ბიზნეს-მაცნე №8(19)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჯიმშელაძე ეკა, ვაშაკიძე თამაზ, ჯანჯალია ბორის, ტაბიძე ლევან, ასლანიშვილი ანდრო, დუმბაძე ჯემალ, ღლონტი ირინე, მანგოშვილი გიორგი , ყუფარაძე გიორგი, ცხრუკვეთელი კობა
თემატური კატალოგი ბიზნეს-მაცნე (ჟურნალ "ბიზნესი და კანონმდებლობის" დამატება)
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა მთავარი რედაქტორის მოადგილე: ელგუჯა ლებანიძე მარკეტინგის სამსახურის უფროსი: მაკა არახამია ხელმომწერებთან ურთიერთობის კოორდინატორი: მზია ნაჭყებია კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ბოჭორიშვილი, სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა კორექტურა: ქეთევან წახნაკია, გვანცა შანავა ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის ზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას.შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25; ტელ./ფაქსი: 98-39-30 8(99) 79-00-34. www.inovacia.ge; e-mail: inovacia@caucasus.net საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა №400467916; კოდი 220101502. რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521ა ოქტომბერი 2008



1 ბიზნეს-პალიტრა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ეკა ჯიმშელაძე
ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის
წამყვანი რედაქტორი

უპირველესი - ხარისხი!

სასტუმროებისა და რესტორნების მმართველი კომპანია m/group­ი საერთაშორისო ხარისხის ნიშნის ISO 9001 : 2000 + HACCP-ის მფლობელი გახდა, რაც მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ხარისხის მაჩვენებელია.

m|group­ის ობიექტებზე სურსათის უვნებლობის სპეციალისტები ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. საბოლოოდ, კომპანიამ ყველა მოთხოვნას უპასუხა.

პროცესი ენ­მენეჯმენტ კონსალტინგმა გერმანულ კომპანია TUV-თან ერთად წარმართა.

არსებული კანონმდებლობის თანახმად, HACCP-ის ხარისხის მოთხოვნათა დაკმაყოფილება 2010 წლიდან კვების ყველა ობიექტს მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლიდან ამ პროცედურის გავლა მასობრივად დაიწყება. ობიექტი, რომელიც ხარისხის გაუმჯობესებას ვერ შეძლებს ­ დაიხურება.

საქმე - თამაშ-თამაშით...

2008 წლის იანვარ­აგვისტოს პერიოდში სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველოს მიერ გაცემული 687 ნებართვის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით 16 306 000 ლარი შევიდა. მათ შორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობაზე 506 ნებართვა გაიცა, საიდანაც მოსაკრებლის სახით ბიუჯეტი 4 048 000 ლარით შეივსო. წამახალისებელი გათამაშების მოწყობაზე გაცემული 57 ნებართვის საფუძველზე ბიუჯეტში შესულმა თანხამ 342 000 ლარი შეადგინა. სამორინეს მოსაწყობად სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველომ 4 ნებართვა გასცა, საიდანაც ბიუჯეტში 10 500 000 ლარია მობილიზებული. ტოტალიზატორის მოსაწყობად გაცემული 116 ნებართვის საფუძველზე ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ 1 392 000 ლარი შეადგინა, ლოტოს მოსაწყობად გაცემული 4 ნებართვის საფუძველზე კი ბიუჯეტი 24 000 ლარით შეივსო.

საჩივარი დაარქვი შენ!

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2008 წლის იანვარ­აგვისტოს პერიოდში სრულად ან ნაწილობრივ 83 საჩივარი დააკმაყოფილა, რომელთა თანხამ 9 774 974 ლარი შეადგინა. არ დაკმაყოფილდა 127 საჩივარი საერთო თანხით 63 298 102 ლარი. მომჩივანის მიერ გასაჩივრების პროცედურების დარღვევის გამო განუხილველად დატოვებულია 50 საჩივარი, რომლის საპრეტენზიო თანხა 4 565 160 ლარია. შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად 15 საჩივარი დაუბრუნდა საერთო თანხით 685 831 ლარი.

ახალი მაინც ახალია...

თიბისი ბანკმა მომხმარებლებს ახალი პლასტიკური ბარათები - თიბისი პლატინუმი და სტატუს ქარდი შესთავაზა. ბარათების პრეზენტაცია ვაჟა­ფშაველას გამზირზე გახსნილ „თიბისი ბანკის“ ახალ ფილიალში გაიმართა.

თიბისი პლატინუმი მიკროჩიპიანი საკრედიტო პლასტიკური ვიზა­ბარათია, რომელზეც ავტომატური საკრედიტო ლიმიტი დაიშვება. თიბისი პლატინუმი ჩვეულებრივი საკრედიტო ბარათისგან იმით განსხვავდება, რომ დადებით ნაშთზე მაღალი საპროცენტო სარგებელი ერიცხება.

სტატუს ქარდიც მაღალი საპროცენტო სარგებლის დარიცხვის სადებეტო ჩიპური ვიზა/მასტერქარდ გოლდ ბარათია. სტატუს ქარდი „თიბისი ბანკის“ იმ კლიენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც პერსონალური საბანკო მომსახურებით სარგებლობენ.

ხუთი თეთრიც ფულია

„რომპეტროლ-საქართველომ“ ევრორეგულარი კიდევ უფრო გააიაფა: მისი ღირებულება კომპანიის ავტოგასამართ ქსელში 1.80 ლარი გახდა. „რომპეტროლ-საქართველოს“ ინფორმაციით, კომპანიამ ევრორეგულარის (რონ 92) ფასის კიდევ 5 თეთრით შემცირება სწორი მენეჯმენტისა და დისტრიბუციის შედეგად შეძლო.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში „რომპეტროლ-საქართველომ“ ევრორეგულარი 15 თეთრით გაიაფდა, რითაც საწვავის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასების შენარჩუნებას განაგრძობს და გაყიდვების ზრდის ტემპის მიხედვით, ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც ევროპული ხარისხის ბენზინს მომხმარებელს ყველაზე დაბალ ფასში სთავაზობს. მსოფლიო ფასებისა საწვავის და იმპორტის გამართულმა დაგეგმარებამმოგვცა ჩვენ შესაძლებლობა, შევამციროთ ფასები და ქართულ ბაზარზე კონკურენტული გარემო შევქმნათ... - განაცხადა „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დან ვოიკუმ. მისივე თქმით „რომპეტროლ საქართველოს“ ბენზინგასამართ სადგურებზე მომხმარებლებს კვლავ შეუძლიათ ისარგებლონ ისეთი უფასო სერვისებით, როგორიცაა საბურავების დაბერვა და საქარე მინების გაწმენდა.

რუმინული კომპანია „ რომპეტროლი“ საქართველოში ორი წელია მოღვაწეობს. ამ დროისთვის „რომპეტროლ ჯორჯიას“ ქსელი საქართველოს მასშტაბით 30 ბენზინგასამართ სადგურს ითვლის.

მულტინაციონალური კომპანია „რომპეტროლი“ ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის სფეროში მოღვაწე კომპანიებს შორის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა. „რომპეტროლი“ 13 ქვეყანაში 9000 თანამშრომელს აერთიანებს, ხოლო მისი ბრუნვა 10 მილიარდ დოლარს შეადგენს.

არ შეშინდეთ, ელექტროენერგია ძვირდება

ზამთრის პერიოდში საქართველოს რეგიონები ელექტროენერგიით უწყვეტად მომარაგდება - აცხადებენ კომპანია „ენერგო­პრო ჯორჯიაში”.

კომპანია ზამთრის სეზონისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. ,,ენერგო­პრო ჯორჯია” მთელი წლის განმავლობაში ატარებდა სარემონტო სამუშაოებს მის მფლობელობაში არსებულ ჰესებზე. სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. ამუშავდა წლების განმავლობაში გაჩერებული აგრეგატები. მხოლოდ ჰესების კაპიტალური რეაბილიტაციისთვის უკვე 7 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროების შემთხვევისათვის „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და თურქეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ზაფხულში მათთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ზამთარში უკან დაბრუნებას გულისხმობს. აუცილებლობის შემთხვევაში, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში თურქეთიდან 200-250 მილიონი კვ-სთ ელექტროენერგიის მიწოდება მოხდება.

ამჟამად მოლაპარაკება სომხეთთან მიმდინარეობს, საიდანაც, თუ საჭირო გახდება, 100-150 მილიონი კვ.-სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდება.

გარდა აღნიშნული სამუშაოებისა „ენერგო­პრო ჯორჯია” მთელი წლის განმავლობაში ელექტროქსელის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა. მაგალითად, მოძველებული ქსელი ახალი, თანამდროვე ტიპის ელექტროსადენებითა და ბოძებით შეცვალა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაიზარდა ენერგომომარაგების საიმედოობა, ავარიების ალბათობა კი საკმაოდ შემცირდა.

„ენერგო­პრო ჯორჯიამ” უკვე დაასრულა ათეულობით ქალაქის და ქალაქის ტიპის დასახელების ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი, რომელიც მომავალში სხვა დასახლებულ პუნქტებში გაგრძელდება. ელექტროქსელის სრული, მასშტაბური რეაბილიტაციისა და ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის „ენერგო­პრო ჯორჯიამ” 25 მილიონი ევრო უკვე დახარჯა.

,,ენერგო­პრო ჯორჯიამ” რუსული აგრესიის პერიოდში დაახლოებით 6 მილიონი ლარის ზარალი განიცადა, თუმცა, ენერგოკომპანია დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელებას კვლავ განაგრძობს.

რესპუბლიკა ფართოვდება

ბანკი „რესპუბლიკა“ - ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ კვლავ აგრძელებს მუშაობას ჩვეულებრივი, სტაბილური რეჟიმით და მომხმარებლებს საბანკო მომსახურებას სთავაზობს. ბანკმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან რესურსები მოიზიდა. „საერთაშორისო საფინანსო კორპორაციებთან“ (IFC) გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც 22 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზის გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული თანხიდან 7 მილიონი დოლარი ბანკის საზედამხედველო კაპიტალის გასაძლიერებლად გამოყოფილი 6­წლიანი სუბორდინირებული სესხია, ხოლო 15 მილიონი დოლარის ოდენობის 10­წლიანი სესხით ბანკის იპოთეკური სესხები დაფინანსდება.

ამავდროულად, „სოსიეტე ჟენერალმა“ ბანკ „რესპუბლიკისათვის“ 45 მილიონი ევროს ოდენობით დამატებითი საკრედიტო ხაზები გამოყო, რითაც „სოსიეტე ჟენერალმა“ ბანკ „რესპუბლიკისათვის“ გამოყოფილი ფინანსირების მოცულობა გააორმაგა.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ (EBRD) ბანკ „რესპუბლიკას“ 65 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო პაკეტი დაუმტკიცა, რომელიც როგორც იპოთეკური დაკრედიტებისათვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსირებისათვის არის გათვალისწინებული.

კრედიტები სწავლის მსურველთათვის

სახალხო ბანკი წარჩინებულ სტუდენტებს იაფი კრედიტებით დააფინანსებს.

ბანკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ბესო აბულაძემ „სახალხო ბანკის” სათავო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად „სახალხო ბანკის“ შეღავათიანი და გრძელვადიანი კრედიტით დაფინანსებაზე ისაუბრა, რომელიც საპრეზიდენტო პროგრამის - „იაფი კრედიტის“ ქვეპროგრამის - ცოდნის კარის ფარგლებში ხორციელდება.

„სახალხო ბანკი“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზღვარგარეთ, მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად ოთხ სტუდენტს დააფინანსებენ. გიორგი ხარშილაძისთვის, რომელიც რომის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის სამართლის სპეციალობაზე სწავლის გასაგრძელებლად მიემგზავრება, 54 290 ლარი გამოიყო, ნატალია ბაინდურაშვილისთვის, რომელიც სწავლას ისრაელში, თელავივის უნივერსიტეტში პოლიტიკურ-იდეოლოგიური და კომერციული პროპაგანდის განხრით განაგრძობს, 10 342 ლარი განისაზღვრა. დიმიტრი კობახიძე 29 093 ლარით დიდ ბრიტანეთში, ლონდონის კომერციულ სკოლაში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე სასწავლებლად გაემგზავრება, გიორგი სამარგულიანი კი 78 885 ლარით სწავლას შვეიცარიაში, ქალაქ ოლფენში, საერთაშორისო მენეჯმენტის სპეციალობის დასაუფლებლად განაგრძობს.

დღეისათვის „ცოდნის კარის“ პროექტის ფარგლებში „სახალხო ბანკმა” უკვე თერთმეტი სტუდენტი დააფინანსა, ჩვიდმეტი სტუდენტის სესხი კი უკვე დამტკიცებულია და კუთვნილი თანხა მათ უახლოეს პერიოდში გადაეცემათ. აღნიშნული სესხების სრული მოცულობა 1,2 მილიონ ლარს შეადგენს.

სტუდენტებზე გაცემული სესხი მათ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებულია და გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდითა და დაბალი საპროცენტო განაკვეთით ხასიათდება. სტუდენტები კრედიტის დაფარვას სესხების გაცემიდან 2-3 წლის შემდეგ დაიწყებენ, აღებული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 9 პროცენტი იქნება. გაცემული სესხითვე დაფინანსდება როგორც სწავლის საფასური, ასევე სწავლის პერიოდში ცხოვრების ხარჯები.

სარეზერვო მოთხოვნები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამ პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) ერთი პროცენტული პუნქტით შემცირდა და წლიური 10 პროცენტი შეადგინა. კომიტეტის განცხადებით, გაზრდილი ბიზნესრისკებისა და ლიკვიდობის დეფიციტის გამო ბანკების აქტიურობა მნიშვნელოვნად შენელდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში კომერციულმა ბანკებმა ვეღარ შეძლონ საქმიანობის აქტიური გაფართოება, რაც ფულის მულტიპლიკატორსა და ფულის ბრუნვის სიჩქარის ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს. ეს კი, თავის მხრივ, ერთობლივ მოთხოვნაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, რაც მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების საჭიროებაზე მიუთითებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნებიც განიხილა და მისი ნორმის 5 პროცენტამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ფულის მულტიპლიკატორის შემცირებას შეუშლის ხელს. აღნიშნული ცვლილება 2008 წლის 2 ოქტომბრიდან შევა ძალაში.

კომიტეტის სხდომაზე ისიც აღინიშნა, რომ საომარ პერიოდში, მკვეთრად შემცირდა ფულის მასა, რაც ერთის მხრივ, ფასების შემცირებაზე დადებითად მოქმედებს, თუმცა, მომავალში უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე და, შესაბამისად, შემდგომ ინფლაციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეხვედრის მონაწილეებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს სარეზერვო მოთხოვნების ნორმის შემცირება, რაც, ერთი მხრივ, ბანკებს დამატებით საკრედიტო რესურსს გამოუთავისუფლებს, ხოლო მეორე მხრივ, ფულის მულტიპლიკატორს გაზრდის.

ბალტიისპირელთა თანადგომა

ბალტიისპირეთის ქვეყნების სავაჭრო პალატა საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ რუსული აგრესიის მძიმე დღეების გამო მხარდაჭერასა და თანაგრძნობას გამოხატავს. სავაჭრო პალატამ ღია წერილით მიმართა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო ჯგუფს, საქართველოს რესპუბლიკის საელჩოებს ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში და მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის აგრესია საქართველოს მიმართ.

„ჩვენ, როგორც ბიზნეს-ორგანიზაცია, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში კერძო კომპანიებს წარმოადგენს, ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების ძალისხმევას სამხედრო კონფლიქტების დროს. გვჯერა, რომ ყველა სათანადოდ აფასებს საქართველოს ეროვნული ვალუტისა და ბანკების მუშაობის სტაბილურობას შექმნილ რთულ ვითარებაში. ახლა, როდესაც საგანგებო მდგომარეობა დასრულებულია საქართველოში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, ასევე ინვესტორთა ნდობის დაბრუნებაზე, რომლებმაც სამხედრო კონფლიქტების გამო თავიანთი პროექტები გაყინეს და ინვესტიციები სხვა ქვეყნებში მიმართეს“.

აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობას გაუჭირდება უცხოური კრედიტებისა და ინვესტიციების მოზიდვა უკვე არსებულ პროექტებში, რადგან კერძო პროექტებისათვის, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც კრედიტების მობილიზებისათვის სახელმწიფოს მხრიდან მყარი გარანტიებია საჭირო.

საინვესტიციო პერიოდის განმავლობაში საინვესტიციო პროექტებში გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადის მარტივი და სწრაფი დაბრუნება გადამხდელისათვის მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ინვესტორთა მდგომარეობას, ისევე როგორც სხვა რომელიმე სახელმწიფო გადასახადების შეჩერება, როგორიცაა - საშემოსავლო გადასახადის წინასწარი გადახდისაგან დროებითი შეჩერება საინვესტიციო კომპანიებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტორთა მოზიდვას.

ბალტიისპირეთის ქვეყნების სავაჭრო პალატა საქართველოში აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-სთან მოლაპარაკებების წარმოებას ეკონომიკასა და ქვეყნის აღდგენის საქმეში. „ჩვენ მხარს ვუჭერთ აღნიშნულ პოზიციებს და მოხარულნი ვიქნებით დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას ყველა აღდგენით პროცესებში.” - ნათქვამია ღია წერილში.

ბალტიისპირეთის ქვეყნების სავაჭრო პალატა საქართველოში დახმარებისა და მხარდაჭერის აქციის ორგანიზებასაც გეგმავს.

დაკრედიტების მოცულობა არ შემცირებულა

2008 წლის 1 აგვისტოსათვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტება 52,1 პროცენტით გაიზარდა და 5,7 მილიარდი ლარი შეადგინა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2-ჯერ გაიზარდა და 2 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდა 34,3 პროცენტით განისაზღვრა და 3,7 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

უკანასკნელ ერთ წელიწადში გრძელვადიანი სესხების მოცულობა იზრდებოდა. ამ მაჩვენებელმა დაკრედიტების საერთო მოცულობის 70,1 პროცენტი შეადგინა, გასული წლის ივლისის ბოლოს დაფიქსირებული 68,9 პროცენტის ნაცვლად.

რაც შეეხება ვადიანი სესხების სტრუქტურას, მსესხებლის კატეგორიის მიხედვით, 2008 წლის ივლისის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით 909 მილიონი ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,7-ჯერ მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 2,3 მილიარდი ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,8 პროცენტით მეტი) სესხი გაიცა.

საანგარიშო პერიოდში დაკრედიტების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონებით ოპერაციების, კვლევებისა და კომერციული საქმიანობის სფეროში, სადაც ეს მაჩვენებელი 3,7-ჯერ გაიზარდა და 123,3 მილიონი ლარი შეადგინა. 2,8-ჯერ გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში და 29,2 მილიონ ლარს გაუტოლდა.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 47,1 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. ბოლო ერთ წელიწადში ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხების მოცულობა 23,1 პროცენტით გაიზარდა და 1,5 მილიარდ ლარს მიაღწია. მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების საერთო მოცულობაში 19,7 პროცენტს შეადგენს, რაც 2008 წლის 1 აგვისტოსათვის 621,6

მილიონი ლარით განისაზღვრა (26,7 პროცენტით მეტი 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით); მშენებლობაზე 432,6 მილიონი ლარი(13,7 პროცენტი) მოდის, რაც გასული წლის მაჩვენებელს 47,4 პროცენტით აღემატება. შესაბამისად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80,4 პროცენტი სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

საანგარიშო პერიოდში, ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა 2,1-ჯერ გაიზარდა და 2008 წლის 1 აგვისტოსათვის 2,4 მილიარდ ლარს მიაღწია.

დაიწყო ბაგირგზის მშენებლობა

შუახევის რაიონის სოფელ გომარდულში 270 მეტრიანი ბაგირგზის დამონტაჟება დაიწყო. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოებს ფირმა «ფინგო-2020» ახორციელებს. «ფინგო-2020»-ს პირველი ბაგირგზა გუდაურში, მეორე კი - ზემო აფხაზეთში, სოფელ გენწვისში აქვს გაკეთებული. მშენებლობის დასრულება და საცდელი გაშვება, დეპარტამენტის ინფორმაციით, 2008 წლის ოქტომბრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

საწყის ეტაპზე მწვრთნელები მომზადდა. გასულ წელს გუდაურის სათხილამურო სკოლაში გადამზადების კურსები აჭარიდან 9 მასწავლებელმა გაიარა. სულ მალე, კი, სოფელ გომარდულსა და ქედლებში სათხილამურო სპორტული სკოლები გაიხსნება, სადაც 70 სრული სათხილამურო კომპლექტი და თოვლის სატკეპნი მანქანა განთავსდება.

კომერციული ბანკები აქტიურობენ

2008 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები 23,5 პროცენტით გაიზარდა და 8 898,8 მილიონი ლარი შეადგინა.

საქართველოში ამჟამად 21 კომერციული ბანკი ოპერირებს. მათ შორის, ორი უცხოური ბანკის ფილიალია, ხოლო 14 ბანკის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილეობს.

2008 წლის იანვარ-ივლისში, კომერციული ბანკების შემოსავლები 964,1 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. აქედან, საპროცენტო შემოსავლები 574,6 მილიონი ლარია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 62,2 პროცენტით მეტია.

2008 წლის 7 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 89 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს 28,9 პროცენტით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან უმსხვილესი აქტივების მქონე 5 კომერციული ბანკის წილი საქართველოს საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 80,4 პროცენტიდან 78,6 პროცენტამდე შემცირდა.

მოკლევადიან ფულად რესურსებზე მოთხოვნილება იზრდება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების ოპერაციების ჩატარება დაიწყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსური სისტემა ჭარბი ლიკვიდობით ხასიათდებოდა. ინფლაციის დონის სამართავად საქართველოს ეროვნული ბანკი ჭარბი ლიკვიდობის ამოღებას სადეპოზიტო სერტიფიკატების მეშვეობით ახდენდა. ამავდროულად, 7 - დღიანი სადეპოზიტო სერტიფიკატი გამოიყენებოდა პოლიტიკის განაკვეთის დასადგენად. ამჟამად მდგომარეობა შეიცვალა და საბანკო სისტემაში ჭარბი ლიკვიდობა არ შეინიშნება. მონეტარული მიზნებისათვის სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოყენება შეიზღუდა, რადგან მოცემული ინსტრუმენტისადმი ინტერესი შემცირდა. სანაცვლოდ, მოიმატა მოთხოვნამ მოკლევადიან ფულად რესურსებზე.

მოკლევადიან ლიკვიდობაზე მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობამ შესაძლოა, გააჩინოს რისკები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების სტაბილურობას. მოვლენათა ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, მონეტარული ოპერაციების განხორციელებისათვის ამოქმედდა 7-დღიანი რეფინანსირების ინსტრუმენტი და დროებით შეჩერდა 7-დღიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების ინსტრუმენტი. მოცემული ინსტრუმენტის მეშვეობით საქართველოს ეროვნული ბანკი მოახდენს მოკლევადიანი სახსრების განთავსებას აუქციონის წესით, სახელმწიფო და საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების უზრუნველ-ყოფით.

ახალი პარტნიორი კმაყოფილია

სააქციო საზოგადოება იბერია რეფრეშმენტს - პეპსიკო ბოთლერს საქართველოს აქციების 30 პროცენტის მფლობელი არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან ჩამოსული ინვესტორი აჰმედ აბდულა ალ შაფარი გახდა.

წილის გასხვისების შესახებ დუბაიში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, არაბული მხარე აქციებს ეტაპობრივად შეიძენს. პირველად ეტაპზე ინვესტორს აქციების 10,7 პროცენტის შესყიდვა აქვს განზრახული, ხოლო დეკემბრის ბოლომდე 19,3 პროცენტსაც შეიძენს. ეს ინვესტიცია 2008 წლის ბოლოსათვის ალ შაფარს კომპანია იბერია რეფრეშმენტს - პეპსიკო ბოთლერს საქართველოს ერთ-ერთ მსხვილ აქციონერად აქცევს, ისეთ აქციონერებთან ერთად, როგორებიცაა შპს იბერია ჯგუფი და ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი.

სააქციო საზოგადოება იბერია რეფრეშმენტსი 2004 წლიდან პეპსი-კოლას ბრენდირებულ პროდუქციას აწარმოებს საქართველოსა და სომხეთისათვის. კომპანიის ხუთწლიანი სტრატეგია პროდუქციის ნაირსახეობის გაფართოებაზე და საქართველოსა და სომხეთში სადისტრიბუციო ქსელის გაძლიერებაზე იქნება მიმართული. სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სომხეთში პეპსის ქარხნის გახსნაა.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის ზრდას, არამედ ჩვენი ქვეყნისადმი ინვესტორების დიდ ინტერესსაც დაადასტურებს,“ - აცხადებს კომპანია პეპსის გენერალური დირექტორი დავით ლომჯარია.

იბერია რეფრეშმენტს - პეპსიკო ბოთლერს საქართველოს ახალი პარტნიორი აჰმედ აბდულა ალ შაფარი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში დაფუძნებული ცნობილ საინვესტიციო კომპანიათა იმ ჯგუფის მფლობელია, რომელიც უძრავი ქონების, სამშენებლო, სატრანსპორტო, კვების მრეწველობისა და ფარმაცევტულ სფეროებში მრავალმილიარდიანი ბიზნესით არის დაკავებული როგორც არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ასევე სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ აჰმედ აბდულა ალ შაფარი ამჟამად არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში კომპანია დუბაი რეფრეშმენტსის-პეპსიკოს ბოთლერის პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

პრეზიდენტი არ შეცვლილა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად კვლავ ჯემალ ინაიშვილი აირჩიეს.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრთა საერთო კრება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა. კრების მუშაობაში თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მოქმედი კომპანიების, ასოციაციებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კრებამ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ 2004 წლიდან დღემდე გაწეული მუშაობა განიხილა, რომლის ანგარიში დელეგატებს პალატის პრეზიდენტმა ჯემალ ინაიშვილმა წარუდგინა. ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქუთაისისა და ზუგდიდის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტებმაც მიიღეს.

საექსპორტო პროდუქტის ასორტიმენტი იზრდება

ამერიკის ბაზარზე კიდევ 1 400 დასახელების ქართული პროდუქცია შევა საბაჟო ტარიფის გარეშე - ეს გადაწყვეტილება მიიღო თბილისში ამერიკა-საქართველოს ვაჭრობისა და ინვესტიციების საბჭომ, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილე ჯონ ვერონაუ თავმჯდომარეობდნენ. შეხვედრაზე ითქვა, რომ 3500-მდე დასახელების ქართულ საექსპორტო პროდუქციას, რომელიც უკვე სარგებლობს პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმით (GSP), კიდევ 1 400 დასახელება, მათ შორის თხილი, ღვინის ყველა სახეობა, ბოსტნეულისა და ხილის კონსერვები და წვენები, ასევე უალკოჰოლო სასმელები და სხვადასხვა სახეობის ხილ-ბოსტნეული დაემატება. გარდა ამისა, დაიწყება კონსულტაციები ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

ოქტომბრის ბოლოს თბილისში ამერიკა-საქართველოს საინვესტიციო სამიტის გამართვას ვგეგმავთ, სადაც ორმხრივი ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმების გამარტივების საკითხებს განვიხილავთ. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ საკმაოდ მსხვილი ამერიკული ბიზნეს ჯგუფები და, იმედი გვაქვს, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, - განაცხადა ეკატერინე შარაშიძემ შეხვედრაზე და ამერიკელ სტუმრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის განცხადებით, აქტიურად განიხილება მსოფლიო ღვინით ვაჭრობის ჯგუფთან საქართველოს მიერთების საკითხიც, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართული ღვინის ექსპორტის შესაძლებლობებს. მსოფლიო ღვინით ვაჭრობის ჯგუფის წევრები არიან აშშ, კანადა, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ჩილე

სტუდენტები ფიცს დებენ...

დეველოპერულმა კომპანია რედიქსმა ერთი მივიწყებული ლამაზი ტრადიციის აღდგენას შეუწყო ხელი. ყვარელში, მარჯანიშვილების განახლებულ სახლ-მუზეუმში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პირველკურსელებმა საზეიმო ფიცი დადეს. ამ ტრადიციის აღდგენა ყვარელში მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმის განახლებასა და უნივერსიტეტის დაარსების 85 წლისთავს უკავშირდება.

პირველკურსელთა ფიცის დადების რიტუალი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში 80-იან წლებში შემოიღეს. სტუდენტები ფიცს დებდნენ, რომ ერთგულად ემსახურებოდნენ სამშობლოს, გახდებოდნენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და ქართული ეროვნული კულტურის ტრადიციებს დაიცავდნენ. ფიცის დადების ცერემონია პირველ ხანებში ყვარელში და თელავში ტარდებოდა. რიტუალის დროს რომელიმე ცნობილი მოღვაწე ახალბედა სტუდენტებს სახეზე უსვამდა გრიმს, როგორც გარდასახვის სიმბოლოს.

„მივიწყებული ცერემონიის აღდგენა დიდი სტიმული იქნება ახალბედა მსახიობებისთვის. ამ ღონისძიებას ყოველთვის სიხარულით ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები, ისე პროფესორ-მასწავლებლები და უფროსი თაობის მსახიობები. სიმბოლურია, რომ ფიცის დადების ტრადიცია ყვარელში მდებარე მარჯანიშვილების განახლებულ სახლ-მუზეუმში აღდგა. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდებისთვის ამ სიხარულის მინიჭების შესაძლებლობა მოგვეცა“, - აცხადებს კომპანია „რედიქსის“ გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი.

ძველი პოზიცია შეინარჩუნა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმმა (World Economic Forum) გლობალური კონკურენტუნარიანობის 2008-2009 წლების ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში, რომელიც მსოფლიო წამყვან აკადემიებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობით მზადდება, გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობების მხრივ 131 ქვეყნის შეფასებას მოიცავს.

