![]() |
ადამიანის უფლებების მიმოხილვა №1 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებების მიმოხილვა |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2002 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: თბილისის, თელავის, ბათუმის, გორის, ქუთაისის, ახალციხის მასალების მიხედვით მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის მიერ იანვარი-მარტი 2002 |
წინამდებარე მიმოხილვა მომზადებულია „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ და მასში ასახულია 2002 წლის პირველი კვარტალის (იანვარი-მარტი) მდგომარეობა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების სფეროში. ეს არის პირველი მიმოხილვა სერიისა, რომლებიც მომავალში ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოქვეყნდება. რამდენადაც ეს პირველი მიმოხილვაა, მასში, ნაწილობრივ, ის ფაქტებიც არის გათვალისწინებული, რომლებიც განსახილველ პერიოდზე ადრე მოხდა.
![]() |
1 წამება, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა, დასჯა |
▲back to top |
ადამიანების წამება ყველაზე ხშირად პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებში გამოიყენება - მანამ, სანამ დაკავებულს პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებიდან იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანენ. ამაზე თუნდაც შემდეგი სტატისტიკაც მეტყველებს:
2002 წლის იანვარში შს რაიონული განყოფილებებიდან და წინასწარი დაკავების იზოლატორებიდან ქ.თბილისის №5 იზოლატორში გადაყვანილი პატიმრებიდან სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა 21 პატიმარს, ქუთაისშის №2 საპყრობილეში - 3 პატიმარს; თებერვალში მსგავსი დაზიანებები აღენიშნებოდა თბილისში 16-ს, ხოლო ქუთაისში - 2 პატიმარს; მარტში, შესაბამისად, 49 და 1 პატიმარს.
ამას ემატება ისიც, რომ დაკავებულთა ნაწილს საპყრობილეში გადაყვანის გარეშე ათავისუფლებენ, ნაწილს კი წამების კვალი არ ეტყობა, რადგან პოლიცია ცდილობს წამების კვალი არ დატოვოს. არის შემთხვევები, როცა ნაწამები ადამიანები პოლიციის შიშით თვითონ ერიდებიან ამ ფაქტის გახმაურებას.
უფრო ხშირად წამების მიზანი დანაშაულის აღიარებაა. არის შემთხვევები, როდესაც ეჭვის საფუძველი არ არსებობს, ან როცა წამება ფულის გამოძალვის მიზნით ხდება: პოლიცია ცდილობს, წამებით მიაღწიოს დანაშაულის აღიარებას, რის შემდეგაც საქმის აღძვრის მუქარით ხდება ფულის გამოძალვა.
2001 წლის 16 დეკემბრიდან სახალხო დამცველის ოფისში მუშაობა დაიწყო სწრაფი რეაგირების ჯგუფმა, რომელიც მონიტორინგს ატარებს პოლიციისა და სამხედრო კომენდატურის წინასწარი დაკავების ადგილებში. პროექტის მიზანია, მინიმუმამდე დაიყვანოს ადამიანის უფლებების დარღვევა წინასწარი დაკავების საკნებში. ოღონდ, პროექტი თბილისის მხოლოდ ერთი, გლდანი-ნაძალადევის რაიონის წინასწარი დაკავების საკნებზეა გათვლილი, სადაც, ტრადიციულად, ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. მართალია, გამოძახების შემთხვევაში ჯგუფი აღნიშნული რაიონის მონიტორინგით არ იფარგლება და სხვაგანაც ატარებს შემოწმებებს, მაგრამ, მთლიანობაში, მისი მუშაობა არ არის ეფექტური. ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ჯგუფი დღეში, საშუალოდ, 0,7 გასვლას ახორციელებს.
კონკრეტული ფაქტები
გია მინდიაშვილის საქმე:
„თავისუფლების ინსტიტუტის“ რეგიონულ ომბუდსმენს თელავში განცხადებით მიმართა მოქალაქე გია მინდიაშვილმა ცემის ფაქტთან დაკავშირებით. 2002 წლის 25 თებერვალს ყვარლის რაიონის პოლიციელებმა დააკავეს და სასტიკად სცემეს ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მცხოვრები გია მინდიაშვილი. დაკავება ყოველგვარი მოტივაციის გარეშე მოხდა. მინდიაშვილი ჯერ ავტომანქანაში სცემეს, შემდეგ - ყვარლის პოლიციის განყოფილებაში. მას რამდენიმე პოლიციელი სცემდა მუშტებით, პოლიციის უფროსის მოადგილემ, ბაჩო ბიწკინაშვილმა კი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა პოლიციელის ხელკეტი.
პოლიციამ სცადა, მინდიაშვილისთვის ბრალი ნარკოტიკების მოხმარებასა და გავრცელებაში დაედო, მაგრამ, შემოწმების შედეგად მინდიაშვილი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩნდა. მით უმეტეს, არ არსებობდა ეჭვის საფუძველი ნარკოტიკების გავრცელებასთან დაკავშირებით, ამიტომ პროკურატურამ მის მიმართ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა. მინდიაშვილმა ცემის შედეგად მიიღო თავის ტვინის შერყევა და 60 პროცენტით დაკარგა მარცხენა თვალში მხედველობა.
განცხადებაში გია მინდიაშვილი ითხოვს, არ გახმაურდეს ეს საქმე მანამ, სანამ პროკურატურა ნარკოტიკებთან დაკავშირებით არაღძვრის დადგენილებას არ გამოიტანს, რადგან ეშინია, რომ გახმაურების შემთხვევაში პროკურატურა, პოლიციის ზეწოლით ან მასთან შეთანხმებით, მონაცემებს გააყალბებს და საქმეს აღძრავს.
დასჯით ამ საქმის გამო არავინ დასჯილა.
ილია ქოქიშვილის საქმე:
2002 წლის 23 მარტს ვაკის რაიონის პოლიციამ დააკავა მოქალაქე ილია ქოქიშვილი. იგი 4 დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ქოქიშვილი მხოლოდ 27 მარტს გაუშვეს იმ პირობით, რომ ქრთამს მიიტანდა პოლიციაში. მისი დაკავება მხოლოდ გამოშვების დღეს, 27 მარტის რიცხვით გააფორმეს. ქოქიშვილის თქმით, ამ დღეების განმავლობაში პოლიციაში სცემდნენ და ცდილობდნენ, წამებით მიეღწიათ აღიარებისთვის, თითქოს იგი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, თან კოკა-კოლაში შერეულ ნარკოტიკს ასმევდნენ. ქოქიშვილის ცემაში განსაკუთრებით აქტიურობდნენ პოლიციის თანამშრომლები მიხეილ ჩივიაშვილი, ილია ჩინჩალაძე და დავით ტაბატაძე. დღეს ეს პოლიციელები გათავისუფლებული არიან თანამდებობებიდან, მაგრამ არ არიან გათავისუფლებული სისტემიდან და გადაყვანილი არიან კადრების განკარგულებაში. სხვა სასჯელი მათ მიმართ, ჯერ-ჯერობით, არ განხორციელებულა.
გოჩა გობეჯიშვილის საქმე:
2002 წლის 15 მარტს თელავის პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო მოხმარების, შენახვის და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს გოჩა გობეჯიშვილი. „თავისუფლების ინსტიტუტის“ რეგიონულ ომბუდსმენს თელავში განცხადებით მიმართა დაზარალებულის დედამ, თინათინ გობეჯიშვილმა. მისი თქმით, პოლიციას არ წარუდგენია ჩხრეკის ორდერი, ჩხრეკის დროს კი გოჩა გობეჯიშვილს მოწმეების თანდასწრებით ჩაუდეს ნარკოტიკი.
გიორგი ბრეგაძის საქმე:
2001 წლის 1 ოქტომბერს ქუთაისში პოლიციამ დააკავა გიორგი ოთარის ძე ბრეგაძე, რომელიც დაავადებულია დიაგნოზით „შიზოფრენია“. იგი აღრიცხვაზეა 1987 წლიდან. დაკავებული 2 დღე-ღამე ჰყავდათ პოლიციის განყოფილებაში, 3 დღე-ღამე - წინასწარი პატიმრობის საკანში და 5 დღეღამე №2 საგამომძიებლო იზოლატორში, რითაც დარღვეულია წინასწარი პატიმრობის ვადები. ამ ხნის განმავლობაში ბრეგაძეს მხოლოდ ერთხელ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება. დედამისის, ლ. ლორთქიფანიძის მოთხოვნის მიუხედავად, არ აჩვენეს ექიმ-ფსიქიატრს. ბრეგაძემ რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ ციხის ექიმების მოთხოვნის მიუხედავად, იგი მხოლოდ დაკავებიდან მე-8 დღეს გადაიყვანეს ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
იმ პოლიციელებს, რომლებსაც ბრალი ედებათ ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაკავებულთა ცემასა და წამებაში, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, უმეტეს შემთხვევებში, პასუხი არ მოეთხოვებათ. მაგალითად, 2000 წლის სექტემბერში ახალციხის პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადნენ არასრულწლოვანები ვალერი სოტროვსკი და ნიკა გახარია. მათ აღიარეს, რომ მონკავშირის მაღაზიიდან სანადირო თოფი და ტყვიები მოიპარეს. პოლიცია ცემით ცდილობდა, არასრულწლოვანებს კიდევ რამდენიმე გაუხსნელი დანაშაული აეღოთ თავის თავზე. იმავე წლის ოქტომბერში სოტროვსკიმ და გახარიამ ამოიცნეს 4 დამნაშავე პოლიციელი, მაგრამ საქმე ამის იქით არ წასულა. ასევე შეჩერდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს 4 პოლიციელის წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომლებმაც 1998 წელს ჩაატარეს უკანონო ჩხრეკა. ყველა ეს პოლიციელი განაგრძობს მუშაობას.
პოლიციელების მხრიდან ადამიანის ცემისა და წამების ბევრი ფაქტი რჩება სამართლებრივი რეაგირების გარეშე, რადგან მოსახლეობა დაშინებულია პოლიციის ძალადობისგან. 2000 წლის ოქტომბერში ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე რეგიონული პოლიციის ოთხმა მთვრალმა თანამშრომელმა სცემა ორი ახალგაზრდა. როცა ახალგაზრდებს მაშველები გამოუჩნდნენ, მათ შორის ქალებიც, პოლიციელებმა ჯერ მათაც დაუწყეს ცემა, შემდეგ კი სროლა ატეხეს. ერთმა ტყვიამ მოქალაქის ბინაშიც შეაღწია, მაგრამ მეორე დღეს არც ერთმა მოქალაქემ არ ინდომა ჩვენების მიცემა და ექსპერტიზაზეც ყველამ უარი თქვა. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევის შემდეგ პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ დამნაშავეები სამსახურიდან დაითხოვა, მაგრამ როგორც კი ნაცემ მოქალაქეებს დაზიანების კვალი გაუქრათ, დამნაშავე პოლიციელებმა კვლავ ჩვეულებრივად გააგრძელეს მუშაობა.
ჯარისკაცებისა და წვევამდელების უფლებები
საქართველოში მოქმედებს დისკრიმინაციული კანონი ალტერნატიული სამსახურის შესახებ. ამ კანონის თანახმად, ალტერნატიული სამსახურის ვადა ორჯერ აღემატება ჩვეულებრივ სამხედრო სავალდებულო სამსახურს - 36 თვე 18 თვის ნაცვლად.
