![]() |
ლიტერატურა |
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამართლისა და საერთაშორისო
ურთიერთობების ფაკულტეტი
კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი
კულტუროლოგიური ტერმინოლოგია
დამხმარე სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთათვის
თანამედროვე უმაღლეს და სხვა სასწავლებლებში ფართოდ და აქტიურად შეისწავლიან ახალ
საგანს, რომელსაც კულტუროლოგია ეწოდება. ამა
თუ იმ საგნის, მათ შორის კულტურის შემსწავლელი
მეცნიერების, ბოლომდე წვდომა წარმოუდგენელია
დარგობრივი ლექსიკონის უქონლად.
წინამდებარე სიტყვარი ამ საკითხის გადაწყვე-
ტის ერთი მოკრძალებული ცდაა. ის უხინჯო ვერ იქ-
ნება. ყოველ საქმიან შენიშვნას გულისყურით მოვე-
კიდებით.
თამარ ბლიაძე,
რედაქტორი – პროფ. რევაზ მიშველაძე
რეცენზენტები – პროფ. სოსო სიგუა
პროფ. ეკა ცხადაძე
შეადგინეს პროფესორებმა
თამარ ბლიაძემ და
მურმან თავდიშვილმა
გამომცემლობა „უნივერსალი"
თბილისი 2025
ლიტერატურა 1. ბაგრატიონი ი., საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი, თბ., 1986. 2. გაფრინდაშვილი ნ., მითოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1972. 3. გიგინეიშვილი კ., ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. 4. გურევიჩი პ.ს., კულტუროლოგია (უმაღლესი სკოლების სახელმძღვანელო), მოსკოვი, 2003. 5. დგებუაძე რ., აბესაძე ა., ქართულ-რუსულლათინური მოკლე სამედიცინო-განმარტებითი ლექსიკონი, თბ., 1988. 6. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, III გამოცემა, ტომები 1-30, მოსკოვი, 1970-1978. 7. კულტუროლოგია (სახელმძღვანელო), ურალის ფედერალური უნივერსიტეტი, 2014. 8. კულტუროლოგია (სასწავლო სახელმძღვანელო უმაღლესი სკოლისათვის), მოსკოვი, 2000. 9. კულტუროლოგია, სახელმძღვანელო, ი. სოლონინისა და მ. კაგანის რედაქცია, კიევი, 2013. 10. ლოპუხინი ა.პ., ბიბლიის განმარტებანი, 1, პეტერბურგი, 1904-1907. 11. ლოპუხინი ა.პ., ბიბლიის განმარტებანი, 2, პეტერბურგი, 1908-1913. 12. ლოპუხინი ა.პ., ბიბლიის განმარტებანი, 3, პეტერბურგი, 1911-1913. 13. მიქაუტაძე რუსუდან, გოგბერაშვილი თამაზ, ხვედელიძე თამაზ, კულტუროლოგიურ ტერმინთა ლექსიკონი, ქუთაისი, 2008. 14. მიშველაძე რ., კულტუროლოგია, თბ., 2017. 15. მიშველაძე რ., კულტურა და თანამედროვეობა, თბ., 2018. 16. მიშველაძე რ., პოლიტიკა და კულტურა, თბ., 2010. 17. ნიკიფორე არქიმანდრიტი, ბიბლიური ენციკლოპედია, მოსკოვი, 1891. 18. სიგუა ს., კულტუროლოგიის საფუძვლები, I, II, III, თბ., 2011-2013. 19. უაიტი ლესლი, კულტურის შესახებ, მოსკოვი, 2001. 20. ფროლოვი ი.ტ., ფილოსოფიური ლექსიკონი, თბ., 1987. 21. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, IVIII, თბ., 1950-1964.
მურმან თავდიშვილი
![]() |
1 კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲back to top |
![]() |
1.1 აბორიგენები |
▲back to top |
აბორიგენები
ტერმინი მიღებულია ლათინური სიტყვიდან aborigines (დასაბამიდან, თავიდან, იმთავითვე, ათადან ბაბამდე). მაშასადამე, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა, თავდაპირველი, ძველისძველი, ფუძებინადარნი კონკრეტული ადგილისა.
![]() |
1.2 აბრაკადაბრა |
▲back to top |
აბრაკადაბრა
ლათ. სიტყვა. უაზრო სიტყვა, აბდაუბდა; ძველი ბერძნებისა და ზოგი სხვა ხალხის წარმოდგენით, ამულეტზე წარწერილ უაზრო სიტყვას მაგიური ძალა ჰქონდა და მტრისა და მოშურნის დასაბნევად კარგი საშუალება იყო.
![]() |
1.3 აბსოლუტი |
▲back to top |
აბსოლუტი
(ლათინური absolutus თავისთავადი; უთუო). იდეალისტური ფილოსოფიის მყარი კატეგორია – სამყაროს პირველმიზეზი, საწყისი. იგივეა, რაც ღვთაება, ზენაარი.
![]() |
1.4 აბსოლუტიზმი |
▲back to top |
აბსოლუტიზმი
მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც უმაღლესი ხელისუფლება მთლიანად და განუყოფლად ეკუთვნის ერთ პირს, კერძოდ, მონარქს; მეფის შეუზღუდავი ძალაუფლება, შეუზღუდავი მონარქია, თვითმპყრობელობა. ამისი კარგი მაგალითია ივანე მრისხანე და მისი ხელმწიფობა რუსეთში.
![]() |
1.5 აბსტრაქტული ხელოვნება |
▲back to top |
აბსტრაქტული ხელოვნება
ხელოვნების მიმართულება, როცა რეალური საგნის გამოსახვა კი არაა მთავარი, არამედ მისი წარმოდგენა სხვადასხვა ფორმით, ფერით, ნახაზებით, ორნამენტებით. იგი ჩამოყალიბდა საგანგებო მიმართულებად XX საუკუნის დამდეგს. ამ მიმართულებას საფუძველს უყრიდნენ კანდინსკი, მალევიჩი და სხვები. კანდინსკი, მაგალითად, ცდილობდა მოეცა ე.წ. ,,წმინდა” ფერწერა. ასე ამკვიდრებდა იგი აბსტრაქციონიზმს; მალევიჩი ლამობდა საგნობრიობა სიბრტყეზე მიმოფანტული გეომეტრიული ელემენტების კომბინაციამდე დაეყვანა.
![]() |
1.6 აბსტრაჰირება |
▲back to top |
აბსტრაჰირება
ლათ. სიტყვა. რაიმე საგნის ან მოვლენის უმნიშვნელო, არაარსებითი ნიშნების უგულებელყოფა და არსებითი თვისებების გამოყოფა; განზოგადება, განყენებულად გააზრება, იგივე აბსტრაქცია.
![]() |
1.7 ადამიანი |
▲back to top |
ადამიანი
ბიბლ. წარმოშობის სიტყვიდან ადამი. ადამ-იანი, ანუ ადამის კვალზე მოსული. იგივე ,,ადამ“ ძირი გამოუყენებია აზერბაიჯანულ ენასაც. ადამიანები აზერბაიჯანულად ასე გამოითქმის: ადამ-ლარ; იგივე ,,ჰომო საპიენსი“, ბიოლოგიურ-სოციალური არსება, კულტურის ერთადერთი სუბიექტი.
![]() |
1.8 ადაპტაცია |
▲back to top |
ადაპტაცია
(ლათ. adaptatio შეგუება, შეწყობა, დათანხმება). ბიოლოგიაში ორგანიზმის შეგუება გარემო პირობებთან არსებობის შესანარჩუნებლად, ოღონდ კულტუროლოგიაში გამოიყენება იმის აღსანიშნავად, თუ როგორ ხდება ერთი ერის კულტურის შეგუება, შეწყობა მეორე ერის კულტურასთან.
![]() |
1.9 ადეკვატური |
▲back to top |
ადეკვატური
ლათ. სიტყვა. ბოლომდე შესატყვისი, შემცვლელი, სრულიად იდენტური, შესაბამისი.
![]() |
1.10 ავესტა |
▲back to top |
ავესტა
სპარს. სიტყვა. ზოროასტრიზმის წმინდა წიგნების კრებული; ადგენდნენ ძვ.წ. აღრიცხვის IX საუკუნიდან. გავრცელდა სპარსეთსა და სხვა ქვეყნებში.
![]() |
1.11 ავთენტიკური |
▲back to top |
ავთენტიკური
ბერძნ. სიტყვისაგან authentikos თვითმყოფი; ნამდვილი, სარწმუნო, პირველწყაროზე დაფუძნებული, სანდო, უტყუარი, დედნის შესატყვისი, ნაღდი.
![]() |
1.12 ავტარკია |
▲back to top |
ავტარკია
ბერძნ. სიტყვა. თვითდაკმაყოფილება, დამოუკიდებლობა; ანტიკური პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს იმით დაკმაყოფილება, რაიც აქვს, და არა ლტოლვა მეტისა და უკეთესისაკენ, ასევე, სიმშვიდე მოაქვს სათნოებას.
![]() |
1.13 ავტოკეფალია |
▲back to top |
ავტოკეფალია
საეკლესიო დამოუკიდებლობა. ერთი მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა მეორისაგან. საქმე ისაა, რომ კათოლიკურ ეკლესიას ჰყავს ერთი ხელმძღვანელი – რომის პაპი, ხოლო მართლმადიდებულური ეკლესიები ცენტრალიზებულად არ იმართება.
![]() |
1.14 ავტოკრატია |
▲back to top |
ავტოკრატია
ბერძნ. autokrateia. ქვეყნის ისე მართვა, როცა მთელი უმაღლესი ძალაუფლება ერთი პირის ხელშია მოქცეული; თვითმპყრობელობა, აბსოლუტიზმი.
![]() |
1.15 ავტონომია |
▲back to top |
ავტონომია
ბერძნ. სიტყვა. თვითმმართველობა; რომელიმე ქვეყნის, მხარის, ოლქის უფლება, ჰქონდეს საკუთარი მმართველობა.
![]() |
1.16 ავტორიტარიზმი |
▲back to top |
ავტორიტარიზმი
სახელისუფლებო ავტორიტეტზე დამყარებული უსიტყვო მორჩილების სისტემა. ამგვარი პოლიტიკური სისტემა ხელს უწყობს დიქტატორის გამოჩენას.
![]() |
1.17 ავტოქთონები |
▲back to top |
ავტოქთონები
ბერძნ. autochthones. ამა თუ იმ ქვეყნის ძველისძველი მკვიდრი მოსახლეობა; იგივე აბორიგენები.
![]() |
1.18 აკადემია |
▲back to top |
აკადემია
სახელწოდება ათენთან ახლოს გაშენებული ბაღისა, სადაც ასწავლიდა ცნობილი ფილოსოფოსი პლატონი. დღეს აქვს ორი მნიშვნელობა: 1. უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება; 2. ზოგიერთი საგანგებო უმაღლესი სასწავლებელი. მაგალითები: ა) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; ბ) რიტორიკული აკადემია ფაზისისა (V ს.).
![]() |
1.19 აკლდამა |
▲back to top |
აკლდამა
სისხლის სახლი. მიცვალებულთა დასაკრძალავი დახურული შენობა ან ქვითკირის სამარე.
![]() |
1.20 აკმეიზმი |
▲back to top |
აკმეიზმი
ერთ–ერთი მოდერნისტულ–დეკადენტური მიმდინარეობა რუსულ ლიტერატურაში, უმთავრესად პოეზიაში. ქადაგებდა უმწვერვალეს ოსტატობას. ეჯიბრებოდა და მეტოქეობდა ფუტურიზმს. აღიარებდა თეზისს ,,ხელოვნება ხელოვნებისათვის“. გავრცელდა XX საუკუნის დამდეგს. მისი ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ ახმატოვა, გუმილიოვი, მანდელშტამი. ძირითადად ლამობდნენ პირველქმნილი სამყაროს, ადამისდროინდელი ვითარების ასახვას. ამ მწერალთა ერთგვარი ზეგავლენა განიცადეს ტ. ტაბიძემ (ქალდეის ციკლის ლექსები), პ. იაშვილმა (,,დარიანული“). აკროპოლი, აკროპოლისი
ბერძნ. სიტყვა akme ნიშნავს მწვერვალს.
ბერძნ. acropolis. ძველი საბერძნეთის ქალაქების ცენტრალური გამაგრებული ნაწილი, რომელიც გაშენებულია, აგებულია გორაკზე, მაღლობ ადგილზე.
![]() |
1.21 აკულტურაცია |
▲back to top |
აკულტურაცია
კულტურათა ურთიერთზეგავლენა, პროცესი, რომლის გამოისობითაც ერთი ხალხის კულტურა მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს და ითვისებს სხვა ხალხის კულტურას. აკულტურაცია უნდა გაგებულ იქნეს, როგორც ასიმილაციისა და ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესთა მრავალფეროვნების გამოვლინება. ტერმინი პირველად ამერიკელმა კულტუროლოგებმა მოიმარჯვეს 1930–იანი წლების ბოლოს.
![]() |
1.22 ალაჰი |
▲back to top |
ალაჰი
(არაბ. ალ–ლაჰ), ისლამური მონოთეისტური ღმერთი, რომელიც განსაზღვრავს ყოველივესა და ყველაფერს.
![]() |
1.23 ალეგორია |
▲back to top |
ალეგორია
ბერძნ. სიტყვა. არაპირდაპირი ხერხით, იგავური ფორმით აზრის გამოხატვა. ძირითადად გამოიყენება მხატვრულ ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში. მაგალითად, ალეგორიული ლექსია ვაჟა–ფშაველას ,,,არწივი“.
![]() |
1.24 ალენ დალესის დოქტრინა |
▲back to top |
ალენ დალესის დოქტრინა (1893–1969) გახლდათ აშშ–ის სახელმწიფო მოღვაწე, პროფესიით იურისტი, დიპლომატი, ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი; 1950–იან წლებში თავისი ქვეყნის მთავრობას შეამუშავებინა ანტისაბჭოთა კურსი. მის მიერ შემუშავებულ დოქტრინაში ყურადღებას იქცევს რეაქციული იდეების შემცველი მონაკვეთები, მაგ., ასეთი: ,,ჩვენ დავთესავთ ქაოსს, შეუმჩნევლად შევცვლით ზნეობრივ ფასეულობებს და ვაიძულებთ მოსახლეობას, ირწმუნოს ყალბი ფასეულობები; ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან ჩვენ ამოვძირკვავთ ეროვნულ–სოციალურ არსს; შემოქმედებით ინტელიგენციას დავუკარგავთ ხალისს, გამოიკვლიოს და სწორად ასახოს მასების სიღრმეში მიმდინარე პროცესები; ლიტერატურამ, თეატრმა, კინომ, პრესამ უნდა ასახონ და განადიდონ ადამიანთა ქვენა გრძნობები; ჩვენ ყოველნაირად ხელს შევუწყობთ იმ შემოქმედებით ინტელიგენციას, რომელიც ადამიანის შეგნებაში შეიტანს სექსის, ძალადობის, ღალატის, ბეზღობის კულტს“. ეს იდეები თითქმის მთელ მსოფლიოში, გარდა მუსლიმანური ქვეყნებისა, სრულდება. ამას ხელს უწყობს გლობალიზაციის ცალკეული პროცესებიც.
ალენ უელშ დალესი
![]() |
1.25 ალექსანდრიის ბიბლიოთეკა |
▲back to top |
ალექსანდრიის ბიბლიოთეკა
წიგნთა მდიდარი საცავი ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში; დააარსეს ძვ.წ.აღ. III საუკუნეში. დაიწვა ძვ.წ.აღ. 47 და ახ.წ.აღ. 391 წლებში.
![]() |
1.26 ამაღლებული |
▲back to top |
ამაღლებული
ესთეტიკური კატეგორია; გამოხატავს დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენების, პროცესების არსს. აღნიშნულის ამაღლებულად შეფასება აღიქმება, როგორც ყოველგვარი მდაბლისა და უფერულის საპირისპირო; იგი პიროვნებაში იწვევს საგანგებო განცდებს. ეგ განცდები კი მას აღფრთოვანებასა ჰგვრიან და თავს მაღლა მდგომად წარმოადგენინებს, უბიძგებს ჩაიდინოს კეთილი საქმენი, იბრძოლოს დიადი მიზნების განსახორციელებლად. ამაღლებული ახლოა გმირულის კატეგორიასთან. ის ხელოვნებაში ვლინდება ადამიანთა საუკეთესო ზრახვებისა და შემართებების ჩვენებით, მათი აღფრთოვანების გამოხატვით.
![]() |
1.27 ანბანი |
▲back to top |
ანბანი
ასოთა სახელწოდება ქართულში. მიღებულია პირველი და მეორე ასო–ბგერების სახელთა შეერთებით: ან+ბან+ი. თანამედროვე ქართულში სულ 33 ასო–ბგერაა.
![]() |
1.28 ანთროპოგენეზი |
▲back to top |
ანთროპოგენეზი
ბერძნ. anthropos ადამიანი და genesis დაბადება, წარმოშობა, მოძღვრება ადამიანის წარმოშობის შესახებ.
![]() |
1.29 ანთროპოლოგია |
▲back to top |
ანთროპოლოგია
შედგება ორი ნაწილისაგან: ადამიანი და მოძღვრება. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის ბიოლოგიურ რაობას, მის წარმოშობა–ჩამოყალიბებას, რასებს.
![]() |
1.30 ანთროპომორფიზმი |
▲back to top |
ანთროპომორფიზმი
ბერძნ. anthropos ადამიანი და morphe სახე, ფორმა. დღეს აქვს ორი გაგება: 1. მეცნიერებამდელი წარმოდგენა, თითქოსდა ცხოველს, მცენარეს, ბუნების მოვლენებს ჰქონდეთ ადამიანური თვისებები: განცდა, აზრი; 2. ზენაარის წარმოდგენა ადამიანის სახის მქონედ.
![]() |
1.31 ანთროპოცენტრიზმი |
▲back to top |
ანთროპოცენტრიზმი
სიტყვაში შეერთებულია ორი ცნება: ადამიანი და ცენტრი. ეს არის ანტიმეცნიერული, რელიგიური შეხედულება, რომ ადამიანი არის უმაღლესი არსება, ღვთის სახე და ხატი; რომ იგი წარმოადგენს სამყაროს გულისგულს, ცენტრს და საბოლოო მიზანს.
![]() |
1.32 ანიმიზმი |
▲back to top |
ანიმიზმი
ტერმინს საფუძვლად დაედო ლათინური anima (გონი, სული). მოეპოვება ორი ძირითადი მნიშვნელობა: 1. რელიგიის ერთ–ერთი პრიმიტიული ფორმა, რომელიც ეფუძნება რწმენას, რომ არსებობენ სულები; ყოველ საგანს უდგას სული; ადამიანს, ცხოველებსა თუ მცენარეებს იგი აქვთ ერთურთისაგან დამოუკიდებლად; 2. ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც სულს აცხადებს სიცოცხლის პრინციპად. ანიმიზმი ახასიათებს ყველა რელიგიას.
![]() |
1.33 ანომია |
▲back to top |
ანომია
ფრანგული სიტყვა anomie ნიშნავს კანონის არარსებობას, ხარვეზს კანონთა კოდექსში. აქედან მომდინარეობს ტერმინის შინაარსი: სოციალურ ნორმათა მკაფიო სისტემის არარსებობა, კულტურის ერთიანობა–მთლიანობის დარღვევა, რის შედეგადაც ადამიანთა ცხოვრებისეული გამოცდილება აღარ შეესატყვისება საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ყოფის ნორმებსა და წესებს.
![]() |
1.34 ანტიკური |
▲back to top |
ანტიკური
ლათ. antiguus ძველი. 1. ძველი ბერძნული და რომაული კულტურა; 2.სანიმუშო, რომელიც სილამაზითა და შნოიანობით ანტიკურ ქმნილებებს წააგავს.
![]() |
1.35 აპოკალიფსი |
▲back to top |
აპოკალიფსი ერთ–ერთი საეკლესიო წიგნი, რომელიც თან ერთვის ახალ აღთქმას. იგი შეიცავს ქვეყნიერების აღსასრულის მისტიკურ წინასწარმეტყველებას.
ბერძნულია, ნიშნავს გამოცხადებას.
![]() |
1.36 არტეფაქტი |
▲back to top |
არტეფაქტი
1. პროცესი ანდა წარმონაქმნი, რაც მისთვის ნორმალურ მდგომარეობაში მყოფ ობიექტს არ ახასიათებს, ოღონდ, ჩვეულებრივ, წარმოიშვება მისი გამოკვლევის დროს; 2. ხელოვნების ნაწარმოები.
![]() |
1.37 არქაიკა |
▲back to top |
არქაიკა
ბერძნ. archaios ძველი. ადრინდელი, პრიმიტიული საფეხური ხელოვნების განვითარებისა; ძველი დროისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
![]() |
1.38 არქეტიპი |
▲back to top |
არქეტიპი
წინასახე, პირველადი, თავდაპირველი ფორმა, ნიმუში, მაგალითი. ამ ტერმინს ერთობ დიდი ავალა მიეცა კ. იუნგის ნაშრომებში. ამ მკვლევრის აზრით, არქეტიპი დაბადებითვე პირობადებული ფსიქიკური სტრუქტურებია, რაც შეპირობებულია კაცობრიობის ისტორიული განვითარებით. იგი განეკუთვნება კოლექტიურ არაცნობიერს. იუნგის მიხედვით, იგი ედება ფუძედ ადამიანის პროდუქტიულ შემოქმედებით მოღვაწეობას. მოაზროვნე ფიქრობდა, რომ ამ მომენტს საგანგებო მნიშვნელობა ჰქონდა მხატვრული წარმოსახვის სფეროში.
![]() |
1.39 არქივი |
▲back to top |
არქივი
ლათინ. სიტყვაა. ნიშნავს დაწესებულებას, სადაც ინახება ძველი წერილობითი ძეგლები, საბუთები, ნივთები. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება.
![]() |
1.40 ასიმილაცია |
▲back to top |
ასიმილაცია
პროცესი, რომლის შედეგადაც ერთი ეთნიკური ჯგუფის წევრები თავიანთი თავდაპირველი კულტურის არსებით ნიშნებს კარგავენ და ითვისებენ სხვა ეთნიკური ჯგუფის კულტურას, როცა ამ ეთნოსის რეალური ზეგავლენის არეალში იმყოფებიან. შეადარე: ფონეტიკური ასიმილაცია ეწოდება პროცესს, როდესაც სიტყვაში არსებული ერთი ბგერა მიიმსგავსებს, დაიმსგავსებს სხვას. ქ. სანკტ–პეტერბურგის რეგიონში ცხოვრობდა ჩუხონცების ეთნიკური ჯგუფი. მათი კულტურა და ყოფა სრულად მიიმსგავსა რუსულმა კულტურამ და ყოფამ. ამიტომაც დღეს შეუძლებელია ლაპარაკი ჩუხონცების თავისებურ და სპეციფიკურ კულტურაზე. აი, სრული კულტურული ასიმილაციის ნიმუში.
![]() |
1.41 ატაშე |
▲back to top |
ატაშე
ფრანგ. სიტყვა. დიპლომატიური წარმომადგენლობის საგანგებო სამსახურის სპეციალისტი, მაგ., სამხედრო ატაშე; დაბალი რანგის დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროში.
![]() |
1.42 ატრაქსია |
▲back to top |
ატრაქსია
ბერძნ. ataraxia აღუშფოთველობა, სულის შეუძვრელობა. პიროვნების სულიერი სიმშვიდის, აუღელვებლობის მდგომარეობა, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ადამიანი.
![]() |
1.43 აფროცენტრიზმი |
▲back to top |
აფროცენტრიზმი
აფრიკული კულტურის უპირატესობის აღიარება, სადაც მთავარია იდეა: შევუერთდეთ ბუნებას, გავხდეთ იმის ნაწილი და თანაზიარი. ეგ იდეა მკვეთრად ეწინააღმდეგება მიჩურინელთა ცნობილ დევიზს: ,,ჩვენ ვერ დაველოდებით ბუნების მოწყალებას. ჩვენი ვალია გამოვსტაცოთ ის მას“.
![]() |
1.44 აქსიოლოგია |
▲back to top |
აქსიოლოგია
ღირებულებათა თეორია, ფილოსოფიური მოძღვრება ღირებულებათა ბუნების შესახებ; არკვევს მათს ადგილს სოციალურ სინამდვილეში, ადგენს ღირებულებათა სამყაროს სტრუქტურას.
![]() |
1.45 აქტუალური |
▲back to top |
აქტუალური
ლათინ. სიტყვა, თანამედროვეობისთვის დიდმნიშვნელოვანი, თანამედროვე მოთხოვნათა და მოთხოვნილებათა შესატყვისი, საჭირბოროტო საკითხი ან მოვლენა.
![]() |
1.46 აქცელერაცია |
▲back to top |
აქცელერაცია
ლათინ. სიტყვა. 1. დადებითი ძვრები მოსახლეობის ფიზიკურ განვითარებაში. ეგ მოვლენა ამ ბოლო დროს აშკარად გამოიკვეთა. 2. აჩქარება. ბ
![]() |
1.47 ბაბილონის გოდოლი |
▲back to top |
ბაბილონის გოდოლი
გამოთქმა–ტერმინი მოიაზრებს დიდ არეულ–დარეულობას, შფოთსა და აურზაურს, შეუთანხმებლობას. მოდის ბიბლიური გადმოცემიდან: წარღვნის შემდეგ ადამიანები ლამობდნენ ბაბილონში აეგოთ მაღალთ უმაღლესი კოშკი, ერთგვარი ცათამბჯენი, რათა მათ ვერავითარი წყალდიდობა ვერ მისწვდენოდა, თანაც ზენაართან ახლოს მისულიყვნენ, მას გასტოლებოდნენ. ამ თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა თავხედებს აურია ენები, ერთმანეთისა აღარ ესმოდათ. ისინი მალევე დაიშალნენ და მთელი დედამიწის ზურგზე მიმოიფანტნენ. აი, თუ რატომ არსებობს ამდენი ერი და ენა!
![]() |
1.48 ბაირონიზმი |
▲back to top |
ბაირონიზმი
თითქმის იგივე რომანტიზმი; მე– საუკუნის პირველი ნახევრის ლიტერატურული მიმდინარეობა. იგი ჩამოყალიბდა და გაფორმდა ინგლისელი პოეტის ბაირონის შემოქმედების ზეგავლენით, რამეთუ მაშინ ევროპაში ბევრი ,,დაავადდა“ ამ ავადმყოფობით. მისთვის დამახასიათებელია ინდივიდუალიზმი, ეროვნული და სოციალური გათავისუფლების იდეა, პოლიტიკური პროტესტი ფეოდალიზმისა და მონარქიის წინააღმდეგ, პესიმიზმი, რაკი არ მოსწონს აწმყო და იმედი არ აქვს მომავლისა; წარსულის განდიდება.
![]() |
1.49 ბაკქანალია |
▲back to top |
ბაკქანალია
ლათინ. bacchanalia მოდის სიტყვიდან Bacchus ბახუსი. დღეს აქვს ორი მნიშვნელობა: 1. ძველ საბერძნეთსა და რომში ღვინისა და ღვინის ღმერთის დღესასწაული; 2. გადატანითი მნიშვნელობით კი – დროის თავაშვებულად ტარება, ორგიის მოწყობა, უწესრიგო ღრეობა და ლოთობა.
![]() |
1.50 ბალაგანი |
▲back to top |
ბალაგანი
1. თათარიახნად მოწყობილი, სახელდახელო, დროებითი ნაგებობა თეატრალური ან საცირკო წარმოდგენის გასამართავად, ამავე დროს, თვით ეგ სანახაობა, რომელსაც აკლია თანამიმდევრობა და რეჟისორული ლოგიკა. ასეთ ბალაგანურ წარმოდგენებს, ჩვეულებრივ, აწყობდნენ სახალხო სეირნობებზე, ბაზრობებზე; 2. გადატანითი მნიშვნელობით – უგემოვნო წარმოდგენა, სახიობა; უხამსი სანახაობა. ქართულ სინამდვილეში ასეთი იყო ბერიკაობა – წარმართობიდან მომდინარე ხალხური წარმოდგენა– თამაში. იმართებოდა ყველიერში.
![]() |
1.51 ბალადა |
▲back to top |
ბალადა
ფრანგ. სიტყვა. მცირე ზომის ეპიკური ლექსი, რომელსაც აქვს შინაარსი და კომპოზიცია. ლირიკული ლექსისაგან იმით გამოირჩევა, რომ მისი მოყოლა შეიძლება; მოცულობა – 8-16 სტროფი. მაგ., ,,შემომეყარა ყივჩაღი“, ,,ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“, ,,ჯარჯის ამბავი“; ოთარ ჭელიძის ,,ორი მარაბდელი“.
![]() |
1.52 ბარბარიზმი |
▲back to top |
ბარბარიზმი
ბერძნ. Barbaros უცხო, უცხოური. ბევრ ლექსიკონში განმარტებულია ცალმხრივად, კერძოდ, როგორც ,,ცუდი“, მიუღებელი სიტყვა. სინამდვილეში უნდა გვესმოდეს ფართოდ: ნებისმიერი უცხოური სიტყვა. მაგალითად, ბარბარიზმებია: ლექტორი, სტუდენტი, პოლი, სპიჩკა, კომპიუტერი. ბარბარიზმი ორი სახისაა: კეთილი და ბოროტი. კეთილი ბარბარიზმია ის უცხო სიტყვა, რომლის შემცვლელიც ენას არ მოეპოვება. მაგალითად, ლექტორი, სტუდენტი, პასპორტი. ასეთი სიტყვები ენაში კიდევაც უნდა შემოვუშვათ და კიდევაც შევითვისოთ, ვისწავლოთ; ბოროტია ბარბარიზმი, რომელიც ენას არ ესაჭიროება, რაკიღა მისი სანაცვლო ეროვნული სიტყვა არსებობს. მაგალითად, გვაქვს ჭიქა და სულაც არ გვესაჭიროება ,,სტაქანი“; გვაქვს იატაკი და არადსაღირალია ,,პოლი“. კეთილი ბარბარიზმი ენას ამდიდრებს, ბოროტი – აფერხებს და აბნელებს.
![]() |
1.53 ბარბაროსი |
▲back to top |
ბარბაროსი
ბერძნ. barbaros. 1. ძველი, ისტორიული გააზრებით, უცხოელი, არაბერძენი და არარომაელი; 2. დღევანდელი გაგებით, უკულტურო, ველური ადამიანი, პიროვნება, რომელსაც დახვეწილობა აკლია.
![]() |
1.54 ბაროკო |
▲back to top |
ბაროკო
იტალ. barocco. XVII-XVIII საუკუნეთა მხატვრული სტილი ევროპულ ხელოვნებაში, უფრო მეტად – არქიტექტურაში; მასში საგრძნობია დეკორატიულობა, წვრილმანი ფორმების სიჭარბე, რამდენადმე მთავარსა და მეორეხარისხოვანს შორის ზღვრის წაშლა.
![]() |
1.55 ბატალისტი |
▲back to top |
ბატალისტი
სამხედრო–საომარი სცენების, ანუ ბატალური სცენების, დახატვა–წარმოსახვის ოსტატი, სპეციალისტი, მხატვარი. ,,ბატალური სცენა“ ეწოდება საომარ მოქმედებათა ასახვას. ასეთია, მაგალითად, ტარიელის ომი ხატაეთში.
![]() |
1.56 ბელეტრისტიკა |
▲back to top |
ბელეტრისტიკა
ფრანგ. სიტყვაა, ნიშნავს სიტყვაკაზმულ მწერლობას, კერძოდ, თხრობით, ეპიკურ ნაწარმოებებს, უმთავრესად პროზაულ ტექსტებს (მოთხრობა, რომანი).
![]() |
1.57 ბესტსელერი |
▲back to top |
ბესტსელერი
ინგლ. სიტყვაა და აღნიშნავს ისეთ წიგნს, რომელიც იოლად იყიდება და საღდება.
![]() |
1.58 ბიბლია |
▲back to top |
ბიბლია
ბერძნ. სიტყვა. ებრაელთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნების კრებული. მასში შედის ძველი მითები, თქმულებები, ლოცვები, წინასწარმეტყველებები და სხვ. შედგება ორი ნაწილისაგან: ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა. აღთქმა ნიშნავს პირობას. ორივე ნაწილი გვპირდება, აღგვითქვამს სამოთხეში მოხვედრას, თუ ისე გავირჯებით, როგორც გვმოძღვრავს; პირველ ნაწილს ,,ძველი“ იმად ეწოდება, რომ დაწერილია ქრისტეს შობამდე. მეორე ნაწილი მოგვიანებით შეადგინეს. ამიტომაც ეწოდება ,,ახალი“. ძველი აღთქმის ერთ–ერთი ცენტრალური წიგნია დავით ებრაელთა მეფის ,,ფსალმუნნი“, ანუ ლექსად დაწერილი საგალობლები. სულ 150 შედევრია; ახალი აღთქმის ცენტრალური ნაშრომია ,,სახარება“, ბერძნულად – ,,ევანგელე“. ორივე ეს შედევრი ნახსენებია 475 წელს შეთხზულ ,,შუშანიკის წამებაში“. ორივე თხზულება შუშანიკს ზეპირად სცოდნია. მეორე წიგნს ,,სახარება“ იმადაც ჰქვია, რომ გვახარებს ქრისტეს ამბავს, მაცხოვრის ბიოგრაფიას. ბერძნული ,,ევანგელეც“ გახარებას ნიშნავს. იგი დაწერა ოთხმა კაცმა (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე), რათა ოთხივე მხარეს (ანუ მთელ მსოფლიოში) გავრცელებულიყო.
![]() |
1.59 ბიბლიოგრაფია |
▲back to top |
ბიბლიოგრაფია
სისტემატიზებული აღწერა და აღნუსხვა წიგნებისა და სხვა სახის გამოცემებისა; ამ დარგის ცოდნის სისტემატიზაცია; რაიმე საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურის სია; ახალგამოსულ წიგნთა მიმოხილვა.
![]() |
1.60 ბილინგვა |
▲back to top |
ბილინგვა
ორი ენა, ორენოვანი ტექსტი. მაგალითად, მცხეთა–არმაზის ბილინგვა, რომელშიც ულამაზესი ასულის სერაფიტას სამწუხარო აღსასრულის ამბავი მოთხრობილია ორ ენაზე – არამეულსა და ძველ ბერძნულზე. ბის! – ლათ. bis ნიშნავს იმას, რასაც ქართული სიტყვა ,,ორჯერ“ ან სიტყვა ,,მეორედაც“. ეს არის მაყურებელთა წამოძახილი კონცერტზე, წარმოდგენაზე და გამოხატავს მოწოდებას, სასურველი ნომერი კიდევ ერთხელ იქნეს გამეორებული. ბისზე გამოვიდა – ნიშნავს, მეორედაც გამოვიდა, მეორედაც შეასრულა მოწონებული ნომერი.
![]() |
1.61 ბიჰევიორიზმი |
▲back to top |
ბიჰევიორიზმი
ინგლ. behavior ქცევა. თეორიული მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში, რომელიც აღმოცენდა და ჩამოყალიბდა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ამერიკაში. მისი მიზანია, შეისწავლოს გარემოში ორგანიზმის ქცევა, შეპირობებული გარემო ფაქტორების ზემოქმედებით.
![]() |
1.62 ბოდი–არტი |
▲back to top |
ბოდი–არტი
ინგლ. body art სხეულებრივი ხელოვნება. მხატვრული მიმართულება, რომელიც ,,მასალად“ იყენებს სხეულს, სხეულებრიობას, პოზას, ჟესტს.
![]() |
1.63 ბომონდი |
▲back to top |
ბომონდი
ფრანგ. სიტყვა. უმაღლესი არისტოკრატიული და ბურჟუაზიული საზოგადოება. ის არის საფუძველი, შეიქმნეს და ჩამოყალიბდეს ე.წ. ელიტარული ხელოვნება, კულტურა.
![]() |
1.64 ბოჰემა |
▲back to top |
ბოჰემა
ფრანგ. boheme. მსახიობები, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები, რომელთაც არა აქვთ საარსებოდ აუცილებელი მუდმივი შემოსავალი, ეწევიან უთავბოლო, უწესრიგო, ანუ ბოჰემურ, ცხოვრებას; ამგვარი წრის ყოფა.
![]() |
1.65 ბრაილის წერტილოვანი შრიფტი |
▲back to top |
ბრაილის წერტილოვანი შრიფტი
უსინათლოთათვის განკუთვნილი საკითხავი სისტემა, რომელიც ემყარება ექვსი ამობურცული წერტილის ნაირგვარ კომბინაციას; გამოიგონა ფრანგმა ლუი ბრაილმა მე–19 საუკუნეში.
![]() |
1.66 ბრაჰმანიზმი |
▲back to top |
ბრაჰმანიზმი
ძველი ინდური რელიგია; შეიქმნა – X-IX საუკუნეებში. იგი საფუძვლად დაედო ინდუიზმს.
![]() |
1.67 ბროკას ცენტრი |
▲back to top |
ბროკას ცენტრი
თავის ტვინის ის ადგილი, რომელიც პასუხს აგებს მეტყველებაზე, აჩენს ამეტყველების უნარს; გორილას სახმო–საარტიკულაციო აპარატი სავსებით საკმარისია ბგერათა და სიტყვათა წარმოსათქმელად, ოღონდ ვერ წარმოთქვამს, რაკიღა არ აქვს ბროკას ცენტრი.
![]() |
1.68 ბუკინისტი |
▲back to top |
ბუკინისტი
ფრანგ. სიტყვაა და ნიშნავს ნახმარი და ძველი, ხშირად იშვიათობად ქცეული წიგნებით მოვაჭრეს.
![]() |
1.69 ბუკოლიკური პოეზია |
▲back to top |
ბუკოლიკური პოეზია
ბერძნ. სიტყვა. მწყემსური პოეზია, სადაც გაიდეალებულია მარტივი სოფლური, პროვინციული ცხოვრება.
![]() |
1.70 ბულა |
▲back to top |
ბულა
ლათ. სიტყვა. რომის პაპის ბრძანებულება, წერილი, სიგელი, განკარგულება.
![]() |
1.71 ბულვარული რომანი |
▲back to top |
ბულვარული რომანი
ვულგარული, უხამსი რომანი, ქუჩური გამოთქმებითა და უხეში სკაბრეზით აღსავსე. ვულგარული შეიძლება იყოს პრესა, კრიტიკა, საერთოდ ნებისმიერი ტექსტი.
![]() |
1.72 ბუნებრივი ნიშნები |
▲back to top |
ბუნებრივი ნიშნები
სემიოტიკის სფერო. ბუნების საგნები ანდა მოვლენები, რომლებიც გამოიყენება იმ მიზნით, რათა მიიღონ ინფორმაცია მათთან მიზეზობრივად დაკავშირებულ სხვა საგნებსა და მოვლენებზე (,,მომასწავებელი ნიშნები“).
![]() |
1.73 ბუფონადა |
▲back to top |
ბუფონადა
კომიკური, სახუმარო წარმოდგენა, კარნავალი და სხვ. კომედიური სახალხო სვლა, მოძრაობა, რომელსაც, შეიძლება, ჰყავდეს გაზვიადებულად გროტესკული პერსონაჟი; ჯამბაზთა, სატირთა ყრილობა, ნიღბების თეატრი, დაახლოებით ისეთივე, როგორიცაა ქართული ყეენობა. გ გაერო, ევროკავშირი და ნატო – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელშიც არაერთი ქვეყანაა გაწევრიანებული და წყვეტს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს პრობლემებს; ევროკავშირი არის ევროპული ქვეყნების კავშირი, რომელიც იცავს ამ ქვეყანათა ყოველგვარ ინტერესებს; ნატო არის სამხედრო ბლოკი, რომლის მიზანია რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების სამხედრო აგრესიის შეკავება.
![]() |
1.74 გაზეთი |
▲back to top |
გაზეთი
პერიოდიკის ნაწილი, გამოცემა, რომელშიც იბეჭდება ინფორმაციები, პროპაგანდა-აგიტაციის მასალები, რაკიღა იგი პოლიტიკური ბრძოლის საშუალებაცაა. მაგ., ლენინური ,,ისკრა“; გაზეთი შეიძლება იყოს ოფიციალური, სამთავრობო, მაგ., ,,კომუნისტი“ საბჭოთა საქართველოში ან კერძო და კორპორაციული, მაგ., კორპორაციულია ,,მწერლის გაზეთი“.
![]() |
1.75 გალა |
▲back to top |
გალა
ფრანგული სიტყვაა. ითქმის დიდ საზეიმო ღონისძიებაზე.მაგალითად:გალა-კონცერტი, გალა-საღამო.
![]() |
1.76 გალანტუსი |
▲back to top |
გალანტუსი
ფრანგ. სიტყვა. თავაზიანი, ზრდილობიანი პიროვნება. სერვანტესის ნათქვამია: არაფერი ისე იაფი არ ჯდება, როგორც თავაზიანობა და არც არაფერი ისე ძვირად არ ფასობს, როგორც თავაზიანობა.
![]() |
1.77 გალები |
▲back to top |
გალები
კელტების რომაული სახელწოდება. ისინი ცხოვრობდნენ თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე. ამიტომაც თუ არის, რომ ძველად ფრანგებს გალებს ეძახდნენ.
![]() |
1.78 გალერეა |
▲back to top |
გალერეა
იტალ. სიტყვაა და მრავალ რასმე აღნიშნავს, ოღონდ, კულტუროლოგიური თვალსაზრისით, აღსანიშნავია მისი უმთავრესი მნიშვნელობა: საგანგებო შენობა ან მუზეუმი, რომელშიც გამოფენილია ხელოვნების ქმნილებები. იგი შედის გამოყენებითი კულტუროლოგიის ინსტიტუტთა სფეროში: მუზეუმი, გამოფენა, გამოფენა-გაყიდვა და ა.შ. მისი სხვა მნიშვნელობა, რომელიც კულტურას ეხება, გახლავთ: შედარებით იაფფასიანი ქანდარა თეატრში, კინოშენობასა თუ ცირკში.
![]() |
1.79 გალიფე |
▲back to top |
გალიფე
ფრანგი გენერლის გალიფეს გამოგონება: სამხედრო შარვალი, მუხლებს ქვემოთ ფეხზე მჭიდროდ შემოკვალთული, რათა ჩექმებში ადვილად ჩაეტიოს და მოსახმარად იოლი გამოდგეს.
![]() |
1.80 გამოყენებითი კულტუროლოგია |
▲back to top |
გამოყენებითი კულტუროლოგია
კულტუროლოგია შედგება ორი ნაწილისაგან. ერთია თეორიული, მეორე – პრაქტიკული, გამოყენებითი ნაწილი. გამოყენებითი კულტუროლოგიის აღწერის, ასახვის, ანალიზის ობიექტებია: მუზეუმები, მუდმივი და დროებითი გამოფენები, საგანგებო სტენდები, კინოთეატრები და თეატრები, მათი მოწყობილობა და დეკორაცია, არქივები (სახელმწიფო და პირადი), სადემონსტრაციო პავილიონები, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენები; ბიბლიოთეკების, შემოქმედებითი კავშირების (მხატვართა, მწერალთა, კომპოზიტორთა და სხვ.) მოღვაწეობა, კულტურის კლუბებისა და სასახლეების მუშაობა, ისტორიულ ძეგლთა დაცვის კომიტეტების საქმიანობა, იუნესკოს საქმიანობა. გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროა საზოგადოების კულტურული ცხოვრების ორგანიზაციისა და ტექნოლოგიის შესწავლა, კულტმასობრივ ღონისძიებათა მეთოდიკის ავ-კარგის გამორკვევა; სოციალური დანიშნულების ობიექტთა კულტუროლოგიური ექსპერტიზა, კულტურული ურთიერთობების გაძლიერება და ტურიზმის განვითარება, რეკლამის ზემოქმედება საზოგადოების კულტურიზაციაზე. გამოყენებითი კულტუროლოგიის მეთოდები და ფორმები ხელს უწყობს ნეგატიური ტენდენციების აღმოფხვრას ან შეფერხებას მაინც. ესაა ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, სხვა დანაშაულობანი; იგი ხელს უწყობს საერთაშორისო კონფლიქტების დაძლევას. მაგ., როცა ამ მიზნით ეწყობა კულტურული აქციები.
![]() |
1.81 განმანათლებლობა |
▲back to top |
განმანათლებლობა
საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმდინარეობა. მისი წარმომადგენლები ცდილობდნენ, არსებული ნაკლოვანებები აღმოეფხვრათ განათლების გავრცელებით, მეცნიერული ცოდნის მეშვეობით. მას საფუძვლად უდევს იდეალისტური წარმოდგენა საზოგადოების განვითარებაში ცნობიერების განმსაზღვრელი როლის შესახებ, აგრეთვე ოპტიმისტური შეხედულება ყოფიერების გაუმჯობესებაზე. ამ მიმდინარეობის მთავარი ნაკლი იყო ეკონომიკური პირობების როლის მიფუჩეჩება. განმანათლებლობის უძლიერესი ფრონტი ჩამოყალიბდა საფრანგეთში: ვოლტერი, რუსო, მონტესკიე; გერმანიაში: ჰერდერი, ლესინგი, შილერი, გოეთე. ისინი მატერიალიზმისაკენ იხრებოდნენ და აკრიტიკებდნენ რელიგიურ დოგმებსაც.
![]() |
1.82 გასტროლი |
▲back to top |
გასტროლი
გერმ. სიტყვაა და ნიშნავს: სხვა ქალაქიდან ან სხვათა ქვეყნიდან ჩამოსულ მსახიობთა ან ცალკე არტისტის გამოსვლას. გასტროლიორია ის, ვინც უცხო ქვეყანაში (ქვეყნებში) მართავს წარმოდგენებს.
