![]() |
||||||||
|
![]() |
ქართული ლექსის ისტორია და თეორია |
აკაკი ხინთიბიძე
ქართული ლექსის ისტორია და თეორია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკაკი ხინთიბიძე ქართული ლექსის ისტორია და თეორია
წიგნი განკუთვნილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის, აგრეთვე ქართული ლექსით დაინტერესებულ მკითხველთათვის.
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
2009 ლექსი ერთი რამ არის ამ სოფლის საქმეში.
„ჭაშნიკი“
![]() |
1 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - სარჩევი |
▲back to top |
სარჩევი
წინასიტყვაობა
ლექსის ისტორია
1) ხალხური ლექსი
2) საერო ლექსი
3) სასულიერო ლექსი
4) დავით აღმაშენებლის ეპიტაფია
5) ჩახრუხაძე
6) „აგდულმესიანი“ თუ „არჩილ მეფის ქეგა"
7) რუსთველის სალექსო რეფორმა
8) გურამიშვილის სალექსო რეფორმა
9) ბარათაშვილის სალექსო რეფორმა
10) ილია, აკაკი, ვაჟა
11) გალაკტიონის სალექსო რეფორმა
ლექსის თეორია
I. რიტმული სტრუქტურა
1) რიტმის ცნებისათვის
2) მარცვალი და მახვილი
ვ) მუხლი
4) ცეზურა
5) გადატანა
6) მეტრი
ა) იზოსილაბური მეტრი
გ) ჰეტეროსილაბური მეტრი
გ) ვერლიბრი
II. ლექსთა სახეები
1) მთიბლური
2) იამბიკო
3) ფისტიკაური
4) ძაგნაპორული
5) ჩახრუხაული
6) რუსთველური
7) გურამული
8) გესიკური
III. რითმა
1. რითმის რაობა და გენეზისი
ა) რითმის დეფინიცია
ბ) რითმის გენეზჯისი
გ) ქართული რითმა მაიაკოვსკის ლექსის სტრუქტურაში
2. რითმის კლასიფიკაცია
ა) რითმის ფონიკა
ბ) რითმის აღგილმდებარეობა
ბოლორითმა
შიდარითმა
თავრითმა
გ) რითმის გრძლიობა
„ვაჟური" და „ქალური“ რითმა
ჭარბი რითმა
დ) რითმის აგებულება
შედგენილი რითმა ე) რითმის დაბოლოება
ვ) რითმის მორფოლოგია ზ) რითმის აზრობრივი დანიშნულება
თ) თეთრი ლექსი ვ. რითმის ხელოვანნი
ა) ჩახრუხაძის რითმა IV. სტროფი
კატრენის მესამე ტაეპი
V. სალექსო ფორმები 1) მყარი სალექსო ფორმები 3) უცხოური მყარი სალექსო ფორმები
ა) მუხამბაზი VI. ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები
1) სილაბურობის თეორია ა) მამუკა ბარათაშვილი 2) სილაბურტონურობის თეორია
ა) ევგენი ბოლხოვიტინოვი ვ) ცალკეული დაკვირვებანი
VII. ქართული ლექსის ბუნება VIII. ლექსის ევფონია
I) ალიტერაცია IX. ლექსის ინტონაცია
1) ინტონაციის ცნებისათვის მითითებული ლიტერატურა
აკაკი ხინთიბიძის ძირითად ნაშრომთა ბიბლიოგრაფია
რედიფიანი რითმა
შეთავსებული რითმა
ბ) რუსთველის რითმა
გ) რუსთველიდან გურამიშვილამღე
დ) გურამიშვილის რითმა
ე) ბესიკის რითმა
ვ) რომანტიკოსთა რითმა
დ) რომანტიკოსებიდან გალაკტიონამდე
თ) გალაკტიონის რითმა
ი) ღადო ასათიანის რითმა
2) ეროვნული მყარი სალექსო ფორმები
ა) ჩარხებრმბრუნავი ლექსი
ბ) შერეული
გ) გალაკტიონის სტროფი
ბ) სონეტი
გ) ტერცინა
დ) ტრიოლეტი
ე) ოქტავა
ვ) ვილანელა
ზ) პანცონა
თ) პალინდრომი
ბ) იოანე ბატონიშვილი
გ) ანონიმი ავტორი
დ) თეიმურა% გაგრატიონი
ე) პლატონ იოსელიანი
ვ) დავით ჩუბინაშვილი
ზ) დავით რექტორი
თ) ლუკა ისარლიშვილი
ი) გრიგოლ ყიფშიძე
კ) იონა მეუნარგია
ლ) მოსე ჯანაშვილი
მ) ნიკო მარი
ნ) სილოვან ხუნდაძე
ო) გრიგოლ რობაქიძე
პ) პავლე ინგოროქჭვა
ჟ) ანდრეი ფედოროვი
რ) გივი გაჩეჩილაძე
ს) დავით წერედიანი
ტ) გიორგი წერეთელი
უ) ტოგო გუდავა
ფ) მიხეილ გასპაროვი
ქ) აპოლონ სილაგაძე
ღ) ქეთრინ ვივიანი
ბ) ლავრენტი არდაზიანი
გ) ნიკოლოზ გულაკი
დ) კოტე დოდაშვილი
ე) მელიტონ კელენვზერიძუ
ვ) შიო დავითაშვილი
ზ) იოსებ ყიფშიძე
თ) სერგი გორგაძე
ი) აკაკი გაწერელია
კ) პანტელეიმონ ბერაძე
ლ) როლანდ ბერიძე
2) ასონანსი
3) ონომასტი4კა და ევფონია
4) ალიტერაციის ინტენსივობა
5) ევფონიის სემანტიკური ფუნქცია
2) პოეტური ენა და ინტონაცია
3) რიტმი და ინტონაცია
4) ევფონია და ინტონაცია
![]() |
2 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - მითითებული ლიტერატურა |
▲back to top |
მითითებული ლიტერატურა
1. ალექსანდრე აბაშელი, პოეტიკა, ჟ. „ახალი ცისკარი“, 1915. 1.
2. ზაზა ალექსიძე, ატენის სიონის ოთხი წარწერა, 1983.
3. გიორგი არაბული, ომონიმური რითმა ძველ ქართულ მწერლობაში, „ლიტერატურული
ძიებანი“, XXI, 2000.
4. არისტოტელე, პოეტიკა, სერგი დანელიას თარგმანი, 1944.
5, ნიკა აგიაშვილი, ჭაბუკები დარჩნენ მარად, 1971.
6. ნინო აბესაძე, გრამატიკის საკითხები XIX საუკუნის ქართულ პერიოდულ გამოცემებში,
1960.
7. ლადო ასათიანი, ერთტომეული, 1979.
8. თეიმურაზ ბაგრატიონი, გვარნი ანუ საზომი ქართულისა ენისა სტიხთა, „ლიტერატურული
ძიებანი“, IV, 1948.
9. იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, 1936,
10. მამუკა ბარათაშვილი, სწავლა ლექსის თქმისა, 1981.
11. მამუკა ბარათაშვილი, თხზულებათა სრული კრებული, 1969.
12. თამარ ბარბაქაძე, ქართული ლექსმცოდნეობის ანოტირებული ბიბლიოგრაფია, I, 1993.
13. თამარ ბარბაქაძე, სონეტი ღვთაებრივი, იდუმალი, ჟ. „რიწა”, 1995, 3-4.
14. თამარ ბარბაქაძე, „სილაში ვარდი" და „ყვავილი... გავსილი სილით“, „კრიტერიუმი“,
I, 2000.
15. თამარ ბარბაქაძე, „გადიშალე, ჩემო თეთრო ქაღალდო”, „ჩვენი მწერლობა“, 2002.
22-28 ნოემბერი.
16. თამარ ბარბაქაძე, პლატონ იოსელიანი – ქართული ლექსის მკვლევარი, „სჯანი", IV,
2003.
17. ალექსანდრე ბარამიძე, ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, 1945.
18. რევაზ ბარამიძე, ფარნავაზმან ძლიერ ჰყო ქვეყანა თვისი, 1999.
19. ჯონდო ბარდაველიძე, ქართული ხალხური ლექსი, 1979.
20. ჯონდო ბარდაველიძე, წინალიტერატურამდელი ქართული ლექსი, „ლიტერატურული
ძიებანი“, XIX, 2000.
21. პანტელეიმონ ბერაძე, ძველი ბერძნული და ქართული ლექსწყობის საკითხები, 1969.
22. პანტელეიმონ ბერაძე, რუსთაველის ლექსის რიტმი, „რუსთაველის კრებული", 1938.
23. პანტელეიმონ ბერაძე, მახვილი ქართულ ლევსში, თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე
მეცნიერულის სესია, 1957.
24. ნიკოლა ბუალო დეპრეო, პოეტური ხელოვნება (ქართული თარგმანი). 1998.
25. აკაკი გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1953.
26. აკაკი გაწერელია, ქართული ვერსიფიკაცია და რუსთაველის ლექსი, „ლიტერატურული
საქართველო“, 1972. 5.
27. აკაკი გაწერელია, ნარკვევები, პორტრეტები, ლექსმცოდნეობა, 1988.
28. აკაკი გაწერელია, ანდრეი ბელი და რიტმის პრობლემა, თსუ შრომები, ტ. V, 1936.
28. აკაკი გაწერელია, “ვეფხისტყაოსნის” პოეტიკის ზოგიერთი საკითხი, 1974.
29. დავით გამეზარდაშვილი, ნარკვევები ქართული რეალიზმის ისტორიიდან, 1953.
30. М. Л. Гаспаров. Современный русский стих, 1974.
31. Михаил Гаспаров, Дмитрий Сливняк. Новое издание классической поэтики,
«Литературная Грузия», 1985, No7.
32. ვალერიან გაფრინდაშვილი, თხზულებანი, 1990.
33, ალექსანდრე გვახარია, შინაგანი რითმის ისტორიიდან, „ძველი ქართული მწერლობის საკითხები",II, 1964.
34. ვაჟა გვახარია, მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები, 1978.
35. სერგი გორგაძე, ქართული ლექსი, 1930.
36. სერგი გორგაძე, ქართული წყობილსიტყვაობა, კრ. „გრდემლი“ ,II განყოფილება, 1912.
37. Б. Гончаров. Звуковая организация стиха и проблемы рифмы, М., 1973.
38. დავით გოგოჭური, მელექსეობა ხევსურეთში, 1974.
39. ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი, I, 1979.
40. ტოგო გუდავა, მახვილის როლისათვის ქართული ლექსის სტრუქტურაში, „აღმოსავლური
ფილოლოგია“, IV, 1996.
41. ტოგო გუდავა, ქართული სალექსო სტრიქონის აგებულების ზოგიერთი
საკითხი, „ცისკარი“, 1974, 7.
42. მორის გრამონი, ფრანგული ვერსიფიკაციის მცირე ტრაქტატი, ქართული თარგმანი,
ხელნაწერი, 1965.
43. გივი გაჩეჩილაძე, მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხები, 1958.
44. გივი გაჩეჩილაძე, ქართული ლექსი ინგლისურთან შეპირისპირებით,
„მნათობი“, 1967, 10.
45. ამბერკი გაჩეჩილაძე, ნარკვევები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან,
1952.
46. Ш. Давиташвили. Грузинское стихосложение, „Закавказье", 1918, No40.
47. პ დეფეი, რითმების ლექსიკონი, 1961, წინასიტყვაობა (ქართული
თარგმანი, ხელნაწერი).
48. თეიმურაზ დოიაშვილი, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები,1982.
48. თეიმურაზ დოიაშვილი, ლექსის ევფონია, 1981.
49. თეიმურაზ დოიაშვილი, ნიყმთხითიხიL 2000.
50. თეიმურაზ დოიაშვილი, სისტემა-პროცესი-ნორმა, კრ. „სჯანი“, IV, 2003.
51. А. Н. Веселовский. Историческая поэтика, 1940.
51ა. ვახტანგ VI, თხზულებები, 1947;
52. Katharine Vivian. Introduction to: Shota Rustaveli, The knight in Panther
skin, A free translation in prose by Katharine Vivian, London, 1997, pp. 13-33.
53. Katharine Vivian. Antologie de la poésie georgienne, V-XX sicles, production
et commentaires de Serge Tsouladze (Review in English). In: Revue des etudes
Georgiennes, 1985, 1, pp. 241-242.
54, ელენე ვირსალაძე, ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება (წინასიტყვაობა), 1958.
55. ნინელი თარგამაძე, სპარსული და ქართული მყარი სალექსო ფორმები,1990.
56. იზოლდა თევდორაძე, ქართული ენის პროსოდიის საკითხები, 1978.
57. ივანე იმნაიშვილი, ქართული პოეტური ენის საკითხები, 1966.
58. პაგლე ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1954.
59. პავლე ინგოროყვა, ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, ჟ. „მნათობი",
1939, 4.
60. პავლე ინგოროყვა, რუსთაველის ეპოქის ლიტერატურული მემკვიდრეობა, „რუსთაველის
კრებული“, 1938.
61. А. Исаченко. Из наблюдений над «Новой рифмой», „Slavic poetics",
62. А. Карпов. Стих и время, М.,1966.
63. კათალიკოსი კირიონი და გრიგოლ ყიფშიძე, სიტყვიერების თეორია; III გამოცემა,
1920.
64. კორნელი კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960.
64ა. კორნელი კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, II, 1941.
65. კორნელი კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, II, 1981,
66. კორნელი კეკელიძე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, VIII, 1962.
67. მელიტონ კელენჯერიძე, სიტყვიერების თეორია, მესამე, შესწორებული გამოცემა,
1919.
68. გრიგოლ კიკნაძე, „ბახტრიონის“ რითმა, „ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი", 1972.
69. დავით კობიძე, ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი,1969.
70. Иржи Леви. Искусство перевода, М., 1974.
71. გიორგი ლეონიძე, „ჭაშნიკი", მამუკა ბარათაშვილის პოეტიკა, 1920.
72. ჟ. „ლეილა“, 1920, 2.
73, „ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი", 1995.
74. თამარ ლომიძე, ქართული რითმის ისტორიიდან, 1988.
75. Литературная энциклопедия, т.9, 1935.
76. И. М. Лотман. Анализ поэтического текста, М., 1972.
77. И. М. Лотман, Лекции по структуральной поэтике. «Труды по знаковым
системам». М., 1964.
78. В. Маяковский. Избранные произведения, 1953.
79. ნიკო მარი, Die georgische Sprache, Das neue Russland, 1929, No 5-6.
80. იონა მეუნარგია, ქართველი მწერლები, 1954.
81. გივი მიქაძე, ნარკვევები ქართული პოეტიკის ისტორიიდან, 1974.
82. გივი მიქაძე, მამუკა ბარათაშვილი, 1958.
83. «Мысль, вооруженная рифмами», 1983.
84. ნინო ნაკუდაშვილი, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში", „ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი“,
1995.
85. ნინო ნაკუდაშვილი, ჰიმნოგრაფიული ტექსტის სტრუქტურა, 1996.
86. ჟ. „პრომეთე“, 1918, 2.
87. სერგი ჟღენტი, ქართული ენის რიტმიკულ-მეთოდიკური სტრუქტურა, 1963.
88. В. Жирмунский. Теория стиха. 1975.
89. დარეჯან რამიშვილი, ლექსწყობის გამომხატველობითი შესაძლებლობების ფსიქოლოგიური
ანალიზი, „ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები“, VII, 1950.
90. გრიგოლ რობაქიძე, ბესიკი, გაზ. „საქართველო“, 1917, 263.
90ა. გრიგოლ რობაქიძე, ქართული ლექსი, გაზ. „საქართველო“, 1918, 15.
91. გრიგოლ რობაქიძე, სამი წერილი იარომირ იედლიჩკას, „ლიტერატურული საქართველო",
1995, 13-20 ოქტომბერი.
92. შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, პავლე ინგოროყვას რედაქციით და გამოკვლევით,
წიგნი I, 1970.
93. შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, კონსტანტინე ჭიჭინაძის რედაქციით და
გამოკვლევით, 1934
94. „სეტყვა მოვიდა, ქვა დახვდა“, ა. ცანავას რედაქციით, 1969.
95. აპოლონ სილაგაძე, ლექსმცოდნეობითი ანალიზის პრინციპების შესახებ, 1987.
96. აპოლონ სილაგაძე, მახვილის საკითხისათვის ქართულ ლექსში, „მაცნე, ენისა და
ლიტერატურის სერია“, 1986.
97. აპოლონ სილაგაძე, ძველი ქართული ლექსი და ქართული პოეზიის უძველესი საფეხურის
პრობლემა, 1997.
98. ვალერი სილოგავა, ბორენას წარწერიანი ლექსის გარშემო, „ლიტერატურული
საქართველო“, 1999, 15-22 იანვარი.
99. В.И. Сирус. Рифма в таджикской поэзии, 1953.
100. Н. Соколов. О словаре рифм Маяковского, ж. «Литературная учеба». 1938,
No10.
101. ნესტან სულავა, გიხაროდენ, ღვთისმშობელო მარიამ, „კრიტერიუმი“, 1, 1960.
102. Б. В. Томашевский. Теория литературы, 1931.
103. Б. В. Томашевский. Стилистика и стихосложение, 1959.
104. გალაკტიონ ტაბიძე, თორმეტტომეული, XII, 1975.
105. გალაკტიონ ტაბიძე, თორმეტტომეული, VII, 1975.
106. აკაკი ურუშაძე, ბერძნულ-რომაული და ქართული მეტრიკის საკითზები, 1980.
107. А. Б. Федоров. О путях и средствах передачи грузинского стиха, «Грузинские
романтики», 1940.
108. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, |, 1949.
109. ქართული პოეტიკის ქრესტომათია, 1954.
110. ქართული ხალხური სიტყვიერება, მეგრული ტექსტები, I, 1975.
111. ქართული ხალხური პოეზია, I, 1972.
112. შალვა ღლონტი, „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული ენის სპეციფიკურობის პრობლემა,
1961.
113. გრიგოლ ყიფშიძე, ქართული პროსოდიის გამო, „სახალხო გაზეთი",!1912, 658.
113ა. სიმონ ყაუხჩიშვილი, ეფრემ მცირე და ბერძნულ-ბიზანტიური
ლექსწყობის საკითხები, „უნივერსიტეტის შრომები”, ტ.2, XXVI , 1946.
114. იოსებ ყიფშიძე, 1914. Грамматика мингрельского (иверского) языка. СПб.,
115. აკაკი შანიძე, ფისტიკაურის ისტორიისათვის, „ლიტერატურული ძიებანი, II, 1945.
116. აკაკი შანიძე, ქართული ხალხური პოეზია (წინასიტყვაობა), 1931.
116ა. აკაკი შანიძე, ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, 1953.
117. გურამ შარაძე, ევგენი ბოლხოვიტინოვი – პირველი რუსი რუსთველოლოგი, 1997.
118. М.П. Штокмар. Рифма Маяковского, 1952.
119. მარუთა შუამდინარელი, რითმით აშორდიობა, გაზ. „ლომისი“, 1923, 26.
120. მიხეილ ჩიქოვანი, დავით გურამიშვილი და ხალხური პოეზია, 1955.
121. გრიგოლ ჩხიკვაძე, ქართული ხალხური სიმღერა, I, 1960.
122. დავით ჩუბინაშვილი, Малая грузинская грамматика, 1955 (რუსულ ენაზე).
123. სარგის ცაიშვილი, დავით გურამიშვილის თხზულებათა სრული კრებული
(წინასიტყვაობა), 1980.
124. „ძველი ქართველი მეხოტბენი", II, 1957.
125. „ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია”,II, 1949.
126. შოთა ძიძიგური, ლიტერატურულ-ენათმეცნიერული ნარკვევები, 1974.
127. დავით წერედიანი, სვანური ლექსწყობის საკითხები, „ქართული ფოლკლორი“,IIL 1969.
128. აკაკი წერეთელი, თხზულებათა სრული კრებული, XI, 1960.
129. გიორგი წერეთელი, მეტრი და რითმა „ვეფხისტყაოსანში“,1973.
130. გიორგი წერეთელი, სემიტური ენები და მათი მნიშვნელობა ქართული
კულტურის შესწავლისათვის, მოხსენებათა კრებული, თსუ, 1947.
131. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული,!III, 1953.
132. კონსტანტინე ჭიჭინაძე, ალიტერაცია ქართულ შაირში, 1979.
133. ჯუმბერ ჭუმბურიძე, ქართული კრიტიკის ისტორია, I, 1974.
134. აკაკი ხინთიბიძე, ვერსიფიკაციული ნარკვევები, 2000.
135. აკაკი ხინთიბიძე, აკაკის ლექსი, 1972.
136. აკაკი ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის“ რითმათა სიმფონია, 1972.
137. აკაკი ხინთიბიძე, ბორენას საგალობელი და ბესიკის „სამძიმარი“, „ჩვენი
მწერლობა", 2003, 12-13 დეკემბერი.
138. აკაკი ხინთიბიძე, ლექსმცოდნეობის საკითხები, 1965.
139. აკაკი ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის“ პოეტიკიდან, 1969.
140. აკაკი ხინთიბიძე, პოეტიკური ძიებანი, 1981.
141. აკაკი ხინთიბიძე, პოეტური ხელოვების საკითხები, 1961.
142. აკაკი ხინთიბიძე, რამდენიმე დამატებითი ცნობა „არჩილ მეფის ქების“
სასარგებლოდ, გაზ. „კალმასობა“, 2002, 8.
143. აკაკი ხინთიბიძე, გალაკტიონის პოეტიკა, 1987.
144. აკაკი ხინთიბიძე, იაკობ შემოქმედელი, 1998.
145. აკაკი ხინთიბიძე, რითმა და ზმა, კრ. „სჯანი",II, 2001.
146. აკაკი ხინთიბიძე, ტერმინებისათვის: ზუსტი და არაზუსტი, „ვაჟური“ და „ქალური“
რითმა, კრ. „სჯანი, III, 2002.
147. აკაკი ხინთიბიძე, ფრანგული ალექსანდრიული ლექსის მოდელი ძველ ქართულ
ხელნაწერებში, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2004, 30. IV – 6.V.
148. აკაკი ხინთიბიძე, ქართული ლექსმცოდნეობა, 1999.
149. აკაკი ხინთიბიძე, ქართული საერო ლექსის გენეზისისათვის, „ძველი ქართული
ლიტერატურის პრობლემები", 2002.
150. აკაკი ხინთიბიძე, ქართული ლექსის ბუნებისათვის, 1976.
151. აკაკი ხინთიბიძე, ქართული ლექსის მკვლევარნი, „ჭაშნიკი“. ქართული
ლექსმცოდნეობის საკითხები“ , 1984
152. აკაკი ხინთიბიძე, ცეზურა ქართულ ლექსში და გურამიშვილის ვერსიფიკაცია, 1990.
153. В. Е. Холшевников. Основы стиховедения, М., 1972.
154. В. Е. Холшевников. Русская и польская силлабика и силлаботоника, «Теория
стиха», М.,1968
![]() |
3 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - აკაკი ხინთიბიძის ძირითად ნაშრომთა ბიბლიოგრაფია |
▲back to top |
აკაკი ხინთიბიძის ძირითად ნაშრომთა ბიბლიოგრაფია
1, სამხრეთ საქართველო ქართულ საბჭოთა პოეზიაში, ჟ. „მნათობი", 1950, 7
2. მოწინავე საბავშვო მწერალი, ჟ. „მნათობი", 1953, 4.
3, აამირცხულავას პოეტური ეპოსი, კრ. „ლიტერატურული ძიებანი“, VIII, 1953.
4. ძმობის ჩუქურთმა, „ლიტერატურული გაზეთი“, 1953, 46.
5. ი. გრიშაშვილის საბავშვო ლექსები, ჟ.„კომუნისტური აღზრდისათვის“, 1954, 2.
6. ი. გრიშაშვილის პოეტური ენა, კრ. „ლიტერატურული ძიებანი", IX, 1955.
7. ი. გრიშაშვილის პოეზია, თბ.,1955.
8. მონოგრაფია შ. დადიანის დრამატურგიაზე (თანაავტორი), ჟ. „მნათობი“,1956, 3.
9. კონფლიქტის საკითხისთვის ლირიკაში, კრ. ლიტერატურულიძიებანი“,
10. ი. გრიშაშვილი, თბ.,1956.
11. პოეტური მეტყველების რეალისტურობისთვის, „ლიტერატურული
გაზეთი“, 1956, 29.
12. შენიშვნები პოეტური ოსტატობის საკითხებზე, „ლიტერატურული გაზეთი”, 1957, 29.
13. ილია ჭავჭავაძის ლირიკის ფორმის საკითხები, „ი. ჭავჭავაძის საიუბილეო კრებული“,
თბ., 1957.
14. თანამედროვე ქართული ლექსის მეტრული წყობის შესახებ, კრ. „ლიტერატურული
ძიებანი" XI, 1958.
15. პოეტური ენის შესწავლისთვის, ჟ. „მნათობი“, 1958, 1.
16. რითმის ზოგიერთი საკითხი, კ. კეკელიძის საიუბილეო კრებული, თბ.,
1959.
17. მეორე პეონის ადგილი ქართულ ლევსწყობაში, კრ. „ლიტერატურული
ძიებანი“,XII, 1959.
18. И. Гришашвили. Тб., 1959.
19. ლექსის სურნელება, გაზ. „კომუნისტი“, 1959, 233.
20. მნიშვნელოვანი ნაშრომი პოეტიკაში, გაზ. „თბილისი“, 1960,.232.
21. ი. ჭავჭავაძე და გ. ტაბიძე, ჟ. „საბჭოთა ხელოვნება”, 1960, 8.
22. ქართული ლექსის ინტონაცია, ჟ. „მოამბე“, 1960, 3.
23. აკ. წერეთლის შეხედულებანი პოეტური ხელოვნების საკითხებზე, ჟ. „მნათობი“, 1960,
10.
24. ლექსწყობის გაუთვალისწინებლობის შედეგად, გაზ. „თბილისი“, 1960, 141.
25. აკაკი და პოეტური ოსტატობა, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1960, 140.
26. პოეტური ხელოგნების საკითხები, თბ.,1961.
27. გ.ტაბიძის რითმა, კრ. „ ლიტერატურული ძიებანი“, XIII, 1961.
28, გარდატეხის ეპოქათა მესიტყვე, გაზ. „თბილისი", 1962, 65.
29. ქართული ლექსის მშვენება, გაზ. „თბილისი“, 1962, 171.
30. გალაკტიონის ერთი ლექსის გამო, გაზ. „თბილისი“, 196, 65.
31. ევფონიის ინტონაციური დანიშნულება, კრ. ლიტერატურულიძიებანი", XIV, 1962.
32. ერთი მოსაზრების გამო, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 196, 31.
33. ლექსის დამოუკიდებელი სახეობა, ჟ. „მნათობი“, 196ქ, 2.
34. ქართული ლექსის კლასიფიკაციისთვის, კრ. „ლიტერატურის თეორიისა და ესთეტიკის
საკითხები", I, 1963.
35. აკაკის ლექსთა სახეობანი, ჟ. „მოამბე“, 1963, 4.
36. აკაკის ლექგსწყობის თავისებურებანი, ჟ. „მაცნე“, 1964, 4.
37. აკაკის მელოდიებიდან. ჟ. „სკოლა და ცხოვრება", 1964, 10.
38. აკ. წერეთლის თხზულებათა გამოცემის გამო, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“,
1965, 6.
39. ლექსმცოდნეობის საკითხები, თბ.,1965.
40. გადატანა აკაკის ლექსში, კრ. „ლიტერატურის თეორიისა და ესთეტიკის საკითხები“,
II, 1965.
41. ლიტმცოდნეობის ტერმინთა მოკლე ლექსიკონი (თანაავტორი), 1966.
42. რუსთველური, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1966, 19.
43. გ. ტაბიძე, „ატმის ყვავილები“ (შემდგენელ-რედაქტორი, წინათქმის ავტორი), თბ.,
1966.
44. ქართული პოეტიკა – ჩვენი საზრუნავი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“,1967, 47.
45. სონეტისათვის, გაზ. „ ლიტერატურული საქართველო“, 197, 18.
46. ლექსის თეორია, გაზ. „ ლიტერატურული საქართველო", 1968, 32.
47. შევადგინოთ „ვეფხისტყაოსნის“ რითმათა სიმფონია, 1969. 19.12. თანაავტორი).
48. გრიშაშვილის ლექსი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1969, 17.
49. ქართული რითმა მაიაკოვსკის ლექსის სტრუქტურაში, კრ. „ლიტერატურული
ურთიერთობანი" ;II, 1969.
50. რა სახეობა იქნება? ჟ. „მაცნე“, 1969, |.
51. მუსიკა, გრძნობა და სილამაზე, ჟ. „ცისკარი“, 1969, 2.
52. Грузинская рифма и поэтика Маяковского, ж. "Литературная Грузия". 1969,
No7-8.
53. ძველეარლელი ლექსი, გაზ. „ ლიტერატურული საქართველო“, 1969
54. „გეფხისტყაოსნის“ პოეტიკიდან, თბ., 1969.
55. კ. ჭიჭინაძე – ქართული ლექსის მკვლევარი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“
,1970, 31.
56. სტილის ძიება XXს.-ის 20-იანი წლების ქართულ პოეზიაში, კრ. „ქართული საბჭოთა
ლირიკის ნარკვევები", 1970.
57, მხატვრული ანალიზის საკითხისთვის, ჟ. „ქართულიენადა ლიტერატურა სკოლაში", 1971,
2.
58. თანამედროვე ლექსის საზომებისთვის, ჟ. „მაცნე“, 1972, 2.
59. აკაკის ლექსი, თბ., 1972.
60. ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ (თანაავტორი), თბ. 1972.
61. Исследования по теории стиха, ж. "Литературная Грузия", 1972, No12.
62 დავის საგანია სონეტი, კრ. ლიტერატურული ურთიერთობანი“, 1972.
63. „ვეფხისტყაოსნის“ რითმათა სიმფონია, თბ., 1972.
64. ლიტერატურის თეორიის საფუძვლები (თანაავტორი), თბ., 1972, 1978, 1986.
65. Пути развития грузинского стиха, ж. "Литературная Грузия", 1973.No4.
66. სტილისტიკური დაკვირვებანი გალაკტიონის პოეზიაზე, ჟ. „ქართული ენა და
ლიტერატურა სკოლაში“, 1973, 2.
67. ფიქრები თანამედროვე ვერსიფიკაციაზე, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1973,
24.
68. Основоположник современной грузинской поэтики, ж. литературная Грузия",
1973, No10
69. ეპითეტი გალაკტიონის პოეზიაში, ჟ. „კრიტიკა“, 1973, 5.
70. რეფორმატორი ქართული ლექსისა, გაზ. „კომუნისტი“, 1973, 245.
71. გ. ტაბიძე, „არტისტული ყვავილები“. აღდგენითი გამოცემა რითმის ლექსიკონით,
ბათუმი, 1974.
72. ინსტრუქცია გ. ტაბიძის რითმის ლექსიკონის შესადგენად, თბ.,1974,
73. ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა (თანაავტორი), თბ., 1975.
74. „დრო, დრო აღნიშნე“, ჟ. „კრიტიკა“, 1975. 6.
75. ძველი და ახალი რითმა, ჟ. „მნათობი“, 1976, 5.
76. რუსთველური შიდარითმა, ჟ. „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, 1976, 4
77. რითმის სიკეთე, გაზ. „ ლიტერატურული საქართველო", 1976, 35.
78. ქართული ლექსის ბუნებისათვის, თბ., 1976.
79. მეგრული ლექსი, ჟ. „ცისკარი", 1976, 11.
80. აზრისა და ფორმის ერთიანობა, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1977. 24.
81. Новейшая реформа грузинского стиха, ж. "Литературная Грузия", 1977,No4.
82. ქართული ლექსის უახლესი რეფორმა (გერმანულ ენაზე), კრ. „საქართველო“, 1977.
83. ქართული ლექსის განვითარების გზა, თბ., 1979.
84. გალაკტიონის რითმა თორმეტტომეულში, ჟ. „მაცნე", 1979, 4.
85. ლექსმცოდნეობის კონფერენციაზე, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1979.29.V.
86. კ. ჭიჭინაძე, ალიტერაცია ქართულ შაირში (შემდგენელ-რედაქტორი,გამოკვლევის
ავტორი), თბ., 1979.
87. მესამე გამორიცხული, ჟ. „კრიტიკა“, 1979, 5.
88. აკაკის ლექსი, გაზ. „კომუნისტი“, 1980, 10, VI.
89. „წამების წყნარი წარმავალობა“, გაზ., ლიტერატურული საქართველო“, 1981, 40.
90. „ნარგიზოვანის“ სტრიქონები ხალხურ სიმღერაში, ჟ. „საბჭოთა ხელოვნება", 1981, 4.
91. ქართული ლექსმცოდნეობის ფუძემდებელი, გაზ. „კომუნისტი“, 1981, 22.IV.
92. Чашники - 250. ж." Литературная Грузия", 1981, No6.
93. ერთი სიმღერის ისტორიიდან, გაზ. „ლენინის დროშა“, 1981, 66.
94. ქართული ლექსმცოდნეობა 60 წლის მანძილზე, ჟ. „მაცნე“, 1981, 4.
95. „ვეფხისტყაოსნის“ რიტმული ვარიაციებიდან, ჟ. „ცისკარი", 1981,3.
96. ჭაშნიკი ქართული ლექსმცოდნეობისა, მამუკა ბარათაშვილი, „სწავლა
ლექსის თქმისა”. ქართულად და რუსულად (რედაქტორ-შემდგენელი), თბ., ·
97. პოეტიკური ძიებანი, თბ., 1981.
98. „რითმა ყოველთვის ხმალში იწვევს...", ჟ. „კრიტიკა“, 1982, 1.
99. პაპის ნათქვამი მთიბლური, გაზ. „ ლიტერატურული საქართველო", 1982, 26.I.
100. გალაკტიონის რითმის ლექსიკონი ხელნაწერი, 1982 წ.
101. პოეტის რითმის ლექსიკონი, გაზ. „კომუნისტი", 1982, 8.XI.
102. გრიგოლ რობაქიძის სონეტები, ჟ. „რინა“, 1983, 3.
103. იაკობ შემოქმედელის ვერსიფიკატორული ძიებანი, ჟ. „მაცნე“, 1983, 3.
104. საერო პოეზიის სათავეებთან, გაზ. „კომუნისტი", 1984, 173.
105. ქართული ლექსის მკვლევარნი, კრ. „ჭაშნიკი, ქართული ლექსმცოდნეობის საკითხები“,
თბ., 1984.
106. კოჭლი სონეტი, ჟ. „მაცნე“, 1985, 2,
107. ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები, ჟ. „კრიტიკა“, 1985, 4.
108. Хромой сонет в грузинской поэзии, „Гармония противоположностей", Т6., 1985.
109. ბესიკის „ცრემლთა მდინარეს" მეტრისათვის, კრ. „ქართული ლექს- მცოდნეობა“, თბ.,
1985.
110. იაკობ შემოქმედელი, თბ., 1986წ.
111. საჭიროა საკადრისი მეცნიერული ახსნა, გაზ. „თბილისი", 1986.109. 112.
გალაკტიონის სტროფი, ჟ. „კრიტიკა“, 1986, 5.
113. გალაკტიონის პოეტური სახეები, კრ. „ლიტერატურული ძიებანი“, I,
1986.
114. იონა მეუნარგიას ერთი შენიშვნის გამო, გაზ. „ლიტერატურული სა- ქართველო“,1987.
12.V.
115 Tlo3TIMHECKHe Ila pauleli. K. “TepaTypHag [pysuta", 1987, N8, 116.
გალაკტიონის პოეტიკა, თბ., 1987.
117. ილიას ნატვრა და იმედი, კრ. „ილია ჭავჭავაძე −150“, თბ., 1987.
118. გურული იუმორისტული ლექსი, გაზ. „ლენინის დროშა“, 1988, 132.
119. ასამაღლებელი ხმა, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1988, 2. IV.
120. ცეზურა ქართულ ლექსში, ჟ. „მაცნე“ 1988, 1.
121. ცეზურა ლუწ და კენტმარცვლიან საზომებში, ჟ. „მაცნე“, 1988, 2. 122. ზოგჯერ
თქმა სჯობს, გაზ. „თბილისი“, 1989, 270.
123. „სიძველისადმი გრძნობა, პატივი“, გაზ. „კომუნისტი“, 1989, 96. 124.
ცოტნე-ბიჭები და პატარა ამორძალები, გაზ. „ახალგაზრდა კომუნის- ტი", 1989, 60.
125. კამათი უსათუოდ საჭიროა, ჟ. „სკოლა და ცხოვრება“,1989, 1. 126. ამაყი ნება,
გაზ. „თბილისი“, 1989, 101.
127. გურამიშვილის ერთი სტროფის ისტორიისთვის, გაზ. „სახალხო გა- ნათლება", 1990,
1.
128. ციმბირის მიწაში, გაზ. „ალიონი“, 1990, 46.
129. ცეზურა ქართულ ლექსში და გურამიშვილის ვერსიფიკაცია, თბ., 1990.
130. „აქა ისმენენ ბესიკისას მღერას ციურსა“, ჟ. „ლიტერატურა და ხელოვ- ნება".
1990, 1.
131. „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, ალმ. „ქართული მწერლობა“, 1990, 2.
132. საუბრები აკაკის პოეტურ ხელოვნებაზე, ჟ. „კრიტიკა“, 1990, 5. 133. „ეს არ არის
საქართველო“, ჟ. „დროშა“, 1991, 1.
134. ლომფერი შემოდგომა, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1991, 1. XI.
135. გრ. ორბელიანის მუხამბაზი „გინდ მეძინოს", ჟ. „ლიტერატურა და ხელოვნება“,
1991, 6.
136. „ლექსს აქვს თავისი კანონები“, ალმ. „მარიოტა“, 1991, 2.
137. „ლექსით და მერე რა ლექსით", ჟ. „ლაშარი“, 1991, 1.
138. „გულანის“ პოეზია, გაზ. „ლიტერატურული. საქართველო", 1992, 27.
139. ნიღბით და უნიღბოდ, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1992, 20.XI.
140. · გალაკტიონი თუ ცისფერყანწელები, თბ., 1992,
141. „გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი“, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა", 1992, 12.XII.
142. ქართული ლექსმცოდნეობა, ლექციების კურსი, თბ., 1992.
