![]() |
თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
![]() |
1 თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანოტაცია |
▲back to top |
თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი
გამომცემლობა „სიახლე“
თბილისი,
2012.
ენციკლოპედიური ლექსიკონი მოიცავს თანამედროვე მიკრო-, მეზო-, მაკრო- და მეგაეკონომიკის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს, აგრეთვე ცნობილი ეკონომისტების, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების მეცნიერული მოღვაწეობის ამსახველ მასალებს. ყოველი ტერმინის სალექსიკონო სტატია შედგება მისი სახელწოდების, აბრევიატურის (თუკი აქვს), ინგლისური შესატყვისის, ეტიმოლოგიისა და ახსნა-განმარტებისაგან.
ლექსიკონი განკუთვნილია მეცნიერ-ეკონომისტებისა და პრაქტიკოსებისათვის. იგი, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო მასალა, სამსახურს გაუწევს უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური პროფილის ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებსა და აკადემიურ პერსონალს, საერთოდ, თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.
სარედაქციო კოლეგია: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები – ვლადიმერ პაპავა, ავთანდილ სილაგაძე; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები ნოდარ ჭითანავა, სოლომონ პავლიაშვილი; ეკონომიკის დოქტორები იოსებ არჩვაძე, ჯემალ კახნიაშვილი.
რეცენზენტები: ლეო ჩიქავა – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; თეიმურაზ ბერიძე – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
© გამომცემლობა „სიახლე“, 2012. © რ. ასათიანი, 2012;
![]() |
2 თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რეცენზიის მაგიერ |
▲back to top |
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
რეცენზიის მაგიერ
ნებისმიერი მეცნიერების განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია შესაბამისი მეცნიერული აპარატი და მისი ადეკვატური გამოყენება, რაც სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. ცნობილია, რომ მეცნიერული აპარატის შემადგენელი ნაწილია ზუსტი ტერმინოლოგია, ტერმინების ზედმიწევნით სრული განმარტება. საზოგადოებრივი მეცნიერებებისათვის და კერძოდ, ეკონომიკური მეცნიერებისათვის ეს გარემოება ორმაგად აქტუალურია, ვინაიდან ტერმინების საშუალებით ხორციელდება ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ურთიერთკავშირების კვლევა, კვლევის შედეგების შეჯამება, მეტიც, მეცნიერული ტერმინების სიზუსტისა და რაოდენობის მიხედვით მსჯელობენ ამა თუ იმ მეცნიერების განვითარების დონეზე.
ბოლო წლებში საქართველოს საცნობარო და სალექსიკონო ეკონომიკურ ლიტერატურაში საკმაოდ ბევრი ლექსიკონი თუ ცნობარი გამოვიდა ეკონომიკის ცნებებსა და კატეგორიებზე, რაც უდაოდ მისასალმებელია. განმარტებითი ლექსიკონების გამოსვლის დღევანდელი აუცილებლობა განპირობებულია ეკონომიკაში რადიკალური ცვლილებებით, მეურნეობრიობის თვისებრივად ახალ მოდელზე – საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი შეიძინა საბაზრო ეკონომიკის ამსახველი ეკონომიკური და საბანკო ტერმინოლოგიის სისტემატიზაციის საკითხმა.
აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის საქმეში, ჩვენი ღრმა რწმენით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ როზეტა ასათიანის მიერ მომზადებული „თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“. მასში ყურადღებას იქცევს ორი მონათესავე, მაგრამ მაინც განსხვავებული დარგის – ეკონომიკისა და ბიზნესის ტერმინების ახსნა-განმარტება. პირველ შემთხვევაში ავტორი იძლევა ეკონომიკის სხვადასხვა მხარის ახსნას, ხოლო მეორე შემთხვევაში მოცემულია ბიზნესგარემოში კონკრეტული ქმედებებისა და ქცევების ამსახველი ტერმინების განმარტება, რაც უდაოდ გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს სალექსიკონო და საცნობარო ლიტერატურაში.
ლექსიკონში მოცემულია ეკონომიკური და საბანკო ტერმინების, საერთაშორისო ეკონომიკური და საფინანსო ინსტიტუტების, ეკონომიკური კლასიფიკატორების, კონცეფციების, თეორიებისა და მოძღვრებების ახსნა-განმარტება, გადმოცემულია გამოჩენილი მეცნიერ-ეკონომისტების ბიოგრაფიული მონაცემები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ავტორი არ იფარგლება მხოლოდ ტერმინების განმარტებით, არამედ იძლევა მათ სიღრმისეულ ახსნას (მაგალითად, ეკონომიკური თეორია, ეკონომიქსი და სხვ.), რაც ასევე ლექსიკონის ღირებულ მხარესა და სიახლეს წარმოადგენს.
ენციკლოპედიური ლექსიკონი, თავისი ფორმითა და შინაარსით სერიოზული განაცხადია, შედგენილია იმგვარად, რომ საშუალებას აძლევს მკითხველს არა მარტო პროფესიულად დაეუფლოს ეკონომიკურ ტერმინოლოგიას, არამედ კარგად გაერკვეს თანამედროვე ეკონომიკის რთულ ურთიერთკავშირებში.
ლექსიკონში წარმოდგენილი ძირითადი ტერმინების განმარტებები მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ასახავს ეკონომიკური მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში.
![]() |
3 თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წინასიტყვაობა |
▲back to top |
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
წინასიტყავობა
ლექსიკონში თავმოყრილია თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაში გამოყენებული ტერმინები და ცნებები, წარმოდგენილია ეკონომიკის დარგის მსოფლიოში ცნობილი ზოგიერთი უცხოელი მეცნიერისა და ღვაწლმოსილი ქართველი ეკონომისტების, მათ შორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების ბიოგრაფიები.
ლექსიკონს ერთვის სტატიათა ანბანური და თემატური საძიებელი, მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგი, დადგენილი ადამიანის განვითარების ინდექსის (HDI) საფუძველზე, აგრეთვე ქვეყნებისა და ტერიტორიების ანბანური ჩამონათვალი ვალუტებისა და კოდების ჩვენებით.
ლექსიკონს საფუძვლად დაედო ქართული და უცხოური ეკონომიკური ლიტერატურა (ენციკლოპედიები, ლექსიკონები, მონოგრაფიები, სტატიები), მათ შორის, დევიდ უ. პირსის საერთო რედაქციით გამოცემული „მაკმილანის თანამედროვე ეკონომიქსის ლექსიკონი“ (მეოთხე გამოცემა), „ოქსფორდის განმარტებითი ბიზნეს-ლექსიკონი“, ო. ბლანშარის „მაკროეკონომიკა“, აგრეთვე ჩვენი ნაშრომები – „ეკონომიქსი“ (განმარტებითი ლექსიკონი, მესამე გადამუშავებული გამოცემა), „თანამედროვე ეკონომიკის განმარტებითი ლექსიკონი“, „ეკონომიკისა და ბიზნესის ლექსიკონი“, „მომსახურება და საბაზრო სისტემა“, „ეკონომიკური თეორია და ეკონომიქსი: ერთიანობა და განსხვავება“, „გლობალიზაცია, ეკონომიკური თეორია და საქართველო“ და ა.შ.
წიგნში უმეტესად შესულია საკუთრივ ავტორისეული განსაზღვრებები, ჩამოყალიბებული ხანგრძლივი (22 წლის მანძილზე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის პროცესში. ამიტომ ზოგიერთი ტერმინი (ცნება) სხვებთან შედარებით ვრცლად არის განმარტებული.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ლექსიკონი, შეიძლება ითქვას, ორიგინალურია.
ვუძღვნი ჩემი ძვირფასი მშობლების – ქეთევან და შალვა ასათიანების ნათელ ხსოვნას მოცემული ტერმინები და ცნებები ეხება არა მხოლოდ ეკონომიკის ერთ რომელიმე სფეროს, არამედ მთელ ეკონომიკას, როგორც მიკრო-, ისე მეზო-, მაკრო- და მეგაეკონომიკას.
ენციკლოპედიური ლექსიკონი შედგენილია შემდეგი წესების დაცვით:
1. სასათაურო ტერმინები, ცნებები, გამოთქმები დალაგებულია ქართული ანბანის მიხედვით; ვფიქრობთ, განმარტებითი ლექსიკონი დაეხმარება მკითხველს, გაერკვეს საბაზრო ურთიერთობების რთულ ლაბირინთებში, ამასთან, იგი ხელს შეუწყობს საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ტერმინებისა და ცნებების გავრცელება-დამკვიდრებას.
დიდ მადლობას ვუხდი სარედაქციო კოლეგიასა და რეცენზენტებს გაწეული შრომისათვის.
მკითხველის ყველა ობიექტურ შენიშვნასა და წინადადებას ავტორი მადლიერების გრძნობით მიიღებს და გაითვალისწინებს შემდგომ გამოცემაში.
თბილისი
2. სასათაურო სიტყვა (სიტყვები) გამოყოფილია ნახევრად შავი მთავრული შრიფტით;
3. ტერმინის განმარტება მოცემულია მხოლოდ ეკონომიკურ ასპექტში;
4. სასათაურო სიტყვის (სიტყვების) შემდეგ ფრჩხილებში მოცემულია ინგლისური შესატყვისი;
5. თუ სასათაურო სიტყვა უცხოური წარმოშობისაა, ინგლისური შესატყვისის შემდეგ ტრანსკრიფციაში მოცემულია მისი ეტიმოლოგია;
6. ნიშანი „<“ ნიშნავს: წარმოდგება... გან;
7. ლექსიკონში ქართულ ენაზე მოცემულია თანამედროვე პირობებში დამკვიდრებული ინგლისური სიტყვებისაგან მომდინარე აბრევიატურები. მაგ., კაფ-ი (CAF - Cost and Freight– ღირებულება და ფრახტი).
აპრილი, 2012
![]() |
4 თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლექსიკონში გამოყენებული აბრევიატურები |
▲back to top |
>ბსპ – ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა
გაერო – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
ეას - ეროვნულ ანგარიშთა სისტემა
ემფ – ერთპიროვნული მფლობელობის ფირმა
თეზ – თავისუფალი ეკონომიკური ზონა
მეპ – მთლიანი ეროვნული პროდუქტი
მესკ – მოხალისე ექსპერტთა საერთაშორისო კორპუსი
მტპ – მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი
მშპ – მთლიანი შიდა პროდუქტი
სიფ – ღირებულება, დაზღვევა, ფრახტი
სრნ – სავალდებულო რეზერვების ნორმა
სსდკ – საერთაშორისო სტანდარტული დარგობრივი კლასიფიკაცია
სსფ – საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ფსს – ფედერალური სარეზერვო სისტემა
შპს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
შსო – შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
ASPE – საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის მკვლევართა ასოციაცია
EACT – თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია
EBRD – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
EU – ევროპული გაერთიანება
EEC – ევროპული ეკონომიკური გაერთიანება
EMPI – ვალუტის ბაზარზე ზეწოლის ინდექსი
EU – ევროკავშირი
EU-GBC – ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო
GATT – ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმება
HDI - ადამიანის განვითარების ინდექსი
IBRD – რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი
ISIC – ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტული სამრეწველო კლასიფიკაცია
NACE – ტრანსეროვნული (ტრანსნაციონალური) კორპორაცია
NICs – ევროპული კავშირის ეკონომიკური საქმიანობის მთავარი სამრეწველო კლასიფიკაცია
NIჩს – ახალი ინდუსტრიული ქვეყნები
OECD – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია
USAID – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
WTO – მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
![]() |
5 ქართული ანბანი |
▲back to top |
ა — ან
ბ — ბან
გ — გან
დ— დონ
ე— ენ
ვ — ვინ
ზ — ზენ
თ— თან
ი — ინ
კ — კან
ლ — ლას
მ — მან
ნ — ნარ
ო — ონ
პ — პარ
ჟ — ჟან
რ — რაე
ს — სან
ტ — ტარ
უ — უნ
ფ — ფარ
ქ — ქან
ღ — ღან
ყ — ყარ
შ — შინ
ჩ — ჩინ
ც — ცან
ძ — ძილ
წ — წილ
ჭ — ჭარ
ხ — ხან
ჯ — ჯან
ჰ — ჰაე
![]() |
6 თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ფ |
▲back to top |
![]() |
6.1 ფარული (იმპლიციტური) დანახარჯი (implicit expense) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ფირმის მესაკუთრის ან ფირმის, როგორც იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული რესურსების გამოყენების ალტერნატიული დანახარჯი, რაც აშკარა დანახარჯის მსგავსად, არ არის გათვალისწინებული კონტრაქტში და არც სავალდებულოა იყოს. ეს დანახარჯი არ ანაზღაურდება. მაგ., ფირმა, რომელიც იყენებს კუთვნილ შენობას და ამისათვის, როგორც მესაკუთრე, გადასახადს არ იხდის, იმავდროულად უარს ამბობს ამ შენობის არენდით გაცემის შემთხვევაში შესაძლო შემოსავალზე. იმპლიციტური დანახარჯი ფირმის საბუღალტრო ანგარიშგებაში არ აისახება.
