![]() |
კრწანისის ბრძოლა |
![]() |
1 კრწანისის ბრძოლა - ანოტაცია |
▲back to top |
თეიმურაზ პეტრიაშვილი
კრწანისის ბრძოლა
გამომცემლობა ინტელექტი თბილისი წიგნი ეძღვნება ლიზის, ნიკას, ანუკას, გივიკოს, დათუნას, თემუკას, იოანესა და მათ თაობას ავტორი დიდ მადლობას უხდის შ.პ.ს. „თ.მ. და კომპანიას“, მის დირექტორს ბ-ნ
თამაზ მიქაძეს, რომელიც თავისი ქვეყნის ისტორიის დიდად მოყვარული და პატივისმცემელია. წიგნი ამ კომპანიის ფინანსური უზრუნველყოფით და მხარდაჭერის მადლით დაიბეჭდა. წინასიტყვაობის ავტორი ვახტანგ გურული – საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. რეცენზენტი ლელა მიქიაშვილი – თსუ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი რედაქტორი მიხეილ ქავთარია – ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მხატვარი ლევან რატიშვილი ©თეიმურაზ პეტრიაშვილი,2016 I58M 978-9941-466-44-1
![]() |
2 საქართველოს ტრაგედიის უკანასკნელი მოქმედების ბოლოსცენა |
▲back to top |
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
საქართველოს ტრაგედიის უკანასკნელი მოქმედების ბოლოსცენა
ასე უწოდა კონდრატე თათარაშვილმა კრწანისის ბრძოლას.
კრწანისის ბრძოლით ერეკლე II-ის მეფობა ორად გაიყო: კრწანისის ბრძოლამდე იყო ეპოქა, როდესაც ქვეყნის გადარჩენა კიდევ შეიძლებოდა. კრწანისის ბრძოლის შემდეგ დადგა ჟამი, როდესაც ქვეყნის გადარჩენა უკვე შეუძლებელი გახდა. ტრაგედია დამთავრდა. მისი მონაწილენი ან მის ფინალამდე აღესრულნენ, ან რუსეთის იმპერიის გუბერნიაში მოუწიათ გამწარებული სიცოცხლის დასრულება. იხსნიდა თუ არა კრწანისის ომში გამარჯვება ქართულ სახელმწიფოებრიობას? – ვერ იხსნიდა, ისევე, როგორც მეფე ერეკლეს მიერ გამარჯვებით დაგვირგვინებულმა ბევრმა ბრძოლამ ვერ იხსნა ქართლ-კახეთის სამეფო. ტრაგედია დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და იგი შეიძლება თავს დაგვტეხოდა ან ცოტა უფრო ადრე, ან ცოტა უფრო მოგვიანებით. მოვლენათა განვითარების ტრაგიზმი იმაშიაც გამოიხატა, რომ კრწანისის ბრძოლის ისტორიის შექმნა მისი გაყალბებით დაიწყო. უცხოტომელებმა აქაც დაგვასწრეს და ჩვენ თვალწინ, და რაც უფრო სავალალოა, ცივილიზებული სამყაროს დასანახად დაიწყეს კრწანისის ბრძოლის ისტორიის გაყალბება, ერეკლე მეფისა და ამ ბრძოლის მონაწილე სხვა ქართველების სახელები ლაფში ამოისვარა. ის ნაშრომები მარტო ისტორიის გაყალბებით კი არ გამოირჩევა, არამედ ცინიზმით, რომელშიც აშკარად იკითხება სიტყვები: ესეც თქვენ, ქართველებო! მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, ქართულ ისტორიოგრაფიას კრწანისის ბრძოლის ისტორიის მეცნიერული შესწავლა ძალიან დაუგვიანდა. ის შეიძლება ერთი ობიექტური მიზეზით აიხსნას: კრწანისის ბრძოლის შესახებ ქართველმა მემატიანეებმა თუ საისტორიო მწერლობის წარმომადგენლებმა ძალზე ფრაგმენტული და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნობები შემოგვინახეს. მაგრამ ეს მხოლოდ ახსნაა და მიზეზად არ გამოდგება. ჩვენ დავაგვიანეთ. კრწანისის ბრძოლის შესახებ დაწერილ ნაშრომთა შორის გამოირჩევა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თეიმურაზ პეტრიაშვილის ნაშრომი. უკვე მერამდენე წელია, თეიმურაზ პეტრიაშვილი დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით მოღვაწეობს საისტორიო მეცნიერებაში. მან შექმნა რამდენიმე ისეთი გამოკვლევა, რომელთაც გვერდს ვერ აუვლის ერეკლე I-ის ეპოქით დაინტერესებული ვერც ერთი პროფესიონალი მკვლევარი. თეიმურაზ პეტრიაშვილის წიგნი „კრწანისის ბრძოლა“ დაიწერა მას შემდეგ, რაც ავტორმა თავი მოუყარა აუცილებელ წყაროებს, კრიტიკულად შეისწავლა და გააანალიზა ისინი, ასევე – არსებული სამეცნიერო ლიტერატურა. ავტორმა დასაბუთებულად უარყო ბევრი მცდარი შეხედულება, რომელიც დამკვიდრდა სამეცნიერო ლიტერატურასა და პუბლიცისტიკაში. თეიმურაზ პეტრიაშვილის წიგნი დაწერილია პრობლემის სიღრმისეული გააზრებითა და სამშობლოს ისტორიის დიდი სიყვარულით.
![]() |
3 კრწანისის ბრძოლა – რეცენზია |
▲back to top |
თსუ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
რეცენზია
ქართულ ისტორიოგრაფიაში ერეკლე II-ის ეპოქას არა ერთი ნაშრომი მიეძღვნა. გარდა იმისა, რომ საკუთრივ ეს პერიოდი ერთ-ერთი ურთულესია საქართველოს ისტორიაში და, შესაბამი–სად, მის მიმართ მკვლევართა ინტერესი კვლავინდებურად აქტუალურია, ამ ინტერესის უშუალო წყარო მაინც ერეკლე II-ის პიროვნულ თვისებებში უნდა ვეძიოთ. საქართველოს ისტორიის მანძილზე რამდენიმე მეფის სახელი მკაფიოდ ალიბეჭდა ხალხის მეხსიერებაში და, მისი ზეობის მიწურულს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, ერეკლემაც მათ შორის დაიმკვიდრა ადგილი. რამდენადაც ისტორიის თვალთახედვით, XVIII საუკუნე ქვეყნის არცთუ შორეული წარსულია და იმ პერიოდში განვითარებული მოვლენების გამოძახილი ჩვენს დღევანდელობაზეც აისახება, თეიმურაზ პეტრიაშვილის ნაშრომი „კრწანისის ბრძოლა“ დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის ნამდვილად სასიამოვნო სიახლედ უნდა მივიჩნიოთ. როგორც აღვნიშნეთ, ერეკლე II-ის ეპოქისა და, კონკრეტულად კრწანისის ბრძოლის შესახებ მკვლევართა არაერთი ნაშრომი არსებობს, თუმცა არასპეციალისტ, მაგრამ ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის ძალზე მნიშვნელოვანია სანდო, ისტორიული წყაროების ანალიზზე დაფუძნებული და ამავე დროს პოპულარული ჟანრის ისეთი ნაშრომები, როგორიც გახლავთ „კრწანისის ბრძოლა“. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ბ-ნ თ. პეტრიაშვილის მიერ მრავალგზის გამოქვეყნებულმა მსგავსმა პუბლიკაციებმა მკითხველთა შორის დიდი მოწონება დაიმსახურა; ნიშანდობლივია ისიც, რომ ავტორი (პროფესიით მედიკოსი) სპეციალისტის დონეზე იცნობს საკითხის ირგვლივ არსებულ საისტორიო წყაროებსა და ლიტერატურას, აქედან გამომდინარე, თავის პუბლიკაციებში იგი პროფესიონალ ისტორიკოსებსაც საინტერესო სიახლეებს სთავაზობს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ასპექტზე გავამახვილებთ ყურადღებას: ნაშრომის უდავო ღირსებად უნდა მივიჩნიოთ ცალკეული პიროვნებებისა თუ მოვლენების შეფასებისადმი ავტორის ობიექტური მიდგომა; კერძოდ, როგორც ცნობილია, XIX საუკუნის მიწურულიდან ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრდა ერეკლეს მმართველობისადმი გადაჭარბებული კრიტიკა, რადგან მისი საგარეო პოლიტიკის უშუალო შედეგად მიიჩნევდნენ ქართული სახელმწიფოებრიობის დაცემას. ეს ტენდენცია პერიოდულად თავს იჩენს ჩვენს თანამედროვეთა შორისაც; თ. პეტრიაშვილი გვთავაზობს ერეკლეს პოლიტიკის უაღრესად ობიექტურ და კარგად დასაბუთებულ შეფასებას, ახდენს რა მეფის მიმართ უმართებულო ბრალდებების კორექტირებას, ამავდროულად იგი აანალიზებს ამ უკანასკნელის მიერ დაშვებულ შეცდომებსაც ისე, რომ სრულიად გამორიცხავს საკუთარი, სუბიექტური აზრის მკითხველისათვის თავსმოხვევას. „კრწანისის ბრძოლა“ უამრავ საინტერესო დეტალს შეიცავს: აქ არის მასალები ბრძოლის სტრატეგიისა და მიმდინარეობის შესახებ (მხედველობაში გვაქვს 9, 10 და 11 სექტემბრის ბრძოლები, ქართველთა სარდლობის მიერ თბილისის დასაცავად შემუშავებული რამდენიმე გეგმის განხილვა და ა. შ.), ავტორი ახდენს ბრძოლის კონკრეტული ადგილების ლოკალიზებას და აქვე გვთავაზობს მათ შესატყვის თანამედროვე ტოპონიმებს; მოგვითხრობს უბრალო ადამიანთა, რიგით მეომართა გმირობაზე და აზუსტებს ზოგიერთი მათგანის ვინაობასაც, რასაც ესოდენ იშვიათად შეხვდებით როგორც ძველი პერიოდის, ისე თანამედროვე ავტორთა ნაშრომებში; ძალზე საინტერესოა ავტორის მსჯელობა როგორც კრწანისის ბრძოლის მიმდინარეობაზე, ისე ამ მარცხის გამომწვევ მიზეზებზე (კერძოდ, რომ ეს მარცხი არ იყო განპირობებული მხოლოდ სომეხი მელიქების ღალატით, აღა-მაჰმად ხანი უამისოდაც კარგად იყო ინფორმირებული ქართველთა ჯარის რაოდენობის თუ მისი განლაგების შესახებ, ისევე, როგორც რუსების დამოკიდებულებაზე ერეკლესათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის თაობაზე). უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ავტორი განიხილავს ბატონიშვილების მიერ თითქოსდა მეფისადმი ღალატის თაობაზე საზოგადოებაში დღემდე გავრცელებულ მოსაზრებას: დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით იგი სათითაოდ აზუსტებს თითოეული მათგანის ადგილსამყოფელს ბრძოლის მსვლელობისას და არგუმენტირებული მსჯელობით ასაბუთებს, რომ არანაირ ღალატს ადგილი არ ჰქონია. ნაშრომის უდავო ღირსებად მიგვაჩნია თანდართული რუკები: ეს თვალსაჩინო მასალა ხელს შეუწყობს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის მკითხველთა დაინტერესებას საკუთარი ქვეყნის წარსულით. ასევე მნიშვნელოვანია საკითხის ირგვლივ არსებული წყაროებისა და ლიტერატურის ამომწურავი ჩამონათვალი და, რაც ყველაზე მთავარია – ავტორი საოცრად მიმზიდველად, მაღალმხატვრული ლიტერატურული ენით გადმოსცემს თავის სათქმელს. ნაშრომის წაკითხვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი უაღრესად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით წერს ყოველ სიტყვას, თითქოს ერთგვარად ითვალისწინებს და მართლაც რომ პირნათლად ასრულებს ერეკლეს შთამომავლის, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის თხოვნას: „თუ ვინმემ მოინდომოს მეფის ირაკლის მეორის ისტორიის დაწერა, ღვთის გულისათვის, ისე ადვილად ნუ შეუდგები იმის დაწერასა, მინამ კარგათ არ გამოიკითხო, მინამ სრული ფაკტები ხელში არ ჩაიგდო, იმაზედ ნურას დაწერ... მაგრამ მართალი კაცი უნდა იყო, ვინც მეფის ირაკლის მეორის ისტორიას დასწერ, თორემ თუ თუალმიხედვით დაიწყე წერა, სხუების სასიამოვნოდ, აღარ ევარგები და შენს ისტორიას ქარი მოიტაცებს მტვერსავითა“. დარწმუნებულნი ვართ, ბ-ნ თ. პეტრიაშვილის ამ ნაშრომს „ქარი ვერ მოიტაცებს მტვერსავითა“...
![]() |
4 კრწანისის ბრძოლა – რედაქტორის წინათქმა |
▲back to top |
მიხეილ ქავთარია
რედაქტორის წინათქმა
კრწანისის ტრაგედია ქართველ მამულიშვილთათვის ათეული წლების მანძილზე იყო და არის მწარედ გასახსენებელი, მაგრამ, აშავე დროს, ერთგვარი სიამაყის იმპულსიც, ვაჟკაცობის, თავდადების, ერთგულების, თანადგომის სიმბოლოც. მრავალათასიან მომხდურს მედგრად დაუხვდა ერი თუ ბერი, მეფე თუ თბილისის მკვიდრი, ქალი თუ კაცი, ყოველი ქართველი. გაუგონარი სიმამაცის მიუხედავად, ჭარბმა ძალამ იმძლავრა, თბილისი დაეცა, მაგრამ შინაგანი განწყობა, ქვეყნისა და მეფისადმი ერთგულება გაათმაგდა. ავტორი დიდი ტაქტით გვიამბობს ქართველთა განწყობის შესახებ, ცალკეულ მებრძოლთა პატრიოტულ შემართებაზე. ავტორი პროფესიით ექიმია. მან შესანიშნავად იცის, რომ სიტყვა, მხატვრული სიტყვა ადამიანის სულის და სულიერების ისეთივე მკურნალია, როგორც ექიმის ხელში წამალი. ამას ადასტურებს მისი ადრე გამოქვეყნებული წიგნები, წერილები. ყოველდღიურმა ზრუნვამ ახალგაზრდობისადმი დიდი როლი ითამაშა ამ წიგნის შექმნაში. წიგნის მკითხველი იქნება მთელი ქართული საზოგადოება, ვისთვისაც გარდასულ დღეთა გახსენება არსებობის აუცილებელი ფაქტორია..
![]() |
5 * * *(ძველ თბილისში, ნარიყალის ციხის ახლოს) |
▲back to top |
მიხეილ ქავთარია
რედაქტორის წინათქმა
კრწანისის ტრაგედია ქართველ მამულიშვილთათვის ათეული წლების მანძილზე იყო და არის მწარედ გასახსენებელი, მაგრამ, აშავე დროს, ერთგვარი სიამაყის იმპულსიც, ვაჟკაცობის, თავდადების, ერთგულების, თანადგომის სიმბოლოც. მრავალათასიან მომხდურს მედგრად დაუხვდა ერი თუ ბერი, მეფე თუ თბილისის მკვიდრი, ქალი თუ კაცი, ყოველი ქართველი. გაუგონარი სიმამაცის მიუხედავად, ჭარბმა ძალამ იმძლავრა, თბილისი დაეცა, მაგრამ შინაგანი განწყობა, ქვეყნისა და მეფისადმი ერთგულება გაათმაგდა. ავტორი დიდი ტაქტით გვიამბობს ქართველთა განწყობის შესახებ, ცალკეულ მებრძოლთა პატრიოტულ შემართებაზე. ავტორი პროფესიით ექიმია. მან შესანიშნავად იცის, რომ სიტყვა, მხატვრული სიტყვა ადამიანის სულის და სულიერების ისეთივე მკურნალია, როგორც ექიმის ხელში წამალი. ამას ადასტურებს მისი ადრე გამოქვეყნებული წიგნები, წერილები. ყოველდღიურმა ზრუნვამ ახალგაზრდობისადმი დიდი როლი ითამაშა ამ წიგნის შექმნაში. წიგნის მკითხველი იქნება მთელი ქართული საზოგადოება, ვისთვისაც გარდასულ დღეთა გახსენება არსებობის აუცილებელი ფაქტორია.. * * * ( ძველ თბილისში, ნარიყალის ციხის ახლოს) ძველ თბილისში, ნარიყალის ციხის ახლოს თუ დავდგებით და თვალს მოვავლებთ მთებზე შეფენილ ციხეებს, ქრისტიანულ ეკლესიებს, სხვა სარწმუნოების მიმდევართა სალოცავებს, რომელთაც ერთ პატარა უბანში მოუყრიათ თავი, თუ დავაკვირდებით უძველეს ნანგრევებს, რომელნიც მრავალი საუკუნის საიდუმლოს ინახავენ, თუ გავიაზრებთ რამდენი გაჭირვება გამოუვლია ამ ქალაქს თხუთმეტ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე და გავიხსნებეთ სულ ორასიოდე წლის წინ როგორ შემოანგრია მრავალრიცხოვანმა მტერმა თბილისის გალავანი, გაგვახსენდება ის ადამიანებიც, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენს მომავალს, ალბათ მაშინ უფრო სხვანაირად, უფრო ლამაზად, უფრო ახლობლად მოგვეჩვენება ეს გარემო, მეტ სითბოს ვიგრძნობთ სამშობლოს მიმართ, ახალგაზრდებიც უფრო მეტად ეცდებიან მამულის სიყვარულში მიბაძონ ღირსეულ წინაპრებს, ამასთან მომავლის იმედიც მეტად იმძლავრებს, სტუმარსაც უკეთ გავაცნობთ საკუთარ წარსულს და სხვისადმი სიყვარულიც უფრო გაბევრდება ჩვენში. „ქართველი ერი ადვილად განიკურნებდა თავსა, ვითარცა ჭირნახავი. გავლილი ცეცხლსა, ვითარცა ბრძმედსა შინა“. „ქართველთა ესრედ მრავალ საუკუნოებითა, გამოცდილთა და ცეცხლში ვითარცა პური გამოცხვართა, ვერ ერეოდა ვერცა შინაგანი, ვერცა გარეგანი მწუხარება. გაღელებული თავისუფლებითა და განლალებული მთებითა, ეცინოდა ბედსაცა და უბედობასაცა. ..და თვით დაშთა შეუჭმელად მათთვის, რომელნიცა ჰგონებდნენ მათსა შექჭმასა. მახესა აგებულსა მტერთაგან, თვით მტერნი გაებნენ“ – ბრძანებს პლატონ იოსელიანი. ასე, რომ ნუ შეგვეშინდება მომავლისა! მაგრამ ნუ დავივიწყებთ წარსულსაც! თითქმის შეუძლებელია აღწერო და დაწვრილებით გადმოსცე, თუ რა აიტანა ქართველმა ხალხმა თავისი არსებობის მანძილზე, რა ბრძოლის და დიპლომატიის ფასად დაუჯდათ „ენის, მამულის, სარწმუნოების", თავისი მატერიალური თუ სულიერი მემკვიდრეობის შენახვა და განმტკიცება. მით უფრო, რომ „საქართველოს პოლიტიკური მომავლის ბედი საკუთარ მიწაზე არ წყდებოდა, ის დიდ სახელმწიფოთა ურთიერთობაზე იყო დამყარებული, რომლებიც კავკასიაში დომინირებდნენ“ – წერს ცნობილი ინგლისელი ქართველოლოგი დევიდ ლენგი და ამით თითქოს დღევანდელობასაც ეხმიანება. ივანე ჯავახიშვილის სიტყვებისა არ იყოს „სწორედ იმ დროს, როდესაც დასავლეთ ევროპაში რენესანსად წოდებული კულტურის მძლავრი აყვავება დაიწყო, და შეუჩერებელი წარმატებით მიმდინარეობდა, საქართველოს ყოველგვარი საშუალება მოესპო ამ ნაყოფიერს შემოქმედების წყაროს გასცნობოდა და თვითონაც ამ მოძრაობის მოზიარე გამხდარიყო“. ამან მკვეთრად ჩამოარჩინა ჩვენი ქვეყანა. „არ შეიძლება იყოს ბედნიერი ხალხი, რომელიც ჩაბმულია ომში და გამუდმებით ხმალს იქნევს. გაუთავებელი რბევა – აწიოკება, ტყვეების მოტაცება, სისხლის ღვრა ანადგურებდა მწარმოებელ მოსახლეობას და სამეურნეო-ეკონომიკური ცხოვრების მოშლას იწვევდა“, წერდა მ. დუმბაძე. ადრინდელ პერიოდზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მე-18 საუკუნის დასაწყისიდანვე საქართველოში გამუდმებული ომები გრძელდებოდა, ქვეყანა სპარსეთმა და ოსმალეთმა შუაზე გაიყვეს და თითქმის დაიკანონეს მისი ტერიტორია. ქართლ-კახეთს ანუ „გურჯისტანს" სპარსეთი თავის სახანოდ თვლიდა, მის მმართველს, რომელსაც ქართველები მეფეს ეძახდნენ, შაჰი თავის „ვალად" (მოადგილედ) მიიჩნევდა. ვალი შაჰის მორჩილი უნდა ყოფილიყო. კი ბატონო, თუნდაც ქართველი, მაგრამ აუცილებლად მაჰმადიანი. დასავლეთ საქართველოში ოსმალეთი იყო გაბატონებული, იქაც საკმაოდ მძიმე ვითარება იყო შექმნილი. ერთმანეთის მტრები, სპარსეთი და ოსმალეთი ერთმანეთში გამუდმებით კინკლაობდნენ და სრულიად საქართველოს დაპყრობა-დამონებაშიც ერთმანეთს ექიშპებოდნენ. ნიკო ბერძენიშვილის ტერმინებით „ყიზილბაშობა" და „ოსმალობა" ერთმანეთს ეცილებოდა საქართველოში ბატონობისათვის. რუსეთიც ცდილობდა საქართველოში თავისი გავლენა გაეძლიერებინა, ავღანელებსაც ჰქონდათ მისი დაპყრობის სურვილი. ევროპის ქვეყნებიც ცდილობდნენ მოსწვდომოდნენ იმ მხარეს, რომელიც თითქმის ყველა ქვეყნის სავალი გზების „კლიტე-გასაღებად“ ითვლებოდა. სპარსელებისა და ოსმალების გარდა, მარტო ლეკების შემოტევებიც კი საკმარისი იყო რომ „საქართველო დაღუპვის პირას მისულიყო". არ დავიწყებთ იმ მძიმე პერიოდის აღწერას, რომელიც საქართველომ გადაიტანა. ქართველ მეფეთა და მოღვაწეთა დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველო პერიოდულად წელში იმართებოდა. მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან იზრდებოდა და მშვენდებოდა თბილისი, მაგრამ მტრის თავდასხმები არ წყდებოდა, მოსახლეობის რაოდენობა ქვეყანაში ძალზე შემცირებული იყო, ხალხი კი ძალაგამოლეული და გადალლილი. იწურებოდა მეთვრამეტე საუკუნე, ახლოვდებოდა საქართველოსათვის ავბედითი, 1795 წლის სექტემბერი. უნდა გვახსოვდეს, რომ 11 სექტემბერი საქართველოში მწუხარებით მოსახსენებელი და მძიმედ მოსაგონარი დღეა. თუმცა კი, ამ დღეს ქართველთა მიერ ჩადენილი გმირობის მაგალითები საამაყოა.
![]() |
6 * * * (სპარსეთში ძალამოკრებილი აღა-მაჰმად-ხანი ) |
▲back to top |
სპარსეთში ძალამოკრებილი აღა-მაჰმად-ხანი თანდათან, თავგანწირული, დაუნდობელი ბრძოლებით ამარცხებდა თავის მოწინააღმდეგეებს და ირანის ყველა პროვინციას თავის მმართველობაში აქცევდა. აღა-მაჰმად-ხანი ბავშვობაში მოწინააღმდეგე გვარის წარმომადგენლთა მიერ იყო დასაჭურისებული, ის დიდხანს ჰყავდათ ტყვეობაში. შემდგომში, ქერიმ-ხანმა დაატყვევა და მართალია კარგად ექცეოდა მას, ბოღმიანი აღა-მაჰმად-ხანი მაინც ჩუმად ქერიმ-ხანის დარბაზებში დაკიდებულ ძვირფას ხალიჩებს, მოსასხამის ქვეშ დამალული პატარა დანით სერავდა და ამით ანთხევდა ქერიმ-ხანისადმი დაგროვილ ბოღმას, თუმცა შემდეგ კი თურმე წუხდა „რა ვიცოდი, რომ ამ ხალიჩების პატრონი მე შევიქმნებოდიო“. მრავალწლიანი შიდა ბრძოლების შემდეგ აღა-მაჰმად-ხანი ირანის ტახტს დაეუფლა და ამ პერიოდიდან, 1925 წლამდე, ირანს ყაჯართა მოდგმა ედგა სათავეში. აღა-მაჰმად-ხანმა ირანის გარდა, მთელ კავკასიაზე მოინდომა ბატონობა. თავისი მიზნის განხორციელებისათვის საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა მისთვის ხელისშემშლელ მოვლენას წარმოადგენდა, მით უმეტეს, საქართველოზე ბატონობაც აღა-მაჰმად-ხანის დიდი ხნის სურვილი იყო. აღა-მაჰმადხანი ხან ეფერებოდა ერეკლეს, ხან კი დიდი მუქარით უთვლიდა, რომ თავი დაენებებინა რუსეთთან კავშირისათვის. ერეკლე დაჟინებით თხოვდა რუსეთს დახმარებას. ეს არ იყო უბრალო ახირება, ადრე დადებული პირობით, რუსეთი ვალდებული იყო დახმარებოდა ერეკლეს, რომელიც არჩეულ პოლიტიკურ კურსს არ ღალატობდა და გარშემო არსებულ ყველა საფრთხეს შორის „ყველაზე ნაკლებ ბოროტებად რუსეთს მიიჩნევდა". 1795 წლის მაისში ერეკლემ კიდევ ერთხელ მიმართა ერთმორწმუნე რუსეთს დახმარებისთვის. ამავე თვეში, აღა-მაჰმად-ხანმა არდებილში დიდძალი ჯარი შეკრიბა, რომლის რაოდენობაც 70 ათას მებრძოლს ითვლიდა. მას ძალაუფლების განმტკიცებისათვის უნდოდა ყველა მეზობელი სახანო თავის უსიტყვო მორჩილებაში მოექცია, ხოლო ქართლ-კახეთს კი დაპყრობით და განადგურებით ემუქრებოდა. თუმცა, ჯერ მაინც სთხოვდა ერეკლეს თავი დაენებებინა რუსეთისათვის, მრავალ სიკეთეს ჰპირდებოდა ამის სანაცვლოდ. ერეკლე, რომელიც კარგად იცნობდა აღა-მაჰმად-ხანის გულქვა და ბოროტ ხასიათს, არ ენდობოდა ცბიერ შაჰს. სწორედ მაშინ, როცა აღა-მაჰმად-ხანის ოჯახი გაანადგურეს და თავად კი დაასაჭურისეს, ერეკლეც მისი ოჯახის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო, ამიტომ, იცოდა, ყველა მისი მოთხოვნის შესრულების შემთხვევაშიც კი, შაჰი პირობას დაარღვევდა და ერეკლესა და საქართველოს მიმართ მაინც დაუნდობელი იქნებოდა. ამასთან ერეკლეს რუსეთის იმედიც ჰქონდა. ეს იმედი მართალია ფუჭი გამოდგა, თუმცა კი უკვე მოხუცი მეფისათვის და მისი სისხლგამოცლილი, დასუსტებული ქვეყნისათვის გადარჩენის სხვა გზაც არ იყო იოლად საპოვნი. მეზობელი პატარა ქვეყნების ხანებმა აღა-მაჰმად-ხანს ქედი მოუხარეს. ერეკლეს ადრე მისმა მორჩილმა, ერთგულმა, სანახევროდ თბილისში გაზრდილმა განჯის ხანმა ჯავადმაც კი უღალატა და შაჰს მორჩილება აღუთქვა. ერევნის ხანი და მისი სახანოს მოსახლეობის დიდი უმეტესობა თავს ერეკლეს ქვეშევრდომებად თვლიდნენ და არ უნდოდათ სპარსელთა მორჩილება. ყარაბახის მმართველი, იბრაჰიმ-ხანიც ეურჩებოდა სპარსეთის მპყრობელს. ის სხვა მიზნებისაკენ ისწრაფოდა, ამიერკავკასიაში მეტი ძალაუფლების მოპოვება უნდოდა და არც სპარსეთის და არც თურქეთის ბატონობას არ ცნობდა. ის შეებრძოლა კიდეც აღა-მაჰმად-ხანს. ამ ბრძოლაში აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლეს სთხოვა დახმარება, მაგრამ ერეკლე ამის საწინააღმდეგოდ მოიქცა. თავისი ჯარი ალექსანდრე ბატონიშვილის სარდლობით ყარაბაღელებს მიაშველა. 1795 წლის ივნისში აღა-მაჰმად-ხანის 8-ათასიანი არმია, ყარაბაღში, ქართველთა და ყარაბაღელთა გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა. ეს უკვე ქართველთა და ყარაბაღელთა მხრიდან სპარსელებთან აშკარა დაპირისპირებას ნიშნავდა. ამიერკავკასიისაკენ დაძრულმა აღა-მაჰმად-ხანმა, თავის მიზნების განსახორციელებლად დიდძალი ჯარი სამად გაყო. ერთი ნაწილი ჩრდილოეთით, ყუბის მიმართულებით გაუშვა, სადაც მას წინააღმდეგობა არ შეხვედრია. მეორე ნაწილი ერევნის ხანის დასასჯელად გაგზავნა, მესამე ნაწილს კი თვითონ უსარდლა და ყარაბაღისაკენ დაიძრა.