143. B MacKe II He3 Hct, K. " JlisrepaTypHaa Tpy3H", 1992, NNo6.
144. ზღვა, მერი, აფხაზეთი და ასპინძა, გაზ. „ლიტერატურული საქართვე- ლო“,
1993.2.VII.
145. დედაენის სადიდებელი, გაზ. „სიტყვა ქართული“, 1993, 7.
146. გალაკტიონის წვლილი?! გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1993, 1.X.
147. ი. ჭავჭავაძის ჭაბუკი ჭირისუფალი, გაზ. „ერთობა“, 1993, 30.VI. 148. პოეტიკა
დიდი პოეტის თვალით, ჟ. „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1993, 1.
149. აკაკის ვერსიფიკაციის შესწავლის ისტორიიდან, „აკაკის საიუბილეო კრებული", თბ.,
1993,
150. აკაკი და მამია გურიელი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1993, 12.III.
151. ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი (თანაავტორი და შემდგენელ-რედაქ- ტორი), თბ., 1995.
152. „მას გახელილი დარჩა თვალები“, ჟ. „მნათობი“, 1995, 5-6.
153. ლექსის კითხვის ხელოვნება, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1995, 8.
154. ანა დედოფალი, გაზ.„საქართველო“, 1997, 1.
155. ნახევარხმოვანი - „ვეფხისტყაოსანში", გაზ. „კალმასობა",1997,9.VI.
156. მამია გურიელი – პოეტი და დეკლამატორი, ჟ. „ცისკარი" 1997, 7.
157. „ჭაშნიკი – 250", ჟ. „მნათობი", 1997, 6.
158. გურამიშვილის საგალობლებიდან: „სხვა ხმა“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“,
1997, 4.VII,
159. პოეტიკა და ტექსტოლოგია, „ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის შრომები“, I, 1997.
160. ქართული ლექსმცოდნეობა (II გამოცემა), თბ., 1997.
161. „აბდულ-მესიანისა“ და „არჩილ მეფის ქების" იგივეობისთვის, გაზ. „ბურჯი
ეროვნებისა", 1997, 11,
162. იაკობ შემოქმედელი (II გამოცემა), თბ., 1998.
163. დაბალი შაირიდან მაღალზე გადასვლის ხელოვნება „ვეფხისფყაოსანში“, გაზ.
„კალმასობა“, 1998, 2.
164. მე და ღამე, კრ. „ქართული ლიტერატურა", 1998, 1.
165. გამოთხოვება ძველ საქართველოსთან, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1998,
144-147.
166. აუცილებელი განმარტებანი, გაზ. „კალმასობა",1998წ. 15, 1999, 1,2.
167, ბუალო, „პოეტური ხელოვნება“, ქართული თარგმანი, (წინასიტყვაობა),
თბ.,
168. ნოდარ დუმბაძის დიალექტი, ალმ. „გუბაზოული“, I, 1998.
169. ოცმარცვლიანი სტროფი „ვეფხისტყაოსანში“, უჟ. „მნათობი“, 1998,
170. მთელი ხანა წიგნისა „CIმი გსX ჩ6ს(5“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1998,
20.XI.
171. გ. ტაბიძის პოეზია დიმიტრი ბენაშვილის თვალთაზედვით, გაზ. „კალმასობა". 1998,
10.
172. შაირი თუ ფისტიკაური, ჟ. „მაცნე", 1998, (1-4.
173. შეხვედრა სიყვარულთან, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1998,
18.VI,
174. მოაზროვნე მეცნიერი და მომხიბლავი ადამიანი, კრ. „გრიგოლ კიკნაძე" თბ., 1999.
,
175. „არტისტული ყვავილები" – 80, კრ. „ლიტერატურათმცოდნეობის
აკადემიის შრომები“,II, 1999.
176. ილია და გალაკტიონი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1999, 14.
177. სულხან-საბა ორბელიანი – ვერსიფიკატორი, ალმ. „მწიგნობარი" 1999, 5. ,
178. გახსენება, ალმ. „გუბაზოული", II. 1999.
179. ვაჟა-ფშაველასთან შეპასუხება რომ გაბედო..., გაზ. „კალმასობაბ 1999, 8. ,
180. ალიტერაციის ინტენსივობა, კრ. „სჯანი“, I, 2000.
181. მივხედოთ ჩვენს ენას, გაზ. „მშვიდობა ყოველთა“, 2000. 117.
182. აკაკის სალექსო ფორმები, „აკაკის კრებული“, I, 2000.
183. სტროფის სემანტიკური სტრუქტურისათვის გალაკტიონის პოეზიაში გაზ. „ლიტერატურული
საქართველო“, 2000, 12. ,
184. „რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა, ჟ. „მნათობი“ 2000, ვ-4,
185. „რა ენა წახდეს“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2000 39 186. წვიმა, გაზ.
„ლიტერატურული საქართველო“, 2000, 22IX... ”.
187. ვერსიფიკაციული ნარკვევები, თბ., 2000.
188. მერის მოტივი, გაზ. „ახალი ეპოქის" დამატება „ჩვენი მწერლობა“, 2000, 17.XI.
189.გალაკტიონ ტაბიძე, მერი (შემდგენელ-რედაქტორიდა წინასიტყვაობის ავტორი), თბ.,
2000.
190. ქართული ლექსმცოდნეობა (III გამოცემა), თბ., 2000.
191. ლექსი და საგანთა მუსიკა, გაზ. „ახალი ეპოქის“ დამატება „ჩვენი მწერლობა“,
2001, 23.II.
192. „ეპიტაფია დავით აღმაშენებლისა“, კრ. „კრიტერიუმი“,II, 2001.
193. რითმა და ზმა, კრ. „სჯანი",II, 2001.
194. გიორგი ლეონიძე – პოეტი და პიროვნება, კრ. „გიორგი ლეონიძე“, თბ., 2001.
195. სიტყვათა სილაბური წონასწორობიდან სიყვარულის ჰარმონიამდე, ჟ. „მნათობი“,
2001, 5-6.
196. სიმართლის წიგნი, გაზ. „ახალი ეპოქის“ დამატება „ჩვენი მწერლობა", 2001,
.22.VI.
197. ომახიანი მწერალი და მეცნიერი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2001, 21.XII.
198. „ვეფხისტყაოსნის“ ენა თანამედროვე მეტყველებაში, კრ. „წინ, რუსთველისაკენ!“
თბ., 2001.
199. „მშვიდობის წიგნის“ ინტერპრეტაციისთვის, კრ. „ლიტერატურული ძიებანი“, XXI,
2001.
200. ერთი სატრფიალო რომანსის გამო, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2002. 22.III.
201. ტერმინებისათვის: ზუსტი და არაზუსტი, „ვაჟური“ და „ქალური“ რითმა,
კრ.„სჯანი“,III, 2002.
202. ქართული საერო ლექსის გენეზისისათვის, კრ .,ძველი ქართული მწერლობის
პრობლემები", 2002.
203. გალაკტიონის დღის ისტორიიდან, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 2002, 188.
204. დაბინდულ ქლიავისფერი მთები, გაზ. „ლიტერატურული საქართველო". 2002, 4.
205. „ბასიანის ბრძოლის“ ავტორი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 2002. 15.XI.
206. რამდენიმე დამატებითი ცნობა „არჩილ მეფის ქების“ სასარგებლოდ, გაზ.
„კალმასობა“, 2002, 8.
207. გალაკტიონი. ლიტერატურა თანამედროვე კარცერ-ლუქსისათვის, შემდგენელი და
წინასიტყვაობის ავტორი, თბ., 2002.
208. ეფემერების ეროვნული დაკონკრეტება, კრ. „გალაკტიონოლოგია", I, 2002.
209. ჩახრუხაძის რითმა, კრ. „ლიტერატურული ძიებანი“, XXII, 2002.
210. „რითმა ლამაზი ოქროს ფასია“, ჟ. „მნათობი", 2002, 11-12
211. იონა მეუნარგიას ღვაწლი, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 200ვ, 28.I.
212. კატრენის მესამე ტაეპი, გაზ. „კალმასობა“, 2003, 1.
213. „მივალ გურიაში, მარა“, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 200ქ, 58.
214. ქართული ლექსი, თბ,, 2003.
215. „შფოთიანი ტფილისი“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2003. 25.IV.
216. „ეღირსებაო ლუხუმსა“, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 2003, 177.
217. გალაკტიონი. 15 ლექსი და ერთი პოემა, თბ., 2003,
218. ბესიკის რითმა, კრ. „სჯანი“, IV, 2003.
219. რომანტიკოსთა რითმა, „ლიტერატურული ძიებანი", 200ქ, XIV.
220. მუხრანული, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 2003, 7.XI.
221. ძირძველ ქართულს არ ახასიათებდა სიტყვათშემოკლებანი, გაზ. „საქართველოს
რესპუბლიკა“, 2003, 16.X.
222. როგორი მახსოვს იგი? კრ. „გალაკტიონოლოგია", II, 2003,
223, ბორენას საგალობელი და ბესიკის „სამძიმარი“, გაზ. „ახალი ეპოქის"
დამატება „ჩვენი მწერლობა", 2003, 12. XII.
224. გალაკტიონის სამყაროში, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 2001, 7.XII.
225. ერთხელ კიდევ და უკანასკნელად აბრევიატურების გამო, გაზ. „საქართველოს
რესპუბლიკა“, 2004, 11.
226. „გალაკტიონის რითმის ლექსიკონი“, ბოლოსიტყვაობა, კრ. „სჯანი“, V, 200.
227. მოგონებანი გალაკტიონზე, თბ,, 2004.
228. ადონისური მეტრი „ვეფხისტყაოსანში“, „რუსთველოლოგია“,III, 2004.
229. დადგა დრო გალაკტიონის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემისა, „კალმასობა“,
2004, 2.
230. ლექსი და სიმღერა, გაზ. „24 საათი“, 2004. 12. XI.
231. ფრანგული ალექსანდრიული ლექსის მოდელი ძველ ქართულ ხელნაწერებში, გაზ.
„ლიტერატურული საქართველო”, 2004. IV.
232. „ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც“, გაზ. „ქართული კულტურა", 2005.17.IX,
233. აფხაზეთი, გალაკტიონი და ოქროს ლირა.
234.წინათქმა გალაკტიონის გამოუცემელი „რჩეულისათვის“, 2005.
235. შემოდგომა შეუდარველი, ჟ. „არილი“, 2005, 1.
236. რუსთველის „ტკბილქართული" და გალაკტიონის ალიტერაციები.
გაზ. „ ლიტერატურული საქართველო“, 2005. 28.I.
237. პოეტები და ყვავილთა სიმბოლიკა, „მწერლური ცხოვრება“, 2005, 5.
238. ბარათაშვილის მეტრიკა, კრ. „სჯანი“, VI, 2005.
239. ენაშემკული და კურთხეული, „კალმასობა“, 2005, 8.
240. „ზედმეტი“ ლექსი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2005. 9.XII.
241. რითმათა ტაში, „კალმასობა", 2005, 2.
242. თოვლის სიმბოლიკა გალაკტიონის პოეზიაში, „ლიტერატურული.
ძიებანი“, XXVI, 2006.
243. მოცარტი, ბეთჰოვენი და გალაკტიონის რითმის მუსიკა, გაზ. „ლიტერატურული
საქართველო“, 2006. 19.V.
244. მოგონებანი გარდასულ დღეთა, „კალმასობა“, 2006, 1-2-3-4.
245. ანა კალანდაძის ახალი წიგნის გამო, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2006, 8.
IX.
246. ილიას კალამი, „კალმასობა", 2006, 6.
247. უსახლკაროდან მახარხარომდე, „მწერლის გაზეთი“, 2006, 9.
248. მოგონებანი გარდასულ დღეთა, თბ,, 2006.
249. სულიკო – ცად ასულიყო, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2007,19.I.
250. მოუარეთ საქართველოს, „კალმასობა", 2007, 1.
251. ჰიატუსი ქართულ ენასა და ლექსში, „სჯანი", VIII, 2006.
252. დიდგორი და ნარცისი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2007. 25. V.
253. მოგონებანი გარდასულ დღეთა, თბ,, 2008, მეორე შევსებული გამოცემა.
254. ქართული ლექსის ისტორია და თეორია. თბ., 2009.
![]() |
4 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - წინასიტყვაობა |
▲back to top |
წინასიტყვაობა
ქართული ლექსის ფენომენი ისევე უნიკალურია, როგორც ქართული ენის. მისი კვლევაც
ადრევე უნდა დაწყებულიყო, იოანე ზოსიმეს ქართული ენის ქების დროიდან (X საუკუნე) –
რუსთაველის პოემის შემდეგ მაინც (პრო ლოგის პოეტიკა). მამუკა ბარათაშვილის „სწავლა ლექსის თქმისა" ქართული ლექსის კვლევის გვიანდელი
ეტაპია. ადრინდელი პო ეტიკური ძიებანი დროთა უკუღმართობას შეეწირა. აკაკი განერელიას და გიორგი წერეთლის ფუნდამენტუ რი ნაშრომები XX საუკუნის შუა
წლებშია შექმნილი. წინამდებარე მონოგრაფია ქართულ ლექსზე ჩემი ხან გრძლივი ფიქრისა და განსჯის
ნაყოფია. მას წინ უსწრებდა ნიგნები: „პოეტური ხელოვნების საკითხები“, „ლექსმცოდ ნეობის საკითხები", „ქართული
ლეესის ბუნებისათვის", „ქართული ლექსის განვითარების გზა“, „პოეტიკური ძიებანი“,
„ცეზურა ქართულ ლექსში,“ „ვერსიფიკაციული ნარ კვევები“, „ქართული ლექსმცოდნეობა“ –
ლექციების კურსი, „ქართული ლექსი“ – სასკოლო სახელმძღვანელო და სხვ. მონოგრაფიაში ლექსწყობის საკითხები ყოველთვის პროპორციების დაცვით არ არის
ნარმოდგენილი. ზოგი ერთი, რომელიც სხვა მკვლევართა მიერ იყო შესწავლილი და ჩემს
თვალსაზრისს ეთანხმებოდა, ანდა იმდენადაა ცნობილი, რომ ხელმეორე განხილვას აღარ
საჭიროებდა, შეკუმშულია, ხოლო უფრო დიდი ადგილი ეთმობა სა კუთრივ ჩემ მიერ
გაანალიზებულ პრობლემებს. ქართული ვერსიფიკაციის კვლევის ისტორია, ცალ კეულ ავტორთა შეხედულებანი ჩვენი
ლექსწყობის ბუნე ბაზე წარმოდგენილია თავში – ქართული ლექსის სილაბურობისა და
სილაბურტონურობის თეორიები. შედარებით ვრცლადაა განხილული ქართული რითმა, რაზედაც საგანგებო გამოკვლევა არ
არსებობს. წიგნში ქართული რითმის ხელოვანთა ერთგვარი პორტრეტებიცაა მოცემული. იმდენად რთული და მრავლისმომცველია ქართული ლექსის ისტორიისა და თეორიის
პრობლემატიკა, რომ ალბათ არაერთი საკითხი კვლავ გაურკვეველი ან ახლებურად
გადასაწყვეტი დარჩა, რაც ლექსმცოდნეთა ახალ-ახალ თაობებს ელის.
![]() |
5 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია |
▲back to top |
![]() |
5.1 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები |
▲back to top |
ქართული ლექვსის თითქმის ყველა მკვლევარი აუცილებელ სა ჭიროებად თვლიდა, აზრი გამოეთქვა ჩვენი ლექსის ბუნებაზე, ლექს წყობის რომელ სისტემას მიეკუთვნება იგი.
ადრინდელი მკვლევარები ამ კითხვას პირდაპირ არ სვამდნენ, მაგრამ მათი პოზიციები ნათელი ხდებოდა ლექსის რიტმზე, მეტრზე, პროსოდიაზე საუბრის დროს. იმთავითვე ორი აზრი დაუპირისპირდა ერთმანეთს: ქართული ლექსის სილაბურობისა და სილაბურტონურობისა.
ქართული ვერსიფიკაციის კვლევა ჯერ კიდევ „ვეფხისტყაოსნის“ დროიდან უნდა დაწყებულიყო. ამას დასაბამი თვით ავტორმა მისცა პოემის პროლოგში. რუსთველის „ხელოვანება“ („აწ ენა მინდა გა მოთქმად, გული და ხელოვანება“, „ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს“) იგივე პოეტიკაა,პოეტური ხელოვნება. მელექსეთა ტიპების დახასიათება („მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი", „მეორე ლექსი“, „მესამე ლექსი") პოეტიკის სფეროში შემოდის.
ამასთან ერთად, ამ გენიალურ ქმნილებას, გენიალურს, უწინარეს ყოვლისა, თავისი ხელოვანებით, ლექსით, არ შეიძლებოდა იმ დროსვე შემფასებელი არ გამოსჩენოდა. ქართული ენის ქების პარალელურად ქართული ლექსის ქებაც არ დაწერილიყო, მაგრამ, ალბათ, ჟამთა ვითარების გამო დაიკარგა და მე-18 საუკუნემდე პოეტიკური ტრაქტატი არ მოგვეპოვება.
ქართული ვერსიფიკაციის კვლევის ისტორია საფუძვლიანად აქვს შესწავლილი აკაკი გაწერელიას (25, 38-95). ცალკეულ მკვლევართა შეხედულებებს გაკერით ეხებიან გივი გაჩეჩილაძე (43) და გიორგი წერეთელი (129,91,92). მაგრამ გათვალისწინებული არ არის ზოგიერთი ავტორის მოსაზრება, ზოგიც ტენდენციურად არის გაშუქებული.
ქართული ლექსის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიებს და მათ დამცველთა შეხედულებებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ცალ-ცალკე წარმოვადგენ.
![]() |
5.1.1 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია |
▲back to top |
1) სილაბურობის თეორია
ქართული ლექსის სილაბურობის თეორია თითქმის ერთი საუ კუნით უსწრებს სილაბურტონურობისას.
![]() |
5.1.1.1 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - მამუკა ბარათაშვილი |
▲back to top |
ა) მამუკა ბარათაშვილი
სილაბურობის თეორია პირველადმამუკა ბარათაშვილის პოეტიკურ ტრაქტატში გამოვლინდა – „სწავლა ლექსის თქმისა და დასაწყისი პირველი წიგნისა ამის ჭაშნიკისა პოვნილი მამუკა ბარათაშვილის მიერ ძველთა ნათქვამთაგან“,რომელიც ჩვენში „ჭაშნიკის“ სახელწოდებითაა ცნობილი.
ტრაქტატის ადრინდელი ხელნაწერის თარიღია 1731 წელი (იგი ავტოგრაფად იყო მიჩნეული). მაგრამ მამუკა ბარათაშვილის ეპიტა-– ფიაში,რომელიც 200 1 წელს გამოქვეყნდა (ფ. სიხარულიძე, „საისტორიო მაცნე“, 10), მისი ცხოვრების ქრონოლოგიური ჩარჩო არის 1655-1730 წლები. ე.ი. „ჭაშნიკი“ უფრო ადრე უნდა იყოს დაწერილი. 1731 წელი ალბათ მისი გადაწერის თარიღია.
მამუკა ბარათაშვილის ტრაქტატი არ უნდა განვიხილოთ იზოლი– რებულად, მსოფლიო პოეტიკის საერთო ვითარებისაგან მოწყვეტით. მე-17-მე-18 საუკუნეები მსოფლიო და, კერძოდ, ევროპული პო ეტიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნა. სწორედ ამ დროს ხდება აღორძინება ანტიკური ხანის ლიტერატურულ ესთეტიკური ტრადიციებისა. კლასიციზმის ეპოქა მდიდარია თეორი ული ტრაქტატებით.
ნიკოლა ბუალოს „პოეტური ხელოვნება“ (1674 წ.) მნიშვნელოვან ეტაპს ქმნის მსოფლიო პოეტიკის ისტორიაში. ეს წიგნი მალე გასცდა ლიტერატურათმცოდნეობის ეროვნულ ფარგლებს. მისი მიხედვითაა შექმნილი ა. პოპისა და ი. გოტშედის პოეტიკური ტრაქტატები ინგლისსა და გერმანიაში (პირველი – 1711 წელს, მეორე – 1730 წელს).
ეს დიდი მოძრაობა ევროპულ პოეტიკაში მამუკა ბარათაშვი ლისთვის ალბათ სრულიად უცნობი არიქნებოდა. მართალია, „ჭაშნიკის“ ლიტერატურული წყაროების ძიებისას ჩვენში უარყოფილი იქნა ცდა თხზულების დაკავშირებისა პოეტიკის ცნობილ ტრაქტატებთან, მაგრამ „ჭაშნიკს" აქვს რაღაც საერთო პოეტიკის ზოგად თეორიასთან, რომელიც ერთნაირად არის დამახასიათებელი არისტოტელესა თუ ბუალოსთვის. ეს არის პოეზიის (ხელოვნების) უტილიტარული გაგება, პოეტიკის, როგორც მეცნიერების, ნორმატიულობა.
მამუკას აზრით, პოეზიას უდიდესი როლი აკისრია საზოგადოებ რივ ცხოვრებაში. „ლექსი ერთი რამ არის ამ სოფლის საქმეში“, – იწყებს ავტორი თავის თხზულებას და გვასწავლის ლექსწყობის წესებსა და კანონებს: თუ როგორ უნდა დაიწეროს შაირი და გრძელშაირი, ჩახ რუხაული და გრძელჩახრუხაული, წყობილი და შეწყობილი.
ეს და სხვა ამგვარი ნორმატივები, რაც „ჭაშნიკისთვის“ ჩვეუ ლებრივია, მაშინ პოეტიკის საერთო თვისება იყო (გავიხსენოთ არის ტოტელეს მოძღვრება ფაბულისშესახებ, ჰორაციუსის შეგონებანი, ანდა ბუალოს სამის ერთიანობის კანონი). აქედან გამომდინარე, „ჭაშნიკიც“ კლასიკური ტიპის თეორიული თხზულებაა და იმდროინდელი პოეტიკის საერთო არეალშია მოქცეული.
ეტყობა მამუკა ბარათაშვილს რაღაც წყაროებით წინასწარვე ჰქონდა შემუშავებული ზოგადი წარმოდგენა პოეტიკის სახელ მძღვანელოთა შესახებ. ვახტანგ VI, რომლის ბრძანებითაც „ჭაშნიკი“ დაიწერა, ფრიად განათლებული მეფე იყო. უნდა ვიგულისხმოთ, რომ სწავლული მეფე ქვეშევრდომს დავალების მიცემისას სათანადო ინფორ მაციასაც მიაწვდიდა. ვახტანგ VI-ის მოღვაწეობაში და სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებაში, რასაც „ჭაშნიკის“ ავტორი უმაღლეს შეფასებას აძლევს, შეუძლებელია, მამუკა ბარათაშვილს არ დაენახა მისწრაფება ევროპული კულტურის ათვისებისაკენ, რომელშიც პოე ტიკას საპატიო ადგილი ჰქონდა დათმობილი.
თუ „ჭაშნიკი შორეულ ნათესაობას ამჟღავნებს პოეტიკის ევროპულ მოდელთან, მას მეტი სიახლოვე აქვს აღმოსავლურ პოე ტიკასთან. ლექსის საზომის (სახეობის) გადმოცემა სილაბურად გან საზღვრული რაიმე სიტყვით მიღებული და დამკვიდრებულია არაბულ სპარსული პოეტიკის სახელმძღვანელოებში (81, 130-131).
მაგრამ „ჭაშნიკის“ ორიგინალურობა ეყვს არ იწვევს. ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში არ იქნა გაზიარებული აზრი – „ჭაშნიკი" ძველი პოეტიკის რესტავრაციააო" (7 1, V). სათაურის ფრაგ მენტი – „პოვნილი მამუკა ბარათაშვილის მიერ ძველთა ნათქვამთაგან“", როგორც მიუთითებენ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მამუკას საილუს ტრაციო მასალა თავისი თხზულებისათვის „ძველთა ნათქვამთაგან" ამოუკრებია (აკაკი გაწერელია, გივი მიქაძე). თხზულების სათაურში ლექსების პოვნაზეა ლაპარაკი, და არა ლექსის თქმის სწავლის პოვ ნაზე. ჭაშნიკი ლექსებს ეწოდება და არა „სწავლას“: „უწოდე წიგნსა ამას ჭაშნიკი ლექსთა სახელად“.
ესეც რომ არ იყოს, გამოთქმა „პოვნილი მამუკა ბარათაშვილის მიერ" სტერეოტიპულია,დამახასიათებელი ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ლიტერატურისათვის. ამით ცდილობდნენ ნაწარმოებისთვის სიძველე და კომპეტენტურობა მიენიჭებინათ (ჯუმბერ ჭუმბურიძე). ნიმუშად მოტანილია „სიბრძნე ბალაჰვარისას“ ერთი ადგილი: „მივიწიე ოდესმე იოპედ და მუნ ვპოვე წიგნი ესე ჰინდოთა საწიგნესა" (133, 65).
„ჭაშნიკის" „პოვნილს“ აქვს რაღაც საერთო „ვეფხისტყაოსნის“ „პოვნასთან“ (აქ შეიძლება გავიხსენოთ „ვეფხისტყაოსნის " ცნობილი სტროფი: „ესე ამბავი სპარსული", ქართულად ნათარგმანევი").
„ჭაშნიკი“ პოეტიკის ტიპიური სახელმძღვანელოა თავისი სტრუ ქტურა-აგებულებითაც: იწყება ზოგადთეორიული საკითხებით, რასაც მოსდევს ლექსწყობის წეს-კანონების ანალიზი, და მთავრდება ქრესტომათიით. ქრესტომათიის გამოკლებით, „ჭაშნიკი“ სამი ნაწი ლისაგან შედგება. „ლექსი ერთი რამ არის ამ სოფლის საქმეში“, გვთავაზობს პირველ ფრაზას ავტორი და, ამგვარი დასაწყისის შე საბამისად, თხზულების პირველი ნაწილიც შედარებით უფროზოგადია. მასში პოეზიის საერთო დანიშნულებაზეა საუბარი: რაზე უნდა წეროს მწერალმა და თხზულების დასაწყისშივე, სადაც ლაპარაკია იმაზე, თუ რა თვისებები უნდა ახასიათებდეს მწერალს, რომ “სიკუდილს უკან მოიგონებოდეს“, უწინარეს ყოვლისა, სიტყვის „სიმარჯვეა“ ნახ სენები.
ტრაქტატის პირველი ნაწილის მთავარი აზრი შეიძლება მისივე წინადადებით გადმოიცეს: „მაშ, მართებს, კაცმა ავი ამბავი არ გა ლექსოს“.
მამუკა მეტისმეტად ბოჭავს შემოქმედის თავისუფლებას, მეტის მეტად მკაცრი მსაჯულის როლში გამოდის.
„ჭაშნიკის" მეორე ნაწილი იწყება სიტყვებით – „აწ ესე ვთქვათ“ და მისი შინაარსი შეკუმშული სახით იქვეა მოცემული: „ლექსი მრავალ კმა არის“.
ამ ნაწილში განხილულ-გაანალიზებულია ქართული ლექსის სა ზომები, ფორმები. ზოგი უბრალოდ ნახსენებია, ზოგიც სათანადოდ არის დახასიათებული. დახასიათების კრიტერიუმი ძირითადად არის საზომის მიმართება სათქმელის შინაარსთან („ამგვარი იგავები ამ ხმას უფრო გაეწყობა").
„ახლა ეს ვთქვათ“, იწყებს თავისი თხზულების მესამე ნაწილს ავტორი და იქვე ამბობს მთავარ სათქმელს: „თუ ლექსი როგორ უნდა თქვას, ვისცა უნდა“.
სწორედ ეს არის ძირითადი და არსებითი ნაწილი „ჭაშნიკისა". მამუკას აზრით, ადამიანს შეიძლება ბუნებით მოსდგამდეს ლექსის თქმის ცოდნა („თავის აგებულებით ექნება კაცს ლექსის გაწყობა"), შეიძლება მისი ხელოვნურად დაუფლებაც (ლექსი დაიდვას წინ და თქვას ამგვარად"). „ჭაშნიკი“ ამ უკანასკნელთათვის არის გამიზნული. იგი ხომ ლექსის სწავლის წიგნია.
რას ნიშნავს: „ლექსი დაიდვას წინ და თქვას ამგვარად“? მოტანილია „ვეფხისტყაოსნის" მაღალი შაირის სტრიქონი:
„ვარდსა ჰკითხეს: ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად“, რომელსაც ყოველი ოთხმარცველიანი მონაკვეთის შემდეგ გამყოფი ნიშანი უზის.
მამუკა ასწავლის: დაიდვას წინ ეს სტრიქონი და „რამთონათ იგი გაიყოფა..., ისე სიტყვა გააწყოს“. სტრიქონი ოთხად გაიყო. შემდეგ, განაგრძობს მამუკა, „ის მეოთხედი გაიჭრება! მერმე მეორე მუხლი მოებმის, მერმე მესამე, მერმე მეოთხე“.
სტრიქონის მეტრული წყობის შესახებ საუბარი კიდევ უფრო კონკრეტდება.
სტრიქონის გაწყობა რომ შეძლო, მისი ხმა უნდა იპოვო. ხმის პოვ ნისთვის კი მუხლის პოვნაა საჭირო. მუხლის სქემა მამუკას მარცვალთა ოდენობით განსაზღვრული სიტყვებით აქვს გადმოცემული: „ახლა ერთ რიგათ ლექსის ხმას ეს აპოვნინებს, როგორც ეს უბრალო სიტყუა ლექსს გააკეთებს". და იწყება სიტყვა „მიჯნურით“ ქართული ლექსის სხვადასხვა საზომის, სახეობის მეტრული სურათის ჩვენება.
თავდაპირველად განხილულია შაირი და ჩახრუხაული, როგორც ჩვენი წყობილსიტყვაობის უძველესი ფორმები.
შაირის (თანამედროვე ტერმინით – მაღალი შაირის) მეტრული სქემა ასეთია:
მიჯნურობა: /მიჯნურობა: /მიჯნურობა: /მიჯნურობა. მამუკა განმარტავს: „ეს ოთხივე შაირის ერთის ტაეპის ხმა არის“. „ახლა ესე, – იწყებს მამუკა
გრძელშაირის (თანამედროვე ტერმინით – დაბალი შაირის) განხილვას, – პირველი მუხლი მეტი, მეორე ნაკლები, მესამე პირველის ოდენი და მეოთხე კიდევ ნაკლები; გრძელ შაირის ხმას გააკეთებს ეს უბრალო სიტყუა ასე:
მიჯნურთათვისგან: /მიჯნურთა: /მიჯნურთათვისგან; / მიჯნურ თა.“ამას რომ სამი სტრიქონი სხუა მისცე ამავე ხმის, ამ გძელშაირის ხმა იქნება“.
როგორც ვხედავთ, გრძელშაირის სქემა შედგენილია ხუთმარ ცვლიანი და სამმარცვლიანი სიტყვების მონაცვლეობით. ამრიგად, მამუკა ერთმანეთისაგან განასხვავებს შაირს (მაღალ შაირს) და გრძელშაირს (დაბალ შაირს): „ამ თვითოს მუპვლების მეტ ააკლებობით, ეს ორივე შაირი სხვადასხვა ვჭმები შაიქნა". ამავე წესით არის განხილული ჩახრუხაული და გრძელჩახ რუხაული. ჩახრუხაულად მიჩნეულია „თამარიანში“ ჩართული მაღალი
შაირის სტროფი „თამარ წყნარი, შესაწყნარი". ხოლო გრძელჩახრუხ აულად – ხუთმარცვლიან მუხლებად დაყოფილი ოცმარცვლიანი ლექსი. მკითხველს ნათელი წარმოდგენა ეძლევა თითოეულ ხმაზე, თითოეულ ნიმუშზე და ადვილად შეუძლია თავად „ლექსი დაიდვას წინ და თქვას ამ გვარად“.
„ჭაშნიკი“, უწინარეს ყოვლისა, მეტრიკის სახელმძღვანელოა. იგი ლექსის თქმას, ლექსის გაწყობას ასწავლის. ავტორი ძველი და ახალი ხმების ანალიზს ახდენს. იგი, როგორც თეორეტიკოსი და პოეტი, ლექსის მეტრულ სიახლეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამით უნდა იყოს გამოწვეულიმმის მიერ „ქილილადა დამანას“ გამლექსავის ესოდენ მაღალი შეფასება: „სულხან-საბა ორბელიანმა „ქილილა და დამანა" გალექსა. თუმცა რუსთველის ნათქვამი არ არი, მაგრამ ნაკლებად სათქმელიც არ არი. იმაში ბევრი ხმა მოუყვანია“.
თავის საკუთარ ლექსებშიც მამუკას აქცენტი მეტრიკაზე გადააქვს. ორიოდე გამონაკლისის გარდა, ლირიკული ლექსების სახელწოდებანი მათი შინაარსიდან კი არ მომდინარეობს, არამედ ლექსთა სახეებიდან, „ხმებიდან", რომელთა მიხედვით თითოეული მათგანია დაწერილი: „წყობილი“, „მრჩობლედი“ და ა.შ.
ამრიგად, მამუკა პირველ რიგში ვერსიფიკატორია და ქართული მეტრიკის გამრავალფეროგნებისათვის იღვწის. ასეთია იგი: პოეტიცა და ლექსის მკვლევარი-თეორეტიკოსიც.
კლასიკური ქართული ლექსის სტრუქტურის დასადგენად, უწი ნარეს ყოვლისა, საჭიროა დადგენილ იქნეს სალექსო სტრიქონის სტრუქტურა. იზოსილაბიზმის პრინციპზე გამართულ ლექსწყობაში სტრიქონი ლექსის მინიატურული სახეა და მამუკა ბარათაშვილსაც მთელი ყურადღება სალექსო სტრიქონზე აქვს გადატანილი.
სტრიქონის უმცირესი რიტმული ერთეული მუხლია. მამუკას სტრიქონი „მუხლების კომბინაციად მიაჩნია“ (ა. გაწერელია). „მამუ კამ იტვირთა პოეტური ქმნილების განკანონება მუხლებით“ (ა. ხახა ნაშვილი).
მუხლის სიდიდე მარცვალთა რაოდენობით არის განსაზღვრული. მამუკა მარცვალთა ოდენობებზე უშუალოდ არაფერს ამბობს, მაგრამ იგი გვთავაზობს მუხლის შემქმნელ სიტყვას, რომელიც მარცვალთა გარკვეული რაოდენობის შემცველია. თანამედროვე მეტრიკის ენაზე
მის გადმოსაცემად აუცილებელია ციფრების მოშველიება, როგორც ეს სილაბურ ლექსწყობაშია მიღებული. შაირის სქემა – მიჯნურობა: მიჯნურობა: მიჯნურობა: მიჯნურობა – უნდა გადმოიცეს ასე: 4:4:4:4.
მართებულად არ მიმაჩნია მამუკას მეტრული სქემებისთვის ტერ ფობრივი სისტემის მისადაგება, როგორც ეს „ჭაშნიკის“ მკვლევართა ნაშრომებშია (ა. ხახანაშვილი, გ. ლეონიძე, ა. გაწერელია, გ. მიქაძე).
რადგან „მამუკა არ იცნობს ტერფის ცნებას" (ა. გაწერელია), მისი მუხლების ტერფებით შეცვლაც მიზანშეუწონელია.
„ჭაშნიკში“ მუხლი მუხლისაგან ჩვეულებრივ ცეზურით არის გამიჯნული. ჯერ კიდევ ა. ხახანაშვილი მიუთითებდა: „Каждый стих он разделякт на четыре части как ба цезурой“. სიტყვა (ცცეზურა „ჭაშნიკში“ არ გვხვდება, მის ნაცვლად გამოყენებულია ტერმინები: გაყოფა, გაჭრა: „საცა ესენი გაიჭრების, ყველას გაყოფილს ნახავთ“.
ცეზურის აღმნიშვნელი ნიშნებია: ორწერტილი (:), დახრილი ხაზი (/), ორწერტილი და დახრილი ხაზი ერთად (:/) და სამკუთხოვანი სამწერტილი (.'.). ამასთან ერთად, სულხან-საბას „უცხოში“ მთავარცე ზურა დ ასოთი არის აღნიშნული.
„ჭაშნიკის“ ქრესტომათიაში რვამარცვლიანი „წყობილი“ და რვა მარცელიანი „ლექსი“ ცეზურის გარეშეა დატოვებული. აშკარაა, მამუკა საჭიროდ არ მიიჩნევს ცეზურას მოკლესაზომიან ლექსებში.
ცეზურის ნიშნებით სტრიქონის გაყოფა, გაჭრა მამუკას სულხან საბასგან უნდა ჰქონდეს შეთვისებული (თუმცა ცეზურა მამუკას შეეძლო ენახა ეფრემ მცირის თარგმანებში).
ამრიგად, მამუკას აზრით, სტრიქონის მეტრული რეგულატორი არის ცეზურა. თხზულების მესამე, ძირითადი ნაწილი სწორედ ცეზუ რაზე საუბრით იწყება („რამთონათ ლექსი გაიყოფა“...).
მამუკა ბარათაშვილმა იმთავითვე სწორი ორიენტაცია აიღო, როცა ქართული ლექსის კევლევისას აქცენტი მუხლებსა და ცეზურებზე გადაიტანა.
ცეზურით რეგულირებული მუხლები ქმნიან სალექსო სტრი ქონს. მაგრამ სტრიქონის კონსტრუქციაზე საუბარი ამით არ თავდება. ყურადღებას იქცევს „ჭაშნიკის“ შემდეგი ადგილი: „ლექსის ბოლოები, ბევრი ასო რომ ერთმანერთის ტოლი იყოს, იმითი არ გაეწყობა. ასე უნდა: სიტყუა სიტყუას ეწყობოდეს, თვარემ ორი და სამი ასო ეყოფა“.
ამ ამონაწერში მოხსენიებული ლექსის ბოლო (ბოლოები) იგივე რითმაა (ეს ჯერ კიდევ ა. ხახანაშვილმა შენიშნა). მამუკას აზრით, თუმცა რითმისთვის ორი და სამი ბგერის თანხმობაც საკმარისია, მაგრამ ცალკეული ბგერების თანხმობით ლექსის ბოლოები (რითმა) არ გაეწყობა. რითმისთვის აუცილებელია მთლიანი სიტყვების შეწყობა.
