ მუშაობისას.(იხ. ხელთათმანი)

6.17 თალაბულუხის სარტყელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თალაბულუხის სარტყელი
კაცისა და ქალის წელსარტყამი აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში. მასალად გამოიყენებოდა ფაბრიკული აბრეშუმის ქსოვილები. სარტყელი სამკუთხა ფორმისაა. საქართველოში აჭარის გარდა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში გვხვდება, რომელსაც ქალები და მამაკაცები დაქორწინების შემდეგ ატარებდნენ. მსგავსი სარტყელები გავრცელებული იყო ანატოლიაში.

6.18 თალათინი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თალათინი
1. ძვირფასი ტყავი, რბილი და მოქნილი, „ნატა“. 2. ტყავის თასმა სამართებლისა და მისთ. პირის ასაწყობად.

ლიტ.: ქეგლ, ტ. IV, 1955.
ნ.ჯ.

6.19 თალხი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თალხი
იგივეა რაც ქარსი (იხ.). საბას განმარტებით, „თალხი ქვა რაიმე არს ჭიქასავით“, რომელსაც იყენებდნენ სარკმელთა და სანათურთა მინის ნაცვლად“.

6.20 თამადა//ტოლუმბაში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თამადა//ტოლუმბაში
ქართული სუფრის თავი და წარმმართველი. ფორმით, შინაარსითა და დანიშნულებით ამ ინსტიტუტის გამოკვეთილ პერსონაჟს მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. თამადას ევალება სადღეგრძელოების თქმა და პურობის წესის თანმიმდევრული დაცვა. მასზეა დამოკიდებული ოჯახის, გვარისა და საერთოდ, ესთეტიკურ ღირებულებათა წარმოჩენა, გარდაცვლილთა მოგონება, დამსწრეთა დაფასება და პატივისცემა. თამადა თავად უნდა იყოს ინტელექტუალური, ავტორიტეტული, ღვინის სმისას გამძლე.

ტერმინები „თამადა“ და „ტოლუმბაში“ არაქართულია და მხოლოდ XIX საუკუნეში შემოსულა ჩვენში. სამაგიეროდ არსებობს ამ ინსტიტუტის მოთავის ძველი ქართული სახელწოდებანი: „პურის უფალი“, „წინამძღოლი“, „მზრალი“, „მემზირი“, „მხნის თავი“, „დუდ მახვენჯი“, „ტაბგვა თხვიმი“. ამ სახელწოდებათა ქვეშ მოაზრებული ადამიანები უძველესიდანვე ახორციელებდნენ ყველა სარიტუალო, საოჯახო თუ საზოგადოებრივი სუფრის გაძღოლას და პურ-მარილს აზიარებდნენ მრევლს. სადღეგრძელოების სისტემას ასევე საფუძველს უდებდნენ წინაქრისტიანული კულტის მსახურნი (ხევისბერი, დეკანოზი, ხელოსანი, ქორა მახვში), რომლებიც წარმოთქვამდნენ სადიდებელ ტექსტებს, რაც დროთა განმავლობაში სადღეგრძელოთა ფორმებს აყალიბებდა. ამიტომაა, რომ დღესაც სადღეგრძელოთა დიდი ნაწილი სემანტიკური ნიშნითაა დატვირთული. სადღეგრძელო სიტყვასთან ერთად, სასმლის მიღების სიმბოლურ აზრსაც შეიცავს. სადღეგრძელო ჟანრობრივად მაგიური სიტყვების სპეციფიკური, განვითარებული ფორმაა, რომელიც რელიგიური რიტუალიდან იღებს სათავეს და რომელსაც უძველესი ტრადიცია გააჩნია. ქართული სუფრა თავისი თამადით არაერთი მკვლევარისა და მოგზაურის ყურადღების საგანი გამხდარა. ამ მხრივ, სანიმუშოდ შეიძლება დასახელდეს XVII ს. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც თბილისში დაესწრო ქართლის მეფისწულის ქორწილს და თავისი თვალით იხილა ქართული სუფრის სისტემური ხასიათი და საკვირველი წესრიგი. შარდენის თქმით, „სუფრაზე სამი ევროპელი ვიყავით და ჩვენ უფრო მეტს ვხმაურობდით, ვიდრე ყველა ის ასორმოცდაათი კაცი, რომელიც სეფაში იყო“. ბუნებრივია დავასკვნათ, რომ წესრიგიანობით გამორჩეული ასეთი თავშეყრა ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაივლიდა „ხელმძღვანელის“, „წინამძღოლის“, „პურის უფლისა“, თუ „მზრალის“ გარეშე. თამადის კულტი დღემდე შემორჩა ქართულ სუფრას და ნებისმიერი ტიპისა და დანიშნულების სუფრა არ ჩაივლის მის გარეშე.

ლიტ.: გ. ბანძელაძე, სადღეგრძელო, 1991.
გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა, 2007 .
ე. ნ.

6.21 თანგირა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თანგირა
1. უყურო მოზრდილი სპილენძის ქვაბი, არასანიადაგოდ სახმარი, „ზედადგარზე დაიდგმის“. 2. წყალგაყვანილობაში ერთგვარი წყლის გამანაწილებელი თიხის ჭურჭელი, რომელსაც აქვს ორი ან სამი მილი. ნაკადის სხვადასხვა მხარეს წასაყვანად

ე. ნ.

6.22 თარაზო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თარაზო
სიზუსტის იარაღი მშენებლობაში. თარაზოს შიგნით ჩასმული აქვს ორი პატარა სინჯარა ჩვეულებრივი წყლით სავსე, რომელთაგან ერთი აზუსტებს ჰორიზონტალურ სისწორეს, ხოლო მეორე პარალელურს.

ე.ნ.

6.23 თარგი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თარგი
აქ: ხის ჩუქურთმების გამოსაყვანი შაბლონი. ხის მოხელეს ჰქონდა ქაღალდის ან ხის თარგი აივნის ფარდების დასაჭრელებლად, კოვზის, როდინის, ქაფქირისა და ა.შ. დასამზადებლად.

6.24 თარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თარი
აღმოსავლური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი. საკრავის კორპუსი რვიანის ფორმისაა. მზადდება თუთის ხისაგან, პატარა ზომის თარები მთლიანი ხისაგან, დიდი ზომისა - ორი ცალკეული ნაწილისაგან. ზედა მხარეს გადაკრულია მემბრანა (ბუშტი ან თევზის ტყავი). ყელზე აქვს 11-დან 26-მდე საქცევი, ნაწლავის სიმების მასალისა. თავი ვიწრო კოლოფია, რომელშიც სიმების დამჭერი ხის მოქლონებია ჩასმული.


ხშირად კორპუსი, ყელი და თავი სადაფითა და ძვლით არის ინკრუსტირებული. სიმები ლითონისა და თითბრისაა, რაოდენობა - 5-დან 14-მდე.

თანამედროვე თარი 5-6-სიმიანია. იყოფა ორ ჯგუფად: ძირითად და დამატებითად. დაკვრის დროს საკრავი შემსრულებელს უდევს მუხლებზე, მიბჯენილი გულთან და ბგერის ვიბრირების მიზნით დროდადრო არხევს. ბგერა აქვს ძლიერი, დიდი საშემსრულებლო შესაძლებლობანი: რთული მელოდიები, ჩქარი, მაღალი მელოდია, დაბალ რეგისტრში ტემბრი რბილი და ხავერდოვანია.

