ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი





წინამდებარე ლექსიკონში ანბანურადაა დალაგებული ტერმინები, ცნებები და პერსონალიები, რომლებიც გამოადგებათ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

ლექსიკონი შედგენილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის თეა შუბითიძის მიერ და ეფუძნება მიხეილ ჭაბაშვილის, პიერო პეტროზილოს, ილია აბულაძის, აკაკი შანიძის, ივანე იმნაიშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, ნოდარ ნათაძის და სხვა ავტორთა ლექსიკონურ წყაროებს.

1 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ს-ქ

▲back to top


1.1 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ს

▲back to top


1.1.1 სააბატო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სააბატო

ენტომოლ. გვიანლათ. abbatìa (არამ. ‘abbà)

იტალ. Abbazia

მოწესეთა საკრებულო, რომელსაც წარმართავს აბატი ან აბატისა და დამოუკიდებელია ეპისკოპოსის იურისდიქციისაგან. ამავე სახელწოდებას ატარებს სააბატო საკრებულოს კუთვნილ შენობათა კომპლექსი. თავდაპირველად სააბატოები სრულიად დამოუკიდებელი იყო ერთმანეთისაგან, მათი ცენტრალიზების პროცესი დაიწყო X საუკუნეში, კლუნის სააბატოს დაარსების შემდეგ. სააბატოს მართვაში აბატს ეხმარება მონასტრის კაპიტულუმი და უხუცესთა საბჭო. შუა საუკუნეებში, როდესაც სააბატო ფეოდად მიიჩნეოდა, ხშირად სააბატოს დაარსების ნებართვას გასცემდა ხელმწიფე – ინვესტიტურის მეშვეობით. ამჟამად ასეთი ნებართვის გაცემა მხოლოდ პაპს შეუძლია.

იხ. აგრეთვე: აბატი, აბატისა, ეპისკოპოსი, რელიგია

წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4

1.1.2 საავტორო უფლებები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საავტორო უფლებები

ინგლ. copyright

საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს რაიმე ობიექტური ფორმით. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში. საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა. საავტორო უფლების მფლობელს უფლება აქვს ნაწარმოები რეგისტრაციაში გაატაროს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ რეესტრში. რეგისტრაციის შემდეგ რეგისტრანტს ეძლევა სერტიფიკატი, რომელიც თავისთავად არ წარმოშობს ავტორობის პრეზუმფციას. განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელს თავისი უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან:

ა) ლათინური ასო C წრეწირში: ©;

ბ) განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის სახელი (დასახელება);

გ) ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.1.3 საარჩევნო კამპანია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საარჩევნო კამპანია

„საარჩევნო კამპანიის“ ცნება რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება:

ა) ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით ესაა გარკვეული პერიოდი ქვეყნის ცხოვრებაში, რომელიც ემთხვევა არჩევნებს ამა თუ იმ წარმომადგენლობით დაწესებულებებში, და ამასთან დაკავშირებული პოლიტიკური ცხოვრების საერთო გააქტიურება.

ბ) სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით - ესაა კანონით ზუსტად განსაზღვრული დრო, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს არჩევნებს და როდესაც მოქმედებს საარჩევნო პროპაგანდის სპეციალური რეჟიმი. სწორედ ამ პერიოდში ყველაზე დიდ მასშტაბებს ღებულობს წინასაარჩევნო მუშაობა, არჩევნებთან დაკავშირებით იქმნება სპეციალური ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც მიზნად ისახავენ ხელი შეუწყონ ამა თუ იმ პარტიის ან კანდიდატის გამარჯვებას.

გ) და ბოლოს, როდესაც ლაპარაკია კანდიდატზე ან რომელიმე პარტიაზე, საარჩევნო კამპანია ესმით როგორც პროპაგანდისტულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელსაც ატარებენ თვითონ კანდიდატები და პარტიები, ან სხვა ორგანიზაციები მათ მხარდასაჭერად, მიუხედავად ამ კამპანიის ჩატარების ვადებისა.

იხ. აგრეთვე: საჯარო პოლიტიკა

წყარო: მაცაბერიძე მალხაზ, არჩევნები და პოლიტიკური მარლეტინგი. / საქ. ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი – თბ., 1997

1.1.4 საარჩევნო სისტემა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საარჩევნო სისტემა

ნორმების, წესებისა და მეთოდების მოწესრიგებული ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ხელისუფლების არჩევითი და სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების წარმოქმნის გზებს, ფორმებსა და მეთოდებს. ს.ს-ის საფუძვლები, როგორც წესი კონსტიტუციით განისაზღვრება და სპეციალური კანონმდებლობით კონკრეტდება. ასეთი სამართლებრივი ნორმების ერთობლიობას საარჩევნო სამართალი ეწოდება. ეს უკანასკნელი არეგულირებს როგორც მის აქტიურ ფორმას, ე.ი. მოქალაქეთა უფლებას არჩევის შესახებ, ასევე მის პასიურ ფორმას, ანუ მოქალაქის უფლებას, იყოს არჩეული. საყოველთაო, თანასწორუფლებიანი საარჩევნო სამართლის არსებობა დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანია. ს.ს. შეიძლება ითვალისწინებდეს ერთსაფეხურიან ან ირიბ, მრავალსაფეხურიან არჩევნებს. ეს უკანასკნელი აისახება, მაგ., აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებისას, რომელსაც ხალხი ირჩევს არა უშუალოდ, არამედ მათ მიერ არჩეული სპეციალური პირების - ამომრჩევლების საშუალებით. ხმათა დათვლისა და კენჭისყრის შედეგად ადგილების მიხედვით გამოარჩევენ მაჟორიტარულ, პროპორციულ და შერეულ ს.ს-ებს. პირველ შემთხვევაში განისაზღვრება ყოველი პარტიის (ორგანიზაციის, მოძრაობის) და მათი ბლოკების მიერ მიღებული ხმების პროცენტი და, შესაბამისად, დეპუტეტების რაოდენობა. მეორე შემთხვევაში ყოველ საარჩევნო უბანში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი ან კანდიდატთა სია, ვინც დააგროვა ხმათა შეფარდებითი ან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა. შერეული სისტემის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ამჟამინდელი ს.ს.

იხ. აგრეთვე: მაჟორიტარული სისტემა, პარლამენტი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.1.5 საბანისძე იოანე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საბანისძე იოანე

მწერალი.

VIII საუკუნის ქართველი მწერალი, ჰაგიოგრაფი, ავტორი "აბო თბილელის წამებისა", რომელშიც აღწერილია არაბი ჭაბუკის აბოს მარტვილობა, ქრისტიანობისათვის მისი თავდადება. "აბოს წამებას" დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. თხზულებას წამძღვარებული აქვს სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე და თავისი პასუხი. კათალიკოსის მოკრძალებული ტონი გვაფიქრებინებს, რომ იოანე საბანისძე საერო პირი უნდა ყოფილიყო. მის თხზულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არაბთა ბატონობით შევიწროებული და ეროვნული გადაგვარების საფრთხის წინაშე მდგომი ქართველებისათვის. იოანე საბანისძისათვის დამახასიათებელია მკაცრად გააზრებული კომპოზიცია, თხრობის ლაღი და ხატოვანი მანერა, ღრმა დრამატიზმი. თხზულება შესანიშნავი ისტორიული წყაროა VIII საუკუნის ქართლის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების, ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეალების, საზოგადოებრივი ყოფის შესასწავლად, ჩვენამდე მოღწეულია X საუკუნის ხელნაწერით. იგი პირველად გამოსცა მ. საბანიანმა (1882), მეორედ - კ. კეკელიძემ (1935). ნათარგმნია რუსულად და გერმანულად - შულცეს (1905) და ლათინურად - პეეტერსის მიერ.

იხ. აგრეთვე: კუალად, პერსონალია

წყარო: ბიოგრაფიული ლექსიკონი იოანე საბანისძე

1.1.6 საბოტაჟი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საბოტაჟი

ინგლ. sabotage

ფრანგ. Sabotage, saboter – ფეხსაცმლებით ბრახუნი

სამუშაოს შესრულების გარეგნული ფორმების დაცვით სამუშაოს ბოროტი განზრახვით ჩაშლა, რაიმეს შესრულებისთვის ფარულად ხელის შეშლა, დაბრკოლებების შექმნა.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.1.7 საგა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საგა

ლიტ.მცოდნ.

1. ძველი სკანდინავიური და ირლანდიური ხალხური საგმირო თქმულება.

2. საერთოდ, თქმულება, ლეგენდა.

იხ. აგრეთვე: ლეგენდა

წყარო: უცხო სიტყვათა ლექსიკონი, ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.8 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია

საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრებიც შეუძლიათ გახდნენ ტრანსნაციონალურ აქტორებს. უმთავრესი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აერთიანებენ მრავალ ანალოგიურ ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყნებიდა. ამის მაგალითია „საერთაშორისო ამნისტია“. ამგავრ ორგანიზაციათა წევრები ასევე შეიძლება იყვნენ კომპანიები და პარტიები, ასევე კერძო პირებიც

იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება

წყარო: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001

1.1.9 საერთაშორისო მენეჯმენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საერთაშორისო მენეჯმენტი

მენეჯმენტის განსაკუთრებული სახეობა, რომლის მთავარი მიზნებია ფირმის კონკურენტულ უპირატესობათა ფორმირება, განვითარება და გამოყენება სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესის წარმართვის შესაძლებლობათა და ამ ქვეყნების ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული, კულტურული და სხვა თავისებურებათა გამოყენების ხარჯზე.

იხ. აგრეთვე: მენეჯმენტი

წყარო: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8

1.1.10 საერთაშორისო სამართალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საერთაშორისო სამართალი

ტერმინი შემოტანილ იქნა 1780 წელს ინგლისელი მეცნიერის ჯერემი ბენთამის მიერ. განარჩევენ საერთაშორისო საჯარო სამართალსა და საერთაშორისო კერძო სამართალს. საერთაშორისო კერძო სამართალი არეგულირებს ინდივიდების უფლებებსა და მოვალეობებს თავისი სახელმწიფოს გარეთ (სხვა ქვეყნებში და საერთაშორისო არენაზე). საერთაშორისო საჯარო სამართალი განისაზღვრება როგორც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა სფეროში მოქმედი ქცევის იმ წესების ერთობლიობა, რომლებიც სახელმწიფოთა და საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტთა მიერ აღიარებულია იურიდიულად სავალდებულო ნორმებად და გამოხატავს სუბიექტთა საერთო ინტერესებს. ეს ნორმები თავს იჩენს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა თუ ჩვეულებებში და მათ შესრულებას უზრუნველყოფენ სუბიექტები ინდივიდუალურად ან კოლექტიურად. ს.ს-ს ისტორიულად სახელმწიფოები ქმნიდნენ. XXს-ის მეორე ნახევარში საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტუნარიანობა მიენიჭა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხებს; სახელმწიფოს მაგვარ წარმონაქმნს (მაგ., ვატიკანი 1929 წლიდან). ს.ს-ის სრულუფლებიან სუბიექტად დღესაც მხოლოდ სუვერენული სახელმწიფო ითვლება. სწორედ სახელმწიფოები ქმნიან და იცავენ საყოველთაო ს.ს-ში ჩამოყალიბებულ საერთაშორისო მართლწესრიგს.

შიდასახელმწიფოებრივი სამართლისაგან ს.ს. (აქ და ქვემოთ ყველგან საერთაშორისო საჯარო სამართალი იგულისხმება) მრავალი თავისებურებით განსხვავდება: ა) ფიზიკური პირი, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ძირითადი სუბიექტია, არ მონაწილეობს საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში; ბ) ს.ს. არეგულირებს მთავრობათშორის ურთიერთობებს, ე.ი. იმ ურთიერთობებს, რომლებშიც სახელმწიფოები მონაწილეობენ როგორც უზენაესი სუვერენული ხელისუფლების მქონე ერთეულები. სახელმწიფოში მოქმედი სხვა ელემენტები - პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები - მოკლებული არიან საერთაშორისო-სამართლებრივ სუბიექტუნარიანობას, რაც არ გამორიცხავს მათ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო არასამთავრობოთაშორის ურთიერთობებში; გ) ს.ს-ის ნორმებს სახელმწიფოები და სხვა სუბიექტები ურთიერთშეთანხმებით ქმნიან. არ არსებობს ცენტრალიზებული, სახელმწიფოებზე მაღლა მდგომი საკანონმდებლო ორგანო; დ) სახელმწიფოები თუ სხვა სუბიექტები იცავენ იმ ნორმებს, რომლებიც თვითონვე დააწესეს და რომელთაგან უმთავრესია შემდეგი - დაზარალებული სახელმწიფო უფლებამოსილია თავისი ძალებით ან სხვა სახელმწიფოებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით დაიცვას შელახული უფლებები. თანამედროვე ს.ს-ს საყოველთაო ხასიათი აქვს, იგი დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა კონტინენტის ყველა სუვერენულ სახელმწიფოს მოიცავს. ეს შესაძლებელი გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კაპიტალისტური და სოციალისტური კოლონიური სისტემების მსხვრევისა და საერთაშორისო მართლწესრიგის დემოკრატიულ საწყისებზე გადაყვანის შედეგად.

ს.ს-ის რეგულაციის სფერო დღითი დღე იზრდება, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ს.ს-ის დარგების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: დიპლომატიური და საკონსულო სამართალი, საზღვაო სამართალი, საჰაერო სამართალი, კოსმოსური სამართალი, საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი; განსაკუთრებული აქცენტი გადატანილია ადამიანის უფლებათა დაცვაზე, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარგებად ჩამოყალიბდა.

იხ. აგრეთვე: პარლამენტი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.1.11 საერთაშორისო წითელი ჯვარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საერთაშორისო წითელი ჯვარი

ინგლ. International Red Cross

არასამთავრობო საერთაშორისო, დამოუკიდებელი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების დროს მასში მონაწილე მხარეებს შორის ნეიტრალურ შუამავლად გამოდის. ორგანიზაცია აერთიანებს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებებს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც 1863 წელს ჩამოყალიბდა, და 1919 წელს ჩამოყალიბებულ წითელი ჯვრის ფედერაციას. სწჯ-ს მხოლოდ ჰუმანიტარული მისია აკისრია, რომელიც გულისხმობს ომისა და ქვეყნის შინააშლილობის მსხვერპლთა სიცოცხლისა და ღირსების დაცვას და მათთვის დახმარების გაწევას. კომიტეტი ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს წითელი ჯვრის მოძრაობას, საერთაშორისო ჰუმანიტარულ საქმიანობას შეიარაღებული კონფლიქტების დროს; იგი ცდილობს, ადამიანებს ააცილოს ტანჯვა ჰუმანიტარული სამართლისა და ზოგადსაკაცობრიო ჰუმანიტარული პრინციპების განტკიცებით, ომის წარმოების მეთოდებისა და საშუალებათა შეზღუდვით ან აკრძალვით და ყოველივე ამის შესახებ ცოდნის გავრცელებით. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კომიტეტი და ეროვნული საზოგადოებები წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციასთან ერთად აყალიბებენ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობას, რომელსაც ასევე ,,სწჯ-ს“ უწოდებენ.

იხ. აგრეთვე: არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია

წყარო: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

1.1.12 საერთაშორისო ხელშეკრულება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საერთაშორისო ხელშეკრულება

ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ან სხვა სუბიექტების შეთანხმება უფლებათა და ვალდებულებათა ჩამოყალიბების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ასეთ შეთანხმებას შეიძლება ეწოდოს კონვენცია, პაქტი, ოქმი, ხელშეკრულება, შეთანხმება და სხვ., მაგრამ მიუხედავად სახელწოდებისა, მათი იურიდიული ძალა თანაბარია. ს.ხ-ის მხარედ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის სუბიექტები გვევლინებიან, ძირითადად, სახელმწიფოები. საერთაშორისო ჩვეულებისაგან განსხვავებით ხელშეკრულებას წერილობითი ფორმა აქვს და მკაფიოდ ასახავს მხარეთა პოზიციას. ზეპირი, ე.წ. ჯენტლემენური შეთანხმებები, რომლებიც წარსულშიც ნაკლებად გამოიყენებოდა, საერთაშორისო ურთიერთობათა პრაქტიკაში თითო-ოროლა შემთხვევის გარდა აღარ გვხვდება.

იხ. აგრეთვე: პარლამენტი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.1.13 საერთო ენის გამონახვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საერთო ენის გამონახვა

შეთანხმება, შეგუება, საერთო აზრის გამომუშავება.

სინონიმი: საერთო ენის მოძებნა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ს

1.1.14 საერთო ენის გამონახვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საერთო ენის გამონახვა

შეთანხმება, შეგუება, საერთო აზრის გამომუშავება.

სინონიმი: საერთო ენის მოძებნა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ს

1.1.15 სათემო ორგანიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სათემო ორგანიზაცია

საქართველოში ტერმინი „თემი" ძირითადად ტერიტორიულ ერთეულთან ან ადგილობრივ საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან ასოცირდება. მაგალითად ხევსურული თემი და ა. შ.

დროთა განმავლობაში, „თემის“ მნიშვნელობა გაფართოვდა და საერთო ინტერესების, ღირებულებების მქონე ადამიანების ერთობად იქცა. მაგალითად შშმ პირთა ორგანიზაციები, პედაგოგთა ან მშობელთა ორგანიზაციები და ა.შ. ასეთი ორგანიზაციები ძირითადად თემის წევრთა უფლებების მიმართულებით მუშაობენ. ეს შეიძლება იყოს განათლება, სოციალური თუ ჯანდაცვის სფეროები.

თუმცა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც უფრო გავრცელებულია გეოგრაფიული ტიპის ერთობები. მათ წევრებს, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე, ერთნაირი ინტერესი, პრობლემები, სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ და სწორედ მათი მოგვარების მიზნით, ერთობლივად მუშაობენ.

ამ პრინციპით შექმნილი ერთობები მცირე ზომის ორგანიზაციებია, რომელთა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმით არის რეგისტრირებული, ნაწილს კი, საინიციატივო ჯგუფის სახე აქვს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი საქმიანობა მრავალფეროვანია და უკავშირდება ადგილებზე არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებს, გარემოს დაცვას, ტრადიციულ რეწვას, ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას და ა.შ. (ვრცლად სათემო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ).

სადაც სათემო ორგანიზაციები მუშაობენ, მოსახლეობა სოციალურად აქტიურია და თემის წინაშე არსებული პრობლემების (ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.) წამოწევასა და მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

1.1.16 საკანონმდებლო ხელისუფლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საკანონმდებლო ხელისუფლება

ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლის ძირითადი ფუნქციაა კანონშემოქმედება პარლამენტში არჩეული დეპუტატების მეშვეობით. კანონშემოქმედება არ არის პარლამენტის ერთადერთი ფუნქცია. ს.ხ. ამტკიცებს მთავრობას, ბიუჯეტს და ასრულებს სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ფუნქციებს. ს.ხ. წარმოიშვა შუა საუკუნეების საკრებულოებისაგან, რომლებიც სათათბირო ინსტიტუტების სახით არსებობდა მეფეების კარზე. ს.ხ-ის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც რიგ ევროპულ ქვეყნებში რევოლუციური გარდაქმნების შედეგად განხორციელდა ხელისუფლების დეკონცენტრაცია და პარლამენტმა დამოუკიდებელი სახელისუფლებო ფუნქცია შეიძინა.

იხ. აგრეთვე: პარლამენტი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.1.17 საკურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საკურა

ბოტ.

იაპ.

იაპონური მცენარე - ალუბლის ერთ-ერთი სახესხვაობა; აქვს თეთრი ყვავილი, ნაყოფი ძალიან წვრილი (არ იჭმება).

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.18 სალამური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სალამური

საქართველოსი ფართოდ გავრცელებული უძველესი ქართ. ჩასაბერი სამუსიკო საკრავი. მისი წინამორბედია 1935-37 მცხეთის მიდამოებში არქეოლ. გათხრებისას აღმოჩენილი გედის წვივის ძვლებისაგან დამზადებული პატარა ს. რომელიც ძვ. წ. XV-XIV სს-ით თარიღდება. თანამედროვე ს. მზადდება თუთის ხისა და ლელქაშისაგან. ს. ორგვარია: უენო და ენიანი. ზედაპირზე ამოჭრილია 6-7 თვალი ზურგის მხარეს. ბგერათრიგი დიატონურია, მოქცეულია ერთ ოქტავაში. ტემბრი რბილი და მსტვინავია. იცვლება ჩაბერვის ძალის მიხედვით. გადაბერვით ს-ის დიაპაზონი იზრდება. ს. მწყემსური საკრავია. თანამედროვე ს. იმდენად გაუმჯობესებულია რომ მასზე ვირტუოზულ ნაწარმოებებსაც ასრულებენ (ო. კელაპტრიშვილი და სხვ.) გ. ჩხიკვაძე

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.1.19 სალახანა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სალახანა

საქმის თავის ამრიდებელი, ცუღლუტი, ავარა.

„სალახანა კაცია, ეგრე დაეთრევა კარი-კარ, საცა მაღალ ჭერ დაინახამს, ჩემი სახლიაო იძახის“.

წყარო: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.

გარყვნილი, გაფუჭებული. გასქუებული. „რასაც მოახელებდნენ, აგებდნენ ქაღალდსა და ყომარბაზობაში სალახანა ქუჩის ბიჭ – ბუჭებთან“ (რ. ფავლენ., „მოამბე,“ 1896 წ., № 1, გვ. 40). დ. ჩ. – ი სალახანას სასალახოს ადარებს. დ. ჩ. – ს ახსნა სხვანაირია Бойная.

ს ა ლ ა ხ ა ნ ა ადგილი იმ მკვლელებისა, სადაც ოთხფეხი საქონელი იკვლება. „ქვეყანაზე მრავალგვარი ავკაცობაა, მრავალგვარი სულმდაბლობა და სალახანობა“ (ილია, „ივ“., 1888 წ., № 16, მეთ.).

. ს ა ლ ა ხ ა ნ ა – მიეთ – მოეთი, შენ – ჩემი, მასხარა, ანუ სახალხო, „სანამ მე თქვენ, მანამ არ დამიბერდეთო, პოლიტეხნიკუმს ვაშენებ მყრალ სალახანის გვერდითო“ (ნოშრევანიძე – ნოშ. მერკვილაძე, ალმ., „კონდახი“, 1913 წ., №2, გვ. 4). „დახედე იმ სალახანას, კაცად ხომ არ ჩამაგდებს“ („არსენას“ ვარიანტი, ჩემთან დაცული ხელნ“). „ეგ რაღა ძველი უცნაური აზრებია, დუქანში სალახანების გასართობად მოგონილი“ (ივ. მაჩაბ., „ოტელო“, 1888 წ., გვ. 36).

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.1.20 სალმონელოზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სალმონელოზი

ბერძნ. Salmonella, osis – მდგომარეობა

სალმონელებით ინფიცირებული საკვების მიღებით წარმოქმნილი მწვავე ინფექციური დაავადება, რაც ვლინდება მწვავე გასტრიტის, გასტროენტერიტის ან გასტროენტეროკოლიტის სახით. გამოირჩევა ხანგრძლივი მტარებლობით.

იხ. აგრეთვე: გასტროენტერიტი, გასტროენტეროკოლიტი

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.1.21 სალტაციონიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სალტაციონიზმი

ლათ. saltacium – ხტუნვით

ახალი სახეობების, გვარების და სხვა სისტემატიკური კატეგორიების ჩამოყალიბება მყისიერად, ნახტომისებური გარდაქმნების შედეგად.

იხ. აგრეთვე: გრადუალიზმი, ევოლუცია

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.1.22 სალფეთქი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სალფეთქი (ბარბარიზმი)

რუს. салфетка

ხელსახოცი, ხელსაწმენდი

სინონიმი: სალფეტკი

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი სალფეთქი (ბარბარიზმი)

1.1.23 სამართლებრივი სახელმწიფო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სამართლებრივი სახელმწიფო

დემოკატიული სახელმწიფოს პოლიტიკური რეჟიმის სახეობა, რომელიც კანონის სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ ბუნებრივ, განუყოფელ, ადამიანისა და ხალხების საყოველთაო უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელ დაცვას ემყარება. ს.ს. დემოკრატიული და ჰუმანური სამართლებრივი ნორმებით თვითშეზღუდული სახელმწიფოა. შეუთავსებელია მისი არსებობა უსამართლობასთან, თვითნებურ მმართველობასა და დიქტატურასთან, პოლიტიკაში სუბიექტივიზმსა და თვითნებობასთან, რაც ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმებისათვის არის დამახასიათებელი დანაშაულებრიობის თარეშთან და კორუფციასთან, ფარულ პოლიტიკურ ინტრიგებსა და კლანურობასთან და სხვ. ასეთი სახელმწიფოს სოციალურ საფუძველს სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს, რომლის ცნობის გარეშე არც სახელმწიფო და არც კანონი ლიგიტიმურად არ ითვლება. სწორედ სახელმწიფო და სამართლებრივი ნორმების ლეგიტიმურობა იძლევა სამოქალაქო საზოგადოებაში კანონიერებისა და სამართალწესრიგის დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტიას. ს.ს.-ს კონცეფცია სახელმწიფოსა და საზოგადოების გაუცხოებისა და მათი ურთიერთდაპირისპირების წინააღმდეგ გამოდის, ამასთან ერთად, სამართლებრივ საფუძველზე მათი ჰარმონიური ურთიერთობის აუცილებლობას აღიარებს. ს.ს.-ს უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს ხელისფლების სამი ძირითადი რგოლის - წარმომადგენლობითის (საკანონმდებლო) აღმასრულებისა და სასამართლოს რეალური დანაწილება, ურთიერთქმედება და ურთიერთკონტროლი სასამართლო ხელისუფლების განსაკუთრებული როლით, რომელიც კანონიერებისა და კანონის დაცვის გარანტად გამოდის.

იხ. აგრეთვე: პარლამენტი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.1.24 სამაროვანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სამაროვანი

ძველი სასაფლაო

წყარო: ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008.

1.1.25 სამასვალი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სამასვალი (ბარბარიზმი)

რუს. самосвал

თვითმცლელი

სინონიმი: სამოსვალი

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი სამასვალი (ბარბარიზმი)

1.1.26 სამოთრაკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სამოთრაკი

ბერძნ. Σαμοθράκη

კუნძული ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში. ეკუთვნის საბერძნეთს. კუნძულის ფართობია 178 კმ², სიმაღლე კი 1 611 მ-მდე. აგებულია გნაისებით, ამფიბოლიტებითა და მარმარილოებით. კუნძულზე არის მინერალური წყაროები. სამოთრაკიაზე გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ბუჩქოვანი მცენარეულობა, გვხვდება მუხის კორომები. მცხოვრებლები აშენებენ ზეთისხილს, აშენებენ თხებს, მისდევენ მეთევზეობას. კუნძულის უმსხვილესი დასახლებული პუნქტია სამოთრაკი.

არგონავტები ლემნოსის მახლობლად მდებარე კუნძულ სამოთრაკზე გადავიდნენ და ჰეფესტოს ხელქვეით ღვთაებებს, ე. წ. კაბირებს ფარული მისტერია აღუსრულეს. პოეტი ამის შესახებ სამწუხაროდ არაფერს ამბობს

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XII, ლემნოსი, ჰეფესტო

წყარო: ვიკიპედია სამოთრაკი

1.1.27 სამოქალაქო განათლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სამოქალაქო განათლება

კომპლექსური და სისტემიზირებული ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფოს დანიშნულების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, სახელმწიფოს, მოქალაქის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. შეიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე აღმზრდელობით ფუნქციებს.

სამოქალაქო განათლება უდიდეს როლს თამაშობს მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ადრეული ასაკიდანვე გააცნობიეროს მისი უფლებები, ჰქონდეს წარმოდგენა იმაზე თუ რა არის სახელმწიფო, რა უფლებები და ვალდებულებები გააჩნია მას, როგორც მოქალაქეს. სამოქალაქო განათლება, როგორც საგანი, შედის საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში.

იხ. აგრეთვე: აგრესია, ადამიანის უფლებები, ავტორიტარიზმი, ანდროცენტრიზმი, ანტისემიტიზმი, არჩევნები, ასოციაცია, ბავშვი, ბავშვთა ომბუდსმენი, ბავშვის უფლებათა დეკლარაცია, ბავშვის უფლებათა კომიტეტი, ბავშვის უფლებათა კონვენცია, ბავშვების ფიზიკური დასჯა, ბოიკოტი, განათლება, გაერო (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია), გაფიცვა, გენდერი, გენდერული თანასწორობა, გენდერული ძალადობა, გონგოები, დამამცირებელი მოპყრობა, დემოკრატია, დემოკრატიული საზოგადოება, დეკლარაცია, დესპოტიზმი, დისკრიმინაცია, დიქტატურა, ევროპარლამენტი, ევროპის სასამართლო, ევროპის საბჭო (ევროსაბჭო), ეთნოსი, ეთნოცენტრიზმი, ემანსიპაცია, ეროვნული უმცირესობა, ეუთო (ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ), ვოლონტიორი, თავშესაფარი, თანასწორობა, თანასწორუფლებიანობა, თემი, იმპერიალიზმი, ისლამოფობია, იუნისეფი (გაერო-ს ბავშვთა ფონდი), მონიტორინგი, ომბუდსმენი, ოჯახური ძალადობა, პლებისციტი, რასიზმი, რეფერენდუმი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი, სამოქალაქო თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, ტრეფიკინგი, ფემინიზმი, ძალადობა, ჰოლოკოსტი, ჰომოფობია

წყარო: სამოქალაქო განათლების ლექსიკონი / [ავტ.: დავით ზურაბიშვილი, გიორგი გობრონიძე ; რედ. ხათუნა ყვირალაშვილი] ; საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი. - თბ., 2011. - 304 გვ. : ილ. ; 21 სმ.. - ავტ. მითით. თავფურ. მე-2 გვ.. - ISBN 978-9941-0-3354-4[MFN: 144592]

1.1.28 სამოქალაქო განათლების ლექსიკონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სამოქალაქო განათლების ლექსიკონი

ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ; რედ.: ანა ჭაბაშვილი - თბ. : დასი, 1999 - 128გვ.

ლექსიკონში განმარტებულია როგორც ადამიანის ცალკეული უფლებები და თავისუფლებები, ისე ადამიანის უფლებებთან უშუალოდ დაკავშირებული სხვა ცნებები და ტერმინები.

გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ლექსიკონი მოიცავს გენდერულ ლექსიკაში დღეს არსებული ძირითადი ტერმინების მოკლე განმარტებებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ტერმინთა ლექსიკონი / [ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში] - [თბ.] : ევროპის საბჭო, 2006

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ.ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ.

ლექსიკონი შეიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ სამართალში არსებულ ძირითად ტერმინთა განმარტებებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ლექსიკონი იძლევა საერთაშორისო სამართალში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში მოქმედი ტერმინების განმარტებებს.

ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები : ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ. ლექსიკონი მოიცავს როგორც ევროპის კავშირის ერთიანი პოლიტიკის სხვადასხვა სფეროს, ასევე მისი მმართველი ორგანოების ფუნქციებისა და მუშაობის წესების განმარტებებს.

ლათინურ-ქართული იურიდიული ლექსიკონი = Latin-georgian legal dictionary / ნუნუ კაპანაძე, მარინა კვაჭაძე ; [რედ.: ლადო ჭანტურია, მანანა ტაბიძე]. - თბ., 2008: სტ. "სეზანი" - 86გვ. ; 21სმ. - (სახალხო დამცველის ბიბ-კა). - ISBN: 978-9941-0-0665-4 ლექსიკონი შეიცავს როგორც საკუთრივ იურიდიულ ტერმინოლოგიას, ისე ლათინურ ფრაზეოლოგიურ გამოთქმებს, რომლებიც ხშირად გვხვდება არა მხოლოდ სამართლის მეცნიერებაში, არამედ სხვადასხვა დარგის სამეცნიერო ლიტერატურაშიც.

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის : განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ.. - ნაწ. 1, ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.] განმარტებითი ლექსიკონი პედაგოგებს, განათლების სპეციალისტებს, განათლების ფსიქოლოგებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გააცნობს იმ ძირითად ტერმინებს, რომლებიც გამოიყენება ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სასწავლო გეგმების პილოტირების და დანერგვის ტრენინგ-პროგრამაში და, ზოგადად, უკავშირდება განათლების სისტემის რეფორმას და მის საფუძველზე განხორციელებულ სწავლებისა და სწავლის თანამედროვე გაგებას.

მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ. ლექსიკონი შედგენილია თანამედროვე უცხოური ავტორიტეტული გამოცემების საფუძველზე, ამ სფეროში საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით იდენტიფიცირებული ტერმინების, ქართული მეცნიერებისა და პრაქტიკის მიღწევებისა და ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.

1.1.29 სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები

ინგლ. Civil and political rights

მას შემდეგ, რაც ს.პ.უ. დაფიქსირდა თავისუფლებათა დიად ქარტიაში (1215წ.), საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა დეკლარაციაში (1789 წ.) და ამერიკულ ბილში უფლებათა შესახებ (1791წ.) მათ სხვანაირად პირველი თაობის, ანუ კლასიკურ უფლებებს უწოდებენ. \\ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წლის 16 დეკემბერს მიღებული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მიხედვით ადამიანის ძირითადი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებია: \\ 1. სიცოცხლის უფლება; \\n2. წამებისგან თავისუფლება; \\n3. მონობისაგან თავისუფლება; \\n4. პირადი თავისუფლების და პირადი ხელშეუხებლობის უფლება; \\n5. პატივისა და ღირსების უფლება; \\n6. გადაადგილების თავისუფლება; \\n7. სამართლიანი სასამართლოს უფლება; \\n8. პირადი ცხოვრების უფლება; \\n9. აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება; \\n10. აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება; \\n11. დემონსტრაციების თავისუფლება; \\n12. ასოციაციების თავისუფლება; \\n13. დისკრიმინაციისაგან თავისუფლება; \\n14. სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის მიღების უფლება, როგორც უშუალოდ ისე თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით; \\n15. ხმის მიცემის და არჩევის უფლება პერიოდულ სამართლიან არჩევნებში; \\n16. სახელმწიფო სამსახურში ყოფნის თანსწორი უფლება; \\n17. კანონის წინაშე თანასწორობის უფლება.

იხ. აგრეთვე: დისკრიმინაცია

წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ

1.1.30 სამოქალაქო დაუმორჩილებლობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

მორალური პრინციპების საფუძველზე დამყარებული ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის პოლიტიკური აქცია. ტერმინი პირველად გამოიყენა ჰენრი ტორომ პამფლეტში „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოვალეობის შესახებ“ (1849), მაჰათმა განდის მიერ შემუშავებული ს.დ-ის კამპანია პასიური წინააღმდეგობის ტაქტიკის გათვალისწინებით აქტიურად გამოიყენებოდა ინდოეთში ბრიტანული მმართველობის წინააღდეგ.

იხ. აგრეთვე: პარლამენტი, სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო საზოგადოება

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.1.31 სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი

სამხედრო სოციოლოგიაში ცნება სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი ნიშნავს იმ ნორმებისა და წესების, საქმეთწარმოების ერთობლიობას, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ სამხედრო ძალები წარმოადგენდნენ პოლიტიკური მმართველობის ძალაუფლების ქვეშ მყოფ ინსტრუმენტს, რომლის ჯარისკაცები, პირველ რიგში, თავიანთი სამხედრო პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, კონსტიტუციური წყობილების ერთგული დამცველნი არიან. სამხედრო ძალებზე სამოქალაქო-დემოკრატიული კონტროლის, როგორც სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთი კომპონენტის, მიზანია ქვეყანაში სამხედრო ძალაუფლების დაქვემდებარება პოლიტიკური მმართველობისადმი. აღნიშნული კონტროლი უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, რომელიც საზოგადოებას, მის პოლიტიკურ სისტემასა და სამხედრო ძალებს შორის არსებობს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის მთავარი პრინციპია პასუხისმგებლობის გადანაწილება სამოქალაქო საზოგადოებასა და სამხედროთა შორის, როცა სამხედროები მოქმედებენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების ფარგლებში და ემორჩილებიან მხოლოდ კონსტიტუციურ ინტერესებს. კონტროლის საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ სამხედროები არა მხოლოდ ფორმალურად აღიარებენ დემოკრატიულ პოლიტიკურ კულტურას, არამედ თავად ხდებიან ამ კულტურის მიმდევრები. საზოგადოებრივი აღიარება ჯარისკაცის თვითშეფასების აუცილებელი კომპონენტია. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, დემოკრატიულ საზოგადოებას არანაკლებ ესაჭიროება დემოკრატიის იდეალების, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების აღიარება სამხედროთა მხრიდან. არმია თავის მოღვაწეობაში ანგარიშს უნდა უწევდეს მშობელი საზოგადოების ღირებულებათა სისტემას, თუნდაც რომ იგი ბოლომდე არ ეთანხმებოდეს პროფესიონალურ ეთიკას. ამასთან, საუბარი არ არის მხოლოდ სახელმწიფოში მოქმედ სამართლებრივ ნორმათა პატივისცემის საჭიროებაზე; საქმე ამ ნორმების უკან მდგომ კულტურას ეხება. დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული სამხედრო მმართველობის ანალიზის შედეგად განისაზღვრება სამხედრო ძალებზე სამოქალაქო-დემოკრატიული კონტროლის ოთხი ძირითადი კრიტერიუმი: პირველი კრიტერიუმი - სახელმწიფოში მკაფიოდ განსაზღვრული სამხედრო ძალების როლი, ფუნქცია და ამოცანები; მეორე კრიტერიუმი - სამხედრო მმართველობის პოლიტიკურ მმართველობაზე დაქვემდებარება და შესაბამისი კომპეტენციები; მესამე კრიტერიუმი -საპარლამენტო კონტროლი; მეოთხე კრიტერიუმი - საზოგადოებრივი კონტროლი; სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობა.

იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება

წყარო: სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006

1.1.32 სამოქალაქო თავისუფლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სამოქალაქო თავისუფლება

არსებობის პრივატული სფერო, რომელსაც განაგებს მოქალაქე და არა სახელმწიფო; მთავრობისგან თავისუფლება.

იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო საზოგადოება

წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.

1.1.33 სამოქალაქო საზოგადოება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სამოქალაქო საზოგადოება

პიროვნებების, სპონტანური თვითმმართველობისა და მოქალაქეთა მიერ ნებაყოფლობით ჩამოყალიბებული ასოციაციებისა და ორგანიზაციების სფერო, რომელიც კანონით დაცულია მის მოღვაწეობაში სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ჩარევის და თვითნებური რეგლამენტაციისაგან.

ეს ტერმინი ხშირად გამოხატავს არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლიობას. ეს მისი ყველაზე უფრო ვიწრო გაგებაა, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 1990-იანი წლებიდან გავრცელდა. პოლიტიკურ და სოციალურ თეორიაში მიღებულია უფრო ფართო განსაზღვრება. ამ განსაზღვრებით, სამოქალაქო საზოგადოება განსხვავდება "ბუნებითი საზოგადოებისაგან", სადაც ადამიანები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მოქმედებენ. საზოგადოების "სამოქალაქო“ ხასიათი ამ გაგებით უკავშირდება იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ადამიანები ნებაყოფლობით უწესებენ თავს, რათა მათი ცხოვრება უფრო უსაფრთხო და პროდუქტიული, მოუთოკავი ძალადობისაგან თავისუფალი, სხვა სიტყვებით, ცივილიზებული იყოს. ასეთი გაგებით, სამოქალაქო საზოგადოების ცნება ახლოს დგას ლიბერალური სახელმწიფოს ცნებასთან, რომელიც "საზოგადოებრივი ხელშეკრულების“, ანუ ადამიანთა ნებაყოფლობითი შეთანხმების პრინციპზეა აგებული.

იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, სამოქალაქო თავისუფლება

წყარო: სამოქალაქო განათლების ლექსიკონი / [ავტ.: დავით ზურაბიშვილი, გიორგი გობრონიძე ; რედ. ხათუნა ყვირალაშვილი] ; საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი. - თბ., 2011. - 304 გვ. : ილ. ; 21 სმ.. - ავტ. მითით. თავფურ. მე-2 გვ.. - ISBN 978-9941-0-3354-4[MFN: 144592]

1.1.34 სამსხვერპლო სითხე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სამსხვერპლო სითხე

ბერძნ.

სამსხვერპლო სითხე წყალს, რძეს და თაფლს შეიცავდა. იგი განკუთვნილი იყო ევმენიდებისათვის (მკვლელობისათვის შურისმაძიებელი ქალღმერთები), მუზებისათვის და ნიმფებისათვის

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VII

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235

1.1.35 სამღვდელოება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სამღვდელოება

ბერძნ. kléros „ბედი“ და, ფართო მნიშვნელობით, „წილად რგებული ხვედრი“, შემდეგ ლათ. clerus

იტალ. Clero

ქრისტიანობის ადრეულ ხანაში ამ ტერმინით – „კლეროს“ – მოიხსენიებდნენ მთელ ქრისტიან ხალხს, როგორც რჩეულ ერს, თუმცა უკვე III საუკუნიდან ამ სახელს კულტის მსახურებს უწოდებენ. წმიდა იერონიმეს განმარტებით, სამღვდელოთ ეს სახელი იმიტომ ეწოდება, რომ ისინი უფლის ნაწილია. წმიდა ავგუსტინე კი ტერმინის გამოყენებას იმ ფაქტით ასაბუთებს, რომ მოციქული მათია წილისყრით იქნა არჩეული. სამღვდელოება საეკლესიო საზოგადოების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მის მეორე ნაწილს „საერონი“ წარმოადგენენ (შდრ. CIC, კან. 207, 1-2). კანონიკური სამართლის კოდექსის 266-ე კანონი იუწყება: „ადამიანი სამღვდელოების წევრად იქცევა სადიაკვნო ხელდასხმის შედეგად და განწესდება ცალკეულ ეკლესიაში ან პერსონალურ პრელატურაში, რომლის მსახურებისთვისაც არის დაშვებული“. ამიტომაც, სამღვდელოებას მიეკუთვნება სამღვდელო სტატუსის მატარებელი ყველა პირი. მხოლოდ ამ პირთა კომპეტენციაა საეკლესიო მმართველობისა და ხელდასხმის განხორციელება-აღსრულება. სამღვდელოთ უმაღლესი პონტიფექსისა და საკუთარი ზემდგომისადმი განსაკუთრებული პატივისცემისა და მორჩილების გამოხატვა ევალებათ; ვალდებულნი არიან, ყოველდღიურად აღავლინონ ჟამთა ლიტურგია, ხოლო ლათინურ ეკლესიაში დაიცვან ცელიბატი (ეს არ ეხება მხოლოდ დაქორწინებულ დიაკვნებს), „რომელიც წარმოადგენს ღმრთის განსაკუთრებულ ნიჭს, რისი მეშვეობითაც მღვდელმსახურებს უფრო ადვილად შეუძლიათ ეზიარონ ქრისტეს განუყოფელი გულით და იძენენ უნარს, უფრო თავისუფლად მიუძღვნან საკუთარი თავი ღმრთისა და ადამიანთა მსახურებას“ (CIC, კან. 277). სამღვდელოების წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის გავლა, მათ აქვთ უფლება, „თავიანთი მსახურების მიზეზებით“, არ გამოვიდნენ იმ ფაქტებისა და მოვლენების მოწმეებად, რომელთა შესახებაც ცნობები აქვთ, გარდა ამისა, არ შეუძლიათ გარკვეულ თანამდებობათა დაკავება ან გარკვეული საქმიანობის წარმართვა (მაგ. არ აქვთ უფლება, იყვნენ ადვოკატები, ნოტარიუსები, მერები)

იხ. აგრეთვე: მღვდელი, პრეტე, ცელიბატი

წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4

1.1.36 სამშვინველი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სამშვინველი

სიტყვ.

სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაცია

Etym. სამშვინველის ცნება (psyché, thymós, pneûma, anima, spiritus)

It. Anima

ადამიანური აზროვნების ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე განუსაზღვრელი ცნებაა. ეს იმითაა განპირობებული, რომ სამშვინველის ცნებაში ადამიანის სრულიად განსხვავებული თვისებებია მოქცეული: გრძნობადი სურვილი, აღქმა, მგრძნობელობა, აზროვნება, შემეცნება. ამ მიზეზით სამშვინველის ცალკე მდგომ ერთეულად წარმოდგენის ყოველი მცდელობა წარუმატებელია. პირვანდელი მნიშვნელობით, სამშვინველი აღნიშნავს მაცოცხლებელ ნიავს, ქროლას, სხეულის ნაწილთა განმსჭვალავ სასიცოცხლო ენერგიას, სიცოცხლის, შეგრძნებისა და აზროვნების საწყისს. სულის ქროლვის მსგავსად მოქმედი ეს საწყისი შინაგანი და გარე სამყაროს მიმართულებით მოქმედებს როგორც შემოქმედებითი ძალა და სასიცოცხლო გზნება, რომელიც სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც. ამ მიზეზით სამშვინველის ცნება მჭიდროდაა დაკავშირებული უკვდავებასთან. ძველ აღთქმაში მოყვანილი სიტყვებით ruach, nefesh, pneûma, cardia, noûs სამშვინველის სხვადასხვა ასპექტი აღინიშნება. მაგალითად, nefesh აღნიშნავს სასიცოცხლო საწყისს, რომელსაც სისხლი შეიცავს (რიცხვ. 6:6) და სეპტუაგინტაში ითარგმნება როგორც psyché, ხოლო სიტყვა ruach (რომლის თარგმანიცაა pneûma) აღნიშნავს სულს, როგორც ღმრთის ნიჭს (რჯულ. 34:9; ფსალმ. 50:13). სამშვინველის ასეთი ორმაგი მნიშვნელობა გვხვდება ახალ აღთქმაშიც: როგორც „ფსიქე“, ის სიცოცხლის სამყოფელი ან თავად სიცოცხლეა, თუმცა შეიძლება, აგრეთვე, ადამიანის, როგორც პიროვნების (მეობის) შინაგან ცხოვრებასაც აღნიშნავდეს, სამშვინველის სხვადასხვა ძალებით (2 კორ. 3:3). როგორც სული (pneûma), სამშვინველი სულიერის საწყისი, ანუ ღმრთის სულით აღვსილი აქტიურობაა. პატრისტიკისა და შუა საუკუნეთა მოაზროვნეებმა ჭვრეტითად განიხილეს სამშვინველის პლატონისეულ (პატრისტიკა) და არისტოტელესეულ (სქოლასტიკა) კონცეფციებთან დაკავშირებული თეოლოგიური პრობლემები, თუმცა სამყაროს შექმნის შესახებ მოძღვრების ჩარჩოში მოაქციეს ისინი და, ამასთან, შეუქმნელ სულსა (ღმერთი) და შექმნილ სულს შორის განსხვავება დაურთეს. ფილოსოფიური აზროვნებისა და მეცნიერებათა განვითარებასთან ერთად, სამშვინველის ცნებამ ძირეული ცვლილებები განიცადა. ცნების ეს განვითარება თეოლოგიაშიც აისახა და, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება უკვდავების განსხვავებულ კონცეფციაში, რომელსაც ანტიპლატონიზმის ერთგვარი სახეობა შეიძლება ეწოდოს, რადგანაც ის ხაზს უსვამს ადამიანის მთლიანობას და უარყოფს სხეულისა და სამშვინველის დუალიზმს. ბიბლიის, უმთავრესად - ძველი აღთქმის სახელით, სხეულისა და სამშვინველის დაყოფა უარყოფილია როგორც პლატონისტური დუალიზმი, თუმცა ეკლესია არსებითად მიიჩნევს კვლავაც საგანგებო ყურადღება მიაპყროს სიკვდილის შემდეგ ცნობიერებისა და ნების მქონე ელემენტის არსებობასა და ყოფნას, - ასე რომ, „ადამიანის მეობა“ კვლავაც განაგრძობს არსებობას. ამ ელემენტის აღსაწერად ეკლესია სწორედ სიტყვა „სამშვინველს“ მიმართავს (შდრ. სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაცია, ესქატოლოგიის რამდენიმე საკითხი, 17 მაისი, 1979).

წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4

1.1.37 სანიტარია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სანიტარია

ლათ. sanitas ჯანმრთელობა

სისუფთავისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა ერთობლიობა.

იხ. აგრეთვე: ჰიგიენა

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.1.38 საპარლამენტო პარტია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საპარლამენტო პარტია

ისეთი პარტია, რომელიც თავისი პროგრამის განხორციელებასა და საამისოდ ხელისუფლების სათავეში მოსვლას მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გზით ცდილობს. საქმე ისაა, რომ ყველა პარტია არ თვლის ხელისუფლების სათავეში მოსვლის ერთადერთ საშუალებად არჩევნებში გამარჯვებას. არასაპარლამენტო პარტიების ყველაზე ტიპიური ნიმუში იყო ბოლშევიკების, შემდგომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, რომელმაც რეალურად ქვეყნის მართვის სადავეები ჯერ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ჩაიგდო, ხოლო შემდგომ ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბების კვალად შეეზარდა სახელმწიფო სტრუქტურებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის განსხვავება ზეგავლენას იქონიებს მათ ორგანიზაციულ სტრუქტურასა და იდეოლოგიაზე. კომპარტია თავისი მუდმივი პირველადი ორგანიზაციებითა და ე.წ. დემოკრატიული ცენტრალიზმის ორგანიზაციული პრინციპით უფრო გასამხედროებულ დაჯგუფებას ჩამოჰგავდა, განსხვავებით დასავლური პოლიტიკური პარტიებისგან, რომელთა პოლიტიკური აქტივობა ძირითადად არჩევნების მომზადებასა და შემდგომ შიდა საპარლამენტო ბრძოლებში ვლინდება.

იხ. აგრეთვე: პარლამენტი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.1.39 საპარლამენტო სუვენერიტეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საპარლამენტო სუვენერიტეტი

სახელმწიფოებრივი მოწყობის ოფიციალური იდეოლოგიური პრინციპი, რომლის შესაბამისადაც, პარლამენტის მიერ მიღებული კანონები სასამართლოს მიერ გადახედვას არ ექვემდებარება, ხოლო კონსტიტუციური ან სხვა სახის კანონმდებლობის შესაცვლელად აუცილებელი არ არის კვალიფიციური უმრავლესობის ხმა ან რაიმე სახის განსაკუთრებული პროცედურა.

იხ. აგრეთვე: პარლამენტი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.1.40 საჟენი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საჟენი

რუს. Сажень

ძველებური რუსული სიგრძის საზომი ერთეული; უდრის 3 არშინს (2 მეტრსა და 13 სმ-ს); იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.41 სარაია (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სარაია (ბარბარიზმი)

რუს. сарай

ფარდული

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი სარაია (ბარბარიზმი)

1.1.42 სარკაზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სარკაზმი

ინგლ. sarcasm

ფრანგ. Sarcasme

ბერძნ. sarkasmos, sarkazo – ვგლეჯ ხორცს

1. გესლიანი დამცინავი შენიშვნა;

2. ქირდვა, გესლიანი ირონია.

იხ. აგრეთვე: ირონია

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.1.43 საროჩკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საროჩკა (ბარბარიზმი)

რუს. сорочка

პერანგი

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი საროჩკა (ბარბარიზმი)

1.1.44 სარპედონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სარპედონი

ბერძნ.

ტროელთა ერთ-ერთი უძლიერესი მოკავშირე. ზევსისა და ლაოდამიას ძე. ბელეროფონის ბადიში. როდესაც სარპედონმა განიზრახა, მონაწილეობა მიეღო ტროას ომში, ზევსმა მას სისხლინი წვიმით ანიშნა, ხელი აეღო განზრახვაზე. სარპედონმა არად ჩააგდო ეს ნიშანი, შეებრძოლა პატროკლოსს და მისგან ნატყორცნი ოროლით განგმირული, ბრძოლის ველზე დაეცა.

ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს

იხ. აგრეთვე: ილიადა

წყარო: ბიბლიოვიკი სარპედონი

1.1.45 სასისკი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სასისკი (ბარბარიზმი)

რუს. сосиска

სოსისი

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი სასისკი (ბარბარიზმი)

1.1.46 სასტავი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სასტავი (ბარბარიზმი)

რუს. состав

შემადგენლობა

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი სასტავი (ბარბარიზმი)

1.1.47 სასუფეველი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სასუფეველი

ესე არს სამყოფი ანგელოზთა, სადა აწ წმიდანი არიან წინაშე ღ´თისა. ანგელოზთ ადგილი. არს სასუფეველის(ა) სიმგრგვლე ათი ათას სამას თოთხმეტი ბევრის ბევრი და ოთხას ოთხმოცდა ხუთი ათას შვიდასი ეჯი. ანგელოზთ ადგილი.

იხ. აგრეთვე: სუფევა

წყარო: ორბელიანი, სულხან-საბა (1658-1725) ლექსიკონი ქართული / მოამზადა... ილია აბულაძემ ; [რედ.: ელ. მეტრეველი, ც. ქურციკიძე] ; საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. - თბ. : მერანი, 1991. - 20სმ.

1.1.48 სატირა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სატირა

ლათ. SATUR

ლათინური სიტყვაა და სიტყვასიტყვით „ნარევს“ ნიშნავს. მაგრამ, როგორც ლიტერატურული ხერხი, იგი „სინამდვილის მხატვრულიასახვის ისეთ ფორმას წარმოადგენს, როდესაც გამანადგურებელი სიცილით ამხილებენ ასახულის უარყოფით, მანკიერ ბუნებას. ...სატირა... „ბოლომდე“ აშიშვლებს თავის ობიექტს და ააშკარავებს შეუთავსებლობას გარეგან და შინაგან მხარეებს შორის, ფორმასა და შინაარსს შორის.“

იხ.აგრეთვე: ლიტერატურა, ფორმა, რომანი, იუმორი, ირონია, კომედია, ეპიგრამა, ობიექტი, სატირიკოსი, სატირული, , სატირა, პაროდია

წყარო: სემიოტიკა № 8, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2010

1.1.49 სატირიკოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სატირიკოსი

მწერალი, რომელიც სატირულ ნაწარმოებებს წერს; ხელოვნების რაიმე დარგის სატირული მიმართულების წარმომადგენელი.

იხ. აგრეთვე: სატირა, სატირული

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.

1.1.50 სატირული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სატირული

სატირის ხასიათისა.

იხ. აგრეთვე: სატირა, სატირიკოსი, კუპლეტი, პამფლეტი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.

1.1.51 საფრანგეთის დიდი რევოლუცია 1789-94 წლები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საფრანგეთის დიდი რევოლუცია 1789-94 წლები

ბურჟუაზიულ-დემოკრატიულმა რევოლუციამ დაამხო ფეოდალურ-აბსოლუტური რევოლუცია და ნიადაგი მოუმზადა კაპიტალიზმის დამკვიდრებას. ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციას წინ უძღოდა იდეოლოგიური რევოლუცია, რომელიც მოამზადეს დიდმა ფრანგმა განმანათლებლებმა (რუსო, ვოლტერი, მონტესკიე, დიდრო, დალამბერი და სხვები). მათი იდეების კონცენტრირებული გამოხატულება იყო რევოლუციის მთავარი ლოზუნგი - ტრიადა: „თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა. თუმცა რევოლუციის მამოძრავებელ ძალად იქცა ეკონომიკურად ძლიერი, მაგრამ პოლიტიკურად უუფლებო ბურჟუაზია, რომელიც მთელი მესამე წოდების (მესამე წოდება აერთიანებდა ბურჟუაზიას, ქალაქის მშრომელებს და გლეხობას) მეთაურად გამოდიოდა. 1789 წლის 14 ივლისს პარიზელებმა იერიშით აიღეს ბასტილია, რომელმაც დასაწყისი მისცა ბურჟუაზიულ რევოლუციას.

რევოლუციის პირველი შედეგი იყო პარიზის თავისუფალი პრესა, სახალხო საზოგადოებები. 1789 წლის 26 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“, ხოლო 1791 წელს კოსტიტუცია. 1794 წელის 27-28 ივლისს (რესპუბლიკის კალენდრით მეორე წლის 9 თერმიდორი) მოხდა კონტრრევოლუციური გადატრიალება და ბოლო მოეღო საფრანგეთის დიდ რევოლუციას

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. 1.)

1.1.52 საქსოფონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საქსოფონი

ბერძნ. phone - ბგერა

გამომგონებლის გვარი საქსი, სასულე მუს. საკრავი. გამოიგონა ბელგიელმა ოსტატმა ა. საქსმა. წარმოადგენს პარაბოლურ მილს, რომელსაც აქვს ნისკარტისებური მუნდშტუკი და ცალფა ღერო, ს-ის ოჯახი შედგება 7 ნაირსახეობისაგან-სოპრანინოდან კონტრაბასამდე. ს. ჯაზური ორკესტრის ძირითადი საკრავია.

იხ. აგრეთვე: მუსიკა, ორკესტრი

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.1.53 საყვირი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საყვირი

მაღალი რეგისტრის საორკესტრო და სოლო სასულე მუს. საკრავი. შედგება ცილინდრული მილისაგან, რომელსაც კონუსური ფორმის ბოლო აქვს. მილის დიამეტრი 11 მმ, არხის სიგრძე დაახლ. 1500 მმ აღწევს. უვენტილო ს-ზე XVII ს-ში უკრავდნენ საოპერო ორკესტრში. 1816 შეიქმნა ქრომატული ბგერათრიგის მქონე ს. ტუმბოიანი სავენტილო მექანიზმით. 1828 – 32 ცილინდრული ვენტილიანი მექანიზმით. მალე ისინი სრულიად განდევნა უვენტილო ს-მა. არსებობს მცირე, ალტის, ბანის ს-ები. საქ-ში გვხვდება IX ს-იდან (იხ. ბუკი)

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.1.54 საჩკაობა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საჩკაობა (ბარბარიზმი)

რუს. сачковать

ზარმაცობა, უსაქმურობა, სიმულანტობა (მუშაობისთვის და ა.შ. თავის ასარიდებლად )

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი საჩკაობა (ბარბარიზმი)

1.1.55 სახელმწიფო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სახელმწიფო

განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო ხელისუფლება, რომელიც ადგენს ყველასათვის სავალდებულო ქცევის წესებს და განსაკუთრებული აპარატის მეშვეობით ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებამოსილებას, უზრუნველყოფს კანონიერებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და მთლიანობას. სახელმწიფო საზოგადოების პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაციაა. ამ ხელისუფლებას საჯარო ეწოდება იმიტომ, რომ მოქმედებს ხალხის სახელით. იგი სახელმწიფო ხელისუფლებაა, რადგანაც ხორციელდება სახელმწიფოს განსა-კუთრებული ორგანოების მეშვეობით, საჭირო შემთხვევაში იძულებითი ღონისძიებების გამოყენებით. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში, ვრცელდება ამ სახელმწიფოს მოქალაქეებზე და მის ტერიტორიაზე მუდმივად თუ დროებით მყოფ ყველა სხვა ადამიანზე. სახელმწიფო ხელისუფლება იქმნება და ხორციელდება სამართლებრივი ნორმების საფუძველზე და ფარგლებში. მხოლოდ საჯარო ხელისუფლებაა უფლებამოსილი, განახორციელოს სამართალშემოქმედება, დაადგინოს ყველასათვის სავალდებულო ქცევის წესები, უზრუნველყოს მათი დაცვა და შესრულება, გამოიყენოს იძულებითი ხასიათის ღონისძიებები. სახელმწიფო ხელისუფლება სუვერენულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხორციელდება თავისუფლად, ყველა სხვა ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად.

იხ. აგრეთვე: მოქალაქე, პლატონი (ძვ. წ. 428-348-347)

წყარო: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,

გაბატონებული კლასის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის მიზანია, დაიცვას არსებული ეკონომიკური წყობილება და დათრგუნოს სხვა კლასების წინააღმდეგობა; ქვეყანა, რომელსაც ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია აქვს

იხ. აგრეთვე: ბიუროკრატია (ბიუროკრატიზმი), ქალაქ–სახელმწიფო

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.

1.1.56 სახელმწიფოს მეთაური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სახელმწიფოს მეთაური

სახელმწიფოს მთლიანობის გამოხატულება და ცერემონიალური ლიდერი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. თუ ს.მ., ამავე დროს, არ არის მთავრობის მეთაურიც (ასეთია ვითარება საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში, სადაც მთავრობას, როგორც წესი, პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს), მაშინ იგი საპარლამენტო დაპირისპირებაზე მაღლა დგას და გამოხატავს მთელი ერის ინტერესებს. ს.მ. შეიძლება იყოს მონარქი (როგორც ეს არის დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ბევრ ქვეყანაში) ან პრეზიდენტი.

იხ. აგრეთვე: პარლამენტი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.1.57 სახელობო განათლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სახელობო განათლება

პროფესიული განათლების სახე, რომლის მიღებაც შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ და რომლის მიზანია სერტიფიცირებული სპეციალისტის მომზადება

იხ. აგრეთვე: განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება

წყარო: საქართველოს პროფესიული განათლების კონცეფცია : დამტკიც. საქ. მთავრ. 2005 წ. 31 აგვ. N 150 დადგენილებით, გამოქვეყნებულია "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" 2005 წ. 2 სექტ. 104-ე ნომერში

1.1.58 სახლთუხუცესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სახლთუხუცესი

ცენტრალური ხელისუფლების უმაღლესი მოხელე გვიანდელი შუა საუკუნეების საქართველოში.

ეს სამოხელეო თანამდებობა XV ს-დან მეფეთა სიგელების უწინარეს რეგულარულად გვხვდება კათოლიკოსთა სახელით გაცემულ საბუთებში, ამავე საუკუნის მიწურულიდან - იმერეთისა და კახეთის სამეფო საბუთებშიც. ქართლში სახლთუხუცესი XVI ს-ის დასაწყისიდან იხსენიება. ვახუშტის მიხედვით, სახლთუხუცესი არსებობდა ერთიან საქართველოშიც და იმასვე ნიშნავდა, რასაც აბრამადი. მაგრამ ერთიანობის დროინდელ დოკუმენტებსა და „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ეს ტერმინი ნახსენები არ არის. ვ. გაბაშვილის დაკვირვებით, ტერმინის ადრე გავრცელებული ფორმა - „სახლისუხუცესი“ მართლაც უნდა მიანიშნებდეს მის სიძველეზე, მაგრამ ამ სახელოს მატარებელი პირები ადრინდელ მეფეთა და მთავართა კარზე „საკუთართა“, ანუ ე.წ. ხელშინაურ მოხელეთა კატეგორიას განეკუთვნებოდნენ და, ამდენად, გვიანდელ შუა საუკუნეებამდე მათი უფლებები კერძო სამართლბრივ ნორმებს არ სცილდებოდა. ამდენად, ქართულ სამეფოებში ცენტრალური მმართველობის მაღალ პოზიციებზე სახლთუხუცესის დაწინაურება გვიანდელი შუა საუკუნეების (XV-XVIII სს) მოვლენაა, რაც ერთიანი მონარქიის დაშლის, სამეფო ხელისუფლების დასუსტების, სამეფო მიწების ფონდის შემცირებისა და მეფის ხელისუფლების საჯარო უფლებების მკვეთრი შეკვეცის შედეგად უნდა მომხდარიყო. სახლთუხუცესს სამეფო კარზე ჩაბარებული ჰქონდა სამეფო სამდივნო (კანცელარია) მდივან-მწიგნობრებითურთ, სასახლის ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა, მეფის „ვაზირობა“ (მრჩევლობა), სამეფო მიწების სამეურნეო და საფინანსო ზედამხედველობა, ანუ, ის ფუნქციები, რომლებსაც ერთიანობის ხანის საქართველოში რამდენიმე სამოხელეო უწყება უძღვებოდა.

