ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა - ხ



"ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა" წარმოადგენს ქართული დიალექტოლოგიური ლექსიკონის შედგენის პირველ ცდას და ძირითადად საცნობარო ხასიათისაა. იგი ეყრდნობა მცირე ლექსიკონებს, სიტყვის მოყვარულთა კოლექციებს, ლიტერატურულ ძეგლებს და პირადად შემდგენლის მიერ წლების განმავლობაში ადგილებზე შეკრებილ მასალებს, თუმცა სისრულის პრეტენზია არ აქვს. წინამდებარე ლექსიკონი გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისთვის. ლექსიკური ერთეულების განმარტებების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორ-შემდგენელს.

წყარო: ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. წ. 1, 2. ღლონტი, ალექსანდრე. - თბილისი : განათლება, 1974.

1 ხალვის მოძულება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხალვის მოძულება
ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები 308,1.

2 ხანის გამოხდომა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხანის გამოხდომა
ხანი გამოხდა, იკითხა: „ნეტარ, რასა იქმს ქალიო“ 103,1; რა მოიწყრომა, ცოტა ხანი გამოჴდა ვისრ., 154,31; გამოჴდა დიდი ხანი და არა იწოდეს ა. დარ., 366,2; ხანი გამოჴდა ღამისა მთ., 265,1; რა მცირე ხანი გამოჰხდა, ჭარომ ხელმწიფისა კოშკთა კვერცხი დადვა და მართვე გამოჩეკა საბა, II₂, 86,4; ხანის გამოსვლა – გამოვიდა ხანი რამე სიმდიდრეს და სიხარულში არჩ., II, 615,1; ასობაში გამოვიდა ხანი რუს., 381,5.

3 ხანის გარდახდომა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხანის გარდახდომა
რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდეს ღამე-დღენი 1151,1.

4 ხანის დაზმა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხანის დაზმა
თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა 1319,1; ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს 1123,4, ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა 662,1; მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა 168,4; აშაქის ძე ქიშვად მიზდევს, – მივა, ხანი არა დაზმა შნმ 151,2; მან მიჰმართა სახლსა მისსა, ხანსა არც ყოლ არ დაზმიდა მთ., 1079,4; ღმერთმან ქმნას, ასრე დავხოცნეთ, არ იყენენ ხანსა დაზმითა ჩ., 449,4; ხუალე წასულისა ნდომა აქუს; მუნ ხანსა არ დაზმიდესა ფეშ., 87,1; ლხინი ნახეს დიაღ კარგი, არ მოსწყინდათ ხანთა დაზმა არჩ. II, 222,3; გახსონს, მეფეო, თქვენ აქ ხანი რამ დაზმია თბ., 201,3; თუ წაბრძანდებით, წაბრძანდით, ხანსა ნუღარას დაზმითა გურ., 56,208,1; ხანის დაყოვნება - უკურიდნეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება 260,4; ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა და დაყოვნება ხანისა 1504,1; ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და 89,4; აწვე მოვა, არა ვიცი თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა 258,4; მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია 1370,3; სჯობს რომ კარგად გამოგზავნოთ, არ ქნათ ხანის დაყოვნება შნმ 178,4; ხანს ნუ დაიყოვნებთო, ადრე წამოდითო რუს., 391,36; ჩემგან არა ჴამს კვლა დაყოვნება ხანისა მთ., 620,4; მოვიდეს იგი ვაჭარნი, არ დაიყოვნეს ხანები თ., I, 68,70,1; ხანის დაყოფა – მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა 1174,3; სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა 874,2; თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა 1182,2; თქვა: „თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად 184,2; დავყავ ხანი მას მას წინაშე 411,1; ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი 540,1; ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო 521,1; მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი 1138,1; არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი 215,3; თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვაიცა ხანანი 185,1; გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია 544,2; წავიდე ამულს, გურგანს და სარავს, მივიდე, ვინადირო და ხანი დავყო ვისრ., 112,9; მუნ დავყავით დიდი ხანი და შემოვედით ა. დარ., 363,18; ჩიტმან წყალი სვას, არ ვაცლი, რომე მან ხანი დაიყოს შნმ 3864,4; ჯერეთ ნუ აჩქარებულხართ, აქ დიდსა ხანსა დაჰყოფთ რუს., 250,5; მისრეთის ასულიც თან ახლავს და ხანის დაყოფისა არა ვიცი რა ომ., 109,6; სწრაფად გავლნეს შორნი გზანი, მათ არ დაყვნეს ხანი სრულად მთ., 582,3; საქმე მაქვსო გასაგები – თქვა– დავჰყოფო ცოტას ხანსა თ. I, 79,156,4; აიყარნეს მასვე წამსა, აღარ დაყუეს მუნდა ხანი ფეშ., 155,2; მობრუნდენ გამარჯვებულნი, მათ სადგომს ხანი რამ დაყვეს არჩ, II, 903,3; ხანი დავჰყავით ზამთრისა, ზაფხული იქცა ჟამებად თბ., 426,1; მწადს ხანი დავყო მოკვდავმან, ვარ ამის მონამჭირნენი ვახტ., 32,64,1; თვისის სულისა და ხორცის უზიანოდ და დაუსაკლისად ხანი ვერ დაყოს საბა, II₁, 186,34; ხანის ყოვნება – გააქცივნა მან ლაშქარნი, არ აყოვნებს მუნვე ხანსა არჩ. II, 601,4; რადგან ღმერთმან გაგვაერთა, აღარა ჴამს ხანთა ყოვნა მთ., 598,2; ჟამთა დაზმა - დამიზმან ჟამნი უდაბნოს მყუდროებით მსახურებას შინა პანს., 49,12; ჟამის დაყოფა - მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს მ., 20,12.

