პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ



 პირთა ანოტირებული ლექსიკონი

1 აქიმესძე ქავთარ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აქიმესძე ქავთარ
მოწმე ლომი სუნღულისძის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული ზვრის შეწირულების წიგნისა (1398 წ. VII. 6. 1449–1652).

2 აქიმიშვილი ამბრი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აქიმიშვილი ამბრი
მასა და მის სახლიკაცს ალის მონასტრის კრებულმა მისცა ოხტველში კოკოლაური მამული იმ პირობით, რომ დაუკლებლივ გადაეხადათ შეწერილი გამოსაღები (XIV–XV სს. S–1245, 508–509).

3 აქოსაანთ როსტომა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აქოსაანთ როსტომა
მოწმე ორტუკაანთ მერაბასშვილ ამოანას მიერ მახარობლისათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. XI. 1. 1450–5/175).

4 აქულაშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აქულაშვილი
გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებულ სამამულე წიგნების ნუსხაში მოხსენიებულია მარიამ დედოფლის მიერ მისთვის ნაბოძები წიგნი (1691 წ. XI. 2. Sd–1931).

5 აქულაშვილი თამაზა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აქულაშვილი თამაზა
მოწმე სეხნია შემაზასშვილის მიერ პაპუა [ბარათაშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. V. 10. Sd–620).

6 აქშემოისძე - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აქშემოისძე
ზნაკვას, ჯვარისას, [ნიკორწმინდელს] მისგან უყიდია ერთი ყანა ([1071–1080 წწ.] 1449–1563).

7 აღაბაბა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაბაბა
მიჯას მცხოვრები, ი გ ი, მამულით, წილში ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537–15 38 .] VIII. 16. 1450–11/112).

8 აღაბაბასშვილი-ამაზასშვილი ალიჰექაბარა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაბაბასშვილი-ამაზასშვილი ალიჰექაბარა
მიჰყიდა ფირყულანთ ნა ზარასშვილ გიორგის ნაზარასა და ბეჟანას სახლ-კარი, რომელსაც ესაზღვრებოდა: ზევით გალავანი და ბურჯი, ქვევით ფრანგებისა და ველინთა სახლ-კარი, დალა-გურგენათ ფარსადანას ბაღი, სოღროანთ მელქოას სახლ-კარი, ხოლო მისი გზა თაყოანთ და ბოცოანთ სახლებისაკენ ჩადიოდა (1699 წ. X. 7. დთი.I. №53).

9 აღაბეგ (ვარ.აღაბეგა) - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაბეგ (ვარ.აღაბეგა)
მისი ბაღის პირას გამავალი შარა იყო საზღვარი როსტომ მეფის მიერ სეფიყულიბეგისათვის მიცემული სახასო ვენახისა (1648 წ. 1450-4/177).

10 აღაბეგ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაბეგ
მამასახლისი, მოწმე ბეჟინა მანთაშაშვილის მიერ ალფასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1651 წ IV. 15. 1450-45/130).

11 აღაბეგ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაბეგ
უზბაში, მოწმე მინბაშ მამად ბაღირბეგის მიერ გივი თუმანიშვილისათვის მიცემული ყაბზის გაუქმების წიგნისა (1689 წ. Hd–145 90).

12 აღაბეგა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაბეგა
შვილი სარქისასი, იხ.

13 აღ[ა]ბეგაშვილი ბიძინა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღ[ა]ბეგაშვილი ბიძინა
მოწმე ბაინდურა უბლამაშვილის მიერ დათუნა თოფჩიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. 1448–928).

14 აღაბეგაშვილი გოგია - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაბეგაშვილი გოგია
მოწმე ნასყიდა ვეფხაძის მიერ მითარა საღრიჩაშვილისათვის მიცემული საწისქვილე მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. 1448–154).

15 აღაბეგაშვილი (ვარ.აღაბეგასშვილი) გოგია - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაბეგაშვილი (ვარ.აღაბეგასშვილი) გოგია
შინდარს მცხოვრები, მისი წყალობა ელენე დედოფალმა და ნაზარალი-ხანმა განუახლეს ზაალ აბაზაძეს (1693 წ. VII. 30. Hd–1676).

16 აღაბეგაშვილი გოგინა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაბეგაშვილი გოგინა
მოწმე შანშე აბაზაძის მიერ გიორგი ღაღანიძისათვის მიცემული მიწების გაცვლის წიგნისა ([1658–675 წწ.] Ad–1334 ბ).

17 აღაბეგიშვილი ბეჟანა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაბეგიშვილი ბეჟანა
მოწმე დათუნა ბატკუაშვილისა და ივანა ბატატაშვილის მიერ უთრუთ ციციშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. VIII. 1450−51/102). აღათანგ (ვარ.აღათაგელ)–1612–1619 წწ. სახლთუხუცესი, იონათამ ხარანიძესთან შეარიგა მამისთვალა (1612 წ. 1450−49/149); მისი „მოწმობით“ და ბაგრატ მეფის ბრძანებით, ლუარსაბ ქანანაშვილმა და შუაბოლნისის მამასახლისმა ბერუამ გაყვეს ჭრეშის მელიქის მირიმან [ნარიმანაშვილისა] და მისი შვილების მამული (1619 წ. 1450–26/5); მოწმე ელისბარ სოლაღაშვილის მიერ თავის განაყოფ მოლარეთუხუცეს შიოშისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1619 წ. VI. 26. 1450–28/214).

18 აღათანგ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღათანგ
ქაიხოსრო ჯავახიშვილს იგი მოურავთან გაუგზავნია ქალის სათხოვნელად. მოურავი ამტკიცებდა, რომ აღათანგის და ჩივაძის პირით თანხმობა შეუთვლია ქაიხოსროსათვის, რასაც იგი და ჩივაძეც დამოწმებიან, აღნიშნულია სვიმონ მეფის განჩინებაში, ქაიხოსრო ჯავახიშვილსა და მოურავ [გიორგი, სააკაძეს] შორის სასისხლო საქმეზე (1620 წ. IV. 15. Hd –6259).

19 აღათანგ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღათანგ
მისი ნაქონი სოფელი ღვეუბანი საბარათაშვილოში ჯაჰანბანუ დედოფალმა უწყალობა სახლთუხუცეს ქაიხოსრო [ბარათაშვილს] (1627 წ. I. 18. 1450–32/351).

20 აღათ[ა]ნგ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღათ[ა]ნგ
მოწმე და დამწერი ხურსი რევაზისშვილის მიერ ბატონ რევაზისათვის მიცემული პირობის წიგნისა (1633 წ. ახლო. Ad–1469).

21 აღათანგ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღათანგ
დედოფალ ნესტან-დარეჯანის ბოქაულთუხუცესი, მოხსენიებულია როსტომ მეფის მიერ ყაფლან ბარათაშვილისათვის მიცემულ სამართლის წიგნში. მას, ნესტან-დარეჯანის დავალებით, გაურჩევია ყაფლან ბარათაშვილისა და მისი განაყოფების, იოთამიშვილების დავა აბანოსა და ტანძიის სადაო მიწების თაობაზე (1651 წ. VIII. 30. 1450−38/30).

22 აღათანგ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღათანგ
კასპს მოსახლე, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448–5032).

23 აღათანგ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღათანგ
კასპს მოსახლე, თამაზა ლულუაშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448–5032).

