ეგნატე ნინოშვილი თხზულებათა სრული კრებული



1 შინაარსი

▲ზევით დაბრუნება


ნინოშვილი ეგნატე.

ეგნატე ნინოშვილი თხზულებათა სრული კრებული

ტომი პირველი

მოთხრობები სახელმწიფო გამომცემლობა

1959

შინაარსი

ეგნატე ნინოშვილი (წინასიტყვაობა)  (გერონტი ქიქოძისა)

მოთხრობები

ჯანყი გურიაში

გოგია უიშვილი

სიმონა

უცნაური სენი

პალიასტომის ტბა

არშიყნი

ქრისტინე

კაცია და გუნება

პარტახი

შენიშვნები (გერონტი ქიქოძე)

2 ეგნატე ნინოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ქიქოძე გერონტი

ეგნატე ნინოშვილი

მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურაში, როგორც პოეზიის, ისე პროზის დარგში, მრავალი წარუვალი შედევრი შეიქმნა. ქართველი ერი სამართლიანად ამაყობს თავისი ლირიკოსებით და ეპიკოსებით, თავისი რომანისტებით და ნოველისტებით. მაგრამ მას კიდევ უფრო მეტი უფლება აქეს იამაყოს იმით, რომ მისი დიდი მწერლები მარტოოდენ დიდი მხატვრები კი არა, აგრეთვე დიდი ადამიანებიც იყვნენ.

როგორც უნდა განსხვავდებოდნენ ურთიერთ შორის მეცხრამეტე საუკუნის მწერლები, მათ ბევრი რამ აქვთ საერთო, ისინი ხელოვნების დიდ სოციალურ და ზნეობრივ ფაქტორად სთვლიან, ისინი ცხოვრებას არ უცქერთან როგორც დიდ სათეატრო სანახაობას, სადაც მწერალმა მარტოოდენ დეკორატორის როლი უნდა შეასრულოს, ისინი არ ფიქრობენ, რომ მწერალი მარტოოდენ მკითხველი საზოგადოების გართობით, მისი გემოვნების განვითარებით უნდა დაკმაყოფილდეს, ისინი ცხოვრების რეფორმატორების, ერის წინამძღოლების, აღმზრდელების როლში გამოდიან და თავიანთი თანამედროვეების ზნეობრიე შემეცნებას, პატრიოტულ გრძნობას, მოქალაქეობრივი ვალდებულების შეგნებას მიმართავენ. მაგრამ თვით მათი თანამედროვე საზოგადოების ერთ დიდ ნაწილს ხშირად არაფერი ესმის მათი და ბევრი მათგანი გულგრილი ან მტრულ გარემოცვაში იღუპება. ნიკოლოზ ბარათაშვილიც, სერგეი მესხიც, ალექსანდრე ყაზბეგი, ეგნატე ნინოშვილიც თითქო უდაბნოში მოღვაწეობდნენ, სათანადო დაფასება მათ მხოლოდ საკედილის შემდეგ მოიპოვეს.

