თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი





1 თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი - ანოტაცია

▲back to top


თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

სერია – „რჩევები მოხელეთათვის“ საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა“

თბილისი, 2005

საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკის წინამდებარე სერია – „რჩევები მოხელეთათვის“

მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტმა „საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება“

UNDP/GEO/00036279; UNDP/GEIO/00041626


ლექსიკონი შეადგინა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ფინანსებისა და კრედიტების" კათედრის დოცენტმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატმა თამარ ციგროშვილმა
 

ლექსიკონის რედაქტორია
გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი დოცენტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ვაჟა გურგენიძე
 

ლექსიკონის შედგენისა და მომზადების სხვადასხვა სტადიებზე მონაწილეობდა ავტორთა კოლექტივი

გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტები: დოცენტი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი კახა დემეტრაშვილი, ეაჟა პეტრიაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, ნოდარ ნაფეტეარიძე, ზაზა ჩაგანავა, მიხეილ გვარჯალაძე, მანანა სალუქეაძე, დავით ჯაიანი, დოცენტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ნოდარ ხადური

ლექსიკონი ტექნიკურად მოამზადეს გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის თანამშრომლებმა მაკა შაიშმელაშვილმა და ნანა კასრელიშვილმა
ავტორთა ჯგუფის რეკვიზიტები: თბილისი, 0179, ერისთაეის ქ. 9; გაეროს სახლი, ოფისი 112 გაეროს განეითარების პროგრამის ეროვნულ კონსულტანტთა ჯგუფი
UNDP Georgia NCTim (CIMS consulting)
ტელ.: 253203, 253166, 253167
Internet; neteam@cims.ge www.sims.ge

თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი 1700-მდე ტერმინი
მცირე განმარტებითი ლექსიკონი
უცხოენოვანი ტერმინები
საერთაშორისო აბრევნატურები
სკეციფიკური ინფორმაცია

საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკის სერია – “რჩევები მოხელეთათვის” გამოდის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDF) მიერ სახელმწიფო განვითარებს მართვის სფეროში განხორციელებული მენეჯმენტისს საქართველოს პროექტების ეგიდით და ინფორმაციული პარლამენტისა მისი ავტორია და ტექნოლოგიების მთავრობისთვის ამ პროექტების განმახორციელებელი ეროვნულ ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფი (UNDP Georgia-NCTeam) რომელმაც, მრავალ სხვა პუბლიკაციათა შორის, 1998-2002 წლებში ოფიციალურად მოამზადა და გამოსცა:

ინფორმაციისა და მართვის სისტემა. პრაქტიკული სახელმძღვანელო (სამი გამოცემა)
სახელმწიფო მართვის სრულყოფის საკითხები: მეთოდოლოგიური მიდგომები და რეკომენდაციები. მეთოდური სახელმძღვანელო (ორი გამოცემა)
თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი
პერსონალის მართვა: მეთოდოლოგიური მიდგომები და პრაქტიკული რეკომენდაციები
პერსონალის მართვა. მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელო
მოხელის სამაგიდო ლექსიკონი

მოსამსახურის ბიბლიოთეკის” სერიით - “რჩევები მოხელეთათვის” გამოცემული ქვემოთ ჩამოთვლილი ბროშურები მენეჯმენტის, ახალი ტექნოლოგიების, პერსონალის მართვისა და ადამიანებთან ურთიერთობის აქტუალურ საკითხებს შეეხება:

თანამშრომელთა მართვა
საუბრის წარმართვა
ლიდერობის მიღწევა
საჯარო გამოსვლების მომზადება და ჩატარება
საქმიანი ეტიკეტი
საქმიანი მიმოწერა
დროის მართვა
თვითმენეჯმენტი
ინტერნეტი დამწყებთათვის
ინტერნეტის პრაქტიკული გამოყენება
კონფლიქტების მართვა

მათში გასაგები ენითაა გადმოცემული ხელოვნების განვითარებული შემდეგ (დასავლური ცივილიზაციის) აღიარებული ფასეულობები. ქვეყნების და საჯარო დამკვიდრებული ვფიქრობთ, ის პოლიტიკასა პრინციპები დახმარებასს და სახელმწიფო მიდგომები. გაუწევს ქცევის სამსახურში წესები საქართველოს ლდა საჯარო სამსახურში დასაქმებულებსა და არა მხოლოდ მათ.