ჩვენი პოეტიკური აზროვნების ამ ადრეულ ეტაპზე სწორად იქნა განსაზღვრული ქართული რითმის ბუნება. ლექსწყობის ბევრი სისტემისგან განსხვავებით, ქართულში რითმას ქმნის აკუსტიკურად ერთი და იმავე ან მსგავსი სიტყვების (ან სიტყვათა კომპლექსების) შეწყობა და არა ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერების განმეორება.
სალექსო სტრიქონის ასეთი დეტალური ანალიზი მამუკას იმისთვის სჭირდება, რომ, მისი აზრით, ძირითადად, სწორედ სტრიქონის რიტმი ქმნის ლექსის ჴმას, რომლის პოვნა მელექსის პირველ ამოცანას შეადგენს.
ჴმა ვერსიფიკაციული ტერმინია და „ნიშნავს ლექსის საზომს, მეტრს“ (აკ. გაწერელია), თუმცა შაირი და გრძელშაირი (მარცვალთა ოდენობის მხრივ თანაბარნი), მამუკას კლასიფიკაციით, ორი სხვა დასხვა ხმაა.
„ჴმა“ მამუკას უფროთთრთო მნიშვნელობით ესმის და მასში რით მაც და სტროფიკაცაა ნაგულისხმევი. რუსთველური მაღალი შაირი და „თამარიანის“ მაღალი შაირი („თამარ წყნარი...“), მუხლებითა და ცეზურებით ურთიერთიდენტურია, მაგრამ ერთს მამუკა შაირს უწოდებს, მეორეს – ჩახრუხაულს. ერთს გამოხატავს სქემით – ოთხჯერ განმეორებული მიჯნურობა: მიჯნურობა/მიჯნურობა/მიჯნურობა/ მიჯნურობა, მეორეს კი სქემით – მიჯნურობას/მიჯნურობას/მიჯ ნურობას/მიჯნურობას, რადგან ერთი შიდარითმიანია, მეორე – არა,
ასევე, საზომისა და რიტმის თვალსაზრისით ერთმანეთისგან არ განირჩევიან გრძელშაირი, მდენარი და წყობილი მრავალმუხლი, მაგრამ მამუკა მათ განასხვავებს სახელწოდებითაც და სქემითაც. აქ სხვაობის მიზეზი სტროფიკაა. ერთი ოთხსტრიქონიანია, მეორე – შვიდსტრიქონიანი, მესამე – ათსტრიქონიანი.
ამრიგად, ჴმა საერთოდ ლექსის ფორმას, სახეობას ნიშნავს, ამგვარადვე ესმის აღნიშნული სიტყვა ვახტანგ მეექვსეს.
ჴმა, როგორც ვერსიფიკაციული ტერმინი, ვახტანგ მეექვსემდე, დავით გურამიშვილის ლექესებამდე („ჩერნინკოს ჴმა“, „პრიიდი დრუ ჟოკის ჴმა“..) და „ჭაშნიკამდე“ არ არსებობდა, შემდეგ კი ძალზე გავრცელდა.
როგორც ვხედავთ, პოეტიკური ტერმინები, რომლებიც ა„ქაშ ნიკშია“ გამოყენებული, მრავალფეროვანია. ა. გაწერელიას მიერ დასახელებულ 5 ტერმინს: ლექსი, მუხლი, სტრიქონი, ჴმა, გაყოფა (გაჭრა) უნდა დაემატოს ლექსის ბოლოები (რითმა), ბოლოერთი (მონორითმა), სტრიქონის ტანი და თავი. უნდა დაემატოს, აგრეთვე სალექსო ფორმათა სახელწოდებანი: შეწყობილი, მდენარი, წყობილი მრავალმუხლი და სხვ. (ზოგიერთი თვით მამუკას მიერ შერქმეული), რომლებიც მან პირველმა აქცია თეორიული მსჯელობის საგნად.
„ჭაშნიკში“ ლექსის 29 სახეობა არის განხილული თუ დახასიათებული. ამათგან რვა – თეორიულ ნაწილში, 21 – ქრესტომათიაში. განვიხილოთ „საჭაშნიკის“ ფორმათა რეპერტუარი.
„მამუკა პირველი იყო, – წერს აკ. გაწერელია, – რომელმაც 16- მარცვლიან შაირში ორი საზომის („გრძელი“ და „მოკლე“ შაირის) არსებობა შენიშნა“ (25, 46. ოღონდ არა მოკლე შაირის, არამედ – შაირის (აკ.ხ.).
სწორი, ჭეშმარიტი პრინციპი საზომების „პოვნისა“, რომლითაც მამუკა ხელმძღვანელობს, მას საშუალებას აძლევს შეუნიშნავი არ დარჩეს იმდროინდელი ქართული ლექსის არც ერთი სახეობა.
დღეს შეიძლება მხარი არ დავუჭიროთ ჩახრუხაულისა და გრძელ ჩახრუხაულის მამუკასეულ დიფერენცირებას. ქართული მეტრიკა შემდეგ არ წავიდა მხოლოდ გარითმვის თავისებურების მიხედვით ლექსის სახეობათა შექმნის გზით. დღეს „თამარ წყნარი, შესაწყნარი“... (მამუკას კლასიფიკაციით, ჩახრუხაული) მაღალი შაირის ევფონიურ სახესხვაობათა რიცხვში რჩება, ისევე როგორც შიდარითმიანი ბესიკურის მეტამორფოზები – მხოლოდ ბოლორითმიანი (ბარათაშვილის ლექსებში) და სრულიად ურითმო (მაჩაბლის თარგმანებში), – ამ საზომის ახალ ვარიაციებს არ ქმნის.
თანამედროვე მეტრიკის პოზიციებიდან მიუღებელია გრძლედი შაირი სამკვეთის მამუკასეული სქემაც. „ჭაშნიკის“ მიხედვით გრძლე დი შაირი სამკვეთი 24 მარცვლიანი ლექსია, სამ რვამარცვლიან მო ნაკვეთად (ექვს მუხლად) დაყოფილი. აქედანვე მიიღო მან აღნიშნული სახელწოდებაც (81, 56). მაგრამ საილუსტრაციოდ მოტანილ ნიმუშში ოთხი მუხლის ჩათავების შემდეგ ძალაუნებურად იბადება ახალი ტაე პის დაწყების აუცილებლობა და მამუკას მიერ შემოტანილი საზომი იზოსილაბურიდან ჰეტეროსილაბურად იქცევა (თექვსმეტმარცვლედი რვამარცვლედთან):
კაცსა უნდა: ამ სოფელსა არ მიყვეს და არ აქოსა,
განეშოროს, განაგდოსა.
ოცმარცვლედზე უფრო გრძელი საზომი ძველქართულ პოეზიაში ან ექსპერიმენტის ხასიათს ატარებს, ანდა სტრიქონთა გაყოფის აუ ცილებლობას ბადებს (ბესიკის „პირველ სიმდაბლეს აღეკარ“, პ. ლა რაძის „ყარიბული").
მამუკას „გრძლედი შაირი სამკვეთი", როგორც ტიპიური ნიმუში, სათავეში მოექცა ქართულ ჰეტერომეტრიკას (საბას „უცხო“ ამ მხრივ უფრო ხელოვნურია).
„ჭაშნიკში მოტანილი მეტრული რეპერტუარიდან განსაკუთ რებით საინტერესოა „ვახტანგური“. ამ ხუთსტრიქონიანი ლექსის პირ ველი სამი სტრიქონი 16-16 მარცვლის შემცველია, შაირისა და გრ ძელშაირისაგან სრულიად განსხვავებული წყობით – 6/5//5(5/6//5):
ორი მისი თვალი – ორი ჯერანი, ბოლოს მზერელი,
პეკლუცობის ძალით კაცის მწყენელი, გულზე მწერელი,
ნახეთ, მოყვასნო, საყვარელი ჩემი, თვალის მკერელი.
თუ ეს სამი სტრიქონი ერთ საერთო რიტმს ქმნის, მეოთხე და მეხუთე სტრიქონებს თავ-თავიანთი წყობა მოაქვს (5/3//5 და 4/4//4/2/5):
იმას უცხოთ ჰგავს ის ტურფა დაუჯერელი,
ბრ>არა, არა, ის არ არი, მე საყვარელს ვიცნობ მისი მზერელი.
ამ ბოლო სტრიქონის ვარიანტები, რასაც ბ. დარჩიამ მიაკვლია, სტრიქონის დასაწყისში არ უჩვენებენ ორ „არა"-ს. თუ ამას დავემ ყარებით, ლექსის რიტმი უფრო რეგულირდება. მიუხედავად იზოსი ლაბიზმის დარღვევისა (თექვსმეტმარცვლიან სტრიქონებს ცამეტ და ცხრამეტმარცვლიანები ებმის), ლექსში რიტმული წესრიგი,ასეთუისე, შენარჩუნებულია. ამას ხელს უწყობს, უწინარეს ყოვლისა, ერთიანი (ხუთმარცვლიანი) კადენციები (ბოლოს მზერელი, გულზე მწერელი, თვალის მკერელი, დაუჯერებელი, მისი მზერელი). დაბოლოებას მხარს უბამს სტრიქონთა დასაწყისიც, სადაც ექვსმარცვლიანი და ხუთ მარცვლიანი მუხლები მონაცვლეობენ (ორი მისი თვალი, კეკლუცობის ძალით, ნახეთ მოყვასნო, იმას უცხოთ ჰგავს, არა, ის არ არი).
მეტრული სიახლით ყურადღებას იქცევს „მუხრანული“. მისი ყო ველი ათმარცვლიანი მონაკვეთი თავდება რეფრენით „ძალო“ (თხზულების ხელნაწერში ყოველ ოცმარცვლიან სტრიქონს ათი მარცვლის შემდეგ ვრცელი ინტერვალი აქვს, რაც ოცმარცვლიან სტრიქონებს ათმარცვლიანებად ანაწევრებს). ათმარცვლედის ორმარცვლიანი კადენცია დასაბამს აძლევს მანამდე უცნობ, საინტერესო სქემას – 4/4/2 („სამკალი გაქვს, სამუშაო, ძალო“).
ასეთია „ჭაშნიკის“ მეტრიკა.
„ჭაშნიკს“ მნიშვნელობა აქვს ხალხური ლექსწყობის შესწავლის თვისაც (19, 3-25). მამუკა ბარათაშვილი ჩვენი ხალხური პოეზიის პირველი პუბლიკატორია.
„ჭაშნიკის“ ღირსება გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ამას გვა უწყებს ტრაქტატის დასასრული: „მე რადგან ესენი შევკრიბე“..., ანდა მამუკას უპრეტენზიო განაცხადი ლექსად: „გაბნევით გნახენ,შევკრიბე სხვადასხვა ლექსთა ხმანია“ („წყობილი“).
მამუკა არ კმაყოფილდება არც საზომთა ნუსხით და არც მათი აღწერით. ქართული ლექსმცოდნეობის პირველსავე ძეგლში აღწერითი პოეტიკის ზღუდე დაძლეულია.
ტრაქტატის მეორე ნაწილში საგანგებოდ არის მითითებული: „ერთი რიგი ჭმა“ ერთი ამბისათვის უნდა, „სხვა ვმები სხვის რიგისათვის არის“, ლექსის კმა სათქმელის (ამბის) ხასიათთან (შინაარსთან) უნდა იყოს შეფარდებული, მაგალითად: „გძელ-შეწყობილი, გინა მდენარი და შეწყობილი კაის სწავლის იგავებისთვინ არის“. მაგრამ „ჭაშნიკის“ ავტორმაიცის, რომ საზომის მიმართება სათქმელის შინაარსთან მკაცრი კანონზომიერებით არ ხასიათდება. ამიტომ ამ საგანზე მსჯელობისას ფრთხილია. გრძელშეწყობილის ნიმუშად მოტანილ ვახტანგ VI-ის იგავს შემდეგი ფრაზა მოსდევს: „ამგვარი იგავები ამ ვმას უფრო გაეწყობა“. „უფრო გაეწყობა“ იმაზე მიუთითებს, რომ „ჭაშნიკის“ ავტორი მელექსეთა სწავლებისას უფრო მეტ ტაქტსა და ზომიერებასა იჩენს, ვიდრე იმ საუკუნეთა ცალკეული რაციონალისტ-ნორმატივისტები.
„იქნება ლექსი გემრიელი და წყობილი იყოს, – წერს მამუკა, – ეს ამბის გაულექსავათ სხვაში არად მოსახმარია, მაგრამ იმაშიაც თუ კაი სწავლის სიტყუა მოვა და ლექსს არ ავსებს, მოლექსობაში ნაკლებობა არი“.
გამოთქმა – „ლექსი გემრიელი და წყობილი“ – ნაწარმოების მხატვრულობის აღმნიშვნელია (გემრიელი ლექსი – მოკლე, სხარტი სიტყვით „ენაზე ტკბილად სათქმელი"; წყობილი ლექსი – მუსიკალური, რომელიმე ხმაზე კარგად გაწყობილი). ამ გემრიელი და წყობილი ლექსით რაიმე აზრი უნდა იქნეს გამოხატული, ამბავი უნდა იყოს გადმოცემული, თორემ თავისთავად იგი „არად მოსახმარია“. ფორმა არ არსებობს შინაარსის გარეშე. მაგრამ შინაარსიც არის და შინაარსიც: თუ ამბავი ურიგოა, ლექსს „კაი სწავლის სიტყუა" არ ავსებს, „მოლექსობაში ნაკლებობა არი“.
პოეტი ერთნაირად უნდა ფლობდეს ლექსის გაწყობისა და ამბის შერჩევის ხელოვნებას.
მამუკა მხატგრული ნაწარმოების ფორმისა და შინაარსის ჰარმონიულობის პრობლემას სვამს. თუ გავითვალისწინებთ ლიტე რატურათმცოდნეობის განვითარების მაშინდელ დონეს, თეორიის ამ კარდინალურ საკითხზე სწორი პასუხის გაცემა (თუნდაც ასეთი მარტივი სახით) „ჭყაშნიკის" ზოგადთეორიულ მნიშვნელობას მაღლა სწევს. ამრიგად, მეტრიკა მთლიანად ვერ ფარავს „ჭაშნიკის“ შინაარსს, მამუკა ბარათაშვილი არ ჩერდება მხოლოდ ვერსიფიკაციაზე. იმ საკითხთაგან, რომლებიც ამ მცირე მოცულობის ტრაქტატშია წარ მოდგენილი, „ჭაშნიკი" პასუხს იძლევა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე – როგორია ბუნება ქართული ლექსისა, ლექსწყობის რომელ სისტემას განეკუთვნება იგი, რაც ამჟამად ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
აკ. გაწერელიამ „ჭაშნიკს“ „სილაბურ-ლოგომეტრული თეორიის" ნიმუში უწოდა (25, 49). მამუკა ბარათაშვილს ქართული ლექსი სილაბური სისტემის ფარგლებში ეგულება. ეს დასტურდება მრავალი გარემოებით.
1) თუმცა „ჭაშნიკში“ არ გვხვდება პირდაპირი მითითება მარ ცვალზე, როგორც მუხლების შემქმნელ უმცირეს ერთეულზე, მაგრამ მამუკასეული სისტემა მარცვლობრივ მონაცემებზეა აგებული, სტრიქონთა მარცვლობრივი გათანაბრების პრინციპს ემყარება: მიჯნურობა/მიჯნურობა/მიჯნურობა/მიჯნურობა.
2) მამუკა არ იცნობს მახვილს. იგი სალექსო სტრიქონში არ ხედავს მახვილიანი და უმახვილო მარცვლების მონაცვლეობას. მისთვის არ არსებობს ტერფი, როგორც სალექსო სქემის ელემენტი. მამუკას სის ტემაში საზომი დაყოფილია მუხლებად. მარცვალთა რაოდენობით განსაზღვრული მუხლი არის მეტრული სიდიდე, რომელიც რეალურად მონაწილეობს სტრიქონის რიტმის შექმნაში.
3) მამუკა დიდ მნიშვნელობასანიჭებს ცეზურას. იმის მიხედვით, თუ „რამთონათ ლექსი გაიყოფა“, ანდა რამდენმარცვლიანი მუხლის შემდეგ მოუვა ცეზურა, ლექსის ახალი საზომები და სახეობანი იქმნება. სტრიქონთა მარცვლობრივი გათანაბრება, მარცვალთა რაოდენობით განსაზღვრული მუხლები და ცეზურის ასეთი პრივილეგია სილაბური ლექსწყობისთვისაა დამახასიათებელი.
მამუკა ბარათაშვილმა იმთავითვე შეუცდომლად განსაზღვრა ქართული ლექსის ხასიათი. კლასიკური პოეზია, რუსთველური ლექსი თუ ე.წ. აღორძინების პერიოდის მეტრიკა, რომელთა მიხედვით მამუკა თავის თეორიას აყალიბებდა, მას მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთადერთი სწორი დასკვნის გამოტანის საშუალებას აძლევდა.
„ჭაშნიკმა" მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართული პოეზიისა და პოეტიკური აზროვნების განვითარებაზე (დავით გურამიშვილი, იოანე ბატონიშვილი, თეიმურაზ ბაგრატიონი).
ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში არაერთგზის გამოთ ქმული აზრით, „ჭაშნიკის" მეცნიერული ღირსება მეტისმეტად დაბალია, „ჭაშნიკი" არა მარტო პრიმიტიული და სუსტია, როგორც პოეტიკური ნაშრომი, არამედ, ამავე დროს, მცდარია და მიუღებელი.
თავისთავად ცხადია, პოეზიას, რომელსაც 5 საუკუნის წინ წარ მომადგენლად რუსთველი ჰყავდა, უფრო ღრმა და საფუძვლიანი პოეტიკური ნაშრომი შეეფერებოდა.
მაგრამ იმ დროს ჩვენში ლიტერატურულ-თეორიული აზროვნების დონე მაღალი არ ყოფილა, ხოლო აჭაშნიკი“, როგორც პოეტიკური ნაშრომი, უფრო საფუძვლიანი და პროფესიონალურია, ვიდრე ამ სფეროში ყველა შემდეგდროინდელი გამოკვლევა XIX საუკუნის მი წურულამდე (კოტე დოდაშვილის „ქართული ლექსწყობა"). უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ძეგლი ვერ შევაფასეთ ისე, როგორც იგი ამას იმსახურებდა.
მამუკა ბარათაშვილმა მწყობრი ვერსიფიკაციული სისტემა შე ქმნა: თანმიმდევრობით დაალაგა სალექსო სტრუქტურის ელემენტები, გამოყო მუხლები, როგორც მუდმივი მეტრული სიდიდეები, მიაგნო ლექსის რიტმის მარეგულირებელ ცეზურას, მიუთითა რითმაზე და სტრიქონსშიდა კონსტრუქციებზე, სქემებში მოაქცია ქართული ლექ სის საზომები. მთელი ეს სამუშაო, „ჭაშნიკის“ ძირითად (მესამე) ნაწილს რომ იჭერს, შესრულებულია ისეთი სკრუპულოზური სიზუსტით, რომელიც ყველა ჭეშმარიტ პოეტიკურ თხზულებას დაამშვენებდა.
„ჭაშნიკის“ სათანადო შეუფასებლობის მიზეზი, ერთი მხრივ, ის გახლდათ, რომ შემფასებელნი თხზულების პირველ, შესავალ ნაწილს ვერ სცილდებოდნენ, რომელიც მართლაც რომ პრიმიტიულია. მეორე მხრივ, „ჭაშნიკს“ ჩრდილი მიაყენა იმან, რომ ქართული ლექსწყობის სილაბურ-ტონური თეორიის დამცველნი, რომლებიც არ იზიარებენ მამუკა ბარათაშვილის თვალსაზრისს ქართული ლექსის ბუნების შესახებ, „ჭაშნიკს“ ან არავითარ ანგარიშს არ უწევენ (კ. დოდაშვილი), ან მას უწოდებენ „პირველ ცდას და, რასაკგირველია, ძალიან სუსტს ქართული ლექსის მეტრისა და რიტმის, ნაწილობრივ, სტროფიკის გამოკვლევისას“ (ს. გორგაძე), ან კიდევ იგი მიაჩნიათ იმგვარ თხზულებად, რომელიც „მიუღებელია ქართული ლექსის კვლევის დროს“, რომელსაც „მნიშვნელობა აქვს ქართული ლექსის ისტორიულ-გე ნეტიკური თვალსაზრისით განხილვისათვის, ისიც მხოლოდ XVIII საუ კუნის ქართული მეტრიკის ფარგლებში“ (ა. გაწერელია).
აკაკი გაწერელიას „ჭაშნიკი“ საერთოდ არ შეაქვს ქართული მე ცნიერული ვერსიფიკაციის ფარგლებში: „ჩვენ ერთგული ვრჩებით ქართული ვერსიფიკაციის იმ გენერალური და თანაც ტრადიციული ხაზისა, რომლის დასაწყისში ე. ბოლხოვიტინოვი დგას... ქართულ მეცნიერულ ვერსიფიკაციას 170 წლის ისტორია აქვს" (26).
XX საუკუნემდე „ჭაშნიკი“ ლიტერატურული საზოგადოებისათვის კარგად (ვნობილი არ იყო. მას პოპულარობა ვერ მოუპოვა პირველმა პუბლიკაციებმაც (1900 და 1920 წწ.), რომლებშიც თხზულების ტექსტი უხეში შეცდომებით იყო დამძიმებული.
უნდა ვიგულისხმოთ: მამუკა ბარათაშვილის ტრაქტატი რომ თავის დროზე და რიგიანად დაბეჭდილიყო (ისე,როგორც ე. ბოლხოვიტინოვის ამავე ხასიათის ნარკვევი დაიბეჭდა), მას თავისი მიმდევრები და მოჭირ ნახულენი გამოუჩნდებოდნენ და ქართული წყობილსიტყვაობის კვლე ვის საქმეში ამდენ აზრთა სხვადასხვაობას ადგილი არ ექნებოდა.
XX საუკუნეში, როდესაც ქართული ლექსწყობის კვლევისას არაერთხელ მიუბრუნდნენ სილაბურობის თეორიას (გ. ყიფშიძე, ნ. მარი, პ. ინგოროყვა, გ. გაჩეჩილაძე, გ. წერეთელი და სხვ.), სალექსო სტრიქონები მუხლებად დაყვეს და ცეზურას დიდმნიშვნელოვანი ფუნქცია დააკისრეს, „ჭაშნიკს“ კიდევ მეტი ფასი მიეცა. მამუკა ბარათაშვი ლის ამ პატარა ტრაქტატმა დიდი საქმე გააკეთა ჩვენი წყობილსიტყვაო ბის ბუნების, ხასიათის დადგენის თვალსაზრისით.
![]() |
5.1.1.2 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - იოანე ბატონიშვილი |
▲back to top |
ბ) იოანე ბატონიშვილი
იოანე ბატონიშვილის ენციკლოპედიურ თხზულებაში „კალმასობა” (1813-1828), სადაც საუბარია მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესახებ, ცალკეა გამოყოფილი ლექსწყობა („პოეზიისა ანუ მოლექსეობისათვის") დიალოგის ფორმით პასუხია გაცემული ქართული ლექსის ბუნების საკვანძო საკითხებზე.
პეტრე ლარაძის შეკითხვაზე – „რაი არს ლექსი",იოანე ხელაშვილი პასუხობს: „ლექსი არს სიტყვა უწყებულთა განზომილებათა, ანუ მუხლთაებრ გაწყობილი“. სიტყვათა „განზომილება“, ანუ „მუხლი“, რომლითაც ლექსია „გაწყობილი“, უკვე სილაბურობაზე მინიშნებაა, რადგან, როგორც მომდევნო კითხვა-მიგებიდან ჩანს, მუხლი მარცვალთა გარკვეული რაოდენობით შედგენილი სიტყვები ან სიტყვათა ჯგუფებია. მარცვლის განმარტების დროს მითითებულია მუხლთა სხვადასხვაობაზე: „მარცვლად იწოდების იგი, სადაც უკვე არს ხმო ვანი ასო და ანუ რაოდენ გვარ არს მუხლნი“.
ლექსთა სახეობებზე საუბრის დროსაც ხმოვანთა (ე.ი. მარცვალ თა) რაოდენობაზეა საუბარი: შაირში 16 ხმოვანია (ე.ი. მარცვალი), ჩახრუხაულში – 20 და ა.შ.
ლექსის ხმოვანებისათვის სტრიქონებში თანხმოვანთა რაოდე ნობასაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მისი საზომის დადგენისათვის ეს ნონსენსია. როგორც აკაკი გაწერელია მიუთითებს, არავითარი კანონზომიერება ამით არ დგინდება (25, 57).
მართალია, „კალმასობაში“ ლაპარაკია მახვილიან და უმახვილო, გრძელსა და მოკლე მარცვლებზე, ავტორი ახსენებს იამბსა და ქორეს, მაგრამ ამას ქართულ ლექსწყობასთან არ აკავშირებს (25, 57).
ლექსის გვარებს, როგორც ვთქვით, იოანე ბატონიშვილი ერთმა ნეთისაგან განასხვავებს მარცვალთა რაოდენობის მიხედვით.
მეორე არსებითი ნიშანი, რომლის მიხედვით ავტორს ქართული ლექსწყობა სილაბურად მიაჩნია, სტრიქონებში ცეზურის არსებობაა. ცეზურის (მისი ტერმინით – „განყოფის“) გრაფიკული ნიშანია მძიმე (). მძიმესთან ერთად ცეზურის ნიშნებად გამოყენებულია წერტილი და ორწერტილი (კერძოდ, „რვულის“ განმარტების დროს), რაც სულხან-საბას მიერ გალექსილი „ქილილა და დამანადან" უნდა მომდინარეობდეს.
მუხლები და მუხლთა შორის პაუზები (ცეზურები), როგორც ლექსის სილაბურობის უტყუარი მონაცემი, იოანე ბატონიშვილზე „ჭაშნიკის“ გავლენის შედეგია, რომლის ხელნაწერი მის კოლექციაში ინახებოდა.
„კალმასობის“ ავტორმა ძაგნაკორულზეც თქვა თავისი სიტყვა (იხ. იმაგნაკორული“).
მამუკასაგან განსხვავებით, იოანე ბატონიშვილს სხვა სალექსო ფორმებიც შემოაქვს; ზოგი ადრინდელი, რაც მამუკას არ განუხილავს (ანბანთქება, ლეკუცია – ბეჭდის თვლის წარწერა, აკროსტიქი, ზმა და სხვა), ზოგიც გვიანდელი (ბესიკისა და ანტონ კათალიკოსის პოეზიიდან), განიხილავს ოთხ, ხუთ, 14-მარცვლიან ლექსებს. ამის შესაბამისად, მეტრული მრავალფეროგნებაც საგრძნობია.
აშკარაა, იოანე ბატონიშვილი ქართულ ლექსს სილაბურად მიიჩნევს.
![]() |
5.1.1.3 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - ანონიმი ავტორი |
▲back to top |
გ) ანონიმი ავტორი
ანონიმი ავტორის „ქართულისა პოეზიისათვის“ (1824წ.), რო მელიც, გივი მიქაძის აზრით, შეიძლება იკორთის ეკლესიის მღვდელს, მწიგნობარ-გადამწერს დიმიტრი ოქროაძეს ეკუთვნოდეს (XVIII საუკუნის ბოლო – XIX საუკუნის დასაწყისი), ფრაგმენტის სახითაა მოღწეული. იგი შესრულებულია დიალოგის ფორმით.
ნაშრომის პირველსავე კითხვა-მიგებაში ნათქვამია: „პოეზია არს ხელოვანება მოგონებად და აღწერად დადებულთა ზომისაებრ მარცვალთასა“ (109, 58).
ტაეპის განმარტებაში ვკითხულობთ: „ტაეპი არს სტიხი, რომე ლიც იქმნების მხოლოდ ერთისაგან სტრიქონისა და მარცვალთაგან ათექვსმეტთა“.
იგივე მეორდება შაირის განმარტებაში: „შაირი არს სტიხი, რო მელსაცა შინა იქმნების სტრიქონი ოთხი, გარნა სტრიქონთა შორის მარცვალი ათექვსმეტი“ (109, 60-61).
ყველა შემთხვევაში ავტორი მარცვლებზე და მათ რაოდენობაზე მიუთითებს. ერთგან ნახსენები „მახვილი" არ გულისხმობს მახვილს ჩვეულებრივი გაგებით.
დიალოგის ფორმის გამო „ქართულისა პოეზიისათვის" იოანე ბატონიშვილის „კალმასობასთან" პოულობს საერთოს. ისიც საერთოა, რომ ორივეგან თხზულებათა ავტორები ქართული ლექსის სილაბურობის პოზიციაზე დგანან.
![]() |
5.1.1.4 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - თეიმურაზ ბაგრატიონი |
▲back to top |
დ) თეიმურაზ ბაგრატიონი
თეიმურაზ ბაგრატიონმა საგანგებო ნაშრომი უძღვნა ქართულ ლექსწყობას – „გვარნი ანუ საზომი ქართულისა ენისა სტისთა“ (1832წ.). იგი წარმოადგენს პასუხს მარი ბროსეს შეკითხვებზე. წინ უძღვის შესავალი, რომელიც შეიცავს ზოგადად ქართული კულტურის, ისტორიისა და ენის განხილვას (1948 წელს ვრცელი გამოკვლევით გამოსცა გაიოზ იმედაშვილმა).
თეიმურაზ ბაგრატიონს ქართული ლექსი სილაბურად მიაჩნია. მასში დაცული უნდა იყოსო „ხმოვანთა ასოთა რიცხვით სწორება თვითოეულთა შინა ტაეპთა თვითოეულს სტიხისასა“.
მაგრამ ავტორი ლექსში ზოგჯერ რატომღაც ხმოვანთა და მარ ცვალთა შორის სრულ იგივეობას არ ხედავს: „გამსინჯველი ლექსთა ქართულთააამას შინა შესცთების ფრიად, უკეთუ არა უწყის ესე, რომელ სტიხთა შინა ხმოვანთაგანთა აქვსთ თვითოეულსა ძალი სრული სამარ ცლისა რომელთამე შინა ადგილთა და უკეთუ ესე ზედმიწევნილობით არიცის განმსინჯველმან ჩვენთა ლექსთამან, უეჭველად ჰგონებს იგი ლევსისა ტაეპთა შინა ერთისა უკვე ტაეპისა შინა მარცვალთა მეტთა და მეორისა ნაკლებთა და არა თანასწორისა ტაეპთა ურთიერთისადმი მარცვლებითა" (8, 229).
ამ ციტატის პირველი ნაწილის მიხედვით აკაკი გაწერელიამ გაა კეთა დასკვნა, თითქოს, თეიმურაზი ქართულ ლექსში ახდენდა ხმო ვანთა დიფერენცირებას ძლიერ და სუსტ (მახვილიან და უმახვილო) ხმოვნებად: „იგი პირდაპირ, კატეგორიულად აცხადებდა – „შესცდების ფრიად“ ის, ვინც ქართულ ლექსში ვერ დაინახავს – რომელი ხმოვანი არის ძლიერი და მასში მარტოოდენ მარცვალთა ოდენობის აღნიშვნით დაკმაყოფილდებაო“, მაშასადამე, თეიმურაზ ბაგრატიონის აზრით, ქართული ლექსწყობა სილაბურ-ტონურიაო“ (26).
სინამდვილეში თეიმურაზის „ძალი“ „ძლიერს“ არ ნიშნავს. იგი ასე უნდა გავიგოთ: ყოველ ხმოვანს არა აქვს ძალა მარცვალი შექმნასო. ეს დასტურდება მის მიერ მოტანილი „ვეფხისტყაოსნის" სტრიქონებით:
ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელით-ხელ საგოგმანები
რომლებიც 15-15 მარცვლიანადაა მიჩნეული. სიტყვებში „ესე“ და „ობოლი" ორ-ორი ურთიერთ ახლო მყოფი ხმოვანი თითო მარცვალს ქმნისო, ისევე როგორც „ამო“ და »ესო“". ძნელია თქმა, რამ მიიყვანა თეიმურაზი ამ უცნაურ შეხედულებამდე.
ციტატის მეორე ნახევარში უკვე გასწორებულია ეს კაზუსი: ტაეპები ურთიერთისადმი მარცვლებით თანასწორნი არიანო. მო ვუსმინოთ ავტორს: „ოდესცა ხმოვანნი, ე.ი ა,ე,ი,ო,უ, ანუ თანხმოვანნი: ჩ, 9, 3, ამათთაგანი ერთსა მარცვალსა შინა ლექსისასა შეხვდენ ორნი, მაშინ მათ ორთა ხმოვანთაგანი ერთი სხვასა რომელსამე თანაუხმოსა ასოსა შეთხზული იმარცქელებს (ესე იგი მარცვლად გაკეთდება) და მე ორე თავისით თკსით მხოლოდ მიიღებს მარცვლობასა... და ამა კანონთა უკუე ტაეპთა მარცვალნი, რომლისაცა უნდა სტიხისა იყოს, მარადის თანასწორ იქნებიან ურთიერთისა“ (8, 231).
მაშასადამე, თეიმურაზისათვის ამოსავალი ტაეპთა მარცვლობ რივი გათანაბრება, ე.ი. სილაბურობაა. იგი სიტყვასაც არ ძრავს მახ ვილზე. „ადრინდელი ავტორებისათვის „მახვილის“ ცნება უცნობი იყო“ (129, 108). საზომის სქემას თეიმურაზი სამღერალი ხმით, ღიღინით გად მოსცემს („არნა ნანო”). „ვეფხისტყაოსნის“ დაბალი შაირის სქემა იქნება: „არნანო არნი არ ნანო, ჰარნი არნანო ჰარნანო“,ხოლო ფისტიკაურისა: „თარნი ჰარნანო, თარნი ჰარნანო, ჰარნი ჰარნანო, თარნი ჰარნანო“ (8, 231-232).
აქაც ამოსავალი მარცვალთა რაოდენობაა. პირველისა 5/3/5/3, ხოლო მეორესი – 5/5/5/5.
სამღერალი ხმით სალექსო სქემათა გადმოცემა პრინციპში იგივეა, რაც მამუკა ბარათაშვილის მიერ სიტყვა „მიჯნურის“ ვარიაციების გამოყენება. თეიმურაზ ბაგრატიონის, ისევე როგორც იოანე ბატო ნიშვილის ნაშრომებს ქართულ ლექსწყობაზე საერთოდ ეტყობათ მამუკა ბარათაშვილის „ჭაშნიკის“ გავლენა.
სილაბურობის სასარგებლოდ მეტყველებს ტაეპთა გაყოფაზე (ცეზურაზე) მითითებაც: იამბიკოს ტაეპნი თანასწორად, საშუალზედ არ განიყოფება. დაწყებიდამ ტაეპსა მძიმემდის ხუთი მარცვალი აქვს მარადის და მძიმიდამ ბოლომდის შვიდი მარცვალი“ (8, 237), ანდა: „თოთხმეტმარცვლიანნი ლექსნი, რომლებიც შაირის მიმსგავსებულად არიან თქმულნი, თითოეული ტაეპი ამათი იყოფების საშუალ თანასწორ ურთიერთისა" (ნიმუშად მოტანილია სტრიქონი: „მე ვესურვი მას ჩემსა სატრფოსა შვენიერსა“). ხოლო მუსთაზადს („ცრემლთა ისარნი მოსისხარნი ჩემდა არენით") შემდეგი განმარტება ახლავს: „მუსთაზადის თვითოეული ტაეპი სამად განიყოფება. დასაწყისიდან პირველს მძიმემდის ხუთი მარცვალი ექნება ტაეპს. პირველის მძიმიდან მეორეს მძიმემდის ოთხი მარცვალი ექნება და მეორეს მძიმიდამ ბოლომდის (რომელ არს დასასრული ტაეპისა), ხუთი მარცვალი იქმნება“ (8, 237).
თუ მძიმეების (ცეზურის ნიშნების) მიხედვით დავაწყობთ ზემო ხსენებულ იამბიკოსა და მუსთაზადს, მივიღებთ 5/7-ს იამბიკოსათვის და 5/4/5-ს მუსთაზადისათვის.
ავტორის მიერ მოტანილი იამბიკოსა და მუსთაზადის ნიმუშები ერთთავად ცეზურის ნიშნებით (მძიმეებით) არის დასერილი.
ცეზურის ნიშნად მძიმე „ჭაშნიკის“ შემდეგდროინდელი მოვლენაა.
ცეზურის ნიშნებზე მითითება, ისევე როგორც სტრიქონებში მარცვალთა თანაბრობის ჩვენება და ლექსის სქემად სამღერალი ხმის მიჩნევა ეყვმიუტანლად მოწმობს, რომ ავტორი საგანგებო ნაშრომისა ქართული ლექსის შესახებ სილაბურობის პოზიციაზე დგას.
ისე როგორც მამუკა ბარათაშვილი და იოანე ბატონიშვილი, ასევე თეიმურაზი ქართული ლექსის ცალკეულ ფორმებს განიხილავს. იგი 17 გვარზე ამახვილებს ყურადღებას. საგულისხმოა, კერძოდ, იამბიკოს საფუძვლიანი განმარტება, რომელსაც იგი „კუდკვეთილს“ („კუდკვეცილს") უწოდებს. ალბათ, იმის გამო, რომ თუ იამბიკოს ბოლოში ორი მარცვალი დაემატება, ბესიკურ საზომს მივიღებთ (5/4/5). მისი აზრით, იამბიკო ხუთტაეპიანი ლექსია, თითოეული ტაეპი კი 12- მარცვალს შეიცავს.
თეიმურაზ ბაგრატიონი რომ არ იზიარებდა ქართულ ლექსის ტონურობის (სილაბურტონურობის) თეორიას, მისი პირადი ბარა თიდანაც ჩანს, რომელიც მან მარი ბროსეს გაუგზავნა. როგორც ჩანს, თეიმურაზი გასცნობია ევგენი ბოლხოვიტინოვის შეხედულებას ქართული ლექსწყობის შესახებ და მარი ბროსეს წერს: „მე ეგრე ვგონებ, არა ზედმიწევნით გამოძიებულ იყოს, ვინაითგან უფალმან ევგენოზ თუით არა უწყოდა ქართული ენაი და ოსტატიცა მისი, რომელიც იყო მოძღვარი, მასწავლელი და მაჩვენებლი რომელთამე კანონთა მისა, მე ვგონებ და იჭვნეულ ვარ, რომელ არა იყო იგი ზედმიწევნით მეცნიერ ქართულისა ენისა და წერილთა შინა გამოცდილი და ამისათვის ევგენიოზმან ვერა ეგრეთ გულისხმა ჰყო და აჩვენა წესი, ვითარცა არს გვარი საზომისა ქართულთა სტიხთა“ (8, 223).
