![]() |
ტაბულა №25 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ეკლუნდი პერ გორან, ზედანია გიგა, თოდუა მაია, ელერდაშვილი ვახო, შენგელაია ირაკლი, ბარათაშვილი ბიძინა, ესებუა ნიკა, ბაქრაძე ქეთი |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/საპატიო რედაქტორი: დავით პაიჭაძე/ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, გიორგი კიკონიშვილი, თეონა ტურაშვილი, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, ნინო ჯანჯღავა, ნინო მაჭარაშვილი, შოთა დიღმელაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, ანა სიხარულიძე, სოფო ებრალიძე/კორექტურა: ეკატერინე ბუჯიაშვილი, ნანა ჯოხარიძე/არტ-რედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121 / © 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.│რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E-mail: info@mmservice.ge ილუსტრაცია გარეკანზე: ტაბულა © 2010|27 სექტემბერი–3 ოქტომბერი |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲back to top |
ქართველებს, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ერთი უცნაური თვისება გვაქვს - არაფრისგან პრობლემის შექმნა სრულიად ადვილად შეგვიძლია, თანაც ამ პრობლემაში ჩვენი თავი უფრო მოგვწონს და ძალიან მალე მთელს დროს საკუთარი პერსონის სმენას ვანდომებთ, იმის მაგივრად, რომ საქმეზე ვილაპარაკოთ.
ამ ზემოთქმულ არაფერში, ამჯერად, იგულისხმება წიგნები, უფრო სწორად წიგნების გაყიდვა, თუ სულ მთლად ზუსტები ვიქნებით, წიგნებით გარე ვაჭრობა, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ ვითომდა აიკრძალა დედაქალაქში.
თუ ორ რამეს დავაზუსტებთ, საუბარი გაცილებით გაადვილდება.
პირველი და მთავარი: წიგნებით გარე ვაჭრობა არავის აუკრძალავს, უბრალოდ ამ ვაჭრობამ სხვა ადგილას გადაინაცვლა.
მეორე და არც ისე მნიშვნელოვანი: წიგნის სიძულვილს ვერავინ დამაბრალებს, როგორც იტყვიან, მისი პატივისცემა სისხლში მაქვს გამჯდარი, ჩემი დიდი პაპა თავად გახლდათ წიგნის გამომცემელი, წიგნების გამყიდველი, საკუთარ ჟურნალსაც ფლობდა დამოუკიდებელ საქართველოში, იქამდე სანამ იმ ერის შვილებმა, ვის წიგნებსაც ასე გულმოდგინედ ვყიდით დამტვერილპარკებ გადაფარებულ უღიმღამო სტენდებზე, ჩვენი ქვეყანა ფეხქვეშ არ გათელეს. ასე რომ, წიგნის ფასი კარგად ვიცი, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.
სწორედ ამის, და სხვა ბევრი მიზეზის გამო, შევხვდი წიგნით მოვაჭრეებს. მარტო არ ვყოფილვარ, საუბარს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე ესწრებოდნენ. თითქმის ერთისაათი ვუსმენდით სტუმრებს, რადგან რამდენი კაციც იყო, აზრიც იმდენი ითქვა.
ერთმა თქვა, ახალიადგილი მოვინახულე, ერთხანს გავჩერდი კიდეც, მაგრამ ძალიან უბერავსო.
ვითომ თუ თბილისში ქარიამოვარდა,სხვა ადგილას არაფრის დიდებით არ დაუბერავს.
მეორემ თქვა, ჩვენს ბებერ მტკვარს საშინელი სუნი ასდისო, იქ გახლდით და პირადად შევამოწმეო.
გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
info@tabula.ge
მესამემ ბრძანა, თქვენი გამართული წიგნების შესანახი ყუთები არ მოგვწონს, ისევ სადარბაზოებში შენახული, ერთმანეთზე უწესრიგოდ მიყრილი,სიბინძურეში, სამადლოდ დაბინავებული გვირჩევნიაო.
კიდევ ერთმა, როდესაც არგუმენტების ჩამოთვლა შეუმჩნევლად გადაიზარდა მსუბუქ კამათში, ძველთბილისურად, სწორედ იმ ადგილის შესაბამისად, სადაც ამჟამად წიგნებით ვაჭრობამ გადაინაცვლა, თქვა: მამაძაღლი, ბადრიჯანი ხომ არ არის, წიგნია. რა საწყენიც უნდა იყოს, სწორედ რომ ბადრიჯანია. წიგნის მოყვარულისთვისაც, რომელიც ხშირად თავის საყვარელ ნაწარმოებს სწორედ რომ ბადრიჯნის მაგივრად ყიდულობს და წიგნის გამყიდველისთვისაც, რომლის შემოსავალი ზოგჯერ აჭარბებს კიდეც ბადრიჯნით მოვაჭრის მოგებას.
როგორც ასეთ საუბარში ხდება ხოლმე, ყველაზე წონიანი არგუმენტი ბოლოსთვის იქნა შემონახული: თუ აქედან გადაგვიყვანთ, იგულისხმება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩა, შემოსავალი შეგვიმცირდება, რადგან ჩვენი მყიდველი შემთხვევითი გამვლელიაო.
სწორედ ეს არგუმენტი იქნა ატაცებული და რამდენიმე წერილიცგამოჩნდა, სადაც ამ შემთხვევითი გამვლელის პორტრეტი გამოიკვეთა, რომელიც წიგნის შესაძენად მიემართება, ოღონდ თავად მან ამის შესახებარაფერი იცის. მოკლედ, ამ ორიგინალური თეორიით, შემთხვევითი გამვლელი არის ადამიანი, რომელიც თავჩაქინდრული მიაბიჯებს ხსენებულ ქუჩაზე, მოულოდნელად, ინტუიციის თუ სხვა რამ ძალის კარნახით, თავს ზემოთ სწევს და ისე, რომ სხვა შემთხვევითი მყიდველები არ შეაწუხოს, თითქმის ჩურჩულით ამბობს - ეს რა დღე გამითენდა,აგერ კორტასარს გადავაწყდი, როგორ მომნატრებია, აქ რომ არ დამედგა ფეხი, ხომ დავიღუპებოდიო, როგორღა მოვიგონებდი ჩემს ბედნიერ ახალგაზრდობასო... მერე მიდის და რამდენიმე წიგნს ერთად ყიდულობს.
ყველამ ვიცით, რომ ასე არ ხდება.
ისიც ვიცით, რომ წიგნის მყიდველი, მრავალ მიზეზთა გამო, დღეს თბილისში ძალიან ცოტაა, თუმცა ეს რაოდენობა საოცარი მობილურობით გამოირჩევა და წიგნების თავყრილობას ყველგან მიაგნებს, მით უმეტეს, რომ ეს თავყრილობა თბილისის ცენტრში, მადათოვის კუნძულის ადგილას განთავსდა, სადაცგამყიდველიც დაცულია, წიგნიც და მყიდველიც.
თუ ჩემი არ გჯერათ,ჩაბრძანდით და ნახეთ.
ისე, თუ ვინმე მეტყვის, წიგნი სხვაგან სად უნდა იყიდებოდეს თუ არა დედაენის ბაღში, სიამოვნებით მოვუსმენ.
ლაშა იმედაშვილი
![]() |
2 სიტყვასიტყვით |
▲back to top |
ნახევარი პურის შეთავაზება უფრო სასარგებლოა, ვიდრე ფუჭი და პირების მიცემა“.
ჩინეთის პრემიერ მინისტრი, ვენ ძია ბაო, სიღარიბესთან ბრძოლის გაეროს სამიტზე მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებს აკრიტიკებს. ძია ბაო მიიჩნევს, რომ ისინი არაფერს აკეთებენ მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად.
23 სექტემბერი
ვარჩიე, ჰაიტის პრეზიდენტობისათვის ბრძოლა შევწყვიტო“.
გამოქვეყნდა ჰიპ ჰოპის ვარსკვლავის, ვაიკლეფ ზაანის განცხადება ჰაიტის ხელისუფ ლების მიერ მისი კანდიდატურის ოფიციალურად უარყოფიდან ერთი თვის შემდეგ. როგორც ზაანი ამბობს, პოლიტიკის ნაცვლად, იგი მთელ დროს ახალ ალბომზე მუშაობას დაუთმობს.
22 სექტემბერი
„ვფიქრობ, ჩემი, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, როლი სხვა პრეზიდენტებისას აღემატება“.
ჯიმი კარტერმა ეს განცხადება NBC New სისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, როდესაც კარტერის ცენტრში საკუთარ მოღვაწეობას შეეხო. მოგვიანებით კარტერმა დააზუსტა, რომ ცენტრმა მას შეუქმნა „საუკეთესო შესაძლებლობები სიკეთის საკეთებლად“.
21 სექტემბერი
„მომავალი ირანს ეკუთვნის“.
ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰ მადი ნეჟადი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე დასასწრებად ნიუ იორკში იმყოფება. მან მოუწოდა აშშს, აღიაროს, რომ ირანი ერთ ერთ მთავარ როლს თამაშობს მსოფლიოში. 20 სექტემბერი
„არსებობს საკითხები, რომლებზეც, უბრალოდ, ვერ შევთანხმდებით. რუსეთის ჯარის მასობრივი კონცენტრაცია საქართველოში, მისი მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ, ერთ-ერთი ასეთი საკითხია“.
ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგრას მუსენის განცხადება. რასმუსენის თქმით, ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლი ევროპაში წინ მხოლოდ მაშინ წაიწევს, თუ მასპინძელი ქვეყნის თანხმობის პრინციპები იქნება დაცული. 23 სექტემბერი
![]() |
3 კვირა |
▲back to top |
19 სექტემბერი
სადამკვირვებლო მისი ამ ავღანეთში შაბათს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ხარისხი ეჭვქვეშ დააყენა. ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებით შეშფოთება ნატოს საერთაშორისო ძალებმაც გამოთქვეს. ქვეყნის საარჩევნო კომისიას სა ბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუცხადებია. არჩევნებზე 3,6 მილიონი ადამიანი მივიდა.
20 სექტემბერი
2010 წლის 20 სექტემბერს თბილისი AlterVision/newcomers-ის ორგანიზატორებმა დაიწყეს ახალგაზრდა მუსიკოსების შერჩევა. შესარჩევი კონკურსი 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. SHOW CASE - ში (საჩვენებელი მოსმენა) მონაწილეობის მისაღებად მუსიკოსებმა უნდა წარმოადგინონ სამი აუდიო ჩანაწერი, ფოტო, ვიდეო, ავტობიოგრაფია. მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი 1, სპორტის სასახლე (უკანა შესასვლელი). გრანდიოზული კონცერტი 30 ოქტომბერს სპორტის სასახლეში გაიმართება და მისი სპეციალური სტუმარი ევროპაში ცნობილი DJ Tom Novy (ტომ ნოვი) იქნება.
რუსეთის არმიაში ახალწვეულთა რაოდენობა 15-25%25 ითშემცირდა. მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმით გათვალისწინებული იყო მილიონამდე ახალგაზრდის მიღება, თუმცა შეიარაღებული ძალები მხოლოდ 850 ათასამდე ახალწვეულით შეივსო.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 წლის წინ გამოცხადებული „დამოუკიდებლობის” დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი გამართა. აღლუმში მონაწილეობა მიიღო 600 მაოს მასამხედ რომ დადა ახლოებით 100-მა რუსმა ჯარისკაცმა.
21 სექტემბერი
სომალის პრემიერ მინისტრი ქვეყნის პირველ პირთან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დამარცხდა და პოსტიდან გადადგა. პარალელურად, ქვეყანაში პრეზიდენტ შეიხ შარიფ აჰმედის მთავრობასა და ისლამურ დაჯგუფება ალშა ბაბს შორის დედაქალაქზე კონტროლის და წესებისთვის დაპირისპირებაა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2010 წლის პირველ ნახევარში 6.6%25 შეადგინაწინა წლის ანალოგიურმაჩვენებელთან შედარებით.
22 სექტემბერი
მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 141 ქვეყანას შორის 22 ადგილით დაწინაურდა და 23-ე ადგილზე (7,47 ქულით) იმყოფება. გასულ წელს გამოცემულ რეიტინგში, საქართველო 45-ე ადგილს (7,24 ქულით) იკავებდა.
მასობრივი მკვლელობებისთვის ბრალდებული ბოსნიელი სერბის ადვოკატს ელენა რასიკს მოწმეთა მოქრთამვაში ადანაშაულებენ. იურისტის კლიენტი, მილან ლუკიჩი, ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე 2009 წელს წარდგა. მას ბრალი ედებოდა 1992-1995 წლების ომის დროს ბოსნიაში მუსლიმების მასობრივ განადგურებაში. ბრალდების მიხედვით, ადვოკატმა ელენა რასიკმა კლიენტისთვის სასარგებლო ჩვენების სანაცვლოდ სამი მოწმიდან თითოეულს 1000 ევრო გადაუხადა.
გერმანიაში ახალი სკანდალური ფილმი - Jud Suss - გამოვიდა. ფილმში აღწერილია თუ როგორ მოიპოვა შეძლეუზარმაზარი წარმატება 1940 წელს ნაცისტური რეჟიმის დროს გადაღებულმა ამავე სახელწოდების ანტისემიტურმა ფილმმა. ძირითადი აქცენტი სიუჟეტში კეთდება მთავარ გმირზე, რომელიც როლს რაიხის მინისტრ იოზეფ გებელსის ზეწოლის შემდეგ დათანხმდა. ფილმის ორიგინალი 1945 წელს აკრძალეს.
აშშ-ს საელჩოს შენობიდან დაახლოებით 100 მეტრში, დაახლოებით ღამის 1 საათზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გაანადგურამეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც იმავე ადგილას იქნა ნაპოვნი. აფეთქება ყოფილი ავტობაზრობის ტერიტორიასთან მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა იქვე არსებული სასაფლაოს კედელი და საფლავი.
23 სექტემბერი
ფრანგულმა პროფკავშირებმა მიტინგი გამართეს სამიმილიონი ადამიანის მონაწილეობით. ისინი აპროტესტებენ ახალ რეფორმას, რომელიც საპენსიო ასაკს 60-დან 62-მდე ზრდის. ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის ქვედა პალატამუკვე მიიღო. 5 ოქტომბერს კი მასზე მოსმენა სენატშია დაგეგმილი.
ევროკავშირი სკანდალში გაეხვა. გამოირკვა, რომ 16 ყოფილი ევროკომისარი ყოველთვიურად კვლავაც იღებს სამი წლის წინ დატოვებული თანამდებობისთვის ხელფასის 40-65%25-ს. ორი მათგანის ყოველთვიური „ხელფასი“ დაახლოებით 11 ათას ევროსაც კი შეადგენს. დღეისათვის ევროკავშირს 27 კომისარი ჰყავს. ცნობილია,რომ თითოეული მათგანის თვიური ხელფასი 20 ათას ევრომდეა, რასაც საპენსიო სარგებელიც ემატება.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი 23 სექტემბერს, ღამით მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხელისა და ფეხის არეში დაჭრეს. თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 2:15 საათზე მოხდა გუდაუთაში. РПГ-26 ტიპის ყუმბარმტყორცნიდან გასროლილი ჭურვი ანქვაბის კუთვნილი ორსართულიანი სახლის სახურავს მოხვდა და აფეთქების შედეგად ვიცე-პრეზიდენტი დაიჭრა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ეს სავარაუდოდ მეხუთე თავდასხმაა ანქვაბზე.
ეროვნულმა ფორუმმა საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების სახით მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. პარლამენტს ინიციატივა 130 ათასი მოქალაქის ხელმოწერით მიაწოდეს. ინიციატივას 8 პოლიტიკური სუბიექტი უჭერს მხარს.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა დაგმო არქტიკის ბუნებრივ რესურსებზე კონტროლისთვის მოსალოდნელი დაპირისპირება. მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რეგიონის რესურსების ათვისებას მეგობრულ ფორმატში შეძლებენ. ასევე, განაცხადა, რომ გაერო არქტიკის ზღვასთან დაკავშირებულ მის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. რესურსებისთვის დავა პოლარული მყინვარის დნობამ განაპირობა, რადგან მასზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა. აღნიშნულ ტერიტორიებზე პრეტენზიები რუსეთის გარდა ნორვეგიას, კანადას, დანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გააჩნია.
24 სექტემბერი
საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტი დეპუტატებს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა გააცნო. ადეიშვილი პარლამენტში წელიწადზე მეტია, არ ყოფილა. საკონსტიტუციო პროექტის წარდგენის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა
იაპონიამ ორკვირიანი პატიმრობის შემდეგ ჩინური თევზსაჭერი გემის კაპიტანი გაათავისუფლა. მას ბრალად ორ საპატრულო ხომალდთან განზრახ შეჯახება ედებოდა. შემთხვევა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის სადავო კუნძულთან მოხდა. პეკინის მტკიცებით, დაკავება უკანონო იყო. ამ ინციდენტს წინ უსწრებდა ოთხი იაპონელის დაპატიმრება ჩინეთში, სამხედრო ტერიტორიაზე ფილმის უკანონოდ გადაღების გამო.
![]() |
4 ოქროს კვეთაზე |
▲back to top |
არენა
სამუშაო რეჟიმი ყოველთვის ერთნაირი იყო. დილის 6 საათზე სახელოსნოში ადიოდა და მთელ დღეს იქ ატარებდა. პერიოდულად, ზემოდან გადმოსძახებდა ხოლმე მეუღლეს - Лиза, кофе! Лиза, чай! შავვარაყიანი სათვალით იჯდა თავისივე ხელით გაკეთებულ სამუშაო მაგიდასთან და როგორც წესი, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. საკუთარ ნამუშევრებს არასდროს ფენდა ოთახში, არ უყვარდა. ხოლო მაშინ, როდესაც ერთხელ გადამღები ჯგუფი მივიდა და მასზე დოკუმენტური ფილმის გადაღება სთხოვეს, დათანხმდა, ოღონდ ერთი პირობით - არავითარ შემთხვევაში არ გადაგაღებინებთ როგორ ვხატავ! მე უცხო ხალხის წინ არ ვხატავ!
ოპერის ფარდის ესკიზი
დღეს ეს სახელოსნო, დროში მუმიფიცირებულს ჰგავს. სივრცეში, სადაც სამარისებული სიჩუმის ხმაც კი ისმის, ყველაფერი ხელუხლებელია: თაროებზე შემოდებული დამტვერილი საბჭოთა ენციკლოპედიები და ნაფტალინში შენახული მხატვრის ფუნჯები, დედ-მამის ფანქარში შესრულებული პორტრეტები და 1949 წელს, რუსთაველის თეატრისთვის გაკეთებული „მეფე ლირის“ ესკიზებიც. ასე რომ, თუ ამ ყველაფერს, კედლებში გაჟღენთილ საღებავის სუნს დაუმატებ და დროს ცოტა ხნით მაინც დაივიწყებ, შეიძლება გეგონოს, რომ მისი პატრონი სადაცაა მოვა. ცოტა შეაგვიანდა, მაგრამ, მოვა.
დანტე ალიგიერი
„გამოჩენილი გრაფიკოსი, თეატრალური მხატვარი და ფერმწერი სერგო ქობულაძე დაიბადა ახალციხეში, 1909 წლის 7 თებერვალს. იმ დროს იქ სამხედრო ნაწილი იდგა, სადაც მისი მამა სოლომონ ქობულაძე მსახურობდა.
ხატვისადმი მიდრეკილება მომავალმა მხატვარმა ბავშვობის წლებში გამოამჟღავნა...“ - მხატვარზე დაწერილი ლამის ყველა სტატია ასე იწყება, რადგან სერგო ქობულაძის ბავშვობასა და ახალციხეში გატარებულ პერიოდზე თითქმის არაფერია ცნობილი ერთი პატარა დეტალის გარდა. ახალციხეში, სერგო რუსულ ენაზე საუბრობდა. მოგვიანებით, როცა უკვე მოზრდილი, ოჯახთან ერთად თბილისში ჩამოვიდა, იმდენად გაუჭირდა ქართულად ლაპარაკი, რომ ერთ დღეს განუცხადებია - ქართველი, დამტვრეული ქართულით აღარასდროს ვილაპარაკებო. მას მერე, სერგო ქობულაძეს აღარასდროს ულაპარაკია ქართულად. როგორც მისი შვილი მერაბი მოგვიანებით გაიხსენებს, როდესაც მათთან ნათესავები ჩამოდიოდნენ ხოლმე გურიიდან, სერგო მეზობელს ეძახდა - Приди, ну... Пообщайся с ними. Ты же знаешь, я не могу.
14 წლის იყო, როდესაც აკადემიაში ჩააბარა. მართალია, სასწავლებელში მიიღეს, თუმცა, როგორც კი მისი ასაკი გაიგეს, გამოაგდეს - ჯერ საშუალო დაამთავრე და მერე მოდიო. 2 წელიწადში გ. გაბაშვილთან, ე. ლანსერესთან და ი. შარლემანთან სწავლობდა. აკადემიის დამთავრების შემდეგ, მალევე გაემგზავრა მოსკოვსა და ლენინგრადში. განსაკუთრებული მისია ჰქონდა: უნდოდა მუზეუმებში დაცული ძველი ისტორიული სურათები გაეცნო, შეესწავლა. აქ უკვე გამოჩნდა მისი ინტერესის საგანი - წარსული ეპოქების ხელოვნება, რენესანსის სული, გმირის ჰეროიკული ხასიათისადმი სწრაფვა. ის, რაც მოგვიანებით, მის გრაფიკულ თუ ფერწერულ ნამუშევრებში იჩენს თავს.
1937 წელს, საქართველო რუსთაველის პოემის იუბილეს აღნიშვნას აპირებდა და ამიტომ, ორიოდე წლით ადრე, „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებაზე კონკურსი გამოცხადდა. ეს ის პერიოდია, როდესაც 26 წლის სერგო, რუსთაველის 36-ში, ერთ ჩვეულებრივ იტალიურ ეზოში მეუღლესთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა. სამუშაოდ მხოლოდ 8 კვ. მეტრის ოთახი ჰქონდა, სადაც ზოგჯერ მოტრიალებაც კი ჭირდა. აკადემიის სხვა კურსდამთავრებულების მსგავსად, ამ კონკურსში სერგოც იღებდა მონაწილეობას. გუაშში შესრულებული მისი „ვეფხისტყაოსანი“, დღემდე, პოემის ერთ- ერთ საუკეთესო ილუსტრაციებად ითვლება და მოსკოვში, ტრეტიაკოვის ცნობილ გალერეაში ინახება. ამ გამარჯვებამ მხატვარს დიდი აღიარება მოუტანა. „ვეფხისტყაოსანს“ კი მოჰყვა შექსპირის პიესების ილუსტრაციები, ფერწერული ტილოები, სხვადასხვა თეატრებისთვის რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობა სცენაზე, სამხატვრო აკადემიაში რექტორობა და პედაგოგიური მოღვაწეობა, ჯილდოები.
მიუხედავად იმისა, რომ მის სახელს ყველა მოწიწებით მოიხსენიებდა და სტალინის პრემიის ლაურეატობაც ორჯერ მიაკუთვნეს, სახელისუფლებო წრეებისთვის საყვარელი არტისტი არასდროს ყოფილა. ალბათ ხასიათის გამო - მას ხომ მკაცრ და მძიმე ადამიანად თვლიდნენ, რომელიც ყოველთვის ყველაფერს პირდაპირ აბრეხვებდა და საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმას არასდროს ერიდებოდა. ალბათ ამის გამო იყო, რომ სიცოცხლეში არასდროს ღირსებია პერსონალური გამოფენა. ავტორის ხასიათი ძალიან კარგად ჩანდა მის ნამუშევრებშიც; მკაცრი ხაზები, ტილოზე სკულპტურულად გამოძერწილი ფიგურები და მონუმენტალიზმი; მკაფიოდ დამუშავებული ფორმები. სწორედ ამ თვისებების „ბრალია“, რომ 50-იან წლებში, იტალიაში, ვენეციის ბიენალეზე ქობულაძის „დანტემ“ დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოგვიანებით, ოჯახი უზნაძის, მაშინდელ კამოს ქუჩაზე გადავიდა საცხოვრებლად. სახელოსნო, სახლის ზემოთ, ბოლო სართულზე ჰქონდა. ეს უკვე ნამდვილი სამუშაო გარემო იყო: შუშის სახურავით და საჭირო სათავსოებით. საღებავის სუნით გაჟღენთილი მისი სამეფო, სადაც პატრონის დაუკითხავად, რაიმესთვის ხელის მოკიდება უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო. მთელ დღეებს აქ ატარებდა. სწორედ ამ დროს იყო ხოლმე - Лиза, кофе! Лиза, чай! თუმცა, როგორც კი საქმე მორჩებოდა და სამუშაო შესრულებული იყო... აი, მაშინ იწყებოდა განტვირთვის დღეები. სიგარეტს ხომ ისედაც არ იშორებდა, კონიაკი კი... დღეში ორი ბოთლიც კი. მარტო, როგორც თავად ეძახდა - თავის „კაიუტაში“ ანუ საძინებელში წამოწვებოდა და... სრულ მარტოობაში ისვენებდა. ლიზა? ლიზა კი ამ დროს აკეთებდა ყველაფერს, რაც ოჯახისთვის იყო საჭირო. უვლიდა ბავშვებს, „განტვირთვის დღეებში“ მყოფ ქმარს...
1973 წელი იყო. - Аппарат, принесите аппарат! - ერთ დღეს, სახელოსნოდან სერგოს აღელვებული ხმა გაისმა. ვერანდაზე გავიდნენ. სერგო უკვე იქ იდგა. პირდაპირ, მტკვრის მეორე მხარეს, რაღაც შენობას ცეცხლი ეკიდა. „მგონი ოპერის შენობა იწვის“, - ჩუმად ჩაილაპარაკა.
შიშველი ნატურა
როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, მაშინ როდესაც ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე საზეიმოდ დაეშვა ფარდა, დარბაზი ერთი საათი უკრავდა ტაშს. ურთულესი ტექნიკით შესრულებულ ამ მონუმენტურ ნამუშევარში, თითქმის შეუძლებელი იყო გამოგეცნო, რომ ეს ფარდა, ხელით შესრულებული ტილო იყო. მის შექმნას რამდენიმე წელი მოანდომა, 170 კვ. მეტრის ფართობის ტილო ძირს ჰქონდა დაფენილი და ისე ხატავდა. მრავალფენიანი ფერწერის ტექნიკით მუშაობდა, სასურველი ფერის მისაღებად ფერებს ეტაპობრივად, სართულებად ადებდა ერთმანეთს. და ამ დროს... არავინ იცოდა საიდან და რატომ გაჩნდა ხანძარი. ან კი ამას რაღა მნიშვნელობა ჰქონდა სერგოსთვის. ფაქტია, ფარდა რამდენიმე საათში გაქრა.
მიუხედავად იმისა, რომ არასდროს საუბრობდა საკუთარ განცდებზე, ოჯახში იცოდნენ, სერგოს დეპრესია დაეწყო. თითქოს ჩაიკეტა კიდეც. ამ დროს თითქმის აღარ ხატავდა. რამდენიმე წელი „ოქროს კვეთას“ მოანდომა. ამ კვლევით სამუშაოებს ფიზიკოს-მათემატიკოსებთან ერთად 12 წელი დაუთმო. გამოიკვლია ანტიკური და ქართული არქიტექტურული ძეგლების კომპოზიციური აგების პრინციპები. სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი რიცხობრივ კანონებს ემორჩილებოდა და წლების განმავლობაში, ამ კანონზომიერების ამოსახსნელ განტოლებას ეძებდა, გეომეტრიულად ხსნიდა. ისწავლა არქიტექტურა, გეომეტრია, მთელ დღეებს ხაზვაში ატარებდა. დარჩა მხოლოდ მისი ნახაზები და ცალკეული ჩანაწერები. მიუხედავად იმისა, რომ 1994 წელს, ვლადიმერ კანდელაკის დახმარებით ეს წიგნი გამოიცა, სადაც ქობულაძის ნახაზები შევიდა, „ოქროს კვეთის“ საიდუმლო მაინც ბოლომდე ამოუცნობი დარჩა.
* * *
ტილო უკვე გადაჭიმული იყო. ამჯერად, ფარდა უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. სერგოს გარდა სხვამ ვერავინ გაბედა ხელის მოკიდება. ახალი ფარდის ესკიზები - გაკეთებული. სამუშაოები სიცხის გამო სექტემბრამდე გადადეს. ჩვეულებრივი დღე იყო. როგორც ყოველთვის, ადრე ადგა. სახელოსნოში ავიდა. რაღაც დიდი ხანია არ დაუძახია - Лиза, кофе! იქნებ რაიმე სჭირდება, მერაბი ზემოთ ავიდა. მამა გარდაცვლილი დახვდა.