გაეროს განვითარების პროგრამის ეროვნულ ექსპერტ-კონსულტანტთა გუნდს განზრახული აქვს მომავალშიც გააგრძელოს ანალოგიური (მეთოდური, დიდაქტიკური, პრაქტიკული, საინსტრუქციო, საცნობარო, ლექსიკოგრაფიული და სხვა სახის) პუბლიკაციები სახელმწიფო თუ ზოგადად, მართვის აქტუალურ საკითხებზე.

2 თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი - წინასიტყვაობა

▲back to top


თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი - წინასიტყვაობა

წინამდებარე თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი“ საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „საქართველოს საფინანსო სისტემის მოდერნიზება“ ეგიდით და პროექტის ექსპერტ- კონსულტანტთა აქტიური მონაწილეობითაა მომზადებული და გამოცემული. ასეთი ლექსიკონის შექმნის აუცილებლობა, უპირატესად. განპირობებულია შემდეგით: საქართველოში თავისუფალი საბაზრო ეკონომი კის განვითარებამ, საერთაშორისო ეკონომიკურმა და განსა კუთრებით თვისებრივად ახალმა ფინანსურმა ურთიერთობებმა, თანამედროვე ფინანსური ბაზრისა და საბანკო სისტემის განვითარებამ ჩვენს ცხოვრებაში ძალზე ბევრი ახალი, უცნობი ტერმინი და დეფინიცია შემოიტანა და თანდათანობით დაამკვიდრა; მათ შორის არც თუ ცოტაა ისეთი, რომელთაც უშუალო ქართული შესატყვისი სადღღეისოდ არ გააჩნიათ. გასაგებია თუ რა დიდი მეთოდოლოგიური და პრაქტიკული მნიშენელობა აქვს საერთოდ და მითუმეტეს ფინანსებთან და საბანკო საქმესთან დაკავშირებული ტერმინების სწორ იდენტიფიცირებასა და განმარტებას.

ლექსიკონი შედგენილია თანამედროვე უცხოური ავტორიტეტული გამოცემები საფუძველზე ამ სფეროში ქართული მეცნიერებისა და პრაქტიკის მილწევათ. გათვალისწინებით ის სამ ნაწილს მოიცავს: პირველ ნაწილში ფინანსური ცნებების განმარტებაა მოცემული, მეორეში - უცხოენოვანი შედარებთ ყველახე ფართოდ გავრცელებული ტერმინების დეფინიციები, ხოლო მესამეში - ასევე ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო აბრევიატურებია დახასიათებული. ლექსიკონს თან ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია.

ლექსიკონის მოცულობრივი სიმცირის მიუხედავად ავტორთა კოლექტივს მიაჩნია რომ ის მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს საქართველოს ეკონომიკი, განსაკუთრებთ მისი საფინანსო-საბარ6კო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო მოხელეებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებში მოსწავლე ან უკვე დაბრუნებულ ახალგაზრდებს, ბიზნესმენებს საერთოდ ყველას, გისაც კი რაიმე შეხება აქვს ქვეყნის ფინანსურ სისტემასთან.

ამ მცირე ფინანსური ლექსიკონის „ელექტრონული ვერსია“ განლაგდება გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მიერ შექმნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ახალ website.ge-ზე მისამართზე: www.mof.ge (ესტუმრეთ და გამოიყენეთ ამ საიტის სხვა რესურსებიც).

ავტორთა კოლექტივი განსაკუთრებით მადლობას უხღის დახმარებისთვის გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას. პირადად -ბნ ლანს კლარკს, ქ-ნ კაარინა იმმონენს, ქ-ნ ნატო ალხაზიშვილს, ბ-ნ ვახტანგ სვანიძის და ქ-ნ ლიკა შელეგიას, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას ტრადიციული თანამშრომლობისა და მაქსიმალური მხარდაჭერისთვის.

ლექსიკონი შეიძლება არ იყოს დაზღვეული ზოგიერთი მექანიკური თუ სხვა სახის ხარვეზისაგან. ავტორთა კოლექტივი მადლიერების გრძნობით მიიღებს ყველა საქმიან შენიშვნას.

3 თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი – ე - ი

▲back to top


3.1 თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი - ე

▲back to top


3.1.1 ევალვაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ევალვაცია
შეფასება, გამოთვლა, გამოანგარიშება.

3.1.2 ევალუაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ევალუაცია
ეროვნული ფულის რომელიმე კონვერტირებად ვალუტაში გადაყვანა (გადაანგარიშება).

3.1.3 ევრობაზარი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ევრობაზარი
ისეთი სავალუტო ოპერაციები, რომელებიც თავისუფალ მსოფლიო ბაზარზე ხორციელდება ვალუტის გამომშვები ქვეყნისაგან დამოუკიდებლად.

