![]() |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ბ |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი
წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.
ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
1 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ბაიათი |
▲back to top |
ბ
ბაიათი
შვიდმარცვლიანი ლექსი.
ლექსთწყობაში ბაიათი ეწოდება ისეთ ლექსს,რომლის თითოეული ტაეპი შედგება ხუთი მარცვლისაგან.
მაგ: „კინტო“, „კინტოს სიმღერა“ (ა. წერეთელი), „ძველ მოყვარეს“ - (ი.ჭავჭავაძე).
იხ. აგრეთვე: ტაეპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
2 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ბალადა |
▲back to top |
ბალადა
ფრანგ. BALADE
ლირიკული ან ლირიკულ–ეპიკური შინაარსის მოკლე თხრობითი ხასიათის ლექსი.
ტერმინი წარმოდგება ფრანგული სიტყვისაგან, რაც ნიშნავს ცეკვას.
ბალადა შუა საუკუნეებში წარმოიშვა საფრანგეთში. ბალადებს მღეროდნენ ტრუბადურები,
რომლებიც მეტწილად ხალხის ქვედა ფენებიდან გამოსული მოხეტიალე პოეტები იყვნენ.
ისინი უმთავრესად დაიოდნენ სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და მღეროდნენ
ლექსებს მეფეებისა და რაინდების საგმირო საქმეებზე, მათ ბრძოლებზე, მამაცობაზე. ამ
ლექსების მღერის დროს ცეკვავდნენ და თან საკრავებს უკრავდნენ. ასეთი მომღერალი
პოეტები მოგზაურობდნენ აგრეთვე ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში ლექსის სიმღერასთან ერთად ცეკვას ასრულებდნენ თვით შემთხზველები ან სხვა
მოცეკვავენი. სიმღერითა და ცეკვით სრულდებოდა, მაგალითად, ქართული ფერხული. ბალადაში ეპიკური ელემენტიც არის და ლირიკულიც. იგი ლირიკულია, რადგან გამოხატავს
ავტორის პირად განწყობილებას; იმავე დროს, ბალადას ეპიკურ გვარსაც აკუთვნებენ,
რადგან ბალადა პოეტის განწყობილებას გამოხატავს არა უშუალოდ, არამედ ავტორის
ცხოვრებისა და მისწრაფების ნაცვლად გვიხატავს სხვა მოქმედი პირის ცხოვრებას ან
აგვიწერს რაიმე საინტერესო შემთხვევას, რაც პოეტის პიროვნების გარეშე ხდება ბალადას, უფრო ხშირად, საფუძვლად უდევს რაიმე ზღაპრული გადმოცემა. ამიტომ, მისი
შინაარსი, ჩვეულებრივ, ფანტასტიკურია. მაგ. ილია ჭავჭავაძის „ბაზალეთის ტბა”
ბალადის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს ქართულ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში: „ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო ამ ლექსის შინაარსი ფანტასტიკურია. ავტორს გამოყენებული აქვს ძველი გადმოცემა
ბაზალეთის ტბის შესახებ. ამ ბალადის საშუალებით ავტორი ნათლად გამოსახავს ქართველი
ხალხის მისწრაფებას სამშობლო ქვეყნის აყვავებისადმი, მაღალი ეროვნული იდეალის
განხორციელებისადმი.
ეს ლექსი გამოხატავს აგრეთვე ავტორის პატრიოტულ იდეალს. იგი იმით განირჩევა
ზღაპრისაგან, რომ ზღაპარში შემთხზველს, როგორც ცრუმორწმუნეს, სწამს მისგან
მოთხრობილი ფანტასტიკური ამბის მოხდენის შესაძლებლობა, სწამს „სასწაულთმოქმედი”
ძალები. ი. ჭავჭავაძე კი შეგნებულად იყენებს გადმოცემას როგორც არა მისი
ცრუმორწმუნეობის გამომხატველს, არამედ მხოლოდ როგორც პოეტურ ფორმას თანამედროვე ბალადა რეალისტურია. ფანტასტიკური გამონაგონის ნაცვლად მას ტიპური ან სინამდვილის დამახასიათებელი რაიმე
საინტერესო მოვლენის ასახვა ახასიათებს. ასეთი ბალადის ნიმუშია ა. მირცხულავას მიერ
მიერ დიდი სამამულო ომის დროს დაწერილი ბალადა „ძმები”: „ისინი დილით ნახეს ფლატეში,
დასავლეთ ევროპის მწერალთა შორის ბალადა დაამუშავეს ულანდმა, შილერმა, გოეთემ
(„ტყის მეფე”, „მინიონი”), რუსულ ლტერატურაში ბალადებს წერდა პუშკინი
(„დამხრჩვალი”), ლერმონტოვი („ჰაეროვანი ხომალდი”), ნეკრასოვი, მაიაკოვსკი და სხვ.
