ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი



ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

1 მიძღვნა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


ეძღვნება ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხსოვნას

„მადლობა ჩემს ხალხს ასეთი მემკვიდრეობისათვის, მადლობა ყველა უსახელო ხუროსა და ოსტატს, რომელთა მარჯვენამ განადიდა საქართველო, შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურის საგანძური“.

გიორგი ჩიტაია

2 ანოტაცია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პირველი გამოცემის ტირაჟი იყო მხოლოდ 200 ეგზემპლარი. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ნაშრომისათვის, რომელიც ქართული სკოლის ყველა ბავშვისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს ძალიან ცოტაა. ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი დამოკიდებულება იყო უმთავრესი, რამაც გადააწყვეტინა (ჩემი თხოვნის გარეშე) ვაჟა უსანეთაშვილს ლექსიკონის განმეორებით გამოცემის დაფინანსება, იგი ჩემი მეგობარია, მაგრამ გადამწყვეტი აქ მეგობრობა კი არაა, არამედ მისი მყარი რწმენა ქართული ეთნოკულტურის სიდიდისა და მნიშვნელობისა. მადლობა მას ამისათვის.

„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პროექტმა გაიმარჯვა სესფ-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ძალისხმევით ეს რთული საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ყველაფერი ის რაც ამ ლექსიკონშია მოცემული და განმარტებული საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ურთიერთობის სფეროში. ლექსიკონში შესული თითოეული ტერმინი ნათლადაა განმარტებული. შესაძლოა ითქვას, რომ ეს მასალები შენივთებულია აქამდე არსებული სხვა დარგობრივი ლექსიკონების, ისტორიული წყაროებისა და ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე, საერთო შედეგით მიღებულია თითოეული ნივთის განმარტება, ისეთი აუცილებელი პირობების გათვალისწინებით, როგორიცაა ნივთის ფუნქცია, მასალა, უტილიტარული დანიშნულება და მასთან დაკავშირებული რწმენაწარმოდგენათა ასპექტები.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ლექსიკონის ვიზუალური მხარე, რომელიც თვალწინ წარმოგვიდგენს იმ უაღრესად მაღალ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო კულტურას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში შეუქმნია ქართველ ხალხს, ეს კულტურა უეჭველად იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეთნოკულტურის გათვითცნობიერების დარგში დიდია ლექსიკონის დანიშნულება. ესაა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ფრიად საჭირო ნაშრომი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის თვითშემეცნების გაღრმავებისათვის.

დავით ლორთქიფანიძე

3 წინათქმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


წინათქმა

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, წარმოადგენს ხანგრძლივი შრომის შედეგს, რომლის მსგავსი ქართველოლოგიის სფეროში აქამდე არ განხორციელებულა.

საქართველოს ისტორიის სისავსეს მნიშვნელოვნად განაპირობებს სოციალური ყოფის გამოწვლილვით შესწავლა, დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გვერდით ადამიანთა ყოფა-ცხოვრების არააშკარა მოდელების წარმოჩენა. სწორედ ეს მისია აკისრია ნაშრომს. ასეთი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი, როდესაც ვიზა მისცა ს.ჯანაშიას მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების თანამშრომლებს მასზე მუშაობისათვის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში.

მატერიალური კულტურის სფეროს გამომზეურებას, არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით, სათანადო ადგილი დაეთმო ქართულ ენციკლოპედიაში, მაგრამ მისგან განსხვავებით, ლექსიკონი გვთავაზობს არჩეული თემების უფრო სპეციფიკურ, ფართე და მრავალმხრივ გაშუქებას უხვი საილუსტრაციო მასალით, რაც ნაშრომის ვიზუალურსა და შემეცნებით დონეს განსაკუთრებულად ზრდის. ყველაფერი ის, რაც ამ ლექსიკონშია მოცემული ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ყოფის ვრცელი სპექტრი ფაქტობრივი განმსაზღვრელია ქართველი ერის ეთნოკულტურული მიღწევებისა, ამ სფეროში მისი წარმატების თუ წარუმატებლობისა, ნაშრომში თავმოყრილი მასალის გაცნობა და გაანალიზება უეჭველს ხდის, რომ ეს კულტურა არის ძალიან მრავალმხრივი, საყურადღებო და მნიშვნელოვანი. ასეთი მთლიანობით აქამდე ეს კულტურა არ ყოფილა წარმოდგენილი.

ლექსიკონის დანიშნულება ბევრად სცილდება წმინდა მეცნიერულ მიზნებს, განსაკუთრებით ფასეულია მისი ზოგადსაგანმანათლებლო მნიშვნელობა, ძალზე დიდია ასეთ ნაშრომებზე საზოგადოების მოთხოვნილებაც. ვისურვებდი ამ ლექსიკონის უცხოენოვანი ვარიანტების გამოცემას, რაც დიდად წაადგებოდა ქართული ეთნოკულტურის პოპულარობას საერთაშორისო მასშტაბით.

როინ მეტრეველი

Preface

Ethnographic dictionary of the Georgian material culture represents

Completeness of the Georgian history is signifi cantly stipulated by thorough study of social life, showing of non-evident models of humans' way of life along with great political events.

Just this mission is vested in the work. Such was the attitude of the Georgian Academy of Sciences to this problem when they gave visa to the employees of Ethnographic Department of S.Janashia Museum for working on it even back in the 90s of the last century.

Exposition of the sphere of material culture with consideration of real specifi cs was duly covered by the Georgian encyclopedia, though in contrast to it the dictionary off ers more specifi c, wider and comprehensive exposition of selected topics with rich illustrated materials, which especially increase both visual and informative levels of the work.

Everything which is given in this dictionary - wide range of the way of life and household life of the Georgian people - is the actual determiner of the Georgian nation's ethno-cultural achievements, their successes or failures in this sphere, studyand analysis of materials collected in the work makes it doubtless that this culture is rather versatile, attracting and signifi cant. Th is culture has never been presented in such wholeness so far.

Purpose of the dictionary much exceeds just scientifi c goals, especially valuable is its comprehensive signifi cance, and society's demands for such kind of works are rather high.

Academician Roin Metreveli

Vorwort

Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur ist Ergebnis der jahrelangen Forschung, derengleich im Gebiet der Kartwelologie (Georgienkunde) noch nicht stattfand.

Die vollkommene Forschung der Geschichte von Geogien ist ohne die detaillierte Forschung des sozialen Daseins in Georgien un vorstellbar und es ist wichtig neben der politischen Ereignisse auch das alltдgliche Dasein des Volkes darzustellen. Genaudiese Aufgabe beinhaltet das vorliegende Werk.

Zwar wurde der Darstellung der materiellen Kultur von Georgien in „Der Georgischen Enzyklopedie“ ihr bestimmtes Kapitel gewidmet, aber im Unterschied zur Enzyklopedie bietet das zahlreich illustrierte ethnographische Lexikon die erweiterte, eingehende und vielfдltige Darstellung des Problems. Also, im Lexikon ist das breite Spektrum des wirtschaftlichen und alltдglichen sozialen Lebens des georgischen Volkes darstellt. Die Bekanntnahme und Analyse dieses ethnographischen Materials beweist, dass die georgische ethnographische Kultur sich als vielfдltige und wertvolle Kultur versteht. Bis heute wurde diese Kultur noch nicht mit solcher Vielfaltist und Fьlle dargestellt, wie es in diesem Lexikon vorgegeben ist.

Das Lexikon hat nicht nur das wissenschaftliche Bedeutung und ist nicht nur für Fachleute bestimmt, sondern besonders wichtig ist auch sein allgemeinbildender Wert - das Lexikon ist auch fьr den breiten Kreis der Leser geeignet. Akademiker Roin Metreweli

Préface

Le dictionnaire ethnologique de culture matérielle ci présenté est le résultat des longues recherches scientifi que dont le pareil n'était jamais produit jusqu'а alors dans le domaine kartvelologique.

Il est indispensable d'étudier des moeurs, des habitudes et des comportements des peuples pour mieux présenté l'histoire de Géorgie, d'а coté des mouvements importants politique il faut absolument dégager des modèles de la vie quotidienne des gens.

Cet oeuvre porte exactement cette mission. L'Académie Scientifi que de Géorgie a donné cette charge а la section ethnologique du Musée National de Géorgie de S. Djanachia dans les années 90 du siècle passée.

Dans l'Encyclopédie Géorgienne il y a assez des articles dédier а la culture matérielle mais ce dictionnaire nous propose l'étude plus ciblé, spécifi que et ample des thèmes choisis enrichis par des illustrations qui augmente son niveau cognitif et visuel.

Tout ce qui est présenté dans ce dictionnaire - le large spectre de genre de vie et d'économie du peuple géorgien - est le fait déterminant des succès ethnoculturel de la nation géorgienne. Les données présentées dans le dictionnaire, leurs analyses nous montrent évidement que cette culture est trиs intéressantes et importantes. Cette culture n'était jamais si pleinement présentée jusqu'а alors.

Le dictionnaire n'est pas envisagé seulement pour le milieu scientifi que mais aussi il a la fonction éducative et populaire. Académicien Roin Metreveli.

Предисловие

Этнографический словарь грузинской материальной культуры является результатом долголетнего труда. В сфере картвелологии подобного рода труд осуществляется впервые.

Полное представление истории Грузии во многом зависит не только от изучения значительных политическах явлений, но и от выявления не вполне явно выраженных моделей бытовых взаимоотношений людей. Именно такую цель преследует указанный труд. Подобное отношение к данной проблеме было выражено Академией наук Грузии еще в 90-ые годы прошлого столетия. Тогда же была дана виза сотрудникам этнографического отдела Музея Грузее им. С. Джанашиа заняться работой над этой проблемой.

Освещение сферы материальной культуры,с учетом существующей специфики, подобающее место заняло в Грузинской энциклопедии. Но в отличние от нее, данный словарь предлагает нам более специфическое, широкое и многостороннее освещение подобранных тем, снабженных обильным иллюстративным материалом, что способствует особенному росту визуального и познавательного уровня этого труда.

Все то, что представлено в словаре, т.е широкий спектр бытовой и хозайственной жизни грузинского народа, является фактическим доказительством его этнокультурных достижений, успехов или безуспешности в этой сфере. Ознакомление с собранным в труде материалом убеждает в том, что эта культура является многосторонней, значительной и заслуживающей особого внимания. Она до настоящего времени не била представленна столь полно и объемисто. Значение данного словаря во многом превосходит чисто научные интересы.

Особенно значительно его общеобразовательное значение. К трудам подобного рода интерес общества высок. акад. Роин Метревели.

4 შესავალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


შესავალი

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ძირითადად ეყრდნობა ეროვნული ეთნოლოგიური სკოლის მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგს.

ლექსიკონის მოსამზადებელი სამუშაოები თავდაპირველად დაგეგმილ და შესრულებულ იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის თანხმობით. პირველი ეტეპი მოიცავდა: მასალის შერჩევას, ტერმინების ნომენკლატურის განსაზღვრას, ვიზუალური მასალის მომზადებასა და ფორმატის ზოგადი ტიპის ჩამოყალიბებას, რაც წარმატებით იქნა განხორციელებული. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და განათლების სამინისტროს რეორგანიზაციის შემდგომ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიისა და ისტორიის დეპარტამენტში, უკვე არსებული მასალების საფუძველზე, 2006 წ. მომზადდა პროექტი და შეტანილ იქნა ახლად დაარსებული „საქართველოს სამეცნიერო ფონდის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში. პროექტმა გაიმარჯვა და მასზე 2006 წ. 2 ოქტომბრიდან 2008 წ. 30 სექტემბრამდე ჯერ სამეცნიერო ფონდის (6 კვარტალი), ხოლო გაყოფის შემდგომ „რუსთაველის ფონდის“ (ორი კვარტალი) მეურვეობით მიმდინარეობდა მუშაობა.

ლექსიკონის შექმნა მოტივირებული იყო რეალურად არსებული ცვლილებებით, რასაც ადგილი აქვს ქართულ მატერიალურ კულტურაში. როგორც ცნობილია, მსოფლიო გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესი დღის წესრიგში აყენებს ეთნოკულტურულ მემკვიდრეობის მიმართ პრობლემატურ დამოკიდებულებას. ქართული ეთნოკულტურა - ესაა უზარმაზარი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც იქმნებოდა საუკუნეთა განმავლობაში. ხალხის ფენაში შექმნილი ეს კულტურა არის განმსაზღვრელი საქართველოს როლისა და ადგილისა მსოფლიოს ხალხთა ცივილიზაციაში. თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია ითვლებოდეს დიდი კულტურული მემკვიდრეობის შემოქმედად ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების განვლილმა გზამ, რომელიც უნდა აისახებოდეს მიწათმოქმედებაში ზოგადად და კერძოდ, ხორბლეულისა და ვაზის კულტურების სელექცია-შეჯვარებაში, ხელოსნურ წარმოებაში, საცხოვრისში, ტანსაცმელში, მუსიკალურსა და კვების კულტურაში, ხალხურ მედიცინაში და საერთოდ, საყოფაცხოვრებო ურთიერთობის თუნდაც არააშკარა მოდელების შემუშავებაში.

კვლევის თანამედროვე დონეზე, რომელსაც მიაღწია ქართულმა ეთნოლოგიურმა სკოლამ, დამაჯერებლადაა წარმოდგენილი ქართველი ხალხის ეთნოკულტურული მიღწევები, მაგრამ სავსებით ცხადად ჩანს, რომ სამყაროს განვითარების პროცესი, საფრთხეს უქმნის ტრადიციული დარგების განვითარებას. უფრო მეტიც, დღეისათვის ამ დარგთა უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და მასთან დაკავშირებული საწარმოო ჩვევები და ტერმინოლოგიური ლექსიკა უფუნქციობის გამო გაღარიბდა. დარგობრივი ლექსიკა დღეს უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონეს. მიმდინარეობს ტერმინთა უნიფიკაციის პროცესი.

ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ უარყოფითი მოვლენების გარკვეული კომპენსაცია მოახდინოს და ისტორიული ქმნადობის დოკუმენტირება შეძლოს, ესაა ვრცელი ტერმინოლოგიური საცნობარო ლექსიკონი. ასეთი მოტივაცია და ორიენტირი იყო უმთავრესი, რომელიც წითელ ზოლად გასდევდა ლექსიკონის მუშაობის პროცესს. ლექსიკონში თავი მოიყარა მატერიალური კულტურის წრეში შემავალ ტერმინთა უდიდესმა უმრავლესობამ: დანიშნულების, მასალის, დამზადების წესის, გავრცელების არეალის, უტილიტალური დონისა და ნივთთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენების ასპექტების განხილვით (თუკი ასეთ არსებობს). ლექსიკონში უხვად იქნა გამოყენებული ქართული ლექსიკოგრაფიული დარგის მიღწევები, ს.ს ორბელინის „სიტყვის კონიდან“ დაწყებული ცალკეული კუთხის კილო-თქმათა ლექსიკონებამდე დამთავრებული. ასევე უნიკალური ნივთიერი და საილუსტრაციო მასალა, რომელმაც მუზეუმის ფონდებში შემოსვლა დაიწყო XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან და მისი აქტიურობა არ შეწყვეტილა ვიდრე XX საუკუნის ოთხმოციან წლებამდე. ესაა როგორც ექსპონატები, ასევე მხატვრულ-დოკუმენტური ჩანახატები, შესრულებული გერმანელი, ფრანგი, ებრაელი, რუსი და ქართველი მხატვრების მიერ.

წინამდებარე ნაშრომი არ წარმოადგენს მკაცრად განსაზღვრული კლასიკური ტიპის ლექსიკონს. ჩემი, როგორც რედაქტორის მიზანი იყო, მასში შეგვეტანა ისეთი ტერმინებიც, რომლებიც შესაძლოა ცნება „მატერიალურს“ არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ისინი ეხმარებიან ამ ცნებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და საგნების უკეთ დახასიათებას. ლექსიკონში შევიტანეთ ზოგიერთი ისეთი უცხოური წარმოშობის ტერმინი და საგანი, რომელიც დროთა განმავლობაში შეითვისა ქართულმა ეთნოკულტურამ და თავის ნაწილად აქცია.

დიდი სურვილი მქონდა, ლექსიკონს დართვოდა ინგლისურ-ფრანგულ-რუსული შემოკლებული თარგმანი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა, თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ მომავლისათვის ეს პრობლემაც დადებითად გადაწყდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქართული ეთნოკულტურის პოპულარიზაციისათვის. ლექსიკონის მომზადებაზე მუშაობდა ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების 18 თანამშრომელი და ერთი მოწვეული ეთნოლოგი. მასში შესულია 2086 ტერმინი.

„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“ წარმოადგენს ამ ტიპის ნაშრომის შექმნის პირველ ცდას, ეს ვითარება არამცირედია საიმისოდ, რომ მას გარკვეული ნაკლი ჰქონდეს. ავტორები დიდი გულისხმიერებით მიიღებენ ყოველ არგუმენტირებულ შენიშვნას და გაითვალისწინებენ შემდგომი მუშაობისას.

ელდარ ნადირაძე

The project author and scientifi c director Einleitung

Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? beruht sich auf den jahrelang gesammelten Forschungsergebnissen der georgischen ethnologischen Schule. Im Lexikon werden auf dem modernen Forchungsniveau die ethnokulturellen Leistungen des georgischen Volkes dargestellt.

Die Vorbereitungsarbeit fьr das Lexikon wurde an der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums geplant und vollbracht. Auf der ersten Phase wurde das ganze Material gesammelt und sortiert, die terminologische Nomenklatur bestimmt und das visuelle Material vorbereitet. Ausserdem wurde die erste Fassung der Lexikonausstattung entworfen. ?

Zwischen den Jahren 2006-2008 wurde das Lexikon-Projekt von der Stiftung für Wissenschaftsförderung?von Georgien finanziell unterstützt.

Das Zusammenstellen des Lexikons wurde durch jene globalen Änderungen motiviert, die in der ganzen Welt der Fall sind: Die Prozesse der Globalisierung und globalen Integration. Diese Prozesse bilden Probleme bei der Schutz der ethnokulturellen Erbe. Das georgische Volk hat seine Ethnokultur im Laufe der vielen Jahrhunderte geschaff en. Die im Volk entstandene Ethnokultur verleiht Georgien die besondere Stellung innerhalb der Ethnokulturen und Zivilisation der anderen Völker der ganzen Welt.

Wenn das Volk und das Land den Anspruch darauf hat, sich als Schöpfer und Erbe der grossen Kultur zu fühlen und verstehen, dann soll das vor allem durch den von der Bevölkerung des Landes geschlagenen Weg ins wirtschaftliche Gebiet bewiesen werden. Dieser Weg soll in dem seit den jahrhunderten entwickelten Acker- und Weinstockanbaukultur, in der handwerklichen Herstellungskultur, in der Baukultur, Gewandkultur, Musik- und Kulinariekultur, in der Volksmedizin widergespiegelt werden. Das georgische Ethnokultur besitzt genau die jahrhunderte lange Traditionen des obengenanten. ?

Es ist aber auch klar, dass der Globalisierungsprozess der traditionellen wirtschaftlichen Zweigen mit Aussterben droht. Mehrheit dieser wirtschaftlichen Zweigen wurden schom eingestellt und die mit diesen Zweign verbundenen Herstellungsfähigkeiten und Fachbegriffe sind wegen der Funktionslosigkeit schon verlorengegangen. Es kommt der Prozess der terminologieschen Unifikation vor. Einziges, was diesen Verlust mehr oder weniger kompensieren kann, ist ein umfassendes Terminologie-Lexikon.?Genau dies war die Motivation während der Arbeit am Lexikon.?Im Lexikon wird die Terminologie aus allen wirtschaftlichen, landwirtschaftlichen Zweigen und dem alltäglichen Leben der georgischen ethnographischen Kultur zusammengesammelt.

Im Lexikon wurden auch die Leistungen der georgischen lexikographieschen Schule breit benutzt - das lexikologisches Material wurde sowohl aus dem bekannten „Georgischen Wцrterbuch“ („Sitkwis Kona“) von Sulchan-Saba Orbeliani, als auch aus den Wörterbüchern der georgischen Mundarten entnommen.

Im Lexikon wurde auch das seltsame anschauliche und sachliche Material benutzt, das ins Staatlichen Dschanaschia-Museum von XIX Jh. bis den 80-er Jahren des XX Jh.-s landeten. Das sind sowohl Exponate (40.000 Einheiten), als auch Skizzen und Zeichnungen, entworfen von den georgischen, deutschen, französischen, russischen und judischen Malern.

An der Vorbereitung des Lexikons haben 18 Mitarbeiter der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums und ein eingeladener Ethnologe teilgenommen.

Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? ist ein erstes Versuch auf diesem Gebiet und natürlich fern von jeglicher Vollkommenheit. Die Autoren werden jede argumentierte Bemerkung gern entgegennehmen und in den nächsten Lexikon-Aufl agen berücksichtigen

Autor und wissenschaftlicher Leiter des Projekts Eldar Nadiradze

Introduction

Le dictionnaire ethnologique de culture matérielle est basé essentiellement sur les résultats des recherches scientifi ques de l'école ethnologique nationale. ?

Les travaux préparatifs du dictionnaire ont été planifi és et réalisé dans la section ethnologique du musée national de Géorgie par accord du présidium de l'Académie Scientifi que de Géorgie. Première étape contenait: le chois des matériaux, la détermination des termes, la préparation des matériaux visuels et la formation du format général; tous ses travaux ont été réalisés avec succès. Après la réorganisation de l'Académie Scientifi - que de Géorgie et de Ministère d'Education, dans le département d'ethnologie et d'histoire du Musée National de Géorgie sur la base des matériaux déjа existée en 2006 le projet a été préparé et a été présenté au concours du „Fondation Scientifi que de Géorgie“, récemment fondé. Le projet a obtenu le financement et le groupe des chercheurs ont travaillé dès 2 octobre 2006 jusqu'à 30 septembre 2008 (6 trimestres) d'abord sous le patronage du Fond National et après la séparation sous le patronage du Fondation de Roustavéli (2 trimestres).

La création du dictionnaire a été motivée par des changements réels, qui ont lieu dans la culture matérielle de Géorgie. Comme il est connu, le processus de mondialisation et d'intégration actualise les problématiques du patrimoine ethnoculturel. L'ethnoculturel géorgienne c'est un processus créateur qui avait déroulé pendant des siècles. Cette culture, crée dans le milieu des peuples, est déterminante du rôle et du lieu de Géorgie dans la civilisation des peuples du monde. Si le pays a la prétention d'étre créateur du grand hèritage culturel, cela doit étre prouvé par le chemin passé de son peuple dans le domaine d'agriculture général et, en particulière, dans les sèlections et les hybridations des froments et du vigne, dans les entreprises artisanaux, dans les habitations, dans les vétements, dans les cultures musical et alimentaire, dans la médecine populaire et généralement dans l'élaboration des modéles, méme non évidents, des relations de la vie.

Au niveau des recherches modernes atteintes par l'école ethnologique géorgienne les succès ethnoculturaux sont bien présentes. Il est évident que le processus du développement mondial menace du développement du domaine traditionnel. En plus, la majeure partie de ces domaines ne fonctionne plus et des moeurs liées avec eux et la terminologie se sont appauvries sans fonctionnement. Le lexique de ces domaines ne corresponde plus aux niveaux du développement culturel et économique. Le processus d'unifi cation des terminologies a lieu. Une seule chose qui peut compenser cet événement négatif c'est le dictionnaire des terminologies. C'était la motivation majeure qui a accompagné le processus du travail sur ce dictionnaire.

La majeure partie des termes de la culture matérielle est réunie dans le dictionnaire avec l'étude des aspects liés avec des croyances, des objets, des niveaux utilitaires, des règles des préparations, des matériaux, des fonctions et des espaces des diff usions. Les données lexicographiques géorgiennes - dès le dictionnaire de S.S Orbéliani „Sitkvis kona“ jusqu'aux dictionnaires des diff érentes patois géorgiens, comme des objets et des illustrations faits par les peintres Allemands, Français, Juifs, conservés dans les fonds du musées - réunis dès deuxième moitié du XIX siècle jusqu'a des années 80 du XX siècle-sont abondement utilisées dans le dictionnaire.

Cet oeuvre n'est pas un dictionnaire au sens classique. Mon but, comme de rédacteur, était y mettre aussi les termes qui ne correspondent pas, tout а fait, а la notion „matérielle“ mais qui aident caractériser mieux des événements et des objets coïncidés avec cette notion. J'avais grand envie d'y ajouter la courte traduction franco-anglo-russe mais c'était impossible pour le moment donné; j'espère dans l'avenir résoudre ce problème aussi, car cela aura une grande importance pour la popularisation d'ethnoculture géorgienne.

18 personnes de la section ethnologique du Musé National de Géorgie et un ethnologue convié ont travaillé sur le dictionnaire. Dans le dictionnaire il y a 2086 termes.

„Le dictionnaire ethnologique de culture matérielle“ est le premier essais de créer un oeuvre de ce typelа, c'est pourquoi il est possible d'y trouver des défauts. Les auteurs seront reconnaissants de recevoir des remarques argumentés pour qu'ils les prenaient en considérations dans leurs futures travaux.

Auteur de projet et dirigeant scientifi que Eldar Nadiradze

Вступление

Этнографический словарь грузинской материальной культуры в основном опирается на итоги, достигнутые грузинской этнологической школой в течение многих лет.

Подготовительная работа над словарем первоначально была запланирована и выполнена в этнографическом отделе Музея Грузии им. С.Джанашиа, с согласия президиума Академии наук Грузии.

Первый этап работы включал: подбор материалнов, определение номенклатурных терминов, подготовку визуального материала, определение формата общего типа. Всё это успешко было выполнено.

После реорганизации Академии наук Грузии и Министерства просвещения, в Департаменте этнологии и истории Национального музея Грузии, на основе существующего материала, в 2006 году был подготовлен проект и представлен на конкурс, объявленный новооснованным „Грузинским научным фондам“.

Проект победил. Работа над ним протекала со 2 октября 2006 года по 30 сентября 2008г. Вначале (в течение шести кварталов) под патронажем „Научного фонда Грузии“, а после разъединения этой организации (в течение двух кварталов) - под патронажем „Фонда Руставели“.

Создание словаря было мотивировано реально существующими изменениями в грузинской материалньой культуре. Как известно, процесс мировой глобализации и интеграции на повестку дня ставит проблематичное отношение к этнокультурному наследию. Грузинская этнокультура, являясь результатом огромного творческого процесса, создавалась столетиями и является определителем места и роли Грузии в мировой цивилизации.

Если страна претендует на то, чтобы считаться саздателем большого культурного наследия, то прежде всего она должна это доказать историей хозяйстьвенного быта её народа. Это земледелие в общем и в частности, селекция зерновых культур и винограда, кустарное производство, жилье, одежда, музыка, культура питания, народная медицина, и вообще разработка не вполне явных моделей бытовых взаимоотношений.

Грузинской этнологической школой, на современном уровне исследования, вполне убедительно доказаны достижения этнокультуры грузинского народа. Однако, вполне ясно, что процесс развития мирового сообщества создает опасность для развития традиционных отраслей хозяйства, большинство которых в настоящее время прекратило функционирование. Вместе с тем утратили свое значение и связанные с ними, оставшиеся без функции, производственные навыки и лексика. Отраслевая лексика уже не соответствует современному уровню экономического и культурного развития. Идет процесс унификации терминов.

Единственное, что может воспрепятствовать этим отрицательным явлениям и внести определенную компенсацию в этом направлении, является обширный справочно- терминологический словарь. Подобная мотивация и ориентировка являются тем главным, что красной нитью проходила в процессе работы над указанным словарем.

В словарь вошла большая часть терминов, входящих в круг материальной культуры. это термины, обозначающие назначение предмета, материал, правила изготовления, ареал их распрстранения, уровень утилитарности, а также верования, предания, связанные с предметом (если таковое имеется). В словаре широко использованы достижения грузинской лексикографии, начиная со словаря С.С орбелиани „Ситквис кона“, кончая словарями диалектав отдельных частей Грузии. Наряду с этим использован уникальный вещественнный и иллюстративный материал, который начал поступать в фонды Музея еще с последней четверти XIX века. Активность в этом отношении не прекращалась до 80-ых годов XX века. В виде экспонатов собрано прибл.40000 единиц. Использованы также художественно-документальные зарисовки, выполненные немецкими, французскими, еврейскими, русскими и грузинскими художниками.

Над подготовкой словаря работало 18 сотрудников этнографического отдела муэея им. С. Джанашиа, а также один приглашенный этнолог. В словарь вошло 2086 терминов.

Этнографический словарь грузинской материальной культуры является первой попыткой подобного рода исследования. Не исключено, что в словаре могут быть определенные недостатки. Авторы с благодарностью примут всякое аргументированное замечание и учтут в дальнейшей работе.

Автор и научный руководитель проекта Ельдар Надирадзе

5 შემოკლებანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


შემოკლებანი

მსე - მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის

ქკთსკ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

მსმკი - მასალები საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის

სსმმ - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „მოამბე“

ქსე - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

ენიმკ - ენის ისტორიისა და მატერიალური კულტურის „მოამბე“

მმ - მუზეუმის „მოამბე“

სემმ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის „მოამბე“

სმეელ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი

მსშხი - მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის

ძმ - ძეგლის მეგობარი

იჯელ - ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი

მქემკი - მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის

დლ - დასურათებული ლექსიკონი

ქელ - ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი

ქეგლ - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

ძქეგლ - ძველი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

6 ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი - ს

▲back to top


6.1 საბაკნიაი (ხევ.) //საჯამე (ფშ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საბაკნიაი (ხევ.) //საჯამე (ფშ.)
ოვალური კალათა, ჯამ-კოვზთა შესანახი. იქსოვებოდა ყაპყატოსაგან. ყაპყატო ფშავ-ხევსურეთში ეწოდება ხის ქერქს. „ვერ ნახავ ერთ მძივს, ან ღილსა, ეთერის ლერწამ ტანზედა; მხოლოდ ყაპყატოს კალათა გადაუგდია მკლავზედა“ (ვაჟა).

6.2 საბანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საბანი
1. ლოგინის ნაწილი, მკვრივი ქსოვილი ან ნაჭერში გამოკერილდალიანდაგებული ბამბა ან მატყლი. საბნის წინპირს გამოკრული აქვთ აბრეშუმის ან ატლასის ნაჭერი. ხევსურებთან დადასტურებულია ხალიჩურად ნაქსოვი, მაღალხაოიანი საბნები. 2. ნაბდის საყელოების შესაკრავი თასმა (სამეგრ.)


ლიტ.: ქელ, 2009.

6.3 საბარკულა//ბარკულა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საბარკულა//ბარკულა
თუში ქალისა და კაცის ქვედა საცვალი. მასალად გამოიყენებოდა ბამბის ან აბრეშუმის ქსოვილები. ამ ტიპის ქვედა საცვალს კაცისას თუშეთში „შარვალსაც“ უწოდებდნენ, მისი ნაწილებია: „სათაურა“, „ტოტები“, „ადლი“. ტოტები ორტოლად ჩაშვებულ ნაწილებს ერქვა, ადლი კი სამკუთხედის ფორმის ორმაგი ნაჭერი იყო. ტოტების შეერთების ადგილას უბეშედგმულია. სათაურად გადაკეცილ ნაწილში გაყრილი იყო შალის ძაფებით მოქსოვილი ზონარი - „ხონჯარი“, რომელიც წინ ან გვერდზე შეიკვროდა. 2. აბჯრის შემადგენელი ნაწილი, რომელიც რკინისაგან იყო დამზადებული და მეომრის ფეხის ზედა ნაწილის (ბარკალი) დაცვას ისახავდა მიზნად. თ. ბაგრატიონის ცნობით- მას ვერც ხმალი და გინა ისარი ვერას აკლებდა.

ლიტ.: გ. ბოჭორიძე თუშეთი, 1993.
ც. ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.

ც.ბ..

6.4 საბარცხელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საბარცხელი
აქ. სამეთუნეო ხელსაწყო, იხმარება ჭურჭლის კეთებისას შიგა მუცლის გამოსაწევად, ხოლო გარეთ-ასაჭრელებლად.

6.5 საბელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საბელი
1. თოკ-ბაწრის ნაირსახეობათა ზოგადი სახელია. საბელი მზადდება თივისაგან, ხის ხრალთაგან, ხვასტაგთ წელების, ღაზლის, ტყავისა და ა.შ. 2. მიწის საზომი ერთეული ძველად. „ოქროს საბლით მოზომილო, შენ პატარ გორის ციხე“. (გ. ლეონიძე)

ნ. ჯ..

6.6 საბერველი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საბერველი
სამჭედლოს ინვენტარი, დაკეცილი ტყავის გვერდების მქონე მოწყობილობა, რითაც ცეცხლს უბერავენ გასაღვივებლად. ყოფაში დამოწმებულია საბერველი ორი ტიპი - ქართული და რუსული (რომელიც XIX ს-დან შემოდის). ქართული საბერველი ორპირია, აქვს ორი სახელური და ორი საქშინავი, საიდანაც განუწყვეტლივ ხდება ჰაერის მიწოდება და ჩაბერვის ძლიერებით ხასიათდება. საბერველთან საჭიროა ერთი კაცის დგომა, მან ორივე ხელით უნდა იმუშაოს, რადგან დაბერვა ერთი განსაზღვრული ადგილიდან ხორციელდება. რუსული საბერველი ბერვას წყვეტილად აწარმოებს. მისი უპირატესობა ისაა, რომ ქურასთან მდგარ მჭედელს შეუძლია სხვის დაუხმარებლად ცალი ხელით ქურასთან იმუშაოს, მეორე ხელით საბერველი აამოქმედოს.

ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953. ნ. რეხვიაშვილი, ქართული ხალხური მეტალურგია, 1964.
ა. გ..

6.7 საბერკაცო ქუდი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საბერკაცო ქუდი
შავი ცხვრის ტყავის გრძელბეწვიანი ბუხრის ქუდი, რომელსაც მოხუცები იხურავდნენ. ასეთივე ქუდი იკერებოდა თეთრი ცხვრის ბეწვისაგანაც და მას ახალგაზრდები ატარებდნენ.

6.8 საბეჭავი//სავარცხელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საბეჭავი//სავარცხელი
მასიური, მრგვალი ან ოვალურთავიანი ხელსაწყო, რომელსაც აქვს სავარცხლის მოყვანილობა და კბილები, რომლის მეშვეობითაც საქსელზე ხდება ნაქსოვი ძაფის ერთმანეთზე მიბეჭვა-მიმტკიცება. ყოველი ნაქსოვი ხაზის გავლების შემდეგ საბეჭავი ერთ მთლიანობაში აქსოვს ქსოვილს.


6.9 საბეჭური (ძვ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საბეჭური (ძვ.)
ბეჭებზე მოსასხამი, სამხრე, ლევიტონი. 2. კაცის პერანგის მოქარგული
უკანა ნაწილი ხევსურეთში. 3. ტანსაცმლის სარჩული ბეჭებთან (იმერ.)

6.10 საბღუჯი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საბღუჯი
ხევსურული ფარის დეტალი, რომელიც დამაგრებულია ფარის უკანა მხარეს, ძირითადად წარმოადგენს დაწნული ტყავის თასმას, რომელიც გამოსკვნილია ოთხ რგოლზე (იხ. ფარი).

მ. ქ..

6.11 საბძელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საბძელი
საქონლის საკვების შესანახი ნაგებობა. სამეურნეო კომპლექსის ერთ-ერთი აუცილებელი შენობა, ხისა ან ფიცრისა. გამოირჩეოდა დიდი ტევადობით. საბძელში ინახავდნენ მესაქონლეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სამეურნეო იარაღსაც.


გ.გ..

