ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი



ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

1 მიძღვნა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


ეძღვნება ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხსოვნას

„მადლობა ჩემს ხალხს ასეთი მემკვიდრეობისათვის, მადლობა ყველა უსახელო ხუროსა და ოსტატს, რომელთა მარჯვენამ განადიდა საქართველო, შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურის საგანძური“.

გიორგი ჩიტაია

2 ანოტაცია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პირველი გამოცემის ტირაჟი იყო მხოლოდ 200 ეგზემპლარი. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ნაშრომისათვის, რომელიც ქართული სკოლის ყველა ბავშვისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს ძალიან ცოტაა. ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი დამოკიდებულება იყო უმთავრესი, რამაც გადააწყვეტინა (ჩემი თხოვნის გარეშე) ვაჟა უსანეთაშვილს ლექსიკონის განმეორებით გამოცემის დაფინანსება, იგი ჩემი მეგობარია, მაგრამ გადამწყვეტი აქ მეგობრობა კი არაა, არამედ მისი მყარი რწმენა ქართული ეთნოკულტურის სიდიდისა და მნიშვნელობისა. მადლობა მას ამისათვის.

„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პროექტმა გაიმარჯვა სესფ-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ძალისხმევით ეს რთული საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ყველაფერი ის რაც ამ ლექსიკონშია მოცემული და განმარტებული საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ურთიერთობის სფეროში. ლექსიკონში შესული თითოეული ტერმინი ნათლადაა განმარტებული. შესაძლოა ითქვას, რომ ეს მასალები შენივთებულია აქამდე არსებული სხვა დარგობრივი ლექსიკონების, ისტორიული წყაროებისა და ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე, საერთო შედეგით მიღებულია თითოეული ნივთის განმარტება, ისეთი აუცილებელი პირობების გათვალისწინებით, როგორიცაა ნივთის ფუნქცია, მასალა, უტილიტარული დანიშნულება და მასთან დაკავშირებული რწმენაწარმოდგენათა ასპექტები.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ლექსიკონის ვიზუალური მხარე, რომელიც თვალწინ წარმოგვიდგენს იმ უაღრესად მაღალ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო კულტურას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში შეუქმნია ქართველ ხალხს, ეს კულტურა უეჭველად იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეთნოკულტურის გათვითცნობიერების დარგში დიდია ლექსიკონის დანიშნულება. ესაა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ფრიად საჭირო ნაშრომი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის თვითშემეცნების გაღრმავებისათვის.

დავით ლორთქიფანიძე

3 წინათქმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


წინათქმა

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, წარმოადგენს ხანგრძლივი შრომის შედეგს, რომლის მსგავსი ქართველოლოგიის სფეროში აქამდე არ განხორციელებულა.

საქართველოს ისტორიის სისავსეს მნიშვნელოვნად განაპირობებს სოციალური ყოფის გამოწვლილვით შესწავლა, დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გვერდით ადამიანთა ყოფა-ცხოვრების არააშკარა მოდელების წარმოჩენა. სწორედ ეს მისია აკისრია ნაშრომს. ასეთი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი, როდესაც ვიზა მისცა ს.ჯანაშიას მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების თანამშრომლებს მასზე მუშაობისათვის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში.

მატერიალური კულტურის სფეროს გამომზეურებას, არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით, სათანადო ადგილი დაეთმო ქართულ ენციკლოპედიაში, მაგრამ მისგან განსხვავებით, ლექსიკონი გვთავაზობს არჩეული თემების უფრო სპეციფიკურ, ფართე და მრავალმხრივ გაშუქებას უხვი საილუსტრაციო მასალით, რაც ნაშრომის ვიზუალურსა და შემეცნებით დონეს განსაკუთრებულად ზრდის. ყველაფერი ის, რაც ამ ლექსიკონშია მოცემული ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ყოფის ვრცელი სპექტრი ფაქტობრივი განმსაზღვრელია ქართველი ერის ეთნოკულტურული მიღწევებისა, ამ სფეროში მისი წარმატების თუ წარუმატებლობისა, ნაშრომში თავმოყრილი მასალის გაცნობა და გაანალიზება უეჭველს ხდის, რომ ეს კულტურა არის ძალიან მრავალმხრივი, საყურადღებო და მნიშვნელოვანი. ასეთი მთლიანობით აქამდე ეს კულტურა არ ყოფილა წარმოდგენილი.

ლექსიკონის დანიშნულება ბევრად სცილდება წმინდა მეცნიერულ მიზნებს, განსაკუთრებით ფასეულია მისი ზოგადსაგანმანათლებლო მნიშვნელობა, ძალზე დიდია ასეთ ნაშრომებზე საზოგადოების მოთხოვნილებაც. ვისურვებდი ამ ლექსიკონის უცხოენოვანი ვარიანტების გამოცემას, რაც დიდად წაადგებოდა ქართული ეთნოკულტურის პოპულარობას საერთაშორისო მასშტაბით.

როინ მეტრეველი

Preface

Ethnographic dictionary of the Georgian material culture represents

Completeness of the Georgian history is signifi cantly stipulated by thorough study of social life, showing of non-evident models of humans' way of life along with great political events.

Just this mission is vested in the work. Such was the attitude of the Georgian Academy of Sciences to this problem when they gave visa to the employees of Ethnographic Department of S.Janashia Museum for working on it even back in the 90s of the last century.

Exposition of the sphere of material culture with consideration of real specifi cs was duly covered by the Georgian encyclopedia, though in contrast to it the dictionary off ers more specifi c, wider and comprehensive exposition of selected topics with rich illustrated materials, which especially increase both visual and informative levels of the work.

Everything which is given in this dictionary - wide range of the way of life and household life of the Georgian people - is the actual determiner of the Georgian nation's ethno-cultural achievements, their successes or failures in this sphere, studyand analysis of materials collected in the work makes it doubtless that this culture is rather versatile, attracting and signifi cant. Th is culture has never been presented in such wholeness so far.

Purpose of the dictionary much exceeds just scientifi c goals, especially valuable is its comprehensive signifi cance, and society's demands for such kind of works are rather high.

Academician Roin Metreveli

Vorwort

Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur ist Ergebnis der jahrelangen Forschung, derengleich im Gebiet der Kartwelologie (Georgienkunde) noch nicht stattfand.

Die vollkommene Forschung der Geschichte von Geogien ist ohne die detaillierte Forschung des sozialen Daseins in Georgien un vorstellbar und es ist wichtig neben der politischen Ereignisse auch das alltдgliche Dasein des Volkes darzustellen. Genaudiese Aufgabe beinhaltet das vorliegende Werk.

Zwar wurde der Darstellung der materiellen Kultur von Georgien in „Der Georgischen Enzyklopedie“ ihr bestimmtes Kapitel gewidmet, aber im Unterschied zur Enzyklopedie bietet das zahlreich illustrierte ethnographische Lexikon die erweiterte, eingehende und vielfдltige Darstellung des Problems. Also, im Lexikon ist das breite Spektrum des wirtschaftlichen und alltдglichen sozialen Lebens des georgischen Volkes darstellt. Die Bekanntnahme und Analyse dieses ethnographischen Materials beweist, dass die georgische ethnographische Kultur sich als vielfдltige und wertvolle Kultur versteht. Bis heute wurde diese Kultur noch nicht mit solcher Vielfaltist und Fьlle dargestellt, wie es in diesem Lexikon vorgegeben ist.

Das Lexikon hat nicht nur das wissenschaftliche Bedeutung und ist nicht nur für Fachleute bestimmt, sondern besonders wichtig ist auch sein allgemeinbildender Wert - das Lexikon ist auch fьr den breiten Kreis der Leser geeignet. Akademiker Roin Metreweli

Préface

Le dictionnaire ethnologique de culture matérielle ci présenté est le résultat des longues recherches scientifi que dont le pareil n'était jamais produit jusqu'а alors dans le domaine kartvelologique.

Il est indispensable d'étudier des moeurs, des habitudes et des comportements des peuples pour mieux présenté l'histoire de Géorgie, d'а coté des mouvements importants politique il faut absolument dégager des modèles de la vie quotidienne des gens.

Cet oeuvre porte exactement cette mission. L'Académie Scientifi que de Géorgie a donné cette charge а la section ethnologique du Musée National de Géorgie de S. Djanachia dans les années 90 du siècle passée.

Dans l'Encyclopédie Géorgienne il y a assez des articles dédier а la culture matérielle mais ce dictionnaire nous propose l'étude plus ciblé, spécifi que et ample des thèmes choisis enrichis par des illustrations qui augmente son niveau cognitif et visuel.

Tout ce qui est présenté dans ce dictionnaire - le large spectre de genre de vie et d'économie du peuple géorgien - est le fait déterminant des succès ethnoculturel de la nation géorgienne. Les données présentées dans le dictionnaire, leurs analyses nous montrent évidement que cette culture est trиs intéressantes et importantes. Cette culture n'était jamais si pleinement présentée jusqu'а alors.

Le dictionnaire n'est pas envisagé seulement pour le milieu scientifi que mais aussi il a la fonction éducative et populaire. Académicien Roin Metreveli.

Предисловие

Этнографический словарь грузинской материальной культуры является результатом долголетнего труда. В сфере картвелологии подобного рода труд осуществляется впервые.

Полное представление истории Грузии во многом зависит не только от изучения значительных политическах явлений, но и от выявления не вполне явно выраженных моделей бытовых взаимоотношений людей. Именно такую цель преследует указанный труд. Подобное отношение к данной проблеме было выражено Академией наук Грузии еще в 90-ые годы прошлого столетия. Тогда же была дана виза сотрудникам этнографического отдела Музея Грузее им. С. Джанашиа заняться работой над этой проблемой.

Освещение сферы материальной культуры,с учетом существующей специфики, подобающее место заняло в Грузинской энциклопедии. Но в отличние от нее, данный словарь предлагает нам более специфическое, широкое и многостороннее освещение подобранных тем, снабженных обильным иллюстративным материалом, что способствует особенному росту визуального и познавательного уровня этого труда.

Все то, что представлено в словаре, т.е широкий спектр бытовой и хозайственной жизни грузинского народа, является фактическим доказительством его этнокультурных достижений, успехов или безуспешности в этой сфере. Ознакомление с собранным в труде материалом убеждает в том, что эта культура является многосторонней, значительной и заслуживающей особого внимания. Она до настоящего времени не била представленна столь полно и объемисто. Значение данного словаря во многом превосходит чисто научные интересы.

Особенно значительно его общеобразовательное значение. К трудам подобного рода интерес общества высок. акад. Роин Метревели.

4 შესავალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


შესავალი

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ძირითადად ეყრდნობა ეროვნული ეთნოლოგიური სკოლის მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგს.

ლექსიკონის მოსამზადებელი სამუშაოები თავდაპირველად დაგეგმილ და შესრულებულ იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის თანხმობით. პირველი ეტეპი მოიცავდა: მასალის შერჩევას, ტერმინების ნომენკლატურის განსაზღვრას, ვიზუალური მასალის მომზადებასა და ფორმატის ზოგადი ტიპის ჩამოყალიბებას, რაც წარმატებით იქნა განხორციელებული. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და განათლების სამინისტროს რეორგანიზაციის შემდგომ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიისა და ისტორიის დეპარტამენტში, უკვე არსებული მასალების საფუძველზე, 2006 წ. მომზადდა პროექტი და შეტანილ იქნა ახლად დაარსებული „საქართველოს სამეცნიერო ფონდის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში. პროექტმა გაიმარჯვა და მასზე 2006 წ. 2 ოქტომბრიდან 2008 წ. 30 სექტემბრამდე ჯერ სამეცნიერო ფონდის (6 კვარტალი), ხოლო გაყოფის შემდგომ „რუსთაველის ფონდის“ (ორი კვარტალი) მეურვეობით მიმდინარეობდა მუშაობა.

ლექსიკონის შექმნა მოტივირებული იყო რეალურად არსებული ცვლილებებით, რასაც ადგილი აქვს ქართულ მატერიალურ კულტურაში. როგორც ცნობილია, მსოფლიო გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესი დღის წესრიგში აყენებს ეთნოკულტურულ მემკვიდრეობის მიმართ პრობლემატურ დამოკიდებულებას. ქართული ეთნოკულტურა - ესაა უზარმაზარი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც იქმნებოდა საუკუნეთა განმავლობაში. ხალხის ფენაში შექმნილი ეს კულტურა არის განმსაზღვრელი საქართველოს როლისა და ადგილისა მსოფლიოს ხალხთა ცივილიზაციაში. თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია ითვლებოდეს დიდი კულტურული მემკვიდრეობის შემოქმედად ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების განვლილმა გზამ, რომელიც უნდა აისახებოდეს მიწათმოქმედებაში ზოგადად და კერძოდ, ხორბლეულისა და ვაზის კულტურების სელექცია-შეჯვარებაში, ხელოსნურ წარმოებაში, საცხოვრისში, ტანსაცმელში, მუსიკალურსა და კვების კულტურაში, ხალხურ მედიცინაში და საერთოდ, საყოფაცხოვრებო ურთიერთობის თუნდაც არააშკარა მოდელების შემუშავებაში.

კვლევის თანამედროვე დონეზე, რომელსაც მიაღწია ქართულმა ეთნოლოგიურმა სკოლამ, დამაჯერებლადაა წარმოდგენილი ქართველი ხალხის ეთნოკულტურული მიღწევები, მაგრამ სავსებით ცხადად ჩანს, რომ სამყაროს განვითარების პროცესი, საფრთხეს უქმნის ტრადიციული დარგების განვითარებას. უფრო მეტიც, დღეისათვის ამ დარგთა უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და მასთან დაკავშირებული საწარმოო ჩვევები და ტერმინოლოგიური ლექსიკა უფუნქციობის გამო გაღარიბდა. დარგობრივი ლექსიკა დღეს უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონეს. მიმდინარეობს ტერმინთა უნიფიკაციის პროცესი.

ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ უარყოფითი მოვლენების გარკვეული კომპენსაცია მოახდინოს და ისტორიული ქმნადობის დოკუმენტირება შეძლოს, ესაა ვრცელი ტერმინოლოგიური საცნობარო ლექსიკონი. ასეთი მოტივაცია და ორიენტირი იყო უმთავრესი, რომელიც წითელ ზოლად გასდევდა ლექსიკონის მუშაობის პროცესს. ლექსიკონში თავი მოიყარა მატერიალური კულტურის წრეში შემავალ ტერმინთა უდიდესმა უმრავლესობამ: დანიშნულების, მასალის, დამზადების წესის, გავრცელების არეალის, უტილიტალური დონისა და ნივთთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენების ასპექტების განხილვით (თუკი ასეთ არსებობს). ლექსიკონში უხვად იქნა გამოყენებული ქართული ლექსიკოგრაფიული დარგის მიღწევები, ს.ს ორბელინის „სიტყვის კონიდან“ დაწყებული ცალკეული კუთხის კილო-თქმათა ლექსიკონებამდე დამთავრებული. ასევე უნიკალური ნივთიერი და საილუსტრაციო მასალა, რომელმაც მუზეუმის ფონდებში შემოსვლა დაიწყო XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან და მისი აქტიურობა არ შეწყვეტილა ვიდრე XX საუკუნის ოთხმოციან წლებამდე. ესაა როგორც ექსპონატები, ასევე მხატვრულ-დოკუმენტური ჩანახატები, შესრულებული გერმანელი, ფრანგი, ებრაელი, რუსი და ქართველი მხატვრების მიერ.

წინამდებარე ნაშრომი არ წარმოადგენს მკაცრად განსაზღვრული კლასიკური ტიპის ლექსიკონს. ჩემი, როგორც რედაქტორის მიზანი იყო, მასში შეგვეტანა ისეთი ტერმინებიც, რომლებიც შესაძლოა ცნება „მატერიალურს“ არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ისინი ეხმარებიან ამ ცნებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და საგნების უკეთ დახასიათებას. ლექსიკონში შევიტანეთ ზოგიერთი ისეთი უცხოური წარმოშობის ტერმინი და საგანი, რომელიც დროთა განმავლობაში შეითვისა ქართულმა ეთნოკულტურამ და თავის ნაწილად აქცია.

დიდი სურვილი მქონდა, ლექსიკონს დართვოდა ინგლისურ-ფრანგულ-რუსული შემოკლებული თარგმანი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა, თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ მომავლისათვის ეს პრობლემაც დადებითად გადაწყდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქართული ეთნოკულტურის პოპულარიზაციისათვის. ლექსიკონის მომზადებაზე მუშაობდა ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების 18 თანამშრომელი და ერთი მოწვეული ეთნოლოგი. მასში შესულია 2086 ტერმინი.

„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“ წარმოადგენს ამ ტიპის ნაშრომის შექმნის პირველ ცდას, ეს ვითარება არამცირედია საიმისოდ, რომ მას გარკვეული ნაკლი ჰქონდეს. ავტორები დიდი გულისხმიერებით მიიღებენ ყოველ არგუმენტირებულ შენიშვნას და გაითვალისწინებენ შემდგომი მუშაობისას.

