ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2)



ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2)

შეადგინეს მ. საბაშვილმა და მ. ჭაბაშვილმა

1 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ა

▲back to top


1.1 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ა

▲back to top


- 1. ზმნის ნაშთი ”არს”, ”არის”: თუმც ა მზე; სად ა; ვინ ა შენებრად; ჴრმლით ა შემარცხვენალი; მძლედ ა; ვინც ა; საწესიერს ა; ანაგებით ა; ეს რომ ა; ეს ავი სით ა; დიადი მით ა.

2. აი: ა, მულღაზარი, ა სურმა; ა გრძელობს; ა რავი; ა რეა; ა ქამით მორჩი; ა ხალიფასი; ვნახეთ ა სერი ; ა ქარავანი ; ა წყარო.

1.2 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აბანაკება

▲back to top


აბანაკება - ბანაკის აშლა, აყრა: ა, ბანაკებით აბანაკებით აი, ბანაკებიდან აშლით ან აყრით.

1.3 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აბეზარი

▲back to top


აბეზარი - მოშორებული, მოცილებული.

1.4 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აბეზარობა

▲back to top


აბეზარობა - ვისგანმე მოშორება, მოცილება, რისამე ან ვისიმე ზიზღება, შეძულება.

1.5 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აბეზარ-ქმნა:

▲back to top


აბეზარ-ქმნა: - ძმა ძმისაგან აბეზარ იქმნა - ძმა ძმას მოსცილდა, ძმა ძმისაგან განმარტოვდა, მოშორებულ იქნა; აბეზარ-გიქმნივარ- მოგძულებივარ, შეგზიზღებივარ.

1.6 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აბეზარ-ქმნილი

▲back to top


ბეზარ-ქმნილი - მოცილებული, განშორებული, მოძულებული ვისგანმე ან რისგანმე (მაგ., კაცისაგან, ღვთისაგან, სიყვარულისაგან).

1.7 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აბლაობა

▲back to top


აბლაობა - უვიცობა, უმეცრება, უბირობა, უსწავლელობა.

1.8 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აბჯარი

▲back to top


აბჯარი - საბრძოლო იარაღთა სახელწოდება, საჭურველი.

1.9 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ადამეთი

▲back to top


ადამეთი - ადამიანთა საცხოვრისი.

1.10 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ადამიერი

▲back to top


ადამიერი - ადამიანი, ადამის ჩამომავალი.

1.11 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ადამის ტომი

▲back to top


ადამის ტომი - ადამიანთა მოდგმა, ადამის ჩამომავლობა, ადამიანები.

1.12 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ადამის შვილი

▲back to top


ადამის შვილი - ადამიანი, კაცი.

1.13 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ადრაგუნი

▲back to top


ადრაგუნი - სამკურნალო მცენარის ალისფერი ყვავილი.

1.14 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აელება

▲back to top


აელება - „ხმათ შეწყობა სირთაგან” (საბა), ფრინველთა გალობა: ააელესო- ფრინველთა მსგავსად გალობა დაიწყესო.

1.15 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აერთა

▲back to top


აერთა - იხ: ერთი.

1.16 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ავადი

▲back to top


ავადი - ბელადი, წინამძღოლი.

1.17 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ავად შველა

▲back to top


ავად შველა: ავად მიშველეთო - ცუდად მიშველეთო.

1.18 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ავაზა

▲back to top


ავაზა და სხვაგან: ვეფხვის ჯიშის ცხოველი, რომელსაც მოშინაურების შემდეგ ნადირთა დასაჭერად იყენებდნენ.

1.19 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ავარი

▲back to top


ავარი - ნადავლი, ალაფი.

1.20 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ავი

▲back to top


ავი - ცუდი: რად ვიქმ ავსა საქმესა - რად ვიზამ ცუდ საქმეს; ავისა მუტრიბისა - ცუდი მომღერალ-დამკვრელის; ავი ქმარი - ცუდი ქმარი; ავი სახლი; ბუმბერაზნი ავნი; არ ავი დია - არ ცუდი ქალი, ე.ი.კარგი, კეთილი ქალი; უცნი ავითა- სიავით, სიცუდით უცნობო; იტყვის იგავსა, ართუ იგ ავსა - ის ამბობს კარგ იგავს, არა თუ ცუდსა; ვინ თქვა იგ ავნი- ვინ თქვა, რომ იგი ცუდი (იგავებია)?
ავლ-ი - ზღუდე, გალავანი: აქვს სვე დიდ ავლად- ბედი აქვს მას დიდ გალავნად, სიმაგრედ.

1.21 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ავქცეობა

▲back to top


ავქცეობა - ცუდი საქციელი, ცუდი მოქცევა; არაჲთ ღონითა არ იავქცეოს - არას გზით ცუდი საქციელი არ ჩაიდინოს, ცუდად არ მოიქცეს.