6.12 საგანძური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საგანძური
ქვითხუროობაში ქვის განსაკუთრებულად დიდი ნივთი, რომელიც განძად დარჩება ოჯახსა და საგვარეულოს. იმერეთში დადასტურებული ეს სახელი ეწოდება ქვის საწნახელს. როგორც ცნობილია, ქვის საწნახელები, საქართველოში მრავალგანაა დადასტურებული. საგანძური ქვის დამუშავების ცენტრებში გვხვდება და წარმოადგენს ორიდან ოთხ მეტრამდე სიგრძის მთლიანი ქვის ნივთს. საგანძურ საწნახლისთვის შეარჩევენ უძარღვო, უტალო, დედა ქვას. ასეთი ქვა იშვიათია და ამიტომაც ძნელად მოიპოვება. თუ გადააწყდებიან შემთხვევით, სხვა ნივთისათვის „აღარ გააფუჭებენ“ და იწყებენ მისგან საგანძურის გათლას. თერჯოლის რ-ნის სოფელ სეფარეთში ასეთი საგანძური გაუკეთებია საბა ბერძულს, რომელშიც ერთჯერად 200 ფუთი ყურძენი იწურებოდა. საწნახელი კეთდებოდა 2-3 თვის განმავლობაში. შემდეგ 12-15 უღელი ხარით ლაშკინით//თუშით//მარხილით რამდენიმე დღის განმავლობაში ეზიდებოდნენ დანიშნულების ადგილზე რომ მიეტანათ. საგანძურის გაკეთება მნიშვნელოვნი იყო და მის ტრანსპორტირებაში მთელი სოფელი იღებდა მონაწილეობას. თერჯოლის რ-ნის სოფ. თავასაში აღმოჩნდა გვიან შუა საუკუნეებში დამზადებული ქვის საწნახელი ისარნით, რომელიც ამ სამეურნეო საგნის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.


ლიტ.: ნადირაძე ე. ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ..

6.13 საგდებელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საგდებელი
ქამანდი, მოსაშვეტად მოწყობილი ცხენის საბელი, გრძელი თოკი, რომლის ერთ ბოლოს შორს ისვრიან საქონლის შესაპყრობად ან რისამე დასაჭერად „აწ, ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცნა საგდებელისა“ (ვეფხისტყ.).

6.14 საგოზელა//კვეჟო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საგოზელა//კვეჟო
ჭურისთავზე აყალო მიწის დასაგლესი პატარა ურო. ზოგჯერ ერთ ხეშია გამოთლილი, ზოგჯერ კი გახვრეტილ პატარა მორში გაყრილია ხის ტარი. ასეთ შედგენილ საგოზელას შესაძლოა ორივე თავში სიმაგრისთვის რკინის სალტეები ჰქონდეს შემოსალტული.

ე. ნ..

6.15 საგულე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საგულე
(აქ:) მოხევე ქალის კაბა. მასალად გამოიყენებოდა ღია და მუქი ფერის ფარჩა და ქიშმირი. საგულე, თარგით ახალოხისებურია, გრძელი და უსაყელო, წელზე მომდგარი და წინ მთლიანად ჩახსნილი. ზედატანი ტანზე მორგებული და ქვედატანი რამდენიმე კალთისაგან („ფარდა“) შემდგარი. ხევში ორგვარი ტიპის საგულეები იყო გავრცელებული. მოხუცები ატარებდნენ ძველებურ კუჭნაოჭიან და შეხსნილი სახელოებით შედგენილ საგულეებს, ხოლო ახალგაზრდები ნაკეცებიან და ჩვეულებრივ სახელოებით შეკერილ საგულეებს. კუჭნაოჭიან საგულეებს ნაოჭი მარტო უკანა მხარეზე უკეთდებოდა. საგულის ჩახსნილი ნაპირები ერთმანეთს მხოლოდ უახლოვდებოდა. საგულეზე ატარებდნენ სხვადასხვა ზომისა და ფორმის სარტყელებს, ამათგან დიდი მოწონებით სარგებლობდა, „ჩაფრასტანი“, რომელიც ოქროში დაფერილი დაფანჯრული ვერცხლის ორი ნაწილისა და ქსოვილის ბრტყელი ზოლის შეერთებით მიიღებოდა. დიდი ყურადღება ექცეოდა საგარეო საგულის მორთვას. ნაპირებს რთავდნენ სირმის, ბუზმენტის ან ხავერდის ზოლებით, ხან ოქრომკედის ძაფით, რომლის გულისპირზე ჩამოყოლებულ გრეხილს „ბალთა“ ერქვა. სახელწოდება „საგულე“ მოხსენიებულია ქსნის ერისთავის ასულის ანას (1692-1703წ.) მზითვის წიგნში, ხოლო ანუკა ბატონიშვილის მზითვის წიგნში (1712წ.) „კაბა-საგულე“-ა ნახსენები.

ც. ბ..

6.16 სადავე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სადავე
ტყავი, „ცხენის აღვირის საპყრობი თასმები“ (თ. ბაგრ. იხ აღვირი).

ნ.ჯ..

6.17 სადაფი//ღინჭილა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სადაფი//ღინჭილა
მოლუსკთა და ზღვის სხვა ცხოველთა კალციუმიანი ნიჟარა. გამოირჩევა ფერთა თამაშით, ელვარებით, ტალღოვანი გადასვლებით. სადაფის ან მისი შემკულობით ამზადებდნენ ამულეტებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ღილებს, ყუთებს, სათუთუნეებს, საბრძოლო იარაღის ტარებს და ა.შ.

ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ..

6.18 სადგისი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სადგისი
ტყავის სახვრეტი, ხისტარიანი და რკინისწვერიანი ხელსაწყო.


6.19 სადიაცო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სადიაცო
ხევსური ქალის კაბა. მზადდებოდა ადგილობრივი შალისაგან. აქვს უბე-კალთა და ზურგნი. გვერდებში აზღოტები. კაბის სიგრძეს კოჭებამდე აგრძელებს ქოქომონი. სადიაცოს გულისპირი მარცხნივაა ჩაჭრილი, მარჯვნივ დარჩენილ ნაწილს „ფარაგა“ ეწოდება და იკვრება ღილ-შატით. საკინძის ჩაყოლებაზე ნაქარგს „ზიკი“ და „სამწყვეტლო“ ჰქვია. მათ გარშემო შემოუყვება ზოლებად ნაქსოვი ჭრელა. სადიაცოს დიდი ნაწილი მოქარგულია შალის ფერადი ძაფებით და დაკრული აქვს ვერცხლის სამკაული. სადიაცო ხევსური ქალის „სანამუსო“ სამოსი იყო და შვილის გაჩენამდე გულისპირი გაუხსნელი უნდა ყოფილიყო. გლოვის დროს სადიაცო უკუღმა ეცვათ, რათა სამხიარულო ჭრელები დაეფარათ.


ლიტ.: ლ ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, მსე, ტ VII 1956.
ც. ბ..

6.20 სადღვებელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სადღვებელი
კარაქის დასამზადებელი ჭურჭელი. ამზადებდნენ სხვადასხვა მასალისაგან (ხე, თიხა, ტყავი, ლითონი). თავდაპირველად ტყავისა უნდა ყოფილიყო და რძის ჭურჭლად უნდა ეხმარათ. შემდეგ, როცა ამ ჭურჭლით მომთაბარეობისას (საცხოვრებლად ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლისას) რძე გადაჰქონდათ და იგი შემთხვევით კარაქად შეიდღვიბა, უკვე სადღვებელად გამოიყენეს. ტყავის ჭურჭელს - გუდას (ოთხში ამოღებული ცხვრის, თხის, ხბოს ტყავისაგან დამზადებული პარკი) რძის ნაწარმის დასამზადებლად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხმარობდნენ. თუშეთში გემრიელ და სახელგანთქმულ ყველს დღესაც გუდაში ამზადებენ და მას „გუდის ყველი“ ჰქვია. ტყავის სადღვებელი გვიანობამდე მხოლოდ მომთაბარე მესაქონლეებს შემორჩათ, მიწათმოქმედნი კი ძირითადად ხის, თიხის ან ლითონის სადღვებელს იყენებდნენ.

თიხის სადღვებლის რამდენიმე სახეობაა ცნობილი: ქართლური სადღვებელი ექვსყურიანია, ქიზიყური ორყურიანი, დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია ერთყურიანი სადღვებელი. დასტურდება სამ და ოთხყურიანი სადღვებლებიც. სადღვებლის გამოყენების ორი ვარიანტი არსებობდა - ჩამოსაკიდებელი და სადგარზე ან ბალიშზე დასადები. თიხის სადღვებელი ხასიათდება გადაშლილი მრგვალი პირით, განიერი ყელით, დაქანებული მხრებით, ცილინდრული ფორმის მუცლით, სწორი ძირით. სადღვებელში ასხამდნენ მისი ტევადობის მიხედვით ნახევრად სავსე რძეს, რათა ამ უკანასკნელს მოძრაობის მეტი საშუალება ჰქონდეს. ჩამოსაკიდი თიხის სადღვებლები მაღალია, აქვს წვრილი ყელი, ძირი ვიწრო. ერთი ბოლო თავშეკრული ყელით მთავრდება. მეორე მხარეს დოს ჩამოსასხმელი ნაჩვრეტია დატანებული. ყურების ერთი ნახევარი ძირთან არის მირჩილული, მეორე ნახევარი ყელთან. ყურებში ჩამოსაკიდი თოკებია გაყრილი. ხელის დახმარებით, მოძრაობის გზით კარაქი იდღვიბება. რაც შეეხება სადგარზე დასადებ სადღვებელს, რძის ჩასხმის შემდგომ თავზე საქონლის ფაშვს გადააკრავენ, პატარა ბალიშზე დადებენ და ყურების მეშვეობით თანაბრად ამოძრავებენ. პირის დაბლა, ამოჭრილი ხვრელი ხის საცობით იხურება. დღვებისას დროდადრო შემოწმების მიზნით თითს ჩაყოფდნენ, თუ რძე „კუნძა-კუნძა მოხვდებოდა“ კარაქი მზადაა. ქართული თიხის სადღვებლებიდან რაჭული სადღვებელი უძველესი ფორმის უნიკალურ სახეობას წარმოადგენს.

კარაქის დამზადებაში ქართველები ძველთაგანვე იყვნენ დახელოვნებული. მცხეთის სამთავროს ბრინჯაოს სამარხებში ნაპოვნია ძვ. წ. V საუკუნეზე ადრინდელი თიხის სადღვებლები, რომელთა მსგავსსაც დღესაც იყენებენ მთიულეთში. კარაქს საქართველოს ყველა კუთხეში არ ამზადებდნენ. მისი დამზადების წესს მთიანი რაჭისა და აჭარის გარდა არც იცნობდნენ დასავლეთ საქართველოში. სამაგიეროდ აღმოსავლთ საქართველოში, განსაკუთრებით კი მთიანეთში (ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, მთიულეთი) კარაქის დამზადების ხელოვნება მაღალ დონეზე იდგა. ხევსურული და ფშაური ერბო (გადამდნარი კარაქი) განთქმული იყო შესანიშნავი თვისებებით ისევე, როგორც თუშური ყველი და მეგრული სულგუნი.

საქართველოში ხე-ტყით მდიდარ ქვეყანაში, ფართოდ იყენებდნენ ხის სადღვებელს. ხე და თიხა უძველესი დროიდან ყველაზე ხელმისაწვდომი და იაფი მასალა იყო გლეხისათვის.

ხის სადღვებელი ორი სახისაა. ერთია ჰორიზონტალური, ცილინდრული, მთლიანი, გულამოღებული, ორივე მხარეს დახურული გათლილი ხის მორი ე.წ. „ვარია“. ვარიას რძის ჩასასხმელად და კარაქის ამოსაღებად შუა წელში ზემოთ ამოჭრილი აქვს ოთხკუთხა ან მრგვალი ნახვრეტი - „ვარიას პირნი“. ზედ ძროხის გამხმარი ფაშვის ნაჭერი აფარია. ქვემოთ ფსკერზე გაკეთებული ნახვრეტიდან, რომელსაც ჩხირი აქვს დაცობილი, გამოდის დო - კარაქის ამოღების შემდეგ დარჩენილი მომჟავო სითხე. ვარიას თოკით შენობის ჭერზე ჰკიდებდნენ და ხელით არწევდნენ რძის ასადღვებად.

ხის მეორე სადღვებელია „ჩხუტ-ბრუნელი“. ეს ვერტიკალური მთლიანი ხის ცილინდრული, გულამოღებული მორია, რომლის ცალი მხარე დახურულია (ფსკერი აქვს), მეორე მხარე - ღია. მასში უმი (მოუდუღარი) რძე ფირფიტებიანი ჯოხის - „ბრუნელის“ - ზემოდან ქვემოთ მოძრაობისას იდღვიბება. ჩხუტ-ბრუნელი ვარიასთან შედარებით მომცროა.

ვარიასა და ჩხუტ-ბრუნელის დასამზადებელი ხე უმეტესად შემოდგომაზე და ზამთარში იჭრება. ასეთი ხისაგან დამზადებული ჭურჭელი არ სკდება. ვარიას დასამზადებლად ცაცხვის ხეს არჩევენ, რადგან გასათლელად ადვილია (რბილია). სკდება. ვარიის დამზადებისას ყველაზე ძნელი იყო გვერდების ამოვსება. აქ ჩასასმელ ფიცრებს წინასწარ თლიდნენ და ახმობდნენ. მათ ვარიის ნედლ გვერდებში სვამდნენ. გაშრობისას სადღვებლის ნედლი გვერდები ხმელ ფიცრებს მჭიდროდ ეკვროდა და იქიდან სითხე ვეღარ ჟონავდა.

საერთოდ, კარაქს უმი რძისაგან ამზადებდნენ, მაგრამ ხევსურეთში, სადაც ძველად ბევრი საქონელი ჰყავდათ, რძეს დიდ ბაკნებზე - გობებზე ასხამდნენ: რძე აქ ნაღებს მოიდებდა, ხევსურები ნაღებს აგროვებდნენ, შემდეგ ასხამდნენ ვარიაში და მისგან ამზადებდნენ კარაქს.

ლიტ.: მ. ხაზარაძე, დასურათებული ლექსიკონი. 2008.

6.21 საექიმო იარაღები - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საექიმო იარაღები
აქ: ხალხური მედიცინის მონაპოვარი, ნივთიერი მასალა, რაც ათვალსაჩინოებს ამ დარგის განვითარების პრაქტიკულ ფორმებს და წარმოადგენს მის საილუსტრაციო მასალას. სამთავროს სამაროვანში მიკვლეულ იქნა ტრეპანირებული თავის ქალები, რომლებიც X-XI საუკუნეებით იქნა დათარიღებული. ზოგადად ჩამოყალიბებულია აზრი, რომ ტრავმების მკურნალობის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებული იყო საქართველოში, რაც ძირითადად წარმოებდა საექიმო იარაღების დახმარებით. ქართული სამედიცინო იარაღების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული XI ს .“უსწორო კარაბადინში“, XIIს. „წიგნი სააქიმო“-ში და XIV ს. ზაზა ფანასკერტელის „სამკურნალო წიგნში“. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთმა წარმოშო ხალხური ქირურგიის მდიდარი ემპირიული გამოცდილება, რომელიც ვითარდებოდა ისეთი საექიმო იარაღების მეშვეობით, როგორიცაა: ასტამი, სატეხი, ფიჩქი, სახოკი, დანა, ხმალიკა, ბორწკალი, მაშა, ილარი, ნესტარი, საფხეკი, ხვეწი, კოტოში, არტახი და სხვა. ცნობილია, რომ ხევსური დასტაქრები თავიანთი დამზადებული საექიმო იარაღებით აკეთებდნენ საკმაოდ რთულ ოპერაციებს, მათ შორის თავის ქალის ტრეპანაციას.

ლიტ.: პ. ფირფილაშვილი, ნარკვევები ძველი ქართული მედიცინის ისტორიიდან, 1985წ.
ე.ნ.

6.22 სავარცხელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სავარცხელი
აქ: ქვის დასამუშავებელი რკინისკბილებიანი იარაღი, სათლელის (იხ.) ნაირსახეობა. გარეგნულად სათლელი, სავარცხელი და საკოდელი ერთნაირი ფორმისაა, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავდება, როგორც მეტალის ხარისხით, ასევე ფუნქციით, რაც მხოლოდ საცნაურია ქვითხუროსათვის და შეუმჩნეველი უბრალო თვალისთვის. სავარცხლის კბილები დაჭრილია, სრულტანიანია და რბილის ქვის სათლელად გამოიყენება.
ლიტ: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.

ე.ნ..

6.23 სავარცხელი//საბარცხალი (იმერ.)//ორცხონჯი//აბხად (სამეგ.)//ლაცხნირ (სვან.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სავარცხელი//საბარცხალი (იმერ.)//ორცხონჯი//აბხად (სამეგ.)//ლაცხნირ (სვან.)
დგიმ-სავარცხლიანი, ანუ ჰორიზონტალური საქსოვი დაზგის სამუშაო აპარატის ნაწილი, შედგენილი მჭიდროდ ჩაწყობილი ჩალამ-კალამის, ლერწმის, თხილის ან ასკილის წმინდათ გამოთლილი წკნელით და ძაფით მოხლართული ჩარჩოსაგან. ლაფათინში (სავარცხლის ბუდე) ჩადგმული სავარცხელი დგიმის მოძრაობით პირგახსნილ ქსელში მაქოთი გატარებული საზედაო ძაფის მიჯრა-მიმტკიცება-ჩაბეჭვისათვის იყო განკუთვნილი. ქსოვილის შესაბამისად გამოიყენებოდა სხვდასხვა სახის სავარცხლები: მომსხო კბილებიანი - ბამბისა და შალის საქსოვად, წმინდა-ხშირკბილებიანი - აბრეშუმისათვის. შესაბამისად არსებობდა 140-160-200 სათვალავიანი სავარცხელი.

ლიტ.: ნ. აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957, მსშხი, ტII, ნაწ. II, 1982.
ლ. მ..

6.24 სავარძელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სავარძელი
გამორჩეულად შემკული და მომზადებული საპატიო სკამი. სვანეთში ასეთი იყო საკურცხილი (იხ.), საუფროსო სკამი (რაჭ.) და სხვა. ივ. ჯავახიშვილის აზრით, სავარძელი ქართული სიტყვაა. ამ სიტყვაში „ვერძი“//„ვერძუ“ ნიშნავს მამალს, მამალ ცხვარს, რაც იმის მაუწყებელია, რომ იგი უნდა უკავშირდებოდეს კაცს და მისთვის იყო განკუთვნილი. სავარძელი, ანუ საუფროს სკამი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული და მისი საკრალური დანიშნულება ყველგან გამოკვეთილია. სავარძლისთვის დიდ სახლში საგანგებო ადგილი იყო გამოყოფილი. საქართველოში ეს ტერმინი - სავარძელი - დამკვიდრებულია XVI ს. შემდგომ სავარძლის ძველი ქართული შესატყვისია „სელი“. ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში ნახსენებია, რომ მეფის მიერ მოწვეული დიდებულნი დასხდებოდნენ სელებზე, ხოლო დანარჩენი მოწვეულნი, თუ უწვევნი იდგნენ ფეხზე. ქართული მატერიალური კულტურის ძეგლებში კარგადაა წარმოდგენილი ამ ტიპის ავეჯის სხვადასხვა სახეობანი, განსაკუთრებით ჭედური და ფერწერული ტექნიკით შესრულებულ ხატებში სვანეთიდან, ბექა ოპიზრის მიერ შესრულებულ ანჩისხატის მოჭედილობაში, ბეშქენ ოპიზრის ბერთის ოთხთავის შემკულობაში, შემოქმედის მაცხოვრის ხატში და ა.შ. საინტერესოა ამ უკანასკნელში მოცემული სავარძელი, რომელიც დგას ხარატულ ფეხებზე, აქვს შესანიშნავად გამოყვანილი საზურგე და საჯდომი, რომლებიც დაფარულა რბილი ბალიშებით. ფაქტობრივად სასხდომის ასეთი ტიპი სრულიად შეესატყვისება დღევანდელი სავარძლის ფორმასა და დანიშნულებას. ზოგადად ისტორიული მასალა ცხადყოფს, რომ ადამიანთა სასხდომი ავეჯის ასეთი ტიპი მთელი ფეოდალური ხანის ხანგრძლივ პერიოდში ინტენსიურად გამოიყენებოდა ყოფაში.


ლიტ.: ივ. ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2002.
ვ. ართილაყვა, XVI-XVIII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.

ე. ნ..

6.25 სავაჟინე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სავაჟინე
ღვინის შესანახი ადგილი, საგანგებოდ ამ მიზნისათვის აგებული ნაგებობა. მარნისგან განსხვავებით, სადაც მთელი წლის მოსავალი ღვინო ინახებოდა, სავაჟინეში ხდებოდა ღვინის დახარისხებისა და სანადიმო მდგომარეობისათვის გასაცემი ღვინის მომზადება. აქვე იყო ღვინის ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადასატანი ხელსაწყოები და ჩაფ-სასმურები. სავაჟინე დამახასიათებელი იყო დიდი ფეოდალური სახლის სამეურნეო სისტემისათვის. ათონის ივერთა მონასტრის აღაპების მიხედვით, სავაჟინე, როგორც ღვინის შესანახი ცალკე ნაგებობა, ჩვეულებრივად არსებობდა ბერ-მონაზვნურ კორპორაციაშიც.

ე.ნ..

6.26 საზანდარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საზანდარი
აღმოსავლური სიმებიან საკრავთა ანსამბლი. არის ორგვარი შემადგენლობის: 1) თარი, ქამანჩა, დაირა, ნაღარა (დიპლიპიტო); 2) საზი, ქამანჩა, სანთური, დაირა. ორივე შემადგენლობაში დასარტყამ ინსტრუმენტზე დამკვრელი მღერის. ანსამბლის ძირითადი დანიშნულებაა სიმღერის აკომპანირება ან ცეკვის თანხლება. გავრცელებულია აზერბაიჯანსა და სომხეთში. საქართველოში შემოვიდა XVII ს-დან. გავრცელდა თბილისის არაქართულ მოსახლეობაში და მოგვიანებით საზანდრის მსმენელთა აუდიტორია ქართველებითაც შეივსო. განსაკუთრებით პოპულარული გახდა არისტოკრატიაში (მაღალი წოდების მოხელეებსა და თავადაზნაურობაში). სიტყვა „საზანდარი“ სპარსული სიტყვიდან „საზენდე“ (მუსიკოსი). „საზანდარი“ გვაქვს „საზის დამკვრელის“ მნიშვნელობითაც.

მ. შ..

6.27 საზედაშე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საზედაშე
რელიგიური დანიშნულების თიხის ჭურჭელი (სხვადასხვა ზომის ქილები და ქვევრები). საზედაშეები დამოწმებულია - ქართლში, ქიზიყში, სამეგრელოში, იმერეთში და სხვაგან. ყოველწლიურად ოჯახის უფროსი ამა თუ იმ ხატ-სალოცავის სახელზე ინახავდა ზედაშეს (იხ.). ეს იყო ღვინო, ერბო, ხორბალი, პური. უფრო მეტად ღვინის ზედაშე იყო გავრცელებული. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან სოფლებში კი უმთავრესად ერბოს ამზადებდნენ ზედაშედ. დღეობის დროს ოჯახის წევრები მარანში იკრიბებოდნენ საზედაშე ჭურჭელთან. ცერემონიალის შესრულებამდე საზედაშე ჭურჭლის ახდა იკრძალებოდა. იგი სავსე უნდა ყოფილიყო. თუ ოჯახს ძალიან გაუჭირდებოდა, საზედაშე ჭურს გახსნიდნენ და წმინდანს პატიებას სთხოვდნენ, რომლის სახელზეც იყო ზედაშე გადანახული. ერბოს თავს მოხდიდნენ, შეინახავდნენ, ქილაში დარჩენილს კი გაიხმარდნენ. აღთქმულ დღეს გადანახულ ერბოთი ქადებს დააცხობდნენ, სანთლებს დაანთებდნენ და სალოცავს ესტუმრებოდნენ. ერთდღიანი დღეობისათვის პატარა საზედაშე იყო განკუთვნილი, ხოლო ყველიერისათვის დიდი საზედაშეები ჰქონდათ. საზედაშე ჭურჭელს ხშირ შემთხვევაში ნიშნავდნენ, თუ რომელი ხატისათვის იყო განკუთვნილი. საზედაშე ქვევრს, რომელიც ბარის სოფლებში იყო გავრცელებული, განსაკუთრებით უვლიდნენ. არსებობდა სასოფლო და საგვარეულო საზედაშეები.

მ. ზ..

6.28 საზეთე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საზეთე
ზეთის გამოსახდელი ნაგებობა. საქართველოში ზეთის გამოხდის დიდი ტრადიციები არსებობდა და „ზეთის სახლი“, ისე როგორც ღვინისა, ამ კულტურის წარმოების ფართო ხასიათზე მიუთითებს. ზეთის სახლში იდგა დიდი ქვის გელაზები (იხ.), რომლის მეშვეობითაც ხდებოდა მისი გამოხდა.

6.29 საზელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საზელი
თიხის, რომლითაც ზელდნენ სამეთუნეო თიხას. ესაა ტექნიკური მანქანა. საქართველოში ორი ტიპის მიწის საზელი იხმარება; I მარტივი, ფეხით საზელი და II ე.წ. „მექანიკური“ საზელი, ფეხის საზელი წარმოადგენს ხის განიერ „ტახტს“, რომლის თავი და ბოლო ამოფიცრულია, გვერდები კი ღიადაა დატოვებული და მასზე მზელავი ფეხებით ზელს თიხას.

მეორეა ე.წ. „მექანიკური“ საზელი იგივე „მიწის საზელი მანქანა“, რომელსაც ამოძრავებს გამწევი ძალა (ცხენი, ხარები, სახედარი). საზელის ტანს „კოდი“ ეწოდება. კოდი შეკრულია „ნაგვერდული“ ფიცრებისაგან, არის რკინის ან ცემენტისაც. საზელის კოდი მრგვალია. კოდში ჩაშვებულია რკინის ღერძი, რომელზედაც ე.წ. „ფრთებია“ ჩამოცმული ან შედუღებული. საზელი არის 14-დან 24-მდე ფრთიანი, ე.ი. 7 ან 12 წყვილი.

საზელის ზედა ფრთას „წამღები“ ეწოდება, იგი მოხრილია და ხელს უწყობს საზელში მიწის ქვევით წაღებას, „გამომტანი“ ფრთა სწორია და ფართო რკინის ღერძს ფრთებიანად ამოძრავებს უღელში შებმული გამწევი ძალა და იზილება მიწა. საზელ მანქანაში კარგად დამბალ მიწას ნიჩბით ყრიან. „ზედა წამღები“ ფრთის საშუალებით დასაზელი მიწა საზელის - კოდის შუა ნაწილში ხვდება, ფრთებით ერთმანეთში ირევა, იჭრება, იზილება და კოდის გამოსასვლელიდან გამოდის. გობიდან დაზელილი საჭურჭლე მიწას, წმინდა რომ გამოვიდეს, ორჯერ-სამჯერ ატარებენ საზელში, საჭურე მიწას კი ერთხელ ან ორჯერ.

ლიტ.: ც. კაკაბაძე, საზელები იმერეთში, ჟურნალი „მეცნიერება და ტექნიკა“, 1973, №9.
ც. კ. მ. ზ.

6.30 საზი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საზი
აღმოსავლური სიმებიანი საკრავი, მსხლის ფორმის ღრმაკორპუსიანი, გრძელყელიანი. მზადდება სხვადასხვა ზომისა. საზი ერთ-ერთი უძველესი ხალხური საკრავია. იხსენიება ნიზამის (XII ს.) პოემებში. საზს წამყვანი ადგილი უკავია ხალხურ საკრავთა ანსამბლში. მასზე შემსრულებლები იყვნენ აშუღები - ხალხური მომღერლები, პოეტი-იმპროვიზატორები, რომლებიც გამოდიოდნენ ბაზრების მოდნებზე, სახალხო შეკრებებზე. მათ რეპერტუარში წარმოდგენილი იყო საგმირო, ისტორიული, ეპიკურ-სატრფიალო სიმღერები. საქართველოში გავრცელდა XVIII ს-დან სხვა აღმოსავლურ საკრავებთან და ანსამბლთან ერთად. თბილისში განსაკუთრებით მიღებული იყო აზერბაიჯანულ მოსახლეობაში.

   


ლიტ.: დ. არაყიშვილი, ქართული მუსიკა (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ქუთაისი, 1925.
მ. შილაკაძე, ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, 1988.

მ. შ..

6.31 სათაგველა//სარეგველა (აჭარ. ქართლ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სათაგველა//სარეგველა (აჭარ. ქართლ.)
თაგვის დასაჭერი ხის ხელსაწყო, რომელიც შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ქვედა და ზედა ფიცრისგან, უღლისგან, ფირფიტისა და პალოსგან. ორივე ფიცარი ერთი ზომისაა. ქვედა ფიცარზე გამაგრებულია უღელი - ამ უკანასკნელზე მიმაგრებულია ზევითა ფიცრის ერთი გვერდი და ფირფიტა საჭმლით (რომელიც ჩვეულებრივ შემწვარი კაკალია ან პურის ნატეხი). ფიცრის მეორე გვერდი დაყრდნობილია ქვედა ფიცარზე - ბლაგვკუთხოვან სამკუთხედად. საჭმლის ჩამოწევით, ე.ი. ფირფიტის ოდნავი შერხევით ბაწარი იხსნება და ზევითა ფიცარი ქვედას ემხობა. არსებობდა სხვადასხვა კონსტრუქციის სათაგურები.

ე. ნ..

6.32 სათაო (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სათაო (ხევს.)
საუკეთესო ამორჩეული შესაწირი ზვარაკი (სამსხვერპლო ცხოველი). ხატის მიწების მოხვნისას ხევსურები კლავენ სათაო საკლავს, მთელი სოფლის ნახირიდან საუკეთესოს, რომელიც წინასწარ იყოს არჩეული ამ დღისთვის (ცხვარი, კურატი).

ლიტ.: ალ. ოჩიაური, ქართული ხალხური დღეობები, აღმ. საქ. მთიანეთში, 1991.
ე. ნ..

6.33 სათაურა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სათაურა
ხევსური ქალის თავსაბურავის ნაწილი. რკალისებრი. კერავდნენ ბამბის ან შალის ქსოვილისაგან. მოსართავად იყენებდნენ მონეტებს, მძივებს, ღილებს. ქარგავდნენ ფერადი ძაფებით. სათაურა რამდენიმე სახისაა: კავიანი, ყურიანი, საყენ-ყურიანი, საყენიანი და მაღალი. თავხურვას ხევსურეთში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. გათხოვილი ქალი მანდილის გარეშე გარეთ ვერ გავიდოდა, ვერავის შეეგებებოდა, რადგან ამგვარი ქცევა უზრდელობისა და უპატივცემულობის გამომხატველად ითვლებოდა. გასათხოვარ ქალს კი მარტო სათაურას ტარებაც შეეძლო. ახალ პატარძალს უფლება ჰქონდა მამის სახლში მოეხადა მანდილი, უმანდილოდ იგი ქმარსა და ქმრის ნათესავებს ვერ ეჩვენებოდა. ხევსურმა ქალმა სათაურა-მანდილის ხმარება მოგვიანებით დაიწყო, მანამდე კი იგი „ჭანჭიკის ხელსახოცს“ (იხ.) ატარებდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მოკლე თმის ტარება დაიწყეს, ჭანჭიკის ხელსახოცი მანდილს ვეღარ იჭერდა და მის მაგივრად ჩიხტისმაგვარი სათაურა შეუქმნიათ.


ლიტ.: ს. მაკალათია, ხევსურეთი, 1935,
ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974.

გ.კ..

6.34 სათითე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სათითე
თითზე ჩამოსაცმელი. მზადდებოდა სხვადასხვა მასალისგან. იყენებდნენ ხარაზები, დერციკები, მკერვალები, ანუ ყველა იმ პროფესიის ადამიანები, რომლებთაც უხდებოდათ ტყავისა და ნაჭრის მასალისაგან კერვა.

6.35 სათითე მკელის - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სათითე მკელის
მკელის აღჭურვილობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მზადდებოდა რქისაგან, ზოგჯერ ხისგანაც. იცოდნენ როგორც ერთი (კახეთი), ისე ორი ან სამი (ქართლი) სათითის ხმარება.

სათითეებს გამოიყენებდნენ ნამგლით მოცელვისას თითის დაცვის მიზნით. რქას მოხარშავდნენ და ნაცარში დაალბობდნენ. შემდეგ სასურველ ადგილას წააჭრიდნენ თავს და გათლიდნენ, გაასუფთავებდნენ. წვერში ოდნავ მოხრიდნენ, გაუკეთებდნენ საზურგულესა და საოფლე ნაჩვრეტებს. სათითეს მუცელზე ტარის გაგრძელება ჰქონდა, რომელსაც მცირე ნაჩვრეტი გააჩნდა. აღნიშნულ ნაჩვრეტში თასმა იყო გაყრილი მაჯაზე მისაბმელად.

მკაში სათითეების გამოყენების ისტორია საკმაოდ ძველია. ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური განათხარი მასალაც. უძველესი მომკელის სათითეები აღმოჩენილია ურბნისში (I-II სს.), დმანისში (XII ს.). მკელის სათითე ასახულია ჯრუჭის ოთხთავის მინიატურაში. აღსანიშნავია, რომ მკის დროს სათითეების დაცვის მიზნით გამოყენება სხვა ქვეყნებისთვისაც იყო დამახასიათებელი. მაგ., თურქეთში, ირანში. ჩრდ. კავკასიაში, დადასტურებულია სათითე, რომელიც სამი თითისთვის ერთი ფიცრისაგანაა გამოთლილი, ამიტომ, მუშაობის დროს, სამივე თითს დამოუკიდებელი მოძრაობის შესრულება არ შეეძლო, რაც შესაბამისად შრომისნაყოფიერებაზეც აისახებოდა. საქართველოში კი სამკალი სათითეები ხელის თითოეულ თითზე ცალ-ცალკე იცმოდა.

ლიტ.: გ. ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღის ისტორიიდან, 1960.
ჯ. სონღულაშვილი, მასალები ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის ისტორიისათვის, 1964. მ.ხ.

6.36 სათითენი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სათითენი
ცივი იარაღი. სათითენში გაერთიანებულია მცირე ზომის, ბეჭდის მაგვარი კასტეტთა ნაირსახეობანი. ეს იარაღი მეტწილად აღ. საქართველოს მთიანეთში იყო გავრცელებული, უკანასკნელ დრომდე მისი ხმარების ტექნიკა და ილეთები მხოლოდ ხევსურეთშიღა შემორჩა, საცერულის სახით. ცალ თითზე წამოსაცმელი სათითე საკმაოდ მრისხანე იარაღია მჭიდრო შერკინებაში. მორკინალი მას საკუთარი ხელწერისა და ოსტატობის შესაბამისად ირჩევდა და ალბათ ამ გარემოებით აიხსნება მისი მრავალგვარობა, მარტო ხევსურეთში საცერულის ათამდე სახეობა არსებობდა. ხევსურთაგან განსხვავებით, მთიულეთში ვხვდებით ორთითიან (საჩვენებელ და შუა თითზე წამოსაცმელ) „საჯიჯგველაებს“. თუშეთში კი დამოწმებულია ოთხთითა „ღაჯიები“. ღაჯია (იხ.) ხევსურული საცერულის ერთ-ერთ სახეობასაც ჰქვია, ოღონდ იგი თუშურისგან განსხვავებით, ცალთითაა. ოთხთითა სათითენი გურიაშიც არის დაფიქსირებული. სათითეს ხმარება თბილისშიც ყოფილა გავრცელებული. ყეენობის წინ ქალაქელი ხელოსნები მრავლად ამზადებდნენ საცერე რგოლებს. ამავე დროს, ეს იარაღი მოხმარების იმდენად თავისებურ ცოდნას მოითხოვს, რომ მისი საგანგებოდ შესწავლის სკოლაც უნდა არსებულიყო. 2001 წელს თბილისის წმინდა ორმეოც მოწამეთა ტაძრის გათხრის დროს XI-XIII სს. ფენაში აღმოჩნდა სათითე, რომელიც არა საბრძოლო, არამედ საჩვენებელი დანიშნულებისა უნდა იყოს, რადგან დამზადებულია სპილოს ძვლისაგან, სავარაუდოდ აღნიშნული სათითე არა რიგით მებრძოლს, არამედ ორთაბრძოლის ოსტატსა და მასწავლებელს უნდა ეკუთვნოდეს, რაც სათითეების მოხმარების ძირძველ ტრადიციებს უსვამს ხაზს.
ლიტ. ზნენი სამამაცონი, 2001.