24 აღათანგისშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღათანგისშვილი
ჩხიქუთას მისი ერთი კომლი გლეხი, ხუცია მჭედლიშვილი, როსტომ მეფემ უწყალობა პაპუნა თურქისტანიშვილს (1640 წ. 1450–10/117).

25 აღაიბეგიშვილი ბერუკა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაიბეგიშვილი ბერუკა
[ციციმვილების] სახლთუხუცესი, მოწმე ფარსადან [ციციშვილის] მიერ ნიკოლოზ მაღალაძისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. Ad–1883).

26 აღალუანთ დავითასშვილი მანუჩარა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღალუანთ დავითასშვილი მანუჩარა
ხელს ურთავს დომენტი კათალიკოზის მიერ ხუდადა ხოჯაშვილისათვის მიცემული მოურაობისა და ყმა-მამულის წყალობის წიგნის ასლს (1660 წ. ახლო. Sd–2913).

27 აღამირასშვილი მირზა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღამირასშვილი მირზა
მოწმე არუთინ ოჰანასშვილის მიერ თავისი ძმის, მურადასათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. III. 6. 1450–23/103). აღამოინ (ვარ.აღამოინა)–1651–1652 წწ. ვაზირი, გაარიგა როსტომ მეფესთან და მდივანბეგ როინ [ჯავახიშვილთან] ერთად ყაფლან ბარათაშვილისა და მისი განაყოფების, იოთამიშვილების დავა აბანოსა და ტანძიის მიწებზე (1651 წ. VIII. 30. 1450–38/30), გივი და სვიმონ ზევდგინისძეებს შორის სასისხლო დავა (1652-წ. Hd–1805).

28 აღამოინა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღამოინა
უბრძანა მელიქ ქაიხოსრო ვარდიაშვილს ხელი აეღო შუამთაში დასახლებული სომხებისაგან აღებულ ბაჟზე, რადგანაც ბაჟი მეფისაგან შუამთისათვის ყოფილა შეწირული (1662 წ. 1448–2947).

29 აღამურა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღამურა
მისი მიწა ესაზღვრებოდა გოგია ქოსაშვილის მიერ ოთარ ყორღანაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1688 წ. VI. 1. 1450–16/159). აღამურაანთ ბა[ი]სოღულაშვილი ბაღდასარა–1646–1672 წწ. მოწმე: ოლქანთ ყალაბეგაშვილ ყალუას მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. VI. 10. Hd–13005), სარუხა[ა]ნთ ხოსინას მიერ ქაფანაკაანთ ფარსადანასათვის მიცემული ქულბაქების ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. VI. Sd–754). აღამურანთ ბაღდასარასშვილი გასპარა–1664-1696 წწ. ჰყავს შვილი აღამურანო დავითა. მიჰყიდა მერაბ ფუნდუასშვილს სიგრძით ექვსი ადლისა და სიგანით ხუთი ადლის ქულბაქი, რომელიც ესაზღვრებოდა ჩითახაანთ სულინასა და გულასპაანთ ქულბაქებს, გედუაანთ სახლებისა და ბაზრის პირდაპირ შარას (1696 წ. IX. 24. 1448–2946); დამწერი ასლანის მიერ ეჩმიაძინისათვის მიცემული ქულბაქების შეწირულების წიგნისა (1664 წ. III. 18. 1450–21/47).

30 აღამურაანთ გალუსტა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღამურაანთ გალუსტა
მოწმე ყაზაანთ შაყულას მიერ მამასახლისის ძმის, შაჰპარუნასათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1643 წ. XII. 1. 1450–22/106).

31 აღამურაანთ დავითა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღამურაანთ დავითა
შვილი. აღამურაანთ ბაღდასარასშვილ გასპარასი, იხ.

32 აღამურთა პაპოა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღამურთა პაპოა
მოწმე აბესალამაანთ ბეჟოას მიერ ბიძამისის, ფასინასათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. III. 30. 1448–1103).

33 აღაპი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაპი
დეკანოზი, მოწმე ანდრია დეკანოზის მიერ დემეტია წითლისძისთვის მიცემული ნავენახარის ნასყიდობის დაწერილისა (1413 წ. V. 12. Hd–1258 ბ).

34 აღაპიშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაპიშვილი
მოწმე მღვიმელ დედაბერ ბარბარეს მიერ თევდორე კოტეტიშვილისათვის მიცემული ვალისა და სააღაპე წიგნისა (1512 წ. Ad–11 ბ).

35 აღაპისშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაპისშვილი
მჭედელი, მოწმე ზაზუტა ალხაზიშვილის მიერ სახლთუხუცეს პაპუა [მაღალაძისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა( 1663 წ. 1450–30/124).

36 აღაპიშვილი დათუნა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაპიშვილი დათუნა
[სახლიკაცი] ნონიკა აღაპიშვილისა, იხ.

37 აღაპიშვილი ნონიკა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაპიშვილი ნონიკა
ჰყავს [სახლიკაცი] დათუნა. მიჰყიდა ციხოველ იმნაძეს ნასყიდი მიწა „ბარდაული“ ერთი დღისა, „ბუზაურის“ გვერდით.იმნაძეებმა ამ მიწის ნახევარში ფული გაიღეს, ხოლო მეორე ნახევარში–მიწა „ლარიწითელა“ (1659 წ. Qd–1446).

38 აღაჯანა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაჯანა
თეთრუბანს მცხოვრები, იგი, ძმისწულებთან ერთად,ბაგრატ და ლევან ბატონიშვილებმა უწყალობეს სახლთუხუცეს ქაიხოსრო რატიშვილს (1688 წ. X. 17. Hd–8415 ა).

39 აღაჯანასშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაჯანასშვილი
მისი და მხითარასშვილის სავენახე მიწა ბოლნელმა ეპისკოპოსმა იოსებ რევიშვილმა გაუცვალა დოლმაზა და ელიზბარა შანშიაშვილებს სხვა მიწაზე (1670 წ. VIII. 2. Hd–5242).

40 აღაჯანაშვილი-არუთინაშვილი გივი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღაჯანაშვილი-არუთინაშვილი გივი
ახალქალაქს მცხოვრები, გიორგისა და პაპულას ნაოხრის ნაცვლად იგი წილში ერგო მოურავსა და ზურაბ სააკაძეს (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd–11867).

41 აღბუღა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღბუღა
რაჭის ერისთავი, მოწმე დავით მეფის მიერ კაკუ გუგუნავასათვის მიცემული სასისხლო სიგელისა (XV ს. დამლევი. ქმ. №1607 სას.).

42 აღბუღაი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღბუღაი
იაკობ დეკანოზმა [გელათის] ხახულის ღმრთისმშობელს შესწირა მის მიერ მოცემული „კარგად ყოფასა შიგა“, ხუცესი ბოგუერაისძე, შემდგომში იაკობს მასთან „შეუყრელობის“ მიზეზი გასჩენია. ხელახლა „შესაყრელად“ აღბუღა ის იაკობ დეკანოზისათვის მიუცია სამი ნასყიდი გლეხი ([1259–1293წწ.] 1449–1586).

43 აღდადასშვილი ხეჩატურა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღდადასშვილი ხეჩატურა
მოწმე ასატურ ხუბიარასშვილის მიერ სოღრუაანთ მამიჯანასშვილ ფასუასათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. X. 15. 1450–5/182).