![]() |
6.2 ფარული ეკონომიკა (underground, hidden economy) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
1. კანონსაწინააღმდეგო ეკონომიკური საქმიანობა (კონტრაბანდა, ნარკობიზნესი, ბრაკონიერობა და სხვ.); 2. არაკანონსაწინააღმდეგო, მაგრამ არალეგალური, ოფიციალურად არარეგისტრირებული, სტატისტიკურად აღურიცხავი ეკონომიკური საქმიანობა.
![]() |
6.3 ფარული (ჩახშობილი) ინფლაცია (hidden, suppressed inflation) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ინფლაციური პროცესების სპეციფიკური გამოვლენა მკაცრად რეგულირებად ან ფიქსირებული ფასების მქონე ეკონომიკაში. თუ ფასების დირექტიულად დადგენილი დონე შენარჩუნებულია, ინფლაცია გამოვლინდება მიმოქცევაში ჭარბი ფულის მატებისა და მისი მსყიდველობითი უნარის გაუფასურებაში, როგორც საქონლისა და მომსახურების მზარდი დეფიციტისა და მათზე აჟიოტაჟური მოთხოვნის, აგრეთვე მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნის დაგროვების შედეგი.
![]() |
6.4 ფარული უმუშევრობა (hidden, latent, concealed, disguised unemlpoyment) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
არასრული დასაქმება, რომელიც თავს იჩენს ეკონომიკური აღმავლობის დროს. აქედან გამომდინარე, ფარული უმუშევრობა უნდა დაემატოს უმუშევრობის ოფიციალურ მონაცემებს, რათა მიღებულ იქნეს შრომის ბაზრის რეალური სურათი.
![]() |
6.5 ფასდაკლება (discount on a price, allowance off a price) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
სიტუაცია ბაზარზე, როდესაც გამყიდველი საქონელს საბაზრო ფასზე იაფად უთმობს მყიდველს გარიგების პირობებიდან გამომდინარე და არსებული ბაზრის კონიუნქტურის გათვალისწინებით. ჩვეულებრივ აქვს მიზნობრივი დანიშნულება. მაგ., ნაღდი ფულის გადახდის, მასობრივი, სერიული წარმოების საქონლის მიწოდების მოცულობის გადიდების შემთხვევაში, მუდმივ მყიდველებთან მყარი 391 საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, რეკლამისათვის, ახალი მყიდველის მიზიდვისათვის, ჩაწოლილი საქონლის გასაღებისათვის და ა.შ. ზოგ შემთხვევაში საქონლის ფასდაკლებით გაყიდვა ფარულად ხდება. ფასდაკლების ყველა სახეს თავისი პირობითი აღნიშვნები აქვს: მარტივი, რთული, დილერული, სეზონური, პროგრესული, სპეციალური და ა.შ. იგი გვიჩვენებს, რამდენად შეიცვალა ფასები დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ზოგიერთ საქონელზე.
![]() |
6.6 ფასებზე კონტროლი (price control) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ამ ტერმინში იგულისხმება ფიქსირებულ ფასებზე მთავრობის მიერ კანონის ძალით კონტროლის განხორციელება. როგორც წესი, ეს ხდება ექსტრემალურ სიტუაციებში, მაგალითად, ომების დროს, როგორც ანტიინფლაციური პოლიტიკის ნაწილი, თუმცა, ეკონომისტთა უმრავლესობის აზრით, თავისთავად ეს ღონისძიება არ არის ინფლაციისგან განკურნების და მისგან თავის დაღწევის საშუალება.
![]() |
6.7 ფასების ეფექტი (price effect) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
საქონელზე (მომსახურებაზე) ფასების ცვლილებით გამოწვეული ერთობლივი მოთხოვნის ცვლილება. ფასების ეფექტი, რომელიც ეყრდნობა ორდინალურ (ყველაზე მაღალ) სარგებლიანობის კონცეფციას, მოიცავს შემოსავლისა და შენაცვლების ეფექტებს და ცნობილია სლუცკის განტოლების სახელწოდებით: ფასების ეფექტი = შემოსავლის ეფექტი + შენაცვლების ეფექტი. რუსმა ეკონომისტმა ე. სლუცკიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოთხოვნის თეორიის განვითარებასა და, აქედან გამომდინარე, ფასების ეფექტის შესწავლაში. სლუცკის მიერ მიღებულმა შედეგებმა შემდგომი განვითარება პოვა ჰიკსისა და ალენის ნაშრომებში.
![]() |
6.8 ფასების ინდექსი (price index) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს საქონელსა და მომსახურებაზე ფასების თანაფარდობას or სხვადასხვა პერიოდში. გამოითვლება მიმდინარე წლის ფასების საბაზისო პერიოდის ფასებზე გაყოფით.
![]() |
6.9 ფასების კორექტირება (price adjustment) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
საბაზრო სიტუაციის ცვალებადობასთან ფასების თვითშეგუების პროცესი.
![]() |
6.10 ფასების მაკრატელი (price scissors) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ფასების დონისა და დინამიკის დაშორება საქონლის ცალკეული ჯგუფებისაგან, პირველ ყოვლისა, მზა პროდუქციისა და სათბობ-სანედლეულო საქონლისაგან.
![]() |
6.11 ფასების რევოლუცია (“price revolution”) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
სახელწოდება იმ მოვლენისა, რომელიც უკავშირდება ამერიკაში აღმოჩენილ ოქროსა და ვერცხლის მოზღვავე`ფასების რევოლუცია~ 392 ბას XV-XVI საუკუნეებში, რამაც გამოიწვია ფასების ოთხჯერადი ზრდა. მიჩნეულია, რომ ასეთი მაღალი ფასები გახდა სტიმული დასავლეთის ქვეყნებში წარმოების ახალი დარგების შექმნისა და კაპიტალის დაგროვებისათვის, რამაც სამრეწველო რევოლუციის დაწყებასა და კაპიტალიზმის წარმოშობას შეუწყო ხელი.
![]() |
6.12 ფასების საერთო დონე (general price level) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
განისაზღვრება ნომინალური ფულადი მასის შეფარდებით ფულზე რეალურ მოთხოვნასთან. ფასების საერთო დონის ცვლილება როგორც სამომხმარებლო, ისე საინვესტიციო საქონელზე იზომება მეპიs დეფლატორით, მაშინ როდესაც საცალო ფასების ინდექსით იზომება სამომხმარებლო ფასები.
![]() |
6.13 ფასზე წანამატი (premium, (bonus) to a price) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
წესდება მყიდველის განსაკუთრებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. კერძოდ, სპეციალური, ინდივიდუალური შეკვეთების შესრულებისას, საქონლის ხარისხის ამაღლების შემთხვევაში, დამატებითი მომსახურებისათვის, ნაწილ-ნაწილ გადახდისას და ა.შ. გამყიდველს თავისუფლად შეუძლია დააწესოს ფასზე წანამატი ჩვეულებრივ საქონელზე მისთვის ხელსაყრელი ბაზრის კონიუნქტურის პირობებში.
![]() |
6.14 ფასი (price)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ერთეული საქონლისა და მომსახურების საყიდლად გადახდილი ფულის რაოდენობა, ღირებულებისა და სარგებლიანობის ფულადი გამოხატულება.
![]() |
6.15 ფასი საგარეო-სავაჭრო ხელშეკრულებებში (price in foreign trade) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ერთ-ერთი არსებითი პირობა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული საქონლის რაოდენობასა და ხარისხთან, მიწოდებისა და გადახდის ვადებთან და ა.შ. გამოიხატება ეროვნული ან საერთაშორისო ვალუტის ფულად ერთეულებში. სახელშეკრულებო ფასის დონე ყალიბდება გარიგების მონაწილეთაგან დამოუკიდებლად, ობიექტურ გარემოებათა გავლენით (საქონლის თავისებურებები, მისი კონკურენტუნარიანობა, ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა, სავაჭრო პოლიტიკური პირობები, კონტრაჰენტთა ქვეყნებში სახელმწიფო რეგულირების თავისებურებები, ბაზრის მონოპოლიზაციის დონე და ა.შ.). მასზე გავლენას ახდენს აგრეთვე ბაზრის, კონტრაჰენტის, დროის, ადგილისა და ხელშეკრულების დადების წესის შერჩევა, ბაზრის კონიუნქტურის კომერციული ცოდნა, გამოცდილება და სხვ.
![]() |
6.16 ფასი შემდგომი ფიქსაციით (price to be fixed) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
დგინდება ხელშეკრულების შესრულების მსვლელობაში, მაგ., საქონლის მორიგი პარტიის მიწოდების წინ, ხოლო ზოგ შემთხვევაში - მიფასების საერთო დონე 393 წოდების შემდგომაც. ხელშეკრულებაში განისაზღვრება ფასების ფიქსაციის წესი, სახელდობრ, ფიქსაციის პერიოდი, მყიდველის მიერ ფიქსაციის დროის არჩევის უფლება ინფორმაციის გარკვეული წყაროს საფუძველზე ან ფასების შეთანხმების პირობებში მხარეებს შორის მოლაპარაკებისას.
![]() |
6.17 ფას-ი (Free Alongside Ship - FAS) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
„თავისუფლად გემის ქიმის გასწვრივ“, საქონლის მიწოდების საბაზისო პირობა საერთაშორისო ვაჭრობაში საზღვაო გადაზიდვისას, რომლის მიხედვითაც ექსპორტიორს თავისი ხარჯით გადააქვს საქონელი გემის მისადგომამდე, ხოლო შემდგომ ხარჯებს იმპორტიორი გაიღებს.
![]() |
6.18 ფასიანი ქაღალდები (securities) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
დადგენილი ფორმის (ნიმუშის) საფინანსო დოკუმენტები. მათში აისახება მფლობელის გარკვეული ქონებრივი უფლებები, რომელთა რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ამ დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში. ფასიან ქაღალდებს მიეკუთვნება: საგადასახადო დოკუმენტები - ჩეკი, თამასუქი, აკრედიტივი და სხვ., საფონდო ფასეულობები - აქცია, ობლიგაცია და სხვ., ქონებრივი უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები - კონოსამენტი, ლომბარდის საგირავნო ბილეთები, შემნახველი ბანკის წიგნაკების ლატარიის ბილეთები, რომლებსაც მოგება ხვდა და ა.შ. ფასიანი ქაღალდები შეიძლება იყოს სახელობითი და წარმომადგენლობითი. პირველ შემთხვევაში ქონებრივი უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომლის გვარიც აღნიშნულია ფასიან ქაღალდზე (შემნახველი ბანკის წიგნაკები, ლომბარდის საგირავნო ბილეთები და სხვ.), მეორე შემთხვევაში - პირს, რომელიც ფლობს ფასიან ქაღალდებს (ობლიგაციები, მოგებული ლატარიის ბილეთები და სხვ.).
![]() |
6.19 ფასიანი ქაღალდების დაფარვა ფიქსირებული ვადით (dated securities) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ნებისმიერი ფასიანი ქაღალდი, მაგალითად, ობლიგაცია, რომლისთვისაც დაწესებულია დაფარვის ვადები. ჩვეულებრივ იყოფა მოკლე-, საშუალოდა გრძელვადიან ფასიან ქაღალდებად.
![]() |
6.20 ფასიანი ქაღალდების არასაბირჟო ბაზარი (over the counter market)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
აქციების ბაზარი, როგორც წესი, მცირე კომპანიებისა, სადაც ოპერაციები ხორციელდება ბირჟის გვერდის ავლით კავშირგაბმულობის საშუალებებით. ასეთი ბაზარი კარგადაა განვითარებული აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ა.შ.
![]() |
6.21 ფასიანი ქაღალდების ბაზარი (securities market) |
▲back to top |
ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის სფერო, რომლის საშუალებითაც ხდეფასიანი ქაღალდების ბაზარი 394 ბა საწარმოთა დროებით თავისუფალი ფულადი სახსრებისა და მოსახლეობის დანაზოგების მობილიზაცია ეკონომიკაში ინვესტირებისათვის. იყოფა პირველად და მეორეულ ბაზრებად. პირველად ბაზარზე იყიდება ახალგამოშვებული, ემიტირებული ფასიანი ქაღალდები. როგორც წესი, ფირმა-ემიტენტი თავის ფასიან ქაღალდებს ავრცელებს ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების შუამავლობით ხელმოწერის საფუძველზე (ღია ტიპის აქციონერული საზოგადოება) ან აქციონერდამფუძნებელთა შეზღუდულ რაოდენობას შორის (დახურული ტიპის აქციონერული საზოგადოება). ფასიანი ქაღალების ემიტენტი შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი. ფასიანი ქაღალდების მეორეულ ბაზარზე ინვესტორები, საფინანსოსაკრედიტო ინსტიტუტები და შუამავლები ვაჭრობენ იმ ფასიანი ქაღალდებით, რომლებიც ერთხელ უკვე გაყიდეს მათმა ემიტენტებმა. ინვესტორები არიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები და სახელმწიფო. შუამავალთა ძირითადი კატეგორიებია ბროკერები, დილერები და მათი შესაბამისი ორგანიზაციები, აგრეთვე საკრედიტო ინსტიტუტები. მაგ., ანგლოამერიკულ სისტემაში, როგორც წესი, ბანკები განსაკუთრებული სახის (სადაზღვევო, საპენსიო) ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობენ. მეორეულ ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების გავლენით დგინდება ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასი (კურსი). მეორეული ბაზარი იყოფა საბირჟო და ბირჟისგარეშე (ფინანსური აქტივებით ვაჭრობა `დახლზე~) ბაზრებად. ქვეყნის საბირჟო სისტემა შეიძლება იყოს მონოცენტრული (ერთი მსხვილი ბირჟა, მაგ., დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში), პოლიცენტრული (რამდენიმე მსხვილი ბირჟა, მაგ., კანადაში, გერმანიაში, ავსტრალიაში), გარდამავალი (ერთი უმსხვილესი და რამდენიმე ნაკლებად მსხვილი ბირჟა, მაგ., აშშ-ში, იაპონიაში). ბირჟების რაოდენობის რეგლამენტირება ხდება სახელმწიფოს მიერ. ბირჟისგარე ბაზარზე ძირითადად მიმოიქცევა is ფასიანი ქაღალდები, რომელთა კოტირებაც საფონდო ბირჟაზე არ ხდება, მაგ., თითქმის ყველა ბანკის (ცენტრალურის გარდა) და სადაზღვევო კომპანიების აქციები, ყველა სახელმწიფო და მუნიციპალური ობლიგაცია და სხვ. აქ ფასი ყალიბდება სახელშეკრულებო გზით. დილერის შემოსავალი დგინდება, როგორც ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა. ბირჟის გარე ბაზარზე შესაძლებელია ბროკერისა და დილერის ფუნქციების შეთავსება. ფასიანი ქაღალდების ბაზარი 395 ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და მთლიანად მთელი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ინდიკატორია აქციების კურსის ინდექსები. არსებობს მრავალი სხვადასხვა სახის ინდექსი. მაგ., აშშ-ში ყველაზე ცნობილია დოუ-ჯონსის ინდექსი.