ამას ანგარიში უნდა გაეწიოს ქართულ ლექსზე ევგენი ბოლხო ვიტინოვის შეხედულების შეფასების დროს.
თეიმურაზ ბაგრატიონის „გვარნი ანუ საზომი ქართულისა ენისა სტიხთა“ სპეციალური დანიშნულების ნაშრომია და ავტორის აზრი ქართული ლექსის სილაბურობის თაობაზე მეტად საყურადღებოა.
![]() |
5.1.1.5 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - პლატონ იოსელიანი |
▲back to top |
ე) პლატონ იოსელიანი
პლატონ იოსელიანი რამდენიმე წერილში შეეხო ქართული ლექს წყობის საკითხებს: „ქართულისა პროსოდიისა კანონნი" (1840წ.), „ქარ თული იამბიკოსათვის" (1853წ.), „ქალაქ დუშეთის აღწერა“ (I860წ.), „სამგზავრო ჩანაწერები თბილისიდან მცხეთამდე“ (1870წ.) და „ბიბლიოგრაფიული შენიშვნა" (1871წ.)
პლატონ იოსელიანის აზრით, ქართული ლექსწყობა სილაბურია: „ქართული ლექსწყობა სილაბური ანუ მარცვალსათვლელია“, იგი დაფუძნებულია მარცვლებზე. ავტორი ქართულ ლექსწყობაში ვერ ხედავს მახვილს, ტერფოვანებას. პარალელს ავლებს ერთი მხრივ, ქართულსა და, მეორე მხრივ, იტალიურსა და ფრანგულ ლექსწყობებს შორის (აქვე ასახელებს ინგლისურსაც, რაც კაზუსია). მიუთითებს, რომ ჩახრუხაძის ოცმარცვლიანი საზომი საერთოს პოულობს ფრანგულ ალექსანდრიულ ლექსთან.
უნდა შევნიშნო, რომ ალექსანდრიულ ლექსთან საერთოს უფრო მეტად ქართული ლექსის სხვა საზომები პოულობენ (იხ. „ქართული ლექსის ბუნება“).
პლატონ იოსელიანი ყურადღებას ამახვილებს სალექსო ფორმაზე ძაგნაკორული და გვთავაზობს მისი შემომღების მოკლე ბიოგრაფიას.
ქართული ლექსწყობის განხილვისას პლატონ იოსელიანი ბერ ძნულ ტერფებსაც შეეხო (იამბი, დაქტილი და სხვ) და აღნიშნა, რომ მასში „მეტწილად პირიქო-დაქტილური მეტრი იხმარებაო“, მაგრამ ეს ეკლექტიზმი არ არის. აკაკი გაწერელია მიუთითებს, რომ გამოთქმა „პირიქო-დაქტილური“ შემთხვევით მოხვდა პლატონ იოსელიანის
წერილში. იგი „კატეგორიულად იცავს ჩვენი ვერსიფიკაციის სილაბუ რობას“.
პლატონ იოსელიანის შეხედულებანი ქართული მეტრიკის სა კითხებზე ვრცლად დაახასიათეს აკაკი გაწერელიამ „ქართულ კლა სიკურ ლექსში“ (25, 61-70) და თამარ ბარბაქაძემ წერილში „პლატონ იოსელიანი – ქართული ლექსის მკვლევარი“ (16, 110-1 17).
![]() |
5.1.1.6 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - დავით ჩუბინაშვილი |
▲back to top |
ვ) დავით ჩუბინაშვილი
არაერთი მოსაზრება აქვს გამოთქმული ქართული ლექსწყობის საკითხებზე გრამატიკოსსა და ლექსიკოგრაფს დავით ჩუბინაშვილს.
თავდაპირველად 1842 წელს გამოქვეყნებელ წერილში „ვეფხის ტყაოსნის" შესახებ“ იგი იმეორებდა ევგენი ბოლხოვიტინოვის სიტყვებს: „ქართული პოეზიის პროსოდია მთლიანად ტონურია, მსგავსად ბერ ძნულისა და ლათინურისა" . მაგრამ ეს შეხედულება მექანიკურადაა გადასული მის წერილში (აკაკი გაწერელია).
შემდეგ, „მცირე ქართულ გრამატიკაში“ (1855) ავტორი სულ სხვა პოზიციაზე დგას:
„ქართული ლექსწყობა რუსულისაგან განსხვავდება მით, რომ ემყარება არა მახვილებს, არამედ მარცვლების რაოდენობას. მაშასადამე, ტონური კი არაა, არამედ სილაბური“ (122, 74).
დავით ჩუბინაშვილი ძირითადად ქართული ლექსის საზომებს ეხება. ამიტომ მის მიერ შედგენილ „რუსულ-ქართულ ლექსიკონში“ (1887წ.) ავტორის ნაშრომმა ასეთი სახელწოდება მიიღო: „საზომი ლექსთა“.
დავით ჩუბინაშვილი ქართული ლექსის კლასიფიკაციის საფუძვლად მიიჩნევს ტაეპებში მარცვლებისა და სტროფებში ტაეპების თანაბრობას.
აღსანიშნავია აგრეთვე ავტორის აზრი იმის თაობაზე, თუ რატომ არის ქართული ლექსწყობა სილაბური და არა ტონური: „ქართული ლექსები, როგორც ფრანგული, იტალიური და ა.შ. სილაბურია. სილაბურ ლექსში ყველა მარცვალი აღიარებულია თანაზომიერად; მაშასადამე, არ იცის განსხვავება გრძელ და მოკლე მარცვლებს შორის. მასში ყველა მარცვალი გრძელი და მოკლეა არა ისე, როგორც კლასიკურ ლექსებში, ე.ი. არ გააჩნია მეტრული მრავალსახეობა, მაგ რამ მეტრი მას აქვს, იმიტომ, რომ თანაბარი რიცხვის მარცვლები წარმოითქმება დროის თანაბარ ხანგრძლივობაში, რაშიაც ყველას შეუძლია დარწმუნდეს ქართული სილაბური ლექსების დეკლამაციის დროს... ქართული ლექსები სილაბურია და არა მეტრული და არც ტონურია, რადგან მახვილი არ ასრულებს მთავარ როლს, როგორც რუსულ ლექსებში".
მოტანილია ორი მაგალითი რუსული ხალხური პოეზიიდან, რის
შემდეგ ნათქვამია: „სადაა აქ მარცვალთა თანაბარი რაოდენობა“.
როგორც ვხედავთ, საფუძვლიანადაა დამტკიცებული, რომ ქარ თული ლექსწყობა არც მეტრულია და არც ტონური.
აქვე ყურადღებას იქცევს მითითება იზოქრონიზმზე (მარცვალთა წარმოთქმა დროის თანაბარ მონაკვეთებში), რაც თვალნათლივია ლექსის დეკლამირების დროს. გახმოვანებულ ლექსზე მითითება მისი ბუნების განსაზღვრისას მაშინ ახალი და მხიშვნელოვანი რამ იყო.
ამასთან, დავით ჩუბინაშვილი წერს, რომ მარცვლოვანება ქართულ ლექსთან ერთად ახასიათებს სპარსულს, ხოლო რადგან ქართული ლექსის მრავალი სახეობა სპარსულ სახელს ატარებს (შაირი, ბაიათი, მუხამბაზი, თეჯნისი და სხვ.), აქედან დასკვნა: „ქართული ლექსი სპარსული წარმოშობისაა“.
ამ დებულებამ ცხარე კამათი გამოიწვია. დიმიტრი ყიფიანი წერდა: „მაგრამ ჩახრუხა'ული, ფიატიკაური, წყობილი, მრჩობლედი, ლექსი, ტაეპი, იამბიკო, – ნუთუ ესენიც სპარსული და თათრული ლექ სებია? რა თქმა უნდა – არა”.
ცხადია, ამ საკითხში დავით ჩუბინაშვილი ცდებოდა. მაგრამ მან მართებულად გამიჯნა ერთმანეთისაგან ქართული ღა რუსული ლექსწყობა და ქართული ლექსის სილაბურობას დაუჭირა მხარი.
ყურადღებას აღარ შევაჩერებ დავით ჩუბინაშვილის ბიძის, ასევე გრამატიკოსისა და ლექსიკოგრაფის ნიკო ჩუბინაშვილის წერილზე „ქართული პროსოდიისათვის ანუ გამოღებისა", რომელიც არსებითად სიტყვის მახვილს შეეხება.
ავტორი ვრცლად მსჯელობს ქართული ენის პროსოდიაზე (სიტყვის მახვილზე). ზოგადად, ლექსის პროსოდიაზეც მიუთითებს: „სტიხნი თვინიერ პროსოდიისა არა არიან სტიხნი",პროსოდია „მესტიხობისათ ვის არს, ვითა სული ხორცთათვის".
მაგრამ ქართული ლექსის პროსოდიაზე (მეტრულ მახვილზე) არაფერი აქვს ნათქვამი.
![]() |
5.1.1.7 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - დავით რექტორი |
▲back to top |
ზ) დავით რექტორი
დავით რექტორს (1745-1824) ქართულ ლექსზე საგანგებო გამოკვლევა არ დაუწერია. მაგრამ ბესიკის ლექსთა სახელწოდებების განმარტებისას იგი გარკვეულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს ქარ თული ლექსის ბუნების მიმართ.
ბესიკის ცალკეულ ლექსებს არაბულ-სპარსულ-თურქული სახელ წოდებები აქვს მიწერილი, რომელთა ახსნის დროს დავით რექტორი ლეესთა ამ სახეობების საზომებზეც მიუთითებს: 1) ბაიათი – რვა შაირად არის და ერთი შაირი ოთხი ტაეპი არის, ხოლო ტაეპში – 7 მარცვალი; 2) კაფია – ოთხი შაირი არის, თითო შაირი – ოთხი ტაეპი და თითო ტაეპი – 1 1 მარცვალი; 3) მუსთაზადი, მუსტაფასად თქმული ხუთ შაირად, შაირი – ხუთი ტაეპი,ტაეპი – 14 მარცვალი; 4) თახმისი – ქართულს შაირისებრ 16-მარცვლოვანია... 5) მუხამბაზი – ხუთ შაირად, თითო შაირი ცხრა ტაეპია, ხოლო ტაეპი – 10 მარცვალი... მუხამბაზი ქართულებრ ითქმის ხუთმარცვლოვანი; 6) თეჯლისი – 1 | - მარცვლოვანი (65, 675).
როგორც ვბედავთ, ლექსის ყველა სახეობის საზომი მარცვალთა რაოდენობითაა განსაზღვრული და არა ტერფთა ხასიათით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დავით რექტორი ლექსის სახეებს სილაბურობის პრინციპით განიხილავს.
დავით რექტორის განმარტებებში ერთი მექანიკური შეცდომაა. უნდა იყოს: „მუხამბაზი ქართულებრ ითქმის ხუთტაეპოვანი“ და არა „ხუთმარცვლოვანი". ზუსტი არ არის ლექსის ზოგი სახეობის ტაეპთა და მარცვალთა რაოდენობაზე მითითებაც. ალბათ, ზემოთქმულის გამო, აკაკი გაწერელიამ ამ ახსნა-განმარტებებს „შეცდომებით დამძიმებული“ უნოდა (25, 58).
საზომთა განხილვა მარცვალთა რაოდენობის მიხედვით უფლებას გვაძლევს, რომ დავით რექტორი ქართული ლექსის სილაბურობის მომხრეთა რიცხვს მივაკუთვნოთ.
![]() |
5.1.1.8 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - ლუკა ისარლიშვილი |
▲back to top |
თ) ლუკა ისარლიშვილი
ლუკა ისარლიშვილის წერილი „მოკლე კანონნი ქართულის პოე ტიკისა ანუ ლექსთა თხზულებისანი“ დართული აქვს მისივე ლექსების კრებულს, რომელიც 1895 წელს გამოქვეყნდა.
ავტორი იზიარებს შეხედულებას ქართული ლექსწყობის სილა ბურობის შესახებ: „ქართული ლექსების თვისება ანუ ლექსწყობილება სილაბურია. ადრეც ესრედ უწერიათ და ახლაც ესე სწერენ, ესე იგი იგოდენნი მარცვალნი ლექსისა შემდეგ სტრიქონში, რაოდენიც უნდა იყვნენ წინა სტრიქონში“ (109, 137).
სილაბურ ლექსწყობას ლუკა ისარლიშვილი ასე განმარტავს:„სადაც ლექსნი მარცვალწყობილნი სიტყვანი არიან და ცალკე ხმამაღალი მარცვალი სიტყვაში არა აქვსთ“.
ლუკა ისარლიშვილი უმართებულოდ მიაკუთვნებს ზოგიერთი ენის ლექსწყობას ამა თუ იმ სისტემას, მაგრამ რუსული ლევსწყობის მიმართ მისი აზრი მართებულია: „რუსული ლექსების გვარი არის ტონიკებრი, ესე იგი ხმაამაღლებით სიტყვის მარცვალი წარმოითქმის ლექსებში, რომელსაც ჰქვიან რუსულად „ჯდარენიე“ (ударение).
ამრიგად, ავტორი მკვეთრად განასხვავებს ერთმანეთისაგან ქარ თულ და რუსულ ლექსწყობებს.
შაირის განმარტების დროს ნათქვამია: „მეტრი მათი ანუ ზომა და წყობილება უნდა იყოს მთელს სტრიქონში თექვსმეტი მარცვალი, დაყოფილი შუაზედ რვა-რვა მარცვლად" (109, 138), ე.ი. ავტორი ცეზურის არსებობაზეც მიუთითებს.
მარცვლოვანება და ცეზურა, ისევე როგორც რუსულ ლექსწყო ბასთან დაპირისპირება, ქართული ლექსწყობის სილაბურობის უტყუარი ნიშნებია.
![]() |
5.1.1.9 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - გრიგოლ ყიფშიძე |
▲back to top |
ი) გრიგოლ ყიფშიძე
გრიგოლ ყიფშიძე არქიმანდრიტ კირიონთან (შემდეგში – კათალიკოსი კირიონ II) ერთად აგტორია ლიტერატურის თეორიის კურსისა - „სიტყვიერების თეორია“, რომლის 3 გამოცემა არსებობს: 1898, 1908 და 1920 წლებში.
ამ სახელმძღვანელოს ლექსწყობითი ნაწილი, როგორც გივი მიქაძე მიუთითებს, დაწერილია გრიგოლ ყიფშიძის მიერ. მასვე ეკუთვნის სპეციალური გამოკვლევა „ქართული ლექსწყობა (გერსიფიკაცია)“.
„საკუთარმა ჩვენმა ხანგრძლივმა ფიქრმა და ჩვენს ლექსწყობაზე დაკვირვებამ დაგვარწმუნა, – ვკითხულობთ სახელმძღვანელოში, – რომ ჩვენს ენაში მახვილს საზოგადოდ მცირე მნიშვნელობა აქვს, ხოლო ლექსსა და ლექსის ჰარმონიას ქართულში ქმნის უფრო თანაბარი რაოდენობა მარცვალთა (სილაბა) და ხასიათი (კეზურისა”. დახასიათებულია მეტრული, ტონური და სილაბური ლექსწყობები.
სილაბურ ლექსწყობაზე საუბრის დროს გრიგოლ ყიფშიძე პირველ რიგში მახვილის საკითხს ეხება. ქართულ ენაში, ისევე როგორც ფრან გულსა და პოლონურში, მახვილს განსაზღვრული ადგილიაპქვს მიჩენილი. ასეთია ფრანგულში ბოლოდან პირველი მარცვალი, პოლონურში – ბოლოდან მეორე, ხოლო ქართულში – ბოლოდან მესამე.
სილაბური ლევსწყობისათვის აუცილებელია სტრიქონებში მარცვალთა თანაბრობა, რაც დაცულია ქართულში. სახელმძღვა ნელოს ბოლო გამოცემაში, როცა ახალი სალექსო რეფორმის შემდეგ არათანაბარმარცვლიანობა ჩვეულებრივი გახდა, გრიგოლ ყიფშიძე წერს: შესაძლებელია, სტრიქონებში მარცვლების თანაბრობა არ გვქონდეს, მაგრამ „მუსიკალური ტაქტი" დაცული იყოს. მაშასადამე, ჰეტეროსილაბურობას გრიგოლ ყიფშიძე სილაბურობის დარღვევად არ მიიჩნევს.
ქართული ლექსისათვის დიდი მნიშვნელობა აევს ცეზურას: „ცენზურის სხვადასხვაობაზეა დამოკიდებული სხვადასხვაგვარი ჰარმონია ქართული ლექსისა“.
ცხრილში, რომელშიც ცალკე გრაფებადაა გამოყოფილი სალექსო ფორმის სახელწოდება, მარცვალთა რაოდენობა და გარითმვის კომბინაციები, საგანგებო ადგილი უჭირავს ცეზურას (109, 162).
სახელმძღვანელოს პირველი გამოცემის წინასიტყვაობაში ავტორები წერდნენ: „ჩვენებური ლექსწყობა სრულებით არა ჰგავს რუსულ ლექსწყობას“. მიუთითებდნენ, ერთი მხრივ, კოტე დოდაშვილისა და, მეორე მხრივ, დავით ჩუბინაშვილისა და ლუკა ისარლიშვილის ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებზე, რომლებიც „რიგიანად დასაბუთებული და განმარტებული არ არის".
მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ცეზურის სხვადასხვაობას მეტი ყურადღება მივაქციეთ“. მოტანილია სხვა დასხვამარცვლიანი საზომები და მითითებულია, რამდენ ცეზურიანია საზომი და რამდენი მარცვლის შემდეგ მოუდის ცეზურა. ყურადღების გადატანა ცეზურაზე, თანაც ასეთი პირდაპირი სახელდებით, რაც იმ დროს სრულიად ახალი იყო ქართული ლექს მცოდნეობის ისტორიაში, დიდად მნიშვნელოვანია.
სახელმძღვანელოს ბოლო გამოცემაში, აგრეთვე გრიგოლყიფშიძის დამოუკიდებელ ნაშრომში ცეზურის ადგილი მუხლმა დაიჭირა. სადაც ცეზურა ეწერა, იქ მუხლია ჩასმული, რაც სერგი გორგაძის „ქართული წყობილსიტყვაობის“ გავლენით უნდა აიხსნას.
1909 წელს „სიტყვიერების თეორიის“ მეორე გამოცემის შემდეგ სერგი გორგაძემ წაიკითხა თავისი გამოკვლევა, რომელშიც წამოყენე ბულია მუხლედების თეორია.
ქართული ლექსის სილაბურობას გრიგოლ ყიფშიძე სახელ მძღვანელოს სამიგე გამოცემაში უჭერს მხარს. მესამე გამოცემაში ვკითხულობთ: „ქართულის ბუნება და თვისება ისეთია, რომ მხოლოდ ვე შრობის წესით შეიძლება წერა ლექსისა ქართულს ენაზე“ (63, 31)
ოღონდ დამოუკიდებელ ნაშრომში „ქართული ლექსწყობა“ (1912 წლის შემდეგ) გრიგოლ ყიფშიძეს თავისი აზრი შერბილებული აქგს: „ქართულ ლექსწყობას უფრო შეეფერება სილაბური ლექსწყობა" (109, 98).
ავტორი ეკამათება შიო დავითაშვილს: „ჰეგზამეტრი შაირისგან ვერ გაგვირჩევია და მოძრავი მახვილი რუსულისა მკვდარ-უცვლელი გვგონია, ხოლო, პირიქით, მტკიცედ განსაზღვრული ადგილი მახვილისა ქართულში – მოძრავი და ცვალებადი.
შიო დავითაშვილთან პოლემიკის დროს გრიგოლყიფშიძე აგრეთვე მიუთითებს: „ჩვენებური ლექსთწყობა, რამდენადაც მის ბუნების დაკვირვებითა ჩანს, ბევრად უფრო სილაბურსა ჰგავს, როგორც ამას ამბობს პროფესორი ჩუბინაშვილიც, ვიდრე მეტრულსა ან ტონურსა“ (113).
წინარე მკვლევართაგან განსხვავებით, გრიგოლ ყიფშიძემ საფუძ ვლიანად დაასაბუთა ცეზურის როლი ქართულ ლექსწყობაში და საერთოდ ლევქსის სილაბურობა. მისი ნარკვევი ჩვენს ლექსმცოდნეობაში სათანადოდ შეფასებული არ არის.
„ქართული ვერსიფიკაციის კვლევის ისტორიაში” (25, 38-95) აკაკი გაწერელია გვერდს უვლის კირიონისა და გრიგოლ ყიფშიძის „სიტყვიერების თეორიას” და, კერძოდ, გრიგოლყიფშიძის თვალსაზრისს ქართული ლექსის სილაბურობის შესახებ.
![]() |
5.1.1.10 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - ირნა მეუნარგია |
▲back to top |
კ) ირნა მეუნარგია
იონა მეუნარგიას არაერთხელ გამოუთქვამს აზრი ქართული ლექსის ბუნების თაობაზე.
დავით ერისთავის დეკლამაციასთან დაკავშირებით იგი აღნიშ ნავს: დავით ერისთავი რუსულ ლექსებს უფრო კარგად კითხულობდა, ვიდრე ქართულს, რადგან „ქართული ლექსები, მარტო მარცვლების შეთანხმებაზე დამყარებული, რუსულ ტონურ ლექსებთან შედარებით უფრო ძნელი წასაკითხავი იყო" (80, 399).
ამის მიხედვით აშკარაა, რომ ქართული ლექსი იონა მეუნარგიას სილაბურად მიაჩნია („მარტო მარცვლების შეთანხმებაზე დამყარე ბული"), ხოლო რუსული – ტონურად.
აღსანიშნავია, რომ იონა მეუნარგია გახმოვანებულ ლექსს აკვირ დება, რაც საიმედო ორიენტირია მისი ბუნების შესაცნობად.
მხატვრული კითხვისას ქართული ლექსის ნაკლებ ეფექტურობა რომ საწყენად არავინ მიიღოს, იონა მეუნარგია იქვე დასძენს: „ნურავის ნუ დააკლდება გულს ამის თქმაზე, რადგან რაც ქართულზე ვთქვით, იგივე ითქმის ფრანგულ ლექსებზედაც და საცა ამათი ითქმება,დეე, იქ ჩვენიც იყოს“ (80, 399).
აქ იონა მეუნარგია მეორე მნიშვნელოვან საკითხს სვამს: ქარ თულფრანგული მეტრიკის ურთიერთობისას. მისი აზრით, ქართული ლექსწყობა ფრანგულს უახლოგდება: „თვით ქართულ ლექსთა წყობა დამყარებულია მხოლოდ მარცვლის რაოდენობაზე, როგორც ფრან გულში და არა ხმის აწევაზე, როგორც რუსულში" (80, 398).
ფრანგული ენისა და პოეზიის შესანიშნავ მცოდნეს, რომელმაც ფრანგულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი" და რომელსაც თავის ნა წერებში ფრანგი პოეტების ლექსთა ციტატები ორიგინალის ენაზე მოაქვს, ნამდვილად დაეჯერება.
იონა მეუნერგია ყურადღებას ამახვილებს ცეზურის როლზე: „ჩვეულებრივად მონოტონური ქართული ლექსი, მარცვლების რაო დენობაზე დამყარებული, – ბარათაშვილის კალმის ქვეშ, ცეზურისა და რითმის მოხერხებული ხმარებით, ცოცხალია და ხალისიანი“ (80, 230).
ეს ციტატები ეჭვმიუტანლად ადასტურებს, რომ იონა მეუნარგია ქართულ ლექსს სილაბურად მიიჩნევს.
![]() |
5.1.1.11 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - მოსე ჯანაშვილი |
▲back to top |
ლ) მოსე ჯანაშვილი
მოსე ჯანაშვილის წიგნში „ქართული გრამატიკა" (1906წ.) საგან გებო თავია – „ლექსწყობა“, სადაც ავტორი მსჯელობს მახვილზე („და საკვეთი“).
მისი აზრით, „დასაკვეთი“ ორ და სამმარცვლიან სიტყვებს თავში აქვს, ოთხ და მრავალმარცვლიანებს – ბოლოდან მესამე ხმოვანზე", თუმცა „დასაკვეთის თანაბრობა უფრო ეპრიანება ქართულს ენას“ (ეს აზრი, როგორც აღნიშნული მაქვს, მართებული არ არის).
ამასთან ერთად, მახვილი ქართულში ფიქსირებულია. „ლექსვასა და წყობილსიტყვაობაშიც ხმის ამაღლება ადგილს არ იცვლის“. ავტორი განასხვავებს მეტრულ, ტონურ და სილაბურ ლექსწყობებს; მიიჩნევს, რომ "ქართულ ლექსს, ფრანგულისა და პოლონურის მსგავსად, შეეფერება სილაბური ლექსწყობა".
ავტორი ლაპარაკობს ცეზურაზეც: „მრავალმუხლოვან ლექსის კითხვის დროს საჭიროა შეჩერება, ქარის ამოღება. ამ შეჩერებას ჰქვიან ცეზურა“ (12, 66-67).
როგორც ვხედავთ, სპეციალური დანიშნულების ნარკვევში მოსე ჯანაშვილს ქართული ლექსწყობა სილაბურად მიაჩნია.
![]() |
5.1.1.12 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - ნიკო მარი |
▲back to top |
მ) ნიკო მარი
ნიკო მარის საენათმეცნიერო ნაშრომებში სათანადო ადგილი აქვს დათმობილი ქართულ ენაში მახვილის საკითხს.
მისი აზრით, სამმარცვლიან სიტყვაში მახვილი შესაძლებელია როგორც ბოლოდან მმესამე,ისე ბოლოდან მეორე მარცვალზე: ქართველი ან ქართველი, მწერალი ან მწერალი. მაგრამ ლექსში არჩევანი ერთ ერთზე უნდა მოხდეს.
ვფიქრობ,სამმარცვლიან სიტყვაში მეორე მარცვლის აქცენტირების დროს აღმოსავლეთ საქართველოს მთის კილოებია ნაგულისხმევი (მოყმემან).
დღევანდელ თვალსაზრისს ესადაგება ორი მახვილი სამზე მეტ მარცვლიან სიტყვებში, რასაც მარი მიმართავდა. კერძოდ, ოთხმარ ცვლიანში: მარგალიტი (ბოლოდან მეორე და მეოთხე მარცვლებზე). მაგრამ გაუმართლებელია ხუთმარცვლიანი სიტყვების ამგვარი გამახ ვილება: მაშენებელი. აქ მეორე მახვილი ბოლოდან მესამე მარცვალზე უნდა იყოს ისევე, როგორც აღმაშენებელი.
გარდა სიტყვათმახვილისა, მარის აზრით, ქართულში არსებობს სამახვილო კომპლექსი, რომელიც ერთი მახვილით აერთიანებს ორ ან რამდენიმე სიტყვას: ჩემი+და, ეგრე+ჰქმენ. ნიკო მარის თავდაპირველი აზრი ქართული ლექსის ბუნებაზე სილაბურობა იყო. ამას იცავდა იგი ძველ ქართველ მეხოტბეებზე დაწერილ ნაშრომში (1902წ.).
შემდეგ „ძველი ქართული ლიტერატურული ენის გრამატი კაში“ (1925 წ.) იგი „ძირითადად სილაბური" ქართული ლექსწყობის ტონურობაზეც ლაპარაკობს (ტონურ-სილაბური). მას თავისებურად ესმის ტონი და ტონურობა.
მხედველობაში აქვს „ვეფხისტყაოსნის“ მაღალი და დაბალი შაირი. მაღალი შაირის მუხლთა მეორე მარცვლის, ხოლო დაბალი შაირის მუხლთა მესამე მარცვლის მახვილიანობა მას პოემის ტონურ მრავალფეროვნებად მიაჩნია.
ნათქვამის საილუსტრა ციოდ მოაქვს ტერფები თავისი გრაფიკული გამოსახულებით. მაღალ შაირში – ქორე (– ), დაბალ შაირში – დაქტილი (–
).
ამრიგად, ნიკო მარის ტონურ-სილაბური იგივე არ არის,რაც სერგი გორგაძის ტონურ-სილაბური.
სერგი გორგაძის აზრით, მახვილს (ტონს) ისეთივე ფუნქცია აქვს დაკისრებული ქართულ ლექსში, რაც მარცვალს (სილაბა). ნიკო მარი კი სილაბური (მარცვლობრივი) ლექსწყობის ტონურ (მახვილობრივ) მრავალფეროვგნებაზე ლაპარაკობს.
ასე რომ ნიკო მარი ქართულ ლექსწყობას ძირითადად სილაბურად მიიჩნევს.
![]() |
5.1.1.13 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - სილოვან ხუნდაძე |
▲back to top |
ნ) სილოვან ხუნდაძე
გრამატიკოსმა სილოვან ხუნდაძემ 1907 წელს გამოაქვეყნა წიგნი „ქართული ენის გრამატიკა“, რომელშიც სპეციალური განყოფილებაა „ლექსთაწყობა“ (12, 67).
ავტორის აზრით, ქართულ სიტყვებს მახვილი აქვთ, მაგრამ არა ისე ძლიერი, როგორც ფრანგულ, რუსულ და სხვა ენებში. (უნდა შევნიშნოთ, რომ ფრანგულ ენაში ძლიერი მახვილი არ არის!)
ქართული ლექსის ბუნების შესახებ ნათქვამია: „ქართული ლექს წყობა ხმის ამაღლებაზედაც არის დაფუძნებული და მარცვალთა რაოდენობაზეც. ასე რომ ქართული ლექსწყობა ფრანგული ენის ლექსწყობას გავს – სილაბურია“.
აქ წინააღმდეგობაა: ხმის ამაღლება ტონს ნიშნავს.
ლაპარაკია ცეზურაზე, კერძოდ, „ვეფხისტყაოსნის“ ცეზურაზე.
თუმცა მუსტაზადის, თეჯნისისა და ბაიათის სქემებს ავტორი ტერფებით გადმოსცემს, რაც ეწინააღმდეგება სილაბურობის პრინ ციპს, მაგრამ მაინც მარცვალთა რაოდენობაზე და ცეზურაზე საგანგებო მითითების გამო, სილაბურობის ასეთი პირდაპირი სახელდებით, სი ლოვან ხუნდაძე ძირითადად ქართულილექსის სილაბურობის მომხრეთა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ.
![]() |
5.1.1.14 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - გრიგოლ რობაქიძე |
▲back to top |
ო) გრიგოლ რობაქიძე
ქართული ლექსის სტრუქტურის კვლევა გრიგოლ რობაქიძემ ადრევე დაიწყო.
1913 წელს ჟურნალ „ოქროს ვერძში" გამოქვეყნებულ „ბარათებს“ ლექსისა და პროზის მკვეთრი დაპირისპირების ხაზი გასდევს. აქედანვე იღებს სათავეს შემდგომ გახმაურებული გამოთქმა – „ლექსის ენერგია“, რომელიც მოხდენილი დახასიათებაა ლექსისა.
ქართული ლექსის ანალიზმა უფრო ინტენსიური სახე მიიღო ათიანი წლების ბოლოს, როცა 1918 წელს გაზეთ „საქართველოში“ გრიგოლ რობაქიძემ სამი სტატია დაბეჭდა: „მეტრი და რიტმი“, „რითმა“ და „ასონანსი“. ამას ორი წლის შემდეგ მოჰყვა იმავე გაზეთში ასევე სამი სტატია: „ქართული რიტმული", „მახვილი და რითმა“ და „რიტმის გამართვა“.
თავის სტატიებში გრიგოლ რობაქიძე, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთისაგან განასხვავებს მეტრსა და რიტმს,რაც სერგი გორგაძეს გაიგივებული ჰქონდა. მეტრი რიტმის ინერციაა, რიტმის ტალღის ხელოვნური დაჭერა. სიტყვები უნდა წარმოითქვას ცალ-ცალკე, მათი მექანიკური შეერთების გარეშე. საგულისხმოა ავტორის აზრი, რომ ცალკეული სიტყვებიც, რომლებიც მეტრულად ერთი და იგივეა, შეიძ ლება რიტმულად სხვადასხვა იყოს, რაც დამოკიდებულია სიტყვებში ხმოვანთა და თანხმოვანთა რაოდენობაზე („ნაგლეჯი“, „იასა“). თან ხმოვნებით დატვირთული სიტყვებისგან შედგენილი სტრიქონების რიტმი მძიმეა, ხმოვნების სიმრავლე კი – პირიქით, რიტმს ამსუბუქებს.
ავტორის შეხედულებით, ჯერ კიდევ გამოურკვეველია ქართუ ლი ლექსის ბუნება. ერთი მხრივ, იგი სილაბურ-ტონურია. რუსული ლექსის მკვლევართა გვერდით (ვალერი ბრიუსოვი, ანდრეი ბელი და სხვ.) დასახელებული ჰყავს ქართული ლექსის სილაბურტონურობის დამცველები (კოტე დოდაშვილი, სერგი გორგაძე).
ქართულ ლექსში გრიგოლ რობაქიძე შესაძლებლად მიიჩნევს ერთდროულად მუხლისა და ტერფის არსებობას. მუხლი მეტრის ცნე ბაში შეაქვს, ტერფი – რიტმის. პირველს ციფრებით გადმოსცემს (5/4/5), მეორეს – მახვილიან და უმახვილო მარცვალთა მონაცვლეობით: ქორე, დაქტილი, მეორე პეონი, პირიქოდაქტილი.
აშკარაა, ამ ეტაპზე ავტორს ჯერ კიდევ ნათლად ჩამოყალიბებული არა აქვს თავისი აზრი ქართული ლექსის ბუნების შესახებ. იგი გაო რებულია.
ლექსწყობის სილაბურტონურობის ყველაზე უტყუარი დასტუ რია ტერფებზე მითითება, მაგრამ ბზარი აქაც შეინიშნება. მახვილ ზე მსჯელობისას ავტორი ქართულ სიტყვათმახვილს განასხვავებს რუსულისაგან: იგი არ არის ექსპირატორული, როგორც რუსულშიაო.
სიტყვების მექანიკურ შეერთებასთან ერთად გრიგოლ რობაქი ძე წინააღმდეგია სიტყვათა გაჭრისა, მაგალითად: „აყვავებუ / ლა მდელო", წინააღმდეგია „მახვილთა გადასმისა". ერთიცა და მეორეც ჩვეულებრივია სილაბურ-ტონური ლექსწყობისათვის.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ცეზურისათვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება. ავტორის სიტყვებით, ცეზურა არ არის უბ რალო შესვენება მუხლთა შორის, „იგი არის მთავარი სიტყვათშორისი წყვეტი სალექსო სტრიქონში". ცეზურისათვის ასეთი როლის დაკისრება ლექსის სილაბურობაზე მითითებაა.
სილაბურობისაკენ ამგვარი გადახრების მიუხედავად, საქართვე ლოში მოღვაწეობის პერიოდში გრიგოლ რობაქიძე ძირითადად მაინც სილაბურ-ტონური თეორიის დამცველი რჩება.
არსებითი გარდატეხა 30-იანი წლების შემდეგ, მისი ემიგრანტობის დროს მოხდა. ეს ჯერ გამოვლინდაჩეხი მეცნიერის იარომირ იედლიჩკას შეკითხვებზე გაცემულ პასუხებში.
თუ ადრე მახვილი მიაჩნდა ქართულირითმის მაწარმოებლად, ახლა ერთ-ერთ პასუხში წერს, რომ ქართული ლექსი წარმოიშვა ქართული ენის თავისებურებიდან. ქართულმა ენამ კი „არ იცის მახვილი (ictus). მას აქვს მხოლოდ მაღალი და ღრმა ტონები“. თუ ლექსი ენიდან წარმოიშვა (და ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა!), მაშინ ენაში მახვილის უქონლობა რითმაში და, საერთოდ, ლექსშიც მახვილის უქონლობას იწვევს.
თუ ადრე პირდაპირ მიუთითებდა ქართული ლექსის ტერფოვა ნებაზე, ახლა წერს: „რაღაც „მსგავსი“ ქორეს, დაქტილის, სპონდესა და ა.შ. იცის ქართულმა მარცვალმაც“. ამავე დროს, ეს არ უნდა იყოს კოტე დოდაშვილის გავლენა: „ქორეისებური“, „დაქტილისებური“ და.შ. ეს მისი დამოუკიდებელი თვალსაზრისია.
ქართული ლექსის ბუნების შესახებ არსებობს გრიგოლ რობაქიძის უფრო გვიანდელი და უფრო კატეგორიული განცხადება.
1948 წელს ჟურნალ „ბედი ქართლისაში“ (2) იგი აქვეყნებს წერილს „საუბარი კარდუსთან", სადაც ახსენებს ქართული ლექსწყობის სილაბურტონურობის თეორიას და წერს: „ასე მეგონა მეც“.
უცხოურ პოეტურ სამყაროში უშუალოდ ჩართვამ (იგი ხომ გერ მანულ ენაზეც წერდა ლექსებს!) გრიგოლ რობაქიძე საბოლოოდ დაარ წმუნა, რომ ქართული ლექსი მკვეთრად განსხვავებულია გერმანული (ე.ი. სილაბურ-ტონური) ლექსისაგან. ახლა უკვე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იგი ქართული ლექსის სილაბურობის პოზიციაზე დგება.
რადგან ეს მისი ბოლოდროინდელი და ნათლად გამოკვეთილი აზრია, სრული უფლება გვაქვს, გრიგოლ რობაქიძეც სილაბურობის თეორიის მომხრედ მივიჩნიოთ.
![]() |
5.1.1.15 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - პავლე ინგოროყვა |
▲back to top |
პ) პავლე ინგოროყვა
პავლე ინგოროყვას მრავალრიცხოვან ნაშრომებში ქართული პოეზიის შესახებ ლექსწყობა ყოველთვის გათვალისწინებულია.
მითითებულია მუხლებსა და მარცვლებზე, მათ რაოდენობრივ მონაცვლეობაზე, ხოლო მახვილი ნახსენები არ არის.
პავლე ინგოროყვას აზრით, ქართულ პოეზიაში სამი სალექსო ფორმაა: სილაბური მუხლედოვანი ლექსი, საგალობელთა მარცვლედი და წყობილი სიტყვა რიცხვედი (58, 553-734).
სილაბური მუხლედოვანი ლექსის სახეობა – იამბიკო, აგრეთვე, საგალობელთა მარცვლედი, რომელსაც პავლე ინგოროყვა სილაბურ უკვეთელლექსსაც უწოდებს და წყობილი სიტყვა რიცხვედი სასულიერო ლექსზე საუბრისას განვიხილე (იხ. „სასულიერო ლექსი").