![]() |
1.83 გაუცხოება |
▲back to top |
გაუცხოება
პროცესი და შედეგი ადამიანური საქმიანობისა და, ასევე, პიროვნების თვისება-უნართა გადაქცევისა რაღაც დამოუკიდებელ ფენომენად. გაუცხოება ნიშნავს რაიმე მოვლენისა და არსებული ურთიერთობების გარდაქმნას, გარდასახვას იმად, რადაც სინამდვილეში ისინი არ გვევლინებიან. ესე იგი, მათი ავად გარდასახვა, გაუკუღმართება, გარყვნა.
![]() |
1.84 გეიშა |
▲back to top |
გეიშა
იაპონური სიტყვაა და აღნიშნავს მსახიობ ქალს, რომლის მოვალეობაა მაყურებელთა და სტუმართა გართობა სიმღერით, ცეკვით, დეკლამაციით, მახვილსიტყვაობითა და ზოგჯერ სექსუალური მომსახურებითაც. ქართულ ენაზე იხ. გედალია ცირლიხის რომანი ,,მშვენიერი გეიშა“.
![]() |
1.85 გემა |
▲back to top |
გემა
ლათინ. gemma. ძვირფასი ქვა. მასზე ამოკვეთილია რაიმე მნიშვნელოვანი წარწერა ანდა გამოსახულება. შესაძლოა, ამოკვეთილი იყოს შეყვარებულთა სახელების პირველი ასოები.
![]() |
1.86 გენდერი |
▲back to top |
გენდერი
სოციოკულტურული კატეგორია. აღნიშნავს მდედრისა და მამრის თანასწორობის იდეას, ოღონდ ამ ბოლო დროს ძირითადად მდედრის მამრთან თანასწორობას გამოხატავს. გენდერული თანასწორობის იდეა ჯერ კიდევ XIII საუკუნის დამდეგს გამოხატა რუსთველმა: ,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“.
![]() |
1.87 გენეალოგია |
▲back to top |
გენეალოგია
ბერძნ. სიტყვაა. ის აღნიშნავს: 1. გვარის ან ტომის ისტორიას, საგვარტომო ნუსხას; 2. ისტორიის დამხმარე დისციპლინას, რომელიც ცალკეული გვარების ისტორიას შეისწავლის; 3. ცხოველთა ან მცენარეთა გვარების წარმოშობას.
![]() |
1.88 გენები |
▲back to top |
გენები
ბერძნ. genos გვარი. მემკვიდრეობის ქრომოსომული ერთეულები, რომელთა მეშვეობითაც მემკვიდრეობით გადადის ორგანიზმის ნიშან-თვისებები. ეს გახლავთ ბიოლოგიური ცნება, ოღონდ ფართო ავალა ეძლევა კულტუროლოგიაშიც.
![]() |
1.89 გენეზისი |
▲back to top |
გენეზისი
ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს წარმოშობას, გაჩენას. ეგ არის განვითარებადი მოვლენის აღმოცენებისა და ჩამოყალიბების პროცესი. მითითებული სიტყვა შედის ისეთ კულტუროლოგიურ ცნებებში, როგორებიცაა: კულტუროგენეზი, სოციოგენეზი, ანთროპოსოციოგენეზი, ანთროპოგენეზი და სხვ.
![]() |
1.90 გენია |
▲back to top |
გენია
ლათ. genius. უდიდესი შემოქმედებითი ნიჭი; უაღრესად მნიშვნელოვანი კრეატიული ბუნების პიროვნება ხდება გენიოსი.
![]() |
1.91 გეოცენტრული |
▲back to top |
გეოცენტრული
მოძვ. შეხედულება, თითქოსდა დედამიწა წარმოადგენდეს სამყაროს უძრავ ცენტრს და მის ირგვლივ მოძრაობდნენ მზე და სხვა მნათობები. ამას უპირისპირდება სწორი თანამედროვე შეხედულება: მზეს გარს უვლიან სხვა პლანეტები. ამას კი ეწოდება ჰელიოცენტრული თეორია. ,,ჰელიოს“ ბერძნულად მზეა. ესე იგი, ცენტრშია მზე.
![]() |
1.92 გეშტალტფსიქოლოგია |
▲back to top |
გეშტალტფსიქოლოგია
გერმ. Gestalt. მიმართულება ფსიქოლოგიაში. შეიქმნა 1920-იანი წლების გერმანიაში, მერე გავრცელდა იტალიაში. ამ თეორიის მიხედვით, ფსიქიკურ სამყაროს მართავს გეშტალტური, ანუ მთლიანობის, კანონი. ყოველი შინაგანცდა მთლიანი, ერთიანი სტრუქტურული ხასიათისაა. კერძო ფსიქოემოციური სენის განკურნება შესაძლებელია პიროვნების მთლიან ფსიქოსამყაროზე ზემოქმედებით.
![]() |
1.93 გლობალიზაცია |
▲back to top |
გლობალიზაცია
ლათ. სიტყვისაგან globus მრგვალი ბურთი, დედამიწის მაკეტი. რომელიმე მნიშვნელოვანი პროცესის გადაზრდა მსოფლიო მასშტაბისა და რეზონანსის მოვლენად, რაც ავად თუ კარგად ზემოქმედებს საყოველთაო-საკაცობრიო ვითარებაზე. თანამედროვე გლობალიზაციის ორი მკაფიო მიმართულება გამოიკვეთა: ევროპეიზაცია და ამერიკანიზაცია.
![]() |
1.94 გლობალური |
▲back to top |
გლობალური
ფრანგ. global. 1. საერთო, მთლიანი, ერთად აღებული; 2. რაც მთელ მსოფლიოს მოიცავს, საკაცობრიო. მაგ. გლობალური პოლიტიკა; გლობალური რაკეტა არის ისეთი ბალისტიკური მოწყობილობა, რომელსაც ძალუძს საბრძოლო ჩვეულებრივი ან ატომური ჭურვის მიტანა და ჩამოგდება დედამიწის ნებისმიერ წერტილში.
![]() |
1.95 გნომა |
▲back to top |
გნომა
ბერძნ. gnome. მოკლე ზნეობრივ-აღმზრდელობითი გამონათქვამი ლექსად ან პროზის ფორმით. ხშირად ადის აფორიზმის სიმაღლეზე.
![]() |
1.96 გნოსტიციზმი |
▲back to top |
გნოსტიციზმი
ბერძნ. სიტყვაა და გულისხმობს,
![]() |
1.97 რომ ყველაზე რთული პრობლემის |
▲back to top |
რომ ყველაზე რთული პრობლემის
ღვთის – შემეცნება შესაძლებელია. ამ თეორიას უპირისპირდება აგნოსტიციზმი, რომელიც მიიჩნევს, რომ ზენაარის რთული ბუნების შემეცნება არ შეიძლება. ის მიუწვდომელი და ამოუცნობია.
![]() |
1.98 გოლგოთა |
▲back to top |
გოლგოთა
არამეული სიტყვაა და აღნიშნავს თავის ქალას. 1. უწინარესი გაგებით, გორაკი პალესტინაში, იერუსალიმთან, სადაც დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ და სადაც, გადმოცემით, ოხრად ეყარა თავის ქალები. სახარების მიხედვით, ქრისტე სწორედ აქ აცვეს ჯვარს; 2. გადატანითი მნიშვნელობა უფრო საგულისხმოა – ტანჯვის ადგილი, სატანჯველი. არის გამოთქმა: ,,გოლგოთაზე ასვლა“.
![]() |
1.99 გრაფიკული ნიშანი |
▲back to top |
გრაფიკული ნიშანი
გრაფიკასთან დაკავშირებული, ანუ ნახაზად წარმოდგენილი, დახაზული; ცოცხალი მეტყველების (ბგერების) გამოსახვა დაწერილი ნიშნით, გრაფემით. მაგ., გრაფემაა ბ ან კიდევ დ.
![]() |
1.100 გრაფომანი |
▲back to top |
გრაფომანი
გრაფომანიით შეპყრობილი. ავადმყოფური მისწრაფება და გიჟური წადილი წერისა, თხზვისა.
![]() |
1.101 გუნდრუკის კმევა |
▲back to top |
გუნდრუკის კმევა
იდიომური თქმა. პირფერობით ვისიმე ქება-დიდება; მომდინარეობს მღვდელმსახურებიდან, როცა მღვდელი მრევლს სურნელოვან კვამლს (გუნდრუკს) უკმევს, უკვამლებს. დ
![]() |
1.102 დაბალზამება |
▲back to top |
დაბალზამება
ბერძნ. ,,ბალზამი“ არის ზოგიერთი მცენარის სურნელოვანი წვენი; შეიცავს ისეთ ფისსა და ზეთებს, რომ სხეულს გახრწნისაგან იცავს. დაბალზამების ჯერაც ამოუცნობი ხერხები იცოდნენ ძველ ეგვიპტეში.
![]() |
1.103 დაგეროტიპი |
▲back to top |
დაგეროტიპი
ფოტოსურათის გადასაღები მოწყობილობა. გამოიგონა ფრანგმა ინჟინერმა დაგერმა. დაგეროტიპული სურათი – ფოტოგადაღების ძველებური წესი.
![]() |
1.104 დადაიზმი |
▲back to top |
დადაიზმი
ფორმალისტურ-დეკადენტური მიმართულება ლიტერატურასა და ხელოვნებაში XX საუკუნის დამდეგს. მისი გადატანითი მნიშვნელობაა ბავშვის ტიტინი. ქადაგებდა უიდეობას, აპოლიტიზმს; ამზადებდნენ ალოგიკურ ნახატებს, კოლაჟს, ლექსებს.
![]() |
1.105 დაიჯესტი |
▲back to top |
დაიჯესტი
მოკლე, სხარტი გადმოცემა; ვრცელი ტექსტის კონსპექტური წარმოდგენა, ადაპტირებული გადმოცემა.
![]() |
1.106 დამოკლეს მახვილი |
▲back to top |
დამოკლეს მახვილი
მუდმივი საფრთხე. საფუძვლად უდევს ძვ. ბერძნული თქმულება: ტირანმა დიონისემ ნადიმის დროს თავისი ადგილი დაუთმო მოშურნე დამოკლეს და მისი თავის ზემოთ ძუით დაკიდა მახვილი. ამით უთხრა: ნუ გშურს ჩემი, მე მუდამ საფრთხე მემუქრებაო.
![]() |
1.107 დეზინტეგრაცია |
▲back to top |
დეზინტეგრაცია
მთელის დაშლა, დანაწევრება, დაცალკევება, შემადგენელ ნაწილებად დაქუცმაცება. ინტეგრაციის (შეერთების, შერწყმის, შეკავშირების) საწინააღმდეგო პროცესი. ბგერათკომპლექსი ,,დეზ“ საპირისპიროს, საწინააღმდეგოს გამოხატავს შემდეგ სხვა კულტუროლოგიურ ცნებებშიც: დეზინფორმაცია და დეზორგანიზაცია. ,,დეზინფორმაცია“ აღნიშნავს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას გაზეთის, რადიოს, ტელევიზიისა და სხვა საშუალებებით. ეს ხდება საგანგებოდ, წინასწარგანზრახულად, რათა მტერი (მეტოქე) შეაცდინონ, მცდარი წარმოდგენა შეუქმნან რაიმე ფაქტსა ან მოვლენაზე. ,,დეზორგანიზაცია“ არის საზოგადოებრივი წესრიგის, წესების, ორგანიზაციის მოშლა, დარღვევა, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანოების ნორმალური საქმიანობის წინასწარგანზრახული აბნევა.
![]() |
1.108 დეკადანსი |
▲back to top |
დეკადანსი
ფრანგ. სიტყვაა. ნიშნავს კულტურის დაცემას, დაქვეითებას.
![]() |
1.109 დეკადენტობა |
▲back to top |
დეკადენტობა
ხელოვნებასა და ლიტერატურაში მომხდარი ძვრები XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე. ეს გახლდათ ანტირეალისტური მიმდინარეობა. მისთვის დამახასიათებელია ღრმა ინდივიდუალიზმი, კოლექტივიზმის უარყოფა, მისტიციზმი, ფორმობრივი განახლების წადილი. აქედან კი – ფორმალიზმი. სწორედ ამ დროს მიეცა დიდი ავალა ლოზუნგს – ,,ხელოვნება ხელოვნებისათვის“, რაც ელიტარული კულტურის წინაპირობაა. ქართველი კომუნისტები დეკადენტებად მიიჩნევდნენ სიმბოლისტებს (იაშვილი, ტიციანი, გალაკტიონი...), ფუტურისტებს, იმპრესიონისტებს. ზოგჯერ მათ დაცინვით ,,თანამგზავრებსაც“ უწოდებდნენ.
![]() |
1.110 დეკლამატორი |
▲back to top |
დეკლამატორი
ლათ. სიტყვაა. ნიშნავს იმას, ვინც ამა თუ იმ ტექსტს ზეპირად კითხულობს; მხატვრული კითხვის ოსტატი, მსახიობი. სპარსულად მას ეწოდება ნაყალი.
![]() |
1.111 დეკლამაცია |
▲back to top |
დეკლამაცია
ამა თუ იმ ტექსტის, უმთავრესად მხატვრულის, გამომეტყველებით წარმოთქმა; მხატვრულ-მსახიობური კითხვა.
![]() |
1.112 დეკონსტრუქცია |
▲back to top |
დეკონსტრუქცია
პოსტსტრუქტურალიზმისა და
![]() |
1.113 პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი საკვანძო ცნება |
▲back to top |
პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი საკვანძო ცნება
ტერმინი. გულისხმობს: ორი ათასი წლის განმავლობაში დასავლეთის კულტურა მიიჩნევდა, რომ ერთმანეთს მეტაფიზიკურად უპირისპირდება რეალობა და ნიშანი, საგანი და სახე, ბუნება და კულტურა. ამ ოპოზიციურ შეწყვილებებს დეკონსტრუქცია აუქმებს და, თავისი აზრით, ცდილობს ამ დაპირისპირებების დაძლევას. მაშასადამე, ის ანგრევს, დეკონსტრუქციას ახდენს უკვე არსებული კონსტრუქციისა. ,,დე“ ნაწილაკი არის საწინააღმდეგოს, საპირისპიროს ამსახველი. კულტურა თუ პოზიციაა, დე-კულტურიზაცია საპირისპიროა, ოპოზიციაა. ასეა აქაც: კონსტრუქცია – დე+კონსტრუქცია.
![]() |
1.114 დეკორი |
▲back to top |
დეკორი
ფრანგ. dekor. დეკორატიული ელემენტების (სამკაულების) სისტემა, ერთობლიობა. აქედანაა ტერმინი ,,დეკორატიული“ – ადგილის შემამკობელი, დამამშვენებელი, გამალამაზებელი. მაგ., დეკორატიული მცენარეები ამშვენებს კულტურის სახლის შესასვლელს; დეკორატიული ვაზი შემოხვევია სასოფლო-სამეურნეო სამინისტროს შენობის სვეტებს.
![]() |
1.115 დეკულტურიზაცია |
▲back to top |
დეკულტურიზაცია
კულტურაში მიღებული, გამოცდილი და დადგენილი მხატვრულ-ესთეტიკური ნორმების, წესების მოშლა კულტურის პროგრესის დროშით. სინამდვილეში ქუჩის კულტურის დამკვიდრება.
![]() |
1.116 დემაგოგია |
▲back to top |
დემაგოგია
ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს მასაზე ზეგავლენის მოსახდენად ცრუ დაპირების გაცემას, ფარისევლობის გამოყენებას; პოლიტიკურად შეუგნებელ ხალხზე ზემოქმედებას არაკანონიერი გზებით. იგივეა, რაც ფაქტებისა და მოვლენების შეგნებულად დამახინჯება და არასწორი ინტერპრეტირება.
![]() |
1.117 დემოგრაფია |
▲back to top |
დემოგრაფია
ბერძნ. demos ხალხი და grapho ვწერ, აღვწერ. სტატისტიკის უმნიშვნელოვანესი დარგი. იგი იკვლევს მოსახლეობის რაოდენობას, შემადგენლობას, მოძრაობას (სიკვდილიანობასა და შობადობას, მიგრაციას). ესე იგი, ხალხთაღწერა.
![]() |
1.118 დემოკრატია |
▲back to top |
დემოკრატია
ბერძნ. სიტყვაა და აღნიშნავს: პოლიტიკურ წყობილებას, სადაც უმაღლესი ხელისუფლება ხალხისაა. ამ დროს ხშირად ხალხის ნება-სურვილს ატარებს პარლამენტი – ხალხის მიერ არჩეული ორგანო. ბერძნული სიტყვა ,,დემოსი“ ხალხს აღნიშნავს, ხოლო ,,კრატია“ არის მმართველობა. ე.ი. ხალხის მმართველობა.
![]() |
1.119 დემონოლოგია |
▲back to top |
დემონოლოგია
ბერძნ. სიტყვაა, აღნიშნავს ავი სულის ბატონობასა და მის შესახებ მოძღვრებას. ესე იგი, მოძღვრება დემონების, ავი სულების, შესახებ. ის წარმოშობილია პრიმიტიული პირველყოფილი რწმენის შედეგად, რომ არსებობენ ბოროტი სულები.
![]() |
1.120 დემონსტრაცია |
▲back to top |
დემონსტრაცია
ძირითადი შინაარსია რისიმე დამტკიცება, ჩვენება, გამოხატვა. 1.ადამიანთა მასობრივი მსვლელობა α პუნქტიდან δ პუნქტამდე, როცა სწადიათ რაიმე იდეის გამოხატვა. მაგ., საპროტესტო დემონსტრაცია ანდა ვისიმე მხარდასაჭერი დემონსტრაცია; 2. საგანგებო ჩვენება ძალისა. ვთქვათ, სამხედრო ტექნიკის დემონსტრაცია, გადაადგილება ქალაქის ცენტრში; ახალი კინოფილმის დემონსტრაცია და ა.შ. არსებობს დემონსტრაციის არაერთი ქვესახეობა. მაგ., ძალის დემონსტრაცია.
![]() |
1.121 დენაციონალიზაცია |
▲back to top |
დენაციონალიზაცია
სიტყვასაქვსორგვარი მნიშვნელობა: კულტუროლოგიური და ეკონომიკური. 1. ეროვნული მენტალიტეტის, ეროვნულ თვისებათა (ენის, ისტორიის, კულტურის) დაკარგვა; 2. სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, როცა უკვე გასახელმწიფოებრივ ქონებას (ქარხნები, ფაბრიკები, ველ-მინდვრები) უწინდელ კერძო მესაკუთრეებს უკან უბრუნებენ. ამის საპირისპიროა ნაციონალიზაცია – კერძო მესაკუთრეებისათვის ქონების ჩამორთმევა და მის სახელმწიფო საკუთრებად გადაქცევა.
![]() |
1.122 დენოტაცია |
▲back to top |
დენოტაცია
სახელის საგნობრივი მნიშვნელობა და ნიშნის (სიმბოლოს) შინაარსობრივი (აზრობრივი) მხარე.
![]() |
1.123 დეტექტივი |
▲back to top |
დეტექტივი
ინგ. სიტყვა. ინგლისსა და აშშ-ში სამძებრო პოლიციის აგენტი. კულტუროლოგიურად: დეტექტიურია ნაწარმოები (რომანი, მოთხრობა, კინოფილმი), რომელშიც აღწერილია სამძებრო პოლიციელის ამბავი, ცხოვრება, ავანტიურა.
![]() |
1.124 დეფინიცია |
▲back to top |
დეფინიცია
ლათ. სიტყვაა, აღნიშნავს ამა თუ იმ საგნის განსაზღვრას, დახასიათებას მისი უარსებითესი ნიშნების მეოხებით.
![]() |
1.125 დეცენტრალიზაცია |
▲back to top |
დეცენტრალიზაცია
ცენტრალური ხელისუფლების ზოგი ფუნქციის გადანაწილება ქვედა მმართველ რგოლებზე, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებზე.
![]() |
1.126 დიალექტი |
▲back to top |
დიალექტი
იგივეა, რაც კილო, კილოკავი, პროვინციული მეტყველება და წერა, კუთხური გამოთქმა, რომელიც სალიტერატურო ნორმისაგან განსხვავდება და ლიტერატურულ ენაში მიუღებელია. მაგ., გურული ,,რაცხა“ (რაღაცა), ,,მეიცა“ (მოიცადე) და სხვ. მხატვრულ ლიტერატურაში იგი აუცილებელია. როცა მწერალი წარმოგვიდგენს პროვინციელს, თუ პერსონაჟი დიალექტზე არ ლაპარაკობს, მისი პროვინციელად მიღება გაძნელდება. მაგ., ილიას პერსონაჟი ლელთ ღუნია (ლელაშვილი ღუნია) მოხევეა და მოხეურად უქცევს: ,,ადრიდა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.
![]() |
1.127 დიალოგი |
▲back to top |
დიალოგი
ბერძნ. სიტყვა. საუბარი ორ პირს შორის. ლიტერატურული ნაწარმოები, შეიძლება, დაწერილი იყოს მთლიანად საუბრის ფორმით, ესე იგი, დიალოგებით; შესაძლოა, დიალოგი გამოყენებული იყოს ნაწილობრივ. ილია ჭავჭავაძის ,,კაცია ადამიანი“ დაწერილია შერეული ფორმით, ხოლო გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობები და ნოველები მხოლოდ დიალოგებს ეყრდნობა.
![]() |
1.128 დიასპორა |
▲back to top |
დიასპორა
უცხო ქვეყანაში დამკვიდრებული ემიგრანტები. მაგ., სომეხთა ძლიერი დიასპორა ცხოვრობს საფრანგეთში, რუსეთში; ქართული დიასპორა დამკვიდრდა საფრანგეთში, განსაკუთრებით ლევილში.
![]() |
1.129 დიდაქტიკა |
▲back to top |
დიდაქტიკა
სკოლაში სწავლების თეორია. პედაგოგიკის ის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სწავლების შინაარსს, მეთოდებსა და ორგანიზაციულ ფორმებს. იგივეა, რაც დიდაქტიზმი.
![]() |
1.130 დიზაინერი |
▲back to top |
დიზაინერი
ინგლ. სიტყვაა და აღნიშნავს მხატვარ-კონსტრუქტორს, ტექნიკური ესთეტიკის სპეციალისტს. იგი აპროექტებს ესთეტიკური ტკბობის მომგვრელ საყოფაცხოვრებო და საწარმოო შენობებს, ავეჯს, ინტერიერს, სხვა ნივთებს, მანქანებს.
![]() |
1.131 დითირამბი |
▲back to top |
დითირამბი
ბერძნ. სიტყვა. დღეს გულისხმობს გადაჭარბებულ ხოტბას, შექებას.
![]() |
1.132 დილეტანტი |
▲back to top |
დილეტანტი
ფრანგული სიტყვა. აღნიშნავს ყოვლისმცოდნე ზედაპირული გაგების პირს; ადამიანი, რომელიც მისდევს მეცნიერების ან ხელოვნების რომელიმე დარგს, ოღონდ აკლია საფუძვლიანი მომზადება, საქმის ზერელე მცოდნეა.
![]() |
1.133 დიონისე |
▲back to top |
დიონისე
ბერძნული სიტყვაა, რომაულ მითოლოგიაში მას შეესატყვისება ბახუსი, ღვინისა და დროსტარება-მხიარულების ღმერთი.
![]() |
1.134 დიოფიზიტობა |
▲back to top |
დიოფიზიტობა
ბერძნ. სიტყვებია dyo ორი და physis ბუნება. ესე იგი, ორბუნებოვნება. დიოფიზიტები არიან ქრისტიანული რელიგიის ის წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებენ ქრისტეს ორგვარ ბუნებას – ადამიანურსაცა და ღვთიურსაც. დიოფიზიტების მოწინააღმდეგენი არიან მონოფიზიტები. ესენი აღიარებენ ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას – ღვთაებრივს. ქართველები დიოფიზიტები არიან, სომხები – მონოფიზიტები.
![]() |
1.135 დიპლომატია |
▲back to top |
დიპლომატია
ფრ. სიტყვა. სამთავრობო საქმიანობა საგარეო პოლიტიკის განსახორციელებლად; ვიწრო გაგებით, იტყვიან მოქნილი, მოხერხებული ადამიანის საქციელზე, მაგ., დიდი დიპლომატი ვინმეა.
![]() |
1.136 დისკრიმინაცია |
▲back to top |
დისკრიმინაცია
ლათ. სიტყვა, რომელიც გულისხმობს ერთი პირის ან ადამიანთა მთელი ჯგუფის უფლებების შეზღუდვას, თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის მოშლას. დისკურსი, დისკურსიული – ლათ. სიტყვა, გულისხმობს სამეცნიერო, განსჯით მსჯელობას, როცა აზრთა მდინარება ლოგიკურად ეწყობა. დისკურსიული მსჯელობა ეწინააღმდეგება ინტუიციურ და მხატვრულ მეტყველებას. დისკურსს მიმართავს მეცნიერი, მკვლევარი; არადისკურსიულ მსჯელობას – პოეტი, მწერალი. დისკურსიული მსჯელობები გვხვდება პლატონსა და არისტოტელესთან.
![]() |
1.137 დიფუზიონიზმი |
▲back to top |
დიფუზიონიზმი
ისტორიულ-კულტურული პროცესის თეორიული მოდელი; კულტუროლოგიური, კულტურანთროპოლოგიური და ეთნოგრაფიული გამოკვლევების მეთოდოლოგია.
![]() |
1.138 დიქტატი |
▲back to top |
დიქტატი
გერმანული სიტყვა. უსამართლო პირობა ან შეთანხმება, რომელსაც ძლიერი სახელმწიფო ან პიროვნება თავს ახვევს სხვას.
![]() |
1.139 დიქტატორი |
▲back to top |
დიქტატორი
ლათ. სიტყვა. ამჟამად ნიშნავს სახელმწიფოს ერთპიროვნულ, შეუზღუდველ მმართველს. აქედან დიქტატურა, ანუ გაბატონებული კლასის შეუზღუდველი ძალაუფლება. მაგ., სოციალისტურ სახელმწიფოში პროლეტარიატის დიქტატურა; ერთი პიროვნების დიქტატურა იგივე ტირანიაა.
![]() |
1.140 დოგმა (დოგმატიკა) |
▲back to top |
დოგმა (დოგმატიკა)
დაუსაბუთებლად, ბრმად მიღებული დებულება, თეზისი, რომელსაც ურყევ ჭეშმარიტებად მიიჩნევენ და ბრმად, გაუაზრებლად, უკრიტიკოდ მიჰყვებიან. ამგვარი დებულება-თეზისი ყველა დროისა და ეპოქისათვის მისაღებად წარმოუდგენიათ.
![]() |
1.141 დოლმენი |
▲back to top |
დოლმენი
უძველესი სამარხი, აკლდამა, აგებული დიდი ლოდებისა და ქვის ფილებისაგან.
![]() |
1.142 დუალიზმი |
▲back to top |
დუალიზმი
ლათ. სიტყვა, გულისხმობს მოძღვრებას, რომელიც სამყაროს საფუძვლად წარმოისახავს ორ (,,დუალის“) ერთურთის საწინააღმდეგო საწყისს – მატერიალურსა და იდეალურს. საპირისპიროა მონიზმი (ერთის მიხედვით). ე
![]() |
1.143 ეგვიპტოლოგია |
▲back to top |
ეგვიპტოლოგია
აღმოსავლეთმცოდნეობის დარგი, სწავლობს ძველი ეგვიპტის ენას, ისტორიას, კულტურას.
![]() |
1.144 ეგზალტაცია |
▲back to top |
ეგზალტაცია
ლათ. exaltatio. აღგზნებული მდგომარეობა, აღფრთოვანება, რაც აუცილებელია პოეტური ნაწარმოების (ნამეტნავად ლექსის) შესათხზველად.
![]() |
1.145 ეგზემპლარი |
▲back to top |
ეგზემპლარი
ლათ. სიტყვაა და აღნიშნავს ნიმუშს. მაგ., წიგნების, ჟურნალების, გაზეთების ეგზემპლარები.
![]() |
1.146 ეგზისტენციალიზმი |
▲back to top |
ეგზისტენციალიზმი
ლათ. ტერმინი, აღნიშნავს თანამედროვე ფილოსოფიურ მიმართულებას, რომლის მთავარი თემაა პიროვნების ბედ-იღბალი თანამედროვე სამყაროში, არსებობის აზრი და არსი, რწმენა და ურწმუნოება, პესიმისტური და ოპტიმისტური შეხედულება სიცოცხლის აზრზე. მისი მთავარი კითხვაა: როგორ იცხოვროს ადამიანმა?
![]() |
1.147 ეგზოტიკა |
▲back to top |
ეგზოტიკა
ბერძნული ტერმინია. ყოველივე ის, რაც უჩვეულოა ევროპელთათვის (ვთქვათ, აცტეკების კულტურა, ინდიელთა ცეკვები...), რაც მათ ეჩვენებათ უცნაურად, შეუჩვევლად და მოულოდნელად.
![]() |
1.148 ეგოცენტრიზმი |
▲back to top |
ეგოცენტრიზმი
ლათ. ego მე და centrum ცენტრი. ეგოიზმისა და ინდივიდუალიზმის გამომჟღავნების უმწვავესი ფორმა; საკუთარი თავით ზედმეტი გატაცება, იმის წარმოდგენა, რომ ესა თუ ის პირი ქვეყნიერების გული და ცენტრია და ყველაფერმა მის ირგვლივ უნდა იტრიალოს.
![]() |
1.149 ევრაზიულობა |
▲back to top |
ევრაზიულობა
1920-1930-იანი წლების რუსული სოციალ-ფილოსოფიური და კულტუროლოგიური აზროვნების მიმართულება. იგი ჩაისახა ემიგრანტული სამეცნიერო ინტელიგენციის წიაღში. ევრაზიულობის მიმდევართა თეორიული საქმიანობის პათოსი იმით გამოიხატება, რომ მიზნად აქვთ დასახული რუსეთის ,,კულტურული რაობის“ თავისებურებათა გამოვლენა და დეფინიცია.
![]() |
1.150 ევროპეიდული რასა |
▲back to top |
ევროპეიდული რასა
ანთროპოლოგიური ტერმინი; მისთვის დამახასიათებელია რბილი თმა, ღია ფერის კანი, სუსტად გამოკვეთილი ღაწვი; არის ნორმალური, ზომიერი სიმაღლისა.
![]() |
1.151 ევროპოცენტრიზმი |
▲back to top |
ევროპოცენტრიზმი
კულტურფილოსოფიური და მსოფლმხედველობრივი თეზა, რომელიც დამყარებულია განსაკუთრებულობასა და სხვა კულტურებზე ევროკულტურის უპირატესობის აღიარებაზე. ამ იდეის გაძლიერებას ხელს უწყობდა კათოლიციზმი, როგორც ევროპის მამოძრავებელი ძალა.
![]() |
1.152 ევფემიზმი |
▲back to top |
ევფემიზმი
ბერძნული ტერმინია და აღნიშნავს იმ სიტყვას ან გამოთქმას, რომელიც იხმარება უფრო ვულგარულისა და უხეშის ნაცვლად, უხერხული ან სკაბრეზული გამოთქმის მაგიერ. ამით ხდება მეტყველების გაკეთილშობილება, სამეტყველო ზნეობის დაცვა. ეს იგივე კეთილსიტყვაობაა. მაგალითად, ,,ფეხმძიმეს“ ამბობენ ,,ორსულის“ ნაცვლად;,,გველის“ ნაცვლად იტყვიან ,,უხსენებელს“; როცა ქალს ეუბნებიან, ,,სექსუალური“ ხარო, იგი სიამაყით იბადრება, ოღონდ ამ სიტყვის ქართული ადეკვატი რომ ჰკადრო, თავს გაგიტეხს.
![]() |
1.153 ეზოთერული და ეგზოთერული |
▲back to top |
ეზოთერული და ეგზოთერული
ეზოთერული, ანუ შინაგანი, იდეა ან თეორია, რომელიც გასაგები და მისაწვდომია მხოლოდ განდობილთათვის, საქმეს ნაზიარებთათვის, შინაგანად გაცისკროვნებულთა და არა გარეშეთათვის. მაშ, განდობილთა საიდუმლო ცოდნა, ერთგვარი საკრალური შეგნება; ამის საპირისპიროა ეგზოთერული, ანუ გარეგანი, გარეგნული, ყველასათვის მისაწვდომი, არაგანდობილთათვის გასაგები. ესა თუ ის მხატვრული ნაწარმოები, შეიძლება, ერთდროულად ეზოთერულიც იყოს და ეგზოთერულიც. მაგ., ომარ ხაიამის ლექსებში ლირიკული პერსონაჟი სვამს, ლოთობს. ეს ლექსის ეგზოთერული შინაარსია, რომელიც ყველასათვის გასაგებია, მაგრამ მხოლოდ მცოდნეებმა იციან, რომ ხაიამი არ სვამდა და მისი სიმთვრალე ღვინით როდია გამოწვეული. ამგვარად დანახული მისი პოეზია არის ეზოთერული სიბრძნის შემცველი; გურამიშვილის ,,ზუბოვკა“ ეგზოთერულად გამგებთათვის არის ლამაზი უკრაინელი ქალის ხოტბა; ეზოთერულად განდობილთათვის კი ეგ გახლავთ ქრისტეს ქებათა ქება.
![]() |
1.154 ეთნარქი |
▲back to top |
ეთნარქი
ბერძნული ტერმინია. ტომის, გვარის მამამთავარი. ქართველთა ეთნარქია ქართლოსი, რომაელთა – ენეასი, სომეხთა – ჰაოსი.
![]() |
1.155 ეთნიკური ჯგუფი |
▲back to top |
ეთნიკური ჯგუფი
საზოგადოების ნაწილი (უმთავრესად კონკრეტული ჩაკეტილი პროვინცია), რომელიც საკუთარ თავს ცნობს (ანდა, სხვათა აზრით, საკუთარ თავს მიიჩნევს) საერთო კულტურის მატარებლად. მაგ., გურულთა, მეგრელთა, სვანთა კულტურები, როცა ამ კულტურებს აქვს საერთოც და ისეთი რაღაცაც, რაც ერთურთისაგან განასხვავებთ.
![]() |
1.156 ეთნოგენეზი |
▲back to top |
ეთნოგენეზი
ბერძნ. ethnos ხალხი და genesis წარმოშობა. ხალხის, ტომის, ეთნიკური ერთეულის წარმოშობა.
![]() |
1.157 ეთნოგრაფია |
▲back to top |
ეთნოგრაფია
ბერძნული ტერმინია, აღნიშნავს ისტორიული მეცნიერების დარგს, რომელიც შეისწავლის ხალხის ნივთიერ და სულიერ კულტურას, ხალხთმცოდნეობა, იგივე ეთნოლოგია. ამ უკანასკნელს უფრო მეტად იყენებენ გერმანელი მკვლევრები.
![]() |
1.158 ეთნოლინგვისტიკა (ლინგვისტური ანთროპოლოგია) |
▲back to top |
ეთნოლინგვისტიკა (ლინგვისტური ანთროპოლოგია)
მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ენობრივი და კულტურული მოვლენების კავშირურთიერთობებს, ამ ურთიერთობების კანონზომიერებებსა და კანონებს.
![]() |
1.159 ეთნოლოგია |
▲back to top |
ეთნოლოგია
მეცნიერება, რომელიც შეისწავლის კულტურებს შედარების გზით; ამერიკული ტრადიციით – ეთნოლოგია იგივე ანთროპოლოგიაა, ხოლო ევროპული ტრადიციით – სოციალური ანთროპოლოგიის ანალოგი.
![]() |
1.160 ეთნოსი |
▲back to top |
ეთნოსი
იგივეა, რაც ეთნიკური ერთობა. ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ჯგუფი (ტომი, გვარი, ნაცია). ეთნოსის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი პირობებია: საერთო ტერიტორია და ენა. ეთნოსის წევრთა კულტურული ერთობა განაპირობებს მათი ფსიქიკური წყობის ერთიანობას.
![]() |
1.161 ეთნოცენტრიზმი |
▲back to top |
ეთნოცენტრიზმი
ეთნიკური თვითშეგნების თვისება, აღიქვას და შეაფასოს სხვადასხვა ცხოვრებისეული მოვლენა და პროცესი საკუთარი ეთნიკური ჯგუფის ტრადიციებისა და ღირებულებების თვალსაზრისით. იგი გამოიხატება საკუთარი ეთნიკური კულტურის სხვათა კულტურაზე მაღლა დაყენებით.
![]() |
1.162 ეკუმენიზმი |
▲back to top |
ეკუმენიზმი
ლათინური სიტყვაა, გულისხმობს საეკლესიო მოძრაობას, რომლის მიზანია ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანება. 1948 წ. ჩამოყალიბდა პროტესტანტული და მართლმადიდებლური ეკლესიების მსოფლიო გაერთიანება – ეკლესიათა მსოფლიო საბჭო.
![]() |
1.163 ელინიზმი |
▲back to top |
ელინიზმი
ეპოქა, როდესაც ჰყვაოდა ბერძნულ-აღმოსავლური კულტურა (324 წლიდან ძვ.წ.აღ I საუკუნემდე). მეორე მხრივ, აღნიშნავს ბერძნულიდან ამა თუ იმ ენაში შესულ სიტყვა-გამოთქმას.
![]() |
1.164 ელიტა |
▲back to top |
ელიტა
ფრანგული სიტყვაა. კულტუროლოგიაში გულისხმობს საზოგადოების ზედა, კარგად განათლებულ და კულტურულად დაწინაურებულ ფენას, ,,რჩეულ“ საზოგადოებას. ჩვეულებრივ ესენია: მასწავლებლები, პროფესორები, სამეცნიერო და მხატვრული საზოგადოება, მხატვრები, მუსიკოსები, მაღალი თანამდებობის პოლიტიკური მოღვაწენი.
![]() |
1.165 ელიტკულტურა |
▲back to top |
ელიტკულტურა
(ელიტური კულტურა) – ფრანგული ,,ელიტა“ ნიშნავს რჩეულს, საუკეთესოს. აქედან ელიტური კულტურა, ანუ კულტურა, რომლის ადრესატიცაა ელიტური საზოგადოება, კოლექტივის მოწინავე ნაწილი, საზოგადოების ზედა ფენა, ვთქვათ, მეცნიერები, ტექნიკოსები, ექიმები, მასწავლებლები და ა.შ. ელიტური კულტურა არაა გათვლილი უბრალო მასის გულის მოსაგებად და ყურადღების მისაქცევად. მას გაიგებს ხალხის განათლებული ნაწილი; ელიტკულტურა გულისხმობს სხვა რამესაც – ის იქმნება მაღალგანვითარებული, დიდად განათლებული ადამიანების მიერ. ამ მიმართულების უკიდურესი განვითარება მიდის ლოზუნგამდე ,,ხელოვნება ხელოვნებისათვის“. ძირითადად ელიტკულტურა მოდერნისტულ-ფორმალისტური შემოქმედებაა, რომლის გაგებასაც გარკვეული საამრიგო საფუძველი უნდა ჰქონდეს. უწინარეს ყოვლისა, ესაა ინტელექტუალური კულტურა. იგი საფუძვლიან ცოდნასა და წინამომზადებას მოითხოვს. მას უპირისპირდება მასკულტურა (მასობრივი კულტურა). ქართულ სინამდვილეში ელიტური და მასობრივი კულტურების შეპირისპირება და მათი ანალიზი პირველად სცადა ილია ჭავჭავაძემ. ,,მგზავრის წერილებში“, რომელიც 1861 წელს შეიქმნა, მკაფიოდ არის ეს პრობლემა დაყენებული. იქ ელიტკულტურას განასახიერებს, ერთი მხრივ, ამაღლებული, გაუგებარი და ხალხისაგან განყენებული მყინვარწვერი, მეორე მხრივ, მყინვარწვერივით ამაღლებული, განზე გამდგარი და ძნელად გასაგები ელიტური მწერალი გოეთე; სამაგიეროდ, ყველასათვის ნათელი, გასაგები და ახლობელია თერგი. ის სიმბოლოა ხალხის მასებთან ახლოს ყოფნისა, მასების გულისთქმის გამგებისა. მეორე მხრივ, თერგივით გასაგები და სახალხო მგოსანია ბაირონი, ისიც გოეთესავით გენიოსია, ოღონდ არა ელიტის, არამედ მასის ფალავანი. ილიას პოზიცია დღესავით ნათელია: იგი რეალისტია, სახალხო მწერალია. ამიტომ მისთვის ნათელი და მკაფიო, მასებისათვის საჭირო შემოქმედი უფრო მისაღებია, თუმცა ელიტურ გოეთესაც საკმაო პატივს მიაგებს. საკითხის სინათლისათვის ერთმანეთს შევუპირისპიროთ ამ ორი ტიპის შემოქმედნი. თუ ელიტური კულტურის წარმომადგენლები არიან გოეთე, თომას მანი, ჯეიმს ჯოისი, ფრანც კაფკა, თომას ვულფი, მაშინ მასობრივი კულტურის წარმომადგენლებად, შეიძლება, წარმოვისახოთ შემდეგი ოსტატები: ბალზაკი, ფლობერი, ტოლსტოი, ალ. დიუმა, ი. ჭავჭავაძე, ალ. ყაზბეგი და ყველა ხალხოსანი მწერალი. რევოლუციურ ეპოქებში წინ წამოიწეოდა ხოლმე მასკულტურა და ის ხდებოდა დომინირებული; მშვიდი და მოწესრიგებული ყოფის დროს მეტი ავალა ეძლეოდა ელიტკულტურას. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ძნელი გადასაწყვეტია. ამ კითხვაზე გადაჭრითი პასუხი არ არსებობს.
![]() |
1.166 ემანსიპაცია |
▲back to top |
ემანსიპაცია
ლათ. სიტყვა. ვინმეზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება; უფლებრივი გათანასწორება ქალისა და კაცისა. ვთქვათ, ქალთა ემანსიპაცია. ამგვარად გათავისუფლებულს ეწოდება ემანსიპირებული.
![]() |
1.167 ენციკლოპედია |
▲back to top |
ენციკლოპედია
ფრანგული ტერმინია. მეცნიერული ლექსიკონი, რომელშიც ყველა ან რომელიმე ცალკე დარგის ყოველმხრივი ცოდნაა წარმოდგენილი. მაგ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია 11 ტომად; ბროკჰაუზისა და ეფრონის ცნობილი ენციკლოპედია; დიდი საბჭოთა ენციკლოპედია და სხვ. დიდად განათლებულ პირზე იტყვიან ,,ცოცხალი ენციკლოპედია“ არისო.
![]() |
1.168 ენციკლოპედისტები |
▲back to top |
ენციკლოპედისტები
ენციკლოპედიის, ანუ მეცნიერების, ხელოვნებისა და ხელობათა განმარტებითი ლექსიკონის (1751-1780) შემდგენლები და ავტორები. მათ ავტორებს, დიდ განმანათლებლებს, ენციკლოპედისტები ეწოდებათ. ესენი არიან: დიდრო, დალამბერი, მონტესკიე, რუსო, ვოლტერი, ჰოლბახი და სხვ. ისინი ებრძოდნენ ფეოდალიზმს, ეკლესიურ დოგმებს, დესპოტიზმს, კლასობრივ ჩაგვრას; ქადაგებდნენ განათლებისა და კულტურის საჭიროებას.
![]() |
1.169 ეპიგონი |
▲back to top |
ეპიგონი
ბერძნულია და გულისხმობს რაიმე მიმართულების ან რომელიმე მწერლის ან მეცნიერის უნიჭო მიმდევარს, რომელსაც კრეატიული ნიჭი აკლია და საკუთარს, ორიგინალურს ვერასა ქმნის. ამიტომ ხელოვნებასა, მწერლობასა თუ მეცნიერებაში იმეორებს სხვათა ნათქვამს.
![]() |
1.170 ეპიზოდი |
▲back to top |
ეპიზოდი
ბერძნულია, გულისხმობს ცალკეულ შემთხვევას. ვთქვათ, ,,ჩემი ცხოვრების ეპიზოდი“. კულტუროლოგიაში ნიშნავს მხატვრული ქმნილების ნაწყვეტს, ცალკე გამოყოფილ სცენას, რომელსაც ერთგვარი დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს.
![]() |
1.171 ეპიკური ნაწარმოები |
▲back to top |
ეპიკური ნაწარმოები
თხრობითი ნაწარმოები, რომელსაც საფუძვლად უდევს ამბავი; აქვს სიუჟეტი, კომპოზიცია. შეიძლება შეგვხვდეს როგორც ლექსის, ისე პროზის სახით. მაგ. ეპიკური ქმნილებებია: ,,ვეფხისტყაოსანი“, ,,ბაში-აჩუკი“, ,,გამზრდელი“, ,,დიდოსტატის მარჯვენა“, ,,ომი და ზავი“, ,,ევგენი ონეგინი“. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს პუშკინმა ასე წააწერა: ,,რომან ვ სტიხახ“ (რომანი ლექსადო). იგივეა, რაც ეპოსი.
![]() |
1.172 ეპოპეა |
▲back to top |
ეპოპეა
დიდი მხატვრული ნაწარმოები, რომელშიც ყოფა–ცხოვრება მრავალმხრივ და ფართოდ არის ასახული. შევადაროთ ერთმანეთს ორი ეპიკური ქმნილება: აკაკის ,,გამზრდელი“ და ,,ვეფხისტყაოსანი“. ორივე თხრობითი ნაწარმოებია, ორივე პოემაა, ოღონდ პირველი ჩვეულებრივი ეპიკური პოემა, ხოლო მეორე – პოემა-ეპოპეა, რომელიც ,,გამზრდელს“ მოცულობით ოცჯერ და მეტად აღემატება. ახლა ერთურთს შევუდაროთ ლევ ტოლსტოის ,,ჰაჯი მურატი“ და მისივე ,,ომი და ზავი“. პირველი ჩვეულებრივი მოთხრობაა, მეორე – რომანი-ეპოპეა.
