![]() |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ა |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი
წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.
ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია: IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
1 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ავანტურული რომანი |
▲back to top |
ა
ავანტურული რომანი
ისეთი ხასიათის რომანი, რომელშიც აღწერილია მთავარი გმირების სახიფათო თავგადასავალი.
ავანტურული რომანის გმირს უხდება სახიფათო მოგზაურობა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, მისი სიცოცხლე მუდამ საფრთხეშია, რადგან ავანტურული რომანის პერსონაჟები ისეთ მიზნებს ისახავენ, რომელთა შესრულება უაღრესად ძნელი და სახიფათოა.
ავანტურული რომანების საუკეთესო ნიმუშები შექმნეს მაინ რიდმა, ფენიმორ კუპერმა და ა. დიუმამ (მამა).
სინონიმი: სათავგადასავლო
იხ. აგრეთვე: რომანი
![]() |
2 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ავტობიოგრაფია |
▲back to top |
ავტობიოგრაფია
ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების აღწერა.
ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, აგრეთვე, დღიურები, მოგონებანი და სხვ.
ვრცელი ავტობიოგრაფიის აღსანიშნავად, ბიოგრაფიის პარალელურად, იხმარება აგრეთვე სიტყვა „თავგადასავალი”.
მაგ. აკაკის „ჩემი თავგადასავალი” რომელშიც პერსონაჟი მოგვითხრობს საკუთარი ცხოვრების შესახებ, განსაკუთრებით, ბავშვობისა და სიჭაბუკის პერიოდში.
იხ. აგრეთვე: დღიური წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
3 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - აკადემიური მჭერმეტყველება |
▲back to top |
აკადემიური მჭერმეტყველება მჭერმეტყველების სახეობა, რომელშიც მოკლედ არის გამოთქმული ორატორის ძირითადი სათქმელი და მოცემულია მთავარი დებულების დამამტკიცებელი არგუმენტები.
აკადემიურ მჭერმეტყველებას შედარებით უფრო დინჯი, თავშეკავებული ცოდნა ახასიათებს და ენაც უფრო ზუსტია, უფრო თავისუფალია მეტყველების მხატვრული ფორმისაგან .
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
4 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ალეგორია |
▲back to top |
ალეგორია
ბერძნ. ALLOS ქარაგმული სახე, რომელსაც არა აქვს პირდაპირი მნიშვნელობა და სხვა საგნის ან
მოვლენის გამოხატვას ემსახურება. „ალოს ეგოროვო” ბერძნულად ნიშნავს „სხვას ვამბობ, სხვას ვგულისხმობ”. ალეგორია მეტაფორას უახლოვდება, მაგრამ მაინც განსხვავდება ამ უკანასკნელისაგან. მეტაფორაში ჩვენ არაპირდაპირი, ანუ გადატანითი მნიშვნელობით ვხმარობთ ცალკეულ
სიტყვას, გამოთქმას, ან ფრაზას. ალეგორიაში სიტყვები და ფრაზები შეიძლება პირდაპირი
მნიშვნელობითაც კი ვიხმაროთ, მაგრამ მთელი შინაარსი კი არაპირდაპირი მნიშვნელობით
გაიგება. კრილოვის იგავში „მგელი და კრავი” ცალკეული სიტყვები და გამოთქმები შეიძლება
პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ – ” ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა”, „მდინარის
პირას მიადგა” და ა.შ. შეგვიძლია მდინარეში მართლაც ვიგულისხმოთ მდინარე, წყურვილში
მართლაც წყურვილი, მაგრამ მთელი შინაარსი ამ ალეგორიული ნაწარმოებისა კი ცხოველების
ნაცვლად ადამიანებზე უნდა გადავიტანოთ. ამ ნაწარმოებში წარმოდგენილი ცხოველთა ურთიერთდამოკიდებულების ჩვენებით ავტორმა ის
აზრი გამოთქვა, რომ ძლიერი უსამართლოდ ჩაგრავს უძლურს. მართალია, ასე ხდება როგორც
ადამიანთა შორის, ისე ცხოველთა სამეფოშიც, მაგრამ ავტორს ამ შემთხვევაში
აინტერესებს არა ცხოველთა ურთიერთობა, არამედ ადამიანთა უსამართლობის გაკიცხვა.
