![]() |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ე |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი
წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.
ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
1 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ევფემიზმი |
▲back to top |
ე
ევფემიზმი
ისეთი ტროპი, რომელშიც ზოგიერთი მოვლენა პირდაპირი დასახელების ნაცვლად შერბილებულად არის გამოსახული.
ევფემიზმი ვულგარიზმის საწინააღმდეგო ცნებაა.
ჩვეულებრივ ვამბობთ – „დაჯექი”. ამავე აზრის ვულგარული შესატყვისი იქნება – „დაეგდე”, ევფემიზმი კი იქნება – „დაბრძანდით”;
ჩვეულებრივ ვამბობთ – „ჭამე”, ვულგარულად „ხეთქე” და ევფემიზმი იქნება – „მიირთვი”.
იხ. აგრეთვე: ვულგარიზმი, ტროპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
2 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ევფონიზმი |
▲back to top |
ევფონიზმი გამოთქმის კეთილხმოვანება – სიტყვაში ბგერათა ისეთი შემადგენლობა, ხმოვანთა და თანხმოვანთა ისეთი კომბინაცია, რომელიც ქმნის კეთილხმოვანებას
(ბერძ.„ევ”– კარგი, სასიამოვნო, „ფონოს”– ხმა).
ანტონიმი: კაკოფონია
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
3 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ელეგია |
▲back to top |
ელეგია
სევდის გამომხატველი ლირიკული ლექსი. ტერმინი „ელეგოს” ბერძნულად ნიშნავს მწუხარე, ანუ სამგლოვიარო სიმღერას. ეს სიტყვა
ბერძნებმა მცირე აზიაში მცხოვრები ხალხებისაგან შეითვისეს. ეს უკანასკნელნი ელეგიას
ფლეიტაზე დასამღერებლად სამგლოვიარო ლექსს უწოდებდნენ. (ელეგია პირდაპირი
მნიშვნელობით სალამური იყო). საბერძნეთის ძველი პატრიოტი მწერალი სიმონიდე ქიოსელი თავის ელეგიებში დასტიროდა
მარათონის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. იგი გამოსთქვამდა სევდას ამქვეყნიური
ცხოვრების ამაოების გამო. ელეგიას, სანამ ის წმინდა ლირიკულ სახედ იქცეოდა, ჯერ
ეპიკური, შემდეგ ლირიკულ–ეპიკური ხასიათი ჰქონდა: იგი სრულდებოდა მოთქმა–სიმღერით
გუნდის მიერ და მოთქმის დროს ერთ–ერთი მთხრობელი ჩამოთვლიდა საინტერესო ეპიზოდებს
გარდაცვალებულის ცხოვრებიდან (შეიძლება აქედან წარმოდგება ქართულ ენაში „მოთქმა”). ლირიკის ეს სახე წარსულში უფრო ფართოდ იყო გავრცელებული. მის გავრცელებას ხელს
უწყობდა მრავალი მიზეზი, როგორც, მაგალითად, ეროვნული და კლასობრივი ჩაგვრა,
მომავლისადმი უიმედობა, პირად ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნება, რომელიმე ძვირფასი
მახლობლის დაღუპვა, სატრფოს ღალატი და სხვ. მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პოეზიაში ელეგიის ნიმუშებია : ნ. ბარათაშვილის – „სულო
ბოროტო”, „ვპოვე ტაძარი”, გრ. ორბელიანის – „ჩემს დას ეფემიას”, ი. ჭავჭავაძის –
„ელეგია”, „გახსოვს ტურფავ”, „მას აქეთ რაკი...”, ა. წერეთლის – „თავო ჩემო”,
„აღმართ–აღმართ”, „ ვედრება” და სხვ. იმისდა მიხედვით თუ რა მოვლენას ასახავს ან რა შინაარსს გამოხატავს, – გვხვდება
ელეგიის შემდეგი ფორმები: პატრიოტული(ი. ჭავჭავაძის „ელეგია”), სატრფიალო(„გახსოვს, ტურფავ”),
ფილოსოფიური(„ფიქრნი მტკვრის პირას”), პესიმისტური (ნ. ბარათაშვილის „სულო ბოროტო”,
ა. წერეთლის „ვედრება”, „ახალი წელი”), საგმირო და სხვ. საბჭოთა პერიოდის ქართულ ლტერატურაში უმთავრესად საგმირო ელეგიის ნიმუშები
გვხვდება. ასეთია, მაგალითად, ს. ჩიქოვანის ლექსი, მიძღვნილი 1942 წელს კავკასიის
დაცვისათვის ბრძოლაში დაღუპულ ვლ. კანკავასადმი: „ყამირი, სისხლით ნაკვები, ნაღმების ქროლვამ მონისლა, ხშირად ელეგიის ერთი და იგივე ნიმუში, მაგალითად, აკაკის „აღმართ–აღმართ” , ერთსა
და იმავე დროს პატრიოტული ელეგიაცაა, საზოგადოებრივ–პოლიტიკურიც და პესიმისტურიც იხ. აგრეთვე: ეპიკური სახე, ეპიგრამა, ლირიკა წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
მტრის საზიზღარი ტანკები მოვარდნენ, ჯახი მოისმა,
არ შედრკი, შეხვდი გარეწართ, სიკვდილთან ჯიქურ მიხვედი,
ორი ურჩხული დალეწე, მოძმეს აუნთე იმედი.
რა გული გქონდა, რა ცეცხლი, ფიქრი მტკიცე და ნათელი
ყაბარდოს ველზე დაეცი, თავდადებული ქართველი!
მოძმეთა მიწას აკოცე, თითქო უთხარი მადლობა,
მტარვალი ბევრი დახოცე, ისევ გინდოდა ადგომა.
ყაბარდოს ველზე იწექი, კაცი ცეცხლი და მამაცი!
რას გიამბობდა მდინარე მშობლიურ მთიდან მქუხარი!
მკვდარი იყავ თუ მძინარე, ბედნიერი თუ მწუხარი!