თარი არის სოლო, საანსამბლო და საორკესტრო საკრავი. განსაკუთრებით ხალხურ პროფესიულ ანსამბლში - საზანდარში. საზანდარის ძირითადი რეპერტუარი იყო ციკლური ვოკალურ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები - მუღამები, რომელშიც თარს და სოლისტ-მომღერალს გადამწყვეტი როლი აქვს. თუ ანსამბლში ხემიანი საკრავი ქემანჩაც შედის, უკრავენ უნისონში, წამყვანი არის მეთარე. საზანდრები ასრულებენ აგრეთვე ტესნიფებს (სიმღერები ინსტრუმენტული თანხლებით, სატრფიალო შინაარსის პოეტურ ტექსტებზე), საცეკვაოებს.

აზერბაიჯანში თარი სიმფონიურ ორკესტრშიც მონაწილეობს (უ. ჰაჯიბეკოვის ოპერაში „ქორ-ოღლი“), დაიწერა კონცერტი თარისა და ორკესტრისათვის (გ. ხანმამედოვი). თარი ფართოდ გავრცელებული საკრავია ირანში, აზერბაიჯანში., სომხეთში, დაღესტანში, ცენტრალურ აზიაში (თურქმენეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი).

საქართველოში თარი შემოდის XVIII ს-დან, აღმოსავლურ ინსტრუმენტულ ანსამბლ საზანდართან ერთად. თბილისში განსაკუთრებით მიღებული იყო აზერბაიჯანულ (თათრები) მოსახლეობაში.

ლიტ.: დ. არაყიშვილი, ქართული მუსიკა (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ქუთაისი, 1925.
მ. შ.

6.25 თარო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თარო
ჭურჭლის დასაწყობი სათავსი. თარო კედელთან მიდგმულია და დამაგრებული ან ჩამოკიდებული. სხვადასხვა ნივთთა დასაწყობ-შესანახად. ხევსურეთში თარო - „ისკორტა“ კერის თავზე იყო ჩამოკიდებული და მასზე მამაკაცის კუთვნილ ნივთებს აწყობდნენ. თუშეთში თარო სადიაცო მეხზე იყო დაშენებული, ისე, რომ მისი სასხდომად გამოყენებაც შეიძლებოდა. ზოგიერთ სადიაცო მეხს თავსა და ბოლოში კროჭი - საწვრილმანო მცირე ყუთი უკეთდებოდა. ქართლში „მარიაშალობას“ თაროს ანგელოზისათვის ფრინველის დაკვლა სცოდნიათ. წესად იყო თონეში გამომცხვარი პირველი პურის თაროზე დადება ანგელოზისათვის, რომელიც მლოცველს მეორე დღეს უნდა შეეჭამა.

ლ. ბ..

6.26 თარფი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თარფი
1. მოწნული ლანგარი, თაბახი, რომელსაც დღესსწაულის დროს ხილით გავსებულს დადგამენ მაგიდაზე. 2. მოწნული ლასტი თევზთა საჭერად.

6.27 თარჯი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თარჯი
ნიშანი, რომელსაც ხის მჭრელები დაადებენ ტყეში შეგულებულ ხეს, როგორც თავის საკუთარს (იხ. ნიშანი).

გ.გ..

6.28 თას-განძი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თას-განძი
საკულტო, სახატო ჭურჭლის ერთობლივი სახელწოდება. იგი ებარა ხევისბერს// მეგანძურს, ადამიანს, რომელსაც თემი ირჩევდა. იგი საიდუმლოდ ინახავდა განძის სამყოფელს და გამოჰქონდა მხოლოდ დღესასწაულის დროს სათანადო რიტუალების შესასრულებლად.
ლიტ: ქელ. 2009.

6.29 თასი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თასი

ფიალა. არის დაბალქუსლიანიც და უქუსლოც. იგი აუცილებელი სარიტუალო ჭურჭელია საქართველოს მთიანეთის ხატ-სალოცავებისა. ამ წმინდა სასმისით ხატის ყმები წმინდა სასმელს ეზიარებიან. იგი ითვლება სალოცავის სიმბოლოდ. ასეთი თასის ყველაზე ძვირფასი სარიტუალო ჭურჭელია სახუცო კოჭობი (იხ.). წესად იყო მიღებული ხატებისათვის თასების შეწირვის ჩვეულება.



ლიტ.: ქელ. 2009.

6.30 თასმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თასმა
ტყავის თხლად აჭრილი ნაწილი. გამოიყენება ქალამნების შესაკერად და საერთოდ, ყველა საჭირო სათასმე საქმეში.

6.31 თაფლ-ხავიწი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თაფლ-ხავიწი
ერთგვარი საჭმელი. ესაა ორი წილი წყალი, ერთი წილი თაფლი და ერთი წილი ფქვილი. წარმოიქმნება თხელი მასა, რომელსაც გამოაცხობენ და მიირთმევენ.

ე. ნ..

6.32 თაღარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თაღარი
1. ტყავის დასალბობი ჭურჭელი. მუცელზე გადაჭრილ ქვევრს ჰგავს. თაღარი მზადდებოდა: ხის, თიხის, ქვისა და ცემენტისაგან. ამათგან უფრო გავრცელებული იყო თიხის თაღარი. მასში დაბღები აწყობდნენ ტყავს დაასამუშავებლად ან შიგ აყენებდნენ სხვადასხვა საღებავს. თაღრებს ჭონებიც ხმარობდნენ. იხ. დოლური) 2. მარცვლეულის საწყაო, დიდი ზომის პირფართე თიხის ჭურჭელი. საქართველოში დამკვიდრდა ირანიდან, სიტყვა „თაღარი“ პირველად გვხვდება XIII ს-ის ხოჯაყოფილის მიერ ნათარგმნ „წიგნი სააქიმოი“-ში. როგორც საზომისაწყაო ირანში, თაღარის წონა განსაზღვრული იყო 100 თავრიზული მანით (მანი=812გ.), რაც შეესაბამება 83,2 კგ-ს. ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევით, თაღარი 30 ლიტრას უდრიდა. XIX ს-ში თბილისის მაზრაში თაღარი შეადგენდა 3 კოდს, ე.ი. 30 ლიტრას. კოდის ზრდის გათვალისწინებით, თაღარის ტევადობა XVIII-XIX სს-ში საშუალოდ 90-100 კგ.-ით განისაზღვრებოდა. 3. საწნახლიდან გადმოსული ტკბილის მოსაკავებელი თიხის ან ქვის ჭურჭელი (იხ. ისარნა).



ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართული საფას-საზომთმცოდნეობა. გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან. 1973.
ე.ნ. მ.ხ.

6.33 თახახა//თახთახა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თახახა//თახთახა
თხელი ლავაში. თონეში გამომცხვარს გაახმობდნენ, და მერე წვენში „ჩააბუჟბუჟებდნენ“. ჩვილ ბავშვებსა და ავადმყოფებს აჭმევდნენ. მსუბუქი და ადვილი მოსანელებელია.

ლიტ.: სტ. მენთეთაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943.

6.34 თახჩა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თახჩა
კედელში დატანებული ნიში, რომელიც XVII საუკუნიდან მკვიდრდება ქართულში. ანა ქსნის ერისთავის მზითვის წიგნში ნახსენებია ფარდები თახჩისათვის, ანუ „თახჩაფუხები“. თახჩა-ნიშები საცხოვრებელი სახლის კედლებში იყო დატანებული, რელიგიური დანიშნულების თახჩაში ინახებოდა ხატები. XIX ს. დიდკარიან თახჩას განჯინასაც უწოდებდნენ. მეცნიერნი და მწიგნობარნი ნიშ-თახჩებში ინახავდნენ თავიანთ სამუშაო ნივთებს, ამ მხრივ საილუსტარციო მასალას წარმოადგენს XII საუკუნის ჯრუჭის ოთხთავში დაფიქსირებული მარკოზს მახარებლის კარადა, რომლიც სამწერლო ნივთების შესანახ თახჩა-ნიშს წარმოადგენს.

ლიტ.: ვ. ართილაყვა, XVI-XVIII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.
ე. ნ..

