![]() |
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |

![]() |
1 მიძღვნა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ეძღვნება ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხსოვნას
„მადლობა ჩემს ხალხს ასეთი მემკვიდრეობისათვის, მადლობა ყველა უსახელო ხუროსა და ოსტატს, რომელთა მარჯვენამ განადიდა საქართველო, შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურის საგანძური“.
გიორგი ჩიტაია
![]() |
2 ანოტაცია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პირველი გამოცემის ტირაჟი იყო მხოლოდ 200 ეგზემპლარი. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ნაშრომისათვის, რომელიც ქართული სკოლის ყველა ბავშვისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს ძალიან ცოტაა. ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი დამოკიდებულება იყო უმთავრესი, რამაც გადააწყვეტინა (ჩემი თხოვნის გარეშე) ვაჟა უსანეთაშვილს ლექსიკონის განმეორებით გამოცემის დაფინანსება, იგი ჩემი მეგობარია, მაგრამ გადამწყვეტი აქ მეგობრობა კი არაა, არამედ მისი მყარი რწმენა ქართული ეთნოკულტურის სიდიდისა და მნიშვნელობისა. მადლობა მას ამისათვის.
„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პროექტმა გაიმარჯვა სესფ-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ძალისხმევით ეს რთული საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ყველაფერი ის რაც ამ ლექსიკონშია მოცემული და განმარტებული საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ურთიერთობის სფეროში. ლექსიკონში შესული თითოეული ტერმინი ნათლადაა განმარტებული. შესაძლოა ითქვას, რომ ეს მასალები შენივთებულია აქამდე არსებული სხვა დარგობრივი ლექსიკონების, ისტორიული წყაროებისა და ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე, საერთო შედეგით მიღებულია თითოეული ნივთის განმარტება, ისეთი აუცილებელი პირობების გათვალისწინებით, როგორიცაა ნივთის ფუნქცია, მასალა, უტილიტარული დანიშნულება და მასთან დაკავშირებული რწმენაწარმოდგენათა ასპექტები.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ლექსიკონის ვიზუალური მხარე, რომელიც თვალწინ წარმოგვიდგენს იმ უაღრესად მაღალ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო კულტურას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში შეუქმნია ქართველ ხალხს, ეს კულტურა უეჭველად იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეთნოკულტურის გათვითცნობიერების დარგში დიდია ლექსიკონის დანიშნულება. ესაა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ფრიად საჭირო ნაშრომი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის თვითშემეცნების გაღრმავებისათვის.
დავით ლორთქიფანიძე
![]() |
3 წინათქმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წინათქმა
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, წარმოადგენს ხანგრძლივი შრომის შედეგს, რომლის მსგავსი ქართველოლოგიის სფეროში აქამდე არ განხორციელებულა.
საქართველოს ისტორიის სისავსეს მნიშვნელოვნად განაპირობებს სოციალური ყოფის გამოწვლილვით შესწავლა, დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გვერდით ადამიანთა ყოფა-ცხოვრების არააშკარა მოდელების წარმოჩენა. სწორედ ეს მისია აკისრია ნაშრომს. ასეთი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი, როდესაც ვიზა მისცა ს.ჯანაშიას მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების თანამშრომლებს მასზე მუშაობისათვის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში.
მატერიალური კულტურის სფეროს გამომზეურებას, არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით, სათანადო ადგილი დაეთმო ქართულ ენციკლოპედიაში, მაგრამ მისგან განსხვავებით, ლექსიკონი გვთავაზობს არჩეული თემების უფრო სპეციფიკურ, ფართე და მრავალმხრივ გაშუქებას უხვი საილუსტრაციო მასალით, რაც ნაშრომის ვიზუალურსა და შემეცნებით დონეს განსაკუთრებულად ზრდის. ყველაფერი ის, რაც ამ ლექსიკონშია მოცემული ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ყოფის ვრცელი სპექტრი ფაქტობრივი განმსაზღვრელია ქართველი ერის ეთნოკულტურული მიღწევებისა, ამ სფეროში მისი წარმატების თუ წარუმატებლობისა, ნაშრომში თავმოყრილი მასალის გაცნობა და გაანალიზება უეჭველს ხდის, რომ ეს კულტურა არის ძალიან მრავალმხრივი, საყურადღებო და მნიშვნელოვანი. ასეთი მთლიანობით აქამდე ეს კულტურა არ ყოფილა წარმოდგენილი.
ლექსიკონის დანიშნულება ბევრად სცილდება წმინდა მეცნიერულ მიზნებს, განსაკუთრებით ფასეულია მისი ზოგადსაგანმანათლებლო მნიშვნელობა, ძალზე დიდია ასეთ ნაშრომებზე საზოგადოების მოთხოვნილებაც. ვისურვებდი ამ ლექსიკონის უცხოენოვანი ვარიანტების გამოცემას, რაც დიდად წაადგებოდა ქართული ეთნოკულტურის პოპულარობას საერთაშორისო მასშტაბით.
როინ მეტრეველი
Preface
Ethnographic dictionary of the Georgian material culture represents
Completeness of the Georgian history is signifi cantly stipulated by thorough study of social life, showing of non-evident models of humans' way of life along with great political events.
Just this mission is vested in the work. Such was the attitude of the Georgian Academy of Sciences to this problem when they gave visa to the employees of Ethnographic Department of S.Janashia Museum for working on it even back in the 90s of the last century.
Exposition of the sphere of material culture with consideration of real specifi cs was duly covered by the Georgian encyclopedia, though in contrast to it the dictionary off ers more specifi c, wider and comprehensive exposition of selected topics with rich illustrated materials, which especially increase both visual and informative levels of the work.
Everything which is given in this dictionary - wide range of the way of life and household life of the Georgian people - is the actual determiner of the Georgian nation's ethno-cultural achievements, their successes or failures in this sphere, studyand analysis of materials collected in the work makes it doubtless that this culture is rather versatile, attracting and signifi cant. Th is culture has never been presented in such wholeness so far.
Purpose of the dictionary much exceeds just scientifi c goals, especially valuable is its comprehensive signifi cance, and society's demands for such kind of works are rather high.
Academician Roin Metreveli
Vorwort
Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur ist Ergebnis der jahrelangen Forschung, derengleich im Gebiet der Kartwelologie (Georgienkunde) noch nicht stattfand.
Die vollkommene Forschung der Geschichte von Geogien ist ohne die detaillierte Forschung des sozialen Daseins in Georgien un vorstellbar und es ist wichtig neben der politischen Ereignisse auch das alltдgliche Dasein des Volkes darzustellen. Genaudiese Aufgabe beinhaltet das vorliegende Werk.
Zwar wurde der Darstellung der materiellen Kultur von Georgien in „Der Georgischen Enzyklopedie“ ihr bestimmtes Kapitel gewidmet, aber im Unterschied zur Enzyklopedie bietet das zahlreich illustrierte ethnographische Lexikon die erweiterte, eingehende und vielfдltige Darstellung des Problems. Also, im Lexikon ist das breite Spektrum des wirtschaftlichen und alltдglichen sozialen Lebens des georgischen Volkes darstellt. Die Bekanntnahme und Analyse dieses ethnographischen Materials beweist, dass die georgische ethnographische Kultur sich als vielfдltige und wertvolle Kultur versteht. Bis heute wurde diese Kultur noch nicht mit solcher Vielfaltist und Fьlle dargestellt, wie es in diesem Lexikon vorgegeben ist.
Das Lexikon hat nicht nur das wissenschaftliche Bedeutung und ist nicht nur für Fachleute bestimmt, sondern besonders wichtig ist auch sein allgemeinbildender Wert - das Lexikon ist auch fьr den breiten Kreis der Leser geeignet. Akademiker Roin Metreweli
Préface
Le dictionnaire ethnologique de culture matérielle ci présenté est le résultat des longues recherches scientifi que dont le pareil n'était jamais produit jusqu'а alors dans le domaine kartvelologique.
Il est indispensable d'étudier des moeurs, des habitudes et des comportements des peuples pour mieux présenté l'histoire de Géorgie, d'а coté des mouvements importants politique il faut absolument dégager des modèles de la vie quotidienne des gens.
Cet oeuvre porte exactement cette mission. L'Académie Scientifi que de Géorgie a donné cette charge а la section ethnologique du Musée National de Géorgie de S. Djanachia dans les années 90 du siècle passée.
Dans l'Encyclopédie Géorgienne il y a assez des articles dédier а la culture matérielle mais ce dictionnaire nous propose l'étude plus ciblé, spécifi que et ample des thèmes choisis enrichis par des illustrations qui augmente son niveau cognitif et visuel.
Tout ce qui est présenté dans ce dictionnaire - le large spectre de genre de vie et d'économie du peuple géorgien - est le fait déterminant des succès ethnoculturel de la nation géorgienne. Les données présentées dans le dictionnaire, leurs analyses nous montrent évidement que cette culture est trиs intéressantes et importantes. Cette culture n'était jamais si pleinement présentée jusqu'а alors.
Le dictionnaire n'est pas envisagé seulement pour le milieu scientifi que mais aussi il a la fonction éducative et populaire. Académicien Roin Metreveli.
Предисловие
Этнографический словарь грузинской материальной культуры является результатом долголетнего труда. В сфере картвелологии подобного рода труд осуществляется впервые.
Полное представление истории Грузии во многом зависит не только от изучения значительных политическах явлений, но и от выявления не вполне явно выраженных моделей бытовых взаимоотношений людей. Именно такую цель преследует указанный труд. Подобное отношение к данной проблеме было выражено Академией наук Грузии еще в 90-ые годы прошлого столетия. Тогда же была дана виза сотрудникам этнографического отдела Музея Грузее им. С. Джанашиа заняться работой над этой проблемой.
Освещение сферы материальной культуры,с учетом существующей специфики, подобающее место заняло в Грузинской энциклопедии. Но в отличние от нее, данный словарь предлагает нам более специфическое, широкое и многостороннее освещение подобранных тем, снабженных обильным иллюстративным материалом, что способствует особенному росту визуального и познавательного уровня этого труда.
Все то, что представлено в словаре, т.е широкий спектр бытовой и хозайственной жизни грузинского народа, является фактическим доказительством его этнокультурных достижений, успехов или безуспешности в этой сфере. Ознакомление с собранным в труде материалом убеждает в том, что эта культура является многосторонней, значительной и заслуживающей особого внимания. Она до настоящего времени не била представленна столь полно и объемисто. Значение данного словаря во многом превосходит чисто научные интересы.
Особенно значительно его общеобразовательное значение. К трудам подобного рода интерес общества высок. акад. Роин Метревели.
![]() |
4 შესავალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
შესავალი
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ძირითადად ეყრდნობა ეროვნული ეთნოლოგიური სკოლის მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგს.
ლექსიკონის მოსამზადებელი სამუშაოები თავდაპირველად დაგეგმილ და შესრულებულ იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის თანხმობით. პირველი ეტეპი მოიცავდა: მასალის შერჩევას, ტერმინების ნომენკლატურის განსაზღვრას, ვიზუალური მასალის მომზადებასა და ფორმატის ზოგადი ტიპის ჩამოყალიბებას, რაც წარმატებით იქნა განხორციელებული. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და განათლების სამინისტროს რეორგანიზაციის შემდგომ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიისა და ისტორიის დეპარტამენტში, უკვე არსებული მასალების საფუძველზე, 2006 წ. მომზადდა პროექტი და შეტანილ იქნა ახლად დაარსებული „საქართველოს სამეცნიერო ფონდის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში. პროექტმა გაიმარჯვა და მასზე 2006 წ. 2 ოქტომბრიდან 2008 წ. 30 სექტემბრამდე ჯერ სამეცნიერო ფონდის (6 კვარტალი), ხოლო გაყოფის შემდგომ „რუსთაველის ფონდის“ (ორი კვარტალი) მეურვეობით მიმდინარეობდა მუშაობა.
ლექსიკონის შექმნა მოტივირებული იყო რეალურად არსებული ცვლილებებით, რასაც ადგილი აქვს ქართულ მატერიალურ კულტურაში. როგორც ცნობილია, მსოფლიო გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესი დღის წესრიგში აყენებს ეთნოკულტურულ მემკვიდრეობის მიმართ პრობლემატურ დამოკიდებულებას. ქართული ეთნოკულტურა - ესაა უზარმაზარი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც იქმნებოდა საუკუნეთა განმავლობაში. ხალხის ფენაში შექმნილი ეს კულტურა არის განმსაზღვრელი საქართველოს როლისა და ადგილისა მსოფლიოს ხალხთა ცივილიზაციაში. თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია ითვლებოდეს დიდი კულტურული მემკვიდრეობის შემოქმედად ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების განვლილმა გზამ, რომელიც უნდა აისახებოდეს მიწათმოქმედებაში ზოგადად და კერძოდ, ხორბლეულისა და ვაზის კულტურების სელექცია-შეჯვარებაში, ხელოსნურ წარმოებაში, საცხოვრისში, ტანსაცმელში, მუსიკალურსა და კვების კულტურაში, ხალხურ მედიცინაში და საერთოდ, საყოფაცხოვრებო ურთიერთობის თუნდაც არააშკარა მოდელების შემუშავებაში.
კვლევის თანამედროვე დონეზე, რომელსაც მიაღწია ქართულმა ეთნოლოგიურმა სკოლამ, დამაჯერებლადაა წარმოდგენილი ქართველი ხალხის ეთნოკულტურული მიღწევები, მაგრამ სავსებით ცხადად ჩანს, რომ სამყაროს განვითარების პროცესი, საფრთხეს უქმნის ტრადიციული დარგების განვითარებას. უფრო მეტიც, დღეისათვის ამ დარგთა უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და მასთან დაკავშირებული საწარმოო ჩვევები და ტერმინოლოგიური ლექსიკა უფუნქციობის გამო გაღარიბდა. დარგობრივი ლექსიკა დღეს უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონეს. მიმდინარეობს ტერმინთა უნიფიკაციის პროცესი.
ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ უარყოფითი მოვლენების გარკვეული კომპენსაცია მოახდინოს და ისტორიული ქმნადობის დოკუმენტირება შეძლოს, ესაა ვრცელი ტერმინოლოგიური საცნობარო ლექსიკონი. ასეთი მოტივაცია და ორიენტირი იყო უმთავრესი, რომელიც წითელ ზოლად გასდევდა ლექსიკონის მუშაობის პროცესს. ლექსიკონში თავი მოიყარა მატერიალური კულტურის წრეში შემავალ ტერმინთა უდიდესმა უმრავლესობამ: დანიშნულების, მასალის, დამზადების წესის, გავრცელების არეალის, უტილიტალური დონისა და ნივთთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენების ასპექტების განხილვით (თუკი ასეთ არსებობს). ლექსიკონში უხვად იქნა გამოყენებული ქართული ლექსიკოგრაფიული დარგის მიღწევები, ს.ს ორბელინის „სიტყვის კონიდან“ დაწყებული ცალკეული კუთხის კილო-თქმათა ლექსიკონებამდე დამთავრებული. ასევე უნიკალური ნივთიერი და საილუსტრაციო მასალა, რომელმაც მუზეუმის ფონდებში შემოსვლა დაიწყო XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან და მისი აქტიურობა არ შეწყვეტილა ვიდრე XX საუკუნის ოთხმოციან წლებამდე. ესაა როგორც ექსპონატები, ასევე მხატვრულ-დოკუმენტური ჩანახატები, შესრულებული გერმანელი, ფრანგი, ებრაელი, რუსი და ქართველი მხატვრების მიერ.
წინამდებარე ნაშრომი არ წარმოადგენს მკაცრად განსაზღვრული კლასიკური ტიპის ლექსიკონს. ჩემი, როგორც რედაქტორის მიზანი იყო, მასში შეგვეტანა ისეთი ტერმინებიც, რომლებიც შესაძლოა ცნება „მატერიალურს“ არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ისინი ეხმარებიან ამ ცნებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და საგნების უკეთ დახასიათებას. ლექსიკონში შევიტანეთ ზოგიერთი ისეთი უცხოური წარმოშობის ტერმინი და საგანი, რომელიც დროთა განმავლობაში შეითვისა ქართულმა ეთნოკულტურამ და თავის ნაწილად აქცია.
დიდი სურვილი მქონდა, ლექსიკონს დართვოდა ინგლისურ-ფრანგულ-რუსული შემოკლებული თარგმანი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა, თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ მომავლისათვის ეს პრობლემაც დადებითად გადაწყდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქართული ეთნოკულტურის პოპულარიზაციისათვის. ლექსიკონის მომზადებაზე მუშაობდა ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების 18 თანამშრომელი და ერთი მოწვეული ეთნოლოგი. მასში შესულია 2086 ტერმინი.
„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“ წარმოადგენს ამ ტიპის ნაშრომის შექმნის პირველ ცდას, ეს ვითარება არამცირედია საიმისოდ, რომ მას გარკვეული ნაკლი ჰქონდეს. ავტორები დიდი გულისხმიერებით მიიღებენ ყოველ არგუმენტირებულ შენიშვნას და გაითვალისწინებენ შემდგომი მუშაობისას.
ელდარ ნადირაძე
The project author and scientifi c director Einleitung
Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? beruht sich auf den jahrelang gesammelten Forschungsergebnissen der georgischen ethnologischen Schule. Im Lexikon werden auf dem modernen Forchungsniveau die ethnokulturellen Leistungen des georgischen Volkes dargestellt.
Die Vorbereitungsarbeit fьr das Lexikon wurde an der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums geplant und vollbracht. Auf der ersten Phase wurde das ganze Material gesammelt und sortiert, die terminologische Nomenklatur bestimmt und das visuelle Material vorbereitet. Ausserdem wurde die erste Fassung der Lexikonausstattung entworfen. ?
Zwischen den Jahren 2006-2008 wurde das Lexikon-Projekt von der Stiftung für Wissenschaftsförderung?von Georgien finanziell unterstützt.
Das Zusammenstellen des Lexikons wurde durch jene globalen Änderungen motiviert, die in der ganzen Welt der Fall sind: Die Prozesse der Globalisierung und globalen Integration. Diese Prozesse bilden Probleme bei der Schutz der ethnokulturellen Erbe. Das georgische Volk hat seine Ethnokultur im Laufe der vielen Jahrhunderte geschaff en. Die im Volk entstandene Ethnokultur verleiht Georgien die besondere Stellung innerhalb der Ethnokulturen und Zivilisation der anderen Völker der ganzen Welt.
Wenn das Volk und das Land den Anspruch darauf hat, sich als Schöpfer und Erbe der grossen Kultur zu fühlen und verstehen, dann soll das vor allem durch den von der Bevölkerung des Landes geschlagenen Weg ins wirtschaftliche Gebiet bewiesen werden. Dieser Weg soll in dem seit den jahrhunderten entwickelten Acker- und Weinstockanbaukultur, in der handwerklichen Herstellungskultur, in der Baukultur, Gewandkultur, Musik- und Kulinariekultur, in der Volksmedizin widergespiegelt werden. Das georgische Ethnokultur besitzt genau die jahrhunderte lange Traditionen des obengenanten. ?
Es ist aber auch klar, dass der Globalisierungsprozess der traditionellen wirtschaftlichen Zweigen mit Aussterben droht. Mehrheit dieser wirtschaftlichen Zweigen wurden schom eingestellt und die mit diesen Zweign verbundenen Herstellungsfähigkeiten und Fachbegriffe sind wegen der Funktionslosigkeit schon verlorengegangen. Es kommt der Prozess der terminologieschen Unifikation vor. Einziges, was diesen Verlust mehr oder weniger kompensieren kann, ist ein umfassendes Terminologie-Lexikon.?Genau dies war die Motivation während der Arbeit am Lexikon.?Im Lexikon wird die Terminologie aus allen wirtschaftlichen, landwirtschaftlichen Zweigen und dem alltäglichen Leben der georgischen ethnographischen Kultur zusammengesammelt.
Im Lexikon wurden auch die Leistungen der georgischen lexikographieschen Schule breit benutzt - das lexikologisches Material wurde sowohl aus dem bekannten „Georgischen Wцrterbuch“ („Sitkwis Kona“) von Sulchan-Saba Orbeliani, als auch aus den Wörterbüchern der georgischen Mundarten entnommen.
Im Lexikon wurde auch das seltsame anschauliche und sachliche Material benutzt, das ins Staatlichen Dschanaschia-Museum von XIX Jh. bis den 80-er Jahren des XX Jh.-s landeten. Das sind sowohl Exponate (40.000 Einheiten), als auch Skizzen und Zeichnungen, entworfen von den georgischen, deutschen, französischen, russischen und judischen Malern.
An der Vorbereitung des Lexikons haben 18 Mitarbeiter der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums und ein eingeladener Ethnologe teilgenommen.
Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? ist ein erstes Versuch auf diesem Gebiet und natürlich fern von jeglicher Vollkommenheit. Die Autoren werden jede argumentierte Bemerkung gern entgegennehmen und in den nächsten Lexikon-Aufl agen berücksichtigen
Autor und wissenschaftlicher Leiter des Projekts Eldar Nadiradze
Introduction
Le dictionnaire ethnologique de culture matérielle est basé essentiellement sur les résultats des recherches scientifi ques de l'école ethnologique nationale. ?
Les travaux préparatifs du dictionnaire ont été planifi és et réalisé dans la section ethnologique du musée national de Géorgie par accord du présidium de l'Académie Scientifi que de Géorgie. Première étape contenait: le chois des matériaux, la détermination des termes, la préparation des matériaux visuels et la formation du format général; tous ses travaux ont été réalisés avec succès. Après la réorganisation de l'Académie Scientifi - que de Géorgie et de Ministère d'Education, dans le département d'ethnologie et d'histoire du Musée National de Géorgie sur la base des matériaux déjа existée en 2006 le projet a été préparé et a été présenté au concours du „Fondation Scientifi que de Géorgie“, récemment fondé. Le projet a obtenu le financement et le groupe des chercheurs ont travaillé dès 2 octobre 2006 jusqu'à 30 septembre 2008 (6 trimestres) d'abord sous le patronage du Fond National et après la séparation sous le patronage du Fondation de Roustavéli (2 trimestres).
La création du dictionnaire a été motivée par des changements réels, qui ont lieu dans la culture matérielle de Géorgie. Comme il est connu, le processus de mondialisation et d'intégration actualise les problématiques du patrimoine ethnoculturel. L'ethnoculturel géorgienne c'est un processus créateur qui avait déroulé pendant des siècles. Cette culture, crée dans le milieu des peuples, est déterminante du rôle et du lieu de Géorgie dans la civilisation des peuples du monde. Si le pays a la prétention d'étre créateur du grand hèritage culturel, cela doit étre prouvé par le chemin passé de son peuple dans le domaine d'agriculture général et, en particulière, dans les sèlections et les hybridations des froments et du vigne, dans les entreprises artisanaux, dans les habitations, dans les vétements, dans les cultures musical et alimentaire, dans la médecine populaire et généralement dans l'élaboration des modéles, méme non évidents, des relations de la vie.
Au niveau des recherches modernes atteintes par l'école ethnologique géorgienne les succès ethnoculturaux sont bien présentes. Il est évident que le processus du développement mondial menace du développement du domaine traditionnel. En plus, la majeure partie de ces domaines ne fonctionne plus et des moeurs liées avec eux et la terminologie se sont appauvries sans fonctionnement. Le lexique de ces domaines ne corresponde plus aux niveaux du développement culturel et économique. Le processus d'unifi cation des terminologies a lieu. Une seule chose qui peut compenser cet événement négatif c'est le dictionnaire des terminologies. C'était la motivation majeure qui a accompagné le processus du travail sur ce dictionnaire.
La majeure partie des termes de la culture matérielle est réunie dans le dictionnaire avec l'étude des aspects liés avec des croyances, des objets, des niveaux utilitaires, des règles des préparations, des matériaux, des fonctions et des espaces des diff usions. Les données lexicographiques géorgiennes - dès le dictionnaire de S.S Orbéliani „Sitkvis kona“ jusqu'aux dictionnaires des diff érentes patois géorgiens, comme des objets et des illustrations faits par les peintres Allemands, Français, Juifs, conservés dans les fonds du musées - réunis dès deuxième moitié du XIX siècle jusqu'a des années 80 du XX siècle-sont abondement utilisées dans le dictionnaire.
Cet oeuvre n'est pas un dictionnaire au sens classique. Mon but, comme de rédacteur, était y mettre aussi les termes qui ne correspondent pas, tout а fait, а la notion „matérielle“ mais qui aident caractériser mieux des événements et des objets coïncidés avec cette notion. J'avais grand envie d'y ajouter la courte traduction franco-anglo-russe mais c'était impossible pour le moment donné; j'espère dans l'avenir résoudre ce problème aussi, car cela aura une grande importance pour la popularisation d'ethnoculture géorgienne.
18 personnes de la section ethnologique du Musé National de Géorgie et un ethnologue convié ont travaillé sur le dictionnaire. Dans le dictionnaire il y a 2086 termes.
„Le dictionnaire ethnologique de culture matérielle“ est le premier essais de créer un oeuvre de ce typelа, c'est pourquoi il est possible d'y trouver des défauts. Les auteurs seront reconnaissants de recevoir des remarques argumentés pour qu'ils les prenaient en considérations dans leurs futures travaux.
Auteur de projet et dirigeant scientifi que Eldar Nadiradze
Вступление
Этнографический словарь грузинской материальной культуры в основном опирается на итоги, достигнутые грузинской этнологической школой в течение многих лет.
Подготовительная работа над словарем первоначально была запланирована и выполнена в этнографическом отделе Музея Грузии им. С.Джанашиа, с согласия президиума Академии наук Грузии.
Первый этап работы включал: подбор материалнов, определение номенклатурных терминов, подготовку визуального материала, определение формата общего типа. Всё это успешко было выполнено.
После реорганизации Академии наук Грузии и Министерства просвещения, в Департаменте этнологии и истории Национального музея Грузии, на основе существующего материала, в 2006 году был подготовлен проект и представлен на конкурс, объявленный новооснованным „Грузинским научным фондам“.
Проект победил. Работа над ним протекала со 2 октября 2006 года по 30 сентября 2008г. Вначале (в течение шести кварталов) под патронажем „Научного фонда Грузии“, а после разъединения этой организации (в течение двух кварталов) - под патронажем „Фонда Руставели“.
Создание словаря было мотивировано реально существующими изменениями в грузинской материалньой культуре. Как известно, процесс мировой глобализации и интеграции на повестку дня ставит проблематичное отношение к этнокультурному наследию. Грузинская этнокультура, являясь результатом огромного творческого процесса, создавалась столетиями и является определителем места и роли Грузии в мировой цивилизации.
Если страна претендует на то, чтобы считаться саздателем большого культурного наследия, то прежде всего она должна это доказать историей хозяйстьвенного быта её народа. Это земледелие в общем и в частности, селекция зерновых культур и винограда, кустарное производство, жилье, одежда, музыка, культура питания, народная медицина, и вообще разработка не вполне явных моделей бытовых взаимоотношений.
Грузинской этнологической школой, на современном уровне исследования, вполне убедительно доказаны достижения этнокультуры грузинского народа. Однако, вполне ясно, что процесс развития мирового сообщества создает опасность для развития традиционных отраслей хозяйства, большинство которых в настоящее время прекратило функционирование. Вместе с тем утратили свое значение и связанные с ними, оставшиеся без функции, производственные навыки и лексика. Отраслевая лексика уже не соответствует современному уровню экономического и культурного развития. Идет процесс унификации терминов.
Единственное, что может воспрепятствовать этим отрицательным явлениям и внести определенную компенсацию в этом направлении, является обширный справочно- терминологический словарь. Подобная мотивация и ориентировка являются тем главным, что красной нитью проходила в процессе работы над указанным словарем.
В словарь вошла большая часть терминов, входящих в круг материальной культуры. это термины, обозначающие назначение предмета, материал, правила изготовления, ареал их распрстранения, уровень утилитарности, а также верования, предания, связанные с предметом (если таковое имеется). В словаре широко использованы достижения грузинской лексикографии, начиная со словаря С.С орбелиани „Ситквис кона“, кончая словарями диалектав отдельных частей Грузии. Наряду с этим использован уникальный вещественнный и иллюстративный материал, который начал поступать в фонды Музея еще с последней четверти XIX века. Активность в этом отношении не прекращалась до 80-ых годов XX века. В виде экспонатов собрано прибл.40000 единиц. Использованы также художественно-документальные зарисовки, выполненные немецкими, французскими, еврейскими, русскими и грузинскими художниками.
Над подготовкой словаря работало 18 сотрудников этнографического отдела муэея им. С. Джанашиа, а также один приглашенный этнолог. В словарь вошло 2086 терминов.
Этнографический словарь грузинской материальной культуры является первой попыткой подобного рода исследования. Не исключено, что в словаре могут быть определенные недостатки. Авторы с благодарностью примут всякое аргументированное замечание и учтут в дальнейшей работе.
Автор и научный руководитель проекта Ельдар Надирадзе
![]() |
5 შემოკლებანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
შემოკლებანი
მსე - მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის
ქკთსკ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა
მსმკი - მასალები საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის
სსმმ - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „მოამბე“
ქსე - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
ენიმკ - ენის ისტორიისა და მატერიალური კულტურის „მოამბე“
მმ - მუზეუმის „მოამბე“
სემმ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის „მოამბე“
სმეელ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი
მსშხი - მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის
ძმ - ძეგლის მეგობარი
იჯელ - ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი
მქემკი - მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის
დლ - დასურათებული ლექსიკონი
ქელ - ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი
ქეგლ - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
ძქეგლ - ძველი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
![]() |
6 ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი - ქ |
▲back to top |
![]() |
6.1 ქაბაბი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მანქანაში გატარებული ან წვრილად დაკეპილი და შეზავებული ხორცი, რომელსაც გრძლად წამოაგებენ შამფურზე და შეწვავენ, თხელ ლავაშში გაახვევენ, ხახვთან და კოწახურთან ერთად.
![]() |
6.2 ქათიბი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ძვირფასი ბეწვით გაწყობილი ტანსაცმელი. როგორც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, ქათიბი არაბულად მწერალს ნიშნავს, რაც მაუწყებელი უნდა იყოს იმისა, რომ იგი თავდაპირველად მოხელეთა ტანსაცმელი უნდა ყოფილიყო. განსაკუთრებით ფასობდა სიასამურის ბეწვით გაწყობილი ქათიბი, იკერებოდა სხვადასხვა ფერის ატლასისა და ხავერდისაგან. ქათიბი ძვირფას ტანისამოსთა რიგს განეკუთვნებოდა და ძალზე ხშირადაა მოხსენიებული მაღალი სოციალური ფენის მზითვის წიგნებში.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატ. კულტ. ისტორიისათვის. 1962
ე.ნ..
![]() |
6.3 ქალამანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ფეხსაცმლის ერთ-ერთი გავრცელებული სახე, რომელიც იკერებოდა ან ისხმებოდა ტყავისაგან. ქალამნის მასალის სიუხვე განსაზღვრავდა მისი გამოყენების უაღრესად ფართო ხასიათს, განსაკუთრებით მოსახლეობის ღარიბ ფენაში. საქალამნე ტყავიმზადდებოდა რქოსანი პირუტყვის, ასევე ცხენის, სახედრისა და ღორის ტყავისაგან. ქალამანი კარგი რომ გამოსულიყო, ბეწვგაცლილ ტყავს 5-6 დღე მარილწყალში ამყოფებდნენ, შემდეგ ასუფთავებდნენ, აშრობდნენ და ბლაგვპირიანი ლითონით არბილებდნენ. ამავე მიზნით ზოგან ტყავს ერთი დღე დებდნენ მიწაში. ქალამანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად იწოდებოდა, ამოსხმით და მასალის ვარგისიანობის მიხედვითაც განსხვავებული იყო. ესენია: „თალათნური“, „კვანძური“, „იაფური“, „ჭალური“, „ბაზრული“, „გლეხური“, „ლეკური“, „კოხუჯი“ და სხვ. საქალამნე ტყავებიდან ყველაზე კარგი იყო ხარის ტყავი; კამეჩის ტყავი ადრე ხმებოდა და ამიტომაც უხეში სახმარი იყო. ძველად ქალამნის მასობრივად ჩამცმელი და დამამზადებელ-ამომსხმელი სოფლის გლეხობა იყო. ზამთარში სითბოსათვის ქალამანში წმინდა თივას - თომს აფენდნენ.