მ. ქ..

6.37 სათლი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სათლი
სპილენძის ვედრო.

6.38 სათლელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სათლელი
აქ: ქვის გასათლელი ხელსაწყო, ბრტყელპირა, ბასრი, ხისტარიანი იარაღი, რომლითაც თლიან რბილ ქვას, ზოგჯერ თლისას ქვაზე წარმოშობილ ხაზებსაც ტოვებენ, რაც განსაკუთრებით ეფექტურს ხდის ნამზადს. ქვის სათლელი იარაღების დამზადებას თავისებურად ნაწრთობი ლითონი სჭირდებოდა, რომელიც ქვის ჯიშისა და მისი შედგენილობის გათვალისწინებით იჭედება. სათლელი გამოიყენება ბუხრის პირის, სახლის სვეტებისა და კუთხის ქვების, ქვის კეცების, ფანჯრის კარნიზების, ანუ ისეთი ნამზადის სათლელად, რომლებთაც პრაქტიკული დანიშნულების გარდა სამშვენისის ფუნქციაც აქვთ დაკისრებული.

ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001,წ.
ე. ნ..

6.39 სათოფე (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სათოფე (ხევს.)
აქ: თხელი და ფართო პური, რომელსაც ხევსურები მიცვალებულის სახელზე გამართულ რიტუალში იყენებდნენ თოფის სამიზნედ. ასეთ პურებზე გადააკრავენ ნაჭერს, გაიტანენ სასროლ მანძილზე და ვინც რომელ სათოფეს მოარტყამს, ის პურიც მისია.

ლიტ.: ა. ოჩიაური, ქართული ხალხური დღეობები აღმ. საქ. მთიანეთში, 1991.
ე. ნ..

6.40 სათოფელა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სათოფელა
დიდგულას ტოტისგან გაკეთებული მილი, რომელსაც მოარგებენ ბამბის დგუშს და ბავშვები ისვრიან კუნელის ნაყოფს.

ე. ნ..

6.41 სათუთუნე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სათუთუნე
დაჭრილი თუთუნის შესანახი. არსებობდა სხვადასხვა ფორმის. თუთუნის სურნელებას კარგად ინახავს ხის სათუთუნე, თუმცა ყოველდღიურ ყოფაში სატარებლად ამჯობინებდნენ ტყავისა დანაჭრის სათუთუნეებს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ბაგრატიონთა ოჯახიდან შემოსული ვერცხლის სალტეებით შემკული სათუთუნე.

ე. ნ..

6.42 სათფური (მთ. გუდ.)//მეში (ხევი)//კალთა (ფშ-ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სათფური (მთ. გუდ.)//მეში (ხევი)//კალთა (ფშ-ხევს.)
ცხენის აკაზმულობის ნაწილი. ოთხკუთხა სქელი ტყავები, რაც უზანგის თასმის ზევითაა მოქცეული და იცავს მხედრის მუხლებს ცხენის ოფლისა და ბალნისაგან.

6.43 სათხეველი (ძვ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სათხეველი (ძვ.)
სასროლი ბადე, რომლის ბოლოების გასასწორებლად ორკაპა ჯოხს - „ბარამბას“ ხმარობდნენ.

ნ. ჯ..

6.44 სათხლე//სამთხლე//ლარპოტი (გურ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სათხლე//სამთხლე//ლარპოტი (გურ.)
ხის გრძელტარიანი დიდი ციცხვი, რომლითაც ჭურიდან იღებენ ჭაჭასა და მთხლეს. ზოგჯერ ესაა ტარზე მორგებული ლითონის ოვალური ნაჭერი, ზოგჯერ კი ერთ ხეში გამოჭრილი დიდი კოვზი. გათვალისწინებული ჭურის პარამეტრებისთვის იმ მიზნით, რომ შეძლებისდაგვარად მოსახერხებელი ყოფილიყო ჭურიდან მთხლესა და ჭაჭის ამოღება.

ე. ნ..

6.45 საიფქლეები - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საიფქლეები
სახატო მამულები ხევსურეთში, სადაც სარიტუალო ხორბალს მოიწევენ. ესაა წმ. პურის მოსაყვანი ტერიტორია, რომლის მიწებს ხალხი ერთობლივად ამუშავებს. საიფქლეები ყველაზე ადრე, ყველაზე კარგად იხვნება და საუკეთესო თესლით ითესება (ქერი, დიკა).

ე. ნ..

6.46 საკარცხული//საკურცხილ (სვან.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საკარცხული//საკურცხილ (სვან.)
1. საუფროსო სკამსავარძელი სვანეთში. უხუცესი, როგორც ოჯახის სრულუფლებიანი განმგებელი, საკარცხულზე იჯდა. ოჯახში მცხოვრები მამაკაცები მას ემორჩილებოდნენ. საკარცხული ოჯახის უფროსის უფლებების გამომხატველ სიმბოლოს წარმოადგენდა. ეთმობოდა მხოლოდ საპატიო სტუმარს. 2. საუფროსო სკამ-სავარძელი რაჭაში „ბაბუად“ წოდებული. აქაც ოჯახის უფროსის დასაჯდომია. მზადდებოდა სხვადასხვა ხისგან. შეკრული იყო უწებოდ და ულურსმნოდ. ოჯახის საქმეებს ბაბუა ხელმძღვანელობდა. მისი კუთვნილი საპატიო სავარძელი კერასთან თავში უნდა მდგარიყო. ბაბუა, როგორც ოჯახის სრულუფლებიანი განმგებელი, საკარცხულზე იჯდა. მასზე ჯდომა სხვას ეკრძალებოდა. სავარძელი ეთმობოდა მხოლოდ საპატიო სტუმარს. სოციალური თვალსაზრისით საკარცხული ოჯახის უფროსის უფლებების გამომხატველ სიმბოლოს წარმოადგენდა. ტერმინი „საკარცხულ“ X ს. ძეგლებშია დამოწმებული.

ლიტ.: ს. მაკალათია, მთის რაჭა, 1987.
ლ.ბედუკიძე, ხის ავეჯი რაჭაში, სსმმ, XII, 1997.

ლ. ბ..

6.47 საკეცე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საკეცე
ხის ან ლითონის მაშა, რომელსაც პურის ან მჭადის გამოცხობისას თიხის კეცებს ცეცხლს უფიცხებდნენ. საკაცედ ნედლი თხილისა და ლეღვის ხეს იყენებდნენ. გათლიან ერთ ზომაზე, მერე მოკეცავენ, ცოტას შერუჯავენ, შეახმობენ და მიტყუპებულ ბოლოებს ერთმანეთს გაუსწორებენ. ბუხრის საკაცე უფრო მოკლეა, ვიდრე თონისა.

ე. ნ..

6.48 საკვეთელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საკვეთელი
1. სახვნელის ნაწილი (რკინისა), რომელიც ვერტიკალურ სიბრტყეში ჭრიდა ბელტს. საკვეთელი წარმოადგენდა რკინის ყუასქელ დანას, რომელიც ტარით ჩასმული იყო სახვნელის მხარში. პირის კვეთის მიხედვით არჩევენ საკვეთლის ორ ტიპს: ტოლფერდა პირიანს და ცალფერდას. უფრო განვითარებულ ტიპად მიჩნეულია ცალფერდა საკვეთელი.

ქართულ სახვნელთა საკვეთლების ტიპებად დაყოფის საქმეში მთავარ პრინციპად საკვეთლის სამუშაო პირის სიდიდეა მიჩნეული. ამ მხრივ, მძიმე სახვნელების საკვეთლის სამუშაო პირის სიდიდე ბევრად აღემატება მსუბუქი სახვნელების სამუშაო პირის სიდიდეს. გარდა ამისა, გარკვეული მნიშვნელობა აქვს საკვეთლის მოყვანილობას, რომლის მიხედვითაც იგი ორგვარია: სწორი და მრუდე ფორმისა. სწორტანიანი საკვეთლები დამახასიათებელია მარტივი სახვნელებისათვის, ხოლო მრუდტანიანი-მძიმე სახვნელთათვის (დიდი გუთანი).

საკვეთელი სახვნელის საკმაოდ მნიშვნელივანი ნაწილი იყო. ეს მოდგამში (იხ) ხვნადღეების განაწილებაშიც აისახა - საკვეთლის პატრონს ერთი ხვნადღე ერგებოდა.

სახნის-საკვეთს დაპირვა სჭირდებოდა. ქიზიყში ამისათვის მოდგამს აყვანილი ჰყავდა მჭედელი, რომელსაც ყოველ შაბათს უნდა „გამოეწკიპა“ სახნის-საკვეთი. ამაში მოდგამი მას ერთ დღეს უხნავდა („მჭედლის ალო“). ქართლშიც იყო ცნობილი მჭედლის ალო, მაგრამ იქ მჭედელს გუთნისდედა უხნავდა ერთ დღეს გუთნისათვის განკუთვნილი ხვნადღეებიდან.გარდა ამისა, თუ მჭედელი სთხოვდა სოფელს, მას უსასყიდლოდაც უხნავდნენ ხოლმე. მჭედლისათვის მუშაობა რაჭაში, „კალაფორიას“ სახელწოდებით იყო ცნობილი. 2. მარტივი სახვნელი (მიწის გასაწერი), რომლის ფუნქცია იყო ნიადაგის დაწერა-დაკვალვა. მის უკან მომყოლ სახნისს უადვილებდა ხნულის გატანას. გამოიყენებდნენ ფერდობი ადგილების ხვნისას.

ლიტ.: გ. ჯალაბაძე. აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ.., 1960;
ნ რეხვიაშვილი. რაჭის ეთნოგრაფიული მივლინების ანგარიში, ენიმკის მოამბე, 1941 თ.
გ.

6.49 საკვირაო (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საკვირაო (ხევს.)
საჭვრეთელათი დაჭრელებული ხავიწისგულიანი პატარა ქადა.

6.50 საკოდე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საკოდე
1. ცალკე ნაგებობა ან საცხოვრებლის კომპლექსის მყუდრო, ბნელი ოთახი, სადაც ხდება ლუდის ფუება, მისი დადუღება. საკოდეში ლუდის ფუება მიმდინარეობს 6-7 დღეს და ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ლუდმა სრულყოფილად„იფუვლოს“. 2. საქართველოს მთაში ხატთან არსებული სამეურნეო ტიპის ნაგებობა, სადაც ინახებოდა წმინდა ხორბლეული სარიტუალო პურების გამოცხობისა და ლუდის გამოხდისათვის.

ე. ნ..

6.51 საკოდელი.//დიშლა (იმერ). - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საკოდელი.//დიშლა (იმერ).
ბრტყელპირა და თხელტანიანი იარაღი, ქვის მოსასუფთავებელი. არსებობს რამდენიმე კბილიანი საკოდელი.

ლიტ.: ს. ბედუკაძე, ქვის დასამუშავებელი იარაღები და საშუალებანი, სსმმ. XXII-B, 1961.
ე. ნ..

6.52 საკოკე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საკოკე
კოკით წყლის გადაზიდვისათვის მოწყობილი საგანგებო ხის ხურჯინი, ცნობილი იყო ქიზიყში. საკოკე მზადდებოდა ორი წესით: შვინდის ან თხილის ოთხ ტოტს ცეცხლზე შემოატარებდნენ, ქერქს გააძრობდნენ. შემდეგ ტოტების შუა ნაწილს მოხრიდნენ. ერთმანეთზე ჯვარედინად გადადებდნენ და შვინდის ან რცხილის წნელით შეკრავდნენ. აკეთებდნენ სხვადასხვანაირადაც. შვინდის ხეს ძირში მოჭრიდნენ, ტოტებს მაღლა და შუა წელზე წნელით კრავდნენ და სახედარს ხურჯინივით გადაჰკიდებდნენ. წნელის სიგრძე სახედრის წელის სიგანეზე იყო დამოკიდებული. საკოკე ნახევარ მეტრზე მეტი სიმაღლის არ კეთდებოდა. თითო საკოკეში ერთი დიდი კოკა იდგმებოდა. კოკების ყურები თოკით ერთმანეთზე იყო გადაბმული. იხმარებოდა წყლისა და ღვინის შორი მანძილიდან მოსატანად.

ლიტ.: ნ. სილაგაძე, საპალნე გადაზიდვის საშუალებები აღმ. საქართველოში, სსმმ, ტ. XXIV, 2001.
ნ.ჯ..

6.53 საკრავები საბავშვო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საკრავები საბავშვო
ჩასაბერ საკრავებზე დაკვრას ბავშვები თვითნაკეთი „საკრავებით“ იწყებენ. ასეთებია რბილგულიანი მცენარეები და ფოთლის მსხვილი ღეროები. აჭარაში საბავშვო საკრავია „ჭყიპინა“ - დუდგულის ან სხვა მსგავსი მცენარისაგან გაკეთებული, სასტვენივით ერთი ბგერის გამომცემი, 6-7 სმ სიგრძისა. ჩასაბერ ერთ ბოლოს ირიბად ჩასერავენ. ჩაბერვისას გამოსცემს ჭყიპინის მსგავს ბგერებს. უფრო „რთულია“ გოგრის ღეროსაგან დამზადებული ერთ, ორ ან სამთვლიანი „სალამური“ - საპუტუნა (გურია), რომელსაც უფროსები უკეთებენ ბავშვებს. ამაზე თვლების რაოდენობის შესაბამისად სხვადასხვა სიმაღლის რამდენიმე ბგერა მიიღება. 7-8 წლის ყმაწვილები ამგვარ „საკრავებს“ დამოუკიდებლადაც აკეთებენ.

ლიტ.: ალ. მსხალაძე, ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკის ისტორიიდან, 1969.
მ. შ..

6.54 საკრავთა მწყობრი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საკრავთა მწყობრი
ორკესტრი, შემდგარი სხვადასხვა ჯგუფის საკრავთაგან. ქართული
ინსტრუმენტული ანსამბლი შედგება ორი ტიპის საკრავისაგან. ერთ-ერთი მათგანია სიმებიანი ან ჩასაბერი საკრავი და მეორე - დასარტყმელი, მისი ფუნქციაა ცეკვის თანხლება ან საცეკვაოს ინსტრუმენტული ტრანსკრიპცია. ყოფაში თითქმის არ გვხვდება ორი ან მეტი ერთი და იმავე საკრავის გაერთიანება, უნისონური ანსამბლი უცხოა ქართული სამუსიკო კულტურისათვის.

ლიტ.: მ. შილაკაძე, ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა, 1970.
მ. შ..

6.55 საკრი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საკრი
საკრე, ასაკრავი - ვაზის ჭიგოზე დასამაგრებელი, სხვადასხვა მცენარის ტოტების ან კანისგან დამზადებული სახვევი მასალა. მისი ეტიმოლოგია ასე გამოიყურება: საკრი, საკრე, ასაკრავი, გასაკრავი, მარნა, მარნეული, მანეული, კაპიჭი, სვია, სვე, საყელავი, სახვევი, საკონავი, ლაფანი, ხარალი, ხრალი, ქვთელა, ჭონი, ჭილი.

ლიტ.: ლ. ასათიანი, ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ლექსიკა ქართულში, 1978.
ე. ნ..

6.56 საკურატე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საკურატე
საქართველოს მთიანეთში (ხევს.) ხატის კართან არსებული ყორის მიწურბანიანი ნაგებობა, რომელიც ხატის ტყეში იყო გამართული. აქ ხატისთვის შესაწირავი ცხოველები იმყოფებოდნენ. ეს ხვასტაგი საკმაოდ დიდი რაოდენობით იყრიდა ხოლმე თავს და სანამ შეწირვის დრო მოაღწევდა, მანამდე მათთვის ხარის მსახურთ უნდა მოევლოთ. ზამთრობით ცხოველები საკურატეში იზამთრებდნენ, სხვა დროს კი გაშვებული იყვნენ მათზე მინდობილი კაცის მეთვალყურეობით. ხატის კურატები ხატის საძოვრებში ბალახობდნენ და სხვას არავის ჰქონდა უფლება იქ კერძო საქონელი ებალახებინა.

ლიტ.: ალ. ოჩიაური, ქართ. ხალხ. დღეობათა კალენდარი, 1988.
ე. ნ..

6.57 სალამური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სალამური
მუსიკალური ინსტრუმენტი, იგი ორგვარია - უენო და ენიანი. უენო სალამური ამ ტიპის საკრავის უძველესი ფორმაა. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში (ქართლი, კახეთი, მესხეთი, თუშეთი, ფშავი). აღმოსავლურ ქართულ დიალექტებში „სტვირი“ ეწოდება, წარმოადგენს 38-40 სმ სიგრძის მილს. აქვს 5-6 თვალი (ნახვრეტი), ზოგჯერ დამატებითი თვალი უკანა მხარეს. ენიანი სალამური ბგერა არის გამოკვეთილი, მსტვენავი, მკაფიო და ძლიერი. ენიანი და უენო სალამური მზადდება რბილგულიანი მცენარისაგან (ლერწამი, ლელი, დუდგულა) აგრეთვე ჭერმისაგან. დამზადების წესი ერთნაირია, ენიანს უკეთდება ენა, რომელიც აუცილებლად ლერწმისაა. სალამური ძირითადად მწყემსის საკრავად ითვლება. მასზე სრულდება მწყემსური და საცეკვაო მელოდიები. საქართველოს ტერიტორიაზე სალამურის ტიპის საკრავები უძველესი დროიდან ჩანს. ძვლის სამთვლიანი სალამური აღმოჩენილია სამთავროში (ძვ. წ. XV ს.), ხოლო უფლისციხეში, საკულტო ნაგებობაში აღმოჩენილი სალამური - ჩვ. წელთაღრიცხვამდე VI ს-ით თარიღდება.


ლიტ.: მ. შილაკაძე, ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა, 1970.
მ. შ..

6.58 სალესავი//ქასური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სალესავი//ქასური
სალესავი ქვა, ფართოდ იყო გავრცელებული ქართლ-კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში და ჩრდილო კავკასიაშიც. ესაა განსაკუთრებული ჯიშის ქვა, რომელიც თავისი ხაოიანი ზედაპირის მეშვეობით კარგად ლესავდა რკინეული იარაღთა პირს. ლესვის დროს ქასურს წყალში ასველებდნენ ან ერბოს წაუსვამდნენ, რაც იარაღს გადახურებას ს აცილებს. ქასური გამოიყენებოდა განსაკუთრებით პირბასრი იარაღების გასალესად (ნამგალი, ცელი, სამართებელი, სამყნობი დანა, სასხლავი, შალაშინის პირი და სხვა.) და საოჯახო ჭურჭლის (ქვაბები, ტაფები გასახეხად და გასაპრიალებლად). ქასურს იყენებდნენ აგრეთვე საფლავის ქვების დასამუშავებლად, ზედაპირის მოსასწორებლად, რათა წარწერა თუ ნახატი მკაფიო გამოსულიყო. საფლავის ქვის ამგვარად დამუშავებას გაქასურება ეწოდება. ქასურ სალესავებს ამზადებდნენ სათანადო მასალის მქონე სოფლებში: სნო, უხათი (ყაზბეგის რაიონი), საფარლო, ბოლნისი, საჩინო (ბოლნისის რაიონი), დმანისი, ჩათახი (დმანისის რაიონი), ატენის ხეობა (გორის რაიონი), ჭერათხევი (ხაშურის რაიონი), შროშა, საქასრია (ხარაგაულის რაიონი), მუხური, კურსები, სალესავის ქედი (ტყიბულის რაიონი). ქასურ სალესავზე მისი ეფექტურობის გამო დიდი მოთხოვნილება იყო. ქაისხევიდან გასაყიდად გაქონდათ მეჯვრისხევში, სადაც ბაზრობაზე ადგილობრივი მჭედლების ნამგლებიც იყიდებოდა. არქეოლოგიური მასალა (სამთავრო, ბრილი) მოწმობს, რომ მეომრებს იარაღთან ერთად სალესი ქვებიც ჰქონდათ საფლავში ჩატანებული. ტერმინი „ქასური“ სალესავი ქვის და განსაკუთრებით ცელის სალესის მნიშვნელობით დასტურდება აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტებში. ძველ ქართულში სალესავი ქვის აღმნიშვნელად გვხვდება „ქასრი“. არის მოსაზრება, რომ სალესი ქვის სახელი მომდინარეობს სოფლის ტოპონიმ ქაისხევიდან. მოგვიანებით „ქასური“ სალესი ქვის ზოგად სახელად იქცა, ხოლო გაქასურება გალესვა-გაპრიალების მნიშვნელობა შეიძინა. ტერმინი „ქასური“ ასახულია შრომის სიმღერაში „გლესავ და გლესავ ნამგალო, ნამგალო ჩემო რკინაო, ქასური სალესავითა, ნამგალო ჩემო რკინაო“.

ლიტ.: ვ. ბარდაველიძე, ივრის ფშაველები, 2005.
ნ. რეხვიაშვილი, ქვის საკოდი იარაღი, სსმმ, XVII, 1953.

ა. გ..

6.59 სალტა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სალტა
ქალის გარეთა სამოსელი აჭარაში. მასალად იყენებდნენ მძიმე ქსოვილებს, მაგალითად, მაუდს. ჩახსნილი გულისპირით, შესაბნევის გარეშე. სალტა შედგება სამი ნაჭრისაგან, რომელთა სარჩულად ჩითი აქვთ გამოდებული. სალტა გაფორმების მხრივაც გამორჩეულია. მორთვის საშუალებად იყენებდნენ ვერცხლისმკედს, რომელიც ზოლებად მიჰყვება როგორც საყელოს, ისე მხრებსა და კალთებს. ორნამენტი მეტწილად გეომეტრიულია. მცენარეულსაც (სამყურა, ყვავილები) იყენებდნენ. სალტის ფორმა მსგავ სებას ავლენს წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (ახალქალაქი, XI ს.) ფრესკაზე გამოსახულ პირთა სამოსელთან. მსგავსი თარგისა და სახელწოდების სამოსელი ანატოლიაშიც მოწმდება.

ლიტ.: ი. სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005.
ც.ბ..

6.60 სალტე // საკუდე (ხევს.)// თალა (მთ. გუდამაყ.)// ზალტე (თუშ., ფშ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სალტე // საკუდე (ხევს.)// თალა (მთ. გუდამაყ.)// ზალტე (თუშ., ფშ.)
უნაგირის საჭერი თასმა. 2. თხილის ან შვინდის ტოტებისგან შეკრული წრე, რომლითაც ამაგრებდნენ ყველის დიდ კასრებს.

ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხის ჭურჭელი, 1988.

6.61 სალუდე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სალუდე
საგანგებო ნაგებობა საქართველოს მთიანეთში, სადაც წარმოებდა ლუდის დადუღება. სალუდეში ინახებოდა ყველა ის ინვენტარი, რომელიც საჭირო იყო ამ პროცესის წარმართვისათვის. სალუდე ხატის კომპლექსის ერთ-ერთი საკრალური ნაგებობაა (ხევს). იგი შედის ისეთ სარიტუალო ნაგებობათა რიგში, როგორიცაა დარბაზი, საზარე, ბეღელი.


ბეღელი


საზარე

ე.ნ..

6.62 სამანდრო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამანდრო
„ელვარე საჭურველი“, თვალ-შეუდგამი. წმინდის გიორგის: „შემოსილ ხარ ჯაჭვითა სამანდროთა და მორტყმულსა სარტყლითა ოქროსათა“(საბა). როგორც ჩანს სამანდრო ძვირფასი ლითონებით ან ძვირფასი ქვებით მორთულ-შეჭედილი ჯაჭვის პერანგების ნაირსახეობაა. იმერეთის მეფე ალექსანდრის III-ის ჯაჭვის პერანგი სამანდრო ჯაჭვია.

ლიტ.: სულხან საბა, ლექსიკონი. ტII. 1993.
მ. ქ..

6.63 სამანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამანი
საზღვარი, სანიშნობელი, რომლითაც გამოყოფილია სხვადასხვა პირთა, თემთა და სოფელთა მიწები. ძირითადად წარმოადგენდა ქვისა და ხის სამიჯნო სვეტებს. შუაფეოდალური ხანის საქართველოში ასეთი სამანების კლასიკური ნიმუშია სტელები, რომლებზედაც გამოსახულია „ხელები“ - ფეოდალის საკუთრების სიმბოლო. საგლეხო მიწათმფლობელობაში სამანი უაღრესად გავრცელებული ნიშანია.

ე. ნ..

6.64 სამანქანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამანქანი
ჯაჭვის პერანგის ნაირსახეობა. „სამანქანი არს ჯაჭვის თვალი მრგვალი სამ-ფარეშოსანი, შიგნით ნიკარტოვანი, რბილი, გარდაგრეხით ძნიად გასატეხი.“(საბა). სამანქანური ჯაჭვი ყველაზე საუკეთესო ჯაჭვთა რიგს განეკუთვნება, მისი ყოველი რგოლი (ჭიკუ) ფარეშიანია (დამოქლონებული). სამანქანური ჯაჭვი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს მთიანეთში, ხევსურეთსა და სვანეთში უკანასკნელ დრომდე იყო შემონახული, ასეთი ჯაჭვის პოპულარობა ხევსურულ პოეზიაშიც აისახა„ჯაჭვმა თქვა სამანქანურმა, ქაჯმა ამასხა თითითა“ და სხვა. (იხ. ჯაჭვის პერანგი).

ლიტ.: კ. ჩოლოყაშვილი - „ქართული საჭურველი ჯაჭვი“. სსმმ,ტ.XIX B. 1956.
სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. .II, 1993.

მ. ქ..

6.65 სამარე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამარე
მიცვალებულის სამარხი ადგილი. საბას განმარტებით, „მარი“ აღნიშნავს ხის საწყაოს. ადვილი შესაძლებელია, რომ შემდგომში მის სახელი გავრცელდა იმ ხის ჭურჭელზე, რომელსაც მიცვალებულის ჩასასვენებლად ხმარობდნენ და ადგილს, სადაც მიცვალებული იმარხებოდა, ეწოდა სა მარე, ხოლო სასაფლაოს სამაროვანი.

ე. ნ..

6.66 სამართი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამართი
წისქვილის ქვების მოსაყვანი ოთხკუთხად გათლილი ხის იარაღი. სამართი არის ორმხრიანიცა და ცალმხრიანიც. შავ ფორმაში გამოჭრილ ქვაზე სამართს დაატრიალებენ, სადაც იმისი გადაქნილი ბოლო მოედება, იმ ადგილს აიღებენ სათლელით, მანამდე სანამ, სამართი ქვაზე ერთი მობრუნებით თავისუფლად არ დატრიალდება. სამართის ორივე მხარე გამოიყენება ქვის გასათლელად. მის ზედაპირს მამალი ქვის ქვედა პირი მოჰყავს, ხოლო ქვედაპირს დედალი ქვის ზურგი.

ე. ნ..

6.67 სამარილე//ქუბდე (ფშ. ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამარილე//ქუბდე (ფშ. ხევს.)
მარილის ჩასაყრელი ხის ნაირნაირი ყუთები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული კონსტრუქციებითა და სანიმუშო ესთეტიკური შემკულობით. სამარილეების საუკეთესო ნიმუშები შემოინახა აღმ. საქართველოს მთიანეთმა. მარილი, როგორც ძვირფასი პროდუქტი საჭიროებდა მომჭირნეობით ხარჯვას და მისი დაცვის აუცილებლობა კარგად აისახა ამ ჭურჭლის აგებულებაში. ხის სამარილეების უმრავლესობას გააჩნია კედელზე ჩამოსაკიდი თოკები, თასმები და მჭიდროდ დამაგრებული სახურავები, რომლებიც მოხერხებულად იკეტება და ჰიგიენის თვალსაზრისით კარგად არის დაცული. ასეთ სამარილეებს ძირითადად მარილის შენახვის ფუნქცია ჰქონდათ და არა სუფრაზე სახმარი. მარილის, როგორც ძვირფასი და ძნელად მოსაპოვებელი პროდუქტის მნიშვნელობა კარგად აისახა სამარილეთა შემკულობაში, რაც ბრწყინვალედ გამოხატა ხალხურმა ხითხუროობამ.

ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
ე. ნ..

6.68 სამასრე//საკვესი//ქირუბი (ქართ.)//საკფაიები (კახ.)// საქილე (იმერ.)// გულთათები (გურ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამასრე//საკვესი//ქირუბი (ქართ.)//საკფაიები (კახ.)// საქილე (იმერ.)// გულთათები (გურ.)
ჩოხის გულისპირზე დაკერებული რამდენიმე ნაწილიანი მასრების ჩასაწყობი ჯიბე. ჯიბის ნაწილთა რაოდენობა სხვადასხვა იყო. ამას აპირობებდა როგორც შიგ ჩასაწყობ მასრათა რაოდენობა, აგრეთვე ჩოხის ფორმაც. ძველებურ ჩოხებზე მასრათა რაოდენობა არცთუ ისე დიდი იყო, შემდგომში ჩერქეზული ტიპის ჩოხაზე მათი რიცხვი 20-მდეც ადიოდა, ყარაჩოღულ ჩოხაზე კი ამ საჯიბეს მხოლოდ დეკორატიული მნიშვნელობა ჰქონდა და სხვათაგან განსხვავებით ცერადაც იყო მიკერებული. ძველად სამასრეს გარშემო შემოაკერებდნენ ჭრელად მოქსოვილ ზონარს - ჩაფარიშის მერე კი ყაითანს. ზოგჯერ მათ ნაცვლად სირმასაც იყენებდნენ.

ლიტ.: მსშხი, ტ.III, ნაწ. I, 1983. ც. ბ.

6.69 სამატი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამატი
შოლტებისაგან დაწნული ტყავი, რომელიც რვიანივითაა გამოყვანილი და მისი მეშვეობით ურმის ან სახნისის თავი ებმება უღელს.

ე. ნ..

6.70 სამაქნელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამაქნელი
ქვის ასაწევი ბერკეტი. ყოფაში დამოწმებულია წისქვილისა და ხელსაფქვავი ქვების ასაწევად. სამაქნელის ჰორიზონტალურად დადებული მორი ერთი ბოლოთი დაკიდულია მხრებიან ასაზიდზე და ის მხრები ქვის საბჯენებზეა დაყრდნობილი. მხრის აწევას იოლად ახერხებენ პირწამახული „კეტის ადებით“ და მხარქვეშ იმ სისქის სოლებს უყენებენ რა სიმაღლეზედაც სურთ სამაქნელის მეორე ბოლოზე დაბჯენილი ქვის აწევა.

ე. ნ..

6.71 სამაჯე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამაჯე
სახელოთა ბოლოში წასაკერებელი პატარა, ბრტყელი და ორპირი ნაწილი. შეუხსნელი ან შეხსნილი და ღილებით შესაკრავი. ამზადებენ კაბის ან ზედატანისათვის განკუთვნილი მასალისაგან, რომელიც ხან ბამბის ქსოვილისაა, ხან კი ქიშმირისა და აბრეშუმის.

ც. ბ..

6.72 სამაჯური//დასტანაგი//სალტე//ბრასლეტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამაჯური//დასტანაგი//სალტე//ბრასლეტი
მაჯის სამკაული. სულხან-საბა „დასტანაგს“ განმარტავს, როგორც ქალთა სამკლავეს, „სალტეს“ კი ქალთა მაჯათა სამკაულად, რომელიც მზადდებოდა ძვირფასი ლითონებისაგან.

სამაჯურის აღმნიშვნელი ძველი ქართულ ტერმინი - „სალტე“, დღემდე შემორჩენილია საინგილოში. სამაჯური შეიძლება იყოს მასიური, ღრუ, სახსრიანი, ინკუსტრირებული, გავარსით შემკული, მომინანქრებული და სხვა.

ადრეანტიკური ხანის საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული სხვადასხვანაირად შემკული აქემენიდური სტილის ზურგშედრეკილი სამაჯურები. ეს სტილი ირანიდან გავრცელდა სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. გვიანანტიკური ხანიდან გვხვდება სახსრიანი სამაჯურები. შუა საუკუნეებში საქართველოში ძალიან პოპულარული იყო ტიხრული მინანქარი და სამაჯურებს ხშირად ტიხრული მინანქრით ამკობდნენ. ვერცხლის სამაჯურებს რთავდნენ როგორც ფერადი თვლებით, ისე გავარსით. ამ ტიპის სამაჯურებს ბოლო დრომდე ამზადებდნენ დაღესტნელი ოქრომჭედლები. კავკასიაში ვერცხლის ფილიგრანული სამკაულებით და, მათ შორის, სამაჯურებით განსაკუთრებით განთქმული იყო საქართველო. შემკულობის გარდა სამაჯური ისევე, როგორც ბეჭედი, ყელსაბამი, გვირგვინი და დიადემა წარჩინებულობის ნიშნად, ინსიგნიად ითვლებოდა ძველ სამყაროში.

ლიტ.: ი. გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981.
ლ. სოსელია, ოქრომჭედლობის შესწავლისათვის მესხეთში, კრ. მესხეთ-ჯავახეთი, 1972.
მ. ბ.

6.73 სათაური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სათაური
თავის დასაჭერი აღვირი

6.74 სამზარეულო//სამზადი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამზარეულო//სამზადი
საჭმლისა და სხვადასხვა კერძეულის მოსამზადებელი ადგილი. ზოგჯერ სახლის კომპლექსშია განთავსებული, ზოგჯერ ცალკე შენობას წარმოადგენს. დიდ სასახლეებს, როგორც წესი, ცალკე, ვრცელი სამზარეულოები ჰქონდათ. ასევე ცალკე სამზარეულოები გააჩნდათ მონასტრებს (სატრაპეზოებს). ეთნოგრაფიულ ყოფაში სამზარეულოს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ძირითადად ასეთი ობიექტი მოწყობილი ჰქონდათ სახლის პირველ სართულზე, სადაც ენერგიის წყაროსთან ერთად (შუაცეცხლი, ბუხარი, ღუმელი, გაზის ქურა) განთავსებულია განჯინა-თაროები, კარადები - ჭურჭლის, სანელებელთა და სხვადასხვა სამზარეულო იარაღებისათვის. ეთნოგრაფიულ ყოფაში შეძლებულ ოჯახებს ძველადაც და შემდგომაც სამზარეულო სახლები განცალკევებით ჰქონდათ აგებული. ქართული სუფრის მრავალფეროვანი ხასიათი აპირობებდა სამზარეულო სტრუქტურის სირთულეს. სამზარეულოს პრაქტიკულის გარდა გააჩნდა ესთეტიკური დანიშნულება, რაც გამოკვეთილი იყო მისი ინტერიერის ზოგად გაფორმებაში.

ე. ნ..

6.75 სამთვალა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამთვალა
ხის ორიგინალური სასმისი, რომელიც წარმოადგენს სამ ერთმანეთზე მიკრულ განყოფილებას, რომლებიც შიგნით გახვრეტილია და სმის დროს სასმელი ზიარი ჭურჭლის პრინციპით ორიდან ერთ განყოფილებაში გადაედინება. სამთვალას განვითარებული და დახვეწილი ტიპია თიხის მარანი (იხ. მარანი თიხისა). საქართველოს მთიანეთში სამთვალას იყენებდნენ სარიტუალო დღესასწაულების დროს. სამთვალას მსგავს სასმისს რაჭაში კვატუში ერქვა.

ლიტ:. მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.