6.35 თეგი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თეგი
რკინის საჭრელი იარაღი, სატეხის მსგავსია.

6.36 თეე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თეე
საპატიო პირთა საწოლი ძველ საქართველოში.

6.37 თერცხანე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თერცხანე
ნავსაშენი და ნავსადგომი ლაზეთში, რომელიც გაშენებულია ზღვის წყნარ ნაპირზე.

6.38 თეფში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თეფში
საერთო სახელია სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული სამზარეულო ჭურჭლისა. ეთნოგრაფიულ ყოფაში ყურადღებას იქცევსLლითონის თეფში,რომელიც იკვერებოდა როგორც სპილენძის, ასევე თითბერისაგან. სპილენძის თეფშებია: ღრმა, ფრიალა, ქუსლიანი, უქუსლო, გადაშლილპირიანი, პირმოხვეული, ფარფლიანი, უფარფლო, სახურავიანი ან უსახურავო. თეფშები ძირითადად სპილენძის ერთი ფირფიტისაგან იჭედებოდა. ყოველთვის ორმხრივ იყო მოკალული, იხმარებოდა წვნიანისათვის, მშრალი კერძეულისათვის, ხილისათვის და ა.შ.

ც. კ..

6.39 თეფში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თეფში
(აქ) ლიტურგიაზე კეთილშობილი მეტალისგან დამზადებულ ორ მომცრო თეფშს იყენებენ. ერთი მათგანი, რომელზეც ჯვარია გამოსახული და გარსშემოუყვება წარწერა: „ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა ვადიდებთ“, გამოიყენება ჯვრის გამოსახულებიანი დიდი (ხუთიდან ერთ-ერთი) სეფისკვერიდან ტარიგის ამოსაკვეთად, ხოლო მეორეს, რომელზეც ღვთისმშობელია გამოსახული ყრმითურთ და აქვს წარწერა: „ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ“, იყენებენ დანარჩენი სეფისკვერებიდან ნაწილების ამოსაკვეთად. ეს თეფშები სიმბოლურად ეკლესიის მსახურებას გამოხატავენ.


ლიტ.: С.Е. Молотков - Практическая энциклопедия православного христианина. С.ПБ.2001
ხ. ც..

6.40 თექა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თექა
მოთელილი მატყლისაგან დამზადებული საფენი, ქეჩა. გამოიყენებოდა შესამოსად, კარვებისათვის, საწოლად და საფენად. საქართველოში თექის საუკეთესო ოსტატები თუშები იყვნენ.

ე.ნ..

6.41 თექალთო//თოქალთო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თექალთო//თოქალთო
ცხენის აღკაზმულობის ნაწილი. მზადდებოდა ტყავისა და ნაბდისაგან. შედგება ორი ნაწილისაგან-ზედა და ქვედა პირი. ზომას ვარაუდით იღებდნენ-კეხის სიგანეზე უფრო დიდს. ხშირ შემთხვევაში თექალთოს ბოლოში ორი წვრილი თასმა უმაგრდებოდა ტვირთის შესაკრავად. ნაბდის თექალთო ხან ცალკე, ხან კი ტყავისას ქვეშ ეფინებოდა, ზოგ თექალთოს ერთი მხარე ტყავისა, მეორე კი ნაბდისა ჰქონდა. მას საოფლის შემდეგ ცხენის ზურგზე აფენდნენ და ზედ ადგამდნენ უნაგირს.

ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ..

6.42 თეჯანი (ქართლ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თეჯანი (ქართლ.)
ცხვრის ტყავის პარკი გამოყენებული რძის ან მაწვნის ჩასასხმელად.

6.43 თვალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თვალი
(ქართლ. კახ.) - აქ: ხის ფერსო-სოლებით ასხმული ბორბალი. ურმის თვალი შედგება: ხუნდის, მორგვის, ფერსოსა და სოლებისაგან.

ლიტ.: მ. გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.

6.44 თივთიკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თივთიკი
თხის ბეწვისგან დამზადებული რბილი და ნაზი ქსოვილი.

6.45 თეჯანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თეჯანი
თხის ბეწვისგან დამზადებული რბილი და ნაზი ქსოვილი.

6.46 თითისტარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თითისტარი
ძაფის დასაგრეხი ხელსაწყო. თითისტარი წარმოადგენს მუცლიანი და წვრილთავებიანი ჯოხისა და ქვის ან თიხის კვირისტავის (იხ.) ერთობლიობას. საჩეჩელზე დამუშავებული მატყლის ფთილას გამოუწყობენ წვერს, მოახვევენ თითისტარს, მერე დააბზრიალებენ და ფთილიდან გამოიძახება დახვეული ძაფი. ესაა უძველესი საფეიქრო მოწყობილობა, რომელიც ადამიანმა გამოიგონა ცივილიზაციის გარიჟრაჟზე.


ე. ნ..

6.47 თიკვი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თიკვი
ფერადი ქსოვილის არასიმეტრიული ნაკუწებითა და ზონრებით შემკობილი შესამოსელი ან საფენი. ზოგჯერ ეს ნაკუწები ერთმანეთზეა გადაკერებული, ზოგჯერ კი რაიმე ნეიტრალურ ფონზეა დაკერებული. თიკვის კეთების ხერხების აღსანიშნავად გამოიყენებოდა ტერმინები: „ზიკი“ და „ნაფთულა,“ თიკვის ტექნიკის საშუალებით მთიულები ამზადებდნენ მამაკაცის საშუბლეს (ოფლისაგან დასაცავად), ტრადიციული სამოსის ნაწილებს, საბნებს, საფენ-საღამურებს, კედლის საფარებს, თიკვებს იყენებდნენ ჩითების კერვისას, ტანსაცმლის ნაკერის დასაფარავად და სხვა.


ლიტ.: ნ. აზიკური, თიკვი და ნაფთული ქართულ ხალხურ ქსოვილსა და შესამოსელზე, მსე ტ. XXVI, 2004.
ე. ნ..

6.48 თიკრუნა (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თიკრუნა (ხევს.)
დამუშავებული ტყავის ჭურჭელი, აქვს ორი ყური ხელის ჩასავლებად. ხევსურები ხმარობენ წისქვილში საფქვავის წასაღებად.

6.49 თილისმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თილისმა
ნივთი, რომელსაც ზებუნებრივი ძალა მიენიჭებოდა. თილისმა ცრუ რწმენის მიხედვით ჯადოსნური და გრძნეული ნივთია, იგი ამულეტის მნიშვნელობითაც იხმარება, თუმც მისგან განსხვავებით იგი არა მარტო იცავს ადამიანს ავი თვალისა და ავადმყოფობისაგან, ამასთანავე, შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვათა არსებობაზე და თავის სურვილს დაუმორჩილოს ყოველივე. ამდენად, თავისი დანიშნულებით, თილისმა ამულეტებზე უფრო აქტიურ ხასიათს ატარებს. თილისმა, რადგანაც იგი ჯადოსნურია, უცხოს არ დაანახვებენ და საგულდაგულოდ მალავენ, ამულეტს კი, პირიქით, ყველას დასანახად ატარებენ. ქართულ ზღაპრებსა და მითოლოგიურ გადმოცემებში ჯადოსნური თვისებების მატარებელი ნებისმიერი ნივთი შეიძლება თილისმად ჩაითვალოს. მაგ., ქვა, ბეჭედი, ქუდი, ხალიჩა და ა.შ. მათი მფლობელები ასწაულ საგმირო საქმეებს სჩადიან. ამირანს აქვს ალმასის ჯადოსნური დანა, რომელიც გველეშაპს გაუფატრავს მუცელს და ზევით ამოვა, კოპალა დიდი ძალის მქონე ლახტით ებრძვის და ამარცხებს დევებს, ეთერი სამი ჯადოსნური ვაშლის ჭამით ჩაესახება მამამისს კანჭში და სხვა.