დღეს, მისი დამტვერილი სახელოსნო მხოლოდ იმ შემთხვევაში იღება, როდესაც წვიმების შემდეგ ოჯახი მორიგი დაზიანებების სანახავად მიდის. ცოტა ღრმად, მეორე ოთახში, წლების წინ დაწერილი მისი ნაშრომია: თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს ხატვა აკადემიაში. თაროებზე უამრავი რკინის ტუბი და ყუთი აწყვია. ჰო, და კიდევ - შავ ჩარჩოში ჩასმული სერგოს და ვასიკოს ეს ფოტო. ვასიკო? ვასიკო ერთი ჩვეულებრივი კატა იყო. შავი კატა, რომელიც პატრონს ძალიან უყვარდა და ალბათ ანებივრებდა კიდეც. მაგრამ კატა ხომ კატაა, ჰოდა ამდგარა ერთ დღეს და წასულა. აი ასე, გაუფრთხილებლად. მაგათ ხომ ეგრე იციან.
P.S. 2 ოქტომბერს, ალ. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში, სერგო ქობულაძის გამოფენა იხსნება, სადაც მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ნამუშევრებთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრის ცნობილი ფარდის ესკიზიც იქნება წარმოდგენილი.
![]() |
5 პრეზიდენტი ნიუ იორკში |
▲back to top |
პოლიტიკა
მიხეილ საკაშვილის გამოსვლა გაეროში
გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაში.
გაეროს ტრიბუნიდან სააკაშვილი ორჯერ გამოვიდა. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ფინანსურ მაგნატ დონალდ ტრამპს, სიტყვით გამოვიდა ნაზდაკის საფონდო ბირჟაზე. იყო ორმხრივი შეხვედრების მთელი კასკადი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ევროპის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა თუ შუა აზიის ქვეყნების პრეზიდენტებთან. ასევე იგი წარდგა ჰარვარდის კლუბისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტის აუდიტორიის წინაშე. მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მიღებაში. მასთან ინტერვიუ ჰქონდა FoxNews-ს. ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან. საერთო ჯამში, ქართულმა დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში სულ 90 მდე შეხვედრა გამართა.
ვიზიტის ერთ ერთი მიმართულება არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება გახლდათ. სწორედ ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრები ხორვატიის, ფინეთის, ლიტვის, სენეგალის, კვიპროსის, ყირგიზეთის პრე ზიდენტებ თან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები კოლეგებთან ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებიდან.
ინვესტიციის მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აღიარების საინტერესო სიგნალი გაისმა. ეს არის ინ ფორმაცია დონალდ ტრამპის მიერ საქართველოში პროექტების განხორციელების შესახებ. ტრამპი ძირითადად უძრავი ქონების, სამშენებლო, სასტუმროების და კაზინოების ბიზნესშია ჩართული. ის ამ მასშტაბის პირველი ამერიკელი ბიზნესმენია, რომელმაც საქართველოში ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტა.
საქართველო, როგორც პოლიტიკური რეფორმებისა და სოციალური ტრანსფორმაციის ლაბორატორია - ასეთი იყო პრეზიდენტის საჯარო გამოსვლებში საქართველოს საერთაშორისო როლისა და იმიჯის ხედვა.
23 სექტემბერს, გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის მაღიარებელ ქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.
გაეროს ტრიბუნიდან სააკაშვილმა აფხაზ და ოს ერებსაც მიმართა და, რუსული ოკუპაციისა და ასამილაციის ნაცვლად - ევროპულ სახელმწიფოში თანაბარი განვითარების და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების შანსი შესთავაზა.
საქართველოს პირველმა პირმა გამოსვლაში რუსეთის მოდერიზების აუცილებლობაზე და ამ პროცესში თანამშრომლობაზეც ისაუბრა: „მეც მსურს ვიხილო რუსეთი, როგორც პარტნიორი და არა როგორც მტერი. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ვებრძოდეთ, ერთმანეთს უნდა შევჯიბროთ ჩვენი საერთო რეგიონის მოდერნიზებაში”.
მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლისას აქცენტი კავკასიის ხალხების მიერ საერთო კავკასიური უსაფრთხოების სისტემის შექმნაზეც გააკეთა. პრეზიდენტმა კავკასიის საერთო განვითარებაზე, უვიზო მიმოსვლაზე, მყარი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების შექმნაზე ისაუბრა. კავკასიური მშვიდობის მისაღწევად მან საერთაშორისო თანამეგობრობას თანადგომისკენ მოუწოდა: „ჩემი მესამე მოწოდება საერთაშორისო საზოგადოებას და თითოეულ თქვენ განსგეხებათ. თუ კი საერთაშორისო საზოგადოება ღიად დაგვიჭერს მხარს, დარწ მუნებული ვარ, კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება“. - ეს გახლდათ ქვეყნის პირველი პირის მთავარი შეტყობინება გაეროს წევრი ქვეყნებისადმი.
ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშს სახელმწიფო მდივანთან გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ რამდენიმე ინიციატივა წარადგინა, რომელსაც ამერიკული მხარე განიხილავს. ამ ინიციატივების განხილვა ოქტომბრის დასაწყისში, აშშ საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტიის შემაჯამებელ სხდომაზე იგეგმება.
![]() |
6 ცვლილებები პოლიციის კანონში |
▲back to top |
პოლიტიკა
პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტის თანახმად, სამართალდამცავს უფლება ეძლევა, შეაჩეროს პირი, თუ გაუჩნდება „გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ”. გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, საკუთარი, ან გარშემომყოფთა, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პოლიციელს შეეძლება ზედაპირულად, ტანსაცმელზე გარეგანი შეხებით, შეამოწმოს, არის თუ არა იგი შეიარაღებული. შესაბამისი საფუძვლის გაჩენის შემთხვევაში, შემოწმება ჩხრეკაში შეიძლება გადაიზარდოს. კანონპროექტის თანახმად, პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს იმ გონივრულ დროს, რაც ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისათვის არის საჭირო. ამ პიროვნებას 5 დღის ვადაში აქვს უფლება, სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების და შემოწმების კანონიერება. მას შეეძლება, მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ან დაუსაბუთებელი შეჩერების და შემოწმებისთვის.
კანონპროექტის განხილვისას გამოითქვა ეჭვი, რომ მსგავსი უფლებები პოლიციელის ხელში დისკრიმინაციის საშუალებად იქცეოდა. თუმცა, ახალი კანონი პოლიციას პრინციპულად ახალ ძალაუფლებას არ ანიჭებს. მოქმედი სამართლის ფარგლებში მას თავისუფლების შეზღუდვის ბევრად უფრო უხეში ზომების გამოყენება - დაკავება და ჩხრეკა შეუძლია.
რამდენიმე წუთიანი შეჩერება და ზედაპირული შემოწმება, რომელიც არ სრულდება დაკავებით და ჩხრეკით, ყოველთვის იყო პოლიციური საქმიანობის რუტინული ნაწილი, მაგრამ აქამდე ამ პრაქტიკის სამართლებრივი რეგლამენტაცია არ არსებობდა. ახალი კანონით მასზე სასამართლო კონტროლი დაწესდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცვლილებებს პროგრესულს უწოდებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკა ზღულაძე, ამბობს, რომ სამართალდამცავების ვალდებულებაა, დაიცვან საზოგადოებრივი უსაფრთხოება და, ამავე დროს, არ შელახონ ადამიანის უფლებები. „პოლიციელები ნებისმიერი გადაცდენისა, თუ კანონდარღვევისთვის ისჯებიან და დაისჯებიან”. შეჩერებისა და შემოწმების პროცესის სწორად წარმართვაც მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იქნება. ზღულაძე მიესალმება და ელის საზოგადოებრივ მონიტორინგსაც. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, კანონში ჩადებული მუხლი კომპენსაციის შესახებ კიდევ ერთი გარანტიაა, რომ პოლიციელი ამ უფლებას ბოროტად არ გამოიყენებს. კომპენსაციის გადახდა ხომ სახელმწიფოს უწევს. ცხადია, საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი - შეჩერებისა და შემოწმების - პრინციპი მოქმედებს. ეს პროცედურა საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებულია განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც სასამართლო პროცესი შეჯიბრებითობას ეფუძნება - მაგალითად, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. საქართველო, რომელიც ასევე შეჯიბრებით პროცესს ამკვიდრებს, ძირითადად ამერიკულ გამოცდილებას იზიარებს.
![]() |
7 ევროკავშირი საქართველოში ახალ ელჩს გზავნის |
▲back to top |
პოლიტიკა
ევროკავშირს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს - ფილიპ დიმიტროვი - ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. გაერთიანების საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ქეთრინ ეშტონმა, 28 ახალი ელჩი წარადგინა. ისინი ევროკავშირის ინტერესებს სხვადასხვა ქვეყანაში დაიცავენ. მათგან თორმეტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაციონალური მთავრობებიდან, თექვსმეტი კი ევროკომისიის აპარატიდანაა.
„მე დავნიშნე საუკეთესო ხალხი შესაფერის თანამდებობებზე“, - განაცხადა ეშტონმა 15 სექტემბერს ბრიუსელში.
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები - ჩინეთსა და იაპონიაში - გერმანელსა და ავსტრიელს ერგო. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპელებს - პოლონელი სამხრეთ კორეასა და იორდანიაში დაიცავს ევროკავშირის ინტერესებს. ლიტველი ჯერ კიდევ მანამდე დასახელდა ავღანეთში წარმომადგენლად, ბულგარელი კი საქართველოში გამოგზავნეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ელჩის თანამდებობაზე ყველაზე დიდი კონკურსი იყო - 48 კანდიდატი ერთ ადგილზე. კრიტიკაზე, რომ ევროკავშირის ახალი წევრები სრულფასოვნად არ არიან წარმოდგენილნი ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში, ეშტონმა უპასუხა, რომ ეს დანიშვნების მხოლოდ პირველი ეტაპია.
ფილიპ დიმიტროვი ბულგარეთის პრემიერი 1991 წელს გახდა და ამ პოსტზე დაახლოებით ერთიწლის განმავლობაში იმუშავა. მთავრობაში ყოფნის მოკლე პერიოდში მან აამუშავა ახალი დემოკრატიული ინსტიტუტები და წამოიწყო ამბიციური პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმები. მოგვიანებით ის იყო ბულგარეთის წარმომადგენელი გაეროში. 1998 წლიდან 2002 წლამდე კი ბულგარეთის ელჩი აშშ-ში. დიმიტროვს კომუნიზმთან ბრძოლისათვის ტრუმენისა და რეიგანის სახელობის ჯილდო აქვს მიღებული.
![]() |
8 პერ გორან ეკლუნდი: საქართველოში ცხოვრება ტანგოს ცეკვას მაგონებს, ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან, ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან… |
▲back to top |
პოლიტიკა
ოქტომბრის ბოლოს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, პერ გორან ეკლუნდი თანამდებობას ტოვებს და მშობლიურ შვედეთს უბრუნდება.საქართველოში ოთხწლიანი გამოცდილებისას მიღებული შთაბეჭდილებები ელჩმა ტაბულას გაუზიარა.
ოთხი წელია საქართველოში მოღვაწეობთ, რას საქმიანობდით აქ ჩამოსვლამდე? რა მოლოდინი გქონდათ, როცა ჩამოსვლა მოინდომეთ და რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინი?
ევროკავშირში მუშაობის დაწყებამდე, საკუთარ სამშობლოში, შვედეთში, საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწეოდი. როდესაც ჩემი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდა, შვედეთის მოქალაქეებისთვის ვაკანსიები გამოცხადდა. გადავწყვიტე მეც მეცადა ბედი, კონკურსში გავედი და გავიმარჯვე. კონკურსი რთული აღმოჩნდა. სხვადასხვა ეტაპის გავლა მომიხდა სამ ენაზე - ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად. ცოტა ხანში, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებზე მიმართული დახმარების კოორდინირება დამევალა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას რამდენჯერმე ვიმოგზაურე საქართველოში.
შემდეგ კარიბის კუნძულებზე მიმავლინეს. მაგრამ მხოლოდ ჩინებული ამინდი, ქვიშიანი სანაპირო და პალმის ხეები არ მეყო. პოლიტიკურად უფრო გამომწვევი სამსახური მიზიდავ და. ვარდების რევოლუციის შედეგად, თქვენს ქვეყანაში ამბიციური რეფორმები დაიწყო და მსურდა ამ პროცესის მონაწილე ვყოფილიყავი. შესაბამისად, როდესაც ამ პოსტზე კონკურსი გამოცხადდა, მონაწილეობა მივიღე და გავიმარჯვე. მართალი გითხრათ, გამოწვევა მეტი დამხვდა, ვიდრე მინდოდა ან ველოდი. ჩემი აქ ყოფნა დაემთხვა 2007 წლის საპროტესტო აქციებს, 2008 წლის ომს, 2009 წლის აქციებს. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მიმაჩნია, რომ ეს ოთხი წელი ძალიან საინტერესოდ გავატარე.
მოკლედ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში დაგხვდათ ქართული სახელმწიფო და რა მდგომარეობაში ტოვებთ?
საქართველოში 2000 წელს ჩამოვედი პირველად. მაშინ, როდესაც ის უამრავი პრობლემის წინაშე მყოფი შეუმდგარი სახელმწიფო იყო. იმ პერიოდში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთი თანამშრომელი მოკლეს, ერთ-ერთი ექსპერტი 6 თვით გაიტაცეს. 2002 წელს, წარმომადგენლობის თანამშრომელს, სახლში მისვლისას, ზღურბლზე ყელგამოჭრილი ძაღლი დახვდა - მან ბარგი ჩაალაგა და ევროპაში დაბრუნდა.
მას შემდეგ საქართველო წინ წავიდა. ვფიქრობ, რომ არა მოუთმენლობა, გაცილებით სწრაფად წახვიდოდით წინ, რადგან უფრო ნაკლებ შეცდომებს დაუშვებდით. ეს თანაბრად ეხება როგორც პოლიტიკოსებს, ისე მთელ საზოგადოებას. შთაბეჭდილება მრჩება, რომ პოლიტიკოსები ზოგიერთ გადაწყვეტილებას ნაჩქარევად, შესაძლო შედეგების გაუთვალისწინებლად იღებენ. საზოგადოება ვერ ხვდება, რომ დემოკრატიას ერთ ღამეში ვერ ააშენებ, ეს ხანგრძლივი, რთული პროცესია. დემოკრატიული ინსტიტუტების შენებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და საზოგადოების მენტალიტეტის შეცვლას დრო სჭირდება. შეხედეთ, მანქანებს როგორ მართავთ, შუქნიშანთან ვერ ჩერდებით, რიგში ვერ დგებით.
აღსანიშნავია აგრეთვე ხელისუფლებისადმი უნდობლობა, რაც მგონია, რომ ქართველების ცნობიერების ნაწილია. ეს წინაპრებისგან მოგყვებათ. ამის მიზეზი ისაა, რომ თქვენ თითქმის მუდმივად, ოკუპაციის პირობებში გიწევდათ ცხოვრება და მიუხედავად იმისა, სააკაშვილი მართავს ქვეყანას, თუ სხვა, ხელისუფლებისადმი უნდობლობას ვერ ერევით.
ასევე ბადალი არ გყავთ კონსპირაციის თეორიების მოგონებაში. მახსოვს, ომის შემდეგ ერთ-ერთი პოლიტიკოსი მიმტკიცებდა, რომ ომი სააკაშვილისა და პუტინის ერთობლივი გეგმის ნაწილი იყო.
მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართველ ხალხს დიდი რესურსიდა ძლიერი ხერხემალი აქვს. ამის გარეშე ვერ მოახერხებდით შეგენარჩუნებინათენა, ანბანი, ეროვნული იდენტობა. ამავდროულად, ჭკვიანი ხალხი ხართ.
მე მიყვარს კამათი, შესაბამისად, ძალიან მომწონს საქართველოს „საბავშვო ბაღის“ მთავრობასთან მუშაობა. ეს მეტსახელი სააკაშვილის გუნდს ჟურნალმა Forbes-მა უწოდა. 27-30 წლის მინისტრები განათლებული, მიზანდასახული ხალხია, ამავდროულად ქედმაღალი, მაგრამ ეს თვისება მათთან ურთიერთობას ნაპერწკალს ჰმატებს. ხანდახან მისმენენ, ხანდახან არა, მაგრამ არა უშავს.
საქართველომ გრძელი გზა გამოიარა, დღესაც შეიძლება ხარვეზებზე საუბარი. მედიას დღესაც აკლია სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც უკავშირდება, როგორც მედიაკომპანიების მესაკუთრეთა საკითხს, ისე ჟურნალისტების კვალიფიკაციას, მაგრამ უკეთესობა აშკარად ჩანს. მეტი პლურალიზმია საჭირო. ადამიანის უფლებებს რაც შეეხება - კი, იყო დრო, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს აუცილებლად ან უკანონო იარაღი, ანნარკოტიკი ედოთ ჯიბეში, მაგრამ მსგავსი შემთხვევებიც საგრძნობლად შემცირდა, რაც ძალიან კარგია. აშკარა პროგრესია სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით, სასამართლო რეფორმასაც სწორი გეზი აქვს აღებული. რასაკვირველია, გასაკეთებელი ბევრი რამ რჩება, მაგრამ ვიმეორებ, ყველაფერს ერთ ღამეში ვერ გააკეთებთ. მთავარია, რომ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. ერთ-ერთ გამოსვლაში აღვნიშნე კიდეც, რომ საქართველოში ცხოვრება ტანგოს ცეკვას მაგონებს, ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან, ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან…
საქართველოს კრიტიკა ძალიან ადვილია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს საიდან მოდის ეს ქვეყანა. ვისურვებდი, ოპოზიციის წარმომადგენლები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ თავიანთ საქმეს, მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკურ პროცესში და მხოლოდ განზე დგომით და ყველაფრის გაკიცხვით არ ცდილობდნენ პოლიტიკური მიზნების მიღწევას. მათ მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ისაუბრონ, თუ რა არ მოსწონთ, არამედ იმაზეც, თუ რა მოსწონთ და რისი გაკეთება სურთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მიიღოს პოლიტიკურმა დისკუსიამ ღირსეული ფორმა.
ამავდროულად, ქედმაღალმა მინისტრებმაც უნდა ისწავლონ მოსმენა. ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს,რომ ყოველთვის ცდები. აუცილებელია დიალოგი და პოლიტიკურ პროცესში მაქსიმალური ჩართულობა. ვფიქრობ, სისტემის გამყარებასთან და საზოგადოების მომწიფებასთან ერთად ესეც მოხდება.
მიუხედავად მუდმივად დაძაბული პოლიტიკური კლიმატისა, საქართველოში მუშაობა უცხოელთა დიდ ინტერესს იწვევს. რატომ?
იმიტომ რომ აქ მუშაობა საინტერესოა, იმიტომ რომ აქ მუდმივად რაღაც ხდება. პროგრესი იგრძნობა და საერთაშორისო საზოგადოებას სურს მონაწილეობა მიიღოს წინსვლის პროცესში. მე მჯერა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ. ჩვენ ათასობით დევნილს დავეხმარეთ საცხოვრებლის მოწყობაში, ახალქალაქის რაიონში დავაფინანსეთ ეკონომიკური განვითარების პროექტები, რამაც ადგილობრივ ფერმერებს ცხოვრება გაუუმჯობესა. ვფიქრობ, ჩვენმა დახმარებამ, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაშიც შეიტანა წვლილი.
მართლაც, ჩემმა თანამდებობამ ბევრად დიდი ინტერესი გამოიწვია, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში გამოცხადებულმა ვაკანსიებმა სხვადასხვა ქვეყანაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობებზე. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ უფრო მეტ ადამიანს ეხალისება განაცხადის შევსება, ან ფათერაკს ეძებს, არამედ ის, რომ საქართველოში მუშაობა სტიმულს და ენერგიას გმატებს. 24-საათიანი, დამღლელი სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, აქ ყოფნა თითქოს გაახალგაზრდავებს.
აგვისტოს ომმა როგორ იმოქმედა?
უცნაური გრძნობა მქონდა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ომი დაიწყებოდა. პროვოკაციების გახშირებას ველოდი, მაგრამ უშუალო ომს - არა. შვედეთში ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო, ერევანში გავფრინდი და იქიდან მანქანით წამოვედი. თბილისის აეროპორტი დაკეტილი იყო. მახსოვს რუსების მიერ დაკავებული გორი, რომელიც მოჩვენებების ქალაქს ჰგავდა, 18 წლის, ცუდად გაწვრთნილი რუსი ჯარისკაცები, რომელთაც თითქოს ერთი სული ჰქონდათ, ჩახმახს როდის გამოკრავდნენ. მათი სულელური კითხვებიც მახსოვს. საფრთხეში არ ჩავვარდნილვარ, მაგრამ უცნაური გრძნობა მაწუხებდა, ვგრძნობდი, რომ რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, უნდა დავხმარებოდით საქართველოს ფეხზე წამოდგომაში. საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ, ევროკავშირის თბილისის წარმომადგენლობა ექსპერტებით გაივსო. აქ დაიბადა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის იდეა. ასე სწრაფად, ევროკავშირს არასოდეს უმოქმედია. ჩვენ ყველას გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ საქართველოს გვერდით ვდგავართ. ამის დასტური იყო ოქტომბრის კონფერენცია ბრიუსელში, სადაც იმაზე მეტი თანხა მოგროვდა, ვიდრე თავდაპირველად ითქვა.
მე არც იმის მჯეროდა, რომ რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა გაერისკათ სეპარატისტული მთავრობების მხარდაჭერა, მაშინ როდესაც თავად ჩრდილოეთ კავკასიის სახით იგივე პრობლემა აქვთ. რა სახის გზავნილია ეს ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებისთვის? მაგრამ რას ვიზამთ, ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ახლა მთავარია ვიზრუნოთ იმაზე, რომ სტრატეგიამ იმუშაოს და ჟენევის პროცესი გაძლიერდეს. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი სამუშაოა. მაგრამ მოთმინებაა საჭირო. გერმანიის გაერთიანებას 50 წელი დასჭირდა. მე არაერთხელ ვყოფილვარ აფხაზეთში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ეფექტი ეფექტიანად მუშაობს საქართველოს ხელისუფლების დემონიზაციის პროპაგანდა. ვუსმენ აფხაზებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაზე, მიმდინარე პროცესებზე და ხალხზე საუბრობენ, და მგონია სხვა ქვეყანაზე მელაპარაკებიან. მათ მიერ დანახულ საქართველოს არაფერი აქვს საერთო ჩემ მიერ ნანახთან. ვფიქრობ, ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აუცილებლად უნდა აღდგეს.
მხოლოდ 1992-2007 წლებში ევროკავშირმა 530 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა საქართველოს დასახმარებლად, რომ აღარაფერი ვთქვათ აგვისტოს ომის შემდეგ შეპირებულ თანხაზე. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი არა საქართველოს, არამედ ევროპელ ბიუროკრატებს და მათთვის სამუშაოს შენარჩუნებას ხმარდება…
ეს ძალიან ზედაპირული დასკვნაა. თუ ჩვენ შევთანხმდებით, მაგალითად სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომ სტრატეგიის შემუშავებაში უნდა დავეხმაროთ, რასაკვირველია, გამოყოფილი თანხის ნაწილი ევროპელ ექსპერტებს მოხმარდება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სტრატეგიის შემუშავებაში. ის ადამიანები მუშაობენ, ჩვენ ვუნაზღაურებთ, თან კარგად. ეს მართალია. მაგრამ ყველა ეს პროექტი, ხელისუფლებასთან შეთანხმებით ხორციელდება. ჩვენ თავს არავის არაფერს ვახვევთ. თუმცა, ბოლო დროს, ტექნიკური დახმარება შეიზღუდა და მეტი წილი თანხა, პირდაპირ საქართველოს ბიუჯეტში მიდის.
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის და მომავლის შესახებ მოკლედ, თუ შეიძლება…
საქართველო ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთის პარტნიორობის აქტიური წევრია. ეს თანამშრომლობა საქართველოს უდავოდ ეხმარება ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციაში, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იძლევა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გარანტიას.
ვიზების გამარტივების პროცესი დაძრულია, შემდეგი ნაბიჯი უვიზო რეჟიმი იქნება. ამ ზაფხულს ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. სავარაუდოდ რამდენიმე თვეში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე დაიწყება მოლაპარაკების საკმაოდ რთული პროცესი. ერთი, რაშიც საქართველოში ცხოვრებისას დავრწმუნდი, არის ის, რომ რასაც მოინდომებთ, იმას მიაღწევთ. ვინ იფიქრებდა 20 წლის წინ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდებოდნენ? არავინ. პირადად მე, მჯერა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება მანამ, სანამ დამასაფლავებენ. თუმცა იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მამაჩემმა 92 წლამდე იცოცხლა, ხოლო დედაჩემი 97 წლისაა, შეიძლება, ეს ახლო მომავალს სულაც არ ნიშნავდეს.
რამდენიმე დღის წინ, ტაბულასთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, სოციალური ევროპის პროექტს დიდი დარტყმა მიაყენა, რომ ევროპა თანდათან თავად ამბობს უარს ბიუროკრატიასა და რეგულაციებზე, რომ ევროპა თავად გადმოდგამს მეტ ნაბიჯს თავისუფალი ეკონომიკისკენ და ჩვენ სადღაც შუაში შევხვდებით. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყოდით?
როგორი თავისუფალიც უნდა იყოს ეკონომიკა, ადმინისტრაცია, წესები და რეგულაციები მაინც საჭიროა. ამას გარდა, თავისუფალი ეკონომიკა და ევროკავშირი შეუთავსებელი სულაც არ არის. მაგალითისთვის ესტონეთი ავიღოთ - ამ ქვეყანამ გაწევრიანება ლიბერალური ეკონომიკური კურსის მიუხედავად შეძლო. არ ვიცი, რა გავლენა იქონია უშუალოდ ეკონომიკურმა კრიზისმა ევროპული ქვეყნების ეკონომიკურ ხედვებზე, მაგრამ ფაქტია, რომ საბერძნეთს უწევს ხელგაშლილი სოციალური დახმარების სისტემის გადახედვა. იგივე შეიძლება ითქვას საფრანგეთზე, შვედეთშიც კი შეიმჩნევა მსგავსი მოძრაობა. ცხადია, რომ მდიდარ ქვეყანას უფრო მეტად შეუძლია თავს ხელგაშლილობის უფლება მისცეს, ვიდრე ღარიბს. ქვეყნის ბიუჯეტი ოჯახის ბიუჯეტივითაა, დანახარჯი შემოსავალს არ უნდა აღემატებოდეს.
სამომავლო გეგმები?
შვედეთში ვბრუნდები, სადაც 18 წელია არ მიცხოვრია და ცოტა არ იყოს ვნერვიულობ. როგორ შევეწყობი არ ვიცი. მოგზაურობა მომიწევს. შემოთავაზებები ბევრი მაქვს, ძირითადად კონსულტანტობას მთავაზობენ, მაგრამ არ დავთანხმდი. მინდა რამდენიმე თვე დავისვენო და ისე გადავწყვიტო რას გავაკეთებ. დღეს ჯანმრთელობას არ ვუჩივი და სამუშაო ფორმაშიც ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ეს მუდმივად არ გაგრძელდება, ამიტომ მინდა ეს დრო ეფექტიანად გამოვიყენო. ვფიქრობ, რომ ლექციებს წავიკითხავ. იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც დავბრუნდები, მაგალითად 2012 და 2013 წლის არჩევნებზე დასაკვირვებლად. 5 შვილიშვილი მყავს, მათთვის სუპერძიძად გამოვდგები. ჩემი ცოლიც ნერვიულობს, იცის, რომ, თქვენი არ იყოს, მეც მოუსვენარი ვარ, მალე მბეზრდება ყველაფერი, 24 საათი სახლში უსაქმოდ ყოფნამ შეიძლება კარგად არ იმოქმედოს ჩემზე. ისიც კი მკითხა, ძაღლის შეძენას ხომ არ აპირებო. ძაღლები მიყვარს, ერთადერთი არსებაა, რომელსაც სულ უხარია შენი დანახვა, და ეგოზე დადებითად მოქმედებს, მაგრამ ძაღლის ყოლა ამავდროულად პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს. თუ ვიმოგზაურე, არ ვიცი ძაღლს როგორ მოვუვლი.
თქვენი თანამდებობა უკვე დაკავებულია, რას ურჩევდით მომავალ ხელმძღვანელს?