6.76 სამკლაური ტყავისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამკლაური ტყავისა
გამოიყენებოდა სამეურნეო საქმიანობის დროს. ტყავის სამკლაურის დამზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. მას წვრილფეხა საქონლის ტყავისაგან ამზადებდნენ. შესაკერად ადრე ტყავის თასმებს იყენებდნენ. ბოლო ხანებში კი ძაფით ან ბაწრით კერავდნენ. სამკლაურს მესაქონლე ხალხი, უფრო მეტად მეცხვარეები ხმარობდნენ. გარდა ამისა, იყენებდნენ მჭედლები, გუთნისდედა და დურგლები.

ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ..

6.77 სამკვდილი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამკვდილი
მკელის ტყავის წინსაფარი. ყანის მკის დროს მომკელი იკეთებს სამკვდილს გულზე, მხრებსა და მკლავებზე, რომ ნამჯამ არ შეაწუხოს. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში სამკვდილი მხოლოდ ქიზიყში დასტურდება. მსგავსი წინსაფარი სხვა ხალხთა ყოფაში არ ჩანს. ქიზიყში ტყავის სპეცტანსაცმლის არსებობას აპირობებდა მეცხოველეობის განვითარების მაღალი დონე, ტყავის დამუშავების საქმის ცოდნა-გამოცდილება. სიღნაღის რაიონში თავმოყრილი ყოფილა ჭონების დიდი რაოდენობა. სამკვდილის ტყავს თრიმლის (იხ.) საშუალებით ამუშავებდნენ. მასალად იყენებდნენ თხის, ცხვრისა და ხბოს ტყავს. სამკვდილი ერთი მთლიანი ტყავისგან შედგებოდა. მას წელზე მიკერებული ჰქონდა ტყავის ფუნჯები, ზედ ჰქონდა მიბმული სამაჯურები, საოფლე, სათითე და მუშა. სამკვდილს ჩაცმის წინ და მუშაობის დასრულების შემდეგ ცხვრის ქონით პოხავდნენ. მკელი მის შიგნით ან არაფერს, ან პერანგს იცვამდა. შეკერვის დროს ნაბალნევი მხარე შიგნით უნდა მოჰყოლოდა ოფლის საწინააღმდეგოდ. იკერება ორი ტყავისგან: ერთ ტყავს შუაზე საყელოს ამოუღებდნენ ისე, რომ ნახევარი ტყავი უკან მოექცეოდა და მხრებსა და ბეჭებზე ეფინებოდა, მეორე ნახევარი გულს უფარავდა, სიგრძივ წელის არეში (საქამრეზე) მიაკერებდნენ ტყავს, რაც მუცელსა და ბარკლებს დაუფარავდა. სამკვდილს მარჯვენა ხელისათვის მიკერებული ჰქონდა სამკლავე. იგი გაუკერავია ხელის მოხრა რომ არ შეუშალოს მუშაობის დროს, მარცხენა ხელის მაჯაზე შემოხვეული აქვს ტოლაღი, რომ ნამჯამ მაჯა არ „შეუჭამოს“.


ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ..

6.78 სამკერდული// სამკედური (ქართ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამკერდული// სამკედური (ქართ.)
საჯდომი ცხენის აღკაზმულობის ნაწილი. იგი ყელისა და გულ-მკერდის სამკაულია. წინა მოსართავზე გამობმულია ტყავის თასმა, რომელიც წინა ფეხებშუა გამოდის და მკერდთან ორ ტოტად იყოფა, სადაც ეკიდება ვერცხლის ბალთა, ორივე ტოტი ყელის მარჯვენა და მარცხენა მხარესაა ამოტარებული და ტახტზე დამაგრებული. მკერდის შემკულობა შეიძლება ყოფილიყო ვერცხლისა, რაც დამოკიდებული იყო ქონებრივ და წოდებრივ მდგომარეობაზე.

ნ. ჯ..

6.79 სამკვრე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამკვრე
კვარის დასადები ლითონის ნივთი სახლის გასანათებლად. ამზადებდნენ გრეხილი ლითონისაგან. (იხ. ლამტვარალი).


6.80 სამკლავე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამკლავე
1. მკლავზე წამოსაცმელი, სახელოს მოყვანილობისა, იდაყვიდან თითებამდე სიგრძის. მოქსოვილი ან ნაჭრისგან შეკერილი. იყენებდნენ ზამთარში მკლავების გასათბობად. სამკლავე სვანეთსა და ხევსურეთში საპირესა და სარჩულს შორის ბამბაფენილი და საპირეზე დალიანდაგებულიც უნდა ყოფილიყო. ხევსურული სამკლავე შეხსნილია და ღილებით შესაკრავი. ამასთან, იგი შემკობის მხრივაც გამორჩეულია. კერძოდ, შალისა თუ აბრეშუმის ძაფებით შესრულებულ ნაქარგში ჭარბად იყო გამოყენებული საქართველოს მთის ზოლისათვის ტიპური გეომეტრიული ჭრელი, აგრეთვე გაფორმების აპლიკაციის წესიც - ფერადი ქსოვილის პატარა ნაჭრებით მორთვას ითვალისწინებდა. 2. სამხედრო შეიარაღებიდან მკლავის დასაცავი ლითონის ფირფიტა. მას იყენებდნენ აგრეთვე ფარიკაობის დროს. (იხ. ხელკავი)


ც. ბ..

6.81 სამოსი//სამოსელი//შესამოსელი//ჩასაცმელი//ტალავარი// (ხევს. ფშ. ხევი) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამოსი//სამოსელი//შესამოსელი//ჩასაცმელი//ტალავარი// (ხევს. ფშ. ხევი)
ქალისა და მამაკაცის ჩასაცმელის ზოგადი სახელწოდება. ძველთაგანვე ცნობილი იყო სადიაცო და სამამაკაცო სამოსელი, თუმცა მათ შორის სხვაობა არცთუ დიდად ყოფილა შესამჩნევი და სახელწოდებანიც საერთო ჰქონიათ (კაბა, ჩოხა, ქათიბი, პაჭიჭი, წინდა და სხვ.). ძველ საქართველოში „მდაბიური“-სა და „შეურაცხადი“-ს საპირისპიროდ გვხვდება „პატიოსანი“ და „უმჯობესი“ შესამოსელი.

ტანსაცმელი სეზონის მიხედვითაც ირჩეოდა და კვირის დღეების მხრივაც. ეკლესიაში წასვლის ჟამს წამოისხამდნენ ლამაზ ხირღას და ბატონთან მისვლისას კი-ქათიბს. შინ პურის ჭამისას ქუქუნაკი ან ქურქი სცმიათ. ფეხზე საგარეოდ მოიხმარდნენ წითელ ან მწვანე, მაღალ მაშიებს, შინ კი ქოშებს. თუ ჩვეულებრივ დღეებში ჩით-ლაინის ტანსაცმელი ეცვათ, შაბათ-კვირას ატლასის ან სხვა ძვირფასი ქსოვილებისა.

ადრეულ პერიოდში არსებობდა წოდებისა და სოციალური მდგომარეობით გამორჩეულ პირთა სამოსელი, თუმცა ფორმისა და მოყვანილობის მხრივ ქართული ჩაცმა-დახურვა სხვადასხვა წოდებაში ბევრი არაფრით განსხვავდებოდა. საქართველოს ზოგიერთი კუთხისათვის დამახასიათებელი იყო სხვადასხვა სტილის ჩაცმულობა. მაგალითად, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო მამაკაცის ორიგინალური ტანსაცმელი „ჩაქურა“, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში-ხევსურეთში გავრცელებული იყო მამაკაცის დაქარგული ელემენტებით შედგენილი „ტალავარი“. ცალკე იყო ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ტყავის ტანსაცმელი-სამკვდელი (იხ), რომელსაც მკის დროს იცვამდნენ. ძველთაგანვე ერთმანეთს ემიჯნებოდა საშინაო და საგარეო დანიშნულების ტანსაცმელი. ეს უკანასკნელი დაძველებისა ან მოდიდან გასულობის გამოც საშინაო ხდებოდა. ჩვეულებრივ მიღებული ჩასაცმელიდან გამოყოფილი იყო სარიტუალო ჩასაცმელიც, რომელთა შორის სახელდებოდა როგორც საქორწინო, ისე სამგლოვიარო და მიცვალებულის საფლავში გასატანებელი სამოსელიც.

ტანსაცმლის ყოველი ტიპის ერთიან შემადგენლობაში შედიოდა როგორც ზეითი (ზედა) და ქვეშითი (ქვედა), ისე საცვლებიც. მართალია, სამოსელის ზოგადი ტერმინებიდან ბოლო დრომდე „ტანსაცმელი“ შემოგვრჩა, მაგრამ მასში იგულისხმება როგორც თავსაბურავი, ისე ფეხსამოს-ფეხსაცმელებიც

ლიტ.: ი. ჯავახიშვილი, მქემკი, III-IV, 1962.

ც. ბ..

6.82 სამოვარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამოვარი
ჩაის დასაყენებელი ხელსაწყო. საქართველოში ჩაის დამკვიდრების შემდგომ გავრცელდა სამოვრის გამოყენების კულტურა, რომელიც რუსეთიდან შემოვიდა. სამოვრის გამოყენებამ ფართოდ მოიკიდა ფეხი საქალაქო ყოფაში, განსაკუთრებით საზეიმო შეკრებებისა და საოჯახო დღესასწაულების დროს. XIX ს. „ჩაიზე დაპატიჟება“ ერთგვარ მოდურ გატაცებად იქცა, რამაც წინ წამოსწია სამოვრის მოხმარების კულტურა. საუკეთესო სამოვრები საქართველოში შემოდიოდა რუსეთის ქალაქ ტულიდან.

ე. ნ..

6.83 სამრელო // სამირეულო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამრელო // სამირეულო
ხევსურეთში გავრცელებული წესის მიხედვით, თვიურის ან მშობიარობის დროს ქალი გადის ცალკე, სახელდახელოდ ნაგებ შენობაში და უაღრესად ძნელ პირობებში ატარებს ამ განსაცდელიან დროს. ოჯახის წევრები საჭმელსა და წყალს აწვდიან მორიდებით, რათა ისინიც არ გაუწმინდურდნენ. ამ ვითარებაში მყოფი ქალის სამყოფს ეწოდება სამრელო.

ე. ნ..

6.84 სამსჭუალი//სამჭვალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამსჭუალი//სამჭვალი
ლურსმნის ძველ ქართული სახელწოდება. სამსჭვალები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანის მასალებში გვხვდება. ანტიკური ხანის ძეგლებში აღმოჩენილია ძელებითა და მასიური რკინის სამსჭვალებით შეკრული სამარხი ნაგებობები. საგულისხმოა, რომ საქართველოში ინახებოდა ის სამსჭვალები, რომლითაც იესო ქრისტე იყო მილურსმული ჯვარზე.

ე. ნ..

6.85 სამტკიცი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამტკიცი
წმინდად მოქსოვილი საცერი. სამტკიცით გაიცრებოდა სარიტუალო პურ-ნამცხვრის ფქვილი.

6.86 სამურველი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამურველი
რკინის დაკბილულპირიანიი ცხენის საწმენდი, „ცხენთ საფხანი“, რომელსაც აქვს ხელის მტევნის გასაყრელი.

6.87 სამუხველი (იმერ.) //ელაიშთე (სამეგრ.)//ოგვადო (გურ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამუხველი (იმერ.) //ელაიშთე (სამეგრ.)//ოგვადო (გურ.)
აბრეშუმის პარკიდან ძაფის ამოსახვევი ხელსაწყო. ძაფი სამუხველზე იხვეოდა ცხელ წყალში ჩაყრილი აბრეშუმის პარკებიდან. სამუხველი შედგებოდა ბოლოში ვიწრო და შუაში ბრტყელი ფიცრის - „მკლავისა“ და ორკაპა ჯოხისაგან. „მკლავი“ თავისი ბრტყელი ნაწილით დამაგრებული იყო ორკაპა ჯოხზე. მკლავის ერთ-ერთ მხარეზე გამობმული იყო ძაფი. „მკლავის“ ორკაპა ჯოხზე ჩამოდების შემდეგ მარჯვენა ხელით იწყებოდა ძაფის ჯვარედინად დახვევა მკლავის ორივე მხარესა და ორკაპა ვერტიკალურ ჯოხის ნაწილებს შორის. დას. საქართველოში (იმერეთი) სამუხველი ბამბის ძაფის ამოსახვევადაც იყო გამოყენებული.

ლიტ.: ნ. აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, 1957.
ლ. მ.

6.88 სამუხლე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამუხლე
მუხლის ერთგვარი საფარი. იქ, სადაც პაიჭს (იხ.) ხმარობდნენ, სამუხლეც გამოიყენებოდა. ძირითადად პაიჭის დასამაგრებლად და მუხლის სიცივისგან დასაცავად. ძველად სამუხლე ბეწვგაუცლელი ტყავისგანაც უმზადებიათ. ტყავის დამუშავების განვითარებასთან ერთად სამუხლე ბეწვგაცლილი ტყავით შეიცვალა. სამუხლეს ერთი მტკაველის სიგრძე-სიგანის ტყავის ნაჭრისგან ამზადებდნენ. მას ორწვერი მოკლე თასმა აქვს გამობმული და მუხლს უკან იკვანძება. „როცა ჩვენებური მწყემსი ყიზლარში ზამთრობით ცხვარს მოსდევდა, აუცილებლად სამუხლეს იკეთებდა“ (სტეფანწმინდა).

ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ..

6.89 სამფეხა თიხის - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამფეხა თიხის
სხვადასხვა ზომის ზედადგარი, საგანგებოდ გამოძერწილი და გამომწვარი თიხის სამფეხა იხმარება ქურაში გამოსაწვავად შეწყობილი მოჭიქული ფიალის, ჯამის, ორჯამიანის და ბადიის ფსკერზე დასადებად, რათა ერთმანეთში ჩაწყობილმა ჭურჭელმა სრული გამოწვა მიიღოს. საქართველოში თიხის სამფეხის დამზადება დასტურდება ქართლში, კახეთსა და იმერეთში- სადაც მას „ბორჭყას“ ეძახიან. სამფეხა პატარა ზომისაა, რათა ჯამის ფსკერზე კარგად მოთავსდეს. მოჭიქული ჯამები მათ გარეშე ერთმანეთში არ ჩაიწყობა. ჯამში ჯერ ზედადგარი ჩაიდგმება და მის ზემოდან მოქცეული მეორე ჯამის ძირი ზედადგარს დაეყრდნობა (ჯამების ძირი მოუჭიქავია). სხვა ჯამების დაწყობაც (დაახლოებით 10 ერთეული) ამ წესით გრძელდება. სამფეხას წყალობით ჯამებს ცეცხლი კარგად უვლის და თან იცავს მათ ერთმანეთზე მიკვრისგან. საქართველოში გავრცელებული სამფეხას ტიპის ნიმუშები აღმოჩენილია კაპადოკიასა და ხერსონესში. ისინი ზუსტად იმეორებენ საქართველოში დადასტურებული სამფეხა - ზედადგრების ფორმებს.

ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, 1949. ს. ბედუკიძე, მოჭიქული ჭურჭლის წარმოებისათვის, მმ, 1953.
მ. ზ..

6.90 სამჭედლო//სამჭედური (იმერ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამჭედლო//სამჭედური (იმერ.)
სამჭედლო სახლი, ნაგებობა, ქოხი, სადაც ხელოსანი მჭედელი წარმართავს საქმიანობას. ერთი სამჭედლო ყველა სოფელში ფუნქციონირებდა და თითქმის XX ს-ის შუა ხანებამდე შემოინახა თავი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. „სამჭედლო ქოხს“ აქვს ფართო სარკმელი („დარაბა“). შუა ადგილას გამართულია სამჭედლო ქურა საბერველითა და ყველა საჭირო ინვენტარით (გრდემლი, საწრთობი, წყლის ჭურჭელი გეჯა // როფი, მანგანა, ხელკვერები, მარწუხები, ურო სხვადასხვა ზომის, სანახშირე გოდორი). კედლების გასწვრივ გამართულია თაროები სხვადასხვა იარაღისა და აქ გამოჭედილი მზა ნაწარმის დასაწყობად. სამჭედლო ქოხი ან ფარდული გამართული იყო, როგორც წესი, თვალსაჩინო ადგილას - სამიმოსვლო გზასთან, თემშარასთან, გზაჯვარედინზე, სოფლად - ცენტრში, მაგრამ საცხოვრებელი სახლებიდან მოშორებით, ცეცხლისა და შესაძლო ხანძრის თავიდან ასაცილებლად.


ა. გ..

6.91 სამჭიდობელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სამჭიდობელი
ურმით თივის წაღებისას თივაზე ზემოდან გადაკრული ხის გრძელი ტოტი ან ლარტყა, რომლის ერთი თავი ურმის წინა საბანდშია ამოტარებული, ხოლო მეორე უკან კოფოზეა ბაწრით დამაგრებული. სამჭიდობელი კარგად აკავებს ურემზე დადგმულ თივას.

ე. ნ..

6.92 სანახი//სელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სანახი//სელი
კანაფის გაძენძილი თოკი, რომელსაც ხევსურები ხმარობდნენ ჭრილობის მოსაბანად და საფენად. მარილწყალში დაალბობდნენ და ჭრილობაზე დაადებდნენ, რაც აჩერებდა სისხლს, ახდენდა დეზინფექციას, მარილი კი კუმშავდა ჭრილობას. მარილიანი სელის ამოღების შემდეგ ექიმი ჭრილობას „კარაქმდნარით“, ერბოთი ან თაფლით გაპოხილი გაჟღენთილი სელით გატენიდა. ექიმი სელს ჭრილობაში ორი-სამი დღით დატოვებდა და შემდეგ ამოიღებდა.

ლიტ.: ნ. მინდაძე ქართული ხალხური მედიცინა. 1981.
ე. ნ..

6.93 სანაყი//როდინი (ქართლი, იმერ., სამცხე-ჯავახ.)//ფილი (კახ.)// ქვიჯა// ქვეჯა//ჩუგა (გურ.სამეგრ.)//სანივრია//ყუნჭი(ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სანაყი//როდინი (ქართლი, იმერ., სამცხე-ჯავახ.)//ფილი (კახ.)// ქვიჯა// ქვეჯა//ჩუგა (გურ.სამეგრ.)//სანივრია//ყუნჭი(ხევს.)
როგორც მეტალის, ასევე ხისა. საქართველოს სოფლებში ძირითადად ხის სანაყები იყო გავრცელებული. სანაყები მასში ჩასანაყი პროდუქტის შესაბამისად იყო სხვადასხვა მოყვანილობის. ჩვეულებრივი ზომის სანაყი-როდინები ფართოდაა გამოყენებული სამზარეულო საქმიანობაში. იგი წარმოადგენს მაგარი ხისგან გაკეთებულ წელვიწრო და ფართოპირიან ჭურჭელს, რომლის ძირი მყარია და მასიური, ხანგრძლივ ნაყვას რომ გაუძლოს. სანაყის პირში იყრება დასანაყავი პროდუქტი და ინაყება ხელში კარგად ჩასაბღუჯი ბუნებრივი მოგრძო რიყის ქვით ან ხის კაკვით. სანაყი პრეისტორიული ხანიდან გამოიყენებოდა მარცვლეულის დასაქუცმაცებლად, რომელმაც შემდეგ განვითარება პოვა დიდი ზომის საცეხველებში (იხ.).


ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
ე. ნ..

6.94 სანდალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სანდალი
ლაზური აფრებიანი ხომალდი, რომლის აგების ტრადიციები XIX ს. ბოლომდე შემორჩა ლაზეთის მოსახლეობაში. დაახლოებით 35-40 მეტრის სიგრძის ხომალდია, რომელსაც რამდენიმე ათასი ფუთი ტვირთის გადატანა და სამასამდე კაცის გადაყვანა შეეძლო. ჰქონდა ორი ანძა (იშვიათად სამანძიანიცაა), სანდალას კიჩოზე საგანგებოდ ყრიდნენ ქვებ,ს ცხვირი რომ აეწია და სწრაფად ეცურა.

ლიტ.: კუტალეიშვილი, ზღვაოსნობა საქართველოში, 1987.
ე. ნ..

6.95 სანდლი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სანდლი
თხელლანჩიანი და ტყავის თასმებიანი ფეხსაცმელი, რომელიც წვივებზე მაგრდება ამ თასმების მეშვეობით. მოგვიანებით სანდლებს შესაკრავად გაუჩნდათ ლითონის აბზინდები.

ე. ნ..

6.96 სანერბილო (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სანერბილო (ხევს.)
მიცვალებულთა სულებისთვის განკუთვნილი სარიტუალო დოღის დროს გამომცხვარი ხავიწისგულიანი მრგვალი პური, რომელიც მხედარს ეძლეოდა. სანერბილოს მხედარი ორ ნაწილად გაჭრიდა, ნახევარს ცხენის მომრთველ ქალს მისცემდა, ნახევარს თვითონ დაიტოვებდა.

ლიტ.: დ. გიორგაძე, ერთი ტრადიციული ჩვეულება აღმ. საქართველოს მთიანეთში, ეთნოლოგიური ძიებანი, ტ. II, 2003.
ე. ნ..

6.97 სანთელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სანთელი
აქ: სარიტუალო სანთელი. საუკეთესოა თაფლის გამოწურვის შემდეგ დარჩენილი ცვილისგან დამზადებული. შუაში ბამბის ძაფის პატრუქით, რომელიც იწვის. ეკლესიის სწავლებით, როგორც ყველაზე სუფთა ნივთიერება, ნიშნავს მორწმუნეთა გულწრფელობასა და სიწმინდეს. როგორც რბილი ნივთიერება, აღნიშნავს მორწმუნის მორჩილებასა და მზადყოფნას ცოდვების მონანიებისთვის, ასევე მორწმუნის არსის განწმენდას ღვთიური ცეცხლით. როგორც მრავალი სახის ყვავილისგან შეკრებილი, აღნიშნავს ყველა ქვეყნის ქრისტიანთა შესაწირს. სანთელი ნიშნავს სულიწმინდის მადლს, და ბოლოს, ნივთიერებას, რომელიც იწვის და იძლევა სინათლეს, ამ თვისებათა გამო სანთელი საუკეთესო შესაწირია ღვთისადმი. ცვილისა და ზეთის ქურდობა ისჯებოდა ეკლესიიდან განკვეთით. დიდო ზომის სანთელს კელაპტარი ჰქვია.

ლიტ.: მართლმადიდებლური მცირე ლექსიკონი, 2002.
მოკლე განმარტება ლიტურღიისა, შეკრებული დეკ. გრიგოლ მანსვეტოვის მიერ. ჩყნბ წელსა.

ხ. ც..

6.98 სანთური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სანთური
აღმოსავლური სიმებიანი დასარტყმელი საკრავი. ტრაპეციის ფორმის ხის კორპუსიანი, რომელიც ერთმანეთთან მიწებებული ფირფიტებით კეთდება. ტრაპეციის ფუძის გვერდების სიგრძეა 73 და 32სმ, სიმაღლე 27 სმ, გვერდების სიგანე 12 სმ. ზემოდან გაკეთებული აქვს სარეზონანსო ნახვრეტები, განლაგებული ვარსკვლავისებურად. სიმები ლითონისაა და გაბმულია ტრაპეციის ფუძის პარალელურად. სიმები ერთ, ორ და სამგუნდიანია. თითოეულ ჯგუფში შემავალი უნისონურად იწყობა. სიმების ჯგუფები ეყრდნობა ჯორაკებს, რომლებსაც გადააადგილებენ საჭიროების მიხედვით. სიმების რაოდენობაა 16-დან 24-მდე, წყობა ქრომატიული. დიაპაზონი ორ ოქტავამდე. აჟღერება ხდება ხის მსუბუქი ჯოხების სიმებზე დარტყმით. დაკვრის დროს საკრავი უდევთ მუხლზე ტრაპეციის დიდი ფუძით მუცელზე მიყრდნობილი. სანთური გამოიყენება სოლოდ, მაგრამ, როგორც წესი, იგი საზანდარის - აღმოსავლური ინსტრუმენტული ანსამბლის მონაწილეა. სანთური გავრცელებულია აღმოსავლურ ქვეყნებში, საქართველოში, კერძოდ, თბილისში, შემოვიდა საზანდართან ერთად.

ლიტ.: დ. არაყიშვილი, ქართული მუსიკა, ქუთაისი, 1925.

6.99 სანიჭარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სანიჭარი
1. ქორწილში შესაწევარი. 2. საერთოდ შესაწევარი, საბოძვარი. 3. (მესხ.) შრომითი დახმარება გასამრჯელოს გარეშე (უკაცო ოჯახისათვის, რაიმე უბედურებისა თუ სხვა გაჭირვების შემთხვევაში, ოჯახის უფროსის ავადმყოფობის დროს და სხვა). თუ ოჯახი მუშახელისა და გამწევი ძალის უქონლობის გამო ვერ ერეოდა რომელიმე საშურ საქმეს (მოსავლის აღება, გადაზიდვა და სხვა), მღვდელი გადასძახებდა სოფელს და შეატყობინებდა ამის შესახებ. „წინაპირი“ ხალხი სასწრაფოდ შეიკრიბებოდა და მოეხმარებოდა ოჯახს ამ სამუშაოს შესრულებაში (ს. მუსხი). ოჯახი, რომელსაც ეხმარებოდნენ, შეძლებისდაგვარად უმასპინძლდებოდა დამხმარეებს. თუ სანიჭარი ძალიან გაჭირვებულ ოჯახს ეხმარებოდა, ყველა მონაწილე აგროვებდა სანოვაგეს და თვითონვე აწყობდა ვახშამს. შრომის ორგანიზაციის ეს ფორმა იგივეა, რაც სამადლოდ დახმარება (ერწო-თიანეთი), შებრალებით შველა (მთიულეთი), შემწეობა (გურია), შენწოობა (სამეგრელო).

ლიტ.: ლ. ბერიაშვილი, მიწათმოქმედება მესხეთში, 1973.
ი. დოლიძე, ძველი ქართული სამართალი, 1953. ს. მაკალათია, მესხეთ-ჯავახეთი, 1938.

თ. გ..

6.100 საოსტიგნე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საოსტიგნე
სამზარეულო, სასადილო სახლი ან ოთახი ბერმონაზვნურ კომპოზიციაში. ხშირადაა მოხსენიებული ქართულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში, მოგვიანებით მასთან ერთად დამკვიდრდა „სატრაპეზო“.

ე. ნ..

6.101 საოფლე//სარბილობელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საოფლე//სარბილობელი
ცხენის აკაზმულობის ნაწილი. ნაბადი. ეფინება უნაგირის ქვეშ შიშველ ზურგს ცხენის შეკაზმვამდე, ოფლის შესაშრობად და ცხენის ზურგის დაზიანებისაგან დასაცავად.

ნ. ჯ..

6.102 საოქრომჭედლო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საოქრომჭედლო
ოქრომჭედლის სამუშაოდ განკუთვნილი სახელოსნო. საოქრომჭედლო სახელოსნოს სიდიდე მომუშავეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. ის შეიძლება ძალიან პატარაც იყოს და შედარებით მოზრდილიც. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სახელოსნოს ადგილმდებარეობასა და განთავსებას: ა) სახელოსნო გზის პირას უნდა მდებარეობდეს, ადვილად მისაგნებ ადგილას; ბ) სახელოსნო კარგად უნდა იყოს განათებული. პატარა საგნების მკეთებელს ზოგჯერ, ჩვეულებრივი თვალისათვის უჩინარი სამუშაოს შემსრულებელ ოსტატს, უსინათლო ადგილსამყოფელი არ გამოადგება. საქართველოს ერთ-ერთ დაწინაურებულ საოქრომჭედლო ცენტრში-ახალციხეში „ყვინჩებისა“ და ოქრო-ვერცხლის მჭედლების სახელოსნოები ერთმანეთის გვერდით იყო ჩამწკრივებული, ქუჩისაკენ ნათელი დარაბებით, პატარა ფიცრული შენობები, სადაც ხელოსნის მთელი საქმიანობა მიმდინარეობდა, ეს იყო ლითონის ჩამოსხმა, კვერვა, მოვერცხვლა, მოოქროვება, რჩილვა და ა.შ. ამავე დროს, სახელოსნო სავაჭრო დუქნის დანიშნულებასაც ასრულებდა. აქვე ხდებოდა დამზადებული ნივთების გაყიდვა. ხელოსანი დაბლა იჯდა დოშაკზე. წინ გამართული ჰქონდა დაბალი მაგიდა დახლივით, რომელზედაც განლაგებული იყო ხელსაწყო-იარაღები: სხვადასხვა ზომის ჩაქუჩები, ყალმები, მარწუხები, ქალაფთინი, ადიდა, ხიშტაკი თავისი ხოშებით, მაკრატელი, ჩიფთი (მაშა), ქლიბი, ზინდანები, სხვადასხვა სახის მანგანა, რიჯა, ფარგალი, თითბრის თარგები, ფჩა, დარიჯა, სიმქაში, რანდა და როვროვო, ორნამენტის გამოსაყვანი ბრინჯაოს ყალიბები და სხვ. ოქრომჭედელს თავისი მუდმივი საჯდომი ადგილის გვერდით მოწყობილი ჰქონდა ქურა - „ქორუგი“.


მ.ბ..

6.103 საოშუალო//ოშუალე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საოშუალო//ოშუალე
ჰორიზონტალური დაზგის ტიპი. შედგენილი იყო ოთხ-ოთხი ლატნით შეკრული ოთხი ბოძისგან. ზევით გადებულ ჯოხზე ჩამოკიდებული იყო ზინგი (დგიმი) და სავარცხელი. ზინგზე გამობმული იყო ორ-ორი თოკი. ქსოვისას თოკებზე, ფეხის გამოდებით, ძაფები თანმიმდევრობით ზევით და ქვევით აიწევ-დაიწეოდა. შესაბამისად მაქოც, ძაფების გახსნილ პირში მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით იქნებოდა გატარებული. სავარცხლით ჩაბეჭილი ნაქსოვი თანდათან ეხვეოდა მრგვალ ჯოხზე. „ოშუალეზე“ იქსოვებოდა აბრეშუმის, შალის, ბამბის, სელის ქსოვილები. გამოთქმულია ვარაუდი, რომ „ოშუალეზე“ სელის ქსოვა, კოლხური სელის ქსოვის ტრადიციებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რის შესახებაც ცნობებს გვაწვდის ისტორიის მამა - ჰეროდოტე.

ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, ქართული ხალხური საქსოვი დაზგები, სსმმ, XVIII-B, 1954.
ლ. მ..

6.104 საპალნე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საპალნე
1. საზომი ერთეული. XIX ს-ის მასალებით იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში საპალნის ოდენობა 8-10 ფუთს შეადგენდა (დაახლ. 147 კგ). უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა საპალნე განსხვავებული ზომის იყო. ცხენის, ჯორისა და ხარის საპალნე თითქმის ერთი სიდიდის იყო, ვირის საპალნე კი მათზე 2-2,5-ჯერ ნაკლები. 2. ტვირთი, პალანზედ ასაკიდებელი. ქართულად ნიშნავს ნაკს, კეხს, უნაგირს. ფართოდ იყო გავრცელებული მახლობელ და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. სიტყვა პალანი პირველად მოიხსენიება დაბადების ქართულ თარგმანში აქლემთან დაკავშირებით. როგორც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა, საპალნე თავდაპირველად აქლემის ტვირთის აღმნიშვნელი ტერმინი უნდა ყოფილიყო, შემდგომში კი ყოველგვარი სახედარი საქონლის ტვირთის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა. თბილისსა და მის შემოგარენში, XIX ს-ში, საპალნეში 336 ჩარექს, ანუ 42 ჩაფ ღვინოს ანგარიშობდნენ (აქაური ჩაფი 8 ჩარექიანი საწყაო იყო). აქედან ორი ჩაფი შემდგომ დამატებითია. კახეთში საპალნეში 30 ჩაფი ღვინო ჩადიოდა, აქაც ისევე როგორც თბილისში ორ ჩაფს ამატებდნენ და 32-ჩაფიანად ანგარიშობდნენ.

ლიტ.: ჯ. სონღულაშვილი, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისათვის.
გ. ჯაფარიძე, ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1974.

მ.ხ..

6.105 საპენტი//საპენტელა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საპენტი//საპენტელა
ბამბისა და მატყლის საპენტი საშუალება. საპენტელას ხმარობდნენ როგორც დასავლეთის (იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი), ისე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში (ქიზიყი, კახეთი, ქართლი, მთიულეთი).

ლიტ.: მსხში, ტ. II 1982.
ლ. მ..

6.106 საპირისწამლე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საპირისწამლე
თოფისწამლის (დენთის) სატარებელი ჭურჭელი. მზადდებოდა სხვადასხვა მასალისაგან. ვინაიდან საქართველოში ფითილიანი თოფები არ იწარმოებოდა, შესაბამისად, საპირისწამლეების დამზადების ისტორიაც კაჟიანი თოფების პერიოდიდან იწყება (XVII-XVIIIსს.). საპირისწამლეები კეთდებოდა ხის, რქის, თითბრისა და ვერცხლისაგან. ქართულ და კავკასიურ საპირისწამლეებს ძირითადად მოღუნული, რქისებური ფორმა აქვთ, არსებობდა აგრეთვე გულის ფორმიანი საპირისწამლეებიც. დენთის ჭურჭელს აქვს ძვლის ან რქის ხუფი საკეტით, რომელზედაც დამაგრებულია ძვლის საწყაო (ანუ ერთი დოზა დენთის საზომი, განკუთვნილი ერთი გასროლისათვის). გადმოპირქვავების შემდეგ, როდესაც საწყაო გაივსებოდა დენთით, საკეტით დახურავდნენ ხუფს, რათა ზედმეტი დენთი არგადმოყრილიყო. საწყაოს ზომას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დენთის დაკლების შემთხვევაში გასროლა არადამაკმაყოფილებელი იქნებოდა, ხოლო გადაჭარბების შემთხვევაში სავალალოდ დამთავრდებოდა. მეიარაღე ხელოსნები, როდესაც დაამთავრებდნენ თოფის მორთვა-მოპირკეთებას, მისსავე დეკორატიულ გაფორმებას უკეთებდნენ საპირისწამლეებსაც, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა დენთის ჭურჭელი ცალკე მზადდებოდა, მათ ამ შემთხვევაში სადა მორთულობა ჰქონდათ. თოფისა და დამბაჩის საპირისწამლეების განსხვავება, შესაბამისად მათ ზომებში გამოიხატებოდა, ხოლო დამზადების ტექნიკით თითქმის ერთნაირი იყო.

ლიტ.: მ. ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი, სამაგისტრო ნაშრომი, 2000.
მ. ქ..

6.107 სარაჯი//მეკეხე//მეყაიშე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სარაჯი//მეკეხე//მეყაიშე
უნაგირისა და ცხენის საკაზმის ოსტატი, სარაჯებს „შორნიკადაც“ იხსენიებდნენ. ეს რუსული სიტყვაა და ნიშნავს მეუნაგირეს. XVIII საუკუნეში თბილისელი ხელოსნები უხვად ჰყიდდნენ ცხენის აღკაზმულობას, გარდა იმისა, რომ აკმაყოფილებდნენ ადგილობრივთ და მეზობელ სოფლებს, ამარაგებდნენ კავკასიის სხვა ხალხებსაც მთის ჩათვლით და მეზობელ ირანელებს. იოანე ბაგრატიონმა თავის სახელგანთქმულ „კალმასობაში“ აღწერა XVIII საუკუნის დასასრულისა და XIX ს-ის დამდეგის თბილისის უამრავი ხელოსნური ნაწარმით სავსე ბაზრის სახე: „თბილისური ბაზრის ნახვით დაინტერესებულმა პირებმა... რა წაიარეს მცირე, იხილეს სარაჯები, რომელ სავსე აქვნდათ დუქნები ცხენის იარაღებით მზადა“. სარაჯები ხარაზების ამქართან იყვნენ გაერთიანებული და ცხენის აღკაზმულობის (იხ.) საჭიროების გამო მათი შემოსავალი ხელოსნობის სარფიან დარგს მიეკუთვნებოდა.

ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ..