ელდარ ნადირაძე

The project author and scientifi c director Einleitung

Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? beruht sich auf den jahrelang gesammelten Forschungsergebnissen der georgischen ethnologischen Schule. Im Lexikon werden auf dem modernen Forchungsniveau die ethnokulturellen Leistungen des georgischen Volkes dargestellt.

Die Vorbereitungsarbeit fьr das Lexikon wurde an der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums geplant und vollbracht. Auf der ersten Phase wurde das ganze Material gesammelt und sortiert, die terminologische Nomenklatur bestimmt und das visuelle Material vorbereitet. Ausserdem wurde die erste Fassung der Lexikonausstattung entworfen. ?

Zwischen den Jahren 2006-2008 wurde das Lexikon-Projekt von der Stiftung für Wissenschaftsförderung?von Georgien finanziell unterstützt.

Das Zusammenstellen des Lexikons wurde durch jene globalen Änderungen motiviert, die in der ganzen Welt der Fall sind: Die Prozesse der Globalisierung und globalen Integration. Diese Prozesse bilden Probleme bei der Schutz der ethnokulturellen Erbe. Das georgische Volk hat seine Ethnokultur im Laufe der vielen Jahrhunderte geschaff en. Die im Volk entstandene Ethnokultur verleiht Georgien die besondere Stellung innerhalb der Ethnokulturen und Zivilisation der anderen Völker der ganzen Welt.

Wenn das Volk und das Land den Anspruch darauf hat, sich als Schöpfer und Erbe der grossen Kultur zu fühlen und verstehen, dann soll das vor allem durch den von der Bevölkerung des Landes geschlagenen Weg ins wirtschaftliche Gebiet bewiesen werden. Dieser Weg soll in dem seit den jahrhunderten entwickelten Acker- und Weinstockanbaukultur, in der handwerklichen Herstellungskultur, in der Baukultur, Gewandkultur, Musik- und Kulinariekultur, in der Volksmedizin widergespiegelt werden. Das georgische Ethnokultur besitzt genau die jahrhunderte lange Traditionen des obengenanten. ?

Es ist aber auch klar, dass der Globalisierungsprozess der traditionellen wirtschaftlichen Zweigen mit Aussterben droht. Mehrheit dieser wirtschaftlichen Zweigen wurden schom eingestellt und die mit diesen Zweign verbundenen Herstellungsfähigkeiten und Fachbegriffe sind wegen der Funktionslosigkeit schon verlorengegangen. Es kommt der Prozess der terminologieschen Unifikation vor. Einziges, was diesen Verlust mehr oder weniger kompensieren kann, ist ein umfassendes Terminologie-Lexikon.?Genau dies war die Motivation während der Arbeit am Lexikon.?Im Lexikon wird die Terminologie aus allen wirtschaftlichen, landwirtschaftlichen Zweigen und dem alltäglichen Leben der georgischen ethnographischen Kultur zusammengesammelt.

Im Lexikon wurden auch die Leistungen der georgischen lexikographieschen Schule breit benutzt - das lexikologisches Material wurde sowohl aus dem bekannten „Georgischen Wцrterbuch“ („Sitkwis Kona“) von Sulchan-Saba Orbeliani, als auch aus den Wörterbüchern der georgischen Mundarten entnommen.

Im Lexikon wurde auch das seltsame anschauliche und sachliche Material benutzt, das ins Staatlichen Dschanaschia-Museum von XIX Jh. bis den 80-er Jahren des XX Jh.-s landeten. Das sind sowohl Exponate (40.000 Einheiten), als auch Skizzen und Zeichnungen, entworfen von den georgischen, deutschen, französischen, russischen und judischen Malern.

An der Vorbereitung des Lexikons haben 18 Mitarbeiter der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums und ein eingeladener Ethnologe teilgenommen.

Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? ist ein erstes Versuch auf diesem Gebiet und natürlich fern von jeglicher Vollkommenheit. Die Autoren werden jede argumentierte Bemerkung gern entgegennehmen und in den nächsten Lexikon-Aufl agen berücksichtigen

Autor und wissenschaftlicher Leiter des Projekts Eldar Nadiradze

Introduction

Le dictionnaire ethnologique de culture matérielle est basé essentiellement sur les résultats des recherches scientifi ques de l'école ethnologique nationale. ?

Les travaux préparatifs du dictionnaire ont été planifi és et réalisé dans la section ethnologique du musée national de Géorgie par accord du présidium de l'Académie Scientifi que de Géorgie. Première étape contenait: le chois des matériaux, la détermination des termes, la préparation des matériaux visuels et la formation du format général; tous ses travaux ont été réalisés avec succès. Après la réorganisation de l'Académie Scientifi - que de Géorgie et de Ministère d'Education, dans le département d'ethnologie et d'histoire du Musée National de Géorgie sur la base des matériaux déjа existée en 2006 le projet a été préparé et a été présenté au concours du „Fondation Scientifi que de Géorgie“, récemment fondé. Le projet a obtenu le financement et le groupe des chercheurs ont travaillé dès 2 octobre 2006 jusqu'à 30 septembre 2008 (6 trimestres) d'abord sous le patronage du Fond National et après la séparation sous le patronage du Fondation de Roustavéli (2 trimestres).

La création du dictionnaire a été motivée par des changements réels, qui ont lieu dans la culture matérielle de Géorgie. Comme il est connu, le processus de mondialisation et d'intégration actualise les problématiques du patrimoine ethnoculturel. L'ethnoculturel géorgienne c'est un processus créateur qui avait déroulé pendant des siècles. Cette culture, crée dans le milieu des peuples, est déterminante du rôle et du lieu de Géorgie dans la civilisation des peuples du monde. Si le pays a la prétention d'étre créateur du grand hèritage culturel, cela doit étre prouvé par le chemin passé de son peuple dans le domaine d'agriculture général et, en particulière, dans les sèlections et les hybridations des froments et du vigne, dans les entreprises artisanaux, dans les habitations, dans les vétements, dans les cultures musical et alimentaire, dans la médecine populaire et généralement dans l'élaboration des modéles, méme non évidents, des relations de la vie.

Au niveau des recherches modernes atteintes par l'école ethnologique géorgienne les succès ethnoculturaux sont bien présentes. Il est évident que le processus du développement mondial menace du développement du domaine traditionnel. En plus, la majeure partie de ces domaines ne fonctionne plus et des moeurs liées avec eux et la terminologie se sont appauvries sans fonctionnement. Le lexique de ces domaines ne corresponde plus aux niveaux du développement culturel et économique. Le processus d'unifi cation des terminologies a lieu. Une seule chose qui peut compenser cet événement négatif c'est le dictionnaire des terminologies. C'était la motivation majeure qui a accompagné le processus du travail sur ce dictionnaire.

La majeure partie des termes de la culture matérielle est réunie dans le dictionnaire avec l'étude des aspects liés avec des croyances, des objets, des niveaux utilitaires, des règles des préparations, des matériaux, des fonctions et des espaces des diff usions. Les données lexicographiques géorgiennes - dès le dictionnaire de S.S Orbéliani „Sitkvis kona“ jusqu'aux dictionnaires des diff érentes patois géorgiens, comme des objets et des illustrations faits par les peintres Allemands, Français, Juifs, conservés dans les fonds du musées - réunis dès deuxième moitié du XIX siècle jusqu'a des années 80 du XX siècle-sont abondement utilisées dans le dictionnaire.

Cet oeuvre n'est pas un dictionnaire au sens classique. Mon but, comme de rédacteur, était y mettre aussi les termes qui ne correspondent pas, tout а fait, а la notion „matérielle“ mais qui aident caractériser mieux des événements et des objets coïncidés avec cette notion. J'avais grand envie d'y ajouter la courte traduction franco-anglo-russe mais c'était impossible pour le moment donné; j'espère dans l'avenir résoudre ce problème aussi, car cela aura une grande importance pour la popularisation d'ethnoculture géorgienne.

18 personnes de la section ethnologique du Musé National de Géorgie et un ethnologue convié ont travaillé sur le dictionnaire. Dans le dictionnaire il y a 2086 termes.

„Le dictionnaire ethnologique de culture matérielle“ est le premier essais de créer un oeuvre de ce typelа, c'est pourquoi il est possible d'y trouver des défauts. Les auteurs seront reconnaissants de recevoir des remarques argumentés pour qu'ils les prenaient en considérations dans leurs futures travaux.

Auteur de projet et dirigeant scientifi que Eldar Nadiradze

Вступление

Этнографический словарь грузинской материальной культуры в основном опирается на итоги, достигнутые грузинской этнологической школой в течение многих лет.

Подготовительная работа над словарем первоначально была запланирована и выполнена в этнографическом отделе Музея Грузии им. С.Джанашиа, с согласия президиума Академии наук Грузии.

Первый этап работы включал: подбор материалнов, определение номенклатурных терминов, подготовку визуального материала, определение формата общего типа. Всё это успешко было выполнено.

После реорганизации Академии наук Грузии и Министерства просвещения, в Департаменте этнологии и истории Национального музея Грузии, на основе существующего материала, в 2006 году был подготовлен проект и представлен на конкурс, объявленный новооснованным „Грузинским научным фондам“.

Проект победил. Работа над ним протекала со 2 октября 2006 года по 30 сентября 2008г. Вначале (в течение шести кварталов) под патронажем „Научного фонда Грузии“, а после разъединения этой организации (в течение двух кварталов) - под патронажем „Фонда Руставели“.

Создание словаря было мотивировано реально существующими изменениями в грузинской материалньой культуре. Как известно, процесс мировой глобализации и интеграции на повестку дня ставит проблематичное отношение к этнокультурному наследию. Грузинская этнокультура, являясь результатом огромного творческого процесса, создавалась столетиями и является определителем места и роли Грузии в мировой цивилизации.

Если страна претендует на то, чтобы считаться саздателем большого культурного наследия, то прежде всего она должна это доказать историей хозяйстьвенного быта её народа. Это земледелие в общем и в частности, селекция зерновых культур и винограда, кустарное производство, жилье, одежда, музыка, культура питания, народная медицина, и вообще разработка не вполне явных моделей бытовых взаимоотношений.

Грузинской этнологической школой, на современном уровне исследования, вполне убедительно доказаны достижения этнокультуры грузинского народа. Однако, вполне ясно, что процесс развития мирового сообщества создает опасность для развития традиционных отраслей хозяйства, большинство которых в настоящее время прекратило функционирование. Вместе с тем утратили свое значение и связанные с ними, оставшиеся без функции, производственные навыки и лексика. Отраслевая лексика уже не соответствует современному уровню экономического и культурного развития. Идет процесс унификации терминов.

Единственное, что может воспрепятствовать этим отрицательным явлениям и внести определенную компенсацию в этом направлении, является обширный справочно- терминологический словарь. Подобная мотивация и ориентировка являются тем главным, что красной нитью проходила в процессе работы над указанным словарем.

В словарь вошла большая часть терминов, входящих в круг материальной культуры. это термины, обозначающие назначение предмета, материал, правила изготовления, ареал их распрстранения, уровень утилитарности, а также верования, предания, связанные с предметом (если таковое имеется). В словаре широко использованы достижения грузинской лексикографии, начиная со словаря С.С орбелиани „Ситквис кона“, кончая словарями диалектав отдельных частей Грузии. Наряду с этим использован уникальный вещественнный и иллюстративный материал, который начал поступать в фонды Музея еще с последней четверти XIX века. Активность в этом отношении не прекращалась до 80-ых годов XX века. В виде экспонатов собрано прибл.40000 единиц. Использованы также художественно-документальные зарисовки, выполненные немецкими, французскими, еврейскими, русскими и грузинскими художниками.

Над подготовкой словаря работало 18 сотрудников этнографического отдела муэея им. С. Джанашиа, а также один приглашенный этнолог. В словарь вошло 2086 терминов.

Этнографический словарь грузинской материальной культуры является первой попыткой подобного рода исследования. Не исключено, что в словаре могут быть определенные недостатки. Авторы с благодарностью примут всякое аргументированное замечание и учтут в дальнейшей работе.

Автор и научный руководитель проекта Ельдар Надирадзе

5 შემოკლებანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


შემოკლებანი

მსე - მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის

ქკთსკ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

მსმკი - მასალები საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის

სსმმ - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „მოამბე“

ქსე - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

ენიმკ - ენის ისტორიისა და მატერიალური კულტურის „მოამბე“

მმ - მუზეუმის „მოამბე“

სემმ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის „მოამბე“

სმეელ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი

მსშხი - მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის

ძმ - ძეგლის მეგობარი

იჯელ - ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი

მქემკი - მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის

დლ - დასურათებული ლექსიკონი

ქელ - ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი

ქეგლ - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

ძქეგლ - ძველი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

6 ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი - კ

▲back to top


6.1 კაბა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კაბა
(აქ) მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის სახეობა ძველად. არის სხვადასხვა სახისა: მკერდდახშული, ღილებიანი, გულზე საყელოგადაფენილი, ვიწრო და გრძელსახელოებიანი, ენიანი და ყურთმაჯებიანი, ყოშებიანი, მკერდღია, გულისპირიანი. ფეოდალური ხანის ქართულ მხატვრობაში კაბების უამრავი ტიპია დადასტურებული. კაბა ამჟამად ქალისა და სასულიერო პირის სამოსს ეწოდება.


ლიტ: ქელ. 2009.

6.2 კაბა-კარდი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კაბა-კარდი
კაცის სამგლოვიარო ტანსაცმელი. გლოვის დროს საქართველოში კაცთათვის მიღებული იყო ქამარ-ხანჯლის გარეშე შავი ჩოხების ტარება. სპეციალურ ტანსაცმელს, რომელსაც ამ დანიშნულებით იყენებდნენ, ზ. იმერეთში „კაბა-კარდი“ ერქვა, აღ. საქართველოში კი „კაბა“, რომელიც იყო ახალუხის ტიპისა ყოველგვარი გაწყობის გარეშე.

ც. ბ..

6.3 კაბა ყოშებიანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კაბა ყოშებიანი
მამაკაცისა და ქალის ჩასაცმელი, ნაოჭასხმული კაბა ღია სახელოებით, რომლებიც ფარავენ ხელის მტევნებს.

ლიტ.: ი. გრიშაშვილი, ქალაქური ლექსიკონი, 1997.

6.4 კაბდო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კაბდო
1. მიწის საზომი ერთეული, მიწის საზომი საშუალებებიდან კაბდო ყველაზე ძველ და ამავე დროს, მერყევ ერთეულად არის მიჩნეული. კახეთის სხვადასხვა კუთხეში კაბდოს ქვეშ სხვადასხვა ზომის ერთეული ივარაუდებოდა. XIX ს-ის მონაცემებით სიღნაღის მაზრაში ეს საზომი 12 მტკაველს, მტკაველი კი 24,86 სმ-ს შეადგენდა. აქედან კაბდოს ზომა საშუალოდ 3 მეტრს აღწევდა. ქიზიყში საფარცხი კაბდოს საშუალო ზომა 3 მ იყო, თუმც აქვე დასტურდება მცირე ზომის 1,5 მ-ის კაბდო, რომელიც სახედარით ფარცხვისათვის იყო განკუთვნილი. 2. ბზის სახვეტი იარაღი. 3. ფიცარი, რომელსაც ფარცხი აქვს გამობმული ბელტების საფშვნელად და ხნულის გასასწორებლად.

ლიტ.: ალ. ღლონტი. ქკთსკ, 1974. გ. ჯაფარიძე, ნარკვევები... 1973.
მ.ხ..

6.5 კაბიჩა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კაბიჩა
ხის ერთგვარი საწოლი.

6.6 კაბიწი//კაბიწეული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კაბიწი//კაბიწეული
მარცვლეულის საწყაო ხის ჭურჭელი. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, კაბიწი ერთ კოდს უთანაბრდებოდა. ქართულ მეტროლოგიაში კაბიწი შეცვალა კოდმა. საწყაოს ეს ერთეული საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. აჭარაში ძირითადად რძის პროდუქტების შესანახად გამოიყენებოდა. კაბიწეული ჭურჭლისთვის საუკეთესო იყო ცაცხვისა და ნაძვის ხის ყავარი. საკაბიწე ყავარს ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, რის შედეგადაც მასალა „დამყოლი“ ხდებოდა, რაც ფორმის მიცემისთვის აუცილებელი იყო და ამავე დროს, კარგავდა სიმწარეს და აცლიდა ფისს. ოსტატი ცხელ მასალას თავის ნებაზე მოღუნავდა და ყავრის თავებს მაშებით შეკრავდა. ჭურჭლის თავებს სადგისით დახვრეტდა და ნაძვის ფესვისგან დამზადებული თასმით გაკერავდა, ჩაუდგამდა ძირს და ნაძვისავე ფისით გამოგლესავდა. კარგი ნახელავი ჭურჭელი სითხეს არ გაატარებდა და გამზადებული იყო სახმარად. ასეთი წესით მზადდებოდა კაბიწეული ჭურჭლის ტიპები, როგორიცაა: საწველელა, გვარდა, კოთხო, სანაღბე, სამატყლე, საწვრიმალო და სხვა. ემპირიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ასეთი ტიპის ხის ჭურჭელი საუკეთესოდ ინახავს პროდუქტს, არა მარტო ადგილზე, არამედ ტრანსპორტირების დროსაც. აჭარლები იმდენად დახელოვნებული იყვნენ კაბიწეული ჭურჭლის კეთებაში, რომ მათ შეკვეთები მოსდიოდათ მეგრელი მეჯოგეებისგან. მათი ნახელავი საკმაოდ წარმატებულად იყიდებოდა არა მარტო აჭარასა და გურიაში, არამედ ახალქალაქისა და ახალციხის ბაზრობებზე.