ნ. ჯ..
![]() |
6.4 ქალამანი თალათნური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
თალათინგაყრილი (თასმაგაყრილი) ქალამანი. ასე შეკერილი ქალამანი კოხტა იყო, მაგრამ არა მკვიდრი. ქალამნის ამ ტიპს არ ხმარობდა გლეხობა. მას უფრო შეძლებულები იცვამდნენ. ტერმინი თალათინი დღესაც იხმარება ქართლში და ნიშნავს მოქნილ ტყავს.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ..
![]() |
6.5 ქალამანი კოხუჯი (ხევი)//კვანძური (კახ.)//ჯღანი (მთიულ. ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქალამნის ტიპი. ასეთი ქალამნის ამოსხმის დროს საკერავი თასმა ხელში იგრიხებოდა, რათა ხმარების დროს კოპს მეტი სიმაგრე ჰქონოდა. ერთ თვალში გაყრილი კოპი უკანვე ბრუნდებოდა და კოპები გრეხვით ერთმანეთზე იდებოდა. ერთი კოპი ნაჩვრეტში გადიოდა და ასე მეორდებოდა ქალამნის ამოსხმის დასრულებამდე. კახელები უშნოდ ამოსხმულ ქალამანს კოხუჯს უწოდებდნენ.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ..
![]() |
6.6 ქალამანი რკინისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
რიტუალური დანიშნულების მქონე რკინის ფეხსაცმელი. მისი ნიმუშები დაცულია ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (ქარელის რაიონის სოფ. ატოციდან, გორის რაიონის გერის წმ. გიორგის ეკლესიიდან, დუშეთის რაიონის ლომისის წმ. გიორგის ეკლესიიდან). ქალამანი გაკეთებულია ოთხკუთხედი ფორმის ბრტყელი და სქელი რკინის ფირიფტისაგან, ტერფის უკანა ნაწილს აქვს ოთხი ნახვრეტი თასმებისათვის ფეხზე დასამაგრებლად. რკინის ქალამანი არქეოლოგიურად დადასტურდა ცხინვალის რაიონის სოფ. დისევის ერთ-ერთ აკლდამაში, რომლის მსგავსი არქეოლოგიაში მანამდე ცნობილი არ ყოფილა. განათხარი რკინის ფეხსაცმელი გვანდელი შუა საუკუნეებით თარიღდება და უკავშირებენ მიცვალებულის კულტს (გრძელი გზის ადვილად გასავლელად). ეთნოგრაფიულ ყოფაში რკინის ქალამანი გამოიყენებოდა რიტუალური დანიშნულებით. მლოცველი მას იცვამს და გაივლის გრძელ გზას საკულტო ადგილამდე. რკინის ქალამანი ქართულ ხალხურ ზღაპრებში გვხვდება როგორც გმირის (პერსონაჟის) ნივთი, რომელსაც იყენებს შორეულ გზაზე წასვლისას. „რკინის ქალამანი“ გვხვდება ხალხურ მეტყველებასა და მხატვრულ ლიტერატურაში. რკინის ქალამნით მიდის მლოცველი სათხოვნელად სალოცავში (ავადმყოფის მორჩენის თხოვნით, უშვილობის შემთხვევაში და სხვ). რკინის ქალამანს სოფელში ადგილობრივი მჭედელი ამზადებდა.