5 ხანის დაყოვნება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხანის დაყოვნება
იხ. აგრეთვე: ხანის დაზმა

6 ხანის დაყოფა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხანის დაყოფა
იხ. აგრეთვე: ხანის დაზმა

7 ხანის ზმა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხანის ზმა
იხ. აგრეთვე: ხანის დაზმა

8 ხარაჯის დადება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხარაჯის დადება
ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია 464,1; ხარაჯის შეკუეთა - ჩუენ იმედი დაუდევით,– ხარაჯანი შეგვიკუეთნეს შნმ 1537,4.

9 ხარბი გული - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხარბი გული
გული კრულია კაცისა, ხარბი და გაეძღომელი 709,1

10 ხედვის ურჩი გული - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხედვის ურჩი გული
გული–ბრმა, ურჩი ხედვისა 709,3.

11 ხელთა გულის ხელება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელთა გულის ხელება
იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა 472,2.

12 ხელ-წმიდად განათალი თვალი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელ-წმიდად განათალი თვალი
მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ-წმიდად განათალისა 1351,2.

13 ხელთა გულის ხელება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელთა გულის ხელება
იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა 472,2.

14 ხელი გული - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელი გული
წავე გულითა ხელითა 798,2; ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა 900,4; ყმა წავიდა, მას იგონებს, ხელი გული ვისთვის კვდების ჩ., 75,1.

15 ხელი გულით გახდომა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელი გულით გახდომა
შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა 990,2.

16 ხელი თავი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელი თავი
ყმა ეტყვის, თუ: „შენთა მჭვრეტთა თავი ხელი, ა, სად აგეს“ 136,3.

