ტაბულა №40


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გოგიბერიძე ნინი, უგულავა სალომე, ტუღუში გიორგი, ხორბალაძე თამარ, კოტეტიშვილი ირაკლი, კოვზირიძე დავით, კოკიჩაიშვილი თეონა, ელერდაშვილი ვახო, მაჭარაშვილი ნინო, სმიტი დევიდ ჯ, კვანჭილაშვილი ელენე, ჯანდიერი გია, თალაკვაძე ზურაბ, გოდუაძე ლაშა, ესებუა ნიკა, კეკელიძე გიორგი, მაყაშვილი ანა, ჯაფარიძე თეონა, ბაგრატიონ-დავითაშვილი ალექსანდრე, ტაბახმელაშვილი ნანული
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2011 | 24 - 30 იანვარი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხანმოურავი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/კომერციული მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟაფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/c 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge



1 საფოსტო ყუთი

▲back to top


ონლაინ გამოხმაურება

კომენტარები გარეკანის ილუსტრაციის შესახებ

http://www.facebook.com/tabula.ge

Nino Darakhvelidze: ილია ჭავჭავაძე წმინდანად არის შერაცხული და მისი გამოყენება კომერციული თვალსაზრისით არ შეიძლება... მით უმეტეს ასეთ სახეცვლილ მდგომარეობაში. რა ვიცი, ეს ჩემი აზრია. ფოტო რომ ვნახე, ძალიან არ მომეწონა.

Natia Samushia: ილიას ალბათ ერჩივნა ფულზე გამოსახული ყოფილიყო, ვიდრე წმინდანად შერაცხული.

Tea Mikaia: ილია ჟურნალ ტაბულადანაც ტირის, ამოუშრეთ ამ კაცს ცრემლები, როსღა გვეღირსოს ჩვენ ნატოს კარი... სტატია: ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2011 non progredi est regredi

http://www.tabula.ge/article2770. html

CZJ 19 იანვარი 2011 02:18

არ გეჩვენებათ, რომ ამ ინდექსების ფრიალით უკვე სასაცილოები ვართ? გეგონება, თითქოს, საქართველოში ბიზნესის დაწყების ფორმალური გაიოლება რამე დიდ მონაპოვარს წარმოადგენდეს. ქვეყანაში, სადაც 2 მართლა სერტიფიკატიანი კაცი წერს კანონებს და სადაც, მძინარე პარლამენტარები პულტს ხელს აჭერენ მექანიკურად, ისე, რომ კანონპროექტი არც წაუკითხავთ, სადაც პოლიტიკური ნება ცალმხრივია და თვით დაკმაყოფილებას ჰგავს, სადაც საზოგადოების ცალკეული ჯგუფების ინტერესებს შორის იდეური დაპირისპირება კანონშემოქმედებით პროცესებში არ აისახება, რა დიდი პრობლემაა ლიბერალური საგადასახადო კოდექსის მიღება ან იურიდიული პირების დაფუძნების გაიოლება? ადექი, გააუქმე მეწარმეთა შესახებ კანონის დიდი ნაწილი, ამაში ხელს არავინ გიშლის და ბინგო, ინდექსში დაწინაურდი. და მერე? გენიალურები ვართ? ფენომენალური მიღწევაა ჩვენი ქვეყნის. გრანდიოზულია!

გიორგი კეკელიძის სვეტი: გურიის პარადოქსი
http://www.tabula.ge/article2444. html (ფრაგმენტი)

20 იანვარი 2011 10:46

გიორგი, შენ დიდი პოეტი გახდი, სანამ გურია თავის უბედურ წლებს ითვლის და იმ ისტორიის საფუძველზე დგას, რომელსაც შენ ირონიით იხსენიებ, აქილიკებდა დასცინი მალულად, მაგრამ მინდა იცოდე, რომ თუ ის რაიონელი დარჩება რაიონს, რომელსაც საქართველო უყვარს, უყვარს და იხსენებს იმ სიტკბოს, იმ ბაბუას, რომელსაც შენ ცინიზმით იხსენიებ სიტყვებში: „გურულებს უყვართ შრომა - ერთი ოთხმოცდაათს გადაცილებული გლეხი, ჩემს თვალწინ სასიკვდილო სარეცელზე, სრულიად უგონოდ იქნევ და ხელს - თითქოს თოხნიდა“. რასაც შენ ხედავდი (და თუ მართლა ეს წამები შენ ნანახი გაქვს), ეგ შენთვის ბედნიერება უნდა ყოფილიყო, საამაყო უნდა ყოფილიყო ჩემის მოკლე ჭკუით, მაგივრად ირონიისა და ქილიკისა!!!

2 სიტყვასიტყვით

▲back to top


0x01 graphic

აბსურდია იმაზე ფიქრიც კი, რომ მე სექსის სანაცვლოდ ფულს ვიხდი. მე ამას დამამცირებლად მივიჩნევ. მეუღლესთან გაყრის შემდეგ სტაბილური ურთიერთობა მაქვს.

  • იტალიის პრემიერმინისტრმა, 74 წლის სილვიო ბერლუსკონიმ ჟურნალისტებთან საუბრისას არასრულწლოვან მოცეკვავე გოგონასთან სქესობრივი კავშირი უარყო.

17 იანვარი

0x01 graphic

რუსეთი მხარს უჭერს პალესტინელების განუყოფელ უფლებას საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ამისათვის საჭიროა მაქსიმალური თავდაჭერის გამოჩენა და ვალდებულებების შესრულება. პირველ რიგში საქმე ეხება დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის მშენებლობების შეჩერების აუცილებლობას“.

0x01 graphic

  • რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა ეს განცხადება პალესტინის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 18 იანვარი

როგორ შეიძლება, რომ კოკას ფოთოლის ღეჭვა აიკრძალოს? კოკას ფოთოლი ჩვენი იდენტობის სიმბოლო და ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილია.

  • ბოლივიის პრეზიდენტი, ივო მორალესი ნარკოტიკების შესახებ გაეროს 1961 წლის კონვენციის იმ პუნქტის შეცვლას ითხოვს, რომელიც კოკას ფოთლების ღეჭვას კრძალავს. მის ინიციატივას ესპანეთიც უჭერს მხარს. 19 იანვარი

0x01 graphic

მე ერთგული ვარ იმის, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ევროკავშირის დღის წესრიგის მთავარ თემად დარჩეს“.

  • ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, ქეთრინ ეშტონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას რელიგიური თავისუფლების კუთხით ქრისტიანების მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი. 19 იანვარი.

3 კვირა

▲back to top


15 იანვარი

  • ვააშინგტონში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა ეკონომიკურ, სავაჭრო, ასევე, უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს.

  • ბარაკ ობამამ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი ავღანეთის მისიაში და მადლობა გადაუხადა „მამაც ქართველებს, რომლებიც რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის და სამყარებლად იბრძვიან“.

0x01 graphic

16 იავარი

  • რუსეთის ოპოზიციური პარტია სოლიდარნოსტის თანათავმჯდომარემ ბორის ნემცოვმა, რომელიც პატიმრობიდან შაბათს გაათავისუფლეს, განაცხადა, რომ ოჯახის წევრებთან ერთ ერთ კაფეში შეხვედრის შემდეგ, სამი ახალგაზრდა ზურგიდან მიეპარა და თავს დაესხა. ნემცოვის თქმით, ის დროულად შემობრუნდა და ინციდენტი თავიდან აირიდა. მსგავსი თავდასხმა ოპოზიციის ლიდერზე გასული წლის ნოემბერში შერემეტევოს აეროპორტშიც მოხდა.

17 იანვარი

0x01 graphic

  • ფილმმა „სოციალური ქსელი“ ოქროს გლობუსის და ჯილდოებაზე ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა. Facebookისადმი მიძღვნილმა ფილმმა საუკეთესო დრამის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო სცენარის და საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციებში მოიპოვა ჯილდოები.

  • საქართველოს საგარეო უწყებამ რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აშშ სა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის იარაღის მოწოდებაზე მოლაპარაკებების გამართვის შესახებ კატეგორიულად უარყო. „სააკაშვილმა და ობამამ ისაუბრეს ყველა პრიორიტეტულ საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოებაზე, თუმცა საქართველოსთვის შეიარაღების გადაცემაზე საუბარი არ ყოფილა“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ.

  • ჰაიტიზე ქვეყნის ყოფილი დიქტატორი, ჟან კლოდ დუვალიე, იგივე „ბეიბი დოკი“, დაბრუნდა. მან ქვეყანა 25 წლის წინ იძულებით დატოვა. დუვალი ეს მასობრივ კორუფციაში, რეპრესიებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში ედება ბრალი. ის აცხადებს, რომ ჰაიტიზე მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ჩავიდა. ჰაიტის გენერალურმა პროკურატურამ მილიონობით დოლარის გაფლანგვის ბრალდებით დუვალიეს წინააღმდეგ საქმე უკვე აღძრა.

0x01 graphic

18 იანვარი

  • აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ევროკავშირთან „საქართველოს გავლით“ ურთიერთობაზე უარი განაცხადა. „ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ევროპასთან, თუ ამ თანამშრომლობას საქართველოს გავლით არ მოგვახვევენ თავს“, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ ღვინჯიამ. მან იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთი „ოდესმე შეიცვლის თავის დამოკიდებულებას აფხაზეთის არაღიარების საკითხთან დაკავშირებით“.

  • არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი გამარტივდება. ამ საკითხზე მოლაპარაკებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა აბუ დაბიში არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს გამართა. გილაურის ადმინისტრაციის ცნობით, პირველ ეტაპზე სავიზო რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის გაუქმდება, მეორე ეტაპზე კი ჩვეულებრივი პასპორტების მქონე პირებსაც შეეძლებათ ვიზის გარეშე მგზავრობა.

19 იანავრი

0x01 graphic

  • ბრაზილიაში წყალდიდობას და მეწყერს, ბოლო მონაცემებით, 710 ადამიანი ემსხვერპლა, 120-მდე დაკარგულად ითვლება, 13 ათასზე მეტი ადამიანი კი თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. სტიქია, რომელიც უკვე შეაფასეს, როგორც ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა, ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებს გასულ კვირას დაატყდა თავს. წინასწარი გათვლებით, სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციას 1.2 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

  • საქართველოში რიხტერის შკალით 5.8-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქუთაისიდან 31 კილომეტრის, ხოლო ვანიდან 18 კილომეტრის რადიუსში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაფიქსირდა. მიწისძვრა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იგრძნობოდა, მათ შორის დედაქალაქშიც. მიწისქვეშა ბიძგებს საქართველოში ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

  • ევროპის სახალხო პარტიამ ევროპარლამენტშიბელარუსის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუციის პროექტი შეიტანა. დოკუმენტი ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ბელარუსის მონაწილეობის შეჩერებას გულისხმობს. მინსკის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში ადამიანისუფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა.

  • საქართველოს საპატრიარქომ ტაძრებისა და მეჩეთების აღდგენასთან დაკავშირებით თურქეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართვა მოითხოვა. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკლესია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს და მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მესაკუთრეა. „ამგვარად, თურქეთის მხარისთვის წარდგენილი ტაძრების სია და მოლაპარაკებების პირობები შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მის მესაკუთრესთან - საქართველოს საპატრიარქოსთან“.

20 იანვარი

  • ევროპარლამენტის მიერ 20 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ არის მოხსენიებული. 62-პუნქტიანი დოკუმენტის ერთ- ერთ ნაწილში აღნიშნულია, რომ „ადამიანის უფლებების დარღვევა ყოველდღიური მოვლენაა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში“. ამასთანავე, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ქეთრინ ეშტონს „გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რომ მან სრულად შეასრულოს სარკოზის ექვსპუნქტიანი შეთანხმება“. თბილისში ევროპარლამენტის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიებას „პოზიტიური მოულოდნელობა“ უწოდეს.

4 უნგრეთის სკანდალური მედიაკანონი ნინი გოგიბერიძე

▲back to top


არენა

ნინი გოგიბერიძე

0x01 graphic

ცენტრალურ ევროპას ნაცნობი ჩრდილი დაეცა: The Washington Post-ი „პუტინიზაციაზე“ საუბრობს. ბრიუსელის ევროკრატები ერთპარტიულ მმართველობაზე ალაპარაკდნენ. გერმანული პრესა ახალი Führerstaat-ის შექმნის შესახებ იტყობინება. რუხი სახელმწიფო უნდა დაისაჯოს: სანქციები დაწესდეს მის წინააღმდეგ.

ასე დაიწყო წელი ევროპის შუაგულში მდებარე 10-მილიონიანი ქვეყნისთვის, რომელმაც 2011 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის მონაცვლეობითი პრეზიდენტობა ექვსი თვით გადაიბარა.

თითქმის ერთი თვეა, უნგრეთი ხელისუფლების მიერ მომზადებული მედიის ახალი კანონის გამო საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ობიექტად იქცა. ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც, როგორც წესი, არ გამოირჩევიან მოკავშირე სახელმწიფოების კრიტიკით, დუმილი დაარღვიეს. მათ 2011 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესულ უნგრულ მედიარეგულაციებს დემოკრატიული სტანდარტები დაუწუნეს. გერმანიამ ეს ქვეყანა გააფრთხილა კიდეც, რომ, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტს, მას „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ევროპის საერთო იმიჯზე“. საფრანგეთმა კი უნგრეთს პირდაპირ მოსთხოვა კანონის შეცვლა. „ვის უნდა ასე დაწყება? მე არ დამიწერია ეს სცენარი. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ნორმალურად მიგვაჩნდა. მსოფლიო კი მას აკრიტიკებს... უნგრეთი დაიცავს უკვე ძალაში შესულ კანონს, მე კი - ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას“, - ამ სიტყვებით შეეცადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კრიტიკოსთა მოგერიებას. მაგრამ პრემიერმა უკანდასახევი გზა მაინც დაიტოვა: უნგრეთმა კანონი დამატებითი ანალიზისთვის ევროკომისიას გადაუგზავნა. თუ ევროკომისია ფორმალურად დაასკვნის, რომ კანონი ევროკავშირის სტანდარტებს არღვევს, ქვეყანა მზად იქნება გადახედოს და ცვლილებები შეიტანოს. თუკი კომისია ევროსტანდარტებთან შეუსაბამობას ვერ დაადგენს, მაშინ, ორბანის განცხადებით: „მედიაკანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა სხვა ქვეყნებსაც დასჭირდებათ. თუ უნგრეთის მედიაკანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, მაშინ ცვლილებები საფრანგეთის, გერმანიის და ნიდერლანდების კანონებშიც უნდა განხორციელდეს. ჩვენს კანონმდებლობაში არაფერია ისეთი, რაც ამ ქვეყნების მედიაკანონებში არ არის“.

საქმე ისაა, რომ 2010 წლის მიწურულს, პრემიერ-მინისტრის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტია ფიდესმა, რომელიც საპარლამენტო მანდატების ორ მესამედს ფლობს, ოპოზიციის მცირე წინააღმდეგობის ფონზე იოლად შეძლო მედიის შესახებ ახალი კანონის მიღება. დოკუმენტის თანახმად, რომელიც ყველა სახის მედიას ეხება, უნგრეთში იგეგმება მძლავრი საზედამხედველო სახელმწიფო ორგანოს - მედიასაბჭოს შექმნა. ამ ინსტიტუტის მთავარი ფუნქცია დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელების შეჩერება და ადამიანის ღირსების დაცვა იქნება. თუ გამომცემელი, მაუწყებელი ან ჟურნალისტი აღნიშნულ მოთხოვნებს დაარღვევს, მარეგულირებელს მედიასაშუალების დაჯარიმების უფლებამოსილება ექნება. ჯარიმები კი კოლოსალურია - 750 ათასი ევრო მაუწყებლებისთვის, 90 ათასი ევრო ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალებებისთვის და 35 ათასი ევრო ყოველკვირეული ან ყოველთვიური გამოცემებისთვის. მაღალი ჯარიმების მიუხედავად, კანონი არ აკონკრეტებს ამ ჯარიმებიდან თავის დაღწევის კრიტერიუმებს და ინტერპრეტაციის პრეროგატივას მთლიანად მარეგულირებლებს უტოვებს. კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მარეგულირებელი ორგანო - მედიასაბჭო, რომლის ხუთივე წევრს ექსკლუზიურად ქვეყნის პარლამენტი დანიშნავს, მმართველი პარტიის (ფიდესი) წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. ეს „კრიტიკული მედიის და საჯარო დებატების დადუმებას“ გამოიწვევს (ეუთოს განცხადება). მიმდინარე კვირის დასაწყისში, ნელი კროესმა, ციფრული დღის წესრიგის (ყოფილი ინფორმაციული საზოგადოების და მედიის) კომისარმა ევროკომისიის წინასწარი დასკვნა გაახმოვანა. კროესმა უნგრეთის სადავო მედიაკანონმდებლობის გარკვეულ ნაწილებს „არადამაკმაყოფილებელი“ უწოდა. მაგალითად, მან ხაზი გაუსვა კანონის იმ პუნქტს, რომელიც დაბალანსებული გაშუქების მოთხოვნას ყველა ტიპის მედიასაშუალებას უყენებს, მათ შორის ბლოგერებსაც. მან ასევე გამოყო ის რეგულაციები, რომლებიც ეხებათ უცხოეთში რეგისტრირებულ მედიაკომპანიებს. თუმცა, ევროკომისარმა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.

ნიშნავს თუ არა, რომ უნგრეთი დიქტატურისკენ მიექანება?

მას შემდეგ, რაც მემარჯვენე პარტია ფიდესმა 2010 წლის არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა, პრემიერ-მინისტრი ორბანი საკუთარ უფლებამოსილებას პოლიტიკური ძალაუფლების სრული კონსოლიდაციისთვის იყენებდა. ფიდესის ერთ-ერთი ყოფილი წევრი პრეზიდენტად დაინიშნა, მეორე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი გახდა. გაუქმდა ფისკალური სამსახური, რომელიც ბიუჯეტის შესრულებას ზედამხედველობდა; შემცირდა საკონსტიტუციო სასამართლოს ძალაუფლება. ათობით საჯარო ფონდი, რომლებიც ხელოვნების, კულტურის, ბოშა უმცირესობის და უსახლკაროების საკითხებზე მუშაობდა, გაქრა და მათი ფუნქციები სახელმწიფოს გადაეცა. ყოველივე ამას სადავო მედიაკანონის მიღებაც დაემატა.

პრემიერ-მინისტრის ბევრი გადაწყვეტილება საკამათოა, მაგრამ რთულია მისი მიღწევების უგულებელყოფა: უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად შემცირდა ქვეყანაში არსებული დეფიციტი (2010 წლის მონაცემებით მშპ-ს 3.9%25), გაუმჯობესდა შრომის ბაზარი. წინასწარი პროგნოზის თანახმად, უნგრეთის სახელმწიფო ვალი 2014 წლამდე მშპ-ს 70-73%25-მდე შემცირდება.

0x01 graphic

რა თქმა უნდა, ფიდესის მიერ ძალის ცენტრალიზება არავის ახარებს, თუმცა გადამეტებული ყიჟინა ქვეყანას არ ეხმარება. პირიქით, ეს ხელს უშლის იმ რეფორმატორებს, რომლებიც უნგრეთის 21-ე საუკუნეში „გადათრევას“ ცდილობენ.

ზედმეტად ცენტრალიზებულ დემოკრატიასა და დიქტატურას შორის განსხვავება დიდია. „ვიქტორ ორბანი ვლადიმირ პუტინს კი არა, მარგარეტ თეტჩერს უფრო წააგავს“, - აცხადებენ პრემიერის მეხოტბე ანალიტიკოსები. ქალბატონი თეტჩერიც ხომ მემარცხენე პარტიის მიერ დასუსტებული ქვეყნის მოსახლეობამ იმედით აირჩია და მანაც თავის დროზე ძალაუფლების უპრეცედენტო ცენტრალიზება განახორციელა.

5 დევნილების კვალდაკვალ

▲back to top


პოლიტიკა

სალომე უგულავა

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

თბილისის დროებით საცხოვრებლებში მყოფ დევნილებს ფართების დატოვება უწევთ. გამოსახლების პროცესი 20 იანვარს განახლდა. დევნილთა სამინისტროში განმარტავენ, რომ დევნილებს უნებართვოდ დაკავებულ ფართებს ატოვებინებენ. ეს შენობები პრივატიზებულია - მათ ჰყავთ მეპატრონეები, რომლებიც კერძო საკუთრების დაცლას ითხოვენ.

ვისაც საცხოვრებელი არ აქვს და არც ფინანსური კომპენსაცია მიუღია, სამინისტრო ალტერნატიულ რეაბილიტირებულ საცხოვრებლებს კახეთსა და სამეგრელოში სთავაზობს. ეს ფართები მათ კერძო საკუთრებაში გადავა. დევნილების ნაწილი და მათი მხარდამჭერები რეგიონებში გადასვლას უმთავრესად იმიტომ აპროტესტებენ, რომ, მათი აზრით, იქ დევნილებს თავის რჩენის საშუალება არ ექნებათ. გარდა ამისა, ამ ადამიანებს დედაქალაქის დატოვება არ სურთ, რადგან უკვე აქ არიან დამკვიდრებულნი. როგორც ევრაზიანეტს დევნილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ვალერი კოპალეიშვილმა განუცხადა, მთავრობა მათ არსად წასვლას არ აიძულებს. შეუძლიათ, თბილისში დარჩნენ, მაგრამ თუ იძულებით გადაადგილებულ პირებს არაფერი აქვთ - არც სამსახური, არც შემოსავალი და ყველაფერს მთავრობისგან იღებენ, ეს უკანასკნელი მათ ახლა იმას აძლევს, რისი შესაძლებლობაც აქვს.

ბოლოს დევნილები დროებითი საცხოვრებლებიდან მასობრივად ზაფხულში გამოასახლეს. 22 დასახლებაში მცხოვრებთ ხელისუფლებამ აცნობა, რომ პროცესი წლის ბოლოს განახლდებოდა. თუმცა, ის იანვრისთვის გადაიდო. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში დევნილების ნაწილი გამოსახლების შესაჩერებლად აქციებს მართავდა. საპროტესტო გამოსვლები ახლაც მიმდინარეობს.

გამოსახლება 20 იანვარს ბაგების სტუდქალაქში და საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან ორხევის დასახლებაში ადრეული დილიდანვე დაიწყო. ბაგებში პროცესს პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ორ მათგანს 14-14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა, სამს კი 400-400- ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მომდევნო დღეს გამოსახლება გაგრძელდა სხვა ობიექტებიდანაც - აღსრულების ბიუროს ყოფილი შენობიდან, ყიფშიძის 34-დან, სამედიცინო უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლიდან.

საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან გამოსახლების პროცესს აკვირდებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი. საიას განცხადებით, ოჯახებს, რომლებსაც ჩაბარებული ჰქონდათ ინდივიდუალური შეტყობინებები კომპენსაციით დაკმაყოფილებაზე, გამოსახლებისას საკომპენსაციო თანხა მიღებული არ ჰქონდათ. ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველიც. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ, დევნილების თქმით, ისინი ყოველგვარი ალტერნატიული თავშესაფრისა და კოტეჯის სანაცვლო კომპენსაციის გარეშე გამოიყვანეს დაკავებული ფართიდან.

დევნილთა სამინისტროს განცხადებით, ყველა ოჯახმა, რომელმაც უარი თქვა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართზე და ოფიციალურად მოითხოვა 10 ათას დოლარიანი ფინანსური კომპენსაცია, ის მიიღო. ის ოჯახები კი, რომლებმაც პროცედურა არ გაიარეს და განცხადება არ დაწერეს, ბუნებრივია, კომპენსაციას ვერ მიიღებდნენ. მათ შეუძლიათ, ახლაც მიმართონ სამინისტროს ოფიციალური თხოვნით. სამინისტროს ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც ოჯახი ცდილობს, გაიყოს და ხელოვნურად მიიღოს ოჯახის რამდენიმე წევრზე დახმარება. ასეთი მოთხოვნები ვერ კმაყოფილდება. მისივე განცხადებით, დევნილები ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების შესახებაც იყვნენ ინფორმირებული და შეეძლოთ, აერჩიათ საცხოვრებელი იქ, რისი შეთავაზებაც სამინისტროს ამჟამად შეუძლია.

საია ასევე წერდა, რომ დევნილთა გადაადგილება შეურაცხმყოფელი ფორმებით განხორციელდა - ისინი სატვირთო მანქანებით გადაიყვანეს, მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად. ამაზე სამინისტროში პასუხობენ, რომ დევნილებისთვის საჭიროზე მეტი ავტობუსი იყო გამოყოფილი და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სატვირთო მანქანებზე მხოლოდ მუშები შეიძლება ყოფილიყვნენ.

2011 იანვარში სახალხო დამცველმა დევნილთათვის შეთავაზებულ ფართებზე წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშისა და ხობის რაიონებში მონიტორინგი ჩაატარა. შემოწმებამ აჩვენა, რომ ფართები რეაბილიტირებულია, თუმცა, ეს ობიექტები ადმინისტრაციულ ცენტრებს დაშორებულია და ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის.

6 გიორგი ტუღუში: ადამიანის უფლებების დაცვა არ არის იზოლირებული პროცესი

▲back to top


0x01 graphic

ფოტო: ომბუდსმენის პრესსამსახური

გასულ წელს სახალხო დამცველის აპარატში 3500-მდე განცხადება შევიდა. აქედან 1800 არსებითად განიხილეს. გიორგი ტუღუშის თქმით, ყველაზე ხშირად ომბუდსმენს პატიმრები და იძულებით გადაადგილებული პირები მიმართავენ. სახალხო დამცველი ტაბულას ადამიანის უფლებათა კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, ძირითად პრობლემებსა და საქმიანობის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

  • როგორ შეაფასებდით Freedom House-ის ბოლო ანგარიშს, რამდენად ობიექტურად აისახა მასში საქართველოში არსებული ვითარება?

Freedom House-ის ანგარიში საკმაოდ ზოგადია. იქ წერია, რომ საქართველოში მცირე გაუმჯობესება შეინიშნება გარკვეული პარამეტრების მიხედვით - პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში გაცილებით სტაბილური იყო, ვიდრე 2009-ში. ასევე ერთ-ერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანია თანამგზავრზე გავიდა.

მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არ არის იზოლირებული პროცესი. ვერ იხელმძღვანელებ მხოლოდ შიდა კანონმდებლობითა და ანგარიშებით. ყოველთვის ყურადღება უნდა მიაქციო საერთაშორისო სტრუქტურების მიდგომას შენი ქვეყნის მიმართ.

  • ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა დევნილთა გამოსახლების პროცესი გახდა. თუ ადევნებთ მას თვალყურს და თუ შეგიძლიათ გააკეთოთ შეფასება, ილახება თუ არა ამ პროცესში დევნილთა უფლებები?

ჩვენ ამ პროცესს არა მარტო თვალყურს ვადევნებთ, არამედ შეძლებისდაგვარად ჩართულები ვართ. როდესაც ანგარიშს ვამზადებდით, მოვინახულეთ დაახლოებით 500-მდე დევნილთა ოჯახი და პირადად ვესაუბრეთ. ასევე დავათვალიერეთ 200-ზე მეტი კომპაქტური ჩასახლება.

რაც შეეხება გამოსახლების პროცესს, მესმის, რომ ეს მტკივნეული თემაა, მაგრამ უკანონო არ არის. ის მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის თანახმად. მასში ჩართულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, ნორვეგიის და დანიის ლტოლვილთა საბჭოები. განსახლების წესების დადგენაში მონაწილეობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, EUMM და ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც ადამიანს ეუბნებიან, დაცალოს უკანონოდ დაკავებული შენობა და სადმე მიყრუებულ სოფელში დასახლდეს, სადაც არ ექნება იმედი, რომ იპოვის სამსახურს, შეინახავს ოჯახს და 28-ლარიანი შემწეობის იმედად რჩება. თუ იძულებით გადაადგილებული პირი ბოლო 10 წელია ცხოვრობს ქალაქში, საკუთარ საცხოვრებელზე მიბმულია ეკონომიკურად, დასაქმებულია, შვილები იქ იღებენ განათლებას, ეს მხედველობაში უნდა მიიღონ და დევნილს ადეკვატური ალტერნატივა უნდა შესთავაზონ. მან ნულიდან არ უნდა დაიწყოს ცხოვრების აწყობა, რაც ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე გამოსცადეს.

ასე რომ, აქ ბალანსი უნდა დავიცვათ და ადამიანს არჩევანი უნდა ჰქონდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი იძულებით გადაადგილებული პირი გარეთ არ დარჩეს. ამავე დროს, ძალადობა ყოვლად მიუღებელია. ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი პროცესი.

  • კვლავ კრიტიკის საგანია საპატიმროებში არსებული მდგომარეობა. საუბარია არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და რეჟიმის გამკაცრებაზე. როგორია მდგომარეობა ამ სფეროში?

მნიშვნელოვანი პროგრესია ინფრასტრუქტურის კუთხით - 80 პროცენტი ამ დროისთვის განახლებულია. ვერ ვიტყვი, რომ ახალ დაწესებულებებში პატიმართა საცხოვრებელი პირობები მაღალ ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

რჩება პრობლემები, რომლებიც 5 დაწესებულებას უკავშირდება. მათი ლიკვიდაციის რეკომენდაცია ერთი წლის წინ გავეცი. ისინი არა მარტო სტანდარტებს ვერ პასუხობენ, არამედ ადამიანის იქ მოთავსება უტოლდება ღირსების შემლახავ და ზოგჯერ არაადამიანურ მოპყრობას.

მეორე თემა არის ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ჩვენი ბოლო ანგარიში ამ საკითხზე 200-ზე მეტ გვერდს შეიცავს, რაც უკვე მეტყველებს პრობლემის სიმძიმეზე. ციხის ჯანდაცვა არათუ უახლოვდება და ინტეგრირდება სამოქალაქო ჯანდაცვასთან, არამედ რიგი ელემენტებით ემიჯნება მას.

პატიმართა და მსჯავრდებულთათვის ახალი სამკურნალო დაწესებულების აშენებამ გადაჭრა ინფრასტრუქტურული პრობლემა - აღარ არსებობს ბინძური საავადმყოფო, რომელიც ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა, მაგრამ, სერიოზული პრობლემაა სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობა.

როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ციხეებსა და სტანდარტებზე, არსებობს კარგი სტანდარტები, რაც შეგვიძლია გადმოვიტანოთ. მაგალითად, რაც უკავშირდება გარესამყაროსთან ურთიერთობას, პატიმართა აქტივობას, დასაქმებას და ა.შ. განათლების კუთხით შეიძლება ბევრი ნაბიჯის გადადგმა. იგივე ეხება რესოციალიზაციას პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ.

რაც შეეხება პატიმრებისადმი მოპყრობას, რიგ დაწესებულებებში ეს კვლავაც პრობლემად რჩება. 2009 წელს ეს თემა აქტუალური იყო გეგუთსა და ქუთაისში. იქ მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ეს გარკვეულწილად ჩვენი დამსახურებაცაა. თუმცა, გასულ წელს იყო პრობლემები ქსანში, სადაც არასათანადო მოპყრობის და ცემის რამდენიმე ფაქტი დავაფიქსირეთ. იყო ასევე შიმშილობის იძულებითი წესით შეწყვეტის, დასჯის მიზნით პატიმართა ცემის რამდენიმე ფაქტი. მუდმივად მოდის ინფორმაცია, რომ გლდანის საპყრობილეში პატიმრებს ცემენ. ჩვენ იქ ვიყავით, თუმცა არც ერთმა პატიმარმა, რომელსაც დაზიანების კვალი აღენიშნებოდა, ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

ვერ გეტყვით, რომ მასობრივ ცემას აქვს ადგილი, მაგრამ ამ ფაქტებთან დაკავშირებით მუდმივად ფიგურირებს რამდენიმე დაწესებულება. ასეთი შემთხვევები სამკურნალო დაწესებულებაშიც დაფიქსირდა, რაც განსაკუთრებით მიუღებელია. 18-დან 15 დაწესებულებაში ეს პრობლემა არ დამდგარა. ამავე დროს, არსებობს პრობლემები გამოძიების კუთხით. ძალიან ხშირად არაადეკვატურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. დასჯილი პირი ამ ფაქტებთან დაკავშირებით მე ჯერჯერობით არ მინახავს, რაც ძალიან სამწუხაროა.

  • რაც შეეხება შეკრების თავისუფლებას, ბოლო დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო აქციის დაშლა გმირთა მემორიალთან. ამაზე მწვავე რეაქცია გქონდათ. დღეისთვის მოხდა, თუ არა აუცილებელი სამართლებრივი რეაგირება?

ამ აქციის დაშლა ჩვენ შევაფასეთ, როგორც შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევა. მართალია, კანონი კრძალავს კარვის, ან რაიმე ნაგებობის დადგმას გზაზე, თუმცა მემორიალთან მისასვლელი გზა თავისუფალი იყო. აქციის მონაწილეები კი აცხადებდნენ, რომ 6-ში დაშლას აპირებდნენ. მე რეკომენდაციით მივმართე მთავარ პროკურორს, რომ დადგეს იმ პირების დისციპლინარული თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც შელახეს კანონის მოთხოვნები.

ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. ერთადერთი პასუხია განცხადება, რომ პოლიციელი დათხოვნილია სამსახურიდან. სადავოა, რამდენად ადეკვატურია მხოლოდ დათხოვნა. თუმცა, მე ეს შევაფასე, როგორც პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კანონდარღვევისათვის ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი.

  • ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღმსარებლობის თავისუფლება და ეთნიკური უმცირესობების უფლებები თუ შეილახა?