2008-2009 წლის ანგარიშის მიხედვით, კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით პირველ ათეულში აშშ, შვეიცარია, დანია, შვედეთი, სინგაპური, ფინეთი, გერმანია, ჰოლანდია, იაპონია და კანადა მოხვდნენ. საქართველომ 2007-2008 წლებში მინიჭებული ადგილი შეინარჩუნა და კვლავ 90-ე ადგილზე აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, რომელიც, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით აქამდე ე.წ. „წარმოების ფაქტორებზე დაფუძნებულ ეკონომიკას“ (Factor Driven Economy) წარმოდგენდა, 2008-2009 წლის მაჩვენებლებით „ეფექტიანი ეკონომიკისკენ“ გარდამავალ ქვეყანად ფასდება (Transition to Efficiency Driven).

რაც შეეხება ჩვენ მეზობელ ქვეყნებს: აზერბაიჯანი 69-ე ადგილზეა. 2007 წელთან შედარებით, ქვეყანამ 3 ადგილით უკან დაიხია. 97-ე ადგილზე გასულმა სომხეთმა კი, გასულ წელთან შედარებით, 4 პუნქტით დაიწია ქვემოთ. რაც შეეხება რუსეთს, მან 7 პუნქტით წინ წაიწია და 51-ე ადგილზე გავიდა.

გასათვალისწინებელია, რომ ანგარიში 2008 წლის იანვარ-მაისში მომზადდა და, ბუნებრივია, აგვისტოს მოვლენებისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენას შესაბამისად არ ასახავს.

საქართველოში ეკონომიკისადმი ძირითადი მოთხოვნების მხრივ, 2007 წელთან შედარებით (4.07 ქულა), მდგომარეობაა თითქმის არ შეცვლილა (4.1 ქულა). ოდნავი გაუარესება შეიმჩნევა მაკროეკონომიკური სტაბილურობის (-11 პროცენტი) და ჯანდაცვისა და პირველადი განათლების მხრივ (-4 პროცენტი). გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა: 2007 წელს მისი შეფასება იყო 2,92, ხოლო 2008 წელს ეს მაჩვენებელი 3,2-ს გაუტოლდა.

ანგარიშის თანახმად, გაუმჯობესდა ეკონომიკის ეფექტიანობის გამაძლიერებელი ძირითადი ფაქტორებიც (3,55 ქულა 2007 წელს; 3,7 - 2008 წელს). გარდა შრომის ბაზრის ეფექტიანობისა და ბაზრის მოცულობისა, დანარჩენი ფაქტორები: უმაღლესი განათლება და ტრენინგები, საქონლის ბაზრის ეფექტიანობა, ფინანსური ბაზრები და ტექნოლოგიები, გასულ წელთან შედარებით, მაღალ შეფასებას იმსახურებს.

მაჩვენებლების გაუმჯობესება ინოვაციებისა და მოდერნიზაციის მხრივაც შეინიშნება. 2007 წელს საქართველომ 2,90 ქულა დაიმსახურა, 2008 წელს კი 3,1. ეს, უმთავრესად, ბიზნესის მოდერნიზაციითაა გამოწვეული, რომლის შეფასებაც თითქმის 8 პროცენტით გაიზარდა.

თუ 2007 წელს საქართველოში ბიზნესის განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებად ფინანსების ხელმისაწვდომობის პრობლემა, არაეფექტური სამთავრობო ბიუროკრატია, პოლიტიკის არასტაბილურობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა სახელდებოდა, 2008-2009 წლის ანგარიშის მიხედვით, მთავარი შემაფერხებელი ფაქტორების ხუთეული ასე გამოიყურება: ეკონომიკური პოლიტიკის არასტაბილურობა, ინფლაცია, არაკვალიფიციური მუშახელი, ფინანსების ხელმისაწვდომობა და შესაბამისი ინფრასტუქტურის ნაკლებობა.

კორუფციამ, რომელიც აქამდე ბიზნესის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებს შორის მე-6 ადგილს იკავებდა, 2008 წლის მონაცემებით მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, 2008 წელს საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია საკუთრების უფლების, სახელმწიფო პოლიტიკის გამჭვირვალობისა თუ ინტელექტუალური საკუთრების პრობლემები. თუმცა, დადებითათაა შეფასებული სახელმწიფო რეგულაციის ტვირთი ბიზნესზე, პოლიციის საიმედოობა და სახელმწიფო ხარჯების ეფექტურობა.

ექსპერტებმა საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეებს შორის ინვესტორების დაცვის უნარი და რკინიგზის ინფრასტუქტურა დაასახელეს, სუსტ მხარეებად კი ზოგადად ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მიიჩნიეს.

სიღარიბის დაძლევის ეგიდით

ქეა საერთაშორისო კავკასიაში-მ სამცხე-ჯავახეთის ოთხ სოფელში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ ოთხივე დასრულებული პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში, პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციის - დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის (DFID) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზანავში, ოშორა-იდუმალაში (ადიგენის რაიონი), ხერთვისსა (ასპინძის რაიონი) და აზავრეთში (ახალქალაქის რაიონი) სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია საარსებო საშუალებების მდგრადი განვითარებისა და რეგიონული დაგეგმვის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. რეგიონის ოთხი ათასამდე მოსახლეს წლების განმავლობაში არსებული სასმელი წყლის პრობმლემა მოუგვარდა: ამიერიდან მათ სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდებათ.

საარსებო საშუალებების მდგრადი განვითარებისა და რეგიონული დაგეგმვის პროექტის ფარგლებში ამ სოფლების მსგავსად სასმელი წყლის სისტემა კიდევ 16 სოფელში აღდგება, რისთვისაც მთლიანობაში 1,5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაცია ადგილობრივ მთავრობასთან ერთად, თანადაფინანსების პრინციპით მიმდინარეობს. თითოეული პროექტის ბიუჯეტის 80 პროცენტს ქეა საერთაშორისო კავკასიაში ფარავს, ხოლო 20 პროცენტს - ადგილობრივი მთავრობა.

პროექტის დახმარებით სამცხე-ჯავახეთის რამდენიმე სოფელში გარემონტდა სასკოლო შენობები და აღიჭურვა კომპიუტერული კლასები, შეკეთდა მასწავლებელთა სახლი. ეს სამუშაოები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ სრულად დააფინანსა.

საარსებო საშუალებების მდგრადი განვითარებისა და რეგიონული დაგეგმარების პროექტს დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი 2,5 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს და იგი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, პროექტი რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. კერძოდ, სხვადასხვა გრანტებითა და იაფი კრედიტების საშუალებით იგი ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებას, რისთვისაც ორგანიზაციას 200 ათასი ფუნტი სტერლინგი აქვს გათვალისწინებული.

ქეა საერთაშორისო კავკასიაში უკვე 15 წელია საქართველოში მოღვაწეობს. მისი ძირითადი მისია სიღარიბის დაძლევა და ამ მიზნით რეგიონების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა.

ახალი ლექსიკონი

ევროკავშირის პროექტმა საქართველოს პარლამენტის რეფორმის მხარდაჭერა (EUSPGeorgia) და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივად მოამზადეს წიგნი - საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი. ეს საქართველოს კანონებში მოცემული ტერმინების (2007 წლის სექტემბრის მონაცემებით) ერთ წიგნში გაერთიანების პირველი მცდელობაა. ლექსიკონი განკუთვნილია სხვადასხვა სფეროში მომუშავე იურისტებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის.

ლექსიკონი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და სხვა საპარლამენტო კომიტეტებსა და დეპარტამენტებს, სამინისტროებს, იურიდიულ ფაკულტეტებს, სასამართლოებს, სახელმწიფო და ადგილობრივ ბიბლიოთეკებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცემა.

წიგნის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი და ახალანდელი წევრები: ლევან ბეჟაშვილი, თამარ ჩხაიძე და შოთა თარხნიშვილი. ტექსტი პუბლიკაციისათვის EUSPGeorgia პროექტის თანამშრომლებმა დოქტორ ბერჰარდ შლოერმა და დოქტორმა ირაკლი სოკოლოვსკიმ მოამზადეს. ლექსიკონის გამოცემა EUSPGeorgia-მ დააფინანსა.

EUSPGeorgia პროექტი საქართველოს პარლამენტში 2005 წლიდან ხორციელდება. პროექტმა პარლამენტის თანამშრომლებისათვის მრავალი ტრენინგ-პროგრამა და სასწავლო ტური მოაწყო, პარლამენტის რეფორმისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციის მხარდასაჭერად კი მრავალფეროვან საქმიანობას ეწევა. პროექტის დახმარებით საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში გაიხსნა ევროკავშირის საინფორმაციო და დოკუმენტაციის ცენტრები, პარლამენტს კი მნიშვნელოვანი რაოდენობის აღჭურვილობა და 2000-ზე მეტი წიგნი გადაეცა.

უკონტაქტო ბარათი მოსწავლეთათვის

სახალხო ბანკმა მოსწავლის ბარათის დიზაინის შექმნასთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული - 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი მახარაშვილი 200 ლარით დააჯილდოვა. უსაფრთხო და ჯანმრთელი სკოლის პროექტის ფარგლებში სახალხო ბანკმა მე-10 - მე-11 კლასელებისთვის მოსწავლის უკონტაქტო ბარათი შექმნა. უფროსკლასელთათვის განკუთვნილ ბარათს ვიზა ელექტრონის ყველა ფუნქცია გააჩნია. ბარათს თავისი წინამორბედის - მოსწავლის ბარათის მსგავსი დანიშნულება აქვს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ უმცროსკლასელთათვისთვის შექმნილი მოსწავლის უკონტაქტო ბარათი მშობლის საბარათე ანგარიშზეა მიბმული და სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე მოსწავლეს პლასტიკური ბარათის გამოიყენების საშუალება შეუძლია მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, თანაც მხოლოდ იმ ლიმიტის ფარგლებში, რომელსაც მშობელი მას წინასწარ განუსაზღვრავს. უფროსკლასელთათვის შექმნილ ბარათზე თანხის დადება კი მოსწავლეებსაც შეუძლიათ და მისი გამოყენება შესაძლებელია ისევე, როგორც ნებისმიერი სახალხო ბანკის ბარათის მფლობელისათვის. ბარათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მოსწავლე ფასდაკლებებით ისარგებლებს სხვადასხვა მომსახურებისა და სავაჭრო ობიექტებში.

10 მილიონი ღირებულების პროექტი

სამშენებლო კომპანია იბერია მიუნჰენში EXPO REAL-ის სამშენებლო გამოფენაში მონაწილეობის შედეგად 10 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავს. კომპანია გამოფენაზე 5 სხვადასხვა სახის პროექტით იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაში მონაწილეობის მიზანი, უმთავრესად, უძრავი ქონების დარგში მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან, საერთაშორისო ოპერატორებთან და ქონების კონსულტანტებთან შეხვედრები და კონტაქტის დამყარება იყო.

არსებული გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, კომპანია იბერია ფინანსური ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, განვითარებად ბაზრებზე ორიენტირებული საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფი იბერია ბიზნეს-ცენტრის პროექტით დაინტერესდა და ამ პროექტში 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაც გადაწყვიტა. ბიზნეს-ცენტრი მელიქიშვილისა და ვარაზის ხევის კუთხეში განთავსდება.

საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფი ბაკურიანის სასტუმროთიც დაინტერესდა. 4-ვარსკვლავიანი, 100 ნომრიანი სასტუმრო ორიენტირებული იქნება როგორც ზამთრის ასევე, ზაფხულის სეზონზე.

პირველი ნაბიჯები თავისუფალი ვაჭრობისკენ

საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2008 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. შეთანხმების დებულებები საბაჟო ტარიფებისა და მისი ექვივალენტური გადასახადების გაუქმებას ითვალისწინებს და ქვეყნების კანონმდებლობით გათვალისწინებულ შიდა გადასახადებს არ ეხება. საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება თანასწორობისა და ურთიერთსარგებლობის საფუძველზე ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, მეწარმეებს კი მხარეთა ბაზარზე შეღწევის თვალსაზრისით წაახალისებს. აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადები საქართველო-თურქეთს შორის მთლიანად უქმდება. სასურსათო საქონელზე კი გარკვეული გამონაკლისები დარჩება. თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში იმპორტზე საბაჟო გადასახადები პროდუქციის 14 სახეობაზე შენარჩუნდება.

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში იმპორტზე საბაჟო გადასახადები შენარჩუნდება საქონლის 8 ჯგუფზე და სასურსათო პროდუქციის 21 სახეობაზე. თუმცა, აქედან გარკვეული სახის საქონელი კვოტის ფარგლებში შეღავათებს დაექვემდებარება.

ბანკის ახალი სერვისი

პროკრედიტ ბანკი MoneyGram International-ის ფულადი გზავნილების აგენტი გახდა და მომხმარებლებს, სხვა საბანკო მომსახურებასთან ერთად, ახალი სერვისი შესთავაზა. ფულადი გზავნილების მომსახურებით სარგებლობა პროკრედიტ ბანკის ფილიალებში 2008 წლის სექტემბრის თვიდანაა შესაძლებელი. პროკრედიტ ბანკის ინფორმაციით, MoneyGram-ი თანხას ევროს ვალუტაში გასცემს, ეს კი იმ კლიენტებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომლებიც გზავნილებს ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ოჯახის წევრებისგან იღებენ. პროკრედიტ ბანკი ორიენტირებულია ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსებაზე და სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ბანკს საქართველოს მასშტაბით 52 ფილიალი აქვს გახსნილი. პროკრედიტ ბანკის მონაცემებით, ამ დროისათვის ბანკის მომსახურებით საქართველოში, 200 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.

* * *

გაერომWorld Investment Report 2008-ს მიხედვით საქართველო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ლიდერ ქვეყნებს მიაკუთვნა. კვლევის მიხედვით, 2006 წელს საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვში შედიოდა, რომლებიც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალზე ზევით (ე.წ. „Above Potential“) მყოფ ქვეყანათა ჯგუფში არიან. საქართველო იმყოფება „ინვესტიციების მხრივ დიდი წარმატების“ (High FDI Performance) ჯგუფის „ინვეტიციების დაბალი პოტენციალის“ (Low FDI Potential) მქონე ქვეყნების ქვეჯგუფში. კვლევის ავტორების აზრით, საქართველომ პოტენციალზე მეტი ინვესტიციები მოიზიდა. აღსანიშნავია, რომ 2006-2007 წლების მონაცემებით, საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებს შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმღებ მოწინავე სახელმწიფოთა ათეულში მოხვდა.

გაფორმდა ახალი ხელშეკრულება

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გამოუყო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საქართველოს ბიუჯეტის მხარდასაჭერად 40 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც ხელი ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა და საქართველოში „მსოფლიო ბანკის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა როი საუთუორტმა მოაწერეს. საკრედიტო ხელშეკრულება „სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობი ღონისძიების“ (PRSO) ფარგლებში დამატებით 40 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

საქართველოსა და მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის ხელი მოეწერა კიდევ ერთ - „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტუქტურის პროექტის“ დაფინანსების ხელშეკრულებას, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის, დამატებით 40 მილიონი დოლარის შეღავათიანი კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებს. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. მსოფლიო ბანკის ფულადი დახმარებები საბიუჯეტო პრიორიტეტების დაფინანსებას, დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობას, ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სხვა აუცილებელ ღონისძიებებს მოხმარდება.

გაიზარდა გრძელვადიანი სესხების მოცულობა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2008 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ (არარეზიდენტ ბანკებზე გაცემული სესხების ჩათვლით) 5,6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2008 წლის 1 აგვისტოს მაჩვენებელზე 3 პროცენტით ნაკლებია, 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 39,5 პროცენტით აღემატება. აქედან, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 1,9 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 81 პროცენტით აღემატება, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხები 3,7 მილიარდ ლარს უტოლდება და 2007 წლის მაჩვენებელზე 25,1 პროცენტით მეტია. ბოლო ერთ წელიწადში სწრაფი ტემპით იზრდებოდა გრძელვადიანი სესხების მოცულობა და 2008 წლის 1 სექტემბრისათვის 3,9 მილიარდი ლარი შეადგინა (საკრედიტო დაბანდების საერთო მოცულობის 70,4 პროცენტი), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 44,8 პროცენტით აღემატება. 2008 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გაცემული გრძელვადიანი სესხებიდან ერონული ვალუტით გაცემულ სესხებზე 842 მილიონი ლარი მოდის, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 42,2 პროცენტით აღემატება, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე - 2,2 მილიარდი ლარი და 6,7 პროცენტით მეტი. აღნიშნულ პერიოდში იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი წილი - 45,7 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის, სადაც სულ გაცემულია 1,4 მილიარდი ლარის კრედიტები, რაც შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს 7,9 პროცენტით აღემატება. მრეწველობაზე 633,1

მილიონი ლარის კრედიტები (20,9 პროცენტი) მოდის. ეს 2007 წლის მაჩვენებელზე 28,6 პროცენტით მეტია, მშენებლობაზე - 410,5 მილიონი ლარი (13,6 პროცენტი) და 36 პროცენტით მეტი. გაცემული სესხების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონებით ოპერაციების, კვლევებისა და კომერციული საქმიანობის სფეროში. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 129,2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. ჯანდაცვისა და სოციალურიმომსახურების სფეროში გაცემული სესხების მოცულობა 2,3-ჯერ გაიზარდა და 29,2 მილიონ ლარს გაუტოლდა. თუმცა, ამ ორი სფეროს წილი ვადიანი დაკრედიტების საერთო მოცულობაში მაინც უმნიშვნელო რჩება. 2008 წლის 1 სექტემბრისათვის, ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა 2,3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2007 წლის შესაბამის მაჩვენებელს 1,9-ჯერ აღემატება.

თოთხმეტწლიანი სესხი, თოთხმეტი პროცენტით

სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკმა“ მომხმარებელს ახალი იპოთეკური სესხი - „ახალი იპო +“ შესთავაზა. როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, ახალი იპოთეკური სესხი კლიენტებს კიდევ უფრო დახვეწილი და მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

„ახალი იპო +“-ის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 14 პროცენტამდეა. სესხის ვადა 14 წლამდე, ხოლო თანხის მოცულობა _ 240 000 ლარამდე განისაზღვრა.

* * *

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2008 წლის 1 სექტემბრისათვის, საქართველოს საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2,7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0,7 პროცენტით ნაკლებია. ბოლო ორი წლის მანძილზე, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი მუდმივად მცირდებოდა. 2008 წლის 1 სექტემბრისათვის, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 61,4 პროცენტი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 1,4 პროცენტული პუნქტით აღემატება. საანგარიშო პერიოდში შეიცვალა უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურა. კერძოდ, 2008 წლის 1 სექტემბრისათვის, აშშ დოლარში განთავსებული დეპოზიტების ხვედრითი წილი ამ კატეგორიის დეპოზიტებში 74,5 პროცენტს შეადგენს (წინა თვის 69,7 პროცენტთან შედარებით), ხოლო ევროში განთავსებული დეპოზიტების წილი - 24,8 პროცენტს (წინა თვის 29,6 პროცენტთან შედარებით).

ნავთობსადენი მუშაობს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ჯეიჰანის პორტში 195 827 739 ბარელი აზერბაიჯანული ნედლი ნავთობი გადაიტვირთა. აღსანიშნავია, რომ ნავთობის ტრანზიტი სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, 7 მილიონი ბარელით გაიზარდა. 2008 წლის აგვისტოში, ნავთობსადენის დროებითი გაჩერების გამო, ნედლი ნავთობის ტრანზიტმა 12 386 639 ბარელი შეადგინა, სექტემბერში კი ეს მაჩვენებელი 19 022 373 ბარელამდე გაიზარდა. გასული წლის იანვარ-სექტემბერში ნავთობის ტრანზიტის მაჩვენებელი 151 269 303 ბარელს შეადგენდა.

საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის ტრანზიტი ჯეიჰანის პორტში 2005 წლის სექტემბრიდან ხორციელდება.

მუკუზანისმორიგი გამარჯვება

უკრაინაში ჩატარებულ ქართული ღვინის კონკურსში კომპანია თელიანი ველის ღვინო მუკუზანმა პირველი ადგილი მოიპოვა. კონკურსი უკრაინული ჟურნალის - „ექსპერტ ვკუსას“ ორგანიზებით მოეწყო და მასში მონაწილეობა ოცმა სომელიემ მიიღო. კონკურზე 10 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის მიერ წარმოებული, 2005 წლის მოსავლისაგან დამზადებული „მუკუზანი“ იყო წარმოდგენილი. ექსპერტებმა მათ შორის საუკეთესოდ თელიანი ველის მუკუზანი სცნეს, როგორც ტიპიური, სასიამოვნო გემოვნური თვისებებისა და ხანგრძლივი არომატის მქონე ღვინო.

სააქციო საზოგადოება თელიანი ველი, დღეისათვის 30 სახეობის ღვინოს აწარმოებს და საკუთარ პროდუქციას 25 ქვეყანაში ჰყიდის.

გელით შესარჩევ კონკურსზე!

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ქეა საერთაშორისო კავკასიაში პროექტის ფერმერები და ბაზარი ფარგლებში აცხადებს კონკურსს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საკონსოლიდაციო ცენტრებისათვის ბიზნეს - პარტნიორების შერჩევას ითვალისწინებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში რეგისტრირებულ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ კვების პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, იმპორტის, ექსპორტის

ან დისტრიბუციის სფეროში, აქვთ მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება მაინც და 100%25-ით კერძო საკუთრებას წარმოადგენენ. კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ საპროექტო წინადადების წარმომდგენ იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომელთა მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე, არ გააჩნიათ საბიუჯეტო დავალიანება და მათი საბანკო ანგარიშები ან ქონება არ არის დაყადაღებული.

კონკურსში გამარჯვებული პროექტები თანადაფინანსების პრინციპით დაფინანსდება. პროექტი ფერმერები და ბაზარი დააფინანსებს კონკურსში გამარჯვებული განაცხადის ბიუჯეტის კაპიტალური დანახარჯების 50 პროცენტს, მაქსიმუმ 50 000 დოლარის ოდენობით. პროექტის დასრულების შემდეგ, ქეა საერთაშორისო კავკასიაში-ს წილი კაპიტალი გადაეცემა პროექტის პარტნიორ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საპროექტო განაცხადის შევსებული ფორმა საწარმოებმა ქეა საერთაშორისო კავკასიაში-ს ცენტრალურ ოფისებში უნდა წარმოადგინონ. საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2008 წლის 19 დეკემბერია.

პროექტი ფერმერები და ბაზარი BP-სა და ნავთობის და გაზის სფეროში მისი ბიზნეს-პარტნიოერების მიერ ინიცირებული და დაფინანსებული საზოგადოებრივი ინვესტირების პროგრამის ნაწილია.

ახალი სატარიფო პაკეტი

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „ჯეოსელი“ აბონენტებს 10 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ახალ სასტარტო პაკეტს - „5-ჯერ მეტს“ შესთავაზებს. სასტარტო პაკეტით „5-ჯერ მეტი“ შეძენისას აბონენტები მიიღებენ: უფასო სიმ-ბარათსა და 15 ლარის სასაუბრო დროს. სასტარტო პაკეტის ფასი 3 ლარია. SIM ბარათის გააქტიურებისთანავე, აბონენტს ანგარიშზე ავტომატურად ჩაერიცხება 3 ლარი. შემდეგ კი, SIM ბარათის გააქტიურებიდან 30-ე, მე-60-ე, 90-ე და 120-ე დღეს ანგარიშზე ჩაირიცხება 3-3 ლარის ბონუს-წუთები შიდა ქსელის ზარებზე. სიმ ბარათის გააქტიურების ბოლო ვადა 2008 წლის 10 დეკემბერია.

ეკონომიკის მდგრადობას დადებითია...

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ, ოქტომბერში გამოცემული მსოფლიო ეკონომიკისა და ფინანსების კვლევის - რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივა: ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის (Regional Economic Outlook: Middle East and Central Asia) მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს უახლოეს გეგმებზე შეიარაღებული კონფლიქტის გავლენის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა შოკის დასაძლევად საკმაოდ მომზადებულია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელებულმა რეკორდულმა რეფორმებმა ქვეყნის ეკონომიკის ელასტიურობა გაზარდა და ძლიერი კერძო სექტორი ჩამოაყალიბა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღნიშნული კვლევის მიხედვით, კონფლიქტის შედეგების დასაძლევად ხელისუფლების ქმედებები სწორად იყო მიმართული და, უმთავრესად, ბანკების ლიკვიდურობის შენარჩუნებაზე, ბაზრის დამშვიდებაზე, გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე იყო ფოკუსირებული, რამაც შედეგი გამოიღო და სიტუაცია დაასტაბილურა. კვლევის ავტორების მოსაზრებით, მთავრობამ ინვესტორთა დარწმუნება და მათი ნდობის შენარჩუნებაც შეძლო.

2008 წლის სექტემბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მხარდასაჭერად 750 მილიონი დოლარი - Stand-By Arrangement დაუმტკიცა, რაც მიმართული იყო ინვესტორების ნდობის გამყარებისა და საერთაშორისო დონორების დახმარების დაჩქარებისკენ. პროგრამის გამოცხადებას დონორებისა და კრედიტორების მიერ საქართველოსთვის გრანტებისა და შეღავათიანი სესხების გამოყოფა მოჰყვა.

შემოსავლები გაიზარდა

2008 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები 165 856 907,72 ლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 22,6 პროცენტით მეტია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აქციზური მარკების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში 2 333 განაცხადი შევიდა, ამ განაცხადების საფუძველზე კი სულ 410 719 162 ცალი აქციზური მარკაა რეალიზებული.

2008 წლის 9 თვეში ბიუჯეტში აქციზური მარკების რეალიზაციიდან შემოვიდა: ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმი - - 67 639 199, 60 ლარი, იმპორტული თამბაქოს ნაწარმი - 71 463 882,40 ლარი, ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლური სასმელების - 8 753 201,44 ლარი, იმპორტირებული წარმოების ალკოჰოლური სასმელების - 3 744 143,64 ლარი, ადგილობრივი წარმოების ლუდი - 10 783 534,72 ლარი, იმპორტული წარმოების ლუდი - 3 472 945,92 ლარი.

აღურიცხავი საწვავი ქვეყანას აზარალებს

საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატრანსპორტო საშუალებები აღურიცხავი საწვავის გაყიდვით ქვეყანას მილიონობით ლარს აკარგვინებენ - აცხადებენ ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირში. როგორც კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, ჩვენს ქვეყანაში აზერბაიჯანიდან ყოველდღიურად შემოდის ირანული და თურქული სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მნიშვნელოვანი რაოდენობა. საშუალოდ, მათი რიცხვი ყოველთვიურად 8-9 ათას ერთეულს შეადგენს. ამ სატრანსპორტო საშუალებებს საწვავით სრული გამართვა ირანში ან აზერბაიჯანში აქვთ მიღებული. აზერბაიჯანში 1 ლიტრი საწვავის ფასი 55 თეთრის ექვივალენტია, ირანში კი - მნიშვნელოვნად ნაკლები. სატრანსპორტო საშუალებებით შემოტანილი საწვავის ოდენობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 265 გ მუხლი არეგულირებს: „აქციზისაგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული“.

გადამზიდავ საშუალებებს, რომლებიც დიდ რეისებს ასრულებენ, დიდი მოცულობის მქონე ავზები აქვთ. რადგან აზერბაიჯანში საწვავის ფასი მნიშვნელოვნად ნაკლებია, ამავდროულად კი საქართველოში ამ ტრაილერებით საწვავის შემოტანაზე არავითარი შეზღუდვა და კონტროლი არ არსებობს, სატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეები მაქსიმალურად დიდი ტევადობის ავზების დამონტაჟებას ცდილობენ. შედეგად, გვხვდება სატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც 1,5-დან 2 ტონამდე მოცულობის ავზები გააჩნიათ, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

მაგალითად, ირანულ ტრაილერს საქართველოს ტერიტორიის გავლისათვის მინიმალური რაოდენობის საწვავი სჭირდებათ, ვინაიდან საქართველოში შემოაქვთ საქონელი და უკან აზერბაიჯანის გავლით ბრუნდებიან. რაც შეეხება თურქულ სატრანსპორტო საშუალებებს, მათ საქართველოს ტერიტორიის გავლისათვის მხოლოდ 150 ლიტრი დიზელის საწვავი ესაჭიროებათ. ჩვენში დიზელის საწვავი დღეს საკმაოდ ძვირია და ლიტრის ფასი 2 ლარს აღწევს. ასე რომ, გადამზიდავ საშუალებებს ავზებით საჭიროზე მეტი რაოდენობით შემოტანილი საწვავის აღურიცხავად გაყიდვის შანსი ეძლევათ. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ინფორმაციით, ამ გზით შემოტანილი დიზელის სარეალიზაციო ფასი 1,40 - 1,50 ლარია, აღურიცხავი საწვავის თვიური მოცულობა კი 4-5 ათას ტონას აღწევს. ცნობისათვის: ეს თვეში საქართველოს ბაზრის დიზელზე მოხმარების მაჩვენებლის დაახლოებით 15 პროცენტია. კავშირში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტი სახელმწიფო ბიუჯეტსაც აზარალებს (მხოლოდ დღგ-სა და აქციზის სახით წელიწადში 18-20 მილიონი ლარი იკარგება). გარდა ამისა, არაკონკურენტუნარიან გარემოში ექცევიან კეთილსინდისიერი მეწარმეები.

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი თხოვნით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომ ქვეყანაში დაწესდეს შესაბამისი შეზღუდვები და კონტროლი საქართველოში შემოტანილ საწვავზე, რაც ბაზრის აღურიცხავი საწვავისა და შემდგომ მისგან გამოწვეული ნეგატიური პროცესებისგან დაცვის საწინდარი იქნება.

