ქართული ენა და ლიტერატურა



1 ყდა

▲back to top


2 გამოცემის უფლება

▲back to top


  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი
  • დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

3 ავტორები

▲back to top


  • ნათელა მაღლაკელიძე,
  • ცისანა ყურაშვილი,
  • ელენე მაღლაკელიძე

4 დანიშნულება

▲back to top


სახელმძღვანელო საკვირაო სკოლებისათვის,

განკუთვნილია 8-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის

5 გამომცემლობა და გამოცემის ადგილი

▲back to top


  • გამომცემლობა `მერიდიანი~
  • თბილისი 2011,

6 საკითხავი მასალა - პირველი ნაწილი

▲back to top




(8-დან 10 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის)

6.1 პირობითი ნიშნები

▲back to top


6.1.1 სიტყვები და გამოთქმები, კითხვები,გრამატიკული ტერმინები და განსაზღვრებები, დავალებები

▲back to top


წიგნით მუშაობისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პირობით ნიშნებს:

   

აქ ახსნილია ის სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც ტექსტის კითხვისას თქვენთვის შეიძლება გაუგებარი აღმოჩნდეს;

       
    ამ პირობითი ნიშნით აღნიშნულია სხვადასხვა ტიპის კითხვები, რომლებიც დალაგებულია თანმიმდევრო­ბით და დაგეხმარებათ წაკითხული ტექსტის გაანალიზებაში;
     

 

    ეს რუბრიკა ითვალისწინებს ტექსტის ენობრივ-გამომსახველობით მხარეზე დაკვირვებას, აქვე მოცემულია გრამატიკული ტერმინები და განსაზღვრებები;ა
     

 

    აქ მითითებულია ის დავალებები, რომლებიც წერი­ლობით უნდა შესრულდეს.

6.2 ყველაზე ძვირფასი ნაყოფი (ზღაპარი)

▲back to top


 

ერთ მეფეს სამი ვაჟი ჰყავდა. ერთ დღეს უხმო, შვილებს და უთხრა:

    უხმო - აქ: დაუძახა; შვილებს უხმო - შვილებს დაუძახა
     
  - მინდა, სამივეს თითო  ქისა, ოქრო მოგცეთ, შემოიარეთ ქვეყანა და ყველაზე ძვირფასი ნაყოფი მომიტანეთ.   ქისა - ქსოვილისაგან ან ტყავისაგან დამზადებული საფულე
     
 

ძმები გზას გაუდგნენ და შინ სამი წლის შემდეგ დაბრუნდნენ. უფროსმა ვაჟმა მამას ყურძენი მიუტანა და უთხრა:

- ყველაზე ძვირფასი ნაყოფი ის არის, რაც ყველაზე ტკბილია. ყურძენზე ტკბილი კი არც ერთი ხილი არ არის.

- კარგი გიქნია, ყურძენი მართლაც კარგი ხილია. შენ რაღა მომიტანე? - ჰკითხა შუათანას.

- ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასი ნაყოფი ჩვენს ქვეყანაში არ იშოვება, ამიტომაც წავედი უცხო ქვეყანაში და იქიდან ქოქოსი, ანანასი, ბანანი, ლეღვი და ფორთოხალი ჩამოგიტანე.

- შენც კარგად მოქცეულხარ, - უთხრა მამამ, შემდეგ კი უმცროს ვაჟს მიუბრუნდა და ჰკითხა:

- შენ არაფერი მოგიტანია?

- შენი გატანებული ფულით არაფერი მიყიდია, მაგრამ ვისწავლე და ცოდნა შევიძინე. ცოდნა ყველაზე ძვირფასი ნაყოფია.

მამამ გაიხარა და თქვა:

 
     
 

- ყველაზე ძვირფასი ნაყოფი შენ მოგიტანია. ცოდნაზე უკეთესი ცისქვეშეთში, არაფერია. მას ვერც წაგართმევენ და ვერც მოგპარავენ.

 

ცისქვეშეთი - ქვეყანა

 

 

 

6.2.1 ანდაზა

▲back to top


   

ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა

6.2.2 უპასუხე კითხვებს

▲back to top


   

ამ ზღაპარში რასთან არის ცოდნა შედარებული? რისი ნაყოფია ცოდნა? გააგრძელეთ ზღაპარი და მოუყევით თქვენს მეგობრებს

6.2.3 წაიკითხეთ და უპასუხეტ კითხვებს

▲back to top


   

მეფემ შვილებს უხმო. დაავალა ძვირფასი ნაყოფის მოტანა. უფროსმა ვაჟმა ყურძენი მოიტანა. შუათანამაც ხილი მიართვა მამას. უმცროსმა ისწავლა და ცოდნა შეიძინა. მამამ გაიხარა. ცოდნა ქვეყნად ყველაზე ძვირფასი ნაყოფია."

- რამდენი წინადადება წაიკითხეთ? რამდენსიტყვიანია პირველი წინადადება? მეორე? მესამე? -

- რა წერია თითოეული წინადადების ბოლოს?/td>

6.2.4 დაიმახსოვრე:

▲back to top


   

წინადადება სიტყვებისაგან შედგება. წინადადებაში შეიძლება იყოს ორი, სამი ან მეტი სიტყვა

 

6.2.5 დავალება

▲back to top


   

გადაწერეთ ტექსტი და თითოეული წინადადების ბოლოს დასვით წერტილი:

ვრიტი და მტრედი გვრიტი

მახეში გაება და საბრალოდ აფრთხიალდა დაინახა ეს მტრედმა და დახმარების მაგივრად დაცინვა დაუწყო თურმე იქვე ძუის მახე იყო გაბმული მტრედმა ეს ვერ შენიშნა და შიგ გაიხლართა

6.3 ნამდვილი ამბავი (ვ. სუხომლინსკის მიხედვით)

▲back to top


კითხვისთვის მზადება:

- მოცემული სიტყვები: მოიმკი, დასთეს, იმას, რასაც - დაალაგეთ ისე, რომ ანდაზა მიიღოთ.
- შეადგინეთ ამ ანდაზის მიხედვით პატარა მოთხრობა.

 

     
 

- ცხელ, უწყლო ველზე ჭაა ამოყვანილი. ქოხში პაპა და შვილიშვილი ცხოვრობენ.

ჭასთან გრძელ თოკზე ვედრო ჰკიდია. მოდიან და მოდიან მგზავრები, ჭასთან შეისვენებენ, წყალს დალევენ, პაპას მადლობას გადაუხდიან და გზას გააგრძელებენ.

ერთხელაც ვედრო თოკს მოსწყდა და ჭაში ჩავარდა. პაპას სხვა თოკი არ ჰქონდა, რომ წყალი ამოეღო და დაელია.

მეორე დღეს ქოხს ერთი გლეხკაცი მოადგა. თავისი ურმიდან ვედრო გადმოიღო, წყალი დალია, ვედრო კვლავ შეინახა და გზა განაგრძო.

- ეს რა კაცი იყო? - ჰკითხა შვილიშვილმა მოხუცს.

- ეგ არ იყო კაცი, შვილო, - უპასუხა მოხუცმა.

შუადღისას ქოხთან სხვა მგზავრი გაჩერდა, თავისი ვედრო გადმოიღო, ჭიდან წყალი ამოიღო, დალია, პაპასა და შვილიშვილსაც დაალევინა, ვედრო შეინახა და განაგრძო გზა.  

- ეს ვიღა იყო? - ისევ ჰკითხა შვილიშვილმა ბაბუას.

- არც ეგ იყო კაცი, - უპასუხა მოხუცმა.

საღამო ხანს ქოხს კიდევ მოადგა მგზავრი. ურმიდან ვედრო გადმოიღო,თოკი გამოაბა, წყალი ამოიღო, დალია, მადლობა თქვა, ვედრო კი ჭასთან დატოვა, თოკზე გამობმული.

- ეგ ვიღა იყო, ბაბუ?- იკითხა ბიჭმა.

- ეგ კი ნამდვილი ადამიანი იყო, - უპასუხა ბერიკაცმა.

6.3.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

-  რატომ არ ჩათვალა მოხუცმა პირველი მგზავრი კაცად? მეორე მგზავრი? ეთანხმებით მოხუცის შეფასებას?
- რატომ ჩათვალა ნამდვილ ადამიანად პაპამ მესამე მგზავრი?
- თქვენი სიტყვებით დაახასიათეთ პირველი მგზავრი, მეორე მგზავრი, მათი რა თვისებებია თქვენთვის მიუღებელი? მისაღები?
- დაყავით მოთხრობა ცალკეულ ნაწილებად და დაასურათეთ.

შეურჩიეთ სათაური თითოეულ სურათს.

6.3.2 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


     

მადლობა გადაიხადა.
ბოდიში მოიხადა.

6.3.3 წაიკითხეთ ლექსი და შეეცადეთ ისწავლოთ ქართულად:

▲back to top


    კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე,
და ყოველდღე შენს თავს ჰკითხე:
- აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?!

ი. ჭავჭავაძე

6.3.4 დავალება

▲back to top


   

მოცემული სიტყვები ისე დაალაგეთ, რომ ნაცნობი ანდაზები მიიღოთ. დაწერეთ ეს ანდაზები:

ცოდნა, თან, მცოდნელსა, დასდევს.
მონახევრეა, ბედის, ცდა.
აქვს, მოკლე, ტყუილს, ფეხები.

6.4 გაიხარეს

▲back to top


 

შემოდგომა იყო. ქეთო და თინა ბებიასა და ბაბუას ეწვივნენ. ხეებს ფოთლები სცვიოდა. ვაშლი, მსხალი, ბროწეული, კომში და წაბლი დაეკრიფათ.

რთველიც მოეთავებინათ.

    რთველი - ვენახებში ყურძნის კრეფა; ყურძნის კრეფის დრო..
     
  ბებიას ჩურჩხელა გაეკეთებინა, იმდენი- ძალიან ბევრი.

ბავშვებს ბაბუამ უთხრა:

- წამოდით, პაწაწინა მტევნებს მაინც იპოვით.

 ზვარში  წაიყვანა პატარები. ქეთომ თავისი ჩანთა წაიღო, თინას პაწია კალათი მისცა ბაბუამ. ზვარში კვალზე დააყენა და უთხრა:

- აბა, ეძებეთ ყურძენი.

  ზვარი - დიდი ვენახი
     
  აი, ქეთომ იპოვა ერთი პაწია მტევანი, თინამაც იპოვა, კიდევ იპოვეს. ასე აგროვებდნენ პაწაწინა მტევნებს და ბევრიც მოუგროვდათ. იქ კი არ შეჭამეს, გობზე დაყარეს, კარგად გარეცხეს, ბებიაც და ბაბუაც არ დაივიწყეს. ბებიამ ყურძენი გასინჯა. იფ, იფ, იფ, რა გემრიელი ყოფილა! - თქვა მან. - ამათი მოტანილი რომაა, იმიტომაა ასე ტკბილი, - უპასუხა ბაბუამ. ბავშვები ძალიან გაახარა მოხუცის ნათქვამმა.

 

გობი - თეფშის მსგავსი დიდი ზომის ხის ჭურჭელი

 

 

6.4.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

-  როგორ არის აღწერილი მოთხრობაში შემოდგომა? ამოიკითხეთ სათანადო ადგილი. - რით ასიამოვნეს ბავშვებმა მოხუცებს?

-  რატომ ეგემრიელათ ბებიასა და ბაბუას ყურძენი?

-  რატომ აქვს მოთხრობას სათაურად `გაიხარეს~?

6.4.2 წაიკითხეთ და უპასუხეთ კითხვებს

▲back to top


   

- რამდენი ორსიტყვიანი წინადადებაა ტექსტში?

- მოძებნეთ და წაიკითხეთ ყველაზე გრძელი წინადადება. რამდენი სიტყვაა მასში?

 

6.4.3 წაიკითხეთ ლექსი, შეეცადეთ ისწავლოთ ზეპირად, უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


    წერილი ბებიას

 

მუდამ ჩემო სანატრელო,

საყვარელო ბები,

დაგკოცნი და დამიკოცნე

ჩვენი ნაცნობები.

 

ბები, ჩემო ტკბილო ბები,

აგრემც გენაცვალები,

გთხოვ, მალე გამომიგზავნო

თეთრი ჩურჩხელები.

შენი შვილიშვილი
 

6.4.4 დავალება

▲back to top


   

წარმოიდგინე, რომ სოფელში შენც გყავს ბებია, როგორ რა წერილს მისწერდი მას? დაწერე ეს წერილი.,

6.5 ტყე

▲back to top


კითხვისთვის მზადება:

 

       
 

შემოდგომა იყო. დედამ მარინე და ზურიკო ტყეში სასეირნოდ წაიყვანა. ტყეში სიჩუმე იდგა. ჩიტუნები აღარ ჟივჟივებდნენ. მიწაზე ყვითელი ფოთლების ხალიჩა იყო დაგებული. ხეებს ფოთოლი გასცვივნოდა. მხოლოდ ნაძვი და ფიჭვი იდგა ისევ მწვანედ მორთული.

- დედიკო, რა ლამაზია ნაძვი! - წამოიძახა ზურიკომ.

- მართალია, ნაძვიც ლამაზია და აი, ეს ფიჭვიც, -  მიუთითა დედამ ფიჭვზე, - ეს იმიტომ, რომ მათ მწვანე ფოთოლი შემორჩათ.

- მერე სად აქვს ნაძვს ან ფიჭვს ფოთოლი? - გაოცებით შეეკითხა მარინე.

- აი, ეს ნემსებივით წიწვები ნაძვისა და ფიჭვის ფოთოლია. ესენი ზამთარშიაც მწვანეა, - მიუგო დედამ.

ნაძვის ძირას ზღარბი მიმჯდარიყო. ბავშვების დანახვაზე იგი გორგალივით დამრგვალდა.

 

6.5.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

- რა მოეწონა ზურიკოს? - რამ გააოცა მარინე?

- როგორ არის აღწერილი შემოდგომის ტყე?

 - როგორი მცენარეებია ნაძვი და ფიჭვი?

- როგორ მცენარეებს ეწოდება "მარადმწვანე"?

- რა არის წიწვი?

- კიდევ რომელ წიწვოვან მცენარეს იცნობთ?

6.5.2 იცით ტუ არა, რომ...

▲back to top


   

ტყე ქვეყნის სიმდიდრე და მშვენებაა? სადაც ტყეა, იქ ბუნება სიცოცხლით არის სავსე.

6.5.3 შეავსეთ კროსვორდი:

▲back to top


    საქართველოს ტყის ბინადარი ცხოველების სახელებით:
         
         
         

პასუხი

6.5.4 დააკვირდით:

▲back to top


   

შემოდგომა იდგა.

შემოდგომა იდგა?  

- რა იწერება პირველი წინადადების ბოლოს? ს?

რა იწერება მეორე წინადადების ბოლოს?

როგორ წარმოვთქვამთ მას? , ფეხები.

6.5.5 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


     

წერტილი იწერება თხრობითი წინადადების ბოლოს, კითხვის ნიშანი კი - კითხვითი წინადადების ბოლოს.

6.5.6 დავალება

▲back to top


   

ამოწერეთ ტექსტიდან ერთი კითხვითი და ერთი თხრობითი წინადადება. .

6.6 ციყვი და კოდალა

▲back to top


 

ერთ ტყეში ნაძვის ხის ფუღუროში ციყვი ცხოვრობდა. ნაძვის ხეს ქერქის ქვეშ ხოჭოები შეესივნენ და მისი ჭამა დაიწყეს. მაგრამ მალე გამოჩნდა კოდალა - ტყის მკურნალი, მისდგა ნისკარტით იმ  დასნეულებულ  ნაძვს და დაუწყო კაკუნი, სპობდა და . მუსრს ავლებდა  ხოჭოებს, მათს კვერცხებსა და მატლებს. .

   

დასნეულებული - დაავადმყოფებული, სნეული - ავადმყოფი. მუსრს ავლებდა - სპობდა, ანადგურებდა.

 
  მეორე დღესაც დილაადრიან დაიწყო მუშაობა. ციყვმა თავისი ფუღუროდან თავი გამოყო და გამოსძახა:
 
   -  შენ, ეი, ამ დილაადრიან რომ აკაკუნებ და ძილი დამიფრთხე რას გადაეკიდე ამ საწყალ ხეს, გინდა ქერქი დაუზიანო  დაუზიანო  და გაახმო? წაეთრიე აქედან!დან!  კოდალას მუშაობა არ შეუწყვეტია, ისე უპასუხა:   ძილი დამიფრთხე - გამაღვიძე. დაუზიანო - დაუშავო,  ზიანი - დაშავება, ვნება 
   
   უვიცი რომ არ იყო, მაგ სიტყვებს არ მაკადრებდი. მე ხეს კი არ ვაზიანებ და ვახმობ, პირიქით, ვმკურნალობ, ვასუფთავებ მავნე  მწერებისაგან და ბევრი ხე გადამირჩენია გახმობას.   უვიცი - უცოდინარი.  ავნე - ზიანის მომტანი
 

6.6.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

-   როგორ მკურნალობდა ნაძვს კოდალა?

 

- რატომ უწოდებენ კოდალას `ტყის მკურნალს~?

 

-  რა ზიანს აყენებენ ხოჭოები ნაძვს?
 

- რომელი მავნე მწერების შესახებ გსმენიათ?

6.6.2 წაიკითხეთ და უპასუხეთ კითხვებს

▲back to top


   

- რამდენი ორსიტყვიანი წინადადებაა ტექსტში?

- მოძებნეთ და წაიკითხეთ ყველაზე გრძელი წინადადება. რამდენი სიტყვაა მასში?

 

6.6.3 იცით ტუ არა, რომ...

▲back to top


   

გუგული და კოდალა - დაუნდობლად ჟლეტენ ჭია-მატლებს და ამით ტყეს განადგურებისაგან იცავენ?ცოცხლით არის სავსე.

6.6.4 წაიკითხეთ და უპასუხეთ კითხვებს

▲back to top


   

"წაეთრიე აქედან!" - მიმართა ციყვმა კოდალას. როდის ამბობენ სიტყვებს: წაეთრიე, მოეთრიე, გაეთრიე?- რას გამოხატავენ ამ სიტყვებით? თქვენი აზრით, რამდენად მისაღებია ასეთი სიტყვებით საუბარი?
რა სიტყვა შეიძლება ვიხმაროთ `"წაეთრიე"-ს ნაცვლად?

როდის ვხმარობთ სიტყვებს: წაბრძანდი, მობრძანდი, დაბრძანდი?- რას გამოვხატავთ ამგვარი სიტყვებით?
როდის ვიყენებთ მათ?

"წაეთრიე აქედან!" - რას გამოხატავს ეს წინადადება:
ა) თხოვნას, ბ) ბრძანებას, გ) კითხვას (შეარჩიეთ
მართებული პასუხი). რა იწერება მის ბოლოს? პასუხი

 

6.6.5 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


    ბრძანებითი წინადადება გამოხატავს ბრძანებას ან თხოვნას. მის ბოლოს ძახილის ნიშანი (!) იწერება.

6.6.6 დავალება

▲back to top


   

მოიფიქრეთ და დაწერეთ 2 ბრძანებითი წინადადება.

6.7 ტყე და წყარო შველის

▲back to top


 

ტირის   ვერხვი  მტირალა -
ვერხვი ტოტებსველი:
- ვინ გაწყვიტა ხოხობი?
ვინ გაწყვიტა შველი?
ხე რომ გახმა,
უხეო
რაღად ვარგა
ჭალა??
არც ბალახი,
არც წყარო,
აღარც
ძნა ძნა და ჩალა
უნდა დავრგოთ ხე
და გაჩნდება ტყე.
მოფრინდება ხოხობი,
მოშენდება შველი!
ხოხობსა და შველს
ტყე და წყარო შველის
!

   

ვერხვი - საშუალო სიმაღლის ან მაღალი ხე, აქვს გრძელყუნწიანი შრიალა ფოთლები.

 

 

 

 

 

ჭალა - პატარა ტყე მდინარის პირას

 


ძნა - მომკილი თავთავის კონა. ჩალა - სიმინდის ხმელი ღერო და ფოთლები

 

6.7.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

- რატომ ტირის ვერხვი?
- როგორ არის აღწერილი ლექსში ჭალა?
- რას შველის ტყე და წყარო?
- რის შესახებ არის ეს ლექსი დაწერილი?
- თქვენი აზრით, რატომ გაწყდნენ ჭალაში ფრინველები და ცხოველები?