ლიტ.: გ. ჩიტაია, ოქრომჭედლობის ისტორიისათვის საქართველოში, შრომები, I 1997; ა. გოგიაშვილი, ფეხსაცმელი - რკინის ქალამანი, ეთნოლოგიური ძიებანი, II, 2003.
ა. გ..
![]() |
6.7 ქალამანი სვანური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
სვანური ქალამანი იყო სქელი კანაფის ძაფით მკვიდრად შეკერილი და ყურიანი. ქალამნის წინა მხარეს „ცერი“ ერქვა, ქუსლს კი „ჰაგვ“. სვანურ ქალამანს მაღალი პირი ჰქონდა და უკან ორი „ყური“ უკეთდებოდა. კლიმატური პირობების გათვალისწინებით სვანეთში საერთოდ ყურიანი დახურული ქალამნები იხმარებოდა და შესაძლოა, ასეთი ქალამანი სხვა კუთხეებში სვანეთიდან იყოს გავრცელებული.
ნ. ჯ..
![]() |
6.8 ქალაფთონი//ყალიფთანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბრტყელპირიანი მარწუხი, რომლის მეშვეობით ადიდას (იხ.) ნახვრეტში შესულ მავთულს გამოსწევენ და „გაწურავენ“. მისი ბრტყელი პირის მეშვეობით მავთულის გაუწყვეტლად გამოღება ნახვრეტიდან უფრო იოლია.
![]() |
6.9 ქალიმბაღი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქალამნების ფეხზე დასამაგრებელი ერთფერი ბაწრით დაწნული თოკი, რომლის ბოლოები ფოჩებით და ზოგჯერ ფოჩებზე ასხმული მძივებით იყო დამშვენებული.
![]() |
6.10 ქალმის ჩხირი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
რქის სადგისი, აკეთებდნენ თხის რქისაგან. რქას ჩადებდნენ ცხელ ნაცარში ან ცხელ წყალში და როცა დალბებოდა, მას ნაჭრებად დაჭრიდნენ. შემდეგ გამოთლიდნენ ფორმის მიხედვით, თავში გახვრეტდნენ, რათა თასმა გაეყარათ და ქამარზე ჩამოიკიდებდნენ. ქალმის ჩხირი ძველად მეტად საჭირო იარაღი იყო. იყენებდნენ ძირითადად ქალამნების ამოსხმის დროს. აღსანიშნავია, რომ რქის სადგისები საქართველოში გვხვდება ქვის ხანიდან მოყოლებული ფეოდალური ხანის ჩათვლით.
ლიტ.: ჯ. სონღულაშვილი, მასალები ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის ისტორიისათვის, 1964.
მ.ხ..
![]() |
6.11 ქამანჩა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აღმოსავლური სამ ან ოთხსიმიანი ხემიანი საკრავი. საერთო სიგრძეა 65-90 სმ. კორპუსი მრგვალია, ბურთისებრი, ამოღრუებული. დამზადებულია თუთის ან კაკლის ხის მასალისაგან. კორპუსს გადაკრული აქვს მემბრანა - თევზის ტყავი ან ბუშტი. ყელი მრგვალია, საქცევები არა აქვს. ინკრუსტირებულია სადაფითა და ძვლით. სიმების ქვეშ რკალისებური ჯორაკი დგას. აწყობილია კვარტულად ხემი - ხის მოღუნული ჯოხია, რომელზედაც თავისუფლადაა მიმაგრებული ძუა, დაკვრის დროს შემსრულებელი ძუას ჭიმავს სათანადო სიმაღლეზე. დაკვრის ტექნიკის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ გადასვლა ერთი სიმიდან მეორეზე ხდება არა ხემით, არამედ საკრავის მოძრაობით. მისთვის დამახასიათებელია ყრუ ჟღერადობა. ქამანჩა პოპულარულია როგორც სოლო საკრავი, ასევე ანსამბლში. ამჟამად აზერბაიჯანში იგი საკონცერტო-საესტრადო ინსტრუმენტია და გამოყენებულია ხალხურ საკრავთა ორკესტრშიც.ქამანჩის სახეობები გავრცელებულია სომხეთში, აზერბაიჯანში, დაღესტანში, ცენტრალურ აზიაში (თურქმენეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი), თურქეთში. საქართველოსა და განსაკუთრებით თბილისში გავრცელდა დაახლოებით XVIII ს-დან სხვა აღმოსავლური საკრავების მსგავსად როგორც ინსტრუმენტული ანსამბლის შემადგენელი, თავდაპირველად ქ. თბილისში და შემდეგ ჯერ მიმდებარე სოფლებსა და რეგიონებში.
ლიტ.: დ. არაყიშვილი, ქართული მუსიკა (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ქუთაისი, 1925;
მ. შილაკაძე, ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, 1988.
მ. შ..
![]() |
6.12 ქამარი ვერცხლისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წელზე შემოსარტყმელი, არსებობს ნაირგვარი სახეობისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ოქრომჭედლების მიერ დამზადებული ტყავზე აწყობილი ვერცხლის ქამრები, რომელებსაც გააჩნიათ „ნიკარტი“//აბზინდი, ბალთა, ენა, გობაკი, კოპალი, საქონი, უზანიკი. ვერცხლის ქამარს ატარებდნენ როგორც ქალები, ასევე კაცები. ვერცხლის გობაკიანმა ქამრებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თბილისის ხელოსან-ვაჭართა წრეში და მოდური გატაცების გარდა მას გააჩნდა პრაქტიკული დანიშნულება, რადგან საკმაოდ ძვირად ფასობდა და უსახსრობაში ჩავარდნილ ადამიანს მისი გაყიდვით გარკვეული დანაკლისის ანაზღაურება შეეძლო, თბილისური ვერცხლის ქამრები ოქრომჭედლობის განვითარების მაღალი დონის მაჩვენებელია.
ე. ნ..

![]() |
6.13 ქანარა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ჩასაბერი საკრავის ტიპი, რომელსაც ნაღარასთან ერთად ბრძოლის დროს გამოიყენებდნენ.
![]() |
6.14 ქანდაკება - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აქ: საფლავის ქვის ძეგლი, ერთ-ერთი ტიპი მემორიალური კულტურისა, რომელშიც გარდაცვლილია განსახიერებული. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლური რწმენით ქანდაკების კვეთა აკრძალული იყო, მემორიალურ კულტურაში ამ დარგმა გარკვეული გზა მაინც გაიარა. ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა ხალხურ ქვითხუროობაში, სადაც ქანდაკების არაერთი საყურადღებო ნიმუშები შეიქმნა. მემორიალურ კულტურაში ხალხური ქანდაკებების კვეთის საფუძვლები ჩამოყალიბდა ქვითხუროობით განთქმულ დასავლეთ საქართველოს ცენტრებში (იმერეთი - ჭოგნარი, ბერეთისა, კაცხი, ლეჩხუმი - ლაილაში, ჩხუტელი, ქვ. სვან. ყვედრეში და სხვა), უფრო იშვიათად აღმოსავლეთშიც. ამ ტიპის ძეგლებს განეკუთვნება საფლავის ქვის ზოომორფული ძეგლებიც, რომლებიც გავრცელებული იყო ზემო და ქვემო ქართლში (იხ. ზოომორფული ძეგლები). ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული საფლავის ქანდაკებანი საინტერესოა ზოგადქართული ქანდაკების ისტორიის კვლევის თვალსაზრისითაც.

ლიტ.: ე. ნადირაძე საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001.
ე. ნ..
![]() |
6.15 ქანდაქი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
გამოყვანილი და ნაჭრებად აჭრილი ღორის ტყავი, რომლისგანაც ქალამნებს ასხამდნენ („კანიში ჩაფლა“ მეგრ.). ხშირადაა დასახელებული სამეგრელო - აფხაზეთის საბეგრო გამოსაღების სიაში. საქანდაქო ღორი უნდა ყოფილიყო გარკვეულ ფიზიკურ დონემდე მიღწეული, რომ მისი ტყავი ხარისხიანი გამოსულიყო.
ლიტ.: ო. სოსელია, ნარკვევები... ტ. III, 1980.
ე. ნ..
![]() |
6.16 ქანიშკაპი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ფიცრის ამოსაღარავი ხელსაწყო. გამოიყენებოდა ხითხუროობაში. ხის ნაგებობის კედლების ამოყვანისას, ფიცრების ჩასალაგებად იხმარებოდა ბოყვები (იხ.), რომლებიც მთელ სიგრძეზე იყო ამოღარული, რათა კედლის ფიცრების გაემაგრებინა. ასეთი ღარის ამოსაღები იყო ქანიშკაპი.
![]() |
6.17 ქარახსა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
გუდასტვირის ნაწილი. ხარის რქის ყანწი-საბერავი. „ქარახსი - დიდი ყანწი“ (საბა). რქა მოხრილია, ბოლოში ნახევრამდე გადაჭრილი, მეორე ნახევარი, ე.წ. „ფეხი“ აჩერებს რქაში შესულ დედნის ბოლოებს. ის პირქვე მობრუნებულ ყანწს წარმოადგენს, ქარახსის დანიშნულებაა სტვირის ხმის გაძლიერება. ეს ტერმინი დღესაც იხმარება ქართლში და გვხვდება ხალხურ ლექსებშიც: „დაუკრათ, დავიწყოთ ქება, ქარასხამ დააკაკუნა“. ჩვეულებრივ, ქარახსას ბოლო კიდეზე დამაგრებული აქვს ვერცხლის ფულები, რასაც „ფიფინურები“ ეწოდება. სამკაულის გარდა მათ დანიშნულებას შერხევით გამოწვეული ნელი ჟღარუნიც შეადგენდა. ქარახსა შემკულია ნაირფერი შუშის თვლებით, სალტეებითა და სხვადასხვა სიგრძის ძეწკვებით.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, 1938, ნ. ჯიქია, გუდასტვირი ეთნოგრაფიის განყოფილების ფონდის მიხედვით, მ.მ XXXII-B, 1976.
ნ. ჯ..
![]() |
6.18 ქარგა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მრგვალად მორკალული ხე, რომელზედაც გადაეკვრება საქარგავი ნაჭერი და ნემსით იქარგება.
![]() |
6.19 ქარვა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ამ ქვას სპარსულად ჰქვია „ქაჰრუბა“ და ნიშნავს „ჩალის მტაცებელს“, რაც ხახუნით ჩალის ფიორების მიზიდვის თვისებას გამოხატავს. საბას განმარტებით „ქარვა ესე არს ნივთი ყვითელი, რომელი გამოიღების ლიტოვის ზღვიდამი, ვიდრე წყალთა შინა, ლბილ არს და რა გამოიღების განიფიტების“ . ძველი წარმოდგენით, ქარვა - ესაა ღვთაებრივი წარმოშობის იდუმალი, ყვითელი ფისი. საქართველოშიქარვა უცხოეთიდან შემოჰქონდათ და საინტერესოა, რომ იგი გვხვდება ბრინჯაოს ხანის მასალებში, რაც სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის დადასტურების საბუთადაა მიჩნეული. რადგან მისი სამშობლო ბალტიისპირეთია, შესაძლებელია, ხმელთაშუა ზღვის გავლით იყო შემოსული საქართველოში. ქარვა საკმაოდ გავრცელებულია ანტიკურ პერიოდშიც და იგი გვხვდება მცხეთის, ურეკის, ვანის სამარხებში. XVIII ს. თბილისში კრიალოსნების საკეთებელ ქარხანაში ქარვის მძივებიც უმზადებიათ.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტ. საქართველოში, 1965.
ე. ნ..
![]() |
6.20 ქარვასლა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
დიდი სავაჭრო-სახელოსნო სახლი. ვაჭართა განსასვენებელი, მექარავნეთა სრა-სახლი, ქალაქისათვის დამახასიათებელი ნაგებობა. ქარვასლაში შორიდან მომავალი ვაჭრები ისვენებდნენ და მათი საქონელიც დროებით აქ იყო დაცულ-შენახული. მეტ-ნაკლები სიდიდის ქარვასლები საქართველოს ყველა მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქში არსებობდა. გვიანფეოდალური ხანის საბუთებში მოხსენიებულია ღანბარაშვილის, ნაზარბეგაშვილის, მენთუაშვილის, ანტონას, ოქონასა და სხვათა ქარვასლები. XVIII ს. თბილისში ოთხი დიდი და რამდენიმე პატარა ქარვასლები ყოფილა.
ლიტ.: შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ. II, 1983.

ე. ნ..
![]() |
6.21 ქართა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საქონლის დასამწყვდევი, შემოღობილი ადგილი.
![]() |
6.22 ქართული კაბა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქართველი ქალის ეროვნული სამოსი. ცნობილია: „სახლართავიანი“, „საგვირგვინო“, „სარტყელ-გულისპირიანი“, „ყურთმაჯიანი“, „წელიანი“, „ბოლოდაშვებული“ ქართული კაბის ტიპები. კაბის კომპლექტში შედის სარტყელი, გულისპირი და სახელოები. მოსასხამად ზამთარში მოკლებეწვიან ხავერდის „ქათიბს“ ხმარობდნენ, ზაფხულში კი მუხლამდე სიგრძის „ტოლომა“, „ტალმა“-ს. ფეხზე ატარებდნენ წინდას და ეცვათ ტყავის ფეხსაცმელი, კაბის ქვეშ აბრეშუმის გრძელ პერანგსა და ტოტებნაქარგ შეიდიშს (იხ.). ქართული კაბა ორნაწილიანია: წელში გამოყვანილი ქვედა ტანი და ტანზე მომდგრი ზედატანი. კაბის უმთავრეს სამშვენისს ნაქარგი (ხშირად ოქრომკედით) სარტყელი, გულისპირი და სახელოები წარმოადგენს, რომლებიც კაბის ქსოვილისაგან განსხვავებული ფერის ნაჭრით და ფერთა შეხამებით იკერებოდა. ქართული კაბის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია რთული კონსტრუქციის თავხურვა: თავზე ჯერ ლეჩაქს (იხ.) იფარებდნენ, მერე კი თავსაკრავშემოვლებულ ჩიხტს (იხ.) დაიდგამდნენ. ჩიხტში მოთავსებული იყო რკალის ფორმის კოპი (იხ.), რომელიც ამყარებდა მას. ლეჩაქს ან ბაღდადს ჩიხტზე ქინძისთავებით ამაგრებდნენ. თუ სამოსი მაღალი წრის ან შეძლებულ ქალბატონს ეკუთვნოდა, ქინძისთავები ბრილიანტით ან სხვა ძვირფასი თვლებით იყო შემკული. თავხურვა შესაბამის ვარცხნილობას მოითხოვდა: ზურგზე უნდა ყოფილიყო დაშვებული ნაწნავები, ხოლო საფეთქლებიდან „კავები“. ქართული კაბის ეს ნიმუში უმეტესად საქართველოს ბარში იყო გავრცელებული და მას სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებდნენ: წელიანი, ყურთმაჯიანი, სარტყელ-გულისპირიანი და სხვ. ხმარობდნენ საგარეოდ და საშინაოდ. საქორწინო კაბის მასალად იყენებდნენ ძვირფას ქსოვილებს: დიბას, სტავრას, ხარააბრეშუმს, გლასი-ორფერი ქსოვილს, ბენგალინის ყვავილიან ქსოვილს, ხავერდს და სხვ. საქორწინოდ ნათელი ფერებს არჩევდნენ, მოხუცთათვის თალხ ფერებს. წმინდა აბრეშუმის კაბას მთლიანად ასარჩულებდნენ. ქართული კაბის ზედატანი - „კანძოლი“ (კახ.) 6 ნაჭრისაგან იყო შემდგარი, ზოგჯერ ნაჭერთა რაოდენობა 8-ც აღწევდა: წინ ორი კალთა, უკან ბეჭები და ფერდებში შესაფენებელი - „მუნდრულები“ (კახ.), რომელთა რაოდენობა ხან თითო-თითო იყო, ხან ორ-ორი, მთლიანი ბეჭები დიდებისათვის ირიბად აჭრილი, ხოლო ჯეელებისათვის „დანაკვთული“ (კახ.). საკისრე ოდნავ ამოღებული, ღრმადშეხსნილი სახელოები- „ყუთურმაჯები“ (კახ. თუშ.), ხშირად მაჯას ბუდიანი ხრიკებით ან ვერცხლის ყუნწიანი ღილებით იკრავდნენ. ნაპირებს შემოუყვებოდა ვიწრო ბაბთის ზოლი „სარჩევი“. ზედატანი ტანზე მომდგარი მოსწონდათ, ამისათვის იყენებდნენ ძვლის ან რკინის ჯოხისებურ ფირფიტებს. ზედატანი ქვედასთან მარტო უკანა ნაწილით იყო დაკავშირებული, უკეთებდნენ ნაოჭს, რადგან ქვედატანი კუდიანი უნდა ყოფილიყო, ამისათვის ორ გზას მიმართავდნენ: უკანა ნაწილის შუაში ათავსებდნენ ირიბი ნაპირებით შეერთებულ ნაჭრებს. ქართული კაბა ნაციონალური ჩაცმულობის უაღესად დახვეწილ ტიპს წარმოადგენს.

ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა), ანალები, ტ. I, 1947.
ნ. გვათუა, ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართლი ჩაცმულობა. XIXს და XXს. 1967.
გ.კ..
![]() |
6.23 ქართული ნაჯახი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საქართველოში გავრცელებულ ხის დასამუშავებელ იარაღებს შორის ე.წ. „ქართული ნაჯახი“ სახელოსნო იარაღია. იგი მეტად თავისებური აღნაგობისაა, რაც სრულად შეესაბამება ხითხუროობის (სადურგლო) საქმიანობის სპეციფიკას. ნაჯახის ძირითადი დანიშნულებაა: ხის გათლა, სამშენებლო (საკედლე ფიცარი ან სხვ.), სამეურნეო (სამიწათმოქმედო იარაღები) და საოჯახო (ავეჯი, დგამ-ჭურჭელი) თუ სხვადასხვა იარაღ-ხელსაწყოსთვის მასალის დამუშავება. ქართული ნაჯახი ამჟამადაც საჭირო იარაღია. საქართველოს გარდა მეტ-ნაკლებად გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ ნაჯახს ქართველი მჭედლები ამზადებდნენ და საკმაოდ რთული გასაჭედიც იყო, რასაც მისი დამუშავების ტექნიკასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიაც ცხადყოფს: საცულე რკინის „შერჩევა“, „გაზომვა“, „გახურება“, „გაკვერვა“, „გაყვანა“, „გაწევა“, „გაკოპიტება“, „მოქნა“, „მოკეცვა“, „დასარჩულება“, „შედუღება“, „შემტკიცება“, „გაკაზმვა“, „დაყენება“, „გალესვა“, „წრთობა“, „გაფერვა“ და სხვ.
ა.გ..
![]() |
6.24 ქარიზი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წყალსადენი, წყლის სადენი მილი.
![]() |
6.25 ქარსანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
კოკის მსგავსი ჭურჭელი.
![]() |
6.26 ქარშიკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
სარტყლის ნაწილი.
![]() |
6.27 ქარჩი // ქორჩი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ხელით სამუშაო სამიწათმოქმედო იარაღი. თოხის სახეცვლილი ფორმა. ძირითადად გამოიყენებოდა ახოს დამუშავების ერთ-ერთ ეტაპზე, რომელიც გულისხმობს გაჩეხილგადამწვარი ტყის საყანედ განკუთვნილი ფართობის ხის ფესვებისაგან გასუფთავებას (ამოძირკვას). ქარჩი ცნობილია საქართველოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით მთაში. ქარჩის სხვადასხვა ვარიანტი არსებობდა: ცულწერაქვას, ბართოხას (ლიახვის ხეობა), ცულქარჩის (ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი), წალკატის (ლეჩხუმი), თოხურას, ბართოხას (იმერეთი), ბარჯუკის, კაფიას, თოხწერაქვას (რაჭა), ჩენგის, (სამეგრელო) სახელწოდებით.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960; ნ რეხვიაშვილი, ქართული სამეურნეო იარაღი სსმმ XIII-B ა. გ.
![]() |
6.28 ქარხანა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აქ: სახელოსნო სახლი, სადაც ამზადებდნენ გასაყიდ საქონელს, ძველ ქართულში მისი შემცვლელი ტერმინია „სახლი სამსახურებელი“, შემდგომში საფარეშო, ქარხანაში საქმიანობდნენ „ქარხნის კაცები“.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2002.
![]() |
6.29 ქარჯიმი (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ერბოში ამოვლებული პურის ლუკმა. სტუმრობის დროს ხევსურები ცოტას ჭამდნენ, ბევრი ჭამა სირცხვილად ითლებოდა. ამიტომ, მასპინძელი პურობის დამთავრების შემდეგ, პურის წვრილ ნაჭრებს (ნაწვრეთებს) ჩაყრიდა ერბოში და დაძალებით აჭმევდა სტუმრებს. ასე ძალად ხელში მიცემულ ერბოიან ლუკმას ეწოდებოდა „ქარჯიმი“.
ე. ნ..
![]() |
6.30 ქასური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მჭრელ იარაღთა გასალესი ქვა. არსებობს ქართული ხალხური სიმღერა „გლესავ და გლესავ, ნამგალო“. ეს საგუნდო სიმღერა გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში, უმეტესად ქართლკახეთში და სრულდებოდა ყანის მკის დროს. სიმღერის ტექსტის დასაწყისი ასეთია: „გლესავ და გლესავ ნამგალო, ნამგალო ჩემო რკინაო, ქასური სალესავითა, ნამგალო ჩემო რკინაო“. ლექსში ხაზგასმულია, რომ ნამგალს ლესავენ ქასური სალესავით. XX საუკუნემდე პურის ყანა ხელით იმკებოდა. ამ სახელწოდებით ცნობილი სალესავი ქვაც საყოველთაოდ იყო აღიარებული ხალხში. მას ხმარობდნენ არა მარტო ქართლ-კახეთში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, არამედ ჩრდილო კავკასიაშიც. ქასური სალესავს ლესვის დროს წყალში ასველებდნენ ან მცირეოდენ ერბოს უსვამდნენ და ისე უწყობდნენ პირს, ნამგლის გარდა იყენებდნენ სხვა საყოფაცხოვრებო და საბრძოლო იარაღის ასალესადაც. სალესავებს, ბუნებრივია, ამზადებდნენ იქ, სადაც შესაფერისი მასალა არსებობდა. სალესავად ვარგისი ქვის საბადოები მრავლდადაა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, მაგრამ დიდი უპირატესობით გამოირჩეოდა ქაისხეური ქვა, რომელსაც ადგილობრივ „ქასურ ქვას“ უწოდებდნენ, სახელწოდება მომდინარეობს დუშეთის რაიონის სოფელ „ქაისხევის“ სახელიდან, სადაც ამ სალესავი ქვის მასალა მოიპოვება. დღესდღეობით ქასური სალესავის გავრცელების არე შემცირდა და სოფლის საჭიროებისათვისღა ამზადებენ, ხოლო თვით სახელი ხალხურმა პოეზიამ შემოგვინახა.
ა. გ..
![]() |
6.31 ქაფასტარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მეშის თხელი სარჩული. ზოგჯერ ფეხსაცმლის საპირედაც იყენებდნენ.
![]() |
6.32 ქაფი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საომარი ჯავშნის სამხარიღლივე ზონარი. „ქაფი არს აბჯართა შემოსაჭირებელნი“, (საბა). მაგალითად, ქაფით მაგრდებოდა ბეგთარი (იხ.).
ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II. 1993.
მ. ქ..
![]() |
6.33 ქაფქირი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
დახვრეტილი მრგვალი კოვზი, რომლითაც მოხარშულ ხორცს ქაფს მოხდიან, არის ლითონის და ხისაც.

![]() |
6.34 ქაფჩა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
კალატოზის მთავარი ხელსაწყო, ხისტარიანი და ფართოპირიანი რკინის, რომლითაც მშენებლობის დროს ხსნარს იღებენ და ასხამენ ასაშენებელ მასალას, ქაფჩითვე ხდება კედელზე ხსნარის მისხმა შელესვის დროს.
![]() |
6.35 ქარქაში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წარმოადგენს დანის, ხანჯლის, ხმლის და მათი მსგავსი ცივი იარაღის ჩასადებელს (ბუდეს). ქარქაშების დასამზადებლად, სიმსუბუქის გამო, ძირითადად ხის მასალას იყენებდნენ. იღებდნენ ხის ორ ნაჭერს და ცივი იარაღის პირის შესაბამისად მონიშნავდნენ და ამოკვეთავდნენ, შემდეგ გადააკრავდნენ ტყავს, ხავერდს ან ლითონს. ქარქაშები ლითონის სალტეებითა და ბუნიკით (იხ.) ირთვებოდა. მასალის ორგანული წარმოშობილობის გამო არქეოლოგიური ქარქაშები შემორჩენილი არაა, ხოლო გვიანფეოდალური ხანის საბრძოლო იარაღის ეს უცილობელი ატრიბუტი მრავლადაა შემორჩენილი.

მ.ქ..
![]() |
6.36 ქევანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ვირის კურტნის ქვეშ გასაშლელი ჩული.
![]() |
6.37 ქეთლი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ჩაიდანი, სპილენძის ჭურჭელი ჩაისა და ყავის ასადუღებლად.
![]() |
6.38 ქეშაო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქვის სიმაღლის სიზუსტის საზომი იარაღი. ქეშაო მოყვანილობით ცალმხარწაჭრილ გონიოს მიაგავს.
![]() |
6.39 ქეშელა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. მოუკუპრავი ტიკი, თხიერი. იყენებდნენ რძისა, მაწვნის შესანახად. 2. სითხის გადასატანი ტყავის ჭურჭელი, მზადდებოდა მოზვრის ტყავისგან დაახლ. 5-6 ფუთის ტევადობის (იხ. კოლოტი).
![]() |
6.40 ქეჩა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
უხეში მატყლისგან გაკეთებული საფენი.
![]() |
6.41 ქვა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აქ: ქვითხუროობაში გამოყენებული ქვის ჯიშები. ქვა, რომელიც ბუნებაში განუყოფელ მასივებადაა მოცემული, მოითხოვს ცალკეულ ნაწილებად მოტეხვას. მაგრამ თუ ქვა დაფარულია მიწით, მას გამოჩენა და გასუფთავება სჭირდება. ქვის მოჭრა წარმოებს უმთავრესად ზაფხულში, რადგან ზამთარში ქვას გული ეყინება და დამუშავებას ნაკლებად ემორჩილება. ქვა ფიზიკური თვისებით სხვადასხვანაირია და შეიძლება იყოს: „ფიცხი“, „მამალი“, „დანაკაჟიანი“, „კაპასი“, „შათელილი“, „სახსრიანი“, „უსახსრო“, „ძარღვიანი“, „ღრუ“, „ტალებიანი“, „კასალი“, „ლიში“, „ლიბერი“, „ჩინჩხლებიანი“, „ბაღდადი“, „თეთრი“, „ლურჯი“, „ღვინისფერი“, „ტრედისფერი“, „ვარდისფერი“, „კბილმაგარი“, „ჩრდილა“, „მზვარე“ და სხვა. ქვითხურო, რომელსაც უკვე ხელობის გარკვეული ეტაპი აქვს გავლილი, ამ ნიშნებით შეიცნობს ქვის ავკარგიანობას და იყენებს მათ ამა თუ იმ ნივთისთვის. ვიდრე ქვა დამუშავდებოდეს, სჭირდება: მოკარება, შეთვალიერება, დაბურღვა, გაწვერვა, სოლების დაყრა, მოტეხვა, დაპობა, გათლა, მოკაზმვა და ა.შ. საქართველოში უძველესიდან მიკვლეული იყო მრავალი ქვის საბადო, რომლებიდანაც ქვის ამოღებადამუშავება ხდებოდა საყოფაცხოვრებო სფეროში არსებული სხვადასხვა ნივთიერი საჭიროებისთვის. იარაღის ფუნქციის მიხედვით ნაჩვენებია ქვის დამუშავების პროცესი. მაგ., ქვა არის - გაწალკატებული, წერაქვში მოყვანილი, დაუროებული, დასოლილი, გატარაღებული, მოკოდილი, გაწვერილი. ხალხურ მეტყველებაში ქვის სხვადასხვა სინონიმი გვხვდება, მაგალითად, კენჭი, ღორღი, ბუტი, ხიჭი, ხურდა, ჭოჭყი, ლოდი, სპონდიო, შირიმი და სხვა.
ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ..
![]() |
6.42 ქვა ერბოსი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ერბოს ქვა, წმინდა სალესის ტიპი, რომელსაც იყენებენ რკინის ნაკეთობათა გასალესად.
![]() |
6.43 ქვა კუთხისა//მუხურო (ლეჩხ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მშენებლობაში გამოსაყენებლი კუთხის ქვა, რომლის ორი მხარე გამოყვანილია გონიოში, ხოლო უკანა ზურგი, ანუ „კუზი“ ბითამად, ე.ი. უხეშად აქვს დატოვებული, რადგან იგი კედელში ექცევა. კუთხის ქვების სიზუსტეზეა დამოკიდებული კედლის სწორად აღმართვა.
ე. ნ..
![]() |
6.44 ქვა მზვარესი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მზვარეს ქვა ეწოდება იმ ქვას, რომელსაც მზე უყურებს, იგი კარგადაა გამომშრალი,საღია და თუმცა დასამუშავებლად ძნელია მისგან გაკეთებული ნივთი საუცხოოდ ითვლება.
ე. ნ..
![]() |
6.45 ქვა საომარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქვა, როგორც საბრძოლო და სანადირო საშუალება, უძველესი დროიდან გამოიყენა ადამიანმა. შურდული (იხ.), როგორც უძველესი საომარი იარაღი, უაღრესად ეფექტური იყო შორ მანძილზე სასროლად. არქეოლოგიური მონაცემებით დადასტურებულია, რომ ანტიკური ხანის მცხეთელებს აქტიურად უხმარიათ ქვის მრგვალი ბირთვები. შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა ლოდსატყორცნ-ფილაკავანები, რომელთა ეფექტურ მოხმარებას კედლის დაზიანებაც შეეძლო. შუა საუკუნეებში ლაშქარს თან ახლდნენ ქვისმსროლელნი და მეშურდულენი.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ..
![]() |
6.46 ქვა საშენი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
კედლის ასაშენებელი უბრალო ქვა, რომელიც ჩვეულებრივ დაუმუშავებელია. მოიპოვებენ ბუნებაში, ანდა ქვის დამუშავების დროს აგროვებენ ქვის კარიერში, ამტვრევენ უროებით და იყენებენ საშენებლად.
![]() |
6.47 ქვა ძვირფასი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ზოგადი სახელი იმ ძვირფასი ქვებისა, რომელსაც გამოიყენებდნენ სამკაულებში, ტანსაცმელში, ინსიგნიებში, სოციალური ურთიერთობის სხვადასხვა სფეროში. ძვირფასი ქვები აქტიურად იყო ჩართული მეფე-მთავართა შესამოსელსა და რეგალიებში. (კვერთხი, გვირგვინი). ქართველ მეფეთა ჩაცმულობის შესახებ ბიზანტიელ მწერალს იოანე მალალას აღნიშნული აქვს, რომ ლაზთა უფლისწულ წათეს, როცა იგი მეფედ აკურთხეს, მარგალიტებით შემკული ტანსაცმელი სცმია, რასაც ბიზანტიელ დიდებულთა დიდი ყურადღება დაუმსახურებია. გორგასალს ხურებია ზურმუხტითა და იაგუნდით შემკული გვირგვინი. დავით აღმაშენებლის მემკვიდრეს დემეტრეს გამეფებისას დაადგეს თავზე გვირგვინი“ შუენიერი ქვათაგან პატიოსანთა „შემკული. გიორგი III-თამარს დაადგა „გვირგვინი ოქროისა, აღმკული იაკინთითა, ზმირნითა და სამარაგდოთა მიერ“. სამოსელზე ძვირფასი ქვების არსებობას ადასტურებს ჩვენს ტაძრებში გამოხატული მეფე-მთავართა ფიგურები. ამ მხრივ სანიმუშოა ბეთანიისა და გელათის ფრესკები. თამარ მეფის ისტორიკოსის დახასიათებით ქართველ მეფეთა სამეფო ტახტი შემკული ყოფილა ოქრო-ვერცხლითა და უამრავი თვალმარგალიტით. ვახუშტი ბატონიშვილი მაღალი წრის ქართველი ქალის ჩაცმულობის განუყრელ სამშვენისად მიიჩნევს ყბის ქვეშ ჩამოკიდებულ მარგალიტის მძივებს. სომეხი ისტორიკოსის ესაია ჯალალიანცის აზრით: თბილისელების ტანსაცმელი - სამკაულითა და თვლებით მოოჭვილი ფარჩეულობა, დაწყობილი მარგალიტის ბრწინვალება, არ შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანის გონებამ. ძვირფასი ქვები უხვად გამოიყენებოდა საეკლესიო ჭურჭლის მორთულობასა და შესამოსელში. უძვირფასესი ქვებით იყო მორთული ქართველ მღვდელ-მთავართა ბისონები, ტიარები, ომფორები, ენქერები, საბუხარები, ბარტყულები, სტიხრები, საბეჭურები, ოლარები, ქამრები, მიტრები. ძვირფასი ქვები უხვადაა გამოყენებული საეკლესიო დანიშნულების ჭედური ხელოვნების ძეგლებში, განსაკუთრებით ჯვარ-ხატებში, რომელთაგან უდიდესი უმრავლესობა ქართული ოქრომჭედლობის ბაზაზეა შექმნილი. სანიმუშოდ გამოდგება ხახულის ღვთისმშობლის ხატი, ქართული ხელოვნების შედევრი, რომელსაც ასეულობით უძვირფასესი ქვა ამშვენებს ზურმუხტების, ალმასებისა და იაგუნდების ჩათვლით, ანდა სიონის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ჩართული აქვს 124 იაგუნდი, 43 ალმასი, 116 ზურმუხტი, 240 ლალი, 52 ტოპაზი, 17 სეილენი, 62 ფირუზი, ათასზე მეტი მარგალიტი და კიდევ სხვა. ძვირფასი ქვა, როგორც ესთეტიკური მოთხოვნილების პროდუქტი, განუყრელადაა დაკავშირებული ქართულ კულტურასთან. შუა საუკუნეების საქართველოს საიუველირო ხელოვნება მსოფლიო მნიშვნელობის შედევრებს მოითვლის, რომელთა სრულყოფილება და ვიზუალური მხარე ძვირფას ქვათა ოსტატური გამოყენებითაცაა განპირობებული.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ..
![]() |
6.48 ქვა ყურის - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
იხ. ქვა კუთხის.
![]() |
6.49 ქვაბი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
სადუღარი სამზარეულო ჭურჭელი. ყოფაში მოწმდება მრავალი სახეობა: კარდალა, კოტო, ქვაბ კარდალა, ქვაბ ქოთანი, წუკალი (მეგრ.), ხელქოთანი, ჩალხანა, თენჯერი, საოტკე//საარყე//ზაოდი, საწესო-სარიტუალო - „ლღენი“, „ჟინიშ კარდალ“ ანუ სულის ქვაბი, ჭანური, იმერული, ქვაბი „საწინდარი“ და სხვ. ფორმის მიხედვით ქვაბებში რამდენიმე ტიპი გამოიყოფა: დიდი ზომის, ჯაბარყურიანი, არყის გამოსახდელი, ფართოძირიანი, „თანგირა“, „ტაფა-კასრულები“, სწორი, კასრის ფორმის, ვიწროძირიანი „იმერული“ ქვაბი, ქვაბქოთნი, „წელში გამოჭირებული“, ანუ წელში გამოყვანილი ხუფიანი და უხუფო. დანიშნულების მიხედვით - ხორცის მოსახარში, საძროხე, საცხვრე, საყაურმე, სახინკლე, საფელამუშე, საარყე, საერბოვე, საპომინდვრე-სატყემლე, საშეჭამანდე, რძის ასადუღებელი, საღომე, საფლავე, თევზის მოსახარში, სააბანოვე, საქორწილო-სარიტუალო, სამზითვო და სხ.
ლიტ.: ც. კაკაბაძე, სპილენძის ქართული ჭურჭელი, ეთნოლოგიური ძიებანი I, 2000.
ც.კ..
![]() |
6.50 ქვაბი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აქ: ლუდის მოსახარში სპილენძის ქვაბი. ძირითადად ოვალური ფორმის. 400-500 ლიტრი ტევადობის. „იკერებოდა“ ცალკეული ფირფიტებისაგან სპილენძისავე ლურსმნებით. როგორც სალოცავისა და სარიტუალო ლუდის დამზადებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი განსაკუთრებული მზრუნველობითაა დამზადებული. ზოგჯერ ხატში 2-3 ასეთი ქვაბი ჰქონდათ, რაც ხატიონის ძლიერებას უსვამდა ხაზს.
ლუდის ქვაბი მოთავსებული იყო ჯვარის სალუდეში, და მასთან ერთად ინახებოდა ლუდის გამოხდისათვის საჭირო ყველანაირი ტიპის ჭურჭელი. ლუდის ქვაბს მთიელები ადრე თავად ამზადებდნენ, ისინი კარგად იყვნენ დაუფლებულნი მესპილენძეობას. ამ ვითარებას ადასტურებს როგორც ეთნოგრაფიული, ასევე არქეოლოგიური მასალა. ახალ პერიოდში, როცა მთაში სპილენძის დამუშავების წესები დაიკარგა და ამავე დროს, წარმოებაში ფართოდ დაიწყო დანერგვა ქარხნული წესით დამზადებულმა სპილენძმა, ქვაბების კეთების ცენტრები წარმოიქმნა დაბა-ქალაქების სახელოსნოებში, სადაც სპილენძის ქვაბები მზადდებოდა ხატ-სალოცავის მესვეურთა შეკვეთით. ლუდის ქვაბი სალუდეს საცეცხლეშია ჩაშენებული. ქვეშ იმდენი ადგილი აქვს დატოვებული, რომ სასადუღრე სანათების საჭირო რაოდენობა დაეტიოს. არცთუ იშვიათად სალუდე ქვაბს გაკეთებული აქვს კეტის გასაყრელი ყურები და რკინის ჯაჭვითაა ჩამოკიდებული სალუდეს მსხვილ თავხეზე. სალუდე ქვაბი წარმოადგენს სარიტუალო ნივთს და ამავე დროს, აუცილებელს ნებისმიერი მოქმედი ჯვარისთვის. შედარებით უფრო პატარა, ინდივიდუალური სალუდე ქვაბები გააჩნდათ ჯვარიონის ცალკეულ წევრებს, რომლებიც ლუდს სახლში ამზადებდნენ.
ლიტ.: ალ. ოჩიაური, ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, 1988.
ე. ნადირაძე, ქართული ლუდი. ეთნოლოგიური ძიებანი, III, 2007.
ე. ნ..
![]() |
6.51 ქვაბი საარყე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
არყის გამოსახდელი ქვაბი, იკერებოდა სპილენძის ფურცლებისაგან. ფურცლები ერთმანეთთან გადაკერებულია კბილანების შესხმის წესით, გვერდები კი მირჩილულია და დამაგრებულია სპილენძის „მანჭვლებით“. ასეთი ქვაბი მუხლგანიერია, პირისკენ მოვიწროებული. აქვს რკინის დიდი ზომის სახელურები - „კოჭყურები“. ქვაბს მჭიდროდ ეხურება სახურავი - ხუფი იგივე „ზარფუში“ (იხ.) არყის გამოსახდელი ინვენტარი სპილენძისაა. შედგება: 1. ქვაბის 2. ზარფუშის, იმავე სახურავის, 3. გეჯის, 4. მილისა და 5. რკინის სამფეხისაგან. იგი ძვირადღირებული მოწყობილობაა. მისი დამზადება მესპილენძე ხელოსნების საქმეა. არყის გამოსახდელი ქვაბი რამდენიმე სახელითაა ცნობილი: „საოტკე ქვაბი“ (იმერეთი), „ლინჯის ზაოდი“ (სამეგრელო), „ჰარაყია ცხვადი“ (სვანეთი) და ა.შ. საარყე ქვაბის განათხოვრება და გაქირავება მიღებული წესი იყო.

