ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა - უ



"ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა" წარმოადგენს ქართული დიალექტოლოგიური ლექსიკონის შედგენის პირველ ცდას და ძირითადად საცნობარო ხასიათისაა. იგი ეყრდნობა მცირე ლექსიკონებს, სიტყვის მოყვარულთა კოლექციებს, ლიტერატურულ ძეგლებს და პირადად შემდგენლის მიერ წლების განმავლობაში ადგილებზე შეკრებილ მასალებს, თუმცა სისრულის პრეტენზია არ აქვს. წინამდებარე ლექსიკონი გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისთვის. ლექსიკური ერთეულების განმარტებების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორ-შემდგენელს.

წყარო: ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. წ. 1, 2. ღლონტი, ალექსანდრე. - თბილისი : განათლება, 1974.

1 უბედო ბედი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უბედო ბედი
ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია 1163,2; ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა 1129,3; უბედური ბედი - ბედი ჩემი უბედური, - ვთქვი, თუ,- ჯერთცა ვერ გამეფდა 398,3; რად არ გამომიჩნდები, ვაი უბედურო ბედო ჩემო, ვისრ., 167,37; ეს რა მესმა ბედ-მლაშესა უბედურის ბედისაგან შნმ 4320,4.

2 უბედური ბედი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უბედური ბედი
იხ. აგრეთვე: უბედო ბედი

3 უგულო გულით ჯდომა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უგულო გულით ჯდომა
სახლი და შვილი მომძულდა, ვჯდი უგულოთა გულითა 1203,1.

4 უგულო კაცი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უგულო კაცი
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან 838,3.

5 უგულო სიყვარული - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უგულო სიყვარული
მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაში-მტლუში 25,4.

6 უთენარო ღამე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უთენარო ღამე
მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ, ღამესა უთენაროსა 35,4.

7 უთვალავი ფერი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უთვალავი ფერი
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა 1,3.

8 უკვდავების სწორა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უკვდავების სწორა
ღმერთსა დიდება... დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი 1256,2.

9 ულები გული - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ულები გული
თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები 173,4; ღაწვთა სხივთაგან მჭვრეტელთა გული არ ჰქონდა ულები მთ., 279,4.

10 უმართლესის მრუდება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უმართლესის მრუდება
ნუ ამრუდებ უმართლესსა,ნუ წაიწყმედ ამით სულსა 948,3.

11 უმეცრული სიტყვის დაყბედება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უმეცრული სიტყვის დაყბედება
ოდენ სიტყვა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს 749,2.

12 ურჩის ატირება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ურჩის ატირება
მორჩილ-ქმნილთა გავახარო, ურჩი ყოvლი ავატირო 142,3.

13 უსაზომო მადლის მიცემა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უსაზომო მადლის მიცემა
ფრიდონ ღმერთსა ხელ-აპყრობით უსაზომო მადლი მისცა 1367,3.

14 უსარგებლო ცრემლთა დენა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უსარგებლო ცრემლთა დენა
არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა 786,1; ბედითად სჩანს საყვარელსა უსარგებლოდ ცრემლთა დენა მთ., 314,3; უსარგებლოდ ცრემლთა ღვრა - არას გვარგებს სიმძიმილი, უსარგებლოდ ცრემლთა ვღვრიდეთ ჩ., 65,1.

15 უსულოდ მდებარე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უსულოდ მდებარე
ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე 1020,1.

16 უსწავლელის გასწავლება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უსწავლელის გასწავლება
მიჯნურობა... უსწავლელსა გაასწავლებს 904,4.

17 უსჯულოთა სჯული - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უსჯულოთა სჯული
უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა 1203,3.

18 უფალი უფლებათა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უფალი უფლებათა
უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო 800,3; უფალო უფლებათაო... განანათლენ მეცნიერებითა შენითა თუალნი გონებისა მათისანი მარტვ. სერგ... 82,34; ხოლო კაცთ-მოყუარემან უფალმან, მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან, მისცა მიზდეოსს ცხოველი იგი სასოებაჲ თჳსი წამ. თომ., 20,34; მოხუედ მონათა მსგავსებითა უფალი უფლებათაჲ ი. მტბ., 108,162; ესენი კრავსა მას ებრძოლნენ, და კრავმან სძლოს მათ, რამეთუ უფალი უფლებათაჲ არს და მეუფჱ მეუფეთაჲ გამოცს., 17,14; რომელი მეუფებს უკუნისადმდე უკუნითი-უკუნისადმდე და მერმეცა და ვითარცა უფალი უფლებათაჲ და ღმერთი ღმერთთაჲ პ. იბერ., 92,30;

შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი უფლებათა მრ., 110,26.

19 უფასო ძღვენი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უფასო ძღვენი
ყოვლთა დღეთა მიართმიდის უფასოსა ძღვენსა მზასა 1454,2.

20 უფერო-ქმნილი ვარდი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უფერო-ქმნილი ვარდი
უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი 230,2.