ამიტომ, რასაც ის ამბობს ცხოველებზე, ე.ი. ნაწარმოების მთელი შინაარსის აზრი
(ძლიერი უძლურს უსამართლოდ ჩაგრავს) ადამიანებზე უნდა გადავიტანოთ. აკაკის აქვს ერთი ალეგორიული ნაწარმოები
„პირუტყვების არჩევანი”. მასში პოეტს
დასახელებული ჰყავს ვირი, აქლემი, ვეფხი, მგლები და სხვ. ეს ნაწარმოები გადაკრულად,
ქარაგმულად გვიხატავს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის არჩევას ძველ
დროში და ცხოველების სახით გამოყვანილი ჰყავს ნამდვილი ადამიანები. ალეგორიულია, მაგალითად, ანდაზა:
„ყვავს არ ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო”. ეს ანდაზა
იხმარება არა იმ მიზნით, რომ ყვავი და ბუ დაახასიათოს, არამედ იგი ახასიათებს
ადამიანებს და ალეგორიულად გამოხატავს შემდეგ აზრს: როცა ერთ ადამიანს არა აქვს –
რა, მისგან მეორე ადამიანიც ვერაფერს წაიღებს. ალეგორიული შინაარსის მოთხრობებსა და ლექსებში უმთავრესად ცხოველებია გამოყვანილი,
ზოგჯერ კი მცენარეები, ადამიანები და სხვ. ალეგორიული შინაარსისაა იგავ-არაკები,
ანდაზები, ზოგჯერ მთელი მოთხრობები, რომანები და სხვ. მაგალითად, ცნობილ „გულივერის
მოგზაურობაში” ლილიპუტების სახით გამოყვანილია ჩვეულებრივი ადამიანები. ზოგჯერ
ალეგორიულად გაიგება ცალკეული სიტყვებიც: მაგ. „საქართველოს„ ნაცვლად აკაკი ხმარობს
შემდეგ ალეგორიულ სიტყვებს – „ამირანს” , „ნესტანს” , „სატრფოს” , ვაჟა – „არწივს” („არწივი ვნახე დაჭრილი”). საქართველოს მტრებს ვაჟა ალეგორიულად უწოდებს
„ყვავ–ყორნებს”. ალეგორიულად აზრის გამოხატვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღესაც. ალეგორიას
ხშირად მიმართავდა აკაკი წერეთელი. თავის ლექსებში ის ლაპარაკობს ამირანის შესახებ,
უმღერის სატრფოს, სულიკოს , ნესტან–დარეჯანს და ყველა ამ ხაზგასმულ სიტყვაში არ
იგულისხმება არც ზღაპრული ამირანი, არც პოეტის ვინმე მიჯნური ქალი, არც რუსთველის
ნესტანი, არამედ იგულისხმება საქართველო. აი, როგორ მოგვითხრობს აკაკი ალეგორიულად
საქართველოს თავგადასავალს, ვითომდა ამირანის თავგადასავლის სახით: „კავკასიის ქედზე იყო რასაც პოეტი მოგვითხრობს ამირანის შესახებ, ის ყველაფერი საქართველოს გადახდენია.
ზოგჯერ პოეტი კიდეც განმარტავს თავის ალეგორიას. ამ ლექსის ბოლოს აკაკი ამბობს: „კავკასიის მაღალ ქედზე . ალეგორიის გახსნა აკაკიმ მოახერხა იმით, რომ ამ ლექსით აამღერა მეათე საუკუნეში
საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნებული ჯარი. ცენზურამ ვერ გაითვალისწინა, რომ
აკაკი ამ ლექსში წარსულთან ერთად მისი დროის საქართველოს აწმყოსაც და მომავალსაც
გამოხატავდა. ალეგორიული ხასიათისაა ნ. ბარათაშვილის „სუმბული და მწირი”, ვაჟას „კლდე და
მდინარე”, „არწივი” და სხვ.
იხ. აგრეთვე: ალეგორიული სახე, იგავ–არაკი, მეტაფორა, ნოველა, სიმბოლო წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ამირანი მიჯაჭვული,
ყვავ–ყორნები ეხვეოდა,
დაფლეთილი ჰქონდა გული.
ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის
გულს ცეცხლი არ ნელდებოდა
და რაღაცა მანქანებით
გული ისევ მთელდებოდა.
ჰქონდა ჭირში მოთმინება,
არც კვნესოდა, არც ოხვრიდა,
მონურად ქედს არ უხრიდა
უსამართლო ძლიერებას.
ბოლოს მაინც გამარჯვება
დარჩა!... ყველა გააოცა!...
და ის ღვაწლი, მაგალითად,
მიწის შვილთა მან გადმოსცა...”
მიჯაჭვული ამირანი,
არის მთელი საქართველო
და მტრები კი – ყვავ-ყორანი.
მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!....
სიხარულად შეეცვლება
ამდენი ხნის გასაჭირი!”.
![]() |
5 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ალეგორიული სახე |
▲back to top |
ალეგორიული სახე
ისეთი სახე, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა და რომლის საშუალებითაც
სხვა მოვლენა უნდა განვიცადოთ, ან წარმოვიდგინოთ.
სიმბოლური მნიშვნელობისაა ვაჟა–ფშაველას პერსონაჟი – ლუხუმი.
მასში შეიძლება ვიგულისხმოთ, საერთოდ, მაღალი იდეალისათვის თავდადებული და დროებით
დაუძლურებული ყველა გმირი. ასეთ შემთხვევაში ლუხუმი სიმბოლური სახეა, მაგრამ ლუხუმის მნიშვნელობა შეიძლება
უფრო დავაზუსტოთ: შეიძლება მასში ვიგულისხმოთ საქართველო. ასეთ შემთხვევაში ლუხუმი, სიმბოლურის ნაცვლად, ალეგორიული სახე იქნება. ერთი და იგივე სახე შეიძლება იყოს ერთსა და იმავე დროს ეპიკური, გმირული,
ალეგორიული და სხვ. ასეთი სახეა, მაგალითად, ვაჟას სახალხო გმირი – ლუხუმი.
სინონიმი: სიმბოლური იხ. აგრეთვე: ალეგორია, გმირული სახე, ეპიკური სახე, სიმბოლო
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
6 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ალიტერაცია |
▲back to top |
ალიტერაცია
ერთი და იგივე ან დამსგავსებული თანხმოვანი ბგერების განმეორება.
მაგ:
ა) „შუბლთა შუქი შემოადგა, შაბაშ შვენის შენობაი...” –( ბესიკი).
ბ) „სამშობლოს დროშის შრიალს შევხარი”
-( გ. ლეონიძე). გ)
„მთვარეში შავი შრიალებს ჩალა,
შავი ლეჩაქი დაეცა შარებს”.–(გ. ტაბიძე)
იხ. აგრეთვე: ბგერწერა წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,, 1977
![]() |
7 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ამფიბრაქი |
▲back to top |
ამფიბრაქი
სამი მარცვლისაგან შემდგარი ტერფი, რომელთაგან წინა და ბოლო მარცვალი უმახვილოა, შუა კი მახვილიანი.