ლიტ.: ალ. დავითაძე, კაბიწეული, „ძეგლის მეგობარი“, ¹59, 1982.
ე. ნ.

6.7 კაბურა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კაბურა
კაბის ზემოდან ჩასაცმელი ქალის სამოსი ხევსურეთში. წინ გახსნილია, ბეჭებსა და წელში გამოყვანილი.
ლიტ: ქელ, 2009.

6.8 კავი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კავი
პრიმიტიული სახვნელი იარაღი, ძირითადად გავრცელებული იყო მთიან რეგიონებში. შედგება მხარის, კბილას, ერქვნისა და სახნისისაგან. კავის ვარიანტებია ჩუთკავი და კავწერა, რომელიც გამოიყენებოდა ნიადაგის გასაწერად, რათა შემდგომ გუთანს უფრო გაიოლებოდა ხვნა.

6.9 კავი იმერული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კავი იმერული
მარტივი სახვნელი იარაღი. შედგება: მხრის, ერქვანის, ქუსლ-კბილასა და სახნისისაგან. ბარში გავრცელებული კავი ზომით ბევრად ჩამოუვარდებოდა იმერეთის მთის სოფლებში გამოყენებულ კავს. ამის მიზეზი ის იყო, რომ იმერეთის მთისა და ზეგანის მშრალი ნიადაგები შედარებით მძიმე დასამუშავებელი იყო, ვიდრე ბარის ნესტიანი მიწები. ამდენად, იმერეთის მთისა და ზეგანის სოფლებში უფრო მძიმე სახვნელებს იყენებდნენ, ვიდრე ბარში. კავით მუშაობას ორი კაცი სჭირდებოდა: „მეხრე“, რომელიც „კავს ეკიდა“ და „წინძღოლი“, რომელიც ხარებს უძღვებოდა. იმერული კავის სახესხვაობას წარმოადგენს გურიასა და ლეჩხუმში გავრცელებული, ასევე „კავის“ სახელწოდებით ცნობილი, სახვნელი იარაღი. ეს იარაღები ერთიანდება სახვნელის კოლხურ ტიპში. იგი ხასიათდება 900-ით მოხრილი მხრით, რომელიც ჩადგმულია ქუსლში და არ გააჩნია საკვეთელი. კოლხური სახვნელების ერთ-ერთ ფორმად მიჩნეულია მოხეური სახვნელის ტიპი, რომელსაც, თავის მხრივ, ანალოგები მოეძებნება შუმერისა და ბაბილონის ძვ. წ. აღ. IV ათასწლეულის სამიწათმოქმედო კულტურაში.

ლიტ.: თ. გელაძე, შრომის ორგანიზაციის ფორმები საქართველოში, კრ. მასალები იმერეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1978.
თ. გ..

6.10 კავშირი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კავშირი
აქ: ოქრომჭედლობაში მისარჩილავი საშუალება. შედგება: 2 წილი მისხალი ვერცხლი, ერთი წილი თითბერი. მოადუღებდნენ ერთად, შემდეგ ვალცში გაატარებდნენ და გააკეთებდნენ მავთულად. ვერცხლის ნაკეთობათა ფუცლების დასაკავშირებლად გადაბმის ადგილებში, მის პატარა ნაჭერს დაადებდნენ, დააყრიდნენ ბორას, გაატარებდნენ ცეცხლში და ფურცლები ერთმანეთზე მიდუღდება.

ე. ნ..

6.11 კავწერა//საწერა (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კავწერა//საწერა (ხევს.)
მარტივი სახვნელი (მიწის გასაწერი იარაღი). ამ იარაღის საშუალებით ხდებოდა ყამირებისა და ბორტვების (დიდი ხნის დაუმუშავებელი მიწა) გაწერა. კავწერით მიწის დაწერადაკვალვის შემდეგ იმავე კვალზე მეორე სახვნელ იარაღს - ხევსურულ „სახვნიელს“ გადაატარებდნენ. „დაწერილი“ ბორტვი ადვილი სახნავი იყო. როგორც კავწერას, ისე სახვნიელის მოძრაობა დაბლობიდან მაღლა გარდიგარდმო სვლით წარიმართებოდა. ორი სხვადასხვა სახვნელით მუშაობა ხვნის ეფექტურობას განაპირობებდა.

6.12 კათხა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კათხა
1. თუშეთში არყის ხის ქერქისგან დამზადებული ჭურჭლის სახელია, რომელშიც მეცხვარეები ხაჭოსა და მარილს ინახავდნენ. 2. ქალის თავსაბურავის ნაწილი, ჩიხტის სახესხვაობა. მასალად გამოიყენება მუყაო და ქსოვილი როგორც უბრალო, ისე კარგი ხარისხისა. მას ატარებდნენ მხოლოდ გათხოვილი ქალები. 3. ფეხიან ხის სასმისი. ცნობილია, რომ ქართველ ტომებში დიდი ყურადღება ექცეოდა რიტუალურ სმასა და სარიტუალო სასმისებს, რის გარეშეც არც ერთი საზოგადოებრივი ნადიმი თუ სარიტუალო ქმედება არ სრულდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში რომლის ყოფის ორგანული ნაწილია ლუდის კულტურა, სასმისთა ისეთი ნაირგვარი ტიპები წარმოიშვა როგორიცაა: კათხა, კოში, ტარკოშა, კონჩხა, თასი, მოდიმოღმართა, სამთვალა, ბარძიმი, სირჩა და სხვა. კათხა ფართოდ იყო გავრცელებული მთელ საქართველოში. ეთნოგრაფიულ ყოფაში მისი ნაირგვარი ვარიაციები დასტურდება. ზოგ კათხაში 5-6 ლიტრი სასმელი ჩადიოდა, ზოგი კი მხოლოდ ერთ ღვინის ჭიქას ეტეოდა.


ე. ნ..

6.13 კაკაბი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კაკაბი
აქ: გუთნის ნაწილი, რომელიც მანჭუას ქუსლში ამაგრებს.

6.14 კაკანათი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კაკანათი
ჩიტების დასაჭერი ხაფანგი.

6.15 კაკვი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კაკვი
(აქ.) ვაზის გადაწვენის დროს მიწაში გადაწვენილ ლერწს ჯერ ასეთი პატარა ჯოხით ამაგრებენ და მერე მიწას მიაყრიან.

6.16 კალათი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კალათი
სამეურნეო საქმიანობაში სანიადაგო, მოწნული ჭურჭელი. პირგაშლილი, ყურიანი, სხვადასხვა ფორმის, ძირითადად ოთხკუთხა ძირით. გამოიყენებდნენ აგრეთვე ზურგის კალათასაც რომელსაც სამხრეები ჰქონდა მობმული. გავრცელებული იყო მთელ საქართველოში. კალათი გამოიყენებოდა სხვადასხვა სანოვაგისა და წვრილმანი ნივთების ცასალაგებლად.


ე. ნ..

6.17 კალაპოტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კალაპოტი
იგივე ყალიბი, რის საშუალებითაც სხვადასხვა ფეხის ზომაგანისაზღვრებოდა. ძველად კალაპოტის მაგივრობას ასრულებდა დაფხვნილი მიწა, გაცრილი ნაცარი. ხარაზი ნაცარზე მუშტარს ფეხს ადგმევინებდა, ნაცარზე აღბეჭდილი ფეხის ანაბეჭდს თოკით ზომავდნენ. ამ წესის შემდეგ ქაღალდის თარგები შემოუღიათ, ბოლოს კი ხის კალაპოტები. სახარაზო სახელოსნოში ბევრი კალაპოტი იყო სხვადასხვა ზომის ფეხის სიდიდის გამოსახატავად, ფეხის ზომისთვის ზოგან გეომეტრიული ნიშნები იყო გამოყენებული, ზოგან კი ტერმინები.


ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ..

6.18 კალატოზი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კალატოზი
ქვიტკირის მაშენებელი. ქვითხუროს იდენტური პროფესიაა. უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებში კალატოზების და კალატოზთუხუცესების დეფინიციით გამორკვეულია ამ დარგის შინაგანი სტრუქტურა და ხელობის აქტიური ხასიათი - (იხ. ქვითხუროობა). გვიან პერიოდში კალატოზმა მიიღო სახლის მაშენებლის მნიშვნელობა, რომლის მოვალეობაში შედიოდა კირის, მიწის ან ცემენტის ხსნარით ქვის სახლის აშენება.

ე. ნ..

6.19 კალაფატნი (ძვ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კალაფატნი (ძვ.)
ნავის მოქმედნი, ნავის მკეთებელნი (საბა).

6.20 კალდიმი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კალდიმი
ხმლის ერთ-ერთი სახეობა. ხმალი კალდიმი დიდი პოპულარობით სარგებლობდა კავკასიაში, კერძოდ, საქართველოსა და ჩეჩნეთში. საბას განმარტებით „ესე ხრმალნიცა მრავალგვარნი არიან სხვადავხვა თემთა ქმნილთაებრ და რომელიცა ხრმალი ძველი, გრძელი, განხრილი, მზეველი და სრულია, გლუვი იყოს თუ გამოფერდილი, ანუ ღაროსანი, გორდა თუ კალდიმი, - ამას ქართველი ყვარობენ.“ ქართველების საყვარელი ხმლის „კალდიმის“ დამღას წარმოადგენს ჯვარის ფორმა, რომელიც სფეროზეა გამოსახული, ხმლის მეორე მხარეს უმეტეს შემთხვევაში მგელის დამღაც გვხვდება. კალდიმი სწორი, ან ოდნავ გახრილი, ცალლესული და ცალღარიანი ხმალია, ღარი პირს ვადადან 20-30 სმ სიგრძემდე დაუყვება, პირის სიგრძე 80-83 სმ.-ია. კალდიმის პირებზე დაგებულია როგორც ვადაჯვრიანი, ასევე ე.წ. „შაშკას“ (იხ.) უვადაჯვრო ტარები.
მ. ქაფიანიძე, ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის. სემმ ტ. I, 46ბ, 2010. მ. ქ.

ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II, 1993. Аствацатурян , оружие народов кавказа, санкт-петербург, 2004.

6.21 კალო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კალო
პურეულის სალეწი ადგილი, რომელიც გამართული იყო სწორ ადგილას, წრიული ფორმით, იყო როგორც ღია, ასევე დახურული კალოები. (საქ. მთა, ხევს.), კალოსათვის იყენებდნენ მიწური სახლის ბანსაც. ხორბლეულს ლეწავდნენ კევრით (იხ.), ქვის დაკბილული მორგვებით (ჭარჭარა) ან შინაური საქონლის გადატარებით. კევრში აბამდნენ ხარებს, კამეჩებს, ცხენს. კალოს ზედაპირი იფარებოდა პურეულით, რომელზედაც წრიულად დაჰყავდათ კევრი. ლეწვის დროს ძნებს (იხ.) ხშირად აბრუნებდნენ ნიჩბით, რათა მარცვალი გაყროდა გალეწილ მასას. დაგროვილ ხვავს ანიავებდნენ არნადით (იხ.), გალეწილ ხორბალს ჯერ ცხავში ატარებდნენ და მერე ცხრილში, სარეველებისაგან რომ გაეთავისუფლებინათ. მარცვალი გადაჰქონდათ შესანახად სახლში და აბინავებდნენ ბეღლებსა და ხაროებში (იხ). ხევსურები დახურულ კალოში ზამთარშიაც ეწეოდნენ პურეულის გალეწვას.კალო მიჩნეული იყო წმინდა ადგილად და გარკვეული ადგილი ეჭირა რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებში.


ლიტ.: გ. ჯალაბაძე, აღმ. საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960.
ე. ნ..

6.22 კალპი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კალპი
წნული რგოლი, რომელიც მაგრდება ჩიჩილაკის წვერზე (იხ. ჩიჩილაკი).

6.23 კალტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კალტი
შრატის წამოდუღებით მიღებული ხაჭო, რომელსაც ამარილებდნენ და ინახავდნენ კოდში ან ქილაში. გავრცელებული იყო ფშავში.

ლიტ.: ქელ, 2009.

6.24 კამარა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კამარა
აქ: სამხედრო დანიშნულების კოლხური ნავი დაახლ. 15 მეტრის სიგრძისა, სადაც ეტეოდა ოცდაათამდე ადამიანი და სამეკობრეოდ მოხერხებული იყო. რომაელმა ისტორიკოსმა ტაციტუსმა ეს ნავები აღწერა კოლხეთში ანიკეტის აჯანყებასთან დაკავშირებით. კამარას საჭიროების შემთხვევაში ფიცრების შემოკვრით თაღისებური ფორმა ეძლეოდა, საიდანაც უნდა მომდინარეობდეს მის სახელი (კამარა//თაღი), კამარა საუკეთესი სამანევრო თვისებებით გამოირჩეოდა.

ლიტ.: ზ. კუტალეიშვილი, ზღვაოსნობა საქართველოში, 1987.
ე. ნ..

6.25 კანაფი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კანაფი
მცენარე, რომლისგანაც ამზადებენ საკვებ ზეთს და ასევე გამოიყენებდნენ როგორც საბოჭკოე კულტურას. (წნავდნენ თოკებს, ქსოვდნენ ტილოს და ა.შ.), საქართველოში ბევრგან იყო გავრცელებული, განსაკუთრებით სვანეთში. ქართველები მოხალული კანაფის მარცვალს როდინებში// ქვიჯაში ნაყავდნენ, საცერში ატარებდნენ და მიღებულ მასას ხელით ზელდნენ ან ტომარაში ჭყლეტდნენ. საგულისხმოა, რომ კანაფის თესლს საკულტო მნიშვნელობაც ჰქონდა. კანაფისგულიანი ქადები სარიტუალო დღეებში ტრადიციულ საკვებად ითვლებოდა, ასეთ პურებს განეკუთვნებოდა სვანეთში „გიმბშარ ლუკვნე“ და „ღიმიმბაშ ქუთ“. კანაფი ფართოდ მოიხმარებოდა ხალხურ მედიცინაშიც.

ლიტ.: გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007. ჯ. რუხაძე, ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში, 1976.
ე. ნ..

6.26 კანდელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კანდელი
სანათი, ლამპარი, საკიდარი ბაზმა (საბა). ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი. ეკლესიაში კედელზე, ხატთან ჩამოკიდებული სანათი, ლამპარი, ჩვეულებრივ მინისა. ჩასმული ლითონის ბუდეში, რომელიც დაფანჯრულია და ჯვრით ბოლოვდება. კანდელში ასხია ზეთი და ლითონის უღელში ჩამაგრებული ბამბის ძაფის პატრუქი ანთია. ღმრთის მსახურებისას ანთებენ ტაძრის ყველა კანდელს, კანკელის ხატებთან აუცილებელია თითო კანდელი. ტრაპეზის უკან დგას შვიდსანთელა, ანუ შვიდტოტა (იხ. შვიდსანთელა), რომელიც შვიდი კანდელის ერთობლიობას წარმოადგენს.


ძველ აღაპებში მიუთითებდნენ, თუ რომელი ხატის წინ უნდა დანთებულიყო კანდელი სააღაპე პირისთვის და რამდენი ზეთი უნდა დახარჯულიყო საამისოდ. არსებობს დაუშრეტელი კანდელიც, რომელიც განსაკუთრებით დიდი სიწმინდეების წინაშე მუდმივად ანთია. კანდელი სიმბოლოა თვალშეუდგამი საღმრთო ნათელისა, ამიტომ ის კრძალვითა და ლოცვით უნდა აინთოს სანთლიდან. ცნობილია ათონის ივერთა მონასტრის ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ მდებარე სასწაულთმოქმედი კანდელის შესახებ, რომელიც მონასტრის საძმოს მოახლოებული უბედურების შესახებ აუწყებდა ხოლმე - რაიმე ხილული ზემოქმედების გარეშე თვითონ იწყებდა მოძრაობას ან ტრიალს.

ლიტ.: მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, 2002; საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005.
ხ. ც..

6.27 კანჯო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კანჯო
1. კაუჭი, ზოგჯერ ჯოხზე წამოცმული, რისი მეშვეობითაც ითრევენ სხვადასხვა ნივთს (მაგ., ზღვაში) ან ზედსამაგრად ხმარობენ. 2. საზღვაო ტიპის ნავი.