6.7.2 გამოცანა

▲back to top


   

ჩუხჩუხა და პატარა
ცივია და ანკარა. პასუხი

 

6.7.3 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


     

ჩალის ფასად - ძალიან იაფად
ჩალით არის ქვეყანა დახურული - ქვეყნად სამართალი არ არის
პირში ჩალა გამოავლო - მოატყუა

 

6.7.4 დააკვირდით:

▲back to top


   

როცა მთაში დიდ თოვლს დადებს,
შველასა გთხოვს ბარში შველი,
და შენც, კაცო, რა კაცი ხარ,
გაჭირვებულს თუ არ შველი?

- რას აღნიშნავს `შველი~ პირველ შემთხვევაში? მეორე შემთხვევაში?
- რით ჰგავს ეს ორი სიტყვა ერთმანეთს?
 

6.7.5 ჩქარსათქმელი:

▲back to top


   

ხევ-ხევ ხერხი მიცუხცუხებს, აცახცახებს ვერხვებს, მუხებს.

6.7.6 დავალება

▲back to top


   

ლექსის მიხედვით დაწერეთ: რას ჩივის ტყე?

6.8 ციყვის სტუმრები

▲back to top


 

ციყვი ხის ფუღუროში დაბინავდა, შვილებს თბილად ჩააცვა, კარი ჩაკეტა, ურდული  გაუყარა და საახალწლოდ თხილის გარჩევას შეუდგა.

დილით მოფრინდა ერთი ყვავი, ტოტზე დაჯდა და დაიჩხავლა:

- ყვა-ყვა! კარი გამიღე! - არ გაგიღებ! - უპასუხა ციყვმა.

- ყვა-ყვა! გამიღე, თორემ ამ ყინვაში ფეხს მოვიტეხ!

- თუ გინდა, კისერიც მოიტეხე, - უპასუხა ციყვმა. ყვავი გაფრინდა.

 - ჟღურტ, ჟღურტ! - გაისმა შუადღისას კარზე კაკუნი.

- რომელი ხარ? - გამოსძახეს შიგნიდან.

- ჟღურტ, ჟღურტ! ბეღურა ვარ, ვიყინები, კარი გამიღე!

ციყვმა ჭუჭრუტანიდან გამოიხედა, საბრალო ბეღურა დაინახა, კარი გაუღო და შინ შეიპატიჟა.

 

ურდული -კარის შიგნიდან დასაკეტი რკინის კეტი

 

 

საღამოს მოფრინდა ბუ და აიდუდუნა  - უ-ჰუ! უ-ჰუ! - კარი გამიღე!

- არ გაგიღებ! - უპასუხა ციყვმა.

- უ-ჰუ! კარი გამიღე, თორემ ამ სიბნელეში ვერაფერს ვხედავ!

- თუ გინდა, სულ დაბრმავდი, მაინც არ გაგიღებ, - მიუგო ციყვმა.

ბუ გაბრაზდა და გაფრინდა.

ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ციყვი თავის ფუღუროში იჯდა, საახალწლოდ თხილს არჩევდა, თან პატარებს ასწავლიდა:

- შვილებო! მტერსა და მოყვარეს გარჩევა უნდა. ყოველ სტუმარს რომ კარი გაუღოთ, მალე თვითონ ამ კარში გაგაგდებენ.

წაიდუდუნა - ხმადაბლა, გაურკვევლად თქვა.
 

6.8.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

 - როგორ ფიქრობთ, რატომ არ გაუღო კარი ციყვმა ყვავსა და ბუს?

- რას ასწავლიდა ციყვი თავის ბელებს? ეთანხმებით მის დარიგებას? რატომ?

- ამ ზღაპრის მიხედვით, როგორია ციყვი? (კეთილი, სტუმართმოყვარე, ბოროტი, დაკვირვებული, გულგრილი-  - შეარჩიეთ მართებული პასუხი).

6.8.2 დააკვირდით:

▲back to top


   

რას გამოხატავს ეს წინადადებები:

 

"ამ ყინვაში ფეხს მოვიტეხ!"

(ა) შიშს,

ბ)სიხარულს,

გ) გაოცებას - შემოხაზეთ მართებული პასუხი).

 

"ბეღურა ვარ, ვიყინები!"

(ა) მწუხარებას,

ბ) თხოვნას,

გ) ნატვრას - შემოხაზეთ მართებული პასუხი)

 

"ამ სიბნელეში ვერაფერს ვერ ვხედავ!"

(ა) სინანულს,

ბ) სიხარულს,

გ) ნატვრას - შემოხაზეთ მართებული პასუხი)

 

"თუ გინდა, სულ დაბრმავდი, მაინც არ გაგიღებ!"

(ა) მუქარას,

ბ) გაბრაზებას,

გ) გაოცებას - ხაზი გაუსვით მართებულ პასუხს).

 

- რა იწერება ამ წინადადებების ბოლოს?
 

6.8.3 დავალება:

▲back to top


   

ძახილის წინადადება გამოხატავს სიხარულს, გაკვირვებას, ნატვრას, მწუხარებას, დანანებას- ძახილის წინადადების ბოლოს ძახილის ნიშანი (!) იწერება.

6.9 დროის ფასი

▲back to top


 

ციყვი ალიონზე  ადგა. ათასი საქმე ჰქონდა. ხელ-პირი დაიბანა და მუშაობას შეუდგა. ამ დროს ჭრიჭინაც ესტუმრა. ციყვმა საქმეს თავი მიანება, სტუმარი შინ მიიპატიჟა და საუზმე მიართვა.


ჭრიჭინამ პირი არაფერს დააკარა, სამაგიეროდ ჭრიჭინს მოჰყვა. ციყვს ათასი საქმე ჰქონდა, მაგრამ იჯდა და თავაზიანად უსმენდა. შუადღე გადავიდა, მოსაღამოვდა კიდეც, ჭრიჭინა კი ჭრიჭინებდა და ჭრიჭინებდა.

 

ალიონზე -დილაადრიან

 

 

 

ციყვი საქმეს მოსცდა, მთელი დღე უქმად დაკარგა..
ამ დროს კარზე პატარა თაგვმა მოაკაკუნა. ყბა ახვეული ჰქონდა, თვალებიდან სიმწრის ცრემლი სდიოდა.

- ჩემო ციყუნია, კბილის ტკივილმა შემიკლა, საჭმლის საშოვნელად ვეღარ წავსულვარ. თუ შეგიძლია, ერთი თხილი მასესხე და რომ მოვკეთდები, მოვკეთდები, დაგიბრუნებ.

გაიქცა ციყვი, თაგვს თხილი გამოუტანა და გვირილაც მისცა, ამისი ნახარში პირში გამოივლე, კბილის ტკივილს შველისო.
- ჰაიტ, შე მათხოვარო, შენა! - ჩაუჭრიჭინა თაგვს ჭრიჭინამ, - ციყვს ოფლი დაუღვრია, ეგ თხილი რამსიშორიდან მოუტანია და ახლა შენ უნდა შეჭამო?

თაგვმა მიუგო:

- მე მათხოვარი არა ვარ, ჭრიჭინავ, შენ კი ნამდვილი ყაჩაღი ხარ! მე ერთი თხილი ვესესხე და დავუბრუნებ კიდეც, შენ კი ციყუნიას მთელი დღე წაართვი. აბა, წართმეული დროის დაბრუნება სინჯე! გინდა ნაშრომი წაგირთმევია, გინდა საქმისაგან მოგიცდენია, შე ყბედო, შე ყაჩაღო, შენა!

ჭრიჭინა ყბედობას რას მოიშლიდა? დღესაც კარდაკარ დადის, ჭრიჭინებს და ჭრიჭინებს.

უქმად დაკარგა -  ტყუილად დაკარგა
მოვკეთდები - კარგად გავხდები, გამოვჯანმრთელდები
 
სინჯე -  სცადე
ყბედი -  იტყვიან ადამიანზე, ვინც ბევრს ლაპარაკობს
 
 

6.9.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

 - როგორ ფიქრობთ, რატომ არ გაუღო კარი ციყვმა ყვავსა და ბუს?

- რას ასწავლიდა ციყვი თავის ბელებს? ეთანხმებით მის დარიგებას? რატომ?

- ამ ზღაპრის მიხედვით, როგორია ციყვი? (კეთილი, სტუმართმოყვარე, ბოროტი, დაკვირვებული, გულგრილი-  - შეარჩიეთ მართებული პასუხი).

6.9.2 დააკვირდით:

▲back to top


   

რას გამოხატავს ეს წინადადებები:

 

"ამ ყინვაში ფეხს მოვიტეხ!"

(ა) შიშს,

ბ)სიხარულს,

გ) გაოცებას - შემოხაზეთ მართებული პასუხი).

 

"ბეღურა ვარ, ვიყინები!"

(ა) მწუხარებას,

ბ) თხოვნას,

გ) ნატვრას - შემოხაზეთ მართებული პასუხი)

 

"ამ სიბნელეში ვერაფერს ვერ ვხედავ!"

(ა) სინანულს,

ბ) სიხარულს,

გ) ნატვრას - შემოხაზეთ მართებული პასუხი)

 

"თუ გინდა, სულ დაბრმავდი, მაინც არ გაგიღებ!"

(ა) მუქარას,

ბ) გაბრაზებას,

გ) გაოცებას - ხაზი გაუსვით მართებულ პასუხს).

 

- რა იწერება ამ წინადადებების ბოლოს? პასუხი
 

6.9.3 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


   

ძახილის წინადადება გამოხატავს სიხარულს, გაკვირვებას, ნატვრას, მწუხარებას, დანანებას- ძახილის წინადადების ბოლოს ძახილის ნიშანი (!) იწერება.

6.10 უტკბესი და უმწარესი

▲back to top


 

 

ა მოცლილი ვეზირი  წადი, ისეთი საჭმელი მომიტანე, რომ დედამიწაზე მასზე ტკბილი არაფერი იყოს და არც ზღვაში მოიპოვებოდესო.

 

წავიდა ვეზირი, ენა უყიდა, მიუტანა, აჭამა და მოეწონა.

 

მეორედ უბრძანა:

 

- წადი, ისეთი რამე მომიტანე, რომ მასზე მწარე არაფერი იყოს ქვეყანაზეო.

 

წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მიუტანა. მეფემ ჰკითხა: - ტკბილი ვითხოვე, ენა მომიტანე; მწარე ვითხოვე, მაშინაც ენა მომიტანე. ეს როგორ?

 

ვეზირმა უპასუხა:

 

- ამ ქვეყანაზე ენაზე უტკბესი და ენაზე უმწარესი არა მოიპოვება რაო..

 

ვეზირი - მეფის მრჩეველი

6.10.1 ანდაზა

▲back to top


     

ხმალზედ უფრო უკეთა ჭრის პატარა და რბილი ენა.

6.10.2 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

-- რა უბრძანა მეფემ თავის ვეზირს?

- რა მოუტანა მას ვეზირმა?

- რა გაუკვირდა მეფეს?

- რით ახსნა ვეზირმა თავისი მოქმედება?

 

ეთანხმებით ვეზირის სიტყვებს?

6.10.3 დააკვირდით:

▲back to top


   

- მოძებნეთ ტექსტში და წარმოთქვით ისეთი სიტყვები, რომლებიც სამი ბგერისაგან შედგება.
-  ახლა ეს სიტყვები დაწერეთ დაფაზე.
-  რამდენი ასოა ამ სიტყვებში?
-  ახლა მოძებნეთ და წაიკითხეთ ისეთი სიტყვები, რომლებიც ოთხი, ხუთი, ექვსი ბგერისაგან შედგება.


დაწერეთ ისინი დაფაზე. რას ამჩნევთ?ა

6.10.4 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


   

ბგერას წარმოვთქვამთ, ასოს ვწერთ. სიტყვაში იმდენი ასოა, რამდენიც ბგერაა მასში.

6.10.5 დავალება:

▲back to top


   

წერილობით უპასუხეთ პირველსა და მეორე კითხვას.

6.11 სიძუნწე (ზღაპარი)

▲back to top


 

იყო ორი მეზობელი. ორივენი ძალიან ძუნწები იყვნენ. ერთხელ ერთმა მეზობელმა გაუგზავნა მეორეს მსახური და შეუთვალა: ჩაქუჩი მათხოვეო.

 

მსახური რომ მივიდა, მეზობელმა ჰკითხა:

 

-  ჩაქუჩი რად გინდათ, როგორი ლურსმანი უნდა დააჭედოთ, რკინისა თუ ხისაო?

 

-  რკინისაო, -  მიუგო მსახურმა.

 

-  რკინისა? -  გაიმეორა მეზობელმა, კეფა მოიფხანა და უთხრა:

   კეფა - ადამიანის თავის უკანა ნაწილი

-  ჩემ მაგივრად ბოდიში მოახსენე შენს ბატონს, ჩაქუჩი შინ არა მაქვს, ამას წინათ ჩემს ძმას ვათხოვე.

 

დაბრუნდა მსახური და ყველაფერი ბატონს მოახსენა.

 

-  რამდენი ძუნწი ადამიანია ქვეყანაზე! წყალიც რომ სთხოვო, არ დაგალევინებენ! -  აღშფოთებით წამოიძახა ბატონმა, -  მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მეზობელს შინა აქვს ჩაქუჩი, მაგრამ დაენანა და არ მათხოვა. ეჰ! რა გაეწყობა, ისევ ჩემი ჩაქუჩი უნდა ვიხმარო.

 

აღშფოთებით  - გაბრაზებით

6.11.1 ანდაზა

▲back to top


     

ძუნწმა კაცმა თაფლი მისცა და
უკან გაჰყვა ლოკვითაო.

6.11.2 უპასუხე კითხვებს:

▲back to top


    -  რატომ არ ათხოვა მეზობელმა მსახურს ჩაქუჩი? როგორ ფიქრობთ, მან სიმართლე თქვა?
-  რატომ გაბრაზდა მსახურის ბატონი?
-  თქვენი აზრით, რომელი მეზობელი იყო უფრო ძუნწი?  რატომ ფიქრობთ ასე?

6.11.3 უპასუხე კითხვებს:

▲back to top


    - რამდენი ასო-ბგერაა სიტყვაში `ჩაქუჩი? - რომელია აქ ხმოვანი ბგერები? რამდენი ხმოვანი ბგერა გესმით?

- სიტყვაში ჩა-ქუ-ჩი რამდენი მარცვალია?

6.11.4 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


    სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენი ხმოვანი ბგერაც არის მასში

6.11.5 უპასუხე კითხვებს:

▲back to top


    - მოძებნეთ ტექსტში: ერთმარცვლიანი სიტყვები. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა მათი გადატანა?

 

6.11.6 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


    ერთმარცვლიანი სიტყვები გადასატანად არ გაიყოფა.

6.11.7 წარმოიდგინეთ:

▲back to top


    პირველმა მეზობელმა მსახურს წერილი გაატანა და თხოვნა შიგ ჩაწერა. რას დაწერდა იგი ამ წერილში? ეცადეთ, დაწეროთ ეს წერილი:

6.11.8 დავალება::

▲back to top


   

 ციყვმა თავის ბელს დაბადების დღე გადაუხადა. სტუმრად ტყის ბინადარი ცხოველები მიიწვია, სტუმრებს მოსაწვევი ბარათები დაუგზავნა.


ბარათში ეწერა:

   მგელმა კი თავისი ლეკვის დაბადების დღეზე მეზობლებს ასეთი მოსაწვევი ბარათები დაუგზავნა:

ბარათში ეწერა:

 

 

 

 

 

 
შეადარეთ ერთმანეთს ეს ორი წერილი, რომელი ცხოველი იჩენს თავაზიანობას -  ციყვი თუ მგელი? საიდან ჩანს ეს? კიდევ რა ჩანს ამ ბარათებიდან?

6.11.9 დავალება:

▲back to top


   

შეადგინეთ მოსაწვევი ბარათის ტექსტი თქვენი დაბადების დღისათვის.

6.12 ლამაზი დედა (შ. ასამიშვილი)

▲back to top


 

თინიკო და თამრიკო ეზოში ასკინკილას თამაშობდნენ. თამაშით რომ გული იჯერეს, თინიკომ უთხრა თამრიკოს:


- თინიკო, მოდი ასფალტზე ცარცით შენ დედაშენი დახატე, მე დედაჩემს დავხატავ.


გოგონები ერთმანეთის მეზობლად ჩაცუცქდნენ და ხატვას შეუდგნენ. ასფალტზე ნელ-ნელა ორი თმაგაჩეჩილი ქალის თავი გამოისახა. ქალებს ყვავილებიანი კაბები ჩააცვეს, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შეასკუპეს და ხელში ლამაზი ჩანთები დააჭერინეს.


- ნახე, თამრიკო, დედაჩემი რა ლამაზია! - თქვა თინიკომ.


- არაფერიც, დედაჩემი უფრო ლამაზია, მასზე ლამაზი არავინ არის! - უპასუხა თამრიკომ.


გოგონებმა ჯერ ხმას აუწიეს, მერე ხელების ქნევას უმატეს, ბოლოს თმებშიც სწვდნენ ერთმანეთს. დიდი ჩხუბი გაიმართებოდა, ეზოში ძია სოსო რომ არ გამოჩენილიყო.


- რატომ ჩხუბობთ, გოგონებო? - შესძახა მან და გოგონები გააშველა.


- ძია სოსო, გვითხარით, ვისი დედა უფრო ლამაზია? მე და თინიკომ დედები დავხატეთ, გვითხარით, რომელი უფრო ლამაზია?

 

   
გოგონებს ერთი სული ჰქონდათ მოიფხანა და უთხრა:  ერთი სული ჰქონდათ - აქ: ძალიან უნდოდათ
   

- დედები, საერთოდ, ლამაზები არიან, ყველაზე ლამაზი დედა კი ისაა, ვისაც ჭკვიანი და ზრდილი შვილი ჰყავს. -  ზრდილი  შვილი ჰყავს.

 

გოგონები ბეღურებივით მოიბუზნენ და დარცხვენილები გაეშურნენ შინისაკენ.

ზრდილი - ზრდილობიანი, კარგად გაზრდილიით

6.12.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

- რატომ ჩხუბობდნენ გოგონები?

- როგორ გგონიათ, ვისი დედა უფრო ლამაზი იყო?

- როგორ გესმით ძია სოსოს სიტყვები: `დედები, საერთოდ, ლამაზები არიან. ყველაზე ლამაზი დედა კი ისაა, ვისაც ჭკვიანი და ზრდილი შვილი ჰყავს~. ეთანხმებით ამ სიტყვებს?

- რის შერცხვათ გოგონებს?

6.12.2 დააკვირდით:

▲back to top


    - სიტყვებში: არის, ორი, იყო, არა - რამდენი მარცვალია? რომელია აქ პირველი მარცვალი? რამდენი ასო-ბგერისაგან შედგება ეს მარცვალი?

- სიტყვებში: ძია, ლია, მზია - რამდენი მარცვალია? რომელია აქ ბოლო მარცვალი? რამდენი ასო-ბგერისაგან შედგება იგი?

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ამ სიტყვების გადატანა?

6.12.3 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


    ერთი ასოს დატოვება ან გადატანა არ შეიძლება.

6.12.4 დავალება:

▲back to top


      ამოიწერეთ ტექსტიდან ის სიტყვები, რომლებიც არ გადაიტანება. რატომ არ გადაიტანება ეს სიტყვები?

6.12.5 წაიკითხეთ ლექსი და სცადეთ დაიმახსოვროთ:

▲back to top


   

 

საჩუქარი

ეს გაზაფხულიც მოვიდა
და შემოგვცინა მარტმა,
მეცა მყავს დედა ლამაზი,
მეცა მაქვს ერთი ნატვრა.
რვა მარტს საჩუქრის გარეშე
რაღა ფასი აქვს, აბა?
ზოგი თუ ყვავილს დაეძებს,
ზოგი ყიდულობს კაბას.
მე კი სხვას ვნატრობ ამ დილას,
სხვა საჩუქარი მინდა,
რადგან ერთია დედისთვის -
კარგიც, ლამაზიც, წმინდაც-
ვიყო, როგორიც დედას სურს,
ჩემი იმედი ჰქონდეს!
სხვა საჩუქარი რა არის,
ამ საჩუქარს რომ სჯობდეს!

  ჩასვით წრეში საჭირო სიტყვები

6.12.6 უპასუხე კითხვებს:

▲back to top


    - ლექსის მიხედვით, რა საჩუქრებით სურთ დედის გახარება?

- რა საჩუქარს უმზადებს შვილი დედას?

- თქვენ რა საჩუქარს ინატრებდით დედისათვის?

- თუ იცით, როდის არის დედის დღე?

6.12.7 დავალება:

▲back to top


   

შეადგინეთ და გააფორმეთ მისალოცი ბარათი დედის დღისათვის.

6.13 ფუტკარი და მტრედი(იგავ-არაკი)

▲back to top


 

ითხვისთვის მზადება

- მოცემული სიტყვები: მოიმკი, დასთეს, იმას, რასაც - დაალაგეთ ისე, რომ ანდაზა მიიღოთ.
- შეადგინეთ ამ ანდაზის მიხედვით პატარა მოთხრობა.
-------------------------------------.