6.108 სარდიონი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სარდიონი
სანახელაო ქვა, ქალცედონის წითელი ფერის სახესხვაობა, არის როგორც ბაცი, ასევე წმინდა, გამჭვირვალე ფერისა. ქართულად სარდიონს აყიყსაც უწოდებდნენ. ანტიკური ხანის საქართველოში ფართოდ ყოფილა გამოყენებული მძივებად, გემმებად, ბეჭდისა და საყურეების თვლებად. მცხეთაში აღმოჩენილ ასპარუგ ერისთავის საბეჭდავ ოქროს ბეჭდის ბუდეში ჩასმულია სარდიონი და ზედ ოსტატურადაა ამოჭრილი პორტრეტული გემმა ახალგაზრდა ქალისა. ზოგადად სარდიონზე ამოჭრილი გემმები უკვე ძვ.წ. IVს. ჩნდება და მთელი მომდევნო ეპოქების განმავლობაში ქართულ საიუველირო ხელოვნებაში ყოველთვის აქტიურად გამოიყენებდნენ.

ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ..

6.109 სარეკელა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სარეკელა
გრძელი ჯოხი დამაგრებულია ხვიმრაზე//ნავზე (ხევს.), ბოლოთი ებჯინება წისქვილის ზედა ქვას, რომლის მოძრაობის დროს ჯოხი ხტუნაობს და ხვიმრიდან//ნავიდან მარცვალი იყრება წისქვილის ქვის შუაგულში.

ლიტ.: მსხში, ტ. IV, 1976.
გ. გ..

6.110 სარეცელი (ძვ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სარეცელი (ძვ.)
საწოლი, საგებელი. „ცხედარი ითქმის შიშველი საგებელთაგან, ხოლო სარეცელად დადგმული და გარდაგებული“ (საბა).

6.111 სართვიანები - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სართვიანები
ზოგადი სახელი ისეთი ტიპის ნამცხვრებისა, რომელთა შიგთავსია ყველი, მხალი, ლობიო, ქონი, ნიგოზი, კარტოფილი, ხორცი, სოიო და სხვ. აქედან ყველაზე გავრცელებული იყო ხაჭაპური, ლობიანი, მხლოვანი, ქონიანი, ნიგვზისგულიანი, ბაჭულები, კოტორი, კუბდარი, ჭვიშტარი, ფეტდვიარი და სხვ. ზოგიერთ ასეთ ნამცხვარს გამოკვეთილი მაგიური დანიშნულება ჰქონდა და მასში წმინდა საკვების საკრალური ფუნქციაა მოცემული. ამ იდეის გამოხატულებას წარმოადგენს რაჭული და სვანური სართვიანების (ლობიანი, კუბდარი) საჭრეთელათი მოჭრელება, რომელთა ფორმაში მზის სიმბოლური გამოსახულებაა ნავარაუდევი. ასეთი პურები სხვადასხვა სამიზეზო მოთხოვნილებათა გათვალისწინებით კეთდებოდა (ავადმყოფის გამოჯანმრთელების, წვიმის გამოწვევის, ბატონების გადალოცვის და სხვა მიზნით), ამავე დროს, სართვიანები ცხვებოდნენ ზებუნებრივი ძალებისადმი ძღვენად მისაგებად, რათა ისინი თავიანთ მიმართ კეთილად განეწყოთ.

ლიტ.: გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007.
ე. ნ..

6.112 სარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სარი
ვაზის საყრდენი ხისა. სარს შეუდგამენ ან სარზე მიაკრავენ ვენახს, რათა ვაზი ადვილი მოსავლელი იყოს, ლერწები მიწაზე არ დაიყაროს და ვენახი არ დაზიანდეს. საუკეთესო სარი გამოდის მუხის, წაბლისა და ეკლის ხისაგან. სარს ამზადებენ საგანგებოდ, მოჭრიან ხეს და დახეთქავენ იმსისხოდ, რომ ხელში ადვილი მოსახერხებელი იყოს, დაოთხილ ნაპობებს კარგად გაასუფთავებენ ნაჯახით, შემდეგ წაუთლიან წვერს და ღრმად მიუსობენ ვენახს. სარისათვის პირის წათლა ხდება 2-3 წელიწადში ერთხელ. სარზე აკრული ვენახი ყოველმხრივ დაცულია და მოსავლელად ადვილი. ვენახის შესადგმელად ასევე გამოიყენებდნენ ჭიგოს (იხ.).

ე. ნ..

6.113 სარიოში (რაჭ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სარიოში (რაჭ.)
ხის დიდი კათხა, რომელსაც სმურობის დროს მაგიდაზე იყენებდნენ, როგორც ღვინის სათავსს და სასმისებში იქიდან გადაჰქონდათ ღვინო.

6.114 სარკვევი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სარკვევი
ფრიალა საინის ფორმის ხის ჭურჭელი, რომელსაც პურის გასარჩევად ხმარობდნენ ოჯახში (იმე.).

გ. გ..

6.115 სარკოფაგი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სარკოფაგი
მიცვალებულის ჩასასვენებელი ქვის ყუთი, სასულიერო მოღვაწეთა და სოციალურად დაწინაურებული მაღალი ფენის წარმომადგენელთა განსასვენებელი. დროთა განმავლობაში ერთ სარკოფაგში შესაძლოა რამდენიმე მიცვალებული დამარხულიყო. სარკოფაგები იდგმებოდა საგვარეულო საძვალეში, ეკლესიის ეკვდერებში ან იმარხებოდა მიწისქვეშ. იტალიის კატაკომბებში მიკვლეულ იქნა ქრისტიანული სიმბოლიკით უხვად შემკული სარკოფაგები, რაც დამადასტურებელია იმისა, რომ ასეთი სარკოფაგები თავიდანვე ადამიანთა სახილველად იყო გამიზნული. საქართველოში სარკოფაგები მიკვლეულია ქვემო ალმეში (აჭარა), სადგერში, თბილისში, ურბნისში, ნიქოზში, კავთისხევში, შულავერში, ბალიჭში, მცხეთაში, სულ 27-ზე მეტი ნიმუში. მათგან უმეტესობას შემკულობა არ გააჩნია, რამდენიმე კი ძუნწადაა შემკული. საქართველოში აღმოჩენილი სარკოფაგები ბანურსახურავიანი და ორფერდსახურავიანია. ადრეული ქრისტიანობის დროინდელი მცხეთური სარკოფაგები წარმოადგენენ მიწისქვეშა სამარხებს, შუაფეოდალური ხანიდან კი იწყება მათი გამოჩენა ღია ადგილებში - ეკლესიებსა და ეკვდერებში. ასეთი სარკოფაგის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს ბალიჭის სარკოფაგი, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი და წარწერა; გვიანფეოდალურ ხანაში სარკოფაგმა მისცა ბიძგი მემორიალურ კულტურაში ასეთი ტიპის საფლავის ლოდების წარმოშობას.

ლიტ.: ე. ნადირაძე, საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001. ვ.ჯაფარიძე, სოფ. ბალიჭის სარკოფაგი, „მაცნე“, №2,1976.
ე. ნ..

6.116 სარტყელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სარტყელი
ქალისა და მამაკაცის წელსარტყამი (საბა). კერავდნენ სხვადასხვა სახის ნაჭრისაგან და ასევე ქსოვდნენ შალისა და აბრეშუმის ფერადი ძაფებისაგან. ხმარობდნენ როგორც ვიწრო და მოკლე, ასევე ფართო და გრძელ სარტყლებსაც, რომელთა ჩამოშვებული, ზოგჯერ ფოჩიანი ბოლოები ტოტების როლს ასრულებდნენ (ფშავი, რაჭა, სვანეთი). ასეთი ტიპის ქსოვილის სარტყლებით მამაკაცებიც სარგებლობდნენ. მათ რიგშია მისათვლელი გურიასა და აჭარაში საკმაოდ ცნობილი ჩაქურას კომპლექტში შემავალი თოლაბულუსის სამფერი სარტყელი.


აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ქალები კაბაზე ირტყამდნენ შალის ფერადი ძაფებით დაზგაზე მოქსოვილ ვიწრო და ფოჩებჩამოშლილ სარტყლებს.


შალის ოთხკუთხა სარტყელი ქალის ჩასაცმელის აუცილებელი ატრიბუტი ყოფილა, რომელსაც ქორწილის დროს პატარძალს ძმა შემოარტყამდა წელზე. ქალისა და მამაკაცის ძაფებით დაწნულ სარტყელს მოხევეებში „ქარშიკი“ ერქვა, აჭარაში კი - „თორ“-ი

ეკლესიაშიც ატარებდნენ სარტყლებს. დიაკვანი მარჯვენა მხარზე და მღვდელი კი მკერდზე.

სარტყლის შემოხსნა დასჯის ფორმადაც კი იყო მიღებული. ქალთა წრეში მისი ერთ-ერთი დანიშნულება ავი თვალისაგან დაცვაა. ძველებური რწმენით, სარტყელზე გადაზომვით შესაძლებელი ხდებოდა შეშინებული ადამიანის გამოლოცვაც. სარტყელთა დიდი ნაწილი მზადდებოდა ვერცხლისა და ტყავისაგან. ვერცხლის სარტყელებში სრულყოფილად გამოვლინდა კავკასიის ხალხთა ოქრომჭედლობის თვითმყოფადი საოქრომჭედლო კულტურა. ვერცხლის სარტყლები დანიშნულებით იყო სამამაკაცო და სადიაცო, ბალთების გაწყობით - ერთიანი, მიჯრით მიწყობილი და „ნაჭრიანი“, აგებულებით - ყურუმი (მასიური) და ჭვირული, ანუ ბანდული; მოკაზმულობით-მინანქრიანი, სევადიანი, ოქროცურვილი, გრეხილურ-ცვარული და სხვ. საკინძის მიხედვით გობაკიანი და აბზინდიანი. პირველი დამახასიათებელია აღმოსავლეთ, ხოლო მეორე დასავლეთ საქართველოსთვის. აქედან გამოყენების თვალსაზრისით, უფრო დღეგრძელი გამოდგა აბზინდიანი სარტყელები, რომელიც ნაციონალური ტანსაცმლის განუყრელ ატრიბუტად იქცა. რაც შეეხება გობაკიან სარტყელებს, მათი ყოფიდან გასვლა გამოიწვია იმ პროფესიათა მოშლამ, რომელთა წარმომადგენლებიც ასეთ სარტყელებს ატარებდნენ (მაგ., ქალაქის ამქრის წარმომადგენლები, ყარაჩოღელები და სხვა. ასეთი სარტყელი შედგება: ბალთების, გობაკის, აბზინდის, ენის, ჯინჯილისა და ღვედისაგან.). მეორე რიგის სარტყელებს წარმოადგენდა ე.წ. აბზინდიანი, ანუ იმერული სარტყელები როგორც სადა ასევე ვერცხლის დეტალებით გაწყობილნი. ესაა ტყავის ღვედი, რომელსაც აქვს: აბზინდი, ენა, ხიდი, ღილი, საქონე, საკვესი და სხვა სამშვენისი დეტალები. ქართული ჩოხა ასეთი სარტყელ-ქამრის გარეშე წარმოუდგენლი იყო.

ქალთა სარტყელების განსაკუთრებით გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს ე.წ. ჭვირული (ბანდული) სარტყელები, რომელიც წმინდა ხელობით იყო ნაკეთები, ასეთი სარტყელებით განსაკუთრებით ცნობილი იყო ახალციხე და ამიტომაც ასეთებს „ახალციხურსაც“ უწოდებდნენ. სარტყელებს ძირითადად ამზადებდნენ საქართველოსა და კავკასიის სხვადასხვა ქალაქებში და დღევანდელამდე შემორჩენილი ნივთიერი მასალების ავტორებიდან ცნობილია: ძაძამიძის, ჯიქიას, ჯანელიძის, იმედაძის, არჩუაძის, ნიკოლაიშვილის, ლაბაძის, ბერუჩევის ნახელავი სარტყელები, ასევე სხვადასხვა ინიციალებით შემკული უამრავი სარტყელი, რომელთა ავტორთა ვინაობა დაუდგენელია.

ტერმინი „სარტყელი“ ქამართან ერთად თანაარსებობდა ეთნოგრაფიულ ყოფაში. ივ. ჯავახიშვილს ქამარი მიაჩნდა კავკასიურ ენათა უძველეს სიტყვად და მას უკავშირებდა „კამარას“. სარტყელების უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია ადრეული ბრინჯაოს მასალებში და მის შემდგომ იგი განუწყვეტლივ იხმარება როგორც კოსტუმის პრაქტიკული საჭიროებისათვის, ასევე სამშვენისის ფუნქციითაც.

ლიტ.: ლ. ბედუკიძე, ლ. სოსელია, მ. ჩართოლანი, სარტყელების კატალოგი, 1967.
ე. ნ. ც.ბ.

6.117 სარქველი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სარქველი
აქ: აღმოსავლეთ საქართველოში ქვევრის სახურავი, რომელიც გაკეთებული იყო სიპი ქვისაგან. იმერეთში ასეთ სახურავად ხის მასალა გამოიყენებოდა (იხ. ბადიმი), გურიაში ასეთ სარქველს „როგო“ ეწოდება, ხოლო სამეგრელოში - ორგუ. სამეგრელოში სცოდნიათ ჭურ-ქვევრის პირზე ჯერ ბლის ქერქის დაფარება და შემდეგ სარქველისა, ზოგჯერ ეს სარქველი ქვისაც იყო.

ე. ნ..

6.118 სარჩეველა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სარჩეველა
ხის ტარიანი იარაღი, წალდის ტიპის, რომლითაც სარს წაუჩეკავენ წვერს.

6.119 სარცხი//სარცხლი//ორჩხეში (მეგრ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სარცხი//სარცხლი//ორჩხეში (მეგრ.)
ჭურის სარეცხი ხელსაწყო, ბლის ან არყის ხის ოთხკუთხად გამოჭრილი ქერქი, რომლებიც ერთმანეთზე მჭიდროდაა დალაგებული და შიგ გაყრილია ხის ტარი: სარცხი ორი სახისაა „საზედაო“, ანუ გრძელტარიანი, ჭურის სიმაღლის შესაფერისი, მრეცხავმა რომ პირდაპირ ჭურისთავიდან რეცხოს და „საქვედაო“, ანუ ჩასავალი ჭურის გასარეცხი, რომელსაც აქეთ-იქით მოკლე ხელის ჩასაბღუჯი ტარები აქვს. სარცხის დასამზადებლად ლოპრობის დროს დანით დასერავენ ხის გარეთა მაგარ კანს და ააძრობენ ნაჭრებად, შემდეგ ამ ნაჭრებს სიმძიმის ქვეშ გაასწორებენ. როცა შუაში ქერქები მოდგება ოთხკუთ სატარეებს გამოუჭრიან, ერთმანეთზე მჭიდროდ დაალაგებენ, შიგ თხილის ტარს გაუყრიან, კიდევ დაჭიმავენ და წინასწარ გამზადებულ ნახვრეტში რიკს გაუკეთებენ. დიდი მეურნეობის მქონე მეღვინეს რამდენიმე სარცხი აქვს სხვადასხვა სიდიდს ჭურებისთვის. რეცხვისას სარცხი ხელში შეტრიალებით უნდა ამუშაოს მრეცხავმა, რათა რომელიმე მხარეს ზედმეტად არ გაცვითოს და არაპროპორციული არ გახდეს. სარცხით კარგად გარეცხილი ჭური საიმედოს ხდის ღვინის უნაკლოდ შენახვას.

ე. ნ..

6.120 სარწყული ჭურჭელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სარწყული ჭურჭელი
წყლის ჭურჭლის ზოგადი სახელი, სადაც ერთიანდება: კუტალი, წურწუმა, მათარა, თასუხა, თულუხი, გოვზაკი, სტამნი, მწარე გოგრისგან დამზადებული ჭურჭელი და სხვა. ამავე რიგში ექცევა ჩაფი, კოკა, თუნგი, ორძირა, კოფა, ჯიმური და სხვა.


გ.გ..

6.121 სასანთლე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სასანთლე
1. ბუხრის ყელის გამოწეული კარნიზი, რომელსაც უკეთდება ნიშები და ხშირად შემკულია სხვადასხვა სიუჟეტით. გამოიყენებდა სანთლის ან ნებისმიერი სანათი საშუალების დასაგდმელად. 2. (ხევს.) შესაწირავის ერთობლიობა ხევსურეთში. მაგ. რიტუალის დროს ჩამოქნილ სანთლებს, ქადებთან ერთად, თითოეული სალოცავის სახელზე ცალ-ცალკე ჩამოარიგებენ ტაბლაზე. ასეთი სასანთლე შეიძლება იყოს ერთიდან 15 -მდე და უფრო მეტიც. სასანთლე დაიდგმება თითოეული სალოცავის სახელზე. რიტუალის შესრულებისას ხუცესი ერთი მხრიდან მიყვება სასანთლეებს და რომელიც რომელ სალოცავს ეკუთვნის, იმის მიხედვით დაილოცება. 3. სანთლის ასანთები, სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული.

ლიტ.: ა. ოჩიაური ქართ. ხალხ. დღეობათა კალენდარი, 1991.
ე. ნ..

6.122 სასანთლე//შანდალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სასანთლე//შანდალი
სანთლის ჩასამაგრებელი ჭურჭელი. გამოიყენებოდა როგორც ერთსანთლიანი, ასევე მრავალშტოიანი//მრავალსანთლიანი. სანთელს გააჩნია ღერო, ძირი, ბუდე, სანთლის დასაღვენთი ფირიფტა და ზოგიერთ შემთხვევაში სახელური. სასანთლე იყო დასადგმელი, კედელზე დასაკიდებელი და ჭერში ჩამოსაკიდიც. მრავალტოტიან სასანთლეს კანდელაბრი ჰქვია, ხოლო ეკლესიაში გამოსაყენებელ დიდ სანთელს - კანდელი. აქედანაა წარმოებული გვარი, „კანდელაკი“ რაც სანთლის ამნთებს ნიშნავს.


ე.ნ..

6.123 სასაფეთქლე//ზილფი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სასაფეთქლე//ზილფი
სამკაული ოქროსი, ვერცხლის ან სპილენძისა (მოოქროვილი ან მოვერცხლილი) ამ სამკაულს კავებსაც უწოდებდნენ. მათი გავრცელების არეალი სამხრეთით არტანუჯს აღწევდა, აღმოსავლეთით საინგილოსა (ისტორიულ ჰერეთს) და დაღესტანს (წახურელ ლეკებს), სადაც „ყოჩ ბოინზუდ“იწოდება. სასაფეთქლეს მესხეთ-ჯავახეთში გავრცელებული სახელწოდება - „ზილფი“ დასახელებულია მე-17 საუკუნის მზითვის წიგნში, სამკაულ „ჯიღას“ შემადგენელ ელემენტად. სულხან-საბა ორბელიანთან ზილფი განმარტებულია როგორც „წინამო“, „ღულამბარი“ და „მაწაკი“. ბესიკ გაბაშვილი - ლექსში „ტანო ტატანო“ - ზილფებს კავების სინონიმად ხმარობს. სპარსული ენის განმარტებით ლექსიკონში „ზილფ“ კულულს, ხვეულს ნიშნავს. სავარაუდოა, სასაფეთქლე საკიდების ქართული სახელი „კავები“ - მომდინარეობდეს ქართლ-კახური თავსამკაულის, ე.წ. „კავებიდან“.


მ.ბ..

6.124 სასაფლაო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სასაფლაო
მიცვალებულთა სამარხავი საერთო ადგილი, ტერიტორია. სასაფლაოებისადმი თაყვანისცემა წარმართული და ქრისტიანული რელიგიების დამახასიათებელი მოვლენაა. იგი ძალზე გავრცელებული იყო კავაკასიის ხალხებში. გამორჩეულ ადამიანთა საფლავები თაყვანისცემის ობიექტად იყო მიღებული, ხოლო წმინდანთა საფლავების ცხოველმყოფელი და განმკურნებელი ძალა აღიარებული იყო ქრისტიანული მრწამსით. ქართულ ისტორიულ ქრონიკებში სასაფალო წარმოგვიდგება ამა თუ იმ მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლის საკუთრების აუცილებელ შემადგენელ ნაწილად. საქართველოში ყოველ სოფელს თავისი სასაფლაო გააჩნია, სადაც დადასტურებულა მემორიალური კულტურის სხვადასხვა ტიპის ძეგლები.

ლიტ.: ე. ნადირაძე, საქართველოს მემორიალურ კულტურა, 2001.
ე. ნ..

6.125 სასაფუვრე (ლეჩხ.)//ლასფავრ (სვან.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სასაფუვრე (ლეჩხ.)//ლასფავრ (სვან.)
ხის ან თიხის პატარა ჭურჭელი, რომელიც მჟავე ცომის - საფუარის დასამზადებლად და შესანახად იხმარებოდა. ეს ფუნქცია მას გვიან უნდა ჰქონდეს შეძენილი, დაახლოებით იმ დროს, როცა კულტურული პურის რაოდენობა გაიზარდა. თავდაპირველად ამ ტიპის ჭურჭელი გამოყენებული უნდა ყოფილიყო ქერის ფქვილის საზელად, რომელიც ნაკლებად წელვადია. როცა კულტურული ხორბლეულის მარაგი გაიზარდა, განსაკუთრებით ბარში, სასაფუვრემ დაკარგა თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა და იგი საფუვრის ამოსაყვან ჭურჭლად იქცა. სვანეთში, სადაც ქერის წარმოებას ბოლომდე მისდევდნენ, სასაფუვრეში ხდებოდა ქერის ფქვილით მოზელა, ე.ი. ამ რეგიონში მან შეინარჩუნა თავისი ოდინდელი ფუნქცია.

ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
ე. ნ..

6.126 სასიმინდე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სასიმინდე
სიმინდის ტაროს შესანახ-სახმობი ნაგებობა. ძირითადად გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში. ყველა სასიმინდე აგებულია იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ მასში ჰაერმა იოლად იმოძრაოს და გამოაშროს შემოდგომით მასში შეყრილი სიმინდი. სასიმინდე ჩვეულებრივ ორი განყოფილებისაგან შედგება. ერთი მოწნულია წკნელით, რომ ჰაერმა იოლად იმოძრაოს და სიმინდი გააშროს ხოლო მეორე განყოფილება გათლილი ფიცრითაა ნაშენი, სადაც გამხმარ სიმინდს ფშვნიან, ზოგჯერ ამ განყოფილების იატაკი დახვრეტილია და ტაროს ცეხვა-ფშვნისას სიმინდი დაბლა იყრება. სასიმინდე ზოგჯერ ხულას (იხ.) ელემენტებსაც ითავსებდა და გვევლინება ორსართულიანად. იგი, როგორც წესი, გამართული იყო ხის ან ქვის ბოძებზე. სასიმინდეებს ჰქონდათ საკეტები და არ უკეთდებოდა მუდმივი კიბე. შქერისა და თხილის წკნელით მოწნული სასიმინდეები გამოირჩევა წვნის დახვეწილი ხელოვნებით. ასეთი ტიპის სასიმინდეებს ეწოდებათ: ძარული, ლასტური, ჩელტური, გრიგლური, ღომური. გარდა ამისა, არსებობდა ფიცრული სასიმინდეები, რომლის ფიცრები აჟურული ხარატულებით იყო გამოყვანილი. სასიმინდე, როგორც უაღრესად საჭირო პროდუქტის შესანახი ნაგებობა, განაწყობდა ადამიანს იგი ესთეტიკურად ელამაზებინა და ამ სურვილის რეალიზაციამ წარმოშვა სასიმინდეთა ულამაზესი ტიპები.


ე. ნ..

6.127 სასწორი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სასწორი
მასის ასაწონი მექანიკური ხელსაწყო. სასწორის უძველესი ნიმუშები დასტურდება ძველ ბაბილონსა (ძვ. წ. 2500 წ.) და ძველ ეგტვიპტეში (ძვ. წ. 2000 წ.). სასწორი არის ტოლმხარა და არატოლმხარა. XII ს. არაბმა მეცნიერმა ალ ხაზინიმ პირველად აღწერა თეფშებიანი სასწორი. საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში დასტურდება როგორც ტოლმხარა (მისი ყველაზე განვითარებული სახეობაა თეფშებიანი და პინებიანი სასწორი), ასევე არატოლმხარა სასწორები, ამ უკანასკნელის ნიმუშია სამეგრელოში გავრცელებული სასწორი ლაღანკონი//ღაღანაკი.


ლიტ.: ქსე, ტ. IX, 1985 წ.
ე.ნ.

6.128 სასწორი ყუთით - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სასწორი ყუთით
საოქრომჭედლო სასწორი, რომლის კომპლექსში შედიდოდა თეფში, უღელი, ენა, ტარი, საწონები - სხვადასხვა წონის. მაგ., ერთმისხლიანი, ორმისხლიანი და ა.შ. ან ერთდანგიანი, ორდანგიანი სასწრაფო - აქ: ჩანთა მასრებისა და ვაზნების ჩასაწყობად. თითო მასრაში ერთი გასროლა წამალი იყო ჩაყრილი; „ჩამოიღო თოფი, სასწრაფო და საპირისწამლე“ (ვაჟა).

ნ. ჯ..

6.129 სასხლავი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სასხლავი
ხელით სამუშაო რკინის ხისტარიანი იარაღი. მისი თავისებურებაა გრძელი, წვერიანი და კაუჭა ცხვირი. ტარისათვის შერჩეულია ხის ისეთი ჯიში, რომელიც ადვილად არ სკდება. გარდა ე.წ. ყურნწიანი სასხლავისა, არსებობს „სარჩოლიანი“ და ბრტყელენიანი სასხლავებიც. ამ იარაღის ფუნქცია არის გადაბელვა და გასხეპვა, ჩირგვების მოჩეხვა, წვრილი წნელის მოჭრა, მაგრამ ძირითადია ბაღის ხეხილის გაწმენდა და გასხვლა. სასხლავი გავრცელებულია ბარის რეგიონებში, მთის ზოლში იგი იშვიათობაა.

ლიტ.: ნ.რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953.
ა. გ..

6.130 სატკრციალო//ჭრიალა//საჩხარუნებელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სატკრციალო//ჭრიალა//საჩხარუნებელი
განეკუთვნება ე.წ. თვითმჟღერ საკრავთა ჯგუფს. შედგება 3-4 მართკუთხედის ფორმის ხის ფირფიტისაგან, რომლებიც მოძრავად არიან დამაგრებული სახელურზე. დაკვრის დროს საკრავს იქნევენ და ფირფიტების ერთმანეთზე დარტყმით ხდება აჟღერება. საკრავის დანიშნულებაა ცეკვის რიტმული თანხლება. ამ საკრავის ანალოგიურია ჩრდილო კავკასიის ხალხებში გავრცელებული საკრავები (მაგალითად, ადიღური ფხაწჩ, ყარაჩაელების ხარს, ოსების კარცგანაგ).

ლიტ.: დ. არაყიშვილი, ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა, 1940;
К. Вертков, Г. Благодатов, Э. Язовицкая, Атлас музыкальных инструментов народов СССР, М. 1963.

მ. შ..

6.131 სატუკელა//სატენელა (რაჭ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სატუკელა//სატენელა (რაჭ.)
საწნახელში ყურძნის ჩასატკეპნი თავმსხვილი ჯოხი.

6.132 საუბნო ქადა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საუბნო ქადა
ხევსურეთსა და მესხეთში საქორწილო ცერემონიალის შესრულების დროს საგანგებოდ გამომცხვარი პური. მის მოსამზადებლად საჭირო იყო 8-9 კგ ფქვილი, 1 ლიტრა ერბო და 2-3კგ ყველი. მას იშვიათად საგვარეულო ქადას (რადგან უბანი ერთ დროს ერთი გვარის მქონე ხალხის სამოსახლო იყო) და აწესო ნამცხვარსაც უწოდებდნენ.

ლიტ.: ნ. მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978.
გ. ა..

6.133 საუჭმელო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საუჭმელო
ნეფე-პატარძლის ჯვრისწერის შემდეგ, საქორწილო ნადიმის დაწყების დროს ნეფე ჩუმად იყო და ხელს არაფერს ჰკიდებდა. ამის გამო ხალხო აყვირდებოდა: „ნეფე იბუტება.საუჭმელო, საუჭმელოო“. მაშინ სიდედრი ვალდებული იყო მიერთმია სასიძოსათვის ხალათი, ბაღდადი, ვერცხლის ქამარი ან სხვა რაიმე ნივთი, რომელსაც საუჭმელო ერქვა. ამის შემდეგ ნეფე გამხიარულდებოდა და დაიწყებდა ჭამას.

გ. ა..

6.134 საფეხნო//საფიხვნო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საფეხნო//საფიხვნო
ადგილი, სადაც ხევსურები თავს იყრიან და თავიანთ საჭიროებაზე მსჯელობენ. „ფეხონი“ ეწოდებოდა სოფლის მამაკაცთა ყრილობას, „საფეხნო“ კი ამ კრებულისათვის განკუთვნილ ნაგებობას ან ადგილს. საფეხნოში, გარდა საქმის გარჩევისა და საუბრისა, თავს იქცევდნენ მსუბუქი საოჯახო ხელსაქმით. საფეხნოში ქალს შესვლა აკრძალული ჰქონდა. ტრადიციული საფეხნო იყო გამართული შატილში, რომელიც წარმოადგენდა ყორით ნაგებ ფარდულის ტიპის შენობას, რომელსაც წინა კედელი არ ჰქონდა. საფეხნოში განლაგებული იყო საუფროსო სკამი და ქვის სიპები, რომელზედაც უხუცესები სხდებოდნენ. საფეხნოს კედელში დატანებული იყო რამდენიმე სიპი ე.წ. „დუქანი“ სხვადასხვანივთების დასაწყობად. შატილის საფეხნოში ტყავის საზელი ხელსაწყო „ხიმუნი“ იყო მოთავსებული. აქ მეტწილად ხელსაქმობის ისეთი სამუშაოები სრულდებოდა, რომელიც კოლექტიურ შრომას მოითხოვდა. საფეხნოში გრეხდნენ მუშს (ხის ქერქის თოკი), ამზადებდნენ ქალამნებს, თოფის წამალს და სხვა.

ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, ხალხური მმართველობის ისტორიიდან ხევსურეთში, მსე ტVII, 1955.
ე. ნ..

6.135 საფირონი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საფირონი
ლურჯი ფერის სანახელაო ქვა. ქართველი ლექსიკოგრაფები მას ლურჯ იაგუნდათ განმარტავენ. არქეოლოგიურ ძეგლებში თითქმის არ გვხვდება. ამ ქვით შემკულია შუა საუკუნეების რამდენიმე ხატი. მაგ.: ხობის და მარტვილის ხატები, სიონის ტაძრის საპატრიარქოს მიტრა, საქართველოში ეს ქვა ექსპორტის საგანს წარმოადგენდა.

ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ..

6.136 საფლავის ქვა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საფლავის ქვა
მიცვალებულის სამარხზე დადგმული ქვის ძეგლი. ზოგადი სახელი ყველა ტიპის ძეგლისა, რომელიც ამ მიზნით გამოიყენებოდა. საფლავის ქვის ტიპებია ლოდი, ქვაჯვარი, სტელა, მატური, სახლის, ეკლესიისა და ეკვდერის მინიატურული ასლები, ზოომორფული (ცხვრისა და ცხენის ქანდაკებანი) და ანთროპომორფული (ადამიანის) ქანდაკებანი. საფლავის ქვებისთვის დამახასიათებელია ქრისტიანული სიმბოლოები, მცენარეული და ცხოველური ორნამენტები, სოლარული ნიშნები, სამეურნეო და საბრძოლო იარაღები. უაღრესად მნიშვნელოვანია მათზე დაწერილი ეპიტაფიები. საფლავზე ქვის დადგმის წესის ცხოველმყოფელობამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ამ დარგის აღმავლობა.


ე. ნ..

6.137 საფოთარა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საფოთარა
ფრინველის მძლავრი ფრთებისაგან შეკრული კონა, რომლითაც წისქვილში დაგროვილ ხრილს გადახვეტავდნენ. იყენებდნენ სუფრის ნარჩენების გადმოსახვეტადაც.

ე.ნ..

6.138 საფრიელა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საფრიელა
ოთხკუთხედად მოწნული სახელურებიანი ჩელტი, რომელსაც ქვემო იმერეთში ხმარობდნენ მარცვლეულის გასანიავებლად.
ლიტ. ქელ.2009

6.139 საფუარი ლუდისა// ჭიჭი (ხევს.)// ჩამა// (ფშ.)// წვერის თხლე (თუშ.). - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საფუარი ლუდისა// ჭიჭი (ხევს.)// ჩამა// (ფშ.)// წვერის თხლე (თუშ.).
ლუდის უცეცხლოდ ასადუღებელი. ესაა ლუდის ფორის-პირველი დუღილისას წამოსული ქაფი - ერთგვარი დურდო, რომელსაც მოხდიან ქაფქირით, ქატოსთან ერთად შეზელენ, გაახმობენ და შეინახავენ. ლუდის საფუებლად ამ მასას სისწვენში გახსნიან და ჩაასხავენ კოდში, სადაც უნდა მოხდეს ლუდის დადუღება. საფუვრის სისწვენში შერევას ხევსურები „შაყრას“ უწოდებენ. მესაფუვრე ხევისბერი სისწვენისა და საფუვრის შაყრისას განიბანება, რადგან ფუება გაცოცხლების პროცესადაა აღქმული და მას რიტუალური მნიშვნელობა ენიჭება.

ე. ნ..

6.140 საფუხარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საფუხარი
1. ლითონის სხეპლით ნაქსოვი საბრძოლო ხელთათმანი, ხელის მტევნის დასაცავი. არსებობს ორი სახის საფუხარი, პირველი, - რომელიც წარმოადგენს ნაქსოვი ჯაჭვის ხელთათმანს, რომელშიც გამოცალკევებულია მხოლოდ ცერა თითი, და მეორე რომელიც იმავე ფორმისაა, ოღონდ არა ხელთათმანი, არამედ ტყავზე დამაგრებული ჯაჭვი, რომელიც ზემოდან იცავს ხელის მტევანს. ცერა თითი გაყრილია ტყავის ქვემოთ არსებულ თასმაზე, ასევე თასმითაა დამაგრებული ხელისგულიც. ტყავის დანარჩენი ნაწილი, რომელიც მაჯის ზემოთ ადის, ასევე ტყავის ან ქსოვილის თასმით იკვრება. 2. შალის ხელთათმანი. თითებიანი დაუთითებო. ერთთითა საფუხარს ხელმაჯი ჰქვია. ხევსურებში გვხვდება ნაქარგობითა და მძივ-ღილებით შემკული.


მ. ქ..

6.141 საფხაჭი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საფხაჭი
ერთმანეთზე შეტყუპებული ორი არათანაბარმხრიანი ჯოხი, რომლის ბოლოებზე აქეთ-იქით თავწაჭრილი ლურსმნებია დამაგრებული, მხრები ერთი გრძელია და ერთიც მოკლე, მათი საშუალებით დასამუშავებულ ქვაზე მოიხაზება ის ნაწილი, რომელიც უნდა ჩამოამტვრიან და ქვა ზომაში მოიყვანონ. საფხაჭს ამავე მიზნით ხმარობენ ხის ფიცარზედაც.

ე. ნ..

6.142 საქონე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საქონე
ხის, ლითონის ან ძვირფასი ლითონის ყუთი, ასანთის კოლოფისოდენა, რომელშიც ინახებოდა დათვის, ქათმის ან ბატის ქონი, ხმალ-ხანჯლისა და თოფ-დამბაჩის ფოლადის ნაწილებზე წასასმელად. ვერცხლისაგან დამზადებული საქონე XIX ს-ის უკანასკნელ პერიოდში ჩოხის ქამარ-ხანჯლის სამშვენისად მოგვევლინა.

მ. ქ..

6.143 საქუსალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საქუსალი
ერთგვარი საქსოვი მანქანა, რომელზედაც ქსელი იგებოდა და ქსოვილ იქსოვებოდა.