სიახლე სადაზღვევო ბაზრისთვის

სადაზღვევო კომპანია ირაო მომხმარებელს უპრეცედენტო სადაზღვევო პროდუქტს - ჯანმრთელობის GOLD დაზღვევას სთავაზობს. ახალი პროდუქტი კორპორატიულ ბაზარზეა გათვლილი. ჯანმრთელობის დაზღვევის GOLD პოლისებში დიაგნოზის დადასტურების ან დამატებითი დიაგნოსტიკური მომსახურების მიზნით მომხმარებელს საშუალება ექნებათ, კონსულტაციები ევროპისა და ისრაელის წამყვან კლინიკებში გაიარონ.

შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება შესაძლებელია ირაოს პროვაიდერ კლინიკებში, კერძოდ, ავსტრიაში - Alligemeines Krankenhause Wien (AKH)-სა და ისრაელში - The Chaim Sheba Mesical Center-ში. ამ პაკეტის ღირებულება 55-60 ლარია. GOLD პაკეტის მომხმარებლებისთვის ყველა სამედიცინო მომსახურება ულიმიტოა. ირაო სამედიცინო მომსახურების ხარჯების 100 პროცენტს ფარავს.

ჯანმრთელობის დაზღვევის GOLD პაკეტი სიახლეა საქართველოს სადაზღვევო ბაზრისთვის, თუმცა, დიდი ხანია დანერგილია მსოფლიოს წამყვანი სადაზღვევო კომპანიების მიერ. პაკეტი საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებზეა გათვლილი.

2 მცირე მეწარმეობასთან მიმართებაში საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კონცეფცია

▲ზევით დაბრუნება


პროექტი

0x01 graphic

თამაზ ვაშაკიძე
ტექნიკურ მეცნიერებათა
დოქტორი, ექსპერტი

ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების უდიდესი ნაწილი მცირე ბიზნესიდან ფორმირდება. შესაბამისად, დიდია მისი მნიშვნელობა და გამომდინარე აქედან, აღნიშნულ სფეროს მხარდაჭერა სჭირდება. ხელისუფლების დამოკიდებულება კი მცირე ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობისადმი არაადექვატურია.

ჟურნალის რედაქციას ხშირად მოგვმართავენ ცალკეული მეწარმეები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ სამსჯავროზე გამოიტანოონ არსებული პრობლემები, გამოთქვან მოსაზრებები და წინადადებები.

ჟურნალში ბიზნესი და კანონმდებლობა სისტემატურად ქვეყნდება მცირე ბიზნესის პრობლემატიკასთან დაკავშირებული პუბლიკაციები. მზად ვართ მომავალშიც სიამოვნებით დავუთმოთ ადგილი ყველა საყურადღებო ალტერნატიულ აზრს. ამჯერად გთავაზობთ, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის თამაზ ვაშაკიძის მცირე მეწარმეობასთან საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კონცეფციის პროექტს.

კონცეფციის მიზანი: საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობაში იმ საბაზო მიმართულებების და პრიორიტეტების ჩამოყალიბება, რომლებიც რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის მაქსიმალურიგათვალისწინებით, დაკავშირებული იქნება ქვეყანაში მცირე მეწარმეობის სამართლებრივი და სამეურნეო მექანიზმის მართვის პრობლემებთან.

კონცეფციის ამოცანა: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში იმ პრიორიტეტების გამოყოფა, რომლებიც ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკის გატარებისას სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებში გაითვალისწინებს მცირე მეწარმეობის განვითარების პრობლემებს.

საქართველოში არსებული და საზღვარგარეთის პოზიტიური გამოცდილებიდან გამომდინარე კონცეფცია ეყრდნობა:

  1. საქართველოს კონსტიტუციას;

  2. საქართველოს კანონს მეწარმეობის შესახებ”;

  3. საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის და განვითარების 2002­2004 წლების პროგრამის დებულებებს;

  4. ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის პროგრამას;

  5. საქართველოს საკანონმდებლო ბაზაში არსებულ იმ კანონებს, რომლებმაც დადებითი გავლენა იქონიეს ქვეყნაში მეწარმეობის, კერძოდ, მცირე მეწარმეობის განვითარებაზე;

  6. საქართველოს კანონსსაინვესტიციო სააგენტოს შესახებ”

რა გვაქვს საამისოდ?

საქართველოში, მცირე მეწარმეობა ამჟამად ხასიათდება შემდეგი მონაცემებით:

ოფიციალურად, საგადასახადოში დეკლარირებული მონაცემებით 2007 წლის II კვარტალში დარეგისტრირებულია დაახლოებით 34000 მცირე საწარმო (რაც რეგისტრირებულ მცირე საწარმოთა საერთო რაოდენობის 40%25 - ს შეადგენს). მათმა მთლიანმა ბრუნვამ 534.4 (ბიზნეს-სექტორის პროდუქციის მთლიანი გამოშვების 14.2%25), ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 247,8 (ბიზნეს-სექტორის პროდუქციის მთლიანი გამოშვების 11,9%25) მლნ. ლარი შეადგინა. მცირე საწარმოებში საქონლის და მომსახურების მთლიანმა გაყიდ­ ვებმა 397, გასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების გაყიდვებმა - 297.8, ხოლო მთლიანმა ინვესტიციებმა ფიქსირებულ კაპიტალში 1.8 მლნ. ლარი შეადგინა.

მცირე ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობამ 87990 პირი (ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 26.5%25) შეადგინა. საქმიანობის სახეთა მიხედვით მცირე საწარმოთა მთლიან ბრუნვაში პრევალირებს: ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 59 %25; გადამამუშავებელი მრეწველობა - 12%25; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 8.2%25; მშენებლობა - 9%25, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 11.8%25. ამასთან, ქვეყნის მცირე მეწარმეობის თითქმის 44%25 თავმოყრილია თბილისში.

„ჩრდილოვანი ეკონომიკის“ წილი ოფიციალური მონაცემებით საშუალოდ დარგების მიხედვით 15%25, საექსპერტო მონაცემებით კი 60-%25-ზე მეტია. რეგისტრირებულ საწარმოთა საერთო რაოდენობის მიხედვით 1000 სულ მოსახლეზე 20 საწარმო მოდის, ხოლო რეალურად მომუშავეთაგან დაახლოებით - 9, რაც ძალზე დაბალი მაჩვენებელია (მაგალითისათვის: უნგრეთში 1000 სულ მოსახლეზე 32 საწარმო მოდის, ჩეხეთში 36, ხოლო პოლონეთში 40).

მცირე მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკის პრინციპები და პრიორიტეტები

მცირე მეწარმეთა სახელმწიფო მხარდაჭერის და მისი ეფექტიანობის პრინციპები:

1. ხელის არ შეშლა - ეს უკვე ხელის შეწყობაა;

2. დეკლარირებული ზომების და განზრახვების რეალური განხორციელებადობა და რესურსული უზრუნველყოფა;

3. მიზნობრიობა და პრიორიტეტულობა;

4. ბიზნეს­ასოციაციებთან და ბიზნეს­გაერთიანებებთან პერმანენტული დიალოგი და თანამშრომლობა.

მატერიალური წარმოების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და მისმა სოციალურმა მიმართულებამ სხვადასხვა სამეურნეო სფეროში მცირე მეწარმეობას ხელსაყრელი პირობები უნდა შეუქმნას, შეასუსტოს მისი ჩრდილოვანი და კრიმინალური ხასიათის აღმავლობის პირობები, გაითვალისწინოს სოციალური ასპექტები.

ქვეყანაში მცირე საწარმოების (მათ შორის ინდივიდუალური საწარმოების) საერთო რაოდენობის და პროდუქციის გამოშვების მოცულობის ზრდა და მომსახურების დივერსიფიკაცია დამოკიდებულია შემდეგ უმთავრეს პირობებსა და ფაქტორებზე:

­ ხელსაყრელი სამეწარმეო გარემოს შექმნა:

ამ მხრივ საქართველოში გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც განსაკუთრებით საწარმოთა რეგისტრაციის და ლიცენზირების გამარტივებას ეხება. მიმდინარე ეტაპზე აუცილებელია მცირე მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე იქნება მიმართული.

­ საგადასახადო ტვირთის შემცირება, დაბეგვრის და ანგარიშსწორების პროცედურების გამარტივება. მცირე მეწარმეობის ახლად შექმნილ ობიქტისათვის ე.წ. საგადასახადო არდადეგების (Tax Holidays) დაწესება, რაც პირველ რიგში წარმოების, ინოვაციების და სოციალური სფეროს დარგებისათვის ­ სამედიცინო ცენტრები, განათლების დაწესებულებები, ახალი ტექნოლოგიების დამნერგავ საწარმოებზე უნდა იყოს მიმართული.

სალარო აპარატების შემოღებასთან დაკავშირებით და საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ჯონ დ. სალივანის თბილისში 2006 წლის 25­26 ოქტომბერს მოხსენებაში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემოღებულ იქნას მცირე მეწარმეობის სხვადასხვა სექტორისათვის დიფერენცირებული ფიქსირებული გადასახადი.

­ კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მცირე მეწარმეობის ობიექტების რაოდენობის ზრდის დაჩქარება;

თანახმად გაეროს განვითარების პროგრამისა: სამეწარმეო საქმიანობის აქტივიზაცია პარტნიორობის განვითარების მეშვეობით სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის მოხდეს ბიუჯეტიდან და შემოსული გრანტებიდან ფინანსური სახსრების მობილიზება კრედიტის საგარანტიო ფონდების სისტემის შექმნისათვის, რაც ხელს შეუწყობს მიკროდაფინანსების და მიკროდაკ­ რედიტების ფართო გავრცელებას;

­ განსაკუთრებით შესწავლილ უნდა იქნეს ნობელის პრემიის ლაურეატის, ბანგლადეშელის მუჰამედ იუნუსის მეთოდოლოგია;

­ ბევრად ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ლიზინგისა და ფრანჩაიზინგის შესაძლებლობები, მცირე მეწარმეობის ინფრასტრუქტურის ელემენტები - ბიზნეს­საკონსულტაციო ცენტრები, რომლებსაც გარკვეულ სიტუაციებში შეუძლიათ შეასრულონ ბიზნეს­ინკუბატორების, სამეცნიერო, ტექნოინჟინერული და ინოვაციური პარკების როლი;

­ მცირე მეწარმეობის სფეროში საკანონმდებლო და სახელისუფლებო გადაწყვეტილებათა შესრულების უწყებათაშორისი მონიტორინგის დაწესება;

­ მსყიდველობით უნარიანობის ზრდის პროცესების აქტივიზაცია, მოსახლეობის 50­60%25­ის სიღარიბის თანდათანობითი გადალახვა, რაც შეამსუბუქებს მომხმარებლის ე.წ. „კონსერვატიული“ ქცევის ტიპს.

მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის და
განვითარების უმთავრესი პრიორიტეტები

1. მცირე მეწარმეობის ნორმატიული­სამართლებრივი რეგულირების და შექმნილი რეალობის ადეკვატური სამეურნეო მექანიზმების მართვის კანონშემოქმედებითი მუშაობის ჩატარება;

2. მცირე მეწარმეობის პრობლემების გადაწყვეტის მართვის მაკოორდინირებელი ქმედითი და ეფექტიანი სტრუქტურის ჩამოყალიბება;

3. მცირე მეწარმეობის საფინანსო ­ საკრედიტო მხარდაჭერა, მიკროფინანსირების ფართო განვითარება.

არსებულ სისტემაში ძალიან ჭირს ახლად დაარსებული საწარმოთა დაკრედიტება. ამასთან მცირე მეწარმეობისათვის პირველადი კაპიტალის შექმნა უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს, რაც საბანკო კრედიტმა ნაწილობრივ მაინც უნდა გადაწყვიტოს.

მცირე მეწარმეობისათვის გრძელვადიანი და შედარებით დაბალ საპროცენტო განაკვეთიანი კრედიტების გასაცემად აქტუალური ხდება სპეციალური ბანკების, საკრედიტო კავშირების, ურთიერთდაკრედიტების საზოგადოებების შექმნა.

4. მცირე მეწარმეობის განვითარების საჭიროებისათვის სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების გადაცემა (იჯარა­გამოსყიდვით და ა.შ.) და სახელმწიფო დაკვეთების სისტემის მექანიზმების სრულყოფა;

5. მცირე მეწარმეობის საკადრო პოლიტიკის განვითარება იმ არასამთავრობო სამეწარმეო ორგანიზაციების ადამიანური რესურსით, ვისაც ძალუძს მეწარმეობის ინტერესების დაცვა;

6. მცირე მეწარმეობაში მატერიალური წარმოების სფეროს მნიშვნელობის მკვეთრი გაზრდა, რაც ქვეყნის სამეურნეო მექანიზმის საფუძვლად იქცევა;

7. მცირე მეწარმეობის საკადრო პოლიტიკის გადაწყვეტა მომზადება­გადამზადების და რეკვალიფიკაციის ფაკულტეტების ჩამოყალიბებით ნებისმიერი პროფილის უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში;

8. მცირე მეწარმეობის მნიშვნელობის ინფორმაციულ­პროპაგანდისტული კამპანია და საერთაშორისო კავშირების მხარდაჭერა.

საქართველოში მცირე მეწარმეობის საკანონმდებლო უზრუნველყოფის ძირითადი პრობლემები და პრიორიტეტული მიმართულებები

მეწარმეობის, კერძოდ, მცირე მეწარმეობის შესახებ საკანონმდებლო ბაზაში ცენტრალური ადგილი უჭირავს კანონს მეწარმეობის შესახებ. ამ კანონის ბევრი დებულება აღარ შეესაბამება შექმნილ მდგომარეობას. აუცილებელია ამ კანონის ხელახალი რედაქტირება ისე, რომ მასში შედიოდეს ყველა დებულება, განმარტება, განსაზღვრა, კრიტერიუმები, ფინანსური, ქონებრივი და სხვა ფორმის მხარდაჭერის მექანიზმები.

საგადასახადო კოდექსში ცალკე თავად უნდა გამოიყოს ის პრეფერენციები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოიყოს მცირე მეწარმეობისათვის, აგრეთვე გადასახადების გადახდის რამდენიმე ალტერნატივა, რომლის არჩევის საშუალება მიეცემა მცირე საწარმოს.

მართლზომიერად მიგვაჩნია მცირე მეწარმეთა მხარდასაჭერად საკანონმდებლო დონეზე დაწესდეს თანხების გამოყოფა ბიუჯეტიდან (1%25) და შემოსული გრანტებიდან 10%25.

დაიხვეწოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, სადაც ცალკე უნდა გაიწეროს, რომ ნებისმიერი ტენდერის მინიმუმ 40%25 გადანაწილდეს მცირე საწარმოებზე.

მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა, ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრა ჯერჯერობით ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საინოვაციო გზაზე გადასვლის აუცილებლობა გვაიძულებს უმოკლეს ხანში ინოვაციური მეწარმეობის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნის საკითხების განხილვას, რაც სავალუტო რეგულირების და კონტროლის, აგრეთვე საბიუჯეტო კანონმდებლობის და საგადასახადო-საბაჟო კოდექსების დამატებით განხილვას გამოიწვევს.

2006 წლის 16 თებერვალს შეჩერდა კანონის მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის შესახებ მოქმედება. დღეისათვის მცირე მეწარმეობის სტატუსი და კრიტერიუმები მოცემულია კანონში საინვესტიციო სააგენტოს შესახებ რაც მიუღებელია.

ეკონომიკის განვითარების და სიღარიბის დაძლევის პროგრამაში აღნიშნულია როგორც მცირე, ასევე მიკრო საწარმოების საქმიანობის სახეები, რასაც ეხმიანება და ეთანხმება საქართველოში მიკრო-დაფინანსების მოთხოვნის გამოკვლევა (USAID). ამ წყაროებში ჩამოთვლილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების უარყოფა არ შეესაბამება საბაზრო გარდაქმნებს, მსოფლიოში არსებულ ტრადიციებს და საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში გაერთიანების სურვილს. ამ ფორმებმა ისტორიულად ჰპოვეს ფართო გავრცელება და მთლიანად პასუხობენ მსოფლიო მეწარმეობის სულისკვეთებას, მენტალიტეტს და ზნეობრივ საფუძვლებს.

დასკვნითი ნაწილი

მცირე მეწარმეობის ადგილი და როლი ცივილიზირებულ საბაზრო ეკონომიკაში მისი ფუნქციებით განისაზღვრება. განვითარებულ ქვეყნებში მცირე მეწარმეობამ თავი დაიმკვიდრა იმით, რომ:

1. აწარმოებს მშპ ძირითად ნაწილს;

2. ასაქმებს შრომისუნარიანი მოსახლეობის ჭარბ უმრავლესობას;

3. განახორცილებს ინოვაციების საერთო რაოდენობის დიდი ნაწილის დანერგვას, რაც სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დამკვიდრებას უწყობს ხელს;

4. ახორციელებს უშუალო ზემოქმედებას საზოგადოების სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობაზე, რაც საშუალო ფენის ჩამოყალიბების უმთავრესი ფაქტორია.

საქართველოში მცირე მეწარმეობის საშუალებების გამოყენება ჩამოთვლილი ფუნქციების ადეკვატურად ჯერ არ წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის რეალურ პრიორიტეტს. აუცილებელია, რომ მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ზომები გამომდინარეობდეს ან უშუალოდ უკავშირდებოდეს პრივატიზაციის პროცესს, საგადასახადო-საბაჟო და ბიუჯეტის სისტემების გარდაქმნას, მოსახლეობის სოციალური დაცვის ზომებს.

აუცილებლად გასათვალისწინებელია მცირე მეწარმეობის რეგიონული განვითარების და მხარდაჭერის სისტემის სრულყოფა, სადაც ლოკალური ვითარების გათვალისწინებით არ არსებობს დამოუკიდებელი სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა (მაგალითად, მაღალმთიანი რაიონები).

მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროცესების დიდი ნაწილი გამოირჩევა ფორმალობით და გამოსწორების ზომების ზეპირი დეკლარირებით, განსაკუთრებით შესაბამისი მიზნობრივი რეგიონული პროგრამების რეალიზაციისას. ადგილობრივ ადმინისტრაციებში სახეზეა შესაბანისი კადრების უკმარისობა ან მათი ძალზე დაბალი კომპეტენცია. რეგიონებში სახეზეა ბიზნეს-ასოციაციების არასაკმარისი აქტივობა და სახელმწიფო სტრუქტურებთან სუსტი ურთიერთთანამშრომლობა.

ვინაიდან წინამდებარე კონცეფციის პროექტი საქართველოში მეწარმეობის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მცდელობაა, იგი მიეკუთვნება იმ დოკუმენტთა ჩამონათვალს, რომლებიც მოწოდებულია, რომ მათში დასმული პრობლემების განხილვა განხორციელდეს ხელისუფლების უმაღლეს რგოლებში საკითხების უღრმესი შესწავლით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ახალი ფინანსურ-ეკონომიკური სისტემის ფორმირებასთან.

აქედან გამომდინარე, მცირე მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი მოდელის შემუშავება, საბაზრო კვლავწარმოებაში მცირე მეწარმეობის ფართო მონაწილეობით უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს სტრატეგიულ მიზანს, რაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობისათვის ნიშნავს:

1. მცირე მეწარმეობის მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს კანონით დაფუძნებულ პრიორიტეტების საფუძველზე.

2. მცირე მეწარმეობის პროფესიული ინტერესების დაცვის კავშირის შექმნის ხელშეწყობა (მაგალითად, „საქართველოს თვითდასაქმებულთა და ინდივიდუალური წარმოების სფეროში მომუშავეთა პროფესიული კავშირი”, რომელიც 2007 წლის ბოლოს შეიქმნა) და სახელმწიფო პოლიტიკის გატარება ამ კავშირების საქმიანობის კოორდინაციით;

3. ბიზნესის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურების რეკეტისაგან;

4. სახელმწიფო მცირე მეწარმეობის სტრატეგიული პარტნიორი უნდა გახდეს და უზრუნველყოს მისი საქმიანობისათვის ეკონომიკურად მიმზიდველი და სამართლიანი სამეურნეო პირობები, რაც კაპიტალის ბაზარზე ხელმისაწვდომობას, ინვესტიციების მიღებაში დახმარებას, წარმოების და რეალიზაციის სფეროში არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან დაცვას გულისხმობს;

5. ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლებრივი სტრუქტურების კოორდინირება მათ მიერ სპეციალიზებული ორგანიზაციების (ფონდი, ცენტრი, სააგენტო) შექმნაში, რომლებიც მცირე მეწარმეობის ინტერესების გათვალისწინებით, სამეურნეო პარტნიორების რანგში სახელმწიფოს სახელით და დავალებით, აუცილებელ სამუშაოებს და მომსახურებას შეასრულებენ.

3 როგორ ჩავატაროთ აქციონერთა საერთო კრება სააქციო საზოგადოებაში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ბორის ჯანჯალია
საერთაშორისო საფინანსო
კორპორაციის სპეციალისტი

ახალი წელი ყოველთვის დაკავშირებულია ახალ იმედებსა და პერსპექტივებთან, ამასთან ერთად, ის გასული წლის შედეგების შეფასებისა და სათანადო დასკვნების გამოტანის კარგ შესაძლებლობას იძლევა. იგივე შეიძლება ითქვას საწარმოებთან მიმართებაში, ერთის მხრივ, ის დაკავშირებულია საწარმოს წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებსა და წამოწყებებთან, ხოლო მეორეს მხრივ, მოითხოვს საწარმოს და მმართველობის ორგანოების მიერ გაწეული სამუშაოს შეფასებას და ამავდროულად, საწარმოსთვის მნიშვნელოვანი სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებას.

ზუსტად ამ მიზნებს ემსახურება სააქციო საზოგადოებაში აქციონერთა მორიგი საერთო კრება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წლიური ბალანსის შედგენიდან 2 თვის ვადაში უნდა ჩატარდეს (თუ სააქციო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არის გათვალისწინებული) და რომელზეც განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა შესაძლო საკითხები. აქციონერთა საერთო კრებას, როგორც საწარმოს მმართველობის უმაღლეს ორგანოს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი რეალურ შესაძლებლობას აძლევს აქციონერებს მიიღონ ინფორმაცია საწარმოს საქმიანობის, მიღწევების, სამომავლო გეგმების შესახებ და გადაწყვიტონ საწარმოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები. რაც შეეხება უმცირესობაში მყოფ აქციონერებს, საერთო კრება მათთვის, როგორც წესი, წარმოადგენს ერთადერთ რეალურ შესაძლებლობას, მიაწვდინონ ხმა კომპანიას და პირადად შეხვდნენ მმართველობის ორგანოების წევრებს.

მორიგი საერთო კრების მოწვევა და ჩატარება მარტივი საქმე არ არის - ის დაკავშირებულია სხვადასხვა კატეგორიის ღონისძიებებსა და პროცედურებთან, რომლებიც კომპანიისგან სერიოზულ მომზადებას მოითხოვს და ხშირად არც თუ ისე კარგადაა გაწერილი მოქმედი კანონმდებლობით. მაგალითისთვის შეიძლება მივიყვანოთ მორიგი საერთო კრების მოწვევის თარიღი, რომელიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54­ე მუხლის მე­2 პუნქტის თანახმად, მოიწვევა 20 დღის ვადაში წესდებით განსაზღვრული ორგანოს მიერ (სამეთვალყურეო საბჭო, ან დირექტორები) ბეჭდვით ორგანოში გამოცხადებით ან აქციონერებისთვის მოსაწვევის გაგზავნით, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საერთო კრების ჩატარების თარიღთან მიმართებაში. ვინაიდან, მართალია, საწარმოთა უმეტესმა ნაწილმა სწორად ჩათვალა, რომ მორიგი საერთო კრება უნდა ჩატარდეს შეტყობინების გაკეთებიდან 20 დღის შემდეგ, საწარმოთა გარკვეულმა ნაწილმა ჩაატარა საერთო კრება შეტყობინების გაკეთებიდან 20 დღის განმავლობაში, რაც რა თქმა უნდა, ვერ მისცემდა მათ აქციონერებს სათანადო დროს საერთო კრებისთვის მოსამზადებლად. მეორე საკითხი, რაც, ასევე შეიძლება პრობლემური გახდეს, როგორც აქციონერებისთვის, ისე თავად საწარმოსთვის - საერთო კრების სააღრიცხვო დღეა, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს მიერ უნდა დადგინდეს საერთო კრების ჩატარებამდე სულ ცოტა 45 დღით ადრე და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სააღრიცხვო დღიდან საერთო კრების ჩატარებამდე შესაძლებელია განხორციელდეს აქციონერთა ცვლილება, მათ შორის დომინანტი აქციონერების,

აღნიშნული ლოგიკურად გამორიცხავს მათ მონაწილეობას საერთო კრების მუშაობაში. აქვე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ კანონის დღევანდელი რედაქცია ვერ პასუხობს მოქმედ საერთაშორისო პრაქტიკას, ვინაიდან, როგორც წესი, სააღრიცხვო დღე დგინდება საწარმოს წესდებით ან უფრო ახლოა საერთო კრების ჩატარების დღესთან, ვიდრე ეს დადგენილია მეწარმეთა შესახებ კანონის მოქმედი დებულებებით. ასევე უნდა ითქვას, რომ თავის დროზე ამ მიდგომის შემოღება მნიშვნელოვნად განპირობებული იყო წარმომდგენზე აქციების მფლობელთა არსებობის გამო, რომელთა იდენტიფიკაცია ხშირად არც თუ ისე იოლი იყო.

არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია აქციონერებისთვის შეტყობინება საერთო კრების ჩატარების შესახებ, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ხორციელდება ბეჭდვით ორგანოში გამოცხადებით ან მოსაწვევის გაგზავნით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საწარმოს კაპიტალის არანაკლებ 1%25­ზე მფლობელ აქციონერებს, რომლებსაც მოსაწვევი უნდა დაეგზავნოთ დაზღვეული ფოსტით. ამასთან ერთად, განსხვავებული მოთხოვნაა დაყენებული ანგარიშვალდებულ საწარმოთა მიმართ, რომლებმაც უკვე 0,5%25­ის მფლობელ აქციონერებს უნდა შეატყობინონ საერთო კრების ჩატარებაზე, ხოლო აქციათა 0,5%25­ზე ნაკლების მფლობელ აქციონერებისთვის განათავსონ განცხადება სპეციალურად საამისოდ დადგენილ ბეჭდვით ორგანოში. აქვე აღსანიშნავია, რომ აქციონერთა შეძლებისდაგვარად მაქსიმალური რაოდენობის მოწვევის მიზნით, უცხოეთში აპრობირებული და საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა ელექტრონული ფოსტით მოსაწვევის გაგზავნა და შეტყობინების განთავსება საწარმოს ვებგვერდზე კრებასთან დაკავშირებულ სხვა მასალებთან ერთად. სამწუხაროა, რომ აქამდე საქართველოში მოქმედ საწარმოთა მხოლოდ 5%25 იყენებდა ელექტრონულ ფოსტას და ვებ­გვერდს აქციონერებისთვის შეტყობინების მიზნით, ხოლო უმეტესობამ (69,7%25) გამოიყენა გაზეთით შეტყობინების ხერხი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოქმედი კანონმდებლობით კრების ჩატარებამდე მოწვევასთან ერთად, ასევე, უნდა გამოცხადდეს დღის წესრიგი, მმართველობის ორგანოების რეკომენდაციები დაყენებულ საკითხებთან მიმართებაში, დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წლიური ანგარიშის ასლები შესაძლო ცვლილებები წესდებაში და ის პროცედურები, რომელთა გამოყენებით, აქციონერს შეუძლია კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეამოწმოს თავისი მონაწილეობის უფლება საერთო კრების მუშაობაში, აშკარაა, რომ ინტერნეტის საშუალებით შეტყობინების გაკეთება ძალზედ გაამარტივებდა აქციონერებისა და საწარმოს ურთიერთობას.

0x01 graphic

აქციონერებისთვის გასაგზავნ მასალებთან მიმართებაში, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხებზე, რომლებსაც უნდა შეიცავდეს კრების დღის წესრიგი: კრების ჩატარების ადგილი (როგორც წესი, საწარმოს იურიდიული მისამართი, თუმცა, კანონი ითვალისწინებს კრების საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ჩატარების შესაძლებლობას (სავარაუდოდ, იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ოფისი არ არის იმდენად დიდი, რომ დაიტიოს კრების ყველა მონაწილე აქციონერი), დრო და სახეობა; კრებაზე განსახილველი საკითხების ჩამონათვალი; პროცედურები, რომელთა გამოყენებით აქციონერებს შეუძლიათ მოითხოვონ განმარტებები და დამატებითი ინფორმაცია განსახილველ საკითხებთან მიმართებაში; ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საერთო კრების მუშაობაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ანიჭებს აქციონერს უფლებას მიიღოს მმართველობის ორგანოების განმარტებები გარკვეულ საკითხებზე, ხოლო მოთხოვნის წერილობით დაყენების შემთხვევაში საერთო კრებამდე 10 დღით ადრე, ის უნდა განხილულ იქნეს როგორც საერთო კრების დღის წესრიგის ერთ­ერთი საკითხი და უარი ამაზე აქციონერს შეიძლება ეთქვას მხოლოდ საწარმოს არსებითი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც წერილობით უნდა იქნეს დადასტურებული.

რაც შეეხება თვით საერთო კრების ჩატარების დღეს, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსამზადებელი სამუშაო სათანადოდ მომზადდეს, განსაკუთრებით ის პროცედურები, რომლებიც უკავშირდება აქციონერთა რეგისტრაციას, მათ შორის, იმ პირთა, ვინც მოქმედებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საფუძველზე ანუ მინდობილობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველია, რომ საწარმოს შიდა ნორმატიული აქტით წინასწარ გაიწეროს აქციონერთა რეგისტრაციის პროცედურები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი გაუგებრობა, რამაც შეიძლება შემდგომში დროში გაწელოს კრების დაწყება და შეაფერხოს მისი მუშაობა. ასევე სასურველია, რომ კრება არ დაიწყოს დილის 9 საათზე ადრე და არ გაგრძელდეს საღამოს 11 საათის შემდეგ, ვინაიდან ძალზე გადატვირთულმა და დამქანცველმა დღის წესრიგმა

შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს მიღებულ გადაწყვეტილებათა ხარისხზე.