ჯაფისგან დაღლილი ფუტკარი წყალში ჩავარდა და იხრჩობოდა. ახლო ხეზე დედა მტრედი იჯდა. თვალი შეასწრო ფუტკრის გაჭირვებას, აფრინდა, მოგლიჯა ნეკერჩხლის დიდი ფოთოლი და ჩაუგდო წყალში. ფუტკარი ზედ შეჯდა და წყალმა ნაპირზე გამორიყა. ფუტკარმა გაიშრო მზეზე სველი ფრთები, აფრინდა და ბზუილით გასწია თავის სკაში.

 

გავიდა რამდენიმე დღე. ბარტყებისათვის საჭმლის ზიდვით დაღლილი მტრედი ხეზე იჯდა და თვლემდა. ამ დროს მიეპარა მონადირე, ამოეფარა ჩირგვს და დაუმიზნა თოფი. ამას თვალი მოჰკრა ახლო ყვავილზე მჯდომმა ფუტკარმა, აფრინდა, სწრაფად მიფრინდა მონადირესთან და მარჯვენა ხელზე უკბინა სწორედ იმ დროს, როცა ტყვია უნდა ესროლა. მონადირეს სიმწრისაგან ხელი აუკანკალდა და მტრედს ტყვია ასცდა.

   
ჯაფა - შრომა, გარჯა ნეკერჩხალი - ხე დიდი ფოთლებით
 
თვლემს - ძილი ეკიდება, ძილი ერევა  ჩირგვი - ბუჩქი

6.13.1 გამოცანა:

▲back to top


     

ერთი მუშა მწერი არის
სასარგებლო მეტად,
თუკი ახლოს მიეკარე,
გიჩხვლეტს მწარე ნესტარს.
პასუხი

6.13.2 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


    - რა შეემთხვა ფუტკარს?
- როგორ გადაარჩინა მტრედმა ფუტკარი?
- როგორ გადაუხადა სამაგიერო ფუტკარმა?
- რისი თქმა სურს ამ ნაწარმოებით მწერალს?

6.13.3 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


    - რა საგნებს ხედავთ თქვენ გარშემო? დაასახელეთ და დაწერეთ მათი სახელები.


- ვის ხედავთ თქვენს ირგვლივ? დაასახელეთ და დაწერეთ მათი სახელები.

 

6.13.4 დააკვირდით::

▲back to top


   

 

დაიმახსოვრეთ:

ყოველ საგანს თავისი სახელი აქვს. მაგიდა, სკამი, წიგნი, კალამი, კომპიუტერი, მასწავლებელი, მოსწავლე - საგნის სახელებია.

6.13.5 უპასუხე კითხვებს:

▲back to top


    - ტექსტში რომელი საგნის სახელებია? რომელია მათ შორის სულიერი? უსულო?

6.13.6 დავალება:

▲back to top


   

წერილობით უპასუხეთ პირველ სამ კითხვას.

6.14 კეთილი ამხანაგები (იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

▲back to top


 

ძველად ერთ სკოლაში პატარა ნინო სწავლობდა. ის ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ ამპარტავნობდა, ზარმაცობდა და ერთი  ამხანაგებს დასცინოდა. განსაკუთრებით აბუჩად ჰყავდა აგდებული ელანი  ელამი კატო.

ამხანაგებს არ მოსწონდათ ნინოს საქციელი.

 

  ძველად - უწინ, ძველ დროს.

ამპარტავნობდა - უკადრისობდა.

ელამი - ადამიანი, რომლის თვალები სხვადასხვა მხარეს იმზირება.
 

 

ერთხელ ყვავილი  გაჩნდა. დედ-მამის დაუდევრობით ნინოს აცრილი არ ჰქონდა. შეხვდა ყვავილი და სახე დაუმახინჯდა. ბავშვმა დაკარგა სილამაზე, რითაც ამაყობდა.

მორჩენის შემდეგ ნინოს მშობლები სკოლაში გზავნიდნენ, მაგრამ გოგონა უარზე იდგა: რცხვენოდა და ეშინოდა ამხანაგებისა. ბოლოს, როგორც იყო, გაგზავნეს სკოლაში. მიდის ნინო და გულში შიშობს: ჩემი ამხანაგები რომ დაკენკილ სახეს დამინახავენ, მასხრად ამიგდებენ, წინანდელ ჯავრს ამოიყრიან და გულს მატკენენო.

შევიდა სკოლაში გაფითრებული და აკანკალებული ნინო, მაგრამ დახეთ მის გაოცებას! ამხანაგებს ნინოს დანახვაზე გული სიბრალულით აევსოთ. ისინი ალერსით ანუგეშებდნენ მას. ყველაზე მეტად თანაგრძნობას კატო უწევდა.

ნნინოს გული ამოუჯდა სიხარულისაგან და თვალებიდან შვების ცრემლი წასკდა.

ყვავილი - ავადმყოფობა, რომელიც კანზე ტოვებს ნაკვალევს

6.14.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

- როგორი იყო ნინო ხასიათით? გარეგნობით?
- რა შეემთხვა ნინოს?
- როგორი ამხანაგები ჰყოლია ნინოს? განსაკუთრებით ვისი საქციელია მოსაწონი?
- ადამიანის რომელი უარყოფითი თვისებებია ამ მოთხრობაში გაკიცხული?

რა ანდაზები გაგახსენდათ ამ მოთხრობის კითხვისას?

6.14.2 დავალება:

▲back to top


      შეადარეთ ერთმანეთს ნინო და კატო

თქვენი აზრით, როგორ მოიქცეოდა ამის შემდეგ ნინო?
(
შეარჩიეთ პასუხი და თქვენი აზრი დაასაბუთეთ)

1. ნინოს დაუბრუნდა ძველი სილამაზე, მაგრამ აღარ დასცინოდა სხვებს.
2. ნინოს აღარ დაუბრუნდა სილამაზე და ამიტომ ძალიან გულჩათხრობილი გახდა.
3. ნინო და კატო საუკეთესო მეგობრები გახდნენ.
4. ------------------------------------------

6.14.3 დააკვირდით:

▲back to top


    ნინოს ყვავილი შეეყარა.
მინდორში გაშლილიყო მშვენიერი უსუნო ყვავილი.

ხერხი სჯობია ღონესა.
ხერხი და ნაჯახი სამეურნეო იარაღებია.

რას ამჩნევთ?ტანა?

6.14.4 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


    ერთი ასოს დატოვება ან გადატანა არ შეიძლება.

6.14.5 დავალება:

▲back to top


      ამოიწერეთ ტექსტიდან ის სიტყვები, რომლებიც არ გადაიტანება. რატომ არ გადაიტანება ეს სიტყვები?

6.14.6 დაიმახსოვროთ:

▲back to top


   

 

ხშირად ორი სხვადასხვა სიტყვა გარეგნულად ემსგავსება ერთმანეთს.

6.14.7 უპასუხე კითხვებს:

▲back to top


    დაასახელეთ ტექსტიდან ადამიანის აღმნიშვნელი სახელები (ნინო, კატო - განაგრძეთ). რა კითხვა დაესმის მათ?

დაასახელეთ ტექსტიდან უსულო საგნების სახელები (სკოლა, ყვავილი - განაგრძეთ). რა კითხვა დაესმის მათ?დედის დღე?

6.14.8 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


    ქართულში კითხვა ვინ? დაესმის მხოლოდ ადამიანის აღმნიშვნელ სახელებს. კითხვა რა? დაესმის ადამიანის გარდა ყველა საგნის სახელს.

6.14.9 დავალება:

▲back to top


   

ამოიწერეთ ტექსტიდან ის ადგილი, სადაც ნინოს განცდებია აღწერილი.

6.15 ფარშავანგი(იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

▲back to top


 

ითხვისთვის მზადება

- რა ფრინველია დახატული სურათზე? რა გსმენიათ, რა იცით მის შესახებ? თუ შეგიძლიათ, აღწერეთ იგი.
-------------------------------------.

 

ეზოში ფარშავანგი დადიოდა ამაყად. საუცხოო სანახავი იყო, დროდადრო ბოლოს მარაოსავით შლიდა, მზის სხივებზე აელვარებდა თვალისმომჭრელი  ფერებით. თუმცა ზოგჯერ უსიამოვნო ხმით გაჰკიოდა

 

საუცხოო სანახავი - აქ: ძალიან ლამაზი
მარაო - სანიავებელი
 

 

იქვე, გზაზე, ორი კაცი მიდიოდა. დაინახეს ეს საოცარი ფრინველი, დადგნენ და მოჯადოებული  უყურებდნენ.


- რა მშვენიერია! - თქვა ერთმა, - შეხედე, რა ლამაზად უბრჭყვიალებს ყელი! ხან მწვანედ უჩანს, ხან მტრედისფრად, ხანაც ოქროსფრად! თავზედაც როგორი დიდებული გვირგვინი ადგას! ახლა მის ბოლოს დააკვირდი! არა, ამაზე ლამაზი ფრინველი ქვეყნად არ არის!
 

 

თვალისმომჭრელი - ბრწყინვალე, მოელვარე
   
- არც ისეთი ლამაზია, შენ რომ გგონია! დააკვირდი, რა უშნო  ფეხები აქვს, თანაც როგორი აზარელი ხმით ყვირის! - უპასუხა ამხანაგმა.

გამვლელების საუბარს გოგონამ მოჰკრა ყური და გაოცებულმა ჰკითხა დედას: - რომელი ამბობდა მართალს?

- არც ერთი. ორივე ტყუილს ლაპარაკობდა. ერთი ფარშავანგში მხოლოდ კარგ მხარეს ხედავდა, მეორე კი - ცუდს, - უპასუხა დედამ.
უშნო - ულამაზო
საზარელი - საშინელი

6.15.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

- რამ გააოცა გოგონა?


- რა პასუხი გასცა მას დედამ?


- თქვენ ვის აზრს ეთანხმებით? რატომ?


- როგორ ფიქრობთ, რის თქმა სურს მწერალს ამ ნაწარმოებით?

6.15.2 დააკვირდით:

▲back to top


    დააკვირდით: "ფარშავანგი დადიოდა და უსიამოვნოდ გაჰკიოდა".

- ამ წინადადებაში რომელია საგნის სახელი? რა კითხვა დაესმის? მისი მოქმედება რომელი სიტყვებით არის გადმოცემული?

 

მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს შეურჩიეთ საგნის სახელები:
ღუღუნებს
გალობს
ჭრიჭინებს
ბზუის
ყიყინებს
წკუმუტუნებს
კაკანებს
ტირის
ლაპარაკობს
სწავლობს

რა?
რა?
რა?
რა?
რა?
რა?
რა?
ვინ?
ვინ?
ვინ?

მტრედი

6.15.3 დავალება:

▲back to top


   

ამ ტექსტის მიხედვით აღწერეთ ფარშავანგი.

6.16 ერთი მუჭა მზე (იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

▲back to top


 

ითხვისთვის მზადება

-
- ტექსტში ახალი სიტყვები: ბზე და საბძელი - შეგხვდებათ. ბზე მიიღება პურეულის (ხორბალი, ქერი, შვრია-) გალეწვისას, როცა თავთავიდან მარცვალს აცლიან და ცარიელი ღეროები რჩება, ხოლო საბძელი კი ის ადგილია, სადაც ბზეს, თივას, ფუჩეჩს ინახავენ.
-------------------------------------.

 

 

ერთი კაცი შეღამებისას სოფლის გზაზე მიდიოდა. უცბად ვიღაცამ ხელი სტაცა და შეაჩერა: გზაზე ღრმა ორმოა და არ ჩავარდეო. გაუხარდა მგზავრს, რომ გადარჩა და უცნობი შინ მიიპატიჟა.

სუფრა გაუშალა და კარგი პატივი სცა. მაგრამ სტუმარმა ეს არ
იკმარა იკმარა და მასპინძელს უთხრა: მე შენგან მეტი პატივისცემის ღირსი ვარო.
 

  იკმარა -  იმყოფა, დასჯერდა

 

- მაინც რას მოითხოვ?

სტუმარმა ქუდი მოიგლიჯა თავიდან:

- აი, ამ ქუდის წონა ოქრო გექნება და ის მომეციო.

მასპინძელმა გამოიტანა თავისი ოქროს ბეჭედი, მაგრამ ქუდი უფრო მძიმე გამოდგა, სტუმარი კი მაინცდამაინც ქუდის წონა ოქროს თხოულობდა.

მაშინ მასპინძელი საბძელში წავიდა, იქ ერთი მუჭა ბზე მოხვეტა, სასწორზე დაყარა და ქუდთან გაათანასწორა. სტუმარმა ბზე რომ დაინახა, გაუკვირდა:

- მე ოქრო მოვითხოვე და არა ბზეო.
- ნუ გაგიკვირდება, ძმობილო,

ამქვეყნად სიკეთის ფასი არაფერია, მაგრამ თუ კაცი კაცს სიკეთეს გაუწევს და თვითონვე მოითხოვს სამაგიეროს, მაშინ მისი სიკეთე მუჭა ბზის ფასი ხდებაო.

სტუმარმა დახედა ბზეს და
გაწბილებული  მოშორდა იქაურობას.

გაწბილებული - გამტყუნებული

6.16.1 ანდაზა:

▲back to top


     

სიხარბემ რა ნახაო და ყველა დაკარგაო.

6.16.2 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


      - რატომ გამოუტანა მასპინძელმა სტუმარს ბზე?
- თქვენი აზრით, სწორად მოიქცა მასპინძელი? აქვს თუ არა სიკეთეს ფასი?

6.16.3 დააკვირდით:

▲back to top


   

 

როგორ ფიქრობთ როგორ მოიქცეოდა ამის შემდეგ უცნობი?
შეარჩიეთ პასუხი და თქვენი აზრი დაასაბუთეთ:


1. მას შერცხვებოდა და სიკეთისათვის სამაგიეროს აღარასოდეს მოითხოვდა.
2. ის აღარასოდეს დაეხმარებოდა ვინმეს.
3. გაბრაზდებოდა და ჩხუბს დაუწყებდა მასპინძელს. ერთმანეთს.

4. -------------------------------------------------------------------------

6.16.4 დააკვირდით სურათებს:

▲back to top


    შეადგინეთ წინადადებები. რა მოქმედებებს ასრულებს გლეხი სურათებზე?

- რომელი სიტყვა აღნიშნავს აქ საგანს? რა კითხვა დაესმის მას?
- რომელი სიტყვებით არის აღნიშნული ამ საგნის მოქმედება? რა კითხვა დაესმით მათ?
მოძებნეთ ტექსტში მოქმედების აღმნიშვნელი 5 სიტყვა.დღე?

6.16.5 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


    ქართულში კითხვა ვინ? დაესმის მხოლოდ ადამიანის აღმნიშვნელ სახელებს. კითხვა რა? დაესმის ადამიანის გარდა ყველა საგნის სახელს.

6.16.6 დავალება:

▲back to top


   

ამოიწერეთ ტექსტიდან ის ადგილი, სადაც სიკეთის ფასზე საუბრობს მწერალი.

6.17 ქურდის ქურდი (ნოდარ დუმბაძე)

▲back to top


 

ხათუნამ გულის კანკალით
ბებოს მოჰპარა კაკალი,
და როცა კაკალს ჰპარავდა,
როცა ხურავდა კარადას,
ქილა გაუტყდა მურაბის
და სწორედ ამ დროს ხათუნას
თავზე წაადგა ზურაბი.


ხათუნამ უთხრა: ძამიკო,
მოდი, კაკალი გავიყოთ!
ზურიკომ უთხრა: დაიკო,
ეს რომ ბებიამ გაიგოს,
ეს რომ მამიკომ გაიგოს?
ამიტომ მთელი კაკალი,
მე უნდა მომცე, დაიკო!


ხათუნამ ხელის კანკალით
სულ ჩაუთვალა კაკალი.
მერე არ იცით, რა იყო?
ბებიამ მაინც გაიგო.


მერე დედამაც გაიგო,
ჭორმა იარა, იარა,
სოფელი შემოიარა,
მაგრამ ხათუნა კი არა,
ქურდი კაკლის და მურაბის
მაგრად მიტყიპეს ზურაბი.

   

6.17.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


    - ლექსის მიხედვით, ვინ არის `ქურდის ქურდი~?
- თქვენი აზრით, სამართლიანად დაისაჯა ზურაბი?
-ამ შემთხვევაში ხათუნა თუ იმსახურებდა სასჯელს?
- ამ ლექსის მიხედვით, ვის შეიძლება ვუწოდოთ "ქურდის ქურდი"?

6.17.2 დავალება:

▲back to top


    - მოძებნეთ ტექსტში ის სახელები, რომელთაც დაესმის კითხვა ვინ? ამ სიტყვების გამოყენებით შეავსეთ კროსვორდი:

6.17.3 შეავსეთ კროსვორდი:

▲back to top


   
               
               
               
               
               
               
               
               

პასუხი

6.17.4 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

- რომელი სიტყვებით არის გადმოცემული ლექსში ხათუნას მოქმედება? (მოჰპარა, ხურავდა - განაგრძეთ), ზურაბის მოქმედება? აზრი.?
 

6.17.5 დავალება:

▲back to top


   

ამოიწერეთ ლექსიდან ის ადგილები, საიდანაც ჩანს, რომ: ა) ხათუნა მურაბის ქურდია, ბ) ზურაბი "ქურდის ქურდია".

6.18 დათვი, მელა და მგელი (ქართული ხალხური ზღაპარი)

▲back to top


  დათვი,  მგელი და მელა დაძმობილდნენ და წავიდნენ საჭმლის საშოვნელად. ნახეს ნახირს  ჩამორჩენილი ერთი მსუქანი ძროხა. ძმობილებმა ეს უპატრონო ძროხა დაიმარტოხელეს, ერთ უღრან-უდაბურ ადგილას შეიმწყვდიეს და დაგლიჯეს. მერე დასხდნენ და დაიწყეს ბჭობა, როგორ გავიყოთო.

მელამ თქვა:
  ნახირი - მსხვილფეხა რქოსანი საქონლის (ძროხა, კამეჩი) გროვა, გუნდი
უღრან-უდაბური - გაუვალი, დაბურული, დაუსახლებელი ადგილი
ბჭობა - საუბარი, მსჯელობა
- მოდით, ვინც ჩვენში ყველაზე ხნიერი იყოს, ეს ძროხა სულ იმას დარჩესო, - და პირველმა თვითონვე დაიწყო:   ხნიერი - აქ: ასაკით უფროსი
 
- მე იმ ხნისა ვარ, როცა ცა და დედამიწა გაჩნდა და ქვეყანაზე ჩემს მეტი სულიერი არ არსებობდაო. სულიერი - ცოცხალი არსება, სულდგმული
   

- მართლაც ძალიან ხნიერი ყოფილხარო!- მოუწონა დათვმა და ახლა მგელს ჰკითხა:

 
 
 
 
 


- აბა, შენ რა ხნისა ხარო?

მგელმა თქვა:

- ცა და ქვეყანა რომ გაჩნდა, პირველი შვილი სწორედ მაშინ მომიკვდაო.

ჯერი დათვზე მიდგა, დათვმა მუქარით შეხედა ორივეს და თქვა:

- მე ჯერ ორი წლისაც არა ვარ, მაგრამ თუ კარგი ბიჭები ხართ, მიდით და ამ ძროხას პირი დააკარეთო!


სწორედ ამაზეა ნათქვამი: "`ძალა აღმართსა ხნავსო".

მისდგა ძროხას და ისე შეჭამა, მგელსა და მელას ერთი ნაჭერიც არ
უწილადა. 

უწილადა - მისცა, გაუნაწილა
   
"ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა."
 

6.18.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

 - როგორ გადაწყვიტეს ცხოველებმა ნანადირევის გაყოფა?


- რომელ ცხოველს დარჩა ძროხა? რატომ?


- როგორ გესმით "ძალა აღმართსა ხნავს?" რატომ არის ეს ანდაზა ამ ზღაპარში გამოყენებული?

6.18.2 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


    - ამ ტექსტის მიხედვით როგორია დათვი? მელა? მგელი?
 
ძლიერი უსამართლო მატყუარა    
    მშიშარა  
 - რა კითხვა დაესმის ამ სიტყვებს?

- მოძებნეთ ტექსტში სიტყვები, რომელთაც დაესმის კითხვა როგორი?

6.18.3 დავალება:

▲back to top


   

მოიწერეთ დაწერეთ: ა) რა მოგეწონათ ამ ზღაპარში. ბ) რა არ მოგეწონათ.