![]() |
1.173 ეპოსი |
▲back to top |
ეპოსი
ბერძნ. epos თხრობა, მოთხრობა, სიტყვა. ლიტერატურის თხრობითი დარგი, კერძოდ, რომანი, მოთხრობა, ეპიკური პოემა. მისი მეორეული მნიშვნელობაა ხალხური საგმირო სიმღერები, პოემები, თქმულებები. ეპოსის ერთ-ერთი ჟანრია ეპოპეა.
![]() |
1.174 ესე |
▲back to top |
ესე
ინგლ. სიტყვაა, აღნიშნავს თავისუფალი ფორმის ნარკვევს, რომელშიც ყურადღება ნაკლებად ექცევა სისტემურ მეცნიერულ წყობასა და თანამიმდევრობას და მოხმობილია ხატოვან-სახეობრივი თქმები. ამგვარ ნარკვევში მიმოხილულია ლიტერატურულ-ფილოსოფიური ან სოციალური შინაარსის თხზულებები ან საკითხები.
![]() |
1.175 ესთეტიკა |
▲back to top |
ესთეტიკა
ბერძნ. სიტყვა, აღნიშნავს ფილოსოფიურ მოძღვრებას ხელოვნების, მხატვრული ნაწარმოების მშვენიერების შესახებ. იგი შეისწავლის მშვენიერების გამომავლინებელ ფორმებსა და ხერხებს მხატვრულ შემოქმედებაში, ცხოვრებასა და ბუნებაში. მატერიალისტური ესთეტიკის წარმომადგენლები იყვნენ დემოკრიტე, არისტოტელე, ეპიკურე.
![]() |
1.176 ესპერანტო |
▲back to top |
ესპერანტო
ხელოვნური საერთაშორისო ენა. იგი შექმნა პოლონელმა თვალის ექიმმა ზამენჰოფმა 1887 წელს ვარშავაში. ესპერანტო ეყრდნობა რომანულ, გერმანულ და სლავურ სიტყვათა ძირებს. სულ გამოყენებულია 20 წესი და იოლი შესასწავლია. ანბანი ეფუძნება ლათინურ გრაფიკას, შედგება 28 ასოსაგან. ასო იკითხება ისე, როგორც იწერება. მაგ., როგორც ქართული, რომელშიც ყოველ ასოს მხოლოდ ერთი ხმა (ბგერა) შეესატყვისება.
![]() |
1.177 ესქატოლოგია |
▲back to top |
ესქატოლოგია
ბერძნულია. შედგება ორი სიტყვისაგან ,,ესქატოს“ უკანასკნელი და ,,ლოგოს“ მოძღვრება. ეს გახლავთ მისტიკური მოძღვრება მსოფლიოსა და ადამიანის საბოლოო ბედის შესახებ. იგი მოუმარჯვებია მრავალ რელიგიას. ქრისტიანული რელიგიის მიხედვით, საბოლოო ბედი კეთილია, ბოროტს სძლევს კეთილი; საბოლოოდ ყველაფერი ისე მოეწყობა, რომ ცხვარი და მგელი ერთად მოძოვენ ბალახს. ეს იდეა მსჭვალავს ფირდოუსის, ნიზამისა და რუსთველის ქმნილებებს. ,,ვეფხისტყაოსანში“ ესქატოლოგიური იდეა ორი ძირითადი აფორიზმით ასეა გამოკვეთილი: ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“ და ,,შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან სძოვდეს“.
![]() |
1.178 ეტიკეტი |
▲back to top |
ეტიკეტი
ფრანგული სიტყვაა და ორ ძირითად მნიშვნელობას შეიცავს. კულტუროლოგიურად საგულისხმოა მისი ასეთი შინაარსი: თავის დაჭერის, საზოგადოებაში მოქცევის, თავაზიანი ურთიერთობის უნარი; მიღებული კულტურული წესების დაცვა.
![]() |
1.179 ექსპოზიცია |
▲back to top |
ექსპოზიცია
ლათ. სიტყვაა და ნიშნავს ახსნას, გადმოცემას, განმარტებას. კულტუროლოგიური თვალსაზრისით, საგულისხმოა მისი ერთი უმთავრესი მნიშვნელობა, რაიც განეკუთვნება გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროს. ეს არის ხელოვნების ნაწარმოებთა, სამუზეუმო ნივთებისა და ისტორიული ექსპონატების, სხვა საინტერესო საგნების სისტემური განლაგება დასათვალიერებლად; გამოფენა.
![]() |
1.180 ექსპრესიონიზმი |
▲back to top |
ექსპრესიონიზმი
ერთ-ერთი მოდერნისტული მიმართულება ხელოვნებასა და ლიტერატურაში; წარმოიქმნა XX საუკუნის I ნახევარში. ექსპრესიონისტები უმთავრესად გვიჩვენებენ შემოქმედის შინაგან სამყაროს, სუბიექტური განცდების განზოგადებას. ამიტომაც ახლავს მათ თხზულებებს ან ნახატებს ლირიზმი, მინორული განწყობილება. საქართველოში ცნობილი ექსპრესიონისტები იყვნენ გრ.რობაქიძე და კ. გამსახურდია.
![]() |
1.181 ექსტაზი |
▲back to top |
ექსტაზი
ბრძნული სიტყვა. აღტაცება; უკიდურესი, ავადმყოფური აღტაცება, თავდავიწყებამდე მისული აღფრთოვანება, აღტყინება. კულტუროლოგიაში, ჩვეულებრივ, გულისხმობს ხელოვნების ნაწარმოებით აღტაცებას, უკიდურეს აღფრთოვანებას.
![]() |
1.182 ექსტრავაგანტური |
▲back to top |
ექსტრავაგანტური
საყოველთაოდ მიღებული წესების დარღვევა, ისეთი ქცევა, რომელიც შეუფერებელია არსებული სტანდარტებისათვის; არაჩვეულებრივი, ახირებული მოქმედება ან ქცევა. ვ
![]() |
1.183 ვანდალიზმი |
▲back to top |
ვანდალიზმი
მომდინარეობს ლათ. სიტყვიდან vandali – ძველი გერმანელი ტომი, რომელიც V საუკუნეში შეესია რომის იმპერიას, გაძარცვა და გაანადგურა კულტურის ძეგლები. აქედან ტერმინი ,,ვანდალიზმი“, ანუ კულტურის ძეგლთა განადგურება, კულტურული ბარბაროსობა. უკანასკნელი ხანების ყველაზე დიდი ვანდალიზმი ჩაიდინეს სირიაში, როცა ,,ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა გაანადგურეს უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის უნიკალური ძეგლები, ააფეთქეს და დაანგრიეს ისინი.
![]() |
1.184 ვარიეტე |
▲back to top |
ვარიეტე
ფრანგული სიტყვაა. მსუბუქი ჟანრის თეატრი. აქ ერთმანეთზეა გადაბმული სანახაობა, სიმღერა, საცირკო ნომერი და წარმოსადგენი ამბავი.
![]() |
1.185 ვასალი |
▲back to top |
ვასალი
ფრანგული სიტყვაა. პატრონყმური წყობილების ერთი მეტად მნიშვნელოვანი ცნება; გულისხმობს იმ მემამულეს, ფეოდალს, რომელიც დამოკიდებული იყო სხვა უფრო ძლიერ ფეოდალზე. ამას ეწოდება ვასალიტეტური ურთიერთობა, პატრონყმური ურთიერთობა. ამ დამოკიდებულების არსი კარგად ჩანს ,,ვეფხისტყაოსანში“. ავთანდილის პატრონი და მფარველია როსტევან მეფე. თვითონ ავთანდილს ემორჩილება თავადი შერმადინი. იმასაც თავისი ქვეშევრდომები ჰყავს. იგივე ვითარებაა თვით სახელმწიფოთა შორისაც. ინდოეთი სიუზერენული სახელმწიფოა. მას ემორჩილება ვასალური ქვეყანა ხატაეთი. ევროპაში გავრცელებული იყო ასეთი აფორიზმი: ,,ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არის“. ,,ვეფხისტყაოსანში“ პატრონყმური ურთიერთობა და სიყვარული სიყვარულის ყველა სახეობაზე მაღლა არის დაყენებული. ამას ასურათხატებს აფორიზმი: ,,სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი“. კიდევ მეტი, უპატრონოდ, მეურვისა და დამხმარის გარეშე ფეოდალი ვერ გაიხარებსო: ,,პატრონისა ვერ-მჭვრეტელმან ყმამან რადმცა გაიხარნა?!“
![]() |
1.186 ვატიკანი |
▲back to top |
ვატიკანი
ლათ. სიტყვა. კათოლიკური ეკლესიის რელიგიური და ადმინისტრაციული ცენტრი; ამ ეკლესიის მეთაურის, ანუ რომის პაპის, სამყოფელი, რეზიდენცია. იგი წარმოადგენს ცალკე ქალაქ-სახელმწიფოს და მდებარეობს ქ. რომის ცენტრში.
![]() |
1.187 ვერბალური |
▲back to top |
ვერბალური
ლათ. ,,ვერბალის“. სიტყვიერი, ხმიერი, ზეპირი. ვერბალური კავშირი – ზეპირი, სიტყვის მეშვეობითი დაკავშირება. ვერბალური ურთიერთობა – სიტყვის მეშვეობით ურთიერთობა.
![]() |
1.188 ვერლიბრი |
▲back to top |
ვერლიბრი
ფრანგ. ,,ვერს ლიბრე“, ანუ ვერსიფიკაცია (ლექსთწყობა) და თავისუფალი (ლიბრე). მაშ, თავისუფალი წყობა, თავისუფალი ლექსი, როცა ტაეპებში სხვადასხვა რაოდენობის მარცვალია. არც რითმაა სავალდებულო. ესაა თეთრ ლექსზე შორს წასული თავისუფლება. თეთრ ლექსში მხოლოდ რითმა არ ჩანს, სხვა მხრივ არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ლექსისაგან.
![]() |
1.189 ვერნისაჟი |
▲back to top |
ვერნისაჟი
ფრანგ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. სამხატვრო გამოფენის დახურული (არასაყოველთაო) დათვალიერება. ჩვეულებრივ ეწყობა ხანგრძლივი გამოფენის გახსნის პირველ დღეს. ამ დროს მოწვეული არიან მხოლოდ სპეციალისტები და საპატიო სტუმრები, ავტორის ახლო მეგობრები.
![]() |
1.190 ვესტერნი |
▲back to top |
ვესტერნი
ინგლ. სიტყვაა და ნიშნავს დასავლურს, დასავლეთისას. კინოფილმი ან თხზულება, რომელშიც ქვეყნის ან მხარის დასავლეთიდან ჩამოდის ცხენოსანი გმირი, ძლიერი ვაჟკაცი აღმოსავლეთში, ჩაიდენს გმირობებს, მოიხვეჭს სახელს და გამარჯვებული ისევ ბრუნდება სამშობლოში, დასავლეთში. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ამერიკული ვესტერნული, ე.წ. ,,კოვბოური ფილმები“. ქართული ვესტერნის ნიმუშები ყველაზე ადრე შექმნეს აკაკიმ და ანტონ ფურცელაძემ. ესენია: ,,მაცი ხვიტია“ და ,,ბაში-აჩუკი“. ამ უკანასკნელში ვესტერნის ყველა აუცილებელი თვისება იკვეთება: ბაში აჩუკი კახეთში (აღმოსავლეთში) ჩადის იმერეთიდან (დასავლეთ საქართველოდან); იქ ბევრ სასახელო საქმეს ჩაიდენს და უკან (იმერეთში) სახელიანი ბრუნდება. ამ ტერმინს უკავშირდება ,,ვესტერნიზაცია“.
![]() |
1.191 ვესტერნიზაცია |
▲back to top |
ვესტერნიზაცია
გადასავლეთურება, დასავლური, უპირატესად ევროპული, ღირებულებებისადმი პატივისცემა და მხარდაჭერა, მიყოლა; საკაცობრიო ღირებულებების აღიარება.
![]() |
1.192 ვიდეო-არტი |
▲back to top |
ვიდეო-არტი
ლათ. სიტყვა ,,ვიდეო“, ვხედავ. თანამედროვე მხატვრულ-შემოქმედებითი ცხოვრების ერთ-ერთი ფორმა. გაჩნდა 1960-იან წლებში. საფუძვლად გამოდის არა მატერიალური საგნები, არამედ ვიზუალური ანდა აუდოვიზუალური ,,არა-ობიექტები“, რომლებსაც ქმნიან სატელევიზიო ტექნიკის, ლაზერული ან კიდევ ჰოლოგრაფიული ხერხების გამოყენებით.
![]() |
1.193 ვირტუალური რეალობა |
▲back to top |
ვირტუალური რეალობა
საკომპიუტერო საშუალებებით ხელოვნურად შექმნილი გარემო, რომელშიც, შესაძლებელია, შეაღწიო მისი შიგნიდანვე ცვლის გზით, როცა თვალნათლივ ხედავ ტრანსფორმაციას და, ამასთანავე, გაქვს ყოველივე ამის რეალობის განცდა. ამგვარ ახალი ტიპის აუდოვიზუალურ რეალობაში რომ მოხვდები, შეიძლება, კონტაქტი დაამყარო არა მარტო სხვა ადამიანებთან, არამედ აგრეთვე ხელოვნურ პერსონაჟებთან.
![]() |
1.194 ვოლტერიანელობა |
▲back to top |
ვოლტერიანელობა
XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე გავრცელებული რელიგიურ-პოლიტიკური თავისუფალი აზროვნება, რაიც ეფუძნებოდა დიდი ფრანგი განმანათლებლის, ბუნტარული სულისკვეთების მოაზროვნის ვოლტერის შეხედულებებს. იგი იხრებოდა მატერიალიზმისაკენ და ეწინააღმდეგებოდა ეკლესიასა და ფეოდალურ წყობას; ეკუთვნის ცნობილი აფორიზმი: იმდენად საჭიროა, რომ არ არსებულიყო ღმერთი, იგი ჩვენ უნდა გამოგვეგონებინაო. ზ
![]() |
1.195 ზევსი |
▲back to top |
ზევსი
ბერძნული მითოლოგიის უზენაესი ღმერთი; ღმერთებისა და ადამიანების მამა-მეუფე. რომაული მითოლოგიით, იუპიტერი. ზევსის შვილები დიოსკურები (ტყუპები) მონაწილეობდნენ არგონავტების მოგზაურობაში. მათ პატივსაცემად შავი ზღვის სანაპიროს ერთერთ დასახლებას, სავაჭრო ქალაქ-ემფორიონს, ეწოდა დიოსკურია. ზოილი, ზოილის კრიტიკა – უსამართლო, იქედნური და ღვარძლიანი კრიტიკოსი. არსებობდა ძველი ბერძენი ორატორი და ფილოსოფოსი ზოილი (ძვ.წ.აღ. IV საუკუნე). იგი ერთობ ტენდენციურად და უსამართლოდ აკრიტიკებდა ჰომეროსის უკვდავ შემოქმედებას. ჩვენში ზოილური კრიტიკის წარმომადგენლად, შეიძლება, მივიჩნიოთ რუსთველოლოგი ალექსანდრე სარაჯიშვილი, რომელიც რესთველის არაერთ გენიალურ სტროფს აძაგებდა, არად მიიჩნევდა და ამიტომ ამ სტროფებს ინტერპოლაციად აცხადებდა.
![]() |
1.196 ზოომორფიზმი |
▲back to top |
ზოომორფიზმი
იხ. ანთროპომორფიზმი.
![]() |
1.197 ზოროასტრიზმი |
▲back to top |
ზოროასტრიზმი
ძველი ირანული დუალისტური რელიგია, შექმნილი ზარათუშტრას მიერ. ჩამოყალიბდა ძვ.წ. აღრიცხვის VII საუკუნეში. სამყაროში ერთურთს ებრძვის ორი საწყისი. ერთია ნათელი ღვთაება აჰურამაზდა (ორმუზდი, აქედანაა ქართული არმაზდი, იგივე არმაზი), მეორეა ბოროტების ღვთაება არიმანი. ამ რელიგიაში გვხვდება ესქატოლოგიის, მიცვალებულთა აღდგომის, ქალწულის მიერ მომავლის მხსნელის შობის იდეები. ეგ იდეები შემდეგ გამოიყენეს იუდაიზმმა და ქრისტიანობამ. თ
![]() |
1.198 თალმუდი |
▲back to top |
თალმუდი
ებრაელთა კანონების კრებული, სადაც დაცულია რელიგიური, სასამართლო და საყოფაცხოვრებო წესები. იგი შედგენილია ძველი აღთქმის ბიბლიური ტექსტების განმარტებათა საფუძველზე.
![]() |
1.199 თამადა |
▲back to top |
თამადა
სუფრის ხელმძღვანელი. ძველად ერქვა პურისმტე. თამადობა სუფრის გაძღოლის ერთგვარი კულტურაა. თამადობას საქართველოში დიდი ხნის ისტორია ჰქონია. ვანის გათხრების დროს აღმოაჩინეს VI საუკუნის ქანდაკება ,,თამადა“.
![]() |
1.200 თეზისი |
▲back to top |
თეზისი
ბერძნ. სიტყვაა, ნიშნავს დებულებას, რომელიც უნდა დასაბუთდეს, დამტკიცდეს; იგივეა მოხსენების თეზისები, ანუ ის ძირითადი ზოგადი დებულებანი, რომლებიც მოხსენების მსვლელობაში დასაბუთდება.
![]() |
1.201 თეიზმი |
▲back to top |
თეიზმი
ბერძნ. სიტყვაა, გულისხმობს რელიგიურ მოძღვრებას, რომლის მიხედვითაც, არსებობს ზეგარდმო ძალა – ღმერთი. მან შექმნა ცა და ქვეყნიერება და კიდევაც განაგებს მას.
![]() |
1.202 თემიდა |
▲back to top |
თემიდა
ძვ. ბერძნული მითოლოგიით, სამართლის გამგებელი, მართალი და უტყუარი მსაჯული. ქალღმერთ თემიდას ხატავდნენ თვალებახვეულს, ცალ ხელში რომ სასწორი ეჭირა, ხოლო მეორეში – მახვილი. სასწორით წონიდა ტყუილ-მართალს, ცოდვა-მადლს, ხოლო მახვილით განიკითხავდა, სჯიდა დამნაშავეთ. თემიდის მსახურს უწოდებდნენ და ახლაც უწოდებენ მოსამართლეს.
![]() |
1.203 თინეიჯერი |
▲back to top |
თინეიჯერი
ყმაწვილი, თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ახალგაზრდა.
![]() |
1.204 თორა |
▲back to top |
თორა
ბიბლიის პირველი ხუთწიგნეულის ებრაული სახელწოდება. მისი ავტორობა მიეწერება ბიბლიურ მოსეს; პერგამენტის ის გრაგნილი, რომელზეც ეგ ტექსტია დაწერილი. ებრაელთა წმინდა წიგნები. ი
![]() |
1.205 იდეალიზმი |
▲back to top |
იდეალიზმი
ფილოსოფიური მიმართულება, რომლის მიხედვითაც იდეა, ცნობიერება, სული პირველადია, ხოლო მატერია, ყოფიერება და ბუნება არის მეორეული. ამის საპირისპიროა მატერიალიზმი. იგი პირველადად აღიარებს მატერიას, ბუნებას, ყოფიერებას, ხოლო მეორეულად – ცნობიერებას, სულს. იდენტურობა, იდენტობა – საკუთარ თავზე ფსიქოლოგიური წარმოდგენების ერთობლიობა, საკუთარი ინდივიდუალობის სუბიექტური შეგრძნება, პირადი მეობის ერთგვარი მთლიანი განსაზღვრა.
![]() |
1.206 იდეოლოგია |
▲back to top |
იდეოლოგია
ბერძნ. idea ცნება, იდეა და logos სიტყვა, მოძღვრება. მაშასადამე, მოძღვრება იდეათა შესახებ. ეს არის ამა თუ იმ კლასის, სახელმწიფოს, პარტიის, საზოგადოებრივი კოლექტივისა და სხვათა შეხედულებების სისტემა. იგი ვლინდება ცნობიერების სხვადასხვა ფორმით (ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, სამართალი).
![]() |
1.207 იდიომი |
▲back to top |
იდიომი
ბერძნ. სიტყვაა, აღნიშნავს მყარ ხატოვან, სახეობრივ გამოთქმას, რომელიც ალამაზებს მეტყველებას, ნაწერ ტექსტს. მისი ოდნავ შეცვლაც არ შეიძლება. მაგ., თვალი თვალში გაუყარა. იხატება მეტად მძაფრი სურათი, ოღონდ ამას სულაც არა ნიშნავს.
![]() |
1.208 იეზუიტური კაცთშეწირვა |
▲back to top |
იეზუიტური კაცთშეწირვა
ლათ. სიტყვა, დაფუძნებული სახელზე იესო. იეზუიტთა ორდენი შეიქმნა XVI საუკუნეში. ეს გახლდათ კათოლიკური ეკლესიის ყველაზე რეაქციული ფრთა. იესოს ეგ საზოგადოება მკაცრად ექცეოდა ე.წ. ერეტიკოსებს, ქრისტიანული დოგმებიდან გადამხვევებს. მისი განაჩენისამებრ ცეცხლზე დაწვეს მრავალი ადამიანი (მაგალითად, სავონაროლა, ჯორდანო ბრუნო). ნიცშე სოციალიზმს იეზუიტობის ნაირსახეობად მიიჩნევდა.
![]() |
1.209 იერარქია |
▲back to top |
იერარქია
მმართველობის ვერტიკალი, რომელიც გულისხმობს ურთიერთდაქვემდებარებულ სისტემას. იგი ერთიან, მთლიან სისტემად აქცევს ინსტინქტურ და ინტელექტუალურ მოქმედებას, სწრაფვას, აზროვნებას, კულტურასა და ცივილიზაციას; ეს არის ძალთა გადანაწილება როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ ჭრილში.
![]() |
1.210 იმპრესიონიზმი |
▲back to top |
იმპრესიონიზმი
ხელოვნების მიმართულება. შეიქმნა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. მისი სამშობლოა საფრანგეთი. ცდილობს გადმოსცეს მხატვრის სიღრმისეული ფაქიზი განცდები, წამიერი განწყობილება და ამ განცდის ცვალებადობა. ფრანგმა მხატვრებმა მანემ და მონემ მოაწყვეს გამოფენა, სადაც ყურადღება მიიქცია მანეს ნახატმა ,,შთაბეჭდილება“ (1874 წ.). აქედან გავრცელდა ტერმინი ,,იმპრესიონიზმი“. შემდეგ იგი გადავიდა მხატვრულ ლიტერატურაშიც, მუსიკაშიც.
![]() |
1.211 ინდივიდუალური |
▲back to top |
ინდივიდუალური
ლათ. სიტყვაა, გულისხმობს კონკრეტული ინდივიდის, პიროვნებისათვის დამახასიათებელ თვისებებს, რაიც ყოველ ცალკე პირს სხვათაგან გამოარჩევს.
![]() |
1.212 ინდოევროპული ენები |
▲back to top |
ინდოევროპული ენები
უზარმაზარი ოჯახი მონათესავე ენებისა (ინდური, ირანული, სლავური, რომანული, გერმანული, ბერძნული და სხვ.).
![]() |
1.213 ინდუსტრიალიზაცია |
▲back to top |
ინდუსტრიალიზაცია
ქვეყნის სამრეწველო განვითარება, მძიმე მრეწველობის წინ წამოწევა (მანქანა-ტრაქტორები, მეტალურგია, ტექნიკური საშუალებები, ელმავლები, თვითმფრინავები და ა.შ.).
![]() |
1.214 ინდუქცია |
▲back to top |
ინდუქცია
აზროვნების წესი, მეთოდი, როდესაც კერძო ფაქტებიდან, ცალკეული დებულებებიდან გამოჰყავთ განზოგადებული დასკვნა; ამისი საპირისპიროა დედუქცია, როცა ჯერ ჩამოყალიბდება დებულება, დასკვნა, განზოგადება და მერე მოჰყავთ კონკრეტული მაგალითები. მაშასადამე, პირველ შემთხვევაში მივდივართ კონკრეტულიდან ზოგადისაკენ, მეორეში – ზოგადიდან კერძოსაკენ. სამეცნიერო კვლევისას საჭირო ხდება ორივე მეთოდის მომარჯვება.
![]() |
1.215 ინიციაცია |
▲back to top |
ინიციაცია
ლათ. სიტყვა. საიდუმლოთა განდობა. უძველეს დროში გავრცელებული იყო ჩვეულება, როცა ახალგაზრდას ცხოვრებაში გამოსვლის კვირაძალს აცნობდნენ სქესობრივ საიდუმლოებას, ტომის ფარულ ამბებს, მითებს, გადმოცემებს, ერთი სიტყვით, აზიარებდნენ. მაშასადამე, ინიციაცია არის ზიარება, იგივე განდობა.
![]() |
1.216 ინკვიზიცია |
▲back to top |
ინკვიზიცია
ლათ. სიტყვაა და ნიშნავს გამოძიებას. მოქმედებდა XIII-XIX საუკუნეებში. კათოლიკური ეკლესიის სასამართლო-საპოლიციო ორგანიზაცია, რომელიც უკიდურესი სისასტიკით უსწორდებოდა და სჯიდა ერეტიკოსებს (ურწმუნოებს ან მკრეხელობის ნებსით თუ უნებლიეთ ჩამდენთ, ქრისტეს უარმყოფელთ).
![]() |
1.217 ინკულტურაცია |
▲back to top |
ინკულტურაცია
ინდივიდის (ან ადამიანთა ჯგუფის) კულტურასთან ზიარება; ამა თუ იმ კულტურისათვის დამახასიათებელ ნორმებსა, ქცევებსა და ჩვევებთან დაახლოება, მათი შეთვისება.
![]() |
1.218 ინსტინქტი |
▲back to top |
ინსტინქტი
ლათ. სიტყვა. ალღო, დაფუძნებული არა გონებაზე, არამედ შეგრძნებასა და ფსიქიკურ შიშზე; ესაა ცხოველური არაცნობიერი მოქმედება შეცვლილი გარემოს მიმართ; შეუგნებელი, არაცნობიერი, ანგარიშმიუცემელი ლტოლვა რაიმესაკენ.
![]() |
1.219 ინსტიტუტი |
▲back to top |
ინსტიტუტი
აქვს არაერთი მნიშვნელობა. კულტუროლოგიური თვალთახედვით, იგულისხმება: დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელიც ადგენს და აკონტროლებს უფლებრივ ნორმებს, რომელთა მეშვეობითაც გარკვეულ ცალკეულ სფეროში აწესრიგებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. მაგ., ბატონყმობის ინსტიტუტი, ქორწინების ინსტიტუტი.
![]() |
1.220 ინტეგრალური მეცნიერება |
▲back to top |
ინტეგრალური მეცნიერება
ზოგად პრობლემათა ასახსნელად და კანონზომიერებათა დასადგენად სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის საერთო მაკავშირებელი ცნებების მომარჯვებით ახალი სახეობის ჩამოყალიბება. ამ დროს ხან ერთი დარგი (ვთქვათ, ფილოლოგია) არის წამყვანი, ხან მეორე – (ვთქვათ, ისტორია), ხანაც – მესამე (ვთქვათ, ანთროპოლოგია). სწორედ ასეთი ინტეგრალური მეცნიერებაა კულტუროლოგია. ინტეგრალური სამეცნიერო შტუდიების საუკეთესო ნიმუშებია: შ.ნუცუბიძის ,,რუსთველი და აღმოსავლური რენესანსი“; მ. კვესელავას ,,ფაუსტური პარადიგმები“; ზ. გამსახურდიას ,,ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“. ინტეგრალურის საპირისპირო ცნებაა ჰერმეტული, ანუ ჩაკეტილი, კვლევა.
![]() |
1.221 ინტეგრაცია |
▲back to top |
ინტეგრაცია
ლათ. სიტყვა. ნაწილთა გაერთიანება ერთ მთელად; ენათა დაახლოება ურთიერთზეგავლენის შედეგად. კულტუროლოგიაში – კულტურულ პროცესთა გაერთიანება, შემჭიდროება, ერთ მთლიანობად ქცევა.
![]() |
1.222 ინტელიგენტი |
▲back to top |
ინტელიგენტი
ლათ. სიტყვაა. პირი, რომელიც გონებრივად შრომობს (ინჟინერი, ექიმი, აგრონომი, მასწავლებელი, მწერალი და სხვ.), ინტელიგენციის წარმომადგენელი; განათლებული, შეგნებული, მაღალი კულტურის ადამიანი.
![]() |
1.223 ინტერნეტი |
▲back to top |
ინტერნეტი
კომუნიკაციის საყოველთაო (გლობალური) სისტემა, რომელსაც ძალუძს ნებისმიერი ინფორმაციის შენახვა და გადაცემა. ინტერნეტის ქსელი ერთმანეთთან აკავშირებს რაიონებს, რეგიონებს, ქვეყნებს, კონტინენტებს. ამრიგად, მან სრულიად მოშალა სახელმწიფო საზღვრები და გააუქმა ცენზურა. ამრიგად, უკიდურესი თავისუფლება მიენიჭა ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას.
![]() |
1.224 ინტიმი |
▲back to top |
ინტიმი
ფრანგ. სიტყვა. გრძნობებსა და სულიერ სამყაროსთან დაკავშირებული, უაღრესად პირადული; შინაურული, ახლომეგობრული, გულითადი გრძნობა, განცდა.
![]() |
1.225 ინტუიცია |
▲back to top |
ინტუიცია
ლათ. სიტყვა, ნიშნავს ჭვრეტას. მიხვედრა, უშუალო ინსტინქტური, სტიქიური განცდა, რაიც ემყარება ადრინდელ გამოცდილებას. ქართული სიტყვებიდან მასთან ყველაზე ახლოა ცნება ალღო. გვაქვს გამოთქმა: ალღო აუღო. ფილოსოფიაში – ჭეშმარიტების უშუალო (ცდის გარეშე) წვდომა.
![]() |
1.226 ინფორმაცია |
▲back to top |
ინფორმაცია
ლათ. სიტყვა. შეტყობინება; ამბის მიტანა, რაიმე ვითარების ან შეცვლილი გარემოს შესახებ ცნობის მიწოდება. ვინც ამ საქმეს ეწევა, ის არის ინფორმატორი, ხოლო, ვინც აღიჭურვა ამ ცნობებით, ის არის ინფორმირებული.
![]() |
1.227 ინცესტი |
▲back to top |
ინცესტი
ლათ. სიტყვა. სისხლის აღრევა. ვითარება, როდესაც ახლო ნათესავი ქორწინდება ან სქესობრივ კავშირს ამყარებს ნათესავთან.
![]() |
1.228 ისლამი |
▲back to top |
ისლამი
არაბ. სიტყვა. ალაჰისადმი თავის შეწირვა, მორჩილება; მაჰმადიანთა რელიგია, მუსლიმანობა.
![]() |
1.229 იუდაიზმი |
▲back to top |
იუდაიზმი
იუდეველთა რელიგიური სისტემა. იუდეველები – იუდეის (ძველი პალესტინის) მცხოვრებნი. აქედან წარმოიქმნა საერთო სახელწოდება მთელი ერისა, ებრაელობისა. საერთოდ, იუდა ერქვა იუდეველთა მითიურ წინაპარს.
![]() |
1.230 იუნესკო |
▲back to top |
იუნესკო
ინგლ. სიტყვა UNESCO ნიშნავს: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაწესებულებას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში. დააარსეს იგი 1946 წელს. მთავარი ოფისი მდებარეობს პარიზში. ჰპატრონობს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ მემკვიდრეობას. კ
![]() |
1.231 კაბუკი |
▲back to top |
კაბუკი
იაპონური სიტყვა. თეატრი, რომელიც აერთიანებს დრამას, მუსიკას, დეკლამაციას, ცეკვათამაშს. იგი შეიქმნა XVII საუკუნის იაპონიაში.
![]() |
1.232 კავკასიური რასა |
▲back to top |
კავკასიური რასა
ევრაზიული, ანუ ევროპეიდული, რასის მოძველებული სახელწოდება. ტერმინი შემოიღო გერმანელმა ანთროპოლოგმა ი. ბლუმენბახმა. ზოგი მკვლევარი ამ ტერმინს დღესაც იყენებს.
![]() |
1.233 კათალიკოსი |
▲back to top |
კათალიკოსი
ბერძნული სიტყვა, ნიშნავს საყოველთაოს, მთავარს, ყოველთას; უმაღლესი სასულიერო პირის (პატრიარქის) წოდება ქართულ და სომხურ ეკლესიაში. ხშირად იყენებენ შეწყვილებული ფორმით: კათალიკოს-პატრიარქი.
![]() |
1.234 კათარსისი |
▲back to top |
კათარსისი
ბერძნ. სიტყვა, განწმენდა, გასუფთავება. პირველად მოიმარჯვა არისტოტელემ ,,პოეტიკაში“: ამაღლებული კმაყოფილებისა და გასხივოსნების გრძნობა, რომელიც ეუფლება მაყურებელს, როდესაც იგი ტრაგედიის გმირთან ერთად გადაიტანს ტანჯვა-წამებას და ამ მაჯლაჯუნასაგან თავს დაიხსნის; მოგვიანებით ტერმინმა მიიღო ამგვარი შინაარსობრივი შეფერილობა – სულიერი განწმენდა და შინაგანი თავისუფლება, რომელსაც განიცდის ადამიანი კულტურის უმაღლესი ნიმუშების გაცნობა-შეცნობის პროცესში; კათარსისი მიიჩნევა ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად.
![]() |
1.235 კალენდარი |
▲back to top |
კალენდარი
ლათ. სიტყვა. საცნობარო წიგნაკი ანდა ფურცელთა შეკვრა, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით ჩამოთვლილია წელიწადის ყველა დღე; აღნიშნულია სადღესასწაულო და დასვენების დღეები, ღირსშესანიშნავი თარიღები, ამა თუ იმ დღესთან დაკავშირებული საგულისხმო და საზოგადოებრივად საინტერესო ცნობები და ფაქტები, ისტორიული მოვლენები.
![]() |
1.236 კალიგრაფია |
▲back to top |
კალიგრაფია
ბერძნ. სიტყვების შეერთება: ,,კალოს“ ლამაზი და ,,გრაფო“ ვწერ. მაშასადამე, ლამაზად წერა, კოხტად წერის ხელოვნება. ქართულად მას, შეიძლება, შევუნაცვლოთ ხელრთვა. მაგ., მე ლამაზი ხელრთვა მაქვს.
![]() |
1.237 კალკი |
▲back to top |
კალკი
ზუსტი ასლი. კალკირება – ზუსტი ასლის გადაღება. კულტუროლოგიურად საგულისხმოა მისი გვიანდელი გადატანითი მნიშვნელობა: სხვისი ყალიბის, წესის, ნორმის დაუფიქრებელი გადატანა ამა თუ იმ ენაში. მაგ., ჩვენში გავრცელებული თითქოსდა სრულიად უვნებელი გამოთქმა ,,რაშია საქმე?“ გახლავთ რუსული შეწყვილების (в чем дело?) კალკი. ასევე, საყოველთაოდ გავრცელებული შესიტყვება ,,პირველ რიგში“ აგებულია რუსულ ყაიდაზე – в первую очередь. ქართულად ასე უნდა ითქვას: ,,უწინარეს ყოვლისა“. რუსულის კალკია: ,,ხუთ ლარში აგიწონი“. უნდა – ,,ხუთ ლარად აგიწონი“. ასევე, რუსულის კალკია – ,,აიღეთ სესხი ლარში“. უნდა ,,აიღეთ სესხი ლარობით“.
![]() |
1.238 კანიბალიზმი |
▲back to top |
კანიბალიზმი
კაციჭამიობა; გადატანითი მნიშვნელობით: ბარბაროსობა, მხეცობა.
![]() |
1.239 კაპიტოლიუმი |
▲back to top |
კაპიტოლიუმი
ლათ. სიტყვა. რომის ერთ-ერთი გორაკი, რომელზეც აგებულია არაერთი სასახლე, მუზეუმი, კულტურული ნაგებობა. ადრე ამ ადგილზე ყელყელაობდა იუპიტერის (ზევსის), მინერვასა და იუნონას ტაძარი. მოგვიანებით სწორედ ამ ტაძარს დაერქვა მთელი გორაკის სახელი კაპიტოლიუმი.
![]() |
1.240 კარიატიდა |
▲back to top |
კარიატიდა
ბერძნ. სიტყვაა, გულისხმობს ღმერთქალ არტემიდას ქურუმს, ნიშნავს: შენობის არქიტექტურულ სამკაულს. ეს გახლავთ შენობის კოჭების საყრდენი კოლონა, რომელიც გამოსახავს ქალის ქანდაკებას; არქიტექტურული სამშვენისი.
![]() |
1.241 კატრენი |
▲back to top |
კატრენი
ფრანგული წარმოშობის ტერმინი: ოთხტაეპიანი სალექსო ფორმა, ოთხტაეპოვანი სტროფი, რომელიც დასრულებულ აზრს შეიცავს. ქართულში, ჩვეულებრივ, სწორედ ეგ ფორმაა ყველაზე გავრცელებული. მაგ., მთელი ,,ვეფხისტყაოსანი“ კატრენით არის შესრულებული. არის სტროფის მეორე სახე – ორსტრიქონიანი სტროფი. სპარსულად მას ,,ბეითი“ ეწოდება. მთელი ,,შაჰ-ნამე“ ბეითით არის დაწერილი. ორტაეპოვანი სტროფი ქართულ პოეზიაში, გავრცელების თვალსაზრისით, მეორე ადგილს იკავებს. მაგ., აკაკის ,,აღმართ-აღმართ“; გალაკტიონის ,,მე და ღამე“.
![]() |
1.242 კინოფიკაცია |
▲back to top |
კინოფიკაცია
გამოყენებითი კულტუროლოგიის ტერმინი. კინოთეატრებისა და კინოდანადგარების ორგანიზება-მოწყობა; კინოთეატრთა ქსელის გაშლა.
![]() |
1.243 კირილიცა |
▲back to top |
კირილიცა
ძველი სლავური ენის ერთ-ერთი ანბანი, რომელიც საფუძვლად დაედო რუსულ ანბანს. ტერმინი მოდის სლავთა განმანათლებლის სახელიდან კირილე (IX ს.), რომელმაც შეადგინა სლავური ანბანი. კლასიკა, კლასიკოსი – ლიტერატურისა და ხელოვნების კლასიკური (სანიმუშო, საუკეთესო, წარმატებული) ნიმუშების ერთობლიობა. კლასიკოსი არის დიდი მწერალი, გამოჩენილი მუსიკოსი, თვალსაჩინო მხატვარი ან მეცნიერი, რომლის შემოქმედება გახდა აღიარებული, საყოველთაოდ მიღებული, პოპულარული. თანამედროვე ქართული კულტურის კლასიკოსები არიან: ბალეტის ოსტატი ნინო ანანიაშვილი; კინორეჟისორები ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია; თეატრის რეჟისორი რობერტ სტურუა; მოქანდაკეები ამაშუკელი, მერაბიშვილი; მწერლები ჭაბუა ამირეჯიბი, შოთა ნიშნიანიძე, რევაზ მიშველაძე.
![]() |
1.244 კლუბი |
▲back to top |
კლუბი
ინგლ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება: კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია ამა თუ იმ საწარმოში, დაწესებულებაში, კოლმეურნეობასა და სხვაგან, რომელშიც გაერთიანებული არიან, ჩვეულებრივ, ერთი სოციალური წრის ადამიანები. ისინი იქ ერთობიან, ისვენებენ, ერთურთს უზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს.
![]() |
1.245 კოინე |
▲back to top |
კოინე
ბერძნ. სიტყვა, ნიშნავს საერთოს, საყოველთაოს. საერთო ბერძნული ენის სახელწოდება. დღევანდელი კულტუროლოგიური თვალთახედვით: ყოველგვარი საერთო-სახალხო ენა, რომელიც შექმნილია გაბატონებული დიალექტის საფუძველზე. ქართულ კოინეს საძირკვლად დაედო ორი ძირითადი დიალექტი. ეს გახლავთ ქართლური და კახური.
![]() |
1.246 კოლექტორი |
▲back to top |
კოლექტორი
ლათ. სიტყვა, ნიშნავს შემკრებს. კულტუროლოგიური აზრით, წარმოადგენს გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნებას, ნიშნავს დაწესებულებას, სადაც თავს უყრიან სხვადასხვა სახის წიგნებს მათი შემდგომი განაწილების მიზნით. მაგ., საბიბლიოთეკო კოლექტორი.
![]() |
1.247 კოლექცია |
▲back to top |
კოლექცია
ლათ. სიტყვა, ნიშნავს კრებულს. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება: დასისტემებული ერთგვარი კულტურული ერთეულების კრება, კრებული. მაგ., მარინისტიკული სურათების კოლექცია; საქართველოს მინერალების კოლექცია; ავანგარდისტ მხატვართა სურათების კოლექცია.
![]() |
1.248 კოლიზეი |
▲back to top |
კოლიზეი
იტალ. სიტყვა, ნიშნავს უზარმაზარს, კოლოსალურს. პირველი საუკუნის რომში აგებული უდიდესი ცირკ-ამფითეატრი. დღემდე მოაღწია მისმა შთამბეჭდავმა ნანგრევებმა.
![]() |
1.249 კოლოკვიუმი |
▲back to top |
კოლოკვიუმი
ლათ. სიტყვა, ნიშნავს გასაუბრებას. გამოცდის ერთ-ერთი სახეობა, როცა პედაგოგი გაესაუბრება სტუდენტს და გაარკვევს მისგან მიმდინარე საკითხების ათვისების სიღრმესა და მოცულობას, ხარისხს. ამისდა მიხედვით აკეთებს დასკვნებს და წერს ნიშნებს.
![]() |
1.250 კოლონიალიზმი |
▲back to top |
კოლონიალიზმი
ეკონომიურად სუსტი, განვითარებადი ქვეყნების ჩაგვრა ძლიერი ქვეყნების მიერ. კოლონია ეწოდება ძლიერის მიერ დაბეჩავებულსა და გაყვლეფილ სუსტ სახელმწიფოს.
![]() |
1.251 კომუნიზმი |
▲back to top |
კომუნიზმი
კომუნიზმის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის დაბალ და მაღალ ფაზებს გამოყოფდნენ. ერთია სოციალიზმი, მეორე – კომუნიზმი. ისინი განსხვავდებიან ეკონომიკური, სოციალური და სულიერი სიმწიფის ხარისხით. ორივეს საფუძვლად მიიჩნეოდა ეკონომიკაში ექსპლოატაციისაგან თავისუფალი ადამიანების თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება, რაც შეესატყვისება საწარმოო ძალთა საზოგადოებრივ ხასიათს. პირველ ეტაპზე პროდუქტი ნაწილდება წესით: შრომა – შესაძლებლობების ფარგლებში, სიკეთეთა მიღება-დამსახურებისამებრ; მეორე, კომუნისტურ, ეტაპზე უნდა განხორციელებულიყო დევიზი: შრომა – შესაძლებლობების მიხედვით, მოხმარება – საჭიროებისამებრ. იგულისხმებოდა, რომ მეორე ეტაპზე შრომა ჩვევად იქცეოდა, მოიხსნებოდა განსხვავება ფიზიკურ და გონებრივ საქმიანობას შორის, აქედან – განსხვავება ქალაქსა და სოფელს შორის. ამ გზითვე იქნებოდა შესაძლებელი პიროვნების ყოველმხრივი ჰარმონიული განვითარება. როგორც ვიცით, 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირი დაიშალა და კომუნისტური იდეალები უტოპიურ იდეალებად გამოცხადდა.
![]() |
1.252 კომუნიკაცია |
▲back to top |
კომუნიკაცია
ლათ. სიტყვა. ერთი ადგილის მეორესთან დამაკავშირებელი გზა ან კავშირგაბმულობის საშუალება; ენის მეშვეობით აზრის გადაცემა, ენობრივი ურთიერთობა.
![]() |
1.253 კონვენციური ნიშნები |
▲back to top |
კონვენციური ნიშნები
ხელოვნურად შექმნილი (ე.ი. მოთათბირების, შეთანხმების საფუძველზე) ნიშნები, რომელთაც ,,შეთანხმებისამებრ“ მიეწერება გარკვეული მნიშვნელობა. მაგ., საგზაო ნიშნები, სადაც ,,შეთანხმებული ვართ“, რომ ,,წითელი აგური“ შესვლასა კრძალავს, ხოლო ხელბარიანი მუშა გულისხმობს: ამ მონაკვეთზე გზათა შეკეთება მიმდინარეობს და სიჩქარეს უნდა მოვუკლოთ. ეს კულტუროლოგიური ტერმინი განეკუთვნება სემიოტიკის სფეროს.
![]() |
1.254 კონვერგენცია |
▲back to top |
კონვერგენცია
ლათ. სიტყვა, ნიშნავს დამთხვევას, ერთნაირობას. კულტუროლოგიური კონვერგენცია: რაიმე ნიშან-თვისებათა დამთხვევა დამოუკიდებლად მიმდინარე პროცესებში. იგივეა, რაც ინტეგრაცია. ორი ან მეტი განსხვავებული კულტურის რაიმე მიზეზით (გეოგრაფიული, პოლიტიკური და ა.შ.) დაახლოება და დამსგავსება, საერთო ნიშნების ურთიერთდამთხვევა (ნებსით ან უნებლიეთ, ძალადობით).
![]() |
1.255 კონოტაცია |
▲back to top |
კონოტაცია
სემიოტიკის სფეროს ტერმინი: პირველად ენასთან მიმართებით მეორადი ენა. კონოტაცია იძლევა საშალებას კულტურისა და ხელოვნების მოვლენებში მოვინიშნოთ არა ოდენ უმთავრესი, აშკარად ხელშესახები მნიშვნელობანი, არამედ ისეთი თანამგზავრული მნიშვნელობები, რომლებიც არცთუ ისე მკაფიოდ ფიგურირებენ საზოგადოების შეგნებაში სახეებისა და ნიმუშების (სიმბოლური, ალეგორიული, მეტაფორული და სხვ.) ფორმით.
