აღმოსავლეთის საქმე და ჩვენ წყარო: ივერია N1 (იანვარი) 1879., 1879, გვ. 136-158. – ჩვენ სხვისთვის ვართ რამე თუ არა. – ჩვენი მსხვერპლი და ძმათა შემოერთება. – ჩვენის განათლების საქმე. – ჩვენის ხალხის სწავლების საქმე. – რა არის შკოლა. – ქართული საზოგადოება სწავლის გავრცელებისათვის. – შარშანდელი მასწავლებელთა კრება – «Тифлисский Вестник»-ის და „დროების“ ღვაწლი. უფ. სტრელეცკი და ხითაროვი. უფ. იანოვსკი. თავად-აზნაურთა შკოლა. სამღვდელოების განკარგების ნიშნები. სასულიერო წოდების ქალთა განათლების საქმე. ყოვლად უსამღვდელოესი იოანნიკე. ჩვენის სემინარიის ჯერ კიდევ უნუგეშოდ ყოფნა. ბალკანის ნახევარკუნძულზედ აღმოსავლეთის საქმეს ბერლინის ხელშეკრულობით წვერი შემოერღვა, როგორც პაჭიჭს, და რაკი წვერი შემოერღვა, ბოლომდინ რღვევით უნდა წავიდეს. ჩვენ აქ რა შუაში ვართო, იტყვის მკითხველი. ეს პატარა ქვეყანა, რომელსაც ამიერკავკასიას ეძახიან და სადაც უპირატესობა ყოველისფრით ქართველობას უპყრია, დღეს იმ ქვეყნად შეიქმნა, რომელშიაც, ბერლინის ხელშეკრულების შემდეგ, გამოიკვანძა დიდი კვანძი აღმოსავლეთის საქმისა. ჩვენის ფიქრით, ეხლა აღმოსავლეთის საქმემ, აქამომდე სლავიანებზე გაჩერებულმა, აქეთ, აზიაში გადმოიწია და რუსეთი და ინგლისი – ეს ორი დაუძინებელი მეტოქე აზიაში მფლობელობისათვის – აქ, აზიაში, დაეჯახებიან ერთმანეთს და ბოლოს საქმე იქამდის მივა, რომ მაგ საქმის კვანძი აქ უნდა გაიხსნას. რით გაიხსნება ეს კვანძი, ხმლით გაჰკვეთენ თუ საცივილიზაციო ღონისძიებითა, – ამისი გადაწყვეტილად თქმა ძნელია წინადვე. ამას კი ვიტყვით, რომ პირველი ნიშნები ინგლისის მხრით საცივილიზაციო ღონისძიების ხმარებას მოასწავებს. ჩვენ ამით იმის თქმა კი არ გვინდა, რომ ეგ ინგლისს მოსდიოდეს სხვისა თუ ჩვენის სიყვარულით და ტრფიალებითა, – აქ ინგლისი თავის საკუთარის სარგებლობისათვის იღვაწებს. და რადგანაც ერთის ჭეშმარიტი და უცოდველი სარგებლობა მარტო იმაზეა დამყარებული, რომ მეორეც კარგად იყოს, ამიტომაც ინგლისი, რომლის საქმენი ხალხის. თვითმოქმედებით იმართებიან, ეცდება თავისი ჭეშმარიტი სარგებლობა ჭეშმარიტს საძირკველზედ ამოიყვანოს, ესე იგი, ეცდება ძალაუნებურად იმათ კარგამყოფობასაც, ვინც მას აზიაში ბინადრად დახვდება. ჩვენ აქ საპოლიტიკო სიგელს არ ვწერთ, და ამიტომაც ჩვენ ესე გაკვრით ვლაპარაკობთ ამ საგანზედა და ჩვენს მკითხველს ჩვენს ამონაფიქრებს ვაუწყებთ სმენისა და გაგონებისათვის. ჩვენ აქ გვინდოდა, როგორც ლიტონს მემატიანეს, შეგვენიშნა, რომ აზია საერთოდ და ჩვენ თვითონ საკუთრივ ვართ საჭირონი არამც თუ ჩვენის თავისათვის მხოლოდ, არამედ სხვისათვისაც. თუმცა ბევრი რამ შეიცვალა ქვეყნიერებაზედ ამ ხუთას-ექვსას წელიწადში, მაგრამ ეს მიწის-ყელი, რომელსაც კავკასიას ეძახიან, რომელიც აზიისა და ევროპის კარად ყოფილა უწინ და რომლის დაპყრობისათვის ბევრი სხვადასხვა ხალხის სისხლი დაღვრილა, მაინც ისევ კარად დარჩა და ხალხთა შორის შუღლისა და ცილების, მიზეზად იქნება კიდეც. ბერლინის ხელშეკრულობამ ჩვენ ერთი დიდი სიკეთე შეგვძინა და ამ მხრით შარშანდელი წელიწადი ჩვენთვის ფრიად ღირსსახსოვარია: ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლ-ხორცი, ჩვენთან ერთად „მებრძოლი შავის ბედისა“, ჩვენი გმირების ბუდე, ჩვენის უწინდელის განათლების და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო, – დღეს ჩვენ შემოგვიერთდა და, თუ კარგად მოექცევიან – ვის ხელთაც აწ იმათი ბედია, ჩვენთან იქნება კიდეც სამუდამოდ. წარსულმა ომმა ბევრი სისხლი დანჰსთქა ქართველობისა, ბევრმა ვაჟკაცმა ჩვენმა დასდო თავი, ბევრმა დაღვარა სისხლი. ბევრმა ჩვენმა აფიცრობამ თავისი ყმაწვილკაცობის დღენი დალია ამ ომში, ბევრი წარვიდა-მეთქი ამ წუთისოფლიდამ თვისტომთაგან დაუტირებელი, ბევრი დაიხოცა სახელოვანის სიკვდილით, – და მათი სახელი არც კი არავინ ახსენა და აღიარა. (საწყალნო, ეგრე გულგმირად თავდადებულნო ყმაწვილკაცნო!) თქვენ, საცა ჭირი იყო, პირველნი იყავით, ნებით თუ უნებლიეთ, და საცა ლხინი იყო – უკანასკნელნი!.. სახელი და დიდება თქვენც, რომელნიც ბედმა სიკვდილისაგან გიხსნათ, რომელთაც ნებით თუ უნებლიედ აჩვენეთ ქვეყანას, რომ ვაჟკაცობა ქართველობისა უქმი სიტყვა არ არის და რომელთაც გიცნობთ ჯარი და უბრალო ჯარისკაცნი და სხვა არავინ ზედაც არ გიყურებთ ჩვენში! თქვენც, თქვენთა თავდადებულთ ძმათაებრ, ჭირში პირველნი იყავით და ლხინში უკანასკნელნი ხართ... თქვენ თავებს იხოცდით, თოფს და ზარბაზანს გულდაგულ ედეგით და თქვენი სახელი და დიდება სხვამ გაისაკუთრა, სხვამ დაინარჩუნა. იმითი მაინც ინუგეშეთ, რომ ამ ომმა, საცა ამოდენა მსხვერპლი მოიტანა ქართველობამ, ამო – დენა ძალ-გული და ვაჟკაცობა გამოიჩინა, ამ ომმა ამდენის ხნის დაშორებულნი ძმანი ისევ ერთმანეთს შეგვყარა. (რასაკვირველია, ამისთანა ბოლო იქნება გულშიაც არა ჰქონდათ მათ, ვინც თავი დაჰსდო ამ ომში, მაგრამ ჩვენ, როგორც ლიტონმა მემატიანემ, უნდა შევნიშნოთ, რომ ამ დიდს საქმეს ძმათა შეერთებისას ჩვენი საკუთარი სისხლი ზედ გადაესხა.) მიიღო კიდევ ჩვენმა სისხლშიამოვლებულმა ბედმა ჩვენი სისხლის შესაწირავი!.. ნუთუ უსისხლოდ ჩვენ ბედი არას გვითმობს!.. ეხლა ჩვენ ერთი დიდი და უდიდესი მოვალეობა გვაწევს: ძმებს ძმურად უნდა დავხვდეთ ყველგან და ყოველიფერში; უნდა იმათთვისაც ვიზრუნოთ, – როგორც ჩვენთვის, იმათთვისაც თავი გამოვიდოთ, როგორც ჩვენთვის. თუ ჭირში ვუძმეთ, ჭირში მივეშველენით, – ჩვენი ერთმანეთის დაურღვეველის კავშირის გაბმაც უეჭველია. ეს ისმინეთ და გაიგევით, ქართველობავ! რა გაგვიხსნის გზას მაგ კავშირის გაბმისათვის? აკაკი წერეთელმა ჰსთქვა და ჩვენც ვიტყვით, რომ ამისათვის ერთი უებარი სახსარია: სწავლა, ცოდნა და მეცნიერება. აი წამწყმედელი ყოველის უთანხმოებისა, დამადგინებელი ყოველის ერთობისა, ამამაღლებელი ადამიანისა! აი ჭირთა ამხდელი სახსარი, კეთილდღეობის მომფენი ღონისძიება! სწავლა, ცოდნა, მეცნიერება – ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვერ უდგება: ვერც მუშტი ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმრავლე. ცოდნა უძლეველი ფარია არსებობისათვის, ბასრი ხმალია მოგერებისათვის. თუ მაგაში ფეხი გავიდგით, თუ მაგაში წინ წავდექით, ჩვენი ეხლა დაუძლურებული ღონე ამოხეთქს მაგარ ფესვებს.................1 ტყუილად კი არ ანაცვალეს ცნობადის ხეს თვითონ სამოთხეც კი პირველ კაცთა, ადამმა და ევამ. ეგ ის ხეა, რომელსაც გამოაქვს მშვენიერი ნაყოფი თვითვეულისათვის ცალკე და ხალხისათვის საერთოდ; ეგ ის ხეა, საიდამაც ეჩოს ტარიც გაითლება და ხერხისაც; ეგ ის ხეა, რომელიც ყველას იწვევს ერთნაირის გულისტკივილითა და ეუბნება: „მოდით, მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე განგისვენებთ თქვენ“; ეგ ის ხეა, რომელ ქვეშაც ჩვენ უნდა დავდგათ ოქროს აკვანი ჩვენი ერთობისა. საქმე იმაშია ეხლა, რა გზით და როგორ? ხალხის სწავლების და განათლების საქმე ჩვენში ამ უკანასკნელ დრომდე იმაზედ იყო მიმდგარი, რომ მთავრობა მარტო საშუალო სასწავლებელთათვის ზრუნავდა მხოლოდ და მარტო მათს, ასე თუ ისე, გავრცელებას ცდილობდა. საშუალო სასწავლებელნი მარტო შემძლებელთათვის არის მისაღწევი, ესე იგი – თავადაზნაურობისათვის და მოქალაქეობისათვის. ამის გამო მთავრობის მზრუნველობა განათლების შესახებ დღეს-აქამომდე მარტო წოდებათა (сословный) განათლების მზრუნველობას მოასწავებდა და სხვას არასფერს. სხვა დანარჩენი, ფრიად დიდძალი ხალხი კი, რომელიც ქვეყნის ჭეშმარიტს ღონეს შეადგენს, ამ მზრუნველობიდამ გამოკლებული იყო. მარტო ამ უკანასკნელ დროს ყველამ, თუ არა ჰსცნა, ცნობილი მაინც აღიარა, რომ ესეთი განსაკუთრებული მზრუნველობა