დისკრიმინაციულობის მიუხედავად, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული სამხედრო სამსახურით იმ წვევამდელებს, ვისაც ამისი სურვილი აქვთ. წინა წლებში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა კანონი ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შესახებ, არაერთი შემთხვევა იყო, როცა ის პირები, რომლებიც რაიმე მიზეზის გამო ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს ითხოვდნენ, გაასამართლეს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ბრალდებით. ყველაზე ხშირად ამ კატეგორიაში ხვდებოდნენ იეჰოვას მოწმეები. განსახილველ პერიოდში მსგავი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
წვევამდელთა უფლებების დარღვევა მხოლოდ ალტერნატიულ სამსახურთან არ არის დაკავშირებული. ხშირია შემთხვევები, როდესაც წვევამდელებს, რომლებსაც წინასწარ არ მიუღიათ გაფრთხილება, სახლებში უვარდებიან და ისე მიჰყავთ გასაწვევ პუნქტებში, ან აჰყავთ ქუჩაში და ა.შ. მხოლოდ 2001 წლის საშემოდგომო გაწვევის დროს თელავში მონიტორინგის ჯგუფმა 36 ასეთი შემთხვევა დააფიქსირა.
არის შემთხვევები, როდესაც ჯარში იწვევენ ისეთ ახალგაზრდებს, რომელთაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან რაიმე სხვა მიზეზით, გაწვევა არ ეკუთვნით:
2002 წლის 24 იანვარს, წინასწარი გაფრთხილებისა და უწყების გაგზავნის გარეშე, თელავის კომისარიატის წარმომადგენელმა ავთო შაკიაშვილმა სახლიდან წაიყვანა წვევამდელი ვანო სოღროევი. ამ დროს ვანო სოღროევი კუჭ-ნაწლავის დაავადებით იყო ავად. ამასთან, ვანო სოღროევის სიმაღლეა 147სმ, წონა - 43 კგ. კანონის თანახმად, 150 სანტიმეტრზე ნაკლები სიმაღლის და 48 კილოგრამზე ნაკლები წონის წვევამდელის ჯარში გაწვევა არ შეიძლება.
მამუკა მიხეილის ძე ღარიბაშვილი 1995 წლის 31 ოქტომბერს გაიწვიეს ჯარში მისი ძმის, მალხაზ ღარიბაშვილის მაგივრად. მალხაზ ღარიბაშვილი გაწვეული იყო სამხედრო სამსახურში 1995 წლის მაისში. იგი გაანაწილეს გორის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც მან თვითნებურად დატოვა. ამის შემდეგ მამუკა ღარიბაშვილი ძმის მაგივრად გაიწვიეს. მამუკა ღარიბაშვილის მტკიცებისთვის, რომ იგი მამუკა იყო და არა მალხაზი, ყურადღება არავის მიუქცევია.
მამუკა ღარიბაშვილმა ექვსი თვე იმსახურა გორის სასწავლებელში და 18 თვე - 22-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონში. 1997 წლის 31 ოქტომბერს მამუკა ღარიბაშვილმა თელავის კომისარიატში წარადგინა მისი ძმის სამხედრო ბილეთი, რომელიც კომისარიატში დაიკარგა. მამუკა ღარიბაშვილი ვერ იღებს პირადობის მოწმობას, პასპორტს, მართვის მოწმობას და ვერ იწყებს მუშაობას. მან მიმართა თელავის რეგიონის სამხედრო კომისარს ა.ჯიშიაშვილს, რომელმაც არანაირი ზომა არ მიიღო. „თავისუფლების ინსტიტუტმა“ ამ ფაქტთან დაკავშირებით წერილით მიმართა თელავის რაიონის სამხედრო პროკურორს ილია ოთარაშვილს, რომელმაც რეაგირებაზე უარი თქვა.
ადამიანის მოტაცება
ოფიციალური მონაცემებით, 1995 წლიდან 2002 წლის მარტის ჩათვლით საქართველოში დაფიქსირდა ადამიანის მოტაცების 335 ფაქტი, საიდანაც 272 დანაშაული გახსნილია. ამავე სტატისტიკის თანახმად, 2002 წლის დასაწყისში იკლო ადამიანის გატაცებების რიცხვმა, რაც წინა წლებში მასობრივ ხასიათს ატარებდა. 2002 წლის პირველ სამ თვეში სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ დაფიქსირებულია ადამიანის მოტაცების 4 შემთხვევა, საიდანაც 3 გახსნილია, მაშინ, როცა წინა წლების სტატისტიკა გაცილებით მძიმეა:
2001 - 69 შემთხვევა, გახსნილია 59.
2000 - 33 შემთხვევა, გახსნილია 25.
1999 - 28 შემთხვევა, გახსნილია 19.
1998 - 29 შემთხვევა, გახსნილია 26.
1997 - 61 შემთხვევა, გახსნილია 53.
1996 - 52 შემთხვევა,გახსნილია 50.
1995 - 59 შემთხვევა, გახსნილია 37.
არის შემთხვევები, როდესაც ადამიანის მოტაცება სიკვდილით მთავრდება. მაგალითად, 2000 წლის 28 მარტს ფოთში იპოვეს მოკლული მიშა სიგუა, რომელიც იმავე წლის 20 მარტს გაიტაცეს ფულის გამოძალვის მიზნით. გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 20.000 აშშ დოლარს ითხოვდნენ. პოლიციამ გამტაცებლები დააკავა და მათი სასამართლო პროცესი ამჟამად მიმდინარეობს, თუმცა, დაკავებულთა მიმართ დარღვეულია წინასწარი დაკავების ვადები (13 დღე 72 საათის ნაცვლად), აღიარებითი ჩვენებების გამოძალვა მოხდა წამებით, რის შესახებაც ექსპერტიზის დასკვნებიც მეტყველებს. ამ დარღვევებთან დაკავშირებით საქმე არ არის აღძრული და არავინ არ დაისაჯა.
გატაცებების ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა არ არის სრული, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა გატაცებულები ერიდებიან სამართალდამცავებთან კონტაქტის დამყარებას და ცდილობენ, გამტაცებლებთან პირადი კონტაქტის დამყარების გზით მოახერხონ გატაცებულების გამოხსნა.
ადამიანის მოტაცება გამოსასყიდის მიზნით, ერთი მხრივ, შემოსავლის წყაროდ იქცა კრიმინალებისთვის, მეორე მხრივ, კრიმინალის ეს სახეობა ბიზნესში კონკურენტების გზიდან ჩამოცილებისა და მათთან ანგარიშის გასწორების მეთოდად იქცა. მაგალითად, 2001 წლის 7 ივნისს თბილისში გაიტაცეს არაბი ბიზნესმენი შაბელ ბაშარ ანუ. იგი გათავისუფლდა 2001 წლის 23 აგვისტოს. გატაცებული ამტკიცებს, რომ მის დაკავებაში კონკურენტი ფირმის წარმომადგენლები არიან ჩარეული. გამტაცებლები ჯერ არ არიან დაკავებული.
სახელმწიფო ვერ ახერხებს ადამიანები დაიცვას მოტაცებებისგან და აღკვეთოს დანაშაულის ეს სახეობა. მეტიც, არსებობს ფაქტები, როცა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები თავად მონაწილეობენ ადამიანების გატაცებებში.
არსებობს ვარაუდი, რომ ადამიანების მოტაცებებს სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნები მფარველობდნენ. გატაცებულმა ესპანელმა ბიზნესმენებმა - ფრანცისკო როდრიგესმა და ანტონიო ტრევილიემ - ასეთი ბრალდება წაუყენეს უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსს, ლევან კენჭაძეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სამმართველოს უფროსს კახა ბაკურაძეს. ამჟამად ორივე დასახელებული პირი გათავისუფლებულია თანამდებობიდან, მაგრამ არა რაიმე კონკრეტული ბრალდებით, არამედ, ტრადიციულად, „პირადი განცხადების საფუძველზე“. როდრიგესი და ტრევილიე 373 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ტყვეობაში - 2000 წლის 30 ნოემბრიდან 2001 წლის დეკემბრამდე.
ადამიანების მოტაცებაზე პოლიციისა და უშიშროების მაღალჩინოსანთა მფარველობას არაპირდაპირ ისიც ადასტურებს, რომ 2001 წლის შემდეგ, რაც შსს და უშიშროების სამინისტროებს ახალი მინისტრები დაენიშნათ, მკვეთრად იკლო გატაცებების რიცხვმა (4 გატაცება 3 თვეში წინა წლის იმავე პერიოდში 15 გატაცების ნაცვლად).
არის შემთხვევები, როცა არსებული განუკითხაობა ადამიანის სიკვდილით მთავრდება. მაგალითად, 2001-2002 წლებში თელავის რაიონის მხოლოდ ერთი სოფლიდან - ყარაჯალადან - 5 ადამიანი გაიტაცეს და ადგილი ჰქონდა ადამიანის მოტაცების ორ მცდელობას. სოფლის გამგებლის, საფარ სულეიმანოვის თქმით, გამტაცებლები არიან ადგილობრივი კრიმინალები და პანკისის ხეობის ქისტები, გატაცებულები კი პანკისის ხეობაში მიჰყავთ. ამავე პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ისეთი დანაშაულის რიცხვი, როგორიცაა შეიარაღებული ყაჩაღობა. ერთ-ერთი შეიარაღებული ყაჩაღობის დროს, 2002 წლის 4 თებერვალს საკუთარ ბინაში დახვრიტეს მამა-შვილი მახმად ალიხანოვი და ლამზირა (ლელა) ალიხანყიზი.
![]() |
2 პატიმრებისა ცემისა და წამების ფაქტები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში |
▲back to top |
ზოგადად, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში პატიმრების ცემა და წამება შედარებით ნაკლებად ხდება, ვიდრე წინასწარი დაკავების საკნებში, თუმცა, მიუხედავად ამისა, მსგავი შემთხვევები იქაც ფიქსირდება. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ამის მაგალითები გამოვლინდა გეგუთის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პატიმრების თქმით, დაწესებულების უფროსი ირაკლი გაბუნია, რომელიც 2002 წლის იანვარში დაინიშნა დაწესებულების ხელმძღვანელად, სცემდა მათ, სძალავდა ფულს, ოჯახის წევრების თანდასწრებით აყენებდა შეურაცხყოფას, ხმამაღლა ლანძღავდა და აგინებდა მათ.
პატიმარ შალვა მარკოზაშვილის თქმით, გაბუნიამ მას მოსთხოვა, რომ პატიმრების ქცევის შესახებ მასთან მიეტანა ინფორმაცია, ხოლო უარის მიღების შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და „გაფუჭებით“ (ჰომოსექსუალისტებთან ჩამწყვდევით) დაემუქრა. პატიმარმა გოგიტა ბობოლაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი გაბუნიამ, ამავე მიზეზით, სასტიკად სცემა იგი და თავზე შუშა გადაამტვრია.
ირაკლი გაბუნია პატიმრებს არ აძლევდა საშუალებას, ესარგებლათ მათთვის კანონით მინიჭებული შეღავათით - პირობითი ვადამდელი გათავისუფლებით. ზოგადად, პატიმრები, დამკვიდრებული უკანონო პრაქტიკის თანახმად, პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე წარდგენისთვის გარკვეულ ქრთამს თითქმის ყოველთვის იხდიან, ოღონდ, ირაკლი გაბუნიამ ეს თანხები მკვეთრად გაზარდა. პატიმრების თქმით, ეს თანხა გაბუნიას პერიოდში სამჯერ და მეტადაც გაიზარდა - 200 ლარიდან, დაახლოებით, 500-800 ლარამდე.