44 აღდგომაშვილი გიორგი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღდგომაშვილი გიორგი
კალაურში მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის კუთვნილი საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449–1792).

45 აღდგომელა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღდგომელა
ძმა მამუკელასი, იხ.

46 აღდგომელაშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღდგომელაშვილი
ანდრიას მცხოვრები, პაპუნა, გუგუნა და ვარაზა გერმანოზიშვილების ყმა-მამულზე დავის გარიგების წიგნის თანახმად. იგი სამად უნდა გაეყოთ ([1688–1703 წწ.] Sd–577 ა).

47 აღდგომელაშვილი ბეჟია - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღდგომელაშვილი ბეჟია
მოწმე იმედა ფანიაშვილის მიერ მანუჩარ ციციშვილის ასულ ანუკასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. II. 1. 1450–5 1/70).

48 აღდგომელაშვილი მიქელა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღდგომელაშვილი მიქელა
კალაურში მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის კუთვნილი საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449–1792).

49 აღდგომელ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღდგომელ
ძმა იოვანესი, იხ.

50 აღდგომლისშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღდგომლისშვილი
კრეფას მცხოვრები, იგი, მამულით, წილად ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537–1538 წწ.] VIII. 6. 1450–11/112 ).

51 აღდგომლისშვილი ბერიკა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღდგომლისშვილი ბერიკა
ჰყავს შვილი ზურაბა ქიტია ქუბასშვილისაგან მიწა უყიდია, მაგრამ ნასყიდობის წიგნი არ ჰქონია და ქავთარისშვილს მისთვის იასაული ჩამოუყვანია ივრის თავზე. იგი იძულებული გამხდარა ნასყიდი მიწა კვლავ ყოფილი პატრონისათვის გამოეხსნევინებინა. ამ მიწის გვერდით ნიგვზის მიწის ნახევარი მას დაუხვნევინებია, ნახევარი კი–ასლამაზას (1690 წ. I. 2. Hd–2422).

52 აღდგომლისშვილი ზურაბა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღდგომლისშვილი ზურაბა
შვილი ბერიკა აღდგომლისშვილისა, იხ. აღვსებაძე–იხ. ახვსებაძე

53 აღვსიაშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღვსიაშვილი
წვერს მცხოვრები, იგი ბოვნელ რევიშვილს მოტყუებით ჰყავდა მისაკუთრებული. შემდგომში ნაზარალი-ხანმა იგი უწყალობა ქაიხოსრო ბარათაშვილს (1689 წ. VII. 1. 1450–12/98).

54 აღვსიაშვილი შალუტა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღვსიაშვილი შალუტა
მოწმე ირემა კახიშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა ([1686–1696 წწ.] Hd–2478).

55 აღზამანასშვილი ბეჟან - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღზამანასშვილი ბეჟან
შვილი გასპარა აღამანასშვილისა, იხ.

56 აღზამანასშვილი გასპარა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღზამანასშვილი გასპარა
მოქალაქე, ჰყავს შვილები: ფასუა, ბეჟან, მარტილოზა. სპარსეთში უსამართლოდ ყოფილა გახიზნული, მისი იქ ყოფნის დროს გიორგი მეფემ ის ძმებთან გაყრილად ჩათვალა და მოხელეებს მისი მამული არუთინა ჩითახაშვილისათვის მიაცემინა. მოწმეების ჩვენებით დადასტურდა საქართველოში დაბრუნებული გასპარას ძმებთან გაუყრელობა და ნაზარალი-ხანმა მამული მას დაუბრუნა (1696 წ. VI. 22. 1450–48/3).

57 აღზამანასშვილი მარტილოზა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღზამანასშვილი მარტილოზა
შვილი გასპარა აღზამანასშვილისა, იხ.

58 აღზამანასშვილი ფასუა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღზამანასშვილი ფასუა
შვილი გასპარა აღზამანასშვილისა, იხ.

59 აღლუყარასშვილი მურადა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღლუყარასშვილი მურადა
მოწმე ჯავახაანთ როინიშვილ მასურას მიერ მიკირტინა ჰოდიკაშვილისათვის მიცემული ბაღჩის ნასყიდობის წიგნისა (1573 წ. 1450–18/78).

60 აღმურაშვილი ბაისულ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღმურაშვილი ბაისულ
[სახლიკაცი] როსტომა აღმურაშვილისა, იხ. აღმურაშვილი როსტომ (ვარ.როსტომა)–1613–1638 წწ. ჰყავს სახლიკაცი ბაისულ (1638 წ. Qd–9814 ბ). მასა და ამირასლან მექვაბიშვილს ედავებოდა შავერდა არდაშელაშვილი დილარგეთისშვილისაგან ნაყიდ და შემდეგ მათთვის მიყიდულ მამულზე. დავის გარიგების შედეგად სადაო მიწები აღმურაშვილებსა და მექვაბიშვილებს დარჩათ (1638 წ. III. 20. Qd–9814 ბ); მოწმე: დავით დილარგეთისშვილის მიერ ამირასლანა შარუაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1613 წ. XII. 2. 1450–51/241).

61 აღნიას გოსიტასშვილი პაპუნა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღნიას გოსიტასშვილი პაპუნა
მიჰყიდა ახალქალაქე არაქელა სპანდიერისშვილ-ნარიბეგისშვილს ჩოჩეთში მამისთვალასშვილისაგან შეძენილი მიწა, რომელიც ესაზღვრებოდა აბრ[ა]მას, აზმიფარასშვილისა და პაპუნა ბოჭორიძის მიწებს (1693 წ. XII. 15. Ad–1852 ა).

62 აღნიასშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღნიასშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა ბაინდურ ვახტანგასშვილის მიერ ხოსიტა ყორღანაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1669 წ. X. 1. 1450–17/13). აღნი[ა]სშვილი–1690–1696 წწ. მისი მიწა ესაზღვრებოდა დოლმაზა ზურიკასშვილის მიერ ბერუა დაიარასშვილისათვის პაპისგორში მიყიდულ მიწას (1690 წ. II. 1450–53/210) და ოქუაანთ არაქელასშვილ ბეჟუასათვის მიყიდულ სამი დღის მიწას (1696 წ. XI.1. 1450−8/63).

63 აღნ[ი]აშვილი გიორგი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღნ[ი]აშვილი გიორგი
ბადურა ზაალისშვილის ყმა, მისი მამული იყიდა როსტომ ყორღანაშვილმა(1695 წ. III. 1450–1/77).

64 აღნიასშვილი დათუნა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღნიასშვილი დათუნა
ძმა ნასყიდა აღნიასშვილისა, იხ.

65 აღნიაშვილი თათანა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღნიაშვილი თათანა
ქალაქს მცხოვრები, მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII–XVIII სს. Hd–819).

66 აღნიასშვილი იასე - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღნიასშვილი იასე
მოწმე და დამწერი გოგია ზანდარასშვილის მიერ დემეტრე პაპასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. Hd–1547).

67 აღნიასშვილი ნასყიდა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღნიასშვილი ნასყიდა
მოწმე პაატა ქოჩორასშვილის მიერ ქაიხოსრო ზაალისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1612 წ. 1450–1/84).