![]() |
7 * * * (შეშინდა ერევნის ხანი,) |
▲back to top |
შეშინდა ერევნის ხანი, მის სამფლობელოს განადგურება დაემუქრა და აღა-მაჰმად-ხანს მორჩილება აღუთქვა. სომეხთა კათალიკოსმა კი იმდროისათვის დიდი თანხა, 100 ათასი მანეთი მისცა აღა-მაჰმად-ხანს და სთხოვა ერევანი არ დაერბია. აღა-მაჰმად-ხანი ყარაბაღში ბრძოლით შევიდა, მიუვალ, კლდოვან მთაზე აგებულ შუშის ციხეს ალყა დაარტყა. იბრაჰიმხანი თავისი ჯარით ციხეში ჩაიკეტა და გამაგრდა. ერთ თვეს გაგრძელდა შუშის ციხის ალყა. სპარსელებმა ციხე ვერ, ან არ აიღეს. ისეთი ვითარება შექმნა აღა-მაჰმად-ხანმა, რომ მას თითქოს შუშის ციხის დარბევის გარდა სხვა საქმე არ ჰქონდა და მის აუღებლად აქედან ფეხს არ მოიცვლიდა, სინამდვილეში კი მას სხვა მიზნები ამოძრავებდა. მისი ძირითადი მიზანი საქართველოს განადგურება და ერეკლეს შეპყრობა იყო. ერეკლემაც შეკრიბა თავისი ჯარი და ერევნისაკენ დაიძრა, რათა თავის ერთგულებასა და გამგებლობაში მყოფი სახანო სპარსელებს ხელიდან არ გამოეტაცათ და ამით საქართველოს სამხრეთი საზღვრები არ დაერღვიათ. ერეკლეს შვილიშვილი, იმერეთის მეფე, სოლომონ II, იმერეთიდან დასახმარებლად გადმოვიდა 2 ათასი მებრძოლით. ერეკლე სოლომონს თბილისში ზეიმით შეხვდა. მათი გაერთიანებული, 5 ათასკაციანი ლაშქარი, აგვისტოში ერევნისაკენ დაიძრა. თან ანტონ II კათალიკოსიც იახლეს. ანტონ-II – ერეკლეს ვაჟი, ერის–კაცობაში თეიმურაზი გახლდათ. ამბობენ, დადიანი, მიუხედავად სურვილისა, წყალდიდობის გამო ვერ გადმოვიდა ქართლში და ამიტომ ვერ მიეშველა ერეკლესო. აღა-მაჰმად-ხანი განუწყვეტლივ, ფხიზლად ადევნებდა თვალყურს ქართველთა ჯარის ყოველ ნაბიჯს. როგორც ჩანს, აღა-მაჰმად-ხანს კავკასიაში განლაგებულ რუსეთის ჯარების სარდალ, გენერალ გუდოვიჩთან ფარული კავშირებიც ჰქონდა, თურმე საჩუქრებსაც კი უგზავნიდა მას რუსეთის საიდუმლო გადაწყვეტილებების მიღების სანაცვლოდო. როდესაც აღა-მაჰმად-ხანი ჯაშუშების ფართო ქსელის მონაცემებმა დაარწმუნა, რომ რუსები ერეკლეს არ დაეხმარებოდნენ, თავისი ჯარის დიდი ნაწილი ჩამოაშორა შუშის ციხეს და თბილისისკენ დაიძრა. ქართველი მეფეები თავისი ჯარით აგვისტოს ბოლოს ყაზახამდე იყვნენ მისული და ერევნისაკენ მიიწევდნენ. მათ არ ეგონათ, რომ აღა-მაჰმად-ხანი შუშის ციხის აულებლად წამოვიდოდა თბილისისაკენ. აღა-მაჰმად-ხანმა ყაზახში მდგომ ერეკლეს კიდევ ერთხელ გაუგზავნა ელჩი და მოლაპარაკება მოსთხოვა, მაგრამ ერეკლემ არაფერი უპასუხა, ელჩი კი დააპატიმრა და თბილისში გამოგზავნა. ამავე დროს ქართველებს აღა-მაჰმად-ხანის წერილიც ჩაუვარდათ ხელში, საიდანაც ჩანდა, რომ მას ერევანთან ქართველთა მიტყუება, ალყის დარტყმა და გაჟულეტა ჰქონდა ჩაფიქრებული. ერთადერთი ერთგული მოკავშირის, იბრაჰიმ-ხანის წერილიც მიიღო ერეკლემ, აქედან შეიტყო, რომ სპარსელებმა შუშის ციხეს ალყა მოხსნეს და არტილერიით თბილისისაკენ დაიძრნენო. აღა-მაჰმად-ხანი დაღესტნელებსაც მოუხმობდა კახეთის დასალაშქრავად. ღირდა თუ არა ასეთ დროს თბილისის დატოვება და ერევნისაკენ წასვლა? ქართველ მეფეებს ამის განსჯის დრო აღარ ჰქონდათ. ახლა უკვე მთავარი იყო, 1 სექტემბერს თბილისისაკენ დაძრულ სპარსელთა ურიცხვ ლაშქარს მათთვის თბილისში არ ჩაესწრო. ქართველები სასწრაფოდ წამოვიდნენ თბილისისაკენ, მეტი ჯარის შესაკრებად, ძალების გასამაგრებლად დრო აღარც კი რჩებოდათ. 6 სექტემბერს ერეკლე და სოლომონი თბილისს მოადგნენ. აღა-მაჰმად-ხანი განჯაში შეჩერდა, სადაც მის ლაშქარს განჯის და შაქის ჯარი შეუერთდა. სპარსელთა ურიცხვი ჯარი, თითქმის ფეხდაფეხ მოჰყვებოდა ქართველებს. აღა-მაჰმად-ხანს იმედი ჰქონდა, რომ მას ლეკებიც მიემხრობოდნენ, მაგრამ ამის მსურველი მათში ბევრი არ აღმოჩნდა, თვით საქართველოს დაუძინებელი მტრის ნურსალ-ბეგის შვილმა, თვითონაც საქართველოს მოძულე ომარ-ხანმაც არ დაუჭირა მხარი აღა-მაჰმად-ხანის მოწოდებას – ერთად გავილაშქროთ საქართველოზეო. ეს მისგან იბრაჰიმ-ხანის მხარდაჭერასაც ნიშნავდა, რადგან მასთან ნათესაური ურთიერთობა აკავშირებდა. ყაზახის, შამშადილუს და ბორჩალოს მაჰმადიან მცხოვრებთა დიდ ნაწილსაც არ უნდოდა საქართველოს მტრობა, მაგრამ აქსტაფაში შემოსულმა აღა-მაჰმად-ხანმა დაიბარა მათი მეთაურები და მიმართა: „შევუკრათ ხელები, ჩვენი ბედნიერების ყველა საწყისის, ისლამის შეურაცხმყოფელთ და ერთი მუჭა ქართველების ხროვა, რომლებმაც გაბედეს ჩვენი სარწმუნოების დაცინვა, დავშალოთ ისე როგორც ხელით დაშლიან და ქვების ნატეხებად დაანაწილებენ ძველ პატარა სახლსო“. სარწმუნოებრივ თავმოყვარეობაზე ცრუ ზემოქმედებამ გასჭრა და ბევრი მათგანი მიემხრო ალღა-მაჰმად-ხანს, თუმცა, როგორც ჩანს„მერე კი მწარედ ინანეს ქართველთა ლღალატი, რომელნიც მათი თანამორწმუნეები მართალია არ არიან, მაგრამ ისინი ქართველებთან ერთად ინაწილებდნენ სიხარულს თუ მწუხარებას". ყაზახის, შამშადილუს და ბორჩალოს მოსახლეობის ნაწილი მაინც არ ენდო და არ მიემხრო სპარსელებს, ისინი ქართველთა ერთგულნი დარჩნენ, სპარსელების შიშით ქართლისაკენ გამოიხიზნენ. ქართლისაკენ გამოიქცა ყარაბაღელი სომხების დიდი ნაწილიც, აქედან კი მთიულეთს მიაშურეს.
![]() |
8 მტერი მოადგა თბილისს... |
▲back to top |
აღა-მაჰმად-ხანი 35 ათასი მებრძოლით იმ დროისათვის წარმოუდგენელი სისწრაფით წამოვიდა თბილისისაკენ და 7 სექტემბერს მდინარე ხრამის ნაპირთან წითელ ხიდს მოუახლოვდა. თვითმხილველები სპარსელთა ჯარის რაოდენობას ზღვის ნაპირზე მოფენილ ქვიშას ადარებდნენ. წითელ (გატეხილ) ხიდთან ერეკლეს მცველად ორასი მეომარი ჰყავდა დატოვებული. ქართველები მედგრად შეებრძოლნენ ხიდთან მოსულ მტერს, მაგრამ ათასობით მომხდურთან რას გააწყობდა ორასი, თუნდაც გმირი. მტრის მოწინავე, მრავალრიცხოვან რაზმებთან თავდაუზოგავი შეტაკების შემდეგ, ორმოცდაათი დაჭრილი და დაღუპული მებრძოლი დატოვეს ქართველებმა და უკან წამოვიდნენ. სპარსელები მდინარე ხრამის ნაპირზე დაბანაკდნენ, ხოლო მოწინავე რაზმები წითელი ხიდიდან იაღლუჯის მთის მიმართულებით გამოუშვეს. 8 სექტემბერს მათი ჯარის დიდი ნაწილი უკვე იაღლუჯის მიდამოებში გამოჩნდა. იმავე დღეს ერეკლემ წითელი ხიდისაკენ I12-კაციანი ჯგუფი გაუშვა დაზვერვაზე, მზვერავებს სათავეში თავისი ფარეშთუხუცესი გორჯასპი ნათალიშვილი ჩაუყენა. თბილისდან 14-15 კილომეტრის დაშორებით, იაღლუჯის მთის კალთებთან მისული მზვერავები, მოულოდნელად მტრის მოწინავე რაზმის მებრძოლებს შეეფეთნენ. ქართველები მტრის სიმრავლემ არ შეაშინა, უკან არ დაიხიეს და 11 მათგანი გმირულად შეაკვდა მტერს, მათ შორის იყო ერეკლეს ერთგული მებრძოლი დავით თარაშვილი. ცოცხალი გადარჩა მხოლოდ გორჯასპი ნათალიშვილი. გორჯასპი, თავისივე ხელით მოკლული თურქმენის ცხენს მოახტა და სისწრაფით ცნობილი თურქმენული ბედაურით თბილისისაკენ წამოვიდა. მან ერეკლეს მტრის მოახლოების და მისი ერთგული მებრძოლების დაღუპვის ამბავი მოუტანა, რამაც ძალზე დაამწუხრა მეფე. მტრის მოახლოებამ თბილისი შეაშფოთა, ქალაქის მცხოვრებთა ნაწილმა გახიზვნა დაიწყო, მთიულეთისაკენ დაიძრა სამეფო ოჯახიც. ერეკლეს ისლა დარჩენოდა, რომ თავისი ჯარის მობილიზაციაზე და თბილისის დაცვის მოწყობაზე ეზრუნა, რისთვისაც დრო აღარც კი იყო დარჩენილი. აღა-მაჰმად-ხანი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოღანლულის ველის განაპირას, როგორც მაშინ ეძახდნენ, სარვანის მინდორზე დაბანაკდა და საკმაოდ ძლიერი სანგრებით გაამაგრა ეს ადგილი. ერეკლემ თავისი ჯარის მოწინავე რაზმი, დავით ბატონიშვილის მეთაურობით, ოთარ ამილახვრის, ივანე მუხრანბატონის, ზაქარია ანდრონიკაშვილის და ზურაბ წერეთლის თანხლებით, სოღანლუღის ბაღებში ჩააყენა. აქედან შეიძლებოდა აღა-მაჰმადხანის პოზიციების, მისი რაზმების მოძრაობის მიმართულების განსაზღვრაც. „აღა-მახმად-ხანი ძალზე ფრთხილად იქცეოდა, ის ერეკლეს ღირსეულ მხედართმთავრად მიიჩნევდა, ამიტომ წითელი ხიდიდან დაწყებული, სპარსელები დიდი სიფრთხილით მოიწევდნენ წინ".
![]() |
9 სპარსელთა და ქართველთა პირველი შეტაკება |
▲back to top |
9 სექტემბერს სპარსელთა ჯარის ნაწილები, რომელთა მოძრაობაც, ალბათ, უფრო დაზვერვით ხასიათს ატარებდა, სოღანლუღის ბაღების მიდამოს მოუახლოვდნენ. ეს ადგილები ქართველებს ჰქონდათ დაკავებული. ქართველებმა მტერი ჯერ ახლოს მიუშვეს, მერე კი მოულოდნელად იგრიალა ქართველთა ზარბაზნებმა და თოფებმა. გამოფხიზლებაც არ აცალეს, მოულოდნელი თავდასხმისაგან გონზე მოუსვლელ მტერს ხმალდახმალ დაერივნენ. სპარსელებმა დიდხანს ვერ გაუძლეს ქართველთა შეტევას და შეშინებულები უკან გაიქცნენ, ქართველები დაედევნენ, თავისი ბანაკისაკენ გარეკეს დიდად დაზარალებული მტრის რაზმი, შემდეგ უკან გამობრუნდნენ და თავიანთი ძველი ადგილი დაიკავეს. უკან გაქცეულ, რაოდენობრივად თითქმის განახევრებულ სპარსელების რაზმის მებრძოლებს ისღა დარჩენოდათ, რომ დამარცხების და უკან სამარცხვინო გამოქცევის მიზეზად ქართველთა ჯარის სიმრავლე დაესახელებინათ. ამასთან ხმა დაყარეს, რომ თითქოს სოღანლუღის მხრიდან თბილისში შესვლა შეუძლებელი იყო, რაც ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამებოდა. მაგრამ, ეს პატარა უკანდახევა სპარსელებს ვერ შეაჩერებდა. წარმოუდგენელია, აღა-მაჰმად-ხანს ზუსტი რუკები არ ჰქონოდა და წინასწარ არ დაემუშავებინა თბილისზე შეტევის გეგმის ყველა წვრილმანი. ამას ყოველთვის, ყველა მთავარსარდალი აკეთებდა. ნადირ-შაჰი ახატვინებდა კიდეც მხატვრებს იმ ციხე-სიმაგრეებს, რომლის აღებასაც ის აპირებდა. აღა-მაჰმად-ხანი, ჯაშუშების მეშვეობით, ქართლ-კახეთის სამეფოში არსებულ ყველა პრობლემაში და ქვეყნის მართვის სუსტ რგოლებშიც იქნებოდა გარკვეული, მალე იმაშიც კიდევ უფრო ღრმად დარწმუნდა, რომ ქართველებს რუსების დახმარების იმედი ალარ უნდა ჰქონოდათ. თბილისზე შეტევა გარდაუვალი იყო. შახს თავისი ჯარის გადაადგილების და სამხედრო მანევრების განხორციელების მნიშვნელობა დეტალურად ექნებოდა განსაზღვრული.
![]() |
10 რას წარმოადგენდა კრწანისის ველი თბილისისაკენ სავალი გზების განლაგება |
▲back to top |
მაინც როგორ შეიძლებოდა თბილისისკენ ხელსაყრელი გზებით მისვლა მტრისათვის, ეს, ალბათ, ყველა თბილისელისათვის თუ საქართველოში მცხოვრებთათვის საინტერესო უნდა იყოს. ამ გზებზე წარმოდგენა რომ შეგვექმნას, საკმარისია შინდისიდან და ტაბახმელიდან გადმოვხედოთ კრწანისის ველს, დავათვალიეროთ ის ადგილებიც, რომელნიც რუსთავის გზატკეცილსა და მარნეულისაკენ მიმავალ საავტომობილო გზას ესაზღვრება, აქედან დავაკვირდეთ კუმისის ტბის მიდამოს და მტკვარს. თბილისისაკენ მომავალი ძირითადი საქარავნო გზა, რომელიც სავარაუდოდ, ახლანდელ რუსთავის გზატკეცილის მიდამოებს ემთხვეოდა, განჯიდან, წითელი ხიდის გავლით, ყურყუთა-სოღანლუღის მიდამოებში შემოდიოდა. სოღანლულიდან (სადაც დღეს რუსთავის გზატკეცილი და მარნეულის გზა იყოფა) ეს ვიწრო, გზა 3 კილომეტრამდე სიგრძის მანძილზე, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე შემართულ თელეთის ქედის კლდოვან ფერდობებს მიჰყვებოდა, ასე, რომ გზის ერთ მხარეს მტკვარი იყო, ხოლო მეორე მხარეს კი – კლდოვანი და ხევებით დასერილი ფერდობები. ამ ვიწრო ადგილიდან გზა კრწანისის ველზე გადიოდა, შემდეგ კი სეიდაბად-ხარფუხის გავლით (ახლანდელი გრიშაშვილის ქუჩის მიდამო) მიადგებოდა თბილისის გალავანს. კრწანისის ველზე მოხვედრა, სოღანლუღიდან ვიწრო შემოსასვლელი გზის გვერდის ავლით, სხვა გზითაც შეიძლებოდა. წალასყურ ზემო თელეთის მიდამოებიდან თუ მთის ფერდობზე ამავალი გზით, ტაბახმელისკენ წავალთ, აქედან კარგად ჩანს კუმისის ტბა, იაღლუჯის მთა და ის მინდვრები, სადაც დაბანაკდა სპარსელთა ლაშქარი, ხოლო თუ შინდის-ტაბახმელიდან გადმოვიხედებით, ვნახავთ, რომ აქედან იოლად შეიძლება კრწანისის ველზე დაშვება. მთლიანობაში კრწანისის ველი, ანუ კრწანისის ვაკე, თბილისში, კრწანისის რაიონში, თელეთის და თაბორის ქედებს შორის არსებული სამკუთხედის ფორმის ტერიტორიას გულისხმობს, რომლის ფუძეც მტკვრის მარჯვენა ნაპირს მიჰყვება, მისი მიდამო სწორი და გაშლილია, წვერი კი შინდის-ტაბახმელისკენაა მიმართული, თითქმის ებჯინება ამ სოფლებს და საკმაოდ მთიანი, კლდოვანი ხევებით დასერილ ადგილებს მოიცავს. საერთო ფართი 2-2,5 კმ?-ს არ აღემატება. ამჟამად ეს ადგილი თითქმის მთლიანად განაშენიანებულია, აქ ამ პირობითი „სამკუთხედის ფუძის“ მიდამოში არის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს შენობები, პროკურატურა, დ. გულიას მოედანი, ზემოთ, „წვერის“ მიმართულებით ახალი ჰოსპიტალი, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები, ყოფილი სამთავრობო აგარაკები, საცხოვრებელი სახლები, ახალი ეკლესია და სხვა მრავალი შენობა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ადგილებში გადმოსვლა შესაძლებელია კოჯრიდანაც. ბევრი მტერი შესევია თბილისს ამ მიდამოე– ბიდან (ისინი, ვინც ერიდებოდა სოღანლუღის მხრიდან არსებული ვიწრო გზის გავლას). მათ შორის საბჭოთა მე-11 არმიის ნაწილებიც. 1921 წელს მათთან შეტაკებისას სწორედ კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში დაიხოცნენ თბილისის დამცველი ქართველი მეომრები, მათ შორის გმირი იუნკერები. ასე, რომ თელეთიდან შინდის-ტაბახმელაში ამოსულ მტრის ჯარს, მიუხედავად ძნელად სავალი და ხევებით დასერილი ადგილებისა, აქედან რამდენიმე ბილიკით ან საურმე გზით შეეძლო კრწანისის ველზე ჩასვლა, შინდისიდან კი თაბორის ქედზე გამავალი გზებით, პირდაპირ სეიდაბადსა და აბანოს უბანშიც შეიძლება დაშვება. თელეთის გრძელი, თითქმის 14 კილომეტრი სიგრძის ქედი, ტაბახმელიდან იწყება და ხევებით დაღარული, კლდოვანი ფერდობებით, მტკვრის მარჯვენა ნაპირთან სოღანლუღის განაპირა მიდამოებში მთავრდება. შავნაბადის მთა, რომელზედაც ძველი მონასტერია ლამაზად შემართული, ქედისაგან ოდნავ განცალკევებით სამხრეთის მხარესაა, თუმცა შავნაბადაც თელეთის ქედის ნაწილად ითვლება და ზოგჯერ თელეთის ქედს შავნაბადასაც უწოდებენ, მის ფერდობებს კი შავნაბადის ფერდობებს. თაბორის ქედი, თელეთის ქედთან შედარებით ორჯერ თუ სამჯერ უფრო პატარა ქედია, ისიც თრიალეთის ქედის განშტოებაა, შინდისთან იწყება და თბილისში, ხარფუხის მიდამოებში მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ზემოდან დაჰყურებს, კრწანისის ახლოს, თითქმის მტკვრის ნაპირებთან, ვაკეზე დაბლდება. თაბორის ქედის ჩრდილოეთის კალთის ძირიდან გამოდის სამკურნალო, ცხელი გოგირდოვანი წყლები. სწორედ ამ წყლებითაა სახელგანთქმული თბილისის აბანოები. ქედი მდინარეების, კრწანისის წყლის (რომელიც თაბორის და თელეთის ქედებს შორის, კრწანისის ველზე ჩამოდის, ამჟამად ამ მიდამოში მიწის ქვეშაა მოქცეული) და წავკისისწყლის (იმავე ლეღვთახევის, რომელიც ბოტანიკურ ბაღში სოლოლაკის და თაბორის ქედს შორის მოედინება, აბანოებთან ისიც მიწის ქვეშ იმალება) წყალგამყოფია. სახელწოდება ამ ქედმა სახარებაში ნახსენები, იერუსალიმში არსებული თაბორის მთის სახელისაგან მიიღო, სადაც ქრისტემ თავისი მოწაფეების წინაშე ფერი იცვალა. ქედზე ადრე მდებარეობდა თაბორის ციხე, რომელსაც შემდგომში ყორჩი-ყალა (ანუ მცველი ციხე) ეწოდა (ზოგიერთი ავტორი მას ხოშა-ყალასაც უწოდებს). ციხეში ყოფილა ეკლესიაც. რამდენიმე წლის წინ ამ ადგილზე, ნარიყალის პირდაპირ, ფერისცვალების მამათა მონასტერი აშენდა. თაბორის ციხე ძველი დროიდან თბილისის დამცველი ნაგებობა იყო. მის აუღებლად შეუძლებელი ყოფილა თბილისში, სამხრეთის მხრიდან მომავალი მტრის შემოსვლა, რადგან ეს ციხე სოღანლულიდან, სეიდაბადით თბილისში შემოსასვლელ ძირითად საქარავნო გზას იცავდა, რომელიც დაახლოებით იმ ადგილზე გრძელდებოდა, სადაც ახლა ი. გრიშაშვილის ქუჩა გადის. ეს გზა აბანოებთან ორად იყოფოდა. მარცხნივ, აღმართზე მიმავალი ნაწილი (დღევანდელი მირზა შეფის ქუჩა) განჯის კართან მიდიოდა, აქედან ახლა იმავე მიმართულებით, წავკისისწყლის მარჯვენა კლდოვანი ნაპირიდან ბოტანიკურ ბაღში ხიდით შეიძლება შესვლა. მეორე განტოტება კი მარჯვნივ, დაბლა ეშვებოდა აბანოებთან და წავკისისწყალზე გადებულ ხიდთან, აბანოს კარით შედიოდა თბილისში. მთებიდან, შემოვლითი გზებით, სოლოლაკიდანაც შეიძლებოდა თბილისთან მისვლა. თუმცა აქ არსებული ბაღებისა და ცუდი გზის გამო, აქედან მოძრაობა ჯარისათვის ძალზე ძნელი იყო. თბილისისაკენ მიმავალ გზებზე თუ ალღა-მაჰმად-ხანს თეორიულად, რუკის დახმარებით ჰქონდა წარმოდგენა, სამაგიეროდ ამ მიდამოებს და გზებს კარგად იცნობდნენ, თითქმის ნახევრად თბილისში, ერეკლეს კარზე გაზრდილი, გიორგი ბატონიშვილის „მეგობარი“, განჯის ხანი ჯავადი და ყარაბახელი სომეხი მელიქები აბო და მეჯლუნი, გვარად შახნაზაროვები. ეროვნებით სომეხი, გენერალი ქიშმიშევი, საოცარ სისწრაფეს, რა სისწრაფითაც გამოიარეს სპარსელებმა გზა განჯიდან თბილისამდე, ამ მელიქების დამსახურებად მიიჩნევდა, მას უკვირდა, თუ რამ აიძულა სომეხი მელიქები და ზოგიერთი მათი მომხრე საქართველოს და თბილისის ასაოხრებლად წამოსულიყვნენ. ამ ომში ქართველების გარდა, ხომ მრავალი სომეხი დაიხოცა, ან ტყვედ იქნა წაყვანილი, თითქმის მთლიანად ამოწყდა თბილისის სომეხი სამღვდელოება. ქართველების მხარეს მრავალი თბილისელი სომეხი იბრძოდა. მაგრამ, გარდა სხვა მიზეზებისა, რის გამოც ყარაბაღელი სომეხი მელიქები და მათი მომხრეები, მათ შორის ზოგიერთი თბილისელი სომეხიც, ერეკლეზე განაწყენებული იყვნენ, პირველი მიზეზი მაინც ის იყო, რომ მათ ყარაბაღის მმართველ იბრაჰიმ-ხანთან დიდი უთანხმოება, შეურიგებელი მტრობა ჰქონდათ, ის კი ერეკლეს ერთგული მეკავშირე იყო. ერეკლეს, დიპლომატიური მიზნით, ამჯერად სომეხი მელიქების ინტერესების დაცვა და იბრაჰიმ-ხანის წყენინება არ შეეძლო. მას შემდეგ, რაც 9 სექტემბერს, სპარსელებმა სოლანლუღიდან მტკვრის მარჯვენა კლდოვან ნაპირზე გამავალი ვიწრო გზით, თბილისისაკენ წასვლა ვერ გაბედეს და ამ გზის გადალახვა თითქმის შეუძლებლად ჩათვალეს, მაშინ მელიქებმა აბომ და მეჯლუნმა, აღა-მაჰმად-ხანს შესთავაზეს ზემო თელეთიდან შინდის-ტაბახმელაში ასვლა, შემდეგ კი თელეთის ქედის ფერდობებიდან და თაბორის ქედიდან კრწანისის ველისაკენ დაშვება, საიდანაც მოადგებოდნენ თბილისს. ამით, სპარსელთა ჯარი, სოღანლუღის ვიწრობებში არსებულ გზის გადალახვის სიძნელეებს ასცდებოდა. ლაშქრის სარდლობა მელიქმა მეჯლუნმა ითავა. უნდა აღვნიშოთ, რომ თელეთის ქედიდან, მხოლოდ ტაბახმელასთან მდებარე ჩრდილოეთის ფერდობით შეიძლება კრწანისის ველისაკენ დაშვება, სხვა ადგილებიდან კლდოვანი ხევებისა და მთების არსებობის გამო, ჯარის მოძრაობა შეუძლებელია.
![]() |
11 * * *(სამწუხაროდ არც ერთ თანამედროვეს არა აქვს თავმოყრილი და აღწერილი კრწანისის ომის ყველა დეტალი.) |
▲back to top |
სამწუხაროდ არც ერთ თანამედროვეს არა აქვს თავმოყრილი და აღწერილი კრწანისის ომის ყველა დეტალი. ერეკლეს შვილიშვილი, ცნობილი ისტორიკოსი თეიმურაზ ბატონიშვილი მაშინ 13 წლისა იყო, ასე რომ ის ძირითადად, სპარსეთში არსებულ ზოგიერთ დოკუმენტს ან სხვათა ნაამბობს ემყარება, თუმცა კი მისი მონათხრობი ერთ-ერთ ძირითად წყაროდ უნდა მივიჩნიოთ. ასევე სხვათა მონათხრობს და მოვლენათა საკუთარ ანალიზს ეყრდნობა ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი, ერეკლეს ქალიშვილის – თეკლას ვაჟი, რომელიც, კარგა ხნის შემდეგ გვიამბობს ამ ომზე. ომში დამარცხების მიზეზებზე საუბრისას ის გარკვეულ გულუბრყვილობას და მიკერძოებას იჩენს, ხშირად მისი მონათხრობი არარეალურ სახეს იღებს, მის ნაამბობში ჩანს ოჯახური კონფლიქტების გავლენაც, თუმცა კი ბევრ საინტერესო ამბავს გვაწვდის. ის საყვედურს გამოთქვამს იმდროინდელი ისტორიკოსების მიმართ, განსაკუთრებით თეიმურაზ და იოანე ბატონიშვილების მიმართ, რადგან მისი აზრით, მათ არ აღწერეს სათანადოდ კრწანისის მოვლენები. ალბათ სწორია ავტორი წიგნისა „კრწანისის ბრძოლა“ გენერალი ივანე შაიშმელაშვილი, როდესაც წერს: „კრწანისის ბრძოლის მზადებისა და განსაკუთრებით მისი მსვლელობის მრავალი დეტალი გაუშუქებელი და ბუნდოვანია, რამდენადაც უხვად მოიპოვება წყაროები ამ დეტალების გაშუქებისათვის, იმდენად დიდია წინააღმდეგობა, იმდენად შორს მივყავართ ამ წყაროებს შორის არსებულ სხვადასხვაობას, ასეთ პირობებში ამ ნარკვევის ყველა მხრის აბსოლუტურად ზუსტ მოხაზულობაზე ლაპარაკი შეუძლებელია“. მაგრამ რადგან გაგვიტაცა კრწანისის ბრძოლის აღწერამ, ვნახოთ, როგორი იყო თბილისის დაცვა, რა გზებით შემოვიდა სპარსელთა ჯარი ჩვენს დედაქალაქში და როგორი შემართებით იცავდნენ თბილისს მისი დამცველები.
![]() |
12 თბილისის ციხე-გალავანი |
▲back to top |
თბილისს ძველთაგან გარშემო დიდი გალავანი ჰქონდა შემოვლებული, ძველი გალავნის ზოგიერთი ნაწილი დღესაც კარგად ჩანს და განსაკუთრებით კარგად გამოიკვეთა ახლახან ჩატარებული გათხრების შემდეგ. ადრე აღდგენილი ზოგიერთი კედელი მართალია ბუტაფორიულია, მაგრამ მაინც გვაძლევს წარმოდგენას თბილისის დაცვაზე. თბილისის გალავანი სოლოლაკის ქედის სამხრეთ ფერდობზე აღმართულ ნარიყალის ციხიდან იწყებოდა და სოლოლაკის ქედის მთიან, კლდოვან ნაპირს მიჰყვებოდა, რომლის ქვემოთაც ბოტანიკური ბაღია. ამ ადგილებში დღესაც კარგად ჩანს ძველი გალავნის ნანგრევები. აქვეა ქართვლის დედის ქანდაკებაც. სოლოლაკის ქედის ბოლოს, დასავლეთისაკენ აღმართული იყო შახის-ტახტად წოდებული საბრძოლო კოშკი, რომელიც ახლაც არის შენახული. ძველად აქ ობსერვატორიაც ყოფილა განთავსებული. ამ კოშკში და მის მიდამოებში გამაგრებულ მებრძოლებს, მტრისთვის სოლოლაკის ქედზე გადმოსვლისა და აქედან ნარიყალის ციხეში შემოჭრისათვის უნდა შეეშალა ხელი. ამ მიდამოებიდან ასევე შეიძლებოდა შინდისიდან სოლოლაკისკენ დაშვებული მტრის რაზმების დაბრკოლება. კედელი შახის-ტახტიდან ეშვებოდა დაბლა, ჩრდილოეთისაკენ, ახლანდელი დადიანის ქუჩის მიდამოებში, გვერდს უვლიდა დიდ ხევს, რომელიც ახლანდელ თავისუფლების მოედანს სერავდა და პუშკინის ქუჩის და ბარათაშვილის ქუჩის კუთხეში არსებულ დიღმის კართან მარჯვნივ მკვეთრად უხვევდა, მერე კი ახლანდელი ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, ავანაანთ ხევის გვერდით მიდიოდა აღმოსავლეთისაკენ, სადაც მტკვარს ებჯინებოდა. მტკვრის მხრიდან მტკიცე გალავნის არსებობა აუცილებელი არ იყო, რადგან მდინარის კლდოვანი ნაპირები, თბილისში მტკვრის გადალახვით შესვლას შეუძლებელს ხდიდა. სამხრეთით, ნარიყალის მიდამოებიდან წამოსული გალავნის მეორე კედელი აბანოთუბანს და საკუთრივ ქალაქს (კალას) ერთმანეთისაგან მიჯნავდა. საქარავნო გზის გავლით, თბილისში შემოსასვლელი, განჯის კარი, გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან, წავკისისწყალის კლდოვან ნაპირზე არსებულ ხიდთან მდებარეობდა (რომელიც ახლა ბოტანიკური ბაღის შესასვლელთანაა). ეს იყო ქალაქში შემოსასვლელი ძირითადი კარი, საიდანაც ქარავნები შემოდიოდა. აქვე იყო საბაჟოც. განჯის კარიდან თბილისში შესვლა კლდოვან ნაპირებზე გადებული ხიდის და აქ არსებული კოშკების წინააღმდეგობის გადალახვის სიძნელის გამო თითქმის შეუძლებელი იყო მტრისათვის. იასე ცინცაძეს თავის წიგნში მოჰყავს ქ-ნ მამისა ბერძნიშვილის დასკვნა „ერთადერთი გზა, რომელიც სეიდაბადს და აბანოების უბანს ქალაქს აკავშირებდა, შემოდიოდა ციხეში (ე. ი. გალავნის შიგნით, ავტ.) ე. წ. აბანოს კარით, აბანოს კარის წინ წავკისის ხევზე გადებული იყო ხიდი. ხიდს იქით, ე. ი. სამხრეთით იწყებოდა გზა, რომელიც ჯერ აბანოების, ხოლო შემდეგ თბილისელთა ბაღების (სეიდაბადის) გავლით მტკვრის დინების პარალელურად მიემართებოდა და მარცხნივ იტოვებდა ორთაჭალის ბაღებს, მარჯვნივ კი კრწანისისას“. ეს გზა სწორედ ჩვენ მიერ უკვე ნახსენები გზაა, რომელიც ხარფუხში, ახლანდელი ი. გრიშაშვილის ქუჩის მდებარეობას ემთხვეოდა, და თაბორის მთის ფერდობს, იმავე სეიდაბადის ფერდობს მიჰყვებოდა. აღნიშნული გზა თბილისისაკენ მიმავალი ძირითადი საქარავნო გზის გაგრძელება იყო. სეიდბადის ბაღებშიც ყოფილა აბანოსკარისკენ მომავალი, რამდენიმე პატარა ბილიკი. აბანოს კარი მეორეხარისხოვან კარად ითვლებოდა და მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის იყო განკუთვნილი, თუმცა ყველაზე იოლი შესასვლელი ქალაქში მტრის ჯარისთვის ალბათ მაინც აბანოსკარიდან იყო. რაც შეეხება სოლოლაკის მხრიდან მტრის მოძრაობას და ამ მხრიდან ქალაქის გალავანთან მოდგომას, ხელს უშლიდა შახის-ტახტის წინააღმდეგობის გადალახვის სიძნელე, ხოლო შემდეგ კი თბილისისკენ ჩამოსავალი გზების სირთულე და დაცვის იოლი შესაძლებლობა. სოლოლაკის ბაღები, იქ არსებული ღობეები ამ ადგილებს თითქმის გაუვალს ხდიდა. აზრი არ ჰქონდა თბილისში შემოსვლის ცდას ავლაბრიდან და ისნიდან, რადგან მტკვარზე გადებული ხიდების დანგრევის შემთხვევაში, ამ ადგილებში მტერი ვერ შეძლებდა მტკვრის გადმოლახვას. თავდამსხმელთა დასახვედრად, სავარაუდოდ, უნდა გამაგრებულიყო სოღანლულიდან შემოსასვლელ ვიწრო კლდოვან მიდამოებში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე არსებული გზა, თელეთიდან მაღლა, მთაზე გადავლით შინდის-ტაბახმელიდან ჩამომავალი გზები, შახის-ტახტის კოშკის მიდამო და თაბორის ქედი. სასურველი იყო მეტეხის დაცვაც, რადგან ცეცხლით ქალაქის დაზიანება მეტეხიდანაც შეიძლებოდა. თუმცა ამბობენ, რომ ერეკლეს და მისი სარდლების თათბირის დროს სხვა აზრებიც წარმოიშვა თბილისის დაცვის თაობაზე. მაგალითად, ზოგი მიიჩნევდა, რომ უშუალოდ შავნაბადის (თელეთის) მთის ფერდობებზე დაედგათ ზარბაზნები და არ ამოეშვათ მტერი თელეთის მხრიდან ტაბახმელასა და შინდისში. ყოფილა სხვა მოსაზრებაც, მაგალითად, ბირთვისის ძნელად ასალებ ციხეში გამაგრება და მტერთან შებრძოლება თბილისიდან ბევრად მოშორებით, მოწინააღმდეგის ბანაკებში მათ ცხენებზე ზემოქმედებით არეულობის შეტანა, ან თავად თბილისის გალავანს შიგნით გამაგრება და იქიდან ბრძოლა. საეჭვოა სიმართლეს შეესაბამებოდეს ალ. ორბელიანის მონათხრობი, რომ თითქოს ერეკლეს, თათბირის დროს, თავისი გეგმის მიხედვით, დიდძალი ჯარის შეკრების იმედი ჰქონოდა. თბილისის დამცველთა რაოდენობრივად არსებული ძალებით, თავდაცვის ყველა დიდი გეგმის განხორციელება ნაკლებად რეალურად გამოიყურებოდა.