იხ. აგრეთვე: მოხელე

წყარო: ბიბლიოვიკი სახლთუხუცესი

1.1.59 საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები

ფული, რომელიც სხვადასხვა დონის ბიუჯეტებიდან ჩაიდება ეროვნულ ეკონომიკაში (Public Finance. NISPAcee. 2000).

იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა

წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]

1.1.60 საჯარო მომსახურება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საჯარო მომსახურება

მომსახურება და პროდუქტი, რომლის აუცილებლობა განპირობებულია საზოგადოების საჭიროებებით და რომლის მიწოდებაც ხელეწიფება მხოლოდ სახელმწიფოს.

იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა

წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]

1.1.61 საჯარო პოლიტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


საჯარო პოლიტიკა

საჯარო პოლიტიკა შესაძლებელია განიმარტოს, როგორც:

1. პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება საზოგადოების სახელით, პრაქტიკაში რეალიზაციას პოულობს საჯარო სამართლებრივი კანონდებლობისა და რეგულაციების გზით, ხოლო მისი აღსრულებით საჯარო ადმინისტრაციაა დაკავებული;

2. სამთავრობო გადაწყვეტილება. მთავრობა მუდმივად დაკავებულია იმაზე ფიქრით, რაზე მოახდინოს რეაგირება და რაზე არა. შესაბამისად, ყველაფერი ის, რასაც, მთავრობა აკეთებს ან არ აკეთებს, შესაძლებელია მოვიაზროთ როგორც საჯარო პოლიტიკა;

3. სამთავრობო დოქტრინებისა და გადაწყვეტილებების განხორციელება. სამთავრობო დოქტრინა ეფუძნება იდეოლოგიას, საზოგადოებრივი მოწყობისა და მართვის პოლიტიკურ რწმენების ერთობლიობას და აერთიანებს საზოგადოებრივი ცხოვრების საუკეთესო მოწყობისა და მართვის გზების შესახებ ჩამოყალიბებული და შეთანხმებული კოლექტიური იდეების ნაკრებს. შეერთებულ შტატებში სამთავრობო დოქტრინა ეფუძნება რესპუბლიკანიზმის იდეებს.

თანამედროვე დემოკრატიული პროცესის უმთავრესი არსი ისაა, რომ შეარჩიოს ის ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ საჯარო პოლიტიკას და იღებენ გადაწყვეტილებებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოების გათვალისწინებით და სახელით, რომელიც მოქმედებს ამა თუ იმ საზოგადოებაში. არჩევნებისა და თანამდებობაზე ამა თუ იმ პირის შერჩევის გარეშე, საჯარო პოლიტიკა შეუძლებელია იყოს დემოკრატიული. საარჩევნო კამპანიის წარმოების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რა გზები იქნა გამოყენებული არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად და რა ნეგატიური სარეკლამო კამპანიაც არ უნდა იყოს ნაწარმოები, აღმასრულებელი ხელისუფლებაში დანიშნული პირები, მას შემდეგ რაც იკავებენ თანამდებობას, მოქმედებენ და აწარმოებენ საჯარო პოლიტიკას კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის პირობებში. იგივე შეიძლება ითქვას არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს წევრებზეც, რომელთა საქმიანობის მთავარი სამიზნე უკვე ხდება არსებულ საკანონდებლო ჩარჩოების ფარგლებში დაეთანხმოს ან წინააღმდეგობა გაუწიოს ამა თუ იმ პოლიტიკას. შესაბამისად, არჩევნები და თანამდებობაზე პირების შერჩევა ის აუცილებელი რიტუალია, რომელიც მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და საჯაროდ გაცხადებულ პოლიტიკის კურსებს ანიჭებს ლეგიტიმაციას და მოსახლეობის თვალში ზრდის გაზიარების შესაძლებლობას.

იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ადმინისტრაცია, არსი, დემოკრატია, დისკრეცია, დოქტრინა, თვითმმართველობა, იდეოლოგია, კამპანია, კანონმდებლობა, კონსტიტუცია, ლეგიტიმაცია, მთავრობა, ნეგატიური, ორგანო, პოლიტიკა, პროცესი, რეალიზაცია, რეგულაცია, რესპუბლიკა, რეკლამა, რიტუალი, საარჩევნო კამპანია

წყარო: საჯარო პოლიტიკა

1.1.62 სგუშონკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სგუშონკა (ბარბარიზმი)

რუს. сгущенка, сгущённое молоко

შესქელებული რძე

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი სგუშონკა (ბარბარიზმი)

1.1.63 სეგრეგაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სეგრეგაცია

ინგლ. Segregation

გარკვეული ეთნიკური ან რასობრივი ჯგუფი იზოლაცია საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან, დამაბრკოლებელი სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეზღუდვების შეფარდება ამ ჯგუფებისათვის, მათი წევრებისათვის; სპეციალური დასახლების პუნქტებში მოთავსება, გადაადგილების შეზღუდვა, საზოგდობრივი ცხოვრების ყველაზე დაბალ საფეხურზე იძულებით შეკავება, განათლების სფროში განცალკევბული სწავლების შემოღება და სხვ. ს რასობრივი დისკიმინაციისა და აპარტეიდის შემადგენლი ნაწილია.

წყარო: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

რაიმე ნიშნის (კანის ფერი, ენის, ეთნიკური წარმომავლობისა და სხვა) საფუძველზე რომელიმე ქვეყნის მიერ საკუთარი მოსახლეობის მიზანდასახული გამიჯვნის პოლიტიკა. ამგვარი გამიჯვნა ხორციელდება ცხოვრების ყველა სფეროს მიმართ, განსახლების სპეციალური ზონების შექმნიდან დაწყებული, პარალელური საზოგადოებრივი ინსტიტუტების შექმნით დასრულებული. ს–ის ზოგიერთი ფორმა შესაძლოა სრულიან შემთხვევით განხორციელდეს, როდესაც განსხვავებული რენტა მიწაზე მოქალაქეთა დიფერენცირებულ განსახლებას იწვევს შემოსავლების მიხედვით. შედეგად, შეიძლება ბუნებრივად მოხდეს ერთგვარი შემოსავლის მქონე ადამიანების ერთმანეთის გვერდიგვერდ განსახლება. განსაკუთრებით მძიმეა რასობრივი ს., რომლის უკიდურესი ფორმები გამოვლინდა შეერთებული შტატების სამხრეთ რეგიონებისა (თეთრკანიანი და შავკანიანი ბავშვების ს. სკოლებში აიკრძალა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მხოლოდ 1954 წელს) და სამხრეთ აფრიკაში, სადაც ს–ის აქაური ფორმა, აპართეიდი დასრულდა ხელისუფლების სათავეში ნელსონ მანდელას მოსვლის შემდეგ 1990 წ.

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

ლათ. segregatio – გამოყოფა

ინგლ. segregation

ფრანგ. segregation

რასობრივი დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა, თეთრკანიანების სხვა ფერადკანიანი ადამიანებისგან გამოცალკევება.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.1.64 სეკვენცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სეკვენცია

mus

ლათ. sequentia

1. რაიმე მელოდიის გამეორება აღმავალი ან დამავალი გამის სხვადასხვა საფეხურზე.

2. შუასაუკუნეობრივი კათოლიკური საგალობლების ნაირსახეობა.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.65 სეკულარიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სეკულარიზაცია

ლათ. saecularis - საერო

secularisation

1. სახელმწიფოს მიერ საეკლესიო ქონების ჩამორთმევა (უპირატესად მიწის) და ხალხისთვის გადაცემა;

2. რისამე გათავისუფლება საეკლესიო გავლენისაგან.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.1.66 სეკულარიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სეკულარიზმი

ლათ. გვიანლათინურიდან:saecularis-საერო

სოციალური დოქტრინა, რომელიც გულისხმობს, რომ უკეთესი საზოგადოებისკენ სწრაფვა და შესაძლო სოციალურ-პოლიტიკური რეფორმები პოზიტიურ მეცნიერულ ცოდნას ეფუძნება და არა თეოლოგიას. სეკულარიზმის მომხრეები ეკლესიის სახელმწიფოსგან დაცალკევებას და სოციალურ-პოლიტიკური ფუნქციის საერო ხელისუფლებისთვის გადაცემას მოითხოვენ.

წყარო: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34

რწმენა, რომლის მიხედვითაც, რელიგია არ უნდა ჩაერთოს საკულარულ (საერო) ურთიერთობებში, ჩვეულებრივ, გამოიხატება ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის სურვილში.

წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.

1.1.67 სემანტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სემანტიკა

ლინგვ.

ინგლ. semantics

ბერძნ. semantikos - მნიშვნელობის მქონე

1. მნიშვნელობა (სიტყვისა, გამოთქმისა, გრამატიკული ფორმისა);

2. იგივეა, რაც სემასიოლოგია.

იხ. აგრეთვე: კონცეპტი, მანტიკა, სემასიოლოგია

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.1.68 სემასიოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სემასიოლოგია

ლინგვ.

ბერძნ. sēmasia – მნიშვნელობა და logos – მოძღვრება

ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც სწავლობს სიტყვათა და გამოთქმათა მნიშვნელობას.

იხ. აგრეთვე: გრამატიკა, სემანტიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.69 სემელე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სემელე

მითოლ.

ბერძნ. Semelē

ზევსის სატრფო, დიონისეს დედა

მითი: ზევსმა კავშირი დაიჭირა თებეს მეფის კადმოსის ასულთან სემელესთან. სემელე დაორსულდა. ეჭვიანმა ჰერამ, ზევსის მეუღლემ, განიზრახა სამაგიერო გადაეხადა თავისი მეტოქისათვის. იგი დედაბრის სახით გამოეცხადა სემელეს და ურჩია: სთხოვე შენს სატრფოს ნამდვილი სახით გამოგეცხადოსო. ზევსმა სემელეს თხოვნა შეუსრულა და გამოეცხადა ნამდვილი სახით, ე.ი. როგორც ჭექა-ქუხილის მეუფე. საბრალო სემელეს ცეცხლი შემოენთო. ზევსმა ჰერმესს უბრძანა სემელეს მუცლიდან ნაყოფი ამოეღო. ჰერმესმა მომაკვდავი სემელეს საშოდან ნაყოფი გამოიღო და ზევსს გადასცა. ზევსმა იგი თავის თეძოში შეინახა, მოასრულებინა ცხრა თვე და ასე დაიბადა ღმერთი დიონისე. ჩვილ დიონისეს ზრდიდა ნიმფა მაკრისი

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XI, ზევსი, დიონისე

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.70 სემიოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სემიოლოგია

ბერძნ. sēma ნიშანი და logos მოძღვრება

ენობრივი ნიშნებისა და ნიშანთა სისტემის თეორია

იხ. აგრეთვე: სემანტიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.71 სემიოტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სემიოტიკა

უძველესი ცნება, რომელიც მოიცავს ადამიანისა და გარემოს კომუნიკაციის ფორმებს და სისტემებს. ცენტრალური იდეა სემიოტიკაში არის ნიშანი, ხშირ შემთხვევაში წარწერა, რომელიც გარკვეულად არეგულირებს და მიმართავს ინდივიდი-გარემოს ინტერაქციას. თანამედროვე სემიოტიკის ძირითადი ელემენტებია ნიშანი, ინდექსი და სიმბოლო. სემიოტიკური ენა ფართოდ შეისწავლება სოციალური მეცნიერებების სფეროში.

იხ. აგრეთვე: კომუნიკაცია

წყარო: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001

1.1.72 სემიტურ ენათა ოჯახი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სემიტურ ენათა ოჯახი

სემიტური ენები სამ ჯგუფად იყოფა: აღმოსავლურ, ჩრდილოურ და სამხრულად. ამ ორ უკანასკნელს ჩვეულებრივ აერთიანებენ დასავლურ სემიტურ ენათა ჯგუფში (და, ამრიგად, სულ ორი ჯგუფი გამოდის: აღმოსავლური და დასავლური).

I. აღმოსავლურ სემიტური ენებია: ძველი მკვდარი ენები _ ასურული და ბაბილონური; ასურულსა და ბაბილონურს ერთად აქადურს უწოდებენ. უძველესი ძეგლები სემიტური ენებისა წარმოდგენილია ლურსმული დამწერლობის ასურულ ტექსტებში, რომელთა ამოშიფვრა იწყება მეცხრამეტე საუკუნეში (ჰ.კ. როულინსონი, ე .ჰინქსი, ჟ. ოპერტი, უ.ფ. ტოლბოტი). ყველაზე ძველი ასურული ძეგლი თარიღდება 1400 წლით ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

II. ჩრიდოლოსემიტური ენები ორ ჯგუფს ქმნის: ქაანურსა და არამეულს. ქაანური ჯუგფისაა: ფინიკიური, ძველი ებრაული, მოაბიტური. არამეული ჯგუფისაა: ბიბლიის არამეული, თანამედროვე სირიული, რომელზედაც აისორები ლაპარაკობენ, მანდეური...

III. სამხრულსემიტური ენები: ჩრდილოარაბული და სამხრულარაბული (თავისი კილოებით); აბაშური (ანუ ეთიოპიური).

სემიტურ ენათაგან ევროპაში ყველაზე ადრე დაიწყეს ებრაულის, როგორც დაბადების (ბიბლიის) ენის, შესწავლა (ი.როიხლინი, XV_XVI სს.). ებრაულის უძველეს ძეგლად მიჩნეულია დებორას საგალობელი მსაჯულთა წიგნიდან (მიახლოებით ხ ს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე). სემიტურ ენათაგან ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია არაბული ენა, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი სამწერლო ენა აქვს. უძველესი დოკუმენტი _ წარწერა საფლავის ქვაზე _ თარიღდება 328 წლით ჩვენი წელთაღრიცხვისა. ძველ არაბულ ენაზე მოიპოვება მდიდარი ფილოსოფიური, მათემატიკური და ფილოლოგიური ლიტერატურა. ისლამის გავრცელებასთან დაკავშირებით არაბული ენის როლი აღმოსავლეთში დიდად გაიზარდა: ახლო აღმოსავლეთში არაბულს ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორიც _ ლათინურ ენას დასავლეთ ევროპის ხალხებისათვის. ამჟამად არაბული ენის ქვეყნებია: ეგვიპტე (დედაქალაქი კაირო), ერაყი (დედაქალაქი _ ბაღდადი), სირია (დედაქალაქი _ დამასკო), ლიბანი (დედაქალაქი _ ბეირუთი), საკუთრივ არაბეთი (ე.წ. საუდის არაბეთი და იემენი) და ნაწილობრივ პალესტინა (ცენტრი - იერუსალიმი).

ძველად პალესტინა ებრაელთა სამშობლო იყო. შემდგომ აქ არაბობა სჭარბობდა. ებრაელთა იმიგრაციას პალესტინაში არაბები ენერგიულ წინააღმდეგობას უწევდნენ. მიუხედავად ამისა, 1919 წლიდან 1948 წლამდე პალესტინაში 452 ათასი ებრაელი ჩავიდა. 1948 წელს პალესტინაში შეიქმნა ებრაელთა სახელმწიფო - ისრაელი (დედაქალაქი თელ-ავივი). სემიტურ ენათა (არაბულის, სირიულისა და ეთიოპიურის) ნათესაური ურთიერთობა ორიენტალისტებმა (ბუქსტორფმა, ლუდოლფმა, კასტელმა, ჰოტლინგერმა) შენიშნეს ჯერ კიდევ XVII საუკუნეში; ეს ურთიერთობა ხელშესახებად დადასტურებულ იქნა XVIII საუკუნის პირველ ნახევარში (შულტენსი, შრედერი). ასე რომ, სემიტურ ენათა ნათესაობის აღიარება მოხდა უფრო ადრე, ვიდრე ინდოევროპულ ენათა ოჯახისა.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ნათესაობის დადასტურება აქ მოხდა ისტორიულ-შედარებითი მეთოდის შემოღებამდე, მარტივი შედარების გზით. ასეთი შედარება მეცნიერული არ არის, ჩვეულებრივ ის მცდარ შედეგებს იძლევა. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ნათესაური ურთიერთობა ამ მარტივი შეპირისპირების მეოხებითაც შეიძლებოდა შემჩნეული ყოფილიყო, მეტადრე თუ მონათესავე ენები დიდად არ იყვნენ ერთმანეთს დაშორებული, _ თუ სიახლოვე ენათმეცნიერების თვალში საცემი იყო. სწორედ ასეთი ვითარება გვქონდა სემიტურ ენათა შემთხვევაში. სემიტურ ენებთან აახლოებენ ქამიტურ ენებს (ე. წ. ქამიტურ ენათა ოჯახს).

ქამიტური ენებია: ძველი ეგვიპტური და მისგან მომდინარე კოპტური, შემდეგ _ ლიბიური, ბერბერული (ყველანი _ ჩრდილო აფრიკაში) და კუშიტური ენები. ქამიტური ენებიდან ყველაზე დიდი ხნოვანებისაა ძველი ეგვიპტურის ძეგლები, იეროგლიფებით ნაწერი (მიახლოებით 4000 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე). იეროგლიფური დამწერლობის ეგვიპტური ძეგლები ამოშიფრა ფრანგმა მეცნიერმა ჟ. ფ. შამპოლიონმა (1822 წ.). სემიტურსა და ქამიტურ ენებს ხშირად ერთ სემიტურ-ქამიტურ ოჯახადაც სახავენ (ეს, რასაკვირველია, იმის მაუწყებელია, რომ ქამიტურ და სემიტურ ენათა ისტორიული ურთიერთობა გარკვეული არაა). ტერმინები `სემიტური", `ქამიტური" (ისევე, როგორც `იაფეტური") ბიბლიური ნოეს შვილთა სახელებიდანაა ნაწარმოები (ბიბლიური გადმოცემის თანახმად, იმ ნოეს, რომელიც მსოფლიო წარღვნას გადაურჩა, სამი შვილი ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი, მათგან მოშენდა წარღვნის შემდეგ კაცობრიობა).

სემიტურ ენებს რიგი ფონეტიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური თავისებურება ახასიათებს. ფონეტიკაში აღსანიშნავია: ხმოვანთა სიმცირე, უკანაენისმიერთა სიუხვე, თავისებურ წინაენისმიერთა (სპირანტთა) მქონეობა. წინადადება სიტყვებად იშლება; სიტყვის ჩონჩხია ძირი; იგი შედგება თანხმოვნებისაგან; ჩვეულებრივ ასეთი თანხმოვანი სამია (`ძირთა სამთანხმოვნობის პრინციპი"; ამჟამად ფიქრობენ, რომ მესამე თანხმოვანი ძირეული არ უნდა ყოფილიყო, ფუძის საწარმოებელი, დეტერმინატივი, უნდა ყოფილიყო). ხმოვნები ფორმანტების (აფიქსების) როლში გვევლინება (თუმცა აფიქსი ყოველთვის უთანხმოვნო არაა). ბრუნება მარტივია, უღვლილება _ რთული. ბრუნება სუფიქსურია, უღვლილება _ სუფიქსურ-პრეფიქსული. ზმნაში პოლიპერსონალიზმი (ორპირიანობა) შეიმჩნევა: ზმნის ფორმაში სუბიექტის გარდა ობიექტის პირებიც აისახება, უღვლილება სუბიექტურ-ობიექტურია. შესაბამისად რთულდება ქვემდებარე-დამატების სინტაქსური გამიჯვნა: ინდოევროპული ენებიდან ცნობილი სინტაქსური დაპირისპირება ქვემდებარისა და დამატებისა აქ შეუძლებელია გვქონდეს. აღსანიშნავია სახელებისაგან შემდგარ წინადადებათა ხვედრითიწონის სიდიდე (უზმნო პრედიკაცია). სემიტურ ენებში ორი სქესი გაირჩევა: მამრობითი და მდედრობითი (ისტორიულად ამოსავალია ცოცხალისა და არაცოცხალის კატეგორიათა გარჩევა).

იხ. აგრეთვე: ქამიტურ ენთა ოჯახი, ინდოევროპულ ენათა ოჯახი, ენების წარმოშობა, მსოფლიოს ენები

წყარო: ენათმეცნიერების შესავალი = Introduction to linguistics : [სახელმძღვ. ფილოლ. ფაკ. სტუდ.] ჩიქობავა, არნოლდ. [თბ.] : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, [2008]

1.1.73 სემიჩკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სემიჩკა (ბარბარიზმი)

რუს. семечки

მზესუმზირა

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი სემიჩკა (ბარბარიზმი)

1.1.74 სენატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სენატი

ლათ. senatus, senex – ხანში შესული, უხუცესი

ინგლ. senate

ტერმინი ლათინური წარმოშობისაა, ძველი რომის რესპუბლიკაში თავდაპირველად შეიქმნა როგორც უხუცესთა საბჭო. თანამედროვე მსოფლიოს ზოგმა სახელმწიფომ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ და სხვებმა თავიანთი საკანონმდებლო ორგანოს მეორე - ზედა პალატას ეს სახელი უწოდეს.

იხ. აგრეთვე: პარლამენტი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.1.75 სენსიტიური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სენსიტიური

ლათ. sensus – გრძნობა

მგრძნობიარე.

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-

1.1.76 სეპარატიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სეპარატიზმი

პოლიტ.

ფრანგ. séparatisme

1. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ან ფართო ავტონომიური სტატუსის მიღების მიზნით სახელმწიფოს ტერიტორიის გამოყოფის თეორია, პოლიტიკა და პრაქტიკა. ს. სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის პრინციპის დარღვევას იწვევს. იგი შეიძლება იყოს მძაფრი სახელმწიფოთაშორისი და ეროვნებათაშორისი კონფლიქტის მიზეზი. ამასთან, იგი შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანისა და ხალხების, ეროვნული, რასობრივი და რელიგიური ჯგუფების (უმცირესობების) უფლებების დარღვევას. ამ შემთხვევაში ს-მა შეიძლება გარკვეული დადებითი, თუმცა შეზღუდული როლი ითამაშოს (მაგ., კოლონიალიზმის წინააღმდეგ ახალგაზრდა დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოების შექმნისათვის ბრძოლა.). ს. დღეს საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც განვითარებული (კანადა, ესპანეთი და სხვ.), ისე განვითარებადი ქვეყნებისათვის (ინდოეთი, პაკისტანი, ერაყი, აფრიკული ქვეყნები და სხვ.)

2. საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთოდ პოლიტიკურ მეცნიერებებში ამ ტერმინით აღინიშნება მოსახლეობის ჯგუფის (როგორც წესი, კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის) სწრაფვა, გამოეყოს, იმ სახელმწიფოს, რომლის შემადგენლობაშიც შედის: ან ახალი სახელმწიფო შექმნას (სეცესია), ან კიდევ სხვა სახელმწიფოს შეუერთდეს (ირედენტიზმი). ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისგან განსხვავებით, ს. გულისხმობს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული და შეკავშირებული ერთიანი პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული ორგანიზმის დაშლის მცდელობას რაიმე ობიექტური მიზეზის გარეშე (ეთნიკური და რელიგიური უმცირესობა არ წარმოადგენს დაპყრობილ და ანექსირებულ ხალხს, არ განიცდის დევნასა და შევიწროებას და ა.შ.). ს. დაგმობილია საერთაშორისო სამართლისა და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მიერ. მიუხედავად ამისა, იგი მრავალი ქვეყნის ფარული მხარდაჭერით სარგებლობს და თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს.

წყარო: ) სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-

1.1.77 სეპარაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სეპარაცია

გამოყოფა. სეპარაცია გულისხმობს კონკრეტული ინდივიდუალური ფორმის, ან რჩეული ინდივიდის. ე.წ. „ინიციანიტის“ იზოლირებას ფიქსირებული სოციალური ან კულტურული სტრუქტურისაგან. იგი აღნიშნავს ინიციანტის მოწყვეტას რეალური დრო-სივრცული გარემოსგან.

იხ. აგრეთვე: ინდივიდუალური, ინდივიდი

წყარო: ინტელექტუალი. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი № 15, – რედაქტორი:გიორგი მადუაშვილი, – თბილისი, – 2011

1.1.78 სეპტეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სეპტეტი

გერმ. Septett

ლათ. septem – შვიდი

1) შვიდი შემსრულებლისაგან შემდგარი ანსამბლი.

2) მუსიკალური ნაწარმოები შვიდი ხმისა ან შვიდი საკრავისათვის.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.79 სეპტიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სეპტიკური

მედ.

ბერძნ. sēptikos

სეფსისთან დაკავშირებული; ლპობითი.

იხ. აგრეთვე: სეფსისი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ.

1.1.80 სერასქერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სერასქერი

თურქ. sarasker

ოსმალეთში არმიის მთავარსარდალი; სამხედრო მინისტრი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]v

1.1.81 სერესკელ-ი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სერესკელ-ი

სპარს. ser ('თავი')

არაბ. asker -('სამხედრო პირი').აქ : დიდ.ჯარი

სერასკირი, დიდი ჯარი.

„მეიყვანა ს ე რ ე ს ე კ ე ლ ი, გურულებს გავწყვეტო“ (ე. ნინ., I, თ. კიკვ.)

წყარო: ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. წ. 1, 2. ღლონტი, ალექსანდრე. - თბილისი : განათლება, 1974.

1.1.82 სერვიზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სერვიზი

ფრანგ.

სადილის ან ჩაის ჭურჭლის მთელი კომპლექტი ადამიანთა გარკვეული რაოდენობისათვის.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ.

1.1.83 სერვილიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სერვილიზმი

ლათ. servilis – მონური

მონური ქედმოხრა, ფეხქვეშ გაგება, მლიქვნელობა, ლაქიობა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.84 სერვისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სერვისი

ინგლ. service – სამსახური

საწარმოთა მარკეტინგული საქმიანობა მომსახურების სფეროში, რომელიც დაკავშირებულია მანქანა-დანადგარების, სამრეწველო და სხვა სახის პროდუქციის გასაღებასა და ექსპლუატაციასთან.

იხ. აგრეთვე: მარკეტინგი, პროდუქცია, ექსპლუატაცია

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ.

1.1.85 სერია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სერია

ლათ. series – მწკრივი

1. ერთგვარი საგნების რიგი, ჯგუფი; საერთო ნიშან-თვისებათა მქონე საგნების, მოვლენების, მოქმედებათა რიგი.

2. ერთგვარი სტანდარტის მიხედვით დამზადებული საგნების, დეტალების რიგი.

3. დიდი კინო- ან ტელეფილმის ნაწილი, რომელსაც, ჩვეულებრივ, დამოუკიდებლად უჩვენებენ.

4. ფასიანი ქაღალდების (ფულის ნიშნების, ობლიგაციების და მისთ.), დოკუმენტების თანრიგი, კატეგორია, რომლებიც ციფრებით ან ასოებით არის აღნიშნული.

იხ. აგრეთვე: სტანდარტი, დეტალი, დოკუმენტი, კატეგორია, კომიქსი, ობლიგაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.86 სესოსტრისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სესოსტრისი

ეგვიპტის ლეგენდარული მეფე (IV ათასეულში)

აპ. როდოსელი არგოსის სიტყვით გადმოგვცემს ცნობას ეაში მცხოვრები კოლხების ეგვიპტელებისაგან წარმოშობის შესახებ. პოეტი აქ პირდაპირ იმეორებს ჰეროდოტეს, რომლის მიხედვით კოლხების წარმოშობა სესოსტრისის ლეგენდარულ ლაშქრობასთან არის დაკავშირებული. კოლხების ეგვიპტელებისაგან წარმოშობის შესახებ ცნობა ისტორიულად დადასტურებელია. იგი ალბათ კოლხებსა და ეგვიპტელებს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობის ნიადაგზე წარმოიშვა

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.1.87 სეფსისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სეფსისი

მედ.

ბერძნ.

ორგანიზმის საერთო დასენიანება ლპობისა და ჩირქის წარმომქმნელი მიკრობებით და მათი ტოქსინებით, რომლებიც სისხლში მოხვდნენ.

იხ. აგრეთვე: სეპტიკური

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ.

1.1.88 სექსოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სექსოლოგია

ლათ. sexus – სექსი

ბერძნ. logos – მოძღვრება

მეცნიერება, რომელიც სწავლობს სქესის ბიოლოგიას, ჰიგიენას, ფსიქოთერაპიას და სხვ. ასპექტებს.

იხ. აგრეთვე: ბიოლოგია, ასპექტი, ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, ჰიგიენა

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.1.89 სექტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სექტა

რელიგ.

ლათ. secta – მოძღვრება, სკოლა.

1. რელიგიური ჯგუფი, რომელიც განდგომილია გაბატონებული ეკლესიისაგან.

2. გადატ. სხვებისაგან განცალკევებული, კარჩაკეტილი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც გამოირჩევიან დოგმატური შეხედულებებით.

იხ. აგრეთვე: ადეპტი, დოგმა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.90 სექტორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სექტორი

ლათ. sector

1.მათემ. წრის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია რკალითა და ორი რადიუსით.

2. რისამე ფართობის ნაწილი, უბანი, რომელიც შემოსაზღვრულია რადიალური ხაზებით. მაგ., სტადიონის სამხრეთის სექტორი. თავდაცვის სექტორი.

3. დაწესებულების ან ორგანიზაციის განყოფილება, რომელიც უფრო მცირე დანაყოფებს აერთიანებს.

4. სახალხო მეურნეობის ნაწილი, რომელსაც გარკვეული ეკონომიკური და სოციალური ნიშნები ახასიათებს. მაგ., სოციალისტური სექტორი. კერძო სექტორი.

იხ. აგრეთვე: პრივატიზაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.91 სვინაქსარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სვინაქსარი

რუს. Синаксарий, синаксарь

საეკლესიო მწერლების თხზულებათა მოკლე გადმოცემა ან საეკლესიო დღესასწაულების განმარტება

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.1.92 სიგელი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სიგელი

რუს. Грамотка

საბუთი, სახელმწიფოს მიერ კერძო პირისადმი გაცემული მისი ღვაწლის აღსანიშნავად, ძველად – რაიმე წყალობის, ბოძების აღსანიშნავად

იხ. აგრეთვე: მატიანი, მატიანე

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.1.93 სიგნალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სიგნალი

ინგლ. sign, signal

გერმ. signal

ფრანგ. signal

ლათ. Signale. signum – ნიშანი

1. გარკვეულ მანძილზე ცნობების, შეტყობინების გადაცემის მიზნით პირობითი ნიშანი;

2. ის, რაც რაიმე მოქმედების დაწყებისთვის ბიძგის როლს ასრულებს;

3. რაიმე მოსალოდნელი არასასურველი მოვლენის თაობაზე გაფრთხილება, შეტყობინება.

იხ. აგრეთვე: დიალოგი

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.1.94 სიდური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სიდური

ბრძენი ქალი, მიჩნეულია ღვთაებად. მისი სახელი დაკავშირებულია ლუდთან

იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი

წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი

1.1.95 სილაბური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სილაბური

ლიტ.მცოდნ.

ბერძნ. syllabē – მარცვალი

მარცვალთა რაოდენობაზე დაფუძნებული (ლექსთწყობა). სილაბური დამწერლობა - ისეთი დამწერლობა, რომელშიც ცალკე ნიშანი გამოხატავს მარცვალს და არა ბგერას.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.96 სილაბუსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სილაბუსი

ლათ. silabusi

სილაბუსი წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას. მასში მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები, სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი), კურსის საათობრივად გაწერილი შინაარსობრივი გეგმა გამოყენებული სახელმძღვანელოების გვერდების ან სხვა რესურსების დეტალური მითითებით, ასევე კურსის შეფასების პრინციპები (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი და სხვა), მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც უზრუნველყოფს კურსის დასრულება. უმაღლეს სასწავლებლებში სილაბუსი აწესრიგებს ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობას. სასწავლო კურსის დაწყებისას სტუდენტმა სილაბუსის მეშვეობით უნდა გაიგოს, თუ რა და როგორ უნდა ისწავლოს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მეორე მხრივ, სილაბუსის მეშვეობით უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას შეუძლია შეამოწმოს ლექტორის აკადემიური საქმიანობის ხარისხი.

წყარო: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

1.1.97 სილენი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სილენი

ჰერმესის (სხვა ვერსიით პანის) ვაჟი, დიონისეს აღმზრდელი და მოძღვარი. ძველების წარმოდგენით სილენი იყო ერთთავად გალეშილი, მხიარული, მელოტი ბერიკაცი, რუმბივით სქელი და მრგვალი. აქ იგულისხმება სილენის ფორმის კარადები, რომელთაც თავიანთი ნამუშევრების, მეტწილად ღმერთების გამოსახულებათა შესანახად იყენებდნენ მოქანდაკენი.

იხ. აგრეთვე: ნადიმი, ჰერმესი, პანი, დიონისე

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.1.98 სილიკონის ველი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სილიკონის ველი

ინგლ. Silicon Valley

თანამედროვე მსოფლიოში ინოვაციური ინფრასტრუქტურის ყველაზე გავრცელებული სახეა თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი ტიპი – სამეცნიერო-ტექნოლოგიური პარკი ანუ ტექნოპარკი. თავად ტერმინი „ტექნოპარკი” შედარებით ახალია და განათლების, მეცნიერების, წარმოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტეგრაციას ნიშნავს.ტექნოპარკები უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. მათი შექმნით დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ კერძო საწარმოები ან სასწავლებლები, არამედ მთავრობებიც, რადგან ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას და შედარებით სუსტი რეგიონების განვითარებას.

მსოფლიო მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა – სილიკონის ველის (Silicon Valley) ტექნოპარკი – აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სან-ფრანცისკოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სანტა-კლარას ველის აღმნიშვნელი ჟურნალისტური კლიშეა. სახელწოდება უკავშირდება პირველ ნახევარგამტარებსა და ელექტრონულ ტექნიკას, რომელიც ფუძეშრედ კაჟისგან მიღებულ ნაერთს – სილიციუმს იყენებს. ტერმინი „სილიკონის ველი” კალიფორნიელმა მეწარმემ რალფ ვერსტმა მოიგონა, ხოლო მისმა მეგობარმა, ჟურნალისტმა დონ ჰოფლერმა, პირველმა გამოიყენა საჯაროდ 1971 წლის 11 იანვარს – თავისი სტატიების ციკლს ყოველკვირეულ ჟურნალ „Electronic News”-ში მან „Silicon Valley USA” უწოდა. ამ სტატიებში ჰოფლერი წერდა სანტა-კლარას შესახებ, სადაც თავმოყრილი იყო უდიდესი IT-კომპანიების შტაბ-ბინები. სწორედ ამ ველზე მდებარეობს ნახევარგამტარების ინდუსტრიის ძირითადი საწარმოები, ხოლო ინტეგრალური მიკროსქემების ნახევარგამტარების ელემენტების ძირითადი მასალა სწორედ სილიკონია.

ოდესღაც სასოფლო-სამეურნეო რაიონში ამჟამად გაშენებულია მრავალი ქალაქი, რომლებიც ჯაჭვივით არის გადაჭიმული სან-ფრანცისკოს ყურედან ქალაქ სან-ხოსემდე. მათ წარმოშობას სათავე დაუდო პალო-ალტოში მდებარე სტენფორდის უნივერსიტეტმა, სადაც 1940-იანი წლებიდან ტარდებოდა კვლევები ელექტრონიკის სფეროში. ელექტროგამომთვლელი მანქანების პირველი დიდი ქარხანა სან-ხოსეში 1956 წელს გახსნა ფირმა IBM-მა. სილიკონის ველი მაღალტექნოლოგიური მრეწველობის (განსაკუთრებით – რადიოელექტრონული და რაკეტათმშენებლობის) და ცხოვრების მაღალი დონის გამოხატულებაა. 1950 წლამდე სილიკონის ველი განთქმული იყო ქლიავის ბაღებით და მას მსოფლიოს შავქლიავის დედაქალაქს უწოდებდნენ.

„სილიკონის ველი” პირობითი ცნებაა და კარტოგრაფიულად არ აღინიშნება. ამჟამად ის გეოგრაფიულად სანტა-კლარას ველის ჩრდილოეთ, ურბანიზებულ ნაწილს მოიცავს. იგი გადაჭიმულია სან-მატეოსა და პალო-ალტოს შორის. სილიკონის ველზე მდებარე ქალაქებია: კემბელი, ბელმონტი, კუპერტინო, ფრომონტი, ლოს-ალტოსი, ლოს-გატოსი, მენლო-პარკი, პალო-ალტო, სან-ხოსე, სანტა-კლარა, სარატოგა, სანივეილი და სხვ. სილიკონის ველის დედაქალაქად ხშირად არაოფიციალურად სან-ხოსეს მიიჩნევენ.

1909 წელს ჩარლზ ჰეროლდმა აშშ-ში პირველმა დააარსა რადიოსადგური, რომელიც სან-ხოსეში აიწყო. ერთი წლის შემდეგ სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა სირილ ელვილმა რადიოგადამცემი ტექნოლოგიების პატენტი იყიდა და პალო-ალტოში Federal Telegraph Corporation-ი ( FTC)დააფუძნა. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ამ კომპანიამ მსოფლიოში პირველი გლობალური რადიოსისტემა შექმნა.

სილიკონის ველის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია სტენფორდის ინდუსტრიული პარკის შექმნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტენფორდის უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და აუცილებელი გახდა დამატებითი ფინანსების მოძიება. უნივერსიტეტის მფლობელობაში იყო მიწის დიდი ფართობი (დაახლოებით 32 კვ. კმ), რომლის გაყიდვის უფლებაც უნივერსიტეტს, მისი დამაარსებლის ლელანდ სტენფორდის ანდერძის თანახმად, არ ჰქონდა. საინჟინრო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ფრედერიკ ტერმანმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შესთავაზა, ეს მიწა გრძელვადიანი იჯარით გადაეცათ საოფისე პარკისთვის, სადაც მაღალტექნოლოგიური კომპანიები განთავსდებოდა. ამის შედეგად უნივერსიტეტმა შემოსავალი მიიღო, ხოლო კომპანიებმა – ლიზინგური ინსტრუმენტებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამ იდეას კიდევ ერთი დადებითი შედეგი მოჰყვა: სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცათ, ალმა-მატერის მახლობლად დასაქმებულიყვნენ. იმავდროულად მოგვარდა კომპანიის პრობლემაც, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების პოვნას უკავშირდებოდა. ფ. ტერმანი მანამდეც ურჩევდა თავის სტუდენტებს, კომპანიები უნივერსიტეტთან ახლოს დაეარსებინათ.

პირველი კომპანია, რომელიც უკვე 1951 წელს გადავიდა სტენფორდის ინდუსტრიულ პარკში, იყო Varian Associates. მალე იქ ოფისები გახსნეს Eastman Kodak-მა,General Electric-მა,Shockley Semiconductor Laboratory-მ,Lockheed-მა,Hewlett-Packard-მა და სხვა კომპანიებმაც.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ტერმანი იყო მენტორი ჰიულეტისა და პაკარდისა, რომლებმაც 1939 წელს კომპანიაHewlett-Packard-ი დააფუძნეს. ეს უკანასკნელი სიმბოლურად სილიკონის ველის პირველ კომპანიად მიიჩნევა, თუმცა 1960 წლამდე ის ნახევარგამტარებს არც კი აწარმოებდა. ფრედერიკ ტერმანს სამართლიანად უწოდებენ „სილიკონის ველის მამას”.

„ჰიულეტ-პაკარდი”(The Hewlett-Packard Company) ან,უბრალოდ, HP, ამერიკულიკორპორაციაა დასაოფისედასამედიცინოაპარატურისმწარმოებელთა შორის ლიდერია მსოფლიობაზარზე.HPმსოფლიოშიპირველ ადგილზეა კომპიუტერულიტექნიკისგაყიდვით. ის აწარმოებს პრინტერებს, სკანერებს, პორტატიულ ჯიბის კომპიუტერებს, პერსონალურ კომპიუტერებს, ციფრულ კამერებს, სერვერებსა და ნოუთბუქებს. 2007 წელს HP-სწლიურმა შემოსავალმა104 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

2010 წლის მონაცემებით, სილიკონის ველი აშშ-ის სიდიდით მესამე ტექნოლოგიური პარკია ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის შემდეგ. აქ დაახლოებით 386 000 ადამიანი მუშაობს და ყოველ 1000 დასაქმებულზე IT სფეროს 286 მუშაკი მოდის.

სილიკონის ველზე განთავსებულია მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების, მათ შორის – Adobe-ის,AMD-ს, Apple-ის,Altera-ს,Cisco-ს,eBay-ს,Electronic Arts-ის,Facebook-ის,Google-ის, Intel-ის,SanDisk-ის,Symantec-ის,Yahoo!-ს,Xerox-ისშტაბ-ბინები. აქვე მდებარეობს სან-ხოსეს, სანტა-კლარას, სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტები.

eBay Inc. ამერიკული ინტერნეტკორპორაციაა, რომელიც ფლობს eBay.com-ს, ონლაინაუქციონს და მაღაზიას, სადაცშესაძლებელია სხვადასხვა პროდუქციისა და სერვისის შეძენა. იგი 1995 წელს დაარსდა და დღეისთვის 30-ზე მეტქვეყანაში ოპერირებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი უმთავრესად აუქციონის რეჟიმში ფუნქციობს, დაარსებისშემდეგ მას დაემატა რეჟიმი „Buy It Now”, რომელიც პროდუქტის დაუყოვნებლივ შეძენის საშუალებასაც იძლევა.

„ეპლი” (ინგლ. Apple Inc.) ამერიკული ტრანსეროვნული კორპორაციაა, რომელიც აწარმოებს როგორც სამომხმარებლო ელექტრონიკას, ასევე მასთანდაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფასაც. მისი შტაბ-ბინამდებარეობს სილიკონის ველზე, ქალაქ კუპერტინოში. კომპანიისყველაზე ცნობილპროდუქტთაგანია„მაკინტოშის” სერიის პერსონალური კომპიუტერები დამათთან დაკავშირებული მოწყობილობები,პორტატიულიმედიაპლეერ „აიპოდის” სერია დაბოლო დროს – უკვე აიფონიც. იმავდროულად, „ეპლი” პროფესიონალური აუდიო-და კინოინდუსტრიის პროგრამული პროდუქტების მნიშვნელოვანი მწარმოებელია. „ეპლში”მუდმივად დადროებით 20 000-მდე ადამიანია დასაქმებული მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო მისმა მსოფლიო გაყიდვებმა2007წელს 24,01 მილიარდი შეადგინა.

Google ამერიკული კორპორაცია Google Inc.-ის, მისი ვებგვერდისა და საძიებო სისტემის სახელია. იგი ლარი პეიჯმადა სერგეი ბრინმა დააარსეს 1996 წელს. დღეს გუგლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნისსისტემაა მთელ მსოფლიოში. მისი თავდაპირველი ვერსია ინგლისურენოვანი იყო. დღეს სისტემა თარგმნილიათითქმის ყველა ენაზე, მათ შორის – ქართულადაც.

Yahoo! Inc. ამერიკული სააქციო კორპორაცია და ინტერნეტსერვისპროვაიდერია. მისი მომსახურების არეალიმრავალ სფეროს სწვდება. მათ შორისაა ვებპორტალი, საძიებო სისტემა, ფოსტა, ახალი ამბები და ჰოსტინგი. იგი 1994წლის იანვარში დააარსეს სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა ჯერი იანგმა და დევიდ ფილომ, ხოლო კორპორაციად 1995 წელს ჩამოყალიბდა. კომპანიის სათავო ოფისი სილიკონის ველზე, ქ. სანივეილში მდებარეობს.

სახელწოდება „სილიკონის ველი” უკვე საყოველთაოა და ამიტომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიმას სხვა ტექნოპარკების აღწერისასაც იყენებენ.

წყარო: მაია ბლიაძე http://mastsavlebeli.ge

1.1.99 სიმბოლიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სიმბოლიზმი

ფრანგ. symbolisme

ანტირეალისტური, დეკადენტური მიმართულება ბურჟუაზიულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში მე-19 ს. ბოლოს და მე-20 ს. დასაწყისში; მხატვრულ ხერხად აცხადებდა სიმბოლოს, როგორც საგნებისა და მოვლენების მიუღწეველი არსის გამოხატვის საშუალებას.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.100 სიმბოლო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სიმბოლო

ბერძნ. symbolon

1. საგანი, მოქმედება და სხვ., რომელიც რაიმე ცნების, იდეის პირობით ნიშანს წარმოადგენს.

2. რაიმე სიდიდის პირობითი აღნიშვნა, რაც მიღებულია ამა თუ იმ მეცნიერებაში.

იხ. აგრეთვე: კოდი, სტანდარტი, ექსპლიკაცია, ქსიმბოლონი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.101 სიმეტრია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სიმეტრია

ბერძნ. symmetria

რაიმე მთელის ნაწილების თანაზომიერი, პროპორციული განლაგება ცენტრის, შუაგულის მიმართ; თანაზომიერება, პროპორციულობა რისამე განლაგებაში.

იხ. აგრეთვე: ასიმეტრია, კალეიდოსკოპი, პროპორცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.102 სიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სიმი

საკრავზე გაბმული მავთული, აბრეშუმის ძაფი და სხვ. რომელიც რხევის დროს მუს. ბგერას გამოსცემს (ძალი, ალყა, ლარი). ძველად სიმს აკეთებდნენ ხის ქერქის, მცენარიული ბოჩკოსა და ცხოველთა ბეწვისაგან (განსაკუთრებით ცხენის ძუისგან). თანამედროვე მუს. საკრავების სიმებს უმთავრესად ლითონისაგან (ფოლადი), იშვიათად ნაწლავებისაგან, აბრეშუმისა და სინთეზური ბოჩკოსაგან (კაპრონი, ნეილონი) ამზადებენ დაბალი ტონების მისაღებად იყენებენ ე. წ. შემოხვეულ სიმებს (რბილი ფოლადის მავთულზე ერთ ან ორრიგად ახვევენ წმინდა ძაფს). სიმი იხმარება აგრეთვე ზოგიერთ ელექტროაკუსტიკურ ხელსაწყოში.

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.1.103 სიმპათია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სიმპათია

ბერძნ. sympatheia თანაგრძნობა

კეთილი განწყობილება, თანაგრძნობა, შინაგანი სწრაფვა ვინმესადმი.

იხ. აგრეთვე: ანტიპათია, ამბივალენტური

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.104 სიმპოზიუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სიმპოზიუმი

მეცნ.

ბერძნ. symposia - წვეულება

საერთაშორისო თათბირი რაიმე სამეცნიერო საკითხზე.

იხ. აგრეთვე: სიმპოსიონი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.105 სიმპოსიონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სიმპოსიონი

ბერძნ.

ნადიმი

იხ. აგრეთვე: ნადიმი, ანდრონი, გინეკეია, სიმპოზიუმი

წყარო: ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008.

1.1.106 სიმფონია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სიმფონია

მუს.

ბერძნ. symphōnia

1. დიდი მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისათვის; ჩვეულებრივ შედგება სამი ან ოთხი ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მუსიკის ხასიათითა და ტემპით.

2. ბგერათა ჰარმონიული შეხამება; თანაჟღერა.

3. რაიმე ნაწარმოების ტექსტში ნახმარ სიტყვათა სრული სია; კონკორდანსი.

იხ. აგრეთვე: კონკორდანსი, მუსიკა, ორკესტრი, ტემპი, ფლეიტა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

ბერძნ. Symphonia - თანაჟღერა, syn - ერთად და phone - ბგერა

სონატურ-ციკლური ფორმის მუს. ნაწარმოები, რომელიც განკუთვნილია სიმფ. ორკესტრისათვის. ს. სიმფ. მუსიკის უმნიშვნელოვანესი ჟანრია. ზოგჯერ მასში ჩართულია გუნდი და მომღერალი სოლისტები. ჩვეულებრივ ს. შედგება 4 ნაწილისაგან: პირველი ნაწილი სონატური-ალეგროს ფორმით; მეორე ნაწილი-ლირიკული; მესამე-მენუეტი ან სკერცო, მეოთხე-ფინალი, ხშირად რონდოს ფორმის სასიმღერო - საცეკვაო თემებით. ს. საკრავიერი მუსიკის უმაღლესი ფორმაა. ტერმინმა ს-მ დღევანდელი მნიშვნელობა მიიღო მხოლოდ XVIII ს-ში. ძვ. საბერძნეთში იგი აღნიშნავდა გარკვეულ ტერმინალებს, საკრავებს, მოგვიანებით დას. ევროპაში-კონსონანსს, სიმღერას, საზოგადოდ მუსიკას; მხოლოდ XVI ს-ში დაიწყეს მისი გამოყენება ზოგიერთი ვოკალურ-საკრავიერი ნაწარმოების აღსანიშნავად. XVII ს. დასაწყისიდან ს-ს უფრო ხშირად უწოდებდნენ სიუიტის, კანტატისა და განსაკუთრებით ოპერის საკრავიერ შესავალს. კლასიკური ს-ის მომზადების ერთგვარი საფეხური იყო ვენეციური და განსაკუთრებით ნეაპოლური საოპერო ს-ბის (ა. სკარლატი, ნ. პორპორა, ჯ. ბ. პერგოლეზი, ჯ. ბ. სამარტინი და სხვ.). ე.ი. ოპერების საორკესტრო შესავლები. ამ ნაწარმოებთა პირველ ნაწილში უკვე გვხვდება სონატური ფორმის ჩანასახები. XVIII ს-ში ს. გამოეყო ოპერას, როგორც დამოუკიდებელი საკონცერტო ჟანრი. ს-ის ფორმირების მნ. ეტაპი დაკავშირებულია მანჰაიმის (ბავარია) სკოლის კომპოზიტორთა (ი. სტამიცი, ფ. რიხტერი, ი. კანაბიხი და სხვ.) მოღვაწეობასთან. ს-ს ქმნიდნენ აგრეთვე იტალ., ავსტრ., ფრანგი კომპოზიტორები. ჩამოყალიბდა ს-ის ოთხნაწილიანი სტრუქტურა. XVIII ს. შუა წლებში ს-ის შემადგენლობაში შევიდა მენუეტი. XIX ს-ში სკერცო. ს-ის სრულყოფილი ნიმუშები შექმნეს ვენის კლასიკური სკოლის კომპოზიტორებმა: ჰაიდნმა (104), მოცარტმა (49), ბეთჰოვენმა (9). რომანტიკოსმა კომპოზიტორებმა შეინარჩუნეს ოთხნაწილიანი ციკლის ტრადიციული სქემა, მაგრამ მასში ახ. ლირ. შინაარსი შეიტანეს. ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს ფ. შუბერტის „დაუმთავრებელი სიმფონია“ სი მინორი (ავტორია 8 ს-ის). ამ ხაზმა გაგრძელება პოვა ფ. მენდელსონ- ბართოლდის ს-ებში. რომანტ. კომპ-ის ს-თვის დამახასიათებელია პროგრამულობა: ბერლიოზის ნოვატორული „ფანტასტიკური სიმფონია“ (ავტორია 4 ს-ისა); მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სიმფ. ჟანრს ლისტის („ფაუსტი“ და „დანტე“), ბრამსის (4), შუმანის (4), დვორჟაკის (9), ბრუკნერის (9), სენ სანსის (3), მალერის (9), ონეგერის (5), ბოროდინის (2), პ. ჩაიკოვსკის (6, აგრეთვე პროგრამული ს. „მანფრედი“), გლაზუნოვის (8), სკრიაბინის (3), რახმანინოვის (3), მიასკოვსკის (27), პროკოფიევის (7) ხაჩატურიანის (3), შოსტაკოვიჩის (15) შემოქმედებაში.

ქართ. კომპ-გან პირველი ს-ის ავტორია დ. არაყიშვილი (1932), ხოლო ფუძემდებლური ნაწ. შექმნეს ა. ბალანჩივაძემ (5) და შ. მშველიძემ (6). მნ. ს-ები შექმნეს აგრეთვე: ა. მაჭავარიანმა (6), ო. თაქთაქიშვილმა (2), ს. ცინცაძემ (4), დ. თორაძემ (2), ს. ნასიძემ (7), გ. ყანჩელმა (7), ფ. ღლონტმა (11), ნ. სვანიძემ და სხვ.

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.1.107 სინდრომი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სინდრომი

ბერძნ. syndromē თავმოყრა

რაიმე დაავადების დამახასიათებელ სიმპტომთა ერთობლიობა.

იხ. აგრეთვე: აჰასფერის სინდრომი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.108 სინთეზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სინთეზი

ბერძნ. synthesis – შეერთება, შერწყმა

ინგლ. synthesis

რუს. синтез

ლათ. synthesis

1. ქიმიური რეაქციების მეშვეობით შენაერთების მიღება მათი შემადგენელი კომპონენტებისაგან (მაგ., ორგანული ნივთიერებების სინთეზი).

2. ანალიზით მიღებული მონაცემების განზოგადება, მათი მთლიანობაში მოყვანა.

იხ. აგრეთვე: ანალიზი, მიკროქიმია

წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]

1.1.109 სინკარიონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სინკარიონი

ინგლ. synkaryon

ბერძნ. synkaryon (syn თან, ერთად, karyon ბირთვი)

ორი სომატური უჯრედის შერწყმის შედეგად მიღებული ერთბირთვიანი უჯრედი - ჰიბრიდი. ჯერ წარმოიქმნება ორბირთვიანი უჯრედი (დიკარიონი), შემდეგ კი ბირთვების შერწყმის გამო - ერთბირთვიანი სინკარიონი.

წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]

1.1.110 სინონიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სინონიმი

ლინგვ.

ბერძნ. synōnymos

სიტყვა, რომელიც მნიშვნელობით სხვა სიტყვას ემთხვევა ან ძალიან უახლოვდება, ბგერითი შემადგენლობით კი განსხვავდება მისგან (მაგ., "ლამაზი" და "მშვენიერი", "პატარა" და "მცირე")

ლექსიკონთა ერთიან ბაზაში

იხ. აგრეთვე: ანტონიმი, ომონიმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.111 სინტაქსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სინტაქსი

ლინგვ.

ბერძნ. syntaxis

გრამატიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს შესიტყვების (წინადადების და სხვ.) აგებულებას, შესიტყვებაში სიტყვათა შეკავშირების წესებს.

იხ. აგრეთვე: გრამატიკა, მორფოლოგია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.112 სინქრონიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სინქრონიზაცია

მეცნ.

ბერძნ. syn – ერთად და chronos – დრო

ორი ან რამდენიმე პერიოდულად ცვალებადი მოვლენის, პროცესის ერთმანეთთან შეწყობა დროში.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.113 სიპარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სიპარი

უძველესი ქალაქი, მდებარეობს ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ქალაქ ბაღდადის მიდამოებში.

იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, ნიპური, ურუქი, შურუპაკი

წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი

1.1.114 სირინგა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სირინგა

ერთგვარი მუსიკალური ინსტრუმენტი

იხ. აგრეთვე: ნადიმი

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.1.115 სირინოზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სირინოზი

მითოლ.

ბერძნ.

ზღვის ნიმფა, რომელიც თავისი სიმღერით ხიბლავდა, სახიფათო ადგილებში იტყუებდა და ღუპავდა მეზღვაურებს; წარმოდგენილი ჰყავდათ თევზისბოლოიანი ქალის ან ქალისთავიანი ფრინველის სახით.

სინონიმი: სირინოსები, სირენები

იხ. აგრეთვე: ოდისეა, ნიმფა, ნადიმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.116 სირიოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სირიოსი

ძაღლის თანავარსკვლავედი. მისი გამოჩენა გვალვას მოასწავებს

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – V

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.1.117 სირტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სირტი

აწინდელი სიდრა (დღევ. ლიბიაში). იგი მეჩხერი უბეებითაა განთქმული

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XII

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235

1.1.118 სისტემა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სისტემა

ბერძნ. systēma

1. გარკვეული წესრიგი, რაც დაფუძნებულია რისამე ნაწილების გეგმაზომიერ განლაგებასა და ურთიერთკავშირზე.

2. ერთობლიობა პრინციპებისა, რომლებიც რაიმე მოძღვრების საფუძველს წარმოადგენს.

3. დაჯგუფება, კლასიფიკაცია. მაგ., ლინეს ბოტანიკური სისტემა.

4. სტრუქტურა, მთლიანობა, რომელიც შედგება ერთმანეთთან კანონზომიერად დაკავშირებული ნაწილებისაგან. მაგ., მზის სისტემა. ნერვული სისტემა.

5. საზოგადოებრივი წყობილების ფორმა. მაგ., სოციალისტური სისტემა. კაპიტალისტური სისტემა. სახელმწიფოებრივი სისტემა.

6. რისამე მოწყობის, ორგანიზაციის ფორმა, წესი. მაგ., საარჩევნო სისტემა.

7. ორგანიზაციულად გაერთიანებულ წარმოებათა, დაწესებულებათა ერთობლიობა.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.119 სისტემატიზაცია და სისტემატიზება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სისტემატიზაცია და სისტემატიზება

ფრანგ. systématisation

სისტემაში მოყვანა რისამე.

იხ. აგრეთვე: სისტემა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.120 სიტუაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სიტუაცია

ფრანგ. situation

შექმნილი პირობების ერთობლიობა; გარემოება, მდგომარეობა.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.121 სიუჟეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სიუჟეტი

ფაბულის მხატვრული განზოგადება.

სიუჟეტი მხატვრული ნაწარმოების შექმნის ერთ–ერთი ხერხია, რომელიც სხვა კომპოზიციურ ელემენტებთან ერთად იქცევა მხატვრული ნაწარმოების აგების საშუალებად. სიუჟეტი ყოველთვის გვიხატავს მოქმედებას, ბრძოლას, რაიმე ამბავს, რომელიც იწყება, ვითარდება და მთავრდება. მისი მხატვრული მნიშვნელობა მეტად დიდია. სიუჟეტის გარეშე ლიტერატურას არ შეუძლია ასახოს ადამიანთა საზოგადოების მრავალფეროვანი და მჩქეფარე ცხოვრება. მხოლოდ სიუჟეტის გამოყენებით და კონფლიქტების ჩვენებით იქმნება მოქმედების რთული განვითარების ამსახველი ნაწარმოები, რომლითაც მწერალი საუკეთესოდ ახერხებს განვითარებაში მყოფი სინამდვილის ასახვას და ამავე დროს მაღალ მხატვრულ შთაბეჭდილებას იწვევს.

ხელოვნების თეორიაში ფაბულასა და სიუჟეტს ხშირად განმარტავენ როგორც ერთი და იმავე მნიშვნელობის ცნებებს.

„ სიუჟეტი” ფრანგულად სიტყვასიტყვით ნიშნავს თემას, ქვემდებარეს, ე.ი. საგანს, რის შესახებაც ლაპარაკობენ. მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტი– მხატვრული ნაწარმოების საგანს, ე.ი. იმას, რაც მასშია გამოხატული. მაგ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამა და ამ სურათის სიუჟეტი არის მზის ამოსვლა, ე.ი. სურათში დახატულია მზის ამოსვლა. ასევე შეგვიძლია ვთქვათ რომელიმე სურათის შესახებ, რომ მისი სიუჟეტია– გაზაფხული, ზღვის ღელვა, განთიადი, ფრონტიდან გმირის დაბრუნება და სხვ. შეგვიძლია აგრეთვე ვთქვათ რომელიმე ქანდაკების შესახებ, რომ მისი სიუჟეტია ჯანსაღი სულის ჯანსაღ სხეულში არსებობა, ბადროს ტყორცნა და ა. შ.

მოტანილი მაგალითები მხატვრობას და ქანდაკებას ახასიათებს. ისინი მოვლენას გაქვავებულ მდგომარეობაში გვიხატავენ; ხელოვნების ასეთ დარგებში სიუჟეტი იგივე თემაა.

რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, მისი სიუჟეტი მთავარ ყურადღებას აქცევს არა იმას, თუ რის შესახებ არის ლაპარაკი, არამედ უფრო მეტად იმას, თუ რა ხდება, რას აკეთებენ მხატვრული ნაწარმოების გმირები და როგორ გადმოგვცემს მომხდარს ავტორი. ეს მოვლენა გამოწვეულია იმით, რომ თვით ლიტერატურა განსხვავდება ფერწერისა და მხატვრობისაგან.

ლიტერატურული ნაწარმოების გმირები მოქმედებენ, ვითარდებიან, მათი მოქმედება სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა დროში ხდება. ლიტერატურა არ არის შეზღუდული დროით და სივრცით. ლიტერატურული ნაწარმოების სიუჟეტის შინაარსიც თავისებურია. ამიტომ ლიტერატურული ნაწარმოების განხილვის დროს აუცილებელია ფაბულისა და სიუჟეტის განსხვავებული მნიშვნელობის გათვალისწინება.

სიუჟეტის განვითარება

ლიტერატურული ნაწარმოების კითხვის დროს ჩვენ ვეცნობით:

1. მოქმედ პირთა ვინაობას, მათ მიზანდასახულობას, მათ ინტერესებსა და მისწრაფებას.

2. დაბრკოლებებს, რომლებიც ხელს უშლიან მათი მიზნის მიღწევაში. მოწინააღმდეგე ძალებს, რომლებთანაც მოქმედ გმირებს უხდებათ ბრძოლის წარმოება, დროს, ადგილსა და პირობებს, რომლებშიც ნაწარმოებში გამოყვანილი გმირები მოქმედებენ.

3. მოქმედ პირთა ურთიერთობას.

4. წინააღმდეგობისა და ბრძოლის განვითარებას.

5. ბრძოლის შედეგს.

ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შესაბამისად მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის განვითარებას უმთავრესად აქვს შემდეგი საფეხურები: ექსპოზიცია, კვანძი, კულმინაცია, კვანძის გახსნა, წინათქმა, ბოლოთქმა, პროლოგი და ეპილოგი.

სიუჟეტის განვითარების დროს გვხვდება აგრეთვე ლირიკული გადახვევები, ჩართული ეპიზოდები, პეიზაჟები და სხვ.

იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, ფაბულა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

1.1.122 სკამანდროსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სკამანდროსი

ბერძნ.