17 ხელის აპყრობა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელის აპყრობა
სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ხელისა 254,2; მამამან ასრე რა ნახა, ჴელი აუპყრა ზილ., 19,4; ყმას ეწერა რადგან ზენით, მით აუპყრნა ღმერთმან ჴელნი მთ., 1281,1; თავის საქმეზედ მოსაზროს, მანვე თქვას, ხელს ვის აპყრიდეს არჩ., I, 140,49,3; ხელის აღპყრობა – მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ჴელი აღგიპყარნ შენ ფს., 19,2; მაშინ აღდგა მონაზონი იგი თევდორე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად ღმრთისა მიმართ ლიმ., 68,12; ევედრებოდა იგი ღმერთსა და აღიხილნა თუალნი და აღიპყრნა ჴელნი ასურ. მოღვ., 24,25; მნებავს ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა აღპყრობაჲ ხელთაჲ მ. სწ., 298,17; კვალად გარდმოუშვა ცრემლი მდუღარე და აღუპყრა ხელი ღმერთსა რუს., 312,3; ყოველს ქუეყანას ჴელი აღუპყრიადა მიგელიან ჴელაპყრობილნი ღვთად და ჴელმწიფედ მეფ. სალ., 251,22; ვინც ეს შაირი გულისხმა ყოს, ჭირვეულნი შეიწყალოს და დავრდომილთ ხელი აღუპყრას საბა, II₁, 24,23.

18 ხელის გამართვა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელის გამართვა
მონათა ხელი გამართეს მის ყმის შესაპყრობელად 93,1.

19 ხელის გაძრვა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელის გაძრვა
მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერნამკრთალია 1471,3.

20 ხელის გახსნა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელის გახსნა
ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება 359,3; დღესა ერთსა ამირამან ჴელი გაიჴსნა ა. დარ., 373,33; თუ დაკოდილობისაგან სისხლი სდენიყოს ბევრი, მაშინ ხელის გახსნა არ უნდა უსწ. კარაბ., 119,12; კურნებაჲ მისი იგი არს, რომელ ხელი გაიხსნას წ. სააქ., 80,19; იქ იმას ხელი გაუხსნეს, აქ ჩემმან მკლავმა ინება თ. 1, 30,46,3; ხელის გახსნევა – სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა 355,1; მკლავის გახსნა – მკლავსა გავიხსნი, არამცა დამიგდოს ცუდმა სნებამან თან., 1301,3; სისხლის გარდაშვება - უბრალოსა სისხლსა გარდაუშვებენ შნმ, II, 410,28; სისხლის გაშვება მამა სისხლსა არ გაუშვებს, გული ასრე გაიმართე შნმ 3091,3; სისხლის გამოშვება - თუ სნეულმან სისხლი ვერ გამოუშვას გახსნითა, მას ტაბაშირის ყურსი მიეც და ეშველების უსწ. კარაბ., 122,7; სისხლის გამოღება - პატარა ცვილი დაადნოს და შემოსდვას.. კოტომიცა მოკიდოს, რომე ავი სისხლი გამოიღოს უსწ. კარაბ., 412,8; სისხლის ამოღება- პირიდაღმა რომ სისხლსა ამოიღებდეს, მას უშველის უსწ. კარაბ., 79,14; სისხლის დენა - კოტოში მარგე არის, ასე რომ სისხლსა ნუ ადენ უსწ. კარაბ., 382,28.

21 ხელის გახსნევა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელის გახსნევა
იხ. აგრეთვე: ხელის გახსნა

22 ხელის დაჭერა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელის დაჭერა
მიბრძანა, თუ: „ქალი ვნახოთ“, ხელი ხელსა დამიჭირა 333,3.

23 ხელის მიუმწვდარობა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელის მიუმწვდარობა
მეფედ რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმწვდარობა 311,3.