![]() |
6.22 ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმი (securities depositary) |
▲back to top |
![]() |
6.23 ფასიანი ქაღალდების კურსის ინდექსი (index of securities) |
▲back to top |
კოტირების ინდექსი - უმნიშვნელოვანესი აქციების კურსების საშუალო მაჩვენებელი ბირჟაზე, რომელიც უმეტესწილად მსხვილი კომპანიების კურსების მიხედვით გაიანგარიშება. უმარტივესი ფორმით იგი ფასიანი ქაღალდების შერჩეული ჯგუფის კურსების ჯამის შერჩეული გამოშვების რაოდენობაზე გაყოფით გაიანგარიშება.
![]() |
6.24 ფასის(გარიგების) ვალუტა ((bargain currency) |
▲back to top |
ვალუტა, რომლითაც დგინდება ფასი საგარეოსავაჭრო კონტრაქტებში.
![]() |
6.25 ფასის ეფექტი (price effect) |
▲back to top |
საქონელზე მოთხოვნის ცვლილება მისი ფასის ცვლილების შედეგად. იგი შედგება შემოსავლისა და შენაცვლების ეფექტებისაგან.
![]() |
6.26 ფასის მაწონასწორებელი ფუნქცია (price balancing function) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
საბაზრო სისტემაში წარმოების „მბრძანებელ-განმკარგულებელი“ არის მომხმარებელი. ეკონომიკის თვითრეგულირება ფასისმიერ მექანიზმზეა დამოკიდებული. როდესაც ბაზარზე მომხმარებლები რაიმე არაფასისმიერი ფაქტორის ზეგავლენით შეიცვლის შეძენის სურვილს, ეს მაშინვე დაეტყობა საქონლის ფასს, ვინაიდან ფასი, ფაქტობრივად, მოთხოვნის მოცულობაა. მოთხოვნის ცვლილების შესაბამისად ფასი აიწევს ან დაიწევს. ბაზარზე ფასის ცვლილებებიდან გამომდინარე, მწარმოებლები ცვლიან წარმოების სტრუქტურას. საბაზრო სისტემის უნარს, მიანიშნოს მწარმოებლებს მოთხოვნის ცვლილებაზე და გამოიწვიოს მათი შესაბამისი რეაქცია, ფასის მაწონასწორებელი ფუნქცია ეწოდება.
![]() |
6.27 ფასისმიერი დისკრიმინაცია (price discrimination) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
არსებობს ფასისმიერი დისკრიმინაციის ორი ძირითადი ფორმა: პირველი გულისხმობს კომპანიების ისეთ პრაქტიკას, როცა მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფისათვის განსხვავებული ფასები წესდება, მეორე გულისხმობს ერთი მომხმარებლისათვის განსხვავებული ფასების დაწესებას ერთი და იმავე საქონლის სხვადასხვა ერთეულზე. პირველ შემთხვევაში, როცა მომხმარებელთა თითოეულ ჯგუფს აქვს განსხვავებული მოთხოვნის ფასისმიერი ელასტიკურობა, ფირმას შეუძლია მომხმარებელთა თითოეული ჯგუფისგან მიღებული ზღვრული შემოსავლების გათანაბრების გზით მიიღოს მეტი მოგება, ვიდრე თანაბარი ფასების პირობებში. მეორე შემთხვევაში ფირმამ იდეალში უნდა ამოიღოს მთლიანად სამომხმარებლო ნამატი ანუ მიიღოს ფასისმიერი დისკრიმინაციის დამატებითი სარგეფასიანი ქაღალდების კურსის ინდექსი 397 ბლობა, რომელიც მომხმარებელს შეეძლო მიეღო იმ შემთხვევაში, თუ საქონელს მუდმივი ფასით შეიძენდა. ეს მიიღწევა პროდუქციის თითოეულ ერთეულზე იმ მაქსიმალური ფასის ტოლი ფასის დაწესებით, რომლის გადახდისთვისაც მომხმარებელი მზადაა მოთხოვნის შესაბამისად. ამ გზით ფირმას შეუძლია მიითვისოს მთელი სამომხმარებლო ნამატი. ფასისმიერი დისკრიმინაციის ეს ფორმა მოითხოვს ყოველი მომხმარებლის მოთხოვნის მრუდის ზუსტ ცოდნას, ამიტომ იგი არასდროს არ გამოიყენება ზემოთ აღწერილი ფორმით. ასეთი დისკრიმინაციის უფრო გავრცელებული ფორმაა გაზისა და ელექტროენერგიის მიმწოდებლების მიერ გამოყენებული ორი ნაწილისგან შედგენილი ტარიფი, რომლის დროსაც ყიდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ქსელში ჩართვის უფლებისათვის რენტის გადახდის შემდეგ. ასეთი რენტული გადასახდელით ხელში იგდებენ სამომხმარებლო ნამატის ნაწილს.
![]() |
6.28 ფასწარმოქმნა (price formation) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
საქონლისა და მომსახურების ფასების ჩამოყალიბების პროცესი. განასხვავებენ საბაზრო და სახელმწიფო (ცენტრალიზებულ) ფასწარმოქმნას. საბაზრო ფასწარმოქმნა ხორციელდება მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების საფუძველზე, ხოლო სახელმწიფო ფასწარმოქმნა - სახელმწიფო ორგანოების მიერ ფასების დაწესებით.
![]() |
6.29 ფაქტორინგი (factoring აგენტი, შუამავალი) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
სავაჭრო-საკომისიო ოპერაციების ნაირსახეობა, შერწყმული კლიენტის საბრუნავი კაპიტალის დაკრედიტებასთან, რომლის დროსაც სპეციალიზებული კომპანია - ფაქტორ-კომპანია იძენს კლიენტის დებიტორულ დავალიანებას, რათა შემდეგში გადაახდევინოს იგი მევალეს. უფრო ხშირად ფაქტორ-კომპანია იძენს კლიენტის ანგარიშფაქტურას იმ პირობით, რომ მიწოდების ღირებულების 20%-მდე გადაიხადოს დაუყოვნებლივ, დარჩენილი ნაწილი (კრედიტისათვის პროცენტის გამოკლებით) მკაცრად დადგენილ ვადაში. საფაქტორინგო მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია მის სახეზე, ოპერაციის მოცულობაზე, საგადასახადო ვალდებულებათა ხარისხზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, ფაქტორინგი აღიარებულია კლიენტის მომსახურების უნივერსალურ ფორმად. კლიენტი ფაქტობრივად ინარჩუნებს მხოლოდ წარმოებრივ ფუნქციას. ამის შედეგად დაზოგილი ფულადი სახსრები ხმარდება საფაქტორინგო მომსახურების ამაღლების ანაზღაურებას. კლიენტი მიღებულ კრედიტზე პროცენტის გარფაქტორინგი 398 და იხდის საკომისიოს წლიური საბრუნავი თანხის 0,75-4%იs ოდენობით. ფაქტორინგი აჩქარებს კლიენტის კაპიტალის ბრუნვას და აფართოებს საბანკო კრედიტის მიზიდვის შესაძლებლობებს. საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში მოკლევადიან დაკრედიტებასა და საშუამავლო კომერციულ საქმიანობაში ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ფაქტორინგი. ფაქტორ-კომპანია ათავისუფლებს ექსპორტიორს საკრედიტო რისკისაგან (განსაკუთრებით - აუთვისებელ ბაზრებზე) და, აქედან გამომდინარე, კრედიტის დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან.
![]() |
6.30 ფაქტორ-კომპანია ((factorcompany)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ფაქტორინგის ოპერაციებზე. გარდა საკრედიტო მომსახურებისა, ფაქტორ-კომპანიები ეწევიან საბუღალტრო, საკონსულტაციო, სარეკლამო, საინფორმაციო, სადაზღვევო, იურიდიულ და ა.შ. მომსახურებას.
![]() |
6.31 ფაქტორული შემოსავალი (factor income) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
შემოსავალი, მიღებული წარმოების ფაქტორების გამოყენების გზით რენტის, ხელფასის, სარგებლისა და მოგების სახით.
![]() |
6.32 ფაქტურა (invoice, bill) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
![]() |
6.33 ფედერალური ბიუჯეტი (ფედერალ budget)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
სახელმწიფო ბიუჯეტი ფედერაციული სახელმწიფო მოწყობის ქვეყნებში (აშშ, გფრ, შვეიცარია და სხვ.).
![]() |
6.34 ფედერალური სარეზერვო სისტემა ((Federal Reserve System) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
შედგება სამი ნაწილისგან: I. ფედერალური სარეზერვო ბანკი, თავიანთი რეგიონული ბანკებით; II. მმართველთა საბჭო 7 წევრით, რომელთაგან ერთი ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარეა; III. ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტი, 12 წევრით, რომელთაგან ხუთი ფედერალური სარეზერვო რეგიონული ბანკის პრეზიდენტია, ხოლო დანარჩენი შვიდი - მმართველთა საბჭოს წევრი. ფედერალური სარეზერვო სისტემის უფლებამოსილება 1978 წელს კონგრესის მიერ ჰემფრი – ჰოუკინსის კანონით განისაზღვრა. 2000 წელს კანონის მოქმედების ვადა ამოიწურა, თუმცა, კონგრესი მის განახლებას არ ჩქარობს. ფედერალური სარეზერვო სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკია. მისი ბიუჯეტი კონგრესის ზედამხედველობას არ ექვემდებარება.
![]() |
6.35 ფერმერული მეურნეობა (farm enterprise) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ინდივიდუალური სასოფლო-სამეურნეო საწარმო, რომელიც მეურნეობას ეწევა საკუთარ ან არენდით აღებულ მიწაზე.
![]() |
6.36 ფიდუციალური ფული ((fiducial many) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ფული, რომლის უკან მხოლოდ და მხოლოდ ნდობაა და მეტი არაფერი.
![]() |
6.37 ფიზიკური პირი ((physical person, individual) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
სამართალურთიერთობის მონაწილე.
![]() |
6.38 ფიზიკური საქონელი (physical goods) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
რეალური საქონელი, რომელიც, ვადიანი სასაქონლო კონტრაქტის ამსახველი დოკუმენტისაგან განსხვავებით, იძლევა საქონლის მიღების უფლებას.
![]() |
6.39 ფიზიოკრატიზმი (physiocratism) |
▲back to top |
ეკონომიკური მიმართულება, რომელიც აღმოცენდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საფრანგეთში. ფიზიოკრატიზმმა შეცვალა მერკანტილიზმი. ფიზიოკრატები (ფ. კენე, a. ტიურგო, ვ. მირაბო, გ. ლეტრონი, პ. დიუპონ დე ნემური და სხვ.) სიმდიდრის ერთადერთ წყაროდ სოფლის მეურნეობის, კერძოდ, მიწათმოქმედების განვითარებას მიიჩნევდნენ, ხოლო სამიწათმოქმედო შრომას ერთადერთ მწარმოებლურ შრომად თვლიდნენ. ფიზიოკრატებმა, პირველად ისტორიაში, კვლევის სფერო მიმოქცევიდან მატერიალური წარმოების სფეროში გადაიტანეს. მათი დიდი დამსახურება is არის, რომ სიმდიდრის წყაროს ეძებდნენ არა მიმოქცევის, არამედ წარმოების სფეროში.