მ.ხ..

6.50 თლაზევიჩი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თლაზევიჩი
ხარაზის იარაღი. თავმომრგვალებული დანა, ხისტარიანი, იხმარება საძირე ტყავის ლეშკის გასაცვლელად

ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943.

6.51 თლაშო (თბ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თლაშო (თბ.)
არყის სასმელი ნორმირებული ჭიქა.

6.52 თმასატანა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თმასატანა
ფერადი ძაფებისაგან დაწნული თოკი, რომელსაც ახალგაზრდა თუში ქალები თმაში ჩაიწნავდნენ.

6.53 თოგალი („მაია“) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თოგალი („მაია“)
სპილენძის ჟანგი, იხმარება თიხის ჭურჭლის ჭიქურქვეშა მოხატულობისათვის, ამავე დროს, იგი მწვანე ჭიქურის კაზმის აუცილებელი შემადგენელი მასალაა. თოგალს მაიასაც უწოდებენ. თოგალი სპილენძის დამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენია. თიხის სპეციალისტი თოგალს გააშრობს და „თონის ცალზე“ (იხ.), ანდა ტყვიის საწვავ ქურაში დაწვავს. თოგალი შავია, ცეცხლს რომ შეუკეთებენ გაწითლდება, ცეცხლიდან გადმოღებული ნაცრისფერი ხდება. დამწვარი თოგალი, ანუ „მაია“ ჭიქურის შემადგენელი წამლებიდან წისქვილში ყველაზე ბოლოს უნდა დაიფქვას, შემდეგ წისქვილი კარგად უნდა გაირეცხოს, რადგან მისი ფერი სხვას არ შეერიოს. თაღარში ჩაყრილ დაფქულ თოგალს, ზომაზე დაასხამენ წყალს ისე, რომ დოსავით იყოს, ოდნავ სქელი. გახსნილგამზადებული თოგალით ჭურჭელზე მოხატვა ხდება საგანგებო ყალმით, კახელი ხელოსნები ვირის ფაფრის გარდა კამეჩის ბალნით ან ცხენის ძუის ფუნჯით სარგებლობენ. შროშელი მეჭურჭლეები ჭურჭელს, ჯოხზე დახვეული ბამბის საშუალებით ხატავენ. მოხატვის დროს მეჭურჭლე უნდა ფრთხილობდეს, რათა ზედმეტი რაოდენობით წასმული თოგალის სითხე ჭურჭელზე არ ჩამოიღვენთოს. სიტყვა „თოგალი“ ეტიმოლოგიურად უნდა უკავშირდებოდეს ბიბლიაში მოხსენიებულ თუბალს, რომელიც იყო სპილენძისა და რკინის მჭედელი, ქართველური მოდგმის ერთ-ერთი უძველესი ტომი თუბალები - განთქმული იყვნენ მელითონეობით.

ლიტ.: ს. ბედუკიძე, მოჭიქული ჭურჭლის წარმოებისათვის შიდა ქართლში, მმ, ტ XIX-A XXI-B, 1957.
მ. ზ.

6.54 თომი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თომი
„საბანდულე მოლი, წურილი თივა“ (საბა) თომს ჩააფენდნენ ბანდულებში. თომი ისე ათბობს ფეხს ზამთარში, როგორც არც ერთი სხვა ბალახი. ამიტომაც ყოველი ოჯახი დაინტერესებული იყო შემოდგომაზე ერთი მარხილი თომი მოემარაგებინა. თომი სვანეთის გარდა ცნობილია რაჭაშიც.

ე. ნ.

6.55 თონის ცალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თონის ცალი
სამნაჭრიანი თონის ერთი ნაწილი, რომელსაც აღარ იყენებდნენ თონისათვის და მათზე ხდებოდა ჭიქურის შემადგენელი ერთი ელემენტის - ტყვიის ნაცრისა ანუ „ტყვიის მტვერის“ დაწვა. თონის ცალი მეჭურჭლეების მიერ ადრე გადაიდგმებოდა ნაპირებზე, მოზელილი საჭურჭლე თიხის გუნდით კიდეები შემოუშენდებოდა, რათა მორევის დროს მასზე დაყრილი ტყვია არ გადაფანტულიყო.

ლიტ.: ს. ბედუკიძე, მოჭიქული ჭურჭლის წარმოებისათვის შიდა ქართლში, მ.მ .ტXIX-A XXI-B, 1957.
მ. ზ.

6.56 თორაკია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თორაკია
ოქროთი შემკული გერბის ფარი, რომელიც აღიქმება როგორც ტანსაცმლის ნაწილი და რომელსაც ატარებდნენ დედოფლები, მაღალი წრის ქალები და გვხვდება აგრეთვე წმინდათა ჩაცმულობაშიაც. ესაა მახვილპირიანი ფარის ტიპის ნიშანი, რომელზედაც ხშირ შემთხვევაში გამოსახულია ჯვარი და მდიდრულადაა შემკული. ქართულ ხელოვნებაში თორაკიათი წარმოგვიდგებიან ზედაზნისა და ატენის ქტიტორები, ასევე წმინდანები, განსაკუთრებით ეკატერინე და ელენე. თორაკიანი გამოსახულებები გვხვდება კრიხის, ბოჭორმის, მაცხვარიშის, ვარძიის, ანანურისა და სხვათა მხატვრობაში.

ლიტ.: ნ. ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964.
ე. ნ.

6.57 თორი//თავსაჭირი//თავსაკრი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თორი//თავსაჭირი//თავსაკრი
ქალის თავსაბურავიდან ლეჩაქის დასამაგრებელი საშუალება. მასალად იყენებდნენ მუყაოს, რომელზედაც კაშკაშა ფერის ძვირფასი ქსოვილი: ფარჩა, ხავერდი და ატლასი იყო გადაკრული. სხვა სახის თავსაჭირი ქსოვილის გაორმაგებული და გასამმაგებული ნაჭრისაგან მზადდებოდა. ხმარებაში იყო ბადისებურად ნაქსოვიც, უკან გადაშვებული ორი ტოტით, რომელსაც ხის ხელსაწყოთი (კინთი) ქსოვდნენ. ამათგან განსაკუთრებული ყურადღება თორს ეძლეოდა, რომლის მხარე და გვერდები საგანგებოდ იმკობოდა, პატარა მძივებით გამოსახავდნენ მზეს. ზოგიერთზე ათი წითელი ან ყვითელი მზეც იყო გამოსახული. მზეთა შორის არსებული სივრცე კი სამ-სამი კილიტის მსგავსი ვერცხლისფერი ლითონის სამკაულია. თავსაკრავი XVII ს. საქართველოშიც ცნობილია. განსაკუთრებულად გავრცელებული იყო კახეთში, ქართლში და საქართველოს ზოგიერთ სხვა კუთხეშიც. იქ, სადაც ქალის „ქართულ კაბას“ ატარებდნენ. აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში დამოწმებული თორი ზოგადქართული ტრადიციების ადგილობრივ მოდიფიკაციას წარმოადგენს.

ლიტ.: ნ. ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964.
ე. ნ.