3.1.4 ევროდოლარი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ევროდოლარი
ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ ბანკებში განთავსებული საბანკო დეპოზიტები დოლარებში.

3.1.5 ევროკარდი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ევროკარდი
საერთაშორისო საკრედიტო ბარათი ევროპულ საბანკო სისტემის მონაწილე ქვეყნებში სარგებლობის უფლებით.

3.1.6 ევროკრედიტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ევროკრედიტი
ყველა ევროსავალუტო კრედიტი.

3.1.7 ევრონოტები - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ევრონოტები
ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც უშვებენ კომპანიები ევროვალუტის ბაზარზე 3-6 თვით, ცვალებადი განაკვეთით.

3.1.8 ეკონომიკური ზრდა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური ზრდა
დროის განსაზღვრულ მონაკვეთში რეალური მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზრდა მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით.

3.1.9 ეკონომიკური კეთილდღეობა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური კეთილდღეობა
მოსახლეობის ცხოვრებისა და მუშაობის პირობების მაღალი დონე, რომლის დროსაც იზრდება ეკონომიკური აქტიობა და ინდივიდების თვითრეალიზების შესაძლებლობები.

3.1.10 ელექტრონული ფული - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ელექტრონული ფული
1) გადახდის ელექტრონული სისტემა. 2) უნაღდო ანგარიშსწორება მყიდველსა და გამყიდველს შორის, ბანკებსა და მათ კლიენტებს შორის, რომელიც ხორციელდება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით.

3.1.11 ემბარგო - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ემბარგო
სახელმწიფოს მიერ საქონლის, მომსახურების, ვალუტის და სხვა ფასეულობათა ქვეყანაში შემოტანის ან გატანის აკრძალვა.

3.1.12 ემისია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ემისია
ფულისა და ფასიანი ქაღალდების გამოშვება მიმოქცევაში.

3.1.13 ემისიური სისტემა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ემისიური სისტემა
მიმოქცევაში ფულადი ნიშნების გამოშვების წესი, ხერხები და ორგანოები.

3.1.14 ემიტენტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ემიტენტი
სახელმწიფო, დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელიც უშვებს მიმოქცევაში ფულად ნიშნებს, ფასიან ქაღალდებს, საგადამხდელო-საანგარიშგებო დოკუმენტებს. ქვეყნის ცენტრალური ბანკი ახდენს ფულადი ნიშნების, სახაზინო თამასუქების ემიტირებას. კომერციული ბანკები იყენებენ ფასიანი ქაღალდების აკრედიტივების და სხვა საგადასახადო დოკუმენტების ემისიას.

3.1.15 ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების მოდელი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების მოდელი
მოდელი, რომელსაც ეკონომისტთა უმრავლესობა იყენებს ეკონომიკური საქმიანობის მოკლევადიანი რყევების ასახსნელად განვითარების გრძელვადიანი ტენდენციის გათვალისწინებით.

3.1.16 ერთობლივი ობლიგაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ერთობლივი ობლიგაცია
ყოველგვარი სავალო ინსტრუმენტი, რომლის მფლობელსაც გადასახდელების მიღება შეუძლია რამდენიმე მსესხებელი დაწესებულებისაგან ან ორგანიზაციისაგან მანამდე, ვიდრე ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება მთლიანად დაფარული არ აღმოჩნდება.

3.1.17 ერთობლივი წარმოება - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ერთობლივი წარმოება
ორ ან მეტ ინდივიდს ან ორგანიზაციას შორის არსებული შეთანხმება რაიმე პროექტის შესრულების მიზნით ძალების გაერთიანებისა და პასუხისმგებლობის განაწილების თაობაზე.

3.1.18 ერთჯერადი მოსაკრებელი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ერთჯერადი მოსაკრებელი
ამოიღება მომსახურებისათვის (მაგ.კეთილმოწყობილი გზებით სარგებლობისათვის, ბაზრის მომსახურებისთვის და სხვა).

3.1.19 ეროვნული დანაზოგი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ეროვნული დანაზოგი
ეკონომიკის მთლიანი შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც რჩება სამომხმარებლო ხარჯებისა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემდეგ.

3.1.20 ეფექტიანობა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ეფექტიანობა
საზოგადოების თვისება, მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგებს არსებული შეზღუდული რესურსებიდან.

3.1.21 ექსპანსია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ექსპანსია
მისწრაფება ახალი ბაზრების დაპყრობისა და ეკონომიკური გავლენის სფეროს გაფართოებისაკენ.