![]() |
1.256 კონტექსტი |
▲back to top |
კონტექსტი
ლათ. სიტყვა. სემიოტიკური ცნება. წერილობითი ტექსტის შინაარსობრივად დასრულებული ნაწყვეტი. იგი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს მასში შემავალი ამა თუ იმ სიტყვის ან ფრაზა-გამოთქმის ნამდვილი მნიშვნელობა. ერთი და იგივე სიტყვა ორ სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა (ზოგჯერ ურთიერთსაპირისპირო) მნიშვნელობას იძენს. მაშასადამე, კონტექსტი ზრდის ამა თუ იმ კონკრეტული სიტყვის შინაარსობრივ ტევადობას.
![]() |
1.257 კონტრკულტურა |
▲back to top |
კონტრკულტურა
თანამედროვე კულტურის განვითარების ერთი მძლავრი მიმართულება. იგი წინააღმდეგობას უწევს თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების წიაღში არსებულ ატმოსფეროს. მოძრაობა ჩაისახა 1960-იანი წლების დასავლეთის ქვეყნების ახალგაზრდობის წრეებში.
![]() |
1.258 კონფორმიზმი |
▲back to top |
კონფორმიზმი
ლათ. სიტყვა. კულტუროლოგიური გაგებით, ეს არის შემთანხმებლობა, ამორალურ კომპრომისზე წასვლა. ამის ნიმუშად პროფ. ს. სიგუას მოყვანილი ჰყავს დიდებული პოეტი იოსებ გრიშაშვილი (თავდაპირველად – თავგადაკლული ნაციონალისტი, მოგვიანებით – საბჭოთა წყობილების მეხოტბე). ამგვარ პიროვნებას ეწოდება კონფორმისტი.
![]() |
1.259 კოსმოპოლიტიზმი |
▲back to top |
კოსმოპოლიტიზმი
ბერძნ. სიტყვაა და ნიშნავს მსოფლიო მოქალაქეობის აღიარებას; იდეოლოგია, რომელიც უარყოფს ეროვნულ თვითმყოფადობას, სუვერენიტეტს; ქადაგებს სამშობლოსა და მისი კულტურისადმი ნიჰილიზმსა და გულგრილობას; აქვს ,,მსოფლიო სახელმწიფოსა“ და ,,მსოფლიო მოქალაქეობის“ ჩამოყალიბების გეგმა. ამ მიმართულების მიმდევარს ეწოდება კოსმოპოლიტი. კოსმოპოლიტიზმისა და ეროვნულის ურთიერთობის საკითხს ბრწყინვალე წერილი უძღვნა ვაჟა-ფშაველამ.
![]() |
1.260 კოჰაბიტაცია |
▲back to top |
კოჰაბიტაცია
იძულებითი ერთად ყოფნა და თანამშრომლობა, როცა ორ ან მეტ მხარეს საერთო ინტერესები აღარ აქვს. ძირითადად ეს ხდება ოჯახების (ცოლ-ქმრის) გაყოფის (დაშლის) ვითარებაში, როცა დროებით იძულებული არიან ერთ ჭერქვეშ იცხოვრონ. პოლიტიკური კოჰაბიტაციის კარგი ნიმუშია ორი პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების იძულებითი თანამშრომლობა, ანუ კოჰაბიტაცია, 2010-იან წლებში.
![]() |
1.261 კრეაციონისტული მიდგომა |
▲back to top |
კრეაციონისტული მიდგომა
კულტურასა და მის საკითხებზე თეოლოგიური შეხედულება, რომლის მიხედვითაც კულტურის წარმოშობა, განვითარება და ჩამოყალიბება განპირობებულია ზეგარდმო ძალის ჩარევით, ღვთის შეწევნითა და ჩაგონებით.
![]() |
1.262 კრიპტოგრამა |
▲back to top |
კრიპტოგრამა
ბერძნ. სიტყვაა, ნიშნავს ფარულ ჩანაწერს. ცნება განეკუთვნება სემიოტიკის სფეროს. პირობითი საიდუმლო ნიშნებით ჩანაწერი. ორ ან მეტ პირს შორის შედგება წინასწარი შეთანხმება კრიპტოგრამაში გამოყენებული ხერხების თაობაზე და ამის შემდგომ ამგვარად შედგენილ სხვათათვის გაუგებარ, საიდუმლო ტექსტებს ერთურთს გაუგზავნიან. კრიპტოგრამა ფართოდ გამოიყენება სამხედრო დაზვერვისა და ომიანობისას საიდუმლო ტექსტების გადასაცემად. კრიპტოგრამად, შეიძლება, მოვიაზროთ საქართველოში გამოყენებული ე.წ. ,,ქაჯური ენა“, რომლის შესახებ გამოკვლევა დაწერა გ. მიქაძემ.
![]() |
1.263 კრიტერიუმი |
▲back to top |
კრიტერიუმი
ბერძნ. სიტყვა. საზომი, ნიშან-თვისება, რომლის მიხედვითაც აფასებენ რასმე, განსაზღვრავენ მას, ახდენენ კლასიფიკაციას, ადგენენ უკეთეს-უარესს.
![]() |
1.264 კრიტიკა |
▲back to top |
კრიტიკა
ბერძნ. სიტყვაა. ნიშნავს განხილვის, განჩხრეკის, გარჩევის ხელოვნებას. რისამე (ტექსტის, ნახატის, მუსიკის, ქცევის, მოვლენის...) განხილვა მასში არსებული ღირსებისა და ნაკლის წარმოსაჩენად, შესაფასებლად. ი. ჭავჭავაძე მიუთითებდა, რომ კრიტიკა არისო განჩხრეკა, გამოწვლილვით გამოძიება, დადებითისა და უარყოფითის თანაფარდობის დადგენა. ჭეშმარიტი კრიტიკა ჯერ დაეძებს დადებითს, მის მნიშვნელობას, შემდეგ – ნაკლს, ხარვეზს; მიუთითებს ხარვეზების გამოსწორების საჭიროებასა და გზებზე. საამისოდ არსებობს კრიტიკოსი, ოღონდ არის კრიტიკანიც. ეგ გახლავთ პირი, რომელიც ყველაფერში ნაკლს დაეძებს. ამგვარ გაანალიზებას ზოილის ან ზოილურ კრიტიკას უწოდებენ (იხ. ზემოთ ზოილი).
![]() |
1.265 კრიტიკოსი |
▲back to top |
კრიტიკოსი
ბერძნ. სიტყვა. პირი, რომელიც ამა თუ იმ ნაწარმოებს, ვისიმე შემოქმედებას განიხილავს, განსჯის, არჩევს კარგსა და ცუდს. კრიტიკა მაინცდამაინც უარყოფითი აზრის გამოთქმას როდი მოასწავებს. აქ იგულისხმება ორივე თვალსაზრისი.
![]() |
1.266 კულტი |
▲back to top |
კულტი
ლათ. სიტყვა. რელიგიური მსახურება ღვთაებისადმი; კულტის მსახური, ანუ სასულიერო პირი, სამღვდელოების წარმომადგენელი; თაყვანისცემა, ვისიმე ან რისამე გაღმერთება. მაგ., სტალინის კულტი; საკულტო ტაძარი – რელიგიური ნაგებობა.
![]() |
1.267 კულტივირება |
▲back to top |
კულტივირება
ნიშნავდა დანერგვას, განვითარებას, რისამე გაუმჯობესებას. ის მოიაზრებდა შემოქმედებას, კრეატიულობას, ახლის შექმნას, არსებულის გარდაქმნას. ასე შეითვისა ამ ტერმინმა დღევანდელი კულტურის (მცოდნე, აღზრდილი, გემოვნებიანი) შინაარსი. საუკუნეთა წიაღ სიტყვათა შინაარსის ცვლა ჩვეულებრივი ამბავია. V საუკუნეში ქუეყანა აღნიშნავდა მიწას, დღეს – სახელმწიფოს; მედგარი ნიშნავდა დონდლოს, უდღეურს, ზარმაცს, დღეს – ვაჟკაცს, უშიშარს. ასე რომ, სიტყვა ,,კულტურამაც“ შეიცვალა გაგება და გახდა უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი შინაარსის შემცველი. და ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან მომგროვებლიდან და შემკრებიდან მხვნელ-მთესველად ჩამოყალიბებული ადამიანი ნამდვილად იყო ახლის მაძიებელი, შემოქმედი, კრეატიულად მოაზროვნე, რომელსაც ბუნებაში რაღაც ახალი, თანაც თავისეული, შემოქმედებითი შეჰქონდა. ასე გახდა არაშემოქმედი, არაკულტურული პერსონა კულტურშემოქმედი. ესაა ,,კულტურის“ ფართო თეორიული გაგება, მაგრამ არსებობს მისი ვიწრო გაგებაც. კერძოდ, როცა ვამბობთ ასეთ რასმე: წერის კულტურა, მეტყველების კულტურა, შრომის კულტურა, ვენახის მოვლის კულტურა, ღვინის დაყენების კულტურა და ა.შ. აქ უკვე იგულისხმება ამ ცალკეულ საკითხებში დახელოვნება, დაოსტატება. კულტურა გულისხმობს იმას, რაც საკუთრივ ადამიანმა შექმნა და არა ბუნებამ. ესე იგი, კულტურა არის მეორე, ხელოვნური, ბუნება, რომელიც უპირისპირდება პირვანდელს, ბუნებრივს.
![]() |
1.268 კულტურა |
▲back to top |
კულტურა
მოდის ძველი ბერძნულ-ლათინური სიტყვიდან cultura, რაც თავდაპირველად აღნიშნავდა მიწის დამუშავებას, გაფხვიერებას, დახვნას. ამ ბუდის ცნობილი სიტყვებია: კულტივატორი (რკინის გუთანი), კულტივაცია (დახვნადაფარცხვა, გაფხვიერება), კულტივირება (ჩანერგვა, ჩათესვა), კულტი (გაფეტიშება).
![]() |
1.269 კულტურანთროპოლოგია (კულტურული ანთროპოლოგია) |
▲back to top |
კულტურანთროპოლოგია(კულტურულიანთროპოლოგია)
ფილოსოფიური ანთროპოლოგიის (ადამიანის ბუნების შემსწავლელი მოძღვრების) ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. იგი ორიენტაციას იღებს იმაზე, რომ ადამიანი კულტურის სუბიექტია. კულტურული ანთროპოლოგიის ჩარჩოებში ყურადღება ექცევა იმას, რომ კულტურათა ნაირსახეობის ვითარებაში კონკრეტული ისტორიული პირობების გამო ადამიანის არსება იცვლება. ეს კი გულისხმობს ამ ძიებების დაფუძნებას არა მარტო ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის, არამედ ისტორიისა და სოციოლოგიის, თეოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობისა და სხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიღწევებზე.
![]() |
1.270 კულტურის სული |
▲back to top |
კულტურის სული
ტერმინს სული ჩაუდგა და დიდი ავალა მისცა ოსვალდ შპენგლერმა, ფილოსოფოს-იდეალისტმა. კულტურის ამ თეორეტიკოსმა ისტორიის მატერიალისტურ გაგებას დაუპირისპირა ფატალიზმი, რაც განვითარების პროგრესს უარყოფს. ისტორია მისთვის დამოუკიდებელი ცალ-ცალკე ჩაკეტილი ციკლური კულტურების კონგლომერატია. ეს ცალკეული კულტურები ჩაისახებიან, აყვავდებიან და დაიხოცებიან. ამ კანონს ვერც ერთი ვერ ასცდება. ასე მოელის მოწინავე ევროპულ კულტურასაც. უკვე დაწყებულია მისი აღსასრული. აი, ეს იდეა დაედო საძირკვლად გახმაურებულ წიგნს ,,ევროპის დაისი“. თითოეული კულტურის ,,მორფოლოგიურ სტრუქტურას“ საფუძვლად უდევს ,,კულტურის სული“, რაც ამ სტრუქტურის მამოძრავებელია. ევროპის კულტურამ გაიარა განვითარების I და II სტადია. ამჟამად შევიდა III სტადიაში, დაისის, გადაგვარების სტადიაში. გადაგვარების უტყუარი ნიშანია ის, რომ კულტურა გადაიქცა ცივილიზაციად. ძირითადად ეგ იდეა გაიზიარა ტოინბიმ. კულტუროგენეზი – კულტურის ჩასახვის პროცესი. კულტუროლოგია – თუ ცნება ,,კულტურა“ ძველია, სიტყვა ,,კულტუროლოგია“ ახალია. პირველად იგი იხმარა გერმანელმა ნატურფილოსოფოსმა, 1909 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ვილჰელმ ფრიდრიხ ოსტვალდმა, რომელსაც ლენინი ეძახდა გამოჩენილ ქიმიკოსსა და მეტად აბნეულ ფილოსოფოსს. ტერმინი შემდეგ გაიმეორა ამერიკელმა ლესლი უაიტმა. კომპოზიტი შედგება ორი სიტყვისაგან ,,კულტურა“ და ,,ლოგია“. ,,ლოგოსი“ ნიშნავს მოძღვრებას, მეცნიერებას. მაშასადამე, კულტუროლოგია არის მოძღვრება კულტურის შესახებ. იგი შეისწავლის კულტურის ჩასახვას, განვითარებას, განვითარების კანონებსა და კანონზომიერებებს; მის მიმართებას პოლიტიკის, რელიგიის, ისტორიის, ლიტერატურისა თუ სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებებისადმი. კულტუროლოგია არის ზოგადსაგანმანათლებლო საგანი, რომელიც უნდა ისწავლებოდეს ყველა უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სკოლაში. სიღრმისეული თვალსაზრისით, კულტუროლოგია მოიცავს კულტურის ისტორიას, კულტურის თეორიას, კულტურის ანთროპოლოგიას, კულტურის შესახებ არსებულ მოძღვრებათა ისტორიას, კულტურის ფილოსოფიასა და გამოყენებით კულტუროლოგიას.
![]() |
1.271 კულტურტრეგერი |
▲back to top |
კულტურტრეგერი
გერმ. სიტყვა. ეწოდება კულტურისა და მისი კანონების დამნერგავ პიროვნებას, რომელსაც იმედი აქვს, რომ შესაძლებელია კაცობრიობის კულტურული წინსვლა და განვითარება.
![]() |
1.272 კულტურული |
▲back to top |
კულტურული
კულტურასთან დაკავშირებული, განათლებული და ინტელექტუალურად განვითარებული. კულტურულ პიროვნებას ახასიათებს სამი უმთავრესი თვისება: 1. არის საკუთარი საქმის ღრმა სპეციალისტი, ანუ პროფესიონალი; 2. გახლავთ ჯეროვნად აღზრდილი მოწინავე პედაგოგიური იდეების საფუძველზე; 3. არის ესთეტიკურად განვითარებული და გემოვნებიანი.
![]() |
1.273 კულტურული არეალები |
▲back to top |
კულტურული არეალები
გარკვეული ლოკალური კულტურის ტიპების გავრცელების ტერიტორიული ზონები. კულტურულმა არეალმა, შესაძლოა, მოიცვას სპეციალიზებული კულტურების ცალკეული ელემენტების გავრცელების ზონები.
![]() |
1.274 კულტურული ინტეგრაცია |
▲back to top |
კულტურული ინტეგრაცია
სახელმწიფოთა, ეთნოკულტურულ ჯგუფთა და ისტორიულ-კულტურულ წარმონაქმთა შორის კულტურულ ურთიერთობათა და ზეგავლენათა პროცესის გაღრმავება.
![]() |
1.275 კულტურული მარგინალობა |
▲back to top |
კულტურული მარგინალობა
1. ცხოველმოქმედების მდგომარეობა და თავისებურებანი იმ ადამიანთა ჯგუფებისა და ცალკეული ინდივიდებისა, რომელთა ღირებულებითი ორიენტაციები და მიზნები, აგრეთვე ქცევის მოდელები განეკუთვნება (რეალურად თუ ინტენციურად) სხვადასხვა კულტურულ სისტემებს და გამომდინარეობენ ამ სისტემათა მოთხოვნებიდან, ოღონდ არც ერთ ამ სისტემაში არ არიან ბოლომდე და მთლიანად ინტეგრირებულნი; 2. ასოციალური, ანტიკულტურული, კონტრკულტურული გამოვლინებანი.
![]() |
1.276 კულტურულ-ნაციონალური ავტონომია |
▲back to top |
კულტურულ-ნაციონალური ავტონომია
მცირე ხალხის უფლებათა დაცვის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული საშუალება მრავალეროვნულ სახელმწიფოში. ეს ნიშნავს: ჰქონდეს საკუთარი თვითმმართველობა, ენა, სკოლა, ლიტერატურა და ხელოვნება და ა.შ., ოღონდ საზღვარი და ჯარი – არა.
![]() |
1.277 კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები |
▲back to top |
კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები
გამოყენებითი კულტუროლოგიის სფერო. თეატრი, კინო, კულტურის სახლები, საგამოფენო დარბაზები, არქივი, გალერეები და სხვ. კუპლეტი – ფრანგ. სიტყვა. მოძველებული გააზრებით, ლექსის ან სიმღერის სტროფი. ამჟამად საკითხი უფრო დაკონკრეტდა: ლექსის ერთ შეკრულ მონაკვეთს ეწოდება სტროფი, ხოლო სიმღერის იმავე მონაკვეთს – კუპლეტი. მაშ, ასე: მსახიობმა წაიკითხა სტროფი, მაგრამ მომღერალმა იმღერა კუპლეტი. ლ
![]() |
1.278 ლათინური |
▲back to top |
ლათინური
ძველი რომის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული ფაქტი ან მოვლენა. მაგ., ლათინური ენა, ლათინური ასოები, ლათინთა ყოფა, ლათინური ამერიკა (ამერიკის კონტინენტზე არსებული იმ ახალგაზრდა სახელმწიფოების ზოგადი სახელწოდება, რომლებიც შექმნეს იმ ხალხებმა, რომელთა რომანული ენები აღმოცენდნენ ლათინურიდან. კერძოდ, ბრაზილიაში გაბატონებულია პორტუგალიური, ჰაიტიზე – ფრანგული, ბევრგან – ესპანური); ლათინური ენიდან ნასესხებ სიტყვას ეწოდება ლათინიზმი, ხოლო რომელიმე ანბანის (ან იეროგლიფის) შეცვლას ლათინური ანბანით ეწოდება ლათინიზაცია.
![]() |
1.279 ლაიტმოტივი |
▲back to top |
ლაიტმოტივი
გერმ. სიტყვა. მთავარი, ცენტრალური მოტივი (თემა), რომელიც, შეიძლება, დროდადრო გამეორდეს მუსიკალურ ნაწარმოებში, ლექსში, რომანში. მაშასადამე, ეგ არის სახელმძღვანელო, უმნიშვნელოვანესი აზრი. იგი, შესაძლოა, წარმოადგენდეს რეფრენს, მისამღერს, ცენტრალურ სტროფს. მაგ., ბარათაშვილის ,,მერნის“ ლაიტმოტივი გამოხატულია I სტროფში. იგი ხმიანდება ლექსის ბოლოსაც; ალ. ჭავჭავაძის ერთ ლექსში ყველა სტროფის ბოლოს მოდის ტაეპი: ,,მე იგივე ვარ მარად და მარად“, ე.ი. რა ვითარებაც უნდა იყოს, მუდამ პატრიოტად ვრჩებიო. საერთოდ, ალ. ჭავჭავაძეს მეტად ახასიათებდა სალაიტმოტივო სტროფების აქცენტირება. ამის გაუგებრობას ქართულ სინამდვილეში მოჰყვა კულტუროლოგიური კრახი. ჭავჭავაძეს აქვს ცნობილი ლექსი ,,ვისაც გსურთ“. პირველი სალაიტმოტივო სტროფი ამგვარია: ვისაც გსურთ ჩემთა ამბავთა ცნობა, მისმინეთ ჭირში ფლობილს, მისმინეთ, ვით მაქვს ჭმუნვა და თმობა, ურვისგან გულშეპყრობილს! ამის შემდეგ მოდის რამდენიმე სხვა სტროფი. ხელნაწერებში ყოველი მომდევნო სტროფის ქვეშ წერია ამგვარი ,,გაუგებარი“ რამ: ,,ვისაც გსურთ და სხვა“. ჩვენმა მეცნიერებმა ამ ფრაზას თავი და ბოლო ვერ გაუგეს და, ერთ შემთხვევაში რომ ყოველი სტროფის ბოლოში ეს ,,უცნაური“ სიტყვები ბეჭდეს, სხვა შემთხვევაში ეს ,,ზედმეტი“ და ,,გაუგებარი“ ფრაზა საერთოდ ჩამოაშორეს ტექსტს. სინამდვილეში ვერ გაიგეს იმ დროის კულტუროლოგიური ვითარება: მაშინ მოდაში იყო სასიმღერო ლექსების შექმნა და სალაიტმოტივო სტროფების რეფრენად, მისამღერად ქცევა. ალ. ჭავჭავაძემ ზემომითითებული ლექსის I სტროფი სასიმღერო რეფრენად განიზრახა და ეგ ლექსი ფორტეპიანოზე მშვენივრად დამკვრელ და მომღერალ თავის გოგონებს (ნინო და ეკატერინე) მიართვა. ლექსში I სტროფი მთლიანად უნდა გამეორებულიყო ყოველი სტროფის ბოლოს, ოღონდ, ბევრი რომ არ ეწერა და ქაღალდის ეკონომიაც გაეკეთებინა, ავტორმა I სტროფის ოთხივე ტაეპი ყოველი მომდევნო სტროფის შემდეგ აღარ დაწერა, ოღონდ მიუთითა: ყოველი ახალი სტროფის შემდეგ იმღერეთ და დაბეჭდეთო მთავარი სათქმელის შემცველი I სტროფი. სწორედ ამას ნიშნავს ,,ვისაც გსურთ და სხვა“. ,,და სხვა“ აღმოჩნდა ის ,,შიფრი“, რომელთაც მკვლევრებმა ვერაფერი გაუგეს, თორემ პოეტის მშვენიერი ქალიშვილები I სტროფს ხუთჯერ მღეროდნენ ფორტეპიანოს თანხლებით. მაშ, რა უნდა ექნათ ჩვენს გამომცემლებს? მითითებული ლექსიდან არათუ უნდა გაეძევებინათ I სტროფი, არამედ იგი ხუთჯერ უნდა დაებეჭდათ! აი, ასეთია ერთი კულტუროლოგიური კურიოზის ამბავი.
![]() |
1.280 ლაპიდარული |
▲back to top |
ლაპიდარული
უმეტესად ითქმის ,,ლაპიდარული სტილი“. ლათ. სიტყვაა და აღნიშნავდა ქვაზე ამომჭრელს, წარწერების ქვაზე მკეთებელს. ამგვარი ტექსტი გრძელი ვერ იქნებოდა. მაშასადამე, ნიშნავს მოკლეს, სხარტს, მოქნილს. ასეთი სტილი ახასიათებს ძველი რომაული ძეგლების წარწერებს. სხვათა შორის, ლაპიდარული გამოთქმის შესანიშნავი ნიმუშია ერთ-ერთ ლაშქრობაში გამარჯვებული იულიუს კეისრის მიერ რომში გაგზავნილი შეტყობინება: ,,მოველ, ვნახე, ვძლიე“ (,,ვენი, ვიდი, ვიცი“). იგივეა, რაც ლაკონიური, ლაკონიზმი.
![]() |
1.281 ლაურეატი |
▲back to top |
ლაურეატი
ლათ. სიტყვაა და ნიშნავს დაფნის გვირგვინოსანს. ძველ რომში რაიმე დარგში გამარჯვებულებს ამკობდნენ დაფნის გვირგვინით. ამჟამად აღნიშნავს იმ პირს, ვისაც თვალსაჩინო დამსახურებისათვის რაიმე წოდებულება მიენიჭა. მაგ., საქართველოში ყველაზე სასახელოა რუსთაველის სახელობის პრემია. ამ პრემიის ლაურეატები არიან შემდეგი მოღვაწენი: მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, პროზაიკოსი რევაზ მიშველაძე, პოეტი შოთა ნიშნიანიძე.
![]() |
1.282 ლეგიტიმაცია |
▲back to top |
ლეგიტიმაცია
ლათ. ცნება, სიტყვასიტყვით: კანონიერი, დაკანონებული. რაიმე უფლების ან რწმუნების კანონიერად აღიარება. კულტუროლოგიური თვალსაზრისით, სოციალური ანდა კულტურული მოვლენის ,,დაკანონების“ პროცესი.
![]() |
1.283 ლესბოსური ურთიერთობა |
▲back to top |
ლესბოსური ურთიერთობა
სხვაგვარად – ლესბოსური სიყვარული, ქალის არაბუნებრივი სქესობრივი ლტოლვა ქალისა და არა მამაკაცისადმი. ეს ვნება უფრო მეტად გავრცელებული იყო ძველი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე. ამიტომაც შერჩა ეგ სახელი. შეადარეთ მსგავსი ამბავი: კუნძულ კვიპროსზე მეტად გავრცელებულ მცენარეს ეწოდა კვიპაროსი. რუსულად კვიპროსს ეწოდება ასე ,,კიპრ“. ამიტომაც ზემოხსენებულ ლამაზ ნაძვის ხეს რუსულად ეწოდება ,,კიპარისი“.
![]() |
1.284 ლექსიკოგრაფია |
▲back to top |
ლექსიკოგრაფია
,,ლექსი“ სიტყვაა, ,,გრაფო“ – ვწერ. ენათმეცნიერების დარგი, რომელიც ლექსიკურ მარაგზე დაყრდნობით ამუშავებს ლექსიკონების (სიტყვარების) შედგენის თეორიულ საკითხებს. სალექსიკონო მუშაობის არაერთი მიმართულება გამოიყოფა. ლექსიკონ-სიტყვარი არსებობს სხვადასხვა ტიპისა: განმარტებითია ლექსიკონი, რომელშიც ერთი რომელიმე ენის სიტყვათა მნიშვნელობაა ახსნილი და გარჩეული. მაგ., ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (არსებობს ერთტომიანი და მრავალტომიანი გამოცემები). განმარტებითია სულხან-საბას ,,ლექსიკონი ქართული“ (ორ ტომად); ენციკლოპედიური ლექსიკონი იძლევა ყოველგვარ ცოდნას და ყოველი ფაქტის, მოვლენისა და ცნობილი პიროვნების შესახებ აუცილებელ ცნობებს, მაგ., ასეთია ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, 11 ტომად; ორთოგრაფიულია ლექსიკონი, რომელშიც ნაჩვენებია და ზოგჯერ ახსნილიც კი ამა თუ იმ სიტყვის დაწერილობის სისწორე და სიზუსტე. მაგ., თოფურია-გიგინეიშვილის ,,ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (ერთტომეული); მთარგმნელობითია ორენოვანი ლექსიკონი, რომელშიც, ანბანთრიგის მიხედვით, ჩამოწერილია ერთი ენის სიტყვები და იქვე მითითებულია ამ სიტყვათა შესატყვისი ფორმები. მაგ., რუსულ-ქართული ლექსიკონი, ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, ქართულ-თურქული სასაუბრო და ა.შ. არსებობს უცხო სიტყვათა ლექსიკონი, რომელშიც მოცემულია ამა თუ იმ ენაში დამკვიდრებული ე.წ. ,,კეთილი ბარბარიზმები“, ანუ დასაშვები და საჭირო უცხოური ფორმები, და მათი ახსნა-განმარტება. მაგ., მიხ. ჭაბაშვილის ,,უცხო სიტყვათა ლექსიკონი“; არის საგანგებო დარგობრივი ლექსიკონები. მაგ., ანდრო ჭილაიას ,,ლიტერატურათმცოდნეობის ლექსიკონი“, რომელიც ეხება პოეტიკის საკითხებს; ამ ტიპისაა ნოდარ გაფრინდაშვილის ,,მითოლოგიური ლექსიკონი“; წინამდებარე ,,კულტუროლოგიური ტერმინოლოგიაც“ აღნიშნული ყაიდის სიტყვარია, რომელშიც განმარტებულია კულტუროლოგიასთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებები.
![]() |
1.285 ლიბერალიზმი |
▲back to top |
ლიბერალიზმი
პოლიტიკური მიმართულება, რომელიც იცავდა ბურჟუათა თავისუფლებას ფეოდალიზმის ეპოქაში. მაშინ ის იყო პროგრესული მოვლენა, ხოლო, როდესაც დამყარდა ბურჟუაზიის პოლიტიკური ბატონობა, გადაიქცა რეაქციულ მოვლენად; მეორე გაგებით, უარყოფით მოვლენებთან შემრიგებლობა, მავნე შემწყნარებლობა.
![]() |
1.286 ლირა |
▲back to top |
ლირა
ბერძნ. სიტყვა. ძველი ბერძნული სიმებიანი საკრავი; მიიჩნევენ პოეტური შემოქმედების შთაგონების სიმბოლოდ. საზოგადოდ, ძველად ლექსებს წერდნენ ლირაზე დასამღერებლად. ამიტომაც ეწოდა შინაგანი განცდების გამომხატველ წვრილ-წვრილ ლექსებს ლირიკა. როცა ძველად პოეტი თავისი ქმნილებების კრებულს აქვეყნებდა, წიგნის წინა გარეკანზე ეხატა პოეზიის სიმბოლო ლირა; ვინც ლირიკულ ქმნილებებსა თხზავს, ის ლირიკოსია. მისგან განსხვავდება ეპიკოსი, რომელიც თხრობით ტექსტებსა ქმნის. ასეთია, მაგ., ვაჟა-ფშაველას პოემები.
![]() |
1.287 ლიტერი |
▲back to top |
ლიტერი
სემიოტიკის სფეროში შემავალი ცნება. ლათინურია და აღნიშნავს ასოს. პირობითი ასოითი ნიშანი, ნაწერის შემადგენელი უმცირესი ერთეული. ჩვეულებრივ, ქართულში ერთ ლიტერს შეესატყვისება ერთი ბგერა. ლიტერების მომარჯვებით იქმნება ლიტერატურა, ანუ ლიტერებით (ასოებით) შედგენილი ტექსტი, რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ ერის, ეპოქის ან კაცობრიობის მხატვრულ, სამეცნიერო, ფილოსოფიურ თუ სხვა სახის ნაწარმოებთა ერთობლიობას. მაშასადამე, ცალკე აღებული ცნება ლიტერატურა გულისხმობს ნებისმიერი შინაარსისა და სახის ტექსტს, ოღონდ მასში გამოიყოფა ძირითადი სახეობები: მხატვრული ლიტერატურა, სამეცნიერო ლიტერატურა, საცნობარო-ინფორმაციული და სხვა ლიტერატურები.
![]() |
1.288 ლოზუნგი |
▲back to top |
ლოზუნგი
გერმანულია. სხარტად გამოთქმული სახელმძღვანელო იდეა, ამოცანა ან პოლიტიკური მოთხოვნა, მოწოდება. მაგ., კომუნისტური საზოგადოების ცნობილი ლოზუნგი გახლდათ: ,,პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“
![]() |
1.289 ლურსმული დამწერლობა |
▲back to top |
ლურსმული დამწერლობა
იგივე სოლისებრი დამწერლობა. საწერ მასალაზე ოთხკუთხა ჯოხით გადაჰქონდათ ნიშნები, რომლებიც სოლის ფორმას იღებდნენ. გაჩნდა შუმერში III ათასწლეულის შუა ხანებში. ეს გახლდათ სიტყვიერმარცვლოვანი დამწერლობის ნიმუში უკვე შუმერშივე. მ
![]() |
1.290 მავზოლეუმი |
▲back to top |
მავზოლეუმი
ბერძნულ-ლათინური სიტყვა. საფლავის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობა. სახელწოდება მიიღო ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების სახელისაგან. ძვ.წ. აღრიცხვის IV საუკუნეში ჰალიკარნასში მეფე მავსოლეს მოუწყვეს გრანდიოზული ძვალთშესანახი. ამგვარი სამარხ-მავზოლეუმების აგების მოდა გავრცელდა ძველ რომსა და მთელ აღმოსავლეთში. მოგვიანებით მას დაემატა ახალი ელემენტები, ვთქვათ, ტრიბუნა, რითაც მას საზოგადოებრივი მნიშვნელობა მიენიჭა (ლენინის მავზოლეუმი მოსკოვში; გიორგი დიმიტროვისა – სოფიაში). თვით ჰალიკარნასი იყო ისტორიის მამად შერაცხული ჰეროდოტეს სამშობლო. ჰეროდოტეს მიერ შედგენილ შვიდი საოცრების ნუსხაში ჰალიკარნასის მავზოლეუმს საპატიო ადგილი მიეკუთვნა.
![]() |
1.291 მავრიტანული სტილი |
▲back to top |
მავრიტანული სტილი
არქიტექტურული მანერა, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო არკადები, გუმბათები, მდიდარი გეომეტრიული ორნამენტები; გავრცელებული გახლდათ მუსლიმანურ ქვეყნებსა და მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე, მაგ., ესპანეთში.
![]() |
1.292 მაიორატი |
▲back to top |
მაიორატი
ლათინური ,,მაიორი“ უდრის უფროსს. ეს გახლდათ მემკვიდრეობითობის ისეთი ფეოდალური წესი, რომლის მიხედვითაც, სამემკვიდრეო უფლება მამიდან (მეფიდან) გადადის უფროს შვილზე (უფროს უფლისწულზე). საქართველოს მეფეთა კარზე ეს წესი იყო მიღებული და იგი ძალიან იშვიათად ირღვეოდა. ამის საპირისპირო ტერმინია მინორატი, როცა მემკვიდრეობა გადადის უმცროს შვილზე.
![]() |
1.293 მაკიაველიზმი |
▲back to top |
მაკიაველიზმი
იტალიელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის ნიკოლო მაკიაველის გვარის მიხედვით შექმნილი ტერმინი. გულისხმობს რეაქციულ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, დასახული საქვეყნო მიზნის მისაღწევად გამართლებულია ნებისმიერი საშუალება: მკვლელობა, ტყუილი, ვერაგობა, გამცემლობა, მეტოქეების ერთმანეთზე წაკიდება და ა.შ. ეგ იდეა მან გაატარა არაერთ თხზულებაში, ოღონდ ყველაზე მკაფიოდ ნაშრომში ,,მთავარი“. წიგნი ქართულად თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ. მაკიაველის ,,მთავარი“ თავიანთ სამაგიდო წიგნად მიაჩნდათ ვ.ი. ლენინსა და ი.ბ. სტალინს. ლენინის ცნობილი წერილი ცეკასადმი, სადაც მოუწოდებს, დახვრიტონ სამღვდელოების წარმომადგენლები და გაძარცვონ ეკლესიები, ჩაგონებულია მაკიაველის იდეოლოგიით.
![]() |
1.294 მალთუსიანელობა |
▲back to top |
მალთუსიანელობა
ინგლისელი ეკონომისტ-სოციოლოგის მალთუსის გვარის მიხედვით ჩამოყალიბებული იდეოლოგია, რომლის აზრითაც, ყველა სოციალური ბედუკუღმართობის თავწყაროა მოსახლეობის რაოდენობის მეტისმეტად სწრაფი ზრდა და არა რომელიმე წყობილება, თუნდაც, ვთქვათ, კაპიტალიზმი. მან, ერთ-ერთმა პირველმა, დაწერა დემოგრაფიული წიგნი აღნიშნულის შესახებ. არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოსდა ავტორი ქადაგებდეს ომის საჭიროებას, რათა ხალხთმოსახლეობა შემცირდეს. ასეთი იდეა მის ნაწერებში არ დასტურდება.
![]() |
1.295 მანიფესტი |
▲back to top |
მანიფესტი
ლათ. სიტყვაა და ნიშნავს აშკარას, გამოაშკარავებას, გამოქვეყნებას, სახალხოდ გამოტანას, განცხადებას. ეგ, შეიძლება, იყოს უმაღლესი ხელისუფლების მიმართვა მოსახლეობისამი განსაკუთრებული ვითარების დროს ან პოლიტიკური პარტიის, რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წერილობითი საპროგრამო მიმართვა, განცხადება (მაგ. მარქსისა და ენგელსის ,,კომუნისტური პარტიის მანიფესტი“) ან კიდევ მავანი ლიტერატურული ჯგუფის შემოქმედებითი პრინციპების წერილობითი გადმოცემა (ვთქვათ, ცისფერყანწელების ლიტერატურული განცხადებები და მანიფესტები); ხალხთა მასის პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსვლამსვლელობას კი მანიფესტაცია ეწოდება, ამ მსვლელობის მონაწილეს – მანიფესტანტი.
![]() |
1.296 მართლმადიდებლობა |
▲back to top |
მართლმადიდებლობა
ქრისტიანობის სახესხვაობა. ქრისტიანობის ერთი ძლიერი ფრთა არის კათოლიკობა, მეორე – მართლმადიდებლობა. იგი გავრცელებულია (უმთავრესად) აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთში, კავკასიაში. კერძოდ, ქართველები ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან. მისი თავისებურებაა: სულიწმინდის მხოლოდ მამაღმერთიდან გამოსვლა; ეკლესიის უცოდველობა; დოგმატების უცვლელობა; სალხინებლის უარყოფა; ხატთა თაყვანისცემა; თეთრი სამღვდელოების სავალდებულო ქორწინება; მას ერთი ცენტრი კი არ აქვს, არამედ 15, რაკიღა 15 დამოუკიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიისაგან შედგება. მისთვის დამახასიათებელია კონსერვატიზმი.
![]() |
1.297 მარქსიზმი |
▲back to top |
მარქსიზმი
კარლ მარქსის სახელის მიხედვით. ფილოსოფიურ-სოციოლოგიური მოძღვრება ბუნებისა და საზოგადოების განვითარების შესახებ. ეს გახლდათ მატერიალისტური მოძღვრება, რომელიც საზოგადოების განვითარების ძრავად მიიჩნევდა კლასთა ბრძოლას, ჩაგრულმჩაგვრელთა დაპირისპირებას. მოგვიანებით ამ მოძღვრებას ,,მეცნიერული კომუნიზმი“ უწოდეს, რათა იგი გაერჩიათ უტოპიური კომუნიზმისაგან. მარქსიზმის საბოლოო მიზანი იყო კომუნიზმის დამყარება. დრომ უჩვენა, რომ საბოლოოდ ,,მეცნიერული კომუნიზმიც“ უტოპია და მიუღწეველი ოცნება აღმოჩნდა.
![]() |
1.298 მასკარადი |
▲back to top |
მასკარადი
იტალიურია ,,მასკარონე“ და ,,მასკარადი“. პირდაპირი თარგმანით ნიშნავს ,,მასკების“ (ნიღბების) პარადს, რიგს, ჩამოვლას. გასართობი საღამო, მეჯლისი, უმთავრესად კომიკურ-სამხიარულო, რადგან ამ დროს აცვიათ ცხვრის ან თხის ტყავი ფეხებიანად, რქებიანად, უკეთიათ ნიღბები, გამოიყურებიან სასაცილოდ; მღერიან უწმაწურ და სასაცილო სიმღერებს; მასხრობენ (ხუმრობენ). აღნიშნულ სიტყვაში გამოიყოფა ბგერათკომპლექსი მასკარა. იტალიაში დღესაც არსებობს გვარი მასკარა. შეადარეთ მას ქართული (დასავლური) სიტყვა მასხარა. ეჭვი არაა, ქართული ,,მასხარა“ მომდინარეობს იტალიური ბგერათკომპლექსიდან ,,მასკარა“. ისიც სათქმელია, რომ გვაქვს გვარი ,,მასხარაშვილი“.
![]() |
1.299 მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი |
▲back to top |
მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი
მასობრივი აუდიტორიისათვის განკუთვნილი ინფორმაციის გავრცელების საშუალებები. ეს ინფორმაცია მისაწვდომი უნდა იყოს ფართო მასებისათვის და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, პროფესიულად დახვეწილი და გამართული, ამავე დროს, ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და გავრცელებას უნდა ჰქონდეს წარმოების სახე.
![]() |
1.300 მასობრივი კულტურა |
▲back to top |
მასობრივი კულტურა
ელიტარულის საწინააღმდეგო. მოხმარების ინდუსტრია და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების ფართოდ გაშლილი ქსელი ამჟამად. სხვაა ადრინდელი მასკულტურა, სხვა – თანამედროვე.თუ ილია ჭავჭავაძის დროინდელი ხალხზე ზრუნვით იყო განმსჭვალული, დღევანდელი ცდილობს რეალური ცხოვრების პრობლემებიდან პიროვნების ყურადღების გადართვას გასართობ მასობრივი პროდუქციის სანახაობით აღქმაზე, ემოციურ განმუხტვასა და წარმოსახვის თამაშზე. ამით ადამიანი ოცნებების, ილუზიების სამყაროში გადაჰყავთ და მას თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემათა გადაჭრაში მონაწილეობის მოჩვენებით წარმოდგენას უქმნიან, ცდილობენ, შეარიგონ იგი თანამედროვეობისათვის დამახასიათებელ წინააღმდეგობებს. მართალია, ამ დროს ფართო მასები ეზიარებიან კულტურის ცალკეულ ღირებულებებს, მაგრამ ყოველივე ეს ეწინააღმდეგება ნამდვილ დემოკრატიას.
![]() |
1.301 მატერიალიზმი |
▲back to top |
მატერიალიზმი
ფრანგული სიტყვა. სამეცნიერო და ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც უძველესი დროიდანვე დაუპირისპირდა იდეალიზმს. წინააღმდეგ იდეალიზმისა, მას მიაჩნია, რომ ყოფიერება მთავარია, პირველადია, ცნობიერება – მეორადი; რომ მატერია, ბუნება პირველადი და უმთავრესია, ხოლო იდეა, ცნობიერება, სული – მეორეული; რომ არსებობს ობიექტური სამყარო ცნობიერება-აზროვნებისაგან დამოუკიდებლად; ამავე დროს, აღიარებს: სამყარო და კაცობრიობის განვითარების კანონები შეცნობადია, გნოსტიკურია. მატერიალიზმის კვლევის მეთოდია დიალექტიკური მატერიალიზმი.
![]() |
1.302 მატერიალისტური კულტურა |
▲back to top |
მატერიალისტური კულტურა
სულიერი კულტურის მეშვეობით დაგროვებული გამოცდილების, იდეებისა და მოთხოვნილებების საგანგებოდ კონსტრუირება.
![]() |
1.303 მატრიარქატი |
▲back to top |
მატრიარქატი
აქ ერთმანეთთან შეჯერებულია ორი სიტყვა: ,,მატერ“ დედა და ,,არქე“ ძალაუფლება. მაშასადამე, დედათა ძალაუფლება – პირველყოფილი გვაროვნული წყობილება, სადაც გვაროვნული ერთეულები იქმნებოდა ქალის ხაზით ნათესაობის საფუძველზე და ამ საზოგადოებაში ქალს გაბატონებული მდგომარეობა ეჭირა. იგი ყველა ხალხში არ ჩამოყალიბებულა.
![]() |
1.304 მაჰმადიანობა |
▲back to top |
მაჰმადიანობა
რელიგია, რომელიც, გადმოცემების მიხედვით, დააარსა წინასწარმეტყველმა მაჰმადმა მე-7 საუკუნის არაბეთში; ისლამი, მუსლიმანობა. ხშირად შეცდომით ამბობენ ტერმინებს ,,მუსულმანი“, ,,მუსულმანობა“. ეს რუსული ყაიდის ფორმებია. ქართულია ,,მუსლიმი“, ,,მუსლიმანი“, ,,მუსლიმანობა“.
![]() |
1.305 მედასავლეთეობა |
▲back to top |
მედასავლეთეობა
რუსული საზოგადოებრივი აზროვნების მიმართულება XIX საუკუნის შუა ხანებში. ამ მიმართულების წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ რუსული კულტურა უნდა განვითარდეს დასავლეთევროპული კულტურული განვითარების გზით. ამ იდეას იცავდნენ გერცენი, ოგარიოვი, ბელინსკი, ი.ტურგენევი, ი. პანაევი. ამის საწინააღმდეგო მოვლენა იყო სლავოფილობა.
![]() |
1.306 მედიაცია |
▲back to top |
მედიაცია
ლათ. სიტყვა. ორ სახელმწიფოს შორის დავაში მესამე ქვეყნის ჩარევა შუამდგომლობისა და შერიგების მიზნით; მედიატორი მოსამართლის (მომრიგებელი მოსამართლის) მიერ ორი ერთმანეთის წინააღმდეგ მომჩივანი მხარის სასამართლო საქმის უწარმოებლად და დროის დაუკარგავად მოგვარება მათი მორიგების გზით. სხვათა შორის, ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის უნივერსიტეტიდან დაბრუნების შემდეგ დუშეთის მაზრაში სწორედ მომრიგებელ მოსამართლედ განამწესეს.
![]() |
1.307 მედიტაცია |
▲back to top |
მედიტაცია
ლათ. სიტყვა. დაფიქრება, ჭვრეტა, ფიქრით განმსჭვალვა. ლირიკულ-მედიტაციურია ტერენტი გრანელის მთელი შემოქმედება; ესენინის, ბლოკის ლექსები. ამგვარ მინორულ ქმნილებებს უპირისპირდება მაჟორული, ხმაურიანი, პუბლიცისტური ლექსები, მოქალაქეობრივი პათოსის გამომხატველი საბარიკადო, სამიტინგო ქმნილებანი. ასეთია მაიაკოვსკის, ალ. მირცხულავას, ირ.ევდოშვილის ტექსტების უმრავლესობა. ისინი წერენ რევოლუციაზე, ბუნტზე, ბარიკადებზე, პასპორტსა და ქარხანაზე, დაზგასა და მანქანებზე, კომკავშირულ ბრიგადებზე და
ა.შ.