2009 წელი ამ მხრივ საკმაოდ მძიმე იყო. რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლის ფიზიკური შეურაცხყოფის 20-ზე მეტი შემთხვევა შევნიშნეთ. სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არაადეკვატური იყო. დანაშაული არც ერთხელ არ შეფასებულა რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილად. 2010-ში სიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა, პრობლემები რჩება. რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებზე ძალადობის ნაკლები - 10-მდე ფაქტი იყო. გადაიდგა არაერთი პოზიტიური ნაბიჯი - მაგალითად, კათოლიკეებს გადაეცათ მათი ისტორიული ტაძრის ნანგრევები რაბათში, რათა შეძლონ მისი აღდგენა. გაიცა ნებართვა რამდენიმე მეჩეთის მშენებლობაზე. გარკვეული წინსვლაა ქონებრივ საკითხებში.

  • არსებობს მისაზრება, რომ მსოფლიოში უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობამ, ცივი ომის დასრულების შემდეგ, გარკვეულწილად სახე იცვალა. გახდა უფრო იდეოლოგიზებული, უფრო პარტიული და პოლიტიკური ინტერესების გამომხატველი, და რომ ამ ტენდენციამ საქართველოშიც იჩინა თავი. როგორც სახალხო დამცველი, რომელიც უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობას კარგად იცნობს, იზიარებთ, თუ არა ამ მოსაზრებას?

ზოგადად, რასაკვირველია, ასეთი საუბრები საფუძველს მოკლებული არაა და გარკვეული პრობლემები შეინიშნება. თუმცა, პოლიტიკა და ადამიანის უფლებები ერთმანეთთან თავსებადი არ არის. ზოგჯერ დიდია ცდუნება, სახალხო დამცველის აპარატი ჩაითრიონ პოლიტიკაში, თქვან, რომ პოლიტიზებულია და ვინმეს მხარეს დგას. მაგრამ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი შევაფასოთ კანონიდან, კონსტიტუციიდან გამომდინარე. ეს პრინციპი ბოლომდე უნდა დავიცვათ.

7 საქართველო - გზად მექისკენ

▲back to top


პოლიტიკა

ავტორი: თამარ ხორბალაძე

0x01 graphic

ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი

2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილოკავკასიელებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ ამ გადაწყვეტილების მიზნები და შედეგები ბევრისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო. გასულმა ორმა თვემ კი გარკვეული ტენდენციები გამოკვეთა.

0x01 graphic

ჰაჯი მექაში

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ყოველდღიურად მხოლოდ ლარსის სასაზღვრო პუნქტით შეღავათიანი სავიზო რეჟიმის გამოყენებით საქართველოში 700 ადამიანი გადმოდის. მათ შორის არიან: ჩეჩნები, დაღესტნელები, ყაბარდოელები, ბალყარელები და ოსებიც. ლარსიდან შემოსულთა 70%25 საქართველოს ტრანზიტულ გზად იყენებს მექისკენ ან თურქეთისკენ, 30%25 საქართველოში რჩება.

ჰაჯის ჩასატარებლად, ანუ მექაში წმინდა ადგილების მოსანახულებლად, ჩრდილოკავკასიელებისთვის საქართველო უმოკლესი გზა აღმოჩნდა. სავიზო რეჟიმის გამარტივებამდე ჩრდილოკავკასიელ მორწმუნეებს მექაში ჩასვლა აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის, სირიის და იორდანიის გავლით უხდებოდათ. როგორც რელიგიური ვებგვერდი islamdag.ru გვამცნობს, 2010 წელს პირველად დაღესტნელ მორწმუნეთა ჯგუფი ჰაჯის ჩასატარებლად საქართველოს, თურქეთის, სირიისა და იორდანიის გავლით წავიდა, რამაც ისლამის მიმდევართა გზა წმინდა ქალაქამდე მაქსიმალურად შეამცირა. ვებგვერდი იმაზეც საუბრობს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს გავლით წასვლის შესახებ მარტივად არ მიუღიათ - სასაზღვრო პუნქტზე სიტუაცია წინასწარ შემოწმდა. ჩრდილოკავკასიელები შიშობდნენ, რომ ქრისტიანი მორწმუნეები წინააღმდეგობას გაუწევდნენ.

ისლამისტური საიტი ამ მოგზაურობაზე ჰაჯის მონაწილე დაღესტნის ქალაქ იზბერბაშის იმამის ინტერვიუზე დაყრდნობით წერს. იმამი გაკვირვებულია ქართულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებული მდგომარეობის, პატრულის, ისლამოფობიის არარსებობისა და მართლმადიდებელი მღვდლის მიერ მოულოდნელად გამოჩენილი მზრუნველობის გამო. იმამი ამბობს, რომ საქართველო არ აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელზეც ჩრდილოეთ კავკასიაში მედიისგან თუ ხელისუფლებისგან სმენიათ.

ჰაჯის ჩატარება, ცხადია, ერთადერთი მიზანი არ არის, რისთვისაც გასული ორი თვის განმავლობაში ჩრდილოკავკასიელები საქართველოში შემოვიდნენ. 2010 წლის დეკემბერში ამერიკული გამოცემა Foreign Affairs ქართული გადაწყვეტილების შედეგების ანალიზისას, წერდა, რომ ნათესავებთან კონტაქტი, არსებული კავშირების გამყარება, ჩრდილოეთ კავკასიასთან შეღავათიანი რეჟიმის ერთ-ერთი შედეგია. საქართველოში უვიზო გადაადგილების უფლებამ, საზღვრიდან ჩრდილოეთით მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებსაც მათთვის მანამდე დახურული ბაზრებისკენ გაუხსნა გზა. მაგალითად, ისინი თბილისში ავტომობილების უფრო იაფად შესაძენად ჩადიან და შემდეგ საკუთარ სამშობლოში ყიდიან.

ამ პოლიტიკის რეალურ შედეგს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კავკასიის დირექტორი ოლივერ ბალოუ ამერიკულ ანალიტიკურ გამოცემაში რამდენიმე ფრაზით აჯამებს - თუკი ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებზე იგივე წესი არ გავრცელდება, რაც რუსეთის დანარჩენ მოქალაქეებზე, ისინი ორიენტაციას თბილისზე აიღებენ, როგორც გასაღების ბაზრის, შემოსავლების, ძალაუფლების და პრესტიჟის წყაროზე. მოსკოვს კიდევ უფრო გაუჭირდება მათგან ლოიალური დამოკიდებულების მიღება. საქართველოს კი რეალურად მიეცემა შანსი კავკასიის ცენტრი გახდეს.

8 იორდანიის და ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო პალატები თანამშრომლობას იწყებენ

▲back to top


პოლიტიკა

2011 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური სიახლეები იორდანიელი ბიზნესმენების სოხუმში ვიზიტით იწყება. საინფორმაციო სააგენტო აფსნიპრესის ინფორმაციით, აფხაზეთისა და იორდანიის სავაჭრო პალატებმა საქმიანი საბჭოს შექმნის შესახებაც გააფორმეს ხელშეკრულება.

იორდანიელი ბიზნესმენების დელეგაციის შემადგენლობაში ბანკების, სასტუმროების, ტელე-რადიო კორპორაციის, სამშენებლო და ფარმაცევტული კომპანიების მეპატრონეები შედიოდნენ. მათ შორის მყოფი იორდანიის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ამ ვიზიტის ორგანიზატორებადაც გვევლინებიან.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის თანახმად, ნებისმიერი ბიზნესაქტივობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებელია - უკანონოა.

0x01 graphic

0x01 graphic

თუმცა ფინანსური მოგების მიღების მსურველები ოკუპირებულ აფხაზეთში არა მხოლოდ ოკუპანტი რუსეთიდან, რამდენიმე სხვა სახელმწიფოდანაც აქტიურობენ. ჟურნალი ტაბულა უკვე წერდა, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემდეგ მეორე კერძო ინვესტორი საქართველოს მეზობელი და პოლიტიკური პარტნიორი თურქეთია. თუმცა, რუსეთისაგან განსხვავებით, ბიზნეს და ეკონომიკური კავშირები აფხაზეთთან თურქეთს ოფიციალურ და სამთავრობო დონეზე არ აქვს დამყარებული.

იორდანიის შემთხვევაშიც საქმე არასახელმწიფო, მაგრამ ოფიციალურ სტრუქტურას ეხება - სავაჭრო პალატის სახით.

იორდანიაში, თურქეთის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მსგავსად, მუჰაჯირების შთამომავლების საკმაოდ დიდი ე.წ. ჩერქეზული დიასპორა არსებობს. იქ უმრავლესობას ადიღეელები შეადგენენ, მათთან ერთად კი აფხაზები და ჩეჩნებიც არიან. ეს დიასპორა იორდანიაში საკმაოდ ძლიერია, პარლამენტში ტრადიციულად სამი წარმომადგენელი ჰყავს, ფლობენ საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებსაც. გადმოცემით, იორდანიის მეფისა და პრინცის დაცვაში სწორედ კავკასიელები შედიან.

საქართველოსა და იორდანიის დიპლომატიური ურთიერთობა 16-წლიან ისტორიას ითვლის. თუმცა ეკონომიკური თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ჯერჯერობით მხოლოდ სოფლის მეურნეობის სფეროშია და ისიც - მინიმალურ დონეზე. საქართველოში გაწეული ინვესტიციების მიხედვით, იორდანია დღემდე მინუსებში რჩება, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი კი 2010 წელს სულ 411, 4 ათასი აშშ დოლარი იყო. სავაჭრო ბრუნვა მილიონს მხოლოდ 2008 და 2009 წელს ასცდა.

ბოლო წლებში საქართველომ, არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში, იორდანიასთან ურთიერთობა განსაკუთრებულად გაააქტიურა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ორჯერ იმყოფებოდა - 2007 წლის და 2009 წლის მაისში. 2010 წლიდან კი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაც დაიწყო - 2010 წლის ივლისიდან ძალაშია საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. იორდანიელ ბიზნესმენთა პირველი წარმომადგენლობითი დელეგაციაც თბილისში 2010 წელს - სექტემბერში ჩამოვიდა, როცა საქართველო-იორდანიის ბიზნესფორუმზე საქართველოში ინვესტირების პერსპექტივები განიხილეს. იორდანიაში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, იორდანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან ერთად თბილისში ბიზნესმენთა მორიგი ვიზიტის ორგანიზება 2010 წლის გაზაფხულისთვისაც იგეგმებოდა. აფხაზეთში ვიზიტმა და იორდანიის სავაჭრო პალატის მიერ ხელმოწერილმა დოკუმენტებმა ეს შეხვედრა, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

ამასთან, საქართველოს ახალი კავკასიური პოლიტიკა ჩერქეზულ დიასპორებთან ურთიერთობასაც გულისხმობს, მათ შორის - იორდანიაში. კავკასიური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია ასევე საქართველოს მიერ ინიცირებული დისკუსიები ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თემაზე, რომელიც ამ დიასპორის ინტერესებსაც პასუხობს. შესაბამისად, ოკუპირებულ აფხაზეთში იორდანიული ბიზნესის აქტიურობის საპირწონედ დღეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ზემოთ უკვე ნახსენები პოლიტიკა დევს. საქართველოს დიპლომატები აფხაზეთში იორდანიული ბიზნესის ოფიციალური აქტივობის პრევენციისთვის, სავარაუდოდ, სწორედ ამ არგუმენტებს გამოიყენებენ.

9 ქართული სისხლის სამართლის სისტემის რევოლუციური რეფორმა

▲back to top


პოლიტიკა

მოდელი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის (და არამარტო...)

ირაკლი კოტეტიშვილი

ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც 2010 წლის ოქტომბრიდან შევიდა ძალაში, მართლაც რომ რევოლუციურია. ქართული რეფორმა, მსოფლიოს ანალოგიური რეფორმების მსგავსად, მხარეთა თანასწორობაზე დამყარებული შეჯიბრებითი პროცედურების დაწესებას გულისხმობს. ეს უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელებაში და დაიცავს ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების საჯარო ინტერესსაც. თავისი მნიშვნელობით ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი წარმოადგენს მეორე კონსტიტუციას, რომელიც ადგენს გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის აუცილებელ პროცედურებს და სახელმწიფოსა და ინდივიდის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

ახალმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა (ამოქმედდა 2010 წლის 1 ოქტომბრიდან) მრავალი სიახლე გაითვალისწინა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს შემოღებაა. როდესაც ამერიკის პრეზიდენტსა და ერთ-ერთ უდიდეს კონსტიტუციონალისტს, თომას ჯეფერსონს ჰკითხეს: რომელში - საკანონმდებლო თუ სასამართლო ხელისუფლებაში არ უნდა ჩაერიოს ხალხი, მან უპასუხა: „მიმაჩნია, რომ უმჯობესია ხალხი საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობას არ ეხებოდეს, რადგან კანონების აღსრულებაში მათი მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათ შექმნაში...“.

ახალი კოდექსის მიხედვით, 12 ნაფიცი მსაჯული მხარეთა მიერ შეირჩევა 50 შემთხვევით არჩეული საქართველოს მოქალაქისგან და 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ის იმოქმედებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეებზე. 2012 წლის შემდეგ ის ამოქმედდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოშიც, ხოლო 2014 წელს მოიცავს საქართველოს მთელს ტერიტორიას იმ დანაშაულის საქმეებზე, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც გამოძიების, ისე საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე ბრალდების და დაცვის მხარე თანაბრად სარგებლობს ყველა საგამოძიებო მოქმედების - ჩხრეკისა და ამოღების გარდა, რისი უფლებაც მხოლოდ ბრალდების მხარის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა - ჩატარების უფლებამოსილებით. სასამართლო მსვლელობისას ორივე მხარეს გააჩნია თანაბარი უფლებები. პროკურორი ვალდებულია, დაამტკიცოს საქმე გონივრულ ეჭვს მიღმა, ხოლო დაცვის მხარე სარგებლობს დუმილის უფლებით. პროცესის დროს მოსამართლე გვევლინება არბიტრის როლში. ის ვერ განახორციელებს საგამოძიებო მოქმედებას მხარეთა შუამდგომლობის გარეშე. მოსამართლეს ასევე ეკრძალება მტკიცებულებების დამოუკიდებლად მოპოვება, რომლის საფუძველზედაც მოხდება პირის ბრალეულობის ან მისი უდანაშაულობის დადასტურება. ეს აშკარად ეწინააღმდეგება საბჭოური ეპოქის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებისათვის დამახასიათებელ „ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის“ პრინციპს. მოსამართლე აღარ არის ვალდებული დაადგინოს სიმართლე, არამედ მან უნდა გადაწყვიტოს, დაადასტურა თუ არა ბრალდების მხარემ პირის დანაშაულობა გონივრულ ეჭვს მიღმა. მხარეებს უფლება აქვთ, დააყენონ შუამდგომლობები საკითხებზე, რომლებიც, მათი აზრით, ასაბუთებს მათ პოზიციას. ორივე მხარეს გააჩნია პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის უფლება.

სიახლეს წარმოადგენს საქმის ზეპირი განხილვა. ძველი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პრაქტიკისაგან განსხვავებით, პროკურორს აღარ ექნება უფლება გამოიძახოს და დაკითხოს მოწმე დახურული წინასასამართლო არასაჯარო პროცედურების საშუალებით. გამოძიების ეტაპზე პროკურორსა და გამომძიებელს პირის ნებაყოფლობითი თანხმობის ან კოდექსის მიერ წინასწარ განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში (deposition) შეეძლებათ მისი დაკითხვა. მოწმის სავალდებულო დაკითხვა უნდა მოხდეს მოსამართლის თანდასწრებით. ეს უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლების მკაცრ დაცვას (ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ანალოგი, სადაც მოწმის პროცესზე გამოძახების უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს).

სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი დაპატიმრების ნაცვლად უპირატესობას თავისუფლების პრეზუმფციას ანიჭებს, ანუ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააპატიმრებენ, როდესაც არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ იგი დაიმალება, ჩაიდენს ახალ დანაშაულს ან ხელს შეუშლის გამოძიებას. სიახლეს წარმოადგენს გირაოს მინიმალური ოდენობის შემცირება 1000 ლარამდე (რეფორმამდე იყო 2000 ლარი), რაც საშუალებას მისცემს მოსამართლეს, მეტი ბრალდებულის მიმართ განიხილოს გირაოს გამოყენების შესაძლებლობა. აღკვეთის ღონისძიებებს დაემატა შეთანხმება გაუსვლელობის და სათანადო ქცევის შესახებ. იგი გამოიყენება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე.

ახალი კოდექსის ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე საქმის მსვლელობის დროს დაზარალებულის სტატუსის შეცვლაში მდგომარეობს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, საქმეში დაზარალებული არის არა მხარე, არამედ მონაწილე. ეს ნიშნავს, რომ დაზარალებული კარგავს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. როგორც ამერიკელმა მაგისტრატმა მოსამართლემ, არენასმა მართებულად აღნიშნა: „სისხლის სამართლის პროცესში მისაღებია დაზარალებულის მხარედ არყოფნა, ვინაიდან მისი ინტერესები უნდა წარადგინოს პროკურორმა. როდესაც მსხვერპლი არის ფაქტის შემსწრე, მაგალითად ყაჩაღობის შემთხვევაში, იგი ყოველთვის ატარებს ემოციურ ელემენტებს, რაც ხელს უშლის სიმართლის დადგენას და ზეგავლენას ახდენს დანაშაულის შედეგებზე“.

კოდექსს შემოაქვს დისკრეციული დევნის პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს ღირს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. პროკურორის უარი საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე სასამართლოში არ საჩივრდება. იგი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან.

ჩამოყალიბდა ბრალდებულის ერთიანი დეფინიცია, რომელშიც გაერთიანდა ეჭვმიტანილის და განსასჯელის ცნებები.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა შემოიღო ე.წ. მტკიცებულებათა ორმხრივი მოძრაობის პრინციპი. იგი გამომდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების სისხლის სამართლის სისტემიდან. მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე გააცნობს დაცვას საქმის მასალებს, იგი აღიჭურვება უფლებამოსილებით, მოითხოვოს იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც უნდა გამოიყენოს ამ უკანასკნელმა სასამართლო პროცესზე. ეს არის შეჯიბრებითობის მეთოდოლოგიის არსებითი ნაწილი, სადაც საქმის ორივე მხარე საკუთარი პოზიციის დასაბუთების თანაბარი შესაძლებლობით სარგებლობს.

ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს „Amicus Curiae“. აღნიშნული პირი (ორგანიზაცია) არ წარმოადგენს პროცესის მხარეს, არამედ იგი სასამართლოს აწვდის ობიექტურ ინფორმაციას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და ამით გარკვეულწილად აბალანსებს დაზარალებულის მხარედ არყოფნას.

აღარ არის გათვალისწინებული დამსწრის ინსტიტუტი. დამსწრე შენარჩუნებულია მხოლოდ გარდამავალ პერიოდში (კოდექსის ამოქმედებიდან პირველი 2 წლის განმავლობაში).

გაუქმებულია ექსპერტის აცილების ყველა საფუძველი. ექსპერტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი.

პატიმრობის მაქსიმალური ვადა გამოძიების ეტაპზე შემცირდა 60 დღემდე (აქამდე იყო 4 თვე). 60-დღიანი ვადაა დაწესებული გამოძიებისათვის იმ საქმეებზე, სადაც ბრალდებული არსებობს. ბრალდებულად ყოფნის 12-თვიანი ვადა მოიცავს, როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლო განხილვას, რადგან აღარ არსებობს განსასჯელის ინსტიტუტი, შესაბამისად, პირი ბრალდებულის სტატუსს ინარჩუნებს განაჩენის გამოტანამდე. პატიმრის საქმე სასამართლოში უნდა გადაწყდეს მისი დაკავებიდან 9 თვეში, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი უნდა გათავისუფლდეს.

კოდექსის თანახმად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს განჩინებას მედიის, გამომცემლობის, რედაქციის, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რელიგიური, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების სათავსოებში ჩხრეკის, ამოღებისა და დაყადაღების შესახებ, თუ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება არ გამოიწვევს კონსტიტუციით დაცული სიტყვის, გამოხატვის, რწმენის, აღმსარებლობის, სინდისის ან გაერთიანების უფლების ხელყოფას.

პროკურორი აღარ ითხოვს სასჯელს სასამართლოში, არამედ მხოლოდ სასამართლო წყვეტს სასჯელის სახესა და ოდენობას.

საქმის სასამართლოში გადაცემისთანავე გაუქმებულია მისი გამოძიებაში დაბრუნების ყოველგვარი შესაძლებლობა.

საქმის საკასაციო განხილვის ეტაპზე გაუქმებულია მისი ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების შესაძლებლობა. საკასაციო განხილვის ეტაპზე შესაძლებელი გახდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ვინაიდან სასამართლოს განჩინების ნაცვლად გამოაქვს განაჩენი, ხოლო საპროცესო შეთანხმების გაფორმება შეიძლება მხარეთა კამათამდე.

ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანის უფლება მიენიჭა დაცვის მხარესაც და ის თანაბრად გავრცელდა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის სასარგებლოდ გამოვლენილ გარემოებებზეც.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ამ რეფორმით საქართველომ ცალსახად აირჩია შეჯიბრებით პროცედურებზე დაფუძნებული საერთო სამართლის ქვეყნების მსგავსი სისხლის სამართლის სისტემის მოდელი. ამავდროულად, ახალმა კოდექსმა განსაზღვრა ხალხის ჩართულობა მართლმსაჯულების განხორციელებაში (ნაფიც მსაჯულთა სასამართლო).

როგორც შეჯიბრებითი პროცედურები, ისე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო წარმოადგენს ფუფუნებას, რაც წარმოუდგენელია ყველა სისხლის სამართლის საქმეზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს საპროცესო შეთანხმებისა და სისხლის სამართლის ალტერნატიული ზომების გამოყენების როლი.

10 თბილისი-დაკარი

▲back to top


დავით კოვზირიძე|სვეტი

0x01 graphic

ჯუნგლების არ იყოს, თბილისის ქუჩებშიც ყოველ წამს უნდა ელოდო ხიფათს. იქ ნატურალური ცხოველებისგან, აქ - რკინის, იქ ერთბაშად რამდენიმე მხრიდან შეიძლება თავს დაგესხან - აქაც, ჯუნგლებში არანაირი კანონი არ მოქმედებს და აქ, ჩვენს ჭაღარა დედაქალაქშიც პარანორმალური ქაოსია. კი, წითელზე გაჩერებაც ვისწავლეთ და ღვედებიც გადავიჭირეთ, მაგრამ მძღოლების დაახლოებით ოთხმოცმა პროცენტმა, უბრალოდ, მანქანის ტარება არ იცის, ვერ ცნობს საგზაო ნიშნებს და ვერ ხვდება, რატომაა დახაზული ქუჩები. შესაბამისად, აქ რამდენიმე სახეობის ძირითადი წინაღობა გვხვდება:

ტაქსები: სულ ნადირობენ, ოღონდ ბრაკონიერულად. სიჩქარეს მოულოდნელად ანელებენ ყველგან, სადაც სულიერი ჭაჭანებს და ვინაიდან სულიერი თითქმის ყველგან ჭაჭანებს, ტაქსის უკან მანქანით სიარული რეკომენდებული არაა. პირველ ხაზში არიან, მეორეში თუ მესამეში, ძალიან ნელა დადიან, თვალი ტროტუარისკენ უჭირავთ (მხოლოდ ტროტუარისკენ და არსად სხვაგან) და საკმარისია ვინმემ თუნდაც თავის მოსაფხანად ასწიოს ხელი, მდგომარეობა ფორმულა 1-ის ფინალური წრესავით იძაბება: ზოგი მესამედან მკვეთრად გადადის პირველ რიგში, თან ისე, რომ არც სარკეში იყურება და არც მაჭუტს რთავს, ზოგი შორიდან ამჩნევს ამ ამბავს და წამებში ოციდან ასამდე ზრდის სიჩქარეს. არაა გამორიცხული, სავარაუდო კლიენტს გაცილებულმა ტაქსისტმა სარკეში დაინახოს რაც ხდება, უცებ დაამუხრუჭოს და უკან მოაკაწრინოს. ისმის ბღუილი, პიპინი, გინება (სხვა მანქანებიდან), იქმნება ავარიის და საცობის საფრთხე და, რაც მთავარია, ამ პორნოგრაფიას სულ თავისუფლად შეიძლება შეეწიროს ჩვენი საწყალი თანამემამულე, რომელიც თავს იფხანდა.

მარშუტკები: ჩვეულებრივი ტაქსი კუბში, როგორც ზომა-ტევადობით, ისე თავხედობა-უცოდინრობით. ყველაფერზე მიდიან, რაც შეიძლება წარმოიდგინო და ვერ წარმოიდგინო. სალონის თავიდანვე შესავსებად მარშრუტის საწყის მონაკვეთს გადიან მიზერული სისწრაფით. ეს, მით უმეტეს ვიწრო ქუჩაზე, გარანტირებული მძიმე საცობია. აქაც ისმის გინება და პიპინი (ეს ჰანგები თბილისში პერმანენტულია და თუ ოდესმე ქალაქის ჰიმნი შეიქმნება, ფონად დავადოთ მოურიდებლად), მაგრამ მარშუტკის მძღოლებს უკვე იმუნიტეტი აქვთ და ამაყი, გაძეგლებული სახეებით გადიან ფონს. მეტიც, საცობის სათავეში მოქცეულნი რამდენჯერმე აჩერებენ კიდეც ხანგრძლივად, რასაც არაერთხელ მოჰყოლია ძეგლთა ფიზიკური წაბილწვა. ტრანსპორტის ეს უნიკალური, პოსტსაბჭოთა სივრცეში ალაგ-ალაგ, საქართველოში კი უხვად შემორჩენილი სახეობა, რომელსაც ხშირად არ აქვს არც ერთი სარკე, სიგნალი და მინიმუმ ერთი ფარი, აკლია სკამები და კარბურატორი, ენითაუწერელ გადაწყვეტილებებს იღებს და მერე სისრულეში მოჰყავს. შეიძლება მგზავრები ჩამოსვას მესამე ხაზში, ან აიყვანოს გზაჯვარედინის ეპიცენტრში პიკის საათისას (მაგალითად, კავსაძე-ფალიაშვილის კვეთაზე საღამოს შვიდის ნახევრისთვის), შეიძლება ავარდეს ტროტუარზე, შემოგივარდეთ სახლში და გაგიტაცოთ, მაგრამ არ დაიდარდოთ, იქ თქვენ რადიო არ დაიდარდო გელით მგზავრების ერთნაირ კომპოზიციათაგან რომელიმეთი.

ავტობუსები: მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ავტობუსი დადის პირველ ხაზში, მხოლოდ პირველ ხაზში და არსად პირველი ხაზის გარდა. დადის სწრაფად და ორგანიზებულად, გრაფიკით. აქ სხვანაირადაა. ჩქარა დადიან, კი, მაგრამ უგრაფიკოდ და ნებისმიერ ხაზში. ხშირად ასე ხდება - ერთი და იგივე ნომრის სამი ავტობუსი ერთდროულად უახლოვდება გაჩერებას, სადაც სხვა ერთნომრიანი ავტობუსის მძღოლები უკვე ჩხუბობენ. რა უნდა ქნან მოახლოებულებმა? რასაკვირველია, კონკურენტს უნდა მიასწრონ! იწყება დინოზავრების რბოლა სამივე ხაზში! ამ დროს მოჩხუბარი მძღოლების კონფლიქტი მთავრდება მხოლოდ იმიტომ, რომ მომდევნო გაჩერებაზე მიასწრონ ერთმანეთს - ერთი წინაურდება, მეორე გასწრებაზე ზრუნვას იწყებს, მესამე მეორეს ეჯიკავება. ბრძოლა გრძელდება. ეს მუდმივი ომია.

დიაცნი: შეიძლება საჭესთან წაისვან პომადა, დაიწყონ გვერდითა სკამზე მდებარე ჩანთის ხანგრძლივი ქექვა, ტელეფონზე ჭორაობა სიგარეტის აკომპანიმენტით, დალიონ ყავა და მერე ჩაიხედონ, უცებ გააღონ კარი და ისევ დახურონ, ჩართონ მარცხენა მაჭუტი და გაუხვიონ მარჯვნივ, თვალი კარგა ხნით გააყოლონ ნებისმიერ მეტ-ნაკლებად საინტერესო ამბავს და პარალელურად, სულაც არ ახსოვდეთ, სად არიან და რას აკეთებენ.

0x01 graphic

ილუსტრაცია: სოფო კირთაძე

გრანდიოზული ჯიპნი: რაც უფრო დიდია ჯიპი, მით უფრო დიდია ზევიდან ყურების, წესთა ფეხზე დაკიდების, აგრესიის და სიქაჯის ხარისხი. გამორიცხულია, ვინმეს რამე დაუთმონ და შუქნიშანზე ყვითელისთანავე განწირული, პანიკური სიგნალების სერია არ დაგატეხონ. ძირითადად არსად ეჩქარებათ, მაგრამ თამაშობენ, რომ ეჩქარებათ. ეს ქართული ხალხური თამაშია. ეროვნული საგანძური. მათთვის მაჭუტის გამოყენება სამშობლოს ღალატის ტოლფასია. როგორც ყველა ზემოჩამოთვლილი კატეგორია, ისინიც საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ნახაზებს და დანარჩენებივით უმეტესად ორ რიგს ერთად იკავებენ, მაგრამ არის განსხვავებაც - გრანდიოზულნი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ხაზებშიც ხშირად გადადიან მოტრიალების, საცობის უკან ჩამოტოვების ან უბრალოდ, თავის გამოჩენის მიზნით. შუა გზაში ერთმანეთთან მიჩერებული ორი ტკბილად მოსაუბრე ჯიპი კი უკვე დაპატენტებული კლასიკაა.

ფეხით მოსიარულენი: თუ მძღოლებმა არ იციან, რატომ იხაზება ქუჩები, ფეხით მოსიარულენი ვერ ხვდებიან, რა საჭიროა მიწისქვეშა გადასასვლელი. ცენტრალურ ქუჩებზე შეხვდებით შემდეგ კატაკლიზმებს: დედას უჭირავს შვილი და გადარბის; ტიპს უჭირავს ტელეფონი და გადასვლისას მესიჯს კრეფს; გადამსვლელი მოახლოებული მანქანის მძღოლს უყურებს თვალებში და ტემპს ანელებს, ან სულაც ჩერდება; ფეხით მოსიარულე საერთოდ სხვა მიმართულებით იყურება. ხოლო თუ შორიახლოს ეკლესიაა, ამათ ემატებათ გადარბენისას პირჯვრის გადამწერნი და ზეცაში ნეტარი სახით მომზირალნი.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ, ვთქვათ, რუსთაველზე, მეორე ხაზში, ასე 40-50 კმ/სთ-ით. უცებ მესამე ხაზში მყოფი ტაქსი მარცხნიდან გიჭრით გზას და მიქრის კინო რუსთაველთან მდგომ კლიენტთან. მარჯვნივ იღებთ, მაგრამ იქიდან მეორე ტაქსი მოწუილებს. სვლას ანელებთ და გადადიხართ მესამე ხაზში, სადაც, გაგიკვირდებათ და, საპირისპირო მიმართულებიდან მოფრინავს ენითაუწერელი სიდიადის ჯიპი. პანიკა! ბრუნდებით მეორე ხაზში და თითქმის ჩერდებით, მაგრამ უცებ სარკეში ხედავთ, რომ უკნიდან ორი ავტობუსი გეწევათ ქაშუეთთან მისასწრებად. სადაცაა გაგჭყლეტენ, ამიტომ გაზია საჭირო ბოლომდე, აჭერთ კიდეც და გადადიხართ ისევ მესამეში, სადაც მოსეირნობენ გოგო და ბიჭი - გოგო ტელეფონზე ლაპარაკობს სიცილით, ბიჭი განრისხებული გიყურებთ და პირჯვარს იწერს. რა გინდა, რომ ქნა? რა და, ხელის მუხრუჭი და მერიოტთან ჩახვევა სასწრაფოდ. უხვევთ. ქვევიდან ერთბაშად ორი გრანდიოზული მონავარდობს, ძლივს არიდებთ თავს (აბა, ის ხო არ გაიწევა?) და უახლოვდებით თაბუკაშვილთან კვეთას, სადაც ქალი-მძღოლი მაჭუტით ფინტს გიკეთებთ და რომ არ შეასკდეთ, უხვევთ მარცხნივ, სადაც, რასაკვირველია, მარშუტკა დგას. თან რამდენიმე ერთად. ჩერდებით. ალილუია!

11 შემოქმედებითი ნგრევა რუსთაველის გამზირზე

▲back to top


საზოგადოება

თეონა კოკიჩაიშვილი

0x01 graphic

„შეაჩერეთ უკანონობა“, „დემონტაჟი - XXI საუკუნის ქართული კულტურა“, „შეწყვიტეთ შენობის ნგრევა“, „ნუ ებრძვით სტალინიზმს სტალინური მეთოდებით'' - მანიფესტანტები გასულ კვირას, რუსთაველის 42-ში, ყოფილი ზარია ვოსტოკას შენობის წინ ტრაფარეტებზე დაწერილი ამ ლოზუნგებითა და სასტვენებით აღჭურვილნი მივიდნენ. ისინი შენობის უკანა ფასადის დემონტაჟს აპროტესტებდნენ. მათი თქმით, პროცესში ნაგებობის ავთენტურობა ირღვევა, რაც უპატიებელი დანაშაულია ქალაქის წინაშე. საპროტესტო აქცია ტფილისის ჰამქარის ორგანიზებით გაიმართა. დაიგეგმა შემდეგი შეკრების დრო და ადგილიც - მანიფესტანტები მერიისკენ გადაინაცვლებენ.

