ფელტონი რამდენიმე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებდგან/ივლიანე ყრონტის ნაამბობი 1840 წელში
ბ. რედაქტორო!

ერისთავი რაფიელ

ფელტონი

რამდენიმე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებდგან

(ივლიანე ყრონტის ნაამბობი 1840 წელში)

I

ბრევლი ხანია გული მითხრობდა: ღმერთო მომკალ, თუ ერთი თბილისის ქალაქი არა ვნახე-თქვა... გამოვეწყვე ძალუანი. ქე მქონდა თქვენი წყალობა ერთი ორი ფარაც... შევჯექ კაი მარჯვე ლაფშაზე და – გამოვემგზავრე... წამოსვლისდროს ქე მითხრეს, თფილისში ნამყოფებმა: „იქ ბრევლი მასხარეებიაო და ღმერთი არ გაგიწყრეს, არ აჰყვეო, თვარა, სუნთლათ აგიგდებენო“...

ვსთქვი: ძაღლი რავა შესჭამს ჩემს ძვალს თქვა, რომ იმათ აეყვები-თქვა... ჩამოველ თფილისის ქალაქ ში... გევიარ, გამოვიარე... შევხედე: აქედგან შემომიძახეს: „უ!... იქიდგან შემომიძახეს: „უ... იმერელო, უ!..“

მარა..., ძაღლს რომ ეკბინა, ხმას რავა ამოვიღებდი აწი მივალ ჩემთვის ბაზრისკენ... ღვთის წყალობა გქონდეს, ძალუანი ბაზარი იქ იყო... რა გინდა სულო და გულო. აგერ ფართალი, აგერ ლეკურები, თოფები, სატევრები, აგერ, თებზი და ხიზილალა, აგერ ყველა სიკეთე და თვალ მარგალიტი... ის უბედურები, — ასე გასინჯე — კვერცხსა და ტყემალსაც ქე ჰყიდიან თურმე! აბა!

პატარა კიდო რომ გევიწიე, ერთმა ვაჭარმა მომაძახა: „კნიაზო, მობრძანდიო, რა გნებავსო? ... ვსთქვი ჩემთვის: თავს ნუ იგდებ თქვა... და მივალ... აღარ შეუცადე... კიდენ მომაძახა: „ერთ ხანს აქ მობრძანდიო, ღმერთი გადღეგრძელებსო... — გავბრიყვდი და ქე არ მოვბრუნდი?... დამიწყო მუსაიფობა, ძალუან ზდილობიანათ, იკითხა ჩემი სახელი და გვარი... მოვახსენე: ივლიანე ყრონტი გახლავარ-თქვა...

მკითხა კიდენ: — „მამა თქვენს რა ქვიოდაო? — ოქროპირ-თქეა. — ბიძა თქვენსო? ქაიხოსრო-თქვა. ეგენი რომ მოუყევი და—გადამხვია, ბატონო, ხელი, აქეთ, გადამკოცნა იქეთ გადამკოცნა და უბნობს:

— „ოჰ, ჩემს ივლიანეს!... რა ღმერთმა მაჩვენა შენი თავი?.. ჩემს ივლიანეს!..“

გადამკოცნა კიდენ.

ვკითხე: ვინ ბრძანდები-თქვა?... მომიგო:

— „ვეღარ მიცანიო?.. შენი ნათესავი ვარო... პაპა ჩემი ძველათ გადმოსულაო და აქა ვვაჭრობო.... აგი რომ თქვა და— შეუძახა ბოვშვს:

— „სკამი მოართვი, ჩემს ივლიანესო... ყავაო, ჩქარაო!.. ყავა მოართვით, ჩემს ივლიანესო...“

ღვთის წყალობა მოგეცა დააფა-ურა მოსამსახურები!.. გევიხედე ამ დუქანში და, — რა გინდა სულო და გულო, რომ იქ არ იყო?.... ვსთქვი, გავკეთდი კაცი-თქვა....ერთი ორასი მანათის საღირალს მაინც მაჩუქებს-თქვა... დავჯედი სკამზედ და მომართვეს ყავა... ერთი შევხვრიტე, მარა რაცხა არ მეგემა.... მოურთე კობზი, შეეხერიტე კიდენ და ამდროს, იქით, კუთხეში, დაიწყეს ბოვშვებმა სიცილი: ვეეე.... რომ ვიფიქრე: ეს რას ჰგავს-თქვა და ამ დროს იმ დარ ბაისელმა, ჩემმა ნათესავმა კაცმაც ერთი ძალუანი გეიხარხარა და ბრანწი ამიკუა... მომაყარა, მომაყარაკოხივით ბრანწი.

ეს რომ გევიგონე და — წამოვარდი ზეზე, მოგეცა სიცოცხლე, წაოვატანე იმ ყავეს ხელი, შეუყვირე — აი შე დედა გაგლეჯილო-თქვა და ქე შევასხი შიგ პირში, იმ ჩემს ნათესავს... ყავე კი არა, თურმე ნახშირი ყოფილა, კაცო, გალესილი!.. გამოვეკიდე მარა, გამექცა ის დედა გაგალეჯილი და დეიმალა დედაბერივით!..

— ვაი, დედაშენსო. თქვა!.. მივაძახე, — ვაი დედა-შენს თქვა!.. მაგრამ, რაღა დროს იყო?! ამისთანა საჯარი კი მიქნა და, იმ გაბერილმა ვაჭარმა!.. მამაჩემი ოქროპირ ნუ წამიწყდება, რომ მივწეოდი, ფიშტოს ზე კაკალს გულში ვკრავდი...