1.22 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ავცნობა

▲back to top


ავცნობა - ცუდგონებიანი, უგუნური, ჭკუათხელი.

1.23 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ავცნობობა

▲back to top


ავცნობობა - უგუნურობა, ჭკუათხელობა.

1.24 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აზავირი

▲back to top


აზავირი - აზავერი, ტვირთის საზიდავად გახედნილი ხარი.

1.25 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აზატი

▲back to top


აზატი - თავისუფალი, განთავისუფლებული.

1.26 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აზდენი

▲back to top


აზდენი - ამდენი.

1.27 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აზომ

▲back to top


აზომ - ამდენად, ასე.

1.28 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ათაბეგი

▲back to top


ათაბეგი - ათაბაგი.

1.29 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ათვალვა

▲back to top


ათვალვა: ათვალეთ- მოძებნეთ, მიათვალ-მოათვალიერეთ.

1.30 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ათძალი

▲back to top


ათძალი - ათლარიანი (ათსიმიანი) საკრავი ინსტრუმენტი.

1.31 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აკაკი

▲back to top


აკაკი - „წითელი ფერის ძვირფასი ქვა” (იუსტ.აბულაძე).

1.32 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აკუმი

▲back to top


აკუმი - ხვავი, გროვა: მარგალიტისა აკუმი; ოქრო აკუმად დაასხა - ოქრო გროვად დაყარა, დააწყო.

1.33 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ალაბასტრი

▲back to top


ალაბასტრი - ნელსაცხებლის შესანახი ჭურჭელი.

1.34 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ალავა

▲back to top


ალავა - ხმელი ბალახი, თივა.

1.35 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ალავერტი

▲back to top


ალავერტი - ბალახის სახელწოდება.

1.36 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ალალი

▲back to top


ალალი: შენნი სისხლნი დასაღვრელად ალალნი,ალალია - (სამართლიანია, კანონიერია), რომ შენი სისხლი დაიღვაროს.

1.37 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ალაფი

▲back to top


ალაფი - ნადავლი, ბრძოლის დროს მოპოვებული ქონება.

1.38 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ალაღება

▲back to top


ალაღება: ალაღდა- გაამაყდა, გათამამდა.

1.39 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ალაღებული

▲back to top


ალაღებული - გათამამებული, გაამაყებული.

1.40 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ალვა

▲back to top


ალვა: ალვის ხე. ალოი; სურნელოვანი საკმეველი ნივთიერება, რომელიც მზადდება ალვის ხის მერქნისაგან.

1.41 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ალმედად

▲back to top


ალმედად - "მხარიღლივ" (საბა).

1.42 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ალმური, არმური

▲back to top


ალმური, არმური - ცეცხლის ალი და კვამლი ერთად შერეული; ”ღრუბელ-ნისლი ძლიერი და ქარიანი” (საბა).

1.43 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ალყა

▲back to top


ალყა - რკალი, წრე; თმის ღერო; ლითონის სიმი.

1.44 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ამანტი

▲back to top


ამანტი - უწველი (ცეცხლგამძლე) ხე.

1.45 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ამართვა

▲back to top


ამართვა: ამართნა თვალნი - თვალები გაახილა.

1.46 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ამარტა

▲back to top


ამარტა - ქარვა.

1.47 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ამბარი

▲back to top


ამბარი - საკმეველი სურნელოვანი ნივთიერება.

1.48 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ამება

▲back to top


ამება: აწ ამეთავსა - ახლა თავს აამე, ასიამოვნე.

1.49 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ამირა

▲back to top


ამირა - მბრძანებელი, უფროსი, ემირი, ქვეყნის მმართველი.

1.50 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ამირაობა

▲back to top


ამირაობა: ესეთი ამირაობა ვინ მოგცა ჩემზედა - ვინ მოგცა ასეთი ბატონობის (მბრძანებლობის) უფლება ჩემზე?
ამირ-სპასალარ-ი - მთავარსარდალი, მხედართმთავარი.

1.51 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) -ამირ-სპასალარობა

▲back to top


ამირ-სპასალარობა - მხედართმთავრობა, მთავარსარდლობა.

1.52 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ამოხმა

▲back to top


ამოხმა - ამოღება, ამოხდა, ამორთმევა, ამოცლა.

1.53 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ამოჴოცა

▲back to top


ამოჴოცა: ამოღება, ამოწმენდა.

1.54 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ამჴედრება

▲back to top


ამჴედრება: ამჴედრდესოდეს - როდესაც ცხენზე შეჯდეს.

1.55 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ამჴედრებული

▲back to top


ამჴედრებული - ამხედრებული ცხენზე შემჯდარი.

1.56 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ანაგები

▲back to top


ანაგები 1.