ღმერთი და მდინარე, რომელიც ტროას მახლობლად მიედინებოდა. ტევკროსისა და კალიროეს მამა.

ტროას ომის დროს აქილევსმა ტროელთა გვამებით ამოავსო სკამანდროსი. განრისხდა მდინარის ღვთაება, ნაპირებიდან გადმოვიდა და გმირს დაედევნა. ჩაახრჩობდა კიდეც ალბათ თავის ზვირთებში, მაგრამ იძულებული გახდა უკან დაეხია, რადგანაც აქილევსს ღმერთები მოევლინნენ მხსნელად. მდინარისა და გმირის ორთაბრძოლის ეს სურათი დიდი მხატვრული ოსტატობით არის აღწერილი ჰომეროსის „ილიადაში“

ტროას ომში ეხმარებოდა ტროელებს

სინონიმი: სკამანდერი

იხ. აგრეთვე: ილიადა, ღმერთი

წყარო: ბიბლიოვიკი სკამანდერი

1.1.123 სკანდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სკანდა

ინდუისტურ მითოლოგიაში – მებრძოლი ღმერთი, ციური ლაშქრის წინამძღოლი.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.1.124 სკანდირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სკანდირება

ლათ. scando ავდივარ

მკაფიოდ, დამარცვლით წარმოთქმა (ლექსისა); მკაფიოდ, დამარცვლით და ხმამაღლა წარმოთქმა (სიტყვებისა).

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.125 სკაფოლდინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სკაფოლდინგი

ინგლ.

სიტყვასიტყვით: „ხარაჩოების შეყენება“) ბავშვისთვის დახმარების გაწევა, რათა უფრო ეფექტიანად გააკეთოს ის, რაც თავად სურს ან შეასრულოს დავალება, რომელიც უფრო დახვეწილ და რთულ უნარებს მოითხოვს მისგან (და არა ის დავალება, რომლის შესრულებაც მას დამოუკიდებლადაც შეუძლია). (საიფერი და სხვ, 2015, გვ. 218).

იხ. აგრეთვე: სოკრატესეული მეთოდი

წყარო: ადრეული და სკოლამდელი განათლების, ხარისხის სტანდარტის გზამკვლევი

1.1.126 სკილე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სკილე

ბერძნ.

ექვსთავიანი ზღვის ურჩხული. ქარიბდი უზარმაზარხახიანი ურჩხული

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VIII

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235

1.1.127 სკრუპულოზური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სკრუპულოზური

ლათ. scrupulosus

1. ზედმიწევნით ზუსტი; დაწვრილებითი.

2. წვრილმანური.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.128 სმითი ადამ (1723-1790) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სმითი ადამ (1723-1790)

ინგლ. Adam Smith

შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტის და ფილოსოფოსის, ადამ სმითის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. მაგრამ ცნობილია, რომ იგი მონათლეს 1723 წლის 5 ივნისს. კლასიკურმა ბურჟუაზიულმა პოლიტიკურმა ეკონომიამ განსაკუთრებულ განვითარებას მიაღწია ადამ სმითისა და მეორე ბრიტანელი მოაზროვნის – დევიდ რიკარდოს შრომების საფუძველზე. XVIII საუკუნის დიდი ბრიტანეთი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა. ინტენსიურ აღმავლობას განიცდიდა ვაჭრობა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. ამგვარ ფონზე ხელსაყრელი პირობები ჩამოყალიბდა ეკონომიკური აზროვნების განვითარებისათვის, რომლის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ადამ სმითის მოღვაწეობა. ადამ სმითი ეპოქალურ ნაშრომს „კვლევა ერების სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ ქმნიდა ცხრა წლის განმავლობაში. იმ დროისათვის ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 1776 წელს ლონდონელი საზოგადოების წინაშე წარდგენილი ნაშრომი თავის მნიშვნელობას XXI საუკუნეშიც კი არ დაკარგავდა და განსაკუთრებული ინტერესის საგანი იქნებოდა.

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: ადამ სმითი

1.1.129 სნობი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სნობი

ინგლ. snob

თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულ საზოგადოებაში: ადამიანი, რომელიც ცდილობს ზუსტად დაიცვას მოდა და ე. წ. კარგი ტონის წესები; პირი, რომელსაც დახვეწილი გემოვნების, მანერების და მისთ. პრეტენზია აქვს და ამით თავი მოაქვს, ქედმაღლობს.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.130 სოკრატე (469-393 ქ.წ.) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სოკრატე (469-393 ქ.წ.)

ბერძნ. Σωκράτης

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი. სოკრატე თავის აზრებს ზეპირად გამოთქვამდა. ძირითადად დაინტერესებული იყო ეთიკის პრობლემებით. მისი ყველაზე გამოჩენილი მოწაფე იყო პლატონი, რომელიც ყოველმხრივ აიდეალებდა თავის მასწავლებელს.

იხ. აგრეთვე: პერსონალია, ალკიბიადე(450-404 ძვ.წ.ა.), არისტოდემოსი, პლატონი (ძვ. წ. 428-348-347), პროდიკოსი, ფილოსოფია, ფილოსოფოსი, ნადიმი, გორგონა

წყარო: კანონთა გონი / ფრანგ. თარგმნა დ. ლაბუჩიძემ; [შესავ. წერილი ნ. ნათაძის; რედ.: რ. ფეიქრიშვილი]. - თბ.: Cippd, 1994. - 864გვ.; 20სმ.. - ფ.ა.[MFN: 8242]

1.1.131 სოკრატესეული მეთოდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სოკრატესეული მეთოდი

მეთოდი სწავლებისას, რომელიც გულისხმობს მოსწავლეების აქტიურად ჩართვას კითხვების პასუხის გზით საკუთარი ცოდნის აგებაში. მეთოდის სახელწოდება მომდინარეობს ბერძენი ფილოსოფოს სოკრატესგან, რომელიც საკუთარ მოსწავლეებს სწორედ ამ გზით ასწავლიდა ფილოსოფიას.

იხ. აგრეთვე: სკაფოლდინგი

წყარო: სოკრატესეული მეთოდი

1.1.132 სოლო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სოლო

მუს.

იტალ. solo – ერთი

მუსიკალური ნაწარმოები ან ცალკე პარტია, რომელიც განკუთვნილია ერთი საკრავის, მომღერლის ან მოცეკვავისათვის.

იხ. აგრეთვე: მუსიკა, პარტია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.133 სოლონი (დაახლ.638-559 წ. ძვ.წ.ა.) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სოლონი (დაახლ.638-559 წ. ძვ.წ.ა.)

დიდი ათენელი კანონმდებელი

იხ. აგრეთვე: პერსონალია, ნადიმი, ლიკურგე (IX ს. ძვ.წ.ა.)

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.1.134 სონეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სონეტი

ლიტ.მცოდნ.

იტალ. sonetto

თოთხმეტტაეპიანი ლექსი, რომელიც შედგება ორი ოთხტაეპიანი და ორი სამტაეპიანი სტროფისაგან.

იხ. აგრეთვე: პოეზია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.135 სოპრანო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სოპრანო

იტალ. Soprano

ყველაზე მაღალი სასიმღერო ხმა. დიაპაზონი დო1 -დო (რე-ფა)3, ს-ს აუცილებელ თვისებას წარმოადგენს კარგად განვითარებული ე. წ. მეთაური რეგისტრი. ს. ჩვეულებრივ ქალებსა და ბავშვებს აქვთ. გუნდში განსაკუთრებით კარგად ჟღერს ბიჭუნათა (ე. წ. დისკანტისტები). ს. XVI-XVIII სს-ში ფართოდ იყო გავრცელებული კასტრატი მომღერლების ხელოვნება (სხვანაირად სოპრანისტებსაც უწოდებდნენ). არსებობს ქალთა ს-ს 3 ნაირსახეობა: დრამატული ლირიკული და კოლორატურული. განარჩევენ აგრეთვე ლირიკულ -დრამატულსა და ლირიკულ-კოლორატურულ ს-ებს.

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.1.136 სოფიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სოფიზმი

ფილოსოფ.

ბერძნ. sophisma

ფორმალურად სწორი, მაგრამ არსებითად მცდარი დასკვნა, რომელიც ემყარება ცნებათა ორაზროვნებას, ამოსავალ დებულებათა განზრახ უმართებულოდ შერჩევას და სხვ.

იხ. აგრეთვე: სოფისტი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.137 სოფისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სოფისტი

ფილოსოფ.

ბერძნ. sophistēs

1. ადამიანი, რომელიც სოფიზმებს იყენებს მცდარ დებულებათა დასამტკიცებლად.

2. ძვ. საბერძნ. ფილოსოფოსი, ბრძენი; ფილოსოფიის, მჭევრმეტყველების, მათემატიკის და სხვა საგნების მასწავლებელი.

იხ. აგრეთვე: ალკიდამასი, ფილოსოფოსი, სოფიზმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.138 სოფოკლე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სოფოკლე

(* ძვ. წ. 497/ძვ. წ. 496, კოლონოსი ძვ. წ. 406, ათენი), ძველი ბერძენი დრამატურგი.

წარმოშობით შეძლებული ფენიდან იყო. მიიღო გიმნასტური და მუსიკალური განათლება. დრამატურგიაში გაიწაფა ესქილეს ხელმძღვანელობით. ძვ. წ. 480 სალამინის გამარჯვების ზეიმზე 16 წლის ჭაბუკი მეთაურობდა ყრმათა გუნდს. მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. დაახლოებული იყო ათენის სახელმწიფო თავკაცთან - ჰერიკლესთან. ძვ. წ. 443 ეჭირა ატიკის საზღვაო კავშირის ხაზინადრის თანამდებობა, ძვ. წ. 441 იყო სტრატეგოსი. ძვ. წ. 420 აირჩიეს ასკლეპიოსის კულტუს ქურუმთავრად. სიკვდილის შემდეგ წმინდა ადგილის "გმირად" შერაცხეს და თაყვანს სცემდნენ როგორც ღვთაებას.

სოფოკლეს შემოქმედება ბერძნული ტრაგედიის განვითარების ახალი საფეხურია. დრამატურგიაში მან შეიტანა რამდენიმე არსებითი სახის სიახლე: ადრინდელი 2 მსახიობის ნაცვლად გამოიყენა 3 და ამით გაზარდა მოქმედების როლი. გუნდის წევრთა რიცხვი 12-იდან 51-მდე აიყვანა და შეასუსტა მისი შინაარსობრივი მხარე. უარყო ტრაგიკულ აგონში (შეჯიბრებაში) ტეტრალოგიებით (ტრაგიკული ტრილოგიითა და 1 სატირული დრამით) მონაწილეობის ტრადიცია და დააწესა ცალკეულ ტრაგედიათა სიუჟეტური დამოუკიდებლობა. გაამარტივა ტრაგედიის ენა.

სოფოკლეს შეუთხზავს 123 დრამა, მონაწილეობა მიუღია ტრაგიკოს პოეტთა 30 აგონში და მოუპოვებია 24 პირველი ჯილდო. პირველი გამარჯვებისათვის ძვ. წ. 468 მიუღწევია ესქილესთან შეჯიბრებაში. სოფოკლეს მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან ჩვენამდე მოაღწია შვიდმა ტრაგედიამ: "აიანტი", "ანტიგონე" (ძვ. 441), "ტრაქინელი ქალები", "ოიდიპოს მეფე" (დაახლოებით ძვ. წ. 425), "ელექტრა", "ფილპქტეტე" (ძვ. წ. 409), "ოიდიპოსი კოლონოსში" (დაიდგა ძვ. წ. 401). დანარჩენი თხზულებებიდან გადარჩენილია ფრაგმენტები და სათაურები. გარდა ამისა, ეგვიპტის პაპირუსებში აღმოჩნდა მოზრდილი ნაწყვეტები 2 სატირული დრამისა ("კვალის მაძიებელი", "ინაქე") და ერთი ტრაგედიისა ("ევრიპიდე").

ტრაგედიათა სიუჟეტები აღებულია მითებიდან. მითი სოფოკლეს ტრაგედიების გარეგნული სამოსელია, რომელშიც პოეტი თანადროულ შინაარსს დებდა. მას თავისი სოციალურ-პოლიტიკური იდეალებით ზომიერი დემოკრატიული პოზიცია ეკავა. ათენის სახელმწიფოს ძლევამოსილების დროს სოფოკლე სავსებით იზიარებდა პერიკლეს მიმართულებას და თეატრის სცენიდან მაშინდელი საზოგადოების მოწინავე იდეებს ქადაგებდა.

ეპოქის ცენტრალური პრობლემა იყო ადამიანი, მისი დამოკიდებულება რელიგიას, სახელმწიფოსა და მოქალაქეთა კოლექტივისადმი. ხელოვნება და ლიტერატურის მთავარი მიზანია შექმნას იდეალური სახე სრულყოფილი ადამიანის - მოქალაქისა, რომელშიც ჰარმონიულადაა შეხამებული ზნეობრივ-სულიერი სიწმინდე და სათნოება, სიდიადე და სილამაზე, ხასიათის სიმტკიცე და უბრალოება. ამ კომპონენტთა ერთიანობით იქმნება კალოკაგათია - იმდროინდელი ფილოსოფიისა და მწერლობის უმქღლესი იდეალი. სოფოკლე თავისი შემოქმედებით ამ იდეალს ემსახურებოდა. მისი ტრაგედიების მთავარი გმირი არის კალოკაგათიის განსახიერება - სრულყოფილი, მტკიცე ხასიათის, უკომპრომისო პიროვნება.

სოფოკლემ შექმნა "ხასიათის ტრაგედია", რომლის გმირები ისწრაფვიან სრულყოფისაკენ ("აიანტი", "ფილოქტეტე", "ელექტრა"). სიყვარულის ტრაგედიის გმირია ნაზი და სათნო დეიანირა ("ტრაქინელი ქალები"). სოფოკლეს იდეები ყველაზე მკვეთრად გამოიხატა ტრაგედიებში "ანტიგონე" და "ოიდიპოს მეფე". "ანტიგონე" კომპოზიციის თვალსაზრისით მიჩნეულია სანიმუშო ტრაგედიად, მასში დასმულია ავტორის თანამედროვეობის აქტუალური საკითხი - ძველი ტრადიციული რელიგიის მორალისა და ახალი მორალის ურთიერთდაპირისპირება. "ოიდიპოს მეფე" გამოცნობის ტრაგედიაა. მასში ყურადღება კონცენტრირებულია მთავარი გმირის - თებეს მეფის ოიდოპოსის ხასიათის წარმოჩენაზე. აქ სოფოკლემ ბედისწერის გარდუვალობას დაუპირისპირა ფიზიკურად დაძლეული, მაგრამ სულიერად ამაღლებული და გაუტეხელი პიროვნება.

სოფოკლემ მსოფლიო პოეზიაში დაიმკვიდრა მონუმენტური სახეთა უბადლო შეჩქმნელისა და დრამატურგიული კომპოზიციის უდიდესი ოსტატის სახელი. მისი ტრაგედიების სიუჟეტი მრავალი მწერლის შთაგონების წყაროდ იქცა (კორნელი, რასინი, ვოლტერი, ჰ. ჰოფმანსთალი, ჟ. კოქტო, ჟ. ჟიროდუ, ჟ. ანუი, ბ. ბრეხტი).

საქართველოში ადრევე დაინტერესდნენ სოფოკლეს დრამატურგიით. ქართული დრამის თეატრმა 1912 დადგა "ანტიგონე", 1913 - "ოიდიპოს მეფე". "ოდიდიპოს მეფე" - დადგეს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურმა თეტრმა (1956, რეჟისორი დ. ალექსიძე), მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა (1978, რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე, თ. მესხი) და ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის თეატრმა.

იხ. აგრეთვე: ენეიდა

წყარო: ბიბლიოვიკი სოფოკლე

1.1.139 სოციალიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სოციალიზაცია

ლათ.

ცხოვრების მანძილზე მიმდინარე რთული პროცესი, რომლის საშუალებითაც ინდივიდს უყალიბდება მისი კულუტურისთვის დამახასიათებელი ქცევები, სტანდარტები, ღირებულებები.

იხ. აგრეთვე: პროცესი, კულტურა, სტანდარტი

წყარო: ინტერპერსონალური კომუნიკაცია (მომსახურების სფერო) - © ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი - 2010 - პასუხისმგებელი რედ.: ანასტასია ქიტიაშვილი

1.1.140 სოციალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სოციალური

ლათ. socialis – საზოგადოებრივი

1. რაც საზოგადოების, ადამიანების ცხოვრებასთან არის დაკავშირებული და მათ ურთიერთობას ახასიათებს. მაგ., სოციალური პროგრესი.

2. რაც განპირობებულია საზოგადოების კლასებად დაყოფით. მაგ., სოციალური ჯგუფები. სოციალური წინააღმდეგობანი.

3. რასაც მიზნად აქვს დასახული საზოგადოებრივი საწარმოო ურთიერთობის შეცვლა. მაგ., სოციალური რევოლუცია.

იხ.აგრეთვე: რომანი, რეაქციონერი, პროგრესი, მეთოდი, მედიცინა, ლექსიკა, პოემა, კომუნიკაცია, ჟარგონი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.141 სოციალური კონსტრუქტივიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სოციალური კონსტრუქტივიზმი

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო პოლიტიკური პროცესების განმსაზღვრელია საერთაშორისო საზოგადოების წესები და ნორმები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების მონაწილეთა ინტერესებს განაპირობებს. ს. კ–ის მიხედვით, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების არსში წვდომა სწორედ ამ ნორმებისა და წესების ანალიზის საფუძველზეა შესაძლებელი. ნორმები და წესები არ არის მხოლოდ სახელმწიფოთა რაციონალური ინტერესების გამოხატულება. ისინი პარამეტრებია, რომელთა შიგნითაც ხდება ინტერესების ფორმულირება. ინტერესების გაგებისას წესებისა და ნორმების მხედველობაში მიღება აუცილებელია, რადგან ისინი არაა უბრალო დანამატები, არამედ თავად ახდენენ გავლენას ინტერესებზე. კონსტრუქტივისტები არ ცდილობენ სოციალური თეორიის მთლიანად შეცვლას. ისინი მიუთითებენ, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ცვლილებების უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს, ვიდრე სახელმწიფოებისაგან შექმნილი საერთაშორისო სისტემის ანალიზი.

იხ. აგრეთვე: დევიაცია, კონსტრუქტივიზმი

წყარო: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

1.1.142 სოციალური ტერორიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სოციალური ტერორიზმი

წარმოიშობა ღრმა სოციალურ-პოლიტიკური კონფლიქტების საფუძველზე და გამოვლინდება ორი ძირითადი ფორმით: მემარჯვენე და მემარცხენე ტერორიზმით (მაგალითად ტუპაკ ამარუ პერუში).

იხ. აგრეთვე: ტერორიზმი, რელიგიური ტერორიზმი

წყარო: რუბაშვილი ვასილ. ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციებში // ახალი აზრი #1 (7),- 2003

1.1.143 სოციოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სოციოლოგია

ლათ. soci(etas) – საზოგადოება

ბერძნ. logos – მოძღვრება

მეცნიერება საზოგადოების განვითარების ზოგადი კანონების შესახებ.

იხ. აგრეთვე: ორიენტალიზმი, კომუნიკაცია, ტესტი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.144 სოციუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სოციუმი

ლათ. socium – საერთო, ერთობლივი

ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სოციალური, კულტურული, ეკონომიკური ცხოვრების ერთობით.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.1.145 სპაზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სპაზმი

მედ.

ბერძნ. spasmos

ყელის, საყლაპავი მილის, კუჭ-ნაწლავისა და მისთანათა კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა.

იხ. აგრეთვე: კრიზი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.146 სპარტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სპარტა

ძვ. ბერძნ. Σπάρτη, ლათ. Sparta) ან ლაკედემონი (ძვ. ბერძნ. Λακεδαίμων, ლათ. Lacedaemon) — ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო (პოლისი) საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში, პელოპონესის სამხრეთ აღმოსავლეთ ოლქში — ლაკონიკეში. გაშენებულია მდინარე ევროტასის ხეობაში. ლაკონიკეში კრეტა-მიკენის კულტურის კერები არსებობდა. ტერიტორია ასევე ყურადღებას იპყრობს თავის არქეოლოგიური ძეგლებით: ეკლესიით ფეხზე მდგარი არტემი და რომის იმპერიის პერიოდის თეატრით. ჰომეროსის „ილიადაში“ იხსენიება ლაკონიკეს 12 აქველ თემთა შორის, მითიური მეფე მენელაეს სამფლობელოდ. დორიელთა შემოჭრის (ძვ. წ. XII საუკუნის დასაწყისი) შედეგად ლაკონიკეს ძველი კერები დაინგრა, მოსული (დორიული) და დამხვდური (აქაველი) მოსახლეობა ერთმანეთს შეერია, ახალი სპარტის აღმოცენება უკვე მდინარე ევროტასის ნაპირებზე ძვ. წ. X-IX საუკუნეებს განეკუთვნება. ამ ორი ტემის გაერთიანებას მოწმობს ორმეფობა სპარტის სათავეში — ევრიპონტიდებისა (დორიელები) და აგიადების (აქაველები) დინასტიებით. საზოგადოება ათენისგან განსხვავებული იყო სამხრეთ საბერძნეთის საზოგადოება. ძვ. წ. IX საუკუნეში აქ ჩამოყალიბდა სახელმწიფო ლაკონიკე, რომლის დედაქალაქი იყო სპარტა. სპარტას საზოგადოება სამი ნაწილისგან შედგებოდა: სპარტელები — სრულუფლებიანი მოქალაქეები; პერიეკები — ვაჭარ-ხელოსნები; ჰილოტები — მიწის მუშები.

იხ. აგრეთვე: ბრასიდა, ნადიმი

წყარო: vpatori.ge სპარტა

1.1.147 სპასალარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სპასალარი

სპარს. სარდალი, მხედართმთავარი, მხედართუხ

ქართულ წყაროებში ს. /სპასპეტი /ამირსპასალარი შინაარსობრივად სინონიმური ცნებებია. „ქართლის ცხოვრება“ იცნობს სამივე ტერმინს, მაგრამ მათი გამოყენებისას ქრონოლოგიური ნიშნით გარკვეული დიფერენციაცია შეინიშნება.

ელინისტურ და გვიანანტიკურ ქართლში სპასალარი ერისთავთა ქვემდგომი ადგილობრივი სამხედრო-ადმინისტრაციული მოხელე იყო, რომლის უფლებამოსილება საერისთავოს ცალკეული თემისა და „ქვეყნის“ ფარგლებში ვრცელდებოდა. სპასალარს, თავის მხრივ, ათასისთავები ემორჩილებოდნენ, რომელთაც, გარდა უშუალოდ სამხედრო საქმიანობისა, ფისკალური ფუნქციებიც ებარათ - „მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეფო და საერისთავო“.

გვიანანტიკურ ეპოქაში სპასალარები სოციალური წარმომავლობით ქართლის უმაღლეს არისტოკრატიას ეკუთვნოდნენ და სამეფო ოჯახთან ბუნებრივი ან ხელოვნური („მამამძუძეობა“) ნათესაობით იყვნენ დაკავშირებულნი. მაგ., ვახტანგ გორგასლის მამამ, მეფე მირდატმა, თავისი ასული მირანდუხტი კასპის სპასალარს მისცა აღსაზრდელად. ადრეული შუა საუკუნეების შემდეგ იერარქიული ზღვარი სპასალარისა და სპასპეტს შორის იშლება და ეს ორი ტერმინი სინონიმურად იხმარება. XI ს-ში ს., ძველი სპასპეტის მსგავსად, ქვეყნის ძირითადი სამხედრო ბირთვის, საერისთავო ლაშქრის წინამძღოლად, ერისთავთა „უხუცესად“ იწოდებოდა. სპასალარიად მოიხსენიებს „მატიანე ქართლისა“ ბაგრატ IV-ისა და გიორგი II-ის თანამედროვე კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ (IV) ბაღვაშს და მის ძეს ივანეს, რომელთა ძალაუფლება სასპასპეტო შიდა ქართლზეც ვრცელდებოდა და უდიდესი ძალაუფლება და გავლენა ჰქონდათ იმდროინდელ საქართველოში. სპასალარს, როგორც სამხედრო ხელისუფალს, ექვემდებარებოდნენ ერისთავები და ის საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები, რომლებიც საერისთავოებში სამხედრო საქმეს ემსახურებოდნენ. ნ. ბერძენიშვილი ვარაუდობდა, რომ სპასალართა ინსტიტუტი დავით აღმაშენებელმა გააძლიერა, რათა დაეპირისპირებინა იგი ერისთავებისადმი. თუმცა, შემდგომ იმავე სოციალურმა მოვლენამ, რომელმაც ძველი ერისთავები (ჯარის უფროსები) ფეოდალებად აქცია, ასეთივე ზეგავლენა მოახდინა სპასალართა ინსტიტუტზე, რის გამოც მან დამოუკიდებელი არსებობა შეწყვიტა. მთავარსარდლის აღმნიშვნელ ტერმინად დავით აღმაშენებლის დროს შემოღებული „ამირსპასალარი“ ტერმინოლოგიურადაც და ფაქტობრივი ვითარების მიხედვითაც სპასალართა გაერთიანებული სამხედრო ძალების არსებობას გულისხმობს. სპასალარები ჩაუყენა დავით აღმაშენებელმა ყივჩაყთა ჯარის ცალკეულ შენაერთებსაც სათავეში. არსებობს მოსაზრება, რომ დასავლეთ საქართველოს სპასალარი იყო თამარის თანამედროვე სამეფო კარის მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი, რომლის ხელში გიორგი რუსის აჯანყების დროს დასავლეთ საქართველოს მთელი სამხედრო კონტინგენტი აღმოჩნდა (თ. ბერაძე). ნიშანდობლივია, რომ XIII ს-ის იმ ისტორიულ წყაროებში, რომლებიც ბევრად ადრინდელი მდგომარეობის ამსახველია, სპასალარი ადგილობრივი სამხედრო მეთაური ჩანს, რომელიც, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქართლის ერისთავისა და სხვა ერისთავთა სამოხელეო რანგში თანაბრად განიხილებოდა. მაგ., მირონის კურთხევისას დიდ ხუთშაბათს მცხეთაში შეკრებილთა შორის დასახელებულნი არიან: „მეფე, ათაბაგი, ქართლის ერისთავი, სპასალარი და ყოველნი ერისთავნი“. ხოლო „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, „ძღვენი საწელიწდისთაო ...ერისთავთა, ქართლის ერისთავისა, სამცხის სპასალარისა“ და დადიანისა იყო. ივ. ჯავახიშვილმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ წყაროები საბრძოლო მოქმდებების აღწერისას მეწინავე ჯარის წინამძღოლად მხოლოდ სამცხის სპასალარს ასახელებენ. მართალია, წერილობით წყაროებში სამცხის სპასალარი პირველად თამარის მეფობისას ჩნდება, მაგრამ არ გამოირიცხება, რომ ეს ხელი დავით აღმაშენებლის დროიდანვე არსებულიყო. სპასალარები უნდა ყოფილიყვნენ 1118 წ. თურქთაგან მოკლული ბეშქენ ჯაყელი, ასევე 1177 წ-ის ორბელთა ამბოხების მონაწილე მემნა ჯაყელი. თამარის პირველი ისტორიკოსი იქ, სადაც ჩამოთვლის თამარის დროინდელ ერისთავებს, აღნიშნავს, რომ „სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი“. ტექსტში ჩამოთვლილ ერისთავებს შორის ახლად დადგინებული მხოლოდ ბოცო ჯაყელია და, სხვა ერისთავებისაგან განსხვავებით, ერთდროულად „სამცხის ერისთავად და სპასალარად“ იწოდება. 1191 წ. გიორგი რუსის აჯანყებაში მონაწილეობისა და აჯანყებულთა თანადგომისათვის ბოცო ჯაყელმა სამცხის სპასალარობასთან და ერისთავობასთან ერთად „ჯაყელობაც“ დაკარგა და ეს სამოხელეო თანამდებობა და საგვარეულო წოდება ჯაყელ-ციხისჯვარელთა სახლში გადავიდა. ამ შტოს ფუძემდებელია „ყუარყუარა, სამცხისა სპასალარი, ჯაყელი“, რომელსაც თამარის მეორე ისტორიკოსი მონაპირე ერითავებს შორის ასახელებს.

თავდაპირველად სამცხის სპასალარობა და ერისთავობა მართლაც ცალ-ცალკე ხელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ორი ხელის დამოუკიდებელი არსებობა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა და სამცხის სპასალარი მალე ჩვეულებრივ ერისთავად იქცა. სამცხის სპასალარი იგივე მონაპირე ერისთავი იყო, მხოლოდ გაზრდილი სამხედრო ფუნქციებით (მონაპირეობა, მეწინავე ჯარის მეთაურობა). სამხედრო ფუნქციის გარდა, მის მოვალეობაში შედიოდა ხარკის აკრეფაც, რაზედაც ვახუშტი იუწყება: „ესრევე შეჰკრებდა ლაშკართა და ხარკსა სამეფოსა ერისთავთა მიერ ყოველთა საბრძანებელთა“. ისტორიული წყაროების თანახმად, XIV ს-ის შუახანებამდე ბექა I ჯაყელის (1285-1308) ძეებიდან სამცხის სპასალარი იყო სარგის II (1308/9-1344), ხოლო შემდგომ მისი ძმა - ყვარყვარე II (1334-1361), რომელიც ერთდროულად საქართველოს ამირსპასალარი და სამცხის სპასალარი ყოფილა.

XIV ს-ის განმავლობაში სამცხის სამთავროს მმართველი ჯაყელები ჯერ კიდევ საქართველოს ათაბაგ-ამირსპასალარებად და სამცხის სპასალარებად იწოდებოდნენ, ხოლო XV ს-დან მოყოლებული, სპასალარი ჯაყელთა მმართველი სახლის ზედწოდებად შემორჩა.

იხ. აგრეთვე: ამირსპასალარი, მოხელე, სპასპეტი, დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

წყარო: ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

1.1.148 სპასპეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სპასპეტი

სპარს. spahpat - მხედართმთავარი

შინაარსობრივად იგივეა, რაც სპასალარი, მაგრამ „ქართლის ცხოვრება“ მათ ერთმანეთისაგან ასხვავებს. ლეონტი მროველის მიხედვით, ფარნავაზის (ძვ. წ. IV ს. მიწურული და III ს. პირველი ნახ.) დროინდელ ქართლში სპასპეტი უმაღლესი რანგის სამხედრო მოხელე იყო - იგი მეფის შემდეგ მეორე პირს წარმოადგენდა და საერთო სარდლობას უწევდა ერისთავთა ჯარებს - „მთავრობით განაგებდის ყოველთა ერისთავთა ზედა“. სპასპეტის სამოხელეო ტერიტორია იყო სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი რეგიონი: „ტფილისითგან და არაგვითგან ვიდრე ფანვარადმდე, რომელ არს შიდა ქართლი“. სპასპეტის, როგორც უმაღლესი სამხედრო მოხელის სტატუსი და საგამგებლო ტერიტორია საუკუნეთა განმავლობაში უცვლელი რჩებოდა. ვახტანგ გორგასალის სპასპეტი ჯუანშერი V ს-ის მეორე ნახევარში ასევე იყო „მპყრობელი შიდა ქართლისა და მპყრობელი ყოველთა ერისთავთა“. გვიანანტიკურ და ადრეფეოდალურ ქართლში სპასპეტები სოციალური წარმომავლობით ქართლის უმაღლეს არისტოკრატიას ეკუთვნოდნენ და სამეფო ოჯახთან ბუნებრივი ან ხელოვნური („მამამძუძეობით“) ნათესაობით იყვნენ დაკავშირებულნი, ისინი, მხედართმთავრობასთან ერთად, ითავსებდნენ მსაჯულისა და უფლისწულის აღმზრდელის მოვალეობებს. ვახტანგ გორგასლის მამამ, მეფე მირდატმა, „რამეთუ წესი იყო, რომელ შვილნი მეფეთანი წარჩინებულთა სახლსა შინა აღიზარდნიან“, თავისი ძე ვახტანგი სპასპეტ საურმაგს მისცა აღსაზრდელად. VI-X სს-ში, ერთი მხრივ, უცხო დამპყრობთა ბატონობისა და, მეორე მხრივ, ერისთავთა გამთავრების პირობებში სპასპეტის ინსტიტუტი დაკნინდა. საქართველოს ხელახალი გაერთიანების შემდგომ (XI ს.) იგი ძველი მნიშვნელობით იწყებს აღორძინებას, მაგრამ უკვე სპასალარის სახელწოდებით. ხანგრძლივი ტრადიციის მქონე „სპასპეტის“ ინსტიტუტთან გენეტიკურად იყო დაკავშირებული დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) მიერ შემოღებული ამირსპასალარის თანამდებობა.

იხ. აგრეთვე: ამირსპასალარი, მოხელე, სპასალარი

წყარო: ბიბლიოვიკი სპასპეტი

1.1.149 სპეტაკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სპეტაკი

1. ძალიან თეთრი

2. წმინდა, უმწიკვლო.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.1.150 სპექტაკლი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სპექტაკლი

თეატ.

ფრანგ. spectacle

თეატრალური წარმოდგენა.

იხ. აგრეთვე: თეატრი, სცენა, ექსპლიკაცია, რეჟისორი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.151 სპეციალისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სპეციალისტი

ფრანგ. spécialiste

ადამიანი, რომელსაც სპეციალური ცოდნა აქვს მეცნიერების ან ტექნიკის რაიმე დარგში; რაიმე სპეციალობის წარმომადგენელი.

იხ. აგრეთვე: მენეჯერი, სპეციალური, კლასიკოსი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.152 სპეციალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სპეციალური

ლათ. specialis

1. განსაკუთრებული, საგანგებო დანიშნულების მქონე.

2. რაიმე სპეციალობასთან დაკავშირებული.

იხ. აგრეთვე: პავილიონი, ინკლუზიური განათლება, კომუნიკაცია, ტრანსპორტი, სპეციალისტი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.153 სპეციალური განათლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სპეციალური განათლება

წარმოადგენს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის შემადგენელ ნაწილს, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: პირველი – საზოგადოება ვალდებულია შექმნას უსაფრთხოების ბერკეტი ყველა ადამიანისათვის, რომელიც დაიცავს მას მაგ. ავადმყოფობის, მოხუცებულობის დროს, ავარიის შემთხვევაში და ა.შ. მეორე პრინციპი ეხება საზოგადოების მოვალეობას, ხელი შეუწყოს თითოეული თავისი წევრის პოტენციალისა და პიროვნული თვითმყოფადობის სტიმულირებასა და განვითარებას ანუ, ამ პრინციპის თანახმად, ყველას უნდა ჰქონდეს უფასო განათლების მიღებისა და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება. მესამე პრინციპია „პოზიტიური დისკრიმინაცია“, რომელსაც უნდა ემყარებოდეს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა, იგი გულისხმობს „მეტის გაცემას“ უმწეო ადამიანებისათვის. პირველი „სპეციალური სკოლები“ ევროპაში დაახლოებით 200 წლის წინათ დაარსდა. მე-20 საუკუნეში განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები სპეციალური განათლების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სამოქალაქო უფლებების სფეროში, რის შედეგადაც არსებულ კანონმდებლობაში აისახა საყოველთაო განათლებისა და ფორმალური სწავლების გარანტიები.1900-1950 წლებში, სპეციალური განათლება მოიცავდა მთელი მოსახლეობის მხოლოდ 1% და ძირითადად ხორციელდებოდა სოციალური ნიშნით განცალკევებულ სპეციალურ სკოლებში. 1970 წელს განხორციელებული რადიკალური ცვლილებების შედეგად სპეციალური განათლება გავრცელდა ყველა ადგილობრივ სკოლაში, საბავშვო ბაღში და, ამასთან, მოიცვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზრდილებიცა და მოხუცებიც, შესაბამისად, სპეციალური განათლება ფართომასშტაბიან სფეროდ იქცა.

იხ. აგრეთვე: განათლება

წყარო: ინკლუზიური განათლება: შესავალი კურსი/ბერიტ ჰ. ჰონსენისა და მირიამ დ. სკორტენის საერთო რედ.; [ინგლ. თარგმნა მარიკა ჯიქიამ; ქართ. გამოც. მთ. რედ. მადონა ხარებავა. - Oslo, Unipubforlag, 2001. - ISBN: 82 – 7477 – 076 – 5

1.1.154 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი (მოსწავლე) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი (მოსწავლე)

ყველა ბავშვი რომელიც ხასიათდება:

1. ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევით;

2. მხედველობისა და სმენის დარღვევით;

3. მეტყველების, ქცევისა და ემოციური განვითარების დარღვევით;

4. რომელთაც აქვთ გრძელვადიანი მკურნალობის/ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;

5. რომლებიც წარმოადგენენ ეროვნულ უმცირესობებს;

6. რომლებიც არიან სოციალურად დაუცველნი

7. რომელთაც სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების გამო საგანმანათლებლო პროცესიდან გარიყვა ემუქრებათ

იხ. აგრეთვე: ბავშვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი (შშმ)

წყარო: ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის / [ანა ლაღიძე, მაია ბაგრატიონი, თათია პაჭკორია; რედ. მანანა მიქელაძე; მხატვ. ბუბა ოჩიაური; ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი; ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი]. - [თბ.], 2009. - 163გვ.: ილ.; 29 სმ.. - თავფურ. ავტ. მითით. არ არიან. - ბიბლიოგრ.: გვ. 163. - ISBN: 978-9941-0-1494-9

1.1.155 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, აგრეთვე პირი, რომელსაც გამოხატული აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ან/და შეზღუდული შესაძლებლობა და რომელიც საჭიროებს სასწავლო პროცესის ადაპტაციას, რაც გულისხმობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის მოდიფიკაციას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას, სასწავლო გარემოსა და პირობების შეცვლას ან/და დამატებით სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას;

წყარო: პროფესიული განათლების შესახებ

1.1.156 სპეციფიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სპეციფიკური

ლათ. specificus

რაც დამახასიათებელია მხოლოდ გარკვეული საგნის ან მოვლენისათვის; თავისებური, განსაკუთრებული.

იხ. აგრეთვე: ჟარგონი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.157 სპიკერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სპიკერი

ინგლ. speaker, to speak – ლაპარაკი, საუბარი

საკანონმდებლო ორგანოს სხდომების წარმმართველი. ტერმინი დამკვიდრდა ბრიტანეთის თემტა პალატის სპიკერებთან ანალოგიით. ამ უკანასკნელთათვის დამახასიათებელი იყო ის, რომ მიუხედავად ს–ის რომელიმე პარტიისადმი ფაქტობრივი მიკუთვნებისა, ს. მიუმხრობელი რჩებოდა სხდომების რეგლამენტის დაცვის, კანონების ინტერპრეტირებისა და დებატების წარმართვის პროცესის ხელმძღვანელობისას. ბრიტანელი ს. კენჭისყრაში არ მონაწილეობს . ს–ის მსგავსი, მიუმხრობელი ფორმა ბრიტანეთის გარდა შენარჩუნებულია მხოლოდ კანადაში. ავსტრალიასა დ შეერთებულ შტატებში ს. ღიად გამოხატავს იმ პოლიტიკური ძალების ინტერესებს, რომელთაც ის წარმოადგენს პარლამენტში. შეერთებულ შტატებში, მაგ., წარმომადგენელთა პალატას უმრავლესობის წარმომადგენელი ხელმძღანელობს, ხოლო სენატს – ვიცე–პრეზიდენტი.

იხ. აგრეთვე: პარლამენტი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.1.158 სპოილერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სპოილერი

ინგლ. spoil

ქართულად გაფუჭებას, რაიმე სასიამოვნოს ჩაშლას ნიშნავს. გულისხმობს რაიმე ანიმესა, თუ მანგის და ა.ს. შინაარსისა თუ განვითარებული მოვლენების წინასწან გამჟღავნებას. შესაბამისად ამით "დამსპოილერებელი" იწვევს მოულოდნელობის ეფექტისა და ანიმეს ყურების, ან მანგის წაკითხვის ინტერესის განელებას.

იხ. აგრეთვე: ანიმე, კომიქსი, მანგა

წყარო: http://www.narutox.ge სპოილერი

1.1.159 სპორტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სპორტი

ინგლ. sport

ფიზიკური ვარჯიში (ტანვარჯიში, კრივი, ტურიზმი და სხვ.), რომლის მიზანია ორგანიზმის გაკაჟება, აგრეთვე გამარჯვების მიღწევა.

იხ. აგრეთვე: ბენდი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.160 სტაბილური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტაბილური

ლათ. stabilis

მუდმივი, უცვლელი; მტკიცე, მყარი, მდგრადი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.161 სტაგნაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტაგნაცია

ინგლ. stagnation

გერმ. stagnation

ფრანგ. stagnation

ლათ. stagno–ვაჩერებ, უმოძრაოს ვხდი; stagnum–გაჩერებული წყალი

1. წარმოების, ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური პროცესების განვითარების შენელება, შეფერხება; ეკონომიკური ზრდის უკიდურესად დაბალი (სამ პროცენტზე ნაკლები) ტემპი ან ეკონომიკური ვარდნა;

2. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დაბალი აქტივობის პერიოდი

იხ. აგრეთვე: დეპრესია

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.1.162 სტადია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტადია

ინგლ. stage

ბერძნ. stadion

რისამე განვითარების პროცესში განსაზღვრული საფეხური.

იხ. აგრეთვე: პროცესი, ფაზა

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.1.163 სტადიონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტადიონი

სპორტ.

ბერძნ. stadion (სიგრძის საზომი. ); ასპარეზი, მოედანი

სპორტული შეჯიბრებისა და ვარჯიშისათვის განკუთვნილი ნაგებობა, რომელსაც აქვს ფეხბურთის მოედანი, სარბენი ბილიკები და გარს ერტყმის მაყურებელთა ტრიბუნები

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

სიგრძის საზომი დაახლ. 185 მ

იხ. აგრეთვე: ნადიმი, ფალერონი

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.1.164 სტალინი იოსებ (1879–1953) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტალინი იოსებ (1879–1953)

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ნამდვილი გვარი — ჯუღაშვილი; დ. 18 დეკემბერი [ძვ. სტ. 6 დეკემბერი], ოფიციალური ვერსიით 21 დეკემბერი [ძვ. სტ. 9 დეკემბერი], 1878, გორი — გ. 5 მარტი, 1953, მოსკოვი) — საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო და პარტიული მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898 წლიდან გარდაცვალებამდე.

იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში, 1878 წლის 18 დეკემბერს, (ოფიციალური ვერსიით 21 დეკემბერი) თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში. მისი მშობლები იყვნენ ეკატერინე (კეკე) გელაძე და ბესარიონ ჯუღაშვილი.

1894 დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და შევიდა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში. ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. არალეგალურ წრეში შეისწავლა კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, ვლადიმირ ლენინის, გეორგი პლეხანოვის შრომები.

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: ვიკიპედია იოსებ სტალინი

1.1.165 სტანდარტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტანდარტი

ინგლ. standard

უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტი. იგი საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებსა და მახასიათებლებს საქონლის, მასთან დაკავშირებული პროცესებისა და წარმოების მეთოდებისათვის, რომელთა დაცვა სავალდებულო არ არის. სტანდარტი აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს ან ექსკლუზიურად ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების ან ეტიკეტების მოთხოვნებს საქონლის, პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ.

იხ.აგრეთვე: ფორმა, სოციალიზაცია, პრინციპი, მეთოდი, ექსკლუზივი, ტერმინოლოგია, სიმბოლო, სტანდარტი, ეტიკეტი, პროცესი, კონდიცია

წყარო: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,

1.1.166 სტანდარტული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტანდარტული

1. რაც სტანდარტს შეესაბამება; ტიპობრივი.

2. გადატ. შაბლონური, ტრაფარეტული.

იხ. აგრეთვე: ტიპი, ტიპობრივი, ტრაფარეტული, ტესტი, კონტეინერი, შაბლონური

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.167 სტატისტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტატისტიკა

ინგლ. statistics

ბერძნ. statos – მდგარი, გაჩერებული, უძრავი

მასიური მოვლენების, ეკონომიკის, საზოგადოების შესწავლა რაოდენობრივი მეთოდებით.

იხ. აგრეთვე: ეკონომიკა, ტრენდი, პლაგიატი

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.1.168 სტელა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტელა

მემორიალური ძეგლის-საფლავის ქვის, ერთ-ერთი ტიპი, რომელიც თავის შიგნით აერთიანებს მრავალ ნაირსახეობას. სტელისებური ძეგლების აღმართვის ტრადიცია მიცვალებულთა საფლავზე უძველესი დროიდან იყო გავრცელებული. სტელისებური ძეგლების საუკეთესო ნიმუშები დასტურდება მცხეთაში, ქვემო ქართლში, ზემო ქართლში. ასეთი ტიპის საფლავის ძეგლები მეტ-ნაკლები ინტენსიურობით ვითარდებოდა ქართულ მემორიალურ კულტურაში და ყველა ეპოქას მოეპოვება მათი დამახასიათებელი ნიმუშები. სტელები და სტელისებური ძეგლები ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ტიპია მემორიალური ძეგლებისა. არცთუ იშვიათად ასეთი ტიპის ძეგლებს „მატურის“ სახელითაც მოიხსენიებენ

სალოცავი ობიექტები, რომელთა მრავალნაირი ტიპებია დადასტურებული საქართველოში.

სამიჯნო სტელები, რომელთა ნაწილზე რელიეფით ხელია ამოკვეთილი, როგორც მფლობელის უფლების დამადასტურებელი სიმბოლო.

იხ. აგრეთვე: მატური, ნადიმი

წყარო: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,

1.1.169 სტიგმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტიგმა

ლათ. stigma - სირცხვილის ნიშნით დადაღვა

ნეგატიური ნიშანი, რომელიც პიროვნების ღრმა დისკრედიტაციას იწვევს, გამოარჩევს მას საზოგადოებისგან, პიროვნულ გაუფასურებას იწვევს და ისე ამცირებს მას სხვების თვალში, რომ სრულფასოვანი პიროვნების ნაცვლად, არასრულფასოვან, შელახულ და „ბინძურ“ ინდივიდად გამოიყურება. სტიგმა ადამიანს სხვა „ნორმალურ“ ადამიანზე ნაკლები ღირებულების მქონედ აქცევს. სტიგმატიზირებული პიროვნებები მთლიანობაშელახულ, კომპრომისულ და, ზოგ შემთხვევაში, სრულფასოვან პიროვნებაზე დაბლა მდგომ ადამიანებად მიიჩნევიან. (Goffman, 1963, გვ. 3).

სტიგმა ძველ საბრძნეთში დაღს ან ნიშანს აღნიშნავდა. ამ ნიშნის მატარებელი ადამიანი მორალური დეფექტის მქონედ აღქმებოდა: მათ რიცხვში იყო დამნაშავე, მონა და მოღალატე. თანამედროვე სოციალურ მეცნიერებებში სტიგმის შინაარსი უფრო ფართოა: სტიგმატიზირებული ადამიანი ნებისმიერი ნიშნით დისკრედიტირებულია, მისი სოციალური იდენტობა კი — საზოგადოების მიერ გაუფასურებული. სიმრავლის გამო, შეუძლებელია იმ ნიშნების განსაზღვრა, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ინდივიდი იყოს სტიგმატიზირებული. გენდერი, რასა, სექსუალური ორიენტაცია, სხეულის წონა, ფიზიკური ან ფსიქიკური დაავადებები ყველაზე გავრცელებულ სტიგმათა კატეგორიებია.

გოფმანი სტიგმის სამ სახეობას აღწერს: (ა) თემში გავრცელებული სტიგმა, რომელიც ცნობილია ან თაობიდან თაობას გადაეცემა და გაუფასურებული რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის წევრობას მოიაზრებს; (ბ) „სხეულის უმსგავსობა, ამაზრზენობა“. ეს არათანდაყოლილ ანუ შეძენილ ფიზიკურ მახასიათებელს გულისხმობს, რომელიც სოციალური იდენტობის გაუფასურების მატარებელია, როგორიცაა უნარების სხვადასხვაგვარი ფიზიკური შეზღუდვა; მდგომარეობები, რომლებიც სხეულს ფორმას უცვლის და სიმსუქნე; (3) ინდივიდუალური ხასიათის „შავი ლაქები“, რომლების ინდივიდის პიროვნებასთან ან ქცევასთან დაკავშირებულ სოციალური იდენტობების გაუფასურებას ემსახურება, როგორებიცაა ნარკომანობა, არასრულწლოვანი დამნაშავეობა ან ჰომოსექსუალობა.

მასტიგმატიზირებელი მდგომარეობები ექვსი ძირითადი განზომილებით განსხვავდებიან ერთმანეთსგან (Jones et al., 1984): (1) სიცხადე (აშკარა)— რამდენად ხილულია სტიგმა ან რამდენად შეიძლება მისი სხვებისგან დაფარვა; (2) მიმდინარეობა — იცვლება თუ არა მდგოამრეობა დროთა განამვლობაში და თუ იცვლება, როგორ. ასევე, აქ შედის მისი საბოლოო შედეგი; (3) დამაზიანებლობა — რამდენად არღვევს ეს მდგომარეობა სოციალურ ურთიერთობებს; (4) ესთეტიკური თვისებები — რამდენად განაპირობებს მოცემული თვისება, რომ ინდივიდი საზოგადოებამ აღიქვას, როგორც უშნო, მახინჯი ან მწყობრიდან გამომყვანი; (5) წარმოშობა — როგორ შეიქმნა მასტიგმატიზირებელი მდგომარეობა და ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი; (6) საფრთხე — რამდენად საშიშია ან რა ტიპის საფრთხეს უქმნის მასტიგმატიზირებელი მდგომარეობა/სტიგმა სხვებს. თითოეული განზომილება თავისებურად ზემოქმედებს სოციალურ ურთერთქმედებებზე.

სოციუმი განსხვავებულად რეაგირებს აშკარა და დაფარულ სტიგმაზე. რაც უფრო მკაფიოდაა გამოხატული სტიგმა, როგორც ვიზუალი ნიშნით, მით უფრო მყისიერად აღიქმება ინდივიდის მიერ და პირველადი შთაბეჭდილების ნაწილი ხდება. ეს პროცესი სტიგმის გაძლიერებას უწყობს ხელს. ფარული სტიგმა განსხვავებულად მოქმედებს: მისი გამოვლენა დროში მიმდინარე პროცესია და გარკვეულ პირობებს და გარემოს უკავშირდება. შესაბამისად საზოგადოების რეაქციაც ფარულ სტიგმაზე უფრო მეტად პირობითია, ვიდრე აშკარა სტიგმაზე.

სოციალური სტიგმის გოფმანისეული (1963) ანალიზი სტიგმატიზირებულთა ფსიქოლოგიურ გამოცდილებაზე ფოკუსირდება. იგი ამ გამოცდილების ოთხ ასპექტს გამოყოფს: (1) სტიგმატიზირებულ ინდივიდებს ნეგატიურ წინარწმენებთან და დისკრიმინაციასთან უწევთ გამკლავება. ნეგატიური წინარწმენებისა (prejudice) და დისკრიმინაციის მომცველი შემთხვევების დიაპაზონი დიდია: თითქმის შეუმჩნეველიდან და დახვეწილიდან, როგორიცაა ეპითეტები და მეტსახელები, ფიზიკურ თავდასხმებამდე და მაღაზიაში პერსონალის მიერ მომსახურებაზე უარის თქმამდე. (2) სტიგმატიზირებული ინდივიდები ხშირად აცნობიერებენ, რომ სხვების თვალში გაუფასურებულები არიან ან ნაკლოვანად აღიქმებიან. (3) სტიგმატიზირებულმა ადამიანებმა იციან იმ კონკრეტული სტერეოტიპების შესახებ, რომლებიც მათ სოციალურ ჯგუფებს აქვთ. მაგალითად, აფრიკელმა ამერიკელებმა ხშირად იციან, რომ სტერეოტიპის მიხედვით, ინტელექტუალურად უფრო დაბალ საფეხურზე დგანან და მეტად აგრესიულები არიან. ქალებმა იციან, რომ სტერეოტიპის მიხედვით, ემოციურები, მათემატიკაში სუსტები და ლიდერობის უნარებს მოკლებულნი არიან. (4) სტიგმატიზირებული ადამიანები, შესაძლოა, არ იწყვნენ დარწმუნებულნი ან გაურკვევლობაში იყვნენ მათ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების მიზეზებში. ისინი უარყოფით შედეგებს საკუთარ გაუფასურებულ სოციალურ იდენტობაზე დაფუძნებულ ნეგატიურ წინარწმენებსა და დისკრიმინაციას მიაწერენ; დადებით შედეგებს კი — სხვების მხრიდან სტიგმატიზირებული სტატუსისადმი სიმპათიას ან განსჯის თავიდან არიდების სურვილს. კლასიკური მოსაზრებების მიხედვით, სტიგმატიზირების გამოცდილება მასტიგმატიზირებელი ხატებისა და ინდივიდის ჯგუფის სტერეოტიპების ინტერნალიზაციას მოიცავს. ამიტომ ხშირად უშვებენ, რომ სტიგმა სტიგმატიზირებულთა შორის დაბალ თვითშეფასებას იწვევს. თუმცა, ემპირიული კვლევა ეწინააღმდეგება ამ მოსაზრება. ამასთან, სტიგმის სფეროში მომუშავე მკვლევრები მიუთითებენ, რომ სტიგმატიზირებულიინდივიდები, ფლობენ რა გაუფასურებულ იდენტობას, მუდმივად განიცდიან დისკრიმინაციას, ნეგატიური წინარწმენების გავლენას და ნაკლებად ღებულობენ დახმარებას საზოგადოებისმხრიდან. სტიგმა გავლენას ახდენს ინდივიდის იდენტურობის განცდაზეც. სტიგმის უახლესითეორიების თანახმად, სტიგმატიზირებული ჯგუფის წევრობას ინდივიდი ავტომატურად მიჰყავს თვითსტიგმატიზაციამდე, რისი შედეგიცდაბალი თვითშეფასება და დაბალი თვითეფექტურობაა. თუმცა, ემპირიულ კვლევათა მეტანალიზი აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სტიგმატიზირებული ინდივიდი მოწყვლადია დაბალი თვითშეფასების, ცხოვრებით ნაკლები კმაყოფილებისა და განსაკუთრებით დეპრესიის მიმართ, ინდივიდთა უმრავლესობას, მძიმედ სტიგმატიზირებულებსაც კი, შეუძლიათ საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე, საკუთარ ჯგუფზე დადებითი წარმოდგენის შენარჩუნება. აქვე უნდა ითქვას, რომ ცხადია, ზოგი ინდივიდი სხვებზე უკეთ უმკლავდება სტიგმიდან მომდინარე საფრთხეებს. სოციალური სტიგმის გაცილებით არათვალშისაცემიშედეგი კოგნიტურ და ინტელექტუალურ რეალიზაციაზე გავლენაა. ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ უარყოფითი სტერეოტიპების გაცნობიერებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სტიგმატიზირებული ჯგუფის აკადემიურ მიღწევებზე. ასეთი სტერეოტიპული მუქარა განსაკუთრებით მოსალოდნელია ისეთ სიტუაციებში, რომლებშიც ინდივიდის მიერ თავის წარმოჩენა ამ სტერეოტიპების ჭრილშია შესაძლებელია.

სტიგმატიზირება, უპირატესად, სიტუაციური საფრთხეა; ეს არის ისეთ სიტუაციაში ყოფნა, რომელშიც არსებობს ალბათობა იმისა, რომ ინდივიდის სტიგმა იმოქმედებს მისდამი დამოკიდებულებასა და შეფასებაზე. პიროვნების გამოცდილებაზე ზემოქმედების ასეთი წინაპირობისთვის საერთოდ არ არის საჭირო გაუფასურების ინტერნალიზაცია ან მასტიგმატიზირებელი სტერეოტიპი.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. VII.

მესტვირიშვილი, მ. (2015). სტიგმა და ცხოვრების ისტორია: რას ნიშნავს იყო უმცირესობაში. კვლევი ანგარიში. http://www.feminizmi.org/project/stigmacxovrebisistoria/ (14.08.2015)

წყარო: ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში სტიგმა

1.1.170 სტილი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტილი

ბერძნ.

ფრანგ. style

1. ხელოვნებაში: ამა თუ იმ ხალხის, ეპოქის, მიმართულების ან ცალკეული შემოქმედის დამახასიათებელი გამომხატველობითი ხერხები, მხატვრული თავისებურებანი, რაც განპირობებულია იდეური საზოგადოებრივ-ისტორიული შინაარსის ერთობლიობით.

2. ენობრივი საშუალებების გამოყენების ხერხთა ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს ამა თუ იმ მწერალს ან ლიტერატურულ ნაწარმოებს, რაიმე მიმართულებას, ჟანრს; სიტყვიერი გადმოცემის მანერა.

3. რისამე განხორციელების ხერხი, რაც გამოირჩევა თავისებური წესების, ილეთების ერთობლიობით. მაგ., მუშაობის სტილი. ბრასის სტილით ცურვა.

4. წელთაღრიცხვის სისტემა.

ახალი სტილი - იგივეა, რაც გრიგორიანული კალენდარი.

ძველი სტილი - იგივეა, რაც იულიუსის კალენდარი.

იხ. აგრეთვე: არქიტექტურა, ეპოქა, ლიტერატურა, პასტიში, ფუტურიზმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.171 სტილისტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტილისტიკა

ლინგვ.

ლიტ.მცოდნ.

ბერძნ.

ფრანგ. stylistique

1. ლიტერატურის თეორიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ამა თუ იმ მწერლის, ლიტერატურული მიმდინარეობის მხატვრულ ნაწარმოებთა ენის თავისებურებებს.

2. ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც სწავლობს ენის გამომხატველობით საშუალებებს.

იხ. აგრეთვე: ანტითეზა, ანაფორა, გრამატიკა, ლიტერატურა, ინვერსია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.172 სტიმფალიდები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტიმფალიდები

სპილენძისფრთებიანი ჯადოსნური ფრინველები, რომელნიც არკადიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ცნობილი ჭაობიანი ტბის სტიმფალისის მიდამოებში ბინადრობდნენ. მათი ბასრი ფრთები ისარივით ესობოდა და ხმალივით ჭრიდა ყველას. ადამიანებს ფოლადის ჭანგებით გლეჟდნენ და ჭამდნენ. ეს კაციჭამია ფრთოსნები ჰერაკლემ დახოცა ან ნაწილობრივ ათენას ნაჩუქარი ბობღნის ჟღარუნების ხმაურით განდევნა. იგივე ხერხი იხმარეს არგონავტებმა არესის კუნძულზე მობინადრე მსგავსი მეომარი ფრინველების გასადევნად. რაკი ჰერაკლეს შიშით პონტოს ევქსინოსის მიმართულებით გაფრიდნენ, სწორედ ეს ფრთოსნები შეიძლება ყოფილიყვნენ ის მტაცებლები, რომლებმაც არგონავტებს მაღლიდან ბასრი ფრთები დაუშინეს

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – X

წყარო: ვიკიპედია სტიმფალიდები

1.1.173 სტიპენდია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტიპენდია

ლათ. stipendium – ხელფასი, ქირა

ყოველთვიური ფულადი დახმარება, რომელიც ეძლევათ სტუდენტებს, ასპირანტებს, სხვადასხვა ტიპის სასწავლებელთა მოსწავლეებს.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.174 სტიქიური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტიქიური

1. სტიქიონით გამოწვეული. მაგ., სტიქიური უბედურება.

2. ხელმძღვანელობის გარეშე, თავისით გაჩენილი და მიმდინარე; არაორგანიზებული. მაგ., გლეხთა სტიქიური აჯანყებანი.

3. დაუძლეველი, დაუმორჩილებელი. მაგ., სტიქიური შიში.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.175 სტიქსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტიქსი

ღმერთთა საფიცარი საიქიოს მდინარე

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – III, ჰესიოდე

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.1.176 სტომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტომა

ინგლ. stoma

რუს. стома

ლათ. stoma

ბერძნ. stoma ხვრელი, პირი

სხეულში ქირურგიულად წარმოქმნილი ხვრელი. მაგ., იყენებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება ან კოლორექტული კიბო) სამკურნალოდ.

წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]

1.1.177 სტრატეგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტრატეგია

პოლიტ.

ბერძნ. stratēgia

1. ომის მომზადებისა და წარმოების, დიდი სამხედრო ოპერაციების ჩატარების ხელოვნება.

2. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბრძოლის ხელმძღვანელობის ხელოვნება.

3. სპორტ. ითქმის თამაშის სისტემის შესახებ, რომლის დროსაც ცალკეული სვლები, კომბინაციები კეთდება საერთო, წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით.

იხ. აგრეთვე: ესკალაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.178 სტრატიფიკაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტრატიფიკაცია

ლათ. stratum – ფენა, შრე და facio – ვაკეთებ

საზოგადოების დაყოფა იერარქიულ ფენებად სხვადასხვა სოციალური მახასიათებლის საფუძველზე, რომლის შედეგია უფრო მაღალი და უფრო დაბალი ფენების არსებობა. სოციალური განსხვავებები საზოგადოებაში სტრატიფიცირდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ მახასიათებლის (მაგ., სიმდიდრის, კაპიტალის) ფლობა ან არფლობა იქცევა სისტემის შიგნით ინდივიდების მთავარ გამანაწილებელ პრინციპად. ს. სოციალური უთანასწორობის საფუძველია, რამდენადაც ის გულისხმობს უფლებებისა და პრივილეგიების, პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების, სოციალური კეთილდღეობის, ძალაუფლებისა და ა.შ. არათანაბარ განაწილებას საზოგადოების წევრებს შორის. სოციალური ს-ის უამრავი კონკრეტული ფორმა არსებობს. თუ ხდება ეკონომიკური სტატუსის მიხედვით ინდივიდების დაყოფა, როდესაც, ზოგადი სახით, გამოიყოფა ორი სტრატა - მდიდრები და ღარიბები - მაშინ ხდება ეკონომიკური დიფერენციაციაც. თუ საზოგადოებაში არსებობს იერარქიულად განსხვავებული რანგები ძალაუფლების სხვადასხვა ხარისხის შესაბამისად, პრესტიჟის, ავტორიტეტის და სხვ. ფლობის თვალსაზრისით, როდესაც საზოგადოება, ზოგადად, იყოფა მმართველებად და მართულებად, ხდება პოლიტიკური ს. ხოლო მაშინ, როდესაც საზოგადოება დაყოფილია სხვადასხვა საქმიანობის მქონე ჯგუფებად, ეს მიუთითებს პროფესიულ ს-ზე. სხვადასხვა საზოგადოება იყენებს ინდივიდების იერარაქიული განლაგების განსხვავებულ პრინციპს. ტრადიციული საზოგადოებები ხშირად მიმართავენ მემკვიდრეობით მახასიათებლებს, მაშინ როცა თანამედროვე საზოგადოებები იყენებენ სიმდიდრეს ან შემოსავალს.

