უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი





საბიბლიოთეკო ჩანაწერი:

ლექსიკონის შექმნის თარიღი: 1989

კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება

ლექსიკონის აღწერა: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია ენათმეცნიერების ინსტიტუტი სარედაქციო საბჭო: ი. აბაშიძე (თავმჯდომარე), ა. კობახიძე, ქ. ლომთათიძე, ა. საყვარელიძე, ც.ცერცვაძე, მ. ჭაბაშვილი, ბ. ჯორბენაძე

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია

რედაქტორები ა. კობახიძე, მ. ჭაბაშვილი

თბილისი.

განხილული და მოწონებულია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ

1 წინასიტყვაობა

▲back to top


წინასიტყვაობა

არსებობს უცხოურ პირთა და გეოგრაფიულ სახელთა გადმოცემის გარკვეული ტრადიცია და მათი მართლწერა ძირითადად მყარია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარაფერია მოსაგვარებელი. ხშირად გვაქვს ცალკეული სახელების პარალელური ფორმები. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მაგალითად, ერთი და იმავე გეოგრაფიული ადგილის ან პიროვნების სახელის ერთი ფორმა შემოსულია უშუალოდ იმ ენიდან, რომლის კუთვნილებაცაა იგი, მეორე - სხვა ენის (ყველაზე უფრო ხშირად რუსულის) მეშვეობით; სიტყვა ნასესხებია ან მისი დაწერილობის, ან გამოთქმის მიხედვით (ვეიმარი - ვაიმარი, კლიბერნი - კლაიბერნი, ებერდინი - აბერდინი); ზოგჯერ ესა თუ ის სახელი მცდარად იხმარება (ოგაიო - ოჰაიოს ნაცვლად, ბირმინჰემი - ბირმინგემის ნაცვლად, შტუტჰარტი - შტუტგარტის მაგივრად, ჰიბრალტარსაც კი შეხვდებით გიბრალტარის ადგილას). სხვადასხვა პირს სხვადასხვაგვარად გადმოაქვს ქართულად ზოგი სიტყვა (მიუნხენი და მიუნჰენი, ციურიხი და ციურიჰი, ბრეხტი და ბრეჰტი, კელნი და კიოლნი ან კოლნი). ეს არც არის გასაკვირი - ითარგმნება დიდძალი ლიტერატურა, საგაზეთო მასალა. მთარგმნელები ბევრ სიძნელეს აწყდებიან უცხოური საკუთარი სახელების გადმოღებისას, გვხვდება სიჭრელე მათ ქართულ დაწერილობაში. ხშირად მთარგმნელებს სხვადასხვა შეხედულება აქვთ ამა თუ იმ სახელის ქართულად გადმოცემასთან დაკავშირებით.

კარგა ხანია მომწიფებულია უცხოურ საკუთარ სახელთა უნიფიკაციის საკითხი. უნიფიკაციის საჭიროებამ განსაკუთრებით იჩინა თავი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის (ქსე) შემდგენელთა წინაშე. აუცილებელი იყო ენციკლოპედიაში შესულ სახელთა გადმოცემის მოწესრიგება. შეძლებისდაგვარად ეს გაკეთდა უკვე გამოცემული „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების“ I კრებულისა (1970 და 1986) და ვ. თოფურიას და ივ. გიგინეიშვილის მიერ შედგენილი „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ (1968) მონაცემების მიხედვით, აგრეთვე ცალკეული ენების სპეციალისტთა აზრის გათვალისწინებით.

უცხოურ საკუთარ სახელთა უნიფიკაციის მიზნით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1970 წლის დადგენილების შესაბამისად შედგენილია „საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1988) და წინამდებარე „უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“. ამ ლექსიკონებში შესულია საკუთარი სახელები, რომლებიც კი გვხვდება ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიასა (ტტ. I-II, 1975-1987) და დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში (Большая Советская Энциклопедия, III გამოც., ტტ. I-30, 1969-1978).

ლექსიკონი, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ორთოგრაფიულია და ამდენად მისი ძირითადი დანიშნულებაა უჩვენოს მკითხველს, თუ როგორ იწერება ქართულად ესა თუ ის უცხოური სახელი. ამავე დროს მოცემულია ძალიან მოკლე განმარტება (ვინ არის ესა თუ ის პიროვნება) და დაბადება-გარდაცვალების თარიღები1

აინშტაინ-ი (Einstein) ალბერტ - გერმანელი ფიზიკოსი (1879-1955).

თაგორ-ი რაბინდრანათ - ინდოელი მწერალი და მოაზროვნე (1861-1941).

რუზველტ-ი (Roosevelt) ფრანკლინ დელანო - აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (1882-1945).

ოგჯერ ძირითად სახელთან ერთად მოცემულია მისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული პარალელური სახელი (სახელები).

იბ

ნ სინა, აბუ ალი იბნ სინა (ლათინიზებული - ავიცენა)...

ზოგჯერ სახელი ცნობილია ორგვარი დაწერილობით (განსხვავება ფონეტიკურია). ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთს აქვს მინიჭებული უპირატესობა და დეფინიცია მასთანაა მოცემული, ხოლო მეორესთან მითითებაა:

დირიხლე, იხ. დირიკლე.

ვილსონ-ი, იხ. უილსონი.

* * *

თანხმოვანფუძიან სახელებში სახელობითი ბრუნვის ნიშანი ი გამოყოფილია და ანბანის რიგში არ შედის. მაგ., ჯერ არის ვილდ-ი, შემდეგ - ვილდგანს-ი, მაგრამ თუ სიტყვის ბოლოში ი ფუძისეულია (ე.ი. უცხო ენაშივე აქვს იგი სახელს), რა თქმა უნდა, გამოყოფილი არ არის და ანბანის რიგში ჩათვლილია (პუჩინი, სკარლატი, დონიცეტი...).

არაბული გვარების არტიკლი ალ- ანბანის რიგში არ ითვლება: ალ-ბირუნი - ბ-ზე უნდა ვეძებოთ, ალ-კაზვინი - კ-ზე, ალ-მაარი - მ-ზე.

ქალთა უცხოური (ფრანგული, ინგლისური, გერმანული) თანხმოვანფუძიანი სახელები ქართულში შემოსულია რუსულის გზით (ა დაბოლოებით): ჟანა, ჟანეტა, ანეტა, მადლენა, ჰენრიეტა (ან გენრიეტა), ალისა, ინეზა და მისთ. მაგრამ ბოლო ათწლეულებში, როდესაც მხატვრული ლიტერატურა ამა თუ იმ ენიდან უპირატესად უშუალოდ ითარგმნება, მდგომარეობა შეცვლილია. ასეთი სახელები უკვე გადმოაქვთ დედნისეულ ფორმასთან მიახლოებით და გვაქვს ჟოზეფინ-ი, ფრანსუაზ-ი, მადლენ-ი, ჟენევიევ-ი, მარგარეტ-ი, გერტრუდ-ი, ელიზაბეთ-ი, ბრიჟიტ-ი, რუთ-ი, ლილიან-ი, ნიკოლ-ი, ვივიენ-ი და ა.შ.

კაცისა და ქალის ზოგი ფრანგული სახელის ფუძე საერთოა. განსხვავება დაბოლოებაშია (და ერთგვარად წარმოთქმაშიც). მაგ., Jean (კაცის სახელი), Jeanne (ქალისა; ქართულად ორივე გამოითქმის როგორც ჟან. ასევე Simon (კაცისა), Simone (ქალისა), ქართულად სიმონ; Daniel (კაცისა), Danielle (ქალისა) - დანიელ; Gabriel (კაცისა), Gabrielle (ქალისა) - გაბრიელ.

ლექსიკონში საკუთარი სახელები შეტანილია ძირითადად იმ რედაქციით, რომლითაც ისინი შევიდა ქსე-ში.

ქსე-ში შესული საკუთარი სახელების რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს ქსე-ის უფროსმა სამეცნიერო რედაქტორმა კონა გიგინეიშვილმა და სხვადასხვა ენის სპეციალისტებმა: პროფ. ნიკო ყიასაშვილმა (ინგლისური), დოც. ნუნუ ქადეიშვილმა (ფრანგული), პროფ. ნოდარ კაკაბაძემ (გერმანული), პროფ. ალექსი ლეკიაშვილმა და პროფ. ვლადიმერ ახვლედიანმა (არაბული), აკად. სერგი ჯიქიამ და წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა ცისანა აბულაძემ (თურქული), პროფ. ჯემშიდ გიუნაშვილმა (სპარსული), დოც. გრიგოლ ნახუცრიშვილმა (ინდური ენები), უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნისან ბაბალიკაშვილმა (ებრაული). კონსულტაციას გვიწევდნენ: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გრიგოლ გიორგაძე (ძვ. აღმოსავლეთი), დოც. სტანისლავ რავიჩი (პოლონური), პროფ. აკაკი ურუშაძე (ახ. ბერძნული).

ლექსიკონის მთელი მასალის პირველადი რედაქცია ეკუთვნით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ივანე გიგინეიშვილს, ენათმეცნიერების ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელს მიხეილ ჭაბაშვილს და უფროს მეცნიერ-თანამშრომელს ალექსანდრე კობახიძეს (1982 წლიდან).

რედაქტირებაზე იმუშავეს აგრეთვე თსუ-ის უფროსმა მასწავლებელმა არიანე ჭანტურიამ (ინგლისური), დოც. ნუნუ ქადეიშვილმა (ფრანგული), პროფ. ნოდარ კაკაბაძემ (გერმანული), პროფ. ვლადიმერ ახვლედიანმა (არაბული), პროფ. ჯემშიდ გიუნაშვილმა (სპარსული); კონსულტაციას გვიწევდნენ პროფ. აკაკი ურუშაძე (ახ. ბერძნული), ფილოლ. მეცნ. კანდიდატი შალვა გაბესკირია (თურქული); უცხოენოვან ბგერათა გადმოცემის წესების თაობაზე სასარგებლო შენიშვნები მოგვცა დოც. შუქია აფრიდონიძემ.

იმ ევროპული ენებიდან შემოსული სახელების მართლწერის დასადგენად, რომელთა სპეციალისტები არ გვყავდა, ვიყენებდით რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენციკლოპედიებს და ვცდილობდით, შეძლებისდაგვარად ადეკვატურად გადმოგვეცა ისინი.