გარდა ამისა, ირაკლი გაბუნიას ბრძანებით ნახევრად ამოქოლეს პატიმრებისთვის საჭმლის მისაწოდებელი სარკმელი, რის შემდეგაც ამ სარკმელში საჭმლის ქვაბით შეტანა შეუძლებელი გახდა. ასევე განახევრდა ღია ცის ქვეშ ხანმოკლე შეხვედრებისთვის მოწყობილი ტერიტორია და სხვა.
იუსტიციის სამინისტრომ გადაამოწმა დამოუკიდებელი კონტროლის საბჭოს წევრების მიერ შეგროვებული ინფორმაცია, დადასტურდა, რომ ირაკლი გაბუნია ნამდვილად არღვევდა კანონს, აჭარბებდა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს და სამსახურიდან გაათავისუფლა იგი.
![]() |
3 რელიგიის თავისუფლება |
▲back to top |
საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან, მაგრამ, ამავე დროს, აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში. ამასთან, კონსტიტუცია აღიარებს ნებისმიერი ადამიანის თანასწორობას განურჩევლად რასისა, კანის ფერისა... რელიგიისა და ა.შ. მაგრამ, პრაქტიკაში ეს პრინციპები არ არის დაცული.
საქართველოში პერმანენტული ხასიათი მიიღო არამართლმადიდებლური რელიგიური მიმდინარეობების დევნამ და შევიწროებამ, რაზეც სახელმწიფო, უმეტეს შემთხვევაში, თვალს ხუჭავს, ხოლო ძალიან ხშირად კი დევნა სახელმწიფოს თანხმობით, წაქეზებით ან მონაწილეობით ხორციელდება; არ არის დაცული რელიგიურ მიმდინარეობათა თანასწორობის პრინციპი; სახელმწიფო ხელს უწყობს რელიგიური შეუწყნარებლობის ატმოსფეროს დამკვიდრებას; ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსები ან თვითონ არღვევენ რელიგიური უმცირესობების უფლებებს, ან რელიგიური შუღლის გამჩაღებლებად გვევლინებიან, ან რაიმე ფორმით ხელს უწყობენ რელიგიური შუღლის გაჩაღებას.
ბოლო ორი წლის განმავლობაში არამართლმადიდებელი მორწმუნეებზე რამდენიმე ასეული თავდასხმა განხორციელდა. თავდამსხმელები სახლებში და სალოცავებში უცვივდებიან რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს, საჯაროდ წვავენ მათ რელიგიურ ლიტერატურას, ანადგურებენ მათ საკულტო საგნებს და სხვა სახის ქონებას, სცემენ მორწმუნეებს, რომელთაც ხშირად სერიოზულ ფიზიკურ დაზიანებებსაც აყენებენ, ხელს უშლიან რელიგიური რიტუალებისა და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებაში. პოლიცია, უმეტეს შემთხვევაში, წინასწარ არის ინფორმირებული ამგვარი აქციების შესახებ. მეტიც, იგი ესწრება დარბევებს, მაგრამ არ ერევა კონფლიქტში და ხელს არ უშლის ექსტრემისტულ რელიგიურ ჯგუფებს, ხოლო ზოგჯერ თავადაც მონაწილეობს დარბევებში.
დარბევებს ყველაზე აქტიურად მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი, ბასილ მკალავიშვილი ახორციელებს, რომელიც ხელისუფლების აშკარა მხარდაჭერით და წაქეზებით სარგებლობს. წინა წლებში დაწყებული ეს ტენდენცია არც 2002 წლის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც რელიგიური უმცირესობების რამდენიმე დარბევა განხორციელდა.
2001 წლის 23 დეკემბერს მკალავიშვილმა და მისმა მიმდევრებმა დაარბიეს ერთერთი ქრისტიანული პროტესტანტული მიმდინარეობის - „სახარებისეული რწმენის ქრისტიანული ეკლესიის - სიცოცხლის ხმის“ - მიმდევართა შეკრება. თუკი სხვა დროს დარბევა ქალაქის გარეუბნებში ან რაიონებში ხდებოდა, ამჟამად ქალაქის ცენტრში, რესპუბლიკის მოედნის ქვეშ განლაგებულ დარბაზში განხორციელდა, სადაც „სახარებისეული რწმენის ქრისტიანული ეკლესიის“ 200-ამდე მიმდევარი რელიგიურ მსახურებას ასრულებდა. დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე დარბაზში შეცვივდა მკალავიშვილის 60-ამდე მომხრე, რომლებმაც შეკრებილებს ფიცრებითა და სკამებით დაუწყეს ცემა, დაამტვრიეს პროჟექტორი, წაიღეს მუსიკალური საკრავი „იამაჰა“, ეკლესიის წევრებს წაართვეს ჩანთები, ამოუტრიალეს ჯიბეები, რამდენიმე ადამიანს წაართვეს პასპორტი და სხვა დოკუმენტები.
დარბევა, დაახლოებით, 10-15 წუთი გაგრძელდა. მრევლის ერთ-ერთმა წევრმა, ენდი მამათელაშვილმა ტვინის შერყევა მიიღო და მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ავტომანქანის გამოძახება გახდა საჭირო. სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება რამდენიმე ათეულმა კაცმა მიიღო, მაგრამ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ფაქტი, ტრადიციულად, სათანადო რეაგირების გარეშე დატოვეს. ეკლესიის წინამძღვრის, კახა ძებისაშვილის თქმით, უბნის ინსპექტორმა მათ ურჩია, ექსპერტიზაზე უარი ეთქვათ, რადგან, მისი თქმით, „მსუბუქი დაზიანებების გულისთვის ექსპერტიზის გაკეთება არ ღირდა“. მეტიც, ძებისაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც თბილისის №1 საავადმყოფოს ექიმებმა გაიგეს, რომ დაზარალებულები განსხვავებული რელიგიური მიმდინარეობის წევრები (სექტანტები) არიან, მათ შემოწმებაზეც უარი თქვეს.
თავად ბასილ მკალავიშვილმა და გლდანის ეპარქიის პრესცენტრმა დარბევის შემდეგ მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელეს: „კულტურული დარბაზების მფლობელებს ვაფრთხილებთ, არ გამოუყონ სექტანტებს შენობის ფართობი ჩვენი სამშობლოსა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ საქადაგებლად.“
2002 წლის 25 იანვარს ბასილ მკალავიშვილმა და მისმა მიმდევრებმა ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ დარბევა სცადეს. მკალავიშვილი ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისგან „ევანგელისტური გადაცემის“ აკრძალვას ითხოვდა. ბასილ მკალავიშვილი ამ ფაქტამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ემუქრებოდა ტელეკომპანიას დარბევით, მათ შორის, საჯაროდაც, კერძოდ, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერით. ამ მუქარით მან აიძულა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა, გადაცემა იმ დროისთვის გადაეტანა, როცა ყველაზე ნაკლები მაყურებელი ეყოლებოდა, მაგრამ მკალავიშვილი ამან არ დააკმაყოფილა და გადაცემის მთლიანად შეწყვეტა მოითხოვა.
„პირველი სტერეოს“ ხელმძღვანელებს ხსენებული გადაცემის შეწყვეტა საპატრიარქოშიც ურჩიეს, ოღონდ მუქარის გარეშე.
2002 წლის 3 თებერვალს ბასილ მკალავიშვილმა და მისმა რაზმმა თბილისში, ვაშლიჯვარში მდებარე „გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების“ საწყობი დაარბია, სადაც ბიბლიური საზოგადოებისა და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ლიტერატურა ინახებოდა. ეს იყო ქართულად, სომხურად, ოსურად და ჩრდილოკავკასიის ხალხთა ენებზე დაბეჭდილი ბიბლიები და სახარებები, ევანგელურ- ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, მალხაზ სონღულაშვილის „ბიბლიური მოთხრობები“ და სხვა. მთლიანად, განადგურებული ლიტერატურის ღირებულება 20 ათას ლარს აღემატებოდა. სამართალდამცავებმა არც ეს აქცია აღკვეთეს, არადა, უშიშროების სამინისტროში დარბევამდე 2 კვირით ადრე იცოდნენ, რომ მკალავიშვილი ამის გაკეთებას აპირებდა.
ბასილ მკალავიშვილს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: „ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა“; „ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა“; „ცემა“; „მუქარა“; „ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა“; „იძულება“. საქმე პროკურატურამ 2001 წლის 6 ოქტომბერს გადააგზავნა დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოში, მაგრამ მისი განხილვა უსაშველოდ ჭიანურდება.
2002 წლის 10 მარტს მკალავიშვილის ბრალდებებს კიდევ ერთი დაემატა - „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ (სსკ 143-ე მუხლი), რომელიც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 10 მარტს მკალავიშვილმა და მისმა მომხრეებმა უკანონოდ დააკავეს 2 პოლიციელი, რომელთაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, შემოახიეს ტანსაცმელი და წაართვეს იარაღი. დანაშაულს ამძიმებს ის ფაქტი, რომ დანაშაული ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც სასჯელის მოცულობას 3-დან 10 წლამდე ზრდის. ამ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის მოთხოვნა, ბასილ მკალავიშვილისთვის 3 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ, არც გლდანი-ნაძალადევის სასამართლოს მოსამართლემ იამზე მარიამიძემ დააკმაყოფილა და არც საოლქო სასამართლოს მოსამართლემ ომარ ჯორბენაძემ. სასამართლომ ბასილ მკალავიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად მხოლოდ პოლიციის ზედამხედველობა მიუსაჯა, თუმცა, პოლიციის ზედამხედველობა მას მანამდეც ჰქონდა დაწესებული.
სასამართლოს მსვლელობის დროს სასამართლოზე ხორციელდებოდა ღია ზეწოლა: მკალავიშვილის მომხრეებმა საოლქო სასამართლოს ეზოში ტრანსპარანტებითა და მეგაფონებით მოაწყვეს მიტინგი, სადაც ისინი ხელისუფლებას ემუქრებოდნენ და ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება მკალავიშვილისთვის თავისუფლების აღკვეთას ვერ გაბედავს.
ბასილ მკალავიშვილს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც ჰყავს მხარდამჭერები. ერთ-ერთი მათგანია რუსთავის ეპისკოპოსი ათანასე ჩახვაშვილი, რომელმაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განაცხადა, რომ არავითარი შემწყნარებლობა არ შეიძლება არსებობდეს, განსხვავებული სარწმუნოების მიმდევრებთან ურთიერთობა კი მხოლოდ ომის გზით არის შესაძლებელი. მოგვიანებით ეპისკოპოსმა ათანასემ თავისი საჯარო გამოსვლისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა მისი სატელევიზიო გამოსვლა სრულად ჯდებოდა სხვა დროს მის მიერვე გაკეთებული განცხადებებისა და ქმედებების კონტექსტში: იგი იწონებს ბასილ მკალავიშვილის მოქმედებებს, ესწრებოდა გურამ შარაძისა და „იეჰოვას მოწმეების“ სასამართლო პროცესს და აქტიურად გულშემატკივრობდა გურამ შარაძეს, რომელიც სასამართლოსგან „იეჰოვას მოწმეებისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა. პროცესი გურამ შარაძის გამარჯვებით დამთავრდა.