68 აღნიაშვილი ნასყიდა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღნიაშვილი ნასყიდა
მოწმე იარალი ყორღანაშვილის მიერ თავის ბიძასშვილ ოთარასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1615 წ. sic. XVII ს. 80-იანი წწ. 1450–8/76).

69 აღნიასშვილი ნასყიდა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღნიასშვილი ნასყიდა
ხვედურეთში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მამულით, ერგო ედიშერს ([1688–1703 წწ.] Hd–1636).

70 აღნიასშვილი ნასყიდა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღნიასშვილი ნასყიდა
ბარათაშვილების ყმა, მოწმე გიორგი [ბარა თაშვილის] მიერ ნასყიდა ყორღანაშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდო ბის წიგნისა (XVII ს. II ნახ. 1450–19/2).

71 აღნიასშვილი ნასყიდა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღნიასშვილი ნასყიდა
ჰყავს ძმა დათუნა. ქიტუა აბულაშვილთან ერთად, თავისი ბატონის, ბერის დასტურით, ბერ ყორღანასშვილს მიჰყიდა თავისი მკვიდრი,ნასყიდი საწისქვილე ბოსტნით, ტყითა და გზით (XVII ს. IV მეოთხ. 1450–16/115). აღნიაშვილი შერმაზანა–1674-1697 წწ. ფრიდონ ნადირაშვილის სიძე (1686 წ. XII. 1450−1/54), მოწმე: ავდროზან ყორღანაშვილის მიერ ჯანია ყორაღ[ა]შვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1674 წ. III. 20. 1450–16/11), ფრიდონ ნადირაშვილის მიერ გიორგი ყორღანაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. XII. 1450−1/54), როსტია ყორღანაშვილის მიერ ვახტანგ ბარათაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ, IV. 7 1450−26/257), ტერ-ასატურას შვილის, აკოფას მიერ არაქელა იეზასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. I. X. 22. 1450–8/81), როსტომ მამაგულაშვილის მიერ კახაბერ ყორხმაზაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. IV. 1450–17/5).

72 აღნიაშვილი შერმაზანა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღნიაშვილი შერმაზანა
მისი მიწა ესაზღვრებოდა დონმაზა ზურიკაშვილის მიერ ოქუაანთ არაქელასშვილ ბეჟუასათვის მიყიდულ სამი დღის მიწას(1696 წ. XI. 1. 1450–8/63).

73 აღნიაშვილი ძულია - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღნიაშვილი ძულია
მოწმე ზაალ ბარათაშვილის მიერ ზაალ ყორღანაშვილისათვის მიცემული სასახლის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1662 წ. 1450–1/52).

74 აღოათ ზალინა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღოათ ზალინა
მოწმე გოჭილოდ[აა]ნთ ბაისოღულაშვილ დავითას ძმისშვილებთან გაყრის წიგნისა (1684 წ. VII. 1. 1450–50/206).

75 აღომლისშვილი მახარა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღომლისშვილი მახარა
ჰყავს სახლიკაცი მიქელა, ბატონ დავითისა და პაატას ბრძანებით, ბლორძელ ლომასათვის მიუყიდია თამაზის მიერ ქიტუასათვის მინაყიდი მიწა მლაშეში ([1626–1656 წწ. 1450–12/127).

76 აღომლისშვილი მიქელა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღომლისშვილი მიქელა
[სახლიკაცი] მახარა აღომლისშვილისა, იხ.

77 აღოძე აღვსება - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღოძე აღვსება
მაღლაკს მცხოვრები, პარტახტი, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ათი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრი, ორი ქათამი, ათი კვერცხი, სამარხო ცერცვი, ფინი და ლარძაყინი (1578 წ. H–626).

78 აღოძე დედულისა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღოძე დედულისა
მაღლაკს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ათი ცხრიანი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრი, ორი ქათამი, ათი კვერცხი, სამარხო ცერცვი, ფინი და ლარძაყინი (1578 წ. H–626).

79 აღფაშასშვილი იბრეიმ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღფაშასშვილი იბრეიმ
აღა, მოწმე როსტომ ფაშას მიერ ქაიხოსრო ციციშვილისათვის მიცემული სადგერის ხეობის წყალობის წიგნისა (1672 წ. ახლო. 1449–2224).

80 აღქელაშვილები - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღქელაშვილები
საყაფლანიშვილოს ძღვენისა და სამასპინძლოს გარიგების დავთრის მიხედვით, მათ უნდა გამოეღოთ: სააღდგომო–ერთი საპალნე ღვინო, საშობო–ერთი საპალნე ღვინო, სამარხო–ოთხი ლიტრა ლობიო, ორი ლიტრა ნიგოზი (XVII ს. II ნახ. Hd–1365).

81 აღჩაუშასშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღჩაუშასშვილი
დათუნა სოლაღაშვილმა ქალაქის მოურავ მანუჩარს მიჰყიდა სახლი, რომლის ერთ-ერთი საზღვარი იყო მისი სახლის კედელი (1651 წ. VI. 10. 1450–53/92).

82 აყაბა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აყაბა
[შვილი] წოვანშასი, იხ.

83 აყარიანი ივანე - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აყარიანი ივანე
მოურავი და მოწმე ჩხეტ მაჭავარიანის სახლის მიერ ივანე სეტიელის სახლისათვის მიცემული შერიგების დაწერილისა (XIV–XV სს. სსძ. II. №96).

84 აყაულაშვილი ამირასლანა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აყაულაშვილი ამირასლანა
მოწმე შერმაზან ხუცისშვილის მიერ ბეჟან ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. I. 4. 1450–7/64).

85 აყუბაშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აყუბაშვილი
გორში მცხოვრები, მისგან ნაყიდი ზვარი ლომი სუნღულისძემ შესწირა სვეტიცხოველს (1392 წ. VI. 6. ქრ. II. 198).

86 აშანმაშანაშვილი პაპია - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აშანმაშანაშვილი პაპია
ვაჭარი, ძმისწული ხუდადა აშანმაშანაშვილისა, იხ.

87 აშანმაშანაშვილი ყაზარა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აშანმაშანაშვილი ყაზარა
ვაჭარი, ძმისწული ხუდადა აშანმაშა ნაშვილისა, იხ. აშანმაშანაშვილი ხუდადა–1648–1649 წწ. თბილისელი ვაჭარი, თუმანაანთ მამუკაშვილების ყმა, ჰყავს ძმისწულები: პაპია და ყაზარა (1648, 1649 წწ. Qd–6922. Hd–13143). სვიმონ მეფეს იგი უწყალობებია თაყა თუმანიშვილისათვის. ეს წყალობა შემდგომ თაყას განუახლა როსტომ მეფემ(1648 წ. V. 2. Qd–6922); როსტომ მეფემ იგი გაათარხნა ქალაქ გორში და სხვაგან სავაჭრო ბაჟიდან 60 თუმნის საქონელზე (1649 წ. III. Hd–13143).

88 აშახა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აშახა
თავმდები ფალიანებისა და ჭიონრი გორულიანის ყიფიანებთან სასისხლო დავის გარიგების წიგნისა (XIV–XV სს. მიჯნა. სსძ. II. №41).

89 აშეკაშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აშეკაშვილი
სიქიშხანას მცხოვრები, ი გ ი, ქონებითურთ, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ( 15 37–15 38 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).