არქიტექტურის ისტორიკოსი, მაია მანია, აქციაზე არ ყოფილა, თუმცა, ამბობს, რომ ამ საკითხის გარშემო ხმაური მან ატეხა - „კონსტრუქტივისტული სტილის მნიშვნელოვანი ნამუშევრის დემონტაჟი ოქტომბერშივე შევნიშნე“, - წუხს სამხატვრო აკადემიის პროფესორი. ამის შესახებ მედიასაც ამცნო და თბილისის ჰამქარსაც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ე.წ. ზარია ვოსტოკაში ორჯერ იყო. მისი თქმით, წინა ფასადი და კოშკურის მოცულობა შერჩენილია. გვერდითა ფასადის ნაწილის დანგრევით კი ერთი თაღი უკვე დაიკარგა - „მხოლოდ ფასადის შენარჩუნება არ კმარა, მთლიანობაა გადასარჩენი. თუ სართულშუა გადახურვები, ჭერი, აივნების დეტალები, ალათები არ შევინარჩუნეთ, შენობის ავთენტურობაც დაირღვევა“. შენობა რომ დაზიანებულია და პირვანდელი იერსახე დაკარგული აქვს, მერიაშიც იციან. თუმცა ავთენტურობის რღვევის შესახებ პრეტენზიებს მტკიცედ უარყოფენ. მეტიც, თბილისის ვიცე-მერის, დავით ნინიძის თქმით, რესტავრაციის მიზანი არა შენობის დანგრევა, არამედ მისი პირვანდელი სახის აღდგენაა. როგორც ირკვევა, მოზაიკურ ლესვაში შესრულებული ფასადი საბჭოთა პერიოდში გადაღებეს, შენობის უკანა ფასადზე კი მინაშენები გაკეთდა. მისივე განცხადებით, ამჟამინდელი სარეკონსტრუქციო სამუშაოები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც შეისწავლეს შენობის ისტორიული ნაწილი და შემდგომი პერიოდის ის მინაშენი, რომელიც ისტორიულ ღირებულებას არ წარმოადგენს. პროექტის მიხედვით, გადაღებილ ფასადს საღებავს მოხსნიან და იმ სახეს დაუბრუნებენ, რაც XX საუკუნის 20-იან წლებში ჰქონდა. მინაშენების სრული დემონტაჟის შემდეგ (გრიბოედოვის ქუჩის მხარეს) კი ძველი თბილისის იერსახის შესაბამისი შენობა აიგო. როგორც ვიცე-მერი ამბობს, ისტორიული ნაწილის შენარჩუნებით თავად ინვესტორიც დაინტერესებულია - საერთაშორისო ბრენდებისთვის ძველი და ისტორიული შენობა უფრო მიმზიდველი და მომგებიანია. მერიაში უკანა ფასადის განხილვა და პროექტის კორექტირება უახლოეს დღეებშია დაგეგმილი. გარეთა ვიზუალურ მხარეზე მუშაობა კი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.

ყოფილი ზარია ვოსტოკას შენობის რესტავრაციის გარდა, პროექტის ფარგლებში ქართულ-ბრიტანულ საინვესტიციო კომპანია KAZMA-ს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერის გაშენება და მიწისქვეშა ავტოსადგომის გაკეთებაც ევალება. სკვერს სკულპტურებით კონკურსში გამარჯვებული სამხატვრო აკადემიის სტუდენტები გააფორმებენ. რაც შეეხება ავტოპარკინგს, მერიაში ჯერჯერობით გეოლოგიურ დასკვნასა და კონსტრუქტორების შეფასებებს ელოდებიან - „დასკვნების შემდეგ მიწისქვეშა ავტოსადგომის იმ ვერსიას დავამტკიცებთ, რომელიც ამ უბნისთვის იქნება უსაფრთხო და მას ყველაზე მეტად მოერგება“, - ამბობს დავით ნინიძე.

შენობა, სადაც თავდაპირველად საბჭოთა გაზეთის „ზარია ვოსტოკას“, შემდეგ კი „მერანის“ რედაქცია მდებარეობდა, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს 2007 წლიდან დაემშვიდობა. მთავარი მიზეზი, რაც მის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს განაპირობებს, არქიტექტურული თავისებურებაა. ზარია ვოსტოკას შენობა კონსტრუქტივიზმის ნიმუშად ითვლება. ეს არქიტექტურული მიმართულება XX საუკუნის 20-იან წლებში რევოლუციურ რუსეთში ჩაისახა და 30-იანი წლების ბოლომდე მეტად პოპულარული იყო, სოციალისტური რეალიზმის დამკვიდრებამდე. ავანგარდული მოძრაობა, რომელიც სივრცისა და გეომეტრიის განსხვავებული ხედვით გამოირჩეოდა, თავდაპირველად „ელიტისტობაში“ და სოციალიზმისგან შორს მდგომი ხელოვნების წარმოებაში დაანადაშაულეს. ამის გამო ხელოვანთა ნაწილმა რუსეთი საერთოდ დატოვა, ნაწილი კი საბჭოთა სისტემასთან ადაპტირდა. საბოლოოდ, კონსტრუქტივისტული არქიტექტურა იქცა სოციალისტურ ალტერნატივად დევიზისა „ხელოვნება ხელოვნებისათვის“. შემდგომ პერიოდში ევროპულმა კავშირებმა რუს არქიტექტორებს გარკვეული აღიარება საბჭოთა კავშირის გარეთაც მოუტანა. ითვლება, რომ კონსტრუქტივიზმის გავლენაა გერმანულ ბაუჰაუსზეც. მიუხედავად ამისა, ეს მიმდინარეობა რუსეთის ექსკლუზიურ კუთვნილებად მიიჩნევა. „წმინდა ხელოვნების“ უარყოფა და უტილიტარული დამოკიდებულება ხელოვნებისადმი, როგორც სოციალისტური სისტემის მშენებლობის ინსტრუმენტისადმი - კონსტრუქტივიზმის მთავარი იდეოლოგიაა.

ზარია ვოსტოკას თავდაპირველი პროექტის ავტორი, თბილისში მოღვაწე სომეხი ეროვნების ხუროთმოძღვარი, დავით ჩისლევია. ქართველი ხელოვნებათმცოდნეები, რომლებიც შენობის ბედით არიან შეშფოთებულნი, მიიჩნევენ, რომ ის ქალაქის ღირსშესანიშნაობაა. თან, მათი აზრით, კარგად ასახავს, რამდენად ინტეგრირებულები ვიყავით მსოფლიო არქიტექტურასთან და არსებული ტენდენციები რამდენად მარტივად შემოდიოდა თბილისში.

ბუნებრივია, შენობით ესთეტიკური ტკბობა ზედმეტად სუბიექტური კატეგორიაა და მყარ არგუმენტად არ გამოდგება. არც მსოფლიო არქიტექტურის ტენდენციებთან წვდომაა ეჭვშეუტანელი მოცემულობა: ისტორიის მოცემულ ეტაპზე საქართველოს სხვა არჩევანი არც ჰქონდა, თუ არა საბჭოეთში გავრცელებულ სტილთან ადაპტირება.

ასეა თუ ისე, ოფიციალური პირების განცხადებით, შენობის ავთენტურობას მაინც არაფერი ემუქრება. რუსთაველის 42-ში მიმდინარე სამუშაოების მოწინააღმდეგეებს კი მერიის საიტზე გამოქვეყნებული პროექტის გეგმა არ მოსწონთ - მიიჩნევენ, რომ სრულიად ბუნდოვანი და შეუსაბამოა. მართალია, ამ „მსოფლიო არქიტექტურის ნიმუშის“ შესახებ ინტერნეტქსელში ბევრს ვერაფერს იპოვით და მსოფლიოს ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ხუროთმოძღვართა შორის ვერც დავით ჩისლევის სახელს გადააწყდებით, მაგრამ ზარია ვოსტოკას გულშემატკივრები აღშფოთებასა და გულისტკივილს მაინც ვერ მალავენ. მაია მანიას თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ძეგლისა და გარემოს განადგურებას ნიშნავს, რადგან რუსთაველი და მიმდებარე ტერიტორია ასეთ მასშტაბურ პროექტს ვერ აიტანს. თუ აქციის მონაწილეები მიზანს ვერ მიაღწევენ, 2012 წლის დასაწყისისთვის რუსთაველის გამზირს კიდევ ერთი განახლებული შენობა შეემატება.

12 ვიკიპედია ათი წლისაა

▲back to top


ვახო ელერდაშვილი|სვეტი

0x01 graphic

Wikipedia

ათი წლის წინ ჯიმი უელსმა ვიკიპედიაში პირველი სტატია დაწერა. ეს ის დრო იყო, Microsoft-ი მჭადებივით რომ აცხობდა ენციკლოპედია „ენკარტას“ ნაირ-ნაირ ვერსიებს, 11 სექტემბერიც ჯერ არ დამდგარიყო, სოციალური მედია არავის გაეგო რა იყო და არც ზმნა „დაგუგლვა“ არსებობდა. პირველ სტატიას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და სადღაც ექვს კვირაში 2500 სტატია დაგროვდა. საინტერესო ის არის, რომ იმდროინდელ ვიკიპედიაში პეტი სმიტის მუსიკალური ალბომის, „Horses“ გვერდი უფრო გრძელი იყო, ვიდრე სტატია პარიზზე და მხოლოდ 56 მათგანი ეხებოდა აშშ-ს და მის სახელმწიფოებრივ მოწყობას. დანარჩენი სტატიები კი საშუალო სტატისტიკური კომპიუტერული გიკის გემოვნების შესაფერისი იყო: ფანტასტიკური ლიტერატურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ზუსტი მეცნიერებები...

ათი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვიკიპედია ასეთ მასშტაბებს მიაღწევდა. ვინმეს რომ ეთქვა, ოდესმე ვიკიპედია “ბრიტანიკას“ გაეჯიბრება აკადემიურობის და ავტორიტეტულობის ხარისხშიო, ეს სასაცილოდ არ ეყოფოდა არავის, ვინაიდან სკეპტიკოსები ვიკიპედიას თავიდანვე მკვდრად შობილ პროექტად მოიხსენიებდნენ, ბაბილონის გოდოლის მაგალითი მოჰყავდათ, როცა არაორგანიზებულმა და ენააღრეულმა ადამიანებმა ვერაფერი ხეირიანის გაკეთება ვერ შეძლეს და დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დაიქსაქსნენ. ამის შესახებ ვიკიპედიელები შემდეგ იხუმრებენ, ბაბილონის გოდოლი იმიტომ ვერ ააშენეს, რომ მაშინდელი ადამიანები იდეოლოგიურად თავისუფლები არ იყვნენო, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ვიკიპედიის ფარგლებში ადამიანებმა საერთო ენა იპოვეს, რეგულაციის მექანიზმები შეიმუშავეს და ახალი ტექნოლოგიები დანერგეს...

ბოლო დროს მუსირებს აზრი, რომ ტექნოლოგიები კიბორჩხალის ნაბიჯებით, უკუმიმართულებით და სპირალურად ვითარდება, რომ ყოველი ახალი ტექნოლოგია ძველის გადამღერება, ახლებური გააზრება და შემდეგი იტერაციაა... ვიკიპედიის შემთხვევაშიც ასეა: ოდესღაც ჩვენი წინაპრები ეტრატებზე წერდნენ. საწერი საშუალებები მაშინ იმდენად ძვირფასი და იშვიათი ფუფუნება იყო, რომ ახლის დაწერის სურვილით ძველ ტექსტს შლიდნენ და ზედ ახალს აწერდნენ, შემდეგ კვლავ შლიდნენ და აწერდნენ... ამგვარ ეტრატებს პალიმფსესტებს უწოდებენ და მათი კულტუროლოგიური მნიშვნელოვანება იმაშია, რომ ზედ დატანილი ტექსტის თითოეული პირის წაკითხვა და გარჩევაა შესაძლებელი, დაახლოებით ისევე, როგორც ვიკიპედიაში შეიძლება სტატიის რედაქტირების ისტორიის ნახვა. ანუ გამოდის, რომ ვიკიპედია ციფრული პალიმფსესტების საცავია, სადაც ყველას შეუძლია ნებისმიერი რამ წაშალოს, ჩაასწოროს და ჩაამატოს.

ვიკიპედიასთან დაკავშირებით ადამიანები ორ ბანაკად იყოფიან: პირველ ნაწილს ფანატურად უყვარს ვიკიპედია, მეორე ნაწილს სძაგს და არ ენდობა მას. ზიზღის და სიყვარულის საგანი ორივე შემთხვევაში ვიკიპედიის სტრუქტურაა, სადაც არ არსებობს ავტორიტეტული აზრი, არსებობს მხოლოდ ფაქტი და ნეიტრალური თვალსაზრისი, რომლის მიღწევაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. მახსენდება ქართული ვიკიპედიის მაგალითი, როცა პირველი სტატიები იწერებოდა და ვარდების რევოლუციის დროს მიხეილ სააკაშვილს ახალი დალეული ჰქონდა შევარდნაძის ჩაი. მაშინ ერთდროულად ორი სტატია დაიწერა სახელწოდებით „ვარდების რევოლუცია“. პირველის ავტორი ახალი დროების მეხოტბე იუზერი გახლდათ, მეორისა კი - ძველის. თავისუფალ ენციკლოპედიაში ავტორები ვერა და ვერ შეთანხმდნენ, თუ როგორ შეეფასებინათ ვარდების რევოლუცია - დადებითად თუ უარყოფითად, ამიტომაც კომპრომისი მოინახა და დროებით სტატიის ორი ვერსია დაიდო პარალელურ რეჟიმში. დღესდღეობით მხოლოდ ერთი სტატია არსებობს და იქ მოყვანილ ფაქტებს ნეიტრალურობაზე აქვთ პრეტენზია, მასში ვეღარ შეხვდებით ტერმინებს „ნომენკლატურული რევანში“, „სასახლის შინა კარის გადატრიალება“ და „ნეოპუტჩისტური ძალაუფლება“, თუმცა არც ხელისუფლების ხოტბა-დიდება აღარ არის.

ვიკიპედია ყველა სხვა ენციკლოპედიისაგან განსხვავებით მუდმივად დამუშავების პროცესშია, ანუ ტყუილად არ შეუდარებიათ ის ბაბილონის გოდოლისათვის. ვერ იარსებებს მომენტი, როცა შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ვიკიპედია დასრულდა, ვინაიდან სტატიები ქრონოლოგიურად ასახავენ მიმდინარე მოვლენებს, არსებული რეალიების გადაფასებაც დროის დინების შესაბამისად მიმდინარეობს, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ამა თუ იმ სტატიის გადაწერის საჭიროება დგება, თუმცა მთავარი ვიკიპედიაში ისაა, რომ ყველა ჩანაწერი ინახება და სტატიის წინა რედაქციები ჩვენგან მაუსის რამდენიმე დაწკაპუნებაშია. ასე მაგალითად, ამას წინათ ინგლისურ ვიკიპედიაში არსებული სტატიის, „ერაყის ომის“ მთელი ისტორია დაბეჭდეს და ნაბეჭდმა ტექსტმა თორმეტი საშუალო სისქის ტომი შეადგინა. ხუთი წლის განმავლობაში თორმეტიათასჯერ დარედაქტირებული თორმეტტომეულის წაკითხვის ნერვები თუ გაქვთ, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ რას ფიქრობენ ამ ომის შესახებ სხვადასხვა თაობისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების აქტივისტები და უბრალო მოქალაქეები.

გასულ კვირას ვიკიპედია ათი წლის გახდა. ამ მოვლენამ ვიკიპედიელთათვის უმნიშვნელოდ ჩაიარა. მხოლოდ წარწერა გაჩნდა ზედა მარცხენა კუთხეში - „ვიკიპედია ათი წლისაა“. დღესდღეობით ვიკიპედია პოპულარობის მიხედვით მე-5 საიტია ინტერნეტში, მათ შორის არაკომერციულ პროექტებს შორის კი - პირველი. 270 ენაზე დღესდღეობით 17 მილიონი სტატიაა შექმნილი. მუდმივი რედაქტორებისა და ადმინისტრატორების რიცხვი კი ასი ათასს აღწევს. მხოლოდ მშრალი რიცხვებით ძნელია აღიწეროს ვიკიპედიის მნიშვნელოვანება თანამედროვე სამყაროში, ამასთან, როგორც შემქმნელები ირწმუნებიან, ვიკიპედია საფრთხის წინაშე დგას, უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია ტექნიკურ მხარდაჭერას და სახსრებს საჭიროებს. ენციკლოპედიის პროექტის ბიზნესმოდელი კი რეკლამირებას და რაიმე სახით სუბსიდირებას გამორიცხავს და მხოლოდ და მხოლოდ შემოწირულობების ხარჯზე არსებობს, რაც ყოველთვის არ არის საკმარისი.

ვიკიპედიაში ყოველდღიურად მიმდინარეობს ვანდალიზმთან, სპამთან და უბრალოდ გართობის მოსურნე ინტერნეტ-ბოროტმოქმედებთან ბრძოლა. ვიკიპედია ერთ დიდ კედელს ჰგავს, სადაც ადვილია რაიმე უცენზურო სიტყვის მიწერა, თუმცა კედელს თავისი დამცველებიც ჰყავს, რომლებიც კედლის მხატვრობას და ფასეულ ინფორმაციას იცავენ, ენანებათ რა კედლის მოხატვაში დახარჯული დღეები. თუ მცველები დაცვას შეწყვეტენ, მიტოვებული ეკლესიისა არ იყოს, კედელს სპამერები, ვანდალები და ეშმაკები დაეპატრონებიან. ასე რომ, თუკი თქვენ კვლავაც შეგიძლიათ ვიკიპედიით სარგებლობა, იცოდეთ, რომ კედლის კეთილი მცველები ჯერჯერობით იმარჯვებენ.

13 მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლება 0.3 ქულით გაუმჯობესდა

▲back to top


ეკონომიკა

2011 წლის ეკონომიკური თავისუფლების გლობალური ინდექსი 59.7-ია. წინა წელთან შედარებით, მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლება 0.3 ქულით გაუმჯობესდა.

179 ქვეყნის ეკონომიკიდან მხოლოდ ექვსია „თავისუფალი“. ამ ქვეყნების ქულა 80-ზე მეტია. ჰონგ კონგი უკვე 17 წლის განმავლობაში რეიტინგის პირველი ნომერია. მას მოსდევს სინგაპური. ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ისევ შეინარჩუნეს მესამე და მეოთხე ადგილები. შვეიცარიამ კი - რეიტინგში საკუთარი პოზიცია 5 პუნქტით გააუმჯობესა და გაუსწრო ირლანდიას, რომელიც რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მოხვდა. მეექვსე ადგილზე - კანადაა.

კატეგორიაში „მეტწილად თავისუფალი“ 27 ქვეყანა თავსდება. მათი ქულა 70-დან 80-ის ფარგლებში მერყეობს. ყველაზე მეტი - 114 ქვეყნის ეკონომიკა - თანაბრად ნაწილდება შემდეგ ორ კატეგორიაში: „ნაწილობრივ თავისუფალი“ და „მეტწილად არათავისუფალი“. 50 ქულაზე ნაკლები აქვს 32 ქვეყანას. ისინი ეკონომიკურად „რეპრესირებულები“ არიან.

ჩრდილოეთ ამერიკა

0x01 graphic

პირველ ორ კატეგორიაში შესული 33 ქვეყნის ეკონომიკა ყველაზე ახლოა ისეთ ინსტიტუციურ გარემოსთან, სადაც ინდივიდებს თავისუფალი არჩევანის საფუძველზე შეუძლიათ კეთილდღეობისა და წარმატების მიღწევა, სადაც მათი წარმატებაც და მარცხიც მხოლოდ ინდივიდუალური ძალისხმევის შედეგია, სადაც მათ კანონი იცავს, მთავრობის გადაწყვეტილებები კი - გამჭვირვალეა, სადაც ეკონომიკა ღიაა და წარმოებისა და მოხმარებისთვის საჭირო რესურსები სამართლიანი კონკურენციის პირობებში ნაწილდება.

2011 წლის ინდექსში მსოფლიოს ყველა რეგიონიდან თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ოცეულში სულ მცირე ერთი ქვეყანა მაინც შედის ამასთან, ყველა რეგიონში ეკონომიკური თავისუფლების ერთი ან მეტი კომპონენტი ჩამორჩება მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ, წინა წელთან შედარებით, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის რეგიონების გარდა, ყველა რეგიონმა ეკონომიკური თავისუფლების გაზრდილი დონე აჩვენა, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, ყველა სხვა რეგიონთან შედარებით, მაინც უფრო მაღალი ეკონომიკური თავისუფლებაა.

მთავრობის ზომა და ეკონომიკური ზრდა

ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მთავრობის ზომის კომპონენტის ქულა მაღალია, ეკონომიკაც უფრო სწრაფად იზრდება.

0x01 graphic

ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონის შემთხვევაში დაბალი ქულებით შეფასდა ფისკალური თავისუფლება და მთავრობის ზომა. წინა წელთან შედარებით, მსოფლიომ ფისკალური თავისუფლების ზრდის ტენდენცია აჩვენა, ხოლო მთავრობის ზომის კომპონენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1.1 ქულით შემცირდა.

ჩრდილოეთ ამერიკაში ბიზნესის, ვაჭრობის, მონეტარული და შრომის თავისუფლებაა. საკუთრების უფლებებისა და კორუფციისგან თავისუფლების შედარებით დაბალი მაჩვენებლების მთავარი მიზეზი მექსიკაა, რომელიც „ნაწილობრივ თავისუფალ“ კატეგორიაშია. „თავისუფალი ეკონომიკის“ კატეგორიაში რჩება კანადა. „მეტწილად თავისუფალ“ კატეგორიაში გადმოინაცვლა აშშ-მ, ძირითადად, გაძლიერებული რეგულაციების, კერძო ფირმების გამოსყიდვის პრაქტიკის, არათანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკისა და მზარდი პროტექციონისტური სავაჭრო პოლიტიკის გამო.

ზოგადად, გლობალური ფინანსური კრიზისის საპასუხო პოლიტიკამ 2011 წლის ინდექსის ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების ოცეულში კორექტივები შეიტანა. დანიამ გაუსწრო აშშ-ს, რომელიც ახალ რეიტინგში მეცხრე ადგილზეა. გაუარესდა გაერთიანებული სამეფოს ინდექსი და 15 ქვეყანას შორისაც ვეღარ ხვდება. თუმცა ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი 20 ქვეყნიდან 9 ევროპული ქვეყანაა.

თავისუფალი ბაზრის კარგად განვითარებული და დამკვიდრებული ინსტიტუტები ევროპის რეგიონს შესაძლებლობას უქმნის ეკონომიკური თავისუფლების 10 კომპონენტიდან 7-ში მსოფლიო საშუალო მაჩვენებლებზე მაღალი ქულები ჰქონდეს. ევროპა მსოფლიოს საშუალოდ 15 ქულით უსწრებს საკუთრების უფლებებისა და კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით, ხოლო 10 ქულით - ბიზნესისა და ვაჭრობის თავისუფლების მხრივ. გლობალური ფინანსური კრიზისის მიუხედავად, გადასახადების შემცირებით, რეგულირების გამარტივებით და უმეტესად ლიბერალური პოლიტიკის წყალობით, 26 ქვეყანაში - მათ შორის, ბულგარეთში, მოლდოვაში, სერბეთში, ლიტვასა და პოლონეთში - ინდექსი ყველა კომპონენტის მიხედვით გაუმჯობესდა. თუმცა, ევროპა კონტრასტების რეგიონია: 16 ქვეყანაში - მათ შორის, ისლანდიაში, ირლანდიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და გაერთიანებულ სამეფოში - ეკონომიკური თავისუფლება 2 ქულაზე მეტით შემცირდა. ევროპის რეგიონის ეკონომიკურ თავისუფლებას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის დაბალი ქულები მთავრობის ზომის, ფისკალური და შრომის თავისუფლების კომპონენტებში. შრომის კანონმდებლობის მძიმე რეგულირების პირობებში, მცირდება პროდუქტიულობა და დინამიური დასაქმება, რაც იწვევს უმუშევრობას და ანელებს ეკონომიკურ ზრდას. ეკონომიკური ზრდის ნელი ტემპი ამძიმებს ვალის ისედაც რთულ მდგომარეობას, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანას ფისკალური დეფიციტის შემცირებისკენ უბიძგებს. 43 ევროპული ქვეყნის დაახლოებით 80%25-ის ინდექსი 60-დან 80 ქულის ფარგლებშია, სტატუსით „ნაწილობრივ თავისუფალი“ ან „მეტწილად თავისუფალი“. ევროპის რეგიონში მხოლოდ უკრაინა და ბელარუსი რჩება „რეპრესირებული“ ეკონომიკის კატეგორიაში, 50-ზე დაბალი ქულით. საქართველო „მეტწილად თავისუფალი“ ეკონომიკის კატეგორიაშია, 70.4 ქულით. საქართველოს შემთხვევაშიც, ყველაზე პრობლემური კომპონენტი მთავრობის ზომაა: წინა წელთან შედარებით, ამ კომპონენტის მაჩვენებელი 5 პუნქტით შემცირდა.

2011 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ნათლად აჩვენებს, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის საპასუხოდ მთავრობის ხარჯის ზრდამ სწრაფი ეკონომიკური განვითარება არ გამოიწვია. პირიქით, მოთხოვნის ხელოვნურმა, კეინსიანურმა სტიმულირებამ შეზღუდა კერძო სექტორის ინვესტიციები და კრიზისი დროში გაჭიმა. ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო ვალის მაღალმა დონემ ეკონომიკური დაღმასვლა ფისკალურ კრიზისში გადაზარდა, ეკონომიკურმა სტაგნაციამ კი - დასაქმების კრიზისი გამოიწვია. უახლესი კვლევებით, სრულ განაკვეთზე მსოფლიო მოსახლეობის 40%25-ია დასაქმებული.

14 ეკონომიკა და მთავრობა ამერიკასა და კანადაში

▲back to top


ეკონომიკა

გაყოფილი კონტინენტი

0x01 graphic

ჩრდილოეთ ამერიკის ორი სახელმწიფო მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებს ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის მიხედვით. ერთი შეხედვით, გეოგრაფიული სიახლოვე და საერთო სალაპარაკო ენა (გარდა კანადის პროვინცია კვებეკისა, რომელიც ფრანგულენოვანია) მათ შორის არსებულ მსგავსებებზე უნდა მიუთითებდეს. თუმცა ქვეყნებმა პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების განსხვავებული გზა გაიარეს.

ამერიკასა და კანადას თითქმის თანაბარი ტერიტორია უკავიათ, თუმცა მოსახლეობის რაოდენობით ამერიკა ჩრდილოელ მეზობელს დაახლოებით ათჯერ აღემატება. მოსახლეობის დაბალმა სიმჭიდროვემ და ვრცელ ტერიტორიებზე მცირე, დაშორებულმა დასახლებებმა კანადელებში ხელი შეუწყო კოლექტიური იდენტობის უფრო მეტად განვითარებას, მაშინ როდესაც ამერიკული საზოგადოება ინდივიდუალისტურია. მრავალი სოციოლოგიური კვლევა ცხადყოფს, რომ კანადელები უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობიან მთავრობას, ამერიკელები კი შედარებით ეჭვის თვალით უყურებენ მას. კანადაში მმართველობის სისტემა გაცილებით დეცენტრალიზებულია ვიდრე ამერიკაში, რაშიც გეოგრაფიამაც შეიტანა საკუთარი წვლილი. მცირედ დასახლებული და ცენტრისგან დაშორებული რეგიონების მართვა ადგილობრივი მთავრობების მიერ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს. ძველი დროიდანვე კანადაში მცირე დასახლებების ტიპმა მოსახლეობასთან ადგილობრივი მთავრობის სიახლოვე უზრუნველყო. ორ საზოგადოებას შორის განსხვავებას ამ ქვეყნების დამაარსებელი მოღვაწეების მიერ ხაზგასმული ღირებულებები ცხადყოფს. კანადელების დევიზია მშვიდობა, წესრიგი და კარგი მთავრობა, ხოლო ამერიკელებისა - სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერების ძიება. კანადელები ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო ფრთხილები არიან. ფინანსურ საკითხებში, ისინი ამერიკელებზე მეტად იხრებიან თანამშრომლობისა და ჯგუფური კონსენსუსისკენ. კანადის ფინანსური და ბიზნესწრეები ერთმანეთთან უფრო არიან დაახლოებულნი, ვიდრე იმავე სფეროში მოღვაწე ადამიანები ამერიკაში. ამის მაგალითად შეიძლება პროფკავშირები მოვიყვანოთ, რომლებიც კანადაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ეკონომიკური ღირებულებებიდან ხელმომჭირნეობა და შემოსავლის ოჯახში გადანაწილება უფრო მეტი კანადელისათვის არის მნიშვნელოვანი, ამერიკელები დამოუკიდებლობასა და მძიმე შრომას ანიჭებენ უპირატესობას. კანადელები ამერიკელებზე მეტად ერიდებიან რისკიან წამოწყებებს და სიახლეებსაც არ ხვდებიან ნდობით. 1988 წელს მათ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმეს, რომელსაც ქვეყანაში გარკვეული უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ კანადა დამოკიდებული გახდებოდა სამხრეთელ მეზობელზე და მის ერთგვარ ეკონომიკურ დანამატად იქცეოდა. თუმცა ეკონომიკურმა თანამშრომლობამ პირველ რიგში ურთიერთდამოკიდებულება და განვითარება მოიტანა. ხელშეკრულებას 1994 წელს მექსიკაც შეუერთდა, რითაც ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ზონა ჩამოყალიბდა. 2008 წლის ბოლოს ამერიკასა და კანადას შორის ვაჭრობის მოცულობა 600 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევდა, ხოლო კანადური ბაზარი ამერიკაში დაახლოებით 7 მილიონ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფდა. ორ ქვეყანას ფართო ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ. აღსანიშნავია, რომ კანადელები უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებენ ამერიკაში, ვიდრე პირიქით. 2008 წლისათვის ამერიკაში კანადური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 310 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო, კანადაში ამერიკული ინვესტიციებისა კი - 290 მილიონი. თუმცა ამერიკა კანადური კაპიტალის მთავარი დანიშნულების ადგილია, როდესაც ამერიკელები მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში კაპიტალს მეტ-ნაკლებად თანაბრად აბანდებენ.

კანადას ყოველთვის უფრო მარცხნივ გადახრილი მთავრობა ჰყავდა, ვიდრე ამერიკას. ამიტომ მას ხშირად სოციალისტურ მონარქიასაც უწოდებდნენ. ამ ქვეყნის მთავრობა ყოველთვის უფრო მეტად ერეოდა ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ჯანდაცვისა და განათლების სფეროში უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებითა და სამთავრობო ხარჯებით გამოიხატებოდა. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ვითარება შეიცვალა და შეიძლება ითქვას, ქვეყნებმა ადგილები გაცვალეს. კანადაში მთავრობის როლი ეკონომიკაში მცირდება, რისი მაგალითიც გადასახადების შემცირებაა. 1990-იანი წლების შუახანებიდან 2008 წლისათვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 55-დან 40 პროცენტამდე შემცირდა. ფედერალური კორპორატიული გადასახადი 28 პროცენტიდან 18 პროცენტამდე დავიდა, ხოლო 2015 წლისათვის კიდევ 3 პროცენტით შემცირება იგეგმება. აღნიშნული გადასახადი ამერიკაში შემოსავლის 35 პროცენტს შეადგენს, ამას გარდა შემცირდა პერსონალური საშემოსავლო გადასახადიც, ხოლო ზღვარი, რომლის მიხედვითაც ტარიფი იცვლება - გაიზარდა.

1997-2007 წლებში კანადის მთლიანი შიდა პროდუქტი 3.1 პროცენტით იზრდებოდა. ეს მეტია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (განვითარებული ქვეყნების კლუბი) საშუალო მაჩვენებელზე (2.5%25; ამერიკის მშპ-ს საშუალო ზრდის მაჩვენებელი ამ პერიოდში 2.8%25 იყო). მიუხედავად სახელმწიფო სექტორის შემცირებისა, კანადაში დასაქმების დონის ზრდა საშუალოდ 2 პროცენტია (ეთგო-ს საშუალო 1 პროცენტთან შედარებით). ჯანდაცვის სფეროში რეფორმები ნაკლებია, თუმცა კანადის ზოგიერთ პროვინციაში სამედიცინო მომსახურებაში კერძო სექტორის როლის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 1990 წლისათვის კანადა მთლიანი შიდა პროდუქტის 9, ამერიკა კი - 12 პროცენტს ხარჯავდა. 2010 წლისათვის კანადელთა ხარჯები გაიზარდა 11, ამერიკელებისა კი - 16 პროცენტამდე. კანადაში ჯანდაცვაზე სახელმწიფო 2 ათას, ამერიკაში კი 3 ათას დოლარს ხარჯავდა. ახლახან მიღებული ჯანდაცვის კანონი კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებს ამერიკის მთავრობას. თუმცა რეფორმა ჯერჯერობით მხოლოდ ზოგად მიმართულებაზე მიუთითებს და მისი რეალური ეფექტი წლების შემდეგ გამოჩნდება. ის რამდენიმე ეტაპს მოიცავს და შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს კიდეც.

კანადამ განვითარების გარკვეულ ზღვარს მარცხნივ გადახრილი ეკონომიკური პოლიტიკით მიაღწია, თუმცა მიმართულების შეცვლით შეძლო შეენარჩუნებინა და შემდეგ გაეზარდა ეკონომიკური განვითარების ტემპი. ამერიკელი პოლიტოლოგი და სოციოლოგი სეიმურ მარტინ ლიპსეტი აღნიშნავდა, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია მრავალი რამ ისწავლოს ერთმანეთისგან, რაც მათ საკუთარი თავის შეცნობაშიც დაეხმარება. ამერიკელების ფუნდამენტური ღირებულებებისა და მათი საზოგადოების ინდივიდუალისტურობის გათვალისწინებით, შესაძლოა, ეკონომიკური მიმართულების შეცვლა მათთვის ნაკლებად წარმატებული გამოდგეს.

