![]() |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - შ |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი
წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.
ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
1 შავთელური |
▲back to top |
შ
შავთელური
ლოგაედური ტაეპით დაწერილი ოცმარცვლიანი ლექსი.
სრული შავთელური ტაეპი ორ ათმარცვლიან ან ოთხ ხუთმარცვლიან ტაეპად იყოფა. უფრო
ხშირად გვხვდება ათმარცვლიანი არასრული შავთელური ტაეპით დაწერილი ლექსი. სრული შავთელური ტაეპის ნიმუშებია: „თვალი ხარ ბრმათა, თვით მზრდელი ყმათა, მშიერთა პური. უსახლო სართული, მამა
ობოლთა, მსაჯული ქვრივთა, შიშველთ სამოსლად მინიჭებული, – მოხუცებულთა, შრომით
ქებულთა სიმტკიცის კვერთხად მისაყრდნობელი. მოგვფენ სიბრძნესა, წერილთ სიღრმესა
თვით განგვიმარტებ მოტანთ მთხრობელი”. – (ი. შავთელი). ათმარცვლიანი შავთელურის ნიმუშებია: „ნისლს გადაიყრის ტყე აქოჩრილი. იხ. აგრეთვე: ბესიკური, ტაეპი, ფისტიკაური, ჩახრუხაული
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
კოლმეურნენი მოვლენ გუნდებად,
ახმაურდება რკინა მორჩილი,
შრომის სიმღერაც აგუგუნდება”. – (ა. აბაშელი)
![]() |
2 შაირი |
▲back to top |
შაირი
თექვსმეტმარცვლიანი ლექსი, რომლის სახესხვაობასაც წარმოადგენს რვამარცვლიანი და
ოთხმარცვლიანი ტაეპები, რომლებიც შაირის ზომით დაწერილი სრული სალექსო სტრიქონის
ორად და ოთხად დაყოფის შედეგად მიიღება.
თექვსმეტმარცვლიანი შაირებია: „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი,
„ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო,
რვამარცვლიანი შაირია:
„ცა–ფირუზ, ხმელეთ–ზურმუხტო,
ოთხმარცვლიანი შაირია:
„თავდახსნის და ძლევის ხმები ეფინება ზურმუხტ მდელოს, შაირი ქართული ლექსის ყველაზე ძველი და ყველაზე გავრცელებული ფორმაა. სახელწოდება
არაბულიდან წარმოდგება(შერ) და ქართულად ლექსს ნიშნავს („მას, არა ვიცი, შევჰკადრო
შესხმა ხოტბისა, შერისა” – შოთა) შაირი სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარებოდა.ზოგჯერ
მისი მნიშვნელობა ფართო იყო. რუსთაველი ყველა ღირსეულ მელექსეს მოშაირეს უწოდებს
(„მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი ორი”). შაირში იგულისხმებოდა ყველა იმ
ზომის ლექსი, რომელიც კლასიკურ პერიოდში იწერებოდა. იმ დროის ლექსებში ჩვენ
უმთავრესად გვხვდება ოცმარცვლიანი, თექვსმეტმარცვლიანი და ათმარცვლიანი შაირი.
აღორძინების პერიოდში შაირის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაფართოვდა. ჩვენს ეპოქაში
შაირის ასე ფართო მნიშვნელობით გაგება გაუმართლებელია, რადგან, როგორც ოცმარცვლიან
ლექსს, ასევე ათმარცვლიანს და ტაეპთა რაოდენობით შექმნილ ლექსს თავიანთი
სპეციფიკური სახელები აქვთ.
ქართულ პოეზიაში შაირი ყველაზე უფრო გავრცელებული ზომაა. შაირით არის დაწერილი
„ვეფხისტყაოსანი”. რუსთაველის მიერ ამ ზომის გამოყენებამ განსაკუთრებით შეუწყო ხელი
ქართულ მწერლობაში შაირის გავრცელებას. შაირით მეტყველება ახასიათებს აგრეთვე
ქართულ ხალხურ პოეზიას
იხ. აგრეთვე: ბესიკური, დაბალი შაირი, მაღალი შაირი, ტაეპი
წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალ–გულოვანი;
ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი,
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!” – (შოთა).
ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო.”– (გ. ტაბიძე).
ჩემო სამშობლო მხარეო,
შენი ვარ, სენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო.” – (აკაკი).
გაუმარჯოს ბორკილაყრილ თავისუფალ საქართველოს!”– (გ. ქუჩიშვილი).
![]() |
3 შერეული |
▲back to top |
შერეული
ლექსი, რომელსაც ტაეპების დასასრულს სხვადასხვა რითმა აქვს.
მაგ: „დაჰკრეს ნაღარა, გული შეჰზარა, იხ. აგრეთვე: რითმა, ტაეპი წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
და მტერთ საომრად ჯარი შეჰყარა,
ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისა,
ვით არ აღგანთებს გმირო, ქართლისა!
მხდალსა განამხნევს, მხნეს განაღვიძებს
და მიჯნურსაცა სულს შეუშფოთებს!” - (ნ. ბარათაშვილი ).
![]() |
4 შეწყობილი |
▲back to top |
შეწყობილი
ყველა ტაეპში ერთგვარი რითმით დაბოლოებული ლექსი.