„ამფი” ბერძნულად ნიშნავს გარშემო, ორივე მხრივ; „ბრახუს” – მოკლე; „ამფიბრახუს” ორივე მხრივ მოკლე.
ლექსთწყობაში იგულისხმება ისეთი ზომა, რომელსაც შუაში გრძელი ან მახვილიანი ხმოვანი
აქვს და თავსა და ბოლოში (წინ და უკან) კი მოკლე, უმახვილო. მისი სიმბოლური ნიშანია
იხ. აგრეთვე: ტერფი წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. მე-2
გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. განათლება, 1977
![]() |
8 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ანაპესტი |
▲back to top |
ანაპესტი
სამი მარცვლისაგან შემდგარი ტერფი, რომელთაგან ორი წინა მარცვალი უმახვილოა და
მესამე მახვილიანი. „ანაპესტოს” ბერძნულად ნიშნავს უკანდაცემულს. ლექსის თეორიაში იგულისხმება ისეთი ზომა, რომელიც სამი მარცვლისაგან შედგება და
მახვილი უკანასკნელ მარცვალზე აქვს. მისი სიმბოლური ნიშანია – იხ. აგრეთვე: ტერფი წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ. მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
9 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ანაფორა |
▲back to top |
ანაფორა
გამეორების ერთ–ერთი სახეობა – სალექსო სტრიქონების ერთგვარად დაწყება.
ლექსის თეორიაში ანაფორაში იგულისხმება ერთი და იგივე სიტყვის ან დამსგავსებული
ბგერების გამეორება ტაეპები დასაწყისში. მაგ:
„სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სად მამა–პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ,– ჩემი სამშობლო ის არი!” - (რ. ერისთავი).
იხ. აგრეთვე: ბგერწერა, ტაეპი
![]() |
10 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ანტითეზისი |
▲back to top |
ანტითეზისი
პოეტური სინტაქსის სახე, რომელშიაც დაპირისპირებულია ერთიმეორის საწინააღმდეგო
ცნებები და სახეები.
დაპირისპირების საშუალებით მოვლენა უფრო თვალსაჩინო და საგრძნობი ხდება.
ანტითეზისის ნიმუშები:
ა)სწავლა სინათლეა, უსწავლელობა – სიბნელე.”
ბ)„თეთრი კბილი– შავი გული”– სინათლე დაპირისპირებულია სიბნელესთან, თეთრი შავთან.
გ)„პატარა წვიმა მოვიდა
დ)„ბრინჯი ვიყავ, ქერობა რად მინდოდა?
ე) „ენა ტკბილი, ენა მწარე,
გამოსახვის გაძლიერების მიზნით უფრო ხშირად მიმართავენ ანტითეზისის შემდეგ სახეებს:
1. მოწინააღმდეგე ცნებების ან სახეების უბრალო დაპირისპირება:
„თეთრი კბილი – შავი გული”(დაპირისპირება საფუძვლად უდევს ფერი); კატა და ლომი,
ბუზი და აქლემი (დაპირისპირებას საფუძვლად უდევს საგანთა სიდიდე ან მოცულობა);ყვავი
და ბულბული(დაპირისპირებას საფუძვლად უდევს მათი ხმის ხარისხი); ბატონი და
ყმა(საფუძვლად უდევს სოციალური მდგომარეობა).
2. ანტითეზისური სახეების ან ცნებების ერთ საგანში გაერთიანება:
„ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ანტითეზისის საშუალებით მწერალი ხშირად აღწევს მკითხველში ძლიერი შთაბეჭდილების
აღძვრას. ქვემოთ მოყვანილ ციტატში ილია ჭავჭავაძე ანდაზის გამოყენებით ამტკიცებს,
რომ ოთარაანთ ქვრივს არ ჰყავდა დამტირებელი, მაგრამ ეს მსჯელობა გამოყენებულია
საწინააღმდეგო აზრის უფრო ეფექტურად გამოხატვის მიზნით. შემდეგ ავტორი ისეთ სურთს
გვიხატავს, რომლითაც გვიდასტურებს, რომ ოთარაანთ ქვრივს ჰყავდა დამტირებელი –
უფაქიზესი გრძნობის მოყვარული ადამიანი – სოსოია მეწისქვილე:
„ბევრს ეცოდებოდა ეგრეთ გათავებული ოთარაანთ ქვრივი. დამტირებელი კი არავინ იყო.
ძნელია ეგრეთ წასვლა სააქაოდან, მაგრამ რა? ვინც მოკვდა, თავის თავს მოუკვდაო,
იტყვიან ხოლმე გლეხები. განა მართალი არ არის.
– არა, – ზოგჯერ მართალი არ არის. აქ იყო ერთი კაცი, რომელსაც მოუკვდა ოთარაანთ
ქვრივი!.. ეს იყო სოსია მეწისქვილე. თითქმის ოც–დაათი წელიწადია მაგ დედაკაცზედ
გული შევარდნილი ჰქონია ჯერ გასათხოვარი ყოფილა, უთხოვნია და დაუწუნიათ, ის დღეა და
ის დღე, სხვა არავინ უნდომნია, გული არავისზე მისვლია. როცა ოთარაანთ ქვრივი
დაქვრივდა, მაშინ ერთხელ კიდევ გაუარა თურმე გუნებაში მისმა შერთვამ, მაგრამ თავის
გულში სთქვა:
– მაგას ისეთი ქმარი მოუკვდა, რომ მე ფეხის ჩლიქადა არ ვეკადრებოდი... ვეღარ
შევბედავ, ვეღარა!... სთქვა და ახლოც თურმე აღარ გაუარა ოთარაანთ ქვრივსა რიდისა და
კრძალვისაგან. სოსია მეწისქვილეს ეხლა ორივე მუხლი მოეყარა უსულო ოთარაანთ ქვრივის
წინ , იმისი მკვდარი ხელი ხელთ ეჭირა და ქვითინებდა ჩუმად”. იხ. აგრეთვე:
გავრცობილი ანტითეზისი, პოეტური სინტაქსი, ფიგურები წყარო: 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სისახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. -
თბ. : განათლება, ტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
დიდი მინდორი დანამა”–(ხალხური).