ახლა ვმუშაობ დოკუმენტზე, რომელიც უფლებამოსილების გადაბარებას ეხება და სავარაუდოდ ვრცელი გამოვა. ვცდილობ, თავი მოვუყარო ყველა იმ რჩევას, რომელიც ახალ ელჩს შეიძლება გამოადგეს: ვინ არიან ის ადამიანები, ვისთან ურთიერთობაც საშურია, რა ნეგატიური და პოზიტიური ასპექტები ახლავს ჩვენს სამუშაოს, რა სტადიაზეა დახმარების პროცესი. თუმცა, ახალი ელჩის რჩევებით დატვირთვას არ ვაპირებ. ვფიქრობ, ის თავადაც შეძლებს აქაურობაზე სწორი წარმოდგენის შექმნას. ყველა ქვეყანა თავისებურია, მკვეთრად გაყოფილი შავი და თეთრი არ არსებობს, მათ შორის ნაცრისფერის უამრავი ტონია, სწორედ ნაცრისფერ ტონებში გარკვევა უნდა მოახერხოს ჩემმა მემკვიდრემ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შეძლებს.
![]() |
9 მთის მიერ შობილი თაგვი |
▲back to top |
ეკონომიკა
ახალი აგადასახადო კოდექსი
პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა. ბოლო ათწლეულში ეს უკვე მეორე შემთხვევაა. წელს საგადასახადო კოდექსის შეცვლას ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა: პირველი, საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში საგადასახადო შემოსავლების ალტერნატიული წყაროების მოზიდვა და მეორე - საგადასახადო სისტემისადმი ნდობის ამაღლება.
პირველი მიზნის მისაღწევად, მთავრობამ საგადასახადო წნეხის გათანაბრება გადაწყვიტა. უცვლელი დატოვა საერთო ეროვნული და ადგილობრივი გადასახადების ექვსივე სახე და განაკვეთების უმეტესობაც შეინარჩუნა.
საშემოსავლო გადასახადიც, კანონის გარდამავალი დებულებების თანახმად, 2013 წლამდე 20%25-იან განაკვეთზე დარჩება. მთავრობის მიერ რეკლამირებული საშემოსავლო გადასახადის კლების გრაფიკი გადავადებულია. იგი 20%25-დან 15%25-მდე ეტაპობრივად შემცირების ნაცვლად, ითვალისწინებს გადასახადის 18%25-მდე შემცირებას 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდში. ივნისის ბოლოს, პარლამენტში კანონპროექტის პირველი მოსმენისას ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ 15%25-იანი საშემოსავლო გადასახადი 2014 წლიდან ამოქმედდებოდა. მესამე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს
მეორე მხრივ, გაიზარდა ის გადასახადები, რომლებზეც თავისუფლების აქტი არ ვრცელდება. ეს უკანასკნელი, რომლის მიღებაც საეჭვოდ გაჭიანურდა, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შეზღუდვას ისახავს მიზნად. გადასახადის გაზრდაზე ან ახალი გადასახადის შემოღებაზე გადაწყვეტილებას ხალხი რეფერენდუმის გზით იღებს. თავისუფლების აქტის საბოლოო ვერსიაში ეს წესი აღარ გავრცელდა მხოლოდ ორი ტიპის გადასახადზე - აქციზსა და ქონებაზე.
ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, აქციზური გადასახადების გაორმაგებული ოდენობა გარკვეულ სასაქონლო კატეგორიებზე, მათ შორის, ალკოჰოლურ სასმელებსა და ჯართზე 1 აგვისტოდან უკვე ამოქმედდა.
პარალელურად გაიზარდა დაბეგვრის ბაზა. მის არეალში მოხვდა ისეთი სახის ოპერაციებიდა საქმიანობები, რომლებიც წინა საგადასახადო კოდექსის პირობებში შეღავათებით სარგებლობდნენ.
2011 წლიდან საბაჟო კოდექსი წყვეტს არსებობას და მისი ნორმები საგადასახადო კოდექსის შემადგენელი ნაწილი ხდება. იმპორტის გადასახადის გადახდა იმპორტიორებს არა უშუალოდ საბაჟოზე,არამედ საგადასახადო დეკლარაციების წარდგენისას მოუწევთ. ყოველთვიური გადახდის წესის მაგივრად, გადასახადების დეკლარირება კვარტალურად მოხდება. იმპორტის გადასახადი სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფზე 12 და 5 პროცენტს შეადგენს. კოდექსშია ღარსად ფიგურირებს ჩანაწერი იმპორტის ცალკეულ ჯგუფებზე არსებული 0%25-იანი დაბეგვრის რეჟიმის შესახებ, რაც 2006 წლის 1 სექტემბრიდან მოქმედებდა.
საგადასახადო ტვირთის გათანაბრების საჭიროებით ახსნა ფინანსთა მინისტრმა ის ფაქტიც, რომ ახალი კანონის თანახმად, დღგ-ს 100 ათასი ლარის და მეტი ბრუნვის მქონე გადაიხდის: თავდაპირველ ვარიანტში დამატებითი ღირებულების 18%25-იანი გადასახადის (დღგ) სავალდებულო გადამხდელები იქნებოდნენ 200 ათას ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე ფიზიკური თუ იურიდიული პირები.
ის მეწარმე ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვაც 100 ათას ლარზე ნაკლებია, მცირე ბიზნესის სტატუსს მიიღებენ. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების დროს ეს ზღვარიც 200 ათას ლარს შეადგენდა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესის შემოსავალი 3-დან 5%25-მდე დაიბეგრება. შემოსავლის 3%25-იანი დაბეგვრით ისარგებლებენ მცირე ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებიც მათი მთლიანი შემოსავლის 60%25-ის ოდენობის ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას შეძლებენ. აქ არ იგულისხმება დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯები. 3%25-იანი დაბეგვრით ისარგებლებენ მცირე ბიზნესის კატეგორიის ის წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე, მაგალითად, ბაზრობაზე საქმიანობენ. თუმცა, საგადასახადო ბაზის გაფართოების და მკაცრი საჯარიმო სანქციებისგან განსხვავებით, ეს ცვლილება ძალაში მხოლოდ 2011 წლიდან შევა.
საგადასახადო რეგულაციების დარღვევებზე გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები უკვე 1 აგვისტოდან მოქმედებს. მაგალითად, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესის დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა 400-დან 15 ათას ლარამდე მერყეობს. ეს წესი 2011 წლის ივლისიდან გავრცელდება ბაზრობების მოვაჭრეებზეც. ამასთან, კანონში არ არის გაწერილი რა ტიპის დარღვევას რა ოდენობის ჯარიმა შეეფარდება.
ახალი კანონმდებლობა ასევე ამკვიდრებს მიკრობიზნესის სტატუსსაც. ასეთად ითვლება 30 ათას ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებულთა შრომას. ამ კატეგორიის მოქალაქეები გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან და არ ექნებათ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება. ამ გზით, მთავრობა 2011 წლიდან მცირე ბიზნესის ლეგალიზაციის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. თუმცა, როგორც ჩანს, ეს შერჩევითია: ახალი კოდექსის თანახმად, გამონაკლის საქმიანობის სახეებს მთავრობა პარლამენტთან შეთანხმებით განსაზღვრავს. მას უფლება ექნება, ამ სტატუსის ქვეშ ცალკეული საქმიანობების განხორციელებაც აკრძალოს.
ეს პრინციპი პირდაპირ ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილების მეორე მიზანს. საჭიროა საგადასახადო სისტემისადმი ნდობის ამაღლება. ამის მიღწევას მთავრობა ორმაგი ინტერპრეტაციების მინიმუმამდე დაყვანითა და გადამხდელის უფლებების დაცვის გზით აპირებდა.
ახალ საგადასახადო კოდექსში ორივე ამ მიმართულებით არსებობს პრობლემები. ყველა მექანიზმი, რომელიც პატიოსანი გადამხდელის წახალისებას ემსახურება, კანონში შერბილებული ფორმით მოხვდა. ახალი კანონმდებლობის თანახმად, გადამხდელს შეუძლია მიმართოს საგადასახადო ადმინისტრაციას და მოითხოვოს განმარტება საგადასახადო კანონმდებლობის ამა თუ იმ ნორმის შესახებ. კანონში წერია, რომ საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილია (და არა ვალდებული) გასცეს ოფიციალური განმარტება.
მოვიყვანთ კიდევ ერთ მაგალითს. ვთქვათ, აღმოჩნდა გადამხდელის დარღვევა, რაც მისმა შეცდომამ გამოიწვია. ამ შემთხვევაში დავების საბჭომგადამხდელს სანქციები უნდა მოუხსნას. კანონში კი წერია, რომ დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია (და არა ვალდებული) გაათავისუფლოს გადამხდელი დაკისრებული სანქციისაგან.
ახალი საგადასახადო კოდექსი ასევე მხოლოდ ზოგადი ფორმულირებით შემოიფარგლება, როცა ადგენს, რომ საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი. არ უნდა შეჩერდეს მისი საქმიანობა. ახალ კოდექსში ისევ არ არის გაწერილი რა შემთხვევაში და რა ვადით შეიძლება საწარმოს დალუქვა მის შესამოწმებლად.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალი საგადასახადო კოდექსიც, მისი წინამორბედების მსგავსად, სტრატეგიული ამოცანების გადაჭრაზე მეტად, ტაქტიკურ ამოცანებსა და ფისკალური ეფექტის მიღებაზე აკეთებს აქცენტს. თუმცა ეს ეფექტიც ეჭვის ქვეშ დგება. საგადასახადო ბაზის გაფართოება და ამის ხარჯზე სექტორული შეღავათების დაწესება, საგადასახადო წნეხის თანაბარ გადანაწილებას ვერ უზრუნველყოფს. თანაბრად დაბალი გადასახადების პირობებში, ქვეყანაში მეტი ინვესტიცია შემოვიდოდა. გაიზრდებოდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. მეტი თანხით კი უფრო ეფექტიანად შემცირდებოდა დეფიციტი და ხანგრძლივ პერსპექტივაში - გადასახადებიც. შესაბამისად, წნეხი შემცირდებოდა ყველა გადამხდელზე, რაც, თავის მხრივ, რეალურად გაზრდიდა ნდობას კანონმდებლობის მიმართ.
![]() |
10 რას გულისხმობს ოფშორინგი? |
▲back to top |
ეკონომიკა
2012 წლისთვის მსოფლიოში ოფშორინგის ბაზარი 168 მილიარდ დოლარს შეადგენს. რას გულისხმობს ოფშორინგი?
გარკვეული საქმის შესასრულებლად ერთი კომპანია ქირაობს სხვა კომპანიას, რათა დაზოგოს საკუთარი რესურსები, დრო, ფული და გაუნაწილოს პასუხისმგებლობა სხვას. ამ პროცესს უწოდებენ აუთსორსინგს - ანუ ზედმეტი თავისტკივილის სხვისთვის გადაბარების პრაქტიკას. ტრანსნაციონალური კომპანიები ამ გზას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმართავენ და სხვა ქვეყნების იაფ მუშახელს იყენებენ. სწორედ ამ ბიზნეს-მოდელს უწოდებენ ოფშორინგს.
დღესდღეობით ისეთ ქვეყნებს შორის, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, მალაიზია, მაროკო და აფრიკის ქვეყნები, გაცხარებული კონკურენციაა. ისინი ცდილობენ ამ ბაზარზე მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. ამ ბიზნესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უცხო ენის ფლობაა. მაგალითად, ეგვიპტე, განა და ტუნისი ცდილობენ, ოფშორინგისთვის პრიორიტეტულ ქვეყნებად იქცნენ საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროებისთვის. მაროკოში ერთი ფრანგულენოვანი ადგილობრივი თანამშრომლის დაქირავება საფრანგეთთან შედარებით ერთი მესამედით ნაკლები ჯდება.
ოფშორინგის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში სატელეფონო მომსახურების ცენტრების ინდოეთში გადატანაა. ამერიკელი მომხმარებლების პრეტენზიებს ადგილობრივები აღარ პასუხობენ. ზარი გადამისამართდება ინდოეთში და მომხმარებელს ამერიკული აქცენტით მოსაუბრე ინდოელები ემსახურებიან - თან, ფსევდოამერიკული სახელებით. დღეისთვის ინდოეთში 245 ათასი ადამიანია დასაქმებული სატელეფონო მომსახურების სფეროში. ასეთი ტიპის სამსახური განვითარებულ ქვეყნებში დაბალხელფასიან, არაპრესტიჟულ სამუშაოებად ითვლება, ამ აზიურ ქვეყანაში კი სატელეფონო მომსახურების ცენტრებში მუშაობა მაღალ ხელფასსა და პრესტიჟულ სამსახურს გულისხმობს. მაგალითისთვის, ერთი თანამშრომლის დაქირავება წელიწადში თუ ინდოეთში 15 ათასი დოლარი ღირს, ამერიკელი თანამშრომლის დაქირავება 65 ათასი დოლარი ჯდება.
ასეთივე გავრცელებული ოფშორინგული სერვისებია საგამომცემლო კომპანიებისთვის დიდი მოცულობის ინფორმაციის ციფრულ ფორმატში გადაყვანა, საბუღალტროანკეტის შევსება და საგადასახადო სამსახურებთან ანგარიშსწორების წარმოება, ჯანდაცვის სფეროში მომსახურება, ფოტოების დამუშავების სერვისი, საინჟინრო ნახაზები და სხვა.
სახელმწიფოში ოფშორინგისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, მნიშვნელოვანია იაფი და გამოცდილი მუშახელის არსებობა, უცხო ენისდა კულტურის საფუძვლიანი ცოდნა, პოლიტიკური სტაბილურობა და, ზოგადად, ქვეყნის იმიჯი. საგულისხმოა ქვეყნებს შორის საათობრივი სხვაობაც, რაც სამუშაოს რაციონალურ განაწილებას უწყობს ხელს. მაგალითად, ოფშორინგული პრაქტიკის მიხედვით, ამერიკაში სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, შეიძლება საპროექტო კომპანიამ მონახაზი გაგზავნოს, ვთქვათ, ინდოეთში. იქ ამ მონახაზს დაამუშავებენ, უკან გააგზავნიან და დილისთვის დასრულებული ნახაზები დახვდებათ.
ოფშორინგისთვის ხელსაყრელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება იოლი არ არის. ინდოეთს 20 წელიწადი დასჭირდა,რომამ თვალსაზრისით შესაბამისი გამოცდილება მიეღო, ინფრასტრუქტურა გაემართა და 14-მილიარდიანი შემოსავლის მქონე ბიზნესი აეწყო.
მსგავსი ბიზნესის მოსაზიდად სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები განსხვავებულ ხერხებს მიმართავენ. ძირითადად, მათი შეთავაზებები სამ სახეობად იყოფა: საგადასახადო შეღავათები, ინფრასტრუქტურის განვითარება და ადგილობრივი მუშახელის ტრენინგები. ინდოეთის მთავრობა მულტინაციონალურ კომპანიებს დასახული მიზნის მისაღწევად სამივე სახის დახმარებას სთავაზობს - 2015 წლისთვის ამ სფეროში 500 ათასი ადამიანის დასაქმება ივარაუდება. საგადასახადო შეღავათი 5 800-ევროიანი ტრენინგის სუბსიდირებას, საშემოსავლო გადასახადის შემცირებას და კორპორაციული გადასახადისგან ხუთწლიან გათავისუფლებას გულისხმობს. კენია აქცენტს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე აკეთებს და სპეციალური ინდუსტრიული პარკის მშენებლობას გეგმავს. ჩამოსული კომპანიისთვის ყველა ინფრასტრუქტურა წინასწარ გამზადებული და მოწესრიგებული იქნება.
აქვს თუ არა საქართველოს ოფშორინგისთვის ხელსაყრელ ქვეყნად ქცევის პოტენციალი? ამ შესაძლებლობის გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორგანვითარდება ქვეყანა,რამდენად აუწყობს ფეხს თანამედროვე ბიზნესს, ისარგებლებს თუ არა თანამშრომლობისდა კონკურენციის ახალი შესაძლებლობებით.
![]() |
11 სტოკჰოლმის სინდრომი |
▲back to top |
მსოფლიო
ფოტო: REUTERS
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ სოციალიზმის რენესანსის მოლოდინი არ გამართლდა პირველად შვედეთის ისტორიაში, საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მეორეჯერ მემარჯვენე ალიანსმა გაიმარჯვა. 19 სექტემბრის არჩევნებში ერთმანეთს ორი კოალიცია, ალიანსი და ე.წ. წითელ-მწვანეების კოალიცია დაუპირისპირდა. ალიანსის ლიდერი მოქმედი პრემიერ-მინისტრი ფრედრიკ რაინფელტია. ის შვედეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ეს პოსტი დაიკავა. სოციალ-დემოკრატებმაც პირადი რეკორდი დაამყარეს; ქვეყნის ყველაზე დიდმა პარტიამ, წითელ-მწვანეთა კოალიციის ბურჯმა, 1920 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა.
ალიანსი მემარჯვენე ცენტრისტულ პარტიებს აერთიანებს: ზომიერ პარტიას, ლიბერალი ხალხის პარტიას, ცენტრის პარტიასდა ქრისტიან-დემოკრატებს. ამ გაერთიანებამ, ხმათა 49.3%25, 349-დან 173 მანდატი მოიპოვა. წითელ-მწვანეთა კოალიციაში სოციალ-დემოკრატები, მწვანეთა პარტია და მემარცხენე პარტია (ყოფილი კომუნისტები) არიან. აღნიშნულმა კოალიციამ 43%25, 156 ადგილი მიიღო. ანტიიმიგრაციული პარტია, შვედეთის დემოკრატები, რომელთაც ხმათა5.7%25 მოაგროვეს, არც ერთ კოალიციას არ ეკუთვნის.
უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ამომრჩეველმა ჰოლანდიაში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში ხელისუფლების სათავეში მემარჯვენე პარტიები მოიყვანა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ სოციალიზმის რენესანსის მოლოდინი არ გამართლდა. ცხადი გახდა, რომ საზოგადოებისთვის სამსახურის და იმიგრაციის პრობლემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოციალური თანასწორობა. სოციალ-დემოკრატები შვედეთს უკანასკნელი 76 წლიდან 65 წელი მართავდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ცივი ომის დროს, მსოფლიოში ორი ეკონომიკური მოდელი იყო გავრცელებული: კაპიტალიზმი და ტოტალიტარული კომუნიზმი.ბიპოლარულ მსოფლიოში შვედეთმა „მესამე გზის“ მოდელი შექმნა. ამ გზას თანასწორობა და ეკონომიკური განვითარება უნდა შეეთავსებინა. თუმცა შვედეთის ეკონომიკამ დიდხანს ვერ გაუძლო კეთილდღეობის სახელმწიფოს ტვირთის ზიდვას. 1990-იან წლებში და დღესაც შვედეთი რეფორმაციას ვერ ახერხებს და გლობალური კონკურენცია მის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.
შვედური სამოთხის შესახებ შექმნილი მითები ხშირ შემთხვევაში მცდარია. ამის მაგალითად ცხოვრების დონეც გამოდგება. გავრცელებული აზრის მიხედვით, კეთილდღეობის ამ სახელმწიფომ შეძლო თითოეული მოქალაქისათვის კომფორტის შექმნა. რეალურად კი, შვედეთისა და დანარჩენი განვითარებული მსოფლიოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს შორის განსხვავება დიდია. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა,უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, შვედეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 20%25-ით ჩამორჩება აშშ-ისას.
შვედეთის სამუშაო ბაზარზე მცირე დაკვირვებაც კი საკმარისია ეკონომიკურიპრობლემების აღმოსაჩენად. შვედეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა პროფესიულ კავშირებში გაერთიანებული მუშახელის რაოდენობით, რაც სამუშაო ბაზარს მოუქნელს ხდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ამ ქვეყნის სამუშაო ასაკის მოსახლეობისთითქმის ერთი მეხუთედი უმუშევარია. სტატისტიკისმიხედვით, 1992 წლიდან 2007 წლამდე დასაქმებულთა რიცხვი ყოველწლიურად 0.4%25-ით მცირდებოდა. დანარჩენ ევროპაში კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 0.5%25-ით იმატებს. ამასთანავე,შვედები ყველაზეხშირად აცდენენ სამსახურს „ავადმყოფობის'' გამო. დღესდღეობით სახელმწიფო სამჯერ უფრო მეტ თანხას ხარჯავს ავადმყოფობის გამო სამუშაოს გაცდენის და პენსიაზე ადრე გასვლის დასახმარებლად, ვიდრე თავდაცვაზე.
შვედეთის ეკონომიკას დიდ პრობლემას უქმნის იმიგრაცია და დემოგრაფიული მდგომარეობა. იმიგრაციის ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი სოციალიზმია. მიგრანტები მოსახლეობის 20%25-ს აღწევენ. მათი უმრავლესობა უმუშევარია, რადგან სოციალური დახმარება მათთვის საკმარისია. შესაბამისად, ისინი უფრო ფართო სოციალური პროგრამების მომხრენი არიან და, ტრადიციულად, სოციალ-დემოკრატებს აძლევენ ხმას. იმიგრანტთა დიდი რაოდენობა და სამუშაო ადგილების ნაკლებობა ანტიიმიგრაციული პარტიის გამარჯვების მიზეზი გახდა. შვედეთის დემოკრატები პირველად მოხვდნენ პარლამენტში.
პრემიერ-მინისტრი ფრედრიკ რაინფელტი
სოციალ-ემოკრატების ლიდერი მონა სალიმი
შვედეთს მსგავსი პრობლემები 1990-იან წლებშიც აწუხებდა. ეკონომიკური ბუმის დასასრულს სახელმწიფოს აღარ შეეძლო უდიდესი სოციალური პროგრამების შენარჩუნება. მაშინ პრემიერ-მინისტრი, ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიბერალ-კონსერვატორი კარლ ბილდტი გახდა. მან პირველად შემოიღო სასკოლო ვაუჩერები, მოახდინა ტელეკომუნიკაციების და ენერგოსექტორის პრივატიზაცია. ბილდტმა ჯანდაცვის სისტემა გადაიყვანა კერძო სექტორზე, შეამცირა ბიუჯეტის ხარჯვა. მისმა რეფორმებმა შვედეთი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანა. ბილდტმა საპენსიო რეფორმაც გაატარა და pay as you go სისტემა, დაგროვებითი სისტემის ტიპის მოდელით შეცვალა.
შვედური სისტემის კრახს მემარცხენე სოციალ-დემოკრატებიც აღიარებენ. მათი მხარდაჭერა შვედეთში 45%25-დან 30%25-მდე შემცირდა. ისინიუკვე ვეღარ ქმნიან ინტელექტუალურ გარემოს და მემარჯვენე პარტიებს რეფორმაციის აუცილებლობაში ნაწილობრივ ეთანხმებიან. 90-იან წლებში სოციალ-დემოკრატმა პრემიერ-მინისტრმა გორან პერსონმა გააგრძელა ბილდტის რეფორმები. ბოლო წლებში ისინი ცენტრისკენ უფრო მეტად იხრებიან. მიუხედავად იმისა, რომ კონსენსუსი ეკონომიკური რეფორმაციის აუცილებლობისშესახებ თითქმის მიღწეულია,ზოგიერთი რამ მაინც უცვლელი რჩება. მაგალითად მაღალი გადასახადები, რომლებიცშვედეთში თითქმის 60%25-ია.
სხვა დანარჩენ ფაქტორებთან ერთად ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სახელმწიფოს ხარჯვის მშპ-სთან მიმართებას. ამ მაჩვენებელმა მთლიან ევროპაში პიკს (52.2%25) 1993 წელს მიაღწია. 2007 წლისათვის მხოლოდ 4 მთავრობა ხარჯავდა თავისი მშპ-ს ნახევარზე მეტს: უნგრეთი, დანია, შვედეთი და საფრანგეთი. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ქვეყნების უმრავლესობამ შეამცირა ხარჯვა და ევროპის საშუალო 52.2%25-დან 46.2%25-მდე დაეცა. შვედეთი სოციალისტური ქვეყნების სათავეში დიდი ხნის განმავლობაში იყო, თუმცა 2007 წლისათვის მთავრობამ ხარჯვა თითქმის 20%25-ით შეამცირა.
გამარჯვებული მემარჯვენე ალიანსი ამომრჩეველს ახალ საგარეო კურსსაც შესთავაზებს. შვედეთის მემარჯვენე მთავრობები ტრადიციულად უფრო ახლოს არიან დასავლეთთან და ევროკავშირთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.საგარეო საქმეთა მინისტრ მაკარლ ბილდტმა ევროკავშირთან და ნატოსთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი ნატოსწევრი ქვეყანა არ არის, ის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. სტოკჰოლმი ცდილობს ნეიტრალური იყოს, თუმცა საუბრებინატოში გაწევრიანებაზე საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.
ამასთანავე, შვედეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩრდილოეთის თანამშრომლობის მოძრაობაში. მასთან ერთად ამორგანიზაციაში ფინეთი, ნორვეგია, ირლანდიადა ბალტიის ქვეყნებიშედიან. მოძრაობა საერთო თავდაცვის სისტემის შექმნისაკენაა მიმართული. რუსეთი სსამხედრო ძლიერების ზრდის გათვალისწინებით, შვედეთი და მთლიანად ჩრდილოეთის თანამშრომლობის ორგანიზაცია მნიშვნელოვანია. კარლ ბილდტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის მომხრეა. ის ხშირად საუბრობს რუსეთის აგრესიულობაზე. მან რუსეთ-საქართველოს ომი სუდეტის კრიზისს შეადარა.
შვედეთს ისევ აქვს დიდი ეკონომიკური პრობლემები. მიუხედავად ამისა, რეფორმების მეშვეობით ის წელს ყველაზე სწრაფად მზარდი ევროპული ქვეყანა შეიძლება გახდეს. ლიბერალ-კონსერვატორების მმართველობიდან მოყოლებულიგაიზარდა შვედეთის გლობალური კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელი. სოციალ-დემოკრატების დროს იგი ამ რეიტინგში მეხუთე ადგილზე იყო. წელს შვეიცარიის შემდეგ მეორე ადგილსიკავებს.
შვედეთის ეკონომიკური თავისუფლება, Heritage Foundation-ის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ბევრად გაუმჯობესდა. 1995 წელს შვედეთის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 60 იყო, დღეს ის 72-ს უტოლდება.
შვედეთში მემარჯვენე მთავრობის მოსვლანათლად აჩვენებს, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა ევროპის მოქალაქეების იდეოლოგიაც შეცვალა. ტრადიციულად სოციალიზმისკენ მიდრეკილი ქვეყნებიც კი ეკონომიკის გადასარჩენად მემარჯვენე რეფორმების აუცილებლობას ხვდებიან.
Pay as you go - საპენსიო სისტემა, რომელშიც მთავრობა პენსიას ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან აღებული ფულით იხდის.
![]() |
12 მრჩეველთა ვიწრო წრე |
▲back to top |
მსოფლიო
პრეზიდენტი ბარაკ ობამა და დენის მაკდონო. ოვალური კაბინეტი
დაივიწყეთ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი. როდესაც საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ობამას შიდა წრე ისე ვიწროვდება, რომ იქ მხოლოდ დენის მაკდონოსთვის რჩება ადგილი. 40 წლის სახელმწიფო მოხელე დენის მაკდონო მინესოტელი კათოლიკური ოჯახიდანაა. მისი ორი ძმა მღვდელია. თვითონაც ღრმად მორწმუნეა. ამერიკელთა უმეტესობა მას არ იცნობს. იგი იმდენად ახლოსაა პრეზიდენტთან, რომ უფრო მაღალი რანგის კოლეგებიც კი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს მასთან ათანხმებენ.
2009 წლის ოქტომბრიდან მაკდონო ეროვნული უსაფრთხოების შტაბის ხელმძღვანელია. ობამას ნდობა მან 2008 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დაიმსახურა. მაკდონო აქტიურად იცავდა საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიციებს, იგერიებდა კრიტიკოსებს. დენისი ლეგენდარული ელექტრონული შეტყობინებების წყალობით გახდა ცნობილი. იგი მომავალი პრეზიდენტისადმი კრიტიკული სტატიების ავტორებს უგზავნიდა წერილებს. გახმაურებულია ერთი შემთხვევა ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტსა და სავაჭრო დეპარტამენტის მოხელესთან, დევიდ როტკოფთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელმა The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებების გამო არა ობამა, არამედ კლინტონი შეაქო. როტკოფმა პირველი ელექტრონული გზავნილი მაკდონოსგან მიიღო.