6.28 კაპარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კაპარი
ხორბლისაგან გამოხდილი მჟავე სასმელი. ხევში მას ქალების სასმელად თვლიდნენ. ქალის ოჯახში, ნიშნობის დამთავრებისა და მძახალთა წასვლის შემდეგ, ნათესავებსა და მეზობელ ქალებს იწვევდნენ. ამ პურობაში მამაკაცები არ მონაწილეობდნენ. კაცები სადედამთილოს მიერ მოტანილ არაყს შეექცეოდნენ. ქალები კი მასპინძლების მიერ დაყენებულ კაპარს სვამდნენ.

ლიტ.: ნ. მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978.
გ. ა..

6.29 კაპარჭი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კაპარჭი
„ისართ ქარქაში“ (საბა), ისრების ჩასაწყობი ბუდე, რომელიც მშვილდისრის პატრონს მხარიღლივ ჰქონდა თასმით გადაკიდებული.


6.30 კარადა-ვარცლი (მთ.-გუდამაყ.)//ლაშად (ზ. სვ.)//კორთა (ქვ. სვ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კარადა-ვარცლი (მთ.-გუდამაყ.)//ლაშად (ზ. სვ.)//კორთა (ქვ. სვ.)
კომბინირებული სათავსი, იდგა საცხოვრებელში - „შინაში“, კეთების პროცესი იწყებოდა დირეების გამოთლით. ჩარჩო იკვრებოდა შვერილის ბუდეში ჩასმის წესით. მაგრდებოდა ხის სამსჭვალებით („ფარეში“, „წკირი“). კარადა - ორი ნაწილისაგან შედგებოდა: ზედა -კარიანი გამოიყენებოდა ჭურჭლისა და საჭმლის შესანახად, ქვედა - ვარცლის დასადებად.

ლ. ბ..

6.31 კარადა//კართანულა (თუშ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კარადა//კართანულა (თუშ.)
ავეჯის სახეობა. თავდაპირველად კარადა კიდობნის ნაწილს შეადგენდა და მასთან შეთავსებით იყო. კიდობანთან გაერთიანებულ კარადას ორი კარი ჰქონდა, ორივე ერთ ვერტიკალზე იყო აბმული. კიდობანთან შეთავსებული კარადა, რომელიც ჯამ-ჭურჭლისშესანახს წარმოადგენდა, დროთა ვითარებაში გამოეყო მას და ყოფაში დამკვიდრდა კართანულას სახელწოდებით.


ლ. ბ..

6.32 კარადა კედლისა//წალო (ზ. იმერ. ქართლ. შიდ.კახ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კარადა კედლისა//წალო (ზ. იმერ. ქართლ. შიდ.კახ.)
კედელში ჩამაგრებული ხის დიდი კარადა. ინახავდნენ ლოგინებს. იხმარებოდა სხვა დანიშნულებითაც, ზოგჯერ ჭურჭლის კარადასაც ენაცვლებოდა.


ლ. ბ..

6.33 კარავი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კარავი
უძველესი საცხოვრისი, რომელიც გავრცელებული იყო და ბოლო დრომდე შემორჩა მეჯოგე-მომთაბარე ხალხებში. კარვის ტიპი, მაღალი ხარისხი და ესთეტიკური სახე განპირობებული იყო მისი მომხმარებლის სოციალური სტატუსით. კარვის მშენებლობაში გამოყენებული იყო ხის მასალა (ჯოხი, ძელი, ლატანი), ლერწამი, თოკი, ტყავი, ქეჩა, შინნაქსოვი შალი, აბრეშუმი, მაუდი, ტილო და სხვ. შუა აზიის მომთაბარე ხალხებმა შექმნეს არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ ადმინისტრაციული ინსტიტუტების შესაფერისი კარვები. კარავი წარმოადგენს უაღრესად მობილურ ნაგებობას, რომლის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე დაუბრკოლებლად ხორციელდება. კარავი კარგად შეესაბამებოდა მომთაბარული ცხოვრების სოციალურ სტრუქტურას.


ე.ნ..

6.34 კარაკული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კარაკული
იგივეა რაც კრაველი

6.35 კარანიჩი//კარანჩი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კარანიჩი//კარანჩი
ხარაზის იარაღი. უტარო დანა საძირის ნაპირების შემოსაჭრელი. ტარის ნაცვლად ხელმოსაკიდზე ტყავი ან გაცვილული ძაფი იყო შემოხვეული. ცალი მხარე განიერი ჰქონია, ცალი - ვიწრო.

ნ. ჯ..

6.36 კარანჩხა (გურ). - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კარანჩხა (გურ).
ორკაპიანი, გრძელი ჯოხი, რომელსაც კაპებს შუა მოთავსებული აქვს კალათი, იხმარება ხილის მოსაკრეფად.

გ. გ..

6.37 კარაპა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კარაპა
ნავის ტიპი ძველ საქართველოში, რომელიც გარეგნულად კატარღის მსგავსია, მაგრამ მასზე მცირე ზომისაა.

6.38 კარაპეტი//კარპეტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კარაპეტი//კარპეტი
ხარაზის ხის სამკუთხა იარაღი. მასზე ფეხსაცმლის საპირეს დადებდნენ, ფარძვალით დაიჭერდნენ და გაკერავდნენ.

ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943.

6.39 კარასეული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კარასეული
მასისი საზომი ერთეული. ხის სასმისად ჩანს ჰაგიოგრფიული ლიტერატურის ძეგლებში. ბერებს ღვინო ტრაპეზობის დროს კარასეულით განესაზღვრებოდათ, დადგენილი არაა თუ რამდენს იტევდა ერთი კარასეული. მისი სინონიმებია: „კარასოვული“ და „კარასოული“.

ე. ნ..

6.40 კარაქი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კარაქი
ცხიმი, რომელიც მიიღება რძის ან მაწვნის შედღვებით. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი ცნობილია სარძევე მეურნეობისათვის საჭირო კარგი პირობებით. კავკასიის მთის ბალახი ხშირი და ნოყიერია. ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებმა რძის გადამუშავების საქმეში, ყველისა და კარაქის დამზადებაში, მაღალ ოსტატობას მიაღწიეს. ქართველ ტომთა შორის კარაქს საყოველთაო გავრცელება არ ჰქონია. გურულები, მეგრელები, იმერლები, აფხაზები და სხვა იშვიათად ამზადებდნენ. სამაგიეროდ კარაქის დამზადების მაღალი ხელოვნება ძველთაგანვე ცნობილი იყო ხევსურებსა და აჭარლებში. ამ საქმეს ინტენსიური ხასიათი ჰქონდა სამცხეში, ქსნის ხეობაში, ქიზიყში. საგულისხმოა, რომ კარაქის მიღება-გამოყენება მსოფლიოს ბევრმა ხალხმა არ იცოდა (მაგ., ბერძნებმა, რომაელებმა, გერმანელებმა). ძველ ქართულ წყაროებში კარაქი რძის მნიშვნელობით აღინიშნება. მაგ., „დაუტევეს სხუანი ძუძუნი სავსენი კარაქითა“. კარაქის დასამზადებლად რძეს ხის ან სპილენძის საწველეში მოწველიდნენ და ბაკნებში ან პინებში ჩაწურავდნენ. შემჩნეულია, რომ ხის ბაკანი ნაღებს კარგად აყენებდა, მაგრამ „ეგ წუნი“ ჰქონდა, რომ მალე ამჟავებდა რძეს. სპილენძ-თითბრის ჭურჭელი კი კარგად ინახავდა, არ ამჟავებდა, მაგრამ ნაღებს ნელა იღებდა. თუ რძე დამჟავდებოდა ბაკანში, ნაღები მოიხდებოდა, მაგრამ ყველი არ გაკეთდებოდა. რძე რომ არ გაციებულიყო, ბაკანს გოდორს დაახურავდნენ და ზედ ტილოსაც მიაფარებდნენ. საზეურში//სარძეულში ნაღების გადასატანად ჯერ ბაკნის „ნაპირთ თითს გაუსვამდნენ“ და მერე „წახდიდნენ“. საზეური ხისაც იყო და სპილენძისაც. იტევდა სამ-ოთხ ვედრო ნაღებს. საზეურს გვერდზე, ძირთან, საგანგებო შუშუტი აქვს დატანებული. „წანაღბულ“ რძეს „საკუსე ქობში“ ჩაასხამდნენ, ნაღებს ვარია//ყუიკაში (იხ.) ან ჩხუტშიც დღვებდნენ. დღვების პროცესში დროდადრო წყალს ასხამენ: როცა რძე ცივია - ადუღებულს, შემდეგ კი ცივ წყალს. სიცხეში თბილ რძეს ხშირ-ხშირად უნდა ცივი წყლის ჩამატება, რძის გასაგრილებლად, რომ არ გაწყალდეს. ოთხი ვედრო ნაღები ორ კგ. კარაქს იძლევა.

ლიტ.: გ. ჩიტაია, ხევსურული სახლის სენე, ანალები, I, 1947.
ნ. ჯ..

6.41 კარახანა (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კარახანა (ხევს.)
ზოგადი სახელია ლუდის სავსე სასმელი ჭურჭლისა, რომელიც პატივისცემის ნიშნად მიერთმევა ადამიანს.

ე. ნ..

6.42 კარდალა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კარდალა
სანიადაგოდ სახმარი სპილენძის მოკალული ქვაბი, მისთვის დამახასიათებელი ვიწრო ძირით. არსებობდა რამდენიმე ტიპისა, როგორც პატარა, ასევე საშუალო მოცულობისა. კარდალა განეკუთვნება „ყურიან“ ქვაბთა რიგს. მას ძირითადად ჰკიდებდნენ ბუხარში ჩამოშვებულ ნაჭაზე (იხ.). იმერეთში კარდალას ძროკუნჭელასაც უწოდებენ.


ც.კ..

6.43 კარმიდამო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კარმიდამო
ზოგადი სახელი ადამიანის საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებისა იმ
ტერიტორიის ჩათვლით, რომელზედაც ისინი არიან განლაგებული. კარმიდამოს პარალელური ცნებებია: ეზო-კარი, ეზო-სახლი, ეზო-გარემო, სახლ-კარი, სახლ-კარ-მიდამო, ეზო კუთხე. კარმიდამოში შედის სუფთა და შავი ეზო. სუფთა ანუ თეთრი ეზო გამოირჩევა წმინდა მოლით, მოვლილი ხეხილით, ქვის სკამითა და მაგიდით, ჭით, ლამაზი ღობით და ზოგადად დიდი ესთეტიკური სილამაზით, შავი ეზო, ანუ საჩეხი უფრო ხშირად სახლის უკანაა მოწყობილი და მასში განთავსებულია ბოსელი, საქათმე, საღორე, ფარეხი, თავლა. აქვე ჩეხავდნენ და აწყობდნენ შეშას, აქვე იყო სანაკელე და ფეხსალაგი//ჩეჩმა. შავ ეზოში ამწყვდევდნენ საქონელს.

ლიტ.: კ. კახიანი, იმერული კარმიდამო, 1969.
ე. ნ..

6.44 კარულა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კარულა
შარდის სადიაგნოსტიკო ჭურჭელი, გამჭვირვალე მინისგან დამზადებული. კვერცხივით ძირი და ფართო პირი აქვს.

6.45 კასრი (ქართლ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კასრი (ქართლ.)
დამორილი, ცილინდრის ფორმის ძირჩადმგული, სალტით შემორტყმული ხის ჭურჭელი. იხმარება სანოვაგისა და სითხის სათავსად.

გ. გ..

6.46 კატარღა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კატარღა
საბრძოლო ხომალდი 20-26 მ სიგრძისა, 50 ნიჩბიანი, ჰქონდა აფრა.

6.47 კბილის საყარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კბილის საყარი
რკინის ხერხის კბილების გადასაყრელი // ასაწყობი, შედგება ტარისა და ორი კბილისაგან, იხმარებოდა ხერხის (სისო, საცალხელო და საორხელო) კბილების გადასაყრელად. ხერხის კბილები მუშაობის დროს ბლაგვდება, მხერხავი კბილის საყარში თანმიმდევრობით დებს კბილებს და ქლიბის მეშვეობით აფხავებს (ალესავ) მათ. კბილებს შორის ალესვის შედეგად „ჩაფრასტი“ ჩნდება. თუ „ჩაფრასტი“ გაქრა ხერხი ვეღარ იმუშავებს.

ლიტ.: გ. გასიტაშვილი, ხითხუროობა საქართველოში, 1963.
გ. გ..

6.48 კედები - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კედები
თავებში ჯაჭვგაბმული ორი გრძელი კეტი, რომელიც შემოეჭირება ხაკის ტომრებში გასაწურად ჩასხმულ სალუდე ნახარშს, თანაბარი მოჭერით სქელ მასას დაწნეხავს და გამოადენს წვენს. ჯოხები რომ არ გაიშალოს და დაჭიმულ მდგომარეობაში იყოს, მოჭერილ კედებს თავზე წამოაცვამენ „მალახას“ იმავე წნელის რგოლს.

ე. ნ..

6.49 კევრი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კევრი (ქართლ. კახეთ. სამცხ.-ჯავახ. რაჭ.), ფსკვერი (ზ. რაჭ), კიავირ (სვ.), კელი (ქ.იმერ.) - ხორბლეულის სალეწი. კევრს, როგორც თავთავის სალეწ სამეურნეო იარაღს, დიდი ხნის ისტორია აქვს. მზადდებოდა უპირატესად ფიჭვის ხისაგან, რომელიც ადვილი სათლელია და კოხებსაც კარგად იჭერს. შეგულებულ-შერჩეულს მოჭრიდნენ, გაქერქავდნენ, დამორავდნენ და ხის სოლებით გააპობდნენ. საკევრე ფიცრებს დიდი, საორხელო ხელეჩოთი გათლიდნენ, „სამუშაო პირზე“ სატეხით „საკოხე ბუდეებს“ ცერად ამოიღებდნენ, რომელშიც მაგარ კოხს (ქვებს) ჩასვამდნენ. კოხები ბუდეში ისე იყო ჩაწყობილი, რომ მათი საჭრელი პირი (ფხა) გარეთ რჩებოდა, რათა თავთავი კარგად გალეწილიყო. კევრის ფიცრებს ერთმანეთზე მიაწყობდნენ და რიკით შეაერთებდნენ, ზურგზე კი ორ უღელს დააკრავდნენ. სათავო უღელზე ღვედს გამოაბამდნენ, რომლის საშუალებითაც გამწევ ძალას (ცხენს, ხარს) ჩაუბამდნენ. კევრები ძირითადად, ხე-ტყით მდიდარ ხეობებში მზადდებოდა და სამიწათმოქმედო რაიონებში იყიდებოდა. გამზადებული კევრი კალოზე გაჰქონდათ. კალო ეწყობოდა შემაღლებულ ადგილზე (სახლის ბანზე, ეზოში, ყანასთან ახლოს). მიწას დატკეპნიდნენ, გაფოცხავდნენ, მორწყავდნენ და ბზეს მოაყრიდნენ, ლეწვისთვის არჩევდნენ მზიან დღეს, რადგან ამ დროს თავთავი უკეთესად ილეწება. ყურადღება ექცეოდა აგრეთვე ქარის მიმართულებასაც.

კალოში პირველად წინა წელს დამზადებული თავთავისაგან შეკრულ ჯვარს ჩაშლიდნენ (იხ.ვარსკვლავი) - „ახალ მოსავალს მიაგებოსო“, მერე ბჯას (ძნის ზვინს) თავთავით შიგნით ჩაშლიდნენ, სქლად ჩააფენდნენ და ზედ კევრებს შეაყენებდნენ. კალოზე სამი-ოთხი კევრი მუშაობდა, იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ძნა იყო ჩაშლილი.

კალოსა და ნალეწ ხვავს ავი თვალი რომ არ სცემოდა, ლეწვის მონაწილე აიღებდა რკინის ნაჭერს და ქვას ურტყამდა. როდესაც მორჩებოდნენ კალოობას, იცოდნენ მცირე ლხინის გადახდა ანუ „კალოს ქორწილი“ (მესხეთ-ჯავახეთი), „კალოკრეფიანობა“ (ქართლი), „კალოს დალოცვა“ (იმერეთი), „ლიკლაური“ (სვანეთი). კალო ძველთაგანვე წმინდა ადგილად მიაჩნდათ, კალოზე დატოვებულ ნივთს ხელს არავინ ახლებდა.

ხოვლეგორაზე (კასპის რაიონი) არქეოლოგებმა გათხრების დროს მიაკვლიეს კარგად გათლილ-გამოყვანილ და კოხებით გაწყობილ ოთხ კევრს, რომლებიც ძვ. წ. XII-XI საუკუნეებით თარიღდება, საყურადღებოა, რომ კევრის ნაშთებთან ერთად არქეოლოგებმა ადამიანის ჩონჩხიც ნახეს, ე.ი. კევრზე მიცვალებული ყოფილა დასვენებული. როგორც ჩანს, მიცვალებულის კევრზე დასაფლავების ჩვეულება უძველესია და ჩვენი ხალხის დიდ სამიწათმოქმედო კულტურაზე მიუთითებს.