საერთო კრებას, როგორც წესი, უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში - კანონით გათვალისწინებული სხვა პირები. ასევე, მნიშვნელოვანია საერთო კრების გადაწყვეტილებაუნარიანობის საკითხი, ვინაიდან, თუ პირველი მოწვევით ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონით გათვალისწინებული ქვორუმი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეადგენს ხმის უფლების მქონე აქციონერთა ნახევარზე მეტს (თუ წესდებით სხვაგვარად არ არის დადგენილი), მაშინ მოიწვევა ახალი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მას დაესწრება ხმის უფლების მქონე აქციონერთა 25%25 მაინც, ამ შემთხვევაშიც ქვორუმის მიუღწევლობის შედეგად მოიწვევა ხელახალი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მიუხედავად კრებაზე წარმოდგენილი აქციონერების რიცხვისა. ბუნებრივია, რომ კრების ქვორუმის არქონა დროში წელავს საწარმოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, ამასთან ერთად, შემდგომში შეიძლება განაწყენებულმა აქციონერმა სადავო გახადოს მეორე ან მესამე მოწვევის შედეგად მოწვეულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება საერთო კრების მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს, თუ სააქციო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ისინი, როგორც წესი, მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით (გამონაკლისია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება ცვლილებების შეტანას საზოგადოების წესდებაში და მის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციას, ისევე როგორც აქციონერების მიერ აქციების უპირატესი შესყიდვის უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმებას, რომელთა მიღებას ესაჭიროება დამსწრე აქციონერთა ხმების 3/4). გადაწყვეტილებები მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრის გზით. მიუხედავად იმისა, რომ საერთო კრების მიერ მისაღები ყველა გადაწყვეტილება შინაარსობრივად მნიშვნელოვანია საწარმოსთვის, კორპორაციული მართვის თვალსაზრისით განსაკუთრებულ ადგილს იკავებს იმ გადასაწყვეტ საკითხთა წრე, რომელიც შეეხება საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევას და გამოწვევას, მათი ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტას, აქციონერების მიერ აქციების შესყიდვის უპირატესი უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმებას, დირექტორების და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშების დამტკიცებას, აუდიტორის არჩევას, სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასა და წარმომადგენლის დანიშვნას.

შესაბამისად, საერთო კრების ორგანიზაციისას ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მას დაესწროს რაც შეიძლება მეტი აქციონერი და ამავდროულად, ამ ღონისძიებამ ხელი შეუწყოს საწარმოს წინაშე მდგარი ამოცანების ეფექტურ გადაწყვეტას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა აქციონერებისა, საერთო კრებას, როგორც წესი, ესწრებიან სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, დირექტორები, ნოტარიუსი, ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელი პირი და სხვა სპეციალურად კრებისთვის მოწვეული პირები, რომელთა ცოდნა, ან გამოცდილება შეიძლება საჭირო იყოს ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად.

საერთო კრების ჩასატარებლად ზემოთ ჩამოთვლილი მოსამზადებელი სამუშაოების მნიშვნელობის მიუხედავად, აგრეთვე, არანაკლებ საყურადღებოა თუ რამდენად სწორადაა შედგენილი საერთო კრების ოქმი. მართალია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედი ვერსია უკვე არაფერს ამბობს ოქმის შედგენის აუცილებლობაზე, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი მაინც შედგეს, რათა სრულად ასახოს კრების მსვლელობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საერთო კრების ოქმი სასურველია მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ოქმის შედგენის დრო და ადგილი (მაგალითად, ქ. თბილისი, 2008 წლის 10 აპრილი, თუ კრება რამდენიმე დღე გრძელდება, საჭიროა ამ დროის მონაკვეთის მითითება, თუმცა ცალკე უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების მიღების დღე), ოქმის შემდგენი ნოტარიუსის მონაცემები (ნოტარიუსის სახელი და გვარი, სანოტარო ბიუროს მონაცემები), ინფორმაცია კრების გადაწყვეტილებაუნარიანობის შესახებ (მათ შორის აღნიშვნა, თუ მერამდენე მოწვევის შემდეგ გახდა კრება გადაწყვეტილებაუნარიანი), კრების დღის წესრიგი, გადაწყვეტილებების მიღების ფორმა (ფარული თუ ღია), ხმის დათვლის პროცედურა, დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება (მისი შინაარსი, ასევე, ამ გადაწყვეტილების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა).

ძირითადად, ეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხია, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარებისას. გვსურს დავძინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობა, ასევე, ითვალისწინებს იმ შემთხვევას, როდესაც არ არის სავალდებულო საერთო კრების ჩატარება - თუ 75%25 საწესდებო კაპიტალის ერთპიროვნულად მფლობელი აქციონერი მიიღებს გადაწყვეტილებას საკითხზე, მაშინ, ეს გადაწყვეტილება კრების ოქმის ტოლფასია და კრების გადაწყვეტილებად ითვლება (ამ შემთხვევაში, დანარჩენ აქციონერებს ეგზავნებათ შეტყობინება მიღებული გადაწყვეტილების შესახებ). თუმცა, კარგი კორპორაციული მართვის პრინციპებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც სასურველია ჩატარდეს საერთო კრება, ვინაიდან დარჩენილი 25%25 მფლობელ აქციონერს (აქციონერებს) შეიძლება გააჩნდეს განსხვავებული, შესაძლოა უკეთესი ხედვა განსახილველ საკითხთან მიმართებაში.

ვფიქრობ, მოცემულ სტატიაში მოყვანილი მოთხოვნები, თუ რეკომენდაციები დაგეხმარებათ და საერთო კრების ეფექტურად ჩატარებაში.

4 როგორ გადავჭრათ აგრარული პრობლემა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლევან ტაბიძე
ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი;
ფიზიკა­მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

ერთმა მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწემ, ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში მოყვანილი ინოვაციური ტექნოლოგიების განხილვისას, გამოთქვა აზრი: პირველ რიგში, ჩვენ ქართველი მეცნიერების მიღწევების დანერგვისთვის უნდა ვიზრუნოთო. მისი აზრით, მეცნიერული მიღწევები კუთხური ყოფილა. თუ ქართველმა მეცნიერმა ურემი გამოიგონა და ჩინელმა მანქანა, პრიორიტეტი ურემს უნდა მივცეთ, რადგან ის ქართულია. ამაზე მეტი აბსურდი რა გვინდა?

აღნიშნული ტექნოლოგიები პანაცეა არაა. ჩემი ინფორმაციის წყაროს რუსეთის საპატენტო ბიურო წარმოადგენს. ამდენად, ქართველ მეცნიერთა მიღწევები ჩემთვის უცნობია. ღრმად ვარ დარწმუნებული, ბევრად ეფექტური აღმოჩენების არსებობაში, რადგან მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაშინ რა უშლის ხელს ჩვენს ჩინოვნიკებს, აღნიშნული მიღწევების დანერგვაში?

ნებისმიერი საზოგადოების განვითარება დამოკიდებულია მის ინტელექტზე. იმისდა მიხედვით, თუ როგორი ინტელექტის მქონეა მოცემული საზოგადოება, შესაძლებელია მივხვდეთ შეხება გვაქვს განვითარებულ, თუ განვითარებად ქვეყანასთან. ინტელექტის დონეს, ამ საზოგადოების მიერ, მოცემულ დროსა და გარემოში სწორად დასმული კითხვები განსაზღვრავს. რაც უფრო სწორადაა კითხვა დასმული, მით უფრო ადვილია პასუხის პოვნა. დიახ, სწორად დასმული კითხვა, უმოკლესი გზაა სწორი ინფორმაციის მისაღებად. ნებისმიერი მეცნიერული აღმოჩენა პასუხია იმ კითხვაზე, რომელსაც ერთეული პიროვნება, ინსტიტუტები, ან მთელი კაცობრიობა იძიებს წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ სრულად გავათვითცნობიერებთ ჩვენი საზოგადოების განვითარების დონეს და იმ მდგომარეობას, რომელშიაც აღმოვჩნდით, მივხვდებით: - რა გაგვიკეთებია და რა შედეგები მიგვიღია, ამის შემდეგ ადვილად დავსვამთ კითხვას: „რა გავაკეთოთ?“

უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი დაავადდა სენით, რომელსაც მე რომ ვიყო (პრეზიდენტი, მილიონერი, მინისტრი და სხვა) ჰქვია. ქართველი კაცი საკუთარი ტყავიდან გამოძრომას და სხვის ტყავში გახვევაზე ფიქრობს. ასეთი ადამიანებისაგან შემდგარი საზოგადოება ქვეცნობიერად ერთეულ პიროვნებებზე დამოკიდებული ხდება, რომელთა ავტორიტეტი მათთვის ხელშეუხებელია. ყოველივე ამან საზოგადოების ინტელექტუალური დონის დაცემა და ქვეყნის კატასტროფამდე მიყვანა გამოიწვია.

როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნის ბედი ბეწვზე კიდია. ბეწვი კი, საზოგადოების იმ პატარა ნაწილის აზრია, რომელსაც ქართული აზროვნება ჰქვია. ერთხელ, მოსკოვში პირადი, შინაურული საუბრისას, ერთმა ცნობილმა რუსმა სახელმწიფო მოღვაწემ მითხრა: „ჩვენი უმეტესი პოლიტიკური მიღწევები ქართველ პოლიტოლოგთა აზრების ნაყოფიაო“. ბევრი ასეთი ერისკაცების მხრებს აწევს საქართველოს ხვალინდელი დღე, რომელთა ცოდნასა და გამოცდილებას ბრწყინვალედ იყენებს გადამთიელი.

რა მოხდა ჩვენს აზროვნებაში? რატომ ვეძებთ თავშესაფარს სხვის ჭერის ქვეშ? რატომ ვიცილებთ პასუხისმგებლობას საკუთარი ოჯახის, ერის და ქვეყნის წინაშე?

ნუთუ, ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი უსაფრთხოების შექმნა?

ნამდვილად შეგვიძლია, უფრო მეტიც, უახლოეს 5 წელიწადში, საქართველო საკუთარი ეკონომიკით და ცხოვრების დონით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გვერდით დადგება.

ამისათვის იმ პრობლემების გათვითცნობიერებაა საჭირო, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობით პროცესებთანაა დაკავშირებული.

პირველ რიგში, გავარკვიოთ, თუ რა გაგვაჩნია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალებიდან; ბუნებრივი რესურსები? არ გაგვაჩნია! დაგროვილი კაპიტალი? არ გაგვაჩნია! შრომითი რესურსები? არ გაგვაჩნია! (იმყოფება ემიგრაციაში). ტექნიკური პროგრესი? არ გაგვაჩნია!

სამწუხაროდ, არაფერი არ გვქონია. მაგრამ, ყველაზე უმძიმეს მდგომარეობაშიც კი, თუ მივხვდებით რა გვინდა, გამოსავალს ძალიან ადვილად ვიპოვით.

მაგალითისთვის განვიხილოთ ორი პრობლემა, რომელიც აქილევსის ქუსლი იყო ყოფილი და არის დღევანდელი სახელმწიფო მმართველი აპარატისთვის.

როგორ ავაღორძინოთ ქართული სოფელი?

საქართველოს ხილით მდიდარი რეგიონებისათვის სოფლად მცხოვრებთა ძირითადი შემოსავალი ხილის დამზადებითაა განპირობებული და ამ შემოსავლების სიდიდეს, ხილის შესასყიდი ფასები განსაზღვრავს. ხილის უდანაკარგოდ დამზადების და მასზე შესასყიდი ფასების გაზრდით, შევძლებთ გადავჭრათ არა მარტო სოციალური დაძაბულობა, არამედ დავიწყოთ სოფლად აღმშენებლობითი პროცესები. აღებული მოსავლის რეალიზაცია დამოკიდებულია არსებული გადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრეზე, მათ რაოდენობაზე, მიღებული პროდუქციის ნომენკლატურაზე, ხარისხზე, მის მოთხოვნილებაზე და გადასამუშავებელ ტექნოლოგიაზე. არსებული საწარმოები, რომლებიც მხოლოდ ხილის წვენებად გადამუშავებითაა დაკავებული, არ იძლევა შესასყიდი ფასების გაზრდის საშუალებას, რადგან წვენების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი არც თუ ისე დიდია. საქართველოს დღევანდელი ხილის გადამამუშავებელი მრეწველობის სიმძლავრე ვერ უზრუნველყოფს ხილის იმ რაოდენობით შესყიდვას, რომელიც დააკმაყოფილებსმოსახლეობის მოთხოვნებს, მათი ნაკლებად ეფექტური გადამამუშავებელი ტექნოლოგიების გამო. ამიტომ ხილი რჩება დაუმზადებელი, რაც იწვევს შემოსავალების წყაროს გაუქმებას და სოციალურ დაძაბულობას. ისმება კითხვა: წვენების გარდა, რა პროდუქციის მიღება შეიძლება ხილისაგან?

ხილისაგან მიიღება მსოფლიო ბაზრის, სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტები, პექტინი და ინულინი. ასეთი წარმოების გამართვის შემთხვევაში, პროდუქციის რეალი­ ზაციით მიღებული შემოსავალი, მოგვცემს საშუალებას დავადგინოთ ხილის შესასყიდი ფასები 1,0$ კგ.

ამისათვის საჭიროა სასწრაფოდ დავიწყოთ ახალი ტექნოლოგიებით არსებული საწარმოების გადაიარაღება და ახლის მშენებლობა ხილით მდიდარ რეგიონებში.

აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა, ხილით მდიდარ რეგიონებში (ვაშლი, მსხალი, ციტრუსი, ყურძენი, ქლიავი და სხვა), მნიშვნელოვნად გაზრდის გლეხების შემოსავალს.

როგორ გადავჭრათ სოციალური პრობლემები ქვეყანაში?

მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფა და მისი ხარისხი განისაზღვრება ქვეყნის ბიუჯეტით. რაც მეტად დასაქმებულია საზოგადოება, ბუნებრივია, მით მეტია საგადასახადო შემოსავლები, შესაბამისად, იზრდება ბიუჯეტი, რაზეც პირდაპირაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა.

0x01 graphic

როგორ შეიძლება გავზარდოთ ბიუჯეტი?

XXI საუკუნეში, ქვეყანას, რომელსაც ბუნებრივი რესურსები არ გააჩნია, ბიუჯეტის გაზრდა რიცხობრივად გაზრდილი საწარმოების შემოსავლებით კი არ უნდა უზრუნველყოთ, არამედ მეცნიერულად ღრმად დამუშავებული, დიდი მოცულობის მქონე ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. ერთი, ასეთი ტექნოლოგიის დანერგვით მიღებული საგადასახადო შემოსავლები მრავალჯერ აღემატება, ამ დარგში, რიცხობრივად ბევრად მეტ მოქმედ საწარმოს შემოსავლებს. ასეთი ტექნოლოგიის დანერგვით (ტექნოლოგია; რეზინის და პოლიმერული მასალების ნარჩენების გადამუშავებამაღალლიკვიდურ პროდუქციად), ქვეყნის ბიუჯეტი 5 წელიწადში ერთ მოქალაქეზე გაანგარიშებით, წამყვანი ქვეყნების ბიუჯეტის ტოლი გახდება, რაც სოცი­ ალური პრობლემების გადაჭრასაც შეუწყობს ხელს.

როგორ განვახორციელოთ ეს პროექტები?

საჭიროა მივიღოთ ლიცენზია აღნიშნულ ტექნოლოგიებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ტექნოლოგიებიეკოლოგიურად სუფთა და უნარჩენოა. მიღებული პროდუქცია მსოფლიო ბაზრისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის საქონელია.

ტექნოლოგიები დაცულია რუსეთისა და საერთაშორისო პატენტებით.

როგორც ვხედავთ, როდესაც ვიცით რა გვინდა, პასუხს მაშინვე ვპოულობთ, პასუხი კი ფანტასტიკურია.

მხოლოდ ამ ორი ტექნოლოგიის დანერგვით, საქართველო ისტორიულად მოკლე დროში, 4-5 წელიწადში მოახდენს ეკონომიკის განვითარებას წამყვანი ქვეყნების ეკონომიკის დონეზე, ინტეგრაციას მსოფლიო ეკონომიკაში, ყველა სოციალური პრობლემის გადაჭრას და განვითარებადიდან, გან­ ვითარებული, წამყვანი ქვეყნების გვერდით დადგება.

თუ წარმოვიდგენთ, ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიების გარდა კიდევ რამდენი სამეცნიერო მიღწევები არსებობს და ყოველ დღე, რამდენი ახალი ემატება, მივხვდებით, რომ წუწუნს ბუნებრივი რესურსების უქონლობაზე, საფუძველი უმალ გამოეცლება.

ვინ დაგვიშალა ან ვინ აგვიკრძალა, ცივილიზაციის მიღწევების დანერგვა?! აღმოჩენებს ხომ ეროვნულობა არ გააჩნია?!

თუ მხედველობაში მივიღებთ, ადამიანთა სკეპტიკურ დამოკიდებულებას ყოველივე ახლისადმი, მივხვდებით, თუ რატომ უჭირს, ამათუ იმ მიღწევებს მზის „სინათლეზე“ გამოსვლა. საინჟინრო აზრების ერთ­ერთ მსოფლიო ცენტრში, „ჯენერალ მოტორსში“, ქსეროქსის აღმოჩენა სასაცილოდ აიგდეს, ერთი წლის შემდეგ კი, საექსპერტო საბჭოს ყველა წევრი დაითხოვეს ასეთი აღმოჩენის უგულებელყოფისთვის.

უნდობლობა და ეჭვი ბადებს კითხვებს, რატომ აქამდე არ დაინერგა?, რომელსაც ადამიანთა ფსიქიკაში, შეუცნობადი რისკების არსებობა განსაზღვრავს. ამიტომ, უმეტესობას არ სურს შეხება ჰქონდეს მათთვის გაუგებარ, წარმოუდგენელ ფაქტებთან.

ბუნებრივია, ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა წარმოუდგენელია სათანადო სტრუქტურების ჩამოყალიბების გარეშე, ამ სიტუაციაში მიზანშეწონილია შეიქმნას ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის კორპორაცია.

0x01 graphic

მსოფლიო პრაქტიკაში, ეჭვით გამოწვეული რისკების გასაფანტავად სახელმწიფო, ან კომერციული კომპანიები იქმნება, რომლებიც მედიატორის როლს ასრულებენ. პატენტი, რომელიც შერჩეულია აღნიშნული ორგანიზაციების სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მიმზიდველი ხდება ინვესტორებისათვის. უფრო სწორად, ასეთი კორპორაციები ინვესტორებისათვის ნდობის ფაქტორს წარმოადგენენ. ამიტომაა მიზანშეწოლილი ახალი პროექტების დანერგვაში ასეთი ორგანიზაციების მონაწილეობა, როგორც მედიატორის და არა ინვესტორის.

როგორ უნდა განისაზღვროს კორპორაციის საქმიანობა?

მისი ფუნქციები და უფლებამოსილება შეიძლება ჩამოყალიბდეს მოკლედ და კონკრეტულად. მოცემული სუბიექტისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პრიორიტეტული პროექტების მიმართულების განსაზღვრა, ახალი ტექნოლოგიების მოძიება, სუბიექტის ეკონომიკაზე მორგება და მისი დანერგვა მრეწველობის სხვადასხვა დარგებში.

0x01 graphic

კორპორაციის წინადადებები და პროექტები მოცემული სუბიექტის უმაღლეს ორგანოებთან შეთანხმებისა და დამტკიცების შემდეგ განსახორციელებლად წარედგინება საინვესტიციო და საკრედიტო ორგანიზაციებს.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი წინადადებების უზრუნველყოფა, ცხადია, მარტო საჟურნალო სტატიით ვერ ამოიწურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის ინიციატივით შესაძლებელია ჩატარდეს კონფერენცია თემაზე აგრარული კრიზისი და საქართველო.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საინვესტიციო და საკრედიტო სტრუქტურებმა, სამთავრობო და ბიზნესსტრუქტურების დიდმა და პატარა წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა.

როგორც წესი, ყველა მოხსენება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ბიზნეს­გეგმას სათანადო ეკონომიკური გათვლებით.

უფლებამოსილი იქნება რეკომენდაცია მისცეს საუკეთესო კონფერენცია­პროექტებს, რისთვისაც ირჩევს საორგანიზაციო საბჭოს.

საბჭო, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს ურთიერთთანამშრომლობის ფორმებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და ეხმარება დაინტერესებულებს კონკრეტული პროექტების განხორციელებაში.

5 ელექტრონული ხელმოწერები და ქართული კანონმდებლობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ანდრო ასლანიშვილი
ექსპერტი სამეწარმეო საკითხებში

ინოვაციური ტექნოლოგიები ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის ივლის­აგვისტოს ნომერში შევეცადე მკითხველისათვის რაც შეიძლება ნათლად და მკაფიოდ წარმომეჩინა ელექტრონული ხელმოწერების ის სამართლებრივი და ტექნიკური ასპექტები, რომლებსაც ემყარება მათი პრაქტიკული გამოყენება და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა. ვფიქრობ, ინტერესს მოკლებული არ იქნება, თუკი ამჯერად მიმოვიხილავთ ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც სწორედ საერთაშორისო მასშტაბით მოქმედ ტექნიკურ მეთოდებს და სამართლებრივი რეგულირების მექანიზმებს ეფუძნება. აქვე შევეცდები მიმოვიხილოთ ის საფრთხეებიც, რომლებიც შეიძლება თან სდევდეს ელექტრონული ხელმოწერების გამოყენებას და ზოგადად ელექტრონული ვაჭრობის განვითარებას.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 14 მარტს მიიღო კანონი ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ. ბუნებრივია, ელექტრონული ხელმოწერების საკანონმდებლო დონეზე აღიარება და მათი ფიზიკურ ხელმოწერებთანგათანაბრება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქართველოში ელექტრონული ვაჭრობის განვითარების პერსპექტივას, ვინაიდან ელექტრონული ვაჭრობა თავის თავში გარდაუვლად მოიცავს ელექტრონულ ხელმოწერებსაც. ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ საქართველოს კანონის ძირითადი მიზანია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და მასში ელექტრონულიხელმოწერების გამოყენებისთვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ'' საქართველოს კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს ელექტრონულ და ციფრულ ხელმოწერებს. ეს კი სავარაუდოდ განპირობებულია მაღალი და დაბალი რისკის შემცველობის გარიგებებთან. უფრო კონკრეტულად კი საქმე ეხება განსხვავებას გარიგებების მოცულობებთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მსხვილ გარიგებებს, ბუნებრივია, მეტი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვება, რაც თავის მხრივ ასახვას ჰპოვებს ელექტრონული ხელმოწერების ტექნიკური უსაფრთხოების მაღალ გარანტიებზე. ხოლო, როდესაც საქმე ეხება წვრილმან ხელშეკრულებებს, მათემატიკურად რომ ვთქვათ, პროპორციულად მოითხოვება ელექტრონული ხელმოწერების უფრო დაბალი უსაფრთხოების შემცველი ტექნოლოგიები.

რაც შეეხება უშუალოდ ელექტრონულ ხელმოწერებს, კანონის მიხედვით, ელექტრონული ხელმოწერა ნებისმიერი ელექტრონული საშუალების გამოყენებით შექმნილ მონაცემთა ერთობლიობაა, რომელსაც ხელმომწერი იყენებს ელექტრონულ დოკუმენტთან მისი კავშირის აღსანიშნავად. ხოლო ციფრული ხელმოწერა ელექტრონული ხელმოწერის ნაირსახეობას, რომელიც მიღებულია ელექტრონულ მონაცემთა კრიპტოგრაფიული გარდაქმნის შედეგად, ციფრული ხელმოწერის დახურული გასაღების გამოყენებით. იგი ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

- დაკავშირებულია მხოლოდ ხელმომწერთან;

- მისი მეშვეობით შესაძლებელია ხელმომწერი პირის ვინაობის დადგენა;

- იგი შექმნილია ხელმომწერის სრული კონტროლის ქვეშ მყოფი დახურული გასაღების მეშვეობით და ისეა დაკავშირებული მონაცემებთან, რომ იძლევა ამ მონაცემებში ცვლილებების აღმოჩენის საშუალებას.

ციფრული ხელმოწერების შემთხვევაში, ისევე როგორც ეს ფართოდ არის საერთაშორისო მასშტაბით აპრობირებული, ადგილი აქვს დახურული და ღია გასაღებების წყვილის გამოყენებას. დახურული გასაღები ქართული კანონმდებლობის მიხედვით არის ელექტრონულ მონაცემთა უნიკალური ერთობლიობა, რომელიც გენერირდება ავტომატურ რეჟიმში, ცნობილია მხოლოდ ხელმომწერისათვის და გამოიყენება დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის შესაქმნელად. ხოლო ღია გასაღები არის ელექტრონულ მონაცემთა უნიკალური ერთობლიობა, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის და გამოიყენება დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის ნამდვილობის შესამოწმებლად. ელექტრონულ ხელმოწერასა და ციფრულ ხელმოწერასთანმიმართებაში ზემოთ მოყვანილი განსხვავების შესაბამისად, კანონი ასევე განასხვავებს ერთმანეთისგან ელექტრონული ხელმოწერის მოწმობასა.და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატს. პირველი მოიაზრებს ელექტრონულ დოკუმენტს, რომელიც გაცემულია არააკრედიტებული მოწმობის გამცემის მიერ და შეიცავს ციფრული ხელმოწერის ღია გასაღებს, იძლევა ციფრული ხელმოწერის შექმნის, ამ ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმებისა და ხელმომწერის ვინაობის დადგენის საშუალებას. ხოლო ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი ელექტრონულ დოკუმენტია, რომელიც გაცემულია უკვე აკრედიტებული სერტიფიკატის გამცემის მიერ და შეიცავს ციფრული ხელმოწერის ღია გასაღებს, იძლევა ციფრული ხელმოწერის შექმნის, ამ ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმებისა და ხელმომწერის ვინაობის დადგენის საშუალებას. რაც შეეხება ციფრული ხელმოწერის საშუალებებს, აქ საქართველოს კანონი მიუთითებს ელექტრონულ­პროგრამული საშუალებებისა და კრიპტოგრაფიული მეთოდების ერთობლიობაზე, რომელიც გამოიყენება გასაღების წყვილის ან/და ციფრული ხელმოწერის შესაქმნელად და ციფრული ხელმოწერის ნამდვილობის შესამოწმებლად.

0x01 graphic

კანონში გამოყენებულ სხვა ძირითად ტერმინებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ელექტრონული დოკუმენტის განმარტება, რომელსაც ქართველი კანონმდებელი მოიხსენიებს წერილობითი დოკუმენტის მნიშვნელობით. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, წერილობით დოკუმენტში კანონი გულისხმობს ასევე ელექტრონულ დოკუმენტსაც, რომელიც შეიძლება შეიქმნას ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, ელექტრონულ დოკუმენტად კანონი მოიხსენიებს ელექტრონული საშუალებებით შექმნილ, გაგზავნილ, მიღებულ ან შენახულ წერილობით ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს.

კანონის მე­3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ელექტრონულ დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ, თუკი ციფრული ხელმოწერა გამოიყენება ელექტრონული დოკუმენტის ხელმოწერის მომენტში მოქმედ სერტიფიკატში მითითებული მონაცემების შესაბამისად და შესაძლებელია ციფრული ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება და დადასტურება. ამასთან, იმავე მუხლის მე­2 ნაწილის თანახმად, სერტიფიკატის საფუძველზე შექმნილი ციფრული ხელმოწერით დამოწმებული ან დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს დოკუმენტის მატერიალურ (წერილობით) ფორმას. ამავდროულად, კანონის მიხედვით, სასამართლომ არ შეიძლება უარი თქვას ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის მტკიცებულების სახით დაშვებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი წარდგენილია ელექტრონული ფორმით.

ელექტრონული დოკუმენტი ყოველთვის აჩენს არაერთ შეკითხვას ქაღალდის გარემოში ფართოდ დამკვიდრებულ ტერმინ ორიგინალთან, ანუ დედანთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, კანონი გვერდს ვერ აუვლიდა ელექტრონული დოკუმენტის ორიგინალისა და დედნის ასლის ცნებებს. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ კანონის მე­4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალად ითვლება და ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი. ხოლო ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური დოკუმენტის ფორმატში გადაყვანის დროს მისი დამოწმება ან დადასტურება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული დოკუმენტის ფორმატში გადაყვანის დროს მისი დამოწმება ან დადასტურება ხდება ხელმომწერის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ციფრული ხელმოწერით. ასეთი ელექტრონული დოკუმენტი მიიჩნევა მატერიალურ დოკუმენტად და აქვს ამ უკანასკნელის თანაბარი იურიდიული ძალა.

ასევე, ქართულ საკანონმდებლო სივრცეში დარეგულირდა თუ როდის უნდა იქნეს მიჩნეული ელექტრონული დოკუმენტი გაგზავნილად ან მიღებულად. როგორც ცნობილია, ქაღალდის დოკუმენტების,გარიგებების, ხელშეკრულებების ანდა თუნდაც საქმიანი კორესპონდენციის გაგზავნა­მიღების დროის კონკრეტული მომენტის განსაზღვრას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მეტად მნიშვნელოვან შედეგებს უკავშირებს. ამისათვის საკმარისია მოვიშველიოთ ქართულ სამოქალაქო კოდექსში კარგად ჩამოყალიბებული ოფერტისა და აქცეპტის რეგულირების მექანიზმები. რაც შეეხება ელექტრონულ გარემოში ოფერტისა და აქცეპტის ინსტიტუტის დანერგვას, კანონის თანახმად, ელექტრონული დოკუმენტი გაგზავნილად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი გადის ხელმომწერის კონტროლის არედან და მისი უკან გამოწვევა შეუძლებელია. ხოლო ელექტრონული (ხელმოწერილი) დოკუმენტი ითვლება მიღებულად იმ მომენტიდან, როდესაც ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი შედის ადრესატის საინფორმაციო სისტემაში და ხელმისაწვდომი ხდება მისთვის.