6.58 თორი//თავსაჭირი//თავსაკრი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თორი//თავსაჭირი//თავსაკრი
ქალის თავსაბურავიდან ლეჩაქის დასამაგრებელი საშუალება. მასალად იყენებდნენ მუყაოს, რომელზედაც კაშკაშა ფერის ძვირფასი ქსოვილი: ფარჩა, ხავერდი და ატლასი იყო გადაკრული. სხვა სახის თავსაჭირი ქსოვილის გაორმაგებული და გასამმაგებული ნაჭრისაგან მზადდებოდა. ხმარებაში იყო ბადისებურად ნაქსოვიც, უკან გადაშვებული ორი ტოტით, რომელსაც ხის ხელსაწყოთი (კინთი) ქსოვდნენ. ამათგან განსაკუთრებული ყურადღება თორს ეძლეოდა, რომლის მხარე და გვერდები საგანგებოდ იმკობოდა, პატარა მძივებით გამოსახავდნენ მზეს. ზოგიერთზე ათი წითელი ან ყვითელი მზეც იყო გამოსახული. მზეთა შორის არსებული სივრცე კი სამ-სამი კილიტის მსგავსი ვერცხლისფერი ლითონის სამკაულია. თავსაკრავი XVII ს. საქართველოშიც ცნობილია. განსაკუთრებულად გავრცელებული იყო კახეთში, ქართლში და საქართველოს ზოგიერთ სხვა კუთხეშიც. იქ, სადაც ქალის „ქართულ კაბას“ ატარებდნენ. აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში დამოწმებული თორი ზოგადქართული ტრადიციების ადგილობრივ მოდიფიკაციას წარმოადგენს.

 

ლიტ.: ი. სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005,
ც.ბ

6.59 თორნე//თონე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თორნე//თონე
თიხისაგან დამზადებულ პურის საცხობი. პურის გამოცხობისას თორნეში ხმელი ფიჩხისა და შეშისაგან ცეცხლს ჩაანთებენ, როცა კედლები გავარვარდება, ზედმეტ ნამწვებს ამოიღებენ ნაკვერჩხლებს შუაგულში შეა კალთავებენ და ზემოდან კრამიტის ნაჭრებს დააფარებენ, შემდეგ გამზადებულ პურის გუნდებს გააბრტყელებენ და ზემოდან ქვემოთ მწკრივად შემოაცხობენ კედელზე. გავსებულ თორნეს თავს დაახურავენ და ასე 15-20 წუთის შემდეგ პური უკ ვე გამომცხვარია. ერთ საშუალო თორნეში 15-20 პური გამოცხვება.

ე. ნ.

6.60 თორნი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თორნი
საომარი, გულმკერდის საცავი იარაღი. „თორნი არს მთელი რკინა, პოლოტიკი

ე. ნ.

6.61 თოფი//თუფანგ (თურქ.)//ხელმეხი (ქართ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თოფი//თუფანგ (თურქ.)//ხელმეხი (ქართ.)
ცეცხლ სასროლი იარაღის ტიპი, შედგება კონდახის, ჩახმახის, ლულის, ზუმბის და საპირისწამლისაგან. ევროპული ისტორიული დოკუმენტები ცეცხლსასროლი იარაღის წარმოშობას XIV ს-ის პირველი ათწლეულით ათარიღებენ. მიუხედავად ამისა, XIII ს-ში არსებობდა არაბული ცეცხლსასროლი იარაღი „მოდფა“ (იხ.). ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით კი ცეცხლსასროლი იარაღი პირველად მოხსენიებულია XVს. უკანასკნელი მეოთხედის მოვლენებთან დაკავშირებით. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თემურ ლენგის ლაშქარი პირველი შემოსევის დროს იყენებდა ე.წ. „რადანდაზებს“.

ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) განვითარების ისტორია შეიძლება დაიყოს რამდენიმე ეტაპად 1. თოფი ფითილიანი 2. თოფი გორგოლაჭიანი 3. თოფი კაჟიანი 4. თოფი ფისტონიანი 5. სახაზინო დასატენი ნემსიანი შაშხანა, რომელმაც სათავე დაუდო თანამედროვე იარაღის ჩამოყალიბებას.

საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში, ფითილიანი (პატრუქიანი) თოფები თითქმის არ იწარმოებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა (ძირითადად წარჩნებულნი) იყენებდა ოსმალეთიდან შემოტანილ ცეცხლსასროლ იარაღს. ხოლო XVII-XVIII ს-დან ვითარება იცვლება, საქართველოში და ზოგადად კავკასიაში იწყება ცეცხლსასროლი იარაღის დამზადება და XVIII ს-ში უკვე ყალიბდება კაჟიანი თოფების კავკასიური ტიპი, რომლის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია თურქულმა ცეცხლსასროლმა იარაღმა. ამ პერიოდის საქართველოში უკვე ვხვდებით სხვადასხვა დასახელების კაჟიან და ფისტონიან (XIX) თოფებს, ისეთს როგორიცაა: სიათა, მაჟარი, ოსტამული, მაჭახელა, თოფხანე, ნალფარა, ერეჯიბი, ბაზალა, ჯაზაირი, ხარა, ჩარმა, ხორასანი, ქოფაჩი, ფილთა, არშავიანი, ბურა, ძეგლიგი, თურგანი, ხირიმი, მოგვიანებით ყარაბინი, უნგრული და ინგლისური თოფები.

ლიტ.: Э. Аствацатурян, оружие народов кавказа, Москва 1995г.
მ. ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი 2000.
მ. ქ

6.62 თოფი გორგოლაჭიანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თოფი გორგოლაჭიანი
ცეცხლსასროლი იარაღი. XV ს-ის ბოლოსათვის ფითილიანი თოფების გაუმჯობესების ყველა შესაძლებლობა ამოიწურა. საჭირო იყო სიახლე, რომელიც ბიძგს მისცემდა იარაღის შემდგომ განვითარებას და ასეთი სიახლე მალე გამოჩნდა საათისმექანიზმიანი ჩახმახების სახით, რომელიც ნაპერწკლის მიღების ახალ წყაროს იძლეოდა. ეს მოწყობილობა ზოგიერთი ცნობის მიხედვით, 1504 წელს ნიუნბერგში გამოიგონეს, სხვა წყაროებით კი ფლანდრიაში. ასეთი კონსტრუქციის ნახაზები ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერებშიც მოიპოვება.

ევროპაში დიდი პოპულარობა მოიპოვა ასეთი თოფის ნიუნბერგულმა ტიპმა. ყოველი გასროლის წინ (ლულაში დენთისა და ტყვიის ჩატენვის შემდეგ) საჭირო იყო გასაღებით გორგოლაჭის (დაქოქვა) შეყენება, საფალიე დაფაზე დაიყრებოდა დენთი და დაეფარებოდა ჩახმახის ყბა მასში დამაგრებული კაჟით. სასხლეტირკალის გამოკვრისას გორგოლაჭი სწრაფად დატრიალდებოდა და მასზე დაბჯენილი კაჟიდან მიიღებოდა ნაპერწკალი, რომელიც მიხვდებოდა ლულის ხვრელში და იწვევდა დენთის აფეთქებას.

ასეთი კონსტრუქციის გამოგონებამ იარაღის ხმარება უფრო მოხერხებული გახადა. დატენილ იარაღს აღარ სჭირდებოდა მბჟუტავი ფითილი, ასე რომ, გასროლის პროცესზე ამინდი გავლენას ვეღარ ახდენდა, ამასთანავე, შესაძლებელი იყო იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში ტარებაც.

გორგოლაჭიან სჩახმახებს თავისი ნაკლოვანებებიც გააჩნდა, ეს, პირველ რიგში, მისი სიძვირე იყო, კონსტრუქციის სირთულის გამო დაბინძურების დიდი ალბათობაც ჰქონდა, გარდა ამისა, გასაღების დაკარგვის შემთხვევაში თოფს ფუნქცია ეკარგებოდა.

მიუხედავად ამისა, გორგოლაჭიანი ჩახმახების უპირატესობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ნაკლოვანებაზე, სწორედ ამიტომ, ასეთი ჩახმახიანი თოფები დროთა განმავლობაში სულ უფრო ვრცელდებოდა. საქართველოში და კავკასიაში გორგოლაჭიანი თოფები არ მზადდებოდა, რადგან ჩვენში ძალზედ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ე.წ. კაჟიანი ჩახმახები, რომელთა გამოგონება თითქმის გორგოლაჭიანი მექანიზმის თანადროულად მოხდა.