იხ. აგრეთვე: იერარქია, სტრუქტურა, კასტა

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-

1. ატმოსფეროს (აგრეთვე ზღვისა და ტბის წყლის) ფენა-ფენა, შრეებრივი აღნაგობა; განპირობებულია ფენების ფიზიკურ თვისებათა (ტემპერატურის, სიმკვრივის და ა. შ.) სხვადასხვაობით.

2. თესლის თესვისწინა მომზადების წესი ერთგვარი - მისი გაღივების დასაჩქარებლად.

იხ. აგრეთვე: ჰალოკლინი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.179 სტროფი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტროფი

ლიტ.მცოდნ.

ბერძნ. strophē

ლექსის ნაწილი - ორი ან მეტი გარითმული სტრიქონი, რომლებიც გაერთიანებულია შინაარსობრივად და რიტმულად.

იხ. აგრეთვე: ალიტერაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.180 სტრუქტურული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტრუქტურული

ლათ. structura

სტრუქტურასთან (რისამე შემადგენელი ნაწილების ურთიერთმიმართება; აგებულება, აღნაგობა, წყობა.) დაკავშირებული

იხ. აგრეთვე: დისპოზიცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.181 სტრუქტურული ან სისტემური დისკრიმინაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტრუქტურული ან სისტემური დისკრიმინაცია

წარმოადგენს დისკრიმინაციული ინსტიტუციონალური ქცევის, დისკრიმინაციული კულტურული ტრადიციების, სოციალური ნორმების და/ან წესების ფარულ ან აშკარა პრაქტიკას

წყარო: გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი/მუხლი 6 - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები/ზოგადი კომენტარი No. 3 (2016)

1.1.182 სტუდენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სტუდენტი

ლათ. studens (studentis) – მეცადინე

უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლე.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.183 სუბიექტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სუბიექტი

ლათ. subjectum

1.ფილოსოფ.ადამიანი, როგორც მატერიალური სამყაროს შემცნობელი და გარდამქმნელი; პიროვნება.

2.ლოგ. მსჯელობის საგანი.

3.გრამატ. ქვემდებარე.

იხ. აგრეთვე: დისპოზიცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.184 სუბსიდიარულობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სუბსიდიარულობა

პრინციპი, რომლის მიხედვით გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს იმ დონეზე, რომელიც ახლოს არის ხალხთან და, იმავდროულად, რომელ დონეზეც ამ გადაწყვეტილების მიღება ყველაზე ეფექტიანია (Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001).

იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, თემი, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა

1.1.185 სუვერენიტეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სუვერენიტეტი

გერმ. souveranitat

ხელისუფლების უზენაესობა და დამოუკიდებლობა. სახელმწიფო სამართლის მეცნიერებაში ასხვავებენ სახელმწიფო, ეროვნულ და სახალხო სუვერენიტეტს. სახელმწიფო სუვერენიტეტი ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეროვნულ სუვერენიტეტს უწოდებენ ერის სრულუფლებიანობას, მის პოლიტიკურ თავისუფლებასა და რეალურ შესაძლებლობებს, განსაზღვროს თავისი ცხოვრების ხასიათი პოლიტიკური თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ჩათვლით. სახალხო სუვერენიტეტი არის ხალხის სრულძალაუფლებიანობა, მისი უფლებამოსილება, რეალურად მონაწილეობდეს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმეების მართვაში.

იხ. აგრეთვე: პოლიტიკა, ქალაქ–სახელმწიფო

წყარო: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

1.1.186 სუმბურული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სუმბურული

არეულ-დარეული, არეული, უთავბოლო, ბუნდოვანი, აბდაუბდა.

წყარო: რუსულ-ქართული ლექსიკონი / საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი ; [სარედ. კოლ.: რ. გაგუა, ნ. ვაჩნაძე, ლ. კაიშაური [და სხვ.] ; მხატვ. კ. ფაჩულია]. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1983. - 864გვ. ; 25სმ.. - პარალ. თავფ. რუს. ენ.. - 6მ.60კ. ყდ., 60000ც.

1.1.187 სუნიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სუნიზმი

რელიგ.

ისლამის მიმართულება, რომელიც ყურანთან ერთად სუნასაც აღიარებს.

იხ. აგრეთვე: ისლამი, რელიგია, შიიზმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.188 სუფევა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სუფევა

მეფობა მაღალი. მეფობა დიდი.

იხ. აგრეთვე: იესო ქრისტე მაცხოვარი, სასუფეველი

წყარო: ორბელიანი, სულხან-საბა (1658-1725) ლექსიკონი ქართული / მოამზადა... ილია აბულაძემ ; [რედ.: ელ. მეტრეველი, ც. ქურციკიძე] ; საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. - თბ. : მერანი, 1991. - 20სმ.

1.1.189 სუფიქსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სუფიქსი

ლათ. suffixus – ბოლოს მიმაგრებული

სიტყვის ძირის შემდეგ მოთავსებული აფიქსი; ბოლოსართი.

იხ. აგრეთვე: აფიქსი, გრამატიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.190 სფერო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სფერო

ბერძნ. sphaira

1. დახშული ზედაპირი, რომლის ყველა წერტილი თანაბრადაა დაშორებული ცენტრიდან; ასეთი ფორმის მქონე ბურთისებრი სხეული.

2. რისამე მოქმედების, გავრცელების არე.

3. საზოგადოებრივი გარემოცვა, გარემო.

იხ. აგრეთვე: მენეჯერი, ფუნქცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.191 სფინქსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სფინქსი

ბერძნ. Sphinx

1. ძველ ეგვიპტეში: უზარმაზარი ქვის ფიგურა - ადამიანის თავის მქონე მწოლიარე ლომი (ფარაონის ძლიერების განსახიერება);

2. ბერძნულ მითოლოგიაში: ფრთოსანი არსება, რომელსაც ტანი ლომისა აქვს, თავი და მკერდი - ქალისა; კლავდა მგზავრებს, რომლებიც ვერ გამოიცნობდნენ მათთვის მიცემულ გამოცანას;

3. გადატ. საიდუმლოებით მოცული ვინმე ან რამე; ვინც ან რაც წარმოადგენს გამოცანას, გაუგებარია სხვებისათვის;

4. ვიწროცხვირიანი მაიმუნი პავიანების გვარისა;

5. ერთგვარი პეპელა.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.192 სქემა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სქემა

ბერძნ. schēma – გარეგნობა, ფორმა

1. გამარტივებული ნახაზი, რომელიც გამოხატავს რისამე სისტემას, მოწყობილობას, ნაწილების ურთიერთმიმართებას.

2. რისამე გადმოცემა, აღწერა ზოგადად, ძირითად ხაზებში.

3. წინასწარი მონახაზი, გეგმა. ინტეგრალური სქემა.

იხ. აგრეთვე: ინტეგრალური

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.193 სქოლასტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სქოლასტიკა

ფილოსოფ.

ბერძნ. scholastikos – სწავლული

1. შუა საუკუნეებში გაბატონებული ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც ცდილობდა თეორიულად გაემართლებინა ეკლესიის დოგმატები სპეკულაციური, ფორმალურ-ლოგიკური არგუმენტებით

2. ფორმალური, ცხოვრებასა და პრაქტიკას მოწყვეტილი ცოდნა; უსაგნო მსჯელობა, ასოკირკიტობა, მედავითნეობა

იხ. აგრეთვე: სქოლასტიკოსი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.194 სქოლასტიკოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სქოლასტიკოსი

ფილოსოფ.

1. სქოლასტიკის მიმდევარი

2. სქოლასტიკურად მოაზროვნე; ასოკირკიტა, მედავითნე

იხ. აგრეთვე: სქოლასტიკა, რაბლე ფრანსუა (1494-1553)

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.195 სქოლიო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სქოლიო

ბერძნ. scholion

შენიშვნა, განმარტება, დამატებითი ტექსტი, რომელიც მოთავსებულია ძირითადი ტექსტის ქვეშ, გვერდის ბოლოში.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.196 სცენა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სცენა

ლათ. scaena

ბერძნ.

1. თეატრალური წარმოდგენისათვის განკუთვნილი ამაღლებული მოედანი.

2. თეატრალური პიესის მოქმედების (აქტის) ცალკეული ნაწილი; გამოსვლა.

3. ცალკე ეპიზოდი, რომელიც გამოხატულია პიესაში, ლიტერატურულ ნაწარმოებში, სურათში.

4. თეატრი; თეატრალური მოღვაწეობა. მაგ., სცენის ოსტატები.

5. მოქმედების არე, ასპარეზი.

6. ცხოვრებაში მომხდარი რაიმე ამბავი; შემთხვევა, ეპიზოდი.

7. საუბ. უსიამოვნო კამათი; ჩხუბი, შეხლა-შემოხლა. მაგ., ეჭვიანობის სცენა.

იხ.აგრეთვე: ცენზურა, თეატრი, პიესა, ეპიზოდი, ლიტერატურა, ოსტატი, აქტი, სპექტაკლი, დეკორაცია, კულისები

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.1.197 სცენოგრაფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


სცენოგრაფია

თეატ.

ბერძნ.

დეკორაციების, სამოსის, სასცენო ეფექტების საშუალებით სპექტაკლის მხატვრული სახის შექმნის ხელოვნება. ყველა ეს გამომსახველობითი ხერხი წარმოადგენს თეატრალური წარმოდგენის კომპონენტებს, ხელს უწყობს სასცენო ნაწარმოების შინაარსის გახსნას, აძლევს განსაზღვრულ ემოციურ ჟღერადობას.

იხ. აგრეთვე: თეატრი, დეკორაცია

წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]

1.2 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ტ

▲back to top


1.2.1 ტაბელი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაბელი

გერმ. Tabelle – ცხრილი

1. რისამე სია, ცხრილი.

2. დაფა, რომელზედაც ჩამოკიდებულია ჟეტონები მუშა-მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადებისა და იქიდან წასვლის აღრიცხვისათვის; თვით ასეთი ჟეტონი.

იხ. აგრეთვე: ჟეტონი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.2 ტაბიძე ტიციან (1895-1937) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაბიძე ტიციან (1895-1937)

პოეტი. დაბადების ადგილი: სოფ. ჭყვიში, ახლანდელი ვანის რაიონი.

დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1905 წლიდან სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა "კოლხიდაში", "სახალხო გაზეთში", "ერში", "თეატრი და ცხოვრებაში". 1911 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი "ცისფერყანწელთა" სიმბოლისტური ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა — "ცისფერი ყანწებით". რედაქტორობდა გაზეთ "ბარიკადს". ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს.

ტ. ტაბიძეს ეკუთვნის თარგმანები ფრანგული და რუსული ენებიდან. მან თარგმნა ა. პუშკინის, ი. ბუნინის, ვ. მაიაკოვსკის, ლ. არაგონისა და სხვათა თხზულებები. 1935 წელს მოსკოვში გამოიცა მისი პოეტური კრებული რუსულ ენაზე. ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე.

1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: ბიოგრაფიული ლექსიკონი ტიციან ტაბიძე

1.2.3 ტაბლოიდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაბლოიდი

ინგლ.

მცირეფორმატიანი გაზეთი. ყვითელი, ბულვარული პრესა, რომელიც აგებულია ძირითადად ჭორებზე, ინტრიგებზე

წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.

1.2.4 ტაბუ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაბუ

ინგლ. taboo

ფრანგ. tabou

პოლინეზიური tapu წმინდა, აკრძალული

1. პირველყოფილ საზოგადოებაში რელიგიურ აკრძალვათა სისტემა, რომელიც ვრცელდება რაიმე მოქმედებებზე, საგნებზე;

2. გადატ. საერთოდ, ნებისმიერი სახის აკრძალვა.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.], 9-2 : [ფ.ა.][MFN: 20254]

1.2.5 ტაბულა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაბულა

ლათ. tabula - დაფა

რუს. Таблица

უჯრებად დახაზულ ფურცელზე ჩასმული სტატისტიკური ცნობები, ქიმიური ფორმულები და სხვა თვალსაჩინოდ განხილვისათვის.

საკლასიფიკაციო სქემები, საავტორო ნიშნები და სხვა სისტემატურად ან ანბანურად გაწყობილი.

იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.2.6 ტაბურეტკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაბურეტკა (ბარბარიზმი)

რუს. табурет, табуретка

ტაბურეტი

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ტაბურეტკა (ბარბარიზმი)

1.2.7 ტაეპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაეპი

სალექსო მეტყველების ძირითადი რიტმულ-ინტონაციური ერთეული.

იხ. აგრეთვე: ეპიგრაფი, ეპოდი, ინტონაცია, რითმი, კლაუზულა

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ.

1.2.8 ტავარი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტავარი (ბარბარიზმი)

რუს. товар

საქონელი

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ტავარი (ბარბარიზმი)

1.2.9 ტავტოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტავტოლოგია

ინგლ. tautology

ბერძნ. Tauto – იგივე + logos – სიტყვა

ერთი და იმავე ცნების, აზრის, ან გრძნობის გამოხატვა სხვა აზრობრივად ახლო მდგომი სიტყვებით.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურა

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.2.10 ტაიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაიმი

სპორტ.

ინგლ. time - დრო

სპორტული თამაშის ხანგრძლივობის გარკვეული ნაწილი (მაგ., ფეხბურთის მატჩში - დროის ნახევარი).

იხ. აგრეთვე: ინინგი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.11 ტალანტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტალანტი

ინგლ. talent

ბერძნ. talanton

1. განსაკუთრებული ნიჭი;

2. ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.2.12 ტალახში ამოსვრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტალახში ამოსვრა

შერცხვენა, სახელის გატეხა, ლაფში ამოსვრა.

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ტ

1.2.13 ტალმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტალმა

ქალის გრძელი წამოსასხამი ერთგვარი (მოდაში იყო მე-19 ს.-ში).

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.14 ტანდემი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტანდემი

ინგლ. tandem

1. ორადგილიანი ველოსიპედი, რომელზედაც უნაგირები და ორი წყვილი პედალი ერთიმეორის უკან არის განლაგებული.

2. ტექ. აგრეგატში მანქანების ან მანქანის ნაწილების განლაგება ერთიმეორის მიყოლებით, ერთ ღერძზე, ერთ ხაზზე.

3. მრავალცილინდრიანი მანქანა, რომელშიც მუშა ცილინდრები ამ წესით არის განლაგებული.

4. გადატ. გუნდში ერთად მოქმედი ორი ფეხბურთელი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.15 ტანკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტანკა

ლიტ.მცოდნ.

იაპ.

იაპონური პოეზიის ერთ-ერთი ძველი ჟანრი.

იხ. აგრეთვე: პოეზია, ჟანრი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.16 ტატანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტატანი

1.ცის ტატანი - იგივეა, რაც ცის ტატნობი.

2.გაწყრომით, გაჯავრებით ლაპარაკი; ხმამაღლა დატუქსვა; ცაცხანი.

იხ. აგრეთვე: ტატნობი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.2.17 ტატნობი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტატნობი

ცის ტატნობი - ცის კამარა, ცის თაღი, ცა.

იხ. აგრეთვე: ტატანი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.2.18 ტაქტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაქტიკა

შეზღუდული მოქმედებების გეგმა - და ინდივიდუალური მეთოდები - მოქმედების განსაკუთრებული ფორმა. შეზღუდული მიზნების მისაღწევად ეს მოქმედებები შეზღუდულია დროში, მასშტაბებსა და სპეციფიკურ საკითხებთან მიმართებაში. სტრატეგიის განსახორციელებლად გამოიყენება გარკვეული ტაქტიკა.

წყარო: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

მოკლევადიანი სტრატეგია მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვეულებრივად მუშავდება მართვის საშუალო დონეზე. იგი გათვალისწინებულია დროის უფრო მოკლე მონაკვეთზე, ვიდრე სტრატეგია (ჩვეულებრივ ერთი წელი).

წყარო: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8

1.2.19 ტელე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტელე

ტექნ. Tech.

ბერძნ. tēle – შორს

რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს:

1) შორ მანძილზე მოქმედს. მაგ., ტელეგრაფი, ტელეობიექტივი.

2) ტელევიზიასთან დაკავშირებულს. მაგ., ტელეგადაცემა. ტელეეკრანი. ტელეცენტრი.

იხ. აგრეთვე: ცენზურა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.20 ტელე- - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტელე-

ბერძნ. tēle – შორს

რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს:

1) შორ მანძილზე მოქმედს. მაგ., ტელეგრაფი, ტელეობიექტივი.

2) ტელევიზიასთან დაკავშირებულს. მაგ., ტელეგადაცემა. ტელეეკრანი. ტელეცენტრი.

იხ. აგრეთვე: კომუნიკაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.21 ტელევიზია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტელევიზია

ინგლ. television

ბერძნ. tēle – შორს

ლათ. visio – ხედვა

გამოსახულებათა გადაცემა შორ მანძილზე ელექტრო და რადიოკავშირგაბმულობის საშუალებათა გამოყენებით.

იხ. აგრეთვე: კულტურა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.22 ტელემაქე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტელემაქე

მითოლ.

ბერძნ.

ოდისევსისა და პენელოპეს ვაჟიშვილი. როდესაც ოდისევსი ტროელთა წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა, ტელემაქოსის აღზრდა მენტორს მიანდეს. ათი წელი იბრძოდა ოდისევსი, ათი შინ დაბრუნებას მოანდომა. ამასობაში დავაჟკაცდა ტელემაქოსი და ათენას რჩევით, მამის საძებრად გაემართა ჯერ ნესტორთან პილოსში, ხოლო შემდეგ მენელაოსთან სპარტაში. მას თან ახლდა მენტორად გარდასახული ათენა, რომელიც მოძღვრავდა ჭაბუკს და მფარველობდა. როდესაც ტელემაქოსი ითაკაზე დაბრუნდა, მეღორე ევმეოსის ქოხში შეხვდა მამა-ოდისევსს და მასთან ერთად იბრძოდა პენელოპეს სასიძოთა წინააღმდეგ. გვიანი ხანის მითები გვამცნობენ, რომ ტელემაქოსმა, ოდისევსის გარდაცვალების შემდეგ იქორწინა კირკეზე, რომლისგანაც შეეძინა ორი ვაჟი: ლატინუსი და აგრიუსი. სხვა მითების თანახმად კი, ტელემაქოსმა იქორწინა ალკინოევსის ასულ ნავსიკააზე ან ნესტორის ასულ პოლიკასტეზე, ან კირკეს ასულ კასიფონეზე. არსებობს ტელემაქოსის თავგადასავალთა ამსახველი სხვა თქმულებებიც. მისმა სახემ გვიანი ხანის შემოქმედთა ყურადღებაც მიიპყრო. მე-17 საუკუნეში ფრანგ მწერალს, ფენელონს შეუთხზავს რომანი სათაურით „ტელემაქოსის თავგადასავალი“, რომელიც შემდეგ კ. ტრედიაკოვსკის ლექსად უთარგმნია რუსულ ენაზე სახელწოდებით „ტელემაქიდა“.

სინონიმი: ტელემაქოსი

იხ. აგრეთვე: ოდისეა, ოდისევსი, პენელოპე

წყარო: ბიბლიოვიკი ტელემაქოსი

1.2.23 ტელონიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტელონიმი

რუს. Телоним

ფსევდონიმი, შედგენილი გვარისა და სახელის ბოლო ნაწილებისაგან

იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, ფსევდონიმი

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.2.24 ტემბრი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტემბრი

ფრანგ. timbre

ბგერის თვისება, ელფერი, რომლის მიხედვითაც განირჩევა ერთი და იმავე სიმაღლის ტონები და რითაც ერთი საკრავის ან ხმის ჟღერადობა განსხვავდება მეორისაგან

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.2.25 ტემპერამენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტემპერამენტი

ლათ. temperamentum – თანაზომიერი ნარევი

ინგლ. temperament

1. ფსიქიკური წყობის თავისებურებები, რომლებიც ვლინდება გარე სამყაროსთან ადამიანის ურთიერთობაში, მის ქცევაში;

2. ძლიერი აღგზნებადობა.

იხ. აგრეთვე: ნატურა, ფსიქიკა

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.2.26 ტემპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტემპი

ლათ. tempus – დრო

ინგლ. tempo

იტალ. tempo

1. რისამე განხორციელების, მიმდინარეობის სისწრაფე;

2. მუსიკალური ნაწარმოების შესრულების სისწრაფე.

იხ. აგრეთვე: მუსიკა, სიმფონია

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.2.27 ტენარე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტენარე

ტენარე ლაკონიკის კონცხს ეწოდებოდა. ძველი ბერძნების წარმოდგენით აქ იყო ღმერთი პოსეიდონის გამოქვაბული, საიდანაც ჰადესში (საიქიოს სამეფოში) შეიძლებოდა ჩასვლა. ათენის ლეგენდარული მეფე თეზევსი და მისი მეგობარი ლაპითთა ბელადი პირითუსი საიქიოს დედოფლის პერსეფონეს მოსატაცებლად ჰადესში გაემგზავრნენ. საიქიოს მეფემ პლუტონმა ისინი სასტიკად დასაჯა: თეზევსი ჯაჭვებით შეჰკრა, პირითუსს კი უზარმაზარი კლდე მოჰკიდა ზურგზე.

სინონიმი: მატაპანი

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – I I

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.2.28 ტენდენცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტენდენცია

ბერძნ. Tendenz

ლათ. tendo – მივისწრაფი

1. რისამე განვითარების მიმართულება; მისწრაფება, მიდრეკილება რაიმესადმი.

2. დედააზრი, იდეა, რომელიც საფუძვლად უდევს რაიმე მხატვრულ ან მეცნიერულ ნაწარმოებს.

3. წინასწარ შემუშავებული ცალმხრივი აზრი, რომელსაც თავს ახვევენ მკითხველს, მსმენელს.

იხ. აგრეთვე: ტენდენციური

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.29 ტენდენციური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტენდენციური

ტენდენციით გამსჭვალული; ცალმხრივი, მიკერძოებითი.

იხ. აგრეთვე: ტენდენცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.30 ტენორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტენორი

იტალ. tenore

1. მამაკაცის მაღალი ხმა. დიაპაზონი დო1-ლა2. არსებობს ლირიკული და დრამატული ტ-ები. ლირ. ტ-თვის დამახასიათებელია ხავერდოვანი ტემბრი, მღერადი მელოდიის გადმოცემის უნარი და მოქნილობა. დრამ. ტ. გამოირჩევა ძლიერი ხმოვანებით ყველა დიაპაზონში. განარჩევენ აგრეთვე ლირიკულ-დრამატულსა და ალტინოს ტ-ს

2. სასულე მუსიკალური საკრავი, სასულე ორკესტრის შემადგენელი ნაწილი

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.2.31 ტერიტორია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტერიტორია

გეოგრ.

ლათ. territorium

გარკვეულ საზღვრებში მოქცეული მიწის სივრცე.

იხ. აგრეთვე: ტერიტორიული

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.32 ტერიტორიული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტერიტორიული

ტერიტორიასთან დაკავშირებული.

ტერიტორიული წყლები - ზღვის ან ოკეანის ზოლი ნაპირის გაყოლებაზე, რომელიც შედის სანაპირო სახელმწიფოს შემადგენლობაში.

იხ. აგრეთვე: ტერიტორია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.33 ტერმინალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტერმინალი

ინგლ. terminal

ლათ. terminalis – საბოლოო

1. კომპიუტერის (ეგმ) მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ინფორმაციის შეტანისა და მისი დამუშავების შემდგომ, გამოტანის უზრუნველყოფა;

2. კონტეინერული და პაკეტირებული ტვირთების გადამუშავებისათვის განკუთვნილი პორტის ნაწილი;

3. გაზის შეგროვებისა და გათხევადებისათვის ტექნიკური ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი.

იხ. აგრეთვე: ინფორმაცია, პორტი, კომპლექსი, კონტეინერი

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.2.34 ტერმინალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტერმინალური

მედ.

ლათ. terminalis – დასასრულის მომასწავებელი

ბოლო, საბოლოო. ტერმინალური მდგომარეობა - სიცოცხლის უკანასკნელი სტადია, სასაზღვრო მდგომარეობა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

იხ. აგრეთვე: რეანიმაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.35 ტერმინი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტერმინი

რუს.

სიტყვა ან შესიტყვება, რომელთაც ზუსტად აღინიშნება მეცნიერებაში, ტექნიკასა და ხელოვნებაში გარკვეული ცნება.

იხ. აგრეთვე: ტერმინოლოგია, ინვერსია, მეხუთე კოლონა

წყარო: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]

1.2.36 ტერმინოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტერმინოლოგია

ლათ. terminus – ზღვარი, საზღვარი,

ბერძნ. logos – მოძღვრება

მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების და ა.შ. რაიმე სფეროში გამოყენებული ტერმინების ერთობლიობა.

იხ. აგრეთვე: ტერმინი, სტანდარტი

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.2.37 ტერორიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტერორიზმი

სოციალურ-პოლიტიკური ბრძოლის ფორმა, მეთოდი, რომელიც სისტემატური ძალადობით (მკვლელობის ჩათვლით) ან მისი გამოყენების მუქარით ხორციელდება და მიზნად ისახავს პოლიტიკური ან სხვა სახის მოწინააღმდეგის დაშინებას, დათრგუნვას ან ფიზიკურ განადგურებას. ტ. შეიძლება იყოს მიმართული როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეების, ორგანოებისა და ორგანიზაციების, უბრალო მოქალაქეების მიმართ. იგი ხორციელდება არა მარტო მკვლელობისა და მუქარის სახით, არამედ აფეთქებების, შეიარაღებული თავდასხმების, ტრანსპორტების, თვითმფრინავებისა და სხვ. გატაცების სახით. ტ. შეიძლება იყოს ინდივიდუალური, ჯგუფური (ორგანიზებული) და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილიც, რაც განსაკუთრებით საშიშია. ტ-თვის, როგორც პოლიტიკური ძალადობის განსაკუთრებული ფორმისათვის, დამახასიათებელია: ფანატიკური მიზანსწრაფვა, უმოწყალობა, გათვლა გარეგან ეფექტსა და ფსიქოლოგიურ გავლენაზე და სხვ. ტ. დღეს უმნიშვნელოვანესი გლობალური პრობლემაა, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა, გაერო მკაცრად გმობს.

იხ. აგრეთვე: ტერორისტული აქტი, დივერსია

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-

ძალადობის გამოყენება შიშისა და ტერორის კლიმატის შექმნის მიზნით და დასახული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად; აშკარად კნინობითი ხასიათისა და, ჩვეულებრივ, სუბიექტური ტერმინია.

წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.

2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე ტერორიზმის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობდა, პრაქტიკულად ასეთი სახით იგი არც ახლა არსებობს, მაგრამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის 2002 წლის ოქტომბრის განცხადება, რომლითაც იგი ცდილობა ტერორიზმის განმარტებას: „ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე, გლობალური ეფექტებით... თავისი ბუნებიდან გამომდინარე ეს არის თავდასხმა სამართლის, წესრიგის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებზე“. ევროკავშირი ტერორიზმს ასეთ შეფასებას აძლევს: „ტერორიზმი ეს არის ქმედება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების დაშინება, მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე არაკანონიერი გზით ზეგავლენის მოხდენა, ქვეყნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით ტერორიზმი ეს არის „ქვეეროვნული და ფარული ელემენტების მიერ საზოგადოებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით დაგეგმილი ძალადობა, რომელიც მიმართულია არასაომარი − სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ“. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იძლევა ტერორიზმის ოთხ ძირითად დამახასიათებელ ელემენტს: ● ძალადობის წინასწარ დაგეგმილი და არაიმპულსური აქტი.

● ქმედება, რომელიც განსაზღვრულია პოლიტიკური წესრიგის შესაცვლელად;

● ქმედება, რომელიც მიმართულია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ

● და ბოლოს, იგი ხორციელდება ქვეეროვნული დაჯგუფების მიერ.

იხ. აგრეთვე: რელიგიური ტერორიზმი, სოციალური ტერორიზმი, ჯიჰადი

წყარო: რუბაშვილი ვასილ. ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციებში // ახალი აზრი №1 (7),- 2003წ.

ფართოდაა გავრცელებული წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ტერორიზმი არის ტრადიციული საშუალება, რომელსაც იყენებენ სუსტები, დამცირებულები და გარიყულები (ან ისინი, ვინც თავის თავს ასეთებად თვლიან) თავისი დამცირებისადმი საჯარო ყურადღების მიპყრობის მიზნით. მათთვის, ვინც ებრძვის თავისზე შეუდარებლად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს, ტერორიზმი წარმოადგენს ძალადობის იარაღს, რომელსაც შეუძლია ასე თუ ისე გააწონასწოროს მხარეთა საშუალებები. ტერორიზმი წარმოადგენს ბევრად უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრების გამოვლენას, შეიძლება ითქვას − წარმოადგენს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებას. ტერორისტები თვითონ საკმაოდ იშვიათად მოდიან ხელისუფლებაში, მაგრამ ხშირად ხელს უწყობენ ხელისუფლებაში ისეთი პიროვნებებისა თუ ორგანიზაციების მოსვლას, რომლებიც საბოლოო ჯამში მათზე მეტ ექსტრემისტებად გვევლინებიან. ასე მაგალითად, ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერების) სახელით იყო ცნობილი, გადამწყვეტი როლი შეასრულა 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლაში. თანამედროვე ტერორიზმი შესაძლებელია დაიყოს ორ ფრიად განსხვავებულ ნაწილად. პირველია ლოკალური ტერორიზმი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გამომდინარეობს სხვადასხვა სახის ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობებიდან და წარმოადგენს ამ მოძრაობების არალეგალურ (და ამორალურ) ნაწილს, თუმცა ეს მოძრაობები როგორც ასეთი ხშირად ლეგალიზებულია შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებით. მეორე ნაწილია ტერორიზმის ის ნაირსახეობა, რომელიც დღეს მოიხსენიება როგორც საერთაშორისო (ზოგჯერ გლობალური) ტერორიზმი და საზოგადოდ გლობალური საფრთხის მატარებელად აღიქება. ადგილობრივი ტერორიზმი ამა თუ იმ სახით წარმოდგენილია პრაქტიკულად ყველგან დედამიწაზე. ის საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ ევროპაში 1960-1970-იან წლებში, ძირითადად როგორც მარქსისტული ექსტრემიზმი (იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში) და დღესაც ლატენტურ ფაზაშია წარმოდგენილი ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში (ჩრდილო ირლანდია), სადაც ადგილობრივი ეროვნული უმცირესობების (შესაბამისად ბასკებისა და ირლანდიელების) ექსტრემისტი წარმომადგენლები ასეთი გზით იბრძვიან მათთვის მისაღები თვითგამორკვევის მოდელის განსახორციელებლად.

წყარო: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

1.2.38 ტერორისტული აქტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტერორისტული აქტი

ინგლ. act of terrorism

ფრანგ. terreur

ლათ. terror – შიში, საშინელება

აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რაც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გავრცელების საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. უფრო მკაცრად ისჯება ტერორისტული აქტი, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში: ჯგუფურად, არაერთგზის, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით და ა.შ. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილე პირი, რომელიც ხელისუფლების ორგანოს დროული გაფრთხილებით ან სხვაგვარად შეუწყობს ხელს ტერორისტული აქტის თავიდან აცილებას და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 323).

იხ. აგრეთვე: ტერორიზმი, დივერსია

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.2.39 ტესტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტესტი

ინგლ. test – გამოცდა, გამოკვლევა.

1. ფსიქ. სტანდარტული ფორმის მოკლე ამოცანა, რომელსაც აძლევენ ცდისპირს მისი გონებრივი განვითარების, მიდრეკილებათა და პიროვნების სხვა მხარეების გამოსავლენად.

2. ანკეტა (კითხვარი), რომელსაც ავრცელებენ როგორც მასალას კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის მიზნებისათვის.

3. გამომთვლელ ტექნიკაში: ამოცანა ამოხსნითურთ; იყენებენ ციფრული გამომთვლელი მანქანის მუშაობის სისწორის შესამოწმებლად.

იხ. აგრეთვე: ანკეტა, სტანდარტული, სოციოლოგია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

სტრუქტურირებული ინსტრუმენტი, რომელიც იქმნება მოსწავლის განვითარების მოცემულ ეტაპზე ცოდნის და უნარ-ჩვევების გასაზომად ანუ შესაფასებლად. ტესტი შესაძლოა ეფუძნებოდეს ნორმას ან რაიმე კრიტერიუმს, იყოს სტანდარტიზებული ან საგნის მასწავლებლების მიერ შექმნილი. ტესტის შეკითხვები ძირითადად სამი ტიპისაა: მრავალჯერადი არჩევანის შეკითხვები, როდესაც ტესტი შეიცავს კითხვას, რომელსაც მოსდევს რამდენიმე პასუხი, რომლიდანაც მხოლოდ ერთია სწორი; შეკითხვები, რომელზეც მოსწავლემ უნდა დაწეროს პასუხი და მცდარი და ჭეშმარიტი პასუხების შეკითხვები. ოფიციალური საგამოცდო ტესტები (მაგ. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის) იქმნება ხანგრძლივი პროცესის შედეგად. კერძოდ, საგნობრივი საგამოცდო ტესტების შემუშავება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: (1) საგნის სპეციალისტები შეიმუშავებენ ტესტის კითხვების ბაზას და შეფასების შესაბამის სქემას, (2) სქემა გამოიცდება რამდენიმე წინასწარ შერჩეულ სკოლაში, (3) ტესტის კითხვები გასწორდება და დაიხვეწება მოსწავლეთა ნამუშევრების და მასწავლებელთა შენიშვნების მიხედვით, (4) კითხვები ხელახლა გამოიცდება მოსწავლეთა უფრო დიდ რაოდენობაზე, (5) ჩატარდება ამ კითხვათა ფსიქომეტრული ანალიზი მათი სირთულის ხარისხისა და სანდოობის საბოლოოდ დადგენის მიზნით, (6) კითხვები კიდევ ერთხელ განიხილება პედაგოგებთან ერთად, (7) გამოთქმული მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით საბოლოოდ დადგინდება საგამოცდო ტესტის კითხვების ტიპები, სახეები, ტესტის ფორმატი და შეფასების სქემა.

იხ. აგრეთვე: მედიაწიგნიერება, უნარი, უნარ-ჩვევა

წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი ტესტი

1.2.40 ტექნიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტექნიკა

ბერძნ. technē – ოსტატობა, ხელოვნება

1. შრომის იმ იარაღებისა და საშუალებათა ერთობლიობა, რომლებსაც იყენებენ საზოგადოებრივ წარმოებაში.

2. მანქანების, მექანიკური იარაღებისა და მოწყობილობათა ერთობლიობა.

3. პროფესიული ხერხების ერთობლიობა, რომლებსაც იყენებენ რაიმე საქმეში. მაგ., ჭადრაკის თამაშის ტექნიკა. ვიოლინოს დაკვრის ტექნიკა.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.41 ტექნიკური დახმარება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტექნიკური დახმარება

საწვრთნელი და საკონსულტაციო დახმარება, რომლის მიზანია, აამაღლოს დახმარების ობიექტის ეფექტიანობა და საქმიანობის ხარისხი (Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001).

იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა

წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]

1.2.42 ტექნოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტექნოლოგია

ბერძნ. technē – ოსტატობა, ხელობა, ხელოვნება და logos – მოძღვრება

1. მეცნიერება ნედლეულის, ნაკეთობათა, ნახევარფაბრიკატების დამუშავების ფიზიკური, ქიმიური და სხვა ხერხების შესახებ.

2. ერთობლიობა გარკვეული წესითა და თანამიმდევრობით განხორციელებული ოპერაციებისა, რომელთაგანაც შედგება მასალის, ნაკეთობის დამუშავების პროცესი.

იხ. აგრეთვე: ბაუჰაუზი, გენდერული ტექნოლოგიები, კორპორაცია, მულტიმედია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.43 ტექსტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტექსტი

ლათ. textum – კავშირი

1. რისამე შინაარსი, ჩამოყალიბებული წერილობით; დაწერილი ან დაბეჭდილი თხზულება, ოფიციალური დოკუმენტი და სხვ. მაგ., პიესის ტექსტი, ბრძანების ტექსტი. დეპეშის ტექსტი.

2. თხზულება ილუსტრაციების, შენიშვნების, კომენტარების და მისთ. გარეშე.

3. სიტყვები, რომლებზედაც დაწერილია მუსიკალური ნაწარმოები.

იხ.აგრეთვე: ლიტერატურა, ექსპლიკაცია, ეპიგრაფი, პიესა, ბანერი, დეპეშა, ილუსტრაცია, კომენტარი, კრიტიკა, კონტექსტი, კონტენტი, ციტატა, რემარკა, პალიმფსესტი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.44 ტექტონიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტექტონიკური

1. ის, რაც დაკავშირებულია დედამიწის ქერქის მოძრაობასა და დეფორმაციასთან.

2.რაც დაკავშირებულია დედამიწის ქერქის აგებულებასა და განვითარებასთან.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.2.45 ტეხასმოტრი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტეხასმოტრი (ბარბარიზმი)

რუს. технический осмотр

ტექნიკური დათვალიერება, ტექნიკური შემოწმება

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ტეხასმოტრი (ბარბარიზმი)

1.2.46 ტიორკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიორკა (ბარბარიზმი)

რუს. тёрка

სახეხელა

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ტიორკა (ბარბარიზმი)

1.2.47 ტიპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიპი

ბერძნ. typos – ანაბეჭდი

1. საგნების, მოვლენების გარკვეული ჯგუფის ნიმუში, მოდელი, ფორმა.

2. ხელოვნებაში: მხატვრული სახე, რომელშიც განზოგადებულია ადამიანთა გარკვეული ჯგუფის თვისებები.

3. ბიოლ. მცენარეთა და ცხოველთა კლასიფიკაციის ყველაზე მსხვილი ერთეული (აერთიანებს მონათესავე კლასებს).

4. იტყვიან უცნაური ან უარყოფითი თვისებების მქონე ადამიანზე.

იხ. აგრეთვე: ტიპური, ტიპობრივი, დაიჯესტი, დრამა, სტანდარტული, ფორმა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.48 ტიპიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიპიზაცია

ლინგვ.

ბერძნ.

1. ერთ გარკვეულ ტიპზე დაყვანა (მანქანებისა, დეტალებისა და სხვ.).

2. კლასიფიკაცია ტიპების მიხედვით.

3. ხელოვნება ტიპობრივის შერჩევა და კონკრეტული მხატვრული ფორმებით განსახიერება.

იხ. აგრეთვე: ტიპი, ფორმა, კლასიფიკაცია, ტიპობრივი, კონკრეტული

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.49 ტიპობრივი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიპობრივი

გარკვეული ტიპის შესაბამისი; სტანდარტული.

ტიპობრივი პროექტი.

იხ. აგრეთვე: კლასიკური, ტიპი, სტანდარტული, ტიპიზაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.50 ტიპოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიპოლოგია

ბერძნ. typos – ანაბეჭდი და logos – მოძღვრება

საგნების ან მოვლენების კლასიფიკაცია მათი საერთო ნიშან-თვისებების მიხედვით.

იხ. აგრეთვე: კლასიფიკაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.51 ტიპური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიპური

რომელიმე ტიპისათვის ნიშანდობლივი, დამახასიათებელი.

ტიპური მოვლენა. ტიპური მაგალითი.

იხ. აგრეთვე: ტიპი, ფაბულა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.52 ტირადა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტირადა

ლიტ.მცოდნ.

ფრანგ. tirade

პათოსით წარმოთქმული გრძელი ფრაზა, რეპლიკა, მონოლოგი.

იხ. აგრეთვე: ფრაზა, რეპლიკა, მონოლოგი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.53 ტირაჟი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტირაჟი

ფრანგ. tirage

1. სესხის ან ლატარიის მოგებათა გათამაშება.

2. სესხის ობლიგაციების ან სხვა ფასიანი ქაღალდების დაფარვა (გამოსყიდვა) იმ დაწესებულების მიერ, რომელმაც ისინი გამოუშვა.

3. ერთი და იმავე გამოცემის ეგზემპლარების საერთო რაოდენობა.

იხ. აგრეთვე: ეგზემპლარი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.54 ტირე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტირე

ჰორიზონტალური ხაზი (–), სასვენი ნიშანი, რომელიც დამხმარე საძიებლის ერთმანეთს მიყოლებული რუბრიკებისა და ქვერუბრიკების სათაურებში განმეორებადი სიტყვების შეცვლის პირობით ნიშნადაც იხმარება. მაგალითად, გარეკანი ანაწყობი – რეპროდუქციული – სიუჟეტური. რეკომენდებული არაა ერთნაირი ბგერითი შედგენილობის, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვების შეცვლის ნიშნად ტირეს გამოყენება.

წყარო: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]

1.2.55 ტიტანები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიტანები

ბერძნ.

უფროსი თაობის ღვთაებები. ურანოსისა (ზეცის) და გეას (დედამიწის) შვილები, რომელთა თავდაპირველი სახელი, მითოგრაფოსთა თქმით, უნდა ყოფილიყო ტიტა. ესენი იყვნენ: ოკეანოსი, კოიოსი, კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, კრონოსი.

ტიტანებად იწოდებოდნენ მათი შვილებიც. ტიტანებმა იქორწინეს თავიანთ დებზე, ტიტანიდებზე: ოკეანოსმა – ტეთისზე (მათ შთამომავლებს ოკეანიდებად მოიხსენიებენ), კოიოსმა – ფოიბეზე (შვილები – ლეტო და ასტერია), კრიოსმა – ევრიბიეზე (შთამომავლები – ასტრეოსი, პალასი, პერსევსი), ჰიპერიონმა – თეაზე (შვილები – ჰელიოსი, სელენე, ეოსი), იაპეტოსმა – კლიმენეზე (შვილები – პრომეთე, ეპიმეთევსი, ატლასი), კრონოსმა – რეაზე (შვილები – ჰერა, ჰესტია, ჰადესი, დემეტრე, პოსეიდონი, ზევსი). ტიტანები მხარში ედგნენ კრონოსს, რომელმაც დაამხო ურანოსი, ხოლო თავისი ძმები – კიკლოპები და ჰეკატონქეიროსები – ტარტაროსიდან იხსნა. განიმტკიცა რა თავისი ძალაუფლება, კრონოსმა კვლავ ტარტაროსში ჩაამწყვდია კიკლოპებიცა და ჰეკატონქეიროსებიც.

როდესაც ახალი თაობის ღმერთებმა ზევსის წინამძღოლობით ტახტიდან ჩამოაგდეს კრონოსი, ტიტანთა ნაწილმა ზევსის წინააღმდეგ გაილაშქრა, ნაწილი – მიემხრო, ნაწილი სულაც არ მონაწილეობდა ამ ბრძოლაში. საომრად შემართული ტიტანები ოთრისის მთაზე დაბანაკდნენ, ხოლო კრონოსისა და რეას შვილები მუდამ ღრუბლებით დაბურულ ოლიმპოსზე. გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომელსაც ტიტანომაქია უწოდეს მითოგრაფოსებმა. კიკლოპებისა და ჰეკატონქეიროსების დახმარებით დაამარცხეს ოლიმპიელებმა ტიტანები და ტარტაროსში ჩაამწყვდიეს. ღმერთების ახალი თაობის გამარჯვებამ დაამკვიდრა ახალი რელიგია (ოლიმპიური რელიგია), რომელმაც შეცვალა პირველყოფილი წარმოდგენები სამყაროზე. გვიანი ხანის მითებში ოლიმპიელები შეურიგდებიან ტიტანებს და მათ „ნეტართა კუნძულებზე“ დაავანებენ.

აქ იგულისხმება სხვა ურჩხულები ე. წ. ტიტანები

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – I, ნადიმი, იაპეტოსი, ეფიალტე, ოტოსი

წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003

1.2.56 ტიტანური ეა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიტანური ეა

ბერძნ.

ეას ეს სახელი ან იმასთანაა დაკავშირებული, რომ ტიტანი პრომეთე ეას მახლობლად იყო მიჯაჭვული, ან ჰელიოსთან (მზესთან), რომლის სხივებიც ეაში ძევს.

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – I

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.2.57 ტიტული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიტული

ისტორ.

ლათ. titulus

1. საგვარეულო ან ბოძებული საპატიო წოდებულება.

2. წიგნის სათაური; წიგნის პირველი გვერდი, რომელზედაც მოთავსებულია სათაური, ავტორის გვარი, გამოცემის ადგილი, წელი და სხვ. (სხვანაირად: სატიტულო ფურცელი).

3. კაპიტალური მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის დასახელება იმ ობიექტების მიხედვით, რომლებიც შეტანილია სატიტულო სიებში. სატიტულო სიები - კაპიტალური მშენებლობის იმ ობიექტების ჩამოთვლა, რომელთა პროექტები და ხარჯთაღრიცხვა უკვე დამტკიცებულია.

იხ. აგრეთვე: ათაბაგი, ამირა, გრაფი, ხალიფა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.58 ტიფონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიფონი

ბერძნ.

გეასა და ტარტაროსის უმრწემესი ძე. ურჩხული, რომელსაც დრაკონის ასი ცეცხლისმფრქვეველი თავი ება.

ტიფონი მაშინ დაიბადა, როდესაც ზევსის მომხრე ღმერთებმა დაამარცხეს ტიტანებიცა და გიგანტებიც. ისინი გეას შვილები იყვნენ და მათმა განადგურებამ განარისხა დედაღვთაება. მან განიზრახა ზევსის დასჯა. საამისოდ ტარტაროსისგან მცირე აზიის კილიკიაში შვა ურჩხული, რომლის მსგავსი ჯერ სამყაროს არ მოვლენოდა. ეს იყო ტიფონი, რომელსაც უზარმაზარ სხეულზე დრაკონის ასი თავი ება. შემზარავად ბრწყინავდნენ მისი ცეცხლისმფრქვეველი თვალები, ხოლო როდესაც პირს დააღებდა, იქიდანაც ცეცხლის ალი ამოსდიოდა. ტიფონს სხვადასხვა ხმის გამოცემის უნარი შესწევდა. შეეძლო ღმერთებივით ესაუბრა, ძაღლებივით ეყეფა, ლომებივით ეღრიალა, გველებივით ესისინა. იგი საოცარი სისწრაფით მოძრაობდა მიწაზეც და დაფრინავდა ცაშიც. როდესაც ტიფონმა ოლიმპიელებს შეუტია, მთელი სამყარო შეზანზარდა, ტარტაროსიც კი შეძრა ბრძოლის ქარცეცხლმა. მიწა შეირყა, ნაპირს მოასკდნენ აქაფებული ტალღები. ხოლო როდესაც ოლიმპოსმაც იწყო ზრიალი, დიდმა ღმერთებმა ეგვიპტეში გაქცევით უშველეს თავს. ტიფონის მზერას რომ დამალვოდნენ, თითოეული მათგანი ცხოველად გარდაისახა: ზევსი – ცხვრად, დიონისე – თხად, ჰერა – ძროხად, არტემისი – კატად, არესი – ტახად და ა.შ. მხოლოდ ათენას არ უცვლია სახე. შერცხვა ზევსს, დაიბრუნა თავისი იერი და ტიფონს მეხი სტყორცნა. არ შემდრკალა ურჩხული, შეიპყრო ზევსი და კილიკიის ერთ-ერთ მღვიმეში დაამწყვდია. ჰერმესმა და ეგიპანმა დიდი ძალისხმევით გაათავისუფლეს ტყვეობიდან მეუფე-მამა, რომელიც ეტლით აიჭრა ზეცად, ძალა მოიკრიბა და ურჩხულთან გადამწყვეტი შეტევისათვის მოემზადა. მას მხარში ამოუდგნენ მოირებიც, რომლებმაც ტიფონს ერთდღიანი ნაყოფი მიართვეს, ვითომც ძალების აღსადგენად. სინამდვილეში ამ ნაყოფმა ურჩხული დაასუსტა და როდესაც იგი ზევსს შეება, ელვის ისრებით დამეხილი, მიწად განერთხო. მითოსის თანახმად, ზევსმა იგი ტარტაროსში ჩაამწყვდია.

სხვა ვერსიით, ზევსმა ზღვის სიღრმიდან ამოგლიჯა კუნძული სიცილია, სტყორცნა ტიფონს და საზარელი ურჩხული მის ქვეშ ჩაჭეჭყა. ასე დაასრულა ტიფონმა სიცოცხლე. მაგრამ ზოგჯერ თავს წამოჰყოფს ხოლმე იგი, რათა მიწიდან დაგროვილი ცეცხლი და ლავა ამოაფრქვიოს. ადგილს, სადაც ტიფონი განისვენებს, ეტნად უხმობდნენ.

ტიფონმა შვა დამანგრეველი ძალის გრიგალები, ლერნეს ჰიდრა, ნემეას ლომი, სფინქსი, ქოფაკები – ორთროსი და კერბეროსი, არწივი, რომელიც პრომეთეს ღვიძლს უკორტნიდა და სხვა ურჩხულები.

იგი სიმბოლურად მიწისმიერ ძალთა და ვულკანურ მოვლენათა განსახიერებად მიაჩნდათ ბერძნებს. წარმოსახავდნენ უზარმაზარ ურჩხულად, რომელსაც წვერებიანი კაცის თავი ღრმად ედგა განიერ მხრებში. ზოგჯერ კაცის თავის ნაცვლად მას დრაკონის მრავალი თავი ესხა მოგრძო სხეულზე, რომელიც გველის კუდით უბოლოვდებოდა.

ამ სისხლისაგან იშვა ოქროს საწმისის მცველი გველეშაპი

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეორე – I, არგონავტიკა - წიგნი მეორე – XI

წყარო: ბიბლიოვიკი ტიფონი

1.2.59 ტოლჩა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტოლჩა

წყლის ტარიანი ჭურჭელი.

წყლის ამოსაღები ჭურჭელი.

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.2.60 ტომი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტომი

ბერძნ. tomos

1. რაიმე თხზულების ნაწილი ცალკე წიგნად; რაიმე გამოცემის ცალკე წიგნი.

2. თითოეული წიგნი (ბიბლიოთეკაში).

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.61 ტონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტონი

ბერძნ. tonos

1. ბგერა, რომელსაც იწვევს ჰაერის პერიოდული რხევა და აქვს გარკვეული სიმაღლე.

2. საკრავის ან ხმის ჟღერადობის ელფერი.

3. მოლაპარაკე ადამიანის ხმის ჟღერადობის სიმაღლე ან სიძლიერე.

4. ლაპარაკის, ნათქვამის იერი, ნიუანსი; თხრობის ან წერის მანერა, სტილი; კილო.

5. რისამე ფერი, შეფერილობა; ელფერი.

იხ. აგრეთვე: პოემა, პერიოდული, უნისონი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.62 ტონიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტონიკა

მუს.

ბერძნ.

გერმ. Tonik

1. გამის პირველი ძირითადი ტონი, რომლის მიხედვითაც ერქმევა სახელი მოცემულ წყობას (მაგ., ნოტი «დო» დო-მაჟორში);

2. წყობის პირველი აკორდი (ჩვეულებრივ, გამის პირველი საფეხურის სამხმოვანება).

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.63 ტოტალიტარიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტოტალიტარიზმი

ჰანნა არენდტის მიხედვით, მისი მეშვეობით მხოლოდ III რაიხის ბოლო პერიოდი და სტალინური რუსეთი შეიძლება იყოს დახასიათებული. მაგრამ ე. კარრის განსაზღვრება ტოტალიტარიზმს სამყაროსავით უხსოვარდროინდელ გამოცდილებად აქცევს. ჰანნა არენდტი „ტოტალიტარიზმის წარმომავლობაში“ მას უპრეცედენტო მოვლენის ინტერპრეტაციას აძლევს, რომელიც ძირითადად იდეოლოგიითა და ტერორით არის გაპირობებული. აქ ყურადღების ცენტრში საკონცენტრაციო ბანაკები, სასამართლო პროცესები, წმენდები, საზოგადოების მიმართ წრეგადასული ძალადობა ექცევა. შესაბამისად, ტოტალიტარიზმი და ტერორი ხელიხელჩავლებულნი მოდიან და ჰანნა არენდტმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ შეუძლებელია პოსტსტალინური საბჭოეთი ან მაოს ჩინეთი აღიწეროს ცნებით – „ტოტალიტარული“.

წყარო: სოლიდარობა №11–12(20–21), – [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი], – ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.– 2007

პოლიტიკური მმართველობის ყოვლისმომცველი პროცესი, რომლის დროსაც სახელმწიფო იჭრება და აკონტროლებს ყველა სოციალურ ინსტიტუციას და, ამდენად, სამოქალაქო საზოგადოებასა და „პირად“ ცხოვრებას აუქმებს.

წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.

ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წყობა, რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო სრულად არის გაბატონებული საზოგადოებასა და პიროვნებაზე. იგი მიისწრაფის საზოგადოების ყველა სფეროზე კონტროლის დამყარებისაკენ, სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გაუქმებულია პლურალიზმის პრინციპი. სოციალურ-პოლიტიკური წინააღმდეგობების რეგულირება ხდება ძალისმიერი მეთოდებით. პოლიტიკური ხელისუფლება პრეტენზიას აცხადებს მოსახლეობის საყოველთაო ინტერესებზე. ამ საყოველთაო ინტერესებში ადგილი არ რჩება პიროვნებისა და პოლიტიკის სხვა სუბიექტების ინტერესებისათვის, თავისუფალი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, რაც ინდივიდის ხელისუფლებისაგან გაუცხოებას იწვევს. ხდება სახელმწიფოსა და ინდივიდის იდენტიფიკაცია, რაც ამ უკანასკნელს ართმევს თვითრეგულაციის და თვითგანვითარების შესაძლებლობებს, ხელისუფლების ლეგიტიმაცია ემყარება ძალადობას, სახელმწიფოს მონოიდეოლოგიას, პიროვნების უფლებანი და თავისუფლებანი უგულებელყოფილია. შესაბამისად, ტოტალიტარული რეჟიმი - ეს არის სახელმწიფოს მთლიანი და ყოვლისმომცველი კონტროლი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გზით. აღნიშნული რეჟიმი უფრო ხშირად წარმოიშობა საგანგებო პირობებში, როდესაც საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიმჩნევა არასტაბილურობა, სახეზეა ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება განიხილება როგორც წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტის საშუალება. პოლიტოლოგები მიუთითებენ ტ-ის შემდეგ ძირითად ნიშნებზე: 1. ხელისუფლების მაღალი ცენტრალიზაცია რომელიმე პიროვნების ან ჯგუფის ხელში. გაბატონებული ფენა პასუხს არ აგებს არც ერთი სახელმწიფო ორგანოს წინაშე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება გაბატონებული ზედა ფენის ხელშია. ტოტალიტარულ შეგნებაში ხალხი და ხელისუფლება გააზრებულია როგორც ერთიანი მთელი, ხელისუფლების მთელი აქცენტი გადატანილია საშინაო და საგარეო მტრების ძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე. 2. საზოგადოებრივი ცხოვრების იდეოლოგიზაცია - მონოპოლიური იდეოლოგია ასაბუთებს, ამართლებს არსებული რეჟიმის უკონტროლო ბატონობას, იდეოლოგიის მნიშვნელობა ძირითადად განისაზღვრება რომელიმე მიზნის გარშემო მოსახლეობის დარაზმვით (მსოფლიო ბატონობა, კომუნიზმის აშენება და ა.შ.). ამ მიზნის მისაღწევად გამართლებულია ყველა საშუალება. 3. ერთპარტიულობა, ხელისუფალი მასობრივი პარტიის მონოპოლიური არსებობა, რომელიც აყალიბებს პოლიტიკურ მიზნებს, განსაზღვრავს მისი რეალიზაციის საშუალებებს და ახორციელებს კადრების მომზადებასა და განაწილებას. მმართველი პარტიის სათავეში დგას ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ყველა არსებით საკითხს წყვეტს. 4. რეპრესიული დაწესებულებების განვითარებული სისტემა, რომელიც მკაცრ კონტროლს ახორციელებს ადამიანთა ქცევაზე და საჭიროების შემთხვევაში იყენებს ძალისმიერ მეთოდებსაც. 5. ტ-ის პირობებში არ არსებობს თავისუფალი ინდივიდი და სამოქალაქო საზოგადოება. განასხვავებენ ტ-ის ორ ძირითად ნაირსახეობას: მემარჯვენე რადიკალურ (ფაშისტური, ნაციონალ-სოციალიასტური, მაგ., იტალიაში (1922-1943), შემდგომ გერმანიაში (1933-1945), ფრანკისტულ ესპანეთში და სხვ.) და მემარცხენე ექსტრემისტულ ტ-ს (სტალინის რეჟიმი სსრკ-ში). ტ-ის პრობლემის თეორიის თანამედროვე დონეზე განვითარება დაიწყო 40-50-იან წლებში (ჰ.არენდი, ზ.ბჟეზინსკი, კ.პოპერი, მ.ჰაიდეგერი, ფ.ჰაიეკი და სხვ.).

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-

1.2.64 ტოტალიტარული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტოტალიტარული

ფრანგ.

სადაც, რის დროსაც აშკარა ტერორისტული დიქტატურაა გამეფებული.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.

1.2.65 ტოტალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტოტალური

ფრანგ. total

ყოვლისმომცველი, საყოველთაო.

იხ. აგრეთვე: ტოტალური ომი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.66 ტოტალური ომი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტოტალური ომი

ომის გადაზრდა „აბსოლუტურ“ სტადიაში, როდესაც საბრძოლო მოქმედებებს არა არმიები, არამედ ხალხები (ერები) აწარმოებენ. ტ.ო. შესაძლებელი გახდა ნაციონალიზმის აღზევების შედეგად და „დემოგრაფიული აფეთქების“ გამო მოსახლეობის ზრდის შედეგად. ტ.ო-ის წარმოშობაზე გავლენა იქონია სამრეწველო რევოლუციამ. ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა ეკონომიკის სამხედრო საჭიროებებისთვის მაქსიმალური დაქვემდებარება როგორც ომიანობის, ასევე მშვიდობიანობის დროსაც, რამაც სამხედრო-სამრწველო კომპლექსის წარმოშობას შეუწყო ხელი.

იხ. აგრეთვე: ტოტალური

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-

1.2.67 ტოტემი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტოტემი

ინგლ. totem

ზოგიერთ პრიმიტიულ ხალხში ცხოველი (იშვიათად მცენარე და სხვ.), რომელსაც თაყვანს სცემენ როგორც ტომის წინაპარსა და მფარველს.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.68 ტრაგედია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრაგედია

თეატ.

ბერძნ. tragōdia

1. დრამატული ნაწარმოები, რომელშიც ასახულია შეურიგებელი კონფლიქტი, ძლიერი ხასიათებისა და ღრმა განცდების შეჯახება, რაც ხშირად გმირის დაღუპვით თავდება.

2. გადატ. საშინელი ამბავი, უბედური შემთხვევა; მძიმე განცდა, ტანჯვა.

იხ. აგრეთვე: დრამა, დრამატული, თეატრი, კონფლიქტი, ტრაგიკული

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.69 ტრაგიკული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრაგიკული

1. ტრაგედიასთან დაკავშირებული.

2. საშინელი, შემაძრწუნებელი, საბედისწერო.

იხ. აგრეთვე: ტრაგედია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.70 ტრადიცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრადიცია

ტერმინი აღნიშნავს იმ იდეებს, პოლიტიკურ პრაქტიკასა და ინსტიტუტებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლეს და საზოგადოებას წინა ეპოქებიდან გადმოეცა მემკვიდრეობით. ამასთან იოლი არ არის გავარკვიოთ, თუ რამდენად გამძლე უნდა იყოს ესა თუ ის მოვლენა საიმისოდ, რომ იგი ტ-დ ჩაითვალოს. ტ., ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, აღნიშნავს განგრძობითობას, მემკვიდრეობითობას თაობებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის საზღვრების მონიშვნა ყოველთვის იოლი არ არის, პროგრესსა და რეაქციასთან შეპირისპირებით ტრადიცია სავსებით გამოკვეთილ სახეს იღებს. კერძოდ, თუ პროგრესი წინსვლას წარსულზე დაშენებას ნიშნავს, ხოლო რეაქცია საათის ისრების უკან დაბრუნებას, ტ., უპირველეს ყოვლისა, წარსულის შენარჩუნებას ან განგრძნობას მოითხოვს.

იხ. აგრეთვე: ლიბერალიზმი, პოემა, პრაქტიკა, ეპოქა, ნორმა, ინსტიტუტი, პროგრესი, რეაქცია, კომუნიკაცია, ფუტურიზმი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-

1.2.71 ტრაიბალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრაიბალიზმი

ინგლ. Tribalism

ტომობრივი დაპირისპირება, ტომთაშორისი შუღლი, ტომთა მისწრაფება განცალკევებისაკენ. ტ თავს იჩენს ისეთ საზოგადოებაში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ტომობრიცი დაყოფა (ძირითადად აფრიკაში) ტ-ს მოხერხებულად იყენებდნენ კოლონიზატორი ქვეყნები და ტომთა ერთმანეთთან დაპირისპირებით აღწევდნენ თავიანთთვის სასურველ შედეგს. დღესაც ტ მნიშვნელოვანი იარაღია გარეშე ძალებისათვის. ზოგჯერ მან შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს ქვეყანა (მაგ., რუანდაში ორი ტომის - ჰუტუს და ტუტსის - დაპირისპირებამ 1994-1996 წლებში მილიონამდე ადამიანის სასიცოცხლე შეიწირა). ტ-ის გადმონაშთები შეიმჩნევა ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაშიც. კერძოდ, არჩევნების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა მხარს უჭერს ამა თუ იმ პიროვნებას მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მათი კუთხის თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია.

იხ. აგრეთვე: კატასტროფა, კოლონიალიზმი, ეთნიკური

წყარო: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

1. საზოგადოების ტიპი, რომელიც წინ უსწრებდა პრიმიტიული სახელმწიფოს წარმოშობას. ეს საზოგადოება თავს მონადირეობითა და შემგროვებლობით ირჩენდა და მის წევრებს შორის არსებობდა სისხლით ნათესაობა.

2. პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ბატონობს ნეპოტიზმი, ჩამოყალიბებულია და მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს ამა თუ იმ გვარების პოლიტიკურ ბატონობას.

იხ. აგრეთვე: პრიმიტიული, პოლიტიკური

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.2.72 ტრანსლიტერაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრანსლიტერაცია

trans -ით, გავლით და littera ასო

ერთი დამწერლობის ასოების გადაცემა სხვა დამწერლობის ასოებით.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.73 ტრანსპორტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრანსპორტი

ლათ. transporto – გადამაქვს

1. სახალხო მეურნეობის დარგი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვასთან.