მტრედი ვიყავ, მწყერობა რად მინდოდა”–(საიათნოვა).
ენა მოკლე, ენა გრძელი (ხალხური).
ხან არც ისა ვარ, არც ისა,
გარემოების საყვირი
არც მიწისა ვარ, არც ცისა”–(აკაკი).
![]() |
11 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ანტონიმი |
▲back to top |
ანტონიმი
ისეთი სიტყვა, რომელსაც სხვა სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობა აქვს. („ანტი” – წინააღმდეგ, პირდაპირ, „ონომა” – სახელი, „ანტონიმი” – მოწინააღმდეგე,
ანუ დაპირისპირებული სიტყვა). მაგ. მაღალი – დაბალი, მტერი – მოყვარე, დღე – ღამე, შავი – თეთრი, სიცილი – ტირილი, ცა
– მიწა და სხვ. ანტონიმად არ ითვლება ერთი და იმავე სიტყვის ძირის საშუალებით გამოხატული
დაპირისპირებული ცნებები. მაგ: ცხენოსანი – ფეხოსანი ანტონიმია, მაგრამ ცხენიანი – უცხენო, ქუდიანი – უქუდო არ
არის ანტონიმი. წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
12 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - არაპირდაპირი დახასიათება |
▲back to top |
არაპირდაპირი დახასიათება მოქმედი პირის დახასიათება მისი გარემოს აღწერის, ყოფაქცევის, გარეგნობისა და სხვა
საშუალებით. ზოგიერთ შემთხვევაში ავტორი ნაწარმოების მოქმედი პირების დახასიათებას გვაძლევს არა
მისთვის დამახასიათებელ თვისებათა პირდაპირი დასახელებით, არამედ იგი გვიხატავს
გმირს ისეთი გარეგნობით, ისეთ გარემოსა და მდგომარეობაში, რომელთა საშუალებითაც
ჩვენ ვიღებთ უტყუარ მასალას გმირის ხასიათის შესახებ. მაგ: იმ მიზნით, რომ დაგვიხასიათოს ოთარაანთ ქვრივი, როგორც ბეჯითი, გამრჯე,
წინდახედული და ენერგიით აღსავსე პრაქტიკოსი, აი, როგორ აგვიწერს ი. ჭავჭავაძე მის
კარ-მიდამოს: „ქვრივს სოფლის ნაპირას ერთი კაი მოზრდილი ფიცრული ედგა. მისი ეზო, საკმაოდ ფართო
გლეხკაცისთვის, გარს შემორტყმულია ტყრშულის ღობითა. ეზო წმინდაა, ფაქიზად შენახული
და დერეფნიდამ მოყოლებული ჭიის კარამდე სიგრძე-საგანეზედ მწვანით აბიბინებული.
დერეფნის წინ, ერთი ოციოდ ნაბიჯზედ, უშველებელი კაკალი ადგას შტოებ-ძირდაშვებული,
შემორგვალებული, თითქო განგებ შემოკვეცილიაო. კაცის თვალს ეამებოდა, რომ ეს ეზო ენახა... ... სახლში რომ შესულიყავით, ყველაზედ უწინარეს თვალში გეცემოდათ სიფაქიზე და
დაგვილ-დაწმენდილობა იქაურობისა. თარო ჩრდილოს მთლიან კედელზედ თავიდამ ბოლომდე
გახიდულია და ზედ ჩამწკრივებულია სუფთა ჭურჭელი ქაშანურისა, ორიოდე ქვაბი, ტაფა,
ჩამჩა, ქაფქირი, ძალზედ დაწმენდილ–დარეცხილი, მხიარულად გამოიცქირებიან მაღლიდამ,
თითქოს თავს იწონებენ, რომ კარგი მომვლელი და პატრონი ასჩნიათ”. სამაგიეროდ, სულ სხვაგვარად აგვიწერს ილია ლუარსაბის კარ-მიდამოს. მისი ეზო ისე უწმინდურია, როგორც ძველი ჩინოვნიკის გული;
ღობე და საბძელი მონგრეულია;
იატაკი აყრილია, ფანჯარაში მინის ნაცვლად გაქონილი ქაღალდია; აღწერილის მიხედვით ლუარსაბი ჩვენ გვეხატება როგორც ზარმაცი, მუქთახორა, დაუდევარი. მოქმედი პირის ყოფაქცევა, ტანსაცმელი, მისი დამოკიდებულება დანარჩენ გმირებთან,
მისი მეტყველებისა და სახის თავისებურებაც კი ჩვენ მიგვითითებს ნაწარმოების გმირის
ამა თუ იმ ფსიქოლოგიურ თვისებებზე, რაც ირიბი გზით გვაძლევს გმირის დახასიათებას.
იხ. აგრეთვე: დახასიათება წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ფარდაგი მტვრიანია.
![]() |
13 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - არქაიზმი |
▲back to top |
არქაიზმი
„არქი” ბერძნულად ნიშნავს დასაწყისს, ძველს; „არქაიზმოს”– სიძველეს.
მოძველებული, ხმარებიდან გამოსულ სიტყვები, გამოთქმები ან გრამატიკული ფორმები.