თითქო სიმშვიდით გეძინა, მტერს ჩაუქციე ნაღველი
და როგორც დროშა გეფინა მკერდზე ვაჟკაცის სახელი.„
![]() |
4 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ელიპსისი |
▲back to top |
ელიპსისი აზრის მოკლედ გამოთქმა სიტყვების გამოტოვების საშუალებით.
„ელიპსისი” ბერძნულად გამოტოვებას ნიშნავს.
„ცხენი – აღმართში”(ხალხური). ამ მაგალითში გამოტოვებულია სიტყვა „გამოდგება“. მის ნაცვლად ხაზია გასმული (-).
ნიმუშები:
„თოფი – მეთოფეს, მეთოფე – სოფელს” (ხალხური) .
ამ მაგალითში გამოტოვებულია სიტყვა „გამოადგება”. უნდა ყოფილიყო: თოფი გამოადგება მეთოფეს, მეთოფე გამოადგება სოფელს.
„კაცს ერთი ხარი ჰყავდა – წიქარა” (ქართული ხალხური ზღაპარი)
გამოტოვებულია: სახელად ერქვა.
ელიპსისი იმით განსხვავდება შეწყვეტისაგან, რომ მისი მეშვეობით გამოტოვებული აზრის მიხვედრა უფრო ადვილია.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
5 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ეპიგრამა |
▲back to top |
ეპიგრამა
მოკლე სატირულ ლექსი, რომელიც მიმართულია რომელიმე პიროვნების, საზოგადოებრივი წრის, ჯგუფის ან დაწესებულების წინააღმდეგ.
ეპიგრამა პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება როგორც „დაწერილი” („ეპი” – ზევიდან და „გრამა” – ნაწერი).
ძველ საბერძნეთში ჩვეულებად ჰქონდათ, შეეწირათ ღმერთებისათვის ნივთი პირად ან საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარი რომელიმე საინტერესო მოვლენის აღსანიშნავად (მტერზე გამარჯვების, ბავშვის დაბადების დასხვა მსგავს მოვლენასთან დაკავშირებით).
ამ ნივთებზე ისინი აღწერდნენ შემწირველის ვინაობას და მოკლედ აღნიშნავდნენ შეწირვის გამომწვევ მიზეზს. ზოგჯერ ღმერთებს სწირავდნენ ღვთაების ქანდაკებებს და მასაც წარწერას უკეთებდნენ. პირველ ხანებში წარწერას არ ჰქონდა პოეტური ხასიათი. შემდეგ კი დაიწყეს წარწერის მოკლე ლექსის სახით ამოკვეთა ან მოჭედვა და იგი მხატვრული ლიტერატურის ნიმუშად გადაიქცა.
ძველ ბერძნულ ეპიგრამას ფართო მნიშვნელობა ჰქონდა.
ამ სიტყვით აღინიშნებოდა სხვადასხვა შინაარსის მოკლე ლირიკული ლექსი (სატრფიალო, სალხინო, ელეგიური, სატირული, სახოტბო და სხვა).
შესანიშნავი მოქანდაკის ფიდიასის მიერ შექმნილ ზევსის ქანდაკებას ასეთი წარწერა ჰქონდა:
„ან ღმერთი ციდან ჩამოვიდა, რომ მისი სახე ეჩვენებინა შენთვის, ფიდიას,
ან შენ თვით აფრენილხარ ზეცას ღმერთის სახილველად”.
ამ ეპიგრამაში აღნიშნული იყო ფიდიასის მიერ შექმნილი ქანდაკების მსგავსება ზევსისადმი. იგი წარმოადგენს ხოტბას, რომელიც ფიდიასს მიუძღვნეს ხელოვნების დიადი ძეგლით კმაყოფილმა ბერძნებმა.
შემდეგ ხანებში ეპიგრამის შინაარსი შეიკვეცა და იგი მოკლე, დამცინავ ლირიკულ ნაწარმოებად გადაიქცა.
ასეთი მნიშვნელობა პირველად ეპიგრამას ძველმა რომაელმა მწერლებმა მიაკუთვნეს (მაგალითად:
ლუკრეციუსმა).
XIX საუკუნის ქართველი მწერლებიდა ეპიგრამებს წერდნენ ა. წერეთელი, ი. ჭავჭავაძე, ვაჟა–ფშაველა
და სხვა პოეტები. აი, რამდენიმე ნიმუში ი. ჭავჭავაძის ეპიგრამებიდან:
რევაზ ანდრონიკაშვილისადმი „ულვაშ–სრული მელოტია, უთაური თავიანი, გ. კ. მუხრანბატონს „კოხტაა და ღობემძვრალა, პატარა და ჩამომხმარი,
ევროპის და რუსეთის ახალ ლიტერატურაში ეპიგრამებს წერდნენ გოეთე, პუშკინი
(ცნობილია პუშკინის მკვეთრი ეპიგრამების სერია იმპერატორ ალექსანდრე I-ზე, რეაქციონერ არაკჩეევისა, არქიმანდრიტ ფოტისა, ბულგარინისა
და სხვათა წინააღმდეგ) და სხვ.
იხ. აგრეთვე: ელეგია, ლირიკა, სატირა, სატირული ლირიკა, პამფლეტი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ხელთ–მლოკი ქონდრის კაცია, დიდ–გულა და ბოხ–ხმიანი,
თუმცა ტანად პატარაა, სხვაფრივ კი კარგა დიდია,
ქვეყანა და ქვეყნის თხოვნა იმას ფეხებზეც ჰკიდია.”
ცხვირ–ნისკარტა, ნიკაპ–წვეტი, უჟმური, განს გამდგარი,
ჭკვით და გულით მოცვეთილა, ქვეყანაზედ უქმად გდია,
თვით მაღლა ზის, – ქვეყნის საქმე მასაც ფეხებზედ ჰკიდია”.
![]() |
6 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ეპიგრაფი |
▲back to top |
ეპიგრაფი<
ნაწარმოების, ან მისი ცალკეული თავის წინ წამძღვარებულ ციტატა, ფრაზა რომელიც
ერთგვარად ახასიათებს ნაწარმოების ძირითად იდეას . ეპიგრაფად გვევლინება მოთხრობის, პოემის, ან საერთოდ მხატვრული ნაწარმოების
სათაურის ქვეშ, ან რომელიმე თავის დასაწყისში წამძღვარებული მინაწერი. ი.
ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობს” სათაურის ქვეშ ამბის დაწყებამდე წამძღვარებული აქვს
ასეთი ეპიგრაფი, ანუ მინაწერი: „რა ქნას კარგმა მონარდემა, დროზე შაში თუ არ მოვა”. ეპიგრაფად უფრო ხშირად გამოყენებულია ხალხური ანდაზები, ნაწყვეტები ლექსიდან,
მხატვრული პროზიდან, აფორიზმები და სხვ. ი. ჭავჭავაძის პოემას
„აჩრდილი” სათაურის ქვეშ ტექსტის დაწყებამდე წამძღვარებული
აქვს ტაეპები „ვეფხისტყაოსნიდან”: „რა ვარდმან მისი ყვავილი, გაახმოს, დაამჭკნაროსა, ეს ეპიგრაფი დიდ დახმარებას გვიწევს „აჩრდილის” ძირითადი თემისა და იდეის
გამოვლენის საქმეში. მისი თემატიკა რთულია, მდიდარია, მრავალსახოვანია, მაგრამ პოემაში სამი საკითხი
იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას: საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი.
დასახელებულთაგან კი ერთი გამორჩეულად ყურადსაღებია. იგი ავლენს მთავარ თემას და
მასში ჩაქსოვილ პოემის მთავარ იდეას. ეს არის არა საქართველოს აწმყო, არა მისი
წარსული, არამედ როგორც წარსულიდან, ისე აწმყოდან გამომდინარე საქართველოს
მომავალი. „საკვირველი არ არის, რომ მის (საქართველოს) წარსული, მისი აწმყო და მერმისი
კვლევის და გამოძიების საგანი შეიქმნეს”, – წერდა ილია ჭავჭავაძე, მაგრამ
მეცნიერული შესწავლისა და მხატვრული ასახვის მთავარი ობიექტი რომ საქართველოს
მომავალია, ეს ფაქტი ილია ჭავჭავაძეს ბევრ თავის ლექსში აქვს გამოვლენილი: „მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი, მეორე ლექსში
„ჩემო კარგო ქვეყანავ” პოეტი თავის ქვეყანას და მკითხველს ამხნევებს: „აწმყო თუ არა გვწყალობს, იგივე იდეა გამოვლენილია
ილიას „აჩრდილში” და ძირითად თემად საქართველოს მომავალია.
სწორედ ამ მომავალზეა გადატანილი ყურადღება პოემის ეპიგრაფად გამოყენებულ ტექსტში.
ეს კი გვიადვილებს პოემის თემისა და იდეის დაზუსტებას. „გლახის ნაამბობი” კი
გვეხმარება გამოვავლინოთ მოთხრობის იდეა. იხ. აგრეთვე: თემა, თემატიკა, პოემა, ტაეპი
წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”.
ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს”.
მომავალი ჩვენია”.
![]() |
7 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ეპიზოდი |
▲back to top |
ეპიზოდი
მხატვრული ნაწარმოების ის ნაწილი, რომელშიც ქვეთემაა განვითარებული, აღწერილია
მომხდარი ამბის ცალკეული შემთხვევა.
მთავარი თემის განვითარების მიზნით მხატვრული ნაწარმოები დაყოფილია ცალკეულ
ნაწილებად და თითოეულ მათგანში განვითარებულია მთავარ იდეაზე დამოკიდებული
ქვეთემები.
„პალიასტომის ტბის” ქვეთემებია:
1. ფოთის ეკონომიკური მნიშვნელობა გურული გლეხისათვის და პალიასტომის ტბა;
2. დავა ტყის შესახებ;
3. ფოთისაკენ ტივის დაცურება;
4. ივანეს და ნიკოს დაღუპვა;
თითოეული ზემოაღნიშნული ქვეთემათაგანი მოთხრობის თემატიკის აუცილებელი ელემენტია,
რადგან მათი საშუალებით ჩვენთვის ცხადი ხდება ყველა ის მიზეზი, გარემო და პირობა,
რაც იწვევს მამა–შვილის დაღუპვას.
მხატვრული ნაწარმოების გეგმა წარმოადგენს ქვეთემების დაწყობა– დალაგებას შესაფერისი
თანმიმდევრობით. ზოგი ავტორი თვითონვე უკეთებს ქვესათაურებს თავის ნაწარმოებს და
ზოგჯერ თვითონვე ჩამოთვლის ნაწარმოების ქვეთემებს სარჩევის სახით. მაგ. „ვეფხისტყაოსანი”
64 ნაწილად არის დაყოფილი.
„ბედი ქართლისა” ორი კარისაგან, ე.ი. ორი მთავარი ნაწილისაგან შედგება.
მასში ორი მთავარი ეპიზოდია. პირველი გადმოგვცემს კრწანისის ბრძოლას, მეორე კი
პოლიტიკური ორიენტაციის ძიებას მტრის შემოსევის შედეგად შექმნილ მდგომარეობაში.
ვაჟა–ფშაველას პოემა „ბახტრიონი” შემდეგი ეპიზოდებისაგან შედგება:
პირველ თავში ავტორი გვიხატავს ბუნების სურათს. მეორე თავიდან ვიგებთ, რომ ხატობის
დღეს სანათა მარტო მისულა სალოცავთან, რათა აღასრულოს მამაკაცური მოვალეობა–ხატს
შესწიროს საკლავი, რადგან მტრის შემოსევის მიზეზით მთელ სოფელში არც ერთი მამაკაცი
აღარ დარჩენილა.
ამას მოსდევს ეპიზოდი, რომელშიც კვირია ატყობინებს სანათას, რომ იგი თუშებმა
გამოგზავნეს ლაშქრის მოსაგროვებლად მტრის განდევნის მიზნით. შემდეგ ეპიზოდში
აღწერილია ფშავ– ხევსურთა ერთობლივი ლაშქრობის სურათი. ლაშქარი ლაშარის ჯვრისაკენ
მიემართება დასალოცად და რჩევის საკითხავად.