მარტო ერთის წოდებისათვის დიდი შეცდომაა წინაშე საერთოდ ხალხის განათლების მოთხოვნილობისა, რომ სწავლა და განათლება უფესვოა იქ, საცა უდიდესი ნაწილი ხალხისა კარდახშულია, მოკლებულია სწავლის სახსარსა. ამიტომაც, დიდი თუ პატარა, ყველა მოიმართა ამ ბოლოს დროს იმაზედ, რომ სახალხო შკოლები დაიმართოს. აქ, ჩვენდა სანუგეშოდ, იმას შევნიშნავთ, რომ სწავლის გავრცელების და სახსრების მოპოებისათვის თვითონ ჩვენმა დაბალმა ხალხმა დიდი თვითმოქმედება გამოიჩინა და არც უმაღლესი საზოგადოება დარჩა უგულმოდგინოთ, როგორც ქვევით ვნახავთ. ამ სახით, თაოსნობა სწავლის გავრცელებისათვის ხალხში თვითონ ხალხმა იტვირთა. ამაში ჩვენ ვხედავთ მომავლისათვის ბევრს სანუგეშოს. დიდი საქმეა, როცა თვითონ ხალხი ცდილობს თავისი თავი გაიტანოს. დღედადღე გვესმის, რომ ჩვენი ხალხი, ნამეტნავად ტფილისის გუბერნიაში, იღვწის შკოლების დამართვისათვის, ყოველ დღე ისმის, რომ აქ და აქ გამართეს შკოლაო; დღედადღე ეგ თვითმოქმედება მატულობს და იმატებს კიდეც, თუ ხელს არ შეუშლიან. ჩვენდა სამწუხაროდ, ამასვე ვერ ვიტყვით ახლად შემოერთებულს საქართველოზედ. იქ, არა მგონია, პირველ ხანებში, თვითონ იქაურთა მცხოვრებთა შორის მაგ თვითმოქმედებამ გაიღვიძოს და ან ჩვენმა საკუთარმა გულმოდგინებამ ძალიან ფრთა გაშალოს. რადგანაც იქ სარწმუნოებით მაჰმადიანები არიან, არ იქნება რომ ამ გარემოებამ ცოტად თუ ბევრად არ შევაფერხოს შკოლების გავრცელების საქმე. ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ ვითომ მაჰმადიანობა თვითონ თავისიც ეწინააღმდეგებოდეს განათლების მიღებას და გავრცელებას; ჩვენ იმისი თქმა გვინდა, რომ რადგანაც დღე: სწავლის ხელთმძღვანელი ჩვენშიაც და იქაც მარტო მთავრობაა, მერე რუსისა, ესე იგი იმ ხალხისა, რომელიც სარწმუნოებით და ენით მათ უნდა ეუცხოებოდეს უსათუოდ, ამის გამო რუსთაგან ყოველგვარს ცდას განათლებისათვის სხვა თვალით დაუწყებენ ყურებას. შესაძლოა იფიქრონ (განა ცოტა უხეირო და უგვანი ტაშკენტელნი პედაგოგები გვყავს, რომ არ აფიქრებინონ), შესაძლოა-მეთქი აფიქრებინონ, რომ შკოლების მეოხებით ეცდებიან ჩვენი ზნეობითი და გონებითი მხედველობა შესცვალნო ჩვენის რჯულის არსების შერყევისათვის. ღმერთმა გვიხსნას ჩვენც და ისინიც იმისთანა შკოლებისაგან, რომელთაც განათლებისა და სწავლის მოფენის გარდა, სხვას რასმეს დაუნიშნვენ მისახწევად დაჯე მასას აკვანს ადამიანის გონების და ზნეობის აღზრდისას წაბილწვენ სხვადასხვა ბიწიერ მოსაზრებითა. შორს ჩვენგან ამისთანა შკოლები! შორს ჩვენგან იმისთანა ტაშკენტელნი, რომელნიც არცხვენენ თავის ხალხს სხვის თვალში, და საცა მოქმედობენ – მარტო მტერს უჩენენ თავის ქვეყანას და თავის ერსა. ამ სახით, ეს ორი სხვადასხვა გარემოება ჩვენის ქართველობისა ორგვარს სახსარსაც ითხოვს საქმის წარმატებისათვის. ჩვენში, საცა თვითმოქმედება ხალხისა გაღვიძებულია განათლების გავრცელებისათვის, მთავრობამ, როგორც განათლების ხელთმძღვანელმა, ხელი უნდა შეუწყოს ამ თვითმოქმედებას, წაახალისოს თაოსნობა ხალხისა, ფულით თუ სხვა რაიმე საჭირო ღონისძიებით დაუღალავად და ხანდაუზმელად მიეშველოს, და ამასთან უფრო ფართო და ადვილი გზა მიჰსცეს ხალხის ხალისს და თვითმოქმედებას შკოლების დაარსებისათვის, ესე იგი ტყუილუბრალო მიწერ-მოწერით არ დააგვიანოს ხოლმე ნებისრთვა. სადაც ეგ თვითმოქმედება არ არის ჯერ გაღვიძებული, იქ კი ყოველი ღონისძიება უნდა იხმაროს მთავრობამ თვითმოქმედების გაღვიძებისათვის. იქ თვითონ მთავრობამ თავისის ხარჯით, თავისის თაოსნობით უნდა დამართოს შკოლები, და მერე იმისთანა სიფთხილით, იმისთანა თვალგაფაციცებით, იმისთანა წინმხედველობით, რომ არა მიზეზი არ მიჰსცეს კაცს აფიქრებინოს, რომ განათლების და სწავლის მეტი აქ შკოლას სხვა რამე წადილიცა აქვს. ამ მძიმე ტვირთსა შეუმსუბუქებს მთავრობას მარტოდ და მარტოდ ქართველი კაცი, ქართული ენის მცოდნე. ამისათვის საჭიროა სახალხო შკოლების დირექტორებად მოწვეულ იყვნენ უსათუოდ ქართულის ენის მცოდნენი, საჭიროა საყოველთაოდ ჩვენთვის, და ახლად შემოერთებულ საქართველოსათვის ხომ აუცილებელია და აუცილებელი. ამასთან, ეს არ უნდა დაივიწყონ, რომ პირველდაწყებითს სახალხო შკოლას მარტო ერთი წადილე უნდა ჰქონდეს, მარტო ერთი საგანი: მოზარდს თაობას მიანიჭოს ცოდნა იმ პატარა საწყაოთი, რომლის აუვსებლათაც შემდეგი განათლება და განვითარება შეუძლებელია. აი ამაშია სული და გული პირველდაწყებითის შკოლისა. ამ გზაზედ მას შეუძლიანი. ამის ამბობს ერთი მწერალი, – ყოველმხრივი განვითარება მიჰსცეს მოზარდსაო, შეუძლიან გაუმაგროს, გაუღონიეროს და გაუხსნას სულიერი და ხორციელი ძალნი მოზარდსაო. თუ ეს ჩემი ნათქვამი მეტად აზვიადებს პირველდაწყებითის კოლის მნიშვნელობასა და მეტისმეტად ეჩვენება ვისმეო, მე იმათ აი რასა ვკითხავო: იცით თუ არაო, რა არის ყრმისათვის, რომ რამდენიმე წელიწადი ზნეობით და გონებით განვითარებულ კაცის ხელში იყოს? იცით რა არის, რომ რამდენიმე წელიწადს გაუწყვეტლად ყრმა ემორჩილებოდეს გონიერს დისციპლინას შკოლისას, საცა გონივრად დადგენილს წესსა და რიგსა წარბშეუხრელად და გულისტკივილითაც მუდამ უნდა ამოქმედებდეს შკოლის ოსტატიო? ცხადი არ არის აქედამაო, მით რომ ყრმა შკოლაშია, მით რომ მოზარდი ნერგი მუდამ თვალქვეშა ჰყავს გულშემატკივარს, განვითარებულს, ზნეობიანს ოსტატს და მის წინ როგორც კოკორი იშლება, სულიერად და ხორციელად დღედადღე იმართება, – ნუთუ ცხადი არ არისო, რომ ამით ყრმას ენერგება გულში პატივისცემა სხვისა და საკუთარის თავისა, პატივისცემა კანონიერობისა და სიმართლისა, გრძნობა ადამიანის ღირსებისა, მართებულობისა, რიგიანობისა, პატივისცემა სხვის საკუთრებისა, სიყვარული, ხალისი შრომისა, გაფრთხილებისა, ზოგვისა, სიყვარული ოჯახისა, თვისტომისა, ქვეყანისა. – ამრიგად, პირველდაწყებითს შკოლაშიაც კი შესაძლოა იხეიროს, ყოველ იმ მოზარდმა ნერგმა კაცის ბუნებისამ, რომელიც ერთ(თად გამოიტანს ხოლმე ნაყოფს კაიკაცობისას, ადამიანობისას. ამ წრის გარედ შკოლას საერთოდ და სახალხოს საკუთრივ საქმე არა აქვს, და თუ ვინმე ზახაროვისა და კუვშინსკისთანა შკოლას ზურგზედ სხვას რასმე აჰკიდებს, იმას არა ჰსწამს შკოლის უწმინდესი მადლი, ის უარჰყოფს მის სანატრელს მნიშვნელობას, ის წმინდა საგანს – შკოლას – სახედარადა ხდის და ზედ ჰკიდებს თავის დახშულის გულის ღვარძლსა და ნაგავსა, ის უარჰყოფს ხელმწიფე იმპერატორის უმაღლესს ნებას, გამოცხადებულს 1864 წ. რესკრიპტშია.2 მადლობა ღმერთს, ეს შკოლის მნიშვნელობის წაბილწების და წარყვნის შიში ჩვენში ეხლა არამც თუ შეფერხდა, არამედ სანუგეშო იმედად შეიცვალა. შარშანდელმა კრებამ სასოფლო შკოლების მასწავლებელთა ეს ცხადად დაგვიმტკიცა. ჩვენმა ქართულმა ენამ, აქამომდე შკოლებიდამ გამოდევნილმა“, ისევ ფეხი შეჰსდგა ჩვენს შკოლებში. ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ეხლანდელს რედაქციას „დროებისას“ და ნამეტნავად «Тифлисский Вестник»-ს. სიმართლე გვაიძულებს აღვიაროთ, რომ ეგ ღვაწლი მარტო მაგ რედაქციამ დაჰსდო ჩვენის განათლების საქმეს და მასთან ერთად «Тифлисский Вестник»-მა, რომელმაც ამ საგანზედ თვალსაჩინო წერილები დაბეჭდა. ეგ პატარა გაზეთი „დროება“ ეხლანდელ ნაღმის მიმტანს პატარა გემს მაგონებს, რომელიც ეხლახან მოიგონეს და რომელმაც იმდენი ვაივაგლახი დააყარა ზორბა ხომალდებს წასულს ომებში. ჩვენ გვგონია, რომ იმ პატარა გემების სამსახურსა ადვილად გაუწევს ჩვენს ქვეყანას ჩვენი პატარა „დროება“, თუ რომ იგი არ მიიკარებს, იმ სენს, რომელსაც ჰქვიან სხარტე სახელი – გონების მრუშობა. ღმერთმა დაიხსნას ამ ჭირისაგან ის ტანად მომცრო მოძმე ჩვენი. ესეა თუ არა, „დროებამ“ და «Тифлисский Вестник»-მა კი ნაღმი მიიტანეს და ააფეთქეს ის უგვანი და ზორბა გემი, რომელსაც მმართველად უსხდნენ ტაშკენტელნი პედაგოგები.....3 შარშანდელმა სოფლის შკოლის მასწავლებელთა კრებამ უარჰყო უწინდელი მიმართულება ჩვენის შკოლებისა და აღიარა, რომ ქართული ენა უნდა დაიდგას ქვაკუთხედად ჩვენის განათლებისა. იმ კრებამ კანონად დასდვა, რომ მთელის სწავლის მსვლელობა სასოფლო შკოლებში ქართულს ენაზედ უნდა იყვესო და დააწესა სრული კურსი პირველდაწყებითი სწავლისა. სამღრთო ისტორია, მოკლე კატიხიზმო, არითმეტიკა, გეოგრაფია – ყველა ეს საგნები პირველ წლიდან დაწყებული ვიდრე მეოთხე წლის გასვლამდე, ესე იგი კურსის შესრულებამდე, უნდა ისწავლებოდეს ქართულს ენაზედ. რუსულ ენასაც კი უნდა ჰქონდესო ადგილი, მაგრამ როგორც ცალკე საგანსა და არა სახსარს, ანუ საშუალებას სწავლისასაო, და ამიტომაც დაადგინეს, რომ მისი სწავლება უნდა იწყებოდეს მხოლოდ მესამე წლიდამ. ესეთი გადაწყვეტილება არის ჭეშმარიტი პედაგოგიური, სრულიად ეთანხმება მცოდნე და გამოჩენილ პედაგოგების აზრსა და მხედველობას ამ საგანზედ და აღუთქვამს ჩვენს სახალხო შკოლას სანატრელს და სანუგეშო მომავალსა. ესეთი გადაწყვეტილება მტკიცე ნიადაგზედაც დგას, რადგანაც, ერთის მხრით, ცხოვრების მძლავრს ნიადაგზედ და მეცნიერისაგან აღიარებულს ჭეშმარიტებაზედ არის დამყარებული, და მეორეს მხრით – აღიარებულია აქაურის უმაღლესის მთავრობის მხრითაც. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ზედ არ დაერთვა გონიერი და განვითარებული პროგრამები, მაგრამ ეს იმას-თანა ნაკლია, რომლის მოსპობაც ადვილად შეიძლება, ოღონდ ჭეშმარიტი სურვილი იყოს და ჭეშმარიტი გულმტკივნეულობა ხალხის განათლებისადმი მათ შორის, ვინც პირდაპირ უდგანან განათლების საქმეს. საზოგადოდ ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ ამიერიდგან ხალხის განათლების საქმეს ექნება უფრო ნაყოფიერი მსვლელობა. ამ იმედს გვაძლევს და ფრთებს ასხამს ის გარემოება, რომ პირნი, რომელთაც ხელშია ჩვენი სოფლის შკოლების მართვა, რიგიან კაცებად აღმოჩნდნენ. ტფილისის გუბერნიის შკოლების დირექტორმა უფ. სტრელეცკიმ თავის მოქმედებით განაქარვა ის ეჭვი, რომელიც მის შესახებ გამოთქმული იყო აქაურს მწერლობაში. ეს ეჭვი იმაში მდგომარეობ და, რომ ეშინოდათ, ვაი თუ უფ. სტრელეცკიმ ჩვენს სახალხო შკოლებშიაც ის სისტემა შემოიტანოს, რომელსაც თვითონ მან გაადგმევინა ფესვები ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოების შკოლებში, საიდამაც ქართული ენა გამოდევნა და მარტო რუსული ენა მიიღო სწავლის გავრცელების იარაღად და საცა იმდენი ხარჯი ფუჭად ჩაატარა და სადაც დღესაც ფუჭად მიდის. მაგრამ უფ. სტრელეცკიმ ადგილის შეცვლასთან აზრი და მიმართულებაც შეიცვალა, უწინდელს უკუღმართი გზას ზურგი თამამად შეაქცია და სწორ გზაზე გამოვიდა თავის სასახელოდ და შკოლის საქმის იმედად. მასწავლებელთა კრების დროს იგი ისე პატიოსნად და გულწრფელად იქცეოდა, ისე შორს იყო ქვეშქვეშობაზედ და ორგულობაზედ, რომ დაიმსახურა თანაგრძნობა და პატივისცემა საზოგადოებისაგან. ამ ამბავს სხვა განსაკუთრებული მნიშვნელობაცა აქვს ერთის მხრით. უგვანს აზრს ისე არაფერი სჭრის ფესვებს, ისე არაფერი არ ამხობს პირქვე, როგორც უარყოფა იმ პირის მხრით, რომელიც სხვაზედ უფრო ნიჭიერი და სხვაზედ უფრო გულმოდგინე მოღვაწე იყო იმ უგვანის აზრისათვის. ესრედ წოდებულს ზახაროვის სისტემას არ ჰყოლია ისეთი ერთგული მხნეთ-მოჭირნახულე მოსამსახურე, როგორიც იყო უფ. სტრელეცკი. ეს პირველი მედროშე ზახაროვის სისტემისა გაუდგა ზახაროვს და ამით დაამტკიცა, რომ იგი სისტემა პირქვე დაამხო იმათს (თუ გულში არა) თვალში ხომ მაინც, რომელთაც იგი დაჰბადეს თავის სამარცხვინოდ. საქმისათვის სულ ერთია: რამ ანუ ვინ აუხილა თვალი უფ. სტრელეცკის იმ მძიმე პედაგოგიურს შეცდომილებაზედ, რომელმაც იმდენი ვნება მოუტანა და ეხლაც მოაქვს ქრისტიანობის აღმდგენელ შკოლებისათვის. უფ. ლიხაჩოვის ჯიუტობას, რ ელნიც ფიქრობენ, რომ უფ. სტრელეცკიმ მხოლოდ დროებით ძალაუნებურად დაანება თავიო ადრინდელს თავის მიმართულებას და ხვალ-ზეგ კიდევ ეცდებაო ჩვენს სახალხო შკოლებში ცოტცოტად, ნელ-ნელა შეაპაროს და ფეხი მოაკიდებინოსო დროებით მიტოვებულ სისტემასაო, იმათ ჩვენ ვეტყვით ჯერ მას, რომ ამ იჭვნეულობას და შიშს, არა აქვს რაიმე ხელისმოსაკიდებელი საფუძველი, და მერე მას, რომ ეხლანდელი დაწესებულება შკოლის შესახებ არის დამყარებული იმისთანა საძირკველზედ, რომელსაც ვერ შეჰსძრავს ცალკე პირი, თუნდ უფრო ფხიანი ადგილი ეჭიროს. წინააღმდეგ ამისა ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ უფ. სტრელეცკი შემდგომშიაც მტკიცედ ივლის იმ თავმოსაწონებელ გზაზედ, რომელსაც იგი ეგრედ აშკარად დაადგა მასწავლებელთა კრების დროსა, და რომელსაც ითხოვს უპირველესი საჭიროება ხალხის განათლებისა; ეცდება არამც თუ დაავიწყებინოს ხალხს თავისი საკუთარი ღვიძლი ენა, არამედ თვითონაც შეისწავლოს იგი ენა და მით შეიქმნას უფრო გამჭრიახ მოჭირნახულედ ხალხის განათლების ასპარეზზედა. დირექტორის შემდეგ, სხვაზედ მომეტებული გავლენა აქვს მის თანაშემწეს. ჩვენდა სასიხარულოდ, ეს ადგილი უჭირავს იმისთანა პირს, რომელიც თუმცა შთამომავლობით ქართველი არ არის, მაგრამ დაბადებულია, გაზრდილია ქართველთა შორის და ქართული ენა ისე აქვს შეთვისებული, როგორც ღვიძლი ენა. ქართულ ლიტერატურაში მას მიუღია მონაწილეობა არა ერთხელ, უწერია პროზა, ლექსი და თვითონ ქართველი ხალხის ჩვეულება, თვისება, ზნე, ყოფა-ცხოვრება და ავ-კარგიანობა კარგად იცის. ამასთან მას, – როგორც დაგვარწმუნეს, – აქვს ერთი მეტად საჭირო და იშვიათი თვისება: ხალხს ძმურად, კაცურად ექცევა თურმე და ხალხთან მიქცევ-მოქცევის ხერხი კარგად იცისო. დიდი საქმეა ეს თვისება იმისთანა კაცში, რომელიც დღე-მუდამ ხალხში უნდა ტრიალებდეს. ამისთანა კაცს და ხალხს ერთმანეთთან საქმის დაჭერა ძალიან ეადვილებათ, ეხალისებათ და ამ სიადვილეს და ხალისს რამოდენა სიკეთე მოჰსდევს ყველგან და განათლების საქმეში უფრო, ვინ მოჰსთვლის. ჩვენ ვისურვებთ უფ. ხითაროვის შესახებ მხოლოდ ერთსა, რომ უკლოს თავის სიდინჯესა და უფრო ცოცხლად და მარდად (თუ ეს რამდენადმე მასზე დამოკიდებულია) მოეკიდოს, საქმესა. რაც შეეხება უფ. ხითაროვის მხრეა პედაგოგიის შეთვისებასა, გეოგრაფიის პროგრამა, რომელიც ყველაფრით ყველა სხვა პროგრამებზე გაცილებით მაღლა სდგას, მისი შედგენილი ყოფილა და მაშასადამე ამ მხრითაც იგი უკან არ ყოფილა ჩამორჩომილი. კარგ იმედებს გვაძლევენ პირდაპირნი მოსამსახურებიც ხალხის განათლებისა. სოფლის შკოლის ოსტატები, რომელთა უმეტესი ნაწილი ამ მოკლე ხანში გამოვიდა ამ მძიმე საქმის ასპარეზზედ, თითქმის ყველანი ახალგაზდანი არიან, ცოტად თუ ბევრად ნიჭიერნი და სავსენი კეთილის განზრახვითა და მიდრეკილებითა. მართალია, მათ შორის სპეციალურად მომზადებულნი ცოტანი არიან, მაგრამ მაინც სრული იმედი არის, რომ იგინი საკუთარ მეცადინეობით და გამოცდილებით დახელოვნდებიან სწავლების ოსტატობაში, აგრეთვე იმედი გვაქვს, რომ იგინი თავიანთ კეთილმიდრეკილებას განახორციელებენ ერთგულის მხნეობით, დაუღალავ მოქმედებით და გულწრფელ სამსახურით. ჩვენ არ ვიცით სხვა ისეთი სამსახური, რომელიც თავის მაღალის მნიშვნელობით შეედრებოდეს სოფლის შკოლის მასწავლებლობასა. სოფლის შკოლა ის ადგილია, საცა პირველი თვალი უნდა აახილოს გონებამ მთელის მოზარდის თაობისამ, საცა პირველი ფეხი უნდა აიდგას კაცის სულმა და გულმა, საცა პირველ უნდა ჩაინერგოს თესლი ზნეობისა, სიკეთისა, კაიკაცობისა, ადამიანობისა. მან უნდა გაუმაგროს მოზარდსა სული და ხორცი, მან უნდა მოამზადოს მოზარდი იმ იარაღის სახმარებლად, რომელიც