![]() |
1.308 მემუარები |
▲back to top |
მემუარები
ფრანგ. სიტყვა. მოგონებანი, ტექსტი, რომელშიც მოთხრობილია ავტორის თავგადასავალი, გახსენებულია საზოგადოებრივ ყოფაში მომხდარი მოვლენები, ნაირგვარი ამბები, ცნობილი პიროვნებები და იმათი ურთიერთობები სხვა პირებთან. ვინც ამგვარ ნაწარმოებს ქმნის, ის არის მემუარისტი. მენტალობა, მენტალიტეტი – ფრანგ. სიტყვა. მსოფლშეგრძნება, მსოფლაღქმა; კოლექტიური ანდა პიროვნული შეგნების სიღრმისეული ფსიქოლოგიური დონე. მენტალიტეტი ყალიბდება კულტურაში ტრადიციების, სოციალური ინსტიტუტების, ადამიანის ყოფიერებისა და გარემომცველი მოვლენების ზემოქმედებით. იგი წარმოადგენს პიროვნების ან სოციალური ჯგუფის ფსიქოლოგიური და ქცევითი მიზანდასახულობა-განაწესების ერთობლიობას. ის ერთმანეთთან აერთებს და ათანხმებს ცნობიერი და ქვეცნობიერი ფსიქიკური მდგომარეობების ღირებულებით ფორმებს. ამით კიდევაც განსაზღვრავს ადამიანის ანდა სოციალური ჯგუფების ყოფიერების მთელ სახეს.
![]() |
1.309 მეორეული მოდელირებადი სისტემა |
▲back to top |
მეორეული მოდელირებადი სისტემა
(,,კულტურის მეორადი ენები“, ,,კულტურული კოდები“) – ეს გახლავთ ენები, რომლებიც დააშენდება კულტურის პირველად ნიშნად სისტემებს, და ხელს უწყობს უფრო მაღალი სემიოტიკური სისტემების ჩამოყალიბებას. ასეთებად მიიჩნევა ენები კულტურის ისეთი ფორმებისა, როგორიცაა მითოლოგია და რელიგია, ფილოსოფია და მეცნიერება, სამართალი და პოლიტიკა, სპორტი და რეკლამა, ტელემაუწყებლობა, ინტერნეტი და მეცენატი, მეცენატობა – მეცნიერთა და ხელოვანთა მფარველი, დამფინანსებელი, შემწე და მეოხი. განზოგადებული სახელი მოდის კერძო პიროვნების გვარისაგან. რომში ქრისტემდე I საუკუნეში, კეისარ ავგუსტუსის დროს, მოღვაწეობდა მდიდარი მოქალაქე გაიუს ცილნიუს მეცენატი, რომელიც მფარველობდა და აფინანსებდა მსოფლიო მნიშვნელობის პოეტებს ვერგილიუსს, ჰორაციუსსა და სხვებს. მეცენატის დევიზი იყო: მიიღე ჩემი ქონებიდან რამდენიც გინდა, ოღონდ შექმენი გენიალური ქმნილებაო. მისი წაქეზებით შეთხზა ვერგილიუსმა უკვდავი ,,ენეიდა“; თავადაც წერდა საკმაოდ მარჯვე ქმნილებებს. კერძო სახელის განზოგადება ჩვეული ამბავია: სიყვარულით გაგიჟებული კონკრეტული პირის მაჯნუნის სახელი განზოგადდა და ამიტომაც ,,მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა“. მაშ, კერძო სახელიდან გაკეთდა ზოგადი: მაჯნუნი→მიჯნური; ფრანგმა გენერალმა გალიფემ გამოიგონა შარვალი გალიფე. არის ამისი სხვა მაგალითებიც. მეცენატი არ უნდა აგვერიოს ქველმოქმედში. ქველმოქმედი წვრილმან სიკეთეებსა სჩადის: მათხოვრებს ნახმარ ტანსაცმელს აჩუქებს, უპოვართ საჭმელს აჭმევს და ა.შ.
ა.შ.
![]() |
1.310 მეცნიერული აზროვნება |
▲back to top |
მეცნიერული აზროვნება
ცნებებითა და კატეგორიებით აზროვნება, როდესაც დასკვნები მშრალია, დაფუძნებულია მხოლოდ ცოდნის ძიებასა, დაგროვებასა და განზოგადებაზე; სადაც ყოველგვარი ხატოვანება, ზედმეტსიტყვაობა და მანერულობა გამორიცხულია. სამეცნიერო ტექსტში ამგვარ რასმე არც მიესალმებიან; გარდა ამისა, მისთვის დამახასიათებელია აკადემიური და საქმიანი სტილი. აღნიშნულის ნიმუშებია ივ. ჯავახიშვილისა და არნ. ჩიქობავას ნაშრომები. მეცნიერულ აზროვნებას ერთგვარად უპირისპირდება მხატვრული აზროვნება, სადაც, გარდა შინაარსობრივი მხარისა, ტექსტში მოქმედებს ხატოვანება, ცალკეული ემოციური გამოთქმები, შედარებები და ეპითეტები, სხვა საშუალებები, რომლებიც ტექსტის განხატოვნებას უწყობს ხელს. აქვე იგულისხმება ისეთი ფარული საშუალება, როგორიც გახლავთ რიტმი – პოეზიის მონარქი, რომელიც რითმასავით არსად ჩანს, რომელსაც ხელს ვერ შეავლებ და ვერც თვალით დალანდავ სადმე. მხატვრული აზროვნება აზროვნების უმაღლესი ფორმაა. ამიტომაცაა, რომ რომელიმე ერის ღირსებას, ჩვეულებრივ, არა მეცნიერი, არამედ ხელოვანი, მწერალი, კომპოზიტორი წარმოაჩენს. მაგალითად, ბერძნებისას – ჰომეროსი, იტალიელებისას – დანტე ალიგიერი, ქართველებისას – რუსთველი, სპარსელებისას – ფირდოუსი, ინგლისელებისას – შექსპირი, რუსებისას – პუშკინი.
![]() |
1.311 მითოსი |
▲back to top |
მითოსი
ბერძნ. mythos გადმოცემა, თქმულება. ძველი ხალხური თქმულებები ღმერთებსა და გმირებზე, სამყაროს შექმნასა და სიცოცხლის წარმოშობაზე. მაგ., ბერძნული მითოლოგია, ქართული მითოლოგია.
![]() |
1.312 მინიმალიზმი |
▲back to top |
მინიმალიზმი
არსებობს ინგლისური გამოთქმა ,,მინიმალ არტ“ – მინიმალური ხელოვნება. ეს გახლავთ მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც გულისხმობს შემოქმედებითი პროცესის დროს საჭირო მასალების მინიმალურ ტრანსფორმაციას; ამავე დროს, ის არ გაურბის უბრალოებას, ფორმათა ერთსახეობას, ხელოვანის შემოქმედებით თვითშეზღუდვას. არტეფაქტის შექმნა ხელოვნების მინიმალისტური კონცეფციით – აი, მისი საქმიანობის იმთავითვე განსაზღვრული შედეგი. მინიმალიზმმა ყველაზე დიდი ავალა მოიპოვა ფერწერის, ქანდაკების, მუსიკის, თეატრის, კინემატოგრაფიის სფეროში.
![]() |
1.313 მისტერია |
▲back to top |
მისტერია
ბერძნ. სიტყვა, რომელიც აღნიშნავდა საიდუმლოებებს. ანტიკურ ქვეყნებში ხდებოდა საიდუმლო რელიგიური წესების შესრულება. ერთ-ერთი ასეთია ქრისტეს ჯვარცმის მისტერია. კულტუროლოგიური თვალსაზრისით, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ჰქონდა მეორე მნიშვნელობაც: შუა საუკუნეთა ევროპაში ეწოდებოდა დრამას, რომელსაც ჰქონდა ბიბლიური სიუჟეტი.
![]() |
1.314 მისტიკა |
▲back to top |
მისტიკა
ბერძნ. სიტყვაა (საიდუმლო). რწმენა, თითქოსდა ადამიანს შეეძლოს ურთიერთობის დამყარება ზენაართან, ასევე საიქიოსთან. ესე იგი, ზებუნებრივი ძალებისა და ადამიანის კავშირის იმედი. მისტიკოსი ჰქვია ადამიანს, ვისაც ამ იდეისა სჯერა. მოდერნი, მოდერნიზმი – XIX-XX საუკუნეთა ევროპული კულტურის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. დეკადანსის კულტურასთან ერთად მოდერნიზმი, შესაძლოა, მონოლოგური კულტურულ-ისტორიული ეპოქის უკანასკნელ ამოსუნთქვადაც მივიჩნიოთ. მას ახასიათებს მკაფიოდ გამოკვეთილი იერარქიულ-ღირებულებითი სისტემა, რაც ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროში იჩენს თავს. იგი დეკადანსისა და სიმბოლიზმის პაროლით გამოდის, როგორც საგანგებო კულტურულ-ისტორიული კომპლექსი, შინაგანი სტილისტიკური და იდეოლოგიური ერთიანობისათვის რომ მიუღწევია. მოდერნიზმი არის ტერმინი, რომელიც გამოხატავს და გულისხმობს XX საუკუნის I ნახევრის კულტურის ავანგარდისტულ მოვლენათა მთელ კომპლექსს. ერთობ აქტიურად იყენებდნენ მას საბჭოთა ესთეტიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები. საბჭოთა სინამდვილეში მოდერნიზმი არა იმდენად სამეცნიერო ანალიზის ობიექტი გახდა, რამდენადაც საგანი ყოვლისმომცველი კრიტიკისა და, კიდევ მეტი, თავხედური ლანძღვა-გინებისა. და ეს მაშინ, როცა სოვეტოლოგთა და მათ დამქაშთა პოზიცია იყო უიმედოდ მოძველებული, კონსერვატიული, ყოველგვარი სიახლის მიმართ მტრულად განწყობილი. ამგვარი ზოგადი და დაუზოგავი კრიტიკის დროს მოდერნიზმად, შესაძლოა, იოლად გამოეცხადებინათ მხატვრული პრაქტიკის სხვადასხვა ხერხი, მეთოდი, მიმდინარეობა და მიმართულება, თუნდაც ისინი ერთურთისაგან კარდინალურად განსხვავებული ყოფილიყვნენ. ერთი სიტყვით, მოდერნიზმი იმად იყო ცუდი, რომ იყო მოდერნიზმი და არა ჰგავდა საბჭოთა რეალისტურ ლიტერატურასა და ხელოვნებას. მოდერნიზმს დიდი ენთუზიაზმით ლანძღავდნენ ტრადიციული გზების დაგდების, ანტირეალიზმის, ფორმალიზმის დროს, აგრეთვე იმად, რომ არად აგდებდა ,,ხელოვნებაში პარტიულ პრინციპებს“.
![]() |
1.315 მოზაიკა |
▲back to top |
მოზაიკა
ფრანგ. სიტყვა. სურათი, სახე ან წარწერა, შესრულებული ცემენტის დაფაზე დამაგრებული ერთმანეთზე მჭიდროდ მიწყობილი ფერადი კენჭების ან სხვადასხვა ფერის მინის (ჭიქის), მარმარილოს, ემალისა და ამის მსგავსთა მცირე ნაჭრებისაგან. ყველაზე ძველი (V საუკუნე) ქართული წარწერა სწორედ მოზაიკურია. 1953 წ. იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ პალესტინაში, ბეთლემთან ახლოს, გათხარა მონასტრის ნანგრევები; იატაკზე აღმოაჩინა ქართული მოზაიკური წარწერა. ერთი ფრაზა ასეთია: ,,ამის მომსხმელსა იოსიას შეუნდოს ღმერთმა“.
![]() |
1.316 მონოგამია |
▲back to top |
მონოგამია
ბერძნ. სიტყვაა, შედგება ორი ნაწილისაგან: ერთი და ქორწინება. ქორწინების ისეთი ფორმა, როცა მამაკაცს ჰყავს მხოლოდ ერთი ცოლი, დედაკაცს – მხოლოდ ერთი ქმარი. ამის საპირისპიროა პოლიგამია. პოლი (ბევრი, მრავალი) და გამია (ქორწინება). პოლიგამია ჩვეულებრივი ამბავი იყო მაჰმადიანებში. სპარსეთის შაჰებს, მაგალითად, მოწყობილი ჰქონდათ ჰარამხანა, სადაც იმათი არაერთი მეუღლე ცხოვრობდა. იმამ შამილს ჰყავდა ოთხი ოფიციალური ცოლი. ამის თაობაზე კარგად წერს მადამ დრანსე თავის წიგნში ,,შამილის ტყვე ქალები“.
![]() |
1.317 მონოთეიზმი |
▲back to top |
მონოთეიზმი
ბერძნ. ,,მონო“ (ერთი) და ,,თეოს“ (ღმერთი). რელიგია, რომელიც აღიარებს ერთ ღმერთს, ერთღმერთიანობა. ასეთია, მაგალითად, ქრისტიანობა, მაჰმადიანობა და სხვ. ამის საპირისპიროა პოლითეიზმი (,,პოლი“ – მრავალი, ,,თეოს“ – ღმერთი). მრავალღმერთიანობა გავრცელებული იყო ძველ ხალხებში. მაგ., ბერძნებს ჰყავდათ არაერთი ღმერთი. ღმერთთა ღმერთი, ანუ მბრძანებელი, იყო ზევსი. ეს ღმერთები ოლიმპოს მთაზე მკვიდრობდნენ.
![]() |
1.318 მონოლოგი |
▲back to top |
მონოლოგი
ბერძნ. ,,მონო“ (ერთი) და ,,ლოგოსი“ (სიტყვა). ერთის სიტყვა, ერთის მეტყველება. სიტყვა, რომლითაც რომელიმე პერსონაჟი მიმართავს საკუთარ თავს, სხვას ან მაყურებელს. ჩვეულებრივ, ეს არის ,,შინაგანი მეტყველების“ გამოხატვა. მსახიობი თავის (პერსონაჟის) გულისნადებს ხმამაღლა წარმოთქვამს, რათა მაყურებელმა გაიგოს მისი გულისნადები, გულისწუხილი. ამის საპირისპიროა დიალოგი (ორის მეტყველება) და პოლილოგი (მრავლის მეტყველება). ცნობილია ჰამლეტის მონოლოგი შექსპირის ტრაგედიაში, სადაც გმირი წარმოთქვამს საყოველთაოდ ცნობილ ფრაზას: ,,ყოფნა, არყოფნა – საკითხავი აი ეს არის!“
![]() |
1.319 მონოფიზიტები |
▲back to top |
მონოფიზიტები
ბერძნ. ,,მონო“ (ერთი) და ,,ფიზიტოს“ (ბუნება). ქრისტიანული რელიგიის მიმდევრები, რომლებიც აღიარებენ ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას (ღვთიურს). ამის საპირისპიროა დიოფიზიტები, რომლებიც აღიარებენ მაცხოვრის ორ ბუნებას: ღვთიურსა და ადამიანურს. ,,დიოს“ (ორი), ,,ფიზიტოს“ (ბუნება). VI საუკუნეში მოხდა დიდი განხეთქილება-გამიჯვნა სომხური და ქართული ეკლესიებისა. ამისი მიზეზი გახდა ქრისტეს ბუნების გაგების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა. სომხები გახდნენ მონოფიზიტები, ქართველები – დიოფიზიტები.
![]() |
1.320 მონუმენტური |
▲back to top |
მონუმენტური
ის, რაც თავისი სიდიდით, ზომით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს; გრანდიოზული. მაგ., მონუმენტური შენობა; მონუმენტური ფერწერა, მონუმენტური გამოკვლევა. ესპანელ მწერალ ლოპე დე ვეგას, ქართველთათვის კარგად ცნობილი ,,ცხვრის წყაროს“ ავტორს, შეიძლება, ვუწოდოთ მონუმენტური შემოქმედების შემქმნელი, რადგან მისი ნაწერები მოიცავს 120 ტომს. ასევე მონუმენტურ შემოქმედთა შორის უნდა მოვიხსენიოთ ბალზაკი (80 ტომი), ვ.ი. ლენინი (100 ტომი) და სხვ. მონუმენტური სტილის ავტორია ფირდოუსი, რომლის ,,შაჰ-ნამე“ (რომანი ლექსად), სულ ცოტა, 10 ტომი მაინც გამოდის. ქართველ მწერალთაგან მონუმენტალიზმზე პრეტენზია ძალიან ცოტას თუ ექნება. ამ მხრივ კეთილი გამონაკლისია ნოველისტი და პროფესორი რევაზ მიშველაძე (დაახლოებით 40-50 ტომი). ქართველ მხატვარ-მოქანდაკეთა შორის მონუმენტალიზმით გამოირჩევა ზურაბ წერეთელი. მისი უზარმაზარი ფიგურები, პანოები თუ ქანდაკებანი დგას ამერიკაში, რუსეთში, საქართველოში, სხვაგანაც. თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წამომართულია მონუმენტური ძეგლი – წმინდა გიორგი შუბით კლავს გველეშაპს.
![]() |
1.321 მორალი |
▲back to top |
მორალი
წესთა და ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას, ყოფა-ქცევას, ზნეობრივ მიმართებებს, ურომლისოდაც საზოგადოებას ჯერ შეფერხება, სტაგნაცია ემუქრება, ბოლოს კი – გადაგვარება და სიკვდილი.
![]() |
1.322 მოციქული |
▲back to top |
მოციქული
იესო ქრისტეს რჩეული მოწაფე. სულ ჰყავდა 12 მოსწავლე: ანდრია, პეტრე, იაკობი, იოანე, მათე, ფილიპე, ბართლომე, თომა, მეორე იაკობი, თადეოზი, სვიმონ კანანელი, იუდა. საქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა.
![]() |
1.323 მსოფლიოს შვიდი საოცრება |
▲back to top |
მსოფლიოს შვიდი საოცრება
ძველი ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს (ძვ.წ.აღ. V საუკუნე) მიხედვით, მსოფლიოს შვიდ საოცრებად მიჩნეულია ეგვიპტის პირამიდები, ალექსანდრიის შუქურა, როდოსის კოლოსი, სემირამიდას (ანუ ბაბილონის) დაკიდებული ბაღები, ზევსის ქანდაკება, ჰალიკარნასის მავზოლეუმი და არტემიდას ტაძარი ეფესოში. ეს უკანასკნელი სახელის დაგდების მიზნით გადაწვა ჰეროსტრატემ 356 წელს (ძვ.წ.აღ.).
![]() |
1.324 მსოფლმხედველობა |
▲back to top |
მსოფლმხედველობა
შეხედულებათა, პრინციპთა და მრწამსის ერთობლიობა, რომლებიც ცალკეულ ადამიანთა, სოციალურ ჯგუფთა, კლასთა და მთლიანად საზოგადოების მოღვაწეობის მიმართულებას, ასევე სინამდვილისადმი დამოკიდებულებას განსაზღვრავს. მის ჩამოყალიბება-შემუშავებაში დიდ როლს ასრულებენ ფილოსოფიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ზნეობრივი და ესთეტიკური შეხედულებები.
![]() |
1.325 მუზა |
▲back to top |
მუზა
ბერძნ. Musa. ცხრა ქალღმერთიდან ერთ-ერთი, რომელიც მიიჩნეოდა ხელოვნებისა და მეცნიერების მფარველად. თუ ის მოვიდოდა და შემოქმედს მხარზე შეეხებოდა, შემოქმედებითი წარმატება გარანტირებული იყო. ამრიგად, მუზა წარმოიდგინებოდა პოეტის შთაგონების წყაროდ.
![]() |
1.326 მუზეოლოგია |
▲back to top |
მუზეოლოგია
მუზეუმთმოძღვრება, მუზეუმთა მოწყობის საქმე. ტერმინი განეკუთვნება პრაქტიკულ, გამოყენებით კულტუროლოგიას.
![]() |
1.327 მუზეუმი |
▲back to top |
მუზეუმი
ბერძნ. სიტყვა, ნიშნავს მუზათა ტაძარს. დაწესებულება-ნაგებობა, რომელიც აგროვებს, ინახავს, მასების სამსჯავროზე გამოფენს ხელოვნების ქმნილებებს; ისტორიულ, სამეცნიერო-საბუნებისმეტყველო ექსპონატებს. ტერმინი განეკუთვნება გამოყენებით კულტუროლოგიას.
![]() |
1.328 მულაჟი |
▲back to top |
მულაჟი
ფრანგ. სიტყვა. ამა თუ იმ ხელოვნების ნაწარმოების ნატურალური ზომის მოდელი. შეიძლება იგი დამზადდეს თაბაშირის, სანთლის ან სხვა მასალისაგან. მულაჟი საჭიროა, რათა დიდმნიშვნელოვანი ძეგლი მუზეუმში გადაიტანონ დასაცავ-შესანახავად, ხოლო მის ადგილას მოაწყონ მულაჟი. მაგ., არმაზის ბილინგვის ყოფილ ადგილას დღეს დგას მულაჟი, ხოლო თვითონ ძეგლი გადატანილია უსაფრთხო ადგილას.
![]() |
1.329 მუმია |
▲back to top |
მუმია
არაბ. სიტყვა. ადამიანის გვამი, რომელიც დაბალზამებულია გახრწნის საწინააღმდეგო საშუალებებით. მუმიფიკაცია შესაძლებელი იყო ცხოველებისაც. გვამების მუმიფიცირება განსაკუთრებით გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში, სადაც დღესაც კი პოულობენ ათობით მუმიას. გურიაში შემორჩენილია საინტერესო გამოთქმა: ,,მომიად შემონახული“, ვთქვათ, ასეთი: ,,აი კაი ღვინო მომიად შემოვინახე“. ნიშნავს: ღვინო მუმიასავით შემოვინახე.
![]() |
1.330 მუსტიეს ეპოქა |
▲back to top |
მუსტიეს ეპოქა
დაიწყო 100 ათასი წლის წინათ და გაგრძელდა 60 ათასი წლის განმავლობაში. ეს გახლდათ ადამიანის ცნობიერება-აზროვნების განვითარების გადამწყვეტი ხანა. ამ დროს იგი უკვე იყენებდა ცეცხლს, ამზადებდა იარაღებს, კოლექტიურად ნადირობდა, ატარებდა ტყავის ტანსაცმელს, მარხავდა მიცვალებულს, ჰქონდა არა მარტო მღვიმე, არამედ ქოხიც. დაახლოებით ამ დროის ადამიანი მხატვრულ ლიტერატურაში შთამბეჭდავად დაგვიხატა გ. გეგეშიძემ (მოთხრობა ,,იგი“).
![]() |
1.331 მუტაცია |
▲back to top |
მუტაცია
საერთო ნორმიდან გადახრა, გადახვევა, ერთგვარი პათოლოგია, რაიც იწვევს სახეობის დანაწევრებას, გამრავლებას, განსხვავებას. მუტაცია, შეიძლება, იყოს პროგრესულიცა და რეგრესულიც. ნ
![]() |
1.332 ნაივური |
▲back to top |
ნაივური
ფრანგ. სიტყვა ,,ნაიფ“ ნიშნავს გულუბრყვილოს. ნაივური მხატვრობის წარმომადგენელია ფიროსმანი. ყოველი თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედება არის ნაივური ხელოვნების ნიმუში.
![]() |
1.333 ნაროდნიკები |
▲back to top |
ნაროდნიკები
რუს. სიტყვა ,,ნაროდ“ (ხალხი). ხალხის წარმომადგენლები, რევოლუციურ-ბუნტარული სულისკვეთების ადამიანები. რუსი ხალხოსნები. ,,ხალხოსნები“ სწორედ ის ქართული ტერმინია, რომელიც ,,ნაროდნიკებს“ შეესატყვისება. ქართველ ხალხოსნებში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მწერლები: ნიკო ლომოური, სოფრომ მგალობლიშვილი (,,ყაყიტას ქურდის“ ავტორი), იოსებ დავითაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვ.
![]() |
1.334 ნატურალიზაცია |
▲back to top |
ნატურალიზაცია
გაბუნებრივება. სახელმწიფოს მიერ უცხოელის მიღება ქვეშევრდომად, საკუთარ მოქალაქედ; სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება.
![]() |
1.335 ნატურალიზმი |
▲back to top |
ნატურალიზმი
ბენებითი, ბუნებითობა. ფაქტებისა და მოვლენების ისევე ხატვა, როგორც ამას რეალიზმი მოითხოვს, ოღონდ ამ მხრივ უფრო შორს წასვლა, მათი ზედმიწევნით ნატურალისტურად, განუზოგადებლად ასახვა, წვრილმანებისადმი გამოდევნება, მხატვრულ განზოგადებაზე უარის თქმა. ნატურალისტური მანერის კარგი მაგალითია ფრანგი მწერალი ემილ ზოლა; კრიტიკოსი კიტა აბაშიძე ნატურალისტად მიიჩნევდა გიორგი წერეთელს; ფიქრობენ, რომ ძალიან ბევრი ნატურალისტური პასაჟი აქვს ე. ნინოშვილს, მ. ჯავახიშვილს (მაგ., ,,ჯაყოს ხიზნებში“).
![]() |
1.336 ნატურმორტი |
▲back to top |
ნატურმორტი
ფრანგ. სიტყვა. პირდაპირი გაგებით, ,,მკვდარი ნატურა“. ნახატი, სურათი, რომელზედაც გამოსახულია უსულო საგნები: ყვავილები, გაწყობილი სუფრა, ხილი, ნანადირევი.
![]() |
1.337 ნატურფილოსოფია |
▲back to top |
ნატურფილოსოფია
ბუნების ფილოსოფია; მოძღვრება, რომელიც ცდილობს ბუნების შესახებ ცოდნას მისცეს მწყობრი ფილოსოფიური სისტემის სახე; ბუნების მოვლენების შესწავლის მიზნით გამოიყენოს განყენებული ფილოსოფიური პრინციპები (უარყოფს ცდისეულ გამოკვლევებს). ნატურფილოსოფიის უდიდესი წარმომადგენელია 1909 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გერმანელი ოსტვალდი, რომელმაც პირველმა მოიმარჯვა ტერმინი ,,კულტუროლოგია“.
![]() |
1.338 ნაციონალიზაცია |
▲back to top |
ნაციონალიზაცია
ფრანგ. სიტყვა. კერძო საკუთრების (მიწის, ფაბრიკა-ქარხნების, მსხვილი სამეურნეო საშუალებების) ჩამორთმევა კერძო პირებისათვის და მათი სახალხო-სახელმწიფო საკუთრებად გადაქცევა. ამგვარი რამ უფრო ხშირად შეიმჩნევა იმ ქვეყნებში, სადაც მოხდა ან ხდება სახალხო რევოლუციები. სწორედ რევოლუციას მოჰყვა რუსეთის იმპერიაში კერძო საკუთრების განსახელმწიფოებრიობა, ანუ ნაციონალიზაცია.
![]() |
1.339 ნეანდერტალელი |
▲back to top |
ნეანდერტალელი
თანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპარი; ცხოვრობდა ადრეულ და შუა პალეოლითში. მისი ჩონჩხი პირველად აღმოაჩინეს გერმანიაში, დიუსელდორფის მახლობლად, ხეობა ნეანდერტალში. ამისდა მიხედვით ეწოდა ნეანდერტალელი.
![]() |
1.340 ნეგროიდები |
▲back to top |
ნეგროიდები
ესპ. სიტყვები: ,,ნეგრო“ შავი და ,,იდოს“ სახე. შავსახიანები. ანთროპოლოგიური ტერმინია. იგულისხმება შავკანიანთა რასის წარმომადგენლები.
![]() |
1.341 ნეოკანტიანელობა |
▲back to top |
ნეოკანტიანელობა
გერმანული ფილოსოფიური აზროვნების წამყვანი მიმდინარეობა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე. იგი ფილოსოფიის უმთავრესი საკითხების გადაწყვეტას ლამობდა იმანუელ კანტის მოძღვრების ახლებური გაგება-განმარტების გზით. ზოგი ნეოკანტიანელი კანტის ფილოსოფიის იდეალიზმს იყენებდა, ზოგი – მატერიალისტურ იდეებს.
![]() |
1.342 ნეოკოლონიალიზმი |
▲back to top |
ნეოკოლონიალიზმი
ძლიერი ქვეყნების დამპყრობლური კოლონიური ომების თანამედროვე ხერხებისა და მეთოდების ერთობლიობა, განმეორება ადრინდელი კოლონიური პოლიტიკისა ახლებური წესებით.
![]() |
1.343 ნეოჰეგელიანობა |
▲back to top |
ნეოჰეგელიანობა
ფილოსოფიური მიმდინარეობა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე. მისთვის დამახასიათებელი იყო ერთიანი მონისტური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება ჰეგელის ფილოსოფიის ახლებური ინტერპრეტაციის მეშვეობით.
![]() |
1.344 ნიშანი |
▲back to top |
ნიშანი
მატერიალური ობიექტი (არტეფაქტი), რომელიც კომუნიკაციურ ანდა ტრანსლაციურ პროცესში ხდება სხვა ობიექტის ანალოგი და ცვლის მას. ნიშანი კულტურის ძირითადი საშუალებაა. მისი მეშვეობით ხორციელდება კულტურის ტექსტებში გამოყვანილი ადამიანისა და სამყაროს შესახებ ინდივიდუალური და საყოველთაო მნიშვნელობის ინფორმაციის ფიქსაცია და შეფასება.
![]() |
1.345 ნიშანთა სისტემა |
▲back to top |
ნიშანთა სისტემა
ნიშანთა ერთობლიობა, რომელსაც აქვს შინაგანი სტრუქტურა; ახასიათებს ცხადი (ფორმალიზებული) ანდა ფარული წესები მისი ელემენტების გაჩენის, გააზრებისა და გამოყენება-მოხმარებისა, რაც ემსახურება საკომუნიკაციო და სატრანსლაციო პროცესთა განხორციელებას.
![]() |
1.346 ნიცშეანელობა |
▲back to top |
ნიცშეანელობა
საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ფილოსოფიური მიმართულება. იგი ქადაგებს უკიდურეს ინდივიდუალიზმს, ,,ზეკაცის“ კულტს; საფუძვლად დაედო ფაშისტურ იდეოლოგიას. სახელი დაერქვა გერმანელი ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს გვარის მიხედვით.
![]() |
1.347 ნიჰილიზმი |
▲back to top |
ნიჰილიზმი
ლათ. ,,ნიჰილის“ აღნიშნავს არაფერს. – ყოველივესა და ყველაფრის ხელაღებით უარყოფა, საყოველთაოდ აღიარებული და მოწონებული ნორმების მიუღებლობა. განსაკუთრებით გაძლიერდა 1860-იანი წლების რუსეთის მაღალ წრეებში. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ივანე ტურგენევის რომანი ,,მამები და შვილები“. ამ რომანმა კიდევაც ასახა და კიდევაც ხელი შეუწყო რაზნოჩინცული რუსეთის წიაღში ნიჰილიზმის გაძლიერებას. რომანში ნიჰილისტის ტიპურ წარმომადგენლად გვევლინება ბაზაროვი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველმა სამოციანელებმაც (ილიამ, აკაკიმ) ნიჰილიზმის საკმაო დოზით გააჯერეს თავიანთი შემოქმედება და ამისი მიზეზია რუსული ნიჰილისტური იდეების ზეგავლენა. ნიჰილიზმის ბაცილა იგრძნობა ჯერ კიდევ გ. ერისთავის ,,გაყრაში“; შემდეგ საკმაო დოზითა ჩანს ილიას ,,კაკო ყაჩაღში“, ,,გლახის ნაამბობში“, თვით ,,მგზავრის წერილებშიც“ კი. კიდევ მეტი: 1879-იან წლებში ატეხილი ხმაურიანი შეტაკება ,,მამებისა“ და ,,შვილებისა“ პირდაპირი იდეური გაგრძელებაა ტურგენევის რომანში არსებული ,,მამებისა“ და ,,შვილების“ დაპირისპირებისა.
![]() |
1.348 ნოველა |
▲back to top |
ნოველა
იტალ. სიტყვა. პატარა მოთხრობა. ახასიათებს სამი აუცილებელი თვისება: აგებულია ერთ მარტივ ამბავზე; გამოირჩევა პერსონაჟთა სიმცირით; აქვს მოულოდნელი ფინალი. ცნობილი ნოველისტები არიან: მოპასანი, ფლობერი, ო ჰენრი; საქართველოში – შ. არაგვისპირელი, ნ. ლორთქიფანიძე, ლ. ქიაჩელი, რ. მიშველაძე.
![]() |
1.349 ნუმიზმატიკა |
▲back to top |
ნუმიზმატიკა
ლათ. სიტყვა, ნიშნავს ლითონის ფულს, მონეტას. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ძველ მონეტებს, ლითონის ფულსა და მედლებს. პირველი ნუმიზმატური წიგნი ქართული ფულის ნიშნებზე დაწერა და გამოსცა რუსეთის ქვეშევრდომმა ნიკოლოზ ბარათაშვილის შორეულმა ნათესავმა მიხეილ ბარათაევმა ბარათაშვილისავე დახმარებით. წიგნს ასე ეწოდება: ,,ქართლის სამეფოს ნუმიზმატური ფაქტები“. ნაშრომი სამენოვანია (რუსული, ფრანგული, ქართული). ო
![]() |
1.350 ობივატელი |
▲back to top |
ობივატელი
რუს. სიტყვა. პიროვნება, რომელსაც არ ახასიათებს საზოგადოებრივი მოვალეობის გრძნობა, მოკლებულია საზოგადოებრივ თვალთახედვას, არის მეშჩანი, ცხოვრობს წვრილმანი, პირადი ინტერესებით. ამისი კარგი მხატვრული სახეა ლუარსაბ თათქარიძე, ი. ჭავჭავაძის ცნობილი პერსონაჟი.
![]() |
1.351 ობსკურანტიზმი |
▲back to top |
ობსკურანტიზმი
განათლების, სწავლის, მეცნიერების, კულტურული წინსვლის, პროგრესისადმი მტრული დამოკიდებულება და, ამდენად, ბნელეთის მოციქულობა. იმას, ვინც ამგვარად ირჯება, ეწოდება ობსკურანტი.
![]() |
1.352 ოდა |
▲back to top |
ოდა
ბერძნ. სიტყვა. საზეიმო ლირიკული ლექსი ან ლირიკული პოემა, პანეგირიკი, რომელსაც გუნდი მღერის ან წარმოთქვამს ორატორი, მსახიობი; სახოტბო ქმნილება, რომელშიც შექებულია რომელიმე ისტორიული მოვლენა (ვთქვათ, პოლტავის ომში რუსთა გამარჯვება) ან ეროვნული გმირი, ხელმწიფე. საქართველოშიც გვაქვს ამისი მაგალითები. კერძოდ, XII საუკუნეში ჩახრუხაძემ შეაქო, ხოტბა შეასხა თამარ მეფესა და მის ქმარ დავით სოსლანს, როცა შეთხზა ოდა-პოემა ,,თამარიანი“; მისი წაბაძვით XVII საუკუნეში, კერძოდ 1661 წელს, იმერეთის 14 წლის მეფე არჩილ ბაგრატიონს ,,ხუტაბა აღუვლინა“ იაკობ დუმბაძემ, შემოქმედის მიტროპოლიტმა. ლირიკულ ოდა-პოემას ჰქვია ,,ქება მეფისა არჩილისა“. კარგა ხანს მეცნიერებს მცდარად ეგონათ, რომ ეგ ტექსტი იყო XII საუკუნის მგოსნის იოანე შავთელის ,,აბდულმესიანი“. სინამდვილეში ,,აბდულმესია“ დაკარგულია. იმ ტექსტში აღწერილი უნდა იყოს ქრისტიანობისათვის თავდადებული აბდულმესიას გმირობა. მაშასადამე, იგი ლირიკული კი არა, ეპიკური ქმნილება ყოფილა.
![]() |
1.353 ოდისეა |
▲back to top |
ოდისეა
ასე იტყვიან თავგადასავლებით, ხიფათებითა და ფათერაკებით აღსავსე ხანგრძლივსა და გაუთავებელ ხეტიალზე, მოგზაურობაზე. ტერმინი ჩამოყალიბდა ჰომეროსის პოემების ,,ილიადასა“ და ,,ოდისეას“ პერსონაჟის, ეშმაკი და მოხერხებული, ოღონდ უიღბლო ოდისევსის, მიხედვით. ტროას ომის მოგების შემდეგ ოდისევსი ნავით შინისაკენ გამოემგზავრა, ოღონდ გზად ათასი განსაცდელი და ფათერაკი იწვნია.
![]() |
1.354 ოიდიპოსის კომპლექსი |
▲back to top |
ოიდიპოსის კომპლექსი
სისხლის აღრევის (ახლო ნათესავთა სქესობრივი ურთიერთობის შემთხვევის, წადილის, გააზრების) მოვლენა; ადამიანის არსებაში ჩარჩენილი ატავისტური განცდა და წადილი, რომელსაც თრგუნავს საზოგადოებაში გაბატონებული წესებისა და მორალის ნორმები; იგი ზოგჯერ უნებლიეთ თავს იჩენს სიზმარში; გამოყენებულია ფსიქოანალიზით შთაგონებულ ტექსტებში გმირთა ვნებებისა და განცდების მკაფიოდ საჩვენებლად, მათი რთული ბუნების უკეთ გასახსნელად. ყველაზე კარგად ოიდიპოსის კომპლექსი ნაჩვენებია სოფოკლეს ტრაგედიაში, სადაც თებეს მეფე ოიდიპოსმა მოკლა მამა, ცოლად შეირთო დედა, რაკიღა არ იცოდა, მათი შვილი რომ იყო. როცა საქმის მთელი ვითარება შეიტყო, თვალები დაითხარა. ფსიქოანალიზის ელემენტი და ოიდიპოსის კომპლექსის მარცვლები პერსონაჟთა ხასიათის სიღრმის საჩვენებლად გამოიყენა კ. გამსახურდიამ. ამ მხრივ საგულისხმოა მისი საუკეთესო რომანი ,,მთვარის მოტაცება“. ამ მოვლენის ფსიქოლოგიურ ფაქტორსა და მხატვრულ შედეგზე ფართოდ მსჯელობს პროფ. ს. სიგუა თავის კულტუროლოგიურ გამოკვლევებში, განსაკუთრებით სიღრმისეულად – წიგნში ,,მარტვილი და ალამდარი“.
![]() |
1.355 ოკულტიზმი |
▲back to top |
ოკულტიზმი
ლათ. სიტყვა. მისტიკური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა შესაძლებელია ბუნებაში არსებულ იდუმალ ზებუნებრივ ძალებთან კავშირურთიერთობის დამყარება და ამ გზით დიდი სასწაულების მოხდენა, გადაუჭრელი პრობლემების გადაჭრა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურებიან ჯადოსნები, მაგიური საქმის ოსტატები, ოკულტისტები.
![]() |
1.356 ოლიმპიური თამაშობანი |
▲back to top |
ოლიმპიური თამაშობანი
დიდი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებები, რომლებიც ეწყობა ოთხ წელიწადში ერთხელ. დაწესდა 1896 წელს ძველ ბერძნულ ოლიმპიურ თამაშობათა მიხედვით; ძველ საბერძნეთში კი იგი ეწყობოდა ღმერთთა მბრძანებლის ზევსის პატივსაცემად. იმართებოდა ოლიმპოს მთის ძირას ვრცელ მინდორზე, რაკიღა მიაჩნდათ, რომ ღმერთები ამ მთაზე ბინადრობდნენ. ძირითადი სახეობანი: სირბილი, ხტომა, შუბისა და ბადროს ტყორცნა.
![]() |
1.357 ონომასტიკა |
▲back to top |
ონომასტიკა
ბერძნ. სიტყვა. საკუთარ სახელთა ერთობლიობა; ენათმეცნიერების ის ნაწილი, რომელიც საკუთარ სახელებს შეისწავლის.
![]() |
1.358 ოპოზიცია |
▲back to top |
ოპოზიცია
ლათ. სიტყვა, დაპირისპირება; ვისიმე ან რისამე წინააღმდეგ მოქმედება; საკუთარი შეხედულებების ან პოლიტიკური კურსის დაპირისპირება სხვისი შეხედულებების ან პოლიტიკისათვის; საზოგადოებაში არსებული ჯგუფი, რომელიც თავის შეხედულებებს ან პოლიტიკას უპირისპირებს უმრავლესობის შეხედულებებს ან პოლიტიკას. ამ წრეში ვინც არის, იმას ეწოდება ოპოზიციონერი.
![]() |
1.359 ოპტიმისტი |
▲back to top |
ოპტიმისტი
ლათ. სიტყვა. ყოველსა და ყველაფერში კეთილის, კარგის, ნათელი მხარეების დამნახველი; მხნე განწყობილების მქონე ადამიანი. მისი საპირისპიროა პესიმისტი, ანუ ნაღვლიანი, ეჭვის თვალით მაცქერალი ადამიანი. ჩვეულებრივ, კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელნი ოპტიმისტები არიან. ამიტომ ისინი აკრიტიკებენ ნაკლს და ცხოვრების შესწორებას, გარდაქმნა-გაუმჯობესებას ლამობენ (ილია, აკაკი, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა); რომანტიკოსები და მოდერნისტები უაღრესად პესიმისტები არიან. ამიტომაც თუ არის: რომანტიკოსი კი არ იბრძვის ყოფიერების გასაუმჯობესებლად, არამედ პროტესტის ნიშნად გაურბის ნაკლოვან ცხოვრებას (ბაირონის ,,ჩაილ-ჰაროლდი“; ბარათაშვილის ,,მერანი“; ა.მიცკევიჩის ,,ფარისი“; ვ. ჟუკოვსკის ,,სვეტლანა“; გალაკტიონის ,,ლურჯა ცხენები“). ცხოვრებაზე ოპტიმისტის შეხედულება ასეთია: ამქვეყნად შესაძლებელია ბოროტზე კეთილის გამარჯვება. ამ საფუძველზე მყარად დგას რუსთველი, რომელიც აცხადებს: ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“; პესიმისტი დარწმუნებულია, რომ ამქვეყნად ბოროტი სძლევს კეთილს. ოპტიმისტები იყვნენ პლატონი, არისტოტელე, ეპიკურე, ლაიბნიცი; პესიმისტები – შოპენჰაუერი, ჰარტმანი, შექსპირი.
![]() |
1.360 ორთოგრაფია და ორთოეპია |
▲back to top |
ორთოგრაფია და ორთოეპია
კულტუროლოგიური თვალსაზრისით, შედის სემიოტიკის სფეროში. ბერძნ. სიტყვებია და აღნიშნავს მართლწერასა და მართლმეტყველებას. კულტურული ადამიანის აუცილებელი თვისებაა სწორი წერისა და მეტყველების უნარი. ორივე მოითხოვს მშობლიური ენა-ლიტერატურისა და ენათმეცნიერული საკითხების ცოდნას. საგულისხმოა, რომ მეტყველების უმაღლეს დონედ მიჩნეულია სწორი წერა, წერითი მეტყველება, რომელიც ზეპირმეტყველებაზე გაცილებით რთულია და ბევრად უფრო მეტ ცოდნასა და გამოცდილებას საჭიროებს.
![]() |
1.361 ოსკარი |
▲back to top |
ოსკარი
ამერიკული აკადემიის პრემია, რომელიც 1929 წლიდან ენიჭება საუკეთესო ამერიკულ (იშვიათად სხვა ქვეყნების) ფილმებს. პ
![]() |
1.362 პაგანიზმი |
▲back to top |
პაგანიზმი
წარმართობა, კერპთაყვანისმცემლობა.
![]() |
1.363 პაგოდა |
▲back to top |
პაგოდა
ბუდისტური საკულტო და მემორიალური ნაგებობა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში (ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი და სხვ.); ერთ ან მრავალსართულიანი კოშკი.
![]() |
1.364 პავილიონი |
▲back to top |
პავილიონი
ფრანგ. სიტყვა. სამი ძირითადი მნიშვნელობიდან კულტუროლოგიურია შემდეგი გაგება: რაიმე გამოფენაზე აგებული დროებითი ან მუდმივი შენობა, რომელშიც გამოფენილია ექსპონატები ან მიმდინარეობს კინო და ფოტოგადაღებები. ამრიგად, ტერმინი განეკუთვნება გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროს.
![]() |
1.365 პალეოგრაფია |
▲back to top |
პალეოგრაფია
ბერძნ. სიტყვა. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ძველი (,,პალეო“) ხელნაწერების (,,გრაფო“) გარეგნულ მხარეს (ასოთა მოხაზულობას, საწერ მასალას, ერთი ასოს ხმაბგერით გამოხატულებას და ა.შ.); დამწერლობათმცოდნეობა. მაგ., პალეოგრაფიული მოხაზულობის შესწავლის გზით შესაძლებელია ამა თუ იმ ძველი ხელნაწერის დათარიღება.
![]() |
1.366 პალეონტოლოგია |
▲back to top |
პალეონტოლოგია
ბერძნ. სიტყვა. მეცნიერება, რომელიც გადაშენებულ ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს შეისწავლის შემონახული ნამარხების მიხედვით.
![]() |
1.367 პალიმფსესტი |
▲back to top |
პალიმფსესტი
ბერძნ. სიტყვა. ეტრატი, რომელზეც ძველი, თავდაპირველი ტექსტი გადაუფხეკიათ და ახალი დაუწერიათ. ასეთი ხელნაწერი იმითაა საინტერესო, რომ მისი დათარიღება შედარებით ადვილი საქმეა და თანაც ინახავს ქვედა უძველეს ტექსტს.
![]() |
1.368 პალინდრომი |
▲back to top |
პალინდრომი
ბერძნულია. ცალკე სიტყვა, სიტყვათა ჯგუფი ან მთელი წინადადება, რომლებიც ერთნაირად იკითხება როგორც მარცხნიდან, ისე მარჯვნიდან. ამის მაგალითია როგორ. გალაკტიონს შეუდგენია მარჯვე პალინდრომი: ,,აირევი ივერია“ და ,,აი რა მზის სიზმარია“. პირველი ქართული პალინდრომის ავტორად მკვლევარები სხვადასხვა მწერალს ასახელებენ. სინამდვილეში პირველი ცდები ეკუთვნის ე.წ. ,,აბდულმესიანის“, სინამდვილეში კი ,,არჩილ მეფის ქების“ (1661 წ.) ავტორ იაკობ შემოქმედელს, გურიის მიტროპოლიტს.
