ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2)



ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2)

1 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ც

▲back to top


1.1 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ცება

▲back to top


ცება - ციური სინათლით გაშუქება.

1.2 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) -ცემა

▲back to top


ცემა - 1. მიცემა, მოცემა: მეცა - მომეცა;არ ეც - არ მიეცი; გიცნა - მოგცა; სცეს სწავლა.

ცემა - კბენა (გველისა): უცემ; გველი ხარ, ცემისაგან კიდე არა იცი; გველი ორჯერ ვერ უცემს.

ცემა -დაკვრა: ჩანგსა სცეს; უცემდეს ბუკსა.

ცემა -ცემა, დარტყმა: არცა ცემისა გაგვა; ტანსა ყველგან სცა - ტანზე ყველგან დაარტყა (მათრახი); ასპარეზსა სცემდის - ასპარეზობდა.

1.3 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ცერ-მართალი

▲back to top


ცერ-მართალ-ი -”ოთხფრთიანი, შორს და სწორად მავალი ისარი” (იუსტ. აბულაძე).

1.4 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ცნობა-ვნებული

▲back to top


ცნობა-ვნებულ-ი - ცნობა დაკარგული, ცნობამიხდილი.

1.5 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ცოტა

▲back to top


ცოტა - პატარა: ცოტა ყმა; შვილი ჩემი ცოტა არს; ქალაქი ერთი ცოტა; სახლსა ცოტასა; ცოტა (კარავი).

1.6 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ცუდ-მბორგობა

▲back to top


ცუდ-მბორგობა - შფოთვა ბოროტი განზრახვის მიზნით.

1.7 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ცურცვლა

▲back to top


ცურცვლა -”შეღონებულისაგან ღონისძიება რამე” (საბა).

1.8 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ცქაფვა

▲back to top


ცქაფვა -”აჩქარებული ლაპარაკი, როტვა” (იუსტ. აბულაძე).

1.9 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ცხროიანი

▲back to top


ცხროიან-ი - ციებ-ცხელებიანი.