რაც შეეხება ჩინურ, იაპონურ, კორეულ და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნების (პაკისტანი, შრი-ლანკა, ნეპალი, ბირმა, ტაილანდი, ლაოსი, კამპუჩია, ვიეტნამი, ფილიპინები, ინდონეზია, მონღოლეთი), აგრეთვე აფრიკის მკვიდრთა ენებიდან შემოღწეულ სახელებს, ისინი გავმართეთ ძირითადად რუსულის მიხედვით. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამ სახელებში გვხვდებოდა ბგერა ჰ, რომელიც რუსულში არ არის, ვეყრდნობოდით უცხოური ენციკლოპედიების ჩვენებას.

ლექსიკონს საბოლოო რედაქცია გაუკეთეს მ. ჭაბაშვილმა და ა. კობახიძემ. აწყობილი ტექსტი მთლიანად წაიკითხა და გააკონტროლა ა. ჭანტურიამ. რედაქტორებს დიდი დახმარება გაუწიეს ქსე-ის სალიტერატურო კონტროლის რედაქციის უფროსმა სამეცნიერო რედაქტორებმა მზიური დუგლაძემ და მანანა მაკალათიამ. ინგლისური საკუთარი სახელების დამუშავებაში რედაქტორებს ეხმარებოდნენ ქსე-ის სამეცნიერო რედაქტორები ელადა ჯაში და რუსუდან ფოფხაძე.

* * *

ევროპული ენებიდან ნასესხები საკუთარი სახელების ქართული მართლწერა ემყარება ქვემოთ მოყვანილ წესებს.

_____________

1. ჩვენი საუკუნის ზოგი მოღვაწის გარდაცვალების წლის დადგენა ვერ მოხერხდა (ბოლო მონაცემები აღებული გვაქვს საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონიდან - Советский Энциклопедический Словарь, 1986).

2 ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერისა და ბგერათკომპლექსის გადმოცემა ქართულში

▲back to top


ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერისა და ბგერათკომპლექსის გადმოცემა ქართულში*

გერმანული

aa - აა (და არა: ა): Aachen - აახენ-ი

ä ან ae - ე: Gräbner - გრებნერ-ი, Graebe - გრებე, Güldenstaedt - გიულდენშტედტ-ი.

ch - ხ (და არა: ჰ): Zürich - ციურიხ-ი, Buchenwald - ბუხენვალდ-ი, Bochum - ბოხუმ-ი.

ch - კ (და არა: ქ): Christoph - კრისტოფ-ი, Christian - კრისტიან-ი.

ck - კ: Dick - დიკ-ი, Becker - ბეკერ-ი.

dt - დტ: Schmidt - შმიდტ-ი, Brandt - ბრანდტ-ი.

ee - ეე (და არა: ე): Bodensee - ბოდენზეე.

ei და ey - აი: Einstein - აინშტაინ-ი, Braunschweig - ბრაუნშვაიგ-ი, Heinrich - ჰაინრიხ-ი, Beyer - ბაიერ-ი, Weydemeyer - ვაიდემაიერ-ი.

eu - ოი: Bleuler - ბლოილერ-ი, Feuerbach - ფოიერბახ-ი, Eugen - ოიგენ-ი, მაგრამ (ტრადიციის გამო) Euler - ეილერ-ი.

h - ჰ: Hamburg - ჰამბურგ-ი, Hermann Hesse - ჰერმან ჰესე.

h (არ გამოითქმის):

ა) სიტყვის ბოლოს: Neuloh - ნოილო.

ბ) r-ს შემდეგ: Rhowolt - როვოლტ-ი.

გ) ხმოვნის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს თანხმოვანი: Behling - ბელინგ-ი, Behrendt - ბერენდტ-ი.

დ) ხმოვნის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს e: Hohenzollern - ჰოენცოლერნ-ი.

ie - ი: Dietrich - დიტრიხ-ი, Griesbach - გრისბახ-ი.

ö და oe - ე (და არა: იო ან ო): Köln - კელნ-ი (და არა: კიოლნ-ი ან კოლნ-ი), Schönberg - შენბერგ-ი (და არა: შონბერგ-ი), Röntgen - რენტგენ-ი, Wilamowitz-Moellendorf - ვილამოვიც-მელენდორფ-ი, Ötztaler Alpen - ეცტალის ალპები.

ph - ფ: Philipp - ფილიპ-ი, Gryphius - გრიფიუს-ი.

q - კ (და არა: ქ): Quedenfeldt - კვედენფელდტ-ი (და არა: ქვედენფელდტ-ი).

s (ხმოვნის წინ) - ზ: Sommerfeld - ზომერფელდ-ი, Salzburg - ზალცბურგ-ი, Saarbrücken - ზაარბრიუკენ-ი.

ss და ß - ს: Lessing - ლესინგ-ი, Fluss ან Fluß - ფლუს-ი.

st - სტ (სიტყვის თავში - შტ): Stephan - შტეფან-ი, Steiner - შტაინერ-ი.

th - თ: Lothar - ლოთარ-ი, Abendroth - აბენდროთ-ი, Thüringen - თიურინგია, მაგრამ (ტრადიციის გამო) ტ: Thälmann - ტელმან-ი.

tz - ც: Fritz - ფრიც-ი, Moritz - მორიც-ი, Leisewitz - ლაიზევიც-ი.

u - უ: Ludwig - ლუდვიგ-ი, Gluck - გლუკ-ი.

ü - იუ: Büchner - ბიუხნერ-ი, Lübeck - ლიუბეკ-ი.

v (გერმანულ სახელებში) - ფ: Bremerhaven - ბრემერჰაფენ-ი, Vogt - ფოგტ-ი, Vogel - ფოგელ-ი.

v (უცხო წარმოშობის სახელებში) - ვ: Crivitz - კრივიც-ი.

x - ქს: Axel - აქსელ-ი, Alex - ალექს-ი.

y - ი: Ryck - რიკ-ი.

z - ც: Salzburg - ზალცბურგ-ი, Zimmerwald - ციმერვალდ-ი.

დანიური

ch - კ: Christopher - კრისტოფერ-ი, Christian - კრისტიან-ი (და არა: ქრისტოფერ-ი, ქრისტიან-ი).

d (ზოგჯერ არ იკითხება): Richard - რიჩარ-ი, Nordskov - ნორსკოვ-ი, Gunhild - გუნჰილ-ი.

eg - აი: Hegn - ჰაინ-ი.

hj - ი: Hjalf - იალფ-ი.

nd - ნ: Hjortlund - იორტლუნ-ი, Linderstrøm-Lang - ლინერსტრემ-ლანგ-ი.

s - ს: Ågesen - ოგესენ-ი.

sj - შ: Sjaellander - შელანერ-ი.

ø ან ö - ე: Brøndal - ბრენდალ-ი, Ørsted - ერსტედ-ი, Bergstrøm - ბერგსტრემ-ი.

å ან aa - ო: Ålborg - ოლბორგ-ი.

ესპანური

c (e, i, y-ს წინ) - ს: Cesar - სესარ-ი, Andalucia - ანდალუსია, Algeciras - ალხესირას-ი, Asuncion - ასუნსიონ-ი.

c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოში) - კ: Jalisco - ხალისკო, Costa Rica - კოსტა-რიკა, Cuba - კუბა.

ch - ჩ: Echeverria - ეჩევერია, Chinchilla - ჩინჩილია.

g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - გ: Ygnacio - იგნასიო, Guernica - გერნიკა.

g (e, i-ს წინ) - ხ: Angel - ანხელ-ი, Algeciras - ალხესირას-ი, San Jorge - სან-ხორხე, Lago Argentino - ლაგო-არხენტინო.

gu (e, i-ს წინ) - გ: Guernica - გერნიკა, Miguel - მიგელ-ი, Guillen - გილიენ-ი.

gu - გვ: Guadalajara - გვადალახარა, Guatemala - გვატემალა, Paraguay - პარაგვაი.

h (არ გამოითქმის): Hector - ექტორ-ი, Huelva - უელვა, Halen - ალენ-ი. გამონაკლისია: Honduras - ჰონდურას-ი, Haiti - ჰაიტ-ი, La Habana - ჰავანა.

j - ხ: Juan - ხუან-ი, Jorge - ხორხე, José - ხოსე, Guadalajara - გვადალახარა, Jimenes - ხიმენეს-ი.

lla - ლია: Antilla - ანტილია, Sevilla - სევილია, Valladolid - ვალიადოლიდ-ი.

lle - ლიე: Rio Gallegos - რიო-გალიეგოს-ი, Alle - ალიე, Valle del Cauca - ვალიე-დელ-კაუკა.

llo - ლიო: Hermosillo - ერმოსილიო, Trujillo - ტრუხილიო.

llu - ლიუ: Caballuco - კაბალიუკო.

ña - ნია: Cataluña - კატალონია.

ño - ნიო: Marañon - მარანიონ-ი.

ñu - ნიუ: Bañusca - ბანიუსკა.

que - კე: Enrique - ენრიკე, Siqueiros - სიკეიროს-ი.

qui - კი: Quintana - კინტანა, Quito - კიტო.

s - ს: Santa Rosa - სანტა-როსა, Formosa - ფორმოსა, Rosario - როსარიო.

x - ს: Extremadura - ესტრემადურა.

z - ს: Juan Fernandez - ხუან-ფერნანდეს-ი, Fortaleza - ფორტალესა, Zaragoza - სარაგოსა, Cádiz - კადის-ი, Guzman - გუსმან-ი.