ლაშარის ჯვარი გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს ამხედრებულებს და თვითვე ჰპირდება
წინამძღოლობას. ამის შემდეგ აღწერილია ლაშქრის ღრეობა, კვირიას სიზმარი ვეშაპის
დამარცხებისა და მასთან ბრძოლაში დაღუპვის შესახებ.
მას მოსდევს ლელას გამოჩენა ბანაკში და ლაშქრობაში მონაწილეობის სურვილი. ლაშქრის
უარი ლელას თან წაყვანაზე და კვირიასა და ლელას შეთანხმება მტრის ბანაკში შეპარვასა
და თავისიანებისათვის ციხის კარის გაღების შესახებ.
მომდევნო ეპიზოდში საომრად მიმავალ ლაშქარს ეჩვენება, რომ თითქოს წინ მიუძღვის
ლაშარის ჯვარი. შემდეგ ეპიზოდებში აღწერილია ფშავ–ხევსურთა ლაშქრის შეერთება
თუშების ლაშქართან, ბახტრიონის აღება და ლაშქრობის გმირების ბედი.
იხ. აგრეთვე: ახალი პოემა, გამეორება, გაპიროვნება, ეპილოგი, პოემა,
ისტორიული რომანი, კვანძი, კლასიციზმი, კომპონენტი, კულმინაცია, ლირიკული ლექსის
კომპოზიცია, ლირიკული გადახვევა, მოტივი, მხატვრული ნარკვევი, მხატვრული სტილი,
ნოველა, ტერიტორიული დიალექტი, ტრაგედია, ქვეთემა, ჩართული ეპიზოდი, ძირითადი
ამბავი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია :
IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
![]() |
8 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ეპითეტი |
▲back to top |
ეპითეტი მსაზღვრელი სიტყვა, რომელიც დაერთვის საგანს ან მოვლენას და ხაზს უსვამს მის დამახასიათებელ თვისებას.
იმისათვის, რომ ყველა ზედსართავი ან ყოველგვარი განსაზღვრება არ მივიჩნიოთ ეპითეტად, ერთმანეთისაგან უნდა გავარჩიოთ მხატვრული და ლოგიკური განსაზღვრება.
წინადადებაში „სკოლა დავამთავრე”, არ არის განსაზღვრული კერძოდ რომელი სკოლა დავამთავრე, ხოლო წინადადებაში „საშუალო სკოლა დავამთავრე”, უკვე განსაზღვრულია, დაკონკრეტებულია სკოლის ტიპი. ამ მაგალითში სიტყვა „საშუალო” ლოგიკური (აზრობრივი) განსაზღვრებაა. გამოთქმებში „ნაზი ია”, „მოციმციმე ვარსკვლავი” , „შავი ყორანი”, „ანკარა წყარო” – ხაზგასმული სიტყვები მსაზღვრელები არიან, მაგრამ პირველი განსაზღვრება („საშუალო”) ლოგიკური(აზრობრივი) განსაზღვრებაა. მეორე ჯგუფის განსაზღვრება კი არ არის ლოგიკური. ისი გამოყენება არ არის აუცილებელი აზრის გასაგებად, რადგანაც ია რომ ნაზია, ვარსკვლავი რომ მოციმციმეა, წყარო რომ ანკარაა (წმინდაა), ყორანი რომ შავია, ჩვენთვის ეს ისედაც გასაგებია. უკანასკნელი ჯგუფის მსაზღვრელი სიტყვები უფრო მხატვრულად გვისახავენ საგნებს და აძლიერებენ შთაბეჭდილებას. ასეთ განსაზღვრებას მხატვრული განსაზღვრება ანუ ეპითეტი ეწოდება.
ხშირად გვხვდება ისეთი მხატვრული განსაზღვრებაც, რომელიც ერთსა და იმავე დროს ეპითეტიც არის და მეტაფორაც. მხატვრულ ეპითეტ–მეტაფორას მეტაფორული ეპითეტი ეწოდება. მეტაფორული ეპითეტის ნიმუშებია – მოალერსე ნიავი (ნიავს არ ახასიათებს სულიერი საგნის თვისებები), „მხიარული გაზაფხული”, „ანთებული გული”, „ჭაღარა თბილისი”, „თეთრწვერა ზამთარი” და ა.შ.
ზოგჯერ ერთსა და იმავე სიტყვასთან მუდმივად ხმარობენ ერთსა და იმავე ეპითეტს. როგორიცაა, მაგალითად, „კუდა–მელია”, „ტრიალი მინდორი” – ასეთ ეპითეტებს მუდმივ ეპითეტებს უწოდებენ.
ეპითეტებად ძირითადად ზედსართავ სახელებს მოიხმარენ, მაგრამ ასევე გვხვდება მიმღეობისაგან („მოალერსე ნიავი” , „მოდუდუნე მტკვარი”) ან არსებითი სახელისაგან („მხეცი ბატონი”, ცეცხლის ხმები”) წარმოშობილი ეპითეტებიც.
იხ. აგრეთვე: მეტაფორა, მხატვრული სტილი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
9 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ეპიკური სახე |
▲back to top |
ეპიკური სახე ისეთი სახე, რომელსაც მწერალი თხრობის საშუალებით გვიხატავს.(იხ.
ეპოსი)
ლირიკული და დრამატული სახეებიც ეპიკურის პარალელურად იხმარება.
იხ. აგრეთვე: ალეგორიული სახე, ელეგია
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
10 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ეპილოგი |
▲back to top |
ეპილოგი ნაწარმოების ის ნაწილი, რომელშიც ავტორი მოგვითხრობს მოქმედი პირების თავგადასავალს
კვანძის გახსნიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ, ან გვიხატავს საინტერესო ეპიზოდს,
რომელიც ასევე მნიშვნელოვანი დროითაა დაშორებული კვანძის გახსნის მომენტიდან.