ისევე როგორც ეს უკვე იყო მიღებული და აპრობირებული საერთაშორისო თუ ევროკავშირის მასშტაბით, ელექტრონული ხელმოწერების გამოყენება მჭიდროდაა დაკავშირებული სერტიფიცირების ინფრასტრუქტურის არსებობასთან. ამიტომ, საქართველოს კანონმდებლობა საკმაოდ მრავლისმომცველად და რაც მთავარია საერთაშორისო დონეზე ჩამოყალიბებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით არეგულირებს ელექტრონულიხელმოწერების სერტიფიკატების სამართლებრივ ასპექტებს. კერძოდ, კანონის მე­6 მუხლი განსაზღვრავს ელექტრონულ­ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის იმ მონაცემების ჩამონათვალს, რომელსაც უნდა შეიცავდეს იგი. ესენია:

- სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში იურიდიული პირის სრული სახელწოდება;

- მონაცემები გამოყენებული კრიპტოგრაფიული ალგორითმისა და ციფრული ხელმოწერის საშუალებების შესახებ;

- ციფრული ხელმოწერის ღია გასაღები;

სერტიფიკატის გაცემის დრო და მოქმედების ვადა;

- ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისმფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, წარმომადგენლობისა და მიზნობრიობის ფარგლები;

- ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემის სრული რეკვიზიტები, მათ შორის მონაცემთა ბაზის ინტერნეტგვერდის მისამართი.

მოცემული ჩამონათვალი არ ატარებს ამომწურავ ხასიათს და კანონის ენით რომ ვთქვათ, „ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის მაძიებლის“ მოთხოვნით შესაძლებელია სერტიფიკატში ასევე მიეთითოს სერტიფიკატის მაძიებლის ფსევდონიმი. იმისათვის, რომ კონკრეტულმა მოქალაქემ მიიღოს ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი, საჭიროა, მან ამის თაობაზე გააკეთოს განაცხადი და მიმართოს შესაბამის სერტიფიკაციის ორგანოს. კანონის მე­7 მუხლის მიხედვით, სერტიფიკატის მიღების მიზნით სერტიფიკატის მაძიებელმა სერტიფიკატის გამ­ ცემს უნდა წარუდგინოს განაცხადი, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

- მაძიებლის სახელი, გვარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი სრული სახელწოდება;

- მაძიებლის დაბადების თარიღი და ადგილი, იურიდიული პირის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;

- მაძიებლის პირადი ნომერი (მოქალაქის მოწმობის მიხედვით), იურიდიული პირის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

- სერტიფიკატის მოქმედების ვადა;

- მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების, წარმომადგენლობისა და მიზნობრიობის ფარგლები;

- მაძიებლის ხელმოწერა;

- მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში სხვა მონაცემები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

მას შემდეგ, რაც დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი სერტიფიკაციის ორგანოს, კანონის მე­8 მუხლის მიხედვით, სერტიფიკატის გამცემი ამოწმებს განაცხადის შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან და ახდენს პირის იდენტიფიცირებას. შემდგომში კი სერტიფიკატის გაცემისთანავე შეაქვს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი მის მიერ წარმოებულ სერტიფიკატების მონაცემთა ბაზაში. თვითონ სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს როგორც ელექტრონული ფორმით, ისე, ქაღალდის ფორმატით, თუკი იარსებებს მაძიებლის მოთხოვნა. რაც შეეხება ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის მფლობელს, კანონი სათანადო უფლებების პარალელურად მას გარკვეულ ვალდებულებებსაც აკისრებს. პირველ რიგში, რაც შეეხება უფლებებს - კანონის მე­9 მუხლის შესაბამისად, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს სერტიფიკატის შეჩერება ან შეჩერებულის ამოქმედება, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება და გაუქმება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ამასთან, სერტიფიკატის გამცემისგან მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია, განახორციელოს სხვა კანონით აუკრძალავი უფლებები. სერტიფიკატის მფლობელის ვალდებულებებს რაც შეეხება, იმავე მუხლის მე­2 ნაწილის მიხედვით, იგი ვალდებულია არ დაუშვას დახურული გასაღების არასანქცირებული გამოყენება, არ ისარგებლოს დახურული გასაღებით, თუ მისთვის ცნობილი გახდა გასაღების კომპრომიტირების ფაქტი და ამასთან, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ სერტიფიკატის გამცემს, ციფრული ხელმოწერის შესაქმნელად არ გამოიყენოს ის დახურული გასაღები, რომლის სერტიფიკატის მოქმედებაც შეჩერებულია ან გაუქმებულია, სერტიფიკატის გამცემს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სერტიფიკატის მისაღებად განაცხადში მითითებული მონაცემების შეცვლის თაობაზე და ა.შ. აქ მოყვანილი მოთხოვნების დაუცველობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება დაეკისრება ხელმომწერს, თუ ის მოქმედებდა შეცნობით.

0x01 graphic

ახლა მოკლედ შევეხოთ ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის უფლება­მოვალეობებსაც. კანონის მე­10 მუხლის მიხედვით, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემი ვალდებულია შეიმუშაოს სერტიფიკატის გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შინაგანაწესი და უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა,სერტიფიკატის გაცემისას უზრუნველყოს ღია და დახურული გასაღებების ერთმანეთთან შესაბამისობა, უზრუნველყოს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისდაუყოვნებლივ გაუქმება, შეჩერება და ხელახლა ამოქმედება, ცვლილების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაუქმება და ახალი სერტიფიკატის გაცემა, უზრუნველყოს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის შეჩერება­ამოქმედების, მოქმედების ვადის გაგრძელება­ გაუქმების მომსახურება უწყვეტ რეჟიმში, აწარმოოს მის მიერ გაცემული, მოქმედი, შეჩერებული და გაუქმებული სერტიფიკატების მონაცემთა ბაზა, უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომ საკომუნიკაციო ქსელებში, უზრუნველყოს გაცემული სერტიფიკატის შენახვა მატერიალური დოკუმენტების შენახვისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით, დახურული გასაღების შესაქმნელად გამოიყენოს ისეთი ელექტრონული საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი კონფიდენციალობის დაცვას, კონსულტაციები გაუწიოს ხელმომწერს ციფრულ ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხზე და დაიცვას სერტიფიკატის მფლობელისგან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ინტერნეტ სივრცე და ინტერნეტ ტექნოლოგიები უამრავ სიკეთესთან ერთად, თავისი მკვეთრად გამოხატული ტრანსნაციონალური ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება გახდეს საერთაშორისო დანაშაულების მაპროვოცირებელი ანგარიშგასაწევი ფაქტორი. ელექტრონული გადარიცხვები, მათ შორის ელექტრონული საბანკო გადარიცხვები ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად იპყრობს სპეციალისტთა ყურადღებას. მითუმეტეს, რომ ქართული საბანკო სისტემა საკმაოდ კარგად არის ინტეგრირებული საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციებსა თუ გადარიცხვების სისტემაში. მაშასადამე, ელექტრონული ხელმოწერები შესაძლოა გამოყენებული იქნეს ისეთი საერთაშორისო ფულადი ტრანზაქციების დადების დროსაც, რომლებიც ხორციელდება უკანონო ფულის გათეთრების მიზნით.

სწორედ ამიტომ, მოცემულ კონტექსტში საჭიროა მოვიშველიოთ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა 2003 წლის 6 ივნისს მიიღო. სწორედ აღნიშნული კანონის მიზანი ქვეყანაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა. ამასთან, კანონი ეხება აგრეთვე ურთიერთობებს, ერთის მხრივ, საქართველოს და მეორეს მხრივ, სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის. ამავდროულად, კანონის პირველი მუხლის მე­3 პუნქტის მიხედვით, კანონის მოქმედება ვრცელდება როგორც საქართველოს რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ პირებზე.

რაც შეეხება კანონის ტექსტში გამოყენებულ ძირითად ცნებებს, პირველ რიგში, მოცემული სტატიის სულისკვეთებიდან გამომდინარე, უნდა შევეხოთ საეჭვო გარიგების დეფინიციას. საეჭვო გარიგებად კანონმდებლის მიერ მიჩნეულია ისეთი გარიგება, რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, ანუ გარიგებას არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და შეუძლებელია გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების თანხის წარმოშობის დადგენა და ა.შ.

0x01 graphic

2008 წლის 19 მარტის ცვლილებების შედეგად „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაზუსტდა საეჭვო გარიგების შინაარსი. კერძოდ, საეჭვო გარიგებად ჩაითვალა ასევე გარიგება, მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა, რომელზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით, ანდა მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში, ან ასეთი ზონიდან. შემდგომი ცვლილებებით კანონში შემოტანილი იქნა აგრეთვე უჩვეულო გარიგების ცნება. კერძოდ, უჩვეულო გარიგებად მიიჩნევა რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არა აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი და არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას.

ბუნებრივია, ფიქტიური გარიგებები, განსაკუთრებით კი ფიქტიური ელექტრონული გარიგებები ვერ განხორციელდება საბანკო დაწესებულებების მონაწილეობის გარეშე. სწორედ ამ მიზნით, კანონი განმარტავს ფიქტიური ბანკის ცნებასაც. „შელ ბანკს“ კანონი უწოდებს ისეთ ბანკს, რომელიც არ არის ფიზიკურად წარმოდგენილი იმ ქვეყანაში, სადაც განხორციელდა მისი რეგისტრაცია/ლიცენზირება და რომელზედაც კონტროლი და ზედამხედველობა არ ხორციელდება. ამასთან, კანონი მხოლოდ კომერციული ბანკებით არ შემოიფარგლება. თავის რეგულირების სფეროში იგი მოიაზრებს აგრეთვე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს, მიკროსაფინანსო დაწესებულებებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. იმისათვის, რომ ქვეყანაში განხორციელდეს უკანონო გარიგებებისა და ტრანსაქციების მონიტორინგი,გამოვლენა და აღკვეთა, კანონი ითვალისწინებს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციონირებას, რომელიც შექმნილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან. თუმცა, მონიტორინგის განხორციელება არა მხოლოდ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს პრეროგატივაა. ამა თუ იმ სფეროში ზედამხედველობის განხორციელების ვალდებულება ეკისრებათ თვით საბანკო დაწესებულებებსაც. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან მოახდინონ თავიანთი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის, მისი წარმომადგენლის და მარწმუნებლის (მესამე პირის თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, თუ გარიგება ანდა ოპერაციის თანხა აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას. კანონის მე­5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში). ამასთან, კომერციული ბანკების მხრიდან მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება, თუკი გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში) და თავისი შინაარსით იგი წარმოადგენს შემდეგ ოპერაციას:

- არაკოოპერირებად ან ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ ბანკში საბანკო ანგარიშის მფლობელის მიერ თანხის გადმორიცხვა საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშზე ან თანხის გადარიცხვა საქართველოდან ასეთ ზონაში რეგისტრირებულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე;

- სხვა სახელმწიფოში ანონიმური პირის საბანკო ანგარიშზე თანხის საქართველოსკენ გადარიცხვა ან ანონიმური პირის სხვა სახელმწიფოში არსებული საბანკო ანგარიშიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვა;

- ფიზიკური პირის მიერ საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების ნაღდი ფორმით განთავსება და შემდგომ გადარიცხვა;

- საწარმოს საწესდებო კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა, გარდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ საწარმოთა აქციების შეძენისა;

- ფიზიკური პირის (არამეწარმე სუბიექტის) მიერ საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების ნაღდი ფორმით განთავსება და გადარიცხვა (გარდა ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვისა და საქართველოს ფარგლებში მის საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის გადარიცხვისა);

- იურიდიული პირის რეგისტრაციიდან 90 კალენდარულ დღეში თანხის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა;

- საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია).

მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა, პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა შეინახონ ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, ხოლო მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაცია, გარიგების დადების ან შესრულების დღიდან ასევე 5 წლის განმავლობაში, თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი იდენტიფიკაციისთვის საჭიროა წარდგენილი იქნეს ასევე ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რაც 2008 წლის 14 მარტს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად საკმაოდ გართულებულია.

რაც შეეხება უკანონო, საეჭვო გარიგებების ლეგალიზაციას (შავი ფულის გათეთრება), კანონის მე­2 მუხლის გ) პუნქტის თანახმად, იგი წარმოადგენს უკანონო შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მიცემას (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან ქონებრივი უფლებების დამალვას ან შენიღბვას. საგულისხმოა, რომ კანონით დასჯადია არა მხოლოდ ზემოთ მოყვანილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, არამედ ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობაც.

დღემდე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მიგვანიშნებს, რომ ყველაზე უფრო ხშირად, შავი ფულის გათეთრების ოპერაციები ოფშორული ზონებიდან იმართება. კანონი, ოფშორულ ზონებში მოიაზრებს ისეთ ქვეყანას ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილს, სადაც მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ან მოთხოვნები გარიგების მონაწილე პირების იდენტიფიკაციის მიმართ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რომელიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამასთან, კანონის მე­2 მუხლი ეხება არაკოოპერირებად, ანუ იგივე არამოთანამშრომლე ზონასაც. ასეთად კი აღიარებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი. კანონში საუბარია ასევე საეჭვო ზონაზე, რომელიც გულისხმობს ქვეყანას ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილს, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის სახელით არსებული ინფორმაციის საფუძველზე ასევე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ.

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი თეორიული თვალსაზრისით საკმაოდ ეფექტურ და მრავლისმომცველ სამართლებრივინსტრუმენტს წარმოადგენს შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად. ვფიქრობთ, ქვეყანაში ელექტრონული ვაჭრობის განვითარებასთან ერთად კანონი მეტ პრაქტიკულ გამოხატულებას ჰპოვებს და დაეხმარება ელექტრონული გარიგებების დადების პროცედურების კანონიერ ფარგლებში წარმართვას.

მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, ბუნებრივია, სამართლებრივად მნიშვნელოვანი და ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი ინფორმაციის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვას ჯერ კიდევ აფერხებს გარკვეული ხასიათის დაბრკოლებანი. თუმცა, მიუხედავად თავისი სპეციფიკური ხასიათისა, ელექტრონული ხელმოწერები მაინც გათანაბრებულია ფიზიკურ ხელმოწერებთან.საქართველოში ელექტრონული ხელმოწერების სრულყოფილად გამოყენება და მათი ფიზიკურ ხელმოწერებთან რეალურად გათანაბრება შესაძლებელია მხოლოდ სათანადო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების საფუძველზე. თანამედროვე, ჰარმონიზირებული კანონმდებლობის ჩამოყალიბება კი დაეხმარება ქართულ საწარმოებს კიდევ უფრო ეფექტურად ჩაერთონ ფართო მასშტაბიანი ელექტრონული ვაჭრობის პროცესში, ისევე როგორც საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში. საერთაშორისო საკანონმდებლო პრაქტიკის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრონული ვაჭრობის დროს, რომელიც თავისი ბუნებით საერთაშორისო ფენომენს წარმოადგენს. მიუხედავად თავისი სპეციფიკური ხასიათისა, ელექტრონული ვაჭრობა წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის განუყრელ ნაწილს. აქედან გამომდინარე, ელექტრონული ვაჭრობის სამართლებრივი რეგულირებისას, მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საერთაშორისო ვაჭრობის ისეთი ფუნდამენტური პრინციპი, როგორიცაა: მხარეთა ნების გამოვლენის ავტონომიურობა.

6 ვალი დროულად უნდა გადაიხადო

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ჯემალ დუმბაძე
ექსპერტი

პრაქტიკაში ძალზედ ხშირია სამეურნეო დავები. მათი გადაწყვეტის ერთ­ერთი აპრობირებული გზაა არბიტრაჟი, რომელიც საფუძვლიანად მკვიდრდება ჩვენთანც. საარბიტრაჟო განხილვებში მხარეთა წარმომადგენლებად წარმატებით მონაწილეობენ ჟურნალ ბიზნესისა და კანონმდებლობის ექსპერტები. მათი მეოხებით არაერთი საქმე გადაწყდა დადებითად.

მათ შორის, გამორჩევით საყურადღებოა შემდეგი:

სამოქალაქო დავათა ბათუმის მუდმივ მოქმედმა არბიტრაჟმა, არბიტრის, როსტომ გუნთაიშვილის ხელმძღვანელობით განიხილა სამოქალაქო საქმე, პრეტენდენტის შპს გარანტი­2000­ის საარბიტრაჟო პრეტენზიის გამო, მოპასუხის შპს ბათუმის №1 საავადმყოფოს მიმართ თანხების დაკისრების თაობაზე და პრეტენდენტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა: შპს ბათუმის №1 საავადმყოფოს დაეკისრა შპს გარანტი­2000­ის სასრგებლოდ ძირითადი თანხა 11703,52 ლარის, დარიცხული საურავის ­ 17861,68 ლარი და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 1730 ლარის, სულ ­ 31295,2 ლარის გადახდა.

საქმის არსი ასეთი იყო:

შპს „გარანტი­2000­ის“ რწმუნების საფუძველზე, ჩემს (ჯ. დ.) მიერ 2007 წლის 18 დეკემბერს სამოქალაქო დავათა ბათუმის მუდმივმოქმედ არბიტრაჟში შეტანილი იქნა საარბირტაჟო პრეტენზია შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოს“ მიმართ და მოვითხოვეთ მოპასუხეზე სადაო თანხების: 11703,52 ლარის, დარიცხული საურავის ­ 17861,68 ლარის და საარბიტრაჟო მოსაკრაბლის ­ 1730 ლარის გადახდის დაკისრება.

საარბიტრაჟო პრეტენზიის თანახმად, 2005 წლის 3 იანვარს შპს „გარანტი­2000­სა“ და შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოს“ შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება ფარმაცევტული დაწესებულების სამკურნალო საშუალებათა და სამედიცინო დანიშნულების საქონლით მომარაგების შესახებ, რომლის მიხედვითაც „მიმწოდებელს“ დაკვეთის შესაბამისად „მყიდველისთვის“ უნდა მიეწოდებინა ფარმაცევტული და სამედიცინო დანიშნულების საქონელი. თუ „მყიდველი“ არ გადაიხდიდა საქონლის ღირებულებას შეთანხმებულ ვადაში, მაშინ მას მოუწევდა ჯარიმის სახით „მიმწოდებელისთვის“ გადასახდელი თანხის 0,3%25 გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

აღნიშნული ჩვეულებრივი ხელშეკრულების სტანდარტული მოთხოვნაა და მასში მიუღებელი ან განსაკუთრებული არაფერია. „მიმწოდებელი“ დაკვეთის შესაბამისად გეგმავს ფინანსურ ნაკადებს და ახდენს თავის რესურსების მობილიზაციასაც. სავსებით ლოგიკურია და სამართლიანიც, თუ მან ხარჯი გასწია (შეასრულა დამკვეთის მოთხოვნა), კომპენსაციაც უნდა მიიღოს.

2005 წლის 27 იანვრიდან 2007 წლის 18 დეკემბრამდე, შპს „გარანტი­2000­ ის“ მიერ შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოსთვის“ მიწოდებული იქნა 57127 ლარის ღირებულების საქონელი, თუმცა ამ უკანასკნელმა ზედიზედ, მრავალგზის დაარღვია მიღებული საქონლის ღირებულების გადახდის და გადაუხდელობის გამო, მათზე დარიცხული საურავის დაფარვის გრაფიკი. მიუხედავად მრავალგზის სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილებისა, მოვალე თავს არიდებდა ვალდებულების შესრულებას. 2007 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოს“ დავალიანებამ შპს „გარანტი­2000­ის“ მიმართ შეადგინა ძირითადი თანხა ­ 11703,52 ლარი, საურავი 17861,68 ლარი.

ჩემს მიერ წარდგენილ მასალებ­ სა და მხარეთა ახსნა­განმარტებებზე დაყრდნობით, არბიტრმა უდავოდ მიიჩნია, რომ 2005 წლის 3 იანვარს შპს „გარანტი­2000­სა“ და შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შორის ჩამოყალიბდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316­317 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებით­სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოვალეებს ავალდებულებს (სსკმ­ის 361­ე მუხლი) სასყიდიანი ვალდებულება კრედიტორის წინაშე შეასრულონ ჯეროვნად, შეთანხმებული პირობებითა და დადგენილ ვადაში.

ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ, 208 წლის 10 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცლი, რომლის საფუძველზეც შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოს“ სრულად ჩამოეწერა სადაო თანხა (29565,52 ლარი) შპს „გარანტი­2000­ის“ სასარგებლოდ და მასვე გადახდა საარბიტრაჟო მოსაკრებლი­1730 ლარი (სულ ­ 31295,2 ლარი).

როგორც ვხედავთ, ვალდებულებების უგულებელყოფამ და მათმა შეუსრულებლობამ წარმოშვა სავსებით გაუმართლებელი სამოქალაქო დავები, რომლის გამოც, პრაქტიკულად, ორივე მხარე დაზარალდა: „მიმწოდებელმა“ დროულად ვერ მიიღო კუთვნილი თანხა და ფინანსური სირთულეები შეექმნა, „მყიდველს“ კი მაინც მოუწია ვალისა და საურავის გადახდა.

აღნიშნულიდან ყველამ უნდა გავაკეთოთ დასკვნა ­ ვალი დროულად უნდა გადავიხადოთ.

7 გვეკითხებიან, ვპასუხობთ

▲ზევით დაბრუნება


იურიდიული კონსულტაცია

0x01 graphic

შემოსულ კითხვებს პასუხობს ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის ექსპერტი შრომისა და სოციალური დაცვის საკითხებში, ქალბატონი ირინე ღლონტი.

კითხვა:

- გთხოვთ განგვიმარტოთ, რის საფუძველზე წარმოიშობა შრომითი ურთიერთობა და როგორ განმარტავს მას კანონი?

პასუხი:

- შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით, სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

კითხვა:

- ვინ შეიძლება იყვნენ შრომითი ურთიერთობის სუბიექტები?

პასუხი:

- შრომითი ურთიერთობის სუბიექტები შეიძლება იყვნენ: დამსაქმებელი, დასაქმებული და დასაქმებულთა გაერთიანება. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო, ხოლო დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

კითხვა:

- ვინ შეიძლება იყოს კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები და რა პრინციპებს ეფუძნება კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება?

პასუხი:

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან: დასაქმებულთა გაერთიანება და დამსაქმებელი. აქვე განვმარტავთ, რომ დასაქმებულთა გაერთიანებად შეიძლება ჩაითვალოს 2 ან მეტი დასაქმებული. კოლექტიური ხელშეკრულება ეფუძნება იგივე პრინციპებს, რომლებსაც ინდივიდუალური ხელშეკრულება.

კითხვა:

- გთხოვთ განგვიმარტოთ, შრომითი ურთიერთობის დროს რა გარემოება და მოქმედება ჩაითვლება პირის დისკრიმინაციად?

პასუხი:

- დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ, ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი, ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისათვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ, ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

კითხვა:

- რამდენადაც მახსოვს, ადრე მოქმედი კანონით, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობოდა 18 წლის ასაკიდან. რას ითვალისწინებს ახლანდელი შრომითი კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით?

პასუხი:

- 2006 წლის 4 ივლისიდან მოქმედი კანონის თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის, ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებასდა არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის, ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც.

კითხვა:

- ვარ 13 წლის. ჩემი მშობლები საავტომობილო კატასტროფაში მოყვნენ და დაიღუპნენ. მზრდის ინვალიდი ბებია, რომლის საარსებო წყარო 55 ლარი პენსიაა. მინდა სწავლის პარალელურად ვიმუშაო, რომ ელემენტარულად მაინც შევძლო არსებობა. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი:

- კანონის თანახმად, 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად. აქვე გაცნობებთ, რომ აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული, ასევე მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.

კითხვა:

- როგორი ფორმით და ვადით იდება შრომითი ხელშეკრულება?

პასუხი:

- შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეთათვის გასაგებ ენაზე წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი და გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით.

კითხვა:

- უთანაბრდება თუ არა შრომითი ხელშეკრულების დადებას პირის განცხადება და მის საფუძველზე გამოცემული დოკუმენტი?

პასუხი:

- პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.

კითხვა:

- შეიძლება თუ არა წერილობითი შრომითი ხელ­ შეკრულება დაიდოს რამდენიმე ენაზე და თუ შეიძლება, როგორ განისაზღვრება. რომელ ენაზე დადე­ ბულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა?

პასუხი:

- წერილობითი შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს რამდენიმე ენაზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა იგი შეიცავდეს მონაცემებს იმის თაობაზე, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა ხელშეკრულების დებულებებს შორის განსხვავების შემთხვევაში.

კითხვა:

- როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ახალი შრომის კოდექსი თურმე აღარ ითვალისწინებს დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ შრომის წიგნაკის წარმოების ვალდებულებას. იქნებ აგვიხსნათ, საჭიროების შემთხვევაში რით დავადასტუროთ შრომის სტაჟის ხანგრძლივობა?

პასუხი:

- შრომის სტაჟის ხანგრძლივობის დადასტურება შეგიძლიათ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. აქვე გაცნობებთ, რომ დასაქმებულის მოთხოვნით, დამსაქმებელი ვალდებულია გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ხელშეკრულებების ხანგრძლივობის თაობაზე.

კითხვა:

- ვმუშაობ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაწესებულებაში შრომის ხელშეკრულების საფუძველზე. ხელმძღვანელი ჩემგან მოითხოვს ისეთი სამუშაოს შესრულებას, რაც შრომითი ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული, მეუბნება აღნიშნულს ჩვენი შრომის შინაგანაწესი ითვალისწინებსო, რომელიც სამუშაოზე მიღებისას ჩემთვის არ გაუცნიათ. სწორია თუ არა ასეთი მოთხოვნა?

პასუხი:

- შეკითხვაში აღნიშნული პირობების მიხედვით, დაწესებულების ხელმძღვანელის მოთხოვნა თქვენს მიმართ კანონსაწინააღმდეგოა. თუმცა, კანონის თანახმად, შრომის შინაგანაწესი შეიძლება იყოს შრომის ხელშეკრულების ნაწილი, მაგრამ ეს თავიდანვე უნდა იქნეს განსაზღვრული დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამ შემთხვევაში თქვენი დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებული იყო შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გაეცნო თქვენთვის შრომის შინაგანაწესი, ხოლო შემდგომში - მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება.

კითხვა:

- შეიძლება თუ არა დასაქმებულთან დაიდოს რამდენიმე შრომითი ხელშეკრულება და თუ შეიძლება, რა ძალის მქონეა თითოეული მათგანი?

პასუხი:

- დიახ, შეიძლება: თუ დასაქმებულთან დადებულია რამდენიმე შრომითი ხელშეკრულება, რომლებიც მხოლოდ ავსებს და მთლიანად არ ცვლის ერთმანეთს, ყველა ხელშეკრულება ინარჩუნებს ძალას და განიხილება, როგორც ერთი შრომითი ხელშეკრულება. წინა შრომითი ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი დებულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ხელშეკრულებით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ დასაქმებულთან ერთსა და იმავე პირობებზე დადებული რამდენიმე შრომითი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ბოლოს დადებულ ხელშეკრულებას.

კითხვა:

- ვარ 43 წლის მამაკაცი, მყავს უმუშევარი მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი. ვინაიდან ხელფასი, რომელსაც ვიღებ მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს ჩემი ოჯახის მატერიალურ­საყოფაცხოვრებო მოთხოვნებს, გადავწყვიტე ვიმუშაო შეთავსებით.

გთხოვთ განმიმარტოთ, მაქვს თუ არა ამის უფლება და შეუძლია თუ არა ჩემს ძირითად დამსაქმებელს არ დამრთოს შეთავსებით მუშაობის ნება?

პასუხი:

- საქართველოს შრომის კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულება შეთავსებით სამუშაოზე შეიძლება დაიდოს პირთან, რომელსაც ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს შეუძლია სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება.

აქვე გაცნობებთ, რომ დასაქმებულის უფლება, შეასრულოს სხვა სამუშაო, შესაძლოა შრომითი ხელშეკრულებით შეიზღუდოს, თუ ასეთი სამუშაოს შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობის შესრულებას ან/და თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია.

კითხვა:

- დამსაქმებელმა ხელშეკრულება გამიფორმა 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მაინტერესებს, აქვს თუ არა უფლება გამოსაცდელი ვადის პერიოდში დამსაქმებელმა დამითხოვოს სამსახურიდან, რამ­ დენადაც ვიცი, ადრე მოქმედი კანონით გამოსაცდელ ვადაში დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლება არ დაიშვებოდა?

პასუხი:

- დიახ, მოქმედი კანონის შესაბამისად, დამსაქმებელს უფლება აქვს დასაქმების კანდიდატთან შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხოლოდ ერთხელ დადოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, წერილობითი ფორმით, არა უმეტეს 6 თვისა. ამასთან, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს მას შეუძლია დადოს კანდიდატთან უვადო შრომითი ხელშეკრულება, ან მოშალოს გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.

კითხვა:

- გთხოვთ განგვიმარტოთ, არის თუ არა შესაძლებელი ერთ­ერთი მხარის (დამსაქმებლის ან დასაქმებულის) სურვილით შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა და კანონის თანახმად, რა გარემოება მიიჩნევა შრომის ხელშეკრულების არაარსებით და არსებით შეცვლად? გვეკითხებიან, ვპასუხობთ

პასუხი:

- შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. ხელშეკრულების პირობების არაარსებით შეცვლად მიიჩნევა: დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილის შეცვლა, თუ საზოგადოდ ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებებით საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე მისვლა და დაბრუნება მოითხოვს არა უმეტეს 3 საათისა დღეში, ამასთან, არ იწვევს არათანაბარზომიერ ხარჯებს; სამუშაოს დაწყების, ან დამთავრების დროის ცვლილება არა უმეტეს 90 წუთით; ისეთი ცვლილება, რომელიც განპირობებულია კანონმდებლობის შეცვლით და შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების ზუსტ შესრულებას, ამასთან არ ცვლის მის ძირითად არსს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან ერთდროულად ორის შეცვლა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლად.