ქართულ პოეზიაში ბალადები გვხვდება ფოლკლორულ მასალებში. ასეთია „თავფარავნელი
ჭაბუკი”, „ლექსი ვეფხისა და მოყმისა” და სხვ. ბალადისებურია ხალხური ლექსი „თამარ
მეფე და ხონთქარი”, რომელიც სიმღერითა და ცეკვით სრულდებოდა. ქართულ ლირიკაში
ბალადის ნიმუშებია: რ. ერისთავის „ალები”, „ქალების აყვანა”, ი. გრიშაშვილის
„ზღაპარი ჰამაკში” და ა.შ. იხ. აგრეთვე:: ზღაპარი, ლირიკულ–ეპიკური ნაწარმოები, ლირიკა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
წარსულში ბალადა სპეციალურად ითხზვებოდა, როგორც საცეკვაო სიმღერა, შემდეგში კი იგი
განვითარდა როგორც ლირიკის ერთ–ერთი ფორმა, რომელიც წასაკითხავად და სადეკლარაციოდ
(ზეპირად წარმოსათქმელად) იწერებოდა
და მის გარშემო წყლის ქვეშე უცხო წალკოტი ჰყვავისო,
მწვანეა მუდამ წალკოტი, არასდროს თურმე არ ჭკნება,
ქვეყნისა დროთა ტრიალსა იგი არ ემორჩილება.
ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი
და იმის მზიან ჩრდილებში მუდამ გაზაფხული არი.
წალკოტის შუაგულშია ის აკვანი ასვენია
და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა არავის გაუბედნია.
მარტო ერთნი სირინოზნი იმ აკვანს გარს ეხვევიან,
მარტო იგინი გრძნეულნი დასტრფიან და დამღერიან...
ამბობენ, – თამარ დედოფალს ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით ტბა კარვად ზედ გადუხურავს.
იმას კი აღარ ამბობენ, აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი ზედ ტბად რისთვის დაადინა...
იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღედაღამ ნატრულობა ჩუმის ნატვრითა ქართველი?”
ერთად ჩაკრული მშობლიურ გრძნობით,
და მოათავსეს ერთ პალატაში
მტერთან ბრძოლაში დაჭრილი ძმები;
ერთად იბრძოდნენ, ერთი მიზნისთვის
ცეცხლის ალში თუ კვამლში გართული,
– სამშობლოსათვის, სამშობლოსათვის –
– მტერს მიჰკიოდნენ ხმალაღმართული!
მაგრამ დაეცნენ მკერდზე მახვილით,
თვალთ ყორნისფერი ნისლი ებურათ,
და „ვაი–ნანას” ამოძახილით
სიკვდილს ებრძოდნენ ვეფხისებურად!
კვლავ წამოდგომა ეწადათ, მაგრამ
ვეღარ დგებოდნენ, ხმალს ვერ წვდებოდნენ,
ხელი ჩასჭიდეს ერთმანეთს მაგრად,
ჩოქვით ერთმანეთს ეზიდებოდნენ!
ძლივს მიაწვდინეს მეგობრებს ხმები,
პირაღმა იწვნენ თოვლის ფლატეში,
და სასიკვდილოდ დაჭრილი ძმები
მოთავსებულან ერთ პალატაში!
დილით, როდესაც მზე ოქროს მკერდით
ჭერს გაანათებს, გაამზეურებს,
– ძმა როგორ არის? – კითხულობს ერთი,
– ძმა როგორ არის? – დარდობს მეორე!