ბუნების და კაცთა უსამართლობის წინ საბრძოლველად საჭიროა; მან უნდა მეორედ შეჰქმნას კაცი, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მან ბუნებისაგან შექმნილი უღონო ორფეხი უნდა ისე გამართოს სულით და ხორცით, რომ ძლიერ და მორჭმულ არსებად გადააქციოს. ამიტომ სინიდისიანი, ბეჯითი, გონიერი, ზნეობიანი ოსტატი ღირსიაი დიდის პატივისცემისა ყოვლის კაცისაგან, რომელიც გონებით გახსნილი და მიხვედრილია. ხომ ასეთი მაღალი, მძიმე და ძნელი დანიშნულება აქვს სოფლის მასწავლებელს, ასეთი უაღრესი საქმე აქვთ ჩაბარებული, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, მათს დიდს მოღვაწეობას მათი ჯიბე-ცარიელობა არ შეჰფერის. აი აქ იწყება ის მოვალეობა მთავრობისა, რომელიც ჩვენ წინად მოვიხსენიეთ. მთავრობამ უნდა ფული მიაშველოს იქ, საცა ჯამაგირი, სოფლის უღონობის გამო, ცოტა ეძლევა მასწავლებელს. აქ ძუნწობა და ძვირობა უადგილოა. აქ „რასაცა გავცემთ ჩვენია, რაც არა დაკარგულია“. ჩვენი ჟურნალი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას, მიაქცევს სოფლის შკოლების მასწავლებელთა და მათს მოღვაწეობასა და ეცდება ღირსეულად მომქმედს მოუპოვოს მხურვალე თანაგრძნობა საზოგადოების მიერ. წინააღმდეგ ამისა, თუ სასოფლო მასწავლებელთ შუა ამოჩნდებიან ჩვენდა სამწუხაროდ, იმისთანა დაბალის სულის პატრონნი, რომელთაც გლეხის ოფლით მონაგარ ფულების ტყუილ-უბრალოდ ჭამა არ შერცხვებათ, ორგულად, ცუღლუტად, აბუჩალაქად მოეკიდებიან თავიანთ წმინდა საქმესა, ჩვენ დაუნდობლად ვამხელთ ქვეყნის წინაშე. მაგრამ ღმერთმა გვიხსნას იმ მიზეზეთაგან, რომელნიც ამისთანა უსიამოვნო, ამისთანა სამწუხარო საქმეზედ იძულებული გაგვხდიან. იმედია, რომ მუქთა ჯამაგირის მჭამელნი ან სულ არ იქნებიან, ან არა და ძალიან იშვიათად გამოერევიან სასოფლო შკოლის მასწავლებელთა შორის. სხვა მხრითაც რომ შევხედოთ ამ ჩვენს საგანს, კიდევ უფრო სანუგეშო ნიშნებს დავინახავთ. ყველა საზოგადო საქმე და ნამეტნავად საქმე განათლებისა მხოლოდ მაშინ წარიმართება ნაყოფიერად, როცა მას თანაუგრძნობს საზოგადოება, როცა მისდამი საზოგადოებას გული გულწრფელად შეჰსტკივა. ჩვენდა სანუგეშოდ, ამ ბოლო დროს ქართველთა საზოგადოებამ დაჰსტოვა უწინდელი გულგრილობა და დაუდევრობა და დღეს მზად არის, შეძლებისამებრ, ერთგულად და მხნედ დაეხმაროს განათლების საქმეს. შარშან შეჰსდგა საზოგადოება, რომელმანც თვალწინ გამოისახა ჩვენი საჭიროება და კისრად იდო წერა-კითხვის და განათლების გავრცელება ქართველებში. საზოგადოებაში, რომლის წესდება ამ დღეებში უეჭველად დამტკიცდება, მიიღო მონაწილეობა ჩვენმა დიდკაცობამაცა და მრავალმა სხვამ. ამ საზოგადოებას აზრათა აქვს დიდი შემწეობა გაუწიოს და დაეხმაროს ხალხის განათლებასა მით, რომ დაჰბეჭდავს თავისის ხარჯით სწავლის ხელ-სამძღვანელთა წიგნთა, გამართავს საცა საჭირო იქნება, სახალხო ბიბლიოთეკასა, ჯამაგირს მოუმატებს იმ სასოფლო მასწავლებელთა, რომელთაც სოფლები, შეუძლებლობის გამო, საკმარის სახსარს არ აძლევენ, გამართავს თავისის ხარჯით შკოლებს, საცა სოფელს სიღარიბე ნებას არ მიჰსცემს იქონიოს საკუთარი შკოლა, მიაშველებს შკოლებს თავის ხარჯით საჭირო წიგნებს, საკლასო ნივთეულობას და სხვას ამისთანას. ნივთიერობითის მნიშვნელობის გარდა, ამ საზოგადოებას სხვა ზნეობითი გავლენა უფრო მომეტებული ექნება. საზოგადოებას ეყოლება ამორჩეულნი პირნი, რომელნიც ყოველს წელს დაივლიან სოფლის შკოლებსა, თვალით დაინახავენ მათს ავკარგიანობას, შეიტყობენ მათს მდგომარეობასა და საჭირო ებასა, გააძლიერებენ ხალხში და საზოგადოებაში თანაგრძნობას განათლებისადმი და ეცდებიან, რომ შკოლამ არ გადაუსვიოს ჭეშმარიტ პედაგოგიურ გზიდამ და მტკიცედ აღასრულოს შკოლის ნამდვილი მოვალეობა. როგორც ვხედავთ, პროგრამა ვრცელია და ნუგეშიანი. სოფლებიდამ რომ ქალაქებზედ გადავიდეთ, აქ დაარსებულ სასწავლებლებში ჩვენ შევამჩნევთ, სხვათა შორის, ერთს მეტად სამწუხაროს და გულმოსაკლავ მოვლენასა. საქართველოსათვის დაარსებულნი სასწავლებელნი, საქართველოს ხარჯით გამართულნი და საქართველოს ხარჯით სულდგმულნი, სავსენი უნდა იყვნენ ქართველების შვილებითა. მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენ სრულიად ამის წინააღმდეგსა ვხედავთ. აიღეთ რომელნიც გნებავთ სასწავლებელი ტფილისში, გინდ ვაჟებისა და გინდ ქალებისა, და გასინჯეთ სია მოწაფეთა. ამ სიიდგან ცხადად დაინახავთ, რომ შკოლებში, სადაც ორმოცამდის მოწაფეა, მარტო ორი-სამი ქართველი მოიძებნება. საქმე იქამდის მისულა, რომ ცხრა წლის განმავლობაში ტფილისის საქალებო გიმნაზიაში შეუსრულებია კურსი მხოლოდ ცხრა ქალსა ქართველისას, როდესაც რომ საზოგადო რიცხვი კურსშესრულებულთა ამავე დროს ადის ორასამდის... ამგვარად ქართველთ შვილები რჩებიან სწავლის გარეთ, მაშინ როდესაც სხვა ტომთა ახალგაზრდობა დღედადღე მატულობს... სწავლა, როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, ძალა და იარაღია. როგორც უღონო და უიარაღო ლაშქრობის დროს ხდება მსხვერპლად ძლიერისა და დაიარაღებულისა, ისე უსწავლელმა უნდა დაუტოვოს ცხოვრებაში თავისი ადგილი, გზა დაუთმოს სწავლულსა, ჩამოუდგეს უკან და გახდეს მისი შემაცქერალი. პირველი ბატონია, მეორე – ყურმოჭრილი ყმა. ეს გონებით ბატონყმობა, რომელსაც სწავლა და უსწავლელობა აწესებს ხოლმე ადამიანთა შორის, ბევრად უფრო ცუდია იმ ბატონყმობაზედ, რომელიც ჩვენში უკვე მოისპო. ამას ვერ შეიპოვებთ და ვერ მოსპობთ ვერც კანონით და ვერც რაიმე განკარგულებით. ამიტომ ყოველი ხალხი, სწავლას მოკლებული, და იმ ხალხის თვინიერ-არსებობა, ყოფა, სიცოცხლე ყოველთვის განსაცდელშია ნამეტნავად მაშინ, როცა სხვა უფრო განათლებულს ტომს შეხვდება ხოლმე ისტორიის გზაზედ. ამისთანა ხალხი მიუცილებლად ჩავარდება ხოლმე სხვის ხელში და შეიქმნება ბევრად თუ ცოტად მონა უფრო განათლებულის ტომისა. ჩვენ, ქართველებს ამგვარი ბედი მოგველის, თუ ჩვენის ახალგაზრდობის უსწავლელობაზედ არ დავფიქრდით და ამ უსწავლელობას არ მოვუძებნეთ უებარი წამალი. ყოველგვარ ავადმყოფობას მხოლოდ მაშინ მოევლება, როდესაც მის ნამდვილ მიზეზს ვიპოვნით. რა მიზეზია, რომ ესე უსწავლელი რჩება ჩვენი ქართველი ახალგაზრდობა. რას უნდა მივაწეროთ ის სამწუხარო მოვლენა, რომ საქართველოს სასწავლებლებში ქართველებს უჭირავთ რიცხვით უკანასკნელი ადგილი, როცა რომ მათ უნდა ეჭიროსთ პირველი. ნიჭსა და წადილს, რასაკვირველია, არაფერი უნდა დაბრალდეს. არც ნიჭით და არც სწავლის წადილით ქართველები უკან არავის არ ჩამოურჩებიან. სრულიად სხვა მიზეზი უხშობს კარებს საშუალო სასწავლებლისას ქართველს ახალგაზრდობას. სასწავლებლებში შესვლისათვის საჭიროა პირველდაწყებითი კურსის კარგი ცოდნა. ამ კურსის ცოდნაში უნდა გამოცდილი იქმნეს ყოველი ყრმა, რომელსაც კი სურს შესვლა რომელსამე საშუალო სასწავლებელში. ჩვენ ქართველ ყმაწვილებში ათში ერთი ვერ იჩენს საკმაო ცოდნას ამ კურსისას გამოცდების დროსა, და ეს გარემოება აგდებს ჩვენს ახალგაზრდობას წრის გარედ. ეს იმისგან არის, რომ არა გვაქვს არც ერთი პირველდაწყებითი სასწავლებელი, სადაც ჩვენს შვილებს შეეძლოთ მიიღონ სრული პირველდაწყებითი სწავლა და კარგად მიემზადონ შესასვლელად სხვადასხვა სასწავლებლებში. მართალია მოსამზადებელი კლასები არსებობენ ზოგიერთ საშუალო სასწავლებლებში, მაგრამ ისინი არიან გამოსადეგნი მხოლოდ რუსებისათვის, რადგანაც იქ სწავლა მიდის მარტო რუსულ ენაზედ. ამიტომ ქართველი ყმაწვილები, რომელნიც იძულებულნი არიან შევიდნენ ამ მოსამზადებელ კლასებში, მაგდენს ვერასა სწავლობენ რუსულის ენის უცოდინარობის გამო, საკმაოდ ვერ იხსნიან გონებას და ვერ ემზადებიან სასწავლებლებში შესასვლელათ. მეორე