24 ხელის მიყოფა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელის მიყოფა
ხელი მიჰყო, წამოზიდნა 572,1; მან მიჰყო ხელი ალვასა 1345,2; მიჰყვნა ჴელნი ამირან დარეჯანის ძემან ა. დარ., 359,12; წყეულს ედვა მოგვშიგ დაშნა, დასაკლავად მიყო ჴელი შნმ 334,2; იამა და მშვილდ-ისარს ხელი მიჰყო რუს., 46,7; ხელი მიჰყვეს, ათსა დღესა გაათავეს, დაასრულეს ომ., 244,1; ქალის ზითევს ჴელი მიჰყვეს, სამ დღე კარში ძლიე გაზიდეს ზილ., 107,1; პირველ შუბი მოვიქნივე, მერმე მივჰყავ ხმალს ხელი არჩ. II, 553,1.

25 ხელის მხდელი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელის მხდელი
ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი, ამაზედა ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი 701,1; ავათ თავსა ვინ გაიხდის სიმთელისა ხელის მხდელი ვასტ., 158,726, 4.

26 ხელის საურავი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელის საურავი
მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად 331,2.

27 ხელის შეხება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელის შეხება
ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე 291,2.

28 ხელის ხდა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელის ხდა
რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა 874,3; არ იხმარებ, რას ხელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა 892,4; მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან 739,1; თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რააა ვხდიდითა 508,4; ხელი ხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს 1521,4; ხელი კვლა ვხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა 1391,4; რათგან ესე ერთიცა არა მაქუს, რასაცა რას ჴელსა ვჴდი, ანუ თუით სიცოცხლესა, ტირილიმცა რად მეჭირვებოდა ვისრ., 218,32; მე იქ ხელი რად მეხდების უშენოსა, ფერ ნამკრთალსა ომ., 176,2; სულსა რას ჴელს ვჰჴდი უშენოდ, რადმცა ვაუბნებ ენასა მთ., 1492,2; თუ შეგვაბამთ, შეგეაბითო, რას ხელსა გვხდით აქა მდგომთა არჩ. II, 626,3.

29 ხელის ხრმალს დაგება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელის ხრმალს დაგება
მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია 436,4.

30 ხელობის ნობათი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხელობის ნობათი
აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად 917,4.

31 ხვაშიადის ვერ-მმალავი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხვაშიადის ვერ-მმალავი
ესეგვარი დია მიხვდეს... ხვაშიადთა ვერ-მმალავსა 1094,2.

