![]() |
ტერმინოლოგია და ცნებები შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ |
ევროკავშირი საქართველოსთვის
ტერმინოლოგია და ცნებები შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ
ლექსიკონი შეიქმნა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ექსპერტი – ანა არგანაშვილი და, შესაძლოა, რომ ის არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმ პირთა) მიმართ გამოყენებული ტერმინები განსაზღვრავს პერსპექტივას, თუ როგორ განიხილება შეზღუდული შესაძლებლობა. ხშირად გაუცნობიერებლად და წლების განმავლობაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გავლენით, ისინი საფუძველშივე აქრობს შესაძლებლობას, რომ შშმ პირები აღვიქვათ თანასწორუფლებიან მოქალაქეებად. ტერმინები და ცნებები, რომლებიც ამ კონტექსტში შემორჩენილია საბჭოთა ან უფრო ადრეული წარსულიდან, სცდება ადამიანის უფლებათა ჩარჩოს და აზიანებს არა მხოლოდ ამ პირებს, არამედ თანასწორობისა და დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში. ამ პუბლიკაციის ფარგლებში, დისკრიმინაციული ტერმინებისა და ცნებების გააზრება და შეგნებულად ჩანაცვლება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ვერსიებით, წინასწარგანზრახული ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს ცოდნის, დამოკიდებულებისა და ქმედების გაუმჯობესებას შშმ პირთა უფლებების მიმართ. ტერმინები და ცნებები სწრაფად არ იცვლება, ვინაიდან გამჯდარია ყოველდღიურ ზეპირ და წერით მეტყველებაში, თუმცა მნიშვნელოვანია, არსებობდეს წყარო, რომელზე დაყრდნობითაც გადაამოწმებს მათ დაინტერესებული ადამიანი.
შშმ პირებთან დაკავშირებული ტერმინებისა და ცნებების განსახილველად, ამოსავალ წერტილად უნდა მივიჩნიოთ გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (2006), კერძოდ, მისი მე-8 მუხლი, რომლის მიზანია კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მხარდაჭერა, რომ „ებრძოლონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სქესზე და ასაკზე დაფუძნებულ სტერეოტიპებს, ცრურწმენებსა და ზიანის მომტან ჩვევებს."
წინამდებარე ლექსიკონის შემუშავებაში, კონსულტაციების ფორმით, ჩართულნი იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ორგანიზაციები. ამ პირთა ინიციატივით, კონსულტაციებითა და რჩევებით, გამოცემას გამოაკლდა და ჩაემატა რამდენიმე ტერმინი. ლექსიკონი ეყრდნობა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებსაც, რომლებიც შეესაბამება შშმ პირთა უფლებების კონვენციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ლექსიკონის შექმნისას ჯერ კიდევ არ არსებობდა მსგავსი გამოცემა საერთაშორისო დონეზე, რომელიც გაგვიადვილებდა პროცესს.
ეს ლექსიკონი საჭიროებს მუდმივ გადახედვასა და განახლებას, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათთან დაკავშირებული ცნებების შემუშავება ცოცხალი პროცესია, რომელიც ყოველდღიურად ფორმირდება.
![]() |
1 აბილიტაცია Habilitation |
▲back to top |
პროცესი, რომელიც ადამიანს ეხმარება ახალი უნარების, შესაძლებლობისა და ცოდნის შეძენაში.
![]() |
2 ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მოდელი Human Rights model of disability |
▲back to top |
მოდელი, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებლობა არის სოციალური კონსტრუქტი (საზოგადოების მიერ შექმნილი ცნება), და თუ ადამიანს აქვს რაიმე დარღვევა, ეს არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური საფუძველი რომელიმე უფლებაზე უარის თქმის ან ამ უფლების შეზღუდვისთვის. შეზღუდული შესაძლებლობა მიიჩნევა ადამიანის იდენტობის ერთ-ერთ მახასიათებლად, სხვა მრავალთა შორის. შესაბამისად, ქვეყნის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს და ერგებოდეს ადამიანთა განსხვავებულობასა და მრავალფეროვნებას, რომლის ერთ-ერთი გამოვლენაც არის შეზღუდული შესაძლებლობა.
ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მოდელი ეყრდნობა სოციალურ მოდელს: კერძოდ, ის მიიჩნევს, რომ შშმ პირები სხვათა თანასწორად უნდა ფლობდნენ და ახორციელებდნენ უფლებებს, შეზღუდული შესაძლებლობა კი საზოგადოებრივი მრავალფეროვნების ნაწილია, გენდერული ან რასობრივი კუთვნილების მსგავსად. ეს მოდელი სახელმწიფოსა და საზოგადოებას აკისრებს პასუხისმგებლობას პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური და ფიზიკური გარემოს ცვლილებაზე შშმ პირთა უფლებების დასაცავად, ასევე, მათი მონაწილეობისა და ინკლუზიის მხარდასაჭერად. ამავე მიზნებით, მოდელი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული სტერეოტიპების, წინასწარგანწყობებისა და სხვა ბარიერების აღმოფხვრაც.
![]() |
3 ადაპტირება Adapt |
▲back to top |
შენობების, სივრცეების, პროგრამებისა და პროცესების მორგება შშმ პირთა საჭიროებებსა და დარღვევის ტიპზე, რათა ნებისმიერი მათგანი უსაფრთხოდ, დამოუკიდებლად (სხვისი დახმარების გარეშე) და კომფორტულად სარგებლობდეს გარემოში არსებული შესაძლებლობებით.
იხ. ასევე: უნივერსალური დიზაინი.
![]() |
4 ადვოკატირება Advocate |
▲back to top |
კოორდინირებული აქტივობები ადამიანის უფლებათა დასაცავად, ეროვნული პოლიტიკის, პრაქტიკისა და კანონმდებლობის დაახლოებით საერთაშორისო სტანდარტებთან. არ საჭიროებს იურიდიულ განათლებას და გულისხმობს როგორც სხვების, ისე საკუთარი უფლებების დაცვას, ანუ თვითადვოკატირებას.
![]() |
5 არავერბალური კომუნიკაცია Non-verbal communication |
▲back to top |
კომუნიკაცია არავერბალური საშუალებებით, როგორიცაა სახის გამომეტყველება (მიმიკა), ჟესტები, სხეულის პოზა, შეხება და სხვა.
![]() |
6 არაპირდაპირი (ირიბი) დისკრიმინაცია Indirect discrimination |
▲back to top |
მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს კანონით დაცული რომელიმე ნიშნის გამო (რასა, კანის ფერი, ენა, სქესი, ასაკი, მოქალაქეობა, წარმოშობა, დაბადების ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა, რელიგია ან რწმენა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილება, პროფესია, ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და გამოხატვა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულება და სხვა).
კანონები, პოლიტიკა ან პრაქტიკა, რომელიც, ერთი შეხედვით, ნეიტრალურია, თუმცა არაპროპორციულად უარყოფით გავლენას ახდენს შშმ პირებზე: კერძოდ, თითქოსდა მისაწვდომი რომელიმე შესაძლებლობა, რეალურად, გამორიცხავს კონკრეტულ პირებს თავიანთი სტატუსის გამო და არ აძლევს ამ შესაძლებლობით სარგებლობის საშუალებას. მაგალითად, თუ სკოლას არ აქვს წიგნები მარტივად წასაკითხი ფორმატით, ეს არაპირდაპირი დისკრიმინაციაა ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირის მიმართ, რადგან, სწავლის უფლების მიუხედავად, ფაქტობრივად, ის ვერ იღებს განათლებას სკოლაში. ანალოგიურად, თუ გადაადგილების შეზღუდვის მქონე კანდიდატს სამუშაოზე მისაღები გასაუბრება დაენიშნება იმ შენობის მეორე სართულზე, რომელსაც ლიფტი არ აქვს, იგი უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდება.
![]() |
7 არსებითი თანასწორობა Substantive equality |
▲back to top |
არა მხოლოდ ფორმალური, არამედ ფაქტობრივი თანასწორობა: კერძოდ, თანასწორობა კანონში, თანაბარი შესაძლებლობების ქონა და თანასწორად მოპყრობა, რაც იწვევს თანასწორობას შედეგებში. არსებითი თანასწორობის მისაღწევად და ისტორიული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, საჭიროა, ყურადღება გამახვილდეს სტრუქტურულ ბარიერებზე, ძალაუფლების წყაროებსა და ისტორიულ უსამართლობაზე და გატარდეს შესაბამისი პოზიტიური ზომები.
![]() |
8 აუდიოაღწერა (აუდიოდესკრიფცია) |
▲back to top |
Audio description მეთოდი, რომელიც გაამოიყენება არავერბალური, ძირითადად ვიზუალური გარემოსა თუ ქცევების აღსაწერად (მაგ. ნახატის, სამუზეუმო ექსპონატის, ფილმების აუდიოაღწერა).
![]() |
9 ბაგეებიდან ამოკითხვა Lip-reading |
▲back to top |
მეტყველების გაგების ტექნიკა პირის, ტუჩებისა და ენის მოძრაობათა მხედველობითი ინტერპრეტაციით.
![]() |
10 ბარიერი Barrier |
▲back to top |
გარემოება, რომელიც აფერხებს შშმ პირის ჩართულობას ისეთ პროცესებში, როგორიცაა საზოგადოებასთან ინტეგრაცია, დამოუკიდებელი ცხოვრება, დასაქმება, თავისუფლად გადაადგილება, სერვისების მიღება, სივრცეებით სარგებლობა, ინფორმაციის გაცვლა და ა.შ. იხ. ასევე: მისაწვდომობა, უნივერსალური დიზაინი.
![]() |
11 ბრაილი Braille |
▲back to top |
ბეჭდვისა და წერის სისტემა უსინათლო ადამიანებისთვის, რომელსაც აქვს ამობურცული წერტილები და კითხულობენ თითების შეხებით. თითოეული წერტილი ან მათი ერთობლიობა აღნიშნავს ასო-ნიშნებს, რიცხვებს, ან სასვენ ნიშანს. ბრაილის შრიფტში ტექსტის შექმნას ეწოდება „დაწერა ან დაბეჭდვა“, ხოლო ბრტყელი შრიფტიდან ბრაილით ტექსტში გადატანას - ბეჭდვა და არა თარგმნა, ვინაიდან იგი შრიფტია და არა - ენა.
