![]() |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ტ |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი
წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.
ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
1 ტაეპი |
▲ზევით დაბრუნება |
ტ
ტაეპი
მუხლების განსაზღვრული მწკრივი.
ტაეპი, ანუ სალექსო სტრიქონი ლექსის რიტმული ერთეულია. ტაეპის შემადგენლობა შეგვიძლია თვალსაჩინოდ გამოვხატოთ სქემის საშუალებით:
„რა ესმოდის (მღერა) ყმისა, || სმენად (მხეცნი) მოვიდიან” - რუსთაველი).
სინონიმი: სტრიქონი
იხ. აგრეთვე: ანაფორა, ბესიკური, ბაიათი, ბოლორითმები, ეპიგრაფი, ვაჟური რითმა, თავისუფალი ლექსი, თეთრი ლექსი, იგავ–არაკი, კიბური რითმა, კლაუზულა, კომპონენტი, ლირიკული ლექსის კომპოზიცია, მუხლი, მუხამბაზი, პირაპირი, ოქტავა, რიტმი, სონეტი, სტროფი, ტერცინა, ტონური ლექსთწყობა, ტრიოლეტი, ქართული ლექსთწყობა, შაირი, შავთელური, შერეული, შეწყობილი, შინაგანი რითმები, შინაგან–გარეგანი რითმა, ჩახრუხაული, ცეზურა, ჯვარედი რითმები, ჰეგზამეტრი
წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
![]() |
2 ტავტოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტავტოლოგია
ერთი და იმავე ცნების ან აზრის განმეორებაა სხვადასხვა მონათესავე (სინონიმური) სიტყვების მეშვეობით(ბერძ. „ტავტო” – იგივე, „ლოგოს” – სიტყვა, ტავტოლოგია – იგივსიტყვაობა).
მაგ:
მას ჩვეულება ჰქონდა, რომ ჩვეულებრივ ასე მოქცეულიყო;
ტავტოლოგიისაგან განასხვავებენ გამეორებას. პოეტურ ენაში გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ცნების მონათესავე სიტყვებით ან ერთი და იგივე სიტყვის თუ ფრაზის რამდენჯერმე გამეორებით გამოხატვა ხელს უწყობს აზრის სიცხადეს. ასეთი ხერხი განსხვავდება ტავტოლოგიისაგან და ჩვენ მას განსაკუთრებულ სახელს –
გამეორებას ვუწოდებთ
იხ. აგრეთვე: გამეორება, სინონიმები
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
იგი მოკვდა და სული განუტევა;
მან ყველაში დაიმსახურა საყოველთაო სიყვარული;
![]() |
3 ტერიტორიული დიალექტი |
▲ზევით დაბრუნება |
ტერიტორიული დიალექტი
ენის ისეთი განშტოება, რომელიც ამა თუ იმ კუთხის ან ტერიტორიის მცხოვრებთ
ახასიათებთ.
ამ კუთხეების მცხოვრებთა სალაპარაკო ენა ნაწილობრივ განსხვავდება საერთო–სალაპარაკო
ეროვნული ენისაგან. ტერიტორიულ დიალექტს აქვს თავისი გრამატიკული წყობა და
ლექსიკური ფონდი. ერთ–ერთ დიალექტს საერთო–სახალხო ენის წარმოშობის დროს შეუძლია
საფუძვლად დაედოს უკანასკნელს, ე.ი. საერთო–ეროვნულ ანუ სალიტერატურო ენას.
მაგალითად, ქართველი ხალხის საერთო ეროვნულ ენას საფუძვლად უდევს ქართლ – კახური
დიალექტი.
დიალექტები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არა მარტო ენის გრამატიკული წყობით,
არამედ მასთან ერთად გამოთქმების თავისებურებით. არაიშვიათად გაიგონებთ
ლიტერატურული ენის ასეთ დამახინჯებებს: „რა უნდებიე”, „დუუძახე”,
„მუაწია”(გურიაში); „დოუძახე”, „მევიდა”(იმერეთში); „ჭოვ”(აჭარაში) და სხვ.