ინგლისური

a - ა: Aberystwyth - აბერისტუით-ი, Adams - ადამს-ი, Franklin - ფრანკლინ-ი, Cardiff - კარდიფ-ი.

a - ეი: David - დეივიდ-ი, Davis - დეივის-ი, Graves - გრეივზ-ი.

a - ო: Galsworthy - გოლზუორთი.

a - ე: Birmingham - ბირმინგემ-ი, Jackson - ჯექსონ-ი, Mary - მერ-ი.

ae - ი: Aegis - იჯის-ი, Caesar - სიზარ-ი.

ai და ay - ეი: Clay - კლეი, Medway - მედუეი, Gray - გრეი.

ai - ე: Cairns - კერნზ-ი.

au და aw - ო: Austin - ოსტინ-ი, Pauling - პოლინგ-ი, Shaw - შო.

c (e, i, y-ს წინ) - ს: Cecil - სესილ-ი, Cinderford - სინდერფორდ-ი.

c (სხვა შემთხვევებში) - კ (და არა ქ): Catherine - კათრინ-ი (და არა: ქეთრინ-ი), Caistor - კეისტორ-ი, Corwen - კორუენ-ი, Atlantic City - ატლანტიკ-სიტი.

ch - ჩ: Chichester - ჩიჩესტერ-ი, Churchill - ჩერჩილ-ი.

ch (ბერძნული და, აგრეთვე, გერმანული წარმოშობის სახელებში) - კ: Christina - კრისტინა, Christopher - კრისტოფერ-ი (და არა: ქრისტინა, ქრისტოფერ-ი), Ulrich - ულრიკ-ი.

ck - კ (და არა: ქ): Pocklington - პოკლინგტონ-ი, Cockermouth - კოკერმუთ-ი.

dg - ჯ: Bridgetown - ბრიჯტაუნ-ი.

e - ი: Beresford - ბერისფორდ-ი, Eden - იდენ-ი, Exeter - ექსიტერ-ი.

e - ე: Reston - რესტონ-ი, Manchester - მანჩესტერ-ი.

ea - ი: Beadnell - ბიდნელ-ი, Deanston - დინსტონ-ი, Seaborg - სიბორგ-ი, Dearborn - დირბორნ-ი.

ea - ეი: Breakspear - ბრეიქსპირ-ი.

ee - ი: Green - გრინ-ი, Lee - ლი, Peekskill - პიქსკილ-ი, Seebom - სიბომ-ი.

ei - ი: O'Neill - ო'ნილ-ი, Keith - კით-ი.

ei - აი: Steinbeck - სტაინბეკ-ი.

eu და ew - იუ: Matthews - მათიუზ-ი, Dewsbury - დიუზბერი.

ew - უ: Andrew - ენდრუ (და არა: ენდრიუ).

ew - უი: Lewis - ლუის-ი.

ey - ი: Sidney - სიდნი.

g (a, o, u-ს წინ და სიტყვის ბოლოში) - გ: Donegal - დონეგოლ-ი, Dolgarog - დოლგაროგ-ი.

g (e, i, y-ს წინ) - ჯ: George - ჯორჯ-ი, Gerald - ჯერალ-ი, Rogers - როჯერზ-ი.

ზოგჯერ ამ პოზიციაში გამოითქმის როგორც გ: Gertrude - გერტრუდ-ი, Gilbert - გილბერტ-ი.

gh - გ: Birmingham - ბირმინგემ-ი.

h - ჰ: Hillary - ჰილარი, Hubert - ჰიუბერტ-ი, Harrisson - ჰარისონ-ი.

i - აი: Caroline - კაროლაინ-ი, Whitehead - უაიტჰედ-ი, Dwight - დუაიტ-ი, Brierly Hill - ბრაიერლი-ჰილ-ი.

i - ი: Brighouse - ბრიგჰაუზ-ი, Littleton - ლიტლტონ-ი.

i - ე: Firth - ფერთ-ი.

k - კ (და არა: ქ): Katherine - კათრინ-ი (და არა: ქეთრინ-ი), Keats - კიტს-ი, Kevin - კევინ-ი.

o და oa - ოუ: Cope - კოუპ-ი, Sevenoaks - სევენოუქს-ი.

o - ო: Gordon - გორდონ-ი, Rogers - როჯერზ-ი, Coventry - კოვენტრი.

oe - ოუ: Sillitoe - სილიტოუ.

oo - უ: Moor - მურ-ი, Goodman - გუდმენ-ი, Blackpool - ბლაკპულ-ი.

ou და ow - აუ: Grout - გრაუტ-ი, Brownville - ბრაუნვილ-ი, Bower - ბაუერ-ი.

ou - უ: Coupar Angus - კუპარ-ანგუს-ი, Bournemouth - ბორნმუთ-ი.

ou - ა: Douglas - დაგლას-ი.

ow - ოუ: Lowell - ლოუელ-ი.

p - პ (და არა: ფ): Portia - პორშია, Parker - პარკერ-ი.

ph - ფ: Josephine - ჯოზეფინ-ი, Philip - ფილიპ-ი.

qu - კუ (და არა: ქუ): Quine - კუაინ-ი, Quincy - კუინს-ი.

s - ს: Burns - ბერნს-ი, Bakersfield - ბეიკერსფილდ-ი.

s - ზ: James - ჯეიმზ-ი, Charles - ჩარლზ-ი, Brisbane - ბრიზბენ-ი, Graves - გრეივზ-ი.

s (ზოგჯერ არ გამოითქმის): Long Island - ლონგ-აილენდ-ი.

sh - შ: Shakespeare - შექსპირ-ი.

ss - ს: Furness - ფერნეს-ი.

t - ტ (და არა: თ): Coventry - კოვენტრი, Hubert - ჰიუბერტ-ი.

t (ზოგჯერ არ გამოითქმის): Christmas - კრისმას-ი, Whistler - უისლერ-ი.

tch - ჩ (t არ გამოითქმის): Fletcher - ფლეჩერ-ი, Dutch-Harbour-დაჩ-ჰარბორ-ი.

th - თ: Arthur - ართურ-ი, Elizabeth - ელიზაბეთ-ი, Jonathan - ჯონათან-ი, Macbeth - მაკბეთ-ი, Catherine - კათრინ-ი, Thornton - თორნტონ-ი, Thackeray - თეკერეი, Plymouth - პლიმუთ-ი.

th - დ: Sutherland - სადერლენდ-ი.

th - ზ: Rutherford - რეზერფორდ-ი.

th (რამდენიმე სახელში) - ტ: Anthony - ანტონი, Thomas - ტომას-ი, Thames - ტემზა, Theresa - ტერეზა.

tz - ც: Fitzgerald - ფიცჯერალდ-ი.

u - უ: Arthur - ართურ-ი, Julian - ჯულიან-ი.

u - იუ: Canute - კანიუტ-ი, Hubert - ჰიუბერტ-ი, Dunkerque - დიუნკერკ-ი, Butte - ბიუტ-ი.

u - ა: Butler - ბატლერ-ი, Russell - რასელ-ი, Sullivan - სალივან-ი, Sumner - სამნერ-ი.

u - ე: Churchill - ჩერჩილ-ი, Ogburn - ოგბერნ-ი, Burbank - ბერბანკ-ი.

w - უ: William - უილიამ-ი, Wellington - უელინგტონ-ი, Warren - უორენ-ი, Windsor - უინძორ-ი.

w - ვ: Washington - ვაშინგტონ-ი, Darwin - დარვინ-ი.

x - ქს: Oxford - ოქსფორდ-ი.

x - გზ: Alexander - ალეგზანდერ-ი.

y - აი: Dyson - დაისონ-ი, Argyll - არგაილ-ი, Bryce Canyon - ბრაის-კანიონ-ი.

y - ე: Byrd - ბერდ-ი, Byrne - ბერნ-ი.

z - ზ: Elizabeth - ელიზაბეთ-ი.

იტალიური

c (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - კ: Cadore - კადორე, Cursolo - კურსოლო, Macchi - მაკი.

c (e, i-ს წინ) - ჩ: Cesare - ჩეზარე, Cimarosa - ჩიმაროზა.

cc - კ: Dallapiccola - დალაპიკოლა.

cc - ჩ: Boccaccio - ბოკაჩო, Vespucci - ვესპუჩი, Contucci - კონტუჩი.

ch - კ: Cherubini - კერუბინი, Michele - მიკელე, Schipa - სკიპა, Chiuro - კიურო, მაგრამ Michelangelo - მიქელანჯელო, Archangelo - არქანჯელო.

cch - კ: Zecchi - ცეკი, Verrocchio - ვეროკიო, Sacchetti - საკეტი.

g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - გ: Guttuso - გუტუზო, Grana - გრანა.

g (e, i-ს წინ) - ჯ: Agira - აჯირა, Germanetto - ჯერმანეტო.

gh - გ: Alighieri - ალიგიერი, Quarenghi - კვარენგი.

gia - ჯა, gio - ჯო: Giacomo - ჯაკომო, Giorgione - ჯორჯონე.

gna - ნია: Agnana - ანიანა.

gno - ნიო: Vignola - ვინიოლა.

gu - გუ: Guasila - გუაზილა, Guerrazi - გუერაც-ი.

gu - გვ: Guarneri - გვარნერი.

i (უმახვილო) - c-ს შემდეგ არ გამოითქმის: Maggio - მაჯო, Riccioli - რიჩოლი.

qu - კვ: Quasimodo - კვაზიმოდო, Quercia - კვერჩა.

s - ს: Secchi - სეკი, Chiusdino - კიუსდინო, De Amicis - დე ამიჩის-ი.

s - ზ: Ysola - იზოლა, Cimarosa - ჩიმაროზა, Smeraldi - ზმერალდი, Della Casa - დელა კაზა.

sc (a, o, u-ს წინ) - სკ: Bosco - ბოსკო.

sc (e, i-ს წინ) - შ: Scicolone - შიკოლონე, Scisciaro - შიშარო.

z და zz - ც: Zacconi - ცაკონი, Zappa - ცაპა, Bozzole - ბოცოლე.

z და zz - ძ: Mazzini - მაძინი, Lazzari - ლაძარი (ლაცარი), Verzone - ვერძონე.

ნორვეგიული

aa - ო: Vesaas - ვესოს-ი.

au - ეუ: Aursand - ეურსან-ი, Haugesund - ჰეუგესუნ-ი.

g - გ: Sigurd - სიგურდ-ი.

g - ი: Egner - ეინერ-ი.

g (ზოგჯერ არ იკითხება): Gjaerder - იერდერ-ი.

ie - ი: Grieg - გრიგ-ი.

k - კ: Kommandantvold - კომანდანტვულ-ი.

ki და kj - ხი: Kielland - ხიელან-ი, Kjelstadli - ხიელსტადლი.

ld - ლ: Kommandantvold - კომანდანტვულ-ი.

nd - ნ: Øverland - ევერლან-ი.

o - ო: Oslo - ოსლო.

o - უ: Kommandantvold - კომანდანტვულ-ი, Evensmo - ევენსმუ.

sch - სკ: Schou - სკოუ.

sj - შ: Sjøberg - შებერგ-ი.

sk - სკ: Skouen - სკოუენ-ი, Skre - სკრე.

ski, skj - შ, Skien - შიენ-ი, Skjerper - შერპერ-ი, Werenskiold - ვერენშიოლ-ი.

tj - ხ: Tjølling - ხელინგ-ი.

