რუსეთის მიმოხილვა
წყარო: ივერია
N1 (იანვარი) 1879., 1879, გვ. 159-166.
გარეშე და შინაგანი მდგომარეობა რუსეთისა ომიანობის შემდეგ. გულგრილობა
საზოგადოებისა გარეშე საქმეთადმი და მზრუნველობა შინაობისათვის. უფულობა და ჭირი.
მთავრობის თავდარიგი, ჟურნალ-გაზეთობა. გაჭირებული მდგომარეობა და მოლოდინი.
ომიანობაც გაუდავდა, რუსეთს გაუთავდა, მეთქი, თუმცა ომისაგან ატეხილი აყალ-მაყალი
ჯერ არ დალაგებულა სრულიად და კუდი, ცოტად თუ ბევრად, კიდევ მოუჩანს; მაგრამ, ეჭვი
არ არის – დღეს თუ ხვალ ომიანობის ხსენებაც აღარ იქმნება. ბევრი ვაი-ვაგლახი, ბევრი
სისხლის ღვრა, ბევრი ყოველ-გვარი ზარალი და უბედურობა მოუვა იმ საქმეს, რომელსაც
მოკიდა ხელი რუსეთმა ორის წლის წინად. რა გამოვიდა ყველა აქედგან? რისთვის დაიღვარა
ამდენი სისხლი? რის გულისათვის დაიღუპა ამდენი ხალხი და ამდენი ფული? რითი ინუგეშოს
ამდენმა ობოლმა და ქვრივ-ოხერმა? ყველა ამის პასუხად რომ გადაავლოს თვალი რუსეთის
შვილმა თვის სამშობლოს აწინდელ მდგომარეობას ბევრს რასმეს თავ-გამოსადებს და
სასახელოს კი ვერას ნახავს; პირიქით — დაისახავს მრავალს იმისთანას, რომელიც
ისარსავით ეცემა მის ამპარტავნობას და თავ-მომწონობას. ეს ერთ-გვარად ითქმის
რუსეთის შინაგან მდგომარეობაზედ და გარეშეზედაც. მართლა-და, რა პოვა რუსეთმა თვის
სამზღვარ გარედ? რუსეთის სახელმწიფომ, როგორც მოგეხსენებათ, ამოიღო ხმალი სლავიანთა
განთავისუფლებისათვის. ყოვლად მოსალოდნელი იყო, რომ ამ გვარი განზრახვა, ამ გვარი
სასახელო დროშა დიდს თანაგრძნობას მოიპოვებდა ევროპაში. ევროპიის განათლებულ
სახელმწიფოთა შორის. მაგრამ პირველსავე ფეხის წადგომას სრულიად სხვა და მოლოდინის
წინააღმდეგი დახვედრა მოუვა ევროპის მხრით. ზოგან ეჭვი, ზოგან უარყოფა
ზემოხსენებულის მაღალის განზრახვისა, ზოგან შურისძიება, ზოგან პირ-და-პირი
წინააღმდეგობა — აი რა დაუხვდა რუსეთის სახელმწიფოს სამზღვარ-გარეთ. ერთი ამბობდა —
არა მჯერაო, მეორე ამბობდა—თუ კარგი ექიმი რამ იყოსო თავის-თავს მაირჩენსო, მესამე
ამბობდა — სლავიანთა განთავისუფლება რას მიქ ვიანო, აქ თავ–დაცემაა დასაპურობლად,
აქ მსუნაგობაა და მეტი არა- ფერიო. უველა ეს გრძნობა მტკიცედ გაუჯდა ევროპას,
მეტადრე მაშინ, როდესაც საქვეუნოდ გამოცხადებულ იქმნენ შერიგების პირობები
დადგენილნი სან-სტეფანოში. რაში არსებობდნენ ეს პირობეი „იგე- რიას“ მკითხველებს
კარგად მოეხსენებათ და გამეორება აქ საჭირო აღარ არის. მხოლოდ ის კი უნდა აღვიაროთ
ერთხელ კიდევ, რომ ევროპამ სრულიად უარყო სან-სტეფანოს შერიგების პირობებს,
ლუკმა-ლუკმა აქცია ოსმალეთისა და რუსეთის მიერ სან-სტეფანოში ხელ–მოწერილი
პირ-შეკრულობა და სთქვა — ჯერ მე მკითხე და მერე შეურიგდიო. ასე მოხდა კიდეც.
ადვილად გასაგებია თუ რა გრძნობა უნდა აეშლევინებინა ყველა ამას რუსის გულში,
მეტადრე იმ რუსის გულში, რომელიც ტრაბახობითა და მედიდურობით იყო აღსავსე — მთელს
დედა-მიწას ავცემ და დავცემთ. მართალია რუსეთი გამარჯვებული გამოვიდა ომიანობიდამ,
მაგრამ... მაგრამ არის ზოგიერთი იმისთანა გამარჯვება, რომელიც დამარცხებაზედ
უარესია. ეს უველამ კარგად იგრძნო: იმანაც ვინც თვალ–დახუჭული ხმალს ატრიალებდა და
მეტი არა აგონდებოდა რა, და აგრეთვე იმანაც ვინც თავ-და-პირველად ეჭვიანის თვალით
უყურებდა გარშემო ამტყდარ მამაცობას და ტრაბახობას. ამ უკანასკნელ ორთა გრძნობათა
მაგიერ აღმოჩნდა სხვა — ბრაზი უღონო, უძლური. თუ იყო ოდესმე იმოდენა ძალა, რომ
ოსმალეთი დაემარცხებინა, ეხლა კი თითქმის მთელის ევროპის წინააღმდეგობას ვიღა
აუვიდოდა? ამ გვარად აღმოჩნდა — ერთის მხრით ვერაფერი გამარჯვება დიპლომატიის
ასარეზზედ. მეორის მხრით — ვერაფერი სიყვარული, ვერაფერი ნდობა რუსეთის
სახელმწიფოსადმი. აქ ეს ორიოდე სიტყვა რუსეთის გარეშე მდგომარეობის თაობაზედ
ომიანობის შედეგ საკმარისია, რადგანაც იგივე გარემოება უფრო ვრცლად იქმნება
მოხსენებული ჩვენ „საპოლიტიკო მიმოხილვაში“.
რაც შეეხება რუსეთის შინაგან მდგომარეობას ომის შემდეგ, რაღა თქმა უნდა რომ ამ
მხრით ვერაივერი სანუგეშო სურათი უნდა წამოუდგეს კაცს თვალ-წინ. გარდა იმ სამწუხარო
შედეგისა, რომელიც მოსდევს ხოლმე ყოველს ომიანობას ყველგან და ყოველთვის, არის
კიდევ მრავალი იმისთანა გარემოება, რომელიც უფრო უმეტესად უმძიმებს ამ შემდეგს
საკუთრივ რუსეთს. ყოველი ომი არის მომტანი საშინელის ზარალისა: იღუპება მრავალი
ხალხი, იღუპება მრავალი სარჩო და ფული; გარდა ამისა ომი აჩერებს ყოველ გვარს
საქმეთა მსვლელობას, აჩერებს წარმატებას — თუ ხალხს ფეხი შეუდგამს წარმატებაში, —
და უძნელებს ამ წარმატებას — თუ ხალხი მისი მომლოდინეა ზოგჯერ, მართალია, ომიანობა
თვისის უბედურებით შეიქმნება ხოლმე ნაპერწკლად ამა წარმატების გაბრიალებისათვის.
მაგრამ ამით მაინც არ ემცირდება ხალხს ომიანობისაგან წარმომდგარი განუსაზღვრელი
ეკონომიური ზარალი და თუ ომი რაიმე წარმატების მომტანია — სრულიად სხვა მხრით, ისიც
ცოტად თუ ბევრად დაშორებულ მომავალში. მაშ თუ ომი საზოგადოდ ზარალისა და
ვაი-ვაგლიხის მომტანია, ახლა გასინჯეთ რამდენად უფრო უმეტესის უბედურების მომტანი
უნდა იყოს იმისთანა ქვეყნისათვის, რომელიც თავად ისეც ვერ გამოიდებს თავს მეტის-მეტ
სიმდიდრით, ხალხის უხვ ეკონომიურ წარმოებით, განათლებით და სხვა კვეხნა და
ტრაბახობა რასაკვირველია ადვილია და დიდი ჭკუა არ საჭირო წამდაუწუმ ძახილისათვის,
სლავიანოფილებისა არ იყოს, ჩვენზე ჭკვიანი და პატიოსანი ქვეყანაზედ არავინ
მოიპოვებაო, მაგრამ ეხლანდელ დროში ლიტონი სიტყვა ვერაფერი თამასუქია რისამე
დამტკიცებისათვის და ძნელად აუხვევს ვისმეს თვალს. ერთის რუსის მწერლისა არ იყოს,
სიტყვა ითქმის და გაქრება, მაგრამ თვით საქმე, ფაქტი კი უკვდავია. მართალი უნდა
თქვას კაცმა, რომ უმეტესი ნაწილი რუსის საზოგადოებისა ბოლომდე არ აყვა ზემოხსესებულ
ტრაბახობას და არ დარჩა თვალახვეული. რუსთ–ოსმალოს ომიანობამ აღმოაჩინა მრავალი
ტკივილი. მრავალი უმზგავსობა ღრმად ჩანერგილი ცხოვრებაში, აწინდელ წყობილობაში.