![]() |
12 გადაადგილების დამხმარე საშუალება Walker |
▲back to top |
დასაყრდნობი კონსტრუქცია, რომელიც ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირს ეხმარება დამოუკიდებლად გადაადგილებაში.
![]() |
13 გადაადგილებისა და სივრცეში ორიენტაციის სწავლება (ტრენინგი) Mobility instructions (training) |
▲back to top |
მეთოდი, რომლის მიზანია სხვადასხვა სივრცეში (სკოლა, სახლი, ქუჩა, შენობა და ა.შ.) დამოუკიდებელი გადაადგილების უსაფრთხო ტექნიკის სწავლება უსინათლო ადამიანებისთვის.
![]() |
14 გონივრული მისადაგება Reasonable accommodation |
▲back to top |
აუცილებელი და შესაბამისი ცვლილება/მორგება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც მასზე პასუხისმგებელ პირს არ აკისრებს არაპროპორციულ, შეუსაბამო ან გაუმართლებელ ტვირთს, შშმ პირს კი საშუალებას აძლევს, სხვათა თანასწორად ისარგებლოს ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით.
იხ. ასევე: დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით.
![]() |
15 დამატებითი და გამაძლიერებელი საკომუნიკაციო სისტემები Augmentative and alternative communication |
▲back to top |
სტანდარტული მეტყველების ჩანაცვლება/გაძლიერება დამხმარე საშუალებით ან სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით (მაგ: საკომუნიკაციო დაფა, პროგრამული უზრუნველყოფა).
იხ. ასევე: დამხმარე საშუალება.
![]() |
16 დამოუკიდებელი ცხოვრება Independent Living |
▲back to top |
შშმ პირების მიერ სხვა ადამიანთა მსგავსად სარგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე არჩევანის გაკეთების, მისი კონტროლისა და გადაწყვეტილებათა მიღების უფლებით. საჭიროების შემთხვევაში, ამ ცნებამ შეიძლება მოიცვას პერსონალური ასისტენტის დანიშვნა და მხარდაჭერის მიღება არჩევანის გაკეთებასა და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაში; წვდომა სხვა სერვისებსა და შესაძლებლობებზე, როგორიცაა საცხოვრისი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, სოციალური ზრუნვა, განათლება, დასაქმება და სხვა; და მონაწილეობა საოჯახო, სათემო და სამოქალაქო ცხოვრებაში.
დამოუკიდებელი ცხოვრება ნიშნავს შშმ პირთა უზრუნველყოფას ისეთი საშუალებებით, რომელთა მეშვეობითაც გააკეთებენ არჩევანს საკუთარ ცხოვრებაზე, გააკონტროლებენ მას და მიიღებენ ყველა საჭირო გადაწყვეტილებას. პირად ავტონომიას და სერვისების მიღებას ღირსების დაცვით ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. აქ იგულისხმება: წვდომა ტრანსპორტზე, ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე, პერსონალური დახმარება, საცხოვრებელი ადგილი, ყოველდღიური რუტინა, ჩვევები, სათანადო დასაქმება, პირადი ურთიერთობები, კვება, ჰიგიენა, ჯანდაცვა, რელიგიური აქტივობები და სექსუალური თუ რეპროდუქციული უფლებები. დამოუკიდებელი ცხოვრება პიროვნული ავტონომიისა და თავისუფლების არსებითი ნაწილია და არ გულისხმობს აუცილებლად მარტო ცხოვრებას.
იხ. ასევე: მონაწილეობა.
![]() |
17 დამხმარე საშუალება Mobility aid |
▲back to top |
საშუალება, რომლის მიზანიც არის შშმ პირის დახმარება გადაადგილებასა ან სხვა ყოველდღიურ აქტივობებში.
იხ. ასევე: დამხმარე ტექნოლოგია.
![]() |
18 დამხმარე ტექნოლოგია Assistive technology |
▲back to top |
ქოლგა ტერმინი დამხმარე და სარეაბილიტაციო მოწყობილობებისთვის, რომლებიც მხარს უჭერს შშმ პირთა დამოუკიდებლობას იმ ამოცანების შესრულებაში, რომელთა განხორციელებაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა.
იხ. ასევე: დამხმარე საშუალება.
![]() |
19 დამხმარე ცხოველი Service animals |
▲back to top |
სპეციალურად გაწვრთნილი ცხოველი შშმ პირთა ამოცანების შესასრულებლად (მაგ: ძაღლი, რომელიც უსინათლო ადამიანს ეხმარება გადაადგილებაში და ასრულებს სხვა დავალებებს).
![]() |
20 დაქტილი Dactyl |
▲back to top |
ჟესტურად თარგმნის ფორმა, სალაპარაკო ენის დამარცვლა ბაგეებით და/ან თითებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნიკური ტერმინების ან დოკუმენტების თარგმნისას, რა დროსაც ყრუ ადამიანი დეტალურად უნდა მიჰყვეს მოსაუბრეს.
![]() |
21 დეინსტიტუციონალიზაცია Deinstitutionalisation |
▲back to top |
ურთიერთდაკავშირებული პროცესების ერთობლიობა შშმ პირის ავტონომიის აღსადგენად, რათა თვითონ აირჩიოს და გააკონტროლოს, თუ ვისთან ერთად, სად და როგორც იცხოვრებს. ამ პროცესს უნდა წარმართავდნენ პირები, რომლებსაც შეეხოთ ინსტიტუციონალიზაცია და აქვთ მსგავსი გამოცდილება, და არა ინსტიტუციის მართვასა და შენარჩუნებაში ჩართული სუბიექტები.
![]() |
22 დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით Discrimination on the grounds of disability |
▲back to top |
განსხვავებული მოპყრობა, გარიყვა ან არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაყენება შეზღუდული შესაძლებლობის გამო, რომლის მიზანი ან შედეგია, შეიზღუდოს ან შეუძლებელი გახდეს ადამიანის უფლებათა აღიარება, გამოყენება ან განხორციელება, მათ შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ სამოქალაქო თუ სხვა სფეროებში. ტერმინი მოიცავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას, გონივრულ მისადაგებაზე უარის ჩათვლით.
იხ. ასევე: ეიბლიზმი.
![]() |
23 ეიბლიზმი Ableism |
▲back to top |
წინასწარ შემუშავებული ღირებულებათა სისტემა, რომელიც განსაკუთრებულად დადებითად აფასებს ადამიანის სხეულსა და გონებას, ეყრდნობა რა სოციუმის მიერ დადგენილ „ნორმალურობის“ სასურველობის იდეას; დისკრიმინაციული შეხედულებებისა და პრაქტიკების ერთიანობა, რომლებიც ეფუძნება მოსაზრებას, რომ შშმ პირები უნდა „განიკურნონ“. ტერმინი უკავშირდება ევგენიკის მეცნიერებას.
![]() |
24 ეკრანის წამკითხველი Screen reader |
▲back to top |
პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უსინათლო ან მცირედმხედველ ადამიანებს აძლევს მოწყობილობის ზედაპირზე გამოტანილი ტექსტის წაკითხვის საშუალებას.
![]() |
25 ენა Language |
▲back to top |
სასაუბრო ენა, ჟესტური და სხვა არასასაუბრო ენები.
იხ. ასევე: კომუნიკაცია, ჟესტური ენა.
![]() |
26 ვიდეოგადაცემის სერვისი Video relay service |
▲back to top |
დისტანციური კომუნიკაცია ყრუ პირებს, ან ყრუ და სმენის მქონე პირებს შორის, რა დროსაც ყრუ ადამიანი სხვა პირს უკავშირდება ვიდეოზარის ამოყენებით და, საჭიროების შემთხვევაში, ჟესტური თარჯიმნის ონლაინჩართულობით. ზარის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა სერვისის მიღება (მაგ: ექიმთან კონსულტაცია), რომელთა მიწოდებისას თარჯიმანი პირს უნდა ეხმარებოდეს კვირაში შვიდი დღის განმავლობაში.
![]() |
27 თანასწორთა მხარდაჭერა Peer support |
▲back to top |
პრობლემებთან გამკლავების პირადი გამოცდილების გაზიარება მსგავსი გამოწვევების მქონე ადამიანებისთვის. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ასეთ მხარდაჭერას უწევენ პირები, რომლებსაც აქვთ მენტალური პრობლემით ცხოვრების გამოცდილება. ისინი დახმარებას სთავაზობენ სოციალური სერვისების ფარგლებში, ფსიქიატრიულ საავადმყო-ფოებსა და სხვა შესაბამის სივრცეებში, რათა ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირებმა მიიღონ ცოდნა/ინფორმაცია თვითდახმარების სტრატეგიებსა თუ თემში არსებულ რესურსებზე და აქტიურად მართონ საკუთარი ცხოვრება.
![]() |
28 თეთრი ხელჯოხი White stick |
▲back to top |
ხელჯოხი, რომლითაც უსინათლო პირი იღებს ინფორმაციას სავალი ზედაპირის შესახებ, უსაფრთხოების დასაცავად და დამოუკიდებლად სიარულისთვის.
![]() |
29 თვითმასტიმულირებელი ქცევა Self-stimulatory behavior |
▲back to top |
განმეორებადი, სტერეოტიპული და ფუნქციურად დამოუკიდებელი ქცევა, როგორიცაა რწევა, ხელის/მკლავის ქნევა და სხვა.
![]() |
30 ინდივიდუალური სასწავლო გეგმა Individual educational plan |
▲back to top |
წერილობითი დოკუმენტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და ითვალისწინებს მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას, დაკმაყოფილების გზებთან ერთად, ასევე, ყველა დამატებით აქტივობას გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
![]() |
31 ინკლუზია Inclusion |
▲back to top |
ადამიანის სრულფასოვანი ჩართულობა და მონაწილეობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
![]() |
32 ინკლუზიური განათლება Inclusive education |
▲back to top |
ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ან სტუდენტის თანატოლებთან ერთად ჩართვა სასწავლო პროცესში; შშმ ბავშვებისა და სტუდენტების სწავლება ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით და სხვა დამატებითი სერვისების შეთავაზება მათთვის (მაგ: სპეციალური პედაგოგი, პერსონალური ასისტენტი და სხვა). ინკლუზიური განათლება სავალდებულოა განათლების ყველა ეტაპზე, სკოლამდელი იქნება, სასკოლო, უმაღლესი, განგრძობითი თუ არაფორმალური.