თავისი ცხოვრების მთავარი ფაქტები ეგნატე ნინოშვილმა თავის მოკლე ავტობიოგრაფიაში გაგვაცნო. ამ ცნობების შევსება შეიძლება მისი პირადი წერილებიდან და მისი მეგობრებისა და ნაცნობების მოგონებებიდან. ის ბავშვობიდანვე გამსჭვალული იყო რწმენით სწავლა-განათლების ყოვლისშემძლებლობისადმი და არავითარი დაბრკოლებას არ დაერიდა, რათა თანამედროვე ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერების ცოდნა შეეძინა. ოზურგეთში ის თავის ხელით იშენებს ჯარგვალს და ზამთრის გრძელ ღამეებში წიგნს ფიჩხის ცეცხლთან კითხულობს, აბრიალებული ალი მას ხშირად თმას ურუჯას. ეგნატეს სკოლიდან ითხოვენ. ის სწავლობს ფრანგულ ენას და საფრანგეთში მიემგზავრება, რათა მარსელიეზის სამშობლოში მოწინავე კულტურას გაეცნოს. იქ ქალაქ მონპელიეში სამ-ოთხ თვეს რჩება, ამაოდ ეძებს ფიზიკურ სამუშაოს და იძულებული ხდება სამშობლოში დაბრუნდეს გულგატეხილი, წელიწად-ნახევარს, რომელსაც ის გრიგოლ გურიელის სამსახურში ატარებს მდივნის როლში, იმისთვის იყენებს, რომ მისი მდიდარი ბიბლიოთეკა გადაიკითხოს. სადაც უნდა მუშაობდეს ის, მასწავლებლად თავის სოფელში, ტელეგრაფისტად რკინიგზაზე, ასოთამწყობად თბილისის სტამბაში, თუნუქის ყუთების მრჩილველად და მზიდავად ბათუმის ქარხნებსა და ნავსადგურზე, თუ კანტორის გამგედ ზესტაფონში და გომში, ის ყეელგან მოცალეობის წუთებს პოულობს გონებრივი მუშაობისთვის. ამრიგად ის კარგად ეცნობა საქართეელოს და მსოფლიოს ისტორიას, ქართულ და უცხო მხატვრულ ლიტერატურას და თანამედროვე ჰუმანიტარულ მეცნიერებას, ის თანდათან არკვევს თავის მსოფლმხედეელობას, ბუნდოვანი ხალხოსნური იდეოლოგიიდან მარქსისტულ იდეოლოგიაზე გადადის, მაგრამ ძლივს აღწევს ოცდათხუთმეტი წლის ასაკს და კვდება ჭლექით. ჯანდაცლილი, მისი უკანასკნელი სიტყვები: „ვკვდები, ვერაფრის გაკეთება კი ვერ მოვასწარი, ვკვდები, როცა ჩემი მომავალი მოქმედების პროგრამა უკეთ მაქეს გამორკვეული", ეგნატე ნინოშვილის ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული მთელი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ მოძრაობასთან და მის პირად ბიოგრაფიაში ნაწილობრივ ოთხმოციანი და ოოხმოცდაათიანი წლების ისტორია ისხება. მან პირადად მტკივნეულად განიცადა გარდამტეხი ეპოქის სიდუხჭირე, პატრიარქალური ყოფაცხოვრების და წესწყობილების დარღვევა კაპიტალის მიერ, რომელიც მით უფრო ულმობელი იყო, რომ ის უცხოეთიდან შემოიჭრა და დაკავშირებული არ იყო ქართველი ერის ორგანულ განვითარებასთან. თუ ეგნატე ნინოშვილმა ასე დამაჯერებლად მოგვითხრო, როგორ მოჰკვეთა თავი მატარებელმა გელუბრყვილო კაცია მუნჯაძეს, ეს, შეიძლება, იმითაც აიხსნას, რომ თანამედროვე საზოგადოებამ, რომელმაც ფეოდალური წესწყობილების მრავალი ნაკლი შეინარჩუნა. ხოლო ბურჟუაზიული წესწყობილების არც ერთი ღირსება არ შეუძენია, თვით ავტორი რამდენჯერშე აიყვანა ზნეობრივ გილიოტინაზე.

თეისი ფიზიკური სისუსტისა და თავმდაბლობის მიუხედავად ის, როგორც ეტყობა, ბელადის თვისებებით იყო აღჭურვილი და მისი თანამოაზრეების წრე მას ყოველთვის ისე უცქეროდა, როგორც წინამძღოლს, მას ჰქონდა ღიდი ღირსებები, რომლებიც ყოველ ჭეშმარიტ ბელადს ახასიათებს: უანგარობა, ზნეობრივი სიფაქიზე, უკომპრომისობა. ის რამდენიმე სხვადასხვა მიმართულების ჟურნალსა და გაზეთში თანამშრომლობდა, „ივერიაში“, „თეატრში“, „კვალში“, „მოამბეში“; მათ შორის „კვალს“ უბირატესობას აძლევდა, რადგან ყველაზე პროგრესულად სთვლიდა. მაგრამ, სადაც უნდა ემუშავა მას, არასოდეს თავისთაეს და თავის პრინციპებს არ ღალატობდა.