მართალია ჯარი გამარჯვებული გამოვიდა ომიანობიდამ, მაგრამ საზოგადოებამ კარგად
დაინახა თუ რა ფასად უნდა დაფასდეს ეს გამარჯვება, რამდენად აღმოაჩინა ამ
გამარჯვებამ სიმძლავრე ქვეუნისა და სახელმწიფოისა. ყველა ამაზედ შემდეგში გვექნება
დაწვრილებით მოლაპარაკება ამ „რუსეთის მიმოხილვაში“ გამოვიკვლევთ შეძლებისამებრ
დაწვრილებით ყოველ მხარეს აწინდელის რუსეთის მდგომარეობისას. ეხლა მხოლოდ ვნიშნავ,
საზოგადოთ, საგანს, ვნიშნავ იმ დასაბამ წერტილს საიდგანაც დაიწყება ჩვენი მსვლელობა
რუსეთის არე-მარეში. საზოგადოებამ თვალი გაახილა, მეთქი, დაინახა სურათი და შეკრთა:
ათას ორას მილიონზე მეტი ვალი ომიანობის გამო (ქაღალდის ფულით და სესხით) და
წარმოება ხალხისა არამც თუ იგივე, არამედ უფრო დასუსტებული და დამცირებული, — აი რა
დახვდა თვალ-წინ. ეხლა კი იმასაც გაურბინა - გუნებაში — რა დროს სხვაზედ ზრუნვააო,
რა დროს სამზღვარ-გარედ ცქერააო, როდესაც... და სხვ. სადღაა ის მამაცი გალაშქრება
ჟურნალ–გაზეთებისა თუ საზოგადოებისა თითქმის მთელს ევროპაზედ, რომელიც აქამდისინ
სუფევდა! ეხლა ქმის ყოველის მხრიდამ მოისმის ერთი ხმა: გვეყო გარეშე საქმეებიო,
ვიზრუნოთ ჩვენ შინაობისათვისაო, და სხვა ამგვარი. ეს გარემოება ყოვლად ღირს
შესანიშნავია აწინდელ დროისათვის... რასაკვირველია სასწაულით არა მომხდარა რა
ისტორიაში, და არც ეს ცვლილება არის უეცარი და სასწაულის ძალით მოვლენილი. ეჭვი არ
არის, რომ უმეტესი ნაწილი საზოგადოებისა, და თუ უმეტესი არა — უკეთესი და წინ
წამდგარი მაინც, დიდი ხანია გრძნობდა მრავალის ცვლილების საჭიროებას თვისის
სამშობლოის წარმატებისათვის; კარგად გრძნობდა, რომ მრავალი შინაგანი საქმე
დამწიფებულა კიდეც და წინ წამომდგარა, და ელის მხოლოდ თავის დროს და ჯეროვან
შემთხვევას თვითონ ცხოვრებაში დამკვიდრებისათვის. მაგრამ თუ აქამდისინ ამ
საზოგადოებას არამც თუ არაფრით არ გამოუჩენია თავისი გრძნობა და სურვილი, არამედ
დროებით გულ–მსუბუქადაც აყოლია იმ გრძნობას, რომელიც პირ-და-პირ ეწინააღმდეგება
ზემოხსენებულ სურვილს და მიდრეკილებას, ბრალი ამაში აქვს არა მარტო საზოგადოების.
რუსეთის ცხოვრება აქამდისინ იმგვარად ყოფილა მომართული, რომ ფრიად გასაოცარიც
იქნებოდა საზოგადოებას რომ ცოტაოდენად მომეტებული თაოსნობა შეეძინა და შეეთვისებინა.
თაოსნობა იმგვარი თვისება, რომელიც არც უეცრად ჩამოვარდება ხოლმე ციდამ და არც
ბუნებით შეჰყვება ხალხს. მის აღმოჩენისათვის საჭიროა ჯეროვანი ნიადაგი, ჯეროვანად
შემუშავებული; იგი მოითხოვს. წვრთვნას, გამოზრდას. თუ ცხოვრებაში არ არსებობს
თვით-მოქმედობა, თუ პირიქით სუფევს მარადი სხვის-ანაბრობა, საზოგადოებაში თაოსნობას
ნუღარ ეძებთ. გარდა ამისა არის კიდევ სხვა მიზეზიც, რომლის ძალითაც საზოგადოებამ
გული გაუღო მეომრობას და აუვა სხვა-და-სხვა ტრაბახობას: ეს გახლავსთ მიძინეაბა,
სამარის სიჩუმე, თვალგაუწვდენელი მწყვდიადი, რომელშიაც მიმდინარეობდა ცხოვრება...