ტანადობა, გარეგნული მოყვანილობა: უსწორო ანაგებითა- შეუდარებელია (უბადლოა) გარეგნული მოყვანილობით, ტანადობით.

1.57 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აღმართული

▲back to top


აღმართული, აშენებული, გაჩენილი: ღმრთისაგან ანაგები ვარ; აქვს-ღა გოდოლნი ანაგებითა.

1.58 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აგებული

▲back to top


აგებული რამეზე: გულსა უწყალოდ ანაგებითა - გულში უწყალოდ (ისრის) გაყრით, განწონებით, გარჭმით.

1.59 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ანაქვსიანი

▲back to top


ანაქვსიანი: უცხოდ აგებულ-ანაქვსიანო- საუცხოოდ, უმაგალითოდ გაჩენილო და ტან-აყრილო (ანაქსოვო).

1.60 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) -ანგარი

▲back to top


ანგარი ვერცხლისმოყვარე; ადამიანი, რომელიც სიმდიდრის შეძენისათვის ყველაფერს ჩაიდენს.

1.61 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ანდამატი

▲back to top


ანდამატი - ალმასი.

1.62 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ანეული

▲back to top


ანეული - „ზაფხულის ნახნავი” (საბა).

1.63 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ანთრაკი

▲back to top


ანთრაკი - ძვირფასი, ალისფრად მოელვარე თვალი.

1.64 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) -აოჴრებული

▲back to top


აოჴრებული - გავერანებული, ჩანგრეული, ჩატეხილი (ხიდი).

1.65 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - არგანი

▲back to top


არგანი - ჯოხი, კეტი.

1.66 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - არდაგი

▲back to top


არდაგი - „წელს ქვევით მოსაფარი” (საბა), მოსასხამი.

1.67 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - არდამი

▲back to top


არდამი - მცენარის სახელწოდება: არდამი ვარდა - არდამი გავარდდა, ვარდად იქცა.

1.68 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - არე

▲back to top


არე - 1.პლანეტა მარსი: შენ არე მთენი არ გგვანდეს; რად მზეობს არე.

1.69 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ატმოსფერო

▲back to top


ატმოსფერო, ჰაერის სხვადასხვა ფენა: განათლდა არე; არეთა მთენი; ართუ არედ ა.შენ არე მთენი.

1.70 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - არიფი

▲back to top


არიფი - ძმაბიჭი, თანამესუფრე, მოზიარე (რამეში), სწორი, მეგობარი.

1.71 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - არმური

▲back to top


არმური - იხ: ალმური.

1.72 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - არნი

▲back to top


არნი - „გარეული ცხვარი” (საბა), ჯიხვი; არნისაებრ- ჯიხვსავით.

1.73 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - არსება

▲back to top


არსება: ვინ არსე ბანი - ვინც (რომელმაც) დააარსე (შეჰქმენ) ცის კამარა.

1.74 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - არსი

▲back to top


არსი - მყოფი, არსება, სულიერი ქმნილება.მნათობი.

1.75 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - არს-ქმნა

▲back to top


არს-ქმნა - არსის ქმნა, შესაქმე, ქვეყნიერებისა და სულიერ არსებათა შექმნა, გაჩენა.

1.76 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - არტახი

▲back to top


არტახი - ”ბრტყელი და მაგარი შესაკრავი” (საბა); ტახტი, დივანი, სკამლოგინი (იუსტ.აბულაძე).

1.77 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - არჯალი

▲back to top


არჯალი ურცხვი, უსაძაგლესი, ”ურცხვად ანჩხლი” (საბა).

1.78 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ასაბადი

▲back to top


ასაბადი სამიზნო ნიშანი, სასროლად დასამიზნებელი წერტილი, ”სასაგნო” (საბა).

1.79 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ასაბი

▲back to top


ასაბი „მტერზედ მიმყოლი, შემწე“ (საბა), ბრძოლაში დამხმარე მოკავშირე, თანამებრძოლი, მშველელი.

1.80 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ასაყარი

▲back to top


ასაყარი მებრძოლთა გასამგზავრებელი ან ასაშლელი სიგნალი, რომელსაც აძლევდნენ ბუკით ან ნაღარით.აქედანაა მიღებული გამოთქმა ”ასაყრელი ბუკი”.

1.81 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ასკატა

▲back to top


ასკატა ერთგვარი ფრინველის სახელწოდება.

1.82 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ასპარეზი

▲back to top


ასპარეზი: ასპარეზითა ვიმღერი - ვასპარეზობ; ასპარეზსა სცემდის - საასპარეზოდ გადიოდა; ასპარეზითა გვემღერა - გვეასპარეზა.

1.83 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ასპარეზობა

▲back to top


ასპარეზობა სამხედრო და სპორტული ვარჯიშობა-თამაშობა (მშვილდოსნობა, ჩოგნით ბურთაობა, დოღი, ფარიკაობა და მისთ.); ასპარეზობდა; იასპარეზეს.