ძილში, როდესაც ყუმბარის ფერდი
ციდან მოწყდება, ვით მეტეორი,
– ძმა ცოცხალია?– ბუტბუტებს ერთი,
– ძმა ცოცხალია? – გმინავს მეორე!
სიზმრების ზღვა კი, როგორც ხომალდებს,
ტახტებს არწევს და ღელვა ჰგონიათ
და ასე, სულის ამოხდომამდე,
ძმას აწამებდა ძმის აგონია!
ერთ მრისხანე დღეს, როცა ავდარი
სძრავდა მიდამოს; ცა რისხვით ჰქუხდა,
პალატა სდუმდა, ვით ნასაყდარი,
ძმა ძმის შესახებ აღარა სწუხდა!”
![]() |
3 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ბარბარიზმები |
▲back to top |
ბარბარიზმები ლათ. BARBAROS ამა თუ იმ ენის ბუნებისათვის შეუფერებელი ან უცხოური ენიდან საჭიროების გარეშე
შემოსულ სიტყვა, გამოთქმა. ფართო მნიშვნელობით ბარბარიზმად ითვლება უცხო ენიდან შემოსული ყოველი სიტყვა და
გამოთქმა. ზოგი მათგანი მხოლოდ წარმოშობით არის ბარბარიზმი, სავსებით ეგუება ამა თუ
იმ ენას და დასაშვებია ლიტერატურული ენისათვის ენის გამდიდრებისთვის აუცილებელ ბარბარიზმებს ხალხი ითვისებს და მას თავისებურ
(ეროვნულ) ფორმას აძლევს ასეთი გათავისებურება ამდიდრებს და აძლიერებს ენას. უცხო ენიდან შემოსული და
ეროვნულ ბუნებასთან შეხამებული აუცილებელი სიტყვებით გამდიდრდა ქართული ენა და
შეინარჩუნა თავისი გრამატიკული წყობა და ძირითადი ლექსიკური ფონდი ბარბარიზმებს ზოგჯერ დაცინვის მიზნითაც იყენებენ. მაგალითად, არსენა ასე მიმართავს
ყაზახებს, რომლებიც მისი დაჭერის მიზნით გამგზავრებულან: „ზრასტი, ზნაკომ, გაგიმარჯოს, „...რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?... ბარბარიზმის უკიდურესი ფორმაა: „უგლავოში საპოჟნიკი პოლსაპოშკებს აპაჩინკებს” ამ წინადადების ლექსიკურ შემადგენლობაში არ არის გამოყენებული არცერთი ქართული
სიტყვის არც ძირი და არც ფუძე ქართულია მხოლოდ ფრაზის შემადგენელი სიტყვების სინტაქსური წყობა, ქართულია აგრეთვე
თავსართები, ბოლოსართები, თანდებულის, ბრუნვისა და პირის ნიშნები: უგლავო – შ – ი ასეთი ბარბარიზმი უფრო ცარიზმის ბატონობის დროინდელ ქართულს ახასიათებდა და ჩვენს
ეპოქაში უკვე გამქრალია, ან ჩქარი ტემპით ქრება ბარბარიზმებს მწერლები მიმართავენ აგრეთვე ტიპიზაციის მიზნით ბარბარიზმები ტიპიზაციის მიზნით გამოყენებული აქვს დ. შენგელაიას ქვემომოყვანილ
ნაწყვეტში: „მას შემდეგ, რაც მეფის რუსეთის ეგერებმა დარიალი გადმოლახეს, ძველ თბილისს ეშხი
ნელ– ნელა გაუხუნდა. ყოველივე ძველთან ერთად ამქრის დიდებასაც პატივი თანდათან
ეყრებოდა. დროებამ ნირი იცვალა და ქარმაც სხვაგვარმა იწყო ქროლა. ყაბახი მოიშალა,
სალაღობოც დადუმდა. ქალაქი სულ რუსეთუმეებითა და თერგდალეულებით აივსო... „მოდნაც”
სხვა გაჩნდა და ძველებურ ტანსაცმელს იშვიათად თუ ვინმე ჩაიცვამდა. სახლებსაც ახალ
ყაიდაზე აშენებდნენ, ნივთიც „გრანიცისა” შემოდიოდა და ბევრი ხელობა სულ გადავარდა.