ც. კ..
![]() |
6.52 ქვაჯვარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აქ: საფლავის ქვის ძეგლი, ერთ-ერთი ტიპი მემორიალური კულტურისა, რომელიც ადრეული ქრისტიანობიდან მოკიდებული, ვიდრე დღევანდელ დღემდე, გამოიყენებოდა და იდგმებოდა გარდაცვალებულის საფლავზე. არცთუ იშვიათად ქვაჯვრებს, მათი უკეთ გამაგრების მიზნით, უკეთდებოდათ უდე - კვარცხლბეკები, ასეთი ქვაჯვრების საუკეთესო ნიმუშები დასტურდება ზემო და ქვემო ქართლში. დიდი სიმბოლური დატვირთვის პარალელურად ქვაჯვართა გამოყენება საფლავის ძეგლად უფრო ხელმისაწვდომი იყო მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, თუმცა როგორც სათუთი ძეგლი იოლად ნადგურდებოდა და მათი უძველესი ნიმუშები ცოტაა შემორჩენილი.

ლიტ.: ე. ნადირაძე, საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001
ე. ნ..
![]() |
6.53 ქვევრი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ღვინის დასაყენებელ-შესანახი ჭურჭელი. ქვევრი მთლიანად მეღვინეობის საქმეს ემსახურება. კახეთი და იმერეთი ძველთაგანვე საქართველოს მევენახეობის უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო, ამიტომ მექვევრეობაც ყველაზე მეტად ამ მხარეებში გავრცელდა. კახეთში მექვევრეობის ცენტრებია - ვარდისუბანი, ახალსოფელი, ყარსუბანი. ზემო იმერეთში კი ტყემლოვანი, ბოსლევი და დიდწიფელა. პატარა და საშუალო ზომის ქვევრებს ამზადებდნენ ქსნის ხეობაში, ლეჩხუმში. ქვევრი ისე, როგორც სხვა ჭურჭელი, მზისა და ქარისაგან დაცულ ქარხანაში მზადდება, მისი გამოძერწვა ყველგან ხელით სატრიალებელ მორგვზე იწყება. მექვევრე ოსტატი ერთდროულად 10-დან 20- მდე ქვევრის კეთებას შეუდგება და რიგრიგობით ერთი ქვევრიდან მეორეზე გადადის. ქვევრი ერთჯერად არ შენდება, მორგვზე მხოლოდ ქვევრის ძირი შენდება, ძირის შეშრობის შემდეგ მისი შენება „სკამზე“, ქვევრის ძირის დასადგამზე გრძელდება. თანდათანობით განსაზღვრულ სიმაღლეზე ამოყვანილი ქვევრი უკვე მიწაზე იდგმება, სადაც მისი შენება მთავრდება. გამომშრალი წვევრის გამოსაწვავად საქართველოს ყველა მხარეში ოთხკუთხიან და ერთსართულიან ქურას ხმარობენ. ქურაში გამოსაწვავად ქვევრის ჩადგმას სპეციალური ღვედებით შეიარაღებული კაცები ასრულებენ. საშუალო ქურაში გამოსაწვავად დაახლოებით 6 ქვევრი და 20-მდე ქოცო ეტევა.სითხეჟონვადობის თავიდან ასაცილებლად გაცხელებულ ქვევრს შიგნიდან სანთელს ან ცხიმს უსვამდნენ, ხოლო ქვევრის მეტი გამძლეობის მიზნით გარედან ქვიშისა და კირის ხსნარის სქელი ფენით ფარავდნენ. საქართველოში დამზადებულ ქვევრთა მოცულობა სხვადასხვაა. მცირე მოცულობის - 10-12 ლიტრიან ქვევრს „ქოცოს“ უწოდებენ, ხოლო დიდი მოცულობისას (1000-5000 ლიტრის ტევადობის) ჭურს.
ლიტ.: ვ. ჯაოშვილი, კერამიკული მრეწველობა საქ.-ში, 1959. ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა,. 1949.

მ. ზ..
![]() |
6.54 ქვითკირი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქვისა და კირხსნარისგან აგებული კედელი. ქვითკირით იგებოდა სახლი, სამეურნეო და თავდაცვითი ნაგებობანი.
![]() |
6.55 ქვითხუროობა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქვის დამუშავების ხელოვნება. ქვითხუროობას საქართველოში მდიდარი ტრადიციები გააჩნია, რის ჩამოყალიბებასაც ხელს უწყობდა სამშენებლო და მოსაჩუქურთმებელი ქვების საუკეთესო ხარისხის საბადოები. ქვითხუროობის მაღალი ხელოვნება სრულყოფილად გამოვლინდა როგორც საერო, ისე საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში, ასევე, საოჯახო ურთიერთობის სფეროში. უაღრესად მნიშვნელოვანია ქვითხუროობის დარგი ისტორიული თვალსაზრისით, რადგან ამ სფეროშიც გამოიკვეთა მოსახლეობის როგორც ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე რელიგიური რწმენა-წარმოდგენების ფართო სპექტრი. ქვითხუროობამ ასახა ისტორიული მოვლენებისა და ეთნოგრაფიული ყოფის საყურადღებო ფაქტები, რომელთა გაანალიზებით მრავალი ისტორიული რეალობის რეკონსტრუქცია ხდება შესაძლებელი. საგულისხმოა, რომ X ს. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების - ოშკისა და ქოროღოს ეკლესიის წარწერებსა და ბარელიეფებში დოკუმენტურადაა ასახული ქვის დამუშავების ეტაპები და სამშენებლო საქმიანობის პროცესები. ამ და სხვა რიგის ისტორიული მასალების გაანალიზებით ცხადი ხდება, რომ ძველთაგანვე ქვითხუროობის დარგში ჩამოყალიბდა შრომის ორგანიზაციის ფორმები, რაც ნაკარნახევი იყო ფართო სამშენებლო პროცესებით. ირკვევა, რომ ქვითხუროობის მშენებელთა ორგანიზაციას სათავეში ედგა ხუროთმოძღვარი და „ზედამდგომელი“, რომლებსაც ევალებოდათ მშენებლობის ზოგადი პროცესების წარმართვა. ხუროთმოძღვარს თანაშემწედ ჰყავდა „კალატოზი“, ხოლო დიდი მშენებლობის დროს - „კალატოზთ-უხუცესი“, რომელიც უშუალოდ განაგებდა შენების ტექნიკურ მხარეს. შემდეგ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ „საქმის მოქმედნი“, ანუ „მუშაკნი“ - დღევანდელი გაგებით მშენებლობის ფიზიკურად შემსრულებელნი, რომელთა სამუშაო პროცესს წარმართავდნენ კალატოზთა და ქვითხუროთა „ზედამხედველნი“. ქვის უშუალო დამამუშავებელთ ეწოდებოდათ „ხურონი ქვათა“, სადაც ერთიანდებოდნენ: „ქვის მხდელები“ (ლოდთა მომტეხნი), „ქვის გამომკვრელნი“, „ქვის მომჭრელნი“, „ქვის მომჩუქურთმებლები“. ქვითხუროობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვის დასამუშავებელ იარაღებს, რომელთა მაღალხარისხოვანი ნიმუშების შექმნას ხელს უწყობდა, როგორც სამთამადნო წარმოების შესაბამისი ბაზა, ასევე ლითონის დამუშავების უძველესი ტრადიციები, რომლის ჩამოყალიბების სათავეში დგანან ქართველური მოდგმის ტომები: თუბალები, ხალიბები, მოსინიკები. სხვადასხვა სახის ქვის ჯიშის დამუშავება მოითხოვდა მისთვის შესაფერის რკინა-ფოლადის იარაღს. ამ გარემოებას კარგად იყვნენ დაკვირვებული ქვითხურონი და შესაბამისი პირობების წაყენებით უკვეთავდნენ იარაღებს მჭედლებს.
ქვის დასამუშავებელი იარაღები თავისი ფუნქციის მიხედვით იყოფა ოთხ ძირითად ჯგუფად: I. ქვის გასაპობი და გამოსატეხი II. ქვის საწვერ-სათლელი და საჩუქურთმებელი; III. ქვის სამართ-საზომი და ასაწევ-გადასაბრუნებელი და IV. ქვის გადასაადგილებელი. თავის მხრივ, თითოეულ ამ ჯგუფში სხვადასხვა სახის იარაღები ერთიანდება, რომელთა საერთო რაოდენობა ორმოც ერთეულს აჭარბებს. ქვითხუროობა საქართველოში მეტ-ნაკლებად ყველგან იყო განვითარებული. განსაკუთრებით დაწინაურებული იყო იმერეთში, მესხეთში, ქართლში, მთიულეთში. ქვითხუროობამ თავის განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია სასულიერო არქიტექტურაში. განვითარებული ქვითხუროობის წყალობით ეკლესია-მონასტრების გაფორმების სტილმა თვითმყოფადი, ეროვნული ხასიათი მიიღო. ქვითხუროობას დიდი ადგილი ეჭირა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო სფეროში. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი, ნაირგვარი საფლავის ძეგლები, წისქვილის ქვები და წისქვილის გვიმები, ბუხრები, წყარო-ნაგებობანი, ჭები, ჭიშკრის მასიური სვეტები, ყორენაგებობანი, ქვაფენილები, სანიაღვრე ღარები. სამეურნეო დანიშნულების საგნები - საცეხველი, საქაჯავი, (ჭაჭის საწნეხი), საწნახელი, საოჯახო მოხმარების ჭურჭელი - ქვის კეცები, ჯამები, ასევე წყლის მოსაკავებელი როფები, მაგიდები, სკამები და ა.შ. ისტორიული სახის დოკუმენტებსა და ეთნოგრაფიულ ყოფაში არსებული ნივთიერი მასალა თვალნათლივ ადასტურებს ქვითხუროობის ნამზადის სამომხმარებლო მნიშვნელობას როგორც წარსულში, ასევე თანამედროვე პირობებშიაც.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, 1946. ს. ბედუკაძე, ქვის დასამუშავებელი იარაღები, სსმმ, XII B, 1960.
ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ
![]() |
6.56 ქვის ბლოკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ოთხკუთხად გათლილი ქვის ბლოკები, ძირითადად გამოიყენებოდა საზოგადოებრივ მშენებლობაში.
![]() |
6.57 ქვიშინა (რაჭ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ღვინის სასმისი ხის ჭურჭელი. აკეთებენ მსხლისა და ლეღვის ხისგან. თავფართოა, კვერცხისებური ბოლოთი. აქვს ტარი და იხმარებოდა კათხიდან ღვინის ამოსაღებადაც. იგი წააგავს აზარფეშას, დიდ ქვიშინაში ერთ ლიტრამდე ღვინო ჩავა.
ე. ნ..
![]() |
6.58 ქვიჯა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
სანაყავი სხვადასხვა ნივთიერებისთვის. ხის, რკინის, სპილენძის ქვიჯები ფართოდ იყო გავრცელებული მოსახლეობაში. იხმარებოდა როგორც საოჯახო საქმიანობაში მწვანილეულ-სუნელებლების დასანაყავად, ასევე ოქრომჭედლობაში სხვადასხვა მინერალების დასანაყავად. ქვიჯა წარმოადგენს როდინის (იხ) ნაირსახეობას.
![]() |
6.59 ქიბორჯი//ქიბორჯაი (მთიულ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. შვინდის ხის ორკაპი ჯოხი. ხვნის დროს მეხრე გუთნის - „წერწენას“//წეწენას დააწვება ქიბორჯის ორკაპით და ამით არეგულირებს ხვნის პროცესს. გ. ჩიტაიას თვალსაზრისით სახვნელი იარაღის განვითარების დასადგენად (იმ შემთხვევაში, როცა პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება) გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი მონაცემები, რაც სახვნელის მუშაობის პროცესთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევეში სამაგალითოდ გამოდგება მთიულური ქიბორჯი. როგორც ცნობილია, საქართველოს მთაში გავრცელებული იყო მოკლემხრიანი სახვნელები, იგი განკუთვნილი იყო მძიმე, ქვიან - რიყიანი მიწის მოსახვნელად. მიწის ხვნისას ქიბორჯი გამოყენებული იყო როგორც გუთნის მოძრაობისდამხმარე საშუალება. ამ თვალსაზრისით იგი უნიკუმს წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს დებულებას ქართული სახვნელი იარაღების ორიგინალობისა და სიძველის შესახებ. 2. საშუალო სიდიდის ისარი.
ლიტ:. გ. ჩიტაია, შრომები, ტ. 1987.
ე. ნ..
![]() |
6.60 ქილა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
თიხის ოვალური ფორმისა და სხვადასხვა ტევადობის თიხის ჭურჭელი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა სამეურნეო და საოჯახო სფეროში. ერთსახოვანი, მაგრამ ტევადობით განსხვავებული ქილები, მზადდება საქართველოში კერამიკული წარმოებით ცნობილ ცენტრებში. ქილები კეთდებოდა როგორც მოუჭიქავი, ასევე მოჭიქული, მცირე და საშუალო ზომისა. ფორმით ქილა იყო როგორც ტუჩიანი, ისე უტუჩო, პირგადაშლილი, პირშეკრული, ქობიანი, უქობო, უყურო, ყურიანი, ორყურა და სხვა. აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა ზომის ქილები ცნობილია „ქოცო ქილის“, „მწნილის ქილის“, „ძირის ქილის“, „ერბო ქილის“, „საზედაშე ქილის“, „ორყურა ქილის“, „საქალაქო ქილის“, „საარაგვო ქილის“ სახელწოდებით. დასავლეთ საქართველოში გვხვდება: „საწველული“, „სახორბლე“, „საფქვილე“, „საყველე ქილები“. ქილების უმეტესობისთვის ნიშანდობლივია პირის ქობის დამშვენება „თევზიფხური“ ორნამენტით. დიდ ქილებს მხარზე და ძირთან შემოვლებული აქვს თოკისებური გრეხილი. ანალოგიური სარტყლით ჭურჭლის შემკობის წესი დამახასიათებელია როგორც გვიანბრინჯაოს, ისე ადრეფეოდალური ხანის კერამიკისთვის.