ორ პუბლიცისტურ სტატიაში, რომელიც ეგნატე ნინოშვილმა „კეალში“ მოათავსა 1893 წელს, მისი მსოფლმხედველობის ძირითადი პრინციპებია გადმოცემული, ამ წერილებში ის ეკამათება გაზეთ „ივერიის“ იმდროინდელ ხელმძღვანელებს ნ. ხიზანიშვილს (პლებსს) და დ. მიქელაძეს (მეველეს), რომელნიც საკმაოდ ბუნდოვან ნაციონალ-დემოკრატიულ ბურჟუზიელ პროგრამას იცავდნენ და ქართველ ერს გამდიდრებისკენ მოუწოდებდნენ. გარდა ნაციონალ-დემოკრატიული პროგრამის დამცველებისა, საქართეელოში იმ დროსაც და წინათაც არსებობდნენ ევროპული უტოპიური და რუსული ნაროდნიკული სოციალიზმის მიმდევრები, მაგრამ არ ყოფილა რევოლუციური მარქსიზმის იდეოლოგი. ეგნატე ნინოშვილი მარქსიზმის პიონერია საქართველოში. ამიტომ გასაკვირველი არაა, რომ თუ მის პუბლიცისტურ სტატიებს თანამედროვე მეცნიერული თვალსაზრისით მივუდექით, შეიძლება ბევრი რამ მათში ბუნდოვანი და უმართებულო გვეჩვენოს. მაგრამ მარქსიზმის ძირითადი იდეები მას ძალიან კარგად ესმის.

შეუძლია თუ არა ქართველ ერს გზა აუქციოს კაპიტალისტური მრეწველობის განვითარებას? კითხულობს ეგნატე ნინოშვილი თავის პუბლიცისტურ წერილებში, არა, ეს მას არ შეუძლია. ეკონომიურ განვითარებას თავისი ობიექტური კანონზომიერება აქეს, მისი შეცვლა არ შეიძლება ჩვენი კეთილი სურვილებისა და სუბიექტური იდეალების მიხედვით. მაგრამ ის სიმდიდრე, რომელიც კაპიტალისტურ წარმოებას მოაქვს, თავისთავად არაფერს შეიცავს სახარბიელოს. ეკონომიურად განვითარებული ქეეყანაა ინგლისი, ნაციონალური სიმდიდრის მხრით მას პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში. მაგრამ მაშინ, როდესაც მდიდარი ინგლისელი, მიწათმფლობელი ლორდი იქნება ის თუ მრეწველი, დღეში თუმანს ხარჯავს თავისი ძაღლის გამოსაკვებად, ყოველ ხუთს ინგლისელში ერთი, სისტემატური შიმშილობის გამო, სუსტდება და კვდება, ხოლო მრავალი მუშა ისე დაბლა დგას გონებრივად, რომ თავის სახელს გეტყვის, მაგრამ არც თავისი გვარი იცის და არც თავისი ბინის ზუსტი მისამართი.

კაპიტალისტური წესწყობილება, რომელშიც სიმდიდრე, კულტურული ღირებულებანი და შრომა ასე უსამართლოდაა განაწილებული, დიდ საფრთხეს წარმოადგენს მთელი თანამედროვე ცივილიზაციისათვის. ის შეიძლება დაემხოს ისევე, როგორც დაემხო ძველი ასურეთის, ბაბილონის, საბერძნეთის და რომის ცივილიზაცია, ვინაიდან ერის დიდ უმრავლესობას წილი არ ჰქონდა ეროვნულ სიმდიდრეში და გულგრილად უცქეროდა სახელმწიფოს დაცემას,

როგორია ქართველი მოწინავე ინტელიგენციის და მწერლობის ვალდებულება ასეთი პერსპექტივის წინაშე მათ ხელი უნდა შეუწყონ ამ ტკივილების შენელებას, რომელთაც კაპიტალიზმის განვითარება იწვევს და ასპარეზი მოუმზადონ უფრო სამართლიან წესწყობილებას, სადაც სიმდიდრე და შრომა უფრო თანასწორად განაწილდება, პალიატივებით არ შეიძლება დაავადებული სხეულის განკურნება. მართალნი არიან ის „უგურუნნი“, რომელთაც დაუჟინიათ, წყლულის ძირი უნდა განიკურნოს, თორემ გარეკანის მორჩენა უარესიც არის, რადგას ავადმყოფი ტყუვდება და მშვიდდებაო; სხვა სიტყვებით, ეს იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობის ცხოვრება ისე არ გაუმჯობესდება, თუ არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებაში ძირითადი ცვლილება არ მოხდა.