ასეთი სიტყვები და გამოთქმები ეწინააღმდეგება ქართული ენის საერთო ბუნებას.
რამდენადაც კულტურული ხდება ხალხი, იმდენად უფრო ქრება მსგავსი მახინჯი ენობრივი
მოვლენები ამა თუ იმ კუთხის ლექსიკური ფონდიდან.
მწერალი კუთხურ ენას ტიპიზაციის მიზნით მიმართავს.
საილუსტრაციოდ შეგვიძლია გავიხსენოთ ეპიზოდი ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან „მგზავრის
წერილები” – ავტორის დიალოგი მოხევე ლელთ ღუნიასთან.
მოხევური ენა, კილო და გამოთქმა კარგად ახასიათებს ავტორის თანამოსაუბრე მოხევეს,
როგორც საქართველოს სხვა კუთხის მცხოვრებთან შედარებით რამდენადმე განსხვავებულ
მოლაპარაკეს:
„ – ერთი მითხარ, თუ ღმერთი გწამს, – ვუთხარი მოხევეს, როცა მე დამეწია, – აი,
სტეფანწმინდის პირდაპირ რა მონასტერია? ჩაფიქრდა ჩემი მოხევე და პასუხი არც კი მომცა. ცოტა ხნის შემდეგ თითონ მკითხა მე: – შენ რაი მილეთის ხარნ?
დიალექტის გამოყენებისას საჭიროა დავიცვათ ზომიერება და სიფრთხილე. თუ კუთხური ან
ადამიანთა კონკრეტული ჯგუფისათვის დამახასიათებელი სიტყვები გადაჭარბებით იქნა
გამოყენებული, მაშინ აზრი შეიძლება სრულიად გაუგებარიც დარჩეს. ასეთ დიალექტიზმებს
უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს აგრეთვე ხალხური მეტყველების
მნიშვნელობა სალიტერატურო ენის გამდიდრების საქმეში. საქართველოს ცალკეულ კუთხეებში
ბევრია ისეთი სიტყვა, რომლის მაგიერი სალიტერატურო ენას არ მოეპოვება. ხალხის
მეტყველება ინახავს ისეთ გამოთქმებს, რომელთა ფორმები მისაბაძია. უნდა განვდევნოთ
ისეთი სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც ანაგვიანებს ქართულ ენას და ეწინააღმდეგება
მის საერთო ბუნებას.
სწორედ ასე ესმოდათ ეროვნული ენის მშენებლობის ამოცანა მე–19 საუკუნის ქართველ
კლასიკოსებს ი. ჭავჭავაძეს და ა. წერეთელს .
აი, რას წერდა ამ საკითხზე აკაკი წერეთელი:
იმერეთში: დანები მოსულარიან და აქანეი ჯილარიან. (დები მოსულან და აქ ზიან, ან
სხედან). რაჭაში: ქვე ქნიან ფონ ქვერე ჩემ გოჭუკელას (ფონს ქვევით(წყლის პირად) ასო – ასო
სჭრიან ჩემ გოჭს) ქართლში: ჯალაბი ობაზე წავასხი და ჩვენთან ერთად ფოფოდიაც მოაბოტებდა(სახლობა
ხატობაზე(ან ჯვრობაზე, ან დღეობაზე)
წავიყვანე და ჩვენთან ერთად მღვდლის ცოლიც მოდიოდა). ამგვარი რამ ყოველ კუთხეშია–
ესენი ყველა პროვინციალიზმია: მაგრამ ქართულ ენაში ამგვარი რამეების შემოტანა ,
აქაოდა ჩვენს კუთხეში ასე ხმარობენო, ნუთუ ენის გარყვნა არ იქნება?”
იხ. აგრეთვე: დიალოგი, ეპიზოდი, კილო
ასეთია, მაგალითად, გურული დიალექტი, იმერული დიალექტი, ქართლ–კახური დიალექტი,
რაჭული, ფშავური, მოხევური და სხვ.
– თერგ–გაღმით?
– დიაღ.