2. გადასაზიდ საშუალებათა რაიმე სახეობა.

3. სპეციალური დანიშნულების გადასაზიდ საშუალებათა ჯგუფი; აღალი.

4. სამხედრო ფლოტის გემი ტვირთის გადასაზიდად და ჯარების გადასაყვანად.

5. ბუხჰალტ. ჯამის გადატანა მეორე გვერდზე.

იხ. აგრეთვე: სპეციალური, კონტეინერი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.74 ტრანსფორმაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრანსფორმაცია

ლათ. transformatio

გარდაქმნა

სახეცვლილება.

იხ. აგრეთვე: პრივატიზაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.75 ტრანსცენდენტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრანსცენდენტური

ლათ. transcendens (transcendentis) - რაც საზღვარს სცილდება

1. იდეალისტ. ფილ. შესაძლო ცდის ფარგლებს გარეთ არსებული, შემეცნებისათვის მიუღწეველი.

2.მათემ. რასაც ალგებრულად ვერ გამოიანგარიშებენ, რაც ალგებრულად არ გამოისახება.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.76 ტრაფარეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრაფარეტი

იტალ. traforetto – გახვრეტილი

1. თხელი ფირფიტა, რომელშიც ამოჭრილია რაიმე სახე ან ასოები; იყენებენ, მაგალითად, კედლის, ფირნიშის მოსახატავად, წარწერების გასაკეთებლად (დაადებენ სათანადო ზედაპირს და ზევიდან წაუსვამენ საღებავს).

2. გადატ. ერთხელ და სამუდამოდ მიღებული, გაცვეთილი ფორმა, მზა ნიმუში; შაბლონი.

იხ. აგრეთვე: ფორმა, შაბლონი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.77 ტრაფარეტული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრაფარეტული

გაცვეთილი, შაბლონური.

იხ. აგრეთვე: სტანდარტული, შაბლონური

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.78 ტრაქტატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრაქტატი

ინგლ. treatise, treaty

ლათ. tractatus - განხილვა

1. მეცნიერული შრომა, რომელშიც განხილულია რაიმე ცალკეული საკითხი, პრობლემა;

2. საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.2.79 ტრეინინგი სამუშაო ადგილზე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრეინინგი სამუშაო ადგილზე

მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ისეთი ფორმა, როცა მოხელეები სამუშაოსაგან მოუწყვეტლად იმაღლებენ კვალიფიკაციას.

იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ზედამხედველობა

წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]

1.2.80 ტრენდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრენდი

ინგლ. Trend

1. ტენდენცია; მოძრაობა; საერთო მიმართულება (მაგ., სოციალური მოძრაობისა)

2. ტენდენციის ქონა; რომელიმე მიმართულებით ცვლილება

3. სტატისტიკური ტრენდი (მაგ., უმცირესი კვადრატების მეთოდით აგებული ტრენდი, ექსპონენციალური ტრენდი)

იხ. აგრეთვე: სტატისტიკა

წყარო: ბერულავა, რევაზ ინგლისურ-ქართული უნივერსალური ბიზნეს-ლექსიკონი=English-Georgian Universal Business-Dictionary : ეკონომიკა, მარკეტინგი, მენეჯმენტი... შეიცავს 15000-მდე ინგლ. ტერმინს... და 30000-მდე ქართ. ლექსიკურ ერთეულს... / იაკობ მესხიას, ზურაბ გალდავას და ალექსანდრე ღლონტის რედ. ; საქ. საინჟ. აკად.. - თბ. : იბერთედ-პრესი, 1997 (ბ.ს. კომბ-ტი). - 350გვ. ; 20სმ.. - წიგნს ახლავს ავტ. მინაწერი. - ISBN 5-520-01523-6

1.2.81 ტრეფიკინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრეფიკინგი

ძალისმიერი საშუალებების გამოყენებით, მოტყუებით, ძალდატანებით, ფულადი დაპირებებით პიროვნებაზე კონტროლის განხორციელებას. ადამიანის ექსპლუატაციაში შედის პროსტიტუციის ან რაიმე სხვა სახის სექსუალური ექსპლუატაცია. ძალდატანებითი მუშაობა ან საყოფაცხოვრებო მომსახურეობა, მონობა ან მონური ყოფა, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა

იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება

წყარო: ბებერაშვილი ზურაბ გზა უფლებებისაკენ : მასწავლებლის წიგნი : [სახელმძღვ. ზოგადსაგანმ. სკოლის მე-8 კლ.] / ავტ.: ზურაბ ბებერაშვილი, ნინო ბესელია, ნინო მახაშვილი და სხვ ; [რედ.: მარიამ მიქაშავიძე] - თბ., 2002 - 60გვ. ; 27სმ. - ISBN 99928-0-380-0 : [ფ.ა.] [MFN: 17088]

1.2.82 ტრიადა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრიადა

ბერძნ. trias (triados) – სამება

1. : იდეის სამსაფეხურიანი განვითარება ჰეგელის იდეალისტურ ფილოსოფიაში, რომელიც განსაზღვრავს მოვლენათა განვითარების სამ საფეხურს.

2. გადატ. სამება, სამეული.

იხ. აგრეთვე: იდეა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.83 ტრივიალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრივიალური

ფრანგ. trivial

1. სიახლეს, ორიგინალურობას მოკლებული; გაცვეთილი

2. უხამსი, ვულგარული

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.84 ტრიკლინიუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრიკლინიუმი

ლათ. triclinium

1. პურის საჭმელი ოთახი, სასადილო.

2. ტახტები, რომლებიც ნალისებურად იდგმებოდა სასადილო მაგიდის გარშემო.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]ი

ტრინაკრია

სიცილიის უძველესი სახელია, ხოლო ტრინაკრიის ზღვა ადრიატიკის ზღვას ეწოდებოდა. აქ გეოგრაფიულ კონტამინაციის აქვს ადგილი. აპ. როდოსელს ეგონა, რომ მდ. ისტროსი (აწინდელი დუნაი) განსაკუთრებული ტოტით უერთდებოდა ადრიატიკის ზღვას

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.2.85 ტრიო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრიო

მუს.

იტალ. trio

1. სამი მომღერლისა ან სამი დამკვრელისაგან შემდგარი ანსამბლი.

2. მუსიკალური ნაწარმოები სამი საკრავისა ან სამი მომღერლისათვის.

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.86 ტრიუფელი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრიუფელი

გერმ. Trüffel

1. თირკმელა-სოკო.

2. სახელწოდება შოკოლადის კანფეტისა, რომელსაც ამ სოკოს მოყვანილობა აქვს.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.87 ტროა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტროა

ბერძნ.

ქალაქი ჰელესპონტოსის მცირეაზიულ სანაპიროზე, მდინარე სკამანდროსის ხეობაში. მის დამაარსებლად ითვლება ილოსი.

ბერძნულ ეპოსში ცნობილი ტროა XIX საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინა ჰ. შლიმანმა.

სინონიმი: ილიონი

იხ. აგრეთვე: ილიადა, ოდისეა, ანტენორი, კოდროსი, მინოსური კულტურა

წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.

1.2.88 ტრომბონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრომბონი

იტალ. trombone

სასულე მუსიკალური საკრავი, მოხსენიებულია XV ს. ლიტ-რაში. წარმოადგენს მოგრძო, ცილინდრულ, ორმაგად გაღუნულ მილს (სიგრძე 3000 მმ-მდე), რომლის დიამეტრი დაახლ. 15 მმ-ია. ცნობილია გასაშლელი (ე. წ. ცუგტრომბონი) და ვენტილური ტ. (XIX ს-იდან) არსებობს ტ-ის ნაირსახეობა (სოპრანოდან- კონტრაბასამდე). ტ. უპირატესად საორკესტრო საკრავია.

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.2.89 ტროპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტროპი

ლიტ.მცოდნ.

ბერძნ. tropos

ბერძნული განსაზღვრების თანახმად მხატვრული ეფექტის მომხდენი ფიგურა, შექმნილი მნიშვნელობის გადატანით აშკარად ნახსენებიდან ნაგულისხმევზე ანუ ერთ მოვლენაზე მითითებით და მეორეს გულისხმობით. თანამედროვე დაზუსტებით ესაა მნიშვნელობის „გადანაცვლება“, თანაარსებობა ერთ აღმნიშვნელთან ორი მნიშვნელობისა - „პირდაპირის“ და „გადატანითის“, „ცენტრალურის“ და „გვერდითის“, მნიშვნელობის „გაორება“, „გახლეჩა“, „სემანტიკური პარალელიზმი“.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურა, ფიგურა, ცენტრალური, პარალელიზმი

წყარო: ინტელექტუალი №8, - [სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2009. - ISSN 1512-2530

1.2.90 ტროსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტროსი

ბერძნ.

ტროას ეპონიმი („ეპონიმოსი“ ანუ „სახელმდებელი“). ტროას მეფე. დარდანოსის ძის, ერიხთონიოსის ვაჟი. ილოსისა და განიმედესის მამა. მითოსის სხვა ვერსიით, ტროას დამაარსებლად ითვლება ილოსი. მისი სახელის მიხედვით უწოდეს ტროას სხვაგვარად ილიონი

ილიონის მეფე ტროსს ჰყავდა სამი შვილი: ილი, ასარკი და განიმედე. ყველაზე უმცროსი და ულამაზესი იყო განიმედე. ზევსს იგი მოეწონა, ოლიმპოზე გაიტაცა და უკვდავება მიანიჭა. განიმედე ოლიმპიელ ნეტართა მერიქიფედ იქცა და თასებში ნექტარს უსხამდა

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – II

წყარო: ბიბლიოვიკი ტროსი

1.2.91 ტროცკი ლევ (1879-1940) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტროცკი ლევ (1879-1940)

პოლიტიკური მოღვაწე, მაღალჩინოსანი ბოლშევიკი, სტალინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე, ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მოკლულ იქნა მექსიკაში სსრკ-ს შინაგან საქმეთა კომისარიატის აგენტის, ესპანელი რ.მარკედორის მიერ

იხ. აგრეთვე: პერსონალია, გოშიზმი, ტროცკიზმი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN:

1.2.92 ტროცკიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტროცკიზმი

მარქსიზმ-ლენინიზმისადმი მტრულად განწყობილი მიმდინარეობა მუშათა მოძრაობაში; მენშევიზმის ნაირსახეობა.

იხ. აგრეთვე: ტროცკი ლევ (1879-1940), გოშიზმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.93 ტრუბადური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრუბადური

ლიტ.მცოდნ.

ფრანგ. troubadour

1. შუა საუკუნეების პროვანსში (სამხრეთ საფრანგეთში): მოხეტიალე პოეტ-მომღერალი.

2. იტყვიან ადამიანზე, რომელიც აქებს, ადიდებს რასმე.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურა, პოეტი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.94 ტრუმენი ჰარი (1884-1972) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრუმენი ჰარი (1884-1972)

აშშ-ს 33-ე პრეზიდენტი 1945-53 წლებში დემოკრატიული პარტიიდან

იხ. აგრეთვე: პერსონალია, აიკი, ეიზენჰაუერი (აიზენჰაუერი) დუაიტ დევიდ (1890-1969)

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.2.95 ტურიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტურიზმი

ფრანგ. tourisme

მოგზაურობა ამა თუ იმ მხარის, ქვეყნის გაცნობისა და დასვენების მიზნით; სპორტის სახე – მოგზაურობა, ლაშქრობა ფეხით, ველოსიპედით, თხილამურებით და სხვ.

იხ. აგრეთვე: ალპინიზმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.96 ტურნი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტურნი

მითოლ.

რომ.

რუტულთა მეფე, რომელიც მოკლა ენეასმა.

სინონიმი: ტურნუსი

იხ. აგრეთვე: ენეიდა

წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.. - ISBN 99940-27-00-X[MFN: 18702]

1.2.97 ტყაშმაფა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტყაშმაფა

(მეგრული ტყის დედოფალი, მეფე) — ქართულ მითოლოგიაში ტყის მეფე-ქალია, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი.

ხალხური წარმოდგენებით ტყაშმაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაშმაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს. ტყაშმაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს). ზოგი მკვლევარი ტყაშმაფას დალისთან და უსახელო „ტყის ქალის“ სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება.

პოპულარული აღწერით, ტყაშმაფას გრძელი თეთრი თმები აქვს, რომელიც შიშველ ტანს უფარავს და კოჭებამდე წვდება. როდესაც ტყაშმაფა იცინის რძესავით თეთრი კბილები უჩანს. ტყაშმაფა ტყეში ცხოვრობს და ღამეულ მგზავრებს თუ შეხვდება და გამოელაპარაკება. ტყაშმაფას პასუხი არ უნდა გასცე ხელებით უნდა ელაპარაკო, თორემ ჭკუაზე შეგშლის.

იხ. აგრეთვე: ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, ქართული მითოლოგია

წყარო: სასარგებლო ლექსიკონი ტყაშმაფა

1.2.98 ტაბელი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაბელი

გერმ. Tabelle – ცხრილი

1. რისამე სია, ცხრილი.

2. დაფა, რომელზედაც ჩამოკიდებულია ჟეტონები მუშა-მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადებისა და იქიდან წასვლის აღრიცხვისათვის; თვით ასეთი ჟეტონი.

იხ. აგრეთვე: ჟეტონი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.99 ტაბიძე ტიციან (1895-1937) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაბიძე ტიციან (1895-1937)

პოეტი. დაბადების ადგილი: სოფ. ჭყვიში, ახლანდელი ვანის რაიონი.

დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1905 წლიდან სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა "კოლხიდაში", "სახალხო გაზეთში", "ერში", "თეატრი და ცხოვრებაში". 1911 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი "ცისფერყანწელთა" სიმბოლისტური ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა — "ცისფერი ყანწებით". რედაქტორობდა გაზეთ "ბარიკადს". ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს.

ტ. ტაბიძეს ეკუთვნის თარგმანები ფრანგული და რუსული ენებიდან. მან თარგმნა ა. პუშკინის, ი. ბუნინის, ვ. მაიაკოვსკის, ლ. არაგონისა და სხვათა თხზულებები. 1935 წელს მოსკოვში გამოიცა მისი პოეტური კრებული რუსულ ენაზე. ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე.

1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: ბიოგრაფიული ლექსიკონი ტიციან ტაბიძე

1.2.100 ტაბლოიდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაბლოიდი

ინგლ.

მცირეფორმატიანი გაზეთი. ყვითელი, ბულვარული პრესა, რომელიც აგებულია ძირითადად ჭორებზე, ინტრიგებზე

წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.

1.2.101 ტაბუ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაბუ

ინგლ. taboo

ფრანგ. tabou

პოლინეზიური tapu წმინდა, აკრძალული

1. პირველყოფილ საზოგადოებაში რელიგიურ აკრძალვათა სისტემა, რომელიც ვრცელდება რაიმე მოქმედებებზე, საგნებზე;

2. გადატ. საერთოდ, ნებისმიერი სახის აკრძალვა.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.], 9-2 : [ფ.ა.][MFN: 20254]

1.2.102 ტაბულა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაბულა

ლათ. tabula - დაფა

რუს. Таблица

უჯრებად დახაზულ ფურცელზე ჩასმული სტატისტიკური ცნობები, ქიმიური ფორმულები და სხვა თვალსაჩინოდ განხილვისათვის.

საკლასიფიკაციო სქემები, საავტორო ნიშნები და სხვა სისტემატურად ან ანბანურად გაწყობილი.

იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.2.103 ტაბურეტკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაბურეტკა (ბარბარიზმი)

რუს. табурет, табуретка

ტაბურეტი

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ტაბურეტკა (ბარბარიზმი)

1.2.104 ტაეპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაეპი

სალექსო მეტყველების ძირითადი რიტმულ-ინტონაციური ერთეული.

იხ. აგრეთვე: ეპიგრაფი, ეპოდი, ინტონაცია, რითმი, კლაუზულა

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ.

1.2.105 ტავარი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტავარი (ბარბარიზმი)

რუს. товар

საქონელი

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ტავარი (ბარბარიზმი)

1.2.106 ტავტოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტავტოლოგია

ინგლ. tautology

ბერძნ. Tauto – იგივე + logos – სიტყვა

ერთი და იმავე ცნების, აზრის, ან გრძნობის გამოხატვა სხვა აზრობრივად ახლო მდგომი სიტყვებით.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურა

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.2.107 ტაიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაიმი

სპორტ.

ინგლ. time - დრო

სპორტული თამაშის ხანგრძლივობის გარკვეული ნაწილი (მაგ., ფეხბურთის მატჩში - დროის ნახევარი).

იხ. აგრეთვე: ინინგი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.108 ტალანტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტალანტი

ინგლ. talent

ბერძნ. talanton

1. განსაკუთრებული ნიჭი;

2. ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.2.109 ტალახში ამოსვრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტალახში ამოსვრა

შერცხვენა, სახელის გატეხა, ლაფში ამოსვრა.

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ტ

1.2.110 ტალმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტალმა

ქალის გრძელი წამოსასხამი ერთგვარი (მოდაში იყო მე-19 ს.-ში).

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.111 ტანდემი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტანდემი

ინგლ. tandem

1. ორადგილიანი ველოსიპედი, რომელზედაც უნაგირები და ორი წყვილი პედალი ერთიმეორის უკან არის განლაგებული.

2. ტექ. აგრეგატში მანქანების ან მანქანის ნაწილების განლაგება ერთიმეორის მიყოლებით, ერთ ღერძზე, ერთ ხაზზე.

3. მრავალცილინდრიანი მანქანა, რომელშიც მუშა ცილინდრები ამ წესით არის განლაგებული.

4. გადატ. გუნდში ერთად მოქმედი ორი ფეხბურთელი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.112 ტანკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტანკა

ლიტ.მცოდნ.

იაპ.

იაპონური პოეზიის ერთ-ერთი ძველი ჟანრი.

იხ. აგრეთვე: პოეზია, ჟანრი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.113 ტატანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტატანი

1.ცის ტატანი - იგივეა, რაც ცის ტატნობი.

2.გაწყრომით, გაჯავრებით ლაპარაკი; ხმამაღლა დატუქსვა; ცაცხანი.

იხ. აგრეთვე: ტატნობი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.2.114 ტატნობი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტატნობი

ცის ტატნობი - ცის კამარა, ცის თაღი, ცა.

იხ. აგრეთვე: ტატანი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.2.115 ტაქტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტაქტიკა

შეზღუდული მოქმედებების გეგმა - და ინდივიდუალური მეთოდები - მოქმედების განსაკუთრებული ფორმა. შეზღუდული მიზნების მისაღწევად ეს მოქმედებები შეზღუდულია დროში, მასშტაბებსა და სპეციფიკურ საკითხებთან მიმართებაში. სტრატეგიის განსახორციელებლად გამოიყენება გარკვეული ტაქტიკა.

წყარო: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

მოკლევადიანი სტრატეგია მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვეულებრივად მუშავდება მართვის საშუალო დონეზე. იგი გათვალისწინებულია დროის უფრო მოკლე მონაკვეთზე, ვიდრე სტრატეგია (ჩვეულებრივ ერთი წელი).

წყარო: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8

1.2.116 ტელე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტელე

ტექნ. Tech.

ბერძნ. tēle – შორს

რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს:

1) შორ მანძილზე მოქმედს. მაგ., ტელეგრაფი, ტელეობიექტივი.

2) ტელევიზიასთან დაკავშირებულს. მაგ., ტელეგადაცემა. ტელეეკრანი. ტელეცენტრი.

იხ. აგრეთვე: ცენზურა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.117 ტელე- - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტელე-

ბერძნ. tēle – შორს

რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს:

1) შორ მანძილზე მოქმედს. მაგ., ტელეგრაფი, ტელეობიექტივი.

2) ტელევიზიასთან დაკავშირებულს. მაგ., ტელეგადაცემა. ტელეეკრანი. ტელეცენტრი.

იხ. აგრეთვე: კომუნიკაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.118 ტელევიზია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტელევიზია

ინგლ. television

ბერძნ. tēle – შორს

ლათ. visio – ხედვა

გამოსახულებათა გადაცემა შორ მანძილზე ელექტრო და რადიოკავშირგაბმულობის საშუალებათა გამოყენებით.

იხ. აგრეთვე: კულტურა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.119 ტელემაქე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტელემაქე

მითოლ.

ბერძნ.

ოდისევსისა და პენელოპეს ვაჟიშვილი. როდესაც ოდისევსი ტროელთა წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა, ტელემაქოსის აღზრდა მენტორს მიანდეს. ათი წელი იბრძოდა ოდისევსი, ათი შინ დაბრუნებას მოანდომა. ამასობაში დავაჟკაცდა ტელემაქოსი და ათენას რჩევით, მამის საძებრად გაემართა ჯერ ნესტორთან პილოსში, ხოლო შემდეგ მენელაოსთან სპარტაში. მას თან ახლდა მენტორად გარდასახული ათენა, რომელიც მოძღვრავდა ჭაბუკს და მფარველობდა. როდესაც ტელემაქოსი ითაკაზე დაბრუნდა, მეღორე ევმეოსის ქოხში შეხვდა მამა-ოდისევსს და მასთან ერთად იბრძოდა პენელოპეს სასიძოთა წინააღმდეგ. გვიანი ხანის მითები გვამცნობენ, რომ ტელემაქოსმა, ოდისევსის გარდაცვალების შემდეგ იქორწინა კირკეზე, რომლისგანაც შეეძინა ორი ვაჟი: ლატინუსი და აგრიუსი. სხვა მითების თანახმად კი, ტელემაქოსმა იქორწინა ალკინოევსის ასულ ნავსიკააზე ან ნესტორის ასულ პოლიკასტეზე, ან კირკეს ასულ კასიფონეზე. არსებობს ტელემაქოსის თავგადასავალთა ამსახველი სხვა თქმულებებიც. მისმა სახემ გვიანი ხანის შემოქმედთა ყურადღებაც მიიპყრო. მე-17 საუკუნეში ფრანგ მწერალს, ფენელონს შეუთხზავს რომანი სათაურით „ტელემაქოსის თავგადასავალი“, რომელიც შემდეგ კ. ტრედიაკოვსკის ლექსად უთარგმნია რუსულ ენაზე სახელწოდებით „ტელემაქიდა“.

სინონიმი: ტელემაქოსი

იხ. აგრეთვე: ოდისეა, ოდისევსი, პენელოპე

წყარო: ბიბლიოვიკი ტელემაქოსი

1.2.120 ტელონიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტელონიმი

რუს. Телоним

ფსევდონიმი, შედგენილი გვარისა და სახელის ბოლო ნაწილებისაგან

იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, ფსევდონიმი

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.2.121 ტემბრი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტემბრი

ფრანგ. timbre

ბგერის თვისება, ელფერი, რომლის მიხედვითაც განირჩევა ერთი და იმავე სიმაღლის ტონები და რითაც ერთი საკრავის ან ხმის ჟღერადობა განსხვავდება მეორისაგან

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.2.122 ტემპერამენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტემპერამენტი

ლათ. temperamentum – თანაზომიერი ნარევი

ინგლ. temperament

1. ფსიქიკური წყობის თავისებურებები, რომლებიც ვლინდება გარე სამყაროსთან ადამიანის ურთიერთობაში, მის ქცევაში;

2. ძლიერი აღგზნებადობა.

იხ. აგრეთვე: ნატურა, ფსიქიკა

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.2.123 ტემპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტემპი

ლათ. tempus – დრო

ინგლ. tempo

იტალ. tempo

1. რისამე განხორციელების, მიმდინარეობის სისწრაფე;

2. მუსიკალური ნაწარმოების შესრულების სისწრაფე.

იხ. აგრეთვე: მუსიკა, სიმფონია

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.2.124 ტენარე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტენარე

ტენარე ლაკონიკის კონცხს ეწოდებოდა. ძველი ბერძნების წარმოდგენით აქ იყო ღმერთი პოსეიდონის გამოქვაბული, საიდანაც ჰადესში (საიქიოს სამეფოში) შეიძლებოდა ჩასვლა. ათენის ლეგენდარული მეფე თეზევსი და მისი მეგობარი ლაპითთა ბელადი პირითუსი საიქიოს დედოფლის პერსეფონეს მოსატაცებლად ჰადესში გაემგზავრნენ. საიქიოს მეფემ პლუტონმა ისინი სასტიკად დასაჯა: თეზევსი ჯაჭვებით შეჰკრა, პირითუსს კი უზარმაზარი კლდე მოჰკიდა ზურგზე.

სინონიმი: მატაპანი

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – I I

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.2.125 ტენდენცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტენდენცია

ბერძნ. Tendenz

ლათ. tendo – მივისწრაფი

1. რისამე განვითარების მიმართულება; მისწრაფება, მიდრეკილება რაიმესადმი.

2. დედააზრი, იდეა, რომელიც საფუძვლად უდევს რაიმე მხატვრულ ან მეცნიერულ ნაწარმოებს.

3. წინასწარ შემუშავებული ცალმხრივი აზრი, რომელსაც თავს ახვევენ მკითხველს, მსმენელს.

იხ. აგრეთვე: ტენდენციური

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.126 ტენდენციური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტენდენციური

ტენდენციით გამსჭვალული; ცალმხრივი, მიკერძოებითი.

იხ. აგრეთვე: ტენდენცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.127 ტენორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტენორი

იტალ. tenore

1. მამაკაცის მაღალი ხმა. დიაპაზონი დო1-ლა2. არსებობს ლირიკული და დრამატული ტ-ები. ლირ. ტ-თვის დამახასიათებელია ხავერდოვანი ტემბრი, მღერადი მელოდიის გადმოცემის უნარი და მოქნილობა. დრამ. ტ. გამოირჩევა ძლიერი ხმოვანებით ყველა დიაპაზონში. განარჩევენ აგრეთვე ლირიკულ-დრამატულსა და ალტინოს ტ-ს

2. სასულე მუსიკალური საკრავი, სასულე ორკესტრის შემადგენელი ნაწილი

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.2.128 ტერიტორია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტერიტორია

გეოგრ.

ლათ. territorium

გარკვეულ საზღვრებში მოქცეული მიწის სივრცე.

იხ. აგრეთვე: ტერიტორიული

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.129 ტერიტორიული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტერიტორიული

ტერიტორიასთან დაკავშირებული.

ტერიტორიული წყლები - ზღვის ან ოკეანის ზოლი ნაპირის გაყოლებაზე, რომელიც შედის სანაპირო სახელმწიფოს შემადგენლობაში.

იხ. აგრეთვე: ტერიტორია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.130 ტერმინალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტერმინალი

ინგლ. terminal

ლათ. terminalis – საბოლოო

1. კომპიუტერის (ეგმ) მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ინფორმაციის შეტანისა და მისი დამუშავების შემდგომ, გამოტანის უზრუნველყოფა;

2. კონტეინერული და პაკეტირებული ტვირთების გადამუშავებისათვის განკუთვნილი პორტის ნაწილი;

3. გაზის შეგროვებისა და გათხევადებისათვის ტექნიკური ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი.

იხ. აგრეთვე: ინფორმაცია, პორტი, კომპლექსი, კონტეინერი

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.2.131 ტერმინალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტერმინალური

მედ.

ლათ. terminalis – დასასრულის მომასწავებელი

ბოლო, საბოლოო. ტერმინალური მდგომარეობა - სიცოცხლის უკანასკნელი სტადია, სასაზღვრო მდგომარეობა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

იხ. აგრეთვე: რეანიმაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.132 ტერმინი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტერმინი

რუს.

სიტყვა ან შესიტყვება, რომელთაც ზუსტად აღინიშნება მეცნიერებაში, ტექნიკასა და ხელოვნებაში გარკვეული ცნება.

იხ. აგრეთვე: ტერმინოლოგია, ინვერსია, მეხუთე კოლონა

წყარო: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]

1.2.133 ტერმინოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტერმინოლოგია

ლათ. terminus – ზღვარი, საზღვარი,

ბერძნ. logos – მოძღვრება

მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების და ა.შ. რაიმე სფეროში გამოყენებული ტერმინების ერთობლიობა.

იხ. აგრეთვე: ტერმინი, სტანდარტი

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.2.134 ტერორიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტერორიზმი

სოციალურ-პოლიტიკური ბრძოლის ფორმა, მეთოდი, რომელიც სისტემატური ძალადობით (მკვლელობის ჩათვლით) ან მისი გამოყენების მუქარით ხორციელდება და მიზნად ისახავს პოლიტიკური ან სხვა სახის მოწინააღმდეგის დაშინებას, დათრგუნვას ან ფიზიკურ განადგურებას. ტ. შეიძლება იყოს მიმართული როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეების, ორგანოებისა და ორგანიზაციების, უბრალო მოქალაქეების მიმართ. იგი ხორციელდება არა მარტო მკვლელობისა და მუქარის სახით, არამედ აფეთქებების, შეიარაღებული თავდასხმების, ტრანსპორტების, თვითმფრინავებისა და სხვ. გატაცების სახით. ტ. შეიძლება იყოს ინდივიდუალური, ჯგუფური (ორგანიზებული) და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილიც, რაც განსაკუთრებით საშიშია. ტ-თვის, როგორც პოლიტიკური ძალადობის განსაკუთრებული ფორმისათვის, დამახასიათებელია: ფანატიკური მიზანსწრაფვა, უმოწყალობა, გათვლა გარეგან ეფექტსა და ფსიქოლოგიურ გავლენაზე და სხვ. ტ. დღეს უმნიშვნელოვანესი გლობალური პრობლემაა, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა, გაერო მკაცრად გმობს.

იხ. აგრეთვე: ტერორისტული აქტი, დივერსია

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-

ძალადობის გამოყენება შიშისა და ტერორის კლიმატის შექმნის მიზნით და დასახული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად; აშკარად კნინობითი ხასიათისა და, ჩვეულებრივ, სუბიექტური ტერმინია.

წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.

2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე ტერორიზმის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობდა, პრაქტიკულად ასეთი სახით იგი არც ახლა არსებობს, მაგრამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის 2002 წლის ოქტომბრის განცხადება, რომლითაც იგი ცდილობა ტერორიზმის განმარტებას: „ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე, გლობალური ეფექტებით... თავისი ბუნებიდან გამომდინარე ეს არის თავდასხმა სამართლის, წესრიგის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებზე“. ევროკავშირი ტერორიზმს ასეთ შეფასებას აძლევს: „ტერორიზმი ეს არის ქმედება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების დაშინება, მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე არაკანონიერი გზით ზეგავლენის მოხდენა, ქვეყნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით ტერორიზმი ეს არის „ქვეეროვნული და ფარული ელემენტების მიერ საზოგადოებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით დაგეგმილი ძალადობა, რომელიც მიმართულია არასაომარი − სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ“. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იძლევა ტერორიზმის ოთხ ძირითად დამახასიათებელ ელემენტს: ● ძალადობის წინასწარ დაგეგმილი და არაიმპულსური აქტი.

● ქმედება, რომელიც განსაზღვრულია პოლიტიკური წესრიგის შესაცვლელად;

● ქმედება, რომელიც მიმართულია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ

● და ბოლოს, იგი ხორციელდება ქვეეროვნული დაჯგუფების მიერ.

იხ. აგრეთვე: რელიგიური ტერორიზმი, სოციალური ტერორიზმი, ჯიჰადი

წყარო: რუბაშვილი ვასილ. ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციებში // ახალი აზრი №1 (7),- 2003წ.

ფართოდაა გავრცელებული წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ტერორიზმი არის ტრადიციული საშუალება, რომელსაც იყენებენ სუსტები, დამცირებულები და გარიყულები (ან ისინი, ვინც თავის თავს ასეთებად თვლიან) თავისი დამცირებისადმი საჯარო ყურადღების მიპყრობის მიზნით. მათთვის, ვინც ებრძვის თავისზე შეუდარებლად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს, ტერორიზმი წარმოადგენს ძალადობის იარაღს, რომელსაც შეუძლია ასე თუ ისე გააწონასწოროს მხარეთა საშუალებები. ტერორიზმი წარმოადგენს ბევრად უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრების გამოვლენას, შეიძლება ითქვას − წარმოადგენს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებას. ტერორისტები თვითონ საკმაოდ იშვიათად მოდიან ხელისუფლებაში, მაგრამ ხშირად ხელს უწყობენ ხელისუფლებაში ისეთი პიროვნებებისა თუ ორგანიზაციების მოსვლას, რომლებიც საბოლოო ჯამში მათზე მეტ ექსტრემისტებად გვევლინებიან. ასე მაგალითად, ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერების) სახელით იყო ცნობილი, გადამწყვეტი როლი შეასრულა 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლაში. თანამედროვე ტერორიზმი შესაძლებელია დაიყოს ორ ფრიად განსხვავებულ ნაწილად. პირველია ლოკალური ტერორიზმი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გამომდინარეობს სხვადასხვა სახის ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობებიდან და წარმოადგენს ამ მოძრაობების არალეგალურ (და ამორალურ) ნაწილს, თუმცა ეს მოძრაობები როგორც ასეთი ხშირად ლეგალიზებულია შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებით. მეორე ნაწილია ტერორიზმის ის ნაირსახეობა, რომელიც დღეს მოიხსენიება როგორც საერთაშორისო (ზოგჯერ გლობალური) ტერორიზმი და საზოგადოდ გლობალური საფრთხის მატარებელად აღიქება. ადგილობრივი ტერორიზმი ამა თუ იმ სახით წარმოდგენილია პრაქტიკულად ყველგან დედამიწაზე. ის საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ ევროპაში 1960-1970-იან წლებში, ძირითადად როგორც მარქსისტული ექსტრემიზმი (იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში) და დღესაც ლატენტურ ფაზაშია წარმოდგენილი ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში (ჩრდილო ირლანდია), სადაც ადგილობრივი ეროვნული უმცირესობების (შესაბამისად ბასკებისა და ირლანდიელების) ექსტრემისტი წარმომადგენლები ასეთი გზით იბრძვიან მათთვის მისაღები თვითგამორკვევის მოდელის განსახორციელებლად.

წყარო: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

1.2.135 ტერორისტული აქტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტერორისტული აქტი

ინგლ. act of terrorism

ფრანგ. terreur

ლათ. terror – შიში, საშინელება

აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რაც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გავრცელების საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. უფრო მკაცრად ისჯება ტერორისტული აქტი, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში: ჯგუფურად, არაერთგზის, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით და ა.შ. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილე პირი, რომელიც ხელისუფლების ორგანოს დროული გაფრთხილებით ან სხვაგვარად შეუწყობს ხელს ტერორისტული აქტის თავიდან აცილებას და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 323).

იხ. აგრეთვე: ტერორიზმი, დივერსია

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.2.136 ტესტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტესტი

ინგლ. test – გამოცდა, გამოკვლევა.

1. ფსიქ. სტანდარტული ფორმის მოკლე ამოცანა, რომელსაც აძლევენ ცდისპირს მისი გონებრივი განვითარების, მიდრეკილებათა და პიროვნების სხვა მხარეების გამოსავლენად.

2. ანკეტა (კითხვარი), რომელსაც ავრცელებენ როგორც მასალას კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის მიზნებისათვის.

3. გამომთვლელ ტექნიკაში: ამოცანა ამოხსნითურთ; იყენებენ ციფრული გამომთვლელი მანქანის მუშაობის სისწორის შესამოწმებლად.

იხ. აგრეთვე: ანკეტა, სტანდარტული, სოციოლოგია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

სტრუქტურირებული ინსტრუმენტი, რომელიც იქმნება მოსწავლის განვითარების მოცემულ ეტაპზე ცოდნის და უნარ-ჩვევების გასაზომად ანუ შესაფასებლად. ტესტი შესაძლოა ეფუძნებოდეს ნორმას ან რაიმე კრიტერიუმს, იყოს სტანდარტიზებული ან საგნის მასწავლებლების მიერ შექმნილი. ტესტის შეკითხვები ძირითადად სამი ტიპისაა: მრავალჯერადი არჩევანის შეკითხვები, როდესაც ტესტი შეიცავს კითხვას, რომელსაც მოსდევს რამდენიმე პასუხი, რომლიდანაც მხოლოდ ერთია სწორი; შეკითხვები, რომელზეც მოსწავლემ უნდა დაწეროს პასუხი და მცდარი და ჭეშმარიტი პასუხების შეკითხვები. ოფიციალური საგამოცდო ტესტები (მაგ. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის) იქმნება ხანგრძლივი პროცესის შედეგად. კერძოდ, საგნობრივი საგამოცდო ტესტების შემუშავება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: (1) საგნის სპეციალისტები შეიმუშავებენ ტესტის კითხვების ბაზას და შეფასების შესაბამის სქემას, (2) სქემა გამოიცდება რამდენიმე წინასწარ შერჩეულ სკოლაში, (3) ტესტის კითხვები გასწორდება და დაიხვეწება მოსწავლეთა ნამუშევრების და მასწავლებელთა შენიშვნების მიხედვით, (4) კითხვები ხელახლა გამოიცდება მოსწავლეთა უფრო დიდ რაოდენობაზე, (5) ჩატარდება ამ კითხვათა ფსიქომეტრული ანალიზი მათი სირთულის ხარისხისა და სანდოობის საბოლოოდ დადგენის მიზნით, (6) კითხვები კიდევ ერთხელ განიხილება პედაგოგებთან ერთად, (7) გამოთქმული მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით საბოლოოდ დადგინდება საგამოცდო ტესტის კითხვების ტიპები, სახეები, ტესტის ფორმატი და შეფასების სქემა.

იხ. აგრეთვე: მედიაწიგნიერება, უნარი, უნარ-ჩვევა

წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი ტესტი

1.2.137 ტექნიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტექნიკა

ბერძნ. technē – ოსტატობა, ხელოვნება

1. შრომის იმ იარაღებისა და საშუალებათა ერთობლიობა, რომლებსაც იყენებენ საზოგადოებრივ წარმოებაში.

2. მანქანების, მექანიკური იარაღებისა და მოწყობილობათა ერთობლიობა.

3. პროფესიული ხერხების ერთობლიობა, რომლებსაც იყენებენ რაიმე საქმეში. მაგ., ჭადრაკის თამაშის ტექნიკა. ვიოლინოს დაკვრის ტექნიკა.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.138 ტექნიკური დახმარება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტექნიკური დახმარება

საწვრთნელი და საკონსულტაციო დახმარება, რომლის მიზანია, აამაღლოს დახმარების ობიექტის ეფექტიანობა და საქმიანობის ხარისხი (Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001).

იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა

წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]

1.2.139 ტექნოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტექნოლოგია

ბერძნ. technē – ოსტატობა, ხელობა, ხელოვნება და logos – მოძღვრება

1. მეცნიერება ნედლეულის, ნაკეთობათა, ნახევარფაბრიკატების დამუშავების ფიზიკური, ქიმიური და სხვა ხერხების შესახებ.

2. ერთობლიობა გარკვეული წესითა და თანამიმდევრობით განხორციელებული ოპერაციებისა, რომელთაგანაც შედგება მასალის, ნაკეთობის დამუშავების პროცესი.

იხ. აგრეთვე: ბაუჰაუზი, გენდერული ტექნოლოგიები, კორპორაცია, მულტიმედია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.140 ტექსტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტექსტი

ლათ. textum – კავშირი

1. რისამე შინაარსი, ჩამოყალიბებული წერილობით; დაწერილი ან დაბეჭდილი თხზულება, ოფიციალური დოკუმენტი და სხვ. მაგ., პიესის ტექსტი, ბრძანების ტექსტი. დეპეშის ტექსტი.

2. თხზულება ილუსტრაციების, შენიშვნების, კომენტარების და მისთ. გარეშე.

3. სიტყვები, რომლებზედაც დაწერილია მუსიკალური ნაწარმოები.

იხ.აგრეთვე: ლიტერატურა, ექსპლიკაცია, ეპიგრაფი, პიესა, ბანერი, დეპეშა, ილუსტრაცია, კომენტარი, კრიტიკა, კონტექსტი, კონტენტი, ციტატა, რემარკა, პალიმფსესტი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.141 ტექტონიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტექტონიკური

1. ის, რაც დაკავშირებულია დედამიწის ქერქის მოძრაობასა და დეფორმაციასთან.

2.რაც დაკავშირებულია დედამიწის ქერქის აგებულებასა და განვითარებასთან.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.2.142 ტეხასმოტრი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტეხასმოტრი (ბარბარიზმი)

რუს. технический осмотр

ტექნიკური დათვალიერება, ტექნიკური შემოწმება

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ტეხასმოტრი (ბარბარიზმი)

1.2.143 ტიორკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიორკა (ბარბარიზმი)

რუს. тёрка

სახეხელა

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ტიორკა (ბარბარიზმი)

1.2.144 ტიპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიპი

ბერძნ. typos – ანაბეჭდი

1. საგნების, მოვლენების გარკვეული ჯგუფის ნიმუში, მოდელი, ფორმა.

2. ხელოვნებაში: მხატვრული სახე, რომელშიც განზოგადებულია ადამიანთა გარკვეული ჯგუფის თვისებები.

3. ბიოლ. მცენარეთა და ცხოველთა კლასიფიკაციის ყველაზე მსხვილი ერთეული (აერთიანებს მონათესავე კლასებს).

4. იტყვიან უცნაური ან უარყოფითი თვისებების მქონე ადამიანზე.

იხ. აგრეთვე: ტიპური, ტიპობრივი, დაიჯესტი, დრამა, სტანდარტული, ფორმა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.145 ტიპიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიპიზაცია

ლინგვ.

ბერძნ.

1. ერთ გარკვეულ ტიპზე დაყვანა (მანქანებისა, დეტალებისა და სხვ.).

2. კლასიფიკაცია ტიპების მიხედვით.

3. ხელოვნება ტიპობრივის შერჩევა და კონკრეტული მხატვრული ფორმებით განსახიერება.

იხ. აგრეთვე: ტიპი, ფორმა, კლასიფიკაცია, ტიპობრივი, კონკრეტული

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.146 ტიპობრივი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიპობრივი

გარკვეული ტიპის შესაბამისი; სტანდარტული.

ტიპობრივი პროექტი.

იხ. აგრეთვე: კლასიკური, ტიპი, სტანდარტული, ტიპიზაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.147 ტიპოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიპოლოგია

ბერძნ. typos – ანაბეჭდი და logos – მოძღვრება

საგნების ან მოვლენების კლასიფიკაცია მათი საერთო ნიშან-თვისებების მიხედვით.

იხ. აგრეთვე: კლასიფიკაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.148 ტიპური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიპური

რომელიმე ტიპისათვის ნიშანდობლივი, დამახასიათებელი.

ტიპური მოვლენა. ტიპური მაგალითი.

იხ. აგრეთვე: ტიპი, ფაბულა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.149 ტირადა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტირადა

ლიტ.მცოდნ.

ფრანგ. tirade

პათოსით წარმოთქმული გრძელი ფრაზა, რეპლიკა, მონოლოგი.

იხ. აგრეთვე: ფრაზა, რეპლიკა, მონოლოგი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.150 ტირაჟი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტირაჟი

ფრანგ. tirage

1. სესხის ან ლატარიის მოგებათა გათამაშება.

2. სესხის ობლიგაციების ან სხვა ფასიანი ქაღალდების დაფარვა (გამოსყიდვა) იმ დაწესებულების მიერ, რომელმაც ისინი გამოუშვა.

3. ერთი და იმავე გამოცემის ეგზემპლარების საერთო რაოდენობა.

იხ. აგრეთვე: ეგზემპლარი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.151 ტირე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტირე

ჰორიზონტალური ხაზი (–), სასვენი ნიშანი, რომელიც დამხმარე საძიებლის ერთმანეთს მიყოლებული რუბრიკებისა და ქვერუბრიკების სათაურებში განმეორებადი სიტყვების შეცვლის პირობით ნიშნადაც იხმარება. მაგალითად, გარეკანი ანაწყობი – რეპროდუქციული – სიუჟეტური. რეკომენდებული არაა ერთნაირი ბგერითი შედგენილობის, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვების შეცვლის ნიშნად ტირეს გამოყენება.

წყარო: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]

1.2.152 ტიტანები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიტანები

ბერძნ.

უფროსი თაობის ღვთაებები. ურანოსისა (ზეცის) და გეას (დედამიწის) შვილები, რომელთა თავდაპირველი სახელი, მითოგრაფოსთა თქმით, უნდა ყოფილიყო ტიტა. ესენი იყვნენ: ოკეანოსი, კოიოსი, კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, კრონოსი.

ტიტანებად იწოდებოდნენ მათი შვილებიც. ტიტანებმა იქორწინეს თავიანთ დებზე, ტიტანიდებზე: ოკეანოსმა – ტეთისზე (მათ შთამომავლებს ოკეანიდებად მოიხსენიებენ), კოიოსმა – ფოიბეზე (შვილები – ლეტო და ასტერია), კრიოსმა – ევრიბიეზე (შთამომავლები – ასტრეოსი, პალასი, პერსევსი), ჰიპერიონმა – თეაზე (შვილები – ჰელიოსი, სელენე, ეოსი), იაპეტოსმა – კლიმენეზე (შვილები – პრომეთე, ეპიმეთევსი, ატლასი), კრონოსმა – რეაზე (შვილები – ჰერა, ჰესტია, ჰადესი, დემეტრე, პოსეიდონი, ზევსი). ტიტანები მხარში ედგნენ კრონოსს, რომელმაც დაამხო ურანოსი, ხოლო თავისი ძმები – კიკლოპები და ჰეკატონქეიროსები – ტარტაროსიდან იხსნა. განიმტკიცა რა თავისი ძალაუფლება, კრონოსმა კვლავ ტარტაროსში ჩაამწყვდია კიკლოპებიცა და ჰეკატონქეიროსებიც.

როდესაც ახალი თაობის ღმერთებმა ზევსის წინამძღოლობით ტახტიდან ჩამოაგდეს კრონოსი, ტიტანთა ნაწილმა ზევსის წინააღმდეგ გაილაშქრა, ნაწილი – მიემხრო, ნაწილი სულაც არ მონაწილეობდა ამ ბრძოლაში. საომრად შემართული ტიტანები ოთრისის მთაზე დაბანაკდნენ, ხოლო კრონოსისა და რეას შვილები მუდამ ღრუბლებით დაბურულ ოლიმპოსზე. გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომელსაც ტიტანომაქია უწოდეს მითოგრაფოსებმა. კიკლოპებისა და ჰეკატონქეიროსების დახმარებით დაამარცხეს ოლიმპიელებმა ტიტანები და ტარტაროსში ჩაამწყვდიეს. ღმერთების ახალი თაობის გამარჯვებამ დაამკვიდრა ახალი რელიგია (ოლიმპიური რელიგია), რომელმაც შეცვალა პირველყოფილი წარმოდგენები სამყაროზე. გვიანი ხანის მითებში ოლიმპიელები შეურიგდებიან ტიტანებს და მათ „ნეტართა კუნძულებზე“ დაავანებენ.

აქ იგულისხმება სხვა ურჩხულები ე. წ. ტიტანები

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – I, ნადიმი, იაპეტოსი, ეფიალტე, ოტოსი

წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003

1.2.153 ტიტანური ეა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიტანური ეა

ბერძნ.

ეას ეს სახელი ან იმასთანაა დაკავშირებული, რომ ტიტანი პრომეთე ეას მახლობლად იყო მიჯაჭვული, ან ჰელიოსთან (მზესთან), რომლის სხივებიც ეაში ძევს.

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – I

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.2.154 ტიტული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიტული

ისტორ.

ლათ. titulus

1. საგვარეულო ან ბოძებული საპატიო წოდებულება.

2. წიგნის სათაური; წიგნის პირველი გვერდი, რომელზედაც მოთავსებულია სათაური, ავტორის გვარი, გამოცემის ადგილი, წელი და სხვ. (სხვანაირად: სატიტულო ფურცელი).

3. კაპიტალური მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის დასახელება იმ ობიექტების მიხედვით, რომლებიც შეტანილია სატიტულო სიებში. სატიტულო სიები - კაპიტალური მშენებლობის იმ ობიექტების ჩამოთვლა, რომელთა პროექტები და ხარჯთაღრიცხვა უკვე დამტკიცებულია.

იხ. აგრეთვე: ათაბაგი, ამირა, გრაფი, ხალიფა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.155 ტიფონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტიფონი

ბერძნ.

გეასა და ტარტაროსის უმრწემესი ძე. ურჩხული, რომელსაც დრაკონის ასი ცეცხლისმფრქვეველი თავი ება.

ტიფონი მაშინ დაიბადა, როდესაც ზევსის მომხრე ღმერთებმა დაამარცხეს ტიტანებიცა და გიგანტებიც. ისინი გეას შვილები იყვნენ და მათმა განადგურებამ განარისხა დედაღვთაება. მან განიზრახა ზევსის დასჯა. საამისოდ ტარტაროსისგან მცირე აზიის კილიკიაში შვა ურჩხული, რომლის მსგავსი ჯერ სამყაროს არ მოვლენოდა. ეს იყო ტიფონი, რომელსაც უზარმაზარ სხეულზე დრაკონის ასი თავი ება. შემზარავად ბრწყინავდნენ მისი ცეცხლისმფრქვეველი თვალები, ხოლო როდესაც პირს დააღებდა, იქიდანაც ცეცხლის ალი ამოსდიოდა. ტიფონს სხვადასხვა ხმის გამოცემის უნარი შესწევდა. შეეძლო ღმერთებივით ესაუბრა, ძაღლებივით ეყეფა, ლომებივით ეღრიალა, გველებივით ესისინა. იგი საოცარი სისწრაფით მოძრაობდა მიწაზეც და დაფრინავდა ცაშიც. როდესაც ტიფონმა ოლიმპიელებს შეუტია, მთელი სამყარო შეზანზარდა, ტარტაროსიც კი შეძრა ბრძოლის ქარცეცხლმა. მიწა შეირყა, ნაპირს მოასკდნენ აქაფებული ტალღები. ხოლო როდესაც ოლიმპოსმაც იწყო ზრიალი, დიდმა ღმერთებმა ეგვიპტეში გაქცევით უშველეს თავს. ტიფონის მზერას რომ დამალვოდნენ, თითოეული მათგანი ცხოველად გარდაისახა: ზევსი – ცხვრად, დიონისე – თხად, ჰერა – ძროხად, არტემისი – კატად, არესი – ტახად და ა.შ. მხოლოდ ათენას არ უცვლია სახე. შერცხვა ზევსს, დაიბრუნა თავისი იერი და ტიფონს მეხი სტყორცნა. არ შემდრკალა ურჩხული, შეიპყრო ზევსი და კილიკიის ერთ-ერთ მღვიმეში დაამწყვდია. ჰერმესმა და ეგიპანმა დიდი ძალისხმევით გაათავისუფლეს ტყვეობიდან მეუფე-მამა, რომელიც ეტლით აიჭრა ზეცად, ძალა მოიკრიბა და ურჩხულთან გადამწყვეტი შეტევისათვის მოემზადა. მას მხარში ამოუდგნენ მოირებიც, რომლებმაც ტიფონს ერთდღიანი ნაყოფი მიართვეს, ვითომც ძალების აღსადგენად. სინამდვილეში ამ ნაყოფმა ურჩხული დაასუსტა და როდესაც იგი ზევსს შეება, ელვის ისრებით დამეხილი, მიწად განერთხო. მითოსის თანახმად, ზევსმა იგი ტარტაროსში ჩაამწყვდია.

სხვა ვერსიით, ზევსმა ზღვის სიღრმიდან ამოგლიჯა კუნძული სიცილია, სტყორცნა ტიფონს და საზარელი ურჩხული მის ქვეშ ჩაჭეჭყა. ასე დაასრულა ტიფონმა სიცოცხლე. მაგრამ ზოგჯერ თავს წამოჰყოფს ხოლმე იგი, რათა მიწიდან დაგროვილი ცეცხლი და ლავა ამოაფრქვიოს. ადგილს, სადაც ტიფონი განისვენებს, ეტნად უხმობდნენ.

ტიფონმა შვა დამანგრეველი ძალის გრიგალები, ლერნეს ჰიდრა, ნემეას ლომი, სფინქსი, ქოფაკები – ორთროსი და კერბეროსი, არწივი, რომელიც პრომეთეს ღვიძლს უკორტნიდა და სხვა ურჩხულები.

იგი სიმბოლურად მიწისმიერ ძალთა და ვულკანურ მოვლენათა განსახიერებად მიაჩნდათ ბერძნებს. წარმოსახავდნენ უზარმაზარ ურჩხულად, რომელსაც წვერებიანი კაცის თავი ღრმად ედგა განიერ მხრებში. ზოგჯერ კაცის თავის ნაცვლად მას დრაკონის მრავალი თავი ესხა მოგრძო სხეულზე, რომელიც გველის კუდით უბოლოვდებოდა.

ამ სისხლისაგან იშვა ოქროს საწმისის მცველი გველეშაპი

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა, არგონავტიკა - არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია, არგონავტიკა - შესავალი, არგონავტიკა - წიგნი მეორე – I, არგონავტიკა - წიგნი მეორე – XI

წყარო: ბიბლიოვიკი ტიფონი

1.2.156 ტოლჩა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტოლჩა

წყლის ტარიანი ჭურჭელი.

წყლის ამოსაღები ჭურჭელი.

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.2.157 ტომი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტომი

ბერძნ. tomos

1. რაიმე თხზულების ნაწილი ცალკე წიგნად; რაიმე გამოცემის ცალკე წიგნი.

2. თითოეული წიგნი (ბიბლიოთეკაში).

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.158 ტონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტონი

ბერძნ. tonos

1. ბგერა, რომელსაც იწვევს ჰაერის პერიოდული რხევა და აქვს გარკვეული სიმაღლე.

2. საკრავის ან ხმის ჟღერადობის ელფერი.

3. მოლაპარაკე ადამიანის ხმის ჟღერადობის სიმაღლე ან სიძლიერე.

4. ლაპარაკის, ნათქვამის იერი, ნიუანსი; თხრობის ან წერის მანერა, სტილი; კილო.

5. რისამე ფერი, შეფერილობა; ელფერი.

იხ. აგრეთვე: პოემა, პერიოდული, უნისონი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.159 ტონიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტონიკა

მუს.

ბერძნ.

გერმ. Tonik

1. გამის პირველი ძირითადი ტონი, რომლის მიხედვითაც ერქმევა სახელი მოცემულ წყობას (მაგ., ნოტი «დო» დო-მაჟორში);

2. წყობის პირველი აკორდი (ჩვეულებრივ, გამის პირველი საფეხურის სამხმოვანება).

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.160 ტოტალიტარიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტოტალიტარიზმი

ჰანნა არენდტის მიხედვით, მისი მეშვეობით მხოლოდ III რაიხის ბოლო პერიოდი და სტალინური რუსეთი შეიძლება იყოს დახასიათებული. მაგრამ ე. კარრის განსაზღვრება ტოტალიტარიზმს სამყაროსავით უხსოვარდროინდელ გამოცდილებად აქცევს. ჰანნა არენდტი „ტოტალიტარიზმის წარმომავლობაში“ მას უპრეცედენტო მოვლენის ინტერპრეტაციას აძლევს, რომელიც ძირითადად იდეოლოგიითა და ტერორით არის გაპირობებული. აქ ყურადღების ცენტრში საკონცენტრაციო ბანაკები, სასამართლო პროცესები, წმენდები, საზოგადოების მიმართ წრეგადასული ძალადობა ექცევა. შესაბამისად, ტოტალიტარიზმი და ტერორი ხელიხელჩავლებულნი მოდიან და ჰანნა არენდტმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ შეუძლებელია პოსტსტალინური საბჭოეთი ან მაოს ჩინეთი აღიწეროს ცნებით – „ტოტალიტარული“.

წყარო: სოლიდარობა №11–12(20–21), – [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი], – ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.– 2007

პოლიტიკური მმართველობის ყოვლისმომცველი პროცესი, რომლის დროსაც სახელმწიფო იჭრება და აკონტროლებს ყველა სოციალურ ინსტიტუციას და, ამდენად, სამოქალაქო საზოგადოებასა და „პირად“ ცხოვრებას აუქმებს.

წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.

ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წყობა, რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო სრულად არის გაბატონებული საზოგადოებასა და პიროვნებაზე. იგი მიისწრაფის საზოგადოების ყველა სფეროზე კონტროლის დამყარებისაკენ, სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გაუქმებულია პლურალიზმის პრინციპი. სოციალურ-პოლიტიკური წინააღმდეგობების რეგულირება ხდება ძალისმიერი მეთოდებით. პოლიტიკური ხელისუფლება პრეტენზიას აცხადებს მოსახლეობის საყოველთაო ინტერესებზე. ამ საყოველთაო ინტერესებში ადგილი არ რჩება პიროვნებისა და პოლიტიკის სხვა სუბიექტების ინტერესებისათვის, თავისუფალი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, რაც ინდივიდის ხელისუფლებისაგან გაუცხოებას იწვევს. ხდება სახელმწიფოსა და ინდივიდის იდენტიფიკაცია, რაც ამ უკანასკნელს ართმევს თვითრეგულაციის და თვითგანვითარების შესაძლებლობებს, ხელისუფლების ლეგიტიმაცია ემყარება ძალადობას, სახელმწიფოს მონოიდეოლოგიას, პიროვნების უფლებანი და თავისუფლებანი უგულებელყოფილია. შესაბამისად, ტოტალიტარული რეჟიმი - ეს არის სახელმწიფოს მთლიანი და ყოვლისმომცველი კონტროლი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გზით. აღნიშნული რეჟიმი უფრო ხშირად წარმოიშობა საგანგებო პირობებში, როდესაც საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიმჩნევა არასტაბილურობა, სახეზეა ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება განიხილება როგორც წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტის საშუალება. პოლიტოლოგები მიუთითებენ ტ-ის შემდეგ ძირითად ნიშნებზე: 1. ხელისუფლების მაღალი ცენტრალიზაცია რომელიმე პიროვნების ან ჯგუფის ხელში. გაბატონებული ფენა პასუხს არ აგებს არც ერთი სახელმწიფო ორგანოს წინაშე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება გაბატონებული ზედა ფენის ხელშია. ტოტალიტარულ შეგნებაში ხალხი და ხელისუფლება გააზრებულია როგორც ერთიანი მთელი, ხელისუფლების მთელი აქცენტი გადატანილია საშინაო და საგარეო მტრების ძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე. 2. საზოგადოებრივი ცხოვრების იდეოლოგიზაცია - მონოპოლიური იდეოლოგია ასაბუთებს, ამართლებს არსებული რეჟიმის უკონტროლო ბატონობას, იდეოლოგიის მნიშვნელობა ძირითადად განისაზღვრება რომელიმე მიზნის გარშემო მოსახლეობის დარაზმვით (მსოფლიო ბატონობა, კომუნიზმის აშენება და ა.შ.). ამ მიზნის მისაღწევად გამართლებულია ყველა საშუალება. 3. ერთპარტიულობა, ხელისუფალი მასობრივი პარტიის მონოპოლიური არსებობა, რომელიც აყალიბებს პოლიტიკურ მიზნებს, განსაზღვრავს მისი რეალიზაციის საშუალებებს და ახორციელებს კადრების მომზადებასა და განაწილებას. მმართველი პარტიის სათავეში დგას ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ყველა არსებით საკითხს წყვეტს. 4. რეპრესიული დაწესებულებების განვითარებული სისტემა, რომელიც მკაცრ კონტროლს ახორციელებს ადამიანთა ქცევაზე და საჭიროების შემთხვევაში იყენებს ძალისმიერ მეთოდებსაც. 5. ტ-ის პირობებში არ არსებობს თავისუფალი ინდივიდი და სამოქალაქო საზოგადოება. განასხვავებენ ტ-ის ორ ძირითად ნაირსახეობას: მემარჯვენე რადიკალურ (ფაშისტური, ნაციონალ-სოციალიასტური, მაგ., იტალიაში (1922-1943), შემდგომ გერმანიაში (1933-1945), ფრანკისტულ ესპანეთში და სხვ.) და მემარცხენე ექსტრემისტულ ტ-ს (სტალინის რეჟიმი სსრკ-ში). ტ-ის პრობლემის თეორიის თანამედროვე დონეზე განვითარება დაიწყო 40-50-იან წლებში (ჰ.არენდი, ზ.ბჟეზინსკი, კ.პოპერი, მ.ჰაიდეგერი, ფ.ჰაიეკი და სხვ.).

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-

1.2.161 ტოტალიტარული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტოტალიტარული

ფრანგ.

სადაც, რის დროსაც აშკარა ტერორისტული დიქტატურაა გამეფებული.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.

1.2.162 ტოტალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტოტალური

ფრანგ. total

ყოვლისმომცველი, საყოველთაო.

იხ. აგრეთვე: ტოტალური ომი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.163 ტოტალური ომი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტოტალური ომი

ომის გადაზრდა „აბსოლუტურ“ სტადიაში, როდესაც საბრძოლო მოქმედებებს არა არმიები, არამედ ხალხები (ერები) აწარმოებენ. ტ.ო. შესაძლებელი გახდა ნაციონალიზმის აღზევების შედეგად და „დემოგრაფიული აფეთქების“ გამო მოსახლეობის ზრდის შედეგად. ტ.ო-ის წარმოშობაზე გავლენა იქონია სამრეწველო რევოლუციამ. ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა ეკონომიკის სამხედრო საჭიროებებისთვის მაქსიმალური დაქვემდებარება როგორც ომიანობის, ასევე მშვიდობიანობის დროსაც, რამაც სამხედრო-სამრწველო კომპლექსის წარმოშობას შეუწყო ხელი.

იხ. აგრეთვე: ტოტალური

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-

1.2.164 ტოტემი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტოტემი

ინგლ. totem

ზოგიერთ პრიმიტიულ ხალხში ცხოველი (იშვიათად მცენარე და სხვ.), რომელსაც თაყვანს სცემენ როგორც ტომის წინაპარსა და მფარველს.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.165 ტრაგედია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრაგედია

თეატ.

ბერძნ. tragōdia

1. დრამატული ნაწარმოები, რომელშიც ასახულია შეურიგებელი კონფლიქტი, ძლიერი ხასიათებისა და ღრმა განცდების შეჯახება, რაც ხშირად გმირის დაღუპვით თავდება.

2. გადატ. საშინელი ამბავი, უბედური შემთხვევა; მძიმე განცდა, ტანჯვა.

იხ. აგრეთვე: დრამა, დრამატული, თეატრი, კონფლიქტი, ტრაგიკული

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.166 ტრაგიკული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრაგიკული

1. ტრაგედიასთან დაკავშირებული.

2. საშინელი, შემაძრწუნებელი, საბედისწერო.