თავის პუბლიცისტურ წერილებში ეგნატე ნინოშვილი დასცინის რუსსლავიანოფილებს, რომელნიც ბატონყმობის აღდგენას და ივანე მრისხანის და მისი ოპრიჩნინის დაბრუნებაზე ოცნებობდნენ, ლიბერალ ეკონომისტებს, რომელნიც წინააღმდეგი იყვნენ, რომ სახელმწიფო ჩარეულიყო ძლიერთა და სუსტთა ბრძოლაში, ორგანული სოციოლოგიის მიმდევრებს, რომელნიც ფიქრობდნენ, შრომის განაწილების ინტერესი მოითხოვს, რომ მემამულეები საკანონმდებლო პალატებში ისხდნენ, ხოლო მუშები ქარხნებში და ფერმებში მუშაობდნენო. ბოლოს, ის დასცინის ალექსანდრე ორბელიანის მსგავს კონსერვატორებს, რომელნიც წერდნენ, ბატონყმობა საქართეელოში იგივე მამაშვილობა იყოო, დ. მაჩხანელს, რომელიც ქადაგებდა, დეპო-კასები დავაარსოთ, ამით საქართველო ორმაგ სამოთხედ გადაიქცევაო.

ყოველივე ეს ეგნატე ნინოშვილის აზროვნების სიძლიერეს და დამოუკიდებლობას მოწმობს, ამაზე შორს წასულა შეუძლებელი იყო წარსულა საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როდესაც არათუ ქართულად, რუსულადაც ცოტა რამ იყო ცნობილი მარქსის, მისი გამგრძელებლების და პოპულარიზატორების ნაწერებიდან.

ეგნატე ნინოშვილი განსაკუთრებით აფასებდა თავის მესამე პუბლიცისტურ წერილს „ძველი თუ ახალი“, რომელიც, უეჭველია, მისი ძირითადი იდეების შემდგომს განვითარებას და დასაბუთებას შეიცავდა. „კვალის" ფაქტიურ რედაქტორს გიორგი წერეთელს, რომელიც ზომიერი ნაციონალ-სოციალიზმის პოზიციებზე იდგა, მეტისმეტად რადიკალური ჩვენებია ამ წერილის შინაარსი და ავტორისათვის ურჩევია ცვლილებები შეიტანე მასშიო, მაგრამ ეგნატე ნინოშვილს უმჯობესად მიუჩნევია სულ არ დაებეჭდა ეს წერილი: მისი იმნაირად შეცვლა, როგორც თქვენ ბრძანებთ, არ ივარგებს, ეს იქნებოდა ეკლექტიზმი, შეერიგებლის შერიგებაო, სწერს იგი გიორგი წერეთელს, სამწუხაროდ, ეს პუბლიცისტური სტატია დაკარგულია, მაგრამ ანასტასია წერეთლისადმი მიმართულ კერძო წერილიდან ჩანს, რომ ის ამ სტატიაში ეკამათებოდა ახლად გამოსულ ჟურნალი „მოამბის“ ხელმძღვანელებს: მათ წარმოდგენა არ აქეთ რა საზოგადოებრივი კლასები, პარტიები და მიმართულებანი შეიქმნენ ევროპაში საფრანგეთის პირველი რევოლუციის შემდეგ, ხოლო პოლიტიკურ ეკონომიაში არაფერი წაუკითხავთ ადამ სმიტის შემდეგო; გარდა ამისა, ეტყობა, ის ეკამათებოდა „კვაზიპატრიოტებს“, რომელნიც, მისი აზრით, დამყაყებულ იდეებს და სოფიზმებს იცავდნენ, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ფიზიკური ძალაც მეყოფა, განათლებაც და ფაქტების ცოდნაცო, უეჭველია, ეგნატე ნინოშვილის პრინციპულობა და უკომპრომისობა განსაკუთრებით ხიბლავდა მის მრავალრიცხოვან მეგობრებს და პატივისმცემლებს და ამიტომ მის გარშემო ყოველთვის პროტესტანტულად და რევოლუციურად მოაზროვნე ელემენტები იყრიდნენ თავს. ის ჯერ კიდევ თვრამეტი წლის ჭაბუკი იყო და ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომ ბრძოლა გამოუცხადა სკოლის გონებაშეზღუდულ ადმინისტრაციას და სასტიკად დასჯილ იქნა ურჩობისთვის მას წაართვეს სწავლის განგრძობის უფლება, საშიშ მეამბოხედ გამოაცხადეს და ამხანაგებს აკრძალეს მასთან რაიმე ურთიერთობა დაეჭირათ. ადვილი წარმოსადგენია, რა გავლენას მოახდენდა ეს აღმაშფოთებელი ძალმომრეობა ახალგაზრდა პროტესტანტებზე, მათ შორის განსაკუთრებით თვით მათ მეთაურზე. მისი დევნა შემდეგაც არ შეწყვეტილა; ის ყოველთვის არასაიმედოდ ითვლებოდა ძველი ადმინისტრაციის თვალში ამისდა მიუხედავად მას არასოდეს არ უღალატია ჰუმანისტური იდეალებისთვის. ყოველთვის ეჯავრებოდა ტორკვემაღები, რომელნიც ადამიანებს ნელ ცეცხლზე ხრაკავდნენ კაცობრიობის გაბედნიერების სახელით.