å - ო: Istgård - ისტგორდ-ი.

ø - ე: Bodø - ბუდე, Bømlo - ბემლო, Grønland - გრენლანდია.

პოლონური

ą - ომ: Dąbrowska - დომბროვსკა.

ą - ონ: Katski - კონტსკი.

c (ყველა შემთხვევაში): - ც: Cetner - ცეტნერ-ი, Stobiecki - სტობიეცკი, Solec - სოლეც-ი.

ch - ხ: Chamiec - ხამიეც-ი.

cz - ჩ: Czerniatowicz - ჩერნიატოვიჩ-ი, Leszczynski - ლეშჩინსკი.

drz - ჯ: Andrzej - ანჯეი.

o - უ: Jelenia Góra - ელენია-გურა.

rz - შ: Przybyszewski - ფშიბიშევსკი.

rz - ჟ: Brzeg - ბჟეგ-ი, Kazimierz - კაზიმიეჟ-ი, Bzytka - ჟიტკა, Bobrzynski - ბობჟინსკი.

sz - შ: Leszczynski - ლეშჩინსკი, Szymon - შიმონ-ი, Lukasz - ლუკაშ-ი, Szymanowski - შიმანოვსკი, Warszawa - ვარშავა.

z - ზ: Zbigniew - ზბიგნიევ-ი, Zielona Góra - ზიელონა-გურა.

z - ჟ: Zulawski - ჟულავსკი.

პორტუგალიური

ã - ან: Meã - მეან-ი.

ão - ან: Tristão - ტრისტან-ი, Garção - გარსან-ი, São Paulo - სან-პაულუ.

c (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ, b, d, p, t-ს გარდა) - კ: Cabral - კაბრალ-ი, Curral - კურალ-ი.

c (e, i-ს წინ) - ს: Celso - სელსუ, Cidadela - სიდადელა.

c (b, d, p, t-ს წინ) არ გამოითქმის: Octavio - ოტავიუ, Victoria - ვიტორია.

e - ე: Hernani - ერნანი, Peneda - პენედა.

g (a, o, u-ს წინ) - გ: Gastăo - გაშტან-ი, Gustavo - გუშტავუ.

g (e, i-ს წინ) - ჟ: Gilberto - ჟილბერტუ, Lagedo - ლაჟედუ.

h (არ იკითხება): Belo Horizonte - ბელუ-ორიზონტი, Hernani - ერნანი.

j - ჟ: Baixo Alentejo - ბაიშუ-ალენტეჟუ, Jorge - ჟორჟი.

lhe - ლიე: Guilherme - გილიერმი.

lho - ლიუ: Fialho - ფიალიუ.

m - მ: Menton - მენტონ-ი, Humberto - უმბერტო.

nha - ნია: Saldanha - სალდანია.

nhu - ნიუ: Garanhuns - გარანიუნშ-ი, Curralinho - კურალინიუ.

o - ო: Orlando - ორლანდუ.

o - უ: Joaquim - ჟუაკინ-ი, Soares - სუარეშ-ი, Ricardo - რიკარდუ, Amado - ამადუ.

õe - ოინ: Simões - სიმოინშ-ი.

qu - კ: Queluz - კელუშ-ი, Joaquim - ჟუაკინ-ი.

s - ს: Sales - სალიშ-ი, Monserrate - მონსერატ-ი.

s (ორ ხმოვანს შორის) - ზ: Aloisio - ალოიზიუ, Trancoso - ტრანკოზუ, Isabel - იზაბელ-ი.

s - შ (ბრაზილიურ სახელებში - ს): Cristino - კრიშტინუ (ბრაზილ.: კრისტინუ), Vasco - ვაშკუ (ბრაზილ.: ვასკუ).

s - ჟ (ბრაზილიურ სახელებში - ს): Caldas Novas - კალდაჟ-ნოვას-ი (ბრაზილ.: კალდას-ნოვას-ი), Três Lagoas - ტრეჟ-ლაგოაშ-ი (ბრაზილ.: ტრეს-ლაგოას-ი).

th - თ: Theo - თეუ, Ruth - რუთ-ი, Catharina - კათარინა.

x - ზ: Exalte - ეზალტი.

x - შ: Xavier - შავიერ-ი, Maximiliano - მაშიმიანუ, Porto Alexandre - პორტუ-ალეშანდრი.

z - ზ: Ezalte - ეზალტი, Belo Horizonte - ბელუ-ორიზონტი.

z - შ (ბრაზილიურ სახელებში - ს): Luizburgo - ლუიშბურგუ (ბრაზილ.: ლუისბურგუ), Queluz - კელუშ-ი (ბრაზილ.: კელუს-ი).

რუმინული

ă - ე: Bistriţa-Năsăud - ბისტრიცა-ნესეუდ-ი, Vlahută - ვლაჰუცე, Bacău - ბაკეუ.

c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) - კ: Camil - კამილ-ი, Nicoleta - ნიკოლეტა.

c (e, i-ს წინ) - ჩ: Cezar - ჩეზარ-ი, Donici - დონიჩ-ი.

ch - კ: Michaela - მიკაელა, Chira - კირა, Costache - კოსტაკე, Nichita - ნიკიტა.

cea და cia - ჩა: Suceava - სუჩავა, Marcian - მარჩან-ი.

ciu - ჩუ: Viniciu - ვინიჩუ.

g (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) - გ: Grigore - გრიგორე.

g (e, i-ს წინ) - ჯ: Argeş - არჯეშ-ი, Virginia - ვირჯინია.

gh (e, i-ს წინ) - გ: Gheorghe - გეორგე, Harghita - ჰარგიტა.

h - ჰ: Mihai - მიჰაი.

h (ზოგჯერ არ გამოითქმის): Băile Herculane - ბეილე-ერკულანე.

ii (სიტყვის ბოლოში) - ი: Cocoreştii-Colt - კოკორეშტი-კოლც-ი, Ploeştii - პლოეშტი.

j - ჟ: Cujmir - კუჟმირ-ი, Lugoj - ლუგოჟ-ი, Dolj - დოლჟ-ი.

s - ს: Sanda - სანდა, Constantin - კონსტანტინ-ი.

ş - შ: Argeş - არჯეშ-ი, Braşov - ბრაშოვ-ი, Ploeştii - პლოეშტ-ი.

t - ტ: Timişoara - ტიმიშოარა.

ţ - ც: Bistriţa - ბისტრიცა, Constanţa - კონსტანცა, Jalomiţa - იალომიცა.

th - თ: Theodor - თეოდორ-ი.

z - ზ: Zoe - ზოე, Suzana - სუზანა.

უნგრული

c (e, i, y-ს წინ) - ს: Francis - ფრანსის-ი, Marcel - მარსელ-ი.

ch - შ: Charles - შარლ-ი, Richard - რიშარ-ი.

ch - კ: Christiane - კრისტიან-ი (და არა: ქრისტიან-ი).

d - დ (ფრანგული სახელების ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Fernand - ფერნან-ი, Gounod - გუნო, Rolland - როლან-ი, Gérard - ჟერარ-ი; მაგრამ: David - დავიდ-ი, Alfred - ალფრედ-ი, Sand - სანდ-ი.

e - ე (სიტყვის ბოლოში, ზოგჯერ კი სიტყვის შუაშიც არ გამოითქმის, თუ არა აქვს რაიმე დიაკრიტული ნიშანი): Emile - ემილ-ი, Rabelais - რაბლე; მაგრამ: Littré - ლიტრე.

c (ყველა შემთხვევაში) - ც: Cuca - ცუცა, Vönöck - ვენეცკ-ი.

cs - ჩ: Gyurkovics - დიურკოვიჩ-ი, Békéscsaba - ბეკეშჩაბი, Lukács - ლუკაჩ-ი.

eö - ე: Eötvös - ეტვეშ-ი.

gy - დი: Gyila - დიულა, Gyurkovics - დიურკოვიჩ-ი, Megyer - მედიერ-ი, Nagykörös- ნადიკერეშ-ი.

Iy - ი: Károly - კაროი, Mihaly - მიჰაი.

ö - ე: Petöfi - პეტეფ-ი, Ottömös - ეტემეშ-ი, Mezöföld - მეზეფელდ-ი.

s და ss - შ: Békés - ბეკეშ-ი, Sopron - შოპრონ-ი, Lajos - ლაიოშ-ი, Kossuth - კოშუტ-ი.

sz - ს: Szeged - სეგედ-ი, Tisza - ტისა, Laszlo - ლასლო, Szabó - საბო.

th - ტ: Horthy - ჰორტ-ი, Horvath - ჰორვატ-ი, Kossuth - კოშუტ-ი.

ts - ჩ: Derkovits - დერკოვიჩ-ი.

ü - იუ: Balatonfüred - ბალატონფიურედ-ი.

z - ზ: Lázár - ლაზარ-ი, Zoltan - ზოლტან-ი.

zs - ჟ: Jozsef - იოჟეფ-ი, Zsuzsa - ჟუჟა, Nagykanizsa - ნადიკანიჟა.