3.1.22 ექსპორტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ექსპორტი
ქვეყნის შიგნით წარმოებული და ქვეყნის გარეთ გაყიდული - საქონელი და მომსახურება.

3.1.23 ექსტენსიური - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ექსტენსიური
რაიმე პროცესის მხოლოდ რაოდენობრივი გაფართოება, მაგალითად, ეკონომიკის განვითარების ექსტენსიური გზა მის რაოდენობრივ გაფართოებას ნიშნავს (საპირისპიროა "ინტენსიური").

3.1.24 ექსტრა - დივიდენდი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ექსტრა - დივიდენდი
ძირითად დივიდენდზე დამატებით გადახდილი დივიდენდი, რომელსაც იხდიან ნაღდი ფულით ან აქციებით.

3.2 თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი - ვ

▲back to top


3.2.1 ვა-ბანკი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვა-ბანკი
ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით უკიდურესი კომერციული რისკის გაწევა, მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია დიდ რისკთან.

3.2.2 ვადამდე რეფინანსირება - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვადამდე რეფინანსირება
1)სახელმწიფო ვალის რეფინანსირების მიმართ: იმ ფასიანი ქაღალდების მფლობელებს, რომელთა დაფარვის ვადაც ახლოვდება, დაფარვის ვადამდე აქვთ მათი გაცვლის უფლება დაფარვის უფრო შორეული ვადის მქონე სხვა ფასიან ქაღალდებზე. 2) ობლიგაციების მიმართ: ახალი მუნიციპალური ობლიგაციების დროულად გაყიდვა, რაც როგორც წესი, იწყება ძველი ობლიგაციების დაფარვის უახლოესი ვადის დადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე.

3.2.3 ვადამდე ინფლაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვადამდე ინფლაცია
ინფლაცია რომელიც წარმოიქმნება ეკონომიკაში სრული დატვირთვის მიღწევამდე.

3.2.4 ვადები - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვადები
რაიმე დოკუმენტით, გეგმით, პროგრამით ან პროექტით დადგენილი განრიგი.

3.2.5 ვადიანი ტრატა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვადიანი ტრატა
გადასაყვანი თამასუქი, რომელსაც ანაღდებენ გამოსყიდვის ან აქცეპტის თარიღიდან გარკვეული დროის (30, 60 ან 90 დღის) გასვლის შემდეგ.

3.2.6 ვადორიზაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვადორიზაცია
სახელმწიფო ღონისძიებათა განხორციელების გზით საქონელზე ან ფასიან ქაღალდებზე ფასების ხელოვნური აწევა.

3.2.7 ვაკფი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვაკფი
მუსულმანურ ქვეყნებში უძრავი ქონება, რომელიც არ იბეგრება, მაგრამ გაყიდვას არ ექვემდებარება. მისი გადაცემა ხდება ჩუქებით ან მემკვიდრეობით.

3.2.8 ვალვაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვალვაცია
შეფასება; სხვა სახელმწიფოს ფულის ერთეულით უცხოური ვალუტის ღირებულების განსაზღვრა (მაგ. დოლარისა რუსული რუბლით).

3.2.9 ვალი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვალი
გარკვეული ვადით ან გარკვეული პირობებით სესხად აღებული ფული ან სხვა რესურსები, რომელიც უკან უნდა დაბრუნდეს და რომლის დაბრუნების ვადა ჯერ არ დამდგარა.

3.2.10 ვალის გამოხმობა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვალის გამოხმობა
ვალის დაბრუნება.

3.2.11 ვალის თანაბარი მომსახურება - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვალის თანაბარი მომსახურება
ვალის ძირითადი თანხის და პროცენტების თანაბარი დაფარვა.

3.2.12 ვალის თანხა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვალის თანხა
შეთანხმებაში ვალის შესახებ დაფიქსირებული ფულის ან სხვა რესურსების რაოდენობა. ვალის ის თანხა, რომელსაც ემატება (ან არ ემატება) პროცენტი იგი დაბრუნებულ უნდა იქნეს შეთანხმებული პირობების თანახმად.

3.2.13 ვალის მიმდინარე მომსახურება - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვალის მიმდინარე მომსახურება
პროცენტების გაცემის პროცესი და დავალიანების ძირითადი თანხის მიმდინარე დაფარვა.

3.2.14 ვალორიზაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვალორიზაცია:
ფასიანი ქაღალდების კურსის, ვალუტის ფასის დაგეგმილი, ორგანიზებული აწევა, რომელსაც ადგილი აქვს სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიების შემდეგ.