ეგნატე ნინოშვილმა ხელი შეუწყო არა მარტო ქართველი მარქსისტების, მესამე დასელების იდეოლოგიურ თვითგამორკვევას, არამედ აქტიური მონაწილეობა მიიღო მათი პირველი ორგანიზაციის ჩამოყალიბებაშიც. როდესაც ის ზესტაფონში მსახურობდა შავიქვის მრეწველის ნ. ღოღობერიძის კანტორაში, მისი ბინა მისი მეგობრების და თანამოაზრეების შესაკრებელ ადგილად იყო გადაქცეული და იქ ხშირად ღარიბი ტრაპეზის გარშემო მსჯელობა იმართებოდა ლიტერატურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებზე, როგორც წინათ ქართული ხალხოსნური მოძრაობის ცენტრს ქალაქი გორი წარმოადგენდა, ისე ქართული მარქსისტული მოძრაობის ცენტრად ქალაქი ზესტაფონი გადაიქცა ეს გასაგებია: გორი ქართლის შუაგული იყო, იქიდან განსაკუთრებით კარგად ჩანდა რთული აგრარული ურთიერთობა; ზესტაფონი კი პირველი დიდი ქართული ინდუსტრიულ ცენტრის ჭიათურის მისადგომი იყო რკინიგზაზე.

მის სიცოცხლეში მესამე დასელებმა, მისი მონაწილეობით, ორჯერ შეკრიბეს არალეგალური კონფერენცია: პირველად — ზესტაფონში 1892 წლის დასასრულს, ხოლო მეორედ — 1993 წელს. ხოლო მისი დაკრძალვის დღეს 1894 წლის 8 მაისს სოფელ ჩანჩეთში საქართველოს ყოველი კუთხიდან თავი მოიყარეს ახალი თაობის წარმომადგენლებმა და მარქსისტული პროგრამის დეკლარაცია მოისმინეს. შეი ძლება ითქვას, რომ ამ დღიდან ჩანჩეთის სასაფლაო მესამე დასის საპილიგრამო ადგილი გახდა, ხოლო მარქსიზმი საქართველოში განყენებული იდეოლოგიის სფეროდან პრაქტიკული პოლიტიკის სფეროში ჩამოვიდა და დიდ საზოგადოებრივ ძალად იქცა.

ეგნატე ნინოშვილი ამთავრებს ქართული მხატვრული ლიტერატურის განვითარების ერთს მნიშვნელოვან პერიოდს, რომელიც ჰუმანისტური და დემოკრატიული იყო თავის ძრითადი ტენდენციებით. მაგრამ ის განსხვავდება ამ პერიოდის ლატერატურის სხვა წარმომადგენლებისა — ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა, ალექსანდრე ყაზბეგისა, გიორგი წერეთლისა, თვით ხალხოსნებისაგან იმით, რომ თვითონ დემოკრატიის უდაბლესი ფენიდან წარმოსდგება. ქართეელ გლეხობას მანამდე არ წარმოუშვია ასეთი დიდი რანგის მწერალი. რამდენადაც ვიცით, ასეთი მწერალი არ წარმოუშვია არც სხვა ქეეყნების გლეხკაცობას, თუ მხედევლობაში არ მივიღებთ შოტლანდიელ პოეტს რობერტ ბერნსს.

ეგნატე ნინოშეილი არავითარ სათვალეს არ იშველიებს და ის გლეხს სრულიად მოუკერძებლად ხატავს, ამიტომ არსად მის მოთხრობებში შეფერადებული მუყაოს ფიგურებს არ ვხვდებით, ყველგან ცოცხალი, ხორცშესხმული გლეხები გამოდიან თავიანთი ასამიანური ღირსებია და ნაკლოვანებით და თავიანთ მეტყველებით, მათი ენა ისეთი ბუნებრივია, რომ მკითხველს ჰგონია, უშუალოდ ყურს ვუგდებ მათ საუბარსო.