2002 წლის დასაწყისში საგარეჯო-გურჯაანის მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი) საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით გამოვიდა პროტესტანტული ეკლესიების ალაგმვის მოთხოვნით.
ზოგიერთ რელიგიურ მიმდინარეობას შეზღუდული აქვს ლოცვის, ღვთისმსახურების ჩატარებისა და რწმენის გავრცელების თავისუფლება. ამ პრობლემას ისეთი მიმდინარეობებიც აწყდებიან, რომელთაც საქართველოში მოღვაწეობის დიდი ხნის ტრადიცია აქვთ. მაგალითად, საქართველოს რამდენიმე რეგიონში, კერძოდ სამცხეჯავახეთში, ქუთაისსა და ბათუმში ილახება კათოლიკური ეკლესიისა და კათოლიკე მორწმუნეთა უფლებები.
ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან დაკავშირებით საქმე სასამართლომდეც მივიდა - 2001 წლის 18 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, მეუფე გაბრიელე ბრაგანტინიმ, დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა კავშირის, „სავარდის“ სახელით თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა საქართველოს პრეზიდენტის, ედუარად შევარდნაძის წინააღმდეგ. სარჩელში ნათქვამია, რომ დასავლეთ საქართველოს კათოლიკეებს შეზღუდული აქვთ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება, ვინაიდან არ ეძლევათ საშუალება, მსახურება ჩაატარონ ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც, ტრადიციულად, დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა სასულიერო ცენტრს წარმოადგენდა.
სადაო ეკლესია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში აიგეს კათოლიკეებმა მეფე სოლომონ მეორის მიერ ნაწყალობევ მიწაზე და 1939 წლამდე ამ ეკლესიაში კათოლიკური წესის მსახურება სრულდებოდა, რის შემდეგაც იგი კომუნისტურმა ხელისუფლებამ დახურა. მეოცე საუკუნის 80-იანი წლებში ქუთაისელმა კათოლიკეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს თხოვნით, დაებრუნებინა მათთვის ეკლესია, მაგრამ უარი მიიღეს. 1989 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს N30 ოქმით კი, ეს ეკლესია გადაეცა მართლმადიდებელ მორწმუნეთა საზოგადოებას (ე.წ. ოცეულს), რომელიც იურიდიულად საპატრიარქოს არ ექვემდებარებოდა.
1990 წლის 12 აპრილს საქართველოს მინისტრთა საბჭომ გამოცა N183 დადგენილება, რომლის თანახმადაც ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული მართლმადიდებლური ეკლესიები, საქართველოს საპატრიარქოს ყველა საკულტო ნაგებობა და უძრავ-მოძრავი ქონება საპატრიარქოს საკუთრებად გამოცხადდა. ეს დადგენილება სამართლებრივად ვერ გავრცელდება სადაო ტაძარზე, რადგან იგი არასდროს წარმოადგენდა მართლმადიდებლური მღვდელთმსახურების ტაძარს და არქიტექტურული თვალსაზრისითაც კათოლიკურია. მიუხედავად ამისა, ხსენებული ეკლესია დღემდე მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის, რომელიც უარს ამბობს მის დაბრუნებაზე.
მეტიც, ოფიციალურ მიმოწერაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მუქარის ტონს ურევს: საპატრიარქოს განცხადებაში, რომელსაც ხელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი აწერს, ნათქვამია: „ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოში კათოლიკეთა ადმინისტრაციას, ასევე ვატიკანსაც, რომ სადაოდ მიჩნეული ტაძრების საკითხი მოხსნილი იქნას დღის წე სრიგიდან მართლმადიდებლებსა და კათოლიკეთა შორის საქართველოში არსებული მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, რომელიც ვფიქრობ, ერთერთი სამაგალითოა იმ პროცესებთან შედარებით, რასაც სხვა ქვეყ ნებში აქვს ადგილი. თქვე ნს მიერ დაყე ნებული საკითხები კი გამოიწვევს ურთიერთობის გართულებას“.
ამ დავაში მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეს დგას როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება. მეტიც, ხელისუფლება უარს ეუბნება კათოლიკურ ეკლესიას, გამოუყოს ახალი ეკლესიის ასაშენებელი ადგილი და მისცეს მშენებლობის ნებართვა. თანაც, ამ დავაში ხელისუფლება უხეშად არღვევს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ისე საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხოდ დატოვეს დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა მოთხოვნა, ხელისუფლებას გამოეცა ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც სადაო ეკლესია კათოლიკური ეკლესიის კუთვნილებაში გადავიდოდა. ამის შემდეგ კათოლიკეებმა სარჩელი შეიტანეს, რომლითაც ისინი ისევ პრეზიდენტისგან ითხოვენ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას.
„თავისუფლების ინსტიტუტის“ იურიდიული კონსულტაცების შედეგად სარჩელი ნაწილობრივ შეიცვალა და მასში ჩაემატა მოთხოვნა, ბათილად იქნას ცნობილი „ქუთაისის ქალაქის მუშათა, გლეხთა და წითელ არმიელთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის“ 1939 წლის 29 ივნისის დადგენილება. ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს და უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყველაზე ბევრი კათოლიკე სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს, სადაც მათი რაოდენობა, დაახლოებით, 40-50 ათას კაცს შეადგენს. სამცხე-ჯავახეთში ორი ყოფილი კათოლიკური ეკლესია, სოფელ უდეში და სოფელ ივლიტაში, ამჟამად მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის. კათოლიკური ეკლესია ითხოვს ამ ორი ეკლესიის უკან დაბრუნებას. განსაკუთრებით მწვავე დავას იწვევს ახალციხის რაიონის სოფელ ივლიტას „წმინდა ჯვრის“ ეკლესია, რომელიც ჯერ კიდევ 1292 წელს აშენდა კათოლიკეების მიერ და საქართველოში მეორე კათოლიკური ეკლესია იყო.
სოფელ ივლიტის 204 მაცხოვრებლიდან 155 კათოლიკეა, 19 მართლმადიდებელი და 30 სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი. 2002 წლის 4 მარტს სოფელ ივლიტას 200-ამდე მაცხოვრებელმა „თავისუფლების ინსტიტუტის“ რეგიონულ ომბუდსმენს ახალციხეში მიმართა წერილით, რომელშიც ივლიტის ეკლესიასთან დაკავშირებული დავაა აღწერილი. წერილში აღწერილი ფაქტების თანახმად, 1992 წელს მართლმადიდებელმა მღვდელმა იოანე (შოთა) გელაშვილმა ცემენტით გალესა ის წარწერები, რომლებიც ეკლესიის წარმომავლობაზე მეტყველებდნენ, რის შემდეგაც ეკლესია მართლმადიდებლურად გამოაცხადა და კათოლიკეებს იქ შესვლა აუკრძალა. სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო წერილები გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინე კოკოევს, მაგრამ პასუხი არც ერთ წერილზე არ მიუღია. ხალხმა სცადა, არ შეეშვათ მღვდელი ეკლესიაში, მაგრამ მღვდელმა იოანემ ეკლესიის კარები პოლიციის ძალით გააღებინა, რომლის დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 90 წლის ქალს, ნინო ჩილინგარაშვილს.
სოფელ ვალეს კათოლიკური ეკლესიის მოძღვარს იეჟი შიმეროვსკის, რომელიც სოფელ ივლიტაშიც ატარებდა წირვა-ლოცვას, არაერთხელ დაემუქრნენ, რომ თუ სოფელს არ დატოვებდა და იქ წირვა-ლოცვის ჩატარებას არ მოეშვებოდა, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. ერთ-ერთი წირვის დროს მას მანქანის მინები ჩაუმტვრიეს.
კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის დაპირისპირების ახალ მიზეზად ახალციხეში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის მცდელობა იქცა. 2001 წელს მღვდელმა იეჟი შეიმროვსკიმ და სოფელ არალის კათოლიკე მოძღვარმა ბერნარდინი სვიდერსკიმ ახალციხეში ეკლესიის აშენება გადაწყვიტეს. მათ გადაწყვიტეს, ეკლესია პრივატიზაციით შეძენილი დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე აშენებინათ, რასაც როგორც რაიონული და სამხარეო ადმინისტრაციის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ეპისკოპოსის წინააღმდეგობა მოჰყვა. ეკლესიის აშენების წინააღმდეგ განსაკურებით აქტიურობდნენ ახალციხის რაიონის გამგებელი კახა წერეთელი, ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ნასყიდაშვილი, პარლამენტის წევრი ანზორ თამარაშვილი და პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ახალციხის წარმომადგენლები.
2001 წლის 14 თებერვალს ქალაქ ახალციხის გამგეობამ კავკასიის სამოციქულო ადმინსტრატორს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს მისწერა წერილი (¹9), რომელშიც სწერს, რომ ქალაქის გამგეობას არ მიაჩნია მიზანშეწონილად, რომ დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსის ადგილას ეკლესია აშენდეს, რომ, თითქოს, ამ შენობის პრივატიზაცია კანონდარღვევით მოხდა, თითქოს, მშენებლობისთვის საჭიროა შეთანხმება საქართველოს საპატრიარქოსთან და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ქალაქგანაშენიანების სამმართველოსთან.
2001 წლის 5 მარტის ¹49 წერილით ახალციხის ქონების მართვის სამმართველომ დაადასტურა, რომ აღნიშნული ობიექტის პრივატიზაცია კანონიერად მოხდა, ხოლო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი 2001 წლის 20 აპრილის №03-423 წერილით ადასტურებს, რომ სამინისტრო არ არის ეკლესიის მშენებლობის წინააღმდეგი აღნიშნულ ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, 2001 წლის 16 მაისის №35 წერილით ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ნასყიდაშვილი აცხადებს, რომ მშენებლობის მინისტრი შეცდომაშია შეყვანილი და ქალაქის საკრებულო წინააღმდეგია კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის.
რაიონის გამგებელი კახა წერეთელი აცხადებს, რომ იგი აპირებს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი მშენებლობის წინააღმდეგ უკანონო პრივატიზებასთან დაკავშირებით. უფრო ადრე, 1998 წელს, როდესაც კახა წერეთელი ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მან საბაჟოზე უშუალოდ დააკავა იეჰოვას მოწმეების რელიგიური ლიტერატურა.
იმავე პრობლემების წინაშე დგანან ახალციხის რაიონში მცხოვრები კათოლიკური სარწმუნოების მიმდევარი ეთნიკური სომხები. ახალციხიდან 12 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ნაოხრებში 300 კათოლიკე ოჯახი ცხოვრობს. სოფელში არის კათოლიკური ეკლესია, რომელიც სომხების ერზრუმიდან გადმოსახლების (1829წ.) შემდეგ აშენდა. ეკლესია დანგრევის პირასაა, რადგან საბჭოთა პერიოდში მურა ნახშირის ამოღებამ ეკლესიას საძირკველი გამოუთხარა. 2002 წლის მარტის დასაწყისში სოფლის მოსახლეობამ (გამგებელი ე.არახელიანი) განცხადება შეიტანა ახალციხის რაიონის გამგებლისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სამცხის ეპისკოპოსის, თევდორეს (თამაზ ამბროლაძის) სახელზე, რათა მათ ახალი ეკლესიის აშენების უფლება მიეცათ სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებლის, ს.კარაპეტიანის მიერ ეკლესიის ასაშენებლად ნაჩუქარ მიწაზე. სოფლის მოსახლეობამ როგორც რაიონის გამგებლისგან, ისე ეპისკოპოს თევდორესგან მშენებლობის თაობაზე კატეგორიული უარი მიიღო.