3.2.15 ვალუტა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვალუტა
ეროვნული ფულის ნიშანი უფრო ხშირად უცხო ქვეყნის ფულის ნიშანს ეწოდება. იხმარება სხვა გაგებითაც, მაგალითად, ბანკის ანგარიშების დოკუმენტებსაც ბანკნოტებსა და სხვადასხვა სახის საგადამხდელო დოკუმენტებს) ნიშნავს, რომელიც გამოხატულია უცხოური ფულის ერთეულებით. ვალუტა არსებობს:

ჩაკეტილი
არაკონვერტირებადი; ვალუტა, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ერთი ქვეყნის ფარგლებში

კონვერტირებადი
შექცევითი, რომელიც თავისუფლად იცვლება ნებისმიერი ქვეყნის ვალუტაზე

ნაციონალური
მოცემული სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ვალუტა, რომელიც მოქმედებს ქვეყნის ტერიტორიაზე

საბაზისო
რომელიც მოცემულ ქვეყანაში გამოიყენება სხვა ვალუტების კოტირების საფუძვლად

ნახევრად კონვერტირებადი, რომელიც იცვლება ზოგიერთ ქვეყანაში.

3.2.16 ვალუტის კოეფიციენტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვალუტის კოეფიციენტი
ვალუტის მიმდინარე საკურსო შეფარდება, რომელიც გამოიყენება ფულადი თანხების გადასახდელების, ფასების გადასაანგარიშებლად ერთი ვალუტიდან მეორეში.

3.2.17 ვალუტის კოტირება - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვალუტის კოტირება
უცხოური ვალუტის კურსის დადგენა მოცემული ქვეყნის ვალუტასთან შეფარდებით.

3.2.18 ვალუტის კურსი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვალუტის კურსი
ფასი, რომლითაც ერთი ქვეყნის ეროვნული ვალუტა გადაიცვლება მეორე ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე.

3.2.19 ვალუტის პარიტეტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვალუტის პარიტეტი
მტკიცე, ოფიციალურად დადგენილი თანაფარდობა ერთი ვალუტის მეორეზე გასაცვლელად.

3.2.20 ვარანტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვარანტი
ნიშნავს ფასიან ქაღალდებზე გაკეთებულ წარწერას, რომლის მიხედვითაც შეიძლება მისი ხელიდან-ხელში გადაცემა; ასევე ფასიანი ქაღალდების დანართს, რომელიც მის მფლობელს აძლევს დამატებით უფლებებსა და შეღავათებს.

3.2.21 ვარირებადი რენტა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვარირებადი რენტა
ფასიანი ქაღალდები, რომლებიც აქციების მიხედვით დივიდენდის ნაწილის მიღების უფლებას იძლევა.

3.2.22 ვაუჩერი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვაუჩერი
1) საპრივატიზაციო ჩეკი, დოკუმენტი. 2) წერილობითი მოწმობა, დავალება, გარანტია.

3.2.23 ვენჩურული დაფინანსება - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვენჩურული დაფინანსება
დაფინანსება დაკავშირებული დიდ რისკთან. ვენჩურულ ფინანსურ კაპიტალს ჩვეულებრივად აბანდებენ ახალ ტექნიკაში, ტექნოლოგიაში, წარმოების ახალი სახეების ათვისებაში.

3.2.24 ვენჩურული კაპიტალი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვენჩურული კაპიტალი
ახალი აქციების ემისიის შედეგად მიღებული სახსრები; აქციათა მფლობელების რეინვესტირებული ფულადი თანხები.

3.2.25 ვენჩურული ოპერაციები - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვენჩურული ოპერაციები
ფულადი ოპერაციები და ოპერაციები ფასიანი ქაღალდებით, რომლებიც დაკავშირებულია ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეების დაკრედიტებასთან და დაფინანსებასთან.

3.2.26 ვენჩურული საწარმო - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვენჩურული საწარმო
მცირე ბიზნესის საწარმოები, რომლებიც ძირითადად ინოვაციურ, მეცნიერულ-ტექნიკურ ან საკონსულტაციო- კვლევითი ხასიათის სამუშაოებს ეწევიან; როგორც წესი, ისინი მსხვილი კომპანიების დაკვეთით მოქმედებენ.

3.2.27 ვერტიკალური სამართლიანობა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვერტიკალური სამართლიანობა
დებულება, რომლის მიხედვითაც, მეტის გადახდის შესაძლებლობის მქონე გადამხდელები უნდა დაიბეგრონ მაღალი განაკვეთებით.