კითხვა:

- მიიჩნევა თუ არა შრომის ხელშეკრულების პირობების შეცვლად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა?

პასუხი:

- დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს. აღნიშნული ვადის გადამეტების შემთხვევა კი შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლად მიიჩნევა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ დამსაქმებელი ყველა შემთხვევაში ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

კითხვა:

- თუ შეიძლება, სრულყოფილად აგვიხსენით, რა არის შრომის შინაგანაწესი?

პასუხი:

- შრომის შინაგანაწესი არის დამსაქმებლის მიერ დადგენილი წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს: სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; დასვენების ხანგრძლივობა; შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და ადგილი; ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; შრომის პირობების დაცვის წესები; წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; განცხადების/საჩივრის განხილვის წესი.

სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა შრომის შინაგანაწესი შეიძლება განსაზღვროს სპეციალური წესებიც.

იურიდიული კონსულტაცია

0x01 graphic

შემოსულ კითხვებს პასუხობს ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის ექსპერტი ბატონი თამაზ იაშვილი.

კითხვა:

- საწარმოს დღგ-ით დასაბეგრმა ოპერაციებმა უწყვეტ 11 თვეში შეადგინა 90 000ლარი. მომდევნო დღეს (ე.ი. მე-12 თვეში) ვასრულებთ უწყვეტ ოპერაციას-ვყიდით შპს-ს ქონებას (შენობას) 95 000 ლარად. გთხოვთ განგვიმარტოთ, როდიდან ვართ ვალდებული გავიაროთ რეგისტრაცია დღგ-ს გადამხდელად?

პასუხი:

- საგადასახადო კოდექსის 221-ემუხლის თანახმად:

პირი ვალდებულია გატარდეს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციაში, თუ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა აღემატება 100 000ლარს. მან ამ მომენტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის”.

კოდექსის მოყვანილი დებულებიდან ნათლად ჩანს, რომ წერილში მოყვანილ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ­ს გადამხდელად, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, როდესაც მე-12 თვის დასაწყისში, მის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხამ გადაამეტა 100 000 ლარს, ანუ საწარმოს საკუთრებაში არსებული შენობის 95 000 ლარად გაყიდვის მომენტიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

კითხვა:

- შპს აშენებს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, მშენებლობის პერიოდში ფიზიკურ პირთან დებს ხელშეკრულებებს, რომლითაც ფიზიკური პირი გარკვეული გრაფიკით (ვთქვათ ორი წლის ვადით) შპს­ს უხდიან შესასყიდი ბინების საფასურს. მშენებლობის დამთავრებისას და შესაბამისი გრაფიკით ფულის გადახდის დასრულების შემდეგ ბინა საკუთრებაში გადაეცემა მყიდველს (ფიზიკური პირს) და იგი გაფორმდება საჯარო რეესტრში, რითიც დადასტურდება საკუთრების გადაცემა.

მოცემულ შემთხვევაში შპს­ს მიერ მყიდველებისაგან მიღებული შემოსავლები გრაფიკის მიხედვით ფაქტობრივად გადახდის შესაბამისად ეტაპობრივად ჩაეთვლება შპს­ს შემოსავლებად და დაიბეგრება ეს შემოსავლები დღგ­ით და მოგების გადასახადით, თუ ეს შემოსავლები შპს რეალიზაციად ჩაითვლება მხოლოდ ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ? ამ უკანასკნელ შემთხვევაში შპს­ს ხომ არ ჩაეთვლება ფიზიკური პირების ეტაპობრივი შენატანები უპროცენტო სესხად და შესაბამისად არ გაეზრდება დასაბეგრი მოგება?

პასუხი:

- იმისათვის რომ დასმულ კითხვაზე პასუხი ნათელი გახდეს, გავიხსენოთ რამდენიმე დებულება მოქმედი საგადასახადო კოდექსიდან:

მუხლი 225 - დღგ-ით დასაბეგრი ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის უსასყიდლოდ.

მუხლი 17 - საქონელი არის მატერიალური და არამატერიალური ქონება.

მუხლი 20 - საქონლის მიწოდებად ითვლება საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით, ან უსასყიდლოდ.

მუხლი 203 - გადასახადის გადამხდელის მიერ აღრიცხვაში დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას შემოსავლები და ხარჯები აღირიცხება გადასახადის გადამხდელის მიერ ამ შემოსავლების მიღების უფლების მოპოვების და ასეთი ხარჯების აღიარების მომენტის მიხედვით, შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების გაწევის მომენტის მიუხედავად.

ეს კი ნიშნავს, რომ ბუღალტრული აღრიცხვის დარიცხვის მეთოდის მიხედვით, შემოსავლისა და ხარჯების აღიარება ხდება რეალიზაციისას და არ არის დამოკიდებული ანგარიშსწორებასთან. რეალიზაცია, შესაბამისად შემოსავლები და ხარჯების აღიარები შეიძლება მოხდეს როგორც რეალიზაციის მომენტში, ისე რეალიზაციამდე და რეალიზაციის შემდეგ.

0x01 graphic

ყოველივე აღნიშნულის თანახმად: რეალიზაცის, ანუ მიწოდების, შესაბამისად შემოსავალის, ხარჯის აღიარება და საგადასახადო ვალდებულებების წარმოქმნა მოხდება მხოლოდ მშენებელსა და დამკვეთ ფიზიკურ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფართზე დამკვეთისათვის საკუთრების უფლების გაცემის მომენტში.

დამკვეთი ფიზიკური პირის პერიოდული (ეტაპობრივი) გადახდები, გათვალისწინებული მასსა და მშენებელს შორის დადებული ხელშეკრულებით, განიხილება როგორც ავანსი, რომელიც აუცილებელია მშენებლისათვის, მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამშენებლო­სამონტაჟო სამუშაოების დასაფინანსებლად. ასეთი ავანსების (ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარი გადახდები) დაბეგვრას საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს.

კითხვა:

- შპს­მ საკუთარი სახსრებით ააშენა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და დაიწყო საცხოვრებელი ბინების განვადებით (ფიზიკურ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გარკვეული გრაფიკით) გაყიდვა.

შპს­ს განვადებით ხელშეკრულების შესაბამისად (გრაფიკით) მიღებული შემოსავლები ჩაეთვლება დასაბეგრ შემოსავლებად, თუ განვადების მთლიანად ან ნაწილობრივ (ვთქვათ, 70%25­ის) დაფარვის შემდგომ საცხოვრებელი ბინის ფიზიკურ პირზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირების შემდგომ, ე.ი. საკუთრების უფლების გადაცემის დარეგისტრირების შემდეგ?

ამასთან რა წესით მოხდება შპს­ს მიერ გაწეული ხარჯების გამოქვითვა დასაბეგრი შემოსავლებიდან დასაბეგრი მოგების გასაანგარიშებლად?

პასუხი:

- აქ ზემოთ განხილულ ანალოგიასთან გვაქვს საქმე. რეალიზაციად ითვლება ქონებაზე საკუთრებისა და ქონების ფლობასთან დაკავშირებული რიკების გადაცემა. შეიძლება დავუმატოთ, რომ:

ა. ამონაგები თითოეული ბინის რეალიზაციიდან, უნდა აისახოს სამშენებლო ფირმის შეწმოსავალში, მიუხედავად ანგარიშსწორებისა.

ბ. ხარჯებში უნდა აისახოს ყოველი გაყიდული (მიწოდებული, რეალიზებული) ბინის სააღრიცხვო თვითღირებულება (როგორც წესი, 1კვ.მ­ს მიხედვით კონკრეტული ბინის საერთო ფართისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით).

სამშენებლო სამუშაოების აღრიცხვასთან მიმართებაში საგულისხმოა კიდევ ორი გარემოება:

1. თუ სამშენებლო სამუშაოებზე დადებული ხელშეკრულება (სამშენებლო კონტრაქტი) ითვალისწინებს სამუშაოების ეტაპობრივ დასრულებასა და დამკვეთისათვის გადაცემას, ყოველი ცალკეული დასრულებული ეტაპის გადაცემა ხდება მიღება­ჩაბარების აქტით, რაც ნიშნავს ეტაპის დასრულებული სამუშაოების მიწოდებას და დამკვეთისათვის გადაცემული სამუშაოების სააღრიცხვო მოცულობა ხდება დაბეგვრის, შემოსავლებისა და ხარჯების აღიარების, საგადასახადო ვალებულებების წარმოქმნის ობიექტი.

2. შენობის, სახლის, ბინისა თუ რაიმე სხვა დანიშნულების ფართის მიწოდებისათვის, არ არის აუცილებელი მისი მშენებლობის სრულად დასრულება და დასრულებული სამუშაოების მიღება­ჩაბარების აქტის გაფორმება. დაუმთავრებელი მშენებლობის გაყიდვა (მიწოდება, რეალიზაცია) შეიძლება მშენებლობის ნებისმიერ ეტაპზე, მზადყოფნის ნებისმიერ მდგომარეობაში, რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა სააღრიცხვო და საგადასახადო შედეგებით.

8 კულტურა, ძალა და პოლიტიკა ჩვენს კომპანიებში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გიორგი მანგოშვილი
სტუ მაგისტრი

ცვალებადი ბიზნესი და სოციალური გარემო საკმაოდ განსხვავებულ შესაძლებლობებს მოითხოვს. ბევრი კომპანია სტაბილურობიდან, ლოიალურობიდან და პროდუქტიულობიდან გადავიდა შემოქმედებითობაზე, ელასტიურობაზე და მწარმოებლურობაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი სოციალური ურთიერთობები, ადრინდელთან შედარებით, უფრო კომპლექსური და მრავალმხრივი გახდა.

თქვენ შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ ახალი იერარქიები, შექმნათ ქსელები, შეცვალოთ პროცესები, გარკვეული უფლებები მისცეთ ხალხს, მიიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები, მთელი ყურადღება გადაიტანოთ მომხმარებელზე და გააკეთოთ ყველაფერი, მაგრამ ვთქვათ, გყავთ პროექტის ორი მენეჯერი:

პირველი მენეჯერი საუკეთესოდ აგვარებს ტექნიკურ პრობლემებს, მაგრამ არ არის ძლიერი ორგანიზაციული პოლიტიკის გაძღოლაში და პერსონალის მოტივაციაში.

0x01 graphic

მეორე პროექტის ხელმძღვანელი არ არის ძლიერი ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ საუკეთესოდ შეუძლია ორგანიზაციული სტრუქტურის მართვა და ყოველთვის აღწევს მიზანს, იღებს საუკეთესო რესურსებს, სასურველ მომსახურებას, ხოლო აღმასრულებელთან თანხმობის მიღწევა კი მის­ თვის პრობლემას არ წარმოადგენს.

რომელ მათგანს მიაბარებთ პროექტს?

მეორე მაგალითი: ვთქვათ, კომპანიაში უმაღლესი თანამდებობის მისაღებად ორი ამბიციური მაღალი დონის მენეჯერი იბრძვის:

პირველი უძლიერესია ციფრებში, ამუშავებს მშვენიერ სტრატეგიებს და შეუძლია უპირატესობის მიღწევა ბაზარზე. მაგრამ, საუბედუროდ არ არის მოხერხებული, ლოიალური და არ ითვალისწინებს სხვების აზრს. ის ფიქრობს, რომ, თუ მუშაობის კურსი სწორია, რაღა საჭიროა დროის ხარჯვა მის უსასრულო განხილვაზე.

მეორე მენეჯერი არ არის დიდი გენიოსი, ვერც ციფრებში ერკვევა ელვის სისწრაფით და თვითონაც არც ისე სწრაფია, მაგრამ შეუძლია პერსონალის მართვა საკმაოდ კარგად, დიდი პატივისცემით სარგებლობს, ყოველთვის ახერხებს მოუსმინოს ხალხს და დაეხმაროს პრობლემების გადაჭრაში.

რომელი მათგანი მიიღებს მაღალ თანამდებობას?

რას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა? ჩადებთ ფულს იმ პიროვნებაში, რომელიც უფრო ძლიერია ტექნიკური მონაცემებით, თუ იმას ამჯობინებთ, რომელიც ორგანიზაციულ საქმიანობაშია საუკეთესო? ალბათ მეორეს ამჯობინებთ!

დიდ კომპანიებში უფრო გადამწყვეტი მნივნელობა აქვს კულტურის, პოლიტიკის და ძალაუფლების საკითხების სწორად ფორმირებას და გამოყენებას, მათი მართვის შესაძლებლობას და იდეების გარდაქმნას კონკრეტულ საქმიანობად, ვიდრე აწყობილ სტრუქტურას, თვითმოტივირებულ პერსონალს და ა.შ.

მაგალითად, ერთი კომპანია ფლობს საუკეთესო, მოწესრიგებულ სტრუქტურას და საინფორმაციო სისტემებს, სამაგიეროდ ჰყავს პოლიტიკურად შეუფერებელი და გაუცხოებული ლიდერთა ჯგუფი. მეორე კომპანიას კი, რომელიც არ არის კარგად ორგანიზებული და ჯერ კიდევ შემორჩენილია იერარქიული სტრუქტურები, მოწვეული ჰყავს მენეჯერთა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია დასახული მიზნების შესრულება. რომელი იქნება მეტად წარმატებული?

კარგი სტრუქტურები, ჯგუფები, საინფორმაციო სისტემები - ეჭვგარეშეა, რომ კომპანიას ეხმარება, მაგრამ საჭიროა ისეთი ქმედებები, რომლებიც დასახულ მიზნამდე მიგვიყვანს, ეს კი დამოკიდებულია კულტურის, პოლიტიკის და ძალაუფლების სწორად გამოყენებაზე, რაც აუცილებელია კომპანიის ფუნქციონირებისათვის.

საკმაოდ ბევრი გამოკვლევა ჩატარდა ორგანიზაციული კულტურის, ძალის და პოლიტიკის შესასწავლად. სანამ განვიხილავთ მაგალითს, როგორ უნდა ვმართოთ კომპანიაში კულტურის, ძალის და პოლიტიკის ასპექტები მთავარ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად, თავდაპირველად უმჯობესია, ამ სფეროში რამდენიმე მთავარ იდეას გადავხედოთ.

კულტურა - საქმიანობის მეთოდები ჩვენი აზროვნების შესაბამისად.

0x01 graphic

ბოლო 10­15 წლის მანძილზე მოდაში შემოვიდა აზრი იმის შესახებ, რომ კულტურას გადამწყვეტი როლი ენიჭება ორგანიზაციის წარმატებასა თუ წარუმატებლობაში, თუმცა ასეთი შეხედულება, ცოტა არ იყოს გამარტივებულია. დასავლეთში კი ადამიანები ყოველთვის ეძებენ მარტივ, ერთმნიშვნელოვან პასუხს ყველა პრობლემისთვის. ეს შემთხვევა შეიძლება შევადაროთ ქათმისა და კვერცხის პრობლემას - „ორგანიზაცია წარმატებულია იმიტომ, რომ აქვს სწორი კულტურა?“

სავარაუდო პასუხი ასეთია: თუ გარკვეული კულტურა შეეფერება გარკვეულ გარემოს, ასეთ შემთხვევაში კომპანიები აყვავებულნი არიან. მაგრამ, შემდეგ გარემო იცვლება და არსებული კულტურა აღარ არის შესაფერისი. ზოგიერთი კომპანია ახერხებს ადაპტირებას, თუმცა, უმრავლესობა განაგრძობს ბრძოლას ძველი, გამოცდილი მეთოდებით.

კომპანიის კულტურა შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი. ამასთან, თითოეული კომპანია განსხვავებული და თავისებურია: ფიზიკური გარემოთი - შენობები, ოფისები, ავეჯი, დეკორაციები და ა. შ.; ადამიანთა ქცევით - თავაზიანი ან უხეში, საქმიანი, ნერვიული, ცნობისმოყვარე, შემოქმედებითი, ჩაკეტილი ან ბიუროკრატი; მათი აზროვნების სტილით - პრობლემების აქტიურად გადაწყვეტა, კანონების დაცვა, ნებისმიერ სიტუაციაში უიმედობა და მსხვერპლის როლში ყოფნა, მორჩილი, კონსტრუქციული ან პროაქტიური, არაოფიციალური ან იერარქიული, გაუმაძღარი ან ცინიკური; ალბათ ბევრს გვიმუშავია ისეთ კომპანიაში, სადაც თავს ისე ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში ან კიდევ ისეთში, სადაც იმდენად დიდი იყო განსხვავება ჩვენსა და მათ შორის, რომ სამსახურში ყოველდღე სიარული აუტანელი იყო.

როჯერ ჰარისონმა შემოგვთავაზა ორგანიზაციული კულტურის ოთხი ძირითადი ტიპი. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ცენტრალიზებული ან დეცენტრალიზებული ძალით, პოლიტიკური პროცედურების თავმოყრით გავლენიანი ინდივიდების ან შესასრულებელი ამოცანის/ფუნქციის გარშემო:

ძალა (ავტოკრატია) - კომპანიის მმართველი ერთი ან რამდენიმე პირი. ხშირად კომპანია არის ახალი წამოწყების მომხრე, დიდ პატივს არ სცემს ფორმალურ სტრუქტურებს და პროცედურებს და დიდი ლოიალურობით ეპყრობა ლიდერებს. მაგრამ, როცა ის ფართოვდება, ადაპტაცია უძნელდება და დაშლას იწყებს. ის, აგრეთვე ვერ ამჩნევს კონკურენტებს და მარცხდება.

როლი (ბიუროკრატია) - მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ხართ თქვენ, მთავარია, როგორი პოზიცია გიჭირავთ. საქმეები კეთდება კანონებით; ლოიალურობა ფასდება; ინდივიდუალიზმი და დინამიზმი საშიშია. როლის კულტურა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შემოსატანად გაჩნდა, მაგრამ ის ცვალებად სამყაროს ვერ ეგუება და ცვლილებების შემთხვევაში ძლიერ ტრავმებს იღებს, ან საერთოდ იღუპება. პოლიტიკური წარმატებისთვის საჭიროა სისტემის მართვის ცოდნა, კანონების და დადგენილებების თქვენს სასარგებლოდ გამოყენება.

ამოცანა (მიზნობრიობა) - აღწერს ისეთ კომპანიას, რომელიც დროებით ქმნის პროექტების ჯგუფებს. ადამიანები ადგენენ ჯგუფებს, ასრულებენ დავალებებს და შემდეგ იშლებიან, რათა მერე შექმნან ახალი ჯგუფი ახალი ამოცანის შესასრულებლად. საკონსულტაციო, საპროექტო და სარეკლამო სააგენტოები ამის საუკეთესო მაგალითებია. მაგრამ ყველაფერი, ძირითადად დამოკიდებულია ადამიანების „პატიოსან მუშაობაზე“. ჯგუფი შეიძლება გადავიდეს ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაზე, როცა სხვადასხვა ჯგუფები იბრძვიან ძირითადი რესურსებისთვის ან მაღალი პროფილის მქონე პროექტებისთვის.

პიროვნება (დემოკრატია) - ძირითადად, ასოცირდება აკადემიურ საზოგადოებებთან, არქიტექტურულ, სარეკლამო ან იურდიულ ფირმებთან. ეს შემთხვევა საშუალებას აძლევს ინდივიდს არ გადაუხვიოს საკუთარ ინტერესებს და იმავდროულად შეინარჩუნოს მომგებიანი ურთიერთობა სხვებთან. ამ დროს კომპანია თეორიულად დამოკიდებულია ინდივიდების სურვილებზე.

0x01 graphic

იშვიათია, რომ ამ მოდელებიდან რომელიმეს ზუსტად მიესადაგებოდეს კომპანია. თითოეულ მათგანში არსებობს ადგილობრივი კულტურები - ფინანსური განყოფილება განსხვავდება საწარმოო განყოფილებისგან, მარკეტინგი - ვაჭრობისგან და ა. შ. სხვადასხვა დაწესებულებებს თავისთვის დამახასიათებელი კულტურა აქვს - ერთი შეიძლება იყოს პროგრესული და დინამიური, მეორე მძიმე და ბიუროკრატიული. და ბოლოს, ყველა ქვეყანას და ეთნიკურ ჯგუფს აქვს ადგილობრივი კულტურა, რომელიც აუცილებლად მოახდენს გავლენას ორგანიზაციულ კულტურაზე. კულტურა აგრეთვე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ ფლობს ძალას და პოლიტიკური აქტიურობა არის თუ არა ორიენტირებული ინდივიდებზე.

ძალა - „ცუდი სიტყვა“.

როდესაც გვგონია, რომ თავისუფლები ვართ და ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ძალაზე საუბარს ვერიდებით. ძალა ასოცირდება ფაშიზმთან სხვა დათრგუნველ პოლიტიკურ სისტემასთან. თუმცა, ძალა არის სწორედ ის ბაზისი, რომელზე დაყრდნობითაც კომპანიების უმეტესობა ფუნქციონირებს. ისინი, ვინც ხვდებიან ძალის სწორად გამოყენების მნიშვნელობას, ყოველთვის აღწევენ წარმატებას. სამაგიეროდ, მუდამ უყურადღებოდ რჩება მათი წინადადებები, ვინც ძალის გამოყენებას არ ეთანხმება.

კომპანიებში არსებობს ძალის ბევრნაირი წყარო. მათი შერჩევა შეიძლება მრავალნაირად, იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის (ავტორიტარული, ბიუროკრატიული, ერთგვაროვანი, ჯგუფებზე დაფუძნებული) კომპანია გვაქვს და რა პოზიციისთვის გვჭირდება. მაგალითად, უფრო ღია, ერთგვაროვან და ჯგუფებზე დაფუძნებულ კომპანიებში ადამიანები, მოვლენებზე გავლენის მოსახდენად, ჩვეულებრივ, უფრო დახვეწილ მეთოდებს იყენებენ, როგორიცაა: პიროვნული შესაძლებლობები, შეკრება­მართვის მონაცემები, მოლაპარაკებები და სხვების დარწმუნება იმაში, რომ კონკრეტული ქმედება მათ ინტერესებშიც შედის, მაშინ როცა იერარქიული, ავტორიტარული და ბიუროკრატიული კომპანიები ფუნქციონირებს ისეთი მეთოდებით, როგორიცაა: პოზიციური ავტორიტეტი, ინფორმაციის შეღწევადობა, კანონები და პროცედურები და სხვა (რომლებიც გამოიყენება გავლენის მოსაპოვებლად).

რაც უფრო ცოტა ძალის წყაროს გამოიყენებთ, მით უფრო ნაკლებად ეფექტური იქნება თქვენი საქმიანობა. კომპანიები სავსეა ყველა ტიპის ექსპერტებით, რომლებიც, მიუხედავად მაღალი კლასისა, მაინც შეზღუდულები არიან, რადგან ვერ ხვდებიან, რომ იდეის ასამუშავებლად მხოლოდ სწორი პასუხის ცოდნა საკმარისი არ არის.

პოლიტიკა - „პოლიტიკა? - ჩვენ აქ პოლიტიკისთვის არ გვცალია“.

თუ ძალა ცუდი სიტყვაა, პოლიტიკა (ძალის გამოყენება) ტაბუს ტოლფასია. ადამიანები სიამაყით აცხადებენ - „პოლიტიკაში არ ვერევი” ან „პოლიტიკურად ნეიტრალური ვარ და მასთან არანაირი შეხება არ მაქვს”. თუ მათ სჯერათ, რასაც ამბობენ, ნამდვილად თავს ისულელებენ. ჩვენ, ყველანი ვმონაწილეობთ კომპანიის პოლიტიკაში - თუ იქ დარჩენა გსურთ, იძულებული ხართ ასეც მოიქცეთ. ჩვენ, ყველანი, გარკვეული ფორმალური თუ არაფორმალური ძალოვანი დაჯგუფების წევრები ვართ და ყველა ვფლობთ საკუთარ ინფორმაციას, გვყავს მტრები, კონკურენტები, ლიდერები, მოკავშირეები, ინტრიგანები, უფროსები და ქვეშევრდომები. ძალა და გავლენა ბევრ კომპანიაში იცვლება, როდესაც სხვადასხვა პიროვნებები ან ჯგუფები დაწინაურდებიან ან ჩამოქვეითდებიან. ამგვარად, ბევრი ჩვენგანი განწყობილია ბოლო მოვლენებთან შესაგუებლად და ყველა ღონეს ხმარობს, სარგებელი ნახოს ნებისმიერ ცვლილებაში.

არსებობს ძალიან ბევრი, არასასიამოვნო პოლიტიკური ტაქტიკა - რაღა თქმა უნდა, ბევრი ჩვენგანი არ კადრულობს მათ გამოყენებას. შეგვიძლია შევადგინოთ საკმაოდ გრძელი სია იმ პოლიტიკური მეთოდებისა, რომლებსაც ის ადამიანები იყენებენ, ვისთვისაც მორალური ღირებულებები ბევრს არაფერს ნიშნავს, ეს შეიძლება იყოს: პირდაპირი საბოტაჟი, ხალხის შიშზე თამაში, გავლენიანობით გართობა, დაუმსახურებელი კრედიტების მოთხოვნა, ძლიერებთან დაახლოება, ინფორმაციის დამალვა, გაზვიადება, სხვისი იდეების მიტაცება, ძალის უქონელთა უპატივისმცემლობა, ძლიერი ფიგურების სიამოვნება, იმის ლაპარაკი, რისი გაგონებაც ძლიერებს სურთ, მლიქვნელობა და ა. შ.

რა თქმა უნდა, არსებობს პოლიტიკური ქსელების მართვის სხვა გზებიც, რომელთა გამოყენებაც, მორალური თვალსაზრისით, ნაკლებად დასაძრახია. ასეთებად შეიძლება ჩაითვალოს - მთავარი ფიგურებისთვისინფორმაციის მუდმივი მიწოდება; მოულოდნელი სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად, ყველა ახალი წინადადების წინასწარი პრეზენტაცია და მუშაობა ორივე, ფორმალურ და არაფორმალურ იერარქიებთან და სხვა. შევეცდებით, ქვემოთ განვიხილოთ, როგორ უნდა გამოვიყე­ ნოთ ეს ყველაფერი.

გადაწყვეტილებების რეალიზაცია

პოლიტიკური კლიმატის (ყოველდღიური მუშაობის კულტურულ­პოლიტიკური სისტემა) გამოსასწორებლად, განვიხილოთ, როგორ შეიძლება მთავარი გადაწყვეტილებების რეალიზება (ახალი პროდუქტის შექმნა, ახალი მარკეტინგული კამპანია, მუშაობის ახალი, ეფექტური გზების პოვნა და ა.შ.). ეს ყველაფერი უნდა მიმდინარეობდეს შემოქმედებითად და არა ისე, როგორც ეს ხდება ხოლმე, ჩვეული ლოგიკური მართვის პროცესის დროს.

დავუშვათ, თქვენ ან თქვენს ჯგუფს გსურთ, კორპორაციას მიაღებინოთ მნიშვნელოვანი ოპერატიული ან სტრატეგიული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, დაიწყებთ გავლენიან ადამიანებთან ამ საკითხის ლოგიკურობის ახსნას. შეიძლება გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიოთ, მაგრამ თქვენ გაცილებით მეტი გჭირდებათ, რაც გულისხმობს პოლიტიკურ და კულტურულ რეალობას.

ძირითადი გადაწყვტილებების რეალიზაცია შეიძლება იყოს რამდენიმე საფეხურიანი პროცესი. კომპანიის პროგრესულ აზროვნებაზე გადასვლის დაგეგმვის ერთ­ ერთი გზა სწორედ წინასწარ შეთანხმებული ხუთსაფეხურიანი პროცესის შექმნა გახლავთ (იხ. ნახ):

0x01 graphic

I. გადაწყვეტილების ქსელის იდენტიფიკაცია

გადაწყვეტილების ქსელი განსაზღვრავს მთავარ ფიგურებს და მათ როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, ჩვეულებრივ არსებობენ ნაირ­ნაირი ადამიანები, რომლებიც ამ გადაწყვეტილების რეალიზაციის პროცესში უნდა იყვნენ ჩართულნი. ყველა მათგანი სხვადასხვა როლს ითამაშებს, ექნება განსხვავებული აზრი, დაინახავს ათასნაირ საშიშროებას ან შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მოჰყვეს. ზოგი ბიუჯეტს დაიცავს, ზოგიც გავლენიან ფიგურებთან შესვლისას შეგზღუდავთ. ზოგმა შეიძლება მოიპოვოს ის ძალა და გავლენა, რომლის მოპოვებასაც თქვენ გეგმავდით, ზოგს კი შეიძლება შეეშინდეს კადრების ან პრესტიჟის შემცირების. ასე რომ, პირველი ნაბიჯი გადაწყვეტილების რეალიზაციისთვის უნდა იყოს ყველა იმ ადამიანის გადაწყვეტილებათა ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც შეიძლება ამ საქმეში ჩაერიოს.

უნდა აიღოთ თქვენი კომპანიის დიაგრამა და დააწყოთ ყველა იმ ადამიანის კლასიფიკაცია, რომლებმაც შეიძლება რაიმე როლი შეასრულოს ამ პროცესში. აგრეთვე, უნდა განსაზღვროთ, ვინ რა როლს შეასრულებს. შეიძლება იფიქროთ, რომ მხოლოდ რამდენიმე მათგანი იქნება შესაფერისი თქვენი კონკრეტული შემთხვევისათვის. თუ ასეა, ცოტა უფრო ღრმად ჩაფიქრდით - სულაც არ არის ადვილი, სათანადოდ შეაფასოთ ყველა ფიგურა, ვისაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ძირითად გადაწყვეტილებებზე და ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ სამი გავლენიანი პიროვნებიდან მხოლოდ ორ მათგანთან კონსულტაციით არ უნდა დაკმაყოფილდეთ. ბევრი ადამიანის ჩარევით შეიძლება მცირეოდენი ზიანი მიაყენოთ თქვენს საქმეს, მაგრამ შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ, თუ გამოგრჩებათ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო პიროვნება, რომელიც რეალურად საკმაოდ ძლიერია.