„პროფილისთვის საინტერესო არჩევანია“ - ლაკონურად ეწერა წერილში
ობამას გამარჯვებას მაკდონოს მხარდაჭერამ და ძალისხმევამაც შეუწყო ხელი. ფერადკანიანი საპრეზიდენტო კანდიდატი სულ რაღაც ექვსი წლის ჩამოსული იყო ვაშინგტონში და ნაკლები კავშირები ჰქონდა დემოკრატების საგარეო პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან. მაკდონო ქვეყნის მომავალ ლიდერს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული მანიფესტაციებისა და დებატების დროსაც თან ახლდა. იგი უმკლავდებოდა დემოკრატების მხრიდან ობამას საგარეო პოლიტიკის საჯარო კრიტიკას. ამას წარსული გამოცდილების წყალობით მშვენივრად ახერხებდა.
დენის მაკდონო 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში მუშაობდა. იგი სენატში დემოკრატების ლიდერის თომ დეშლის მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის კუთხით, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში. ამ პოსტს 2004 წლამდე იკავებდა. შემდეგ სენატორ კენ სალაზარის საკანონმდებლო დირექტორი გახდა. ამას მოჰყვა მისი ანალიტიკური საქმიანობა მემარცხენე ხაზის მქონე ამერიკული პროგრესის ცენტრში (Centre for American Progress). სწორედ ამ კვლევითი დაწესებულებიდან არიან ახალი ადმინისტრაციის მთავარი მრჩევლები.
ობამას საარჩევნო კამპანიაში მაკ დონო ადრეული ეტაპიდან ჩაერთო. იგი ზედამხედველობდა 300 ადამიანისგან შემდგარ ექსპერტთა გუნდს. გუნდი საკითხების მიხედვით 20 ჯგუფად იყოფოდა. არჩევნებში წარმატების შემდეგ მაკდონო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსად დანიშნეს. ამ დროს იგი ობამას ძირითადი გამოსვლების ტექსტებს უწერდა. წინა წლის ოქტომბერში მან ამჟამინდელი პოსტი დაიკავა.პრეზიდენტის მხრიდან მაღალი ნდობის გამო, პენტაგონი და სახელმწიფო დეპარტამენტი მასთან გადამოწმების გარეშე ოფიციალურ მოხსენებებსა და დოკუმენტებს არ გამოსცემს.
დენის მაკდონო მსოფლიოში ამერიკის ავტორიტეტის აღდგენის გზად გლობალურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას მიიჩნევს. მისთვის უმთავრესი ამოცანა სიღარიბის დაძლევაა. პოლიტიკოსი დიდ ყურადღებას ამახვილებს მსოფლიოს ენერგო და გარემოს დაცვის პოლიტიკაზე.მისმა შეხედულებებმა დიდი გავლენა იქონია ობამას ქმედებებზე.
სამაგიეროდ დენის მაკდონო არ გამორიცხავს ერაყთან, კუბასთან, ირანთან და სხვა პრობლემურ ქვეყნებთან დიალოგს. რუსეთი კი საგარეო საფრთხეების სათვალავში სულ უფრო ნაკლებად მიიღება. ამის ნათელი დასტური პოლონეთში საჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსებაზე უარის თქმა გახლდათ.უფრო მეტიც, სწორედ ამ ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ დაიწყო საუბარი ირანთან, ბირთვული პროგრამის განვითარების შეჩერების სანაცვლოდ, თეირანისთვის რეჟიმის შენარჩუნებაზე გარანტიების მიცემის შესახებ. მანამდე ბუშის ადმინისტრაცია ამგვარი დაპირებებისგან თავს იკავებდა. თუმცა აქვე ისიცაა აღსანიშნავი, რომ სწორედ ახალმა სახელმწიფო მდივანმა მოითხოვა სანქციების დაწესება თეირანისთვის გაეროს უშიშროების საბჭოზე.
ერაყიდან ჯარების ეტაპობრივად გაყვანის თაობაზე ობამას გუნდში განსხვავებული პოზიციები იყო. მაკდონო თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ერაყის ომს. კონგრესსა და ყოფილ პრეზიდენტს კი შედეგების გათვლის გარეშე ბრძოლების დაწყებაში ადანაშაულებდა. მაკდონოს მტკიცებით, თვეშიორი საბრძოლო ბატალიონის სამშობლოში დაბრუნებით ქვეყანა 16 თვეში ამერიკული სამხედროებისგან გათავისუფლდებოდა. ერაყთან მიმართებაში შემუშავდა ე.წ. „რბილი ძალის” გამოყენების პოლიტიკა - დიპლომატია და ეკონომიკა აშშ-ს ინტერესების მისაღწევად.სამაგიეროდ, უნდა გაზრდილიყო სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში. სწორედმისი ინიციატივით გააგზავნა ობამამ დამატებით 30 ათასი ჯარისკაცი ქაბულში, რომელთა გამოყვანას 2011 ივლისიდან დაიწყებენ.
ობამას პოლიტიკურ მრჩეველთა წრე საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით იგი ყოველთვის ვიწროვდება. იქ კი მთავარი ფიგურა დენის მაკდონოა.
![]() |
13 წესები რადიკალებისათვის:ობამა, ჩაის წვეულება და ჰიპები |
▲back to top |
მსოფლიო
60-იანელების წვეულება ბოჰემური იყო, ჩაის წვეულება ბურჟუაზიულია.
„პრაგმატული სახელმძღვანელო რეალისტი რადიკალებისათვის“ - საულ დეივიდ ალიანსკის უაკანასკნელი წიგნის სათაურია. ამერიკაში ემიგრირებული რუსი ებრაელების ოჯახის ერტადერთი გადარჩენილი ვაჟი მასების ორგანიზების გენიოსი იყო. ან - თითქმის „გენიოსი“, როგორც ალინსკის უილიამ ბაკლი, კონსერვატორი მწერალი უწოდებს. ალინსკიმ მასების ორგანიზება 30-იან წლებში ჩიკაგოს უღარიბეს აფრო-ამერიკულ გეტოებში დაიწყო. ბოლოს იგი სამოციანელთა ახალი მემარცხენე მოძრაობის მთავარი ტაქტიკოსი გახდა.
„წესები რადიკალებისათვის“ საულ ალინსკიმ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1971 წელს დაწერა. წიგნი მითოლოგიისა და ისტორიის გასაყარზე კაცობრიობის მეხსიერებაში შემონახული პირველი რადიკალის ხსენებით იწყება; ლუციფერი პირველი იყო, ვინც ასრებული წყობილების, ღმერთის, ისტებლიშმენტის წინააღმდეგ აჯანყდა და წარმატებასაც მიაღწია - საკუტარი სამეფო წააგო - წერს ავტორი.
მაკიაველი „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ ძალაუფლების შენარჩუნებას ასწავლის, კი გლახაკთა სახელმძღვანელოა ამ ძალაუფლების წასართმევად.
გლახაკთა და უპოვართა ჩიკაგოელი თემ-ორგის (თემის ორგანიზატორი - Communiity organizer), საულ ალინსკის სწავლებას ბევრი პრაგმატული თუ რეალისტი მიმდევარი ჰყავს დღესაც. მათ შორის არის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც პოლიტიკური კარიერა ალინსკივით თემების ორგანიზებით დაიწყო.
რეალისტი რადიკალების პრაგმატული სახელმძღვანელო ამ ბოლო დროის ჩაის წვეულების ერთ-ერთი სამაგიდო წიგნიც ხდება.
ალინსკი სისტემის შიგნიდან ნგრევას ასწავლის მიმდევრებს. მის დასაშლელად მამოძრავებელი მექანიზმების შესწავლაა აუცილებელი.
რევოლუციური ცვლილებების წინ მასებს პასიური, დამყოლი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ. ხალხთან მუშაობის მიზანი ამ ცვლილებების შესაძლებლობაში მათი დარწმუნებაა. თემ-ორგმა ჯერ ნდობა უნდა მოიპოვოს, შემდეგ აგიტაცია დაიწყოს, აპათია დაამარცხოს და მიყუჩებულ თემს მყუდროება დაურღვიოს. პირველი ნაბიჯი თემის ორგანიზებისკენ მისი დეზორგანიზებაა, - აღნიშნავს ალინსკი.
მას არ აწუხებს ეთიკური დილემა იმასთან მიმართებაში - ამართლებს თუ არა მიზანი საშუალებებს. იგი ფიქრობს, რომ პასუხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული მიზნისა და კონკრეტული საშუალების განხილვის შემდეგ ხდება ცნობილი.
ალინსკის სწავლება ანტისისტემურ რადიკალიზმს ასაზრდოებს.
60-იან წლებში სისტემას და ელიტებს ახალი, რადიკალური მემარცხენეები დაუპირისპირდნენ. ჰიპებისა და სტუდენტების მოძრაობა ომის საწინააღმდეგო ტალღაზე წარმოიშვა.
2010 წელს ისტებლიშმენტს და პოლიტიკურ ელიტას ჩაის მოძრაობა ებრძვის. ინტელექტუალური ელიტა ჰიპებისა და ჩაის მსმელების, დრო-სივრცეში და იდეებში უკიდურესად დაშორებული ორი სოციალური მოძრაობის სარკისებური მსგავსების განხილვით ერთობა.
60-იანელების მოძრაობა ბოჰემური იყო, ჩაის წვეულება ბურჟუაზიულია. მათი წინააღმდეგობის მოტივაცია ომი იყო. მეორეს უკმაყოფილების მიზეზი ფისკალური უპასუხისმგებლობაა. ისინი დადიოდნენ ვუდსტოკში, ესენი ვოლმარტს სტუმრობენ, - წერს საკუთარი მიგნებით კმაყოფილი დევიდ ბრუკსი The New York Times-დან. ის ჩაის წვეულების აქტივისტებს ვოლმარტის ჰიპებს უწოდებს.
დღეს ჩაის წვეულების ერთ-ერთ სულისჩამდგმელს, გლენ ბეკს ები ჰოფმანსაც ადარებენ. ები 60-იანელთა რადიკალი ბუნტისთავია, ახალგაზრდა ინტერნაციონალური პარტიის, იაპების დამფუძნებელი.
გლენ ბეკი ერთ-ერთი პირველი გახლდათ, რომელმაც მემარცხენეების საყვარელი მეთოდის, ქუჩის მსვლელობისა და საპროტესტო მარშების გამოყენებისკენ მოუწოდა კონსერვატორ პუბლიკას.
ბეკამდე და ჩაის წვეულებამდე კონსერვატორები ისტებლიშმენტს კონტრისტებლიშმენტის ჩამოყალიბებით ებრძოდნენ. მაგალითად, ასე ჩაისახა ნეოკონსერვატიზმი 60-70-იან წლებში შექმნილ პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტებში (Think Tanks).
რა დაიბადება საბოლოოდ ჩაის სახალხო მოძრაობიდან, რა მოხდება კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, როგორი იქნება მემარცხენე მეთოდებით გაზრდილი ამერიკელი ახალი მემარჯვენე, ამ კითხვებზე პასუხები ჯერ კიდევ დაუწერელი ტექსტებისა და იდეების სასუფეველში ნებივრობს
_____________________
ვუდსტოკი ადგილია ნიუ იორკის შტატის სალივანის საგრაფოში. სადაც 1969 წელს მშვიდობისა და მუსიკის ლეგენდად ქცეული სამდღიანი ფესტივალი გაიმართა.
ვოლმარკი მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაცია, რომელიც ამერიკაში ყველაზე პოპულარულ სუპერმარკეტების ქსელს ფლობს.
![]() |
14 აბი თუ აბორტი |
▲back to top |
ტაბულა|ფოკუსი
ექიმო, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ნამდვილად ჭარბთმიანობასა და გასუქებას იწვევს?! ბავშვის გაჩენას როვა გადავწყვეტ ხომ შეიძლება ვეღარ დავფეხმძიმდე?“ - დაბნეული პაციენტებისაგან ამგვარი შიშნარევი კითხვების მოსმენა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მავნებლობაზე ქართველ გინეკოლოგებს ხშირად უწევთ. თუმცა, ამ ქალებს გაუმართლათ. ისინი ხომ ექიმებს ესაუბრებიან. გინეკოლოგები არა მხოლოდ უსაფრთხო საშუალებების შერჩევაში ეხმარებიან, იმაშიც არკვევენ, რომ კონტრაცეფციის ამა თუ იმ მეთოდის გამოყენების შეწყვეტისთანავე უპრობლემოდ შეძლებენ დაორსულობას.
1550 ჩ.წ.ა.
ეგვიპტური ხელნაწერი „ებერსის პაპირუსი“ ქალებს ასწავლის, თუ როგორ უნდა შეაზავონ ფინიკი, აკაცია და თაფლი. შემდეგ მიღებული მასა წაუსვან მატყლის ერთგვარ ტამპონზე და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებაც მზად არის. |
1700-იანი წლები
კაზანოვას დღიურებში დეტალურადაა აღწერილი ექსპერიმენტები, რომლებსაც იგი განაყოფიერების თავიდან ასაცილებლად მიმართავდა. მაგალითად, ცხვრის შარდის ბუშტის გამოყენება პრეზერვატივად ან და საშვილოსნოს ყელში ნახევარი ლიმონის მოთავსება, სპერმის შეღწევის ასარიდებლად. |
1839
ჩარლზ გუდიეარმა გამოიგონა რეზინის ვულკანიზების ტექნოლოგია. მას რეზინის პრეზერვატივების, საშვილოსნოს ყელის-შიდა საშუალებების, გამოსარეცხი შპრიცებისა და ერთგვარი „საშვილოსნოს საფარის” დასამზადებლად იყენებდა. |
1873
კონგრესმა მიიღო კანონი უხამსობის აკრძალვაზე. ამ კანონის მიხედვით, ინფორმაცია ჩასახვის კონტროლის შესახებ უხამსობად მიიჩნეოდა, ამ ინ ფორმაციის გავრცელება კი უკანონობად. ამდროისთვის აშშ ერთადერთი დასავლური ქვეყანა იყო, სადაც კონტრაცეფციის კრიმინალიზაცია მოხდა. |
1880-იანი წლები
შეიქმნა ქალის პრეზერვატივი. ის დიდი ზომისა იყო და საშვილოსნოს ყელის დიაფრაგმის ადრეულ ვარიანტს წარმოადგენდა. |
1916
ამერიკაში, ბრუკლინში, მარგარეტ სენგერმა გახსნა ოჯახისდაგეგმვის პირველი კლინიკა. კლინიკა 10 დღეში დაიხურა. |
1921
სენგერმა დააფუძნა ჩასახვის კონტროლის ამერიკული ლიგა. ეს ლიგა შემდეგ მშობლობის დაგეგმვის ამერიკულ ფედერაციად ჩამოყალიბდა. |
1930
ანგლიკანმა ეპისკოპოსებმა ჩასახვის კონტროლის საშუალებების შეზღუდულ გამოყენებაზე თანხმობა განაცხადეს. პაპმა პიუს XI დაამტკიცა საეკლესიო სწავლება კონტრაცეფციის წინააღმდეგ. |
1938
მოსამართლემ გააუქმა ფედერალური აკრძალვა ჩასახვის კონტროლზე, თუმცა უმეტეს შტატში კონტრაცეფცია არალეგალური რჩებოდა. |
1951
სანგერის ინიციატივით, გრეგორი პინკუსმა დაიწყო კვლევა კონტრაცეფციაში ჰორმონების გამოყენებაზე. მეხიკო-სიტიში ქიმიკოსმა კარლ ჯერასიმპროგესტერონის აბები გამოიგონა. |
უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ჰორმონალური აბები არათუ ვნებს ქალს - პირიქით, არაერთი დაავადებისაგან იცავს. მათ მომხმარებელს ნაკლებად ემართება კიბო ან გულის დაავადებები, ნაკლებად აწუხებს მენსტრუალური ტკივილები, მცირდება მენსტრუაციის ხანგრძლივობაც. თუმცა ძალიან იშვიათად, ქალის ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ჰორმონალური აბის მიღებამ შესაძლოა, ისეთი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, როგორიცაა ვენური თრომბოზი ან იმფარქტი. სწორედ ამიტომ, კონტრაცეფციის მეთოდის სწორად შერჩევისათვის ექიმთან ვიზიტია საჭიროა. კონტრაცეფცია ყველა ქალისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მეთოდის თავისებურების გათვალისწინებით. თუ პაციენტს ამა თუ იმ საშუალების მიმართ უკუჩვენება არ აქვს, თავად შეუძლია აირჩიოს მისთვის ყველაზე მოსახერხებელი და სასურველი.
როგორც ირკვევა, იმ ქალების რიცხვი, რომლებიც სტერეოტიპების ტყვეობაში რჩებიან, ცოტა სულაც არ არის. კვლევები უჩვენებს, რომ ქართველი ქალები კონტრაცეფციის მეთოდებს ტრადიციულ „თავდაცვას“ ამჯობინებენ. ტრადიციულ მეთოდებში არასრული სქესობრივი აქტი, ანუ გარე ეაკულაცია და ოვულაცის დღეების მიხედვით თავის დაცვის პრაქტიკა მოიაზრება. ტრადიციული მეთოდები მოუხერხებელია, არასაიმედო და დაფეხმძიმების ალბათობით მკვეთრად უსწრებს თანამედროვეს. სედეგად, ქართველი ქალები აბორტის სიხშირის მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებენ. ეს მაშინ, როდესაც მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან, თუ როდიდან შეიძლება განვიხილოთ ჩანასახი სიცოცხლედ.
საგულისხმოა საქართველოს საპატრიარქოს პოზიციაც, ის კონტრაცეფციას აბორტთან აიგივებს და ორივეს თანაბარ პოზიციას უწოდებს. მსგავსი დამოკიდებულება აქვს კათოლიკურ ეკლესიასაც.
კონტრაცეფცია ქალებს მარტივ არჩევანს სთავაზობს - ისინი თვითონ წყვეტენ სურთ თუ არა დაფეხმძიმება. თანამედროვე ცხოვრების წესისა და ტემპიდან გამომდინარე, წყვილებისათვის ოჯახის დაგეგმვა აუცილებლობად იქცა.
კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია: ცასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური აბები, საშვილოსნოს შიდა საშუალება - სპირალი და პრეზერვატივი ანუ კონდომი (ეს მეთოდი, სხვა საშუალებებისაგან განსხვავებით, წყვილს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგანაც იცავს).
ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებიდან ყველაზე საიმედოდ საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციას (ე.წ.) სპირალი და აბებს მიიჩნევენ. თუ პაციენტი ზუსტად აბის მიღების ინსტრუქციას, დაორსულების თეორიული შანსი 0,3%25-ია. საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფცია ქალისგან ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. მას არც მაღვიძარა საათის დაყენება სჭირდება აბის მიღების შესახსენებლად და არც აფთიაქში სირბილი. პირველი მათგანი ორ ქალურ ჰორმონს - ოსტროგენსა და პროგესტოგენს შეიცავს. ეს ჰორმონები ოვულაციას, ანუ მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოყოფას აღკვეთს. რაც შეეხება სპირალს, იგი საშვილოსნოს ყელში თავსდება და ხელს უშლის სპერმატოზოიდების კვერცხუჯრედის მიმართულებით გადაადგილებას, რითაც ჩასახვის პროცესს გამორიცხავს.
ევროპაში - ინგლისში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთში - ყველაზე ხშირად ჰორმონალურ აბებს იყენებენ. 30 წლამდე ქალები აშშ- იც სწორედ ამ საშუალებას ირჩევენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2009 წლის მონაცემებით, ქართველი ქალების უმრავლესობაც, ვინც კონტრაცეპტივის შესარჩევად ექიმთან მივიდა, ჰორმონალურ აბებს ანიჭებს უპირატესობას.
ადამიანები ძველ დროშიც მიმართავდნენ კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდს. ჯერ კიდევ ძველ ინდოეთში ქმართან დაწოლის წინ ქალები საშოში ისვამდნენ ქვის მარილის, მცენარეული ზეთისა და გასუფთავებული ნაღების კარაქის ნაზავს. ძველი ეგვიპტელი ღარიბი ქალები ნიანგის განავალს, ხოლო დიდგვაროვნები სპეციალურ ტამპონებს იყენებდნენ, რომელიც აკაციის წვენით და თაფლით იყო გაჟღენთილი. ძველი ბერძნები სპეციალურ კრემებს ამზადებდნენ - ზეითუნის ზეთის, ტყვიის ფხვნილისა და საკმევლის გამოყენებით. ეს საშუალებეი ძირითადად ქალებისთვის იყო გათვლილი. თუმცა, ზოგჯერ პასუხისმგებლობას მამაკაცებიც იღებდნენ. ერთ-ერთი გზა აქტის შეწყვეტა იყო. ასევე, კონდომი, რომლის წარმოშობის დროზე დავობენ. მას, სულ მცირე, 400 წელია იყენებენ. პრეზერვატივის წინაპარს ადრე ცხოველების ორგანოებისაგან ამზადებდნენ.
1954
ჯონ როკმა, პინკუსთან ერთად, პირველად გამოსცადა აბები მასაჩუსეტსში. ექსპერიმენტში 50 ქალი მონაწილეობდა. |
1960
მაისში, წამლებსა და საკვებზე კონტროლის ადმინისტრაციამ ენოვიდის ჩასახვის საწინააღმდეგოაბად გამოყენებაზე გასცა ნებართვა. ამ დროისთვის ამ აბს უკვე ნახევარ მილიონამდე ამერიკელი ქალი იყენებდა „სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის“. |
1965
უზენაესმა სასამართლომ საქმეში „გრისვოლდი კონექტიკუტის წინააღმდეგ“ გააუქმა შტატის კანონები, რომლებიც კრძალავდა კონტრაცეფციას დაქორწინებული წყვილების თვის. ამ დროისათვის 6,5 მილიონი ამერიკელი იყენებდა აბებს. |
1970
აბების უსაფრთხოებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ არსებული შეშფოთების გამო სენატში მოსმენა გაიმართა. |
1980-იანი წლები
ბაზარზე ჭარბობდა შემცირებულ დოზიანი აბები. 10,5 მილიონი ქალი ამ აბებს იღებდა. |
2010
40 წლის განმავლობაში 46 ათას ქალზე ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აბების მომხმარებელი ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ისინი ნაადრევადაც ნაკლებად კვდებიან, მათ შორის, ონკოლოგიური და გულ - სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად. მსოფლიოში დაახლოებით 100 მილიონი ქალი ამ აბებს მოიხმარს. |
რაც შეეხება ჰორმონალურ აბებს, ანუ ორალურ კონტრაცეფტივებს, მას წელს იუბილე აქვს. ზუსტად 50 წლის წინ, 1960 წლის მაისში, ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ დაუშვა ორალური კონტრაცეპტივის გამოყენება. მაშინ და მას შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე, ეს აბები აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. გამოგონების ისტორიაც თავის მხრივ პარადოქსულია - ორალური კონტრაცეპტივი მორწმუნე კათოლიკე ექიმმა, ჯონ როკმა აღმოაჩინა, რომელიც სინამდვილეში, უშვილობის წამალს ეძებდა. მას ჰორმონი პროგესტერონი შეჰყავდა ქალის ორგანიზმში, რაც ოვულაციას აფერხებდა, შემდეგ წყვეტდა ჰორმონის მიწოდებას და საპირისპირო ეფექტს ელოდა.
ამერიკის შეერთებული შტატებისთვის 60-იანი წლები გარდამტეხი აღმოჩნდა. იმდროინდელ მოვლენებს სოციალური და სექსუალური რევოლუციის სახელითაც მოიხსენიებენ. გადაფასდა ქალის საზოგადოებრივი როლის ტრადიციული ხედვა. შეიცვალა სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ქალის მთავარი ფუნქცია - დიასახლისობაა. ამ დროს გამოჩნდა აბი - თავდაცვის მარტივი და საიმედო საშუალება. ქალებს უკვე შეეძლოთ, დაეგეგმათ მომავალი, გადაეწყვიტათ, როდის და რამდენი შვილი ჰყოლოდათ, მიეღოთ განათლება და წარმატებულ კარიერაზე ეზრუნათ.
როდესაც კონტრაცეფციასა და ოჯახის დაგეგმვაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ ცნობილი რასისტი ქალბატონი, ნიუ იორკის სოციალისტური პარტიის წევრი მარგარეტ სეგნერი. სწორედ მან გამოიგონა ტერმინი „შობადობის კონტროლი“, რომელიც უპირველესად შავკანიანი მოსახლეობის მატების შეჩერებას ისახავდა მიზნად.
აბების დაკანონება მარტივი პროცესი არ ყოფილა. თვადაპირველად ის მხოლოდ გათხოვილ ქალებზე გაიცემოდა. იმისთვის, რომ ექიმის დასტური მოეპოვებინათ, მარტოხელა ქალები არაერთ ტყუილს იგონებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტყუილი საქმროს ყოლა გახლდათ. აკრძალული იყო კონტრაცეფციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც. უფრო მეტიც, კონტრაცეფციის რეკლამირება, პორნოგრაფიის რეკლამირებას გაუთანაბრეს. შესაბამისად, რეკლამა შეფარულად კეთდებოდა: „თუ დაორსულება გსურთ, ეს არ გამოიყენოთ“, რაც მსმენელისთვის ნიშნავდა, რომ ვისაც დახეფმძიმება არ სურდა, აბი შეეძლო გამოეყენებინა.
ამის მიზეზი საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმები და ეკლესიისაგნ წამოსული წინააღმდეგობა იყო. ბევრი შიშობდა, რომ ქალები გაირყვნებოდნენ, გახშირდებოდა ღალატი და ოჯახების ნგრევა. მეორენი მათ უმტკიცებდნენ, რომ პირიქით, კონტრაცეფცია გახდებოდა გარანტი მყარი ოჯახებისა, რადგან ის არასასურველი ორსულობით გამოწვეულ უსიამოვნებებს აარიდებდა წყვილებს. ამასთან, ქალები თვითრეალიზებასაც შეძლებდნენ, რაც მათზე და, შესაბამისად, მათ ოჯახებზე მხოლოდ და მხოლოდ დადებით ზეგავლენას მოახდენდა. ამგვარად, ნელ-ნელა და ბევრი ბრძოლის შემდეგ, ამ საშუალებამ მარტოხელა ქალების ცხოვრებაშიც შეაღწია.
მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ აბებმა სამუდამოდ შეცვალეს მანამდე არსებული სოციალური ურთიერთობები. თუმცა, ნაწილი ამ მედიკამენტის როლს გაზვიადებულადაც მიიჩნევს.ერთი რამ ცხადია - აბები, როგორც იტყვიან, სესაფერის დროს, შესაფერის ადგილას აღმოჩნდა.
დღესდღეობით ჰორმონალურ აბებს 100 მილიონზე მეტი ქალი მოიხმარს. ორალური კონტრაცეპტივები, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ქალთა გათავისუფლების სიმბოლოდ იქცა. 1999 წელს ჟურნალმა Economist-მა მას მე-20 საუკუნის უდიდესი სამეცნიერო მიღწევაც კი უწოდა.
![]() |
15 სერგო ქობულაძის ნამუშევრები |
▲back to top |
ფოტოესე
შიშველი ნატურა
კრინჰილდა
![]() |
16 მამარდაშვილის გამოცანა |
▲back to top |
გიგა ზედანია|სვეტი
მამარდაშვილს ჩვენში არ გაუმართლა. მასზე ძირითადად მხოლოდ მემუარული ჟანრის ტექსტებს წერენ. ერთადერთი ფრაზა, რომლითაც ის შემორჩა ქართული საზოგადოების ცნობიერებას, ისაა, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას. რადგან მამარდაშვილის შემოქმედებიდან ამ ფრაზის მეტი თითქმის არავის არაფერი ახსოვს, სწორედ ის იქცა სპეკულაციების საგნად. რას გულისხმობდა მამარდაშვილი „ჭეშმარიტებაში“?
ამ სპეკულაციებში რაც გამოვლინდა, არის ფაქტი, რომ, მამარდაშვილისგან განსხვავებით, დიდი განათლებით ვერ დავიკვეხნით. როგორც ვერ მივხვდით იმას, რომ მისი ფრთიანი ფრაზა „უნდა ვიცოდეთ ისტორია იმისთვის, რომ ის არ გამეორდეს“, ამერიკელ ფილოსოფოს სანტაიანას ეკუთვნოდა, ასევე არსად შემხვედრია იმის აღნიშვნა, რომ ერთადერთი წინადადება, რომლითაც ჩვენი ქვეყანა იცნობს მამარდაშვილს, სინამდვილეში რუსი მოაზროვნის, პეტრე ჩაადაევისგან მოდის. აი, ჩაადაევის ციტატაც: „მშვენიერი რამაა - მამულის სიყვარული, მაგრამ არსებობს რაღაც უფრო მშვენიერი - ესაა ჭეშმარიტების სიყვარული. მამულის სიყვარული შობს გმირებს, ჭეშმარიტების სიყვარული კი ქმნის ბრძენებს, კაცობრიობის კეთილისმყოფელებს. მამულის სიყვარული ჰყოფს ხალხებს, საკვებს აძლევს ნაციონალურ სიძულვილს და ხშირად აცმევს დედამიწას თალხებს; ჭეშმარიტების სიყვარული კი ავრცელებს საკუთარ ცნობიერებას, ჰქმნის სულიერ ტკბობას, ადამიანებს აახლოებს ღვთაებასთან. არა სამშობლოს, არამედ ჭეშმარიტების გავლით მიდის გზა ზეცისაკენ“.