90 აშირხანაშვილი ესტატა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აშირხანაშვილი ესტატა
მოწმე წატურა ყადიაშვილის მიერ ზაალ იაგულაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. 1450–9/15 1).

91 აშოთაძე ბაგრატ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აშოთაძე ბაგრატ
შვილი ქობულ აშოთაძისა, იხ.

92 აშოთაძე ბეჟან - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აშოთაძე ბეჟან
[ძმა ქობულ აშოთაძისა, იხ.

93 აშოთაძე ქობულ (ვარ.ქუაბულ) - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აშოთაძე ქობულ (ვარ.ქუაბულ)
დავით ქაჩიბაძის ყმა [აზნაური], ჰყავს; [ძმა] ბეჟან, შვილი ბაგრატ. დავით ქაჩიბაძემ მას უწყალობა სოფელი დრანეთი საზღვრებით: გერავისი, ქუაბითკარი, ბურვალთახევი ტორნის შესართავამდე ([1466−1479 წწ.] Ad–1070).

94 აშრაპა: აშრაპასეული - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აშრაპა: აშრაპასეული
აშრაპასეული მამული თეიმურაზ მეფემ უწყალობა სალაროს ქილიფთარ ბახუტას (1622 წ. VI. 20. 1448–548).

95 აშრაპიშვილი პაპუა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აშრაპიშვილი პაპუა
მოწმე გიორგი ტაირიშვილის მიერ კათალიკოს ზაქარიასათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნისა (1626 წ. 1449–1800).

96 აშრაფა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აშრაფა
მოწმე ფარსადან შიხაშვილისა და ხეჩიკაშვილის მიერ ალავერდა ალიხანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. 1450-9/154).

97 აშრაფა[ა]ნი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აშრაფა[ა]ნი
ამირა ვანიაშვილმა ზალინა იაგულაშვილს მიჰყიდა სავენახე მიწა აშრაფანთ ვენახამდე (1677 წ. V. 22. 1450–9/147).

98 აშურაშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აშურაშვილი
იხსენიება სახასო ყმების ნუსხის ფრაგმენტში (XVII ს. Hd–14990).

99 აშქაური - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აშქაური
იხსენიება საბუთის ფრაგმენტში (XVI ს. A–222, 15lv−152r ).

100 აჩაკუნასშვილი ბერუა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აჩაკუნასშვილი ბერუა
ჰყავს შვილისანია და ძმისწული ლომიტა. მიჰყიდა გიორგი მუჯირიშვილს მიწა ქიტიას საზღვრამდე (XVII ს. Hd–1569).

101 აჩაკუნასშვილი ლომიტა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აჩაკუნასშვილი ლომიტა
ძმისწული ბერუა აჩაკუნასშვილისა, იხ.

102 აჩაკუნასშვილი სანია - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აჩაკუნასშვილი სანია
შვილი ბერუა აჩაკუნასშვილისა, იხ.

103 აჩაკუნე ხიზანა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აჩაკუნე ხიზანა
ახალშენს მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449–1792).

104 აჩაჩასშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აჩაჩასშვილი
ბისში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს მისი მამული ერგო ედიშერს ([1688–1703 წწ.] Hd–1636).

105 აჩეჩილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აჩეჩილი
[ნიკორწმინდელმა] მისგან ოკრიბას და ბობითს იყიდა თითო გლეხი, რაშიც გადაუხადა: ერთი ცხენი, ერთი ხარი, სამი კოსტანტინატი,თოთხმეტი ლიტრა ცვილი, ერთი ბოსლაი, „კელის საწერლად“ ცხრა ლიტრა ცვილი ( 1071–1080] 1449–1563).

106 აჩუაშვილი გოგია - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აჩუაშვილი გოგია
მოწმე სეხნია საგინაშვილის მიერ ვარდუა მარქარაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. Hd–5151).

107 აცა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აცა
მამა საკასი, იხ.

108 აწრელისძე იაკობ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აწრელისძე იაკობ
მწიგნობარი, დამწერი თამარ მეფის სიგელისა შიომღვიმის მონასტრისადმი (1195/1196 წ. Ad–81).

109 ახალასშვილი დავით - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალასშვილი დავით
შვილი ედი[ა] ახალასშვილისა, იხ.

110 ახალასშვილი ედი[ა] - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალასშვილი ედი[ა]
ჰყავს ძმები: პაატა, ნიკოლოზ, შვილები: დავით, ზურაბ. იყიდა ბეჟან საგინაშვილისაგან ვენახი, რომელსაც ესაზღვრებოდა იოსებიძისა და ჩიტუკაშვილის ვენახები, თუხარლის ნავენახევი (XVII ს. III მესამედი. III. 7. 1450–35/187).

111 ახალასშვილი ზურაბ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალასშვილი ზურაბ
მისი ვენახი ესაზღვრებოდა ბეჟან საგინაშვილის მიერ ედი[ა] ახალასშვილისათვის მიყიდულ ვენახს (XVII ს. II ნახ. 1450–35/187).

112 ახალასშვილი ნიკოლოზ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალასშვილი ნიკოლოზ
[ძმა] ედი[ა] ახალასშვილისა, იხ.

113 ახალასშვილი პაატა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალასშვილი პაატა
[ძმა] ედი[ა] ახალასშვილისა, იხ.

114 ახალაძე ახალბედა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალაძე ახალბედა
ფერსათს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდაცამეტი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი ქათამი, სამი თეთრი, ოცი კვერცხი, საბელი და ყოველდღე მუშაობა (1558 წ. H–626).

115 ახალაძე ბუჭულა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალაძე ბუჭულა
ფერსათს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ქათამი, ერთი თეთრი, ოცი კვერცხი, ერთი ურემი ღომი, ერთი საბელი და ყოველდღე მუშაობა (1558 წ. H–626).

116 ახალაძე გიორგი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალაძე გიორგი
ფერსათს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდაშვიდი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ქათამი და ორნახევარი თეთრი (1558 წ. H–626).

117 ახალაძე გიორგი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალაძე გიორგი
ალექსანდრე მეფემ, (IV, იმერთა), იგი შესწირა გელათს. უნდა გადაეხადა ყოველწლიურად ერთი შამახური სანთელი ალექსანდრე მეფის (III, იმერთა) სააღაპედ ([1683−1695 წწ.] Ad–598 ბ).

118 ახალაძე დავითა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალაძე დავითა
ფერსათს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდათვრამეტი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი ქათამი, ხუთი თეთრი, ოცი კვერცხი, ერთი ურემი ღომი, ერთი საბელი, ყოველდღე მუშაობა (1558 წ. H–626).

119 ახალაძე თედორა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალაძე თედორა
ფერსათს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: თორმეტი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ქათამი, ერთნახევარი თეთრი, ოცი კვერცხი, ერთი ურემი ღომი, საბელი და ყოველდღე მუშაობა (1558 წ.H–626).

120 ახალაძე მახარა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალაძე მახარა
ფერსათს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდაცამეტი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ქათამი, ორნახევარი თეთრი, ოცი კვერცხი, ერთი ურემი, საბელი და ყოველდღე მუშაობა (1558 წ. H–626).

121 ახალაძენი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალაძენი
მესხეთს მცხოვრები გლეხები, ალექსანდრე მეფემ ისინი შესწირა გელათის მონასტერს ([1484–1510 წწ.] 1449–1585).