3.2.28 ვექსილი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვექსილი
საგანგებოდ შედგენილი ხელწერილი ვალის აღთქმულ ვადაში და პირობებით გადასახდელად; ვალდებულება ნასესხები თანხის უთუოდ გადახდის თაობაზე; თამასუქი.

3.2.29 ვირემენტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ვირემენტი
საბანკო ოპერაცია: ერთი პირის მიმდინარე ანგარიშზე მყოფი გარკვეული თანხის მეორე პირის პირად ანგარიშზე გადატანა.

3.3 თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი - ზ

▲back to top


3.3.1 ზარაფხანა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ზარაფხანა
მონეტებისა და სხვა სახელმწიფო ნიშნების დამამზადებელი სახელმწიფო საწარმო.

3.3.2 ზედნადები - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ზედნადები
საგანმკარგულებლო დოკუმენტი, რომლის იურიდიული და ფინანსური დანიშნულებაა იყოს სტატისტიკური ცნობების მიღების წყარო. დგება ტრანსპორტზე ყოველ გაგზავნილ ტვირთზე გაგზავნის და დანიშნულების პუნქტების მიხედვით.

3.3.3 ზიროუ-ქოსტ-ოფციონი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ზიროუ-ქოსტ-ოფციონი
გარკვეული სისტემა, რომელსაც იყენებენ ოფციონების ყიდვა-გაყიდვის პროცესში, როდესაც ბანკის კლიენტი რისკის შემცირების მიზნით თვითონ განსაზღვრავს საანგარიშსწორებო კურსს.

3.4 თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი - თ

▲back to top


3.4.1 თავდაპირველი კაპიტალი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


თავდაპირველი კაპიტალი
ფული ან ფასიანი ქაღალდები, რომელთა შეტანა აუცილებელია მარჟინალური ანგარიშის გასახსნელად.

3.4.2 „თავდასხმა“ ბანკზე - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


„თავდასხმა“ ბანკზე
მეანაბრეთა მიერ ფულის მასიურად გამოტანა ბანკიდან მისი საიმედობის ეჭვის ნიადაგზე.

3.4.3 თავდებობა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


თავდებობა
ხელშეკრულება ცალმხრივი ვალდებულებებით, რომლის მეშვეობითაც თავდები იღებს ვალდებულებას კრედიტორების წინაშე აუცილებლობის შემთხვევაში გადაიხადოს მსესხებლის დავალიანება.

3.4.4 თავისუფალი მეწარმეობა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


თავისუფალი მეწარმეობა
ეკონომიკური სისტემა, რომელიც კერძო საკუთრებას, კონკურენციას და მოგების მიღების მოტივს ეყრდნობა.

3.4.5 თამასუქი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


თამასუქი
ფასიანი ქაღალდი, რომელიც არეგულირებს სესხის მიმცემსა და მოვალეს შორის ურთიერთობას თამასუქი შეიძლება გადაიცეს ან გაიყიდოს მესამე პირზე. თამასუქის სახეებია: ჩვეულებრივი, გადასაყვანი, უპირობო, ბრინჯაოს (“გაბერილი”), გარანტირებული, გადაპირებული (მესამე პირზე გადაცემული), სახაზინო, კომერციული, წარმომდგენზე, ვადიანი, საფინანსო, კერძო, გასაპროტესტებელი.

3.4.6 თამასუქი მოთხოვნამდე - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


თამასუქი მოთხოვნამდე
თამასუქი ან გირავნობის საბუთი, რომელიც შეიძლება მათმა მფლობელმა გადასახდელად წარადგინოს ნებისმიერ დროს.

3.4.7 თანაბარი საგადასახადო რეჟიმი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


თანაბარი საგადასახადო რეჟიმი
დაბეგვრის საერთო პრინციპი, რომლის თანახმად გადამხდელები სხვა თანაბარ პირობებში ვალდებული არიან იხადონ ერთნაირი გადასახადი.

3.4.8 თანადაფინანსება - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


თანადაფინანსება
დაფინანსების ტიპი, რომელიც, როგორც წესი, თეორიულად ნაკლებია ან ტოლია იმ თანხისა, რომელსაც გასცემს ძირითადი დონორი.

3.4.9 თვითანაზღაურება - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


თვითანაზღაურება
საწარმოს ფინანსური მდგომარეობა, რომლის დროსაც მისი დანახარჯები მთლიანად იფარება მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით.

3.4.10 თვითდაზღვევა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


თვითდაზღვევა
დამზღვევის მიერ რეგულარული გადარიცხვის გზით შექმნილი საკუთარი სადაზღვევო ფონდი.