![]() |
1.369 პანეგირიკი |
▲back to top |
პანეგირიკი
ბერძნ. სიტყვა. ვისიმე პატივსაცემად წარმოთქმული სახოტბო სიტყვა. მეორეული გაგება: მეტისმეტი ქება.
![]() |
1.370 პანთეონი |
▲back to top |
პანთეონი
ბერძნ. სიტყვა. აქვს რამდენიმე გაგება. კულტუროლოგიური აზრით, ეგ არის სასაფლაო ან აკლდამა, სადაც გამოჩენილ ადამიანებს კრძალავენ, რათა შთამომავლობას შეეძლოს მათი ერთ ადგილზე იოლად ნახვა და თაყვანისცემა; ამასთანავე, ეს არის ერის მიერ საჩინო ადამიანებისადმი მოკრძალებისა და პატივისცემის გამოხატვა.
![]() |
1.371 პანო |
▲back to top |
პანო
ფრანგ. სიტყვა. კედლის (ჭერის) ნაწილი, რომელსაც შემოვლებული აქვს ორნამენტი და რომელშიც თავსდება რაიმე ნახატი ან სკულპტურა. პანოპტიკუმი – ბერძნ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ტერმინი: ისეთი მუზეუმი, სადაც გამოფენილია ნატურალური სიდიდის სანთლის ფიგურები. არსებობს მუზეუმი, რომელშიც დაცულია რეიგანის, ტეტჩერისა და სხვათა ცვილის ფიგურები.
![]() |
1.372 პანორამა |
▲back to top |
პანორამა
ბერძნ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ტერმინი; რომელიმე ვრცელი მიდამოს ხედი, რომელიც მკაფიოდ ჩანს და მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
![]() |
1.373 პანტომიმა |
▲back to top |
პანტომიმა
ბერძნ. სიტყვა. უსიტყვო თეატრალური წარმოდგენა, რომლის მოქმედი პირები აზრებს, გრძნობებს, წადილს ჟესტითა და მიმიკით გამოხატავენ, მოძრაობით გვატყობინებენ. ქართული პანტომიმის ფუძემდებელია ამირან შალიკაშვილი, რომელმაც რუსთაველის მოედანზე არსებულ პანტომიმის თეატრში განახორციელა ბევრი შესანიშნავი სპექტაკლი. მაგ., რ. მიშველაძის ,,ტერენტი გრანელი“, ,,ვეფხისტყაოსანი“ და სხვ.
![]() |
1.374 პაპიროლოგია |
▲back to top |
პაპიროლოგია
ბერძნ. სიტყვა. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის პაპირუსებს. პაპირუსი ეწოდება ერთგვარი ტროპიკული ლერწმისაგან დამზადებულ საწერ ,,ქაღალდს“, რომელსაც ხმარობდნენ ეგვიპტელები, ქართველები და სხვა ხალხები ძველად, ქაღალდის გავრცელებამდე.
![]() |
1.375 პარადიგმა |
▲back to top |
პარადიგმა
ბერძნ. სიტყვა, ნიშნავს ნიმუშს, მაგალითს: თეორიულ და მეთოდოლოგიურ წანამძღვართა ერთობლიობა, რაიც განსაზღვრავს კონკრეტულ სამეცნიერო გამოკვლევას და რომელიც წარმოადგენს მოდელს, ნიმუშს გამოსაძიებელი ამოცანის დასაყენებლად და გადასაწყვეტად დროის გარკვეულ მონაკვეთში მაინც.
![]() |
1.376 პარნასი |
▲back to top |
პარნასი
ამა თუ იმ ქვეყნის პოეტთა ერთობლიობა. სახელი მიენიჭა საბერძნეთის ცნობილი მთის პარნასის მიხედვით, სადაც, ძველთა წარმოსახვით, მუზები და მათი მბრძანებელი აპოლონი ცხოვრობდნენ. მუსიკისა და მუზათა ღმერთი აპოლონი მუსიკასა და პოეზიაში გამარჯვებულს თავისი საყვარელი მცენარის დაფნის ფოთლების გვირგვინით აჯილდოებდა.
![]() |
1.377 პაროლი |
▲back to top |
პაროლი
ფრანგ. სიტყვა. დათქმული საიდუმლო სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც იყენებენ თავისიანთა გამოსაცნობად სამხედრო დავალების შესრულებისას ანდა კონსპირაციის საჭიროებისას.
![]() |
1.378 პარტიკულარიზმი |
▲back to top |
პარტიკულარიზმი
ლათ. სიტყვა. განცალკევებაგამიჯვნის დაუმთავრებელი ან დასრულებული პროცესი, როცა ერთი მთლიანი სხეულის რომელიმე ნაწილი განკერძოებას ლამობს; სახელმწიფოს ზოგი ნაწილის მისწრაფება განცალკევებისაკენ მთლიანი სახელმწიფოს საზიანოდ. პარტიკულარიზმის პროცესის დასრულებული სახეა აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება; მისი დაუსრულებელი სახეა ბარსელონისა და მისი რეგიონის სწრაფვა ესპანეთისაგან გამოყოფისაკენ. კულტუროლოგიაში პარტიკულარიზმი ნეგატიურ მოვლენად არის შეფასებული.
![]() |
1.379 პასაჟი |
▲back to top |
პასაჟი
ფრანგ. სიტყვა. აქვს მრავალი მნიშვნელობა. კულტუროლოგიურად: ცალკეული ადგილი წიგნის, სტატიის, სიტყვის ან მუსიკალური ნაწარმოებისა, ერთი მოკლე მონაკვეთი.
![]() |
1.380 პატრიარქატი |
▲back to top |
პატრიარქატი
პირველყოფილ-გვაროვნული წყობილების უკანასკნელი პერიოდი. მისთვის დამახასიათებელია მამაკაცის (,,პატრე“) ბატონობა ოჯახში, საზოგადოებაში. მას წინ უძღოდა მატრიარქატი (mater – დედა) – დედის გაბატონებული მდგომარეობა ოჯახში.
![]() |
1.381 პაციფიზმი |
▲back to top |
პაციფიზმი
მოძრაობა, რომელიც წინააღმდეგია ნებისმიერი შინაარსისა და ხასიათის ომისა, სულ ერთია, განმათავისუფლებელია იგი თუ დაპყრობითი. პაციფისტი არ მიდის არმიაში, უარს აცხადებს იარაღის ხელში დაჭერაზე და
ა.შ.
![]() |
1.382 პეიზაჟი |
▲back to top |
პეიზაჟი
ფრანგ. სიტყვა. ბუნების სურათი; რაიმე ადგილის საერთო ხედი, პანორამა; სურათი, ნახატი, რომელზეც ბუნება არის ასახული. ვინც ამგვარ სურათებსა ქმნის, ის არის პეიზაჟისტი. ზღვაც ბუნებაა, ოღონდ მისი შემსრულებელი გახლავთ მარინისტი. ცნობილ მხატვარ აივაზოვსკის ეკუთვნის მრავალი მარინისტიკული სურათი. ერთ-ერთი ასეთია ,,მეცხრე ტალღა“.
![]() |
1.383 პენ-კლუბი |
▲back to top |
პენ-კლუბი
შემოკლება სამი სიტყვისა: ლექსი, ნარკვევი, რომანი. სხვადასხვა პოლიტიკურ-ესთეტიკური და მხატვრული მიმართულების მწერალთა გაერთიანება. დაარსების ინიციატორი გახლდათ ჯონ გოლსუორთი.
![]() |
1.384 პერსონალიზმი |
▲back to top |
პერსონალიზმი
ლათ. სიტყვა, ნიშნავს პიროვნებას. ფილოსოფიურ-კულტუროლოგიური აზრის მიმდინარეობა, რომელსაც მიაჩნია: ყოფიერებისა და კულტურულ ღირებულებათა პირველსაწყისად უნდა ვაღიაროთ პიროვნება, შემოქმედებითი არსება, კრეატიული უნარით აღჭურვილი საზოგადოებრივი ცხოველი.
![]() |
1.385 პერსონა ნონ გრატა |
▲back to top |
პერსონა ნონ გრატა
ლათ. სიტყვა. არასასურველი პიროვნება, უარყოფითი, მიუღებელი. ჩვეულებრივ, ამა თუ იმ ადამიანს ,,პერსონა ნონ გრატად“ აცხადებს სახელმწიფო. ამისი საპირისპირო მოვლენაა ,,პერსონა გრატა“, ანუ სასურველი პიროვნება.
![]() |
1.386 პერსონაჟი |
▲back to top |
პერსონაჟი
მხატვრული ტექსტის (პიესა, ნოველა, რომანი, პოემა, კინოფილმი და ა.შ.) მოქმედი პირი. პერსონაჟი შეიძლება იყოს პირველხარისხოვანი და მეორე-მესამეხარისხოვანი.
![]() |
1.387 პერფორმანსი |
▲back to top |
პერფორმანსი
ინგლ. სიტყვა, ნიშნავს შესრულებას, წარმოდგენას: ხელოვნებისა და არახელოვნების პრინციპზე აგებული არტეფაქტის სახალხოდ შექმნა. ამგვარი ,,შემოქმედება“ არის სანახევრო შემოქმედება, უმწიფარი ხელოვნება და იგი არ მოითხოვს შემსრულებლის პროფესიულ მომზადებას. ამგვარი თათარიახნად შექმნილი არტეფაქტი დროებითია, წარმავალია. ეგ პოსტმოდერნიზმის ხელოვნების ერთ-ერთი საკვანძო ფენომენია. იგი ჩაისახა და აღმოცენდა 1970იან წლებში. თეატრისაგან იმით განსხვავდება, რომ არ აქვს განაწილებული როლები და დრო, არც სივრცეა განსაზღვრული. მისი მიზანია ბრბოზე ზემოქმედება, საზოგადოებრივი შეგნების გაფართოება და საზოგადოებრივ საქმეებში მეშჩანთა წრის ჩათრევა ამ წრის ადამიანთა პერფორმანსში ჩართვის გზით.
![]() |
1.388 პიქტოგრაფია |
▲back to top |
პიქტოგრაფია
კომპოზიტი შედგება ლათ. სიტყვებისაგან: ,,დახატული“ და ,,ვწერ“. დამწერლობის უძველესი (პირველი) სახეობა, ხატოვანი დამწერლობა.
![]() |
1.389 პლაგიატი |
▲back to top |
პლაგიატი
ლათინურია, ნიშნავს მოტაცებას. სხვის მიერ შექმნილი ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოების მითვისება; საკუთარ ნაშრომში მიუთითებლად სხვათა ციტატებისა და მსჯელობის გამოყენება. ვინც ასეთ საძრახის საქმესა სჩადის, ეწოდება პლაგიატორი, პლაგიატის ჩამდენი.
![]() |
1.390 პლასტიკა |
▲back to top |
პლასტიკა
ბერძნ. სიტყვა. ძერწვის ხელოვნება; ქანდაკება, სკულპტურა; მოცულობითი ფორმების ჰარმონიულობა, გამომსახველობა, რელიეფურობა; სხეულის მოხდენილი, რიტმული მოძრაობის ხელოვნება; მოძრაობისა და ჟესტის ჰარმონიული შეთანხმება, ვთქვათ, ცეკვაში.
![]() |
1.391 პლატონური სიყვარული |
▲back to top |
პლატონური სიყვარული
მხოლოდ სულიერ მისწრაფებაზე დამყარებული, არახორციელი, იდეალური, შორეული გრძნობა, რომელსაც პრაქტიკული მიზანი (ვთქვათ, ოჯახის შექმნა, შვილთა ყოლა) არ აქვს მიზნად; განყენებული ტრფიალი. მაგ., ასეთია მაჯნუნის სიყვარული ლეილისადმი ნიზამი განჯევის პოემაში ,,ლეილი და მაჯნუნი“; ამგვარ სიყვარულზე საუბრობს ქაჯეთის ტყვე ნესტან-დარეჯანი ტარიელისადმი მიწერილ ანდერძში.
![]() |
1.392 პლურალიზმი |
▲back to top |
პლურალიზმი
ლათ. სიტყვა, ნიშნავს მრავლობითს. საგანგებო მსოფლმხედველობრივი პოზიცია, რომლის მიხედვითაც, არსებობს მრავალი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საწყისი, ფორმა და პრინციპი, რომლებიც საფუძვლად ედება შემეცნებას, თეორიებს, მეთოდებს და განაპირობებს ამ მონაცემთა და მოსაზრებათა თანასწორ უფლებას.
![]() |
1.393 პლუტოკრატია |
▲back to top |
პლუტოკრატია
სიტყვაში შეერთებულია ორი ცნება: სიმდიდრე და ძალა. პოლიტიკური წყობილება, როცა ქვეყანას მართავს მდიდარ ადამიანთა ჯგუფი, ხალხი კი სრულიად უუფლებოა და მას არავინ არას ეკითხება.
![]() |
1.394 პოდიუმი |
▲back to top |
პოდიუმი
გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. ამაღლებული და კარგად სამზერი ადგილი მოქანდაკეებისა და მხატვრების სახელოსნოებში ნატურის დასაყენებლად. აქვს არაკულტუროლოგიური მნიშვნელობებიც.
![]() |
1.395 პოეზია და პროზა |
▲back to top |
პოეზია და პროზა
პოეზია გულისხმობს სიტყვათა კავშირს, რომელიც ქმნის რიტმს; რიტმი სიტყვათა გროვას ანიჭებს პოეზიის თვისებას; პროზაული ტექსტი ამგვარ რიტმს მოკლებულია. ამიტომ იგი, თითქოსდა, უფრო მდაბიურია, მიწიერია. მიუხედავად ამისა, პროზასაც აქვს თავისი რიტმი, თუმცა ნაკლები ინტენსივობით გამოხატული. შეგვიძლია, ავიღოთ ერთი და იმავე სიტყვების ჯგუფი და ვნახოთ, როგორ ასხვავებს რიტმი პროზასა და პოეზიას. გალაკტიონი ამბობს: ,,ალპების მთებში იღებს სათავეს ოცნება ჩემი ყველა ფრთამალი“. სიტყვათა ამგვარი თანამიმდევრობა ბადებს პოეტურ რიტმს და ჩვენ ვიღებთ პოეზიას. ახლა ამ წყობილ მარგალიტს დავურღვიოთ თანამიმდევრობა და მოვსპოთ რიტმი. მაშინ ხელთ შეგვრჩება პროზა: ,,ყველა ჩემი ფრთამალი ოცნება სათავეს იღებს ალპების მთებში“. მაშასადამე, პოეზიას ქმნის რიტმი. რიტმი პოეზიის მონარქია.
![]() |
1.396 პოეტიკა |
▲back to top |
პოეტიკა
მეცნიერება მხატვრული ტექსტის შესახებ, ანუ ლიტერატურის თეორია. პირობითად შეიძლება დავყოთ ორ ქვესახეობად: ლექსის პოეტიკა და პროზის პოეტიკა. ლიტმცოდნეობაში გამოიყოფა სამი სფერო, სამი დარგი: 1. ლიტერატურის ისტორია; 2. ლიტერატურის პოეტიკა; 3. ლიტერატურული კრიტიკა.
![]() |
1.397 პოლემიკა |
▲back to top |
პოლემიკა
ბერძნ. სიტყვა. კამათი და დაპირისპირება მეცნიერული, ლიტერატურული თუ პოლიტიკური საკითხების განხილვისას; პაექრობა, აზრთა შეჯახება. ვინც პოლემიკაში იღებს მონაწილეობას, მას ეწოდება პოლემისტი.
![]() |
1.398 პოლიგრაფია |
▲back to top |
პოლიგრაფია
ბერძნ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროს ცნება. ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა, რომელსაც ძალუძს დაბეჭდოს ყველა სახის ტექსტი, ნოტი თუ ნახატი. პოლიგრაფიაში მომუშავეს ეწოდება პოლიგრაფისტი.
![]() |
1.399 პოლითეიზმი და მონოთეიზმი |
▲back to top |
პოლითეიზმი და მონოთეიზმი
ბერძნ. სიტყვები ,,პოლი“, ბევრი, და ,,მონოს“, ერთი; ,,თეოს“, ღმერთი. მაშ, მრავალღმერთიანობა და ერთღმერთიანობა. პოლითეიზმის საფუძველია ტოტემიზმი, ფეტიშიზმი, ანიმიზმი. იგი გავრცელდა პირველყოფილი თემის პერიოდში; შრომის საზოგადოებრივმა დანაწილებამ, მონათმფლობელობამ და შემდგომ მონარქიის შექმნამ თანდათან გამოიწვია ერთი ღმერთის კულტი, მიწიერი ღმერთის წინასახე. ამგვარია ქრისტიანობა, იუდაიზმი, ისლამი და სხვ.
![]() |
1.400 პოლისი |
▲back to top |
პოლისი
ბერძნ. სიტყვა. ძველ საბერძნეთში ქალაქი-სახელმწიფო. ასეთი რამ წარმოდგენილია ,,ვეფხისტყაოსანშიც“. აქ ქალაქი-სახელმწიფოა ქაჯეთი.
![]() |
1.401 პოლიტიკა |
▲back to top |
პოლიტიკა
საზოგადოების მართვის ხელოვნება. მართვა ხორციელდება როგორც შინასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო ურთიერთობის თვალსაზრისით. პოლიტიკაში შედის ბერძნული სიტყვა ,,პოლისი“, ანუ ქალაქი, სახელმწიფო. ამდენად, პოლიტიკა გამოდის სახელმწიფოს მართვა. პოლიტიკოსი ისაა, ვინც სახელმწიფო მართვას ახორციელებს.
![]() |
1.402 პოლიფონია |
▲back to top |
პოლიფონია
ბერძნ. სიტყვა. მუსიკალური ტერმინია. რამდენიმე ხმის შეხამება ვოკალურ და ინსტრუმენტულ ნაწარმოებში; მრავალხმიანობა. ,,პოლი“ ნიშნავს მრავალს; ,,ფონე“ – ხმას. გურულ სიმღერათა უმრავლესობა პოლიფონიურია.
![]() |
1.403 პოლიცენტრისტული თეორია |
▲back to top |
პოლიცენტრისტული თეორია
რასები ერთურთისაგან დამოუკიდებლად და ერთდროულად ჩამოყალიბდნენ, შემდეგ განსახლდნენ, დაიკავეს ახალ-ახალი ტერიტორიები. მონოცენტრისტული თეორიის მიხედვით, არსებობდა გაადამიანების ერთი ცენტრი, ადგილი. ამის მერე გადავიდნენო ისინი სხვადასხვა რეგიონში. ასეთ პრასამშობლოდ (წინარე სამშობლოდ) მიჩნეულია აფრიკა, ზოგის აზრით, მესოპოტამია; სხვათა მიხედვით, ხმელთაშუა ზღვის რეგიონი.
![]() |
1.404 პოპ-არტ |
▲back to top |
პოპ-არტ
ინგლისური და ამერიკული ხელოვნების (,,ახალი რეალობის“) ერთ-ერთი მიმართულება. იგი ჩაისახა და განვითარდა 1950-იან წლებში. ამ მიმართულების წარმომადგენელთა მხატვრული ენა და გემოვნება სრულად შეესატყვისება მომხმარებლური საზოგადოების რეალიებსა და მითოლოგემას, აგრეთვე ფეხს უწყობს ამ ხალხში მტკიცედ დამკვიდრებულ პირადი წარმატებისა და წინსვლის კულტს. ეგ ხელოვნება გაჯერებულია ტექნოლოგიური და ურბანული სიმბოლიკით.
![]() |
1.405 პოპ-კულტურა |
▲back to top |
პოპ-კულტურა
ხელოვნებაზე ავანგარდისტულ მოსაზრებათა ერთობლიობა. იგი ჩამოყალიბდა 1960-იან წლებში და უარყოფს წინა თაობათა გამოცდილებას; ცხოვრებასა და ხელოვნებაში ახალ ფორმა-საშუალებათა ძიება. მისი მეორეული გაგებაა: ხალხურობა, პოპულარობა, მასობრიობა.
![]() |
1.406 პორტრეტი |
▲back to top |
პორტრეტი
ფერწერისა და მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი საშუალება ავტორის სათქმელის გამოსახატავად. პორტრეტით იხატება პიროვნება, მისი ხასიათი, გარეგნობა. მაშ, ეს არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, ფოტოგრაფიული, სიტყვიერი აღწერა და დახასიათება.
![]() |
1.407 პოსტმოდერნიზმი |
▲back to top |
პოსტმოდერნიზმი
კულტუროლოგიის თვალსაზრისით, პოსტმოდერნიზმად მიჩნეულია 19701990-იანი წლების ფართო კულტურული მიმდინარეობა. მის ორბიტაში ექცევა ფილოსოფია, ესთეტიკა, ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებანი, ყოველდღიური პრაქტიკა. ის, შეიძლება, მოდერნის სიახლეთა ერთგვარ რეაქციადაც კი მივიჩნიოთ. მხატვრული მოდერნის ახლებურ ავანგარდისტულ წანამძღვრებს პოსტმოდერნიზმი უპირისპირებს შემდეგს: ცდილობს თანამედროვე ხელოვნებაში ჩართოს მსოფლიო მხატვრული პრაქტიკის მთელი გამოცდილება, ოღონდ ამას აკეთებს ციტირების წესით. პოსტმოდერნიზმის ესთეტიკური პოზიცია უარს ამბობს კონცეპტუალურ აგებათა ჩაკეტილობასა და სიმკაცრეზე, შეგნებულად ახდენს ბინარული წინააღმდეგობის პრაქტიკის იგნორირებას, უფრო მეტად ენდობა მარგინალიზაციას, ღიაობას, ღირებულებათა სკალის გაუქმებას; უწინარეს ყოვლისა, ლამობს მოახდინოს კლასიკური კულტურულ-ღირებულებითი ორიენტაციის დესტაბილიზაცია.
![]() |
1.408 პოსტსკრიპტუმი |
▲back to top |
პოსტსკრიპტუმი
ორი ლათინური სიტყვის ნაზავია: ,,დაწერილის შემდეგ“. იგულისხმება ბარათის ბოლოს მინაწერი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ასე აღნიშნავენ ორი ლიტერით: P.S.
![]() |
1.409 პოსტსტრუქტურალიზმი |
▲back to top |
პოსტსტრუქტურალიზმი
ფილოსოფიური და სოციოჰუმანიტარული ცოდნის მიმართულება. იგი აღმოცენდა და ჩამოყალიბდა 1960-1980-იან წლებში; თავდაპირველად ჰქონდა კრიტიკის ფორმა, ლამობდა სტრუქტურალიზმის თვალშისაცემი ფორმალიზმის დაძლევას და თავის თავს მიიჩნევდა სტრუქტურალიზმის ყველა ტალღის გადამლახველად. მისი ძირითადი მახასიათებლებია: დეკონსტრუქცია, დეცენტრალიზაცია, კულტურის ენის დისკურსიული ანალიზი, კულტურის სივრცის ტექსტად და კონტექსტად ინტერპრეტაცია, მხატვრულ ფენომენთა სივრცით-დროებრივი საზღვრების წაშლა.
![]() |
1.410 პრაგმატიზმი |
▲back to top |
პრაგმატიზმი
ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც ჭეშმარიტად მიიჩნევს იმას, რაც პრაქტიკულად სასარგებლოა და არა ობიექტურ ჭეშმარიტებას. პრაგმატული მიდგომები განსაკუთრებით მიღებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგ., სულ ახლახან საუდის არაბეთის მმართველი წრეების მითითებით მათსავე საელჩოში დაჭრეს და დაჩეხეს ცნობილი ჟურნალისტი; მსოფლიო აღშფოთდა, ოღონდ დონალდ ტრამპმა საქვეყნოდ განაცხადა: საუდელებს ცუდი ამბავი დაემართათ, ოღონდ ეგ ქვეყანა ჩვენი ძლიერი სავაჭრო პარტნიორია და ამიტომ ამ ამბავს გაგებით უნდა მოვეკიდოთო. გადის თვეები და ამერიკის სახელმწიფო არაფერს აკეთებს დამნაშავეთა დასასჯელად, გასაკიცხავად.
![]() |
1.411 პრეისტორია |
▲back to top |
პრეისტორია
წინარეისტორია; ისტორიის ის ხანა, საზოგადოების განვითარების ის დრო, რომლის შესახებ წერილობითი ცნობები არ არსებობს.
![]() |
1.412 პრემიერა |
▲back to top |
პრემიერა
ფრანგ. სიტყვა. პირველი წარმოდგენა თეატრალური დადგმისა, ოპერისა, ბალეტისა, მუსიკალური კლიპისა და სხვ.
![]() |
1.413 პროზელიტი |
▲back to top |
პროზელიტი
ბერძნ. სიტყვა. არის ის, ვინც სულ ახლახან მიიღო რომელიმე სარწმუნოება, ამავე დროს, თავგამოდებით იცავს მას. ასეთი პიროვნების კარგი ნიმუშია აბო თბილელი.
![]() |
1.414 პროლეტმწერალი |
▲back to top |
პროლეტმწერალი
პროლეტარული მწერალი, ანუ მუშათა და გლეხთა უღარიბესი ფენებიდან გამოსული მწერალი, რომელიც მხარს უჭერს ჯერ სოციალისტურ რევოლუციასა და მის იდეებს, შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებასა და სოციალდემოკრატიულ მოძრაობას. მწერლობის მემარცხენე ფრთა საბჭოთა კავშირის შექმნის პირველ წლებში; იდეურად და ტექნიკურად ღარიბი მესიტყვე, რომელსაც არა ნიჭი, არამედ პარტია და სახელმწიფო უჭერდნენ მხარს.
![]() |
1.415 პროტოენა |
▲back to top |
პროტოენა
უწინარესი ენა, საწყისი ენა, რომლის განშლა-განტოტვის შედეგად ჩამოყალიბდა სხვადასხვა ენა. ბევრ ენათმეცნიერს მიაჩნია, რომ პრაენა არც არასოდეს არსებულა და ენები სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროსა და პირობებში წარმოიშვა. რაც შეეხება ქართველთა პროტოენას, ეს აშკარა ფაქტია. ქართველთა პროტოენა რამდენიმე ათასი წლის წინათ ნამდვილად ფუნქციონირებდა. დიალექტების ჩამოყალიბებისა და პროვინციების ტერიტორიული ჩაკეტვისა და დიფერენციაციის შედეგად მთავარი დიალექტები თანდათან დაშორდნენ ერთურთს და იქცნენ დამოუკიდებელ ენებად. ასე მივიღეთ ქართველური ენები: ქართული, მეგრული, სვანური, ჭანური და ქართველური ტომებისაგან ძალიან ადრე მოწყვეტილი, ესპანეთში გადახვეწილი ტომის ენა – ბასკური. ამჟამად საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სამი ძმაენა: ქართული, სვანური, მეგრული.
![]() |
1.416 პროტოტიპი |
▲back to top |
პროტოტიპი
პირველსახე, ნიმუში, დედანი; ნამდვილი პიროვნება, რომლის კვალობაზეც შექმნა ავტორმა ლიტერატურული პერსონაჟი (ტიპი ან სახე). მაგ., მიხ. ჯავახიშვილმა არსენა მარაბდელის პორტრეტი შექმნა თავისი დედის ძმის გარეგნობის თარგზე.
![]() |
1.417 პროფესიონალი |
▲back to top |
პროფესიონალი
პირი, რომელმაც საკუთარი საქმე ზედმიწევნით იცის და ეგ საქმიანობა მთელი თავისი ცხოვრების მიზნად გაუხდია.
![]() |
1.418 პუბლიცისტიკა |
▲back to top |
პუბლიცისტიკა
ლათ. წარმოშობის სიტყვა, ნიშნავს საზოგადოებრივს. მაშ, საზოგადოებრივი ხასიათის ფართო მნიშვნელობის ლიტერატურა (სტატია, წერილი, გამოკვლევა, ნარკვევი, წიგნი) აქტუალურ საკითხებზე. ლირიკული ლექსის ერთ-ერთი სახეობა, რომელშიც პუბლიცისტიკა და აქტუალური თემატიკა წინ არის წამოწეული, სახელდებულია ამგვარად: პუბლიცისტურ-მომწოდებლური ლექსი. ასეთი პოეზია წინ წამოიწევს ხოლმე რევოლუციებისა და სახალხო მღელვარების პირობებში. ცნობილია ამ ტიპის მელექსენი: რუსი მაიაკოვსკი, ქართველები ირ. ევდოშვილი და ა. მირცხულავა. მაიაკოვსკიმ დაწერა ლექსები პასპორტზე, კომპარტიაზე, პარტიულ სხდომებზე; ევდოშვილმა შექმნა ლირიკული სტროფები 1905-1907 წლების რევოლუციაზე; ალიო მაშაშვილმა შედევრები უძღვნა ქარხანას, კომკავშირს, შრომას. აი. მისი ერთი მაჟორულ-პუბლიცისტური ლექსი: ჰა, გრაგანებენ კვლავ მანქანები, ყალყზე დგებიან, გრიგალდებიან; ტემპს რომ ხვდებიან მძლავრ გაქანებით, კომკავშირული ბრიგადებია! ლირიკული ლექსის ამ ქვესახეობას უპირისპირდება ინტიმურ-მედიტაციური ქმნილება, ვთქვათ, ტ. გრანელის ან გ. ტაბიძის არაერთი მინორული ნაწარმოები, მაგ., ,,მე და ღამე“.
![]() |
1.419 პურიზმი |
▲back to top |
პურიზმი
ძირითადად ასე ესმით: ბრძოლა ენის სიწმინდის შესანარჩუნებლად. პურიზმი უნდა გამოყენებულ იქნეს ზომიერად. ჟ
![]() |
1.420 ჟანრი |
▲back to top |
ჟანრი
ფრანგ. სიტყვა. ხელოვნების რომელიმე დარგის ნაწარმოების სახეობა, რომელსაც ახასიათებს თავისებური სიუჟეტურ-სტილისტიკური ნიშნები. მაგ., პროზაში გამოიყოფა ჟანრები: მოთხრობა, ნოველა, რომანი; პოეზიაში – ლირიკული ლექსი, ბალადა, ეპიკური პოემა, ლირიკული პოემა, პოემა-ეპოპეა. ჩვეულებრივი პოემის ნიმუშია ,,ალუდა ქეთელაური“; პოემა-ეპოპეისა – ,,შაჰ-ნამე“ და ,,ვეფხისტყაოსანი“; ლირიკული პოემებია ილიას ,,აჩრდილი“, ალიო მირცხულავას ,,მე და ბარათაშვილი“, ოთარ ჭილაძის ,,თიხის ფირფიტები“.
![]() |
1.421 ჟარგონი |
▲back to top |
ჟარგონი
ფრანგ. სიტყვა. თავისებური სიტყვები და გამოთქმები, რომლებსაც იყენებენ გარკვეულ წრეებში, პროფესიულ საზოგადოებაში, ანუ ერთგვარი პირობითი ენა, რომელიც გასაგებია ადამიანთა შეზღუდული ჯგუფისათვის. მაგ., მძღოლების წრეში გაიგონებთ ისეთ სიტყვებს, რომლებიც ყველასათვის როდია გასაგები. ასეთებია: როტორი, აკუმულატორი, რადიატორი. ამის კარგი მაგალითია ცნობილი პოეტის გიორგი ლეონიძის ამბავი. იგი ერთ შემთხვევაზე საუბრობს, დასძენს: მანქანა გაგვიფუჭდა, აკუმულატორი გადაუხურდაო. პოეტს სპეციფიკური ჟარგონი, შოფრული ენა არა სცოდნია. საქმე ისაა, რომ აკუმულატორი არა ხურდება და, კიდევაც რომ გახურდეს, მანქანა მაინც იმოძრავებს. რა თქმა უნდა, გადახურდა რადიატორი, რომელშიც წყალი ასხია და სითხე ადუღდა. ჟარგონის არცოდნის გამო პოეტს ერთმანეთში აერია აკუმულატორი და რადიატორი.
![]() |
1.422 ჟიური |
▲back to top |
ჟიური
ფრანგ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ტერმინი. ეს გახლავთ სპეციალისტთა ჯგუფი, საგანგებოდ იმ მიზნით გამოყოფილი, რათა ადგილები და პრიზები მიანიჭოს კონკურსანტებს, გამოფენის მონაწილეებს, სხვა პირებს.
![]() |
1.423 ჟურნალისტი |
▲back to top |
ჟურნალისტი
ლიტერატურული მუშაკი, რომელიც მისდევს ჟურნალისტიკას, წერილებს, რეცენზიებსა და შენიშვნებს ბეჭდავს ჟურნალ-გაზეთებში. ბევრი დიდი მწერალი თავის მოღვაწეობას სწორედ ჟურნალისტიკით იწყებს. მაგ., თავდაპირველად გამოჩენილი ჟურნალისტები იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები ერნესტ ჰემინგუეი და მიხეილ შოლოხოვი; ჟურნალისტად მუშაობდა გამოჩენილი მწერალი გიორგი წერეთელი, პირველი ქართული რომანის ,,პირველი ნაბიჯის“ ავტორი. რ
![]() |
1.424 რარიტეტი |
▲back to top |
რარიტეტი
ლათინური წარმოშობის სიტყვა. ძალიან იშვიათი წიგნი (სამუზეუმო ექსპონატი, ძველი წიგნი, ერთობ მცირეტირაჟიანი გამოცემა). ტერმინი განეკუთვნება გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროს.
![]() |
1.425 რაფსოდი |
▲back to top |
რაფსოდი
ბერძნ. სიტყვა. ძველ საბერძნეთში ასე ეძახდნენ მოხეტიალე მომღერალს (ლექსებისა და მუსიკის ავტორს). იგი ასევე აგროვებდა და იხსომებდა ეპიკურ სიმღერებს, საგმირო ამბებს. სპარსეთში ასეთ ადამიანს ერქვა ნაყალი, საქართველოში – მოშაირე, მოგვიანებით – მეფანტურე.
![]() |
1.426 რაციონალიზმი |
▲back to top |
რაციონალიზმი
ლათ. ,,რაციო“ გონება. შეხედულებათა სისტემა, რომელიც აღიარებს გონების უპირატესობას გრძნობებთან შედარებით; მიიჩნევს, რომ გონებაა საფუძველი ადამიანის შემეცნების, ქცევისა და მოტივაციისა.
![]() |
1.427 რეგიონული კულტურა |
▲back to top |
რეგიონული კულტურა
კულტურა, რომელიც მშობლიური, მისაღები და გასაგებია მთელი რეგიონის მოსახლეობისათვის. რეგიონი, შეიძლება, მოიცავდეს ქვეყანას, ქვეყნებს ან ქვეყნის ცალკეულ მხარეს. რეგიონული კონფერენცია, შეიძლება, გაიმართოს, მაგალითად, დასავლეთ საქართველოში; რეგიონული პაქტი, შესაძლოა, გაფორმდეს რეგიონულ სახელმწიფოთა (ვთქვათ, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) შორის. ამ შემთხვევაში რეგიონი გულისხმობს გარკვეული გეოგრაფიული მხარის სახელმწიფოთა ჯგუფს.
![]() |
1.428 რედაქცია |
▲back to top |
რედაქცია
იგივეა, რაც რედაქტირება. ხელნაწერი ტექსტის გასწორება, ლიტერატურულ-სტილისტური დამუშავება და ჩასწორება, დასაბეჭდავად მომზადება. ამ დროს ტექსტი ისე უნდა ჩასწორდეს, არ დაიკარგოს ავტორის არც აზრი და, თუ აქვს, არც სპეციფიკური სტილი.
![]() |
1.429 რეკვიზიტი |
▲back to top |
რეკვიზიტი
ლათ. სიტყვა. განეკუთვნება გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროს. ნამდვილი ან ბუტაფორიული ნივთები, რომლებიც სჭირდებათ მსახიობებს წარმოდგენის დროს ანდა აუცილებელია დეკორაციების გასაფორმებლად (ტანსაცმელი, იარაღი, ჯამ-ჭურჭელი, ყვავილები, საჭმელ-სასმელი, ყანწები, დოქები, ქვევრკასრები).
![]() |
1.430 რეკლამა |
▲back to top |
რეკლამა
ფრანგ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. ეს გახლავთ განცხადება, პლაკატი, რადიოგადაცემა, საგანგებო კლიპი, რომელთა მეშვეობითაც მაყურებელს მიიზიდავენ. გარდა ამისა, ამ ვითარებაში ხდება ვისიმე ან რისამე შექება, მოწონება მისთვის სახელის მოხვეჭის მიზნით.
![]() |
1.431 რელიგია |
▲back to top |
რელიგია
ლათ. სიტყვა. პირდაპირი მნიშვნელობით ,,კავშირი“, ,,შეკავშირება“. იგულისხმება კავშირი ადამიანსა და ზენაარს შორის. არამეცნიერული, მხოლოდ რწმენასა და განცდაზე დამყარებული ზებუნებრივი ძალის არსებობის იმედი, მოლოდინი.
![]() |
1.432 რენესანსი |
▲back to top |
რენესანსი
ფრანგ. სიტყვა. XIV-XVI საუკუნეების ევროპის ქვეყნებში (უპირველესად – იტალიაში) კულტურულ-იდეოლოგიური განვითარების პერიოდი. მისთვის დამახასიათებელია კაპიტალისტური ურთიერთობების მძლავრი განვითარება და ამასთან დაკავშირებით მეცნიერებისა და ხელოვნების აყვავება, მისი აღორძინება, ადამიანობისა და ადამიანური საწყისების წინ წამოწევა; რაც მთავარია, ძველ, ანტიკურ ნიმუშებზე დაყრდნობით ახალი პროგრესული იდეების აგიტაცია-პროპაგანდა. ამ გაგების რენესანსი XII საუკუნის საქართველოში არ არსებობს. იმ დროის კულტურა და ლიტერატურა აგრძელებდა ქართული ლიტერატურის ჩვეულებრივ აღმავალ ხაზს. ამავე დროს, რუსთველს არავითარი ანტიკა არ აუღია საფუძვლად. ევროპული ტიპის რენესანსი ჩვენში განხორციელდა მოგვიანებით, XVII-XVIII საუკუნეებში. ამ დროის მწერლობა მართლაც გამოცოცხლდა. სავაჭრო-კაპიტალისტური ურთიერთობები უკეთ აეწყო. ამ დროის მწერლებმა ქართულ ანტიკად გამოაცხადეს რუსთველის პოემა. ამ პოსტამენტზე დაყრდნობით მართლა მოახდინეს ერთგვარი რენესანსი, ანუ ქართული აღორძინება. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ ვარსკვლავური სახელები: თეიმურაზ I, არჩილი, იაკობ შემოქმედელი, სულხან ორბელიანი, ვახტანგ მეექვსე, დავით გურამიშვილი.
![]() |
1.433 რეპრესია |
▲back to top |
რეპრესია
ლათ. სიტყვაა და ნიშნავს დათრგუნვას, დასჯას. სახელმწიფო ორგანოების მიერ კულტურის ურჩ მუშაკთა დასჯითი ღონისძიება (სამსახურიდან გაგდება, დაპატიმრება, სიკვდილით დასჯა, გადასახლება). ასეთი ღონისძიებები ჩვეულებრივი ამბავია დიქტატორულ სახელმწიფოში, მაგ., საბჭოთა კავშირში. რეპრესიების ტალღებს შეეწირნენ მიხ. ჯავახიშვილი, ტიც. ტაბიძე, რეჟისორი ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი და სხვები; რეპრესიების უნებლიე მსხვერპლი გახდა პ.იაშვილი.
![]() |
1.434 რესტავრაცია |
▲back to top |
რესტავრაცია
ლათ. სიტყვა, ნიშნავს ,,აღდგენას“. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. ჟამთა ვითარებაში დაზიანებული არქიტექტურული ძეგლის, ხელოვნების ნაწარმოების, არქეოლოგიური ნივთისა და უძველესი ხელნაწერისა თუ წიგნის აღდგენა, პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ამ საქმის სპეციალისტს ეწოდება რესტავრატორი.
![]() |
1.435 რეცენზია |
▲back to top |
რეცენზია
ლათ. სიტყვა, ნიშნავს ,,განხილვას“. ლიტერატურული თუ სამეცნიერო ტექსტის, სპექტაკლის, კინოსურათის გარჩევა, განხილვა, ავ-კარგის შეფასება. ის, ვინც რეცენზიასა წერს, არის რეცენზენტი.
![]() |
1.436 რითმა |
▲back to top |
რითმა
ბერძნ. სიტყვა. ლექსის სტრიქონების ბოლოში ერთნაირი ბგერათკომპლექსების თავმოყრა წინასწარგანზრახვით. ეს ხერხი ლექსის უკეთ დახსომებას უწყობს ხელს; მეორეც, უკეთ გვამახსოვრდება ხაზგასასმელი სიტყვა; მესამეც, რითმა ხელს უწყობს რიტმის მდინარებას, განვითარებას. ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს უბრალო ჯარისკაცი და გენერალი. რითმა ლექსის ჯარისკაცია, რიტმი – გენერალი. ურითმოდ ლექსი მაინც არსებობს, მაგ., თეთრი ლექსი. ურიტმოდ კი ლექსი კვდება და ხელთა გვრჩება პროზაული ტექსტი. ამრიგად, რიტმი სხვაა, რითმა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი.
![]() |
1.437 რიტორიკა |
▲back to top |
რიტორიკა
ბერძნ. სიტყვა. ორატორია, მჭევრმეტყველება, ეფექტიანი მეტყველებისა და ზეპირი გამოსვლის ხელოვნება, აღნიშნულის თეორია; მეცნიერება მჭევრმეტყველების შესახებ.
![]() |
1.438 რიტუალი |
▲back to top |
რიტუალი
ლათ. სიტყვა. სარწმუნოებრივი ხასიათის წეს-ჩვეულებათა ერთობლიობა.
![]() |
1.439 როკ-კულტურა |
▲back to top |
როკ-კულტურა
ახალგაზრდული სუბკულტურის მოვლენა. იგი წარმოიშვა 1960-იანი წლების ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქვს ახალი მუსიკალური სტილი, გამოხატავს ნონკონფორმისტულ პათოსს. მისი ძირითადი ბირთვია კონტრკულტურა.
![]() |
1.440 რუბიკონის გადალახვა |
▲back to top |
რუბიკონის გადალახვა
ურყევი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, გადამწყვეტი და მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. სახელწოდება მოდის მდინარე რუბიკონის სახელიდან. იულიუს კეისარი თავისი სახელოვანი ლაშქრით ამ მდინარესთან იდგა. წყლის გადალახვა ნიშნავდა რომსა და სენატთან დაპირისპირებას, სამოქალაქო ომს. მან მიიღო რთული და ძნელი გადაწყვეტილება, გადაელახა რუბიკონი და დაპირისპირებოდა სენატს.
![]() |
1.441 რუსიფიკაცია |
▲back to top |
რუსიფიკაცია
იგივე რუსიფიცირება. მეფის რუსეთში არსებული ტენდენცია: ადგილობრივი (ნაცმენური) კულტურების დათრგუნვა და მათ ნაცვლად რუსული ენისა და კულტურის იძულებით დანერგვა არარუს ხალხებში.
![]() |
1.442 რუსოფილი |
▲back to top |
რუსოფილი
რუსთა და ყოველივე რუსულის მოყვარული.
![]() |
1.443 რუსოფობი |
▲back to top |
რუსოფობი
რუსთა და ყოველივე რუსულის მოძულე. ს
![]() |
1.444 საარტიკულაციო ბაზისი |
▲back to top |
საარტიკულაციო ბაზისი
სამეტყველო ორგანოების მოქმედების საფუძველი, რომელიც აქვს ადამიანს, ხოლო ნაწილობრივ ან სრულიად არ გააჩნია ცხოველს. ამიტომაც ცხოველი ვერ ანაწევრებს ბგერებს, ვერ წარმოთქვამს სიტყვებს.
![]() |
1.445 საინფორმაციო კულტურა |
▲back to top |
საინფორმაციო კულტურა
1. ერთობლიობა ქცევის იმ ნორმების, წესებისა და სტერეოტიპებისა, რომლებიც უკავშირდება საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებას; 2. ცნება, რომელიც ახასიათებს კულტურას იმ თვალსაზრისით, თუ მის ჩარჩოებში არსებულ (მოქცეულ) ინფორმაციას როგორ აგროვებს, გადაამუშავებს და გადასცემს.
![]() |
1.446 საკრალური |
▲back to top |
საკრალური
ლათ. სიტყვა, ნიშნავს წმინდას, აკრძალულს. უწინარეს ყოვლისა, დაკავშირებულია რელიგიურ კულტსა და რიტუალთან. კულტუროლოგიურად: უმნიშვნელოვანესი მსოფლმხედველობრივი კატეგორია, რომელიც გულისხმობს ყოფიერების სფეროსა და შემეცნებით აღქმულის გამიჯვნას, როცა საგანს ენიჭება საკრალური სულიერი შინაარსი, უფრო ძვირფასი ხდება, ვიდრე მისი ფიზიკურ-არსობრივი ღირებულებაა. მაგ., გარდაცვლილი ძვირფასი დედის ნაჩუქარი თითბრის ბეჭედი დროთა განმავლობაში საკრალურ ღირებულებასა და დანიშნულებას იძენს. დაახლოებით იგივეა ტერმინი საკრამენტული.
![]() |
1.447 სალონი |
▲back to top |
სალონი
ფრანგ. სიტყვა. აქვს მრავალი მნიშვნელობა. ესე იგი, პოლისემიური ერთეულია (,,პოლი“ მრავალი, ,,სემიო“ მნიშვნელობა). კულტუროლოგიური ასპექტით, საგულისხმოა შემდეგი გაგება: მხატვრულ ნაკეთობათა, ხელოვნების ნაწარმოებთა მაღაზია, ასევე სალონური წრე, რომელშიც ერთიანდებიან მწერლები, სხვადასხვა დარგის ხელოვანნი, პოლიტიკური მოღვაწეები, სისტემატურად რომ იკრიბებიან ვისიმე სახლში. ამ მხრივ მე-19 საუკუნის საქართველოში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ორი სალონი: ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მანანა ორბელიანისა. გადმოცემით, პოემა ,,ბედი ქართლისა“ ბარათაშვილს ალ. ჭავჭავაძის სალონში წაუკითხავს პირველად.
