ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა - ო



"ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა" წარმოადგენს ქართული დიალექტოლოგიური ლექსიკონის შედგენის პირველ ცდას და ძირითადად საცნობარო ხასიათისაა. იგი ეყრდნობა მცირე ლექსიკონებს, სიტყვის მოყვარულთა კოლექციებს, ლიტერატურულ ძეგლებს და პირადად შემდგენლის მიერ წლების განმავლობაში ადგილებზე შეკრებილ მასალებს, თუმცა სისრულის პრეტენზია არ აქვს. წინამდებარე ლექსიკონი გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისთვის. ლექსიკური ერთეულების განმარტებების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორ-შემდგენელს.

წყარო: ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. წ. 1, 2. ღლონტი, ალექსანდრე. - თბილისი : განათლება, 1974.

1 ობიდ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ობიდ-ი
კუთხ. მოხ. ფერსო, ურმისა (ო. ქაჯ.).

2 ობნობა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ობნობა
კუთხ. თუშ. უბნობა (თ. ურთურგ.).

3 ობოლა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ობოლა
1. კუთხ. ფშ. კნ. ობოლი (ვაჟა, I, ა. შან.).

2. კუთხ. იმერ.
კათხა, დიდი ჭიქა (ვ. ბერ.).

4 ობროდ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ობროდ-ი
კუთხ. ზ. იმერ., ლეჩხ. უცნაური, ახირებული (ბ. წერეთ.); ჩერჩეტი, ლენჩი (მ.ჩიქ.).

იხ. აგრეთვე: ობორდი

5 ობურ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ობურ-ი
კუთხ. რაჭ. ეშმაკი (შ. ძიძ., 211).

6 ოგვადო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოგვადო
კუთხ. გურ. აბრეშუმის ამოსახვევი ორპოტიკა (ორტოტა) ჯოხი, სამუხელი (გ. შარაშ.; ა. ღლ.; „კომუნისტი“, ¹ 294, 1967).

7 ოგვედა-ჲ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოგვედა-ჲ
1. კუთხ. აჭარ. იხ. აგრეთვე: ოგვადო 2. კუთხ. ზ. აჭარ. ორპოტიკი ჯოხი, რაზედაც დაახვევენ ძაფს (შ. ნიჟარ.).

8 ოგვაჩოო! - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოგვაჩოო!
კუთხ. იმერ. ნახირის შეძახება გასარეკად (ვ. ბერ.).

9 ოგნარ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოგნარ-ი
კუთხ. ლეჩხ. ტაბლაყურა, ჭანჭყატა, მცენარეა (ა. მაყ.).

10 ოგონჩა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოგონჩა
კუთხ. ქსნის ხეობ. უშნო, პატარა ქოხი (ვ. სომხიშვ.).

11 ოგრო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოგრო
კუთხ. იმერ. როგო, ქვევრის სარქველი (ვ. ბერ.).

12 ოგურ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოგურ-ი
კუთხ. ქიზიყ. ახლო ნათესავი, თავისიანი (ს. მენთეშ.).

„კაცმა თავისი ო გ უ რ ი უნდა იცოდეჲ, თავისიან უნდა ჲცნობდეჲ თავისიან და უცხო არჩევდეჲ“ .

13 ოდ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოდ-ი
კუთხ. მთიულ. დახურულ ცხვრის ბინაში დამდგარი ორთქლი (ლ. კაიშ.).

14 ოდა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოდა
1. კუთხ. გურ. თურქ. oda. ჭერ-იატაკიანი, ფანჯრებიანი და ბუხრიანი ფიცრული სახლი. უმეტეს ნაწილად ხის ან ქვის ბოძებზე დგანან (ე. ნინ., I, თ. კი8კვ.).

2. კუთხ. ქართლ.
მოჯამაგირის საწოლი ადგილი ბოსელში (კირიონი); ბოსლის ის ნაწილი, სადაც ზღვეები (ხის იატაკი) არ აწყვია და საქონელი არ იმყოფება (ქეგლ.).

15 ოდაღაჭ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოდაღაჭ-ი
კუთხ. აჭარ. ღვია, მცენარეა (ს. მაყ.).

16 ოდედოო! - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოდედოო!
კუთხ. ზ. იმერ. ძროხის დაძახებაა (ბ. წერეთ.).

17 ოდელია - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოდელია
კუთხ. გურ. ნადური სიმღერაა, სამჯერ იმღერება ყანაში; დილას, შუადღეზე და საღამოს (გ. შარაშ.).

18 ოდელია, ოდელიე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოდელია, ოდელიე
კუთხ. იმერ., გურ., ლეჩხ., აჭარ. წიწმატურა მცენარეა (ა. მაყ.).

19 ოდიშურა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოდიშურა
კუთხ. ლეჩხ. თამბაქოს ჯიშია ერთგვარი (მ. ჩიქ.).

20 ოდოდა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოდოდა
კუთხ. ფშ. ოლოლი, ბუს მსგავსი ფრინველი (ი. ქეშიკ.).

21 ოდოჟღერ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოდოჟღერ-ი
კუთხ. ქართლ. ოდოშღერი, სიმწიფეში შემავალი, არასრულად დამწიფებული პურეული, ნახევრად ხმელი, ჭანარი, მარცვლეულის სიმწიფის ისეთი პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ რძიანია. (ს. მენთეშ.; დიალექტ., 640).

იხ. აგრეთვე: ოდოში

22 ოდოშ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოდოშ-ი
კუთხ. კახ., თუშ. შემოუსვლელი ყანა (გ. მაჭავარ., 288); სანახევროდ შემოსული ყანა (ს. მენთეშ.); ნედლი სიმინდის ტარო (პ. ხუბ.). შდრ. : საბა. ნ. ჩუბ., დ ჩუბ., ქეგლ.

23 ოდოშათ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოდოშათ
კუთხ. იმერ. ზერელედ; ო დ ო შ ა თ მ ო პ ა რ ც ე თ მ ა ზერელედ მოპარსე თმა (ი. ქართ.).

24 ოდოშღერ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოდოშღერ-ი
კუთხ. ქართლ. კახ., ქიზიყ.

იხ. აგრეთვე: ოდოჟღერი, ოდოში

25 ოდრუგელა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოდრუგელა
კუთხ. ქიზიყ. 1. ცინგლიანი პატარა ბავშვი; 2. პირმსუქანა პატარა ბავშვი (ს. მენთეშ.).

26 ოვე! - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოვე!
კუთხ. მესხ. არად ჩაგდების, გულგრილობის გამომხატველი შორისდებული (ი. მაისურ.).

„ო ვ ე დიდი საქმეა, თუ შენი გულისთვის მობრძანდი“.

27 ოზა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოზა
კუთხ. იმერ. ნახევრად მწიფე პური (ვ. ბერ.).

28 ოზანდარა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოზანდარა
კუთხ. გურ. კარადა სამზარეულო სახლში, საჭმლისა და ჭურჭლის შესანახი. (ს. ჟღ.).

იხ. აგრეთვე: უზანდარა-ი

29 ოზაღინა, ოძაღინა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოზაღინა, ოძაღინა
კუთხ. აჭარ. ყინტორა, მცენარეა (ა. მაყ.; შ. ნიჟარ.).

30 ოზო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოზო
კუთხ. ინგილ. ეზო (დიალექტ., 621); ო ზ ო (აჭარ.) ეზო (დიალექტ., 659).

31 ოზუნა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოზუნა
კუთხ. აჭარ. მარტო, მარტოდ (ი. მეგრ.).

32 ოთოთებ-ი, ოთოთქებ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოთოთებ-ი, ოთოთქებ-ი
კუთხ. მესხ. წვრილშვილი (მ. მესხ.).