ფრანგული

ai - და ay - ე: Romaine - რომენ-ი, Du Bellay - დიუბელე, La Fontaine - ლაფონტენ-ი.

au - ო: Paul - პოლ-ი, Gaulle - გოლ-ი, Daudet - დოდე, Perrault - პერო.

auld და ault - ო: La Rochefoucauld - ლაროშფუკო, Boussingault - ბუსენგო, Perrault - პერო.

ay - აი: Raymond - რაიმონ-ი.

ay - ეი: Raynal - რეინალ-ი.

c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოში) - კ: Claude - კლოდ-ი, Pascal -

პასკალ-ი, Jeanne ďArc - ჟანა დ'არკ-ი.

eau - ო: Bordeau - ბორდო, Rousseau - რუსო, Chateaubriand - შატობრიან-ი,

Beaumarchais - ბომარშე.

ei და ey - ე: Beine - ბენ-ი, Montmirey - მონმირე.

ei და ey - ეი: Reynaud - რეინო.

em - ამ: Montalembert - მონტალამბერ-ი, Sembat - სამბა.

en - ან, ენ: Henri - ანრი, Noulens - ნულანს-ი, Senderans - სანდერან-ი, ďEntrecasteau - დ'ანტრკასტო.

eu - ე: Eugène - ეჟენ-ი, Babeuf - ბაბეფ-ი, Pasteur - პასტერ-ი, Montesquieu - მონტესკიე, Richelieu - რიშელიე.

g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - გ: Auguste - ოგიუსტ-ი, Gaston - გასტონ-ი.

g (e,i, y-ს წინ) - ჟ: Germain - ჟერმენ-ი, Georges - ჟორჟ-ი.

g (სიტყვის ბოლოს ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Cherbourg - შერბურ-ი.

geo - ჟო: Geoffroy - ჟოფრუა.

gn (ჩვეულებრივ სიტყვის შუაში ხმოვნის წინ) - ნი: Avignon - ავინიონ-ი, Cognac - კონიაკ-ი, Du Vigneaud - დიუ ვინიო.

gne (სიტყვის ბოლოში) - ნ: Bretagne - ბრეტან-ი, Boulogne - ბულონ-ი, Bourgogne - ბურგონ-ი, Charlemagne - შარლემან-ი.

gh - გ: Le Burghet - ლე ბიურგე.

gu (ხმოვნების წინ) - გ: Guy - გი, Péguy - პეგი.

gu (თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) - გიუ: Gustave - გიუსტავ-ი, Auguste - ოგიუსტი.

h (ფრანგულში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Hélène - ელენ-ი, Henri - ანრი, Cahen - კაენ-ი, Hector - ექტორი; მაგრამ: Hugo - ჰიუგო, Havre - ჰავრ-ი.

iI და iII (ხმოვნის შემდეგ) - ი: Excideuil - ექსიდეი, Aureille - ორეი, Rambouillet - რამბუიე.

iII (თანხმოვნის შემდეგ) - იი: Guillaume - გიიომ-ი, მაგრამ Grandville - გრანვილ-ი.

in - ენ: Dullin - დიულენ-ი, Vincent - ვენსან-ი, Rodin - როდენ-ი, Chardin - შარდენ-ი, Cachin - კაშენ-ი.

j - ჟ: Jules - ჟიულ-ი, Anjou - ანჟუ.

la - ლა: Abelard - აბელარ-ი, Labourbe - ლაბურბ-ი.

lu - ლუ: Lully - ლულ-ი, Eluard - ელუარ-ი, Blume - ბლუმ-ი.

m - მ: Ampère - ამპერ-ი, ďAlambert - დ'ალამბერ-ი.

m - ნ: Comte - კონტ-ი, Amfreville - ანფრევილ-ი.

mb - ნ: Coulomb - კულონ-ი.

oe (œ) oeu (œu) (სიტყვის თავში და ხმოვნის შემდეგ ) - ე: Œrlicon - ერლიკონ-ი, Œutrange - ეტრანჟ-ი, Sacré-Cœur - საკრე-კერ-ი.

oi - უა: Antoine - ანტუან-ი, Dubois - დიუბუა, Grégoire - გრეგუარ-ი, Loire - ლუარა, Lavoisier - ლავუაზიე.

ou - უ: Decour - დეკურ-ი, Pompadour - პომპადურ-ი..

ph - ფ: Philippe - ფილიპ-ი, Joseph - ჟოზეფ-ი.

que - კ: Loire-Atlantique - ლუარ-ატლანტიკ-ი.

r - რ (სიტყვის ბოლოში ხან გამოითქმის, ხან - არა:) Renoir - რენუარ-ი, Victor - ვიქტორ-ი, Berger - ბერჟე, Roger - როჟე, Beranger - ბერანჟე, Granger - გრანჟე.

s (სიტყვის თავში და თანხმოვნის წინ) - ს: Serge - სერჟ-ი, Justine - ჟიუსტინ-ი.

s (ორ ხმოვანს შორის) - ზ: Josephine - ჟოზეფინ-ი.

s (ფრანგული სახელების ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Dumas - დიუმა, Louis - ლუი, Charles - შარლ-ი, Arles - არლ-ი, Artois - არტუა, მაგრამ: Jaurès -

ჟორეს-ი, Saint-Saëns - სენ-სანს-ი.

s - ს (I, m, n-ის წინ, სიტყვის შუაში, ხშირად არ გამოითქმის): Isle-Jourdain - ილ-ჟურდენ-ი, Rouget de Lisle - რუჟე დე ლილ-ი, Lebesgue - ლებეგ-ი.

t - ტ: Tristan - ტრისტან-ი, Gautier - გოტიე.

t (სიტყვის ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Belfort - ბელფორ-ი, Goncourt - გონკურ-ი, Daudet - დოდე, Bleriot - ბლერიო, Duguit - დიუგ-ი; მაგრამ: Brest - ბრესტ-ი, Marat - მარატ-ი.

th - ტ: Arthur - არტიურ-ი, Barthou - ბარტუ, Thorez - ტორეზ-ი, Thibaud - ტიბო; მაგრამ: Berthollet - ბერთოლე, Théophile - თეოფილე, Théodor - თეოდორ-ი.

tz (სიტყვის ბოლოში ზოგჯერ არ გამოითქმის): Beaumetz - ბომე.

tz ( სიტყვის ბოლოში ხშირად) - ს: Retz - რეს-ი, Jametz - ჟამეს-ი.

u - იუ: Dumas - დიუმა, Camus - კამიუ, Duvalier - დიუვალიე, Dubois - დიუბუა.

un - ენ: - Lebrun - ლებრენ-ი.

x - ქს: Xavier - ქსავიე, Luxembourg - ლუქსემბურგ-ი.

x - გზ: Saint-Exupéry - სენტ-ეგზიუპერი.

x - ს: Xertigny - სერტინ-ი, Auxerre - ოსერ-ი.

x (სიტყვის ბოლოში არ გამოითქმის): Delacroix - დელაკრუა.

z - ზ: Zola - ზოლა.

z ( ფრანგული სიტყვების ბოლოში ზოგჯერ არ გამოითქმის): Valdonnez - ვალდონე, Odomez - ოდომე.

შვედური

an - ა: Siegbahn - სიგბან-ი, Svahnström - სვანსტრემ-ი.

ch - კ: Erich - ერიკ-ი.

dj (სიტყვის თავში) - ი: Djurberg - იურბერგ-ი.

gi - იი: Gidlung - იიდლუნგ-ი.

gä - ე: Gällivare - ელივარე, Gärdstam - ერდსტამ-ი.

gö - იე: Götherström - იეთერსტრემ-ი.

gy - იუ: Gyllensten - იულენსტენ-ი.

h - ჰ: Hylander - ჰიულანდერ-ი.

hj - ი: Hjälmaren - იელმარენ-ი, Hjorth - იორთ-ი.

ie - ი: Siegbahn - სიგბან-ი.

k - კ: Kalling - კალინგ-ი.

k - ჩ: Kjellberg - ჩელბერგ-ი.

ი - (ზოგჯერ) უ: Borås - ბუროს-ი, Orebro - ერებრუ, Lo-Johansson - ლუ-იუჰანსონ-ი.

s - ს: Siegbahn - სიგბან-ი.

sk - შ: Skjöld - შელდ-ი.

y - ი: Ylander - ილანდერ-ი.

y (თანხმოვნის შემდეგ) - იუ: Hylander - ჰიულანდერ-ი, Almeby - ელმებიუ, Byskeälv - ბიუსკეელვ-ი.

å -ო: Boras - ბუროს-ი, Västerås - ვესტეროს-ი, Skellefteå - შელეფტეო.

ä - ე: Älmeby - ელმებიუ, Borlänge - ბურლენგე, Västerås - ვესტეროს-ი.

ö - ე: (და არა: იო): Göteborg - გეტებორგ-ი, Malmö - მალმე, Ångström - ონგსტრემ-ი.

ჩეხური

c - ც: Ciprova - ციპროვა, Třeblicki - ტრშებლიცკი

č - ჩ: Kabiček - კაბიჩეკ-ი, Poláček - პოლაჩეკ-ი.

ch - ხ: Mudroch - მუდროხ-ი, Pichlik - პიხლიკ-ი.

h - ჰ: Kohout - კოჰოუტ-ი, Hašek - ჰაშეკ-ი, Mahačkova - მაჰაჩკოვა.

r - რ: Ciprova - ციპროვა, Zaruba - ზარუბა.

ř - რჟ: Řada - რჟადა, Řezáč - რჟეზაჩ-ი.

ř - რშ: Třeblicki - ტრშებლიცკი.

s - ს: Kozusky - კოზუსკი.

š - შ: Aleš - ალეშ-ი, Ambruš - ამბრუშ-ი.

z - ზ: Zaruba - ზარუბა, Zazvorka - ზაზვორკა.

ž - ჟ: Žižka - ჟიჟკა, Domažlice - დომაჟლიცე.

ჰოლანდიური

aa - ა: Breebaart - ბრებარტ-ი.

ae - ა: Aerstens - არსტენს-ი, Bogaerts - ბოგარტს-ი.

c (e, i, y-ს წინ) - ს: Arcen - არსენ-ი.

c (ყველა სხვა შემთხვევაში) - კ: Coolen - კოლენ-ი.

ch - ხ: Schildpad - სხილდპად-ი, Schidam - სხიდამ-ი.

ck - კ: Jonckheere - იონკჰერე, Jackijst - იაკეისტ-ი.

ckx - ქს: Amelinckx - ამელინქს-ი, Blockx - ბლოქს-ი.

ee - ე: Breebaart - ბრებარტ-ი, Eeden - ედენ-ი.

eu - ე: Beunke - ბენკე, Beuzemaker - ბეზემაკარ-ი.

eu - ეი: Euve - ეივე.

h- ჰ: Haasse - ჰასე.

ie - ი: Rogier van Weyden - როგირ ვან დერ ვეიდენ-ი.

ij - ეი: Burkij-Bartelink - ბიურკეი-ბარტელინკ-ი, Bevervijk - ბევერვეიკ-ი.

oe - უ: Goes - გუს-ი.

oo-ო: Coolen - კოლენ-ი, Amersfoort - ამერსფორტ-ი

th - თ: Beth - ბეთ-ი.

tius - ციუს: Grotius - გროციუს-ი.

u - იუ: Buntinx - ბიუნტინქს-ი, Hilversum - ჰილვერსიუმ-ი.

ui - ეი: Buiskool - ბეისკოლ-ი, Kruissink - კრეისინკ-ი.

z - ზ: Dozy - დოზ-ი.