თითქოს მესმის „ზვიადისტთა“ გამარჯვებული ყიჟინა - ისინი ხომ ყოველთვის გრძნობდნენ, რომ მამარდაშვილი სინამდვილეში „რუსი“ იყო და „ეროვნულ ხელისუფლებას“ ებრძოდა. და, აი, თურმე ეს საკრამენტული ფრაზაც რუსული ყოფილა. ახლა თამამად შეგვიძლია გავაგრძელოთ დელირიუმი თემაზე, თუ როგორ უნდოდა რუსეთს მამარდაშვილი საქართველოს პრეზიდენტად (უკანასკნელ პერიოდში ეს პარანოიდალური ფანტაზია ტელევიზიითაც მოვისმინე).
მაგრამ სიხარული ნაადრევია. ჩაადაევი ვერაფრით გამოდგება რუსი იმპერიალისტი მოაზროვნის სახედ. ეს არც კატკოვია და არც, თუნდაც, დოსტოევსკი. ესაა ადამიანი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმკაცრესი კრიტიკოსი იყო და რომელიც - იშვიათად ნათელი გონების პატრონი - ამ კრიტიკის გამო შეშლილადაც გამოაცხადეს.
ამ ციტატით ვერც ისინი გაიხარებენ მაინცდამაინც, ვისაც მასში მხოლოდ ჭეშმარიტების ღვთაებრივ ბუნებაზე მინიშნებამ მოსჭრა თვალი. ჩაადაევი ცალკე საკითხია, მაგრამ მამარდაშვილი ვერანაირად ვერ გამოდგება რელიგიური აღორძინების ფიგურად - მისთვის ქრისტიანულ რელიგიას მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა; პავლე მოციქულის ტექსტებს ის ისევე კითხულობდა, როგორც დეკარტსა და პრუსტს - როგორც ადამიანის შინაგანი გამოცდილების მატარებელ ტექსტებს, რომლებიც ბევრ რამეს ეუბნება მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ რომელთა სიტყვასიტყვით აღქმაც - უბრალოდ „უკულტურობაა“.
მაშ, როგორი კონტექსტი მოვუნახოთ ჩაადაევის ამ ციტატას? რატომ მოუნდა მამარდაშვილს სწორედ იმ პერიოდსა და იმ ადგილას, სადაც ე. წ. ეთნიკური ნაციონალიზმი - სინამდვილეში კი უბრალო ეთნიციზმი, სისხლის, ჯიშისა და ჯილაგის აპოლოგია - პიკს აღწევდა, მაინცდამაინც რუსი - თუმცაღა რუსეთისადმი ძალზე კრიტიკულად განწყობილი მოაზროვნის - ციტირება?
ალბათ იმიტომ, რომ, მისი აზრით, სწორედ იქ და მაშინ ძალიან დავემსგავსეთ რუსეთს. რუსეთს, რომელიც არც ჩაადაევს უყვარდა და არც - მამარდაშვილს.
![]() |
17 რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიტანეთში |
▲back to top |
საზოგადოება
რომის პაპის ბრიტანელ პოლიტიკოსებს ხვდება. ლონდონი
დიდ ბრიტანეთში რომის პაპის, ბენედიქტე მეთექვსმეტეს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი 19 სექტემბერს, კარდინალ ნიუმანის ნეტარად შერაცხვით დასრულდა. ამ ქვეყნის ისტორიის მანძილზე რომის ეპისკოპოსის პირველ ოფიციალურ ვიზიტს გაერთიანებულ სამეფოში, თან ახლდა მოსახლეობის ნაწილის პროტესტი. ბრიტანელი საზოგადო მოღვაწეების ნაწილი მოითხოვდა, სახელმწიფო რანგში არ მიეღოთ ვატიკანის მეთაური. ამ მოსაზრებას მსგავსი ვიზიტისთვის საჭირო ხარჯების დაზოგვით ასაბუთებდნენ.
ბრიტანეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც კათოლიკე სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გამო დაზარალდა. სპეციალურ პრესკონფერენციაზე იოსებ რაცინგერმა განაცხადა, რომ სიხარულით აწარმოებს დიალოგს ანტიკათოლიციზმთან და ეკლესიიდან „მოღალატეების განსადევნად” ყველაფერს იღონებს.
„ვიყავი დარცხვენილი და შოკირებული, როცა პედოფილიის ფაქტების შესახებ შევიტყვე. ვერ ვიგებდი, როგორ შეეძლო სასულიერო პირს ამ დონემდე გახრწნა”. მანვე დასძინა, რომ დაზარალებული ბავშვებისთვის ტკივილის შემსუბუქება, დამნაშავეების დასჯა და მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან აცილება მისი პაპობის უმთავრესი ამოცანებია.
პაპმა არაერთხელ გამოიყენა სიტყვები - „საშიში ტენდენცია“, „რელიგიის მარგინალიზების მცდელობა“, „ათეისტური ექსტრემიზმი. ეს აგრესიული სეკულარიზმის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოსთვის გაგზავნილი მესიჯებია და მისი გამონათქვამების ყველაზე იმპერატიულ რიგს განეკუთვნება.
ერთ დროს კათოლიკურ ბრიტანეთში, დღეს კათოლიკე მრევლის რაოდენობა 10%25-ს არ აღემატება. 1534 წელს ინგლისის მეფე ჰენრი მერვემ კავშირი გაწყვიტა ვატიკანთან და ანგლიკანური ეკლესია შექმნა, რომელსაც დღემდე ბრიტანელი მონარქები მეთაურობენ. მეფის აღმზრდელი და მაშინდელი კანცლერი თომას მორი პაპის ერთგულებას შეეწირა. ბენედიქტეს არ დავიწყებია გაეხსენებინა თანამედროვე პოლიტიკოსებისთვის ამ პიროვნების ისტორიული მნიშვნელობა.
დედოფალთან ოფიციალური შეხვედრისას, შოტლანდიის სამეფო რეზიდენციაში, ბენედიქტე მეთექვსმეტემ განაცხადა: „მეოცე საუკუნეში ათეისტური ექსტრემიზმის გაკვეთილები არ გვაძლევს უფლებას დავივიწყოთ, რომ ღმერთისა და მორალის გამორიცხვას საზოგადოებრივი ცხოვრებიდან საბოლოო ჯამში პიროვნებისა და მისი დანიშნულების შეზღუდულ ხედვამდე მივყავართ“. დედოფლის სიტყვაში უფრო მეტი პოლიტიკა ჩანდა, ვიდრე ფილოსოფია: „დიდად ვაფასებთ ჩრდილოეთ ირლანდიაში სიტუაციის დარეგულირებაში წმინდა საყდრის როლს“, განაცხადა ელისაბედ მეორემ. მონარქი ასევე მიესალმა კათოლიკური ეკლესიის ჰუმანიტარულ მისიებს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში.
რეზიდენციაში გამართულ მიღებაზე პაპმა ათეისტური ექსტრემიზმი ფაშიზმს შეადარა და ბრიტანული პრესის რისხვაც დაიმსახურა.
ბენედიქტე მეთექვსმეტე ანგლიკანური ეკლესიის მთავარ სასულიერო პირს - კენტერბერის მთავარეპისკოპოს როუენ უილიამსს შეხვდა. არცთუ დიდი ხნის წინ კათოლიკურ ეკლესიას ანგლიკანი ტრადიციონალისტები შეუერთდნენ, რომლებიც კენტერბერის მთავარეპისკოპოსს ქალებისა და ჰომოსექსუალების მღვდლად კურთხევის გამო გამოეყვნენ. ბენედიქტემ სპეციალური დოკუმენტით მათ ლიტურგიული ტრადიციების შენარჩუნების უფლება მისცა. არქიეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ იერარქმა თანამედროვე სამყაროში ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს „იმ მრავალმხრივ ტენდენციებს ჩვენს კულტურაში, რომლებიც ცდილობენ წარმოადგინონ ქრისტიანული რწმენა ადამიანთა და ინტელექტის მტრად”. მიმართვაში პაპმა ხაზი გაუსვა საკუთარი საყდრის მნიშვნელობას, კარდინალი ჯონ-ჰენრი ნიუმანი, რომელიც ნეტართა შორის შეირაცხა, სწორედ მოქცეული ანგლიკანი იყო.
არქიეპისკოპოსთან საუბრის შემდეგ ბენედიქტეს ვესტმინსტერ ჰოლში მსოფლიო პოლიტიკის, კულტურის, მეცნიერებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ელოდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ყოფილი პრემიერი და ამჯერად კათოლიკედ მოქცეული ტონი ბლერი, „რკინის ლედი“ მარგარეტ თეტჩერი და ინგლისის პარლამენტის ორივე პალატა. „მე მოვალე ვარ გამოვხატო ჩემი შიში რელიგიის მარგინალიზების მზარდი ტენდენციის მიმართ. ეს საშიში ტენდენციები მოწმობენ მორწმუნეთა სინდისისა და რწმენის თავისუფლებების ვერდაცვასა და, ამასთან, რელიგიის როლის საზოგადოებაში გაუანალიზებლობას. ამიტომ ყველა თქვენგანს მოგიწოდებთ, იმის მიხედვით, თუ რომელ თანამდებობაზეც ხართ, გააღრმაოთ დიალოგი რწმენასა და გონებას შორის“.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა კომუნიკეს, სადაც ბრიტანეთისა და ვატიკანის თანამშრომლობის პრიორიტეტები განისაზღვრა. აღინიშნა, რომ გაეროს მოახლოებულ სხდომაზე აუცილებელია „განვითარების პროგრამები მესამე ათასწლეულში“- ს მხარდაჭერა, რომელმაც უღარიბესი ქვეყნების დახმარება უნდა უზრუნველყოს.
ვიზიტის დასასრულს, პრემიერმა დევიდ კემერონმა პაპს მადლობა გადაუხადა „ისტორიული ვიზიტისთვის“ და მის სტუმრობას „დიდი პატივი“ უწოდა. „თქვენ აიძულეთ მთელი ქვეყანა, დაჯდეს და იფიქროს“, განაცხადა პრემიერმა. პაპი რომში გაფრინდა: „მივდივარ და კარდინალ ნიუმანს გიტოვებთ“.
![]() |
18 მზის სისტემა ერთადერთი არ არის |
▲back to top |
მაია თოდუა|სვეტი
ახლახან მეცნიერებმა მზის სისტემის მსგავსი სისტემა აღმოაჩინეს, რომელიც შვიდი პლანეტისგან შედგება. მზის „ოჯახი“ უკვე არ არის ერთადერთი - ის, რაც თხუთმეტიოდე წლის წინ მხოლოდ ვარაუდი ან ფანტაზიის ნაყოფი იყო, დღეს უკვე მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია.
ჟურნალ ტაბულას მე-6 ნომერში, სტატიაში - „ეგზოპლანეტები: ნაბიჯი ახალი სიცოცხლის აღმოჩენისაკენ“, სხვა ვარსკვლავების გარშემო არსებული პლანეტების - ეგზოპლანეტების შესახებ ვსაუბრობდით. დღეისათვის აღმოჩენილია 490 პლანეტა 412 ვარსკვლავის გარშემო და ეს მონაცემები თითქმის ყოველდღიურად იცვლება. უახლეს ინფორმაციას ეგზოპლანეტების აღმოჩენების შესახებ გაეცნობით NASA-ს ვებ-გვერდზე: http://planetquest. jpl.nasa.gov/.
ორიოდ კვირის წინ კი ერთ-ერთი ვარსკვლავის (HD 10180) მახლობლად აღმოაჩინეს შვიდი პლანეტა, მათგან ერთი - დედამიწის სიდიდის. დღესდღეობით ეს არის ყველაზე მდიდარი ეგზოპლანეტური „ოჯახი“.
აღსანიშნავია, რომ HD 10180 მზის მსგავსი მნათობია (ვარსკვლავების სხვადასხვა ტიპი არსებობს). სიცოცხლის ძიებას მეცნიერები პირველ რიგში სწორედ ასეთი ვარსკვლავების გარშემო ცდილობენ, რადგანაც სიცოცხლის არსებობისათვის სხვებთან შედარებით სტაბილური პირობებია.
HD 10180 მდებარეობს ჰიდრას თანავარსკვლავედში, ჩვენგან 127 სინათლის წლის მანძილზე. ის შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, თუმცა მცირე ზომის ტელესკოპით უკვე შესაძლებელია მისი დანახვა. მის ირგვლივ მოძრავ პლანეტებს ყველაზე დიდი ტელესკოპითაც ვერ შეამჩნევთ. მათი არსებობის შესახებ ჩვენ მათი მიზიდულობის ძალის მიხედვით ან სხვა მეთოდებით შეგვიძლია შევიტყოთ. ეგზოპლანეტების დანახვა ძალზე ძნელია. უახლოესი ვარსკვლავის - პროქსიმა ცენტავრის - გარშემო რომ არსებულიყო პლანეტა, ის პლუტონზე 7000-ჯერ უფრო შორს იქნებოდა და მისი დანახვა ისევე რთული იქნებოდა, როგორც თბილისიდან ლისაბონში (დაახლოებით 4500 კმ-ზე) ნათურასთან მოფარფატე პეპლის შემჩნევა. მიუხედავად ამისა, ასტრონომებმა შეძლეს რამდენიმე ეგზოპლანეტის ვიზუალური გამოსახულების მიღება.
ექვსი წლის განმავლობაში HD 10180-ს 3.6-მეტრიანი ტელესკოპის საშუალებით აკვირდებოდნენ. მოწყობილობა დგას ჩილეში, ლა სილას მთაზე, 2400 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ტელესკოპზე მიმაგრებული იყო მაღალი მგრძნობიარობის და სიზუსტის ხელსაწყო - ინტერფერომეტრი. ამ დაკვირვებებმა აჩვენა, რომ HD 10180-ის „ოჯახი” განსხვავდება მზის სისტემისაგან. ხუთი პლანეტა დაახლოებით ნეპტუნისხელაა (დედამიწის მასაზე 15-25-ჯერ მეტი), ერთი - სატურნისხელა (95- ჯერ დიდი) და ერთი - დედამიწისხელა. ეს ციური სხეულები ძირითადად ქვისა და ყინულისგან შედგება და სავარაუდოდ წყალბადისა და ჰელიუმის ატმოსფეროებით არიან გარემოცული. ამიტომაც, საეჭვოა მათზე იყოს სიცოცხლე ჩვენთვის ცნობილი იმ ფორმით, რომლისთვისაც აუცილებელია ჟანგბადის და წყლის არსებობა.
ყველაზე განსაკუთრებული ამ სისტემაში არის ის, რომ ერთ-ერთი სხეული - HD 10180 b - დაახლოებით დედამიწის მასისაა, უფრო ზუსტად, მასზე 1.4-ჯერ დიდი. ეს არის ყველაზე მცირე მასის ეგზოპლანეტა, რომელსაც აქამდე დაკვირვებიან. HD 10180 b ძალზე ახლოსაა თავის მზესთან და მის გარშემო ერთ ბრუნს აკეთებს ერთი დღის განმავლობაში (რაც უფრო ახლოა პლანეტა ვარსკვლავთან, მით უფრო სწრაფად ბრუნავს). შედარებისთვის, ჩვენს სისტემაში მზესთან ყველაზე ახლო მყოფი პლანეტა მერკური ერთ ბრუნს 88 დღე უნდება. ასეთი სიახლოვე ცხელ მნათობთან არ გვაძლევს იმის საფუძველს,რომ HD 10180 b-ზე სიცოცხლე ვივარაუდოთ, რადგან ამ შემთხვევაში მასზე წყალითხევად მდგომარეობაში ვერ იარსებებს.
ჯერჯერობით ძალზე ცოტა რამ ვიცით პლანეტური სისტემების შესახებ. თუმცა უკვე არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ვარსკვლავების უმრავლესობას საკუთარი „ოჯახი” ჰყავს. ჩვენს გალაქტიკაში არის 300 მილიარდი ვარსკვლავი, სამყაროში დაახლოებით ას მილიარდამდე გალაქტიკაა. ესე იგი, სულ 30 ათასი მილიარდი ვარსკვლავია, რომელთა დიდი ნაწილი მზის მსგავსია. ამიტომაც, საფუძველს მოკლებული არაა ვარაუდი იმის შესახებ, რომ სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვაგანაცაა შესაძლებელი.
NASA-ს ხელოვნური თანამგზავრები - ჰაბლის ტელესკოპი, Kepler, SIM PlanetQuest, Terrestrial Planet Finder, დედამიწაზე მყოფ დიდ ტელესკოპებთან ერთად განაგრძობენ ეგზოპლანეტური სისტემების ძიებას. მომავალში შესაძლებელი იქნება უმცირესი პლანეტების აღმოჩენა და მათი ატმოსფეროების შესწავლა, რაც საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ, არის თუ არა მათში ჟანგბადი და წყალი.
ამ შემთხვევაში შეიძლება საქმე გვქონდეს ისეთი რიგის აღმოჩენებთან, რომელთაც მსოფლმხედველობაში კოპერნიკისეული გადატრიალების ტოლფასი რევოლუციის მოხდენა შეუძლია. კოპერნიკმა დედამიწა „გადაანაცვლა” სამყაროს ცენტრიდან და სხვა პლანეტების გვერდით დააყენა. დადგინდა, რომ არც მზეა ქვეყნიერების ცენტრი - ის ირმის ნახტომის პერიფერიაზე იმყოფება, ჩვენი გალაქტიკის ცენტრში კი მოთავსებულია უზარმაზარი შავი ხვრელი (ეს შედარებით ახლო წარსულში გახდა ცნობილი). შემდგომ აღმოჩნდა, რომ არც ჩვენი გალაქტიკაა ერთადერთი - ის ერთ- ერთი ჩვეულებრივი ვარსკვლავთა სისტემაა ასობით მილიარდ გალაქტიკას შორის. დღეს ირკვევა, რომ პლანეტური სისტემებიც მრავლადაა.
იმას, რასაც ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს, ჯორდანო ბრუნოსა და სხვა მოაზროვნეებს ინტუიცია კარნახობდა და რაზეც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ სპეკულაციები შეიძლებოდა, დღეს უკვე მეცნიერულად იკვლევენ. მომავალი გვიჩვენებს, გამართლდება თუ არა მათი წინასწარმეტყველებები სიცოცხლის შესახებ და ოდესმე ვინმე ტაბულას რომელიმე ნომერში დაწერს თუ არა სტატიას სახელწოდებით: „დედამიწაზე სიცოცხლე სამყაროში ერთადერთი არ არის“.
![]() |
19 საიდან ვიცით ის, რაც ვიცით?! |
▲back to top |
ვახო ელერდაშვილი|სვეტი
დღევანდელ სვეტში ერთ დელიკატურ თემას უნდა შევეხო და დავსვა შეკითხვა: საიდან მოდის ჩვენი ცოდნა?! - სრულად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ ჩემი შეკითხვა წაურიტორიკულებს, ამიტომ იხტიბარს მაინც არ გავიტეხ და ცოტა სხვანაირად ვიკითხავ: სად არის გარანტია იმისა, რომ ის, რაც ვიცით, ნამდვილად ვიცით? მოდით ამ შეკითხვის ირგვლივ რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ.
მარტივი შეკითხვით დავიწყოთ: რატომ იწერენ მართლმადიდებლები პირჯვარს მარჯვნიდან მარცხნივ და კათოლიკეები - პირიქით? ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად ინტერნეტ-არქივები, წმინდა წერილები და ფორუმები ამოვაბრუნე და მრავალ ვერსიას გავეცანი. ერთ-ერთი ვერსიათაგანი კი, რომელიც მე ყველაზე ლოგიკურად და დასაბუთებულად მეჩვენება, შემდეგნაირად ჟღერს:
ძველი წარმოდგენით, ადამიანის სული მდებარეობდა გულში, ამიტომ წმინდა სამების მოხსენიების დროს სიტყვა „სული“ უნდა ეთქვათ ხელის გულზე, ანუ მარცხნივ დადების დროს. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგ ენაში მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს და ზოგში - პირიქით, ზოგ ენაზე ითქმის წმიდა სული და ზოგზე სული წმიდა, შესაბამისად, ხელსაც შუბლსა და მუცელზე დადების შემდეგ იდებენ ჯერ ან მარცხნივ, ან მარჯვნივ. ვინაიდან ეს განსხვავება მკვეთრად ლათინურ და ბერძნულ ენებშია გამოხატული, ამიტომ ამ ორი ენის მაგალითი განვიხილოთ:
ლათინურად: in nomine Patris, et Filii, et Spiritus Sancti
ბერძნულად: είς τό όνομα τού Πατρύς καύ τού Υίοΰ καί τού Αγίου Πνεύματος
ლათინურ ვარიანტში ზედსართავი სახელი Sancti (წმინდა) არსებითი სახელის, Spiritus (სული) შემდეგაა, ბერძნულში კი - პირიქითაა, ჯერ „ჰაგიოა“ (წმინდა) და შემდეგ „პნევმატოს“ (სული). ამგვარად, იმ ეკლესიებში, სადაც ღვთისმსახურება ბერძნულად სრულდება, პირჯვარს მარჯვნიდან მარცხნივ იწერენ, და იქ კი, სადაც ლათინურ ენაზეა - მარცხნიდან მარჯვნივ. ლათინურ და ბერძნულ ენებს შორის განსხვავება კი საბოლოოდ კათოლიციზმზე და მართლმადიდებლობაზე აისახა.
ყველაფერ ზემოხსენებულთან დაკავშირებით სულ ორი წყარო ვიპოვე: 1) ერთ-ერთ ფორუმზე კონკრეტული მომხმარებლის პოსტი, რომელიც თბილისის სურბ-გევორქის ეკლესიის მოძღვრის, მამა აბგარის მოსაზრებას ეყრდნობა; 2) ინგლისურ ვიკიპედიაში სტატია „Sign of the Cross“, სადაც წყაროდ ბერძნულ კატეხიზმოს იშველიებენ.
უფრო ღრმად ჩაძიების საშუალებას ინტერნეტი აღარ იძლევა, თუმცა, რომ მივაკითხო მამა აბგარს სურბ-გევორქის ეკლესიაში (იმედია ცოცხალი დამხვდება) და წყარო მოვთხოვო, დარწმუნებული ვარ, რომ რომელიმე ძველ წიგნზე მიმითითებს, სადაც ასევე ვიღაცის სიტყვები იქნება მოტანილი აზრის გასამყარებლად. ვიკიპედიის წყაროს შემთხვევაშიც მსგავსი სურათი იქნება: რომელიმე წმინდა მამის წიგნი იქნება მოტანილი სქოლიოში, იმ წმინდა მამასთან სხვა წმინდა მამის წიგნი და ა.შ.
ერთი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ირკვევა, რომ ის, რაც ვიცით, შეუძლებელია ზუსტად ვიცოდეთ, ვინაიდან გადამოწმებას არ ექვემდებარება. ჩვენ გარშემო არსებული ინფორმაცია კი უმეტესწილად ასეთი გადაუმოწმებელი ხასიათისაა. წყაროს წყაროს წყაროს ჯაჭვის ბოლოში კი საბოლოოდ რომელიმე წმინდა მამას, ან საყოველთაოდ აღიარებულ ავტორიტეტს ვადგებით, რომელსაც უსათუოდ უნდა დავუჯეროთ, შვებით ამოვისუნთქოთ და ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულად გამოვაცხადოთ - სხვა არაფერი დაგვრჩენია!
მოდით, მეორე შეკითხვა დავსვათ: ვინ წარმოთქვა პირველმა სიტყვები „ის მაინც ბრუნავს“? - ამ შეკითხვაზე პასუხის გამცემები ორ ბანაკად დაიყოფიან, პირველები გალილეო გალილეის დაასახელებენდა მეორენი კი - ჯორდანო ბრუნოს. საინტერესო ის არის, რომ არც ჯორდანო ბრუნოს წარმოუთქვამს ეს ფრაზა რომში ყვავილების მოედანზე 1600 წლის 17 თებერვალს, როდესაცმის გარშემო მოგროვილი ფიჩხი აგიზგიზდა და არც დაუძლურებულ გალილეოს უთქვამს Eppur simuove (ის მაინც ბრუნავს) 1633 წელს იმ ავადსახსენებელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მას ინკვიზიტორებმა მოუწყვეს.
თქვენ შეიძლება მხრები აიჩეჩოთ, არ დამიჯეროთ (ისევ დაჯერება!) და მრავალი წერილობითი, თუ ზეპირსიტყვიერი წყარო გაიხსენოთ, სადაც ეს ფრაზა ან ერთ და ან მეორე იტალიელს მიეწერება. საინტერესო კი ის არის, რომ ეს სიტყვები არ გვხვდება გალილეის უშუალო მოწაფის, ვინჩენცო ვივიანის ვრცელ ბიოგრაფიაში. სხვა მოწაფენიც დუმან ამის შესახებ. პირველად კი ის გამოქვეყნდა ფრანგულენოვან კრებულში Querelles Littйraires (ლიტერატურული კამათები) 1761 წელს. გაითვალისწინეთ, გალილეის სიკვდილიდან დაახლოებით ასოცი წელი არავინ იხსენიებს ამ ფრაზასდა პირველად ფრანგულენოვან წყაროში ვკითხულობთ! ახლა,როგორღა ვირწმუნოთ, რომ ეს ფრაზაგალილეიმ წარმოთქვა და არა რომელიმე ფრანგმა მწიგნობარმა, რომელმაც ლამაზი ლეგენდა შეთითხნა და ორიოდე სუ იშოვა, მიაწერა რა გალილეის საკუთარი სიტყვები?!
ასე სამარის კარამდე ჩაძიება ნებისმიერ „აღიარებულ“ ფაქტზე შეიძლება:დაეცა თუ არა ნიუტონს ვაშლი,იყვირა თუ არა „ევრიკა“ არქიმედემ, იხსნეს თუ არა რომი ბატებმა, იყო თუ არა ლეონარდო და ვინჩი ჰომოსექსუალი, იბრძოდათუ არა სერვანტესი ლეპანტოს ბრძოლაში, იყო თუ არა ფრენსის ბეკონი შექსპირის ტრაგედიების ავტორი და ა.შ. მაგალითების ჩამოთვლაუსასრულოდ შეიძლება, ამიტომმოდით, თვალი გავუსწორო თრეალობას და ვაღიაროთ, რომ - ის, რაც ვიცით, სინამდვილეში გვჯერა, რომ ვიცით. ჩვენი ცოდნა დაჯერებების ვრცელიკრებულიადა რომ არ დავიჯეროთ, სხვა გზა არ გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ ჩვენს ცხოვრებას წყაროს წყაროს წყაროს წყაროს გადამოწმებას მოვანდომებთ.
![]() |
20 ამბები |
▲back to top |
საზოგადოება
მოსეს წყალი არ გაუყვია
მეცნიერების მიერ ახსნილი სასწაულების ნუსხას კიდევ ერთი შეემატა. ბიბლიის მიხედვით, როდესაც მოსეს ებრაელები ეგვიპტელების მონობიდან გამოჰყავდა, ღმერთმა წითელი ზღვა ორად გაყო და მის რჩეულებს გაქცევის საშუალება მისცა. ატმოსფერული კვლევების ამერიკის ნაციონალურ ცენტრში კი აცხადებენ, რომ ამაში ზეციერის ხელი არ ერია. შექმნილია კომპიუტერული მოდელი, რომელიც ფიზიკის კანონებზე დაყრდნობით ხსნის ამ მოვლენას. კვლევის მიხედვით აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც ლეგენდის თანახმად ღმერთმა ებრაელთა წინამძღოლს გამოუგზავნა - გახდა ზღვის უკან დახევის მიზეზი. მოვლენის შემდეგ ორად გაყოფილი წყლის ეფექტი შეიქმნა. სავარაუდოდ, მოსემ სწორედ ამ შემთხვევით ისარგებლა. ეს ვერსია რომ რეალობასთან საკმაოდ ახლოსაა, კოლუმბიის უნივერსიტეტის საგანგებო კვლევებიც ადასტურებს. მოდელი ცვლის მოქმედების ადგილსაც. წითელი ზღვის ნაცვლად, როგორც ეს ბიბლიაშია, „ზღვაში გავლის“ ადგილად ნილოსის შესართავი სახელდება.