ოქრომჭედლებს, თერძებს, მექოშეებსა და ძველ ჭონებს მუშტარი ეგრერიგად აღარ
ეტანებოდა და მათი ხელობის მაზანდაც ეცემოდა ათას რვაას სამოცდახუთ წელს შემოღებულმა ახალმა გადასახადებმა მთლად ააფორიაქეს
ისინი. სხვა გზა რომ აღარ იყო, არზა დასწერეს და ქალაქის მოურავს შერმაზანა
ვართანოვს , დიდის ფეშქაშებით მიართვეს, მაგრამ არა გამოვიდა რა,– „რუსული ატკაზით”
გაისტუმრეს უკან” ამ ნაწყვეტის თავისებურება ისაა, რომ მასში ავტორი ბარბარიზმებით თითქოს თვითონ
ლაპარაკობს და მის მიერ „მოქცეული” ბარბარიზმები უშუალოდ ახასიათებენ არა თვით
ავტორს, არამედ განსაზღვრული ეპოქისა და კლასების მეტყველებას წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
მაგალითად: „შპილკა” (სარჭი), „შკაფი” (კარადა), „ვინტოვკა” (შაშხანა),
„პოლი”
(იატაკი), „პროსტინა” (ზეწარი) და სხვა. ზემოთმოყვანილი ნიმუშების მსგავსი
ბარბარიზმების ხმარება დაუშვებელია, თუ ისინი ავტორს შეგნებულად არ აქვს გარკვეული
მიზნით გამოყენებული
კუდა იდიოშ, საითკენა”– (ხალხური). ი. ჭავჭავაძე ასე ახასიათებინებს პაპას მის
ფუქსავატ წინაპრებს:
НА ПЛЕЧО-ბა გვასწავლეო.
მთავრობას ვეხვეწებოდით”
საპოჟნიკ – ი
პოლსაპოშკ – ებ–ს
აპაჩინკ – ებ–ს
![]() |
4 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ბგერწერა |
▲back to top |
ბგერწერა
სიტყვები და გამოთქმები, რომელთა ხმოვანება ემსგავსება გამოსახატავი მოვლენისათვის
დამახასიათებელ ხმოვანებას მაგ:
გალაკტიონი დამსგავსებული ბგერებით ასე გადმოგვცემს ქარის ქროლვას: „ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ხაზგასმული ბგერების წარმოთქმის საშუალებით ჩვენ ვიმეორებთ ქარის ქროლვის
დამახასიათებელ ბგერებს და ეს აძლიერებს ლექსიდან მიღებულ შთაბეჭდილებას. მსგავსი
ბგერების საშუალებით ავტორი გვიადვილებს წვიმის განცდას ქვემოთ მოყვანილ
სტრიქონებში: „...და მერე კი წვიმა, წყნარი წვიმა წელწანწკარა დამსგავსებული ბგერების საშუალებით საუცხოოდაა გადმოცემული დამჭკნარი ფოთლების
შრიალი ქარიშხლიანი შემოდგომის დღეს ქვევით მოყვანილ ტაეპებში: „შემოდგომა იდგა მაშინ, მოშრიალე მაღლა მთაში, ბგერის დამსგავსებას მიმართავენ აგრეთვე აზრის მკვეთრად გამოხატვის მიზნით,
კეთილხმოვანებისათვის და ა.შ ბგერწერის უფრო გავრცელებული ფორმებია: ალიტერაცია, ასონანსი, ანაფორა, ეპიფორა და
პირაპირი. იხ. აგრეთვე: ალიტერაცია, ასონანსი, ანაფორა, ეპიფორა, პირაპირი წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ”
, წვრილ წვეთებად აწიკწიკდა, წამდაუწუმ, წარამარა” – (ს. ფაშალეიშვილი)
შავი, შავი, საშიშარი, გაიშალა ქარიშხალი” – (ს. ჩიქოვანი)
![]() |
5 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ბესიკური |
▲back to top |
ბესიკური
თოთხმეტმარცვლიანი ლექსი მაგ: „გასწი მერანო, შენს ჭენაბას არ აქვს სამძღვარი, შაირისა და შავთელურის შემდეგ ბესიკური ყველაზე უფრო გავრცელებულია ქართულ
პოეზიაში. ბესიკური ტაეპებით უმთავრესად იწერება ქართული სონეტები და ქართული
მუხამბაზი ბესიკური ტაეპებით არის თარგმნილი შექსპირის ტრაგედიები სინონიმი: მუსტაზადი წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი შავად მღელვარი”. – (ნ. ბარათაშვილი).