გარდა ჰიმნოგრაფიისა, პავლე ინგოროყვა მეტრიკის თვალსაზ რისით აკვირდება მთელს ქართულ პოეზიას.
„ვეფხისტყაოსნის" ლექსწყობაზე საუბრისას მიუთითებს, რომ პოემის მაღალი შაირი მაჟორის ინტონაციას ქმნის, დაბალი შაირი – მინორისას, რითაც დაძლეულია მონოტონურობა. მაგრამ ორი მეტრის ხმარება ერთგვარ საფრთხეს შეიცავს, რაც თავიდან აცილებულია იმით, რომ „აქ აღებულია არა კონტრასტული რიტმული წყობა, არამედ მუსიკალურად შეხამებული თანაბარ-სილაბიანი საზომები“ (16-მარ ცვლოვანი მეტრი). „ეს თანაბარ-სილაბიანობა ამ ორი მეტრისა, მაღალი და დაბალი შაირისა, უზრუნველყოფს ტალღისებურს გადასვლას ერთი მეტრიდან მეორეზე და აერთიანებს მათ ერთს მთლიანს მუსიკალურ სისტემაში... რუსთველის ლექსი ჟღერს, როგორც რთული ორკესტრის მიერ შესრულებული სიმფონია“ (92, 163).
აქვე განხილულია რითმა და ალიტერაცია.
ძველი ქართული ვერსიფიკაციის განხილვის შემდეგ პავლე ინგო როყვა წერს: „ძველ-ქართული სილაბური ლექსი მუხლედოვანი წყო ბისა... გადმოდის XIX საუკუნის ქართულ პოეზიაშიც და თავის მეტრულ სტრუქტურას უცვლელად ინარჩუნებს XIX საუკუნის მანძილზე“ (59, 589).
შემდეგ, XX საუკუნის პოეზიაში ჩნდება ტონური ლექსწყობის ზო გიერთი ელემენტი ძველი მუხლედოვანი წყობის ფარგლებში. მუხლედო ვანი წყობის დაურღვევლად ზოგჯერ გამოივლინება ტერფი, როგორც ლექსწყობის ორგანიზებული სახეობა და XX საუკუნის ქართული ლექსი „ეს არის სილაბურ-ტონური ლექსი მუხლედოვან-ტერფოვანი წყობისა. მაინც დომინანტა ქართული ლექსისა, მისი ძირითადი ტონალობა – ეს არის სილაბურობა (და სილაბურობასთან დაკავშირებული მუხლედო ვანი წყობა)" (59, 589).
პავლე ინგოროყვა ქართულ ლექსმცოდნეობაში მიჩნეული და აღიარებულია სილაბური სისტემის დამცველად.
![]() |
5.1.1.16 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - ანდრეი ფედოროვი |
▲back to top |
ჟ) ანდრეი ფედოროვი
კრებულს „Грузинские романтики", რომელიც 1940 წელს გამო ქვეყნდა და რომელშიც ქართველი რომანტიკოსების ლექსთა თარ გმანებია, დამატების სახით დართული აქვს ანდრეი ფედოროვის სტატია „О путях и средствах передачи грузинского стиха". იგი თანაავტორია აგრეთვე ამ კრებულის შესავალი წერილისა. ანდრეი ფედოროვს არაერთი გამოკვლევა აქვს დაწერილი პოეტიკის საკითხებზე. კერძოდ, „Язык и стиль художественного ароизведения“ (1963).
ასე რომ იგი პროფესიონალი ავტორია.
თავის სტატიას ანდრეი ფედოროვი იმის აღნიშვნით იწყებს, რომ ქართული ლექსის რუსულად თარგმნის სირთულე ქართული მეტრიკის თავისებურებების შედეგია, რადგანაც ქართულ და რუსულ ენებში მახვილს სხვადასხვა როლი აქვს დაკისრებული.
მეორე აბზაცში პირდაპირ, კატეგორიულად არის ნათქვამი: „ქართულ ლექსში მახვილების განაწილება სულ სხვა როლს ასრულებს, ვიდრე რუსული ლექსის ფორმებში, რომელნიც რუსული ენისაქცენტურ თავისებურებებთან არიან დაკავშირებულნი" (107, 227).
ლექსის მახვილი ენის აქცენტური ბუნებიდან მომდინარეობს, ხოლო ქართული და რუსული ენები აქცენტის თვალსაზრისით ერთ მანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებიან.
მართებულია ავტორის შემდეგი დაკვირვებაც: „ერთ-ერთ კერძო ნიშანს, რომელიც ქართული ლექსის სტრუქტურას (უფრო სწორად – მის რიტმულ სქემებს) განასხვავებს რუსული ლექსნწყობისაგან, წარმოად გენს ის, რომ მასში ერთ ძლიერ მომენტს მოუდის გაცილებით მეტი სუსტი მომენტი, ვიდრე რუსულში“ (107, 227).
ანდრეი ფედოროვი აარ უარყოფს ქართულენასა და ლექსში მახვილ იანი და უმახვილო მარცვლების არსებობას, მაგრამ, მისი დაკვირვებით, უმახვილო მარცვლები ქართულში მკაფიოდ (“по степини отчетливости") არ განსხვავდებიან მახვილიანი მარცვლებისაგან. ამიტომ ქართული ლექსწყობა არც ისე დაშორებულია იმ ენების სალექსო სისტემებისაგან, სადაც წმინდა სილაბური პრინციპი ბატონობს.
ძალზე დამაფიქრებელია ავტორის შემდეგი დებულება: ქართული ლექსის ესა თუ ის რიტმული სქემა, მასში მეტრულად ძლიერი და სუსტი ადგილების მხრივ, არაიშვიათად იწვევს წარმოდგენას რომელიმე რუსულ საზომზე, ხოლო ტაეპთა ცალკეული მონაკვეთები შეიძლება დაემთხვეს ჩვენს „ტერფებს“.
ჩემი აზრით, არსებითად ამას შეჰყავს შეცდომაში ქართული ლექს წყობის სილაბურტონურობის დამცველნი. ხშირად ქართული ლექსის ცალკეული რიტმული მონაკვეთები, თითქოსდა, რუსულ სალექსო ტერფებს ემთხვევიან და რიტმული სქემა რომელიმე რუსული საზომის წარმოდგენას იწვევს.
ავტორის დასკვნა კატეგორიულია: „სილაბურ-ტონური მეტრიკის პრინციპებს, მის საზომებსა და რიტმს საერთო არაფერი აქვთ ქართულ ლექსთან, რომელსაც თავისი საკუთარი პრინციპები გააჩნია“ (107, 228).
ანდრეი ფედოროვის შეხედულებანი ქართულ ლექსწყობაზე იმი ტომაც არის ფასეული, რომ ავტორი ქართულ ლექსს შედარებითი მეთოდით, რუსულ ლექსწყობასთან შეპირისპირებით იკვლევს.
![]() |
5.1.1.17 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - გივი გაჩეჩილაძე |
▲back to top |
რ) გივი გაჩეჩილაძე
გივი გაჩეჩილაძე ავტორია სპეციალური გამოკვლევისა შედარებითი მეტრიკის დარგში „ქართული ლექსი ინგლისურთან შეპირისპირებით" („მნათობი“, 1967, 10)
მეცნიერი და მთარგმნელი ორიგინალიდან თარგმნიდა ინგლი სური პოეზიის ნიმუშებს.
საკუთარი გამოცდილებანი პოეტური თარგმანის სფეროში ავ ტორმა საფუძვლად დაუდო თეორიულ ნაშრომს – „მხატვრული თარგ მანის თეორიის საკითხები“ (1958)
უკვე ამ წიგნში ჩაისახა ტენდენცია, კრიტიკული თვალით შეეხედა ავტორს ქართული ლექსწყობის სილაბურ-ტონური თეორიისათვის. „გამოდგება თუ არა ტერფი იმ ძირითად რიტმულ ერთეულად, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ქართველი მთარგმნელის გამოსავალ წერტილს?“ – წერს აგტორი (43, 297-298).
კითხვა ნათელია: მივიჩნიოთ თუ არა ტერფი ქართული ლექსის ძირ ითად რიტმულ ერთეულად? საკითხის გარკვევა მოითხოვდა ქართული ენის მახვილის ანალიზს.
ქართულ ენაში მახვილის სისუსტის გამო გივი გაჩეჩილაძეს შეუძ ლებლად მიაჩნია ქართული ლექსი სილაბურ-ტონური იყოს. იგი წერს: „ცნობილია, რომ ფრანგული ენის მახვილებიც ძლივს შეიმჩნევიან და სწორედ ამ გარემოების გამოა ფრანგული ლექსი დამყარებული სი ლაბურ წყობაზე“ (43, 295).
ქართულ ლექსში მახვილი დაქვემდებარებულია. იგი მეტრს (რიტმს) ემორჩილება, რომელიც ლექსში ძლიერია; იმდენადვეა ძლიერი, რამდენადაც ქართული სიტყვის მახვილია სუსტი“ (43, 305-307).
ამრიგად, ქართულ სიტყვებს არ გააჩნია ძლიერი მახვილები, რომ ლექსის ტონური ელემენტები, ტერფები შექმნან. მაშ,რას ემყარება ლექსის რიტმი, რა არის ქართული ლექსის ძირითადი რიტმული ერთეული? ასეთ ერთეულად ავტორს მიაჩნია მუხლი.იგი იზიარებს სერგი გორგაძის მუხლედების თეორიას ზემოხსენებული სხვაობით – მახვილებს არა აქვს მინიჭებული პრივილეგიური მდგომარეობა.
თუ ტერფი ფიქტიურია მეტყველების თვალსაზრისით და მხო ლოდ რიტმული სქემის ელემენტია, მუხლი რეალური რიტმული ერთეულია.
ამავე დროს, ავტორი არ უარყოფს ქართულ ლექსში ტერფების არსებობას, მაგრამ, მისი აზრით, ტერფი მუხლის შიგნით მოქმედი ელემენტია (43, 299). აქაც სერგი გორგაძის გავლენა ჩანს: ტერფები მუხლებად ერთიანდებიანო.
ყოველივე ზემოთქმული ამზადებდა ნიადაგს იმისათვის, რომ ათიოდე წლის შემდეგ ავტორს უფრო მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა თავ ისი აზრი ქართული ლექსის სილაბურობის შესახებ. ამას ხელი შეუწყო შედარებითი მეტრიკის მეთოდმა, რაც წარმოდგენილია მის ნაშრომში „ქართული ლექსი ინგლისურთან შეპირისპირებით“.
როგორც აღიარებულია, ინგლისური ლექსწყობა სილაბურ-ტო ნურია, რომელშიაც გადამწყვეტია ტონური საწყისი. ტონურობისკენ იხრება რუსული ლექსწყობაც. ამ საკითხზე არგუმენტირებული მსჯე ლობის შემდეგ ავტორი სვამს კითხვას: „არის თუ არა მსგავსი რამ ქართულ ენასა და ლექსწყობაში?“ (44, 148).
პასუხი ასეთია: „ქართულ სიტყვამახვილს არ ძალუძს გახდეს ლექსწყობის ისეთი საყრდენი, როგორიც სხვა ენათა სილაბურტონურ რიტმებშია და მით უფრო წმინდა ტონურ სისტემებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართული ლეესი ვერ აიგება ტერფებზე, რომლებიც მიღე ბულია ლექსწყობის გავრცელებულ, საერთაშორისო სილაბურ-ტონურ სისტემებში... თუ მახვილი სუსტია, ან სულაც არ არის, რაღაზე უნდა ავაგოთ ტერფი“. ქართულლექსში „პრაქტიკულად არ არსებობს ტერფი, მაშ, რაღა საჭიროა მისი ხელოვნური შემონახვა თეორიაში?" (44, 156).
ავტორი წერს: ქართული ვერსიფიკაციის კვლევის ისტორიაში გაჩნ და „წინასწარაღებული აზრი – დაეკავშირებინათ ქართული ლექსი ყვე ლაზე გავრცელებულ პროსოდიულსისტემებთან“ და ამ „ხელოვნურად თავსმოხვეულ სილაბურტონურობას“ (44, 145, 153) განსაკუთრებით გაუმაგრეს საფუძველი სერგი გორგაძემ და აკაკი გაწერელიამ.
ავტორის დასკვნით, „ძლიერი მეტრი, მუხლებად მისი მწყობრი და მკაცრი დაყოფის გზით, კომპენსაციას უკეთებს სიტყვათმახვილის სისუსტეს ან უქონლობას“. თუ მახვილი ძლიერდება, ეს უკვე ფრაზის ლოგიკური მახვილია.
ქართული ლექსწყობის სილაბურობის მაჩვენებელია ლექსის სა ზომთა ტრადიციული სახელდება მარცვალთა რაოდენობის მიხედვით (რვამარცვლიანი, ათმარცვლიანი და ა.შ). ასევეა ფრანგულშიც.
ვინც ცდილობს ქართულლექსში სილაბურ-ტონური სისტემა დაი ნახოს, ის რუსული პროსოდიის გავლენას განიცდის.
ქართული ლექსის სილაბურობა ავტორმა წინასწარ დასკვნად მი იჩნია. საბოლოო გადაწყვეტილებისათვის, წერს იგი, საჭიროა დინჯი ლოგიკური განსჯა, უშუალო დაკვირვებანი ქართულ ენასა და ლექსზე და ექსპერიმენტულ ლაბორატორიებში მუშაობა.
გივი გაჩეჩილაძის ამ ნაშრომში შეინიშნება ზოგიერთი უზუსტობა. მაგალითად, ტერფოვანების უარყოფას ეწინააღმდეგება ტერფის მიჩ ნევა მუხლის შემადგენელ ელემენტად.
ამავე დროს, გივი გაჩეჩილაძის აზრით, მუხლს შეუძლია სიტყვა გახლიჩოს. ნიმუშად მოტანილია აკაკი გაწერელიას მიერ დამოწმებული: „ანგელოზს /ეჭირა/გრძელი+პერ/გამენტი“.
გივი გაჩეჩილაძის ნაშრომები სილაბურობის დასაცავად მნიშვნე ლოვანი მოვლენა იყო მას შემდეგ, რაც ჩვენში სილაბურტონურობის თეორია გაბატონებულ თვალსაზრისად იქცა.
![]() |
5.1.1.18 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - დავით წერედიანი |
▲back to top |
ს) დავით წერედიანი
დავით წერედიანმა სპეციალური ნაშრომი დაწერა სვანურ ლექს ზე (127), რომელშიც წარმოადგინა თავისი დაკვირვება სვანური ლექსის ბუნებასთან დაკავშირებით.
ავტორი სვანურ ლექსს განიხილავს საგუნდო სიმღერასთან მიმარ თებაში.
ლექსზე საუბარი მახვილით იწყება. სვანურში სიტყვების უმეტე სობას მახვილი მოუდის ბოლო ან ბოლოსწინა მარცვალზე. იშვიათია დაქტილური მახვილი. ამდენად, გამორიცხულია დაბალი შაირის შესატყვისი ზომა. ჩვეულებრივია მაღალი შაირი (რვამარცვლიანი), რომელსაც ცეზურა ოთხი მარცვლის შემდეგ აქვს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სვანური რვამარცვლიანი ლექსი სილაბურია და ქართულ მესტვირულ პოეზიას ემსგავსება.
სვანურ ლექსს არა აქვს ან იშვიათად აქვს რითმა. რითმის მაგივ რობას რეფრენი ასრულებს. სავარაუდოა, რომ ხალხურ პოეზიაში რითმა საერთოდ რეფრენიდან წარმოიშვა. რადგან რითმა ჩვეულებრივი გაგებით არა აქვს, არც სტროფი აქვს.
ამრიგად, დავით წერედიანის აზრით, მართალია, სვანური ლექ სი ბევრი რამეთი არის განსხვავებული ქართული მწიგნობრული ლექსისაგან, მაგრამ იგი სილაბური ლექსია.
![]() |
5.1.1.19 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - გიორგი წერეთელი |
▲back to top |
ტ) გიორგი წერეთელი
გასული საუკუნის 70-იანი წლების პოლემიკა ლექსწყობაში გიორგი წერეთლის გამოკვლევით დაიწყო – „მეტრი და რიტმი „ვეფხისტყაო სანში“, რომელიც 1972 წელს გამოქვეყნდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ გაფართოებული სახით – „მეტრი და რითმა „ვეფხისტყაოსანში“ შეტა ნილ იქნა ამავე სახელწოდების წიგნში.
გიორგი წერეთლის ნაშრომი იყო პირდაპირი, მეცნიერულად დასაბუთებული გალაშქრება კლასიკური ქართული ლექსის სილაბურ ტონურობის წინააღმდეგ. ამოსავალ პრინციპს წარმოადგენდა მახვილის როლის იგნორირება სეგმენტების (მუხლების) და რითმის შექმნაში.
ქართული ლექსის ტერფოვანების თეორია კატეგორიულად უარყოფილ იქნა.
ვერ ვიტყვით, რომ ეს გარდატეხა ქართული ვერსიფიკაციის კვლე ვის ისტორიაში მოულოდნელი იყო. მას წინ უსწრებდა საუკუნეებით განმტკიცებული აზრი ქართული ლექსის სილაბურობისა, ხოლო ბოლო პერიოდში შემზადებული იყო პავლე ინგოროყვას, გივი გაჩეჩილაძის და სხვათა გამოკვლევებით თუ ცალკეული დაკვირვებებით.
კერძოდ, ეჭვი სტრიქონში ერთი გამყოლი ტერფის არსებობაზე, რაც სილაბურ-ტონური ლექსწყობის საფუძველს წარმოადგენს, გამოთქმული იყო აკაკი გაწერელიას მიერ შემოთავაზებული სქემის უარყოფის დროს:
ანგელოზს / ეჭირა / გრძელი+პერ/გამენტი,
მწუხარე / თვალებით / მიწას + დაჰ/ყურებდა (141, 45).
დასმული იყო საკითხი ქართულ ლექსში რითმისა და კლაუზულის არაიგივეობისა (138, 102, 105).
მაგრამ ფართო მსჯელობა და კატეგორიული დასკვნები ქართულ ლექსში მახვილის არავერსიფიკაციული დანიშნულების შესახებ გიორგი წერეთლს ეკუთვნის.
უარყო რა „ვეფხიხტყაოსანში“ სალექსო ტერფების არსებობა, გიორგი წერეთლმა გამოჰყო მუდმივი სიდიდეები: მაღალ შაირში (4/4/4/4), ხოლო დაბალ შაირში – (3/5/3/5), რაც ნაგულისხმევი ჰქონდა მამუკა ბარათაშვილს სიტყვა „მიჯნურობით“ წარმოებულ სქემებში (იხ. „მამუკა ბარათაშვილი").
ორმარცვლიანი მეტრული სიდიდის გამორიცხვა პოემიდან განაპირობა არა მარტო შეფარდება 2/4/2-ის, არამედ შეფარდებების: 1/ 1/4/2, 1/1/3/3, 3/2/3, 3/3/2, 2/3/3 და სხვ. არარსებობამ.
ავტორის აზრით, „ვეფხისტყაოსანში“ ორმარცვლიანი სიტყვა თუ რიტმული ერთეული ყოველთვის ერწყმის გვერდით მდგომ სიტყვებს და ვღებულობთ მაღალ შაირში მუდმივ სიდიდეს – 4-ს („ორნი კაცნი"), ხოლო დაბალ შაირში – 3-ს და 5-ს („არო მან", „იყო არაბეთს“).
ეს მუდმივი სიდიდეები – სეგმენტები, ამავე დროს, ემთხვევიან სიტყვათა საზღვრებს და გამორიცხავენ სიტყვების გახლეჩას, რაც ჩვეულებრივია მეტრულ და სილაბურ-ტონურ ლექსწყობებში.
სეგმენტის შექმნაში არავითარ მონაწილეობას არ იღებს მახვილი. ზოგიერთ სეგმენტს შესაძლებელია იმდენივე მახვილი ექნეს, რამდენი სიტყვისგანაც იგი შედგება. მაღალ შაირში ჩვეულებრივია ერთმახ ვილიანი, სამმახვილიანი და თვით ოთხმახვილიანი სეგმენტები. თუ რიტმის მარეგულირებელი მახვილია, მაშინ სტრიქონის ყოველ სეგმენტში მახვილთა ერთიდაიგივე რაოდენობა უნდა გვქონდეს, თანაც ერთსა და იმავე ადგილას.
გიორგი წერეთლის აზრით, ქართულ ენაში მახვილი არა მარტო სუსტია და უძრავი, მინიმალურია მისი ფუნქციონალური დატვირთვა. რიტმულ მონაკვეთებში მახვილთა კომბინაციებით სიტყვათა ტიპების გაცილებით ნაკლები რაოდენობა გვაქვს, ვიდრე თავისუფალი მახვილის მქონე ენებში. მაგალითად, სამმარცვლიან სეგმენტს ქართულში 4 კომბინაციის შექმნა შეუძლია, რუსულში – 8 კომბინაციისა, ხოლო ინგლისურში – 19 (129, 39).
ამავე დროს, ქართულ ენაში ძალზე მრავალფეროვანია მარცვლის სტრუქტურა. მარტო „ვეფხისტყაოსანში“,იმისდა მიხედვით მარცვალში ხმოვანთან რამდენი თანხმოვანი იყრისთავსდარადარა მდგომარეობაში, მარცვლის 19 სხვადასხვა სტრუქტურა გვაქვს. „ამ მხრივ ქართულ ენას ძნელად თუ შეიძლება მოეპოვოს პარალელი“ (129, 39).
სეგმენტები სიტყვათა ფარგლებში თავსდებიან. სიტყვა ვერ გადა კგეეთს სეგმენტის საზღვარს. მაღალ შაირში არც ერთიხუთმარცვლიანი სიტყვა არ გვხვდება. დაბალ შაირში ოთხმარცვლიანი სიტყვა უთუოდ ერწყმის გვერდით მდგომ ერთმარცვლიანს.
პოემაში გარკვეული რაოდენობით მოიპოვება 5-მარცვლიანზე უფრო გრძელი სიტყვები, თვით ზ-მარცვლიანებიც კი, რომლებიც ვერ თავსდებიან სეგმენტის ფარგლებში. ყველაზე უფრო გამოკვეთილია მიმართება 2/6. ირღვევა მაღალი და დაბალი შაირის სქემები, იქმნება, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობა: რომელ შაირს უნდა მიეკუთვნოს, მაგალითად, „ცამცა გაიდარბაზესა“ და რომელს – „ჩვენნი სახარაჯონია“.
მსგავს შემთხვევებში და, საერთოდ, ხუთზე მეტმარცვლიანი სიტყვებისაგან შედგენილ სტრიქონებში ვითარებას აწესრიგებს მიჯნის ფაქტორი, რომელიც გიორგი წერეთლმა შემოიტანა ქართულ ვერსიფიკაციაში.
მას მხედველობაში აქვს ღია მიჯნა (+), რომელიც მორფემათა შორისაც ქმნის გასაყარს. „ხშირად ასეთი შემთხვევები გვაქვს ზმნისწი ნის ხმოვნებისა და მომდევნო ხმოვნების მიჯნაზე": გა(+)უუმეცარდა, შე(+)ი(+)ურვებს და სხვა (129, 46). გვხვდება პრეფიქსის შემთხვევაშიც: სა(+)ხარაჯონია.
ამის მიხედვით, ზემოთ მოტანილი „ცამცა გაიდარბაზესა“ მაღალი შაირის კუთვნილებაა: „ცამცა გა(+)ი(+)დარბაზესა" (4/4), ხოლო „ჩვენნი სახარაჯონია" – დაბალი შაირისა: „ჩვენნი სა(+)ხარაჯონია“ (3/5).
„ვეფხისტყაოსნის“ დაბალ შაირში გიორგი წერეთელმა დაინახა ე.წ. ოქროს კვეთის პროპორცია (ფიბონაჩის რიგები),რომლის ალგებრული გამოხატულებაა 1, 2, 3, 5, 8, 13 და ა.შ. ე.ი. წინა ორის ჯამი უდრის მესამეს. ამ პრინციპზეა აგებული დაბალი შაირის ნახევარტაეპი: 3+5=8 (129, 14).
შეიძლება ითქვას, რომ ამ რიგს არღვევს შებრუნებული მიმარ თება 5+3, რაც ასევე ხშირია პოემაში, მაგრამ წინა ორის ჯამის პრინ ციპი კვლავ ძალაში რჩება. ხოლო სმენითი აღქმისას 3+5 და 5+3 ურთიერთტოლფასია.
ჩემი აზრით, „ვეფხისტყაოსნის“ მეტრიკაზე საუბრის დროს თანმიმდევრობა – მეტრი და რიტმი – ალბათ უნდა შეიცვალოს: რიტმი და მეტრი. რიტმი უფრო ფართო ცნებაა, მასში შედის მეტრი, ხოლო მაღალი და დაბალი შაირი 16-მარცვლიან საზომში მისი რიტმული ვარიაციები კი არ არის, ორი სხვადასხვა საზომია.
სადავოა აზრიც მრავალმარცვლიან სიტყვათა გამახვილებისა ბოლოდან მესამე მარცვალზე, რაც ჩვენში გავრცელებული იყო. ექსპერიმენტული მონაცემებით დადასტურდა (56), რომ ქართულ სიტყვაში ძირითადი მახვილი თავშია, ხოლო დამატებითი – ბოლოდან მესამე ან მეორე მარცვალზე.
ეჭვს ბადებს, კერძოდ, სიტყვა გაიცინას წარმოთქმა მახვილით ბოლოდანმესამე ან მესამე-მეოთხე მარცვლებზე: გაიცინა (129, 46), მით უმეტეს, რომ საწყისი ხმოვნები ა,ი თანხმოგნებით არ ითიშება (სერგი გორგაძე, აკაკი გაწერელია).
მახვილის მინიმალური დატვირთვის საკითხი გიორგი წერეთელმა რითმაზეც გაავრცელა. მისი აზრით, მახვილი ქართულ ლექსში არც რიტმის მაწარმოებელია და არც რითმისა. რითმა არ იწყება მახვილიანი ხმოვნით. თუ ასეა, რუსთველის რითმაში: ჭირისა-დუხჭირისა-დანამ ჭირისა-მომხვეჭი რისა, სიტყვას მომხვეჭი მახვილი ბოლოში დაეცა, რაც ქართული პროსოდიის მიხედვით დაუშვებელია.
გიორგი წერეთელს შეუძლებლადმიაჩნია მახვილის გადატანა,მისი გადაადგილება რითმის მისაღებად: მიწყდა-მიავიწყდა. ვრცლად აქვს დასაბუთებული ამ მოვლენის უსაფუძვლობა არა მხოლოდ ქართულ, არამედ რუსულ ენაშიც (129,73).
გიორგი წერეთლის დასკვნით, ქართული ლექსი სილაბურია, მაგრამ რადგან ნახევარტაეპები (ნახევარკარედები) კიდევ იყოფიან სეგმენტებად (მუხლებად), „ვეფხისტყაოსნის“ ლექსწყობას უნდა ეწო დოს სილაბური რეგულირებული ლექსი.
![]() |
5.1.1.20 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - ტოგო გუღავა |
▲back to top |
უ) ტოგო გუღავა
ტოგო გუდავა ავტორია ლექსმცოდნეობითი ნარკვევებისა: „ქარ თული სალექსო სტრიქონის აგებულების ზოგიერთი საკითხი" და „მახვი ლის როლისათვის ქართული ლექსის სტრუქტურაში". თავისი აზრი აქვს გამოთქმული აგრეთვე მეგრულ ლექსწყობაზე („ქართული ხალხური სიტყვიერება“, მეგრული ტექსტები, I, პოეზია, 1975, წინასიტყვაობა და გამოკვლევა ტ. გუდავასი)
პირველ ნარკვევში ვკითხულობთ: ქართული ლექსის აგებუ ლების ქვაკუთხედი არის მუხლი, მუხლთა ურთიერთშეთანხმება. ხუთმარცვლიანი მუხლები: „და მთვარის შუქზე“, „მთებისა ჩრდილი“, „ნამოიხარა" ერთმანეთის ტოლფასია, მიუხედავად მახვილთა ადგილის სხვადასხვაობისა.
მახვილი მუხლის სტრუქტურას კი არ ცვლის, არამედ მას სხვა დასხვაგვარ მუსიკალურ-გამომსახველობით ელფერს ანიჭებს.
ავტორი ერთმანეთისგან განასხვავებს სამეტყველო წაკითხვას: „ხშირად ესხა“ და სალექსო წაკითხვას: „ხშირად ესხა".
ნარკვევში ტოგო გუდავამ ყურადღება გაამახვილა ტაეპში სალექ სო მუხლთა დალაგების ძირითად და ინვერსიულ ფორმებზე, რაზედაც მე ადრე მივუთითებდი (138, 59): 4/3 ძირითადია, 3/4 – ინვერსიული („ლურჯა ცხენების" პირველი სტროფი). ამაზე დაყრდნობით ტოგო გუდავამ განავითარა მუხლთა კლებადობის პრინციპით დალაგების თეორია.
ორმუხლიან ტაეპში მეორე მუხლი მარცვალთა რაოდენობის მხრივ პირველის ტოლიაან მასზე ნაკლები (4/4, 4/3, 4/2). ინვერსიული ჭ/4, 2/5 არაა ძირითადი წყობის ტოლფასი.
„ამ ტენდენციას შეიძლება ვუწოდოთ ტაეპში მუხლთა სიდიდის კლებადობის მიხედვით დალაგების ტენდენცია“. იგი საერთო კანონ ზომიერებაა. ქართულ ლექსშიაც გაბატონებულია, თუმცა ცალკეული საზომები განსხვავებულ ვითარებას გვიჩვენებს (40).
წყვილმარცვლიან საზომებში ბოლო მუხლს ორმარცელიანი რითმა სჭირდება: მეტი ჭარბია, ნაკლები – ნაკლული.
ინვერსია შედარებით უმტკივნეულოა, როცა შებრუნებულ მუხ ლთა შორის სხვაობა ერთ მარცვალზე მეტია: 3/5 და 5/3, 5/2 და 2/5. 4/3/3/4 ვერსიფიკაციული დეფექტია.
რიტმის გავლენით ზოგჯერ სიტყვის გაკვეთა ხდება: „მეგო ბართა, ნათესავთ მო/კლებული".
რუსულ ლექსში ტაეპის მარეგულირებელი მახვილია (მათი კანონ ზომიერი მონაცვლეობა), ქართულში კი – მუხლები და მათი კანონზო მიერი თანმიმდევრობა.
მახვილის შესახებავტორი მსჯელობს მეორე ნარკვევშიც:„როგორც ჩანს, მახვილის ადგილს, მის განლაგებას მუხლსა და სტრიქონში (ტაეპში) ქართული ლექსის სტრუქტურისათვის მნიშვნელობა არა აქვს”. მახვილს ქართულ ლექსში სხვა ფუნქცია აქვს – „ექსპრესიულ გამომსახველობითი" (41).
ავტორი მხარს არ უჭერს იოსებ ყიფშიძის აზრს მეგრული ლექს წყობის სილაბურტონურობის შესახებ.
მახვილი არ მონაწილეობს მეგრული ლექსის სტრუქტურაში. სტრიქონში სიტყვა, რომლსაც მახვილი ერთ გარკვეულ ადგილას აქვს, შეიძლება შეიცვალოს სიტყვით, რომელსაც მახვილი სხვაგან ექნება და ამით ლექსის ხასიათი არ იცვლება.
აქედან გამომდინარე, მეგრულ ლექსს არ ახასიათებს ტერფო ვანება.
საზომებიდან გავრცელებულია 4/4 და 4/3. დაბალ შაირს მეგრული ლექსი არ იცნობს. ასევე იშვიათია იგი დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებისთვის.
მეგრული ლექსი უფრო იტანს სხვადასხვა სიგრძის მუხლთა მო ნაცვლეობას, ვიდრე სხვა დასავლური კილოები. მარცვალთმეტობის დროს ზედმეტი ხმოვანი ფაქტობრივად არ წარმოითქმის.
რითმა მეგრული ლექსის აუცილებელი ელემენტია. თეთრ ლექსს მეგრული არ იცნობს. გარითმვის ხერხებიდან გვხვდება ინტერვალიანი (xaxa) და სამჯერადი (aaxa) რითმები.
ჯვარედინი (abab) და, მით უმეტეს, რკალური (abba) რითმები მე გრულ ლექსში არ არის.
ტოგო გუდავას ნაშრომების მიმართ ზოგიერთი შენიშვნა მაქვს.
არ არსებობს ცალ-ცალკე სალექსო და სამეტყველო წაკითხვა. ისინი ერთმანეთს ემთხვევა. „ვეფხისტყაოსნის“ მუხლი „ხშირად ესხა“ უნდა წაკითხულ იქნეს ორი მახვილით.
2/5 ძირითადი წყობის ტოლფასია, მეტრული სქემის თვალსაზ რისით იგივეა, რაც 4/3: „ცაზე ვხედავ წეროებს“ (4/3) და „მღერენ რო მანსეროებს“ (2/5). 3/4-ს გერ მივიჩნევთ ვერსიფიკაციულ დეფექტად („მამულო, საყვარელო". ინვერსია 5/2 და 2/5 ძალზე მკვეთრია და არ შეიძლება გავაიგივეოთ ინვერსიასთან 3/5, 5/3. უმართებულოა ჭარბი რითმის გაგებაც (იხ. „ჭარბი რითმა").
ტოგო გუდავა ქართული ლექსწყობის სილაბურობას უჭერს მხარს.
![]() |
5.1.1.21 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - მიხეილ გასპაროვი |
▲back to top |
ფ) მიხეილ გასპაროვი
ცნობილმა ლექსმცოდნემ მიხეილ გასპაროვმა, რომელიც შედა რებითი მეტრიკის სფეროშიც მუშაობს (ავტორია, კერძოდ, ნაშრომისა „Италянский стих - силлабика или силлабоника“), დიმიტრი სლივნიაკ თან ერთად, რეცენზია დაწერა მამუკა ბარათაშვილის ტრაქტატის „სწავლა ლექსის თქმისა“ რუსულგამოცემაზე (31). დიმიტრი სლივნიაკი, როგორც ქართული ენისა და პოეტიკის მცოდნე, ალბათ ერთგვარი კონსულტანტის როლს ასრულებდა.
მიხეილ გასპაროვი, ამავე დროს, ანტიკური ლიტერატურის სპე ციალისტია და რეცენზიაში მამუკა ბარათაშვილის ტრაქტატი განხილუ ლი აქვს კლასიკურ პოეტიკურ ტრაქტატებთან მიმართებაში. ავტორები წერენ: „ჭაშნიკში" გამოყენებული ტერმინები: ვმა, მუხლი, გაკვეთა (ცეზურა) და სხვა დამახასიათებელი იყო ადრინდელი ანტიკური და შუასაუკუნეების ლათინური სალექსო კულტურისათვის. კმა მთლიან სალექსო ფორმას ნიშნავს, რომელშიაც შედის საზომიც, რითმაც და სტროფიც. ალკეოსისა და საფოს სალექსო ფორმებიც მარტო ერთი სტრიქონის რიტმს კი არ გულისხმობს, არამედ მთელი სტროფისას.
კლასიკური პოეტიკური ტრაქტატებისათვის იყო დამახასიათე ბელი, აგრეთვე, თეორიული ანალიზიდან ქრესტომათიაზე გადასვლა, რაც „ჭაშნიკში" გვაქვს.
ერთი რომელიმე სიტყვით მეტრულისსქემის შედგენა („მიჯნური“), რაც ნიშანდობლივია არაბულ-სპარსული პოეტიკისათვის, იმას არ ნიშნავს, თითქოს, „ჭაშნიკს“ რაიმე საერთო ჰქონდეს არუზთან (გარდა მნემონური ხერხისა). მასში სიტყვაც არ არის თქმული გრძელ და მოკლე ხმოვნებზე, ისევე როგორც მახვილიანსა და უმახვილოზე.
ძირითადი ტერმინები, რითაც მამუკა ბარათაშვილი სარგებლობს, ლექსწყობის სილაბურ სისტემას განეკუთვნება. ქართული ლექსწყობა „ჭაშნიკში“ წარმოდგენილი ყველა ნიშნის მიხედვით თანამედროვე სამეცნიერო ენაზე სილაბური ლევსწყობაა.
რეცენზიაში ყურადღება გამახვილებულია ერთ მნიშვნელოვან გა რემოებაზე: „უკანასკნელი ხუთი საუკუნის ახალევროპული ტრადიციით სილაბური ლეესწყობა აღიქმება როგორც არასრულფასოვანი ტერფო ვანი აღნაგობის ლექსწყობებთან შედარებით... დიდი ხანია დაიწყო ამგვარი მიდგომის გადასინჯვა... რაც,როგორც ჩანს, დაკავშირებულია სილაბურობის საერთო პრესტიჟის ამაღლებასთან“ (31, 186).
მშობლიური სილაბური ლექსის სილაბურ-ტონურიინტერპრეტაცი ის ცდები ძირითადად ძალაშია ქართულ და სომხურ ლექსმცოდნეობაში (ა.გაწერელია, მ.აბეღიანი), რაც გამაგრებულია მისი დამცველების მაღალი მეცნიერული ავტორიტეტით (31, 186).
რეცენზენტების აზრით, მამუკა ბარათაშვილი იძლევა მკაფიო თეორიულსქემას, რომელიც შეესატყვისება ქართული ლექსის რეალურ კანონზომიერებებს.
ამრიგად, მიხეილ გასპაროვი ქართული ლექსწყობის სილაბურობის პოზიციაზე დგას.
![]() |
5.1.1.22 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - აპოლონ სილაგაძე |
▲back to top |
ქ) აპოლონ სილაგაძე
აპოლონ სილაგაძე, რომელიც ავტორია არაერთი გამოკვლევისა არაბისტიკის სფეროში, აქტიურად მოღვაწეობს ქართულ ლექსმცოდ ნეობაში. იგი ავტორია წიგნებისა: „ლექსმცოდნეობითი ანალიზის პრინციპების შესახებ“, „ძველი ქართული ლექსი და ქართული პოეზიის უძველესი საფეხურის პრობლემა“, „ქართული ლიტერატურის ის ტორია, როგორც სისტემა და ლიტერატურული ნორმების საკითხი“, აგრეთვე, სტატიებისა: „მეტრისა და რიტმის პრობლემა", „მახვილის საკითხისათვის ქართულ ლექსში" და სხვა.