122 ახალაძე როსტე[ვან] - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალაძე როსტე[ვან]
ნაქალაქევში მცხოვრები, ჯანგაზ მხეციძემ იგი შესწირა გელათის ღმრთისმშობელს (1540 წ. ახლო. 1449–1674).

123 ახალაძე შოშიტა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალაძე შოშიტა
რიონს მცხოვრები, დედოფალმა ნესტან-დარეჯანმა იგი ალექსანდრე მეფის სულის მოსახსენებლად შესწირა გელათს ([1660 წ.] Ad–598).

124 ახალბედა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალბედა
[სახლიკაცი] დეკანოზის შვილ მამისიმედისა, იხ.

125 ახალბედა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალბედა
ყაია, ბაადურ და პაპუნა ციციშვილებს შორის სამამულე დავის გარიგების წიგნში აღნიშნულია, რომ ახალბედას სახლი და საბძელი პაპუნას ეკუთვნოდა, მას ჰქონია აგრეთვე ციციშვილსა ერთნახევარი დღის მიწა ([1633–1658 წწ. 1448–2316), ბაადურ ციციშვილის მიერ სამწევრისში გამოფიცული მიწების ნუსხაში აღნიშნულია, რომ ახალბედას ნაქონი ერთი დღის მიწა მარქარა პაპინაშვილს ჰქონდა; მისი სახლ-კარი, კალო და საბძელი მამიჯანა არაქელასშვილს ეჭირა, ხოლო წუერზე მისი ერთნახევარი დღის მიწა–სოზიაშვილს (1671 წ. HH–833).

126 ახალბედაშვილი გიორგი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალბედაშვილი გიორგი
მოწმე ზურაბ კვეზერელის მიერ თამაზ ტარმაიჭაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. Ad–1431).

127 ახალბედაშვილი ივანე - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალბედაშვილი ივანე
ვეძისხევს მცხოვრები, ერთ, კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449–1792).

128 ახალბედაშვილი სუხიტა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალბედაშვილი სუხიტა
ვეძისხევს მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449–1798).

129 ახალბედისშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალბედისშვილი
ზაზა აბაზაძემ მის მიწამდე მიჰყიდა იასე მურვანისშვილს ჯაფნიაურში ორი დღის მიწა–ჯობიაური (1691 წ. I. 9. Hd–14927).

130 ახალდაბელოისძე ლომი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალდაბელოისძე ლომი
მოწმე დავით ბერისძის მიერ ელიოზ კათალიკოსისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1411 წ. X. 25. 1449–1651).

131 ახალვაჟი ბულავაჟი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალვაჟი ბულავაჟი
ჯვალელი, ცაიშის საყდრის მებეგრე გლეხი, ემართა : ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი პური, ექვსი ჯამი ღომი, თორმეტი კოკა ღვინო და გოჭკომური (1616–1621 წწ. ქსძ. III. №92).

132 ახალიკაშვილი ბერიკა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალიკაშვილი ბერიკა
ჰყავს ბიძა ლაზარე. მიჰყიდა ბეჟან ჩხეიძეს სახლ+კარი და კალო-საბძელი (1653 წ. III. 15. 1450–35/95).

133 [ახალიკაშვილი] ლაზარე - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


[ახალიკაშვილი] ლაზარე
ბიძა ბერიკა ახალიკაშვილისა, მოწმე ბერიკა ახალიკაშვილის მიერ ბეჟან ჩხეიძისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1653 წ. III. 15. 1450–35/95).

134 ახალკაცი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალკაცი
დავით ქსნის ერისთავმა იგი უწყალობა ფარსადან ზედგენიძის. შვილს (1695 წ. II. 4. Hd –1314).

135 ახალკაცი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალკაცი
ცხოვრობდა ჯერ რენეს, შემდეგ იგოეთს. თექთუმან თექთუმანიძემ ზაალ ქარუმიძეს მიჰყიდა მამული რენე მისი მამულის გამოკლებით (1699 წ. Hd–1553).

136 ახალკაცი ადუა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალკაცი ადუა
მოწმე საქილა ბოდოკიასშვილის მიერ დავით ქავთარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. Hd–14648).

137 ახალკაცი გიორგი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალკაცი გიორგი
ქორაზნაში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მამულითურთ, პაპუნას ერგო ([1688-1703 წწ.] Hd–1636).

138 ახალკაცი გოგია - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალკაცი გოგია
ცხუნურს მცხოვრები, დათუნა ბასილაშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448–5032).

139 ახალკაცი გულიქამარ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალკაცი გულიქამარ
მოწმე ავთანდილ მინიაშვილის მიერ ფილასონ ქურდევანისძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1569 წ. 1450–47/12).

140 ახალკაცი ზაზუტა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალკაცი ზაზუტა
ქვემო ნიქოზს მცხოვრები, ნაზარალი-ხანმა იგი, მამულითურთ, უბოძა პაპუნა ფანველიშვილს (1689 წ. XI. 16. 1448–53).

141 ახალკაცი როინაი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალკაცი როინაი
მოწმე ავთანდილ მინიაშვილის მიერ ფილასონ ქურდევანიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1569 წ. 1450–47/12).

142 ახალკაცისშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალკაცისშვილი
შერმაზან ჯავახისშვილმა ოთია გოგიბედაშვილს მიჰყიდა მამული–ახალკაციშვილის ნავენახობი (1700 წ. III. 15. 1448–4105).

143 ახალკაცისშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალკაცისშვილი
კასპს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448–5032).

144 ახალკაციშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალკაციშვილი
საბუზარში მისი მამული ეკუთვნოდა [ბარათაშვილს] ([XVII ს. ბოლო. 1450–33/286).

145 ახალკაცისშვილი ბეროა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალკაცისშვილი ბეროა
მიჰყიდა თანდილა მარინდაშვილს ნახევარი დღის ნავენახობი, მეხევიშვილისა და ფაშატაშვილის მიწებამდე (1696 წ. 1450–28/242).

146 ახალკაციშვილი გელია - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალკაციშვილი გელია
დვანელი, მოწმე პაპუნა ფავლენისშვილის მიერ ზაალ იორამისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. V. 9. 1450–31/220).

147 ახალკაციშვილი მამუკა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალკაციშვილი მამუკა
ღრდულეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი საკომლოდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448–5032).

148 ახალშენაშვილი აბრამა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახალშენაშვილი აბრამა
მოწმე ზაქარია დილიმაშვილის მიერ დავით გედაონისშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1637 წ. სს. 1280).

149 ახანელი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახანელი
ლეონ მეფემ იგი უწყალობა მაქსიმე ჩოლაყასშვილს (1566 წ. I. 19. 1449–2285).

150 ახატაშვილი პაატა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახატაშვილი პაატა
ამოვარდნილ ქაიხოსრო ბარათაშვილის ნაქონი ყმა, ნაზარალი-ხანმა იგი უწყალობა როსტომ ბარათაშვილს (1694 წ. 1450–32/320).

151 ახატაშვილი შარმაზან - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახატაშვილი შარმაზან
მოწმე ზაალ საგინაშვილის მიერ ნინოწმინდელისა და გარეჯის წინამძღვარ ონოფრესათვის მიცემული პირობის წიგნის დუდაურების მამულზე უდაობის შესახებ (1690-1703 წწ. 1449–1859). ახატანთ ხეჩუა–1699-1700 წწ. მოწმე: დავით ჭილაშვილის მიერ მურადა [დათუაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 1450–5/55 ა), აკოფაანთ საკას მიერ ფარემუზ შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. IV. 3. 1450–914).