2002 წლის 7 იანვარს ქ.ქუთაისში საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ინიციატივით საშობაო მესა უნდა ჩატარებულიყო ყრუ-მუნჯთა საერთო ბინის პირველ სართულზე არსებულ დარბაზში. მესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დარბაზში გამოცხადდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი ვინაობის დასახელება არ ისურვეს და ბაპტისტებს მოსთხოვეს, მესა არ ჩაეტარებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დარბევით დაემუქრნენ. ბაპტისტები იძულებული გახდნენ, სადღესასწაულო მსახურება ქუთაისის ბაპტისტური ეკლესიის ხუცესის, გურამ კაპანაძის სახლში ჩაეტარებინათ.
ქუთაისში კათოლიკურ ეკლესიას ეზღუდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით დაცული რწმენის გამომჟღავნების თავისუფლება. ქუთაისში კათოლიკური ეკლესიის ინიციატივით 2002 წლის დასაწყისში რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში დაიწყო 20-წუთიანი საკვირაო გადაცემები საქართველოს კათოლიკური ეკლესიის საქმიანობის შესახებ. გადაცემების დაწყების დროს რადიოს ეთიშებოდა ელექტროენერგია და, დაახლოებით, 15-20 წუთის შემდეგ ეძლეოდა. არადა, რადიოს ოფისი განთავსებულია სტამბის შენობაში, რომელიც მუდმივი ელექტროენერგიით მარაგდება. უბნის ჩამრთველ-გამომრთველი პულტი მხოლოდ იმერეთის ენერგოკომაპანიას გააჩნია. ამავე პერიოდში ქალაქის გვერდით უბნებს შეუფერხებლად მიეწოდებათ ელექტროენერგია.
2001 წელს კახეთის რეგიონში საკუთარი სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ ბაჰაისტებს, რომლებსაც ბრუშურებისა და წიგნების გავრცელება აუკრძალეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მაგრამ კონფლიქტი ადგილზევე მოგვარდა.
ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო სკოლებში ირღვევა საქართველოს ონსტიტუციით აღიარებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება და კლესიის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობის პრინციპი. ბევრ სკოლაში „რელიგიის სტორიისა და კულტურის“ გაკვეთილები რელიგიური პროპაგანდისთვის გამოიყენება, ასაც ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. არის შემთხვევები, როდესაც ასწავლებლები მოსწავლეების მარხვისკენ მოუწოდებენ, გოგონებს ავალებენ, აკვეთილებზე თავსაბურავით იარონ და აიძულებენ, მოშალონ შტრიხ-კოდები სასწავლო ნივთებზე იმ მოტივით, თითქოს შტრიხ-კოდები სატანისტური სიმბოლოებია. ამგვარი ინფორმაციები არსებობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ამის ერთერთი კონკრეტული მაგალითი არის ქუთაისის ¹14 საშუალო სკოლა (მასწავლებელი მალვინა ჟორჟოლიანი).
ხშირია შემთხვევები, როდესაც „რელიგიის ისტორიისა და კულტურის“ მასწავლებლები ართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრების რეკომენდაციით ნიშნებიან, ან ამ მასწავლებლებს მხოლოდ სასულიერო სასწავლებლები აქვთ ამთავრებული. მეორე მხრივ, არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული საგნის პეციალისტებს საგანი ჩამოართვეს იმის გამო, რომ ისინი მართლმადიდებლები რ იყვნენ. ასეთი შემთხვევა მოხდა დუშეთის რაიონის სოფელ ბაზალეთში, სადაც ასწავლებელი ნუგზარ ვერძეული რწმენით ბაპტისტი იყო. რაიონის განათლების ანყოფილების გამგის დავალებით მას საათები ჩამოართვეს, თუმცა, არავითარი ტკიცებულება არ არსებობდა, რომ ვერძეული, სასწავლო გეგმით გათვალისწინებული როგრამის ნაცვლად, საკუთარ მრწამსს უქადაგებდა მოსწავლეებს.
რელიგიური შეუწყნარებლობის პროპაგანდაში სახელმწიფო ორგანოების მონაწილეობა დადასტურდა ქუთაისში, სადაც მოპოვებული იქნა რამდე ნიმე ერილი, რომლებიც უშიშროების სამინისტროს იქაურმა წარმომადგენელმა, თამაზ ეკანოიძემ ადგილობრივ პრე სას მიაწოდა. ამ წერილებში დახასიათებულია ხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების სწავლება, რაც გაკრიტიკებულია მართლმადიდებლური ვალსაზრისიდან და დახატულია სურათი, თითქოს ე ს მიმდინარეობები აფრთხე ს უქმნიან საქართველოს სახელმწიფოს სახელმწიფოსთვის, ათი წევრები თავს არიდებენ მოქალაქეობრივ ვალდებულებათა შესრულებასა სხვა. მაგალითად, ბაპტისტიზმისადმი მიძღვნილ წერილში ნათქვამია: „ბაპტისტების ამახასიათებელი ნიშანდობლიობაა: ფიცის მიცემის უარყოფა, ამხედრო სამსახურის, სასამართლოს უარყოფა, უარყოფენ მოქალაქეობრივ ალდებულებებს, გააჩნიათ მიდრეკილება იუდაიზმისკე ნ... ბაპტისტებს გააჩნიათ ტრული დამოკიდებულება მართლმადიდებელ ეკლესიასთან, უფრო მეტიც, ისინი არყოფენ მოციქულთა სწავლებას ეკლე სიის შე სახებ.“
ამგვარი წერილები ხელს უწყობს რელიგიური ფანატიზმისა და შეუწყნარებლობის ტმოსფეროს დამკვიდრებას, ხოლო როცა ამას უშიშროების სამინისტრო ახორციელებს, ნდება ეჭვი, რომ ეს სახელმწიფოს დაკვეთით ხდება.
ხელისუფლების მხრიდან ექსტრემიზმის მხარდაჭერისა და წაქეზების მაგალითს არმოადგენს ქვემო ქართლის სამხარეო პროკურორის, სიმონ მაჭავარიანის საქციელი, ომელმაც 2001 წლის აგვისტოში შეკრიბა ქ.რუსთავში მოქმედი არასამთავრობო რგანიზაციები და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პროკურორი მხარდაჭერას ემდეგი მიზნით ითხოვდა: მისი თქმით, პროკურატურაში შემოსულია საჩივრები აზოგადოება „ჯვარის“ წინააღმდეგ, რომელიც ახორციელებს რელიგიური მცირესობების დარბევას, ანადგურებს მათ ქონებას და ლახავს მათ უფლებებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, პროკურორმა მათ ოუწოდა, გამოეცხადებიანათ მხარდაჭერა საზოგადოება „ჯვარისთვის“, რადგან, ინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული მასალების საფუძველზე მას მოუწევდა ამ საზოგადოების ევრების დაპატიმრება. რეალურად, პროკურორი ცდილობდა, არასამთავრობო რგანიზაციების დახმარებით მოეხდინა „ჯვარის“ მხარდამჭერი საზოგადოებრივი ზრის ფორმირება, რათა შემდეგ თავისი უმოქმედობა საზოგადოებრივი ზრით გაემართლებინა. ამ ფაქტის შესახებ „თავისუფლების ინსტიტუტმა“ ნფორმაცია მიაწოდა გენერალურ პროკურორს, მაგრამ რეაგირება, ჯერჯერობით, რ მოჰყვა.
სახელმწიფოს მხრიდან ექსტრემიზმის წაქეზების მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთი პროტესტანტული მიმდინარეობის, „სახარებისეულად მორწმუნე რისტიანთა ასოციაციის“ ურთიერთობა საუწყებო დაცვის სახელმწიფო სამსახურთან. სოციაცია თბილისის გარეუბანში, ხევძმარის ქუჩაზე ოფისისა და კოლის აშენებას აპირებს. მშენებლობის ნებართვა ქალაქის არქიტექტურის ამსახურმა 2000 წელს გასცა, მაგრამ მშენებლობის დაწყება დღემდე ვერ მოხარხდა, ადგან ტერიტორია არ არის დაცული ბასილ მკალავიშვილისა და მისი მომხრეების ავდასხმებისგან, რომლებმაც ერთხელ უკვე დაარბიეს აქაურობა. ასოციაციის ამგეობის წევრის, ეკლესიის პასტორის, ოლეგ ხუბაშვილის თქმით, საუწყებო აცვის სამსახურმა უარი თქვა ამ მშენებლობის დაცვაზე, ისე, როგორც უარი თქვეს აცვის სხვა სამსახურებმაც.
![]() |
4 სამოქალაქო თავისუფლებები |
▲back to top |
სიტყვისა და პრესის თავისუფლება
2002 წლის დასაწყისში ხელისუფლების მხრიდან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის რამდენიმე მცდელობას ჰქონდა ადგილი. ერთი მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტზე, რომელიც ცილისწამების გამკაცრებას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი სამუშაო ვარიანტის თანახმად, პროექტი ცილისწამებისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თანაც, პროექტის თანახმად, გაცილებით მკაცრად ისჯება თანამდებობის პირის მიმართ ჩადენილი ცილისწამება, ვიდრე რიგითი მოქალაქის მიმართ ჩადენილი.
ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ რევაზ არველაძემ მოამზადა სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების პროექტი, რომელიც თანამდებობის პირის ცილისწამებისთვის ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს პროექტი პარლამენტარის საკანონმდებლო ინიციატივის სახით განსახილველად უკვე დაეგზავნათ პარლამენტის კომიტეტებს და ამჟამად მიმდინარეობს მისი განხილვა.
მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო პირველი წაკითხვით კანონპროექტი „სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ“, რომელმაც ევროსაბჭოს ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. მას შემდეგ ეს კანონპროექტი შეჩერებულია და პარლამენტი მის მიღებას არ აპირებს.
2001-2002 წლებში გაიზარდა ხელისუფლების ზეწოლა დამოუკიდებელ მასმედიაზე. პრესის თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე გახმაურებული ინციდენტი 2001 წლის ოქტომბერში მოხდა, როცა უშიშროების სამინისტროს რაზმი შეიჭრა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ოფისში იმ ბრალდებით, თითქოს „რუსთავი 2“ გადასა-ხადების გადახდას არიდებდა თავს. უნდა ითქვას, რომ საგადასახადო დარღვევებზე რეაგირება არ შედის უშიშროების სამინისტროს კომპეტენციაში. მაშინ საზოგადოებამ შეძლო სიტყვის თავისუფლების დაცვა და ამ სკანდალს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებიც გადაყვნენ, კერძოდ: უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე, შს მინისტრი კახა თარგამაძე და გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი. ამის შემდეგ ხელისუფლებამ ტაქტიკა შეიცვალა და, პირდაპირი იერიშის ნაცვლად, სიტყვისა და პრესის თავისუფლების საკანონმდებლო შეზღუდვაზე აიღო აქცენტი.