21 უფერო-ქმნილი ია - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უფერო-ქმნილი ია
უფერო-ქმნილნი მიხახვან ვარდნი და ისი იანი 230,2. უფრვვნელი

22 უფრჭვნელი ვარდი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უფრჭვნელი ვარდი
ოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი 386,4; გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა 1490,4; ბანოვანთ თავთა სიტურფით ეერ აქებს ბრძენთა ენანი...ვარდი კოკობი უპრჩვნელი, უკუნის გამათენანი შნმ 177,4; რად აჭკნობ ვარდს უფრჭვნელსა რუს., 16,4; აწ დაჭნა ვარდი უფრჭვნელი, იგი ია და სოსანი ბ. გულ., 1009,4 უფურჭვნელი ვარდი – კოკობ და უფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი 131,4; უფრჭკვნელი ვარდი – მე დაგხვდე ვარდი კოკობი, უფრჭკვნელი, გაუშლელია მთ., 1578,1; ვარდსა დაგვიჭკნობს უფრჭკვნელსა, შეგვიქმს ბედისა მწყევარსა თ. I, 111,96,2; უშლელი ვარდი – უბრძანა: „წადი, მიართვი უშლელსა ვარდის კონასა" ზილ., 271,2. იხ. აგრეთვე: დაუფრჭვნელი ვარდი

23 უქვიტკირო ზღუდე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უქვიტკირო ზღუდე
გარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა 148,2.

24 უღამო ნათელი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უღამო ნათელი
თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა 673,1; ნათელი დაუღამებელი – ხედავს ნათელსა მას დაუღამებელსა საღმრთოსა დაგებისასა მოხარული კეთილთა ზედა გამოუთქუმელთა ასურ. მოღვ., 67,30; ნათელი დაუღამებელი უძღჳს მეფობასა შენსა ხანცთ., 273,1; ამას იტყოდა: ჰე ლომკაცო და უძლეველო,.. ჩემის თვალისა დაუღამებელო ნათელო რუს., 150,24; დაუღამო ნათელი - მიმაჩან თუალთა საჩენად ნათელსა დაუღამოსა ფეშ., 108,3; უღამო მთუარე – ქალნიცა გამოეთხოვნეს იმა უღამო მთუარესა ფეშ., 171,3.

25 უღრუბლო მთვარე - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უღრუბლო მთვარე
გამოეგება ტარიელ, მართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად 278,2; შენ გიხილე მშობელთა ჩემთა შედეგად, მთვარეო უღრუბლოო, მშვენებითა სრულო რუს., 70,12.

26 უშრეტი ცეცხლი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უშრეტი ცეცხლი
დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია 706,3; სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან 344,4; მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან 953,4; უმჯობეს არს შენდა უჴელოჲსა შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა ჴელთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა მარკ., 9,43; არა წარხჳდე ტჳრთ-მძიმე ცოდვითა და იქმნე შენ საჭმლად ცეცხლისა მის უშრეტისა მ. სწ., 3,33; შენისა გლახ ნახვისათვის, ცეცხლი უშრეტი სწვიდესა შნმ 1302,4; ცეცხლსა უშრეტსა უწყალოდ სხვამან ვინ დამაწვევინა თ., I, 7,36,2; აქავ გიჯობს გარდუწყვიტო იქ უშრეტი ცეცხლის დაგებს არჩ. I, 36, 136,4; უშრეტი სახმილი – სწვევდა სახმილი უშრეტი პირმზისა თამარ მეფისა თ., I, 62,19,1; ცოდვის მოქმედსა უშრეტი სახმილი მოეკიდება არჩ. I, 200,544,4, დაუშრეტელი ცეცხლი - თუალნიმცა შენნი მარადის მხედველ არიან მატლსა მას დაუძინებელსა და ცეცხლსა მას დაუშრეტელსა მ. სწ., 5,28. იხ. აგრეთვე: დაუშრტობელი სახმილი

27 უშრეტი ცეცხლის გზება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უშრეტი ცეცხლის გზება
მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია 282,4; უშრეტი ცეცხლის დება – ცეცხლი ედების უშრეტი, ვითა შეყრილსა თონარსა მთ., 372,2; უშრეტი ცეცხლის მოდება – ცეცხლსა მოგვიდებს უშრეტსა, ჩვენთთვის ჩამოჰკრავს კვესებსა თ. I, 111,97,3. იხ. აგრეთვე: დაუშრეტი ცეცხლის დება

28 უშრობელი ცრემლი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უშრობელი ცრემლი
ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა 342,2; შეუშრობელი ცრემლი – მზე მიფიცავს მისი, ვისთვის ვღვრი სისხლის ცრემლს შეუშრობელს ჩ., 212,4.

29 უცრემლო გული - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უცრემლო გული
თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები 173,4.

30 უხავად გაცემა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უხავად გაცემა
უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია 542,4; უხვად გასცემდი, ლაშქარნი იქმონან შენსა ყმობასა შნმ 1215,3; უხვად გასცა, საბოძვრისა მათ წაღება მოეწყინა მო., 54,4.

31 უხანო სოფელი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უხანო სოფელი
იხ. აგრეთვე: მუხთალი საწუთრო

32 უხილავი ძალი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


უხილავი ძალი
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მაწიერთად 783,2.