Twitter-ის ბაგი
სარა ბრაუნი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის მეუღლე, ერთ-ერთია Twitter-ის იმ ათასობით მომხმარებელს შორის, რომლებიც ამ ქსელის უსაფრთხოების სისტემაში არსებული ბაგით დაზარალდნენ. ბრაუნი, რომელსაც მილიონზე მეტი Twitter-ის მიმდევარი ჰყავს, თავისდაუნებურად აგზავნიდა საშიში კოდის შემცველ ბმულებს. კოდის ერთ-ერთი ვარიანტი გზავნილებში სვამდა ბმულებს და მათზე დაჭერის გარეშე მომხმარებელი იაპონურ ჰარდკორპორნო საიტებზე გადაჰყავდა. Twitter-ის ადმინისტრაციის თქმით, უსაფრთხოების ეს ხვრელი უკვე ამოვსებულია და მომხმარებლებს კვლავ შეუძლიათ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.
გადაუხდელი ჯარიმები
ბრაზილიის პოლიციამ 62 წლის იტალიელი მამაკაცი დააკავა. მიზეზად გადაუხდელი საავტომობილო ჯარიმები დასახელდა.საერთო თანხა, რაც უნდა საოცრად ჟღერდეს - 259 ათას დოლარს აღწევს. ჯარიმების უმეტესი წილი მას სისწრაფის გადაჭარბებისთვის აქვსმიღებული და გამოწერილია ავტომატურ რეჟიმში, ბრაზილიის ქალაქებში დამონტაჟებული კამერების დახმარებით. მის დარღვევათა ჩამონათვალში მეორე ადგილს იკავებს არასწორი პარკირება, რასაც მოსდევს მანქანისმოხმარებისთვის დაწესებული გადასახადი და სხვა „წვრილ-წვრილი“ ჯარიმები. პოლიცია ჯერჯერობით არ ახმაურებს, რამდენი ხანი დასჭირდა იტალიელ რობერტოჩინტიოს ამხელა თანხაზე ასასვლელად. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი მანქანა მხოლოდ ცხრა წლისაა - წელიწადში რობერტო მინიმუმ 30 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმებს იღებდა.
![]() |
21 კლუბები |
▲back to top |
სულელი უცხოელი|სვეტი
ამას წინათ ქუჩაში ორმა ავსტრალიელმა ტურისტმა გამაჩერა. მოესმათ, მობილურით ინგლისურად რომ ვლაპარაკობდი, როდესაც რამდენიმე კილო პომიდორს (ვარდისფერს, რა თქმა უნდა) მოვათრევდი, და მიხვდნენ, რომ საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვიყავი. უნდოდათ გაეგოთ, სად შეიძლებოდა საღამოს გართობა, ცოტაც დალევა, ხალხის გაცნობა და საერთოდ, კარგი დროის გატარება. რამდენიმე ბარი დავუსახელე, რომლებიც, შესაძლოა, მოსწონებოდათ - შარდენზე, სადაც ხალხის თვალიერება შეიძლება და პეროვსკაიაზე, სადაც ფეთხუმი ექსპატები ლოთობენ. თუმცა, მათ ღამის კლუბი უნდოდათ: „ისეთი ადგილი, სადაც ვიცეკვებთ“.
პრობლემა ის კი არ არის, რომ თბილისში ღამის გასართობი ადგილები არ ვიცი - ყველგან ვარ ნამყოფი - უბრალოდ, ვერ ვაიძულე თავი, მერჩია მათთვის ამ ქალაქის რომელიმე ის უძვირესი ჩაკეტილი სივრცე, ტესტოსტერონით გაჟღენთილი ატმოსფეროთი, კლუბი რომ ჰქვია. მინდოდა, ამ ავსტრალიელებს ესიამოვნათ, ეგრძნოთ იმ სიძველის და უდარდელობის ხიბლი, რაც თბილისს განსაკუთრებულს ხდის. არ მინდოდა, საღამო გამაყრუებელი მინიმალ-ტექნოს სმენაში და დაცვის ჭარბწონიან ბიჭებთან ჯაჯგურში გაეტარებინათ, არც გულისამრევად ტკბილი კოქტეილების სმით გასაკოტრებლად მემეტებოდნენ.
სიმართლე გითხრათ, თბილისის კლუბები ყველაზე მეტად მაგონებს კლასიკურ ჯოჯოხეთს.ხმაური, სიცხე, კვამლიდა სიბნელე - თან სავსეა საშინელი ადამიანებით. ყოველ ჯერზე, როცა კი ახალი კლუბი იხსნება, იმედი მავსებს, რომ ის მაინც იქნება ნორმალური. შეუძლებელია, ყოველთვის ცუდი გამოდიოდეს - ვფიქრობ ჩემთვის - თუმცა, ისევ ცუდი გამოდის. ძალზე სამწუხაროა, რომ თბილისის, ალბათ, საუკეთესო კლუბს, ამ წუთას, საცეკვაო მოედანი - ანუ, კლუბის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი - არა აქვს. მთელ მსოფლიოში ხალხი კლუბებში იმისთვის დადის, რომ მოეშვას, დარდი დაივიწყოს და რაც სურს, ის აკეთოს. თუმცა,არა თბილისში. აქ კლუბებში ბევრად უფრო მეტი უცნაური წესია,ვიდრე ლევიანთა წიგნში: ფეხებს იქ ნუ აწყობ, სასმელიიქით ნუ მიგაქვს, აქ ნუ დადგები, უკრაინელ მეძავთან ასე ახლოს ნუ ცეკვავ და გრძელდება აკრძალვების სია.გართობა ჩემთვის ფორმაში გამოწყობილი ზორბა კაცის მიერ დატუქსვას რომ ნიშნავდეს, მაშინ ჯარში მსახურს დავიწყებდი.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოახერხებთ, დაუძვრეთ დაცვის აგრესიულთანამშრომელს, ინტერიერის უგემოვნო დამთრგუნველ დიზაინს კი ყურადღება არ მიაქციოთ, მუსიკას თავს ვერაფრით დააღწევთ. ქართველ დიჯეის ვიღაცამ ნამდვილად უნდააუხსნას, რომ მინიმალ-ტექნოს გარდა ბევრი სხვა რამ არის სასიამოვნო ცხოვრებაში. მაშინაც კი, თუ (ჯიუტად) მიგაჩნიათ, რომ ეს საუკეთესო გასართობი მუსიკაა, ცვლილება კარგია ისევე,როგორც დასვენება. ტექნო გერმანელებსაც კი აღარ მოსწონთ-არადა, მათი მოგონილია.
ვერ ვხვდები, რატომ ვერ ქმნიან ქართველები კლუბებს. ბოლოს და ბოლოს, ეს არის ქვეყანა, სადაც ბევრმა ადამიანმა ნამდვილად იცის, დრო კარგად როგორ გაატაროს, ქვეყანა, სადაც სასმელი არ ილევა და სადაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ცეკვას, რეალურად, დაწყებით კლასებში სწავლობს - კაცი იფიქრებს, ყველა საჭირო წინაპირობა არსებობსო. მიუხედავად ამისა, ქართველების კლუბური ცხოვრება ფრანგულ როკ-მუსიკას წააგავს - იმ ერის მიერ შესრულებულ უსახურ იმიტაციას, რომელსაც უბრალოდ არ ესმის, რა არის ნამდვილი როკი.
თუ სადმე ქალაქში მოსეირნე მოწყენილ ავსტრალიელებს წააწყდით, უმჯობესია, სუფრაზე დაპატიჟოთ.
suleli.uckhoeli@tabula.ge
![]() |
22 არის კოსოვო!... შემდეგი?.. |
▲back to top |
ტაბულა რაზა
ნაწილი III
ირაკლი შენგელაია
ისევ კვებეკი
კანადის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება: კვებეკის ეროვნულ ასამბლეას, კანონმდებლობას და პროვინციის მთავრობას შეუძლია მიიღოს სეცესიის გადაწყვეტილება მხოლოდ კანადის სახელმწიფოს და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით (პასუხი A და B კითხვებზე, პუნქტი 108); პროვინციის ეროვნული ასამბლეის, კანონმდებლობის და პროვინციის მთავრობის მიერ სეცესიის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კანადისა და საერთაშორისო სამართალს კვებეკის კვებეკის სამართალთან უპირატესი უფლება მიენიჭება (პუნქტი 147).
სასამრთლომ დასკვნის შემაჯამებელ ნაწილში აღნიშნა: არ არის გამორიცხული კვებეკის მიერ სეცესიის გადაწყვეტილების შესახებ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღება, რაც დე ფაქტო დამოუკიდებლობამდე მიიყვანს პროვინციას. სეცესიის საბოლოო წარმატება დამოკიდებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობაზე, ცნობს თუ არა იგი კვებეკის პროვინციის კადადისგან დამოუკიდებლობას (2 S.C.R 217, დასკვნითი ნაწილი).
პრეცედენტი?..
შესაძლოა თუ არა, რომ კოსოვოს თვითგამორკვევის ICJ სეული ლეგიტიმაცია პრეცედენტული გახდეს? ჰააგის სასამართლომ თავისი დასკვნით აღიარა, რომ საერთაშორისო სამართლით დღესაც გადაუწყვეტელია ურთიერთმიმართება: ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ნებისმიერი სეპარატიზმისა; ტერიტორიული მთლიანობისა და თვითგამორკვევისა. რაც მთავრია, ICJ-მ სამართლებრივი სფეროდან დაპირისპირებული პრინციპების დავა პოლიტიკურ სივრცეში გადაიტანა.
დავამატებ, რომ რაც მოგახსენეთ, ეს პრობლემის ერთი მხარეა. მეორე მხრივ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ჰააგის სასამართლომ კოსოვოს პრობლემის განსაკუთრებულობას გაუსვა ხაზი. სასამართლო დასკვნის III თავში (ფაქტობრივი ისტორია, ა. გაეროს უშიშროების საბჭოს 1244 (1999 წლის) რეზოლუცია და კოსოვოში გაეროს მისიის (UNMIK) შესაბამისი საქმიანობა - პუნქტები 57-63, ბ.კოსოვოს საბოლოო სტატუსის ჩამოყალიბების პროცესის შესაბამისი ქმედებები 1998 წლის 17 თებერვლამდე - პუნქტები - 58-73, გ. 2008 წლის 17 თებერვლისა და შემდგომი მოვლენები - პუნქტები 74-77) აისახა ხანგრძლივი და რთული პროცესი, რამაც განაპირობა სერბეთის სეპარატისტული მხარის დროებითი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება. ლოგიკა ისაა, რომ შეუქცევადი სეცესიის კონკრეტული, ამ შემთხვევაში კოსოვოს მხარის, მიმდინარეობა შეუძლებელია გავრცელდეს სხვა სეპარატისტულ რეგიონებზე მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში, როგორც სეპარაციის საყოველთაო და ზოგადი მოდელი. ასეთი ფორმულა კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს.
ამდენად კოსოვოს დამოუკიდებლობის აქტის მიღება პრეცედენტად ვერ იქცევა. ამასთან ხაზგასასმელია, რომ სეპარატისტული მოძრაობა ყოველთვის არ სრულდება სეცესიით და სეცესია - დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებით. „XVII XVIII XX საუკუნეების ისტორია ადასტურებს, რომ დამოუკიდებლობს აქტის მიღებას ხშირად მოჰყვებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ხშირად კი - არა“ (პუნქტი 79).
მოლოდინი, ანუ რას გვიქადის ICJ - ის დასკვნა…
ნებისმიერი წესრიგული მდგომარეობის ქაოსში გადაყვანა და ახალ წესრიგულ მდგომარეობაშისასურველი ადგილის მოპოვება წესად გადაექცა არა მხოლოდ დიდ და მძლავრ, არამედ მცირე და სუსტ სახელმწიფოებსაც კი. ყოველი საბაბი, მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა სახელს მიანიჭებენ მას - „მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ბრძოლას“, „საკუთარი მოქალაქეების დაცვას“, „საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ხელშეუხებლობას“ და სხვა - დროდადრო არყევს დღეს არსებულ პოლიტიკურ სისტემას...
გამოსავალი შეიძლება ჩანს კიდეც, მხოლოდ ძალზე ბუნდოვნად. მიღებულ სამართლებრივ გადაწყვეტილებათა გამართლება კონკრეტული ვითარების უნიკალურობით ახლო მომავალში შესაძლოა არასაკმარისი არგუმენტი გამოჩნდეს იმ სახელმწიფოთათვის, ვისაც ჯერჯერობით თავშეკავებული ან სკეპტიკური პოზიცია გააჩნია სეპარატისტული და, განსაკუთრებით, სეცესიური პროცესების მიმართ. არა მგონია, რომელიმე პოლიტიკოსს, რეალისტურად მოაზროვნეს ვგულისხმობ და არა წრეგადასულ ოპტიმისტს, ცალსახა და გადაწყვეტილი პასუხი ჰქონდეს აღნიშნული პრობლემის ასახსნელად. ასე რომ, უპრიანია კითხვა - იქნება შემდეგი?..
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის რა უარყოფითი და დადებითი მხარე აქვს?
უარყოფითი - თითქოს საერთაშორისო სამართალი სეცესიას ახალისებს. თუმცა ზემოდმოყვანილი მაგალითები ცხადყოფს, რომ სეცესიურ მოვლენებს ნებისმიერი რანგის სასამრთლო გადაწყვეტილება ვერც აქრობს და ვერც ახალისებს, თუ ისინი (ზოგადად) შეუქცევადი პროცესების (ამასთან, მსოფლიო მასშტაბით) თვისებებს ავლენენ.
დადებითი - მიზეზი, რის გამოც ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დამოუკიდებლობის აქტის მიმღები კოსოვოს ასამბლეა კოსოვოელი ხალხის აზრის აზრის გამომხატველად მიიჩნია. იგი საპირისპიროა იმისა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადება (და მათი აღიარება) სოხუმსა და ცხინვალში მოხდა ომამდელი მოსახლეობის უმცირესობის სახელით, მაშინ როდესაც საქართველოს არც ერთი მხარის უმრავლესობას უფლება არ მიეცა მონაწილეობა მიეღო პოლიტიკურ პროცესებში (მათ შორის, არჩევნებში).
არსებობს კიდევ ერთი დამატებითი დადებითი ფაქტორი - რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილების ცალმხრივი და უმანდატო ყოფნა სეცესიური სუბიექტების ტერიტორიაზე. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ კოსოვოს საკითხზე ვერდიქტის განცხადებამდე მცორეოდენი ხნის წინ პოლიტიკური განცხადებები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის შესახებ, ატარებდა „მსუბუქი პრევენციის ხასიათს საქართველოს სეცესიური სუბიექტების (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის) საკითხის ICJ-ში შეტანის საწინააღმდეგოდ (ICJ-ს დასკვნის პუნქტი 81, იხ. ზემოთ).
ბოლოთქმა
ერების თვითგამორკვევის კონკრეტული პროცესი სრულად არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ და საერთაშორისო კონიუქტურაზე.
კოსოვოს მოვლენები დაუკავშირდა ევროატლანტიზმისა და ევრაზიელობის სივრცულ დაპირისპირებას. პოლიტიკური ევრაზიელობა შიდაკონტინენტურ მოვლენას არ წარმოადგენს, იგი მოიაზრება როგორც „მსოფლიო ტრენდი“ (ევრაზიელი ამხანაგი დუგინის ფრაზა). NATO-ს მიერ სერბეთში ჩატარებული სამხედრო კამპანია ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ზერბეთის ევრაზიული მისწრაფებებითაც იყო განპირობებული (მკითხველს შევახსენებ, რომ სერბეთის სკუპჩინა და რუსეთის სახელწმიფო დუმა განიხილავდა სერბეთის რესპუბლიკის ან დსთ-ს ან რუსეთ-ბელარუსის კავშირში მიღების საკითხს).
2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომი მხოლოდ ამ კონტექსტში არის შესაფასებელი. მსოფლიო ტრენდის - ევრაზიის (რუსეთის ფლაგმანობით) ბრძოლა საკუთარი გავლენის სფეროს გაფართოებისთვის და მისი საბოლოო გადაფორმებისთვის. ევრაზიული იზოლაციონიზმის კიდევ ერთი დამკვიდრების ცდას წარმოადგენს (პირველი ევრაზიული სახელმწიფო სსრ კავშირის სახით არსებობდა). ამ თვალსაზრისით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეცესიის აღიარებას პერსპექტივა არა აქვს.
ამ ბოლო ხანს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოევლინენ პერსონები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის არსებობას და თვით ოკუპაციის ფაქტსაც კი. ჩვენებურ პოლიტიკოსთა ეს ნაწილი ევროატლანტიზმსა და ევრაზიელობას შორის არსებული დაპირისპირების ფონზე (რაც უკვე აშკარაა და რასაც რუსული პოლიტელიტა და ისტებლიშმენტი არ მალავს), საკუთარ-ერთიან-საბჭოურ-სივრცულ ნოსტალგიას საქართველოს საქართველოს ხსნისა და მომავალი განვითარების ლამის ერთადერთ ფაქტორად სახავს.
ქართველი ევრაზიელი ამხანაგების მიერ რუსული ოკუპაციის უარყოფა სხვა არაფერია, თუ არა სეპარატისტების წაქეზება საქართველოს წინააღმდეგ, არაფერს ვამბობ რუსულ გეოპოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობის თაობაზე.
მათ ერთიღა დარჩენიათ - გაიზიარონ აფხაზური (რუსული) პოლიტელიტის უდიდესი ნაწილის აზრი, თითქოს თითოეული მოქალაქე (უმეტესად ქართველი), რომელმაც დატოვა აფხაზეთის კონფლიქტური რეგიონი, წარმოადგენს არა იძულებით გადაადგილებულ პირს, არამედ „რეპატრიანტს“ (იურისტ ტარას შამბას „ორიგინალური იდეა“).
დავუბრუნდეთ თემას. ქართულ დიპლომატიურ წრეებში არსებულ არსებობს მოსაზრება - საჭიროა თუ არა საქართველომ მოითხოვოს ჰააგის სასამართლოსთვის, გაეროს გენერალური ასამბლეის ან უშიშროების საბჭოს, ან საკუთარი ან რომელიმე სახელმწიფოს შუამავლობით. ახალი მიმართვის გაგზავნა?. და თუ მიმართვა უნდა გაიგზავნოს, კითხვა რა უნდა იყოს - გამოცხადების კანონიერება; რეგიონების „გასახელმწიფოება“; მათი „აღიარება“; სამხედრო ყოფნის კანონიერება; თუ მათი კომბინაცია?
გარკვეული რისკია. ამ ეტაპზე უმჯობესია დავჯერდეთ: ICJ-ში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვის (13-17.09.2010) შედეგებს და გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგ რეზოლუციას - აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო (იხ.2010 წლის რეზოლუცია, A/64/L.62) - იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თაობაზე.
![]() |
23 ფიქლის გაზი პოლონეთში |
▲back to top |
ბიზნესი
პოლონეთს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის ახალი შანსი აქვს - ფიქლის გაზი.
აგვისტოში, ჩრდილოეთ პოლონეთის მწვანე მდელოზე, უცნაური რკინის ჩარჩოიანი კონსტრუქცია გამოჩნდა, რომელმაც უამრავი პოლიტიკოსის ინტერესი გამოიწვია; თანაც, უამრავ პოლონელში დამოუკიდებლობისა და აურაცხელი სიმდიდრის იმედი გააღვივა. ეს კონსტრუქცია ეკუთვნის კანადურ კომპანიას - Lane Energy და ფიქლის გაზის მოსაპოვებლად გამოიყენება.
პოლონეთის ნიადაგის გეოლოგიური სტრუქტურა ამერიკულს ჰგავს, ეს უკანასკნელი კი არაკონვენციური ფიქლის გაზით მდიდარია. ამ აღმოჩენას რამდენიმე ათეული წელი და ხანგრძლივი და ძვირი კვლევა-ძიება დასჭირდა. ბოლოს, საშუალო ზომის რამდენიმე ამერიკულმა ენერგოკომპანიამ მიაგნო მეთოდს, რითაც ნიადაგში ღრმად ჩაფლული ფიქლის ფორმაციებიდან გაზი გამოათავისუფლა - ფიქალზე მაღალი წნევის წყლის ჭავლი მიუშვა და წვრილად დაშალა.
ეფექტი რევოლუციური გამოდგა. სულ რამდენიმე წლის წინ ამერიკაც ისეთი პორტების მშენებლობაზე ფიქრობდა, სადაც გაზზე მუდმივად მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის შენახვას შეძლებდა. დღეს შეერთებულ შტატებს გაზი თავზესაყრელად აქვს და ახლა იმაზე ფიქრობს, როგორმე ტერმინალები იმპორტის ნაცვლად, ექსპორტის შესაძლებლობებს მოარგოს.
პოლონელებს ამერიკული გამოცდილების გამეორება სურთ. მათი სურვილები რეალობასთან საკმაოდ ახლოა: ქვეყანას ევროპაში ფიქლის დეპოზიტების ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნია.
სხვადასხვა გათვლით, ქვეყნის 12%25 ფიქლით მდიდარ ნიადაგზეა, რაც დაახლოებით 1.5-დან 3 ტრილიონამდე კუბურ მეტრ ფიქლის გაზს უდრის. ამის წყალობით, 10-15 წელიწადში პოლონეთი შეიძლება უმდიდრესი სახელმწიფო და ნორვეგიის მსგავსი კიდევ ერთი ენერგოგიგანტი გახდეს.
თუმცა მანამდე პოლონეთს რამდენიმე მნიშვნელოვანი ბარიერის დაძლევა მოუწევს. პირველი სირთულე ფიქლის გაზის ოდენობაა: რეზერვები კომერციულად მომგებიანი უნდა იყოს, რომ მის მოპოვებას აზრი ჰქონდეს. მეორე, პოლონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. აქ კი გარემოსდაცვითი რეგულირება ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ამერიკაში. ამასთან, ოპოზიციური ჯგუფები, ნიადაგში არსებული ფიქლის ბურღვის შედეგად წყლის შესაძლო დაბინძურებას სულ უფრო ხშირად აპროტესტებენ. მესამე, რადგან ევროპაში, ამერიკისგან განსხვავებით, მინერალური დეპოზიტები, როგორც წესი, სახელმწიფოს საკუთრებაა, მათი მოპოვება წახალისებული არ არის. და ბოლოს, ევროპას არ გააჩნია ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია გაზის მოსაპოვებლად - ამერიკაში ამგვარი ათასზე მეტი, ხოლო ევროპაში - ასზე ნაკლებია.
პოლონელებს მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემების მიუხედავად, გარისკვა მაინც ღირს: წინასწარი გათვლებით, 5 წელიწადში პოლონეთს უკვე ზუსტი წარმოდგენა ექნება საკუთარი დეპოზიტების ზომის შესახებ, ხოლო 10 წლის შემდეგ გაზის პირველი ნაკადიც გაჩნდება.
![]() |
24 თხევადი გაზი შავ ზღვაში |
▲back to top |
ბიზნესი
ბაქო, თბილისი და ბუქარესტი თხევადი ბუნებრივი გაზის საერთო პროექტზე (AGRI) შეთანხმდნენ. აზერბაიჯანული გაზი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მილსადენით მიაღწევს და იქ გათხევადდება, შემდეგ კი ტანკერებით რუმინეთში გადაზიდავენ. თხევადი მასის რეგაზიფიცირების შემდეგ, აირი რუმინეთის მილსადენების მეშვეობით ევროკავშირის ტერიტორიაზე გატარდება. ეს იქნება თხევადი გაზის შავ ზღვაში გავლის პირველი პრეცედენტი.
პროექტის განსახორციელებლად საჭიროა ორი ტერმინალის აშენება. აზერბაიჯანული გაზის გათხევადებისა და ექსპორტისთვის - საქართველოში, ხოლო ამ აირის იმპორტისა და რეგაზიფიცირებისთვის - რუმინეთში. შავი ზღვის სანაპიროზე ასეთი ტერმინალების ასაგებად საქართველოში - ყულევი და რუმინეთში - კონსტანტაა შერჩეული. ამასთან, თითქმის უკვე დასრულებულია რუმინეთ- უნგრეთის ურთიერთდამაკავშირებელი მილსადენი - Arad-Szeged, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული გაზი ცენტრალურ ევროპამდე მიაღწევს.
წინასწარი გათვლებით, პროექტი 2-5 მილიარდი დოლარი დაჯდება. AGRI, სულ მცირე, 7 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს.
რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ შავ ზღვაში თხევადი გაზის ტრანსპორტირებას დიდი ხანია მხარს უჭერს. მას განსაკუთრებით იზიდავს საკუთარ მშობლიურ ქალაქ კონსტანტაში ტერმინალის აშენების პერსპექტივა. რუმინეთი ცდილობს, AGRI ევროკავშირის პრიორიტეტულ პროექტთა ნუსხაში მოხვდეს.
აზერბაიჯანისთვის ეს პროექტი გაზის ევროპაში ტრანსპორტირების დამატებითი შესაძლებლობაა. თხევადი გაზის პარალელურად, ბაქო კომპრესირებული ბუნებრივი გაზის პროექტზეც მუშაობს. შარშან აზერბაიჯანმა ხელშეკრულებები გააფორმა საქართველოსა და ბულგარეთთან. პროექტის კონფიგურაცია AGRI-სას ჰგავს იმ განსხვავებით, რომ კომპრესირებული გაზი ევროპამდე ბულგარეთის გავლით მიაღწევს.
საქართველო ერთნაირად უჭერს მხარს როგორც თხევადი, ისე კომპრესირებული აზერბაიჯანული გაზის ექსპორტს. თბილისი ამ პროექტებში ჩართულობით არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ მიმზიდველობასა და სანდოობას ზრდის. ამით საქართველოს სტაბილური განვითარების მიმართ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ინტერესიც ძლიერდება.
![]() |
25 არაა ეს ჩემი რეალი! |
▲back to top |
ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი
რაც ფეხბურთს ვგულშემატკივრობ, ჩემი სიმპათია მადრიდის სამეფო კლუბს ეკუთვნის. ადრე, 70-80-იან წლებში, ასაკიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო მტკივნეულად განვიცდიდი ყოველი მატჩის შედეგს - გაგიჟებული დავრბოდი უნივერსიტეტის ბაღში, მიუნხენგლადბახის ბორუსიას 1:5 წაგება 4:0-ით რომ ამოვუღეთ, ანდერლეხტს კი 0:3-ის მერე ბერნაბეუზე 6:1 ვასიამოვნეთ! და პირიქით, დანა პირს არ მიხსნიდა ბაიერნთან ჩემპიონთა თასზე 1:4 წაგების მერე...
ეჰ, კარგი დრო იყო! დათო ქლიბაძის კალეიდოსკოპი... ღამის ვოიაჟები ლენინაკანში, თეთრი წყაროს „გრადაბოიზე“ და ბოლოს დალოცვილი პანტიანის აღმოჩენა, სადაც არავის უკვირდა ივნისის ცივ ღამეში სახლიდან მოტანილ ტაბურეტზე ჩამომჯდარი „უშანკიანი“ სოლიკოს დანახვა - ბოლო ბოლო, დანია-ბელგია თამაშობდა და უჩვეულო სიცივის გამო ხომ არ დავაკლდებოდით საერთო ზეიმს!
იმ წლებში ყოველ ოთხშაბათს მთელი დღე ვეძებდით მანქანას და თურქული „რეკლამლარის“ მოსასმენად გავდიოდით ქალაქიდან. ახლაც თვალწინ მიდგას გიგას ან ვახოს მანქანის აკუმულატორზე მიერთებული შილიალისი, წიკის აუხდენელი პროგნოზები და ფრჩხილების კვნეტა, კახასთან ინგლის-იტალიის ურთიერთობაზე მუდმივად მოკამათე კობიძე ყავის თერმოსით, გერმანიაზე ჩაფიქრებული თუშმალა...
ძალიან მენატრება ის განწყობა, ან იქნებ ასაკი, რომელშიც ფეხბურთსაც სხვა ხიბლი აქვს, სულელურ თემებზე საათობით დავასაც და ბიჭებთან ერთად ღამის თევასაც...
სამწუხაროდ, ყველაფერი იცვლება...
წელს, ახალი სატელევიზიო პროექტის ფარგლებში უკვე ორჯერ მომიწია რეალის მატჩების კომენტირება, ამდენივეც სხვისი წაყვანილი ვნახე და გულახდილად გეტყვით - „არაა ეს დედაჩემი!“ ოღონდ, არაჩვეულებრივი გამოფენის პერსონაჟისგან განსხვავებით, ცხონებული ლორთქია ვერც ცხვირის მსგავსებაში დამარწმუნებდა, ვერც ტუჩის და ვერც თვალის.