6.19 თეთრი ყვავილი და თეთრი პეპელა(ე. ახვლედიანი)

▲back to top


 

ითხვისთვის მზადება
 

     

ბუნება ამწვანდა

 

 

ღობესთან მაღალ ღეროზე გაიშალა თეთრი ლამაზი ყვავილი.

თეთრმა პეპელამ მაშინვე შეამჩნია თეთრი ყვავილი და გაეშურა მისკენ, რამდენჯერმე შემოუფრინა და იქვე, ღობეზე, დაჯდა.

- მოდი, გავფრინდეთ ერთად! - შესთავაზა პეპელამ ყვავილს.

- მე ფრენა არ ვიცი, - უპასუხა თეთრმა ყვავილმა.

- როგორ არ იცი! ჩვენ ხომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს.

- ჰო, ჰო, ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ მე რატომღაც ფრენა არ შემიძლია.

- ეგ შეუძლებელია, შენ ცდები, წამოდი, წამოდი, ახლავე გავფრინდეთ!
- მე მართლა არასოდეს არ გავფრენილვარ!

- მაშ, მუდამ ერთ ადგილზე ხარ?

- ჰო, ჰო-

- სტუმრად არასოდეს ყოფილხარ?

- არასოდეს, მე მიწაზე ღეროთი ვარ მიბმული.

- სისულელეს ნუ ლაპარაკობ! ნეტა, რაში გჭირდება ეგ ღერო! სცადე აფრენა და ნახე, რა ადვილია.

თეთრმა ყვავილმა სცადა აფრენა, მოსწყდა ღეროს და იქვე დაეცა.

პეპელამ რამდენჯერმე შემოუფრინა ყვავილს.

"მართლა არ სცოდნია ფრენა", - გაიფიქრა თეთრმა

პეპელამ, ღობეს გადაუფრინა და თვალს მიეფარა.

6.19.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

- რა შესთავაზა პეპელამ ყვავილს?


- რატომ ვერ გაფრინდა პეპელა?


- როგორ ფიქრობთ, რის თქმა სურს მწერალს ამ ნაწარმოებით?


- ნაწარმოების მიხედვით, როგორია პეპელა? ყვავილი?

 

 

 

6.19.2 დავალება:

▲back to top


    -  წაიკითხეთ ტექსტი როლებად (ავტორი, პეპელა, ყვავილი).

6.19.3 დააკვირდით:

▲back to top


   

- რამდენი- მოძებნეთ ტექსტში სიტყვები, რომელთაც დაესმის კითხვა როგორი?


- რას აღნიშნავს ეს სიტყვები? ა) საგანს, ბ) საგნის თვისებებს, გ) საგნის მოქმედებას (შეარჩიეთ
სწორი პასუხი). 
პასუხი

6.19.4 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


   

სიტყვათა ყოველ ჯგუფს შეურჩიეთ შესაბამისი კითხვა და მიუწერეთ:

 
ყვავილი
პეპელა
ღერო
მიწა
გაიშალა
გაეშურა
დაეცა
გადაუფრინა
თეთრი
მაღალი
ლამაზი
 

?

? ?  

6.19.5 დავალება:

▲back to top


   

- რამდენი ხელი აქვს ადამიანს?

- რამდენი თვალი აქვს?

- რამდენი თითი აქვს ერთ ხელზე? ორივე ხელზე?

რამდენი მოსწავლეა თქვენს კლასში? რამდენია გოგონა? რამდენია ვაჟი?

რამდენი მერხი დგას? თითო მერხზე რამდენი მოსწავლე ზის?

 

ეს სიტყვები: ორი, ხუთი, ერთი, ათი - აღნიშნავს საგნის რაოდენობას.

6.19.6 დავალება:

▲back to top


    ტექსტის მიხედვით დაწერეთ: "ცუდი რჩევა".

6.20 ყმაწვილი და პეპელა(ა.წერეთელი)

▲back to top


 

ითხვისთვის მზადება
 

     

რა იცით, რა გსმენიათ პეპლების შესახებ?

.

  ჭრელი პეპელა დაათრო
და
გააბრუა იამა-
მას მიეპარა ყმაწვილი,
დაიჭირა და
იამა.
გააბრუა - თავბრუ დაახვია

იამა (ეამა) - ესიამოვნა, გაუხარდა

 

 
ალერსით უთხრა: "პეპელა,
თავს რითი ირჩენ შენაო?
ნუთუ არა გღლის მთელი დღე
მოუსვენარი ფრენაო"?
 
   
პეპელამ უთხრა: "მინდორში
ვცხოვრობ მე
უზრუნველადო
იქ ყვავილები გაშლილან
ჩემს
საზრდოდ, საწუწნელადო.
უზრუნველად - უდარდელად

საზრდო - საკვები
   
რაც დღე მაქვს-ტკბილად ვატარებ,
ჩემს ნებაზედაც დავფრენო,
მაგრამ
დღეგრძელი არა ვარ,
გამიშვი, ნუღარ მაცდენო!"
დღეგრძელი არა ვარ - დიდხანს არ ვცოცხლობ
   
ყმაწვილმა ხელი გაუშვა,
გაფრინდა ნაზი პეპელა-
და თითქოს ნიშნად მადლობის
თავს ევლებოდა ნელ-ნელა
 

6.20.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

რა ნაზი არის და ჭრელფრთება,
ვარდ-ყვავილებს თავს ევლება.პასუხი

 

 

 

6.20.2 გამოცანა:

▲back to top


 

 

- რამ დაათრო პეპელა?
- რა გაუკვირდა ყმაწვილს?
- რატომ გაუშვა ყმაწვილმა პეპელა?
- როგორ გადაუხადა ყმაწვილს პეპელამ მადლობა?
- როგორ გგონიათ, წელიწადის რომელი დროა ამ ლექსში აღწერილი?

რატომ ფიქრობთ ასე?

 

6.20.3 დავალება:

▲back to top


 

ჭრელის

  ლექსის მიხედვით აღწერეთ პეპელა

-  რა კითხვა დაესმის ამ სიტყვებს?

 

 

6.20.4 დააკვირდით:

▲back to top


   

- დაუკვირდით სიტყვას "ნაზი" წინადადებებში:
"გაფრინდა ნაზი პეპელა"
"ნაზი ბეჯითი მოსწავლეა".
რას ამჩნევთ?

6.20.5 დავალება:

▲back to top


    ჩასვით გამოტოვებული ასოები:

და□თრო, გაბრუა, დიჭირა, უზრუნველა,
საზ
დო, დღეგძელი, მაც¨ენ, ნიშნა, ტკბილა.

6.21 ხელმწიფის შვილისა და ხელმწიფის ამბავი (ქართული ხალხური ზღაპარი)

▲back to top


         

.

  ერთ ქვეყანაში დიდებული ხელმწიფე ცხოვრობდა. ერთ დღეს უხმო თავის მემკვიდრეს და უთხრა:

- შვილო, მე დავბერდი, მალე მოვკვდები, ქვეყნის პატრონი მალე შენ გახდები, წადი და ყველა მხარეში თითო სახლი ააშენე, რომ გაჭირვების დროს თავი შეაფარო.

შვილი მამის ნებას დაემორჩილა. ადგა, წაიღო ფული და წავიდა. სადაც კარგი ადგილი ნახა, ყველგან მშვენიერი სახლები ააშენა. როცა მორჩა ამ სახლების შენებას, მამამ კვლავ დაიბარა და გამოჰკითხა ყველაფერი:

- რა ქენი, შვილო, შეასრულე თუ არა ჩემი დავალებაო?
უხმო - დაუძახა

 

 

- ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც შენ მითხარი, სადაც კი კარგი ადგილი ვნახე: მთა, ტყე, კორდი. მინდორი ყველგან  მშვენიერი სახლები  ავაშენეო.  კორდი - ბალახიანი მიწის ნაკვეთი, რომელიც წლების მანძილზე არ დამუშავებულა
 
 - ეჰ, შვილო, შენ ის სახლები არ აგიშენებია, რაც მე გითხარი. მე ვიფიქრე, წახვიდოდი, ყველა ქვეყანაში თითო პატიოსან და ერთგულ კაცს დაიმეგობრებდი, შეიყვარებდი და შენი სახლიც ის იქნებოდა. რა ქვეყანაშიც კაცს კარგი და პატიოსანი მეგობარი ჰყავს, ის იმისთვის სახლიც არის და თავშესაფარიცო. 

6.21.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


     როგორ შეასრულა შვილმა მამის დავალება?

- რა დარიგება მისცა მამამ შვილს?

- ამ ზღაპარში რასთან არის შედარებული მეგობარი? რატომ?

6.21.2 დააკვირდით:

▲back to top


   

- რომელია ამ ზღაპარში საგნის აღმნიშვნელი სიტყვები? მათგან რომელს დაესმის კითხვა ვინ? რა?

 

- რომელ სიტყვებს დაესმის კითხვა როგორი? რასაღნიშნავს ეს სიტყვები?


-
რომელია ტექსტში ერთმარცვლიანი სიტყვები? ორმარცვლიანი?..


-
რომელი სიტყვების გადატანა არ შეიძლება? რატომ?

6.21.3 დავალება:

▲back to top


   

ეცადეთ, გააგრძელოთ ეს ზღაპარი

6.22 მეფე მწიგნობარი (შ. ბადრიძე)

▲back to top


  ითხვისთვის მზადება     მწიგნობარი - წიგნის მოყვარული, განათლებული, ნაკითხი
ფილოსოფია, ღვთისმეტყველება - მეცნიერების დარგები


 

 

რომელი ქართველი მეფეების შესახებ გსმენიათ? თქვენი აზრით, ვინ იყო მათ შორის ყველაზე სახელგანთქმული? რით გაითქვა მან სახელი?
თუ გსმენიათ რაიმე დავით აღმაშენებლის შესახებ? რა იცით მის შესახებ?

.

  დავით აღმაშენებელი ყველაზე განათლებული მეფე იყო ქართველ მეფეთა შორის. მას ბავშვობიდანვე შეუსწავლია უცხო ენები. კარგად სცოდნია არაბული, სპარსული; ბევრი რამ ჰქონდა წაკითხული ფილოსოფიაში ისტორიაში, ღვთისმეტყველებაში.
   
 წაკითხვის შემდეგ წიგნის ბოლო გვერდზე ჯვარს დასვამდა ხოლმე ნიშნად იმისა, რომ ამ წიგნის კითხვას ოვრჩიო. ერთხელ უნახავთ, რომ დავითს ერთ წიგნზე 24-ჯერ დაესვა ჯვარი, ესე იგი, 24-ჯერ წაუკითხავს ერთი და იგივე წიგნი. რა თქმა უნდა, დავითს წიგნების კითხვა არც იმის შემდეგ მიუტოვებია, რაც 16 წლის ასაკში საქართველოს მეფე გახდა და სახელმწიფოს მართვასა და ომებს დიდ დროსა და ენერგიას ანდომებდა.
   
დრო რომ დაეზოგა და წიგნებიც ახლოს ჰქონოდა, დავით მეფეს მოუწყვეს გადასატან-გადმოსატანი ტყე, ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკას მგზავრობისა თუ ლაშქრობის დროს ცხენებითა და ურმებით უკან მიადევნებდნენ ხოლმე. მეფეც, როგორც კი თავისუფალ დროს იპოვიდა, წიგნების კითხვას შეუდგებოდა. ხშირად, თვალები რომ დაეღლებოდა, მეფეს სხვები უკითხავდნენ. თუ რომელიმე ადგილი მოეწონებოდა, წამკითხველს შეაჩერებდა და წაკითხულის ირგვლივ მსჯელობას მართავდა.   ბიბლიოთეკა - დაწესებულება, სადაც თავს უყრიან ჟურნალ-გაზეთებს, წიგნებს; წიგნთსაცავი.

6.22.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


    -  დავით აღმაშენებლის რომელ თვისებაზეა საუბარი ამ ნაწარმოებში?

-  თქვენი აზრით, რატომ კითხულობდა იგი რამდენჯერმე ერთსა და იმავე წიგნს?

- როგორ ახერხებდა ლაშქრობისას მეფე წიგნების კითხვას?

6.22.2 დავალება:

▲back to top


   

6.22.3 დავალება:

▲back to top


     ტექსტი დაყოფილია ნაწილებად. შეურჩიეთ თითოეულ ნაწილს სათაური და ჩამოწერეთ.

6.22.4 დააკვირდით:

▲back to top


   

- სიტყვა "ბიბლიოთეკის" მნიშვნელობა თქვენთვის ცნობილია. თქვენ, ალბათ, მოგიწევთ ბიბლიოთეკით სარგებლობა და საჭირო წიგნების მოძიება.

მათ მოსაძებნად საჭიროა იცოდეთ, რომ ბიბლიოთეკაში ასეულობით წიგნია;
თითოეულ წიგნს აქვს ბარათი, მასზე მითითებულია:ს  "ხელმწიფის შვილისა და ხელმწიფის ამბავი~ და `მოხუცის ნატვრა" ერთმანეთს?

 

6.23 პატარა საქართველო სპარსეთში(იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

▲back to top


  ითხვისთვის მზადება    
 
ქართველები საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცხოვრობენ. თუ გსმენიათ რამე ირანში მცხოვრებ ქართველებზე? რა შეგიძლიათ გაიხსენოთ მათ შესახებ?  

.

  მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს დიდი ბრძოლა იყო სპარსელებსა და კახელებს შორის. სპარსეთის ხელმწიფე, ანუ შაჰი, მოწადინებული იყო დაემონებინა კახეთი, გაეთათრებინა, ქართველობა დაევიწყებინა და სპარსეთთან შეესისხლხორცებინა. კახელები თავგანწირვით იბრძოდნენ, მათ ძმურად ეხმარებოდნენ ქართლელებიც და საქმეს უჭირვებდნენ შაჰს. სპარსეთი - ირანი
მოწადინებული - მონდომებული.  სპარსეთთან შეესისხლხორცებინა - სპარსელებად ექცია
   
შმაშინ სპარსეთის მბრძანებელმა გადაწყვიტა, მთელი თავისი ურიცხვი ჯარით შემოსეოდა კახეთს, დაეტყვევებინა მრავალი, გაეგზავნა სპარსეთში, იქ დაესახლებინა სამუდამოდ და მათ ადგილას გადმოესახლებინა თათრები.  
 
ოსმალეთი - თურქეთი
ფერეიდანი - ირანის ერთ-ერთი მხარე
ასეც მოიქცა. დაუსრულებელი ბრძოლით დაქანცულმა პატარა კახეთმა, რა თქმა უნდა, ვეღარ შეძლო დიდი სპარსეთის წინააღმდეგ ძველებურად ეომა, მით უმეტეს, რომ ქართლელებიც უწინდებურად ვეღარ ეხმარებოდნენ კახელებს, რადგანაც თვითონ ქართლს ოსმალეთი ოსმალების ჯარი მოადგა. შაჰმა თითქმის ნახევარი კახეთი დაატყვევა და გაგზავნა სამხრეთ სპარსეთში, მის შორეულ კუთხე ფერეიდანში, რათა მათ სახელიც ვეღარ გაეგონათ სამშობლოსი და ქართველებისა, დაევიწყებინათ სრულიად საქართველო და გათათრებულიყვნენ სავსებით.
ამ გადასახლებული ქართველების ჩამომავალნი არიან ისინი, რომლებიც ახლაც ბინადრობენ ფერეიდანში.  

6.23.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


    -   სად მდებარეობს ფერეიდანი?

- რომელი საუკუნიდან ცხოვრობენ იქ ქართველები?

- რატომ გადაასახლა სპარსეთის შაჰმა კახელები ფერეიდანში?

- ქართველების რა თვისება ჩანს ამ ნაწარმოებში?

- საქართველოს რომელი კუთხეებია აქ ნახსენები?

6.23.2 განაგრძეთ:

▲back to top


    კახეთი - კახელი
ქართლი -
იმერეთი -
გურია -
რაჭა -
სამეგრელო -
სვანეთი -
აჭარა -

საქართველო - ქართველი
 

6.23.3 დააკვირდით:

▲back to top


    დაიმახსოვრეთ როგორ იწერება
ერთად

ცალ-ცალკე

თავგანწირვით

თავდაუზოგავად

მრავალრიცხოვანი

მით უმეტეს

რა თქმა უნდა

6.23.4 დავალება:

▲back to top


   

ტექსტის თითოეულ მონაკვეთს შეურჩიეთ სათაური და ჩამოწერეთ თანმიმდევრობით. თქვენ ამ ტექსტის შინაარსის გადმოსაცემი გეგმა მიიღეთ.

 

6.24 ვაზის სიმფონია (ნაწყვეტი - შ. ნიშნიანიძე)

▲back to top


  ითხვისთვის მზადება    
 

სიმფონია

კახეთი

 

ქართლი

სიმფონია - დიდი ზომის მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც ორკესტრი ასრულებს.

  ქართლ-კახეთი ლეგენდაა,
იმერეთი - ზღაპარი,
სამეგრელო ოცნებაა,
გაფრენილი ფაფარი,

 

გურია კი სიმღერაა,
ხოლო - რაჭა სიზმარი,
ყველა ერთად ვენახია,
ჩვენი დასაფიცარი.

  

 
 

6.24.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


    - საქართველოს რომელი კუთხეებია ჩამოთვლილი ლექსში?
- რას ადარებს პოეტი ქართლ-კახეთს? იმერეთს? სამეგრელოს? გურიას? რაჭას? მთლიანად საქართველოს?

6.24.2 გაიხსენეთ:

▲back to top


    რამდენი ასო-ბგერაა ქართულში? რამდენია მათგან ხმოვანი? თანხმოვანი? რა განსხვავებაა ასოსა და ბგერას შორის?

6.24.3 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


    გარკვეული თანმიმდევრობით დალაგებულ ყველა ასოს ანბანი ჰქვია. ასოებს თავისი სახელწოდებები აქვთ

6.24.4 ქართული ანბანი და ასოთა სახელები:

▲back to top


    ან ბან ან დონ ენ ვინ ზენ თან ინ კან ლას                    
ან ნარ ონ პარ ჟან რაე სან ტარ უნ ფარ ქარ                    
ან ყარ ში ჩან ცან ძილ წილ ჭარ ხან ჯან ჰაე                    

6.24.5 დავალება:

▲back to top


   

ამოიწერეთ ტექსტიდან ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ. რატომ მოგეწონათ ეს ადგილი?

 

6.25 სამასი თავდადებული გლეხი (იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

▲back to top


  ითხვისთვის მზადება      
რა გსმენიათ ქართველი გმირების შესახებ? რომელ ბრძოლებში ისახელეს მათ თავი? რა შეგიძლიათ გაიხსენოთ ჩვენი ქვეყნის წარსულის შესახებ.  
 

.

  წინათ ქართლ-კახეთში მეფობდა მეფე ერეკლე. სპარსეთის ხელმწიფემ მოსთხოვა მას, ეცნო იგი მეფეთა მეფედ და ხარკი ეძლია. მეფე ერეკლემ ცივი უარი შეუთვალა. 

სპარსეთის ხელმწიფემ შეკრიბა დიდძალი ჯარი და სწრაფად მოადგა თბილისს. მეფე ერეკლემ მხოლოდ მცირეოდენი ჯარის მოგროვება მოასწრო. სპარსელები ერთიათად მეტნი იყვნენ ქართველებზე.

ხარკი - გადასახადი, რომელსაც გამარჯვებული ქვეყანა ახდევინებდა დამარცხებულს


 

   
ქართველთა ჯარში ერია სამასი არაგველის  რაზმი.

ბრძოლის დაწყების წინ ამ რაზმის მეომრებმა შეჰფიცეს ერთმანეთს: თუ ბედმა გვიღალატა და მტერი ვერ დავძლიეთ, შერცხვენილი იყოს, ვინც ცოცხალი თავით შინ დაბრუნდესო; ან გამარჯვება მტერზე და ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო!

არაგველი - მდინარე არაგვის ხეობაში მცხოვრები
   
დრო ეს ვაჟკაცური ფიცი რაზმმა ვაჟკაცურადვე შეასრულა. სპარსელების აუარებელმა ჯარმა სძლია ქართველთა ჯარს, მაგრამ არც ერთმა არაგველმა მტერს ზურგი არ უჩვენა.  ყველანი იბრძოდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ეს ბრძოლა მოხდა კრწანისის ველზე, თბილისის მახლობლად. ზურგი არ უჩვენა - აქ: უკან არ დაიხია

6.25.1 ისწავლეთ ზეპირად:

▲back to top


      ეს ჩვენი მეფე ერეკლე
ერთი პატარა კახია,
ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს,
გაჰკრა ხელი და გახია.

ალხური

6.25.2 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


    - რა შეჰფიცეს ერთმანეთს არაგველმა გლეხებმა?

- როგორ შეასრულეს მათ ეს ფიცი?

- ქართველი ხალხის რა თვისება ჩანს ამ მოთხრობაში?