6.144 საყირმუზა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საყირმუზა
„სამუხლე პოლოტიკი“ (საბა), ლითონის ფირფიტა, რომელიც განკუთვნილია მუხლის დასაცავად, საყირმუზას ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ვხვდებით საჩერნესა და ჯაჭვის შარვალზე. (იხ. ჯაჭვი). ძირითადად იგი წარმოადგენს წრიულ ფორმის მუცელშეზნექილ რკინის ფირფიტას, რომელიც იშვიათად მორთულია თითბრის ზარნიშით.

ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II. 1993.
მ. ქ..

6.145 საცვალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საცვალი
კაცთა და ქალთა ქვედა, შიდა სამოსი. მისი ძველი შესატყვისებია: ნიფხავი (იხ), პერიკამი, საწმერთული, როპანაგი, მუქასირი, შეიდიში. გვიანშუასაუკუნეების ქალთა მზითვის წიგნებში ხშირადაა დასახელებული საცვალთა საკმაოდ უხვი ჩამონათვალი.

ე. ნ..

6.146 საწიწვერი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საწიწვერი
წერაქვის ნაირსახეობა, რომელსაც წვეროები რკალურად აქვს მოხრილი და გამოიყენებოდა ქანიდან რბილი ქვის ამოსაჭრელად. ასეთ ქვას ძირითადად იყენებდნენ კეცებისთვის. (იხ. კეცი ქვისა).

6.147 საჭილაოს ნავი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საჭილაოს ნავი
მდინარე რიონზე გავრცელებული ნავის სახეობა, რომელიც ჭალადილურ ნიშს წააგავს. ასეთი ნავების მისადგომი საჭილაოში იყო გამართული და აქედან მიიღო როგორც სახელწოდება.

ა. გ..

6.148 საქაჯავი//საქაჩველი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საქაჯავი//საქაჩველი
ჭაჭის საწნეხი ხალხური სამეურნეო მანქანა. წარმოადგენს ბერკეტის პრინციპზე მოქმედ ხელსაწყოს. ძალის მოდების საშუალებად მასში გამოყენებულია ოწინარი. ქართულ ყოფაში ცნობილია ორი ტიპი: ოწინარიან-ტვირთიანი და ოწინარიან-უტვირთო. ა) ოწინარიან-ტვირთიან წნეხში გამოირჩევა ჭაჭის (ხილის) მოსათავსებელი ფიცრით შეკრული სათავსი - კოდი და სამუშაო აპარატის ხის ბოძში - კაცაში ჰორიზონტალურად ჩამაგრებული დირე, მეორე თავისუფალ ბოლოზე რგოლებით ჩამოკიდებული ლილვი - „ქანჩი“// „დათვი“ და დათვის რიკზე გამობმულ ბოლოზე მობმული „ასაკიდი ქვა“. ლილვში გაყრილი კეტებით ქანჩის დატრიალებით ხდებოდა ქანჩზე თოკის დახვევა და ქვის მაღლა აკიდება, საიდანაც გადაცემული სიმძიმის ძალით ხდებოდა დირის კოდის შიგთავსზე დაწოლა და გამოწურული წვენის დინება. ბ) უტვირთო-ოწინარიან წნეხში წნეხვა ხდებოდა უშუალოდ ოწინარის საშუალებით: ლილვის გარკვეული მიმართულებით დატრიალება იწვევდა დირის დაბლა დაწევასა და ჭაჭის წნეხვას. საქაჯავი//საქაჩველი გავრცელებული იყო შ. ქართლში, იმერეთში, აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში. ჯავახეთში X-XIII ს. კლდის სოფლებში (ჭაჭკარი, ფია, ახჩი) შემორჩენილი ასაკიდი ქვისა და წნეხის ნაშთებიც ამავე პერიოდს უნდა განეკუთვნებოდეს.

ლიტ.: ა. ლეკიაშვილი, ქართული ხალხური ღვინის წნეხები, მსე, XII-XIII, 1963.
გ. გაფრინდაშვილი, ვარძიისა და მისი მიდამოების ქვაბები, 1957.

ლ. მ..

6.149 საქსოვი დაზგები - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საქსოვი დაზგები
სხვადასხვა სახის ქსოვილების (შალი, ბამბა, აბრეშუმი, კანაფი, სელი) დასამზადებელი მანქანები. საქსოვი დაზგების ნაირსახეობიდან გამოირჩეოდა ბეჭ-საშევრიანი და დგიმ-სავარცხლიანი. საქსოვები თავის კონსტრუქციითა და შესაბამისი საქსოვი მასალის მონაცემებით კეთდებოდა როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური აღნაგობის. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებული ბეჭსაშევრიანი საქსოვებით („ყდა“, „ყდანი“ - ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთგუდამაყარი, „აკაზმები“ - თუშეთი) შალებსა და ფარდაგ-ხალიჩებს ქსოვდნენ. ჰორიზონტალური დგიმ-სავრაცხლიან საქსოვებზე („საფეიქრო“ - ქართლი-კახეთი, „სამექსლებო“ - გურია, „ოშუალე“ - სამეგრელო, „ქსელი“//საფეიქრო - რაჭა, „ლაშჯარ“ - სვანეთი) შალისა და ფარდაგების გარდა იქსოვებოდა აბრეშუმი, კანაფი, ბამბა, სელი. საქსოვი ყდის განსხვავებულ სახეობებზე - „ყდანი“ - ხევსურეთი, „ქსელი“ - რაჭა, „რობაგი“ - სამეგრელო, „ქსელი - აჭარა; შალისა და ფარდაგების გარდა საცრის ძირები და ჭილოფიც (სამეგრელო) იქსოვებოდა. საქსოვი დაზგები მსოფლიო ეთნოკულტურის უძველეს მონაპოვარია. ცნობილია, რომ ძველ ეგვიპტეში სელის ქსოვილების დასამზადებლად ჰორიზონტალური საქსოვი დაზგა იყო გამოყენებული. ბერძენ მწერალთა (ჰეროდოტე, კალიმაქსი) ცნობებით, ძველ ეგვიპტესა და კოლხეთში სელის დამუშავების ერთნაირი წესი არსებობდა. ამ ნიშნით ძველ კოლხეთში სელის საქსოვად დგიმ-სავარცხლიანი დაზგის ნაირსახეობის გამოყენება ივარაუდება. ამ ტრადიციის დამადასტურებელი უნდა იყოს სამეგრელოში უახლოეს წარსულამდე არსებული სელის საქსოვი „ოშუალე“. ამავე დროს, ქართული საქსოვი დაზგების თავისებური ტექნიკა - საზედაო ძაფის ზევიდან ქვემოთ ან წინა ლილვისაკენ (თავისკენ) მიბეჭვა, განსხვავებით ბერძნულ-ევროპული დაზგების საწაფეებით დაჭიმული ქსელის ან საზედაო ძაფის ქვემოდან ზემოთ მიბეჭვისა, მიუთითებს ქართულ ჰორიზონტალური დაზგის უძველესობაზე.
ქართული ხალხური საქსოვი დაზგები ახლო და უშუალო კავშირშია კავკასიელი ხალხების ანალოგიურ საქსოვ დაზგებთან და თავისი საწყისი ფორმებით ძველ აღმოსავლეთის კულტურულ მონაპოვართა წრეში ექცევა.


ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, ქართული ხალხური საქსოვი დაზგები, სსმმ, XVIII-B, 1954.
ლ. მ..

6.150 საღამო (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საღამო (ხევს.)
აქ. ადამიანთა საგებ-სახურავი. ამზადებდნენ ცხვრის ტყავისაგან.

6.151 საღდარი (სამეგრ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საღდარი (სამეგრ.)
იგივე ოდა სახლი (იხ. ოდა). მოსახლეობის შეძლებული ნაწილის საცხოვრებელი სახლი სამეგრელოში. საღდარი//ოდა შედგებოდა რამდენიმე ოთახისგან, რომელსაც ჰქონდა წმინდად გათლილი ფიცრის ჭერი და იატაკი. ფიცრისთვის გამოიყენებდნენ წაბლის, მუხის, ფიჭვისა და თელის მასალას, რომელსაც უხვად ხარობდნენ სამეგრელოს მთაში. ფიცარი ითლებოდა ცულით, მოგვიანებით კი იხერხებოდა გრძელი ხელის ხერხებით, რაც მოითხოვდა მძიმე და ხანგრძლივ მუშაობას. ოდის მშენებლობას ეწეოდნენ დახელოვნებული ოსტატები. ტიპური მეგრული ოდა წარმოადგენს ოთხოთახიან და აივნიან ნაგებობას, რომლის სვეტები და ფარდები დიდი ხელოვნებითაა მოჩუქურთმებული. ჩვეულებრივი ორსართულიანი ოდების ქვედა სართულს ეწოდება პალატი. ოდაში გამართული იყო ქვის ბუხრები. ოდის სახურავი ოთხფერდიანია და გადახურული იყო ყავრით ან კრამიტით. ოდა წარმოადგენს საცხოვრებლის უაღრესად განვითარებულ ტიპს.

ლიტ.: ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006.
ე. ნ..

6.152 საღენჭელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საღენჭელი
ტყავის დასამუშავებელი ხელსაწყო, ქვის ან ხისა, გავრცელებულია საქართველოს ბარშიც და მთაშიც. ზოგ სოფელში საღენჭელის ქვა სოფლის ცენტრში, ხალხის თავშეყრის ადგილზე მდებარეობდა, მასზე ტყავის გამოქნა-დარბილება ყველას შეეძლო. ხის საღენჭელი ოჯახს ხშირად თავისისაკუთარი ჰქონდა. მასალად ცაცხვის ხე იყო მიჩნეული. ტყავის დამუშავება ასეთი თანმიმდევრობით ხდებოდა: საგანგებოდ შერჩეულ მსხვილფეხა საქონელს (ხარი, დეკეული, ძროხა არ უნდა ყოფილიყო გადაბერებული) დაკვლის შემდეგ სუფთად გაატყავებდნენ ბალანს გააცლიდნენ, ტყავს შოლტებად დაჭრიდნენ, თბილი, უმარილო ქონით გაპოხავდნენ და ამის შემდეგ იწყებდნენ გამოქნა-დარბილებას.
ერთ მამაკაცს დახვეული ტყავი ეჭირა, მეორე კი საღენჭელზე კეტით აწვებოდა. კეტის მაღლა აწევდაწევის დროს ტყავს აქეთ-იქით აბრუნებდნენ, სანამ ტყავი არ დარბილდებოდა. ბოლოს ამოიღებდნენ, გაშლიდნენ და გაანიავებდნენ. ძროხის ტყავის გამოქნასს, მთელ დღეს ანდომებდა ორი მამაკაცი. საღენჭელით გამოქნილი ტყავი ძირითადად ფეხსაცმლის საძირეებად გამოიყენებოდა.

სავარაუდოდ, ტყავის დასამუშავებელი ხელსაწყო უნდა არსებულიყო ძველადაც (VIII-XIII სს.) როცა დამუშავებულ ტყავს საწერად ხმარობდნენ. ეტრატის მკეთებელი ხელოსნების შესახებ ცნობები ნაკლებად მოგვეპოვება. მხოლოდ მინიშნებაა იმის თაობაზე, რომ IX საუკუნიდან ცნობილ ქართულ დიდ მონასტრებში ეტრატის მკეთებელი ხელოსნებიც ჰყავდათ.

ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები. 1973.
შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ I, 1982. ნ.ჯ.

6.153 საღლაპუნა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საღლაპუნა
სამეგრელოსა და გურიაში გავრცელებული ბარჯის მსგავსი თევზსაჭერი იარაღი, რომლითაც ღამით ნადირობენ.

6.154 საღსაღაჯის ხე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საღსაღაჯის ხე
თრიმლის საბეგვავი. სხვა ხესთან შედარებით მძიმეა და ამიტომაც მოსახერხებელი იყო თრიმლის დასაბეგვად. თრიმლს ერთდროულად 10-15 კაცი ბეგვავდა.

6.155 საყდარ-ტახტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საყდარ-ტახტი
აქ: საჯდომი ავეჯის განსაკუთრებული ტიპი, რომელიც გამოიყენებოდა მეფეთა, მთავართა და მაღალი სამღვდელო ფენის წარმომადგენელთა საწესო-სარიტუალო სასხდომად. „საყდარი“, ტახტის აღმნიშვნელი უძველესი ტერმინია. დიდებულთა საყდარი ხშირად მომთავრებული იყო გუმბათგავალაკით, ან დახურული ჩარდახით. საყდარ-ტახტი გვევლინება, როგორც ძალაუფლების სიმბოლო, ასევე სოციალური ადგილის მაჩვენებელი.

ლიტ.: ვ. ართილაყვა, XVI-XVIII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.
ე. ნ..

6.156 საყელო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საყელო
აქ: ცხენის აღკაზმულობის ნაწილი. ყელის სამოსი (საბა). იგი შედგებოდა ერთი ან ორპირიანი ტყავისაგან. იმკობოდა ორნამენტებით და ძვირფასი ლითონის თვლებით.

ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ..

6.157 საყრდენი ვაზისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საყრდენი ვაზისა
ვაზის შესადგამი სარები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახელით მოიხსენება: მაგ. სარი, ჭიგო, ჭიღვა, ჭიგვა, ხარდანი, სარჩუტა, პალო, კაკვი, მერქანი, ცილამპალი, ჯღა, ჯღარი, ხალახინი, ოლიხი, ქანდარა, ჩანგალი, თალხი.

ე. ნ..

6.158 საყურე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საყურე
ადამიანთა ყურის სამკაული. მზადდებოდა მინის, ოქროს, ვერცხლის, მოვერცხლილი სპილენძის, და ა.შ. მთელს საქართველოში იყო გავრცელებული. მაგრდება სხვადასხვა საშუალებით, ძირითადად კავებითა და ხრახნებით. საყურეები შეიძლება იყოს სხვდასხვა ფორმის. ადრეანტიკური ხანის საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ე.წ. „სხივანა“ საყურეები. ვანის მდიდრულ სამარხებში საყურეთა რამოდენიმე განსხვავებული ტიპი აღმოჩნდა. ყოველ მათგანს ყურში გასაყრელი რგოლი ვარდულითა და გრეხილიანი ფირფიტით აქვს შემკული. საყურეების დამზადებისას გამოიყენებოდა ყველა ტექნიკური ხერხი: ჭედვა, რჩილვა, გრანულაცია, ფილიგრანი და სხვ. საყურეების უმეტესობა ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებითაც იყო შემკული, გამოიყენებოდა პასტა და მარგალიტიც. შუა საუკუნეებში პოპულარული იყო საყურეები ტიხრული მინანქრითაც.

ლიტ.: ი. გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981.
მ.ბ..

6.159 საშუბლე//საბუზე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საშუბლე//საბუზე
აქ: ცხენის შუბლზე ჩამოსაფარებელი. ამზადებდნენ ხარის ტყავისგან და გაწყობილი იყო სამ მთავარ თასმაზე. უკეთებდნენ ფუნჯებს, ფირუზისფერ მძივებს, ნიჟარებს, ბალთებს. საშუბლე ცხენს იცავდა ბუზებისგან. არცთუ იშვიათად საშუბლე ცხენის სამშვენისს წარმოადგენდა.

6.160 საჩეკელა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საჩეკელა
ხისტარიანი რკინის იარაღი, წალდის ტიპისა, რომლითაც სარს წაუჩეკავენ წვერს.

6.161 საჩერნე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საჩერნე
საბარკული, „საწვივე აბჯარი“ (საბა). ჩერნის ანუ წვივის დასაცავი ჯაჭვი, საჩერნე ფართოდ გავრცელებული თავდასაცავი იარაღია საქართველოს მთიანეთში, იგი წარმოადგენს წაგრძელებული მართკუთხედი ფორმის ნაქსოვ ჯაჭვს, რომელიც წვივსა და ფეხის ბარკალზეც იკვრებოდა თასმებით. საჩერნეს ჯაჭვის რგოლები ხშირ შემთხვევაში ფარეშიანია, ანუ დამოქლონებული.

ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II. 1993.
ალ. ღლონტი, ქკთსკ. 1984.

მ. ქ..

6.162 საჩეჩელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საჩეჩელი
მატყლის საჩეჩი ხელსაწყო. ესაა სამი ხის ფიცარი, რომლებიც სამკუთხედადაა შეკრული. ზედა ნაწილზე ერთ ან ორმწკრივად ჩასმულია ლითონის „კბილები“ (ჩხირები). ჩეჩვის დროს ძირს დგამენ და ფეხებით ამაგრებენ. ერთმწკრივად განლაგებულ ან „ცალკბილა“ საჩეჩელს თივთიკის დასამუშავებლად იყენებენ. გარეცხილ, გაწეწილ მატყლს საჩეჩელის კბილებზე ჩეჩავენ (ბეწვი ბუვდება და ერთი მიმართულებით ლაგდება) და ფთილებად ამზადებენ, შემდეგ მას თითისტარით ართავენ და ძახავენ.
ლიტ: ლ. მარგოშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

6.163 საჩითავი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საჩითავი
სხვადასხვა ფორმის ხის ყალიბები, რომლითაც ხდებოდა ქსოვილის დაჩითვა საღებავის მეშვეობით. საჩითავ//საბეჭდავებზე გამოყვანილი იყო სხვადასხვა სახის მარტივი და რთული ჭრელები (გეომეტრიული, მცენარეული, ფრინველის, ადამიანის და ა.შ.) საჩითავად ირჩევდნენ მაგარი ჯიშის (მსხალი, მაჟალო, პანტა, ბზა) ხეს. საჩითავზე ჭრელი ორი წესით გამოჰყავდათ: ჩაჭრით ან რელიეფური კვეთით. მოჩითვის დროს ერთი წესით საჩითავ ყალიბს ზედაპირზე უსვამდნენ საღებავს, შემდეგ ქსოვილზე დაადებდნენ და ხელით დაწნეხავდნენ. მეორე წესით, საჩითავზე ჩაჭრის წესით დამზადებულ ჭრელს გამღვალ სანთელს წაუსვამდნენ და ქსოვილზე დაწნეხავდნენ, რის შედეგადაც ჭრელი სანთლიანი სახეები გადაიტანებოდა ქსოვილზე. შემდეგ ქსოვილს შეღებავდნენ, მისი ფონი დაიფარებოდა ფერით, ხოლო სანთლიანი ნაწილები შეუღებავი რჩებოდა, მისი მოცილების შემდეგ შეღებილ ფონზე მრავალფეროვანი ჭრელი ამოვიდოდა. ქსოვილის დაჩითვა ხდებოდა ფერადადაც, რაც უფრო რთულ ტექნოლოგიურ პროცესს მოიცავდა და საჭიროებდა ერთ ნახატზე რამდენიმე საჩითვის დაწნეხვას. ქსოვილის დაჩითვა ხალხური ხელოვნების უძველესი დარგია და უშუალოდ უკავშირდებოდა მღებრობას. დაჩითვის ხალხური ტექნოლოგიის შესახებ კავკასიის ხალხებში ყურადღება აქვს გამახვილებული ჰეროდოტეს, რაც ამ დარგის უძველესობაზე მიუთითებს. დაჩითვის ხელოვნებას ფართოდ მისდევდნენ საქართველოს ქალაქებში, განსაკუთრებით, ახალციხესა და თბილისში, რომლის კოლორიტულ ნიმუშად წარმოგვიდგება ე.წ. „ლურჯი სუფრა.“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია კავკასიის ხალხთა საჩითავების უნიკალური ნიმუშები.

ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, საქართველოს მუზეუმის საჩითავები 1961. ჰეროდოტე, ისტორია წ.I, 1972.
ე. ნ..

6.164 საცერი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საცერი
ფქვილის გასაცრელი. უფრო წმინდა საცერს სამტკიცი ჰქვია. საცერი მზადდება ფართო ტკეჩის მორკალვით, რომელსაც გამოწნული აქვს წვრილი ძირი ან რაიმე მსხვილად ნაქსოვი ნაჭერი აქვს გამოკრული. საცერი პურეული კულტურის ხანგრძლივი მოხმარების დამადასტურებული ნივთია.

6.165 საცერული (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საცერული (ხევს.)
ხევსურული საცერული ზოგადი სახელია იმ საბრძოლო იარაღისა, რომელიც ბეჭდის სახითაა წარმოდგენილი და ხელის ცერზე წამოსაგებადაა განკუთვნილი. ხევსურები საცერულს უბეში ინახავდნენ, ისინი ამ იარაღს მაშინ აამოქმედებდნენ, როდესაც სხვა იარაღი თან არჰქონდათ. ასეთ მდგომარეობაში ხევსური მაშინ იმყოფებოდა, როდესაც ლხინის წინ მას დიაცები იარაღს ჩამოართმევდნენ და ის უბეში დაფარულისაცერულის ამარად რჩებოდა. არსებობს საცერულის რამდენიმე სახეობა - „ღაჯია“, „მაღალი აფთარი“, „ხერხულა“, „წისქვილა“ და სხვა.

ლიტ.: გ. ჩიტაია, ხევსურული საცერული, შრომები, ტII, 2000.
მ. ქ..

6.166 საცეცხლური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საცეცხლური
საკმევლის ანთებისა და კმევის დროს საღმრთისმსახურო ჭურჭელი. ლითონის (ჩვეულებრივ - სპილენძის შენადნობი) პატარა თასი, რომელიც ჯვრის დაბოლოებიანი თავსახურითურთ სამ გრძელ ჯაჭვზეა დაკიდებული. მასში ათავსებენ გაღვივებულ ნახშირს, რომელსაც ზემოდან ადებენ საკმეველს. საკმეველი წვისას კეთილსურნელოვან კვამლს გამოყოფს. ღმრთისმსახურების გარკვეულ მომენტებში ხდება დიაკვნის ან მღვდლის მიერ გუნდრუკის კმევა ხატთა, ტაძრის სიწმინდეთა და მრევლის წინაშე საცეცხლურის საშუალებით. კმევისას გუნდრუკის (საკმევლის) კეთილსურნელება ნიშნავს ღმრთისადმი აღვლენილ ლოცვებსა და სულიწმინდის მადლს, რომელიც მლოცველთ ეფინება, საკმევლის სუნი არ უყვართ უწმინდურ ძალებს.

ლიტ.: Скляревская Н.Г. словаръ православной церковной кулътуры, М. 2000 г.
ხ. ც..

6.167 საცეხველი//ჩამური//ოჩამური (გურ.სამეგრ.)//საძიგველი//საბეგველი (აჭ.)// დენგი (ხევს.)//ჯორგო //როფი (ლეჩხ.)//ალახარა (აფხ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საცეხველი//ჩამური//ოჩამური (გურ.სამეგრ.)//საძიგველი//საბეგველი (აჭ.)// დენგი (ხევს.)//ჯორგო //როფი (ლეჩხ.)//ალახარა (აფხ.)
მარცვლეულის ცეხვა ნაყვისათვის გამოყენებული ქვის როფი. იხმარებოდა ხორბლეულის, ღომის, ფეტვის, ასლის, ბრინჯის, გასაცეხვად. სელის, კანაფის, მარცვლის, თრიმლის, თოფის წამლის დასანაყად. ცნობილია საცეხველის სამი ტიპი: ა) ხელის ბ) ფეხის და გ) წყლის. საცეხველის ფორმათა ვარიაციული სახესხვაობა მთელ საქართველოში იყო გავრცელებული - ჩამურის (გურია, იმერეთი, სამეგრელო), ოჩამურეს (სამეგრელო), ჯორგოს სამცეხვლოს (ლეჩხუმი), დენგის, დინგის (ხევსურეთი, სამცხე-ჯავახეთი), როდინის, როფის (იმერეთი), საძიგველის (აჭარა), ფილის (კახეთი), ქვიჯარ (სვანეთი) და სხვა სახელით. სანაყ-საცეხველები უძველესი დროიდან არსებობდა. ისინი ენეოლითური და შუა ბრინჯაოს, ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის ძეგლებშია დადასტურებული. საქართველოში ფეხის საცეხველი დასტურდება ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესიის (X-XI სს.) ფრესკის მოხატულობაში. ფეხის საცეხველი ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში (ჩინეთი, იაპონია, ინდონეზია), ხმარობდნენ ფინეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში, ესპანეთში, უნგრეთში.

ფეხის საცეხველი გამართული იყო ბარჯგებზე. ცეხვის დროს საცეხველთან გამართულ ძელებს შუა გაბმულ თოკზე ხელჩაკიდებული მცეხვავი ძელის ერთ ბოლოზე ფეხის დაკვრით ძელს მაღლა აღმართავდა და თავს ჩამურში ჩაარტყმევინებდა, რასაც შიგთავსის ცეხვა ან ნაყვა მოჰყვებოდა. ეს მოქმედება რითმულად მეორდებოდა ცეხვის დამთავრებამდე. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო წყლის საცეხველი. სამეურნეო საქმიანობის გარდა, საცეხველი რელიგიურ კულტურაშიც გარკვეულ ფუნქციას ასრულებდა მაგ., თედორობის კულტისადმი მიძღვნილ ცერემონიაში (რაჭ. ლეჩხ.) - საცეხველთან ლოცვა და რიტუალური კვერის საცეხველისადმი ზიარება მიმართული იყო მოსავლისა და მარცვლის უდანაკარგოდ ცეხვის დაბევებისადმი. საცეხველი ისეთივე ძველ მონაპოვრად მოჩანს, როგორც მასში მოსაცეხვი პროდუქტი. საცეხველი ჩვენში ადგილობრივ, კულტურისა და ქართული სამეურნეო ყოფის მონაპოვრადაა მიჩნეული.
ლ.მ. ე.ნ.

ლიტ.: Г. Читаиа, Этнографические исследования в Грузии, советская этнография, т.IV, 1948.
ჯ. რუხაძე, ხალხური აგროკულტურა დას. საქართველოში, 1970.

6.168 საცივი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საცივი
დასავლურ-ქართული სამზარეულო ხელოვნების დიდი მონაპოვარი, რომელსაც ძირითადად ამზადებენ ნიგვზისა და ინდაურის ხორცისაგან. საცივი არის სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი, რომლის დამზადება მოითხოვს დიდ გამოცდილებას, რაშიც იგულისხმება სანელებელი მასალის კერძთან სწორი, ზომიერი მისადაგება და ფაქიზი გემოვნება. ნიგვზიანი კერძების მომზადებაა სხვა ხალხთა სამზარეულო ხელოვნებაშიც დიდი ადგილი უჭირავს, მაგრამ საცივის მომზადების სპეციფიკური წესები არსად არა არის ისეთი მასშტაბური, როგორიც საქართველოში, საკვების ამ ტიპმა ჩვენთან შეიძინა ეთნიკური კუთვნილების ნიშანი. კვებითი ღირებულების გარდა, საცივში გამოვლენილია დიდი საგემოვნებო კულტურა, საკვებ-წარმოების ხალხური გამოცდილების მაღალი დონე, მისი, როგორც კულტურის ელემენტის, ფასეულობა და ღირებულება. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, საცივი არის მატერიალური კულტურის საგანი და იგი ასეთივე ეროვნული საგანძურია ქართველი ხალხისათვის, როგორც რომელიმე ხუროთმოძღვრული ძეგლი.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ხალხის კვება და მისი რაციონალიზაციის ამოცანები 1939.
გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა, 2007.

ე. ნ..

6.169 საძუე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საძუე
ცხენის აკაზმულობის ნაწილი, „ცხენთ საკუდარი“ (საბა). უნაგირზე მობმული ორპირი თასმა, ამოდებული ცხენის კუდის ქვეშ. უნაგირივით მასაც ხელოსნები ძვირფასი ლითონის ბალთებითა და ღილებით რთავდნენ. საძუე ორ ფუნქციას ასრულებდა: ერთი მხრივ, იგი დაღმართზე უნაგირს წინ წაცურებისაგან იცავდა და მეორე მხრივ, ცხენის აკაზმულობას შნო-ლაზათს მატებდა.

ლიტ.: ლ. ლეონიძე, მესაქონლეობის ლექსიკონი, 1925.
ნ. ჯ..

6.170 საწანგარო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საწანგარო
სამოსანტრო ცხოვრებაში არაერთხელაა დასახელებული, როგორც ფეხსაცმლის წარმოების სახელოსნო.

6.171 საწდე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საწდე
ღვინის შესასმელი ჭურჭლის ზოგადი სახელი. საწდე ჭურჭელში ერთიანდებოდა: ფიალა, ჯამი, თასი, დოსტაქანი, ორთომლი, კვანჩხი, სარიოში, ყანწი, კულა, აზარფეშა: აქედან მომდინარეობს ტერმინი „მწდე“, ანუ ღვინის დამსხმელი დიდი სუფრის დროს.

ა. ნ..

6.172 საწვიმარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საწვიმარი
წვიმის დროს ტანსაცმელზე მოსასხამი. ნახსენებია გიორგის მთაწმინდელის

ცხოვრებაში როგორც ძალზე გავრცელებული საცმელი. საწვიმრები ნახსენებია გვიანფეოდალური ხანის ქონების ნუსხებშიც. შეკერილი უნდა ყოფილიყო მსხვილი ტილოს ნაჭრისაგან, რომელსაც წყალი არ უნდა გაეტარებინა. მთაწმინდელის „ცხოვრების“ მიხედვით დიდი წვიმის შემდეგ ის ბერები, რომლებთაც საწვიმარი ჰქონდათ, მონასტერში მოვიდნენ „მოლხინებით“, ხოლო ისინი ვინც უიმისოდ იყო, „გაჭირვებით“. საწვიმარის თავისებურ ტიპს წარმოადგენს ღართი (იხ).

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, 1962.
ე. ნ..

6.173 საწიგნე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საწიგნე
ქართულ ხელნაწერთა მინიატურებისა და ჩვენამდე მოღწული ექსპონატების მიხედვით, ჯერ კიდევ XI ს. საქართველოში გვხვდება მაღალი გემოვნებით შესრულებული საწიგნე-სამწერლობო კიდობნები. ზოგიერთ შემთხვევაში საწიგნე კომბინირებულად იყო შერწყმული საწერ მაგიდასთან. საწიგნეიყო როგორც უძრავი, მგალითად კედელში ჩატანებული, ისევე მოძრავი - ხისა. საწიგნეთა ნიმუშები დადასტურებულია სვანეთში: ლამარიას, იენაშის, ჟიბიანის, ლატალის ეკლესიებში. მატერიალური კულტურის ამ ტიპის ნიმუშების განხილვა აშკარად მიანიშნებს წიგნის ხმარების მაღალ კულტურაზე.

ლიტ.: ვ. ართილაყვა, XVI-XVIII სს. ქართული მატერუიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.
ე. ნ..

6.174 საწნახელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საწნახელი
ყურძნის დასაჭყლეტ-დასაწური ჭურ- ჭელი. არსებობს სამი ძირითადი ტიპი: ქვის, ქვიტკირით ნაშენი და ხის. მეღვინეობაში ყურძნის დაწურვას ქვის საწნახელში უძველესი ისტორია აქვს. დღემდე მოღწეულია როგორც კლდეში ამოკვეთილი საწნახლები, ასევე კირ-ხსნარით აშენებული. ეთნოგრაფიულ ყოფაში დასტურდება ერთიან ლოდში ამოკვეთილი საწნახლები. (ქვის საწნახელების საუკეთესო ნიმუშები დასტურდება იმერეთში, განსაკუთრებით ქვის დამუშავებით განთქმულ ცენტრებში; ჭოგნარი, სეფარეთი). ქვის საწნახელები 2-დან 4 მეტრის სიგრძისაა, სიმაღლე - 40-60 სმ, მოყვანილია ხის საწნახელის მსგავსად. აქვს ზურგი, ტანი, გვერდები, წინპირი, ინდური, რომელიც გახვრეტილია ტკბილის გამოსვლისათვის. ქვის საწნახლისთვის საჭიროა საუკეთესო უტალო და უარტაშანო ქვა, რომელიც მოტყდება ურო-სოლის მეშვეობით. ითლება სათლელებით და სატეხებით. საწნახლის კეთება მიმდინარეობს 2-3 თვის განმავლობაში. თავისი მნიშვნელობის გამო იგი იშვიათ ნივთთა რიცხვში ექცევა და იმერეთში „საგანძურსაც“ უწოდებენ (იხ. საგანძური).


ტერმინ „საწნახელში“ ფაქტობრივად გამოხატულია მოქმედება, რომელიც ყურძნის ჭყლეტა-წნეხვას გულისხმობს. პრეისტორიულ ადამიანს ყურძენი ხელით უნდა დაეჭყლიტა და ეს პროცესი ალბათ გრძელდებოდა მანამ, ვიდრე კულტურული ვაზის მეურნეობა არ გაიჩინა. საგულისხმოა, რომ ძველ საქართველოში ყურძნის დაწურვა სცოდნიათ ტყავზე, გოდორში, ვარცლზე, სელის ტომრებში, მაგრამ განვითარებული მეღვინეობისა და მაღალი დონის მეურნეობის მაჩვენებელი საწნახელია, რომლის უძველესი, კლდეში ნაკვეთი ნიმუშები ამიერკავკასიაში IV ათასწლეულით თარიღდება. ასეთი, კლდეში ამოკვეთილი საწნახელები, საქართველოში ამჟამადაც არსებობს უფლისციხეში, ნეკრესში, ვარძიაში, გარეჯში. მათი დამუშავების ხელოვნება და გამოყენების პრაქტიკა, აშკარად მიგვანიშნებს, რომ ამ დროის საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობა მაღალ სამეურნეო დონეზეა ასული. საწნახლის მეორე ტიპია - კირხსნარით აშენებული საწნახლები, გავრცელებული საქართველოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კი ქართლსა და კახეთში. ასეთი საწნახლები ზოგჯერ გაყოფილი არიან ორად, შავი და თეთრი ყურძნისათვის და ორივეს ცალ-ცალკე გააჩნდა წვენის გადმოსასვლელი ინდური - ნახევრად ღია მილი. კირხსნარით აშენებული საწნახლები დიდი მასშტაბური სამეურნეო საქმიანობისათვის იყო განკუთვნილი.


ხის საწნახლისათვის საუკეთესო ხედ ითვლება ცაცხვი. სასაწნახლე ხეს წინასწარ შეიგულებენ, ზამთრის დამდეგს მოჭრიან, ერთ წლამდე ადგილზე დატოვებენ. მერე ნაჯახით გათლიან, გულს ამოუღებენ და საბოლოო დამუშავებისთვის სახლში მიიტანენ. საწნახელი მარანში იდგმება კედელთან, ხის ან ქვის სადგამებზე, ბოლო აწეული აქვს იმდენად, რომ ტკბილი იოლად დაეშვას ინდურისაკენ. საწნახელში ყურძენს დატკეპნიან თავგანიერი ხის უროთი. მწურავები შიშველი ფეხით ფრთხილად გადაუვლიან საწნახელში ჩაყრილ ყურძნის მასას. მერე ბოლოდან მოჰყვებიან და ნელი წნეხვით იწყებენ თანაბარ ჭყლეტას. როცა ყურძენი აითქვიფება, ნაჭყლეტ მასას მიყრიან საწნახლის უკან, შემდეგ გაუგდებენ ნიჩაბს და ზემოდან შედგებიან. რამდენიმე ასეთი პროცესის გამეორების შემდეგ ჭაჭას მთავარი წვენი გამოსული აქვს და გამზადებულია წბერში (იხ.) გასატარებლად. საწნახლებში ადრე სცოდნიათ წნელით დაწნული ჩელტების ჩადება, რასაც ზემოდან დააფენდნენ ჩადის//ჩადუნას ფოთლებს, იმ მიზნით, რომ ტკბილს არ გამოყოლოდა წიპწა და ჭაჭა. ჩადუნას ფოთლების მომეტება ზოგჯერ ღვინოს სპეციფიკურ გემოს აძლევდა და აქედან მოდის გამოთქმა „ჩადის გემო აქვსო“. დიდი და გამორჩეული საწნახელი ოჯახის ძლიერების სიმბოლოს წარმოადგენდა. დასავლეთ საქართველოს საახალწლო რიტუალში მარანი და საწნახელი იქცეოდა ერთ უმთავრეს ობიექტად, რომელთა ეშვეობითაც ადამიანები ღმერთს გამრავლებასა და ბარაქიანობას შესთხოვდნენ.