![]() |
13 10 სექტემბერი. პირველი სერიოზული ბრძოლა, მტერი უკან იხევს... |
▲back to top |
იმის მერე, რაც სოღანლულში დაბანაკებულმა აღა-მაჰმად-ხანმა და მისმა სარდლებმა, 9 სექტემბრის შებრძოლების გაანალიზების შემდეგ, ამ ტერიტორიების კარგად მცოდნე მელიქ-მეჯლუნთან შეთანხმებით, ჩათვალეს, რომ ყურყუთა სოღანლუღლღიდან თბილისისკენ დაძვრა და ვიწრო ადგილებში 2-3 კილომეტრის სიგრძის გზის გავლა, რომლის ერთ მხარეს ქართველთა რაზმებით მოფენილი კლდოვანი მთა იყო, ხოლო მეორე მხარეს მოდიდებული მტკვარი, საკმაოდ ძნელი იყო (მართალია, დღეს ამ გზის რელიეფი შეცვლილია, მაგრამ თუ დავაკვირდებით, მაინც არის წარმოსადგენი ამ ადგილებში მტრის ჯარის გადაადგილების სიძნელე). ამიტომ, სავარაუდოა, რომ გადაწვიტეს, 10 სექტემბერს შეტევა იაღლუჯის მიდამოებიდან, კუმისის ტბის გვერდის ავლით, შავნაბადას, წალასყურის და ზემო თელეთის მიდამოებიდან შინდის-ტაბახმელაში ასვლით, შემდეგ კი აქედან თელეთის ქედის ჩრდილო ფერდობით კრწანისის ველზე დაშვებით და აქ არსებულ, თბილისისაკენ მიმავალ გზაზე მოხვედრით განეხორციელებინათ. ამ დღეს პირველი სერიოზული შეტაკება მოხდა. მოიერიშე რაზმი, რომელშიც 4-ათასიანი ცხენოსანი ჯარის გარდა მრავალი მშვილდ-ისრით შეიარალებული ქვეითიც იყო, გეგმის მიხედვით, მელიქ-მეჯლუნის მეთაურობით, 10 სექტემბერს, დილიდან დაიძრა საიერიშოდ და ტაბახმელის გზას აუყვა. მტრის ჯარი ზემო თელეთიდან ავიდა შინდის-ტაბახმელაში მერე კი თელეთის ქედის ჩრდილოეთის ფერდობებიდან კრწნანისის ველისაკენ დაიწყო დაშვება. ქართველებმა შეამჩნიეს თუ არა მტრის ეს მანევრი, სოღანლული თითქმის დაცალეს და ამ მიდამოს გამაგრება დაიწყეს. სოღანლუღისკენ არსებულ ვიწრო ადგილებში მცირე რაოდენობის ჯარი იყო ჩასაფრებული, რადგან ამ გზის სრულებით უყურადღებოდ დატოვებაც გამორიცხული უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, აქ იოანე ბატონიშვილის რაზმი მორიგეობდა. 10 სექტემბერს ქართველ მებრძოლებს ერეკლეს ბრძანებით დავით ბატონიშვილი სარდლობდა. თეიმურაზ ბატონიშვილის ნაამბობიდან ჩანს, რომ „დღესა ორშაბათსა, ათსა რიცხვსა სექტემბრისასა, ბრძოლა უყო მეფის ძემან დავით მეწინავეთა აღა-მაჰმადისათა, ველსა ზედა კრწანისისასა მეწინავისთ თავისითა მხედრობითა და ჰყვაცა თვისთან იმერთა მხედრობანი მცირედნიც“. იმერლებს „თავადი იმერეთისა მხედართ მძღვანი“ ზურაბ წერეთელი მეთაურობდა. ოთარ ამილახვრის, იოანე მუხრანბატონის, ზაქარია ანდრონიკაშვილის რაზმებმა კი, სავარაუდოდ, სულ სამმა ათასმა მებრძოლმა შესაბამისი საბრძოლო მდგომარეობა დაიკავა, ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთი შეეცვალათ და გაემაგრებინათ. დავით ბატონიშვილი ბრძოლის საერთო სარდლობის გარდა არტილერიასაც ხელმძღვანელობდა. ერეკლე, სეიდაბადის ბოლოს, კრწანისის ველის განაპირას იდგა. სოლომონიც მის გვერდით იყო. სოლომონის 500 იმერელთან ერთად, ზურგში მდგომი რაზმი ათას ხუთასამდე მეომარს ითვლიდა. ერეკლეს 200 ერთგული „თათარიც“ მას გვერდიდან არ შორდებოდა და იცავდა თბილისს. მათ შინდის-ტაბახმელიდან დაშვებული მტერი კრწანისიდან სეიდაბადისაკენ არ უნდა გაეშვათ. დავითმა ტაბახმელასთან, თელეთის ქედის ჩრდილო ფერდობებიდან კრწანისის ველისაკენ დაშვებულ სპარსელებს ცოტა დააცადა და და როცა მათი მოწინავე ნაწილი თითქმის მიუახლოვდა კრწანისის ველის წვერს, ერთბაშად დააყარა ზარბაზნის, ზამბურაკების და თოფების ცეცხლი. „ზარბაზნები წინ მიიმძღვარეთ და ომი ზარბაზნებს დააცადეთ“, ხშირად უთქვამს ერეკლეს და უხმარია კიდეც ეს ხერხი. ახლაც იგივე ტაქტიკა იყო არჩეული. დახოცილ სპარსელებს, მტრის ახალი რაზმები ცვლიდა, მაგრამ „ინგლისურად გაწვრთნილი“ ქართული არტილერიის ცეცხლი არ განელდა და მტერს არ მისცა საშუალება დაშვებულიყვნენ კრწანისის ველზე, ასევე არტილერია, მტერს თაბორის ქედის და მასზე შემართული ციხის დაკავების საშუალებასაც არ აძლევდა. სოლოლაკისაკენ წინსვლაც შეუძლებელი იყო. თითქმის ოთხ საათს იგერიებდა მომხვდურებს ქართული არტილერია. მერე კი ქართველები თანდათან, ხმლებით მიეტანენ წინ წამოსულ მტრის რაზმებს, საქმე ისე მიდიოდა, რომ სარეზერვო ჯარის ბრძოლაში ჩართვა ჯერ არც კი იყო საჭირო. ამბობენ, აღა-მაჰმად-ხანმა თელეთის მთის ფერდობიდან გადმოიხედა და ქართველთა მცირე ჯარი რომ დაინახა „ახალს რაზმებს უბრძანა შეტევა და მას უკან ერთ-ერთ თავის ხანს უთხრა თავმოწონებით „ამ საცოდავებს სულ მტკვარში გადაჰყრიანო“. ახალი რაზმები გადმოუშვა ფერდობებზე აღა-მაჰმად-ხანმა. მათი ნაწილი მიუახლოვდა კიდეც კრწანისის ველს. თავის მხრივ, ერეკლემ ათას ათას კაცად დაწყობილ რაზმებს შესძახა თავისებურად, მიახლოებულ მტერს ჯერ თოფები დააყარეს, მერე კი მიეტანენ და დაუწყეს ხმლით კაფვა. „აღა-მაჰმად-ხანმა გაკვირვებით დაიძახა: „– როგორც ქართუელთა ვაჟკაცობა გამეგონა, იმაზედ უკეთესნი ყოფილანო“ – გვიამბობს ალ. ორბელიანი. სპარსელების კიდევ ერთი, ახალი, დასვენებული რაზმი გადმოვიდა შეტევაზე, უკან დაიხიეს ქართველებმა, მაგრამ ერეკლემ ახლა უკან მდგომი რაზმები მიაშველა მოწინავე ჯარს და მისმა მებრძოლებმა გაბედულად შეუტიეს, „მინდვრის საშუალამდისან" მირეკეს სპარსელები. დაუზოგავი, ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა.
![]() |
14 „აზატ-ხანის დამმარცხებელი ბაირახი აქ მაიტა და უკან მამყევით“ – ბრძანა ერეკლემ |
▲back to top |
ახლა ისევ ალექსანდრე ორბელიანს დავუგდოთ ყური: „აღა-მაჰმად-ხან გაწყრა და სხვებს დაუძახა – შეუტიეთო, მაგრამ აღარ იქნა, ქართუელ-იმერლები ვეღარ დააბრუნეს და ხმლით კაფვა შეიქნა“. „მეფე ირაკლიმ ქართველ-იმერლები შუა ყიზილბაშების ჯარში რომ დაინახა და თამამად იმათი ხმლის ტრიალი, მოხუცებულს გული აუპრიალდა და თავის ბაირახტარს დაუძახა: – „აზატხანის დამმარცხებელი ბაირახი აქ მაიტა"! და ხუთას ქართუელ იმერელს უბრძანა უკან მამყევითო. თუმცა მეფე სოლომან ბინაზედ დააგდო, მაგრამ გულმა ვეღარ გაუძლო და თავის პაპას შეუდგა. ერთს მხარეს ბაირახზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი თავის ძითა და მეორეზედ წმინდა გიორგი, რომელსაცა ვეშაპი გაეგმირა შუბით. ამ გაფრიალებულის ბაირახით გაექანა მეფე და უკან ის თავის მეომრები გულადად მიჰყვნენ მეფე სოლომონითურთ. წარმოიდგინეთ მეფე ერეკლე იმათში არ იყო გარეული, ისე ომობდნენ და როცა გაერია, რანი შეიქნებოდნენ ქართუელ-იმერლები? თავისი საყვარელი მეფე რომ დაინახეს, ნამეტნავად იმ გაფრიალებულის ბაირახითა და მეფე სოლომონიც იმათში, ასე ეგონათ მეორე სიცოცხლე მოგვემატაო, რანიც იყვნენ, ერთი სამათ შეიჟნენ“. ერეკლე, ჯერ ბაირახის შუბით დაერია ყიზილბაშებს, მერე კი ახალგაზრდული შემართებით იშიშვლა ხმალი, მისმა მებრძოლებმა კი „წინ წაიყარეს და უკან მიჰყვნენ" სპარსელებს და იმ ადგილზე აჰყარეს, სადაც ცოტა ხნის წინ მათი შაჰი მდგარა, თუმცა კი მეტი ძალა აღარ ჰქონდათ, რომ მთის მეორე მხარეს ჩაჰყოლოდნენ მტერს ქართველები და სოღანლუღის მინდვრიდანაც გაეყარათ ისინი. როგორც ჩანს ერეკლე, სოლომონს ზოგავდა, არ უნდოდა მისი ხელჩართულ ბრძოლაში ჩართვა, მაგრამ სოლომონი პაპას არ შორდებოდა. ამ მონათხრობს ეხმაურება და ბრძოლის იმავე ნაწილს ასახავს სოლომონ II-ის ერთგული თანამებრძოლის, იმერეთის მეღვინეთუხუცესის სვიმონ წერეთლის მოგონება, რომელიც თავის დროზე აკაკი წერეთელს გამოუქვეყნებია, ახლა კი ამ მოგონებას სარგის კაკაბაძის წიგნში ვკითხულობთ: „გამოღმით (ალბათ, იგულისხმება კრწანისის ხევის მარცხენა მხარე – ავტ.), ჩვენ ვიდექით მაღლობზედა და გაღმით ყიზილბაშები: ჩვენ ვიყავით ორი ათასამდე იმერელი, აქედან ერთი ნაწილიც ქუმელა გურამიშვილს გაუგზავნეს (არტილერიის უფროსი, – ავტ.), იქვე ჩვენთან იყო ორასამდე თათარი და სხვა კანტიკუნტად ქართლ-კახელები მტერმა რომ გვიცოტავა, მოგვმართა, მაგრამ ჩვენ ბრძანება გვქონდა და ადგილიდან არ დავძრულვართ. ჯერ თოფები მივახალეთ და მერე ხმლით დავიწყეთ მოგერიება. შვიდჯერ შევაბრუნეთ. იმათ ახალ-ახალი ჯარი ენაცვლებოდათ, ჩვენ კი ჯერ არ გვეჭირვებოდა გამონაცვლება. საოცარი გულდამშვიდებით იბრძოდნენ ჩვენი თათრები და ქართლ-კახელები, ჩვენები კი (იგულისხმება იმერლები, – ავტ.) ჯიქებივით ხტოდნენ და საფარში აღარ დგებოდნენ. ორჯერ-სამჯერ კიდეც გაჰყვნენ და მისდიეს უკუქცეულ მტერს. რაჭველი გოცირიძე გაიტაცა ბრძოლის სიმთვრალემ და მარტოდმარტო სერამდე აჰყვა გაქცეულ სპარსელებს... ისინიც მოუბრუნდნენ და შემოჰკრეს ირგვლივ, საოცარი სანახავი იყო მისი თავგამოდება – შემოატრიალა ხმალი და ირგვლივ კალო გაიკეთა. ეს რომ დაინახეს მისმა ამხანაგებმა, ახალგაზრდა იმერლებმა, გულმა აღარ მოუთმინათ და შეუტიეს – ერთი ასს ებრძოდა. მოკლეს გოცირიძე, ზედ სამასამდე ჩვენებიც დააკვდა, მაგრამ ზედ ყიზილბაშების ხორაც დადგეს. მაშინ ბრძანა მეფე ირაკლიმ – აჩქარდნენ, საქმეს გამიფუჭებენო. მოავლო ბაირალს ხელი და თვითონ წარუძღვა ერთიანადა ჯარს. ახალგაზრდა შვილიშვილი (იმერეთის მეფე სოლომონ II, – ავტ.) ადგილზე დასვა და მიბრძანა მეც არ მივშორებოდი, მაგრამ ჩვენს მეფესაც გულმა აღარ მოუთმინა, მიაშურა ხმალ და ხმალ და ჩვენც მივყევით. ბევრს ომში ვყოფილვარ და ამისთანა ბრძოლა არ მინახავს. თუ წინ ბნელი არ გადაგვღობებოდა, შორს გავრეკდით მტრებს. გამარჯვება მაინც, რასაკვირველია, ჩვენი იყო“. „აოტნეს იგინი მრავალნი და მრავალი სპარსი მოსრეს მას დღეს შინა“ გვაუწყებს თეიმურაზ ბატონიშვილი. უცნობი ქართველი ავტორის ცნობა მოჰყავს სარგის კაკაბაძეს თავის წიგნში „კრწანისის ომი"; „გამოჩნდა სპარსელების ჯარი ურიცხვი მთასა ზედა შავნაბადისასა და შეიქმნა ომი ფიცხელი და მისცა ღმერთმან ძლევა მეფეს ირაკლის, მრავალგზის გამარჯვებულსა და მრავალგზის ლვთისაგან დაცულსა ბრძოლასა შინა და იმ დღეს მრავალი ყიზილბაში დახოცეს და მრავალი თავიც მოართვეს, ვიდრე მწუხრამდე იყო ბრძოლა და სიღამემან განყარნა“. „არტილერიის ცეცხლით დეზორგანიზებულმა და მოტეხილმა“ სპარსეთის ჯარის ნაწილებმა, დღის ბოლოსათვის, უკან დაიხიეს, გადავიდნენ მთის გადაღმა, თელეთისაკენ და თავის ბანაკს დაუბრუნდნენ სოღანლულში.
![]() |
15 სიხარული ნაადრევია |
▲back to top |
ერეკლე და სოლომონი გამარჯვებულები. დაბრუნდნენ ქალაქში, ბრძოლის ველზე მორიგე რაზმები დატოვეს. მტრის დამარცხების ამბავმა გაახარა თბილისელები. თავად ერეკლე თავის შვილს, მირიან ბატონიშვილს ამ დღის შესახებ შემდგომში სწერდა: „10 სექტემბერს აღა-მაჰმად-ხანი მოადგა ტფილისს. ამ პირველი მისი მოსვლის შემდეგ მე შევხვდი მას შეკრებილი მცირერიცხოვანი ჯარით და იმერეთის მეფესაც ჰყავდა თან აგრეთვე დაახლოებით ათასი კაცი. ჩვენ დავამარცხეთ აღა-მაჰმად-ხანის მეწინავე ჯარები და უკან დავბრუნდით. მაგრამ მეორე დღეს ის მაინც შეგვებრძოლა“. 10 სექტემბრის ბრძოლის შემდეგ აღა-მაჰმად-ხანი, მართლაც შეაშფოთა თავისი ჯარის ნაწილების დამარცხებამ, რასაც, ალბათ, არ ელოდა, მაგრამ უკან წასვლა მართლა გადაწყვიტა თუ არა, ეს სადავოა. ქართველთა სიხარული ნაადრევი იყო. აღა-მაჰმად-ხანმა, გამოცდილმა და ჭკვიანმა სარდალმა, რომელსაც ბოლო წლები განუწყვეტელ ბრძოლებში ჰქონდა გატარებული, თავისი პირადი, ცუდი თუ კარგი თვისებებით მიაღწია პირველობას ირანში, ამხელა გზაზე ტყუილად ხომ არ ატარა თავისი მრავალათასიანი, ნახევრად ველური ხროვა და ისე უბრალოდ, უკან გასაბრუნებლად ხომ არ მოიყვანა თბილისამდე. უამრავ ბრძოლაგადატანილს როგორ არ ეცოდინებოდა, თუ რა ძალები ჰყავდა ერეკლეს, ნუთუ უნდა დავიჯეროთ, რომ ორიოდე მოღალატე-ჯაშუშის სიტყვამ, ასევე, ყაზახში, ერეკლეს მიერ შეპყრობილმა, აღა-მაჰმად-ხანის ელჩის ნაამბობმა და გამხნევებამ, იმ ელჩისამ, რომელიც ალ. ორბელიანის მონათხრობის მიხედვით, მოღალატეებმა დარჩია ბებუთოვმა და არტემ არარატცკიმ ჩუმად გააპარეს თბილისიდან 10 სექტემბრის ღამეს, გადააწყვეტინა აღა-მაჰმად-ხანს მეორე დღეს ბრძოლის გაგრძელება. ალბათ არა, ალბათ, მართალია იასე ცინცაძე, როდესაც ბრძანებს, რომ „10 სექტემბერს აღა-მაჰმად-ხანი ბრძოლით ზვერავდა ქართველი მეფის ძალებსა და პოზიციებს და თბილისის დაცვის სისტემას“. ამას ისიც ადასტურებს, რომ აღა-მაჰმად-ხანი 10 სექტემბერს მთელი ძალებით და ყველა მიმართულებით არ გადმოსულა იერიშზე. სავარაუდოდ, მისი ჯარიც ჯერ მთლიანად არ იქნებოდა თავმოყრილი სოღანლუღთან. თუმცა კი აშკარად არ მოელოდა ის ქართველების მხრიდან ასეთ სიმამაცეს, რამაც განაცვიფრა აღა-მაჰმად-ხანი, მაგრამ იგი ქართველი ჯარის სიმცირითაც დარჩა გაკვირვებული. მაგრამ, ალბათ, ფიქრობდა, რომ ერეკლეს მაინც ეყოლებოდა რეზერვში დამალული ჯარის ნაწილები და იოლად არ დათმობდა თბილისს. ალბათ, იმ ღამეს აღა-მაჰმად-ხანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ უნდოდა ნაკლები დანაკარგებით შესულიყო თბილისში, მას ორივე მხრიდან, როგორც ტაბახმელა-შინდისიდან თელეთისა და თაბორის ქედის ფერდობებით, ასევე ყურყუთა სოღანლუღიდან მომავალი ვიწრო ადგილების გადალახვით უნდა ეწარმოებინა შეტევა და მერე კი ამ მიდამოებიდან კრწანისის ველზე თავმოყრილი ჯარის დიდი ნაწილით, სეიდაბადის გავლით, უნდა დაძრულიყო თბილისისაკენ. თაბორის ქედის მაღლობებიდან პირდაპირ აბანოთუბანში და ხარფუხში ჩამოსულ სპარსელებსაც უნდა ეწარმოებინათ თავდასხმა, ალყაში მოექციათ თბილისის დამცველები. აუცილებელი იყო თაბორის ციხის აღებაც.
![]() |
16 11 სექტემბერი. სპარსელები ყველა მიმართულებიდან, მთელი ძალებით აწარმოებენ თავდასხმას თბილისზე! |
▲back to top |
11 სექტემბერს დილის 7 საათიდან იწყებს თბილისზე შეტევას აღა-მაჰმად-ხანი და თავად სარდლობს ჯარს. თუ ჩავთვლით, რომ პირველი დღის ბრძოლის შემდეგ მას 32 ათასამდე ჯარისკაცი მაინც დარჩა, ხოლო ქართველთა რაოდენობა 5000 იყო (თუმცა სპარსელთა რაოდენობას ზოგი ავტორი 37 ათას მებრძოლამდე მიიჩნევს, ხოლო ქართველთა საერთო რაოდენობას კი 6-7 ათას მებრძოლამდე), მისი ჯარი სულ ცოტა შვიდჯერ თუ არა ექვსჯერ მაინც მეტი იყო თბილისის დამცველებზე. ამასთან „ზარბაზანნი და ზამბურაკნი საკმარ აქვს“ – აღნიშნავდა თეიმურაზ ბატონიშვილი და ალბათ, არ არის სწორი ის, რომ სპარსელებს ზარბაზნები მცირე რაოდენობით ჰქონდათ. თეიმურაზ ბატონიშვილი გვამცნობს, რომ აღა-მაჰმად-ხანს თავისი ჯარი 14 ნაწილად დაუყვია და ისევ მებრძოლთა რაოდენობებს თუ შევადარებთ, მისი ერთი თუ არა, ორი ნაწილი ჯარისა მაინც უფრო მეტი იყო, ვიდრე ქართველთა მთელი ჯარი. ძალები რაოდენობრივად მეტად უთანასწორო იყო, თუმცა შეიარაღებითა და ბრძოლაში გამოცდილებით ქართველები მტერზე მაღლა იდგნენ. მაღალი იყო ქართველთა სულიერი განწყობაც. აღა-მაჰმად-ხანი ითვალისწინებდა რა ბრძოლაში ერეკლეს დიდ გამოცდილებას და ქართველთა მამაცობას, რაც საყოველთაოდ იყო აღიარებული, ფრთხილად მოქმედებდა და თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, „საკვირველი ღონე გამოიგონა“. ირანელთა არმიაში მას ექვსი ათასამდე ერთგული თურქმენი მებრძოლი ჰყავდა, თავადაც ხომ წარმოშობით თურქმენული ტომიდან იყო. თურქმენები კი „არა მოყვარე არიან სპარსთა და არცა სპარსნი არიან მოყვარენი, არამედ სძულთ მათ ფრიად ერთმანეთი“, მიუხედავად მაჰმადიანობისა, მათ შორის სექტობრივი განსხვავებაა, თურქმენები სუნიტები არიან, სპარსელები შიიტები და ეს უფრო აძლიერებს მათ ურთიერთდაპირისპირებას. ამიტომ თურქმენები უკან დაუყენა სპარსელების მებრძოლ რაზმებს აღა-მაჰმად-ხანმა და უბრძანა, თუ კი რომელიმე სპარსელი მებრძოლი უკან დაიხევდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, თუნდაც მხედართმთავარი, „მყისვე მოეკლათ იგი“. თურქმენებსაც ერთგულად შეუსრულებიათ ეს დავალება და „რომელიცა ილტვოდნენ ბრძოლისაგან სპარსნი, მყისვე უწყალოდ მოიკვლიდიან მათ მიერ“. აღა-მაჰმად-ხანი, გარდა იმისა, რომ სპარსელების მთელ ლაშქარს სარდლობდა, თავად ჩაუდგა სათავეში ჯარის იმ კორპუსს, რომელიც, სოღანლუღის მხრიდან, მტრისათვის თითქმის მიუვალი და ქართველებისაგან კარგად დაცული გზით უნდა წასულიყო თბილისისაკენ, რაც მიუთითებს, რომ მიუხედავად სირთულისა, ეს გზა მაინც თბილისისაკენ მიმავალ ძირითად სალაშქრო გზად მიიჩნია შაჰმა. მებრძოლები, როგორც აღვნიშნეთ, ბევრი ჰყავდა და მათი რაოდენობა ყველა მიმართულებით საკმარისზე მეტი იყო. მარცხნივ, თელეთიდან ტაბახმელა-შინდისში მიმავალ ჯარის ნაწილებს თავისი ერთგული სარდლები ჩაუყენა სათავეში. სოღანლულის ვიწროებიდან შესული და შინდის-ტაბახმელიდან დაშვებული ჯარი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრწანისის ველზე უნდა შეერთებულიყო და ძირითადი შეტევა აქედან უნდა განხორციელებულიყო, გარდა იმისა, რომ მტრის ჯარი შემოვლითი გზებითაც მოადგებოდა თბილისს. ავტორთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ძირითადი ბრძოლა კრწანისის ველზე წარიმართა, ხოლო თუ რომელიმე ავტორი ბრძოლის ადგილად „შავნაბადას“ მიიჩნევს, არც ესაა დიდი შეცდომა, რადგან თელეთის ქედს თუ შავნადაბის ქედსაც ვუწოდებთ, ხოლო მის ჩრდილო ფერდობებს შავნაბადის ფერდობებს, მაშინ ბრძოლის ადგილის აღნიშვნაში სხვადასხვა ავტორთა მიერ, თითქმის არ არის განსხვავება. ბრძოლა იყო თაბორის ქედის მიდამოებშიც შინდის-ტაბახმელასთან, „სადაც იყრებიან გზანი სოლოლაკისა და ტაბახმელისანი“.
![]() |
17 ქართველთა ჯარს 11 სექტემბერს თავად ერეკლე სარდლობდა |
▲back to top |
თუმცა ერეკლეს ერთგული გვერდითმყოფნი ურჩევდნენ, არ მიეღო უშუალო მონაწილეობა შუაგულ ომებში და ეუბნებოდნენ „თუ სადმე გეწიოს შენ ძვირი ანუ ბოროტი რაიმე, უმეტეს განლაღდენ მტერნი და უყოფენ ძვირსა და ქვეყანასა ჩვენსა", მაგრამ ერეკლე დღის ბოლომდე შუაგულ ბრძოლაში დარჩა თავისი მებრძოლების გვერდით. ახალგაზრდული ძალით და შემართებით თავგანწირული ბრძოლის მაგალითს აძლევდა ქართველთა ჯარს მოხუცი მეფე.
ერეკლემ ქვათახევიდან წმინდა ესტატეს მუმიფიცირებული ნაწილები ჩამოატანინა და
წმინდა ხატებთან ერთად ქალაქში გამოატანინა.
დაცვის მარჯვენა მხარეს, წინა დღის მსგავსად, სარდლობდა დავითი, რომელსაც უნდა
დაეცვა გზები „ზემოთ გზით ტფილისად მომავალი და გზასა მას შეეყრებიან გზანი
სოლოლაკისა და ტაბახმელისანი და აგრეთვე სეიდაბათსა საშვალცა გარდმოივლის
ყორჩიყალის კერძო მუნით გზაი იწრო და შეეყრების იგიცა ქვემოსა გზასა ტფილისისასა".
„ხოლო ყოველთა ამათა გზათა და ადგილთა მიდამონი ყოველივე კლდიურნი, მთიურნი და
ვიწრონი არიან". ე. ი. დავითი, წინა დლის მსგავსად, იცავს შინდის-ტაბახმელიდან,
თელეთის და თაბორის ქედიდან, კრწანისისაკენ, ასევე სოლოლაკის გავლით თბილისისაკენ
მიმავალ გზებს.
მეწინავე რაზმს, რომელიც კრწანისის ველზე პირველი უნდა შეგებებოდა მტერს, იოანე
ბატონიშვილი ჩაუდგა სათავეში და ყველაზე ადრე გავიდა ბრძოლის ველზე. ამ რაზმში
ერეკლემ „განაწესა მხედრობანი რჩეულნი“. სავარაუდოდ, ეს მებრძოლები სოღანლუღიდან
მომავალ ვიწრო, კლდოვან გზაზე უნდა დახვედროდნენ მტერს.
მარცხენა ფრთის (იგულისხმება დაცვის მარცხენა პოზიციის მარცხენა ფრთა) რაზმი
ჩააბარა იოანე მუხრან-ბატონს. ამ რაზმს მტკვრის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ
სოღანლუღის ვიწრო ადგილების ბოლოდან, კრწანისის მიდამოს ჩათვლით უნდა ებრძოლა.
„განვიდა თვით მეფე ყოვლითა მხედრობითა თვისითა ბრძოლად სპარსთა და დაადგინა
მხედრობანი თვისნი დასასრულსა სეიდაბადის ბაღთასა". ე. ი. თვით ერეკლე გარდა
ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობისა, იცავდა სეიდაბადისაკენ მიმავალ ცენტრალურ გზას.
თავისი ვაჟის, ვახტანგის (იგივე ალმასხანი) და ოთარ ამილახვრის რაზმები, როგორც
სარეზერვო, თავისთან ახლოს იახლა, „რათა რომელსაცა კერძოსა საჭირო იყოს ბრძოლასა
შინა, მოაშველოს მუნ იგი“.