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის კარგ ბერკეტს წარმოადგენს საინფორმაციო საშუალებების ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს სარეკლამო ბაზარი ძალიან მცირეა (4,5 მლნ დოლარი) იმისათვის, რომ ამ ბაზარზე წარმატებულად იფუნქციონიროს რამდენიმე რადიო და ტელეკომპანიამ და გაზეთმა, ქვეყნის საგადასახადო სისტემა კი ხელს უშლის თავისუფალი მასმედიის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. ერთადერთი შეღავათი მინიჭებული აქვს ბეჭდვით პრესას, რომელიც გათავისუფლებულია ბეჭდვის დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ), ხოლო ელექტრონულ მედიაზე რაიმე შეღავათი არ არსებობს, რაც ხელს უწყობს პრესაში პოლიტიკური თუ კრიმინალური თანხების მოხვედრას.
საქართველო არ ასრულებს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებულ ვალდებულებას, რომ სახელმწიფო ტელევიზია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემად გარდაიქმნას. სახელმწიფო ტელევიზიის ორი არხი და სახელმწიფო რადიოს ორი არხი წარმოადგენს მძლავრ პროპაგანდისტულ იარაღს ხელისუფლების ხელში. თანაც, სახელმწიფო ტელევიზია და რადიო ერთადერთი ელექტრონული მასობრივი საინფორმაციო საშუალებებია, რომელთა მაუწყებლობაც მთელი ქვეყნის ტერიტორიას ფარავს. ტელე-რადიო კორპორაციის გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ და რამდენიმე გაზეთი.
2002 წლის 19 მარტს დაუდგენელმა პირმა ტყვია ესროლა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ოფისს. ტყვია გადაცემა „60 წუთის“ ოთახში შევარდა. ამ ფაქტამდე 4 დღით ადრე „60 წუთის“ ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფმა ფარული კამერით გააკეთა ჩანაწერი, რომელიც იარაღით უკანონო ვაჭრობას ეხებოდა. გადაცემის თანახმად, იარაღით ვაჭრობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილია. არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ სროლა სწორედ ამ ფაქტთან იყო დაკავშირებული, რამდენადაც იმ ადამიანებისთვის, ვისი საქმიანობის გამოძიებასაც ეს გადაცემა ისახავდა მიზნად, წინასწარ გახდა ცნობილი, რომ „60 წუთი“ ამ საქმეს იძიებდა. მიუხედავად ამისა, წითელაშვილი დღემდე არ არის დაკითხული. ამასთან, „60 წუთის“ ჟურნალისტების არაერთი თხოვნის მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოები არ ატარებენ აუცილებელ ზომებს, რათა დაცული იყოს ამ საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მოწმის, აიუბ პაიკაევის სიცოცხლე, რომელსაც საფრთხე ემუქრება.
არსებობს პრესაზე სასამართლოს გზით ზეწოლის არაერთი შემთხვევა. ყველაზე მკაფიოდ ამგვარი ზეწოლა აჭარის რეგიონში ჩანს. 2002 წელს ორი სამოქალაქო საქმე აღიძრა „პრეს-კლუბი ბათუმის“ წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ბრალდებით. პირველ შემთხვევაში მოსარჩელე იყო ადგილობრივი გაზეთი „აჭარა P.S.“, რომელმაც „პრეს-კლუბი ბათუმს“ უჩივლა გაზეთებში „ახალ ვერსიასა“ და „რეზონანსში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციების გამო. „ახალ ვერსიაში“ დაბეჭდილ წერილში - „აჭარაში თავისუფალი მედია არ არსებობს“ - „პრეს-კლუბი ბათუმის“ მიერ გამოკითხული 400 რესპონდენტიდან უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ აჭარის რეგიონში პრესა არ არის თავისუფალი, ხოლო „რეზონანსში“ დაიბეჭდა ინტერვიუ „პრეს-კლუბი ბათუმის“ ერთ-ერთ დამფუძნებელთან ავთანდილ გადახაბაძესთან, რომელიც ინტერვიუში ამბობს, რომ აჭარაში პრესა არ არის თავისუფალი.
მოსარჩელემ, გაზეთმა „აჭარა P.S.-მა“ მიიჩნია, რომ ეს ორი პუბლიკაცია მის პატივსა და ღირსებას ლახავდა, სარჩელი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოპასუხისგან 20 ათასი ლარის გადახდა მოითხოვა. სასამართლო პროცესის დროს მოსარჩელემ მოთხოვნილი თანხა 1000 ლარამდე შეამცირა. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ მოთხოვნილი თანხის რაოდენობა 1000 ლარს არ აღემატება, იგი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
2002 წლის 13 მარტს აჭარის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბეჟანიძემ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, მოპასუხეს გაზეთ „აჭარა P.S.-ის“ სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა და გაზეთების „რეზონანსისა“ და „ახალი ვერსიის“ მეშვეობით საჯაროდ ბოდიშის მოხდა დააკისრა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული ინტერვიუ მისცა არა იურიდიულმა პირმა „პრეს-კლუბი ბათუმმა“, არამედ კონკრეტულად ავთანდილ გადახაბაძემ, ხოლო „ახალ ვერსიაში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ჰყავდა ავტორი, ამ პუბლიკაციის სათაური ეკუთვნოდა გაზეთის რედაქციას, ხოლო გამოკითხული 400 რესპონდენტი რეალურად არსებობს.
მეორე სარჩელი „პრეს-კლუბი ბათუმის“ წინააღმდეგ აჭარის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ შეიტანა 2002 წლის მარტში. სარჩელის შეტანა ისევ „ახალ ვერსიაში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას უკავშირდება. სტატია სათაურიით - „ასლან აბაშიძის პოლიტიკამ საქართველოს თევზის მეურნეობას ტრაქტორებით გადაუარა“ - 2002 წლის 25 თებერვალი-3 მარტის ნომერში დაიბეჭდა. სტატიის ავტორი ანონიმია, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაინც „პრესკლუბი ბათუმს“ უჩივის, ოღონდ სარჩელში არ არის მინიშნებაც კი იმის შესახებ, თუ ვინ არის სტატიის ავტორი. სარჩელში ნათქვამია, რომ სამინისტროს აღშფოთება ასლან აბაშიძის წინააღმდეგ მიმართულმა ცილისწამებებმა გამოიწვია. სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოცულობა ისევ სტანდარტულია - 1000 ლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შელახული პატივისა და ღირსების გამო სასამართლო პროცესი წააგეს გაზეთმა „ქუთაისი P.S-მა“ და ჟურნალისტმა თინათინ დვალიშვილმა. მოსარჩელე არის ქუთაისის ვიცე-მერი ონისე უგრეხელიძე. პროცესი, მრავალგზის გადადების შემდეგ, 2001 წლის 19 დეკემბერს ჩატარდა მოპასუხეების დაუსწრებლად, რომელთაც საკუთარმა ადვოკატმა, გიორგი ბოლქვაძემ აცნობა, პროცესი გადავადებინეო. სინამდვილეში პროცესი დანიშნულ დროს ჩატარდა და, მოპასუხეთა დაუსწრებლობის გამო, ქალაქის ვიცე-მერის გამარჯვებით დასრულდა.
ამჟამად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის საოლქო სასამართლოშია გასაჩივრებული, მაგრამ, განსახილველ პერიოდში (2002 წლის იანვარიმარტი) პროცესი არ გაიმართა. ჟურნალისტები დარწმუნებული არიან, რომ სასამართლო პროცესის გამართვის შემთხვევაში ისინი წერილში მოყვანილი ფაქტების ჭეშმარიტების დადასტურებას შეძლებენ. ლაპარაკია ინფორმაციაზე, თითქოს, ონისე უგრეხელიძე ერთ-ერთ ბენზოგასამართ სადგურთან პირადი ინტერესებით არის დაკავშირებული და იგი მფარველობს ამ სადგურს.
რეგიონებში ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება თავისუფალ პრესაზე პირდაპირ, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ახორციელებს ზეწოლას. ამგვარი ტენდენცია განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს თელავის რაიონში, სადაც რაიონის გამგებლის, მედიკო მეზვრიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული სიუჟეტი თუ წერილი დაუსჯელად არ რჩება. რაიონის გამგებელს აქვს ბერკეტები, რომლითაც იგი ზეწოლას ახდენს საინფორმაციო საშუალებათა ხელმძღვანელებზე. დაფიქსირებულია არაერთი შემთხვევა, როდესაც მეზვრიშვილის მიმართ კრიტიკული გადაცემის გაკეთების გამო ჟურნალისტს სამუშაოდან ათავისუფლებდნენ და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ აღადგენდნენ სამუშაოზე.
რეგიონებში გავრცელებული პრაქტიკაა, როცა საინფორმაციო საშუალებათა ხელმძღვანელები, უფრო ხშირად, ადგილობრივი ტელევიზიების ხელმძღვანელები, ესწრებიან გამგეობის სხდომებს არა როგორც ჟურნალისტები, არამედ, როგორც „რაიონული აქტივის“ წევრები. ისინი ერიდებიან ამგვარი „პრივილეგირებული“ მდგომარეობის დაკარგვას, რაც პირდაპირ აისახება სიტყვის თავისუფლების ხარისხზე.
![]() |
5 გაერთიანების თავისუფლება |
▲back to top |
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი იცავს გაერთიანების თავისუფლებას. პრაქტიკულად, საქართველოში არ არის დაცული გაერთიანების თავისუფლება, რისი ყველაზე მკაფიო მაჩვენებელი იყო „იეჰოვას მოწმეების“ ორი კავშირისთვის - „იეჰოვას მოწმეთა კავშირისა“ და „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის საქართველოს წარმომადგენლობისთვის“ - რეგისტრაციის გაუქმება საქართველოს სასამართლოს მიერ. რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით სამოქალაქო სარჩელი შეიტანა პარლამენტის წევრმა გურამ შარაძემ. 2002 წლის 28 მარტს, ამჯერად უკვე პარლამენტის ტრიბუნიდან, გურამ შარაძემ მოუწოდა ისანისამგორის სასამართლოს თავმჯდომარეს, აკაკი ბაქრაძეს, თავი დაანებოს „სექტების დაკანონებას“. ამჯერად ლაპარაკი იყო „სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანთა ასოციაციაზე“, რომელმაც ჯერ 1995 წელს გაიარა რეგისტრაცია, ხოლო ხელახალი რეგისტრაცია 1998 წელს გაიარა.
პროფკავშირები:
ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლებას, როგორც გაერთიანების თავისუფლების შემადგენელ ნაწილს. საქართველოში ხშირად ირღვევა პროფესიულ კავშირებში გაერთიანების თავისუფლება. გაერთიანების უფლების დარღვევა ყველაზე მეტად მასწავლებელთა დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოდიდარობის“ მაგალითზე ჩანს, რომლის ჩამოყალიბება 1997 წელს დაიწყო სრულიად სპონტანურად: ხელფასის 6 თვით დაგვიანებით აღშფოთებულმა რამდენიმე ქუთაისელმა მასწავლებელმა წამოიწყო საპროტესტო აქცია, რომელსაც მოგვიანებით სხვა მასწავლებლებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეთა უმრავლესობას წარმატების იმედი ნაკლებად ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აქცია გამარჯვებით დამთავრდა, მასწავლებელთა აქტიურობაც გაიზარდა. 1998 წელს ქუთაისელი პედაგოგების ნაწილმა არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა, რომელიც 2000 წელს დამოუკიდებელ პროფკავშირად გადაკეთდა, 2001 წლის 3 აგვისტოს კი „საერთაშორისო განათლების“ წევრი გახდა.