32 ხვაშიადის თხრობა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხვაშიადის თხრობა
ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა 161,1; რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა 1081,3; გითხრობ რასმე ჩემსა ხვაშიადსა და ნუ დასჭმუხდები რუს., 9,1; ხვაშიადის მბობა - კიდეც რომ შემეტყო, მე შენს ხვაშიადს სხვას კაცს როგორ ვუამბობდიო თ., II, 161,26; ხვაშიადის თქმა - აქა საცხადო იქნა, უცხოსა კაცთან ხვაშიადის თქმას სარგებელი არა აქვს საბა, II₁, 454,14; ხვაშიადის თქმევინება - ჩემი ხვაშიადი რაიცა შენ იცი, თუცა გათქმევინეს, მერმე ჩემი ჭირი ერთიორად პირთა წამომიდგება საბა, II₁, 287,6; ხუაშიადის გამოცხადება – გამოუცხადა ენამან საპატიმროსაგან ხუაშიადი პატრონისა უხებლიევ ვისრ., 56,7; აწ ვიაჯი, რათა... მიბრძანო და ხვაშიადი გამომიცხადო თ. II, 141,21; კაცთათვის ხვაშიადის გამოცხადების დაშლა უბრძანებიათ საბა, II₁, 253,5; ხვაშიადის გაცხადება – გაუცხადა ხვაშიადი, ბრძანა: „გავძეხ სიცოცხლითა", შნმ 5019,4; აწ ბუკითა შენს წინაშე განვაცხადებ ხვაშიადსა არჩ., I, 206,596,1: გაგიცხადებთ ხვაშიადსა, ჭირთა ჭირზე მოსავსებად თბ., 5,3; ერთმან კაცმან რა ხვაშიადი გამანდოს, იგი რა გავაცხადო, დიდი ცოდვაა საბა, II₁, 305,12; ხუაშიადის გამჟღავნება - შენთა საქმეთაგან გამჟღავნებულა ჩემი ხუაშიადი ვისრ., 179,37; ღამისაგან დამალული ხვაშიადი გაამჟღავნეს შნმ 2091,2; ვინ გაამჟღავნა ჩემი ხვაშიადი და ჩემს ქმარს ჩემი თავი ასრე უწყალოდ ვინ მოაკვლევინაო თ., II, 161,17; ხვაშიადი გაგიმეღავნდა, ფუო,–პირსა შეაფურთხა ბესიკი, 154,37,2; ხოშიადის გამომჟღავნება - ყველამან ჭანგი გაიმახვენით და ხოშიადი გამოვამჟღავნოთ შნმ II, 435,16; ხვაშიადის გამოჩენა - არამც მას კაცსა ჩემი შიში რამე აქვნდეს, და თქვენ მაგა ხვაშიადისა გამოჩენისა მიზეზად შეგქნათ საბა, II₁, 253,17; ხვაშიადის გამხელა - ხელმწიფემა ხვაშიადი გაანდო, და მან გაამხილა საბა, II₁, 254,6; ხვაშიადის განდობა - ვერც ვნახე კაცი აგეთი, რომე... ჩემი ხვაშიადი მისთვის გამენდო რუს., 22,21; ერთმან კაცმან რა ხვაშიალი გამანდოს, იგი რა გავაცხადო, დიდი ცოდვაა საბა, II₁, 305,12; ხვაშიადის გამონდობა - ხვაშიადსა გამოგანდობ,- შენგან არსად გამგღავსდების შნმ 5110,2; გულისპასუხის განდობა - თუცა თვისი გულის პასუხი სხვას ვისმე გაანდო, მან რომე კიდეც გაამხილოს, აუგად არ დაიდება საბა, II₁, 257,3; გულის სიტყვის განდობა - მეშინის, გულის სიტყვანი მინდა გაგანდო ყოელი საბა, II₁, 320,2.

33 ხვაშიადის შენახვა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხვაშიადის შენახვა
იხ. აგრეთვე: ნამუსის ნახვა

34 ხმელთა მანათობელი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხმელთა მანათობელი
იხ. აგრეთვე: ხმელთა მნათი

35 ხმელთა მნათი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხმელთა მნათი
ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა 1210,1; უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა 1419,4; ჴმელთა მნათობი - ამ სახით იყო როადამ ჴმელთა მნათობი საჩინო შნმ 1476,4; ხელმწიფეო, ხმელთა მზათობო რუს., 108,3; ხმელეთის მნათობი - რად იქ მნათობო ხმელეთისაო, ეგდენსა მოწყალებასა ჩვენზე რუს., 114,28; ხმელთა მანათობელი - მათ უვის ერთი ასული, მზე ხმელთა მანათობელი 1251,2.

36 ხმის გამოხდომა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხმის გამოხდომა
ამით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო 1214,4.

37 ხმის გახაფება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხმის გახაფება
მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი 1302,3.

38 ხმის გახდომა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხმის გახდომა
დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი 1190,1; მკერდს ოროლი ჰკრა, ხმა გახდა თან., 653,3; ხმის დაგდება – ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა 1102,2; მითქვამს, უთუოდ ბოლოჟამს სახელის ავს ხმას დაიგდებ არჩ., I, 166,250,4; ხმის დავარდნა – ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი 552,1; ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭრა 565,1; ხმა დაგივარდება და არას უცხოს ქვეყნის კაცი არ მოგენდობა-მეთქი რუს., 505,1; დავარდა ხმა და გაისმა ამბავი, ვითა მისრეთის ხელმწიფეს ერთი ვინმე ფალავანი მოსვლია ომ., 69, 22; ქალაქშიგა ხმა დავარდა, სადაცა ვინ დარბაზობდა ზილ., 48,2; ვინცა ნახა, ერთმანერთსა უთხეს, ყოვლგან ხმა დავარდა არჩ. II, 1005,2; ჴმის განჴდომა – ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი ფს., 18,5.