ინკლუზია უნდა განვასხვაოთ ინტეგრაციისაგან: ინტეგრაცია არის შშმ მოსწავლის ან სტუდენტის ჩართვა განათლების არსებულ სისტემაში, იმ იმედით, რომ თვითონ მოერგება სასწავლო სისტემის სტანდარტულ მოთხოვნებს, ხოლო ინკლუზია გულისხმობს სწავლების შინაარსის, მეთოდების, მიდგომების, სტრუქტურისა და სტრატეგიების ცვლილებას, განათლების სისტემურ რეფორმას, რათა: მოსწავლემ შეძლოს ბარიერების გადალახვა; ყველა მოსწავლემ და სტუდენტმა მიიღოს ასაკის შესაბამისი, თანასწორი და მონაწილეობაზე ორიენტირებული სასწავლო გამოცდილება, ხოლო გარემო საუკეთესოდ პასუხობდეს მათ საჭიროებებსა და სურვილებს.
![]() |
33 ინკლუზიური თანასწორობა Inclusive equality |
▲back to top |
თანასწორობის ახალი მოდელი, რომელიც შემუშავდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფარგლებში. ეყრდნობა არსებითი თანასწორობის მოდელს და თანასწორობის უფლების შინაარსში მოიაზრებს შემდეგ განზომილებებს:
ა. სამართლიანი გადანაწილება: რესურსების ხელახალი და თანაბარი გადანაწილება სოციალურ-ეკონომიკური უპირატესობის გადასაჭრელად; თანაბარი შესაძლებლობის უფლების რეალიზაციის ეკონომიკური მექანიზმების შემუშავება (კომპენსაციები, საგადასახადო ბენეფიტები და ა.შ.).
ბ. აღიარება: სტიგმის, სტერეოტიპების, წინასწარგანწყობებისა და ძალადობის გათვალისწინება ადამიანის ღირსებისა და ინტერსექციურობის აღიარებისთვის.
გ. მონაწილეობა: ადამიანის სოციალური ბუნებისა და სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნებულობის დადასტურება და სრულად აღიარება საზოგადოებაში მისი ჩართვით.
დ. მისადაგება: განსხვავების აღიარება ადამიანის ღირსების საკითხად.
![]() |
34 ინსტიტუციონალიზაცია Institutionalization |
▲back to top |
შემდეგი ელემენტების ერთობლიობა პირის ცხოვრებაში: საზოგადოებისგან იზოლაცია და სეგრეგაცია; კონტროლის ნაკლებობა გადაწყვეტილებათა მიღებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში; შეზღუდვა, რომ თვითონ აირჩიოს, ვისთან, სად და როგორ იცხოვრებს; მყარად დადგენილი რუტინა, რომელიც არ ითვალისწინებს პირის სურვილებს; მსგავსი აქტივობების განხორციელება ჯგუფის წევრებთან ერთად, სხვა ადამიანის მითითებით; სერვისების მიწოდება გადაჭარბებული მზრუნველობით; სხვების ზედამხედველობა პირის ცხოვრებაზე და არაპროპორციულად ბევრი ადამიანი ერთსა და იმავე სივრცეში.
ტერმინში იგულისხმება თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა შეზღუდული შესაძლებლობის გამო, „ზრუნვისა“ და „მკურნალობის“ მოტივთან ერთობლიობაში. შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაცია უმეტესად ხდება ზრუნვის ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ასევე, სკოლა-პანსიონებში. ინსტიტუციონალიზაცია შეიძლება გამოიკვეთოს მცირეკონტინგენტიან გარემოშიც (მაგ: მცირე საოჯახო ტიპის სახლი), სადაც სერვისი იმეორებს ინსტიტუციონალიზაციის ზემოთ მოყვანილ ნიშნებს.
![]() |
35 ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირი Person with intellectual disabilities |
▲back to top |
პირი, რომელსაც უჭირს ახალი ან რთული ინფორმაციის აღქმა, უნარების დასწავლა და დამოუკიდებელი გამკლავება სიძნელეებთან. როგორც წესი, შეზღუდვა ვლინდება სრულწლოვანებამდე და განგრძობითად მოქმედებს განვითარებაზე.
![]() |
36 ინტერსექციური (ჯვარედინი, მრავალი ნიშნით) დისკრიმინაცია Intersectional discrimination |
▲back to top |
დისკრიმინაცია ორი ან მეტი ნიშნის გამო. ასეთ დროს შშმ ან მასთან დაკავშირებული პირი განიცდის დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე, სხვა ნიშნებთან კომბინაციაში, როგორიცაა კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, გენდერული, ეთნიკური ან სხვა სტატუსი. ინტერსექციური დისკრიმინაცია შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი, ან გამოიხატოს გონივრულ 16 მისადაგებაზე უარის თქმისა თუ შევიწროების ფორმით (მაგ: უსინათლო ქალისთვის უარის თქმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაბამისი ფორმატით მიწოდებაზე ოჯახის დაგეგმვის კონტექსტში, ზღუდავს მის უფლებებს გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და განსხვავდება ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის ზოგადი შეზღუდვისგან).
![]() |
37 ინტერსექციურობა Intersectionality |
▲back to top |
მოწყვლადობის რამდენიმე ფორმის ერთდროულად არსებობა ერთსა და იმავე პირში და ერთმანეთზე ზემოქმედება (მაგ: ადამიანი ერთდროულად არის შშმ პირი, ქალი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი).
![]() |
38 კომუნიკაცია Communication |
▲back to top |
ურთიერთობა კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმატითა და საშუალებით, როგორიცაა ენა, ტექსტური გამოსახულება, ბრაილი, ტაქტილური ნიშნები, მსხვილი შრიფტი, მულტიმედია, წერილობითი მეთოდი, აუდიოსაშუალება, გამარტივებული ენა, წამკითხველი და სხვა ალტერნატიული მოდალობები, მისაწვდომი ინფორმაციისა და ტექნოლოგიის ჩათვლით.
იხ. ასევე: ჟესტური ენა.
![]() |
39 ლინზები (ლუპები), გამადიდებელი ფუნქციით Magnifying lenses |
▲back to top |
გამადიდებელი ლინზა, რომელსაც იყენებენ მცირემხედველი ადამიანები კითხვისა და წერის დროს, ასევე, სხვა აქტივობისას - სხვადასხვა დისტანციაზე განლაგებულ ობიექტთა გასადიდებლად. განსაკუთრებით ეფექტიანია ხელის გაწვდენაზე განთავსებული საგნების გასარჩევად.
![]() |
40 ლორმის ანბანი Lorm alphabet |
▲back to top |
ყრუ და უსინათლო პირთა კომუნიკაციის მუდმივი და ძირითადი საშუალება; ხაზების, წერტილებისა და ტაქტილური ნიშნების სისტემა, რომელიც განთავსებულია ხელისგულზე. შესაძლებელია როგორც ორივე ხელისგულის, ისე ხელის ზურგის გამოყენება.
![]() |
41 მარტივად წასაკითხი Easy read |
▲back to top |
მისაწვდომი ფორმით შესრულებული ტექსტი ინტელექტუალური შეზღუდვის ან კითხვის პრობლემის მქონე პირისთვის.
სტანდარტული ტექსტის გარდაქმნას მარტივად საკითხავ ტექსტად ეწოდება ადაპტირება და არა თარგმნა. თუმცა, ნებისმიერი სხვა დოკუმენტის ნაცვლად, მარტივად საკითხავი ტექსტი ასევე შეიძლება ითარგმნოს სხვა ენაზე.
![]() |
42 მეინსტრიმინგი Mainstreaming |
▲back to top |
სტრატეგია, რომლის თანახმადაც შშმ პირთა გამოცდილებები და საჭიროებები ხდება პოლიტიკისა და პროგრამის დაგეგმვა-განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების აუცილებელი ნაწილი. მისი მიზანია თანასწორობის მიღწევა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობის შექმნით. მისაწვდომობა მოითხოვს ყველა პროგრამის, ღონისძიების, სერვისისა და პრაქტიკის შეფასებას, რათა განისაზღვროს მათი ზეგავლენა შშმ პირებზე.
![]() |
43 მეტყველების სირთულე/დარღვევა Speech and language impairment |
▲back to top |
კომუნიკაციის პრობლემა, რა დროსაც პირს არ შეუძლია ბგერის გამოთქმა, მეტყველების გაგება, ან ფუნქციური მეტყველება.
![]() |
44 მისაწვდომი გარემო Accessible environment |
▲back to top |
იმ ფიზიკური, ინსტიტუციური და სოციალური პირობების ერთობლიობა, რომლებიც შშმ პირს საშუალებას აძლევს, სხვათა თანასწორად ისარგებლოს ყველა საზოგადოებრივი სიკეთით. მათ შორისაა: კულტურულ, სპორტულ, პოლიტიკურ ან სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას; ტრანსპორტით მგზავრობა; საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება და ა.შ.
![]() |
45 მისაწვდომობა Accessibility |
▲back to top |
ფიზიკური სივრცეების, ასევე, სერვისების, პროგრამებისა და ინფორმაციის შესაბამისობა შშმ პირთა საჭიროებებთან; გარემოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების მისაწვდომობა სხვათა თანასწორად.
მისაწვდომობის ვალდებულება უკავშირდება ჯგუფებს და უნდა დაინერგოს ეტაპობრივად, თუმცა უპირობოდ.
იხ. ასევე: უნივერსალური დიზაინი.
![]() |
46 მობილობა და ორიენტაცია Orientation and mobility |
▲back to top |
უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის ამ ტერმინში იგულისხმება სივრცის შეგრძნება, მასში საკუთარი სხეულის პოზიციის აღქმა და უსაფრთხო გადაადგილება.
![]() |
47 მობილობის დარღვევის მქონე Mobility impairment |
▲back to top |
დარღვევა, რომელიც ზეგავლენას ახდენს პირის მოძრაობის უნარზე, მათ შორის, მსხვილ მოტორიკასა (მაგ: სიარული) და წვრილ მოტორიკაზე (მაგ: ხელში საგნის მოძრაობა).