საინტერესოა, რომ ასეთი ძველი, ეფექტური სალეწი იარაღი, როგორიცაა კევრი, ბევრ სხვა ქვეყნებში გვიანობამდე არ იცოდნენ.

გ. გ.

ე. ნ.

6.50 კეკვი (იმერ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კეკვი (იმერ.)
1. ნიშანი, რომელსაც დასარღვევი სახლის ფიცრებს უკეთებენ ერთმანეთისაგან გასარჩევად, ახალ ადგილას მისადაგებულად რომ მოარგონ ერთმანეთს. 2. მოხრილთავიანი ჯოხი რაიმეს დასანაყად.

6.51 კეკოლა (ლეჩხ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კეკოლა (ლეჩხ.)
ხის მოხრილი ჯოხი. თიხის ჭურჭელზე ყურის მისამაგრებლად საჭირო იარაღი. გავრცელებულია ლეჩხუმის რ-ში. მოხრილ ჯოხს თავზე თიხის გუნდას მიაკრავენ, ახლად ამოყვანილი ჭურჭლის სველ ყელში ჩადებენ და იმ ადგილას მიაბჯენენ, სადაც ყურის მიბმაა ნავარაუდევი, რაც ხელს უწყობს ჭურჭელზე ყურის სიმყარეს.

ლიტ.: ფ. გარდაფხაძე, მეჭურჭლეობა და მექვევრეობა ლეჩხუმში, მუზეუმის მოამბე XIV-B 1947.
მ.ზ..

6.52 კემუხტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კემუხტი
ცხენის, ხარის ან მისთ. გავის ტყავი, მწვანედ ან შავად შეღებილი. იყენებდნენ ქოშების საპირედ, მისი უფრო ხორკლებიანი ნაწილით კი ქარქაშებს მოსავდნენ.
ლიტ; ქელ, 2009.

6.53 კერა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კერა
რკინის სადგარი საცხოვრებელი ნაგებობის ცენტრში, სადაც ცეცხლი ენთო. შემდგომში ამ ადგილმაც მიიღო კერის სახელწოდება. მისი მდებარეობა განსაზღვრავს საცხოვრებლის შინაგან გეგმას და საზოგადოდ, საცხოვრებელი ნაგებობის მთელ სისტემას. ამავე დროს, კერასთანაა დაკავშირებული ისეთი საოჯახო რკინის ნივთები, როგორიცაა: ქვაბის საკიდი ჯაჭვი, სამკვრე, საქორწინო კანდელი, ხათრითი, შამფური, საკეცე, ასტამი. კერა ყურადღებას იქცევს თავისი კონსტრუქციითა და ფუნქციით. რკინის კერა ოჯახის სიძლიერისა და სიმტკიცის სიმბოლოს წარმოადგენდა და მასთან დაკავშირებული იყო დიდი ოჯახის სოციალური სისტემისა და მაგიურ აპოთროპული დანიშნულების მრავალი მნიშვნელოვანი წეს- ჩვეულება. კერა ძირითადად დარბაზული ტიპის შუაცეცხლიანი სახლებისთვის იყო დამახასიათებელი. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (იმერ. გურ.) ამავე დანიშნულებით გამოიყენებოდა ქვის კერა. ტიპური რკინის კერა გრეხილი ტანისაა ნაწილობრივ ან მთლიანად შედგება ფეხებისა და მათ შორის ჩადგმული ბრტყელი 5-6 სმ სიგანის ლარტყისგან, რომელსაც გამირი ეწოდება. გამირებს შორის მოქცეული სივრცე გაწყობილია გრეხილი რკინის რიკულებით. კერა კონსტრუქციის მხრივ მეტად მოხერხებული ნივთია, კარგად მორგებული თავის ფუნქციას. სახლის ინტერიერში მას ესთეტიკური დატვირთვაც გააჩნია, რასაც აძლიერებს ზოგიერთ ნიმუშზე გამოყვანილი გამოსახულებები.


6.54 კერა თიხისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კერა თიხისა
ცეცხლის დასანთები და შესანახი ადგილი საცხოვრებელში. მისი გამოყენება ადამიანმა ისწავლა განვითარების ადრინდელ საფეხურზე. საქართველოში უძველესი კერა (გარკვეულად განლაგებული ქვები, ორმო, რომელსაც ცეცხლის კვალი ეტყობა) გვხვდება ადრინდელ მუსტიეს ხანაში (წოფი), გვიანდელ მუსტიეს ხანაში (ჯრუჭულის მღვიმე) და ზედა პალეოლითის მთელ რიგ ძეგლებში (დევისხვრელი და სხვ.), შულავერში, იმირში და ხრამის დიდ გორაზე (ძვ. წ. VI-V ათასწლ.). ხრამის დიდ გორაზე კერებში ნაპოვნია თიხის ანთროპომორფული ქანდაკებანი (ერთ მათგანში 17). გამომწვარი თიხის კერები გვხვდება მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრული, III ათასწლეულის დამდეგის) ძეგლებში (ოზნი, ქვაცხელები, გუდაბერტყა, ამირანის გორა და სხვ.). წრიული ფორმის თიხის გამომწვარ კერას შიგა მხარეს აქვს რამდენიმე შვერილი სადგამის ფუნქციით.

6.55 კერამიკა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კერამიკა
თიხისა და მისგან შექმნილ საგანთა ზოგადი სახელია. ძველი საბერძნეთის მკვიდრნი მეკეცე ოსტატს „კერამენს“ -უწოდებდნენ. ბერძნული „კერამიკა“ ქართული მეკეცეობის, ანუ მეთუნეობის შემცველი ტერმინია.

ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა, 1947.
მ.ზ..

6.56 კერკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კერკი
კურკოვანი ხილის გამხმარი ნაყოფი, რომელსაც ინახავენ საზამთროდ.

6.57 კეცი თიხისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კეცი თიხისა
„კელამიტა“, „ჩაჩამუტა“. ცომეულის გამოსაცხობი. მზადდება საქართველოს ყველა კუთხეში როგორც მეთუნე ხელოსნების მიერ, ისე შინაური წესითაც - უმორგვოდ. კეცს აკეთებდნენ ქალებიც და კაცებიც. კეცს მიწაც ცოტა უნდა და ადვილი გასაკეთებელიც არის. დაზელილ თიხას ფიცარზე მრგვალად გაათხელებენ, სველი ხელით ნაპირებს ამოუქნიან, ამოუხვევენ და გამოწვავენ. პურის ან მჭადის გამოცხობისათვის კეცებს დააპირქვავებენ ძლიერად ანთებული ცეცხლის მუგუზლებზე და გაახურებენ გაწითლებამდე, შემდეგ გადმოიღებენ საკეცით, სიწითლე რომ გადაუვლის, ზედ დააცხობენ ცომს და მიუფიცხებენ ნაკვერჩხლებს. სხვა წესით - ცომჩაკრულ კეცს ზემოდან მეორე გახურებულ კეცს დააფარებენ და ასე გამოაცხობენ. ამ წესით კეცებში წვავენ წიწილებს და სხვადასხვა სახის საკვებს (მაგ. კვახის მარცვალი, წაბლი, თხილი, კაკალი). ტერმინი „კეცი“ ძველად თიხის მნიშვნელობითაც იხმარობოდა.

ლიტ.: ფ. გარდაფხაძე, მეჭურჭლეობა და მექვევრეობა ლეჩხუმში, სსმმ, ტ. XIV B, 1947.
მ. ზ..

6.58 კეცი ქვისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კეცი ქვისა
მჭადისა და პურის გამოსაცხობი. ქვის კეცების დამზადებას ძირითადად მისდევენ იმერეთში (სოფ. ბესიაური), გურიასა (სოფ. ვანი) და სამეგრელოში (სათანჯაოს მთის კარიერი). კეცისათვის საჭირო მადანი წარმოადგენს რბილ ქანს, რომელიც ფერით მოლურჯო//მორუხო//მოლიბეროა და ადვილად ითლება რკინის სათლელით. მადნიდან მას ამოტეხავენ წერექოთი, მოაცლიან უხეშ დანამატებს, გათლიან ჩხოტით, მოსაყვანით და საბოლოოდ გაასუფთავებენ საფხეკით. საკეცე ქვის ჯიში ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ დიდხანს შეინარჩუნოს მხურვალება და სრულყოფილად აცხობდეს. ქვის კეცები იყო სხვადასხვა ზომის. მათ წარმოებას შინამრეწველობის ხასიათი ჰქონდა, გაჰქონდათ ბაზარზე გასაყიდად და იკმაყოფილებდნენ საოჯახო მოთხოვნილებასაც.


ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ..

6.59 კეცეული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კეცეული
ზოგადი სახელია კეცში გამომცხვარი პურებისა.

6.60 კეხი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კეხი
ლიტონი ხისაგან გამოთლილი ვირის სასაპალნე (იხ. უნაგირი), ამზადებდნენ ფიცრებისგანაც, ტახტას ზოგჯერ ლითონის მრგვალ სახელურსაც უკეთებდნენ. საბა კეხს განმარტავს როგორც „შეუმზადებელ უნაგირს“. საქართველოში იგი ყველგან მზადდებოდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ თუში ხელოსნები. ზაფხულში თუშები შერჩეულ ხის ჯიშებს გააკოპიტებდნენ, ზამთარში დაამზადებდნენ, ხოლო გაზაფხულზე გაყიდდნენ. იგი ორი ნაწილისაგან შედგებოდა - ფრთები და თავები. ფრთები თელის ხისაა კარგი, თავები კი თხმელისა. საკეხე ხეს სიმაგრე რომ შემატებოდა, წყალში ხარშავდნენ. თავისებური ორიგინალობით გამოირჩეოდა კერამიკული ნაწარმის გადასატანი კეხი.


ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ.ჯ..

6.61 კვანჩხა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვანჩხა
ორიგინალური ტიპის სასმისი. კვანჩხას ამზადებდნენ როგორც ხისგან, ასევე ლითონისაგან. ესაა ორი, ცილინდრული ფორმის ერთმანეთზე მიტყუპებული პაწაწინა ქვევრები, რომელნიც შიდა ნახვრეტით უერთდებიან ერთმანეთს, კვანჩხას აქვს ტარი ან თითის გასაყრელი რგოლი. ზოგიერთი კვანჩხა წარმოადგენს სარიტუალო ნივთს და განკუთვნილი იყო წმინდა სასმელის საზიარებლად. არსებობს ღვინის, არყისა და ლუდის კვანჩხები. კვანჩხას როგორც ზიარი ტიპის ჭურჭელს, ანალოგი ეძებნება მარანთან, და შვილებიან ლიტრასთან. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ვერცხლის კვანჩხები - შემკულნი სხვადასხვა სიუჟეტებით. კვანჩხა განეკუთვნება კავკასიურ სასმისთა უძველეს ტიპს.


6.62 კვართი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვართი
გრძელი პერანგი. კვართი იყო როგორც სამღვდელო, ასევე სამეუფე. წარმოადგენდა ვიწრო სახელოებიან ტანსაცმელს. კვართისთვის იყენებდნენ სხვადასხვა სახის ქსოვილს. ქართული საეკლესიო ტრადიციით, ქრისტეს კვართის ადგილსამყოფელად მცხეთაა დასახელებული. კვართი საქართველოში ჩამოუტანიათ ქრისტეს ჯვარცმის მოწმე ქართველ ებრაელებს.


6.63 კვატუში (რაჭ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვატუში (რაჭ.)
ნავისებური, დაბალქუსლიანი, სახელურიანი ხის ჭურჭელი, გამოიყენებოდა ღვინის სასმისად. უმეტესად კვატუში დაჭრელებულია, ამოღარული ზოლებითა და ტეხილი ხაზებით. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოს მთიან ზოლშიც.


გ. გ..

6.64 კვაწარახი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვაწარახი
მწიფე ტყემლის წვენი, რომელსაც დუღილით შეასქელებენ და ხმარობენ, როგორც საჭმელად, ასევე შეჭამანდის შესაკმაზავად.

6.65 კვაწია (იმერ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვაწია (იმერ.)
თიხის პატარა ქოთანი ლობიოს სადუღებლად.


6.66 კვეკვერი//ჭვეჭვერი (მგრ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვეკვერი//ჭვეჭვერი (მგრ.)
ახლად ამოყვანილი უმარილო ყველი. აღმ. საქართველოს
მთიანეთში ასეთ ყველს „კუშკანას“ უწოდებენ.

6.67 კვეჟო (იმერ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვეჟო (იმერ.)
ჭურისთავის საფარებელი აყალო მიწის საგლესი ხის პატარა ურო (იხ. საგოზელა).


6.68 კვერკვეში (ზ.რაჭ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვერკვეში (ზ.რაჭ.)
ხის პატარა ურო, ოთხკუთხედთავიანი, რომელსაც სცემენ ლეკურაზე (იხ. ლეკურა) და ხდიან ყავარს.

ლიტ.: მსშხი, ტ. II. 1981.

6.69 კვერი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვერი
პატარა ჩაქუჩი, ზოგჯერ ერთსახოვანი და ზოგჯერ განსხვავებული თავების მქონე. გამოიყენებოდა ხელოსნობაში. ჰქონდა სხვადასხვა ფუნქცია. ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში კვერი ნიშნავს „საგვემელ იარაღს“, რომლითაც წარმოებს „კვერვა“ ან „სანგვა“. ქვითხუროობაში გამოიყენებოდა პირდაკბილული კვერიც, რომელსაც ახასიათებს ყურუმი//მასიური ტანი, კუთხოვანი მოყვანილობა, გამართული მხრები, აქვს ხის მრგვალი ტარი. მისი ფუნქციაა ქვის გათეგვა, ქვის მოლესილი ზედაპირის დაკბილვა. მისი პირები დაკბილულია (20-25 კბილი). კვერის ნაირსახეობაა ჩეკი//უჩარდა, რომელიც თავისი წამახული კბილებით ასრულებს ქვაზე საჩეკავ სამუშაოს.


ე. ნ..

6.70 კვერი სულგუნის - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვერი სულგუნის
სარიტუალო კვერი, რომელსაც წნავდნენ სულგუნის ძაფებისაგან. შემკული იყო სხვადასხვა სახის მოტივით. ძირითადად გავრცელებული იყო სამეგრელოს მეჯოგე-მესაქონლეებს შორის. მასში გამოხატულია განაყოფიერებისა და გამრავლების იდეა.

6.71 კვერი-ჩაქუჩი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვერი-ჩაქუჩი
მცირე ზომის კვერი, ჩაქუჩის იდენტურია. მესპილენძე ხელოსნის აუცილებელი ხელსაწყო. კვერი ორნაირია: მაღალთავიანი და დაბალთავიანი. იციან რისთვის რომელი კვერი იხმარება. რკინის ჩაქუჩთან ერთად ხელოსნები ხის ჩაქუჩითაც სარგებლობენ. ხის ჩაქუჩი ქვაბისა და თუნგის ზედაპირის გასასწორებლად, გადაკერებული ადგილების შესალამაზებლად იხმარება. ყოველი ხელოსანი 4-5 ცალი კვერით და ამდენივე რაოდენობის ჩაქუჩით სარგებლობდა.

ც.კ..

6.72 კვერნა//ყვერნა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვერნა//ყვერნა
ურმის ხელნას საბრუნავ ნაწილში ჩაყრილი ორი მრგვალი ჯოხი, რომლებიც ღერძს წაცურებისაგან იცავს.

ლიტ.: მ. გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.

6.73 კვესი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვესი
რკინა-ფოლადის ნაჭერი, რომელიც ტალზე ჩამორტყმისას გაყრის ნაპერწკლებს და აანთებს აბედს (იხ.)


6.74 კვიდოლა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვიდოლა
მარცვლეულის საწყაო ლეჩხუმსა და სვანეთში. ლეჩხუმში ის 2,5 ფუთს იტევდა, რაც დამრგვალებულად 40 კგ-ს შეადგენდა, სვანეთში კი - 2 ფუთს (32,7 კგ). სვანეთში კვიდოლას, რომელსაც ქუფსაც უწოდებენ, მარცვლეულის გადასაზიდადაც ხმარობდნენ. ქუფი დღესაც არის დადასტურებული სვანეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში. მოწნულ კვიდოლას მარხილზე დადებენ, შიგნიდან სელისგან დამზადებულ ქსოვილს გამოაკრავენ მარცვალი რომ დააკაოს. ქუფი გამოყენებული იყო პურის რეცხვის დროსაც. მარხილზე შედგმულ ქუფში პურის მარცვალს ჩაყრიდნენ, წყალს მიუდგამდნენ და გარეცხავდნენ.

ლიტ.: ნ. ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, 1969. გ. ჯალაბაძე, მემინდვრეობა სვანეთში, სვანეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1970.
მ. ხ..

6.75 კვირისტავი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვირისტავი
თითისტარის მამოძრავებელი ქვის ან თიხის მრგვალი და შუაში გახვრეტილი საგანი, რომელიც წამოცმულია თითისტარზე. კაცობრიობის ერთი უძველესი გამოგონებათაგანი. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში უამრავი კვირისტავებია აღმოჩენილი, რაც ჩვენში მატყლის დამუშავების ხანგრძლივ კულტურაზე მიუთითებს.