აწი, დუქნიდგან გამოსვლა არ გინდა?.. მიყურებს ცა და ქვეყანა!.. რავა ვქნა? გამოველ რა ვარცაა...მ რომ გევიარე პატარა და — შეიქნა უშველებელი კივილი... აქედგან მომძახიან: უუ!..“ იქიდგან მომძახიან: „ბრანწ ივლიანეს!..“ აგერ მიძახიან: „ყავე მიირთვი ივლიანე!.. ბრანწ ივლიანეს!.. იმე, წაეხდი და წავხდი კაკალი კაცი!.. დავღუნე თავი, რავარცხა იყო და გევეპარე მასხარებს!..

ამისთანა საჯახი საქმე კი, მიქნა, ი დედა გაგლეჯილმა!.. დამასხა თავს ლაფი...

II

II https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/158589/1/Droeba_1877_N9.pdf

თქვენს მტერს მისთანა, მე რომ საჯახი საქმე დამემართა... რომ ჩამოველ თბილ ქალაქში, ბატონო, ჯერ ხომ ერთმა წუწკმა ვაჭარმა სამასხაროთ ამიგდო.... მერე მომიკვდა თქვენი მოსაწონი ლაფშა, გამომელია ფარებიც და დავრჩი ისთე უმოწყალოთ, რავარც უდაბნოში ბერი... ვიფიქრე აწი რავა ვქნა-თქვა?.. ჩემი მაჭახელა ქე მქონდა, ღვთის წყალობა გაქვს, მარა, რავა შეველიო... გამოველ ბაზარში ეგების ნაცნობს შევეყარო-თქმა... აჰ!.. არ გაგიწყრეს ღმერთი!... ვის ნახავ?..


სულ მთლათ გაბერილი, მსხვილ-მსხვილი ქართველები დადიან და იმათ ასე ვერიდებოდი, როგორც თათარი ღორის ხორცს!.. ერთს მოვკარი თვალი... ჩვენებურათ ქე ვიცანი და მივაშურე... მარა იმ ოჯახ დასაფსობმა, არ ვიცი კოტრობა შემაჩნია, თუ რავა იყო, ამარიდა პირი და გაუდგა გზას, გეზელი ქორივით.. ვე!.. წახდა ჩემი საქმე თქვა, ვთქვი! აღარაფელი მეშველება... უნდა შეველიო. მაჭახელას... თოფი იმისთანა ქე იყო, რომ ერთ ყაზახათ ღირდა... გევიტანე ერთს კვირა დღეს მეიდანზე. „პარასკეობასავით“ ცოდნიათ... გევიდე მხარზედ და—ქე ვარ აგერ ჩემთვის... ვიფიქრე ასს კაკალ მანათს დავათვლევინებ-თქვა... მიდის, მოდის ჯარი; ამიარეს, ჩამომიარეს, მარა, შენ არ მოუკვდე ჩემს თავს, ყურიც ართვინ გააბარტყუნა!.. ბოლოს, რავარცაა, მოვიდა ერთი მსხვილი ვაჭარი და შეგვექნა მუსაიფობა:
— „მაგას ჰყიდი?“
—კი, ბატონო,- თქვა!
— „მაშ წამოდი ჩვენსა, გავჩხრიკოთ.

მიამა, შენ ნუ მომიკვდები!.. გაჭირვებული ვიყავ — და წავედით... ვიარეთ, ვიარეთ.... ის წინ მიდის მე უკან მივსდევ... გამარონია მთელი ქალაქი და ამიყვანა, საცღა მაღლა, კორტოხზე... იქ ყოფილა თურმე მისი დასაქცევი სახლი... ისთე დეიღალა ის უბედური, რომ ერთი ალაბი ენა წამოაგდო. დავსხედით და დევისვენეთ. ვიფიქრე: აწი დამითვლის ჭრელ-ჭრელი მანათებს თქვა და წავალ ჩემთვის-თქვა.. ბოლოს ასე მკითხა იმ გაბერილმა: „ეს ჩემო ძმაო, თოფია?“ მე გავშტერდი... იმე, ვიფიქრე აგერ ჩემთვის: ქე რავა მკითხავს-თქვა?.... და პირიქით ვკითხე: „სწორეთ ლაპარიკობ, მასხარობ-თქვა? იმან მითხრა:

— „სამასხარო რა მაქვსო? მაგას რო ჰყიდი: თოფია, თუ დამბაჩაო?!“
— „გედირიე თუ?! ეს ჩემმა მტერმა-თქვა! მევაჭრები და ის კი არ იცი, თოფია, თუ ფიშტოი? ამ დროს აკი გამომართო ხელში ჩემი მაჭახელა იმ დედა გაგლეჯილმა... მიაბრუნა, მოაბრუნა, მითითა კონდახისკენ და მკითხა „წამალი აქედან უნდა ჩაიყაროს, თუ აქედამ?! — და ამ დროს, თითი კი ჩამიყო თოფის ტუჩში". აწი კი მივხვდი, ეჰ, რომ მემასხრებოდა ის, დედა-გაგლეჯილი — ვუი, წავხდი-თქვა! ერთი კი შევსძახე და გამოვსტაცე მაშინათვე მაჭახელა ხელიდან!.. ვკარ კონდახი იმ გასივებულ მუცელში, გადავაგორე, ვინცღა იყო ზვინივით და დავტრაკე დაღმისკენ...

ამისთანა საჯახო საქმე მიქნა იმ დედა გაგლეჯილმა, აპა.

თ. რ. ერისთვი