![]() |
1.448 სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია (სტრ) |
▲back to top |
სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია (სტრ)
ფართო შინაარსის მქონე ცნება. ტექნიკისა და მეცნიერების მძლავრი განვითარება მეორე მსოფლიო ომის (1941-1945) გამოისობით, რაკიღა ომი და მსგავსი კატაკლიზმები იწვევს ტექნიკის ერთბაშად განვითარებას. მარქსიზმის კლასიკოსი ვ.ი. ლენინი საგანგებოდ მიუთითებდა: მშვიდობიანი ცხოვრების დროს რომ ტექნიკა და სამეცნიერო აზრი ვითარდება 20 წელიწადში, იმდენს ვითარდება იგი ომის პირობებში 5-6 წლის განმავლობაშიო. ტექნიკისა და მეცნიერების ამგვარი პროგრესი ავტომატურად იწვევს სოციოკულტურულ პროცესებს, კერძოდ, სოციალური და კულტურული სფეროების განვითარებას, არნახულ დაწინაურებას.
![]() |
1.449 სანსარა |
▲back to top |
სანსარა
სანსკრიტული ტერმინი-კატეგორია. ხეტიალი, ცოცხალი არსების მუდმივი მოძრაობა, წრებრუნვა, სულთა გადასახლება. ამ დროს სული წვალობს, ჯახირობს, ირჯება. აქედან ჩამოყალიბდა ქართული სიტყვა სამსალა, იგივე შხამი, საწამლავი. არსებობს გამოთქმა: სამსალა დალია, სამსალა შესვაო; არის კომპოზიტი შხამსამსალა. ,,ვეფხისტყაოსანშია“: ,,ავთანდილ იტყვის: ,,მომკლაო სოფლისა მე სამსალამა“.
![]() |
1.450 სელექცია |
▲back to top |
სელექცია
ლათ. სიტყვა. გადარჩევა, ცხოველ-მცენარეთა ჯიშების გაუმჯობესება ან ახალი, უკეთესი ჯიშების გამოყვანა ხელოვნური შერჩევით, შეჯვარებით. ეს პროცესი გახლავთ ადამიანური გონების კრეატიულობის ფაქტი, რაც, როგორც ვიცით, პიროვნების კულტურიზაციას გულისხმობს. ამიტომ კულტუროლოგიაში სელექციას ხვნის (კულტივაცია) შემდეგ ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.
![]() |
1.451 სემიოტიკა |
▲back to top |
სემიოტიკა
იგივეა, რაც სემიოლოგია, ანუ ,,ნიშანთა მოძღვრება“. ენობრივი ნიშნებისა და ნიშანთა სისტემის თეორია. იგი შეისწავლის ნიშანთა სისტემას, როგორც ადამიანთა შორის კომუნიკაციის უმნიშვნელოვანეს საშუალებას, და ამით შეისწავლება კომუნიკაციის კულტურაც.
![]() |
1.452 სემირამიდას ბაღები |
▲back to top |
სემირამიდას ბაღები
ძველი მსოფლიოს ერთერთი შვიდ საოცრებათაგანი (ჰეროდოტეს მიხედით). ე.წ. ,,დაკიდული ბაღები“ ბაბილონში. მათი მოწყობა მიეწერება ასირიის (დღევანდელი სირია) ლეგენდარულ დედოფალ სემირამიდას.
![]() |
1.453 სეპარატიზმი |
▲back to top |
სეპარატიზმი
ფრანგ. სიტყვა. განცალკევებისა და გამოყოფისაკენ სწრაფვა. ჩვეულებრივ, ატარებს უარყოფით ელფერს. თანამედროვე მსოფლიოში ამ მისწრაფებებს ამჟღავნებენ: ესპანეთში – ბასკები; მოლდოვაში – გაგაუზები; საქართველოში – აფხაზები; ინგლისში – ირლანდიელები.
![]() |
1.454 სილაბურ-ტონური ლექსთწყობა |
▲back to top |
სილაბურ-ტონური ლექსთწყობა
ისეთი ლექსთწყობა, რომელიც დამყარებულია ,,სილაბის“ (მარცვლის, ხმოვნის რაოდენობასა) და ,,ტონის“ (მახვილის) ერთიანობაზე. სწორედ ასეთია ქართული ლექსთწყობა. სილაბურია ისეთი ლექსთწყობა, სადაც მხოლოდ მარცვალთა რაოდენობა ქმნის პოეზიას. ასეთია, მაგალითად, არაბული.
![]() |
1.455 სიმბოლო |
▲back to top |
სიმბოლო
ბერძნ. სიტყვა. ნიშანი, რომელიც არა მარტო მიუთითებს ობიექტზე, არამედ, ამასთანავე, თავის თავში ატარებს დამატებით აზრს: გამოხატავს ამ ობიექტის განმარტებასთან დაკავშირებულ საერთო იდეასა და გააზრებას. მაშასადამე, სიმბოლოს აქვს პრეტენზია უფრო მეტი გამოხატოს და თქვას, ვიდრე ის ობიექტია თავისთავად, რომელსაც აღნიშნავს და გამოხატავს. ამიტომაცაა: სიმბოლისტები სიმბოლოთა სისტემის მომარჯვებით ცდილობდნენ მოსწყვეტოდნენ უხეშ მარტივ რეალობას და ნებისმიერ ობიექტზე მეტი ეთქვათ, ვიდრე ამას რეალისტები ახერხებდნენ. საგნის სიმბოლური გააზრება ამის საშუალებას მართლაც იძლევა. ამის კარგი მაგალითია ილიასა და გალაკტიონის მიერ ნახმარ სიტყვათა შედარება. ილიასეული ,,მთვარე“ მხოლოდ ერთ, ყველასათვის ნაცნობ და გასაგებ შინაარსს ატარებს, ხოლო გალაკტიონისეული აუარებელ ნიუანსსა და გაგებას შეიცავს; აკაკის ,,მეფე“ ერთადერთ შინაარსს გულისხმობს, გალაკტიონისა სწორედ ერთადერთ გაგებას გამორიცხავს. ამიტომაცაა: რეალისტის ტაეპის შესახებ დასმულ შეკითხვას ერთადერთი სწორი პასუხი აქვს, სიმბოლისტური ტაეპის შესახებ დასმულ კითხვას კი იმდენი სწორი პასუხი ეძებნება, რამდენი მკითხველიცაა ამქვეყნად. ამრიგად, სიმბოლიზმი, როგორც მეთოდი, გამოხატვის ბევრად უფრო მეტ საშუალებას იძლევა, ვიდრე – რეალიზმი.
![]() |
1.456 სიმულიაკრი |
▲back to top |
სიმულიაკრი
არარსებული სინამდვილის სახე, ვირტუალური სინამდვილე. ჰიპერრეალისტური ობიექტი, რომლის უკან არა დგას არავითარი რეალობა. ეს გახლავთ პოსტმოდერნისტული ესთეტიკის ერთ-ერთი საკვანძო ცნება.
![]() |
1.457 სინკრეტიზმი |
▲back to top |
სინკრეტიზმი
ბერძნ. სიტყვა. გაერთიანება, შერწყმულად არსებობა, დაუნაწევრებლობა, რაც რაიმე მოვლენის განვითარების საწყის ეტაპზე გვხვდება, იგივეა, რაც ეკლექტიზმი. მაგ., მაჭარს სინკრეტული სახე აქვს: იქ ერთმანეთშია არეული ჭუჭყი და სასარგებლო ნივთიერებები; მოგვიანებით, დუღილის პროცესში, ჭუჭყი და სხვა არასაჭირო ელემენტები გადმოიღვრება და რჩება სუფთა ღვინო, ყველაზე წმინდა სითხე დედამიწაზე.
![]() |
1.458 სიუჟეტი |
▲back to top |
სიუჟეტი
ფრანგ. სიტყვა. ერთი ან ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ამბავი, რაც შეადგენს მხატვრული ნაწარმოების შინაარსს და გამოავლენს პერსონაჟთა ხასიათს, მიზნებს. ნოველას აქვს ერთადერთი ამბავი. მაშ, მისი სიუჟეტი მარტივია, სამაგიეროდ რთულია სიუჟეტი რომანისა. ავიღოთ ,,ვეფხისტყაოსანი“. აქ გვხვდება რთული სიუჟეტი, რომელიც შეიცავს ერთმანეთში გადახლართულ რამდენიმე ამბავს: ინდოეთის ამბავი, არაბეთის ამბავი, ქაჯეთის ციხექალაქის ამბავი, გულანშაროს ამბავი და
ა.შ.
![]() |
1.459 სკაბრეზი |
▲back to top |
სკაბრეზი
სკაბრეზული გამოთქმა, ესე იგი, უწმაწური, უზრდელური სიტყვა, სიტყვათა წყობა თუ მთელი ფრაზა ან ლექსიც კი. მაგ., ,,ვეფხისტყაოსანში“ არის ვითარება, როდესაც განრისხებული მამიდა დავარი ნესტანს ბოზობას, გარყვნილებას აბრალებს. დავარი უშვერი სიტყვებით მიმართავს ძმისშვილს: ,,როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე?!“ მეორე შემთხვევა ასეთია: რამაზ ხატაელმა ერთხელ უღალატა ტარიელს. ლომგმირმა ეს აპატია დამნაშავეს; მან ფიცი დადო: მეტს აღარ გიღალატებო. მაინც უღალატა. ამის გამო განრისხებული ტარიელი მას პირით და არა ტანით ბოზს ეძახის: ,,პირბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან, მე ჩაბალახად გახმარნე, რაცა გიმუზარადიან“. სკაბრეზს ფაქიზად უნდა იყენებდეს მწერალი. ის არ უნდა გახდეს ვულგარულობის ნიმუში. ასე იქცევა მწერალი ადამ ბოლდუელი, როცა რომან ,,კეისარში“ ახალგაზრდა ქალიშვილს მისი ქედმაღლური ქცევით გაბრაზებული ჭაბუკი პოეტი ასე მიმართავს: მაისი ისე ალმასობს, სკდება კვირტები მფეთქავი; თვრამეტი წლის ხარ, ლამაზო, დადიხარ გაუხეთქავი.
![]() |
1.460 სკეპტიციზმი |
▲back to top |
სკეპტიციზმი
იგივე ნიჰილიზმი; იდეალისტური ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც უარყოფს ობიექტური სინამდვილის შემეცნების შესაძლებლობას; კრიტიკული, უნდობლური დამოკიდებულება, ეჭვიანობა.
![]() |
1.461 სოციალიზაცია |
▲back to top |
სოციალიზაცია
კულტუროლოგიური თვალსაზრისით: ინდივიდის მიერ სოციოკულტურული გამოცდილების – სოციალური ნორმების, ღირებულებების, ქცევის ნიმუშების, ჩვევების, ადათწესების, კულტურული ტრადიციების, კოლექტიური წარმოდგენების, რწმენისა და სხვათა შეთვისებისა და აქტიური აღწარმოების პროცესი.
![]() |
1.462 სოციალისტური რეალიზმი |
▲back to top |
სოციალისტური რეალიზმი
იგივე კრიტიკული რეალიზმი, ოღონდ სოციალიზმის პირობებში, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში.
![]() |
1.463 სოციოკულტურული კომუნიკაცია |
▲back to top |
სოციოკულტურული კომუნიკაცია
სოციოკულტურული საქმიანობის სუბიექტებს შორის ურთიერთქმედების პროცესი იმ მიზნით, რათა გადასცენ ანდა გაცვალონ ინფორმაცია მოცემულ კულტურაში მიღებული ნიშანთა სისტემის მეშვეობით.
![]() |
1.464 სოციოლოგია |
▲back to top |
სოციოლოგია
შედგება ორი ლათ. სიტყვისაგან: ,,საზოგადოება“ და ,,მოძღვრება“. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების (სოციუმის) განვითარებას, ამ განვითარების კანონებსა და კანონზომიერებებს.
![]() |
1.465 სტანდარტიზაცია |
▲back to top |
სტანდარტიზაცია
საყოველთაო ერთიანი კულტურული სტანდარტების შემოღება-დამკვიდრების პროცესი.
![]() |
1.466 სტენდი |
▲back to top |
სტენდი
ინგ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროს ცნება. დაფა, რომელზედაც არტეფაქტული ექსპონატებია მოთავსებული სახალხო ჩვენებისათვის.
![]() |
1.467 სტიგმა |
▲back to top |
სტიგმა
მყარად ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულება რაიმეს ან ვისიმე მიმართ იმისი ავადმყოფობის ან ქცევის გამო. მაგ., ვიჩ-ინფექციით დაავადებულთა ან ჭლექიანთა მიმართ აუტანელი დამოკიდებულების ან მოსაზრების გამოვლენა.
![]() |
1.468 სტილი |
▲back to top |
სტილი
ბერძნ. სიტყვა. ხელოვნებაში: ამა თუ იმ კოლექტივის, ეპოქის, მიმართულების ან ცალკეული შემოქმედისათვის დამახასიათებელი გამომსახველობითი ხერხების ერთობლიობა, მხატვრულ-ემოციური თავისებურებანი, რასაც განაპირობებს ერთიან, მსგავს ისტორიულ, გეოგრაფიულ თუ სხვა ვითარებაში ყოფნა. ეს არის სტილის ფართო გაგება. უფრო ვიწრო გაგებით, ეს არის ენობრივ-გრამატიკული საგანგებო საშუალებების გამოყენება ამა თუ იმ მწერლის მიერ. აქედან გამოთქმა: ილიას სტილი, აკაკის სტილი, კ. გამსახურდიას სტილი; რომანტიკოსთა სტილი, იმპრესიონისტული მანერა და
ა.შ.
![]() |
1.469 სტილისტი |
▲back to top |
სტილისტი
პირი, რომელიც დახელოვნებულია ლიტერატურული ტექსტების ენობრივ დახვეწაში, კარგად ფლობს სალიტერატურო ენას, იცის გრამატიკული წესები, აქვს ენობრივი ალღო. გამოცდილი და კარგი სტილისტი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ენათმეცნიერი და მწერალი, რადგან სტილში ერთბაშად აერთებს ლიტერატურულ და ენათმეცნიერულ ცოდნას.
![]() |
1.470 სტრუქტურალიზმი |
▲back to top |
სტრუქტურალიზმი
ლათ. სიტყვა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (ლინგვისტიკა, ლიტერატურისმცოდნეობა, ისტორია, ეთნოგრაფია და სხვ.) წიაღში აღმოცენებული მიმართულება. იგი ჩაისახა 1920-იან წლებში; იყენებს სტრუქტურულ მეთოდს, ესე იგი, ცდილობს მხატვრულ ფაქტში აღმოაჩინოს სტრუქტურები, მიმართოს მოდელირებას, მოიმარჯვოს სემიოტიკის ელემენტები, გამოიყენოს ფორმალიზაცია და მათემატიზაცია; კულტურას უყურებს, როგორც ნიშანთა სისტემის ერთობლიობას. ბოლო დროის გამოკვლევებში (აკ. გაწერელია, ს. სიგუა) გამოთქმულია ეჭვი ამგვარი სტრუქტურული კვლევების ესთეტიკურ და ემოციურ სარგებლიანობაზე, რადგან სტრუქტურის ძიება და მისი ფორმა-სისტემის დადგენა სულაც არ განაპირობებს, ვთქვათ, ლირიკული ლექსის ესთეტიკურ-ემოციური რაობის შეცნობას, ვერ ზომავს მკითხველის გულსა და გონებაზე მისი ზემოქმედების ძალას. თანამედროვე ქართველი ავტორების აზრით, სტრუქტურალიზმი დარჩა მექანიკურ, მშრალ, სქემაში ჩაკეტილ კვლევით მიმართულებად, რომელიც ადამიანის (მკითხველის) სულსა და გულს არაფერს ჰპირდება. კიდევ მეტი, სტრუქტურული კვლევისას ერთნაირი შედეგი გვეძლევა, მაგ., პატრიოტულ თემაზე დაწერილი უსუსტესი და უძლიერესი ქმნილების გარჩევის დროს. სხვაგვარად: ერთნაირ თემაზე დაწერილ ერთნაირი მოცულობის უსუსტეს და უძლიერეს ლიტერატურულ ტექსტს , შეიძლება, ერთნაირი სტრუქტურა აღმოაჩნდეს. სტრუქტურალიზმს მეტი შესაძლებლობა აქვს ამა თუ იმ ენის შესწავლის დროს, როცა საქმე არ ეხება სიტყვის ემოციურ სარჩულს, კონტექსტში ცნების ესთეტიკურ შინაარსსა და მხატვრულ თავისებურებას. ლექსი და, საზოგადოდ, მხატვრული ქმნილება ემოციათა სამყაროა და აქ მშრალი სტრუქტურა და მათემატიკური გამოთვლა ამაოა. კიდევ ერთი მაგალითი: ათმარცვლიანი საზომით არის შესრულებული გალაკტიონის ,,მამული“ და კ. კალაძის ,,სამშობლო“. მათემატიკურ-სტრუქტურულად ამ ორ ლექსში ყველაფერი ზედმიწევნით ერთნაირია, ოღონდ პირველი განიალურია, მეორე – ერთობ სუსტი და უსახური.
![]() |
1.471 სტუდია |
▲back to top |
სტუდია
გამოყენებითი კულტუროლოგიის ტერმინი. აღნიშნავს ბევრ რასმე და ყველა მათგანი კულტურას უკავშირდება: მხატვრის ან მოქანდაკის სახელოსნო; სკოლა, რომელიც ამზადებს მხატვრებს ან მსახიობებს; თეატრი, სადაც დამწყები მსახიობები თამაშობენ; კინოსტუდია ან რადიოსტუდია.
![]() |
1.472 სუბიექტივიზმი |
▲back to top |
სუბიექტივიზმი
საგანგებო დამოკიდებულება სამყაროს, ადამიანის, ნებისმიერი მოვლენისადმი, როცა სუბიექტის როლი და მნიშვნელობა გადაჭარბებულად არის შეფასებული.
![]() |
1.473 სუბკულტურა |
▲back to top |
სუბკულტურა
კულტურის საგანგებო, თავისებური ფორმა; გაბატონებული კულტურის წიაღში სუვერენული ერთიანი წარმონაქმნი, რომელიც გამოირჩევა საკუთარი ღირებულებითი განწყობით, ჩვევით, ნორმებითა და ქცევის სტანდარტებით.
![]() |
1.474 სუბლიმაცია |
▲back to top |
სუბლიმაცია
ლათ. ,,სუბლიმო“ – ვამაღლებ. კულტუროლოგიური თვალთახედვით: ადამიანის ეფექტიანი გატაცებების მიერ მოგვრილი ფსიქიკური ენერგიის სოციალურ საქმიანობასა და მხატვრულ შემოქმედებაზე გადართვის პროცესი.
![]() |
1.475 სფინქსი |
▲back to top |
სფინქსი
ბერძნ. სიტყვა. კულტუროლოგიურად საგულისხმოა მისი სამი მნიშვნელობა: 1. ძველ ეგვიპტეში შექმნილი უზარმაზარი ქვის ფიგურა – ადამიანის თავიანი მწოლიარე ლომი (ფარაონის ძლიერების განსახიერება); 2. ბერძნული მითოლოგიის ფრთოსანი არსება, რომელსაც ტანი ლომისა აქვს, თავი და მკერდი – ქალისა. იგი ხოცავდა მგზავრებს, რომლებიც ვერ გამოიცნობდნენ მიცემულ გამოცანას; 3. საიდუმლოებით მოცული ვინმე ან რაიმე, გამოცანა, პრობლემა და
ა.შ.
![]() |
1.476 სცენა |
▲back to top |
სცენა
ბერძნ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. თეატრალური წარმოდგენისთვის საჭირო ამაღლებული ადგილი; თეატრალური წარმოდგენის ერთი ნაწილი, მონაკვეთი; ლიტერატურული ნაწარმოების, ნახატის ერთი ცალკე ეპიზოდი, მონაკვეთი; საერთოდ, რაიმე ამბის მოკლე მონაკვეთი. მაგ., ეჭვიანობის სცენა, სასიყვარულო სცენა და
ა.შ.
![]() |
1.477 სციენტიზმი |
▲back to top |
სციენტიზმი
ლათ. სიტყვა, ცოდნა, მეცნიერება. მსოფლმხედველობითი პოზიცია, რაიც გულისხმობს მეცნიერების, ცოდნის როლისა და ადგილის აბსოლუტიზაციას კულტურის სფეროში, სისტემაში. გამომდინარეობს იქიდან, რომ მიაჩნია: ცოდნასა და მეცნიერებას ძალუძს ყველა ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრა. იგი კულტურაში შეიჭრა XIX საუკუნის ბოლოს. ტ
![]() |
1.478 ტაბუ |
▲back to top |
ტაბუ
შიშის გამოისობით გარკვეულ სახელთა აკრძალვა. ამ აკრძალვის დარღვევა, ცრურწმენის მიხედვით, იწვევს ზებუნებრივი ძალების რისხვას, სასჯელს. მაგ., უნდა წარმოთქვა ღმერთი კი არა, ზენაარი; გველი კი არა, უხსენებელი; მკვდარი კი არა, მიცვალებული; კუბო კი არა, სასახლე.
![]() |
1.479 ტაჯ-მაჰალი |
▲back to top |
ტაჯ-მაჰალი
XVII საუკუნის არქიტექტურის ხელთუქმნელი ძეგლი ინდოეთში, აგრაში. ის არის მავზოლეუმის ტიპის ქმნილება, რომელიც მიიჩნევა შუა საუკუნეების მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად. მასში განისვენებენ სულთანი შაჰ-ჯაჰანი და მისი მეუღლე.
![]() |
1.480 ტერმინოლოგია |
▲back to top |
ტერმინოლოგია
ბერძნ. ,,ტერმინი“ და ,,მოძღვრება“. მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების რომელიმე დარგში გამოყენებულ ტერმინთა ერთობლიობა.
![]() |
1.481 ტესტი |
▲back to top |
ტესტი
ინგლ. სიტყვა, გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. სტანდარტული ფორმის მოკლე ამოცანა, რომელსაც აძლევენ ცდის პირს მისი გონებრივი განვითარების, ცოდნა-მიდრეკილებისა და სხვა თვისებების გამოსავლინებლად.
![]() |
1.482 ტექნოსფერო |
▲back to top |
ტექნოსფერო
სინამდვილის არეალი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ტექნიკის გამოყენება. ტერმინი გაჩნდა 1940-1950-იან წლებში; მიმართავენ მაშინ, როცა სწადიათ თანამედროვე ტექნიკური ცივილიზაციის დახასიათება, რომლისთვისაც ჩვეულებრივი ამბავია საქმიანობის ყოველ სფეროში რთული სამანქანო ტექნიკის შეღწევა.
![]() |
1.483 ტექსტი |
▲back to top |
ტექსტი
სემიოტიკური სფეროს ცნება. ნებისმიერი საგანი ანდა პროცესი, რომელიც, როგორც კულტურული ფენომენი, თავის თავში ატარებს რომელიმე ნიშანთა სისტემით კოდირებულ სოციალურ ინფორმაციას.
![]() |
1.484 ტიპი და სახე |
▲back to top |
ტიპი და სახე
კულტუროლოგიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ტიპის ასეთი განმარტება: მხატვრული სახე, რომელშიც განზოგადებულია ადამიანთა გარკვეული ჯგუფის თვისებები, არაერთი თვისება. მაშ, ტიპი ზოგადი სახეა. უფრო კონკრეტული და ვიწროა სახე. სახე არაა განზოგადებული მოვლენა. ამრიგად, ტიპი ქმნის ტიპური გარემოს სურათს და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. თუ შეიძლება ითქვას, ტიპი კარგად დამწიფებული სახეა. მაგ., ტიპია ლუარსაბ თათქარიძე, სამაგიეროდ არა ტიპი, არამედ კონკრეტული, არაგანზოგადებული სახეა იმავე მოთხრობის პერსონაჟი მოურავი. სახე ხშირად მოიხსენიება, როგორც ხასიათი.
![]() |
1.485 ტიპიკონი |
▲back to top |
ტიპიკონი
იგივე ტიბიკონი, ანუ საეკლესიო წესთა კრებული. IX საუკუნეში მის შესადგენად ბევრს ირჯებოდა გრ. ხანძთელი. მან იერუსალიმის ტიპიკონი სხვას ჩამოატანინა, თვითონ საბერძნეთში წავიდა, იქაური წესები წამოიღო, ორივე ერთმანეთს შეაწამა და ისე შეადგინა ქართული საეკლესიო წესდება. შემდეგ იგი ყველა ეკლესიაში გაავრცელა.
![]() |
1.486 ტიპოლოგია კულტურათა |
▲back to top |
ტიპოლოგია კულტურათა
სამეცნიერო მეთოდი, რომლის საფუძველია კულტურის განვითარების პერიოდებად (საფეხურებად) დასისტემება, როცა მხედველობაშია მიღებული ამ განვითარების ყველაზე ზოგადი ნიშნები და თვისებები.
![]() |
1.487 ტოლერანტობა |
▲back to top |
ტოლერანტობა
ლათ. სიტყვა. მომთმენლობა, შემწყნარებლობა; სხვისი აზრების, რწმენის, ჩვეულებების, სხვა ეროვნებების შემწყნარებლობა და მიღება, მათთან ნორმალური ცივილური კავშირის დამყარება. ამ თვისებას, ტოლერანტობას, დღეს უდიდესი ყურადღება ექცევა. მიჩნეულია, რომ ისტორიის წიაღ ქართველი ერი სწორედ ტოლერანტობით გამოირჩეოდა. ცნობილი ქართული სიმღერაა: ,,კაცი იყავ კაცური და, სადაც გინდა, იქ ილოცე!“
![]() |
1.488 ტოპონიმიკა |
▲back to top |
ტოპონიმიკა
ბერძნ. სიტყვები: ადგილი და სახელი. ადგილის სახელთა ერთობლიობა; ლექსიკოლოგიის ნაწილი, რომელიც გეოგრაფიულ სახელებს სწავლობს.
![]() |
1.489 ტოტალიტარული კულტურა |
▲back to top |
ტოტალიტარული კულტურა
ტოტალიტარული (საყოველთაო დიქტატის მოქმედების ვითარება) რეჟიმების ოფიციალური კულტურა. ტოტალიტარული რეჟიმები ყველაზე მკაფიოდ გამოიკვეთა 1920-1950-იან წლებში.
![]() |
1.490 ტოტემი |
▲back to top |
ტოტემი
ამერიკელ ინდიელთა ცნებაა. ნიშნავს ზოგიერთ პრიმიტიულ ხალხში ცხოველის ან მცენარის თაყვანისცემას. ტოტემს (ან ცხოველს, ან მცენარეს) თაყვანსა სცემენ, როგორც ამ ტომის წინაპარსა და მფარველს. ტოტემი არ უნდა მოეკლათ, არ უნდა მოეჭრათ და დაეწვათ; ავსტრალიურ ტომებში 700-მდე ტოტემს ასახელებენ. მათი უდიდესი ნაწილი ცხოველები და მცენარეებია. ზოგჯერ ტოტემის სახელი ტომთა ან ადგილთა სახელად იქცეოდა. ამის მაგალითი გვაქვს საქართველოში. კერძოდ, ვარძიაში ოდესღაც ვერძის (მამალი ცხვარი) კულტი ჰქონდათ. აქედან დადგინდა ამ ადგილის სახელი ამგვარი გზით: ვერძია→ვარძია. ქართველთა შორის ამგვარი ტოტემი ბევრი რამ იყო, განსაკუთრებით კი – მუხის ხე. ამის გამო იხილეთ მსჯელობა ,,ჭყონდიდზე“.
![]() |
1.491 ტრაგედია |
▲back to top |
ტრაგედია
ბერძნ. სიტყვა. დრამატული სიუჟეტის მქონე ნაწარმოები, სადაც ასახულია დაუძლეველი კონფლიქტი, ძლიერ ვნებათა შეჯახება. ტრაგედიის ერთი განმსაზღვრელი დებულება ესეცაა – ტრაგედიაში კვდება გმირი ან მეფე. მეფე კი იგივე გმირია, დიდი პიროვნებაა. ამ მხრივ საგულისხმოა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა ,,ტრაგედია უგმიროთ“. ამ სათაურის მთელი ეშხიც ისაა, რომ გვეუბნება: აქაც ტრაგედია ხდება, ოღონდ გმირი არსადაა. აბა, რა გმირია მამა, რომელმაც ჩვილ შვილებს მჭადი შეუჭამა?!
![]() |
1.492 ტრადიცია |
▲back to top |
ტრადიცია
ლათ. სიტყვა. პირდაპირი გაგებით, ,,გადაცემა“. ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული წეს-ჩვეულებები, ყოფა-ქცევის ნორმები, შეხედულებანი, კულტურული ელემენტები და სხვ.
![]() |
1.493 ტრანსავანგარდი |
▲back to top |
ტრანსავანგარდი
პოსტმოდერნისტული ფერწერული მიმდინარეობა. მისი ესთეტიკური კრედო გულისხმობს პიროვნული საწყისის დაპირისპირებას ნეოავანგარდიზმთან; ახალი ფერწერის ფიგურალურობისა და ექსპრესიულობის, ესთეტიკური ტკბობის წინ წამოწევა, წარსულის მხატვრული სტილისტიკის ცალკეულ ელემენტთა თავისუფალი ურთიერთშეთანხმება და ვარირება. უ
![]() |
1.494 უზუსი |
▲back to top |
უზუსი
ლათ. usus. აღიარებული და დადგენილი ჩვეულება, წესი; განსაკუთრებით საინტერესოა სამეტყველო კულტურის უზუალური ელემენტები და მომენტები. უზუსი სამეტყველო ენას მონოტონურობისა და სიმშრალისაგან იცავს, შეაქვს ენაში სიხალისე, მოქნილობა, საამისოდ იყენებს უზუალურ საშუალებებს. ყოველ ენას თავისებური უზუალური საშუალება და ხერხი მოეპოვება. მაგალითად, ერთი რუსული ლექს-სიმღერა იწყება ასე: ,,а у нас во дворе...“ აქ ყველა სიტყვა და ასო-ბგერა აუცილებელი და საჭიროა, გარდა ერთისა. ეგ ერთია ხმოვანი ,,а“. აზრობრივად ის არაფრის მაქნისია, ოღონდ იწყებს ფრაზას და გვევლინება სასიგნალო ერთეულად, იმის მაუწყებლად, რომ უნდა გაისმას რაღაც ფრაზა, რაღაც აზრი გახმიანდეს, ეს ,,а“ არის უზუალური ელემენტი. იგი ძალიან ხშირად გამოიყენება. იმავე ფუნქციას ასრულებს ,,ну“. ჩვენ სულ უკანასკნელ ხანამდე არა ვიცოდით, თუ რატომ იწყებოდა ,,შუშანიკის წამება“ ბგერათკომპლექსით ,,და“. ფიქრობდნენ, რომ ეს იყო კავშირი. აღმოჩნდა, რომ მას კავშირისა არაფერი სცხია, რადგან იმავე ტექსტის სხვა აბზაცებსაც ხშირად იწყებს. კიდევ მეტი: ის არაერთგზის არის გამოყენებული სხვა ტექსტებშიც, ხშირად იწყებს როგორც წინადადებებს, ისე აბზაცებს. აღმოჩნდა, რომ ქართული ,,და“ არის უზუსის ელემენტი, სასიგნალო სემიოტიკური ნიშანი, იმის მაჩვენებელი, რომ იწყება რაღაც ახალი აზრი. ამგვარი ,,პოზივნოი“ ქართულ ტექსტებში არაერთგან არის გამოყენებული. ძველ ქართულ ლიტერატურაში ,,და“ უზუალს ხშირად ენაცვლება ,,არამედ“ და ,,ხოლო“ (იხ. ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“).
![]() |
1.495 უნივერსალიები |
▲back to top |
უნივერსალიები
იგულისხმება კულტურული უნივერსალიები. ისეთი შტრიხები, რომლებიც დამახასიათებელია მსოფლიოს ყველა კულტურისათვის. ჩვეულებრივ გამოყოფენ 60 კულტურულ უნივერსალიას. მაგ., სამუშაო იარაღის დამზადება, ერთობლივი შრომა, სხეულის სამკაულებით მორთვა, სისხლის აღრევის აკრძალვა, სექსუალური შეზღუდვების დაწესება, ცეკვებისა და სპორტის წახალისება, საჩუქრის მირთმევის წესი, სტუმართმოყვარეობა, ერთიანი ენის გავრცელება, განათლებისადმი პატივისცემა და
ა.შ.
![]() |
1.496 უნივერსალიზმი |
▲back to top |
უნივერსალიზმი
ლათ. სიტყვა. მრავალმხრივი, ყოველმხრივი. მაგ., უნივერსალური პიროვნება გახლდათ ლეონარდო და ვინჩი, რამეთუ შეეძლო ეკეთებინა თითქმის ყველაფერი: ეწერა ლექსი, ეხატა, გამოეგონებინა ტექნიკური მოწყობილობები და ა.შ. მსგავსი უნივერსალიზმი, ანუ ყოვლისმცოდნეობა, ახასიათებდათ აღორძინების ხანის მოღვაწეებს.
![]() |
1.497 უნიფიკაცია |
▲back to top |
უნიფიკაცია
ლათ. სიტყვა. კულტურულ პროცესთა ერთ ყალიბში მოქცევა, ერთიან სისტემად ჩამოყალიბება, ერთგვაროვნებისა და ერთიანი ფორმის მიღებისაკენ ლტოლვა.
![]() |
1.498 ურბანიზაცია |
▲back to top |
ურბანიზაცია
ფრანგ. სიტყვა. პირდაპირი მნიშვნელობა არის საქალაქო, ქალაქური. ქვეყნების საქალაქო ცხოვრების განვითარება, როცა დასახლებების კეთილმოწყობას დიდი ყურადღება ექცევა; მატერიალური და სულიერი კულტურის თავმოყრა-განვითარება მსხვილ სამრეწველო ცენტრებში. ამ დროს, შესაძლოა, სოფელი დაზიანდეს, მოსახლებისაგან დაიცალოს, ეკონომიურად გაღატაკდეს; ხელოვნებასა და ლიტერატურაში ქალაქური ყოფის გაიდეალება, საქალაქო-სამრეწველო ყოფის ასახვისთვის საგანგებო ყურადღების მიქცევა; ახასიათებს მეგაპოლისების მომრავლება.
![]() |
1.499 უტილიტარიზმი |
▲back to top |
უტილიტარიზმი
ინგლ. სიტყვა, ნიშნავს სარგებელს, მოგებიანს. ეთიკური მიმართულება, რომელიც ზნეობრივ კრიტერიუმზე მაღლა აყენებს სარგებელსა და მოგებას. განსაკუთრებით დიდი ავალა მიეცა XVIII-XIX საუკუნეების დიდ ბრიტანეთში. ფ
![]() |
1.500 ფანტაზია |
▲back to top |
ფანტაზია
ბერძნ. სიტყვა, წარმოსახვა. შემოქმედებითი უნარი წარმოსახვისა. უამუნაროდ წარმოუდგენელია კომპოზიტორის, მხატვრის, მწერლის მუშაობა.
![]() |
1.501 ფანტასტიკა |
▲back to top |
ფანტასტიკა
ბერძნ. სიტყვა. სინამდვილის მოვლენათა გაზვიადებულად წარმოდგენა ან გამოხატვა; მეორეული გაგება: არარეალური, განუხორციელებელი რამ. ფანტასტიკურია ბევრი გადმოცემა, მაგ., ჯადოსნური ზღაპარი.
![]() |
1.502 ფაშიზმი |
▲back to top |
ფაშიზმი
იტალ. სიტყვა ,,ფაშიზმი“. რეაქციული პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც გამოხატავს აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური წრეების ინტერესებს. მისთვის დამახასიათებელია უკიდურესი შოვინიზმი, რასიზმი, დემოკრატიის მოსპობა, ომების მომზადება და გაჩაღება.
![]() |
1.503 ფედერაცია |
▲back to top |
ფედერაცია
ფრანგ. სიტყვა. სახელმწიფო წყობილების ფორმა, როცა რამდენიმე სახელმწიფო ერთიანდება და იქმნება ერთი დიდი სახელმწიფო. მაგ., რუსეთის ფედერაცია, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვ. შეიძლება იყოს აგრეთვე ცალკეულ საზოგადოებათა და ორგანიზაციათა ნაკრები, ანუ ფედერაცია, ვთქვათ, საქართველოს სპორტული ფედერაცია.
![]() |
1.504 ფემინიზმი |
▲back to top |
ფემინიზმი
ფრანგ. სიტყვა. კულტუროლოგიური გაგებით: მსოფლიო საზოგადოების პროგრესული მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებრივ-მორალური გათანასწორება მამაკაცებთან. ამ მოძრაობის მიმდევარს ჰქვია ფემინისტი.
![]() |
1.505 ფენომენი |
▲back to top |
ფენომენი
ბერძნ. სიტყვა, მოვლენილი, საგანგებოდ გამოჩენილი. იშვიათი, უჩვეულო, განსაკუთრებული მოვლენა, არაჩვეულებრივი ვითარება. კულტუროლოგიურად მნიშვნელოვანია ცნება ,,ეროვნული ფენომენი“.
![]() |
1.506 ფესტივალი |
▲back to top |
ფესტივალი
ფრანგ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. ხელოვნების ან ლიტერატურის სხვადასხვა სახის მიღწევათა ჩვენება, წარმოდგენა, პრეზენტაცია, რაც ეწყობა გარკვეული პერიოდულობით.
![]() |
1.507 ფეტიშიზმი |
▲back to top |
ფეტიშიზმი
ფრანგ. სიტყვა. უსულო საგნების კულტი, მათი თაყვანისცემა; ბრმად თაყვანისცემა რისამე (გადატანითი მნიშვნელობა). ვისიმე ან რისიმე გაფეტიშება.
![]() |
1.508 ფილარმონია |
▲back to top |
ფილარმონია
ბერძნ. სიტყვა: ,,მიყვარს“ და ,,ჰარმონია“. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. საზოგადოებრივი დაწესებულება, რომელიც პერიოდულად აწყობს კონცერტებს და ცდილობს მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზებას.
![]() |
1.509 ფოლკლორი |
▲back to top |
ფოლკლორი
ინგლ. სიტყვა. ზეპირსიტყვიერება, ხალხური ზეპირი, არაწერილობითი შემოქმედება: ზღაპრები, შაირები, ანდაზები, გამოცანები. ფოლკლორული შემოქმედების ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა ის, რომ მას არა ჰყავს კონკრეტული ავტორი. მაშ, იგი ანონიმურია.
![]() |
1.510 ფრაგმენტი |
▲back to top |
ფრაგმენტი
ლათ. სიტყვა. ხელოვნების ნაწარმოების ერთი ნაწილი, ტექსტის ნაწყვეტი, საგნის ნატეხი.
![]() |
1.511 ფრანკფურტის სკოლა |
▲back to top |
ფრანკფურტის სკოლა
მიმდინარეობა კულტუროლოგიაში. განხილვის საგნად ქცეულია მასკულტურა. იდეური სულისკვეთება ასეთია: სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი სპობს კულტურის სულს და ამეფებს ტექნიკას, ტექნოკრატიულ აზროვნებას; მაღალი კულტურა დაბლდება, ხდება მასობრივი, საყოველთაო მოხმარების საგანი. მაშასადამე, ამ ვითარებაში, ტექნოკრატიულ საუკუნეებში, მიდის ხელოვნების დევალვაციის პროცესი.
![]() |
1.512 ფრესკა |
▲back to top |
ფრესკა
იტალ. სიტყვა. წყლის საღებავებით დახატული სურათი ახლად შელესილ (სველ) კედელზე. ფრესკული სურათებით გამოირჩევა ქართული ეკლესიები.
![]() |
1.513 ფროიდიზმი |
▲back to top |
ფროიდიზმი
ტერმინს საფუძვლად დაედო ავსტრიელი ექიმ-ფსიქოლოგის ზიგმუნდ ფროიდის გვარი. თანამედროვე პოპულარული ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა. იგი ადამიანის ქცევის მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს ბიოლოგიურ ინსტინქტებს, არაცნობიერ სწრაფვებს, სექსუალურ წადილსა და წარმოდგენებს. ფროიდიზმის დიდი ზეგავლენა განიცადეს ქართველმა მწერლებმა: ნ.ლორთქიფანიძემ, მიხ. ჯავახიშვილმა, კ. გამსახურდიამ, ლ. ქიაჩელმა, შ.არაგვისპირელმა და სხვებმა. ფროიდის მოძღვრებამ დაბადა ახალი მეცნიერული დარგი ფსიქოანალიზი. ეს გახლავთ ფსიქოლოგიაფსიქოპათოლოგიური მიმართულება, რომელიც პიროვნების ფსიქიკური გამოვლინების ძირითად საფუძვლად მიიჩნევს სქესობრივი ინსტინქტების სიჭარბეს ან შეფერხებას.
![]() |
1.514 ფსიქოგენეზისი |
▲back to top |
ფსიქოგენეზისი
ბერძნ. სიტყვა, შედგება ორი ნაწილისაგან: ,,სული“ და ,,წარმოშობა“. მოძღვრება ადამიანის სულიერი ყოფა-ცხოვრების შესახებ. იკვლევს განცდების, შეგრძნებების, აზროვნების, ნებისყოფის, მეტყველების წარმოშობაგანვითარებას.
![]() |
1.515 ფუნქციური ნიშნები |
▲back to top |
ფუნქციური ნიშნები
კულტუროლოგიური გაგებით: ადამიანთა მიერ რაიმე კონკრეტული მიზნით შექმნილი საგნების სოციალური ინფორმაციის შემცველ ერთეულებად წარმოდგენა.
![]() |
1.516 ფუტუროლოგია |
▲back to top |
ფუტუროლოგია
შედგება ორი ნაწილისაგან: ,,მომავალი“ და ,,მოძღვრება“. სოციოლოგიის დარგი, შეისწავლის კაცობრიობის მომავალს, იგივეა, რაც სოციალური პროგნოსტიკა. ქ
![]() |
1.517 ქარიზმა |
▲back to top |
ქარიზმა
ბერძნ. სიტყვა, ნიშნავს წყალობას, ღვთაებრივ მადლს, საჩუქარს. ადამიანის განსაკუთრებით გამორჩეული მომადლებულობა და უნარი, რომელსაც ირგვლივ მყოფნი ისე უყურებენ, როგორც ზეგარდმო ძალას; მისი მიმდევრების თვალში – დიდი ავტორიტეტის მქონე, რაიც მისი პიროვნების განსაკუთრებულ თვისებებს ემყარება. ასეთ პირზე ზოგჯერ იმასაც იტყვიან, ქარიზმატული ტიპიაო.
![]() |
1.518 ქარტია |
▲back to top |
ქარტია
ლათ. ,,ქარტა“, იგივე ქაღალდი. კულტუროლოგიური გაგებით: სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი. ცნობილია ,,თავისუფლების დიდი ქარტია“ – ინგლისის მეფის იოანე უმიწაწყლოს სიგელი, გამოცემული მსხვილი ფეოდალების სასარგებლოდ.
![]() |
1.519 ქორო |
▲back to top |
ქორო
ბერძნ. სიტყვა. მომღერალთა გუნდი. აქვს სიმრავლის გაგება. აქედანვეა ხორო და ხორუმი, ანუ ცეკვა, რომელშიც მრავალი იღებს მონაწილეობას. ეგ ,,ხორომ“ რუსულშიცაა შესული და იქაც ბევრსა ნიშნავს. სიტყვა ,,ქორ-წილში“, ჩვენი აზრით, ორი სიტყვა გამოიყოფა: ქორ და წილი. ,,წილი“ ძველად საჭმელს ნიშნავდა. ,,ქორ” იგივე მრავალია, ხალხის სიმრავლეს ნიშნავს. მაშ, ქორწილი, ანუ საკვები მრავლისათვის. სხვათა შორის, ქორა-კანდელი ნიშნავს დიდ კანდელს; კანდელი, რომელიც ბევრს უნათებს, ბევრსა ჰყოფნის.
![]() |
1.520 ქრისტიანობა |
▲back to top |
ქრისტიანობა
მსოფლიოში სამი მსოფლიო რელიგია არსებობს: ბუდიზმი, ქრისტიანობა, ისლამი. ქრისტიანობა წარმოიშვა I საუკუნის რომის იმპერიაში. მან უპასუხა ჩაგრული მასების სურვილებსა და ოცნებებს. მან ბევრი რამ ისესხა უფრო ძველი რელიგიებისა და ფილოსოფიური მოძღვრებებისაგან. მასში ცენტრალური ადგილი უჭირავს მხსნელის (ძე ღვთისას) იდეას. იესო ქრისტე მოკვდა და შემდეგ მკვდრეთით აღდგა, ცად ამაღლდა. მალე მოხდება მისი მეორედ მოსვლა, რათა განსაჯოს ცოცხლებიცა და მკვდრებიც: მართალთ მიანიჭოს სამოთხეში ცხოვრება, მტყუანთ ჯოჯოხეთში ტანჯვა. ქრისტიანობა ვითარდებოდა წინააღმდეგობების დაძლევის გზით. ამ გზაზე ის ნაწევრდებოდა ცალკეულ წვრილ მიმდინარეობებად (კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა); მოგვიანებით ევროპაში წარმოიქმნა მესამე სახესხვაობაც – პროტესტანტიზმი. ქრისტიანობა ამჟამად ყველაზე გავრცელებული რელიგიაა.