ლიტ.: მ. ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი (საქ. სახ. მუზეუმის იარაღის ფონდში დაცული მასალების მიხედვით), მ. ქაფიანიძე, სამაგისტრო ნაშრომი, 2000.
А. В. Жук, энциклопедия стрелкового оружия, 1998г.
მ. ქ.

6.63 თოფი კაჟიანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თოფი კაჟიანი
ცეცხლსასროლი იარაღის სახეობა, რომელიც წარმოიშვა XVI ს-ის დასაწყისში თითქმის გორგოლაჭიანი მექანიზმის პარალელურად. კაჟიანი ჩახმახები, უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე გორგოლაჭიანი, მასში ნაპერწკლის მიღება ხდებოდა კაჟის კვესზე (ფოლადის ფირფიტა) დაცემის შედეგად. კაჟიანი ჩახმახების კონსტრუქციული სქემა იმდენად მარტივი იყო, რომ იგი ყველანაირი ცვლილების გარეშე მიიღეს მთელ მსოფლიოში. ისინი საუკუნეთა მანძილზე დარჩა სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებაში.

კაჟიანი ჩახმახების კონსტრუქცია მეიარაღეებს საშუალებას აძლევდა სწრაფსროლა გაეუმჯობესებინათ, ამ პერიოდიდან ჩნდება ორლულიანი და ორჩახმახიანი, ერთლულიანი და ორჩახმახიანი, ოთხლულიანი და ერთჩახმახიანი ცეცხლსასროლი იარაღები.

საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების დაწყება კაჟიანი თოფების მოგვიანო პერიოდს ემთხვევა (XVII-XVIII). თავდაპირველად ქართული, უფრო ზუსტად კავკასიური ტიპის თოფის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია თურქულმა იარაღმა. ადგილობრივი წარმოების პირვანდელი ნიმუშები ძალზედ წააგავდა თურქულ თოფებს, ხოლო შემდგომ, XVIII ს-ის ბოლოდან, დაიხვეწა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა კავკასიური ტიპი კაჟიანი ცეცხლსასროლი იარაღისა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც რუსეთში, აგრეთვე მახლობელ აღმოსავლეთშიც.

ლიტ.: მ. ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი (საქ. სახ. მუზეუმის იარაღის ფონდში დაცული მასალების მიხედვით), მ. ქაფიანიძე, სამაგისტრო ნაშრომი, 2000.
А. В. Жук, энциклопедия стрелкового оружия, 1998г.
მ. ქ.

6.64 თოფრა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თოფრა
პატარა ტომარა, რომელშიაც ჩაყრიან შვრიას და აჭმევენ ცხენს.

6.65 თოქმაჩი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თოქმაჩი
თითბერზე მომუშავე ხელოსანი, რომლებიც ამზადებდნენ ქვასანაყებს, შანდლებს, საეკლესიო ნივთებსა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საგნებს.

6.66 თოხეჩო (ქართლ. კახ. მესხ. ჯავახ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თოხეჩო (ქართლ. კახ. მესხ. ჯავახ.)
ხის სათლელი, პირბრტყელი და თოხივით მოხრილი, დიდი საორხელო ხელჭურჭელი, ყოფაში გავრცელებულია შემდეგი სახელწოდებებით: „მძიმე ეჩო“ (ქართლ-კახეთი), „თოხ-ეჩო“ (აჭარ., მესხ.-ჯავახ.), „დიდი ეჩო“(ქსნის ხეობა), „ფეხეჩო“ (ქართლ-კახ., მესხ.-ჯავახ.). „თოხეჩო“ შედგება ეჩოსა და ტარისაგან. ეჩოს პირი ლითონისაა, ალესილია და ტარისაკენ მოხრილი. თოხეჩოს იყენებდნენ ურმის ხელნების, კევრის ფიცრების და ა.შ. გასათლელად.

ლიტ.: გ. გასიტაშვილი, ხის დამუშავების ხალხური წესები, 1962.
გ. გ.

 

 

6.67 თოხი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თოხი
უმნიშვნელოვანესი სამიწათმოქმედო იარაღი, იჭედებოდა რკინისაგან. აქვს ყუა, ტანი, პირი და ხის ტარი. ეთნოგრაფიულ ყოფაში გავრცელებული იყო თოხების უამრავი ნაირსახეობა, დამზადებულნი ნიადაგისა და სამეურნეო კულტურების დამუშავების გათვალისწინებით.

უმნიშვნელოვანესი სამიწათმოქმედო იარაღი, იჭედებოდა რკინისაგან. აქვს ყუა, ტანი, პირი და ხის ტარი. ეთნოგრაფიულ ყოფაში გავრცელებული იყო თოხების უამრავი ნაირსახეობა, დამზადებულნი ნიადაგისა და სამეურნეო კულტურების დამუშავების გათვალისწინებით.

სადაურობის მიხედვით თოხი იყო იმერული, მოხევური, თრიალეთური, კახური, მეგრული, ინგილოური, ხევსურული. აგებულების მიხედვით: სწორმხრიანი, ოთხკუთხა, ფოთლისებური, მხრებდაშვებული, ნისკარტიანი, ნაფოტა, მოქანდული, მხრებგაშლილი, შალთა, ხელეჩოსებური, ყუამილიანი, უყუო, ყუიანი. ფუნქციების მიხედვით: საბელტე, საჩორკნი, კეკო, საფხვიერებელი, სამარგლავი და სხვა. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში დიდი რაოდენობითაა დადასტურებული ნაირგვარი ტიპის თოხები.

ზოგადად, მსოფლიო არქეოლოგიის პრაქტიკაში სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი უძველეს სამარხებში იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს. ამის საპირისპიროდ საქართველოს სამარხულ ინვენტარში ასეთი ნაშთების დაფიქსირება ხშირად ხდება, მაგ.: ერგეტის ერთ კოლექტიურ სამარხში (ძვ.წ. VII ს.) აღმოჩენილ იქნა 28 სახნისი, 27 ნამგალი და 142 თოხი, რაც კიდევ ერთი საბუთია საქართველოს, როგორც მიწათმოქმედების ერთ-ერთი უძველესი ეპიცენტრის მიჩნევისათვის.

თოხი ქართული ოჯახის უმთავრესი სამეურნეო იარაღი იყო. მისი დამზადება ხდებოდა ადგილობრივი მჭედლების მიერ. თოხის მჭედლები ხშირად თოხს თავიანთ ნიშანს, დამღას ან სულაც სახელს აწერდნენ რითაც ღიად აცხადებდნენ პრეტენზიას ხელობის ავკარგიანობაზე. ასეთ თოხს ჰქონდა როგორც ავტონომიური, ასევე საბაზრო ღირებულებაც. თოხი დღესაც რჩება ქართველი მეურნის ყოველდღიურ, სანიადაგო, სამეურნეო იარაღად.

ლიტ.: გ. ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმ. საქართველოში, 1986. ო. ჯაფარიძე, მიწათმოქმედების იარაღები დასავლურ ქართულ კულტურაში, თსუ შრომები, 1953.
ე. ნ

6.68 თოხი ბოსტნის - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თოხი ბოსტნის
ბოსტანში სახმარი თოხი, გათვალისწინებულია ერთმანეთთან ახლოს დარგული ნარგავ- ჩითილების გასამარგლავად. ამიტომ მისი პირი პატარაა და მოხრილი, რათა მუშაობისას ეფექტურიც იყოს და არც ნარგავ-ჩითილები დააზიანოს.

ლიტ.: გ. გასიტაშვილი, ხის დამუშავების ხალხური წესები, 1962.
გ. გ.