ე.ნ..

6.175 საწოლი//სარეცელი//ცხედარი//თეე// ტახტი//სტივა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საწოლი//სარეცელი//ცხედარი//თეე// ტახტი//სტივა
ადამიანთა მოსასვენებელი ავეჯი. X ს. ძეგლებში ბერთა საწოლად სარეცელია დასახელებული. ძველ საქართველოში საგებლის გარეშე, საწოლი ავეჯის სინონიმს წარმოადგენდა-ცხედარი. სულხან-საბას განმარტებით, - „ცხედარი ითქმის შიშველ საგებელთაგან, ხოლო სარეცლად დაგებული და გადაგებული“. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში გავრცელებული საწოლის ერთ გავრცელებულ სახეობას ტახტი ჰქვია. საწოლ სარეცელთა ორიგინალური ნიმუშებია მოცემული მამუკა თავაქარაშვილის მოხატულ „ვეფხისტყაოსანში“. ეს ავეჯი მეტ-ნაკლები რეალობით უნდა ასახავდეს ფეოდალური საქართველოს საწოლის ტიპებს. საქართველოს არისტოკრატიის საწოლი ავეჯის მაღალგანვითარებულობას ადასტურებს არმაზისხევში აღმოჩენილი სარეცელი, რომლზედაც აკლდამაში შესვენებული მიცვალებულები იყო მოთავსებული.

ლიტ.: ვ. ართილაყვა, XVI-XVIII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.
ე. ნ..

6.176 საწური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საწური
ნივთი, რომელიც იხმარება სამეურნეო საქმიანობაში სხვადასხვა ნივთიერების გასაწურად. მზადდებოდა ხის, თიხის, ლითონისა და მცენარეთა შტოებისაგანაც.


6.177 საწყაო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საწყაო
ზოგადი სახელი სხვადასხვა ზომა-წონის შედგენილობის ჭურჭლისა. აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრფიულ ყოფაში დამოწმებულია მარცვლეული კულტურების შემდეგი საწყაო ჭურჭელი: ლიტრა, პინა, ჩანახი, ორიანი, სამიანი, ფოხალი, ჩხუტი, გვერდი, წასამალი, რუბი, კოდი და სხვა. მათ ძირითად საზომ ერთეულს ლიტრა წარმოადგენდა, თუმცა ეს საწყაოები სხვადასხვა ადგილას განსხვავებული მოცულობის იყო მაგ., მცხეთა-თბილისის რეგიონში ლიტრა 10 გირვანქას უდრიდა, ხოლო კოდი 10 ლიტრას შეადგენდა. ფშაური კოდი ათლიტრიანია, ლიტრაში კი 12 გირვანქაა. ხევსურული კოდი 12 ლიტრიანია, ხოლო კახეთის ლიტრა 13 გირვანქას შეადგენდა. უფრო მეტად ხმარებაში იყო 10 გირვანქიანი ლიტრა, რომელიც 4 კგ მარცვალს შეადგენდა. ამის მიხედვით იანგარიშებოდა - ჩანახი, პინა, ფოხალი, კოდი.


დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ფეოდალური დაქსაქსულობის პერიოდში, მრავალგვარი საწყაოები არსებობდა, რომელთაგან აღსანიშნავია: ქილა, ფოხალი, ბათმანი, გვერდი, გოდორი, გუდა, კოდი, ატარი, კაბიწი, ნაოთხალი, მენახევრე, კვიდოლი, ოყა, გორო, კვახი, კვერცხი და სხვა. XIX ს. განსაკუთრებით გამოიკვეთა ძირითადი საწყაოები: ქილა, ფოხალი, ბათმანი, რომელთა განსაზღვრა ემყარებოდა ლიტრის ოდენობას, თუმცა ლიტრის ოდენობა ხშირად იცვლებოდა. მაგ., მეგრული ქილა უდრიდა 42 გირვანქა სიმინდს, გურული - 2 ბათმანს. ხის საწყაოები ძირითადად კეთდებოდა მთლიანი ხისგან, ქერქისგან და წნელისგანაც როგორც სახელურით, ასევე უსახელუროდ. ზოგჯერ, ხის საწყაოებს სიმაგრისათვის, თავსა და ბოლოში, რკინის სალტეებს უკეთებდნენ.

ლიტ.: გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1975.
მ.ხ..

6.178 საწყაო ღვინისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საწყაო ღვინისა
ღვინის საწყაოებად ქალაქში უფრო მეტად გამოიყენებდნენ სპილენძის კონუსურძირიან საწყაოებს, ერთი ჩარექიდან ორ ფუთამდე. ჩვეულებრივ სოფლად ხმარობდნენ თიხისა და წყლის ჩაფებს, რომელსაც მრგვალი პირი აქვს. მიუხედავად საწყლე ჩაფთან მსგავსებისა, მისგან განსხვავებული ჭურჭელია, რადგან იგი ზუსტად დადგენილი, შემოწმებული ღვინის საწყაოა. მისი დამზადება მეჭურჭლისაგან სიზუსტეს მოითხოვს. საწყაოდ დამზადებულ 10 ჩაფიდან არწყვა-შემოწმების შემდეგ საწყაოდ რომ 3-4 მაინც გამოვიდეს ზუსტი, ესეც მეჭრუჭლის დიდ მიღწევად ჩაითვლება. ჭურიდან ამოღებულ ღვინოს საწყაო ჩაფში ასხამენ, ეს პრაქტიკულიც არის და მოსახერხებელიც. მოსახერხებელია იმიტომ, რომ ჩაფს ფართო, მრგვალი პირი აქვს და ღვინო კარგად ისხმება. პრაქტიკულია იმიტომ, რომ იციან რა რაოდენობის ღვინოს აკლებენ ჭურს. ჩაფი ღვინის საწყაოდ იმერეთის გარდა გამოყენებულია რაჭაში. რაჭაში ხმარებული საწყაო ჩაფების უმრავლესობა იმერეთიდანაა შემოტანილი. რაჭაში ხშირად გაიგონებთ გამოთქმას „საჩხერული“ ფუთიანი, „შროშული ჩაფი“ და სხვ. ჩაფს საწყაოდ ხმარობენ ქიზიყში, საინგილოში. ჩაფის ანალოგიური თიხის საწყაოებია: კოკა -(ქართლი, კახეთი, სამეგრელო), დორა, მენახევრე (რაჭა-ლეჩხუმი), „ჭარიკა“ (გურია) და ა.შ.

ლიტ.: ც. კაკაბაძე, შროშული კერამიკა, 1982.
ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, I, კახური, 1949.

ც. კ..

6.179 საწყვეტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საწყვეტი
კეხის ამოშვერილ ნაწილებზე წინ და უკან ჩაბმული ჰქონდა ხურჯინის დასამაგრებელი ორი თასმა. ამავე დროს, საწყვეტი ეწოდებოდა შოლტის ბოლოს მიბმულ სატყლაშუნო თასმასაც.

6.180 საჭე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საჭე
ხომალდის მთავარი სამართავი მოწყობილობა, რომლითაც შესაძლო ხდება ხომალდისთვის სასურველი მიმართულების მიცემა, ძვ. ქართულში მისი სინონიმია „სარეველი“.

ლიტ.: ზ. კუტალეიშვილი ნაოსნობა საქართველოში. 1984. (ე. ნ).

6.181 საჭვრეთა//საჭრელებელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საჭვრეთა//საჭრელებელი
ქადების დასაჭრელებელი, ხის საბეჭდავი, რომლის თავი შემკულია სხვადასხვა ხაზობრივი მოტივებით. გამოცხობის წინ საჭვრეთას დააბეჭდავენ სარიტუალო პურს და დააჩნდება. საქართველოში მრავალგან იყო გამოყენებული პურის დაბეჭდვის ამგვარი წესი (იხ. ბიქილა, დასტაგი - დაგი).

ლიტ.: ალ. ოჩიაური, ქართ. ხალხ. დღეობათა კალენდარი, 1988.
ე. ნ..

6.182 საჭიკა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საჭიკა
თუში ქალის კაბის სარტყელი. მოქსოვილია ფირფიტებით ფერადი ძაფისაგან და გამოირჩევა სიმაგრით. ბილოებში ფოჩით მთავრდება. საშუალო ზომის საჭიკა 1,5-დან 2 მეტრამდეა სიგანით 3-დან 8 სანტიმეტრამდე.

ე. ნ..

6.183 საჭმელი//ჭამადი//საჭამადი//საზრდელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საჭმელი//ჭამადი//საჭამადი//საზრდელი
ადამიანთა საკვები პროდუქტის ზოგადი სახელი. საქართველოში და კავკასიის სხვა ხალხებში შემუშავდა სამჯერადი კვების რეჟიმი, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა, როცა სამუშაოს სპეციფიკა საჭიროს ხდის დღიური რაციონის გაზრდას და კვებაც ოთხჯერადი ხდება (თიბვის, მკის მუშა). ძველ ქართულ წყაროებში ქართველთა კვების რეჟიმი სამჯერადაა წარმოდგენილი: დილას სადილება//დილეული//სადილი, „საშუალო დღისაი“ - სამხრება//სამხრის ყოფა//სამხრობა და საღამოს - ვახშმობა. საბას მიხედვითაც სადილია „დილის საჭმელი“, „შუადღე ჭამადი არს სამხარი“, ვახშამია „მწუხრის საჭმელი“ და იქვე მიუთითებს, რომ „გლეხურია“. მეორეგან „მიმწუხრი ჭამადს“ სერობას უწოდებს. დილის საჭმელს, საბას მიხედვით, საუზმეც ეწოდება. თუ ვინმემ ვახშმის შემდეგ „ჭამადი მიიღო“ მას „სერის კუდი“ ეწოდება. როგორც საბას განმარტებიდან ჩანს, ამ ჯერის (იჯრა, ჯერი - ერთი საჯერო ჭამადი,) ჭამა ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო, „რამეთუ არიან კაცნი მუცელთ მაძოვებელნი, რომელნი ჭამენ ოთხ-ხუთთა ჯერთა“. ფშაველ-ხევსურნი და გუდამაყრელნი ყველაზე ნოყიერად დილას მიირთმევდნენ - ცხელ ხინკალს, ხორცს, ყველს; სამხარზე მონარჩენით და მშრალ საჭმელზე (ყველი, პური) გადადიოდნენ. ვახშამიც შედარებით მსუბუქი იყო - კეცეული, რძე ან უბრალო შეჭამანდი. მთიულები სამხარს უფრო ნოყიერად ამზადებდნენ: წვნიანი, ხორცი. დილას პურყველით სადილობდნენ, ვახშმად ხინკალი, ფაფა ან სხვა რამ. მთიულები გაზაფხულამდე სადილ-ვახშმით კმაყოფილდებოდნენ. გაზაფხულიდან სამხარსაც ჩართავდნენ თავიანთ კვებაში. ძირითადად ყოველდღიური სუფრის კერძები დამოკიდებული იყო შეძლებასა და დროზე. ჭამდნენ რაც გააჩნდათ. XIX ს. სადილ-სამხრის „გლეხური“ სუფრა, ხშირად პურით, ყველითა და ხახვით მთავრდებოდა. XIX ს. დასაწყისში სპეციალურ სამედიცინო ლიტერატურაში ორგანიზმისათვის ყველაზე სასარგებლოდ მიჩნეული იყო საჭმლის განაწილება დღის განმავლობაში სამ ჯერზე. დღეისათვის სამჯერადი კვება წარმოადგენს დადგენილ აუცილებლობას. აქედან ორგანიზმს დღიური რაციონის უდიდესი ნაწილი სჭირდება დღის პირველ ნახევარში, ხოლო საღამოს - დასვენების პერიოდში, ადამიანის ყველაზე ნაკლებ ენერგიას ხარჯავს და ულუფაც ამის მიხედვით ჭირდება. ქართველ მთიელთა დღის რაციონი, რომელიც დროთა განმავლობაში შემუშავდა სეზონურად და დღის სხვადასხვა მონაკვეთში შრომის სიმძიმისა და ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელ ნორმებს შეესატყვისება, რაც უდავოდ, საკვები პროდუქტის შერჩევისა და ათვისების დიდ უნარზე, მისი შრომით ცხოვრებაში რაციონალურად გამოყენებაზე მიუთითებს.

ლიტ.: სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა, 1928.
გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქ-ში, 2007.

ე. ნ..

6.184 სახაბაზო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახაბაზო
პურის საცხობი. ძვ. ქართულად „პურის საქმარი“ ეწოდებოდა. შენობა-ნაგებობა, სადაც გამართული იყო ფურნე ან თორნე ყველა იმ ატრიბუტებით, რაც პურის გამოცხობას ესაჭიროება (გობები, ასტამები, საკეცეები და სხვანი). სახაბაზო პურის ცხობას წარმართავდა ხაბაზი.

ე. ნ..

6.185 სახვნელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახვნელი
ყველა ტიპის სახვნელი იარაღის ზოგადი სახელწოდება. ტერმინი „სახვნელი“ რამდენადმე ადრე უნდა გაჩენილიყო, ვიდრე სახვნელთა სახეობანი და მათი სახელები. გვიან სახვნელმა, როგორც სახვნელის კერძო სახელწოდებამ, ვეღარ დაიტია განვითარების შედეგად სახვნელთა მრავალსახეობა და ზოგად ტერმინად იქცა. მის შიგნით მოხდა სახვნელების სახეობათა მიხედვით სათანადო სახელწოდებათა შექმნა. თუმცა „სახვნელი“, როგორც იარაღის კერძო სახელი, მთლად არ დაკარგულა. ზოგიერთ კუთხეში (ხევსურეთი, რაჭა, ლეჩხუმი) იგი შემორჩა სახვნელის კონკრეტული ტიპის აღსანიშნავად.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიური ისტორია, 1930.
თ. გ..

6.186 სახვნიელი (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახვნიელი (ხევს.)
მარტივი სახვნელი იარაღი. შედგებოდა: ქუსლის, მხრის, ვერქვანის, საბეწვოს, სახნისისა და საკვეთლისაგან. ქუსლი სწორად გათლილი ხის წვერწამახულ ძელს წარმოადგენდა, რომელსაც წამოცმული ჰქონდა სახნისი. ქუსლს უკან ჰქონდა ორი ნაჩვრეტი, რომელშიც ჩაიდგმოდა სახვნელის მხრის ერთი თავი და ერქვანი (სახელური). სახვნელის მხარი ბლაგვკუთხედ მოხრილი ხის ძელი იყო, რომელიც ერთი მსხვილი თავით ქუსლის ნაჩვრეტში იყო ჩადგმული, ხოლო მხარის სწორი თავი წაგრძელებული ჰქონდა უღელზე მისაბმელად. მხარს ორი ნაჩვრეტი გააჩნდა: ერთში საკვეთელი თავსდებოდა, ხოლო მეორეში საბეწვე. შაბეწვე სამალდის გამობმით, სახვნელის გამწევ ძალას უკავშირდებოდა. ერქვანი წარმოადგენდა ოკლე გაკუთხულ სახელურიან ჯოხს, რომელიც მხვნელისათვის სახელურების დანიშნულებას ასრულებდა. ხევსურული სახვნელის კომპლექსში გარკვეული მნიშვნელობის დეტალია ჯამბარა, რომლის საშუალებითაც სახვნელი უღელზე იყო მიბმული. ჯამბარას ტყავისგან ამზადებდნენ. ხევსურები ამ საქმის კარგი მოხელეები ყოფილან. მეჯამბრეობას მთელი პირაქეთელი ხევსურები მისდევდნენ (იხ. ჯამბარა). სახვნიელში ერთი უღელი ხარი იბმოდა.

ხვნის დროს მიმართავდნენ შრომის ორგანიზაციის მარტივ ფორმას - „მანდავს“// „მონდავს“. ერთიანდებოდა ორი ოჯახი თითო ხარით. თითოეული მათგანი თავისი მიწის ხვნისას საკუთარ სახვნელ იარაღს - „სახვნიელს“ იყენებდა. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთ მონაწილეს არ ჰქონდა სახვნიელი, ის მეორე წევრის სახვნიელს გამოიყენედა საზღაურის გარეშე. მანდავის წევრები ჯერ ერთთან მუშაობდნენ, მერე მეორესთან. თითოეული ხნავდა იმდენს, რამდენიც სჭირდებოდა. ე.ი. თუ ერთ-ერთ წევრს მეტი ჰქონდა დასახნავი ფართობი, მას მანდავის მუშაობის დროს ხვნადღეების მეტი რაოდენობა ერგებოდა. ზოგჯერ ამ განსხვავებას „ათანაბრებდნენ“ -ვისაც ნაკლები ჰქონდა მოსახნავი, იმას შეეძლო თავისი მანდავის ხარი სხვა დროს გამოეყენებინა. მაგრამ ეს არ იყო აუცილებელი და თუ ხდებოდა, აბსოლუტურ სიზუსტეს არ იცავდნენ. თუმცა, ასეთ შეამხანაგებას ეკონომიკური თვალსაზრისით დაახლოებით ერთნაირი მდგომარეობის ოჯახები მიმართავდნენ, რომელთაც მოსახნავი მიწებიც დაახლოებით თანაბრად ჰქონდათ და ამდენად, ფაქტობრივად შრომის შედეგის (ხვნადღეების) განაწილებაში მნიშვნელოვან განსხვავებას ადგილი არ ჰქონდა.

ლიტ: გ.ჯალაბაძე. მიწათმოქმედება ფშავ-ხევსურეთში. თბ., 1963
Читая Г. С. Земледельческие системы и пахотные орудия Грузии - Вопросы этнографии Кавказа 1952
თ. გ.
.

6.187 სახინკლე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახინკლე
აქ. ოვალური ფორმის ტარიანი დაფა, რომელზედაც დააწყობდნენ ხინკალს და მიართმევდნენ სტუმარს. ამ ნივთით ხდებოდა აგრეთვე სარიტუალო დღესასწაულებზე მიცვალებულთა სულებისათვის „ხინკლის დადგმა“. სახინკლე შემკული იყო სხვადასხვა სახის ასტრალური გამოსახულებებით, რაც მთიელთა რწმენა-წარმოდგენების გამოძახილია.

ე.ნ..

6.188 სახლი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახლი
საზოგადოებრივი, სამეურნეო და ადამიანთა საცხოვრისის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი. ძველ საქართველოში საცხოვრისის გარდა არსებობდა: სახლი საქვრივო (გლოვისა), სალხინო, სამდივნო (სასამართლო), ასევე სახლი წისქვილისა, სახლი რკინისა. პატარა საცხოვრისს სახლაკს უწოდებდნენ.

ე.ნ..

6.189 სახლი ბარული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახლი ბარული
ერთთვლიანი სახლი, გავრცელებული ხევსურეთის ზოგიერთ პუნქტში, რომელიც წარმოადგენს მიწისზედა ნაგებობას და გვიანდელ პერიოდში უნდა იყოს შესული ხევსურეთში.

ე. ნ..

6.190 სახლი ბოყვებიანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახლი ბოყვებიანი
ბოყვების მეშვეობით აგებული ხის სახლის ტიპი, რომელიც გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში. ესაა იმავე ბოყვებით აშენებული ოდა (იხ. ბოყვები).

6.191 სახლი დუროიანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახლი დუროიანი
საცხოვრებელი სახლის ტიპი მთიან რაჭაში, რომელსაც თავდაცვითი დანიშნულებაც ჰქონდა. ოთხსართულიანი კოშკის მეოთხე სართულს დუროები (სათოფურები) ჰქონდა დატანებული ქვითკირით ნაშენ კედლებში. სახლის პირველ სართულს საქონლის სადგომად იყენებდნენ, მეორე სართულზე ოთახის შუაგულში კერა იყო გამართული და ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. მესამე სართული წლის სარჩოს და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის შესანახად გამოიყენებოდა. სართულები ერთმანეთს შიდა კიბით უკავშირდებოდა.

ლიტ.: გ. ჩიტაია, შრომები, ტ. IV, 2001.

6.192 სახლი ერდოიან - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახლი ერდოიან
გვირგვინიანი - ქართული საცხოვრებლის სახეობა. ცნობილია ასევე „დარბაზისა“ და „ერთობის სახლის“ სახელწოდებით. დამახასიათებელი იყო საოჯახო თემის, დიდი ოჯახის სპეციფიკისათვის. გავრცელებული იყო ამიერკავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში. სახელწოდება მიიღო ორიგინალური გვირგვინისებური გადახურვის გამო. ერდო-გვირგვინიანი სახლის მოდიფიცირებული ვარიანტებით გამოირჩევა ამიერკავკასია. საქართველოში მან თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ერდო-გვირგვინიანი სახლი სხვადასხვა ვარიაციებით გავრცელებული იყო ქვემო და შიდა ქართლში, მესხეთ-ჯავახეთსა და თრიალეთში. ჩვეულებრივ ნაგები იყო ქვითა და ტალახით. მკაცრ კლიმატურ რეგიონებში მისთვის დამახასიათებელია მიწაში ღრმად ჩასულობა. ბანი გადახურული იყო ხის კონსტრუქციებით. სახურავი კი დაფარულია თიხატკეპნილით.

ერდო-გვირგვინიანი სახლის კონსტრუქციაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ხის ძელებით ორიგინალურად აგებულ გვირგვინს, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს როგორც შუაცეცხლის კვამლის გასასვლელს, ასევე დარბაზის სინათლის წყაროსაც. გვირგვინის გადახურვა ეყრდნობა თავხეებსა და უმთავრეს სამაგრს - დედაბოძს. მისი ყელი აცილებულია ბანს.

ერდო-გვირგვინიანი სახლის ცენტრალური ნაწილია დარბაზი, რომლის ფართობი 50-დან - 120 კვ. მ.-ს აღწევდა. შუაგულში გამართული იყო კერა, ზედ დაშვებული რკინის საქვაბე ჯაჭვით. ერდო-გვირგვინიან სახლში დედაბოძს არქიტექტურული მნიშვნელობის გარდა, სიმბოლური დატვირთვაც გააჩნდა - როგორც წესი, მასზე ამოკვეთილია რელიგიურ-აპოთროპეული შინაარსის სიუჟეტები. დარბაზში ადგილები განაწილებული იყო ასაკობრივ-სქესობრივი ნიშნით. ყველაზე გამორჩეული ადგილი (კერა, დედაბოძი) და საგანგებოდ შემკული სკამი ეკუთვნოდა ოჯახის უფროსს.

დარბაზის კედლებში, შიდა მხრიდან, დატანებული იყო ნიშები, სადაც თავსდებოდა ყოველდღიური მოხმარებისათვის განკუთვნილი დგამ-ჭურჭელი.
ერდო-გვირგვინიანი სახლი წარმოადგენს კომპლექსურ ნაგებობას, რომლის ცენტრალურ ნაწილსაც მჭიდროდ ეკვრის სამეურნეო სათავსები: მარანი, ბეღელი, სათონე, ბოსელი, საჯინიბო. ერდო-გვირგვინიანი სახლის მოდიფიცირებულ ვარიანტში, მესხურ-ჯავახურში, მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ნახევრად ღია სათავსს - კარაპანს, სადაც აწარმოებდნენ საოჯახო სამეურნეო საქმიანობას.

ლიტ.: გ. ჩუბინაშვილი, ქართლის დარბაზი, 1926; თ. ჩიქოვანი, ამიერკავკასიის ხალხურ საცხოვრებელ ნაგებობათა ისტორიიდან, 1967. ე.ნ.

6.193 სახლი კალოიანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახლი კალოიანი
საცხოვრებლის ტიპი ხევსურეთში. წარმოადგენს ლიტონი ქვისგან აგებულ შენობას. პირველ სართულს ეწოდება სახლი, სადაც განთავსებულია კერა, ადამიანები და საქონელი. მეორე სართულს ეწოდება ჭერხო, რომელიც წარმოადგენს მამაკაცთა თავშესაფარს და ამასთანავე, სამეურნეო მარაგის საცავს, ხოლო მესამე სართულია კალო, ანუ მაღალი ბანი, სადაც ზამთრობით ყინულზე პურს ლეწავენ. აქვე განთავსებულია დახურული სათავსი, სადაც იარაღს ინახავენ. კალოიანი სახლი წარმოადგენს ხევსურეთისთვის ყველაზე დამახასიათებელ საცხოვრისს.

6.194 სახლი კოშკური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახლი კოშკური
საცხოვრებლის ტიპი ხევსურეთსა და საქართველოს მთიანეთის სხვა რეგიონებშიც. მისი პირველი სართული საქონლისთვისაა განკუთვნილი (საძროხე, ბაშტე (თუშ)), მეორესა წვრილფეხა პირუტყვისთვის, მესამე - კერისა და ჯალაბობისთვის, ხოლო მეოთხე - ჭერხო მამაკაცებისა და სამეურნეო მარაგის შენახვისთვის. ასეთი სახლი შეთავსებულია მაღალმთიანი ზოლის სამეურნეო და საცხოვრებელ მოთხოვნილებასთან. იგი წარმოადგენს თავდაცვით ნაგებობასაც და ამ მიზნით არცთუ იშვიათად დატანებული აქვს ჩარდახი და სათოფურები.

ე. ნ..

6.195 სახლი ლაზური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახლი ლაზური
დასავლურქართული ოდის ნაირსახეობა. ლაზური სახლი თავისი არქიტექტურული და დეკორატიული სრუქლმნილებით სამშენებლო ხელოვნების ძლიერ მიმართულებად გამოიკვეთება. ამასთანავე, ასეთი სტილის სხვადასხვა ვარიაციებით ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ლაზური სახლის მშენებლები ძირითადად იყვნენ ლაზი ოსტატები, რომლებიც არცთუ იშვიათად გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გათვალისწინებით ქმნიდნენ ლაზური სახლის კომბინირებულ ტიპებს, ამ მხრივ შესაძლოა დასახელებულ იქნეს თრიალეთში გავრცელებული ლაზურის ტიპის მიწურბანიანი ოდები. ლაზური სახლი ხასიათდება ქვითხუროობის დახვეწილი ფორმებით, რაც გამოიხატება აივნის, ბოძების, ფარდებისა და კარ-ფანჯრების მხატვრული ჭრილებით გაფორმებაში. ლაზურ ორნამენტში განსაკუთრებით გამოკვეთილია ზოომორფული, ასტრალური და მცენარეული (სიცოცხლის ხე) მოტივი, რაც, მჭიდრო სიუჟეტურ მსგავსებას ამჟღავნებას მახლობელი აღმოსავლეთის კულტურულ სამყაროსთან.
ლიტერატურა.: გ. ჩიტაია, სიცოცხლის ხის მოტივი ლაზურ ორნამენტში, შრომები, ტ. II, 2000

ე. ნ..

6.196 სახლი ოდა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახლი ოდა
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ტიპური საცხოვრებელი, დახვეწილი არქიტექტურული ფორმის ნაგებობა, რომლის პირველი სართული წარმოადგენს ქვის ბლოკებით აშენებულ პალატს, მეორე სართული კი მთლიანად ხისგანაა გაკეთებული. ოდასახლისთვის დამახასიათებელია ფართო აივანი, ზოგჯერ მასზე მიმაგრებული გრძელი სკამებით. ტიპიური ოდასახლის მეორე სართული მოიცავს სამ ოთახს, ორი განაპირა საძინებლებისათვის და შუაში დიდი „ზალა“, რომელიც ერთმანეთისგან გამიჯნულია ხისავე ტიხრებით. ოდასახლში ზოგჯერ გამართულია ქვის ბუხარი და განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული ქვისა და ხის ერთმანეთთან შერწყმის ხელოვნება. როგორც წესი, ოდასახლის აივნებს უკეთდება ხის აჟურული ფარდები, რაც მას თავისებურ კოლორიტს სძენს. ოდასახლის პალატი განკუთვნილია სხვადასხვა საოჯახო და სამეურნეო საქმიანობისთვის.

ე. ნ..

6.197 სახლი საბძლური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახლი საბძლური
ქვის ორფერდიანი მიწისზედა ნაგებობა, რომელიც გავრცელებული იყო ხევსურეთში, სადაც მას ფშაურ სახლად მოიხსენიებენ.

ე. ნ..

6.198 სახლი დარბაზული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახლი დარბაზული
ძვ. ქართული საცხოვრებლის ტიპი. მოიცავს მთელ კომპლექსს, რომელშიც შედის კარაპანი, დარბაზი, საკუჭნაო, ბოსელი, საბძელი და ფურნე. მისი საუკეთესო ნიმუშები გავრცელებულია მტკვრისა და ქვაბლიანის ხეობებში.

ე. ნ..

6.199 სახლი შუა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახლი შუა
შუა სახლი, საცხოვრებლის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც გავრცელებული იყო რაჭასა და ლეჩხუმში. ესაა სქელი ფიცრისგან (ზოგჯერ 10 სმ სისქის) ნაშენი, დაახლოებით 60მ2 ფართობის ნაგებობა, რომელიც ეყრდნობა მიწაზე „მორგებულ“ ქვებს. კედლის ფიცრები კოტებისა და ჭდეების საშუალებით, ხოლო ფიცრის ჩაჭრილი თავები ერთიმეორეზე მიყოლებით ერთმანეთშია ჩაჭედილი და შეკრულია ქილიქით. სახლი იხურებოდა ყავრით. შუა სახლში გაკეთებულია მიწის ტკეპნილი სოხანე და შუა ადგილას გამართულია კერა, რომლის ზემოთ - ჭერში დამაგრებულია კაჩა//კაჩხა და ზედ დაკიდებულია ნაჭა, დაგრეხილი რკინის საქვაბე ჯაჭვი (იხ. ნაჭა). კაჩას გამოიყენებენ შაშხის გამოსაყვანად, სუნელეულობის საშრობად, კვახიწელას გასახმობად და სხვა. კაჩაში გადის კვამლი და ადის საკვამურში, რომელიც სახლისათვის სინათლის წყაროსაც წარმოადგენს. შუა სახლს აქვს მასიური კარები, რომელიც იკეტება ურდულითა და საგდულით. სახლის დირესა და სართულზე ფიცრებია გაყრილი, რომელსაც ქორედს უწოდებენ და ამ ნაწილს გამოიყენებენ სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტების შესანახად. შუა სახლში კედელთან მიდგმულია დიდი საწოლი ტახტი ე.წ. კოჩაბანდი (იხ.) რაზედაც იძინებდა ოჯახის ყველა წევრი, კოჩაბანდთან ერთად ასეთ სახლში საწოლის მოვალეობას ასრულებდა სკამლოგინიც. შუა სახლში წარმოდგენილია „სალარო“ - კედლის კუთხეში მიშენებულია ჭურჭლის შესანახი სათავსი და „ბუჯერი“ - მაღალი მაგიდა სხვადასხვა სამზარეულო ჭურჭლის დასალაგებლად. შუა სახლის სახურავი დიდადაა გადაცილებული კედლებს და მის ქვეშ წარმოქმნილია წვიმისგან დაცული სივრცე, სადაც ინახავენ სამეურნეო იარაღებს. ადრეულ პერიოდში შუა სახლში ადამიანისა და შინაური საქონლის თანაბინადრობაც დასტურდება.

ლიტ.: ა. კიკვიძე, შუა სახლი რაჭა-ლეჩხუმში, 1940.
ე. ნ..

6.200 სახლი ხულა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახლი ხულა
აჭარლების სადგომი საზაფხულო იალაღებზე (იაილა). ხულა სახლში ქვემო სართული საქონლისთვისაა განკუთვნილი, მეორეზე კი ადამიანები ცხოვრობენ და შედგება სამი განყოფილებისგან: იაზღულის, საცეცხლურისა და სარძიესგან, სადაც რძის პროდუქტებს ამზადებენ და ინახავენ. ხულა სახლის ტიპი გ. ჩიტაიას შეხედულებით, იმეორებს ვიტრუვის მიერ აღწერილ კოლხური სახლის ფორმებს და ქართველთა უძველესი საცხოვრისის განვითარებულ ფორმად წარმოგვიდგება.

ე. ნ..

6.201 სახმილი//სახუმილი (ძვ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახმილი//სახუმილი (ძვ.)
ღუმელი, ქურა, ბრძმედი, ცეცხლის დასანთები ადგილი.

6.202 სახნისი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახნისი
აქ: სახვნელი იარაღის რკინის დეტალი. საქართველოს ბუნებრივ-გეოგრაფიული ზონების შესაბამისად სახვნელის სხვადასხვა ტიპი არსებობს და ყოველი მათგანი ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით არის ჩამოყალიბებული. გამოიყოფა სახნისის სამი ტიპი:
1. მთის ზონის სახნისები - სოლისებური ფორმის, უფრთო. ამგვარ სახნისიან სახვნელს საკვეთელი არა აქვს.
2. მთისწინეთის სახნისი - ორფრთიანი. გვხვდება საქართველოს ყველა რეგიონში. ამ ტიპის ზოგიერთი სახნისი ფრთიანი გუთნის სახნისისაკენ გარდამავალ საფეხურს ასახავს. ასეთი სახნისები ძირითადად სამკუთხედის ფორმისაა, მაგრამ არის სხვადასხვა სიდიდის, პირმომრგვალებული სახნისებიც. (უფრო ხშირად გვხვდება ცენტრალური კავკასიის მოსახლეობაში). იგი ყველაზე დიდი ზომის სახვნელი იარაღის ნაწილია, რომელშიაც არანაკლებ ორი უღელი ხარი იყო შებმული. ამგვარი სახნისი აღმოსავლეთ საქართველოს მთისწინეთისათვის არის დამახასიათებელი და ბარის დიდი ფრთიანი გუთნის სახნისზე გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს. ასეთ სახნისის მქონე სახვნელ იარაღს საკვეთელიც დიდი ზომის ესაჭიროებოდა (45-47სმ ).
3. სახნისის ეს ტიპი ბარული დიდი ფრთიანიგუთნისათვისაა, რომელშიც რვა და მეტი უღელი ხარ-კამეჩი იყოშებმული. სახნისებს ჭედავდა სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადგილობრივი მჭედელი, რომელიც ყოველწლიურად ახდენდა ასევე მათ დაპირვა-დაფოლადებას. ამ სამუშაოსათვის მოდგამისაგან მას ერთი ალო (სამუშაო დღის მანძილზე მოხნული მიწის ფართობი) ეკუთვნოდა. სახნისი იჭედებოდა ერთი მთლიანი რკინის ნაჭრისგან, რომელსაც ჰქონდა საკვეთი ფრთები, ბუდე, ანუ საეშვე ყურები, მუცელი, ზურგი და წვერი. ცნობილია სახნისის დამზადების ორი წესი: 1) ლითონის გახურება-გაწევით სახნისის ფორმის მიცემა და 2) რკინის ნაჭრის ცივად გამოჭრა. სახნისის ცალკეული ფორმები ასახავს სახვნელი იარაღისა და საკუთრივ ამ დეტალის განვითარების სხვადასხვა დონეს - მარტივიდან რთულამდე. მთის, მთისწინეთისა და ბარის სახვნელი იარაღების რკინის დეტალებიც თავის მხრივ განვითარების სხვადასხვა ეტაპებს ასახავს.

ლიტ.: გ.ჩიტაია, საქართველოს სამიწათმოქმედო სისტემა და სახვნელი იარაღები შრომები, ტ.1. 1997; თ. გ.

6.203 სახოპავი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახოპავი
თევზის საჭერი ბადე, რომელიც გამოიყენება იქ, სადაც მდინარე მდორედ მიედინება. წარმოადგენს ოთხკუთხედ ჯოხებზე მიმაგრებულ ამოსასმელ ბადეს.

ლიტ.: ქელ., 2009.

6.204 სახრე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სახრე
შვიდი მტკაველი სიგრძის, სალოკი თითის სიმსხო შვინდის ჯოხი, გამოიყენებოდა სიგრძის საზომად. მაგ., იტყოდნენ: „სახვნელის რვილა სამი სახრის სიგრძე უნდა იყოს“.

გ. გ..

