![]() |
ადგილის მარკეტინგის გამოყენების თავისებურებები ტურიზმის ინდუსტრიაში |
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი მარკეტინგის კათედრა
სოფიო ჯამრულიძე
ადგილის მარკეტინგის გამოყენების თავისებურებები
ტურიზმის ინდუსტრიაში
(თბილისის მაგალითზე)
ნაშრომი წარდგენილია ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის
აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ეკონ. აკად.
დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული
პროფესორი ბაბულია მღებრიშვილი
თბილისი 2018 ანოტაცია
წინამდებარე ნაშრომის მიზანია, ადგილის მარკეტინგის გამოყენების პროცესის
თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლის საფუძველზე, იმ პრობლემების
გამოვლენა და გადაჭრის გზების ძიება, რომლებიც გავლენას ახდენენ თბილისში
ტურიზმის განვითარების დონეზე.
ნაშრომი მოიცავს 107 გვერდს, იგი შედგება შესავლის, 3 თავის, 9 პარაგრაფის,
დასკვნებისა და რეკომენდაციებისგან. ტექსტში ჩართულია 27 დიაგრამა. ნაშრომს თან
დაერთვის დანართები და 37 დასახელების ლიტერატურული წყარო.
ნაშრომის შესავალ ნაწილში დასაბუთებულია საკვლევი თემის აქტუალურობა,
კვლევის მიზნები და ამოცანები, საგანი და ობიექტი, კვლევის თეორიული და
მეთოდოლოგიური საფუძვლები. შესავალში მოკლედ არის მიმოხილული ძირითადი
ლიტერატურული წყაროები. თეორიული და პრაქტიკული მასალების კვლევის
შედეგების მიხედვით, ნაშრომის ბოლოს, გაკეთებულია დასკვნები და
ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები.
მოცემული ნაშრომის პირველი თავი მოიცავს, ძირითადად, თეორიული
შინაარსის საკითხებს. მასში განხილულია ტურიზმის მარკეტინგის არსი და პრინციპები;
ადგილი, როგორც ტურიზმის მარკეტინგის ობიექტი; ყურადღება გამახვილებულია
ადგილის მარკეტინგის მიზნებსა და სტრატეგიებზე. ნაშრომის მეორე ნაწილი არის
როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ხასიათის. მასში განხილულია ქალაქების
ბრენდინგის პრაქტიკა, გამოწვევები და ტენდენციები. შეფასებულია თბილისის
ტურისტულ ინდუსტრიაში ადგილის მარკეტინგის გამოყენების ძირითადი
მიმართულებები, საუბარია ტურისტული რესურსების კონკურენტუნარიანობის
ამაღლების მეთოდებზე, ნაჩვენებია ქ. თბილისში ტურიზმის სახეების განვითარების
პერსპექტივები.
ნაშრომის მესამე თავში წარმოდგენილია თბილისის ტურიზმის ინდუსტრიაში
ადგილის მარკეტინგის გამოყენების მიმართ ქართველი მომხმარებლის
დამოკიდებულების მარკეტინგული კვლევის შედეგები, შესაბამისი დასკვნებით.
Annotation
Sophio Jamrulidze Characteristics of the Place Marketing in the Tourism Industry (based on the example of
Tbilisi) The purpose of the present paper is to identify and determine ways of solving the
problems that affect tourism development in Tbilisi, based on the theoretical and practical issues
of the use of the place marketing.
The paper consists of 107 pages, incorporating introduction, 3 chapters, 9 paragraphs,
conclusions and recommendations. The main part of the study includes 27 diagrams. The
appendix and 37 different references are enclosed. The introductory section of the paper demonstrates the relevance of the research topic,
draws main aims and objectives of the paper, as well as its theoretical and methodological
foundations. Based on the results of theoretical and practical researches, conclusions are drawn
and suggestions are proposed at the end of the thesis. The first chapter consists mainly of theoretical issues. It deals with the essence and
principles of tourism marketing; Place is considered to be an object of the tourism marketing;
the marketing goals and strategies of the place are outlined.
The second chapter of the thesis comprises topics of both theoretical and practical
aspects. This section deals with the practice of urban branding, challenges and trends. The main
directions of the use of place marketing in Tbilisi tourism industry are estimated. The second
chapter also discusses the ways of the competitiveness of the resources, showing the prospects of
development of tourism services in Tbilisi.
Using Tbilisi as the area of the research, the third part of the paper analyzes the attitude
of the Georgian customers towards the use of place marketing in Tbilisi tourism industry.
როგორც ზემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს, გამოკითხულთა უმეტესი
ნაწილი (61,5%) სთვლის, რომ თბილისში ყველა საინტერესო და მიმზიდველი ადგილი
ჯერჯერობით არ უნახავს, 24,9% მიიჩნევს, რომ ასეთ ყველა ადგილებს უკვე ესტუმრა,
ხოლო დანარჩენ 13,7%-ს უჭირს პასუხის დაფიქსირება. მაშასადამე, თბილისში არსებობს
შიდა ტურიზმის განვითარების პოტენციალი. ამისათვის კი მარკეტინგული საქმიანობის
გააქტიურებაა საჭირო.
მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ იმის გარკვევაც, სთვლიან თუ არა რესპონდენტები,
რომ ქ. თბილისის, როგორც ტურიზმის განვითარების ობიექტის, შესახებ პოტენციური
ტურისტების ინფორმირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის დახმარებით
გვსურდა დაგვედგინა ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება პოტენციური
ტურისტების ინფორმირების მდგომარეობის შეფასებისგან დამოკიდებულებით (იხ.
დიაგრამა 3.2.7).
![]() |
1 შინაარსი |
▲back to top |
![]() |
2 შესავალი |
▲back to top |
![]() |
3 თავი 1. ტურიზმის მარკეტინგის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები |
▲back to top |
![]() |
4 3.3. უცხოელი ტურისტების დამოკიდებულების ანალიზი თბილისის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივების შესახებ |
▲back to top |
![]() |
5 დასკვნები და რეკომენდაციები |
▲back to top |
![]() |
6 გამოყენებული ლიტერატურა |
▲back to top |
![]() |
7 დანართები |
▲back to top |