ვახტანგ ბატონიშვილის რაზმში ძირითადად იყვნენ ქიზიყელნი, არაგველნი და
ფშავ-ხევსურნი, მათთან იყო თბილისის მოქალაქეთა რაზმიც.
ათასი იმერელი, ზურაბ წერეთლის მეთაურობით, იცავდა დაცვის მარცხენა პოზიციის
მარჯვენა ფრთას „იმერთა მხედრობანი იყვნეს მძღვანელობისა ქვეშე ზურაბ წერეთლისა და
სდგეს იგინი მარჯვნივ კერძო მეფისა“.
იმერელთა ხუთასკაციანი რაზმი და თავად სოლომონ II კი თბილისის გალავანთან, აბანოს
კარის მიდამოებში დააყენა ერეკლემ, რათა საჭიროების შემთხვევაში, მეზარბაზნეთა
დასაცავად გამოეყენებინა მათი დახმარება.
ამინდი მთელი კვირა წვიმიანი და ღრუბლიანი იყო. მიწაც ატალახებული იყო წვიმისაგან.
![]() |
18 „თვალით-მნახველის“ მონათხრობი. სპარსელთა შეტევა |
▲back to top |
თუ გვინდა შედარებით ზუსტად გავეცნოთ როგორ წარიმართა ბრძოლა, ჯერ ვნახოთ რა ხდებოდა სპარსელთა ჯარის შეტევის მარჯვენა მხარეს, თბილისის დაცვიდან კი მარცხნივ, ყურყუთა-სოღანლუღლის მიდამოებში ამას თვითმხილველის, იაყუბ-ბეგის მონათხრობიდან გავიგებთ. იაყუფ-ბეგი, იგივე იაკობ ბებუთოვი, აღა-მაჰმად-ხანის ოფიცერი იყო. მისი მამა, გიორგი, თურმე ნადირ-შაჰს ემსახურებოდა და საკმაოდ დიდი თანამდებობაც ჰქონია მის კარზე. იაკობ ბებუთოვის მონათხრობი 1885 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „ივერიაში" და მას რედაქციისაგან ასეთი შენიშვნა აქვს დართული – „ეს მოთხრობა გადმოთარგმნილია ქართულად შემოკლებით სომხურ ჟურნალიდამ „იკრუნკ ჰაიასტან“ 1863 წ. XI ვინმე მდივანოვისაგან და ეკუთვნის გალუსტ შერმაზანოვს. შერმაზანოვს გაუგონია ეს ამბავი 1842 წ. იაკობ ბებუთოვისაგან, რომელიც თავად შაჰის ჯარში ყოფილა და რამდენიმე ასი კაცისაგან შემდგარი რაზმი ჰბარებია". შემდგომში იაკუბ ბებუთოვს განმარტოებით უცხოვრია მდინარე არეზის პირზე, მთაზე აშენებულ წმინდა სტეფანეს მონასტერში. ალბათ, უნდოდა მოენანიებინა ის ცოდვა, რაც სპარსელთა ჯარში სამსახურით ქრისტიანთა წინაშე ჰქონდა. აი, რას გვიყვება იაკობ ბებუთოვი: – საქართველოში საბრძოლელად წამოსვლის წინ, „როგორც ჩვენ ვიცოდით, აგრეთვე შაჰმა იცოდა და უკეთესად ჰგრძნობდა, თუ რაოდენად ძნელი იყო მათზედ ბრძოლა, რადგან ბევრჯელ სპარსეთის მხედრობისათვის საფლავად შექმნილა საქართველოს არე-მარე. ღაზმანში რამდენისამე დლის განსვენების შემდეგ, მეორეს დღეს სიხარულის ხმა განითქვა, რომ შაჰმა გარდასწყვიტა, იქიდამ გავმგზავრდეთ კერძოდ ყარაბაღსა და საქართველოსა და ამაზედ ყოველნი მოხარულნი იყვნენ, მაგრამ მე ვსწუხდი, ამისთვის რომ უსჯულონი მიდიოდენ ქრისტიანებზედ დასატყვევებლად და ასაკლებლად. როდესაც შევედით საქართველოს მიწაში, არა თუ მხოლოდ სოფლის მცხოვრებნი აყრილიყვნენ, არამედ ყანები და ბალახიც დამწვარი იყო, სადაც რომ დიდს შეწუხებას სწევდა ერთობ ჯარი. პირველად ყოველს ბანაკს (ურდოს) ძლიერ უხაროდა და სიხარულით მივდიოდით საქართველოზედ და, როდესაც შევედით მათს მიწაში, შიში დღე და დღე ასუსტებდა ჩვენს გულსა. არ იყო დავიწყებული ნადირ-შაჰის დათრგუნვა და უკუქცევა კავკასიის ჯართაგან. დავიწყებული მაქვს მდინარეებისა და ხიდების სახელი (ვგონებ გატეხილ ხიდთან), სადაც პირველნი მცველნი ჩვენს მხედრობას დაუხვდენ რამდენიმე ასი ქართველთ მხედრობათაგანი, რომელნიც მცველნი იყვნენ ხიდისა და, ვიდრე ჩვენის ბანაკის მისვლამდე, ქართველთ დიდის ვაჟკაცობით ებრძოლათ და როდესაც ბანაკის წვერი ენახათ, იმავე წამს ორმოცდაათი მკვდარი და დაჭრილნი გაეშოთ და გაქცეულიყვნენ (ჰყვება ჩვენს მიერ უკვე აღწერილ, 7 სექტემბრის მცირე შეტაკების ამბავს – იაკუბ-ბეგი) და ხიდს, რომელიც ერთს ვიწრო ხევში იყო ჩავარდნილი და აქვთ იქათ მხარეს ამაღლებულნი მთანი (გორანი) საკმაოდ მას სიმაგრეს აძლევდნენ, ჩვენმა ბანაკმა უწინააღმდეგოდ განვლო იქით მხარეს და მდინარე მაღლად დაშთა და მდინარის პირზედ ჩამოვხდით და ამ ღამეს, როგორც შაჰი, აგრეთვე სრული ბანაკი დიდს შიშში იყვნენ: ჰგონებდნენ თუ, იქნება ერეკლე დაგვესხას, რადგანაც ჩვენის ბანაკის ადგილიც ძლიერ უშესაბამო იყო, თუმც ოთხკუთხით, ვიდრე გათენებამდის, გასაფრთხილებელნი ყარაულნი იყვნენ დარიგებულნი“... „ბანაკმა მძიმეს სვლით მეოთხე დღეს მიაღწია თბილისსა ერთს ნახევარის ასპარეზის განშორებით ერთ მინდორში (ვგონებ სოღანლუღისა). მტკვრის პირს დაიბანაკა და მეორე დღეს, ვგონებ ორშაბათს, კარგად აღარ მახსოვს, ანუ კვირა დღეს, ჰაერი ჯანღიანი იყო, როდესაც ბანაკმა დაიწყო აყრა თბილისისკენ. ჩვენს მარცხნის მხრით იყო მაღალი და გრძელი მთა, ვიდრე თბილისამდინ სამსე ხევებით, რომელშიაც გვესმოდა, რომ ბევრი ლეკისა და ქართველთ ჯარი არის დამალულიო, და მტკვარი დაგვრჩა მარჯვნივ, იქითა პირი იყო თანასწორი მინდორი. თუმც ტაროსი იყო ღრუბლიანი, მაგრამ ჩვენს თვალში კიდევაც კარგად ჩანდა და გრძელდებოდა თბილისამდინ, სადაც ადვილად შეიძლებოდა ბანაკის მიყვანა, უკეთუ მტკვარი დიდი არ ყოფილიყო; და ესრედ ვიწრო გზებში, რომელზედაც უნდა გაგვევლო ერთის მხრით იყო მაღალი მთები, და მრავლის სანგრებით და ჯარებით გამაგრებული, და მეორეს მხრით – მტკვარი ადიდებული და ჩვენ ვგონებდით, რომ შეუძლებელია თბილისის აღებაო. შაჰმა ამავე დილით რამდენიმე ცხენოსანნი გაგზავნა, რომელთაც გზები უნდა გაეშინჯათ და ბრძანა მისვლა ქალაქზედ".
![]() |
19 აღა-მაჰმად-ხანი დარწმუნდა, რომ ამ ვიწრო გზით თბილისისკენ წინსვლა შეუძლებელი იყო. წინააღმდეგობის გადასალახად მან თავისი სიცოცხლისათვის საშიში ხერხი მოიფიქრა... |
▲back to top |
„ჩვენის ბანაკის ადგილიდან ნახევარ საათისა ანუ მეტის სიარულის შემდგომ მივახწიენით ვიწროსა გზასა და კლდიან ადგილსა, სადაც მარჯვნივ იყო მტკვარი და მარცხნივ იქ მაღალ მთებზე ქართველთ ჯარი ერთს სანგარში გამაგრებული იყო, ამაზედ საკმაოდ ძალი მივიტანეთ, მაგრამ ადგილიდამ არ დაიძრნენ, ვიდრე რომ რამდენისამე ზარბაზნის მიტანა ბრძანა შაჰმა და დავიწყეთ მათზედ დაცლა, და იმათ ვეღარ შეიძლეს იმ ადგილს ყოფნა, გამოვიდნენ სანგრიდან და წავიდნენ მთების წვერზედ, ორის ცხენის ასპარეზის სიშორედ, და შევიდნენ მეორე სანგარში, რომლის გასატარებელი გზა უფრო ვიწრო იყო და მაგარის კლდით შეკრული და ამის წინად პატარა მინდორი იყო, სადაც ჩვენი ბანაკის მეათედი დაეტეოდა მხოლოდ სანგარზედ საომრად, ძლივ თუღა ორი ათასსა მხედრისას შეეძლო თავიანთის იარაღის ხმარება.
ვითარცა ვთქვი ერთს მხარეს მტკვარი იყო და მეორე მხარეს მიუსვლელი კლდეები, სადაც
ბევრი ჯარი იყო. თოფებით ხელში განმზადებულნი, რომელნიც დიდად აბრკოლებდნენ ჩვენს
ჯარს სანგარზედ მისვლისათვის, ერთს საათამდინ ვეცადენით და ვერ შევძელით მიახლოება
იმათს სარნგარზედა და ჩვენგანნი ვგონებ ასასობით დაეცნენ; შაჰი სცდილობდა, რომ
ახალი ღონისძიება მოეპოვნა“.
მონათხრობიდან ჩანს, რომ სოღანლულის მხრიდან, ვიწრო გზის შესასვლელში, პირველი
სანგრების მიდამოში, ქართველთა მეწინავე რაზმმა მტერი არა მარტო შეაჩერა, არამედ
რამდენიმე ასეული მებრძოლი მოუკლა და დიდი ზიანი მიაყენა. მიუხედავად სპარსელთა
დიდი მონდომებისა, ქართველები მედგრად იბრძოდნენ და ოდნავ უკან დახევის შემდეგ,
უფრო მეტად გაამაგრეს ეს ადგილი, სადაც პირველი და მეორე სანგრები იყო განლაგებული,
ხოლო გზები ჩახერგილი.
საჭურის, ქართველთა მოძულე, მაგრამ უნდა ვალიაროთ, ბრძოლაში გამოცდილ და მამაც
აღა-მაჰმად-ხანს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ უკან აღარ დაეხია და აუცილებლად ამ გზით
შესულიყო თბილისში. დაინახა რა, რომ ამ მიდამოდან თბილისისაკენ წასვლა შეუძლებელი
იყო, მან ძნელად გასავლელი ადგილის გადალახვის ახალი, თავისი სიცოცხლისათვის საშიში
ხერხიც კი მოიფიქრა და განახორციელა.
„შაჰმა ნახა თავის ჯარის განსაცდელი და მიუსვლელი ეგონა სანგარი. ამბობდენ,
იმისთანა სანგრები წინ ბევრი არისო. მოუწოდა წინ წამსვლელთ ჯარის მხედართ მთავარსა
და უბრძანა რომ შეუნძრევლად ის ადგილი დაიცვას და გაფრთხილდეს მთების წვერებზედ
განფენილის ქართველთ ჯარისაგან, რომ არ დაესხან თავიანთ ჯარსა და თვით თავის ცხენი
მოაბრუნა მტკვრისაკენ და ხმა-ჰყო; ვისაც შაჰის თავი უყვარს და ვაჟ-კაცია, მოვიდეს
შაჰის ახლო და უკან მომყვეს, თუ მტკვარმა მე წამიღოს, ეცადენით ჩემი გვამი
შეიპყრათ, წაიღოთ და დაფლათ. სთქვა და თავის თურქმანის ცხენს ჰკრა მათრახი და
შეაგდო მტკვარში.
ჩვენი მხრივ მტკვრის პირი ვაკე იყო და გაღმივ კი (ნავთლუღის მხარეს, – ავტ.)
დაკლდევებული, ასვლა არ შეიძლებოდა. მოულოდნელად ახლოთვე სამი ათასი ცხენოსანი ჯარი
გაჰყვა შაჰსა (მათში მეც ვიყავ რამდენიმე ასი („ცხენოსნით). შაჰი რომ მიახლოვდა
იქით ნაპირს, ვგონებ ახლად შეენიშნა რომ ცხენი იმ კლდეზე ვერ ავიდოდა; ამისთვის
ცხენი მოაბრუნა და ცოტა ქვემოთ დავაკებულ კლდეზე გავიდა გაღმა მშრალზედ. როგორც
პირველი შევიდა მტკვარში, ისე პირველი გავიდა გაღმა და სამასამდის ცხენოსანნი
მდინარეში დაიხრჩვნენ, რადგან ვერ შეძლეს მეორეთ გასვლა გამოღმიდან გაღმა.“
როგორც ვნახეთ, სამხედრო მანევრის შესასრულებლად, ადიდებული მტკვრის გადაცურვისას,
სამასი მებრძოლი თითქმის დაუფიქრებლად გასწირა აღა-მაჰმად-ხანმა. ეს რაოდენობა,
მისი მრავალრიცხოვანი ჯარისათვის დიდ დანაკლისს არ წარმოადგენდა, მაშინ როცა
მცირერიცხოვან ქართველთათვის საკმაოდ დიდი ძალა იყო და სამას მებრძოლს ხშირად
გადაუწყვეტია ქართველთა სასარგებლოად ომის ბედი.
ამ ადგილზე წარმოდგენა შეგექმნებათ თუ მარნეულ-რუსთავის გზების შეერთების ადგილიდან
დაათვალიერებთ მტკვრის ნაპირებს.
„მშრალზედ გასული შაჰი ერთ პატარა გორაზე ავიდა, დადგა და უყურა გამსვლეთ ჯართა,
რომელნიც სრულიად რო გავიდნენ, ხმა ჰყო ამილახორს (მეჯინიბეთ მთავარს), რომ ორი
ცხენი გამამიყვანეო. მხედრობა პატარა ხანს დაასვენა, შემდეგ მძიმედ დაუწყო გალმიდან
სინჯვა ქართველთ სანგრებსა, რომელთაც ცხადად ვხედავდით, აგრეთვე თბილისის ერთის
ნაწილის სახლებს ადვილად ვამჩნევდით. ქართველთ მესანგრე ჯართ ნახეს შაჰი გალმა და
ცოტ-ცოტა ცხენოსანი ჯარის მიმატება და დაინახეს რომ შაჰი წინ წავიდა იქით პირსა
ზემოდ მხარესა; და შაჰმა ხელით ანიშნა მხედართ მთავარს, რომ ყოვლის ძლიერებით
სანგარზედ მისულიყო. ქართველებს კი ეგონათ – უკანიდან გზა უნდა გადაგვიჭრას შაჰმაო.
ამისთვის მაშინვე თავი დაანებეს ამ სანგარს და, თბილისისაკენ წასულნი, მესამე
სანგარში მყოფ ჯართან შეერთდენ.
შაჰმა რომ ნახა მათი გაქცევა, მოინდომა უკანვე დაბრუნება და თავის ჯართან გალღმა
გასვლა, ამ დროს რამდენიმე სარწმუნოება გამოცვლილი ქართველნი, რომელნიც ჩვენს
ბანაკში იყვნენ, წინ წამოდგნენ და თავი დაუკრეს შაჰსა და მოახსენეს – ამ ახლო
ადგილს ზემოთ ბაღები (ორთა-ჭალა) რომ ჩანს, იქ უფრო უკეთესი ფონი არის, რადგან
მტკვარი ორად ეყოფება და იქ საპალნე აკიდებული ჯორიც ადვილად გაივლისო. შაჰმა აქო
ისინი და მათი ერთგულება და ვაჟ-კაცობა და გაგვიძღვნენ ის სარწმუნოების მგმობელი
ქართველნი და ძლიერ ადვილად გავედით იმ ფონსა და რამდენიმე წამი მოვიცადეთ, სანამ
ჩვენი ბანაკის თავი მოვიდოდა, რომელიც იყო დარჩომილი“.
ამ მანევრით ალღა-მაჰმად-ხანმა შეძლო ქალაქისაკენ მიმავალი ვიწრო, დაახლოებით
სამკილომეტრიანი გზის იოლად და უშიშრად გადალახვა.
ამასთან, ნავთლუღიდან კარგად დაათვალიერა თელეთის მთის ფერდობები და კიდევ ერთხელ
დარწმუნდა ქართველთა ჯარის სიმცირეში.
ქართველებმა, რომ დაინახეს შაჰი თავის ჯარით მტკვრის მეორე მხარეს გადავიდა,
იფიქრეს, რომ მტერს მათთვის გზის მოჭრა და ზურგში მოქცევა უნდოდა, უკან დაიხიეს,
პირველი ორი სანგარი, რომელიც ძირითადად სოღანლულის ვიწრო შესასვლელებში ჰქონდათ
გამაგრებული, დატოვეს და უკან, თბილისკენ წავიდნენ. ასე, რომ სპარსელებისათვის
ვიწრო ძნელად სავალი გზის გადალახვის პრობლემა გადაჭრილი იყო.
„ცხენოსანი ჯარი და ქვეითი ჯარიც წინ წამოვიდნენ და ჩვენ წინ ვხედავდით კიდევ ორს
სანგარსა, უმეტესად ძლიერსა და მაგარსა, და ვიდრე რომ მტერზედ ჩვენი უკანა ქვეითი
ჯარი მოვიდა. შევიდა ბაღებში და დაუწყო თოფის სროლა ქართველების ცხენოსან ჯარს და,
რა დაინახეს რომ ბაღებში ჩვენ ჯარი გვემატებოდა თანდათან გაბრუნდენ. ერეკლემ არ
იცოდა ამათი გაქცევა და სანგარის მახლობლად გორაზედ მყოფის ჯარით მიმართა შაჰზედ.
და შაჰისათვისაც მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ ერეკლე გორის წვერიდამ ძირს ჩამოეყვანა
რაიმე მოხერხებით“.
იაკობ ბებუთოვი, როგორც ვხედავთ, ერეკლეს ამ მანევრს შეცდომად უთვლის, მაგრამ,
გენერალ ივანე შაიშმელაშვილს მიაჩნია, რომ ქართველებმა განგებ დაიხიეს უკან, რათა
შეეტყუებინათ ირანელები ხარფუხ-სეიდაბადის ვიწრობში, მტკვრის ნაპირებთან. ერეკლე კი
თავის რაზმით მთიდან იმიტომ დაეშვა, რომ მას უნდოდა შუაზე გაეწყვიტა ირანელთა ჯარი,
კერძოდ, უნდოდა, რომ მისი წინა ნაწილი, რომელსაც შაჰი მეთაურობდა, ალყაში მოექციათ
ქართველებს, „სეიდაბადის მიდამოში ჩაწოლილი ურჩხულის თავი – ავანგარდი, რომელსაც
შაჰი მოუძღოდა, ერეკლე მეორის მეთაურობით კონტრიერიშზე გადასულ ქართველთა მთავარ
ძალებს უნდა გაესრისა“ და „ურჩხულის ტანი, დროებით უნდა შეკავებულიყო, რათა ხელახლა
არ შეერთებულიყო მოკვეთილ თავთან“. თუ ეს ასეა „ვინ იცის მართლაც რა შედეგი
მოჰყვებოდა“ ამ ჩანაფიქრს, როგორ შეტრიალდებოდა ბრძოლის ბედი, შეიძლება მოეკლათ
კიდეც აღმა-მაჰმად ხანი, მისი ცხენი ამ ადგილებში ზარბაზნის ტყვიამ მოჰკლა, მაგრამ
ქართველებმა ვერ შეძლეს ამ ჩანაფიქრის განხორციელება.
ივ. შაიშმელაშვილის ამ მოსაზრებას სარგის კაკაბაძეც იზიარებს, თუმცა მართლა შეცდომა
იყო ეს თუ განუხორციელებელი სამხედრო მოქმედება, ახლა ძნელი სათქმელია. ალბათ,
მაინც „დიდ მიზეზს“, ქართველთა ჯარის სიმცირეს უნდა მიეწეროს, რომ თბილისის
დამცველებს ყველა, თუნდაც ძალზე გონივრული ჩანაფიქრის განხორციელებაც კი
გაუჭირდებოდათ.
აღა-მაჰმად-ხანის მიერ ადიდებული მტკვრის გადაცურვაგადმოცურვის ამბავს ალ.
ორბელიანიც აღწერს:
„რა რომ აღა-მაჰმად-ხან სოღალუხის სოფელთან მივიდა ჯარებითა, რომლებსაცა ადგილობრივ
დადგომა უბრძანა, კიდევ ვერ გაბედა ვიწროებისაკენ წამოსულიყო, ასე შეშინებული
იყვნენ ქართველებისაგან. ამისთვის თავის საკუთარი კაცებითა მტკუარის მდინარეში
გავიდა ნათლუხისკენ და ამ დროს ნისლმაც აიყარა, იმ დროს მტკვარიც ცოტა
მოდიდებულიყო“... ნათლუღის მხრიდან „აღა-მაჰმად-ხანმა სოღანლუღის ვიწროებსა და იმის
ხევებსა ჩხრეკა დაუწყო: მეფე ირაკლი ჯარს ხომ არ მალამსო? – კარგათ გაჩხრიკა, ნახა,
რომ ჯარი არსად იყო, მეფის ირაკლის მეტი, რომელიც თავის ჯარით მიეშურებოდა ვიწრო
გზებში და ამ დროს ზარბაზნების ხმაც გაიგონა ქალაქის პირიდგან აღა-მაჰმად-ხანმა,
რომელმაცა იქიდგან დააძახებინა: ჩქარა გამოუდექითო და თვითონაც ჩქარა გამოვიდა
მტკვარში, მაგრამ ამ ჩაგრეხილებმა კარგა ხანი დაიჭირა ჯარი; მანამ ისინი მიყარ–
მოყარეს, მეფე ირაკლიმ ვიწროები გაიარა“.
როგორც ჩანს, თბილისისაკენ უკან დახეული ერეკლე, თავის რაზმით მესამე სანგრისაკენ
მიიწევდა, რათა სეიდაბადის შესასვლელთან, დაახლოებით ახლანდელი ორთაჭალჰესის
მოპირდაპირე ტერიტორიაზე, წინ დახვედროდა სპარსელებს და თბილისისაკენ მიმავალი გზა
გადაეკეტა, ასევე ხელი უნდა შეეშალა ამ მიდამოებიდან თაბორის ციხისაკენ მტრის
გადაადგილებისათვის.
![]() |
20 ზარბაზნის ტყვიამ ცხენი მოუკლა შაჰს. ის წვიმისაგან და სისხლისგან დასველებულ ქართულ მიწაზე დაენარცხა. ცხენის მაგივრად მხედარი რომ მოეკლა ქართველთა ნასროლ ზარბაზანს, ალბათ გადარჩებოდა საქართველო... |
▲back to top |
ვიდრე ქართველთა რიცხობრივ სიმცირეში არ დარწმუნდა, აღა-მაჰმად-ხანი ერიდებოდა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გადასვლას, რათა ეშინოდა ქართველთა ორმხრივ ალყაში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ ყიზილბაშებს, ქართველების ასე მცირე ჯარი რომ დაუნახავთ, უნანიათ „რა ცოტანი ყოფილან, რატო გზა არ შევუკარითო, რომ სულ ერთიან გაგვეწყვიტა ისინიო“.
აღა-მაჰმად-ხანმა ჯარი დაადევნა ქართველებს თოფის სროლით.
„არც ქართველები დარჩნენ ხელ-ცარიელები იმათზე, თუმცა დაღალულ-დაწყვეტილები
იყვნენ“. ყიზილბაშებს ეგონათ ქართველებს შევაშინებთო „გადავსრესთო, მაგრამ
მაშინდელი ქართველების გულსა რა შეაშინებდა, ნამეტნავად იმისთანა კაცთან, როგორიც
მეფე ირაკლი! შემდეგ იმისთანა გამოჩენილი ვაჟკაცი თავად-აზნაურნი გარს ეხვივნენ და
რამდენ ომებში გამოცდილი!".
ახლა ისევ იაკობ ბებუთოვს მოვუსმინოთ:
„ომი შეიქმნა საზოგადოდ. ამ დროს წვიმა დაიწყო. ზარბაზნის ტყვიით შაჰს ცხენი
მოუკლეს და სხვა ცხენზე შეჯდა და ერეკლეზე მისვლა ბრძანა. ერეკლემ ვერ შესძლო
გამაგრება და მრავალი ჯარის ხოცვით სანგარში შევიდა და როდესაც ირაკლის შვილი
გაიქცა და მაღალს კლდეების და ხევების საფარში შევიდა ჩვენკენ მარცხენა მხრივ,
შაჰმა მიბრძანა, რომ მე ჩემის ცხენოსანის ჯარით მისი მამასთან გაზიარება გავსწყვიტო
და მეც ცოტა რამ იმის უკან დევნით, როდესაც ვნახე, მთების წვერზედ მობრუნდა
მარჯვენა მხარეს თბილისსზედ, შევშინდი და მეგონა თუ განგებ მირბის, და რა
დავბრუნდი, მე ვნახე რამდენიმე ზარბაზნები გაჭიმვით აღუმალლებიათ ჩემს გავლილს
გორების თავზედ, რომელიც დიდს ვნებას აძლევდა ირაკლის სანგარს. და ეს ომი ვნახე
ჩემი თვალით და აქამომდე მიკვირს – როგორც მოხდა, რომ იმასთანა ძველმა
მხედართმთავარმა ერეკლემ, ამოდენი ვიწრო ადგილები და მაგარნი მთანი უჯაროდ გაუშვა“.
აქედან ჩანს, რომ არ სჯერა იაკობ ბებუთოვს, ერეკლეს ასე მცირე რაოდენობის ჯარი თუ
ჰყავს და ამიტომაც უკვირს, როგორ შეცდა ერეკლე და თბილისისკენ მიმავალი გზის
დასაცავად ხელსაყრელი ადგილები მებრძოლთა გარეშე დატოვა ომში გამოცდილმა მეფემ.
![]() |
21 ბრძოლა სპარსელთა შეტევის მიმართულების მარცხენა და თბილისის დამცველთა განლაგების მარჯვენა ფრთაზე, შინდის-ტაბახმელის მიდამოებში. |
▲back to top |
სანამ უშუალოდ კრწანისის ველზე მიმდინარე ძირითადი ბრძოლის აღწერას გავაგრძელებთ, ვნახოთ, რა ხდებოდა მტრის შეტევის მიმართულების მარცხენა ფლანგზე, ანუ თბილისის დაცვის მარჯვენა მხრის მიმართულებით. „აღმოვიდეს მაღალთა ზედა გორათა სოღანლუღისა, ყაენაბადისა, თელეთისა, კრწანისისა და გარემოთა მისთისა მხედრობანი სპარსთანი და მიმართეს მხედრობათა ქართველთასა“ გვიამბობს თეიმურაზ ბატონიშვილი. ნაამბობიდან ნათლად ჩანს, რომ ჩვენ მიერ უკვე ნახსენები ვარაუდის მსგავსად, სოღანლულღიდან შავნაბადის მიდამოებისაკენ გადაადგილებული მტერი, თელეთის გავლით ამოდიოდა შინდის-ტაბახმელისაკენ და თბილისის გარშემო შემაღლებული ადგილების დაკავება უნდოდა, რათა შემდეგ მათი უმრავლესობა, ტაბახმელა-შინდისს შორის მდებარე თელეთის ქედის ფერდობებიდან, ასევე თაბორის ქედზე თბილისისკენ გადმომავალი გზით, კრწანისის ველზე დაშვებულიყო და აქ სოღანლუღის ვიწროებიდან შემოსულ ჯართან გაერთიანებულნი სეიდაბადის გავლით დაძრულიყვნენ თბილისისაკენ. ნაწილი თაბორის ქედის ფერდობებით პირდაპირ ცდილობდა დაშვებას სეიდაბადსა და აბანოთუბანში, ნაწილი კი, სოლოლაკის მხრიდან აპირებდა თბილისის კედლებთან მოდგომას. აქედან შეტევაზე სპარსელთა ხუთიათასკაციანი რაზმი წამოსულა აღა-მაჰმად-ხანის ერთ-ერთი მთავარსარდლის მუსტაფახან-დუჰლუს მეთაურობით, რომელიც გაამხნევა შაჰმა – „თბილისი შენგან მინდა მივიღოო“. მას მელიქი მეჯნუნიც თან ახლდა, რომელმაც წინა დღეს ვერ შეძლო გადმოელახა ეს მიდამო. ამ ადგილების დაცვა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერეკლეს ბრძანებით წინა დღის მსგავსად, დავით ბატონიშვილს ევალებოდა. დავითი, მტერთან შედარებით ბევრად უფრო მცირერიცხოვანი რაზმით, სულ 400 მებრძოლით და 6 ზარბაზნით ცდილობდა შეეკრა და დაეცვა ტაბახმელიდან და შინდისიდან თბილისისაკენ მიმავალი გზები. სოლოლაკის გზის დასაცავად, თბილისის განაპირა ადგილებში მდგარა გაუწვრთნელი რაზმი, რომელიც სარგის კაკაბაძის ცნობით კუკიის მიდამოებში მცხოვრები ლუტებისაგან (ლოთებისაგან) და წინწყაროელი გლეხებისაგან შედგებოდა. აქ არსებული რამდენიმე გზის დაცვა ხუთიათას მებრძოლიანი მტრის ჯარისაგან, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში კიდევ ჰყავდა დასვენებული მაშველი ძალა, 400 (თუნდაც ათასი) კაცით და 6 ზარბაზნით გასაგებია, რომ ძნელი კი არა შეუძლებელი იყო, მაგრამ ქართველები ქედს არ იხრიდნენ, უკან არ იხევდნენ, თავგანწირვით ელოდნენ მტრის შემოტევას. მალე გამოჩნდნენ კიდეც ტაბახმელის მხრიდან სპარსელთა რაზმები. დავითმა, წინა დღის მსგავსად, ჯერ აცადა მტერს მთის ფერდობზე გადმოსვლა, მერე კი ერთბაშად დააყარა ზარბაზნის ყუმბარები. * * * როდესაც კრწანისის ველზე მდგარმა ერეკლემ შინდისის მხრიდან ზარბაზნების სროლის ხმა გაიგონა, შეშფოთდა მეფე, შეშფოთდნენ ქართველი მებრძოლებიც და თბილისის მოსახლეობაც. ეს იმის ნიშნავდა, რომ ტაბახმელა-შინდისიდან მტრის დიდმა ძალამ კრწანისის ველისაკენ გადმოსვლა დაიწყო. თბილისის დაცვა ფაქტობრივად ალყაში ექცეოდა. ზარბაზნების გრიალი იმის მაუწყებელი სასიგნალო ნიშანიც იყო ერეკლესა და დავითს შორის, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგზე მტრის ძლიერი შეტევა იწყებოდა. მტკვრის ნაპირთან მყოფი აღა-მაჰმად-ხანიც მიხვდა, რომ მისი ჯარის მარცხენა ფრთის ნაწილები, უკვე მთებიდან უტევდნენ დავით ბატონიშვილის რაზმებს. კრწანისის ველზე მდგომარეობა უფრო დაიძაბა. მეტი გახელებით შეუტიეს ერთმანეთს მოწინააღმდეგეებმა.