39 ხმის დაგდება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხმის დაგდება
იხ. აგრეთვე: ხმის გახდომა

40 ხმის დავარდნა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხმის დავარდნა
იხ. აგრეთვე: ხმას გახდომა

41 ხორცთა და სულის გაყრა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხორცთა და სულის გაყრა
იხ. აგრეთვე: ხორცთაგან სულის განყოფა

42 ხორცთა და სულის გაყრა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხორცთა და სულის გაყრა
იხ. აგრეთვე: ხორცთაგან სულის განყოფა

43 ხორცთაგან სულის გაყოფა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხორცთაგან სულის გაყოფა
თუ ეცადო დაყოფასა ხორცთა შენთა სული გაჰყო 521,2; სული განეყვის ხორცთაგან მძლავრებით, არ წაყვანებით ჩ., 524,3; ჴორცთაგან სულთა მიწურვა – უშენობისა ტირილითა თუალნი დამბრმობიან და სულნი ჴორცთაგან მიმწურვიან გასაყრელად ვისრ., 129,24; ხორცთა და სულის გაყრა - ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა 271,4; მას ფერი ექცა, კენღარ ხორცს სული გაეყარაო ბაქ, 100,2; ჴორცთაგან განსლვა – ხოლო შემდგომად ჴორცთაგან განსლვისა და სოფლით გარდაცვალებისა უოხჭნოთა შინა იშუებს საშუებელთა ზეცისა ტალავართა ასურ. მოღვ., 67,26; ბერი ჴუედიოს მოზუცებულ იყო ფრიად და მიახლებულ ჴორცთაგან განსლვად ხანცთ., 257,35.

44 ხოტბის კადრება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხოტბის კადრება
იხ. აგრეთვე: ქების კადრება

45 ხოტბის მოხსენება - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხოტბის მოხსენება
მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი 1018,2.

46 ხოტბის შესხმა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხოტბის შესხმა
იხ. აგრეთვე: ქების შესხმა

47 ხრმალთა ელვა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხრმალთა ელვა
მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა 597,1; ჴრმალთა ელვა საშინელი იყო – ერთობ ჯახა-ჯუხი შნმ 2064,1; შეიქნა შემოკივილი და შემოძახილი, ხლმისა ელვა და ლახტის ცემა რუს., 127,36.

48 ხრმლის კვეთა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხრმლის კვეთა
მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს 1463,3; ბაბილოვანს და სამხრეთსა ბრძოლილ მყო ხლმისა კვეთამდი თბ,, 469,2.

49 ხრმლის მახვა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხრმლის მახვა
არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ 502,4; ხრმლის მომახვა – რათგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუღად მომიმახავს 648,4.

50 ხრმლის მომახვა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხრმლის მომახვა
იხ. აგრეთვე: ხრმლის მახვა

51 ხრმლის ქნევა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲back to top


ხრმლის ქნევა
ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა 539,2; სმასა ომი მირჩევნია, მძიმე ლახტი, ჴრმლისა ქნევა შნმ 2022,1; მოგვეწყინა ხლმისა და ლახტის ქნევა რუს., 204,36; მათი ეგზომი ხლმის ქნევა ყოვლთა მჭვრეტელთ უკვირდა ომ., 29,36; მანცა ნახოს ჴმალთა ქნევა, მკლავთა ჩემთა მონახდომი მთ., 716,4; დუშმანთ გული გაუტეხე, ხლმის ქნევითა ამიქნია თბ., 329,2; ხმლის მოქნევა - რა ხოსროს ბარზინ მოუქნივის ხმალი ან ლახტი, ხოსროს ცხენი გაუხტის და დაიცდინის რუს., 285,30.