- რატომ დამარცხდნენ ამ ბრძოლაში ქართველები?

- ამ მოთხრობის მთავარი აზრი რომელ სტრიქონშია მოცემული?

6.25.3 დააკვირდით:

▲back to top


    -`მეფე ერეკლემ ცივი უარი შეუთვალა~, - წერია ტექსტში, რას აღნიშნავს ამ შემთხვევაში სიტყვა ცივი?

შეადარეთ:

ცივი უარი - ცივი წყალი
რას ამჩნევთ?

6.25.4 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


     

იწერება

                                                   

დეფისით

ცალ-ცალკე                                                    
ქართლ-კახეთი     ნეფეთა მეფე

არც ერთი

                                                   

6.25.5 დავალება:

▲back to top


   

შეადგინეთ წინადადებები ამ სიტყვების გამოყენებით და დაწერეთ.

 

 

6.26 ცხრა ძმა ხერხეულიძე (იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

▲back to top


  ითხვისთვის მზადება      
რა გსმენიათ ქართველი გმირი ქალების შესახებ?  
 

.

  თბილისის მახლობლად არის მოზრდილი სოფელი მარაბდა. დიდი ხნის წინათ აქ ცხოვრობდა მოხუცი ხერხეულიძე. მას ჰყავდა ცხრა ვაჟი. ცოლად ჰყავდა ყოვლად ღირსეული ქართველი  მანდილოსანი. ცხრა ძმანი ერთიმეორეზე უკეთესი ვაჟკაცები და მამულიშვილები დადგნენ. ,მანდილოსანი - ქალი
 
   
იმჟამად სპარსეთში მეფობდა შაჰ-აბასი, მეტად  აბეზარი მეომარი. მას ჰყავდა გაწვრთნილი და ლაშქრობაში გამოცდილი ჯარი. შაჰ-აბასმა დაიპყრო ბევრი ქვეყანა და ბოლოს საქართველოშიც შემოიჭრა. ქართველთა ჯარი მტერს გადაეღობა გზაზე თბილისის ქვევით, მარაბდასთან, და სასტიკად ეკვეთა მოწინააღმდეგეს. სისხლი შეუწყვეტელ ნაკადულებივით დიოდა. თუმცა სპარსელები ერთიორად მეტნი იყვნენ, მაგრამ ჩვენს ჯარს ფეხი ვერ მოაცვლევინეს, რადგანაც ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად. სამაგალითო ვაჟკაცობას იჩენდნენ ცხრა ძმა ხერხეულიძენი, რომელნიც ერთად, მხარდამხარ ებრძოდნენ მტერს. მათ მოიგერიეს არაერთი იერიში. სპარსელებისა, არაერთხელ აქცევინეს ზურგი მტერს. აბეზარი - მომაბეზრებელი, შემაწუხებელი

 

იერიში - სწრაფი თავდასხმა, შეტევა მოწინააღმდეგეზე
 
 
მაგრამ სპარსელებს ახალი ჯარი მიეშველა და დაღლილ-დაქანცულმა ქართველმა ლაშქარმა ვეღარ შეაკავა მტერი. ამ საშინელი წამის დროს ძმანი ხერხეულიძენი კი არ შედრკნენ,  არამედ ლომებივით იბრძოდნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ან გაემარჯვათ, ან ბრძოლის ველზე დახოცილიყვნენ ყველანი. რადგანაც ქართველთა ჯარმა ვერ გაიმარჯვა, თავდადებული ძმები ზედ შეაკვდნენ მტერს.

ხალხის თქმულებით, მათი დედაც ბრძოლის ველზე იყო და ამხნევებდა შვილებს. როცა მის ერთ ვაჟს, სასიკვდილოდ დაჭრილს, ქართული დროშა ხელიდან გაუვარდა, დედამ აიღო დროშა და მეორე შვილს მისცა ხელში.

 

შედრკნენ - შეშინდნენ
 

 
მადლიერმა ქართველებმა ეს ცხრა ძმა იპოვეს ბრძოლის ველზე, დიდი  ოწიწებით დამარხეს ცალკ-ცალკე მწკრივად და დაადეს ცხრა დიდი საფლავის ქვა, რომლებიც დღემდე დაცულია. მოწიწებით - პატივისცემით

6.26.1 უპასუხე კითხვებს:

▲back to top


    - როგორ არის აღწერილი მოხუცი ხერხეულიძის ოჯახი?

- ვინ და რატომ ეომებოდა ამ დროს საქართველოს?

- როგორ არის აღწერილი შაჰ-აბასის ჯარი?

- რა იყო ამ ბრძოლაში ქართველთა დამარცხების მიზეზი?

- როგორ იბრძოდა ცხრა ძმა ხერხეულიძე? მათი რა თვისებები ჩანს ამ მოთხრობაში?

- როგორ ეხმარებოდა ძმებს ბრძოლის ველზე დედა? მისი რა თვისება ჩანს? 

6.26.2 დააკვირდით:

▲back to top


    "სისხლი ნაკადულებივით დიოდა", - რასთან არის შედარებული სისხლის დენა? თქვენი აზრით, რატომ ადარებს მწერალი მათ ერთმანეთს?

- მოძებნეთ ტექსტში საგნის აღმნიშვნელი სიტყვები.

მათგან რომელი აღნიშნავს სულიერ საგანს? უსულოს? რომელია ადამიანის აღმნიშვნელი სახელები? რომელ სახელს დაესმის კითხვა ვინ? კითხვა რა?

6.26.3 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


      საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი სახელი ჰქვია.

მისი კითხვებია ვინ? და რა?

- მოძებნეთ ამ ტექსტში არსებითი სახელები და დაუსვით მათ კითხვები.

6.26.4 დავალება:

▲back to top


   

ამ მოთხრობის მიხედვით აღწერეთ მარაბდის ომი.

6.27 თამარ მეფე (იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

▲back to top


  ითხვისთვის მზადება      
რა იცით თამარ მეფის შესახებ?  
 

.

თამარი მეფობდა მე-12 საუკუნეში. როცა თამარი დაიბადა და აღიზარდა, საქართველო გაერთიანებული და ძლიერი ქვეყანა იყო. ეს ძლიერი სამეფო თავისი გამეფების შემდეგ თამარმა კიდევ უფრო გააძლიერა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ გადააქცია. თამარი ყველანაირი ღირსებით იყო შემკული. ხალხური ანდაზა: "დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო", - მასზეა სწორედ ნათქვამი. მისი მამა, გიორგი მეფე, გახლდათ დავით აღმაშენებლის შვილიშვილი, ჭკუითა და რკინისებური ხასიათით გამორჩეული.დედა კი, ოსთა მბრძანებლის ქალი, ენით აუწერელი სილამაზით ბრწყინავდა, ამავე დროს საოცრად კეთილი და მოსიყვარულე გული ჰქონდა. თამარზე გადავიდა მშობლების ღირსებები. ღირსებები. მაღალმა ჭკუამ, მტკიცე ხასიათმა, კაცთმოყვარე გულმა და გარეგნულმა მშვენებამ იგი ქართველი ხალხის უსაყვარლეს მეფედ აქცია. რკინისებური ხასიათი - მტკიცე ხასიათი

ღირსება - დადებითი თვისება

   
თამარი 20 წლისა გამეფდა. მის გამეფებას ხალხი სიხარულით შეხვდა, დიდგვაროვანი  მხრიდან კი ამ ამბავს დიდი აჯანყება მოჰყვა. თამარმა აჯანყებულებს მოსალაპარაკებლად ორი ღირსეული ქართველი მანდილოსანი მიუგზავნა. მართლაც, მანდილოსნებმა მოახერხეს აჯანყებულების დაშოშმინება  და ამით ქვეყანას დიდი სისხლისღვრა ააცილეს. დიდგვაროვანი - საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენელი,თავადი

დაშოშმინება - დაწყნარება, დამშვიდება
   
გარეშე მტრებსაც ეგონათ, რომ ადვილად მოერეოდნენ თამარს, რადგანაც ქალი იყო, მაგრამ შეცდნენ. თამარის ჯარმა მტერი არაერთხელ დაამარცხა სასტიკად, .შიშის ზარი დასცა და შემოსევის წადილი გაუქრო. შიშის ზარი დასცა - ძალიან შეაშინა

წადილი - სურვილი
   
მალე თამარმა მოინდომა, რომ გარეშე მტერი საბოლოოდ აელაგმა. ამ მიზნით ქართველთა ჯარმა არაერთგზის ილაშქრა სპარსეთსა და ოსმალეთში. ყოველი ლაშქრობა ჩვენი ქვეყნის ბრწყინვალე გამარჯვებით მთავრდებოდა. თამარმა ყველა მახლობელ სახელმწიფოს აგრძნობინა საქართველოს ძალა და ადვილად დაუმორჩილა თავის გავლენას. აელაგმა - აქ: დაემარცხებინა
 
როგორც ღვთისმოყვარე გვირგვინოსანი, თამარი დაუცხრომლად იღვწოდა ქრისტიანობის გაძლიერებისათვის. მან მრავალი ეკლესია-მონასტერი ააშენა, ამავე დროს ზრუნავდა გაევრცელებინა ქრისტიანობა მთელ კავკასიაში.

თამარი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებისა და მწიგნობრობის განვითარებას. შემთხვევით არ არის, რომ სწორედ ამ დროს შეიქმნა `ვეფხისტყაოსანი~.

თამარი იყო მოსიყვარულე დედა თავისი ხალხისა. მისი მეფობის დროს ქვეყანა გაძლიერდა, გამდიდრდა, მოსახლეობა გამრავლდა. საქართველოს სხვა მეზობელი ხალხებიც ემორჩილებოდნენ. თამარის საბრძანებელში მაშინ 8 მილიონზე მეტი მცხოვრები იყო.

თამარი გარდაიცვალა 1213 წელს. სიკვდილის შემდეგ ქართველმა ხალხმა იგი წმინდანად აღიარა.
დაუცხრომლად იღვწოდა - დაუღალავად ზრუნავდა?

6.27.1 უპასუხე კითხვებს:

▲back to top


    -  როდის მეფობდა თამარი?

- ვისი შთამომავალი იყო იგი? რა თვისებებით გამოირჩეოდნენ მისი მშობლები?

- როგორ აღწერს მწერალი თამარისდროინდელ საქართველოს?

- რა წვლილი შეიტანა თამარმა საქართველოს გაძლიერების საქმეში?

- თამარის ხასიათის რა თვისებები ჩანს ამ ნაწარმოებში?

- რის გამო შეიყვარა იგი ქართველმა ხალხმა?

- რით გამოხატა თამარის მიმართ ხალხმა თავისი სიყვარული და თაყვანისცემა?

6.27.2 დააკვირდით:

▲back to top


    "თამარი იყო ბრძენი, ძლიერი, სამართლიანი მეფე~.

- რას აღნიშნავს ხაზგასმული სიტყვები? რომელ სიტყვას დაერთვიან ისინი? რომელი კითხვა დაესმით მათ?

6.27.3 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


    სიტყვა, რომელიც დაერთვის არსებით სახელს, აღნიშნავს, როგორი არის ეს არსებითი სახელი და უპასუხებს კითხვაზე როგორი? ზედსართავი სახელია. ბრძენი, ძლიერი, სამართლიანი- ზედსართავი სახელებია.

- დაასახელეთ ტექსტიდან სხვა ზედსართავი სახელებიც.

6.27.4 დავალება:

▲back to top


      მოცემული ზედსართავი სახელებისთვის შეარჩიეთ შინაარსით  მსგავსი სიტყვები (შეაერთეთ ისრით):
   
სათნო

ღირსეული

სასტიკი

სახელგანთქმული

ურიცხვი

თავგანწირული

დაუნდობელი

უამრავი

ცნობილი

თავდადებული

კეთილი

პატივსაცემი

6.27.5 დავალება:

▲back to top


   

ტექსტის მიხედვით დაწერეთ "აჯანყებულების დაწყნარება".

 

კაცთმოყვარე

6.28 რუქნადინის დამარცხება (იაკობ გოგებაშვილის)

▲back to top


  თამარ მეფემ მრავალი ომი გადაიხადა. ამ ომებიდან იგი გამარჯვებული ბრუნდებოდა. საქართველო თანდათან ძლიერდებოდა.

ძლევამოსილი საქართველო შიშის ზარს ჰგვრიდა დამპყრობლებს. მტრები ეძებდნენ შემთხვევას, თავს დასხმოდნენ ჩვენს ქვეყანას და აეოხრებინათ იგი.
   
   

საქართველოს ძლიერებით განსაკუთრებით შეშფოთებული იყო თურქებით დასახლებული რუმის სასულთნოს მბრძანებელი რუქნადინი.

მან დიდი ჯარი შეკრიბა და მოემზადა საქართველოს წინააღმდეგ გამოსალაშქრებლად.

რუქნადინი დარწმუნებული იყო, რომ თამარ მეფე ვერ გაბედავდა მის მრავალრიცხოვან ლაშქართან შებმას და უბრძოლველად დანებდებოდა, ამიტომ წინასწარ გამოუგზავნა მუქარით სავსე ბარათი.

თამარ მეფემ მიიღო ეს ბარათი. პასუხის ნაცვლად ჯარი შეკრიბა და მტრის შესაგებებლად გაგზავნა.

ქართველთა ჯარს ხელმძღვანელობდნენ სახელგანთქმული სარდლები: თამარის ქმარი დავით სოსლანი, ზაქარია მხარგრძელი, ძმები შალვა და ივანე ახალციხელები.

რუმის სასულთნო - თურქული სახელმწიფო

 



 

   
თურქები რაოდენობით ქართველებს ძლიერ სჭარბობდნენ. მათ ჯარში დაახლოებით 400 ათასამდე მეომარი იყო, ქართველები კი 90-ათასიანი ლაშქრით შეეგებნენ მტერს. გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა. მზის შუქზე ელავდა ქართველ მებრძოლთა ხმლები და მუსრავდა თურქებს. უთანასწორო ბრძოლაში ქართველ მეომართა მოწინავე რაზმმა უკან დაიხია, მაგრამ მალე ისევ ძალა მოიკრიბა და გვერდიდან შეუტია მტერს. ქართველების მოულოდნელმა და ძლიერმა დარტყმამ დიდი არევ-დარევა გამოიწვია მტრის ჯარში. თურქების უზარმაზარი ლაშქარი დაიბნა, დაიქსაქსა,  პირი იბრუნა და გაიქცა. შერცხვენილი რუქნადინი ძლივს გადაურჩა ტყვედ ჩავარდნას. მუსრავდა - ანადგურებდა, ჟლეტდა

დაიქსაქსა - დაიფანტა
 
   

ქართველთა ჯარმა ხელთ იგდო თურქების დროშები, დიდძალი დავლა და მრავალი ტყვე.
 

დავლა - ომში ნაშოვნი ქონება, ნადავლი
   

  ეს ომი 1203 წელს გაიმართა ბასიანთან. ამიტომ ისტორიაში იგი ბასიანის ბრძოლის სახელით არის შესული.

ასეთი გამარჯვება მრავალჯერ მოუპოვებია თამარ მეფეს გარეშე მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ბასიანი - ადგილი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე

6.28.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


    - ვინ იყო რუქნადინი?

- რამ შეაშფოთა იგი?

- რატომ გაბედა მან საქართველოზე თავდასხმა?

- როგორ დამთავრდა ეს ბრძოლა?

- თქვენი აზრით, რატომ დამარცხდა ამ ომში რუქნადინი?

რა იყო ამის მიზეზი?

თამარის შესახებ თუ უფრო მეტის გაგება გაინტერესებთ, მოიძიეთ მასალა ინტერნეტით და მოუყევით ამის შესახებ თქვენს მეგობრებს.

6.28.2 შეავსეთ კროსვორდი:

▲back to top


 

 

  ტექსტში მოცემული ზედსართავი სახელებით შეავსეთ კროსვორდი
   
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 

პასუხი

6.28.3 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

- რომელი სიტყვებით არის გადმოცემული ლექსში ხათუნას მოქმედება? (მოჰპარა, ხურავდა - განაგრძეთ), ზურაბის მოქმედება? აზრი.?
 

6.28.4 დავალება:

▲back to top


   

დაყავით ტექსტი ნაწილებად და დაასათაურეთ.

6.29 ჩვენი საქართველო - ნაწყვეტი (ჯ.ნიქაბაძე)

▲back to top


 

ითხვისთვის მზადება
 

     

ქალაქი

 
ბუნება საქართველო  
ბოძი ციხე  

დედა

ენა  

 

 

- თქვი, ვინ არის, ვისაც ჩვენთვის
მუდამ კარგი უნდა,
ვისი კალთა მადლიანი,
ვისი ნანა გვზრდიდა!
თქვი, ვინ გვითბობს საქართველოს
სიყვარულის მზითა;
თქვი, ვინ არის,
თქვი, ვინ არის,
სიზმარშიც რომ გვხედავს?
- რა თქმა უნდა, საყვარელი,
ტკბილზე ტკბილი დედა!
- თქვი, ვის სახელს იფიცებენ

ყველგან - ლხინში, ომში;
გამარჯვებას, განახლებას
სჭედდნენ ვისი დროშით?
ვინ ჩაუდგა გმირის სული
ყველა ქართველ მხედარს?
ვის ვეძახით სიყვარულით
დედას, მშობელ დედას?
ვინ გვალაღებს,
ვინ გვახარებს
ყველგან - შინ და გარეთ?
- რა თქმა უნდა, საქართველო,
მშობლიური მხარე!

 

6.29.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

 - როგორ არის ლექსში დახასიათებული დედა?


- რატომ არის შედარებული საქართველო დედასთან?რა შესთავაზა პეპელამ ყვავილს?

6.30 ხელმწიფის შვილისა და ხელმწიფის ამბავი (ქართული ხალხური ზღაპარი)

▲back to top


         

.

  ერთ ქვეყანაში დიდებული ხელმწიფე ცხოვრობდა. ერთ დღეს უხმო თავის მემკვიდრეს და უთხრა:

- შვილო, მე დავბერდი, მალე მოვკვდები, ქვეყნის პატრონი მალე შენ გახდები, წადი და ყველა მხარეში თითო სახლი ააშენე, რომ გაჭირვების დროს თავი შეაფარო.

შვილი მამის ნებას დაემორჩილა. ადგა, წაიღო ფული და წავიდა. სადაც კარგი ადგილი ნახა, ყველგან მშვენიერი სახლები ააშენა. როცა მორჩა ამ სახლების შენებას, მამამ კვლავ დაიბარა და გამოჰკითხა ყველაფერი:

- რა ქენი, შვილო, შეასრულე თუ არა ჩემი დავალებაო?
უხმო - დაუძახა

 

 

- ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც შენ მითხარი, სადაც კი კარგი ადგილი ვნახე: მთა, ტყე, კორდი. მინდორი ყველგან  მშვენიერი სახლები  ავაშენეო.  კორდი - ბალახიანი მიწის ნაკვეთი, რომელიც წლების მანძილზე არ დამუშავებულა
 
 - ეჰ, შვილო, შენ ის სახლები არ აგიშენებია, რაც მე გითხარი. მე ვიფიქრე, წახვიდოდი, ყველა ქვეყანაში თითო პატიოსან და ერთგულ კაცს დაიმეგობრებდი, შეიყვარებდი და შენი სახლიც ის იქნებოდა. რა ქვეყანაშიც კაცს კარგი და პატიოსანი მეგობარი ჰყავს, ის იმისთვის სახლიც არის და თავშესაფარიცო. 

6.30.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


     როგორ შეასრულა შვილმა მამის დავალება?

- რა დარიგება მისცა მამამ შვილს?

- ამ ზღაპარში რასთან არის შედარებული მეგობარი? რატომ?

6.30.2 დააკვირდით:

▲back to top


   

- რომელია ამ ზღაპარში საგნის აღმნიშვნელი სიტყვები? მათგან რომელს დაესმის კითხვა ვინ? რა?

 

- რომელ სიტყვებს დაესმის კითხვა როგორი? რასაღნიშნავს ეს სიტყვები?


-
რომელია ტექსტში ერთმარცვლიანი სიტყვები? ორმარცვლიანი?..


-
რომელი სიტყვების გადატანა არ შეიძლება? რატომ?

6.30.3 დავალება:

▲back to top


   

ეცადეთ, გააგრძელოთ ეს ზღაპარი

6.31 მეფე მწიგნობარი (შ. ბადრიძე)

▲back to top


  ითხვისთვის მზადება     მწიგნობარი - წიგნის მოყვარული, განათლებული, ნაკითხი
ფილოსოფია, ღვთისმეტყველება - მეცნიერების დარგები


 

 

რომელი ქართველი მეფეების შესახებ გსმენიათ? თქვენი აზრით, ვინ იყო მათ შორის ყველაზე სახელგანთქმული? რით გაითქვა მან სახელი?
თუ გსმენიათ რაიმე დავით აღმაშენებლის შესახებ? რა იცით მის შესახებ?

