ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2)



ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2)

1 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - წ

▲back to top


1.1 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - წალიკა

▲back to top


წალიკა - მყრალი და მწარე ბალახი

1.2 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - წამალი

▲back to top


წამალ-ი - წამალი, საწამლავი: წამალნი - სამხატვრო საღებავები; წამლიანი.

1.3 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ჰარირი

▲back to top


1.4 წამება

▲back to top


წამება - დადასტურება, დამოწმება, რწმუნება: ფიცითა წამა მისგან იწამა - ფიცით დაამოწმა და მისგან (თამარისგან) ირწმუნა.

1.5 წამობეზღება

▲back to top


წამობეზღება - მტრის გამოტყუება სიმაგრიდან: წამობეზღე.

1.6 წამოტანება

▲back to top


წამოტანება: წამოიტანე - წამოიყვანე.

1.7 წამოწყდომა

▲back to top


წამოწყდომა (ხალხიდან)- ერთის ან რამდენიმე კაცის წინ გამოსვლა, გამოხტომა: წამოწყდეს ლაშქართა წინა.

1.8 წარმართებული

▲back to top


წარმართებულ-ი - სწორ გზაზე დამდგარი, ხელშეწყობილი.

1.9 წარმჴმელი

▲back to top


წარმჴმელ-ი - წამღებელი.

1.10 წარტყვენვა

▲back to top


წარტყვენვა - დაპყრობა, დაკავება: ქალაქი... წარეტყვენვათ - ქალაქი დაეპყროთ, აეღოთ, დაეკავებიათ.

1.11 წარქცევა

▲back to top


წარქცევა - გაძღოლა: წარიქცივნა - გაიძღოლა (ისინი).

1.12 წარწირული

▲back to top


წარწირულ-ი წარ-თუ-წირულ ვართ, არ განწირულ ვართ თუ შევიწროებული და დაჩაგრული ვართ, (სამაგიეროდ) არა ვართ განწირული (შდრ. II კორ. ებ. 4,8).

1.13 წარჴდომა

▲back to top


წარჴდომა - წასვლა, გაქრობა, ხელიდან გაძვრენა: წარჴდა - წავიდა; წარგვიჴდეს მენავენი - მენავენი ხელიდან გამოგვეცალნენ, გაქრნენ.

1.14 წაღება

▲back to top


წაღება - წართმევა: ძალი წაგვიღო - ღონე წაგვართვა; სული წაუღო; გონება წაუღო; წაუღო სირცხვილი; წაუღებენ ქალაქსა - ქალაქს წაართმევენ (დაიპყრობენ); წაუღე.

1.15 წაღმართ-ი

▲back to top


წაღმართ-ი - მომავალი; წაღმართ - შემდეგ; დღეისითგან წაღმა - დღეის შემდეგ.

1.16 წახმა

▲back to top


წახმა - წაღება, დაპყრობა: წავიხვენით საჭურჭლენი - საგანძური წავიღეთ; ქალაქნი წაუხმან - ქალაქები დაუპყრია, დაუკავებია.

1.17 წახნაგებული

▲back to top


წახნაგებულ-ი - გათლილი.

1.18 წვართა

▲back to top


წვართა - სწავლება: თვით ბრძენი წვართა - თვითონ ბრძენს ასწავლა.

1.19 წვეთა

▲back to top


წვეთა: თვალთა უწთონ - თვალებში უწვეთონ.

1.20 წინა-განწყობა

▲back to top


წინა-განწყობა - წინასწარ განლაგება (სამყაროს სხეულებისა); წინასწარ მოფიქრება, განსაზღვრა.

1.21 წინამგებარე

▲back to top


წინამგებარე - შემგებებელი, დამხვდური, მოწინააღმდეგე.

1.22 წინა-წარმართი

▲back to top


წინა-წარმართ-ი - კეთილად წინ მავალი; ხელშეწყობილი.

1.23 წინა-წარქცევა

▲back to top


წინა-წარქცევა: აქლემი წინა წარიქცია - აქლემი წინ წაიძღოლა (წინ გაიდევნა).

1.24 წინწილა

▲back to top


წინწილა - ტკბილხმიანი საკრავი ინსტრუმენტი, რომელსაც ლითონის სიმები აქვს.

1.25 წონება

▲back to top


წონება: ვიწონე - განვსაზღვრე; დავითვალე; ვიწონეთ - განვსაზღვრეთ, დავითვალეთ.

1.26 წუხილი

▲back to top


წუხილ-ი - დახუჭვა (თვალისა).

1.27 წყალი

▲back to top


წყალ-ი - ბრწყინვალება, ელვარება (ძვირფასი ქვისა, მნათობისა): სოფლისა წყალთა დამშვენებარე; სოფლისა წყალთა დამაშვენალი - ქვეყნის მარგალიტთა ბრწყინვალებით დამშვენებელი; გაქვს არსთა წყალი - გაქვს მნათობთა ბრწყინვალება; წყალთა არსთასა; წყლად წყალი მრწყველი.

1.28 წყალ-ჯავარი

▲back to top


წყალ-ჯავარ-ი - ძვირფასი მოელვარე ქვა, თვალი პატიოსანი.

1.29 Title

▲back to top


წყლიან-ი - მშვენიერი.

1.30 წყლიანობა

▲back to top


წყლიანობა: გწყლიანობენ - გშვენიან.

1.31 წყლით რღვნა

▲back to top


წყლით რღვნა - წაროვნა

1.32 წყლის-საქანელი

▲back to top


წყლის-საქანელ-ი - ზოდიაქოს მეთერთმეტე ეტლი, რომელშიც მზე შედის 20 იანვარს.

1.33 წყრთა

▲back to top


წყრთა - სიგრძის საზომი ერთეული, სიგრძე იდაყვიდან თითისწვერებამდე.