15 ანგელოზები და დემონები

▲back to top


ფოკუსი

ნინო მაჭარაშვილი

0x01 graphic

რომ არა ფარდის მიღმა დარჩენილი ამოუცნობი მიზეზები, ალბათ არც ერთი მასშტაბური ტრაგედია, საყოველთაო დრამა ან კატაკლიზმი არ იქნებოდა საზოგადოებისთვის ასე სულისშემძვრელი... სწორედ საიდუმლოა ის, რაც ყველაზე მეტად მიიპყრობს ადამიანთა ყურადღებას და მეხსიერებაში დიდხანს რჩება. ჩვენ გვაშფოთებს ომები, უმუშევრობა, ავადმყოფობა, მიწისძვრა - გვაქვს წარსულის გააზრების, აწმყოში ორიენტირების და მომავლის რისკების გათვლის სურვილი. მსგავსი შიშები ისეთივე ძველია, როგორც ადამიანის ფსიქიკა. არსებულ ცოდნასთან სიცხადის სურვილის შეუსაბამობა, ჯადოსგან თავდახსნილ საზოგადოებაშიც პრობლემად რჩება. ვინც პასუხს ეძებს, აუცილებლად პოულობს. ხშირად მარტივადაც. მაშასადამე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შეთქმულებათა სამყაროში.

ეს სამყარო შავ-თეთრია. ბოროტი ძალა კეთილს ებრძვის. აქ არაფერი ხდება შემთხვევით - ყველა მოვლენის უკან, გამდიდრებისა და ძალაუფლების მოსურნე შეთქმულთა ჯგუფის გეგმები დგას. მოვლენები ისეთი როდია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს - ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება: „რუხი კარდინალები“ ადამიანებს მარიონეტებივით მართავენ და საკუთარ მიზნებს უქვემდებარებენ ეკონომიკას, პოლიტიკას, საზოგადოებრივ ცხოვრებას.

ასე ჩნდება მოვლენათა საყოველთაოდ მიღებული და ოფიციალური ვერსიების ალტერნატიული ისტორია. იქმნება თანამედროვე დემონოლოგია და ადამიანები ამ გზით იკმაყოფილებენ მოთხოვნილებას, მოუძებნონ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებას საყოველთაო, ნანატრი ახსნა. ისინი ცდილობენ, გამოავლინონ მტერი და იპოვონ ყველა იმ წარუმატებლობისა თუ უსამართლობის წყარო, რასაც ცხოვრების გზაზე ეჩეხებიან.

0x01 graphic

სამყაროს ხედვა მსგავსი პერსპექტივიდან იშვიათობას სულაც არ წარმოადგენს. მაგალითად, დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს სჯერა იმ სათადარიგო ვერსიის, რომლებიც 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერაქტის გარშემო აიგო. უამრავი ინტერნეტ-საიტი თუ ფილმი გვიმტკიცებს, რომ ამ ტრაგედიის თავი და თავი არა ისლამისტი ექსტრემისტები, არამედ ბუშის ადმინისტრაციაა. მოვლენის ხანდაზმულობის მიუხედავად, აქტუალობას არც პრეზიდენტ კენედის მკვლელობა თუ პრინცესა დაიანას ავტოკატასტროფა კარგავს. ბევრს მტკიცედ სწამს, რომ შიდსი მასების გასაკონტროლებლად ხელოვნურად შექმნილი ვირუსია. მათი რწმენით, ამავე მიზანს ემსახურება გლობალური დათბობა და ეს, სინამდვილეში, სიცრუეა. რაღა თქმა უნდა, UFO - უცხოპლანეტელები არსებობენ და აშშ-ის საიდუმლო ლაბორატორიები ამ აღმოჩენას ხალხისგან საგულდაგულოდ მალავენ. თურმე ნუ იტყვით, აპოლოს მთვარეზე დაჯდომაც „დადგმულია“ და დედამიწაზე გადაღებული კადრებით მთელ მსოფლიოს თვალს უბამენ. საუბრობენ იმაზეც, რომ პრეზიდენტი ობამა აშშ-ში სულაც არ დაბადებულა და, შესაბამისად, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი აშშ-ში დაბადებული უნდა იყოს, თანამდებობისთვის შეუფერებელი პირია.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კონსპირაციებისა, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. საბოლოოდ შეთქმულებათა აბურდული ძაფები რაიმე მეტანარატივის გარშემო იყრის თავს. შეთქმულების თეორიები საქართველოშიც მეტად პოპულარულია. როგორც წესი, მათი უმრავლესობა ნაციონალისტური და რელიგიური მითებისა თუ შიშების ნაზავს წარმოადგენს. მთავარი შეთქმულება, რომელიც სხვა წვრილმანი გამოვლინებების პირამიდის სათავეში დგას, მოგვითხრობს, თუ როგორ ებრძვის მსოფლიო ქართულ ფასეულობებსა და მართლმადიდებლობას. საბოლოოდ თეორია სამყაროს აპოკალიპტური დასასრულის ხედვით იკვრება: ანტიქრისტე, მეორედ მოსვლა, საქართველოს როლი და მისია ამ ამბებში, კაბალისტიკა და აპოკალიპტური წინასწარმეტყველებები - მსგავსი მოლოდინებით გაჯერებულ მსოფლმხედველობას ექვემდებარება ქვეყანაში თუ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური მოვლენების ანალიზი.

რაც უფრო ბევრი ადამიანი მისდევს მსჯელობის მსგავს წესს, მით უფრო დიდია შეთქმულების თეორიის ეფექტი საზოგადოების ცხოვრებაზე. შესაბამისად, მეტია პრობლემები. გარე სამყაროს შიში და მითიური საფრთხეებისგან თავდაცვის სურვილი, სავარაუდოდ, საბჭოთა გადმონაშთია. ამავე პერიოდის პერიფრაზია გრანდიოზული შეთქმულება, კოდური სახელწოდებით „კაცობრიობა ქართველობის წინააღმდეგ“. სწორედ მისი ცალკეული გამოვლინებებია ის ადეკვატურობას მოკლებული შიშები, რომლითაც არა ერთხელ გავუნებივრებივართ უკანასკნელ წლებში ჩვენივე საზოგადოებას. მაგალითად, თავის დროზე მავანნი თბილისში სწრაფი კვების ობიექტის, მაკდონალდსის გახსნასაც აპროტესტებდნენ, რადგან გლობალიზაციის ცუნამის მაუწყებლად მიიჩნევდნენ. ყველას გვახსოვს ის დავიდარაბაც, რაც საარჩევნო პროცესზე მარკირების წესის შემოღებას მოჰყვა - იმ შიშის გადალახვას, რომ თითზე დასხმული სითხე ქართველი ერის წინააღმდეგ ანტიქრისტეს შეთქმულება იყო, პატრიარქის ოფიციალური განცხადება დასჭირდა. მაშინ ავტორიტეტმა გაჭრა და არჩევნები შედგა, თუმცა დღეს ისევ ვდგავართ მსგავსი პრობლემის წინაშე: ბიომეტრული პასპორტები მტარვალი მტრის მიერ შემოგდებულ მორიგ საცდურად აღიქმება და ამ მოსაზრების გავრცელებას ქართველი სასულიერო პირებიც მონდომებით უწყობენ ხელს ქადაგებებით.

რაღა თქმა უნდა, კონსპირაცია პოლიტიკასაც გადასწვდა და მთლიანად მოიცვა: შორს რომ არ წავიდეთ, შეთქმულების თეორიის მიხედვით, 2003 წლის ვარდების რევოლუციაც წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებული „სპექტაკლი“ იყო. კონსპირაციის უფრო ჩახლართულ ვერსიებში, ადგილის გაცვლა მოხდა მასონთა ლოჟის წევრ შევარდნაძესა და ასევე მასონ სააკაშვილს შორის, იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ შეთქმულთა სურვილების შესაბამისად.

ბუნებრივია, აუცილებელი არ არის, მტერი მასონთა ლოჟა იყოს. ის შეიძლება სომხური ლობის, ანაც შეთქმულთა მთავრობის სახით მოგვევლინოს, რომელსაც ხალხის „ტანჯვა“ თვითმიზნად აქვს ქცეული. მისი „რუხი კარდინალები“ კულისებში მოქმედებენ და საზოგადოების გარკვეული მოდელის მიხედვით გადაწყობისა და შეცვლის ბოროტი განზრახვა ამოძრავებთ.

ასეა თუ ისე, მტრის მსახვრალი ხელი ცდილობს, ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს დაეპატრონოს. მისი ამოცნობა შეიძლება დასავლურ მულტფილმებში, ფილმებში, საკვებ პროდუქტებსა თუ ვალუტაში... „გლობალიზაციის აგენტები“ დასავლეთ სამყაროსთან იგივდება, შესაბამისად, „შეთქმულება მართლმადიდებლობის წინააღმდეგ“ ოკეანის გადაღმიდან გვემუქრება და საბოლოოდ ეს ნარატივი რუსეთს ბოროტებასთან ბრძოლაში ჩვენს მხარეს აქცევს.

და მაინც, რა არის შეთქმულების თეორიის პოპულარობის მთავარი მიზეზი? არსებობს ერთი ფსიქოლოგიური ასპექტი: ადამიანები ფიქრობენ, რომ დიდ და მნიშვნელოვან მოვლენას მიზეზიც თანაზომიერად „დიადი“ უნდა ჰქონდეს. ამ ლოგიკით, არ შეიძლება, აშშ-ის პრეზიდენტს უბრალოდ ესროლონ ან ყველასთვის საყვარელი პრინცესა ჩვეულებრივი მოკვდავივით ავარიაში დაიღუპოს. სულაც, ჩვენი ქვეყნის მაგალითი ავიღოთ: როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრმა არ დაიჯერა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბუნებრივმა აირმა იმსხვერპლა. გარკვეულ ჯგუფებს არც ის სჯერათ დღემდე, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ადგა და უბრალოდ თავი მოიკლა. ადამიანებს სურთ, რომ მსგავსი შემთხვევების უკან უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი იმალებოდეს. თუ კითხვები პასუხგაუცემელი რჩება, ან არსებული პასუხები ზედმეტად ბანალურია, ფანტაზიას ასპარეზი ეხსნება და შეთქმულების თეორიათა მთელი სიმრავლე იბადება.

0x01 graphic

კენედის მკვლელობა

ამ გზით ტრაგედიები, ომები თუ ეპიდემიების გავრცელება გასაგები ხდება. უფრო მარტივია, იყო გაბრაზებული, ვიდრე დაბნეული. ხშირად სჯობს, მოვლენები, რომლებსაც უარყოფითად აფასებ, ბნელ ოთახში შეკრებილ სამ-ოთხ კაცს და მათ ღვარძლიან გეგმებს დააბრალო, ვიდრე პირადი წარუმატებლობა, ან სოციალური თუ ინსტიტუციონალური ნაკლი გააანალიზო და დისონანსის რეალური წყარო აღმოაჩინო. ნაკლებად შფოთის მომგვრელია ფიქრი, რომ ის ძვრები, რომელიც გარშემო ხდება, ადამიანთა მიერ იმართება და არა ადამიანურ კონტროლს მიღმა არსებული ფაქტორებით. თუ ჩავთვლით, რომ მოვლენათა ჯაჭვს გარკვეული პირები მართავენ და მისით მანიპულირებენ, ყოველთვის რჩება შანსი, შეთქმულთა ჯგუფი დაამარცხო, ან მათი ძალაუფლება გაინაწილო. შეთქმულების თეორიები მზა მორალურ კონტექსტში აქცევენ იმ მოვლენებსა თუ პროცესებს, რომლის ახსნისთვისაც მეტი განათლება ან ინფორმაციასთან წვდომაა საჭირო. ასე დაიძლევა წინააღმდეგობა აღიარებულ „ფაქტებსა“ და პირად რწმენებს შორის. ემოციური აღელვება სადღაც, საზოგადოების მიღმა გადაიტყორცნება. პასუხისმგებლობაც „მათ“ ეკისრებათ. კონსპირაციის მსხვერპლი კი სულიერ სიმშვიდესა და გაწონასწორებულობას მოიპოვებს. ამრიგად, სოციალური ფენომენი აღიქმება, როგორც უკიდურესად პირადი, დრამატული მოვლენა და „მსხვერპლის“ წარმოდგენაში შემოდის ნანატრი სიცხადე - შეთქმულების აპოკალიპტური გარდაუვალობა მოიცავს ყველაფერს: პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, ღირებულებების ყველა სისტემას. ბოროტ ძალებზე საუბარი აზრს ანიჭებს იმას, რაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანებს საზრისისგან დაცლილ, ქაოტურ სამყაროდ მოეჩვენებოდათ. ამ აზრით, მასონების, კაპიტალისტების, მონოპოლისტების თუ სხვათა ყოვლისშემძლე ძალაუფლების რწმენა შეიძლება რელიგიის ჩამნაცვლებლადაც განვიხილოთ.

რელიგიასა და შეთქმულების თეორიას ერთმანეთს ამსგავსებს ისიც, რომ, საბოლოო ჯამში, ორივე რწმენას ეყრდნობა. ხშირად კონსპირაციის მომხრეები თავს დებენ, რომ მათი დასკვნები ფაქტებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს და ზურგს დამამტკიცებელი საბუთები უმაგრებს. იშვიათად ისიც ხდება, რომ „მორწმუნე“ უარყოფს კონსპირაციის შესაძლებლობას, მას შემდეგ, რაც ეს თეორია აშკარად ეწინააღმდეგება რაიმე ფაქტს. მაგრამ, ძირითადად, ყველაფერი სხვაგვარადაა: რაც უფრო ფართოვდება შეთქმულების თეორია, მით უფრო რთულდება მისი თავის და ბოლოს გაგება. მთავარი მომხიბვლელობაც სწორედ ეს არის - შეთქმულების თეორია მით უფრო კარგია, რაც უფრო ძნელია მისი შემოწმება. მეტიც, ის მხოლოდ მაშინაა წარმატებული, როცა აზრის ჩაკეტილ სისტემაში ექცევა და საპირისპირო არგუმენტებისა და კრიტიკისათვის მიუწვდომელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეთქმულების თეორია არ შეიცავს გამცდარების შესაძლებლობას, რაც მეცნიერული და რაციონალური დაშვებების აუცილებელი მახასიათებელია - ვარაუდი ფალსიფიცირებადი უნდა იყოს, ანუ უნდა შეიცავდეს დადასტურების ან უარყოფის შესაძლებლობას. როგორც წესი, არ არსებობს მექანიზმი და მეთოდოლოგია, რომელიც კონსპირაციული თეორიის მთავარი დაშვებების შემოწმებას მოახდენდა. ამ გზით ყველა საპირისპირო არგუმენტი კიდევ უფრო აძლიერებს თეორიას და რადგან არ არსებობს ამ მტკიცებების უარყოფის რაციონალური საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს ძალა, რომელიც შეთქმულების მომხრეებს ან სულაც, პარანოიით შეპყრობილ პიროვნებებს ამ რწმენას გაუქარწყლებდა.

რიგ შემთხვევებში ამ ყველაფერს ხელს ობიექტური გარემოპირობებიც უწყობს: შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთქმულების თეორიებს განსაკუთრებით ნოყიერი ნიადაგი ავტორიტარულ რეჟიმებში აქვთ. იქ, სადაც ინფორმაცია შეზღუდულია, მეტი საბაბი რჩება იმპროვიზაციებისთვის. მაგრამ ეს უფრო მასშტაბური ხასიათის მოვლენაა, ვიდრე რომელიმე კონკრეტული საზოგადოების სენი. გარკვეული კვლევების მიხედვით, კონსპირაციული სულისკვეთებით აღსავსე ამბები აქტუალური ხდება მაშინ, როცა საზოგადოებაში ანომიის დონე მაღალია - არსებული ნორმებისგან, ინსტიტუტებისა და სისტემისგან გაუცხოება, უნდობლობა თვითონ საზოგადოების წევრებს შორის, იწვევს დაუცველობის და გათიშულობის განცდას. ისტორიული კატასტროფების, მასშტაბური ეკონომიკური კრიზისებისა და საყოველთაო ფრუსტრაციის პერიოდებში ადამიანებს უჩნდებათ საჭიროება, აღმოაჩინონ მტერი, რომელშიც თავს მოიყრის და პერსონიფიცირდება ყველა ის პრობლემა, რაც სხვაგვარად აბსტრაქტული და არაპერსონალური ჩანს. ამით აიხსნება ზოგადსაკაცობრიო თუ ლოკალური შეთქმულებების, უცხოპლანეტელებისა და პარანორმალური მოვლენებისადმი განსაკუთრებით გაცხოველებული ინტერესი 90-იანი წლების საქართველოში. თუმცა პასიური სახით შეთქმულების თეორიები ცხოვრების მეტ-ნაკლებად დალაგებულ და მშვიდ პერიოდებშიც ნარჩუნდება. ამას ხელს უწყობს სხვადასხვა რელიგიური ტრადიციები, მითები და წარმოდგენები.

„მტერი“ ყველა შემთხვევაში მკვეთრადაა განსაზღვრული - ის ბოროტების და უგულობის იდეალური მოდელია. ამორალური ზეკაცი, სუპერმენი, რომელიც ყველგან არის და ცდილობს ისტორიის მსვლელობის ნორმალური კურსი ბოროტი მიმართულებით შეცვალოს. ის იწვევს კრიზისებს, აკოტრებს ბანკებს, კლავს საკუთარ ხალხს, ქმნის და ავრცელებს დაავადებებს, მალავს სიმართლეს უცხოპლანეტელების შესახებ და ა.შ. ყველა მსგავს ანტიგმირს ახასიათებს ფულისა და ძალაუფლების ავხორცი სიყვარული, მათ აქვთ განუსაზღვრელი შესაძლებლობები და კაპიტალი, ფლობენ „ტვინების გამორეცხვის“ და ცდუნების საიდუმლო ტექნოლოგიებს. მათზე მუშაობს მედია, საგანმანათლებლო სისტემა, ხელისუფლება.

ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ მტრის კონსპირაციული ხატი ადამიანის გაუცნობიერებელი სურვილების და მიუღწეველი მიზნების პროექციაა. ამით აიხსნება ის განსაკუთრებული ამორალობა და სექსუალური თავისუფლება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, კონსპირაციულ მტერს მიეწერება. არცთუ იშვიათად შეთქმულების თეორიაში ჩაფლული ადამიანების ფანტაზიები მძაფრ სადო-მაზოხისტურ ასპექტებსაც შეიცავს. ეს კარგად გამოიხატება, მაგალითად, მასონური დასჯის შესახებ ანტიმასონისტების აღტყინებულ წარმოდგენებში.

0x01 graphic

ყოველივე ზემოთ ნათქვამი იმას არ ნიშნავს, რომ შეთქმულებები არ არსებობს. არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ მთავრობები თუ ძლიერნი ამა ქვეყნისანი მართლაც ქმნიან პრობლემებს, ცდილობენ, გარკვეული ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. რეალურად ხდება მკვლელობები, გარიგებები, გარკვეული მანიპულაციები. შესაბამისად, მნიშვნელოვანი არის არა რომელიმე კონკრეტული შეთქმულების რწმენა, არამედ ის ლოგიკური პროცესი, რომელსაც ამ რწმენამდე მივყავართ და რასაც შემდგომი შედეგები მოჰყვება. საქმე ისაა, რომ ყველა ახალი მოვლენისა თუ პროცესის ასახსნელად იგება ახალი ისტორიები, რომლებიც ძველის გაგრძელებას წარმოადგენს. ამ აზრით, კონსპირაციულად მოაზროვნეები მეტად პროდუქტიულები არიან. კვლევები აჩვენებს, რომ ის ადამიანი, რომელსაც სჯერა ერთი შეთქმულების თეორიის, უფრო მარტივად იჯერებს ახალს: თუ რომელიმე შეთქმულება პასუხისმგებელია არსებულ პრობლემებზე, მაშინ ეს ახალი პრობლემაც მისი ან მსგავსი შეთქმულების ბრალი იქნება. ამ ლოგიკით კონსპირაციათა მთელი ქსელი იგება: შეთქმულება კონკრეტული მოვლენიდან ინსტიტუციურ დონეზე გადადის, საბოლოოდ კი სუპერთეორიის სტატუსს იძენს. ბოლოს მივდივართ დასკვნამდე, რომ ბოროტი ადამიანების ჯგუფი არა მხოლოდ კონკრეტულ სფეროში ინტერესების გატარებისთვის იღვწის, არამედ მთელი ერის, მთელი კაცობრიობის, ტრადიციული წესრიგისა და ინსტიტუტების უზურპირება აქვს მიზნად.

და რადგან შეთქმულებები ხანდახან მართლაც ხდება, მაინც როგორ ამოვიცნოთ ის თეორია, რომელიც, დიდი ალბათობით, მცდარია? შეგვიძლია შევთანხმდეთ მარტივ ინდიკატორებზე: შეთქმულების რეალობასთან მეგობრობა მით უფრო საეჭვოა, რაც უფრო ჩახლართულია და რაც მეტ ისეთ ადამიანს მოიცავს, რომელსაც საიდუმლოს მკაცრად შენახვა ევალება. დადასტურების ალბათობა მით უფრო იკლებს, რაც უფრო იზრდება შეთქმულების ამბიციები, მოიცვას ერი, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები და, მით უმეტეს, მსოფლიო. ყველაფერი ნაკლებდამაჯერებელი ხდება, როდესაც შეთქმულების თეორიის მიმდევარი გზნებით ეძებს არგუმენტებს იმ თეორიის სასარგებლოდ, რომელიც მან წინასწარ უკვე დაიჯერა, ყველა საპირისპირო მტკიცებულებას კი სრულიად უგულებელჰყოფს. მთავარი პარადოქსი ისაა, რომ ყველა ეს მახასიათებელი, რაც, წესით, ცრუ თეორიის ამოცნობაში უნდა გვეხმარებოდეს, როგორც წესი, აძლიერებს და მეტ თავდადებულ მიმდევარს სძენს მას.

საინტერესოა, მაინც რატომ სჯერათ შეთქმულების შესახებ ეზოთერული ცოდნის მფლობელ ადამიანებს, რომ განსაკუთრებული პრივილეგია აქვთ, იცოდნენ მეტი, ვიდრე დანარჩენებმა? ერთი არგუმენტი ის არის, რომ ისინი მოვლენებს „შიგნიდან უყურებენ“, ანუ აქვთ წვდომა მოვლენის პირველწყაროსთან, ან რაიმე ავთენტურ ფაქტებთან, რომლებიც, გამონაკლისის სახით, შეთქმულთა ყოვლისმომცველ კონტროლს ხელიდან დაუძვრა. ასეთია, მაგალითად, UFO-ს დოკუმენტები, რომლებიც, რაღაც მანქანებით, ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების საქაღალდეებიდან პირდაპირ განმანათლებელთა მფლობელობაში აღმოჩნდა. არც ქართული რეალობისთვისაა უცხო ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ პირადად ესწრებოდნენ შეხვედრებს, სადაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი მზაკვრულ გეგმებს სახავდნენ. სხვებს უჭირავთ მოჩვენებითი დისტანცია მეინსტრიმული მედიისგან და ირწმუნებიან, რომ დანარჩენი საზოგადოებისგან განსხვავებით, გადაურჩნენ „ტვინის გამორეცხვას“ და 25-ე კადრის ზემოქმედებას.

ყოველივე, რაც ზემოთ ითქვა, გვაჩვენებს, თუ რატომაა ინფანტილური შეთქმულების თეორიის მომხრეთა მსოფლმხედველობა. გამომდინარე მათი რწმენიდან, რომ კონკრეტული ჯგუფები ფლობენ ჯადოსნურ მექანიზმებს, მოახდინონ ეკონომიკისა და სოციალური ცხოვრების მასშტაბური კონტროლი და ასე მიაღწიონ სასურველ შედეგს, ისინი აღიარებენ: საზოგადოებით მანიპულაცია და მისი ცხოვრების ყველა ასპექტის ინჟინერია რეალურად შესაძლებელია. ეს დაშვება სოციალისტურ უტოპიებს წააგავს და უარყოფს იმ ფაქტს, რომ მოქმედებას თან განუზრახველი შედეგები ახლავს, რომლებიც მაშინვე ჩნდებიან, როგორც კი მავანთა გეგმები ინსტიტუტებთან ან სხვა ადამიანების არჩევანთან შედიან ინტერაქციაში. შეუძლებელია, ვინმემ გადააბიჯოს საზოგადოების კომპლექსურ ხასიათს და სრულად გააკონტროლოს პროცესები თუ ადამიანთა მოქმედება. მათი კოორდინირება და თანამშრომლობა უფრო რთული და სპონტანური, თავისთავად დარეგულირებული რამაა, ვიდრე კონკრეტული პიროვნებების მიერ კონსტრუირებული სამყაროს სასურველი მოდელი და მისი სწორხაზოვანი განხორციელება.

0x01 graphic

ვარდების რევოლუცია

შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ყოველივე ასე მარტივია და მსგავსი ბერკეტის ფლობა მართლაც შესაძლებელია. მაშინ ჩნდება კითხვა: რატომ არ მოახდინეს მისით მანიპულირება კეთილმა ადამიანებმა? რატომ არ განახორციელეს შეთქმულება საყოველთაო კეთილდღეობისა და მიწიერი სამოთხის დასამყარებლად?

სინამდვილეში, სოციალური სამყაროს კომპლექსურობას მარტივ მიზეზებამდე ვერ დავიყვანთ. რაციონალურ ადამიანებს არ გამოადგებათ რწმენა, რომ „დაუჯერებელი არის ერთადერთი რამ, რისი დაჯერებაც შესაძლებელია“ - აბსოლუტური ბოროტების დამარცხების მიუღწეველი მიზანი ფრუსტრაციას იწვევს, სამყაროს გაუმჯობესება კი სტრუქტურული პრობლემებისა და უცოდინრობის აღმოფხვრით მიიღწევა.

16 ფოტოესე

▲back to top


19 იანვარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართვისას ევროპარლამენტის დეპუტატებმა დემარში მოაწყვეს და უნგრეთის ახალი მედიაკანონმდებლობა გააპროტესტეს.

0x01 graphic

17 ილუზორული სტაბილურობის ფასი

▲back to top


მსოფლიო

ტუნისი

ნინი გოგიბერიძე

0x01 graphic

ერთი თვის წინ, ცოტა თუ იფიქრებდა, რომ არაბული სამყაროს არასტაბილურ და არაპოპულარულ მთავრობებს შორის, სწორედ ტუნისი იქცეოდა სახალხო აჯანყების მორიგ ეპიცენტრად. პოლიტიკური ვნებათაღელვა ქვეყანაში უკანასკნელად 1987 წელს იყო. მაშინ ზინ ელ-აბიდინ ბენ ალიმ, ტუნისის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, მისი ხნიერი წინამორბედი ჰაბიბ ბურგუიბა ე.წ. კოსმეტიკური გადატრიალების შედეგად ჩაანაცვლა. მას შემდეგ, 23 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა ბენ ალიმ ავტოკრატიული, თუმცა, გარკვეულწილად, ეფექტური სახელმწიფო ააშენა.

რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ცხოვრების დონე ტუნისში მაღალია. ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ($3720 - Doing Business 2010) თითქმის ორჯერ მეტია ვიდრე მაროკოსა და ეგვიპტეში. ამ მაჩვენებლით ქვეყანა ალჟირსაც უსწრებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ნავთობის მომპოვებელია. ქვეყანაში მაღალ დონეზეა განვითარებული ტურისტული ბიზნესი და ქსოვილის მრეწველობა. სიღარიბის დაძლევის, წერა-კითხვის გავრცელების, განათლების, შობადობის კონტროლისა და ქალთა მდგომარეობის კუთხითაც ტუნისმა მაღალ შედეგებს მიაღწია. მოსახლეობის უმრავლესობა საშუალო ფენას წარმოადგენს, რომელიც შრომით შეიქმნა და არამხოლოდ ნავთობის ტუმბვით.

მიუხედავად ეკონომიკური წარმატებისა, ბენ ალის ტუნისი პოლიციური სახელმწიფო იყო. დაუწერელი შეთანხმება - „გაჩუმდი და მოიხმარე“ - რომელიც მან ტუნისელებთან გააფორმა, ერთი შეხედვით, ქვეყანას სამოთხედ წარმოაჩენდა - მაგალითად, იმავე ალჟირის ქრონიკული არეულობებისა და კადაფის ლიბიის ფონზე.

თუმცა, რეჟიმის აქცენტი ეკონომიკურ განვითარებაზე, საბოლოო ჯამში, მისი კრახის მიზეზი გახდა. სწრაფმა განვითარებამ მოსახლეობაში მოლოდინების ინფლაცია გამოიწვია. ეს მოლოდინები, საშუალო კლასის წარმომადგენლებში, იმაზე სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ეკონომიკას შესწევდა მისი დაკმაყოფილების უნარი. შედეგად მივიღეთ ფრუსტრაცია და რევოლუციისთვის ნიადაგი ასე გაჩნდა. საბაბი ქუჩის გამყიდველის სასოწარკვეთილი პროტესტი გახდა, რომელმაც ტუნისის ილუზორულ სტაბილურობას ფარდა ახადა.

0x01 graphic

დემონსტრანტები წვავენ პოლიციელის ქუდს დედაქალაქ ტუნისში

17 დეკემბერს ქალაქ სიდი-ბუდიზში, 26 წლის მუჰამედ ბუაზიზიმ დემონსტრაციულად დაიწვა თავი. უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდამ შესაფერისი სამსახური ვერ იშოვა და ბოსტნეულით ვაჭრობას შეუდგა. მაგრამ ხელისუფლებამ არც ამის ნება დართო (არ გასცა სათანადო ლიცენზია).

ახალგაზრდა მამაკაცის თვითშეწირვის ფაქტი საჯარო გამოსვლების საბაბად იქცა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება იყო. საპროტესტო მუხტის გაღვივებას სოციალურმა მედიამაც შეუწყო ხელი. ერთი თვის განმავლობაში YouTube-ზე, Facebook-სა და Twitter-ზე რიგითი ტუნისელები მობილური ტელეფონის კამერით გადაღებულ ვიდეომასალას აქვეყნებდნენ. აქტიური კამათი მიმდინარეობდა სხვადასხვა პოპულარულ ბლოგებზე. ამას ემატებოდა Al Jazeera-ს მიერ ტუნისის მოვლენების ინტენსიური გაშუქებაც და შედეგმაც არ დააყოვნა: ქვეყნის შედარებით ღარიბ რეგიონებში სპონტანურად აგორებულმა ქუჩის აქციებმა მდიდარ ზღვისპირეთსა და დედაქალაქს იანვრის დასაწყისში მიაღწია. სოციალურ-ეკონომიკურ პროტესტს პოლიტიკური მოთხოვნებიც დაემატა - პოლიტპატიმრების განთავისუფლება, პრეზიდენტის გადადგომა, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

0x01 graphic

დემონსტრანტები ესალმებიან სამხედროებს

დემონსტრანტებმა სხვადასხვა შენობები შტურმით აიღეს. ტუნისში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. პოლიციამ, ზოგ შემთხვევაში, ცეცხლიც კი გახსნა. სხვადასხვა მონაცემებით, არეულობების შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა.

პრეზიდენტი ბენ ალი შეეცადა სახალხო გამოსვლებზე რეაგირება მოეხდინა. 10 იანვარს იგი უმუშევარ კურსდამთავრებულებს მომავალი 2 წლის განმავლობაში 300 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას დაჰპირდა. პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრიც გადააყენა და პირობა დადო, რომ ბოლო კვირების განმავლობაში დაკავებულ დემონსტრანტებსა და ბლოგერებს გაათავისუფლებდა. ანალიტიკოსების აზრით, ბენ ალი, რომელიც ქვეყანას შიშის რეჟიმში მართავდა, სწორედ მაშინ ჩაბარდა წარსულს, როდესაც ტუნისის ქუჩებთან დათმობაზე წასვლას შეეცადა. მართლაც, 14 იანვარს, პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა და თავი საუდის არაბეთს შეაფარა.

დღეს ტუნისს ახალი, დროებითი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის პირველი პირის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე ფუად მებაზაა ასრულებს. მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ განუშის ეროვნული ერთობის მთავრობის ჩამოყალიბება მოსთხოვა. გარკვეული წინააღმდეგობები თან კაბინეტის შექმნასაც ახლდა. ხალხის მოთხოვნით, ახალ მთავრობაში ყოფილი პრეზიდენტის თანამოაზრეები ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, ტუნისის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის პოსტი ჩაიბარა უკვე ლეგანდად ქცეულმა ბლოგერმა - სლიმ ამამოუმ. ბოლო დროს მას პრეზიდენტ ბენ ალის წინააღმდეგ ნამდვილი ინტერნეტომი ჰქონდა გაჩაღებული. დროებითი პრეზიდენტი და ეროვნული ერთობის მთავრობა ქვეყანას მომდევნო 60 დღის განმავლობაში, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, უხელმძღვანელებენ. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები სწორედ ამ ვადაში უნდა ჩატარდეს.

18 BP ანუ ბოლშოი პეტროლიუმ

▲back to top


მსოფლიო

ავთო ქორიძე

14 იანვარს ბრიტანული კომპანია BP დათანხმდა 8 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები - 5%25 - რუსულ კომპანია Роснефть-ს მიყიდოს. რუსული კომპანია კი თავისი აქციების 9.5%25-ს British Petroleum-ს გადასცემს. გარიგების შედეგად რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანია, British Petroleum-ის მეორე ყველაზე დიდი მფლობელი იქნება.