![]() |
22 ბრძოლის ველი |
▲back to top |
ქართველთა ზარბაზნები, თბილისისაკენ მიმავალი გზების დასაცავად, მოხერხებულად ყოფილა განლაგებული დაცვის, როგორც ცენტრის, ასევე მარჯვენა და მარცხენა მხრის პოზიციებზე, ძირითადად მთების ფერდობებზე. ბუტკოვის მონაცემებით, თბილისის დამცველებს 35 ზარბაზანი ჰქონიათ. ზოგიერთი ავტორის ცნობა, რომ ქართველთა ზარბაზნების ნაწილი გამართული არ იყო, არ უნდა იყოს სწორი, რადგან ერეკლე არტილერიას დიდ ყურადღებას აქცევდა და არტილერისტებიც საკმაოდ გამოცდილი ჰყავდა. სარგის კაკაბაძეს მოჰყავს სერობის ცნობა, რომლის მიხედვითაც, კრწანისის ველზე, შემაღლებულ ადგილებზე იდგა თერთმეტი რუსული და რვა ევროპული ზარბაზანი, რომელსაც „ინგლისური წესით“, საუკეთესოდ გაწვრთნილი არტილერისტები ემსახურებოდნენ. ცნობა, რომ თბილისის ციხეს 16 ზარბაზანი იცავდა, უნდა გულისხმობდეს არა მარტო ნარიყალის ბურჯებზე მდგარ ზარბაზნებს, არამედ თაბორის ქედზე, თაბორის ციხის მიდამოში თბილისის გალავნისაკენ მიმავალი გზის დასაცავად, შემაღლებულ ადგილებზე განლაგებულ ზარბაზნებსაც. „ხოლო მარცხნით კერძო ხევისა მის პირსა სადითცა მისწდუებოდა ტყვია ზარბაზნისა მტერთა დაადგინა მუნ არტილერია და მსუბუქნი ზარბაზანნი იყვნეს ყოველთა შორის მწყობრ“. – თეიმურაზ ბატონიშვილის ეს ცნობა მიგვითითებს, რომ ზარბაზნები განლაგებული იყო კრწანისის ხევის მარცხენა ნაპირისაკენ არსებულ შემაღლებულ ადგილებზეც, რათა მტერი თბილისისაკენ არ გამოეტარებინათ. ტაბახმელა-შინდისის და სოლოლაკის გზის შეერთების ადგილზე კი, როგორც აღვნიშნეთ, დავითს ექვსი ზარბაზანი ჰქონდა. თაბორის ციხის მიდამოებში, მოხერხებულად, იმისათვის, რომ ზარბაზნის ცეცხლით დაეცვათ თბილისისაკენ სეიდაბადით მიმავალი გზა და თაბორის ქედზე არსებული გზების მონაკვეთები, იდგა მეზარბაზნეთა ჯგუფი. საჭიროების დროს, მეზარბაზნეთა რაზმების დასაცავად და დავით ბატონიშვილის პოციზიების გასამაგრებლად საჭირო იყო სარეზერვო მაშველი ძალა. როგორც ადრე აღვნიშნეთ, ამ მიზნისათვის, ერეკლეს, იმერელთა 500-კაციანი რაზმი, სოლომონ II-ის მეთაურობით თბილისის გალავანთან, აბანოს კარის მიდამოებში ჰყავდა დატოვებული. ერეკლემ, როდესაც შეიტყო, რომ მტერი მალე მოადგებოდა თაბორის ქედზე განლაგებულ თბილისის დამცველ არტილერისტებს, სასწრაფოდ შიკრიკი გააგზავნა სოლომონთან და უბრძანა დაძრულიყო არტილერიის მისახმარებლად, მაგრამ შიკრიკს გზად სპარსელები წამოეწივნენ და ხმლით აჩეხეს. „სრულყოფილი კავშირგაბმულობის" მიზეზით, სოლომონის ჯარი ადგილიდან არ იძროდა, რადგან ერეკლეს ბრძანება არ ჰქონდა მიღებული. ზარბაზნის ცეცხლით განადგურებულ სპარსელთა რაზმებს, მთებზე ახალ-ახალი, დასვენებული ჯარის ნაწილები ცვლიდა. ისინი ზურგში ნასროლი, თურქმანთა ტყვიის შიშით, მიუხედავად ქართველთა გააფთრებული ბრძოლისა, უკანმოუხედავად მიიწევდნენ წინ და თანდათან უახლოვდებოდნენ დავით ბატონიშვილის რაზმების პოზიციებს. ახლა თოფების სროლით და ხმლებით მიეტანენ ქართველები, ბევრად მეტ მტერს და ისევ თელეთის მთის მეორე ფერდობზე გადარეკეს. „სძლია მათ მეფის ძემან დავით და აიტანა იგინი ვიდრე მხედრობამდე სპარსთა“.
მაგრამ მცირე რაოდენობით იყვნენ ქართველები, ვეღარ აკავებდნენ შემობრუნებულ მტერს, მათი რაზმები უკვე კრწანისის ველისაკენ თავისუფლად ეშვებოდნენ, ნაწილმა თაბორის ქედის მიმართულებით გაარღვია ქართველთა დაცვა და ყორჩი-ყალის (თაბორის ციხის) მიმართულებით დაიძრნენ.
სწორედ მაშინ შენელდა ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი, ძლიერი ნისლიც გაიფანტა და მთებიდან, სპარსელებს ხელის გულზე გადაეშალათ თბილისის დამცველთა მდებარეობა. თაბორის ქედიდან, ოდნავ ქვემოთ, დაინახეს, ფერდობზე, თბილისისკენ მიმავალი გზისათვის, ყუმბარების დასამიზნებლად ხელსაყრელ მდგომარეობაში მდგარი ქართველ მეზარბაზნეთა ერთი რაზმი, რომელსაც გიორგი გურამიშვილი ხელმძღვანელობდა. თაბორის მთის ძირში, აბანოთუბანში, ქალაქის გალავანთან გამაგრებული იმერლები დაიბნენ, როდესაც სპარსელები თაბორის ქედის შემალლებულ ადგილებში შენიშნეს, აქედან მათ შეტევას არ ელოდნენ, ტერიტორიის უცოდინრობის გამო მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მტერი აქედანაც დაადგებოდათ თავს, ეს მათთვის მოულოდნელი იყო, „უფიქრიათ მეფე ერეკლე თავის ჯარით წაუხდენიათ, თორემ ყიზილბაშების ჯარსა ამ მხარეს რა უნდაო“. ბრძოლის ველიდანაც სასიკეთო არაფერი ისმოდა, ერეკლეს ბრძანებამაც არ მიაღწია მათთან. ამიტომ ჩათვალეს, რომ ქართველების ჯარი კრწანისის ველზე, ალბათ, უკვე განადგურებული იყო, მიიჩნიეს რომ წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა და უკან, აბანოს კართან მდებარე ხიდისაკენ დაიხიეს. არტილერიის უფროსი, გიორგი გურამიშვილი, თხოვდა მათ არ დაეტოვებინათ თბილისის დაცვა და მიხმარებოდნენ მეზარბაზნეებს. ეუბნებოდათ „რასაც ფიქრობთ ტყუილიაო". მაგრამ, მალე იმერლებმა, თავიანთი ერთ-ერთი სარდლის, იოანე აბაშიძის სიკვდილი შეიტყვეს და მერე როცა კრწანისის ველიდან მობრუნებული იმერელთა სხვა რაზმებიც მოადგნენ თბილისის გალავანს, საომრად აღარ შემობრუნდნენ, ქალაქში შევიდნენ, რათა ქალაქის გალავნის ჩრდილოეთის მხრის გასასვლელიდან გასულიყვნენ და ქართლის გავლით იმერეთისაკენ დაძრულიყვნენ. სოლომონიც უკან მიჰყვა თავის ჯარის ნაწილებს.
![]() |
23 ისევ თბილისის დაცვის მარჯვენა ფრთა... |
▲back to top |
დავით ბატონიშვილი, თავის მეომრებით ისევ მედგრად იცავდა ტაბახმელა-შინდისისა და თაბორის ქედის ზემო მხარის მიმართულებით მიმავალ გზებს, მას მეომართა მხოლოდ მცირე რაზმი დარჩა, მაგრამ ის არ ტოვებდა თავის პოზიციებს, რამდენიმეჯერ დაახევინა უკან მტრის რაზმებს. „ჟამამდე მწუხრისასა, და რამდენჯერაც მოვიდნენ სპარსელები სძლია მათ", მაგრამ მალე იძულებული გახდა უკან დაეხია, „მაშინ იძულებული იქმნა იგიცა მიქცევად მთაბორისა, კერძ მთათა მათ და კლდიერთა და იწროთა განსავალთა გორათა“. ზარბაზნებს მინდვრის დიდ გზებზე ან საურმე გზაზე ვერ გაიტანდა, რადგან „გარშემო გზანი და მინდორნი მოცულ იყვნეს სპარსთა მხედრობისაგან“, ამიტომ ზარბაზნები, მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, ხევში, წავკისის წყლის საგუბარის მიმართულებით გადააყრევინა, თავად კი ბოღმისაგან აკანკალებული ვიწრო გზებით წყნეთისაკენ წავიდა, იქედან კი მთიულეთს მიაშურა.
![]() |
24 გმირი ქართველი არტილერისტები.„ქუმელა“ |
▲back to top |
„ქუმელა“.
ახლა სპარსელები თაბორის ქედზე, თბილისის გზის დამცველ მაიორ გურამიშვილის მეზარბაზნეების რაზმს მიადგნენ. „თავადი გურამიშვილი გიორგი, ქუმელად სახელდებული და ესე იყო უპირველესი მოხელეთაგანი არტილერიისა და მეცნიერიცა არტილერიის ხელოვნებისა“ წერს მასზე თეიმურაზ ბაგრატიონი. მეომრების სიმცირის გამო ქართველ მეზარბაზნეებს დამცველი ჯარი აღარ ჰყავდათ და ამის გამო ზარბაზნის გადატენას ვეღარ ასწრებდნენ, რათა განმეორებით მიეყარათ ზარბაზნის ცეცხლი მოახლოებული მტრისათვის, ამიტომ თვითონ უწევდათ მტერთან ხმლით ხელში პირისპირ შებრძოლება. გიორგი გურამიშვილი და მისი მეზარბაზნეები, მათ შორის გაბრიელა მაიორი წინ გადაუდგნენ სპარსელებს, მაგრამ ბევრი იყო მტერი. სპარსელები გარს შემოესივნენ ქართველ მეზარბაზნეებს. ქართველებს შეეძლოთ დანებებულიყვნენ, ამით სიცოცხლეს შეინარჩუნებდნენ, რადგან აღა-მაჰმად-ხანი, თავისი მტრების მეზარბაზნეებს ატყვევებდა და ირანში მიჰყავდა სპარსული არტილერიის გასაძლიერებლად. აი, რას გვიყვება ალ. ორბელიანი „ზარბაზნების უფროსმა მაიორმა, თავადმა გიორგი გურამიშვილმა (მეტსახელად ქუმელამ), რომელიც ერეკლეს ნათლული ყოფილა, „ამისთანა გაჭირვება ნახა, რომ იგრძნო სიკვდილი გარდაუვალი იყო, თავის მებრძოლებს მიმართა „ქართველებო, ძმებო! ცხადათ ვხედავთ აუცილებელი სიკვდილია მოსული ჩვენზე, მაგრამ, ესეც შეგვიძლია უნამუსოდ დავნებდეთ ყიზილბაშებს. აბა, რომელი გინდათ, სახელით სიკვდილი მამულისათვის და კარგის მეფისათვის, თუ უნამუსო სიცოცხლე? ყველამ ერთხმად მიუგო: „ჩვენ მამა პაპასა უნამუსობა არ უქნიათ და ჩუენც იმათი შვილები ვართ, სიკვდილი გვირჩევნია უნამუსო სიცოცხლესო“. „წმინდა საიდუმლოს მაგიერი ეს იყოსო" და ყველა მებრძოლმა სამი თითით მიწა აიღო, ღვთის ხსენებით შეჭამა. ამით შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ საიქიოს სახელოვნად წარდგებოდნენ. „ღმერთო შეგვიწყალეო“ ერთხმად შესძახეს და გარშემო შემოსულ მტერს ზარბაზნები დაუშინეს, მერე „ქართველებმა ხმლებს ხელი გაიკრეს და თითო ყიზილბაში მაინც ჩამოაგდეს, მაგრამ ბოლოს ისინიც ამოწყვიტეს და თუ დარჩა ვინმე დიახ, ცოტა“. „ის მაიორი გურამიშვილი კი გმირსავით დადგა და ხმლით სამი ყიზილბაში ჩამოაგდო“, მეოთხესაც ხმალი შემოჰკრა გამეტებით, აქ კი უმტყუნა თავისმა ხმალმა, სასიკვდილოდ გაჩეხილ სპარსელს ზედ გადაატყდა გმირის მახვილი. შემოტრიალდა ქუმელა და ერთ ზარბაზანს გადაეხვია ამ სიტყვით: -„ღმერთო! ოღონდ მეფე ირაკლი მშვიდობით გაიყვანე ამ საშინელებიდან და მე მამულის ჭირის სანაცვლო ვიყო...“ გამგელებული ყიზილბაშები მისცვივდნენ და ზედ ზარბაზანზე დაკაფეს, ის სიკვდილს შეუშინები, მამულის მოყვარული, მეფის ერთგული, თავისი ვალის აღმსრულებელი, რიგის დამცველი, სრული პატიოსანი და სულით დიდი კეთილშობილი!“ დადუმდნენ ქართული ზარბაზნები, რომელთა ხმა მთებიდან გარემოს აყრუებდა. კრწანისის ველის მიდამოებში განლაგებულ არტილერიასაც არ დაადგა კარგი.
![]() |
25 ხელჩართული ომი გრძელდებოდა კრწანისის ველზე |
▲back to top |
სოღანლულიდან შემოსული და მეორე მხრიდან კი შინდისტაბახმელიდან დაშვებული მტრის რაზმები კრწანისის ველზე ერთიანდებოდნენ და წინ, სეიდაბადის გავლით ცდილობდნენ თბილისისაკენ წამოსვლას. ზარბაზნების ხმა რომ ვეღარ გაიგონეს დავითის პოზიციებიდან, მიხვდნენ ქართველები და მათი მეფე, რომ უბედურება კარს იყო მომდგარი, მიხვდნენ, რომ მტრებმა „ზარბაზნები წაახდინეს, თორემ ამათი ხმა არ გაწყდებოდაო“. მაგრამ იმის მაგივრად, სიკვდილის მოლოდინში სულით დაცემულიყვნენ, პირიქით, „სულ ერთიან გაიფიცნენ: ან ნამუსიანათ თავი გავიტანოთ ან ნამუსიანად დავიხოცნეთო“. თანდათან გამოიკვეთა სპარსელთა უპირატესობა. მათ მიერ ძირითადი წინააღმდეგობა დაძლეული იყო, ქართული არტილერია დუმდა. უამრავი ქართველი ეცემოდა ბრძოლის ველზე, ცოცხლად დარჩენილები კი უკანასკნელ ღონეს არ ზოგავდნენ. ახლა სპარსელები ყველა მხრიდან, თავისუფლად მოძრაობდნენ, მტრის უამრავ ჯარს მოეყარა თავი კრწანისის ველზე, თაბორის მთის ფერდობებით აბანოთუბნისკენაც ეშვებოდნენ. ათასი ყიზილბაში, მოგვიანებით, თითქმის ბრძოლის დასასრულს სოლოლაკისკენაც წამოვიდა, მათ იოლად გადალახეს ქართველთა მცირე, გამოუცდელი რაზმის წინაალმდეგობა და კოჯრის კართან მოადგნენ ქალაქს. ამინდი წვიმიანი იყო, ბუნება დასტიროდა თბილისის და საქართველოს მომავალს. ატალახებულ მიწაზე ძნელად იკიდებდა ფეხს ცხენიც და ქვეითი მებრძოლიც. „ჩვენ გამოვიარეთ და ვნახეთ, რომ მესამე სანგარზე თვითონ ერეკლე იყო მბრძანებელი და ახლო იყო ჩვენზედ, მხოლოდ ერთი პატარა ხევი და ბაღები განგვყოფდნენ ჩვენ მათგან, და ძალიან ძლიერი იყო ჯარით და ზარბაზნებით და იმ ზევიდამ მცირე ნაწილი ჯარი გავიდა მეორეს მხარეს, სადაც ცოტა რამ ვაკე ადგილი იყო, და უცებ ბაღების თავიდან და ხევიდამ, ორად განჰყოფილი ათასეული ცხენოსანი, და იმოდენიც ქვეითი ჯარი გამოვიდა, და შემდგომად, როგორც შევიტყეთ, ერეკლეს უფროსი შვილი ყოფილიყო და უნდოდა, რომ ჩვენის ჯარის ჯაჭვი (კავშირი) გაეწყვიტა და ყოვლის ძლიერებით ჩვენ დაგვეცა. წინ ერეკლე და შუაში შვილი იყო და შაჰი პირველ წინ მისულს ჯარში იყო“ – აგრძელებს თხრობას იაკუბ ბებუთოვი. ერეკლე პატარა მთის გორიდან დაბლაა ჩამოსული და იბრძვის, სპარსელებმა კი ზარბაზნები და ზამბურაკები უკვე თაბორის ქედის ფერდობებზე ქვემოდანაც აიტანეს და იქიდან ესროდნენ ყუმბარებს ქართველთა სანგრებს. ფიცხელი ბრძოლა მიდიოდა მესამე სანგრის მიდამოებში. გმირულად იბრძოდა ერეკლე, „თუმცაღა იყო ფრიად მოხუცებული, გარნა ბრძოლისა მას შინა, ყოფაქცევა მისი იყო მრავალთა ჭაბუკთაგან სანატრელ" – აღნიშნავდა მისი ვაჟი, ბრძოლის მონაწილე – ვახტანგ ბატონიშვილი. ამ დროისათვის თბილისის დამცველთა რიგებში 2500 მეომარიც არ იქნებოდა დარჩენილი, როცა კრწანისის ველზე სულ ცოტა 20000 სპარსელი მებრძოლი გრძელ ურჩხულად მოიწევდნენ თბილისისაკენ. დანარჩენები კი მთებიდან უტევდნენ ქალაქს. „და იბრძოდეს მეწინავენი მხედრობანი მეფისა საკვირველად“. მეწინავე რაზმის უფროსი, ერეკლეს შვილიშვილი, იოანე ბატონიშვილი ლომგულ გმირად იყო ქცეული და სიმამაცის სასწაულებრივ მაგალითებს აჩვენებდა. მაგრამ თანდათან სუსტდებოდა მოწინავე რაზმი და გმირი მებრძოლები, მომხდურების ტყვიით დაცხრილულნი და ერთი, ათის ხმლით აჩეხილი გმირულად ტოვებდნენ სიცოცხლეს.
![]() |
26 მაჩაბელა |
▲back to top |
ფიცხელ ბრძოლაშია ჩაბმული ერეკლეს ვაჟი – ვახტანგ ბატონიშვილი (მეტსახელად ალმასხანი). მისი რაზმი 11 სექტემბერს შემოვიდა თბილისში და მაშინვე ბრძოლის ველს მიაშურა, მის რაზმში უმამაცესი, რჩეული მეომრები იყვნენ, არაგველნი, ფშავ-ხევსურნი, ქიზიყელნი, რომლებმაც ერეკლეს ერთგულება შეჰფიცეს. მათ თბილისელთა მებრძოლი რაზმიც შეუერთდა. ამ რაზმმა, რომელშიც იყვნენ „კაცნი მამაცნი და მარჯვენი, წინამძღვრად თვისად“ აირჩია „კაცი ვინმე მსახიობი, (რომელსაც საზანდრად უხმობენ), მაჩაბელად წოდებული. მსახიობთა მთელი დასიც გვერდით ახლდა მას. მაჩაბელა, რომლის სახელი და გვარი სამწუხაროდ არაა ცნობილი და ხშირად მისი პიროვნება გმირულად მებრძოლ თავად დავით მაჩაბელში ერევათ „იყო ერთი წარჩინებული მესაკრავეთა და მსახიობთაგან მეფისათა, მუსიყი და კომედიანტი და ესე იყო უფროსი მსახიობთა და ცნობილი იყო სამეფოსა სახლსა შინა. ესე იყო გვარეულობითა და სარწმუნოებითა ქართველი, რომელსაცა სახელს სდებდენ მაჩაბელად“. მაჩაბელას ხელთ დაირა ეპყრა და წინ მოუძლოდა თბილისელ მებრძოლებს. შეერთდენ მაჩაბელას, ფშავ-ხევსურთა, არაგველთა და ქიზიყელთა რაზმები სულ, ალბათ, 1500 მეომრამდე. აღა-მაჰმად-ხანის მრავალრიცხოვანმა მხედრობამ გზა გადაუჭრა და ყოველმხრივ ალყაში მოაქცია იოანე ბატონიშვილის უკვე ძალზე მცირერიცხოვანი რაზმი, ვახტანგის რჩეული რაზმიც ალყაში მოექცა. რაც მთავარია, ახლა ერეკლესაკენ წაიწიეს სპარსელებმა, რომელიც არა და არ სტოვებდა ბროლის ველს, გარშემო ერთგული მებრძოლები ჰყავდა შემოკრებული და ახალგაზრდულად კაფავდა მტერს. კრწანისის ველზე იყო აღა-მაჰმად-ხანიც. თუმცა კი, ზარბაზნის ტყვიით დაშინებული, უკვე მორიდებულად იქცეოდა. ხედავდნენ იოანე და ვახტანგი, რომ საქმე ცუდად იყო, მალე შეიძლება დაღუპულიყვნენ, მაგრამ არც თვითონ ცხრებოდნენ და არც მათი მებრძოლები იხევდნენ უკან. თავს არ ზოგავდნენ იოანე და ვახტანგ ბატონიშვილები, ოთარ ამილახვარი, თამაზ ჯორჯაძე, სვიმონ ჯანდიერი, საქობოს ქევხა (მამასახლისი) ქიზიყელი სინჯია, ივანე მუხრან-ბატონი, ზაქარია ანდრონიკაშვილი, დავით მაჩაბელი, ივანე აბაშიძე და მათი რაზმელები. მათ ირგვლივ დახოცილთა გორები და სისხლის გუბეები დგებოდა თურმე. ახლა უფრო ძლიერად შემოკრა დაირას მაჩაბელამ და ხმამაღალი სიმლერაც მიაყოლა, „უკრავდა მას ზედა შადიანსა, ე. ი. ხმასა მას რომელსაც ლხინსა შინა დაუკვრნენ, ჟამსა შინა უმეტეს სიხარულისასა, ვინაითგან ხმა ესე განამხიარულებდეს მსმენელთა, ხოლო მებრძოლნი ესე იყვნეს მკვირცხლნი (ფეხოსანი – ავტ.). შეერთდა გუნდიცა ესე, გუნდსა მას ფშავ-ხესურთა, არაგველთა და ქიზიყელთა და ჰყვეს მათ ატაკა მტერთა მიმართ და მიიწივნეს ვიდრე დროშებამდე აღა-მაჰმად-ხანისა". „მრავალნი სპარსნთაგანი მოსწყტვნეს წინაშე მისსა.“ როგორც ჩანს, ვახტანგის გმირთა რაზმი უკან დახევის მაგივრად იქით მიეტანა მტერს, იოანემაც თავის თანამებრძოლებით ალყა გაარღვია და ვახტანგის რაზმს შემოუერთდა. გმირულად იხოცებოდნენ თბილისელები, ქიზიყელები, ფშავ-ხევსურნი, სამასი არაგველიდანაც არც ერთს არ შეუხრია წარბი და უკან არ დაუხევია, არაგველნი დაცვის მაგივრად, წინ მიიწევდნენ. ქართველთა სისხლით ირწყვებოდა გარემო. ქართველები სიმღერით ხვდებოდნენ სიკვდილს. მაგრამ ბევრად უფრო მეტი, მტრის სისხლია დაღვრილი ამ ადგილებში. 13 ათასი სპარსელი მებრძოლი დაეცა თბილისის მისადგომებთან. მაჩაბელას შადიანის ხმამ გააათკეცა ქართველთა შემართება და არაგველებმაც პირდაპირ იქით მიაშურეს, სადაც თავად აღა-მაჰმად-ხანი ეგულებოდათ, გაარღვიეს დაცვა და იმ ჯგუფს მიეტანენ, რომელიც გარს ერტყა შაჰს. პროფესორი ვახტანგ გურულის მოსაზრებით, მათ შაჰის მოკვლა უნდა ჰქონოდათ ერეკლესაგან დავალებული. მხოლოდ ეს თუ გადახრიდა ბრძოლის ბედს ქართველთა სასარგებლოდ. ქართველებმა უამრავი ერთგული მებრძოლი დაუხოცეს თვალწინ აღა-მაჰმად-ხანს. „ქიზიყელნი, არაგველნი და ფშავ-ხევსურნი შეუხდეს სპარსთა მხედრობასა მაღალთა მათ კლდიერთა გორათა და მთათა ზედა და ბრძოლეს მათ ესრეთითა სიმხნითა, რომელ კინღა მოსდრიკნეს მხედრობანი სპარსთანი სივლტოლად". შვიდი ერთმანეთს ძმად-გაფიცული ფშავ-ხევსური მტრის რაზმში შევარდა, შიშველი ხელებით ეცნენ მტრის დროშებს, ტარები მუხლზე გადაიმტვრიეს და კბილებით დაუწყეს დროშებს ფხრენა. უშიშრად ცნობილი, გამძვინვარებული აღა-მაჰმად-ხანი, ახლა, ალბათ, შეშინებულიც იყო. ცოტა ხნის წინ ხომ ის ზარბაზნის ტყვიით ცხენმოკლულძირსდანარცხებული, ტალახში ამოსვრილი და სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი, ქართულ მიწაზე ეგდო. „სიყრმითგან ჩემითა ვიდრე აქამომდე სულ ბრძოლაში ვარ და არასადა მიხილავ მე წინააღმდეგნი ვითარ ესე კაცნი ჩემდა მიმართ ჰყოფდნენ ბრძოლასა“. „ეს რა თავზეხელაღებული ხალხი ყოფილაო“ – წარმოთქვა ქართველთაგან ბრძოლაში შეუპოვრობითა და გმირობით განცვიფრებულმა.
![]() |
27 მესამე და მეოთხე სანგართან... |
▲back to top |
„ჭირი მართალთაო ქართველებო, მართალი იყავით დაჭირიც გეწიათ. ეგ თქვენი სისხლი ღმერთთან ღაღადებს!“
თითქმის ერთი საათი ხოცავდნენ, აკავებდნენ და თვითონაც
უტევდნენ მესამე სანგართან, დაახლოებით ახლანდელი ორთაჭალჰესის მოპირდაპირე
ტერიტორიაზე, მტერს ქართველები, თუმცა თავიანთი სიცოცხლის ფასად.
„ესრეთ ერთ საათამდე შეიძლო ირაკლიმ გაძლება ჩვენთან თავის სანგრის წინ და
შემდგომად გამოვიდა, არა გაქცევით, არამედ ომით შევიდა მეოთხე სანგარში და ერთ
საათამდე დარჩა“ – განაგრძობს იაყუბ ბებუთოვი.
„ერეკლე უკან იხევდა, მაგრამ ის იქ მაინც არ დამარცხებულა, რიცხვმრავალი
სპარსელების შემოტევამ ვერ გატეხა ქართველთა წინააღმდეგობა, რასაც მათი არტილერიის
ბრწყინვალე მოქმედებაც ეხმარებოდა“ – ბრძანებს სარგის კაკაბაძე.
„სპარსელებმა, როცა წინ ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარი დაინახეს, თავიანთი
რიცხვობრივი უპირატესობით გათამამებულნი იმ იმედით მიეტანენ მათ, რომ უცებ
შეძლებდნენ ერთი მუჭა ქართველების გასრესას. მაგრამ ერეკლე არ შეშინდა, მეფის
პირადი მაგალითით გამხნევებული და მაჩაბლის (მაჩაბელა) საბრძოლო სიმღერით
აღფრთოვანებული ქართველთა ჯარი კი ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდა. იოანე ბატონიშვილი
და თავადი ჯანდიერ ჯანდიერი სიმამაცის სასწაულებს ახდენდნენ.
სპარსელებმა თითქოს მერყეობაც დაიწყეს, მაგრამ ამ დროს მთებზე მეჯნუნი და მისი
რაზმიც გამოჩნდა. ერეკლეს თავისი უმნიშვნელო რაზმით არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო,
მის წინააღმდეგ სპარსელთა უამრავი ჯარი მოდიოდა და ერეკლე დაითრგუნა მათი
მრავალრიცხოვნებით, მაგრამ მაინც არ გატყდა და შუადღისას სეიდაბადისაკენ დაიხია“ –
აღნიშნავს ს. ქიშმიშევი.
„აღა-მაჰმად-ხანის კორპუსი თბილისში შემოსასვლელ გზაზე იბრძვის, ამ გზას (პირადი
სარდლობით) იცავს ქართველი მეფე, ეს უკანასკნელი მთელი დლის განმავლობაში ბრძოლის
ველზე იმყოფება და მოხერხებულად იყენებს თბილისის მოსადგომებთან არსებულ ხევებსა და
ბორცვებს“ – წერს იასე ცინცაძე.
შეერთდნენ იოანეს მოწინავე და ვახტანგის სარეზერვო რაზმები, მტერს არ უშვებდნენ
თბილისისაკენ, „მაშინ განწირნეს თავნი თვისნი და შეიწირენ მსხვერპლად საყვარელსა
მამულსა თვისასა, წინაშე მეფისა თვისისა სახელოვნად დასთხიეს სისხლნი თვისნი“ –
გვიამბობს თეიმურაზ ბატონიშვილი.
ბრძოლამ თბილისის გალავნის სიახლოვეს (დაახლოებით იქ, სადაც ახლა სამასი არაგველის
მემორიალია) გადმოინაცვლა.
შინდის-ტაბახმელიდან ჩამომავალი გზების, კრწანისის ველის, მტკვრის მარჯვენა
ნაპირებიდან თაბორის ქედის ფერდობებს შორის მოქცეული მიდამოს წვიმისაგან
ატალახებული და სისხლისაგან გაწითლებული მიწა, თბილისის დამცველთა და მომხდური
მტრის გვამებით იყო მოფენილი. დაჭრილთა შემზარავი კვნესა ისმოდა ყოველი მხრიდან,
ძირს ეყარენ დაჭრილი და დახოცილი ბედაურები. უპატრონოდ დარჩენილი ცხენების ჭიხვინი
იკლებდა არემარეს.
![]() |
28 მტრის მიერ ალყაშემორტყმული ერეკლე არ სტოვებს ბრძოლის ველს. |
▲back to top |
მტრის მიერ ალყაშემორტყმული ერეკლე არ სტოვებს ბრძოლის ველს.
ახლა ყველაზე ცუდ დღეში მეფე ერეკლე იყო ჩავარდნილი, თითქმის სრულდებოდა
აღა-მაჰმად-ხანის ერთ-ერთი ძირითადი მიზანიც. მას ხომ ყველაზე მეტად ერეკლეს
ცოცხლად შეპყრობა უნდოდა. ერეკლეს კი ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ერჩივნა. სპარსელები
თანდათან ავიწროებდნენ ქართველებს და იმ ადგილს არტყამდნენ წრეს, სადაც ერეკლე
ეგულებოდათ.
ერეკლე მიუხედავად თავისიანების მრავალი თხოვნისა, მაინც არ გადიოდა ბრძოლის
ველიდან, თუმცა ხედავდა, რომ სხვა გზა აღარ იყო.
კიდევ ერთხელ ბრძანა მისვლა მტერზე მეფემ.
კიდევ ერთხელ სცადა „თავის გამოჩენილ თავად-აზნაურებთან“ ერთად სეიდაბადის
ორღობეებში არ შემოეშვა მტერი და ერთხელაც კიდევ მირეკა ისინი უკან, მაგრამ
დამხმარე ძალა და სხვა რაიმე იმედი არსაიდან იყო. იგრძნო, რომ სამასამდე მებრძოლთან
ერთად თანდათან მჭიდრო ალყაში ექცეოდა, მისი ერთგული მებრძოლების უმეტესობა
დახოცილი ან დაჭრილი იყო. თავიანთი მეფისათვის ნასროლ ტყვიას მკერდს უშვერდნენ
ქართველი გმირი მებრძოლები.