6.69 თოხი ქისტური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თოხი ქისტური
მიწის დასამუშავებელი იარაღი. Qქისტები უწოდებენ „ცელს“. გავრცელებულია ფშავსა და თერგის ხეობაში. იყენებდნენ მარცვლეული კულტურებისა (სიმინდი, ლობიო) და კარტოფილის მოსავლელად. იარაღი მსუბუქია და გამოიყენებოდა აგრეთვე დიდი ღუმელებიდან ღადარის გამოსახვეტად.

ლიტ.: გ. ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986.
ა. გ.

6.70 თოხ-წერაქვი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თოხ-წერაქვი
ხელით სამუშაო უნივერსალური იარაღი თუშეთში. მისი საშუალებით წარმოებდაmმოხვნის დროს დარჩენილი ხარვეზების ჩათოხნა, ბელტების დაფშვნა, დაჩერკნა. თოხით სამუშაო ქალების მიერ სრულდებოდა. ამზადებდნენ ადგილობრივი მჭედლები. ცნობილი იყო ამ მხრივ სოფლები: დიკლო, ბოჭორნა, ომალო.

ლიტ.: გ. ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986.
ე.ნ

6.71 თოხმახი (თბ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თოხმახი (თბ.)
ხორბლის დასანაყი ხის ჩაქუჩი. თოხმახის განსაკუთრებული სახეობა გამოიყენებოდა ქვაფენილების დასაგებად.

6.72 თრიმლის პური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თრიმლის პური
(ქიზიყ) თხელი, გამხმარი პური. თრიმლის საჭრელად წამსვლელებს მიაქვთ საგზლად. არ ფუჭდება და ადვილი მოსანელებელია.

6.73 თრუხო (ქიზიყ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თრუხო (ქიზიყ.)
ცელის პირის სალესი ქვა, ხორხოშელა, მოლურჯო, ხმარობენ მშრალად, დაუსველებლად.

6.74 თრიმლი და მოთრიმვლა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თრიმლი და მოთრიმვლა

მრგვალფოთლიანი მცენარე, შემოდგომით ფოთლები უწითლდება. იხმარებოდა ტყავის წარმოებაში ნამზადის დასარბილებ ლად. მოთრიმვლა ტყავის დამუშავების ერთი ეტაპია. მთრიმლავ ნივთიერებათა აღმოჩენამდე დაბღები ტყავს ამუშავებდნენ თბილისის გოგირდოვან წყაროებში. რის გამოც თბილისი ითვლებოდა ამიერკავკასიის ქალაქთა შორის მედაბღეთა ცენტრად. თრიმლის გამოყენებამ უფრო ეფექტური გახადა ტყავის დამუშავება, ტყავის თრიმვლა ხდებოდა დაბახანაში. თბილისის ერთ-ერთი დაბახანა 1957 წლამდე მუშაობდა ძველი წესებით. დაბახანაში სამი განყოფილება იყო: პირველში ტყავის პირველადი დამუშავება ხდებოდა; მეორეში ტყავს ბეწვის გაცლა, მესამე განყოფილებაში კი ტყავების დათრიმვლა წარმოებდა. საქონლის ერთ ტყავს კირნარევ წყალთან ერთად დაფქულ თრმილს აყრიდნენ. სამუშაოს გაადვილებისათვის თაღრის (იხ.) კედელზე ორივე მხარეს ამაგრებდნენ ორ გრძელ ხეს, მათზე დაყრდნობით ფეხებით ზელდნენ შიგ ჩაწყობილ ტყავებს. შემდეგ ერთი ღამე ტოვებდნენ თაღარში, დილით ერთ საათს კიდევ დაამუშავებდნენ, დემურით გაასუფთავებდნენ და გასაწურად კეტებზე გადაკიდებდნენ. შემდეგი მოქმედება იყო ტყავზე წყლის პკურება და გაშრობა. ერთი დღე-ღამე ხეებზე გაფენდნენ გასაშრობად. დილისათვის თუ გაშრებოდა, ჯაგრისით გაწმენდნენ. ბრტყელპირა ჩაქუჩით ტყავის ნაპირებს გაასწორებდნენ. დროთა განმავლობაში ტყავის გასწორების მეთოდის გაუმჯობესების მიზნით ეთილი (იხ.) გამოუყენებიათ. ის ტყავს უფრო კარგად ასწორებდა და ლესავდა კიდეც, გარდა ამისა, ტყავი დიდდებოდა, ეთილი ტყავს სინესტეს აცლიდა და გამძლეობას მატებდა.

ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. <ბრ> ნ. ჯ.

6.75 თრუხო (ქიზიყ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თრუხო (ქიზიყ.)
თივისაგან დაგრეხილი მსხვილი თოკი.

ცელის პირის სალესი ქვა, ხორხოშელა, მოლურჯო, ხმარობენ მშრალად, დაუსველებლად.

6.76 თულო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თულო
თივისაგან დაგრეხილი მსხვილი თოკი.

6.77 თულუხი//თასუხა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თულუხი//თასუხა
წყლის საზიდავი ტყავის ჭურჭელი. ამზადებდნენ კამეჩისა და ხარის ტყავისგან, (15 წელს ძლებდა). მოცულობით რუმბის მეოთხედი იყო. ჩადიოდა რვა ფუთი წყალი. ზემოთ ფართო ნახვრეტი ჰქონდა, ქვემოთ უფრო წვრილი. ფართო ნახვრეტის საშუალებით თულუხჩი (იხ.) მდინარიდან წყალს ასხამდა თულუხში, ხოლო წვრილი ნახვრეტიდან ჩამოუსხამდა მომხმარებელს. იშვიათად თულუხებში ღვინოს, ზეთსა და ნავთს ასხამდნენ.

6.78 თულუხჩი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თულუხჩი
თულუხით წყლის მზიდავი, მეთულუხეს ზოგან მეწყლესაც ეძახდნენ. დიდი ხნის მანძილზე თბილისი მარაგდებოდა მტკვრის წყლით, დამტარებლები კი თულუხჩები იყვნენ. თულუხჩი ან თავად ატარებდა წყლით დატვირთულ თულუხს მხრებზე მოკიდებულს ან ცხენს ვირსა და ჯორს აჰკიდებდნენ. წყლის აღების პროცესი რთული იყო. ამიტომ სამხედრო უწყებამ ჩუღურეთში, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის გვერდით დადგა წყალსაქაჩი. ეკლესიასა და წყალსაქაჩს შორის მდინარეზე ვიწრო ჩასასვლელი ბილიკი იყო გაკეთებული წყლის მზიდავთათვის. მათ მოსახლეობისათვის ქუჩა-ქუჩა დაჰქონდათ წყალი. უნაგირის კეხზე თულუხს წყვილად გადაბმულს გადაჰკიდებდნენ და ტყავის თასმით ამაგრებდნენ. წონასწორობისათვის თულუხჩი ხან ერთი და ხან მეორე თულუხიდან ასხამდა წყალს. თბილისში წყლის ფასი იცოდნენ, რადგან ქალაქში ჭა იშვიათად იყო. წყლის მოტანაში მომხმარებელი თულუხჩს „შაურს“ უხდიდა, მაგრამ არა ყოველ მოტანაზე: თულუხჩი თავის საანგარიშო ჯოხზე ყოველ მისვლაზე ნაჭდევს აკეთებდა და ყოველ 20 მისვლაზე მიიღებდა ერთ მანეთს. 1887 წელს, თბილისში გაიხსნა ქალაქის წყალსადენი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, XX საუკუნის დასაწყისამდე, მეთულუხჩეობას არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.

6.79 თუმაჟი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თუმაჟი
ცხენის გავაზე გადასაფარებელი ყაჯარი.