„ბაში–აჩუკის” უკანასკნელ თავში აკაკი მოგვითხრობს თავისი გმირების (ელიზბარი,
შალვა და ბიძინა) სიკვდილით დასჯის შესახებ და იქვე გადმოგვცემს ბაში–აჩუკის
შემდგომ ისტორიას. ე. ნინოშვილიც არ ამთავრებს თავის მოთხრობას გოგიას
თვითმკვლელობის აღწერით, არამედ აგრძელებს ამბავს მარინესა და გოგიას შვილების
შესახებ: „გავიდა ამ შემთხვევის შემდეგ რამდენიმე წელი... გოგიას მიდამო თითქმის გავერანდა, გარდა სახლისა, ყველა შენობა ჩამოინგრა. სახლისა
მარტო კედლები–ღა იყო დარჩენილი, სახურავი კი კარგა ხანია დალპა და ჩაიქცა. მაგრამ
აგერ ვიღაცამ დახურა ისლით ეს სახლი და გაიჩინა შიგ „ფუტი”. ეს გახლავთ გოგიას
უფროსი ვაჟი (სხვები კი ჯერ სხვადასხვა პირებისას არიან სამოჯამაგიროდ), რომელმაც,
ეს არის, ცოლი შეირთო და მოუბრუნდა მამის კერას”. როგორც ვხედავთ, ზემოდასახელებული ორივე მოთხრობის სიუჟეტი მთავრდება მოქმედ პირთა
შემდგომი ისტორიის გაცნობით. ეპილოგის შინაარსი კი მარტო ამით არ ამოიწურება: გარდა პერსონაჟთა ცხოვრებისა, ეპილოგში ავტორები უშუალოდ გამოხატავენ თავიანთ
შეხედულებებს თავიანთი პერსონაჟებისა და სხვა მოვლენების შესახებ.
„ოთარაანთ ქვრივის” ეპილოგში ილია ოთარაანთ ქვრივის ცხედართან ხელნაკრავ და თოვლში
წაქცეულ სოსია მეწისქვილეს ათქმევინებს: „ცოცხალზე არ გამახარა წუთისოფელმა და
მკვდარაზედაც არ მატირებთ! ცოდო ვარ, შვილი, ცოდო!” ავტორი უმატებს: „მართლა,რომ
ცოდოა! მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო? ერთიც ეს არის საჭირბოროტო და
წყევლა–კრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისოფელში”.
ე. ნინოშვილიც „გოგია უიშვილის” ეპილოგს ასე ამთავრებს: „ვუნატროთ (გოგიას
ვაჟს–ს.გ.), რომ მამის ბედი აშორებოდეს და უკეთესად წასულიყოს მისი ცხოვრება”. ეპილოგში თვით ავტორის აზრია უშუალოდ გამოხატული. ზემოაღნიშნულის გამო ეპილოგი უფრო
მკვეთრად ამჟღავნებს ავტორის იდეოლოგიას, მის სულისკვეთებას, მის დამოკიდებულებას
მოთხრობაში აღწერილი მოვლენებისა და თავისი გმირებისადმი. ზოგჯერ ეპილოგის
სახელწოდებით ავტორი გვიხატავს ისეთ მოვლენას, სურათს, ან ეპიზოდს, რომელიც მთელი
მოთხრობის ძირითად იდეას ავლენს. ასეთი მნიშვნელობა აქვს ლ. ქიაჩელის „ტარიელ
გოლუას” დასასრულს, რომელსაც ავტორი ეპილოგს უწოდებს: „1905 წ. 17 ოქტომბრის მანიფესტმა ტარიელ გოლუა ციხიდან გაანთავისუფლა. იგი N-ში
დაბრუნდა და გადაბუგული სახლ–კარის კვლავად მოშენების თადარიგს შეუდგა. მთელი
სოფელი ეხმარებოდა ტარიელს, – ვინ ურმით, ვინ სამშენებლო მასალის მიწოდებით, ვინ
ფულით და ვინ შრომით. საჭირო იყო თოვლის მოსვლამდის მოესწროთ და პატარა ფიცრული
მაინც აეგოთ სადგომად. ბეჟანა, რომლისათვის გიოს სალევანო თმა „დაეგდებინებინა”, არ
სცილდებოდა, რათა დაღლილი და დასუსტებული ტარიელი მოესვენებინა. ბარბარეს სხვა
უბედურებასთან ერთად სმენა დაჰკარგოდა და თვალთ სინათლე დაჰკლებოდა. მასთან
განუყრელად იმყოფებოდა თინა და მოვლას და სიყვარულს არ აკლებდა. რამდენად შეეძლო,
ჭირს უმსუბუქებდა, ლევანის მაგივრობას უწევდა. ერთ თვეში სახლიც ააგეს... დეკემბერი იდგა. თოვლს მოეფინა დედამიწა. ციოდა. სოფელ N-ის სამმართველო ხალხით იყო გაჭედილი. აივანზე და კარებდაღებულ ოთახებში
ტევა არ იყო. ახალგაზრდობას სამმართველოს წინ თოვლი დაეტკეპნა და ფეხების ბაკუნით ზედ
შემდგარიყო. არაჩვეულებრივი აღტაცება და სიხარული სუფევდა მათ შორის. აივნის მოაჯირთან დამდგარიყო სტუდენტურ ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა და ხალხს
აგიტაციას უწევდა. კრებას რაზმში ჩასაწერად მოუწოდებდა, რომელიც იმ დღეებში
იმერეთისაკენ უნდა წასულიყო და შავი რეაქციის ძალებს შებრძოლებოდა. ახალგაზრდა სტუდენტის მოწოდებაზე პირველად ვერავის გაებედნა ხმის ამოღება. ამიტომ
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. – მე მოვდივარ! – გაისმა ბოლოს თამამი ხმა
ხალხიდან და წინ წარდგა სვანური ქუდით შუბლზე ჩამოფარებული, თეთრი თმა–წვერ–ულვაშით