განსაკუთრებით უნდა გამოიყოს წიგნი „ძველი ქართული ლექსი და ქართული პოეზიის უძველესი საფეხურის პრობლემა“ (1997წ.).
ავტორი ეთანხმება ნიკო მარსა და პავლე ინგოროყვას ქართული პოეზიის წინაქრისტიანულ ხანაში არსებობის შესახებ, ავითარებს და ახალი საბუთებით განამტკიცებს ამ დებულებას და იმ დასკვნამდე მიდის, რომ ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა ლექსით ციტატებში ჰეგ ზამეტრის გადმოტანა ფისტიკაურითა და დაბალი შაირით უძველეს ხანაში უნდა მომხდარიყო, უნდა არსებულიყო გარკვეული მეტრული სისტემა, რომლითაც მთლიანი ნაწარმოებები იქმნებოდა. ამ საკითხზე ვრცლად აღარ შევჩერდები, რადგან იგი განხილულიმაქვს ამავე წიგნის ქვეთავში „საერო ლექსი“.
წმინდა თეორიული ხასიათისაა წიგნი „ლექსმცოდნეობითი ანა ლიზის პრინციპების შესახებ“. იგი ლექსმცოდნეობის ზოგად პრინცი პებზეა აგებული (გულისხმობს ქართულ ლექსსაც).
რიტმულ ერთეულთა ოთხსაფეხურიანი სისტემა არსებობს, რო მელიც ბინარულია. პირველი სისტემაა ორი მუხლი, მეორე სისტემა – სტრიქონი, მესამე – ორტაეპედი და მეოთხე – სტროფი. ამავე დროს, ლექსისთვის აუცილებელია რიტმული გასაყარი. ამ სისტემებში არ შედის მუხლი, რადგან იგი ბინარული არ არის და არა აქვს რიტმული გასაყარი.
ავტორი ცეზურაზეც მიუთითებს, მაგრამ მისი აზრით, ცეზურა და რიტმული გასაყარი სხვადასხვა ცნებებია. ცეზურა სტრიქონის შიგნით მოქმედებს, რიტმული გასაყარი კი სტრიქონთაშორისო პაუზებსაც გულისხმობს.
ძირითადი, რასაც ავტორი ემყარება, არის სტრიქონში მუხლთა დალაგება კლებადობის პრინციპით, რაც ადრე ტოგო გუდავამ შეი მუშავა (იხ. „ტოგო გუდავა").
საწინააღმდეგო ვითარება, რომელიც ტოგო გუდავას ვერსიფი კაციულ დეფექტად მიაჩნდა, აპოლონ სილაგაძისთვის „არატიპიურია“. ამის დასტურია მისი უარყოფითი დამოკიდებულება იამბიკოს ფორ მასთან – 5/7, რადგან „7-მარცვლიან შემადგენელს ქართული ლექსის მონაკვეთი არ იცნობს“ (95, 59).
ჯერ ერთი, იამბიკოში შვიდმარცვლიანი მონაკვეთი ერთ სიტყვად თითქმის არასოდეს არ გვხვდება. იგი დანაწევრებულია: 4/3, 5/2 და ა.შ. ასე რომ კლებადობის პრინციპი დაცულია.
ისიც უნდა ითქვას, რომ ძველქართულ ხელნაწერებში იამბიკო 4/4/4 წყობითაც გვხვდება (ეფრემ მცირე, პეტრე გელათელი). მის ტი პიურ ფორმას კი (5/7) არატიპიურად ვერ მივიჩნევთ. მურმან ლებანიძემ იამბიკოს ფორმა: „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ (5/7) ლექსის სათაურადაც კი გაიტანა. ბესიკის „მარცზი“ კი ამ სფეროში სარწმუნო არ არის. ბორენას იამბიკოს გავლენით ბესიკმა 12-მარცვლიანი სტრი ქონები ცეზურასთან გატეხა, რითმით გადააბა ერთმანეთს და ქართული იამბიკოს სახესხვაობა შექმნა (იხ. „ბესიკის რითმა").
ბესიკის „სამძიმარს“ „სიცოცხლისუნარიანობა“ არ აკლია (95, 59).
საერთოდ ლექსში მუხლების დალაგებას კლებადობის თუ მე ტობის პრინციპით შემფასებლური პოზიციიდან არ უნდა შევხედოთ. პირველი უფრო სასაუბროა (მამულო, საყვარელო“), მეორე – უფრო სასიმღერო (საყვარელო მამულო).
რვამარცვლიანი შაირის ფორმათა (5/3, 4/4) შერევასაც ვერ მივიჩ ნევთ ყოველთვის მიზანშეუწონლად (იხ. „კატრენის მესამე ტაეპი").
აპოლონ სილაგაძე უმართებულოდ ცნობს პანტელეიმონ ბერაძის დებულებას, რომ მთიბლურის (5/4) ფორმიდან სამი დაქტილის მიღება შეიძლება (3/3/3), რასაც არც მე ვეთანხმებოდი ადრე( „ლიტერატურული ძიებანი“, 1987, XVII).
სრულიად კანონზომიერად აპოლონ სილაგაძე ლექსწყობას სე მანტიკასთან აკავშირებს: ეფრემ მცირე ლექსით ციტატებს ხან იამ ბიკოთი თარგმნის, ხან ფისტიკაურით იმისდა მიხედვით, ციტატების შინაარსი სასულიეროა თუ საერო (იხ. სიმონ ყაუხჩიშვილი, 113,71).
საგულისხმოა, რომ არსენ იყალთოელი ჰიმნოგრაფი იყო და სასულიერო ტექსტებს იამბიკოთი წერდა, ხოლო საერო ლექსი „ეპიტაფია დავით აღმაშენებლისა" შაირით დაწერა.
ავტორი არ ეთანხმება გიორგი წერეთელს, რომელმაც კატეგო რიულად უარყო ქართულ ლექსში სალექსო მახვილების მონაწილეობის ფაქტი. ა.სილაგაძე ქართულლექსში სალექსო მახვილებს ხედავს,თუმცა როგორც თანმხლებ მოვლენას და არა სტრუქტურულს (96, 11-12).
ყოველივე ამის მიუხედავად, ავტორი ქართული ლექსწყობის სილაბურობის პოზიციაზე დგას, რადგან სალექსო მუხლებს ციფრებით გამოხატავს, არსად არ ახსენებს ტერფებს და ქართული მახვილის უძრაობას უჭერს მხარს.
![]() |
5.1.1.23 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურობის თეორია - ქეთრინ ვივიანი |
▲back to top |
ლ) ქეთრინ ვივიანი
ინგლისელმა ქართველოლოგმა ქეთრინ ვივიანმა, რომელმაც ინგლისურად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, წიგნის შესავალ წერილში (52, 13-33), აგრეთვე, პოემის სერგი წულაძისეულ ფრანგულ თარგმანთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა „ვეფხისტყაოსნის" მეტრიკაზე და საერთოდ ქართული ლექსის ბუნებაზე (53, 241-242).
იგი მიიჩნევს, რომ ქართულში აქცენტი თითოეულ მარცვალს თითქმის თანაბრად მოუდის, თუმცა ოდნავ უფრო სუსტია ბოლო ორ მარცვალზე. ამიტომ ქართული ლექსი არ გამოდგება იამბური, დაქტილური და სხვა ტერფებით სკანდირებისათვის.
რუსთველის ვერსიფიკაცია დაფუძნებულია ორ პრინციპზე: სიმეტრიის კანონი და ღვთაებრივი პროპორცია (როგორც ჩანს, ავ ტორი ემყარება გიორგი წერეთლის გამოკვლევას „მეტრი და რითმა „ვეფხისტყაოსანში").
ქართული ლექსი ახლოსაა ფრანგულთან. კლასიკურ ფრანგულ ალექსანდრიულ ლექსში, ისევე როგორც რუსთველის 16-მარცვლიან საზომში არის ცეზურა, რომელიც სტრიქონს ორ თანაბარ ნაწილად ყოფს.
ინგლისური ლექსისაგან განსხვავებით, სადაც შეიძლება იყოს ცვალებადი რაოდენობის უმახვილო მარცვლები, ქართული და ფრან გული მიესადაგება უფრო სილაბურ, ვიდრე აქცენტურ ლექსწყობას.
ამრიგად, ქეთრინ ვივიანი ქართული ლექსის სილაბურობის თვალ საზრისს უჭერს მხარს.
![]() |
5.1.2 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურტონურობის თეორია |
▲back to top |
2) სილაბურტონურობის თეორია
სილაბურტონურობის თეორია ქართულ ლექსმცოდნეობაში XIX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს და დაკავშირებულია რუსი სასულიერო მოღვაწის ევგენი ბოლხოვიტინოვის სახელთან.
ქართული ლექსის სილაბურტონურობის თეორია სილაბურზე გვიანდელიც არის და მას უფრო ნაკლები მომხრეებიც ჰყავს. მაგრამ სილაბურტონურობის დასაცავად დაიწერა ისეთი სქელტანიანი მონოგრა ფია, როგორიცაა აკაკი გაწერელიას „ქართული კლასიკური ლექსი“, რომლის მსგავსს არ იცნობს ქართული ლეესმცოდნეობა.
![]() |
5.1.2.1 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურტონურობის თეორია - ევგენი ბოლხოვიტინოვი |
▲back to top |
ა) ევგენი ბოლხოვიტინოვი
1802 წელს სანკტ-პეტერბურგში დაიბეჭდა რუსი სასულიერო მოღვაწის ევგენი ბოლხოვიტინოვის წიგნი „Историческое изображение Грузии в политическом и учебном ея состаяния“, რომლის ბოლო თავს ეწოდება „О грузинском стихотворстве и музыке“.
„ვეფხისტყაოსნის“ ოთხტაეპიან სტროფებზე მითითების შემდეგ ავტორი ჩახრუხაძის „თამარიანზე“ საუბრობს: „პოემა „თამარიანი“ კიდევ უფრო შესანიშნავია პირველზე (ე.ი. „ვეფხისტყაოსანზე“, აკ.ხ.), თითქმის უმაგალითო ჰარმონიითა და ლექსების ძალზე ძნელი გვარით“.
განხილულია „თამარიანის“ სტროფი „თამარ წყნარი, შესაწყნარი“ თავისი ტერფებითა და რითმით. „რითმების ზომიერი და ჰარმონიული ხმოვანება იწვევს სმენისათვის სასიამოვნო სიმფონიასო“.
ამას მოსდევს ქართული ლექსწყობის დახასიათება: „ქართული პოეზიის პროსოდია მთლიანად ტონურია, მსგავსად ბერძნულისა და ლათინურისა. მასში მეტწილად იხმარება პირიქო-დაქტილური მეტრი, თუმცა ძველი ბერძნული პოეზიის ყველა დანარჩენი მეტრიც ენათესავება მას. ქართულ ლექსებს აქვს აგრეთვე ცეზურაც. ბერძნულთან შედარებით მათში ზედმეტია რითმა... რითმის ხმარება მათ სპარსელები საგან ისწავლეს“ (109, 24-25).
გამოყოფილია ქართული ლექსის 9 სახეობა. ბოლოს ნათქვამია: „საზოგადოდ, ქართული პოეზია მეტრების მხრივაც ძალზე მიაგავს ძველ რუსულ პოეზიას“ (109, 27).
ევგენი ბოლხოვიტინოვმა, როგორც თავად წერს, ქართული ენა არ იცოდა, არც საქართველოს იცნობდა. წიგნი დაწერილი აქვს იმ დროს პეტერბურგში მყოფი ეპისკოპოსის ვარლამ ერისთავისა და ქართველი თავადების: გიორგი ავალიშვილის, გარსევან ჭავჭავაძისა და სხვათა მონათხრობის მიხედვით (117, 34).
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ იგი ბევრ შეცდომას შეიცავს. ლექსწყობის სფეროში შეცდომებზე მიუთითეს თეიმურაზ ბაგრატიონ მა, კოტე დოდაშვილმა და აკაკი გაწერელიამ.
თეიმურაზ ბაგრატიონმა საერთოდ არ გაიზიარა ევგენი ბოლხო ვიტინოვის აზრი ქართული ლექსის ბუნების შესახებ (იხ. „თეიმურაზ ბაგრატიონი“), კოტე დოდაშვილმა თავისი შენიშვნები 9 პუნქტად ჩამოაყალიბა (იხ. „კოტე დოდაშვილი").
კოტე დოდაშვილის შენიშვნებიდან ბევრს ეთანხმება აკაკი გაწე რელია, ზოგსაც თავად უმატებს: ხუთმარცვლიან სიტყვაში (ან სიტყ ვათა ჯგუფში) გვაქვს არა პირიქო-დაქტილი, არამედ ქორე-დაქტილი; ქორეული ტერფი მხოლოდ „წყობილს“ არა აქვს და სხვ.
კოტე დოდაშვილი და აკაკი გაწერელია მხოლოდ ცალკეულ შეც- დომებზე მიუთითებენ. მთლიანად კი ევგენი ბოლხოვიტინოვის ნარკვევი მათ მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნიათ.
კერძოდ, აკაკი გაწერელიას აზრით, ევგენი ბოლხოვიტინოვს კარ გად აქვს შენიშნული ქართული საზომების დაქტილური ბუნება, „რაც აგტორის სუფთა სმენას მოწმობს“, საყურადღებოა ტერმინ ცეზურის გამოყენება, ლექსის ცალკე სალექსო ფორმად მიჩნევა და სხვ. (25, 53, 167).
ევგენი ბოლხოვიტინოვის წიგნი საქართველოს შესახებ, სადაც ავტორი ქართულ ლექსწყობასაც შეეხო, მისასალმებელია. მის მიმართ გამოთქმული ზოგი შენიშვნაც უარსაყოფია.
კერძოდ, უსაფუძვლო არ არის ქართული ლექსწყობის ძველ რუსულთან მიმსგავსება. ძველი რუსული ლევსწყობა, ისევე როგორც ქართული, სილაბური იყო.
შემდეგ აკაკი გაწერელია საყვედურობს ევგენი ბოლხოვიტინოვს, რომ ქართული პროსოდიის „მარტო ტონურად“ გამოცხადება შეც დომააო. აშკარაა: გულისხმობს, რომ „სილაბურ-ტონური“ უნდა ეთქვაო (28, 167). ამას შეცდომად ვერ მივიჩნევთ. იმ დროს ტერმინი „სილაბურ ტონური" არ არსებობდა. „ტონური" „სილაბურ-ტონურს" ნიშნავდა.
მაგრამ ევგენი ბოლხოვიტინოვის პატარა ნარკვევი ქართულ ვერსიფიკაციაზე მრავალი შეცდომის შემცველია.
შევჩერდები ზოგიერთზე.
უმართებულოა: 1) „თამარიანი“ „ვეფხისტყაოსანზე“ უფრო შესა ნიშნავიაო.
2) ძველ ბერძნულში არ არსებობდა პირიქო-დაქტილური მეტრი. ბერძნულ მეტრიკაში მხოლოდ ხუთმარცვლიანი ტერფი იყო – დოხმი.
3) კრიტიკას ვერ უძლებს განცხადება, თითქოს, ქართველებმა „რითმის ხმარება სპარსელებისგან ისწავლეს".
4) ბესიკის ლექსში ნახევარტაეპი: „რა ია გამიწყრა“ ვერ პასუხობს სქემას.
მაგრამ ეს ცალკეული შეცდომები და უზუსტობანი არაფერია მთავართან შედარებით: ქართული ლექსწყობა არ არის ტონური (სი ლაბურ-ტონური). იგი მარცვალთა რაოდენობრივ პრინციპს ემყარება. სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში თეიმურაზ ბაგრატიონს, როცა წერდა: „ევგენიოზმან ვერა ეგრეთ გულისხმა ჰყო".
აშკარაა, თეიმურაზთან ერთად ბოლხოვიტინოვის წიგნს იცნობს იოანე ბატონიშვილიც, მაგრამ მასზე სიტყვასაც არ ძრავს.თეიმურაზმაც ხომ მარი ბროსეს შეკითხვის პასუხში გაამჟღავნა თავისი აზრი და არა სპეციალურ ნაშრომში?!
ევგენი ბოლხოვიტინოვის ნარკვევმა, რომელიც რუსულ ენაზე იყო დაბეჭდილი, ფართო გავრცელება პოვა. მკითხველთა გარკვეული ნანილიდაარწმუნა კიდეც მის ჭეშმარიტებაში – პირდაპირ, მექანიკურად, ზოგჯერ სიტყვასიტყვით იმეორებდნენ: ა.ხოძკო, „Шота Руставели – грузинский поэт“ (ჟ. „ტელესკოპი“, 1833), ე. სტალინსკი, „Шота Руставели – грузинский народный поэт“ (რაზედაც კოტე დოდაშვილი მიუთითებდა) და სხვ.
რამდენი სარგებლობაც მოიტანა ევგენი ბოლხოვიტინოვის წიგნმა ქართული ლექსწყობის პოპულარიზაციის საქმეში,იმდენადვე შეაფერხა სწორი აზრის შემუშავება ქართული ლექსის ბუნებაზე.
![]() |
5.1.2.2 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურტონურობის თეორია - ლავრენტი არღაზიანი |
▲back to top |
ბ) ლავრენჭი არღაზიანი
„ქართული პოეტიკის ქრესტომათიაში“ შეტანილია ნარკვევი „პროსოდია", რომლის ავტორად მიჩნეულია პროზაიკოსი ლავრენტი არდაზიანი. გარდა მოთხრობებისა, ლავრენტი არდაზიანი კრიტიკულ პუბლიცისტურ წერილებსაც წერდა და გამორიცხული არ არის, მას პოეტიკური ნაშრომიც შეექმნა.
მაგრამ ეჭვს იწვევს ნაშრომის მძიმე და ბუნდოვანი სტილი. არა თუ მოთხრობები, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებიც კი ავ ტორს სადა ენითა და სტილით აქვს დაწერილი. თუმცა ერთგან თავისი ადრინდელი თარგმანის შესახებ ლავრენტი არდაზიანი წერდა,რომ იგი შესრულებულია „საღმრთო წიგნურისა და საეროისა“ ენითა (45, 221). დავით გამეზარდაშვილიც მიუთითებს, რომ „პროსოდია“ იმდროინდე ლია, როცა ლავრენტი არდაზიანის ენა თავისუფალი არ იყო საეკლესიო ენის გავლენისაგან (29, 415).
გივი მიქაძე აღნიშნავს, რომ „პროსოდიის" ლავრენტი არდაზია ნისადმი კუთვნილება დადგენილიქნა „ხელის მიხედვით" ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელთა მიერ (109, 221).
„პროსოდია“ 1847-1870 წლებში უნდა იყოს დაწერილი. ავტორის სიტყვით, ქართული ლექსწყობა მეტრულია: „არცა სილაბიკური, სტიხთშერთვა, არცა თონიკური არ შესდგამს ქართულსა ენასა... ქართულ ესხა შესდგამს მეტრიკული ანუ რავდენობითი სტიხთ-შერთვა“ (109, - 92).
ნარკვევში გვხვდება სიტყვა „ეგზამეტრი“, ხშირადაა საუბარი გრძელ და მოკლე მარცვლებზე: „ერთი და იგივე მარცვალი გამოიღების გრძლათაცა და მოკლეთაცა“ (109, 91).
ამის პარალელურად ნარკვევში ვკითხულობთ: „ყოველსა ლექსსა აქვს თვისი მახვილი“. ლაპარაკია ქართულ ლექსზე, მოტანილია ცალ კეული ორ,ოთხ და ხუთმარცვლიანი სიტყვები მახვილიანი და უმახვილო მარცვლების ჩვენებით. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ქართული სიტყვე ბის გვერდით რუსული სიტყვებიცაა მოტანილი თავიანთი სქემებით: Vყ6I086M, ბულბული (109,81,90).
ეს გარემოება მიგვანიშნებს, რომ ავტორს ქართული ლექსწყობა მეტრულადაც მიაჩნია და სილაბურ-ტონურადაც.
სილაბურ ლექსწყობაზე აშკარად უარყოფითი აზრისაა: „იგი არს ფრიად გლახაი“. ქართულ ლექსს იმიტომაც არ ახასიათებს სილაბუ რობაორ, რომ „ქართულსა ენასა აქვს ფრიად სასიამოვნო გარმონია“ (109, 91). ეს მცდარი აზრი სილაბური ლექსწყობის მიმართ იმ დროს საერთოდ იყო გაბატონებული.
ქართული ლექსწყობის მეტრულად გამოცხადება აშკარა შეც დომაა, ხოლო სილაბურტონურობა რუსული პოეტიკის გავლენაა, რასაც რუსული სიტყვებისა და მისი მეტრული სქემების მოტანაც ადასტურებს.
სილაბურობისადმი უარყოფითი დამოკიდებულებისა და მახვი ლებზე აქცენტის გადატანის გამო ლავრენტი არდაზიანი სილაბურ ტონურობის დამცველია.
![]() |
5.1.2.3 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურტონურობის თეორია - ნიკოლოზ გულაკი |
▲back to top |
გ) ნიკოლოზ გულაკი
კრებულში „Сборник материалов для описания местности и племен Кавказа“ (1884) შესულია თბილისის გიმნაზიის მასწავლებლის ნიკოლოზ გულაკის მიერ იმავე წელს თბილისში წარმოთქმული სიტყვა „ვეფხისტყაოსანზე“, რომელიც შემდეგ ცალკე წიგნად დაიბეჭდა.
სიტყვაში გარკვეული ადგილი აქვს დათმობილი ლექსწყობის განხილვას.
კერძოდ, ნათქვამია: „ჩვეულებრივ ამბობენ, რომ რუსთველის ლექ სის ზომა სილაბურიაო, მაგრამ მე მგონია, რომ ეს მართალი არ არის. ქართული ენა, ყველა ახალი ევროპული ენის მსგავსად, ემყარება არა იმდენად ბგერათა სიგრძე-სიმოკლეს, რამდენადაც მახვილს. რუსთ ველის ტაეპი ცეზურით იყოფა ორ თანაბარ ნახევრად. თითოეული ტაეპი, ბერძნული ჰეგზამეტრის მსგავსად, ექვსტერფიანია ექვსი მახვილითურთ.
... საერთოდ,თუ რუსთველის ლექსებს ხმამაღლა წავიკითხავთ ცე ზურისა და მახვილის დაცვით, მაშინ ისინი საუცხოონი, ჰარმონიულნი არიან და ჰომეროსისა და ვირგილიუსის ლექსებს არ ჩამოუვარდებიან (ზემოთ დასახელებული კრებული, გვ. 136-137).
ნიკოლოზ გულაკის ეს ნარკვევი განიხილა აკაკი გაწერელიამ და მიუთითა ცალკეულ შეცდომებზე, რაც, ძირითადად, მდგომარეობს ტერფების არასწორ შერჩევასა და თანმიმდევრობაზე. შეფარდება 3/3/2 პოემისათვის, მართლაც, მიზანშეუწონელია. არ არის მართებული, აგრეთვე, „ვეფხისტყაოსნის“ მეტრის შედარება ჰეგზამეტრთან.
მაგრამ საერთოდ აკაკი გაწერელია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნიკოლოზ გულაკის შეხედულებებს.
ნიკოლოზ გულაკს ეტყობა ევგენი ბოლხოვიტინოვის გავლენა როგორც საერთოდ ქართული ლექსის ბუნების განსაზღვრაში, ისე კერ ძოდ „ვეფხისტყაოსნის“ მეტრზე მითითებაში. იმასაც დაბალი შაირის სქემა მოაქვს და მთელ პოემას გულისხმობს. ტაეპთა ექვსტერფიანობა და ექვსმახვილიანობა, სილაბურტონურობის პოზიციიდანაც, მხოლოდ დაბალ შაირზე შეიძლება გავრცელდეს.
ნიკოლოზ გულაკის მიხედვით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მარცვალთა სიგრძე-სიმოკლე სილაბურობასთან იყოს დაკავ შირებული.
ნიკოლოზ გულაკი ქართული ლექსის სილაბურტონურობას უჭერს მხარს.
![]() |
5.1.2.4 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურტონურობის თეორია - კოტე დოდაშვილი |
▲back to top |
დ) კოტე დოდაშვილი
კოტე დოდაშვილი ახალ ეტაპს ქმნის ქართული ლექსმცოდნე ობის ისტორიაში. ფაქტობრივად, მის სახელთან არის დაკავშირებული ქართული ლექსის სილაბურტონურობის თეორიის ჩამოყალიბება განმტკიცება.
XX საუკუნემდე ასე ფართოდ არავის განუხილავს ჩვენი ლექსწყობა. დავეთანხმებით თუ არ დავეთანხმებით ავტორის მოსაზრებებს, მისი ღვაწლის გაუთვალისწინებლობა შეუძლებელია.
კოტე (კონსტანტინე) დოდაშვილი სოლომონ დოდაშვილის შვი ლიშვილი იყო. ბავშვობა სოფელ მაღაროში გაატარა. დიდხანს ცხოვ რობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. წერდა „მაგარსკის" ფსევდონიმით. იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი. გარდაიცვალა თბილისში 1919 წელს.
XIX საუკუნის 80-90-იანი წლების ჟურნალ-გაზეთებში: „ივერია“, „მოამბე“, „კვალი“ კოტე დოდაშვილი ბეჭდავდა გამოკვლევებს ქარ- თული ზმნის, სახელებისა და თანდებულების შესახებ. 1910 წელს გამოქვეყნდა მისი ნაშრომი „К иверской фонетике“ (6, 33).
1890 წელს გაზ. „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე დოდაშვილის გა მოკვლევა „ქართული ლექსწყობა“.
გამოკვლევის პირველი ნაწილი ეძღვნება ავტორის საუბარს ერთ იმდროინდელ ქართველ პოეტთან. საუბრის თემაა – „რას უნდა მიექცეს უმთავრესი ყურადღება, როდესაც გვინდა შევიტყოთ წყობილება ლექსისა“.
მეორე ნაწილში განხილული და შეფასებულია ევგენი ბოლ ხოვიტინოვის ნარკვევი ქართულ ლეექესწყობაზე.
მესამე ნაწილი პასუხს იძლევა კითხვაზე – „რა და რა წყობილებით სწერდნენ ჩვენი ძველი პოეტები“.
მეოთხე ნაწილილექსის ფორმისა და შინაარსის ურთიერთშესატყვი სობის პრობლემას ეძღვნება.
„ქართული პოეტიკის ქრესტომათიაში" კოტე დოდაშვილის გა მოკვლევა დაბეჭდილია იმ დაყოფით, როგორც ეს „ივერიის“ ოთხ ნომერში იყო, რაც არ შეესაბამება გამოკვლევის შინაარსს (151, 78- 91).
კოტე დოდაშვილმა ეჭვმიუტანლად დაამტკიცა, რომ ქართულ ლექსში „უაზრობას წარმოადგენს ცარიელი მარცვლების თვლა“.
თანამოსაუბრესთან დიალოგის დროს მას მოაქვს 14-მარცვლიანი ლექსის სამი სხვადასხვა ფორმის ნიმუში, რასაც ერთმანეთი საგან განასხვავებს ტერფთა ხასიათი. დავით გურამიშვილი: „გულმა მითხრა, ადეო! რაღათ მაიცადეო" (მეორე პეონი+დაქტილი+მეორე პეონი+დაქტილი), გიორგი ერისთავი: „ჰოი, მშვენიერო, რად მიფრინავუცხოსა მხარეს“ (პირიქო-დაქტილი+მეორე პეონი), რაფიელ ერისთავი: „რა ვარსკვლავი რა ვარსკვლავზედ ჩვენ დაგვებადაო" (მეორე პეონი- +მეორე პეონი+მეორე პეონი+ქორე).
ქართულ ლექსწყობაში კოტე დოდაშვილი ოთხ ტერფს ხედავს: ქორე, დაქტილი, მეორე პეონი, პირიქო-დაქტილი. მაგრამ ქართული ლექსწყობის ტერფებს იგი განასხვავებს ბერძნულ-რომაული და, იგუ ლისხმება, რუსული ლექსის ტერფებისაგან: „უფრო სწორი იქნება, რომ ჩვენ იმ სტოპებს, რომლებიც შეჰფერის ჩვენს ლექსწყობას, ვუწოდოთ ხორეისებური, დაქტილისებური, პირიქო-დაქტილისებური და მეორე პეონისებური" (109, 107).
ამრიგად, კოტე დოდაშვილი ყურადღებას ამახვილებს ძლიერ მახ ვილებზე (სიტყვათმახვილებსა და მეტრულ მახვილებზე, რომლებიც, მისი აზრით, ლექსში იგივეობენ), ნახულობს სალექსო ტერფებს და ქართული ლექსწყობა სილაბურ-ტონურად მიაჩნია.
„ქართული ლექსწყობის“ ავტორმა საგანგებოდ განიხილა ევგენი ბოლხოვიტინოვის მცირე ნარკვევი. იგი იზიარებს ბოლხოვიტინოვის შეხედულებას ქართულ ლექვსწყობაში მახვილებისა და ტერფების არსე ბობის შესახებ,მაგრამ ნარკვევისმიმართ კრიტიკულდამოკიდებულებას იჩენს. კერძოდ, მიუთითებს, რომ ბოლხოვიტინოვი ცდება, თითქოს, ბერ ძნებსა და რომაელებს ტონური ლექსწყობა ჰქონდეთ და არა მეტრული, თითქოს, ქართულ ლექსწყობას ბერძნული პოეზიის ყველა ტერფი ენათესავებოდეს. ამასთან ერთად, ბოლხოვიტინოვი ერთმანეთისაგან ვერ არჩევს მრჩობლედსა და შაირს, რვულსა და შაირს; უმართებუ ლოდ ჰგონია „თამარიანის“ სტროფის („თამარ წყნარი, შესაწყნარი") მეტრული სეემა მესამე პეონი და არა მეორე პეონი; არასწორად აქვს ფიქსირებული იამბიკოს მეტრიც.
მიუხედავად ცალკეული შენიშვნებისა, კოტე დოდაშვილს მოსწონს ევგენი ბოლხოვიტინოვის ნარკვევი. მიუთითებს „ამ შესანიშნავი კაცის" დიდ ღვაწლზე, მის „დაკვირვებასა და იშვიათ სმენაზე“.
ამ სიმპათიის მიზეზი ისაა, რომ ბოლხოვიტინოვმა პირველმა მიუთითა ქართული ლექსის ტერფოვანებაზე, რაც შემდეგ, სწორედ კოტე დოდაშვილმა გააღრმავა და განავითარა.
„ქართული ლექსწყობა“ ფარული პოლემიკაა „ფუჭი მარცვლების მთვლელი“ ქართველი სილაბისტების წინააღმდეგ.
მართებულია ავტორის აზრი, რომ ქართული ლექსის არაერთი მეტრი რამდენიმე საზომის შემცველია, მაგრამ ამის ახსნა ტერფების მოშველიების გარეშე, ცეზურის მეშვეობით, ცეზურათა სხვადასხვაო ბით უნდა მოხდეს: გურამიშვილის ციტირებულ სტრიქონს ცეზურა შუაში აქვს (4/3/4/3), გიორგი ერისთავის სტრიქონში ორი ცეზურაა (5/4/5), ხოლო რაფიელ ერისთავის სტრიქონს ცეზურა ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს (4/4/4/2).
კოტე დოდაშვილი ვერ ითვალისწინებს ცეზურის დიდ როლს ქართულ ლექსწყობაში. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მან, ისე როგორც მისმა წინამორბედებმა, რუსული ლექსწყობისთვის დამახასიათებელი ტერფოვანება მექანიკურად მიფყენეს ქართულ ლექსს.
მაგრამ ქართული ლექსის სილაბურტონურობის დამცველთაგან განსხავებით, კოტე დოდაშვილს რამდენადმე ეჭვი შეაქვს მის ტერ ფოვანებაში და, აქედან გამომდინარე, სილაბურტონურობაში. ამის დასტურია ტერფების მონათვლა არა ქორეებად, დაქტილებად და ასე შემდეგ, არამედ, ქორესებურად, დაქტილისებურად და სხვ.
კოტე დოდაშვილისაგან დამოუკიდებლად, ორმოცდაათი წლის შემდეგ მსგავს დასკვნამდე მივიდა გრიგოლ რობაქიძე (იხ. „გრიგოლ რობაქიძე“).
კოტე დოდაშვილი ქართული ლექსწყობის სილაბურტონურობის პოზიციაზე დგას.
![]() |
5.1.2.5 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურტონურობის თეორია - მელიტონ კელენვბერიძე |
▲back to top |
ე) მელიტონ კელენვბერიძე
ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგმა მელიტონ კელენ ჯერიძემ 1899 წელს გამოსცა სახელმძღვანელო „სიტყვიერების თეორია", რომელიც შემდეგ კიდევ ორჯერ დაიბეყდა – 1908 და 1919 წლებში. მომდევნო გამოცემებში ავტორმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა.
თავისი სახელმძღვანელოს გამოცემამდე მელიტონ კელენჯერიძემ დაბეჭდა რეცენზია კირიონისა და გრიგოლ ყიფშიძის ამავე ხასიათის სახელმძღვანელოზე – „სიტყვიერების თეორია“.
მელიტონ კელენჯერიძე საგანგებოდ მსჯელობს ლექსწყობის სა კითხებზე. კერძოდ, ქართულ ლექსწყობაზე; თავისი სახელმძღვა ნელოს ერთ ნაწილს „ლექსწყობა ანუ წყობილსიტყვაობა“ უწოდა.
ჯერ ავტორს დახასიათებული აქვს მეტრული, სილაბური და ტონურილექსწყობები. შემდეგ საუბარია მახვილზე,სტროფზე,ტერფზე (მომდევნო გამოცემებში ტერფი შეცვლილია მუხლით), რითმაზე, ცეზურაზე და ქართული ლექსის ცალკეულ სახეობებზე (ჩახრუხაული, ძაგნაკორული, შაირი, მრჩობლედი, წყობილი, ფისტიკაური, იამბიკო, რვული და სხვ.). ბოლოს ენასთან მიმართებაში განხილულია ქართული ლექსწყობა.
ავტორის აზრით, როგორც ქართული ენა არ ჰგავს არც ერთ სხვა ენას, ასევე თავისებურია ქართული ლექსწყობაც. „ერთი მხრით იგი მეტრულია, მეორეთი – ტონური, მესამეთი – სილაბური. განსა კუთრებით კი არც ერთია, არც მეორე და არც მესამე, წინააღმდეგ იმ ავტორებისა, რომელნიც ამბობენ, რომ ვითომ ქართული ლექსწყობა სილაბური უნდა იყოს. მაგრამ, ჩვენი აზრით, ვინც რუსთაველის, აკაკის, ი.ჭავჭავაძის, ნ.ბარათაშვილის და რ. ერისთავის ლექსებში აღიარებს სიცოცხლეს მოკლებულს, მშრალს, უმსგავსო სილაბიურს, უძრავს, კაბინეტურს, ნაძალადევ ლექსწყობას, იგი იქნება შემცდარი აზრის ამ ლექსწყობის კანონებზე“ (ციტატა მოტანილია სახელძღვანელოს პირველი გამოცემიდან).
ეს მცდარი თვალსაზრისი სილაბურ ლექსწყობაზე, რომელიც იმ დროს იყო გავრცელებული, ისევე როგორც კირიონისა და გრიგოლ ყიფშიძის შეხედულების კრიტიკა, აღარ გვხვდება სახელმძღვანელოს მესამე გამოცემაში.
„ქართული პოეტიკის ქრესტომათიაში" გივი მიქაძემ შეიტანა აგრეთვე ერთი ნაწილი მელიტონ კელენჯერიძის „ქრესტომათიიდან“ სათაურით „ქართული ლექსწყობის სიადვილე და ღირსება", რომელშიაც ნათქვამია, რომ ჩვენს ენას ბევრი სხვადასხვა მეტრი აქვს, თითქმის ყველა ის ზომა, რაც მსოფლიოს ცნობილ ენებს ახასიათებს.
ნაწილობრივ შეიძლება დავეთანხმოთ მელიტონ კელენჯერი ძეს, რომ ქართული ლექსი სუფთა სახით არ ზის არც ერთი სალექსო სისტემის ფარგლებში, მაგრამ ყველაზე მეტი სიახლოვე რომ სილაბურ სისტემასთან აქვს, სადავო არ არის.
ქართული ლექსწყობის სილაბურობის უარყოფის მიუხედავად, სახელმძღვანელოში სილაბურობის ნიშნებსაც ვპოულობთ. მაგალითად, წერია: „სხვადასხვა ტექნიკურს წყობას ლექსისას მარცვლებისა რიცხვის თანასწორობით", ანდა მახვილის „ცალ-ცალკე, ასე ვთქვათ, შემთხვევით, გაკვრით ხმარება“. სილაბურობის სასარგებლოდ მეტყველებს, აგრეთვე, ავტორის აზრი ცეზურაზე (ის. „ცეზურა").
მაგრამ გაცილებით უფრო ხშირად ავტორი სილაბურტონუ რობის დამცველად გვევლინება. სახელმძღვანელოში ვკითხულობთ: „მოხერხებულად გვხვდება მუხლის (იგულისხმება ტერფის, აკ. ხ.) ხმარება ახალი საუკეთესო მწერლების ნაწერებში. უმეტეს ნაწილს შემუშავებული აქვს ლექსი დაქტილიან-ხორეიანი, იამბი, ანაპესტი, ამფიბრახი... აი,
მაგალითები ხორეისა (–) და დაქტილისა(–
)". მოტანილია რუსთველის, რაფიელ ერისთავის, მამია გურიელის ცალკეული სტრიქონები (67, 29-30).
თუ დავუმატებთ, რომ ავტორი კატეგორიულად ილაშქრებს სილაბური თეორიის დამცველთა წინააღმდეგ და იმოწმებს სილა ბურტონურობის მომხრეთა (ევგენი ბოლხოვიტინოვისა და კოტე დოდაშვილის) ნარკვევებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მელიტონ კელენ ჯერიძე ქართული ლექსწყობის სილაბურტონურობის დამცველთა რიგებში დგას.