მ. ზ..
![]() |
6.61 ქილა საარაგვო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ყველის შესანახი დიდი ზომის თიხის ჭურჭელი. საარაგვო ქილა მზადდებოდა ქსნის ხეობის სოფ. ცხავატში, მასზე განსაკუთრებული მოთხოვნა იყო საარაგვოში (სახელწოდებაც აქედან მოდის). საარაგვო ქილას პირიც და მუცელიც მეტად ფართო აქვს და ყველის დიდი თავის შესანახად ხელსაყრელია. არაგვის ხეობის მოსახლეობა გასაყიდი ყველის ქალაქში საარაგვო ქილებით ჩამოჰქონდა.
მ. ზ..
![]() |
6.62 ქილა საქალაქო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წყლის მარაგისთვის განკუთვნილი დიდი ზომის თიხის ჭურჭელი. იგი მზადდებოდა ქსნის ხეობის სოფ. ცხავატში. სანამ წყალს გაიყვანდნენ, თბილისში მასზე დიდი მოთხოვნილება იყო. განსაკუთრებით ხელოსანთა რიგში, სადაც წყლის მომარაგება ჩვეულებრივ წესად იყო მიღებული. საქალაქო ქილის მსგავსი ჭურჭელი დამოწმებულია იმერეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში: დერგის, ხალამირსა და საფქვილეს სახელწოდებით. დიდი ზომის თიხის ჭურჭლების დამზდების ტრადიციას ენეოლითში ეყრება საფუძველი. ვარაუდობენ, რომ ასეთი ჭურჭელი უმთავრესად მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების შესანახად გამოიყენებოდა. მათი ნიმუშები აღმოჩენილია თრიალეთში - სოფ. გუნიაყალაში, საჩხერეში, დმანისში და სხვაგან.
მ. ზ..
![]() |
6.63 ქინძისთავი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აქ: გულის ქინძისთავი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სამკაულს, რომელსაც ქალები ხმარობენ. გულის ქინძისთავს აკეთებენ ოქროს, ვერცხლისა და პლატინისაგან, აგრეთვე სხვადასხვა ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების გამოყენებითა. ქინძისთავის გამოსაყვანად იყენებენ კვერვას, ამოჭრას, ტვიფრვას, აჟურულ ჭრილს, ფილიგრანს, მინანქარს და სხვა. გულის ქინძისთავები კონფიგურაციისა და სახის მიხედვით გვხვდება: მრგვალი, ოვალური, შტოსებური, ღეროსებური - ყვავილებითა და ნაყოფით, ისრისებური და სხვა. გულის ქინძისთავებს ეკუთვნის აგრეთვე კამეია. ის ოვალურია, იშვიათად მომრგვალო ფორმის რელიეფურად ამოჭრილი ქალის თავის ან სხვა რაიმე გამოსახულებით. კამეას აკეთებენ ოქროს ბუდეში ჩასმულს, ნიჟარის, მარჯნის, აქატის, სარდიონის, ონიქსისა და სხვა. ქინძისთავები იკეტება დამცველიანი ან უდამცველო საკეტით. როგორც გულის, ისე შუბლის ქინძისთავი, საქართველოში ძალზე გავრცელებული სამკაულია. შუბლის ქინძისთავს „ჩიხტზე“ იმაგრებდნენ. შედგებოდა თავისა და ნემსისაგან. შუბლის ქინძისთავი ძირითადად მზადდებოდა ოქროსაგან, იყო ერთთვლიანი ან „ბახჩით“ შემკული. ერთთვლიან ქინძისთავებში ჩასმული იყო ლალი ან ალმასი, ბახჩა კი ბრილიანტებით ან ალმასებით იყო გაწყობილი. უფრო გავრცელებული იყო ალმასის ბახჩა. შუბლის ქინძისთავი ქართველი ქალის ნაციონალური კოსტიუმის განუყრელი სამკაული იყო.
ლიტ.: სელივანკინი ს. სერენკო პ. ციპლაკოვი პ. საიუველირო საქონელი და საათები, 1958.
მ. ბ..
![]() |
6.64 ქირაფქა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ჯაჭვის პერანგის ნაირსახეობა. ქირაფქა ჯაჭვის თითოეული რგოლი (ჭიკუ) „არს მობრტყე, ფარეშოვანი, რბილ-ბასრი და უფრორე ბასრი, გადაგრეხით ადვილად გასატეხელი“(საბა). „ქირაფქა ჯაჭვის“ ნიმუშები საკმაოდ იყო შემონახული ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში (ხევს), რომელნიც ამჟამად დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (იხ. ჯაჭვის პერანგი).
ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II. 1993.
მ. ქ..
![]() |
6.65 ქისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. საწვრილმანოთა შესანახი, ხელზე სატარებელი, უბეში ჩასადები ან ქამარზე ჩამოსაკიდებელი. აკეთებდნენ ტყავისა და ნაჭრისაგან. რთავდნენ სხვადასხვა ორნამენტით, ოქრომკედით, ფერადი მძივებით, ნაქარგობით, წარწერებით. სულხანსაბას განმარტებით, ქისა, ანუ „კისა“ სხვათა ენა ყოფილა, ქართულად კი თალისა რქმევია. ქისისათვის გამოიყენებოდა კარგად დამუშავებული ტყავი, ე.წ. ნატი (იხ), ხავერდი, მსხვილი ძაფი, ქისა ფუნქციის მიხედვით განიყოფებოდა და იყო საფულე, საქაღალდე, სათუთუნე, საეკლესიო დანიშნულების. ქისები ძირითადად მზადდებოდა შინახელოსნური წესით და ფართო მოხმარების საგანს წარმოადგენდა. საპატარძლოდ მომზადებული ქალები დაინტერესებულნი იყვნენ მომავალი მეუღლისათვის სასაჩუქრო წინდებთან ერთად, ქისებიც დაემზადებინათ. ეს ძღვენი საგანგებო მორთულობას ითვალისწინებდა. ამ მხრივ ქსოვილის ქისები გამოირჩეოდა. რომელთა ზედაპირზე გამოჰყავდათ ნაქარგი სახეები. გრეხილებითა და ზონრებით შემკულებს წარწერებიც ერთვოდა. მაგ.: „მე ვარ ქისა მინანქრისა, მისართმევი მიჯნურისა“. უპირატესობა ეძლეოდა მძივებით გაწყობილ ჭრელ საქალო ქისებს. მიჯნურს გარდა ქისით ასაჩუქრებდნენ ნათლიას, საქმროს, კეთილის მოსურნეთ. საძღვნო დანიშნულებასთან ერთად ზოგი ქისა სამზითვო იყო, ზოგი საბაზრო ხასიათისა. 2. აბანოში მოსახმარი, გასაპნული ნაჭერი, რომელიც გაიბერება და უამრავ ქაფს აყენებს.

ც. ბ..
![]() |
6.66 ქიტურა (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ხის მრგვალთავიანი, საწვნე კოვზი.
![]() |
6.67 ქნარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
არფის ტიპის სიმებიანი საკრავი. ბიბლიურ მეფე დავითს სულიერი მღელვარების ჟამს უყვარდა ქნარის ჰანგების მოსმენა. ეს ვითარება აისახა ბაგრატიონების გერბის სიმბოლიკაში, რომლებიც თავს დავითის შთამომავლებად თვლიდნენ და ამდენად, მათ სამეფო გერბში ქნარის გამოსახულება ამ დამოკიდებულების გამომხატველია.
ე. ნ..
![]() |
6.68 ქობაჩი შალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქობაჩი სოფელია ლეკეთში, სადაც ამზადებდნენ საუკეთესო ხარისხის საჩოხე შალს. ფართო გამოყენება ჰქონდა საქართველოში.
![]() |
6.69 ქობინა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
სარეცხის საცემი სატყეპელა ჯოხი, რომელსაც ერთი მხარე დაჭდეული აქვს.
![]() |
6.70 ქობობი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ერბოში მოზელილი დიდი პური. მის მოსამზადებლად საჭირო იყო 12-14კგ ფქვილი, 1 ლიტრა ერბო სჭირდებოდა. ვაჟის ოჯახის მიერ ქალის დანიშვნისათვის განკუთვნილ ძღვენს წარმოადგენდა.
ლიტ.: ნ. მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978.
გ. ა..
![]() |
6.71 ქობუნა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
კრამიტის მოსაჭრელი ყალიბი. ქობუნას ერთი ბოლო ვიწროა, მეორე გაფართოებული. ვიწროს შუაში პატარა წვერი აქვს გამოთლილი, ფართო ბოლოს კი მრგვალად მოყვანილი ტარი. ყალიბში ჩამოსხმულ, ზედაპირგადასწორებულ კრამიტს სველ ხელს მოუსვამენ და ქობუნაზე გადმოიტანენ. ამ დროს მეკრამიტე ქობუნას ტარს მუცელზე მჭიდროდ იკრავს, რათა მან არ იმოძრაოს. გადმოცურების შედეგად ყალიბს თიხა გამოეცლება და ყალიბში დაბრტყელებული თიხა ქობუნაზე დარჩება. Kკრამიტი ქობუნის მსგავსად მოიხრება და მის ფორმას მიიღებს.
მ ზ..
![]() |
6.72 ქოთანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საოჯახო თიხის ჭურჭელი. მოხმარება-დანიშნულების მიხედვით არჩევენ: სარძევეს, საწველელს (უყურო, ტუჩიანი, ორყურა), ყველის ამოსაყვანს, ყველის შესანახს, საჭმლის მოსამზადებელს, საჭმლის წასაღებს და ა.შ. ზოგიერთი ქოთანი მისადაგებულია მასში მოსამზადებელი პროდუქტის თვისებას მაგ., ყველის ამოსაყვანი თიხის ქოთანი, ბრტყელძირაა, მკვეთრად გამობერილგვამიანია, დაბალყელა, ფართოდ პირგადაშლილი ყველის ამოყვანისას ხელებმა რომ თავისუფლად იმოძრაონ. საწველელ ქოთანს ორი ყური, კოტიანი პირი და ტუჩი აქვს, რომ შიგთავსი რძე ადვილად გადმოიღვაროს. აღსანიშნავია დახვეწილი, ორიგინალური ფორმის, ე.წ. სალობიე, საშეჭამანდე, ქოთნები. ზოგიერთ ქოთანში, კერძი შუა ცეცხლთან მიდგმით იხარშება. ზოგიერთი კი სამფეხზე იდება. ცეცხლზე სახმარი ჭურჭელი სადაა და მოუჭიქავია, როგორც ხელოსნები აღნიშნავენ „აზრი არა აქვს ასეთი ჭურჭლის გამშვენიერებას, რადგან ცეცხლზე ხმარების შემდეგ სულერთია ჭრელი არ შეიმჩნევა. საინტერესო ფორმა აქვს თიხის ე.წ. „ხელსაქმის ქოთანს“, იგი მდიდრულად არის მოხატული, ცნობილია აგრეთვე თიხის „საყვავილე ქოთნების“ მრავალფეროვანი ნიმუშები; ბრტყელძირიანი, ოვალურძირიანი, ქუსლიანი, ორსართულიანი, პირგადაშლილი, კოტიანი და ა.შ. საყვავილე ქოთნების უმეტესობა შემკულია მცენარეული ორნამენტით.
ც. კ..
![]() |
6.73 ქოთარა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ფელუკას ტიპის, მხოლოდ უფრო დიდი ზომის ნავი, სატვირთო და სათევზაო
დანიშნულებისათვის. გავრცელებული იყო ლაზეთში.
![]() |
6.74 ქორალიმზირი (სვან.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
სახლის მფარველის სახელზე გამართული ლოცვა-ვედრება, რომელსაც ქალები მართავდნენ კაცების ფარულად. ქორა ლიმზირის შესრულების დროს ლემზირებს სწირავდნენ მეზირს (იხ.) და კერასაც. ამ დანიშნულებისათვის ცხვებოდა კერის შესაწირი კვერი.
მ. ხ..
![]() |
6.75 ქორი//ქორედი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
შენობის ნაწილი, მისი ზედა სართული, შესაძლებელია დღევანდელი მანსარდის ტიპის, სადაც ძირითადად ზაფხულში ცხოვრობდნენ. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, ქორი//ქორედი ასევე შესაძლებელია ყოფილიყო სვეტებიან-კამაროსანი ნაგებობა. ქართულ მეტყველებაში ეს სიტყვა ტოპონიმის ფორმითაა შემონახული. მაგ., „ქორეთი“ (სოფელია ზ. იმერეთში).
ე. ნ..
![]() |
6.76 ქოქა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ხევსურული სადიაცოს ფარაგის ქვეშ ჩასაფენი, ყელსადები. მასალად გამოიყენებოდა როგორც ადგილობრივად მოქსოვილი შალის - (ტოლი), ისე ბამბის ქსოვილებიც. ქალის ყელის მხოლოდ წინა ნაწილის დამფარავი ეს ელემენტი ნაჭრის ვიწრო ზოლს წარმოადგენდა, რომელიც უკან, კისერთან მაგრდებოდა და ხშირად მოქარგული და სამკაულებით იყო გაწყობილი. ზოგიერთ მათგანს ყელის გასწვრივ ერთმანეთის მიყოლებით ჩამოსდევდა ბრტყელი და მოკლე, ბოლოში ფუნჯით დასრულებული ნაწილები - „ზინზილები“, ვერცხლის შიბებითა და სხვა სამკაულებით მდიდრულად გაწყობილი. ქოქა ერთდროულად ყელსაფენიც იყო და სამკაულის ფუნქციასაც ასრულებდა.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, 1956.
ც. ბ..
![]() |
6.77 ქოქირა//შავი ჯაჭვი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
თუში ქალის სამგლოვიარო ნიშანი. შედგებოდა წვრილი რგოლებისგან დაწნული ჯაჭვისა და მის ბოლოზე მობმული შავი ფოჩებისაგან. ფორმით ვიწრო და გრძელ ამ ჯაჭვს კაბაზე უბის გასწვრივ ხან მარჯვნივ იმაგრებდნენ და ხან მარცხნივ. თუ ქალს ჯალაბთ მხრიდა დააკლდებოდა ვინმე, მაშინ ქოქირას კაბის მარჯვენა მხარეზე დაიმაგრებდა, თუ ქმრის ნათესავი გამოაკლდებოდა - მარცხენაზე. გოგონებს გლოვის გამომხატველი ასეთი ფორმის პატარა ნიშანი კაბის ზურგზე ეკერათ. კაბის მხრებიდან დაწყებული ქოქირას სიგრძე ქალის წელს საგრძნობლად უნდა დასცილებოდა. ამ ნიშნის ტარება ძველ თუშეთში სავალდებულო ყოფილა სრულწლოვანი მამაკაცისთვისაც. უმეტესად ძმისა და შვილის დაკარგვის დროს. თუშეთში გლოვა ერთიდან სამ წლამდე გრძელდებოდა. გლოვის ამ პერიოდში, ყოველ შაბათს, შავჯაჭვოსანი ქალი ვალდებული იყო მისულიყო მდინარესთან, ჯაჭვის ბაწრიანი ფოჩი წყალში ჩაებერტყა, ეხსენებინა მიცვალებულის სახელი და წყლისთვის გაეყოლებინა სიტყვები: „ღმერთ მიწყალისო“. შავების გახდის დრო რომ მოახლოვდებოდა, ჭირისუფალი გამოაცხობდა სამ კოკორს, მოამზადებდა სასმელს, აანთებდა სანთლებს და მიცვალებულს დაიტირებდა. მერე თავისი გვარის ქალების თანხლებით გავიდოდა ჩამდინარე წყალთან, წყალში ამოავლებდა ჯაჭვს, უძმო ქალი მაკრატლით შემოაჭრიდა ჯაჭვს ფოჩებს, დაკუწავდა და მიმალულ ადგილას გადაყრიდა. უფოჩო ჯაჭვს კი უკან მოაბრუნებდა. თუშეთს დამოწმებულ სამგლოვიარო ჯაჭვს თავისებური შეხვედრა აქვს ოსეთში გავრცელებულ აბრეშუმის ზონრებით ამგვარივე დანიშნულებით გამოყენების წესთან.
ლიტ.: გ. ბოჭორიძე თუშეთი, 1993. ც. ბეზარაშვილი თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.
ც. ბ..
![]() |
6.78 ქოქლო//ქოქლუა//კაბურა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ხევსური ქალის გარეთ, ყოველდღიური ჩასაცმელი. მასალად გამოყენებულია ადგილობრივი, საოჯახო წესით სხვადასხვა ფერის მოქსოვილი შალი - „ტოლი“. ჩოხისებური მოყვანილობის, შეუკრავი და წელში გადაჭრილი. აქვს მაღალი საყელო და მხრებთან სწორად მიდგმული, განიერი, მოკლე და იღლიის ძირამდე გაუკერავი სახელოები, რომელთა ნაპირები ალაგ-ალაგ გაბმული ზონრებით არის დაკავშირებული. ცალ მხარეს ზოგჯერ ჩაჭრილია საჯიბურიც. ქოქლო გაწყობილია ხევსურული ტალავარისათვის დამახასიათებელი ნაქარგობით, რომელიც შესრულებულია მატყლის ძაფისა („შიბაით დაკერული“) ან აბრეშუმის ძაფებით („აბრეშუმის ნაჭრელაი“). მორთვაში ჩართულია აგრეთვე ფერადი ქსოვილების სხვადასხვა ფორმაზე დაჭრილი ნაჭრებიც (აპლიკაცია). ნაქარგობაში უხვადაა ჩართული თეთრი ღილ-მძივი, ვერცხლის სამკაულები, მონეტები. ჭრელში უპირატესი ადგილი ჯვარს უჭირავს, რომელიც ხევსურთა უძველეს რელიგიურ მსოფლმხედველობასთან იყო დაკავშირებული.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, მსე, ტ. VIII, 1956.
ც. ბ..
![]() |
6.79 ქოში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქუსლიანი ფეხსაცმელი, ნახევრად ღია. ქოშის ტიპებია: ღრმად ამოღებული, ენიან-საფერხულიანი, ჭვინტიანი და ბლაგვცხვირიანი. უამინდობაში რბილლანჩიან ფეხსაცმელზე იცვამდნენ სადა ქოშებს. ქოში იხმარებოდა როგორც ყოველდღიურად, ასევე გამოსასვლელად. იგი გავრცელებული ფეხთსამოსი იყო მთელს კავკასიაში. მაღალი წოდების წარმომადგენელი ქალები მორთულ ქოშებს ატარებდნენ. კავკასიაში განსაკუთრებით დაღესტანში ქოში ეროვნული ფეხსაცმლის სახეა. ყუბაჩში ქოშებს მზითევში ატანდნენ პატარძალს. ქალის ქოში იკერებოდა ისევე, როგორც მამაკაცისა, მხოლოდ გამოსასვლელი მოიქარგებოდა ოქროსა და ვერცხლის ფერად-ფერადი აბრეშუმის ძაფებით. ქოში დაჭედილი იყო ნალით.