![]() |
6.40 ფილიპსის მრუდი (Phillips curve) |
▲back to top |
ინფლაციური მოთხოვნის მოდელში ასახული მრუდი, რომელიც გამოხატავს ურთიერთკავშირს ინფლაციასა და უმუშევრობას შორის; ფუნქცია, რომელიც ახასიათებს და გრაფიკულად გამოხატავს დამოკიდებულებას უმუშევრობის დონის დინამიკასა (აბსცისის ღერძი) და ფასების დონის დინამიკას (ორდინატის ღერძი) შორის. იგი შესაბამისი სტატისტიკური მაჩვენებლების შემაერთებელი წრფეა. ფილი პსის მრუდი ასახავს უმუშევრობისა და ინფლაციის ალტერნატიულ ურთიერთკავშირს: ინფლაციის მაღალ ტემპს უნდა ახლდეს უმუშევრობის დაბალი დონე და, პირიქით. ამ or მაჩვენებელს შორის უკუპროპორციული დამოკიდებულების დასაბუთება ცნობილია `ფილი პსის მრუდის~ კონცეფციის სახით და ატარებს ინგლისელი ეკონომისტის, მაკროეკონომიკური თეორიის სფეროში თვალსაჩინო მკვლევრის a. ვ. ფილი პსის სახელს. ფილი პსის მრუდი გამოხატავს რეალური მეპიs პოტენციურიდან გადახრას. პრაქტიკამ ცხადყო, რომ ფილი პსის მრუდის გამოყენება შესაფილი პსის მრუდი 400 ძლებელია მხოლოდ მოკლე პერიოდის სიტუაციის რეგულირებისათვის. გრძელვადიან პერიოდში კი მისი გარე ეფექტი საწინააღმდეგოა: უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად, ინფლაცია ღრმავდება, ინფლაციის გადიდებას კი თან ახლავს უმუშევრობის ზრდა.
![]() |
6.41 ფინანსები (finance) |
▲back to top |
ფინანსური ურთიერთობების და მათი მარეგულირებელი ინსტიტუტების სისტემა, რომელიც დაკავშირებულია ფინანსური რესურსების მიზანდასახულ წარმოქმნასა, განაწილებასა და გემოყენებასთან. მოიცავს, ერთი მხრივ - შინამეურნეობებისა და ფირმების ფინანსებს, მეორე მხრივ - სახელმწიფო ფინანსებს.
![]() |
6.42 ფინანსური კაპიტალი (financial capital) |
▲back to top |
ლიკვიდური აქტივები, რითაც იგი განსხვავდება მისი ფიზიკური აქტივებისგან. კომპანია შეიძლება ფლობდეს სხვადასხვა სახის ფინანსურ კაპიტალს. ძირითადად განასხვავებენ აქციონერულ და სასესხო ფინანსურ კაპიტალს.
![]() |
6.43 ფინანსური ლიზინგი ((financial lease) |
▲back to top |
მანქანებისა და მოწყობილობების არენდა 10-დან 15 წლამდე ვადით და არენდის პერიოდში მათი სრული ამორტიზაციით.
![]() |
6.44 ფირმა (firm) |
▲back to top |
ბიზნესის აბსტრაქტული ერთეული, მეწარმეობის ყველაზე ზოგადი სახელწოდება, მისი სიდიდის, ორგანიზაციული თუ საკუთრების ფორმის მიუხედავად. არსებობს ფირმის სამი სახე: 1. ერთპიროვნული* 2. პარტნიორული* 3. კორპორაციული. ფირმების უმეტესი ნაწილი შექმნილია ერთპიროვნული საკუთრების საფუძველზე, ხოლო პროდუქციის ძირითად მასას კორპორაციები აწარმოებენ. მაგ., აშშ-ში ერთპიროვნულ ფირმებზე მოდის ფირმების მთელი რაოდენობის 77%, პარტნიორულზე - 8%, ხოლო კორპორაციებზე - 15%, მაშინ როდესაც კორპორაციები ქმნიან მთლიანი ეროვნული პროდუქტის 85%ს, ხოლო ერთპიროვნული ფირმები - მხოლოდ 10%-ს.
![]() |
6.45 ფირმის თეორია (theory of the firm) |
▲back to top |
მიკროეკონომიკური თეორიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხსნის ფირმის ქცევას და ახდენს მისი საქმიანობის პროგნოზირებას, განსაკუთრებით ფასწარმოქმნასა და პროდუქციის გამოშვებასთან დაკავშირებით. იგი განიხილავს აგრეთვე ისეთ საკითხებს, როგორიცაა წარმოების ტექნოლოგიის შერჩევა, სარეკლამო საქმიანობა, პროდუქციის განახლება, საინვესტიციო და სადივიდენდო პოლიტიკა და ა.შ.
![]() |
6.46 ფირმის ლიკვიდური სახსრები (liquidity assets) |
▲back to top |
სახსრები, რომელიც შედგება ნაღდი ფინანსები 400 ძლებელია მხოლოდ მოკლე პერიოდის სიტუაციის რეგულირებისათვის. გრძელვადიან პერიოდში კი მისი გარე ეფექტი საწინააღმდეგოა: უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად, ინფლაცია ღრმავდება, ინფლაციის გადიდებას კი თან ახლავს უმუშევრობის ზრდა.
![]() |
6.47 ფინანსები (finance) |
▲back to top |
ფინანსური ურთიერთობების და მათი მარეგულირებელი ინსტიტუტების სისტემა, რომელიც დაკავშირებულია ფინანსური რესურსების მიზანდასახულ წარმოქმნასა, განაწილებასა და გემოყენებასთან. მოიცავს, ერთი მხრივ - შინამეურნეობებისა და ფირმების ფინანსებს, მეორე მხრივ - სახელმწიფო ფინანსებს.
![]() |
6.48 ფინანსური კაპიტალი ((financial capital) |
▲back to top |
ლიკვიდური აქტივები, რითაც იგი განსხვავდება მისი ფიზიკური აქტივებისგან. კომპანია შეიძლება ფლობდეს სხვადასხვა სახის ფინანსურ კაპიტალს. ძირითადად განასხვავებენ აქციონერულ და სასესხო ფინანსურ კაპიტალს.
![]() |
6.49 ფინანსური ლიზინგი (financial lease) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
მანქანებისა და მოწყობილობების არენდა 10-დან 15 წლამდე ვადით და არენდის პერიოდში მათი სრული ამორტიზაციით.
![]() |
6.50 ფირმა (firm) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ბიზნესის აბსტრაქტული ერთეული, მეწარმეობის ყველაზე ზოგადი სახელწოდება, მისი სიდიდის, ორგანიზაციული თუ საკუთრების ფორმის მიუხედავად. არსებობს ფირმის სამი სახე: 1. ერთპიროვნული* 2. პარტნიორული* 3. კორპორაციული. ფირმების უმეტესი ნაწილი შექმნილია ერთპიროვნული საკუთრების საფუძველზე, ხოლო პროდუქციის ძირითად მასას კორპორაციები აწარმოებენ. მაგ., აშშ-ში ერთპიროვნულ ფირმებზე მოდის ფირმების მთელი რაოდენობის 77%, პარტნიორულზე - 8%, ხოლო კორპორაციებზე - 15%, მაშინ როდესაც კორპორაციები ქმნიან მთლიანი ეროვნული პროდუქტის 85%ს, ხოლო ერთპიროვნული ფირმები - მხოლოდ 10%-ს.
![]() |
6.51 ფირმის თეორია (theory of the firm)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
მიკროეკონომიკური თეორიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხსნის ფირმის ქცევას და ახდენს მისი საქმიანობის პროგნოზირებას, განსაკუთრებით ფასწარმოქმნასა და პროდუქციის გამოშვებასთან დაკავშირებით. იგი განიხილავს აგრეთვე ისეთ საკითხებს, როგორიცაა წარმოების ტექნოლოგიის შერჩევა, სარეკლამო საქმიანობა, პროდუქციის განახლება, საინვესტიციო და სადივიდენდო პოლიტიკა და ა.შ.
![]() |
6.52 ფირმის ლიკვიდური სახსრები (liquidity assets) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
სახსრები, რომელიც შედგება ნაღდი ფინანსები 401 ფულის, ფასიანი ქაღალდების, ბანკებში ანგარიშზე არსებული რესურსებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგის ზოგიერთი ელემენტისაგან.
![]() |
6.53 ფისკალური გადასახადი (fiscal tax) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
საბაჟო გადასახადი, დადგენილი უმთავრესად სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შევსების მიზნით; როგორც წესი, იბეგრება ის სამომხმარებლო საქონელი, რომელსაც მოცემულ ქვეყანაში არ აწარმოებენ.
![]() |
6.54 ფისკალური პოლიტიკა (fiscal policy)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს გადასახადებითა და სახელმწიფო ხარჯებით ეკონომიკური აქტიურობის დონის რეგულირებას. თუ უმუშევრობის დონე დაუშვებლად მაღალია, უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებისათვის. ეკონომიკური აქტიურობა დამოკიდებულია გადასახადების ოდენობასა და მულტი პლიკატორზე. ეკონომიკური აქტიურობის დონე იზრდება სიდიდით, რომელიც ტოლია ხარჯების ცვლილება გამრავლებული მულტიპლიკატორზე. რაც შეეხება სახელმწიფო ხარჯებს, იგი არ უნდა აღემატებოდეს მშპიs 40%-ს (მ. ფრიდმენი). თუ სახელმწიფო ხარჯები დაუსაბუთებლად იზრდება, მაშინ იგი დესტაბილიზაციის ფაქტორად იქცევა.
![]() |
6.55 ფიუჩერული გარიგება (futures) |
▲back to top |
გარიგების სახე საქონლის ან საფონდო ბირჟაზე, გულისხმობს საქონლის ან ფასიანი ქაღალდების წინასწარ შესყიდვას. ფიუჩერული გარიგების პირობა ითვალისწინებს საქონლის (ფასიანი ქაღალდების) რეალიზაციას კონტრაქტში მითითებული ფასით გარიგების დადებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.
![]() |
6.56 ფიქსირება (fixation) |
▲back to top |
![]() |
6.57 ფიქსირებული (fixed) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
წინასწარ განსაზღვრული ფასი, კურსი (ასევე, განაკვეთი და a.შ), რომელიც ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში არ იცვლება.
![]() |
6.58 ფიქსირებული გაცვლითი კურსი (fixed exchange rate)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
სისტემა, რომლის დროსაც ეროვნული ვალუტის თანაფარდობა უცხოურთან ოფიციალურად დადგენილი და უცვლელია.
![]() |
6.59 ფიქციური კაპიტალი ((fictitious capital) |
▲back to top |
კაპიტალი (აქციები, ობლიგაციები და ა.შ.), რომელიც, რეალური კაპიტალისაგან (ფულის ან მოწყობილობის) განსხვავებით, გულისხმობს მხოლოდ შემოსავლის მიღების უფლებას.
![]() |
6.60 ფიშერი ირვინგ (1867-1947) (Fisher Irving) |
▲back to top |
გამოჩენილი ამერიკელი ეკონომისტი, რომელსაც შუმპეტერმა 1948 წელს უდიდეფიშერი ირვინგ 402 სი მეცნიერ-ეკონომისტი უწოდა. მან სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო როგორც მათემატიკოსმა, შემდეგ გადაერთო ეკონომიკურ თეორიაზე. is იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი ეკონომეტრიკული საზოგადოების შექმნისა და გახდა მისი პირველი პრეზიდენტი 1930 წელს. მისი ნაშრომები გამოირჩევა მეცნიერული კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების გზების ძიებით. ფიშერის აზრით, თეორია სასარგებლოა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გამოყენებითი მნიშვნელობისაა. მან დიდი წვლილი შეიტანა კაპიტალის, სარგებლისა და ფულის თეორიების კვლევის სფეროში. ფიშერის ცნობილი ნაშრომებია: `კაპიტალისა და შემოსავლის ბუნება~ (1906), `ფულის მსყიდველობითი უნარი~ (1911), `სარგებლის თეორია~ (1930) და ა.შ. ფიშერი აღიარებულია თანამედროვე ფულის რაოდენობრივი თეორიის ფუძემდებლად. მათემატიკური მეთოდის მოშველიებით იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ფულის ღირებულება მისი რაოდენობის უკუპროპორციულია, ხოლო საქონლის ფასები - მიმოქცევაში არსებული ფულის პირდაპირპროპორციული. მან გამოიკვლია ურთიერთდამოკიდებულება ფულის მასასა და საქონლის ფასების დონეს შორის. ცნობილია ფიშერის გაცვლის ფორმულა, რომელიც ასახავს საქონლის შესაძენად გადახდილი ფულის რაოდენობასა და გაყიდული საქონლის ფასებს შორის ტოლობას: MV=EPQ, სადაც, M ფულის საშუალო რაოდენობაა, რომელიც მიმოიქცევა წლის განმავლობაში, V ფულის ბრუნვის საშუალო რიცხვი, E ფულის is რაოდენობა, რომელიც დახარჯულია მოცემულ საზოგადოებაში საქონლის შესაძენად განსაზღვრულ წელს, P ცალკეული საქონლის საშუალო გასაყიდი ფასი, Q ყველა გაყიდული საქონლის რაოდენობა.
![]() |
6.61 ფიშერის განტოლება (Fisher equation) |
▲back to top |
განტოლება, რომელიც გვიჩვენებს, რომ სარგებლის ნომინალური განაკვეთი შეიძლება შეიცვალოს სარგებლის რეალური განაკვეთისა და ინფლაციის ტემპის ცვლილების საფუძველზე. ფორმულით გამოისახება ასე: i = რ + ნ, სადაც i სარგებლის ნომინალური განაკვეთია, რ სარგებლის რეალური განაკვეთი, ხოლო ნ ინფლაციის ტემპი. ატარებს ამერიკელი ეკონომისტის ირვინგ ფიშერის სახელს. ფიშერის განტოლების თანახმად, ინფლაციის ტემპის 1%იT გაზრდა იწვევს სარგებლის ნომინალური განაკვეთის გადიდებას 1%იT. ინფლაციის ტემპსა და სარგებლის ნომინალურ განაკვეთს შორის ამ ფიშერის განტოლება 403 თანაფარდობას ფიშერის ეფექტი ეწოდება.