თბილისის გალავნის მისადგომებთან, გმირული თავგანწირვით ებრძოდნენ მრავალრიცხოვან მტერს თბილისის ამ ადგილებში. დამცველები, მათი სისხლით ირწყვებოდა გარემო, მაგრამ ბევრად უფრო მეტი, მტრის სისხლია დაღვრილი კრწანისის ბრძოლა. ტილო.
მხატვარი ნუკრი შავგულიძე.
ერეკლეს ერთგულ „თათრების“ რაზმის მებრძოლებზე კი განსაკუთრებული სისასტიკით
ნადირობდნენ სპარსელები, თითქმის ყველა დაიხოცა მეფის გვერდით.
იოანე ბატონიშვილი და ბიძამისი ვახტანგი, ახლა უკვე თავის თავზე აღარ ფიქრობდნენ.
მოსეული მტრის ალყის გარღვევა ახლა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად კი არა,
ერეკლეს მისაშველებლად უფრო უნდოდათ. მათი მებრძოლების უმეტესობა დახოცილი იყო.
სამასი არაგველი, მაჩაბელას რაზმი და სხვა მრავალი გმირი სიმღერით შეხვდა სიკვდილს.
„იოანემ და ვახტანგმა დაშთობილთა მითთა მათ მხედრობით სიმხნითა თვისითი განაპეს მათ
მხედრობანი მტერთა“, იმ ადგილისაკენ მიიწევდნენ ხმლის ქნევით და გარსშემოსეული
მტრის უმოწყალო ჩეხვით, სადაც ერეკლესა და მის მცირე რაზმს მგლის ხროვასავით
მისეოდა მტერი. ბატონიშვილებმა და მათმა მებრძოლებმა „მრავალი სპარსთაგანი
მოწყვიდეს და თვით მეფის ძენიცა განბასრული იყვნენ სრულიად სისხლსა შინა“.
განსაკუთრებული სიმხნევით იბრძვის იოანე. მისმა შემართებამ და ხმლის სიმარჯვემ
გასჭრა კიდეც.
„მიეხალნეს სპარსნი სადა იგი იმყოფებოდა მეფე და მოუხდეს აღმატებულითა ძლიერებითა
და კნინღა და მოჰკვლიდეს მეფესა, ანუ შეიპყრობდეს“.
ქართველთათვის უმძიმესი წუთები დგება ბრძოლის ველზე. მაგრამ, მიაგდო ცხენი იოანემ
იმ ადგილას, სადაც ის-ისაა ან უნდა შეეპყროთ ან მოეკლათ ერეკლე და „აღმატებულითა და
საკვირველითა გულოვნებითა და სიმხნევითა" ცოცხლად დარჩენილ მებრძოლებთან ერთად
„ეკვეთა მეფის ძე იოვანე მახლობელი პაპისამისის მოსრულთა სპარსთა და უკუნ აქცივნა
და განარინა ხელთაგან მათთა მეფე“.
„მეფის გიორგის ძე ბატონიშვილი ივანე, განუყრელად თავის პაპას ახლდა და ყოველს ომში
იბრძოდა, როგორც უშიშარი გმირი, ბევრჯერ მეფეს ირაკლიზედ სეტყუასავით ტყვია რომ
წამოვიდოდა, ბატონიშვილი ივანე გადაუდგებოდა წინა და თავის გულსა მიუშვერდა“ –
გვიამბობს ალ. ორბელიანი.
იხსნა ერეკლე იოანე ბატონიშვილმა, შეიძლება ეს, იმ წუთში, მთელი საქართველოს ხსნაც
იყო. წარმოიდგინეთ, ერეკლე რომ დაეტყვევებინათ, ეს კიდევ მეტ მძიმე, დამამცირებელ
ტვირთად გვექნებოდა ახლანდელ ქართველებსაც.
ერთგული მებრძოლები წრედ შემოერტყნენ ერეკლეს და თანდათან უკან დახევა დაიწყეს.
თითქმის ძალით წაიყვანეს ერეკლე ქალაქში შესასვლელი კარისაკენ.
* * *
ბრძოლები სეიდაბადის ბაღებში გრძელდებოდა. სპარსელები დაქვეითდნენ, სეიდაბადის
ბაღებში ხეებს ამოეფარნენ და თოფები დაუშინეს ქართველებს.
ახლა ალექსანდრე ორბელიანს მოვუსმინოთ:
–„ოცი დაქვეითებული ყიზილბაში ერთ ქართველს ესროდა თოფს და თუმცა ქართველებიც
უტევდნენ, მაგრამ, უნამეტნავესი ქართველები დაიხოცნენ და აქ დაიგდეს თავი, იმ
გაცეცხლებულს ომში.
აბანოს კართან სამასი კაცი ძლივს ჩამოჰყვა მეფეს: ჭირი მართალთაო. ქართველებო,
მართალი იყავით და ჭირიც გეწიათ. ეგ თქვენი სისხლი ღმერთთან ღაღადებს...“
ერეკლე თბილისში შემოვიდა. სამასამდე სისხლში ამოსვრილი მებრძოლი შემოჰყვა ქალაქში.
დანარჩენ მებრძოლთა დიდი უმეტესობა ცოცხალი აღარ იყო.
მტერიც ფეხდაფეხ მიჰყვა, თუმცა კი სეიდაბადის ბალღების ორღობეებში სწრაფი
გადაადგილების შეეშინდათ და დაახლოებით ნახევარი საათის დაყოვნების შემდეგ მიადგნენ
თბილისის გალავანს.
ახლა კი, დაჭრილთა კვნესისა და სასიკვდილო ხრიალის ხმა ისევ ზარბაზნების გრგვინვამ
გადაფარა, ისევ აგრიალდა ზარბაზნები. ეს ქალაქის ციხის არტილერია იყო, ციხის თავი,
სომეხი აღალუა თავის მეზარბაზნეებთან ერთად ახლა ნარიყალის ბურჯებზე მდგომი
ზარბაზნებიდან აყრიდა ყუმბარებს თბილისის კართან მოსულ მტერს.
„ტფილისის ციხით სეიდაბადის გადმოსასვლელთა გზათა ზედა ესროდა სპარსთა, რათა ვერა
უძლონ შემოსვლა ტფილისს და მრავალნი მტერნი მოსწყვიტეს მით“.
მცირე დროით მაინც შეაჩერეს მტერი თბილისის დამცველმა მეზარბაზნეებმა, მრავალი
სპარსელი გაიჟლიტა ნარიყალის ძირში, აბანოს კართან, მაგრამ ეს ქართველ
მეზარბაზნეებს სიცოცხლის ფასად დაუჯდათ.
სოლოლაკის ქედზე გადმოსულმა და ნარიყალას შესეულმა სპარსელებმა, საბოლოოდ
გაანადგურეს ქართული არტილერია.
„როცა გამოიდარა და ქართველების ჯარის სიმცირე აშკარა შეიქმნა, მაშინ სპარსელების
მთელი ჯარი დიდი ყვირილით დაიძრა წინ და როგორც ჩალის მცირე ღეროს აიტაცებს
ქარიშხალი, მოედვა ქართველების ჯარს, გადააგდო ის სიმაგრეებიდან და შევარდა
ქალაქში“ – წერდა ტერ ოჰანეს ვოსკენჩიანცი.
![]() |
29 ძალით გაიყვანეს ბრძოლიდან ერეკლე... |
▲back to top |
„რატომ ღმერთმა ჩემი თავი მაშინვე ომში არ მოაკვლევინა!
რა კარგი ბედნიერი სიკვდილი იქნებოდა ჩემთვის“.
ვინ იცის, რას ფიქრობდა ამ დროს თბილისში შემოსული, ცხენზე მჯდომი, თავჩაქინდრული და შუბლზე ფაფახჩამოწეული 75 წლის მეფე. აზიაში სახელგანთქმულ და ევროპაში ცნობილ „აშვებულ ლომს" „აღმოსავლეთის დიდ გმირს“, უძლეველ ღერკულესს, რომელზედაც პრუსიის ძლევამოსილი და ამაყი მეფე ფრიდრიხ I ამბობდა „ევროპაში მე ვარ და აზიაში ერეკლეო" თბილისი მტრისათვის უნდა დაეტოვებინა. სოლომონი და ერეკლე ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს, მერე კი ბაბუა და შვილიშვილი, დამწუხრებულნი ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ორმა ქართველმა მეფემ, ქართლ-კახეთისამ და იმერეთისამ დასტოვა დედაქალაქი.
სოლომონი დიღმის კარით გავიდა და ქართლის გავლით, თავის ცოცხლად გადარჩენილ მებრძოლებთან ერთად იმერეთს მიაშურა.
ერეკლე და მისი თანმხლებნი ავლაბრის ხიდისკენ წავიდნენ. მეფის სასახლის დაცვის უფროსი, „ქეშიკჩიბაში"“ თამაზ ჯორჯაძე მეფის სასახლისაკენ გავარდა, მეფისათვის საჭირო ნივთებით სავსე ხურჯინი გამოიტანა, ხმლის ქნევით იგერიებდა მტერს, გამოაჭენა ცხენი და ისევ მეფეს ეახლა. თავჩაქინდრულ ერეკლეს თითქოს სიზმარში ესმოდა თავისი ხალხის გოდება და ტირილი. 15 წლისა იყო ერეკლე, როდესაც მისი სარდლობით კახელების რაზმმა, ქიზიყის სოფლების დამრბევი, ლეკის მრავალრიცხოვანი ჯარი დაამარცხა. მაშინ, ნეიშნის მინდორზე, ერეკლე პირველი შევარდა მტრის შუაგულში და მათი ბელადი მოკლა. იმის მერე ხმალი ხელიდან არ გაუგდია გმირ პატარა კახს. სად არ უომნია, ასობით ბრძოლა გამოუვლია და გაუმარჯვნია, ორჯერსამჯერ თუ დამარცხდა, არც მაშინ სჭამა მტრის ჯავრი. ვინც კი იცნობდა, ყველა, თუნდაც მტერი, ქედს უხრიდა გმირ მეფეს. არც მტრის სიმრავლეს არასდროს შეუშინებია. ასეთ მძიმე დღეში კი არასდროს ყოფილა ლომგული მეომარი. სასოწარკვეთილი თბილისელები მუხლზე დაჩოქილი ევედრებოდნენ ერეკლეს, რომ არ მიეტოვებინა მათ პატრონს ისინი. დაჭრილთა გმინვაც ისმოდა ქალაქში, აქა-იქ ცეცხლის ალიც ავარდა, თანდათან კვამლში ეხვეოდა თბილისი, რომელშიც ბოლო 50 წლის განმავლობაში ერეკლემ მტერს ფეხი არ შემოადგმევინა, გაამაგრა და აღაშენა ქალაქი, რომლის მოსახლეობაც ოცდაათი ათას მცხოვრებზე მეტი იყო. ავლაბრის ხიდთან ლოცვა აღავლინა ერეკლემ. მხურვალედ ილოცა წმინდა აბოს ნეშტთან. ომის წინ, ქვათახევიდან ჩამოტანილ წმინდა ესტატეს მუმიფიცირებულ ნაწილებსაც დაუჩოქა და შეავედრა თავისი ქრისტესათვის ტანჯული ხალხი. თანაც შენდობას სთხოვდა ღმერთს იმისათვის, რომ ვერ დაიცვა თავისი ქალაქი. ლოცვა დაამთავრა. ცხენზე შეჯდა ერეკლე და თანდათან, ნელი სვლით გაშორდა ავლაბრის ხიდს. უცებ, წამიერად, თვალთ დაუბნელდა მეფეს. გონებაში კი რაღაცამ ცეცხლივით გაუელვა. ეს რა ხდებოდა... მთელი თავისი განვლილი ცხოვრება წარმოუდგა თვალწინ... რაც ახლა ხდებოდა მის თავს, ამის ღირსი არ იყო არც ერეკლე და არც მისი მრავალნატანჯი ერი... თბილისის დატოვება, თავისი ხალხის გულმხურვალედ მოყვარული და დამარცხებას შეუჩვეველი მეფისათვის სიკვდილის ტოლფასი იყო. აიტ დედასა... თვალთ გაუნათდა ისევ და... აბანოს კარით თბილისში შემოსული მტრის რაზმები დაინახა, ცეცხლის კვამლის ფონზე. რაღაც არაადამიანური ხმა აღმოხდა, ალბათ, თავს გადამხდარ ომებში არაერთხელ წამოძახებული, თავის თანამებრძოლების გასამხნევებელი „ჰკა მაგ წუნკლებსო“ უნდოდა ხმამაღლა დაეყვირა. ცხენს ალვირი მოქაჩა, ყალყზე შეაყენა და ქალაქისაკენ შემოაბრუნა. ნებით თუ უნებურად ხმალს მიეტანა და უეცრად, სისხლიანი ხმალი ქარქაშიდან ამოაძრო. არა არ დათმობს ერეკლე და თუ დათმო ამას სიკვდილი სჯობს. იმავ წუთში, ალბათ, თავის მოკვლა გადაწყვიტა.. ოღონდ უბრალოდ არა, გმირულად უნდოდა შეკვდომოდა მტერს. ხმალამოღებულმა ცხენს დეზი ჰკრა და ის იყო, უკან ქალაქისაკენ დაუპირა გაჭენება, რომ... აქ კი მოასწრეს მისმა ერთგულმა თანმხლებმა თანამებრძოლებმა, რომელთაც ერთი წუთითაც არ უფიქრიათ გვერდიდან მოშორებოდნენ თავის მეფეს და წინ გადაუდგნენ მის ამგვარ საქციელს. იოანე მუხრანბატონმა ცხენის აღვირს უტაცა ხელი, შემოაბრუნა მეფის ბედაური, წინ თავისი ვაჟი, ვახტანგი დაუდგა, ლუარსაბ ვაჩნაძე და შიოშ თუმანიშვილიც არ შორდებოდნენ მეფეს. მეორე მხრიდან იოანე ბატონიშვილმა არ დაუტოვა პაპას გასაქცევი გზა, სიძემ, ზაქარია ანდრონიკაშვილმა კი მათრახი გადაუჭირა ერეკლეს ყარაბაღულ ცხენს და საჩქაროდ „გაარბენინეს გულმოკლული ერეკლე“.
![]() |
30 მთიულეთისაკენ... |
▲back to top |
150 საუკეთესო მებრძოლი, სისხლში ამოსვრილი და მათ შორის ბევრი დაჭრილი, სიკვდილს სასწაულებრივ გადარჩენილნი, გვერდიდან არ მოშორებიან მეფეს. მეფის მცირე რაზმი მახათას მიმართულებით წავიდა და იალნოს ქედზე გადავლით კახეთში აპირებდნენ გადასვლას, მაგრამ ალ. ორბელიანის ცნობით ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა ხანმა თავისი კაცი დააწია მახათასთან მისულ ერეკლეს და ამ გზით წასვლის საშიშროება აუწყა, თანაც გააფრთხილა – დიდი ჯარი აპირებს შენს დადევნებას და საჩქაროდ წადი უფრო საიმედო ადგილზეო. ერეკლეს ერთგულმა, თბილისელმა მაჰმადიანმა, ალავერდბეგ ედიგარაშვილმა, რომლის ცოლიც – ნაბათ ხანუმი, დარეჯან დედოფალს ახლდა ანანურში, ალ. ორბელიანის მონათხრობით, გზა აუბნია ერეკლეს დადევნებულ სპარსელების რაზმს. სპარსულ ტანსაცმელში გამოწყობილს და თავგადაპარსულს, თათრის კიკინები ჰქონდა და სპარსელისაგან ვერ გაარჩევდა კაცი. ის წინ დახვდა მდევრებს და სუფთა სპარსულით გაესაუბრა მათ. მოატყუა ისინი, რომ თავადაც აღა-მაჰმად-ხანის მებრძოლი იყო და სულ სხვა მიმართულებით გაუშვა ერეკლეს დასაჭერად. თავად კი ავლაბრის ხიდზე გაარბენინა ცხენი და მახათასთან მიეწია ერეკლეს. ალ. ორბელიანის ნაამბობიდან ჩანს, რომ მახათას ძირში მისულმა ერეკლემ კიდევ ერთხელ მიმართა თავისიანებს. „ოჰ ღმერთო, რასა ვხედავ და ან რა ხმა მესმის? ჩემო საყვარელო შვილებო, მე თქვენსა ამაღლებას ვცდილობდი, მე თქვენის ბედნიერებისათვის ვზრუნავდი, თქვენი მცირე მწუხარება ჩემთვის სასიკვდილო იყო და სიხარული ბედნიერება!.. ნაცვლად თქვენის დღესასწავულისა დღეს საშინელება ტრიალებს თქვენზე... – ჩემო ძმებო. ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო ამხანაგებო, ჩემო საყვარლებო და ჩემო სასურველებო! მე თქვენთვის უნდა მოვმკვდარიყავ და თქვენ ჩემთვის იხოცებით. აბა რალას მეფე ვარ, რით დაგიფარეთ?" „რატომ ღმერთმა ჩემი თავი მაშინვე ომში არ მოაკვლევინა“. „რა კარგი ბედნიერი სიკვდილი იქნებოდა ჩემთვის!“ ყველა იქ მყოფ, სამშობლოსათვის ბრძოლებში გამოწრთობილ და წარბშეუხრელ ვაჟკაცს ცრემლები მოადგა თვალზე. საგურამოსაკენ დაიძრა ერეკლე, ღამე იქ შეისვენეს, მეორე ლამე დუშეთში გაათიეს, ხოლო მესამე დღეს ანანურში ავიდნენ. აქვე, ციხესთან ახლოს ბატატანთ კარში იყო მეფის ხიზანი დაბანაკებული.
![]() |
31 აღა-მაჰმად-ხანი თბილისის გალავნის კარებს მოადგა... |
▲back to top |
წავკისის წყლის ხევზე გადებულ, თბილისის გალავნში აბანოს კარით შემოსასვლელ პატარა ხიდთან მომდგარ აღა-მაჰმადხანს რამდენიმე თბილისელი წარჩინებული მაჰმადიანი მიეგება. წინ მოლები მოდიოდნენ ყურანით ხელში. შაჰის ცხენის ფეხქვეშ ცხვრები დაკლეს და მორჩილებით თხოვეს დაენდო თბილისი. მაგრამ დაუნდობელი იყო აღა-მაჰმად-ხანი, ერთხელ გამძვინვარებულმა თავისი ღვიძლი ძმაც კი მოაკვლევინა მხლებლებს. ერთ-ერთი სპარსული ქალაქის, ქერმანის აღების შემდეგ კი, რადგან ქალაქის მცხოვრებნი არ დაემორჩილნენ, ბრძანა თვალები დაეთხარათ ყველა მამაკაცისათვის. 20 ათასი წყვილი თვალი მიურთმევიათ მაშინ მის ჯარისკაცებს ალღა-მაჰმად-ხანისათვის. გულქვა შაჰმა მაშინვე განაცხადა, რომ თბილისი ურჩობისათვის სასტიკად დაისჯებოდა. სპარსელთა ჯარი ხმამაღალი ღრიალით არბევდა თბილისს, მათ ქალაქის ძარცვა ნებადართული ჰქონდათ. შაჰს გამარჯვებას ულოცავდნენ მისიანები, „მე ვიდრე ორმოცდაათამდის გამიმარჯვნია, მაგრამ ყოველზედ დიდი ეს არისო" – უთქვამს შაჰს. განჯელმა „ჯავათ-ხანმა ოცი ქალი და თორმეტი ყმაწვილი ვაჟი, ათისა და თორმეტი წლისანი მოართვა შაჰსა, რომელთა ტირილი და გლეჯა კაცისაგულსა სცვეთდა და სწობდა მათი საცოდაობა". თბილისს ცეცხლის ალი ედებოდა. ს. ქიშმიშევის მონათხრობით – პირველად ეკლესიებს მიეტანენ სპარსელები. ქართულ და სომხურ ეკლესიებში შეხიზნული ხალხი მთლიანად გაჟლიტეს, არ ინდობდნენ ბავშვებსაც. დიდძალი ოქრო წაიღეს სომხური ეკლესიების სამალავებიდან. დაანგრიეს კათოლიკური ეკლესია. შიიტების სალოცავი მეჩეთიც არ დაინდეს და იქ შეფარებულები დახოცეს. მხოლოდ 12-15 წლის ბავშვები არ დახოცეს და დატყვევებულნი საჩუქრად მიჰგვარეს შაჰს. ამბობენ – თბილისში შესულმა აღა-მაჰმად-ხანმა პირველად გოგირდის აბანოებს მიაკითხა და იბანავაო. უნდოდა თავისი სენი მოეშორებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა საჭურის შაჰს და მეორე დღეს აბანოების დანგრევა ბრძანა. „ასეთი სასახლე მეც კი არა მაქვსო“ უთქვამს აღა-მაჰმადხანს, როცა ერეკლეს ულამაზესი, სამსართულიანი სასახლე ნახა, ეზოში მარმარილოს ლომები „თვლემდნენ“", შადრევნები ამშვენებდნენ გარემოს, მარტო მესამე სართულზე 32 ოთახი ყოფილა. აღა-მაჰმად-ხანმა ბრძანა სასახლის ნანგრევებიდან პატარა გორა აეგოთ, მასზე ასულს, უნდოდა დამტკბარიყო აკლებული და დამწვარი თბილისის ცქერით. სასახლიდან დიდი სიმდიდრე იქნა გატაცებული, გაიტაცეს სამეფო ხაზინა, მერე კი აუსრულეს სურვილი აღა-მაჰმად-ხანს და მართლაც დადგეს პატარა გორა სასახლის ნანგრევებიდან. მტერი ძირითადად კარგ შენობებს ეტანებოდა. განადგურდა ამილახვრების, აბაშიძეების, თუმანიშვილების, მელიქიშვილების, ხერხეულიძეების, თაქთაქიშვილების, ფალავანდიშვილების, სუმბათაშვილების კუთვნილი ლამაზი შენობებიც. შიგნიდან დაიწვა სიონიც. დაანგრიეს სიონის სამრეკლო. დაინგრა თოფხანა, სადაც ზარბაზნების ჩამოსხმა მიმდინარეობდა, სტამბა, აბანოები, ზარაფხანა, განადგურდა წიგნთსაცავები, სხვადასხვა მცირე საწარმოები, ჩაინგრა ავლაბრის ხიდი. ქართველი და სომეხი მღვდლები შეიპყრეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და მეტეხის კლდიდან მტკვარში გადმოყარეს. ავლაბრის ხიდთან მიყარეს ტყვეები და უბრძანეს ფეხით გაეთელათ ქვათახევიდან ჩამოტანილი წმინდა ესტატეს სასწაულმოქმედი წმინდა ნაწილები. არც ერთმა დატყვევებულმა ქართველმა და სომეხმა არ იკადრა ამის გაკეთება, ეს მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ, კედლიდან წყალში გადაყარეს ისინი. ქალაქის ბაზრებზე ტყვეებით გაცხოველებული ვაჭრობა მიდიოდა. იყიდებოდნენ ახალგაზრდა ქართველი ქალები, გოგონები და ბიჭუნები. ჩვილ ბავშვიანი დედები ნაკლებად ფასობდნენ, რადგან პატარა ბავშვი ძნელადგასაზრდელი იყო, მათი პატრონი სპარსელები იმით იიოლებდნენ საქმეს, რომ დედების თვალწინ ხმლით კაფავდნენ პატარებს. ქალაქში თავმოჭრილი ადამიანების გვამები ეყარა, თაგან მხოლოდ ღონემიხდილ მოხუცებს თუ ნახავდით. მალკოლმის ცნობა მოჰყავს ქიშმიშევს – ერთი ულამაზესი ქართველი ქალი ტყვედ ჩაუგდია სპარსელს და უთხოვნია მისთვის შეეცვალა სარწმუნოება, მაგრამ ყოველ ასეთ თხოვნაზე ქალს ჯიბიდან პატარა ხატი ამოჰქონდა და ისეთი გულამოსკვნილი ლოცულობდა, რომ კინაღამ თავად მის დამტყვევებელს გადააწყვეტინა გაქრისტიანება. „ავდარი, წვიმა და ტალახი იყო რადგან შვიდეულსა უმეტეს-ცა ჟამსა იყო წვიმა გადაუღებელი“. თბილისისა და მისი გარემოს მცხოვრებნი გრძელ მწკრივად მიჰყვებოდნენ სასიცოცხლო გზას მთიულეთისაკენ. „უამრავი ხალხი იყო დუმილით და სწრაფად მიმავალი, ანანურიდან მუხრა– ცოცხალნამდე ვერსად იხილავდი გზასა ცარიელსა". იგონებდა იოანე ქართველიშვილი. ამის წამკითხველს, უნებურად გაგახსენდება თოვლსა და ყინვაში კოდორისაკენ გრძელ მწკრივად მიმავალი ხალხი, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ისჯებოდნენ, რომ ქართველები იყვნენ. გზაში ყაჩალების ჯგუფები არბევდნენ დევნილებს, არავის ინდობდნენ, თვით ვახტანგ ბატონიშვილის და ზაქარია ანდრონიკაშვილის ტვირთიც კი გაიტაცეს. ბევრი ავაზაკი დააჭერინა და სასტიკად დასაჯა ერეკლემ ამ დღეებში. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს სიონის დეკანოზი იოანე ოსეშვილი-მიქაძე. ეს გახლავთ, 1786 წელს ლეკების მიერ მოკლული იესე ბარათაშვილის ძმა. იოანე თავისი ქადაგებებით ცნობილი, განათლებული სასულიერო მოღვაწე იყო, მან თავი გადადო და სიონიდან ჩუმად გამოიტანა ლვთისმშობლის უწმინდესი ხატი, დამალა ურემში და შემდეგ მთიულეთისაკენ, კაიშაურში წაილო. ხელთუქმნელი ანჩისხატის ტაძრის ხატი გადაარჩინა დეკანოზმა სოლომონმა, რომელმაც ეს ხატი მცხეთამდე ზურგით ატარა, აქედან კი მთიულეთისაკენ გააპარეს. თბილისელები წინააღმდეგობას არ წყვეტდნენ და ქალაქშიც ებრძოდნენ მტერს. თეიმურაზ ბატონიშვილი წერდა – „ხოლო ტფილისსა შინა მცხოვრებთაგან მრავალსა ადგილსა განამაგრეს სახლნი და ქუჩანი და მრავალნი სპარსნი მოსწყვიტნენ“. თავად აღა-მაჰმად-ხანი თავდასხმის შიშით თბილისში დიდხანს არ რჩებოდა. ის სოღანლუღის ბანაკში ათევდა ღამეს. მაგრამ ძალა აღმართს ხნავსო და... ათასობით თბილისელი, ქრისტიანი თუ მუსლიმი წაასხეს სპარსელებმა ტყვედ თავის ბანაკში. სოღანლუღში დააბინავეს და წასაყვანად ამზადებდნენ. „ტყვეების ლაღადი ესოდენ სასტიკი იყო, რომ იტყოდი – მეორედ მოსვლა არისო“.
„საჭმლის ნაკლებობისათვის გავედით თბილისიდამ, არა თუ ვითარცა მძლეველნი მხედრობანი, არამედ ვითარცა დედა-კაცნი, არ იყო ბანაკი, და იყო დედა-კაცთა სამყოფი, იტყოდი, რომ თუ ბანაკში უმეტესნი დედა და ყმაწვილნი იდნენ, ვიდრე რომ მხედარნი, და არათუ მარტო თბილისი, არამედ მისი გარემო უბედური გახადეს“. იგონებდა სპარსელთა ქცევით უკმაყოფილო, ქრისტიანი იაკობ ბებუთოვი, რომელიც მტრის ბანაკში იყო, მაგრამ მაინც შეაწუხა მისი სინდისი ქრისტიანთა ტანჯვამ.
ძალაგამოცლილი ქართველები კიდევ ერთხელ შეეცადნენ კარის წინ, წავკისისწყალზე გადებულ ხიდზე გააფთრებით
შეუტიენ სპარსელებს
კრწანისის ბრძოლა. ტილო. მხატვარი ნუკრი შავგულიძე.
![]() |
32 განადგურებას გადარჩა სვეტიცხოველი |
▲back to top |
აღა-მაჰმად-ხანმა მაინც ვერა და ვერ მოიოხა გული. ჯერ კიდევ ვერ შეისრულა თავისი დიდი ხნის ნატვრა. ერეკლე ჯერ არ ჰყავდა შეპყრობილი. ამ მიზნით თავისი ერთ-ერთი სარდალი, ნახჭევნის ხანი – ქანგარლუ ქალბალი-ხანი მოიხმო და 8 ათასკაციან დამსჯელ რაზმს ჩაუყენა სათავეში. თან დატყვევებული მეფის საზანდარი, აღაჯან ყულამანის შვილი გაატანა გზის მაჩვენებლად და მეფის შეპყრობა უბრძანა. 14 სექტემბერს ქალ-ბალი-ხანი მცხეთას მიადგა, აქ მან ჯარი ორ ნაწილად გაჰყო, ერთი ნაწილი გორისაკენ გაუშვა, მეორეს თვითონ ჩაუდგა სათავეში, არაგვი გადალახა და საგურამოდან ჟინვალის გავლით დაიძრა ანანურისაკენ. სპარსელების ჯარი ძირთადად დაუნდობელ, ნახევრად ველურ ბრბოს წარმოადგენდა, მაგრამ იქაც ყოფილან რაინდული სულის ადამიანები, ასეთი გამოდგა ქალბალი-ხანიც. მას ერეკლესაგან ძველი თანადგომაც ახსოვდა. 1786 წელს მოწინააღმდეგეთა მიერ ნახჭევანიდან გაძევებულ ქალბალი-ხანს ერეკლემ ჯარი მიაშველა და ნახჭევნის ხანობა დაუბრუნა. თეიმურაზ ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ როდესაც სპარსელები მცხეთას მიადგნენ ეკლესიების გაძარცვა, დაწვა და განადგურება მოინდომეს. პირველ ყოვლისა, სვეტიცხოველი ამოიღეს მიზანში და გამძვინვარებულნი შეესიენ. მათ წინ გადაუდგათ ქალბალი-ხანი და თავის მეომრებს მიმართა „არა ჯერ არს, სადა იგი არს თაყვანის საცემელი ღმთისა, შეურაცხ-ყოფად და არცა სამრხო მეფეთა და განდევნა იგინი გარეთ“.
![]() |
33 განადგურებას გადარჩა სვეტიცხოველი. |
▲back to top |
გორისაკენ წასული მტრის რაზმი, გზად ყველაფერს ანადგურებდა, ცეცხლს მისცეს მუხრანი, სამთავისი, ჭალა, შავშვები და ტირიფონა. „და ვერცა ერთსა ადგილსა ვერა რაი ჰპოვეს და ვერცა თუ კაცი ერთი გინა პირუტყვი" მოსახლეობა მთლიანად გახიზნული იყო. გორელებმა ძნელად მისადგომ გორის ციხეს შეაფარეს თავი. ცხინვალამდე მიაღწიეს სპარსელებმა. იქედან წამოსულებმა, სამთავისის მიდამოებში შეხიზნული ყაზახისა და შამშადილის მუსლიმ მოსახლეობას დაუწყეს დევნა და განადგურება. ერთი სასწაულებრივი ამბავი სოფელ ჭალაშიც მომხდარა. სოფლის საყდრის კარი მოძღვარს ღია დარჩენია. „მრავალ ხატთან და ოქროთი და პატიოსანი თვლებით შემკობილ ჯვრებთან ერთად აქ ინახებოდა ჯვარი პატიოსანი ქმნილი მეფისაგან ვახტანგ გორგასლანისა“. მტერმა ისე გაიარა სოფელი ჭალა, რომ „არ რა იყო არც წაღებული, არც წაწყმედილი“. აქედან სპარსელები ლამისყანისაკენ დაიძრნენ, აქ კი წინ იოანე ბატონიშვილი გადაუდგათ, რომელსაც ქსნის საერისთავო ებარა. კრწანისის გმირი იოანე თავისი მცირე ჯარით მიეტანა სპარსელებს, დაამარცხა და გაჰფანტა ისინი.