აშშ-ში ამ შეთანხმებას ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველად განიხილავენ. „გარიგებას დაკვირვება და ანალიზი სჭირდება. BP ჩვენი სამხედრო სტრუქტურების მთავარი მომმარაგებელია“, - აცხადებს რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ბურგესი. მან ეს გარიგება Dubai Ports World of P&O-ს მიერ აშშ-ში პორტების შეძენას შეადარა. აღნიშნული გარიგება აშშ-ის მთავრობამ დაბლოკა. მან მოუწოდა აშშ-ის სამთავრობო კომიტეტს შეთანხმება უკეთ გამოიკვლიოს. დემოკრატმა კონგრესმენმა ედ მარკიმ კი განაცხადა, რომ BP ახლა „ბოლშოი პეტროლიუმს“ ნიშნავს.

შეთანხმება BP-სა და Роснефть-ს შორის, ბარაკ ობამას მიერ შექმნილი მექსიკის ყურის სპეციალური კომისიის მოხსენების გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში შედგა. BP-ის დიდი პრობლემები შეექმნა გასულ ზაფხულს მექსიკის ყურეში დაღვრილი ნავთობის გამო. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მკაცრად მიუდგა კომპანიის ამ შეცდომას და ის თითქმის გაკოტრებამდე მიიყვანა, British Petroleum-ის საბაზრო ფასი განახევრდა და 60 მილიარდი დოლარი გახდა. მას შემდეგ აქციების ფასი 70%25-ით გაიზარდა. რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა განაცხადა, რომ კომპანიამ გასულ ზაფხულს დიდი გამოცდილება მიიღო და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან გათვითცნობიერებულნი უსაფრთხო ბურღვაში.

გარიგების მიხედვით, ბრიტანული კომპანია Роснефть-თან ერთად არქტიკაში ნავთობის მოსაპოვებელ გაბურღვებში ჩაერთვება. ვარაუდობენ, რომ კარის ზღვაში 5 მილიარდი ტონა ნავთობი და 10 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია. ეს ჩრდილოეთის ზღვის თავდაპირველი მარაგის ტოლია.

BP-სთვის რუსეთი საუკეთესო არჩევანი იყო. გასულ წელს მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტროფის პარალელურად, British Petroleum-ს სურდა გრენლანდიისგან არქტიკაში გაბურღვის უფლება მოეპოვებინა. ამ უკანასკნელმა კომპანია უარით გაისტუმრა. ვეფხვების ძიძად ქცეული რუსეთის პრემიერ-მინისტრი მექსიკის ყურეში ნავთობის დაღვრის დროს British Petroleum-ს თანაუგრძნობდა. ის აცხადებდა, რომ BP ამ კატასტროფაში დამნაშავე არ იყო და ყველაფერს ამერიკულ სუბკონტრაქტორ კომპანიებს აბრალებდა.

0x01 graphic

BP-ის აღმასრულებელი დირექტორი ბობ დადლი და Роснефть-ის პრეზიდენტი ედუარდ ხუდეინატოვი

შეთანხმება BP-სა და Роснефть-ს შორის გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტიის წევრმა, იუსტიციის ჩრდილოვანმა მინისტრმა კრის ბრაინტმა გააკრიტიკა. მან განაცხადა: „რა თქმა უნდა, კომპანიას აქვს უფლება, რომ თავისი მოგების გაზრდას ეცადოს. თუმცა ამავდროულად ძლიერი ანტიკორუფციული სტრატეგია უნდა შეიმუშაონ. რუსეთში ყველაფერი სხვაგვარადაა, შეიძლება სახელმწიფომ მათი აქციები მიიტაცოს და შემდეგ ღმერთმა იცის ვის ჯიბეში აღმოჩნდება კომპანიის ფული. რუსეთში კორუფციის დონის შემოწმებაც კი შეუძლებელია“.

BP-სა და რუსულ კომპანიას შორის შეთანხმების შესახებ კომენტარი გააკეთა Юкос-ის პრესსპიკერმაც. მან British Petroleum-ი გააფრთხილა, რომ მის მიერ შეძენილი აქციები რუსეთის მთავრობამ Юкос-ს მოჰპარა და Роснефть-ის ხელში არაკანონიერადაა. 2003 წელს რუსული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი დააკავეს და 9 წელი მიუსაჯეს. Юкос-ის აქციები ჯერ გაყინეს, თითქმის გააუფასურეს და შემდეგ კი რუსეთის მთავრობის მფლობელობაში მყოფ Роснефть-ს მიყიდეს. 2010 წელს ხოდორკოვსკი და მისი პარტნიორი ლებედევი კიდევ ერთხელ, 14 წლით „გააციმბირეს“. ხოდორკოვსკის საქმის არასამართლიანი წარმოება საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმაც, მრავალჯერ დაგმო.

BP რუსეთში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს, თუმცა მის გამოცდილებას სასიამოვნო ნამდვილად არ შეიძლება ეწოდოს. პოსტსაბჭოთა რუსეთის ბაზარზე British Petroleum-ი 1998-1999 წლებში შევიდა. BP-მ ვლადიმირ პოტანინის ნავთობკომპანია Сиданко-ში 10%25 შეიძინა. თუმცა მალევე Сиданко მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამო გაკოტრების პირას მივიდა. პოტანინმა კომპანია დატოვა და British Petroleum-მა ახალ მფლობელ TNK-სთან გააგრძელა ურთიერთობა. BP-TNK-ს ხელმძღვანელი ბრიტანელი ბობ დადლი გახდა. თუმცა ამით ბრიტანულ კომპანიას უკეთესი ბიზნესგარემო არ შექმნია. British Petroleum-ის თანამშრომლებს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და 2009 წელს ბობ დადლიმ რუსეთიდან ძლივს „გამოასწრო“.

2-წლიანი შესვენების შემდეგ ბობ დადლი, უკვე BP-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, რუსეთში ბრუნდება. რა გამოსწორდა რუსეთის ბიზნესგარემოში ამ ორი წლის განმავლობაში, უცნობია, თუმცა BP-სთვის არქტიკული მარაგი ძალიან მნიშვნელოვანია და მის მოსაპოვებლად ყველანაირ რისკზე მზად არის. გაბურღვებში მთავარი როლი რუსულ კომპანიას ექნება და არა BP-ს. მოპოვებული ნავთობი კიდევ უფრო გაათამამებს კრემლს, რომელიც ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდებას ხშირად უჩერებს.

19 ბალტიური ვეფხვი

▲back to top


მსოფლიო

ესტონეთი

ავთო ქორიძე

პირველი საშობაო ნაძვის ხე ესტონეთის დედაქალაქში 1441 წელს დადგეს. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ესტონელ ბავშვებს საბჭოთა ნაძვის ხესთანაც მოუწიათ სიმღერა და ნაცისტურთანაც. თუმცა წელს ესტონეთში ახალი წლის დადგომა განსაკუთრებით უხაროდათ. ქვეყანა პირველი იანვრიდან ევროზონის წევრი გახდა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ესტონეთმა ნათლად აჩვენა, რომ დამანგრეველი საბჭოთა ეკონომიკის შემდეგაც კი, შესაძლებელია, დასავლეთ ევროპის ქვეყნების დონეს გაუთანაბრდე.

ახალი წლის ღამეს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი სპეციალურად დაყენებულ ბანკომატთან მივიდა და ევროზონაში შესვლის აღსანიშნად ევროკუპიურები გამოიტანა. ევრომდე ესტონეთი საკუთარი დამოუკიდებლობის სიმბოლოდ ქცეული ვალუტით, კრონით სარგებლობდა. ესტონური კრონი პირველად 1918 წელს რუსეთის იმპერიიდან გათავისუფლების შემდეგ შემოიღეს. საბჭოთა ანექსიის დროს ის გააუქმეს, თუმცა 1990-იან წლებში სახელმწიფომ დამოუკიდებლობასთან ერთად თავისი ვალუტაც დაიბრუნა.

დღეს ზოგისთვის გასაკვირიც არის, თუ რატომ სურს ესტონეთს ევროზონაში შესვლა მაშინ, როცა ევროპის ერთიან ვალუტას გარკვეული პრობლემები აქვს. საბერძნეთი, ირლანდია, პორტუგალია და ესპანეთი ამის ნათელი მაგალითებია. ევროზონის წევრების გადარჩენა გერმანიის ვალდებულებად გადაიქცა. წევრებმა მუდმივი დახმარების ფონდის შექმნაც კი გადაწყვიტეს, რომლის ბიუჯეტიც 600 მილიარდი ევრო იქნება. გასაჭირში მყოფ ქვეყნებს ამ ფულის ნებისმიერ დროს გამოყენება შეეძლებათ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ არც ევროზონის ქვეყნებს სწამთ ევროს სტაბილურობის და სავარაუდო გასაჭირს წინასწარმეტყველებენ.

0x01 graphic

ესტონური ერთევროიანი მონეტა

თუმცა 1.3 მილიონმოსახლიანი ბალტიური სახელმწიფოსთვის ევროზონაში შესვლა ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოების და, შესაბამისად, უსაფრთხოების სიმბოლოც არის. 2004 წელს ევროკავშირში და NATO-ში შესვლის შემდეგ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია რუსეთის ჰიპოთეტური ორბიტიდან ევროპისაკენ (კრემლს ეს ნაბიჯი უყურადღებოდ არ დარჩენია და ესტონეთის ევროს მონეტაზე რუსეთის ნაწილის გამოსახვაში დაადანაშაულა ევროზონის ახალგაზრდა წევრი).

ესტონეთის ევროზონაში შესვლა სხვა ქვეყნებს გარკვეულ გაკვეთილს სთავაზობს. პირველი ის არის, რომ პატარა, ღარიბ, პოსტსაბჭოთა ქვეყანასაც კი, რომელიც დემოგრაფიული კრიზისის პირასაა, შეუძლია გადარჩეს და მეტიც, აყვავების გზას დაადგეს. მეორე - ხარჯების მკვეთრი შემცირება ეკონომიკური კრიზისის პირობებში სიტუაციის შეცვლის ერთადერთი გზაა. 2009 წელს ესტონეთის ეკონომიკა 14%25-ით შემცირდა. 2011 წელს კი 4.4%25-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ყველაზე ახალ, პატარა და ღარიბ წევრს ყველაზე მცირე საჯარო ვალი, მშპ-ს 8%25 ექნება. ევროზონის დანარჩენი 16 ქვეყნის საჯარო ვალის მშპ-სთან დამოკიდებულება 2008 წლის 69.8%25-დან 79.2%25-მდე გაიზარდა.

თუმცა ესტონეთში ყველაფერი არც ისე ვარდისფერ ფერებშია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს: ინფლაცია იზრდება, უმუშევრობა 2011 წლის დასაწყისისთვის თითქმის 17.5%25-იან ნიშნულს აღწევს, ანალიტიკოსები „ტვინების გადინებაზე'' ღელავენ. თუმცა ამ ყველაფერს ეკონომიკური წარმატებისთვის ხელი არ შეუშლია.

სამუელ ჰანტინგტონის მიხედვით, ესტონეთი ცივილიზაციათა შეჯახების საზღვარზეა. ამის გამო ქვეყანა ისტორიკოსებისთვის ყოველთვის საინტერესო იყო, მაგრამ ხალხისთვის ცხოვრება არცთუ ისე ადვილი გახლდათ. ნაცისტური გერმანიის და ორი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ესტონეთი 1990-იან წლებს განადგურებული შეხვდა.

1939 წლამდე ესტონეთის და ფინეთის საცხოვრებელი სტანდარტები და ერთ მოქალაქეზე შემოსავალი თითქმის თანაბარი იყო. საბჭოთა კავშირთან ბრძოლაში ფინეთმა მოსახლეობის დიდი ნაწილი და ტერიტორია დაკარგა, თუმცა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. ესტონეთს კი მოსახლეობის 20%25-თან ერთად დამოუკიდებლობაც წაართვეს. ორ საპირისპირო სისტემაში მცხოვრებ ქვეყნებს შორის განსხვავება ძალიან მალე გაიზარდა: 1987 წლისათვის ფინეთის ერთ მოსახლეზე შემოსავალი $14, 370 იყო, ესტონეთში კი მხოლოდ $2000.

1991 წელს ესტონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყანას განადგურებული ეკონომიკა ერგო. 1992 წელს ინდუსტრიული წარმოება 30%25-ით შემცირდა, უფრო მეტად, ვიდრე დიდი დეპრესიის დროს. მოსახლეობის შემოსავალი 45%25-ით შემცირდა, ინფლაცია 1000%25-ს გაუტოლდა, საწვავის ფასი კი 10,000%25-ით გაიზარდა. ესტონეთის ვაჭრობის 92%25 რუსეთზე მოდიოდა (მაშინ როცა საბჭოთა ოკუპაციამდე ეს მაჩვენებელი 3%25 იყო). ასეთ პირობებში მთავრობაში კოალიცია ისამაალიიტი (მამულის კავშირი) მოვიდა. ახალგაზრდა მთავრობამ გააანალიზა, რომ მცირე ნაბიჯები ეკონომიკის დასახმარებლად საკმარისი არ იქნებოდა. 32 წლის პრემიერ-მინისტრმა მარტ ლაარმა პოლონეთის ეკონომიკური რეფორმების მამამთავრის, ლეშეკ ბალცეროვიჩის რჩევა გაითვალისწინა: მწარე წამლის ერთიანად დალევა უფრო მარტივია, ვიდრე მცირე დოზებით.

ესტონეთის ეკონომიკური რეფორმები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილებას ჰგავდა. საწყისი ეკონომიკური რეფორმა მონეტარული იყო. პოსტსაბჭოთა სივრცეში ესტონეთმა პირველმა შემოიღო საკუთარი ვალუტა, თუმცა ეს პროცესი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. რეფორმა სამ მიზანს ემსახურებოდა: ინფლაციის შეჩერება, ვალუტის ფასის სტაბილურობა მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე და ფულის რაოდენობის განსაზღვრა. ესტონური კრონი გერმანულ მარკას მიემაგრა და ამით მეტი სტაბილურობა და ნდობა დაიმსახურა.

რეფორმა წარმატებული გამოდგა, თუმცა მონეტარულ რეფორმაზე უფრო მნიშვნელოვანი დაბალანსებული ბიუჯეტია. მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ესტონეთის პარლამენტს მხოლოდ დაბალანსებული ბიუჯეტი წარედგინება. ამასთანავე, მთავრობა ფულის დაბეჭდვაში შეიზღუდა. ესტონეთმა უარი თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებულ დახმარებებზეც. ბიუჯეტის დაბალანსების მიზნით ხარჯვის შემცირება გადაწყდა.

რეფორმებს, რა თქმა უნდა, დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. მთავრობის მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციურ ძალებს არ სურდათ საბიუჯეტო საკითხებზე დებატებში ჩართვა და ხარჯვის შემცირების წინააღმდეგ გამოდიოდნენ როგორც პარლამენტში, ისე ქუჩაში. მთავრობაში მყოფ პარტიას ძალიან უჭირდა მნიშვნელოვანი კანონების მიღება, თუმცა მაინც ახერხებდა (ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იხსენებს, რომ მათი პარტიის ერთ-ერთი წევრი მშობიარობის შემდეგ პირდაპირ პარლამენტში წაიყვანეს, რათა კანონის მიღებისთვის მიეცა ხმა).

ხარჯვის შემცირებასთან ერთად, მთავრობამ მოახერხა ყველა შესაძლო ობიექტის პრივატიზაცია, შეაჩერა საბჭოთა „დინოზავრი ქარხნების“ სუბსიდირება. რეფორმებმა შედეგები უკვე 1993 წელს გამოიღო. ინფლაცია 1000%25-დან 89%25-მდე, 1995 წელს კი 29%25-მდე შემცირდა.

შემდეგი ნაბიჯი ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შექმნა იყო. მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა თანაბარ პირობებში ჩააყენა როგორც ადგილობრივი ბიზნესები, ისე უცხოელი ინვესტორები. ბიზნესის წარმოება გამარტივდა, შემცირდა სავაჭრო ტარიფები და არასატარიფო ბარიერები, ექსპორტზე ყველა შეზღუდვა მოიხსნა. ამ რეფორმებსაც წინააღმდეგობა შეხვდა: ოპოზიციური ძალები ეკონომიკის სტრატეგიული ნაწილებისა და ადგილობრივი მეწარმეების დაცვას მოითხოვდნენ. მთავრობის სიმამაცემ ესტონეთს ეკონომიკური წარმატება მოუტანა.

კიდევ ერთი რადიკალური ნაბიჯი უცხოურ დახმარებაზე უარის თქმა იყო. ესტონეთმა არ მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის დახმარებები. ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებდა: არ მოგვცეთ დახმარება, ვივაჭროთ უფრო მეტი!

აღნიშნულ რეფორმებს 1994 წელს ყველასთვის ერთნაირი, 26%25-იანი გადასახადის შემოღება მოჰყვა. 2005 წლის იანვარში შემოსავლის გადასახადი 24%25-მდე შემცირდა, 2006-ში - 23%25-მდე, 2008 წელს კი საბოლოოდ 21%25 გახდა. ამგვარი ნაბიჯები მნიშვნელოვნად ამცირებდა გადასახადებს, ამარტივებდა საგადასახადო სისტემის მართვას. შედეგად, ესტონეთში მეწარმეთა რაოდენობა 2 ათასიდან (1992) 70 ათასამდე (1994) გაიზარდა. ქვეყნის გამოცდილება ყველასთვის ერთნაირი გადასახადის დაწესებაში გაითვალისწინეს სხვა ქვეყნებმა: ლიტვამ და ლატვიამ, 2001 წელს რუსეთმა, მოგვიანებით საქართველომ და უკრაინამ, 2004 წელს კი სლოვაკეთმა და 2005 წელს რუმინეთმა.

რეფორმების შედეგად ესტონეთი პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გახდა, რომელმაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში (Heritage Foundation; The Wall Street Journal) თავისუფალის სტატუსი მიიღო. ყოველწლიურად ესტონეთის ეკონომიკა საშუალოდ 6%25-ით იზრდებოდა, 2005 წელს ის 11%25-ით, 2006 წლის პირველ ნახევარში კი 12%25-ით გაიზარდა. გაეროს ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით, ესტონეთი არც ისე განვითარებული ქვეყნიდან, განვითარებულად იქცა. ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ ესტონეთი 24-ე ადგილზეა და განვითარების სწრაფი ტემპის გამო, ბალტიური ვეფხვის სახელით მოიხსენიება.

0x01 graphic

20 გეოპოლიტიკის მდგრადობა რუსეთის 2008 წლის თავდასხმა ისტორიულ პერსპექტივაში

▲back to top


დევიდ . სმი|სვეტი

0x01 graphic

ამ კვირაში 91 წელი შესრულდება იმ დღიდან, რაც დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა უარი თქვა ფართომასშტაბიან გეგმაზე, გაეერთიანებინა ანტიბოლშევიკური კოალიცია, მხარი დაეჭირა რუსეთის თეთრი გვარდიისთვის, დაემყარებინა კონტროლი კასპიის ზღვასა და ბაქო-ბათუმის დერეფანზე და შემდეგ უკვე ძალის პოზიციებიდან გაემართა მოლაპარაკებები საბჭოთა ხელისუფლებასთან, რომელიც ის-ის იყო ყალიბდებოდა. ამ გადაწყვეტილების გეოპოლიტიკური შედეგი საბჭოთა კავშირისთვის ევრაზიის ცენტრალური ნაწილის 70 წლით გადაცემა იყო. 1920 წლის მოვლენების გააზრება გვთავაზობს 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმისა და მისი გაუნელებელი სურვილის - აკონტროლოს შავი ზღვა და სამხრეთ კავკასია - ისტორიულ პერსპექტივას.

1919 წლის დასასრულს სერ ჰალფორდ მაკინდერი სამხრეთ რუსეთში ბრიტანეთის კომისრად დაინიშნა. ის 1920 წლის 1 იანვარს ჩავიდა სამოქალაქო ომისაგან ნანგრევებად ქცეულ რუსეთში. ნოვოროსიისკში მაკინდერი თბილისიდან მომავალ სერ ოლივერ უორდროპს შეხვდა, ამიერკავკასიის მაშინდელ უფროს კომისარს. როგორც მაკინდერი წერდა თავის ანგარიშში: „8 იანვარს ნოვოროსიისკიდან მატარებლით წამოვედი და მეორე დღეს ეკატერინოდარში ჩავედი, იქიდან კი ტიხორეცკაიას სადგურისკენ გავაგრძელე გზა, სადაც გენერალ (ანტონ) დენიკინს მაშინ შტაბი ჰქონდა“.

ტიხორეცკაიაში ჩასულმა მაკინდერმა მაშინვე დაასკვნა, რომ დენიკინის მთავრობა ბოლშევიზმს მარტოდმარტო ვერ დაამარცხებდა. ნოვოროსიისკში დაბრუნებულმა, 12 იანვარს დაწერა: „შექმნილი მდგომარეობის სიმწვავის და ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობის გამო გადავწყვიტე სახლში ჩამოსვლა რამდენიმე დღით“. მისი ანგარიში რადიოგრამით გადაეცა კაბინეტს სამეფო ფლოტილიის გემ „კენტავრიდან“ 21 იანვარს.

კაბინეტის მდივნის, სერ მორის ჰენკის, სიტყვებით: მაკინდერმა „უნდა მოიაროს ყველა ანტიბოლშევიკური ქვეყანა ფინეთიდან კავკასიამდე და მათ გარკვეული მხარდაჭერა გაუწიოს... ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ბაქო-ბათუმის სარკინიგზო ხაზის შესანარჩუნებლად და დენიკინის ფლოტზე კონტროლის დასამყარებლად... ჩვენ უფრო ხელსაყრელ პოზიციაში უნდა ვიყოთ საბჭოთა რუსეთთან მშვიდობის დასამყარებლად, რომელსაც ახლა არ ულხინს“.

სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ახალი ამბავი არ იყო. ძმებმა როტშილდებმა და მათმა კონკურენტმა ლუდვიგ ნობელმა ნავთობის გადაზიდვა 1883 წელს დაიწყეს ახლად დამთავრებული ამიერკავკასიის რკინიგზით. სამი წლის შემდეგ კი სურამის უღელტეხილი აფეთქდა ბაქო-ბათუმის პირველი ნავთობ-მილსადენისთვის გზის გასაჭრელად. მილსადენი 1907 წელს ამოქმედდა.

0x01 graphic

1918 წლის ბრესტ-ლიტოვსკის ზავით, რომლითაც დამთავრდა რუსეთის მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში, გერმანიამ, უინსტონ ჩერჩილის თქმით, მისასვლელი მოიპოვა „უკრაინისა და ციმბირის მარცვლეულის ბეღლებისკენ, კასპიის ნავთობისკენ, უზარმაზარი კონტინენტის რესურსებისკენ“. რეალურად, ამ რესურსებისთვის სავარაუდო მოკავშირეები - თურქეთი და გერმანია - იბრძოდნენ.

ბრიტანეთის ძალები შეტევაზე გადავიდნენ. 1918 წლის ზაფხულის მიწურულს გენერალ-მაიორი ლ. გ. დანსტერვილი მესოპოტამიიდან და სპარსეთიდან ჩრდილოეთისკენ დაიძრა და ერთი თვით ბაქო დაიკავა. ნოემბერში კი ბაქოში ბრიტანეთის, საფრანგეთის, ამერიკისა და რუსეთის დროშებს ქვეშ დაფრინდა გენერალ-მაიორი ვ. მ. ტომსონი. ერთი თვის შემდეგ გენერალ ფორესტიერ-უოლკერმა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები სალონიკიდან ბათუმში გადმოისროლა. ომი დამთავრდა, მაგრამ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები ბოლშევიკებისთვის სტრატეგიული პოზიციების დათმობას არ აპირებდნენ.

მაგრამ ომმა ბრიტანეთს წაართვა ცოცხალი ძალა, სახსრები და ენერგია. 1919 წელს აჯანყება მოხდა ინდოეთში, ომი - ავღანეთში, თურქეთში მუსტაფა ქემალი ორგანიზებულ წინააღმდეგობას უწევდა მოკავშირეთა საოკუპაციო ძალებს. იმ დროისთვის, როცა მაკინდერი ბრიტანეთის კაბინეტს ანგარიშს აბარებდა, ბათუმში დისლოცირებულ მეთაურს უკვე ბრძანება ჰქონდა მიღებული, რომ ქალაქის დასატოვებლად მომზადებულიყო.

ბრიტანეთის არმიამ ბათუმი 1920 წლის ივლისში დატოვა. აზერბაიჯანში ბოლშევიკები ხელისუფლებაში 1920 წლის აპრილში მოვიდნენ, სომხეთში კი იმავე წლის ნოემბერში. 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკებმა სამოქალაქო არეულობის პროვოცირება მოახდინეს ბორჩალოში (ამჟამად მარნეული). ამ საბაბით საქართველოში 15 თებერვალს მე-11 წითელი არმია შემოვიდა და 25 თებერვლისთვის თბილისი დაეცა. ამგვარად, 70 წლით ჩაიკეტა ერთადერთი ჭიშკარი ევრაზიის ცენტრალური ნაწილისკენ.

შვიდი ათწლეულის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა. ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა, რომლებიც, მართალია, მოსკოვის გავლენისადმი მგრძნობიარენი არიან, მაინც მოიპოვეს დამოუკიდებლობა. აზერბაიჯანი და საქართველოც გათავისუფლდნენ. 1999 წელს აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ხელშეკრულებას. „რუსეთი ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს გვიკარნახებს“, - განაცხადა ჰეიდარ ალიევმა, აზერბაიჯანის აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა.

0x01 graphic

ჰალფორდ მაკინდერი - XIX-XX საუკუნეების ინგლისელი გეოგრაფი. ის მიჩნეულია გეოპოლიტიკისა და გეოსტრატეგიის დამფუძნებლად. 1904 წელს მან დაწერა წიგნი ისტორიის გეოგრაფიული საყრდენი წერტილი'', რომელშიც წარმოადგინა ახალი გეოპოლიტიკური თეორია. მაკინდერმა მსოფლიო დაყო ჰართლენდად, შიდა და გარე ნახევარმთვარეებად. ჰართლენდად მან მიიჩნია ევრაზიის ჩრდილო- აღმოსავლეთ ნაწილი. შიდა ნახევარმთვარეში იგულისხმებოდა ევროპა და ჩრდილოეთ- აღმოსავლეთ ევრაზიაზე გარშემორტყმული ტერიტორიები, გარე ნახევარმთვარეში კი - აშშ, კანადა, იაპონია და სხვა შედარებით შორეული ქვეყნები. მაკინდერის თეორიის მიხედვით, სწორედ ჰართლენდი წარმოადგენს ისტორიის საყრდენ წერტილს და მსოფლიოს დიდი ძალები ამ ტერიტორიისთვის იბრძვიან. მაკინდერმა ეს ასე განმარტა: ის, ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, აკონტროლებს ჰართლენდს; ის, ვინც აკონტროლებს ჰართლენდს, აკონტროლებს მსოფლიო კონტინენტს; ის, ვინც აკონტროლებს მსოფლიო კონტინენტს, აკონტროლებს მთელ მსოფლიოს. მისი თეორია გეოპოლიტიკის საწყისად იქცა და ცივი ომის დროსაც აქტიურად გამოიყენებოდა.

საქართველომ მიზნად დაისახა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება. მან ამერიკელი ინსტრუქტორები მოიწვია და მუშაობდა ატლანტიკურ ალიანსთან „ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაზე“. 2008 წლისთვის კი ის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის, MAP-ის კანდიდატი გახდა.

მაგრამ გეოგრაფია და კულტურა უფრო მდგრადია, ვიდრე ამას ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი დასავლელი, ფიქრობდა და იმედოვნებდა. ეს იყო კონტექსტი პუტინის მიერ ფედერალურ ასამბლეაში 2005 წლის 25 აპრილს გაკეთებული განცხადებისა, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლა გასული საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო“.

ასეთი იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანზე პუტინის კარგად გათვლილი და დიდი ხნით ადრე მომზადებული შეტევის კონტექსტი. და - არ შეგეშალოთ - ეს კონტექსტია აგრეთვე საქართველოს უწყვეტი ოკუპაციისა რუსეთის მიერ, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ევროკავშირის შუამავლობით დადებული ხელშეკრულებების უტიფარი დარღვევისა, ჟენევის მოლაპარაკებების ობსტრუქციისა, გაეროსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის (ეუთოს) მისიების გაწვევის საქართველოში, სინამდვილეში კი ეუთოს მთლიანად ჩაკვლისა, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების შეჩერებისა და 1999 წელს სტამბოლში საქართველოდან და მოლდოვიდან გასვლის შესახებ აღებული ვალდებულებების უგულებელყოფისა.

21 ეფემერული შეტყობინების რეჟიმი

▲back to top


ბიზნესი

ელენე კვანჭილაშვილი

0x01 graphic

ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის თანახმად, 2000-2008 წლებში, საქართველოში ჯანდაცვის მთელი დანახარჯების 45-50%25 წამლებზე მოდიოდა. უფრო ახალი მონაცემები ჯერ არ არსებობს. შესაბამისად, ამ დროისთვის შეუძლებელია ბოლო წლების დინამიკის შეფასება. უბრალო დაკვირვებით, ფარმაცევტული ბაზრის ლიბერალიზაციის რამდენიმე დადებითი შედეგი უდავოდ თვალსაჩინოა: გაიზარდა დარეგისტრირებული წამლების რაოდენობა, ბაზარზე გაჩნდა ახალი აფთიაქები და ზოგიერთი წამალი საგრძნობლად გაიაფდა.

2009 წლის 10 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი შეიცვალა, საქართველო გახდა ევროკავშირის, OECD-ის წევრი ქვეყნების და ამერიკის ბაზრის ნაწილი: თუ წამალი დარეგისტრირებულია ამ მაღალი სანდოობის ქვეყნებში, მაშინ საქართველოს ბაზარზე აღიარებითი რეჟიმის საფუძველზე დაიშვება. პროცედურა გამარტივებულია: წამლის დასარეგისტრირებლად საჭიროა მხოლოდ 1 კვირა და 5 დოკუმენტი - მათ შორის, ინსტრუქციის ავტორიზებული თარგმანი ქართულ ენაზე და ორიგინალი, ფარმაცევტული პროდუქტის შესაბამის ბაზარზე დაშვების ვადა და ნიმუში. დოკუმენტების მოპოვება და მათი გადამოწმებაც ადვილია, რადგან უმეტესობა საჯარო წყაროდანაა ხელმისაწვდომი. აღიარებითი რეჟიმი ეხება ყველა წამალს, რომელიც მაღალი სანდოობის ქვეყნებიდან პირველად შემოდის საქართველოში.

კანონის ცვლილებამდე, არსებობდა მხოლოდ ერთი - ეროვნული რეჟიმი, რომელიც მოითხოვდა სულ მცირე 8, ხშირად მიუწვდომელი დოკუმენტის - მათ შორის, წამლის ხარისხის სერტიფიკატის, კლინიკამდელი და კლინიკური კვლევის შედეგებისა და ექსპერტიზის მასალების, წამლის წარმოების მონაცემების შეგროვებას. ამ დოკუმენტების შესწავლა და გადამოწმებაც რთული იყო. შესაბამისად, წამლის რეგისტრაციამდე დიდი დრო - 6 თვე გადიოდა.

რეჟიმის კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ მხოლოდ მწარმოებლის მიერ ავტორიზებულ დილერს შეეძლო საქართველოს ბაზარზე წამლის შემოტანა. ამასთან, ეროვნული რეჟიმით მოთხოვნილ დოკუმენტებზე ხელი მათ მიუწვდებოდათ. შედეგად, ბაზარი ძალიან ბევრი იმპორტიორისთვის იკეტებოდა, რაც ამცირებდა არჩევანს და შესაბამისად, კონკურენციას ბაზარზე. წამლის ფასი მაღალი იყო.

ეროვნული რეჟიმი კანონში ცვლილებების შემდეგაც დარჩა. ოღონდ იმ წამლებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის, OECD-ის წევრი ქვეყნების ან ამერიკის ბაზრებიდან არ შემოდის.

ეროვნული და აღიარებითი რეჟიმის გარდა, მოქმედებს მესამე - შეტყობინებითი რეჟიმი. ეს იმ წამლებს ეხება, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ერთხელ უკვე დარეგისტრირდა, თუმცა ხელმეორედ შემოტანისას შეიცვალა მათი გარეგანი შეფუთვა. ფორმა და შემადგენლობა კი - იგივე დარჩა.

სწორედ შეტყობინებითი რეჟიმის დროს ექმნებათ იმპორტიორებს პრობლემა. წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი ამბობს, რომ „საქართველოს ბაზარზე უკვე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანა არ საჭიროებს ხელახალ რეგისტრაციას“. ეს დებულება იმპორტიორებსა და წამლის სააგენტოს სხვადასხვანაირად ესმით.

იმპორტიორები ამბობენ, რომ წამალი არ იცვლება არა მხოლოდ შეფუთვა-მარკირების, არამედ მწარმოებელი ქარხნის ან წარმოების ადგილის ცვლილების შემთხვევაშიც - თუკი ქართულად თარგმნილ და ოფიციალურად დამტკიცებულ ინსტრუქციაში მითითებულია წამლის ზუსტად იგივე შემადგენლობა და დოზირება, რაც უკვე დარეგისტრირებულის შემთხვევაში. ეს დოკუმენტი ერთ-ერთი მათგანია, რაც იმპორტიორს ასეთი წამლის ხელახალი რეგისტრაციისთვის მოეთხოვება.