ე.ნ..

6.76 კვირტულა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვირტულა
ფარდაგი, რომელიც ჩეჩვის შემდეგ დარჩენილი დაბალხარისხოვანი ძაფით იქსოვებოდა.

თ. ნ..

6.77 კვიჟი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კვიჟი
პატარა, დაუვარგებელი ნაყოფი (მაგ., კვიჟი ბია//კომში, იმერ. კვიჟი ტარო).

6.78 კიდობანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კიდობანი
სამეურნეო დანიშნულების დგამი, რომელშიც ინახებოდამარცვლეული, ფქვილი ან გამომცხვარი პური. შესაბამისად არსებობდა ერთბუდიანი, ანუ ერთთვლიანი კიდობანიცა და კომბინირებული - ორ ან სამთვლიანი.


კიდობანს მჭიდროდ აგებდნენ თელის, ცაცხვის, ვერხვის, ნაძვის ან ფიჭვის მასალით. იყო კვადრატული ან წაგრძელებული ფორმის. კიდობნის ოთხივე სვეტს მუხის ხისაგან თლიდნენ და ორ მხარეს ღარავდნენ ფიცრების ჩასაწყობად.

ჩვეულებრივად ოჯახს რამდენიმე კიდობანი ჰქონდა: გამომცხვარი პურის, ხორბლის ფქვილის, ფეტვის, ქონისა და ა.შ. შეძლებულ ოჯახს ათამდე კიდობანიც კი ჰქონია. კიდობანი სხვადასხვა სიდიდისა იყო, ზოგი კი იმოდენა, ზედ კიბით ადიოდნენ. ასეთი კიდობანი ხშირად ბეღლის ფუნქციასაც ასრულებდა. კიდობნის ტევადობაც განსხვავებული იყო. ზოგი ოც ფუთ პროდუქტს იტევდა, ზოგი 120 ფუთს.

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთიან კუთხეებში ჰქონდათ საკულტო დანიშნულების კიდობნები, სადაც სარიტუალო კვერებსა და მსგავსი დანიშნულების მარცვლეულს ან ფქვილს ინახავდნენ.

კიდობნებს ამკობდნენ ორნამენტებით, განსაკუთრებით მათ წინა მხარეს, მაგალითად, გეომეტრიული გამოსახულებებით, ბორჯღალებით, ჯვრებითა და ა.შ.

კიდობანი სამზითვო ავეჯიც იყო და რძლის პირად საკუთრებას შეადგენდა. შემკული იყო ძირითადად გასხივოსნებული წრეხაზებით - ბორჯღლებით.

საინგილოში კიდობანი, რომელიც დედაბოძის მარჯვენა კუთხეში იდგა, უფროს მამაკაცს ეკუთვნოდა. კიდობანი საახალწლო რიტუალის დროს წმინდა საგნად იქცეოდა. ოჯახის უფროსი მასზე ანთებულ სანთლებს მიაკრავდა და ილოცებდა.

სვანეთში ერთ-ერთი დღეობის დროს („ქორა ლიმზირ“) ქალები აცხობდნენ კერისათვის შესაწირ პურს - „კიხვს“, რომელსაც „გვემში“ - ბეღელში მდგარ კიდობანში ინახავდნენ - ბარაქა იცისო, მეორე დღეს კაცების დაუნახავად გვემში შედიოდნენ, იღებდნენ კიდობნიდან შესაწირ პურს და მიწაზე დამსხდარნი შეექცეოდნენ. ეს იყო მოსავლიანობისა და ბარაქიანობის გამომწვევი ერთ-ერთი რიტუალი. ამ მიზნით იყო, რომ კიდობნები უმეტესწილად იხატებოდა სხვადასხვა სახის ჭრელებით და მაგიურ აპოთროპული დანიშნულების მოტივებით. ბარაქიანობის მონიჭების იდეამ შექმნა განსაკუთრებული მოკრძალებული დამოკიდებულება სანოვაგის ამ ტიპის სათავსის მიმართ. მთელ საქართველოში (განსაკუთრებით მთიან ნაწილში) მეტ-ნაკლები სიხშირით გავრცელებულია მოჭრელებული კიდობნების საუკეთესო ნიმუშები, სადაც უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი მხატვრული ხითხუროობის ეს დარგი.

ტერმინის „კიდობანი“ სკივრის, ზანდუკისა და ლარნაკის ძველი ქართული შესატყვისია, რომელიც წერილობით ძეგლებში IX-X საუკუნიდან ჩანს.

ლიტ.: ლ. ბედუკიძე, ხალხური ავეჯი აღმ. საქართველოს მთიანეთში, 1973. ვ. ართილაყვა XVI-XVIIIსს. მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965. ნ. შოშიტაშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

ლ.ბ

6.79 კილანტარი (მეგრ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კილანტარი (მეგრ.)
კელაპტარის თავისებური ტიპი, რომელსაც გამოიყენებდნენ მიცვალებულის წლისათვის ცერემონიალის ჩატარებისას. კილანტარი წარმოადგენს სწორად და მრგვალად გათლილ გრძელ ჯოხს, რომელსაც ზოლებად შემოხვეული აქვს შავი და თეთრი ფერის გასანთლული მიტკალი. გარშემო იქით-აქეთ პატარა სანთლები ჰქონდა დამაგრებული. წვერზე ედგა ფრინველის ქანდაკება. წლისთავზე კილანტარს ეზოში გაიტანდნენ და მიზანში ესროდნენ თოფს ფრინველს. ვინც მოახვდრებდა გამარჯვებულად ის ითვლებოდა და ჯილდოს მიიღებდა.


ლიტ. ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006 წ.

ე. ნ..

6.80 კინთი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კინთი
ბამბის საპენტი ჯოხი.

6.81 კირი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კირი
საშენი მასალა, რომელიც ადრეულ პერიოდში ცემენტის მოვალეობას ასრულებდა. ქვიშითა და კირხსნარითაა აშენებული საქართველოს საერო და საფორტიფიკაციო ნაგებობანი. ცემენტის გამოყენებამდე კირი წარმოადგენდა ძირითად საშენ ხსნარს, რომელსაც გამოიყენებდნენ სამშენებლო საქმიანობისას. კირი მზადდება საკირეში, კირქვის მასა გამოიწვება საგანგებოდა მოწყობილ ღუმელში. წყლის დასხმის შემდეგ იწყება მისი დაშლის პროცესი. დაშლილი კირი და ქვიშა შემდეგ შეიზილება ერთად და მიიღება სამშენებლო ხსნარი.

ე.ნ..

6.82 კირითხურო (ძვ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კირითხურო (ძვ.)
ქვითკირის ნაგებობის მაშენებელი.

6.83 კირკაჟი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კირკაჟი
მოხარშული და ამოუზელავი ლობიო, მარილითა და ნედლი ხახვით შეკაზმული.

6.84 კირკიმალი (რაჭ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კირკიმალი (რაჭ.)
თავგახეთქილი გრძელი ჯოხი, რომელსაც ბავშვები ღობეში გაყოფენ ყურძნის მოსაპარად.

6.85 კიშტე//საკალტე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კიშტე//საკალტე
მოწნული, გრძელი, ოთხკუთხა ლასტი, რომელზედაც გაწურულ, მოზელილ და დამარილებულ ხაჭოს კვერებს აწყობენ. კიშტე კერის თავზე ეკიდა. ფშავში მას საკალტე გოდორსაც უწოდებენ.
იტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.

გ. გ..

6.86 კიჩო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კიჩო
ხომალდის უკანა დაბოლოება.

6.87 კიჩოს ანძა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კიჩოს ანძა
სამნავიან ხომალდზე უკანა ანძა.

6.88 კლიტე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კლიტე
კარების ჩასაკეტი მოწყობილობა, იყო როგორც რკინის ასევე ხისაც. ქართულ საცხოვრისსა და სამეურნეო ნაგებობებზე დაფიქსირებულია კლიტეთა სხვადასხვა ტიპები, რომელთაგან ზოგიერთი თავისი არქაულობით გამოირჩევა ( იხ. დათვა-ბოყვა).

ე.ნ..

6.89 კობული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კობული
1. ბელტების დასაშლელი იარაღი 2. მრგვალთავიანი კეტი, რომლითაც ყურძენს ტენიან საწნახელში.
ლიტ. ქელ. 2009

6.90 კოდალა (იმერ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოდალა (იმერ.)
ქართული ცულის ერთ-ერთი სახეობა. მისი ნაწილებია: ლითონის მოგრძო პირი (წინა და უკანა ნიღრებით) და ხელტარი. იხმარება ხის მოსაჭრელად, დასაჩეხად და მორზე „ნაცხვირის ამოსაღებად“.

გ. გ..

6.91 კოდალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოდალი
საბავშვო, წვერწაუმახავი ისარი გურიასა და იმერეთში.
ლიტ. ქელ. 2009

6.92 კოდი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოდი
მთლიან ხეში გამოთლილი დიდი ზომის მარცვლეულისა და ფქვილის შესანახი ჭურჭელი. კოდისთვის საუკეთესო იყო ცაცხვის ხე, რომლის ნამორს ამოხოწავდნენ სატეხებითა და სახვეწებით, გამოუყენებდნენ ფიცრის ძირს, გამოაშრობდნენ კარგად და დადგამდნენ სახლში ან სამეურნეო სათავსში. ტერმინი კოდი ქართულ-ზანური ფუძე ენის ერთობის ხანას განეკუთვნება, რაც ამ სამეურნეო ჭურჭლის უძველესობაზე მიუთითებს. კოდი სხვადასხვა სიდიდს იყო და ზოგიერთი მათგანი 0,5 ტონა მარცვლეულს იტევდა. პატარა კოდს საწყაო ფუნქციაც ჰქონდა და ხევსურეთში მისი ტევადობა 48 კგ. შეადგენდა. აღმ. საქართველოს მთიანეთში კოდს იყენებდნენ ლუდის დასადუღებლადაც.


ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
ე. ნ..

6.93 კოდი ლუდისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოდი ლუდისა
ლუდის საფუებელი ხის დიდი კოდი, რომელიც დგას საკოდეში. იქ მიიტანენ ჩხუტებით სვიამიცემულ და გაფილტრულ სისწვენს, გაავსებენ კოდს (ან კოდებს), გადააფარებენ სუფთა ფარდაგს და შეუქმნიან სათანადო პირობებს, სადაც 6-7 დღის განმავლობაში დაიდუღებს ლუდი. კოდთან ხდება ლუდის სარიტუალო დალოცვა, ჯვარ-ხატიონის დღეგრძელობა, ხევისბერი კოდიდან ლუდს პირველად ამოიღებს სახუცო კოჭობით, კოდზედაც და თასზედაც სანთლებს მიაკრავს და იტყვის ჯვარ-ხატიონის სადიდებელ ლოცვას.

ე. ნ..

6.94 კოვზი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოვზი
საქართველოში ნაირნაირი სახისა და დანიშნულების კოვზები იყო გავრცელებული როგორც ხის ასევე ლითონის. ხანგრძლივი დროის მანძილზე მოსახლეობა ძირითადად ხის კოვზებს მოიხმარდა, რომლისთვისაც სათანადო ჯიშის ხეები ადრიდანვე შეურჩევიათ და ფუნქციის მიხედვით გამოუყენებიათ. კოვზების ჯგუფში ერთიანდება მარტივად გათლილი ჯოხებიც, რომლებსაც კერძის დამზადებისას იყენებდნენ, ასეთ ჯოხებს მთიანეთში სარეველს უწოდებენ და რძის მოსარევად ხმარობენ. დასავლეთ საქართველოში მას სუთი//კირზა//სარსარა, სარხე (სვან.) ჰქვია. ამავე ჯგუფში შედის ტოტებიანი ჯოხები - სამკაპა//ფუცხი. ეს უკანასკნელი საბას განმარტებით „არის კაკოედი რკინა ხორცთა ამოსაღებელი“. ტოტებიანი ჯოხები გამოიყენებოდა ფაფის, ფელამუშის, ლობიოს დასამზადებლად. ამ უკანასკნელი შეჭამანდისთვის, მისი პოპულარობის შესაფერისად, ასეთი ჯოხები უფრო მრავალფეროვანი იყო: მაგ: ლაფეხა// ლაფერთხა (რაჭა,ლეჩხ. სვან.), ბურეჭყი (გურ), სამკაპალა//კიბორჩხალა (იმერ.) და სხვა.


საქართველოს მთიანეთში ძალზე გავრცელებული იყო ბრტყელპირიანი კოვზები და მათ სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელები აქვთ. მაგ., ჩეკი, ჩოგანი, ხოწი, საკეპელა, კიზი, ლაფერა და განსაკუთრებით ორიგინალური ხევსურული ორნაწილიანი კოვზი - ე.წ. საფაფე//სარეველა. ეთნოგრაფიულ ყოფაში მრავალგან დასტურდება დახვრეტილ კოვზთა წყება ე.წ. ქაფქირები და სახინკლენი. მათი ნახვრეტების ფუნქცია დასამზადებელი საჭმლის პრაქტიკიდან გამომდინარეობს. მაგ., საქართველოს მთიანეთში ხინკლის ქაფქირს ერთი დიდი ნახვრეტი აქვს, ხაჭოსას 3-4, ხოლო ხორცის საქაფ-ამოსაღებს რამდენიმე. ქაფქირის მოყვანილობისაა ხის კოვზი ქიტი, რომელიც ღრმაა, დაუხვრეტავი და წვნიანი კერძის საჭმელად გამოიყენება. ზოგადად მთელ საქართველოში გამოიყენებოდა ტარიანი და მოგრძოპირიანი სხვადასხვა სიდიდისა და მოყვანილობის კოვზები ნაირნაირი სახელებით. მაგ. ახვაფი (ხევს), ქიტი, ქიტურა, ქიტკოვზი (თუშ.), კონჩხა//კოჩხო (ფშავ. ხევ.) და სხვა. კოვზები იყო მრგვალი და ოვალური. იცოდნენ ხის, კამეჩის, თხის და ცხვრის რქისაგან კოვზების გამოთლა.


საკოვზე რქას ხერხავდნენ, ცეცხლზე შეარბილებდნენ, დანით გათლიდნენ, ჭოპოანით გაფხეკდნენ. ხმარობდნენ ძირითადად მწყემსები.

ლიტ.: მ. ხარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, ძმ, 1988, №1.
გ. გ..

6.95 კოთხო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოთხო
ხის სასმისი. ამზადებენ ხის ქერქისაგანაც, დასავლეთ საქართველოში კოთხო მარცვლეულის საწყაოს წარმოადგენდა და ჩვეულებრივ 1/4 ფუთს იტევდა.

6.96 კოიტი (იმერ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოიტი (იმერ.)
ქუდის ტყავის სარჩული.

6.97 კოკა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოკა
1. საშუალო ზომის თიხის ჭურჭელი. 2. საწყაო. ქართლსა და კახეთში გავრცელებული კოკა დასავლეთ საქართველოს ყოფაში ხმარებული საწყაო ჭურჭლის - ჩაფის ანალოგიურია. კოკის როგორც საწყაო ერთეულის მოცულობა მერყეობდა რაიონების შესაბამისად.

6.98 კოკა ხისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოკა ხისა
ხისაგან დამზადებული საწყლე ჭურჭელი. ძირითადად ამზადებდნენ კატრისა და ნაძვის ხისაგან. ხის კოკა სამ პატარა ფეხზეა შედგარი და გააჩნია გვამი // ტანი და სახელურები. ამზადებდნენ ისე, როგორც კუტალს (იხ.). ხის კოკა და კუტალი განსაკუთრებით გავრცელებული იყო მოსახლეობის ისეთ ფენებში, რომლებთაც ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდათ სპილენძის საწყლე ჭურჭლის დასამზადებლად. ხის კოკებს საქართველოს მრავალ რეგიონში ამზადებდნენ (ქართლი, კახეთი, მესხეთ ჯავახეთი და ა.შ.) სოფ. მამულაანში (ქვ. ქართლი) ამ ხელობით გამოირჩეოდნენ თაყნიაშვილები, რომლებიც მეტსახელად „მეკოკიანთ“ ეძახდნენ.

გ. გ..

6.99 კოკალი//კოკორე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოკალი//კოკორე
აბრეშუმის თესლიდან გამოჩეკილი ჭიის//“მურის“ კეცის ფორმის დასასმელი. აკეთებდნენ ნაცარმოყრილ მიწაზე თბილი წყლით მოზელილი ნაკელისა და ბზის ნარევით. დასავლეთ საქართველოში (გურია, იმერეთი, სამეგრელო) ჭია კოკალზე ერთ კანს იცვლიდა. კოკლებს მაგიდაზე ან ხის გრძელ სკამებზე ერთმანეთზე შედგამდნენ - ააკოკოლებდნენ ან ერთმანეთის გვერდით ათავსებდნენ. ჭიას რომ არ შესცივნოდა, შალით ფუთავდნენ და კერასთან ახლოს დგამდნენ. კოკლებზე სამ-ოთხ დღეში გამოდიოდა პირველი ასაკის ჭია.