არქაული სიტყვებია, მაგალითად, „მუნ”, „ძალუძს” „ოდეს”, „შთენია” და სხვა. ასეთი
არქაული სიტყვები – ლექსიკური არქაიზმია.
ზოგჯერ გვხვდება სიტყვები, რომლებიც ხმარებიდან არაა გამოსული, მაგრამ მათი
დალაგება, ან ნაწილაკები თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის პოზიციებიდან
არქაულია. მაგალითად: „ვაჰ, სოფელსა ამას და მისთა მდგმურთა” (ალ. ჭავჭავაძე).
ასეთი არქაიზმები სტილისტიკური, ანუ სინტაქსური ხასიათისაა. „სოფელსა ამას”
არქაულია სიტყვათა დალაგების სიძველით: ჩვენს დროში არავინ ამბობს
„სოფელსა ამას ვიცნობ”, „სოფელსა ამას კარგი მოსავალი მოუვიდა” ე.ი. ჯერ ამბობენ
მსაზღვრელ სიტყვას და შემდეგ საზღვრულს.
იმავე მაგალითში „მისთა მდგმურთა” არქაულია არა სინტაქსური წყობით, სიტყვათა
დალაგებით, არამედ მრავლობითი რიცხვის გამომხატველი ნიშნების სიძველით. ძველად
იხმარებოდა „მისთა მდგმურთა”, ახლა კი ვამბობთ „მის მდგმურებს”. ქართულ საეკლესიო
მწერლობაში გვხვდება ასეთი გამოთქმები: „თვალნი ყოველთანი”. სიტყვები „თვალი” „და
„ყოველი” ძველი არ არის, მაგრამ „თვალნი ყოველთანი” კი ჩვენ დროში უკვე სხვაგვარი
გამოთქმით იხმარება („ყველას თვალი”). მრავლობითი რიცხვის მაჩვენებელი ნიშნები –
„ნ” და „თა” მას არქაულ ელფერს აძლევს და სიტყვათა დალაგებაც (სინტაქსიც) არქაულია.
მწერლები არქაიზმებს მიმართავენ ტიპიზაციის მიზნით, აღტაცების, პატივისცემის, რაიმე
მაღალი გრძნობით აღფრთოვანების გამოსახატავად, ნაწარმოების რომელიმე გმირის
დაცინვის მიზნით და ა. შ.
მაგალითები: ი. ჭავჭავაძე განდეგილს არქაული, საეკლესიო ენით ალაპარაკებს: „ამოვედ,
ვინც ხარ!... იყავნ ნება ღვთისა” მწერალი არქაიზმებს უხვად იყენებს „განდეგილში” ბერის ტიპიზაციის მიზნით, მისი
პორტრეტის შესაქმნელად: არ იყო ხნიერ, მაგრამ ვით წმინდანს ნიკოლოზ ბარათაშვილი აღფრთოვანებისა და პატივისცემის გრძნობას გამოხატავს
სიტყვებით; „კურთხევა თქვენდა ტკბილსახსოვართა”.
დაცინვის მიზნით, არქაიზმების გამოყენებით ლუარსაბ თათქარიძის სასიმამროს მოსე
გრძელიძის კლასიკურ სატირულ სახეს ქმნის ილია ჭავჭავაძე წერილში, რომელსაც მოსე
სასიძოს უგზავნის:
„ჩემო აღმატებულო ბედნიერო გვაროვანო სიძეო: თუმცა დიდად ბედნიერი ვარ რომელიცა
რომა შენგან ვარ დღეს მოხუცებული ბედნიერი და გული ჩემი სიხარულით აღსავსე ნეტარითა
სიძოობითა და თვალი ჩემი აახილე რომელიცა რომა დაინახა ისევ გაზაფხული მუხთალისა
სოფლისა”.
სხვებრ ბრძანდებოდეთ ბედნიერებით იესო ძე ღვთის მიერ ვითხოვ თქვენს ბედნიერებას,
რომელიცა რომა მსურს ნახვა. თქვენი სიმამრი ბრწყინვალე თავადი მოსე ნოშრევანის ძე
გძელიძე”(„კაცია–ადამიანი?!”)
თანამედროვე ქართული მხატვრული მეტყველების თვალსაზრისით ეს მაგალითები არქაიზმზე
მიგვითითებენ.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ეპოქის მხატვრულ ლიტერატურაშიც, განსაკუთრებით ნაწარმოების
გმირთა დიალოგებში გამოყენებულია არქაიზმები. იხ. აგრეთვე: დიალოგი, პორტრეტი, სატირა წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
სულის სიმაღლე ზედ დასჩენოდა,
ზედ ეტყობოდა, რომ მისი სული
სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა...
მისთა მცხრალ თვალთა ღრმა მეტყველება
ესოდენ იყო წყნარი და ტკბილი,
თითქო მათ შიგან ჩასახებულა
თვით სათნოება, კდემით მოსილი;
თითქო ნელისა სიხარულითა
სამოთხის ღია კარს შეჰხარიან
და სულთან ერთად უფლისა მიმართ
სასოებითა მიისწრაფიან.