წამლის სააგენტო ამ ინტერპრეტაციას არ იზიარებს. სააგენტოს რეგისტრაციის სამმართველოს თანამშრომელი თამთა ჯანჯღავა ამბობს, რომ კანონის თანახმად, შეტყობინებითი რეჟიმი ეს არის „შეფუთვა-მარკირების დამატება უკვე რეგისტრირებულ ფარმაცევტულ პროდუქტზე“. სააგენტოსთვის მწარმოებელი ქარხნის ან წარმოების ადგილის ცვლილება წამლის შემადგენლობის ცვლილებასთან ასოცირდება.

კანონში მართლაც არ არის ნახსენები, რომ მწარმოებელი ქარხნის ან წარმოების ადგილის ცვლილება ავტომატურად არ იწვევს წამლის ცვლილებასაც. მეტიც, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება ამბობს, რომ „აკრძალულია უკვე რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ მეცნიერულ-ტექნიკური ინფორმაციის რაიმე სახით გამოყენება სხვა, მსგავსი ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად. „მსგავსი“ ფარმაცევტული პროდუქტი არ გულისხმობს ერთი და იგივე ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებულ შეფუთვა-მარკირებას, რომლის დაშვებაც საქართველოს ბაზარზე ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეტყობინების რეჟიმის საფუძველზე“.

ამ პუნქტში ხაზი გაესვა მხოლოდ განსხვავებულ შეფუთვა-მარკირებას. ეს კიდევ უფრო მეტად ამყარებს წამლის სააგენტოს მოტივაციას შეტყობინების საფუძველზე არ დაარეგისტრიროს წამალი, რომლის შეფუთვა-მარკირებასთან ერთად, შეცვლილია მწარმოებელი ან წარმოების ადგილიც.

მთავრობა ცვლილებებზე მუშაობს, თუმცა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

მეორე მხრივ, სხვადასხვა ბაზრისთვის ერთი და იგივე წამალი სხვადასხვა შეფუთვით იწარმოება. წამლის სააგენტო კი - ამ მედიკამენტებს სხვადასხვა წამლად აღიქვამს და მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე აღარ არეგისტრირებს. ეს იმპორტიორისთვის ბაზრის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას ზღუდავს, მას ერთ ბაზარზე დამოკიდებულს ხდის - რაც ხშირ შემთხვევაში სწორედ ფასზე აისახება. ამ ცვლილების გარეშე, შეტყობინების რეჟიმი საერთოდ აზრს კარგავს.

22 ტექნოლოგიური სიახლეები

▲back to top


ბიზნესი

კომპიუტერების ისტორიული მუზეუმი გაიხსნა

0x01 graphic

„კომპიუტერი არაჩვეულებრივი გამოგონებაა, რომელმაც მე-20 საუკუნეში ყველაფერი შეცვალა, ადამიანების ცხოვრების სტილი, სამუშაო გარემო, გართობის საშუალებები“, - განაცხადა გასულ კვირას მუზეუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლენ შუსტეკმა, კომპიუტერების ისტორიული მუზეუმის გახსნის ცერემონიალზე. სილიკონის ველზე მდებარე პატარა ქალაქ მაუნტინ-ვიუში, რომელიც მანამდე კომპანია Google-ის შტაბბინით იყო ცნობილი, კომპიუტერული სამყაროს კორიფეები შეიკრიბნენ, მათ შორის დონალდ კნუტი, გორდონ მური, ბილ გეიტსი, სტივ ვოზნიაკი და მრავალი სხვა. სწორად ისინი გახდნენ პირველი მომლოცველები, რომლებიც კომპიუტერული სამყაროს ახალი მექისკენ, კომპიუტერების ისტორიული მუზეუმისაკენ დაიძრნენ.

ბოლო ათი წლის განმავლობაში 2300 კვ.მ. ფართობზე განთავსებულ მუზეუმზე, მას შემდეგ რაც მუზეუმი ბოსტონიდან კალიფორნიაში გადმობარგდა და რეორგანიზაციას შეუდგა, 19 მილიონი დოლარი დაიხარჯა, რაც აისახა კიდეც წარმოდგენილი ექსპონატების რეპრეზენტატიულობაზე და მრავალფეროვნებაზე. შეგროვილი ტექნიკის საშუალებით სრული წარმოდგენის შექმნა შეიძლება თუ განვითარების რა გზა განვლო თანამედროვე კომპიუტერებმა ძვ. რომაული აბაკიდან ტაბლეტურ კომპიუტერებამდე. მუზეუმის მესვეურებმა მრავალმილიონიანი სუპერკომპიუტერებიდან დაწყებული წარსულის პოპულარული სათამაშოების და კალკულატორების ჩათვლით ყველაფრის შეგროვება შეძლეს, დაახარისხეს და თავისი ადგილი მიუჩინეს. ნივთები თავად ჰყვებიან კაცობრიობის გასული ორი ათასი წლის ისტორიას, იმ ისტორიას, რომელიც თავად ამ ნივთების საშუალებით შეიქმნა.

2011 წლის იანვრიდან მაუნტინ-ვიუს კომპიუტერების ისტორიული მუზეუმი მრავალ მილიონ ტურისტს მოემსახურება. არადა ტექნოლოგიების გურმანებს იქ სანახავი ბევრი აქვთ. სხვა სად შეიძლება იხილოს ადამიანმა სულ რაღაც 15 დოლარად, რაც ბილეთის ფასს შეადგენს, მესამე რაიხისდროინდელი შიფრაციის მანქანა „ენიგმა“, კომპანია Apple-ის პირველი პერსონალური კომპიუტერი Lisa, დიდი გამომთვლელი მონსტრები - ENIAC, JOHNNIAC და მათი მსგავსები, ჰოლერიტის მანქანა, Commodore 64, რობოტი ძაღლი AIBO, სუპერკომპიუტერი CRAY, გუგლის პირველი სერვერი, აბაკები, არითმომეტრები, ნაირ-ნაირი კალკულატორები და სათამაშოები, რომელთა ქონაზეც ჩვენი მამების თაობა ოცნებობდა. მათ შორის Gameboy, Atari, Nintendo და ათასი სხვა. გარდა იმისა, რომ ამ ნივთების ნახვა უშუალოდ შეიძლება, მუზეუმის შემქმნელებმა იმაზეც იზრუნეს, რომ სტუმრებისათვის ეჩვენებინათ თუ რეალურად როგორ მუშაობდა და ფუნქციონირებდა გარდასული ეპოქის ესა თუ ის მოწყობილობა. ასე რომ, თუ გაინტერესებთ როგორ გამოიყურებოდა Windows 1.0, Linux-ის პირველი ვერსია და როგორ იშიფრებოდა ინფორმაცია გერმანულ „ენიგმაში“, შეგიძლიათ მუზეუმს ესტუმროთ.

0x01 graphic

გამოფენის სახელწოდებაა - Revolution: The First 2000 Years of Computing (რევოლუცია: პირველი 2000 წელი გამოთვლით ტექნოლოგიებში) და მასში წარმოდგენილი ექსპონატები ე.წ. „დროის ათწლიანი გამოცდის“ წესს ექვემდებარება. სწორედ ამიტომ ვერ ნახავთ გამოფენაზე წარმოდგენილ ნივთებს შორის iPhone-ებს, iPad-ებს და ბოლო ათწლეულის სხვა ფეტიშისტურ გაჯეტებს. მუზეუმის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მომავალშიც ამ წესს დაიცავენ და გამოსვლიდან ათი წლის შემდეგ იფიქრებენ გამოფენაზე ამა თუ იმ ნივთის დამატებას. მაუნტინ-ვიუში შეკრებილი ზემოხსენებული კორიფეების განცხადებით, კომპიუტერების ისტორიული მუზეუმის გახსნა დროული იყო იმის შესაფასებლად, თუ რა გზა განვლო კაცობრიობამ გამოთვლითი ტექნიკის სფეროში და, ამასთან, იმ ძველი და ერთი შეხედვით არაფრად საჭირო ნივთებისათვის პატივის მისაგებად, რომელთა მოძიებაც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. მუზეუმის შემქმნელებმა ორი კურდღელი მოკლეს - ნივთებსაც მოუარეს და ტექნომანებსაც გაუჩინეს ადგილი, რომლის მონახულებაზე ფიქრიც მათ უკვე დაიწყეს.

P.S. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ამ ბმულს ეწვიოთ:

http://www.computerhistory.org/

23 ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში

▲back to top


ტაბულა|რაზა

გია ჯანდიერი,
ახალი ეკონომიკური სკოლა

2010 წელი იმითაც იყო საინტერესო, რომ პირველად ისტორიაში, საქართველო ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყანათა ელიტურ კლუბში მოხვდა. კონკრეტულად, ფრეიზერის ინსტიტუტის კვლევამ „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში“ საქართველო ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყანათა შორის დაასახელა, მსოფლიო ში 23-ე ადგილზე.

როდესაც მეკითხებიან როგორ არის საქართველო გერმანიაზე თავისუფალი ამდენი პრობლემით, მე ვურჩევ შეადარონ მონაცემები და მიხვდებიან, რომ კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება მართლაც მცირედ სჯობდა გერმანიისას 2008 წელს. რატომ 2008 წელს? იმიტომ, რომ ეს ინდექსი ქვეყნდება სექტემბერში, მისი მონაცემების დამუშავება იწყება იანვარში, თანაც წინა წლის მიხედვით, და მონაცემების დიდი ნაწილი ეხება 5-დან 10-წლამდე პერიოდს. ეს ყველაფერი უფრო მეტ სერიოზულობას და აკადემიურობას ანიჭებს მას.

და მაინც, რატომ არის საქართველო უფრო წინ ვიდრე გერმანია? ეს შესაძლებელია გერმანელ ბიზნესმენებს ჰკითხოთ - გიპასუხებენ - ეკონომიკური თავისუფლება გერმანიაში? ხუმრობთ? მაშინ რატომ გადამალეს გერმანელმა გადასახადის გადამხდელებმა ასობით მილიარდი ევრო უცხოეთში? საქმე ისაა, რომ ეს კვლევა ითვალისწინებს არა მხოლოდ კერძო საკუთრების დაცულობის საკითხს, რაშიც საქართველოს დაბალი ქულები აქვს, არამედ სახელმწიფოს ჩარევის ისეთ მიმართულებებსაც, როგორიცაა რეგულირება და მთავრობის ზომა, რომელშიც გერმანია ვერ დაიკვეხნის და ჩვენ კი ჯერ ჯერობით თავისუფლების შედარებით მაღალი ხარისხი გვაქვს.

რეგულირების ქვეშ კვლევა გულისხმობს სახელმწიფოს ღრმა ჩარევას, რათა განსაზღვროს კომერციული საქმიანობის წესები - ამ სფეროში საქართველო 2008 წლისათვის ნამდვილად ერთ -ერთი სამაგალითო იყო, რამაც განაპირობა ომის დღეების ეკონომიკური პრობლემების ადვილად გადატანაც. ამ კომპონენტში საქართველოს წარმატება ბოლოდროინდელმა დერეგულირების პოლიტიკამ მოიტანა, თუმცა ილუზიები არც ჩვენ უნდა გვქონდეს, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრი სფერო არის ჩვენთან სერიოზული რეგულირების ქვეშ და ინიციატივები - სხვა სფეროებშიც და ვაბრუნოთ - ყოველდღე გვესმის.

რაც შეეხება მთავრობის ზომას - აქ უფრო შედარებითი სახის უპირატესობა გვაქვს -სხვა ქვეყნებს გადასახადებიც უფრო მაღალი აქვთ და სახელმწიფო ხარჯებიც. ჩვენი გადასახადები დაბალია, ისევე როგორც სახელმწიფო ხარჯები, დასავლელ ევროპელებს თუ შევადარებთ, მაგრამ სახელმწიფო ხარჯები და გადასახადების განაკვეთები ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისათვის საკმაოდ მაღალია. ამ სფეროებში საქართველოს მომავალი ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწრაფად მივიღებთ „თავისუფლების აქტს“, რადგან საერთაშორისო ბიუროკრატიის ზეწოლითა და ქართული მხარდაჭერით რეგულირების უკან შემოღება და სახელმწიფო ხარჯების ზრდა ადვილად მოსალოდნელია. „თავისუფლების აქტს“ კი შეეძლო ამ ტენდენციის შეჩერება თუ არა, შესუსტება მაინც.

აუცილებელია ისიც ითქვას, რომ ეკონომიკური თავისუფლების კვლევები არ ეხება საქართველოში არსებულ ისეთ მტკივნეულ თემას, როგორიცაა საგადასახადო ადმინისტრირების წესები, რომლებიც მე პირადად მიმაჩნია ანტიკონსტიტუციურად მაინც. კვლევების ავტორების გასამართლებლად იმას ვიტყოდი, რომ პირველი: მათთვის ალბათ წარმოუდგენელია, რომ ქვეყანა, რომელიც საგადასახადო რეფორმებით შეეცადა მისი სისტემის გამარტივებას და განაკვეთების შემცირებას, ამავდროულად ცდილობდეს ასეთი არა გონივრული მიდგომების გამოყენებას საკუთარი ხალხის მიმართ; მეორე: საგადასახადო ადმინისტრირების წესების შეფასება ტექნიკურად ძნელია, მონაცემების მოპოვება ყველგან გაჭირდება და, მით უმეტეს, მათი ერთმანეთთან შედარება და მათზე დაყრდნობა.

ეკონომიკური თავისუფლების კვლევას დავუბრუნდეთ და იგი გვერდს ვერ აუვლის ასევე ორ მნიშვნელოვან საკითხს - ვაჭრობის თავისუფლებას, რაშიც საქართველო მართლაც მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანაა თავისი მცირე ტარიფებით, თუმცა გაუგებარია რას ემსახურება ის საიმპორტო ტარიფებიც, რაც გვაქვს. „ჯანსაღი ფულის“ სფეროს რაც შეეხება, ანუ მონეტარულ თავისუფლებას, აქ კვლევა ძალიან კონსერვატიულია, და ერთ წელიწადს მიღწეულ წარმატებას არ შეუძლია მდგომარეობის სწრაფად გაუმჯობესება, ხოლო თუ ქვეყანაში ორ ციფრიანი ინფლაციაა, მაშინ მისი რეიტინგი ამ სფეროში გაუარესდება და თანაც საკმაოდ დიდი ხნით.

ეკონომიკური თავისუფლების ორი სხვადასხვა კვლევა არსებობს. ზემოთ უკვე დასახელებული ფრეიზერის ინსტიტუტის გარდა (ქეითოს ინსტიტუტთან ერთად), მას Heritage Foundation-იც აკვირდება The Wall Street Journal-თან ერთად. ითვლება, რომ ეს უკანასკნელი უფრო მეტადაა დამოკიდებული სხვადასხვა

ინსტიტუტების მოსაზრებებზე და ნაკლებად აკდემიურია. თუმცა, თუ ამ რ კვლევას შევადარებთ, ბევრ საერთოს აღმოვაჩენთ, როგორც კვლევის საკითხებში, ასევე ხედვებში Heritage Foundation-ს უფრო მეტად აქვს გაშლილი სახელმწიფოს ზომისა და რეგულირების საკითხები.

ორი კვლევის მიზანია, გაარკვიოს, რამდენად თავისუფალია ადამიანი სხვადასხვა ქვეყნებსი თავის ეკონომიკურ გადაწყვეტილებებში, რამდენადაა სახელწმიფო ჩარეული ადამიანის ცხოვრებაში. კვლევებს საფუზვლად დაედო ფრიდრიხ ჰაიეკის, მილთონ ფრიდმენის, გარი ბექერისა და თავისუფალი ბაზრის სხვა ეკონომისტთა მოსაზრებანი. კვლევები უკვე რამდენიმე დეკადაა მიმდინარეობს. საქართველო Heritage Foundation-ის კვლევაში 1995 წლიდან ცაერთო, ხოლო ფრეიზერის ინსტოტუტისაში

2004 წლიდან. ფრეიზერის ინსტიტუტის კვლევა ეყრდნობა ეკონომიკური თავისუფლების ქსელის ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფორმაციის მოგროვების, გადამოწმებისა და შემდგომში კვლევის პროპაგანდაში. საქართველოდან ამ ქსელში ახალი ეკონომიკური სკოლა მონაწილეობს 2003 წლიდან, ვისი მონდომებითაც მხვდა საქართველო და შემდგომ აზერბაიჯანი და სომხეთიც ამ კვლევაში.

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლება, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ბოლო წლებში, უმჯობესდებოდა და 2008 წლამდე, კრიზისის შემდეგ ჩვენტანაც და მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა სახელმწიფო სღონისძიებები კრიზისის გადალახვისათვის, რის გამოც, მოსალოდნელია, რომ ინდექსები გაუარესდება.

ეკონომიკურითავისუფლებსიუ კვლევის მნიშვნელობა დიდია, იგი სასურველ ინფორმაციას აძლევს არამარტო ინვესტორებს, არამედ თვით მთავრობებსაც. რადგან კვლევა კარგ სურათს ხატავს რა მიმართულებით სჭირდება ინვესორსა თუ ქვეყანას ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება,. ზოგადად ჩვენთვის ეკონომიკური ტავისუფლების გაუმჯობესება ყველაზე რეალური და განსაზღვრული ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება იყოს. ისეთი მცირე ზომის და საბალშემოსავლიანი ეკონომიკის ქვეყანას, როგორც საქართველოა, სხვა არჩევანი აქვს.

ფრეიზერის ისტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკური თავისულფების რუკაზე საქართველო უკვე მწვანე ფერითაა აღნიშნული, რომელიც მხოლოდ ელიტურ, ეკონომიკრად თავისუფალ ქვეყნებს გააჩნიათ, სასურველი იქნებოდა ეს მწვანე ფერი არასოდეს შეცვლილიყოს. ვისაც ბოლო 30-40 წელიწადში ეკონომიკური თავისუფლება ასეტ მაღალ დონეზე ჰქონდათ - ეკონომიკური ზრდაც დიდი ჰქონდათ. ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრის დონით სწორედ ის ქვეყნები არიან დაწინაურებული, ვისაც ამ წლებში მაღალი ეკონომიკური თავისუფლება ჰქონდათ - სინგაპური ჰონგ კონგი, აშშ, ავსტრალია და ა.შ. საქართველმაც სწორედ მათ უნდა მიბაძოს.

ბევრს ეშლ;ება და თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური თავისუფლება ნიშნავს, თითქოს ყველაფერი უკვე გამოსწორდა და გავმდიდრდით. სინამდვილეში ეკონომიკური თავისუფლება მხოლოდ საშუალებაა და არა ადამიანების მყისიერი გამდიდრება . ეკონომიკური თავისუფლება თუ კიდევ გავზარდეთ და შევინარჩუნეთ საკმაოდ დიდი ვადით, ნამდვილად გაგვამდიდრებს, თუმცა, ამის საპირისპიროც მართალია: თუ ეკონომიკური თავისუფლება არ გქვექნა, კრიზისიდან საერთოდ ვერასდროს გამოვალთ.

ამ დღეებში გამოქვეყნებული Heritage Foundation-ის 2011 წლის ინდექსი სწორედ კარგი მაჩვენებლია იმისა, რაც ზემოთ ითქვა. ჩვენი პოზიცია ბოლო 5 წელიწადში პირველად გაუარესდა, ჯეჯერობით მხოლოდ 3 ადგილით 26-დან 29 მდე, და თავისულფების ზომაც იგივე დარჩა წინა წლიდან 70%25, მაგრამ ქვეყანაში ბოლო ხანებში წარმოჩენილი ზოგიერთი ინიციატივა, მაგალითად, ყველა გარიგების ლარებში კეთების იძულება, სახელმწიფო ხარჯების ზრდის ტემპები. მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი და სხვ. , მდგომარეობას მკვეთარდ გააუარესებს.

ჩვენი 2011 წლის ინდექსის კომპონენტების ერთი ნაწილი გაუმჯობესდა და ზოგი გაუარესდა, უმეტესად კი იგივე დარჩა წინა წელთან შედარებით. „მონეტარული თავისუფლების“ კომპონენტის ყველაზე დიდი - 6,5%25-ით გაუმჯობესების მიზეზად 2009 წლის დაბალი ინფლაცია იყო დასახელებული; ხოლო ყველაზე მეტად - 5%25-თ გაუარესებული კომპონენტის „სახელმწიფო ხარჯე ბის“ პრობლემად ნაჩვენებია სახელმწიფო ხარჯების რეალური ზრდა მშპ-ს 36.4%25-მდე, და ამავდროულად საბიუჯეტო დეფიციტი, რომელმაც 9.3%25-ს მიაღწია. ცხადია, რომ ჩვენი ნებისმიერი გადახვევა ამ თავისუფლებებიდან შეუმჩნეველი არ დარჩება და აისახება ამ ინდექსში, რომელიც, როგორც ითქვა, სერიოზულ გავლენას ახდენს საქართველო სადმი საერთა შორისო დამოკიდებულებაზე, მათ შორის ინვესტორების მხრიდან.

ეს ასეც რომ არ იყოს - ინდექსები შეიძლება დავივიწყოთ - საქართველოს მომავალი, ეკონომიკური და პოლიტიკურიც, დიდადაა დამოკიდებული ეკონომიკურ წინსვლაზე და განვითარების სიჩქარეზე, რომელიც აუცილებლად დაბალი გვექნება, თუ ეკონომიკურ თავისუფლებაზე უარს ვიტყვით.

24 ვთამაშობთ კინგს

▲back to top


სპორტი|ჩიგბურთი

ზურაბ თალაკვაძე

Hisense Arena მალე გაიხსნება. დიდი ბიჭები ნელ-ნელა იკრიბებიან. ზოგმა ვერ გამოიძინა, ზოგს ვარჯიში ეზარება და ზოგისთვის ვარჯიში ისეთივე ოფიციალური პროცედურაა, როგორც - ოფიციალური VS-ი. ჟურნალისტებიც რკალს აკეთებენ. მათი ნებართვის გარეშე, კორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლა რთული იქნება. მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადე იხსნება. მორჩა კვალიფიკაცია, უაილდ ქარდები ჩამორიგებულია.

ენდი მარეი მშიერი თევზის სახით იყურება ცაში, ვერ ამჩნევს მეგობრებს და ვერც იმას, რომ მწვრთნელმა მისი ჩანთა კორტზე შეიტანა და მალე ვარჯიში დაეწყება. მარია შარაპოვა „აბადოკს“ ისწორებს. მშვენიერია. მაშა ამას მაინც აკეთებს კვნესის გარეშე. შარაპოვას არ სცილდება განიერი პირადი მცველი. ტურნირის რეგლამენტით, ეს დაშვებულია. ის სუბიექტი შარაპოვას გასახდელამდე მიაცილებს, იქ კომიქსებს გადაათვალიერებს და რუს სელებრითისთან ერთად სასტუმროში დაბრუნდება.

0x01 graphic

ხუან მარტინ დელ პოტრო

კვიპროსიდან დიდი ბრიგადა ჩამოფრინდა. მარკოს ბაღდატისი იქ დაახლოებით იგივეა, რაც ელ ეიში ლეიკერსი, სამოთხეში ანგელოზი და ქართულ ჟურნალისტიკაში ბატონი ჯამლეტი. ბევრს უყვარს, ბევრს აღიზიანებს, უფრო ბევრი იღლება და მაინც ეგუება. ბაღდატისს ავსტრალიაში 23 მეგობარი, მწვრთნელი, მწვრთნელის დედა, იმ დედის დაქალი და ორი როტვეილერი უგულშემატკივრებს. ალბათ, სხვებიც დაემატებიან.

0x01 graphic

ენდი მარეი

ლეიტონ ჰიუიტი პირველ წრეში კიდევ ერთ ბებერ მაზოხისტს, არგენტინელ დავიდ ნალბანდიანს გაუკეთებს რამდენიმე ქამონს, ტოტალიზატორის ჭრილში, ბიჭები „მეტს“ დააჯენენ და ერთ-ერთი მოიგებს. სხვანაირად ვერ გამოვა და ამ პირდაპირი რეპორტაჟის ნახვას, ისევ დღევანდელი იუვენტუსი გაიცნოთ, აჯობებს. იქ 20 წუთში ერთხელ დელ პიეროს ახსენებენ, 1 საათში ერთხელ დელ პიეროს გვანახებენ და რეპორტაჟის ბოლოს დელ პიერო ვალოკორდინის კოქტეილის რეკლამას გააკეთებს.

დინარა საფინამ გააგდო მწვრთნელი, აიყვანა მწვრთნელი, დაავიწყდა მწვრთნელის მწვრთნელად გაფორმება და დინარას მწვრთნელი ტურნირზე ტურისტის სტატუსით ჩავიდა. საფინას მწვრთნელი ყველაზე ძვირადღირებული ტურისტი იქნება - ერთ ტურნირში 25 ათას ევროს დაირტყამს. დინარას ერთჯერადი აქცია 44 წუთში მორჩა. ძველ დაქალ კიმ კლაისტერსთან რუსმა 0:6, 0:6 წააგო. უფრო გაერთო, ვიდრე ითამაშა. დინარა მალე კომენტატორი გახდება. უნდა გახდეს. იქ ნაკლებს გადაუხდიან და ორჯერ ნაკლებს ანერვიულებენ. მთავარი თემა კი ჩოგბურთში ჩოგბურთის დაბრუნებაა.

ყველას გვიყვარს ტანდილი

კარტში პრეფერანსამდე ჯოკერი და კინგი უნდა აითვისო. ოღონდ, ბოლომდე უნდა გაიგო ამ თამაშის მუღამი, თორემ ვერც შენ ისიამოვნებ და სხვასაც ნერვებს მოუშლი. ანუ, კინგს რომ თამაშობ, „პრიკუპში“ გულის მეფე არ უნდა ჩაიტანო. ორი ჯოკრით და ტუზ კოზირით ორი არ უნდა თქვა და პატივი უნდა სცე პარტნიორებს.

მელბურნში ტურნირის ორგანიზატორებმა „პრიკუპში“ კინგი ჩაიტანეს. ორმეტრიანი, ოდნავ გასუქებული, ოდნავ დამძიმებული, მაგრამ მაინც კინგი. სულ ცოტათი დაარღვიეს თამაშის წესი, მაგრამ მაინც სწორად მოიქცნენ. დამალეს ის, ვის გამოც ბევრი ათენებს და ნერვიულობს.

...ორი წლის წინ ტანდილში ალკოჰოლი გამოცალეს. დელ პოტროს მშობლიურ ქალაქში ყველაზე ცნობილი, პოპულარული ტანდილელი ჩავიდა, თან ლამაზი თასი ჩაიტანა და ლოთობა რომ დაიწყო, დიდხანს არ მორჩენილა. ამერიკის ღია პირველობის ფინალში ხუან მარტინ დელ პოტრომ როჯერ ფედერერს ხუთსეტიანი შედევრი მოუგო. როჯს დელ პოტრო ყოველთვის მოსწონდა, ზრდილობიანი, წესიერი ახალგაზრდააო. ფედერერი არგენტინელს ამ შედევრის შექმნაში დაეხმარა. დელ პოტრო გახდა ჩემპიონი და ყველაზე რეალური კაცი, ვისაც ფედერერ-ნადალის საჩოგბურთო ტვიქსის დაშლა შეეძლო. მალე დელ პოტრო დაიშალა. ტანდილელი მერი შელის ბესტსელერის პერსონაჟი გახდა.

0x01 graphic

მარკოს ბაღდატისი

ექიმებმა არგენტინელს შარშანდელი ავსტრალიური მეიჯორის გამოტოვება ურჩიეს. მას მაჯის სახსრის ანთება ჰქონდა, არ უნდა ეთამაშა და მაინც ითამაშა. მეოთხე წრემდე დელ პოტრო ფორჰენდმა გაიყვანა, შემდეგ ორმეტრიან ბიჭს მარინ ჩილიჩმა აჯობა და დაიწყო ძვირი ექსკურსიების მთელი ციკლი მსოფლიოს საუკეთესო ჰოსპიტალებში. დელ პოტროს ჩილიჩის მერე აღარ უთამაშია. ნუ, შეიძლება სადმე, ტანდილის ეზოში ერთი-ორი მიარტყა ბურთს, მაგრამ პრო ტურზე არგენტინელი არ გასულა. დელ პოტრო მოგვენატრა და ამას ფედერერი, ნადალი, უხასიათო მარეი და ცელქი ჯოკოვიჩიც ამბობდნენ.

ხუან მარტინი ავსტრალიაში ჩავიდა. ჯერ სიდნეიში, სადაც პირველ წრეში ფელიციანო ლოპესს სამი ტაი ბრეიკი გაათამაშებინა, პირველი წააგო, ბოლო ორი მოიგო და მეორე წრეში გავიდა. იქ ბიჭი უკვე დაღლილი იყო. დელ პოტრომ წააგო იმასთან, ვისაც ერთი წლის წინ, ჩილიჩამდე მოუგო. არგენტინელი ფლორიან მაიერმა გააგდო.

დელ პოტრო ჩადის მელბურნში. ტურნირის ორგანიზატორებმა მას უაილდ ქარდი მისცეს. ხუან მარტინი ერთეულებში 236-ეა, მაგრამ პოპულარობის მხრივ იქვე, ფედერერს და ნადალს შორის დგას. ან, იქნებ პერსპექტივაში ორივეზე პოპულარულია.

პირველი წრე. დელ პოტრო VS დუდი სელა ისრაელიდან.

სელა ქვედა ეშელონის სიიდან არის. დაბალი, ჩაფსკვნილი, უყვარს უკანა ხაზზე დარჩენა, არ უყვარს ბადესთან გასვლა და სტაბილურობასთან ვერ ძმაკაცობს. სელა ისრაელში პოპულარულია, ბლომად შემოწირულობებს აგროვებს და ქვეყანაში უსახლკაროებს ეხმარება. დელ პოტროსთან დუდი იყო უსახლკარო.

პირველი სეტის ტაი ბრეიკის მოგება უფრო დელ პოტროსთვის იყო საჭირო. მოვიდოდა თავდაჯერება, რწმენა და პროგრესის სურვილი. არგენტინელმა იწვალა, გამოიღო რამდენიმე ბრეიქ პოინტი და 80-წუთიანი სეტი მაინც მოიგო. დელ პოტრომ კარგი ჩოგბურთი ითამაშა და აპლოდისმენტებიც მიიღო. პირველი სეტისთვის, პირველი წრისთვის მშვენიერი ჩოგბურთი იყო. ხუან მარტინი დაბრუნდა.

დელ პოტრომ ამოისუნთქა და უფრო თავისუფლად ათამაშდა. აამუშავა ფორჰენდი, რომელსაც ფედერერმა ყველა დროის უდიდესი დარტყმა უწოდა. ორჯერ ხუან მარტინმა ბურთი 170 კილომეტრი/საათში სიჩქარით დააბრუნა. სელა იმ მომენტებში დაიბნა. დელ პოტროს მორცხვად ეღიმებოდა.

0x01 graphic

მარია შარაპოვა

არგენტინელმა და არგენტინამ მაშინ ამოისუნთქეს, როდესაც ხუან მარტინმა პირველივე მატჩ პოინტზე დააშვებინა შეცდომა სელას. 7:6 (13), 6:4, 6:4 იგებს დელ პოტრო. 19 ეისი, 3 ორმაგი და 52 უნებლიე შეცდომა, საკუთარ პირველ მოწოდებაზე მოგებული 71 (112-დან) გათამაშება, 47 „სუფთა“ ქულა და 4 ბრეიქი. ერთხელ დელ პოტროს მოწოდების შემდეგ რადარმა 210 კილომეტრი/საათში დააფიქსირა.

დელ პოტრო ვერ მოიგებს ტურნირს. გამორიცხულია. უბრალოდ, ჩოგბურთის მომავალია და წარსულში აღარ უნდა დაბრუნდეს.

ჩოგბურთში ჩოგბურთი დაბრუნდა.

25 ჰარი პოტერი და უესლი სნეიდერი

▲back to top


სპორტ|ფეხბურთი

ლაშა გოდუაძე

ფიფამ და ფრანს ფუტბოლმა წლეულს პირველად გააერთიანეს რეფერენდუმი და მთავარი ინდივიდუალური ჯილდო - ოქროს ბურთი - ბარსელონას და არგენტინის ნაკრების ლიდერს ლეო მესის გადასცეს.

მესიმ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე უსახურად იასპარეზა, თანაკლუბელებსა და სამხრეთ აფრიკა 2010-ის მთავარ გმირებს, ხავის და ანდრეს ინიესტას აჯობა. ტურნირზე აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა ხავი ესპანეთის ტრიუმფის მთავარ არქიტექტორად მონათლეს, ინიესტამ კი, კარგად გეხსომებათ, ფინალში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ერთი სიტყვით, ოქროს ბურთი დარჩა ფეხბურთელს, რომელმაც მთავარი სანაკრებო ტურნირი ჩააგდო, მაგრამ ბარსელონასთან ერთად გაზაფხულზეც და შემოდგომითაც დაუვიწყარი სპექტაკლები დადგა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ იმავე ხავიმ და ინიესტამ არანაკლები როლი ითამაშეს ბარსელონას წარმატებებში, თუმცა, ჩემი აზრით, საკლუბო დონეზე მესი მაინც მათზე მაღლა იდგა.

იყო თუ არა არგენტინელი ჰარი პოტერის ტრიუმფი ლოგიკური?

ბევრი თვლის, რომ ლეოს გამარჯვება მოულოდნელობა იყო, რადგან მან წლის მთავარ ტურნირზე ვერ ივარგა, მაგრამ ეს არაა არგუმენტი, რის გამოც კატალონიელთა მეათე ნომერი უღირს გამარჯვებულად უნდა მივიჩნიოთ და ვამტკიცოთ, რომ ვთქვათ, ხავის ან ინიესტას გამარჯვება უფრო სამართლიანი იქნებოდა.