![]() |
48 მობილობის სპეციალისტი Mobility specialist |
▲back to top |
შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, რომელიც მობილობის ტრენინგებს უტარებს უსინათლო პირებს (მათ შორის, გარემოში ორიენტაციის შესახებ).
![]() |
49 მონაწილეობა Participation |
▲back to top |
პირის ჩართულობა და როლი ოჯახში, საზოგადოებაში, ასევე, განათლების, დასვენების, დასაქმებისა და სხვა სფეროებში. მისი მნიშვნელოვანი კომპონენტებია: პიროვნების ავტონომია (დამოუკიდებლობა, არჩევანის გაკეთება და კონტროლი სიტუაციაზე), საზოგადოებასთან მიკუთვნებულობა, ორიენტირებულობა პიროვნულ ან სოციალურ მიზანზე, სხვებზე პასუხისმგებლობის განცდა, წარმატებისა და კომპეტენტურობის განცდა. ტერმინი ასევე გულისხმობს გავლენიან ჩართვას
გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, სრულფასოვან მონაწილეობას პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელებაში, შეფასებასა და მონიტორინგში.
![]() |
50 მრავალფეროვნება Diversity |
▲back to top |
ადამიანებსა და ჯგუფებს შორის განსხვავების აღიარება და დაფასება, რაც მნიშვნელოვანია შშმ პირთა ჩასართავად საზოგადოებაში.
![]() |
51 მხარდაჭერა Support |
▲back to top |
სხვადასხვა ტიპისა და ინტენსივობის ასისტირება (როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური). შეიძლება საჭირო გახდეს კომუნიკაციის, მისაწვდომობის, ადვოკატირებისა და სხვა სფეროებში. იგი მოიცავს საჯარო და კერძო სფეროში ურთიერთობის მხარდაჭერას, რომელიც მოითხოვს ნების გამოხატვას და გადაწყვეტილების მიღებას შშმ პირის მიერ. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მხარდაჭერა (როგორც ზოგადი, ისე სასამართლოს მიერ დანიშნული) უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებათა პატივისცემას, ასევე, შშმ პირის სურვილსა და არჩევანს, და არ უნდა ანაცვლებდეს მის ნებას: კერძოდ, მხარდაჭერა არ გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას შშმ პირის ნაცვლად.
![]() |
52 მხარდაჭერის მიმღები Person using support in decision making |
▲back to top |
პირი მყარი ფსიქიკური და გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა ბარიერთან შეიძლება ხელი შეუშალოს მის ეფექტიან მონაწილეობას საზოგადოებაში, სხვათა თანასწორი პირობებით.
სახელმწიფო ვალდებულია, ყველა ასეთი პირისთვის უზრუნველყოს წვდომა მხარდაჭერაზე, არ უარყოს მათი სამართალსუბიექტობა და არ შეუზღუდოს სამართლებრივი ნების გამოხატვის უფლება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მხარდაჭერა, სამართალსუბიექტობის განხორციელებაში უნდა დაეყრდნოს ამ პირის სურვილსა და არჩევანს და არ უნდა გულისხმობდეს მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებას.
![]() |
53 მხარდაჭერის სერვისები |
▲back to top |
Support services პერსონალური ასისტირება (პერსონალური ასისტენტის დანიშვნა), თანასწორთა მხარდაჭერა, ბავშვებზე მზრუნველთა დახმარება ოჯახში, კრიზისული მხარდაჭერა, კომუნიკაციასა და მობილობაში დახმარება, დამხმარე ტექნოლოგიების უზრუნველყოფა, საცხოვრისისა და საცხოვრისში მხარდამჭერი პირის გამოყოფა და სხვა სათემო სერვისები. ასევე იგულისხმება შშმ პირთა მხარდაჭერა 20 საყოველთაო (მეინსტრიმული) სერვისებით სარგებლობაში (მაგ: როგორიცაა განათლება, დასაქმება, იუსტიციისა და ჯანდაცვის მომსახურებები).
![]() |
54 ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა Voluntary psychiatric treatment |
▲back to top |
მკურნალობა პაციენტის თხოვნითა და ინფორმირებული თანხმობით, რომელიც გამორიცხავს იძულებით ღონისძიებებს.
![]() |
55 ნიშნულები Signs |
▲back to top |
კედლებზე გაკრული სხვადასხვა შინაარსის მითითებები შენობაში ორიენტაციისთვის.
![]() |
56 ოპტიკური ნიშნების ამომცნობი სისტემა Optical character recognition (OCR) |
▲back to top |
ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც ასკანერებს ბეჭდურ მასალას და გადაჰყავს ელექტრონულ ფორმატში, რათა გამხმოვანებელმა პროგრამამ იგი აღიქვას და წაიკითხოს.
![]() |
57 პანდუსი Ramp |
▲back to top |
დახრილი ზედაპირი/ბილიკი (კიბის/საფეხურების ალტერნატივა) ველოსიპედის, შშმ პირთა ეტლის, საბავშვო ეტლისა და სხვა გადასაადგილებელი საშუალებისთვის, სიმაღლის შეუფერხებლად გადასალახავად. იმისათვის, რომ იყოს ფუნქციური, უსაფრთხო და კომფორტული, უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
![]() |
58 პერსონალური ასისტენტი Personal assistant |
▲back to top |
შშმ პირის მითითებებით მოქმედი ადამიანი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, ისარგებლოს დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებია. სერვისს საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით ირჩევს და აკონტროლებს შშმ პირი.
![]() |
59 პერსონალური ასისტენტის სერვისი Personal assistance service |
▲back to top |
სერვისი, რომელიც შშმ პირს სათანადო დახმარებას უწევს შემდეგ საკითხებში: დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის და კონტროლის გაუმჯობესება, განათლების მიღება, სამუშაო ადგილზე წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავება, საჯარო სერვისებით სარგებლობა, ან ყოველდღიური საქმიანობა.
![]() |
60 პერსონალური ასისტირება Personal assistance |
▲back to top |
ადამიანის მიერ მართული მხარდაჭერა, რომელიც ხელმისაწვდომია შშმ პირისთვის, როგორც დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალება.
![]() |
61 პირდაპირი დისკრიმინაცია Direct discrimination |
▲back to top |
ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, კანონით დაცული რომელიმე ნიშნის გამო (რასა, კანის ფერი, ენა, სქესი, ასაკი, მოქალაქეობა, წარმოშობა, დაბადების ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა, რელიგია ან რწმენა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილება, პროფესია, ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, გამოხატვა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულება და სხვა).
დისკრიმინაციის ჩამდენი პირის მოტივი ან განზრახვა არარელევანტურია დისკრიმინაციის ფაქტის დასადგენად.
![]() |
62 პირველად რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირები First responders |
▲back to top |
პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაუყოვნებლივ გამოცხადებაზე გადაუდებელი სიტუაციის ან კრიზისის ადგილას, საჭირო დახმარების გასაწევად (მაგ: პოლიციის ოფიცრები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან კრიზისების მართვის თანამშრომლები).
![]() |
63 პოზიტიური ღონისძიებები (განსაკუთრებული ზომები) Positive measures (affirmative or specific measures) |
▲back to top |
ღონისძიებები, რომელთა მიზანია რეალური თანასწორობის დაჩქარება ან მიღწევა. როგორც წესი, ისინი დროებითია, თუმცა გარკვეულ ვითარებაში შეიძლება იყოს მუდმივიც. განსაკუთრებული ზომები არ უნდა აძლიერებდეს იზოლაციას, სეგრეგაციას, სტიგმატიზაციას ან დისკრიმინაციას. ამასთანავე, ისინი უნდა შემუშავდეს შშმ პირთა თემთან დიალოგის გზით.
დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ის განსაკუთრებული ღონისძიებები, რომლებიც შემუშავებულია ფაქტობრივი თანასწორობის წასახალისებლად ან მისაღწევად, განსაკუთრებით, გენდერთან, ორსულობასა და დედობასთან დაკავშირებულ საკითხებში, ასევე, შშმ პირებთან მიმართებით.
![]() |
64 პროცედურული მისადაგება Procedural accomodation |
▲back to top |
სათანადო პროცედურული ცვლილებების განხორციელება, რათა შშმ პირს ჰქონდეს სრულფასოვანი მისაწვდომობა მართლმსაჯულების პროცესში. გონივრული მისადაგებისგან განსხვავებით, დაუშვებელია უარის თქმა პროცედურულ მისადაგებაზე „არაპროპორციული ან გაუმართლებელი ტვირთის“ მიზეზით.
![]() |
65 ჟესტური ენა Sign language |
▲back to top |
კინემატოგრაფიული, ვიზუალური და სივრცითი ენა, რომლის ნიშნებიც აღიქმება არა ბგერებითა და სმენით, არამედ მხედველობით. ეს სრულფასოვანი ენა ეყრდნობა თავის გრამატიკას და მოიცავს ხელის მოძრაობას, მიმიკასა და თითების ანბანს (დაქტილი). ქართული ჟესტური ენა ეფუძნება სახელმწიფო ენას. მსოფლიოში არსებობს ორასამდე ჟესტური ენა.
![]() |
66 ჟესტური ენის თავისუფლად თარგმნა |
▲back to top |
დროის ერთი მონაკვეთის რეკონსტრუირება ჟესტური ენის ნორმების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, მოსაუბრის სიტყვები და, გარკვეულწილად, არაპირდაპირი სტილი გაანალიზდება და რეკონსტრუირდება იმ ფრაზებითა და ფორმებით, რომლებიც უფრო დამახასიათებელია ჟესტური ენისთვის და, შესაბამისად, ბუნებრივია ყრუ მომხმარებლისთვის.
თავისუფალი თარგმანი არ ნიშნავს, რომ თარჯიმანს შეუძლია აზრის თავისუფლად შეცვლა: ეს მეთოდი თარგმანს ათავისუფლებს საწყის ენაზე გამოყენებული სიტყვებისგან (ჟესტებისგან). თარჯიმნის მიერ გამოხატული აზრი შეიძლება სხვანაირად იყოს სტრუქტურირებული სამიზნე ენაზე, მაგრამ ის უნდა გადმოსცემდეს ორიგინალის ძირითად არსს.