– გიწყალობნოსთ ცოცხალთა, შეგინდოსთ მკვდართა, წმინდა სამების სახტარი არნ,
უწინდელთ განძთა საფარი, ერთა საბჭო...
– შენ მოსწრებიხარ მაგისთანა ბჭობას?
– რაიდ შევესწროდი?ადრინდალ თქმულობას გიზრახვენ.
– ეხლა რატომ აღარ არის ეგა?
– აწინა?
– ქართველი ვარ, განა ვერ შემატყე?
– რაის შეგეტყვის? ტალავარ არა გაქვს ქართველთა: რუსად მორთულხარნ!”
„ახალი სიტყვის ხმარება, თუ კი სადმე პროვინციაში გასპეტაკებულა და დედაენის
კანონის თანახმად აღმოცენებულა, მისაბაძვია საყოველთაოდ...ამგვარი კანონიერი
რამეებით უნდა შევავსოთ და გავასუქოთ ქართული ენა, საჭიროც არის. მაგრამ ის, რაც
დედაენის წინააღმდეგ სხვადასხვა მხარეებში, პროვინციებში დაუმახინჯებიათ და
გაუფუჭებიათ, ხელმოსაკიდები კი არა, პირიქით, გასადევნია! მაგალითად, გურიაში
ამბობენ: „ნენა! რას უყუნცულებ? დროა პაწა შევკიდოთ ცეცხლს და ჩა ვსვათ”. (დედა!
რას უცდი? დროა შევუკიდოთ ცეცხლს და ჩაი დავლიოთ).
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. ,
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
4 ტერფი |
▲ზევით დაბრუნება |
ტერფი
მარცვალთა ჯგუფი, რომელიც შედგება ერთი მახვილიანი და რამდენიმე უმახვილო
მარცვლისაგან.
ტერფი უმარტივესი რიტმული ერთეულია.
მაგ:
„დაჰკრეს/ ნაღარა/გული/შეჰზარა
ამ მაგალითში ლექსის სტრიქონი დაყოფილია ოთხ ტერფად:
პირველი ტერფია: დაჰკრეს
იხ. აგრეთვე: ამფიბრაქი, ანაპესტი, დაქტილური ტერფი, აშუღური, დაბალი შაირი, იამბი,
კომპონენტი, მაღალი შაირი, მეტრული ლექსთწყობა, მუხლი, პეონი, ქორეული ტერფი,
შინაგან–გარეგანი რითმა, ჩახრუხაული, წყობილი, ჰეგზამეტრი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
და მტერთ/ საომრად/ ჯარი/შეჰყარა.” – (ნ. ბარათაშვილი).
მეორე – ნაღარა
მესამე – გული
მეოთხე – შეჰზარა.
![]() |
5 ტერცინა |
▲ზევით დაბრუნება |
ტერცინა
იტალ. სამეული სამტაეპიანი სტროფებისაგან (ხანებისაგან) შედგენილი და ჯვარედი რითმებით დაწერილი ლექსი. იგი ძველი იტალიური ლექსის ფორმაა. ტერცინებით არის დაწერილი
დანტე ალიგიერის პოემა ”ღვთაებრივი კომედია”.
ტერცინით იწერება როგორც პოემები, ასევე ლირიკული ლექსები. ტერცინა გავრცელებულია თითქმის ყველა კულტურულ ქვეყანაში.
იხ. აგრეთვე: ლირიკა, ლექსი, პოემა, რითმა, სტროფი, ტაეპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
6 ტიპი |
▲ზევით დაბრუნება |
ტიპი
ბერძნ. ნიმუში, ასლი, ანაბეჭდი
კონკრეტული მხატვრული სახე, რომელშიც გაერთიანებულია ადამიანთა ან სხვა მოვლენათა ჯგუფის მთავარი დამახასიათებელი თვისებები
ტიპის შექმნა ნიშნავს სინამდვილის დამახასიათებელი მოვლენების განზოგადებას. ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟი არ წარმოადგენს ცხოვრების სინამდვილეში არსებულ ამა თუ იმ პიროვნების ფოტოგრაფიულ სურათს, ის არ განასახიერებს მხოლოდ ერთ ადამიანს. მხატვრული ნაწარმოების ერთ–ერთი თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ავტორი ერთი პიროვნების საშუალებით მთელი საზოგადოებრივი ჯგუფის არსებითსა და დამახასიათებელ თვისებებს გვიხატავს.