გავლენიანი ადამიანები შეიძლება ექვს კატეგორიად დაიყოს:

ადმინისტრაცია - არ არის პირდაპირ ჩაბმული გადაწყვეტილებების დამუშავებაში, მაგრამ აქვს გადამწყვეტი ძალა მათ დასაშვებად ან ასაკრძალად. (მაგ.: მართველი დირექტორი ან აღმასრულებელი).

მფლობელი - იღებს გადაწყვეტილებას (ან პასუხისმგებელია მენეჯერთა ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე). მის პირდაპირ ინტერესებში შედის გადაწყვეტილების ეფექტურობა.

„დამცველები” - აკონტროლებენ გავლენიან ფიგურებთან შეღწევას ან რესურსებს. მათ, აგრეთვე შეუძლიათ გააკონტროლონ მენეჯერებისთვის განკუთვნილი შეტყობინებები (ინფორმაცია). ისინი შეიძლება იყვნენ გამოსადეგი ან საკმაოდ საშიში ფიგურები. (მაგ:. ფინანსური დირექტორი, კომუნიკაციების ან დაცვის სამსახური).

ძირითადი გავლენიანი პირები - ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მფლობელები ენდობიან ან რომლებსაც გავლენა აქვთ ადმინისტრაციაზე. (მაგ.: ქვეყნის ან რეგიონის მთავარი გავლენიანი მენეჯერი, წარმოების ან ადამიანური რესურსების დირექტორი).

0x01 graphic

გავლენიანი პირები - მათ ოდნავ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე ძირითად გავლენიან პირებს. (მაგ.: რომელიმე ქვეყნის მენეჯერი).

ტექნიკური მომხმარებელი - მათ ეხებათ გადაწყვეტილების ტექნიკური მხარე. მაგალითად, გასაღების ან R&D - ის დირექტორი. გადაწყვეტილების მიღებისას შეგიძლიათ მიმართოთ მათ, რათა გაარკვიოთ, რამდენად გაითვალისწინებენ ექსპერტების კრიტიკას.

ყველა ეს ადამიანი, და არამარტო ეს ადამიანები, მაგალითად, კულტურის მეურვეები, პროფესიონალები და ა.შ. ჩართულნი იქნებიან გადაწყვეტილების მიღებაში. თქვენი შეთავაზების დეტალების არასაკმარისი ცოდნა, ვინმეს აზრის ან კონსულტაციის იგნორირების გამო შელახული თავმოყვარეობა, ვინმეს ძალის არასათანადო შეფასება, შეიძლება გახდეს ამ ადამიანების თქვენს წინააღმდეგ განწყობის მიზეზი. ამგვარად, დიდი მნიშვნელობა აქვს ყველას და ყველაფრის იდენტიფიცირებას.

II. ძირითადი მოქმედი პირების პოზიციების დაფიქსირება

მთავარ ფიგურებზე გავლენის მოსახდენად საჭიროა მათი მოტივაციის ცოდნა. ენთუზიაზმი, იგნორირება, სიხარბე, გულწრფელი მტკიცებულებები, ძალის მოხვეჭა, მორალური პირდაპირობა, შურისძიება, ჭეშმარიტი მხარდაჭერა, გადაუწყვეტელობა, შიში, პოლიტიკური უპირატესობა - ეს არის ის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ადამიანები ეწინააღმდეგებიან ან მხარს უჭერენ თქვენს წინადადებებს. ამ საფეხურის მიზანია, გაარკვიოთ ძირითადი ფიგურების მოტივაცია და მოიფიქროთ, როგორ შესძლებთ გავლენა იქონიოთ და არ გააღიზიანოთ ან გააღიზიანოთ ისინი.

მთავარი მოქმედი პირების პოზიციების დასაფიქსირებლად, უნდა გაარკვიოთ: მათი დამოკიდებულება, მათი შეხედულება, სტრატეგიის, მიზნების შესაბამისობა თქვენს პროექტთან მიმართებაში; ცვლილებებისათვის მზადყოფნა; პროექტის შესაბამისობა ბაზრის რეალურ მოთხოვნებთან და შერჩეული ბაზრის სეგმენტები; ფინანსური ეფექტურობის პერსპექტივა; უკვე დადგენილი გეგმები და ფასები; არის, თუ არა თქვენი წინადადება სხვა შეთავაზებებზე უკეთესი და ძლიერი; გამოიყოფა, თუ არა ბიუჯეტიდან თანხა; გვჭირდება თუ არა პროდუქციის ასორტიმენტის გაუმჯობესება; რა პირადული წარმატება ან მარცხი მოჰყვება მათთვის თქვენი წინადადების მხარდაჭერას და ა. შ.

თქვენმა სიტყვებმა ბევრი შეიძლება, შემოთავაზებული წინადადების მხარდამჭერად აქციოს, ააღელვოს და საკუთარი პოზიციაც კი შეაცვლევინოს. ამისათვის თქვენ უნდა მოაწყოთ შეხვედრები, რომ მოახერხოთ გადაწყვეტილების მიღებამდე მათზე გავლენის მოხდენა და წინასწარ უნდა განსაზღვროთ რისი მიღწევა გსურთ ამ შეხვედრებიდან.

III. გავლენიანობის გეგმის შედგენა

როდესაც განსაზღვრავთ მთავარ მოქმედ პირებს და მათ დამოკიდებულებას თქვენი შეთავაზების მიმართ, აუცილებლად უნდა მოიფიქროთ, როგორ უნდა მიუდგეთ თითოეულ მათგანს. ზემოაღწერილობიდანაც კი საკმარისია, რომ დარწმუნდეთ, რამდენად სხვადასხვაგვარი მიდგომაა საჭირო თითოეული ხასიათისთვის:

ადმინისტრაცია - შეიძლება ისინი პირდაპირ არ იყვნენ ჩართული გადაწყვეტილების მისაღებ დისკუსიაში, მაგრამ მათ აქვთ ძალა ბიუჯეტის დამტკიცების ან უარყოფისთვის. შეიძლება მოახერხოთ ადმინისტრაციასთანშეხვედრა, თუმცა, ეს მათი გრაფიკის გამო არც ისე იოლია.

მაგალითად: შეიძლება ადმინისტრაცის წარმომადგენელი აპირებს გადადგომას, სურს წარმოების გაუმჯობესება და არ უნდა არანაირი, არსებული პოლიტიკის გამაგრძელებელი წინადადებების მიღება. ამრიგად, თქვენი წინადადება არ უნდა ტოვებდეს ძველი პოლიტიკის გამაგრძელებლის შთაბეჭდილებას. ან შეიძლება, ადმინისტრაციას სურდეს სწრაფი მოგების მიღება, ამ დროს რაც არ უნდა მშვენიერი იყოს თქვენი გრძელვადიანი პროექტი, ადმინისტრაციის დაინტერესებას ვერ გამოიწვევს, მას არც კი განიხილავენ.

მფლობელი - იქცევა, როგორც ახლად დანიშნული მარკეტინგის დირექტორი იმ კომპანიაში, სადაც უკმაყოფილონი არიან რეგიონული მენეჯერებით და მარკეტინგით, რადგან ისინი იღებენ ადგილობრივ გადაწყვეტილებებს.

საკმაოდ ბევრი რამ შეგიძლიათ, შესთავაზოთ მფლობელს - ნდობის მოსაპოვებელი ახალი პროდუქცია, გახდეთ დამაკავშირებელი ხიდი მათსა და ვაჭრობის ან ადგილობრივ მენეჯერთა შორის და ა.შ.

ტექნიკური მომხმარებელი - ვაჭრობის განყოფილებას მოუწევს თქვენი ახალი პროდუქტის „დიდი იდეის” გაყიდვა. ასე, რომ მათ რჩევას კომპანიაში სერიოზულად გაითვალისწინებენ.

ძირითადი გავლენიანი პირები - მთავარი მენეჯერები ცდილობენ, ჩამოაყალიბონ საკმაოდ მჭიდრო, ინფორმაციული ქსელი. თუ ერთი ან რამდენიმე გავლენიანი რეგიონის მენეჯერი თქვენს გეგმას უვარგისად მიიჩნევს, დანარჩენებიც მის კვალს მიჰყვებიან.

აწყდებით ორმაგ პრობლემას - თქვენ მოდიხართ ცენტრალური ოფისიდან და მარკეტინგის განყოფილებიდან, რომელსაც ნდობა დაკარგული აქვს, მეორეს მხრივ, განათლება და ბიზნესი მენეჯერები მიიჩნევენ, რომ ისინი მათ დამოუკიდებლობას ავიწროებენ. თუ გსურთ, თქვენი წინადადება მისაღები გახდეს, რამენაირად უნდა მოაგვაროთ ეს ორივე წინააღმდეგობა, მიუხედავად იმისა, რომ გავლენიან პირებთან შეხვედრა არც ისე იოლია, ამიტომ უნდა ეცადოთ, პირველივე შეხვედრაზე მოახერხოთ მათი დაინტერესება, რაც შემდგომ შეხვედრებს გაგიიოლებთ.

IV. შეხვედრები მთავარ ფიგურებთან - პირისპირ შეხვედრების მნიშვნელობა

თუ ახერხებთ ფორმალური პრეზენტაციის მოწყობას გავლენიან ფიგურებთან, კარგია. ეს მეთოდი, ერთი შეხედვით, ყველაზე ეფექტურად გამოიყურება. შეიძლება ბედმაც გაგიღიმოთ, მაგრამ ყველა პოლიტიკური, კულტურული და ემოციური ფონის გათვალისწინებით, შეიძლება პრეზენტაციის დროს პატარა უსიამოვნებაც წარმოიშვას, ასეთ შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდებათ სიტუაციის გამოსწორება. სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვაგვარი ლოგიკით და ემოციებით მიდიან ერთსა და იმავე გადაწყვეტილებამდე. ამიტომ უნდა ეცადოთ, გავლენიან ფიგურებს ცალკ­ცალკე შეხვდეთ და თქვენთვის სასურველ პოზიციებზე დაითანხმოთ. მაგალითად:

ინგლისელ მთავარმენეჯერს ნამდვილად დასჭირდება აურაცხელი მტკიცებულება. ამიტომ, ნუ ეცდებით, პირველივე შეხვედრაზე წარუდგინოთ მთელი მტკიცებულებები. პირველად ეცადეთ, მხოლოდ შეხვდეთ, გაეცნოთ და დააინტერესოთ. თუ ამას მოახერხებთ, მეორედაც აუცილებლად შეგხვდებათ.

მარკეტინგის დირექტორი, ალბათ საკმაოდ ნელა იმოქმედებს, რადგან ისინი ყურადღებით ეცნობიან პოლიტიკურ სიტუაციებს. ბრმად, ენთუზიაზმით რომ მიიღოს თქვენი წინადადება, შეიძლება ვაჭრობისა და მთავარი მენეჯერებთან სერიოზულ უსიამოვნებას შეხვდეს.

სავაჭრო განყოფილების დირექტორთან კი, ალბათ 2­3 შეხვედრა მაინც დაგჭირდებათ, რომ დაარწმუნოთ თქვენი წინადადების ჭეშმარიტ ღირებულებაში.

V. დანერგეთ და განავითარეთ მთავარ ფიგურებთან ერთად

როცა მოლაპარაკების შემდეგ ყველა მონაწილესთან მიაღწევთ შეთანხმებას, შექმნით და გამოუშვებთ ახალ პროდუქციას, ან დანერგავთ ახალ პროცესებს და მომსახურებას, აუცილებლად უნდა იკონტაქტოთ მთავარ მონაწილეებთან, რათა შეამოწმოთ, კმაყოფილნი არიან, თუ არა ისინი შედეგებით და უნდა გაარკვიოთ, როგორ შეფასებას აძლევენ მას, როგორ მართლდება მოლოდინი, ხომ არ აქვთ სხვა იდეა უკეთესი შედეგების მისაღწევად და ხომ არ ფიქრობენ, რომ რაღაც სხვანაირად უნდა გაგეკეთებინათ. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მათი შენიშვნები მომავალში და რისი გამოსწორებაც შეიძლება, ყველაფერი გამოასწოროთ.

მენეჯერებს ყოველთვის მოუწევთ პოლიტიკური, კულტურული და ძალის მიერ შექმნილი სირთულეების გადალახვა. მაგრამ, თუ ყურადღებით მოეპყრობიან არსებულ პრობლემებს, მომავალში სულ უფრო და უფრო ნაკლები პრობლემა შეექმნებათ. ალბათ, უმჯობესია ნაკლებად დაეყრდნონ თეორიულ მოდელებს და მეტი ყურადღება მიაქციონ ქვეშევრდომებისა და კოლეგების იდეებს.

მენეჯმენტი არ არის მხოლოდ მეცნიერება.ტექნოლოგიების უმეტესობა, რასაც მენეჯერებს ასწავლიან, არასოდეს გამოადგებათ საქმეში. მეტიც, მენეჯმენტის „მეცნიერულმა” ასპექტებმა შეიძლება მენეჯერები შეცდომაში შეიყვანოს და მთავარი საკითხები ყურადღების მიღმა დარჩეთ - კულტურული, პიროვნული და პოლიტიკური ასპექტების გათვალისწინებით, როგორ შეიმუშაონ ეფექტური და ყველასათვის მისაღები პოლიტიკა.

9 სტუდენტური სესხები-რეალობა, პერსპექტივები და უცხოური გამოცდილება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გიორგი ყუფარაძე
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის ბაკალავრი

განათლება და პროფესიული მომზადება XXI საუკუნეში იქცა მთავარ აპრიორად; შრომის ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელი წინაპირობაა პიროვნების კონკურენტული უპირატესობების სასტარტო პირობების შესაქმნელად. ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ძალის ხარისხი ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ერთ­ერთი ძირითადი ფაქტორია.

თუ საზოგადოების სიმდიდრეს განვიხილავთ, როგორც ფიზიკური და ადამიანური კაპიტალის ერთობლიობად, ამ უკანასკნელის როლი კი თანამედროვე მსოფლიოში განუხრელად იზრდება, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორად შეგვიძლია განვიხილოთ ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში. ადამიანური კაპიტალის სიდიდესა და ხარისხს განსაზღვრავს დაგროვილი ინვესტიცია განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში. ექსპერტები ხშირად მიუთითებენ, რომ განათლების პოტენციალი ქვეყნის რესურსული პოტენციალის მნიშვნელოვანი ხარისხობრივი მაჩვენებელია, მეტიც ამოუწურავი, განახლებადი რესურსია. განვითარებულ ქვეყნებში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ განათლების ეკონომიკურ ფუნქციას.

0x01 graphic

სავარაუდოა, რომ საქართველოში განათლების მაღალი დონის და ფიზიკური კაპიტალის სიმწირის გამო ადამიანური კაპიტალის ხვედრითი წილი მთელ ეროვნულ სიმდიდრეში ნახევარზე მეტიც იყოს, თუმცა ხშირად აღნიშნავენ, რომ განათლების მაღალი დონე მხოლოდ რაოდენობრივი და არა ხარისხობრივი მაჩვენებლებით გამოიხატება.

ქვეყნები განათლებაზე ჩვეულებრივ ერთობლივი შიდა პროდუქტის 5%25­ს ხარჯავენ; ზოგი ქვეყანა კი გაცილებით მეტს. მაგ.: ისრაელი ­ 7.5%25­ს, მალაიზია ­ 6.2%25­ს, იემენი ­ 10%25­ს, აფრიკის ქვეყნებში: ბოცვანა ­ 8%25­ს, ლესოტო ­ 10%25­ს; დანია ­ 8%25­ს, ნორვეგია ­ 7%25­ს, შვეცია ­ 8%25­ს, ესტონეთი ­ 7.5%25­ს, საქართველო ­ 3%25­ს.

0x01 graphic

განათლებაზე გაწეული დანახარჯების მიხედვით მაღალი მაჩვენებლების ქვეყნებში დაფინანსების გზები და წყაროები სხვა ქვეყნებთან შედარებით მრავალფეროვანია.უმაღლესი განათლების მზარდი ღირებულების გამო, დაფინანსების სხვადასხვა ფორმები ვითარდება და ეს სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად მოქმედებს. განათლების დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წვლილი სახელმწიფოსაც შეაქვს, მაგრამ, ამავე დროს არსებობს სხვა ალტერნატიული გზებიც.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა სტუდენტურმა სესხებმა, რომელიც სხვა კრედიტების მსგავსად ვადიანობით, უზრუნველყოფით (თავდებობით) და საფასურიანობის მიხედვით განსხვავდება. სტუდენტური სესხების პროგრამა დაფინანსების ალტერნატივებს შორის მსოფლიოში ერთ­ერთი ყველაზე მეტად აპრობირებული მეთოდია და ფართოდ გამოიყენება როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. ამდენად, საინტერესოა მიმოვიხილოთ ამ მიმართულებით ბანკების მიერ განხორციელებული საქმიანობა და განათლებაში ინვესტირების საბანკო რეალობა.

სტუდენტური სესხები ქართულ ბანკებში

სტუდენტურ სესხებს შორის მედიასაშუალებებით ყველაზე ფართოდ გაშუქდა პროგრამა „ცოდნის კარი“, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და წამყვან ქართულ ბანკებს შორის თანამშრომლობით შეიქმნა. პროგრამის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დააფინანსონ საკუთარი განათლება უცხოეთში სამაგისტრო პროგრამებზე შეღავათიანი პირობებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სტუდენტურ სესხებს გასცემს: სახალხო ბანკი, თიბისი ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ბაზისბანკი და საქართველოს ბანკი. ზემოაღნიშნულ ბანკებში სესხები გაიცემა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და მოკლე სასწავლო კურსების დასაფინანსებლად. სესხის შესახებ განაცხადის შეტანა ხდება მას შემდეგ, რაც სტუდენტი მიიღებს მოწვევას საზღვარგარეთული უნივერსიტეტიდან (ინსტიტუტიდან), ან კოლეჯიდან.

სესხი გაიცემა ათი წლის ვადით, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი ­ 9%25, უზრუნველყოფის (თავდებობის გარეშე), ერთი წლით სწავლის, ცხოვრების, მგზავრობის ხარჯების სრული, ან ნაწილობრივი დაფარვისათვის. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი წარმოადგენს მეორე კურსზე ჩარიცხვის საბუთს, ბანკი ავტომატურად აახლებს სესხს; სესხის საშეღავათო პერიოდი 3 წელია, სესხის დაბრუნების გრაფიკი განისაზღვრება სტუდენტსა და ბანკს შორის შეთანხმებით; გადაწყვეტილება სესხის გაცემის თაობაზე მიიღება 15 სამუშაო დღის განმავლობაში.

ამ სესხის პირობები სტუდენტისათვის საკმაოდ შეღავათიანია. საყურადღებოა, რომ თიბისი ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ბაზისბანკი და საქართველოს ბანკი არჩევანს მხოლოდ რეიტინგიან უნივერსიტეტებზე აკეთებენ. ამ რეიტინგის განმსაზღვრელი კრიტერიუმი კი კურსდამთავრებულთა დასაქმების დონე და საშუალო ყოველწლიური ხელფასია. რეიტინგი ყოველწლიურად ქვეყნდება Financial Times (Global MBA Rankings) და Times Higher Education-ის მიერ.

2008 წლისათვის რეიტინგის პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. University of Pennsylvania, Wharton USA: დასაქმება­93%25, საშუალო ხელფასი ­ 165895 აშშ დოლარი;

2. LLondon Business School UK: დასაქმება­96%25, საშუალო ხელფასი ­ 144918 აშშ დოლარი;

3. Columbia Business school USA დასაქმება­93%25, საშუალო ხელფასი ­ 165.123 აშშ დოლარი;

4. Stanford University GSB, USA: დასაქმება­94%25, საშუალო ხელფასი ­ 167225 აშშ დოლარი;

5. Harvard Business School USA: დასაქმება­94%25, საშუალო ხელფასი ­ 162.316 აშშ დოლარი;

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ცნობით, საზღვარგარეთის სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო მომსახურება 50­60 მლრდ. დოლარია. აშშ­ს უმაღლეს სასწავლებლებში ერთი წელი სწავლება 20­25 ათასი აშშ დოლარი ღირს; ინგლისში ­ 12­20 ათასი, ავსტრალიასა და კანადაში ­ 1.5­2 ჯერ უფრო იაფი, ვიდრე აშშ­ს უნივერსიტეტებში. ამას ემატება ენის კურსების, წიგნების, ტანსაცმლის, გართობის და სხვა ხარჯები. მაგალითად, ლონდონში სტუდენტის საშუალო წლიური ცხოვრების ხარჯი 15­17 ათასი დოლარია, ავტრალიასა და კანადაში ­ 6­10 ათასი დოლარი.

საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, გარდა „ცოდნის კარის” პროგრამით გათვალისწინებულისა, ამჟამად სხვა სახის სესხების გაცემა დროებით შეჩერებულია და, სავარაუდოდ, სექტემბრის მიწურულიდან განახლდება. ამასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტებში ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებიც შესაბამისად გადაიწევს.

მკითხველისათვის საინტერესო იქნება ამ ტიპის სესხების საერთო მახასიათებლების საორიენტაციო გაცნობა, რაშიც ბანკები ალბათ გარკვეულ კორექტივებს უშუალო პროცესის დაწყებისას შეიტანენ.

„ბაზისბანკი“ ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამისათვის სესხს 10 წლიანი ვადით გასცემს, სესხის ოდენობა სწავლის ღირებულების შესაბამისად განისაზღვრება. სესხის ვადის 5 წელი საშეღავათო პერიოდია, რომლის განმავლობაში მხოლოდ პროცენტი გადაიხდება, დანარჩენი ხუთი წელი ძირი­ თადი თანხის დაფარვას ეთმობა, საპროცენტო განაკვეთი 15 პროცენტია; სემესტრული სესხი გაიცემა 6 თვის ვადით და წლიური 12 პროცენტიანი განაკვეთით; სამაგისტრო პროგრამაზე სესხის ვადა 5 წელია, ორწლიანი საშეღავათო პერიოდით ­ 15 პროცენტიანი განაკვეთით. სესხის აღებისთვის საჭიროა ორი პირის თავდებობა მინიმუმ 300 ლარის დადასტურებული შემოსავლით.

0x01 graphic

ბანკი „რესპუბლიკა“ და „სახალხო ბანკი“ გაცემული სესხების პროცენტებს სტუდენტების რეიტინგის მიხედვით განსაზღვრავს. ბანკ „რესპუბლიკას“ შემთხვევაში: I რეიტინგში მოხვედრილისტუდენტებისათვის (იგულისხმება ეროვნული გა­ მოცდების შედეგად მიღებული და საუნივერსიტეტო სწავლების შედეგად მინიჭებული რეიტინგი) წლიური 14%25, II რეიტინგში მოხ­ ვედრილი სტუდენტებისათვის 16 %25, III რეიტინგში მოხვედრილი სტუდენტებისათვის 18 %25;

„სახალხო ბაკი“ წარჩინებულ სტუდენტებს თანამსესხებლისა და უზრუნველყოფის გარეშე საშუალებას აძლევს აიღონ სესხი 12 %25 განაკვეთით, სხვა შემთხვევა 14 პროცენტიდან.

როგორც ირკვევა, ამ სესხებს ერთმანეთისგან განასხვავებს: პროდუქტის (სტუდენტური სესხის) მრავალფეროვნება, საპროცენტო განაკვეთები, სესხის უზრუნველყოფა, საშეღავათო პერიოდები, მარკეტინგული კომუნიკაციები (რეკლამის აგრესიულობის და სიხშირის დონე და ა.შ.), დაფარვის ვადა, დამატებითი საჩუქრები.

ყველაზე სრულყოფილ სერვისს სტუდენტებს საქართველოს ბანკი სთავაზობს, შესაბამისად, „საქართველოს ბანკის“ წილი გაცემულ სტუდენტურ სესხებში ყველაზე დიდია: „საქართველოს ბანკი“ ­ 33%25, „თიბისი“ ­ 24%25. რაც შეეხება „სახალხო ბანკს“, მან სესხების გაცემა 2007 წელს დაიწყო და უკვე ბაზრის მნიშვნელოვანი წილი (22%25) აითვისა. სხვა ფაქტორებთან ერთად ამ ფაქტორს ­ პროდუქტის სისრულეს მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სესხების ბაზარზე.

საპროცენტო განაკვეთები - ეს ფაქტორი განსაზღვრავს გაცემული სესხების ოდენობას ბანკების მხრიდან, თუმცა საქართველოს საბანკო სისტემაში მათ შორის განსხვავება სტუდენტურ სესხებზე მხოლოდ 2­3 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება უზრუნველყოფას, ძირითადი მოთხოვნაა სხვა თავდებობა იმ პირის, რომლის შემოსავლები უნდა ცვალებადობდეს მინიმალური 150 ლარი („საქართველოს ბანკი“) - მაქსიმალური 300 ლარი („ბაზის ბანკი“). 2006 წელს ბანკები მოითხოვდნენ განათლების სამინისტროსგან თანადაფინანსებას, ანუ სტუდენტს მიღებული უნდა ჰქონოდა ნაწილობრივი გრანტი. ახლა ეს მოთხოვნა უმრავლეს ბანკებში უკვე აღარ არსებობს.

საშეღავათო პერიოდი ყველაზე ხელსაყრელი აქვს „ბაზისბანკს“: 5 წელი საშეღავათო პერიოდი­სტუდენტი იხდის მხოლოდ პროცენტს, ხოლო შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში იხდის ძირითად თანხას. „თიბისი ბანკში“ ყოველთვიურად თანაბარ ნაწილებად იფარება ძირი და პროცენტი. „საქართველოს ბანკის“ შემთხვევაში აღსანიშნავია 1 თვის აბსოლუტური შეღავათი, ანუ ამ დროის განმავლობაში სტუდენტი არ იხდის არანაირ თანხას.

სტუდენტური სესხების შემთხვევაში მარკეტინგულ ღონისძიებათა გააქტიურებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, სტუდენტური სესხების ლიდერი ბანკები („თიბისი“, „საქართველოს ბანკი“) მიმართავენ შემდეგ ღონისძიებებს:

საშეღავათო პერიოდი ­ ერთი თვე; „მომხმარებელს მოსვლა მხოლოდ ერთხელ უწევს“; საჩუქრები - დისტანციური მომსახურება, სადებეტო ბარათი, სტუდენტური ბარათი, სესხის თანხის 1.5%25 საჩუქრად,ლატარიის გათამაშება, პირველი სტიპენდია 10 ლარი, აქტიური სარეკლამო კამპანია, როგორც სატელევიზიო ასევე, ბილბორდების მეშვეობით.

ჩვენში განათლების დაფინანსების სხვადასხვა გზები და ფორმები თანდათან ინერგება - სტუდენტური სესხების სახით, რომელიც თავისთავად საინტერესოა, როგორც ახალი საბანკო პროდუქტი. ბანკებმა სტუდენტური სესხების დანერგვა 2005 წლიდან დაიწყეს, თუმცა მასობრივი ხასიათი 2006 წლიდან შეიძინა. საინტერესოა რამდენად ხელმისაწვდომია იგი და რა მსგავსება­განსხვავებაა ამგვარი სესხების საზღვარგარეთულ ანალოგებთან?

სტუდენტური სესხების დანერგვა ქართულ ბანკებში უთუოდ პროგრესულ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. წლების განმავლობაში ქართულ საბანკო სივრცეში ამ ტიპის სესხების დანერგვა მხოლოდ განხილვის საგანი იყო. კრედიტის სარგებლიანობის განხილვისას მთავარი მისი საპროცენტო განაკვეთი, ე.ი. ხელმისაწვდომობაა. ქართულ საბანკო სივრცეში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები სტუდენტურ სესხებზეც ვრცელდება, რაც კიდევ უფრო გაძვირების შემთხვევაში მასზე მოთხოვნას შეამცირებს. ბანკები ამას მაღალი რისკიანობით, მოსახლეობის მძიმე სოციალური ფონით ხსნიან. ექსპერტთა შეფასებით, მიუხედავად კლების ტენდენციისა, საპროცენტო განაკვეთები და შესაბამისი საპროცენტო სპრედები საქართველოში მეტად მაღალ მნიშვნელობას აღწევს. მათ საშუალება აქვთ მაღალ დონეზე შეინარჩუნონ საპროცენტო განაკვეთები; ეკონომიკურ აგენტებში ჯერ კიდევ მაღალია ინფლაციური მოლოდინი, რაც თავისთავად გამოიხატება ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ფორმირებისას მაღალია ბანკების ფიქსირებული არასაპროცენტო ხარჯების მოცულობაც, რასაც ხელს უწყობს საკრედიტო პორტფელის დაბალი ხარისხი. ამ საერთო პროცესების ფონზე გასათვალისწინებელია ის მოსალოდნელი ცვლილებები, რაც ქვეყანაში საომარი ვითარების დასრულების შემდეგ განვითარდება - საკრედიტო პოლიტიკის ცვლილების მიმართულებით, ამას ემატება ახალი საბანკო ოპერატორების საქმიანობის გააქტიურება, რომელთაც სხვა ბანკებთან შედარებით საკრედიტო ხაზის მეტი ფინანსური რესურსი გააჩნიათ. ამასთან, მიუთითებენ რომ სტუდენტური სესხების გაცემის დაწყებიდან დღემდე გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები:

  • გაიზარდა მონაწილე ბანკების რაოდენობა („სახალხო ბანკი, სამომავლოდ „სტანდარტ ბანკი“);

  • გაიზარდა სტუდენტური სესხების ხელმისაწვდომობა: სახელმწიფო თანადაფინანსება სავალდებულო აღარ არის;

  • უფრო სწრაფი და მარტივი პროცედურა: ნაკლები დრო და ნაკლები საბუთი გადაწყვეტილების მისაღებად, გაიხსნა მეტი სპეციალური ცენტრები;

  • გაიზარდა სესხების ხელმისაწვდომობა:შემცირდა მსესხებლის ან თავდები პირის საგარანტიო შემოსავლის ოდენობა;

  • გაიზარდა გრძელვადიანი სესხების რაოდენობა.