![]() |
5.1.2.6 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურტონურობის თეორია - შიო დავითაშვილი |
▲back to top |
ვ) შიო დავითაშვილი
წერილში „Грузинское стихосложение“ შიო დავითაშვილი იზიარებს „ქართული წყობილსიტყვაობის“ ავტორის სერგი გორგაძის თვალსაზრისს ჩვენი ლექსწყობის ბუნების შესახებ. ამ ნაშრომს იგი საუკეთესოდ მიიჩნევს, მაგრამ შენიშნავს: „ქართული სიტყვები, ნუ გავვოცდებით, რომ სრულიადაც არ იცნობენ მახვილს და სავსებით ნორმალურია, რომ კეთილხმოვანად მაშინ ჟღერენ, როცა ყველა მარცვლები ერთი ტონით წარმოითქმება. მახვილის ხმარება სიტყვაში, ამაღლება ან დადაბლება რომელიმე მარცვლისა მრავალმარცვლიან სიტყვაში რამდენადმე არღვევს კეთილხმოვანებას" (46, 12,78).
აზრი ქართულში სიტყვიერი მახვილის უქონლობის შესახებ თანხვდება მოსე ჯანაშვილის შეხედულებას – „დასაკვეთის თანაბრობა უფრო ეპრიანება ქართულ ენასო" (იხ. „მოსე ჯანაშვილი").
მაგრამ შიო დავითაშვილი გრიგოლ ყიფშიძესთან პოლემიკის დროს აღნიშნავს: გრამატიკული მახვილის უქონლობა არ ნიშნავს, თითქოს ქართულ ლექსს მახვილი არ ჰქონდეს. მახვილი ლექსში აუცილებელია და „იქ დაისმის, სადაც თვით ლექსის მოყვანილობა მოითხოვს და არა სიტყვების ბუნება“ („სახალხო გაზეთი", 1912, 648).
„ქართული მახვილი მოძრავია, – ვკითხულობთ წერილში – იგი შეიძ ლება ნებისმიერ ადგილას დავსვათ სიტყვაში,ლექსის კონსტრუქციისა და რიტმის გათვალისწინებით“.
აქედან გამომდინარე, „ქართულ ენას შეეფერება ლექსწყობის ყველა სახეობა,რომლებიც კი ცნობილია ძველი და ახალი დროის ხალხთა ლიტერატურაში“, „მაშასადამე, ჰეგზამეტრიცა“. „ვეფხისტყაოსნს“ სხვადასხვაგვარად კითხულობენ, ხან იამბით, ხან – ქორეთი“.
ამრიგად, შიო დავითაშვილი სიტყვათმახვილს უარყოფს და არა ლექსის მახვილს. ეკამათება სილაბურობის თეორიის დამცველს გრიგოლ ყიფშიძეს, ემხრობა სერგი გორგაძის სილაბურტონურობის თეორიას.
მაშასადამე, შიო დავითაშვილი ქართული ლექსწყობის სილაბურ ტონურობის მომხრეთა რიცხვს მიეკუთვნება.
![]() |
5.1.2.7 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურტონურობის თეორია - იოსებ ყიფშიძე |
▲back to top |
ზ) იოსებ ყიფშიძე
იოსებ ყიფშიძის „მეგრული (ივერიული) ენის გრამატიკაში“ (1914წ.) ცალკე თავია „ლექსწყობის" სახელწოდებით, რომელშიაც ვკითხულობთ: „ქართული ლექსწყობა ტონურ-სილაბურია, ე.ი. და ფუძნებულია როგორც მახვილის გარკვეულ განლაგებაზე, ისე მარ ცვლების რაოდენობაზე ტაეპებში“. აქ ქართულ ლექსწყობაში მეგ რულიცაა ნაგულისხმევი.
მახვილის შესახებ ნათქვამია: „მეგრულში, ისევე როგორც ქარ თულში, ორმარცვლიან სიტყვებში მახვილი მხოლოდ მეორეზე ზის და მესამეზე – სამ და მრავალმარცვლიანებში“ (114, 146- 150).
მარცვალთა თანაბრობა სტრიქონებში ხშირად დაცული არაა. დამატებაში ავტორი ურთავს: მეგრულ ენაში სიტყვის ბოლოს საერ თოდ მახვილი არ არის. არც სტრიქონებში მარცვალთა თანაბრობა გვაქვს. მეგრულ ლექსს ახასიათებს ორ და სამმარცვლიანი ტერ ფები. ორმარცვლიანები – 8 და 16-მარცვლიან საზომებში, ხოლო სამმარცვლიანები – 5 და 10-მარცვლიანებში.
ლექსები გრძელსაზომიანია. მართალია, საზომების უმრავლესობა რვამარცვლიანია, მაგრამ გვხგდება 20-მარცვლიანიც კი.
მეგრული ლექსი ხშირად რითმიანია, ხშირად – მონორითმიანი.
ტერმინი „ტონურ-სილაბური“, რასაც იოსებ ყიფშიძე მეგრული ლექსის დახასიათების დროს იყენებს, გორგაძისეულია და აქედან უნდა გადასულიყო იოსებ ყიფშიძის წიგნში. როგორც ადრე ვთქვი, მეგრული ლექსის შესახებ არსებობს განსხვავებული აზრი. იგი სილაბურად არის მიჩნეული (იხ. „ტოგო გუდავა“).
ამრიგად, იოსებ ყიფშიძე ქართული ლექსწყობის სილაბურ ტონურობის პოზიციაზე დგას.
![]() |
5.1.2.8 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურტონურობის თეორია - სერგი გორგაძე |
▲back to top |
თ) სერგი გორგაძე
სერგი გორგაძის აზრი ქართული ლექსის ბუნებაზე პირველად 1909 წელს გაიცნო საზოგადოებამ, როცა ავტორმა თავისი „ქართული წყობილსიტყვაობა“ მოხსენების სახით წაიკითხა. ნაშრომი დაიბეჭდა 1912 წელს კრებულში „გრდემლი“.
„ქართული წყობილსიტყვაობა“ ჩვენს სინამდვილეში ლექსწყობის სილაბურ-ტონური თეორიის დაფუძნების მნიშვნელოვანი ცდაა და უშუალოდ ეხმიანება კოტე დოდაშვილის „ქართულ ლექსწყობას".
ეს აზრი შემდეგ ავტორმა გაიმეორა ნარკვევში „ნიკოლოზ ბა რათაშვილის ლექსის ფორმა“: „ქართულისა და მის მონათესავე ენათა წყობილსიტყვაობა ტონურ-სილაბურია, ე.ი. დამყარებულია როგორც მახვილზე, ისე მარცვალთა რაოდენობაზე ყოველ სტრიქონში" და ბარათაშვილის ლექსიც „ჩვეულებრივი ტონურ-სილაბური ლექსია ყველა მისი ღირსებითა და ნაკლოვანებით“.
დებულება ქართული ლექსის სილაბურტონურობისა (უფრო ზუს ტად: ტონურსილაბურობისა) სერგი გორგაძემ უფრო განავრცო და გააღრმავა წიგნში „ქართული ლექსი", რომელიც ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, 1930 წელს.
სრულიად მართებულად ლექსის ბუნების განხილვა სიტყვათ მახვილის ხასიათის გარკვევით იწყება; სალექსო მახვილი სიტყვიერ მახვილთანაა დაკავშირებული.
ავტორი წინასწარ მიუთითებს, რომ მხედველობაში აქვს სალი ტერატურო ქართული, „ნამდვილ-ქართული კილო გამოთქმისა და არა უცხო ენათა გავლენით კილოქცეული ან პროვინციალური ჩიქორთული ქართული“.
ქართულ ენაში მახვილის არსებობის საილუსტრაციოდ ავტორი სიტყვა „მამულის“ სამ სხვადასხვა წაკითხვას გვთავაზობს (იხ. „მახვილი და მარცვალი“).
მისი აზრით, ქართული მახვილი დაქტილური ბუნებისაა. ორზე მეტმარცვლიან სიტყვებს ბოლოდან მესამე მარცვალზე მოუდის და იმთავითვე მოსდგამდა ქართულ ენას (35, 40).
ოთხზე მეტმარცვლიან სიტყვებს ორი „სავალდებულო მახვილი“ აქვს:ბოლოდან მესამე მარცვალზე და თავში. ოთხმარცვლიან სიტყვებში შესაძლებელია სამი სხვადასხვაგვარი მახვილის არსებობა: ბოლოდან მესამე მარცვალზე (მარგალიტი), ბოლოდან მეოთხე მარცვალზე, როცა სიტყვის საწყისი ხმოვნები თანხმოვნით არ ითიშება (საიდუმლო) და ბოლოდან მეორე და მეოთხე მარცვლებზე კომპოზიტებში: ზევით ზევით, ნელა-ნელა.
გარდა სიტყვათმახვილისა, არსებობს სინტაქსური ჯგუფის მახ ვილი, რაც გულისხმობს რამდენიმე სიტყვის გაერთიანებას ერთი ან ორი მახვილით (ნუ + იცინი, ნუ + მაცინებ). ტერმინი „სინტაქსური ჯგუფი" შემდეგ სერგი გორგაძემ შეცვალა ნიკო მარისეული ტერმინით – „სამახვილო კომპლექსი“.
ქართული სიტყვათმახვილი მოძრავია და სიტყვაში მარცვალთა რაოდენობის ზრდასთან ერთად ამოძრავდება (იხ. „მარცვალი და მახვილი“).
სერგი გორგაძის ეს დებულება მცდარია: ქართული მახვილი ფიქსირებულია.
ავტორის აზრით, სიტყვები და სამახვილო კომპლექსები, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ლექსში ბუნებრივი აქცენტუაციით შედიან. სიტყვათმახვილი მეტრულ მახვილს ემთხვევა (ეს ეწინააღმდეგება სილაბურტონურობის თეორიას. აკ,.ხ.) და შესაბამისად იქმნება ტერფები: ქორე, დაქტილი, მეორე პეონი და პირველი პეონი.
როცა რიტმული ერთეულები რამდენიმესიტყვიანია, მაშინ ტერ ფების რაოდენობა იზრდება იმისდა მიხედვით,თუ რიტმ ულერთეულებში თავმოყრილი სიტყვები სინტაქსურად როგორ უკავშირდებიან ერთ მანეთს. სერგი გორგაძე შესაძლებლად მიიჩნევს ქართულ ლექსში ბერძნული ნომენკლატურის თითქმის, ყველა ტერფის არსებობას (იამბი, სპონდე, ამფიბრაქი, ანაპესტი და სხვ.), რამაც „ქართულ ლექსზე“ დაწერილ რეცენზიაში აკაკი გაწერელიას კრიტიკა გამოიწვია.
სინტაქსურ ერთეულებში სინტაქსურად დაუკავშირებელი სიტყვე ბის გამახვილებით სერგი გორგაძე რეალური რიტმის აღიარებამდე მიდის. სინტაქსურად ცალკე მდგომისსიტყვები მახვილებით იტვირთება: „ცა, ცა სტირის" (სპონდე და ქორე), „და, ჰა, მუზავ“" (იამბი და ქორე), „ბულბული ვარდს მაშინ დაჰყეფს“ (ქორ-იამბი და დიქორე).
იმის მიუხედავად, რომ ავტორი საგანგებოდ მიუთითებს: ლექს წყობისათვის მნიშვნელობა არა აქვს ლოგიკურ მახვილსო (35, 14), აქ იგი სწორედ ლოგიკური მახვილებით ოპერირებს.
რუსულ მეტრიკაში რეალური რიტმის საკითხი ანდრეი ბელიმ დასვა სიმბოლიზმი"), რამაც აკაკი გაწერელიას შენიშვნა გამოიწვია (28). ამასვე უთვლის იგი შეცდომად სერგი გორგაძეს (25,91).
გფიქრობ, სერგი გორგაძე თავისი თეორიის პირველ ნაწილში ცდებოდა, როცა ქართულ ლექსწყობას საერთოდ ტერფოვანად მიიჩნევდა, ხოლო რეალური რიტმის ძიებისას იგი ჭეშმარიტების გზას ადგა.
ავტორი გვთავაზობს მუხლედების თეორიას (რაც მამუკა ბარა თაშვილიდან მოდის), მაგრამ მუხლები ტერფების ნაერთად მიაჩნია. განხილულია ქორეული, დაქტილური და ლოგაედური მუხლები. მუხლების განხილვას მოსდევს ტაეპების ანალიზი.
ტაეპები შეიძლება იყოს ერთმუხლიანი (მონომეტრი), ორმუხ ლიანი (დიმეტრი), სამმუხლიანი (ტრიმეტრი) და ოთხმუხლიანი (ტეტრამეტრი).
როცა ტაეპი ვერ ავსებს მონომეტრებს, დიმეტრებს, ტრიმეტრებსა და ტეტრამეტრებს, სახელდებულია კატალექტიკად (შეკვეცილად). შეკვეცა ხდება ერთი მარცვლით,ორი მარცვლით და სამი მარცვლითაც კი.მაგალითად, „საიდუმლო ბარათი“ მარცვალკვეცილი ქორეული დიმე ტრია. დიმეტრის მეორე წევრი „ბარათი“ ერთი მარცვლითაა შეკვეცილი. „აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა“ მარცვალკვეცილი ქორეული ტრიმეტრია. „ნეტავ ახლა აქა მყავდე, ხახე“ – ორმარცვალკვეცილი (ტერფნაკლი) ქორეული ტრიმეტრი და ა.შ.
კატალექტიკის მეთოდი საერთოდ მცდარად მიაჩნია აკაკი გა წერელიას (25, 29).
ტერფებით სახელდებასთან ერთად სერგი გორგაძე მეტრულ სქემებს ციფრებითაც გამოხატავს. დაქტილი, ამფიბრაქი და ანაპესტისამი ურთიერთგანსხვავებული სამმარცვლიანი ტერფი ციფრ 3-ით არის წარმოდგენილი, რაც ეწინააღმდეგება ტერფოვანების პრინციპს.
ავტორი არ ემხრობა ტერმინოლოგიას – „მაღალი შაირი“, „დაბალი შაირი". „მაღალი შაირის” ნაცვლად გვთავაზობს ტერმინს „ქორეული შაირი“, „დაბალი შაირის“ ნაცვლად – „ლოგაედურ შაირს", რაც ტერ ფოვანების თეორიის უკიდურესი გამოვლინებაა.
მუხლში რიტმის ყოველ რხევას „ქართული ლექსის“ ავტორი სათანადო კვალიფიკაციას აძლევს. ლოგაედურ მუხლებში ურთი ერთგანსხვავებულია: დაქტილ-ქორე და ქორე-დაქტილი. პირველი ადონისურია, მეორე – ანტიადონისური. „განსხვავება იმდენად დიდია, რომ როცა კითხულობთ, ან ისმენთ, ასე გგონიათ – ორი სხვადასხვა მეტრის ტაეპთან გქონდესთ საქმე“ (3/5, 5/2-5/3, 6/5-6/6).
თუ სტრიქონის კადენცია (და რითმა) ერთ შემთხვევაში ორმარ ცვლიანია (ქორეული) და მეორე შემთხვევაში – სამმარცვლიანი (დაქტილური), სხვაობა მართლაც რომ დიდია.
ამ დროს ახალი საზომები იქმნება (იხ. „მეტრული რეპერტუარი").
ქართული ლექსის ტერფოვანების დამცველი და რეალური რიტმის მიმდევარი ხშირად კამათობს თავის თავთან. მამუკა ბარათაშვილის „გძლედი შაირი სამკვეთის“ ანალიზის დროს მიუთითებს, რომ იგი არის „სრული ქორეული ჰეგზამეტრი (ექვსმუხლედი)“, მაგრამ იქვე წერს: „სისწორით რომ ითქვას, საკუთრივ ტაეპად ვეღარც კი ჩაითვლება“, იგი ორი სტრიქონია.
მართლაც, „გძლედი შაირი სამკვეთი", რომლის მეტრი, როგორც ვთქვი, 24-მარცვლედია, სინამდვილეში ჰეტეროსილაბურ საზომს წარმოადგენს – 16-მარცვლედი რვამარცვლედთან.
ასევე, „დაქტილური ოქტომეტრის“ ნიმუშად მოტანილი გა ლაკტიონის სტრიქონის („მთელი ღრიანცელი ყველა პოეტების, დაუსრულებელი, როცა კამათია“) შესახებ ნათქვამია: „იგი შეიძლებოდა არც კი ჩაგვეთვალა განსაკუთრებულ მეტრად, არამედ იმავე სრული დაქტილური ტეტრამეტრის თავისებურ გრაფიკულ სახედ“ (35, 34).
აქაც გალაკტიონის სტრიქონი ორი 12-მარცვლიანი სტრიქონის ნაერთს წარმოადგენს.
სერგი გორგაძის ზემოთ მოტანილ ციტატაში ყურადღებას იქ ცევს სიტყვა „გრაფიკული“. ლექსის გრაფიკაზე (რა სახითაა იგი დაწერილი თუ დაბეჭდილი) ავტორი საგანგებოდ მსჯელობს და ხაზგასმით მიუთითებს, რომ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ გრაფიკა და მეტრიკა. შესაძლებელია, ლექსი გრაფიკულად სხვა მეტრის კუთვნილება იყოს (როგორც ამ შემთხვევაში მამუკა ბარათაშვილისა და გალაკტიონის ლექსები), მისი ნამდვილი მეტრიკკი სხვას წარმოადგენს. ეს საყურადლებო დაკვირვებაა.
ჰეტეროსილაბურ საზომზე მინიშნება „ქართულ წყობილსიტყვაო ბაშიც“ გვაქვს: „პირველი ტაეპი რომ მესამეს უდრის (შემადგენლობით, ე.ი. მუხლთა გვარებით და მათის კომბინაციით), მეორე – მეოთხეს ეთანხმება და ასე თანმიყოლებით: კენტი ტაეპები – კენტებს და ლუწი – ლუწებს“.
„ქართულ ლექსში“ ერთი უმართებულო ტენდენცია იჩენს თავს: ერთი და იგივე ლექსი ხან ერთ საზომს მიეწერება, ხან კი – მეორეს. მაგალითად, გალაკტიონის „გაფრინდა ბავშვობის დღეები” 43-ე გვერდზე „დაქტილური ტრიმეტრია“ (3/3/3), ხოლო 45-ე გვერდზე – „დაქტილური ჰეგზამეტრი" (3/3 3/3 3/3). მეორე შემთხვევაში ორი სტრიქონია გაერთიანებული.
სერგი გორგაძემ ლექსის ესა თუ ის ფორმა (მეტრი) ამა თუ იმ პოეტის სახელთან დააკავშირა: ბესიკური, გურამული. ბესიკური საზომი ორ ვარიანტად წარმოადგინა. „მცირებესიკური“ (5/4/5) და „დიდბესიკური“" (5/5/5), რაც უმართებულოა (იხ. „ბესი კური“).
საერთოდ, სერგი გორგაძის დაკვირვებებში ბევრი რამ საგუ ლისხმოა, მაგრამ ბევრიც არ არის გასაზიარებელი.
სილოვან ხუნდაძის კვალობაზე, „ქართული ლექსის“ ავტორსაც დიდ ცოდვად მიაჩნია შაირის სახეობათა ერთმანეთში შერევა.
ამ რიტმული მოვლენის მიმართ დიფერენცირებული მიდგომაა საჭირო. ზოგჯერ იგი, მართლაც, დეფექტია: მაგალითად, 2/4/ 2 დაბალი შაირით შესრულებულ (ილიას „ბაზალეთის ტბაში"), რაც სერგი გორგაძეს აქვს შენიშნული. მაგრამ იმავე „ბაზალეთის ტბაში" დაბალი შაირის სტრიქონის („მარტო იგინი გრძნეულნი") შერევა მაღალშაირში, რაც „ქართული წყობილსიტყვაობის“ ავტორს ასევე ნაკლად მიაჩნია (36, 47), სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერია (იხ. „კატრენის მესამე ტაეპი“).
არც პროსოდიული ხმოვნების (ა, ო) ხმარებაა ყოველთვის მიზან შეუწონელი,რასაც, სერგი გორგაძის აზრით, „არავითარი გრამატიკული გამართლება არ მოეპოვება" (35,77). იგი ძალზე ხშირია ხალხურ ლექსში: „სიცივეს“ კაცი მოუკლავს, საწყალი აგერ გორავსა“ და ვაჟა-ფშაველას პოეზიაში: „გაჯავრდა ქეთელაური, ფერი დაიდვა მგლისაო“.
არსებითი და პოზიტიური,რაც სერგი გორგაძემ ქართულმეტრიკაში შემოიტანა, ლექსის რიტმის რეალური აღქმაა, მუხლებში მახვილების დასმა რეალური მონაცემების მიხედვით. თუ მისეულ მუხლებსა და „ტერფებს“ გავათავისუფლებთ ქორეებისა და დაქტილებისაგან და მათ ნაცვლად ციფრებს მივმართავთ (რისი წინააღმდეგი არც თავად არ იყო), მივიღებთ რეალური მეტყველების პროსოდიას, რაც ლექსწყობის სილაბური სისტემისთვისაა დამახასიათებელი.
წინააღმდეგობანი „ქართული ლექსის“ ავტორის შეხედულებებში იმის შედეგია, რომ მან, ერთი მხრივ, რუსული ლექსის მკვლევარებზე აიღო ორიენტაცია. აკაკი გაწერელია მიუთითებს, რომ სერგი გორგაძე ეთანხმება ვალერი ბრიუსოვის „იპოსტასის" პრინციპს (25,92), მეორე მხრივ კი ქართული პოეზიის შესანიშნავ მცოდნეს არ შეიძლებოდა, ანგარიში არ გაეწია ლექსის რეალური ბუნებისათვის.
გარდა რეალური რიტმისა, ეს ნათლად გამოჩნდა რითმის განხილვის დროს. სილაბურ-ტონური თეორიის დამცველი ამ შემთხვევაში უგულე ბელყოფს კლაუზულის არსებობას და ოთხ, ხუთ და მრავალმარცვლიანი რითმები: ბანაობდა-ქანაობდა, წყლისა ჩქერამა-ერთმანეთისა ცქერამა ქართულისთვის ბუნებრივად მიიჩნია (იხ. „რითმის კლასიფიკაცია“). საერთოდ, სერგი გორგაძე წარმატებით იკვლევს ქართულ რითმას.
ქართული ლევსის მკვლევართა შორის სერგი გორგაძეს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. „ახალი ქართული მეტრიკის ისტორია სერგი გორგაძის „ქართული წყობილსიტყვაობით იწყება“, წერს აკაკი გაწერელია. „ქართული ლექსი" შეიძლება ჩაითვალოს, „ქართული ვერსიფიკაციის დასრულებულ კურსად“ (25, 84; 91). „ქართული ლექსის" წინასიტყვაობაში ამ წიგნის რედაქტორი კორნელი კეკელიძე აღნიშნავდა: „შეიძლება ზოგი რამ მის დასკვნებში შემდეგი კვლევა ძიებისათვის საცილობელი და საკამათო აღმოჩნდეს, მაგრამ ის კი უეჭველია, რომ ვერც ერთი მკვლევარი ქართული პოეტიკის დარგში უამწიგნოდ ფეხს ვერ წადგამს“.
სერგი გორგაძის შესახებ დაიწერა სპეციალური გამოკვლევა „სერგი გორგაძე და ქართული ვერსიფიკაციის საკითხები“. გამოკვლევის ავტორი თეიმურაზ დოიაშვილი ძირითადად სერგი გორგაძის მიერ რეალური რიტმის აღქმაზე ამახვილებს ყურადღებას (48, 26-38).
მართალია, „ქართულ ლექსში" საცილობელი და საკამათო ბევრია და, რაც მთავარია, დასკვნა ქართული ლექსის სილაბურტონურობისა, მაგრამ ავტორის ცალკეულ დაკვირვებებს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა.
![]() |
5.1.2.9 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურტონურობის თეორია - აკაკი გაწერელია |
▲back to top |
ი) აკაკი გაწერელია
1928 წლიდან ქართული ლექსმცოდნეობის სფეროში მუშაობას იწყებს აკაკი გაწერელია. მასვე ეკუთვნის პირველი რეცენზია სერგი გორგაძის „ქართულ ლექსზე“ (1931 წ). 1938 წელს დაიბეჭდა აკაკი გაწერელიას წიგნი „ნარკვევები ქართული პოეტიკიდან“. ამის შემდეგ აგტორი ინტენსიურად იკვლევს მეტრიკის პრობლემებს და 1953 წელს აქვეყნებს მონოგრაფიას „ქართული კლასიკური ლექსი“, ხოლო 1974 წელს – სქელტანიან წიგნს „ვეფხისტყაოსნის" პოეტიკის ზოგიერთი საკითხი“.
რადგან ქართული ლექსის პრობლემები ყველაზე სრულად მის მონოგრაფიაშია წარმოდგენილი,ძირითადადმას შევეხები.იგი შედგება ორი ნაწილისაგან და შემდეგ თავებს აერთიანებს: შესავალი, ქართული ვერსიფიკაციის კვლევის ისტორიისათვის, მახვილი, რიტმი, რითმა, სტროფი და საზომები. ასეთი ვრცელი, მრავლისმომცველი მონოგრაფია ქართულლექსზე მანამდე არ გვქონია.
დეტალურად ახასიათებს აკაკი განერელია ქართულ კლასიკურ ლექსს და ზოგად დასკვნებში წარმოგვიდგენს თავის აზრს საერთოდ ქართული ლექსის ბუნების თაობაზე. შეიძლება არ დაეთანხმო მის ძირითად დებულებას ქართული ლექსწყობის სილაბურტონურობის შესახებ, მაგრამ არ შეიძლება ანგარიში არ გაუწიო ავტორის მრავალ რიცხოვან დაკვირვებას, პატივი არ სცე მეცნიერის გულმოდგინე შრო მას და ფართო ერუდიციას, რასაც იგი ამჟღავნებს განსაკუთრებით ვერსიფიკაციის ზოგადთეორიული საკითხების განხილვისას.
ქართული ვერსიფიკაციის კვლევის ისტორია, მკვლევართა შეხედულებანი ქართულ ლექსწყობაზე ასე ფართოდ და სისტემური სახით ადრე არავის შეუსწავლია.
ავტორი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მიმოიხილავს თით ქმის ყველა ნაშრომს, რომლებიც ქართულ ლექსწყობას შეეხება – მამუკა ბარათაშვილის „ჭაშნიკით“ დაწყებული და ანდრეი ფედოროვის ნარკვევით დამთავრებული.
ყურადღება გამახვილებულია ჩვენი ლექსის ხასიათზე – თუ ლექსწყობის რომელ სისტემას მიეკუთვნება იგი.
აკაკი გაწერელიამ გააგრძელა და განავითარა ქართული ლექსის სილაბურტონურობის წარმომადგენელთა – ევგენი ბოლხოვიტინოვის, ნიკოლოზ გულაკის, კოტე დოდაშვილის და სერგი გორგაძის შეხედუ ლებანი და ეს თეორია „ქართული კლასიკური ლექსის“ გამოქვეყნების შემდეგ დიდხანს ტონის მიმცემად ითვლებოდა.
უნდა შევნიშნოთ,რომ მკვლევართა შეხედულებების გადმოცემისას ავტორი ზოგჯერ ტენდენციურია. სილაბურტონურობის მომხრეებს მეტი სიმპათიით ეპყრობა, ხოლო სილაბურობის დამცველთა მიმართ მეტისმეტ სიმკაცრეს იჩენს, ზოგჯერ კი საერთოდ გვერდს უვლის. მაგალითად, ფართო ადგილი აქვს დათმობილი ევგენი ბოლბოვიტინოვის ნაკლებად ღირებულ აზრს ქართული ლექსის სილაბურტონურობის შესახებ (25, 50-54), ხოლო ნიკოლოზ გულაკის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ წარმოთქმული სიტყვა „ქართული ვერსიფიკაციის განვითარებაში ერთგვარი გარდატეხის დასაწყისადაა” მიჩნეული (25,78). ხშირია სილაბისტების მიმართ უსამართლო დამოკიდებულების შემთხვევები.
ანდრეი ფედოროვი, რომელიც ქართულ ლექსს სილაბურად მიიჩნევს, წერდა: ქართულ ენაში უმახვილო ხმოვნები... რუსის სმენაში ნაკლებ გამოირჩევა დანარჩენი მახვილიანი ხმოვნებისაგან“ (იხ. „ანდრეი ფედოროვი"). ამ ციტატიდან აკაკი გაწერელიამ ამოიღო სიტყვები: „რუსის სმენაში“ და ასეთი დასკვნა გააკეთა: „მცდარია დებულება, თითქოს, ქართულ ენაში უმახვილო ხმოვნები... არ განსხვავდებიან მახვილიანი ხმოვნებისაგან“ (25, 132).
ნარკვევში, სადაც განხილულია ქართული ვერსიფიკაციის მთელი ისტორია, რასაც ავტორმა „სრული ექსკურსი“ უწოდა, გამოტოვებულია არქიმანდრიტ კირიონისა და გრიგოლ ყიფშიძის არგუმენტირებული თვალსაზრისი ქართული ლექსის სილაბურობის შესახებ: „90-იან და 900-იან წლებში ახალი და პრინციპული არაფერი თქმულა მეტრიკის დარგში“ (25, 84). კირიონის და გრიგოლ ყიფშიძის „სიტყვიერების თეორია“ კი 1898 წელს გამოქვეყნდა.
მეტისმეტად დაბალი აზრისაა „ჭაშნიკზე“, რაც კიდევ უფრო ნათლად გამოვლინდა მომდევნო პოლემიკურ წერილებში, ქართული ვერსიფიკაციის მეცნიერული კვლევის ისტორიას იგი „ყაშნიკის“ გვერდის ავლით იწყებს.
აკაკი გაწერელია თანმიმდევრულია,როცა ცეზურაზე ყურადღებას არ ამახვილებს, რადგან იცის, რომ სილაბურ-ტონურ ლექსწყობაში ცეზურას ვერსიფიკაციული ღირებულება არა აქვს, მაგრამ არ უნდა გამოეტოვებინა ცალკეულ ავტორთა მიერ ცეზურის აქცენტირება (თეიმურა%ზ ბაგრატიონი, ლუკა ისარლიშვილი და სხვ.). შესაძლებელია, იმიტომაც აუარაგვერდი კირიონისა და გრიგოლ ყიფშიძის „სიტყვიერების თეორიას", რომ აქ ცეზურას დიდი როლი აქვს დაკისრებული.
მახვილის შესახებ წერს: ქართული მახვილი რუსულივით თავი სუფალი არ არის, მაგრამ არც მთლად უძრავია. სიტყვის მარცვლობ რივი ზრდის დროს იგი ადგილს იცვლის: მარგალიტს, მარგალიტი, მარგალიტიაო (25, 123). ამით აკაკი გაწერელია ეხმიანება და იმეორებს „ქართული წყობილსიტყვაობის“ ავტორის მცდარ თვალსაზრისს (იხ. ისერგი გორგაძე“).
ოთხმარცვლიან სიტყვაში ალტერნატიულია ორი სხვადასხვა მახვილი. ერთი ჩვეულებრივად ბოლოდან მესამე მარცვალზეა, მეორე კი იმ შემთხვევაში, როცა სიტყვის თავში ორი ხმოვანი თანხმოვნით არ ითიშება (მიუსაფარს), მეოთხეზე გადადის. ეს დაკვირვებაც სერგი გორგაძისგან მოდის (35, 14).
ხუთ და ექვსმარცვლიან სიტყვებში ორი მახვილია. ერთი, ძირი თადი, თავში და მეორე, დამატებითი, ბოლოდან მესამე მარცვალზე. ეს დაკვირვება საგულისხმოა და თანხვდება ბოლოდროინდელ ექსპერიმენტულ მონაცემებს (56, 23)
ავტორი წერს: ქართული ენის სუსტი და ძირითადად ფიქსირე ბული მახვილი სალექსო სტრიქონებში ძლიერდება და დროდადრო გადაადგილდება კიდეც. სიტყვა იძულებულია დეფორმირებული სახით მოხვდეს ტაეპში. ეს მეტრის ზემოქმედებით ხდება. მართალია, ამას ცოცხალი რიტმული ინტონაცია ეწინააღმდეგება, მაგრამ ლექსში იგი ბუნებრივია. ნიმუშად მოტანილია ჩახრუხაძის მაღალი შაირის სტროფში რითმის ცალი „ნარ:ნარი“.
ანალოგიურია: ლანკანთა – პინაკთა, მოსული – სული (უნდა იყოს: ლანკანთა – პინაკთა, მოსული – სული).
ასეთიმკვეთრიდაპირისპირება სასაუბროდასალექსო მეტყველებას შორის ქართულში არ არსებობს.
მახვილთა გადაადგილება ქართული პროსოდიისათვის (ენაში იქნება თუ ლექსში) უმართებულოა.
ექსპერიმენტული ფონეტიკის დაბორატორიაში ჩემს მიერ ჩატა რებულმა ცდებმა არ დაადასტურა აზრი „მერანის“ ცნობილ სტროფში სიტყვათმახვილის გადაადგილების შესახებ („ფიქრი ჩემი“). იგი ბუ ნებრივი მახვილებით იკითხება („ფიერი ჩემი“).
საერთოდ, სმენის ფაქტორი მონოგრაფიაში უკანა პლანზეა გადა ტანილი. ამანაც განსაზღვრა მკაცრი კრიტიკული დამოკიდებულება ედუარდ ზივერსის „ჟღერის ანალიზის თეორიის" მიმართ (25, 20-24).
მონოგრაფიის ავტორის აზრით, ქართული სასულიერო პოეზია (იამბიკოები) სილაბური ბუნებისა იყო, მაგრამ შემდეგ ქართული ლექსი (არსენ იყალთოელი, ჩახრუხაძე, რუსთველი და შემდეგდროინდელი პოეზია) სილაბურ-ტონური გახდა.
არ არის გაზიარებული ლექსმცოდნეობაში დამკვიდრებული თვალსაზრისი: თუ ენაში მახვილი ფიქსირებულია, ლექსწყობა სილაბური უნდა იყოს (25, 134).
სილაბური ლექსისთვის დაუშვებელია სტროფებში სტრიქონთა არათანაბარმარცვლიანობა, წერს ავტორი და მიუთითებს ბესიკის ლექსებზე: „მოვედ აწ, ძმანო“ და „ბულბული მოდის მწუხარებით", რომელთა 14-მარცვლიან სტრიქონებში ცალკეული სტრიქონი 15-მარცვგლიანია (25, 99).
მაგრამ, როგორც ცნობილია, ბესიკი მლეროდა თავის ლექსებს. თარის სიმებს აყოლებული მუხამბაზები კი თითო მარცვლის მეტ ნაკლებობას ითმენდა. ამ დროს ჰანგია საზომის მარეგულირებელი და სილაბურობის დარღვევა არ ხდება.
მთავარი, რაზედაც ზემოთაც ვწერდი,ის არის, რომ მონოგრაფიის ავტორი ლექსს არ კითხულობს რეალური მახვილებით, რეალური ინტონაციით. მისი აზრით, შამში-მელქოს სტრიქონები:
ნეტაე, რა დაგიშავე,
წახველ, სხვა შეიყვარე.
წარმოადგენს „დაქტილისა“ და „მეორე პეონის“ შეერთებას (C„ნე ტავ+რა/დაგიშავე, წახველ+სხვა შეიყვარე"). რა გვიშლის ხელს, რომ პროკლიტიკიანი ფორმები: „რა დაგიშავე“ და „სხვა შეიყვარე“ ერთ მთლიანობაში იქნას აღქმული?! ამით მეტყველების ბუნებრიობაც იქნება დაცული და შვიდმარცვლედის ძირითადი წყობაც – 2/5, რაც სმენისთვის იგივე 4/3-ია.
სასურველი სქემის მისაღებად ავტორი სიტყვებსაც ხლენს: „სა ქართველოს მეფის+საზან:დარი ვარ" (საიათნოვა). ტერფის მიერ სიტყვის გახლეჩა ჩვეულებრივია ტერფოვან – მეტრულ და სილაბურ ტონურ – ლექსწყობებში, მაგრამ მიზანშეუწონელია ქართულისთვის.
ჩემი აზრით, სრულებით არ არის საჭირო სიტყვების, სინტაგმების ხელოვნური სკანდირება, რომ ქართული ლექსის რიტმული დინება მწყობრი და ჰარმონიული იყოს.
საიათნოვას ერთ სტროფში, რომელიც მაღალი შაირით არის და–- წერილი, პირველი ნახევარტაეპი დაბალი შაირისაა – უფრო ზუსტად, დაბალი შაირის ვარიაციას წარმოადგენს (3/3/2): „განა მე /მშიერი/ ვიყავ“, ისეგე როგორც მეორე ტაეპის დასაწყისი – მაღალი შაირის ვარიაციას (2/4/2): „თქვენთან /ლაპარაკი/ მსურდა“.
მონოგრაფიის მიხედვით, სტროფის პირველი ნახევარტაეპი, ისევე როგორც მეორე ტაეპის დასაწყისი მაღალი შაირის წყობას (4/4) უნდა დაექვემდებაროს: „განა მე მში:ერი ვიყავ", „თქვენთან ლაპა:რაკი მსურდა“. ქართულ ლექსში კი ხშირია შაირის სახეობათა შერევა.
სილაბურ-ტონური თეორიის შუქზე, მონოგრაფიის ავტორის მტკიცებანი ლოგიკურია, მაგრამ ქართული ლექსის სილაბურტო ნურობა, ისევე როგორც არასილაბურობა „ქართულ კლასიკურ ლექსში" სათანადოდ არგუმენტირებული არ არის.
ის გარემოება, რომ ქართული ლექსის სტრიქონში არ არის ალექსანდრიული ლექსის ორი მეტრული მახვილი, ცეზურის წინ და სტრიქონის ბოლოს, უკმარია მისი არასილაბურობის დასადასტუ რებლად (იხ. „ცეზურა“, „ქართული ლექსის ბუნება“).
ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა აკაკი გაწერელიას მიერ მოტანილი „ვეფხისტყაოსნის" 925 -ე სტროფის მაგალითი: ქართულ ლექსში „აღსანიშნავია, როგორც იშვიათი მოვლენა, ცეზურის წინ ერთმარცვლიანი სიტყვების აქცენტური ამპლიტუდის სუსტი ამაღლება“:
ამოა, რომე კაცი კაცს/ ამოსა ეუბნებოდეს,
მან გაუგონოს, რაცა თქვას/ არ ცუდად წაუხდებოდეს;
დიდი ლხინია ჭირთა თქმა,/ თუ კაცთა მოუხდებოდეს.
ამ სტროფის 4 სტრიქონიდან იგი სამში გვხვდება. „სიტყვათა მარცვლობრივი განაწილების ცხრილებში“ („მეტრი და რითმა „ვეფხისტყაოსანში“) ამის ანალოგიური სხვაც შეიძლება ვნახოთ.