იხ. აგრეთვე: ტრაგედია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.167 ტრადიცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრადიცია

ტერმინი აღნიშნავს იმ იდეებს, პოლიტიკურ პრაქტიკასა და ინსტიტუტებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლეს და საზოგადოებას წინა ეპოქებიდან გადმოეცა მემკვიდრეობით. ამასთან იოლი არ არის გავარკვიოთ, თუ რამდენად გამძლე უნდა იყოს ესა თუ ის მოვლენა საიმისოდ, რომ იგი ტ-დ ჩაითვალოს. ტ., ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, აღნიშნავს განგრძობითობას, მემკვიდრეობითობას თაობებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის საზღვრების მონიშვნა ყოველთვის იოლი არ არის, პროგრესსა და რეაქციასთან შეპირისპირებით ტრადიცია სავსებით გამოკვეთილ სახეს იღებს. კერძოდ, თუ პროგრესი წინსვლას წარსულზე დაშენებას ნიშნავს, ხოლო რეაქცია საათის ისრების უკან დაბრუნებას, ტ., უპირველეს ყოვლისა, წარსულის შენარჩუნებას ან განგრძნობას მოითხოვს.

იხ. აგრეთვე: ლიბერალიზმი, პოემა, პრაქტიკა, ეპოქა, ნორმა, ინსტიტუტი, პროგრესი, რეაქცია, კომუნიკაცია, ფუტურიზმი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-

1.2.168 ტრაიბალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრაიბალიზმი

ინგლ. Tribalism

ტომობრივი დაპირისპირება, ტომთაშორისი შუღლი, ტომთა მისწრაფება განცალკევებისაკენ. ტ თავს იჩენს ისეთ საზოგადოებაში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ტომობრიცი დაყოფა (ძირითადად აფრიკაში) ტ-ს მოხერხებულად იყენებდნენ კოლონიზატორი ქვეყნები და ტომთა ერთმანეთთან დაპირისპირებით აღწევდნენ თავიანთთვის სასურველ შედეგს. დღესაც ტ მნიშვნელოვანი იარაღია გარეშე ძალებისათვის. ზოგჯერ მან შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს ქვეყანა (მაგ., რუანდაში ორი ტომის - ჰუტუს და ტუტსის - დაპირისპირებამ 1994-1996 წლებში მილიონამდე ადამიანის სასიცოცხლე შეიწირა). ტ-ის გადმონაშთები შეიმჩნევა ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაშიც. კერძოდ, არჩევნების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა მხარს უჭერს ამა თუ იმ პიროვნებას მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მათი კუთხის თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია.

იხ. აგრეთვე: კატასტროფა, კოლონიალიზმი, ეთნიკური

წყარო: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

1. საზოგადოების ტიპი, რომელიც წინ უსწრებდა პრიმიტიული სახელმწიფოს წარმოშობას. ეს საზოგადოება თავს მონადირეობითა და შემგროვებლობით ირჩენდა და მის წევრებს შორის არსებობდა სისხლით ნათესაობა.

2. პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ბატონობს ნეპოტიზმი, ჩამოყალიბებულია და მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს ამა თუ იმ გვარების პოლიტიკურ ბატონობას.

იხ. აგრეთვე: პრიმიტიული, პოლიტიკური

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.2.169 ტრანსლიტერაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრანსლიტერაცია

trans -ით, გავლით და littera ასო

ერთი დამწერლობის ასოების გადაცემა სხვა დამწერლობის ასოებით.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.170 ტრანსპორტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრანსპორტი

ლათ. transporto – გადამაქვს

1. სახალხო მეურნეობის დარგი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვასთან.

2. გადასაზიდ საშუალებათა რაიმე სახეობა.

3. სპეციალური დანიშნულების გადასაზიდ საშუალებათა ჯგუფი; აღალი.

4. სამხედრო ფლოტის გემი ტვირთის გადასაზიდად და ჯარების გადასაყვანად.

5. ბუხჰალტ. ჯამის გადატანა მეორე გვერდზე.

იხ. აგრეთვე: სპეციალური, კონტეინერი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.171 ტრანსფორმაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრანსფორმაცია

ლათ. transformatio

გარდაქმნა

სახეცვლილება.

იხ. აგრეთვე: პრივატიზაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.172 ტრანსცენდენტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრანსცენდენტური

ლათ. transcendens (transcendentis) - რაც საზღვარს სცილდება

1. იდეალისტ. ფილ. შესაძლო ცდის ფარგლებს გარეთ არსებული, შემეცნებისათვის მიუღწეველი.

2.მათემ. რასაც ალგებრულად ვერ გამოიანგარიშებენ, რაც ალგებრულად არ გამოისახება.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.173 ტრაფარეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრაფარეტი

იტალ. traforetto – გახვრეტილი

1. თხელი ფირფიტა, რომელშიც ამოჭრილია რაიმე სახე ან ასოები; იყენებენ, მაგალითად, კედლის, ფირნიშის მოსახატავად, წარწერების გასაკეთებლად (დაადებენ სათანადო ზედაპირს და ზევიდან წაუსვამენ საღებავს).

2. გადატ. ერთხელ და სამუდამოდ მიღებული, გაცვეთილი ფორმა, მზა ნიმუში; შაბლონი.

იხ. აგრეთვე: ფორმა, შაბლონი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.174 ტრაფარეტული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრაფარეტული

გაცვეთილი, შაბლონური.

იხ. აგრეთვე: სტანდარტული, შაბლონური

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.175 ტრაქტატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრაქტატი

ინგლ. treatise, treaty

ლათ. tractatus - განხილვა

1. მეცნიერული შრომა, რომელშიც განხილულია რაიმე ცალკეული საკითხი, პრობლემა;

2. საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.2.176 ტრეინინგი სამუშაო ადგილზე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრეინინგი სამუშაო ადგილზე

მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ისეთი ფორმა, როცა მოხელეები სამუშაოსაგან მოუწყვეტლად იმაღლებენ კვალიფიკაციას.

იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ზედამხედველობა

წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]

1.2.177 ტრენდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრენდი

ინგლ. Trend

1. ტენდენცია; მოძრაობა; საერთო მიმართულება (მაგ., სოციალური მოძრაობისა)

2. ტენდენციის ქონა; რომელიმე მიმართულებით ცვლილება

3. სტატისტიკური ტრენდი (მაგ., უმცირესი კვადრატების მეთოდით აგებული ტრენდი, ექსპონენციალური ტრენდი)

იხ. აგრეთვე: სტატისტიკა

წყარო: ბერულავა, რევაზ ინგლისურ-ქართული უნივერსალური ბიზნეს-ლექსიკონი=English-Georgian Universal Business-Dictionary : ეკონომიკა, მარკეტინგი, მენეჯმენტი... შეიცავს 15000-მდე ინგლ. ტერმინს... და 30000-მდე ქართ. ლექსიკურ ერთეულს... / იაკობ მესხიას, ზურაბ გალდავას და ალექსანდრე ღლონტის რედ. ; საქ. საინჟ. აკად.. - თბ. : იბერთედ-პრესი, 1997 (ბ.ს. კომბ-ტი). - 350გვ. ; 20სმ.. - წიგნს ახლავს ავტ. მინაწერი. - ISBN 5-520-01523-6

1.2.178 ტრეფიკინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრეფიკინგი

ძალისმიერი საშუალებების გამოყენებით, მოტყუებით, ძალდატანებით, ფულადი დაპირებებით პიროვნებაზე კონტროლის განხორციელებას. ადამიანის ექსპლუატაციაში შედის პროსტიტუციის ან რაიმე სხვა სახის სექსუალური ექსპლუატაცია. ძალდატანებითი მუშაობა ან საყოფაცხოვრებო მომსახურეობა, მონობა ან მონური ყოფა, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა

იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება

წყარო: ბებერაშვილი ზურაბ გზა უფლებებისაკენ : მასწავლებლის წიგნი : [სახელმძღვ. ზოგადსაგანმ. სკოლის მე-8 კლ.] / ავტ.: ზურაბ ბებერაშვილი, ნინო ბესელია, ნინო მახაშვილი და სხვ ; [რედ.: მარიამ მიქაშავიძე] - თბ., 2002 - 60გვ. ; 27სმ. - ISBN 99928-0-380-0 : [ფ.ა.] [MFN: 17088]

1.2.179 ტრიადა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრიადა

ბერძნ. trias (triados) – სამება

1. : იდეის სამსაფეხურიანი განვითარება ჰეგელის იდეალისტურ ფილოსოფიაში, რომელიც განსაზღვრავს მოვლენათა განვითარების სამ საფეხურს.

2. გადატ. სამება, სამეული.

იხ. აგრეთვე: იდეა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.180 ტრივიალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრივიალური

ფრანგ. trivial

1. სიახლეს, ორიგინალურობას მოკლებული; გაცვეთილი

2. უხამსი, ვულგარული

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.181 ტრიკლინიუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრიკლინიუმი

ლათ. triclinium

1. პურის საჭმელი ოთახი, სასადილო.

2. ტახტები, რომლებიც ნალისებურად იდგმებოდა სასადილო მაგიდის გარშემო.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]ი

ტრინაკრია

სიცილიის უძველესი სახელია, ხოლო ტრინაკრიის ზღვა ადრიატიკის ზღვას ეწოდებოდა. აქ გეოგრაფიულ კონტამინაციის აქვს ადგილი. აპ. როდოსელს ეგონა, რომ მდ. ისტროსი (აწინდელი დუნაი) განსაკუთრებული ტოტით უერთდებოდა ადრიატიკის ზღვას

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.2.182 ტრიო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრიო

მუს.

იტალ. trio

1. სამი მომღერლისა ან სამი დამკვრელისაგან შემდგარი ანსამბლი.

2. მუსიკალური ნაწარმოები სამი საკრავისა ან სამი მომღერლისათვის.

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.183 ტრიუფელი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრიუფელი

გერმ. Trüffel

1. თირკმელა-სოკო.

2. სახელწოდება შოკოლადის კანფეტისა, რომელსაც ამ სოკოს მოყვანილობა აქვს.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.184 ტროა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტროა

ბერძნ.

ქალაქი ჰელესპონტოსის მცირეაზიულ სანაპიროზე, მდინარე სკამანდროსის ხეობაში. მის დამაარსებლად ითვლება ილოსი.

ბერძნულ ეპოსში ცნობილი ტროა XIX საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინა ჰ. შლიმანმა.

სინონიმი: ილიონი

იხ. აგრეთვე: ილიადა, ოდისეა, ანტენორი, კოდროსი, მინოსური კულტურა

წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.

1.2.185 ტრომბონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრომბონი

იტალ. trombone

სასულე მუსიკალური საკრავი, მოხსენიებულია XV ს. ლიტ-რაში. წარმოადგენს მოგრძო, ცილინდრულ, ორმაგად გაღუნულ მილს (სიგრძე 3000 მმ-მდე), რომლის დიამეტრი დაახლ. 15 მმ-ია. ცნობილია გასაშლელი (ე. წ. ცუგტრომბონი) და ვენტილური ტ. (XIX ს-იდან) არსებობს ტ-ის ნაირსახეობა (სოპრანოდან- კონტრაბასამდე). ტ. უპირატესად საორკესტრო საკრავია.

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.2.186 ტროპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტროპი

ლიტ.მცოდნ.

ბერძნ. tropos

ბერძნული განსაზღვრების თანახმად მხატვრული ეფექტის მომხდენი ფიგურა, შექმნილი მნიშვნელობის გადატანით აშკარად ნახსენებიდან ნაგულისხმევზე ანუ ერთ მოვლენაზე მითითებით და მეორეს გულისხმობით. თანამედროვე დაზუსტებით ესაა მნიშვნელობის „გადანაცვლება“, თანაარსებობა ერთ აღმნიშვნელთან ორი მნიშვნელობისა - „პირდაპირის“ და „გადატანითის“, „ცენტრალურის“ და „გვერდითის“, მნიშვნელობის „გაორება“, „გახლეჩა“, „სემანტიკური პარალელიზმი“.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურა, ფიგურა, ცენტრალური, პარალელიზმი

წყარო: ინტელექტუალი №8, - [სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2009. - ISSN 1512-2530

1.2.187 ტროსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტროსი

ბერძნ.

ტროას ეპონიმი („ეპონიმოსი“ ანუ „სახელმდებელი“). ტროას მეფე. დარდანოსის ძის, ერიხთონიოსის ვაჟი. ილოსისა და განიმედესის მამა. მითოსის სხვა ვერსიით, ტროას დამაარსებლად ითვლება ილოსი. მისი სახელის მიხედვით უწოდეს ტროას სხვაგვარად ილიონი

ილიონის მეფე ტროსს ჰყავდა სამი შვილი: ილი, ასარკი და განიმედე. ყველაზე უმცროსი და ულამაზესი იყო განიმედე. ზევსს იგი მოეწონა, ოლიმპოზე გაიტაცა და უკვდავება მიანიჭა. განიმედე ოლიმპიელ ნეტართა მერიქიფედ იქცა და თასებში ნექტარს უსხამდა

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – II

წყარო: ბიბლიოვიკი ტროსი

1.2.188 ტროცკი ლევ (1879-1940) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტროცკი ლევ (1879-1940)

პოლიტიკური მოღვაწე, მაღალჩინოსანი ბოლშევიკი, სტალინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე, ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მოკლულ იქნა მექსიკაში სსრკ-ს შინაგან საქმეთა კომისარიატის აგენტის, ესპანელი რ.მარკედორის მიერ

იხ. აგრეთვე: პერსონალია, გოშიზმი, ტროცკიზმი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN:

1.2.189 ტროცკიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტროცკიზმი

მარქსიზმ-ლენინიზმისადმი მტრულად განწყობილი მიმდინარეობა მუშათა მოძრაობაში; მენშევიზმის ნაირსახეობა.

იხ. აგრეთვე: ტროცკი ლევ (1879-1940), გოშიზმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.190 ტრუბადური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრუბადური

ლიტ.მცოდნ.

ფრანგ. troubadour

1. შუა საუკუნეების პროვანსში (სამხრეთ საფრანგეთში): მოხეტიალე პოეტ-მომღერალი.

2. იტყვიან ადამიანზე, რომელიც აქებს, ადიდებს რასმე.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურა, პოეტი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.191 ტრუმენი ჰარი (1884-1972) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტრუმენი ჰარი (1884-1972)

აშშ-ს 33-ე პრეზიდენტი 1945-53 წლებში დემოკრატიული პარტიიდან

იხ. აგრეთვე: პერსონალია, აიკი, ეიზენჰაუერი (აიზენჰაუერი) დუაიტ დევიდ (1890-1969)

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.2.192 ტურიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტურიზმი

ფრანგ. tourisme

მოგზაურობა ამა თუ იმ მხარის, ქვეყნის გაცნობისა და დასვენების მიზნით; სპორტის სახე – მოგზაურობა, ლაშქრობა ფეხით, ველოსიპედით, თხილამურებით და სხვ.

იხ. აგრეთვე: ალპინიზმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.2.193 ტურნი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტურნი

მითოლ.

რომ.

რუტულთა მეფე, რომელიც მოკლა ენეასმა.

სინონიმი: ტურნუსი

იხ. აგრეთვე: ენეიდა

წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.. - ISBN 99940-27-00-X[MFN: 18702]

1.2.194 ტყაშმაფა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ტყაშმაფა

(მეგრული ტყის დედოფალი, მეფე) — ქართულ მითოლოგიაში ტყის მეფე-ქალია, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი.

ხალხური წარმოდგენებით ტყაშმაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაშმაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს. ტყაშმაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს). ზოგი მკვლევარი ტყაშმაფას დალისთან და უსახელო „ტყის ქალის“ სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება.

პოპულარული აღწერით, ტყაშმაფას გრძელი თეთრი თმები აქვს, რომელიც შიშველ ტანს უფარავს და კოჭებამდე წვდება. როდესაც ტყაშმაფა იცინის რძესავით თეთრი კბილები უჩანს. ტყაშმაფა ტყეში ცხოვრობს და ღამეულ მგზავრებს თუ შეხვდება და გამოელაპარაკება. ტყაშმაფას პასუხი არ უნდა გასცე ხელებით უნდა ელაპარაკო, თორემ ჭკუაზე შეგშლის.

იხ. აგრეთვე: ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, ქართული მითოლოგია

წყარო: სასარგებლო ლექსიკონი ტყაშმაფა

1.3 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - უ

▲back to top


1.3.1 უოლტერ სკოტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უოლტერ სკოტი

უოლტერ სკოტს მსოფლიო ლიტერატურაში ისტორიული რომანის მამას უწოდებენ და მას ჰომეროსის, შექსპირის და სერვანტესის გვერდით აყენებენ.

უ. სკოტი დაიბადა 1771 წელს, შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში, იურისტის ოჯახში. იმდროისათვის სკოტების გვარს უკვე დაკარგული ჰქონდა ის პატივი და დიდება, რომელიც მათ შოტლანდიის ისტორიაში დაიმსახურეს.

პატარა უოლტერმა ბავშობა ბებიასთან, სოფელში გაატარა, სადაც მან ბევრი რამ გაიგო მშობლიური კუთხის წარსულის შესახებ და თავისი მომადლებული ნიჭის წყალობით ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად დაიმახსოვრა. წიგნს იგი ადრეული ბავშვობიდან დაუმეგობრდა და ყველაფერს კითხულობდა, რაც კი ხელთ მოხვდებოდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ მან თავის მამასთან, კანტორაში დაიწყო მუშაობა, ხოლო სათანადო წოდების მიღების შემდეგ რვა წელი იმუშავა სასამართლოში იურისტად.

უოლტერ სკოტი ბევრს მოგზაურობდა, აგროვებდა და ამუშავებდა ფოლკლორულ მასალას, რომელიც შემდეგ თავის ნაწარმოებებში გამოიყენა. ეს იყო შოტლანდიური ხალხური პოეზიის ნიმუშები, შემდეგ ლექსები და 1814 წელს რომანი „უევერლი“. ამ ნაწარმოებმა მას მსოფლიო მასშტაბის მწერლის სახელი დაუმკვიდრა.

უოლტერ სკოტის შემოქმედებისათვის ნიშანდობლივია ის, რომ თუ მანამდე არსებული ისტორიული რომანების მთავარი მოქმედი პირები მხოლოდ მეფეები, მთავრები, ჰერცოგები, ლორდები და მაღალი საზოგადოების სხვა წარმომადგენლები იყვნენ, მწერალმა მათ გვერდით დააყენა უბრალო ადამიანები, რომლებიც არანაკლებ როლს ასრულებდნენ ქვეყნის ისტორიულ მოვლენებში. მათი ცხოვრება უშუალოდიყო დაკავშირებული ქვეყნის წარსულთან, მის ისტორიულ სინამდვილესთან.

აღსანიშნავია, რომ უოლტერ სკოტი ისტორიულ ფაქტებს გადმოგვცემს იმგვარად, როგორც სინამდვილეში იყო და გარდასულ მოვლენებს ზუსტად ასახავს. სკოტმა შექმნა გმირების უზარმაზარი გალერეა, თავისი ხასიათებითა და მხატვრული დამაჯერებლობით, განსაკუთრებული ნიშნებითა და სხვა თავისებურებებით.

უოლტერ სკოტს სამწერლო ასპარეზზე გამოსვლა თავისი ქვეყნის ისტორიის განსაკუთრებულ პერიოდში მოუხდა. ეს იყო დრო, როდესაც ინგლისმა ბრძოლა გამოუცხადა გვაროვნული წყობილებისა და სათემო საკუთრების გადმონაშთებს. ამან ერთგვარად იმოქმედა თვით შოტლანდიის საგვარეულო ბელადების ურთიერთობასა და არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისათვის მათი ბრძოლის თავისებურებებზე.

ე. წ. „შოტლანდიურ რომანებში“: „უევერლი“, „ჰაი მენნერინგი“, „ანტიკვარი“, „რობ როი“ სწორედ ამ პერიოდს ასახავენ. მათში წარმოდგენილია შოტლანდიის გვაროვნულ-კლანური წყობილების უკანასკნელი გაბრძოლება ახალი ბურჟუაზიული წყობილების წინაღმდეგ, რომელიც მათ ეკონომიკურ და სოციალურ ნიადაგს აცლის. ამისგან მათ ვეღარ იხსნის ვერც თავგანწირული ბრძოლა, ვერც სიმამაცე და ვერც დიდსულოვნება. ახალი ცხოვრება დიდ ტალღასავით შემოდის შოტლანდიის მთებში და გვაროვნულ წყობილებას ერთი ხელის მოსმით უპირებს წალეკვას. უოლტერ სკოტი ამ მოვლენებს გარდუვლად, ისტორიულ აუცილებლობად მიიჩნევს. აქ ერთმანეთს უპირისპირდება ორი სამყარო - ბურჟუაზიული და გვაროვნული.

რობ როი, მამაცი, რაინდული სულის ადამიანია, დიდსულოვანი, ამაყი, კეთილშობილი და იგი გვაროვნული წყობილების წარმომადგენელი, თავისი კლანისერთგული ადამიანია, მაგრამ ყაჩაღივით ტყეში ცხოვრობს მას შემდეგ, რაც თავისივე თანამემამულე ჰერცოგი მონტრეზი სამკვიდროს წაართმევს. რობ როი ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს.უოლტერ სკოტმა ინგლისის ბურჟუაზიული რევოლიუციის თემას უძღვნა რომანები - „პურიტანები“ და „ვუდსტოკი“

„პურიტანების“ მთავარი მოქმედი პირი, ჰენრი ჰერტონი, დიდგვაროვანი მემამულე, რევოლიუციის დასაწყისში სტიუარტების მხარდამჭერი იყო, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მათმა მოქმედებამ ხალხის აღშფოთება და აჯანყება გამოიწვია. ჰენრი ჰერტონი უსამართლობას აღუდგა წინ და აჯანყებულთა ერთ-ერთ მეთაურად იქცა. უოლტერ სკოტმა სწორად შეაფასა ისტორიული მოვლენები და აჯანყებულთა საქმის სამართლიანობა.

რომანში - „ვუდსტოკი“ აღწერილია ინგლისის ბურჟუაზიული რევოლიუციის მსვლელობა. მასში სხვა ისტორიულ პირებთან ერთად გამოკვეთილად ჩანს სამეფო კარის ერთგულის, ჰენრის პორტრეტი, იგი ფეოდალების მხარეზეა. სკოტი მას უპირისპირებს რევოლიუციის მოთავეს - ოლივერ კრომველს, რომელიც მწერლის მიერ ნამდვილად ძლიერ და ენერგიულ პიროვნებად არის წარმოდგენილი. იგი შეუპოვრად იბრძვის დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ გულმოწყალეა დამარცხებულთა მიმართ.

იხ. აგრეთვე: აივენჰო

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]

1.3.2 უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული

უბედო, ბედუკუღმართი, შავ დღეზე გაჩენილი.

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ უ

1.3.3 უგალოკი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უგალოკი (ბარბარიზმი)

რუს. уголок

კუთხის დივანი

სინონიმი: ტახტი

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი უგალოკი (ბარბარიზმი)

1.3.4 უვერტიურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უვერტიურა

მუს.

ფრანგ. ouverture

1. ოპერის, ბალეტის, ოპერეტის და სხვ. საორკესტრო შესავალი;

2. ერთნაწილიანი საორკესტრო ნაწარმოები.

იხ. აგრეთვე: მუსიკა, ოპერა, ოპერეტა, ორკესტრი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

ლიტ.მცოდნ.

ფრანგ.

ოპერის, ოპერეტის, ბალეტოსა და სხვა მუსიკალურ ნაწარმოებთა შესავალი ნაწილი, მუსიკალუ რი შესავალი საერთოდ. მუსიკიდან ეს ცნება შემოვიდა პოეზიაში, ლიტერატურისმცოდნეობაში, როგორც პოეტური შესავლის გამომხატველი ტერმინი. იგი იხმარება როგორც პირდაპირ, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.

აუ, როგორ კონტექსტშია წარმოდგენილი ეს სიტყვა ქართულ პოეზიაში:

მე ქანდარიდან დავყურებ სცენას,

ვით თუთიყუში, რგოლზე მთვლემარე,

ცეცხლი ედება ჩემს დამწვარ სმენას,

უვერტიურის ამოდის მთვარე. ვ.გაფრინდაშვილი)

ასევე საინტერესოა, პაოლო იაშვილის ლექსი „უვერტიურა“, აი, ერთი სტროფი ამ ლექსისა:

ისე მოვედი, რომ არავინ არ მომელოდა,

მივეცი კოცნა მებაღეს და... გაიღო კარი,

მარტო ვიყავი!.. ჩემს გარშემო ლურჯად ბნელოდა,

მაგრამ შემომხსნა ქმრის ხელებმა ტანზე ქამარი!...

გავყვეთ სიმღერებს! ჩემი ვნება ალდართულია,

და ის მახარებს, მამაისებს ბაღში შემოსულს,

რომ ჩემი კოცნა, სიყვარული, ხმაც ქართულია,

>ყოველთვის ციურს ჯერ უცნობი სიგიჟე რომ მსურს.

ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორც ოცნება,

ჩემი წუხილი, სიხარულიც ტრფობის ბრალია,

ჩემს სხეულს მეფობს ხან სინაზე, ხან საოცრება,

დედოფლობს გული! ის ყოველთვის მომღერალია.

წყარო: ჭილაია, ანდრო. ლიტერატურისმცოდნეობის ძირითადი ცნებები. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1971. - 540გვ. ; 22სმ.. - 3მ.20კ. ყდ., 5000ც.

1.3.5 უვრაჟი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უვრაჟი

დიდი ფორმატის მდიდრული, მხატვრული გამოცემა, რომელიც, ჩვეულებრივ, გრავიურებისაგან შედგება. უვრაჟი ეწოდება, აგრეთვე, ისეთ ალბომს, რომელშიც ნაბეჭდი მასალები წარმოდგენილია ცალკეული ფურცლებით – ყუაში შეერთების გარეშე ან ისეთი შეერთებით, რომელიც შეიძლება გაიხსნას. უვრაჟს ზოგჯერ, არასწორად, „კომპლექტურ გამოცემას“ უწოდებენ. წყარო:

იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, კიპსეკი

წყარო: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]

1.3.6 უზბაში - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უზბაში

ასისთავი

წყარო: ქიქოძე, გ. ერეკლე მეორე. - მე-2 გამოც.. - თბ. : სახელგამი, 1942. - 236გვ. ; 17სმ. - 9მ.60კ., ყდა 40კ., 4000ც.[MFN: 55437]

1.3.7 უზმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უზმა

დილის უჭმელი, უზმო

„აგერ, ასრე მომზევდა და ისრევ უზმა ვარ“.

„თაფლიანი წყალი კარქია, უზმაზე’ნა დალიო“.

იხ. აგრეთვე: ნავსი

წყარო: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.

1.3.8 უთნაფიშთიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უთნაფიშთიმი

შურუპაკის ხელმწიფე. ლეგენდის მიხედვით, წარღვნას გადარჩენილი ადამიანი.

იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, შურუპაკი

წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი

1.3.9 უმაღლესი განათლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უმაღლესი განათლება

სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა დარგში კვალიფიცირებული კადრების მომზადებას რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

იხ. აგრეთვე: განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, სახელობო განათლება

წყარო: საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ / საქ. განათლ. და მეცნ. სამინ. საგამომცემლო ცნობები თბ., 2007.

1.3.10 უმურაზოდ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უმურაზოდ

უსიხარულოდ.

კრწანისის, პეტრე-პავლეს, წმ. ნინოს და ვერის ახალი სასაფლაოები მოფენილია ამ სიტყვით. აი, ერთი ლექსთაგანი: „უცებ გავქრი, ვით სანთელი, გამიშავდა დღე ნათელი, გავამწარე და ვაგლოვე დედა, ძმები და ერთი და, უმურაზოდ დღე გამიქრა, სალხინო და სასურველი“ (პეტრე-პავლეს სასაფლაოდან).

იხ. აგრეთვე: მურაზი, ბემურაზი

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.3.11 უნარ-ჩვევა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უნარ-ჩვევა

თუ ადამიანი აწარმოებს სათანადო მოქმედებას, მას თანდაყოლილი უნარიდან გარკვეული უნარ-ჩვევა განუვითარდება, ხოლო თუ მას არ ექნება სათანადო პირობები, თუ არ ისწავლის, არ იმუშავებს სათანადო მიმართულებით, მაშინ მას ეს უნარ-ჩვევა აღარ განუვითარდება. უნარ-ჩვევა იგივე უნარია, რომელიც ძირითადად ნასწავლია და წვრთნის შედეგადაა განვითარებული. იგი მოიცავს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს სასურველი შედეგის მიღწევას. განასხვავებენ შემდეგ უნარ-ჩვევებს: აკადემიური (კითხვა, წერა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება და სხვა), პიროვნული ურთიერთობის (მოსმენა, საუბარი, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, სხვა), და მოტორული (ძერწვა, ხატვა, ჭიდაობა, მიზანში სროლა და სხვა); დ. უზნაძე უნარ-ჩვევას უწოდებს ნიჭს.

იხ. აგრეთვე: მედიაწიგნიერება, წიგნიერება, ტესტი, უნარი

წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი უნარ-ჩვევა

1.3.12 უნარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უნარი

უნარი არის ადამიანის თანდაყოლილი (ფიზიკური და ფსიქიკური) შესაძლებლობა, პოტენციალი. ადამიანის უნარების საფუძველს ქმნის გარკვეული თანდაყოლილი ნასახები, კერძოდ, ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები, ნერვული სისტემა, მემკვიდრეობითი თავისებურებები და ა.შ.; უნარი მხოლოდ შესაძლებლობის, მხოლოდ პოტენციის სახითაა მოცემული. ხოლო უნარის შემდგომი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიეცემა ადამიანს ამ უნარის განვითარების შესაძლებლობა (მაგ. შესაბამისი წვრთნა, ცხოვრების პირობები და მოთხოვნები და სხვა);

იხ. აგრეთვე: მედიაწიგნიერება, ტესტი, უნარ-ჩვევა, წიგნიერება

წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი უნარი

1.3.13 უნასი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უნასი

გველი, ქვეწარმავალი

ფიგურ.

ავი, ბოროტი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.3.14 უნივერსალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უნივერსალური

ლათ. universalis

1. მრავალმხრივი, ყოველმხრივი; ყოვლისშემცველი.

2. სხვადასხვა მიზნით გამოსაყენებელი.

3. რაც სხვადასხვა სამუშაოს, ოპერაციას ასრულებს.

უნივერსალური ცოდნა.

უნივერსალური წებო.

უნივერსალური ჩარხი. უნივერსალური მაღაზია – დიდი მაღაზია, რომელშიც სხვადახვა სახის სამრეწველო საქონელი იყიდება.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.3.15 უნიკუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უნიკუმი

ინგლ. unique

ლათ. unicum - განუმეორებელი

1. იშვიათი, განუმეორებელი ეგზემპლარი.;

2. რაიმე თვისებებით გამორჩეული, განსაკუთრებული ადამიანი.

იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.3.16 უნისონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უნისონი

მუს.

იტალ. unisono

ინგლ. unison

ლათ. unus ერთი + sonus ბგერა

ერთი და იმავე სიმაღლის ორი ან რამდენიმე ტონის ერთდროული ჟღერა.

იხ. აგრეთვე: ტონი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.3.17 უნიტარიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უნიტარიზმი

ფედერალიზმის საპირისპირო, თანამედროვე მსოფლიოში ძალზე გავრცელებული, სახელმწიფოს კონსტიტუციონალური მოწყობა, რომლის დროსაც ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ავტონომიური პოლიტიკური ძალის მქონე სახელისუფლებო ქვედანაყოფები. ეს ნიშანი უნიტარული ქვეყნისათვის განმსაზღვრელია, რადგან ფედერალიზმის სხვა ისეთი დამახასიათებელი თვისებები, როგორიცაა კონსტიტუციის ან უზენაესი ან კონსტიტუციური სასამართლოს არსებობა სავსებით შესაძლებელია უნიტარული მოწყობის სახელმწიფოშიც.

იხ. აგრეთვე: უნიტარული, ფედერალიზმი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-

1.3.18 უნიტარული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უნიტარული

პოლიტ.

ფრანგ. unitaire

მთლიანი, ერთიანი, გაერთიანებული. უნიტარული სახელმწიფო – ისეთი სახელმწიფო, რომლის ტერიტორია არ არის დაყოფილი ფედერაციულ ერთეულებად (შტატებად, მხარეებად და სხვ.).

იხ. აგრეთვე: უნიტარიზმი, ფედერალიზმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.3.19 უნჯეთი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უნჯეთი

ქვის საჩუქურთმებელი, საჭრელებელი იარაღი, რომელსაც აქვს მაღალი ტანი და ჩაქუჩის საცემი თავი.

წყარო: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,

1.3.20 უჟმური 1 - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უჟმური 1

1. ჩვ. წარმოდგენით, ავი სული. რომელიც უფრო მეტად მშობიარე ქალს და პატარა ბავშვს დაერთვის („უჟმური დაერთო“ – შეხვდა) და ავად ხდის

2. გადატ. გულგრილი, ცივი, გამოუსადეგარი ადამიანი

იხ. აგრეთვე: ნავსი

წყარო: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.

1.3.21 უჟმური 2 - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უჟმური 2

მიუკარებელი, ძნელად შესაგუებელი, უხასიათო (ადამიანი).

fig.

ცუდი, უსიამოვნო.

საზარელი, შემაძრწუნებელი სიზმარი;

მაჯლაჯუნა.

ერთგვარი სენი – გაცივებისაგან ტანში მტვრევა.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.3.22 ურანოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ურანოსი

ბერძნ.

უძველესი და უზენაესი ღვთაება, რომელიც ზეცას განასახიერებდა.

გეამ, დედამიწამ, შვა თავისივე სიდიდის ზეცა, ურანოსი, რომელიც ზედ გადაიფარა. მათგან კი გაჩნდნენ ტიტანები, კიკლოპები და ჰეკატონქეიროსები. მითებში ურანოსის შვილთა რიცხვი თორმეტიდან ორმოცდახუთამდე აღწევს.

ურანოსს თავისი ნაშიერები არ მოსწონდა და ამიტომ დაბადებისთანავე ტარტაროსში აგდებდა. შეწუხდა გეა, რადგანაც მისი წიაღი აივსო მისგანვე შობილი ბუმბერაზებით. მან თავისი უმრწემესი ძე, კრონოსი, მამის წინააღმდეგ წააქეზა, ადამანტისგან ვეებერთელა ნამგალი გაუკეთა და სათანადოდაც დაარიგა.

მიმწუხრისას, როდესაც ურანოსი ყოველი მხრიდან შემოეფინა გეას, ჩასაფრებულმა კრონოსმა მამას ნამგლით ნაყოფიერების ასო მოჰკვეთა და ზურგს უკან მოისროლა.

ურანოსის ფალოსიდან ჩამონადენმა სისხლის წვეთებმა უკანასკნელად გაანაყოფიერეს გეა, რომელმაც წლის დასალიერს შვა ერინიები, გიგანტები და მელიებად წოდებული ნიმფები. ხოლო თავად ფალოსი ჩავარდა ზღვაში, რომლის აქაფებული ზვირთებიდანაც დაიბადა მშვენიერი აფროდიტე.

ურანოსის შემდეგ უზენაესი ღვთაების სახელი დაიმკვიდრა კრონოსმა.

იხ. აგრეთვე: ნადიმი, გეა, იაპეტოსი, კრონოსი

წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003

1.3.23 ურუმები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ურუმები

საქართველოში მცხოვრები თურქულენოვანი ბერძნები.

ტერმინი „ურუმი“ გაჩნდა აღმოსავლეთი რომის იმპერიის დაცემისა და თურქეთის მიერ ბიზანტიის ყოფილი პროვინციების დაპყრობის შემდეგ. იგი წარმოქმნილია ლათინური ძირიდან „რომა“, რაც რომაელს, ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერიის ქვეშევრდომს ნიშნავს. ეს ტერმინი გულისხმობდა თურქების მიერ დაპყრობილი პროვინციების მოსახლეობას, მისი ეთნიკური წარმომავლობის გაუთვალისწინებლად. ურუმების ეთნიკურ შემადგენლობაში შევიდნენ ლაზებიც.

წყარო: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340

1.3.24 ურუმის ქვეყანა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ურუმის ქვეყანა

თურქეთი

წყარო: ქიქოძე, გ. ერეკლე მეორე. - მე-2 გამოც.. - თბ. : სახელგამი, 1942. - 236გვ. ; 17სმ. - 9მ.60კ., ყდა 40კ., 4000ც.[MFN: 55437]

1.3.25 ურუქი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ურუქი

უძველესი ქალაქი მესოპოტამიაში, მდებარეობს ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთით, დაახლოებით 200 კმ–ში.

იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, ნიპური, სიდური, სიპარი, შურუპაკი

წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი

1.3.26 უტილიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უტილიზაცია

ინგლ. utilization

რუს. утилизация

ლათ. utilisatio (utilis სასარგებლო)

წარმოების ნარჩენების გამოყენება სამკურნალო პრეპარატის, ნედლეულის, საწვავის, სასუქის და სხვ. დასამზადებლად.

წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]

1.3.27 უტოპია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უტოპია

ინგლ. u-უარყ. თავსართი, topos – ადგილი, არარსებული ადგილი

ფანტაზია, ოცნება, რომელიც არ არის დაფუძნებული ამა თუ იმ კონკრეტული ობიექტის თუ მოვლენის კანონზომიერებების მეცნიერულ შესწავლაზე. იდეა, რომელსაც მისი განხორციელებისათვის არ გააჩნია რეალური საფუძველი.

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.3.28 უტრირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უტრირება

ლიტ.მცოდნ. Book

გერმ. utrieren

მეტისმეტად გახაზვა რისამე, გაზვიადება; უკიდურესობამდე მიყვანა და მით დამახინჯება.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.3.29 უჯრედი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


უჯრედი

ლათ. cellula, cytus

ელემენტარული ბიოლოგიური სისტემა, რომელსაც გააჩნია თვითგანახლების, თვითრეგულირების და თვითწარმოქმნის თვისებები. შედგება ბირთვისა და ციტოპლაზმისაგან, აგრეთვე საერთო (ენდოპლაზმური ბადე, რიბოსომები, ლიზოსომები, მიტოქონდრიები, ცენტროსომები, პლასტიდები და სხვ.) და სპეციალური (წამწამები, შოლტები, მიოფიბრილები და სხვ.) დანიშნულების ორგანოიდებისაგან. განასხვავებენ უჯრედების ორ ტიპს: პროკარიოტებს და ეუკარიოტებს

იხ. აგრეთვე: პროკარიოტები, ეუკარიოტები, ვირუსი, პენეტრაცია

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.4 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ფ

▲back to top


1.4.1 ფაბლისიტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფაბლისიტი

ინგლ. PUBLICITY

ფაბლისიტი (როგორც მოვლენა) - სუბიექტის დადებითი ცნობადობა საზოგადოებაში.

ფაბლისიტი (როგორც საქმიანობა) - სუბიექტის დადებითი ცნობადობის მიღწევა საზოგადოებაში.

ფაბლისიტი (როგორც ტექნოლოგია) -სუბიექტის დადებითი ცნობადობის მოპოვების ტექნლოგია საზოგადოებაში.

იხ. აგრეთვე: PR

წყარო: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია = Public Relations / საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი" ; [პროექტის ავტ., ხელმძღვ. და გამოც. მთ. რედ. ელგუჯა მარღია ; მოწვეული რედ.: მარიკა დარჩია, რევაზ სურგულაძე, ვანო ჭიაურელი და სხვ.]. - თბ. : ცოტნე, 2006. - 293გვ. ; 29სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 293. - ISBN 99940-41-09-6 : [ფ.ა.][MFN: 30901]

1.4.2 ფაბულა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფაბულა

ფაბულა მწერლის მიერ შერჩეული ან შექმნილი ისეთი მასალაა, რომელიც დამახასიათებელია მოვლენათა ჯგუფისათვის და რომელიც თავიდანვე ტიპური მნიშვნელობისაა.

ფაბულა და სიუჟეტი ერთმანეთთან შეფარდებული ცნებებია.

ფაბულა სიტყვა–სიტყვით ნიშნავს არაკს–ამბავს.

ფაბულას განიხილავენ, როგორც მხატვრული ნაწარმოების ჩონჩხს. მასში გულისხმობენ იმას, რაც არის მოთხრობილი. მაგ. გაზეთ „ივერიაში” განთავსებული ქრონიკა იმის შესახებ, რომ მატარებელმა იმსხვერპლა ადამიანი, არის ე. ნინოშვილის მოთხრობის „განკარგულების” ფაბულა.

ფაბულა ლიტერატურული ნაწარმოების მასალაა, სიუჟეტი კი ამ მასალის შესაფერისად დალაგება–დაკავშირების ხერხია,

ფაბულაში მთავარი ყურადღება ექცევა არაკს, ამბავს, ე.ი. იმას, თუ რა არის მოთხრობილი, სიუჟეტში კი როგორ არის მოთხრობილი. მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტი გამოხატავს ადამიანთა ურთიერთობას, რომელსაც ავტორი გვიჩვენებს განსაზღვრულ მოვლენათა ჯაჭვის საშუალებით. მწერლის მიერ გათვალისწინებული ლიტერატურული ნაწარმოები მხოლოდ ფაბულაში მოცემული მასალის შესაფერისად დალაგება– დაკავშირებისა და მოვლენის დეტალურად გადმოცემის შემდეგ იქცევა მხატვრულ ნაწარმოებად.

იხ. აგრეთვე: ნოველა, ბიბლიოთეკა, დეტალი, ლიტერატურა, სიუჟეტი, ტიპური, ქრონიკა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

1.4.3 ფაგოტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფაგოტი

იტალ. fagotto – სიტყვასიტყვით კვანძი, ნასკვი

ყველაზე დაბალი რეგისტრის მუსიკალური საკრავი ხის სასულე საკრავთა ჯგუფიდან. იგი შედის სიმფ. ორკესტრის შემადგენლობაში. ფ. შეიქმნა XVI ს. 20-30-იან წლებში იტალიაში. სიმფ. ორკესტრში დამკვიდრდა XVIII ს-ის შუა წლებში. ფ.-ის ნაირსახეობაა კონტრაფაგოტი.

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.4.4 ფაეთონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფაეთონი

ბერძნ. მოგიზგიზე

1. ჰელიოსის ეპითეტი.

2. გვიანი ხანის მითოგრაფოსები გადმოგვცემენ, რომ ფაეთონი ჰელიოსისა და ოკეანიდა კლიმენეს (ან მეროპეს) ვაჟი იყო. იგი დედასთან იზრდებოდა. ერთხელ ზევსისა და იოს ვაჟმა, ეპაფოსი რომ ერქვა სახელად, მას დაცინვით უთხრა: „არ მჯერა, რომ ჰელიოსის შვილი ხარ. ტყუის დედაშენი, მან მზის ღმერთისგან კი არა, ვიღაც მოკვდავი კაცისგან გშვა!“ შეურაცხყოფილი ფაეთონი ჰელიოსს ეწვია სასახლეში და ეპაფოსის ნათქვამი ამცნო. მიეალერსა შვილს ჰელიოსი და დააწყნარა: „რა თქმა უნდა, ჩემი შვილი ხარ. მთხოვე, რაც გინდა, სტიქსის წყალს ვფიცავ, შეგისრულებ, რასაც ისურვებ!“ დიდი ხანია, მოსწონდა მზის ოქროს ეტლი ფაეთონს და სწორედ მისი მართვის უფლება სთხოვა მამას. შეძრწუნდა ჰელიოსი. იცოდა, საბედისწეროდ მოექცეოდა ამ სურვილის აღსრულება უგუნურ ჭაბუკს. თავად ზევსიც კი ვერ შეძლებდა იმ ეტლის მართვას, რომლითაც ჰელიოსი მთელ სამყაროს გარს უვლიდა. დადებული ფიცის გატეხვა არ იქნებოდა და მზის ღვთაებამ თავისი ხელით აღაზევა ეტლზე ჭაბუკი. თან სათანადოდ დაარიგა, სთხოვა, რომ ნებას არ მიეშვა სადავეები. არც ძლიერ მაღლა ასულიყო, არც ძალზე დაბლა, თორემ ცეცხლი მთელ დედამიწას გადაბუგავდა. ბოლოს სურვილის დათმობაც სთხოვა, მაგრამ ფაეთონს არ ესმოდა მამის ნათქვამი, მან წამისუმალ მოზიდა სადავეები და ჰაერში აიჭრა. ემსუბუქათ რაშებს ეტლი და თავის ნებაზე გააქროლეს. ვერ შეძლო სადავეების მართვა ფაეთონმა და როდესაც მზის ეტლი დედამიწას მიუახლოვდა, ალი მოედო მთელ ქვეყანას, ადუღდნენ მდინარეები, ჰადესსაც მისწვდა სიმხურვალე. შეწუხდა გეა. შველა სთხოვა ზევსს, რომელმაც შეისმინა ქალღმერთის ვედრება და თავისი მეხით დაამსხვრია ჰელიოსის ეტლი. რაშები სხვადასხვა მხარეს გაფრინდნენ. ფაეთონი კი, რომელიც უკვე გიზგიზებდა, ვარსკვლავივით ჩავარდა მდინარე ერიდანის ზვირთებში. იქვე დაიტირეს იგი მისივე დებმა, ჰელიადებმა და მწუხარენი გარდაისახნენ ალვის ხეებად, რომლებზეც ქარვებივით დაეკიდა მათი ცრემლები.

ფაეთონის პოეტურმა მითოსმა მწერალთა და ხელოვანთა ყურადღება მიიპყრო. ევრიპიდეს დაუწერია ტრაგედია „ფაეთონი“, რომელმაც ჩვენამდე ნაწილობრივ მოაღწია (დიდმა გერმანელმა მწერალმა, გოეთემ, ამ ტრაგედიის აღდგენა სცადა). ცნობილია ფაეთონის მითოსის ოვიდიუსისეული და კალდერონისეული ვერსიები. ანტიკურ ხელოვნებაში ხშირად წარმოსახავდნენ ფაეთონის ვარდნის სცენებს. ფაეთონს ხატავდნენ ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც იყვნენ ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, ტიეპოლო, ტინტორეტო, პუსენი, რუბენსი, პიკასო და სხვები.

ერთხელ ფაეთონმა ღვთაებრივ მამას მზის ფრთოსანი ეტლი სთხოვა. ჰელიოსს უარი არ გაუვიდა და საყვარელ ვაჟს ცეცხლმფრქვევი ცხენებით შებმული ეტლი მისცა. ფაეთონი ეტლში ჩაჯდა და ტანდარახტული ცხენები ცის სივრცეში გააქანა. ცხენებმა თავი აიწყვიტეს და მზის ეტლს ხან ცის სივრცეში დააქროლებდნენ, ხან მიწის მახლობლად მიაქანებდნენ. ეტლის მცხუნვარება ქვეყანას მოედო. დედამიწა იწვოდა. ყოვლისშემძლე ზევსმა ქვეყნიერების გადასარჩენად ფაეთონის ეტლს მეხი დასცა, დაამსხვრია და საბრალო ფაეთონიც ერიდანოსის ტალღებში ჩასძირა.

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VI

წყარო: ბიბლიოვიკი ფაეთონი

1.4.5 ფავორიტიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფავორიტიზმი

სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფავორიტების მფარველობა და მათი დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ არა აქვთ ამ სამსახურის შესაბამისი არც უნარი და არც ცოდნა.

იხ. აგრეთვე: ბიუროკრატია (ბიუროკრატიზმი)

წყარო: თავისუფლება №1 (25), - [თავისუფლების ინსტიტუტი],- 2004 წ.

1.4.6 ფაზა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფაზა

ბერძნ. phasis – გამოჩენა

1. განსაზღვრული მომენტი, სტადია, პერიოდი.

2. რომელიმე არაერთგვაროვანი ფიზიკურ-ქიმიური სისტემის ცალკეული შემადგენელი ნაწილი.

იხ. აგრეთვე: სტადია, პერიოდი

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.4.7 ფათერაკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფათერაკი

1. მარცხი. ხალხური გამოთქმაა: გავიდა დღე და არა ფათერაკი, ე.ი. დღე მიილია და მარცხი არ მომხდარაო

2. ხიფათი, მავნებლობა, „კაცი გაუფრთხილებელი ფათერაკს წაეკიდება“

3. უცაბედი, უსიამოვნო შემთხვევა, უეცარი განსაცდელი. „რეგვენი საქმეს წაახდენს, ფათერაკს დააბრალებს“. (ანდ.). ამ სიტყვას ხმარობენ იმარეთშიც (გ. წერ., „ჯიბრი“)

იხ. აგრეთვე: ნავსი

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.4.8 ფაკულტეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფაკულტეტი

გერმ. Fakultät

ლათ.

უმაღლესი სასწავლებლის განყოფილება, რომელზედაც ასწავლიან გარკვეულ მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინებს.

იხ. აგრეთვე: დისციპლინა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.9 ფალერონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფალერონი

ბერძნ.

ათენის პორტი, ქალაქიდან დაახლოებით 20 სტადიონით (185 მ) დაშორებული.

იხ. აგრეთვე: ნადიმი, ათენი, სტადიონი

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.4.10 ფამილიარული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფამილიარული

ლათ. familiaris – ოჯახური

მეტისმეტად შინაურული, მოურიდებელი (ქცევა, ურთიერთობა და სხვ.)

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.11 ფანარი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფანარი (ბარბარიზმი)

რუს. фонарь, карманный фонарь

ფარანი, ჯიბის ფარანი

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ფანარი (ბარბარიზმი)

1.4.12 ფანატიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფანატიზმი

ლათ. fanaticus – გაშმაგებული, გახელებული

უკიდურესობამდე მისული ერთგულება, თავდადება რწმენისადმი ან შეხედულებისადმი, ყველა საწინააღმდეგო აზრის მიუღებლობა (მაგ., რელიგიური ფანატიზმი).

იხ. აგრეთვე: რელიგია

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.4.13 ფანდური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფანდური

ქართული ხალხური სიმებიან-ჩამოსაკრავი საკრავი. ფართოდაა გავრცელებული აღმ. საქ. მთასა და ბარში. ტერმინს „ფანდურს“ ვხვდებით X ს. წერილობით წყაროებში. ფ-ის ტიპის სიმებიანი საკრავი აქვთ სხვა ხალხებსაც (სომხური „ფანდირნი“, სპარსული „თანბური“, არაბული „ტონბური“, უკრაინული „ბანდურა“ და სხვ.). ფ. სამსიმიანი საკრავია, ვხვდებით ორსიმიან ფ-საც (ხევსურეთში). ფ-ის წყობა: პატარა ტერცია I და II სიმებს შორის და დიდი სეკუნდა II და III სიმებს შორის. ფ-ზე მიიღება მეტად თავისებური წყობის კილო (ტერცია და სექსტა ნეიტრალურია). ძირითადად ფ. სოლო ან მრავალხმიანი სიმღერის თანხლებია, თუმცა მასზე შეიძლება დამოუკიდებელი ნაწარმოების (უმთავრესად საცეკვაო მელოდიების) შესრულებაც.

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.4.14 ფანტაზია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფანტაზია

ბერძნ. phantasia – წარმოსახვა

1. შემოქმედებითი წარმოსახვა; წარმოსახვის, წარმოდგენის უნარი;

2. წარმოსახვის პროდუქტი; ოცნება.

3. მოგონილი, შეთხზული, დაუჯერებელი რამ; სიცრუე.

4. თავისუფალი ფორმის მუსიკალური პიესა იმპროვიზაციული ხასიათისა.

იხ. აგრეთვე: იმპროვიზაცია, მუსიკა, პიესა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.15 ფანტასტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფანტასტიკა

ბერძნ. phantastikos

წარმოსახვასთან დაკავშირებულს ნიშნავს

ფანტასტიკის, როგორც ლიტერატურული ჟანრის, განსაზღვრა ერთობ რთულია. XX ს-ში ცნება გაფართოვდა და ის ავტომატურად დაუკავშირდა უტოპიას, ფენტეზისა (Fantasy) და ე.წ. მეცნიერულ ფანტასტიკას (Science Fiction) როგორც მონათესავე ჟანრებს. ამასთან, სიტყვა ფანტასტიკა დასავლეთ ევროპაში სხვაგვარად ესმით, აღმოსავლეთ ევროპაში კი ამ ცნებაში მხოლოდ მეცნიერული ფანტასტიკა მოიაზრება. უნდა ითქვას ისიც, რომ XX ს-ის 70-იან წლებამდე ფანტასტიკურ ლიტერატურას მხოლოდ საფრანგეთში ექცეოდა სათანადო ყურადღება, გერმანიასა და ინგლისში კი ფანტასტიკა, როგორც ჩანს, ლიტერატურის მარგინალურ მოვლენად ითვლებოდა და შესწავლის ობიექტად ქცევას არ იმსახურებდა. ფანტასტიკური ლიტერატურის თეორიის განვითარების მოცემულ ეტაპზე შეიძლება გამოვყოთ დეფინიციათა ორი ჯგუფი - მაქსიმალისტური და მინიმალისტური. მაქსიმალისტი თეორეტიკოსების შეხედულებით, ფანტასტიკური ლიტერატურა მოიცავს ყველა იმ ტექსტს, რომლის მხატვრულ სამყაროშიც ირღვევა ბუნებრივი (ფიზიკური) კანონები. ასეთ შემთხვევაში ფანტასტიკის ჟანრში ექცევა მხატვრული ლიტერატურის ძალიან დიდი ნაწილი - ბიბლიიდან და ანტიკური მითებიდან ვიდრე მეცნიერულ ფანტასტიკამდე და ზღაპრებამდე. ფანტასტიკური ნაწარმოებების საერთო ნიშანი მაქსიმალისტურ თეორიებში გახლავთ ის, რომ აქ აღწერილი მოვლენები ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის კანონებთან დაპირისპირების გამო სრულიად გამორიცხულია ჩვენს ნაცნობ სამყაროში (ფრიკე 1981). ანალოგიურად მსჯელობს თეოდორ ფ. ადორნოც: „ფანტასტიკური ხელოვნება, რომლის ნიშნებიც რომანტიზმში, მანიერიზმსა და ბაროკოში გვაქვს, არარსებულს არსებულად წარმოადგენს“ (ადორნო 1995: 28). მაქსიმალისტები ხშირად გარელიტერატურულ, ექსტრაფიქტიურ კრიტერიუმებს მიმართავენ მონათესავე ჟანრებისგან ფანტასტიკის გასამიჯნად (ლემი, დიორინგი, ფიშერი, სუვინი, ვილპერტი). მაგალითად, ლოვკრაფტი და პენზოლდტი შიშს, რომელიც ფანტასტიკური ტექსტის კითხვის დროს აღეძვრის მკითხველს, ჟანრის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად თვლიან. ტოდოროვი მართებულად დასცინის ამგვარ ვარაუდს. მისი აზრით, ამ შემთხვევაში ლიტერატურული ნაწარმოების ჟანრი მკითხველის ნერვების გამძლეობაზე იქნებოდა დამოკიდებული. მაქსიმალისტებისთვის კიდევ ერთ დამხმარე კრიტერიუმს წარმოადგენს ავტორი; ლუი ვას (Vax) შეხედულებით, ფანტასტიკურია ყველა ის ნაწარმოები, რომელთა ავტორებსაც თავიანთი მონათხრობისა არ სჯერათ. ცხადია, ავტორის ფაქტორი არ გამოდგება ჟანრის განსაზღვრისათვის, რადგან ის არ წარმოადგენს ტექსტის სტრუქტურულ ელემენტს. მაქსიმალისტური დეფინიციებისგან განსხვავებით, მინიმალისტურ დეფინიციებში, განსაზღვრული როლი ეკისრება დაეჭვებას ზებუნებრივი მოვლენების შიდაფიქტიურ არსებობაში. მინიმალისტური თეორია ეფუძნება გარკვეულ ტრადიციას, რომელიც სათავეს გი დე მოპასანთან, ვლადიმირ სოლოვიოვთან, ბორის ტომაშევსკისა და მ.რ. ჯეიმსთან იღებს. ამ ავტორებთან უკვე იკვეთება აზრი, რომ ფანტასტიკურ ლიტერატურაში შესაძლებელია მომხდარის ორგვარი ახსნა, სახელდობრ - საბუნებისმეტყველო კანონების მიხედვით ან მათი გამორიცხვით. ამდენად, ფანტასტიკური ლიტერატურა ემყარება გადაულახავ დაპირისპირებას ორ შეუთავსებელ ახსნას შორის. ცვეტან ტოდოროვის „ფანტასტიკური ლიტერატურის თეორიის შესავალი“ (1970 წ.) პირველი მეცნიერული გამოკვლევაა, რომელსაც მოცემული შეხედულება უდევს საფუძვლად. ფანტასტიკური ლიტერატურის წინამორბედად მკვლევარები ზღაპარსა და ბიურგერულ რომანს მიიჩნევენ. უფრო მართებული ჩანს დურსტისა და შრიოდერის მოსაზრება, რომლის მიხედვით, საოცრების სტრუქტურული გარდაქმნა ფანტასტიკად თქმულების (შაგე) ჟანრში მომზადდა, რადგან პირველად სწორედ აქ ხდება გაუგონარი, საოცარი მოვლენის ჩართვა ისტორიულ სინამდვილეში. მონათესავე ჟანრებთან (მეცნიერული ფანტასტიკა, უტოპია, ფენტეზი, ზღაპარი (W=W)) ფანტასტიკას მხოლოდ თემატური მასალა აკავშირებს, სტრუქტურულად კი არაფერი აქვს მათთან საერთო (N=R+N; N=W+N; N=N), თუმცა, დურსტს მოყავს რამდენიმე მაგალითი, სადაც ამ ჟანრების შერწყმა ხდება (მაგალითად, ლ.ტიკის „ქერა ეკბერტი“). ტოდოროვი ფიქრობდა, რომ ფანტასტიკამ როგორც ჟანრმა XXს-ში არსებობა შეწყვიტა, რადგან ადამიანის არაცნობიერის გამოვლენის მისია ახლა ფსიქოანალიზმა იკისრა.

ფანტასტიკური რომანი

იხ. აგრეთვე: რომანი, ფანტასტიკური

წყარო: სჯანი №7 – თბ., შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2006

1.4.16 ფანტასტიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფანტასტიკური

1. ფანტასტიკით გამსჭვალული, ფანტასტიკაზე დამყარებული.

2. ძალზე უცნაური, ჯადოსნური; ზღაპრული.

3. არნახული, დაუჯერებელი; განუხორციელებელი.

ფანტასტიკური რომანი.

იხ. აგრეთვე: ზღაპარი, კიბერფემინიზმი, რომანი, ფანტასტიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.17 ფარდებს უკან - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფარდებს უკან

შეუმჩნეველ, არდასანახავ ადგილას, მალულად, ფარულად.

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ფ

1.4.18 ფარეში - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფარეში

არაბ. ფარრაშ — მსახური

შინამოსამსახურე ძველ საქართველოში. სასახლის მოსამსახურე ფარეშები თავიანთ უფროსს, ფარეშუხუცესს ექვემდებარებოდნენ. სასახლეში იყო საფარეშო და ფარეშხანა — მოსამსახურების უწყება და ფარეშების სამყოფი ადგილი. დედოფალს, უფლისწულებს, ფეოდალებს თავ-თავიანთი ფარეშები ჰყავდათ.

იხ. აგრეთვე: მოხელე, ქილიფთარი

წყარო: ბიბლიოვიკი ფარეში

1.4.19 ფართუკი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფართუკი (ბარბარიზმი)

რუს. фартук

საშხეფარი

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ფართუკი (ბარბარიზმი)

1.4.20 ფარმაკოქიმია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფარმაკოქიმია

ბერძნ. pharmakon – წამალი, chemeia – ქიმია

ფარმაცევტული ქიმია, რომელიც სწავლობს სამკურნალო ნივთიერებების ქიმიურ თვისებებს.

იხ. აგრეთვე: ქიმია

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.4.21 ფასვორდი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფასვორდი (ბარბარიზმი)

ინგლ. password

პაროლი

ჩემი პაროლი დამავიწყდა

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ფასვორდი (ბარბარიზმი)

1.4.22 ფასილიტატორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფასილიტატორი

რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქის ჩემს გვერდზე პატარა განცხადება გავაკეთე ფასილიტატორთან დაკავშირებით, რომელიც თურმე ზოგჯერ ფალსიფიკატორში ერევათ. ჩემს განცხადებას მოჰყვა დიდი გამოხმაურება კოლეგებისგან, ზოგი სხვადასხვა კონტექსტს მთავაზობდა იმის დასადგენად, თუ ვის უწოდებენ ფასილიტატორს, ზოგი მთხოვდა გამერკვია ამ ტერმინის მნიშვნელობა და იმავე გვერდზე გამომექვეყნებინა. მოკლედ, ჩემს ფეისბუქელ მეგობრებს დავპირდი, რომ ამ საკითხს გამოვიკვლევდი და მართლაც, ლექსიკოგრაფიული ცენტრის სტაჟიორებთან ერთად შევერკინეთ ფასილიტატორს. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენს კვლევაში დაგვეხმარა ჩემი დოქტორანტის სოფიკო დარასელიას მიერ ლიდსის უნივერსიტეტში, სერგეი შაროვის ხელმძღვანელობითა და მეთოდოლოგიით, შექმნილი ქართული ენის ვებ-კორპუსი KAWAC, რომელიც ბოლო 10 – 15 წლის ქართული ენის მდგომარეობას ასახავს.

ფასილიტატორის მნიშვნელობა თანამედროვე ქართულ ენობრივ სივრცეში (განზრახ არ ვწერ ქართულ ენაში, რადგან, ჩემის ღრმა რწმენით, ქართულ ენას ეს სიტყვა არ სჭირდება, რის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ).

(1) პირველი კონტექსტი: „ტერმინი ფასილიტატორი გამოიყენება განათლების სისტემაში და ნიშნავს სპეციფიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელიც ეხმარება სხვებს სასწავლო მიზნების მიღწევაში. კერძოდ, ფასილიტატორი შეიძლება ეწოდოს იმ მასწავლებელს ან რეპეტიტორს, რომელიც ეხმარება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეს დავალებების შესრულებაში“.

(2) მეორე კონტექსტი: „პილოტირების პროცესში ფასილიტატორი არის საპილოტე სკოლის მასწავლებელი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება და ცდილობს, გადასცეს თავისი გამოცდილება სხვა მასწავლებელს, რომელსაც არ მიუღია მსგავსი გამოცდილება“.

(3) მესამე კონტექსტი: „მასწავლებელი – მრჩეველი და ფასილიტატორი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს აღმოჩენით / გამოკვლევით სწავლაში [აღმოჩენილი და გამოკვლევითი სწავლა, ვფიქრობ ცალკე საუბრის თემაა]

(4) მეოთხე კონტექსტი: „ფასილიტატორის ძირითადი ფუნქცია არის საკუთარი კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. მას შეუძლია დახმარება გაუწიოს მასწავლებლებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური კონსულტაციების სახით“.