ილიას ლუარსაბ თათქარიძე გამოგონილი პიროვნებაა, რომელშიც ავტორმა შეაერთა ყველა ის თვისება, რაც 60–იანი წლების მუქთახორა ქართველ მემამულეებს ახასიათებდათ.
ლუარსაბის სახით ილიამ დაგვიხატა არა ერთი პიროვნება, არამედ ჯგუფი ადამიანთა საზოგადოებისა. „ათასია ჩემისთანა და ათასზე მეტი” – ამბობს თავის თავზე ლუარსაბი მოთხრობის წინასიტყვაობაში. „ვინც მაგასა ნახავს, – მითამ ჩვენ უნახივართ... მაგის შერცხვენა, ჩვენი შერცხვენაა”, – ამბობს ლუარსაბის გამომზეურებით შეშინებული ადამიანთა ხროვა, ხროვა იმ ადამიანებისა, რომლებიც ილიამ ლუარსაბის სახით დაგვიხატა.
„მეც ეგ მიხარია... კარგი ნიმუშია” – პასუხობს მათ ავტორი.
მწერალი განყენებულად კი არ ჩამოთვლის ადამიანთა ჯგუფის თვისებებს, არამედ მათ (ე.ი. თვისებებს) გამოგონილ და ცოცხალი სახით დახატულ კონკრეტულ პიროვნებაში აერთიანებს.
ტარიელ გოლუა, დავით დროიძე, გოგია უიშვილი, ბახვა ფულავა, ოსმან–აღა, დურმიშხანი და სხვა პერსონაჟები უფრო გვაინტერესებენ, რადგან თითოეულ მათგანს ერთი ჯგუფის, კოლექტივის თვისებები აქვს.
ამ მოვლენის შესახებ ილია თვითონვე მიგვითითებს: „მწერალმა თუ სხვა ხელოვანმა, რაც უნდა ზედმიწევნით და მშვენივრად გამოხატოს ერთი რომელიმე ცალკე სახელწოდებული კაცი,– ივანე თუ პეტრე, ყოველთვის უპირატესობა უნდა დაუთმოს მას, ვინც ზოგადის კაცის გამოხატვის შემძლებელია”.
ტიპურობა მარტო მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟებს როდი ახასიათებთ. ტიპური შეიძლება იყოს აგრეთვე ბუნება, ადგილი, სცენა, ადამიანის მოქმედების გარემო, მისი გარეგნობა და სხვ.
მასალებს ტიპის შესაქმნელად მწერალი ხშირად უშუალოდ იღებს ცხოვრების სინამდვილიდან.