ღონისძიება – შინაობაში მომზადება ყმაწვილებისა – ქართველებისათვის აგრეთვე არ არსებობს. რომ შინ შეასწავლოს ყმაწვილს რუსული პირველდაწყებითი კურსი, ან თქვენ თვითონ უნდა იყოთ კარგად გახსნილი და მომზადებული, ან უნდა გქონდეთ იმოდენა შეძლება, რომ ცალკე მასწავლებელნი დაუჭირეთ.. თქვენ შვილებსა, არც ერთი და არც მეორე ქართველებს შორის არ მოიპოვება. ეს გახლავთ მიზეზი იმ სამწუხარო მოვლენისა, რომ ათ მსურველ ყმაწვილში მხოლოდ ერთი ეღირსება ხოლმე შესვლასა ამორჩეულ სასწავლებელში, სხვანი კი რჩებიან გარეთ, აკლდებიან სწავლასა და ამრავლებენ უმეცართ და გამოუდეგართ რიცხვსა ქართველთ საზოგადოებისასა. _ ამ სამწუხარო მოვლენას ჯეროვანი ყურადღება მიაქცია ახლად დაარსებულმა „ტფილისის გუბერნიის აზნაურთა საზოგადოებამ შემწეობისათვის შეუძლო მოსწავლეთა“, და განიზრახა გამართვა ტფილისში ისეთის სასწავლებლისა, სადაც მოზარდ ქართველებს მიეცემათ ღონისძიება პირველდაწყებითი განათლება თავისი დედაენის შემწეობით მიიღოს, კარგად, საფუძვლიანად შეისწავლონ რუსული და ყოველის მხრივ გვარიანად მოემზადონ შესასვლელად სხვა და სხვა სამოქალაქო და სამხედრო სასწავლებლებში. ეს განზრახვა ეხლა სისრულეში მოჰყავს ამ საზოგადოების კომიტეტსა, რომელმაც უკვე დაიქირავა კუკიაში მშვენიერი სასკოლო სახლი, გაიმწესა ორი კეთილსაიმედო მასწავლებელი, მოიპოვა ყველა შკოლებისათვის საჭირო ნივთეულობა და ხსნის შკოლას თებერვლის პირველ რიცხვებში. შკოლა ჯერეთ ოთხმოცი ყმაწვილისათვის იმართება. მაგრამ ამ პირველხანშივე იმდენი არზა მოაწყდა კომიტეტსა, რომ მომავალში ეს რიცხვი ერთიორად და სამათ უნდა გადააქციოს, თუ სურს დააკმაყოფილოს საზოგადოების წყურვილი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს შკოლა შეიქმნება ორიოდე წლის უკანა ორასისა და სამასის ყმაწვილის აღსაზრდელ ადგილად, და ყოველგვარ საშუალო სასწავლებელს დას-დასობით გაუგზავნის კარგად მომზადებულ და გონებაგახსნილ მოწაფეთა. მაშინ გიმნაზიებში და სხვა სასწავლებლებში ქართველი მოწაფენი გამრავლდებიან. თითოოროლას მაგიერ ათობით და ოცობით იქნებიან ყოველ კლასში და, რადგანაც განათლებულნი პირნი იმატებენ, ქართველი საზოგადოება ამით თავს დაიხსნის იმ სამწუხარო გარემოებიდამ, რომელიც თანა ჰსდევს გონების სიბნელესა და უსწავლელობას. ჩვენ საფუძველი გვაქვს, რომ ეს შკოლა ხვალ თუ ზეგ, ამ მოკლე ხანში შეიქმნება სათავედ, საიდამაც აღმოიშობება ერთი კარგი კერძო გიმნაზია ქართველებისა. განათლებას, საზოგადოდ, და ხალხის განათლებას, კერძოდ, კარგს მომავალს უქადის მიდრეკილება და მიმართულება მისი, ვინც ახლად დანიშნული იქმნა კავკასიის სამოსწავლო ოლქის , მეთაურად და მზრუნველად, ჩვენ თვითონ არა-რაიმე პირდაპირი ცნობა არა გვაქვს უფ. იანოვსკისა, მაგრამ ვისაც კი ჰქონია შემთხვევა, ან უწინდელი მისი მოქმედება შეუტყვია, ან ახლა მოუსმენია მისი ჰაზრები და დაწყობილებანი, ერთხმად აღიარებენ, რომ ახალის მზრუნველისაგან სამოსწავლო ნაწილი ბევრს კარგს და ნაყოფიერს ცვლილებას უნდა მოელოდესო. ჩვენ, სხვათაშორის, გვიამბეს საუბარი უფ. იანოვსკისა ერთს. სახალხო შკოლების დირექტორთანა. ამ საუბრიდან ცხადადა სჩანს, რომ იგი არამც თუ მიუცილებელ საჭიროებათა სთვლას სამშობლო ენაზედ სწავლებას სასოფლო შკოლებში, არამედ სურს, რომ ყოველმა სახალხო შკოლების დირექტორმა შეისწავლოს ის ენა, რომელზედაც მიდის სწავლა მის ქვეშევრდომ შკოლებში. ჩვენი იმედი აქაც კიდევ უფრო შორს მიდის, ჩვენ არა გვგონია რომ უფ. იანოვსკიმ საზღვარი დაუდოს თავის მზრუნველობას აქაურს საჭიროების დაკმაყოფილებისათვის იმით, რომ ქართული ენა მარტო სუფლის შკოლაში შეიწყნაროს და არ მისცეს ადგილი საშუალო სასწავლებლებშიაც როგორც ქართულს, ისეც სხვა აქაურს ენებსაც. თუ უფ. იანოვსკი მართლა ისეთი მიხვედრილი კაცია, როგორც ამბობენ, უეჭველია შესაფერის შეზარებით უარჰყოფს იმ კაცის შემარცხვენს მიდრეკილებას, რომელმაც გამოადევნინა ქართული ენები აქაური გიმნაზიებიდან. ამ უსამართლობას, ამ ბოროტმოქმედებას განათლების მოღვაწეთა ბევრი მავნებელი შედეგი მოაქვს, როგორც საზოგადოებისათვის, ისე სახელმწიფო სარგებლობისათვის. ენა საგანძეა ხალხის ჭკუისა, ზნეობისა, გრძნობისა, ენა სულია ხალხისა, ენის წართმევა სულთახდაა და მოდი და მერე იკითხე, ხალხს რატომ არ ვუყვარვარო? ვინ? სულთამხდელი? ეგ ბუნების წინააღმდეგია და ამ შემთხვევაში ბუნების ძალა უძლეველია... სულთა მხდელს კაცი ვერ შეიყვარებს, ვერა, ვერა... ამას გარდა საზოგადოება იმითია წაგებაში, რომ ნასწავლი ნაწილი საზოგადოებისა ჰკარგავს აღმზრდელს და გამანათლებელს გავლენას ხალხზედა და თავის მხრივაც მოკლებულია ხალხის ცხოვრების გამაცოცხლებელ გავლენასა. რადგანაც ენა, ეგ ურთიერთა შორის მიქცევა-მოქცევის უკეთესი იარაღი, ხელში არა აქვს. მართებლობაც ზარალშია, რადგანაც მას მხოლოდ მაშინ შეუძლიან კარგად, წესიერად მართოს ხალხი, როდესაც მისმა მოხელეებმა კარგად იციან ხალხის ენა, ხალხის თვისებანი, ხასიათი, ზნე და ჩვეულებანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხსა და მოხელეთ შორის ყრუმუნჯობაა და ამას, იმისთანა საქმეებიც მოსდევს, როგორც სიღნაღისა, სამეგრელოსი და სვანეთის არეულობა. მიუცილებელი სახელმწიფო საჭიროება მოითხოვს, რომ ეს კავშირი ისევ დამყარდეს მოხელეთა და ხალხთა შორის. უკეთესი ღონისძიება ამისი არის მინიჭება აქაურ ერებისათვის იმავე უფლებისა სამოსწავლო საგნების კურსში, რომელიც დაჩემებული აქვთ სხვა საგნებსა და რომელიც ამ ენებსაც ჰქონდათ ამ ათი წლის წინათა. აქაური ენები უნდა ისწავლებოდნენ არა მარტო უმცროს კლასებში, არამედ უფროსებშიაც, – ისინი უნდა შეადგენდნენ ვალდებულ საგანს ყველა აქაურ მოწაფეთათვის, – ამ ენების მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ ისეთივე სამსახურის უფლება და ჯამაგირი, რომელიც მინიჭებული აქვთ სხვა საგნების მასწავლებელთა. მაშინ აქაურის ენების სწავლება ფეხზე დადგება, მათი ცოდნა გავრცელდება ნასწავლ ჩვენებურ ყმაწვილობაში და მათთა და ხალხთა შორის გაიხსნება გზა მჭიდრო კავშირისა, რომელიც სანატრელია, როგორც საზოგადო, ისე სახელმწიფო სარგებლობისათვის. ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ უფ. იანოვსკი ცხადად დაინახავს დიდ მნიშვნელობას ამ მოთხოვნილებებისას და ეცდება ამ მოკლე მომავალში დააკმაყოფილოს იგი. ერთობ დიდი და ძნელი საქმე მოელის უფ. იანოვსკის აქ, ჩვენში. ჯერ პირველი ის, რომ გასწმინდოს ის წმინდა ტაძარი, რომელსაც სასწავლებელს ეძახიან, მოგვთა და კერპმსახურთაგან; დაიხსნას ჩვენი ჭკუის აკვანი გულბილწთა შეგინებისაგან, შეურაცხოფისაგან; მოიწვიოს ახალი გულმოდგინე მოსამსახურენი ჭეშმარიტის განათლებისა და თავისი კაცობრიული აზრები, კაცობრივი მიმართულება არ ჩააგდოსე უღირსთა ხელში. ბოლო ხანს სასულიერო წოდებაშიაც ვხედავთ სანუგეშო ცვლილებათა. მათი მიზეზი არის ჩვენი ახალი ექზარხოსი, ყოვლად სამღვდელო იონნიკე, რომლის დანიშვნას ისეთი სიხარულით მიეგება როგორც ჩვენი მწერლობა, ისე მთელი ჩვენი საზოგადოება. სასულიერო წოდებასთან დაახლოებულმა პერებმა დაგვარწმუნეს ჩვენ, რომ ამ რვა თვის განმავლობაშიაც კი დაეტყო მთელ წოდებას კეთილი გავლენა მისის უფროსის მშვიდისა და მაღალ-პატიოსანის ხასიათისა. იმ შურმა, უთანხმოებამ, ერთმანეთის ბეზღობამ და ჭორიკანობამ, რომელთაც ამ უკანასკნელ ოცი წლის განმავლობაში ღრმად გაიდგეს ფესვები ჩვენ სამღვდელოებაში, აშკარად თურმე იკლო. სამაგიეროდ უწინდებური ძმური პატივისცემა, ურთიერთობა და სიყვარული იღვიძებს თურმე სასულიერო წოდებაში. ასეც უნდა იყოს. სამღვდელოების კეთილგანწყობილება მეტად დიდი რამ არის იმ ღვაწლისათვის, რომელიც ვალად ჰსდევს სამღვდელოებას ღვთისა და კაცის წინაშე. სამღვდელოება გვერდით უდგა თვითონ ხალხსა, სამღვდელოებას ამით ღონისძეება აქვს დღემუდამ ჩაჰსცქეროდეს ხალხი ცხოვრების დუღილს და ჭეშმარიტის გულისტკივილით მოსილი, ჭეშმარიტის მცნებით გაბრწყინებული ჰსწურთნიდეს ხალხსა ქადაგებით და თავისი ცხოვრების მაგალითითა. ჭირია თუ ლხინი, ვიბადებით თუ ვიხოცებით, მღვდელი იქ პირველი უნდა იყოს, პირველი იმითი კი არა, რომ ტაბლას მიაძღეს, არამედ ნუგეშისცემითა, ლოცვითა, კურთხევითა, ბოროტის დევნითა, სიმართლის აღდგენითა, კეთილის მოფენითა. ამიტომაც ეს ახალი სიო, რომელმაც ჩვენს სამღვდელოებას ეხლა დაუბერა, რომელმაც ფესვნი ხრწნილებისა ძირიანად უნდა ამოაგდოს და ამოაგდებს კიდეც, თუ ეს სიო ქარიშხლად გადაიქცევა, ჩვენ სანუგეშო ნიშნად მიგვაჩნია იმ განკარგულებათა შორის, რომელნიც სასულიერო წოდების განკარგებისათვის ამ მოკლე ხნის ექსარხოსობაში მოუხდენია ყოვლად სამღვდელო იოანნიკეს. ორსა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. პირველი განკარგულება მდგომარეობს იმაში, რომ სანთლის ჩამოსხმის და გაყიდვის განმგებლობა და მართვა ჩინოვნიკებისათვის ჩამოურთმევია და ჩაუბარებია თვით ქალაქის სამღვდელოებისათვის. ეს ცვლილება, კერძო პირების მაგივრად შესაკალს შემატებს საეკლესიო ხაზინასა და მისცემს სასულიერო წოდებას ახალს სახსარს განათლების წარმატებისათვის და გავრცელებისათვის. მეორე განკარგულება არის მეტად დიდი მნიშვნელობისა და უეჭველად მაღლა ასწევს განათლების მდგომარეობას სასულიერო წოდებისას. ეს განკარგულება შიგ გულში ხვდება ისარივით უმთავრეს სენსა ჩვენის სამღვდელოებისას. საქმე იმაშია, რომ ერთი უმთავრესი მიზეზი ჩვენის სამღვდელოების გონებით დაცემულობისა მასში მდგომარეობს, რომ ჩვენი სასულიერო წოდების ქალობა სრულიად მოკლებულია განათლებასა. ვერ მოძებნი მთელს საქართველოში ორ-სამ მღვდელს, რომელთაც ნასწავლი ცოლები ჰყვანდეთ; „ფოფოდიებში“ ძნელად შევხვდებით ხეირიანად წერა-კითხვის მცოდნესაც კი, ქალების უმეცრებას აქვს მეტად ცუდი ზედმოქმედება სასულიერო წოდების მამობრივს სქესზედ. ეს უმეცრება მღვდელს გონებას უმდაბლებს და ჩქარა ავიწყებინებს იმ ნაგლეჯებს განათლებისას, რომელიც მას მიუღია სასულიერო სემინარიაში. მღვდელისათვის ოჯახი დიდი რამ არის. კანონით მოკლებული ყოველგვარს სიამოვნებას ოჯახის გარეთ, იგი ნუგეშს უნდა ჰპოვებდეს მარტო ოჯახობაში, ოჯახი უნდა ამხნევებდეს, ოჯახი უნდა დღემუდამ საზრდოს აწვდიდეს მის სულსა და გულსა, რათა გონებითის და ზნეობითის ახალის ძალით შეიმოსოს ბოროტთან, მაცდურებასთან, უსამართლობასთან საბრძოლველად. ამისი მომქმედი ოჯახში ცოლია მღვდელისა, რომელიც მართლა-და მეუღლედ მოწვეულია იმ დიდი ღვაწლისათვის, რომლის მძიმე უღელიც მღვდელს აწევს კისრად. გონებადახშული ქალი ვერ გაუწევს მღვდელს ამ მძიმე უღელს და თუ დღეს ჩვენი სამღვდელოება დაცემულია, ამისი თუ არ პირველი, უმთავრესი მიზეზი მაინც ის არის, რომ სამღვდელოებათა წოდების ქალნი განათლებას მოკლებულნი არიან. როგორც კარგა მცოდნე მკურნალმა, ყოვლად სამღვდელო იოანნიკემ დახედა სნეულს თუ არა, შეატყო მიზეზი სენისა და მის მოსასპობად უებარი წამალი მოიპოვა; გადასწყვიტა დაარსება ექვს-კლასიანის სასწავლებლისა სასულიერო წოდების ქალებისათვის. ამ სასწავლებლის წესდებანი უკვე გაუგზავნია სინოდში დასამტკიცებლად და სასწავლებლის გახსნას მოელიან ამავე წელს. მშვენიერი, დიდად სასარგებლო ჰაზრი და განკარგულება თუ გინდათ ამას ჰქვიან. მერე კიდევ რა სწრაფად მოყვანილი სისრულეში! აი, თქმა და ქმნა ეს არი! მეორე გარემოება კიდევ უფრო ცხადად გვაჩვენებს ყოველ სამღვდელო იოანნიკეს გულკეთილობას, უანგარობას, მაღალმზრუნველობას, გულშემატკივრობას თავისის სამწყსოს გონებით და ზნეობით ამაღლებისათვის. ეკლესიის ხაზინას არ ამოსჩენია საკმარისი თავისუფალი ფული ქალების სასწავლებლის გამართვისათვის და შენახვისათვის. ჩვენს ქველის მომქმედ ექზარხოსს აუღია თავისი საკუთარის ჯიბიდგან და შეუწირავს ათასი თუმანი ერთბაშად და ასოთხმოცი თუმანი ყოველ-წლივ თავის ჯამაგირიდგან. ეტყობა სრულიად არა ჰგავს იმ უანგარო გვამთა, რომელთაც ოცი წლის სამსახურის შემდეგ ორასი ათასი მანეთით დატვირთულნი წავიდნენ ჩვენის ქვეყნიდგან და მადლობის მაგიერ ცუდათაც გვიხსენიებენ. მეტად კარგი მასწავლებელია ის გარემოებაც, რომ ყოვლადსამღვდელო იოანნიკემ მოსვლის უმალვე იწყო სწავლა ქართულის ენისა და ამჟამათ კითხულობს, სწერს და ცოტად კიდეც ლაპარაკობს ქართულათა. ეს უფრო მეტის სიხარულით შეგვაქვს ჩვენს ღარიბს მატიანეში, რომ ცხადად ამტკიცებს ყოვლად სამღვდელო იოანნიკეს თავგადადებას, რათა ჩვენს საცოდავს ხალხს მართლა და მწყემსად შეექმნეს. მაგრამ ერთი სხვა უმთავრესი იარა ჩვენის სასულიერო წოდებისა და თავი მიზეზი მის დაცემულობისა აქამდის ხელუხლებლად არის დარჩენილი. ტფილისის სასულიერო სემინარია და სასულიერო სასწავლებელნი ისევ იმ უმგზავს და უგვარო მდგომარეობაში არიან, რომელიც არა ერთხელ იყო გამოაშკარავებული. ძველი ენები ისევ ისე ტვინს ულაყებენ და გონებას უხშობენ ყმაწვილებსა, კუვშინსკი ისევ უწინდებულად თავზარსა სცემს თავის საცოდავად დაჩაგრულ მოწაფეთა და ქართული ენა ისევ ისე იდევნება, როგორ იდევნებოდა უწინ. ნუთუ ყოვლად სამღვდელო იოანნიკე ამას ყურადღებას არ მიაქცევს? ყოვლად სამღვდელო იოანნიკემ უნდა იცოდეს, რომ ღვიძლი სიტყვა ფრთაა ლოცვისა; ღვიძლის სიტყვით უფრო ადვილად, უფრო სუბუქად, უფრო მეტის აღტაცებით და მხურვალებით აღიმართება ხოლმე კაცის გული ღმერთამდე და თვითონ ღვთის მადლიც უფრო მეტის ძლიერის, მეტის სასოებით მიახწევს ხოლმე კაცის გულს სიღრმემდე. აქ უარყოფა ღვიძლის სიტყვისა უარყოფაა თვითონ ლოცვისა, უარყოფაა ლოცვის მადლისა, ლოცვის მაცხოვრობისა, ლოცვის ნუგეშისცემისა. [1879 წ., იანვარი] ------------- 1. აქ ცენზურის მიერ ამოღებულია ადგილი. რედ. 2. მესამე მუხლი ამ რესკრიპტისა ამბობს: «He позволяя ни ceбe, не кому бы то ни было превращать разсадники наук – для достижения политических целей, учебния начальства должны иметь в виду одно лишь безкорыстное служение просвещению». 3. ჩვენ აქამდის არ გვესმის, როგორ და რის ძალით მოხდა ჩვენში ქართულის ენის გამოდევნა შკოლებიდამ. არ გვესმის იმიტომ, რომ ხელმწიფე იმპერატორის რესკრიპტი, რომელიც წინ მოვიხსენიეთ, ამ საგანზედ აი რას ბძანებს: «В школах обших особенно низших преподование должно быть производимо на природном языке большинства насселения». გვიკვირს ჩვენ: ზოგიერთებმა როგორ შეჰსძლეს უმაღლესის ნების შეცვლა ეგრე დაუსჯელად. 4 აქ ცენზურის მიერ ამოღებულია ადგილი. რედ. |