„ლოცვით და მარხვით ხორც-უძლურ ქმნილი
ჰგვანდა წმინდანსა იგი წამებულს,
მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედა
ძლევით – მოსილსა და განდიდებულს”
![]() |
14 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ასონანსი |
▲back to top |
ასონანსი
ერთი და იგივე ხმოვანი ბგერების განმეორება. მაგ: „დავეცი,
დავბნდი, წამიხდა, ასონანსი აძლიერებს შინაარსის გამომსახველობას. ზემოთმოყვანილ ციტატში „ა”–ს
გამეორება თითქოს გვაგრძნობინებს მოქმედი პირის გულისცემის აჩქარებას. ტარიელის
ბაგიდან ნესტანის მშვენიერების მიმანიშნებელი სიტყვები „ა” ბგერის გამეორების
საშუალებით გლოვის მწუხარე მელოდიად ისმის.. ასონანსი გამოიყენება აგრეთვე ვიწრო
მნიშვნელობით და იგი არაზუსტი რითმის ერთ–ერთი სახეობაა. არაზუსტი რითმა, რომლშიც მხოლოდ ხმოვანი ბგერებია შეთანხმებული და თანხმოვნები კი
ნაწილობრივ, ან სრულებით სხვადასხვაა. მაგ: ვით ბუნების და ხალხის
გულის ხმა „შაირსიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი
ახსენა, ასონანსურია აგრეთვე შემდეგი რითმები:
გადაფენა–შეაჯერა; ბაგა–სხვაგან; მედინა–მეძინა; დარიალს–დაიარს; თავზე–მოვათავსე
და სხვ. იხ. აგრეთვე: ბგერწერა წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძალი მხართა და მკლავისა”. – (რუსთაველი).
ისმის სიმღერა გაზაფხულისა. – (ი. ნონეშვილი).
ღმერთმა მოგცეს გამარჯვება, ოძელაშვილო არსენა.” – (ხალხური).
![]() |
15 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - აღწერა, აღწერითი თხზულება |
▲back to top |
აღწერა, აღწერითი თხზულება
საგნის ან მოვლენის დამახასიათებელი თვისებების ჩამოთვლა გარკვეული გეგმის
მიხედვით. მაგ საკლასო ოთახის აღწერა შეძლება სხვადასხვა მიზნით. შეიძლება აღვწეროთ საკლასო
ოთახი იმ მიზნით, რათა გამოვარკვიოთ, თუ რამდენად ასრულებს იგი თავის დანიშნულებას;
რამდენად აკმაყოფილებს იგი სწავლების ჰიგიენის პირობებს(აქვს თუ არა მოსწავლეთა
რიცხვისათვის საკმარისი სივრცე, სინათლე; შესაძლებელი ხდება თუ არა მის კედლებზე
საკმაო რაოდენობის სასწავლო ნივთების, ვთქვათ, რუკების, დაფის და სხვათა მოთავსება
და ა.შ) რომელიმე ავადმყოფობის დამახასიათებელი თვისებების და მსვლელობის აღწერა ხდება მისი
შესწავლისა და განკურნების მიზნით. აღწერას, ჩვეულებრივ, ვიწყებთ საგნის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნების
შესწავლით. არ კმარა მხოლოდ დამახასიათებელი ნიშნების ჩამოთვლა, უნდა ავხსნათ იმ
ნიშნების წარმოშობის მიზეზები და დანიშნულება. განსაკუთრებით კი შეფასება იმისა, რასაც აღვწერთ. პრაქტიკული დასკვნის გამოტანა იმ საგნის მნიშვნელობის შესახებ, რისი აღწერაც ჩვენ
მოვახდინეთ. აღწერაში მოცემული ნიშნები აუცილებლად უნდა შეეფერებოდეს სინამდვილეს.
არასაკმარისი სისრულე ამცირებს აღწერის შემეცნებით მნიშვნელობას. გამოსახვის ფორმის მიხედვით აღწერა შეიძლება იყოს პროზაული ან მეცნიერული და
მხატვრული. მხატვრულ აღწერაში უხვად არის გამოყენებული პოეტური ენა და, საერთოდ, გამოსახვის
მხატვრული ხერხი, გამოყენებულია აგრეთვე მხატვრული გამონაგონიც. მასში ხშირად არის
გამახვილებული ყურადღება ავტორის პირად შთაბეჭდილებაზე, რასაც აღძრავს
ზემოაღნიშნულში თვით აღწერის საგანი. მაგ.ლუარსაბ თათქარიძის კარ–მიდამოს მხატვრული აღწერის ნიმუში ი. ჭავჭავაძის
„კაცია–ადამიანიდან” : „კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლ–კარი, წარმოიდგინეთ შუა კახეთის პატარა
სოფელში ერთი ტრიალი, დაცემული ადგილი და ამ ადგილის შუაგულსა – ორსართულიანი სახლი
ქვითკირისა. აი, ის სართულები რა ფერისა იყო: ქვეშ იყო მარანი, წალმით დახურული და
იმ მარნის უკან კედელზედ ამოყვანილი გახლდათ ერთი პატარა ოთახი მოაჯირითურთ.
მოაჯირს ეკრა ზედ მერცხლის ბუდესავით ერთი მცირედი ფიცრული, რომელიც საქვეშაგებოსა
ჰთამაშობდა, კარგა მანძილზედ კიდევ ფიცრულის სათორნეც იდგა, იმას აქედამ ხულა,
რომელსაც ზედ ჰქონდა მოდგმული ცალთვალა სასიმინდე, ერთი უბადრუკი რამ და მგლოვიარე
ბაღჩაც იყო, ღობით გავლილი. ღობესთან, ერთის ფურცლის ხის სიახლოვეს მოჩანდა ძველი
ჩალური, დროთა ბრუნვისაგან ისე გვერდზე წამოღებული და წამოხრილი, თითქოს გრილოში
წამოწოლას აპირებსო, მაგრამ ბებერსავით ნეკრესის ქარის ტკივილებს უეცრად ისე
წამოხრილი და დაღრეჯილი შეუკავებიათო. ეზო ამ ციხე– დარბაზისა, სიგრძეზე თუ
სიგანეზე, კარგა ფართოდ იყო გაზიდული. იმას ერტყა გარშემო ძველი ტყრუშული ღობე,
რომელიც ზოგიერთგან გადაქცეული იყო და ეხლანდელს პატრონს არც კი მოსვლია ფიქრად,
რომ გაეკეთებინა, ეტყობა, რომ ქართველია!... ღობე ერთგან თავდებოდა უშველებელის
ჭისკარებით, რომლის ერთი ნახევარი,– თუნდ ორი წელიწადია, – ისე საცოდავად დაღრეჯით
გადმოჰკიდებოდა ერთს ყუნწსა, ასე გგონია – ბოძს დაუჭერია საცემლადაო და ის კი
იწევსო, რომ როგორმე ხელიდან დაუსხლტესო”. იხ. აგრეთვე: კერძო აღწერა, საერთო აღწერა წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ყოველგვარი აღწერა რაიმე მიზანს ემსახურება და მას მიმართავენ იმდენად, რამდენადაც
იგი საჭიროა ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად.