მოსილი ტარიელ გოლუა. იგი მოკეთებულიყო ციხიდან გამოსვლის შემდეგ და თუმცა სავსებით
არა, მაინც დაბრუნებოდა ძველებური ვაჟკაცური იერი... უკან კისერთან ქუდქვეშ ჭაღარა
თმის წნული მოუჩანდა – ლევანის სამგლოვიარო – და თავიდან ფეხებამდის შავი ეცვა. ტარიელის ხმის გაგონებაზე და მის დანახვაზე ხალხში ჩოჩქოლი ატყდა, მაგრამ მალე
მიწყდა და სიჩუმე დამკვიდრდა. ახალგაზრდა სტუდენტი შეკრთა. გაკვირვებულად მიმოიხედა. მაგრამ ხალხის ღრმა ფიქრით
მოცულს სახეზე მომხდარის ამოცანა ვერ ამოიკითხა,–მისთვის უცნობი იყო ტარიელ გოლუას
ოჯახის თავგადასავალი. – მეც! გაისმა შემდეგ ცოცხალი, კრიალა ხმა და ტარიელს გვერდით ამოუდგა კოხტად
შეიარაღებული ბეჟანა. – გზა მომეცით, ყმაწვილებო!... ტარიელს გვერდში ამომიყენეთ!... გლახა ბაჩუას სული
მაცხონებინეთ!... მისი მაგივრობა გამაწევინეთ, – გაიმა ტაგუს ხმაც. ხალხი გამოერკვა. სულ მცირე ხანში, რაც კი იქ ახალგაზრდობა მოიპოვებოდა,
ტარიელისაკენ ყვირილით გაეშურა. – ყველანი შენთან ვართ!... მოვდივართ!... ტარიელი მამაა ჩვენი და წინამძღოლი!... –
აღფრთოვანებით ამბობდა ახალგაზრდობა და საყვარელ ადამიანს გარს ეხვეოდა.. ტარიელ გოლუა ისე იდგა მათ შორის , როგორც დროის ქარიშხლით ტოტებშემსხვრეული ,
აქა–იქ კანდაკორძებული , მაგრამ ფესვმაგარი და ტანძლიერი მუხა დგას ხოლმე ახალ
ავარდნილ მწვანე ნორჩ ტყეში”. სინონიმი: ბოლოამბავი იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, იდეა, კვანძის გახსნა, მოთხრობა, სიუჟეტი
წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
![]() |
11 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ეპიტაფია |
▲back to top |
ეპიტაფია საფლავის ქვაზე მინაწერი ლექსი ან მხატვრული აფორიზმი, რომელიც დაკავშირებულია
მიცვალებულის ცხოვრებასთან ან მის სახელთან. „უბისს ავაგე საყდარი, უწყლოსა წყალი გავიღე, ფილოსოფიური შინაარსისაა წარწერა, რომელიც ძველად ერთ–ერთ საფლავის ქვაზე
ამოუკითხავთ: ფრანგმა ბელეტრისტმა
ანრი ბეილმა(სტენდალი) თვითონვე დაამზადა თავის საფლავის ქვაზე
წასაწერი ეპიტაფია: „აქ განისვენებს მოქალაქე არიგო ბეილი: ცხოვრობდა, წერდა, უყვარდა” ზოგჯერ ეპიტაფია მიცვალებულის ქება–დიდებას გამოხატავს. ასეთ შემთხვევაში იგი,
პარალელურად, ხოტბის ნიმუშად გვევლინება. ზოგიერთი ეპიტაფია კი დაცინვას გამოხატავს. ასეთია
ი. ჭავჭავაძის „ხმა სამარიდამ”. დაცინვის გამომხატველი ეპიტაფია სატირული ლირიკის სახეობაა. ეპიტაფია, თუმცა წარსულში მხოლოდ საფლავის ქვაზე წარწერილს გულისხმობდა, ამჟამად
ფართო მნიშვნელობით იხმარება. ამ სახელს ისეთ ლექსებსაც უწოდებენ , რომლებიც
საფლავის ქვაზე არ ყოფილა წარწერილი, მაგრამ გარეგნული ფორმით ჰგავს ეპიტაფიას და
გამოდგება საფლავის ქვაზე წასაწერად. ი. ჭავჭავაძის „ხმა სამარიდამ” საფლავის
ქვაზედ წარწერილი არ ყოფილა, მაგრამ მაინც ეპიტაფიის ნიმუშს წარმოადგენს. იხ. აგრეთვე: ლექსი, სატირული ლირიკა წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
„ეპიტაფიოს” ბერძნულად ნიშნავს კუბოზე ან საფლავის ქვაზე მინაწერს. ზოგიერთ
ეპიტაფიაში მიცვალებულის პირადი ცხოვრების მაგალითის მიხედვით გამოთქმულია აზრი
ადამიანთა ცხოვრების შესახებ. ასეთია, მაგალითად, თამარ მეფის სახელთან
დაკავშირებით გამოთქმული ეპიტაფია:
ისპაანს დავსდე ბეგარა, სტამბოლს ხარაჯა ავიღე,
თეთრ ზღვაში რკინა ჩავაგდე,– ხმელეთი ჩემკენ მოვიღე.
მისრეთს ხმალი ვკარ, დერუბანდს, მუნ საბალახე ავიღე,
ამდენი საქმის მოქმედმაცხრა ადლი ტილო წავიღე”.
„რაც ხარ შენ, ის ვიყავი მე, – რაც ვარ მე, ის იქნები შენ”.
![]() |
12 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ეპიფორა |
▲back to top |
ეპიფორა
ტაეპების ერთგვარად დამთავრება. ეპიფორა არაზუსტი რითმის სახეობაა და მასში იგულისხმება დამსგავსებული ბგერების
გამეორება სიტყვის ბოლოში. მაგ: „უჰ, რა ხანი გასულა, არ ჩანს ღამე გულშავი, წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,, 1977
მთვარე უკვე წასულა, – ჩვენი მშვიდი გუშაგი!” –( ა. მირცხულავა).