![]() |
34 ორასი შამშადილელი მუსლიმი მეომარი და 300 ქრისტიანი ფშავ-ხევსური საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ. |
▲back to top |
ანანურისაკენ წასული ქალბალი-ხანის ჯარი ჟინვალამდე მივიდა, აქაც დაცარიელებული დახვდათ გარემო. ამ მიდამოებში ერეკლეს ნებართვით, თავისი ხალხითა და აქეთ გადმორეკილი საქონლით, მომთაბარეობდა შამშადილელი ალი-სულთანი, „ჩინებული კაცი და მეფისა ირაკლის მიერ დიდად პატივცემული და მისანდო და იგიცა დიდად ერთგული მეფისა“. ალი-სულთანს თან ორასი ცხენოსანი მებრძოლი ახლდა. ამავე დროს თბილისისაკენ მოიჩქაროდა სამასი ხევსური. „სამასამდე ხევსურნი ქვეითნი კაცნი ხევსურეთით მომავალ იქმნენ ტფილისად“ – გვიამბობს თეიმურაზ ბატონიშვილი. მათ გვიან გაიგეს თბილისზე მტრის თავდასხმის ამბავი და ერეკლეს დასახმარებლად მოდიოდნენ, თუმცა კი გზაში აცდნენ ერეკლესა და მის რაზმს. ხევსურებმა ერეკლეს დამარცხება ალი-სულთანისაგან შეიტყვეს (ესეც მაშინდელი საქართველოს მოხერხებულ კავშირგაბმულობაზე მეტყველებს). ასე, რომ სამასი ქვეითი ხევსური და ალი-სულთანის ორასკაციანი ცხენოსან მებრძოლთა რაზმი უცებ ოთხიათასი სპარსელი მებრძოლის პირისპირ აღმოჩნდნენ. ხევსურებმა ომში გამოცდილ სარდალს და სპარსელთა საომარი ჩვევების კარგ მცოდნეს ალი-სულთანს მიმართეს „გავერთიანდეთ და გვისარდლე, როგორც ერეკლეს ერთგულმაო. ერთად შევებრძოლოთ მტერსო, ამით შენი მხედრობაც და შენი ხალხიც გადარჩებაო“. მტერს შეუტიეს ორასმა შამშადილელმა მუსლიმმა და სამასმა ქრისტიანმა ფშავ-ხევსურმა. მათთვის ნაცნობ და საომრად ხელსაყრელ არაგვის ვიწრო ხეობებში მიეტანენ ოთხიათას სპარსელს, „ჰყვეს ბრძოლა ფიცხელი სპარსთა მიმართ“, დაამარცხეს და თითქმის განახევრებული მათი ჯარი უკან გამოჰყარეს. ბევრიც დაატყვევეს და ანანურში მიჰგვარეს ერეკლეს. ქალბალი-ხანი დამარცხებული დაბრუნდა აღლღა-მაჰმად-ხანთან. ამან საგონებელში ჩააგდო აღა-მაჰმად-ხანი. დატყვევებული ერეკლეს ნაცვლად მას ნახევრად განადგურებული ჯარი დაუბრუნდა უკან.
![]() |
35 სპარსელები გადიან განადგურებული თბილისიდან. |
▲back to top |
სპარსელები გადიან განადგურებული თბილისიდან.
„გავედით თბილისიდამ, არა თუ ვითარცა მძლეველნი მხედრობანი, არამედ ვითარცა დედა-კაცნი.“
ერეკლემ ანანურში ასვლიდან მეორე დღესვე დაიბარა ერთგული თავად-აზნაურები და ჯარის შეკრება დაიწყო.
აღა-მაჰმად-ხანი შეეცადა ერეკლესთან საზავო მოლაპარაკება ეწარმოებინა, მაგრამ ეს მცდელობა ჩაიშალა. შაჰმა იფიქრა,
„ერეკლემ რაიმე ხრიკი არ ამიტეხოსო“ მას უნდოდა გამარჯევებულის სახელით დაეტოვებინა საქართველო.
ამავე დროს არც სპარსეთიდან მოდიოდა მისთვის საიმედო ამბები, ცნობა მიღო, რომ ხორასანში მის წინაალმდეგ აჯანყება იწყებოდა, ამიტომ გადაწყვიტა დროზე წასულიყო თბილისიდან.
ათასობით ტყვე წაიყვანეს სპარსელებმა. ნაძარცვით დატვირთული მტრის ჯარი სოღანლულიდან 20 სექტემბერს დაიძრა და განჯის გავლით სპარსეთისაკენ გაუდგა გზას.
„ბანაკი აიყარა ერევნის მხარეს წასასვლელად და ეს ამბები შეეტყოთ მცხოვრებთა, აყრილიყვნენ და გაფანტულიყვნენ მთებისაკენ, და ჩვენ გავივლიდით ხოლმე ცარიელს სოფლებში და, რასაც სულდგომულს ცხოველს ვნახავდით, ვართმევდით და ვჭამდით და სიცივის გამო სახლების ძელები და ჭერი გვათბობდა.
ზამთრის პირი იყო, ოდეს მივედით თავრიზსა, და ერევანი, ნახჩევანი და მარანდა დავუტევეთ ავერანებული და ჩვენ აქ შევიტყეთ, როდესაც შაჰი თბილისში იყო, რომ ხორასანი გადამდგარიყო, და ამისთვის შაჰმა აღარ ინდომა ყარაბაღლზედ მისვლა, რომ არ დაუგვიანდეს და თვითონ ამბობდა სტუმრად მივდივარ სარდალთან. ჩვენ გვიმალამდა და ცოტა რამ ხანი დარჩა თავრიზს, აიყარა და წავიდა თეირანს. მე და ჩემს ხელში მყოფი ჯარი დავრჩით თავრიზსა" ასე ამთავრებს თხრობას იაკობ ბებუთოვი.
ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ არც აღა-მაჰმად-ხანი გამოიყურებოდა როგორც გამარჯვებული.
მართალია, ქართველები სასტიკად დამარცხდნენ, მაგრამ ერეკლე და მისი ქვეყანა არ იყვნენ საბოლოოდ წელში გატეხილები და ქართლ-კახეთსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა სიცოცხლის უნარი, დაიწყეს თბილისის აღდგენა.
1796 წლის აპრილში ერეკლემ ალექსანდრე და დავით ბატონიშვილები უსარდლა ჯარს, თავადაც უკან მიჰყვა, იბრაჰიმ-ხათან ერთად ქართველებმა დაამარცხეს და დასაჯეს განჯის ხანი ჯავადი. ათასზე მეტი ქრისტიანი თუ მუსლიმი ტყვე დააბრუნეს თბილისში განჯიდან.
![]() |
36 გავრცელებული ტყუილი თუ მართალი ქართლ-კახეთის სამეფოზე და მის მეფეზე |
▲back to top |
„ერეკლესდროინდელი თბილისი ამიერკავკასიიური დლტურული ცენტრი იყო, აქ თავს იყრიდნენ ამიერკავკასიის კულტურის თვალსაჩინო მოღვაწენი" – გვიამბობენ მ. ქიქოძე და ქ. ჩატარაშვილი „საქართველოს ისტორიის ნარკვევებში“. ალ. ორბელიანს თავის წერილებში მოჰყავს თანამედროვის სიტყვები: „სწორედ ვიტყვი თუ მეფეს ირაკლის ის უბედურება არ შემთხვეოდა, აღა-მაჰმად-ხანისაგან ამ ქალაქის აღება, მეფე ირაკლის წმინდა ნაწილებად დასჭრიდნენ საქართველოს ხალხიო, შესანახად“. 14 სექტემბერს ერეკლემ გუდოვიჩს ასეთი წერილი მისწერა „ჩვენ რომ ყოვლად მოწყალე დედოფლის (ეკატერინე II. ავტ.) მიერ დაიმედებული არ ვყოფილიყავით, და, დარწმუნებული არ ვყოფილიყავით თქვენს დახმარებაში, მაშინ სხვა მხრიდან მოწვეული ჯარებით აღა-მაჰმად-ხანს წინ აღვუდგებოდით, ანდა სხვა ხერხით დავიცავდით ჩვენს სამეფოს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით თქვენი და უმაღლესი კარის დახმარებაშიო“. ასე, რომ თავად ერეკლე, რომელსაც ცნობილია, არ ჩვეოდა თავისი შეცდომების დაფარვა, აღიარებდა, რომ რუსეთის დახმარების იმედით, სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდა მტრის შემოსევას. უამრავი ტყუილი თუ მართალი ამბავია გავრცელებული საქართველოში კრწანისის ბრძოლის ირგვლივ. სამწუხაროდ, დღესაც არის არასწორი და საკუთარი თავის დამამცირებელი მტკიცებები ქართველთა დამარცხების მიზეზების შესახებ. ამ მიზეზებში ჩამოითვლება სამეფო ოჯახის თითქმის ყველა წევრის ღალატი ერეკლესადმი,; რომ ერეკლეს 30-ზე მეტი შვილიდან და შვილიშვილიდან მხოლოდ ერთი თუ ორი დაუდგა გვერდით, დანარჩენი კი ერეკლეს მიერ მათთვის დარიგებულ მამულებში დროს ატარებდნენო, რომ ჯაშუშთა და მოღალატეთა მთელი დასი ეხვია ერეკლეს გარშემო და მოხუცი მეფე მათ ვერ უმკლავდებოდაო, ქართველებმა კრწანისის ველი უბრძოლველად მიატოვეს და გაიქცნენო, არც იმერელი მოლაშქრეების საქციელს განიხილავენ დადებითი მხრიდან და სხვა. ეს ამბები თავიდანვე მათი გავრცელებული იყო, ვისაც აწყობდა და უხაროდა საქართველოს დამცირება, დაკნინება, მეფის დაცინვა. ასეთი აზრები ძირითადად იმ ადამიანებიდან მოდის, ვინც „საქართველოს სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციის“ მონაწილე და ამ მოვლენის მოხარული იყვნენ. ასეთი ამბების ერთ-ერთი გამავრცელებელი არტემ არარატელია, იმავეს იმეორებენ რუსი ისტორიკოსი პ. ბუტკოვი და გენერალი გუდოვიჩი, თუმცა მათ ნაშრომებსა და წერილებში, ბევრი საინტერესო მასალაც მოიპოვება, მაგრამ მათაც ჰქონდათ გარკვეული წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვაში, ამიტომ ცდილობდნენ დაეფარათ თავისი და თავიანთი სახელმწიფოს დანაშაული. მათ უნდოდათ, რუსეთი საქართველოს უანგარო მფარველად გამოეცხადებინათ, თანაც დაემტკიცებინათ, რომ ქართველებს რუსების გარეშე ბრძოლა და თავის დაცვა არ შეეძლოთ. ბუტკოვი წერდა, რომ „ერეკლემ თავი ვერ მოაბა ჯარის შეგროვებას“, „მას სძლია მისტიციზმმა და ეგონა ქრისტიან წმინდანთა მფარველობა უშველიდა“. ამიტომაც ჩამოატანინა ქვათახევიდან წმინდა ესტატეს მუმიფიცირებული ნაწილები და ბრძოლის წინ, წმინდა ხატებთან ერთად ქალაქში გამოატანინა. ამასთან აღნიშნავდა, რომ, თურმე, საკუთარ ცოლს, დარეჯანსაც ნდომებია ერეკლეს დამარცხება. ბუტკოვის მონაცემს, რომ ერეკლეს დაკრძალვაზე 20 000 შეიარაღებული მებრძოლი მივიდა და რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ასევე კარგად იყენებდნენ საქართველოს დამცირების მსურველნი, რომლებიც ქართველებს კრწანისის ბრძოლაში თავის არიდებას აბრალებენ, ამას ხშირად ქართველებიც ვიმეორებთ და ჩვენს თავს ვამცირებთ. უფრო გვიან, 1939 წელს ვინმე არაქელიანი თავის ნაშრომებში ერეკლეს მხდალსაც კი უწოდებდა. მის არც ერთ მტერსაც კი არ შეუფასებია ასე ქართველი მეფე. კავკასიაში რუსების ჯარის სარდალს, გენერალ გუდოვიჩს მართლაც სჭირდებოდა თავის მართლება, ის ყველაფრის საქმის კურსში იყო და იმასაც ამბობდნენ, საიდუმლო კავშირები ჰქონდა აღა-მაჰმად-ხანთანო. გუდოვიჩმა არამც თუ ჯარი არ მიაშველა ერეკლეს, რისი ვალდებულებაც რუსეთს ჰქონდა, არამედ მთავრობის დადგენილებით ერეკლესთვის გამოყოფილი ზარბაზნებიც კი არ მიაწოდა ქართველებს, როდესაც კარგად იცოდა, თუ რას აპირებდა აღა-მაჰმად-ხანი. მისთვის ხელსაყრელია წერილებში მოყვანილი ის მოსაზრებები, რომ ქართველებმა ორასზე მეტ მეომარს ვერ მოუყარეს თავი, ერეკლე კი პირველმა იმერეთის მეფე სოლომონმა მიატოვა და მთებისაკენ გაიქცა. რომ ქართველებმა უბრძოლველად მიატოვეს ქალაქი, ერთმანეთს უღალატეს და თავიანთი თავი თავადვე დაიღუპეს. თუმცა კი გუდოვიჩი ერთგან აღნიშნავს, რომ მას ეკატერინე I-ის ბრძანება არ ჰქონია და ამიტომ არ მოახმარა ჯარი ქართველებს. თუ ეს ასეა, ეს კიდევ უფრო სერიოზული და დამაფიქრებელი ამბავია. როგორ შეიძლება არტემ არარატელის მონათხრობის უმეტესობა მივიჩნიოთ სიმართლედ, რასაც, სამწუხაროდ, ბევრი ქართველი დღესაც გულუბრყვილოდ იმეორებს. არტემ არარატსკის ფანტაზია ხომ ზღაპრის დონეს აღწევს მაშინ, როცა 1813 წელს პეტერბურგში რუსულად დაბეჭდილ წიგნში წერს, რომ „ანანურში, პატარა მონასტრის გალავნის შიგნით, ერთ ნახევრად დანგრეულ ოთახში ნახა უბრალო, ცხვრის ტყაპუჭში გამოხვეული მოხუცი კაცი, რომელიც ოთახის კუთხეში, პირისახით კედლისკენ შებრუნებელი მჯდარა. აქვე მახლობლად მდგომი მეორე მოხუცი, რომელიც ერეკლეს მსახურის მსახური ყოფილა, სომხურად მოუყვა არტემ არარატელს „რომ ის კაცი, რომელიც მის წინ ასე დამცირებული იჯდა და დადარდიანებული, დღეების განმავლობაში მზის სინათლის შეხედვასაც კი ერიდებოდა, ერთ დროს დიდებით მოსილი პიროვნება იყო და მისი სახელი მთელ აზიაში ჰქუხდა. მას ყველა პატივს სცემდა და ყველას ეშინოდა მისი. თავისი ხალხის საუკეთესო მმართველმა და მამასავით მოყვარულმა 40 წლის განმავლობაში შეინახა თავისი სამეფო. ახლა ის დამარცხებულია და დაამარცხა ვინ? ნადირ-შაჰის კარის საჭურისმა, პიროვნებამ, რომელიც არაფერს წარმოადგენდა მაშინ, როცა ერეკლე სპარსეთის ჯარის მთავარსარდალი იყო. ერეკლე ყველამ მიატოვა, საკუთარმა შვილებმაც უარი უთხრეს დახმარებაზე, მიატოვა იმერეთის მეფემაც. უკვე ჩაესვენა მისი დიდების მზე. მისი ქალაქი აოხრებულია. სამეფო კარის წარმომადგენელნი და მასთან დაახლოებული პირები, რომლებიც მან გაზარდა და ადრე მისი წყალობით სარგებლობდნენ, ახლა სადღაც გაიქცნენ და მიატოვეს ის. არ მივატოვე მხოლოდ მე, ერთმა საწყალმა სომეხმა, რომელიც მის კარზე, მისი ნარჩენი ნამცეცებით ვიკვებებოდი, მხოლოდ მე არ დავივიწყე მისი სიკეთე და ახლა თავად მათხოვრობით ნაშოვნი პურით სამოწყალოდ ვინახავ მასო“. ამ მონათხრობს შემდგომში ბევრი ავტორი იმეორებს, მათ შორის ს. ქიშმიშევიც, რომელიც გულის აჩუყების მიზნით ერთ ლათინურ ანდაზასაც გვთავაზობს „Sic transit gloria mundi!“ („ასე გადის ამქვეყნიური დიდება“) და თან აღწერს, როგორ გაიქცა ანანურისკენ დამარცხებული მეფე, მხოლოდ ერთი სომეხი მსახურის თანხლებით. კიდევ კარგი, მთელ თავის სამეფოში ერთი კაცი მაინც გამომდგარა ერეკლეს ერთგული. იგივე მასალა მოჰყავს თავის წიგნში დ. ლენგსაც, მაშინ, როდესაც ცნობილია და დასაბუთებულია, რომ ერეკლე არ მიატოვა თუნდაც ბრძოლაში ცოცხლად გადარჩენილმა ას ორმოცდაათმა მხედარმა. ჟინვალიდან ანანურამდე გააცილა 200-მა შამშადილუელმა მხედარმა, რომლებიც იქ მომთაბარეობდნენ, მთიულეთში ასვლის დღიდან კი ერეკლეს მთელი თავისი ახლო გარემოცვა გვერდიდან არ მოშორებია, ის თავისი ოჯახის წევრების და ახლობლების წრეში იყო და მაშინვე შეუდგა ჯარის შეკრებას. მართალია, სომეხმა ეპისკოპოსმა სედრაკიანმა არტემ არარატელის მონათხრობს სიყალბე უწოდა, მაგრამ გასაგებია მაინც რატომ მოიხსენიება მისი აზრები დღემდე. არტემ არარატელის წიგნი ხომ გერმანულ, ინგლისურ, სომხურ და ქართულ ენებზე ითარგმნა და გავრცელდა. მისი შინაარსი კი ქართველთა დამცირების საუკეთესო ნიმუშია. იასე ცინცაძე აღნიშნავს, რომ არტემ არარატელს „ჯილდოც მიულია საქართველოს სახელმწიფოს აბუჩად ასაგდებად შეთხზული ფაქტების შეგროვებაში თვითმყპრობელისაგან“. სამწუხაროდ, დღესაც, ბევრი ასეთი მართალი თუ არამართალი ჭორი ვრცელდება საქართველოსა და ქართველებზე. ამიტომ ზოგჯერ უძნელდებათ ქართველ ისტორიკოსებს და მკვლევარებს ქვეყანას და სამყაროს გააგებინონ რა არის სინამდვილე და რა არა.
![]() |
37 უღალატეს თუ არა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ერეკლეს კრწანისის ბრძოლისას? |
▲back to top |
უღალატეს თუ არა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ერეკლეს კრწანისის ბრძოლისას? „ქართველმა
თავადაზნაურობამ, რომ შინა კინკლაობით სამშობლოს თავისუფლების დაკარგვას შეუწყო
ხელი და ქვეყნის ტრაგედიაში თავადების ერთ ნაწილს მნიშვნელოვანი „დამსახურება“
მიუძღვის. ამის მტკიცება ახლა არავის სჭირდება, მაგრამ იმ გარემოებას უნდა გავუსვათ
ხაზი, რომ ფეოდალებს შორის კინკლაობა მარტო ქართველების ეროვნული სენი არ იყო.
ქართველობა გამონაკლისი არ იყო და არც ყოფილა”. „ჩვენ სრული
პასუხისმგებლობით უნდა განვაცხადოთ, სანამ მეფე ცოცხალი იყო, არც ერთ მის შვილს
სამშობლოსათვის არ უღალატია. მრავალრიცხოვან ბრძოლებში ბატონიშვილებს ყოველთვის
თავგანწირვით უბრძოლიათ და მამის თუ პაპის ბრძანების ურჩი ამ საქმეში არ ყოფილან.
ისტორიულ ძეგლებში საამისო მასალის პოვნა მკვლევარს არ გაუჭირდება“. აცხადებს
კატეგორიულად იასე ცინცაძე. გავიხსენოთ,
რომ, როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, ერეკლეს ქალიშვილების გარდა, 9 ვაჟი
ჰყავდა. 1795 წლისათვის ორი უკვე გარდაცვლილი იყო. ერეკლეს
უფროსი ვაჟი ვახტანგი (ვახტანგ კარგი), რომელიც ერეკლეს პირველი ცოლისაგან ჰყავდა.
ჯერ კიდევ თეიმურაზ IIის სიცოცხლეში, 1760 წელს 18 წლის ასაკში გარდაიცვალა
ყვავილისაგან. „მეფე
ირაკლი მიეცა დიდსა მწუხარებასა“, თეიმურაზ II-მ კი თურმე ისე განიცადა შვილიშვილის
დაღუპვა, რომ დადარდიანებულმა „დაჰკრა თავი კუბოსა და გაიტეხა“ – გვიამბობს პლატონ
იოსელიანი. აღარ იყო
ცოცხალი ლევან (ლეონ) ბატონიშვილი, ერეკლესა და დარეჯან დადიანის პირველი ვაჟი,
რომელიც 1756 წელს იყო დაბადებული. ლევან ბატონიშვილი მორიგე ჯარს ხელმძღვანელობდა.
გონებითა და ვაჟკაცობით მას ერეკლეს ადარებდნენ. ლევანი 1781 წელს კახეთში,
გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. რაც შეეხება
დანარჩენ ბატონიშვილებს; 1760 წელს
დაბადებული იულონი, 1795 წლის ივნისში, ძმასთან ალექსანდრე ბატონიშვილთან ერთად,
ყარაბაღლღისაკენ იყო წასული აღა-მაჰმად-ხანის ჯარის ნაწილების წინააღმდეგ
საბრძოლველად, ხოლო შემდგომ კი ის უნებართვოდ არსად წასულა, ქართლში იყო და ერეკლეს
დავალებებს ასრულებდა, ამ დროს ქართლში ოსმალთა შემოსევა იყო მოსალოდნელი, „ხოლო
ქართლს ჰყავდა სხვა ძე თვისი იულონ და იგი განამზადებდა მხედრობასა ქართლისასა"
აღნიშნავს ერეკლეს შვილიშვილი, თეიმურაზ ბატონიშვილი, რომელიც მაშინ ცამეტი წლისა
იყო. გასაგებია, რომ ომში არ მონაწილეობდა, მაგრამ ნიჭიერ ყმაწვილს, რომელიც მაშინ
ოჯახს არ მოშორებია, ის მაინც ეცოდინებოდა ოჯახის წვერებისგან, თანაც მისი მამის
მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან, ვინ უღალატა პაპას და ვინ არა. 1761 წელს
დაბადებული ვახტანგ ბატონიშვილი (მეტსახელად ალმასხანი) კრწანისის ველზე, თავის
რაზმით, თავდაუზოგავად იბრძოდა ერეკლეს გვერდით და ერთი წუთითაც არ მოსვლია თავში
აზრად მიეტოვებინა მეფე. 1764 წელს
დაბადებული თეიმურაზი, რომელიც სასულიერო პირი იყო, 1788 წლიდან ანტონ I-ის
გარდაცვალების შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი ანტონ-II გახლდათ. მისი
ომში მონაწილეობა მიუღებელი იყო და ამიტომ სამეფო კართან ერთად 8 სექტემბერს
მთიულეთისაკენ წავიდა. მანამდე, აგვისტოში კი ქვეყნის სამხრეთის საზღვრებისაკენ
ჯარით დაძრულ ერეკლესა და სოლომონს, ჯარის სულიერი მდგომარეობის ამაღლების მიზნით,
ანტონ-II-ც თან ახლდა. 1766 წელს
დაბადებული მირიან ბატონიშვილი, ერეკლეს მონდომებით რუსეთში იყო გაგზავნილი და იქ
ცხოვრობდა. მას გენერლის ჩინი და სენატორობა ჰქონდა მიღებული. ერეკლეს მირიანთან
ხშირი, საქმიანი მიწერ-მოწერა ჰქონდა და, თუ არა მირიანისაგან, სხვისგან ვისგან
შეიტყობდა უფრო მართებულად რუსეთისა და ევროპის დიდი ქვეყნების სხვადასხვა
საინტერესო ამბებს. როდესაც
ერეკლეს მძიმე ავადმყოფობა გაუგია, მირიანი მამის სანახავად წამოსულა, თან ექიმი,
გვარად გორთციური წამოუყვანია, მაგრამ ერეკლეს ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო – გვამცნობს
ბუტკოვი. 1770 წელს
დაბადებული ალექსანდრე ბატონიშვილი 1795 წლის ივნისის თვეში, ერეკლემ ყარაბახისაკენ
გაგზავნილ მაშველ ჯარს ჩაუყენა სათავეში და ქართველებმა ყარაბაღის ჯართან ერთად
სასტიკად დაამარცხეს და უკან განდევნეს ყარაბაღისა და ერევნის სახანოების
ასაოხრებლად წამოსული ალღა-მაჰმადხანის რვაათასიანი ლაშქარი. სანამ
ერეკლე ცოცხალი იყო, ალექსანდრეს არასდროს გამოუჩენია მამისა და მისი
სახელმწიფოსადმი საწინააღმდეგო ან ღალატური საქციელი. კრწანისის ომის დროს ის ავად
იყო. როდესაც
სამეფო კარის წარმომადგენლები 8 სექტემბერს მთიულეთისაკენ გახიზნულან, „ერთ
ტახტრევანდში დარეჯან დედოფალი მჯდარა“, ხოლო მეორე „ტახტრევანდში საოფლით
ავადმყოფი ბატონიშვილი ალექსანდრე ჩაუწვენიათ, და მთიულეთისაკენ წაუყვანიათ“ –
გვიყვება ალექსანდრე ორბელიანი. ცოტა ხნის შემდეგ ალექსანდრე ბატონიშვილი ისევ
ჩაება ბრძოლებში ერეკლეს დავალებით და ხელმძღვანელობით. 1796 წელს, სხვა
ბატონიშვილებთან ერთად განჯა დალაშქრა და ერეკლეს დავალება შეასრულა. ფარნაოზ
ბატონიშვილი 1775 წელს იყო დაბადებული და 20 წლის ახალგაზრდა, ალბათ ერეკლემ თავად
აარიდა ხელჩართულ და საბედისწერო ბრძოლას.
ბრძოლისუნარიანი უფროსი შვილიშვილები, გიორგის ვაჟები დავით და იოანე
ბატონიშვილები, როგორც ვიცით, შუაგულ ბრძოლაში იყვნენ კრწანისის ველზე და მანამდეც
არაერთხელ უომიათ თავგამოდებულად თავისი ქვეყნის დასაცად. 10
სექტემბერს დავითი მთელ ფრონტს სარდლობდა, ხოლო 11 სექტემბერს კი თბილისის დაცვის
მარჯვენა ფრთა და იქ განლაგებული არტილერია ებარა. იოანე
ბატონიშვილი კი კრწანისის ბრძოლაში „Творил чудеса храбрости" აღნიშნავს ს.
ქიშმიშევი და მ. ბროსესაც იმოწმებს. მის გმირულ ბრძოლას ყველა აღნიშნავს, ვისაც კი
უცდია კრწანისის ბრძოლის აღწერა და თუ დამარცხებული ჯარის მხარეს ვინმე ცოცხლად
დარჩენილი შეიძლება გმირად წარმოვსახოთ –ეს იოანე ბატონიშვილია – კრწანისს ერეკლეს
გადამრჩენი. ერეკლეს
კიდევ ერთი შვილიშვილის, იმერეთის მეფის სოლომონ II-ის მონაწილეობაზე კრწანისის
ომში საკმაოდ ვისაუბრეთ და როგორც ვნახეთ, გუდოვიჩის ნაამბობი, რომ სოლომონი
პირველი გაიქცა ბრძოლის ველიდან და მთებს შეაფარა თავი – მართალი არ არის. სამეფო
ტახტის მემკვიდრე, 1746 წელს დაბადებული გიორგი ბატონიშვილი, ერეკლესა და ანა
აბაშიძის ვაჟი, რომელიც ახალგაზრდობაში ბრძოლაში შემართებული და გარეგნობით
სასიამოვნო აღნაგობისა იყო, სამწუხაროდ, ადრე დაავადმყოფდა, საკმაოზე მეტად მოერია
სიმსუქნე და შედარებით ნაკლებბრძოლისუნარიანი გახდა. მაგრამ მამისადმი და
ქვეყნისადმი სიყვარული არ განელებია. კრწანისის
ომის პერიოდში, გიორგი სიღნაღში მდგარა, ორიათასიანი ჯარით. კახეთში მტრის შემოჭრის
დიდი საშიშროება იყო. აღა-მაჰმად-ხანი გასამრჯელოს ჰპირდებოდა ლეკებს, რათა ისინი
თავს დასხმოდნენ კახეთს. ხუნძახის ბატონმა, ავარიელმა ომარ-ხანმა მართალია მხარი არ
დაუჭირა აღა-მაჰმად-ხანს და არ წამოჰყვა ერეკლეს წინააღდმეგ საბრძოლველად, მაგრამ,
ერეკლემ ხელში ჩაგდებული წერილიდან იცოდა, რომ ომარ-ხანს დიდ ჯარი ჰყავდა
გამზადებული კახეთზე თავდასასხმელად. ამიტომ მეფეს „კახეთს ჰყავდა პირმშო და
მემკვიდრე თავისი გიორგი სახლეულობითა თვისითა, რომელიც განამზადებდა მხედრობასა
ბრძანებითა მეფისათა" – წერს თეიმურაზ ბატონიშვილი. პლატონ
იოსელიანიც აღნიშნავს, რომ გიორგი ბატონიშვილს არ ჰქონდა ერეკლეს ბრძანება იმისა,
რომ კახეთი დაუცველად მიეტოვებინა. ამიტომ ვალდებული იყო კახეთში დარჩენილიყო და
მამის ბრძანება შეესრულებინა, ხოლო ის, რომ გიორგი ბატონიშვილი სილნალსა და თელავში
დროს უქმად, ქეიფში ატარებდა, არტემ არარატელის გამოგონილი ამბავია. ერეკლეს
შვილიშვილის, ალ.ორბელიანის მიერ კი ამ აზრის გულუბრყვილო განვითარებას – იასე
ცინცაძე მეფის მემკვიდრეებსა და შთამომავლებს შორის დაპირისპირების, „პოლიტიკური
მარცხის ერთმანეთზე გადაბრალების ცდად“ მიიჩნევს, რაც განსაკუთრებით ერეკლეს
გარდაცვალების და საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ გამოიხატა და გამწვავდა.
იასე
ცინცაძეს თავის წიგნში სრულად მოჰყავს 1795 წლის 17 და 20 სექტემბერს ანანურიდან
ერეკლეს მიერ, კახეთში, გიორგისადმი გაგზავნილი ორი წერილი. ორივე მათგანი იწყება
წინ წამძღვარებული მიმართვით: „ქ. ჩვენო
ლვთის წყალობავ შვილო ბატონო გიორგი“... წერილები საქმიანია და მოკითხვის შემდეგ
არის მცირე, ალბათ მართებული საყვედურის ტონიც ამა თუ იმ საკითხთან დაკავშრებით,
საიდანაც მართლაც ჩანს გიორგის უნიათობა და ნაკლები აქტიურობა ქვეყნისათვის მძიმე
პერიოდში, მაგრამ საყვედური იმაზე, თუ რატომ არ მიეშველა ერეკლეს გიორგი კახელთა
ჯარით კრწანისის ველზე, არსად სჩანს და ამ თემაზე ლაპარაკიც არ არის დამარცხებიდან
სულ ერთი კვირის შემდეგ ერეკლეს მიერ დაწერილ წერილებში. ერეკლეს
მტკიცე და ძალაუფლებას მოყვარული ხასიათიდან გამომდინარე, არ შეიძლება მას არ
ესაყვედურა ტახტის მემკვირისათვის, ქვეყნისათვის დამღუპველი მოქმედების ჩადენა.