ი. ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღში” გამოყვანილი ზაქროს და
კაკოს სახეების შექმნას ბიძგი მისცა ცხოვრების სინამდვილემ. მისმა პირადმა დაკვირვებამ, ნანახმა და გაგონილმა. ი. ჭავჭავაძის ნათესავი და მეგობარი კოხტა აფხაზი „კაკო ყაჩაღის” შექმნის შესახებ წერს:
„კაკო პირდაპირ ცხოვრებიდან არის აღებული. კაკო გახლავთ ერთი კარდანახელი გლეხი, ვინმე გაუხარაშვილი, რომელმაც მართლა ესროლა თავის ბატონს– რომელიღაც ვაჩნაძეს და ყაჩაღად გავარდა. იმალებოდა კარდანახის ტყეში და გამვლელ–გამომვლელს ცარცვავდა ხმა და სახელი დიდი ჰქონდა გავარდნილი. ერთხელ ილია სწორედ იმ გზით მოდიოდა ჩვენ კარდანახში, თან ახლდა მოსამსახურე ბიჭი. უცბად ერთ ალაგას წინ გადასდგომია შეიარაღებული გაუხარაშვილი და შეუჩერებია, გამოუკითხავს ვინაობა და მოგზაურობის მიზანი. რომ გაუგია ჭავჭავაძის გვარი, უკითხავს – ჭავჭავაძეს კარდანახში რა უნდაო. ბიჭს აუხსნია, რომ კარდანახში თავის ნათესავ აფხაზთან მიდისო. მაშინ ყაჩაღს თოფი დაუშვია ძირს და ილია მიუწვევია თავის ბინაზე, კარგა გამასპინძლებია და დაუთვრია კიდეც. ასე, რომ, როდესაც ილია ჩვენსა მოვიდა, ბარბაცებდა და და მარტო ამას გაიძახოდა ენის ბორძიკით: „დამაძინეთ, დამაძინეთო”. მეორე დღეს კი გვიამბო თავის თავგადასავალი, მხოლოდ დაუმატა, რომ გაუხარაშვილი სულ ბატონებს სწყევლის და აგინებსო”.
ყაჩაღ გაუხარაშვილთან შეხვედრამ ილიას ბიძგი მისცა დაეწერა „კაკო ყაჩაღი”, შეექმნა კაკოს და ზაქროს სახეები. მაგრამ ილიამ „კაკო ყაჩაღში” მხოლოდ გაუხარაშვილი კი არ დაგვიხატა, არამედ მისი გაცნობით მიიღო მასალა უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხის ტიპის შესაქმნელად.
ტიპის შექმნაში დიდი მნიშვნელობა აქვს მწერლის გამოგონების უნარს. ადამიანთა ჯგუფის ცალკეულ წევრთა თვისებების შეერთება ერთ გამოგონილ პიროვნებაში თავისთავად მწერლის მხატვრული ფანტაზიის ნაყოფია.
რუსი მწერალი ტურგენევი გვაცნობს, თუ როგორ აგროვებდა მასალებს ცალკეულ ადამიანთა თვისებების, ტიპისა და მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის შესაქმნელად:
„ცხოვრებაში მე ვხვდები, მაგალითად, რომელიმე თეკლე ანდრიას ასულს, რომელიმე პეტრეს, რომელიმე ივანეს და წარმოიდგინეთ, რომ უცებ ამ თეკლე ანდრიას ასულში, ამ პეტრეში, ამ ივანეში მე მაკვირვებს რაღაც განსაკუთრებული, ის, რაც მე არ მინახავს და არც სხვებისგან გამიგონია; მე მას ვაკვირდები, ჩემზე იგი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს: მე ვფიქრდები და შემდეგ ეს თეკლე, ეს პეტრე და ეს ივანე შორდებიან, სადღაც უცხო მხარეში იკარგებიან, მაგრამ მათგან მიღებული შთაბეჭდილება ჩემში რჩება და იზრდება. მე ამ პირებს სხვა პირებთან ვაკავშირებ, შემყავს ისინი სხვადასხვა მოქმედების სფეროში და ჩემს წარმოდგენაში უკვე იქმნება მთელი ქვეყანა...”
ტიპურ ენას ან ტიპს ზოგადთან ერთად საკუთარი, ინდივიდუალური თვისებებიც ახასიათებს.
ილია ჭავჭავაძე ლუარსაბ თათქარიძეს გვიხასიათებს როგორც გონებადაჩლუნგებულს, ძალზე ზარმაცს, ზანტსა და მოდუნებულს და გვიხატავს მას თავისებური გარეგნობით: ღიპით, დასისხლიანებული თვალებით, მსხვილი ფეხებით.
„უნდა გენახათ რა ლამაზი იყო ჩვენი ლუარსაბი: ფეხშიშველა, ლურჯი კალმუხის ქუდით თავზედ, წითელ პერანგის და მის განუშორებელ ამხანაგის ანაბარა, გულგადაღეღილი, ფაშვიანი, ჩიბუხით ხელში”.
არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა ქართველ მემამულეს ახასიათებდა „დასისხლიანებული თვალები”, ღიპი და სხვ. აქ ჩამოთვლილი თვისებები ლუარსაბის ინდივიდუალური თვისებებია. ამ თვისებების საშუალებით გვიხატავს ავტორი ლუარსაბს, როგორც ცოცხალ ადამიანს და იმავე დროს ინდივიდუალური თვისებების ჩვენების გზით ილიას მუქთახორა ადამიანის ზოგადი თვისებების გათვალისწინებისაკენ მივყავართ.
იხ. აგრეთვე: გმირული სახე, მხატვრული სტილი, ნატურალიზმი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
7 ტონური ლექსთწყობა |
▲ზევით დაბრუნება |
ტონური ლექსთწყობა
ბერძნ. ხმა
ლექსთწყობა, რომელიც მახვილიან მარცვალთა რაოდენობას ემყარება
ერთმარცვლიანზე მეტ სიტყვაში გვხვდება ერთი მახვილიანი და დანარჩენი უმახვილო
მარცვლები. მაგ: სიტყვაში „მოწაფე” პირველი მარცვალი „მო” მახვილიანი მარცვალია,
უფრო მკვეთრად ისმის, უფრო ხმიანია, დანარჩენი ორი მარცვალი კი უმახვილოა.
ტონური ლექსთწყობა იმით განსხვავდება სილაბურისაგან, რომ სილაბური ემყარება
მარცვალთა საერთო რაოდენობას, ტონური კი მხოლოდ მახვილიან მარცვალთა რაოდენობას.
მაგ: ქვემოთ მოყვანილ ტაეპებში ოთხ–ოთხი მახვილიანი მარცვალია(მახვილიანი მარცვალი
ხაზგასმით გვაქვს აღნიშნული).
„სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი,
იხ. აგრეთვე: თავისუფალი ლექსი, სილაბური ლექსთწყობა, ტაეპი, ქართული ლექსთწყობა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე, როცა არ მახურავს ღამეში საბანი” - (პ. იაშვილი).
ასეთ ლექსთწყობას სილაბურთან საერთო არაფერი აქვს. სილაბურისათვის სავალდებულო
მარცვალთა საერთო რაოდენობით თანაბრობა აქ დარღვეულია, რადგან პირველ ტაეპში 12
მარცვალია, მეორეში – 18 და მესამეში – 17.
![]() |
8 ტრაგედია |
▲ზევით დაბრუნება |
ტრაგედია
ისეთი დრამატული ნაწარმოები, რომელიც გვიხატავს დიადი მიზნის მქონე ადამიანის
თავგანწირულ და სახიფათო ბრძოლას უდიდეს დაბრკოლებებთან, რაც იწვევს მაყურებელში
ღრმა თანაგრძნობას. ტრაგედია ძველ საბერძნეთში წარმოიშვა I-საუკუნეში ჩ. წ–მდე. ტრაგედია ბერძნულად
ნიშნავს თხის სიმღერას(ტრაგოს– თხა, ოდა ან ედე – ხოტბა, სიმღერა). ეს სახელი
დაერქვა დრამატულ ნაწარმოებს იმის გამო, რომ პირველ ხანებში ტრაგედია შედგებოდა
დითირამბებისაგან, რომელსაც დიონისესადმი მსხვერპლად შეწირული და სამსხვერპლოზე
უკვე ალმოდებული თხის გარშემო მღეროდნენ. ტრაგედიის გმირი ძლიერი ნების ადამიანია. მის მიერ დასახული მიზანი დიდია, ხშირად
საკაცობრიო მნიშვნელობისაა. გმირის ბრძოლა დაბრკოლებებთან, უმეტეს შემთხვევაში,
სამართლიანია.