6.80 თუნგი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თუნგი
აქ: სპილენძის თუნგი, წყლის საზიდი, მოსაკავებელი და ასადუღებელი ცალყურა ჭურჭელი. თუნგების უმრავლესობა მოუკალავია, უორნამენტო ან შემკულია უმნიშვნელოდ. თუნგი არის ნისკარტიანი, მრგვალტუჩა, ბრტყელძირა, მრგვალძირიანი, თავსახურიანი ან უთავსახურო. თუნგები იკერებოდა სპილენძის ფირფიტებისაგან. საქართველოში თუნგის რამდენიმე სახეობა მოწმდება. მაგ., „გიგიმ“ (ჯავახეთში), „გუგუმი“ (აჭარაში). ჯავახეთში რამდენიმე ზომის გიგიმს ხმარობენ. დიდი ზომის გიგიმში ადუღებენ ჩაის და სუფრაზე მისატანად პატარა გიგიმში გადაასხამენ, „რადგან სუფრაზე სახმარ ჭურჭელს ცეცხლზე არ იხმარდნენ“.

ლიტ.: ე. მახარაძე, აჭარული და აღმოსავლური კერძების სამზარეულო სუფრა, ბათუმი, 1988.
ც. კ.

6.81 თუნგულა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თუნგულა
პატარა თუნგი. იმერეთში თიხის პატარა დოქსაც თუნგულას უწოდებენ.


6.82 თუში//თურში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თუში//თურში
მძიმე ტვირთის საზიდი ტრანსოპორტი, ზოგჯერ საგანგებოდ ამზადებენ ქვისა და ხის საწნახლების, ქვევრების ე.წ. საგანძურების (იხ.) საზიდად. თუში შერეული ტიპის საზიდს მიეკუთვნება და ახლოს დგას აჩაჩა ურემთან. თუშს აქვს ძლიერი ზესადგარი ღერძები ტვირთის დაწოლას რომ გაუძლოს, მისი ბორბლები პატარაა და მასიური, ზოგჯერ კი ბორბლების მაგიერ მსხვილი მორები აქვს. თუში დამოწმებულია ზემო იმერეთის სოფლებში (გორისა, მერჯევი). ასეთი ტიპის საზიდავი „თურშის“ სახელწოდებით მთიულეთში ქვის საზიდად გამოიყენებოდა.

6.83 თუშური სახვნელი//თუშური აჩაჩა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თუშური სახვნელი//თუშური აჩაჩა
მიწის დასამუშავებელი იარაღი, შედგება 4 ნაწილისაგან: ქუსლი, ერქვანი, მხარი, სახნისი. ქუსლი სოლისებური მოყვანილობის ხის ძელია. მასალად შერჩეულია მაგარი ხე (წიფელა, რცხილა, ნეკერჩხალი). მას აქვს ნაჩვრეტი, რომელშიც იდგმება სახვნელი მხარის ბოლო და ერქვანი. მხარი მზადდება ნაძვისაგან. ერქვანი 7სმ-ის სიმაღლის სწორი ჯოხია. სახვნელის მეოთხე ნაწილი რკინის სახნისია, განეკუთვნება უფრთო სახნისთა ჯგუფს. სიგრძე 26-30 სმ., სიგანე 14 სმ. სახნისს ამზადებდნენ ადგილობრივი მჭედლები ან იძენდნენ ბარში. სასახნისე რკინა ძნელი მოსაპოვებელი იყო და ადგილობრივი მეურნენი განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ, გაცვეთისთანავე მჭედელთან მიჰქონდათ,რომელიც სხვა რკინის ნაჭერს დააკერებდა, ანუ „დარკინავდა“. სახვნელის თუშური სახეობა განეკუთვნება სამმხრიან სახვნელი იარაღების ტიპს, რომელიც გავრცელებულია მთელი კავკასიონის ცენტრალურ რაიონებში. ამ ტიპს განეკუთვნება ორი სახეობა - მთლიანი და შედგენილი მხარით. ეს უკანასკნელი ცნობილია მოხეური, აფხაზური, მეგრული, გურული, სვანური, ხევსურული და ოსური სახვნელების სახით.

6.84 თუშფალანგი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თუშფალანგი
სითხის საწურ-საფილტრავი. ეთნოგრაფიულ ყოფაში დასტურდება როგორც ლითონის, ასევე თიხის თუშფალანგები.აგებულების მიხედვით გვხვდება ქუსლიანი, უქუსლო, პირგადაშლილი და თავმომრგვალებული. თუშფალანგი განეკუთვნება სამზარეულო ჭურჭელთა რიგს.

ც.კ.

6.85 თხეველი (ძვ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თხეველი (ძვ.)
სასროლი ბადით თევზის ჭერას ეწოდება, ხოლო მესათხევლე - მებადურია, მეთევზე.

6.86 თხიერი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თხიერი
ზოგადი სახელწოდება საქონლის ტყავისგან დამზადებული მოკუპრული და მოუკუპრავი ჭურჭლისა (რუმბი, კოლოტი, ტიკი, ტიკჭორა, გუდა და ა.შ.).

6.87 თხილამურები - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თხილამურები
თოვლზე ან ჭაობიან ადგილზე გადასაადგილებელი მოწყობილობა არის ორი სახისა - სასიარულო (საბიჯებელი) და სასრიალო. სასიარულო თავის მხრივ ორგვარია - თოვლისა და ჭაობისა.

სასრიალო თხილამურებს განეკუთვნება სპორტული (სარბოლო, სასლალომო, სახტომი), ტურისტული, სანადირო და სპეციალური დანიშნულების თხილამურები.

სასიარულო თხილამურები გავრცელებული იყო საქართველოს მთისწინეთსა და მაღალმთიანეთში. ქართული ხალხური თხილამურები სხვადასხვა მოყვანილობისა იყო (გირკალისებრი, მრგვალი, ელიფსური, ოვალურჭვინტიანი) და დამზადების ტექნიკითაც განსხვავდებოდა. გირკალისებრი თხილამურები გავრცელებული იყო ხევსურეთში, მრგვალი - უმთავრესად სვანეთში, სამეგრელოში, ლაზეთში, აფხაზეთსა და მთიულეთში. ელიფსური - ქართლში, აჭარაში, რაჭაში, ნაწილობრივ სვანეთში, სამეგრელოსა და იმერეთში, ხოლო ოვალურჭვინტიანი - აჭარაში, გურიასა და ლაზეთში. საქართველოს მთიანეთში ცნობილია ადგილობრივი წარმოშობის თხილამურები. ამ მარტივ სასრიალო თხილამურებს სვანეთში „ლაჩირხალალი“ ჰქვია, თუშეთში - ქოკები, მთიულეთში - კაგდები და სხვ. ქართული ხალხური თხილამურების დიდი კოლექცია დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილების ფონდებში. ამ ტიპის თხილამურების გამოყენება საქართველოსა და კავკასიაში ძველი ბერძნული საისტორიო მწერლობაშიცაა დამოწმებული. საქართველოსა და კავკასიის გარდა სასიარულო (საბიჯებელი) თხილამურები ძველთაგანვე ფართოდ იყო გავრცელებული შუა აზიის მთიანეთში, ციმბირში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის ცივ ზოლში. რუსეთის ჩრდილოეთისა და სკანდინავიის ქვეყნების მოსახლეობა უხსოვარი დროიდან იყენებდა სასრიალო თხილამურებსაც, როგორც გადაადგილების ერთ-ერთ აუცილებელ საშუალებას.

ლიტ.: ფ. ნავერიანი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

6.88 თხლე//მთხლე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


თხლე//მთხლე
ღვინის დანალექი ჭურში. მარხვის დროს პურის ფქვილში ურევდნენ, წამოადუღებდნენ და ჭამდნენ. აქედანაა „თხლის შეჭამადი“.