უცხოური გამოცდილება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტად გავრცელებულია სტუდენტური სესხის შემდეგი სახე - „Federal Stafford Loan“, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოსთან ერთად თანადაფინანსებას; ეს სესხი ორი სახისაა: 1) Subsidized - სუბსიდირებული, ფედერალური მთავრობა იხდის საპროცენტო განაკვეთს სწავლების პერიოდში და საშეღავათო პერიოდში; 2) Unsubsidized - არასუბსიდირებული სტუდენტი იხდის საპროცენტო განაკვეთს. სხვა სახეებია - „Graduate Federal Plus Loan“ (უნივერსიტეტის შემდგომი ფედერალური სტუდენტური სესხი); „Parent Federal Plus Loan“ (მშობლის სესხი); „Federal Conso- lidation loan“ (კონსოლიდირებული სესხი); „Private Consolidation Loan” (პირადი კონსოლიდირებული სესხი).

სესხების ეს სახეები თითქმის ყველა იმ ბანკშია გავრცელებული, რომლებიც გასცემენ სტუდენტურ სესხებს (Citi bank, Bank of America და სხვა).

ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით (მაგ. Citi bank - ის შემთხვევაში 6,8%25. Federal Stafford loan და Federal Consolidation Loan 6,375%25) ხასიათდება ის სესხები, რომლებშიც მონაწილეობს მთავრობა, განათლების კომიტეტები და სხვა განათლების ფონდები, რომლებიც იქმნება კონკრეტულ კოლეჯებისა და უნივერსიტეტების თანამონაწილეობით (იხ. ცხრილი).

სესხის ტიპი

ახლანდელი
საპროცენტო გან.

Federal Stafford Loan1

ფიქსირ. 6.80%25

Graduate Federal PLUS Loan2

ფიქსირ 8.50%25

Parent Federal PLUS Loan 2

ფიქსირ 8.50%25

CitiAssist® Undergraduate, Graduate, Health Professions and
Residency, Law and Bar Study Loan

ცვალებადი

CitiAssist K-12 Loans

ცვალებადი

Federal Consolidation Loan

შეიძლება იყოს დაბალი
6.375%253

Private Consolidation Loan

ფიქსირ. ან ცვალებადი

0x01 graphic

ზემოთმოყვანილი მონაცემებიდან შეინიშნება ერთი ტენდენცია, წლების განმავლობაში უცხოურ ბანკებში ­ სტუდენტური სესხების გაცემისას და საერთოდ ამ სახის საბანკო პროდუქტების დანერგვისას მნიშვნელოვანია ბანკის უშუალო თანამშრომლობა სასწავლო დაწესებულებებთან და განათლების ფონდებთან. ბანკებისათვის ისინი არიან პირველადი მარკეტინგული ინფორმაციის წყარო, მომხმარებელთა მოთხოვნილების შესწავლის მიზნით.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, CITIBANK-ი მომხმარებელს სთავაზობს სხვა სესხებსაც:

CitiAssist Undergraduate and Graduate Loans- სესხის მახასიათებლები:

  • საპროცენტო განაკვეთი ცვალებადი, დამოკიდებულია ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთზე, რომელიც ქვეყნდება Wall Street Journal-ში;

  • თანხის შეტანისას დისკაუნტი 0.75%25;

  • 20 წლიანი ვადა ძირითადი თანხის გადახდისას;

  • ეს სესხი ერთგვარი ფინანსური შემავსებელია, როცა ფედერალური გრანტი არ არის საკმარისი სწავლების სრულად დასაფინანსებლად;

  • საშეღავათო პერიოდი 6 თვე.

Citi Assist - Health Professional and Residency Loans პირობები 1 - სესხის მსგავსია,თუმცა სამედიცინო განათლების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაფარვის ვადა 25 წელია.

Citi Assist Law and Bar Study Loan- სესხი იურიდიული განათლებისათვის:

  • დაფარვის ვადა 20 წელი;

  • საპროცენტო განაკვეთი ცვალებადი;

  • თანხის შეტანისას 0,75 დისკაუნტი.

საპროცენტო განაკვეთები ამ ბაზარზე საქართველოსთან შედარებით ნაკლებია, ეს ალბათ უნდა აიხსნას საკრედიტო სისტემების სხვადასხვა ბუნებით, თუმცა სხვადასხვა სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა ვარირებს 1­დან 3 პროცენტამდე ფარგლებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

ამერიკული ბანკების შემთხვევაში აღსანიშნავია ერთი თავისებურება ­ ინფორმაციული ბაზის, ინტერაქტიული ინფორმაციული ბაზის ფორმირება „სტუდენტთა მრჩევლის არსებობა­Student Loan Aadvisor”. ამ მექანიზმს აქვს შემდეგი ეფექტები: დადებითად განაწყობს სტუდენტს ბანკის მიმართ, სამომავლოდ ამ ბანკთან აგრძელებს სტუდენტითანამშრომლობას, რაც უზრუნველყოფს ბანკის კლიენტურის გაფართოებას.

ასევე, სესხების პირობები ცვალებადობს კონკრეტულ სასწავლებლებთან დაკავშირებით. ეს მეტყველებს ბანკებისა და სასწავლო დაწესებულებების მჭიდრო თანამშრომლობაზე (ღია კარის დღეზე უნივერსიტეტში დანახული ბანკის სანდომიანი რეკლამა საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად). ამ მხრივ ჩვენთანაც შეინიშნება აქტივობა, მაგალითად: „თიბისი ბანკის“ თანამშრომლობა ESM-თან, IBSU-თან და სხვა, ამ ეტაპზე ქართული ბანკებისათვის მნიშვნელოვანია ამ კუთხით ექსკლუზიური უფლებების მიღებისათვის ზრუნვა. (2007 წელს „თიბისი ბანკმა“ ESM - თბილისის აქციათა 20%25 შეიძინა).

საბანკო სისტემის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ბანკები ასრულებენ ორმაგ ფუნქციას, ერთის მხრივ, ისინი ფუნქციონირებენ როგორც მოგებაზე ორიენტირებული ბიზნეს სუბიექტები, ხოლო მეორეს მხრივ ასრულებენ სოციალურ ფუნქციასაც ­ მოსახლეობის სამომხმარებლო შესაძლებლობების ამაღლების გზით. კონკურენციულ ბრძოლაში წარმატების მიღწევის ერთ­ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინოვაციურობა ­ ახალი საბანკო პროდუქტების დანერგვა. ამ საერთო ტენდენციებისგამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ ახალი საბანკო სესხის სახე ­ სტუდენტური სესხები, რომელიც ერთგვარ საინვესტიციო საქმიანობადაც შეიძლება განვიხილოთ; ასევე ­ როგორც განათლების დაფინანსების ალტერნატიული გზის განვითარება ერთ­ერთ ხელშემწყობ ფაქტორად ქვეყნის მასშტაბით განათლებაზე გაწეული დანახარჯებისზრდისათვის. ბანკების მიერ გაცემული სესხების საერთო მოცულობაში მათი წილი უმნიშვნელოა - დაახლობით 2­4 პროცენტი, მაგრამ ბანკების მხრიდან ამ პროდუქტის განვითარებაზე ზრუნვა მისი პერსპექტიულობითა და სოციალური დატვირთვით შეიძლება აიხსნას. საბანკო მენეჯმენტის კუთხით სწავლების დაფინანსება კი სამომავლოდ დეპოზიტების (ანაბრების) მოზიდვის რეალური არხია უკვე დასაქმებული პროფესიონალებისაგან.

10 მოზაიკა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

როგორ არ უნდა მოვითხოვოთ ხელფასის მომატება

თანამედროვე ინფლაციურ ეპოქაში ხელფასების ფიქსირებული დონე ბევრი თანამშრომლისთვის პრობლემას წარმოადგენს.

თუმცა, ხელფასის მომატების თხოვნა უმეტესობისათვის ძლიერ ფსიქოლოგიურ ბარიერს წარმოადგენს, ზოგიერთისათვის კი ეს პროცესი ღირსების საქმედ ითვლება.

როგორც წესი, ხელფასის მომატება დამოკიდებულია არა მხოლოდ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე, არამედ იმაზეც თუ რამდენად შეესაბამება თქვენი პრეტენზიები კორპორაციულ კულტურას.

როდესაც ახალბედა თანამშრომელი იგებს, რომ მისი კოლეგები მასზე გაცილებით მეტ ხელფასს იღებენ, იგი თავს დაჩაგრულად გრძნობს. შესაბამისად შეიძლება არაადეკვატურადაც მოიქცეს.

მაგრამ, რამდენადაც დათრგუნულადაც არ უნდა იგრძნოთ თავი, არ უნდა მიმართოთ შემდეგ არაორდინალურ მოქმედებებს:

თანასწორობის კატეგორიული მოთხოვნა.

სხვა თანამშრომლებთან გათანაბრების მოთხოვნით საკმაოდ არაჯანსაღ შთაბეჭდილებას დატოვებთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ სხვის ჯიბრზე ცხოვრობთ და არა საკუთარი თავისთვის. უნდა გახსოვდეთ, რომ ხელფასები განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ ვის როგორი კვალიფიკაცია გააჩნია და რა სახის სარგებლობა მოაქვს კომპანიისთვის. სხვისი ხელფასი სულაც არ არის იმის მაჩვენებელი თუ რამდენი ანაზღაურება უნდა გქონდეთ თქვენ.

მოთხოვნა მუშაობის გაუმჯობესების გარეშე.

ზოგს მიაჩნია, რომ რახან ფასები იზრდება - ხელფასიც ავტომატურად უნდა მოუმატონ. რა თქმა უნდა, ასეთი პრეტენზია ლოგიკურია, მაგრამ ფასების ზრდა ნამდვილად არ არის თქვენი კომპანიის ბრალი. ამიტომ ნუ დაადანაშაულებთ თქვენს შეფს ობიექტურ ეკონომიკურ პრობლემებში და სანამ ხელფასის მომატებას მოითხოვთ ოდნავ მეტი სამუშაო მაინც შეასრულეთ ხანდახან მაინც.

ნუ დაემუქრებით შეფს, რომ საკუთარ ფირმას გახსნით და მას კონკურენციაში დაამარცხებთ.

ზოგს მიაჩნია, რომ თუ კომპანიაში მუშაობით ამ დარგის ლოგიკას ჩაწვდა, მას შეფზე უკეთესად შეუძლია ახალი კომპანიის გახსნა და მართვა. მაგალითად, რესტორანში, სარეკლამო ან დიზაინერულ ფირმაში მომუშავე ბევრი მენეჯერი ცდილობს, რომ დაიწყოს თავისი ანალოგიური საქმე კომპანიის გვერდის ავლით: დამოუკიდებლად ეძებს ინვესტორებს, დამკვეთებს, რადგან ასეთ სფეროებში ახალი საქმის დაწყება შედარებით ადვილია. თუმცა, გაკოტრების რისკიც უფრო მეტია: რაც უფრო მეტი ფირმა მოქმედებს დარგში, მით უფრო ნაკლები ხდება მათი შემოსავალი. გარდა ამისა, კლიენტურა ძველ, გამოცდილ ფირმას უფრო ენდობა, ვიდრე ახალბედას. ამდენად ადვილი შესაძლებელია, რომ თქვენი ახალი ფირმა რამდენიმე თვეში გაკოტრდეს. ძველ სამსახურში კი აღარავინ მიგიღებთ.

მოთხოვნა არაფორმალურ გარემოში.

ბევრს მიაჩნია, რომ მოთხოვნა უფრო შესრულდება, თუ იგი გამოთქმული იქნება კორპორაციულ წვეულებაზე ან თანამშრომლის დაბადების დღეზე. მიიჩნევა, რომ შეფს შეზარხოშებულ მდგომარეობაში უნდა დაელაპარაკო, როდესაც თვითონ შეფიც „ალკოჰოლური მხიარულების” გარკვეულ დონეს მიაღწევს. მაგრამ, გართობის დროს ფულის მოთხოვნა ნებისმერ შეფს გააღიზიანებს...

წასვლით დამუქრება.

ასეთი მუქარა მხოლოდ მაშინ იმოქმედებს, თუ შეუცვლელი თანამშრომელი ხართ ან სწრაფად შესასრულებელი დავალებები გაქვთ მოცემული.

მაგრამ, ულტიმატუმებით ლაპარაკი არავის არ მოსწონს. შეიძლება შეფმა მოგიმატოთ ხელფასი, მაგრამ იგი იმავდროულად დაიწყებს თქვენი შემცვლელის ძებნას და მომზადებას. შეუცვლელი ადამიანი კი არ არსებობს. ოლიმპიურ ჩემპიონსაც კი მოეძებნება შემცვლელი გარკვეული დროის შემდეგ ...

ერთი კაცის პროფკავშირის პოზიციებიდან მოქმედება.

ზოგი თანამშრომელი მიიჩნევს, რომ ხელფასის მომატება კანონის ძალით უნდა მოითხოვოს. ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა ავალდებულებს სამუშაოს მიმცემს, რომ მან უნდა იზრუნოს თავის თანამშრომლებზე. ზრუნვის პროცედურები კი, როგორც წესი დაკონკრეტებული არ არის. ამიტომ, ზოგი თანამშრომელი თვითონ იგონებს, თუ როგორ უნდა იზრუნოს შეფმა მასზე და შესაბამისი მოთხოვნებითაც მიმართავს.

ჭირვეული ბავშვის პრეტენზიები მშობლებსაც კი ბეზრდებათ. ადრე თუ გვიან შეფსაც მობეზრდება თქვენი კანონიერი ჭირვეულობა და დიდი მადლობებით დაგითხოვთ სამსახურიდან. მადლობით კი კმაყოფილი უნდა დარჩეთ იგივე შრომის კანონმდებლობის მიხედვით.

მათხოვრობა”.

ბევრს მიაჩნია, რომ თუ შეფს თავს შეაცოდებს, მას გული მოულბება და ხელფასსაც მაშინვე გაუორმაგებს. თუმცა, წუწუნა და საცოდავი ადამიანი იშვიათად თუ იმსახურებს პატივისცემას. ამიტომ, შეფი ადვილად მოძებნის არგუმენტს, რომ კომპანიას ხელფასის მომატების საშუალება არა აქვს.

მილიონერთა საიდუმლოებანი

0x01 graphic

მილიონერთა რაოდენობა მსოფლიოში დღითიდღე იზრდება. 2007 წლის განმავლობაში მილიონერთა რაოდენობა 5,9%25­ით გაიზარდა და მათმა საერთო რაოდენობამ 10 მილიონს მიაღწია.

არსებული სტერეოტიპის მიუხედავად, მილიონერთა დიდი ნაწილი არა ინოვაციურ, არამედ ტრადიციულ დარგებში გამდიდრდა. ფსიქოლოგები შეეცადნენ გაერკვიათ მათი წარმატების საიდუმლოებანი და აი რა დასკვნები მიიღეს ხანგრძლივი გამოკვლევების შემდეგ:

საიდუმლო 1: იოცნებეთ დიად მიზნებზე.

იოცნებეთ დიად მიზნებზე; მხოლოდ დიად ოცნებებს შეუძლიათ მიიზიდონ ადამიანთა სულები.

მარკუს ავრელიუსი.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, მილიონერთა პირველი საიდუმლო ზუსტად რომ ძველი რომის სახელოვანი იმპერატორის ამ სენტენციაშია ჩაქსოვილი.

სხვათა შორის, ბიძია - ბაბუაც ბრძანებდა: ოცნება აღძრავს კაცობრიობის მთველმარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას... პლიუს მინუს ალფა...

მიეცით თავს უფლება წარმოიდგინო ისეთი ცხოვრება, რომლითაც გინდათ, რომ იცხოვროთ. იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენი ფული დაგჭირდებათ ასეთი ცხოვრების აწყობისათვის.

ყველა დიდი ადამიანი საქმიანობას ოცნებით იწყებდა. მაგალითად, აინშტაინი ფიზიკით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა, როდესაც პირველად ნახა კომპასი. მომავალი ნობელიანტი იმდენად გააოგნა უხილავმა მაგნიტურმა ველმა, რომელიც ისარს ერთი მიმართულებით აკავებდა, რომ მან განიზრახა ეს ველი გამოეკვლია...

ერთ­ერთ ამერიკულ სიმღერაში არის სიტყვები: თუ გინდა რომ ოცნება აგისრულდეს, ეს ოცნება დიადი უნდა იყოს”. როგორც პრაქტიკა აჩვენებს - ეს სიტყვები უმეტეს შემთხვევაში სიმართლეს შეესაბამება.

წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობს არავითარი შეზღუდვა იმ მიზნისაკენ, რომელსაც თქვენ გინდათ, რომ მიაღწიოთ. იფიქრეთ, რომ თქვენ გაქვთ ისეთი განათლება, იმდენი ფული, ისეთი კავშირები და გამოცდილება, რაც აუცილებელია თქვენი მიზნების მიღწევისათვის

გაიხსენეთ” თქვენი აწმყო მომავლის გადმოსახედიდან. წარმოიდგინეთ, რომ უკვე გავიდა ხუთი წელი და თქვენ მიაღწიეთ თქვენს ოპერატიულ მიზნებს. როგორ შეაფასებთ ვითომდა წარსულ დღევანდელ დღეს იმ მომავლის თვალსაზრისით? „გაიხსენეთ” რა გააკეთეთ იმისათვის დღეს, რომ 5 წლის შემდეგ ასეთი შედეგისთვის მიგეღწიათ. როგორ შეცვალეთ თქვენი ცხოვრება, რას მიაღწიეთ, რას საქმიანობთ ეხლა და სად „მუშაობდით” 5 წლის წინ და ა.შ.

შექმენით პერსპექტიული სურათი განუსაზღვრელი ხანგძლივობის პერიოდისათვის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი წარმატება გაგრძელდება უსასრულოდ...

ასეთი განწყობა ათავისუფლებს ფარულ შემოქმედებით პოტენციალს. თქვენ ხდებით უფრო პოზიტიური, რაც იზიდავს ადამიანებს თქვენდამი.

სხვა ადამიანები უფრო ადვილად დაგიჭერენ მხარს, რადგან ისინი მოისურვებენ თქვენი პოზიტიური განწყობები გაიზიარონ.

დაწერეთ ფურცელზე თუ რისი მიღწევა გინდათ და წარმოიდგინეთ, რომ ამ მიზანს უკვე მიაღწიეთ.

შემდეგ კი გადმოიხედეთ „წარსულში” - რა მდგომარეობაში ხართ ეხლა? რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ მიაღწიოთ უკვე „მიღწეულ” მიზანს? რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში? ვისთან უნდა დაიჭიროთ საქმე?...

შეიძლება ეს მეთოდები არასერიოზულად და ბრიყვულადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ სავსებით რეალურია ის ფაქტი, რომ ადამიანთა უმეტესობა იმიტომ ვერ აღწევენ წარმატებას, რომ ამ წარმატებაზე არც კი ფიქრობენ. ისინი უბრალოდ ცდილობენ შეეგუონ არსებულ შეზღუდულ პირობებს იმის ნაცვლად, რომ არსებული, მაგრამ ფარული ასპარეზები აღმოაჩინონ.

ოცნებას და ინოვაციურ აზროვნებას კი სრულიად ახალი ასპარეზების შექმნა შეუძლია.

სავარჯიშო:

ჩამოწერეთ ის მიზნები, რომლის მიღწევასაც ისურვებდით იმ შემთხვევაში, თუ არ გექნებოდათ ბარიერები და წარმატებაც გარანტირებული გექნებოდათ. შემდეგ შეარჩიეთ ერთ­ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე რეალურია და შეეცადეთ ამ მიზანს მიაღწიოთ.

ბიზნეს-ჰოროსკოპი ყველა დროისათვის:
ბიზნესის რა სფერო უნდა აირჩიოთ თქვენი ჰოროსკოპით?

0x01 graphic

ასტროლოგიას ოდითგანვე სწავლობდნენ...

მეფენი ამქვეყნისანი ყურს უგდებდნენ ვარსკვლავთმრიცხველებს და გადაწყვეტილებებსაც მათი რჩევის შესაბამისად ღებულობდნენ.

ასტროლოგია დღესაც ფეხგადგმულია ყველა, მათ შორის, ეკონომიკურ სფეროშიც, თუმცა კლასიკური მენეჯმენტი სრულიად უარყოფს ვარსკვლავების გავლენას ბიზნესის მართვის საქმეში და უპირატესობას ანიჭებს ყოველი ადამიანის ინდივიდუალურ პროფესიულ და პიროვნულ თვისებებს. მიუხედავად ამისა, ბევრს მიაჩნია, რომ გარდა ინდივიდუალიზმისა, ადამიანებს აქვთ საერთო თვისებებიც, რომლებსაც ზუსტად რომ ჰოროსკოპი განსაზღვრავს, მაგალითად, კირჩხიბები ზარმაცები არიან, ქალწულები კი კონფლიქტურები.

ყოველ ზოდიაქოს ნიშანს გააჩნია ასევე დადებითი თვისებებიც, რომელთა მიხედვითაც შეიძლება შესაბამისი თანამდებობა გამოუძებნო ამა თუ იმ თანამშრომელს.

ჰოროსკოპით სარგებლობას ურჩევენ ასევე დამოუკიდებელ ბიზნესმენებსაც. საუკუნეთა განმავლოვაში მაგიისა და ბიზნესის კავშირი საიდუმლოდ ინახებოდა, რადგან ასტროლოგია ოფიციალური რელიგიის მიერ იდევნებოდა. თავიდან თვით ეკლესიაც კი აღიარებდა ასტროლოგიას, რადგან ქრისტეს შობა პირველებმა ასტროლოგებმა ამცნეს ქვეყნიერებას. ლოცვაც კი არსებობდა დაახლოებით ასეთი შინაარსის: „კურთხეულ არიან ვარსკვლავთაღმრიცხველები, რამეთუ მათ პირველებმა ამცნეს სამყაროს მაცხოვრის შობაო”. მაგრამ შემდეგ ასტროლოგიის საფუძველზე ქადაგება იმდენმა თაღლითმა და გაიძვერამ დაიწყო, რომ ეკლესიამ იგი აკრძალა და შესაბამისი ლოცვებიც გააუქმა.

მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრს მაინც სარწმუნოდ მიაჩნიათ „დიდი” ასტროლოგების რჩევა-დარიგებანი. მათი აზრით, მხოლოდ ასტროლოგიით შეიძლება აიხსნას ისეთი სიტუაცია, როდესაც ორი აბსოლუტურად მსგავსი ბიზნესიდან ერთი ვითარდება, მეორე კი კოტრდება.

შეიძლება ეს არგუმენტი სერიოზულად არც გამოიყურებოდეს, მაგრამ მაინც ღირს, რომ ჰოროსკოპის მიხედვით „ექსპერიმენტი“ ჩაატაროთ თქვენს ბიზნესზე - იქნებ და გაგიმართლოთ.

აი როგორ უნდა შეარჩიოთ ბიზნესის სფერო თქვენი ჰოროსკოპის მოხედვით:

a ვერძი: ამ ნიშანს შეეფერება საბანკო საქმე, სავალუტო და ფასიანი ქაღალდების ოპერაციები. ასევე წარმატება ელის გზების მშენებლობაში, სატრანსპორტო გადაზიდვებში. ვერძებს გაუმართლებთ ვაჭრობის სფეროდან თუ მოახდენენ ალკოჰოლური სასმელების, საკონდიტრო ნაწარმისა და ოპტიკური სისტემების ყიდვა-გაყიდვას.

რისკის ზონა: ვერძებმა თავი უნდა აარიდონ ბიზნესის შემდეგ სფეროებს: უძრავი ქონების არენდა და ყიდვა-გაყიდვა, ქიმიური ნაწარმის წარმოება-რეალიზაცია, ასევე ზღვის პროდუქტებით, ჭურჭლით და ბეწვეულით ვაჭრობა.

b.კურო: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს წარმატება ელის მშენებლობაში, რივოლტორულ საქმიანობაში, დიზაინში და სახლებისათვის სარემონტო მასალების ყიდვა-გაყიდვაში. კუროებისთვის ასევე მომგებიანია მომსახურების სფეროს თითქმის ყველა სეგმენტი: საპარიკმახერო და კოსმეტიკური სალონები, სამოდელო და საიუველირო სახელოსნოები, ტურისტული და სათამაშო ბიზნესი, ცხოველების და მცენარეების მოშენება, სასტუმრო სერვისი, ავტოსერვისი. კუროებს უადვილდებათ პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების მოწყობა.

რისკის ზონა: ქიმიური წარმოება, ხალიჩების წარმოება და გაყიდვა, მედიკამენტებით და ვიდეოაპარატურით ვაჭრობა, დაცვის ბიზნესი.

c ტყუპები: მათი წარმატების სფეროა მასმედია, კავშირგაბმულობის სამსახური, სარეკლამო ბიზნესი, ქიმიური წარმოება, სამოდელო სალონები, სუპერმარკეტები.

რისკის ზონა: ხალიჩების წარმოება და რეალიზაცია, სანტექნიკა, ავეჯის რემონტი, გზების მშენებლობა.

d კირჩხიბი: მათ ხელეწიფებათ ბიზნესი ანტიკვარიატის სფეროში, აუქციონების ორგანიზაცია, სავაჭრო დანადგარების ყიდვა-გაყიდვა, სასურსათო პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია, მაცივრების, გალანტერეის და სათამაშოების წარმოება, ბანკის, რესტორნის, სასტუმროს ფლობა და მართვა-გამგეობა, ფოტო და დიზაინ - სტუდიები.

რისკის ზონა: საპარიკმახერო, სათამაშო ბიზნესი, ალკოჰოლური სასმელების წარმოება - რეალიზაცია.

e ლომი: მათთვის განსაკუთრებით პოზიტიურია მოღვაწეობა საიუველირო სფეროში, ავტომობილების და მათი სათადარიგო ნაწილების ყიდვა - გაყიდვა, სარემონტო სახელოსნოები, კოსმეტიკით, აუდიო-ვიდეოტექნიკით და ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა.

რისკის ზონა: იარაღი და საბრძოლო აღჭურვილობა, დაცვის სამსახური, ცხოველების მოშენება, მედიცინა, სარიტუალო მომსახურება.

f ქალწული: მათ განსაკუთრებულად ემარჯვებათ თეთრეულის, გალანტერეის წარმოება და ყიდვა-გაყიდვა, უძრავი ქონებით ვაჭრობა, სარიტუალო მომსახურება, კომპიუტერებით, საათებით, სარეცხი საშუალებებით და გამომთვლელი ტექნიკით ვაჭრობა, თარჯიმანთა ბიუროში საქმიანობა.

რისკის ზონა: ფეხსაცმლით, სათამაშოებით, თამბაქოს ნაწარმით, ალკოჰოლური სასმელებით, პარფიუმერიითა და სპორტული საქონლით ვაჭრობა.

g სასწორი: ისინი წარმატებულები არიან ისეთ შემოქმედებით სფეროებში, როგორიცაა: შოუ-ბიზნესი, ვიზაჟი, რეკლამა, ჟურნალისიტიკა, საიუველირო წარმოება; ასევე, სასტუმრო სერვისი, სამძებრო და დაცვის სამსახური, იუსტიცია, ჯანდაცვა, კულინარია.

რისკის ზონა : ამას თვითონ ხვდება ინტუიციურად და არასოდეს სცდება.

h მორიელი: მათთვის შესაფერისია პოლიტიკა და უშიშროების სფერო, ჟურნალისტიკა და საბანკო საქმე, ადვოკატურა, რეკლამა, იარაღის წარმოება და რეალიზაცია. ფეხსაცმლით, ტყავის ნაწარმით, საოფისე ტექნიკით, სასწავლო სახელმძღვანელოებით ვაჭრობა. მოღვაწეობა მშენებლობის სფეროში. ავეჯის, საბავშვო ნივთების, კომუნიკაციის საშუალებების წარმოება-რეალიზაცია.

რისკის ზონა: საპარიკმახერო საქმე, ავტომობილებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა, ალკოჰოლური სასმელები და ფსიქოტროპული მედიკამენტები.

i მშვილდოსანი: თუ ისინი იღვაწებენ მედიცინის, საბროკერო და სადილერო საქმიანობის, დაზღვევის, სამოდელო ბიზნესის, კავშირგაბმულობის სფეროებში, ვარსკვლავები მათ სწყალობთ.

რისკის ზონა: იარაღის წარმოება და რეალიზაცია, ტრანსპორტი, საწვავ-საპოხი მასალები, ნედლეულთან დაკავშირებული ოპერაციები.

j თხის რქა: მათ კარგად გამოსდით საცხოვრებელ ფართებთან და მათ რემონტთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, მიწით და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, სანტექნიკის და სპორტული ინვენტარის რეალიზაცია, ნედლეულის მოპოვება და გადამუშავება, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და არქიტექტურა.

რისკის ზონა: ცხოველებისა და მცენარეების მოშენება, მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების წარმოება, პიროტექნიკური და ასაფეთქებელი ნივთიერებების, თამბაქოს ნაწარმის, სათამაშოების, ალანტერეის წარმოება-რეალიზაცია.

k მერწყული: ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ მყოფ პირებს ეხებათ სანატორიუმების მოვლა-პატრონობა; ავეჯის, სამშენებლო მასალების და სხვა დიდგაბარიტიანი ტვირთების გადაზიდვა; სათამაშოების, სპორტსაქონელის, ტრენაჟორების, ნაბეჭდი პროდუქციის, მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება რეალიზაცია; ხე-ტყის გადამუშავება; აგრარული პროდუქციის რეალიზაცია.

რისკის ზონა : სათამაშო ბიზნესი, საბანკო საქმე, ჭურჭლის და სამოდელო ტანსაცმლის რეალიზაცია

l თევზები: მათ შეიძლება ანდოთ საგამომცემლო საქმიანობა, გაზეთების და ჟურნალების ბეჭდვა; კაზინოები, სარეკლამო სააგენტოები, ტურისტული ბიუროები, მაკიაჟის სალონები და საპარიკმახეროები, სავალუტო ოპერაციები. ვაჭრობის სფეროში - მოწყობილობები სათამაშო ბიზნესისათვის და ტურიზმისათვის; გალანტერეით და ბიჟუტერიით ვაჭრობა.

რისკის ზონა: ქიმიური მრეწველობა, იარაღის წარმოება-რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმით, ალკოჰოლური სასმელებით და ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობა.

მოამზადა
კობა ცხრუკვეთელმა