.

  დავით აღმაშენებელი ყველაზე განათლებული მეფე იყო ქართველ მეფეთა შორის. მას ბავშვობიდანვე შეუსწავლია უცხო ენები. კარგად სცოდნია არაბული, სპარსული; ბევრი რამ ჰქონდა წაკითხული ფილოსოფიაში ისტორიაში, ღვთისმეტყველებაში.
   
 წაკითხვის შემდეგ წიგნის ბოლო გვერდზე ჯვარს დასვამდა ხოლმე ნიშნად იმისა, რომ ამ წიგნის კითხვას ოვრჩიო. ერთხელ უნახავთ, რომ დავითს ერთ წიგნზე 24-ჯერ დაესვა ჯვარი, ესე იგი, 24-ჯერ წაუკითხავს ერთი და იგივე წიგნი. რა თქმა უნდა, დავითს წიგნების კითხვა არც იმის შემდეგ მიუტოვებია, რაც 16 წლის ასაკში საქართველოს მეფე გახდა და სახელმწიფოს მართვასა და ომებს დიდ დროსა და ენერგიას ანდომებდა.
   
დრო რომ დაეზოგა და წიგნებიც ახლოს ჰქონოდა, დავით მეფეს მოუწყვეს გადასატან-გადმოსატანი ტყე, ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკას მგზავრობისა თუ ლაშქრობის დროს ცხენებითა და ურმებით უკან მიადევნებდნენ ხოლმე. მეფეც, როგორც კი თავისუფალ დროს იპოვიდა, წიგნების კითხვას შეუდგებოდა. ხშირად, თვალები რომ დაეღლებოდა, მეფეს სხვები უკითხავდნენ. თუ რომელიმე ადგილი მოეწონებოდა, წამკითხველს შეაჩერებდა და წაკითხულის ირგვლივ მსჯელობას მართავდა.   ბიბლიოთეკა - დაწესებულება, სადაც თავს უყრიან ჟურნალ-გაზეთებს, წიგნებს; წიგნთსაცავი.

6.31.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


    -  დავით აღმაშენებლის რომელ თვისებაზეა საუბარი ამ ნაწარმოებში?

-  თქვენი აზრით, რატომ კითხულობდა იგი რამდენჯერმე ერთსა და იმავე წიგნს?

- როგორ ახერხებდა ლაშქრობისას მეფე წიგნების კითხვას?

6.31.2 დავალება:

▲back to top


   

6.31.3 დავალება:

▲back to top


     ტექსტი დაყოფილია ნაწილებად. შეურჩიეთ თითოეულ ნაწილს სათაური და ჩამოწერეთ.

6.31.4 დააკვირდით:

▲back to top


   

- სიტყვა "ბიბლიოთეკის" მნიშვნელობა თქვენთვის ცნობილია. თქვენ, ალბათ, მოგიწევთ ბიბლიოთეკით სარგებლობა და საჭირო წიგნების მოძიება.

მათ მოსაძებნად საჭიროა იცოდეთ, რომ ბიბლიოთეკაში ასეულობით წიგნია;
თითოეულ წიგნს აქვს ბარათი, მასზე მითითებულია:ს  "ხელმწიფის შვილისა და ხელმწიფის ამბავი~ და `მოხუცის ნატვრა" ერთმანეთს?

 

6.32 პატარა საქართველო სპარსეთში(იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

▲back to top


  ითხვისთვის მზადება    
 
ქართველები საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცხოვრობენ. თუ გსმენიათ რამე ირანში მცხოვრებ ქართველებზე? რა შეგიძლიათ გაიხსენოთ მათ შესახებ?  

.

  მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს დიდი ბრძოლა იყო სპარსელებსა და კახელებს შორის. სპარსეთის ხელმწიფე, ანუ შაჰი, მოწადინებული იყო დაემონებინა კახეთი, გაეთათრებინა, ქართველობა დაევიწყებინა და სპარსეთთან შეესისხლხორცებინა. კახელები თავგანწირვით იბრძოდნენ, მათ ძმურად ეხმარებოდნენ ქართლელებიც და საქმეს უჭირვებდნენ შაჰს. სპარსეთი - ირანი
მოწადინებული - მონდომებული.  სპარსეთთან შეესისხლხორცებინა - სპარსელებად ექცია
   
შმაშინ სპარსეთის მბრძანებელმა გადაწყვიტა, მთელი თავისი ურიცხვი ჯარით შემოსეოდა კახეთს, დაეტყვევებინა მრავალი, გაეგზავნა სპარსეთში, იქ დაესახლებინა სამუდამოდ და მათ ადგილას გადმოესახლებინა თათრები.  
 
ოსმალეთი - თურქეთი
ფერეიდანი - ირანის ერთ-ერთი მხარე
ასეც მოიქცა. დაუსრულებელი ბრძოლით დაქანცულმა პატარა კახეთმა, რა თქმა უნდა, ვეღარ შეძლო დიდი სპარსეთის წინააღმდეგ ძველებურად ეომა, მით უმეტეს, რომ ქართლელებიც უწინდებურად ვეღარ ეხმარებოდნენ კახელებს, რადგანაც თვითონ ქართლს ოსმალეთი ოსმალების ჯარი მოადგა. შაჰმა თითქმის ნახევარი კახეთი დაატყვევა და გაგზავნა სამხრეთ სპარსეთში, მის შორეულ კუთხე ფერეიდანში, რათა მათ სახელიც ვეღარ გაეგონათ სამშობლოსი და ქართველებისა, დაევიწყებინათ სრულიად საქართველო და გათათრებულიყვნენ სავსებით.
ამ გადასახლებული ქართველების ჩამომავალნი არიან ისინი, რომლებიც ახლაც ბინადრობენ ფერეიდანში.  

6.32.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


    -   სად მდებარეობს ფერეიდანი?

- რომელი საუკუნიდან ცხოვრობენ იქ ქართველები?

- რატომ გადაასახლა სპარსეთის შაჰმა კახელები ფერეიდანში?

- ქართველების რა თვისება ჩანს ამ ნაწარმოებში?

- საქართველოს რომელი კუთხეებია აქ ნახსენები?

6.32.2 განაგრძეთ:

▲back to top


    კახეთი - კახელი
ქართლი -
იმერეთი -
გურია -
რაჭა -
სამეგრელო -
სვანეთი -
აჭარა -

საქართველო - ქართველი
 

6.32.3 დააკვირდით:

▲back to top


    დაიმახსოვრეთ როგორ იწერება
ერთად

ცალ-ცალკე

თავგანწირვით

თავდაუზოგავად

მრავალრიცხოვანი

მით უმეტეს

რა თქმა უნდა

6.32.4 დავალება:

▲back to top


   

ტექსტის თითოეულ მონაკვეთს შეურჩიეთ სათაური და ჩამოწერეთ თანმიმდევრობით. თქვენ ამ ტექსტის შინაარსის გადმოსაცემი გეგმა მიიღეთ.

 

6.33 ვაზის სიმფონია (ნაწყვეტი - შ. ნიშნიანიძე)

▲back to top


  ითხვისთვის მზადება    
 

სიმფონია

კახეთი

 

ქართლი

სიმფონია - დიდი ზომის მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც ორკესტრი ასრულებს.

  ქართლ-კახეთი ლეგენდაა,
იმერეთი - ზღაპარი,
სამეგრელო ოცნებაა,
გაფრენილი ფაფარი,

 

გურია კი სიმღერაა,
ხოლო - რაჭა სიზმარი,
ყველა ერთად ვენახია,
ჩვენი დასაფიცარი.

  

 
 

6.33.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


    - საქართველოს რომელი კუთხეებია ჩამოთვლილი ლექსში?
- რას ადარებს პოეტი ქართლ-კახეთს? იმერეთს? სამეგრელოს? გურიას? რაჭას? მთლიანად საქართველოს?

6.33.2 გაიხსენეთ:

▲back to top


    რამდენი ასო-ბგერაა ქართულში? რამდენია მათგან ხმოვანი? თანხმოვანი? რა განსხვავებაა ასოსა და ბგერას შორის?

6.33.3 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


    გარკვეული თანმიმდევრობით დალაგებულ ყველა ასოს ანბანი ჰქვია. ასოებს თავისი სახელწოდებები აქვთ

6.33.4 ქართული ანბანი და ასოთა სახელები:

▲back to top


    ან ბან ან დონ ენ ვინ ზენ თან ინ კან ლას                    
ან ნარ ონ პარ ჟან რაე სან ტარ უნ ფარ ქარ                    
ან ყარ ში ჩან ცან ძილ წილ ჭარ ხან ჯან ჰაე                    

6.33.5 დავალება:

▲back to top


   

ამოიწერეთ ტექსტიდან ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ. რატომ მოგეწონათ ეს ადგილი?

 

6.34 სამასი თავდადებული გლეხი (იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

▲back to top


  ითხვისთვის მზადება      
რა გსმენიათ ქართველი გმირების შესახებ? რომელ ბრძოლებში ისახელეს მათ თავი? რა შეგიძლიათ გაიხსენოთ ჩვენი ქვეყნის წარსულის შესახებ.  
 

.

  წინათ ქართლ-კახეთში მეფობდა მეფე ერეკლე. სპარსეთის ხელმწიფემ მოსთხოვა მას, ეცნო იგი მეფეთა მეფედ და ხარკი ეძლია. მეფე ერეკლემ ცივი უარი შეუთვალა. 

სპარსეთის ხელმწიფემ შეკრიბა დიდძალი ჯარი და სწრაფად მოადგა თბილისს. მეფე ერეკლემ მხოლოდ მცირეოდენი ჯარის მოგროვება მოასწრო. სპარსელები ერთიათად მეტნი იყვნენ ქართველებზე.

ხარკი - გადასახადი, რომელსაც გამარჯვებული ქვეყანა ახდევინებდა დამარცხებულს


 

   
ქართველთა ჯარში ერია სამასი არაგველის  რაზმი.

ბრძოლის დაწყების წინ ამ რაზმის მეომრებმა შეჰფიცეს ერთმანეთს: თუ ბედმა გვიღალატა და მტერი ვერ დავძლიეთ, შერცხვენილი იყოს, ვინც ცოცხალი თავით შინ დაბრუნდესო; ან გამარჯვება მტერზე და ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო!

არაგველი - მდინარე არაგვის ხეობაში მცხოვრები
   
დრო ეს ვაჟკაცური ფიცი რაზმმა ვაჟკაცურადვე შეასრულა. სპარსელების აუარებელმა ჯარმა სძლია ქართველთა ჯარს, მაგრამ არც ერთმა არაგველმა მტერს ზურგი არ უჩვენა.  ყველანი იბრძოდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ეს ბრძოლა მოხდა კრწანისის ველზე, თბილისის მახლობლად. ზურგი არ უჩვენა - აქ: უკან არ დაიხია

6.34.1 ისწავლეთ ზეპირად:

▲back to top


      ეს ჩვენი მეფე ერეკლე
ერთი პატარა კახია,
ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს,
გაჰკრა ხელი და გახია.

ალხური

6.34.2 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


    - რა შეჰფიცეს ერთმანეთს არაგველმა გლეხებმა?

- როგორ შეასრულეს მათ ეს ფიცი?

- ქართველი ხალხის რა თვისება ჩანს ამ მოთხრობაში?

- რატომ დამარცხდნენ ამ ბრძოლაში ქართველები?

- ამ მოთხრობის მთავარი აზრი რომელ სტრიქონშია მოცემული?

6.34.3 დააკვირდით:

▲back to top


    -`მეფე ერეკლემ ცივი უარი შეუთვალა~, - წერია ტექსტში, რას აღნიშნავს ამ შემთხვევაში სიტყვა ცივი?

შეადარეთ:

ცივი უარი - ცივი წყალი
რას ამჩნევთ?

6.34.4 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


     

იწერება

                                                   

დეფისით

ცალ-ცალკე                                                    
ქართლ-კახეთი     ნეფეთა მეფე

არც ერთი

                                                   

6.34.5 დავალება:

▲back to top


   

შეადგინეთ წინადადებები ამ სიტყვების გამოყენებით და დაწერეთ.

 

 

6.35 ცხრა ძმა ხერხეულიძე (იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

▲back to top


  ითხვისთვის მზადება      
რა გსმენიათ ქართველი გმირი ქალების შესახებ?  
 

.

  თბილისის მახლობლად არის მოზრდილი სოფელი მარაბდა. დიდი ხნის წინათ აქ ცხოვრობდა მოხუცი ხერხეულიძე. მას ჰყავდა ცხრა ვაჟი. ცოლად ჰყავდა ყოვლად ღირსეული ქართველი  მანდილოსანი. ცხრა ძმანი ერთიმეორეზე უკეთესი ვაჟკაცები და მამულიშვილები დადგნენ. ,მანდილოსანი - ქალი
 
   
იმჟამად სპარსეთში მეფობდა შაჰ-აბასი, მეტად  აბეზარი მეომარი. მას ჰყავდა გაწვრთნილი და ლაშქრობაში გამოცდილი ჯარი. შაჰ-აბასმა დაიპყრო ბევრი ქვეყანა და ბოლოს საქართველოშიც შემოიჭრა. ქართველთა ჯარი მტერს გადაეღობა გზაზე თბილისის ქვევით, მარაბდასთან, და სასტიკად ეკვეთა მოწინააღმდეგეს. სისხლი შეუწყვეტელ ნაკადულებივით დიოდა. თუმცა სპარსელები ერთიორად მეტნი იყვნენ, მაგრამ ჩვენს ჯარს ფეხი ვერ მოაცვლევინეს, რადგანაც ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად. სამაგალითო ვაჟკაცობას იჩენდნენ ცხრა ძმა ხერხეულიძენი, რომელნიც ერთად, მხარდამხარ ებრძოდნენ მტერს. მათ მოიგერიეს არაერთი იერიში. სპარსელებისა, არაერთხელ აქცევინეს ზურგი მტერს. აბეზარი - მომაბეზრებელი, შემაწუხებელი

 

იერიში - სწრაფი თავდასხმა, შეტევა მოწინააღმდეგეზე
 
 
მაგრამ სპარსელებს ახალი ჯარი მიეშველა და დაღლილ-დაქანცულმა ქართველმა ლაშქარმა ვეღარ შეაკავა მტერი. ამ საშინელი წამის დროს ძმანი ხერხეულიძენი კი არ შედრკნენ,  არამედ ლომებივით იბრძოდნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ან გაემარჯვათ, ან ბრძოლის ველზე დახოცილიყვნენ ყველანი. რადგანაც ქართველთა ჯარმა ვერ გაიმარჯვა, თავდადებული ძმები ზედ შეაკვდნენ მტერს.

ხალხის თქმულებით, მათი დედაც ბრძოლის ველზე იყო და ამხნევებდა შვილებს. როცა მის ერთ ვაჟს, სასიკვდილოდ დაჭრილს, ქართული დროშა ხელიდან გაუვარდა, დედამ აიღო დროშა და მეორე შვილს მისცა ხელში.

 

შედრკნენ - შეშინდნენ
 

 
მადლიერმა ქართველებმა ეს ცხრა ძმა იპოვეს ბრძოლის ველზე, დიდი  ოწიწებით დამარხეს ცალკ-ცალკე მწკრივად და დაადეს ცხრა დიდი საფლავის ქვა, რომლებიც დღემდე დაცულია. მოწიწებით - პატივისცემით

6.35.1 უპასუხე კითხვებს:

▲back to top


    - როგორ არის აღწერილი მოხუცი ხერხეულიძის ოჯახი?

- ვინ და რატომ ეომებოდა ამ დროს საქართველოს?

- როგორ არის აღწერილი შაჰ-აბასის ჯარი?

- რა იყო ამ ბრძოლაში ქართველთა დამარცხების მიზეზი?

- როგორ იბრძოდა ცხრა ძმა ხერხეულიძე? მათი რა თვისებები ჩანს ამ მოთხრობაში?

- როგორ ეხმარებოდა ძმებს ბრძოლის ველზე დედა? მისი რა თვისება ჩანს? 

6.35.2 დააკვირდით:

▲back to top


    "სისხლი ნაკადულებივით დიოდა", - რასთან არის შედარებული სისხლის დენა? თქვენი აზრით, რატომ ადარებს მწერალი მათ ერთმანეთს?

- მოძებნეთ ტექსტში საგნის აღმნიშვნელი სიტყვები.

მათგან რომელი აღნიშნავს სულიერ საგანს? უსულოს? რომელია ადამიანის აღმნიშვნელი სახელები? რომელ სახელს დაესმის კითხვა ვინ? კითხვა რა?

6.35.3 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


      საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი სახელი ჰქვია.

მისი კითხვებია ვინ? და რა?

- მოძებნეთ ამ ტექსტში არსებითი სახელები და დაუსვით მათ კითხვები.

6.35.4 დავალება:

▲back to top


   

ამ მოთხრობის მიხედვით აღწერეთ მარაბდის ომი.

6.36 თამარ მეფე (იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

▲back to top


  ითხვისთვის მზადება      
რა იცით თამარ მეფის შესახებ?  
 

.

თამარი მეფობდა მე-12 საუკუნეში. როცა თამარი დაიბადა და აღიზარდა, საქართველო გაერთიანებული და ძლიერი ქვეყანა იყო. ეს ძლიერი სამეფო თავისი გამეფების შემდეგ თამარმა კიდევ უფრო გააძლიერა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ გადააქცია. თამარი ყველანაირი ღირსებით იყო შემკული. ხალხური ანდაზა: "დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო", - მასზეა სწორედ ნათქვამი. მისი მამა, გიორგი მეფე, გახლდათ დავით აღმაშენებლის შვილიშვილი, ჭკუითა და რკინისებური ხასიათით გამორჩეული.დედა კი, ოსთა მბრძანებლის ქალი, ენით აუწერელი სილამაზით ბრწყინავდა, ამავე დროს საოცრად კეთილი და მოსიყვარულე გული ჰქონდა. თამარზე გადავიდა მშობლების ღირსებები. ღირსებები. მაღალმა ჭკუამ, მტკიცე ხასიათმა, კაცთმოყვარე გულმა და გარეგნულმა მშვენებამ იგი ქართველი ხალხის უსაყვარლეს მეფედ აქცია. რკინისებური ხასიათი - მტკიცე ხასიათი

ღირსება - დადებითი თვისება

   
თამარი 20 წლისა გამეფდა. მის გამეფებას ხალხი სიხარულით შეხვდა, დიდგვაროვანი  მხრიდან კი ამ ამბავს დიდი აჯანყება მოჰყვა. თამარმა აჯანყებულებს მოსალაპარაკებლად ორი ღირსეული ქართველი მანდილოსანი მიუგზავნა. მართლაც, მანდილოსნებმა მოახერხეს აჯანყებულების დაშოშმინება  და ამით ქვეყანას დიდი სისხლისღვრა ააცილეს. დიდგვაროვანი - საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენელი,თავადი

დაშოშმინება - დაწყნარება, დამშვიდება
   
გარეშე მტრებსაც ეგონათ, რომ ადვილად მოერეოდნენ თამარს, რადგანაც ქალი იყო, მაგრამ შეცდნენ. თამარის ჯარმა მტერი არაერთხელ დაამარცხა სასტიკად, .შიშის ზარი დასცა და შემოსევის წადილი გაუქრო. შიშის ზარი დასცა - ძალიან შეაშინა

წადილი - სურვილი
   
მალე თამარმა მოინდომა, რომ გარეშე მტერი საბოლოოდ აელაგმა. ამ მიზნით ქართველთა ჯარმა არაერთგზის ილაშქრა სპარსეთსა და ოსმალეთში. ყოველი ლაშქრობა ჩვენი ქვეყნის ბრწყინვალე გამარჯვებით მთავრდებოდა. თამარმა ყველა მახლობელ სახელმწიფოს აგრძნობინა საქართველოს ძალა და ადვილად დაუმორჩილა თავის გავლენას. აელაგმა - აქ: დაემარცხებინა
 
როგორც ღვთისმოყვარე გვირგვინოსანი, თამარი დაუცხრომლად იღვწოდა ქრისტიანობის გაძლიერებისათვის. მან მრავალი ეკლესია-მონასტერი ააშენა, ამავე დროს ზრუნავდა გაევრცელებინა ქრისტიანობა მთელ კავკასიაში.

თამარი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებისა და მწიგნობრობის განვითარებას. შემთხვევით არ არის, რომ სწორედ ამ დროს შეიქმნა `ვეფხისტყაოსანი~.