![]() |
67 ჟესტური ენის თანმიმდევრულად თარგმნა Consecutive sign language interpretation |
▲back to top |
მოსაუბრის ან ჟესტური ენის მომხმარებლის მიერ გზავნილს გადაცემა პორციებად, პაუზებით, რათა ითარგმნოს მისი თითოეული ნაწილი. ეს შეიძლება იყოს მოკლე ფრაზებიც და შედარებით დასრულებული მონაკვეთებიც. როგორც წესი, თანმიმდევრულად თარგმნის ტექნიკა, გამოიყენება დიალოგის ფორმატით, რათა არ გადაიფაროს ხმები და დაცული იყოს სიზუსტე. თუმცა, მას უფრო ფორმალურ დონეზეც მიმართავენ, როცა საჭიროა, თარჯიმანმა თანმიმდევრულად თარგმნოს საუბარი, მაგალითად, სტუდენტის გამოკითხვისას.
![]() |
68 ჟესტური ენის თარგმნის ტექსტური დონე |
▲back to top |
ამ დონეზე თარგმნა მოითხოვს სათარგმნი ტექსტის წინასწარ წაკითხვასა და ცოდნას, რათა თარჯიმანი ყველა სიტყვასა და ტერმინს იცნობდეს.
![]() |
69 ჟესტური ენის თარგმნის ფრაზული დონე |
▲back to top |
სათარგმნი ტექსტი, ძირითადად, მუშავდება ფრაზისა და წინადადების დონეზე, რადგან, ერთ-ერთი მიზეზით, აზრის პორციების ასე გამორჩევა და დამუშავება უფრო მოსახერხებელია. ამ ტექნიკით თარგმნისას თარჯიმნებს შეუძლიათ, იწინასწარმეტყველონ ბევრი ფრაზის შინაარსი და წინადადებებიც კი დაასრულონ, ინდივიდუალური სიტყვების დამუშავების შედეგად.
![]() |
70 ჟესტური ენის თარჯიმანი Sign language interpreter |
▲back to top |
პირი, რომელიც თარგმნის ზეპირი და ხმოვანი სამეტყველო ენიდან ჟესტურ ენაზე და, როგორც წესი, სრულფასოვნად ფლობს ორივე მათგანს.
![]() |
71 ჟესტური ენის თარჯიმნის პროფესიული ეთიკა Professional conduct of interpreters for the deaf |
▲back to top |
ეს საკითხი მრავალ ქვეყანაშია განმტკიცებული შესაბამისი მექანიზმით. მაგალითად, აშშ-ის ყრუთა თარჯიმნების რეესტრმა, ყრუთა ეროვნულ ასოციაციასთან ერთად, შეიმუშავა ჟესტური ენის თარჯიმანთა ქცევის კოდექსი, რომლის ძირითადი პრინციპებია: მიუკერძოებლობა და ნეიტრალიტეტი, კონფიდენციალურობა, სიზუსტე და პატიოსნება.
![]() |
72 ჟესტური ენის სინქრონულად თარგმნა Simultaneous sign language interpretation |
▲back to top |
ასეთ შემთხვევაში პირი უწყვეტად საუბრობს, თარჯიმანი კი მის გზავნილებს თარგმნის ნათქვამიდან აზრის გამოტანისთანავე. სინქრონულად თარგმნისთვის თარჯიმანს სჭირდება თანმიმდევრული თარგმანისგან განსხვავებული უნარები, კერძოდ: საწყის ენაზე გზავნილის მოსმენა (დანახვა) და გააზრება; იმ მნიშვნელოვანი პორციის (ან ცნების) იდენტიფიცირება ტექსტში, რომელიც უნდა ითარგმნოს; ცნების რეკონსტრუირება და სამიზნე ენაზე გადაცემა. ამ მიზეზით, სინქრონულად მუშაობა უფრო მეტ კოგნიტურ უნარსა და ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე თანმიმდევრული ტექნიკის გამოყენება.
![]() |
73 ჟესტური ენის სიტყვასიტყვით თარგმნა (ტრანსლიტერაცია) Transliteration |
▲back to top |
სამეტყველო ენაზე წარმოებული გზავნილების ისე გადატანა ჟესტურ ენაზე, რომ შენარჩუნდეს სალაპარაკო ენის სტრუქტურა (სინტაქსი) და ლექსიკა. ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება ჟესტური ენიდან სალაპარაკო ენაზე თარგმნის დროსაც, სპეციალურ კონტექსტში (მაგ: სასამართლო პროცესზე, როდესაც მოსამართლეს სურს, გაიგოს თითოეული ჟესტის მნიშვნელობა).
![]() |
74 რეაბილიტაცია Rehabilitation |
▲back to top |
იმ უნარების, შესაძლებლობებისა და ცოდნის ხელახლა შეძენა, რომლებიც შესაძლოა დაიკარგა ან დაზიანდა შეზღუდული შესაძლებლობის ან გარემოში ცვლილების გამო.
![]() |
75 რესურსოთახი Resource room |
▲back to top |
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში არსებული სივრცე, რომელიც მისაწვდომია მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის და აღჭურვილია ყველა აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებით მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
![]() |
76 საერთაშორისო ჟესტური ენა International sign language |
▲back to top |
საკომუნიკაციო ენა ყრუ ადამიანთა შორის კომუნიკაციისთვის, რომელთაც არ ჰქონდათ საზიარო ჟესტური ენა და სარგებლობდნენ სხვადასხვა ეროვნული ჟესტური ენით. უმეტეს შემთხვევაში, თარჯიმანი თარგმნის ინგლისურ და საერთაშორისო ჟესტურ ენებს შორის.
![]() |
77 სამართლებრივი ქმედუნარიანობა Legal capacity (legal standing, legal agency) |
▲back to top |
პირის შესაძლებლობა, ჰქონდეს უფლებები (უფლებაუნარიანობა, სამართალსუბიექტობა) და, ამავე დროს, ახორციელებდეს ამ უფლებებს, ვალდებულებებთან ერთად (ქმედუნარიანობა). ტერმინი უნდა გაიმიჯნოს ფსიქიკური შესაძლებლობიდან (პირის უნარი, მიიღოს გადაწყვეტილება). მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. შშმ პირთა კონვენციის თანახმად, ფსიქიკური შესაძლებლობის რაიმე სახის დარღვევა არ ამართლებს სამართლებრივი ქმედუნარიანობის შეზღუდვას.
სამართლებრივი ქმედუნარიანობა თანდაყოლილია და კონვენცია მას განიხილავს სამართალსუბიექტობასთან ერთიანობაში.
![]() |
78 სამედიცინო მოდელი (შეზღუდული შესაძლებლობის) Medical model of disabiliy |
▲back to top |
საერთაშორისო სამართლის მიერ უარყოფილი მოძველებული პარადიგმა. იგი შეზღუდულ შესაძლებლობას განიხილავდა ინდივიდის სამედიცინო პრობლემად, რომელიც უნდა განიკურნოს ან სხვაგვარად მოგვარდეს და შშმ პირს მიიჩნევდა დაავადებულად/არასრულფასოვნად. მოდელის საფუძველზე შშმ პირები გარიყულნი და იზოლირებულნი იყვნენ საზოგადოებისგან.
![]() |
79 საქველმოქმედო მოდელი (შეზღუდული შესაძლებლობის) Charity model of disability |
▲back to top |
CRPD-ის მიერ უარყოფილი მოძველებული პარადიგმა, რომელიც შეზღუდულ შესაძლებლობას განიხილავდა ტრაგედიად/უარყოფით მოვლენად, შშმ პირს კი მიიჩნევდა სიბრალულისა და ზრუნვის ობიექტად. მოდელის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობა ტვირთია, ხოლო შშმ პირი - საზოგადოების პასიური წევრი, რომელიც იღებს ქველმოქმედებას.
![]() |
80 სენსორული დარღვევა Sensory disabilities |
▲back to top |
მდგომარეობა, რომელიც ზეგავლენას ახდენს გრძნობათა ორგანოების, მათ შორის, შეხების, მხედველობისა და სმენის ცენტრების ფუნქციონირებაზე.
![]() |
81 სმენის სირთულე/დარღვევა Hard of hearing; hearing disabilities |
▲back to top |
სმენის სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდვა სხვადასხვა დაზიანების ან დარღვევის გამო, შეძენილი იქნება, თუ თანდაყოლილი.
![]() |
82 სოციალური ინკლუზია Social inclusion |
▲back to top |
პროცესი, რომლის მიზანია, გაუმჯობესდეს შშმ პირთა ჩართულობა და მონაწილეობა საზოგადოებაში, შესაძლებლობებსა და რესურსებზე წვდომის გაზრდით, აგრეთვე, მათი უფლებების პატივისცემითა და მხარდაჭერით.
![]() |
83 სოციალური მოდელი (შეზღუდული შესაძლებლობის) Social model of disability |
▲back to top |
პარადიგმა, რომელიც მიიჩნევს, რომ საზოგადოება ზღუდავს შშმ პირის მონაწილეობას სხვადასხვა სახის (საკანონმდებლო, საზოგადოებრივი, ფიზიკური, საკომუნიკაციო და სხვა) ბარიერების შექმნა-შენარჩუნებით, რომელთა ურთიერთქმედება შშმ პირის დარღვევებთან იძლევა შეზღუდულ შესაძლებლობას. მოდელი შშმ პირს განიხილავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, რომელმაც თვითონ უნდა განსაზღვროს საკუთარი ცხოვრების კურსი და მოარღვიოს არსებული ბარიერები.
![]() |
84 სპეციალური მოსარჩელე Special plaintiff |
▲back to top |
ორგანიზაცია ან დაინტერესებული მხარე, რომელიც კანონიერი წარმომადგენლობის მინიჭების გარეშე იცავს შშმ პირთა უფლებებს ადმინისტრაციულ თუ სამოქალაქო ორგანოებსა და სასამართლოებში. იგი უფლებამოსილია, აწარმოოს ადმინისტრაციული/სამოქალაქო დავები, ასევე, შესაბამის უწყებებს მიმართოს განცხადებითა და სარჩელით/საჩივრით, თუკი საქმე ეხება შშმ პირისადმი დისკრიმინაციის აღმოფხვრას ან/და მნიშვნელოვანია ამ სფეროში სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებისთვის.
ამ სტატუსის მქონე ორგანიზაციები უფლებამოსილებებს ახორციელებენ მაშინაც, როცა კოლექტიურად ირღვევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ან დარღვევა სავარაუდოა.