33 ოთორთქლებ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოთორთქლებ-ი
კუთხ. რაჭ. მხოლოდ მრ. რ. ერთმანეთზე მიმწევნი, ერთი მეორის მომდევნო პატარა ბავშვი (ვ. ბერ.).

34 ოთურა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოთურა
კუთხ. გურ. რკინის პალო, სოლი (გ. შარაშ.).

35 ოთურმა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოთურმა
კუთხ. ქართლ. ათურმა, მოზრდილი ვაჟების თამაშობაა ერთმანეთზე გადახტომით (შ. ძიძ., ნ. კეცხ., პ. ხუბ.). შდრ. : ქეგლ.

36 ოთქუმ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოთქუმ
კუთხ. ინგილ. წელის ტკაცუნება (მ. ჯან.).

37 ოთხ-ი ნანა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოთხ-ი ნანა
კუთხ. გურ. მხიარული ხალხური სიმღერაა (გ. შარაშ.).

38 ოთხაღებულ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოთხაღებულ-ი
კუთხ. თუშ. დაოთხილი, მთელი ძალით სირბილი (პ. ხუბ.).

39 ოთხითით-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოთხითით-ი
კუთხ. ქართლ. ფიწალი ოთხი თითით, ნათიბის ასაღები იარაღი გრძელტარიანი (შ. ძიძ., ნ. კეცხ., პ. ხუბ.).

40 ოთხმოცა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოთხმოცა
კუთხ. მთიულ. ოთხთხილიანი კუნწულა ( ლ. კაიშ.).

41 ოიმა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოიმა
კუთხ. ქიზიყ.

აზ. ojмa
ჩოხა-ახალუხის უკანა კალთა, რომელიც ბეჭებთან ერთად მთლიანად არის გამოჭრილი (ს. მენთეშ.).

42 ოინათამ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოინათამ-ი
კუთხ. მესხ.

თურქ. oynatma

აზ. ojнaтма ჭკუის დაკარგვა
უსირცხვილო, უტიფარი ადამიანი (ი. მაისურ.).

43 ოკ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოკ-ი
კუთხ. ხევსურ. წაწვეტილი ეკალი (ს. მაკალ.).

44 ოკაწონა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოკაწონა
კუთხ. გურ. საქანელა, სიკორკობილა (ვ. ბერ.).

45 ოკე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოკე
კუთხ. ჯავახ. დანანების, სინანულის სიტყვაა (ი. მაისურ.).

„ო კ ე მოკვდა.“

46 ოკიდოშა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოკიდოშა
კუთხ. გურ. პატარა ბადე, რომლითაც ფრინველს იჭერენ (გ. შარაშ.; ი. მეგრ.).

47 ოკლაკუნცხა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოკლაკუნცხა
კუთხ. აჭარ. საკმელი, მცენარეა (ა. მაყ.; შ. ნიჟ.).

48 ოკნატო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოკნატო
კუთხ. გურ. ლაკარტია, გლერტა, მცენარეა (ა. მაყ.).

49 ოკნატუა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოკნატუა
კუთხ. გურ. ჩაწყობილა-ბაია, მცენარეა. (ა. მაყ.).

იხ. აგრეთვე: ლობიანა, ერბოქილა

50 ოკოწუნა-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოკოწუნა-ი
კუთხ. გურ.

იხ. აგრეთვე: კორწიალი

51 ოლაღუა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოლაღუა
კუთხ. გურ., იმერ. ორვანდი, მცენარეა (ა. მაყ.).

52 ოლე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოლე
1. კუთხ. ფშ. ველებიანი ტყე (ვაჟა, II, ა. შან.).

2. კუთხ. რაჭ.
ეკალბარდიანი ბუჩქი (დიალექტ., 687).

3. კუთხ. ქიზიყ., ფშ.
ჭაობიან ადგილში ტალახის გუბე ან ტალახის „მდინარეა“ (ს. მენთეშ.); ტბის ან მდინარის პირას დაგუბებული წყალი; გუბურებიანი ადგილი (ვაჟა-ფშ. მც. ლექსიკ.).

53 ოლენა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოლენა
კუთხ. ზ. იმერ., აჭარ. ცისთვალა, მცენარეა (ა. მაყ.; შ. ნიჟარ.).

54 ოლვე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოლვე
კუთხ. ქვ. აჭარ. თხილის წნელის ან თელის ქერქისაგან დაწნული ჭურჭელი (ლასტივით) ღომის სახმობი (შ. ნიჟარ.).

55 ოლიხ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოლიხ-ი
კუთხ. იმერ. დიდი ტოტებიანი ხარდანი (ჭიგო), რომელზედაც ვაზს შეუშვებენ, ლიხი (მ. ალავ., 3).

56 ოლო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოლო
კუთხ. რაჭ. შემაღლებული ადგილი. (შ. ძიძ., 211).

“ო ლ ო ზ ე“ ჩიტი შემოჟდა, ქორი უქროლეო.“

57 ოლოლ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოლოლ-ი
კუთხ. თუშ., აჭარ., ჯავახ. ზარნაშო, დიდი ბუ (დიალექტ., 583; შ. ნიჟარ.; ი. მაისურ.). შდრ. : საბა, ნ. ჩუბ., დ. ჩუბ., ქეგლ.).

58 ოლოლა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოლოლა
კუთხ. ქსნის ხეობ. პატარა ურემი (ვ. სომხიშვ.).

59 ოლოს გახეთქა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოლოს გახეთქა
კუთხ. ლეჩხ. გაზაფხულზე თოვლის დნობის დაწყება (მ. ჩიქ.).

60 ოლოსპოღრ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოლოსპოღრ-ი
კუთხ. ქართლ. პირფერი, მლიქვნელი (მ. მესხ.).

61 ოლოფსირ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოლოფსირ-ი
კუთხ. ლეჩხ. ჯოხზე წამოცმული ტილოს ჩვარი, ქვევრის ფსკერზე დარჩენილი წყლის ან თხილის ამოსაშრობად (მ. ალავ., 1).

62 ოლოფსირა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოლოფსირა
კუთხ. ლეჩხ.

იხ. აგრეთვე: ოფსილო

63 ოლქა, ოლქაობა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოლქა, ოლქაობა
კუთხ. ზ. აჭარ., გურ.

თურქ. დიალექტ.olka
ჯარი, ჯარიანობა, ხალხი, ბრბო, ჯანყი, ომიანობა (შ. ნიჟარ.; ე. ნინ., I, თ. კიკვ.).

64 ოლღუნ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოლღუნ-ი
კუთხ. ქიზიყ. ხეა ერთგვარი, ნარინჯისფრად ღებავს ბაწარს; იალღუნი, ულღუნა (ს. მენთეშ.; მა. მაყ.).

65 ომ, ომე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ომ, ომე
კუთხ. აჭარ. კავშირი რომ (დიალექტ., 659).

66 ომანო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ომანო
კუთხ. გურ. სორო, ხვრელი ტურისა, მელასი (ს. ჟღ.; ვანი, თ. თავაძე.).

67 ომბალუა-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ომბალუა-ი
კუთხ. გურ. ომბალო, ბალახეული მცენარეა (ა. ღლ.).

68 ომიჸა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ომიჸა
კუთხ. ოკრიბ. ადგილობრივი ჯიშის მსხალი, საშემოდგომო, მოკლე ყუნწიანი, მრგვალი, მოშავო ფერისა (მ. ალავ.).

69 ომოგუვა-ჲ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ომოგუვა-ჲ
კუთხ. ინგილ. ამოგვა, ამოწმენდა (დიალექტ., 621).