თამარი იყო მოსიყვარულე დედა თავისი ხალხისა. მისი მეფობის დროს ქვეყანა გაძლიერდა, გამდიდრდა, მოსახლეობა გამრავლდა. საქართველოს სხვა მეზობელი ხალხებიც ემორჩილებოდნენ. თამარის საბრძანებელში მაშინ 8 მილიონზე მეტი მცხოვრები იყო.

თამარი გარდაიცვალა 1213 წელს. სიკვდილის შემდეგ ქართველმა ხალხმა იგი წმინდანად აღიარა.
დაუცხრომლად იღვწოდა - დაუღალავად ზრუნავდა?

6.36.1 უპასუხე კითხვებს:

▲back to top


    -  როდის მეფობდა თამარი?

- ვისი შთამომავალი იყო იგი? რა თვისებებით გამოირჩეოდნენ მისი მშობლები?

- როგორ აღწერს მწერალი თამარისდროინდელ საქართველოს?

- რა წვლილი შეიტანა თამარმა საქართველოს გაძლიერების საქმეში?

- თამარის ხასიათის რა თვისებები ჩანს ამ ნაწარმოებში?

- რის გამო შეიყვარა იგი ქართველმა ხალხმა?

- რით გამოხატა თამარის მიმართ ხალხმა თავისი სიყვარული და თაყვანისცემა?

6.36.2 დააკვირდით:

▲back to top


    "თამარი იყო ბრძენი, ძლიერი, სამართლიანი მეფე~.

- რას აღნიშნავს ხაზგასმული სიტყვები? რომელ სიტყვას დაერთვიან ისინი? რომელი კითხვა დაესმით მათ?

6.36.3 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


    სიტყვა, რომელიც დაერთვის არსებით სახელს, აღნიშნავს, როგორი არის ეს არსებითი სახელი და უპასუხებს კითხვაზე როგორი? ზედსართავი სახელია. ბრძენი, ძლიერი, სამართლიანი- ზედსართავი სახელებია.

- დაასახელეთ ტექსტიდან სხვა ზედსართავი სახელებიც.

6.36.4 დავალება:

▲back to top


      მოცემული ზედსართავი სახელებისთვის შეარჩიეთ შინაარსით  მსგავსი სიტყვები (შეაერთეთ ისრით):
   
სათნო

ღირსეული

სასტიკი

სახელგანთქმული

ურიცხვი

თავგანწირული

დაუნდობელი

უამრავი

ცნობილი

თავდადებული

კეთილი

პატივსაცემი

6.36.5 დავალება:

▲back to top


   

ტექსტის მიხედვით დაწერეთ "აჯანყებულების დაწყნარება".

 

კაცთმოყვარე

6.37 რუქნადინის დამარცხება (იაკობ გოგებაშვილის)

▲back to top


  თამარ მეფემ მრავალი ომი გადაიხადა. ამ ომებიდან იგი გამარჯვებული ბრუნდებოდა. საქართველო თანდათან ძლიერდებოდა.

ძლევამოსილი საქართველო შიშის ზარს ჰგვრიდა დამპყრობლებს. მტრები ეძებდნენ შემთხვევას, თავს დასხმოდნენ ჩვენს ქვეყანას და აეოხრებინათ იგი.
   
   

საქართველოს ძლიერებით განსაკუთრებით შეშფოთებული იყო თურქებით დასახლებული რუმის სასულთნოს მბრძანებელი რუქნადინი.

მან დიდი ჯარი შეკრიბა და მოემზადა საქართველოს წინააღმდეგ გამოსალაშქრებლად.

რუქნადინი დარწმუნებული იყო, რომ თამარ მეფე ვერ გაბედავდა მის მრავალრიცხოვან ლაშქართან შებმას და უბრძოლველად დანებდებოდა, ამიტომ წინასწარ გამოუგზავნა მუქარით სავსე ბარათი.

თამარ მეფემ მიიღო ეს ბარათი. პასუხის ნაცვლად ჯარი შეკრიბა და მტრის შესაგებებლად გაგზავნა.

ქართველთა ჯარს ხელმძღვანელობდნენ სახელგანთქმული სარდლები: თამარის ქმარი დავით სოსლანი, ზაქარია მხარგრძელი, ძმები შალვა და ივანე ახალციხელები.

რუმის სასულთნო - თურქული სახელმწიფო

 



 

   
თურქები რაოდენობით ქართველებს ძლიერ სჭარბობდნენ. მათ ჯარში დაახლოებით 400 ათასამდე მეომარი იყო, ქართველები კი 90-ათასიანი ლაშქრით შეეგებნენ მტერს. გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა. მზის შუქზე ელავდა ქართველ მებრძოლთა ხმლები და მუსრავდა თურქებს. უთანასწორო ბრძოლაში ქართველ მეომართა მოწინავე რაზმმა უკან დაიხია, მაგრამ მალე ისევ ძალა მოიკრიბა და გვერდიდან შეუტია მტერს. ქართველების მოულოდნელმა და ძლიერმა დარტყმამ დიდი არევ-დარევა გამოიწვია მტრის ჯარში. თურქების უზარმაზარი ლაშქარი დაიბნა, დაიქსაქსა,  პირი იბრუნა და გაიქცა. შერცხვენილი რუქნადინი ძლივს გადაურჩა ტყვედ ჩავარდნას. მუსრავდა - ანადგურებდა, ჟლეტდა

დაიქსაქსა - დაიფანტა
 
   

ქართველთა ჯარმა ხელთ იგდო თურქების დროშები, დიდძალი დავლა და მრავალი ტყვე.
 

დავლა - ომში ნაშოვნი ქონება, ნადავლი
   

  ეს ომი 1203 წელს გაიმართა ბასიანთან. ამიტომ ისტორიაში იგი ბასიანის ბრძოლის სახელით არის შესული.

ასეთი გამარჯვება მრავალჯერ მოუპოვებია თამარ მეფეს გარეშე მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ბასიანი - ადგილი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე

6.37.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


    - ვინ იყო რუქნადინი?

- რამ შეაშფოთა იგი?

- რატომ გაბედა მან საქართველოზე თავდასხმა?

- როგორ დამთავრდა ეს ბრძოლა?

- თქვენი აზრით, რატომ დამარცხდა ამ ომში რუქნადინი?

რა იყო ამის მიზეზი?

თამარის შესახებ თუ უფრო მეტის გაგება გაინტერესებთ, მოიძიეთ მასალა ინტერნეტით და მოუყევით ამის შესახებ თქვენს მეგობრებს.

6.37.2 შეავსეთ კროსვორდი:

▲back to top


 

 

  ტექსტში მოცემული ზედსართავი სახელებით შეავსეთ კროსვორდი
   
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 

6.37.3 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

- რომელი სიტყვებით არის გადმოცემული ლექსში ხათუნას მოქმედება? (მოჰპარა, ხურავდა - განაგრძეთ), ზურაბის მოქმედება? აზრი.?
 

6.37.4 დავალება:

▲back to top


   

დაყავით ტექსტი ნაწილებად და დაასათაურეთ.

6.38 ჩვენი საქართველო - ნაწყვეტი (ჯ.ნიქაბაძე)

▲back to top


 

ითხვისთვის მზადება
 

     

ქალაქი

 
ბუნება საქართველო  
ბოძი ციხე  

დედა

ენა  

 

 

- თქვი, ვინ არის, ვისაც ჩვენთვის
მუდამ კარგი უნდა,
ვისი კალთა მადლიანი,
ვისი ნანა გვზრდიდა!
თქვი, ვინ გვითბობს საქართველოს
სიყვარულის მზითა;
თქვი, ვინ არის,
თქვი, ვინ არის,
სიზმარშიც რომ გვხედავს?
- რა თქმა უნდა, საყვარელი,
ტკბილზე ტკბილი დედა!
- თქვი, ვის სახელს იფიცებენ

ყველგან - ლხინში, ომში;
გამარჯვებას, განახლებას
სჭედდნენ ვისი დროშით?
ვინ ჩაუდგა გმირის სული
ყველა ქართველ მხედარს?
ვის ვეძახით სიყვარულით
დედას, მშობელ დედას?
ვინ გვალაღებს,
ვინ გვახარებს
ყველგან - შინ და გარეთ?
- რა თქმა უნდა, საქართველო,
მშობლიური მხარე!

 

6.38.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

 - როგორ არის ლექსში დახასიათებული დედა?


- რატომ არის შედარებული საქართველო დედასთან?რა შესთავაზა პეპელამ ყვავილს?

6.39 მიწას პატრონი უნდა (ქართული ხალხური ზღაპარი)

▲back to top


 

 

  იყო ერთი გლეხკაცი. ჰყავდა სამი ვაჟი. ცოლი ადრე გარდაეცვალა. კარგი სახლ-კარი ჰქონდა, კარგი ბაღ-ვენახი, სამყოფი მიწა და კარგი ხარ-კამეჩი. ყველაფერს ისე უვლიდა, გაგიკვირდებოდათ, ერთი ადამიანი ამდენ საქმეს როგორ აუდისო.      
 
 
წამოეზარდნენ მამას ვაჟები. აწი არაფერი მიჭირსო, - იფიქრა მამამ, - სამივეს დავაოჯახებ და წამომეშველებიან, ოჯახი ბარაქით ამევსებაო. მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდნენ ბიჭები,  აიხიეს, მიწის ჩიჩქნას გვირჩევნია, სხვაგან წავიდეთ და ქონება ვიშოვოთო.  ბარაქა - დოვლათი, სიმდიდრე
აიხირეს - დაიჟინეს, დაიჩემეს
   

- მიწაზე დიდი ქონება რა არისო, - უთხრა მამამ შვილებს, - მიწა პირველი მარჩენალი და მასაზრდოებელია, თუ ხელს გაანძრევ, არ გიღალატებს, ამაზე უკეთეს ქონებას რას იშოვითო.

 
   

გავიდა საკმაო დრო. ბიჭები არ ჩანდნენ. დანაღვლიანდა მარტოდ დარჩენილი მამა, გული უკვდებოდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ასე ნალოლიავებელ მიწას პატრონი არ ეყოლებოდა და სხვის ხელში ჩავარდებოდა. ბოლოს მოტყდა, დაბერდა, მიწას ვეღარ ამუშავებდა, არადა, ჭამა ხომ უნდოდა?! მისი გაჭირვებით ისარგებლა ვიღაც უცხომ და მისი ქონება ჩალის ფასად ჩაიგდო ხელში. ბოლოს ჯერი მიწაზე მიდგა, მაგრამ მოხუცი მიწის გაყიდვაზე ვერ დაითანხმა.

ნალოლიავებიბი - აქ: კარგად მოვლილი
ჩალის ფასად - ძალიან იაფად.
   

მიწის დამუშავებაში მოხუცს მეზობლები დაეხმარნენ. გაზაფხულზე მიწა მოხნეს, ვენახი გასხლეს და შემოდგომაზე ჭირნახული დაახვავეს. გახარებულმა მამამ მოსავლის დაბინავების შემდეგ სუფრა გაშალა და დიდი და პატარა დაპატიჟა. იყო ერთი ლხინი და მხიარულება. შუა ლხინში მოხუცს ბავშვებმა უთხრეს:
- ბაბუ, შენს ჭიშკართან სამი მათხოვარია, ითხოვენ, შემოგვიშვითო.
- შემოუშვითო, - თქვა მოხუცმა.

 
 
   
შემოვიდნენ მათხოვრები. მამამ მაშინვე იცნო თავისი შვილები და თვალზე ცრემლი მოადგა. რა ცრემლი იყო ეს? სიხარულის? სინანულის? ალბათ, ორივე ერთად.  
   
- შვილებო, თქვენი სიმდიდრე თქვენი მიწაა, მას გაფრთხილება უნდა, პატრონი უნდა!  
   

- შვილებო, თქვენი სიმდიდრე თქვენი მიწაა, მას გაფრთხილება უნდა, პატრონი უნდა! შვილები დარცხვენილი იდგნენ მამის წინაშე და ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდნენ.

 

6.39.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

- რატომ გადაწყვიტეს ძმებმა ოჯახიდან წასვლა?


- რას ურჩევდა მათ მამა?


- ძმების რა თვისება ჩანს ამ ზღაპარში? მამის?


- თქვენი აზრით, რატომ იქცნენ ძმები მათხოვრებად?

 

6.39.2 წაიკითხეთ ლექსი და შეეცადეთ ისწავლოთ ზეპირად:

▲back to top


 

თქვენი აზრით,
როგორ
მოიქცეოდნენ
ძმები ამის
შემდეგ?

 

1) ისინი კვლავ მიატოვებდნენ სახლ-კარს.

2) ძმები მოინანიებდნენ თავიანთ დანაშაულს და ამის შემდეგ მიწას ერთგულად მოუვლიდნენ.

3) ძმები მიწას გაყიდდნენ და აღებულ ფულს დახარჯავდნენ.

4) -----------------------------------------------------

6.39.3 განაგრძეთ:

▲back to top


 

 შვილი - შვილები, - ბავშვი- - -., თვალი - -., ცრემლი - -.

ტექსტიდან არსებითი სახელები. რომელს დაესმის კითხვა ვინ? რა?

6.39.4 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


   

არსებითი სახელი მხოლობით რიცხვშია, თუ ერთ საგანს აღნიშნავს; მრავლობით რიცხვშია, თუ ერთზე მეტ საგანს აღნიშნავს. შვილი, თვალი, ბავშვი- მხოლობით რიცხვშია; შვილები, თვალები,ბავშვები - - მრავლობით რიცხვში.

6.39.5 დავალება:

▲back to top


   

დაყავით ტექსტი ნაწილებად და დაასათაურეთ.

6.40 საუბარი მამასთან( ა. მირიანაშვილი)

▲back to top


 

ითხვისთვის მზადება

რა იცით თამარ მეფის შესახებ?

   
 
 
       
- აქ რომ დიდი გუბე იყო,
მამი, მითხარ, რა იქნა?
- ცაში ღრუბლად აორთქლდა და
იქ
ღრუბლებში გაიქნა
 ღრუბლებში გაიქნა - ღრუბლებს შეერია

 

 
- ღრუბლებში რომ გაიქნა,
ის ღრუბლები რა იქნა?
- წინწკლა წვიმად წამოვიდა
და
შხაპუნად გარდიქმნა.
შხაპუნად გარდიქმნა - შხაპუნა წვიმად გარდაიქმნა, შხაპუნა წვიმად იქცა;
   
- შხაპუნად რომ გარდაიქმნა,
ის შხაპუნა რა იქნა?
- პურის ყანებს დაესხურა,
გაახარა, კაი ქნა.
 
   
დათავთავდა ჯეჯილი,
მოსამკალად გარდიქმნა,
მოვმკეთ, კიდეც გავლეწეთ,
პურის ხვავი  დაიდგა.
მოსამკალად გარდიქმნა - მოსამკალი გახდა

პურის ხვავი - აქ: პურის კარგი მოსავალი

   
პური ბევრზე ბევრი გვაქვს,
კარგი წელი დაგვიდგა,
იმ პურსა ჭამს შენი ძმა,
ფეხი მიტომ აიდგა-
 

6.40.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

- როგორ ჩნდება ღრუბელი? წვიმა? რა მნიშვნელობა


აქვს წვიმას პურის მოსავლისათვის?


- ამ ლექსში ვინ სვამს კითხვებს? ვინ პასუხობს?


- წაიკითხეთ ლექსი როლებში (მამა, შვილი).

 

6.40.2 დააკვირდით:

▲back to top


   

დელგმა

 

თქეში

ჟუჟუნა

 

თქორი

შხაპუნა

 

ჟინჟლი

  თავსხმა კოკისპირული  

"იმ პურსა ჭამს (რას შვრება?) შენი ძმა"

"წვიმა პურის ყანებს ესხურება (რას შვრება?)".


- იმ წინადადებაში არსებითი სახელების (ძმა, წვიმა) მოქმედება რომელი სიტყვებით არის გამოხატული?

- რა კითხვა დაესმის ამ სიტყვებს?

6.40.3 დიმახსოვრეთ:

▲back to top


    მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვას ზმნა ეწოდება.

მისი კითხვაა რას შვრება? ჭამს, ესხურება ზმნებია.

6.40.4 დავალება:

▲back to top


   

ლექსის მიხედვით დაწერეთ "წყლის მოგზაურობა".

6.41 ჯერ მტერი, მერემოკეთე ( ა. მირიანაშვილი)

▲back to top


 

 

  ერთ ვიწრო ორღობეში ერთ კაცს ხანჯალამოღებული კაცი გამოედევნა მოსაკლავად. გზაში თურმე ორმო იყო, მტერმა ეს ვერ შენიშნა და შიგ ჩავარდა. მის საუბედუროდ, ორმოში წყალი ყოფილიყო და იხრჩობოდა. მოიხედა უკან პირველმა და როცა თავისი მტერი ორმოში ჩავარდნილი დაინახა, დაბრუნდა მისაშველებლად, სწრაფად იშოვა გრძელი კეტი, ჩააყუდა ორმოში და მტერი ამოიყვანა.     ორღობე - სოფლის ვიწრო გზა, რომელსაც ორივე მხრიდან ღობეები მიჰყვება
კეტი - დიდი, მსხვილი ჯოხი
 
 
 
 მტერი ძლიერ გაჰკვირდა და გაოცებით ჰკითხა თავის მსხვერპლს:

- თუ ღმერთი გწამს, ამიხსენი, რას ნიშნავს ეს - მე მოსაკლავად მოგდევდი და შენ კი ჩემი სიცოცხლე ისურვეო?-

- შენი გადარჩენით, - მიუგო მხსნელმა, - ორნაირ მოგებაში ვარ, ასეთი სიკეთე რომ გიყავ, ჩემის მტრობისა რაღა საბუთი გექნება?! ამრიგად, მტერი მოვისპე და მეგობარიც შევიძინეო.

გადარჩენილმა ღიმილით თავი გააქნია და მიუგო: დღეიდან მადლიერების მეტი რაღა დამრჩენიაო.

 გაჰკვირდა - გაუკვირდა
   

 

6.41.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

- რატომ ჩავარდა კაცი ორმოში? ვის მისდევდა იგი?


- როგორ მოიქცა მისი მსხვერპლი? როგორ აფასებთ მის მოქმედებას?


- როგორ აუხსნა კაცმა თავისი მოქმედება ყოფილ მტერს?


- ეთანხმებით მის სიტყვებს?

 

 

6.41.2 წაიკითხეთ ლექსი და შეეცადეთ ისწავლოთ ზეპირად:

▲back to top


 

 

 

წუთისოფელი ასეა,
ღამე დღეს უთენებია,
რაც მტრობას დაუნგრევია,
სიყვარულს უშენებია.

ილია ჭავჭავაძე

6.41.3 დავალება:

▲back to top


 

დაასახელეთ ტექსტიდან არსებითი სახელები. რომელს დაესმის კითხვა ვინ? რა?

6.41.4 დააკვირდით:

▲back to top


   

"კაცი დაბრუნდა (რა ქნა?) უკან, იშოვა (რა ქნა?) გრძელი კეტი, ჩააყუდა (რა ქნა?) ორმოში და მტერი ამოიყვანა  (რა ქნა?) ".
 

- ამ წინადადებაში კაცის მოქმედება რომელი ზმნებით არის გადმოცემული? რა კითხვა დაესმის ამ ზმნებს?


- მოძებნეთ ტექსტში სხვა ზმნებიც, რომლებიც "რა ქნა?" კითხვა დაესმის.

6.41.5 დავალება:

▲back to top


   

დაყავით ტექსტი ცალკეულ მონაკვეთებად და დაასათაურეთ. შემდეგ კი ამ ამ სათაურების მიხედვით გადმოეცით ტექსტის შინაარსი.

6.42 საყვედური ტყვეობაზე უარესია (სულხან-საბა ორბელიანი)

▲back to top


 

 

  ორი მეფე ერთმანეთს შეებრძოლა. ერთმა მბრძანებელმა მეორეს სძლია, შეიპყრო და ორმოში დაამწყვდია. გავიდა რამდენიმე დღე. მოვიდა ერთი ნაცნობი კაცი და მოინდომა დატყვევებული მეფის ორმოდან ამოყვანა და გაპარება.

- ხომ კარგი იქნება, ამოგიყვანო და გაგაპაროო?

მეფემ მადლობა მოახსენა.

მოიტანა თოკი და ამოიყვანა.

მეფემ კიდევ მადლობა გადაუხადა.

ცოტა ხნის შემდეგ მშველელმა ხელმეორედ ჰკითხა:

- ხომ კარგი ვქენიო?

ეწყინა მეფეს და დაიძახა:

- არავინ ხართ? ამ კაცმა გამაპარაო.

მოცვივდნენ დარაჯები, დაიჭირეს მეფე და ჰკითხეს:

- რად გაამჟღავნე და არ გაიპარე?