ამჟამად „სოლიდარობაში“ 4 ათასამდე პედაგოგია გაერთიანებული და მისი ცენტრალური ოფისი ქ.ქუთაისშია. „სოდიდარობა“ ხელისუფლების დაუფარავი დევნის პირობებში ჩამოყალიბდა. მაგალითად, 2000 წლის ივნისში „სოლდიდარობის“ სტუმარი იყო ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის წარმომადგენელი, კონგრესის განათლების კომისიის წევრი და პრეზიდენტ კლინტონის მრჩეველი განათლების საკითხებში პატრიცია დენ სლო. იგი „სოლიდარობის“ წარმომადგენლებთან ერთად მიდიოდა ბაღდათის რაიონში იქაურ მასწავლებლებთან შესახვედრად, როდესაც პოლიციამ გზა გადაუკეტა მათ, ჩამოსვეს მიკროავტობუსიდან და არ მისცეს მასწავლებლებთან შეხვედრის საშუალება. დღესაც „სოლიდარობის“ წევრი ბევრი მასწავლებლის პროფკავშირული საწევრო ერიცხება სახელმწიფო პროფკავშირულ ორგანიზაციას, „განათლების მუშაკთა პროფკავშირს“. ამ შემთხვევაში ირღვევა ევროკონვენციის მე-10 მუხლით დაცული უფლება, რომლის თანახმადაც გაერთიანებით თავისუფლება არ შეიძლება პიროვნების ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდეს. „განათლების მუშაკთა პროფკავშირს“ 140 ათასი წევრი ჰყავს, თუმცა, მათგან უმრავლესობას გაწევრიანების შესახებ განცხადება არ დაუწერია, ან ამგვარი განცხადებები დაიწერა სასწავლებლების ხელმძღვანელების (დირექტორი, რექტორი...) ზეწოლით. ამით ასევე ირღვევა მე-10 მუხლით დაცული უფლება, რომლის თანახმადაც პიროვნებას შეუძლია არ იყოს რომელიმე გაერთიანების წევრი.
სტუდენტური გაერთიანებები:
2001 წლის დასაწყისში გაჩნდა პირველი პრეცედენტი, როცა ახლადფეხადგმულმა სტუდენტურმა მოძრაობამ თავის უშუალო მიზნად სასწავლებლებში არსებული მდგომარეობის გამოსწორება გამოაცხადა. 2001 წლის აპრილში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნები ჩატარდა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ცდილობდა, ხელი შეეშალა არჩევნების ჩატარებისთვის, რაშიც განსაკუთრებით იურიდიული ფაკულტეტის დეკანი რომან შენგელია აქტიურობდა.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელის შეშლის მიზნით უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ჩაატარა სტუდკავშირის პრეზიდენტის არჩევნები. მანამდე სტუდკავშირში პირდაპირი არჩევნები არ ტარდებოდა და ეს ორგანო მხოლოდ რექტორატის ნება-სურვილს ასრულებდა. თვითმმართველობის არჩევნებმა რექტორატი აიძულა, პირველად ჩაეტარებინა სტუდკავშირის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები მთელ უნივერსიტეტში. ასევე პირველად დაკარგა სტუდკავშირის არჩევნებმა ფორმალური ხასიათი, რადგან პირველად მოხდა, რომ ვერ გაიმარჯვა იმ კანდიდატმა, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორატი უჭერდა მხარს.
ამის შემდეგ უნივერსიტეტის რექტორმა როინ მეტრეველმა სტუდკავშირს ჩამოაშორა სამეცნიერო საზოგადოება და თვითონ დანიშნა მისი ხელმძღვანელი, ნანა ჯინჭარაძე, რომელიც სტუდენტების მხარდაჭერასა და ნდობას იყო მოკლებული. თუკი მანამდე სტუდკავშირი აწყობდა სამეცნიერო კონფერენციებს, რექტორმა ეს ფუნქცია ახლადშექმნილ საზოგადოებას დაავალა, რომელსაც ყველა ფაკულტეტზე შეუქმნა ამავე სახელწოდების ჯგუფები. ალტერნატიული ორგანოს შექმნით უნივერსიტეტის რექტორატმა სტუდენტებს წაართვა საშუალება, უშუალოდ მიეღოთ მონაწილეობა სამეცნიერო მუშაობის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
2001 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თსუ სტუდენტებმა მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით ჩაატარეს გამოკითხვა, სადაც, სხვა კითხვებთან ერთად, ერთ-ერთი კითხვა ლექტორების კორუპირებულობასაც ეხებოდა. ბიულეტენების დათვლისა და შედეგების დაჯამების შემდეგ, 2002 წლის თებერვალში ჩატარდა პრესკონფერენცია, სადაც მოხდა ამ შედეგების გამოქვეყნება. ამ ფაქტს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ბევრ სტუდენტს დაემუქრნენ, რომ მათ უნივერსიტეტს არ დაამთავრებინებდნენ. განსაკუთრებული აქტიურობით იურიდიული ფაკულტეტის დეკანატი გამოირჩეოდა.
თსუ სტუდენტებმა მოინდომეს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესწავლა, მაგრამ თსუ რექტორატმა დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ და სტუდენტებს ინფორმაციის მიცემაზე უარი უთხრა. ორ ფურცელზე დაბეჭდილი ზოგადი ინფორმაცია, რომლის გაცემაზეც რექტორატი დათანხმდა, კონკრეტული სურათის შესაქმნელად საკმარისი არ არის. სტუდენტებმა ვერ შეძლეს, გამოეყენებინათ კანონით მინიჭებული უფლებები და ბოლომდე მიეყვანათ თავიანთი მოთხოვნები.
2002 წლის დასაწყისში, თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ, მოხდა სტუდენტური ორგანიზაციების გაერთიანება სტუდენტური ამოცანების შესასრულებლად. რამდენიმე სტუდენტურმა ორგანიზაციამ - სტუდკავშირმა, სტუდენტურმა თვითმმართველობამ, სტუდენტურმა მოძრაობამ საქართველოსთვის, ახალმა საქართველომ - გადაწყვიტეს, ერთობლივად ჩატარონ სტუდკავშირის არჩევნები.
![]() |
6 ხელისუფლების თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში |
▲back to top |
ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების თანამშრომლობა არასრულყოფილ ხასიათს ატარებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგისთვის ყველაზე დახშული სფერო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკნებია. ასევე რთულია მონიტორინგის ჩატარება სამხედრო ნაწილებში, სადაც მონიტორინგის ჩატარებაზე თვით პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესაც უქმნიან პრობლემებს.
ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობაში დადებითი ძვრა მოხდა ახალი შს მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის დანიშვნის შემდეგ. ყოფილი შს მინისტრის, კახა თარგამაძის დროს სამინისტრო კატეგორიულად ახდენდა იმ ფაქტების იგნორირებას, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები მიაწოდებდნენ. 2001 წლის ბოლოდან სამინისტროს რეაგირება იმ შეტყობინებებზე, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ან ჟურნალისტები აწვდიან, გაუმჯობესდა.
მთლიანობაში, შს სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ლაპარაკი მხოლოდ ყოფილი შს მინისტრის, კახა თარგამაძის დროსთან შედარებით არის შესაძლებელი. იმ მტრული დამოკიდებულების ფონზე, რაც კახა თარგამაძეს ჰქონდა ადამიანის უფლებების, სამოქალაქო სექტორისა და, ზოგადად, სამოქალაქო ღირებულებების მიმართ, დღევანდელი ურთიერთობა შედარებით უკეთესია. თუმცა, არსობრივი ცვლილებები ამ მხრივ არ შეინიშნება: წინასწარი დაკავების საკნები მონიტორინგისთვის ისევ დახშულია, სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორს შორის დიალოგი, პრაქტიკულად, არ წარმოებს (ერთ-ორი შეხვედრა ზოგად ტენდენციას ვერ ცვლის), სამოქალაქო სექტორი, ჯერჯერობით, ნაკლებად მონაწილეობს სამართალდამცავი სისტემის რეფორმირებაში. მიუხედავად ამისა, შსს რჩება უწყებად, სადაც ყველაზე მეტად ირღვევა ადამიანის უფლებები.
უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა იუსტიციის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. იუსტიციის სამინისტროსთან არსებობს „საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭო“, რომელსაც აქვს ყველა საპატიმრო ადგილის მონახულების უფლება. გარდა ამისა, კანონის თანახმად, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან არსებობს კომისიები, რომელთაც ასევე აქვთ მონიტორინგის და კონკრეტულ დაწესებულებაში შესვლის უფლება.
იუსტიციის სამინისტრო რეაგირებას ახდენს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ მასალებზე. მაგალითად, 2002 წლის 9 თებერვალს საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოს წევრებმა შეამოწმეს გეგუთის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულება. მათ მიერ გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე იუსტიციის სამინისტრომ გამოყო სპეციალური ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა ამ ფაქტების რეალობა და დაწესებულების უფროსი, ირაკლი გაბუნია თანამდებობიდან გაათავისუფლა.
იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს ევროპის საბჭოს ექსპერტების იმ რეკომენდაციებს, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმასთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია იყო, რომ სასჯელაღსრულების და სამედიცინო დეპარტამენტები ერთმანეთს გამიჯვნოდა და სხვადასხვა დაქვემდებარებაში ყოფილიყო. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო განყოფილება გამოყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან და ეს ორი სტრუქტურა მინისტრის ორ სხვადასხვა მოადგილეს დაუქვემდებარა. ახალი მინისტრის, როლანდ გილიგაშვილის დროს, სასჯელაღსრულებისა და სამედიცინო დეპარტამენტები ისევ ერთ დაქვემდებარებაში მოექცა და ორივე სფეროს მინისტრის ერთი და იგივე მოადგილე, კახა კობერიძე კურირებს.
![]() |
7 ეთნიკური უმცირესობები |
▲back to top |
საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს მოქალაქეთა თანასწორობას მათი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები არ არის საკმარისად დაცული. პირველ რიგში, ამის მიზეზია არა დისკრიმინაციული კანონმდებლობის არსებობა, არამედ სახელმწიფოს მიერ იმ პოზიტიური მოვალეობების შეუსრულებლობა, რომელთა შესრულებაც მის მოვალეობას შეადგენს, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების მიმართ აგრესიული და დამამცირებელი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რომლის დამკვიდრებასაც პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი და ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება უწყობს ხელს.
სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებათა შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მისი ვალდებულება, ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეუქმნას განვითარების თანაბარი პირობები, რაც საქართველოში არ არის დაცული. ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ენის არასაკმარის სწავლებასთან არაქართულ სკოლებში. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში. სახელმწიფო (ქართული) ენის არცოდნა ხელს უშლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, სრულფასოვანი ინტეგრაცია მოახდინონ ქართულ საზოგადოებაში და ხდება მათი არაპირდაპირი დისკრიმინაცია იმ გაგებით, რომ ისინი მოკლებული არიან შანსს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს ცხოვრებაში.