70 ომრ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ომრ-ი
კუთხ. ზ. აჭარ.

არაბ.-თურქ. öm(ü)r.
სიცოცხლე, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობ, ცხოვრება (შ. ნიჟარ.).

71 ომუზ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ომუზ-ი
კუთხ. იმერ. ლარძაყინი, სახლის ოთხი კუთხის გადასაკიდელი, ზღუდე (ვ. ბერ.).

72 ომცხვარო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ომცხვარო
კუთხ. ლეჩხ.

იხ. აგრეთვე: ძღვამბლი, მენცხერო

73 ონა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონა
კუთხ. ფშ. ძალმომრეობა (ი. ქეშიკი.).

„ძაღნო, რა ო ნ ა გიქნავისთ ლაშარის ჯვარის ყმაზედა!?“

74 ონაზე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონაზე
კუთხ. მოხ. ძალიან ჩქარა (ო. ქაჯ.).

75 ონარ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონარ-ი
კუთხ. ფშ. ხრიკი, ხერხი, მოხერხებული საქმე (ვაჟა, I, IV, ა. შან.).

76 ონგალ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონგალ-ი
კუთხ. აჭარ. კიდის, აივნის, ხილისა და მისთ. კიდეზე მოვლებული მოაჯირი, სახელური (შ. ნიჟარ.).

77 ონგალო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონგალო
კუთხ. ზ. იმერ. ვერტიკალური ბიჯგები სარებისა (ბ. წერეთ.).

78 ონდეთ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონდეთ
კუთხ. რაჭ. ზზ., ძლივს, ცოტათი შესამჩნევად (დიალექტ., 687).

79 ონთქ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონთქ-ი
კუთხ. იმერ.

იხ. აგრეთვე: სონთქი

80 ონთქოფა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონთქოფა
კუთხ. ქართლ. ონტოფა, მცენარეა (ა. მაყ.).

81 ონკოლ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონკოლ-ი
კუთხ. იმერ. ღორის ავადმყოფობაა (პ. ჯაჯან., X); ხოკის სენია (საბა; ნ. ჩუბ.; დ. ჩუბ.).

82 ონტკოფილა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონტკოფილა
კუთხ. ზ. რაჭ. ონტკოფა, ონტკოფილა, მცენარეა (ა. მაყ.).

83 ონჩარ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონჩარ-ი
კუთხ. მოხ. ორთქლი, ოხშივარი (ო. ქაჯ.; დიალექტ., 563).

84 ონჩიორ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონჩიორ-ი
კუთხ. მთიულ.

იხ. აგრეთვე: ონჩარი

85 ონჩორ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონჩორ-ი
კუთხ. ფშ. ორთქლი.(თ. რაზიკ., „ივერია“, # 135, 1900; ი. ჭყონ.).

იხ. აგრეთვე: ონჩარი

86 ონჩხარ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონჩხარ-ი
კუთხ. ხევსურ. გაჭირვებული კაცისათვის შემწეობის აღმოჩენა (ა. შან.).

იხ. აგრეთვე: ოჩხარი

87 ონჭო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონჭო
კუთხ. გურ. ბოსტნეული მცენარეა ერთგვარი (ა. ღლ.; ქ. სიხ.).

88 ონხ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონხ-ი
კუთხ. ფშ. მძორი, ლეში (ვაჟა-ფშ. მც. ლექსიკ.).

89 ონჯარო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონჯარო
1. კუთხ. იმერ. როფი საქონლის საჭმლის ჩასაყრელად (ვ. ბერ.); თოფრა, პარკი, რომლითაც საკვებს აძლევენ ცხენს, ჩამოკიდებენ თავზე (ლ. ლეონ.); როფი საზოგადოდ (ბ. წერეთ.). 2. კუთხ. ფშ. ხის ძირი, წყალში დარჩენილი ჯირკი (ი. ქეშიკ.).

90 ონჯახუა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ონჯახუა
კუთხ. გურ. დედოფლისთითა, მცენარეა (ა. მაყ.).

91 ოჟ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჟ-ი
კუთხ. ხევსურ. ვაჟი (დიალექტ., 555).

92 ოჟგალაჸებ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჟგალაჸებ-ი
კუთხ. თუშ. კანჭები, მუხლები (თ. უთურგ.).

93 ორმანდილ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორმანდილ-ი
კუთხ. გურ. ორპირი კაცი (ს. ჟ.).

94 ორმარჩილა-ჲ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორმარჩილა-ჲ
კუთხ. ზ. აჭარ. მოზრდილი ქვაბი (შ. ნიჟარ.).

95 ორმოობა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორმოობა
კუთხ. ქიზიყ. საბავშვო თამაშობაა (ს. მენთეშ.).

96 ორმორილო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორმორილო
კუთხ. მთიულ., გუდამაყ. მარმალილო (ე. ვირსალ.).

97 ორმოსავალა-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორმოსავალა-ი
კუთხ. გურ. აბრეშუმის ჭიისა ჯიშია, რომელიც წელიწადში ორჯერ მოჰყავთ, ორმოსავლიანია (გ. შარაშ.; ქეგლ).

98 ორმოცა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორმოცა
კუთხ. მთიულ. ორთხილიანი კუნწულა (ლ. კაიშ.).

99 ორმოცა-ჲ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორმოცა-ჲ
კუთხ. აჭარ.

იხ. აგრეთვე: ორკვაჭი 2

100 ორნაბ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორნაბ-ი
კუთხ. გურ., ქვ. იმერ. არაბ.-თურქ. ünnap, hünnap

უნაბი, მცენარეა. (ა. მაყ.; მ. ალავ., 3).

იხ. აგრეთვე: ურნაბი

101 ორნანო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორნანო
კუთხ. აჭარ. სამხმიანი საგუნდო სიმღერა ხალხური (შ. ნიჟარ.).

102 ორო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორო
კუთხ. იმერ. პაპანაქება, დახუთული ჰაერი (ვ. ბერ.).

103 ოროვანდ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოროვანდ-ი
კუთხ. ქართლ. მცენარეა (თ. რაზიკ., „ივერია“, ¹135, 1900; ი. ჭყონ.).

104 ოროკ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოროკ-ი
კუთხ. გურ. ნარიყალი ნიადაგი, სახნავ-სათესი მიწა (გ. შარაშ.).

105 ორომ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორომ-ი
1. კუთხ. იმერ., რაჭ., თიან., კახ., ქართლ. ცომის გუნდის გასაბრტყელებელი ფიცარი (ი. ჭყონ.); ცომის გასაბრტყელებელი ჩოგანი (პ. ჯაჯან., IX, 259); ხელიანი ფიცარი ცომის გუნდის გასაბრტყელებლად, ასაფუებლად და თონესთან (ფურნესთან) მისატანად (დიალექტ., 687; 599; ე. ბაბუნ., 276).

2. კუთხ. კახ.
პურის გუნდების დასაწყობი ფიცარი (ა. მარტ., გ. იმნ.).

3. კუთხ. იმერ.
შეგუბებული ღრმა წყალი (პ. ჯაჯან., IX, 259).

„ო რ ო მ ზ ე წავიყვანე ცხენი დასაბანათ.“

4. კუთხ. ქსნის ხეობ.
კეცეული ქადის ამოსაღები ხის ნიჩაბი (ვ. სომხიშვ.).

106 ორონა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორონა
კუთხ. გურ. ვაზის ჯიშია ერთგვარი (გ. შარაშ.).

107 ოროსპ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოროსპ-ი
კუთხ. ზ. აჭარ.