3.5 თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი - ი

▲back to top


3.5.1 იარლიყი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


იარლიყი
ფურცელი, რომელსაც საქონელზე ან მის შესაფუთ საშუალებაზე აკრავენ გამოსაჩენ ადგილას. მასზე აღინიშნება სახელწოდება, რაოდენობა, ხარისხი, ფასი და სხვა სახის ინფორმაცია. იგივეა, რაც ეტიკეტი.

3.5.2 იმიჯი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


იმიჯი
იმიჯი ის სურათია, რომელიც გარშემო მყოფთ (კონკურენტების ჩათვლით) აქვთ ჩამოყალიბებული აღნიშნული დაწესებულების, ორგანიზაციის ან კომპანიის თაობაზე.

3.5.3 იმობილიზაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


იმობილიზაცია
1) მოძრავი ქონების უძრავ ქონებაში გადაყვანა. 2) სააქციო საზოგადოების კაპიტალის კერძო კაპიტალად გადაყვანა.

3.5.4 იმპორტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


იმპორტი
ქვეყნის გარეთ წარმოებული და ქვეყნის შიგნით გაყიდული საქონელი და მომსახურება.

3.5.5 იმპორტის ბაჟი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


იმპორტის ბაჟი
გადასახადი, რომლითაც სახელმწიფო ბეგრავს იმპორტულ საქონელს.

3.5.6 იმპორტის დეპოზიტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


იმპორტის დეპოზიტი
წესი, როდესაც იმპორტიორი ვალდებულია საქონლის ღირებულების ნაწილი წინასწარ შეიტანოს კონვერტირებულ ვალუტაში; საერთოდ, ეს პროცესი იმპორტის შეზღუდვის საშუალებაა.

3.5.7 ინდემნიტეტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინდემნიტეტი
ზარალის ანაზღაურება საერთაშორისო სამართალში.

3.5.8 ინდენტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინდენტი
სავაჭრო ხელშეკრულების სახეობა, რომლის მიხედვით კომისიონერს ევალება გარკვეული საქონლის შესყიდვა და დანიშნულების ადგილზე გადაგზავნა.

3.5.9 ინდექსი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინდექსი
1) ციფრობრივი ან ანბანური ნიშანი. 2) ეკონომიკაში როგორც წესი, რაიმე მოვლენის შესწავლის შემდეგ გამოვლენილი თანმიმდევრული ცვლილებები, რომლებიც ძირითადად პროცენტებით აისახება (მაგ. ფასების ინდექსი გარკვეულ პერიოდში ფასების დინამიკას ნიშნავს).

3.5.10 ინდექსაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინდექსაცია
ინფლაციის ტემპის მიხედვით თანხების ავტომატური კორექტირება, რომელიც ხორციელდება მთავრობის შესაბამისი კანონის საფუძველზე.

3.5.11 ინდექსირებული ობლიგაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინდექსირებული ობლიგაცია
ობლიგაცია, რომლის ძირითადი ვალის და საპროცენტო გადასახადების ჯამიც იზრდება ინფლაციასთან ან რომელიმე განსაზღვრული საქონლის ფასის ზრდასთან ერთად.

3.5.12 ინდიკატორული დაგეგმვა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინდიკატორული დაგეგმვა
ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების დაგეგმვის ერთ-ერთი სახე ინდიკატორული დაგეგმვა თვისებრივად განსხვავდება დირექტიული დაგეგმვისაგან, რადგან არ გულისხმობს ეკონომიკურ სტრუქტურებზე სახელმწიფოს მბრძანებლურ ზემოქმედებას.

3.5.13 ინდოსამენტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინდოსამენტი
ფასიანი ქაღალდი მეორე გვერდზე წარწერით, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის თანხმობას ამ დოკუმენტის სხვის საკუთრებაში გადასვლის უფლების შესახებ. ინდოსამენტი შეიძლება იყოს სახელობითი ან წარმომდგენზე, ე.ი. ანონიმური.

3.5.14 ინვესტიცია (ფულის დაბანდება) - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინვესტიცია (ფულის დაბანდება)
მოგების მიღების მიზნით კაპიტალის გრძელვადიანი დაბანდება ბიზნესში, აქციებში. ობლიგაციებში და ა.შ.

3.5.15 ინვესტიციური ბანკები - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინვესტიციური ბანკები
1) დაწესებულებები, რომლებიც აქციების ახალ გამოშვებათა განთავსებაზე სპეციალიზდებიან. 2) ბანკები, რომლებიც იძლევიან გრძელვადიან კრედიტს კაპიტალური დაბანდებისათვის.