![]() |
85 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი Child with special educational needs |
▲back to top |
მოსწავლე, რომელსაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება სასწავლო პროცესში და აქვს მნიშვნელოვანი და გახანგრძლივებული სირთულეები სწავლის ან სასწავლო გარემოზე წვდომის კუთხით. ეს შეიძლება იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვიც.
![]() |
86 ტაქტილური მონიშვნები (ბილიკი) Tactile indicators |
▲back to top |
საჯარო სივრცეში ნავიგაციის გასაუმჯობესებელი სისტემა უსინათლოებისთვის; მაგალითად: განსხვავებული ტექსტურის (ფორმის) ფილების არსებობა გზის საფეხმავლო ნაწილზე, რაც უსინათლო ადამიანებს საშუალებას აძლევს, თეთრი ხელჯოხის მეშვეობით გაერკვნენ მიმართულებასა და სივრცეში.
![]() |
87 უნივერსალური დიზაინი Universal design |
▲back to top |
პროდუქტის, გარემოს, სწავლების, პროგრამისა და მომსახურების დიზაინი, რომელიც ყველა ადამიანისთვის მისაწვდომია, სპეციალური ადაპტირებისა და დიზაინის გარეშე. უნივერსალური დიზაინი არ გამორიცხავს კონკრეტული შშმ ჯგუფის მიერ დამხმარე საშუალებებით ან/და სხვაგვარი ხელშეწყობით სარგებლობას, საჭიროების შემთხვევაში.
იხ. ასევე: ადაპტირება.
![]() |
88 უსინათლო Blind |
▲back to top |
პირი, რომელიც ვერ ხედავს.
![]() |
89 ფსიქო-სოციალური შეზღუდული შესაძლებლობა Psycho-social disabilities |
▲back to top |
წარმოიშობა პიროვნების აქტუალური ან აღქმული ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების ურთიერთქმედებით გარემო ბარიერებთან (მაგ: სტიგმა და დისკრიმინაცია), რომლებიც ხელს უშლის ამ პიროვნების სრულ და ეფექტიან მონაწილეობას საზოგადოებაში, სხვათა თანასწორი პირობებით. ტერმინი აქცენტს აკეთებს სოციუმში არსებულ ბარიერებზე, როგორც დამოკიდებულების, ისე გარემოს კუთხით.
![]() |
90 ფუნქციონირება Functioning |
▲back to top |
ქოლგა ტერმინი, რომელიც მოიცავს სხეულის ფუნქციებს, სტრუქტურებს, აქტივობებსა და მონაწილეობას, ინდივიდისა და გარემოს ურთიერთობის საკითხებთან ერთად.
![]() |
91 ყრუ Deaf |
▲back to top |
პირი, რომელსაც არ ესმის.
![]() |
92 ყრუ თარჯიმანი (ჟესტური ენა) Deaf interpreter |
▲back to top |
სმენის მქონე თარჯიმანთან ერთად, ჟესტური ენის თარგმნაში შეიძლება ჩაერთოს თარგმნისა და ინტერპრეტაციის მიზნით, ყრუ სპეციალისტიც. როგორც ყრუ ადამიანს, მას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ენობრივი, კულტურული და ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც საშუალებას აძლევს, სათანადოდ გაიაზროს ვიზუალური (ჟესტური) ენისა და კომუნიკაციის ფართო სპექტრის ნიუანსები და ყრუ პირებთან ინტერაქციის თავისებურებები. ეს გამოცდილება, პროფესიულ მომზადებასთან ერთად, ყრუ თარჯიმანს აძლევს წარმატებულად თარგმნისა და ინტერპრეტაციის საშუალებას ყველა სახის ინტერაქციისას. მისი ჩართულობა
![]() |
93 ყრუ-უსინათლო (ორმაგი სენსორული შეზღუდვა) Deaf and blind |
▲back to top |
პირი, რომელსაც ერთდროულად დაზიანებული აქვს სმენა და მხედველობა და, აქედან გამომდინარე, უჭირს კომუნიკაცია, დამოუკიდებლად გადაადგილება და ინფორმაციის მიღება.
![]() |
94 შევიწროება Harassment |
▲back to top |
დისკრიმინაციის ფორმა, რომელიც ხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა ნიშნით. მისი მიზანი ან შედეგია ადამიანის ღირსების შელახვა და დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნა მისთვის. ეს შეიძლება გამოიხატოს ქმედებებით ან სიტყვებით, რომლებიც განამტკიცებს შშმ პირთა უთანასწორო მოპყრობასა და ჩაგვრას. განსაკუთრებულად საყურადღებოა შემთხვევა, როდესაც შშმ პირი ცხოვრობს სეგრეგირებულ გარემოში (მაგ: ინსტიტუცია, სპეციალური სკოლა, ან ფსიქიატრიული საავადმყოფო), სადაც დისკრიმინაციის ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულია და, დაფარვის გამო, ნაკლებად ვლინდება/ ისჯება. ამ კონტექსტში, ყურადსაღებია ბულინგი და მისი ონლაინგამოვლინების ფორმები, კიბერბულინგი, კიბერსიძულვილი და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის განსაკუთრებულად ძალადობრივი ფორმები.
![]() |
95 შეზღუდული შესაძლებლობის ეტიკეტი Disability etiquette |
▲back to top |
რეკომენდაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის შესახებ.
იხ. ასევე: შეზღუდული შესაძლებლობის კულტურა.
![]() |
96 შეზღუდული შესაძლებლობის კულტურა Disability culture |
▲back to top |
საერთო იდენტობა და ისტორიული მეხსიერება, რომელიც უკავშირდება შშმ პირთა მიერ ისტორიულად განცდილ დისკრიმინაციას და აისახა ხელოვნებაში, მუსიკაში, ლიტერატურასა და სხვა სფეროებში.
იხ. ასევე: შეზღუდული შესაძლებლობის ეტიკეტი.
![]() |
97 შეზღუდული შესაძლებლობის მისაწვდომობის სიმბოლიკა Disability Access Symbols |
▲back to top |
წინასწარ შექმნილი საინფორმაციო მასალა, რომელიც მიუთითებს მისაწვდომ სივრცეებსა და სერვისებზე (ოთახის ან სართულის გეგმა და ა.შ.).
![]() |
98 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი Child with disabilities (CwD) |
▲back to top |
ბავშვი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედება გარემო ბარიერებთან ხელს უშლის მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას საზოგადოებაში, სხვათა თანასწორი პირობებით. Შ ხშირად შესაძლებელს ხდის ყრუ და სმენის მქონე პირთა ენობრივ-კულტურულ დაკავშირებას, რასაც ხშირად ვერ ახერხებენ სმენის მქონე ჟესტური თარჯიმნები. ყრუ თარჯიმნები უმეტესწილად მუშაობენ სმენის მქონე თარჯიმნებთან ერთად, განსაკუთრებით, თუ ყრუ ადამიანი, ვისი კომუნიკაციაც ითარგმნება, არ ფლობს რომელიმე აღიარებულ ჟესტურ ენას, ან მცირეწლოვანია.
![]() |
99 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმ პირი) Persons with disabilities (PwD) |
▲back to top |
პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედება სხვადასხვა დაბრკოლებასთან შეიძლება ხელს უშლიდეს მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვათა თანასწორი პირობებით.
![]() |
100 შესაძლებლობათა გათანაბრება Equalisation of opportunities |
▲back to top |
პროცესი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა საზოგადოებრივი სისტემა ან გარემო (მაგ: სერვისები, აქტივობები, დოკუმენტები, ინფორმაცია) მისაწვდომი ხდება ყველასთვის, შშმ პირთა ჩათვლით.
![]() |
101 შუამავლები (ფასილიტატორები) Intermediaries (facilitators) |
▲back to top |
პირები, რომლებიც მუშაობენ მართლმსაჯულების სისტემის თანამშრომლებსა და შშმ პირებთან, მათ შორის, სამართალწარმოების პროცესში ეფექტიანი კომუნიკაციის დასამყარებლად. შუამავლები შშმ პირებს ეხმარებიან ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასა და უკეთესად გააზრებაში, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ შესაფერისი მხარდაჭერა მიიღეს და გასაგები ფორმით მიეწოდათ დეტალური განმარტებები. შუამავლები ნეიტრალური პირები არიან: ისინი არ საუბრობენ შშმ პირის ან მართლმსაჯულების სისტემის სახელით, არ წარმართავენ პროცესს და არ ახდენენ ზეგავლენას გადაწყვეტილების მიღებასა ან მის შედეგებზე.
![]() |
102 შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები Organizations of the perons with disabilities (OPDs) |
▲back to top |
ორგანიზაციები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ და მართავენ შშმ პირები. მათი შექმნის ძირითადი მიზანია ერთობლივი მოქმედება შშმ პირთა უფლებების გამოსახატავად, მხარდასაჭერად, განსახორციელებლად და/ან დასაცავად. ისინი უნდა გაიმიჯნოს ორგანიზაციებისგან, რომლებიც შექმნილია შშმ პირთა სერვისების მისაწოდებლად, ანდა შშმ პირთა ნაცვლად ადვოკატირებისთვის, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტი მათ ინტერესებსა და შშმ პირთა უფლებების დაცვას შორის.
![]() |
103 წამკითხველი Reader |
▲back to top |
მოხალისე ან ანაზღაურების საფუძველზე დასაქმებული პირი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის (მაგ: ინტელექტუალური შეზღუდვის) მქონე პირს უკითხავს ნაბეჭდ მასალას, ან იწერს სხვა (მაგ: აუდიო) ფორმატში.
![]() |
104 წყვილური მიდგომა Twin-track approach |
▲back to top |
შშმ ქალებისა და გოგოების ინტერესთა სისტემატური გათვალისწინება ყველა ეროვნულ გეგმასა და სტრატეგიაში, რომლებიც ეხება ქალებს, ბავშვებსა და შეზღუდულ შესაძლებლობას. მათ შორისაა სექტორული სამოქმედო გეგმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გენდერი, თანასწორობა, ჯანდაცვა, ძალადობის დაძლევა, განათლება, პოლიტიკური მონაწილეობა, დასაქმება, მართლმსაჯულება და სოციალური დაცვა. მიდგომა ასევე მოიცავს სპეციალური ღონისძიებების და პროგრამების შექმნას შშმ ქალებისთვის და მონიტორინგს მათ შესრულებაზე.