![]() |
6.62 ფიშერის ეფექტი (Fisher’s effect) |
▲back to top |
სარგებლის ნომინალური განაკვეთის ცვლილება ინფლაციის ტემპის ცვლილების შესაბამისად, თანაფარდობით `ერთი ერთთან~.
![]() |
6.63 ფლობადი შემოსავალი (disposable income) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
შემოსავალი, რომელსაც ფლობენ ეკონომიკური სუბიექტები და იყენებენ ხარჯებისა და დანაზოგებისათვის. განისაზღვრება როგორც სხვაობა შემოსავლებსა და პირდაპირ გადასახადებს შორის.
![]() |
6.64 ფობი („Free on Board”-FOB“ „თავისუფლად გემზე“) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
საქონლის გაყიდვის საბაზისო პირობა საზღვაო გადაზიდვისას საერთაშორისო ვაჭრობაში, რომლის მიხედვითაც ექსპორტიორი ვალდებულია, თავისი ხარჯით დროულად გადაიტანოს საქონელი იმპორტიორის მიერ დაფრახტულ გემზე და გადასცეს მას კონოსამენტი. საქონლის დაზღვევა იმპორტიორის ვალდებულებებში შედის.
![]() |
6.65 ფორვარდი (forward) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ანგარიშსწორება სავალუტო ან სხვა სახის გარიგებისას ხელშეკრულების დადებიდან 1-3 და მეტი თვის შემდეგ, ხელშეკრულების დადებისას დათქმული (პროგნოზებზე დაფუძნებული) კურსის მიხედვით.
![]() |
6.66 ფორვარდული ბაზარი (forward market) |
▲back to top |
ნებისმიერი გარიგება, დაკავშირებული საქონლის ან ფასიანი ქაღალდების ყიდვაგაყიდვასთან კონტრაქტით შეთანხმებული ფასით განსაზღვრული დროისთვის მომავალში.
![]() |
6.67 ფორვარდული ვალუტის ბაზარი (forward exchange market) |
▲back to top |
ბაზარი, სადაც უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ხდება მოცემულ მომენტში არსებული კურსით, ხოლო ამ ვალუტის მიწოდება - მომავალში დადგენილი თარიღის მიხედვით.
![]() |
6.68 ფორფეიტინგი (forfeiting) |
▲back to top |
საგარეო ვაჭრობის (ექსპორტის) დაკრედიტება მსხვილი ბანკების ან საფინანსო კომპანიების მიერ ექსპორტიორისაგან გადასაპირებელი თამასუქის ან სხვა საგადასახადო ვალდებულებების ყიდვის გზით რეგრესის უფლების გარეშე, ე.i. თამასუქის მყიდველი თავის თავზე იღებს საკრედიტო რისკს (გადაუხდელობის მთელ რისკს) და არ შეუძლია პრეტენზია წარუდგინოს თამასუქის ადრინდელ მფლობელს.
![]() |
6.69 ფორფეიტორი (forfeitor) |
▲back to top |
ბანკი ან საფინანსო კომპანია, რომელიც ექსპორტიორისაგან ყიდულობს გადასაპირებელ თამასუქს გარკვეული დისკონტით.
![]() |
6.70 ფრანკო (free, franco) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
[იტალ. franco] საქონლის მიწოდების საბაზისო პირობა ვაჭრობაში. ხელფრანკო 404 შეკრულების თანახმად, გამყიდველი მყიდველს ათავისუფლებს ტრანსპორტირების ხარჯებისაგან გზის გარკვეულ მონაკვეთზე.
![]() |
6.71 ფრანშიზა (franchise) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
[ფრანგ. franchise შეღავათი, უპირატესობა] სადაზღვევო ხელშეკრულების პირობა. ითვალისწინებს დამზღვევის განთავისუფლებას ზარალის ანაზღაურებისაგან, რომელიც განსაზღვრულ სიდიდეს არ აღემატება.
![]() |
6.72 ფრანჩაიზერი (franchisor) |
▲back to top |
მსხვილი მეთაური კომპანია, რომელიც მცირე საწარმოს - ფირმაოპერატორს აძლევს ლიცენზიას საქონლისა და მომსახურების წარმოებისა და რეალიზაციის დროს საკუთარი სავაჭრო მარკებით სარგებლობისათვის.
![]() |
6.73 ფრანჩაიზინგი (franchise) |
▲back to top |
სახელშეკრულებო ურთიერთობათა სისტემა, რომლის საფუძველზეც მსხვილი ცნობილი ფირმა განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურავს მცირე, დამოუკიდებლად მოქმედ ან ახალშექმნილ საწარმოს, რაც კონკრეტულ გამოხატულებას პოვებს გარკვეული სახის საქონლისა და მომსახურების წარმოებისა და რეალიზაციის დროს სავაჭრო მარკებით სარგებლობის უფლების მინიჭებაში. სახელშეკრულებო ურთიერთობა მათ შორის აგებულია შემდეგნაირად: მეთაური კომპანია საწარმოო ოპერატორისაგან მოითხოვს ერთდროულ თავდაპირველ გასამრჯელოს ბაზარზე მისი სახელით მოქმედების უფლებისათვის. რაც შეეხება კაპიტალდაბანდებას, იგი ხორციელდება როგორც მეთაური კომპანიის მიერ ძირითადი კაპიტალის ფირმა-ოპერატორისთვის არენდით გადაცემის გზით, ისე ამ უკანასკნელის საკუთარი ან ნასესხები საშუალებით. მეთაურ კომპანიას შეუძლია წვრილ მეწარმეს მისცეს კრედიტი 2-3 წლის ვადით, აიღოს მისთვის სესხი ბანკში ან იყოს მისი თავდები სესხის აღებისას. გარდა ამისა, ფრანჩაიზერი სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესულ საწარმოებს უწევს საბუღალტრო და სტატისტიკურ დახმარებას, აძლევს რეკომენდაციებს სავაჭრო ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებით, ორგანიზაციას უწევს კადრების მომზადებას და სხვ. თავის მხრივ, ფირმა-ოპერატორებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათ მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურების ხარისხისათვის, სავაჭრო მარკის რეპუტაციისათვის და ა.შ.
![]() |
6.74 ფრახტი (freight) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
1. ქირა, რომელსაც ტრანსპორტის მფლობელს უხდიან წყალსავალი ტვირთის გადაზიდვისათვის; ფრახტის ანაზღაურებისა და ოდენობის წესი დგინდება მხარეთა შეთანხმებით (საფრახტო ხელშეკრულების გზით); 2. დაფრახტულ (დაქირავებულ) გემფრანშიზა 405 ზე გადასაზიდი ტვირთი, აგრეთვე თვით ასეთი გადაზიდვა.
![]() |
6.75 ფრიდმენი მილთონ (1912 - 2006) ((Friedman Milton)) |
▲back to top |
ჩიკაგოს სკოლის მთავარი წარმომადგენელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში (1976). იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკონომისტი იყო. ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს 1967 წელს. მისი ძირითადი ნაშრომებია: `დაბეგვრა ინფლაციის ალაგმვის მიზნით~ (1943), `ნარკვევები პოზიტიურ ეკონომიკაში~ (1953), `სამომხმარებლო ფუნქციის თეორია~ (1957), `ფასების თეორია~ (1962), `შეერთებული შტატების მონეტარული ისტორია 1867-1960 წლები~ (1963), `ინფლაციის მიზეზები და შედეგები~ (1963) და სხვ. ფრიდმენი ადამიანისეული კაპიტალის კონცეფციის შემუშავების პიონერია, ხოლო მისმა `სამომხმარებლო ფუნქციის თეორიამ~ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პერმანენტული შემოსავლის ჰიპოთეზის ფორმულირებაში. პოზიტიური ეკონომიკის მეთოდოლოგიური დასაბუთებით, უმუშევრობის ბუნებრივი დონის ფორმულირებით, ეკონომიკაში ფულადი ფაქტორების ახლებური გააზრებით ფრიდმენი დაუპირისპირდა კეინზიანელობას და მკაცრად გააკრიტიკა იგი სტაბილიზაციის პოლიტიკაში. მაშინ, როდესაც კეინზიანური ეკონომიკა თავის გამარჯვებას ზეიმობდა, მ. ფრიდმენი და მონეტარული სკოლის სხვა წარმომადგენლები ანგრევდნენ მის საფუძვლებს. ანა შვარცთან ერთად, ფრიდმენმა დაწერა `აშშიs ფულადი მიმოქცევის ისტორია~, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფულის რაოდენობრივი თეორიის განვითარებასა და ეკონომიკური სისტემის სტაბილურობის კეინზიანამდელი რწმენის გამოცოცხლებაში. ფიშერის განტოლებაში ისეთი ცვლადების ჩართვით, როგორიცაა სიმდიდრე, სარგებლის განაკვეთი და მოსალოდნელი ინფლაციის ტემპი, ფრიდმენმა განავითარა მონეტარული მიმართულება მაკროეკონომიკაში. ფრიდმენის მიმდევართა შორის გამოირჩევიან მონეტარიზმის ისეთი ცნობილი წარმომადგენლები, როგორებიც არიან თ. შულცი, ჯ. სტიგლერი და სხვები. მონეტარისტები ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ფულად სფეროს ანიჭებენ და მოითხოვენ ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ყველა ფორმის მკვეთრ შეზღუდვას. ფრიდმენისა და საერთოდ, `ჩიკაგოს სკოლის~ თეორიაზე მორგებული ეკონომიკური პოლიტიკა ითვალისწინებდა მაკროეკონომიკური რეგულირების შესუსტებასა და ფრიდმენი მილთონ 406 საბაზრო ძალების გაძლიერებას, სახელმწიფო სოციალური ხარჯების შემცირებას (სოციალური პროგრამების შეკვეცის, სოციალურად დაუცველი ფენებისათვის დახმარების შემცირების, ხელფასის მინიმალური განაკვეთის `გაყინვის~ გზით), პროფკავშირების შესუსტებასა და ა.შ. მილთონ ფრიდმენის მონეტარული თეორიის ნაკლოვანებები XXI საუკუნის დასაწყისში აისახა თანდათან მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებაში. გლობალური ფინანსური კრიზისის წარმოშობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მაკროეკონომიკური რეგულირების მკვეთრ შეზღუდვასა და საბიუჯეტო-საგადასახადო რეგულირების უკანა პლანზე გადაწევაში ხედავენ. ქვეყნის ფულადსაკრედიტო პოლიტიკაში საკრედიტო რეგულირების შესუსტებამ, თვითდინებაზე მიშვებამ და წინა პლანზე ფულის ფენომენის წამოწევამ გზა გაუხსნა ვირტუალურ ეკონომიკას და მსოფლიოს ფინანსური კრიზისისკენ უბიძგა. ამაში ფრიდმენის მონეტარული პოლიტიკის ფართომასშტაბიანმა და უპირობო გამოყენებამ უდიდესი როლი შეასრულა. მსოფლიო ფინანსური კრიზისი მეტ-ნაკლები ზომით აისახა ნებისმიერ ქვეყანაში, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებასა და ერთობლივი მოთხოვნის დაცემაში გამოიხატა. ასეთ სიტუაციაში სავსებით ლოგიკურად, წინა პლანზე ისევ კეინზიანური თეორიის პოსტულატებმა წამოიწია. ეს გამოიხატა ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გააქტიურებაში, სახელმწიფო სოციალური ხარჯების გაზრდასა და გადასახადების შემცირებაში, ბიზნესის ფინანსურ მხარდაჭერასა და ა.შ.
![]() |
6.76 „ფრირაიდერის“ პრობლემა“ („free rider’s“ problem) |
▲back to top |
პრობლემა, რომელიც უკავშირდება შემდეგ სიტუაციას: ხშირად ადამიანი სარგებლობს ისეთი პროდუქტით, რომლის წარმოებისთვისაც მას არავითარი ხარჯები არ გაუღია. ეს პროდუქტი მიეკუთვნება `წმინდა საზოგადოებრივ საქონელს~, რომელიც ყველა მომხმარებლისათვის თანაბრად ხელმისაწვდომია. მაგ., შუქნიშანი, რომელიც არეგულირებს მგზავრებისა და მანქანების მოძრაობას, მწერების წინააღმდეგ მიღებული ზომები და ა.შ. ყოველივე ამით საზოგადოებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, დაფინანსება კი ხდება გადასახადების აკრეფის გზით.
![]() |
6.77 ფრიტრედერობა (free trade) |
▲back to top |
თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა. ითვალისწინებს საბაჟო შეზღუდვების გაუქმებასა და თავისუფალ ვაჭრობაზე გადასვლას. საპირისპიროა - პროტექციონიზმი.