ლიტ.: ნ. აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957.
ლ. მ..

6.100 კოკოზა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოკოზა
სათევზაო გოდორი, წოწოლა მოყვანილობისაა, პირი შიგნით აქვს ჩაბრუნებული. დაწნულ კოკოზას ჩქერებში დგამდნენ, გვერდებზე დიდ ქვებს შემოუწყობდნენ. თევზი კოკოზას ჩაბრუნებულ „ყელში“, ანუ „პირში“ თავისუფლად შედის, მაგრამ იქიდან ვეღარ გამოდის.

ლიტ.: თ. ჩიქოვანი, მესხეთი, 1979.
გ. გ..

6.101 კოკონცხა (იმერ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოკონცხა (იმერ.)
წვრილძირიანი კონუსური ფორმის გოდორი, რომელიც გამოიყენება ჭაჭიანი ჭურიდან ღვინის ამოსაწურად. იწვნება გათლილი თხილის ტკეჩებისგან. ღვინის გადაღებისას როცა ფსკერისკენ ჩასული ჭაჭის მასა ორშიმოს აღარ უშვებს სიღრმეში, მაშინ ჭაჭაში ჩადებენ კოკონცხას, მაგრად დააწვებიან და მასში შესულ წვენს პატარა ორშიმოთი ამოიღებენ.


ე. ნ..

6.102 კოკოშა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოკოშა
1. სახვნელის ნაწილი, მოხრილი ხე, რომელიც მასრის თავშია გაყრილი და ხელს უწყობს ხნულის გაღრმავებას. 2. ვერცხლის გრძელტარიანი სასმისი ხევსურეთში. 3. მცირე ხაპი ღვინისა და წყლის ამოსაღებად სათლიდან (იმერ.) 4. ორყურიანი თიხის ჭურჭელი, რომელშიაც აკვნიდან გამონადენი ბავშვის შარდი ჩაედინება.
ლიტ. ქელ. 2009.

6.103 კოლოტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოლოტი
ტყავის ჭურჭელი, რომლითაც ღვინოს გადაიტანდნენ. საკოლოტედ შეარჩევენ ასაკოვან ხარს. დაკლავენ ზაფხულის დამლევს, სანამ საზამთრო ბალნით შეიმოსებოდეს. გაატყავებენ დიდი სიფრთხილით, რომ არსად გაიჭრას, შემდეგ ტყავს ნედლი ჯოხებით გასხიპავენ, დაჭიმავენ, ბოლში გამოიყვანენ, ორი სამი თვის შემდეგ, გამხმარ ტყავს დაალბობენ, ბალანს გააცლიან, დაზელენ და ბალანგაცლილი პირით შიგნით მოქცეულს გვირისტით შეკერავენ. ხმარების შემდეგ გამოაშრობენ და მშრალ ადგილას ჩამოჰკიდებენ. საშუალო კოლოტი ჩვეულებრივ 10-15 ფუთ ღვინოს იტევდა.

ლიტ.: ლ. ფრუიძე, მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში, 1974.
ნ.ჯ..

6.104 კომბალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კომბალი
აქ. მწყემსის ჯოხი, რომელსაც თავში აქვს პატარა კაუჭი ცხვრის დასაჭერად.
ონკილა// ქვეშამდგე (იმერ.)// ქესადგუმე (მეგრ.), //ბოჯგი (აჭარ.) - ურმის თავის დასაყენებელი. როცა ხარებს გამოუშვებენ, ხელნაზე დამაგრებულ კონკილას უღელთან შეუდგამენ და ურემი ჰორიზონტალურობას შეინარჩუნებს.

ე. ნ..

6.105 კონტუღცი (ქართლ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კონტუღცი (ქართლ.)
მოკლე, ორტაბიკიანი უღელი, რომელსაც აქვს „საქედური“, მას უმეტესადჯიუტ მოზვერს ადგამდნენ, რათა მოზვერი „გამოქნილიყო“, მოთვინიერებულიყო.

გ. გ..

6.106 კონჩოლი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კონჩოლი
სამარხვო საჭმელი ერთგვარი. ზეთში ჩაყრიან ხახვს, ჩაფშვნიან პურს, დაასხამენ ძმარს და მიირთმევენ.

6.107 კონჩხა (ხევს.) // კოჩხო (ფშ. თუშ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კონჩხა (ხევს.) // კოჩხო (ფშ. თუშ.)
მრგვალი, ღრმა, ყურიანი უფეხო ხის სასმისი. გამოიყენებოდა წყლისა და რძის სასმელად. საქართველოს ეთნოგრაფიულ სინამდვილეში მისი ანალოგიური სასმისებია: ქვიშინა (ლეჩხ.), კვანჩხი (რაჭ,), ჩაყვა (სამეგრ.) საუკეთესო კონჩხა მზადდებოდა პანტისა და ველური მსხლის ხისაგან. მონადირეების კონჩხა ტარში გახვრეტილი იყო, ქამარზე იკიდებდნენ და ხმარობენ წყლისა და არყის დასალევად. ერწო-თიანეთში კონჩხას ყურიან ხის ჭიქასაც უწოდებენ. ზოგჯერ ორი კონჩხა მილით ერთმანეთსაა შეტყუპებული და ერთი რომ იცლება მეორედან გადაედინება.

ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
ე. ნ..

6.108 კოპაჭური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოპაჭური
თავკომბალა ჯოხი, თიხის ჭურჭლის შენებისას შიგნიდან უხვედრებენ რბილი ნაკეთობა რომ არ დაინგრეს.

6.109 კოპე//ხრიკა (გურ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოპე//ხრიკა (გურ.)
ჭურიდან ღვინის ამოსაღები ჭურჭელი. კეთდება მწარე გოგრისგან ანუ ხაპისგან (იხ. ორშიმო). ორშიმოსგან განსხვავებით კოპეს ტარი შუა ადგილზე გამჭოლად ეგება და გასაჟონი ადგილები სანთლით ამოივსება. რაჭასა და იმერეთში კოპეს ხრიკა ეწოდება.
ლიტ: მ. გეგეშიძე, მეღვინეობის ხის იარაღ-ჭურჭელი დას. საქართველოდან, სსმმ, ტ. XIX, 1956.

ე. ნ..

6.110 კოპური (იმერ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოპური (იმერ.)
ირგვლივ ნაოჭასხმული ქალამანია.

6.111 კორაკინა//კოროვანი (კახ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კორაკინა//კოროვანი (კახ.)
მოწნული გოდორი, მასში ჩასვამენ ახლად დაბადებულ ბატკანს. კორაკინა იმ სიმაღლეა, რომ ვერც ბატკანი ამოხტება იქიდან და ვერც სხვა ჩაუხტება. ცოტა რომ მოჩიტდება, საბატკნეში გადაიყვანენ.

ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943,კორვა// კორუა // კარვა (რაჭ. სვ.) - ხის საწყაო ფქვილისა და მარცვლეულისათვის.

6.112 კორთაი (ხევი) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კორთაი (ხევი)
სათავსი. სახლის-სამყოფოს კუთხეებში ამოჭრილი ბრტყელი ქვებით მოპირკეთებული. იხმარებოდა სხვადასხვა ნივთების დასადებად.

ლიტ.: ვ. ითონიშვილი, ხევი ძველად და ახლა, 1967.
ლ. ბ..

6.113 კორთეი (საინგ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კორთეი (საინგ.)
ჯამ-ჭურჭლის დასაწყობი ხის თარო, მიდგმული კედელთან და დამაგრებული.

ლიტ.: მ. ჯანაშვილი, საინგილო, 1911-1913.
ლ. ბ..

6.114 კორკოტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კორკოტი
ხორბლისაგან დამზადებული ფაფის საკვები. მზადდებოდა კანგაცლილი დაღერღილი მარცვლისაგან. ეს კერძი, ისე როგორც წანდილი (იხ.), საწესო-სარიტუალო საკვებია. ამზადებენ შობას, სულთმოფენობას, კვირაცხოვლობას, მიცვალებულის „თავზე“, „ორმოცზე“, „წლისთავზე“. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მიცვალებულის სახელობაზე და ახალი წლის დღესასწაულზე მომზადებული კორკოტი ბუნების აღორძინებისა და მთელი წლით სიკეთის დაბევების პრაქტიკული იდეით იყო გამსჭვალული.

ლიტ.: გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში, 2007. ვ. ბარდაველიძე, ქართველთა უძველესი სარწმ. ისტორიიდან, 1941.
ე. ნ..

6.115 კორნე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კორნე
სწორი ფიცარი, რომელსაც ჰქონდა მოწნული გვერდები. აკვანში ჩაწვენამდე ერთი კვირიდან ათ დღემდე ჩვილს ამგვარ საწოლში აწვენდნენ (იხ. ხოჭიჭი).

6.116 კორჩიოტა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კორჩიოტა
იმერეთსა და შიდა ქართლში წისქვილის პატარა ქვების სახელია. ბუჭულაზე უფრო მცირე (იხ. ბუჭულა).

6.117 კოტორი//კოთორი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოტორი//კოთორი
ხის გადანჭერი, პატარა მორი ყავრის დამზადებისთვის ვარგისი.

6.118 კოტორი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოტორი
აქ: ყველისა და ხაჭოს ხაჭაპური თუშეთში, რომელსაც გარედან ერბო აქვს წასმული.

6.119 კოტოში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოტოში
რქის ჭიქა, სისხლის მოსაზიდი ჭურჭელი. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, კოტოში მიზიდვით სისხლის გამომღებელი ჭურჭელია. ძველად კოტოშად მოკლედ გადაჭრილ, ვიწრო და ბოლოგახვრეტილ საქონლის რქას ხმარობდნენ. ამჟამად კი ჩვეულებრივ მინის ქილას იყენებენ. რქის კოტოში, სვანურად „კობ“ ყანწის მსგავსი ჭურჭელი, ოღონდ ბოლო აქვს მოკვეთილი. რქას ნუნს წააგდებინებდნენ, ცხელ წყალში ან ნაღვერდალში დაალბობდნენ, გათლიდნენ, შემდეგ გაფხეკდნენ, შიგნიდან გამოასუფთავებდნენ ხვეწით და სასურველ ფორმაზე გადაჭრიდნენ. საქონელს ავადმყოფობის დროს, დაჟეჟილ არეს ბასრი დანით მსუბუქად დაუსერავდნენ. რქის კოტოშის გახვრეტილი ბოლოდან ჰაერს ამოწოვდნენ და ნახვრეტს გამდნარი სანთლით დაგმანავდნენ. კოტოშის შიგნით ვაკუუმი იქმნებოდა, რის შედეგადაც იგი მჭიდროდ მოეკიდებოდა ხორცს და სისხლს შეიწოვდა, დასერილი არიდან ცუდი-არამი სისხლი გამოვიდოდა. რქის კოტოში საქართველოში თითქმის ყველგან იყო გავრცელებული. მას იყენებდნენ როგორც საქონლის, ასევე ადამიანის დაჟეჟილი სხეულის სამკურნალოდ.

ლიტ.: ნ. მინდაძე, ქართული ხალხური სამედიცინო ტრადიციები კახეთში, 2005.
მ.ხ..

6.120 კოში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოში
სალუდე ქვაბიდან წვენის (სისწვენის) გადასაღები ხის ტარიანი ჯამისებური ჭურჭელი. საპატიო სტუმარს კოშით მიართმევდნენ ლუდს, რაც დიდ დაფასებად ითვლებოდა.


ე. ნ..

6.121 კოშკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოშკი
კოშკი გალავანშია ჩაშენებული ან ცალკე დგას. იგი ვიწრო და მაღალია. საქართველოში ორიდან რვა სართულამდე კოშკებს აგებდნენ. კოშკი არის გეგმით კვადრატული, ცილინდრული, ზურგიანი (გეგმაში მისი ერთი მხარე ნახევარწრიულია), სწორუთხა, მრავალკუთხა, წრიული. სიტყვა კოშკი ქართულ წყაროებში XI ს-დან გვხვდება, მანამდე ასეთ ნაგებობას უწოდებდნენ გოდოლს, სვანეთში „მურყვამს“.კოშკი დროის მიხედვით აღჭურვილი იყო სალოდეებით, სათოფეებით, საზარბაზნეებით.


ფეოდალურ ხანაში მთავარი სიმაგრე ციხე-ქალაქი იყო, მაგრამ ციხეების გარეშე ის თავის მოვალეობას ვერ შეასრულებდა. ციხე სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ხოლო ციხე-დარბაზი - კერძო პირს, ფეოდალს. ამ სიმაგრეებს სჭირდებოდა მაკავშირებელი, რომლის როლსაც ცალკე მდგარი კოშკი ასრულებდა. ამით ქვეყანაში იქმნებოდა თავდაცვის ერთიანი ჯაჭვი. თუ სახელმწიფო ძლიერი და ერთიანი იყო, ჯაჭვი მოქმედებდა და მტერი შეუმჩნევლად ვერ დაესხმებოდა. ციხეები და მათი მაკავშირებელი კოშკები ისე იყო განლაგებული, რომ ერთმანეთს უცქეროდა. ასეთი განლაგებისას საზღვრებზე მტრის გამოჩენისას იქვე მდგარი ციხის კოშკზე აინთებოდა კოცონი. მომდევნო კოშკის გუშაგი ცეცხლის დანახვისთანავე თვითონაც აანთებდა კოცონს და ასე, კოშკიდან კოშკს, სიმაგრიდან სიმაგრეს გადაეცემოდა სიგნალი, რომელიც სწრაფად აღწევდა ცენტრამდე. ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენის შემდეგ ცეცხლს თოფი და ზარბაზანი ცვლიდა. კოშკური კულტურა განსაკუთრებით განვითარდა სვანეთში (იხ. მურყვამი).
ლიტ: პ. ზაქარაია, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

6.122 კოჩაბანდი (ქვ.რაჭ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოჩაბანდი (ქვ.რაჭ.)
ხის საწოლი. კოჩაბანდი ხის სვეტებიანი საერთო საწოლია. გასდევდა კედლის 3/4 ნაწილს. სვეტები ეყრდნობოდა „ძირა კოჭებს“, რომელზედაც დაგებული იყო კოჩაბანდის იატაკი, ხოლო „თავ-კოჭებზე“ ჭერი. საწოლის წინა სვეტები თაღებიანი იყო. თაღებისა და სვეტების ზედა ნაწილს ჩუქურთმები ამკობდა. კოჩაბანდი შეძლებული, გაუყოფელი, დიდი ოჯახების საწოლი იყო. ღარიბ ოჯახებში კოჩაბანდის შემცვლელს სკამ-ლოგინი წარმოადგენდა, რომელიც აგრეთვე მთელი კედლის გაყოლებაზე კეთდებოდა. დიდი ოჯახის პირობებში ასეთი საწოლი იყო ორი - კაცებისა და ქალებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საწოლი არ იყო დაყოფილი, მასზე ყველას ჰქონდა მონიშნული თავისი ადგილი.~

ლიტ.: ა. კიკვიძე, „შუა-სახლი“ რაჭა-ლეჩხუმში, ენიმკის მოამბე, ტ. V-VI, 1940. ლ. ბედუკიძე, ხის ავეჯი რაჭაში, სსმმ, XLII-B, 1997.
ლ. ბ..

6.123 კოჭი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოჭი
გრძივი ძელები, რომლებიც დატანებულნია სახლის კედელში და რომლებზედაც დაიგება იატაკი და ლამფა.

6.124 კოჭი//კოჭაობა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოჭი//კოჭაობა-კოჭით თამაში. ცხვრის კოჭს აქვს ოთხი მხარი: ალჩუ, თოხანი, თაფი, ჭიკი. გადაგდებისას რომელ მხარესაც დაჯდება, იმის მიხედვით განისაზღვრება მოგებული.

ე.ნ..

6.125 კოჭობი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოჭობი
საჭმლის გასაკეთებელი სადუღარი ჭურჭელი. ქოთანზე მომცრო. აქვს ფართო პირი და ყურები ხელში მოსამარჯვებლად. კოჭობით ყანაში გასული მუშებისათვის კერძიც მიჰქონდათ.

მ. ზ..