„ვეფხისტყაოსნის“ სილაბურობის უარსაყოფად არ გამოდგება ერთი და იმავე ზომის სტრიქონებში მახვილთა სხვადასხვა სისტემის არსებობა. ეს იოლად აიხსნება ცეზურათა სხვადასხვაობით.
მონოგრაფიაში ცალკე, დამოუკიდებელ თავადაა წარმოდგენილი რითმა. განხილულია მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი: რითმის გრძლიობა (რითმა და მეტრი"), რითმის ადგილი ტაეპსა და სტროფში, რითმის ევფონია, რითმის სემანტიკა და რითმის ისტორია.
ავტორი ეთანხმება პავლე ინგოროყვას ქართული რითმის ხალ ხურიდან წარმომავლობის თაობაზე. თუმცა სადავოდ მიაჩნია ბოლორითმით შედგენილი ლექსები ხალხურიდან შევიდა ლიტერატურაში თუ პირიქით (25, 196). არც ბიზანტიური რითმის გავლენას გამორიცხავს, რაც „ნიადაგს აცლის რითმის აღმოცენების კვლევისას უფრო გვიან დელი, არაბულ-სპარსული ნაკადისათვის რაიმე მნიშვნელობის მინი ჭებას" (25, 196).
უძველეს ქართულ რითმას უფალი-შეუვალი ვერ ვუწოდებთ ემბრიონალურს. იგი ჩვეულებრივი ასონანსია. არც „ ბორენას საგალობ ლის“ გამართული რითმა შეიძლება ხალხურიდან წარმომავალი იყოს.
არ ვეთანხმები დეფინიციას, თითქოს, რითმა ბგერათა, თუნდაც ბგერათა კომპლექსების განმეორება იყოს. ქართული რითმა თანაჟღე რადი სიტყვების განმეორებაა (იხ. „რითმის რაობა და გენეზისი“).
ავტორს გაიგივებული აქვს რითმა და კლაუზულა. რითმას იწყებს მახვილიანი ხმოვნით (ისევე, როგორც კონსტანტინე ჭიჭინაძე).
შეინიშნება ცალკეული უზუსტობანი: ა) ქართული კლასიკური ლექსი კიბურ რითმას არ იცნობსო. იხ. „ვეფხისტყაოსანი“ (1060): „მიხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან, შეჰფრფვიდიან ავთანდილს“ (25, 197), ეს ხომ კიბური რითმაა?!
ბ) უმართებულოა, თითქოს „ღარიბი რითმა ზუსტი რითმების რიგს ეკუთვნოდეს".
არც შედგენილი რითმების დაყოფა შეიძლება მსუბუქ და მძიმე რითმებად (იხ. „რითმის კლასიფიკაცია“).
მაგრამ საყურადღებოა ავტორის დაკვირვება, რომ ერთმარცვლი ანი რითმა ქართულში ერთმარცვლიანი სიტყვების გარითქვით მიიღება (კვლავ-მკლავ) და გურამიშვილის ტანთ-მონატანთ ერთ მარცვლიანი კი არა, არათანაბარმახვილიანი, უფრო ზუსტად: არა თანაბარმარცვლიანია.
სტროფიკის სფეროში აკაკი გაწერელიამ შემოიტანა თანაბარ მარცვლიანი და არათანაბარმარცვლიანი სტროფების აღმნიშვნელი ტერმინები: იზომეტრული და ჰეტერომეტრული (25, 215, 229), რომლებიც მე იზომეტრულდა ჰეტერომეტრულსაზომებზე გადავიტანე, ხოლო შემდეგ აპოლონ სილაგაძემ იზოსილაბური და ჰეტეროსილაბური საზომებით შეცვალა.
ანგარიში არ ეწევა სერგი გორგაძის აზრს გრაფიკისა და მეტრიკის არაიგივეობის შესახებ. მაგალითად, გურამიშვილის სტროფი –
საყვარელმან სიტყვა ავი მითხრა, გულსაწვავი,
ნეტა რად ვიყო შენია,
სახით ავრიგად შვენია.
(„სიმღერა“)
– ავტორს სამტაეპიანად მიაჩნია (25, 230). სინამდვილეში იგი ოთხ ტაეპიანია: 4/4, 2/4, 5/3, 5/3 წყვილადი რითმით: aabb.
მეტრის ვიზუალური აღქმის შედეგია ისიც, რომ ავტორი, ხედავს რა სტრიქონებში ტერფებს, რასაც „ქორეებისა“ და „მეორე პეონების" მწკრივი იძლევა და სმენისთვის თითქმის შეუმჩნეველია, და ეს შემ თხვევები განსხვავებული საზომების რანგში აჰყავს, მაშინ როცა ცე ზურების მიხედვით ისინი ერთი და იგივე საზომებია (152, 50).
თავისი სქელტანიანი მონოგრაფიით ავტორმა არაერთ პრობლემას მოჰფინა ნათელი. ზოგიერთის შესახებ უკვე მქონდა საუბარი, ზოგსაც ახლა დავუმატებ: ა) პირველადაა აღნიშნული, რომ რვამარცვლიანი საზომისა და ჯვარედინი რითმის შემომტანი ლიტერატურულ ლექსში არჩილ მეფეა (25, 216). ბ) მართებულია სერგი გორგაძის კრიტიკა კატალექტური საზომების გამო (თუმცა, როგორც აკაკი ურუშაძემ შე ნიშნა,უნდა ეწეროს „კატალექტიკა“ და არა „კათალექტიკა") გ) რვულზე საუბრის დროს აღნიშნულია, რომ ზოგიერთი რვული 16-მარცვლიანია,
რაც აბათილებს მცდარ შეხედულებას, თითქოს, რვული საზომის რვამარცვლიანობასაც გულისხმობდეს. დ) მოხდენილია მზამზარეული რეფრენის დახასიათება – „გაქვავებული ფორმა“: „ალილუია, ალილუია, ალილუია“.
„ქართული კლასიკური ლექსის“ ღირსებებზე საუბარი კვლავაც შეიძლება. მაგრამ რადგან აკაკი გაწერელია პოპულარული ავტორია, მის შეხედულებებს ანგარიშს უწევენ და ზოგჯერ უკრიტიკოდაც იღებენ, ზემოთ საჭიროდ ჩავთვალე ზოგიერთ უზუსტობაზე მითითება. ზოგსაც ახლა დავუმატებ.
მაღალი შაირი პირველად ჩახრუხაძესთან გვხვდებაო (25, 248). უფრო ადრინდელია ფილიპეს საგალობელი და „გუნდნი იგი ზეცისანი“.
მონოგრაფიაში ვკითხულობთ: „მკვლევარნი „ვეფხისტყაოსნის“ საზომის ძირებს ხალხურ პოეზიაში ხედავენ... ეს შეხედულება, რომელიც ნ.მარიდან მომდინარეობს, კრიტიკულ დამოკიდებულებას მოითხოვს... საიდან ჩანს, რომ ეს საზომი პირველად ხალხმა გამოიყენა" (25, 93, 297).
„ვეფხისტყაოსნის“ საზომის ხალხური წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს. უძველესი მითოლოგიური ლექსები (მაგალითად, „ნათელ მა მთვარემა ბრძანა"), სამონადირო ციკლი, „ამირანიანის“ ლექსითი ნაწილები შაირითაა შესრულებული. მართალია, ხალხური პოე ზიის ჩანაწერები გვიანდელია, მაგრამ მეტრული სტრუქტურა კონ სერვატიულია, ცვვლილებებს ნაკლებად ემორჩილება.
ხალხური „შავლეგო“ 11-მარცვლიანი ლექსიაო: „შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო“ (25, 262). ლექსი რვამარცვლიანია, ბოლო სამ მარცვლიანი „შავლეგო“ მისამღერია.
ბარათაშვილის „მერანი“ დაწერილია „ბესიკური“ 14-მარცვლიანი საზომითო (25, 276). 14-მარცვლიანი საზომით დაწერილია „მერანის“ ერთი ნაწილი. სტროფების უმეტესობის მეტრი ოცმარცვლიანი ფისტიკაურია.
სულხან-საბა ორბელიანის „იამბიკოს“ – „მრავალთა ჟამთა მოგე ბად თემთა იარო“ ცეზურა რვა მარცვლის შემდეგ აქვს და არა ხუთი მარცვლის შემდეგ. მეორე იამბიკო – „თუცა ღრუბელსა ცვარი ენამა“ კი მიჩნეულია უცეზუროდ. სინამდვილეში კი ეს ტიპიური ათმარცვლედია შუაში ცეზურით.
ე.წ. „აბდულმესიანის“ სტროფში, რომლის ბოლორითმაა: მოპო ვებულ არს – დამტკიცებულ არს – განლაგებულ არს მონოგრაფიის ავტორი ერთმარცვლიან რითმას ხედავს (25, 173). სინამდვილეში კი ბგერითი თანხმობა სამმარცვლიანია: ებულ არს.
ამავე პოემაში უკანაცეზურული რითმის მაგალითად მოტანილია იელიამოსით". მონოგრაფიაში ვკითხულობთ: „ის იწყება ცეზურის შემდეგ და ერითმება მომდევნო ტაეპების (ან ტაეპის) უკანაცეზურულ რითმას“.
უკანაცეზურული რითმა,წინაცეზურულის მსგავსად, ერთი ტაეპის ფარგლებშია მოთავსებული.
მონოგრაფიის ბოლოთავი ლექსის მეტრს ეეძღვნება.მართებულადაა ცალ-ცალკე წარმოდგენილი კლასიკური და ე.წ. აღორძინების ხანის ლექსთა საზომები. კლასიკურ პერიოდში ფაქტიურად სამი სალექსო ფორმა მოქმედებდა: 12-მარცვლიანი იამბიკო, 16-მარცვლიანი შაირი და 20-მარცვლიანი ჩახრუხაული ან ფისტიკაური, ხოლო აღორძინების ხანაში ფორმათა რიცხვი უხვია: ოთხმარცვლიანით დაწყებული და ოცმარცვლიანით დამთავრებული.
ჩემი შენიშვნები ძირითადად ლოკალური სხასიათისაა. საერთოდ კი აკაკი გაწერელიას „ქართული კლასიკური ლექსი“ საეტაპო წიგნია. იგი წარმოადგენს გაგრძელებას და დაგვირგვინებას ქართულილექსწყობის სილაბურტონურობის თეორიისა. 40-იანი წლებიდან 70-იან წლებამდე, მთელი 30 წლის განმავლობაში ქართული ლექსის სილაბურტონურობის თეორია რომ გაბატონებულ თვალსაზრისად ითვლებოდა, ეს აკაკი გაწერელიას ამ წიგნის გამოა.
![]() |
5.1.2.10 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურტონურობის თეორია - პანტელეიმონ ბერაძე |
▲back to top |
კ) პანტელეიმონ ბერაძე
ანტიკური ლიტერატურის სპეციალისტს პანტელეიმონ ბერა ძეს არაერთი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული ქართული ლექსწყობის საკითხებზე: „დაბალი შაირის ბუნებისათვის „ვეფხის-ტყაოსანში“ (1935), „შაირისა და გრძელი შაირის გამოყენების კანონზომიერება" (1937), „რუსთაველის ლექსის რიტმი“ (1938). „ჰექსამეტრი და გრძელი შაირის ლექსი“ (1941), „ქართული ლექსის ბუნებისათვის“ (1944) „ბერძნული დაქტილური ჰექსამეტრის გენეზისისათვის“ (1948) და სხვ.
უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ პანტელეიმონ ბერაძე შედარებითი მეტრიკის მკვლევარია.
ბერძნული დაქტილური ჰეგზამეტრის ერთ-ერთ წყაროს იგი ქართულ სინამდვილეში ეძებს, ქართულ ხალხურ ლექსში, სიმღერასა და ცეკვაში, რაც, ავტორის აზრით, დაქტილური ბუნებისაა.
არაფერს ვიტყვი ხალხური სიმღერისა და ცეკვის დაქტილურ რიტმზე. მაგრამ ხალხური ლექსის, კერძოდ, მთიბლურის დაქტილური ბუნება ეჭვს ბადებს. მთიბლურის მეტრული სქემა არის 5/4 და მისი შეცვლა სამი დაქტილით მიზანშეუწონელია. ეს არ იქნებოდა მთიბლურის რიტმის რეალური აღქმა.
საცილობელია ავტორის სიტყვები: „ცხრამარცვლიანი ლექსი შეუძლებელია შედგენილი იყოს სხვა ტერფებისაგან, გარდა სამმარ ცვლიანისა". თუმცა ავტორი თავად ეყვობს: „საფიქრებელია, რომ ჩვენს თვალწინ არის სამმარცვლიან ტერფთაგან შედგენილი ლექსის ფორმა“.
პანტელეიმონ ბერაძის აზრით, მთიბლურის ცხრამარცვლიანი სტრიქონი (3/3/3) გაორმაგების შემთხვევაში გვაძლევს ჰეგზამეტრის 18-მარცვლედს.
მაგრამ მთიბლური სილაბური ლექსია თავისი მყარი ცეზურით, რომელიც მუხლების გადაადგილების დროსაც კი (4/5) თავის სახეს კარგავს.
ამრიგად, მთიბლურის საზომი არ გამოდგება ჰეგზამეტრის წყაროდ (იხ. „მთიბლური“).
ქართული ლექსის ტერფოვანებაზე ავტორი სხვაგანაც მიუთი თებს. მას წარმოდგენილი აქვს ქორე-დაქტილური ტერფების განლა გების ოთხი სქემა „ვეფხისტყაოსანში“ (22, 215).
ავტორს ქართული მახვილი მოძრავად მიაჩნია: მახვილი იქნება ყოველთვის ტერფის დასაწყისში, სულერთია, სად შეუსწრებს იგი სიტყვას – თავში, შუაში თუ ბოლოში" (23, 20).
სინამდვილეში ქართულ ლექსში სიტყვა თავისი ბუნებრივი მახ ვილითაა შესული და რიტმის შესაბამისად მისი გადაადგილება არ ხდება.
წარმოდგენილი მასალების მიხედვით პანტელეიმონ ბერაძე ქარ თული ლექსის ტერფოვანებისა და სილაბურტონურობის პოზიციაზე დგას.
ამის საპირისპიროდ ნაშრომში „ქართული იამბიკოს შესახებ“ გარკვევით არის ნათქვამი, რომ მახვილი არ შეიძლება აღმოჩნდეს ქართული ლექსის საფუძვლად.
ამავე დროს, პანტელეიმონ ბერაძის სპეციალურ ნარკვევში „ქართული ლექსის ბუნებისათვის“ გიორგი წერეთელმა სილაბური ლექსწყობის დამადასტურებელი ნიშნები დაინახა (129, 108).
აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პანტელეიმონ ბერაძე ძირითადად ქართული ლექსის სილაბურტონურობას უჭერს მხარს.
![]() |
5.1.2.11 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - სილაბურტონურობის თეორია - როლანდ ბერიძე |
▲back to top |
ლ) როლანდ ბერიძე
ნარკვევებში: „თანამედროვე ქართული სტროფის კლასიფიკა ციისათვის“ (1972), „შოთა რუსთაველის რიტმული სვლა“ (1978), „ქართული ლექსის ჭეშმარიტი ბუნების გამო“ (1978) „აკაკი გაწერელია – 70“ (1980,). აგრეთვე, თავის პოლემიკურ წერილებში როლანდ ბერიძე მხარს უჭერს ქართული ლექსის სილაბურტონურობას.
კერძოდ, იგი წერს: „სილაბურ-ტონური ლექსის კანონთა გაუთვა ლისწინებლობამ, აქცენტურ პარალელთა მიუგნებლობამ, ტერფის დანიშნულების ვერ გაგებამ, ქართულში დაქტილური მახვილის უარ ყოფამ და სხვა ხასიათის შეცდომებმა ლოგომეტრულ (ტაეპის სიტყვე ბად დანაწილების) მეთოდში მოიყარა თავი". ან კიდევ: ქართული ლექსის ტერფთა (ქორე, დაქტილი, მეორე პეონი, დიქორე და „ვაჟური ტერფი”) „ნაირნაირი, თავისთავადი, განსაკუთრებული თანრიგი ქმნის ქართული ლექსის ლოგაედურ ბუნებას სილაბურტონურობის ფარგლებში,“.
როლანდ ბერიძე სილაბურ-ტონურ ლექსს ხედავს ქართული ენის დიალექტებშიც („რვამარცვლიანი ხევსურული მაღალშაირის მეტრული კანონი" და სხვ.)
მაგრამ ქართველურიენებისგან (მეგრული, სვანური) განსხვავებით, დიალექტებს საკუთარი ლევსწყობა არა აქვს. არსებობს ხევსურული პოეზია და არ არსებობს ხევსურული ლექსი, ხევსურული ლექსწყობა.
![]() |
5.1.3 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები - ცალკეული დაკვირვებანი |
▲back to top |
ცალკეული დაკვირვებანი
ქართული ლექსის ბუნებაზე საგანგებო მსჯელობის გარდა, მეცნიერები, მწერლები, საზოგადო მოღვაწენი სხვადასხვა ხასიათის თხზულებებში გაკვრით ეხებიან ქართული ლექსის სილაბურობისა და სილაბურტონურობის საკითხს.
1) ფრანგი ქართველოლოგი მარი ბროსე წიგნში „Очерк истории и литературы грузинской“ დავით გურამიშვილის ლექსების განხილვისას წერს: „მისი ლექსების ნახევარი დაწერილია 16-მარცვლიანი მეტრით, შაირით..." სხვა ლექსები ე.წ. ჩახრუხაულით, რომლის 20-მარცვლიანი სტრიქონები... ორ შესვენებად იყოფიან, მე-5 და მე-10 მარცვლებზე... დანარჩენი ლექსები შედგებიან 12-მარცვლიანი სტრიქონებისაგან (ცეზურა მე-5 მარცვალზე)“.
მარცვალთა რაოდენობაზე და ცეზურაზე მითითებით მარი ბროსე ქართულ ლექსს სილაბურად მიიჩნევს.
2) სადებიუტო სტატიაში „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კოზლოვისგან „შეშლილის“ თარგმნაზედა (1860წ.) ილია ჭავჭავაძე შენიშნავს: „აღსარებაში“ ა მიუმატნია („აღსაარება“), „რადგან სილაბი არ გამოდიოდა“ (131, 22).
მხედველობაში აქვს სტრიქონთა მარცვლობრივი გათანაბრება:
ესე ყოველი სახელოვნება არს საიდუმლო აღსაარება.
ეს უკვე სილაბურობის აღიარებაა, ისევე, როგორც ჩახრუხაულის შესახებ ნათქვამი: „მისი ოცმარცვლოვანი, ტყვიასავით მძიმე ლექ სები".
ამავე დროს, ილიას წერილებში, რომლებიც ლექსს, პოეზიას შეეხება, არსად არ არის ნახსენები მახვილი.
„ასამაღლებელი ხმა“, რაც ილიამ გრიგოლ ორბელიანის ურითმო ლექსზე საუბრის დროს იხმარა: „ქართულს სიტყვასაც თავისი ასა მაღლებელიხმა ჰქონია“ (131, 554), მახვილს არ ნიშნავს. იგია «возглас» და არა «ударение» და ეწოდება „ლოცვათა დასასრულებელ ლექსს“ (ნიკო ჩუბინაშვილის ლევსიკონი).
3) წერილში „რაოდენიმე სიტყვა „ჩანგურის“ შესახებ“ (1865წ.), აკაკი წერეთელი ილიას ადრინდელ ლექსებთან დაკავშირებით მიუთითებს: „ლექსების შემარცვლა უსწორმასწოროა.... მარცვლებს აკლებს, რომ ლექსი გამოიყვანოს“ (128, 31). მარცვალთა (ხმოვანთა) დაკლება ჩვეულებრივია ქართულ პოეზიაში: „მეორ მოსვლაა სწორედა“ (ვაჟა). თუმცა აკაკის ეს სიტყვები ქართული ლექსის სილაბურობის მანიშნებელია.
სილაბურობაა ნაგულისხმევი აკაკის საყვედურში ახალგაზრდა პოეტების მიმართ: „კრეჭენ პროზას და გამოუდისთ ვითომ ლექსი“ (აკაკი, XIII, გვ. 280). პროზის გაკრეჭა და ლექსზე დაყვანა სხვა არაფერია, თუ არა პროზაული წინადადებიდან სილაბურობის დაცვით სალექსო სტრიქონის შექმნა. ქართულ ლექსზე საუბრისას არც აკაკი ახსენებს მახვილს.
4) გაზ. „დროების“ 1884 წლის მოწინავე წერილში – “ლექცია „ვეფხისტყაოსანზედ“, გულაკის შესახებ ნათქვამია: „ჩვენ არ ვე თანხმებით პატივცემულ ლექტორს ლექსთაწყობილებაზედ სჯა შიაც (როგორც ცნობილია, ნიკოლოზ გულაკი „ვეფხისტყაოსნის“ ლექსწყობის სილაბურტონურობის მომხრეა, აკ.ხ.), მაგრამ მაინც ჩვენი საზოგადოებისაგან დიდის მადლობის ღირსია იგი, რომ ასეთის სიყვარულით მოეპყრა ჩვენს უკვდავს პოემას" (თამარ ბარბაქაძე, ქართული ლექსმცოდნეობის ანოტირებული ბიბლიოგრაფია, I, 1993, გვ. 34).
5) ალექსანდრე ხახანაშვილს სამაგალითოდ მიაჩნია არქიმან დრიტ კირიონისა და გრიგოლ ყიფშიძის წიგნი „სიტყვიერების თეო რია", კერძოდ, მისი ნაწილი, რომელიც ლექსწყობას შეეხება, მაგრამ რატომღაც იზიარებს ნიკოლოზ გულაკის აზრს ქართულილექსწყობის სილაბურტონურობის შესახებ (გაზ. „ივერია", 1899წ. 62). ამავე დროს, წიგნში „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (1904წ.) ალექსანდრე ხახანაშვილი მამუკა ბარათაშვილის „ჭაშნიკის“ მცდარ ინტერპრეტაციას გვაძლევს: თითქოს, მამუკა ბარათაშვილი ლექსს არჩევდეს როგორც მარცვალთა რაოდენობით, ისე – მახვილით.
ავტორი წერს: „ქართული ვერსიფიკაცია სილაბურ-ტონურია, ესე იგი, ემორჩილება მარცვალთა რაოდენობას და მახვილის მიმოხვრას“ (გვ. 533).
„ჭაშნიკში“ მახვილის ხსენებაც არ არის.
6) გალაკტიონ. ტაბიძის მრავალრიცხოვან ჩანაწერებში არა ერთხელ არის საუბარი ქართული ლექსის ბუნებაზე.
ჩანაწერი „საკითხის დასმისათვის", რომელიც მახვილს ეძღვნება, ოციანი წლებისა უნდა იყოს. პოეტი არ ეთანხმება „ჩვენში გამეფებულ აზრს“, რომ მრავალმარცვლიან სიტყვებში მახვილი ბოლოდან მესამე მარცვალზეა: „საზოგადოდ, არასოდეს მრავალმარცვლოვან სიტყვებში არ ისმის მესამე მარცვალზე მახვილი". ნიმუშად მოაქვს სიტყვები: ბედნიერება, მრავალჟამიერ და სხვა. მისი აზრით, მახვილი სიტყვის დასაწყისშია (თორმეტტომეული, ტ.XII, 1965, გვ.163).
გალაკტიონმა მთელი 50 წლით დაასწრო მეცნიერებას. ჩვენში მხოლოდ 70-იანი წლების დასაწყისში იქნა ექსპერიმენტულად დადას ტურებული, რომ ქართულ მრავალმარცვლიან სიტყვებს ძირითადი მახვილი თავში აქვს (56).
მახვილზე საუბარს მოსდევს განცხადება: „ამ საკითხის გადაჭრით მოსალოდნელია დიდი რეორგანიზაციის მოხდენა ქართულ პოეზიაში“.
გალაკტიონი იმ აზრისა იყო, რომ ენის ბუნებრივი სიტყვათმახვილი უცვლელად უნდა გადადიოდეს ლექსსა და სიმღერაში. პოეტი მიე სალმება დიმიტრი არაყიშვილის მუსიკას დაწერილს მის ლექსზე „პოეზია უპირველეს ყოვლისა“, მაგრამ შენიშნავს: „მე მხოლოდ არ მომწონდაის გარემოება, რომ სიმღერაში მახვილი ეცემოდა ანბან ი-ს: პოეზია,ხოლო მეგობრებო-ში – რე-ს (გალაკტიონ ტაბიძის არექივი, 21370).
გალაკტიონის დაკვირვებით ქართულში მახვილი არ არის რითმის მაწარმოებელი. ბარათაშვილის რითმასთან დაკავშირებით ამბობს: „ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ბარათაშვილი კითხულობდა ლექსს ასე – „ნუ დავიმარხო რის,რის, რის, რის“ (XII. 164). ამის გამო ნათქვამი – „რაც დაუშვებელია", იმას ნიშნავს, რომ გალაკტიონი ფიქრობს: ბარათაშვილი მახვილით არ არეგულირებდა რითმას.
გალაკტიონი ეთანხმება აკაკის, რომელმაც ახალგაზრდა პოეტს მოუწონა ლექსის გაბმით კითხვა.
ლექსის დეკლამირება ჩვეულებრივი საუბრის ტონით, გაბმით კითხვა სწორედ სილაბური ლექსწყობისთვისაა დამახასიათებელი. ერთ ჩანაწერში გალაკტიონი ახსენებს „ცეზურების მოძრაობას“ (XII, 71), რაც აგრეთვე სილაბურ ლექსწყობაზე მინიშნებაა. პოეტი იმეორებს იმ დროს გავრცელებულ თვალსაზრისს: ქართუ ლი ლექსწყობა ფრანგულს ჰგავს – სილაბურია (და არა ტონური), რასაც მოსდევს მისი მსჯელობა: „მართალია ეს თუ არა? მართალია, საზოგადოდ, მაგრამ არის გამონაკლისები“.
ყოველივე ზემოთქმული ქართულილექსის ბუნების შესახებ (რითმა, ცეზურა, გაბმით კითხვა, ფრანგულთან სიახლოვე) გვიდასტურებს, რომ გალაკტიონ ტაბიძეს ქართული ლექსი ძირითადად სილაბურ ლექსად მიაჩნია.
7) იპოლიტე ვართაგავა „სიტყვიერების თეორიაში“ (1922 წ.) ემ ხრობა სერგი გორგაძის აზრს ქართული ლექსის სილაბურტონურობის შესახებ: „ბ.ს. გორგაძემ მკაფიოდ და ცხადად დაამტკიცა ის, რომ მახვილი ქართულ ენასაც აქვს, რომ ქართული მახვილი არსებითად მოძრავია და, რომ, მაშასადამე, ქართული ენა იმ ენათა ჯგუფს ეკუთ ვნის, ანუ ენათესავება, რომელთა ლექსწყობა ტონურ სისტემას ემორ ჩილება“ (თამარ ბარბაქაძე, „ანოტირებული ბიბლიოგრაფია“, I, გვ. 123).
8) ქართული ლექსმცოდნეობის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვ ლენა იყო 1925 წლის 26 მაისს რუსთაველის თეატრში კონსტანტინე ჭიჭინაძის მიერ წაკითხული მოხსენება „ალიტერაცია ქართულ შაირში და „ვეფხისტყაოსნის“ პრობლემა“, რომელიც იმავე წელს ცალკე წიგნად დაიბეჭდა.
ავტორის აზრით, ალიტერაციის ღირსება მარტო მუსიკალური ფაქტორით არ იზომება. იგი მხატგრული სახის შექმნის საუკეთესო საშუალებაა.
კონსტანტინე ჭიჭინაძე თავის წიგნსა და სხვა პოეტიკურ თხზუ ლებებში („ბარათაშვილის პოეტიკა", „რითმა ქართულ ლექსში“, „ვეფხისტყაოსნის“ მეტრი, რიტმი, რითმები" და სხვ.) არ მსჯელობს, თუ ლექსწყობის რომელ სისტემას მიეკუთვნება ქართული ლექსი, მაგრამ დროდადრო, ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, კითხვა უყურადლებოდ არ არის დატოვებული. მაგალითად, ქართული ლექსის მეტრის მსაზღვრელად ავტორს მიაჩნია სალექსო მარცვალთა რაოდენობა და სტრიქონის მარცვალთა გაერთიანება ტერფებად". ხოლო,მისი აზრით, „რიტმი დამყარებულია ტერფების განწესრიგებაზე სტრიქონში“.
რითმასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ქართული „რითმა იზომება მხოლოდ მახვილიანი ბგერის მარჯვნივ მოთავსებული მარცვლების რაოდენობით“ (132, 131), ე.ი. კლაუზულით.
ლექსის ტერფოვანებაზე მითითება და რითმის კლაუზულით დაწყება იმის დასტურია, რომ კონსტანტინე ჭიჭინაძეს ქართულილექსი სილაბურ-ტონური სისტემის ფარგლებში ეგულება.
9) სარგის კაკაბაძის მიერ გამოცემულ „ვეფხისტყაოსანში“ (1927წ.), რომელსაც გამომცემლის გამოკვლევა ერთვის, „ვეფხისტყაოსნის“ ლექსწყობაზეც არის საუბარი. ავტორი წერს: პოემა დაწერილია „ოთხ და ხუთ-სამ მარცვლოვან შაირით, რაც ტონაციის მხრივ გამოიხატება შემდეგნაირად“ და მოტანილია ქორეული და დაქტილური ტერფები.
10) რუსთველოლოგი ვუკოლ ბერიძე პოემის ლექსწყობასაც შე ეხო. ნარკვევში „ვეფხისტყაოსნის“ გარშემო" ვკითხულობთ: „ვეფხის ტყაოსნის" ლექსთა კლასიკური წყობა სილაბურ-ტონურია, ე.ი, დამოკ იდებულია როგორც მარცვალთა რაოდენობაზე, ისე ტონზე (ვუკოლ ბერიძე, „რუსთველოლოგიური ეტიუდები“, 1961).
11) წერილში „ვეფხისტყაოსნის“ პოეტიკიდან" შალვა დოლაქიძე აღნიშნავს: „ვეფხისტყაოსანს“ თავისი განსაკუთრებული ლექსწყობა აქვს. იგი აგებულია სხვადასხვა ტერფებიანი თექვსმეტმარცვლიანი ლექსით. დაბალი შაირი ქორესა და დაქტილისაგან შედგება, მაღალი შაირი – ქორეებისაგან. მოტანილია ტერფების სქემა მახვილიანი და უმახვილო მარცვლების ჩვენებით („ვეფხისტყაოსანი" სკოლაში", 1937, გვ. 148, 146).
12) დავით კობიძის ნაშრომში „ქართული და სპარსული პოეტიკის ისტორიიდან" ვკითხულობთ: „ქართულ ლექსში, როგორც საერთოდ ქართულ მეტყველებაში, გრძელი ხმოვნები არ გვაქვს და, როგორც ვიცით, იგი (ლექსი) დაფუძნებულია მახვილთა განლაგებასთან ერთად მარცვალთა რაოდენობის თანაფარდობაზე“ (169).
ამრიგად, ავტორი ქართული ლექსის სილაბურტონურობას უჭერს მხარს.
13) ნორვეგიელი ქართველოლოგი ჰანს ფოგტი – ავტორი წიგნისა „ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა“ (1961 წ.) ყურადღებას ამახვილებს ქართული ლექსწყობის ბუნებაზე.
წიგნის ქვეთავში „ხმოვანთა სისტემის სტრუქტურა“ ვკითხუ ლობთ: ენათა უმეტესობაში ფონემები იყოფა ორ ძირითად კლასად – ფონეტიკური ხმოვნებისა და თანხმოვნების შესატყვისად. ეს დაყოფა ადვილად დასადგენია ისეთ ენებში, სადაც მარცვალი შეიძლება განისაზღვროს სუპერსეგმენტური ფონემებით (პროსოდემებით), როგორიცაა მახვილი,ტონი,რაოდენობრივი განსხვავება და ა.შ. ამ სახის პროსოდემები ქართულისათვის უცხოა. ფონეტიკური თვალსაზრისით მარცვლის არსებობა ქართულში ეჭვს არ იწვევს. ქართული მეტრიკა, ისევე როგორც ფრანგულისა, ემყარება მარცქელების, ე.ი. ხმოვნების მექანიკურ სათვალავს“ (გვ.10). შემდეგ საუბარია ქართულში ხმოვნებისა და თანხმოვნების განსხვავებაზე დისტრიბუციის თვალსაზრისით.
ამ ამონაწერის მიხედვით, ენათმეცნიერი ჰანს ფოგტი, რომელიც ქართულ ენასაც ფლობდა და ფრანგულ ლექსსაც იცნობდა, შედარებითი ანალიზის მეთოდით ქართულ მეტრიკას ფრანგულის ანალოგიად მიიჩნევს იმ მოტივით, რომ ორივე ემყარება „მარცვლების, ე.ი,ხმოვნების მექანიკურ სათვალავს“. ამავე დროს, მისი თქმით, ქართული ენისთვის უცხოა მახვილი, ტონი.
ენაში მახვილის უქონლობა, მარცვლის აქცენტირება და ლექსის ფრანგულთან სიახლოვე სილაბურობის სასარგებლოდ მეტყველებს.
14) ერთ პირად წერილში ვიქტორ ნოზაძე თავის აზრს უზიარებს დიომიდე ცქვიტინიძეს გიორგი წერეთლის გამოკვლევაზე „მეტრი და რიტმი „ვეფხისტყაოსანში“: „წავიკითხე ესწერილიდაუნდამოგახსენოთ, რომ ძალიან კარგად არის გარჩეული „ვეფხისტყაოსნის“ მეტრისა და რიტმის საკითხი“. ბარათი დაწერილია ციურიხში 1972 წელს („ვიქტორ ნოზაძის წერილები", „ლიტერატურული საქართველო“, 1987, 48). 15) გივი მიქაძის წიგნი „ნარკვევები ქართული პოეტიკიდან“ (1974წ.) ლექსმცოდნეობის მრავალ საყურადღებო საკითხს შეიცავს: ძველ ქართულ ლექსთა სახეები, ანბანთქება, სონეტი და სხვ. ვრცელი რეცენზია ეძღვნება აკაკი გაწერელიას მონოგრაფიას „ქართული კლასიკური ლექსი“.
მართალია, წიგნში საგანგებოდ არ არის საუბარი ქართული ლექსის ბუნებაზე, მაგრამ ავტორისეული შეფასება „ქართული კლასიკური ლექსისა“, რომელშიც, მისი სიტყვებით: „მკაფიოდ და დამაჯერებლადაა დასაბუთებული, რომ ქართული ლექსწყობა მიეკუთვნება სილაბურ ტონური ლექსწყობის სისტემას“ (81, 162), აგრეთვე, მისივე ციტატა წიგნის ერთ-ერთი ქვეთავიდან: „ქართულ ლექსთა კლასიფიკაციის დროს... უნდა გათვალისწინებულიქნას... „მახვილთა განლაგება ტაეპში" (გვ. 85), იმაზე მიუთითებს, რომ გივი მიქაძეს ქართული ლექსწყობა სილაბურ-ტონურად მიაჩნია.
აქვე უნდა ითქვას, რომ დიდი დახმარება გაუწია ქართული ლექ სის მკვლევართ გივი მიქაძის მიერ 1954 წელს შედგენილმა „ქართული პოეტიკის ქრესტომათიამ“.
16) წიგნში „ბერძნულ-რომაული და ქართული ლექსწყობის სა კითხები“ (1980წ.) ძველი ბერძნული და რომაული ლიტერატურის მკვლევარს აკაკი ურუშაძეს ქართული ვერსიფიკაციის შესახებაც აქვს გამოთქმული აზრი; მიაჩნია, რომ ქართული ლექსი არ არის ტერფოვანი აგებულების, მის ქვაკუთხედს შეადგენს მუხლი.
ქართული ლექსის საფუძვლად არ შეიძლება აღმოჩნდეს მახვილი, რასაც ქართულში მხოლოდ მუსიკალურ-გამომსახველობითი ფუნქცია აქვს და არა სტრუქტურული; „არ შეიძლება იყოს მეტრიკული და რიტმული ერთეულების მარეგულირებელი ძალა.“
ავტორი არ იზიარებს ქართული ლექსწყობის სილაბურტონურობის თვალსაზრისს. იმოწმებს სილაბურობის თეორიის დამცველთა ნაშრო მებს. ემხრობა შეხედულებას, რომ ბერძნულ ლირიკულ საზომებში ჩვეულებრივია ერთი გამყოლი ტერფი, რაც შეუსაბამოა ქართული ლეესწყობისათვის (106, 132-134).
აკაკი ურუშაძე ქართული ლექსის სილაბურობის პოზიციაზე დგას.
17) ნარკვევში „რუსთველური ლექსის ახალი კონცეფცია“ ნოდარ ნათაძე მიუთითებს, რომ მახვილების კანონზომიერი განაწილება ტაეპში რუსთველური ლექსის (და საერთოდ ქართული ლექსის) არსებითი ნიშანია. „რუსთველური რითმა გულისხმობს მარცვალთაისეთი ჯგუფის გამეორებას, რომელშიც შედის მახვილიანი მარცვალი და რომელიც მახვილიანი მარცვლით იწყება... რუსთველის ლექსწყობაში არის ისეთი კანონზომიერებანი, რომლებიც, პირიქით, აიხსნება მხოლოდ მახვილისა და „ტერფის“ ტერმინებში. არისკანონზომიერებანი,რომლებიც აიხსნება მარცვალთა რაოდენობისა და „სეგმენტების“ ტერმინებში, როგორც ამას გიორგი წერეთელი ფიქრობს, მაგრამ ვერ აიხსნება მახვილისა და „ტერფის“ ტერმინებში. არის კანონზომიერებანი, რომლებიც, აიხსნება ორივე რიგის ტერმინებში... რუსთველის ლექსწყობის აღწერისას აუცილებელი ხდება, როგორც მარცვალთა რაოდენობის (სეგმენტის ფაქტორი), ისე მისი მახვილიანობის გათვალისწინება" (თამარ ბარბაქაძე, „ქართული ლექსმცოდნეობის ანოტირებული ბიბლიოგრაფია“.II, გვ. 38, ხელნაწერი).
ამრიგად, ნოდარ ნათაძე ქართული ლექსწყობის სილაბურტონურობის მომხრეა.
18) ქართულ ლექსს სილაბურად მიიჩნევს გურამ თეგზაძე წიგნში „ქართული პოეზიის ფენომენი“ (1993).