ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2)



ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2)

1 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კ

▲back to top


1.1 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კაბა-ლაფანჩა

▲back to top


კაბა-ლაფანჩა - ძვირფასი სამოსელი; „ქორწილში თავზე გადასაგდები ტანსაცმელი მეფე-დედოფლისათვის“ (იუსტ. აბულაძე).

1.2 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კაბიწი

▲back to top


კაბიწ-ი - სამკოდიანი საწყაო.

1.3 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კადრება

▲back to top


კადრება - შებედვა, გაბედვა.

1.4 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კაზმა

▲back to top


კაზმა - მორთვა, მომზადება; პურსა ჩვენთვისა ჰკაზმიდეთ - საჭმელს ჩვენთვის ამზადებდეთ; კაზმად.

1.5 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კალიბი

▲back to top


კალიბ-ი - ყალიბი, ფორმა, გარეგნული მოყვანილობა.

1.6 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კამკამისად

▲back to top


კამკამისად - გამჭვირვალედ, კამკამა წყალივით წმინდად.

1.7 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კანჯარი

▲back to top


კანჯარ-ი - ქურციკის მსგავსი გარეული ვირი

1.8 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კაპარჭი

▲back to top


კაპარჭ-ი - ისრების შესანახი ჩანთა.

1.9 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კაპოეტობა

▲back to top


კაპოეტობა - ფრინველის წელიწდობა. რა იკაპოეტა - რა ერთი წლისა გახდა (წელიწადი შეუსრულდა).

1.10 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ლამაზობა

▲back to top


კარ-ი - 1. შასავალი. თავი. ამბავი: კარი პირველი; ათორმეტნი კარნი არიან ნაქმარნი პატრონისა ჩემისანი.

1.11 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კარი

▲back to top


კარ-ი  - 2. სხვისა კარისა პასუხი გამოსცა - სხვაგვარად, სხვანაირად უპასუხა.

1.12 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კასია

▲back to top


კასია - დარიჩინი.

1.13 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კაჩა

▲back to top


კაჩა - „მუხლის ძირის სადრეკი“ (საბა).

1.14 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კაჭრობა

▲back to top


კაჭრობა - სისინი (გველისა).

1.15 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კედარი

▲back to top


კედარ-ი - მხარი: კედრით კედრამდის - მხრიდან მხრამდე.

1.16 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კეისარი

▲back to top


კეისარ-ი - ბიზანტიის იმპერატორის ტიტული, ბიზანტიის მეფე.

1.17 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კერძი

▲back to top


კერძ-ი - წილი, კუთვნილი. ნაწილი: ზედათი კერძო - ტანის ზედა ნაწილი; მის კერძსა ქვეყანასა - მის კუთვნილ მიწაზე; ჩემი კერძი - ჩემი წილი.

1.18 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კერძება

▲back to top


კერძება: სწორად უკერძებდის სამართალსა შიგან - სწორად უმართავდა ხელს (მფარველობას უწევდა) სამართალში.

1.19 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კერძო

▲back to top


კერძო - თანდებული „-კენ“: ბალხეთით კერძო - ბალხეთისაკენ; ინდოეთით კერძო - ინდოეთისაკენ; ცალ კერძო - ცალკე, ცალკერძ.

1.20 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კერული

▲back to top


კერულ-ი - ნაკერი, შეკერილი.

1.21 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კეცი

▲back to top


კეც-ი - თიხა, „მიწა საჭურჭლე“ (საბა).

1.22 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კვეთა

▲back to top


კვეთა: ვერა აკვეთინა - ვერ გააჭრევინა.

1.23 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კვეთიანობა

▲back to top


კვეთიანობა - გაჭრის, გაკვეთის უნარი (ძალა).

1.24 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კვერთხი

▲back to top


კვერთხ-ი - ჯოხი, საყრდნობი ჯოხი.

1.25 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კიდე

▲back to top


კიდე - გარდა, მეტი.

1.26 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კიდებული

▲back to top


კიდებულ-ი - აკიდებული, დატვირთული.

1.27 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კიდეგანი

▲back to top


კიდეგან-ი - განცალკევებული, განშორებული, განზე გამდგარი (ვინმესგან): კიდეგნად იყო; კიდეგნად ტყვეურად დაგაბა - ცალკე, განცალკევებულად დატყვევებულივით დაგაბა.

1.28 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კიდეგანობა

▲back to top


კიდეგანობა - განშორება, გაცილება.

1.29 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კიდეგან-ქმნ

▲back to top


კიდეგან-ქმნა - ჩამოცილება, მოშორება: ნუ კიდეგან-მიქმ - ნუ ჩამომიცილებ, შორს ნუ მამყოფებ, განზე ნუ დამტოვებ; კიდეგან-ჰქმნა - განიშორო, მოიცილო, გვერდზე მიაგდო.