6.126 კოჭობი სახუცო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოჭობი სახუცო
ლუდის სასმისი, ვერცხლის სარიტუალო თასი, რომელსაც შებმული აქვს ხალხისგან შეწირული სხვადასხვა სამკაული: მონეტები, ყაწიმები, შიბები-ძეწკვები და სხვა. სახუცო კოჭობი წმინდა ჭურჭელია და სასმელი ჭურჭლებიდან მხოლოდ იმითაა ნებადართული კოდიდან ლუდის ამოღება. თუ ადამიანი ცოდვილია, თავის თავს ვერ მისცემს ნებას სახუცო კოჭობიდან ლუდი დალიოს. არის წესი, როცა განსაკუთრებული კრძალვის ნიშნად კოჭობს მიწაზე დადებენ და მუხლებზე დამდგარნი ლუდს დახტუნებით დალევენ. ამ ჭურჭლის საკრალურ დანიშნულებას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ მას წელიწადში ერთხელ გამოაბრძანებენ, რასაც ხალხი მუხლმოდრეკით შეხვდება. ეს თასი თავისი სიმბოლური არსით ზეციური წარმოშობისაა და ციდანაა ჩამოსული, ღვთისშვილთა ნიშანს წარმოადგენს და მისგან აღმოცენდება ჯვარხატი. „ეს ცით მოსული ხატი“ (ანუ ჯვრის ნიშანი), რომელიც ეკვრის სახუცო კოჭობის კიდეს, მტრედის სახით ეცხადება საყმოს. თასს განსაკუთრებული ძალა ენიჭება ხევისბერის ხელში, ხოლო მასზე მიკრული სამკაულები დიდიპატივისცემის ნიშანია. სახუცო კოჭობიდან თემის წევრები მოსვამენ ლუდს, რითაც სიმბოლურადაა გამოხატული თემის ერთიანობის იდეა.


ლიტ.: ე. ნადირაძე, ქართული ლუდი, ეთნოლოგიური ძიებანი, ტ III, 2007.
ე. ნ..

6.127 კოხი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოხი
მაგარი შედგენილობის ჯიშის ქვა, რომლისგანაც სხვადასხვა ნივთს ამზადებენ. კოხი სინოტივეს არ ინარჩუნებს, ხავსი არ ეკიდება, არის თეთრიცა და ლურჯიც, მოწითალოცა და მოყვითალოც. წითელი და თეთრი კოხებით მოჭედილი იყო კევრები.

ე. ნ..

6.128 კოხუჯი (ხევი) //კვანძური (კახ.)//ჯღანი (ჯუთა, ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კოხუჯი (ხევი) //კვანძური (კახ.)//ჯღანი (ჯუთა, ხევს.)
უხეში ქალამნის ტიპი. ასეთი ქალამნის ამოსხმის დროს საკერავი თასმა ხელში იგრიხებოდა, რათა ხმარების დროს კოპს (იხ.) მეტი სიმაგრე ჰქონოდა. ერთ თვალში გაყრილი კოპი უკანვე ბრუნდებოდა და კოპები გრეხვით ერთმანეთზე იდებოდა. ერთი კოპი ნაჩვრეტში გადიოდა და ასე მეორდებოდა ქალამნის ამოსხმის დასრულებამდე. კახელები კოხუჯს უწოდებდნენ უშნოდ ამოსხმულ, გაცვეთილ და გამხმარ ქალამანს.


ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ..

6.129 კრაზანა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კრაზანა
ერთგვარი მცენარე, რომელსაც ჭურის სარეცხად ხმარობენ შემოდგომის პირას, როცა ეს მცენარე ზრდა-განვითარებით მთლიანად დასრულებულია მოჭრიან, შეკრავენ მაგარ კონებად და რთვლამდე შეინახავენ. ჭურების რეცხვის წინ წყალში დაალბობენ „კაცის მაჯის სიმსხოზე“ თავბოლოშექცევით დაალაგებენ. შუაგულში მანეულის „ღვლეჭს“ მოუჭერენ, შემდეგ წრიულად მომშვილდავენ, კანაფს დაამაგრებენ და მისი გაფშეკილი მაგარი ბოლოებით ხეხავენ ქვევრის ზეადაპირს.

ე. ნ..

6.130 კრამიტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კრამიტი
სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობების გადასახური. მეკრამიტეთა საქმიანობა კრამიტის თიხის გახმობა-დალბობით იწყება. დაზელილ თიხა გაბრტყელდება და მოსუფთავებულ სოხანეს თხლად დაეკვრება. გაბრტყელებული თიხის შუაგულში მარცხენა ფეხს დააბჯენენ და მარჯვენა ფეხის ქუსლის ცემით ირგვლივ შემოვლას დაიწყებენ. ქუსლისავე დახმარებით თიხას ნაწილებად დაჭრიან და შლამმოყრილ დაზგაზე გუნდებს დააწყობენ. ამის შემდეგ ხდება ხელით დარჩევა, რათა საკრამიტე მასა განთავისუფლდეს მინარევებისაგან. აქედან იწყება კრამიტის მოჭრა ყალიბის საშუალებით. ყალიბი ხისაგან გაკეთებული მოგრძო ჩარჩოა, რომელსაც ერთი მხარე ფართო, ხოლო ბოლო ვიწრო აქვს. ყალიბში გაყვანილსა და ზედაპირგადასწორებულ თიხას ე.წ. ქობუნაზე (იხ. ქობუნა) გადაიტანენ. საქართველოში ადრე სწორი ქართული კრამიტი იჭრებოდა, შემდგომ პერიოდში ქართული კრამიტი შეცვალა ღარიანმა კრამიტმა. ღარიან კრამიტს ამობურცული ზურგი აქვს, რომლის ერთი ნაპირი ბრტყელია, მასზე კარგად რომ მოთავსდეს მეორე ცალი. ღარიანი კრამიტი შუაზე გაჭრილი მილის ფორმისაა. ორ ერთმანეთთან მიჯრით მოწყობილ ამოყირავებულ კრამიტს ზემოდან დამხობილი აქვს მესამე კრამიტი. სახლის გადახურვა ძველად სწორი და ღარიანი კრამიტის მონაცვლეობა-შერწყმით ხდებოდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მარტო ღარისებური კრამიტი იჭრებოდა. საქართველოში არსებობს „ქსნური კრამიტიც“, რომელსაც იტალიურ კრამიტსაც უწოდებენ. საკრამიტე ქარხანა სოფ. ქსანში იტალიელს აუშენებია და სახელიც ქედან მომდინარეობს. სოფ. ქსანში დამზადებული კრამიტი მთელ საქართველოში ვრცელდებოდა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად კრამიტი და აგურიც საკულტო დანიშნულების ნაგებობებისათვის იყო განკუთვნილი. არქეოლოგების აზრით, კრამიტი სამეფო, გაბატონებული წრისათვის განკუთვნილი ნაგებობების გადასახურავად იხმარებოდა. ეთნოგრაფიულ ყოფაში შემოგვრჩა მოკალული, ანუ მოჭიქული კრამიტიც. რომლითაც იხურებოდა საკულტო ნაგებობები. ამგვარი კრამიტის გავრცელების ფაქტი დასტურდება ბაგინეთის, ვანისა და ურეკის არქეოლოგიურ ძეგლებზე. მოჭიქული კრამიტით გადახურული ყოფილა ალავერდის ტაძარი და ლურჯი მონასტერი ქ.თბილისში. ს. ჯანაშიას სახ. მუზეუმის კერემიკის ფონდში დაცულია სოფელ შროშიდან ჩამოტანილი ლურჯად მოჭიქული კრამიტი.


ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა. მ. ზანდუკელი, ქართული კერამიკა, 1982. ა.ბოხოჩაძე, რუსთაველის ეპოქის სამშენებლო კერემიკა ძველ საქართველოში, 1968.
მ. ზ..

6.131 კრიალოსანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კრიალოსანი
1. სალოცავად ასხმული მარცვალნი, „ესე არს მძივნი, ანუ ხეთა ნათალნი ძაფსა ზედა“ (საბა). გამოიყენება ლოცვის კანონის შესასრულებლად. წარმოდგება ბერძნული „კირიე ელეისონ“-იდან, რაც ნიშნავს „უფალო, შეგვიწყალენ“. მძივთა რაოდენობის ჩაყრით, წარმოთქმული ლოცვების რაოდენობა განისაზღვრება. 2. ქალთა სამკაული, რომელიც მზადდებოდა ძვირფასი ქვებისა და მინისაგან. 3. მოხუცთა გასართობი, თითებით სამარცვლავი.

ლიტ.: ს.ს. ორბელიანი, ლექსიკონი ქართული I, 1991. მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, 2002.
ხ. ც..

6.132 კროცი//კროლი (იმერ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კროცი//კროლი (იმერ.)- ნაჭუჭგაცლილი, საღი კაკალი.

6.133 კროჭი//კროჭა (თუშ. ფშ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კროჭი//კროჭა (თუშ. ფშ.)
ქალის სამკაულებისა და ხელსაქმის იარაღების ყუთი. ჰქონდა გასაწევ-გამოსაწევი სახურავი. უკეთდებოდა ასახდელი სახურავიც. შემკული იყო უხვი ორნამენტებით.


ლ. ბ..

6.134 კუბასტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კუბასტი
დიდი თავსაფარი.

6.135 კუბდარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კუბდარი
დაკეპილი ხორცითა და სანელებლებით შეზავებული პური, სვანური სამზარეულოს კულტურული მონაპოვარი. უაღრესად დიდი ადგილი ეჭირა საკულტო დღესასწაულებში, როგორც საწესო სარიტუალო პურს.


ე.ნ..

6.136 კუბო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კუბო
საბას მიხედვით, „კუბო არის ქალთა და კაცთა ჩასაჯდომელი, აქლემთა ასაკიდებელი, გინა ხელით სატარებელი“. ვეფხისტყაოსანში ნათქვამია: „იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები“. ძველი ქართული ენის ლექსიკონში იგი განმარტებულია „სასძლო, საქორწინო სახლად“. ქრისტიანულ მწერლობაში ღვთისმშობლის საფლავი „ყოვლად დიდებით მოსილი საქორწინო პალატია“. კუბოს განმარტება, როგორც საქორწინო პალატისა უნდა იყოს ძველი ცნება ამ ტერმინისა. სავარაუდოდ, შემდეგში დაუკავშირდა სიკვდილს და მიცვალებულის ყუთის ჩასასვენებელ ტერმინად იქცა.

ე. ნ..

6.137 კუდბაწარა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კუდბაწარა
ქვის სატყორცნი იარაღი. წარმოადგენს ბაწარშებმულ ფილთაქვას, რომლის
გასროლის დროს ქვას თან ბაწარი მიჰყვება. შურდულთან შედარებით ამ კუდბაწარას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია - გასროლილი ფილთა ისე შორს ვერ გაიტყორცნებოდა, რადგან ქვას თან ბაწარიც მიჰყვებოდა, და მეორეც, შეიძლებოდა, ბაწარი რამეს გამოსდებოდა და ქვის მოძრაობა შეეფერხებინა. კუდბაწარა მეშურდულეს უკანასკნელ იარაღს წარმოადგენდა, როდესაც ბრძოლა ტრიალ მინდორზე მიმდინარეობდა და ქვის საშურდულე მარაგი ამოიწურებოდა, მეშურდულე კუდბაწარას გამოიყენებდა.

მ. ქ..

6.138 კუთო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კუთო
ბრინჯითა და კარტოფილით შემზადებული წვნიანი კერძი.

6.139 კულა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კულა
1. ხისგან გაკეთებული ღვინის ორიგინალური სასმისი, რომლისთვისაც საუკეთესო მასალა იყო ძელქვის, ბზის, ურთხელის, კაკლის ხე. კულას აქვს მასიური ოვალური ტანი და გრძელი ყელი. ყელთან პატარა რქა აქვს სმისას თითის გამოსადებად. კულიდან ღვინო რაკრაკით გადმოედინება. კულებს არცთუ იშვიათად ამკობდნენ ვერცხლის დეტალებით და ძვირფასი ქვებით. კულას ამზადებდნენ მწარე კვახისაგანაც, რომელიც ორშიმოს მსგავსად მუშავდება (იხ. ორშიმო). ასეთ კულას ყელში უდგამენ ხის ტიხარს ღვინო რომ ძუნწად მიაწოდოს და ღვინის სმის პროცესი გაახანგრძლიოს. ხშირად კვახის კულას ამკობდნენ წარწერებითა და ორნამენტებით, არცთუ იშვიათად უკეთებდნენ ინკრუსტაციას სხვადასხვა ქვებით (მაგ., გიშერი). 2. ქვებით აგებული ოთხკუთხი სვეტი, რომელიც მოხევეთა სახლში დედაბოძის მოვალეობას ასრულებდა.


ე. ნ..

6.140 კულაბა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კულაბა
ბზის ჯოხი, ამ ხელსაწყოთი ხელოსნები კალაპოტში ჩადებული წუღის ძირს ლესავდნენ.

6.141 კულონი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კულონი
ერთგვარი ოვალური ფორმის სამკაული. ზოგჯერ აქვს საკიდრები. კულონს ძირითადად აკეთებენ ოქროსა და ვერცხლისაგან. ხშირად აჟურულად დამუშავებული კეთილშობილი ლითონისაგან, ხმარობენ ძეწკვზე დაკიდებულს.


6.142 კუნჭულა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კუნჭულა
გიდელისებურად მოწნული ჭურჭელი, ხეზე ასული ყურძნის საკრეფად ხმარობენ.

6.143 კუპატი//შიგნითა//შიგნითადი(თუშ)//ძეხვი(ქართ.კახ.)//მძეხვი(ფშ.)//ჭიჭნაგური (ინგ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კუპატი//შიგნითა//შიგნითადი(თუშ)//ძეხვი(ქართ.კახ.)//მძეხვი(ფშ.)//ჭიჭნაგური (ინგ.)
კარგად მოხარშული, წვრილად დაკეპილი და სუნელებით შეზავებული ხორცი, რომელსაც ჩატენიან, ცხოველისავე კარგად გასუფთავებულ-გარეცხილ ნაწლავში. ნაწლავში ჩატენილ ძეხვს მოუკრავენ თავბოლოს, რითაც დაცულია გაფუჭებისგან. სამეგრელოში კუპატს ძირითადად ამზადებენ შიგნეულობისგან.

ნ. ჯ..

6.144 კუპრიელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კუპრიელი
მოკუპრული ტყავის ჭურჭლის ზოგადი სახელია. გატყავებულ და დამუშავებულ ტყავს ხელოსანი კარგად გარეცხავს, გაპარსავს, მზეზე გამოაშრობს, ჭიპთან და უკანა ნახვრეტთან ხარატულებს დაუყენებს, წინა ფეხებზე მასრებს მოარგებს, ხოლო უკანებს თასმით შეუკრავს და ბალანგაცლილ ზედაპირს ცხელ კუპრს თანაბრად წაუსვამს. ტყავი რომ გაშრება, გადმოაბრუნებს, მოკუპრულს შიგნით მოაქცევს და კუპრიელი მზადაა ღვინისგადასატანად. ხმარების შემდეგ კუპრიელი უნდა გაიბეროს და ასე უნდა იქნეს შენახული.

ე. ნ..

6.145 კურტაკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კურტაკი
„არს სამოსელი მეომრისა საჩინო ჯაჭვთა გარედან საცმელი“(საბა).

6.146 კუს ერბო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კუს ერბო
ერთგვარი საჭმელი მთიულეთში „დათლილ ყველს მაუკიდებდნენ ერბოზე“, ზოგჯერ ნიორსაც ჩააჭრიდნენ.

6.147 კუტალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კუტალი
ძირჩადგმული, ცილინდრისებური სამ დაბალ ფეხზე შემდგარი ხის (ნაძვის // კატრის) ჭურჭელი, რომელსაც აქვს მილი, ყელი, ტანი // გვამი და სახელური. კუტალი ითლებოდა ორი მტკაველი სიგრძის ხისაგან, მის ტანს ხოწით ამოთლიდნენ, ხოლო ყელს შამფურით ჩასწვავდნენ. ნედლ კუტალს ფიჭვის ხმელ ძირს ჩაუდგამდნენ. კუტალის დიდი რაოდენობით ამზადებდნენ მესხეთ-ჯავახეთის სოფლებში, განსაკუთრებით გამოირჩეოდა გოდერძისა და წინუბნის კუტალები. წყლით ავსებულ კუტალს სახელურით ზურგზე მოიკიდებდნენ, აქედანაა წარმოშობილი იმერულ დიალექტში შესული სიტყვა „მოკუტალება“.


გ.გ..

6.148 კუწუბი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კუწუბი
გარშემო შემოვლებული არშია, ხერხის კბილებივით ოკრობოკრო.

6.149 კუჭურა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


კუჭურა
გათხოვილი თუში ქალის მანდილის ქვეშ სატარებელი თავსადგამი (ადრე მის მაგივრობას თმების განსაკუთრებული ვარცხნილობა სწევდა). მასალად გამოიყენებდნენ უბრალო ბამბის ქსოვილებს, უპირატესად თეთრ „ამერიკას“ და მატყლს. ნაწილები: თავისკვერი//გორილაი, ბოძები, ზოლტები და ყაპყატოი. აქედან ზედა წრე, შუა და უკანა ზოლტები მატყლით იყო გატენილი. დანარჩენები ორკეცი მატერიისაგან სოლისებურად იკერებოდა. მათი სიგრძეც განსხვავებულია. თუში ქალი მამაკაცის თანდასწრებით კუჭურას არ გამოაჩენდა. ჩიხტის ფუნქციის მატარებელი ეს უჩინარი თავსახური გათხოვილ ქალს ნიადაგ უნდა ეტარებინა და სიკვდილის შემდგომ, საფლავშიც თან უნდა გაეყოლებინათ.

ლიტ.: გ. ბოჭორიძე, თუშეთი, 1993. ც. ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.
ც. ბ..