ძველი ბერძნული ტრაგედიის უდიდესი შემოქმედნი იყვნენ: ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე. ესქილეს (525– 456) ტრაგედიებში ადამიანის მაღალ მისწრაფებას წინ ეღობება
ბედისწერა. ადამიანის ბედი უცვლელი და უძლეველია. მისი გმირები წინდაწინვე არიან
ბედისაგან განწირულნი და ამის გამო არავითარ წინააღმდეგობას არც შეუძლია ბედის მიერ
გამეტებული ადამიანის დაღუპვისაგან გადარჩენა. ესქილეს პრომეთე ღმერთებს ებრძვის თავისუფლებისათვის, ადამიანთა კეთილდღეობისათვის.
ამის გამო იგი იწვევს მაყურებელთა თანაგრძნობას. გმირი აწყდება ისეთ
წინააღმდეგობებს, რომლებიც ხელს უშლის მიზნის მიღწევას. ეს იწვევს ტრაგედიის გმირის
ტანჯვას და აძლიერებს მაყურებელში მისადმი თანაგრძნობას. ბოლოს წინააღმდეგობა
თანდათან იზრდება. იგი დაღუპვით ემუქრება გმირის არსებობას. ეს იწვევს მაყურებელში
შიშს. დაბრკოლება ტრაგედიაში ისეთი ძალის შემცველი ხდება, რომ იგი პიესის დასასრულს
უფრო ხშირად იწვევს გმირის დაღუპვას.
ამ აზრის გამოხატვისას სოფოკლეს ტრაგედიებში შემცირებულია „ბედის” მნიშვნელობა.
„ბედი” ღუპავს ადამიანს, მაგრამ თვითონ იგი (ბედი) ბრმა, უსამართლო და ზიზღის
აღმძვრელია.
ევრიპიდე (480–406) დიდ ყურადღებას აქცევს ტრაგედიის გმირის ღრმა შინაგანი
განცდების გადმოცემას. მისი ტრაგედიის გმირები რელიგიის ნაცვლად საგვარეულო მორალის
წინააღმდეგ იბრძვიან. იგი „ორესტში” ველურობად გვიხატავს თემის დახავსებულ მორალს.
ძველმა ბერძნულმა ტრაგედიამ რელიგიურის ნაცვლად თანდათან გამოხატა ჰუმანური
შინაარსი. ძველი თეატრის სცენა არ იყო ისე მოწყობილი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო
მოქმედების გადატანის დროს სხვადასხვა ადგილისა და ვითარების ჩვენება. დეკორაციის
სიმარტივემ გამოიწვია ადგილის ერთიანობა. მთელი მოქმედება ერთ ადგილზე იყრებოდა და
იქვე მთავრდებოდა. მოვლენებს, რომელნიც სცენის გარეშე ხდებოდა და რომელთა გაცნობაც
აუცილებელი იყო მაყურებლისათვის, არ უჩვენებდნენ, – მოამბეები მოუთხრობდნენ მათ
შესახებ.
ტრაგედიის განვითარებაში უდიდესი საქმე გააკეთა შექსპირმა. მისი მოქმედი პირები
აღარ თვლიან თავს ბედის კანონის შემსრულებელ ბრმა იარაღად. ისინი თვითონვე აძლევენ
მიმართულებას თავიანთ ცხოვრებას, თვითონვე ქმნიან საკუთარ „ბედს” თავიანთი
ნება–სურვილისა და არსებული ვითარების შესაბამისად. ადამიანის ბუნებისა და მთელი
ცხოვრების განვითარების რთული პროცესის ჩვენების მიზნით შექსპირმა დაარღვია სამი
ერთიანობის კანონი. ერთი მოქმედების, ერთი კონფლიქტის ნაცვლად მის ტრაგედიებში
მოცემულია მთელი რიგი წინააღმდეგობა მრავალრიცხოვან პერსონაჟებს შორის. შექსპირმა
მთელი სიღრმითა და სისრულით დაგვიხატა ადამიანთა კონფლიქტები და ხასიათები,
დაგვიხატა ისინი მათ წარმოშობასა და განვითარებაში და არ შეზღუდულა გმირის
მზამზარეული ხასიათისა და კონფლიქტის მხოლოდ დაძაბული მომენტიდან ჩვენებით – ამ
მიზნის განსახორციელებლად მან გადალახა ადგილისა და დროის ერთიანობის ზღუდეები. მის
ტრაგედიებში მოცემულია პესონაჟთა, მოქმედ პირთა ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი.