(5) მეხუთე კონტექსტი: „…არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებო პროგრამების შემუშავების ფასილიტატორი (ექსპერტი)“.

(6) მეექვსე კონტექსტი: „…არის საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის პასუხისმგებელი სპეციალისტი, საარჩევნო საკითხების ტრენერი-ფასილიტატორი“.

(7) მეშვიდე კონტექსტი: „ბარბარიზმები ქუთაისელთა მეტყველებაში“ – პროექტის ფასილიტატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ….“

კონტექსტების ციტირება შეიძლება გავაგრძელოთ, თუმცა, ვფიქრობ საკმარისია იმ სიჭრელის დასანახად, რაც „ფასილიტატორის“ ინტერპრეტაციას უკავშირდება ქართულ ენობრივ სივრცეში.

მაშ, ვინ არის ფასილიტატორი?

ფასილიტატორი არის მასწავლებელი ან რეპეტიტორი, რომელიც ეხმარება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეს დავალებების შესრულებაში; ან

საპილოტე სკოლის მასწავლებელი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება და ეხმარება სხვა მასწავლებლებს; ან მასწავლებელი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს აღმოჩენით / გამოკვლევით სწავლაში (?); ან მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია დახმარება გაუწიოს მასწავლებლებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური კონსულტაციების სახით; ან ექსპერტი; ან სპეციალისტი; ან ტრენერი; ან მოდერატორი.

ვფიქრობ, განსაკუთრებით საინტერესოა მე-7 შემთხვევა, რომელსაც უკომენტაროდ ვტოვებ.

ახლა, როდესაც გავარკვიე თუ რას ნიშნავს ფასილიტატორი ქართულ ენობრივ სივრცეში, გასაგები ხდება ის დაბნეულობა და გაურკვევლობა, რაც ამ სიტყვას უკავშირდება.

ფასილიტატორი წყარო ენაში (ანუ ინგლისურ ენაში).

ფასილიტატორის წყარო, ცხადია, არის ინგლისური სიტყვა – facilitator.

Facilitation ნიშნავს შემსუბუქებას, გაადვილებას, გაიოლებას, შესაბამისად, facilitator არის ის, ვინც აადვილებს, ამსუბუქებს, ხელს უწყობს რაიმეს, კერძოდ: სასწავლო პროცესს, დისკუსიას, სემინარს / სამუშაო შეხვედრას (ანუ ვორქშოპს) და სხვა. როგორც ინგლისური განმარტებებიდან ჩანს, იგი არ ერევა უშუალოდ პროცესში, არამედ მიმართულებას აძლევს მას პროცესის ზედამხედველობით, რჩევით, კონსულტაციით და ა.შ.

a person who helps someone do something more easily by discussing problems, giving advice, etc. rather than telling them what to do;

one that helps to bring about an outcome (as learning, productivity, or communication) by providing indirect or unobtrusive assistance, guidance, or supervision.

ქართულ ენაში არის ბევრი სიტყვა, რომელიც აღნიშნული ინგლისური სიტყვის მნიშვნელობას გადმოსცემს, კერძოდ:

წარმმართველი, ვინც ან რაც წარმართავს, სწორი მიმართულების მიმცემი;

მრჩეველი, რჩევის, რჩევა-დარიგების მიმცემი;

კონსულტანტი;

სპეციალისტი;

ტრენერი;

მოდერატორი;

დამხმარე;

თანაშემწე.

მაგ.:

The teacher acts as a facilitator of learning მასწავლებელი სასწავლო პროცესის წარმმართველია [ვფიქრობ ეს თარგმანი სჯობს შემდეგს:

მასწავლებელი სასწავლო პროცესის ფასილიტატორია].

Facilitator of a discussion დისკუსიის წარმმართველი / მოდერატორი

Facilitator of a project პროექტის მრჩეველი / კონსულტანტი.

გაუგებრობის მიზეზი.

ზემოთ განხილული გაუგებრობის მიზეზი არის ის, რასაც ლექსიკოგრაფები სემანტიკურ ასიმეტრიას ვუწოდებთ. ორი ენის თითქოსდა მსგავსი სიტყვები იშვიათად ფარავენ სრულად ერთმანეთის მნიშვნელობას. ამ¬გვა¬რი ასი¬მეტ¬რია კი¬დევ უფ¬რო დი¬დია გე¬ნე¬ტი¬კუ¬რად არა¬მო¬ნა¬თე-სა¬ვე ენებს შო¬რის, რო¬გო¬რი¬ცაა ინ¬გლი¬სუ¬რი და ქარ¬თუ¬ლი ენე¬ბი. ამ ასიმეტრიის გამო, ინგლისური ენის რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა, ქართული სიტყვის მნიშვნელობის ერთ ნაწილს ესადაგება, ხოლო მისი სხვა ნაწილები სრულიად სხვა სიტყვებს უკავშირდება, რაც ქართულად თარგმნისას, ცხადია, სხვადასხვა ქართულ სიტყვას მოითხოვს. მაგ.: ინგლისური სიტყვა – Facility ძალიან ფართო მნიშვნელობის სიტყვაა და აღნიშნავს შემდეგს: ნაგებობა, ობიექტი; ტერიტორია, ადგილი; სათავსო, ოთახი (ამა თუ იმ დანიშნულებისა). ბუნებრივია, აღნიშნული ინგლისური სიტყვისათვის გაჭირდება ისეთი ერთი ქართული სიტყვის მოძებნა, რომელიც ყველა შემთხვევაში გამოგვადგება ამ სიტყვის ქართულად სათარგმნად:

აa military facility სამხედრო ობიექტი;

აa storage facility სასაწყობე სათავსო / ფართი, საწყობი;

აa parking facility ავტომანქანის სადგომი / დასაყენებელი ადგილი;

აa research facility კვლევითი დაწესებულება;

აa medical facility სამედიცინო დაწესებულება.

ათუ ჩვენ ფასილიტატორის ლოგიკას გავყვებით, ყველა ზემომოყვანილი მაგალითი უნდა ვთარგმნოთ, ვთქვათ, სიტყვით ფესილითი: სამხედრო ფესილითი, ავტომანქანის ფესილითი, სასაწყობე ფესილითი, კვლევითი ფესილითი, სამედიცინო ფესილითი.

ასწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე ფასილიტატორის შემთხვევაში. Facilitator-ც არის საკმაოდ ფართო მნიშვნელობის სიტყვა, რომელიც ქართულად თარგმნისას მოითხოვს სხვადასხვა ქართულ სიტყვას. ამის ნაცვლად ის „მოათარგმანეს“ ფასილიტატორად, ყველა შემთხვევაში თარგმნეს ფასილიტატორით და მივიღეთ ისეთი სიჭრელე, რომელშიც თავადაც ჩაიკარგნენ და დაიბნენ ამ სიტყვის ქართველი ნათლიები.

ააჰა, ბატონებო, ორდღიანი კვლევა-ძიების შემდეგ გაგირკვიეთ რა არის ფასილიტატორი, სიტყვა-სტატიაც გავაკეთე და ავტვირთავ დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში.

აჩაიხედეთ დალოცვილებო ლექსიკონში, რაც არ იცით, იკითხეთ და ნუ ანაგვიანებთ ქართულ ენას. პრობლემა არ არის ქართულ ენაში, პრობლემა თქვენშია!

აგაანალიზებულმა მაგალითებმა დამანახა, რომ ასეთი ქართულის შემოქმედნი ძირითადად არიან მთავრობა და პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი და ჟურნალისტები.

ამე არ ვიყავი სანქციებისა და სასჯელის მომხრე, მაგრამ, ვფიქრობ, საჭირო იქნება სადამსჯელო ზომების გატარება.

აგავბრაზდი!!!!!!!!

ა სემანტიკური ასიმეტრიისა და ენობრივი არაიზომორფულობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს სტატიას:

ა http://euralex.org/wp-content/themes/euralex/proceedings/Euralex%202016/euralex_2016_087_p787.pdf

ასტატიის ავტორი თინათინ მარგალიტაძე

ავტორი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი თარიღი: 27 ნოემბერი, 2016 22:46

წყარო: დიდი ქართული ონლაინ ლექსიკონი ფასილიტატორი

1.4.23 ფასისი (ფაზისი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფასისი (ფაზისი)

ბერძნ. Φάσις

ქალაქი ფაზისი –იგივე ფასისი, (თანამედროვე - ფოთი, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქთაგანია. იგი წარმოიქმნა მდინარე ფასისის ქვემო წელზე მცხოვრებ უძველეს მოსახლეობათა საფუძველზე ძვ. წ. აღ. VII-VI საუკუნეებში.

პირველი ეპიგრაფიული ძეგლი, სადაც მოხსენიებულია ფაზისი არის — მრგვალი ვერცხლის ჯამი-ფიალა წარწერით „მე ვეკუთვნი წინამძღვარ აპოლონს, რომელიც ფასისშია“ (Απόλλωνος Ήγεμόνος είμ τõμ Φάσι), ნაპოვნია ხუტორ ზებოვსკში ყუბანში (რუსეთი), დათარიღებულია V ს. ბოლო — IV ს. დასაწყისი ჩ. წ. ა.[1], წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება სკილაქი კარიანდელის მიერ როგორც «ელინური ქალაქი ფასისი» (IV ს. ჩ.წ.ა.). ფაზისის კოლონია დაუარსებიათ მილეთელ მოახალშენე ბერძნებს.

თუ ანტიკური ხანის ზოგიერთ ავტორთან სადავოა მდინარე ფასისის დენის ადგილი, აპ. როდოსელს იგი უდავოდ კოლხეთის ტერიტორიაზე მიმდინარედ მიაჩნია. მასთან ეჭვმიუტანელად შეიძლება მდინარე ფასისის რიონთან იდენტურად ჩათვლა

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – XI, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – I, ამარანტი, არაქსი

წყარო: ვიკიპედიაფაზისი

1.4.24 ფატალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფატალიზმი

ლათ. fatalis

ბედისწერით წინასწარ განსაზღვრული, საბედისწერო) — მსოფლმხედველობა, რომლის თანახმად, სამყაროს ყოველგვარი ხდომილობა და ადამიანის მოქმედება წინასწარ არის მკაცრად განსაზღვრული, ყველაფერი გარდაუვალია, რადგან გამორიცხულია შემთხვევითობა, შესაძლებლობა, ალბათობა და თავისუფლება.

განასხვავებენ სამი ტიპის ფატალიზმს: მითოლოგიურს, რელიგიურს და რაციონალისტურს.

პირველს გარდაუვალობის საფუძვლად მიაჩნია ბედისწერა, მეორეს — ღმერთი, მესამეს კი — მიზეზობრიობის უწყვეტი ჯაჭვი. მითოლოგიური ფატალიზმი გაბატონებული იყო ანტიკურ ეპოქაში, რელიგიური ფატალიზმი — შუა საუკუნეებში, ხოლო რაციონალისტური — ახალი დროის ფილოსოფიაში. უკანასკნელი განსაკუთრებით დამახასიათებელია მექანისტური დეტერმინიზმისათვის.

იხ. აგრეთვე: ფატალისტი

წყარო: ვიკიპედია ფატალიზმი

1.4.25 ფატალისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფატალისტი

ვისაც ბედისწერა სწამს

იხ. აგრეთვე: ფატალიზმი

წყარო: ონლაინ ლექსიკონი ფატალისტი

1.4.26 ფაუნა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფაუნა

ლათ. fauna

რაიმე ადგილის ან გეოლოგიური პერიოდის ცხოველთა ყველა სახეობის ერთობლიობა; ცხოველთა სამყარო.

იხ. აგრეთვე: გეოლოგია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.27 ფაუსტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფაუსტი

იგი რეალური ისტორიული პირია, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა XVI საუკუნეში. ფაუსტი იყო ექიმიცა და ალქიმიკოსიც, მოუსვენარი ბუნების კაცი, ყველას რატომღაც ეგონა, რომ მან სული ეშმაკს მიჰყიდა და სწორედ ეს გახლდათ ხალხური ზღაპრებისა და ფოლკლორის გმირი. გოეთემ თოჯინების თეატრში პატარაობისას ნახა სპექტაკლი ფაუსტის შესახებ. ეს იყო ლეგენდა ექიმი ფაუსტის შესახებ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ძალზე პოპულარული იყო ევროპაში. გოეთემ ამ ხალხური ლეგენდის ფაბულაზე შექმნა საინტერესო პოეტური ნაწარმოები. „ფაუსტის“ სიუჟეტი მარტივია. მოხუცი მეცნიერი – ფაუსტი, რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერი ნახა და გამოსცადა, სავსეა დარდით. მას ყველაფერზე გული აქვს აცრუებული. იგი გადაწყვეტს თავის მოკვლას საწამლავის საშუალებით, მაგრამ აქ ჩნდება მაცდური ეშმაკი – მეფისტოფელი. იგი შესთავაზებს ფაუსტს შემდეგ გარიგებას: მოხუცს დაუბრუნებს ახალგაზრდობას და შეუსრულებს ყველა სურვილს, თუ ამის სანაცვლოდ იგი მისცემს სულს. ეშმაკი არ აჩქარებს მას, ფაუსტმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როდის დადგება ვალის გადახდის დრო. მაგრამ, ფაუსტი არც ისეთი გულუბრყვილოა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ფაუსტმაც წაუყენა მეფისტოფელს პირობა, რომ იგი თავის სულს ეშმაკს მისცემს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი უმაღლეს კმაყოფოლებას აზიარებს. მაშინ, როდესაც ფაუსტს მეფისტოფელი დაუბრუნებს ახალგაზრდობას, იტყვის: – „შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ“. ფაუსტს მიაჩნია, რომ შესანიშნავ წამებს დასასრული არა აქვთ.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, გოეთე იოჰან ვოლჰგან (1749-1832), ელენე, მარგარიტა, მეფისტოფელი

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]

1.4.28 ფაქსიმილე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფაქსიმილე

ინგლ. facsimile

ლათ. Fac simile – გააკეთე მსგავსი

ფოტოგრაფირების, გრავირების და სხვა ტექნიკური საშუალებებით შექმნილი ხელნაწერის, დოკუმენტის, ხელმოწერის ზუსტი დუბლიკატი, ასლი.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.4.29 ფაქტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფაქტი

ლათ. factum – გაკეთებული

1. ნამდვილი, ჭეშმარიტი, არა გამოგონილი ამბავი, შემთხვევა, მოვლენა.

2. სინამდვილე, რეალურობა.

3. მონაცემი, მასალა რაიმე მოსაზრების დასადასტურებლად, დასკვნის გასაკეთებლად.

რეალური ისტორია

იხ. აგრეთვე: არგუმენტი, ისტორია, რეალური, რეალიზმი, ეპიგრაფი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.30 ფაქტობრივი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფაქტობრივი

1. ფაქტებზე დამყარებელი, ფაქტებიდან გამომდინარე;

2. ნამდვილი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.4.31 ფაქტორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფაქტორი

ბიოლ.

ლათ. factor – შემქმნელი; მიზეზი

რაიმე მოვლენის, პროცესის მიზეზი, მამოძრავებელი ძალა.

იხ. აგრეთვე: ელიმინაცია, რეალური

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.32 ფაშიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფაშიზმი

ინგლ. fascism

იტალ. Fascismo

ტერმინი წარმოიშვა რომის იმპერიაში მაგისტრატების მიერ ხალხის ერთიანობის სიმბოლოდ გამოყენებული ტოტების კონისაგან („ფასციო“), რომელშიც ჩადებული იყო ნაჯახი (მმართველობის სიმბოლო). ფ. წარმოადგენს მემარჯვენე რადიკალი ნაციონალისტების იდეოლოგიას, რომელიც მიისწრაფვის ტოტალიტარიზმისაკენ. დასავლურ პოლიტიკურ ლიტერატურაში ფ. შეიძლება გაგებული იყოს უკიდურესი ნაციონალიზმის სამხედრო ფორმად, რომელიც სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყოველმხრივ ახალისებდა ომის გაჩაღებას. პირველი ფაშისტური მოძრაობა, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოვიდა ევროპაში (1922), იყო იტალიის ფაშისტური ორგანიზაცია მუსოლინის მეთაურობით. მისი მონათესავე მოძრაობები იყო: გერმანიის ნაციონალ–სოციალისტები, ესპანელი ფალანგისტები, მოძრაობა „აქსიონ ფრანზესი“ საფრანგეთში. ფაშისტური იდეოლოგიისათვის დამახასიათებელია საკუთარი ერის განდიდება და მისი ყველა სხვა ერისაგან გამორჩეულობის, მისი კულტურის უნიკალურობის მტკიცება. ამბობენ, რომ წარსულში ეს ერი აყვავებული იყო. ამას მოსდევს თეზისი ამ ერის არსებული მძიმე ეკონომიკურ–პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, რაც სხვა ერების ბოროტი განზრახვითაა გამოწვეული. ხშირად ერის დაკნინება ასოცირებულია რასობრივი სიწმინდის დარღვევასთან. ფაშისტური მოძრაობების განსაკუთრებული აღმავლობის ხანად ორ მსოფლიო ომს შორის არსებული პერიოდი ითვლება.

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.4.33 ფატვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფატვა

რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოცემული პოზიციაა, რომლის ფორმულირებასაც მაჰმადიანი სამღვდელოების წარმომადგენლები ახდენენ. მას იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუმცა მორწმუნე მუსულმანებს შორის გავლენით სარგებლობს.

სინონიმი: ფეტვა

წყარო: http://translate.voov.me/ ფატვა

1.4.34 ფედერალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფედერალიზმი

ფრანგ. fédéralisme

ფედერალიზმ-ი 1. სახელმწიფო წყობილების ფედერაციული სისტემა; რისამე სტრუქტურა, დამყარებული ფედერაციის პრინციპებზე.

2. პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც ცდილობს ასეთი სისტემის შექმნას.

იხ. აგრეთვე: უნიტარიზმი, უნიტარული, სტრუქტურა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.35 ფედერალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფედერალური

1. იგივეა, რაც ფედერაციული.

2. ზოგ ფედერაციულ სახელმწიფოში (აშშ, გფრ): საერთო- სახელმწიფოებრივი.

სინონიმი: ფ. მთავრობა, ფ. კანცლერი.

იხ. აგრეთვე: ფედერაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.36 ფედერაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფედერაცია

1. ახალი გაერთიანებული სახელმწიფოს შექმნის მიზნით რამდენიმე სახელმწიფოს კავშირი, რომლის დროსაც მასში შემავალი სახელმწიფოები, როგორც ფ-ის სუბიექტები, ინარჩუნებენ თავიანთი უფლებების გარკვეულ ნაწილს.

2. ცალკეული საზოგადოებების, ორგანიზაციების კავშირი.

იხ. აგრეთვე: ფედერალური

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

1.4.37 ფედრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფედრა

ბერძნ.

მინოსისა და პასიფაეს ასული, არიადნეს და. თესევსის მეორე ცოლი. დემოფონისა და აკამასის დედა, რომელსაც შეუყვარდა თავისი გერი, ჰიპოლიტოსი.

თესევსს ამორძალ ანტიოპესგან ჰყავდა ვაჟიშვილი ჰიპოლიტოსი. ანტიოპეს გარდაცვალების შემდეგ მან იქორწინა მინოსის ასულ ფედრაზე, ხოლო ჰიპოლიტოსი აღსაზრდელად მიაბარა პიტთევსს, არგოლისის ბრძენ გამგებელს, რომელმაც იშვილა იგი და ტროიძენის სამეფო ტახტის მემკვიდრედ აღიარა.

ჰიპოლიტოსი, ისევე როგორც მისი ამორძალი დედა, განსაკუთრებულ თაყვანს სცემდა ნადირობის მფარველ არტემისს. მან ტროიძენში დიდებული ტაძარი აუგო რჩეულ ქალღმერთს, რითაც განარისხა აფროდიტე. სიყვარულის ღვთაებამ ჭაბუკის დასჯა განიზრახა და ელევსინის მისტერიებზე მისულ ფედრას თავდავიწყებით შეაყვარა ჰიპოლიტოსი.

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – X, არიადნე, მინოსი, პასიფაე, ჰიპოლიტოსი

წყარო: ბიბლიოვიკი ფედრა

1.4.38 ფეისი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფეისი (ბარბარიზმი)

ინგლ. face

სახე

თამუნა ჩვენი კომპანიის სახე გახდა

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ფეისი (ბარბარიზმი)

1.4.39 ფეიჯი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფეიჯი (ბარბარიზმი)

ინგლ. page

გვერდი

მოიწონეთ ჩემი გვერდი

სინონიმი: პეიჯი

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ფეიჯი (ბარბარიზმი)

1.4.40 ფემინიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფემინიზმი

ფრანგ. féminisme

ლათ. femina – ქალი

პოლიტიკური მოძრაობა და დოქტრინა, რომელიც ჩაისახა დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის მიზნად ისახავს ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობას და ემსახურება ქალთა უფლებების დაცვას. არსებობს მრავალი სახის ფემინიზმი: რადიკალური, ლიბერალური, ეკოფემინიზმი, მარქსისტულ–სოციალისტური და სხვა. მათი საერთო მახასიათებელი და გამაერთიანებელი ღერძი კი ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობის მოთხოვნა და ზოგადად საზოგადოებისთვის, მათ შორის თვით ქალებისთვისაც, ცნობიერების ამაღლებაა სქესთა შორის არსებული უთანასწორობასა და ამ დისკრიმინაციის გამომწვევი ისტორიული, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ფაქტორების ირგვლივ. ფემინიზმის ისტორიაში, მკვეთრად გამოხატულია პირველი და მეორე ტალღა (მესამე ტალღის რაობისა და არსებობის შესახებ ფემინისტთა წრეებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. პირველი ტალღის ფემინისტები, რომლებმაც თვალსაჩინო აქტივობა XIX საუკუნეში დაიწყეს (თუმცა XVIII საუკუნეშიც არსებობდა ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის მომენტები) თავიანთ ამოცანად ქალებისათვის პოლიტიკური უფლებების ანუ არჩევნებში (აქტიური და პასიური) მონაწილეობის უფლების მოპოვებას ისახავდნენ. ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ქალების ჩართვა აუცილებელი იყო კანონშემოქმედებით პროცესებში – მათ ეს ქალთა ემანსიპაციის უმთავრეს ამოცანად მიაჩნდათ. მართალია ისტორიამ დაგვანახა, რომ პოლიტიკური უფლებების მოპოვება არ აღმოჩნდა საკმარისი ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, მაინც, პირველი ტალღის ფემინისტთა საქმიანობა ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ქვაკუთხედია. ფემინისტთა პირველ ტალღას, რომელიც XX საუკუნის ოციან წლებში დასრულდა, მოჰყვა მეორე, რომლის დასაწყისად ზოგიერთი მკვლევარი 1949 წელს მიიჩნევს, ანუ წელს როდესაც ცნობილმა ფრანგმა მოაზროვნე ქალმა სიმონ დე ბოვუარმა გამოაქვეყნა თავისი წიგნი „მეორე სქესი“. მკველვართა სხვა ნაწილი არ ეთანხმება ამ თარიღს იმ მოსაზრებით, რომ თავად სიმონ დე ბოვუარი არ მიიჩნევდა თავის ნაშრომს ფემინისტთა მეორე ტალღის აგორების სათავედ და ამ არგუმენტს ამყარებენ იმით, რომ მეორე ტალღის ფემინისტთა აქტივობა სამოციანი წლების დასაწყისიდან გახდა თვალსაჩინო. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა წიგნის დაწერიდან 27 წლის შემდეგ სიმონ დე ბოვუარის ჟურნალისტ ჯონ გერასისთვის მიცემული ინტერვიუ, რომელიც 1976 წელს ჟურნალ „სოსიათის“ (Society) იანვარ-თებერვლის ნომერში დაიბეჭდა. ფემინისტთა მეორე ტალღა, განსაკუთრებით სამოცდაათიან წლებში გამოირჩეოდა რადიკალიზმით. ფემინისტები ცდილობდნენ რევოლუციური იდეების აგიტაციითა და ზოგადად რევოლუციის გზით დაემხოთ პატრიარქალური საზოგადოება, რომელიც, მათი აზრით, მხოლოდ მამაკაცებს აძლევდა ხელს და ქალებს იმონებდა. ქალთა დისკრიმინაცია უნივერსალურია! - ამბობდნენ მეორე ტალღის დასაწყისის ფემინისტები. მეორე ტალღისთვის დამახასიატებელია აზრთა რადიკლური სხვაობა თვითონ ფემინისტებს შორის, განსაკუთრებით ოთხმოციან და ოთხმოცდაათიან წლებში. მოსაზრებები განსხვავდებოდა ასევე დასავლურ და აღმოსავლურ, ჩრდილოურ და სამხრეთულ ქალთა ჯგუფებს შორის. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ფემინისტები ერთიანდებიან ქალთა უფლებებისა და ზოგადად საზოგადოებაში მათი მგდომარეობის გაანალიზებისა და გაუმჯობესების ირგვლივ. თუმცაღა, მეორე ტალღის პოსტმოდერნისტმა ფემინისტებმა წამოჭრეს ქალებისა და ქალთა პრობლემების უნიფიცირების, გაერთიანების პრობლემურობის საკითხი. ვინაიდან ქალები როგორც ინტერესთა ჯგუფი დივერსიფიცირებულია ეთნიკური, რელიგიური, კლასობრივი ე.ი. სოციალურ-კულტურული მახასიათებლების მიხევდით. მგვარად, მნიშვნელოვანია ქალთა შორის განსხვავებების დანახვა და ასე ბრძოლა ფემინიზმის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

იხ. აგრეთვე: აბსურდი, დოქტრინა, იდენტური, კიბერფემინიზმი, სამოქალაქო განათლება

წყარო: წყარო: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]

1.4.41 ფემიციდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფემიციდი

ინგლ. femi — ქალი, cide — კვლა

ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინება. ეს ტერმინი XIX საუკუნიდან მოდის და ლათინურად აღნიშნავს ქალებისა და გოგონების მკვლელობას ყველაზე გავრცელებული განმარტების მიხედვით, ფემიციდი არის „მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან“.

წყარო: ფემიციდი

1.4.42 ფენომენი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფენომენი

ბერძნ. phainomenon – მოვლენილი

უჩვეულო, განსაკუთრებული მოვლენა, ნიშან-თვისება, სიმპტომი.

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.4.43 ფენომენოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფენომენოლოგია

ბერძნ. phainomenon-მოვლენილი

ბერძნ. logos-მოძღვრება

1.ჰეგელის ფილოსოფიაში: მოძღვრება ცნობიერების, სულის განვითარების შესახებ.

2.თანამედროვე იდეალისტურ ფილოსოფიაში: ცრუ მოძღვრება ე. წ. «წმინდა არსის» შესახებ.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.44 ფეოდალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფეოდალიზმი

ინგლ. feudalism

ფრანგ. feodalisme

1. კაპიტალიზმამდე არსებული საზოგადოებრივი წყობილება, რომლის დროსაც ფეოდალს მთლიანად ეკუთვნის წარმოების საშუალებები და ყმა გლეხები;

2. ფეოდალის უფლება - განახორციელოს სახელმწიფო მმართველობა თავის ტერიტორიაზე.

იხ. აგრეთვე: კაპიტალიზმი

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.4.45 ფერმენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფერმენტი

ლათ. fermentum

ორგანული ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ცოცხალ უჯრედში და ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციების აჩქარებას.

იხ. აგრეთვე: ინვერსია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.46 ფეტიში - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფეტიში

1. პირველყოფილ კულტურაში საგანი, რომელიც სულის განხორციელებად მიიჩნევა. ასეთი საგნები, ჩვეულებრივ, რელიგიური და მაგიური რიტუალების აუცილებელი ატრიბუტია; ხშირად მაგიასთან ერთად მოიხსენიება.

2. უფრო ფართო გაგებით არაეროტული ობიექტისადმი აკვიატებული ერთგულება ან ინტერესი. არსებობს ე.წ. სასაქონლო ფეტიშიზმი, რაც გულისხმობს კაპიტალიზმში ადამიანის შრომით შექმნილი მატერიალური ობიექტების შემოსვას „ბუნებრიობით“, რაც სინამდვილეში სოციალური პროცესების შედეგია. მარქსი მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური ეკონომიის დიდი ნაწილი დამნაშავეა ეკონომიკის ფეტიშიზაციაში და ასე ფარავს ფუნდამენტურ - ეკონომიკურ და სოციალურ - მიმართებებს.

ტანსაცმლის, ფსიქოლოგიაში, ფსიქოანალიზში, მარქსიზმში

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-

1.4.47 ფეშენ უიკი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფეშენ უიკი (ბარბარიზმი)

ინგლ. fashion week

მოდის კვირეული

თბილისის მოდის კვირეული

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ფეშენ უიკი (ბარბარიზმი)

1.4.48 ფეჩი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფეჩი (ბარბარიზმი)

რუს. печь

ღუმელი

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ფეჩი (ბარბარიზმი)

1.4.49 ფთილა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფთილა

გაჩეჩილი და დასართავად მომზ. მატყლი.

„მართა მკითხავთან იყო, ფთილებიც დაუსხა“ (ნ. ლომ., მოთხ., გვ. 467).

სინონიმი: ფრთილა

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.4.50 ფიბულა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფიბულა

ლათ. fibula

ტანსაცმლის ლითონის საკინძი, რომელიც ამავე დროს სამკაულს წარმოადგენდა; გავრცელებული იყო ბრინჯაოს ხანიდან ადრეულ შუა საუკუნეებამდე.

წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.

1.4.51 ფიგურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფიგურა

ლათ. figura

1. საგნის გარეგნული მოხაზულობა.

2. ადამიანის ან ცხოველის კორპუსი; სხეულის აგებულება.

3. მისი სკულპტურული გამოსახულება.

4. (მათემ.). სიბრტყის (სივრცის) ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია დახშული ხაზით (ზედაპირით).

5. (ლიტ.). სტილისტიკური ხერხი, რომელიც ნათქვამს აძლევს განსაკუთრებულ გამომსახველობას.

6. მდგომარეობა, პოზიცია რაიმე მოძრაობისას (მაგ., ცეკვის, ციგურაობის დროს; თვითმფრინავისა - ფრენაში).

7. ჭადრაკში: მეფე, ლაზიერი, ეტლი, კუ და მხედარი (პაიკისაგან განსხვავებით); საერთოდ, სახელწოდება ჭადრაკის კომპლექტის თითოეული ქვისა, კოჭისა.

8. (საუბ.). მნიშვნელოვანი, შესამჩნევი პიროვნება.

იხ. აგრეთვე: ანაფორა, ტროპი, რაკურსი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.52 ფიგურანტი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფიგურანტი (ბარბარიზმი)

რუს. фигурант

მონაწილე, მოქმედი პირი, ეჭვმიტანილი

კაბელების საქმის მონაწილეები.

იგი იყო აგორებული სკანდალის მთავარი მოქმედი პირი.

სისხლის სამართლის საქმის საქმეზე ეჭვმიტანილი.

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ფიგურანტი (ბარბარიზმი)

1.4.53 ფიდბექი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფიდბექი (ბარბარიზმი)

ინგლ. feedback

გამოხმაურება, რეაქცია მოვლენაზე, ღონისძიებაზე და ა.შ.

მკითხველთა გამოხმაურება.

ის გამოხმაურება, რომელსაც ყოველდღე ვიღებთ ამ კომპანიისაგან.

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ფიდბექი (ბარბარიზმი)

1.4.54 ფიზიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფიზიკა

ბერძნ. fisis – ბუნება

შეისწავლის სამყაროს, ცოცხალ არსებებსა და ადამიანებს. არისტოტელეს აზრით, სული სხეულის ფორმაა და მასთან კავშირშია. ადამიანი არც სხეულიდან გამოსული სულია და არც სხეულში, როგორც საპყრობილეში, დამწყვდეული სული (პლატონი), არამედ ერთიანი რეალობა, ინდივიდი, აბსოლუტური „სინოლი“.

ადამიანს გააჩნია ვეგეტატიური ფუნქცია (კვება, წარმოქმნა და სხვა), გრძნობები და ინტელექტი (იდეები, კონცეფციები). იდეები/ცოდნა არ არის თანდაყოლილი, როგორც ამას პლატონი ფიქრობდა, არამედ გრძნობებს უკავშირდება და ბუნებრივი გამოცდილებიდან იღებს სათავეს.

იხ. აგრეთვე: ფიზიკური, ბიოლოგია, ჰიგიენა

წყარო: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]

1.4.55 ფიზიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფიზიკური

1. რაც დაკავშირებულია ფიზიკასთან.

2. რაც დაკავშირებულია ისეთ მოვლენებთან, რომლებსაც ფიზიკა ეხება. ფიზიკური გეოგრაფია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს დედამიწის ზედაპირს, მის კლიმატს, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს. ფიზიკური ქიმია - მეცნიერება, რომელიც ქიმიურ მოვლენებს სწავლობს ფიზიკური მეთოდების საშუალებით და რომელიც ფიზიკასა და ქიმიას აერთიანებს.

3. ადამიანის ორგანიზმთან დაკავშირებული; ხორციელი. მაგ., ფიზიკური ნაკლი.

4. კუნთების მოქმედებასთან დაკავშირებული. მაგ., ფიზიკური ვარჯიში. ფიზიკური კულტურა (შემოკლ.: ფიზკულტურა) - ადამიანის სხეულის ყოველმხრივი სრულყოფა და გამაგრება ფიზიკური ვარჯიშის საშუალებით.

იხ. აგრეთვე: ფიზიკა, მატერია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.56 ფიზიოთერაპია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფიზიოთერაპია

ბერძნ. physis – ბუნება, therapeia – მკურნალობა

მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ფიზიკური და ბუნებრივი სა - შუალებებით (მასაჟი, სამკურნალო ტანვარჯიში, კლიმატოთერაპია, ულტრაიისფერი სხივები და სხვ.) მკურნალობის მეთოდებს და მათ გავლენას სხვადასხვა დაავადებების მიმდინარეობაზე.

იხ. აგრეთვე: თერაპია, კლიმატოთერაპია, მედიცინა

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.4.57 ფილერასტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფილერასტი

კაცი, რომელიც მალე ენთება სიყვარულით

იხ. აგრეთვე: ნადიმი

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.4.58 ფილია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფილია

ბერძნ. philia – სიყვარული, ერთგულება

რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს:

1. მიდრეკილებას, შეგუებულობას, რაღაცისადმი ერთგულებას;

2. სხვადასხვა დაავადებას, ნორმიდან პათოლოგიურ გადახრებს.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.4.59 ფილიგრანული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფილიგრანული

ფილიგრანულ-ი - ფილიგრანის ხასიათისა; მეტისმეტად სუფთად, ფაქიზად ნაკეთები.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.60 ფილიპე II(382-336) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფილიპე II(382-336)

მაკედონიის მეფე. ფილიპემ ჩაატარა რეორგანიზაცია მაკედონიის ჯარისა და ფინანსებისა, შექმნა ფალანგა და დაიწყო ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქების დაპყრობა. ათენელების დამარცხებამ ქერონეასთან ბოლო მოუღო საბერძნეთის დამოუკიდებლობას; ბერძენთა დაპყრობის შემდეგ სპარსელებზე გალაშქრება დააპირა, მაგრამ მოკლეს. მისი ჩაფიქრებული ლაშქრობა მისმა ძემ ალექსანდრემ განახორციელა.

იხ. აგრეთვე: პერსონალია, მიგელ დე სერვანტესი(1547-1616)

წყარო: კანონთა გონი / ფრანგ. თარგმნა დ. ლაბუჩიძემ; [შესავ. წერილი ნ. ნათაძის; რედ.: რ. ფეიქრიშვილი]. - თბ.: Cippd, 1994. - 864გვ.; 20სმ.. - ფ.ა.[MFN: 8242]

1.4.61 ფილისტერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფილისტერი

გერმ. Philister

შეზღუდული გონებისა და ფარისევლური ქცევის ადამიანი, რომლის ინტერესები შემოფარგლულია ყოველდღიური წვრილმანებით; მეშჩანი, ობივატელი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.62 ფილოგენეზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფილოგენეზი

ბერძნ. phylon – გვარი, genesis – წარმოშობა

ცოცხალი ორგანიზმების ისტორიული განვითარების პროცესი. ტერმინი შემოღებულია ე. ჰეკელის მიერ 1866 წელს.

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.4.63 ფილოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფილოლოგია

ბერძნ. phileō – მიყვარს და logos – სიტყვა

იმ მეცნიერებათა ერთობლიობა, რომლებიც სწავლობენ რომელიმე ხალხის ენასა და ლიტერატურას.

იხ. აგრეთვე: ორიენტალიზმი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.64 ფილოსოფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფილოსოფია

ბერძნ. philosophia

1. მეცნიერება ბუნების, ადამიანთა საზოგადოებისა და აზროვნების განვითარების უზოგადესი კანონების შესახებ.

2. ვისიმე ფილოსოფიური მოძღვრება. მაგ., ჰეგელის ფილოსოფია.

3. თეორიული პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს რაიმე მეცნიერებას. მაგ., მათემატიკის ფილოსოფია.

4. ირონიით იტყვიან განყენებულ საკითხებზე მაღალფარდოვანი მსჯელობის შესახებ.

იხ.აგრეთვე: აბსოლუტი, ელემენტი, თეზისი, იდეოლოგია, კატეგორია, კულტურა, ლოგიკა, მატერია, ობიექტი, პლატონი (ძვ. წ. 428-348-347), სოკრატე (469-393 ქ.წ.), ფილოსოფოსი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.65 ფილოსოფოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფილოსოფოსი

ბერძნ. philosophos

ფილოსოფიის სპეციალისტი; ამა თუ იმ ფილოსოფიური სისტემის შემქმნე

იხ. აგრეთვე: ფილოსოფია, ეპიკურე (ძვ.წ.აღ. 341 - 270), პლატონი (ძვ. წ. 428-348-347), სოკრატე (469-393 ქ.წ.), სოფისტი

ირონიით იტყვიან ადამიანზე, რომელსაც უყვარს მაღალფარდოვანი მსჯელობა განყენებულ საკითხებზე

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.66 ფინალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფინალი

იტალ. finale

1. სპორტულ შეჯიბრებათა დასკვნითი ნაწილი, რომელშიც ერთმანეთს ეცილებიან წინა შეხვედრებში (...მეოთხედფინალში, ნახევარფინალში) გამარჯვებული გუნდები ან ცალკეული სპორტსმენები პირველი ადგილის მოსაპოვებლად.

2. მუსიკალური, თეატრალური ან ლიტერატურული ნაწარმოების დასკვნითი ნაწილი

3. საერთოდ, რისამე ბოლო, დასასრული.

იხ. აგრეთვე: თეატრი, მუსიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.67 ფინალური (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფინალური (ბარბარიზმი)

ინგლ. final

საბოლოო, დასკვნითი

საბოლოო, დასკვნითი გამოცდები.

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ფინალური (ბარბარიზმი)

1.4.68 ფინთი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფინთი

ცუდი, უვარგისი. იმერ. – გლახა

„მაგრამ ტკბილი დედა – შვილივით ფინთს კი არრას შვრებოდნენ“ (ბაჩ.). „არ შევუშინდი ფინთ ზამთრის ღამეს“ (ტ. ტაბ., „კოლხ.“, 1911 წ., № 57).

„თუ მგელი ამომედევნა, ფინთად ავუშლი ბალანსა“ (რ. ერისთ., „ღამის მეხრე...“).

„ძალიან ფინთად გაირყვნა ეგ მგელი“ (ვაჟა, ტ. IV, გვ. 393).

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.4.69 ფირდოუსი (934-940) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფირდოუსი (934-940)

ტაჯიკური და ირანული ლიტერატურის კლასიკოსი, მსოფლიოში ცნობილი ეპოპეის „შაჰნამეს“ ავტორი ფირდოუსი აბუ ლაყასემ ტუსი დაიბადა 934-942 წლებს შორის, თამარანში, ქალაქ ტუსას მახლობლად, გვაროვნულ გაღარიბებულ ოჯახში. ქალაქს ახლა ფირდოუსი ეწოდება (ამჟამად ხორასნის ოლქი). მან იმ დროისთვის კარგი განათლება მიიღო, შეისწავლა არაბული და ფაჰლაური (შუა ირანი) ენები. ფირდოუსის ახალგაზრდობა დაემთხვა სამანიდების, ტაჯიკეთის ფეოდალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების ხანას. ეს იყო პერიოდი, როცა ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ არაბული ხალიფატის წინააღმდეგ სახალხო განმანთავისუფლებელი ბრძოლის შედეგად. ეს იყო ტაჯიკთა და აღმოსავლეთ ირანელთა კონსოლიდაციის პერიოდი. სწორედ მაშინ გაფორმდა კლასიკური საშუალო საუკუნეების ტაჯიკური პოეზია. ფირდოუსს აღაფრთოვანებდა აღმოსავლეთი და დასავლეთი ირანის გაერთიანების იდეა, რადგან მასში ხედავდა თავისი სამშობლოს სახელმწიფოებრიობის აღდგენასა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში წარმატებას, ფეოდალური წინააღმდეგობების დაძლევის საშუალებას.

ეპოპეის პირველი რედაქცია ფირდოუსმა 994 წელს დაამთავრა. ამ დროისათვის ფირდოუსის სამშობლო, სამარყანდის სახელმწიფო ფეოდალური შინაომებისა და გლეხთა აჯანყების გარდუვალი კრახისაკენ მიექანებოდა, რომელიც 999 წელს აღსრულდა კიდეც, როცა თუქმანთა კარახანიდის ხანმა – სასანიდების დინასტიამ საბოლოოდ დაამხო ბუხარა. დაახლოებით მაშინ გამეფდა სულთან მაჰმუდ ღაზნევი ვეებერთელა ტერიტორიაზე ამუ-დარიის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ეპოპეის მეორე რედაქცია ფირდოუსმა დაასრულა 1010 წელს და მას დაემატა სულთან მაჰმუდისადმი მიძღვნილი პანეგირიკული „შაჰნამე“. ამტკიცებენ, რომ პოეტმა სულთან მაჰმუდს უპასუხა მწვავე სატირით. ეს ტექსტი (სატირა) ჩართულია „შაჰნამეს“ ყველა გამოცემაში, როგორც მისი ეპილოგი. განრისხებულმა მაჰმუდმა ბრძანება გასცა ფირდოუსი სპილოს მეშვეობით მოეკლათ (ჩაეგდოთ სპილოს ფეხებში). ამის გამო ის იწყებს მოხეტიალე ცხოვრებას, დაბოლოს, მიაღწევს ბაღდადამდე. იქ მან დაწერა ახალი პოემა „იუსუფი და ზულეიხა“. პოემის დასაწყისში მან უარი განაცხადა „შაჰნამეზე“. ღრმად მოხუცებული ფირდოუსი დაბრუნდა თავის ქალაქში (ტუსში), სადაც გარდაიცვალა კიდეც. იგი დაასაფლავეს საკუთარ ბაღში, რადგან მუსულმანური რელიგიის მამებმა პოეტი ერეტიკოსად ჩათვალეს. ამის საფუძვლად ისინი ასახელებდნენ იმას, რომ თავის შემოქმედებაში გააცოცხლა ისლამამდე არსებული დევ-გმირები და მეფეები, დახატა ისლამის რელიგიისადმი ოპოზიციური დამოკიდებულებისა და ორთოდოქსული ისლამიზმისათვის მიუღებელი სურათები. ამის გამო მის ახლობლებს არ დართეს ნება ფირდოუსი საერთო სასაფლაოზე დაესაფლავებინათ.

1934 წელს ფირდოუსის საფლავზე აგებული იქნა მავზოლეუმი (მისი დაბადების 1000 წლისთავის აღნიშვნის გამო). ეს ფაქტი აღინიშნა საბჭოთა კავშირსა და ირანში. ამჟამად ხორასნის ეს ქალაქი ირანის საზღვრებშია მოქცეული.

იხ. აგრეთვე: პერსონალია, შაჰნამე

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]

1.4.70 ფირმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფირმა

იტალ. firma

იურიდიული პირის უფლების მქონე სავაჭრო ან სამრეწველო საწარმო, რომლის მარკითაც იყიდება საქონელი ან გამოდის ნაწარმი.

იხ. აგრეთვე: მენეჯერი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.71 ფირმანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფირმანი

ბრძანება, განკარგულება, ნებართვა

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.4.72 ფირნიში - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფირნიში

ლათ.

წარწერიანი დაფა, ქართულად საჭარბი ჰქვია - საბა).

სინონიმი: აბრა

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია,…

1.4.73 ფისკალური დეცენტრალიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფისკალური დეცენტრალიზაცია

ხელისუფლების დონეებს შორის სახელმწიფო ხარჯების მართვის უფლებათა განაწილება, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის საკუთარი ბიუჯეტების განკარგვისა და გადასახადების შემოღების უფლებათა მინიჭება (Public Finance. NISPAcee. 2000).

იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა

წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]

1.4.74 ფიჩერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფიჩერი

ინგლ. FEATURE STORY

PR-ში ტექსტის ტიპი ისტორიის სახით, რომელიც დაწერილია საკმაოდ არაფორმალური, მსუბუქი ინფორმაციული სტილით, ნელ-ნელა იხსნება სქემის მიხედვით: აღწერა-განმარტება-შეფასება. მთავარი ამოცანაა - ფიჩერის განთავსება მასმედიაში მკითხველისათვის საკმაოდ მისაღები ფორმით. კარგად მომზადებულმა, საინტერესო ისტორიამ ყოველთვის შეიძლება დაამშვენოს გაზეთი ან ჟურნალი და მიიპყროს მკითხველის ყურადღება.

იხ. აგრეთვე: PR

წყარო: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია = Public Relations / საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი" ; [პროექტის ავტ., ხელმძღვ. და გამოც. მთ. რედ. ელგუჯა მარღია ; მოწვეული რედ.: მარიკა დარჩია, რევაზ სურგულაძე, ვანო ჭიაურელი და სხვ.]. - თბ. : ცოტნე, 2006. - 293გვ. ; 29სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 293. - ISBN 99940-41-09-6 : [ფ.ა.][MFN: 30901]

1.4.75 ფლეგრის ბრძოლა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფლეგრის ბრძოლა

ბერძნ.

ღმერთების ბრძოლა გიგანტებთან

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – III

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.4.76 ფლეიტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფლეიტა

იტალ. flauto

სიმფონიური ორკესტრის ხის ჩასაბერთა ჯგუფის საკრავი. თანამედროვე განივი ფლეიტა ორკესტრში დამკვიდრდა XVIII ს-დან. XIX ს-ში რეკონსტრუქციის შედეგად გაგანიერდა და ერთ რიგზე დამწკრივდა ხვრელები, გაუკეთდა სარქვლები, თანამედროვე ფლეიტა მზადდება მაგარი ხის ჯიშებისაგან (შავი ხე, ქოქოსის პალმა) ან მელქიორისაგან. სარქვლები ორივე შემთხვევაში ლითონისაა (მელქიორის). ფლეიტა ლაბიალური (სატუჩე) საკრავია, სატუჩე გვერდით აქვს, ამიტომაც იკავებენ მას განივად. ტექნიკურად ძალიან მოქნილია, ვირტუოზული. კომპოზიტორები ხშირად წერენ ამ საკრავისათვის სოლო პარტიებს. ფლეიტის ნაირსახეობაა პატარა ფლეიტა ანუ პიკოლო, რომელსაც მაღალი, გამჭვირვალე, მსტვინავი ხმა აქვს.

იხ.აგრეთვე: ლაბიალური, მარსია, მელქიორი, მუსიკა, ნადიმი, ორკესტრი, რეკონსტრუქცია, სიმფონია

წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.]

1.4.77 ფლეშკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფლეშკა (ბარბარიზმი)

რუს. флешка, USB-флеш-накопитель

USB-ფლეშ-მეხსიერება, მეხსირების ჩხირი

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ფლეშკა (ბარბარიზმი)

1.4.78 ფლოემა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფლოემა

ბერძნ. phloios ქერქი

ლაფანი, მცენარეების ღეროს ქსოვილი, რომელიც ემსახურება ფოთლებში წარმოქმნილი ორგანული ნივთიერებების გატარებას ფესვისაკენ.

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.4.79 ფლორა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფლორა

1. რაიმე ადგილის ან გეოლოგიური პერიოდის მცენარეთა ყველა სახეობის ერთობლიობა; მცენარეთა სამყარო [ყვავილების, გაზაფხულისა და სიყმაწვილის რომაული ქალღმერთის Flora-ს სახელის მიხედვით].

> 2. (გადატ., მედიც.). ერთობლიობა მიკროორგანიზმებისა, რომლებიც ცხოვრობენ ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის ღრუებში, ჭრილობაში. მაგ., ნაწლავების ფ.

იხ. აგრეთვე: გეოლოგია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.80 ფლოტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფლოტი

ჰოლ. vloot

ყველა გემის ერთობლიობა (ტიპის, კუთვნილების, ნაოსნობის რაიონის და მისთ. მიხედვით). მაგ., სამხედრო ფლოტი. სავაჭრო ფლოტი. შავი ზღვის ფლოტი. საჰაერო ფლოტი - თვითმფრინავებისა და სხვა საფრენი აპარატების ერთობლიობა; ავიაცია.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.81 ფობია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფობია

ბერძნ. φόβος - შიში

აკვიატებული მდგომარეობა, რომელსაც აქვს ზოგიერთი საგნის, ქცევის, ქმედების ან სიტუაციის გადაულახავი შიშის სახე; ფობიის შინაარსს შეიძლება წარმოადგენდეს ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი მოვლენა.

წყარო: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34

1.4.82 ფობოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფობოსი

ბერძნ.

არესისა და აფროდიტეს ძე. ომის ღვთაების მუდმივი თანამგზავრი. რომში მას პავორი უწოდეს.

ტროას ომში ეხმარებოდა ტროელებს

იხ. აგრეთვე: ილიადა, ღმერთი

წყარო: ბიბლიოვიკი ფობოსი

1.4.83 ფოიე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფოიე

ფრანგ. foyer - ფოიე

თეატრში, კინოში და მისთ.: დარბაზი, სადაც იმყოფებიან მაყურებლები სანახაობის დაწყებამდე და ანტრაქტებში. სამსახიობო ფოიე - თეატრში: ანტრაქტების დროს მსახიობთა დასასვენებელი ადგილი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.84 ფოლკლორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფოლკლორი

ინგლ. folklore – ხალხის სიბრძნე

ის წესჩვეულებები, სარიტუალო თუ საყოფაცხოვრებო მოქმედებები, ზღაპრები, სიმღერები, ცეკვები, ზეპირი გადმოცემები, ხუმრობები და მითები რომლებიც ამა თუ იმ სოფლის, თემის, მხარის მცხოვრებთა შორის არის დამკვიდრებული და თაობებს გადაეცემა ზეპირი წყაროებით. ქართული ფოლკლორი ძალიან მდიდარია, განსაკუთრებით მუსიკალური ფოლკლორი, მითოლოგია, სარიტუალო ცეკვები, ხალხური რეწვა.

იხ. აგრეთვე: მითოლოგია, მუსიკა, ზღაპარი, ცეკვა

წყარო: ვიკიპედია ფოლკლორი

1.4.85 ფონდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფონდი

რუს. фонд

ბიბლიოთეკის წიგნების და სხვა ბეჭდვითი ნაწარმოებების ერთობლიობა, შედგენილი განსაკუთრებული გეგმის, მიზანდასახულობის შესაბამისად.

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.4.86 ფონემა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფონემა

ლინგვ.

ბერძნ. phōnēma

სამეტყველო ბგერა, როგორც ამა თუ იმ ენის ფონეტიკური სისტემის შემადგენელი ბგერითი ერთეული.

იხ. აგრეთვე: გრამატიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.87 ფონეტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფონეტიკა

ბერძნ. phōnetikos – ბგერისა

1. ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც ენის ბგერით შედგენილობას სწავლობს.

2. ენის ბგერითი შედგენილობა.

იხ. აგრეთვე: გრამატიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.88 ფონეტიკური დამწერლობის წარმოშობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფონეტიკური დამწერლობის წარმოშობა

ანბანი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, პირველად ფინიკიელებმა ჩამოაყალიბეს. ცხადია ფონეტიკური წერის წარმოქმნა უდიდესი პროგრესული ნაბიჯია კაცობრიობის ისტორიაში. ამიერიდან უკვე საჭირო აღარაა იდიოგრამები და სხვა სახის დამატებითი ნიშნები. ყოველი ასო გამოხატავს ერთ რომელიმე ბგერას, ყოველი ბგერა გადმოცემულია ერთი ასოთი. სადღაა ის სიძნელე თუ სირთულე, ძველი წერის სისტემებს რომ ახლდა. 22 ნიშნით, რომელსაც შეიცავს ფინიკიური ანბანი, შეიძლება დაიწეროს ყოველი ფინიკიური თუ მისი მონათესავე სემიტური ენების სიტყვა. საოცრად გამარტივდა, გაადვილდა წერა. და სწორედ ასეთი სიმარტივის გამო ამ ანბანმა უდიდესი გავრცელება პოვა მსოფლიოში. ახლა დამწერლობა აღარაა ხელოვნება, ამიერიდან ბგერების გრაფიკული თვალსაჩინოება განთავისუფლდა, როგორც იქნა, ძველი სიმბოლური ფორმებისაგან, კაცობრიობამ უკვე მიაღწია წერის საბოლოო ფორმას - ნამდვილ ანბანს, ფონეტიკურ წერას.

იბადება კითხვა: საიდან წარმოდგება ფინიკიური ანბანი? ფინიკიური ანბანის წარმოშობის თაობაზე მეცნიერები დავობდნენ ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან მოყოლებული, დავობენ დღესაც, რომაელი პოეტი ლუკანი და ბუნებისმეტყველი პლინიუსი აღიარებდნენ, რომ ანბანის პირველი გამომგონებელნი ფინიკიელებია. ბერძენი - პლატონი, პლუტარქი და რომაელი ისტორიკოსი ტაციტი ფიქრობდნენ, რომ ფინიკიური ალფაბეტი ეგვიპტური დამწერლობის საფუძველზეა გამომუშავებულიო.

1905 წელს სინას ნახევარკუნძულზე აღმოჩნდა 16 წარწერა კედელზე (ათარიღებდნენ ძვ. წ. მეორე ათასწლეულის შუა ხანებით). ეს წარწერები ისეთი ნიშნებითაა შესრულებული, რომ ფიქრობენ, ისინი უნდა წარმოადგენდნენ შუალედურ საფეხურს ეგვიპტურსა და ძველსემიტურს (ე.ი. ფინიკიურს) შორის. მკვლევართა აზრით, ეგვიპტური დამწერლობა სემიტ ხალხებს გააცნო ერთმა სემიტური მოდგმის ტომმა, რომელიც XVI საუკუნეში (ძვ.წ.) გამოაძევეს ეგვიპტიდან და გამოტყორცნეს აზიაში. არსებობს სხვა თეორიებიც, მაგრამ მათ აქ არ შევეხებით.

ასეთია, ზოგადად, ფინიკიური ანბანის ისტორია.

როგორია ფინიკიური დამწერლობის გავრცელების გზები?

ფინიკიურმა ანბანმა უდიდესი როლი შეასრულა ახალი მსოფლიოს კულტურულ ცხოვრებაში: მისი გავლენით შემუშავდა ანბანთა უმრავლესობა, მათ შორის ყველა ევროპული ანბანი ფინიკიურის საფუძველზეა შექმნილი და ჩამოყალიბებული.

ჯერ იყო და ფინიკიური დამწერლობა შეითვისეს ბერძნებმა. შემდეგ იგი ბერძნულის მეშვეობით, მთელ ევროპაში გავრცელდა. აზიის ქვეყნებშიც მრავალი ანბანი შეიქმნა ფინიკიურის მიხედვით, აქ დავასახელებთ ებრაული და არაბული ანბანის ტიპებს.

ფინიკიური ანბანის გავრცელება იწყება ძვ.წ. IX საუკუნიდან. უშუალოდ ის ხალხები ითვისებდნენ ახალ ანბანს, რომლებსაც სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ ფინიკიელებთან.

ბერძნული ანბანის თავდაპირველი სახეობა ზუსტი ასლია ფინიკიური ანბანისა. ბერძნულ ანბანში ასოების დალაგება - თანმიმდევრობა ისეთივეა, როგორც ფინიკიურში. ასე გასინჯეთ, ასოთა სახელები ბერძნულში დამახინჯებული სემიტური სიტყვებია. მაგალითად, ბერძნული სიტყვა „ალფა“ წარმოდგება სემიტური „ალეფ“-ისაგან, რაც ნიშნავს ხარს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასო „ს“-ს თავდაპირველი გამოსახულება რქებიანი ხარის თავის წარმოდგენას იძლეოდა. ბერძნული „ბეტა“ იგივეა, რაც სემიტური „ბეტ“ (სახლი); შეადარე აგრეთვე „დელტა“ და სემიტური „ლანეტ“ (კარი) და სხვ. ძველ ბერძნულ წარწერაში დაცულია წერის სემიტური მიმართულება: ასოები იწერებოდა მარჯვნიდან მარცხნივ. ბერძნებმა გარდამავალი მიმართულება გამოიმუშავეს: პირველი სტრიქონი მიდიოდა მარჯვნიდან მარცხნივ, მეორე სტრიქონი - მარცხნიდან მარჯვნივ, მესამე სტრიქონი - ისევ მარჯვნიდან მარცხნივ და ა.შ. წერის ამგვარ მიმართულებას ეწოდებოდა „ბუსტროფენდონი“ - ხარის მობრუნება, ე.ი. წერა, მსგავსი კვალში ჩამდგარი მხვნელი ხარის სვლისა. მხოლოდ ძვ.წ. IV საუკუნეში დაიწყეს ბერძნებმა წერა მარცხნიდან მარჯვნივ.

ბერძნული დამწერლობა განეკუთვნება ძვ.წ. VIII და VII საუკუნეებს. ფინიკიურ ანბანში, როგორც ვთქვით, იყო 22 ასო; ესენი თანხმოვნებისთვის, ხმოვნებისთვის კი ნიშნები არ არსებობდა. ბერძნულ ანბანში უკვე V საუკუნიდან (ძვ.წ.) ჩნდება ხმოვნების აღმნიშვნელი ასოები.

ბერძნული ანბანისაგან მომდინარეობენ ყველა ევროპული ხალხის ანბანური ტიპები, დასავლეთში ანბანი გავრცელდა იმ ბერძნული კოლონიების გზით, რომლებიც განლაგებული იყვნენ აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. ბერძნებისგან შეითვისეს ანბანი რომაელებმა და უკანასკნელთაგან გავრცელდა ამ ტიპის ალფაბეტი დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში.

იხ. აგრეთვე: დამწერლობის წარმოშობა, დამწერლობის წინა საფეხურები

წყარო: ძიძიგური, შოთა. საენათმეცნიერო საუბრები. - თბ. : ნაკადული, 1982. - 232გვ. ; 21სმ.. - 40კ., 20000ც.[MFN: 119927]

1.4.89 ფონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფონი

თურქ.

მდინარის გასავალი

წყლის გასავალი

იხ. აგრეთვე: პოროსი

წყარო: ორბელიანი, სულხან-საბა (1658-1725) ლექსიკონი ქართული / მოამზადა... ილია აბულაძემ ; [რედ.: ელ. მეტრეველი, ც. ქურციკიძე] ; საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. - თბ. : მერანი, 1991. - 20სმ.

1.4.90 ფონოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფონოლოგია

ბერძნ. phōnē – ბგერა და logos – მოძღვრება

ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც სწავლობს ენის ფონემათა სისტემას.

იხ. აგრეთვე: გრამატიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749].

1.4.91 ფორკისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფორკისი

ბერძნ.

ზღვის ღვთაება. პონტოსისა და გეას ძე. მისი მეუღლე იყო კეტო. გორგოების, გრაიების, ლადონის, ენიოს, პოლემოსისა და ჰესპერიდების მამა. ფორკისისა და ჰეკატეს ძეა სკილა

ზღვის ღვთაება, ზარდამცემი გორგონების მამა

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XIV

წყარო: ბიბლიოვიკი ფორკისი

1.4.92 ფორმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფორმა

ლათ. forma]

1. საგნის გარეგნული მოხაზულობა; მოყვანილობა.

2. რისამე გარეგნული გამოხატულება, გარეგნული მხარე (შინაარსის საპირისპიროდ).

3. რისამე სახეობა, ტიპი. მაგ., მმართველობის ფორმა.

4. რისამე სახესხვაობა, ნაირსახეობა. მაგ., გრიპის მსუბუქი ფორმა.

5. მხატვრული გამოსახვის ხერხებისა და საშუალებათა სისტემა.

6. მოწყობილობა, შაბლონი, რომლის მიხედვითაც რასმე ეძლევა გარკვეული მოხაზულობა, გარეგნული სახე; ყალიბი.

7. რისამე დადგენილი ნიმუში; სტანდარტი. მაგ., ოქმის ფორმა.

8. ერთიანი ტანსაცმელი (ფერის, გამოჭრილობისა და სხვა ნიშნების მიხედვით), რომელიც დადგენილია სხვადასხვა კატეგორიის პირთათვის. მაგ., სამხედრო ფორმა. მოსწავლის ფორმა.

9. ჩარჩოში მოთავსებული სასტამბო ანაწყობი (აგრეთვე რელიეფური გამოსახულების მქონე სხვა ზედაპირი), რომელიც დასაბეჭდად არის განკუთვნილი.

10. ნაბეჭდი ფურცლის დაკეცვით მიღებული 16 გვერდი, რომლებისგანაც იკინძება წიგნი (ქართ. სინონ. თაბახი).

11. (ლინგვ.). სიტყვათა ცვლისა და წინადადებაში სიტყვათა შეკავშირების სახე.

12. მხოლოდ გარეგნული, არაარსებითი, ვინმესთვის მოსაჩვენებლად გაკეთებული რამ; მოჩვენებითობა. მცირე ფორმები - მცირე მოცულობისა და ჩვეულებრივ მარტივი კომპოზიციის მქონე დრამატული ჟანრები.

იხ. აგრეთვე: დისპოზიცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.93 ფორმალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფორმალიზმი

ანალიზური მეცნიერების ერთ–ერთი მიმართულება, განდა XX საუკუნეში.ფორმელისტები, ძველი ნომინალისტების მსგავსად, გამორიცხავდა განსაკუთრებული ლოგიკური და მეთემატიკური ობიექტების არსებობის დაშვების საჭიროებას. ფორმალისტები ამ დისციპლინებს შორის არსებულ სხვაობას ხსნიდნენ ჩაწერის სხვადასხვა სისტემების საფუძველზე.