სპ.-თურქ.. orospu.
გარყვნილი ქალი, მეძავი (შ. ნიჟარ.; ი. მეგრ.).

108 ოროხმოროხ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოროხმოროხ-ი
კუთხ. გურ. 1.ულამაზო სახის ადამიანი; 2. ძნელად სავალი უსწორმასწორო გზა ან ადგილი; 3. უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილი ნივთები (გ. შარაშ.).

109 ორპირ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორპირ-ი
კუთხ. მთიულ., გუდამაყ. გადატ. ხანჯალი (ე. ვირსალ.).

110 ორპოტიკა/ე,-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორპოტიკა/ე,-ი
კუთხ. გურ. ორტოტიანი; ორკაპი ხე (ს. ჟღ.).

111 ორჟამო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორჟამო
კუთხ. ლეჩხ. დათვიმარწყვა, მცენარეა (ა. მაყ.).

112 ორს-ი, ორსლ-ი, ვორს-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორს-ი, ორსლ-ი, ვორს-ი
1. კუთხ. იმერ. თურქ. örs. გრდემლი, დგვლემი (ვ. ბერ.).

2. კუთხ. გურ.
ლურსმანის სასწორებელი იარაღი (ს. ჟღ.).

113 ორსლ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორსლ-ი
კუთხ. იმერ.

იხ. აგრეთვე: ორსი

114 ორსულობა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორსულობა
კუთხ. კახ. თავთავის ჩასახვა (ა. მარტ., გ. იმნ.).

115 ორსუნელა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორსუნელა
კუთხ. ზ. იმერ. იფნურა, მცენარეა (ა. მაყ.).

116 ორტაბახ-ი, ორტაბახა-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორტაბახ-ი, ორტაბახა-ი
კუთხ. გურ. ორნაირი, ორგემოვანი; აქედან : გ ა ო რ ტ ა ბ ა ხ ე ბ უ ლ ი - ტკბილიცაა და მჟავეც (გ შარაშ.).

„აი ღვინო გ ა ო რ ტ ა ბ ა ხ ე ბ უ ლ ა.“

117 ორტიპალდ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორტიპალდ-ი
კუთხ. გურ. პარალელური ხაზის გასაყვანი, ხელსაწყო დურგლისა (ი. ჭყონ.).

118 ორტოლ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორტოლ-ი
კუთხ. გურ., იმერ.

იხ. აგრეთვე: ორფა

119 ორტოლა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორტოლა
1. კუთხ. გურ. ჯირკვალი, რომელიც გრძლად, ორ ზოლად გადააწვება კაცს სიპაში (გ. შარაშ.).

2. კუთხ. კახ.
ჩაშვებული შარვალი. გადატ. ღარიბულდ ჩაცმული, კაცი, რომელსაც შარვლის მეტი არაფერი აცვია („კომუნისტი“, ¹ 294, 1967).

120 ორტოლე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორტოლე
კუთხ. ლეჩხ. ქლიავისმაგვარი მცენარეა (მ. ჩიქ.).

121 ორტოტა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორტოტა
კუთხ. კახ. ჩუგრიაობის თამაშის ერთი ხერხია : საჩვენებელი თითისა და ცერის მიწაზე დაბჯენა (ა. გვენც., თ. ბერიაშვ.).

122 ორფა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორფა
კუთხ. ლეჩხ., გურ. ორმაგი, ორტყავი (მ. ჩიქ.); ორკეცი (ა. ღლ.).

123 ორქაფ-ი, ოლქაფ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორქაფ-ი, ოლქაფ-ი
კუთხ. ხევსურ. კარგი ცხენის ეპითეტია (ა. ჭინჭარ., 243).

იხ. აგრეთვე: რემა

124 ორღავ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორღავ-ი
კუთხ. რაჭ. ეშმაკი, დაუნდობელი (ვ. ბერ.).

125 ორღვიან-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორღვიან-ი
კუთხ. ფშ. შესახედავი, წარმოსადეგი ვაჟკაცი (ი. ჭყონ.).

126 ორყუნწა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორყუნწა
კუთხ. ფშ., ხევსურ. ხურტკმელი, მცენარეა (ა. მაყ.).

127 ორყურა-ჲ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორყურა-ჲ
კუთხ. ინგილ. ორყურა ქილა, საწველელი (მ. ჯან.).

128 ორშიან-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორშიან-ი
კუთხ. ფშ., ხევსურ., გუდამაყ. ორმაგი, ორპირად ნაქსოვი (თ. რაზიკ., „ივერია“, ¹168, 1900; ი. ჭყონ.); შალის ქსოვის ერთგვარი სახე, ორპირად ნაქსოვი (დიალექტ., 555; ა. ბექ., 225).

129 ორშივალ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორშივალ-ი
კუთხ. იმერ. ოხშივარი, ორთქლი (ი. ქავთ.).

130 ორშიმო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორშიმო
კუთხ. იმერ. ხრიკა, ქვევრიდან ღვინის ამოსაღები ჭურჭელი, მწარე კვახისაგან გაკეთებული (ვ. ბერ.; პ. ჯაჯან., IX, 259; დიალექტ., 672).

131 ორშომა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორშომა
კუთხ. ოკრიბ. გულაბი მსხლის ჯიშია (ორშიმოს ფორმა აქვს), საშემოდგომო, მწვანე (მ. ალავ.).

132 ორშუმ-ი, ოშუმე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორშუმ-ი, ოშუმე
კუთხ. გურ. ძალიან დიდი კოპე, რომლითაც საწნახლიდან იღებენ ახალ ღვინოს. (გ. შარაშ.).

იხ. აგრეთვე: კოპე, ორშიმო

133 ორშუმო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორშუმო
კუთხ. იმერ., გურ.

იხ. აგრეთვე: ორშიმო, ორშუმი

134 ორჩიმც-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორჩიმც-ი
კუთხ. თუშ. ალბათ, იმიტომ ან კიდეც იმიტომ (პ. ხუბ.).

„ო რ ჩ ი მ ც ი, შენ არ მოხვიდოდი.“

135 ორჩხუშ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორჩხუშ-ი
კუთხ. მეგრ., იმერ., გურ., აჭარ. ქვევრის სარეცხელია (ვ. ბერ.); გრძელ ჯოხზე წაკრული ფუჩეჩი ქვევრის სარეცხად (კ. გვარ., 949; ს. ჟღ.); სარეცხი (დიალექ., 659).

136 ორძირა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორძირა
კუთხ. ხევსურ. ორმხრივ ფსკერიანი საწყლე კასრი, რომელსაც ერთი ნახვრეტი აქვს წყლის გადმოსასხმელად (ა. ჭინჭარ., 295).

137 ორწიფობა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორწიფობა
კუთხ. ლეჩხ., ოკრიბ. რელიგიური დღესასწაული, იმართებოდა ორ მწიფობისთვეს (ორ ოქტომბერს) (მ. ჩიქ.); რელიგიური დღესასწაული იყო, იხდიდნენ ორ ოქტომბერს გელათში, მოწამეთში და ა.შ. (მ. ალავ.).

138 ორწოხ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორწოხ-ი
კუთხ. გურ. ვიწრო და ტალახიანი ბილიკი, უფრო ორღობეს შუა გაყვანილი (ი. ჭყონ.). შდრ. : ქეგლ.

139 ორწუბ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორწუბ-ი
კუთხ. გურ. მწარე კვახისაგან გაკეთებული დიდი ხრიკა, ორლიტრიანი (ა. ღლ.).

140 ორწყალ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორწყალ-ი
კუთხ. ფშ. ადგილია, სადაც ერთდება ფშავისა და ხევსურეთის არაგვი (ვაჟა, I, ა. შან.).