შინაური მიმოხილვა (აღმოსავლეთის საქმე და ჩვენ) ხელნაწერი ასლები: U, 168, გვ. 1 (ბოლონაკლული)1; კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ი. გოგებაშვილის ფონდი, №22. ნაბეჭდი: ჟურნ. „ივერია“, 1879 წ., №1, იანვარი, გვ. 136. ეს „შინაური მიმოხილვა“ პირველად იბეჭდება ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში სრული სახით, ე.ი. ისე, როგორაც იგი გამოქვეყნდა 1879 წელს ჟურნ. „ივერიაში“ (№1). დღემდე დასტამბულ ილიას თხზულებათა ყველა გამოცემაში ეს მიმოხილვა ბოლონაკლული სახით იბეჭდებოდა, შესაბამისად ილიას ნაწერების ზემოთ მითითებული ხელნაწერი კრებულის (U 168) ტექსტისა. ამ მიმოხილვის დასაწყისი ნაწილი პირველად ალ. აბაშელმა და პავლე ინგოროყვამ შეიტანეს ილია ჭავჭავაძის „ნაწერების სრული კრებულის“ VI ტომში 1927 წელს. მისი ნაკლული სახით გამოქვეყნებას პ. ინგოროყვა აღნიშნული გამოცემის VII ტომში (1928 წ.) იმით ხსნის, რომ ხელნაწერ კრებულში (U 168) ,,მიმოხილვის ბოლო, რომელიც წვრილმან საკითხებს ეხებოდა... რედაქტორს (იქნებ ავტორს?) მნიშვნელობას მოკლებულად მიუჩნევია“ (გვ. 327, სქოლიო). პ. ინგოროყვას ვარაუდი სწორი რომ იყოს, ამით არ შეიძლება გამართლებულ იქნეს 1927 წელს „შინაური მიმოხილვის“ ტექსტის ბოლონაკლულად დაბეჭდვა. ის, რაც ავტორს, ან მით უმეტეს რედაქტორს, გარკვეული დროის შემდეგ „მნიშვნელობას მოკლებულად“ მიუჩნევია, დიდად მნიშვნელოვანია ილიას შემოქმედებით და ინტერესებულ მომდევნო თაობებისათვის. რამდენიმე წლის შემდეგ ი. გოგებაშვილის ფონდში (დაცულია აკად. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში) მიკვლეულ იქნა ამ მიმოხილვის ხელნაწერი (№3316 – ახალი ნუმერაციით – 22), რომელიც მის სრულ ტექსტს, ე.ი. ჟურნ. „ივერიაში“ გამოქვეყნებულ ტექსტს2 შეიცავს, ეს ხელნაწერი გ. თავზიშვილმა მიმოხილვის დედნად (ავტოგრაფად) მიიჩნია და იგი ი. გოგებაშვილს მიაკუთვნა.3 ამიტომ არ შეიტანა მან ეს „შინაური მიმოხილვა“ (არც ნაკლული, არც სრული სახით) მის მიერ გამოცემულ ილია ჭავჭავაძის „პედაგოგიურ თხზულებათა“ კრებულში 1938 წელს, ხოლო ორი წლის შემდეგ – 1940 წელს მთლიანად დაბეჭდა ის ი. გოგებაშვილის პედაგოგიურ თხზულებათა ოთხტომეულის მეორე ტომში (გვ. 51). თითქმის მთელი თხუთმეტი წლის შემდეგ – 1952 წელს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის (ხუთტომეულის) მესამე ტომში პ. 25გოროყვამ კვლავ შეიტანა ამ „შინაური მიმოხილვის დასაწყისი ნაწილი (პირველი ცხრა ქვესათაური შესაბამისი ტექსტით). ტომის შენიშვნებში თუმცა პ. ინგოროყვა არაფერს ამბობს ი. გოგებაშვილის არქივში („კვლეულ ხელნაწერზე და გ. თავზიშვილის მოსაზრებაზე, მაგრამ ჩანს, რომ ამ ხელნაწერის არსებობა მისთვის ცნობილია. თუ იგი 1928 წელს „შინაური მიმოხილვის“ შემოკლების მიზეზად მხოლოდ „წვრილმან საკითხებს“. ასახელებდა, ახლა ამ ვარაუდს მეორეს უმატებს და წერს: „რით იყო გამოწვეული, რომ ილიამ ამ კრებულში (U 168-ში ლ. ს.) არ შეიტანა მიმოხილვის მეორე ნაწილი? აქ შეიძლება დავუშვათ ორი რამ: 1) 1) ეს მეორე ნახევარი მიმოხილვის პირველ ნაწილთან შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. ამიტომ, შესაძლოა გვეფიქრა, რომ ი. ჭავჭავაძემ, რომელიც ამზადებდა თხზულებათა კრებულის გამოცემას, არ ჩათვალა საჭიროდ შეეტანა კრებულში ეს ნაკლებმნიშვნელოვანი ნაწილი მიმოხილვისა, რომელიც უკვე აღარ წარმოადგენდა ინტერესს. ფართო საზოგადოებისათვის. 4. უდავოა, რომ აქ „სხვა თანამშრომელში“ იგი ი. გოგებაშვილს გულისხმობს, რადგან, როგორც უკვე მივუთითეთ, ამ დროს კარგა ხნის მიკვლეული და გ. თავზიშვილის მიერ თავისებურად გაანალიზებულიც იყო ი. გოგებაშვილის არქივში დაცული ამ „შინაური მიმოხილვის“ სრული ტექსტის ხელნაწერი და, მართლაც, შემდგომში, 1955 წელს, პ. ინგოროყვამ ილ. ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის (ათტომეულს) მე-5 ტომის შენიშვნებში მიუთითა ამ საკითხთან დაკავშირებით გ. თავზიშვილის მოსაზრებებში დაშვებულ ზოგიერთ უზუსტობაზე და გააკეთა დასკვნა, რომ 1879 წლის აპრილის შინაური მიმოხილვის პირველი ნაწილი ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს, ხოლო მეორე კი – ი. გოგებაშვილს. ეს მოსაზრება შემდგომში (რატომღაც მხოლოდ 1968 წლიდან)5 გაიზიარეს ი. გოგებაშვილის გამომცემლებმაც, მაგრამ არც ეს დასკვნა გამოდგა საბოლოო და, როდესაც შ. რუსთაველის .სიხელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი შეუდგა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემის მომზადებას, ხოლო პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი – ი. გოგებაშვილის ნაწერებისას, ეს საკითხი კვლავ დაისვა. როგორც ჩვენ, ისე ი. გოგებაშვილის თხზულებათა მომმზადებელს (ზ. შერაზადიშვილს) ახალი ვარაუდი გაგვიჩნდა – რომ ეს „შინაური მიმოხილვა“ თავიდან ბოლომდე დაწერილია ერთი ავტორის მიერ და ეს ავტორი ილია ჭავჭავაძეა. ამის შესახებ ორივემ ზეპირად მოვახსენეთ ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის განყოფილებისა და დირექციის გაერთიანებულ სხდომას 1931 წლის დასაწყისში. იმავე წელს ეს თვალსაზრისი დაბეჭდა ზაქარია შერაზადიშვილმა პირველ სქოლიოში მოხსენებულ წერილში. აქ, რა თქმა უნდა, ვერ მოვიტან ამ წერილში წარმოდგენილ ყველა საბუთს, მოვიხსენიებთ მხოლოდ იმას, რაც უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და შესაძლებლობის შემთხვევაში დავუმატებთ საკუთარ თვალსაზრისს. ილიას ავტორობის სასარგებლოდ ლაპარაკობს შემდეგი: 1) 1) ილიას საჭიროდ მიაჩნდა სწავლების კლასიკური პრინციპების გატარება თბილისის სასწავლებელში – „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“. ი. გოგებაშვილი კი რეალური სწავლების პრინციპების მომხრე იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით საკვლევი „შინაური მიმოხილვის“ ავტორი სწორედ კლასიკური სწავლების თვალსაზრისს იცავს, ხსენებული სასწავლებლისათვის. 2) 1882 წლის იანვარ-თებერვლის თავის „შინაურ მიმოხილვაში“, ი. გოგებაშვილი ბოდიშს უხდის მკითხველს – „შინაური მიმოხილვების“ წერაში „ხამი და გამოუცდელი“ ვარო. გამოდის, რომ ამ დრომდე ი. გოგებაშვილს არ ჰქონია დაწერილი „შინაური მიმოხილვა“. საკვლევი. „შინაური მიმოხილვა“ კი 1879 წლის იანვარში დაიბეჭდა. ეს „შინაური მიმოხილვა“ რომ ერთი ავტორის მიერ არის დაწერილი, ამის საბუთად ზ. შერაზადაშვილს მოაქვს შინაარსობრივი და სტილისტური დამთხვევები მიმოხილვის ორივე ნაწილს შორის. ამას მე იმასაც დავუმატებ, რომ მეორე (ამოღებული) ნაწილი იწყება სიტყვებით: „ამ იმედს გვიღვიძებს და ფრთებს ასხამს ის გარემოება, რომ...“ თავისთავად ცხადია, რომ თანაავტორისაგან ამგვარად დაწყება ტექსტისა არაბუნებრივია, მით უმეტეს რომ ეს წინადადება ნაცვალსახელითაც კი იწყება („ამ“...). უფრო მოსალოდნელი იყო, რომ ახალ ავტორს ორიოდე წინადადებით გაემეორებინა წინა ავტორის დებულება და ისე განეგრძო საუბარი და არა პირდაპირ გადაება ბოლო წინადადებაზე თავისი აზრი ნაცვალსახელით – „ამ“. უნდა მივუთითო ისიც, რომ მიმოხილვის ბოლო – „გოგებაშვილისეულად მიჩნეულ“ ნაწილში გვხვდება ილიას სტილისათვის დამახასიათებელი გამოთქმები („ახალმა სიომ“, „ზნეობითი გავლენა“, „კარგს იმედს გვაძლევს“, „აქ იწყება ის მოვალეობა...“, „უკეთესი ღონისძიება ამისა...“, „მიახწევს“, „მიუცილებელი“ და სხვ.) და მისი „უსაყვარლესი“ სიტყვა შეწყვილება – საზოგადოდ და ნამეტნავად, საზოგადოდ და კერძოდ.6 მემოხილვის მეორე ნაწილში ვკითხულობთ: „ყველა საზოგადო საქმე და ნამეტნავად განათლებისა“, „განათლების საზოგადოდ და ხალხის განათლების კერძოდ“. ყოველივე ზემოთქმულის გამო, ეს „შინაური მიმოხილვა“ თავიდან ბოლომდე ილიას დაწერილად ვცანი და პირველად შევიტანე იგი მისი ნაწერების კრებულში სრული სახით. ამ მიმოხილვის ტექსტთან დაკავშირებით საჭიროდ მიმაჩნია ყურადღების შეჩერება ერთ პატარა, მაგრამ საყურადღებო ფაქტზე, რამაც, შესაძლოა, სპეციალისტებში გაუგებრობა გამოიწვიოს. საქმე ეხება ტექსტში სიტყვა „ბავშვის ხმარებას. ეს სიტყვა აღნიშნულ ტექსტში ორჯერ იხსენიება – 27-ე გვერდის პირველ სტრიქონში და 39-ე გვერდის მეათე სტრიქონში და ყველა წინა გამოცემისაგან განსხვავებით, სადაც „ბავში“ იყო დაბეჭდილი, ჩვენ ვბეჭდავთ „ბავშვს“. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მე ილიას დიალექტური ფორმა ლიტერატურულით შევცვალე. სინამდვილეში კი საქმის ვითარება ასეთია: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ილია ამ სიტყვას ყოველთვის ერთნაირად წერდა – „ბაშვი“. >. ეს, რა თქმა უნდა, კარგად იყო ცნობილი პ. ინგოროყვასათვის. ამიტომ მას საჭიროდ მიუჩნევია მითითებულ ადგილებზე და კიდევ სხვა ანალოგიურ შემთხვევებში – ილიასდროინდელი ნაბეჭდის სწორი ფორმა „ბავშვი“ არასწორით შეცვალა, მაგრამ რატომღაც არა ავტორისეული „ბაშვით“ არამედ ილიასათვის სრულიად უჩვეულო ფორმით – „ბავში“. ეს უკანასკნელი კი ამ სიტყვის ხმარების ასზე მეტი შემთხვევიდან ილიასდროინდელ ნაბეჭდებში ორიოდე გვხვდება, რაც, ჩვენი ღრმა რწმენით, „ბაშვის“ კორექტურული შეცდომა უნდა იყოს. თუმცა, მიუხედავად ჩემი ამგვარი ვარაუდისა, წინამდებარე გამოცემაში დატოვებულია ამ სიტყვის ხმარების ყველა პარალელური ფორმა ისე, როგორადაც იგი ძირითად წყაროშია წარმოდგენილი, რათა მეცნიერმა-მკვლევარებმა, ვისთვისაც გამიზნულია ეს გამოცემა, თვითონ გააკეთონ სათანადო დასკვნა. ჩემი აზრი კი ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად იხ. ჩემსა და ც. ყიფშიძის წერილში „ილია ჭავჭავაძის ზოგიერთი ლექსიკური თავისებურების გამო“ (ჟურნ. „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, 1978 წ., №2). 241. 117 „ბალკანის ნახევარკუნძულზედ აღმოსავლეთის საქმეს ბერლინის ხელშეკრულებით წვერი შემოერღვა...“ – ე.წ. „აღმოსავლეთის საკითხი“ ანუ, როგორც მას ილია უწოდებს, „აღმოსავლეთის საქმე“ მოიცავს იმ პრობლემებს, რომელიც დაკავშირებული იყ.) აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკასა და პოლიტიკასთან. „აღმოსავლეთის საკითხის“ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე თურქეთის იმპერიაში შემავალი სახელმწიფოების გადანაწილება ე3როპის სახელმწიფოებს შორის. გადანაწილება დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომის (1877-78) შემდეგ და გაფორმებულ იქნა ბერლინის ხელშეკრულებით (1878 VII), რომლის ძალითაც თურქეთის ბატონობისაგან განთავისუფლდნენ ბალკანეთის კუნძულზე მდებარე ქვეყნები (რუმინეთი და ახლანდელი იუგოსლავიის ნაწილები – სერბია და ჩერნოგორია), რასაც ილია ხატოვანად „წვერის შემორღვევას“ უწოდებს. 242. 27 „მებრძოლი შავის ბედისა“ – სტრიქონი გრ. ორბელიანის პოემიდან „სადღეგრძელო“. 243. 31 „აკაკი წერეთელმა ჰსთქვა და ჩვენც ვიტყვით, რომ ამისათვის (აჭარლებსა და ქართველებს შორის კავშირისათვის – ლ. ს.). ერთი უებარი სახსარია: სწავლა, ცოდნა და მეცნიერება – ვფიქრობთ, აქ იგულისხმება აკ. წერეთლის სიტყვა წარმოთქმული 1878 წლის 21 ნოემბერს და ყიფიანის ინიციატივით გამართულ სადილზე, რომელიც ახლადშემოერთებული ქართველების (აჭარლების) პატივსაცემად შედგა თბილისში. აკაკის ამ გამოსვლის გამო 25 ნოემბრის გაზ. „დროება“ (№239) წერდა: „ყველაზე. მომეტებული აღტაცება გამოიხმო თ. აკაკი წერეთლის... სიტყვამ“. . ილიას ზემომოტანილი სიტყვები აკ. წერეთლის გამოსვლის შემდეგ ადგილს უნდა ეხებოდეს: „რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ – ვიცნოთ ჩვენი თავი, დავაფასოთ ჩვენი წინაპრები და თვალყური ვადევნოო დროს და ვითარებას, საჭირო, არის, რომ ვეცადოთ ჩვენი შვილების გამოზრდას... მივცეთ გზა განათლებას და შემდგომათ ენერგიასა და ცოდნას მამებმაც დავახმაროთ ჩვენი გამოცდილება და ისე შეერთებულად ვიღვაწოთ, რომ ჩვენ წინაპრებთან პირშავად არ დავრჩეთ“. 245. 30 „ტაშკენტელი პედაგოგები“ – ეს ტერმინი აღებულია ცნობილი რუსი მწერლის სალტიკოვ-შჩედრინის (1826–1889) თხზულებიდან «Господа ташкентцы» (1869–1872), რომელშიც ავტორი დასცინის გაუნათლებელ „განმანათლებლებს“. 250. 16 „ზახაროვის სისტემა“ – ზახაროვი, რომელიც იმ ხანად (1872 წლიდან) თბილისის საოსტატო (სამასწავლებლო) ინსტიტუტის დირექტორად მუშაობდა, მთელი თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე სასტიკად დევნიდა სასწავლებლიდან ქართულ ენას და ლიტერატურას. მას სამოსწავლო გეგმებში არ შეჰქონდა ეს საგანი. 253. 17 „შარშან შეჰსდგა საზოგადოება...“ – აქ ლაპარაკია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაზე, რომელიც იმ ხანად თუმცა ოფიციალურად გაფორმებული არ იყო, მაგრამ საზოგადოებისათვის (და მითუმეტეს ილიასათვის8 კარგად იყო ცნობილი მისი სამოღვაწეო გეგმები. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ოფიციალურად 1879 წლის მაისში დაარსდა, თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დიმიტრი ყიფიანი, ხოლო მოადგილედ – ილია. 1885 წლიდან კი ამ საზოგადოებას, უცვლელად თავმჯდომარეობდა ილია ჭავჭავაძე. 256. 6. 9 „ტფილისის გუბერნიის აზნაურთა საზოგადოება შემწეობისათვის შეუძლო მოსწავლეთა“ – დაარსდა 1878 წელს გიორგი სიმონის ძე ერისთავის თავმჯდომარეობით (დამატებით ამის შესახებ იხ. ქვემოთ აპრილის შინაური მიმოხილვის შენიშვნაში). უანგარო გვამში – ჩემი აზრით, ილია გულისხმობს ი. მ. ნევეროვს უკვე კავკასიის სამოსწავლო ოლქის ყოფილ მზრუნველს, რომელიც საქართველოში პატივისცემით არ სარგებლობდა. 268. 11 „სიღნაღისა, სამეგრელოსი და სვანეთის არეულობა“. გამოიწვია მოხელეთა შორის ქართული ენის უცოდინარობამ (იხ. „დროება“, 1878, №155–156, 1, 2, 3 გვ.). ________________ 1. U 168-ში ეს „შინაური მიმოხილვა“, ი. გოგებაშვილის არქივის ხელნაწერისა და ჟურნ. „ივერიის“ ტექსტისაგან განსხვავებით, შეკვეცილია: მას აკლია ბოლო ნაწილი (გვ. 249, სტ. 28 სიტყვებიდან: „ამ იმედს გვაძლევს“... ბოლომდე). შესაბამისად ამოღებულია მოკლებული ტექსტის ქვესათაურები მიმოხილვის წინ დართული წერილის შინაარსიდანაც (გვ. 241, სტრ. 7 სიტყვებიდან: „უფ. სტრელიცკი და ხითაროვი“... ბოლომდე). ეს ფაქტი კი იმაზე მიუთითებს, რომ ხელნაწერში მიმოხილვა შეგნებულად შეუმცირებიათ. მას რომ მხოლოდ ბოლო აკლდეს, შეიძლებოდა მექანიკურ შეცდომად მიგვეჩნია, როგორც ამას უშვებს თავის წერილში ზ. წერაზადიშვილი („ვინ არის „ივერიის“ 1879 წლის იანვრის „შინაური მიმოხილვის“ ავტორი?“ ჟურნ. „სკოლა და ცხოვრება“, 1981 წ., №10, გვ. 37). ის გარემოება კი, რომ მიმოხილვას ბოლოც მოკვეცილი აქვს და შესაბამისად ამ ნაწილის ქვესათაურებიც – გამორიცხავს გადამწერის შეცდომას და მიანიშნებს იმაზე, რომ აქ ავტორისეულ სწორებასთან გვაქვს საქმე. ჩვენი აზრით, შემცირების მიზეზი უნდა იყოს ის, რომ ტექსტიდან ამოღებულ ნაწილში ილია კარგად იხსენიებს იმ პირებს (კავკასიის სამოს"წავლო ოლქის მზრუნველს იანოვსკის, თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორს სტრელიცკის, ყოვლად უსამღვდელოეს იოანნიკეს), რომლებზედაც U 168-ის გადაწერის დროს (80-იანი წლების ბოლოს) იგი უკვე სხვა აზრისა იყო. 2. ჟურნალ „ივერიის“ ამ სრულ ტექსტს რატომღაც ნაკლულად იხსენიებს გ. თავზიშვილი ი. გოგებაშვილის „პედაგოგიური თხზულებების“ II ტომში (1940, გვ. 7).
3. სინამდვილეში ეს ხელნაწერი არ წარმოადგენს ი. გოგებაშვილის ავტოგრაფს, იგი უცნობი ხელით არის გადმოწერილი „ივერიის“ ტექსტიდან. გ. თავზიშვილის აღნიშნული თვალსაზრისის მცდარობაზე დაწვრილებით იხ. პ. ინგოროყვას შენიშვნები ილ. ჭავჭავაძის თხზულებათა სთტომეულის მე-5 ტომის შენიშვნებში (გვ. 392). 4. ი. ჭავჭავაძე. თხზულებათა სრული კრებული, ტ. III, 1952 წ., გვ. 617, 5. ამ წელს გამოქვეყნდა ი. გოგებაშვილის თხზულებათა სრული კრებულის X ტომი, სადაც გოგებაშვილის ნაწერების ბიბლიოგრაფიაში შეტანილია ამ „შინაური მიმოხილვის“ მეორე ნაწილი (იხ. გვ. 359). 6. ამის შესახებ დამატებით იხ. აქვე 1879 წლის მარტის „შინაური მიმოხილვის შენიშვნებში. 7. ყველა ანალოგიურ შემთხვევაში პირველი ციფრი უჩვენებს ძირითადი ტექსტის გვერდს, მეორე – სტრიქონს. 8. ილია იყო ამ საზოგადოების დაარსების მესვეური დ. ყიფიანთან, ი. გოგებაშვილთან, ნ. ცხვედაძესთან, რ. ერისთავთან და სხვებთნ ერთად.
|