152 ახვედა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახვედა
შვილი ხუდადასი, იხ.

153 ახვერდა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახვერდა
მიჯას მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილში ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537–1538 წწ.]. VIII. 16. 1450–11/112).

154 ახვერდა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახვერდა
ამოვარდნილი, როსტომ მეფემ მისი მამული უწყალობა ბაზიერთუხუცეს ბაირამ ყულის (1649 წ. 1450–53/88).

155 ახვერდასშვილი ზურაბა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახვერდასშვილი ზურაბა
მოწმე შაჰუანთ გოგინასშვილ ავთანდილას მიერ ხუდუანთ გრიქორასშვილ ასლანასათვის მიცემული ოთახის ნასყიდობის წიგნისა, საბუთს უზის მისი ბეჭედი (1699 წ. IX. 15. .Hd–1698).

156 ახვლედიანი გიორგი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახვლედიანი გიორგი
ჰყავს [სახლიკაცი] ხოსია, ალექსანდრე მეფემ უწყალობა მას ღვირიშის ციხე და სოფელი ცხუკუშერი. ამას გარდა, ტვიშს მცხოვრები გლეხები: ინანა ნემსიწვერიძის შვილი, ბესია ხუცესი, დათუნა ხუცესი, ნასხიდა სვანიძე ([1639-1659 წწ.) ლაი. H–86. 8−13 a).

157 ახულედიანი თამაზა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახულედიანი თამაზა
მოწმე გოგინა ბოჭორიძის მიერ ივანა ვიგრიაშილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1647 წ. 1448–4957).

158 ახულედიანი თამაზა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახულედიანი თამაზა
მუხრანის ბატონთა ყმა, [დომენტი] კათალიკოსს იგი შეუწირავს სვეტიცხოვლისათვის, ეს შეწირულება შემდგომში სვეტიცხოველს განუახლა ნიკოლოზ ბოვნელმა (1683 წ. ქრ. II. 497).

159 ახვლედიანი ხოსია - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახვლედიანი ხოსია
[სახლიკაცი] გიორგი ახვლედიანისა, იხ.

160 ახუსებაძე - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახუსებაძე
ხვედურელი ყმა-გლეხი, ადრე ბაღათარ ხოსაშვილს ეკუთვნოდა. კონსტანტინე მეფემ იგი უბოძა ქართლში გადმოსახლებულ ზაზა ფანასკერტელს (1467 წ. 1448–64).

161 ახვსებაძე - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახვსებაძე
მისი ვენახის თავთან მდებარე, ლომინასაგან ნაყიდი მიწა, ელიაზარ ელიოზისშვილმა შესწირა შიომღვიმის მონასტერს (1492 წ. 1449–1615).

162 აღვსებაძე - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღვსებაძე
მცხეთიშვილი, მისი ნაქონი მამული ნიკოლოზ კათალიკოსმა უბოძა დათუნას (1680 წ. III. 27. 1448–123).

163 ახვსებაძე ახალბედა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახვსებაძე ახალბედა
შვილი გიორგი ახვსებაძისა, იხ.,მოწმე მამისა ახვსებაძის მიერ იოვანკიმე ფადლაძისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I ნახ. Hd–1552–ი). ახვსებაძე გიორგი–XVI ს. I მეოთხ.

164 აღვსებაძე დემეტრე - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღვსებაძე დემეტრე
სვეტიცხოვლის ყმა, ჰყავს [ძმა] რამაზა, შვილი იასე. კათალიკოსმა იოვანე დიასამიძემ მას განუახლა მკვიდრი სახელოს-ომფორის მოლარეობის, საციციანო მამათმთავრობისა და სამცხეთიშვილო მამულის წ ყალობა (1689 წ. I. 26. Ad–4770).

165 აღვსებაძე იასე - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღვსებაძე იასე
შვილი დემეტრე აღვსებაძისა, იხ.

166 ახვსებაძე ივანა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახვსებაძე ივანა
ძმისწული გიორგი ახვსებაძისა, იხ., [სახლიკაცი] მამისა ახვსებაძისა, იხ. ახვსებაძე მამისა–XVI ს. I მეოთხ. შვილი გიორგი ახვსებაძისა, იხ., ჰყავს [სახლიკაცები]: მამისიმედი, ივანა, ნოქაფელ (XVI ს. I მეოთხ.Hd–1552–ი), განაყოფი მამისთვალა (XVI ს. I მეოთხ. Hd–1552 ე), მიჰყიდა ვენახი იოვანკიმე ფადლაძეს (XVI ს. I მეოთხ. Hd–1552 ი). მოწმე: გიორგი იმედაძის მიერ იოვანკიმე ფადლაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd−1552 დ), გიორგი ალფასიძის მიერ იოვაკიმე ფადლაძისათვის წაბლ[ნ]არის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd–1552), სამნია ბერიკაძის მიერ იოვაკიმე ფადლაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა ( XVI ს. I მეოთხ. Hd–1552–ე).

167 ახვსებაძე მამისბედა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახვსებაძე მამისბედა
შვილი გიორგი ახვსებაძისა, იხ.

168 ახვსებაძე მამისთვალა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახვსებაძე მამისთვალა
შვილი გიორგი ახვსებაძისა, იხ.

169 ახვსებაძე მამისიმედი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახვსებაძე მამისიმედი
ძმისწული გიორგი ახვსებაძისა, იხ. [სახლიკაცი] მამისა ახვსებაძისა, იხ.

170 ახვსებაძე მუქაფა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახვსებაძე მუქაფა
იგი თავისი მამულებით, მცხეთას, კოდმანს,მუხრანს აშხურიანთ[ა]კენ, გალავნის კუთხის გაყოლებით, ლაზარესშვილის ბაღამდე, კათალიკოსმა ქრისტეფორემ უწყალობა კანდელაკ შიო ეგაძეს (1623 წ. Hd–9446).

171 ახვსებაძე ნასყიდა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახვსებაძე ნასყიდა
მოწმე გიორგი კვატიაშვილის მიერ იობ ფადლაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd–1552 იე).

172 ახვსებაძე ნიკოლოზ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახვსებაძე ნიკოლოზ
შვილი გიორგი ახვსებაძისა, იხ.

173 ახვსებაძე ნოქაფელ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახვსებაძე ნოქაფელ
|| ნოძაფელ (sic) ძმისწული გიორგი ახვსებაძისა, იხ. [სახლიკაცი] მამისა ახვსებაძისა, იხ.

174 აღვსებაძე რამაზა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აღვსებაძე რამაზა
[ძმა] დემეტრე აღვსებაძისა, იხ.

175 ახთუნაშვილი მამუკა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახთუნაშვილი მამუკა
მოწმე ოთარ ჯიმშიტაშვილის მიერ ქაიხოსრო ავთანდილიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. XI. 15. 1450–15/8).

176 ახია - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახია
მისი, თათარას, ხოჯიასა და ხეჩიკას ნაქონი მიწები სომხითის მელიქმა ავთანდილმა მიჰყიდა ალავერდა [იაგულაშვილს] (1689 წ. V. 20. 1450-9/120).