მოქმედება სხვადასხვა ადგილზე წარმოებს: „ჰამლეტში” მოქმედების ადგილი ოცჯერ
იცვლება, „მაკბეტში” 28 სცენაა. შექსპირის ტრაგედიების შინაარსი მრავალფეროვანია.
მათში მრავალი მოქმედი პირია. შექსპირის ტრაგედიაში, ტრაგიკულ სცენებთან ერთად,
უხვად გვხვდება გროტესკული და კომიკური ეპიზოდებიც.
ყველა იმ სიახლემ, რაც შექსპირმა შეიტანა ტრგედიებში, ხელი შეუწყო შექსპირის
მოწინავე იდეების მთელი სიღრმითა და სისრულით გამოხატვას; მისი პიესები შემდეგ
ეპოქებში სანიმუშოდ მიიჩნიეს სასცენო ხელოვნებისათვის.
იხ. აგრეთვე: ახალი პოემა, ახალი ტრაგედია, ბესიკური, დრამა, ეპიზოდი, კლასიციზმი,
კომედია, რეალიზმი, ტრაგიკული სახე, ძველი ტრაგედია
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
9 ტრაგიკული სახე |
▲ზევით დაბრუნება |
ტრაგიკული სახე
ადამიანის ისეთი ტიპი, რომელიც განწირულ ბრძოლას აწარმოებს უმძიმეს და, უფრო ხშირად, გარდუვალ დაბრკოლებებთან
იხ. აგრეთვე: ტრაგედია
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
10 ტრიოლეტი |
▲ზევით დაბრუნება |
ტრიოლეტი
ლექსი, რომლის ყოველი სტროფი (ხანა) რვა–რვა ტაეპისაგან შედგება და ყოველი სტროფის
სამი ტაეპი – პირველი, მეოთხე და მეშვიდე ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებს.
მაგ: 1. „ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
2. ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.
იხ. აგრეთვე: სტროფი, ტაეპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
3. შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა,
4. ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
5. მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა,
6. ვტიროდი ხარბად – მარტოობით ნაალერსალი.
7. ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
8. ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი”. - (ვ. გაფრინდაშვილი).
![]() |
11 ტროპი |
▲ზევით დაბრუნება |
ტროპი
გადატანითი მნიშვნელობით ნახმარი სიტყვები და გამოთქმები.
ზოგიერთი სიტყვა, ფრაზა გამოთქმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგება, ზოგჯერ კი ზემოაღნიშნულს (სიტყვას, ფრაზას, გამოთქმას) გადატანითი მნიშვნელობა აქვს. „ტროპი” ბერძნული სიტყვაა და პირდაპირი გაგებით შემოვლას, ე.ი. გადაკრულად რამეს თქმას ნიშნავს. ყოველდღიურ მეტყველებაშიც ხშირად ვხვდებით გადატანითი მნიშვნელობით ნახმარ სიტყვებს და ზოგჯერ გამოთქმებს: ღვინით გალეშილ კაცზე ამბობენ –
„უწვიმიაო”, პუდრით შეთითხნილ ქალზე ამბობენ – „უთოვიაო”
„რუსუდანიანში” არის ერთი ადგილი, რომელიც გვიხატავს ხელმწიფის დატირებას:
„იყო დიდი ზრუნვა და ტირილი. გრგვინავდნენ ვითაცა და დუღდნენ ვითა ქვაბი”.
ქვაბის დუღილი არ შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ, რადგან პირდაპირი მნიშვნელობით გაგების დროს ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ქვაბი და მასში მოთავსებული სხეულის, წყლის, საჭმლის და სხვა სხეულის დუღილის დამახასიათებელი ფიზიკური მოვლენა.
იხ. აგრეთვე: გაპიროვნება, დახასიათება, ევფემიზმი, მეტაფორა, მეტონიმია, მხატვრული შედარება.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977