141 ორჭე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორჭე
კუთხ. რაჭ. ვიწრო ორღობე, საურმე ან საცალფეხო გზა („კომუნისტი“, ¹ 294, 1967).

142 ორჭილო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორჭილო
კუთხ. გურ. სასირე ბადის ბაწარი (გ. შარაშ.); წვრილი და მაგარი თოკი, რომელსაც ბადეში უყრიან (ს. ჟღ.; ი. მეგრ.).

143 ორჭკუა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორჭკუა
კუთხ. ქართლ. ცეტი, ცვალებადი აზრის ადამიანი (შ. ძიძ., ნ. კეცხ., პ. ხუბ.).

„მაგისას რას გაიგებ, ო რ ჭ კ უ ა ა.“

144 ორხალა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორხალა
კუთხ. ხევსურ. ძნის საზიდი; ორ არყის ხის ტოტი ერთმანეთზე გადაწნული, რომელიც ტვირთს მარხილის მაგივრობას უწევს და ძნას რამდენადმე იცავს დაშლისაგან (ა. ჭინჭარ., 203).

145 ორხაო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორხაო
კუთხ. მთიულ., გუდამაყ. ახალუხი, ახალუხ-პერანგიანი (ე. ვირსალ.).

146 ორხაპო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორხაპო
კუთხ. აჭარ. ორკაპი, ორპოტიკა (დიალექტ., 659).

147 ორხელ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორხელ-ი
1. კუთხ. იმერ. ქვევრიდან უსუფთაო წყლის ამოსაღები ჭურჭელი (ლ. ლეჟ., 69).

იხ. აგრეთვე: ორკოპე
2. კუთხ. ხევსურ. თივის გადასაზიდი (ს. მაკალ.).

148 ორხო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორხო
კუთხ. მოხ., თუშ. დიდი ხალიჩა (ა. ყაზბ., III, შ. ძიძ.); ხაოიანი ნაქსოვი, საფენი (პ. ხუბ.).

149 ორხულა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორხულა
კუთხ. ლეჩხ. ყურძნის ჯიშია ერთგვარი (მ. ჩიქ.).

150 ორჴელა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორჴელა
კუთხ. გუდამაყ. გუთნის ნაწილია, მაჭი (დიალექტ., 573).

„ო რ ხ ე ლ ა ის არი, რითაც უჭერია.“

151 ორჯოხა-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ორჯოხა-ი
კუთხ. გურ. ორი ჯოხით სიარული (გ. შარაშ.).

„საცოდავი კესარიე ო რ ჯ ო ხ ა ი ძვილაი დეიარება.“

152 ოსარო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოსარო
კუთხ. ქართ., აჭარ., მესხ. თევზის საჭერი მოწყობილობა ფაცერივით (მ. მესხ.; შ. ნიჟარ; ი. მაისურ.); თევზის საპყრობი (საბა); თევზის საჭერი ბადე (ნ. ჩუბ.; დ. ჩუბ.; ქეგლ).

153 ოსირო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოსირო
კუთხ. რაჭ.

იხ. აგრეთვე: ოფსინო

154 ოსოპინტრე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოსოპინტრე
კუთხ. გურ.

იხ. აგრეთვე: ოსოპონტრო

155 ოსოპონტრო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოსოპონტრო
კუთხ. გურ. სამკურნალო ბალახია (კ. გვარ., 949; გ. შარაშ.).

156 ოსოსოია - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოსოსოია
კუთხ. გურ. ძველი ხალხური სიმღერა იყო. ახლა დაკარგულია (გ. შარაშ.).

157 ოსპილო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოსპილო
კუთხ. გურ. ქვევრის საშრობი (ს. ჟღ.).

158 ოსტამულ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოსტამულ-ი
კუთხ. ხევსურ. თოფია ერთგვარი (ს. მაკალ.).

159 ოსურადა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოსურადა
კუთხ. გურ. კატაბარდა, მცენარეა (ა. მაყ.).

160 ოტება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოტება
კუთხ. იმერ. საქმეზე გულის აცრუება (ვ. ბერ.).

161 ოტპუ! - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოტპუ!
კუთხ. ქართლ. კამეჩის შეძახილი, რომ წავიდეს (შ. ძიძ., ნ,. კეცხ., პ. ხუბ.).

162 ოტროელა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოტროელა
კუთხ. ქართლ. უხეიროდ გაზრდილი, დიდი ტანის კაცი (თ. რაზუკ., „ივერია“, № 135, 1900; ი. ჭყონ.).

იხ. აგრეთვე: აყლაყუდა

163 ოტურ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოტურ-ი
კუთხ. ზ. აჭარ., გურ., მესხ. ერთგვარი ქლიავია, მსხვილი და მკვრივი ნაყოფი აქვს (შ. ნიჟარ.; ა. ღლ.; ი. მისურ.). შდრ. : დ. ჩუბ., ქეგლ.

164 ოტყაჩუა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოტყაჩუა
კუთხ. გურ. ონტკოფა;მცენარეა (ა. მაყ.).

იხ. აგრეთვე: კატაყვერა

165 ოფ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოფ-ი
კუთხ. ფშ. მცენარეა, ალვისხისებური (ი. ქეშიკ.).

166 ოფა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოფა
1. კუთხ. იმერ. ცხენის ფეხის ავადმყოფობაა (ვ. ბერ.); ცხენის ქაჩაჩის სენი (საბა).

2. კუთხ. რაჭ.
ვირისტერფა, მცენარეა (ა. მაყ.).

167 ოფე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოფე
კუთხ. აჭარ. ორმო (ი. მეგრ.).

168 ოფეტ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოფეტ-ი
კუთხ. ქიზიყ. წყრთის ოდენაზე დაჭრილი ნედლი შეშა, რომელსაც ნახშირის ქურაში ჩაყრიან ხოლომე ჩასაქრობად (ს. მენთეშ.); ნახშირთა დასაშრეტლად ნედლი შეშა შთაყრილი (საბა); სანახშირეში შესართველი ნედლი შეშა გასანელებლად, რომელიც ფრიად გახმება და შემდგომად იხმარება ცეცხლის მოსაკიდებლად (ნ. ჩუბ.); ხმელი ნაფოტი (დ. ჩუბ.); მოკლედ დაჭრილი ნედლი შეშა, რომელსაც ნახშირის ჩასაქრობად ხმარობგენ (ქეგლ.).

169 ოფიჩო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოფიჩო
1. კუთხ. გურ. ხვიმირა, წისქვილის ნაწილი, მარცვლეულის ჩასაყრელი (გ. შარაშ.; ს. ჟღ.).

2. კუთხ. გურ.
კოვზისმაგვარად გათლილი ხე ნავიდან წყლის ამოსასხმელად (ს. ჟღ.).

3. კუთხ. გურ.
ქვევრის სარქველის (როგოს) ამოსაფარებელი, აკეთებენ ბლის ხის ტყავისაგან (ს ჟღ.).

170 ოფიჭო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოფიჭო
კუთხ. იმერ. ერთიმეორეზე დაწყობილი ბლის ტყავი (ლ. ლეჟ., 69).

იხ. აგრეთვე: ოფიჩო 3

171 ოფოურა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოფოურა
კუთხ. გურ. ვაზის ჯიშია ერთგვარი (გ. შარაშ.).

172 ოფოფა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოფოფა
კუთხ. ფშ. წიფლის ნაყოფი (ი. ქეშიკ.).

173 ოფსილა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოფსილა
კუთხ. იმერ.