ამგვარი არსებობა დიდის ხნით შეუძლებელია, როგორადაც შეუძლებელია კერძო
ადამიანისათვის იყოს ცოცხალი და ცოცხლობას კი ვერაფრით ვერ იჩენდეს. თუ საზოგადოება
რამოდენიმე ხანი იყო კიდეც ამგვარ უღონო მდგომარეობაში, ესეც როგორც ზემოთ
მოგახსენეთ, იმიტომ რომ მოკლებული იყო თაოსნობას. აი მიეცა შემთხვევა და ბუნებამ
თავისი გაიტანა: მიძინებულს და განცხრომას – მიცემულს საზოგადოებას მოუვიდა
წყურვილი სიცოცხლისა. რას დასდევდა — როგორიც უნდა ყოფილიუო იგი სიცოცხლე! უდაბნოში
მიმავალი, ხახა-გამშრალი მოგზაური სწრაფად დაეწაფება პირველ–შეხვედრილ წყაროს და
რას დასდევს . წმინდა არის თუ მღვრიე, მაწყინარი თუ უებარი ვის ენაღვლებოდა თუ რას
მოასწავებს ის სიცოცხლე, რომელსაც ასე ეწაფა საზოგადოება?... თვალ-წინ წამოუდგა
განსაცდელი, რომელმაც გაუკრთო ძილი და გამოიყვანა განცხრომისაგან.
უფულობას და სხვა მრავალგვარ გაჭირებას მიემატა კიდევ ჭირიც, რომელიც კარგა ხანია
არ სწვევია ევროპას. ეს საშინელი ავათმყოფობა გაჩდა აშტრახნის გუბერნიაში, და თუმცა
დიდ მანძილზედ არ არის გამდგარი, მაგრამ მაინც დააფრთხო არამც თუ მარტო რუსეთი,
არამედ თითქშის მთელი ევროპაც. ჭირი დიდი უბედურებაა არამც თუ მარტო იმით, რომ
მრავალ ხალხსა სწყვეტს: არამედ იმითაც, რომ მის მოსასპობლად იმ გვარი ზომიერებანი
არიან საჭირონი, რომელნიც დიდ ზარალს აძლევენ აღებ-მიცემობას და სხვა ყოველ-გვარ
წარმატებას ხალხისას. ჭირს მოსდევს კარახტინი, გზის შეკვრა, მისვლა-მოსვლის
შეფერხება და სხვ. ყველა ეს რასაკვირველია ვერაფერი ბედნიერებაა რუსეთისათვის ამ
ჟამად, როდესაც ეკონომიური მდგომარეობა ხალხისა თავად ისეც განსაცდელის კიდურზედ
არის მიმდგარი, მაშინ როდესაც უპირველესი საჭიროება მთელის ქვეენისა მოითხოვს
ხალხის წარმოების გაკეთებას და ხელის შეწყობას და არა მის დამცი რებას და დავარდნას.
რაღა ეს უნდოდა ხალხს, რომელიც თავად ისეც დატვირთულია რითაც კი შეიძლება და რომლის
ავ-კარგიანობაზედ დამუარებულია მთელის სახელმწიფოის და ქვეყნის ბედი თუ უბედობა?