საქმე ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი კარგა ხანია აღარ ითვლება უძლიერეს საფეხბურთო შეჯიბრებად და ფიფას ოქროს თასმა, წლებია, რაც ძველი პრესტიჟი და მნიშვნელობა დაკარგა. ან, უკეთესი იქნება თუ ვიტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატმა სტატუსი - ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო შეჯიბრება - მისდაუნებურად, უეფას პირმშოს, ევროპის ჩემპიონთა ლიგას დაუთმო, დღეს უკვე ზღაპრულ ტურნირს, რომელიც მთელი სეზონი გრძელდება და სადაც პლანეტის უძლიერესი ფეხბურთელები ასპარეზობენ. მათ შორის ისეთებიც, ობიექტური მიზეზების გამო მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი რომ არ აქვთ და მათი სამშობლოს საფეხბურთო შესაძლებლობიდან გამომდინარე, არც ახლო მომავალში ექნებათ. მსოფლიო ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში ერთი და იგივე რაოდენობის მონაწილეა - 32, თუმცა თუ ფიფას ოქროს თასის მოსაგებად გუნდს 7 თამაში ჰყოფნის, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო თასის გათამაშებაში გამარჯვებისთვის, მინიმუმ, 13 ბრძოლის გადატანაა საჭირო.

ამით იმის თქმა მსურს, რომ მესის მიერ 2010 წლის გაზაფხულზე და შემოდგომით ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 12 მატჩი და 12 გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე კონკურენტების კარგ თამაშზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და წონადია (თუ უფრო მეტი არა - გულშემატკივარს გააჩნია).

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ მნიშვნელობაზე შექმნილ ამ მოსაზრებას 2010 წლის კიდევ ერთი ლაურეატი, წლის მწვრთნელად აღიარებული პორტუგალიელი ჟოზე მოურინიუც ამყარებს. ისევე, როგორც ფეხბურთელის შემთხვევაში, ამ ნომინაციაშიც ლიგის მომგებმა აჯობა მსოფლიო თასის ტრიუმფატორს - ესპანელთა მთავარ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, იმის თქმა, რომ ფრანს ფუტბოლის და ფიფას რეფერენდუმების შერწყმით გამოკითხვამ ობიექტურობა დაკარგა, არასერიოზულია და არც ისაა სიმართლე, რომ ლეოს ოქროს ბურთი არ ეკუთვნოდა. წლების წინ, როცა ფრანს ფუტბოლი დამოუკიდებლად ავლენდა ბებერი კონტინენტის საუკეთესო მოთამაშეებს, ხანდახან ფიფა სხვას ანიჭებდა უპირატესობას, ასე რომ, რაიმე არნახული არ მომხდარა. დღეს არსებული ერთადერთი პრიზი ერთი მხარის რჩეულს გადაეცა, სხვების ფავორიტი კი უპრიზოდ დარჩა. მარტივად რომ ვთქვათ, გემოვნების ამბავია, გააჩნია, რა კუთხით შეხედავ.

0x01 graphic

სხვათა შორის, შარშანდელის მსგავსად, ფრანგულ გამოცემას დამოუკიდებლად რომ ჩაეტარებინა გამოკითხვა, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს ვერც მესი მოიგებდა, ვერც ხავი და ვერც ანდრეს ინიესტა.

1956 წელს დაარსებული და 2009 წელს ფიფასთან შეზიარებული ჯილდო მილანის ინტერის ჰოლანდიელი გამთამაშებლის უესლი სნეიდერის საკუთრება გახდებოდა. ევროპელ ჟურნალისტთა ხმები რომ დავთვალეთ, სნეიდერს 14 პირველი ადგილი და 117 ქულა აღმოაჩნდა, მეორე ადგილზე გასულ ხავის კი 88 (11 პირველი ადგილი). მესამე ინიესტა იქნებოდა 84 ხმით (10).

0x01 graphic

ჟოზე მაურინიო

და მესი? მსოფლიოს დე ფაქტო საუკეთესო მოთამაშე ფრანს ფუტბოლისეულ ვარიანტში შვიდი პირველი ადგილით და 60 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდოდა...

0x01 graphic

ვისნტე დელ ბოსკე

ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთის მფლობელები 1956-2009 1956 - სტენლი მეტიუზი (ინგლისი; ბლექპული), 1957, 1959 - ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი; რეალი), 1958 - რაიმონ კოპა (საფრანგეთი; რეალი), 1960 - ლუის სუარესი (ესპანეთი; ბარსელონა), 1961 - ენრიკე ომარ სივორი (იტალია; იუვენტუსი), 1962 - იოზეფ მასოპუსტი (ჩეხოსლოვაკია; დუკლა), 1963 - ლევ იაშინი (სსრკ; მოსკოვის დინამო), 1964 - დენის ლოუ (შოტლანდია; მანჩესტერი), 1965 - ეუსებიო (პორტუგალია; ბენფიკა), 1966 - ბობი ჩარლტონი (ინგლისი; მანჩესტერი), 1967 - ფლორიან ალბერტი (უნგრეთი; ფერენცვაროში), 1968 - ჯორჯ ბესტი (ჩრდ. ირლანდია; მანჩესტერი), 1969 - ჯანი რივერა (იტალია; მილანი), 1970 - გერდ მიულერი (გფრ; ბაიერნი), 1971 - იოჰან კრუიფი (ჰოლანდია; აიაქსი), 1972, 1976 - ფრანც ბეკენბაუერი (გფრ; ბაიერნი), 1973-1974 - იოჰან კრუიფი (ჰოლანდია; ბარსელონა), 1975 - ოლეგ ბლოხინი (სსრკ; კიევის დინამო), 1977 - ალან სიმონსენი (დანია; გლადბახი), 1978-1979 - კევინ კიგანი (ინგლისი; ჰამბურგი), 1980-1981 - კარლ-ჰაინც რუმენიგე (გფრ; ბაიერნი), 1982 - პაოლო როსი (იტალია; იუვენტუსი), 1983-1984-1985 - მიშელ პლატინი (საფრანგეთი; იუვენტუსი), 1986 - იგორ ბელანოვი (სსრკ; კიევის დინამო), 1987 - რუუდ გულიტი (ჰოლანდია; მილანი), 1988, 1989, 1992 - მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია; მილანი), 1990 - ლოტარ მატეუსი (გერმანია; ინტერი), 1991 - ჟან-პიერ პაპენი (საფრანგეთი; მარსელი), 1993 - რობერტო ბაჯო (იტალია; იუვენტუსი), 1994 - ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი; ბარსელონა), 1995 - ჟორჟ ვეა (ლიბერია; მილანი), 1996 - მატიას ზამერი (გერმანია; დორტმუნდი), 1997, 2002 - რონალდო (ბრაზილია; ინტერი & რეალი), 1998 - ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი; იუვენტუსი), 1999 - რივალდო (ბრაზილია; ბარსელონა), 2000 -- ლუიშ ფიგუ (პორტუგალია; რეალი), 2001 - მაიკლ ოუენი (ინგლისი; ლივერპული), 2003 - პაველ ნედვედი (ჩეხეთი; იუვენტუსი), 2004 - ანდრეი შევჩენკო (უკრაინა; მილანი), 2005 - რონალდინიო (ბრაზილია; ბარსელონა), 2006 - ფაბიო კანავარო (იტალია; იუვენტუსი), 2007 - კაკა (ბრაზილია; მილანი), 2008 - კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია; მანჩესტერი), 2009 - ლეო მესი (არგენტინა; ბარსელონა).

26 აქლემის დიეტა

▲back to top


სპორტი

სპორტი ფაუნასთან გრძელვადიან ხელშეკრულებას აფორმებს. კლუბები თავის ფასში შეიძენენ პატარა, საყვარელ არსებებს და კლუბის ტერიტორიაზე გაზრდიან. ხელშეკრულებაში აუცილებლად იქნება შეტანილი პუნქტი, რომლის მიხედვით, ამ პერსონაჟებს თაობათა და კლუბის მფლობელთა ცვლა არ უნდა შეეხოთ. თუ დუბაის გასახდელში გაზრდილი ორი აქლემი 7-8 წლის შემდეგ აქლემების სამოთხეში წავა, კლუბმა ახალი თაობის კუზიან თილისმას უნდა მოუაროს. პრინციპში, უვლის კიდეც.

0x01 graphic

დუბაიში საფეხბურთო ოაზისია. 41 წლის წინ იქ შეიქმნა კლუბი ალ აჰლი. 40 წლის წინ კი კლუბის ერთ-ერთი მოწილის შვილის მეგობარმა, ფეხბურთელების ბაზაზე 3 თვის აქლემი მიიყვანა. იუმორი დააფასეს და აქლემს ბაზაზე თავისი კუთხე მიუჩინეს. ავსტრიის ზოოლოგიური ბაღიდან ჩამოიყვანეს დიეტოლოგი და ალ აჰლის ბაზაზე ორი კვირით დაიტოვეს. ზალცბურგში დაბრუნების წინ, ჰერ ტობიას გროთს ბენტლი აჩუქეს.

0x01 graphic

აქლემი კლუბის თილისმა გახდა. ყოველ დილით პატარა ჟირუს (სახელი მოწილის შვილის მეგობრის დედის მეგობარმა, რეზაი ფატიმა ბინტ მურავაიმ შეარჩია) 35 ბანანის, 2 კილოგრამი კივის და ვაშლის კოქტეილს ასმევდნენ, რომ შუადღის, ოდნავ მძიმე საკვების შემდეგ, ჟირუს კუჭი არ შეკვროდა. შუადღეზე პატარას ეძინა, საღამოს 2 საათით სასეირნოდ გაჰყავდათ და ძილის წინ აბრეშუმის ტილოთი მტვერს აშორებდნენ. ჟირუ 1983-ში გარდაიცვალა. ალ აჰლის მფლობელები 2-3 მილიონ დოლარს უფრო ახალ აქლემს დაახარჯავენ, ვიდრე - კლუბის ლიდერს ხელფასს გაუზრდიან. დღეს ბაზაზე მონტი და აბდულა ცხოვრობენ. მონტი 3 წლის გახდა და აბდულას დაბადების მოწმობა არ არსებობს. კლუბს ორი თილისმა წლიურად (ჯამში) 12 მილიონი დოლარი უჯდება. რომში, ლაციოს ფანები ყოველი საშინაო VS-ის წინ ლავეცის ფინტებზე უფრო, არწივის გაშვებას ელოდებიან. 2 წლის ოლიმპია, ბერლინის აუქციონზე ლაციოს პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ 2 700 ევროდ შეიძინა. არწივი ყოველი თამაშის წინ სტადიონს სამ წრეს ურტყამს და პრეზიდენტის ლოჟაში ბრუნდება. რომასთან მატჩის წინ არწივი არ გაუშვეს - ოლიმპია გაცივდა. რომამ ლაციოს მასტერკლასი ჩაუტარა, 2:0 მოუგო. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო რეიამ, ლოტიტოსთან შეხვედრა მოითხოვა. არწივი დააბრუნეს, ლაციომ კალიარის შეუსრულა და ოლიმპიას კლუბის ტერიტორიაზე ორი უზარმაზარი ოთახი აჩუქეს. პრეზიდენტის მძღოლს ლაციოს რომაულ მატჩამდე არწივი ბაზაზე მიჰყავს, სადაც ოლიმპიას ასვენებენ და წნევას უზომავენ.

0x01 graphic

დეტროიტში 1989 წლიდან, რედ უინგზის ფანები, სტენლის თასზე სტივი აიზერმანის, სერგეი ფიოდოროვის და სხვა მაგარი ბიჭების ზუსტი გასროლის შემდეგ, ყინულზე 6 დოლარად შეძენილ სათამაშო რვაფეხებს აგდებენ. შარშან კურიოზი მოხდა. ერთ- ერთმა გულშემატკივარმა ყინულზე ცოცხალი რვაფეხა გადაუშვა, რომელსაც ნიკლას ლიდსტრიომმა ხუმრობით შაიბა მიარტყა. რვაფეხა იქვე, ყინულზე გარდაიცვალა. ლიდსტრიომმა ყველას ბოდიში მოუხადა. რვაფეხა ნიკლასის ეზოში დაასაფლავეს.

R.I.P.

27 ელექტრომობილი, ჩვენი მომავალი

▲back to top


ავტო

0x01 graphic

მსოფლიო საავტომობილო ბაზარს ელექტრომობილების ბუმი უახლოვდება. თუმცა არსებობს რამდენიმე პრობლემა, რომელთა მოგვარების გარეშე, მოლოდინი მოლოდინადვე დარჩება.

ჯერ ერთი, თანამედროვე ელექტრომობილები სიძვირით გამოირჩევა, რასაც ლითიუმ-იონური აკუმულატორების მაღალი ფასი განაპირობებს. თავის მხრივ, ასეთ აკუმულატორებს დღეს კონკურენტი არ მოეპოვება. მეორეც, პრობლემაა სვლის სიშორე - მართალია, ავტომფლობელთა ყოველდღიურ მოთხოვნებს თანამედროვე ელექტრომობილები თავისუფლად აკმაყოფილებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არაა. და მესამე: ჯერჯერობით, ელექტრომობილების ნორმალური ექსპლუატაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ამ ინფრასტრუქტურიდან ყველაზე მთავარი დასამუხტი წერტილებია, მის განვითარებას კი დრო და უზარმაზარი ინვესტიციები დასჭირდება.

1. ფასის ფაქტორი მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ლითიუმ-იონური აკუმულატორების „წყალობით“, თანამედროვე ელექტრომობილების ფასი, შესაბამისი კლასის შიდაწვისძრავიან ავტომობილებზე 2-2.5-ჯერ ძვირია. თავად განსაჯეთ, კომპაქტური შევროლე ვოლტის საბაზო ღირებულება 42 ათასი დოლარია, იმავე კლასის ნისან ლიფი კი 35 ათასი ღირს. მათი ღირებულების ნახევარზე მეტს, სწორედ აკუმულატორები განაპირობებს.

სიძვირესთან ერთად, ასეთ აკუმულატორებს შეზღუდული სამუშაო რესურსიც აქვს. კერძოდ, მაქსიმუმ 1 000 დამუხტვა-განმუხტვას უძლებს (ჩინური BYD უფრო მეტს გვპირდება), რის შემდეგაც ისინი შესაცვლელია. ესე იგი, დამატებით ხარჯს მოითხოვს. სამაგიეროდ, ჯენერალ მოტორსმა გამოიკვლია და დაადგინა, რომ თუ შევროლე ვოლტით დღეში საშუალოდ 60 კილომეტრს გადიხართ, წლიურად დაახლოებით 1 700 ლიტრ ბენზინს დაზოგავთ. და თუ დღიური გარბენი 100 კილომეტრია, მაშინ საწვავის დანაზოგი 2 200 ლიტრს მიაღწევს. გარდა ამისა, ამერიკული კომპანიის ევროპული შტოს, ოპელის მარკეტოლოგებმა გამოითვალეს, რომ ელექტრომობილით კილომეტრის გავლა დაახლოებით 0.02 ევროცენტი ჯდება, როცა შიდაწვისძრავიანი ავტომობილის შესაბამისი მაჩვენებელი 0.09 ევროცენტია (ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ლიტრი ბენზინი 1.16 ევრო ღირს).

მოკლედ, საექსპლუატაციო ხარჯის სიმცირე ნაწილობრივ აბალანსებს აკუმულატორების მაღალ ფასს. ამასთან, ელექტრომობილების მასობრივად წარმოება, აკუმულატორების ფასის შემცირებას განაპირობებს. ესეც რომ არა, ამჟამად ავტომწარმოებლები და ელექტრონიკის სფეროში მომუშავე კომპანიები, საავტომობილო აკუმულატორების ფასის შემცირების და მახასიათებლების გაუმჯობესების გზებს ინტენსიურად ეძებენ და ამ პროცესის შედეგიც, აკუმულატორების ფასის შემცირება იქნება.

კანკუნში (მექსიკა), გაეროს კლიმატთან დაკავშირებულ სამიტზე, რომელიც დეკემბერში ჩატარდა და რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანმა სტივენ ჩუმ განაცხადა, რომ ფასის მხრივ, ელექტრომობილი შიდაწვისძრავიან ავტომობილს, რეალურ კონკურენციას ხუთ წელიწადში გაუწევს.

2. სვლის სიშორის მაჩვენებლით, სუფთა ელექტრომობილი დღეს შიდაწვისძრავიან ავტომობილს ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამერიკაშიც კი, სადაც საშუალოსტატისტიკური ავტომფლობელი დღეში 60-100 კილომეტრს გადის, ელექტრომობილი მათს მოთხოვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს.

0x01 graphic

მიხეილ სააკაშვილი მექსიკაში

სვლის სიშორის გასაზრდელად, აკუმულატორების ტევადობის გაზრდაა საჭირო, რაც ამ ეტაპზე, მხოლოდ ბლოკში ელემენტების დამატებით შეიძლება. ეს კი ავტომობილს გააძვირებს. არსებობს მეორე გზაც, რომელიც ჯენერალ მოტორსმა შევროლე ვოლტისთვის გამოიყენა - ძალურ დანადგარს მცირელიტრაჟიანი შიდაწვის ძრავი დაამატა, რომლის დანიშნულებაც მხოლოდ გენერატორის ამუშავებაა. მათი ტანდემი დენს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიმუშავებს, როდესაც ელექტრონიკა დაადგენს, რომ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია გამოლევაზეა.

რა თქმა უნდა, დამატებითი აგრეგატები ავტომობილს აძვირებს, მაგრამ ფასის მატება უფრო მცირეა, ვიდრე აკუმულატორების დამატების შემთხვევაში იქნებოდა. სამაგიეროდ, (შევროლე ვოლტის) სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე გაიზარდა. მართალია, ამის გამო, ვოლტი ლიფზე 7 ათასი დოლარით ძვირია, მაგრამ ამერიკაში ჩატარებული გამოკითხვები ცხადყოფს, რომ იქაური მყიდველი უპირატესობას უფრო ძვირ ვოლტს ანიჭებს. და აქ ამერიკელების პატრიოტიზმის ფაქტორი არაფერ შუაშია...

3. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქ ერთი საინტერესო ფაქტის მოყვანა შეიძლება - ელექტრომობილის მფლობელს შეუძლია, რომ აკუმულატორები შინ, იმ დროს დამუხტოს, სანამ მანქანა ფარეხში დგას. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო შტეფსელით დამუხტვას 6-8 საათი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამის განმავლობაში, აკუმულატორები სრულად შეივსება. თუ სწრაფი დამუხტვაა საჭირო, არც ესაა პრობლემა - სპეციალური მოწყობილობით, აკუმულატორები ნახევარ საათში, დაახლოებით 80 პროცენტით ივსება.

დაბოლოს, იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას თავისი ავტოპარკის ელეტრომობილებით შეცვლა აქვს გადაწყვეტილი. The New York Times-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, 4 ათასი ცალი შევროლე ვოლტი (სწორედ ამდენი ელექტრომობილის შეძენას ვაპირებთ) 164 მილიონი დოლარი დაჯდება, ამდენივე ნისან ლიფი კი - 128 მილიონი. თუ ჩვენი მთავრობა ცოტას მოიცდის და ამ განზრახვას სისრულეში ორი წლის შემდეგ მოიყვანს, ფასები აუცილებლად, მნიშვნელოვნად დაიწევს.

აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯენერალ მოტორსის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, რომელზეც ზემოთ ითქვა, 4 ათასი შევროლე ვოლტი ჩვენს მთავრობას წლიურად 6.8-8.8 მილიონ ლიტრ ბენზინს დააზოგვინებს.

სხვათა შორის, მალე ელექტრომობილების ბაზარზე კიდევ რამდენიმე ახალი ავტომობილი გამოჩნდება, რომლებსაც ვოლტსა და ლიფზე უკეთესი საფასო მაჩვენებლები ექნებათ. იმ დროისთვის კი, როცა ახლა შეძენილი ელექტრომობილების აკუმულატორები შესაცვლელი გახდება, ლითიუმ-იონური ელემენტების ფასიც საგრძნობლად (2-3-ჯერ) შემცირებული იქნება და ელექტრომობილების ექსპლუატაციაც, მთავრობის პარკში არსებულ შიდაწვისძრავიან ავტომობილებზე გაცილებით იაფი დაჯდება.

ჰო, მართლა, ნისან ლიფი ახლახან ევროპის 2011 წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელეს, შევროლე ვოლტმა კი საუკეთესოს წოდება ჩრდილოეთ ამერიკაში დაიმსახურა...

0x01 graphic

28 ერთჯერადი ტრონი

▲back to top


რეცენზია|კულტურა

ნიკა ესებუა

0x01 graphic

1976 წელს ანიმატორ სტივენ ლისბერგერს გიჟური იდეა დაებადა - სურდა გადაეღო ფილმი, რომელიც კინოსა და ვიდეოთამაშებს გააერთიანებდა. მას სამყაროს გაოცება უნდოდა. 1982 წელს მსოფლიოს კინოეკრანებზე ლაივ-ექშენ ტექნოლოგიისა და კომპიუტერული ანიმაციის ეკლექტიკა გამოვიდა - სახელად „ტრონი“. სტივენ ლისბერგერის ნამუშევარი კომერციულად წარმატებული არ აღმოჩნდა, თუმცა საკულტო ნამუშევრად იქცა. 28 წლის შემდეგ კინოკომპანია უოლტ დისნეი „ტრონის“ გაცოცხლებას შეეცადა, რეჟისორის სავარძელი ახალგაზრდა ჯოზეფ კოზინსკის ჩააბარა და შედეგად…

ფილმის მთავარი პერსონაჟი სემ ფლინია (გარეტ ჰედლუნდი) - პირველი „ტრონის“ პროტაგონისტის კევინ ფლინის (ჯეფ ბრიჯესი) შვილი. 1985 წელს უფროსი ფლინი გაუჩინარდა. 15 წლის შემდეგ კი მისგან შეტყობინება მოვიდა, რომელშიც ის ამბობდა, რომ ცოცხალი იყო და მის მიერ შექმნილ კომპიუტერულ პროგრამაში იმყოფებოდა. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე სემი მამის საძებნელად მიდის და შემთხვევით, ციფრულ სამყაროში აღმოჩნდება. იქ მას თავგადასავალი ელოდება: მამის პოვნა, ბოროტი CLU-ს დასჯა და სხვა.

ორიგინალსაც და სიქველსაც თითქმის ერთი და იგივე მინუსები აქვთ. პირველ რიგში - ეს სუსტი სცენარია. სამყაროს შექმნისას, უნდა აანალიზებდე იმას, რომ უამრავი კითხვა დაიბადება და ამ კითხვებზე პასუხი მაყურებელმა შენს ფილმში უნდა იპოვოს. როგორ ხვდება სემი ვირტუალურ სამყაროში? როგორ გაჩნდნენ იზომორფები და რა ძალის მატარებლები არიან, რის საფუძველზე ჰგონია კევინ ფლინს, რომ მათ სამყაროს შეცვლა შეუძლიათ? და კიდევ უამრავი კითხვა, რომელზე პასუხიც რეჟისორს არ აქვს. კოზინსკი ვაჩოვსკების დონის რეჟისორი არ აღმოჩნდა და ახალი „მატრიცას“ შექმნასაც ვერ მოვთხოვთ, მაგრამ ფილმში რიგი ეპიზოდები, უბრალოდ, სასაცილო მაინც არ უნდა ყოფილიყო.

„ტრონი“ ვიზუალურად შთამბეჭდავი ნამუშევარია. აშკარაა, რომ პროდიუსერებმა და რეჟისორმა სწორედ უნაკლო გამოსახულებაზე გააკეთეს აქცენტი და შედეგად პერსონაჟების, მათი ხასიათის და განვითარების აუცილებლობა ციფრულ სამყაროში დაეკარგათ. „ტრონი“, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა, სიახლეებს არ გვთავაზობს და მთელი გზა ფინალამდე უამრავი სურათის მიერ გატკეპნილ ბილიკს მიუყვება. ფილმში ყველაზე ბანალური კვანძის შეკვრა, გახსნა და კულმინაციური ეპიზოდებია. და, რა თქმა უნდა, ფინალი თავისუფლად შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ.

ჯოზეფ კოზინსკი პიგმალიონს ჰგავს. შექმნა ულამაზესი „არსება“, მაგრამ ოვიდიუსის ქმნილებისგან განსხვავებით, ამერიკელმა რეჟისორმა სიცოცხლე ვერ შთაბერა მას. „ტრონი“ უსულო, უემოციო ფილმია. ხანდახან Daft Punk-ის საუნდტრეკების დამსახურებით შეიძლება გული აგიჩქარდეთ ან შთამბეჭდავმა სპეცეფექტებმა პირღია დაგტოვოთ, მაგრამ აი ფილმის პერსონაჟები, ვერანაირ ემოციას ვერ აღძრავენ თქვენში.

მიუხედავად უამრავი მინუსისა, „ტრონი“ ვიზუალური თუ აუდიო სპეცეფექტებით იმდენად დატვირთულია, რომ თუ მის ნახვას გადაწყვეტთ, მკაცრად რეკომენდებულია ამის კინოთეატრში გაკეთება. ის ისეთივე სპეციფიკური ფილმია, როგორც „სკოტ პილგრიმი სამყაროს წინააღმდეგ“, „ჩქარი მრბოლელი“ ან პირველი „ტრონი“ - მისი ენა და ესთეტიკა ყველასათვის მისაღები არ იქნება. სამწუხაროდ სიქველი, პირველი ნაწილისგან განსხვავებით, დროს ვერ გაუძლებს. ის ერთჯერადი ფილმია, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიების უსწრაფესად განვითარების ეპოქაში ყველას ძალიან მალე დაავიწყდება.

ორიგინალი „ტრონი“ დღემდე ცოცხალია, თუმცა ისეთი „სიცოცხლით სავსე“ ვერ არის, როგორც „კოსმოსური ოდისეა“ ან „სამართებელზე მორბენალი“. ამ ფილმებთან შედარებით „ტრონი“ Tbilisi live-ის დაჯილდოების ცერემონიალია. მე მინახავს შავი სვეტის ოდისეა, მინახავს როგორ იბადება რჩეული ნამდვილ სამყაროში, მინახავს რეპლიკანტი, რომელიც სიცოცხლის გამო თავს სწირავს. დაუვიწყარი ფილმებია. „ტრონი“?.. ყველა მისი ფრაგმენტი დროში დაიკარგება… როგორც ცრემლი წვიმაში…

„ტრონი“ უკვე მკვდარია.

29 სიურპრიზებით სავსე გლობუსი

▲back to top


კულტურა|მიმოხილვა

ნიკა ესებუა

2011 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებამ მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. ყველა ნომინაციაში უმთავრესმა ფავორიტმა გაიმარჯვა. როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო ფილმის წოდება „სოციალურმა ქსელმა“ მოიპოვა, წლის რეჟისორი ამავე ფილმის შემქმნელი დევიდ ფინჩერი გახდა, საუკეთესო სცენარისთვის განკუთვნილი ჯილდო მარკ ცუკერბერგზე და Facebook-ზე შექმნილ ფილმმს ერგო. ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისათვის, წელს მართლაც საუკეთესო ნატალი პორტმანმა მოიგო, არანაკლებ ძლიერი პერფორმანსისთვის კოლინ ფირტმა მიიღო სანუკვარი გლობუსი მამაკაცის დრამატული როლის შესრულებისთვის. კომედია ან მიუზიკლის ნომინაციაში „ბავშვები კარგად არიან“ უკონკურენტო იყო და, შესაბამისად, მოგება არ გასჭირვებია, იმავეს თქმა შეიძლება პოლ ჯიამატიზე, რომლის ბრწყინვალე თამაშიც „ბარნის ვერსიაში“ ოქროს გლობუსით აღნიშნეს. ანეტ ბენინგი საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა, რომელმაც წელს კომედიაში ან მიუზიკლში ითამაშა. წლევანდელი წელი თუ იოლად პროგნოზირებადი იყო, სამაგიეროდ ბოლო 20 წლის განმავლობაში არაერთი სიურპრიზი, იმედგაცრუება და მოულოდნელობა დაფიქსირდა. წარმოგიდგენთ უცხოური პრესის ჟურნალისტების ბოლო ორი დეკადის 10 ყველაზე უცნაურ გადაწყვეტილებას.

10 ამერიკული სილამაზე - საუკეთესო სცენარისათვის (2000) სემ მენდესის საუკეთესო ფილმი 2000 წელს ოსკარისა და ოქროს გლობუსის ტრიუმფატორი გახდა და ალბათ დამსახურებულადაც, მაგრამ საუკეთესო სცენარისათვის ფილმი ჯილდოს ნამდვილად არ იმსახურებდა. რატომ? იმიტომ, რომ იმ წელს „მატრიცა“ და პოლ ტომას ანდერსონის „მაგნოლია“ გამოვიდა. ორი ნამუშევარი, რომელიც თავისი ორიგინალურობით დღემდე არ კარგავს აქტუალობას. სამწუხაროდ, ოქროს გლობუსზე ამ ორ ფილმს ნომინაციაც კი არ მისცეს.

9 ქალის სურნელი - საუკეთესო დრამა (1992) ამ წელს ალ პაჩინოს საუკეთესო მსახიობი მამაკაცისათვის განკუთვნილი ჯილდო დაახლოებით ისე მისცეს, როგორც 2007 წელს მარტინ სკორსეზეს ოსკარი არგუნეს „განდგომილებისათვის“ - დამსახურებისათვის, შთამბეჭდავი კარიერისათვის, რომელიც გაცილებით უკეთესი პროექტებითაა დახუნძლული. ალ პაჩინოს ჯილდო თუ მეტ-ნაკლებად გასაგებია, სრულიად ამოუცნობია, რატომ გახდა „ქალის სურნელი“ წლის საუკეთესო ფილმი, მაშინ როდესაც ნომინირებული იყო კლინტ ისტვუდის „უპატიებელი“ და რობ რეინერის „რამდენიმე კარგი ადამიანი“. ამ ფილმებთან შედარებით მარტინ ბრესტის ფილმი საშუალოზე დაბალი დონის ფილმია, უმარტივესი სცენარით და ზედმეტი ემოციურობით.

8 რენე ზელვეგერი - საუკეთესო მსახიობი ქალი კომედია ან მიუზიკლისათვის (2001) „მედდა ბეტი“ არაფრით გამორჩეული ფილმია. რენე ზელვეგერი რიგით როლს თამაშობს. რატომ არის მისი ჯილდო მოულოდნელი? იმიტომ, რომ იმ წელს ჯულიეტ ბინოშმა ითამაშა მთავარი როლი ფილმში „შოკოლადი“. თუ არ გინახავთ ეს ფილმი, აუცილებლად ნახეთ და დარწმუნდებით უცხოური პრესის წარმომადგენლების არასწორ გადაწყვეტილებაში.

7 ტომი ლი ჯონსი - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის (1994) ამაზე ბევრს არაფერს დავწერ. იმ წელს ნომინირებულები იყვნენ რალფ ფაინსი „შინდლერის სიისთვის“ და ლეონარდო დი კაპრიო „რა ჭამს გილბერტ გრეიპისათვის“. ტომი ლი ჯონსის გამარჯვება „გაქცეულში“ შესრულებული როლისთვის პარანორმალური მოვლენაა.

6 შერონ სტოუნი - საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში (1996) შერონ სტოუნი „კაზინოში“ თამაშამდე, „ძირითად ინსტინქტში“ ნაჩვენები უნაკლო სხეულით იყო ცნობილი. მარტინ სკორსეზეს ფილმში სტოუნი კარგია, მაგრამ არა იმ დონის, რომ სიუზან სარანდონისთვის („მკვდარი კაცი მოდის“), მერილ სტიპისათვის („მედისონის ოლქის ხიდები“) ან თუნდაც ემა ტომპსონისათვის („გრძნობა და გონება“) ეჯობა.

5 მადონა - საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლში ან კომედიაში (1997) ფრენსის მაკდორმანდმა „ფარგოში“ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც მსახიობს შეუძლია კინომოყვარულის გასაოცებლად, მაგრამ… ჯილდო მაინც მადონას მისცეს.

4 ევიტა - საუკეთესო მიუზიკლი ან კომედია (1997) გაიხსენეთ ძმები კოენების „ფარგო“ და ქემერონ ქროუს „ჯერი მაგუაერი“. ნერწყვი მოგადგათ ამ ფილმების გახსენებაზე?! ახლა გონებაში ალან პარკერის „ევიტა“ ამოატივტივეთ, თქვენც დარწმუნდებით, რომ უცხოური პრესის წარმომადგენლებმა თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდეს, როცა მთავარი ჯილდო ამ ფილმს მისცეს.

3 ნიკ ნოლტი - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (1992)„მოქცევის მბრძანებელში“ ნიკ ნოლტი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო როლს თამაშობს, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ „შოტლანდიის უკანასკნელი მეფისთვის“ ფორესტ უიტეკერს ოსკარი რომ არ მოეგო, როგორი უხერხული სიტუაცია იქნებოდა. ოქროს გლობუსზე ასეთი უხერხული სიტუაცია შეიქმნა 1992 წელს, როდესაც ჰანიბალ ლექტერის როლისთვის ენტონი ჰოპკინსს მხოლოდ ნომინაცია აკმარეს. „კრავთა დუმილი“ საერთოდ რომ არ გამოსულიყო, „შიშის კონცხში“ რობერტ დე ნირო განუმეორებელი იყო და ნიკ ნოლტის თამაშს აშკარად ჩრდილავდა.

2 ოცნების გოგონები - საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი (2007) გასაგებია, რომ ყოველთვის კომედიამ არ უნდა მოიგოს ოქროს გლობუსი და ხანდახან მიუზიკლებიც უნდა გაურიონ, რომ ამ ნომინაციამ სახელი გაამართლოს, მაგრამ არა იმ წელს, როცა „ბორატი“, „პატარა მის ბედნიერება“ და „გმადლობთ მოწევისთვის“ არის ნომინირებული.