![]() |
105 ტერმინები, რომლებიც ეწინააღმდეგება შშმ პირთა უფლებების მიდგომას |
▲back to top |
ტერმინები, რომლებიც ეწინააღმდეგება შშმ პირთა უფლებების მიდგომას
|
ᲜᲣ ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲔᲜᲔᲑᲗ |
|
ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲔᲜᲔᲑᲗ |
|
აუტისტი |
|
აუტისტური სპექტრის მქონე, აუტიზმის მქონე |
|
დაუნი |
|
დაუნის სინდრომის მქონე |
|
ბრმა |
|
უსინათლო, მცირემხედველი |
|
გიჟი, ფსიქიკურად დაავადებული, სულით ავადმყოფი, შიზოფრენიკი, პარანოიკი |
|
ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე |
|
გონებრივად შეზღუდული/ ჩამორჩენილი |
|
ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე |
|
ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული |
|
ეტლის მომხმარებელი, ეტლით მოსარგებლე |
|
ინვალიდი, უნარშეზღუდული |
|
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე |
|
ინკლუზიური ბავშვი |
|
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი |
|
ყრუ-მუნჯი |
|
ყრუ |
|
ხეიბარი |
|
ფიზიკური შეზღუდვის მქონე |
|
დამბლადაცემული |
|
ცერებრული დამბლის მქონე |
|
საწოლს მიჯაჭვული |
|
მობილობის შეზღუდვის მქონე |
ლიტერატურის მიმოხილვა ამ თავში მოკლედ არის მიმოხილული შშმ პირებთან დაკავშირებული ტერმინები და ცნებები,
ცვლილებები წერილობითი და ზეპირი მეტყველების კულტურაში და განვლილი გზა. ენას
ყოველთვის შეეძლო კულტურული ჯგუფების განსაზღვრა. როგორც მიუთითებს იდენტობისა და
ენის მკვლევარი*, მოვლენათა სახელდება ხშირად უკავშირდება საზოგადოებრივი სტატუსის
საკითხებს, როგორიცაა: გენდერი, სოციალური კლასი და სხვა. მოვლენებისა და,
განსაკუთრებით, სოციალური ჯგუფებისთვის სახელის დარქმევა პოლიტიკური აქტია (და არა
პერსონალური). უფლებებზე დაფუძნებული მოძრაობის წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე,
თუ რა გავლენა აქვს ტერმინებს შშმ პირთა ცხოვრებაზე** და
ამტკიცებდნენ, რომ „ენაა ის იარაღი, რომლითაც დომინანტური ჯგუფები [არადომინანტურ
ჯგუფებს] ადგილს განუსაზღვრავდნენ*** როდესაც რომელიმე მოწყვლადი ჯგუფი ცდილობდა საკუთარ
ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნებას, მთავარი საკამათო საკითხი ხდებოდა „სახელების
დარქმევა“ და ამ თემის მიმართ გამოყენებული ტერმინები (მაგ: დისკრიმინაციული
ტერმინის „ინვალიდის“ ჩანაცვლება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირით“). სწორედ
ამ გამოწვევის პირისპირ აღმოჩნდნენ შშმ პირები, თუმცა მათ წინაშე იდგა სხვა
მოწყვლადი ჯგუფებისგან განსხვავებული პრობლემებიც: ზოგადად, მოწყვლადი ადამიანების
უმრავლესობა ბავშვობიდან იზრდება სპეციფიკურ კულტურულ გარემოში, შესაბამისად, მათ
აქვთ გარკვეული იდენტობა, ასევე, მოლოდინები სწორი ტერმინების გამოყენებისადმი. რაც
შეეხება შშმ პირებს, ადამიანები ზოგჯერ მოულოდნელად, შეძენილი დარღვევის გამო
აღმოჩნდებიან ხოლმე შშმ პირთა ჯგუფში და მიღებული ტრავმა სრულად ცვლის მათ
ცხოვრებას. შესაძლოა, ისინი არ იყვნენ მზად იმისთვის, რომ თავი აღიქვან შშმ პირთა
ჯგუფის წევრებად და დაიწყონ ბრძოლა კულტურული ცვლილებებისთვის; მეტიც, შეიძლება არც
აღიარებდნენ საკუთარ მდგომარეობას, თვითსტიგმის გამო უარს ამბობდნენ აქტიურობაზე,
ან, მიღებული ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად, გაერიყონ საზოგადოებას. თუმცა,
თანდაყოლილი შეზღუდვის შემთხვევაში, ასეთი პირები ხშირად სოციალიზაციას გადიან
„ნორმის“ სამყაროში, ან იმყოფებიან „განკურნების“ რეჟიმში, რაც ასევე აფერხებს მათ
ჩაბმას სწორ ტერმინებზე მიმდინარე დისკუსიაში.
* Irving Kenneth Zola, Self, Identity
and the Naming Questions Reflection on the language.
**
Erikson K, Notes on the Sociology of deviance, Soc problems, ), 307, 314, 1962.
***
Grumperz J.J (Ed), Langiage and Social Identity, Cambridge Univesity Press,
Cambridge, 1982. / Longmore P.K., A note on
language and the social identity of disabled women, Am. Behav. Sient. 28 )3=,
419, 423, 1985.
* Shapiro, J.P. (1993), No pity: People with disabilities firging a new civil
rights movement, New York, NY: Times Books.
შესაძლებლობაშეზღუდული ადამიანის (disabled person) მოდელი * Oliver, M. (1986), Social policy and
disability: some theoretical issues, Disability, Handicap & Society, 1, 5’17.
ფემინისტური, ქვიარული და ანტირასობრივი მოდელები
* Thomas, C. (199). Female forms: Experiencing and Understanding disability,
Buckingham, UK: Open University Press. ასევე იხ. Clare, E. (1999). Exile &
Pride: Disability, queereness and liberation (2 nd. Ed.) Cambridge
** Goodwin, D.L., &
Rossow-Kimball, B. (2012). Thinking ethically about professional practice in
adapted physical activity. Adapted Physical Activity Quarterly, 29, 295-309.
PubMed.
შშმ თემის მოდელი მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ „პიროვნება უპირველესად“ მოდელის ენა
„პიროვნება
უპირველესად“ ენის ნიმუშები:
ბავშვები, რომელთაც აქვთ ალბინიზმი.
სტუდენტები,
რომელთაც აქვთ დისლექსია.
ქალები, რომლებსაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობა. პირები შეზღუდული შესაძლებლობით.
ნუ გამოიყენებთ შშმ პირის ანტონიმად ტერმინებს
მოდელი „პიროვნება უპირველესად“ (person-first)
ამ მოდელის ენა და ტერმინოლოგია შშმ პირთა მიმართ, დაახლოებით, 1970-იანი წლებიდან
განვითარდა, უპირატესად ადამიანის უფლებათა მიდგომების საფუძველზე.* შშმ პირთა
მოძრაობის ერთ-ერთი მოტივი გახლდათ მოსახლეობისთვის ახსნა, რომ შეზღუდული
შესაძლებლობა მთლიანი პიროვნების მხოლოდ ერთი მახასიათებელია და არა განმსაზღვრელი
ნიშანი.** სწორედ ამ მოდელის ენაზე დაყრდნობით შემუშავდა 1990 წელს „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ამერიკელთა აქტი“ (Americans with Disabilities Act).***
** Titchkovsky, T (2001),
Disability: A rose by any other name? ¨¨People’first language in Canadian
society. Canadian Review of Sociology 38, 125-140.
*** ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო აქტი, რომელიც 1990 წელს შეიქმნა
სამოქალაქო უფლებებსა და სერვისებზე თანაბრად წვდომისათვის. დოკუმენტი
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შშმ პირთა დისკრიმინაციისგან დასაცავად ყოველდღიურ
ცხოვრებაში.
„პიროვნება უპირველესად“
მოდელის ყველაზე აქტიური კონკურენტი ენობრივი კუთხით აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის შშმ
პირთა მოძრაობის მიერ შემოთავაზებული „შესაძლებლობაშეზღუდული პირის მოდელი“. ეს
მოდელი შეზღუდულ შესაძლებლობას ხედავს არა ადამიანში, არამედ ადამიანის გარეთ და
მას განიხილავს სოციალურად შედგენილი ურთიერთობებისა და პროცესების შედეგად,
რომელსაც მოსდევს ადამიანთა მთელი ჯგუფის გაღარიბება, იზოლირება, თავისუფლების
შეზღუდვა, უგულებელყოფა და ღირებულების დაკარგვა.* დიდი ბრიტანეთის სოციალური
მოდელის მიმდევრებს მიაჩნდათ, რომ სახელმწიფო იყო არა შშმ პირის დამცველი, არამედ
ამ პირის შესაძლებლობათა შეზღუდვის თანამონაწილე, და მიუთითებდნენ, რომ „სოციალური
მოდელი ცვლის საზოგადოებას.“ დიდ ბრიტანულ მოდელში ადამიანები არ არიან
შესაძლებლობაშეზღუდულნი, მათი ჩამოყალიბება შშმ პირებად საზოგადოებამ გამოიწვია.
სამედიცინო მოდელი
ეს ისტორიულად ყველაზე გავრცელებული მოდელი შეზღუდული შესაძლებლობის
კონცეპტუალიზაციას ახდენს დარღვევისა და ნორმის ფარგლებში, რაც ყოველთვის დიაგნოზს
უკავშირდება.* სამედიცინო მოდელი ყურადღებას ამახვილებს სხეულსა და უნარებზე და არ
ითვალისწინებს სოციალურ ან უფლებრივ საკითხებს. ამიტომაც, იგი აღიარებულია
ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო, რიგ შემთხვევებში არაეთიკურ მოდელად. სამედიცინო
მოდელის ენისთვის ტიპურია ადამიანის გაიგივება დიაგნოზთან და იმგვარი ტერმინების
გამოყენება, როგორიცაა: აუტისტი, ამპუტანტი და ა.შ.