![]() |
6.78 ფრიქციული უმუშევრობა (frictional unemployment) |
▲back to top |
დროებითი ნებაყოფლობითი დაუსაქმებლობა, რაც დაკავშირებულია ერთი სამუშაოდან მეორეზე გადასვლასთან, ან კიდევ, დროებითი სამუშაოდან დათხოვნასთან. ტრადიციულად განიხილება როგორც `უმუშევრობა სამუშაოს ძებნის დროს~ და იმ ვაკანსიების ტოლია, რომელიც არსებობს შრომის ბაზარზე მოცემულ პროფესიებში. იმისთვის, რომ მუშაკმა `i პოვოს~ თავისი სამუშაო, საჭიროა დრო, ამიტომ უმუშევრობა და შეუვსებელი ვაკანსიები ყოველთვის არსებობს ერთდროულად. უკანასკნელ პერიოდში ფრიქციული უმუშევრობის ფორმებად განიხილება სპეკულაციური და მოლოდინის უმუშევრობა. სპეკულაციური უმუშევრობა წარმოიქმნება რეალური ხელფასის დროებითი დაცემის შედეგად. ასეთ სიტუაციაში ზოგიერთი მუშაკი, ელოდება რა შრომის ანაზღაურების უფრო მაღალ განაკვეთს, ამცირებს თავის სამუშაო დროის მიწოდებას. ეს მოვლენა განიხილება როგორც პასუხი რეალური ხელფასის დროებით შემცირებაზე. მოლოდინის უმუშევრობა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სამუშაოს ხასიათი ან შრომის ხელშეკრულების ფორმა აიძულებს მუშაკს უარი თქვას შემოთავაზებულ სამუშაოზე სხვა, უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მიღების გამო, რომელზედაც მოწყობა მას შეუძლია უფრო მოგვიანებით.
![]() |
6.79 ფრიში რაგნარ (1895-1973) (Frisch Ragnar) |
▲back to top |
ნორვეგიელი ეკონომისტი, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი (1969) (i. ტინბერგენთან ერთად) ეკონომიკურ ანალიზში მათემატიკური მეთოდების გამოყენებისათვის. ეკონომეტრიკული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. ცნობილია მის მიერ 30-იან წლებში შექმნილი ეკონომიკური ციკლის დინამიკური მოდელი. ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში ფრიშმა შეიმუშავა ეროვნულ ანგარიშთა სისტემა, მათემატიკური პროგრამირების მოდელები და ა.შ. მისი ძირითადი ნაშრომებია: `წარმოების თეორია~ (1965), `მაქსიმუმი და მინიმუმი~ (1966) და სხვ.
![]() |
6.80 ფულადი აგრეგატი (monetary aggregate) |
▲back to top |
ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს ფულადი მასის მოცულობასა და სტრუქტურას. იხ.: ფული 1 (M1); ფული 2 (M2); ფული 3 (M3); ფული 4 (M4).
![]() |
6.81 ფულადი ბაზა (monetary base, high-powered money) |
▲back to top |
ნაღდი ფულის რაოდენობა მიმოქცევაში, რომელიც მოიცავს საწარმოთა სალაროებში არსებულ ფულს პლუს კომერციული ბანკების რეზერვებს ცენტრალურ ბანკში.
![]() |
6.82 ფულადი მულტიპლიკატორი (money multiplier) |
▲back to top |
ერთობლივი ფულადი მასის თანაფარდობა საბანკო სისტემის ერთობლივ რეზერვებთან. განსაზღვრავს ორი მაჩვენებელი: 1. მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის შეფარდება დეპოზიტების ჯამთან; 2. შეჯამებული საბანკო რეზერვების შეფარდება დეპოზიტების ჯამთან.
![]() |
6.83 ფულადი პოლიტიკა (monetary policy) |
▲back to top |
სახელმწიფოს მიერ ფულის ერთობლივ მიწოდებაში ცვლილებების გატარების პოლიტიკა. ფულის, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე `მგრძნობიარე~ ელემენტის, მიმოქცევის ეფექტიან რეგულირებასა და ბაზრის ფუნქციონირებისათვის ნორმალური პირობების შექმნას ემსახურება ქვეყნის ფულადი პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, იგი ეკონომიკური კონიუნქტურის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლის სწორად წარმართვით ქვეყნის მაკროეკონომიკურ რეგულირებაში შესაძლებელია შემდეგი ძირითადი ამოცანების გადაჭრა: ფულზე მოთხოვნამიწოდების დაბალანსება, ფულის ბაზარზე წონასწორობის შენარჩუნება, მიმოქცევის სფეროში ფულადი მასის რეგულირება და კონტროლი, ეროვნული ვალუტის კურსისა და ეკონომიკური ციკლის რეგულირება, ინფლაციის დონის მინიმიზაცია, ინვესტირების სტიმულირება და ა.შ. ამ ამოცანების რეალიზაციის გარეშე ფულადი პოლიტიკა მოწყვეტილია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს და ეკონომიკის დესტაბილიზაციის ფაქტორად იქცევა.
![]() |
6.84 ფულადი რეფორმა (monetary reform) |
▲back to top |
სახელმწიფო საკანონმდებლო აქტი, მიმართული ქვეყნის ფულადი სისტემის განმტკიცებისაკენ. ფულადი რეფორმის საფუძველზე მიმოქცევიდან იღებენ გაუფასურებულ ქაღალდის ფულს, გამოიცემა ახალი, ანუ არსებული ფულის ნიშნები იცვლება ახალი ფულის ნიშნებით, მისი ნომინალური ღირებულების შენარჩუნებით, ხორციელდება ერთი ფულადი სისტემის მეორეზე გადასვლა და ა.შ.
![]() |
6.85 ფულადი სისტემა (monetary system) |
▲back to top |
სახელმწიფოს მიერ დადგენილი ქვეყნის ფულადი მიმოქცევის ორგანიზაციის ფორმა. სახელმწიფო განსაზღვრავს ფულად ერთეულს, ფასების მასშტაბს, მიმოქცევაში ფულადი ნიშნების სახეებს და მათი ემისიის წესს, ფულის უზრუნველყოფის ხასიათს, უნაღდო საგადასახადო ბრუნვის ფორმებს, ეროვნული ვალუტის კურსს.
![]() |
6.86 ფულად-საკრედიტო პოლიტიკა (monetary policy) |
▲back to top |
ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ახორციელებს ცენტრაფულადი მულტიპლიკატორი 409 ლური ბანკი ფულად სისტემაზე კონტროლის გზით მისი ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა ფულადი მასის მოცულობა, საპროცენტო განაკვეთის დონე და სტრუქტურა, აგრეთვე სხვა მაჩვენებლები, რომლებიც გავლენას ახდენენ კრედიტის ხელმისაწვდომობაზე და მიმართულია ისეთი უმნიშვნელოვანესი მიზნების მიღწევისაკენ, როგორიცაა დასაქმებისა და ფასების სტაბილიზაცია, ეკონომიკური ზრდა, საგარეო გადასახდელების ბალანსირება და ა.შ. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებია, პირველ რიგში, ბანკთაშორისი კრედიტის განაკვეთი, სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნები, ოპერაციები ღია ბაზარზე. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ავ-კარგიანობაზე, იმაზე თუ რამდენად არის იგი მისადაგებული ეროვნული ეკონომიკის განვითარებასთან და, აქედან გამომდინარე, როგორ ასრულებს თავის ამოცანებს, ბევრადაა დამოკიდებული ეკონომიკური წესრიგის დამყარება ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, ოპტიმალური შეხამების მიღწევის მეტად რთული პრობლემის გადაჭრა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა.
![]() |
6.87 ფულზე ერთობლივი მოთხოვნა (aggregate demand for money) |
▲back to top |
მოთხოვნა, რომელიც განპირობებულია საქმიან გარიგებებში ფულის გამოყენებით (ტრანზაქციული მოთხოვნა) და მოთხოვნა, რომელიც განპირობებულია ფულის დაზოგვით, სიმდიდრის დაგროვების სურვილით, ანუ სხვადასხვა ფინანსური სახსრების შესაძენად ფულის გამოყენებით (სპეკულაციური მოთხოვნა).
![]() |
6.88 ფულზე რეალური მოთხოვნა (realmoney demand) |
▲back to top |
განისაზღვრება ნომინალური ფულადი მასის შეფარდებით ფასების დონესთან. ფულზე რეალური მოთხოვნის მოცულობის დინამიკას საფუძვლად უდევს სამი ფაქტორი: a) რეალური შემოსავლების ცვლილება; ბ) ფულის შენახვის ალტერნატიული ხარჯების სიდიდის ცვლილება; გ) ფინანსური ახალშემონაღებები და ცვლილებები რეგულატორებში (მაგ., საკრედიტო ბარათები).
![]() |
6.89 ფული (money) |
▲back to top |
აქტივების ერთობლიობა, გამოყენებული გარიგებათა დასადებად; აბსოლუტურად ლიკვიდური სახსარი, საყოველთაო ეკვივალენტი, რომელზედაც ხდება ყველა სხვა საქონლის გაცვლა;
![]() |
6.90 ფული 1 (M1) (narrow money) |
▲back to top |
„ფული ვიწრო გაგებით“ ფულადი აგრეგატი, რომელშიც შედის მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფული პლუს ანაბრები მოკითხვამდე, საგზაო ჩეკები და სხვა ანგარიშები; ფულის ის ერთობლივი რაოდენობა, რომელიც გამოიყენება მიმოქცევის საშუალებად და მომსახურებას უწევს მიმდინარე საგადასახდელო ბრუნვას.
![]() |
6.91 ფული 2 (M2) (money 2 - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ფულადი აგრეგატი, რომელშიც შედის M1 პლუს წვრილი ვადიანი ანაბრები (არასაჩეკო შემნახველი და მოკლევადიანი დეპოზიტები).
![]() |
6.92 ფული 3 (M3) (broad money) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
„ფული ფართო გაგებით“ - ფულადი აგრეგატი, რომელშიც შედის M2 პლუს გრძელვადიანი ანაბრები, აგრეთვე ლიკვიდური ფასიანი ქაღალდები (ობლიგაციები, სერტიფიკატები, სახაზინო ვალდებულებები) და საბიუჯეტო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშებზე არსებული თანხა, ბიუჯეტის (სახელმწიფო და ადგილობრივი) სახსრები, კაპიტალდაბანდებათა დაფინანსებისათვის გამოყოფილი სახსრები.
![]() |
6.93 ფული 4 (M4) (money 4) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ერთობლივ ფულად მასას - M3-ს პლუს ბანკებში შენახული არაფულადი ლიკვიდური სახსრები.
![]() |
6.94 ფულის ბრუნვის სიჩქარე (velocity) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია ეკონომიკის განვითარების დონესა და ტემპებთან. რაც უფრო მაღალია ფულის ბრუნვის სიჩქარე, მით ნაკლები ფულის მასაა საჭირო VIGიs მომსახურებისათვის. წარმოების დაბალი დონის პირობებში ფული სწრაფად ბრუნავს მიმოქცევაში, რაც ფასების ზრდის შედეგია: მიმოქცევაში გაშვებული ფულადი მასის სიდიდე ითვლება ფასების სტაბილიზაციის მადომინირებელ ფაქტორად. საქართველოში ფულის ბრუნვის სიჩქარე, 2007 წლის მონაცემებით, 11-12იs ფარგლებში იყო, რაც ეკონომიკის დაბალ დონეზე მიუთითებს (თუმცა 2003 წელს 16,3 იყო). 2011 წლის მონაცემებით, იგი 8-მდე ჩამოვიდა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებში 1-დან 2,5is ფარგლებშია, რუსეთში 8-მდე, ხოლო უკრაინაში 10-მდეა.
![]() |
6.95 ფულის ენდოგენური მიწოდება (endogenous money) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
სიტუაცია, რომლის დროსაც მიწოდების დონე განისაზღვრება ისეთი შინაგანი ფაქტორებით, როგორიცაა სარგებლის განაკვეთი და საქმიანი აქტიურობის დონე. ასეთ შემთხვევაში ცენტრალური ბანკი არავითარ შეზღუდვებს არ აწესებს, მხოლოდ ახორციელებს იმას, რასაც მოითხოვს ბაზარი.
![]() |
6.96 ფულის ერთობლივი მიწოდება (agregate money supply, money stock) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ფულის ის რაოდენობა, რომელიც მომსახურებას უწევს მთელ ეკონომიკას მოცემულ მომენტში. მოიცავს მიმოქცევაში არსებულ ბანკნოტებს, მონეტებს, მოსახლეობის საბანკო დეპოზიტებს და სხვა ფასიან ქაღალდებს.
![]() |
6.97 ფულის თეორიები ((theofuli of money) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
მსოფლიო ეკონომიკურ ისტორიაში ძირითადად ცნობილია მეტალისტური, ნომინალისტური, რაოდენობრივი, კეინზიანური და მონეტარული თეორიები.
მეტალისტური თეორია (სტაფორდი, მენი, ნორსი, კნისი, ლასბურგი, ლექსისი და ა.შ.) ფულს აიგივებს კეთილშობილ ლითონებთან და მათ მიაწერს ფულის თვისებებს. მისმა მოდიფიცირებულმა ფორმამ, ნეომეტალიზმის სახით, XX საუკუნის 50–60-იან წლებში იჩინა თავი, როდესაც რიგი ეკონომისტებისა, როგორიც იყვნენ ჯ. რუეფი (საფრანგეთი), მ. ჰეილპერინი (აშშ) და სხვები გამოვიდნენ ოქროს სტანდარტის აღდგენის იდეით. ისინი, ძველი მეტალისტური თეორიისგან განსხვავებით, აღიარებდნენ ქაღალდის ფულისა და დაუხურდავებელი ბანკნოტების გამოყენების აუცილებლობას, მაგრამ მოითხოვდნენ ბანკნოტების ოქროზე თავისუფალ გადახურდავებას.