3.5.16 ინვესტიციების შეკავება - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინვესტიციების შეკავება
შეკავება ხდება ეროვნული მეურნეობის ზოგიერთ დარგში ინვესტიციებზე დამატებითი გადასახადების ამოღების გზით.

3.5.17 ინექცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინექცია
გაძლიერების მიზნით გარედან დახმარება. ეკონომიკაში მიღებულია ფინანსური დაძაბულობის პირობებში დაკრედიტების აღსანიშნავად.

3.5.18 ინკასო - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინკასო
საბანკო ოპერაციის სახე. კლიენტის დავალებით მესამე პირისაგან ბანკის მიერ საანგარიშსწორებო დოკუმენტების საფუძველზე კუთვნილი თანხების მიღება, რისთვისაც ბანკს გარკვეული სარგებელი ეკუთვნის.

3.5.19 ინოვაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინოვაცია
განახლება, სიახლის დანერგვა, შემოტანა.

3.5.20 ინტეგრაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინტეგრაცია
შევსებული, ერთი მთლიანობად გაერთიანებული, აღდგენილი. ჩვეულებრივ იხმარება, როდესაც რაიმე ნაწილებიდან ერთი მთელის შევსება ხდება.

3.5.21 ინფლაცია - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინფლაცია
ფულის გაუფასურება, მიმოქცევის არხების ფულით გადავსება.

3.5.22 ინფლაციის დონე - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინფლაციის დონე
ფასების ინდექსის პროცენტული ცვლილება წინა პერიოდთან შედარებით.

3.5.23 ინფლაციის ექსპორტი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინფლაციის ექსპორტი
ინფლაციის გავრცელება ერთი ქვეყნიდან მეორეში, რომელიც წარმოშობილია ეკონომიკური ურთიერთობის საფუძველზე ფულის და ფასების მეშვეობით.

3.5.24 ინფლაციის ტემპი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინფლაციის ტემპი
ფასების საერთო დონის ზრდის ტემპი, გამოხატული პროცენტებში დროის განსაზღვრული პერიოდისათვის.

3.5.25 ინფლაციური გადასახადი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინფლაციური გადასახადი
შემოსავალი, რომელსაც მთავრობა იღებს ფულის გამოშვების გზით.

3.5.26 იპოთეკა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


იპოთეკა
უძრავი ქონების გირაო, რომლის საფუძველზე შეიძლება იპოთეკური კრედიტის მიღება.

3.5.27 იპოთეკური მოსაკრებელი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


იპოთეკური მოსაკრებელი
ამოიღება საღერბო მოსაკრებლის სახით იპოთეკური ხელშეკრულების გაფორმებისათვის (იხ. აგრეთვე "საღერბო მოსაკრებელი").

3.5.28 იპოთეკური პორთფელი - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


იპოთეკური პორთფელი
იპოთეკური სესხების ან ობლიგაციების ერთობლიობა, რომლებიც ბანკს ეკუთვნის როგორც აქტივები.

3.5.29 იპოთეკური საბანკო ოპერაციები - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


იპოთეკური საბანკო ოპერაციები
უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი იმ იპოთეკური სესხების სხვადასხვა სახეები, რომლებიც მუდმივი ინვესტირებისთვისაა განკუთვნილი და რომელთაც თან ახლავს მომსახურების გაწევა სესხის მთელი ვადის განმავლობაში.

3.5.30 ინფრასტრუქტურა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


ინფრასტრუქტურა
მეურნეობის დამხმარე და მომსახურე დარგები, რომლებიც ხელს უწყობენ სამრეწველო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო და სხვა დარგების ნორმალურ ფუნქციონირებას.

3.5.31 იჯარა - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


იჯარა
ქონების გაქირავება, სათანადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ერთ-ერთი მხარე იჯარის გამცემი აძლევს მეორე მხარეს ქონებას დროებით სარგებლობაში, გარკვეული ქირის გადახდით იჯარით აღებული ქონება (მიწა, შენობა-ნაგებობანი, სატრანსპორტო საშუალებანი, სამრეწველო და სავაჭრო ობიექტები და სხვა) შესაძლოა გახდეს საკუთრებად, თუ იჯარის ამღები მას გამოისყიდის.

3.5.32 იჯარა დამატებითი გადასახადებით - თანამედროვე ფინანსური ლექსიკონი

▲back to top


იჯარა დამატებითი გადასახადებით
იჯარა, რომელიც ითვალისწინებს დამატებით გადასახდელს ქონების დაბრუნების დროს მისი შეცვლილი ღირებულების დასაფარავად.