აღწერის შემდეგი საფეხური იქნება შთაბეჭდილების გამოხატვა, რასაც აღსაწერი საგანი
ახდენს,
![]() |
16 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - აშუღური |
▲back to top |
აშუღური
თერთმეტმარცვლიანი ლექსი, რომლის პირველი ორი ტერფი დაქტილურია, ხოლო მეორე ორი
ტერფი კი ქორეული და დაქტილური, ან დაქტილური და ქორეული. ლექსის ამ სახეობას ეს სახელი იმიტომ ეწოდა, რომ უფრო ხშირად ასეთი ზომის ლექსი
სასიმღერო იყო და უპირატესად აშუღთა შორის ყოფილა გავრცელებული. იხილეთ ნიმუშები: „მიყვარდა,/მის გარდა||–არ ვის/ვეტრფოდი”. – (ი. გრიშაშვილი). – / – || – / – – / – – / –
მარცვალთა რაოდენობა აშუღურსა და წყობილს ერთგვარი აქვთ, მაგრამ მათი რიტმი
განსხვავებულია.
„გამტყორცნა/სოფელმა||მოვშორდი/მზესა.” (ბესიკი).
იხ. აგრეთვე: დაქტილური ტერფი, რიტმი, ქორეული ტერფი, ტერფი, წყობილი
წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
![]() |
17 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ახალი პოემა |
▲back to top |
ახალი პოემა
პოემა, რომელშიც ყურადღება, ეროვნული საზოგადოების ნაცვლად, პიროვნებაზეა
გადატანილი და გამოხატავს რომელიმე საინტერესო ეპიზოდს არა მთელი ერის,
არამედ რომელიმე პიროვნების ცხოვრებიდან.
გამოსახვის სივრცით ძველი პოემა რომანს უახლოვდება, ახალი კი – მოთხრობას
ან ნოველას;
ვაჟას „ბახტრიონში” მოთხრობილია კვირიასა და ლელას ცხოვრება მხოლოდ მათ
მიერ ბახტრიონის აღების მომენტში.
ვაჟას პოემა „ალუდა ქეთელაური” მთავარი გმირის ალუდას ცხოვრების მხოლოდ ერთ
საინტერესო ეპიზოდს გვიხატავს.
იგი მოგვითხრობს ალუდას ცხოვრების შესახებ მხოლოდ ამ გმირის მიერ თემის
ტრადიციის დარღვევის შემდეგ თემიდან მის გაძევებამდის. ალუდამ მის მიერ
მოკლულ მტერს – ქისტს მუცალას მკლავი არ მოსჭრა და შემდეგ კი, ქრისტიანული
დღესასწაულის დროს საკლავიც კი დაჰკლა მისი სულის შესავედრებლად. ამან
გამოიწვია ალუდას ოჯახის დარბევა და მისი თემიდან გაძევება ოჯახთან ერთად.
გამოსახვის სივრცით ნოველასთან სიახლოვის გამო, ახალ პოემას ზოგჯერ
ნოველისტურ პოემას უწოდებენ. ახალ პოემაში ავტორი ყურადღებას აქცევს გმირის
შინაგანი განცდის გამოხატვას.
ვაჟა–ფშაველა „ალუდა ქეთელაურში” თავისივე გმირების სიტყვებით ასე
გადმოგვცემს სამშობლოდან გაძევებულ ალუდას და მასთან ერთად გაძევებულ მის
ოჯახის წევრთა შინაგან ტრაგედიას:
„თავის მიწა–წყლის გაწირვა
ძნელი ყოფილა მეტადა;
მომაკვდავს დავფერებივარ,
გონი გამხდია რეტადა.
მუხლებ არ მამდევს, გულშია
ბნელი ჩამიდგა სვეტადა...
მშვიდობით, საჯიხვეებო,
გამხარებელნო თვალისა,
მშვიდობით ჩემო სახლ– კარო,
გულში ამშლელო ბრალისა”.
ახალ პოემაში თხრობის ტონი, წინააღმდეგ ძველი პოემებისა, დაძაბულია. ავტორი
ზოგჯერ ვერ ახერხებს ობიექტურობის დაცვას. ხშირად წყვეტს გმირის შესახებ
ამბის თხრობას და საკუთარ განცდებს გვიხატავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ახალ
პოემებში საკმაოდ გვხვდება ლირიკული ელემენტები.
ლირიკული გადახვევები ახასიათებს ბარათაშვილს („ბედი ქართლისა”), ა.
წერეთელს, ილიას და განსაკუთრებით ვაჟას პოემებს. ვაჟა
„ბახტრიონის”დასწყისშივე მოცემულ ბუნების სურათს ასეთი ლირიზმით აგრძელებს:
„მოგესალმებით, ქედებო,
მომაქვს სალამი გვიანი!
ჩემსამც სამარეს ამკობენ
თქვენი დეკა და ღვიანი!