იხ. აგრეთვე: ბგერწერა
![]() |
13 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ეპოსი |
▲back to top |
ეპოსი
ლიტერატურის ჟანრი, რომელშიც ავტორი აგვიწერს მისი პიროვნების გარეშე არსებულ
სამყაროს ისე, რომ არ ამჟღავნებს უშუალოდ თავის პირად განწყობილებას. მასში მწერლის
პოზიცია დაფარულია. მწერალი არაფერს ამბობს, ან მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის სახით
ლაპარაკობს საკუთარ განწყობილებათა შესახებ: ჩვენი ყურადღებს ცენტრი გადატანილია
მოქმედ პირთა ურთიერთობაზე, მათ ყოფა–ცხოვრებაზე, მწერლის გარეშე არსებულ
სამყაროზე; მწერლის პირადი განწყობილება, მისი იდეა, ტენდენცია, მიზანდასახულობა
ფარულად, თავისთავად, თვით ავტორის განსაკუთრებული მითითების გარეშე გამომდინარეობს
მის მიერ მოთხრობილისაგან. ეპოსი ბერძნულად თხრობას ნიშნავს. ეპიკურ გვარს შეიძლება ქართულად თხრობითი გვარი
ვუწოდოთ. საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს ამ მხრივ ჰომეროსის პოემები „ილიადა” და
„ოდისეა”.
ამ ვრცელ ნაწარმოებებში ავტორი არსად არ ამჟღავნებს უშუალოდ თავის პირად
განწყობილებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ილიადას” ავტორს არ ჰქონდეს საკუთარი
განცდები თავის გმირთა საბედისწერო ბრძოლებისა და სახიფათო მოგზაურობის აღწერის
დროს. ილია ჭავჭავაძე „კაკო ყაჩაღში” მოგვითხრობს ღამის წყვდიადში მიმავალი მეურმის
ნაღვლიანი სიმღერის შესახებ: „ყველას ეძინა, დღით ფეთქავს რაცა!... პოეტის ეპითეტებით თუმცა უშუალოდ გამოხატულია მეურმის განწყობილება, მაგრამ იმავე
დროს ისინი, როგორც ყოველგვარი პოეტური ხერხები, წარმოადგენენ მასალას თვით ავტორის
განწყობილების გასაცნობად; ხაზგასმულ ეპითეტებში მოჩანს ავტორის დამოკიდებულება
მოთხრობილი ფაქტისადმი (ამ შემთხვევაში ბატონყმობისადმი), მისი განაჩენი ცხოვრების
ამა თუ იმ მხარის შესახებ. ეპოსის ძირითადი თვისება მწერლის პიროვნების გარეშე
არსებული სამყაროს გამოსახვაა. „ყვავი, რომელსაც ეშოვა ხორცი, ერთ ხეზე ჩამოჯდა. დაინახა რა ეს მელამ და მოინდომა
რა მისგან ხორცის გამორთმევა, დაიწყო მისი ქება: თუ რა ლამაზია, რა მშვენიერია იგი
და რომ მას ყველაზე მეტად შეეფერებოდა ყოფილიყო ფრინველთა მეფე, რომ ეს კიდევ
აუცილებლად მოხდებოდა, მას რომ ჰქონებოდა ხმა. ყვავმა, რომელმაც ხორცი გააგდო,
მორთო ხმამაღალი ჩხავილი მელა კი ხორცს მივარდა და სთქვა: „ჰოი, ყვავო! შენ რომ
ჭკუა გქონებოდა, მაშინ არაფერი შეუშლიდა ხელს შენს გამეფებას” – (ეზოპე) ამ ნაწარმოებში არსად არ ჩანს ავტორი და მკითხველის ყურადღება გადატანილია მხოლოდ
ავტორის გარეშე არსებულ მოვლენებზე – ყვავის სიბრიყვეზე და მელას ცბიერებაზე (მათი
საშუალებით ადამიანთა მსგავს ხასიათსა და ყოფაქცევაზე). ავტორის საკუთარი
განწყობილება ეპოსში, ჩვეულებრივ, შენიღბული ან დაფარულია. ავტორის ტენდენცია მისი
დამოკიდებულება ზევით ასახული მოვლენისადმი, უშუალოდ შეუძლია გამოუმუშავდეს
მკითხველსაც თვით ეპიკური ნაწარმოების შინაარსის საფუძველზე. იხ. აგრეთვე: დრამა, მოთხრობა, ლირიკა, მითი, რომანი, პოემა წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
მხოლოდ კი ერთგან ურემი მძიმე
მიჭრიალებდა, გზას აღვიძებდა
და ნაღვლიანად მასზე მეურმე
მწუხარს სიმღერას დაჰღუღუნებდა”.
![]() |
14 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ექსპოზიცია |
▲back to top |
ექსპოზიცია
ლათ. exponere
ლიტერატურული ნაწარმოების ნაწილი, რომელშიც აღწერილია ძირითადი მოქმედების წინარე
ვითარება, აღწერილია ის პირობები, რომელშიც იწყება მოთხრობის ძირითადი ამბავი
(ლათინურად ეს სიტყვა ნიშნავს ახსნა–განმარტებას, ჩვენებას). ავტორი ექსპოზიციაში გვამცნობს, როდის წარმოებს მოქმედება, სად, რა მდგომარეობაში,
ვის შესახებ არის ლაპარაკი და სხვ. ექსპოზიციის ნიმუშია ე. ნინოშვილის „ჩვენი
ქვეყნის რაინდის” პირველი თავის დასაწყისი:
„რკინის გზის სადგურ № -ზე საღამოს ჟამს აუარებელი ხალხი უცდიდა მატარებელს. თუმცა მარტი ილეოდა, მაგრამ საღამოს მაინც კიდევ სიცივემ მოატანა, რადგანაც
ხანგრძლივი წვიმის შემდეგ მხოლოდ წინაღამით დამდგარიყო დარი. მატარებლის მომლოდინე ხალხმა, იგრძნო სიცივე თუ არა, დაანება „პლატფორმაზე”