177 ახიზა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახიზა
გადაწერა დავითას მიერ დაწერილი, ვარდან ფალავანდიშვილის მიერ არაქელა ბასტამაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნი (1623 წ. V. 18. 1450–3/100).

178 ახიჯანაშვილი დათუა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახიჯანაშვილი დათუა
ახალშენს მცხოვრები, წილად ხვდა თამაზ ბარათაშვილს ([1633–1658 წწ.] 1448–2318).

179 ახობაძე - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახობაძე
პაპუნამ თავის სახლიკაცებთან ერთად ზაალ წინამძღვრიშვილს, ბატონ ბეჟანის ნებართვით, მიჰყიდა ერთი დღის მიწა ახობაძისეულ მიწამდე (1700 წ . Hd–14564).

180 ახუბაძე პაპუნა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახუბაძე პაპუნა
ქორაზნაში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, თავისი მამულით, პაპუნას ერგო (1688-1700 წწ.] Hd–1636).

181 ახოკა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახოკა
აკაურთას მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537−1538 წწ. VIII. 6. 1450–11/112).

182 ახოტლიშვილი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახოტლიშვილი
მოწმე თაყა ბარათაშვილის მიერ წრაუთის მამასახლის მარქარასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680-იანი წწ. Hd–8783).

183 ახპერო - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახპერო
მისი სახლი იყო ერთ–ერთი საზღვარი გრიქოლა ბაკურაშვილის მიერ მკრტიჩ [ო]ნიკაშვილისათვის მიყიდული სახლისა (XVII ს. შუა ხანები. 1448–5333).

184 ახპეროასშვილი ბაღდასარა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახპეროასშვილი ბაღდასარა
მოწმე არუთინ ოჰანასშვილის მიერ თავისივე ძმის, ოჰანასათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. III. 6. 1450–23/103).

185 ახპერჯან - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახპერჯან
სახლიკაცი ხეჩოასი, იხ.

186 ახპერჯანა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახპერჯანა
ჰყავს ძმა დათინა, მისცა მამულზე უდაობის წიგნი თავის ბიძაშვილს, სარქისას (XVII ს. Qd–499).

187 ახრაკაძე ხუცია - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახრაკაძე ხუცია
მოწმე საამ [საგინაშვილის] მიერ სეხნია [საგინაშვილისათვის]მიცემული ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნისა (1666 წ. VIII. 1449-1309).

188 ახსიაშვილი შალუტა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახსიაშვილი შალუტა
მოწმე ირემა კახისშვილის მიერ პაპუნა გოსტაშა ბისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა ([1688–1696 წწ.] Hd–2478).

189 ახუა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახუა
ქალაქს მცხოვრები, ნაზარალი-ხანმა იგი უწყალობა მანუჩარს (1689 წ. 1450–53/91).

190 ახურაშვილი საამ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახურაშვილი საამ
მოწმე თანღრია ბადრისშვილის მიერ ბარნაბა ტფილელისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1592 წ. VI. 3. 1449–1556).

191 ახუსებაშვილი გულისადებ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახუსებაშვილი გულისადებ
თბილისში მცხოვრები–ვაჭარი, იგი, მამულით, სახლ-კარით და ქულბაქით, ამილახორმა თაყა ზევდგინიძემ სააღაპედ შესწირა შიომღვიმის მონასტერს. ევალებოდა: ექვსი ქალაქური ლიტრა ზეთის, სამი ლიტრა ცვილის, ნახევარი ჩარექი საკმევლის, საპატრუქესა და ოცი თანგის ღირებულების თევზის გამოღება ყოველწლიურად (1523 წ. 1449–1536 ა).

192 ახუსიაშვილი გოგალა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახუსიაშვილი გოგალა
მოწმე თამაზ სომხისშვილის მიერ ეჯუბა ყორღანა შვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. V. 8. 1450–17/21).

193 ახუსიაშვილი ხატისა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახუსიაშვილი ხატისა
წვერელი, მისი შვილი იყო მერაბ ყორღანაშვილის შესახელებული მოფიცარი თბილელ ელისე [საგინაშკილთან] დავისას (1535 წ. XI. 14. 1449–2649).

194 ახჯანაზაშვილი კიკოზა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახჯანაზაშვილი კიკოზა
ყაზარა ახჯანაზაშვილისა, იხ.

195 ახჯანაზაშვილი მარქარა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახჯანაზაშვილი მარქარა
ყაზარა ახჯანაზაშვილისა, იხ.

196 ახჯანაზაშვილი სარდალა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახჯანაზაშვილი სარდალა
ძმა ყაზარა ახჯანაზაშვილისა, იხ.

197 ახჯანაზაშვილი ყაზარა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


ახჯანაზაშვილი ყაზარა
შულავერს მცხოვრები, ჰყავს ძმები: კიკოზა, მარქარა და სარდალა. ბაგრატ ბატონიშვილმა იგი უწყალობა ქაიხოსრო რატიშვილს (1688 წ. X. 7. Hd–8415 ა).

198 აჯაბნუშა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აჯაბნუშა
თევდორეწმინდას მცხოვრები, [ბარათაშვილების] გაყრის დროს იგი ერგო გერმანოზს, თაყას, გოსტაშაბსა და ფალავანხოსროს (1523 წ. Ad–299 ა).

199 აჯაბნუშასშვილები - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აჯაბნუშასშვილები
ერთ-ერთ მათგანს ერქვა ყულია, მათ დავა ჰქონდათ ბასილი ტოტუაშვილთან სასახლისა და მარნის ადგილზე. მარიამ დედოფლის ბრძანებით შემდგარმა სასამართლომ ისინი გაამტყუნა და სადაო ადგილები ტოტუაშვილებს მიაკუთვნა (1648 წ. V. 22. Qd–503).

200 აჯაი - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აჯაი
დმანისს მცხოვრები, მოლა, იგი, ქონებითურთ, წილში ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450–11/112).

201 აჯია - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აჯია
მიჯას მცხოვრები, წილში ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537–1538 წწ.] VIII. 16. 1450–11/112).

202 აჯიაისშვილი ქავთარ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აჯიაისშვილი ქავთარ
მოწმე სჩანს მაოსბურასძის მიერ კადელთა ჯვრისათვის მიცემული შეწირულების წიგნისა (XV ს. A–222, 77v–78r).

203 აჯიაშვილი იმ[ა]მყულა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აჯიაშვილი იმ[ა]მყულა
მოწმე ტოტოათ ბაინდურასშვილ ბეროას მიერ ქალაქის მოურავ [მანუჩარისათვის] მიცემული სახლ-კარისნასყიდობის წიგნისა (1683 წ. XII. 1. Hd–13696).

204 აჯიყაფაშვილი ზურაბ - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აჯიყაფაშვილი ზურაბ
მოწმე ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ გიორგი გლურჯიძისათვის მიცემული მიწის გაცვლილობის წიგნისა ([1527-1556 წწ.] 1448–522).

205 აჰფუზას ჰათამა - პირთა ანოტირებული ლექსიკონი_აქ_აჰ

▲back to top


აჰფუზას ჰათამა
მოწმე არუთინა ოჰანასშვილის მიერ თავისი ძმის, მურადასათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. III. 6. 1450–23/103).