თქვენგანა გულობს ეს გული,
შიგ გრძნობა უდუღს ღვთიანი.
თქვენი მიწოვავ მე ძუძუ
დალიან–ბარაქიანი”.
ამავე პოემაში იგი აგვიწერს რა ბახტრიონზე ქართველ მთიელთა ძლევამოსილ
გალაშქრებას, ამბის თხრობას წყვეტს და უშუალოდ გამოხატავს თავის პირად
აღტაცებას:
„ხახმატელთ ცხენთა ფეხის ხმამ
შააზრიალა მთანია;
მგლური დააწყვეს ნაბიჯი,
მოკლეთ გადნოვლეს გზანია.
თითოს ხევს არაგვისასა
თან მოსდევს ლაშქრის ღვარია,
ფშავლის შვილებიც მოიდენ,
სულთქმა თან მოჰყვა ჩქარია:
რა საამური დრო არის,
რა საამური წამია!”
იმავე პოემაში ბუნების სურათის აღწერის დროს ვაჟა ამბობს:
„ნისლი ფიქრია მთებისა,
იმათ კაცობის გვირგვინი,
მიყვარს შეუდრეკს მათს მკერდზე
ხშირის ბალახის ბიბინი”.
თუმცა ახალ პოემაში მწერლის ყურადღება პიროვნებაზეა გადატანილი, მაგრამ
მასში გამოსახვის საგნად ხშირად რჩება ისევ მნიშვნელოვანი მთელი ერის
ცხოვრებიდან (მაგალითად: „ბედი ქართლისა”). ამ შემთხვევაში ახალი პოემის
ავტორები თავიანთი ნაწარმოების შინაარსს იღებენ არა ხალხური
გადმოცემებიდან, როგორც იქცეოდნენ ძველი პოემის ავტორები, არამედ ისტორიული
წარსულიდან.
ახალი პოემის შემოქმედად ევროპისა და მსოფლიო ლიტერატურაში ბაირონი ითვლება. ბაირონი ამავე დროს რომანტიზმის საუკეთესო წარმომადგენელია;
ბაირონის პოემებს რომანტიკულს უწოდებენ. ბაირონის პოემები გამოხატავენ
პიროვნების უკმაყოფილებას ქალაქური ცხოვრებით, მისი ფუფუნებით,
თვალთმაქცობით, მონობით და სხვ. ბაირონის პოემები გამოხატავენ
თავისუფლებისმოყვარე ადამიანის მისწრაფებას ბუნებისაკენ, მის ზიზღს
ძალადობისადმი, ანგარებისადმი.
პოემა „ჩაილდ–ჰაროლდი” მთლიანად ლირიკული წარმოშობისაა. ბაირონმა იმოგზაურა
ესპანეთში, ალბანეთში, საბერძნეთსა და თურქეთში. მოგზაურობის დროს იგი
ლექსად წერდა ყოველდღიურ შთაბეჭდილებებს და ამ ლირიკულ განცდათა
გამომხატველ დღიურს შემდეგში მან „ჩაილდ–ჰაროლდი” უწოდა.
XVIII საუკუნის ქართულ ლიტერატურაში ჩვენ უკვე გვაქვს წმინდა ლირიკული
ხასიათის შესანიშნავი პოემა „ნარგიზოვანი”. მისი ავტორის ვინაობა ჯერ კიდევ
არ არის საბოლოოდ გამორკვეული.
რუსეთში რეალისტურ პოემებს წერდა პოეტი ნ. ნეკრასოვი(„ვინ ცხოვრობს კარგად
რუსეთში”).
XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში რეალისტური პოემის ნიმუშია „კაკო
ყაჩაღი”. ეს პოემა იმავე დროს სოციალური და საყოფაცხოვრებო შინაარსისაა.
XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში უფრო მეტად განვითარდა ისტორიული პოემის
ჟანრი.
ამ ჟანრის ნაწარმოებთა შორის აღსანიშნავია ნ. ბარათაშვილის „ბედი
ქართლისა”, ი. ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული”, აკაკის „თორნიკე
ერისთავი”, „ნათელა”, „ორი ქართველი” და სხვ.
სატირული ხასიათისაა აკაკის ისტორიული პოემა „ასი წლის ამბავი”.
ალეგორიულ–დიდაქტიკური ხასიათისაა მისი პოემა „ალექსი”.
იხ. აგრეთვე: ალეგორია, დღიური, ეპიზოდი, ლირიკა, ლირიკული გადახვევა,
ნოველა, პოემა, რომანი, რომანტიზმი, ტრაგედია, ძველი პოემა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
18 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ახალი ტრაგედია |
▲back to top |
ახალი
ტრაგედია
დრამატული ნაწარმოები შემდეგი მახასიათებლებით:
ა) მთავარი გმირი აღარ წარმოადგენს უბრალო იარაღს ბედის ხელში. მისი
დაღუპვა აღარ არის სავალდებულო;
ბ) სავალდებულო აღარ არის გმირის არისტოკრატიული ჩამომავლობა. გმირი
შეიძლება იყოს ყოველი მოქალაქე, რომელსაც შესწევს მისი სიცოცხლისათვის
სახიფათო და დიდ წინააღმდეგობასთან ბრძოლის უნარი. თანამედროვე ტექნიკა და
ადამიანის გონებრივი განვითარება მრავალ მოქალაქეს აძლევს საჭირო
შემთხვევაში ტრაგედიის გმირად გახდომის საშუალებას;
გ) აუცილებელი აღარ არის „სამი ერთიანობის” კანონის დაცვა;
დ) მისი შინაარსი გაფართოებულია კომიკური სცენების შეტანის საშუალებით
იხ. აგრეთვე: ტრაგედია
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977