* * *

რიგ შემთხვევაში უცხოური საკუთარი სახელების ქართული დაწერილობა და წარმოთქმა ტრადიციითაა განპირობებული. მაგ; ფრანგ. Paris - პარიზი (და არა პარი), Hugo - ჰიუგო (და არა: იუგო), Marat - მარატი (და არა: მარა), ინგლ. Darwin - (და არა: დარუინი), Shakespeare - შექსპირი (და არა: შეიქსპირი ან შეიქსპიარი), Washington - ვაშინგტონი (და არა: უოშინგტონი) და ა.შ.

უცხო ენებიდან ქართულად გადმოდის: x (cs, ks) - ქს, ps - ფს, ct - ქტ, (და არა: კს, კტ)**

უცხო წარმოშობის სიტყვებში ასევეა: ქშ, ფშ, ფჩ, ფც (და არა: კშ, პშ, კჩ, პჩ, პც): ინგლ. Jorkshire - იორქშირ-ი, New Hampshire - ნიუ-ჰემფშირ-ი, პოლონ. Przybyszewski - ფშიბიშევსკი, Lapczinski - ლაფჩინსკი, kszisztof - ქშიშტოფ-ი, Leipzig - ლაიფციგ-ი და ა.შ.

განმტკიცებული ტრადიციის მიხედვით დავას აღარ იწვევს ის, რომ სიტყვა (და, კერძოდ, საკუთარი სახელი), რომელშიც გაორმაგებული თანხმოვანია, ქართულში გადმოდის ერთი თანხმოვნით: ll - ლ, mm - მ, nn - ნ, rr - რ, tt - ტ და ა.შ.

ფრანგ. Apollinnaire - აპოლინერ-ი, Cézanne - სეზან-ი, Massenet - მასნე, ინგლ. Sierra-Nevada - სიერა-ნევადა, გერმ. Wassermann - ვასერმან-ი, Zimmerwald - ციმერვალდ-ი, Lübeck - ლიუბეკ-ი, იტალ. Dallapiccola - დალაპიკოლა და ა.შ.

_______________________

* აქ მოცემული წესების შესადგენად ვისარგებლეთ სხვადასხვა ლექსიკოგრაფიული წყაროთი და, კერძოდ, უკანასკნელ წლებში გამოსული ცნობარით: П. С. Гиляревский, Н. А. Старостин, Иностранные имена и названия в русском тексте, изд. второе, М., 1978, изд. третье, М. 1985.

გეოგრაფიული და პირთა სახელების ნიმუშები მოყვანილია ერთად, გადმოცემის წესი ყველა ტიპის სახელებისათვის ერთია.

** იხ. თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. 1. თბ. 1970 და 1986.

3 ლექსიკონში მიღებული შემოკლებანი

▲back to top


ლექსიკონში მიღებული შემოკლებანი

აღმ. - აღმოსავლეთი

აშშ - ამერიკის შეერთებული შტატები

ბერძნ. - ბერძნული

გ. - გარდაიცვალა

გდრ - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა

გერმ. - გერმანული

გვიანდ. - გვიანდელი

გფრ - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

დ. - დაიბადა

დაახლ. - დაახლოებით

დან. - დანიური

დას. - დასავლეთი

დასასრ. - დასასრული

დასაწყ. - დასაწყისი

ებრ. - ებრაული

ესპ. - ესპანური

ინგლ. - ინგლისური

იტალ. - იტალიური

იხ. - იხილე

ლათ. - ლათინური

ნამდვ. - ნამდვილი

ნახ. - ნახევარი

პოლიტ. - პოლიტიკური

პოლონ. - პოლონური

პორტუგ. - პორტუგალიური

პროვანს. - პროვანსული

რუმინ. - რუმინული

ს. - საუკუნე

საეკლ. - საეკლესიო

საზ. - საზოგადო

სამხ. - სამხედრო

სამხ. - სამხრეთი

სახელმწ. - სახელმწიფო

სს. - საუკუნეები

ფრანგ. - ფრანგული

ფსევდ. - ფსევდონიმი

ქ. - ქალაქი

შვედ. - შვედური

ჩრდ. - ჩრდილოეთი

ცენტრ. - ცენტრალური

ძვ. - ძველი

ძვ. წ. - ძველი წელთაღრიცხვა

4 ჩავეს ოროსკო (Chávez Orozco) ლუის

▲back to top


ჩავეს ოროსკო (Chávez Orozco) ლუის
მექსიკელი ისტორიკოსი და სოციოლოგი (1901-1966).

5 ჩაილდ-ი (Childe) გორდონ ვიერ

▲back to top


ჩაილდ-ი (Childe) გორდონ ვიერ
ინგლისელი არქეოლოგი (1892-1957).

6 ჩაილდ-ი (Childe) ჩარლზ მანინგ

▲back to top


ჩაილდ-ი (Childe) ჩარლზ მანინგ
ამერიკელი ბიოლოგი (1869-1954).

7 ჩაიუპი (Cajupi, ფსევდ.; ნამდვ. გვარი

▲back to top


ჩაიუპი (Cajupi, ფსევდ.; ნამდვ. გვარი
ჩიკო, მოგვიანებით - ზიკო) ანდონ - ალბანელი პოეტი (1866-1930).

8 ჩაკა

▲back to top


ჩაკა
ზულუსების მმართველი (დაახლ. 1787 - დაახლ. 1828).

9 ჩაკრი

▲back to top


ჩაკრი
ტაილანდის (სიამის) მეფეთა დინასტია (1782-იდან).

10 ჩალუკია

▲back to top


ჩალუკია
დინასტია სამხ. ინდოეთში (შუა საუკუნეები).

11 ჩამიჩან-ი (Ciamician) ჯაკომო

▲back to top


ჩამიჩან-ი (Ciamician) ჯაკომო
იტალიელი ქიმიკოსი (1857-1922).

12 ჩან დაი ნგია (Trân Dai Ngia)

▲back to top


ჩან დაი ნგია (Trân Dai Ngia)
ვიეტნამელი მეცნიერი მექანიკის დარგში (1913-1997).

13 ჩანდარ-ი კრიშან

▲back to top


ჩანდარ-ი კრიშან
ინდოელი მწერალი (1913-1977).

14 ჩანდ ბარდაი

▲back to top


ჩანდ ბარდაი
ინდოელი პოეტი (XII ს-ის II ნახ.).

15 ჩანდიდას-ი ანანტა ბადუ

▲back to top


ჩანდიდას-ი ანანტა ბადუ
ინდოელი პოეტი (XIV-XV სს.).

16 ჩანდრა რომეშ

▲back to top


ჩანდრა რომეშ
ინდოეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ჟურნალისტი (დ. 1919-).

17 ჩანდრაგუპტა

▲back to top


ჩანდრაგუპტა
ძვ. ინდური სახელმწიფოს, მაგადჰის, მეფე ძვ. წ. 317-293 წლებში.

18 ჩანდრაგუპტა I

▲back to top


ჩანდრაგუპტა I
ინდოეთის მეფე 320 - დაახლ. 340 წლებში.

19 ჩანდრაგუპტა II

▲back to top


ჩანდრაგუპტა II
ინდოეთის მეფე 380-415 წლებში.

20 ჩანდრასეკარ-ი (Candrasekhar) სუბრაჰმანიან

▲back to top


ჩანდრასეკარ-ი (Candrasekhar) სუბრაჰმანიან
ამერიკელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი (1910-1995).

21 ჩან კაიში, ძიან ძეში

▲back to top


ჩან კაიში, ძიან ძეში
გომინდანის რეაქციული რეჟიმის ხელმძღვანელი ჩინეთში (1887-1975).

22 ჩან სინ ოპ-ი, ტიან სინ ობი (ფსევდ.- ო ეონი)

▲back to top


ჩან სინ ოპ-ი, ტიან სინ ობი (ფსევდ.- ო ეონი)
კორეელი ფერმწერი (1845-1899).

23 ჩანო (Ciano) გალეაცო

▲back to top


ჩანო (Ciano) გალეაცო
ფაშისტური იტალიის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე, დიპლომატი (1903-1944).

24 ჩან ფუ

▲back to top


ჩან ფუ
კომუნისტური მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვიეტნამში (1901-1931).

25 ჩან ჰინგ დაო (Trân Hu՚ ńg Đao), ჩან კუოკ ტუანი (Třan Quôc Tuân)

▲back to top


ჩან ჰინგ დაო (Trân Hu՚ ńg Đao), ჩან კუოკ ტუანი (Třan Quôc Tuân)
ვიეტნამელი მხედართმთავარი (1226-1300).

26 ჩაპეკ-ი (Čapek) იოსეფ

▲back to top


ჩაპეკ-ი (Čapek) იოსეფ
ჩეხი ფერმწერი (1887-1945).

27 ჩაპეკ-ი (Čapek) კარელ

▲back to top


ჩაპეკ-ი (Čapek) კარელ
ჩეხი მწერალი (1890-1938).

28 ჩაპლინ-ი (Chaplin) ჩარლზ სპენსერ

▲back to top


ჩაპლინ-ი (Chaplin) ჩარლზ სპენსერ
ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი (1899-1977).

29 ჩარგაფ-ი (Chargaff) ერვინ

▲back to top


ჩარგაფ-ი (Chargaff) ერვინ
ავსტრიელი ბიოქიმიკოსი (1905-2002).

30 ჩარლზ I (Charles)

▲back to top


ჩარლზ I (Charles)
ინგლისის მეფე (1600-1649).

31 ჩარლზ II (Charles)

▲back to top


ჩარლზ II (Charles)
ინგლისის მეფე (1630-1685).