იხ. აგრეთვე: ოფსიტა

174 ოფსილო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოფსილო
კუთხ. ლეჩხ., ზ. იმერ. ჯოხზე მიმაგრებული ჩვარი გარეცხილი ქვევრის ამოსაწმენდად და ამოსამშრალებლად (დიალექტ., 678; ბ. წერეთ.).

იხ. აგრეთვე: ოფსინო

175 ოფსინო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოფსინო
კუთხ. იმერ., რაჭ., ლეჩხ. ოსირო, გრძელ ჯოხზე მიმაგრებული ჩვარი. ქვევრის ამოსამშრამებელად ხმარობენ (ვ. ბერ.; მ. ჩიქ.).

იხ. აგრეთვე: ოფსილო

176 ოფსიტა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოფსიტა
კუთხ. იმერ. ქვევრის ამოსამშრალებელი ჩვარი (ზ. ჭუმბურ., 85).

იხ. აგრეთვე: ოფსილო, ოფსინო

177 ოქიჩო, ოქიჩო! - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოქიჩო, ოქიჩო!
კუთხ. ზ. იმერ. ნახირის შეძახება გასარეკად (ბ. წერეთ.).

იხ. აგრეთვე: ოგვაჩოო!

178 ოქლაქ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოქლაქ-ი
კუთხ. ქიზიყ.

იხ. აგრეთვე: ოყლაყი

179 ოქონობა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოქონობა
კუთხ. იმერ. ოქონაში გამართული ხატობა, აღდგომის მეხუთე შაბათს (ი. ქავთ.).

180 ოქოქა-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოქოქა-ი
კუთხ. გურ. პატარა ქოხი, კარავი, სადგომი (ა. ღლ.).

181 ოქრო-კბილ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოქრო-კბილ-ი
კუთხ. გურ.

იხ. აგრეთვე: ოქროს ჭოჭი

182 ოქრობეჭედა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოქრობეჭედა
კუთხ. ზ. იმერ., ზ. რაჭ. ქათმის კუჭა, მცენარეა (ა. მაყ.).

183 ოქროვაშლა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოქროვაშლა
კუთხ. გურ. პომიდორი (ა. მაყ.).

184 ოქროროკა-ჲ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოქროროკა-ჲ
კუთხ. მესხ. მკვარნარევი შეშა ფიჭვისა და ნაძვის ხეებისაგან (ი. მაისურ.).

185 ოქროს ჭოჭ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოქროს ჭოჭ-ი
კუთხ. გურ. სიმინდის უკანასკნელად ამოყრილი ფესვები; (გ. შარაშ.; ვ. ბერ.).

იხ. აგრეთვე: ოქროჭოჭა

186 ოქროცერცვ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოქროცერცვ-ი
კუთხ. გურ. ცერცვია ერთგვარი (ა. ღლ.).

187 ოქროცოცხა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოქროცოცხა
კუთხ. იმერ., რაჭ. ყვითელი ცოცხი, მცენარეა (ა. მაყ.).

188 ოქროჭოჭა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოქროჭოჭა
კუთხ. ზ. აჭარ. სიმინდის უკანასკნელად ამოყრილი ფესვები; მიწის ზედაპირზე ოქროსფრად შემწკრივებულია სიმინდის ღეროზე (შ. ნიჟარ.)

189 ოქრუა-ჲ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოქრუა-ჲ
კუთხ. აჭარ. მსხლის ჯიშია ერთგვარი (შ. ნიჟარ.).

190 ოქს - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოქს
კუთხ. ინგილ. ექვსი (გ. იმნ.).

191 ოქსილო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოქსილო
კუთხ. გურ. დიდი კოპე (ა. ღლ.).

იხ. აგრეთვე: ორშუმო, კოპე

192 ოქჩიან-ი ნალ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოქჩიან-ი ნალ-ი
კუთხ. ზ. აჭარ. რკალისებური ნალი ცხენისათვის (შ. ნიჟარ.).

193 ოღვალო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოღვალო
კუთხ. გურ. მცენარეა ერთგვარი (კ. გვარ., 949).

194 ოღიაჩოღია - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოღიაჩოღია
კუთხ. ქიზიყ. მიკიბ-მოკიბვა (ს.მენთეშ.).

„მე ო ღ ი ა ჩ ო ღ ი ა არ ვიცი, პირდაპირ მითხარი.“

195 ოღირღილო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოღირღილო
კუთხ. რაჭ. ბავშვთა თამაშია (ვ. ბერ.).

196 ოღლავარა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოღლავარა
კუთხ. აჭარ. მცენარეა, ხარის ჩლიქა (შ. ნიჟარ.).

197 ოღნაშო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოღნაშო
კუთხ. რაჭ., იმერ. ღოღნოშო, მცენარეა (ა. მაყ.).

198 ოღომ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოღომ
კუთხ. აჭარ. ოღონდ (დიალექტ., 659).

199 ოღოჯირ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოღოჯირ-ი
კუთხ. გურ. კუთხე სამზად სახლში (ა. ღლ.).

იხ. აგრეთვე: ღოჯე

200 ოღოჯირო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოღოჯირო
კუთხ. გურ.

იხ. აგრეთვე: ოღოჯირი

201 ოღრამუშ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოღრამუშ-ი
კუთხ. გურ. ადგილის ერთ პატრონთაგან ადგილის საკუთრად დამუშავება (ი. ჭყონ.).

202 ოღრაპ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოღრაპ-ი
კუთხ. მესხ., აჭარ. ავყია, საზიზღარი ადამიანი (ი. მაისურ.); ავი, ბოროტი; გაუმაძღარი, ხარბი, ღორმუცელა (შ. ნიჟარ.).

203 ოღრო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოღრო
კუთხ. გურ., იმერ. კრატერი; ო ღ რ ო ს ფ ი ს-ი კრატერის აღმოტეული ლავა; ო ღ რ ო-ჩ ო ღ რ ო უსწორმასწორო ადგილი (ი. ჭყონ.). შდრ. : ქეგლ.

204 ოყა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოყა
კუთხ. გურ., აჭარ.

თურქ. okka.
წონის ერთეულია, სამი გირვანქა, 2 კგ. 225 გრ. (დიალექტ., 659). შდრ. : საბა, ნ. ჩუბ., დ. ჩუბ., ქეგლ.

205 ოყარო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოყარო
კუთხ. ლეჩხ. გაუმაძღარი (მ. ალავ., ზეპირსიტყვ.).

„დიდი ო ყ ა რ ო იყო.“

206 ოყინცია/ე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოყინცია/ე
კუთხ. ლეჩხ.

იხ. აგრეთვე: ციოყია/ე

207 ოყლაპურჭ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოყლაპურჭ-ი
კუთხ. გურ. თევზის ლაყუჩები (ს. ღ.; ვ. ბერ.).

208 ოყლაყ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოყლაყ-ი
კუთხ. ქიზიყ., იმერ., აჭარ. ოყრაყი, უშნო, ახმახი, აყლაყუდა (ს. მენთეშ.; ვ. ბერ.); ტლანქი, დიდი და უშნო ტანის კაცი (შ. ნიჟარ.).

იხ. აგრეთვე: ჩოყლაყი

209 ოყოჯირო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოყოჯირო
კუთხ. გურ.

იხ. აგრეთვე: ოღოჯირო

210 ოყრალო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოყრალო
კუთხ. იმერ. უჯანგარი, მცენარეა (ა. მაყ.).

იხ. აგრეთვე: ოყრალუა

211 ოყრალუა/ე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოყრალუა/ე
კუთხ. იმერ. მცენარეა, მყრალა-მყრალა (ვ. ბერ.).