სეირნობას თავი და იკრიბებოდა სადგურის დარბაზში. მცირეოდენი ხნის განმავლობაში ისე გაიჭედა ხალხით სადგურის დიდი დარბაზი, რომ ერთი
კუთხიდან მეორემდე ძლივს მიატანდით. ქალების ჭვრეტას დაჩვეული ყმაწვილი კაცები არ ერიდებიდნენ ამ დაბრკოლებას და
დაყიალობდნენ ყველა კუთხეში. მეტადრე ვიღაც ორი შეზარხოშებული ყმაწვილი მოუსვენრად
დაეხეტებოდა აქეთ– იქით და მოურიდებლად სჭვრეტდა მანდილოსნებს, რომლებიც კი თვალში
მოეწონებოდათ. ერთი ამ ყმაწვილთაგანი შესანიშნავი რამ იყო თავისი ვაჟკაცური თვალტანადობით. მაღალი
ტანი, სქელი, განიერი ბეჭები და მხვილ– მსხვილი მკლავები, ცოტად ფერნაკლული, სავსე,
ლამაზი პირისახე, მელანივით შავი პატარა წვერი, სწორედ გითხრათ, ძველებურ რაინდს
წარმოადგენდა. ეს ყმაწვილი, რა თქმა უნდა, ქალებსაც არ დარჩათ შეუნიშნავი, ბევრგან იკითხეს
ჩუმჩუმად, ვინ არისო. ერთს ლაზათიანი გულ–მკერდის ყმაწვილ ქალს თვალებზე წყალი
მოსდენოდა ახოვანი ჭაბუკის ჭვრეტით. ერთმა კნეინამ ჰკითხა ნაცნობ მედუქნეს: – ვინ არის ეს ყმაწვილი კაცი? – ეს, კნეინა, ზემოური გახლავთ, ტარიელ მკლავაძე, ცოტა ქეიფის მოყვარე კაცია და
ხშირად ჩამოდის აქ, სტანციაზე, დროის გასატარებლად,–უპასუხა მედუქნემ. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს მამულს კიდევ ებადებიან ამისთანა მოყვანილი ვაჟკაცები!–
თქვა კნეინამ და გაატანა თვალი ყმაწვილ კაცს, რომელიც ამ დროს ვიღაც ქალს
ჩასჩერებოდა თვალებში. – ძლიერ დიდი ვაჟკაცი გახლავთ. ოღონდ ეს არის, როგორც მოგახსენეთ, ქეიფის მოყვარეა
და, სოფლის ამბავი ხომ მოგეხსენებათ, სოფელს ეჯავრება. – მერე რა ვუყოთ, რომ ქეიფის მოყვარეა? შნოც აქვს ქეიფის. ასეთი სრული ქმნილება! – კნეინამ დაუწყო მზერა ყმაწვილკაცს, მაგრამ ისე გონივრულად, რომ ვერც კი
შეამჩნევდით, თუ უმზერსო. ხალხს თანდათან ემატებოდა. ახალმოსულები კითხულობდნენ: „პოეზდმა ხომ არ
გაგვასწრო”–ო და, როცა გაიგებდნენ ჯერ კიდევ ადრეა მატარებლის ჩამოსვლამდეო,
გულდამშვიდებულნი, ვინ ნაცნობს ნახავდა და დაუწყებდა ბაასს, ვინ ხალხს სჭვრეტდა და
ვინ კიდევ სხვა რასმეს აყოლებდა გულს მატარებლის მოსვლამდე. მოვიდა ორი ცხენოსანი– ერთი ქალი და ერთი კაცი. ამათაც იკითხეს მატარებლის მოსვლა. შემდეგ გაისტუმრეს ცხენები, შეიტანეს სადგურში
თავიანთი მსუბუქი ჩემოდანი და პატარა აბგა, დადვეს კედელთან და მატარებლის
მოლოდინში მიეყუდნენ კედელს, რადგანაც თავისუფალი სკამი აღარ მოიპოვებოდა”. მაგალითიდან ვიგებთ, რომ მარტის თვეა, საღამო ჟამია (ვეცნობით დროს, როდესაც ხდება
ტარიელისა და დესპინეს შეხვედრა), ხალხი ჯერ რკინიგზის სადგურის ბაქანზე და შემდეგ
მოსაცდელ დარბაზში ელოდება მატარებელს (ვეცნობით ადგილს, სადაც იწყება მოქმედება),
სადგურის დარბაზშია შეზარხოშებული ტარიელ მკლავაძე და მისი მეგობრები, იქვე არიან
ახლადმოსული სპირიდონ მცირიშვილი და მისი მეუღლე (ვეცნობით მთავარ მოქმედ პირებს ). თუმცა ექსპოზიცია უმთავრესად თხზულების დასწყისშია, მაგრამ შეიძლება მას ავტორმა
უფრო დაგვიანებითაც მიმართოს. „გოგია უიშვილში” ავტორი მოგვიანებით გვაცნობს მოქმედი პირების ვინაობას და მათ
მდგომარეობას. „კაკო ყაჩაღში” ილია ჭავჭავაძე ექსპოზიციამდე მთელ რიგ მოვლენებს გვიხატავს: იგი
აგვიწერს საღამოს სურათს, ზაქროს შეხვედრას მეურმესთან, ზაქროს შეხვედრას კაკოსთან,
ზაქროს ბავშვობას და ამ მოვლენების შემდეგ აამბობინებს ზაქროს იმ ვითარების (მამის
ავად გახდომა) შესახებ, რომელშიც დაიწყო ძირითადი ამბავი, ე.ი. წინააღმდეგობა
ზაქროს მამასა და ბატონს შორის. ავტორი ზაქროს თხრობის სახით გვიხატავს მისი ოჯახის მდგომარეობას, რამაც აიძულა
ზაქროს მამა ბატონთან წასულიყო სათხოვნელად. სწორედ ეს ადგილი, სადაც ზაქრო განმარტავს, თუ როდის და რა პირობებმა აიძულა
მამამისი ბატონთან წასულიყო, არის „კაკო ყაჩაღის„ ექსპოზიცია. „კაკო ყაჩაღში” ეს
ადგილი გვიან არის მოცემული. ასეთ ექსპოზიციას შენელებული ექსპოზიცია ეწოდება. მოთხრობაში შეიძლება რამდენიმე ამბავი, რამდენიმე მოქმედება იყოს და ამის
შესაბამისად ყველა ამბავს ჰქონდეს თავისი ექსპოზიცია. იხ. აგრეთვე: მოთხრობა, პირდაპირი ექსპოზიცია, კვანძი, ლირიკული ლექსის კომპოზიცია,
სიუჟეტი წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977