ნომინალისტური თეორია, რომლის ფუძემდებელი არიან ინგლისელი ფილოსოფოსი ჯ. ბერკლი და შოტლანდიელი ეკონომისტი ჯ. სტიუარტი, ფულს წმინდა საანგარიშო ერთეულად მიიჩნევს და მის ფუნქციებს მხოლოდ ქაღალდის ფულის ფუნქციებით ფარგლავს. გერმანელი ეკონომისტი გ. კნაპი თავის ნაშრომში - „ფულის სახელმწიფო თეორია“ (1905) განავითარებს აზრს იმის შესახებ, რომ ქაღალდის ფულს არავითარი კავშირი არა აქვს ოქროსთან და იგი ფულის უმაღლესი ფორმაა. კნაპის იდეები შემდეგ განავითარეს ჯ. კეინზმა, პ. სამუელსონმა, ტ. კრამპმა, ჯ. ჰოუტრიმ და სხვებმა.
ფულის რაოდენობრივი თეორია XVIII საუკუნეში წამოაყენეს ფრანგმა შ. მონტესკიემ და ინგლისელმა დ. იუმმა, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში – დ. რიკარდომ. იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეორიაა, რომლის მიხედვით საქონლის ფასები და ფულის ღირებულება განისაზღვრება მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობით. ამასთან, საქონლის ფასები პირდაპირპროპორციულ, ხოლო ფულის ღირებულება უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია ფულის რაოდენობასთან. დ. იუმის მტკიცებით, მიმოქცევაში ფულის რაოდენობის დაუსაბუთებელი მატება არ ნიშნავს ქვეყნის სიმდიდრის ზრდას, იგი ხელს უწყობს მხოლოდ საქონლის ფასების ზრდას.
ფულის რაოდენობრივი თეორიის შემდგომი განვითარება ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის ირვინგ ფიშერის სახელთანაა დაკავშირებული. თავის ნაშრომში „ფულის მსყიდველობითი უნარი“ (1911) იგი იმ დასკვნამდე მივიფულის თეორიები 412 და, რომ ფულის ღირებულება მისი რაოდენობის უკუპროპორციულია, ხოლო საქონლის ფასები – მიმოქცევაში არსებული ფულის პირდაპირპროპორციული. ეკონომეტრიკული აპარატის გამოყენებით შექმნილი ფიშერის გაცვლის ფორმულა ასახავს ტოლობას საქონლის შესაძენად გადახდილი ფულის რაოდენობასა და გაყიდული საქონლის ფასების ჯამს შორის. ამრიგად, ფულის რაოდენობრივი თეორია ფულსა და საქონელს შორის კავშირს მიმოქცევის სფეროს პოზიციებიდან განიხილავს და უარყოფს წარმოების სფეროში მიმდინარე პროცესებს, რომელსაც ძირითადად შრომის ბაზარზე ჩამოყალიბებული პირობებით განსაზღვრავს. ამ თეორიის მომხრეა აგრეთვე კემბრიჯის სკოლის წარმომადგენელი a. პიგუ. ფულის ერთ-ერთი თეორია ჯონ მეინარდ კეინზის სახელთანაა დაკავშირებული და ფულის კეინზიანური თეორიის სახელწოდებითაა ცნობილი.
კეინზის პირველი ნაშრომები ფულის პრობლემებს ეძღვნებოდა. 1913 წელს (ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ) მან გამოაქვეყნა წიგნი `თანამედროვე ინდოეთი და ფინანსები~, 1923 წელს – `ფულადი რეფორმა~ და `მოსაზრებები ფრანკის შესახებ~. 1930 წელს ჯ. მ. კეინზმა გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი `ტრაქტატი ფულის შესახებ~, ხოლო 1936 წელს მსოფლიოში გახმაურებული წიგნი, XX საუკუნის ეკონომიკური მეცნიერების შედევრი – „დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია“.
კეინზის მოძღვრება ფულის შესახებ ფულის რაოდენობრივი თეორიის მოდიფიცირებული ვარიანტია, რომლის მიხედვით, მიმოქცევაში არსებული ფულადი მასა, განსხვავებული ფასებით, იყოფა ორ ნაკადად: სამომხმარებლო დოვლათისა და საინვესტიციო დოვლათის მოძრაობის მომსახურე ნაკადებად, რომელთა ფასების დონე ერთმანეთზე არ არის დამოკიდებული. კეინზის აზრით, სანამ არსებობს უმუშევრობა, დასაქმება იცვლება იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ფულის რაოდენობა, ხოლო თუ სრულია დასაქმება, მაშინ ფასები იცვლება იმ პროპორციით, როგორითაც ფულის რაოდენობა.
კეინზი ფულს განიხილავდა როგორც ლიკვიდურ ქონებას. იგი სასესხო სარგებელსა და მის ნორმას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ქვეყნის ეკონომიკაში. კეინზი სარგებლის ნორმას განიხილავდა როგორც ინვესტიციების მოცულობის განსაზღვრის ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს.
ფულად-საკრედიტო რეგულირების თეორიაში კეინზი უმუშევრობის მიზეზებს ფულად-საკრედიფულის თეორიები 413 to ფაქტორებს უკავშირებდა. მისი აზრით, არასრული დასაქმების მიზეზი არასაკმაო ეფექტიანი მოთხოვნაა, რაც ძირითადად განპირობებულია ინვესტიციების უკმარისობით. ამის მიზეზად კი კეინზი სარგებლის მაღალ ნორმას ასახელებდა და ინფლაციისა და სარგებლის განაკვეთის შემცირების მომხრე იყო. იგი ფულადსაკრედიტო სისტემას სახელმწიფო რეგულირების, ქვეყნის კრიზისისგან დაცვისა და მაკროეკონომიკური რეგულირების მნიშვნელოვან ბერკეტად განიხილავდა, მაგრამ წინა პლანზე საბიუჯეტოსაგადასახადო რეგულირებას აყენებდა.
ჯ. მ. კეინზის თეორიის გამოძახილი და მისი ანტი პოდია მონეტარიზმი, რომელიც წარმოიშვა XX საუკუნის 50-იანი წლების შუა ხანებში აშშ-ში. იგი იკვლევს ფულის მრავალწახნაგოვან ასპექტებს და მის გავლენას ეკონომიკაზე. მონეტარული სკოლის წარმომადგენლებმა დიდი წვლილი შეიტანეს კეინზიანური თეორიის დისკრედიტაციაში. თანამედროვე მონეტარული თეორია ძირითადად ეფუძნება `ჩიკაგოს სკოლის~ დამაარსებლის მილთონ ფრიდმენის გამოკვლევებს. კეინზისაგან განსხვავებით, იგი იცავს დებულებას ეკონომიკური სისტემის თვითრეგულირების შესახებ, ხოლო ეკონომიკის არასტაბილურობას არამყარი ფულადი სისტემით ხსნის. მონეტარისტებისთვის ეკონომიკა, პირველ ყოვლისა, ბაზარია, რომელზედაც ზემოქმედება შესაძლებელია უპირატესად ფულადი მასის მოცულობის რეგულირებით. მონეტარიზმი ეკონომიკაში მთავარ როლს ფულს ანიჭებს, ხოლო მაკროეკონომიკური წონასწორობის მთავარ პირობად მიმოქცევაში ფულადი მასის მყარ ზრდას მიიჩნევს, წლიური 3–5%იs ფარგლებში. მ. ფრიდმენმა, i. ფიშერის თეორიაზე დაყრდნობით, სიახლე შეიტანა ფულის რაოდენობრივ თეორიაში. მან ნაშრომებში – `ფულის რაოდენობრივი თეორია. ახალი ფორმულირება~, `ფულის მიმოქცევის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1867–1960 წლებში~ (a. შვარცთან ერთად) დაასაბუთა ფულის ახალი როლი თანამედროვე ეკონომიკაში და ფულადსაკრედიტო რეგულირების პრიორიტეტი ეკონომიკის სტაბილიზაციაში: ნაშრომში – `ფულადი ანალიზის თეორიული ჩარჩოები~ (1971) ფრიდმენი შეეცადა მოეძებნა კავშირი ფულადი მასის დინამიკასა და ეკონომიკის მერყეობას შორის. იგი უდიდეს როლს ანიჭებდა ფულად მასას ფასების დონის განსაზღვრაში. ფრიდმენის აზრით, ფულადი ფაქტორი გადამწყვეტ გავლენას ახდენს ეკონომიკის ციკლურ ხასიათზე, ამასთან, ფულის მიწოდებამ ფულის თეორიები 414 შეიძლება გამოიწვიოს წარმოებისა და დასაქმების რეალურ მოცულობაში მოკლევადიანი ცვლილებები, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში ფულის მიწოდების ცვლილება გავლენას ახდენს ფასების დონეზე.
მონეტარული თეორიის თანახმად, ფულის მიწოდების სტაბილური გადიდება მთელ ეკონომიკას დააყენებს აღმავლობის რელსებზე, ეკონომიკურ სისტემას კი საშუალებას მისცემს გამოავლინოს თავისი ბუნებრივი დინამიზმი. თუ ეკონომიკა დაღმა წავა, შენიშნავს ფრიდმენი, მაშინ ფულის მიწოდების მუდმივი მატება მოხმარდება საბანკო რეზერვების გადიდებას, ხელს შეუწყობს იმას, რომ ბანკებმა გასცენ სესხები და, ამდენად, ეკონომიკა გამოიყვანონ კრიზისიდან. თუ ქვეყანაში წარმოიქმნება ინფლაციის მოულოდნელი პიკი, მაშინ ფულის მიწოდების მატების უცვლელი კოეფიციენტი თავისებური ლაგამი იქნება ინფლაციის შესაჩერებლად. მ. ფრიდმენის ამ დებულების და, საერთოდ, მიწოდების თეორიის მიმართ სკეპტიციზმს გამოხატავენ რ. ჰაილბრონერი და ლ. თაროუ. მათი აზრით, ფრიდმენის ეს ვარაუდი ფატალურია. ფულის ესა თუ is თეორია სხვადასხვა ეპოქასა და დროში აისახა სახელმწიფოების მიერ დადგენილ ქვეყნის ფულად სისტემასა და შესაბამის პოლიტიკაში. მაგალითად, მეტალისტურმა თეორიამ პრაქტიკული ასახვა პოვა ღირებულების ფორმების განვითარების უმაღლეს საფეხურზე, როდესაც აღმოცენდა მისი ფულადი ფორმა - ერთიანი საყოველთაო ეკვივალენტი და ეს როლი კეთილშობილმა ლითონებმა - ვერცხლმა და ოქრომ დაისაკუთრა. ეს იყო ბიმეტალიზმის ეპოქა. იგი გავრცელდა XVIXVIII საუკუნეებში და არსებობდა XIX საუკუნეშიც კი. ამ პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა თანდათან დაიწყეს ოქროს ვალუტაზე გადასვლა, რის გამოც ბიმეტალური ფულადი სისტემა მონომეტალურით შეიცვალა. მაგალითად, აშშ-ში ეს მოხდა 1832 წელს, იაპონიაში - 1897 წელს, გერმანიაში - 1875 წელს, რუსეთში - 1898 წელს, საფრანგეთში - 1878 წელს, ავსტრია-უნგრეთში - 1892 წელს, ბელგიასა და შვეიცარიაში ეს პროცესი განხორციელდა ფაქტობრივად XX საუკუნის დასაწყისში. რაც შეეხება ინგლისს, იქ ეს მოხდა შედარებით ადრე, ჯერ კიდევ XVIII საუკუნის ბოლოს.
ნეომეტალისტური თეორია უკავშირდება მსოფლიო სავალუტო სისტემის ჩამოყალიბებას, რომელმაც თავის განვითარებაში ოთხი ეტაპი განვლო. I ეტაპზე, რომელიც იწყება XIX საუკუნის 70ფულის თეორიები 415 იანი წლებიდან და გრძელდება პირველ მსოფლიო ომამდე, არსებობდა ოქრომონეტური სტანდარტი, რომელიც გულისხმობდა არა მხოლოდ ოქროს მონეტების მოჭრას, არამედ მათზე ღირებულების ნიშნების თავისუფალ გადახურდავებასაც. ოქროს სტანდარტის მეორე ფორმაც – ოქროზოდური სტანდარტისთვისაც, რომელიც მოქმედებდა I მსოფლიო ომიდან 30-იან წლებამდე (მსოფლიო სავალუტო სისტემის II ეტაპი), დამახასიათებელი იყო ღირებულების ნიშნების გადახურდავება ოქროს ზოდებზე. ზოგიერთ ქვეყანაში (მეტწილად კოლონიურ ქვეყნებში), ოქროს ფონდის სიმცირის გამო, შემოიღეს ოქროდევიზური სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებდა ბანკნოტების უცხოურ ვალუტაზე გადახურდავებას. „დიდი დეპრესიის“ წლებმა დიდი დარტყმა მიაყენა ოქროს სტანდარტს და საბოლოოდ დაუსვა წერტილი მის არსებობას. მსოფლიო სავალუტო სისტემის III ეტაპზე ბრეტონ-ვუდსის სავალუტო სისტემის ჩამოყალიბებამ განაპირობა ოქროსავალუტო სტანდარტის შექმნა, რითაც საფუძველი ჩაეყარა სხვადასხვა ქვეყნის სავალუტო კავშირების სახელმწიფოთაშორის რეგულირებას. სავალუტო რეზერვს ოქროსთან ერთად წამყვანი ვალუტებიც შეადგენდა. მსოფლიო სავალუტო მექანიზმის განმსაზღვრელი ძირითადად ამერიკული დოლარი გახდა.