სადღაც გაქრა სილაღე, გაშლილი კომბინაციები და ფინტები. მესმის, რომ მოურინიო მართლაც განსაკუთრებულია და უთუოდ მოიგებს რაიმე ტიტულს, თან არაერთს. მაგრამ ეს არასოდეს არ იქნება ჭკუისკოლოფი დი სტეფანოს, რეაქტიული ჰენტოსა და უბერებელი პუშკაშის თეთრი ბალეტი. აქ არც ლილიპუტი სანტილიანა ახტება ბუბკას სიმაღლეზე საფირმო თავურის დასარტყმელად და არც რობერტო მარტინესი დაფარავს ცენტრიდან საჯარიმომდე მანძილს ხუთ ნაბიჯში. წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც კანტერადან შესაძლებელი იყო ელ ბუიტრეს ხუთეულის (ემილიო ბუტრაგენიო, მიჩელ გონსალესი, რაფაელ მარტინ ვასკესი, მიგელ პარდესა, მანუელ სანჩისი) პირდაპირ ძირითადში გადმოყვანა ან თუნდაც მესამე გუნდში ნაპოვნი რაულის მორიგ კალენდარულზე დაყენება!
რეალი უმადური გუნდი გახდა. ამის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს ნაჰეპატიტარი ხორხე ვალდანოსა და დისკვალიფიცირებული ხუანიტოს ჩამოწერით დაიწყო. რამდენიმე წლის მერე ხუანიტო ავარიაში „სამასვალიდან“ გადმოვარდნილმა მორმა გაჭყლიტა - მშობლიური რეალის თამაშზე აგვიანდებოდა...
ვალდანო კი დაბრუნდა, თანაც რამდენჯერმე და დღესაც დირექტორია. კარგი წიგნიც დაწერა ფეხბურთზე, ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი ამ თამაშზე წამიკითხავს, მაგრამ წლებმა და კაბინეტმა დაღი დაატყო და თავად სამჯერ გაგდებულმა, შუალედებში ყოფილი თანაგუნდელებიც დაფერთხა (მიჩელი, ბუტრაგენიო), ჩემპიონთა ლიგის მომგები იერო და დელ ბოსკეც მოინელა და აგერ, ახლა საკუთარი ხელით მოყვანილ რაულსა და გუტისაც არ გამოსარჩლებია - არიქა, სად მიდიხართ, დარჩითო!
ისე, იქნებ მართალიცაა?! 95-ში მიჩელი და ბუტრაგენიო უკვე ბალასტად აწვნენ მუდმივად საჩემპიონოდ გამზადებულ გუნდს და არც იერო შეხვედრია მილენიუმს ფორმის პიკზე. ისიც ფაქტია, რომ ვერც ერთმა მერე ვერსად ითამაშა თუნდაც საშუალო დონეზე...
ახლა მოურინიოს მიერ ელეგანტურად მოშორებული რაულიც ანალოგიურ დღეშია. ბაიერნისთვის აგვისტოს დასაწყისში გატანილი ამხანაგური დუბლის მერე, ხეირიანი არაფერი უქნია - ყველაფერი წააგო, რისი წაგებაც შეეძლო და არ შეეძლო...
ალბათ არის ამ სიხისტეში რაღაც ლოგიკა, მაგრამ მე მაინც ის ძველი დრო მერჩივნა, სადაც ყველას ყველა უყვარდა, ან არ სძულდა მაინც, მზეც უფრო გვათბობდა, კვირაობით დინამოზე დავდიოდით და საკუთარი ფეხბურთითაც ვხარობდით... მოკლედ, არაა ეს ჩემი რეალი!
![]() |
26 ლებრონის 74 |
▲back to top |
სპორტი
დუეინ უეიდი, კრის ბოში და ლებრონ ჯეიმსი
NBA-ს ისტორიაში რეგულარულის რეკორდი 1995/96 წლებში ჩიკაგო ბულზმა დაამყარა. მაიკლ ჯორდანის, სკოტი პიპენის და დენის როდმანის გუნდმა 72 მოგებით დაასრულა ოქტომბერ-აპრილის მარათონი და გასავარდნ სერიებშიც დომინანტობდა. ილინოისელებმა სუპერსერიაში 4:2 სიეტლი დაამარცხეს.
ეს რეკორდი დღემდე ხელუხლებელია. სპეციალისტების, ფანების და უშუალოდ მოთამაშეების აზრით, წლევანდელ მაიამის ბულზის შედეგის გაუმჯობესების რეალური შანსი ექნება, რადგან ფლორიდელებს სასტარტო ხუთეულში დუეინ უეიდი, ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში ეყოლებათ.
ლეიკერსის ბოსის, იმ ჩიკაგოს მთავარი მწვრთნელის, ლეგენდარული ფილ ჯექსონის აზრით, ხუთეულში სამი ამ დონის მეგავარსკვლავი (კარიერის ზენიტში) ბოლოს 80-იანი წლების ლეიკერსს ჰყავდა. პატ რაილის გუნდში მეჯიქ ჯონსონი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი და ჯეიმს უორთი იყვნენ. მათ ბაირონ სკოტი და ეი სი გრინიც ეხმარებოდნენ. რაილის კალიფორნიული გრანდი ხუთჯერ გახდა ჩემპიონი და ალბათ, მეტჯერაც მოიგებდა ფლეი ოფს, იმავე დეკადაში მეორე კონფერენციაში ლარი ბერდის სელტიქსი რომ არ ყოფილიყო. დღეს რაილი მაიამის პრეზიდენტია და ჯეიმსის ტრანსფერიც მისი დამსახურებაა.
ჰიტის ხუთეულში უეიდის, ჯეიმსის და ბოშის გარდა თავის დროზე საუკეთესო ახალბედად დასახელებული მაიკ მილერი (მესამე ნომრად და მისტერ დაბლ-დაბლი, ადონის ჰასლემი (მძიმე ფორვარდად) იდგებიან. რაილიმ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ გუნდის რუსტერის სიღრმე თავიდანვე ცენტრის გარეშე თამაშის საშუალებას იძლევა და ნომინალური მეოთხე ნომერი, ანუ ბოში, ცენტრად დაიწყებს რეგულარულს.
ჰიტს რეზერვშიც სერიოზული ხალხი ჰყავს. ჟიდრუნას ილგაუსკასი კლივლენდიდან ჰიტში ვეტერანის მინიმუმის საფასურად გადავიდა. ერთადერთი მიზეზი - ჩემპიონობის მოპოვების სურვილია. ლიტველს ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, თუმცა მაიამის ილგაუსკასისთვის წინა კონტრაქტის დარჩენილი თანხის 40 პროცენტის (4 მილიონი დოლარი) გადახდაც მოუწევს.
რაილი ენდო ვეტერან ჯუვან ჰოვარდს, რომელსაც ბოლო პროდუქტიული სეზონი დიდი ხნის წინ აქვს ჩატარებული. ჰოვარდი 37 წლისაა და რეგულარულში 1116 მატჩში 15 957 ქულა და 7 251 მოხსნა აქვს დაგროვილი. ჰოვარდი ჰასლემს და ბოშს დაასვენებს.
კარლოს აროიო, ჯოელ ენტონი, ედი ჰაუსი, ჯამაალ მაგლოირი და ჯეიმს ჯოუნსი - თავის წუთებს ესენიც მიიღებენ. ჯექსონის აზრით, ჰიტი წელს 74 მატჩს მოიგებს, თუმცა აპრილიდან მოყოლებული, ფლორიდელების მოგება-წაგების პროცენტული მაჩვენებელი გაუარესდება. გუნდს სამივე ლიდერთან იდენტური კონტრაქტი აქვს გაფორმებული - მომდევნო სამ სეზონში უეიდი, ჯეიმსი და ბოში წლიურად (სათითაოდ) 15 779 912 დოლარს მიიღებენ.
![]() |
27 ახალი ამბები |
▲back to top |
სპორტი
ფეხბურთი. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 17 ნოემბერს, შესაძლოა, ამხანაგური მატჩი ჩაატაროს ჩინეთის ან ბელარუსისნაკრების წინააღმდეგ. მოლაპარაკებები ამ ქვეყნების ფედერაციებთან უკვე მიმდინარეობს. ჩვენი გუნდი ჩინეთის დაბელარუსის ნაკრებებს არასდროს შეხვედრია.
ძიუდო. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად სოსო ლიპარტელიანი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ამირან ტოტიკაშვილი შეცვალა.ატლანტის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ ლიპარტელიანს თემურ ხუბულური დაეხმარება, ახალგაზრდულ გუნდში კი გია გუგავა იმუშავებს. თანამდებობა დატოვა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა. ახალ პრეზიდენტს ახლო მომავალში აირჩევენ.
ფეხბურთი. ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ლონდონის არსენალს მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისში დაუბრუნდება. კაპიტანი სანდერლენდთან მატჩში დაშავდა.
მძლეოსნობა. პეკინის ოლიმპიური თამაშების სამგზის ტრიუმფატორმა, იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა განაცხადა, რომ კარიერას, სავარაუდოდ, 2012 წელს,ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ დაასრულებს.
ველოსპორტი. წლის მესამე და უკანასკნელი დიდი ველოტური ვუელტა (ესპანეთი) იტალიელმა ვინჩენცო ნიბალიმ მოიგო. ტურის ისტორიაში ის მხოლოდ და მხოლოდ მეხუთე იტალიელია, რომელმაც ვუელტა მოიგო.
ფეხბურთი. მიუნხენის ბაიერნის ფრანგი გამთამაშებელი ფრანკ რიბერი ერთი თვე ვერდაეხმარება კლუბს და ნაკრებს. რიბერიმ მარჯვენა კოჭი დაიშავა. საგულისხმოა, რომ წლეულს ფრანგი მეორედ დაშავდა, თუმცა ამჯერად ოპერაციას გადაურჩა.
ფეხბურთი. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლისაბონის სპორტინგის ექსთავკაცი პაულუ ბენტუ დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე კარლოს კეირუში შეცვალა, რომელიც ევრო 2008ის შემდეგ მოღვაწეობდა ნაკრებში.
ფეხბურთი. ლა ლიგას ლიდერი ბარსელონა არგენტინელ სუპერვარსკვლავ ლეო მესის ორი კვირით მოისაკლისებს. მსოფლიოს 2009 წლის საუკეთესო მოთამაშეს ატლეტიკოს ჩეხმა მცველმა ტომაშ უიფალუშიმ კოჭის ტრავმა მიაყენა.
მთის თხილამურები. ოლიმპიური ჩემპიონი სწრაფდაშვებაში დიდიე დეფაგო 20102011 წლების სეზონს მთლიანად გამოტოვებს. შვეიცარიელი სპორტსმენი კურორტ ცერმატში, ვარჯიშის დროს მძიმედ დაშავდა.
![]() |
28 ინგლისის პრემიერლიგა: 11 საუკეთესო |
▲back to top |
ინგლისის პრემიერლიგის გენერალურმა სპონსორმა ბარქლაიმ გულშემატკივართა გამოკითხვის შემდეგ მსოფლიოს უმდიდრესი და უძლიერესი ლიგის ყველა დროის ნაკრები დაასახელა.
1992 წელს დაარსებულ პრემიერლიგაში მანჩესტერ იუნაიტედი დომინირებს და სულაც არაა გასაკვირი, რომ სიმბოლურ ნაკრებში ამ კლუბის მტავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი და 7 ფეხბურთელი მოხვდა.
მეკარის პოზიციაზე უკონკურენტო იყო მანჩესტერელთა დანიელი გოლიათი პეტერ შმაიხელი. მცველთა შორის კი მისი ორი თანაკლუბელი მოხვდა: მარჯვენა ფლანგზე გარი ნევილი, მარცხნივ კი ფრანგი პატრის ევრა. დაცვის ცენტრში ლონდონის ლონდონის ჩელსის ლიდერი ჯონ ტერი არსენალის ექსკაპიტან ტონი ადამსს შეუწყვილდა.
ნახევადრდაცვაში მანჩესტერ იუნაიტედის სამი მოთამაშეა: დევიდ ბექჰემი, მარხნივ რაიან გიგზი, შუაში კი პოლ სქოულზი. მეორე ცენტრალურ ნახევარდამცველად ლივერპულის სიმბოლო სტივენ ჯერარდი დასახელდა.
თავდასხმაში უკონკურენტო იყვნენ ლონდონის არსენალის კაპიტანი და ბომბარდირი ტიერი ანრი ოლდტრაფორტელთა ყველა დროისმ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ერიკ კანტონა. საინტერესოა, რომ ორივე ფრანგია...
პირველი სამი სეზონის მანძილზე, ინგლისის პრემიერლიგაში 22 კლუბი ასპარეზობდა, შემდეგ კი მონაწილეთა რაოდენობა ორი გუნდით შემცირდა.
პრემიერლიგის მოგება მხოლოდ ოთხმა კლუბმა შეძლო. მანჩესტერ იუინაიტედმა 11-ჯერ, არსენალმა და ჩელსიმ 3-3-ჯერ, ბლექერნ როვერსმა კი ერთადერთხელ. პრემიერლიგა არასდროს დაუტოვებია 7 კლუბს: მანჩესტერ იუინაიტედს, არსენალს, ჩელსის, ასტონ ვილას, ევერტონს, ლივერპულსა და ტოტენჰემ ჰოთსფურს.
ფეხბურთელთა და მწვრთნელთა შორის ოლდტრაფორტული კლუბის კაპიტანი რაიან გიგზი და თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი ლიდერობენ: ისინი გუნდის ყველა, თერთმეტივე ტრიუმფის უშუალო მონაწილენი არიან.
![]() |
29 პატარა დიდი ადამიანები |
▲back to top |
სპორტი
ისინიც ბავშვობიდან მოვიდნენ.
მწვერვალებამდე, და ასეთები მათ კარიერაში არაერთი იყო, ბევრი იარეს და ამ მშვენიერი თამაშის ისტორიაში კვალი დატოვეს.
ვარსკვალების ავტობიოგრაფიების კითხვა ერთი ძალიან დიდი სიამოვნებაა. და, საწყენია, რომ ამ მხრივ განებივრებულნი არ ვართ. ერთი შოთა არველაძემ გაგვახარა. დანარჩენები? რა, არაფერია სათქმელი?
ლეო მესი ბიძაშვილთან ერთად
ასეთი წიგნები აუცილებელია: მხოლოდ სტადიონი, ორი გუნდი და გოლი არაა ფეხბურთი.
გენიალური ბილ შენკლის არ იყოს, ფეხბურთი გაცილებით მეტია, ვიდრე სიცოცხლე და სიკვდილი...
ეს 1970 წელს იყო, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ ფეხბურთის მეფედ რომ აღიარეს, თორემ 40-იანი წლების მიწურულს არც არავინ იცოდა, რომ ბრაზილიის პატარა ქალაქ ტრეს კორასოსეში დაბადებული მოცუცქნული ბიჭი სამჯერ გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი, ათასზე მეტ გოლს გაიტანდა და სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცეოდა.
ეუსებიო? პორტუგალიელი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მშობლიურ მოზამბიკში აღმოაჩინეს: თანატოლთაგან ძალიან გამოირჩედა და უმალ მოხვდა ლისაბონის სპორტინგის ყურადღების ცენტრში, მაგრამ მან სახელი დედაქალაქის მეორე კლუბში, ბენფიკაში გაითქვა. თუ როგორ, ეს სხვა, არანაკლებ საინტერესო ისტორიაა...
ან რა იცოდა მიუნჰენ 1860-ის ბავშვთა გუნდის მწვრთნელმა, რამხელა შეცდომას უშვებდა, პატარა ფრანც ბეკენჰაუერის კონკურენტ კლუბში წასვლას რომ ეგუებოდა? ცხადია, არც არაფერი. მაშინ, 50-იანი წლების მიწურულს, ფრანცი ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული გერმანელი ბიჭი იყო, ბურთის გორება ყველაფერს რომ ერჩივნა.
იოჰან კრუიფის პირველი საფეხბურთო ნაბიჯები ხომ საერთოდაც, ზღაპარს ჰგავს: დედამისი, ოჯახი რომ ერჩინა, აიაქსში მაისურების მრეცხავად მოეწყო, მერე კი იოჰანიც მიიყვანა საფეხბურთო სკოლაში და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო...
და დიეგო მარადონა? ავტობიოგრაფიაში წერს, პირველი საჩუქარი, რაც მახსოვს, ფეხბურთის ნამდვილი ბურთია, დაბადების დღეზე რომ მაჩუქესო. 7 წლისას ბიძაშვილმა ბეტომ საოცნებო შავ-თეთრ კოპლებიანი ბურთი უსახსოვრა.
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონთა კაპიტანი ფაბიო კანავარო ბავშვობაში ნაპოლის თამაშებზე ბურთის მიმწოდებელი იყო, იმ გუნდში კი სწორედ დიეგო მარადონა ბრწყინავდა, ცხადია, ნეაპოლში არავინ იცოდა, რომ იქ, მოედნის კიდესთან მსოფლიოს მომავალი ჩემპიონი იდგა...
ბასა ღოღობერიძე
კახა კალაძე
დავით ყიფიანი
და ქართველთა ისტორიები ნაკლებ საინტერესოა?
ავთანდილ ღოღობერიძე თითქმის 20 წლის მანძილზე თამაშობდა დინამოში: ის დღემდე კლუბის რეკორდსმენია თამაშების და გოლების მიხედვით, მისი წიგნი კი - „ბურთი ცხრა მთას იქით“, გულშემატკივართან განცდების მიტანის პირველი (და შესანიშნავი) მცდელობაა...
ყველა დროის უდიდესი ქართველი ათიანი დათო ყიფიანი ერთი წლის მისული არ იყო დინამოში, ისე ატკინეს გული, რომ თავი დაანება თამაშს - წადი, „სკრიპკაზე“ დაუკარი, ფეხბურთი შენი საქმე არააო. არადა ის, ვინც ყიფიანში ფეხბურთელი ვერ დაინახა, არანაკლებ სახელოვანი მოთამაშე იყო! მერე რა მოხდა, ეს უკვე ცალკე ისტორიაა, უდიდესი გამარჯვებები და სევდა რომ დაიტია...
კახა კალაძე? ფეხბურთელს, რომელმაც ორჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა საკლუბო დონეზე, მშობლიურ სამტრედიაში ფორმა არ შეხვდა - კენჭი ყარეს და ტრუსი და მაისური სხვას ერგო...
ნამდვილად ღირს ფეხბურთელთა ბიოგრაფიების გაცნობა. ღირს კი არა, აუცილებელიცაა - იმდენ საინტერესოს აღმოაჩენ...
დღეს ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მას უთვალავი დამფასებელი ჰყავს, მაგრამ ბევრმა არც იცის: ბარსელონას ძალისხმევა რომ არა, შესაძლოა, ლიონელ ანდრეს მესი მშობლიურ როსარიოში ინვალიდად დარჩენილიყო. ლეოს და ბარსელონას ისტორია განსაკუთრებულია.
როცა მისი თამაშის ჩანაწერები ვნახე, ვიფიქრე, რომ ეს პატარა ბიჭი სხვა პლანეტიდან იყო! - იხსენებს ხოსეპ მარია მინგელა, ბარსელონას ერთ-ერთი ტოპ-სელექციონერი, კაცი, რომელმაც 80-იანი წლების დასაწყისში დიეგო მარადონა გადაიყვანა კლუბში.
ლეო მინგელას ორმა თანაშემწემ, სამხრეთ ამერიკაში მივლინებულმა სკაუტებმა მარტინმა და ფაბიანმა შენიშნეს. ერთხელ ნახეს მისი თამაში, ორჯერ და მიხვდნენ, რომ ბიჭის ხელიდან გაშვება დიდი შეცდომა იქნებოდა. და როცა მინგელას ლეოს შესახებ შეატყობინეს, ისიც უთხრეს, რომ მესი ასაკთან შედარებით ფიზიკურად სათანადოდ განვითარებული არ იყო - ზრდის ჰორმონების საგრძნობი ნაკლებობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მინგელამ ჩათვალა, რომ გარისკვა ღირდა და ბარსელონას პრეზიდენტ ხოან გასპარს და მის მარჯვენა ხელს ანტონ პარერას შეხვდა.
ლეოს ბარსელონაში ჩაყვანა და მკურნალობა სწორედ მაშინ გადაწყდა: 2000 წლის მიწურულს მესი მშობლებთან და უფროს ძმასთან ერთად ბარსელონაში ჩადის. კლუბი ოჯახს თვეში 4 ათას დოლარს ახმარდა, აქედან ათასი მკურნალობის კურსზე მიდიოდა.
13 წლის იყო მესი, ბარსელონამ პირველად რომ გაუფორმა კონტრაქტი. იმ დროს ლეო სიმაღლეში 147 სანტიმეტრი იყო და 39 კილოგრამს იწონიდა. სამი წლის შემდეგ, სპეციალური კურსის დასრულებისას, ლეომ 18 სანტიმეტრი მოიმატა და 64 კილო გახდა, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი დღევანდელ მონაცემებს უწია: 169 სმ და 69 კგ.
საერთო ჯამში, ბარსელონამ ლეოს მკურნალობას თითქმის 50 ათასი ევრო დაახარჯა.
დიდი იყო რისკი, მაგრამ დღეს ნათელია, რომ როსარიოში დაბადებულ პატარა ბიჭზე ზრუნვა ღირდა ამად.
დღეს ბარსელონა მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, ლეო მესი კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.
დავით ტრეზეგე
კაკა
კრისტიანუ რონალდო
და ვინ იცის, იქნებ დღეს, როცა მესის თამაშით ვტკბებით, სადმე ბურთს დასდევს ბიჭი, რომელსაც ცხოვრება ძალიან დიდ სიურპრიზს უმზადებს. ეგებ, იმ ბიჭმა, რომლის სახელიც დღეს მხოლოდ დედ-მამამ, და-ძმებმა და მე გობრებმა იციან, წლების შემდეგ დაწეროს, რომ 2010 წლის სექტემბერში... რატომაც არა? ჩვენ ხომ ბავშვობიდან მოვდივართ.
![]() |
30 ახალი ლანჩა სტრატოსი პარიზული დებიუტისთვსი ემზადება |
▲back to top |
ავტო
ავტომობილის წარმატებულობისთვის დიდი მნიშვნელობა მის გარეგნობას, უფრო სწორად - მის დახვეწილ დიზაინს. მაგრამ ხშირად, ავტომობილის სიმახინჯე მისი პოპულარობისთვის ხელის შემშლელი სულაც არაა. ამის ნათელი მაგალითი კი 70-იანი წლების რალის მსოფლიო ჩემპიონატების სამი ტიტულის მომგები - ლანჩა სტრატოსია, რომელსაც სამუდამოდ აქვს დაკავებული ადგილი ავტოინდუსტრიის დიდების დარბაზში.
იმ დროისთვის, ეს ავტომობილი შეიძლება არც ისე შეუხედავად მოგჩვენებოდათ, მაგრამ როდესაც დღეს მის გაცოცხლებას ცდილობ და დიზაინს თითქმის არ ცვლი, ეს შეიძლება სარისკო ნაბიჯიც იყოს. თუმცა, ასე არ უფიქრიათ სახელოვან ატელიე პანინფარინას და მის ახალგაზრდა დიზაინერ (იტალიური წარმოშობის ამერიკელ) ჯეისონ კასტრიოტას, რომელიც ახლა უკვე შვედური სააბის დიზაინის განყოფილების შეფია.
პრინციპში, საფიქრალი არც არაფერი ჰქონდათ, რადგან გერმანელმა ბიზნესმენმა, საავტომობილო მაკომპლექტებლების მწარმოებელ კომპანია ბროზეს მფლობელმა მიხაელ სტოშეკმა, კრიზისში მყოფ იტალიურ ატელიეს სწორედ სტრატოსის გაცოცხლება შეუკვეთა. გაცოცხლებაში ის იგულისხმება, რომ ახალი ავტომობილი გარეგნობით სახელოვან წინაპარს უნდა დამსგავსებოდა, ოღონდ თანამედროვე დიაინის ელემენტებიც უნდა ჰქონოდა და, რა თქმა უნდა, მისი კონსტრუქციაც თანამედროვე უნდა ყოფილიყო.
კასტრიოტასეული სტრატოსი პირველად ორი წლის წინ, საავტომობილო გამოფენებზე გამოჩნდა და მაშინ ბევრი ალაპარაკდა იმაზე, რომ ეს ავტომობილი პანინფარინას იტალიურმა კომპანიამ ლანჩამ შეუკვეთა. მაგრამ გავიდა ორი წელი და ახლაღა გაირკვა, რომ პანინფარინამ ამ ავტომობილზე შეკვეთა გერმანიიდან მიიღო.
მოკლედ, ახალი სტრატოსი თანამედროვე ავტოინდუსტრიის ნამდვილი შედევრია. ამის თქმის საფუძველს კი მარტო ის ფაქტები იძლევა, რომ მისი შასის ძირითადი, მზიდი ელემენტი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული, მის ბაზაში კი ფერარი F430 სკუდერიას ძრავია მოთავსებული.
V8 ძრავის მუშა მოცულობა 4.3. ლიტრია, მისი მაქსიმალური სიმძლავრე 503 ცხენის ძალას აღწევს. მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით, ახალი სტრატოსი მხოლოდ 1240 კილოგრამს იწონის, ე.ი. სკუდერიაზე 108 კილოგრამით მსუბუქია, ძრავის სიმძლავრის და წონის ფარდობა საკმაოდ შთამბეჭდავია - 413 ცხ.ძ/ტონაზე.
პანინფარინას ამ ავტომობილის ტესტირება ჯერაც არ დაუსრულებია. სხვატა შორის, გამოცდებისათვის, ატელიემ ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს, პორტუგალიელ ტიაგუ მონტეირუს უხმო. ჯერჯერობით, ახალი სტრატოსის დინამიკური მახასიათებლები არ გამოქვეყნებულა - მათ პანინფარინა პარიზის საავტომობილო შოუსთვის ინახავს, ასადაც ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა იგეგმება. თუმცა, ავტომობილის ინტერიერის პაპარაცულ ფოტოებზე ჩანს, რომ სპიდომეტრის დანაყოფის მაქსიმალური მაჩვენებელი 360 კმ/სთ-ია.
ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, როგორც ექსკლუზიურმა შემკვეთმა, სტოშეკმა, პანინფარინას მხოლდო 20 ცალი ახალი ლანჩა სტრატოსის დამზადების ნებართვა მისცა. ფოტოებზე ისიც ჩანს, რომ ავტომობილს ლანჩას ლოგო ამშვენებს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდაც ასე დარჩება, თუ არა. რამდენადაც ავტომობილს ფერარის ძრავი აქვს, ეს უკანასკნელი კი, ისევე როგორც ლანჩა, ფიატის ჯგუფში შედის, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ პარიზში ამ ავტომობილს ლანჩა სტრატოსის სახელით ვიხილავთ.
![]() |
31 მერსედესმა A - კლასის ელექტრომობილ E-სელის წარმოება დაიწყო |
▲back to top |
ავტო
მერსედეს ბენცი თავისი ძირითადი მოდელების ბაზაზე, ელექტრომობილების გამოშვება აგრძელებს. სმარტის, b-კლასის და ვიტოს შემდეგ შემდეგ, ამჯერად, A კლასის E-სელის მსოფლიო პრემიერა პარიზის საავტომობილო შოუზე გაიმართება, მისი წარმოება კი გერმანულმა კომპანიამ ქალქ რაშტატის ქარხანაში უკვე დაიწყო. პარიზულ პრემიერამდე ორი კვირით ადრე, მერსედესმა თავისი ახალი ელექტრომობილის ფოტოები და ტექნიკური მონაცემები გაავრცელა.
ავტომობილი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ორი ბლოკითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური ენერგოტევადობა 36 კილოვატია საათში. ეს ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად 200 კილომეტრზე მეტი გაიაროს. E-სელს მამოძრავებელ ძალას მუდმივ დენზე მომუშავე სინქრონული ელექტროძრავი ანიჭებს, რომლის პიკური სიმძლავრე 95 ცხენის ძალას (70 კილოვატს) აღწევს, ნომინალური სიმძლავრე მხოლოდ 68 ცხენის ძალაა (50 კვტ), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 290 ნიუტონმეტრია.
ამ აგრეგატის დახმარებით, ელექტრომობილი ადგილიდან 100კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 5.5. წამში ასწრებს. მაქსიმალურ სიჩქარეს კი ელექტრონული სისტემა 150კმ/სთ ნიშნულით ზღუდავს.
სალონის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია მრავალფუნქციური მონიტორი, რომელზეც ავტომობილის სხვადასხვა ოპერატიული მონაცემის ნახვაა შესაძლებელი. პირველ რიგში, ესაა აკუმულატორებში დარჩენილი ენერგიის მარაგის დონე, მგზავრობის პარამეტრები - კერძოდ, მოძრაობის დრო და გავლილი მანძილი, საშუალო სიჩქარე და ენერგიის საშუალო მოხმარება, ასევე აკუმულატორებში დარჩენილი ენერგიის რაოდენობა.