ნ. ჯ..
![]() |
6.80 ქოცო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მცირე ტევადობის თიხის ქვევრი, ღვინის არყისა და ტკბილის ჩასასხმელად. ქვევრზე პატარაა და კოკაზე მოზრდილი - 20-40 ლიტრის ტევადობის. მცირე ტევადობის ქვევრთა რიცხვს მიეკუთვნება აგრეთვე „ყვიბარი“, „ლახუტი“. (დას. საქ.), „ლაგვანი“ -(სამეგრ.), შროშაში 10-12-ლიტრიანი ქოცოებიც მზადდება
მ. ზ..
![]() |
6.81 ქოჭი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ხის კეხი დიდი ტვირთის (თივა, ჩალა, შეშა,) საზიდავად. ქოჭს ჩვეულებრივ ადგამდნენ ვირსა და ჯორს. „შენგან დადგმული ქოჭები უნდა ვატარო ვირულად“ (ხალხ.), ქოჭებზე ადგამდნენ კოკებს და მოჰქონდათ წყალი შორი მანძილიდან.
გ.გ..
![]() |
6.82 ქოხი (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აქ: ლიტონი ყორით ნაშენი ცალკე მდგარი ჩალით გადახურული შენობა, სადაც ხევსური ქალები მშობიარობდნენ. ქოხში მარტო მშობიარე იყოდა მასთან მიკარება არავის შეეძლო. პურსაც შორიდან გადაუგდებდნენ და წყალსაც ზემოდან ჩაუსხამდნენ, რათა ამით ჭურჭელი არ გაუწმინდურებულიყო (იხ. სამრელო)
ე. ნ..
![]() |
6.83 ქრიზოლითი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მოყვითალო მომწვანო ფერის მოელვარე მინერალი. ძველ საქართველოში „ოქროს ქვის“ სახელითაც იყო ცნობილი. გამოიყენებოდა ოქრომჭედლობაში სამკაულთა შესამკობლად.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ..
![]() |
6.84 ქრიჯა//ყოში (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
კასრიდან ფქვილის ამოსაღები, ხელიანი ნიჩბისებური კოვზი.
![]() |
6.85 ქსანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საწონი, საწყაო. წერილობითი წყაროების მიხედვით იხმარებოდა XVII ს-დან როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ძირითადად გამოიყენებოდა სანთელ-საკმევლის, ნიგვზისა და ერბოს საწონად. საწონი ერთეული ქსანი ლიტრის 1/16-ს აღნიშნავდა. ასე განსაზღვრავდა მას სულხანსაბა ორბელიანი, გიულდენშტედტი და თეიმურაზ ბაგრატიონი. ზოგიერთი მკვლევარი (ნ. ხანიკოვი, ჟ. კარსტი, თ. ბაგრატიონი) ფიქრობს, რომ ტერმინი „ქსანი“ ქართულია და ნაწარმოებია სიტყვა ექვსისაგან. დასავლეთ საქართველოში ქსანის წონა უფრო მოზრდილი იყო და 3340 გ-ს შეადგენდა, როგორც საწყაო, ქსანი ნახევარჩარექის ნახევარს წარმოადგენდა და ერთ ჩაის ჭიქით განისაზღვრებოდა. მას ძირითადად არყით ვაჭრობის დროს იყენებდნენ. ქსანი სპილენძისაც იყო და თიხისაც, ჰქონდა ყური. სპილენძის საწყაო პირფართე იყო, თიხისა კი პირვიწრო.
ლიტ.: ჯ. სონღულაშვილი, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისათვის, 1974. გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.
მ.ხ..
![]() |
6.86 ქსელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აქ: განსაკუთრებულად მძიმე საგნების საგანგებო საზიდი. ესაა ოთხკუთხად შეკრული ჩარჩო თუშის მსგავსად (იხ. თუში), რომელსაც მიაგორებდნენ მორების მეშვეობით.
![]() |
6.87 ქსენონი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
სახლი ავადმყოფთათვის. დავით აღმაშენებლის დროს საქართველოში გამრავლდა ქსენონები, რომელთა ფუნქციონირებას და მასში არსებულ წესრიგს მეფე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა.
ე. ნ..
![]() |
6.88 ქსოვილი სახიანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ფერადი ნართით ნაქსოვი და ნაირფრად შეღებილი ბამბის, შალის, აბრეშუმისა და სელის ფეიქრული ნაწარმი. მათ განეკუთვნება ზოლიანი (ქართლ-კახ.), ღვედიანი (ლეჩხუმი) // ფორჩხებიანი (გურია). უჯრებიანი // ჭადრაკული // კუბოკრული //ფუთური (იმერ.) //დოლაბდოლაბი (სამცხეჯავახ.) // ფოტური (გურ.)//კუპლეტებიანი (ლეჩხ.) //ნახჭიანი (რაჭ.) ქსოვილები. სახიანი ქსოვილებიდან საქართველოს მთიან ნაწილში მზადდებოდა ფარდაგ-ფიჩვი, ხალიჩა, ჯეჯიმი. ბარის ზონის რეგიონებში იქსოვებოდა ზოლიანი, უჯრებიანი-კუბოკრული დაჩითული ბამბის, აბრეშუმის, სელის სახიანი ქსოვილები. ისინი მოიხმარებოდა ლოგინის (ლეიბი, საბანი, ბალიში) გადასამოსავად, ფარდებად, არტახებისათვის, სარტყლებად, წინსაფრებად, ქალის კაბის მასალად და სხვა. სახიან ქსოვილებში სხვადასხვა ფერის ნართი - საქსელი და მისაქსელი, გარკვეულ ფერთა მონაცვლეობით იყო განლაგებული.
ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, საქართველოს მუზეუმის საჩითავები, 1962. მსშხი, ტ. II, ნაწ. II, 1982.
ლ.მ..
![]() |
6.89 ქუა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მასის საზომი ერთეული ფეოდალურ საქართველოში. ღომის საწყავადაა დასახელებული XVI ს. ეთნოგრაფიულ ყოფაში აღარ დასტურდება.
ლიტ: ივ. ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2002.
![]() |
6.90 ქუდი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მამაკაცთა და ქალთა თავსაბურავი. საქართველოში გავრცელებული იყო სხვადასხვა სახის ქუდები, რომლებიც მზადდებოდა ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით. ქართული ქუდის ტიპური ნიმუშებია: კახური ნაბდის ქუდი, იმერული ფაფანაკი და ფარფალა ქუდი, სვანური, ხევსურული და თუშური ქუდები, მოხევური წიწაკა ქუდი და სხვა. ფართოდ გამოიყენებოდა აგრეთვე კრაველის, ყალმუხის, ბუხრის და სხვა ტიპის ქუდები.
XII ს. ბიზანტიელი სასულიერო პირი და ისტორიკოსი ევსტათი თესალონიკელი თავის ერთ-ერთ ისტორიულ შრომაში ახსენებს „იბერიულ ყაიდაზე შეკერილ კვამლისფერ ქუდს“, რომელიც დამზადებულია სახიანი ნაკეცებითა და ქობით. ქუდი ხურავს ბიზანტიელ წარჩინებულს დავით კომნენოსს. სხვათა შორის, ამ ავტორისავე ცნობით ირკვევა, რომ ქუდს სიმბოლური დანიშნულება ჰქონია. კერძოდ, ქუდის კვამლისფერობა გაიგება, როგორც კომნენოსის განზრახვა, კვამლში გაეხვია ყველა მოწინააღმდეგე, ვინც მის ძალაუფლებას არ დამორჩილებოდა. თავსაბურავის ასეთი სიმბოლური დატვირთვა საყოველთაოდ მიღებული წესი იყო როგორც ძველი აღმოსავლეთის, ისე დასავლეთ ევროპის ხალხებში. ქუდი უძველესიდან ითვლებოდა ადამიანის თანამდებობის, მდგომარეობისა და ღირსების ნიშნად.
ლიტ.: ს. ყაუხჩიშვილი, გეორგიკა, ტ. VIII, 1970.
ე. ნ..
![]() |
6.91 ქუდი ბუხრისა//ბუხრის კალამი (ლეჩხ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქვაში გამოთლილი ბუხრის ყელის დამამთვრებელი დეტალი, რომელიც ამაგრებს ბუხრის ყელს და იცავს ბუხარს ქარ-წვიმისგან.
ე.ნ..
![]() |
6.92 ქუდი ტყავის - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქუდი ადამიანებს ერთმანეთისგან განასხვავებდა თანამდებობრივი, ქონებრივი, წოდებრივი და ეროვნულ-ეთნიკური ნიშნითაც კი. ტყავი, როგორც ნედლეული მასალა უძველესი დროიდან იყო გამოყენებული კოსტიუმის ელემენტად და ამ მხრივ, განსაკუთრებულ გაქანებას მიაღწია ტყავის ქუდების დამზადება-მოხმარებამ. ტყავის ქუდები იყო საჩეხიანი ანუ კიდეებიანი და მის გარეშე. საქუდე ტყავის მასალად იყენებდნენ ბატკნის ტყავს, რაც უფრო ახალგაზრდა იყო ბატკანი, ტყავი უფრო ხუჭუჭი და ლაზათიანი გამოდიოდა. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო წვრილთავიანი, სწორთავიანი და გალიბანდის (ფართო თავიანი) ტიპის ქუდები. ხევში იხმარებოდა „ბოხოხი“, „საღამურა“ და „ყურიანი“ ქუდები. ჩვეულებრივ ბოხოხს საშუალო ასაკის ცხვრის ტყავისას კერავდნენ, თუმცა ბატკნის ტყავი საუკეთესოდ ითვლებოდა. ორგვარი ყოფილა ქუდის „ცა“ - ბრტყელი და კონუსისებური. ორივე სახის ქუდს ქსოვილი ჰქონდა გამოკერებული. „ცაბტყელი“ ქუდი ზაფხულში იხმარებოდა, კონუსისებური ზამთარში. მას ქალაქში „წოპწოპიანს“ და „ჩობანურს“ უწოდებდნენ. ..საღამურას“ ღამე იხურავდნენ. ტყავზე ბეწვს სანახევროდ კრეჭდნენ და მას კერვის დროს შიგნით აქცევდნენ. ქუდებისათვის საპირე ტყავი ადგილობრივ გამოჰყავდათ, ყურიანი ქუდის სასარჩულე მეში თბილისის გარდა კავკავიდანაც შემოჰქონდათ. სვანეთში ნაბდის ქუდთან ერთად ბეწვის ქუდსაც ხმარობდნენ, მას „ბობეხს“ უწოდებდნენ. ქუდი ნემსითა და ძაფით იკერებოდა. ადრე უთარგოდ, თვალზომით კერავდნენ. მოგვიანებით კი თარგი გამოიყენებოდა. ტყავს ჯერ სარჩულს დაუდებდნენ, რაზეც ძვირფას ქსოვილს ფენდნენ. მას ზომაზე გამოჭრილ მეშს დაადებდნენ. შიგნიდან კი ქობას მიაკერებდნენ და ბოლოს ქუდს „ცას“ (ქალა) დაამაგრებდნენ. სეზონის მიხედვით ქუდი ზამთარსა და ზაფხულში სახმარი იყო. XIX ს-მდე ტყავის ქუდი მამაკაცების ჩაცმულობის ატრიბუტია. XVIIIს-ის წყაროებში იგი ქალის თავსაბურადაც გვხვდება მხოლოდ ცხენის მოგზაურობის დროს. სამზეურთან ერთად ქალს ქუდიც სჭირდებოდა. მექუდეობა ხელობის ცალკე დარგი იყო და მათ „ჭონები“ ეწოდებოდათ. XVIII საუკუნის ბოლოს თბილისელი ჭონები კავკასიის მთის ხალხებსა და ირანელ მეზობლებს სხვა ნივთებთან ერთად ქუდებსაც აწვდიდნენ. ქუთაისელი მექუდეების მიერ შეკერილ ბეწვის ქუდებს ადგილობრივ, მის ახლომახლო რაიონების სოფლებსა და ლეჩხუმში სეზონურად მოწყობილ დიდ ბაზრობებზე ყიდდნენ. ამიტომ ტყავის ქუდის წარმოება და მისი მოხმარების ტრადიციები ბოლო დრომდე შეინარჩუნა საქართველოს ყოფამ.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქხმკი, ტ. III-IV, 1968. ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ..
![]() |
6.93 ქუდურა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
რაჭის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით შურდულად ნაბდის ქუდსაც გამოიყენებდნენ, რომელიც ტყავის თასმებით იყო გაწყობილი. მაგალითად, ლეგენდარულ მეშურდულეს არსენ არჩვაძეს მთაში მდებარე ადგილიდან შეუნიშნავს, რომ სოფლის განაპირას მის ხარს სხვისი ხარი ეჭიდებოდა და სჯაბნიდა. შურდულად არსენას ტყავის თასმებით გაწყობილი თავისი ნაბდის ქუდურა გამოუყენებია და ნატყორცნი ქვა ხარისათვის რქაში მოუხვედრებია და მოუტეხია, სწორი ხაზით ეს მანძილი 150 მ ყოფილა. ქვის სროლის ასეთი დიდი სიზუსტე შეიძლება მთხრობელის ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ უდავოა რომ წარსულში საკმაოდ დაოსტატებული მეშურდულე ფალავნები არსებობდნენ..
ლიტ.: ა. გიორგობიანი, სტ. „ქვის კულტი და ქვის საბრძოლო იარაღები“, გაზ. „რაეო“,1997.
მ.ქ..
![]() |
6.94 ქულაჯა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მამაკაცის ზედა ტანსაცმელი. XIX ს-ის II ნახევარში გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და იმერეთში. თავადაზნაურები ახალუხს ზემოდან იცვამდნენ. ცხენოსნები ბრძოლის, ჯირითის ან თამაშის დროს უჩოხოდ იცვამდნენ. ქულაჯა წელში გადაჭრილი და ნაოჭასხმული იხმარებოდა. ჰქონდა სწორი, გრძელი, ზოგჯერ იდაყვებამდე დაშვებული სახელოები. კერავდნენ ძვირფასი (უმეტესად ხავერდი) და ფერადი (შინდისფერი, ლურჯი) ქსოვილისაგან. ზამთარში ეცვათ ბეწვსარჩულიანი, სხვა დროს - აბრეშუმის, სატინის სარჩულიანი და ნაპირებზე ბეწვმოვლებული. ქულაჯის შესამკობად იყენებდნენ ოქრომკედის ან სირმა-ქსოვილის ზონრებს, ფერადი აბრეშუმის თუ ტყავის ნაჭრებს, ყაითანს. იკრავდნენ გულისპირთან დაკერებული ღილ-კილოებით, აგრეთვე ყელთან ორმხრივ გამობმული, ბურთულებდაკიდებული ზონრებით. 2. კაცის თბილი ჩასაცმელი ჩოხის თარგისა, უსაქილებო, გულდახურული და მაღალსაყელოიანი. ზოგჯერ ჩოხა-ქულაჯასაც უწოდებდნენ. კერავდნენ მუქი (ყავისფერი, ლურჯი, რუხი) ქსოვილისაგან. ქულაჯის ნაპირებს ამკობდნენ შავი აბრეშუმის გრეხილით, საყელოსა და ჯიბის ნაპირებს - კრაველის ან ცხვრის ფერადი ტყავით. სარჩულად უდებდნენ თბილ ქსოვილს.