![]() |
1.521 ქრონოტოპი |
▲back to top |
ქრონოტოპი
ბერძნ. სიტყვა. სივრცობრივ-დროებრივი პარამეტრების ერთიანობა. მისი მიზანია გარკვეული კულტურული ანდა მხატვრული აზრის გამოხატვა. ღ
![]() |
1.522 ღაზავათი |
▲back to top |
ღაზავათი
არაბ. სიტყვა. მაჰმადიანთა ,,წმინდა ომი“ურწმუნოთა წინააღმდეგ. ამგვარ ომს აწარმოებდა დაღესტნისა და ჩეჩნეთის იმამი შამილი რუსეთის იმპერიის აგრესიის შესაკავებლად XIX საუკუნის I ნახევარში.
![]() |
1.523 ღირებულებითი ორიენტაცია |
▲back to top |
ღირებულებითი ორიენტაცია
ადამიანთა ანდა ცალკეული პირის საქმიანობის სულიერი მახასიათებლებისა და განსაზღვრებების, აგრეთვე მათი შესატყვისი სოციალ-ფსიქოლოგიური განათლებულობის მთელი კომპლექსი, როცა ყველა ეგ თვისება წარმოისახება დადებითი რაკურსით. ამგვარ დეტერმინანტად, შესაძლოა, მოგვევლინოს ადამიანების განცდები, ცოდნა-გამოცდილება, ინტერესები, მოთხოვნილებები, იდეალები, ცხოვრების მიზნები, წარმოდგენები, მოტივები, სტერეოტიპები. კონკრეტულად ღირებულებითი ორიენტაცია გამოიხატება იმით, თუ როგორ აღიქვამს პიროვნება სიკეთეს, კეთილს, ბოროტს, მახინჯს, მშვენიერს. ყ
![]() |
1.524 ყურანი |
▲back to top |
ყურანი
არაბ. სიტყვა. წმინდა წიგნი, რომელშიც გადმოცემულია მუსლიმანური რელიგიის დოგმები და დებულებები. მაჰმადიანთა შორის არსებობს გამოთქმა: არც ერთი წიგნი არ არის უშეცდომო, გარდა ყურანისაო. შ
![]() |
1.525 შარიათი |
▲back to top |
შარიათი
არაბ. სიტყვა. მუსლიმანური ფეოდალური სამართლის რელიგიურ და იურიდიულ ნორმა-კანონთა ერთობლიობა, ნუსხა.
![]() |
1.526 შაჰსეი-ვაჰსეი |
▲back to top |
შაჰსეი-ვაჰსეი
სპარს. სიტყვა. შიიტი მუსლიმანების რელიგიური ცერემონია, ერთგვარი თვითგვემა და თაყვანი. რიტუალის მონაწილენი ზურგზე გამეტებით ირტყამენ ლახტს ან ჯაჭვს. ამ დროს გაიძახიან: ,,შაჰ ჰუსეინ, ვაჰ, ჰუსეინ!“ მით გამოხატავენ წამებული წმინდანის ჰუსეინის სიყვარულს, მისდამი თანადგომასა და მასთან თანაზიარობას.
![]() |
1.527 შედევრი |
▲back to top |
შედევრი
ფრანგ. სიტყვა. ხელოვნების ან ლიტერატურის სანიმუშო, კლასიკური ნაწარმოები, რომლის მხატვრული დონე აშკარაა და არავითარ ეჭვს არ იწვევს.
![]() |
1.528 შემოქმედება |
▲back to top |
შემოქმედება
პროცესი ადამიანური მოღვაწეობისა. სულიერთა შორის ეს პროცესი მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. სწორედ შემოქმედების გამოვლენისას ხდება ახალ მატერიალურ და სულიერ ღირებულებათა შექმნა. სწორედ ეს არის პიროვნების კრეატიულობის ფაქტორი. კრეატიულობა კი გახლავთ საზოგადოებრივი ცხოველის გაკულტურების გზაზე გადადგმული ნაბიჯი. მაშასადამე, შემოქმედებითობას ჩვენ კულტურის ცნებამდე მივყავართ. ჯერ კიდევ იდეალისტები განსაზღვრავდნენ მის არსსა და ხასიათს. ასე, მაგალითად: პლატონი მას ღვთაებრივ სიშმაგეს უწოდებდა; შელინგის მიხედვით, ეს არის ცნობიერისა და არაცნობიერის სინთეზი; ე. ჰარტმანს მიაჩნდა, რომ აქ ჩვენ გვეძლეოდა არაცნობიერი ,,ცხოველმყოფელი ამოსუნთქვა“; ბერგსონის გაგებით, ეს გახლავთ მისტიკური ინტუიცია; ზ. ფროიდის თვალსაზრისით, ეგ არის ინსტინქტების გამოვლენა. შემოქმედების პროცესში მონაწილეობს ადამიანის ყველა სულიერი ძალა: წარმოსახვაფანტაზია, პრაქტიკული უნარ-ჩვევა, მოწადინება და აქტიურობისაკენ სწრაფვა. შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შთაგონებას.
![]() |
1.529 შთაგონება |
▲back to top |
შთაგონება
ადამიანისა და მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც აღძრავს პირს სხვადასხვა სახის შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის. პუშკინი მიიჩნევდა, რომ შთაგონება ისევე საჭიროა გეომეტრიაში, როგორც პოეზიაშიო. შთაგონებას ახასიათებს: პიროვნების მთელი გონებრივი ძალების მობილიზაცია, ემოციური აღმაფრენა, შემოქმედებითი წვა. აღნიშნულის გამოისობით შრომა ხდება ერთობ პროდუქტიული. მატერიალისტების გაგებით, შთაგონება არ არის დაკავშირებული ზებუნებრივ ძალებთან. მისი მასტიმულირებელია საზოგადოებრივი და ინდივიდუალური მიზნები, შრომის შინაგანი წადილი. იდეალისტების აზრით, ეს არის ,,ღვთაებრივი სიშმაგე“, მისტიკური ინტუიცია და უეცარი გასხივოსნება, რაც მაშინ ხდება, როცა მხარზე ხელს დაგადებს ღმერთი (პლატონი, შელინგი, ფროიდი). ეს უკანასკნელი თვალსაზრისი ერთობ მოგებიანია და მას ემხრობა პოეტთა და შემოქმედთა უმრავლესობა (ილიას ,,პოეტი“, აკაკის ,,პოეტი“, პ. იაშვილისა და ტ.ტაბიძის შესაბამისი ლექსები).
![]() |
1.530 შოუ |
▲back to top |
შოუ
ინგლ. სიტყვა. ერთგვარი წარმოდგენა, სპექტაკლი. თანამედროვე სატელევიზიო გადაცემების აუცილებელი ატრიბუტი. ჩ
![]() |
1.531 ჩინკვეჩენტო |
▲back to top |
ჩინკვეჩენტო
იტალ. სიტყვა, სახელწოდება მე-16 საუკუნისა, ანუ იტალიური რენესანსის უდიდესი აყვავების ეპოქისა.
![]() |
1.532 ჩიჩერონე |
▲back to top |
ჩიჩერონე
იტალ. სიტყვა. გიდი, გამცილებელი, პირი, რომელიც განუწყვეტლივ თან ახლავს ტურისტებს და აძლევს სათანადო ახსნა-განმარტებას ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობის დათვალიერების დროს. განეკუთვნება გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროს. ც
![]() |
1.533 ცაიტლუპა |
▲back to top |
ცაიტლუპა
გერმ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. საგანგებო კინოგადამღები აპარატი. მას ხმარობენ ჩქარი გადაღების მიზნით.
![]() |
1.534 ცარიზმი |
▲back to top |
ცარიზმი
რუს. სიტყვა. მიღებული უნდა იყოს ლათინური კეისარის რუსული კალკისაგან: ცეზარ→ცარ. სახელმწიფო მმართველობის ისეთი ფორმა, როცა უმაღლესი ხელისუფლება განუსაზღვრელად ეკუთვნის თვითმპყრობელ მეფეს, რუსეთის იმპერატორს.
![]() |
1.535 ცეზურა |
▲back to top |
ცეზურა
ლათ. სიტყვა. ლექსისა და მუსიკის დიდმნიშვნელოვანი ელემენტი. ეს გახლავთ მცირე ყოვნი, ანუ პაუზა, სალექსო სტრიქონის შუაწელზე ანდა მუსიკალურ მელოდიაში. იგი არ უნდა აგვერიოს მის პარონიმში (თითქმის მსგავს სიტყვაში) ცენზურა. ცენზურა (ლათ. სიტყვა) გახლავთ ზედამხედველობითი ორგანოს მიერ დასაბეჭდავად, რადიოტელევიზიით გადასაცემად, თეატრსა და კინოში დასადგმელად გამზადებული ტექსტისა თუ სხვა მასალის შემოწმება, გასინჯვა ამ მასალათა პოლიტიკურ-იდეოლოგიური საიმედოობის თვალსაზრისით. ამგვარი ცენზურის დაწესება ჩვეულებრივი ამბავია ტოტალიტარულ და სხვა არადემოკრატიულ ქვეყნებში. პირს, რომელიც ცენზურას ახორციელებს, ეწოდება ცენზორი. აღნიშნული გაგების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ტერმინი უცენზურო, ანუ იმგვარი სიტყვა ან გამოთქმა, რომელსაც ცენზურა, შემოწმება არ გაუვლია. უცენზურო სიტყვა ნიშნავს უწმაწურ, უზრდელურ გამოთქმას (გამოთქმებს).
![]() |
1.536 ცენტრალიზმი |
▲back to top |
ცენტრალიზმი
სახელმწიფო ცხოვრების ისე ორგანიზება, რომლის დროსაც ადგილობრივი მმართველობითი ორგანოები ემორჩილებიან ცენტრალურ ხელისუფლებას. ცენტრალური ხელისუფლება კი, ჩვეულებრივ, დედაქალაქშია განთავსებული და იქიდან მართავს ქვეყანას. არსებობს ცნობილი გამოთქმა – დემოკრატიული ცენტრალიზმი. ის გულისხმობს დემოკრატიულ ქვეყანაში არსებულ ცენტრალიზმს.
![]() |
1.537 ცივილიზაცია |
▲back to top |
ცივილიზაცია
კულტუროლოგიის ერთ-ერთი ცენტრალური ცნება. ლათ. სიტყვა ,,ცივილის“ ნიშნავს ,,სამოქალაქოს“. საზოგადოების განვითარებისა და მატერიალური კულტურის წინსვლის ესა თუ ის დონე, რასაც მიაღწია ამა თუ იმ საზოგადოებრივ-ეკონომიკურმა ფორმაციამ. ცივილიზაცია უფართოესი ცნებაა და მასში შედის სულიერი კულტურის მიღწევებიც. მცდარია მოსაზრება, როდესაც ცივილიზაციას განმარტავენ ცალმხრივად, მაგ., ასე: მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამედროვე კულტურა და განათლება. ის, ვინც ცივილიზაციას არის ნაზიარევი, იქნება ცივილიზებული, ხოლო, ვინც ცივილიზაციის შემოქმედია, ის გახლავთ ცივილიზატორი. ცივილიზაციასა და კულტურას ერთმანეთისაგან განასხვავებდნენ კანტი, დანილევსკი, შპენგლერი. შპენგლერი, მაგალითად, კულტურას უყურებს, როგორც ორგანულ სასიცოცხლო ელექსირს, ხოლო ცივილიზაციას, როგორც ტექნიკურ-მექანიკური ელემენტების ერთობლიობას. ამასთანავე, ცივილიზაცია წარმოდგენილია, როგორც საზოგადოების დაცემისა და დაღუპვის ფაქტორი. ამ ორი ფენომენის ურთიერთმიმართების ერთგვარ ახსნას შეიძლება იძლეოდეს ჩვენი აფორიზმი: ხვნით იწყება კულტურა, ქალაქის შექმნით – ცივილიზაცია.
![]() |
1.538 ცინიზმი |
▲back to top |
ცინიზმი
ბერძნ. სიტყვა. აგდებული დამოკიდებულება ზნეობრივი და სხვა ნორმებისადმი; აბუჩად აგდება საყოველთაოდ პატივსაცემი ფაქტის ან მოვლენისა, ანუ თავხედური გულახდილობა. თითქმის იგივეა, რაც ნიჰილიზმი, ოღონდ მისგან განსხვავდება შემდეგით: ნიჰილიზმი, შესაძლოა, იყოს მსოფლმხედველობა, მკაცრად ჩამოყალიბებული ფილოსოფიური პლატფორმა. ცინიზმს არავითარი პლატფორმა, შემუშავებული პოზიცია არ აქვს. ის, ვინც ცინიზმის გზას ადგას, არის ცინიკოსი, ხოლო ამგვარი თავხედური გულახდილობა არის ცინიკური ქმედება.
![]() |
1.539 ცირკი |
▲back to top |
ცირკი
გამოყენებითი კულტუროლოგიის ტერმინი. შენობა, რომელშიც ტარდება საცირკო წარმოდგენები: აკრობატიკა, ტანვარჯიში, კლოუნადა, გაწვრთნილი ცხოველების ჩვენება, ცხენჯომარდობა. თუ ,,ცირკი“ გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნებაა, საცირკო წარმოდგენების სახეობანი შედის კულტურის სფეროში.
![]() |
1.540 ციცერო |
▲back to top |
ციცერო
გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. შრიფტის სახეობა, კორპუსის შრიფტზე ოდნავ უფრო მსხვილი ასო. სახელწოდება მიიღო ცნობილი რომაელი სახელმწიფო მოღვაწისა და სახელოვანი ორატორის ციცერონის სახელისაგან, რამდენადაც მისი ,,წერილები“ პირველად სწორედ ამგვარი შრიფტით დაიბეჭდა 1467 წელს. ძ
![]() |
1.541 ძალაუფლება |
▲back to top |
ძალაუფლება
საზოგადოების სოციოკულტურული ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია, ავტორიტეტული ძალა, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, მართოს ადამიანთა ჯგუფები და მათი შრომა-საქმიანობა, სხვა მოქმედებანი; შეათანხმოს მათი ინტერესები (ზოგჯერ წინააღმდეგობრივიც კი), დაუმორჩილოს ისინი ერთიან ნებას დარწმუნების, იძულების გზით ან სხვა საშუალებით.
![]() |
1.542 ძიუდო |
▲back to top |
ძიუდო
იაპონური სიტყვა. თავისუფალი სტილის იაპონური ჭიდაობა; ეფუძნება ხანგრძლივ ისტორიულ კულტურას და რამდენიმე აუცილებელ წესს. ის, ვინც ჭიდაობის ამ სახეს მისდევს, არის ძიუდოისტი. წ
![]() |
1.543 წარსულის გადმონაშთები |
▲back to top |
წარსულის გადმონაშთები
ძველი საზოგადოებისაგან მემკვიდრეობით მიღებული წარსული სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობის ნაშთები, შეხედულებები, იდეები, წეს-ჩვეულებები და ტრადიციები. ბევრი გადმონაშთი (რეაქციული) ხელს უშლის პროგრესს; ბევრი საუკეთესო ტრადიცია და მიღებული წესი, პირიქით, ხელს უწყობს უკეთესი მერმისის მოახლოებას. ქართულ სინამდვილეში: უარყოფითია გადაჭარბებული ქელეხომანია, სისხლის აღების მთაში შემორჩენილი ტრადიცია, კორუფცია და სხვ. მისაღებია ტოლერანტული სულისკვეთება, ოჯახის სიყვარული, სახელის ძიების ტრადიციული სიყვარული.
![]() |
1.544 წეს-ჩვეულებები |
▲back to top |
წეს-ჩვეულებები
ზოგიერთ ვითარებაში ადამიანთა ქცევის განმეორებადი, ჩვეულებად მიღებული წესები, დიპლომატიური და რელიგიური რიტუალები. ყოველივე ამას აყალიბებს და მასზე ზემოქმედებს ისტორიის თავისებურება, გეოგრაფიული გარემო, სოციალური ყოფა, რელიგიური შეხედულება. წეს-ჩვეულება ექვემდებარება მორალურ შეფასებას. თუ წეს-ჩვეულება მჩაგვრელი კლასის ინტერესებს ემსახურება, იგი ნეგატიური მოვლენა და წარსულის გადმონაშთია. ჭ
![]() |
1.545 ჭეშმარიტება |
▲back to top |
ჭეშმარიტება
გამოთქმულ (ან გამოუთქმელ) აზრში სინამდვილის სწორი, მართებული ასახვა, რომლის კრიტერიუმიც არის პრაქტიკა. ჭეშმარიტი შეიძლება მხოლოდ აზრი (მოსაზრება) და არა საგანი. ჭეშმარიტების ცალკეული ასპექტებია: ობიექტური ჭეშმარიტება; აბსოლუტური და შეფარდებითი ჭეშმარიტება; არსებობს ჭეშმარიტების კონკრეტულობა, ჭეშმარიტების კრიტერიუმი, ჭეშმარიტების თეორია და პრაქტიკა.
![]() |
1.546 ჭყონდიდი (დიდი ჭყონი) |
▲back to top |
ჭყონდიდი (დიდი ჭყონი)
მეგრული ,,ჭყონი“ მუხასა ნიშნავს. ეგ მცენარე ბევრი ხალხის კულტურაში ტოტემი და სამსხვერპლო ხე გახლდათ. ასე ყოფილა საქართველოშიც. მუხა ათას წელსა ძლებს და მას ეთაყვანებოდნენ აღმოსავლეთშიც, დასავლეთშიც, ჩრდილოეთსა და სამხრეთშიც. ქალაქ მარტვილში მდგარა დიდი ჭყონი (მუხა), რომელსაც ბავშვებსა სწირავდნენ. მოგვიანებით მუხა მოუჭრიათ და მის ადგილზე აუგიათ ქრისტიანული ტაძარი, ოღონდ მარტვილის ეპარქიის წინამძღოლი იწოდებოდა არა მარტვილელად, როგორც მოსალოდნელი იყო, არამედ – ჭყონდიდელად. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს, თუ რა ძლიერი წარმართული ტრადიცია არსებულა, რომ მღვდელმთავარმა შეინარჩუნა ძველი ტიტულატურა. საგულისხმოა: აქაურ ეპისკოპოსს დღესაც ჭყონდიდელი ჰქვია. ამ საკულტო ხის სახელწოდებას უკავშირდება შემდეგი გვარები: ჭყონია, ჭყოიძე, მუხაშავრია, მუხაძე. ხ
![]() |
1.547 ხალხი |
▲back to top |
ხალხი
წარმოშობით არაბული სიტყვა ,,ხალიკი“. ადამიანთა ისტორიულად მონაცვლე ერთობლიობა. ეს ადამიანთა ის მასაა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ამა თუ იმ ქვეყნის სოციალურ განვითარებაში. ხალხია ის ფენომენი, რომელიც ქმნის ისტორიას, პიროვნება კი ან ანელებს, ან აჩქარებს ამ პროცესს. სხვადასხვა დროს ხალხი სხვადასხვაგვარად ესმოდათ. კომუნისტურ ეპოქაში მჩაგვრელებს ხალხის მასიდან გამორიცხავდნენ. დღეს ხალხად მიიჩნევენ ამა თუ იმ ქვეყნის მთელ მოსახლეობას, ყველა კლასსა და ფენას ერთიანად.
![]() |
1.548 ხალხური შემოქმედება |
▲back to top |
ხალხური შემოქმედება
იგივეა, რაც ფოლკლორი (ფოლკ = ხალხი, ლორ = შემოქმედება). იხ. ფოლკლორი.
![]() |
1.549 ხატობრივი ნიშნები |
▲back to top |
ხატობრივი ნიშნები
,,სახე-ნიშნები“, ,,ხატოვანი ნიშნები“, რომელთაც აქვთ ზუსტად ის სახე, რაც იმ საგნებს, რომელთაც გამოხატავენ. მაგ., საგზაო ნიშანი, რომელზეც გამოხატულია საქონელი ანდა თვითმფრინავი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ აქ, სადმე ახლოს, არსებობს ფერმა ან აეროდრომი.
![]() |
1.550 ხელოვნება |
▲back to top |
ხელოვნება
ცნობიერებისა და ადამიანური მოღვაწეობის საგანგებო ფორმა. იგი სინამდვილეს მხატვრული სახეებით ასახავს. ის გახლავთ სამყაროს ესთეტიკური დაუფლების უმნიშვნელოვანესი ხერხი, თომას მანის შენიშვნით, ,,ესთეტიკური შურისძიება ვერაგ საწუთროზე“. ზოგი ფილოსოფოსის (იდეალისტის) აზრით, ხელოვნების სიყვარულს იწვევს ზეციური, ღვთაებრივი ჩაგონება, ,,ღვთიური გამოცხადება“; მატერიალისტი ფილოსოფოსები ამ აზრს არ იზიარებენ და ფიქრობენ: მხატვრული მოქმედების წარმოშობის, ასევე ესთეტიკურ გრძნობათა ჩამოყალიბების წყარო თავად შრომაა. პირველყოფილი ხელოვნება გაჩნდა გვიანი პალეოლითის ეპოქაში, ჩვენს წ. აღრიცხვამდე 40-20 ათასი წლის წინათ და ყველაფრიდან ჩანს, უკავშირდებოდა შრომის პროცესს, ასახავდა ყოფიერების ცალკეულ მომენტებს. დღეს იგი დაკავშირებულია ტექნიკასთანაც (ესთეტიკა და ტექნიკა), პოლიტიკურ იდეოლოგიასთან (ხელოვნების პარტიულობა), მორალთან (ესთეტიკა და მორალი), სახელმწიფოსთან (სახელმწიფოს სახელოვნებო პოლიტიკა).
![]() |
1.551 ხელოვნების ნაწარმოების ფუნქციები |
▲back to top |
ხელოვნების ნაწარმოების ფუნქციები
მხატვრულ ნაწარმოებს (ნახატს, მოთხრობას, პოემას) აქვს სამი ფუნქცია. 1. შემეცნებითი; 2. პედაგოგიურ-აღმზრდელობითი; 3. ესთეტიკურ-მხატვრული. პირველის მაგალითი: ,,შუშანიკის წამება“ გვაძლევს იმის ცოდნას, რომ V საუკუნეში თურმე საქართველო ყოფილა დაქუცმაცებული, დაშლილი ქვეყანა და ერთ-ერთი მხარის ლიდერი, პიტიახში, თავის ნებაზე დაპარპაშებს, ატარებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ კურსს; მეორის მაგალითი: გურამიშვილის მთელი ,,დავითიანი“ გვასწავლის ქრისტიანული მცნებების ერთგულებას, ხოლო ,,სწავლა მოსწავლეთა“ – ცოდნისა და სწავლის საჭიროებას, იმას, თუ რატომ არის აუცილებელი იგი და რა ასაკშია მისი მიღება სასურველი; მესამის მაგალითი: ალ. აბაშელი საქართველოს ოქროს თასს ადარებს და იგი თურმე სავსეა აკაკის ლექსთა ნექტარით: ,,დგას საქართველო ოქროს თასივით შენი ლექსების ნექტარით სავსე“ (,,აკაკის“). მაშასადამე, ზუსტი შედარების მოხმობით ავტორმა დაუვიწყარი სახე შექმნა საქართველოსი და ამით ჩვენზე წარუშლელი ესთეტიკური ზეგავლენა მოახდინა.
![]() |
1.552 ხმაბაძვითი ლექსემები |
▲back to top |
ხმაბაძვითი ლექსემები
მიიჩნევენ, რომ ადამიანური ამეტყველების კვირაძალზე ბევრი სიტყვა ხმაბაძვის პრინციპით შეიქმნა. ამას ბევრი ფაქტი ადასტურებს. სხვადასხვა ენაში არსებობს ფრიად მეტყველი ნიმუშები. ქართული სიტყვა ყვავი შედგება სწორედ იმ ბგერათკომპლექსისაგან, რომელიც ისმის ამ ფრინველის ხმიანობისას – ყვა-ყვა; ერთი გარეული ფრინველის ძახილი ისმის ასე გუ-გუ. ამიტომაც უწოდეს მას გუგული; სხვათა შორის, დაახლოებით იგივე სახელი მისცეს მას რუსებმა: кукушка. ე.ი. რუსს ესმის არა გუ-გუ, არამედ კუ-კუ.
![]() |
1.553 ხუნტა |
▲back to top |
ხუნტა
ესპ. სიტყვა. სადღეისოდ მისი უმთავრესი გაგება ნეგატიურ შინაარსს შეიცავს: სამხედრო პირთა უკანონოდ შეკოწიწებული ხროვა, საგანგებო დაჯგუფება, რომელიც კანონიერ ხელისუფლებას ებრძვის ან ამხობს კიდეც. მაგ., საქართველოს მოსახლეობის მიერ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საგანგებო ხუნტამ (კიტოვანი, იოსელიანი) იარაღის გამოყენებით ქვეყნიდან განდევნა და ხელისუფლებას თავად დაეუფლა. ჯ
![]() |
1.554 ჯენტლმენი |
▲back to top |
ჯენტლმენი
ინგლ. სიტყვა. დახვეწილი, კულტურული ადამიანი, კაცი, რომელიც ზუსტად იცავს ქცევის წესებს, მიღებულ ნორმებს; ეძახიან ზრდილობიან, თავაზიან, დახვეწილი მანერებითა და ჩაცმა-დახურვით გამორჩეულ მამაკაცს.
![]() |
1.555 ჯენტლმენური შეთანხმება |
▲back to top |
ჯენტლმენური შეთანხმება
საერთაშორისო ან სხვა სახის ხელშეკრულება. მას დებენ ოფიციალურ ფორმალობათა დაუცველად, ზეპირად. ჰ
![]() |
1.556 ჰაგიოგრაფია |
▲back to top |
ჰაგიოგრაფია
ბერძნ. ,,ჰაგიოს“ (წმინდანი, მოწამე) და ,,გრაფო“ (ვწერ, აღვწერ). ქრისტიანული ლიტერატურის ფართოდ ცნობილი და პოპულარული დარგი, რომელშიც მოცემულია წმინდანთა ცხოვრების აღწერა. იგი შეიძლება გადმოიცეს პროზითაც (,,აბოს წამება“) და ლექსითაც (,,წამება ქეთევან დედოფლისა“). სანამ ქართული საერო ლიტერატურა შეიქმნებოდა, მანამ ქართველებს ჰქონდათ მძლავრი ჰაგიოგრაფია.
![]() |
1.557 ჰაკერი |
▲back to top |
ჰაკერი
ინგლ. სიტყვა. პირდაპირი გაგებით, გმობა, აკლება, აჩეხვა, აწიოკება. კომპიუტერის ღრმად მცოდნენი შეიჭრებიან დაცულ პროგრამებში და ყიდიან საჭირო ცნობებს. მაშასადამე, ჰაკერი არის კომპიუტერული ქურდი, ყაჩაღი.
![]() |
1.558 ჰარაკირი |
▲back to top |
ჰარაკირი
იაპ. სიტყვა: თვითმკვლელობის ერთგვარი წესი იაპონიაში – მუცლის გამოფატვრა. ძირითადად იყენებენ სამურაები.
![]() |
1.559 ჰარმონია |
▲back to top |
ჰარმონია
ბერძნ. სიტყვა. მთელის ცალკეულ ნაწილთა სწორი შეხამება, შეთანხმებულობა, თანაზომიერება; მუსიკალური ტონების კანონზომიერი შეხამება ერთიან ჟღერადობად.
![]() |
1.560 ჰედონიზმი |
▲back to top |
ჰედონიზმი
ბერძნ. სიტყვა, ,,სიამოვნება“. ეთიკური იდეალისტური მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მიზანია უდიდესი სიამოვნების მიღება, ამქვეყნიური ტკბობა. ვინც ამ იდეას იზიარებს, ის არის ჰედონისტი.
![]() |
1.561 ჰეპი-ენდი |
▲back to top |
ჰეპი-ენდი
ინგლ. სიტყვა. ,,კეთილი, ბედნიერი ბოლო“. მხატვრული ნაწარმოების (კინოფილმი, რომანი, თეატრი) კეთილი დასასრული. ,,ვეფხისტყაოსანი“, მაგალითად, სრულდება ,,ჰეპიენდით“, სამაგიეროდ, შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტა“ სრულდება ტრაგედიით.
![]() |
1.562 ჰერმენევტიკა |
▲back to top |
ჰერმენევტიკა
ტრადიცია და წესები ისეთი ტექსტის ახსნა-განმარტებისა, რომელსაც რთულად ამოსაცნობი მრავალი მნიშვნელობა აქვს და მისი ერთმნიშვნელოვანი დაზუსტება ვერ ხერხდება. აღორძინების ხანაში ჰერმენევტიკა იქცა ანტიკური კულტურის ძეგლთა გადმოთარგმნის ხელოვნებად; მეორეული გაგება: ტექსტის ახსნა-განმარტების თეორია და მეთოდოლოგია; მესამე გაგება: ფილოსოფიური მიმდინარეობა.
![]() |
1.563 ჰიმნი |
▲back to top |
ჰიმნი
ბერძნ. სიტყვა. საზეიმო სიმღერა, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა. ის სიმბოლოა სახელმწიფოს ერთიანობისა და ძლიერებისა, გამოხატულებაა პატრიოტიზმისა; წარმოშობით ის არის ღვთის სადიდებელი ლექს-სიმღერა, საგალობელი. ამ მხრივ ერთობ მდიდარია ძველი ქართული ჰიმნოგრაფია.
![]() |
1.564 ჰიპერრეალიზმი |
▲back to top |
ჰიპერრეალიზმი
(უმაღლესი რეალიზმი, უკიდურესი რეალიზმი) – მხატვრულ-შემოქმედებითი მიმართულება ფერწერასა და სკულპტურაში. იგი ეფუძნება სინამდვილის ფოტოგრაფიულ ასახვას და ესწრაფვის აღადგინოს მოდერნიზმის მიერ დაკარგულ-მივიწყებული მხატვრული ენის ცხოვრებისეული კონკრეტულობა და საგნობრიობა. ამას კი სჩადის ფოტოგრაფიული სახეობრიობის იმიტაციით.
![]() |
1.565 ჰიპოთეზა |
▲back to top |
ჰიპოთეზა
ბერძნ. სიტყვა, ნიშნავს ,,სავარაუდოს“. საკმაოდ სარწმუნო დებულება, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი. ის ჯერ დაუმტკიცებელია, ოღონდ ავტორი, რომელიც ჰიპოთეზას წამოაყენებს, გვპირდება მის დასაბუთებას. ჰიპოთეზას მაშინ იყენებენ, როცა ფაქტებსა და დასკვნას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი ბუნდოვანია. მას დიდი ავალა ეძლევა წინასწარი თეზისების ჩამოყალიბების დროს, რაკიღა თეზისი გულისხმობს ავტორის ვალდებულებას, სათანადო არგუმენტებითა და მსჯელობით დაასაბუთოს იგი.
![]() |
1.566 ჰომერული სიცილი |
▲back to top |
ჰომერული სიცილი
თავშეუკავებელი სიცილი, ხარხარი. ეს გამოთქმა დაკავშირებულია ღმერთების იმ სიცილთან, რომელიც აღწერა ჰომეროსმა თავის ,,ილიადაში“.
![]() |
1.567 ჰონორარი |
▲back to top |
ჰონორარი
გახლავთ მხოლოდ ის თანხა, რომელსაც ,,საპატიო ჯილდოდ“ აძლევენ შემოქმედ ადამიანებს: მწერლებს, მხატვრებს, კომპოზიტორებს, მსახიობებს. არ შეიძლება ითქვას: ,,ბოსტანი გავთოხნე და ჰონორარი მივიღე“. სამაგიეროდ, სავსებით სწორია: ,,ჟურნალში ლექსი დავბეჭდე და ჰონორარი მარგუნეს“. მაშასადამე, ჰონორარს აძლევენ შემოქმედებით საქმიანობაში, კულტურის ხაზით გაწეულ გარჯაში.
![]() |
1.568 ჰუმანიზმი |
▲back to top |
ჰუმანიზმი
ლათ. სიტყვა ,,ჰუმანუს“ ნიშნავს ადამიანურს. ისეთი მსოფლმხედველობა ან იდეოლოგია, რომელიც განმსჭვალულია ადამიანის სიყვარულით; კაცთმოყვარეობა. განსაკუთრებით დიდი ავალა მიეცა აღორძინების ხანაში (XIV-XVI საუკუნეებში). ამ დროს მეტი ყურადღება დაეთმო პიროვნულ თავისუფლებას, ადამიანის გამოხსნას ფეოდალიზმისა და კათოლიციზმის ჯაჭვ-ბორკილებისაგან. ვინც ამ გზას მიჰყვება, ის არის ჰუმანისტი. ჰუმანისტურმა მოძრაობამ ხმა აიმაღლა შუასაუკუნეობრივი რელიგიური ასკეტიზმის წინააღმდეგ, მოითხოვა, რომ პიროვნებას ჰქონოდა ტკბობისა და მიწიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უფლება. ამ მხრივ საგანგებო როლი შეასრულეს პეტრარკამ, დანტემ, ბოკაჩომ, რაბლემ, შექსპირმა, კოპერნიკმა, ბეკონმა.
![]() |
1.569 ჰუმანიტარული მეცნიერებანი |
▲back to top |
ჰუმანიტარული მეცნიერებანი
არატექნიკური და არასაბუნებისმეტყველო საზოგადოებრივი მეცნიერებანი (ფილოსოფია, ფილოლოგია, ისტორია და სხვ.). კულტუროლოგიური თვალსაზრისით საჭირო და საგულისხმო უცხოური სიტყვა-თქმები
![]() |
2 კულტუროლოგიური თვალსაზრისით საჭირო და საგულისხმო უცხოური სიტყვა-თქმები |
▲back to top |
![]() |
2.1 ად ავგუსტა პერ ანგუსტა |
▲back to top |
ად ავგუსტა პერ ანგუსტა
ლათ. გამოთქმა: მაღალ მიზნებს აღწევენ დიდი სიძნელეების გადალახვით. ავე, მარია! – ლათინური: იცოცხლე, მარიამ!
![]() |
2.2 ალმა მატერ |
▲back to top |
ალმა მატერ
ლათ. გამოთქმა: ძუძუს მაწოვებელი დედა. უფრო მეტად ასე უწოდებენ აღმზრდელ უნივერსიტეტს. ამიკუს პლატო, სედ მაგის ამიკა ვერიტას – ლათ. გამოთქმა: პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება კიდევ უფრო დიდი მეგობარია (გამოთქმას მიაწერენ არისტოტელეს, პლატონის მოსწავლეს). არს ლონგა, ვიტა ბრევის ესტ – ლათინური: ხელოვნება ვრცელია, სიცოცხლე – მოკლე.
![]() |
2.3 აუდენტეს ფორტუნა იუვატ |
▲back to top |
აუდენტეს ფორტუნა იუვატ
ლათინური: გამბედავს იღბალი ეხმარება (დიდი პოეტის, ,,ენეადის“ ავტორის ვერგილიუსის სიტყვები).
![]() |
2.4 აურეა მედიოკრიტას |
▲back to top |
აურეა მედიოკრიტას
ლათინური: ,,ოქროს ზომიერება“, ,,ოქროს შუალედი“, ,,ზალატაია სერედინა“. აღნიშნულის თაობაზე არისტოტელეს მთელი თეორია შეუქმნია. ფართოდ იყენებს ამ იდეას ნიზამი განჯევი ,,ისკანდერ-ნამეში“. ბის! – ლათინური: – ბის! (ბისზე გამოძახება, შექება).
![]() |
2.5 ბო ტო |
▲back to top |
ბო ტო
ფრანგული: – კარგი ტონი.
![]() |
2.6 დე გესტიბუს ნონ ესტ დისპუტანდუმ |
▲back to top |
დე გესტიბუს ნონ ესტ დისპუტანდუმ
ლათინური: გემოვნებაზე არ დავობენ. დე მორტუის აუტ ბენე, აუტ ნიჰილ – ლათინური: გარდაცვლილებზე ან კარგი თქვი, ან – არაფერი. დივიდე ეტ იმპერა! – ლათინური: გათიშე და იბატონე!
![]() |
2.7 დოცენდო დისციმუს |
▲back to top |
დოცენდო დისციმუს
ლათინური: თუკიღა ვასწავლით, ჩვენცა ვსწავლობთ (სენეკას ნათქვამი). დურა ლექს, სედ ლექს! – ლათინური: კანონი მკაცრია, ოღონდ კანონია!
![]() |
2.8 ერარე ჰუმანუმ ესტ |
▲back to top |
ერარე ჰუმანუმ ესტ
ლათინური: შეცდომა ადამიანის თვისებაა.
![]() |
2.9 ექს ნიჰილო ნიჰილ |
▲back to top |
ექს ნიჰილო ნიჰილ
ლათინური: არარაისაგან იქნება არარაი.
![]() |
2.10 ვა ბანკ |
▲back to top |
ვა ბანკ
ფრანგული: ყველაფერზე წასვლა, ყველაფრის სასწორზე შეგდება. ვე ვიქტის! – ლათინური: ვაი დამარცხებულთ! ვენი, ვიდი, ვიცი – ლათინური: მოველ, ვნახე, ვძლიე (იულიუს კეისრის სიტყვები, რომლითაც მან სენატს პონტოს მეფე ფარნაკის დამარცხების ამბავი აცნობა). ვერბა ვოლანტ, სკრიპტა მანენტ – ლათინური: სიტყვები მიფრინავენ, ნაწერი რჩება.
![]() |
2.11 ვირიბუს უნიტის |
▲back to top |
ვირიბუს უნიტის
ლათინური: ძალა ერთობაშია.
![]() |
2.12 ვოქს პოპული |
▲back to top |
ვოქს პოპული
ვოქს დეი – ლათინური: ხმა ღვთისა – ხმა ერისა.
![]() |
2.13 იდე ფიქს |
▲back to top |
იდე ფიქს
ფრანგული: აკვიატებული აზრი, აკინჭილებული იდეა.
![]() |
2.14 ინ ვინო ვერიტას |
▲back to top |
ინ ვინო ვერიტას
ლათინური: ღვინოშია ჭეშმარიტება. აქაოდა, ნასვამი კაცი სიმართლეს ღაღადებსო. კვი სკრიბიტ, ბინ ლეგიტ – ლათინური: ვინც იწერს, ის ორჯერ კითხულობს (ე.ი. ვინც იწერს, ის უკეთ იმახსოვრებსო). კვოტ ჰომინეს, ტოტ სენტენციე – ლათინური: რამდენი ადამიანიცაა, იმდენივე აზრია (ტერენციუსი). კოგიტო, ერგო სუმ – ლათინური: ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ (ეკუთვნის ფრანგ ფილოსოფოს დეკარტეს).
![]() |
2.15 კურენტე კალამო |
▲back to top |
კურენტე კალამო
ლათინური: გაქცეული კალმით. ეს იგი, ნაჩქარევადო.
![]() |
2.16 ლაფსუს კალამი |
▲back to top |
ლაფსუს კალამი
ლათინური: კალმის შეცდომა. ლაფსუს ლინგვე – ლათინური: ენის წაცდენა. ლეგე არტის – ლათინური: ხელოვნების კანონის დაცვით. ლ’ეტა ს’ე მუა! – ფრანგული: სახელმწიფო – ეს მე ვარ! (ლუი მეთოთხმეტის წამოძახილი).
![]() |
2.17 ლექს ნონ სკრიპტა |
▲back to top |
ლექს ნონ სკრიპტა
ლათინური: დაუწერელი კანონი.
![]() |
2.18 ლიცენცია პოეტიკა |
▲back to top |
ლიცენცია პოეტიკა
ლათინური: პოეტური ლიცენცია (თავისუფლება).
![]() |
2.19 ლიტერა სკრიპტა მანეტ |
▲back to top |
ლიტერა სკრიპტა მანეტ
ლათინური: დაწერილი სამუდამოა, ანუ დაწერილს ნაჯახითაც ვერ ამოძირკვავო.
![]() |
2.20 მაგნა ხარტა ლიბერტატუმ |
▲back to top |
მაგნა ხარტა ლიბერტატუმ
ლათინური: თავისუფლებათა დიდი ქარტია.
![]() |
2.21 მაი ჰაუზ იზ მაი ქასლ |
▲back to top |
მაი ჰაუზ იზ მაი ქასლ
ინგლისური: ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა.
![]() |
2.22 მანიფესტუმ ნონ ეგეტ პრობაციონე |
▲back to top |
მანიფესტუმ ნონ ეგეტ პრობაციონე
ლათინური: გრძნობათა თვალსაჩინოებას დამტკიცება არა სჭირდება.
![]() |
2.23 მანუს მანუმ ლავატ |
▲back to top |
მანუს მანუმ ლავატ
ლათინური: ხელი ხელსა ჰბანს (სენეკა). მემენტო მორი! – ლათინური: გახსოვდეს სიკვდილი!
![]() |
2.24 მოვე ტონ |
▲back to top |
მოვე ტონ
ფრანგული: ცუდი ტონი. ამის საპირისპიროა ბონ ტონ (კარგი ტონი). ნასკუნტურ პოეტე, ფიუნტ ორატორეს – ლათინური: პოეტებად იბადებიან, ორატორებად ყალიბდებიან.
![]() |
2.25 ნატურა აბჰორეტ ვაკუუმ |
▲back to top |
ნატურა აბჰორეტ ვაკუუმ
ლათინური: ბუნება ვერ ითმენს სიცარიელეს. ნოსცე ტე იფსუმ! – ლათინური: შეიცან თავი შენი!
![]() |
2.26 ოცია დანტ ვიცია |
▲back to top |
ოცია დანტ ვიცია
ლათინური: უსაქმურობა ბადებს მანკიერებას.
![]() |
2.27 პანტა რეი |
▲back to top |
პანტა რეი
ბერძნული: ყოველი მიედინება.
![]() |
2.28 პერპეტუუმ მობილე |
▲back to top |
პერპეტუუმ მობილე
ლათინური: მუდმივი ძრავა.
![]() |
2.29 პოსტ ფაქტუმ |
▲back to top |
პოსტ ფაქტუმ
ლათინური: მომხდარის შემდეგ, ფაქტის შემდეგო.
![]() |
2.30 პოსტ სკრიპტუმ |
▲back to top |
პოსტ სკრიპტუმ
ლათინური: ბოლოს მინაწერი.
![]() |
2.31 პრიმუს ინტერ პარეს |
▲back to top |
პრიმუს ინტერ პარეს
ლათინური: პირველი თანასწორთა შორის.
![]() |
2.32 რეპეტიციო ესტ მატერ სტუდიორუმ |
▲back to top |
რეპეტიციო ესტ მატერ სტუდიორუმ
ლათინური: გამეორება ცოდნის დედაა.
![]() |
2.33 რეზიუმე |
▲back to top |
რეზიუმე
ფრანგული: შინაარსის მოკლედ გადმოცემა. სალვე! – ლათინური: გამარჯობა, სალამი!
![]() |
2.34 საპიენტი სატ |
▲back to top |
საპიენტი სატ
ლათინური: გამგები გაიგებს. სივის პაცემ, პარა ბელუმ! – ლათინური: მშვიდობა თუ გსურს, ემზადე ომისათვის!
![]() |
2.35 სოს |
▲back to top |
სოს
ინგლისური: უბედურების მაუწყებელი საერთაშორისო რადიოსიგნალი.
![]() |
2.36 სტატუს კვო |
▲back to top |
სტატუს კვო
ლათინური: არსებული მდგომარეობა.
![]() |
2.37 ტაბულა რაზა |
▲back to top |
ტაბულა რაზა
ლათინური: სუფთა დაფა.
![]() |
2.38 ტაიმ იზ მანი |
▲back to top |
ტაიმ იზ მანი
ინგლისური: დრო ფულია.
![]() |
2.39 ტეტ-ა-ტეტ |
▲back to top |
ტეტ-ა-ტეტ
ფრანგული: ერთი ერთზე, პირისპირ. ტუ კვოკვე, ბრუტე? – ლათინური: შენც, ბრუტოს? (იულიუს კეისრის სიტყვები, რომლებიც მაშინ წამოიძახა, როდესაც თავის მკვლელთა შორის მარკუს ბრუტოსი დაინახა). უბი კონკორდია, იბი ვიქტორია – ლათინური: სადაც თანხმობაა, იქ გამარჯვებაა.
![]() |
2.40 ფესტინა ლენტე |
▲back to top |
ფესტინა ლენტე
ლათინური: იჩქარე ნელა!
![]() |
2.41 ფორტეს ფორტუნა ადიუვატ |
▲back to top |
ფორტეს ფორტუნა ადიუვატ
ლათინური: მამაცებს ბედი სწყალობთ. ქვო ვადის, დომინე?! – ლათინური: ვიდრე ჰხუალ, უფალო?!
![]() |
2.42 ჰანიბალ ანტე პორტას |
▲back to top |
ჰანიბალ ანტე პორტას
ლათინური: ჰანიბალი კართანაა (იგულისხმება აზრი: საშიშროება კარს მოგვდგომია).
![]() |
2.43 ჰეფი ენდ |
▲back to top |
ჰეფი ენდ
ინგლისური: ჰეფი ენდი, იგივე ჰეპი ენდ – ბედნიერი ფინალი. მაგალითად, ,,ვეფხისტყაოსანი“ მთავრდება ბედნიერი ფინალით, ,,რომეო და ჯულიეტა“ – უბედურებით.
![]() |
2.44 ჰომო საპიენს |
▲back to top |
ჰომო საპიენს
ლათინური: მოაზროვნე ადამიანი. ჰომო სუმ, ჰუმანი ნიჰილ ა მე ალიენუმ პუტო – ლათინური: ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის.
![]() |
2.45 ჰომო ჰომინი ლუპუს ესტ |
▲back to top |
ჰომო ჰომინი ლუპუს ესტ
ლათინური: ადამიანი ადამიანის მგელია (გამოთქმა ეკუთვნის რომაელ პოეტ პლავტეს).
![]() |
2.46 ჰონორის კაუზა |
▲back to top |
ჰონორის კაუზა
ლათინური: პატივისა გამო. მაგ., დისერტაციის დაუცველად მინიჭებული დოქტორის სამეცნიერო ხარისხი განსაკუთრებული დამსახურების სანაცვლოდ. ზვიად გამსახურდიას დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭეს სწორედ ,,ჰონორის კაუზას“ წესით, დაუცველად.