ნომინალისტური თეორიის ძირითადი პოსტულატების პრაქტიკული რეალიზაცია უკავშირდება მსოფლიო სავალუტო სისტემის განვითარებაში IV ეტაპის დაწყებას, როდესაც CCAიs გადაწყვეტილებით (1976) გაუქმდა ოქროს პარიტეტი (1978). იამაიკის სავალუტო სისტემის ჩამოყალიბებით მოხდა ოქროს საბოლოო დემონეტიზაცია და იგი გამოვიდა საერთაშორისო ანგარიშსწორების სფეროდან. ოქროსავალუტო სტანდარტი დოლარის სტანდარტით (SDR) შეიცვალა. მთავარი ვალუტის სტატუსი ამერიკულ დოლარს მიენიჭა. ეს ძირითადად განაპირობა აშშ-ს უდიდესმა ეკონომიკურმა პოტენციალმა და მსოფლიოში მისმა ყველაზე დიდმა ოქროს მარაგმა, რომელიც მსოფლიო მარაგის (35,8 ათასი ტონა) თითქმის მეოთხედია და 8,14 ათას ტონას შეადგენს.
ფულის რაოდენობრივი თეორია ნეოკლასიკური თეორიის საფუძვლადაა აღიარებული, იმ თეორიისა, რომელსაც ნეოკეინზიანური თეორიის შემდეგ წამყვანი როლი ეჭირა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში.
ფულის კეინზიანურმა თეორიამ ეკონომიკური ზრდის კეინფულის თეორიები 416 ზიანურ მოძღვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა და სათანადოდ აისახა `კეინზიანურ რევოლუციაში~. ფულის მონეტარულმა თეორიამ, უკანასკნელ პერიოდში, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყებამდე გადამწყვეტი როლი შეასრულა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში. მაკროეკონომიკურ რეგულირებაში მონეტარულ თეორიაზე დაფუძნებულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას `პირველი ვიოლინოს~ ფუნქციები ჰქონდა დაკისრებული, თუმცა, 2008 წელს დაწყებულმა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის გადასინჯვა მოითხოვა და კეინზის `რეაბილიტაციის~ კონტურები გამოსახა.
მილთონ ფრიდმენმა შეცვალა ჯონ მეინარდ კეინზის ფილოსოფია, ამ უკანასკნელმა კი ადამ სმითის ფილოსოფია. დღეს მსოფლიო, ახალი გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში, მილთონ ფრიდმენის ფილოსოფიის შეცვლის მოლოდინშია, რომლის კონტურებიც უკვე გამოიკვეთა და ამ ცვლილების გარეშე გართულდება მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან თავის დაღწევა, რომელმაც სათავე სწორედ მ. ფრიდმენის სამშობლოში - აშშ-ში აიღო.
![]() |
6.98 ფულის მიწოდების რეგულირება (regulation of money supply ) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ეს ფუნქცია ძირითადად ცენტრალურ ბანკს აკისრია, რომელსაც ეკუთვნის პრიორიტეტული როლი მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის რაოდენობის განსაზღვრასა და ფულის ბაზრის ფორმირებაში. ამასთან, ამ პროცესში მთელი საბანკო სისტემა მონაწილეობს. მიმოქცევაში ფულადი მასის გაკონტროლებისათვის ცენტრალური ბანკი იყენებს ისეთ ძირითად რეგულატორებს, როგორიცაა: ბანკთაშორისი კრედიტის განაკვეთი, სავალდებულო რეზერვების ნორმა, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე სახელმწიფო საგადასახადო ვალდებულებათა ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ოპერაციები. ცენტრალური ბანკი ბანკთაშორისი კრედიტის განაკვეთისა და სავალდებულო რეზერვების ნორმის რეგულირებით, არაპირდაპირი გზით ზემოქმედებს ფულად მიმოქცევაზე, ხოლო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ოპერაციებით უშუალო გავლენას ახდენს მასზე.
![]() |
6.99 ფულის მსყიდველობითი უნარი (purchasing power) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ფულადი ერთეულის უნარი, გაიცვალოს საქონლისა და მომსახურების გარკვეულ რაოდენობაზე.
![]() |
6.100 ფულის რაოდენობრივი თეორია (quantity theory of money) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ფულზე მოთხოვნის თეორია, რომლის მიხედვითაც საქონლის ფასების დონე და ფულის ღირებულება განისაზღვრება მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობით. ეს თეორია XVIII საუკუნეში წამოაყენა ფრანგმა შ. მონტესკიემ და ინგლისელმა დ. იუმმა, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში მისი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახდა დ. რიკარდო.
ფულის რაოდენობრივი თეორიის მოდიფიცირებული ვარიანტი განხილული აქვს ჯ. კეინზს ნაშრომში - „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“. კეინზიანური ვარიანტის მიხედვით, მიმოქცევაში არსებული ფულის მასა იყოფა ორ ნაკადად: „სამომხმარებლო დოვლათის“ და „საინვესტიციო დოვლათის“ მოძრაობის მომსახურე ნაკადებად, განსხვავებული ფასებით. კეინზის აზრით, ფულის რაოდენობის მატება ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ფასებზე მანამ, სანამ არსებობს უმუშევრობა, ვინაიდან დასაქმება იზრდება მოთხოვნის გადიდების პროპორციულად, რაც გამოწვეულია ფულის რაოდენობის ზრდით. ამასთან, სრული დასაქმების პირობებში მდგომარეობა ძირფესვიანად იცვლება. ასეთ შემთხვევაში ფულის რაოდენობისა და მოთხოვნის გადიდება ვეღარ გამოიწვევს დასაქმების გაზრდას, მაგრამ გამოიწვევს ფასების ამაღლებას. კეინზმა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა ფულის რაოდენობრივი თეორია: სანამ არსებობს უმუშევრობა, დასაქმება შეიცვლება იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ფულის რაოდენობა, ხოლო თუ სრულია დასაქმება, მაშინ ფასები შეიცვლება იმავე პროპორციით, როგორითაც შეიცვლება ფულის რაოდენობა. გამოჩენილი ამერიკელი ეკონომისტი ირვინგ ფიშერი, რომელსაც თანამედროვე ფულის რაოდენობრივი თეორიის ფუძემდებლად თვლიან, თავის ცნობილ ნაშრომში `ფულის მსყიდველობითი უნარი~ (1911) იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ფულის ღირებულება მისი რაოდენობის უკუპროპორციულია, ხოლო საქონლის ფასები - მიმოქცევაში არსებული ფულის პირდაპირპროპორციული.
მ. ფრიდმენმა, i. ფიშერის თეორიაზე დაყრდნობით, ახალი მომენტები შეიტანა ფულის რაოდენობრივ თეორიაში. ნაშრომში „ფულადი ანალიზის თეორიული ჩარჩოები“ (1971) იგი შეეცადა მოეძებნა კავშირი კვლავწარმოების პროცესში ფულადი მასის დინამიკასა და ეკონომიკის მერყეობას შორის. მ. ფრიდმენი უდიდეს როლს ანიჭებს ფულად მასას ფასების დონის განსაზღვრაში. მისი აზრით, ფულადი ფაქტორები გადამწყვეტ გავლენას ახდენს მშპიs დინამიკასა და ეკონომიკის ფულის რაოდენობრივი თეორია 418 ციკლურ ხასიათზე.
მონეტარული თეორია გვთავაზობს გაცვლის შემდეგ ფორმულას: MV=PQ, სადაც, M არის ფულის მიწოდება, V ფულის ბრუნვის საშუალო რიცხვი, P ფასების დონე, Q წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფიზიკური მოცულობა. მონეტარული შეხედულების თანახმად, ფულის მიწოდების (M) ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს წარმოებისა და დასაქმების რეალურ მოცულობაში მოკლევადიანი ცვლილებები, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში Mიs ცვლილება გავლენას ახდენს ფასების დონეზე.
![]() |
6.101 ფულის ფუნქციები (functions of money) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |
ფული, თავდაპირველად, ასრულებდა or ძირითად ფუნქციას - ღირებულების საზომისა და მიმოქცევის (გაცვლის) საშუალების ფუნქციებს. ამასთან, ისტორიული განვითარების პროცესში ფულმა შეიძინა დაგროვების (დაზოგვის) საშუალების, გადახდის საშუალებისა და მსოფლიო ფულის ფუნქციები. ეს ფუნქციები თანამედროვე პირობებში სხვაგვარად გამოვლინდება, ვიდრე წინათ ვლინდებოდა. მიუხედავად განსხვავებული დანიშნულებისა, ყველა ფუნქცია ერთმანეთთან ორგანულ კავშირშია და ფულის არსი სწორედ ამ ფუნქციებით ვლინდება. თავდაპირველად ფული როდესაც ზოდების სახით იყო, თვით ფულის ფუნქციები ფლობდა ღირებულებას და ასრულებდა ღირებულების საზომის ფუნქციას იდეალური ფულის სახით ანუ გონებით ხდებოდა საქონლის ღირებულების გამოხატვა ოქროთი. ეს შესაძლებელი იყო იმის გამო, რომ რეალურ სინამდვილეში არსებობდა განსაზღვრული თანაფარდობა ოქროს ღირებულებასა და მოცემული საქონლის ღირებულებას შორის. მონომეტალიზმის ეპოქაში საქონლის ღირებულება გამოიხატებოდა ოქროს განსაზღვრული წონითი რაოდენობით. ოქროს დემონეტიზაციამ და ქაღალდის ფულის განვითარებამ გამოიწვია ოქროს ფულის სტატუსის შეცვლა. იამაიკის სავალუტო სისტემის შემოღებით ოქროს მრავალსაუკუნოვანი `ფულადი ისტორია~ წარსულს ჩაჰბარდა. იგი, როგორც ფული, აღარ ფუნქციონირებს. ოქროს სტანდარტის სრულ ლიკვიდაციას მოჰყვა მისი საყოველთაო შეცვლა ქაღალდის ფულის სტანდარტით. თანამედროვე პირობებში ყველა ფუნქცია ხორციელდება ქაღალდის ფულით (იხ.). თუმცა, იმის გამო, რომ ქაღალდის ფულს საკუთარი ღირებულება არა აქვს, არ შეუძლია შეასრულოს ღირებულების საზომის ფუნქცია. მან შეიძინა საანგარიშო ერთეულის ფუნქცია. ფული, მიმოქცევის საშუალების ფუნქციის შესრულებით 419 საზოგადოებას თავიდან აცილებს ბარტერული გაცვლის ბევრ უხერხულობას. ამ ფუნქციას ქაღალდის ფულთან ერთად ასრულებს: ‘არაკეთილშობილი~ მონეტები, ვადიანი და უვადო დეპოზიტები, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, საპრივატიზაციო ჩეკები, მოძრავი და უძრავი ქონება და ა.შ. ამიტომაცაა, რომ თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში ფული განმარტებულია როგორც აქტივების ერთობლიობა, გამოყენებული გარიგებათა დადებისათვის. ფული, როგორც ყველაზე ლიკვიდური აქტივი, სიმდიდრის დაგროვების მოსახერხებელი ფორმაა. ეს გარემოება მას ანიჭებს განსაკუთრებულ ფუნქციას - წარმოადგენდეს დაგროვების საშუალებას. ოქროსთან ერთად ქაღალდის ფული ქმნის ფულად ცენტრალიზებულ მარაგს. დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების აკუმულაციას ახდენენ აგრეთვე ბანკები, ფირმები და ინდივიდუალური პირები. ფული გადახდის საშუალების ფუნქციას ასრულებს საქონლის განვადებით გაყიდვის, გადასახადების გადახდის, სესხების დაფარვის, ხელფასებისა და პენსიების გაცემისა და ა.შ. შემთხვევაში. მსოფლიო ბაზარზე, საერთაშორისო ვაჭრობის მომსახურებით, ფული ასრულებს მსოფლიო ფულის ფუნქციას. იგი გადახდის საყოველთაო საშუალებაა საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებათა დაფარვისას, ყიდვის საყოველთაო საშუალებაა საზღვარგარეთ საქონლის ნაღდი ფულით შეძენისას და საზოგადოებრივი სიმდიდრის საყოველთაო გამოხატულებაა, მატერიალიზაციაა და მისი ერთი ქვეყნიდან მეორეში გადატანის საშუალებაა სესხებისა და სუბსიდიების სახით. აქედან ყველაზე ფართოდ გამოიყენება ფული როგორც გადახდის საყოველთაო საშუალება. ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობისას ანგარიშსწორება უმთავრესად კლირინგის მეშვეობით ხორციელდება. ვალდებულებათა ურთიერთჩათვლისას წარმოშობილი სხვაობა სრულყოფილი კონვერტირებადი ვალუტით იფარება.
![]() |
6.102 ფულის ღირებულება (value of money) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲back to top |