სახელმწიფო ენის არცოდნა ან არასაკმარისი ცოდნა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების უფლებებისა და თავისუფლებების პირდაპირი შელახვის მიზეზიც ხშირად ხდება. საქართველოს კანონების დიდი ნაწილი მხოლოდ ქართულ ენაზე არსებობს, რის გამოც მათ არა აქვთ ამ კანონების გაცნობის საშუალება, რასაც მათგან ფულის გამოძალვის მიზნით იყენებენ სხვადასხვა რანგის სახელმწიფო მოხელეები, განსაკუთრებით - პოლიციელები. ამის გემო, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობა მეზობელ სახელმწიფოებთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. სამცხე-ჯავახეთის სომხურენოვანი მოსახლეობისთვის ასეთი მიზიდულობის ცენტრს სომხეთი წარმოადგენს, ქვემო ქართლის აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის - აზერბაიჯანი.
არსებობს არაერთი კონკრეტული მაგალითი, როცა სახელმწიფო ენის არცოდნის გამო მოსახლეობამ ვერ შეძლო თავისი კანონიერი უფლებების დაცვა. მაგალითად, უშუქობით შეწუხებულმა ახალციხის რაიონის სოფელ წყალთბილას სომხურენოვანმა მოსახლეობამ რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ გაარკვია, ვისთვის მიემართა ამ საკითხის მოსაგვარებლად, ხოლო პოლიციის მხრიდან ამავე სოფლის მოსახლეობისთვის ფულის გამოძალვის არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. მოსახლეობა ვერ ახერხებს, მოიპოვოს მისთვის საჭირო კანონები და გამოსავლის ძებნას, როგორც წესი, სომხეთის ხელისუფლებაში ლობისტების მოძებნით ცდილობს. რასაკვირველია, კანონმდებლობის უცოდინრობით გამოწვეული პრობლემები ქართულენოვან მოსახლეობაშიც მწვავედ დგას, მაგრამ ეთნიკურ უმცირესობებთან ეს პრობლემა გაცილებით ფართო მასშტებებს იღებს.
ბოლო წლების მანძილზე ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში და ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მეტყველებაში მტკიცედ დამკვიდრდა პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკოსის ან საზოგადო მოღვაწის გაიგივება ეთნიკურ უმცირესობებთან მათი დისკრედიტაციის საშუალებად იქცა. ჩვეულებრივ ამბად იქცა ამა თუ იმ მოღვაწის ეთნიკური წარმომავლობისა და მისი „სისხლის შემადგენლობის კვლევა“. არსებობს ინფორმაცია, როდესაც ამგვარი ფაქტების მოპოვებას უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები ცდილობდნენ (სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის პერიოდში). ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართულ კამპანიაში სახელმწიფოს მონაწილეობას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამგვარ კამპანიას ყველაზე აქტიურად სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საინფორმაციო საშუალებები აწარმოებენ (მაგალითად, გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“), ხოლო საქართველო პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საჯაროდ აცხადებს, რომ ეს გაზეთები განსაკუთრებით ჭკვინურად უჭერენ მხარს სახელმწიფოებრივ კურსს.
სახელმწიფო არ აწარმოებს საზოგადოებრივ კამპანიას, რომლის მიზანი იქნება საზოგადოებაში ტელარანტობის დონის ამაღლება, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის სულისკვეთების დანერგვა. ამ მიმართულებით არ მუშავდება რაიმე საგანმანათლებლო პროგრამები და კონცეფციები, არ არსებობს სახელმწიფოებრივი კონცეფცია, რომლის მიზანი იქნება რელიგიური და ეთნიკური შემწყნარებლობის ატმოსფეროს დანერგვა. პირიქით, სახელმწიფო თავისი მოქმედებით მხარს უჭერს და ახალისებს ექსტრემიზმისა და შეუწყნარებლობის ატმოსფეროს დამკვიდრებას.
ექსტრემიზმისა და შეუწყნარებლობის მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის ბევრ ასპექტში გამოიხატება, კერძოდ:
1. ექსტრემისტების დაუსჯელობა (ბასილ მკალავიშვილი, საზოგადოება „ჯვარი“...);
2. რელიგიურ უმცირესობათა შეზღუდვის მოთხოვნები, რასაც ყველა დონის სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსები აკეთებენ;
3. უმცირესობათა შეზღუდვის ის პოლიტიკა, რასაც თავად სახელმწიფო ახორციელებს: პოლიციის მიერ ბაპტისტური ეკლესიის დარბევა თიანეთში; პოლიციის მიერ ევანგელისტური ეკლესია „მადლის“ შეკრების დარბევა გლდანში და ამ დარბევის გამართლება სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ; პოლიციის მიერ „კრიშნას ცნობიერების საზოგადოების“ ოფისის დარბევა და მათი ლიტერატურის განადგურება; სასამართლოს მიერ „იეჰოვას მოწმეებისთვის“ რეგისტრაციის გაუქმება; სახელმწიფოს მიერ კათოლიკური ეკლესიის კუთვნილი ტაძრების მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემა; კათოლიკური ეკლესიისა და სხვა კონფესიების შეზღუდვა, ააშენონ თავიანთი სამლოცველოები; სხვადასხვა კონფესიებისთვის ჰუმანიტარულ საქმიანობაში ხელის შეშლა (საზოგადოება „ბეთელი“, კამილიელთა ორდენი და სხვა); სახელმწიფოს მიერ საბაჟოზე რელიგიურ მიმდინარეობათა კუთვნილი უკანონო ლიტერატურის უკანონო გაჩერება (იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა);
4. სახელმწიფოს მიერ პოზიტიურ ვალდებულებათა შეუსრულებლობა (სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის შეუსრულებლობა, უმცირესობათა დაცვა დარბევებისგან, როცა ეს დარბევები პოლიციის თვალწინ ხორციელდება...);
5. სახელმწიფოს მიერ ექსტრემისტული მიმართულების მედიის დაფინანსება და მხარდაჭერა;
6. სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხით უმცირესობათა მიმართ დისკრიმინაციული გადაცემების გაშვება.
ეს სია არ არის ამომწურავი და მისი გავრცობა კიდევ არის შესაძლებელი.
საქართველო არ ასრულებს ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს აღებულ ვალდებულებას სამცხე-ჯავახეთიდან 40-იან წლებში დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის შესახებ. მუსულმანი მესხების ჩამოსახლების წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის შექმნაში განსაკუთრებით აქტიურად მოღვაწე პოლიტიკოსებს შორის გამოირჩევა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „მრეწველების“ წევრი გურამ შარაძე. მუსულმანი მესხების ჩამოსახლების წინააღმდეგ კატეგორიული პოზიციით გამოდიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ახალციხის ადგილობრივი ტელევიზიებით პერიოდულად გადის გადაცემები, სადაც ხელისულების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მესხების ჩამოსახლებას. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გიგლა ბარამიძე. სამართალდამცავი სტრუქტურები არ ცდილობენ დაიცვან რეპატირირებული მუსლიმანი მესხების უფლებები და შეაკავონ მათ წინააღმდეგ მიმართული აგრესია. მაგალითად, მოსახლეობამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ რეპატრიანტს ფირიდონ ნურადინოვს, მაგრამ პოლიციამ ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა.
მთლიანობაში, სამცხე-ჯავახეთში სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს მესხების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით. აქ წარმოდგენილი ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი, იქნება ეს ეთნიკური (ქართველები, სომხები), რელიგიური (მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომხეთის სამოციქულო ეკლესია) თუ სხვა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება მესხების ჩამოსახლებას.
![]() |
8 სოციალური უფლებები |
▲back to top |
სოციალური უფლებები საქართველოში ყველაზე ფართო დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება. მასობრივი ხასიათი აქვს შრომის, სოციალური დაცვის, ღირსეული ცხოვრების, ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და სხვა სოციალური უფლებების დარღვევას. წინამდებარე გამოცემაში სოციალური უფლებების დარღვევის მხოლოდ ერთ კერძო შემთხვევას მიმოვიხილავთ.
საქართველოს ბევრ რეგიონში, მათ შორის თბილისშიც, ადგილობრივი ხელისუფლება არ ზრუნავს სასმელი წყლის სისუფთავეზე, რის გამოც დარღვეულია მოსახლეობის უფლება, იცხოვრობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში და ჰქონდეს ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. 2001 წელს სასმელი წყლის დაბინძურების გამო ვირუსული „A“ ჰეპატიტის ეპიდემიამ იფეთქა საქართველოს რამდენიმე რეგიონში. ეპიდემიამ განსაკუთრებულ მასშტაბებს საქართველოს ორ რეგიონში, ფოთში და ახალციხეში მიაღწია.
ახალციხეში ეპიდემიამ 2001 წლის სექტემბერში იფეთქა და პიკს ოქტომბერნოემბერში მიაღწია. მართალია, 2002 წლის დასაწყისისთვის ეპიდემია ჩაცხრა, მაგრამ დაავადებულები კვლავ არიან. ოფიციალური სტატისტიკით, 2001 წლის ოქტომბრის შემდეგ სულ დაავადებული იყო 487 ადამიანი. ეპიდემიის გავრცელებამდე ადგილობრივი სანეპიდსადგური რეგურალურად ამოწმებდა სასმელი წყლის მდგომარეობას და ატყობინებდა ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შტოს, რომ წყალში ფეკალური მასები ერევა და ეპიდემიის საშიშროება არსებობს, მაგრამ მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერი გაკეთებულა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ ეპიდემია გამოწვეული იყო:
წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების თანმხვედრი დაზიანება და შესაბამისად სასმელი წყლის დაბინძურება.
წყლის არალეგულარული ქლორილება
ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში არადამაკმაყოფილებელი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.
თავისუფლების ინსტიტუტისა და ახალციხეში მისი პარტნიორი ორგანიზაციის „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით მოქალაქეებმა მოამზადეს კოლექტიური სამოქალაქო სარჩელი ორხუსის კონვენციის საფუძველზე და 28 თებერვალს სასამართლოში შეიტანეს. 425 დაზარალებული, რომელთაც სასამართლოში 344 პირი წარმოადგენს, სახელმწიფოსგან ითხოვს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, ერთ დაზარალებულზე, დაახლოებით, 600 ლარის, ჯამში - 248813.52 ლარის ოდენობით. მოპასუხეებად დასახელებულია ახალციხის რაიონის გამგეობა და ქალაქ ახალციხის გამგეობა, რომელიც არის შპს „წყალკანალის“ 100 პროცენტი წილის მფლობელი.
28 თებერვალს ახალციხეში „თავისუფლების ინსტიტუტის“ რეგიონული კოორდინატორისა და ომბუდსმენის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო დაზარალებული მოქალაქეების საჯარო შეკრება ახალციხის კინოთეატრის შენობაში. შეკრებას 500-ამდე ადამიანი დაესწრო, რომლებმაც შემდეგ მსვლელობა მოაწყვეს სასამართლოს შენობის მიმართულებით.
ვირუსული ჰეპატიტის ეპიდემიის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით ახალციხის რაიონულ პროკურატურაში (პროკურორი შოთა ჩილინგარაშვილი) აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პროკურატურის განმარტებით, გამოძიებას პრეტენზია აქვთ შპს „წყალკანალთან“, ქალაქ ახალციხის მერიასთან და რაიონულ გამგეობასთან, მაგრამ გამოძიება ჭიანურდება, რადგან ბევრი დაზარალებული ჯერ კიდევ მკურნალობს და მათი დაკითხვა ძნელდება. სასამართლოში დაზარალებულთა ინტერესებს „დემოკრატ მესხთა კავშირი“ იცავს.