შშმ პირთა საკითხებზე მუშაობისას, ფემინისტური და ქვიარული მოძრაობის წევრები*
ხშირად ეყრდნობიან ადამიანის უფლებათა და სოციალურ მოდელებს, თუმცა უფრო შორსაც
მიდიან და გვთავაზობენ შეზღუდული შესაძლებლობის ინტერსექციურ და გამოცდილებაზე
დაფუძნებულ მოდელებსაც. ეს უკანასკნელი მთავარ აქცენტს აკეთებს გადატანილ
მოვლენებზე, მიღებულ გამოცდილებასა და იდენტობებზე, ამიტომაც, იყენებს ენას, რომლის
ფარგლებშიც „ადამიანი თავს მიიჩნევს“ ამა თუ იმ იდენტობისა თუ გამოცდილების მქონედ
(მაგ: ქვიარ შშმ პირად). შესაბამისად, იგი მკაფიოდ უსვამს ხაზს თვითიდენტობას და
შეზღუდული შესაძლებლობის მრავალფეროვან გამოცდილებას. თეორია ასევე აღიარებს, რომ
ადამიანს შეიძლება ერთზე მეტი იდენტობა ჰქონდეს, ან იდენტობა იცვლებოდეს.**
პოსტსტრუქტურული მოდელი
პოსტსტრუქტურული თეორიის მიმდევრები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ სამედიცინო,
სოციალურ და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მოდელებს, მათ ცნებებთან ერთად.
კერძოდ, ამ ადამიანთა მოსაზრებით, შეზღუდვა/დაზიანება, როგორც მოვლენა, ობიექტურად
არ არსებობს* და შეზღუდული შესაძლებლობის ქონა ან არქონა უკავშირდება ძალაუფლების
უთანასწორო გადანაწილებას. ეს ცნებები შექმნილია ენობრივ სტრუქტურათა კონტექსტში,
ძალაუფლების ფარგლებში ჩამოყალიბებულ კონსტრუქტებს კი ავრცელებენ ამ სტრუქტურების
წევრები, მათ შორის, ენის გამოყენებით. პოსტსტრუქტურული თეორიის წარმომადგენლები
ვერ ხედავენ დიქოტომიას შეზღუდული შესაძლებლობის ქონასა და არქონას შორის და ამ
საკითხს განიხილავენ კომპლექსურ მოვლენად, რომელშიც ერთმანეთს უკავშირდება
შესაძლებლობები, გამოცდილებები, სტრუქტურები და სხვა.
* Peers, D. (2012). Patients, athletes, freakes: Paralympism and the reproduction of disability. Journal of Sport and Social Issues, 36, 295-316.
ისტორიულად, შშმ პირთა სხვადასხვა თემს თავისი მოსაზრება აქვს იმაზე, თუ როგორ უნდა
ისაუბრონ მათ წევრებზე. მაგალითად, ყრუთა თემი მთელ მსოფლიოში გამოირჩევა
განსხვავებული კონცეპტუალიზაციით ყრუ პირთა შესახებ. კერძოდ, ისინი თავს კულტურულ
და ლინგვისტურ უმცირესობად მიიჩნევენ.14 დღემდე დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის
თანახმად, შშმ ინდივიდები და მათი ჯგუფები უნდა მოვიხსენიოთ ამ პირებისთვის
მისაღები ტერმინებით. თუმცა, ცხადია, ტერმინთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს
გარკვეული შეთანხმება და მას არ უნდა ჰქონდეს დისკრიმინაციული შინაარსი/ელფერი.
სახელმძღვანელო პრინციპები შშმ პირებთან დაკავშირებული ტერმინებისთვის
შშმ პირთა ინკლუზიასთან დაკავშირებული სტრატეგიის განსახორციელებლად, 2019 წელს
გაეროს ოფისმა ჟენევაში მოამზადა ინკლუზიური ენის სახელმძღვანელო პრინციპები,
რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ სწორი ტერმინებისა და ცნებების შერჩევისას: 13
Peers, D. (2012). Patients, athletes, freakes: Paralympism and the reproduction
of disability. Journal of Sport and Social Issues, 36, 295-316. 14 Lane (2006),
Construction of deafness, In L.J. Davis (Ed.), The disability studies reader
(2nd ed., pp. 161- 172). New York, NY: Routledge. 15 Linton, S. (2006).
Reassigning meaning, In L.J. Davis (Ed.), The disability studies reader (2nd
ed., pp. 161-172). New York, NY: Routledge.
ამ ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მიდგომას ეყრდნობოდნენ თავად კონვენციის
შემქმნელებიც, ვინაიდან კონვენციის ენაც პიროვნებას უჭერს მხარს.
მნიშვნელოვანია, თავიდან აიცილოთ იარლიყებისა და სტერეოტიპების შემცველი ტერმინები
ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობა ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, არ არის საჭირო
ისეთი ტერმინების გამოყენება, რომლებიც მის დრამატიზებას იწვევს. შშმ პირზე არ
ვსაუბრობთ, როგორც სუპერადამიანზე - ამგვარი მიდგომა ქვეცნობიერად შეიცავს
გზავნილს, რომ შშმ პირისთვის უჩვეულოა წარმატების მიღწევა და ეს მხოლოდ გამონაკლის
შემთხვევაში ხდება. როდესაც შშმ პირზე ვსაუბრობთ, როგორც უჩვეულოდ გამბედავ
ადამიანზე, რომელმაც უნდა დაამარცხოს შეზღუდული შესაძლებლობა, ეს გამოხატავს
გადამეტებულად მზრუნველობით დამოკიდებულებას მის მიმართ. შშმ პირებს ზუსტად ისეთივე
ნიჭი და შესაძლებლობა აქვთ, როგორიც სხვა ადამიანებს. ზოგიერთი ტენდენციით, შშმ
პირებს უწოდებენ „გადარჩენილებს“ (brain injury survivor) და მათ მიმართ იყენებენ
წინადადებას: „დაავადება დაამარცხა.“ ასეთი ტერმინები უკავშირდება ბრძოლის
რიტორიკას და შშმ პირთა ნაწილისთვის მიუღებელია. ასევე მიუღებელია შშმ პირის
წარმოჩენა განსაკუთრებულად მოწყვლად ადამიანად. მისი მდგომარეობა გამომდინარეობს
სიტუაციური და გარემო ფაქტორებიდან და კონკრეტულ გარემოებებში შეიძლება მასავით
მოწყვლადი გახდეს ყველა. შესაბამისად, თუ ამ გარემო ფაქტორებზე ვიმუშავებთ,
მოწყვლადობა მცირდება. არ უნდა ვახსენოთ პირის შეზღუდული შესაძლებლობა, თუ ეს
რელევანტური არ არის საუბრისთვის, ვინაიდან ამით ხაზს ვუსვამთ მდგომარეობას,
რომელიც შშმ პირს გამოარჩევს დანარჩენი საზოგადოებისგან. ამავე დროს, შეზღუდული
შესაძლებლობა არ უნდა იყოს უჩინარი და ცხადად და ღიად უნდა განიხილებოდეს ყველა
საქმიან საუბარში. თუკი მათ უარვყოფთ ფრაზით - „არ არსებობს შეზღუდული
შესაძლებლობა“ - აღნიშნულ საკითხებს არ გაითვალისწინებენ პროგრამებში,
ღონისძიებებში, საქმიან შეხვედრებსა თუ სხვა პროცესებში.
ნუ გამოიყენებთ დამამცირებელ ან შემამსუბუქებელ ტერმინებს
იარლიყებისა და სტერეოტიპების უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად, საზოგადოების
წევრები პერიოდულად ცდილობენ, უფრო „რბილი“ ტერმინები გამოიყენონ. მაგალითად,
ადამიანს, რომელსაც შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, უწოდებენ „განსხვავებული უნარების
მქონე პირს“. ეს პრობლემას ქმნის, ვინაიდან რეალობის უარყოფა ტერმინთა შერბილებით
სინამდვილეში უხერხულობის გადაფარვაა. ამ კუთხით, განსაკუთრებულად აკრიტიკებენ
ფრაზებს, რომლებიც მოიცავს სიტყვას „განსაკუთრებული“, რადგან მსგავსი
განსაზღვრებები ახდენს შშმ პირთა სტიგმატიზაციას, ამკვიდრებს გარკვეულ მითებს მათ
არაჩვეულებრივ ნიჭთან/ზებუნებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებით და აჩენს არარეალურ
მოლოდინებს, რომლებიც შემდეგ გადაიზრდება იმედგაცრუებაში.
ნუ ისაუბრებთ შეზღუდულ შესაძლებლობაზე, როგორც პრობლემასა ან დაავადებაზე
სამედიცინო და საქველმოქმედო მოდელები შეზღუდულ შესაძლებლობას მიიჩნევს პრობლემად,
რომელიც უნდა „განიკურნოს“ და „გადაიჭრას,“ ეს კი, ბუნებრივია, ეწინააღმდეგება
ადამიანის უფლებათა მიდგომას. სწორედ ამიტომ, არასდროს უნდა მოვიხსენიოთ შშმ პირი
პაციენტად, თუ სამედიცინო ზრუნვის კონტექსტში არ ვსაუბრობთ. ასევე მიუღებელია, შშმ
პირის მიმართ გამოვიყენოთ დიაგნოზის შემცველი ტერმინები (მაგ: დისლექსიიანი), ან
ისეთი კონსტრუქციები, როგორიცაა „იტანჯება“, „აწუხებს“, „განიცდის“ და ა.შ.,
რომლებიც არასწორ წარმოდგენას ქმნის შშმ პირზე. ასევე მიუღებელია ფრაზა, რომელიც
შშმ პირს გამოაცალკევებს მისი სხეულისგან („დამძიმებული სხეული“, „პარალიზებული
სხეული“), და შეზღუდული შესაძლებლობის გამოყენება დამცირების მიზნით (მაგ:
„პარანოიკი ხომ არ ხარ?“)
ნორმალური, ჯანმრთელი და ა.შ. გამოიყენეთ: შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე
პირი/პირი, რომელსაც არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობა. ყველა ამ პრინციპისა და წესის
გამოყენება, სწორი ტერმინების შერჩევა, დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა
მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში დაიწყოს დისკუსია, რომელიც ბუნებრივად
შემოგვთავაზებს უკეთეს ცნებებსა და ტერმინებს შშმ პირთა უფლებებზე სასაუბროდ.
ძირითად ტერმინთა ეს ლექსიკონიც მსგავსი დისკუსიის გახსნის პირველი მცდელობაა.