ისევე როგორც მერსედესის სხვა ავტომობილებს, ამ ელექტრომობილსაც კომპლექტაციის რამდენიმე დონე აქვს. მათგან ყველაზე უკეთ დაკომპლექტებულია ავანგარდი, რომლის პაკეტშიც შედის ბი-ქსენონის მთავარი ფარები, პარკირების ავტომატური სისტემა „ექტივ პარკ ესისტი“ და ავტომატური კლიმატკონტროლის სისტემა „თერმოტრონიკი“.
რა თქმა უნდა, ავტომობილი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემითაა აღჭურვილი, რომელთა შორისაცაა გვერდითა და უკანა შუშების უსაფრთხოების ბალიშები და ერგონომიული სავარძლები. შტუტგარტელები მხოლოდ 500 ცალი E-სელის წარმოებას აპირებენ. მათი გაყიდვისათვის კი ლიზინგის პრინციპს გამოიყენებენ. ამასთან, ელექტრომობილს წინასწარ შერჩეული მყიდველი მიიღებს. ავტომობილი მხოლოდ გერმანიის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ბაზრებზე გაიყიდება.
![]() |
32 მინი რალის მსოფლიო ჩემპიონატს უბრუნდება |
▲back to top |
ავტო
ინგლისურმა კომპანიამ - მინიმ - დაადასტურა, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადება და ამ საქმეში მას პარტნიორობას, ავტოსპორტში გაწაფული კიდევ ერთი ინგლისური კომპანია პროდრაივი გაუწევს. მომავალ სეზონში, მინის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე ეტაპზე იასპარეზებს, 2012 წლის სეზონიდან კი მასში სრული პროგრამით ჩაერთვება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბეემვეს ჯგუფში შემავალი მინი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას აპირებდა, პირველად რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ამ საკითხზე ჭორაობას კი წერტილი კომპანიის ოფიციალურმა განცხადებამ დაუსვა, რომელიც მიუნხენში გამოქვეყნდა. რალის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ, პროდრაივი, რომელიც ერთ დროს, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე სუბარუს საქარხნო გუნდის პარტნიორი იყო, ქროსოვერ ქანთრიმენს მოამზადებს.
განცხადების თანახმად, რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებული მინი ქანთრიმენი ბეემვეს წარმოების 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება. ასეთი ავტომობილის პირველი ტესტირება უკვე ტარდება.
მინის საქარხნო გუნდს რალის უმაღლესი დონის შეჯიბრებებში 1967 წლის შემდეგ არ უასპარეზია. ინგლისური კომპანიის ისტორიაში იმ ტრიუმფულ სეზონში, მისმა მანქანებმა სამი დიდი რბოლა - მონტე კარლოს, 1000 ტბისა და აკროპოლისის რალი მოიგეს, თუმცა მას შემდეგ, მინი დიდი რალიდან გაქრა.
„დარწმუნებული ვარ, რალიში მინის გამოსვლების ისტორიას ახალი წარმატებებით გავამდიდრებთ. ამისთვის, ქანთრიმენი შესაბამის ბაზას გვაძლევს, მისგან კონკურენტული მანქანის შექმნა შეიძლება, რაშიც პროდრაივი დაგვეხმარება. მისი სახით, ძალიან ძლიერი და გამოცდილი პარტნიორი შევიძინეთ“, - განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე ბეემვეს მმართველთა საბჭოს წევრმა იან რობერტსონმა.
თავის მხრივ, მინისთან თანამშრომლობის დაწყებით კმაყოფილია პროდრაივის შეფი დევიდ რიჩარდსიც: „ძალიან გახარებული ვარ, რომ ახალ, საინტერესო პროგრამაში მივიღებთ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, ახალი სარბოლი მინი, რალის ბევრი ფანის ფავორიტი მანქანა გახდება. თანაც, ახალ მანქანაზე, 2011 წლის სეზონისთვის, უკვე რამდენიმე კერძო გუნდისგან მივიღეთ შეკვეთა“.
სავარაუდოდ, პირველი რბოლა, რომელზეც რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებული მინი ქანთრიმენი გამოჩნდება, არის რალი დ'იტალია სარდინია, რომელიც მაისში ჩატარდება. სავარაუდოდ, ახალი ავტომობილის პილოტირებას პირველად ფინელ მარკუს გრონჰოლმს და ესტონელ მარკო მარტინს მიანდობენ.
![]() |
33 მორგანის ახალი კუპეს დებიუტი პებლ ბიჩში |
▲back to top |
ავტო
შტატ კალიფორნიის პებლ ბიჩში, ელეგანტურობის კონკურსზე, სადაც ავტო მოყვარულები საზოგადოებას მათ მფლობელობაში არსებულ რარიტეტულ ავტომობილებს უჩვენებენ ხოლმე, ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია მორგანმა თავისი უახლესი შედევრი - კუპე ევა GT წარადგინა. წი ნა, კონსერვატიული გარეგნობის მქონე მოდელებისგან განსხვავებით, ახალი ავტომობი ლი უფრო დახვეწილი ფორმებითაც გამოირჩევა და მისი წარმოებისთვის, კომპანიამ ახალი ტექნოლოგიებიც აითვისა.
მაგალითად, შასი და ძარა ალუმინისგანაა დამზადებული და, რა თქმა უნდა, მათ ხელით აწყო ბენ.
ევა GT ს სიგრძე 4.7 მეტრი, სიგანე 1.8 მეტრი, სიმაღლე კი 1.2 მეტრია, წონა კი 1250 კილოგრამს აღწევს. როგორც პრეზენტაციაზე მორგანის შეფმა ჩარლზ მორგანმა განაცხადა, ეს მანქანა შეიძლება გამოიყენოთ საოჯახო, ყოველდღიური საჭიროებისთვის, ასევე, როგორც ლუქსის კლასის დიდი ტურიზმის ავტომობილი.
ევა GTს კლასიკური შეთანწყობა აქვს.
ანუ, ძრავი (რომელიც ბეემვეს წარმოებისაა) წინაა მოთავსებული, მის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტი კი უკანა ბორბლებს ატრიალებს. ექვს ცილინდრიან ძრავს ორი ტურბო კომპრესორი ემსახურება, რომელთა დახმარებითაც, მაქსიმალური სიმძლავრე 306 ცხენის ძალას აღწევს. მას უწყვილდება 6 საფეხურიანი ავტომატი, ან მე ქანიკური კოლოფი.
ამ ტანდემის მეშვეობით, ევა GT ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 4.5 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 272 კმ/სთს აღწევს. ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად საშუალოდ 7 ლიტრი საწვავი სჭირდება, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში დაახლოებით 200 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ევა GTს აღჭურვილობაში შედის: მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა, სტაბილიზაციის სისტემა, ქსენონის მთავარი ფარები, სანავიგაციო სისტემა და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ბალიშე ბი.
ჯერჯერობით არ გამოცხადებულა ახალი ავტომობილის საბაზო ღირებულება. თუმცა, ჩარლზ მორგანის თქმით, ის მოდელ სუპერ სპორტსზე გაცილებით იაფი ეღირება. ამ უკანასკნელის ფასი კი ბრიტანეთში 109 ათასი გირვანქიდან იწყება.
მორგანი სულ 100 ევა GTს წარმოებას აპირებს, რომლებზეც შეკვეთის შემთხვევაში, მყიდველს წინასწარ მხოლოდ 5 ათასი გირვანქის გადახდა მოუწევს. მართალია, ამ ავტომობილის წარმოება 2012 წელს დაიწყება, მაგრამ მორგანს მასზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებული აქვს.
![]() |
34 ახალგაზრდა ლონდონი |
▲back to top |
კულტურა|მოდა
ლონდონის მოდის კვირეულს ბრიტანეთის მოდის საბჭო მართავს და მისი პოლიტიკის მთავარ ნაწილს ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოდის სკოლა სენტ მარტინი და ინგლისელებისთვის დამახასიათებელი ახალგაზრდული ენერგიის სიყვარული განაპირობებს.
მარი კატრანცუ
მოდის ბრიტანელი ვარსკვლავები ძირითადად მილანსა და პარიზში აჩვენებენ თავიანთ ახალ კოლექციებს, ან პატრიოტული მოსაზრებების გამო, მაგალითად, როგორც ვივიენ ვესტვუდი, თავიანთ მეორეხარისხოვან ხაზს წარმოადგენენ ლონდონის კვირეულზე. დამწყები ვარსკვლავების სანახავად კი ლონდონი საუკეთესო ადგილია. ბრიტანეთში რამდენიმე დიდი პროგრამა და სერიოზული კონკურსია, რომელთა მთავარი მისია რამდენიმე სეზონზე ახალგაზრდა დიზაინერების კოლექციების დაფინანსებაა. სუბსიდირებული ახალგაზრდული ტალღის პასუხიც არ აყოვნებს და, როგორც წესი, ამ პროგრამებში მონაწილე დიზაინერები ან საკუთარ გამორჩეულ კარიერას აშენებენ, ან პრესტიჟულ სახლებთან იწყებენ თანამშრომლობას. კონკურსებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი „ფეშენ ფრინჯია“, რომელიც 100 ათასი გირვანქის ინვესტიციას დებს გამარჯვებულში. პროგრამებიდან კი ახალი თაობის სქემა და ფეშენ ისტ ზრუნავენ ბრიტანეთში მცხოვრებ ახალგაზრდა დიზაინერებზე.
მაიკლ ვან დერ ჰარმი
მერი კატრანცუმ ტექსტილის დიზაინერის მაგისტრის დიპლომი დაიცვა სენტ მარტინის კოლეჯში და უკვე მეოთხედ მონაწილეობს კვირეულზე, სწორედ სხვადასხვა პროგრამების დახმარებით. ციფრული ბეჭდვით შექმნილი მისი ქსოვილები გამომსახველობით და ფერით ყოველთვის გამოირჩევა. ის პოსტმოდერნულ ილეთებს იყენებს და პოპ-კულტურის სხვადასხვა დეტალებს ლამაზ ზედაპირებად აქცევს. წელს, 70-იანების სტილიზებული ინტერიერები კაბებად აქცია. თავის მოდელებს კატრანცუ მონუმენტურ, არქიტექტურულ სამკაულებთან ერთად აჩვენებს.
დავიდ კომა
კაბა-კოლაჟი, ეს იყო მაიკლ ვან დე ჰარმის დიპლომის თემა, რომელიც მან ახალი თაობის სქემის ფარგლებში განავითარა და დიდ კოლექციად წარადგინა. მან ენდი უორჰოლის ილუსტრაცია იპოვა, კაბად გააცოცხლა, ხოლო შალის და აბრეშუმის ჟაკარდის თითქოსდა შეუსაბამო სხვადასხვა ქსოვილებისაგან, ფრაგმენტული დღის და საღამოს ტანსაცმელი შექმნა.
დავიდ კომა, იგივე დავით კომახიძე საქართველოდან პეტერბურგში, პეტერბურგიდან კი ლონდონში ჩავიდა და სენტ მარტინის მოდის დიზაინის სრული კურსი გაიარა. ტანზე მჭიდროდ მომდგარ კაბებს უკვე ჰყავს თაყვანისმცემლები პოპ-ვარსკვლავთა შორის. მიკროკაბები სექსუალური დეტალებით ალბათ მომავალში მისი ხელწერა გახდება.
კრისტოფერ კეინი მოდის ამომავალი ვარსკვლავია, რომელმაც უკვე გაიარა სენტ მარტინის ტრენინგიც და მოდის საბჭოს არაერთი პროგრამა, ახლა კი დამოუკიდებელ კარიერას აშენებს. მომავალი გაზაფხულისათვის მან კლასიკური ბრიტანული ტანისამოსის ერთეულები ინტენსიურ, სინთეტიკურ ფერებში, ნაკეცებისაგან აწყობილი დეტალებით წარმოადგინა და ფოსფორისფერი ხაზები ოკეანიის თემატიკით მოჩითულ ქსოვილებთან ერთად აჩვენა.
კრისტოფერ კეინი
![]() |
35 მხატვრული ფილმი VS აჭარული ხაჭაპური |
▲back to top |
კულტურა|კინო
ნიკა ესებუა ბათუმიდან
ბათუმში მოქმედი კინოთეატრი არ არის და ეს სირცხვილია! ქალაქი, რომელსაც მარტო ზაფხულში, 700 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია, სულ ცოტა, ერთ კინოთეატრს იმსახურებს. ფილმების სანახავად არავინ დადიოდა და კინო თბილისი მაგიტომაც დაიხურაო - ამ ფრაზას ძალიან ხშირად მოისმენდით. თუმცა ხალხი არაფერ შუაშია, კინოთეატრის ადმინისტრაციის არასწორი მენეჯმენტია პრობლემა. თუ თბილისში აინტერესებს ხალხს „ავატარი“, „დასაწყისი“, „რკინის კაცი“, ბათუმელებსაც სურთ დიდი ეკრანით სიამოვნების მიღება, მაგრამ აქ მიდგომაა „ქართული“. სასტუმროს ან რესტორნის გახსნა კინოთეატრზე მომგებიანია. აჭარული ხაჭაპური მხატვრულ ფილმზე გემრიელია. სწორედ ამიტომ, ფესტივალი თეატრში იმართებოდა.
გემრიელი ფილმები ამ ფესტივალზე საკმაო რაოდენობით იყო. უმეტესად არასაკონკურსო პროგრამაში, მაგრამ სიამოვნების მიღებას ეს ხელს არ უშლიდა. მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში რამდენიმე გამორჩეული სურათი აჩვენეს. პირველ რიგში „არაფერი პირადული“ უნდა გამოვყო. ურსულა ანტონიაკის გამორჩეული ნამუშევარი, ძალიან კარგი რეჟისურით, მშვენიერი სამსახიობო დუეტითა და მომხიბვლელი სიუჟეტით. ეს სევდიანი და ლამაზი ამბავი მარტოობაზე საუკეთესო ფილმის ჯილდოს დაეუფლა, თუმცა მიმაჩნია, რომ გრან-პრის ღირსი იყო, გრან-პრის, რომელიც ქართველი რეჟისორის ლევან მამულიას რუსულ ფილმს „სხვა ზეცას“ ერგო.
კადრი ფილმიდან „სხვა ზეცა“
ჟიურის თავმჯდომარე, პოლონელი რეჟისორი ზბიგნევ რიბჩინსკი უკმაყოფილო იყო ჟიურის სხვა წევრების გადაწყვეტილებით, მამულიას ფილმი მის ფავორიტებში ნამდვილად არ შედიოდა. ეს არაფრით გამორჩეული ნამუშევარია, სავსე ფსევდოინტელექტუალური კადრებითა და სიმბოლოებით. ძალიან გაწელილი ეპიზოდები მთავარი პერსონაჟის, ალის უბედურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ეს ალი იმდენად ცუდი პროტაგონისტია, რომ მისი ტრაგედია გულს ყველაზე სენტიმენტალურებს თუ აუჩქროლებს. სამაგიეროდ ოსკარის ნომინანტი „ძვირფასი“ იყო ემოციების ფეიერვერკი. ლი დენიელსის მძიმე, ძალიან მძიმე ფილმი მოზარდზე, რომელსაც მამისგან შვილი ჰყავს, მეორეზე ფეხმძიმედაა, წონის პრობლემები აწუხებს, სკოლიდან გარიცხეს და ბედთან ერთად დედაც არ აკლებს დარტყმებს. დედას მო'ნიკი თამაშობს. მსახიობმა ამ როლისთვის ოსკარის, ოქროს გლობუსის, ბაფტასა და სანდენსის ჯილდოები მიიღო. ახლა ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალის ლაურეატიცაა. საუკეთესო ქალ მსახიობად ჟიურიმ, სწორედ ის დაასახელა. საუკეთესო რეჟისორი აგუსტი ვილა გახდა ფილმისთვის „კოღოების ბადე”, კიდევ ერთი მშვენიერი ფილმი წლევანდელ ბათუმის კინოფესტივალზე. ოდნავ პროვოკაციული, კარგად დალაგებული ნამუშევარი ესპანურ ოჯახზე, რომელიც ბედნიერების ძიებაშია. მთავარი როლის შემსრულებელი ედუარდ ფერნანდესი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდოს მფლობელი გახდა.
ზბიგნევ რიბჩინსკის ფავორიტი იყო გია დიასამიძის ფილმი „ინსაითი“, რომელმაც ჟიურის სპეციალური ჯილდო მიიღო. სპეციალური პრიზები უხვად დარიგდა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჟიური შეეცადა გული არავისთვის დაეწყვიტა. „ინსაითთან“ ერთად სპეციალური პრიზი მიიღო დოკუმენტურმა ფილმმა „კურდღელი ბერლინიდან“, ასევე ფადინ საჰებ ზამანის მხატვრულმა ფილმმა „არის რაღაც, რაც თქვენ არ იცით“, ნამუშევარმა, რომელიც მარტინ სკორსეზეს „ტაქსის მძღოლის“ გავლენით შექმნილი კარგი ირანული ფილმია. რიბჩინსკი ასევე უკმაყოფილო გახლდათ მთლიანად ფესტივალით. მისი აზრით, კონკურსანტ ფილმებში არტი ძალიან ცოტა იყო, სამაგიეროდ ჭარბობდა მელანქოლია და პესიმიზმი, რაც პოლონელი რეჟისორისთვის არამიმზიდველი აღმოჩნდა.
ჟიურის თავმჯდომარე, პოლონელი რეჟისორი ზბიგნევ რიბჩინსკი
კადრი ფილმიდან “ძვირფასი”. გაბორი სიდებე და მო'ნიკი
თეატრში, სადაც ჩვენებები იმართებოდა, თეთრის მაგივრად რუხი ფერის ეკრანი იყო. „მართალია კინოთეატრ თბილისს, რომელიც უკვე დაიხურა, ჰქონდა თეთრი ეკრანი, მაგრამ მფლობელმა არ მოგვცა, უკვე გაყიდული გვაქვსო. ჩვენ ძალით ხომ ვერ წავართმევდით. როცა აბას კიაროსტამის ფილმის ჩვენების დროს რეჟისორი ძალიან უკმაყოფილო დარჩა, განაცხადა, რომ ასეთ ეკრანზე თავის ფილმებს არ აჩვენებდა. ამას მოჰყვა საჭირო, თუმცა დაგვიანებული რეაქცია და ერთი დღის შემდეგ უკვე „გააჩინეს“ ეკრანი, რომელიც ისევ და ისევ კინოთეატრ თბილისის აღმოჩნდა“, - განაცხადა ფესტივალის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა ზვიად ელიზიანმა.
ეკრანის გამოცვლის შემდეგ მაყურებელმა კიაროსტამის „ახლო კადრით“ დატკბობა შეძლო. „ახლო კადრი“ და სიდიქ ბარმაკის „ოსამა“ კინოფესტივალის ორი მშვენება იყო. ორი უპრეტენზიო, ძალიან ძლიერი რეჟისურით გადაღებული ფილმი. ერთმანეთისგან განსხვავებული და ერთნაირად მიმზიდველი. ორად ორი ფილმი, რომელიც თითქმის ყველას მოეწონა და რომლის დასრულების შემდეგ თეატრის ეზოში მხოლოდ საქებარ სიტყვებს გაიგონებდით. სამაგიეროდ, სხვა სეანსების შემდეგ თითქმის გარჩევებამდე მიდიოდა საქმე.
იმედია, ბათუმის საავტორო კინოს მეექვსე ფესტივალი კინოთეატრში ჩატარდება. გამოჩნდება ხალხი (სპონსორები), რომელიც ხაჭაპურს კინოს ამჯობინებს და ფილმის გემოს არ დაავიწყებს მაყურებელს. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი გემრიელი ფილმებით მოამზადონ, კარგი მენეჯმენტით შეკაზმონ და ისე მიართვან მაყურებელს. მას ხომ წელს, ბათუმში, კინოს არც ისე გემრიელი ლუკმა ერგო
ბათუმის საავტორო კინოს მეხუთე ფესტივალის გამარჯვებულები
მთავარი კონკურსის გამარჯვებულები:
გრან-პრი - „სხვა ზეცა”
საუკეთესო მხატვრული ფილმი - „არაფერი პირადული”
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - „ხალხის მტრები”
საუკეთესო რეჟისორი - აგუსტი ვილა („კოღოების ბადე”)
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ედუარდ ფერნანდესი („კოღოების ბადე”)
საუკეთესო მსახიობი ქალი - მო'ნიკი („ძვირფასი“)
ჟიურის სპეციალური პრიზი - „კურდღელი ბერლინიდან“
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა - „ინსაითი“ და „არის რაღაც, რაც თქვენ არ იცით“
ახალგაზრდა კინორეჟისორთა კონკურსის გამარჯვებულები:
გრან- პრი - „დედა”
საუკეთესო ფილმი - „ჰანოი-ვარშავა”
საუკეთესო რეჟისორი - თორნიკე ბზიავა („აპრილის სუსხი”)
ჟიურის სპეციალური პრიზი - „შემოდგომა სიმღერის გარეშე”
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა - „ჩემი მსგავსი გოგონა” და „ჩიხი”
![]() |
36 ევროპული სამზარეულოს ევოლუცია |
▲back to top |
გურმანი|რესტორანი
ნება მომეცით, ტრადიცია კიდევ ერთხელ დავარღვიო და ტრადიციული სარესტორნო კრიტიკის ნაცვლად, ტაბულას 1319 სექტემბრის გამოცემაში (ტაბულა 23) დაწყებული თემა გავაგრძელო, სადაც პირველ რესტორანზე და რესტორნის, როგორც ასეთის, წარმოშობაზე მოგითხრობდით.
სტატიაში საფრანგეთის რევოლუციასაც შევეხეთ და ისიც ითქვა, თუ რა კვალი დაატყო ამ მოვლენამ სარესტორნო საქმის დაჩქარებასა და განვითარებას. თუმცა, ევროპული სამზარეულოს შემდგომი ევოლუცია, ანუ ის, რაც რესტორნების პირველი ტალღის გაჩენის შემდეგ მოხდა, გაცილებით უფრო საინტერესო და აქტუალურია ჩვენთვის. თუ რატომ - მოგახსენებთ.
ერთი სიტყვით, პოსტრევოლუციურ საფრანგეთში, ტრადიციული დუქნებისა და ტრაქტირების მიღმა გაჩნდა ახალი ტიპის დაწესებულება - რესტორანი, რომელიც კლიენტს კერძების სხვადასხვა არჩევანს სთავაზობს, თუმცა არჩევანი ჯერ ისევ მწირია. პირველი ნაბიჯი, რაც ამ ტენდენციის საწინააღმდეგოდ გადაიდგა, იყო ფრანგი მზარეულის მარი ანტუან კარემის (17841833) მიერ გაწეული სამუშაო. კარემმა პირველმა შეიმუშავა კულინარიული სისტემა და დაახასიათა სამზარეულო ტექნიკა. კერძებისა და სოუსების დეტალურად აღწერის მიღმა ჩანს ავტორის გამოკვეთილი, მდიდრული სტილი. კარემმა ამ სისტემას შესაბამისი სახელი უწოდა - La Grande Cuisine Franзaise - დიდი, ან უფრო სწორი იქნებოდა, დიდებული ფრანგული სამზარეულო. კარემის მიერ გაწეული თეორიული სამუშაო ემყარებოდა იმ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც მან მონარქებისა და დიდებულების კარ ზე სამსახურით (მათ შორის ინგლისის მეფე ჯორჯ IV, რუსეთის იმპერატორი ალექსანდრ I, ბარონი ჯეიმს დე როტშილდი) და აგროვა. ამ გამოცდილებამ მას ცხოვრებაშივე დაუმკვიდრა განსაკუთრებული რეპუტაცია, მარი ანტუან კარემს ფრანგებმა „მეფეთა მზარეული და მზარეულთა მეფე“ უწოდეს. კარემის დიდებული სამ ზარეულო სტილი ნაკლებად ხელსაყრელი იყო მცირე სასტუმროებისა და რესტორნებისთვის, სადაც სამზარეულო, ხშირად მწირი და მხოლოდ აუცილებელი სამზარეულო საშუალებებით შემოიფარგლებოდა. ამრიგად, როდესაც 1899 წელს ლონდონში სასტუმრო სავოი გაიხსნა, მისმა დამფუძნებლებმა - ცეზარ რიცმა და ჟორჯ ოგუსტეს კოფიერმა (18461935) კარემის grande cuisine შეცვალეს უფრო მარტივი და პრაქტიკული მიდგომით - კლასიკური სამზარეულოთი - cuisine classique. ეს კოფიერის კლასიკური სამზარეულოს კულინარიული კოდი დღემდე ფართოდ გამოიყენება.
დასავლეთ ევროპული სამზარეულოს განვითარების შემდგომი ეტაპი შედარებით ხანგრ ძლივი გამოდგა და მომდევნო მნიშვნელოვანი ცვლილება გაცილებით გვიან - მეოცე საუკუნეში ფერდინანდ პუანისა (18971955) და მისი მიმდევრების მიერ განხორციელდა.
პუანმა ესკოფიერის მემკვიდრეობა - მოწოდება გამარტივებისკენ - განავრცო და ამით საფუძველი ჩაუყარა ახალ სამზარეულოს - nouvelle cousine. პუანის ახალი სტილი ძველისგან განსხვავდებოდა როგორც ახალი და უცხო ინგრედიენტების შერჩევით, ასევე მომზადების და სოუსირების წესითა და თეფშის გაფორმებით.
მცირე ულუფებითა და შემოქმედებითი მიდგომით პუანის მიმდერებმა - პოლ ბოკუსმა, ალან ჩაპელმა და ფრანსუა ბიზმა შექმნეს სრულიად ახალი სამზარეულო ხელოვნება, რამაც, თავის მხრივ, დასაბამი მისცა ეროვნული სამზარეულო სტილის განთავისუფლებას, ე.წ. მსოფლიო სამზარეულოს (Fusion cuisine) გაჩენას, კერძის სხვადასხვა სამზარეულო ტექნოლოგიებით მომზადებას.
თუ პოსტ რევოლუციურ საქართველოში დავბრუნდებით და მიმოვიხედავთ, ადვილი მისახვედრია, რომ რევოლუციამდელი საფრანგეთის სიტუაციაში ვართ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არც მონარქების კარზე მომსახურე თეორეტიკოსი მზარეულები გვყავს და, ერთი ორი გამონაკლისის გარდა, არც ახალი სამზარეულოს შექმნით მოტივირებული პრაქტიკოსები. ჩვენთან მზარეული ხელობად რჩება, ხელობად, რო მელიც რამდენიმე სტანდარტული კერძის მომზადებით შემოიფარგლება. ერთი მხრივ, დროა ვისწავლოთ ფრანგებისგან და განვვითარდეთ, თუმცა ისიც ცხადია, რომ ასეთი მოთხოვნა, რამდენადაც დაგვიანებულად უნდა ჟღერდეს, ჩვენთან ჯერ მაინც არ მომწიფებულა. სამაგიეროდ, მოთხოვნა აშკარაა, დილით, ნაბახუსევზე, ხინკლის, ქაბაბისა და ლუდის კომბინაციით „გამოსვლაზე“, რაც ან პირდაპირ ლოგინში და გაბრუნებს ან სულ ცოტა, მთელ დღეს უქეიფოდ და მძიმედ გაგატარებინებს. სანამ მოღრუბლულ დილას, სახინკლიდან გამოსული კლიენტი ლოგინს უბრუნდება და უდარდელად სძინავს, მასთან ერთად სძინავს ახალი ქართული სამზარეულოს იდეა საც, როგორც ქმედუნარიანსა და აქტუალურ მოთხოვნას. მიუხედავად ამისა, უფრო ადრე, ვიდრე გვიან, ქართულ სამზარეულოში ახალი ტენდენციების გაჩენა გარდაუვალია. კარგი იქნება, თუ ამ დროს მზარეულები მზად დახვდებიან.
![]() |
37 პასტა კრევეტით შამპანურის სოუსში |
▲back to top |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე
2 ულუფა
ნახევარი შეკვრა პასტა |
Pasta Tagliatelle
მომზადების წესი:
30 გრ. ზეითუნის ზეთსა და ლიმონის წვენში ჩაალბეთ კრევეტები 10 წუთით.
კარგად გააცხელეთ ტაფა და მოათავსეთ მასზე კრევეტები, შეწვით უცხიმოდ.
პატარა ზომის ქვაბში ჩაასხით 20 გრ. ზეითუნის ზეთი და 200 გრ. ნაღები, წამოადუღეთ და დაუმატეთ 50 გრ. (წვრილად გახეხილი) პარმეზანი, ნახევარი ჭიქა შამპანური და კვლავ წამოადუღეთ ორი წუთი. გადმოდგით, შეურიეთ შემწვარი კრევეტები.
მოხარშეთ პასტა და მოასხით გამზადებული ნაღები კრევეტით, სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ შავი პილპილი (გემოვნებით).