მაგ: „იზარდე, მწვანე ჯეჯილო, დაპურდი, გახდი ყანაო, სინონიმი: მდენარი იხ. აგრეთვე: ტაეპი წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
იკურთხოს მისი მარჯვენა, ვინც გთესა, მოგიყვანაო,
დაპურდი, ჩემო ნუგეშო, იზარდე თანდათანაო,
ზეცამ გიგზავნოს ცვარ–ნამი, მზემ შუქი გფინოს თანაო;
ქარმა გაღელვოს ზღვასავით, მწყერმა მოგძახოს ნანაო,
იზარდე, გაახარევი, ყმაწვილი ჩემისთანაო.” - (ი. დავითაშვილი)
![]() |
5 შინაგანი რითმები |
▲back to top |
შინაგანი რითმები
ტაეპების შინაგანი ნაწილების შემთანხმებელი რითმები. მაგ:
ტანო, ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! იხ. აგრეთვე: მუხამბაზი, რითმა, ტაეპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ზილფო კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! –(ბესიკი)
![]() |
6 შინაგან–გარეგანი რითმა |
▲back to top |
შინაგან–გარეგანი რითმა
რითმა, რომელიც შინაგანი ტერფების ან მუხლების დაბოლოებასაც ათანხმებს და იმავდროულად ტაეპების დაბოლოებასაც. მაგ:
„სავარგონია, მგონია, ეს სიტყვა გასაგონია,
ბაღ–წალკოტისა მოქმედთა ვარდი დასთესონ, რგონია” – (დ. გურამიშვილი).
იხ. აგრეთვე: მუხლი, რითმა, ტაეპი, ტერფი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
7 შპანუნგი |
▲back to top |
ადგილი მოქმედების განვითარებაში, რომელიც გამწვავებულ ურთიერთობას გვიხატავს. კულმინაციის გამოყოფა რომ გაგვიადვილდეს წინასწარ უნდა გამოვყოთ დაძაბული
მდგომარეობა, რომელსაც გერმანულ პოეტიკაში „შპანუნგი” ეწოდება. შპანუნგი ზოგჯერ დასაწყისიდანვე ქმნის კულმინაციის შთაბეჭდილებას, მაგრამ
კულმინაცია დაძაბული მოქმედების დასაწყისი კი არ არის, მისი უმაღლესი განვითარებაა,
რაც ამ მდგომარეობის დამთავრებისას გვხვდება. ე. ნინოშვილის მოთხრობაში „ჩვენი ქვეყნის რაინდი” ტარიელის ცდა, ჩაამტვრიოს კარები
და ძალადობა იხმაროს დესპინეზე, დაძაბული მდგომარეობის დასაწყისია. „განდეგილში” დაძაბული მდგომარეობა ჩნდება იმ მომენტიდან, რა დროიდანაც ბერში
იწყება შინაგანი ბრძოლა. ერთი მხრივ, ადამიანური გრძნობა ბერში ბადებს სურვილს, რომ
მწყემს ქალს აკოცოს, მეორე მხრივ, საიქიოსა და ასკეტური იდეალის რწმენა მასში
ბადებს შიშს, რომ ამ სურვილის აღძვრითაც კი ბერს შეუძლია წაწყმდეს. ერთ მომენტში
ხორციელი ზრახვა ძლევს, მაგრამ უფრო მკვეთრად რელიგიის გავლენა იჩენს თავს და
ცდილობს სულის „დაღუპვისაგან” გადარჩენას. ეს ცდა – დაძაბული მდგომარეობა, რომელიც
ქალის საკოცნელად ფეხის წინ წადგმიდან დაიწყო, დიდხანს გრძელდება და მთავრდება
ბერის დამარცხებით მაშინ, როდესაც სახარებას სხივი ლოცვანს აღარ იჭერს და ბერიც
რწმუნდება, რომ მისი მიზანი – საიქიოში ცხონების დამკვიდრებისა, მიუღწეველია. დაძაბული მდგომარეობა ხშირად დიდხანს გრძელდება და გვხვდება დაძაბულობის რამდენიმე
ისეთი მომენტი, რომელიც მეტ დაძაბულობასთან შედარებით უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას,
კულმინაციას მოგვაჩვენებს. შპანუნგის გამოყოფა მეტ შესაძლებლობას გვაძლევს მთავარი
ყურადღება მის განვითარებაზე გადავიტანოთ. „გოგია უიშვილში” დაძაბული მდგომარეობა კალანდის წინაღამით გოგიას ოჯახში ყაზახების
მოსვლითა და ოჯახის დარბევით იწყება. დაძაბული მდგომარეობა გოგიას თვითმკვლელობამდე
გრძელდება. დაძაბულობა კულმინაციურ მომენტს გოგიას საჯაროს გაროზგვის დროს აღწევს,
რის შემდეგაც მოკლე ხანში კვანძი იხსნება – გოგია თავს იკლავს. „ბაში–აჩუკში” დაძაბული მდგომარეობა აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლ– კახეთში)
ირანელების შემოსევიდან იწყება. დაძაბული მდგომარეობა უფრო მეტად მწვავდება მაშინ,
როცა როცა შეთქმულები მოღალატე მაყაშვილს კლავენ, ხოლო მოთხრობის კულმინაციური
მომენტია სახალხო შეიარაღებული აჯანყების დაწყება, რაც კვანძის გახსნით – ირანელ
დამპყრობთა განდევნით მთავრდება. გ. წერეთლის „პირველ ნაბიჯში” დაძაბული მდგომარეობა ესმას მოტაცებით იწყება. ესმას
მოკვლა უკვე კულმინაციური მომენტია. დაძაბულ მდგომარეობას ამის შემდეგ შურისძიების
განხორციელება განაპირობებს და იგი ერემია წარბას მკვლელობით მთავრდება. „სტუმარ–მასპინძელში” დაძაბული მდგომარეობა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ქისტები
ღამით თავს ესხმიან მძინარე ზვიადაურს, ხოლო კულმინაციას აღწევს მაშინ, როდესაც
ზვიადაურს დარლას საფლავზე კლავენ. სინონიმი: დაძაბული მდგომარეობა, კულმინაცია წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977