საკმაოა თუ არა მწერლისათვის მახვილი თვალისა და მახვილი ყურის ქონა, რათა აღამიანები და საგნები დაინახოს და მხატვრულად ასახოს? რასაკვირეულია, არა. საჭიროა, რომ მას ისინი ძლიერ უყვარდეს ან სძულდეს, უამისოდ ის ვერ შეამჩნევს და ვერ დააფასებს, დამახასიათეაბელ დეტალებს, ხოლო რათა მწერალმა ღრმად ჩაიხედოს ადამიანისა და ბუნების სულში, თვითონ მას მდიდარი სულიერი ბიოგრაფია უნდა ჰქონდეს.

აღსანიშნავია, რომ ნინოშვილი არასოდეს არ იკარგება უსარგებლო დეტალებში: ის წერს შინაგანი იძულების კარნახით, ციებცხელებისაგან აცახცახებული ხელით, აჩქარებულად, თითქო ეშინია, რომ შანავანი ხილვა, რომელიც მის მიერ დანახულ და შეცნობილ ობიექტურ სამყაროს შეესაბამება, თან არ ჩაიტანოს სამარეში.

მხოლოდ ღრმა პოეტური განცდის ადამიანს შეეძლო ისეთი ქალების სახეები დაეხატა, როგორიც დესპინე, დარიკო, იზა (მელანია), ქრისტინეა. ამ უკანასკნელს ქართულ ლიტერატურაში მოეპოება შორეული პროტოტიპი, ესაა ილია ჭავქავაძის თამრო „გლახის ნაამბობიდან“. მაგრამ თამრო ქრისტინეს გეერდით მაინც ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, როგორსაც მოახდენდა დიდი ოსტატის ხელით მოხაზული სილუეტა დასრულებული ფსიქოლოგიური პორტრეტის გვერდით. მიუხედავად მოლიპულ გზაზე შედგომისა, ქრისტინე მკითხველში ამტკიცებს რწმენას ადამიანის ბუნების სიკეთისადმი. რაც შეეხება დესპინეს, ეს უფრო ახალი და ორიგინალური ტაპია ქართულ ლიტერატურაში. ის თანამედროვე ქართველი ქალების წინამორბედს წარმოადგენს თაეისი ფანატიკური სიყვარულით სწავლა-განათლებისადმი და თავისი აღტაცებით რევოლეციის გმირების წინაშე. ნაწილობრივ იგივე ითქმის გულოზე, რომელიც ნინოშვილის ისტორიულ რომანშია გამოყვანილი.

1841 წლის მეამბოხე გურული გლეხების და გიორგის ნამდვილი იდეური მემკვიდრე სპირიდონ მცირიშვილია. მასში მესამე დასის მეთაურებმა ახალი ლიტერატურული ტიპი დაინახეს, დემოკრატიული იდეალებისათვის აღფრთოვანებული მებრძოლი, რომელიც მტრის სისხლის დაღვრას არ ერიდება და ძალმომრეობას ძალმომრეობით უპასუხებს. თუ ეგნატე ნანოშვილი 1905 წელს მოსწრებოდა, უეჭველია, ეს ტანჯვის ამსახველი პოეტი ბრძოლის პოეტად გადიქცეოდაო, ამბობდნენ მესამე დასის კრიტიკოსები.

შეიძლება ეგნატე ნინოშვილის გმირების ტრაგიკულ განათებას აძლიერებდეს ის გარემოება, რომ მან ისინი საუცხოო ბუნების წიალში მოათავსა, მწერალი დიდხანს არ ჩერდება პეიზაჟის აღწერაზე, მაგრამ ყველგან იგრძნობა საქართველოს უმშვენიერესი პროვინციის ბუნება. ეს რბილ კონტურებიანი მთები, ეს გამჭვირვალე და მობუტბუტე ღელეები, ეს მდუმარე ტყეები და ნადურით ახმაურებული ყანები თითქოს იმისათვის არიან გაჩენილი, რომ ადამიანს წარმოდგენა მისცენ ედემზე. ნამდვილად ეს კუოხე ხალხის დიდი ნაწილისათვის ჯოჯოხეთად იყო გადაქცეული. ამ კონტრასტის შეგნება ადამიანში განსაკუთრებით აძლიერებდა ბრძოლის ინსტიქტს, მის მისწრაფებას სოციალური ჰარმონიისადმი, და გურია ერთ-ერთი ყველაზე გალვივებული რევოლუციური კერა იყო ძველი რეჟიმის არის.