დარეჯან
დედოფლის ღალატი ერეკლესადმი წარმოუდგენელია, თუმცა კი, ბოლო წლებში, ცდილობდა
ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებში ჩარევას. ერეკლე, დედოფალთან თათბირისას, ამა
თუ იმ საკითხის გადაწყვეტის დროს დათმობაზეც მიდიოდა, რაც ქვეყნის მომავლისათვის
ზოგჯერ ხელსაყრელი არ იყო. თუმცა საბოლოოდ არც დამღუპველი ჩანდა. თავად
დარეჯანი, აგვისტოს თვეში გუდოვიჩს წერილს სწერდა და თხოვდა ჯარი მოგვაშველეთო.
შეიძლება
მართლაც სწორი იყოს ალ. ორბელიანის საყვედური, ქიზიყის ყოფილი მოურავის – რევაზ
ანდრონიკაშვილის მიმართ, შესაძლოა, მართლაც, რაღაც გაუმართლებელი შეცდომა მოუვიდა
მას და არ გამოიჩინა სათანადო ინიციატივა თბილისის დასაცავად, მაგრამ ის უკვე აღარ
იყო ქიზიყის მოურავი და ერეკლეს საყვედურიც არსად ჩანს მისადმი. იმჟამინდელი
ქიზიყის მოურავის, ზაქარია ანდრონიკაშვილისათვის კი შეგნებულად ღალატის დაბრალება
მიუტევებელია, რადგან ასეთი საქციელი მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა, ის
ხომ ქიზიყიდან ჩამოსული 10 და 11 სექტემბერს გვერდიდან არ მოშორებია თავის სიმამრსა
და მეფეს, ვაჟკაცურად, თავდაუზოგავად იბრძოდა მის გვერდით, ბრძოლებში გამოწვრთნილი
„მიწის მგელი“, ომის შემდეგაც, სისხლში ამოსვრილი, მთიულეთში გაჰყვა ერეკლეს.
ასე, რომ
როგორც ჩანს, მართალია იასე ცინცაძე, როდესაც ბრძანებს: „ერეკლეს
ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ საკუთარი ვაჟიშვილები მისი მორჩილებიდან
გამოსვლას ვერ გაბედავდნენო“. „ქართველი
მეფის ოჯახის მრავალრიცხოვან წევრებს შორის წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა არსებობდა,
ჩვენ საამისო ცნობებიც გვაქვს, მაგრამ შეიძლება დავასახელოთ მე-18 საუკუნის ისეთი
სახელმწიფო, სადაც სასახლის წევრებს შორის წინააღმდეგობა არ ყოფილიყო?“. „ვერავინ
დაგვიმტკიცებს, რომ ერეკლე მეფემ შვილებს რამე დაავალა და რომელიმე მათგანმა
შესრულებაზე უარის თქმა გაბედა“. იმერლების
მიერ ბრძოლის ველის მიტოვება და მათთვის თბილისის მოსახლეობის ძარცვის დაბრალებაც
ქართველთა დამცირების ცდაა. შეიძლება ომიდან ადრე გამოსულ იმერელთა ერთი ჯგუფი
მართლაც ავაზაკობდა და ყაჩაღობაში ტოლს არ უდებდა ამ დროს მობოგინე ავაზაკთა სხვა
ჯგუფებს, რასაც გამართლება არც მაშინ ჰქონდა და არც სხვა დროს არ ექნება, მაგრამ
ომის წაგების სხვისთვის გადაბრალება, ისტორიის წინაშე თავის გამართლების ხერხია
მათგან, ვისაც მართლაც მიუძღვის ბრალი საქართველოს დაღუპვაში, მით უმეტეს, რომ
იმერელთა ბრძოლაში შემართებას ბევრი აღნიშნავს. ათასამდე იმერელი მეომარი დაიღუპა
თბილისის მისადგომებთან. „მეფე
სოლომონის დის ბატონიშვილის მარიამისაგან გამიგონია, ასე ვაჟკაცურად იყვნენ
იმერლებიო, რომ მარტო ორასზე მეტი თავად-აზნაური დააკლდათ აღა-მაჰმად-ხანის ორი
დღის ომშიო. როგორც მე ვიცი, მართლაც ასეთი ხელი გამოულიათ იმერლებს, რომ
ქართველები გაუკვირვებიათ. თვით მაშინდელს ქართველებისაგან გამიგონია" – გვაწვდის
ერთ-ერთი თავისი თანამედროვის მოგონებას ალ. ორბელიანი.
„საქართველოს ისტორიის ქრონიკებში“ (პროფ. ავთ. იოსელიანის გამოცემა) სხვა ბევრ
საინტერესო ამბებთან ერთად, აღნიშნულია შემდეგი: „ვიღაც
არარატელის და სხვათა მეოხებით დღეს საქვეყნოდაა აღიარებული, რომ თბილისის აოხრების
წინ და შემდეგ გახიზნულ მოქალაქეებს სძარცვავდნენ და იკლებდნენ ქართველები და
იმერლები. ნამდვილად კი მაშინ კარგად მუშაობდა რამდენიმე ბრბო, რომელნიც ყველას
დაუნდობლად იკლებდნენ“. მოხსენებული
მასალიდან ჩანს, რომ ყაჩაღებმა არ დაინდეს ქიზიყის მოურავის, ზაქარია
ანდრონიკაშვილის ტვირთიც, ასევე ერეკლეს ქალიშვილის „მარიამის
საქონელი-ბარგი-ბარხანა და ის ჟინვალის მახლობლად გზაში აიკლეს". შემდგომში
ზაქარიამ იპოვა ქურდები, რომლებიც სომხები ყოფილან და ჩამოართვა სათანადო
ხელწერილი, რომელსაც თვით მეფე ერეკლე ამოწმებდა. აქედან ნათელია, რომ მეკობრეებში
ეროვნული განსხვავება არ ყოფილა და ისინიც ყველას ეროვნების მიუხედავად
ძარცვავდნენ. როგორც ვნახეთ, თვით მეფის ოჯახის წევრების ბარგიც კი მიიტაცეს. ზოგიერთი
სომეხის აღა-მაჰმად-ხანის გვერდზე დგომამ და მისთვის მხარდაჭერამ, ისევე, როგორც
ზოგიერთი ქართველის უგვანო და ღალატურმა საქციელმა, მართალია, ხელი შეუწყო
დამარცხებას, მაგრამ ამით მათ ასევე ხელი შეუწყვეს თბილისსა და მის შემოგარენში
მცხოვრები, ქართველი მეფისა და ქართველთა ხმლის ქნევის იმედით, ქართველთა
სისხლისლღვრით მშიდობამოპოვებული, მშრომელი, ათასობით სომეხის დაღუპვას და
დატყვევებას, ამასთან,
როგორც ადრე აღვნიშნეთ, ბევრი სომეხი მოქალაქე, თბილისის დაცვისას ბრძოლაში შეაკვდა
სპარსელებს. ასე რომ, მომხრესა და ერთგულზე ბევრად ნაკლები მოღალატის არსებობაც არ
შეიძლება ყოფილიყო საქართველოს დამარცხების ერთადერთი მიზეზი. ქართველთა
ჯარის სიმცირე, რასაც თვით მეფეც ძალზე განიცდიდა, რა თქმა უნდა, ქვეყნის სისუსტეზე
მიუთითებდა, ქვეყნის აღზევების პერიოდში თუ საქართველო რამდენიმე მილიონ მცხოვრებს
ითვლიდა, ახლა ამიერ და იმიერ საქართველოში ნახევარი მილიონიც აღარ იყო დარჩენილი.
ქართლ-კახეთის მცხოვრებთა რაოდენობა კი ას ოთხმოც ათასსაც არ აღემატებოდა. ეს
სავალალო დემოგრაფიული მაჩვენებელი მტრის განუწყვეტელი თავდასხმების და ომების
შედეგი იყო და ალბათ დამარცხების ძირითადი მიზეზიც ეს იყო.
ხუთიათასიანი ჯარით ქვეყნის სამხრეთის საზღვრებისაკენ გალაშქრებაც, მაშინ როცა
აღა-მაჰმად-ხანი 60 თუ 70-ათასიანი არმიით იყო ამ მიდამოებს მომდგარი, ალბათ
შეცდომა იყო ქართველთა მხრიდან, მაგრამ ერეკლე არ ელოდა, რომ აღა-მაჰმადხანი ასე
სწრაფად მიატოვებდა შუშის ციხეს და მის აუღებლად თბილისისაკენ წამოვიდოდა. მეფემ ამ
ლაშქრობაში დიდი დრო დაჰკარგა, რაც შეიძლება მას თბილისში ყოფნისას კარგად
გამოეყენებინა უფრო მეტი ჯარის შესაკრებად. მაშინდელი
კომუნიკაციის პირობებში შეუძლებელი იყო სწრაფად, დიდძალი ჯარის თავის მოყრა. არ
დაგვავიწყდეს, რომ სამასი ხევსური, კრწანისის ომიდან სამი თუ ოთხი დღის მერე
წამოვიდა თბილისის დასაცავად, ხოლო თუშთა რაზმებმა, რომლებმაც შეტყობინება ასევე
გვიან მიიღეს, არავინ იცის მოასწრეს თუ არა ბრძოლის ველზე დროულად მოსვლა. სიმართლეს
ბრძანებს ბ-ნი იასე ცინცაძე, როცა ამბობს „ერეკლე ბრძოლებს იგებდა, მაგრამ არასდროს
მტერთან შედარებით ჭარბი ძალა არ ჰყოლია. მას ლაშქრის დიდ ხანს შენახვის საშუალებაც
არ ჰქონდა“. იმდროინდელ ეკონომიკურ პირობებში 2-3 კვირითაც კი ძნელი იყო ჯარის
შენახვა და მისი საკვებით უზრუნველყოფა. „როდის
ყოფილა, რომ რამდენიმე ათეულ ათასიანი კორპუსი ჰყავდა ერეკლეს II-ს, ანდა რომელ
ბატონიშვილს ჰქონდა ისეთი ხალხმრავალი სამფლობელო, რომ 10000 შეიარაღებული მეომრის
გამოყვანა შესძლებოდა“. სწერს იმათ პასუხად იასე ცინცაძე, ვინც საყვედურობს
ერეკლეს, რატომ 60 და 80-ათასიანი ჯარი ვერ შეკრიბა თბილისის დასაცავადო.
საუფლისწულოებად ქართლ-კახეთის დაყოფაც არ ყოფილა ომში დამარცხების გადამწყვეტი
ფაქტორი, რადგან ქვეყნის მმართველობა და ჯარის შეყრა მაინც ერეკლეს ხელში იყო,
თუმცა კი ქვეყნის სისუსტის ერთ-ერთ მიზეზს ესეც წარმოადგენდა. თითქმის
იმავეს იმეორებს სარგის კაკაბაძე, მაგრამ ის უფრო კრიტიკულია და თვლის, „რომ ახლა
მემკვიდრე ფეოდალების ნაცვლად ცალკეული პიროვნების მმართველობა იმყოფებოდა
ბატონიშვილების ხელში: რომლებიც თავის მდგომარეობით უფრო მეტად უპასუხისმგებლოები
იყვნენ“ – თუმცა ასკვნის, რომ „კატასტროფა არ ყოფილა გამოწვეული მოჩვენებითი
გულგრილობით ბატონიშვილებისა, რომლებსაც არც სურდათ და არც შეეძლოთ ყოფილიყვნენ
საკუთარი მოხუცებული მამის მოღალატეები. კატასტროფის მიზეზი იყო ის გასაოცარი
გულგრილობა სამშობლოს დაცვისადმი, რასაც ახლა გამოხატავდნენ ხალხთა მასები“. ქართველთა
დამცირების კიდევ ერთი ცდაა საყოველთაოდ გავრცელებული, ბუტკოვის ნაამბობი, რომ
ერეკლეს დაკრძალვაზე ოცი ათასმა შეიარაღებულმა პირმა მოიყარა თავიო. მაშინ, როცა
ომში ორი თუ სამი ათასი მებრძოლიც არ მიუვიდა მეფესო. ამას დღესაც ხშირად იმეორებენ
თავად ქართველებიც და არ აანალიზებენ, რომ ისევ თავის ერსა და თავიანთ ქვეყანას
ამცირებენ. ერეკლეს
გამოსვენებას, ალბათ, 20000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, დიდი გლოვა იყო, მაგრამ,
შეუძლებელია 20000 შეიარაღებული მებრძოლი დასწრებოდა, რადგან ამდენი მეომარი
ქართლ-კახეთში არამცთუ ახლა, როცა შავი ჭირის გავრცელების შიშის გამო ქართლიდან
კახეთისაკენ გადაადგილება შეზღუდული იყო, ერეკლესა და თეიმურაზსაც კი არ ჰყოლიათ
გაერთიანებულ ჯარში. შავი ჭირის
გამო ერეკლე გარდაცვალებიდან მხოლოდ მე-40 დღეს მიასვენეს მცხეთაში. კახელებმა კუბო
სვეტიცხოვლის გასწვრივ, არაგვის პირას დადგეს. მცხეთელებმა ფეხით გადმოვლეს არაგვი,
გადაიტანეს მცხეთისაკენ კუბო, და სვეტიცხოველში გადაასვენეს. კახეთიდან
წამოსულთაგან, შავი ჭირის შიშით, არცერთი არ შეყოლიან მცხეთაში მეფის ცხედარს,
გარდა მოძღვარ ქრისტეფორე კეჟერაშვილ-ბადრიძისა, რადგან სვეტიცხოვლის ეზო და თავად
სვეტიცხოველი შავი ჭირით შეპყრობილი ადამიანებით იყო სავსე. მოძღვარმა
სვეტიცხოველში მყოფი მცხეთელების დახმარებით, ყველა ქრისტიანული წესის მიხედვით
დაკრძალა მეფე.
![]() |
38 დამარცხების მიზეზები... |
▲back to top |
თუ დავაკვირდებით, ალბათ დავინახავთ, რომ პატარა საქართველოს, არამარტო შუაზე გაყოფილს, ერთიანსაც კი გაუჭირდებოდა და უჭირდა კიდეც გამკლავება ისეთ დიდ ქვეყნებთან, როგორიც იყო ირანი და თურქეთი, თუ კი ისინი მთელი თავისი ძალით დაიძრებოდნენ ქართველებთან საომრად. ეს ჩვენი მცირე რაოდენობითა და მტრის სიმრავლით იყო გამოწვეული. კრწანისის ბრძოლის დროსაც იმდენად დიდი იყო მტრის რიცხობრივი უპირატესობა, რომ დამარცხება გარდაუვალი იყო. გადარჩენა, მხოლოდ რუსეთის დროულ ჩარევას, ან ბრძოლის ველზე აღა-მაჰმად-ხანის სიკვდილს შეეძლო მოეტანა. იოანე ბატონიშვილი თავის „სჯულდებაში“ აღნიშნავდა – „დიდთა ხელმწიფეთა ომი ყოველთვის საფათერაკო არის, უნდა ყოველთვის გაფრთხილებული ვიყვნეთ რომ იგინი არაზედ განვარისხოთ“. არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ როცა თეიმურაზ II ქართლში მეფობდა, ერეკლეც ახალგაზრდა იყო და „აშვებული ლომის“ სახელიც ჰქონდა, პირდაპირ ვერ შეება ყვარლის ციხეს გარსშემორტყმულ ლეკების და მათი მომხრეების 20 ათასზე მეტ მებრძოლიან ლაშქარს და მათ დასამარცხებლად ეშმაკური და მოხერხებული ხერხი გამონახა, ხოლო ომარ-ხანს, 1785 წლიდან მოყოლებული, ათი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 5000 მანეთს აძლევდა, რომ თავიდან აეცილებინა სისხლისმღვრელი ომები და ლეკთა თარეში. საქართველოსათვის ხელსაყრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ის იყო, რომ მეზობელ ქვეყნებს შულლი და სიძულვილი, ერთმანეთისადმი ბევრად უფრო მეტი ჰქონდათ, ვიდრე ქართველების მიმართ და განუწყვეტლივ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, რაც ხშირად ომებში გადაიზრდებოდა. ასეთი ურთიერთდაპირისპირების დროს კი არც ერთს არ აწყობდა საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება, თითოეული მათგანი ანგარიშს უწევდა საქართველოს და ცდილობდნენ მიემხროთ ქართველები. ბედად, ბოლო საუკუნეების მანძილზე ისინი არასდროს არ გაერთიანებულან ქართველების წინააღმდეგ საბრძოლველად. მეზობელთა ასეთ ურთიერთდამოკიდებულებას, ხშირად, თავიანთ სასარგებლოდ კარგად იყენებდნენ ქართველები, მათმა დიპლომატიამაც დიდი როლი შესარულა საქართველოს გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პირიდან მიწისა აღგვილიყო საქართველო, ისე როგორც ეს არაერთ ერსა და ქვეყანას მოუვიდა. მაგრამ ეს არ იყო მშიშარა და დამონებული სულის მქონე ხალხის დიპლომატია. ეს იყო მრავალი გაჭირვების გადამტანი, მეამბოხე, შეუპოვარი, ნიჭიერი და მშრომელი ხალხის დიპლომატია, რამაც თავის რწმენის სიძლიერესთან და ხმლის ქნევის სიმარჯვესთან ერთად ქართველებს შეანარჩუნებინა ენა, მამული, სარწმუნოება და ღვთის განგებით, გადარჩენისათვის თითქმის წარმოუდგენელ ისტორიულ მოვლენათა კასკადში გადაარჩინა ერი. XVIII საუკუნის ბოლოს, ამიერკავკასიაში ტერიტორიების გადანაწილების პროცესში აქტიურად ჩაება რუსეთი. ეს აშკარად გამოიხატებოდა სპარსეთთან, ოსმალეთთან და ჩრდილო კავკასიის ხალხებთან სამხედრო დაპირისპირებით. უძველესი დროიდან მოყოლებული, უამრავ შემოსევებსა და სხვადასხვა ჯურის მრავალრიცხოვან დამპყრობთა გამანადგურებელ თავდასხმებს სასწაულებრივად გადარჩენილი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობის მქონე საქართველო, თითქმის მთელი მაშინდელი სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. საქართველომ კი თავის მფარველად და პარტნიორად ერთმორწმუნე რუსეთი აირჩია, ეს კი რუსეთის ამიერკავკასიაში დამკვიდრების წინაპირობა გახლდათ, რამაც ძალზე გააღიზიანა როგორც მეზობელი, ისე ევროპის ქვეყნებიც. ყველა მათგანი სასტიკი წინააღმდეგი იყო რუსეთის ამიერკავკასიაში ბატონობისა. თურქეთი, რომელსაც ერეკლემ ფარულად დახმარება სთხოვა, რუსეთის ჯინაზე ნეიტრალურ მდგომარეობას იკავებდა, მაგრამ შინაგანად მაინც, თავისი ძველი მტრის, ირანის გამარჯვებას უჭერდა მხარს. ამიერკავკასიით და საქართველოთი დაინტერესებული იყო საფრანგეთი, ავსტრია, ინგლისი, ჰოლანდია და ევროპის სხვა ქვეყნები. ზოგი მათგანი აქეზებდა კიდეც ირანს, რათა თავს დასხმოდა საქართველოს. ისინი საქართველოს დამარცხებაში რუსეთის მარცხს ხედავდნენ. „თბილისის დაქცევაში არანაკლები ბრალი ინგლის-საფრანგეთის დიპლომატიასაც ედება“. „თვითმპყრობელური რუსეთის ამიერკავკასიიდან ფეხის ამოსაკვეთად ჩატარებული ცდის დროს აღა-მაჰმად-ხანის მხეცური ბუნება მხოლოდ ხელსაყრელი პირობა იყო“ –აღნიშნავდა იასე ცინცაძე. როგორც ერეკლე, ისე დასავლეთ საქართველოს მესვეურთა უმეტესობა ევროპისკენ მიმავალ, გადამრჩენ გზას რუსეთში ხედავდნენ და ერთმორწმუნე რუსეთთან დადებულ ფიცს ერეკლე არ ღალატობდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფიცით შებორკილი ქართველები ბევრჯერ ჩაცვივდნენ მძიმე მდგომარეობაში. სწორედ ამისათვის აითვალისწუნა და გაწირა იმდროინდელმა გავლენიანმა სამყარომ აღმოსავლეთ საქართველო. ბედის მწარე დაცინვა კი ის იყო, რომ რუსეთი, რომლის ერთგულებასა და დახმარების იმედს საქართველო ეწირებოდა, არამცთუ არაფერს აკეთებდა საქართველოს საკეთილდლეოდ, არამედ თავისი მოქმედებითა თუ უმოქმედობით ხელს უწყობდა საქართველოს ძლიერებისა და, აქედან გამომდინარე, თვითმყოფადობის უნარის დაკარგვას, რათა შემდეგში, მისი დაპატრონება არ გაჭირვებოდა. ქართლ-კახეთის მოხუც მეფეს, ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, რუსეთის აშკარა ღალატის გამო შეიძლება კიდევ გამოენახა სხვა გზა საქართველოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად, მაგრამ ერეკლეს მეტი ძალა აღარ შერჩენოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი რუსეთმა ისეთი ძალით შემოუტია ამიერკავკასიასა და მთელ საქართველოს, რომ ერეკლეს მემკვიდრეს, ერეკლეზე ბევრად უფრო ნაკლები შესაძლებლობების მქონე პიროვნებას, წინააღმდეგობის თავი აღარ ჰქონდა, მით უმეტეს, თვითონაც არ იყო რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების წინააღმდეგი. მაგრამ ასეთ ბოლოს კი, სახელმწიფოებრიობის სრული მოსპობის თვალსაზრისით არავინ ელოდა. საქართველოს ბედზე მსჯელობისას, არ უნდა დავივიწყოთ დასავლეთი საქართველო, რომელიც რიცხობრივად და ტერიტორიულად ქართლ-კახეთზე არანაკლები იყო. დიდად საინტერესოა ამ პერიოდის, კერძოდ მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის დასავლეთ საქართველოს ისტორიული ბედი, თუნდაც სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორის უდიდესი როლი და შემართება ერისა და ქრისტიანობის გადასარჩენად. ქართველთათვის ეს დიდად მნიშვნელოვანი თემა ქართლ-კახეთის სამეფოს ისტორიასთან ერთიანობაში უნდა იყოს განხილული. ასე, რომ ამ პატარა მონათხრობის გაცნობის შემდეგ, თუ ძველი თბილისის მიდამოებს გადავხედავთ, შესაძლოა კიდევ უფრო მეტი სიყვარული გაგვიჩნდეს ჩვენი დედაქალაქისა, ჩვენი წარსულისა. არ დაგვავიწყდეს იმ გმირების გახსენებაც, ვისი სისხლითაც არის მორწყული ეს ადგილები. ახლა კი დროა გავიხსნოთ ერთი უძველესი გამოთქმა – Finus coronat opus – დასასრული აგვირგვინებს საქმეს.
![]() |
39 რუკა ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შედგენილი |
▲back to top |
რუკა ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შედგენილი
1. რუკა ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შედგენილი თბილისის გეგმაა,
რომელზედაც ავტორს ოთხმოცზე მეტი დასახელება აქვს მოცემული. ჩვენ შეძლებისდაგვარად
შევკვეცეთ გეგმა, დასახელებათა უმეტესობა არა გვაქვს გადმოღებული, ასევე შეცვლილია
მათი ნუმერაცია, დამატებულია ზოგიერთი ადგილის ახლანდელი სახელწოდება, რათა
დღევანდელი თვალთახედვით ნათლად წარმოვიდგინოთ 1795 წელს სპარსელთა შემოტევისა და
მათი შემდგომი მოძრაობის თანხვედრა თბილისის დღევანდელ განლაგებასთან.
ვახუშტი ბატონიშვილის გეგმაზე თბილისი ოთხ უბნადაა წარმოდგენილი:
2. ფერადი რუკა გვაჩვენებს სპარსელთა დაბანაკების სავარაუდო ადგილს, სპარსელთა
შემოტევის მარჯვენა და მარცხენა ფრთის მიმართულებებს და გზებს, საიდანაც მტერი
მოადგა თბილისის გალავანს აბანოს კარის მიდამოებში. თეთრი ხაზით შემოსაზღვრულია
ბრძოლის ძირითადი ადგილები.
ვახუშტი ბატონიშვილის მიერ აღნიშნული დასახელებები:
1. მეფის სასახლე
A) ტფილისი ანუ კალა, იგულისხმება გალავნის შიგნითა ტერიტორია.
B) ტფილისი ანუ სეიდაბადი, იგივე ხარფუხი. სეიდაბადს სამხრეთ-აღმოსავლეთით
ესაზღვრება კრწანისი, კრწანისის შემდეგ თელეთის ქედსა და მტკვრის მარჯვენა ნაპირს
შორის არსებულ ვიწრო ადგილების ბოლოს იწყება სოღანლუღი (იგივე ყურყუთა), დღევანდელი
ფონიჭალა.
C) ისანი ანუ ავლაბარი,
D) გარეთუბანი.
2 ანჩისხატი 3. სიონი
დასახელეგეცი:
4. ნარიყალა. ნარიყალა თბილისის ციხის გვიანდელი სახელწოდებაა. მისი ადრეული
კედლები IV საუკუნით თარიღდება. სხვადასხვა დროს მას უნოდებდნენ ქალაქის ციხეს,
დედა ციხეს, შურის ციხეს. მის ტერიტორი» აზე ვახუშტი ბატონიშვილს აღნიშნული აქვს
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც მოგვიანებით დაინგრა. ამჟამად ამ ადგილზე ახლად
აშენებული, იმავე სახელწოდების ეკლესიაა (No 5)
5. ნმინდა ნიკოლოზის ეკლესია
ნ. ციხის საყდარი, ციხის დიდი ეკლესია, ახლანდელი სურბ-გევორქის ეკლესია
7. შაჰის ტახტი
8. კოჟრის კარი (კოჯრის კარი, მაღლა კარი, ზემო კარი, წავკისის კარი)
9. დიღმის კარი (შუა კარი)
10. შეიდნის კარი ხიდით
11. ქვემო კარი ხიდით (წყლის კარი, დაბლა კარი, მუხრანის კარი)
12 თბილისის ხიდი ციხიდამ (აქვე იყო აბანოს კარი, ადრე მეიდნის კარსაც უნოდებდნენ).
13. განჯის კარი (კარის კარი)
14. თაბორი (აქვე იყო თაბორის ციხე, მცველი ციხე ანუ ყორჩი ყალა. ამ ადგილზე ახლა ფერისცვალების მამათა მონასტერია)
15. მეტეხის ციხესიმაგრე (მეტეხი ციხით). მეტეხის ლეთისმშობლის შობის ეკლესია
16. ხიდი ავლაბრისა (მეტეხის ხიდი)
17. ავლაბრის კარი
18. შეფის მოედანი
19. კრწანისის ბაღი
20. ლათინთ საყდარი
21. მახათას მთა
22 სომხის საყდარი
3. ბერძნის საყდარი
24. ოქუანთ ხიდი
25. კალოუბანი (კალოუბნის წმინდა გიორ-
გის ეკლესია)
26. მთაწმინდა
27. კარის საყდარი
28. ციხის მოედანი (ციხესიმაგრის მოედანი)
29. ტფილისის ბაღი სეიდაბადისა
30. კლდის უბნის საყდარი
ჩვენს მიერ მონიშნული თაილისის ზოგიერთი ადგილის სავარაუდო ედეკარეოკა და დღევანდელი სახელწოდება
31. ბოტანიკური ბაღის მიდამო
32. თავისუფლების მოედნის სავარაუდო მდებარეობა
33. შ. დადიანის ქუჩა
34. ა. პუშკინის ქუჩა
35. ნ. ბარათაშვილის ქუჩა. ამ ადგილზე იყო ავანაანთ ხევი
36. ბარათაშვილის სახელობის ხიდი (1911 წლიდან 1965 წლამდე აქ იყო ქ. ო პატონის პროექტით აშენებული რკინის ხიდი, ე. წ. მუხრანის ხიდი)
37. გორგასლის ქუჩა. 1795 წელს აქ ქუჩა არ იყო. იყო რამდენიმე მცირე ბილიკი
38. 300 არაგველის მემორიალი
39. ამ ადგილსაც „განჯისკარს" უწოდებენ. აქ დღესაც არის ქალაქის ძველი გალავნის ნაშთები. „განჯისკარი" მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია
40. ი. გრიშაშვილის ქუჩა. მისი მდბარეობა, სავარაუდოდ, განჯიდან თბილისისაკენ მომავალი საქარავნო გზის გაგრძელებას ემთხვევა
41. მირზა შაფის ქუჩა. ეს ქუჩა გრიშაშვილის ქუჩიდან მარცხნივ მიჰყვება აღმართს და დღევანდელი ბოტანიკური ბაღის შესასვლელ ხიდთან, ნავკისისწყლის მარჯვენა ნაპირით იმ მიდამოს უახლოვდება, სადაც ადრე განჯის კარი იყო
42. აბანოების უბანი
43. თაბორის ქედის ჩრდილო ფერდობი
44. 300 არაგველის ხიდისა და ორთაჭალჰესის სავარაუდო მდებარეობა
45. მეჩეთის სავარაუდო მდებარეობა
46. რუსთაველის პროსპექტის სავარაუდო მდებარეობა
47. სინაგოგის სავარაუდო მდებარეობა
48. სოლოლაკის ქედი და ხეივანი
49. ქართვლის დედის ქანდაკების სავარაუდო მიდამო
50. ქაშვეთი
![]() |
40 ლიტერატურა |
▲back to top |
ლიტერატურა
1. თეიმურაზ ბაგრატიონი, დავით ბაგრატიონის ისტორია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა თ. ენუქიძემ. თბ., 1972. 2. თეიმურაზ ბაგრატიონი, „მეფე ერეკლე“. გაზ. ივერია, თბ.1891,51-56. 3. თეიმურაზ ბერიძე, ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977. : 4. თბილისის ალება აღა-მაჰმად-ხანისაგან, 1795, (მოთხრობა თვალით-მნახველისა), ჟურნალი „ივერია“, თბ.,1885 წ., M2. 5. თბილისის ისტორია, ტ. I, მ. დუმბაძისა და გ. გუჩუას რედაქციით, თბ., 1990. 6. სარგის კაკაბაძე, კრწანისის ომი, თბ., 1991 წ. 7. დევიდ ლენგი, საქართველოს სამეფოს ბოლო წლები (თარგმანი მიხეილ გამყრელიძისა), 2003 წ. 8. ლევან სანიკიძე, დედა ისტორია, ნაკვეთი II, თბ.,1986. 9. 6. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია, ნაწილი I, თბ.,1948. 10. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1972. 11. საქართველოს ისტორია, ტომი მესამე, რედაქტორი მიხეილ სამსონაძე, თბ., 2012. 12. საქართველოს ისტორიის ქრონიკები, XVII-XIX სს. ტექსტები გამოსაცემად მოამზადა ა. იოსელიანმა, თბ., 1980. 13. საქართველოს მეფეები, რედაქტორები მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, თბ., 2000. 14. იოანე ქართველიშვილი, მემუარები, ა. იოსელიანის რედაქციით, თბ., 1952. 15. გერონტი ქიქოძე, ერეკლე მეორე, თბ.,, 1958. 16. ივანე შაიშმელაშვილი, კრწანისის ომი, თბ., 1944. 17. ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი, აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ქალაქ ტფილისში. ჟურნალი „მოამბე“, თბ., 1895 წ. #8. 18. იასე ცინცაძე, აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე, თბ., 1969. 19. თეიმურაზ პეტრიაშვილი, კრწანისს ნაბრძოლი ხმალი და ბატის ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა, თბ., 2006 წ. 20. თეიმურაზ პეტრიაშვილი, აღსასრული და გაპატიოსნება პატარა კახისა, ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი“, 2011, M7,ივლისი, 35-40 გვ. 21. ვახტანგ გურული. საქართველო და რუსეთი. მფარველობიდან ანექსიამდე. გამომცემლობა „უნივერსალი", თბილისი, 2010, გვ. 100-105; 22. П. Бутков, Материалы для новой истории Кавказа, ч. 11, 1869. 23. Кишмишев С. 3. походы надир шаха в Герать Кандагарь Индиу и собития в Персии после его смерти. Тифлись, 1889