იხ. აგრეთვე: მუხამბაზი, სონეტი, ტაეპი, ტრაგედია, შაირი, შავთელური
![]() |
6 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ბიოგრაფია |
▲back to top |
ცხოვრების აღწერა („ბიოს” – ბერძნულად ცხოვრება, „გრაფიო” – ვწერ, აღვწერ) ბიოგრაფია გვიხატავს ამა თუ იმ პიროვნების თავგადასავალს. იგი ეყრდნობა ფაქტიურ
მასალებს, გვიხატავს რომელიმე პიროვნების ცხოვრების პირობებს, მის ურთიერთობას სხვა
ადამიანებთან, მისი ხასიათის განვითარებას, მის საზოგადოებრივ და კერძო
საქმიანობას. ბიოგრაფიაში მთავარი ყურადღება ექცევა დიდი საზოგადოებრივი
მნიშვნელობის მქონე ადამიანთა ცხოვრებისა და თავგადასავლის თანმიმდევრული
მოვლენების ერთიმეორესთან მიზეზობრივად დაკავშირებულ აღწერას გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრების დაკვირვებულ შესწავლას დიდი აღმზრდელობითი
მნიშვნელობაც აქვს. მათი ცხოვრება მიბაძვის სურვილს იწვევს მკითხველებში.
ლიტერატურის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მწერლის ბიოგრაფიას, რადგან
მწერალი ცხოვრობს გარკვეულ დროში, საზოგადოებაში, პირობებში და როგორც მთელი მისი
ეპოქა, აგრეთვე უკანასკნელთან დაკავშირებული მისი პირადი ცხოვრება, ხსნის მწერლის
შემოქმედებას და გამოხატულებას ნახულობს მის მხატვრულ ნაწარმოებში; როგორც ნიმუში,
შეგვიძლია დავასახელოთ ი. ჭავჭავაძის მიერ დაწერილი პოეტ იოსებ დავითაშვილის მოკლე
ბიოგრაფია ამა თუ იმ პიროვნების გავრცელებულ ბიოგრაფიას ზოგჯერ ცხოვრებასაც უწოდებენ. მაგ. ა.
წერეთლის თავგადასავალი ვრცლად არის აღწერილი ლევან ასათიანის ნაშრომში, რომელსაც
ეწოდება „ცხოვრება აკაკი წერეთლისა”. ზოგიერთი მწერლის ვრცელ ბიოგრაფიას ხშირად თავგადასავალსაც უწოდებენ. მაგ. ა.
ბელიაშვილის „თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა”. თუმცა ზემოაღნიშნული მხატვრული
ნაწარმოებია და ავტორისაგან მოპოვებული ბიოგრაფიული მასალები უხვად არის
გამდიდრებული მხატვრული გამონაგონით, მაგრამ მაინც წარმოადგენს ბესიკის ვრცელ
ბიოგრაფიას იხ. აგრეთვე: მოთხრობითი თხზულება, ნეკროლოგი წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
7 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ბოლორითმები |
▲back to top |
ბოლორითმები
ტაეპების დაბოლოებათა შემთანხმებელი რითმები მაგ: „ორმოში ფეტვი ჩავყარე შესანახადაო, „მეგობრებო, წინ-წინ გასწით, წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ორმოში წყალი ჩასულა, დასალპობადაო,
ორმოდან ამოვყარე გასაშრობადაო,
ჩიტი ღობეზე შემოჯდა ასაკენკადაო”–(ხალხური)
ნუ შედრკება თქვენი გული,
დე, მკერდს სისხლის დაღი აჩნდეს
და შუბლს ოფლის ნაკადული”– (ი. ევდოშვილი).
იხ. აგრეთვე: რითმა, ტაეპი