32 ჩასტეკ-ი (Castek) სლავოიარ (იაროსლავ)

▲back to top


ჩასტეკ-ი (Castek) სლავოიარ (იაროსლავ)
ჩეხი ინტერნაციონალისტი (1894-1920).

33 ჩატერტონ-ი (Shatterton) ტომას

▲back to top


ჩატერტონ-ი (Shatterton) ტომას
ინგლისელი პოეტი (1752-1770).

34 ჩატერჯი სუნიტი კუმარ

▲back to top


ჩატერჯი სუნიტი კუმარ
ინდოელი ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე და საზ. მოღვაწე (1890-1977)

35 ჩაფი (Chaffee) როჯერ

▲back to top


ჩაფი (Chaffee) როჯერ
აშშ-ის კოსმონავტი მფრინავი (1935-1967).

36 ჩაღათა-ხან-ი

▲back to top


ჩაღათა-ხან-ი
მონღოლი ხანი (გ. 1242).

37 ჩედუიკ-ი (Chadwick) ჯეიმზ

▲back to top


ჩედუიკ-ი (Chadwick) ჯეიმზ
ინგლისელი ფიზიკოსი (1891-1974).

38 ჩევა (Ceva) ჯოვანი

▲back to top


ჩევა (Ceva) ჯოვანი
იტალიელი მათემატიკოსი (1648-1734).

39 ჩეზალპინო (იტალ. Cesalpino), ცეზალპინუსი (ლათ. Caesalpinus) ანდრეა

▲back to top


ჩეზალპინო (იტალ. Cesalpino), ცეზალპინუსი (ლათ. Caesalpinus) ანდრეა
იტალიელი ექიმი, ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი (1519-1603).

40 ჩეზარო (Cesaro) ერნესტო

▲back to top


ჩეზარო (Cesaro) ერნესტო
იტალიელი მათემატიკოსი (1859-1906).

41 ჩეიმბერზ-ი (Chambers) რობერტ

▲back to top


ჩეიმბერზ-ი (Chambers) რობერტ
ამერიკელი ციტოლოგი (1881-1957).

42 ჩეიმბერზ-ი (Chambers) უილიამ

▲back to top


ჩეიმბერზ-ი (Chambers) უილიამ
ინგლისელი არქიტექტორი (1726-1796).

43 ჩეინ-ი (Chain) ერნესტ ბორის

▲back to top


ჩეინ-ი (Chain) ერნესტ ბორის
ინგლისელი ბიოქიმიკოსი (1906-1979).

44 ჩეის-ი (Chase) სტიუარტ

▲back to top


ჩეის-ი (Chase) სტიუარტ
ამერიკელი ეკონომისტი (1888-1985).

45 ჩეკანოვსკი (Czekanowski) იან

▲back to top


ჩეკანოვსკი (Czekanowski) იან
პოლონელი ანთროპოლოგი და ეთნოგრაფი (1882-1965).

46 ჩელაკოვსკი (Čelakovský) ფრანტიშეკ ლადისლავ

▲back to top


ჩელაკოვსკი (Čelakovský) ფრანტიშეკ ლადისლავ
ჩეხი პოეტი, ფოლკლორისტი (1799-1852).

47 ჩელგრენ-ი (Kjellgren) იუსეფ

▲back to top


ჩელგრენ-ი (Kjellgren) იუსეფ
შვედი მწერალი (1907-1948).

48 ჩელებიზადე (Çelebizade) ისმაილ ასიმ ეფენდი

▲back to top


ჩელებიზადე (Çelebizade) ისმაილ ასიმ ეფენდი
თურქი პოეტი, ისტორიკოსი და სამართლისმცოდნე (1685-1760).

49 ჩელენ-ი (Kjellén) რუდოლფ

▲back to top


ჩელენ-ი (Kjellén) რუდოლფ
შვეციის პოლიტ. მოღვაწე (1864-1922).

50 ჩელინი (Cellini) ბენვენუტო

▲back to top


ჩელინი (Cellini) ბენვენუტო
იტალიელი მოქანდაკე, იუველირი, მწერალი (1500-1571).

51 ჩემბერლენ-ი (Chamberlain) ნევილ

▲back to top


ჩემბერლენ-ი (Chamberlain) ნევილ
დიდი ბრიტანეთის სახელმწ. მოღვაწე (1869-1940).

52 ჩემბერლენ-ი (Chamberlain) ოსტინ

▲back to top


ჩემბერლენ-ი (Chamberlain) ოსტინ
დიდი ბრიტანეთის სახელმწ. მოღვაწე (1863-1937).

53 ჩემბერლენ-ი (Chamberlain) ოუენ

▲back to top


ჩემბერლენ-ი (Chamberlain) ოუენ
ამერიკელი ფიზიკოსი (1920-2006).

54 ჩემბერლენ-ი (Chamberlain) ჯოზეფ

▲back to top


ჩემბერლენ-ი (Chamberlain) ჯოზეფ
დიდი ბრიტანეთის სახელმწ. მოღვაწე (1836-1914).

55 ჩემბერლენ-ი (Chamberlain) ჰაუსტონ სტიუარტ

▲back to top


ჩემბერლენ-ი (Chamberlain) ჰაუსტონ სტიუარტ
გერმანელი სოციოლოგი; წარმოშობით ინგლისელი (1855-1927).

56 ჩემბერლინ-ი (Chamberlin) ედუარდ ჰეისტინგზ

▲back to top


ჩემბერლინ-ი (Chamberlin) ედუარდ ჰეისტინგზ
ამერიკელი ეკონომისტი (1899-1967).

57 ჩენა (Cena) ჯოვანი

▲back to top


ჩენა (Cena) ჯოვანი
იტალიელი პოეტი და ჟურნალისტი (1870-1917).

58 ჩენდლერ-ი (Chandler) სეტ კარლო

▲back to top


ჩენდლერ-ი (Chandler) სეტ კარლო
ამერიკელი ასტრონომი (1846-1913).

59 ჩენ დუსიუ

▲back to top


ჩენ დუსიუ
ჩინეთის კომპარტიის მოღვაწე (1879-1942).

60 ჩენ ი

▲back to top


ჩენ ი
ჩინელი ფილოსოფოსი (1033-1107).

61 ჩენ ი

▲back to top


ჩენ ი
ჩინეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1901-1972).

62 ჩენსლერ-ი (Chancellor) რიჩარდ

▲back to top


ჩენსლერ-ი (Chancellor) რიჩარდ
ინგლისელი მეზღვაური (გ. 1556).

63 ჩენ ტიანხუა

▲back to top


ჩენ ტიანხუა
ჩინელი ბურჟუაზიული რევოლუციონერი (1875-1905).

64 ჩენ ხაო

▲back to top


ჩენ ხაო
ჩინელი ფილოსოფოსი (1032-1085).

65 ჩეპმენ-ი (Chapman) სიდნი

▲back to top


ჩეპმენ-ი (Chapman) სიდნი
ინგლისელი ფიზიკოსი, გეოფიზიკოსი და მათემატიკოსი (1888-1970).

66 ჩერმაკ-ი, ჩერმაკ-ზაიზენეგი (Tschermak-Seysenegg) გუსტავ

▲back to top


ჩერმაკ-ი, ჩერმაკ-ზაიზენეგი (Tschermak-Seysenegg) გუსტავ
ავსტრიელი მინერალოგი და პეტროგრაფი (1836-1927).

67 ჩერმაკ-ი (Čermák) იაროსლავ

▲back to top


ჩერმაკ-ი (Čermák) იაროსლავ
ჩეხი ფერმწერი (1830-1878).

68 ჩერნი (Czerny) კარლ (კარელ)

▲back to top


ჩერნი (Czerny) კარლ (კარელ)
ავსტრიელი პიანისტი, პედაგოგი და კომპოზიტორი (1791-1857).

69 ჩერნინ-ი (Czernin) ოტოკარ

▲back to top


ჩერნინ-ი (Czernin) ოტოკარ
ავსტრიის პოლიტ. მოღვაწე (1872-1932).

70 ჩერნინგ-ი (Tscherning) ანტონ ფრედერიკ

▲back to top


ჩერნინგ-ი (Tscherning) ანტონ ფრედერიკ
დანიის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1795-1874).

71 ჩერუტი (Ceruti) ჯაკომო [ილ პიტოკეტოდ (Il Pitocchetto) წოდებული]

▲back to top


ჩერუტი (Ceruti) ჯაკომო [ილ პიტოკეტოდ (Il Pitocchetto) წოდებული]
იტალიელი მხატვარი (XVIII ს.).

72 ჩერჩ-ი (Church) ალონზო

▲back to top


ჩერჩ-ი (Church) ალონზო
ამერიკელი ლოგიკოსი და მათემატიკოსი (1903-1995).

73 ჩერჩილ-ი (Churchill) რანდოლფ ჰენრი სპენსერ

▲back to top


ჩერჩილ-ი (Churchill) რანდოლფ ჰენრი სპენსერ
დიდი ბრიტანეთის პოლიტ. მოღვაწე (1849-1895).

74 ჩერჩილ-ი (Churchill) უინსტონ ლენარდ სპენსერ

▲back to top


ჩერჩილ-ი (Churchill) უინსტონ ლენარდ სპენსერ
დიდი ბრიტანეთის სახელმწ. და სამხ.-პოლიტ. მოღვაწე (1874-1965).

75 ჩესტერტონ-ი (Chesterton) გილბერტ კით

▲back to top


ჩესტერტონ-ი (Chesterton) გილბერტ კით
ინგლისელი მწერალი და მოაზროვნე (1874-1936).

76 ჩესტერფილდ-ი (Chesterfield) ფილიპ დორმერ სტენოპ

▲back to top


ჩესტერფილდ-ი (Chesterfield) ფილიპ დორმერ სტენოპ
ინგლისელი მწერალი და სახელმწ. მოღვაწე (1694-1773).

77 ჩეშკო (Czeszko) ბოგდან

▲back to top


ჩეშკო (Czeszko) ბოგდან
პოლონელი მწერალი (1923-1988).

78 ჩეხ-ი (Čech) ედუარდ

▲back to top


ჩეხ-ი (Čech) ედუარდ
ჩეხი მათემატიკოსი (1893-1960).

79 ჩეხ-ი (Čech) სვატოპლუკ

▲back to top


ჩეხ-ი (Čech) სვატოპლუკ
ჩეხი მწერალი (1846-1908).