მთავრობა კარგადა გრძნობს ამ გვარ გაჭირვებულ მდგომარეობას, ცოტად თუ ბევრად ხედავს
ამ ურთიერთობას და მტკიცედ მოუკიდნია ხელი ერთის მხრით ჭირის მოსპობისათვის, მეორეს
მხრით თკი ფინანსიურ საქმეთა გაკეთებისათვის. ან კი როგორ არ ათხოვოს ჯეროვანი
ყურადღება ჭირს, როდესაც ევროპა ისე დაშინებულა, რომ ლამის სრულიად შეუკრას რუსეთს
თავისი საზღვარი. თუ მართლა შეკრა კი — ღვთის წინაშე, რომ ეს საქმე ფრიად საზარელი
და დასაღუპავი იქმნება რუსეთისათვის. მთავრობა საფინანსო თავდარიგსაც შეუდგა ამ
ბოლოს დროს. მართალია ჯერ არ მოჩანს არავითარი მკვიდრი გზა, რომელსაც დასდგომოდეს
მთავრობა სახელმწიფოის ფინანსთა საქმის ცვლილებისათვის; არ გამოჩენილა არავითარი
მტკიცე და არსებითი ზომიერება რათა შეუმცირდეს მთავრობას გასავალი და მოემატოს
შემოსავალი, მაგრამ ის კი ცხადია, რომ მთავრობა და, მეორის მხრით, საზოგადოებაც
კარგად გრძნობენ. რომ აწინდელის დროის უმთავრესი საჭირობა რუსეთისთვის
გამოკვანძილია აქ, ხაზინაში, სახელმწიფოს ფინანსთა მდგომარეობაში. მთავრობის სხვა
და სხვა ზომიერებათა შორის ამ საგნის თაობაზედ უნდა მოვიხსენოთ ის
ხელმწიფე-იმპერატორის მიერ დანიშნული კომმისია, რომელიც ამ ჟამად შეკრებილია და
მოქმედებაც დაუწყია. ამ კომმისიის თანამდებობა იმაში არსებობს, რომ გამონახო, სხვა
და სხვა საშუალება და ღონისძიება რათა შეამოკლოს და შეამციროს ხაზინის გასავალი;
ჩამოაცალოს სახელმწიფოს რაც მეტი და უსარგებლო ხარჯი აქვს. ამ კომისიის მოღვაწეობა
როგორითაც მრავალ სხვა ამ გვარ კომისიების მოღვაწეობაც რასაკვირველია, ძნელია და
უბრალო კაცისათვის უცნობი. ამ კომმისიებს გამოაქვთ საქვეყნოთ თავიანთი ნაღვაწი მზად,
როგორც მინერვა იუპიტერის თავიდამ. სხედან კომმისიის წევრნი ოთხ-კედელ–შუა, კარ–ჩაკეტილნი,
უცნობი არავინ და არაფერი არ შემოგვივარდესო. გაზეთებს კი, მართალია, არა
გამოეპარებათ რა და მოპატიჟებასაც არ უცდიან, და რაც ღონე აქვთ სწერენ და
ლაპარაკობენ — აგები ჩვენიც გაიგონონ რამეო. ამ გვარად, როგოც გაზეთები ამბობენ,
ზემოხსენებულის კომმისიის უპირველესი ყურადღება მიქცეულია მაზედ თუ როგორ შეამცირონ
ის მრავალი ფული, რომელიც მიდის ურიცხვ მოხელეთა ჯამაგირზედ და დაჯილდოებაზედ. ეს
კომმისია, როგორც სხვა ამგვარი, კარ-ჩაკეტილია, მეთქი მაგრამ ერთით კი არა ჰგავს ეს
კომმისია სხვას: მას ნება აქვს მიიპატიჟოს უცხო პირიც, რომელსაც კი შეეძლება რაიმე
გამოსადეგის აზრის შემოტანა წამოყენებულ საგანზე და ვინ ეღირსება ამ დაპატიჟებას —
ღმერთმა უწყის. რაც შეეხება ჟურნალ–გაზეთებს, დღე არ გავა, რომ ვრცელი სჯა და ბაასი
არ გაიმართოს მაზედ თუ როგორ ვირჩინოთ თავიო და როგორ ავიცილოთო. თითქმის კოტრობა
კარზედ მომდგარიაო. ზემოდაც მოგახსენეთ, რომ ომიანობის შემდეგ დიდი ცვლილება მოხდა
მეთქი როგორც საზოგადოებაში, ისე ჟურნალ-გაზეთების მიმართულებაში და მიდრეკილებაში.
შესწყდა ზარბაზნების გრიალი და თოფ-იარაღის ჩხარუნი; გაჰქრა აგრეთვე ის უთავბოლო
სიტყვის ჩხარუნიც, რომელიც მიაქანებდა მშიერ-მწყურვალს... სტამბოლისაკენ. რა დროს
სტამბოლიაო, რა დროს ბოლგარიააო, გაიძახიან გაზეთები (რასაკვირველია ზოგიერთ გარდა,
რომელნიც ცალის თვალით მაინც სტამბოლს გასცქერიან. მაგრამ ყურს აღარავინ უგდებს!)
რასაკვირველიაო, ბოლგარიისათვის კეთილ-დღეობისა და . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . ბოძება კარგი და საქები რამ არისო, მაგრამ... მაგრამ ჩვენ აქ მაინც რა
შუაში ვართო? ეს არის უმთავრესი კილო, რომელზედაც მომართულია ამ ჟამად რუსის უმეტეს
საზოგადოებისა და მწერლობის მიმართულება. ძილი გაკრთობილია მეთქი და ყური აცქვეტილი.