1მონანიება - საუკეთესო დრამა (2008) 2008 წლის საუკეთესო ფილმის წოდება „მონანიებამ“ მოიპოვა. არც ვიცი ამისთვის რას იმსახურებენს უცხოური პრესის წარმომადგენლები - დაცინვას, ცემას, გინებას, თუ სიკვდილს. ჯო რაიტის ფილმის უდიდესი ღირსება დარიო მარიანელის მუსიკაა, მაშინ როცა ძმები კოენების „მოხუცებისათვის აქ ადგილი არ არის“ და პოლ ტომას ანდერსონის „ნავთობი“ უზადოდ გადაღებული, თითქმის უნაკლო ნამუშევრებია. ოქროს გლობუსს ამაზე დიდი სირცხვილი არასოდეს უჭამია და იმედია, მსგავს შეცდომას არც არასოდეს გაიმეორებს.

0x01 graphic

რობერტ დე ნირო

0x01 graphic

კოლინ ფირტი

0x01 graphic

აარონ სორკინი

0x01 graphic

ანეტ ბენინგი

0x01 graphic

ნატალი პორტმანი

30 მინჩხი

▲back to top


გიორგი კეელიძე|სვეტი

0x01 graphic

(პიესა თქვენთვის)

თქვა რუქამ:

ხეზე ორი კაცი იჯდა. ასე უბნობდნენ:

- ეჰ, რა დრო იყო (1)

- მაგარი, მაგარი... ბიჭვინთა, გაგრა... უჰ... უჰ...

- დასასვენებელი კი არა, გასასვენებელი სახლიც წაგვართვეს მწერლებს...

- ენაზე იკბინე, გვიბრუნებენ, გაჭრა...

- სადაც გინდა, იქ იკბინე - შეგვისახლებენ იმ ბიჭბუჭებს და უყარე კაკალი... მაგენის ყაყანში არ გინდა ან ფიქრი ან განსჯა ან განწყობა...

- უჰ, უჰ... არადა სამჯერადი კვება, ქალები, ამბავი, რად გინდოდა მუზა, პირდაპირ მოდიოდა ლექსი... იღვრებოდა და იღვრებოდა...

- დაიქცა სამყარო...

- რა დრო იყო, რა დრო იყო

- დაწერდი ერთი-ორ პარაოზს (2), გადაიდე მერე ფეხი ხელზე და თუ როგორცაა და იფიქრე ღრუბლებზე, მთებზე, ვოლგაზე... მდინარეს ვგულისხმობ...

- ვიცი... მივხვდი იმწუთას... ჩემი თავი გამახსენდა...

- რა ხანია, არაფერი არ დამიწერია... რას გვიშვება ეს... მუზა.

- პირდაპირ თქვი, პირდაპირ თქვი - ვისი ბრალიცაა ყველაფერი! მე რას მიმალავ, ყველაფერი წაგვართვეს...

- ეჰ, ფონდი იყოს და რა მნიშვნელობა აქვს ვისი იქნება - გინდა მეფის, გინდა პრეზიდენტის, გინდა პატრიარქის და რა ვიცი. გინდა ღმერთის...

- ჰო, იმათ თუ ვუწერდით, ღმერთსაც კი დავუწერთ პარა...

- აჰ, რას ამბობ, პირჯვარი გადაიწერე!

(გადაისახავენ პირჯვარს. აქ შორიდან გაისმის რადიოს ხმა - მე კომუნისტი კაცი ვარ, მაგრამ მე... და მერე ისევ მოსაუბრეთა ბაასი ფარავს)

- რავა, იოანე კაცი არ იყო?

- ვინ იოანე?

- მინჩხი.

- ააა...

- ჰოო...

- ფონდი...

- ფონდი...

კაცებმა თავი გადააქნიეს, ფრთები მიიმაგრეს და მახლობელ ხეზე გადაფრინდნენ.

განმარტებანი:

1. ეჰ, რა დრო იყო - ეპოქის სახელდება, როგორიცაა ვთქვათ ბაროკო, როკოკო, რენესანსი. დაახლოებით ჩვ.წ.აღ - 1965-89 წწ.

2. პარაოზი - ლექსის ერთგვარი სახეობა საბჭოთა ქვეყნებში. ძირითადად ეძღვნებოდა ლენინს და გამოიყენებოდა სხვა დანარჩენი ნაწარმოებების გამოქვეყნებისთვის. ჰქონდა სხვა დამატებითი ფუნქციებიც.

31 კერპთაყვანისმცემლები

▲back to top


კულტურა|თვალსაზრისი

0x01 graphic

ანა მაყაშვილი

გახსოვთ, კოსტიუმებში გამოწყობილი, სრულიად არა-პოპ გარეგნობის ახალგაზრდა ბაბუების ასაკს ოდნავ გადაცილებული დუეტი Macarena-ს რომ მღერის? და პატარა ქერა ბიჭების ჯგუფი Hanson? აბა აღიარეთ, Don't Worry, Be Happy-ის გარდა ბობი მაკფერინმა რამით დაგამახსოვრათ თავი? ალბათ არა, იმიტომ რომ ეს ადამიანები one hot wonder-ის ფენომენს განეკუთვნებიან, ანუ შემსრულებლებს, რომელთაც, უმეტესად, ერთი წარმატებული ჰიტ-სიმღერით იცნობენ. პოპ-მუსიკაში მათი სია გრძელია.

ამას წინათ, კიდევ ერთი one hot wonder-ი გამახსენდა: The Buggles-ის Video Killed the Radio Star (1979). მახსოვს, ისიც კი ვიფიქრე - ჯერ ვიდეომ რადიოს ვარსკვლავი მოკლა და ახლა ინტერნეტმა ხომ საერთოდ გაანადგურა ეს ვარსკვლავი და კერპობის ფენომენი- მეთქი.

მაგრამ... არა, შევმცდარვარ.

ახალ წლამდე მსოფლიო მედიის წლიური მიმოხილვების უსასრულო ჰიტ- პარადებს გადავავლე თვალი, რომ მსოფლიო 2010 წელი შემეფასებინა. შემთხვევითი არაა, რომ სოციალური ქსელების ხანაში, ყველაზე საინტერესო და დამაჯერებელ სტატისტიკას თავად ქსელები და ინტერნეტის საძიებო სისტემები იძლევიან. ისინი მთელი მსოფლიოდან ზღვა ინფორმაციას იღებენ მომხმარებელთა „ლაიქების“, „შეარების“, „თვითების“, „რეთვითების“, „სტატუსების“, „კომენტების“, მოძებნილი სიტყვებისა და ფრაზების სახით, და უამრავი ალგორითმული ანალიზის შედეგად, ყველა სოციოლოგიურ კვლევაზე უკეთ, საზოგადოებრივ აზრს თუ უაზრობას ადგენენ.

მართალია, Justin Bieber - ასეთი რამე - მე Google-ში არასდროს ჩამიწერია, მაგრამ სწორედ ეს 16 წლის კანადელი პოპ და არ-ენ-ბი არტისტი აღმოჩნდა სიების სათავეში. ჯასტინს თვით ქეთი პერი და ლეიდი გაგაც კი ჩამოუტოვებია. მიუხედავად იმისა, რომ ბიბერს არც მაშინ აღუძრავს ჩემი ცნობისმოყვარეობა, როცა მისი ვიდეოები ყოველდღე Youtube-ის გვერდებს აჭრელებდა, Guardian-ისგან განსხვავებით, მაინც არ მიკვირს, რომ ის ობამაზე და დალაი ლამაზე გავლენიაინი ონლაინ-ფიგურა აღმოჩნდა.

ბოლო-ბოლო, ინტერნეტის ყველაზე აქტიური მომხმარებლების, თინეიჯერების ახალი გულთამპყრობელი ხომ ინტერნეტისვე შექმნილი ვარსკვლავია?! ძირითადად ამით განსხვავდება ციფრული თაობის ახალი კერპი წინამორბედებისაგან, როგორებიც იყვნენ: ათასი ჯურის 3-6-კაციანი ბოიბენდები - ერთნაირი სახელებით, ბიჭი- ბარბის სახეებით, შეხმატკბილებული ხმებითა და ქორეოგრაფიით, და თავიანთი „ტალანტ-მენეჯერების“ მიერ ფაქიზად შერჩეულ-დამუშავებული ინდივიდუალური იმიჯებით („სპორტული“, „ტკბილი“, „სექსუალური“ და „უუუ... ცუდი ბიჭი“...)

არა, არ გეგონოთ, რომ ჯასტინ ბიბერის შეფუთვაზე ტალანტ-მენეჯერები არ ზრუნავენ. პირიქით, დღეს მას ზედმეტადაც კი უფრთხილდებიან. უბრალოდ, მისი წარმატების ისტორია, სხვებისგან განსხვავებით, მართლა ინტერნეტში იწყება. ცხადია, ყველაფერი კონკიას ტრადიციებში ვითარდება: მარტოხელა ახალგაზრდა დედა, საშუალოზე დაბალი შემოსავალი, ონტარიოს (კანადა) პატარა გარეუბნის ქალაქი, საშუალო მუსიკალური უნარები; დედა ჯასტინს სიმღერისას ვიდეოებს უღებს და ბებია-ბაბუის საჩვენებლად Youtube-ზე ტვირთავს, უსაქმურობისას ვიდეოებს აწყდება გამოცდილი პრომოუტერი სკუტერ ბრაუნი, რომელსაც, როგორც თავად თქვა, ისე მოსწონებია ეს “ნედლი მასალა“, რომ „კუჭი ამიწრიალდაო“. გადის ორი წელი და ჯასტინის ვიდეოებს, უკვე მილიონობით ადამიანი ნახულობს. ჯასტინი მოსწონთ და მასთან მეგობრობენ აშერი, ჯასტინ ტიმბერლეიკი; პატარა ვარსკვლავი ასაკშეპარული უილ სმითის ლოს ანჯელესის სახლში სადილობს კიდეც. ამას მოსდევს 50 მილიონი გამომწერი Youtube-ის არხზე, Billboard-ში პირველობა, აწიოკებული გოგოები, შოუებში მიწვევები, ჟურნალების ყდები (მათ შორის Vanity Fair-ი) და სუპერგაპრიალებული ფოტოსესიები: ბიბერს გუჩის მაისური აცვია! ემპორიო არმანის პულოვერი და პრადას საცვლები! ჭორები - ბოროტი ხმები არცთუ უსაფუძვლოდ ამბობენ, რომ ბიჭის ხმა, გარდატეხის ასაკის გამო, თავის სირბილეს დაკარგავს და მისი ვარსკვლავური დღეები დათვლილია; სკანდალები, მსოფლიოს შეშლილი თინეიჯერობა და ის ყველაფერი, რის გამოც ზოგს ეყო გამბედაობა და ჯასტინი, Beatles-ს შეადარა.

როდესაც ლენონს პირველ ამერიკულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, Beatles-ის მუსიკა ფანებს ასე რატომ აღაგზნებთო, მან უპასუხა - რომ ვიცოდეთ, კიდევ ერთ ეგეთ ჯგუფს დავაარსებდით და მენეჯერები გავხდებოდითო. მოკლედ, დღეს - როდესაც უკვე დავიჯერეთ, რომ ჩვეულებრივი შამპუნის მოხმარებისგან მრავალჯერადი ორგაზმი მიიღწევა - ყველაზე გულუბრყვილო პანკმაც კი იცის, რომ შეფუთვა და იმიჯი წარმატების განუყოფელი ატრიბუტია. ამიტომ, გასაკვირი „ბიბერომანიაში“ თავისთავად არაფერია. დასავლურ შოუბიზნესს ხომ ამ ფენომენის ძირძველი ტრადიციები აქვს: მერლინ მონრო, ელვის პრესლი, მაიკლ ჯექსონი - საკუთარი სფეკულტურა როს დივებად და მეფე-დედოფლებად მონათლული ვარსკვლავები, თავიანთი ფატალური აღსასრულებით. ამას გარკვეულწილად პატარა ჯასტინიც აცნობიერებს: „ისე ვგრძნობ თავს, გეგონება ლატარიაში მოვიგე. მაგრამ მე... გიჟი ვარ, მანიაკი ვარ... არა ვარ ნორმალური. სხვანაირად ვფიქრობ - ჩემი გონება სულ დახტის. მანიაკი ვარ. მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მაგარი მუსიკოსები სწორედ ასეთები არიან“. და თუ წარმოიდგენთ, რომ ამას ამბობს ქერა, წინ გადმოვარცხნილთმებიანი, Twilight-ზე გადარეული გოგოსათვის ყველაზე სასურველი გარეგნობის მქონე 16 წლის ბიჭი, სხვა თუ არაფერი, თანამედროვე პოპ-კულტურის ამაოებაზე მაინც გაგეღიმებათ.

0x01 graphic

სხვათა შორის, მსოფლიო მარაქას ამ მხრივ არც ჩვენ ჩამოვრჩებით. მეტიც - Music Box-ის საიტზე ამ არხის მიერ ჯასტინ ბიბერის ფანებისადმი მიძღვნილი ჩანაწერიც კი ვნახე, სადაც ბევრი თმაგაშლილი და ლოყებაწითლებული 13-14-15 წლის გოგონა ჩანდა, შუბლზე სტარის ინიციალები ეწერა (მისი ინიციალები ჩემთვის აქამდე მარტო ერთ კარგად დასალევ ვისკისთან ასოცირდებოდა) და აღტყინებით გაიძახოდა: „ჯასტინ, შენგან შვილი მინდა!“

მოკლედ, გასაგებია - ახალი კერპი, მხოლოდ „Clean and Clear“ მომხმარებლისთვისაა - მათთვის, ვინც ლეგალურად ალკოჰოლსაც კი ვერ ყიდულობს. და რა ქნან ამ დროს ცოტა უფროსებმა?!

მამაჩემის თქმის არ იყოს, 50-იან წლებში ალან ფრიდის მიერ როკ-ენ-როლად მონათლული მხიარული რითმები - რომელიც 60-იანებში „ყვავილების ძალაუფლება“ გახდა, 70-იანებში - პანკი, 80-იანებში - სოლიდარობა, 90-იანებში კი მძლავრი ჰუმანიტარული ორგანიზაცია - დღეს iPod-ების მეშვეობით გარშემომყოფთაგან იზოლაციის საშუალებადაა ქცეული. ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ როკ-ენ-როლმა პირველადი ფუნქცია დაკარგა და, ამ მხრივ, კერპების ეპოქა დასრულდა.

მაგრამ, კერპების მოთხოვნილება მომხმარებელს რომ არ დაუკარგავს, ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ბიბერის ფანებზე უფროსმა თაობამ ჯულიან ასანჟი ლამის კერპად გამოაცხადა. მაშინ დავრწმუნდი Time-ის კეთილგონიერებაშიც, როცა აღშფოთებული ინტელექტუალების არჩევანის (ხალხის ხმებით ჯულიან ასანჟი ლიდერობდა) მიუხედავად, ჟურნალმა წლის ადამიანად მარკ ცუკერბერგი დაასახელა. რადგანაც, რომ არა ცუკერბერგი, პრინციპში, 2010 წლის ჩარტებში არც ასანჟი და არც ბიბერი ილიდერებდნენ.

P.S. ეს ისე, სასხვათაშორისოდ. თებერვალში ეკრანებზე ახალი დოკუმენტური 3D ფილმი გამოდის: „ჯასტინ ბიბერი: არასდროს თქვა არასდროს“.

32 ამერიკული „დესანტი“ სოხუმში

▲back to top


კულტურა

თეონა ჯაფარიძე

0x01 graphic

დეკემბრის ბოლოს, თბილისის ივენთ ჰოლში, ქართველი ჯაზის მოყვარულების ვიწრო წრეს ამერიკის საელჩო მასპინძლობდა. მსმენელის წინაშე ახალგაზრდა ნიუ იორკელი ჯაზპიანისტი და კომპოზიტორი დენ ტეპფერი და მისი ტრიო (ტომას მორგანი - კონტრაბასი; ტედ პური - პერკუსია) წარდგა.

კონცერტის შემდეგ, ტრიოს შესრულებით მოხიბლულმა მსმენელმა ჯერ იყო და, ტეპფერის ახალი ალბომი Five Pedals Deep შეიძინა და შემდეგ, გულღია საუბარი გააბა კომპოზიტორთან. როგორც ვიცოდით, ტრიოს კონცერტებით უკვე ჰქონდა მოვლილი თელავი და ქუთაისი, ხოლო თბილისის კონსერვატორიის სტუდენტებთან მასტერ-კლასი ჩაატარა. ზუსტად იმ ღამეს კი, ტრიოს თბილისი უნდა დაეტოვებინა.

28 წლის ნიუ იორკელს, რომელიც ბევრს მოგზაურობს და მუსიკალური წრეები „ინტერნაციონალური ჯაზსცენის ბრილიანტად“ მოიხსენიებენ, თბილისთან განშორების გამო ცოტა ნოსტალგიაც კი მოეძალა. როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო მისი პირველი ვიზიტი საქართველოში, ტეპფერი 2008 წლის აპრილში, აგვისტოს ომამდეც ჩამოსულა და, რაც ყველაზე საინტერესოა, კონცერტიც კი გაუმართავს სოხუმში. „მაშინ ჩვენმა საელჩომ, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის დახმარებით, მოვახერხეთ და სოხუმში, ოფიციალურად როგორც საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, დენ ტეპფერის კონცერტი გავმართეთ“, - ჩაერთო საუბარში ქალბატონი სინტია ვიტლსეი, საქართველოში ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა უფროსი.

„სოხუმში დანგრეული შენობები ვნახე. ქალაქს ჯერ კიდევ ეტყობა ომის კვალი. კონცერტი ერთ მუსიკალურ სკოლაში გავმართე. როგორც ჩანს, იქაური საზოგადოება მსგავს საღამოებს მოკლებულია. მახსოვს კონცერტის შემდეგ მსმენელები ჩემთან მოდიოდნენ და მადლობას გამოხატავდნენ. მე დავინახე მათი სურვილი და მოთხოვნილება კონტაქტის, დიალოგის... მუსიკალური დიალოგის...

ხომ არსებობს გადასარევი მსოფლიო პრეცედენტი - ებრაელ და პალესტინელ მუსიკოსთა ორკესტრი და მათი ხელმძღვანელი ბარენბოიმი?! ჩემი აზრით, ეს საუკეთესო პრეცედენტია თქვენთვის და აფხაზებისთვის“, - თქვა იმ საღამოს აღელვებულმა დენ ტეპფერმა.

და მართლაც, ებრაელმა დანიელ ბარენბოიმმა ცნობილი West-Eastern Divan Orchestra, თავის პალესტინელ მეგობართან - კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორთან, ცნობილ ინტელექტუალთან და ფილოსოფოსთან ედუარდ საიდთან ერთად 1999 წელს შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ West-Eastern Divan Orchestra, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მუსიკალურად გადაწყვეტის საკმაოდ საინტერესო პროექტია. სახელწოდება გოეთეს ლექსების ციკლიდან აიღეს, რომელიც სამყაროს ერთიანობას ეძღვნება. წარმოიდგინეთ საზაფხულო სკოლა სევილიაში (პროექტის მიხედვით საზაფხულო სკოლა წელიწადში ერთხელ რამდენიმე კვირას გრძელდება, დანარჩენ დროს კი West-Eastern Divan Orchestra მსოფლიო ტურნეს მართავს ცხელ წერტილებსა და ცნობილ საკონცერტო დარბაზებში), რომლის ჭერქვეშ ახალგაზრდა ებრაელი, პალესტინელი, იორდანიელი თუ ლიბანელი მუსიკოსები იკრიბებიან... ადამიანები, რომელთა ქვეყნების ყოველდღიური ყოფა სავსეა ურთიერთომით, სისხლისღვრით და ტრაგედიებით. მართალია, არსებული კონფლიქტები არც აქ ტოვებთ მათ, მაგრამ მაშინ, როდესაც რეპეტიციას ერთად იწყებენ და ოთახი ბრამსისა თუ მოცარტის ნოტებით ივსება, ყველაფერი ცუდი და მტკივნეული უკანა პლანზე გადადის. მათ იპოვეს საერთო - მშვიდობის ენა, რომელიც ნებისმიერი მსოფლმხედველობის ადამიანს აერთიანებს.

თავად დანიელ ბარენბოიმი, ერთდროულად არგენტინის, ესპანეთის, ისრაელისა და, 2008 წლიდან - პალესტინის მოქალაქეა. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ბერლინია. სულ ახლახან კი, საახალწლოდ, დანიელ ბარენბოიმი ვესტფალიის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ეს პრემია 1998 წელს ვესტფალიის სამშვიდობო ზავის 350 წლისთავზე დაარსდა. ვესტფალიის ზავი კი თავის მხრივ უპრეცედენტოა დიპლომატიის ისტორიაში - 1648 წლის 24 დეკემბერს მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში ბოლო მოუღო ცნობილ 30-წლიან ომს და ბრძოლით გადაღლილ ევროპაში წესრიგი დაამყარა.

33 „ჩაინიკებისთვის“, პროფესიონალებისთვის და არამარტო მათთვის

▲back to top


კონსიერჟი

ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

კურორტი გუდაური

პროგნოზი დამაიმედებელია: იანვრის ბოლოდან გუდაურში ისტერიული თოვა დაიწყება. ჯერჯერობით საქართველოს ყველაზე დიდ სათხილამურო კურორტზე მშრალი პერიოდია და ცოტაოდენი თოვლი მხოლოდ მთების წვერზე მოჩანს. გუდაური ახალგაზრდა, 25-იოდე წლის კურორტია - თუმცა თავისი სიდიდით და სათხილამურო ტრასების მრავალფეროვნებით, შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ- ერთი საუკეთესო. იაფია ევროპის სათხილამურო კურორტებთან შედარებით და საკმაოდ მოსახერხებელია თბილისის მცხოვრებლებისთვის: დედაქალაქიდან გუდაურამდე გზის ხანგრძლივობა სულ რაღაც საათ- ნახევარია.

გუდაურს ყოველდღიურად 5 ათასამდე დამსვენებლის დატევა შეუძლია. ხუთ საბაგირო გზას ერთდროულად 4 ათასი მოთხილამურე მოიხმარს.12 გატკეპნილი სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე 25 კილომეტრს შეადგენს. ტრასის უმაღლესი წერტილი მთა საძელეზეა - 3 300 მ. თვითონ დაბა გუდაური ზღვის დონიდან 2000-2200 მეტრზე მდებარეობს. კურორტის რესურსი ამ დროისთვის სანახევროდაც არაა გამოყენებული: დაზვერილი სათხილამურო ტერიტორია უზარმაზარია და ერთდროულად 15 ათასი მოთხილამურის დატევა შეუძლია. აქაურობის მთავარი კოზირი არასტანდარტული, გაუკვალავი ადგილებია, რის გამოც გუდაურში უცხოელი ტურისტების ძირითადი ნაწილი ჩამოდის.

თუ სპორტის ისეთი ექსტრემალური სახეობების მოყვარული ხართ, როგორიცაა ჰელისკი და ფრირაიდი, მაშინ თქვენს მოთხოვნებს გუდაური აუცილებლად დააკმაყოფილებს. სტანდარტული თხილამურების, სნოუბორდინგის, ჰელისკისა და ფრირაიდის გარდა, იქ პარაპლანით და დელტაპლანით ფრენაცაა შესაძლებელი. სხვადასხვა სახის ექსტრემის მოყვარულებს მეორე საბაგიროს ბოლოსთან სნოუპარკი ელოდებათ, სადაც ტრამპლინებზე და ყინულის კედელზე ადრენალინის მორიგი დოზის მიღებაა შესაძლებელი.

ტარიფები:

სნოუბორდის ან თხილამურის დაქირავება: დღეში 15-40 ლარი

საბაგიროს აბონემენტი: 33 ლარი

სნოუბორდის ან თხილამურების ინსტრუქტორი: საათი 30-50 ლარი

ფრირაიდი: გიდი - 120 ლარი, მანქანა - 100 ლარი

ჰელისკი: ერთდღიანი ტური - 650 ევრო, ერთკვირიანი სტანდარტული პაკეტი - 6000 ევრო.

დეტალები ჰელისკის შესახებ ნახეთ საიტზე: www.snowhome.ge

პარაპლანი - ერთი ფრენა 50 ლარი

სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო, ჰოსტელი

გუდაურში ერთი დიდი და 12 საშუალო და პატარა სასტუმროა. ფასები 60 ლარიდან იწყება და 1000 ლარამდე ადის.

ყველაზე დიდი სასტუმრო, ცოტათი მოძველებული, მაგრამ მაინც ყველაზე მრავალფეროვანი სერვისის მქონე - სასტუმრო გუდაურია (ყოფილი მარკოპოლო). 121 სხვადასხვა კატეგორიის ნომერში 250 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

სასტუმროში მოქმედებს ბარი, ღამის კლუბი, აუზი, საუნა, ჯაკუზი, ჩოგბურთის კორტები და რესტორანი.

ტარიფები:

ნომერი ორ პერსონაზე - 397 ლარი ნომერი ოთხ პერსონაზე - 1000 ლარი

მოქმედებს შეღავათები 5 ღამის შემდეგ.

სპეციალურ შეთავაზებებს და სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ სასტუმროს საიტზე: www.hotelgudauri.com

შედარებით მცირე ზომის სასტუმროებში ფასები 60 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე ადის. კლიენტს სურვილის შესაბამისად შეუძლია აირჩიოს მომსახურება კვებით ან კვების გარეშე.

0x01 graphic

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

შედარებით იაფია ჰოსტელში ანუ გესთ-ჰაუსში ღამის გათევა: აქ ფასები 20-40 ლარამდე მერყეობს.

გუდაურის სასტუმროებისა და გესთ-ჰაუსების ჩამონათვალი შემდეგ ინტერნეტ მისამართებზე შეგიძლიათ იპოვოთ: http://www.concordtravel.ge http://info-tbilisi.com/travel/gudaurihotels

თუ თქვენ ზამთრის განმავლობაში დაკავებული ხართ და გსურთ, რომ თქვენმა შვილმა არდადეგები ჯანსაღ გარემოში გაატაროს, მისი სათხილამურო სკოლაში გაშვება იდეალური ვარიანტია. გუდაურში დღეისათვის 8 სათხილამურო სკოლა ფუნქციონირებს. 10-დღიანი სპორტული შეკრების ღირებულება 400-800 ლარამდე მერყეობს. ფასში შედის საცხოვრებელი, კვება, მწვრთნელის მომსახურება და ტრანსპორტირება. გადასახადი წვრთნის ინტენსიობაზე, პროფესიონალურ დონეზე და საცხოვრებელ პირობებზეა დამოკიდებული. არ დაგავიწყდეთ, რომ გუდაურში ფუნქციონირებს არაერთი კაფე, ბარი და რესტორანი და ფასები თითქმის დედაქალაქის მსგავსია.

ღამის გართობის მოყვარულებს მიუზიქ ჰოლი გუდაური ელოდება, რომელიც დამსვენებელს მთელი სათხილამურო სეზონის განმავლობაში ხარისხიან ელექტრომუსიკას შესთავაზებს.

როგორც გითხარით, ამ დროისთვის გუდაურში სრიალი მხოლოდ მთების წვერზე, კუდებთანაა შესაძლებელი. სინოპტიკოსები და შეუმცდარი www.accuweather.com თოვლიან იანვრის ბოლოს და თებერვალს წინასწარმეტყველებენ.

0x01 graphic

ასე რომ, უკვე დროა დაჯავშნოთ სასტუმრო და მოამზადოთ თხილამურები. გუდაური ბევრ ადრენალინს და ბედნიერებას გპირდებათ.

ჰელისკი და ფრირაიდი - სათხილამურო სპორტის ექსტრემალური სახეობები. როდესაც მოთხილამურეები მთაზე ადიან ვერტმფრენით, ხტებიან გაუკვალავ და სახიფათო ადგილებში და ისე იწყებენ დაშვებას. სპორტის ეს სახეობები არც ისე უსაფრთხოა და ბევრ საშიშროებასთანაა დაკავშირებული, როგორიცაა თუნდაც ზვავის ჩამოწოლა.

34 კალორია

▲back to top


გურმანი

0x01 graphic

ჯანმრთელი და დაბალანსებული კვება ჩვენი დროის მონაპოვარი და თანამედროვე ადამიანის მიდრეკილებაა, მაგრამ კაცობრიობა უხსოვარი დროიდან ეძებდა კავშირს საკვებსა და საკვებით გამოწვეულ ეფექტებს - კეთილდღეობასა თუ ავადმყოფობას შორის. ანტიკურ საბერძნეთში ითვლებოდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ოთხი ელემენტის, შავი და თეთრი ნაღველის, ლორწოსა და სისხლის ბალანსზე. ჰიპოკრატეს მკურნალობის მეთოდს სწორედ ამ ბალანსის აღდგენა შეადგენდა. ჰიპოკრატემ და პლუტარქემ საკვებისა და ჯანმრთელობის თემას წიგნები მიუძღვნეს. ეგვიპტეში ითვლებოდა, რომ ნიორი სხვა სასწაულმოქმედ თვისებებთან ერთად, ფიზიკური ძალისა და მხნეობის მომგვრელია, სწორედ ამიტომ, ლეგენდის მიხედვით, პირამიდებზე მომუშავე მონებს ფარაონები ნიორს აჭმევდნენ. ლეგენდისავე თანახმად, ეს მათ შრომისუნარიანობასა და ენერგიას მატებდა. თანამედროვე დასავლეთ სამყაროში, განსაკუთრებით კი ამერიკაში, ჯანმრთელი კვება ჯერ ეროვნულ ობსესიად, შედეგად კი დიდ ინდუსტრიად იქცა. მისი მნიშვნელოვანი ნაწილია დიეტოლოგიური ლიტერატურა, რომლის გაგებისთვისაც იმ ძირითადი ცნებების გაგებაა აუცილებელი, რომელსაც ეს ლიტერატურა იყენებს. დღეს კალორიაზე ვისაუბრებთ.

ადამიანის ორგანიზმი საკვების მეშვეობით იღებს იმ ენერგიას, რომელიც მას სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველსაყოფად სჭირდება (სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა, მოძრაობა). 1 კალორია ენერგიის განსაზღვრული რაოდენობაა და უდრის იმ სითბურ ენერგიას, რაც 1 კგ წყლის 1 გრადუსით (ცელსიუსით) გასაცხელებლად არის აუცილებელი. ერთი კალორია სინამდვილეში კილოკალორიას ნიშნავს, მაგრამ სიმარტივისთვის კილოკალორია კალორიამ ჩაანაცვლა.

მიღებული კალორიების „მონელება“ პირდაპირ კავშირშია მიმღების სხეულის წონასთან და აქტივობასთან. თუ მიღებული კალორიების რაოდენობა დახარჯული კალორიების რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება, დაირღვევა ბალანსი და მოხდება ჭარბი წონის აკუმულირება. საპირისპიროდ, წონის დაკლებას გამოიწვევს დახარჯულზე ნაკლები კალორიების მიღება.

მიუხედავად იმისა, რომ საკვები მრავალი კომპონენტისგან შედგება, კალორიებს მხოლოდ ოთხი წყაროსგან ვიღებთ: ნახშირწყლებისგან, ცილებისგან, ცხიმებისგან და ალოკოჰოლიდან. ნახშირწყლების და ცილების ყოველი გრამი 4 კალორიის მატარებელია, თითო გრამი ალკოჰოლი 7-ის, ცხიმები - 9 კალორიის. ანუ, თუ მივიღებთ საკვებს, რომელიც 10 გრამ ცხიმს შეიცავს, მხოლოდ ცხიმიდან 90 კალორიას მივიღებთ.

ნებისმიერი საკვები, რომლის მკვებავი ღირებულება, შემცველი კალორიების რაოდენობის თანაფარდია, დაბალანსებულ და შესაბამისად ჯანმრთელ საკვებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ასეთია მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული, მჭლე ხორცი, ფრინველის თეთრი ხორცი და დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები. იმ კატეგორიაში, რომელიც კალორიების გარდა ბევრს არაფერს შეიცავს, ლიდერობს ნამცხვრეული, ჯემები, მურაბა და შოკოლადი. სასმელებიდან ასეთია ლუდი, ღვინო და მაგარი ალკოჰოლური სასმელები.

0x01 graphic

ფორმისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ჩვენ მიერ მიღებული კალორიების 60 პროცენტი ნახშირწყლებიდან (მარცვლეული, ბოსტნეული) უნდა მოდიოდეს, ცილებიდან მიღებულმა კალორიებმა 15 პროცენტს არ უნდა გადააჭარბოს, ხოლო ცხიმიდან მიღებული კალორიები 30 პროცენტამდე უნდა შევამციროთ.

35 სტაფილოს თეთრი წვნიანი

▲back to top


გურმანი|რეცეპტი

მზარეული ნანული ტაბახმელაშვილი

5 ულუფა

მასალა:
1 ხახვი
1 სტაფილო
3 კარტოფილი
2 კბილი ნიორი
1 პეშვი ვერმიშელი
1 კუბი სოკოს ბულიონი
1 მწიკვი ხარჩოს სუნელი
(დაფქული ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა)
2 სუფრის კოვზი სიმინდის ზეთი
კამა
მარილი
2 ლიტრი ადუღებული წყალი
ჯამში 5 ლარი

მომზადების წესი:

დაჭერით წვრილად ხახვი, მოთუშეთ. დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და გადაურიეთ. შეურიეთ დაჭყლეტილი ნიორი და ხარჩოს სუნელი.

ადუღებულ წყალში ჩაუშვით კუბებად დაჭრილი კარტოფილი,

სოკოს ბულიონის კუბი და მოთუშული მასა.

კარტოფილის მოხარშვის შემდეგ წვნიანს დაუმატეთ ვერმიშელი და მარილი. გადმოდგით წვნიანი ცეცხლიდან 2 წუთში და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.

0x01 graphic

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03 ).