იხ. აგრეთვე: ანალიზური, ბიუროკრატია (ბიუროკრატიზმი), სისტემა, დეკადენტობა

წყარო: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

1.4.94 ფორმალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფორმალური

ლათ. formalis – ფორმასთან დაკავშირებული

ინგლ. formal

ფრანგ. formel

ბერძნ. formal

1. ოფიციალური, რაიმე ფორმის დაცვით შესრულებული;

2. მხოლოდ ფორმის დამცველი;

3. მოჩვენებით არსებული.

იხ. აგრეთვე: ფუტურიზმი, ფორმა, ანოტაცია, ოფიციალური

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.4.95 ფორმალური განათლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფორმალური განათლება

წარმოადგენს სტრუქტურულ საგანმანათლებლო სისტემას დაწყებითი სკოლიდან უნივერსიტეტამდე და მოიცავს სპეციალიზირებულ პროგრამებს ტექნიკური და პროფესიული ტრეინინგებისათვის.

იხ. აგრეთვე: არაფორმალური განათლება, განათლება

წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004

1.4.96 ფორმალური პროფესიული განათლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფორმალური პროფესიული განათლება

მიიღება პროფესიული სწავლების განმახორციელებელ აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. იგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, სრულდება შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით და გაიცემა შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

იხ. აგრეთვე: განათლება

წყარო: შენი არჩევანი-შენი წინსვლაა : [ცნობარი / პროექტის ხელმძღვ. ლიუდმილა კლოტცკი] - თბ., 2008 : შპს "საარი"

1.4.97 ფორმირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფორმირება

1. ჩამოყალიბება; შედგენა, დაკომპლექტება.

2. ახლად ჩამოყალიბებული სამხედრო ნაწილი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.98 ფორტე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფორტე

მუს.

იტალ. forte

ძლიერ ხმამაღლა.

მუსიკალური ნაწარმოების შესრულების შესახებ

ანტონიმი: პიანო

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.99 ფორტეპიანო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფორტეპიანო

მუს.

იტალ. fortepiano

პიანინოს და როიალის საერთო სახელწოდება.

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.100 ფორუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფორუმი

ლათ. forum

1. ძველ რომში: მოედანი, სადაც იმართებოდა სახალხო კრებები და სხვა თავყრილობანი.

2. (გადატ.). ადგილი, სადაც იმართება შეკრება, გამოსვლები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

3. ფართო წარმომადგენლობითი კრება.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.101 ფოსტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფოსტა

იტალ. posta

1. საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ერთ-ერთი სახეობა; აწარმოებს გზავნილებათა ადრესატებისათვის ჩაბარებას.

2. (საუბ.). კავშირგაბმულობის განყოფილება.

3. საფოსტო გზავნილებათა ერთობლიობა.

იხ. აგრეთვე: კორესპონდენცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.102 ფოტოგრაფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფოტოგრაფია

ბერძნ. phōs (phōtos) – სინათლე, graphō – ვწერ

1. გამოსახულების კვლავწარმოების მეთოდების ერთობლიობა, რომლის საბოლოო მიზანია გამჭვირვალე ან გაუმჭვირვალე შუქმგრძნობიარე მასალაზე გამოსახულების მიღება.

2. სახვ. დედანი (საავტ., საგამომც.), რომელიც ფოტოქაღალდზე მიღებულ პოზიტიურ გამოსახულებას წარმოადგენს (ფოტოანაბეჭდი) და განკუთვნილია პოლიგრ. კვლავწარმოებისათვის. განასხვავებენ შავ-თეთრ და ფერად ფოტოგრაფიებს.

3. მეცნიერების დარგი, რომელიც ფოტოპროცესებისა და ფოტომასალების თეორიას შეისწავლის.

4. უკონტაქტო ბეჭდვის ერთ-ერთი ხერხი. გამოიყენება სპეციალური შუქმგრძნობიარე ქაღალდი, რომელზეც გამოსახულება გადაიტანება ციფრული მეთოდებით მართული სინათლის სიგნალებით.

იხ. აგრეთვე: გრაფია, ილუსტრაცია, კულტურა

წყარო: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]

1.4.103 ფოტოქიმია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფოტოქიმია

ბერძნ. phōs (phōtos)– სინათლე და ქიმია

ქიმიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სინათლის ზემოქმედებით გამოწვეულ რეაქციებს.

იხ. აგრეთვე: ქიმია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.104 ფრაზა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფრაზა

ბერძნ. phrasis – გამოთქმა

1. დასრულებული აზრის მქონე სიტყვათა წყობა.

2. ფრაზები – მაღალფარდოვანი უშინაარსო სიტყვები, გამოთქმები.

3. მუსიკალური თემის ყოველი პატარა, შედარებით დასრულებული ნაწილი.

იხ. აგრეთვე: ალეგორია, ალიტერაცია, მუსიკა, ლიტერატურა, ტირადა, ეპიგრაფი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.105 ფრანტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფრანტი

პოლონ. frant < გერმ.

ჩაცმა-დახურვას გადაყოლილი მამაკაცი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.106 ფრანჩესკო პეტრარკა(1304–1374) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფრანჩესკო პეტრარკა(1304–1374)

იტალ.

ჰუმანიზმის ფუძემდებლად შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა მისი ჰუმანიზმი მეტწილად ლიტერატურული და რიტორიკულია. განათლება მან კლასიკური კულტურისა და წმინდა მამათა (განსაკუთრებით ციცერონის, ლატანციუსისა და წმ. ავგუსტინეს) შრომების შესწავლით მიიღო. ოკამიზმისა და ავეროიზმის დომინირების პერიოდში, გვიანი სქოლასტიკის ხანაში მცხოვრები პეტრარკა დასცინის ავეროისტულ დიალექტიზმსა და ნატურალიზმს და კლასიკურ-ქრისტიანულ სპირიტუალიზმს უბრუნდება. ფილოსოფიური თვალსაზრისით, ყურადღებას იქცევს მისი პოლემიკა პადუელ ავეროისტებთან, რომელთა საწინააღმდეგოდაც პეტრარკა წერს მცირე ტრაქტატს de sui ipsius et aliorum ignorantia, სადაც ადიდებს ქრისტიანულ ცოდნას და ავეროისტული „მეცნიერებისგან“ იცავს მას. ნაწარმოებში Secretum პეტრარკა თავის დრამას გადმოგვცემს: ქრისტიანულ იდეალებსა და საკუთარ სისუსტეს, უუნარობას შორის მერყეობას და ტანჯვას აღწერს.

იხ. აგრეთვე: პერსონალია, მიგელ დე სერვანტესი(1547-1616)

წყარო: ფილოსოფიის ისტორია ტ. II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]

1.4.107 ფრენკ ბილინგს კელოგი(1856-1937) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფრენკ ბილინგს კელოგი(1856-1937)

ინგლ. Frank Billings Kellogg

ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე. დიბადა პოტსდამში (ნიუ-იორკის შტატი) 1856 წელს აბიგეილ ბილინგს კელოგისა და აზი კლოგის ოჯახში. ფრენკი 10 წლის იყო, როდესაც ოჯახი გადასახლდა მინესოტაში. აქ იგი მუშაობდა ფერმაში, მოგვიანებით გაემგზავრა როჩესტერში, სადაც მუსაობდა კლერკად იურიდიულ კანტორაში. 1882-1887 წლებში საოლქო პროკურორია. 1886 წელს დაქოწინდა კლარა კუკზე.

1912 წელს აირჩიეს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარედ. 1916 წელს აირჩიეს სენატში. 1923 წელს პრეზიდენტმა უორენ ჰარდინგმა გააგზავნა მეხუთე პანამერიკულ კონფერენციაზე სანტიაგოში (ჩილე). 1923-1925 წლებში ამერიკის ელჩია დიდ ბრიტანეთში.

1925 წელს პრეზიდენტმა კულიჯმა დანიშნა სახელმწიფო მდივნად. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ყველაზე ცნობილი ქმედებაა კელოგ-ბრიანის პაქტის ხელმოწერა, რისთვისაც 1929 წელს დააჯილდოვეს ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში.

იხ. აგრეთვე: პერსონალია

წყარო: ვიკიპედია ფრენკ ბილინგს კელოგი

1.4.108 ფრიზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფრიზი

არქიტ.

ფრანგ. frise

1. ანტაბლემენტის შუა ნაწილი (არქიტრავსა და კარნიზს შორის); კოზმიდი.

2. არშია, ბორდიური კედლისა, ხალიჩისა, პარკეტისა.

იხ. აგრეთვე: ანტაბლემენტი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.109 ფრიქე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფრიქე

ბერძნ.

ათამასისა და ნეფელეს ვაჟი. ჰელეს ძმა, რომელმაც ოქროს საწმისი ჩაიტანა კოლხეთში.

ძველად, ბეოტიის ქალაქ ორქომენოსის მეფე ათამასს, ღრუბელთა ღვთაება ნეფელესაგან შეეძინა ვაჟი ფრიქსოსი და ასული ჰელე. მოგვიანებით ათამასმა იქორწინა თებელი კადმოსისა და ჰარმონიას ასულ ინოზე, რომლისგანაც ეყოლა ლეარქოსი და მელიკერტესი. დედინაცვალმა შეიძულა ნეფელეს შვილები და მათი დაღუპვა განიზრახა. შთააგონა ორქომენოსელ ქალებს, ქმრებისგან მალულად მოეხალათ დასათესი პურის მარცვალი. ამან მოუსავლიანობა გამოიწვია. მეფე ათამასმა ამბის გასარკვევად დელფოს სამისნოში გაგზავნა ელჩები, რომლებიც ინომ მოისყიდა და ათქმევინა, ღმერთები ფრიქსოსსა და ჰელეს ითხოვენ მსხვერპლადო. მაგრამ ნეფელე ფხიზლად იყო. მისი თხოვნით, ჰერმესმა და-ძმას ოქროს ვერძი უბოძა. ღმერთთა ამ საოცარ ქმნილებას საუბარიც შეეძლო და ფრენაც. მან ბავშვები ზურგზე შეისვა და კოლხეთისაკენ გაფრინდა. როდესაც ვერძი ევროპისა და აზიის გასაყარს მიუახლოვდა, ჰელემ ვერ შეიმაგრა თავი, წყალში ჩავარდა და დაიხრჩო. მას შემდეგ ამ ადგილს ჰელესპონტოსი, ანუ ჰელეს ზღვა ეწოდება. ფრიქსოსმა კი მიაღწია კოლხთა ქვეყანას, რომელსაც მზე-ჰელიოსის ძე აიეტი განაგებდა და იქ დასახლდა. მეფემ მას თავისი ქალიშვილი ქალკიოპე შერთო ცოლად, რომლისგანაც შეეძინა ვაჟიშვილები: არგოსი, მელასი, ფრონტისი და კიტისოროსი. ფრიქსოსმა შეასრულა ვერძის სურვილი: იგი მსხვერპლად შესწირა ზევსს. თავად კი კოლხიდაში დასახლდა და ღრმა სიბერემდე იცოცხლა.

სინონიმი: ფრიქსოსი

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV, ოქროს ვერძი, ოქროს საწმისი, ჰელე

წყარო: ბიბლიოვიკი ფრიქსოსი

1.4.110 ფრონტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფრონტი

ფრანგ. front

1. საომარი მოქმედების არე, ბრძოლის ველი.

2. ყველაზე მსხვილი სამხედრო შენაერთი ომიანობის დროს.

3. მწკრივებად დაწყობილი ჯარის ნაწილების წინა მხარე.

4. (გადატ.). ადგილი, უბანი, სადაც შეიძლება შესრულდეს რაიმე მოქმედება ერთდროულად მრავალი ადამიანის მიერ. მაგ., სამუშაოთა ფრონტი.

5. (გადატ.). სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფერო. მაგ., იდეოლოგიური ფრონტი.

6. (გადატ.). საზოგადოებრივ ძალთა ყველაზე ფართო გაერთიანება რაიმე მიზნის მისაღწევად. მაგ., სახალხო ფ.

7. მეტეოროლოგიაში: მეტნაკლებად ვიწრო გარდამავალი ზონა, რომელიც ყოფს ერთმანეთისაგან ჰაერის თბილსა და ცივ მასას. ატმოსფერული ფრონტი – იგივეა, რაც ფრონტი (მნიშვ. 7).

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.111 ფრუსტრაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფრუსტრაცია

ლათ. frustratio მოტყუება; ამაო ცდა; ჩაშლა (გეგმისა, ჩანაფიქრისა)

დამთრგუნველი დაძაბულობის, მღელვარების, გამოუვალობისა და სასოწარკვეთილების მდგომარეობა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.112 ფსალმუნნი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფსალმუნნი

საღმრთო წიგნი შედგენილი ისრაელიანთა დიდი მეფის ღვთივცხებული დავით წინასწარმეტყველის მიერ, „ფსალმუნნი“ ღვთის სადიდებელი საგალობლების კრებულია (მასში გადმოცემულია ასევე ისტორიული მოვლენები), რომელიც დავით მეფემ შექმნა სულიწმიდის შთაგონებით. იგი ამავე დროს ებრაული სასულიერო პოეზიის უბადლო ნიმუშსაც წარმოადგენს. „ფსალმუნნი“ ძველი აღთქმის ბიბლიურ (საღმრთო) წიგნთა რიცხვს ეკუთვნის, რომელიც ავტორის სიცოცხლეშივე იყო აღიარებული სასულიერო პირთა მიერ და გამოყენებული ღვთისმსახურებაში. „ფსალმუნნი“ განიყოფა ხუთ აღსავალად, ანუ საფეხურად, რომელიც ასახავს ადამიანის სულიერი განვითარების ხუთ საფეხურს:

I აღსავალი (1-40 ფსალ.) - არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის, ანუ მოქცევა ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე დადგომა.

II აღსავალი (41-71 ფსალ.) - სურვილი ღმერთთან ყოფნისა, უზენაეს შემომქმედთან მიახლებისა.

III აღსავალი (72-88 ფსალ.)- ღვთაებრივი საიდუმლოებების წვდომისა (შემეცნებისა, განჭვრეტისა), ანუ შემომქმედ ღმერთთან უფრო მეტი მიახლოვებისა.

IV აღსავალი (89-105 ფსალ.) - ღმერთთან დაახლოვებული (ღვთივცხებული) კაცისა, რომელსაც ენიჭება ძალა (მადლი) ერისთვის ლოცვისა.

V აღსავალი (106-150 ფსალ.)- უმაღლესი მჭვრეტელობისა, რასაც შედეგად მოსდევს თავის უარყოფა და ყოვლიერების შემომქმედისადმი მადლიერება - გამოხატული მის ქებასა და დიდებაში. [ყოველი აღსავალი თავდება სიტყვებით: „იყავნ, იყავნ“.]

„ფსალმუნნი“ სულ-ხორციელად შეითვისა ქრისტიანობამ, მისი საგალობლები შედის ქრისტიანული ღვთისმსახურების თითქმის ყველა სახეობაში. უმეტესად ფსალმუნები დილისა და საღამოს ლოცვების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცნენ. „ფსალმუნნი“ მთლიანად იკითხება ყოველი მსგეფსის (კვირის) განმავლობაში; დიდ-მარხვის ჟამს კი მსგეფსში (კვირაში) ორჯერ.

ქრისტიანობაში „ფსალმუნნი“ განიყო 20 კანონად. იგი შეიძლება ვიკითხოთ როგორც ჯგუფურად, ასევე საოჯახო (საშინაო) ვითარებაში. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ფსალმუნის წიგნის მთლიანი წაკითხვისას მკითხველზე გადმოდის უდიდესი ღვთიური მადლი, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მოძღვრის კურთხევით, თორემ შეიძლება უკუ-შედეგი გამოიღოს.

ფსალმუნებს უკითხავენ აგრეთვე ავადმყოფებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მათი წაკითხვა შეპყრობილთათვის, ანუ მათთვის, ვინც არაწმიდა სულების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

ფსალმუნებს უკითხავენ აგრეთვე მიცვალებულებს. ჭირისუფლებმა მიცვალებულს ფსალმუნები უნდა უკითხონ განუწყვეტლივ, ვიდრე იგი შინ ასვენია (ეს წესი ძველი აღთქმის ეკლესიიდან მომდინარეობს), დასაფლავების შემდეგ კი 40-მდე ყოველდღიურად მთელი „ფსალმუნნი“ უნდა წაუკითხონ.

წმიდა მამათა სწავლების თანახმად, ყოველ ფსალმუნს თავისი სულიერი მნიშვნელობა გააჩნია. მაგ. მომავალ მაცხოვარზე წინასწარმეტყველების საგალობლებად ითვლება შემდეგი ფსალმუნები: 2, 15, 21, 39, 44, 88, 90, 96, 109, 117.

სინონიმი: დავითნი

იხ. აგრეთვე: მღვდელმსახურება, პარაკლიტონი, ჟამნი

წყარო: იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე). 2004.

1.4.113 ფსევდონიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფსევდონიმი

ბერძნ.

გამოგონილი გვარი ან სახელი, რომელსაც ზოგჯერ ატარებენ მწერლები, ჟურნალისტები, პოლიტიკური მოღვაწეეები.

იხ. აგრეთვე: ტელონიმი

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]

1.4.114 ფსიქიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფსიქიკა

ბერძნ. psychikos – სულიერი

ინგლ. psyche

ტვინის განსაკუთრებული თვისება, ფუნქცია, რაც გამოიხატება გარე სამყაროს ასახვით; ადამიანის სულიერ ძალთა, შესაძლებლობათა ერთობლიობა.

იხ. აგრეთვე: ტემპერამენტი, ნარკომანია, ნორმა, ნორმალური, ფუნქცია

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.4.115 ფსიქიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფსიქიკური

ფსიქიკასთან დაკავშირებული; სულიერი. ფსიქიკური დაავადება – დაავადება, რომელიც გამოწვეულია ტვინის ცენტრების, ნერვული სისტემის მოშლილობით.

იხ. აგრეთვე: აბსტრაქცია, ნერვული სისტემა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.116 ფსიქოთერაპია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფსიქოთერაპია

ინგლ. psychotherapy

ლათ. psychotherapia

რუს. психотерапия

ბერძნ. psyche – სული, therapeia – მკურნალობა.

ემოციური, ქცევითი, პირადული და ფსიქიკური დარღვევების მკურნალობა პაციენტთან ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციების მეშვეობით.

იხ. აგრეთვე: სექსოლოგია, ემოცია, პაციენტი, ვერბალური, კომუნიკაცია

წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]

1.4.117 ფსიქოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფსიქოლოგია

ბერძნ. psyche – სული, logos – მოძღვრება

მეცნიერება ადამიანის ფსიქიკური მოქმედების კანონზომიერებების და მათი სპეციფიკური ფორმების (აზროვნება, შეგნება, ხასიათი, მეტყველება და სხვ.) შესახებ.

იხ. აგრეთვე: რომანი, სექსოლოგია, ფორმა

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

1.4.118 ფსკვნილი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფსკვნილი

თოკის ან მტკიცე ძაფისგან მოქსოვილი კრიალოსანი, რომელზეც კვანძების(ფსკვნილების) საშუალებით მლოცველი ლოცვის (უპირატესად იესოს ლოცვის: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“) რაოდენობას განსაზღვრავს. ფსკვნილს აქვს სხვადასხვა რიცხვის ბურთულები (იმის მიხედვით, თუ სულიერებაში განმტკიცების ხარისხის მიხედვით, როგორ ლოცვით კანონს აღასრულებს სასულიერო თუ საერო პირი და ნაქსოვი ჯვრით ბოლოვდება). ბერ-მონაზვნები, როგორც წესი, ფსკვნილს მუდმივად თან ატარებენ.

საერო პირებს ფსკვნილით ლოცვა მხოლოდ სულიერი მოძღვრისგან გამოთხოვილი კურთხევით შეუძლიათ, მაგრამ ტაძარში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვათა დასანახად არ უნდა ისარგებლონ. ასევე არ შეიძლება ფსკვნილის ტარება ყელსაბამად ან სამაჯურად.

იხ. აგრეთვე: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3

1.4.119 ფუგა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფუგა

იტალ. Fuga – სირბილი, გაქცევა

მრავალხმიანი მუსიკის უმაღლესი ფორმა. აგებულია კვინტური იმიტაციის პრინციპზე, ერთი თემა სხვადასხვა ხმის საშუალებით მიმდევრობით გადმოიცემა 2 ან მეტ ხმაში (თითქოს ერთი უნდა დაეწიოს მეორეს), შემდეგ კი მუშავდება კონტრაპუნქტურად. ჩვეულებრივი ფუგა 3 ნაწილისაგან შედგება: 1. ექსპოზიცია, რომელშიც თემა თანამიმდევრობით ტარდება ყველა ხმაში; 2. დამუშავება, რომელშიც თემა ან საზოგადოდ ექსპოზიციის მასალა ინვენციურად ვითარდება; 3. უკანასკნელი გატარება (რეპრიზა), რომელშიც კვლავ მოცემულია თემა მთელი მოძრაობის ძირითად ტონალობაში განმტკიცებით. ფ. შეიძლება იყოს მარტივი (აგებული ერთ მარტივ, ერთხმიან თემაზე), ორმაგი (აგებული 2 ერთხმიან თემაზე), სამმაგი (აგებული 3 ერთხმიან თემაზე). ფ. იწერება ცალკე ან პრელუდიასთან ერთად, როგორც ციკლური ფორმის ნაწილი. ფუგის უდიდესი ოსტატები იყვნენ XVIII ს-ში ბახი, ჰენდელი, შემდეგ-მოცარტი, ბეთჰოვენი.

იხ. აგრეთვე: მუსიკა

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

1.4.120 ფუზა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფუზა

ზეთიანი ფუნჯი, რომელსაც ფეიქრები სავარცხელს წაუსვამენ (საბა).

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.4.121 ფუკოს ქანქარა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფუკოს ქანქარა

ქანქარა, რომელსაც იყენებენ დედამიწის თავისი ღერძის გარშემო ბრუნვის დამამტკიცებელი ფაქტის სადემონსტრაციოდ. ფუკოს ქანქარა წარმოადგენს მასიურ ტვირთს, რომელიც დაკიდებულია მავთულზე ან თოკზე, რომლის ზედა ბოლო ისეა მორგებული დარბაზის ჭერს, რომ ფუკოს ქანქარას შეუძლია იქანაოს ნებისმიერ ვერტიკალურ სიბრტყეში. პირველი ასეთი ქანქარა ჟ. ფუკომ პარიზის პანთეონში ააგო 1851 წ. მისი სიგრძეა 67 მ. სანკტ-პეტერბურგის ისააკის ტაძარში დადგმული ფუკოს ქანქარას სიგრძეა 98 მ.

წყარო: ბიბლიოვიკი ფუკოს ქანქარა

1.4.122 ფულის ფუნქციები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფულის ფუნქციები

ფულის ფუნქციები - (functions of money) – ფული, თავდაპირველად, ასრულებდა ორ ძირითად ფუნქციას - ღირებულების საზომისა და მიმოქცევის (გაცვლის) საშუალების ფუნქციებს. ამასთან, ისტორიული განვითარების პროცესში ფულმა შეიძინა დაგროვების (დაზოგვის) საშუალების, გადახდის საშუალებისა და მსოფლიო ფულის ფუნქციები. ეს ფუნქციები თანამედროვე პირობებში სხვაგვარად გამოვლინდება, ვიდრე წინათ ვლინდებოდა. მიუხედავად განსხვავებული დანიშნულებისა, ყველა ფუნქცია ერთმანეთთან ორგანულ კავშირშია და ფულის არსი სწორედ ამ ფუნქციებით ვლინდება. თავდაპირველად ფული როდესაც ზოდების სახით იყო, თვით ფლობდა ღირებულებას და ასრულებდა ღირებულების საზომის ფუნქციას იდეალური ფულის სახით ანუ გონებით ხდებოდა საქონლის ღირებულების გამოხატვა ოქროთი. ეს შესაძლებელი იყო იმის გამო, რომ რეალურ სინამდვილეში არსებობდა განსაზღვრული თანაფარდობა ოქროს ღირებულებასა და მოცემული საქონლის ღირებულებას შორის. მონომეტალიზმის ეპოქაში საქონლის ღირებულება გამოიხატებოდა ოქროს განსაზღვრული წონითი რაოდენობით.

ოქროს დემონეტიზაციამ და ქაღალდის ფულის განვითარებამ გამოიწვია ოქროს ფულის სტატუსის შეცვლა. იამაიკის სავალუტო სისტემის შემოღებით ოქროს მრავალსაუკუნოვანი „ფულადი ისტორია“ წარსულს ჩაჰბარდა. იგი, როგორც ფული, აღარ ფუნქციონირებს. ოქროს სტანდარტის სრულ ლიკვიდაციას მოჰყვა მისი საყოველთაო შეცვლა ქაღალდის ფულის სტანდარტით. თანამედროვე პირობებში ყველა ფუნქცია ხორციელდება ქაღალდის ფულით. თუმცა, იმის გამო, რომ ქაღალდის ფულს საკუთარი ღირებულება არა აქვს, არ შეუძლია შეასრულოს ღირებულების საზომის ფუნქცია. მან შეიძინა საანგარიშო ერთეულის ფუნქცია. ფული, მიმოქცევის საშუალების ფუნქციის შესრულებით საზოგადოებას თავიდან აცილებს ბარტერული გაცვლის ბევრ უხერხულობას. ამ ფუნქციას ქაღალდის ფულთან ერთად ასრულებს: „არაკეთილშობილი მონეტები“, ვადიანი და უვადო დეპოზიტები, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, საპრივატიზაციო ჩეკები, მოძრავი და უძრავი ქონება და ა.შ. ამიტომაცაა, რომ თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში ფული განმარტებულია როგორც აქტივების ერთობლიობა, გამოყენებული გარიგებათა დადებისათვის. ფული, როგორც ყველაზე ლიკვიდური აქტივი, სიმდიდრის დაგროვების მოსახერხებელი ფორმაა. ეს გარემოება მას ანიჭებს განსაკუთრებულ ფუნქციას - წარმოადგენდეს დაგროვების საშუალებას. ოქროსთან ერთად ქაღალდის ფული ქმნის ფულად ცენტრალიზებულ მარაგს. დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების აკუმულაციას ახდენენ აგრეთვე ბანკები, ფირმები და ინდივიდუალური პირები.

ფული გადახდის საშუალების ფუნქციას ასრულებს საქონლის განვადებით გაყიდვის, გადასახადების გადახდის, სესხების დაფარვის, ხელფასებისა და პენსიების გაცემისა და ა.შ. შემთხვევაში. მსოფლიო ბაზარზე, საერთაშორისო ვაჭრობის მომსახურებით, ფული ასრულებს მსოფლიო ფულის ფუნქციას. იგი გადახდის საყოველთაო საშუალებაა საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებათა დაფარვისას, ყიდვის საყოველთაო საშუალებაა საზღვარგარეთ საქონლის ნაღდი ფულით შეძენისას და საზოგადოებრივი სიმდიდრის საყოველთაო გამოხატულებაა, მატერიალიზაციაა და მისი ერთი ქვეყნიდან მეორეში გადატანის საშუალებაა სესხებისა და სუბსიდიების სახით. აქედან ყველაზე ფართოდ გამოიყენება ფული როგორც გადახდის საყოველთაო საშუალება. ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობისას ანგარიშსწორება უმთავრესად კლირინგის მეშვეობით ხორციელდება. ვალდებულებათა ურთიერთჩათვლისას წარმოშობილი სხვაობა სრულყოფილი კონვერტირებადი ვალუტით იფარება.

წყარო: ფულის ფუნქციები

1.4.123 ფუმფლი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფუმფლი

პატარა მატლი, ღვინის პსკერზე იცის.

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.4.124 ფუნდამენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფუნდამენტი

ლათ. fundamentum

1. საძირკველი (შენობისა, ნაგებობისა, მანქანებისა და სხვ.).

2.(გადატ.). საფუძველი რისამე.

იხ. აგრეთვე: ბიუროკრატია (ბიუროკრატიზმი)

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.4.125 ფუნქცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფუნქცია

ლათ. functio – შესრულება

ინგლ. function

გერმ. Funktion

1. დანიშნულება; ვალდებულება, საქმიანობის სფერო;

2. სხვა ცვლადზე (არგუმენტზე) დამოკიდებული ცვლადი;

3. სხვა მოვლენაზე დამოკიდებული და მისი ცვლილების შესაბამისად ცვლადი რაიმე მოვლენა.

იხ. აგრეთვე: ნორმა, არგუმენტი, სფერო, ფსიქიკა

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.4.126 ფუტურიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ფუტურიზმი

ლათ. futurum – მყოფადი, მომავალი

მე-20 ს. ლიტერატურასა და ხელოვნებაში: ფორმალისტური მიმდინარეობა, რომელიც უარყოფდა რეალიზმს, მთელ ტრადიციულ ხელოვნებას და მის ხერხებს და ცდილობდა შეექმნა ახალი, თითქოსდა თანამედროვეობისათვის შესაფერი სტილი.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურა, ფორმალური, რეალიზმი, ტრადიცია, სტილი

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.5 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ქ

▲back to top


1.5.1 ქადაგად დავარდნა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქადაგად დავარდნა

უაზრო ლაპარაკი, ბოდვა. ქადაგი ერქვა წარმართული ღვთაების მსახურს, რომელსაც თითქოს შეეძლო ღვთაებასთან ურთიერთობის დამყარება.

სინონიმი: ქადაგად დაცემა

იხ. აგრეთვე: იდიომი

წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ქ

1.5.2 ქალაქ-სახელმწიფო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქალაქ-სახელმწიფო

ბერძნ. Polis

დამოუკიდებელი, ავტონომიური წარმონაქმნი. ძველ საბერძნეთში ქალაქ-სახელმწიფოები კულტურის ცალკეული მმართველობითი ერთეულები იყვნენ. მათ საერთო ენა, რელიგიური წარმოდგენები და მსოფლმხედველობა გააჩნდათ, თუმცა კანონმდებლობა და ქალაქის მმართველობა სუვერენული სახელმწიფოს პრინციპის მიხედვით იყო წარმოდგენილი. ქალაქ-სახელმწიფოს ბერძნები პოლისს უწოდებდნენ, სწორედ აქედან წარმოდგა ტერმინი პოლიტიკა. იგი მხოლოდ ერთი ქალაქისგან შედგებოდა, ისე, როგორც ეს თანამედროვე მონაკოსა და ლუქსემბურგის შემთხვევაშია. ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან: მმართველობის ფორმით, სოციალური იერარქიით, კანონმდებლობის სტრუქტურითა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებით. მაგ., ათენში დემოკრატიული მმართველობა იყო, ხოლო სპარტას 2 მეფე განაგებდა.

იხ. აგრეთვე: ავტონომიური, დემოკრატიული მმართველობა, იერარქია, კულტურა, პოლისი, პოლიტიკა, პრინციპი, პროცედურა, რელიგია, სახელმწიფო, სუვერენიტეტი, ქალაქი, ძველი საბერძნეთი

წყარო: ბესელია, ნ. (ნინო). როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე: სამოქალაქო განათლების დამხმ. სახელმძღვ. მე-9-12 კლასებისათვის: მასწავლებლის წიგნი / ნინო ბესელია, ნინო ბოკერია, მაკა კორძაძე; მთარგმნ. ზ. მხითარიანი; რედ. გ. ჰოვსეფიანი; USAID, PH international. - თბ. : საქართველოს მაცნე, 2011. - ISBN 978-9941-16-219-0

1.5.3 ქალაქი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქალაქი

საზოგადოების არსებობის ისტორიულად კონკრეტული სოციალურ–სივრცობრივი ფორმა, რომელიც აღმოცენდა შრომის დანაწილების, კერძოდ, სოფლის მეურნეობისაგან ხელოსნობის გამოყოფისა და საქონელგაცვლის განსაკუთრებული საზოგადოებრივი ჯგუფის ხელში თავმოყრის შედეგად. ქ–ისთვის დამახასიათებელია ადამიანთა დიდი რიცხვის თავმოყრა და მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, ადამიანთა მოღვაწეობის მრვალაგვარობისა და ინტეგრაციის მაღალი ხარისხი. მასში თავმოყრილია მრეწველობა, მეცნიერება, ხელოვნება, ინფორმაცია ქ. წამყვან როლს თამაშობს საზოგადოებრივ პროგრესში. ქ–ის მოსახლეობისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური ცხოვრების წესი. სწრაფი ურბანიზაციის პროცესში სულ უფრო იზრდება ქ–ის მოსახლეობის რიცხვი.

იხ. აგრეთვე: ათენი, არქეოპოლისი, აქადი, რომი, ქალაქ-სახელმწიფო, ძალისი

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

ინგლ. city, town

დადგენილი წესით რეგისტრირებული არანაკლებ 5000 მოსახლისაგან შემდგარი მსხვილი დასახლება,რომელსაც აქვს საქალაქო მეურნეობა და არის ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ქალაქის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის მოსახლეობის რიცხვი 5000-ზე ნაკლებია, თუ იგი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ან აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის უახლოესი პერსპექტივა. ქალაქებს, მათზე დაკისრებული სპეციფიკური ფუნქციებისა და სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლება მიენიჭოთ სპეციალური სტატუსი (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულება).

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.5.4 ქალდეა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქალდეა

ქალდეა - ქალდეველთა ქვეყანა. ძველი გეოგრაფების აღწერით, მდებარეობდა სპარსეთის ყურის მახლობლად და ესაზღვრებოდა არაბეთს. ქალდეველები ცნობილია როგორც მკაცრი და ჯიუტი, განსწავლული და ასტროლოგიის მცოდნე ხალხი.

იხ. აგრეთვე: კაბალა, გემატრია

წყარო: ბიბლიოვიკი ქალდეა

1.5.5 ქალკიოპე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქალკიოპე

ბერძნ.

აიეტის ქალიშვილი. მედეას და. ფრიქსოსის მეუღლე. არგოსის, კიტისორეს, მელასისა და ფრონტისის დედა.

როდესაც ოქროს ვერძმა ფრიქსოსი კოლხეთში ჩაიყვანა, აიეტმა მას თავისი ასული, ქალკიოპე შერთო ცოლად. ზოგი ავტორის ცნობით, ფრიქსოსმა, მადლიერების ნიშნად, აიეტს კოსის მიერ შექმნილი ოქროს ქანდაკება უბოძა (მოგვიანებით რომ ოქროს საწმისი უწოდეს)

აპ. როდოსელი პირველი წყაროა, კოლხების უძველეს კულტს რომ გვამცნობს. კოლხთა უდიდესი საფიცარი მიწა და ზეცაა

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – VII

წყარო: ბიბლიოვიკი ქალკიოპე

1.5.6 ქამიტურ ენთა ოჯახი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქამიტურ ენთა ოჯახი

ქამიტური ენებია: ძველი ეგვიპტური და მისგან მომდინარე კოპტური, შემდეგ _ ლიბიური, ბერბერული (ყველანი _ ჩრდილო აფრიკაში) და კუშიტური ენები. ქამიტური ენებიდან ყველაზე დიდი ხნოვანებისაა ძველი ეგვიპტურის ძეგლები, იეროგლიფებით ნაწერი (მიახლოებით 4000 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე). იეროგლიფური დამწერლობის ეგვიპტური ძეგლები ამოშიფრა ფრანგმა მეცნიერმა ჟ. ფ. შამპოლიონმა (1822 წ.). სემიტურსა და ქამიტურ ენებს ხშირად ერთ სემიტურ-ქამიტურ ოჯახადაც სახავენ (ეს, რასაკვირველია, იმის მაუწყებელია, რომ ქამიტურ და სემიტურ ენათა ისტორიული ურთიერთობა გარკვეული არაა). ტერმინები `სემიტური", `ქამიტური" (ისევე, როგორც `იაფეტური") ბიბლიური ნოეს შვილთა სახელებიდანაა ნაწარმოები (ბიბლიური გადმოცემის თანახმად, იმ ნოეს, რომელიც მსოფლიო წარღვნას გადაურჩა, სამი შვილი ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი, მათგან მოშენდა წარღვნის შემდეგ კაცობრიობა).

იხ. აგრეთვე: სემიტურ ენათა ოჯახი, ინდოევროპულ ენათა ოჯახი, ენების წარმოშობა, მსოფლიოს ენები

წყარო: ენათმეცნიერების შესავალი = Introduction to linguistics : [სახელმძღვ. ფილოლ. ფაკ. სტუდ.] ჩიქობავა, არნოლდ. [თბ.] : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, [2008]

1.5.7 ქანდაკება, სკულპტურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქანდაკება, სკულპტურა

სახვითი ხელოვნების სახე, რომელიც მოიცავს მრგვალ და რელიეფურ გამოსახულებებს, შექმნილს გამოკვეთით, გამოთლით, ჩამოსხმით ან ძერწვით. თვითონ ეს ნაწარმოებებიც (სტატუები, ბიუსტები, რელიეფები და ა.შ.) ასევე იწოდებიან სკულპტურად. გამოყოფენ ორი სახის ქანდაკებას. ესენია: მრგვალი ქანდაკება, რომელიც გამიზნულია ყველა მხრიდან აღსაქმელად და რელიეფი, რომელშიც მოცულობითი გამოსახულება სიბრტყეზე მდებარეობს. ჟანრების მიხედვით ქანდაკება იყოფა პორტრეტულ, ყოფით (ჟანრულ), ანიმალისტურ, ისტორიულ და ა.შ. სკულპტურული ხერხებით შეიძლება გამოისახოს პეიზაჟი და ნატურმორტი, მაგრამ მოქანდაკისათვის მთავარ ობიექტს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც შეიძლება განასახიეროს მრავალფეროვან ფორმებში. ქანდაკება სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი სახეა. უძველეს დასახელებათა არქეოლოგიური გათხრებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს პატარა ფიგურები გამოკვეთილი ქვისგან, ძვლისა და ხისგან, ასევე გამოძერწილი გამომწვარი თიხისაგან, ძველ ეგვიპტეში კი - ღმერთების, ადამიანების, ცხოველების გიგანტური ქანდაკებები. ქანდაკების განვითარების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ანტიკური ხანა, რომლის ოსტატებმა შექმნეს ქანდაკების კლასიკური ნიმუშები. მათ დაამუშავეს სკულპტურაში მოძრაობის გადმოცემის შესაძლებლობა. მაგ., მირონის «ბადროს მტყორცნელში» (V ს. ძვ.წ.-ით) გამოსახულია მოძრაობის კულმინაციური მომენტი. შუა საუკუნეების ქანდაკება, ძირითადად, რელიგიურ ხასიათს ატარებს. ინტერესი რეალური ადამიანისადმი, მისი შინაგანი, სულიერი, ემოციური მდგომარეობის გადმოცემისადმი კვლავ გამოიკვეთა აღორძინების ხანაში. საოცარი სიღრმითა და დამაჯერებლობით განახორციელა ეს იდეა მიქელანჯელომ, ანტიკური ხანის ხელოვნებამ შთააგონა კლასიციზმის ეპოქის (XVIII-XIX სს.) სკულპტორები. მნიშვნელოვანი მოვლენა სკულპტურის განვითარებაში იყო როდენის შემოქმედება, რომელიც თავის ქმნილებებში იმპრესიონისტების მხატვრული იდეების გამოხატვას ცდილობდა. XX ს-დან სკულპტურის განვითარებაში ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. შეინიშნება არატრადიციული მეთოდებისა და მასალების გამოყენება. გამდიდრდა თემატიკა. შემთხვევითი არ იყო, რომ ქანდაკებით დაინტერესდნენ გოგენი, დეგა, მატისი, მოდილიანი. ქართული პროფესიული ქანდაკების ფუძემდებელია იაკობ ნიკოლაძე. ქართული რეალისტური ქანდაკების სათავეებთან იდგა აგრეთვე მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკი. ქართველ მოქანდაკეთა (ე. ამაშუკელის, მ. ბერძენიშვილის, ზ. წერეთლისა და სხვ.) საუკეთესო ქმნილებები არა მხოლოდ ეროვნული კულტურის მონაპოვარია.

იხ. აგრეთვე: კულტურა

წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.]

1.5.8 ქარაგმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქარაგმა

ბერძნ.

1. სიტყვის შემოკლება ზემოდან სათანადო ნიშნით.

2. გადაკრული სიტყვა, იგავისებურად ნათქვამი.

იხ. აგრეთვე: ალეგორია, ბიბლიოთეკა

წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.

1.5.9 ქარვასლა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქარვასლა

სპარს. كاروان – ქარევან

თურქ. Saray – სარაი, სასახლე

თურქულ ენებზე ქარავნის სახლს ნიშნავს — დიდი სახალხო დაწესებულება აზიის ქალაქებში, გზებზე და დაუსახლებელ პუნქტებში, რომელიც მოგზაურთა, როგორც წესი, სავაჭრო ქარავნების ღამის სათევი და გასაჩერებელი ადგილის ფუნქციას ატარებდა.

ქარვასლები ზოგჯერ საკმაოდ ფუფუნებით მოწყობილი, თუმცა უფრო ხშირად ძალიან მარტივი და მოუწყობელი შენობები იყო, სადაც მოგზაურებს თავად უნდა ჰქონოდათ საწოლი ხალიჩები და სურსათი თავიანთთვის და მათი პირუტყვისთვის. ხშირად ამ დაწესებულებაში მხოლოდ წყალი იყო, რომელიც შორიდან მოჰქონდათ და დიდი შეფერხებებით. ქარვასლას აუცილებლად ჰქონდა პირუტყვის დასაბმელი თავლა. მსხვილ ქალაქებში ქარვასლა სრულფასოვან თანამედროვე სასტუმროს ჰგავდა, დამატებითი მომსახურებით — კვებით, აბანოებით, ფულის გაცვლის პუნქტებით და მისთ. სავაჭრო გზებზე კი ეს იყო მარტივი კონსტრუქციის ოთხკუთხა ნაგებობა შუაში ეზოთი და მის ცენტრში კი ჭით. შენობის გარე კედლები როგორც წესი გამაგრებული იყო ავაზაკთა თავდასხმის ან ალყის მოკლე ხნით მოგერიებისთვის.

წყარო: ვიკიპედია ქარვასლა

1.5.10 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართული ეროვნული პედაგოგიური აზრისა და განათლების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება-განვითარების, აგრეთვე, ქართველ საზოგადოებაში ეროვნული სულისკვეთების გაღვივების საქმეს. სწორედ ამ საზოგადოების მიერ XIX საუკუნის 80-იან წლებში თბილისსა და ქუთაისში დაფუძნდა ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიები, რომლებშიც სწავლება მიმდინარეობდა ქართულ ენაზე. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პედაგოგიური აზრის გამოჩენილ წარმომადგენელთა იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძის, იოსებ ოცხელის, ივანე გომელაურის, ლუარსაბ ბოცვაძის და სხვათა ღვაწლი.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უმდიდრესი ბიბლიოთეკა ამჟამად დაცულია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრები

1. დავით ჩუბინაშვილი - საპატიო წევრი 1880 წლიდან

2. ნიკო დავითის ძე დადიანი-მინგრელსკი - საპატიო წევრი 1885 წლიდან

3. გრიგოლ დავითის ძე გურიელი - საპატიო წევრი 1886 წლიდან

4. იაკობ გოგებაშვილი - საპატიო წევრი 1890 წლიდან

5. გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე - საპატიო წევრი 1890 წლიდან

6. რაფიელ ერისთავი - საპატიო წევრი 1892 წლიდან

7. ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი - საპატიო წევრი 1894 წლიდან

8. გიორგი ქართველიშვილი - საპატიო წევრი 1894 წლიდან

9. ილია ჭავჭავაძე - საპატიო წევრი 1896 წლიდან

10. აკაკი წერეთელი - საპატიო წევრი 1896 წლიდან

11. ეპისკოპოსი ალექსანდრე (ერისკაცობაში - ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე - საპატიო წევრი 1896 წლიდან

12. ვახტანგ თულაშვილი - საპატიო წევრი 1904 წლიდან

13. ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე - საპატიო წევრი 1904 წლიდან

14. ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი - საპატიო წევრი 1906 წლიდან

15. იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი - საპატიო წევრი 1906 წლიდან

16. პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი - საპატიო წევრი 1906 წლიდან

17. ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა - საპატიო წევრი 1914 წლიდან

18. იაკობ მანსვეტაშვილი - საპატიო წევრი 1912 წლიდან

19. ეკატერინე გაბაშვილი - საპატიო წევრი 1914 წლიდან

20. ეკატერინე თამამშევა-ერისთავისა - საპატიო წევრი 1915 წლიდან

21. გრიგოლ რცხილაძე - საპატიო წევრი 1917 წლიდან

22. დავით კარიჭაშვილი - საპატიო წევრი 1918 წლიდან

23. ლუარსაბ ბოცვაძე - საპატიო წევრი 1918 წლიდან

1.5.11 ქართული მითოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქართული მითოლოგია

ძველი ქართული მითებისა და ისტორიების ნაკრები, რომლებიც ძველ ქართულ ღმერთებს -ღვთისშვილებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საქართველოს რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად. ქართული მითოლოგია მეტწილად წარმოდგენილია ზეპირსიტყვიერი ფორმით და მისი მეცნიერული დოკუმენტირება საკმაოდ გვიან დაიწყო (XIX-XX საუკუნე), თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული დოკუმენტური მასალის მოძიება, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ქართული მითოლოგიური სამყარო მისი სპეციფიური და მკაფიოდ ინდივიდუალური სახით. ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ქართული მითები ძირითადად ქართული ზღაპრებიდან თუ სხვა ლიტერატურიდან არის ცნობილი.

იხ. აგრეთვე: ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, ტყაშმაფა

წყარო: მითოლოგია ქართული მითოლოგია

1.5.12 ქარიზმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქარიზმა

თეოლოგიური თვალსაზრისით, განსაკუთრებული სულიერი თვისება, რომელიც ღვთიურია, ღვთისგან ბოძებულია. სოციოლოგიაში ქ. გააანალიზა მაქს ვებერმა ბატონობის ლეგიტიმური ტიპების შესახებ კონცეფციაში, როდესაც ქ. გამოცხადდა საზოგადოებაში ძალაუფლების ერთ-ერთ წყაროდ. ქ-ული ბატონობა დაფუძნებულია ბელადის განსაკუთრებულ თვისებებზე, რომლებიც მას არამიწიერ მიმზიდველობას ანიჭებს. ბელადს მიეწერება „დიადი მისიის“ შესრულება. მის მიმართ მასის დამოკიდებულება ემოციურ-მისტიკური ხასიათისაა, რაც გულისხმობს მასის, ადამიანის მიერ საკუთარი თავის სრულ მიძღვნას, ბელადის მიმართ პიეტეტს და ბრმა რწმენას. თავად ბელადი დგას სამართლებრივი და ინსტიტუციური წესრიგის გარეთ.

იხ. აგრეთვე: დაქვემდებარება

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-

1.5.13 ქარტია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქარტია

იაპ. charter

ლათ. charta - ქაღალდი

1. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი დოკუმენტის სახელწოდება;

2. საერთაშორისო სამართალში, დეკლარაციის სინომიმი.

იხ. აგრეთვე: დეკლარაცია, ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.5.14 ქედხუდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქედხუდი

მოურავი

წყარო: ჭოროხი : სალიტერატურო - სამხატვრო და საზოგადოებრივი ჟურნალი. - ბათუმი, 2017. #6 გვ.85, ჭოროხი

1.5.15 ქეისი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქეისი (ბარბარიზმი)

ინგლ. case

კერძო შემთხვევა, კონკრეტული მაგალითი, სასამართლო საქმე, პრეცედენტი, შემთხვევა სასამართლო პრაქტიკაში.

განვიხილოთ სხვადასხვა მაგალითი ბიზნესის სფეროდან.

პრაგმატული პოლიტიკა: თურქეთის მაგალითი.

ყაფლანიშვილის საქმე არის ამ ხელისუფლების კლასიკური ხელწერა.

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ქეისი (ბარბარიზმი)

ინგლ. case

მობილური ტელეფონის და სხვ. ჩასადები

იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი

წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ქეისი (ბარბარიზმი)

1.5.16 ქესატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქესატი

უფულო; „ფულზედ ქესატად ვიყავი“ (პ. ლორია, „დაზგიდან დაზგამდე“, 1958 წ., გვ. 3).

იხ. აგრეთვე: ნავსი, ქესატობა

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.5.17 ქესატობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქესატობა

უქონლობა, „არეულობისა და ქესატობის დროს არც ქუთათურ ვაჭრების მდგომარეობაა სახარბიელო“ („ივ.“, 1905 წ., № 159, გვ. 4). „ღვინის ბაზრის პირობები არ შეცვლილა, ისევ ისე უგზოობაა, ისევ ქესატობა“ („სახ. გაზ.“, 1913 წ., № 1039). „ვაჭრობა აღარ არის, ქესატობას არ ვიცით, სად გავექცეთ“ („ივ“., 1886 წ., გვ. 208). „საყმაწვილო გამოცემათა ქესატობა ყოველივეს აღემატება“ („ნობათი“, 1884 წ., № 7, 8, 9, გვ. 96).

იხ. აგრეთვე: ქესატი, ნავსი

წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.

1.5.18 ქილიფთარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქილიფთარი

არაბ. koloft-მსახური

სამეურნეო-საფინანსო ხასიათის მოხელე. „დასტურლამალში“ აღნიშნული სახელო მერიქიფეებთან ერთად შეტანილია მერიქიფეთუხუცესისადმი მიძღვნილ ცალკე პარაგრაფში. დედოფლის „დასტურლამალის“ მიხედვით, იგი მსახურია და საფარეშოს მოხელეებთანაა დაკავშირებული. ქილიფთარის თანამდებობა ეკავათ სახასო აზნაურიშვილებს. ზოგიერთი საბუთის მიხედვით, ქილიფთარს შეთავსებული ჰქონდა თავლიდარის, მოლარის ან მოურავის თანამდებობებიც.

იხ. აგრეთვე: აზნაური, დასტურლამალი, თავლიდარი, მოურავი, მოხელე, ფარეში

წყარო: ბიბლიოვიკი ქილიფთარი

1.5.19 ქიმერა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქიმერა

ბერძნ.

1. ბერძნულ მითოლოგიაში: ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული, რომელსაც აქვს ლომის თავი, თხის ტანი და გველის თავით დასრულებული კუდი; მოკლა ბელეროფონტმა.

2. შუა საუკუნეების ევროპის ხელოვნებაში: ფანტასტიკური არსების (ურჩხულის) სკულპტურული გამოსახულება (მაგ., პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე).

3. (გადატ.). განუხორციელებელი ოცნება: ფანტაზია.

4. (ზოოლ.). ხრტილოვანი ზღვის თევზი ერთგვარი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.5.20 ქიმია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქიმია

ინგლ. chemistry

რუს. химия

ლათ. chimia (chemia)

ბერძნ. chemeia – ქიმია

მეცნიერება, რომელიც სწავლობს ნივთიერებათა შემადგენლობას, ატომურ აგებულებას და გარდაქმნებს, აგრეთვე ამ გარდაქმნების მექანიზმებს და ამ პროცესების დროს გამოთავისუფლებულ ენერგიას.

იხ.აგრეთვე: ატომი, ანალიზური, კოლოიდური, ბიოლოგია, მიკროქიმია, მოლეკულა, ქიმიური, ქიმიათერაპია, ფოტოქიმია, ენოქიმია, ფარმაკოქიმია, ორგანული, ჰიგიენა, თერაპია

წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]

1.5.21 ქიმიათერაპია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქიმიათერაპია

ბერძნ. therapeia – მკურნალობა

ქიმიათერაპია, ქიმია და ინფექციურ დაავადებათა მკურნალობა ქიმიური ნივთიერებებით.

იხ. აგრეთვე: ქიმია, თერაპია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.5.22 ქიმიური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქიმიური

ბერძნ.

ქიმიურ-ი - ქიმიასთან დაკავშირებული; რასაც ქიმია სწავლობს. ქიმიური ელემენტი - მარტივი ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივი ქიმიური მეთოდებით არ იშლება.

იხ. აგრეთვე: ქიმია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.5.23 ქორევტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქორევტი

გუნდის წევრი

იხ. აგრეთვე: ნადიმი

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.5.24 ქორეოგრაფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქორეოგრაფია

ბერძნ. choreia – ცეკვა და graphō – ვწერ

ცეკვის ხელოვნება; ცეკვებისა და საბალეტო სპექტაკლების დადგმის ხელოვნება.

იხ. აგრეთვე: ბალეტი, კულტურა, პანტომიმა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.5.25 ქორეპისკოპოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქორეპისკოპოსი

ბერძნ. chora - სოფელი, epíscopos - ეპისკოპოსი

იტალ. Corepiscopo

სოფლის ეპისკოპოსი, რომელიც ძველად აღმოსავლეთში მართავდა სასოფლო რაიონს ქალაქის ეპისკოპოსის იურისდიქციის ქვეშ და, მაშასადამე, შეზღუდული უფლებები ჰქონდა. დასავლეთში ქორეპისკოპოსის ფიგურა VIII საუკუნეში გავრცელდა, დამხმარე ეპისკოპოსის სახით. აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიებში ქორეპისკოპოსი ეპისკოპოსი არ არის და იგივდება გენერალურ ვიკარიუსთან, ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიებში კი ის დიდ სამრევლოთა რექტორია.

იხ. აგრეთვე: რელიგია

წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4

მთავარი ეპისკოპოსის თანაშემწე, უმრევლო ეპისკოპოსი

კახეთის მთავრის ტიტული

წყარო: ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008.

1.5.26 ქრისტე მაცხოვარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქრისტე მაცხოვარი

ინგლ. Christ Jesus the Saviour

ბერძნ. christos – ცხებული

ებრ. christos – მესია

აღთქმული მესია, უფალი იესო ქრისტე ნაწინასწარმეტყველებ დროს (დაბ. XLIX, 10), 25 დეკემბერს მოევლინა ქვეყანას, იუდეის ბეთლემში, რათა ადამიანის ცოდვები გამოესყიდა. უფალი იესო ქრისტე არის თვითმყოფადი, მარადიული, ყველგანმყოფი, უცვლელი და მეორე სახეა წმინდა სამების. ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე არის აგრეთვე ჭეშმარიტი ადამიანიც, რომელიც სულიწმიდისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ, ქალწულ მარიამის საშუალებით განკაცდა - ანუ ძე ღვთისამ მიიღო ადამიანის ხორციელი ბუნება, გარდა ცოდვისა. იესო ქრისტე მაცხოვარი ევნო, დაეფლა (მიიღო სიკვდილი), აღდგა მკვდრეთით (იხ. უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე) და ამაღლდა ზეცად „და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა და კუალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არ არს დასასრულ“.

იხ. აგრეთვე: რელიგია, პერსონალია, ბეთლემი , იუდა, კუალად, მარიამი, მესია, სუფევა

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.5.27 ქრაუდფანდინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქრაუდფანდინგი

ქრაუდფანდინგის ძირითადი იდეაა, ათეულობით, თუ ასეულობით პირის მიერ, ერთიანი ძალებით, მსხვილი პროექტების განხორციელება. მათთვის, ვისაც აქვს განსხვავებული, საინტერესო და კრეატიული იდეა, ქრაუდფანდინგი არის მარტივი საშუალება, გააცნონ საკუთარი იდეა ადამიანების მოცულობით რაოდენობას, მიიღონ ხალხის მხარდაჭერა, მოიზიდონ ლოიალური მომხმარებლები და მოიპოვონ დაფინანსება იდეის განსახორციელებლად.

ხოლო იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს თანხის პროდუქტიულ საქმეში მოხმარება, სოციალური პროექტების მხარდაჭერა, პროდუქტის წინასწარ შეძენა და სხვ., ქრაუდფანდინგი წარმოადგენს ამის მარტივ, დაცულ და სანდო საშუალებას.

წყარო: ქრაუდფანდინგი

1.5.28 ქრესტომათია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქრესტომათია

ბერძნ. chrēstomatheia

სახელმძღვანელო, რომელშიც შერჩევით არის შეტანილი ლიტერატურული ან მეცნიერული თხზულებანი ან ასეთ თხზულებათა ნაწყვეტები.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.5.29 ქრისტიანობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქრისტიანობა

ლათ. christianismus

ბერძნ. christianismós

იტალ. Cristianesimo

ქრისტიანული რელიგიის აღსანიშნავად გამოყენებული ყველაზე გავრცელებული ტერმინი. აღნიშნავს ეკლესიათა, საკრებულოთა, სექტათა, იდეათა და კონცეფციათა ერთობლიობას, რომლებიც იესო ქრისტემ გამოაცხადა ან აღმოაცენა და რომელთა გამაერთიანებელი ნიშანია რწმენა იესო ქრისტესი, როგორც განკაცებული, მოკლული და მკვდრეთით აღმდგარი ღმრთის ძისა. სიტყვა „ქრისტიანები“ პირველად ანტიოქიაში მოიხსენიეს ქრისტეს მოწაფეთა აღსანიშნავად (საქმ. 11:26) და ებრაელთაგან მათ განსასხვავებლად, ხოლო ტერმინი „ქრისტიანობა“ გვხვდება ეგნატე ანტიოქიელთან (†117). ქრისტიანობა რთული, მრავლისმომცველი რეალობაა, რომლის გასაგებადაც მისი წარმოშობისა (იესო ქრისტე და მოციქულთა ხანა) და ორათასწლოვანი ისტორიის, სარწმუნოებისა და აღმსარებლობათა გათვალისწინებაა საჭირო.

წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4

1.5.30 ქრომოსომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქრომოსომა

ბიოლ.

ბერძნ. chrōma – ფერი, საღებავი და sōma – სხეული

უჯრედის ბირთვის ის ნაწილი, რომელიც იღებება და ყველაზე უფრო მკაფიოდ ჩანს უჯრედის გაყოფის დროს.

იხ. აგრეთვე: ელიმინაცია

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.5.31 ქრონიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქრონიკა

ინგლ. chronicle

ბერძნ. Chronikos – დროსთან დაკავშირებული

1. მიმდინარე მოვლენების ამსახველი ცნობების, ახალი ამბების განყოფილება (გაზეთში, ჟურნალში...);

2. დოკუმენტური კინოფილმი, რომელშიც ასახულია მიმდინარე საზოგადოებრივი ცხოვრების რაიმე მოვლენები, ამბები;

3. ისტ. საზოგადოებრივი მოვლენების, ამბების ქრონოლოგიური აღნუსხვა; მატიანე;

4. ლიტერატურული ნაწარმოები, რომელშიც გადმოცემულია რაიმე საზოგადოებრივი ან ოჯახური ამბების ისტორია.

იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, ფაბულა

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.5.32 iption> ქრონოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქრონოლოგია

ისტორიული მოვლენების თანმიმდევრობა დროის მიხედვით

ისტორიული დისციპლინა (დამხმარე), რომელიც ადგენს ისტორიულ მოვლენათა თარიღებს: ქრონოლოგიური

იხ. აგრეთვე: ანაქრონიზმი

წყარო: სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი /არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტი, შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი ; [ავტ.-შემდგ.: შუქია აფრიდონიძე, იამზე გაგუა, თამარ ვაშაკიძე [და სხვ.] ; მთ. რედ. თამარ ვაშაკიძე ; მხატვ. სოფო ალავიძე]. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 512გვ. ; 24სმ.. - დანართები: გვ. 481-511. - ბიბლიოგრ.: გვ. 512.

1.5.33 ქსანთე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქსანთე

აპოლონ ღმერთისადმი შეწირული ადგილი

იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV, პიანი, დელოსი, კლაროსი, პითონი, ლიკია

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.

1.5.34 ქსენოფილია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქსენოფილია

ინგლ. xenophilia

ბერძნ. xenos – უცხო, უცხოელი; philia – სიყვარული

უცხოელებისა და ყოველივე უცხოურის სიყვარული.

წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1.5.35 ქსენოფობია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქსენოფობია

ბერძნ. xenos – უცხო, უცხოელი და phobos – შიში.

უცხოელებისა და ყოველივე უცხოურის სიძულვილი.

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.5.36 ქსენოფონტი (ძვ.წ.427–ძვ.წ.355) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქსენოფონტი (ძვ.წ.427–ძვ.წ.355)

ბერძნ. Ξενοφῶν

ძველი ბერძენი, ათენელი ისტორიკოსი; ანტიკური მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მან დატოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა.

ქსენოფონტის დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღი დაუდგენელია. ბოლო ხანების გამოკვლევათა მიხედვით, იგი უნდა დაბადებულიყო ძვ.წ.430 წლის მახლობელ ხანებში ატიკის ერთ-ერთ დემში - არქიაში. ქსენოფონტის მამა, გრილე, მხედართა გაბატონებულ ფენას ეკუთვნოდა და შეძლებული კაცი ყოფილა. შვილისათვის მას კარგი განათლება მიუცია. ქსენოფონტის განსაკუთრებული მონდომებით შეუსწავლია სამხედრო საქმე და საცხენოსნო სპორტსაც დაუფლებია.

იხ. აგრეთვე: პროდიკოსი

წყარო: ვიკიპედია ქსენოფონტი

1.5.37 ქსილოფონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქსილოფონი

ბერძნ. xylon – ხე და phōnē – ბგერა

სარტყამი მუსიკალური საკრავი; შედგება გარკვეული წესით შერჩეული ხის ფირფიტებისაგან, რომლებიც ხმას გამოსცემენ კოვზის მოყვანილობის ხის პატარა ჩაქუჩების დარტყმით.

იხ. აგრეთვე: ვიბრაფონი, მუსიკა

წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]

1.5.38 ქსიმბოლონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქსიმბოლონი

სიმბოლონი - სიმბოლო, პირობითი ნიშანი. აქ - ლათ. tessera hospitalis. ეს იყო შუა გატეხილი ძვლის ორი ნახევარი, რომელთაგან ერთს მასპინძელი უძღვნიდა ხოლმე სტუმარს, მეორეს კი თვითონ იტოვებდა. შემდგომში, ამ ორ ნახევარს ერთმანეთს რომ მიუახლოვებდნენ, სტუმარ-მასპინძელს შეეძლოთ ეცნოთ ერთმანეთი.

სინონიმი: ლისპები

იხ. აგრეთვე: ნადიმი, სიმბოლო

წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017

1.5.39 ქურუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქურუმი

წარმოებაში – კულტის მსახური, რომელიც ასრულებდა მსხვერპლის შეწირვის რიტუალს

გადატ.

პირი, რომელიც თავდადებით ემსახურება მეცნიერებას, ხელოვნებას და მისთ.

იხ. აგრეთვე: კორიბანტი

წყარო: ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008.

1.5.40 ქუქუმო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

▲back to top


ქუქუმო

ენდროში წითლად შეღებილი შალის ნაჭერი, რომელსაც ჯუბას შემოაკერებდნენ ბოლოში.

წყარო: წყარო: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3