80 ჩეხოვიჩ-ი (Czechowicz) იუზეფ

▲back to top


ჩეხოვიჩ-ი (Czechowicz) იუზეფ
პოლონელი პოეტი (1903-1939).

81 ჩილი (Cilli) ალესანდრო

▲back to top


ჩილი (Cilli) ალესანდრო
იტალიის პოლიტ. აგენტი პოლონეთში, ისტორიკოსი (XVIს. II ნახ. XVIIს. I ნახ.).

82 ჩიმაბუე (Cimabue; ნამდვ. სახელი

▲back to top


ჩიმაბუე (Cimabue; ნამდვ. სახელი
ჩენი დი პენო, Cenni di Peno) - იტალიელი ფერმწერი (1240-1302).

83 ჩიმა და კონელიანო (Cima da Conegliano) ჯოვანი ბატისტა

▲back to top


ჩიმა და კონელიანო (Cima da Conegliano) ჯოვანი ბატისტა
იტალიელი ფერმწერი (1459-1517/1518).

84 ჩიმაროზა (Cimarosa) დომენიკო

▲back to top


ჩიმაროზა (Cimarosa) დომენიკო
იტალიელი კომპოზიტორი (1749-1801).

85 ჩინგიზ-ყაენ-ი (ნამდვ. სახელი

▲back to top


ჩინგიზ-ყაენ-ი (ნამდვ. სახელი
თემუჩინი) - ერთიანი მონღოლური სახელმწიფოს დამაარსებელი, მხედართმთავარი (დაახლ. 1155-1227).

86 ჩინგ ნი (Trúng Nhi)

▲back to top


ჩინგ ნი (Trúng Nhi)
ვიეტნამის ეროვნული გმირი ქალი (I ს.).

87 ჩინგუნჟაბ-ი

▲back to top


ჩინგუნჟაბ-ი
მონღოლი მთავარი (გ. 1757).

88 ჩინგ ჩაკ-ი (Trúng Trác)

▲back to top


ჩინგ ჩაკ-ი (Trúng Trác)
ვიეტნამის ეროვნული გმირი ქალი (I ს.).

89 ჩიონგ ტინ-ი (სხვა ტრანსკრიფციით

▲back to top


ჩიონგ ტინ-ი (სხვა ტრანსკრიფციით
ტრუონგ შინი, Tru'ó'ng Chinh) - ვიეტნამის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1907-1988).

90 ჩიპენდეილ-ი (Chippendale) ტომას

▲back to top


ჩიპენდეილ-ი (Chippendale) ტომას
ინგლისელი ავეჯის ხელოვნების ოსტატი (1718-1779).

91 ჩიპიკო (Ђunuкo) ივო

▲back to top


ჩიპიკო (Ђunuкo) ივო
სერბი მწერალი (1869-1923).

92 ჩიპრიანი (Cipriani) ამილკარე

▲back to top


ჩიპრიანი (Cipriani) ამილკარე
იტალიელი რევოლუციონერი, სოციალისტი (1844-1918).

93 ჩიჩერუაკიო (Ciceruacchio; მეტსახელი

▲back to top


ჩიჩერუაკიო (Ciceruacchio; მეტსახელი
ანჯელო ბრუნეტი, Brunetti) - იტალიელი რევოლუციონერი (1800-1849).

94 ჩო გი ჩხონ-ი

▲back to top


ჩო გი ჩხონ-ი
კორეელი პოეტი (კსდრ) (1913-1951).

95 ჩოიბალსან-ი ხორლოგიინ

▲back to top


ჩოიბალსან-ი ხორლოგიინ
მონღოლეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1895-1952).

96 ჩოკანო (Chocano) ხოსე სანტოს

▲back to top


ჩოკანო (Chocano) ხოსე სანტოს
პერუელი პოეტი (1875-1934).

97 ჩოიმბოლ-ი, სონომინი

▲back to top


ჩოიმბოლ-ი, სონომინი
მონღოლი მოქანდაკე (დ. 1907-?).

98 ჩოკონაი ვიტეზ-ი (Csokonai Vitéz) მიხაი

▲back to top


ჩოკონაი ვიტეზ-ი (Csokonai Vitéz) მიხაი
უნგრელი პოეტი და დრამატურგი (1773-1805).

99 ჩოკროამინოტო (Tjokroaminoto)

▲back to top


ჩოკროამინოტო (Tjokroaminoto)
ინდონეზიის მუსლიმური და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1882-1934).

100 ჩოლა

▲back to top


ჩოლა
დინასტია ინდოეთში უძველეს დროსა და შუა საუკუნეებში.

101 ჩო მიონ ჰი (ფსევდ.

▲back to top


ჩო მიონ ჰი (ფსევდ.
ფხოსოკი) - კორეელი მწერალი (1894-1942).

102 ჩონ ბონ ჯუნ-ი

▲back to top


ჩონ ბონ ჯუნ-ი
კორეის გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი (1853-1895).

103 ჩონ იაკ იონ-ი, ჩონ და სანი

▲back to top


ჩონ იაკ იონ-ი, ჩონ და სანი
კორეელი სწავლულ-ენციკლოპედისტი (1762-1836).

104 ჩონ ინ ჯი (სხვა ტრანსკრიფციით

▲back to top


ჩონ ინ ჯი (სხვა ტრანსკრიფციით
ჩონ ნინ ჯი) - კორეელი სწავლული და სახელმწ. მოღვაწე (1396-1478).

105 ჩონ ჩხოლ-ი (ნამდვ. სახელი; ლიტერატურული სახელი

▲back to top


ჩონ ჩხოლ-ი (ნამდვ. სახელი; ლიტერატურული სახელი
სონგანი) - კორეელი პოეტი (1536-1594).

106 ჩოპიჩ-ი (Ђопиħ) ბრანკო

▲back to top


ჩოპიჩ-ი (Ђопиħ) ბრანკო
სერბი მწერალი (1915-1984).

107 ჩოპიჩ-ი (Čopić) ვლადიმირ

▲back to top


ჩოპიჩ-ი (Čopić) ვლადიმირ
იუგოსლავიის კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1891-1938).

108 ჩოსერ-ი (Chaucer) ჯეფრი

▲back to top


ჩოსერ-ი (Chaucer) ჯეფრი
ინგლისელი პოეტი [(1340(?)-1400]

109 ჩოსიჩ-ი (Ђосиħ) ბრანიმირ

▲back to top


ჩოსიჩ-ი (Ђосиħ) ბრანიმირ
სერბი მწერალი (1903-1934).

110 ჩოტოპადჰაი ბონკიმჩონდრო

▲back to top


ჩოტოპადჰაი ბონკიმჩონდრო
ინდოელი მწერალი, განმანათლებელი და საზ. მოღვაწე (1838-1894).

111 ჩოტოპადჰაი შოროტრონდრო

▲back to top


ჩოტოპადჰაი შოროტრონდრო
ინდოელი მწერალი (1876-1938).

112 ჩუბაქ-ი სადეყ

▲back to top


ჩუბაქ-ი სადეყ
ირანელი მწერალი (1916-1998).

113 ჩუბრილოვიჩ-ი (Ђубриловиħ) ვასო

▲back to top


ჩუბრილოვიჩ-ი (Ђубриловиħ) ვასო
იუგოსლავიელი ისტორიკოსი (1897-1990).

114 ჩუდი (Tschudi) ეგიდი (ან გილგ)

▲back to top


ჩუდი (Tschudi) ეგიდი (ან გილგ)
შვეიცარიელი ისტორიკოსი (1505-1572).

115 ჩუკურენკუ (Ciucurencu) ალექსანდრუ

▲back to top


ჩუკურენკუ (Ciucurencu) ალექსანდრუ
რუმინელი ფერმწერი (1903-1977).

116 ჩულეი (Ciulei) ლივიუ

▲back to top


ჩულეი (Ciulei) ლივიუ
რუმინელი რეჟისორი, მხატვარი და მსახიობი (1923-2011).

117 ჩულინოვიჩ-ი (Čulinović) ფერდო

▲back to top


ჩულინოვიჩ-ი (Čulinović) ფერდო
იუგოსლავიელი ისტორიკოსი (1897-1971).

118 ჩურიგერა (de Churriguera) ალბერტო

▲back to top


ჩურიგერა (de Churriguera) ალბერტო
ესპანელი არქიტექტორი და მოქანდაკე (1676-1740).

119 ჩურიგერა (de Churriguera) ხოაკინ

▲back to top


ჩურიგერა (de Churriguera) ხოაკინ
ესპანელი არქიტექტორი და მოქანდაკე (1674-1724).

120 ჩურიგერა (de Churriguera) ხოსე ბენიტო დე

▲back to top


ჩურიგერა (de Churriguera) ხოსე ბენიტო დე
ესპანელი არქიტექტორი და მოქანდაკე (1674-1724).

121 ჩუ სი გიონ-ი (ფსევდ.

▲back to top


ჩუ სი გიონ-ი (ფსევდ.
ჰანჰინსემი) - კორეელი მეცნიერი და მოაზროვნე (1876-1914).

122 ჩხვე იკ ჰიონ-ი (ნამდვ. სახელი; ფსევდ.

▲back to top


ჩხვე იკ ჰიონ-ი (ნამდვ. სახელი; ფსევდ.
ცოი იკ ჰიონი) - კორეის პოლიტ. მოღვაწე (1833-1906).

123 ჩხვე ნამ სონ-ი (ნამდვ. სახელი; ფსევდ.

▲back to top


ჩხვე ნამ სონ-ი (ნამდვ. სახელი; ფსევდ.
იუქტანი) - კორეელი ლიტერატორი, ისტორიკოსი (1890-1957).

124 ჩხვე სოჰე (ფსევდ.; ნამდვ. სახელი

▲back to top


ჩხვე სოჰე (ფსევდ.; ნამდვ. სახელი
ჩხვე ჰაკ სონი) - კორეელი მწერალი (1901-1932).

125 ჩხვე ჩხი ვონ-ი (ნამდვ. სახელი; ფსევდ.

▲back to top


ჩხვე ჩხი ვონ-ი (ნამდვ. სახელი; ფსევდ.
კოუნი) - კორეელი პოეტი (დ. 857).