1.30 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კიდე-ქმნა:

▲back to top


კიდე-ქმნა: კიდე ჰქმნა - დააშორა, მოაცილა, მოაშორა.

1.31 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კიდე-ქმნილ-ი

▲back to top


კიდე-ქმნილ-ი - განშორებული, დაშორებული, ჩამოცილებული.

1.32 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კიდე-ყოფა

▲back to top


კიდე-ყოფა - შორსყოფნა, განშორება, ცალკე ყოფნა.

1.33 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კიდე წაყვანა

▲back to top


კიდე წაყვანა - მოცილება, განშორება: კიდე წაიყვანდის - მოაცილებდა, განაშორებდა (ე. ი. მოკლავდა).

1.34 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კილო

▲back to top


კილო - „ისართა მშვილდის საბელთა ჩასადგმელი“ (საბა).

1.35 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კინამო

▲back to top


კინამო - სურნელოვანი ყვავილი, რომელსაც მაგიურ ძალას მიაწერდნენ (ხარობს ეგვიპტეში).

1.36 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კინე. კინენი

▲back to top


კინე. კინენი - საბრძოლო იარაღი, შუბის მსგავსი, ბრძოლაში იყენებდნენ კაცთა შესაყრელად და ასაწევად.

1.37 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კირჩხიბი

▲back to top


კირჩხიბ-ი - ზოდიაქოს მეოთხე ეტლი, რომელშიც მზე შედის 22 ივნისს.

1.38 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კისკასი

▲back to top


კისკას-ი - ცოცხალი, მარდი, ცქვიტი.

1.39 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კლება

▲back to top


კლება - მოკლება, დაკლება, შემცირება: აკლე - (ჭაბუკობას) მოაკელი; თუ მეკლოს - თუ (ჭაბუკობას) მომეკლოს. სპარსთა ერ აკლე - სპარსთა ჯარს დააკელი ე. ი. ჯარი შეამცირე რაოდენობრივად.

1.40 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კლვა

▲back to top


კლვა - მოკვლა, კვლა: თავსა კლვად სდებდეს - თავს სასიკვდილოდ წირავდნენ (დებდნენ); თავის კლვად მთნენი - თავის გასაწირად (თავდადებისათვის) მზადმყოფნი; კლვად შექმნეს; კალ - მოკალ; მე თუ კვლად გაქო, ვიცი, კლვად გაქო... - მე თუ კვლავ შეგაქო, ვიცი, რომ მოსაკლავად (სასიკვდილოდ) გაქვს...

1.41 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კლვადი

▲back to top


კლვად-ი - დასაკლავი: ცხოვართა კლვადთა - სამსხვერპლოდ გამზადებულ, დასაკლავ ცხვრებს.

1.42 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კმა

▲back to top


კმა - საყოფი, საკმარი.

1.43 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კმოლვა

▲back to top


კმოლვა: ბალასნად კმოლავ - ბალასინად ეკმევი.

1.44 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კრებული

▲back to top


კრებულ-ი - ვარსკვლავთა ჯგუფი.

1.45 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კრთობა

▲back to top


კრთობა: აკრთობ ელვათა არეთა მთენი - შენ, გარემოს მანათობელი, ელვას აშინებ (ე. ი. ისეთ ძლიერ სინათლეს აფრქვევ, რომ ელვა შენი სინათლისაგან კრთის); შუქნი კრთებიან - შუქნი თრთიან, ციმციმებენ.

1.46 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კრონოსი

▲back to top


კრონოს-ი - პლანეტა სატურნი, ზუალი.

1.47 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კრძალვა

▲back to top


კრძალვა - მორიდება, გაფრთხილება; აუგისაგან იკრძალოდა - აუგს ერიდებოდა; აუგისაგან ვიკრძალვი - აუგს ვერიდები; სიკვდილსა ეკრძალენით - სიკვდილს მოერიდეთ; აღარ გეკრძალვი - აღარ მოგერიდები, აღარ გაგიფრთხილდები.

1.48 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კუბასტი

▲back to top


კუბასტ-ი - ლეჩაქი.

1.49 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კუბო

▲back to top


კუბო - ტახტრევანი, ჩასაჯდომი ან დასაწოლი სამგზავრო კიდობანი, რომელსაც ხელით ან აქლემით ატარებდნენ.

1.50 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კუროსთავი

▲back to top


კუროსთავ-ი - ტატაში, შავი ნარი, თავცეცხლა.

1.51 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კუტალი

▲back to top


კუტალ-ი - „ხის წურწუმა“ (საბა), „კოკა, დოქი, ხელადა“ (იუსტ. აბულაძე).