მეფემ უპასუხა:

- სანამ ამომიყვანდა და გამაპარებდა, საყვედურებით ამავსო; სანამ შინ მივაღწევდი, კიდეც დამახრჩობდა და აქ ყოფნა ვარჩიეო.
    საყვედური -  აქ: დაყვედრება, დამადლება.
 
 
 
 

6.42.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

-  რამ გაანაწყენა მეფე?


- რატომ გაამჟღავნა მან თავისი გაქცევა?


- როგორ აფასებთ მეფის მოქმედებას? მისი მშველელის საქციელს?


- რა ანდაზები გაგახსენდათ ამ ნაწარმოების კითხვისას?


- შეადარეთ ეს ნაწარმოები წინა გაკვეთილზე შესწავლილ მოთხრობას "ჯერ მტერი, შემდეგ მოკეთე". რა საერთო და რა განსხვავებაა მათ შორის?

 

 

6.42.2 დავალება:

▲back to top


 

 

დაყავით ტექსტი მონაკვეთებად და დაასათაურეთ.

ახლა კი ამ სათაურის მიხედვით გადმოეცით ტექსტის შინაარსი.

6.42.3 დააკვირდით:

▲back to top


   

მოცემულ ზმნებს ტექსტიდან შეურჩიეთ შინაარსით მსგავსი ზმნები:

აჯობა -
დაატყვევა -
დაიჭირა -
მოისურვა -
უთხრა -
დაიყვირა -

6.42.4 დავალება:

▲back to top


   

დაწერეთ: ამ ნაწარმოებში ა) რა მოგეწონათ, ბ) რა არ მოგეწონათ.

6.43 ერთი მანეთის შოვნა (ქართული ხალხური ზღაპარი)

▲back to top


 

 

  ერთ კაცს ჰყავდა ზარმაცი შვილი, რომელიც ოჯახში არაფრის გამკეთებელი არ იყო. არ შეეძლო არც ერთი კაპიკის შოვნა. მამამისი, სანამდისაც ძალა ჰქონდა, არჩენდა, მაგრამ მოხუცდა და ვეღარ შეძლო ოჯახის შენახვა. მამა დაავადმყოფდა. ჩაწვა ლოგინში, დაუძახა ცოლს და უთხრა:     კაპიკი - ფულის ერთეული ძველად
   
-ჩემი ქონება სხვა ვინმეს უნდა გადავცე, რადგან ჩემი შვილი უქნარაა, ერთი მანეთის შოვნაც არ შეუძლიაო!

ცოლი ძლიერ შეწუხდა:

-როგორ არ შეეძლება ერთი მანეთის შოვნაო.

ქმარმაც თავისი აიჩემა:

-აბა, თუ შეუძლია, წავიდეს, თავისი ნაშოვნი ერთი მანეთი მომიტანოს და დავუტოვებ ჩემს ქონებასაო!

-კარგი, ვეტყვიო! -უთხრა ცოლმა.

მივიდა შვილთან, მისცა ერთი მანეთი და დაარიგა:

-წადი, შვილო, მთელი დღით სადმე, შინ ნუ გამოჩნდები, საღამოს მოუტანე ეს მანეთი მამაშენს, მე ვიშოვე-თქო!

ბიჭი ასეც მოიქცა, დაბრუნდა საღამოს, მოუტანა ეს მანეთი მამას და უთხრა:

-გადავყევი მაგ მანეთის შოვნასო!

მამამ უყნოსა მანეთს, გადააბრუნ-გადმოაბრუნა, აიღო და შეაგდო ბუხარში: ეს არაა შენი ნაშოვნიო; ბიჭმა გაიცინა და დედასთან წავიდა. დედას ეს ამბავი ძალიან ეწყინა. მეორე დღეს ხელახლა მისცა მეორე მანეთი და დააბარა:.

 

მანეთი - ფულის ერთეული ძველად

 

 

 


 

 

     
-წადი, საღამომდის ტყუილად იყავი, საღამოს ერთი-ორი ვერსი გამოირბინე, გაოფლიანდი და მამაშენს უთხარი: ოფლით ვიშოვე ეს ფული-თქო!

ბიჭს დედის სიტყვებით გული მიეცა. საღამოს გაოფლიანებული შევარდა მამის ოთახში და უთხრა:

-ხომ ხედავ, მამაჩემო, როგორ გადამდის ოფლი შუბლზე, ძლივს ვიშოვნე ეს მანეთიო!

მამამ ახლაც უყნოსა ამ მანეთს. გადააბრუნ-გადმოაბრუნა, აიღო და კიდევ ბუხარში შეაგდო.

-ტყუი, შვილო, ეგ შენი ნაშოვნი არ არისო!

შვილს გაეცინა და ესეც არაფრად ჩააგდო. დედას გული მოუკვდა, მიხვდა, რომ საქმე წახდა და ბიჭს უთხრა:

ვერსი - მანძილის საზომი ერთეული ძველად
- შვილო, ხომ ხედავ, მამაშენს ჩვენ ვეღარ მოვატყუებთ, ის ჭკვიანი კაცია. წადი სადმე, თუნდაც ერთი კვირა დაგჭირდეს, იმუშავე, ორი შაურიც რომ აიღო დღეში, ერთ მანეთს მოუყარე თავი და შენი ოფლით ნაშოვნი ფული მოუტანე მამაშენსო!

ბიჭმა დაუჯერა დედას. წავიდა და, მართლაც, მთელი კვირა მოუნდა მანეთის შოვნას. ზოგს რა გადაუტანა, ზოგს რა გაუკეთა, მოაგროვა გაჭირვებით ერთი მანეთი და მიუტანა მამას. მამამ კვლავ უყნოსა ამ ფულს, გადააბრუნ-გადმოაბრუნა და კიდევ ბუხარში შეაგდო.

-არა, შვილო, ეს შენი ნაშოვნი არააო!

ბიჭმა ახლა კი ვეღარ მოითმინა, გული მოუვიდა, ორივე ხელით გამოხვეტა ბუხარში შეგდებული ფული და ყვირილი  დაიწყო:

-მამაჩემო, მე ამ მანეთის შოვნას ერთი კვირა ზედ გადავყევი და შენ ცეცხლში მიწვავო?!

მაშინ მამამ უთხრა:

-ახლა კი მჯერა, შვილო, გული ისე დაგეწვა მაგ მანეთზე, რომ ის ნამდვილად შენი ნაშოვნია! ასე ძნელია ფულის შოვნა, იმუშავებ და გექნება,  არ იმუშავებ და შიმშილით მოკვდებიო!

შვილს დაუტოვა თავისი ქონება და თვითონ გაემგზავრა იქ, საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან...

 
შაური - ფულის ერთეული ძველად
 

6.43.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

-  რატომ გადაწყვიტა მამამ ქონების სხვისთვის დატოვება?


- როგორ მოიქცა დედა? როგორ ფიქრობთ, სწორად იქცეოდა იგი?


- რატომ იცინოდა შვილი მამის საქციელზე?


- როდის დაიწყო მან ყვირილი?

 

6.43.2 დავალება:

▲back to top


 

 

განაგრძეთ:
 
ბავშვი ტირის.

გოგონა ხატავს.

ბებია ქსოვს.

ბავშვები ტირიან.

გოგონები ------------- .

ბებიები -------------- .

   
-  რომელ რიცხვშია პირველ სვეტში ჩამოწერილი არსებითი სახელები? რამდენი საგნის მოქმედებას გამოხატავს მათთან შეწყობილი ზმნები?

-  რომელ რიცხვშია მეორე სვეტში ჩამოწერილი არსებითი სახელები? რამდენი საგნის მოქმედებას გამოხატავს მათთან შეწყობილი ზმნები?

6.43.3 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


   

ზმნა მხოლობით რიცხვშია, როცა ერთი საგნის მოქმედებას გამოხატავს; ზმნა მრავლობით რიცხვშია, როცა ერთზე მეტი
საგნის მოქმედებას გამოხატავს.

6.43.4 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


   

ბიჭი ზის..

მოხუცი ჩამოჯდა.

გოგონა იჯდა.

 ბიჭები სხედან

მოხუცები ჩამოსხდნენ.

გოგონები ისხდნენ.

6.43.5 დავალება:

▲back to top


   

ამოიწერეთ ტექსტიდან ის ადგილი, რომელიც, თქვენი აზრით, მთავარია.

6.44 ჭრიჭინა და ჭიანჭველა - იგავ-არაკი (ი. კრილოვი. თარგმანი აკაკი წერეთლისა)

▲back to top


 

 

 

ითხვისთვის მზადება

     
  ჭრიჭინებს       შრომობს

   
დაჭრიჭინებდა, დახტოდა
ჭრიჭინობელა პატარა,
და უშრომ-უზრუნველობით
მთელი ზაფხული ატარა.


 

     
მაგრამ ბოლო დროს ზამთარმა
თვალი რომ გამოაჭყიტა,
შეკრთა მოცლილი მღერალი
და შიშმა წელი მოსწყვიტა.
მღერალი - მომღერალი
   
კარზე მიადგა ჭინჭველას
ვედრებით: ჩემო ნათლია,
ნუ მომკლავ გაზაფხულამდე
და გამომკვებე, მადლია!
ვედრება - ხვეწნა, მუდარა, თხოვნა
 
   
ჭინჭველამ ჰკითხა: ზაფხული
როგორღა გაატარეო?
- ვილხენდი, გამოვაყრუე
ჭრიჭინით არემარეო.
 
   
- მაშ, თუ ეგრეა, რადგანაც
ზაფხულში იფარფაშეო,
მიბრძანდი ახლაც და სინჯე,
იხტუნე, ითამაშეო.
იფარფაშე - გაერთე, დრო გაატარე

6.44.1 ანდაზა:

▲back to top


     

მედღეხვალიე კაცსაო
თოვლი მოადგა კარსაო. 

6.44.2 განაგრძეთ:

▲back to top


 

 

  ჭრიჭინა

ჭიანჭველა

     
   
 

6.44.3 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

- რატომ დარჩა ჭრიჭინა მშიერი? მისი ხასიათის რა თვისებები ჩანს ამ ნაწარმოებში?

- რა პასუხით გამოისტუმრა იგი ჭიანჭველამ? მისი რა თვისებები ჩანს ამ ნაწარმოებში? როგორ აფასებთ ჭრიჭინას საქციელს? ჭიანჭველას საქციელს? რა არის ამ იგავ-არაკიდან თქვენთვის მისაღები და მისაბაძი? მიუღებელი?

დაასაბუთეთ თქვენი აზრი.

6.44.4 დააკვირდით:

▲back to top


   

- რამდენი ხელი აქვს ადამიანს?

- რამდენი თვალი აქვს?

- რამდენი თითი აქვს ერთ ხელზე? ორივე ხელზე?

- რამდენი მოსწავლეა თქვენს კლასში? რამდენია გოგონა? რამდენია ვაჟი?

- რამდენი მერხი დგას? თითო მერხზე რამდენი მოსწავლე ზის?

ეს სიტყვები: ორი, ხუთი, ერთი, ათი ... აღნიშნავს საგნის რაოდენობას.

6.44.5 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


   

საგნის რაოდენობის აღმნიშვნელ სიტყვას რიცხვითი სახელი ეწოდება. მისი კითხვაა რამდენი? ორ, ხუთი, ერთი, ათი...

რიცხვითი სახელებია.

- მოძებნეთ თქვენ მიერ შესწავლილი ტექსტებში რიცხვითი სახელები.

6.44.6 დავალება:

▲back to top


   

ამოიწერეთ ტექსტიდან ის ადგილი, საიდანაც ჩანს, რომ ა) ჭრიჭინა უქნარაა, ბ) ჭიანჭველა მეტისმეტად მკაცრია.

6.45 წვიმასა და მზეში (რევაზ ინანიშვილი)

▲back to top


 

ითხვისთვის მზადება
მალე ზაფხულის არდადეგებიც დაიწყება. სად აპირებთ ზაფხულის გატარებას? საით მიგიხარიათ ყველაზე მეტად? რატომ?

 

     
ახლობლებთან სტუმრობა მოგზაურობა    
   

დასვენება

 
   
სულ მალე არდადეგები დაიწყება და სოფელში წავალ. რომ მკითხოთ, რა მიგიხარია იმ შენს სოფელში, რა დაგხვდება ისეთიო, არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ. იქნებ ის, რომ იქ მდინარეა, ჩემი საყვარელი ბროლია! მართლაცდა, რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი? ზიხარ კლდის ქიმზე და ანკესი გიჭირავს. შენ მაღლა ვერხვის ხალისიანი ფოთლები ჩურჩულებენ, დაბლა კამკამა ტალღები ჭყუმპალაობენ. წყალი წმინდაა, ნაირფერი კენჭებით და ლიფსიტებით ავსებულა. ქიმი - კლდის გამოშვერილი, წაწვეტებული ნაწილი
ლიფსიტა - პატარა თევზი
   
მაგრამ მარტო თევზის დაჭერა კი არ არის საქმე! ცა სუფთაა, მაღალი, მაღალი და იქიდან, იმ თვალშეუწვდომელი სიმაღლიდან, თითქოს გამდნარი ოქროს ძაფებიაო, მზის დამათრობელი სხივები ეშვება.

შორს, მთებზე, წვიმით სავსე ღრუბლები დაეხეტებიან. ტყეებს სილურჯე მორევია, საძოვრებზე კენჭებივით მიმოფანტულა ცხვარ-ძროხა.

დაბლა, სოფლებში, ფერები მეტია - სახლების წითელი სახურავები, ცისფერი აივნები, ვენახებში დევებივით დამდგარან ბუმბერაზი კაკლის ხეები, ხასხასებს ყანა...

ჭრიჭინებენ ჭრიჭინები, მირბი-მორბიან მსხვილ-მსხვილი ჭიანჭველები, დაფარფატებენ ფრთახატულა პეპლები, ბზუიან ფუტკრები...

ხანდახან მოულოდნელად
ამოიფხორება საავდრო ღრუბელი, წამოვა, აიშლება, მოედება მთელ ცასა და დაიწყებს ბუზღუნსა და კრეჭას, გრუხუნებს და ელავს.
ამოიფხორება ღრუბელი - აიშლება ღრუბელი
   
ბიჭი ხარ და გაუძელ, ფეხი არ მოიცვალო და ნახავ, როგორ გაჩუმდებიან ჭრიჭინები, როგორ აყიყინდებიან ბაყაყები, როგორ ჩამოივლის ცივი, ნოტიო ნიავი და როგორ ჩაჰქუფრავს ჩაჰქუფრავს ყველაფერს.

ჰოდა, ახლა როცა მკითხავთ, რა მიგიხარია შენს სოფელში, რა დაგხვდება ისეთიო, არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ. იქნებ თქვენ მითხრათ რომელზე ვთქვა, მისი ნახვა მენატრება-მეთქი ყველაზე მეტად!
ნოტიო - ნესტიანი. ჩაჰქუფრავს - ჩააბნელებს

6.45.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

- რატომ უხარია ავტორს ზაფხულის არდადეგების მოახლოება?

- საით მიუხარია მას? რატომ?

- რის ნახვა ენატრება მას ყველაზე მეტად?

- როგორ ამთავრებს ავტორი თხრობას? ვის მიმართავს იგი? ვისგან ელის პასუხს?

როგორ წარმოგიდგენიათ ამ მოთხრობის ავტორი? ვინ არის იგი: ხანდაზმული მწერალი თუ თქვენი თანატოლი? რატომ ფიქრობთ ასე?

- ამ მოთხრობის რამდენი ნაწილი იწყება შეწეული სტრიქონით? რაზეა საუბარი პირველ ნაწილში? მეორეში? მესამეში?..
 

 

6.45.2 დაიმახსოვრეთ:

▲back to top


   

ნაწარმოების იმ ნაწილს, რომელიც ორ შეწეულ სტრიქონს შორის არის მოქცეული, აბზაცი ეწოდება.

- რამდენი აბზაცია ამ ტექსტში?

6.45.3 დავალება:

▲back to top


   

ამ ტექსტის მიხედვით დაწერეთ სოფლის მონატრება.

რამდენი აბზაცია თქვენ მიერ დაწერილ ტექსტში?

6.46 სოფლის გზაზე საქართველოში (ს. კლდიაშვილი)

▲back to top


 

 

  სოფლის გზაზე მივდიოდი. აგვისტოს ცხელი დღე იდგა. ერთი მოსახლის ეზოსთან ქალიშვილი დავინახე და წყალი ვთხოვე.      
   
ეზოში შემიპატიჟა, თუნგულას ხელი დაავლო და წყაროსაკენ გასწია. მოლოდინში ცაცხვის ქვეშ ჩამოვჯექი თლილ ქვაზე. თუნგულა - წყლის ჭურჭელი
   

ბროწეულის ბუჩქებით შემორაგული  პატარა ეზო კოინდარით იყო დაფარული. გარშემო ხეხილი ხარობდა. ლეღვსა და ატამს მწიფე ნაყოფი ესხა. უჩინარი ჭრიჭინა იჯდა სადღაც ტოტზე და მხურვალე მზეს შეჰხაროდა. ეზოს გადაღმა ლურჯად მოჩანდა სიმინდის ყანა და ვენახი.

 

სახლიდან გამოვიდა ჯოხზე დაყრდნობილი თეთრწვერიანი მოხუცი. ერთმანეთს მივესალმეთ. დაბრძანდითო, მთხოვა. ჩამოჯდა ჩემ გვერდით და საუბარი მაშინვე ისე გავაბით, თითქოს ძველი ნაცნობები ვყოფილიყავით.

შემორაგული - შემოღობილი (იმერ.) კოინდარი  - ბალახის ჯიში. უჩინარი -თვალით უხილავი
 
 

წყაროდან ქალიშვილი დაბრუნდა. ჩანდა, რომ აჩქარებულიყო, სახეზე ალმური ასდიოდა , თვალებში სიცოცხლე უელავდა.

ალმური ასდიოდა - სახე ასწითლებოდა
   
ქალიშვილმა უცბადვე სახლს მიაშურა. გამოიტანა კალათა, დაკრიფა ხილი, შემდეგ ტაბლა დაგვიდგა და მოგვართვა ლეღვი, ატამი და ხელადით ღვინო. ტაბლა - მცირე ზომის პატარა მაგიდა
ხელადა -  ღვინის ჭურჭელი
   

მასპინძელმა დაილოცა და სასმისი შემომთავაზა. ვადღეგრძელე და კერა დავულოცე.

კერა - ოჯახი
 

მოხუცმა სამაგიერო ბედნიერება მისურვა. ქალიშვილი თავს დაგვტრიალებდა. ვინმე უცაბედ სტუმარს, გზად გამვლელს, ხალისით მემსახურებოდა.


როდესაც მათ დავემშვიდობე, ჭიშკრამდე მიმაცილეს, ჩემს მადლობაზე მოხუცმა დარბაისლურად მითხრა:


- მადლობელი ჩვენა ვართ, რომ პატივი გვეცი და შემობრძანდი, ღმერთმა კეთილად გატაროს!


ხალისიანად გავუდექი გზას. ისევ ვხედავდი ბროწეულის ბუჩქებით შემორაგულ ეზოებს, გარშემო ყანები ლურჯად მოჩანდა, სადღაც ხეზე იჯდა უჩინარი ჭრიჭინა და მზის საგალობელს ამბობდა.
 

შორი გზა აღარ მაშინებდა. გადაბმოდა სოფელი სოფელს და ყველგან პატიოსანი კერა მეგულებოდა.


რა დამღლის ვიარო წმინდა ქართულ მიწაზე, რა დამღლის ვუცქირო ჩემი ქვეყნის ცასა და მზეს! ამაზე დიდი სიკეთე რა ვინატრო!

 

 

6.46.1 უპასუხეთ კითხვებს:

▲back to top


   

- როგორ აღწერს მწერალი უცხო მოსახლის ეზოს?

- როგორ გაუმასპინძლდნენ უცხო სტუმარს თეთრწვერა ბერიკაცი და მისი ქალიშვილი?

- რა სიტყვებით გადმოგვცემს მწერალი თავის სიხარულს?

- რომელ ქართულ ტრადიციაზეა საუბარი ამ ტექსტში?

- რამ დააყენა კარგ ხასიათზე სტუმარი?

- მასპინძლების რა თვისება ჩანს ამ ნაწარმოებში?

- რამდენად მისაღებად გეჩვენებათ უცხო მოსახლის მიერ უცნობი სტუმრის გამასპინძლება?

- თქვენი აზრით, რატომ არ ასახელებს მწერალი სოფლის სახელს?
 

6.46.2 დავალება:

▲back to top


   

- ტექსტში ბევრი ისეთი სიტყვა გვხვდება, რომლებიც საქართველოს ყველა კუთხეში არ გამოიყენება.  რომელია ეს სიტყვები?