212 ოშენგელა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოშენგელა
კუთხ. იმერ. ტლანქი, უხეში, მოურიდებელი ადამიანი („კომუნისტი“, № 157, 1968).

213 ოშიორ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოშიორ-ი
კუთხ. ლეჩხ. ოხშივარი (მ. ალავ., 2).

„მოხარშულ ხორცს ო შ ი ო რ ი აზდიოდა.“

214 ოშმეშა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოშმეშა
კუთხ. გურ.

იხ. აგრეთვე: ოშოშო

215 ოშონგელა/ე,-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოშონგელა/ე,-ი
კუთხ. იმერ. დიდი, მოუხეშავი (ვ. ბერ.).

იხ. აგრეთვე: ოყლაყი

216 ოშოშა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოშოშა
კუთხ. რაჭ. მკბენარი მწერი (შ. ძიძ., 211).

217 ოშოშაჸ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოშოშაჸ-ი
კუთხ. თუშ. ხეპრე, გაუთლელი (პ. ხუბ.).

218 ოშოშია - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოშოშია
კუთხ. რაჭ.

იხ. აგრეთვე: ოშოშა

219 ოშოშო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოშოშო
კუთხ. კახ. ოშოში, მცენარეა (ა. მაყ.).

220 ოშოშუა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოშოშუა
კუთხ. იმერ.

იხ. აგრეთვე: ოშოშო

221 ოშუარ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოშუარ-ი
კუთხ. გურ. ოხშივარი, ორთქლი (დიალექტ., 666).

იხ. აგრეთვე: ოშიორი

222 ოშუმე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოშუმე
კუთხ. გურ.

იხ. აგრეთვე: ორშუმი

223 ოჩან-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩან-ი
კუთხ. ფშ. დაკნინებული, დაბეჩავებული (ვაჟა, I, ა. შან.).

224 ოჩაფეხა/ე,-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩაფეხა/ე,-ი
კუთხ. გურ., ლეჩხ. ოჩოფეხა, ხის ქოშები (ს. ჟღ.; მ/ ჩიქ.). შდრ. : ქეგლ.

225 ოჩაყ-ი, ოჩაყნ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩაყ-ი, ოჩაყნ-ი
კუთხ. ხევსურ.

თურქ. ocak (?)
ცეცხლზე დასადგმელია, ზედადგარი (ა. ჭინჭარ., 291).

226 ოჩე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩე
კუთხ. გურ. ახლადგაკაფული ადგილი, კარგმოსავლიანი მიწა (ე. ნინ., I, თ. კიკვ.).

227 ოჩეჩა-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩეჩა-ი
კუთხ. გურ.

იხ. აგრეთვე: უზანდარაი

228 ოჩიფეხა-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩიფეხა-ი
კუთხ. გურ.

იხ. აგრეთვე: ოჩოფეხაი

229 ოჩკოჩე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩკოჩე
კუთხ. გურ. ტყის კაცი, ოჩკოჩი (მ. ჩიქ.).

იხ. აგრეთვე: კაკუჭე

230 ოჩმაგურ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩმაგურ-ი
კუთხ. რაჭ. გადაკრულად ლაპარაკი (ვ. ბერ.).

231 ოჩობედა-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩობედა-ი
კუთხ. გურ. ქარაფშუტა; უგონო (ა.ღლ.).

232 ოჩოგ-ი, ოჩოკ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩოგ-ი, ოჩოკ-ი
კუთხ. რაჭ. უმარჯო ადამიანი, ზანტი (ვ. ბერ.).

233 ოჩოკ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩოკ-ი
კუთხ. რაჭ.

იხ. აგრეთვე: ოჩოგი

234 ოჩოპინტრე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩოპინტრე
კუთხ. ფშ. ცრურწმენით : ნადირთა მფარველი ღვთაება, ნადირთა პატრონი (ვაჟა-ფშ. მც. ლექსიკ.).

235 ოჩოფეხა-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩოფეხა-ი
კუთხ. გურ. ხის ძირიანი ქოშები (ა. ღლ.); ხის ქოში (ი. მეგრ., 184).

236 ოჩოჩა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩოჩა
კუთხ. ხევსურ. მწერია ერთგვარი (ა. ჭინჭარ., 242).

237 ოჩხ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩხ-ი
1. კუთხ. ქართლ., ქიზიყ. თევზის საჭერი (შ. ძიძ., ნ. კეცხ., პ. ხუბ); ფაცერი, თევზის საჭერი ლისტი (ს. მენთეშ.); ზამთარში მდინარეში მოწყობილი თევზის საჭერი (დიალექტ., 640); თევზთ საბუნაგო (საბა; ნ. ჩუბ.; დ. ჩუბ.).

2. კუთხ. ქიზიყ.
იხ. აგრეთვე: ოჩხარი

238 ოჩხამურ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩხამურ-ი
კუთხ. ლეჩხ. ვაზის ჯიშია ერთგვარი (მ. ალავ., 2).

239 ოჩხარ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩხარ-ი
1. კუთხ. მოხ., ქართლ., ქსნის ხეობ., ხევსურ., თუშ. „მთაში ჩვეულებრივად აქვთ : მსურველი მივა მეცხვარეებში და ითხოვს ცხვარს, ისინიც მოუგროვებენ და მისცემენ. ამგვარად ცხვრის მოგროვებას ჰქვია „ო ჩ ხ ა რ ი“ (ა. ყაზბ., I, შ. ძიძ.); დაზარალებულისათვის დახმარების აღმოჩენა (ო. ქაჯ.); ჩვეულება იყო : თუ ვინმე დაზარალდებნოდა (მაგ., ცხვარი გაუწყდებოდა), გადაიხდიდა ო ჩ ხ ა რ ს : დაკლავდნენ საკლავს და გამართავდა ლხინს, დაპატიჟებდა მეზობლებს, ნაცნობებს. სტუმარი ვალდებული იყო, ეჩუქებინა ორი-სამი ან 5, 10, 15, 20 ცხვარი (შ. ძიძ., ნ. კეცხ., პ. ხუბ.); შესაწევარი (ს. მაკალ., ხევსურ.); ნადი, მამითადი სხვადსხვა სახისა (პ. ხუბ.).

2. კუთხ. რაჭ.
ლხინი, გამართული მოსავლის აღების დამთავრების გამო საერთო ხარჯით (ვ. ბერ.; ქეგლ); არასადღესასწაულო დღეს მოწყობილი პურობა, ქეიფი (ლაგვანთა,, ი. თაგვაძე).

240 ოჩხე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჩხე
კუთხ. მესხ. მდინარეში ჩაყრილი ქვის ყორეები თევზის საჭერად (ი. მაისურ.).

იხ. აგრეთვე: ოჩხი

241 ოცეულ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოცეულ-ი
კუთხ. ქსნის ხეობ. დადგმული ძნა (ვ. სომხიშვ.).

242 ოცო-ბოცო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოცო-ბოცო
კუთხ. ქართლ. უთავბოლო ლაპარაკი, მიდებ-მოდება, ღობე-ყორეს მოდება (შ. ძიძ., ნ. კეცხ., პ. ხუბ.).

243 ოცობა, აჴვსება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოცობა, აჴვსება
კუთხ. ხევსურ., თუშ. აღდგომა (ა. ჭინჭარ., 237); გუთნის პირველად შებმის დღე (პ. ხუბ.).

244 ოცობოდო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოცობოდო
კუთხ. იმერ. მბოდავი, მპროტავი, ფანტაზიორი (ვ. ბერ.).

245 ოცორკუდა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოცორკუდა
კუთხ. რაჭ. ცუღლუტი, გაიძვერა (ვ. ბერ.).