1.84 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ასპიტ-ცემული

▲back to top


ასპიტ-ცემული გველნაკბენი.

1.85 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ასუბუქება

▲back to top


ასუბუქება: ასუბუქდი ამჩატდი, გაქარაფშუტდი, სიდინჯე დაკარგე, თავი შეირცხვინე.

1.86 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ასუბუქებული

▲back to top


ასუბუქებული ამჩატებული, გაქარაფშუტებული, თავშერცხვენილი.

1.87 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ასწორებული სწორი

▲back to top


ასწორებული სწორი, ბადალი, შესადარი, გათანაბრებული.

1.88 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აუარი

▲back to top


აუარი აუქცეველი, რასაც გვერდი არ აევლება.არა უარო გვერდი - არ აუქციო (აუარო), არ უარყო.

1.89 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აუგიანობა

▲back to top


აუგიანობა სახელგატეხილობა, შერცხვენილობა, გაბასრულობა.

1.90 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აუგობა

▲back to top


აუგობა: გეაუგებოდეს საძრახისად მიგაჩნდეს.

1.91 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აფთი

▲back to top


აფთი ცულისმაგვარი გრძელტარიანი და ბრტყელპირიანი მახვილი.

1.92 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აღბორგება

▲back to top


აღბორგება გულისწყრომა, გაშმაგება; აღბორგნეს გაგულისდნენ, გაშმაგდნენ.

1.93 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აღგება

▲back to top


აღგება: აღეგო აშენდა, აგებულ იქნა.

1.94 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აღვირ-ნასხმევი

▲back to top


აღვირ-ნასხმევი აღვირასხმული, ლაგამამოდებული.

1.95 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აღმართებული

▲back to top


აღმართებული - აღმართული.

1.96 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აღმორჩება

▲back to top


აღმორჩება აღმოცენება, ყლორტების ამოყრა: გენიშნეს ლაშას აღმორჩებანი - გენიშნა ლაშა გიორგის დაბადება.

1.97 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აღნათქმიერი

▲back to top


აღნათქმიერი აღთქმული.

1.98 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აღრაცხვა

▲back to top


აღრაცხვა დათვლა, აღრიცხვა.

1.99 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აღფრტვინვა

▲back to top


აღფრტვინვა: აღიფრტვინვეს ტლინკები აყარეს, აკუნტრუშდნენ.

1.100 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აღჴოცა

▲back to top


აღჴოცა: აღიჴოცა აიწმინდა, მოცილებულ იქნა.

1.101 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აშკმობილი

▲back to top


აშკმობილი პირდაღებული, პირდაღრენილი.

1.102 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აშქაფუთიდევანი

▲back to top


აშქაფუთიდევანი დევთა გამოქვაბული; ციხე, სადაც მოაბადმა ვისი დაამწყვდია.

1.103 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აჩენა

▲back to top


აჩენა: აგვიჩნდა გამოჩნდა, დავინახეთ (ქალაქი); უცხოდ ამიჩნდითო- უცხოდ გხედავთო.

1.104 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აწყვედა

▲back to top


აწყვედა: დახოცვა, განადგურება, მოსრვა, მოსპობა.

1.105 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აჭრა

▲back to top


აჭრა: გახელებული აიჭრა - გაგიჟებული წამოხტა, წამოვარდა ზეზე.

1.106 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ახმა

▲back to top


ახმა: აიხვნა კინენი - აიღო დიდი, მსხვილტარიანი შუბი; აიხვნა ხიშტნი.

1.107 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ახოვანი

▲back to top


ახოვანი „ტანად დიდი და ძლიერი” (საბა), მხნე.

1.108 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ახოვნება

▲back to top


ახოვნება სიმხნე, ძლიერება.

1.109 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - ახორი

▲back to top


ახორი - თავლა, ბოსელი, საჯინიბო.

1.110 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) -ახრა

▲back to top


ახრა: ჴელი აუხარახელით თვალები მოიჩრდილა და ისე დაიწყო ყურება.

1.111 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აჴდა

▲back to top


აჴდა მოხსნა, გახდა (აბჯრისა).

1.112 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აჯა

▲back to top


აჯა ვედრება, მუდარა, ხვეწნა, სათხოვარი; ღმერთსა ეაჯებოდის- ღმერთს ევედრებოდა; არ მიაჯია ესე ჭირი - ეს ჭირი არ მითხოვია; სიკვდილსა იაჯდა- სიკვდილს ივედრებდა, იხვეწიდა, ნატრობდა.

1.113 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აჯაბი

▲back to top


აჯაბი საკვირველება.

1.114 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - აჯება

▲back to top


აჯება: ომისა აჯება ჴამს - საჭიროა ომის გამოთხოვა.