6.205 საჯილდაო ქვა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საჯილდაო ქვა
დიდი ზომის ქვა, რომლის აწევაშიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ძლიერი მამაკაცები. იგი სოფლის გამორჩეულ ადგილას იდო და ვისაც ძალა ერჩოდა, შეეჭიდებოდა.

6.206 საჯინიბო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


საჯინიბო
ცხენების სადგომი. ფეოდალურ საქართველოში შეძლებულ ოჯახს, როგორც წესი, ცხენებისთვის ცალკე სადგომი ჰქონდა. ცხენი, როგორც სუფთა ცხოველი და ამავე დროს გამოსაჩენი, თავმოსაწონებელი, განსაკუთრებით ზრუნვის ობიექტი იყო. ამიტომ მისი განცალკევება სხვა საქონლისგან სასურველი იყო. საერთო ბოსელშიც კი იგი გამოყოფილი იყო ხარ-ძროხისგან. საჯინიბოში ინახებოდაცხენის აღკაზმულობა, რაც კიდევ ერთი პირობა იყო საჯინიბოს სისუფთავისთვის.

6.207 სევადა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სევადა
ვერცხლის ნაკეთობის მოსართავი ნივთიერება. სევადის დასამზადებლად აიღებენ თითო გირვანქა სპილენძს, გოგირდს, ტყვიასა და ხუთ მისხალ ვერცხლს, ერთად შეაზავებენ და დაადნობენ. კარგი დუღილის შემდეგ ჯამში გადმოასხამენ, გაცივების შემდეგ ნადნობისაგან დადგება შავი ნივთიერება - სევადა. საოქრომჭედლო სამუშაობისას მას კარგად დანაყავენ და აქცევენ წმინდა ფხვნილად, იმისათვის, რომ სევადამ კარგად „იმუშაოს“, კარგად დაადნეს, ფხვნილს ბორას შეურევენ. ვერცხლის ნაკეთობაზე ამოჭრილ ორნამენტში ასეთი ტექნიკით მომზადებულ სევადას დააყრიან, შემდეგ გაახურებენ და იგი ჩადნება ამონაჭრელში, შემდეგ გაასუფთავებენ და მიიღებენ ფერად, მოშავო ნაზ მხატვრულ სახეებს.

მ.ბ..

6.208 სეილანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სეილანი
წითელი ფერის მინერალი, რომელიც გამოიყენებოდა საიუველირო ხელოვნებაში. საკმაოდ დიდი გამოყენება ჰქონდა ელინისტური ხანის გლიპტიკაში. სეილანით შემკული სამკაულები იშვიათად მაგრამ მაინც გვხვდება საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში. სეილანით არის შემკული სხვადასხვა სახის საეკლესიო ნივთები.

ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ..

6.209 სელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სელი
სატვირთო ტრანსპორტის სახეობა. აგებულების მიხედვით სელი შერეული ტიპის საზიდთა რიგს განეკუთვნება, რადგან მასშიც გორვა-სრიალის შეერთებული პრინციპია მოცემული. იგი ახლო დგას აჩაჩა ურემთან იმ მხრივ, რომ აქაც ურმის წინა ნაწილით ხორციელდება თრევა-სრიალი, ხოლო უკანა ნაწილით - გორვა. აჭარაში სელი ეწოდება როგორც ბორბლიან საზიდს, ისე უბორბლოსაც. თუ აჩაჩა ურემში სასრიალო მოწყობილობა ფჩხილებია, რომელთა ბოლო მიწაზე ეთრევა, ხოლო თავი უღელს უერთდება, ბორბლიან სელში თრევის მოვალეობას ასრულებს ფეხები ანუ საცურავები, შედგმული საზიდის წინა ნაწილში სკამის ფეხის მსგავსად. ამრიგად, სელის ფეხები, როგორც სათრევი ნაწილი, ერთსა და იმავე დროს საზიდისა და გამწევი ძალის შემაერთებელი კი არაა, არამედ გამოყოფილია, როგორც ცალკე შემადგენელი ნაწილი. სელში უღელი ხელნების საშუალებით უერთდება საზიდს.

6.210 სელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სელი
აქ: მცენარე, რომლისგანაც ამზადებდნენ საკვებ ზეთს. სელი უძველესი დროიდან მოჰყავდათ საქართველოში. კოლხებისაგან ნაქსოვ სელს, როგორც საუკეთესოს, ახსენებს ჰეროდოტე. სელი არის როგორც საბოჭკოე, ისე საზეთე მცენარე, მაგრამ მისი ადრეული მოხმარება საბოჭკოე მიზნით წარმოებდა. სელის ზეთი ფართოდ გამოიყენებოდა საკვები პროდუქტების მომზადებისას. სელის ზეთის გამოხდას ბოლო დრომდე მისდევდნენ მესხეთსა და თრიალეთში, რისი დასტურიცაა დღემდე შემორჩენილი სელის ზეთის სახდელი კომპლექსის ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი, როგორიცაა გელაზი (იხ.).

ლიტ.: ლ. მოლოდინი, ხალხური ზეთსახდელი იარაღები, 1963.
ე. ნ..

6.211 სენაი//სენე (სვ. ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სენაი//სენე (სვ. ხევს.)
სვანეთში სენაი//სანაის სახელწოდებით სპეციალური დანიშნულების სამეურნეო ოთახს გარდა აღინიშნება სახლის („ქორ“) პირველი სართულის („მაჩვიბ“) კედლის მცირე ნიში, რომელიც მორწმუნე სვანის ყოფაში განსაკუთრებული დანიშნულების იყო. სვანის რწმენით, ყოველ გვარსა თუ გვარში შემავალ ყოველ ოჯახს თავისი „მეზირი“ ჰყავდა ამა თუ იმ უჩინარი ცხოველის სახით: ვერცხლის ან ოქროსფრად მოელვარე თაგვი, ხვლიკი, ხბო, ცხენი, კვიცი და სხვა. მეზირი გვარისა თუ ოჯახის მფარველად ითვლებოდა. მისი საცხოვრებელი ბინა სვანური სახლის სენაი//სანაი იყო. „მეზირის“ სახელზე ოჯახის უფროსი ქალი სენაისთან აცხობდა ორი სახის პურს - ლემზირს „ქორა ლეგემს“ ოჯახის სიუხვისთვის და „კერი ლემზირს“ (კერის შესაწირავი პური). პირველს ნიშში შედებდა და იქვე პატარა ჯამით რძეს დადგამდა. მეორე ლემზირი კერასთან მიჰქონდა, კერის მარჯვენა ფეხს მარცხნიდა მარჯვნივ სამჯერ შემოავლებდა ლემზირს და დაჩოქილი ხმადაბალი ლოცვით „მეზირს“ ოჯახის კარგად ყოფნას შესთხოვდა.
ხევსურეთის სენეც საგანგებო ადგილია სახლში, სადაც წარმოებდა რძის პროდუქტების დამზადება. ეს უძველესი ტერმინი გვხვდება ნიკორწმინდის სიგელში (XIს.), სადაც ის აღნიშნავს სახლში გამოყოფილ ადგილს ან ცალკე ოთახს, სადაც განსაკუთრებული სამეურნებო საქმიანობა ტარდებოდა. ყველაზე არგუმენტირებული ვარაუდით, აქაც რძის პროდუქტების დამზადება უნდა იყოს ნაგულისხმევი. ტერმინი სენე - სხვადასხვა ვარიაციებით გვხვდება ძველი აღმოსავლეთის უძველეს ხალხთა ენებშიც. ამ ტერმინს იცნობს სვანური და რაჭული დიალექტებიც. ყველა ვარიანტით ტერმინი სენე//სენა - მჭიდროდ უკავშირდება რძის მეურნეობის დარგს და ხაზს უსვამს ორგანიზებული მესაქონლეობის არსებობას.
ნ.გ. ე. ნ.

6.212 სერი//სერა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სერი//სერა
ერთგვარი სარქველი, რომელსაც სადღვებელზე პირს გადასაკრავად იყენებდნენ საქართველოს მთაში (მთიულ. ხევს. გუდამ.). ამზადებდნენ მსხვილფეხა საქონლის ფაშვისაგან. გაასუფთავებდნენ, გაფხეკდნენ და გაახმობდნენ. საბას განმარტებით „სერი“ ქოთნის პირგადასაკრავია.

ლიტ.: ალ. ღლონტი, ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა, 1979

6.213 სერი//ლიშანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სერი//ლიშანი
ხეზე დადებული დამღა, რომელიც კუთვნილ ხეზე პიროვნების ხელდებას ამტკიცებს. საქართველოში ასეთი ნიშნების მრავალსხაეობა დგინდება. მაგ.: „თაჯი“-აჭარაში, „დაღარ“ - სვანეთში, „ნიშანი“ - ბორჯომის ხეობაში, „დაჯვარა“ - გურია, „თარჯი“ - ქართლი და სხ.

გ. გ..

6.214 სერკვი// მუხლის ძნა (ხევს.)// ხუთულა (ფშ)//ბულული, ჩერგილი (იმერ)// მექვ (სვ). - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სერკვი// მუხლის ძნა (ხევს.)// ხუთულა (ფშ)//ბულული, ჩერგილი (იმერ)// მექვ (სვ).
თივის უსაყრდენო პატარა ზვინი. ასეთი ზვინები იდგმება სათიბ ადგილებში და ზამთარში მარხილებით ან დაცურებით მოაქვთ სახლში (იხ. ბულული).

6.215 სეფა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სეფა
სანადიმოდ გაშლილი გრძელი სუფრა, ზოგჯერ სახელდახელო გდახურვით. „სვანი“ // შურო // „ძელის სავალი“ // „გერდევანი“// „ხალახინი“ - ტყეში გამორჩეული ბუნებრივი ღარი, სადაც საგორავებისა და კეტების დახმარებით სატივე მორებს აცურებენ. სვანის შესატყვისი „ძელის სავალი“ მოიხსენიება გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის“ ცხოვრებაში (Xს). ტყეში მოჭრილ მორებს მიათრევენ ასეთ ადგილთან, გაასწორებენ და დაცურებული ხე ჩასრიალდება სატრანსპორტო საშუალებასთან უფრო მოხერხებულ ადგილთან.

გ. გ..

6.216 სვასტიკა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სვასტიკა
სვასტიკა უძველესი სიმბოლური ნიშანია, რომელიც არსით ბრუნვის იდეასთანაა დაკავშირებული. სვასტიკა განვითარებულია ბოლოშეხრილი ჯვრებისაგან და ორივენი საფუძველს უქმნიან ბორჯღალას წარმოშობას. სვასტიკის გამოსახულებები დაფიქსირებულია ადრებრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ მასალებზე. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე სვასტიკის საუკეთესო გამოსახულება გვხვდება ზემო ქართლში (საბიდახჩე) მიკვლეულ თიხის ჭურჭლებზე, რომელიც II ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება. სვასტიკის საუკეთესო ნიმუშები დასტურდება ეთნოგრაფიულ ყოფაში განსაკუთრებით დედაბოძებზე, ავეჯსა და სხვადასხვა საოჯახო ნივთებზე. ზოგადად შესაძლებელია ითქვას, რომ ეს ნიშანი კავკასიის ხალხთა ორნამენტში უწყვეტად გვხვდება მთელი სამი ათასწლეულის მანძილზე. ფიქრობენ, რომსვასტიკა აზიური წარმოშობის ემბლემაა, რომელიც შემდგომში გავრცელდა მთელს მსოფლიოში. სვასტიკაში გადმოცემულია მარადიული ტრიალის პრინციპი, რაც ეთანადება მზის მარადიულობას და შესაბამისად მასში მზის სიმბოლოცაა ნაგულისხმევი. განსხვავებით ჯვრისგან, სვასტიკა ერთი მიმართულებით ბრუნვას გადმოგვცემს და ეტოლება ციურ სხეულთა მოძრაობის მიმართულებას.

6.217 სვეტი ქვისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სვეტი ქვისა
(აქ. ჭიშკრის სვეტი) საქართველოში ეზო-კარმიდამოს ჭიშკრის გაფორმების დიდი ტრადიცია არსებობდა და ასეთი ნაგებობანი იგებოდა სხვადასხვა მასალისაგან. ჭიშკრის მშენებლობაში ადრიდანვე გამოიყენებოდა ქვა, როგორც ერთ ერთი საიმედო და მტკიცე მასალა. ჭიშკრების მშენებლობაში განსაკუთრებულ დახვეწას მიაღწია სვეტებმა, რომელთა სრულყოფილი ნიმუშები დასტურდება ქვემო იმერეთსა და სამეგრელოში. აქაური ჭიშკრების უმეტესობა წარმოადგენს ერთიან ლოდში ამოჭრილ საშუალოდ 2-2,5 მეტრის სიმაღლის ოთხკუთხა ქვის მონოლითებს, რომლებიც შემკულია მცენარეული და ცხოველური მოტივებით. ჭიშკრის კომპლექსში სვეტი გვხვდება სამი ცალი და წარმოქმნის ორ გასასვლელს - ერთს პატარას - ადამიანთათვის და მეორეს - დიდს - სატრანსპორტო საშუალებათათვის. სვეტებს შორის ძველად კრამიტით გადახურული ხის ჭიშკრები იყო აბმული, რაც ბოლო ხანს შეცვალა რკინის ჭიშკარმა. ჭიშკრის სვეტების დამზადება წმინდა ხელობის რიგში ექცევა, რაც პირველ ყოვლისა, მის შემკულობაში გამოიხატება. ჭიშკრის ქვის სვეტები ოჯახის ეკონომიკური სიძლიერის მანიშნებელიც იყო.


ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ..

6.218 სვია//სვე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სვია//სვე
ლუდის საკაზმი მცენარე, რომელიც ლუდს აძლევს მომწარო და არომატულ გემოს. ლუდის მომზადებაში სვიის გამოყენებამ ახალ ეტაპს დაუდო სათავე. სვიის გამოყენებამდე, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ადამიანები მოიხმარდნენ მოტკბო ლუდს. საქართველოს მთიანეთში ეს მცენარე ძნელად ხარობს, ამიტომ მთიელები მას ყიდულობდნენ ან თავად ამზადებდნენ, იქ სადაც სვია ხარობდა. სვიას ამზადებენ შემდეგნაირად: მოკრეფენ, დაკეპავენ და დაყრიან წინასწარ კარგად გასუფთავებულ ადგილას. დაფუთნიან და ჩაახურებენ. სამი დღის შემდეგ გაშლიან, გააშრობენ, ჩატენიან ტომრებში და წამოიღებენ. სახლში მას ინახავენ გამომშრალ ადგილას. სვია გაწურულ სისწვენს დაეყრება იმდენი ჩხუტი, რამდენიც ფორი იყო. ასეთი პროპორციით მიცემული სვია ლუდს „სიმწარესა“ და „დათრობას“ აძლევს. სისწვენის ადუღებისას სვია მასში ჩაიხარშება, რის შემდეგაც სისწვენს კიდევ ერთხელ გაფილტრავენ სვიის ნარჩენებისგან (გაწურვა ხდება ჩალაში, ზარფუშის ყელში ან წვრილად მოწნულ გოდორში). სისწვენისთვის სვიის მიცემისა და მისგან გაფილტვრის შემდეგ იწყება ლუდის ფუება.

ლიტ.: ე. ნადირაძე, ქართული ლუდი, ეთნოლოგიური ძიაბანი, ტ. III, 2007.
ე.ნ..

6.219 სვირი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სვირი
1. თიხის მილი, საიდანაც გამოდის საბერველიდან დაბერილი ჰაერი ცეცხლის გასაღვივებლად. 2. ხმელი, ადვილად საწვავი შეშა (ქართლ).

6.220 სვირიკე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სვირიკე
ბლის ქერქისაგან მოქსოვილი, მცირე ზომის კალათა, სახელურებიანი.

ლიტ.: მსშხი, ტ. II. 1981.

6.221 სიათა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სიათა
ფითილიანი თოფის სახეობა (იხ. არკებუზი).

6.222 სიმი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სიმი
სიმებიანი საკრავის მთავარი ელემენტი, ძუისა, ცხოველის შიგნეულის ნაწლავისა (ძალი), ძაფისა (ლარი, ძაფი), ლითონისა (სიმი). სიმი იჭიმება და თითის ჩამოკვრისას გამოსცემს ხმას (იხ. ფანდური).

6.223 სიმქაში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სიმქაში
ბრტყელტუჩა იარაღი, რომლის მეშვეობითაც იჭერენ ნივთს მუშაობისას (გახეხვა, გახვრეტა, გაჭრა, გაპრიალება).

6.224 სინგური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სინგური
წითელი ფერის საღებავი, რომლითაც ჩვეულებრივ ძველ ტექსტებში სათაურები და საზედაო ასოები იწერებოდა. სინგური ფართოდ გამოიყენებოდა წიგნის მინიატურების შესრულებისას. შიო მღვიმისადმი გაცემულ ანდერძზე დავით აღმაშენებელს ხელი სინგურით აქვს მოწერილი.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, 1996.
ე. ნ..

6.225 სინი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სინი
სამზარეულო ჭურჭელთა რიგს განეკუთვნება. სინი ძირითადად მზადდება სპილენძისა და თითბერისაგან. ფორმით სხვადასხვაგვარია. დამზადების ტექნიკის მიხედვით გამოჭედილია სპილენძის ერთი ან რამდენიმე ფურცლისაგან. ზომების მიხედვით ყოფაში სამი ზომის - დიდი, საშუალო, და პატარა სინი დასტურდება. ყოფაში სინის რამდენიმე სახელწოდება მოწმდება: სინი, ლანგარი, ლანგარდი, თეფში-სინი, ტაბაკ-ხონჩა და სხვა. სინების განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნიან აღმოსავლური (სპარსული) სინები, რომლებიც რადიკალურად გამოირჩევიან ქართული სინებისაგან, როგორც ზომით, ასევე შემკულობით. სპარსული სინები ხელოვნების თვალსაჩინო ნამუშევრებია, მათი განსაკუთრებული სიდიდე გამოიწვია მუსულმანური ტრადიციული კერძის „ფლავის“ საერთო სინიდან ჭამის ჩვეულებამ.


ე.ნ..

6.226 სირმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სირმა
1. 96%25 ვერცხლი, რომელსაც ნივთების გრეხილი შემკულობისთვის ხმარობდნენ. იგი შემდეგნაირად მზადდებოდა: გადმნარ სირმას ვერცხლს რიჯაში ჩაასხამდნენ. მერე ზინდანზე ჩაქუჩით დანაყავდნენ, სიგრძეზე გაწევდნენ და ჰადიდში//ადიდში გაატარებდნენ. ადიდში გატარება იწყება დიდი ნახვრეტიდან და თანდათანობით გადადიან უფრო წვრილებში, რისი მეშვეობითაც საბოლოოდ მიიღებენ სასურველი სისქის მავთულს. სირმის გამოსაწევად ხმარობენ ქალიფთინს (იხ.). მავთულებს წყვილად შეაერთებენ და დაგრეხენ. შემდეგ ცეცხლზე გამოალბობენ და დაჭრიან სასურველი ზომების მიხედვით და მიადუღებენ ნამზადის სასურველ ადგილებში.


2. ქვითხუროობაში ფანჯრის ჩარჩოს გრძელი ქვა, „უკარა“ ჰქვია პატარას. ჩარჩო შენდება ასეთი გათლილი ბლოკების - „სირმა“ „უკარას“ მონაცვლეობით, ხოლო შუაში ჩაიკეტება „ზანგით“.

ე.ნ..

6.227 სირჩა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სირჩა
ბროლის პატარა ჭიქა. მთიულეთ-გუდამაყარში ლუდის ფეხიან სასმელს ჰქვია და სმურობისას პატივისცემის ნიშნად მსმელები ერთმანეთთან გადადიან.

ე. ნ..

6.228 სისწვენი//ზისწვენი (თუშ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სისწვენი//ზისწვენი (თუშ.)
უფუებელი ლუდის მასა, რომელიც დგება ფორისა და წყლის ნარევის ცეცხლზე დუღების შემდეგ. ეს პროცესი შემდეგნარიად მიმდინარეობს: სათანადო პროპორციით შერეული წყლითა და ფორის ნაზავით გავსებული სალუდე ქვაბი, დუღილისას საგანგებო ჯოხით მოწმდება და ვიდრე დანიშნულ ადგილამდე არ ჩადუღდება მანამდე ადუღებენ. როცა დარწმუნდებიან, რომ მასა მოიხარშა, იღებენ ქვაბიდან, ფილტრავენ ხაკის ტომრებში და შემდეგ ამ სისწვენიდან აყენებენ//აფუებენ ლუდს (იხ. ლუდი).

ლიტ.: ე. ნადირაძე, ქართული ლუდი, ეთნოლოგიური ძიაბანი, ტ. III, 2007.
ე. ნ..

6.229 სიქა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სიქა
სიუჟეტიანი ტვიფარი, რომლითაც იჭრება ლითონის ფული. სიქით ასევე ოქროსა და ვერცხლის ნივთებზე დატანილია ხელოსნობისა და ოქრო-ვერცხლის შემადგენლობის ხარისხი.

6.230 სიხმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სიხმა
ქალის გარეთა სამოსელი (აჭა. სამცხ-ჯავახ.). მასალად გამოიყენებოდა ფაბრიკული ქსოვილები- - ხავერდი, მაუდი, სატინა, ფარჩა. სიხმა წელამდე დასული და ტანზე შემოსალტული ზედაწელია. დასტურდება სიხმას ორი სახეობა: გულამოჭრილი და გულდახურული. პირველს ხმარობდნენ ბარში მცხოვრები ქალები, მეორე კი - მთის მაცხოვრებლები. გულდახურული სხვა მხრივაც იყო გამორჩეული, მას მკერდს ქვემოთ ნაკერები ედგმებოდა, რითაც მისი საკალთე ივსებოდა. წელზე მომდგარ სიხმას უკეთდებოდა განიერი სახელოები, რომლის სიფართე მხართან და მაჯასთან ერთნაირი იყო. ამასთანავე, მხრებთან და მაჯებთან ნაოჭიც აუცილებელია. შესაკვრელად მკერდის ქვემოთ ჩაფრასტებს აკერებდნენ. წელამდე ჩახსნილი სიხმა სათანადოდ იყო გაფორმებული.

ლიტ.: ი. სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005.
ც.ბ..

6.231 სკამი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სკამი
სასხდომი ავეჯის ტიპი. ცნობილია სკამის სხვადასხვა ტიპები, რომელთაგან ფუნქციის მიხედვით გამოიყოფა ზურგიანი და უზურგო. სკამთა რიგში შედის სავარძელი, საუფროსო, საკურცხალი, სამფეხა ჯორკო და ა.შ. სკამი დიდ ქართულ ოჯახში სოციალური ფუნქციის მატარებელი იყო. ისტორიულ წყაროებში სკამის ნიმუშები წარმოდგენილია ხელნაწერთა შემკულობაში. სასხდომი ავეჯის ეს ტიპი ტრადიციულია ქართული ეთნოგრაფიული ყოფისათვის.


ლ.ბ .

6.232 სკამი ქვისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სკამი ქვისა
საცხოვრებელ კომპლექსში ქვის მაგიდებთან ერთად დგამდნენ ქვის სკამებს. ეთნოგრაფიულ ყოფაში ფიქსირდება ქვის სკამების ნაირსახეობა.

6.233 სკარამანგი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სკარამანგი
ძვირფასი ქსოვილი, ყვავილოვანი ორნამენტებით მორთულ-მოჩითული, საგანგებოდ ამზადებდნენ დიდებულთა ჩაცმულობისათვის.

6.234 სკიპტრა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სკიპტრა
სამეფო კვერთხი, მეფის ძალაუფლების სიმბოლო, სამეფო ინსიგნიის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი.

6.235 სკუფია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სკუფია
უპირატესად შავი ფერის ქუდი სამღვდელოებისა და ბერ-მონაზვრებისა. პატარა, ზევით მსუბუქად წამახული ისე, რომ ნაკეცები ჯვრის სახეს ქმნის. ხავერდის იისფერი სკუფია მღვდლებს ეძლევათ როგორც ჯილდო.

ლიტ.: С. Е. Молотков, Практическая энциклопедия правословного христианина. С. Пб. 2001.
ხ. ც..

6.236 სოინარი//ლარჭემი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სოინარი//ლარჭემი
ლერწმისაგან დამზადებული მრავალლულიანი საკრავი (იხ. ლარჭემი).

6.237 სოლი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სოლი
ხეთა და ქვათა გასაპობი, ხისა და ლითონის ბრტყელპირიანი ან კუთხოვანთავიანი საგანი. სოლი ქვითხუროობაში არის უძველესი იარაღი, რომლითაც ქვის მოტეხვა ხდებოდა. ქვის გატეხვისას მასივზე წერაქვით პატარა ღარს ამოიღებენ, სოლებს ჩაარჭობენ და მონაცვლეობით ხან წინიდან და ხანაც უკანა მხრიდან უროსცემინებით გააპობენ ქვას. ხის სოლებით ქვის გახეთქვა ქვის მოტეხვის ერთ-ერთი უძველესი წესია: ღრმად ამოწალკატებულ ქვის მასივში მკვიდრად გაჭედავენ ბზის ხის სოლებს, შემდეგ ყოველდღიურად ასხამენ წყალს, დროთა განმავლობაში ხე ჟივდება და ისეთი სიდიდით იმატებს, რომ ქვას ხეთქავს. პატარა სოლებს იყენებენ სამეურნეო იარაღის ტარების დაგებისას.

ე. ნ..

6.238 სოხანე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სოხანე
მიწის იატაკი. ძველ ქართულ საცხოვრისში, მიწატკეპნილი იატაკი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სასოხანე მიწა, რომელიც საგანგებოდაა შერჩეული, შეჰქონდათ ნაგებობაში, კარგად ასწორებდნენ, ხის უროებით ტკეპნიდნენ. დროთა განმავლობაში სოხანე უნდა გაახლებულიყო.

ე. ნ..

6.239 სოხასტერი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სოხასტერი
ბერის საყუდარი. აღთქმის მიხედვით, ბერები განილტვებოდნენ სამოღვაწოდ ანუ სამეუდაბნოედ ცხოვრებისათვის. კრებულისგან განცალკევება და ქრისტეს სამსახურში ჩადგომის ნაირგვარი ხერხები არსებობდა, რომელთაგან ერთ-ერთს ბერის დაყუდება წარმოადგენდა. სოხასტერი ეს იყო ბუნებრივი ან საგანგებოდ გაკეთებული ნაგებობა, სადაც ბერები მარტოობაში ატარებდნენ ცხოვრების ნაწილს ან მთლიანად ცხოვრებას. მიუხედავად განდეგილობისა, ბერის მოღვაწეობის ხარისხი მონასტრის ხელმძღვანელობის კონტორლით ხორციელდებოდა.

ე. ნ..

6.240 სპონდიო//სპონტიკი (იმერ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სპონდიო//სპონტიკი (იმერ.)
წყალში ნამყოფი სიპი ქვა, რომელსაც მშენებლობისას ლიტონი კედლების ამოსაყვნად ხმარობდნენ. ოშკის ტაძრის აგებისას 30 ხარ-უღელი ყოფილა გამოყოფილი „სპონდიოს“ საზიდად.

ე. ნ..

6.241 სტელა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სტელა
1. მემორიალური ძეგლის-საფლავის ქვის, ერთ-ერთი ტიპი, რომელიც თავის შიგნით აერთიანებს მრავალ ნაირსახეობას. სტელისებური ძეგლების აღმართვის ტრადიცია მიცვალებულთა საფლავზე უძველესი დროიდან იყო გავრცელებული. სტელისებური ძეგლების საუკეთესო ნიმუშები დასტურდება მცხეთაში, ქვემო ქართლში, ზემო ქართლში. ასეთი ტიპის საფლავის ძეგლები მეტ-ნაკლები ინტენსიურობით ვითარდებოდა ქართულ მემორიალურ კულტურაში და ყველა ეპოქას მოეპოვება მათი დამახასიათებელი ნიმუშები. სტელები და სტელისებური ძეგლები ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ტიპია მემორიალური ძეგლებისა. არცთუ იშვიათად ასეთი ტიპის ძეგლებს „მატურის“ სახელითაც მოიხსენიებენ (იხ. მატური). 2. სალოცავი ობიექტები, რომელთა მრავალნაირი ტიპებია დადასტურებული საქართველოში 3. სამიჯნო სტელები, რომელთა ნაწილზე რელიეფით ხელია ამოკვეთილი, როგორც მფლობელის უფლების დამადასტურებელი სიმბოლო.

ე. ნ..

6.242 სტემა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სტემა
სამეფო გვირგვინის ტიპი, თვლებითა და მარგალიტებით შემკული ოქროს ან ვერცხლის ბრტყელი რკალი, რომელსაც გვერდზე თვალ-მარგალიტის ტოტები ახლავს. ხოლო რკალის შუა ნაწილში ჯვარი აქვს მიმაგრებული. ბიზანტიის მეფეების სტემა თეთრი, წითელი, ლურჯი და მწვანე ფერისა იყო.


ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, 1964.
ე. ნ..

6.243 სტვირი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სტვირი
სამ-ოთხ თვლიანი პატარა სალამური.

6.244 სუა (სამეგრ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სუა (სამეგრ.)
ცხენის აკაზმულობის ნაწილი. ტყავები კეხის დაბლა აქეთ-იქით დამაგრებული მუხლების მისაყრდნობად, მხედრის ფეხები კეხის შეხებისგან რომ ყოფილიყო დაცული.

ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ..

6.245 სუდარა//საშიშო//სულის ტალავარი//სამარხი ტალავარი//სასუდრე ტანსაცმელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სუდარა//საშიშო//სულის ტალავარი//სამარხი ტალავარი//სასუდრე ტანსაცმელი
მიცვალებულის საფლავში ჩასაყოლებელი სამოსელი. სუდარად გამოიყენებოდა სხვადასხვა ქსოვილი. ძველად, უპირატესობას აძლევდნენ ბამბეულს. XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში სასუდარედ ჩვეულებრივ ნახმარ ტანსაცმელს იმზადებდნენ. უხმარი ტანსაცმლის გატანება არ იყო წესად, სიცოცხლეშივე მის პატრონს ერთხელ მაინც უნდა მოესწრო მისი ჩაცმა. მიცვალებულს განბანვის შემდეგ შესუდრავდნენ. მსუდრავი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში საჩუქრად ან წინდებს ღებულობდა, ან ნაქსოვ ფეხსამოსს. სასუდარე ტანსაცმლის გარდა მიცვალებულის სახელზე უნდა დარჩენილიყო კარგი სამოსის ერთი ან ორი ხელი, რომელთა გამოყენება მიცვალებულის მოგონებასთან იყო დაკავშირებული. ხევსურეთში მიცვალებულს სამ სხვადასხვა ფერის (თეთი, ლურჯი, წითელი) პერანგში გაახვევდნენ. შემდგომში ამის გამოძახილად უნდა ჩაითვალოს საფლავში სხვა ნივთებთან ერთად სხვადასხვა ფერის პატარა ნაჭრების გატანებაც.

ლიტ.: ს. მაკალათია, ხევსურეთი, 1935. ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ

6.246 სუზანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სუზანი
ჭრელი ქსოვილი ტახტზე გადასაფარებელი.

6.247 სუთი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სუთი
სუფთად გათლილი ჩოგანი, ღომის მოსარევ-ამოსაღები. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში. ყველგან, სადაც ღომს საკვებად იყენებდნენ.

6.248 სუიფი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სუიფი
სასოფლო მოედანი სვანეთში, ხშირ შემთხვევაში აქ იდგა წმინდა ხე, რომლის გარშემო ქვის სკამები იყო მოწყობილი. „სუიფი“ გამართული იყო სასოფლო დასახლების ცენტრში, შემაღლებულ ადგილას და გალავნით იყო შემოზღუდული. არსებობს მოსაზრება, რომ სვანური სიტყვა „სუიფ“ ქართული „სოფელ“//„სუფელის“ ნაირსახეობაა და სასოფლო ერის კრების მნიშვნელობას მოიცავს. სუიფის მსგსვსი სასოფლო თავშესაყარი ცნობილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მაგალითად: ხევსურული - საფეხვნო, თუშური - საანჯმო, მოხევური - ერობა, რაჭული - სანახშო, აჭარული - ჯამიკარი და შადრევანი, იმერული - სათემო. ყველა ესენი წარმოადგენდნენ სოფლის საჭირბორორტო საკითხების მოსაგვარებლად მამაკაცთა თავშეყრის, საუბრისა და გართობის ადგილს. სუიფი გენეტიკურად უკავშირდება სოფლის მმართველობის ინსტიტუტს.

ლიტ.: გ. ჩიქოვანი, სასოფლო მოედნები, მაცნე №1, 1983. რ. გუჯეჯიანი, ქართველ მთიელთა მენტალობის ისტორიიდან. 2008.
ე. ნ..

6.249 სულგუნი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სულგუნი
ყველის სახეობა, რომლის დამზადებით გამოირჩევიან მეგრელები და სვანები. მზადდება ძროხისა და კამეჩის რძისაგან. სულგუნის დამზადებისას ახლად ამოყვანილ „ჩვილ“ ყველს ჩაჭრიან რძეში ან თბილ წყალში და ზელენ ხელით ვიდრე არ ამოიწელება. შემდეგ ამ მასას მოაყრიან მარილს, მრგვალ თავებად შეახვევენ, ერთხანს ცივ წყალში ამყოფებენ და მერე შესანახად ჩაყრიან წათხში. შენახვის ხანგრძლივობით გამოირჩევა შებოლილი სულგუნი, რომელიც მკვრივია და სპეციფიკური სასიამოვნო სუნი და გემო აქვს. სულგუნისაგან ამზადებენ აგრეთვე სხვადასხვა ფორმის „პწნილებს“//ფიგურებს (მაგ., ჩიტი, ხარის უღელი, ჭაპანი, ირემი, ცხვარი და ა.შ.). ეს ფიგურები საახალწლო სარიტუალო პურების მსგავსად ძველი რელიგიური რწმენა-წარმოდგენების კვალობაზეა შექმნილი და ძირითადად ნაყოფიერებისა და გამრავლების იდეას ემსახურებოდა.

ლიტ.: გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007.
ე. ნ..

6.250 სურა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სურა
მაღალყელიანი, უსახელურო, ლითონისა და თიხის ჭურჭელი. აქვს მრგვალი ძირი, მკვეთრად გამობერილი მუცელი, მაღალი და წვრილი ყელი. პირი უნისკარტო და მრგვალი. სურები საქართველოში XVII საუკუნეშიც ყოფილა ხმარებაში, რასაც მოწმობს ვახუშტი ორბელიანის ქონების სიაში დასახელებული როგორც ვერცხლის, ისე სპილენძის სურები.


ც. კ..

6.251 სუფრა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲back to top


სუფრა
1. მაგიდაზე ან მიწაზე დასაფენი პურობისას. გარდა ნაჭრისა (იხ. ლურჯი სუფრა) ეთნოგრაფიულ ყოფაში გამოყენებული იყო ტყავისა და ნოხ-ფარდაგის სუფრები (მაგ. ხევსურეთში, დაგრაგნილ ტყავის სუფრას ხევისბერს მისცემდნენ, ხევისბერი სუფრას აიღებდა, დაილოცებოდა, დამსხდარი ხალხის წინ გასტყორცნიდა და გაშლიდა). 2. სუფრამ მეტყველებაში მიიღო პურობის ზოგადი სახელწოდება. შემუშავებულ იქნა სუფრასთან სხდომის წესები. ქართველები სხდებოდნენ ორ მწკრივად. მინდორზე სხდომისას, დღესასწაულის დროს, ფიცრებზე ან ლასტებზე გაშლილი იყო სანოვაგე. სუფრასთან დასხდომა განისაზღვრებოდა სქესისა და ასაკის მიხედვით. საქართველოს მთაში, ხატობისას, კაცნი, ქალნი და ბავშვნი ცალ-ცალკე სხდებოდნენ. საქართველოს ბარში სუფრის ეტიკეტი და მისი გაწყობის ცერემონიალი გაცილებით დახვეწილი იყო და სხდომის წესიც მეტი დემოკრატიულობით გამოირჩეოდა.

ე.ნ..