246 ოცხანურ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოცხანურ-ი
კუთხ. იმერ. ვენახის ჯიშია (ზ. ჭუმბურ., 80).

247 ოწინწალ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოწინწალ-ი
კუთხ. ოკრიბ. მსხვილი ხის ბერკეტი (მ. ალავ.).

248 ოწინწლა ხიდ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოწინწლა ხიდ-ი
კუთხ. ქართლ. ბაგირის ხიდი (დიალექტ., 641).

249 ოჭ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჭ-ი
კუთხ. ფშ. კევი; ფიჭვის წებო (თ. უთურგ.).

250 ოჭარო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჭარო
კუთხ. რაჭ. სასაპალნე კეხი (ვ. ბერ.).

251 ოჭვათო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჭვათო
კუთხ. მეგრ., გურ., იმერ.

საწვეთელა (ვ. ბერ.); საწვეთო, ადგილი, სადაც სახურავიდან ჩამონადენი წვეთები ეცემა (ს. ჟღ.; ა. ღლ.).

252 ოჭივარა-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჭივარა-ი
კუთხ. გურ., იმერ. ბავშვის ფეხის ასადგმელი სატარებელი (ს. ჟღ.); ჭოჭინა, ოჭიორა, ჭოჭიალა (ი. ქავთ.; ვ. ბერ.).

253 ოჭიორა, ჰოჭიორა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჭიორა, ჰოჭიორა
კუთხ. რაჭ., მესხ.

იხ. აგრეთვე: ოჭივარაი

254 ოჭიპო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჭიპო
კუთხ. ლეჩხ.

გახეული კუპრიელის შესაერთებელი ხის პატარა კვირისტვისებრი ნაფოტი (მ. ჩიქ.).

იხ. აგრეთვე: კუპრიელი2

255 ოჭოჭინა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჭოჭინა
კუთხ. ლეჩხ.

იხ. აგრეთვე: ოჭივარაი

256 ოხა-ჲ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოხა-ჲ
კუთხ. ინგილ. ბარაქალა, ვაშა (მ. ჯან.).

257 ოხაკუა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოხაკუა
კუთხ. გურ., იმერ. ოროვანდი, მცენარეა. ოლაღუა, ოხოკუა (ა. მაყ.).

258 ოხაპო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოხაპო
კუთხ. გურ.

იხ. აგრეთვე: ორკოპე

259 ოხარო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოხარო
კუთხ. იმერ.

წყლის ჭურჭელია ხისა, მხარზე საკიდებელი (ქეგლ).

260 ოხატუა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოხატუა
კუთხ. გურ., ქვ.იმერ.

ოსერო, მცენარეა (კ. გვარ., 949; ა. მაყ.).

261 ოხეკუა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოხეკუა
კუთხ. გურ.

მცენარეა ბრტყელი და დიდფოთლიანი (შ. ძიძ., ქრესტ.).

262 ოხია - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოხია
კუთხ. აჭარ.

მშვილდისარი (ი. მეგრ.).

263 ოხოკუა/ე,-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოხოკუა/ე,-ი
კუთხ. გურ.

ბრტყელ და დიდფოთლებიანი ბალახია (ს. ჟღ.).

264 ოხოტუა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოხოტუა
კუთხ. აჭარ.

იხ. აგრეთვე: ოხატუა

265 ოხროხოშ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოხროხოშ-ი
კუთხ. ქართლ.

ოხრახუში (დიალექტ., 641).

266 ოხტოურ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოხტოურ-ი
კუთხ. ოკრიბ.

შავი ყურძენი იყო, ხეებზე ხარობდა და საუკეთესო ღვინო ჰქონდა (ი. ჯავახ., ეკ. ისტ., II, 431; მ. ალავ.).

267 ოხშამ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოხშამ-ი
კუთხ. მთიულ.

ვახშამი (დიალექტ., 568; ლ. კაიშ.).

268 ოხჭან-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოხჭან-ი
კუთხ. რაჭ.

ხელმოჭერილი, პურძვირი ადამიანი (ვ. ბერ.).

269 ოხჭუმ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოხჭუმ-ი
კუთხ. ქიზიყ.

„ესა და ბებია ძალიან ო ხ ჭ უ მ ე ბ ი არიან“ (ს. მენთეშ.).

270 ოჴერმოჴერ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჴერმოჴერ-ი
კუთხ. ქიზიყ.

დარდიმანდსავით (ს. მენთეშ.).

271 ოჴშამ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჴშამ-ი
კუთხ. ხევსურ., გუდამაყ.

იხ. აგრეთვე: ოხშამი

272 ოჯანჯალა-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჯანჯალა-ი
კუთხ. გურ.

იხ. აგრეთვე: ოჯინჯალაი

273 ოჯაქურ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჯაქურ-ი
კუთხ. ქიზიყ.

ოჯახქორი, ოჯახდაქცეული

„შე ო ჯ ა ქ უ რ ო, მეტყოდი და მოიტანდი, რა დიდი რამეა იმი მოტანა?“ (ს. მენთეშ.).

274 ოჯაღ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჯაღ-ი
კუთხ. მესხ.

თურქ. ocak.

ბუხარი, კერა; კომლი, ოჯახი, მოსხლე (ი. მაისურ.).

275 ოჯაღობა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჯაღობა
კუთხ. ჯავახ.

ოჯახობა, ცოლ-შვილი; ცოლი (დიალექტ., 648).

276 ოჯახ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჯახ-ი
კუთხ. კახ.

სკა, ძირი ფუტკარი, ნაყარი. (ა. მარტ., გ. იმნ.).

277 ოჯერა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჯერა

კუთხ. რაჭ.
შავნისკარტა თეთრი ჩიტია („კომუნისტი“, № 294, 1967).

278 ოჯიბახ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჯიბახ-ი
კუთხ. რაჭ.

ფეხებმრუდა, თეძოებში გაშლილი (ვ. ბერ.).

279 ოჯინჯალა/ე,-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჯინჯალა/ე,-ი
კუთხ. გურ., იმერ., რაჭ., აჭარ.

სამზარეულო სახლის დირე, რომელზედაც ნაჭა (საქვაბე, საკიდელი) ჰკიდია (ვ. ბერ.); სამზრეულო სახლის საცეცხლური ჯაჭვი და ის ხის საკიდელი, რომელზედაც ჯაჭვია დაკიდებული (ს. ჟღ.); კერაზე ჩამოკიდებული საქვაბე ჯაჭვი, რომელიც სხვენზეა მიმაგრებული (შ. ძიძ., 211); საქვაბე ჯაჭვი (შ. ნიჟარ.).

280 ოჯინჯახ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჯინჯახ-ი
კუთხ. ლეჩხ. მარილ-პილპილითა და ძმრით შეზავებული დანაყილი ნიგოზი, შეჭამანდი იყო (მ. ალავ., 2); ნიგუზის გული გაქნილი წყლითა (საბა).

281 ოჯო! - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჯო!
კუთხ. გურ.

შორისდ. გაკვირვების ან გაჯავრებისა, იხმარება საუბარში, როგორც ვ ა ჟ ო, ვ ე ჟ ო. (გ. შარაშ.; ე. ნინ., I, II, თ. კიკვ.; ს. ჟღ.); სიტყვის მასალა, ვეჟო, ვაჟო ა. ღლ.);.

„ო ჯ ო, ვინცხა გამალახვინებს თავს აქანაი!“

282 ოჰიმე! - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ოჰიმე!
კუთხ. ქართლ.

შორისდ. მწუხარებისა, ოჰმე! (შ. ძიძ., ნ, კეცხ., პ. ხუბ.).