ც. ბ..
![]() |
6.95 ქულუნგი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წერაქვის იდენტური ქვის დასამუშავებელი იარაღი (იხ. წერაქვი).
![]() |
6.96 ქურა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. ლითონის სადნობი. მესპილენძეები მარტივი კონსტრუქციის ორი ტიპის ქურით სარგებლობენ: I სადნობი ქურა და II შემდუღებელი, ანუ გამოსალბობი, იგივე გამწევი ქურა. ჩვეულებრივი, ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებული ქურა მიწის ზემოთ, ბალავრის გარეშე არის აშენებული. სამ მხარეზე ფიცრებით არის შეჭედილი, მეოთხე მხარე (ზურგი) აგურით, ფილაქვით (სვანეთში) არის ამოშენული. ქურის ცენტრში მოწყობილია ე.წ. „ქურის ორმო“, იგივე სპილენძის სადნობი ბრძმედი. იგი მრგვალი, ჩაღრმავებული, გადაჭრილი ქოთნის ფორმის ცეცხლგამძლე მიწით ან ნაცრით ამოლესილი მცირე ზომის ორმოა. სვანურად „ღვიმელი“ ეწოდება. აგურის კედელში, იგივე ზურგში, გაყრილია რკინის ან თიხის მილი, ცეცხლის გასაჩაღებლად.
2. თიხის ნაწარმის გამოსაწვავი ნაგებობა. საქართველოს კერამიკის წარმოებით ცნობილ კუთხეებში ქურა სხვადასხვა სახელწოდებით არის ცნობილი. სულხან-საბა ორბელიანი თიხის ჭურჭლის გამოსაწვავ ნაგებობას „თუნად“ და „საგზებლად“ იხსენიებს, ხოლო ცეცხლის დასანთებ ნაგებობათა ზოგად სახელად ტერმინ „სახმილს“ მიიჩნევს. დღეს „საგზებელი“ და „სახმილი“ დავიწყებულია. ქსნის ხეობაში თიხის ნაკეთობის გამოსაწვავს „თუნი“ ეწოდება, მცხეთასა და გორში - „ქურა“, კახეთში - „სააგურე“ და „თორნე“, გურიაში - „თორნე“ და „ქურა“, იმერეთში - „საწვავი“ და „ქურა-ქარხანა“, ლეჩხუმში - „თონე“, სამეგრელოში - „თონე-ქურა“, საინგილოში „თუნ.“ სხვადასხვა კერამიკული ნაწარმის გამოწვას მათ შესაფერისად მოწყობილი ქურა ემსახურება. ჭურჭლის, აგურ-კრამიტის, თორნის გამოწვა ორსართულიან ქურაში ხდება, ქვევრის გამოსაწვავი კი ერთსართულიანია. იმერეთში სამი ტიპის ქურა მოწმდება: წითელი ჭურჭლის, ჭურისა და მოჭიქული ჭურჭლის.
ქურა „გლეხურად“, კლდე-სიპი ქვისა და თიხისგან ანდა „უნდილი“ - გამოუწვავი აგურითა და ტალახით (კახეთი) შენდებოდა. იგი შემაღლებულ ადგილას, სახლიდან მოშორებით ფერდობზე იდგმება, რათა მისი სამი მხარე ქარისგან ყოფილიყო დაცული. ქვედა სართული - „ძირის ქურა“, მეორე - „მაღალ ქურად“ წოდებულ სართულთან შედარებით მცირე მოცულობისაა. პირველი სართული, რომელსაც ერთი ან ორი (ქსნის ხეობა) „სათვალე“ აქვს დატანებული, „შეშის შესართმევად“ - შესაკეთებლად არის განკუთვნილი. მეორე სართული, რომელიც პირველი სართულისგან „თაღით“, „ცით“, „ტახტითაა“ გამოყოფილი, ჭურჭლის დასაწყობადაა განკუთვნილი. ქურა, რომელიც მიწაში ღრმად ზის, „თავღია“ ქურადაა მიჩნეული. ჭურჭლის ჩალაგება-ამოწყობა ქურის თავიდან ხდება, ხოლო მიწის ზემოდან ნაგებ ქურას შეშის შესაკეთებელი „თვალის“ მოპირდაპირე მხარეს კარები უკეთდება ჭურჭლის შესაწყობად. კარები გამოწვის დროს ამოშენდება, ხოლო გამოწვის შემდეგ იხსნება. ამავე კედელში კვამლის ამოსასვლელი და დაკვირვების საწარმოებლად „დუთქაშები“ (იხ.) ანუ, სათვალეები აქვს დატანებული. ოსტატის ქურაში ჩასვლა-ამოსვლის გაადვილების მიზნით მაღალ სართულს კედელში საფეხურებიც დაჰყვება.
მოჭიქული ჭურჭლის ქურა თავშეკრულ მრგვალ ქურად ითვლება. იგი სანახევროდ მიწაშია ჩამჯდარი. ზემოაღწერილი ქურებისაგან განსხვავებით მისი თაღი „თვლებით“ არ არის დაფარული. თაღს შუა ადგილას ქვევრის პირის მსგავსი ცეცხლის ამოსასვლელი აქვს ამოჭრილი, ხოლო კედლებზე ბოლის ასასვლელი 4-5 დუთქაში უკეთდება. მაღალ ქურის კედლის მთელი ფართობი ნაჩვრეტებით, ანუ სასულეებითაა მოფენილი. თითოეულ ნაჩვრეტში ორი სოლია გაკეთებული. მოჭიქული ჭურჭლის უმეტესი ნაწილი აღნიშნულ სოლებზე ეწყობა, ხოლო დიდი ჭურჭლის მცირე ნაწილი კალოზე თავსდება.
დახელოვნებულმა ოსტატმა ჭურჭელი ისე უნდა განალაგოს ქურაში, რომ ცეცხლმა თანაბრად დაუაროს. ქურაში ჯერ დიდი ზომის ჭურჭელი იწყობა, შემდეგ წვრილ ჭურჭელს ათავსებენ. დარჩენილ სიცარიელეს დამტვრეული ჭურჭლის ნაწილებით - „ნატეხალათი“ ავსებენ, ამითვე გადაფარავენ მთელ ჭურჭელს, რათა ნიავი აიცილოს და ცეცხლსაც მეტი სიმხურვალე ჰქონდეს.
ქურა ისეთი მასალით იხურება, რომელიც იცავს მას წვიმა-თოვლისგან. ამავე დროს, ადვილი მოსახდელგადასატანი იყოს. ქურაში დაახლოებით 100-მდე ჭურჭელი იწვის - 20-მდე დიდი და დანარჩენი პატარა ზომისა.
ჭურჭლის გამოსაწვავად განკუთვნილი შეშა არც ძალიან გამხმარი უნდა იყოს და არც ნედლი. მან კარგად უნდა „იჩუვლოს“. ოსტატთა დაკვირვებით, „ყველაზე ხელსაყრელია წიფლის შეშა. მუხა მაგარია, ვერხვი კი ფიცხი“.
ჭურჭლის გამოწვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თიხის თვისებებზე. გამოწვის პირველ ეტაპს ჭურჭლის გათბობა შეადგენს, რისთვისაც 4-5 საათი ივარაუდება. ამისათვის შეშა ჯერ თუნის გარეთ სათვალეების ახლოს იწვის. ამის შემდეგ ცეცხლს აძლიერებენ, „ცეცხლმოკიდებულ“ ჭურჭელს ორი საათის განმავლობაში შავი ფერის კვამლი ასდის, თანდათან შავი ფერი დაიწმინდება ნატეხალი გაწითლდება ე.ი. ჭურჭელი გამოიწვა და შეშის მიმატება წყდება. გამომწვარი ჭურჭელი განელებამდე ქურაში რჩება. „ჭურჭელი ერთ დღეს იწვის, ერთ დღეს ცივდება და მესამე დღეს გამოლაგდება“.
1980-იანი წლებიდან კერამიკული წარმოების უმრავლეს ცენტრებში შეშით საწვავი ქურების ადგილი ელექტროქურებმა დაიკავა. ისინი კონსტრუქციულად ძველი ქურების იდენტურია. ახალი ქურის კედელზე ელექტროსპირალები შემოუყვება. ელექტროქურის ჩართვა დაბალი ტემპერატურით იწყება, ტემპერატურეს თანდათანობითი გაძლიერება, ელექტროქსელის ხუთჯერადი ჩართვით სრულდება. წვის პროცესი 7 საათი გრძელდება.
უძველესი სამეთუნეო სახელოსნო უბანი აღმოჩენილია ხოვლეს მახლობლად, რომელიც კონსტრუქციით მსგავსია ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული ქურებისა. როგორც არქეოლოგები ფიქრობენ, ხოვლეს მოსახლეობას ძვ. წ. I ათასწლეულის დამდეგიდან ძვ. წ. IV საუკუნემდე ემსახურებოდა მეთუნეთა ცალკე გამოყოფილი უბანი. იდენტური ქურები მიკვლეულია კახეთშიც, რომლებიც ძვ.წ. I ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება, მსგავსი ქურები აღმოჩნდა თბილისში, ურბნისში, დმანისში. მსგავსი ორსართულიანი ქურები დასტურდება ძველ ჩინეთში, ბერძნულ-რომაულ სამყაროში, შუა საუკუნეების ევროპაში, ეგვიპტეში.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, 1949.

ოდნავ განსხვავებული კონსტრუქციისაა მეორე ტიპის ქურა, სადაც შემდუღებელ ქურაში საბერველის მილის ერთი ბოლო, სადნობი ქურისაგან განსხვავებით, მიწაშია ჩაშვებული და გამოსულია „სანახშირეში“, ჰაერმა ქვევიდან რომ დაუბეროს, მილის მეორე ბოლო კი საბერველთან არის შეერთებული. გამოსალღობ ქურას თავზე ახურავს ე.წ. „ქოლგა“, კვამლისა და ცხელი ჰაერის გასასვლელად.
რ.თოდუა, სამეთუნეო ნაგებობანი სამეგრელოში, XX ს. 1979.
მ. ზანდუკელი, კერამიკული წარმოება გორში, სსმმ LXI B, 1991.
მ.ზ.
ც.კ.
![]() |
6.97 ქუმელი (თუშ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მოხალული ქერისა და დიკას ნარევი. ამ ნაერთს ერთად ხალავდნენ საგანგებო ჭურჭელში - „წალში“, მერე დაფქვავდნენ. საჭიროების დროს ცივი წყლით მოზელდნენ და გამოცხობის გარეშეც იჭმებოდა. მარცვლეულის მოსახალ თიხისგან ნაშენ დიდ კამერებს თუშები თავად აშენებდნენ. შემოდგომით მოხალული მარცვლეული ოჯახს გაზაფხულამდე ჰყოფნიდა.
ე. ნ..
![]() |
6.98 ქურთი (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აქ: გამომშრალი ნეხვი, წივა, რომელსაც დააკალაპოტებდნენ, მზეზე აშრობდნენ, აგებდნენ კოშკისებურად და გამოიყენებდნენ საწვავად.
![]() |
6.99 ქურთუკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მოკლე თურქული ტიპის კურტაკი.
![]() |
6.100 ქურო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1.ორივე ხელის საერთო სათბილობელი. მზადდებოდა როგორც ქსოვილისაგან, ასევე შინაური საქონლის ტყავისგან და ცხოველის ძვირფასი ბეწვისგან. მისი უცხოური სინონიმია „მუფტა“. 2. თუში ქალის ჯუბის სახელოს მართკუთხა ფორმის შალის ან მაუდის ქსოვილისაგან დამზადებული ასეთი ქუროს ზეაპირი შემკული იყო ფერადი ხაზოვანი აპლიკაციებით.
ნ. ჯ..

![]() |
6.101 ქურქი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ტყავისაგან დამზადებული ზამთრის ჩასაცმელი. ამზადებდნენ ცხვრისა და თხის ტყავისაგან. კარგი ქურქის შესაკერად საჭირო იყო რვა ცხვრის ტყავი. ერთი წელისათვის, ორი ფერდებისათვის, ერთი სახელოებისათვის და ოთხი ცალი კალთებისათვის. საქართველოსა და დაღესტანში დასტურდება ვიწროსახელოებიანი გრძელი ქურქები. ხელები რომ არ ეტევა, მათი სახელოები მხოლოდ სამკაულის სახეს წარმოადგენდა.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ..
![]() |
6.102 ქუფე (მეგრ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
იგივე სიმინდის შესანახი მოწნული ძარი.
![]() |
6.103 ქუქანკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წყალსადენებით წყლის გამომყვანი ხელოსანი შუაფეოდალური ხანის საქართველოში. იგივე წყაროთა მკაზმავნი. ქუქანკი წყლის გამოყვანის საქმისათვის საგანგებოდა განისწავლებოდა და თავისი მყარად საჭირო პროფესიის გამო გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან.
ლიტ.: ალ. ლოსაბერიძე, ძველი წყალსადენებისა და არხების ნაშთები, კრებულში: შ. რუსთაველის ეპოქის მატ. კულტურის ძეგლები, 1964.
ე. ნ..
![]() |
6.104 ქუქუმო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ენდროში წითლად შეღებილი შალის ნაჭერი, რომელსაც ჯუბას შემოაკერებდნენ ბოლოში.
ე. ნ..
![]() |
6.105 ქუჩაბანდი (თბ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ვიწრო ქუჩა, რომელზედაც აივნებია გადმოკიდებული.






