ტაბულა №26


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ყველაშვილი გიორგი, ბენდუქიძე კახა, მეგრლიშვილი ვახტანგ, ელერდაშვილი ვახო, სულაკაური ბაკურ, ოდილავაძე ზურაბ, კოვზირიძე დავით, ნადარეიშვილი ირაკლი, ბაქრაძე ქეთი
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010|4 - 10 ოქტომბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, ვაკო ტოგონიძე/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგის მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა-ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge



1 საფოსტო ყუთი

▲ზევით დაბრუნება


გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები
გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
info@tabula.ge

ვახო ელერდაშვილს,

მე სწორედ იმ ავადსახსენებელ 70-იანებში ვიყავი ახალგაზრდა, რომელზეც თქვენ წერთ, თუმცა ალბათ „სვეცკი“ ვერ ვიყავი, საცხოვრებელი ადგილის გამო. (როგორც თქვენი სტატიიდან ირკვევა, „სვეცკობისათვის“ ვაკე-საბურთალოს მკვიდრი უნდა ყოფილიყავი.)

ვერ დავიჩემებ, რომ ფრანგული ბრენდების სახელებს უნაკლოდ გამოვთქვამ, მაგრამ უმბერტო ეკოს ლათინური ფრაზის თარგმანი, გამარტივებულად და შინაარსდაკარგულად მომეჩვენა. თუ ეს ფრაზა მხოლოდ „სვეცკობაზე“ ლაპარაკის დასაწყებად იყო საჭირო, ყველაფერი გასაგებია.

თქვენ საუბრობთ რაღაც სტატიაზე, რომელშიც ფრანგი დიზაინერის სახელი და გვარი დამახინჯებულია. ვეჭვობ, ეს უზუსტობა ბევრ მკითხველს შეემჩნია (ყოველ შემთხვევაში მათ, ვისაც ნაკლებად აინტერესებს „სვეცკი პრეზერვატივები“).

რადგან თქვენ აქცენტს აკეთებთ საკუთარ „ტექსტუალურობაზე“ (?) ეგებ თქვენი „არასვეცკი“ განათლება იმავე ჟურნალისათვისგამოგეყენებინათ, სადაც ნებისმიერი ნომრის გვერდებზე არანაკლებ უზუსტობას წააწყდებით.

მაგ. ნომერი 23, გვ 52; რუმინეთის პრეზიდენტს ტრაიანი ჰქვია და არა ტრაიანა;

გვ 53; იაპონიის, როგორც განვითარებადი ქვეყნის მოხსენიება, საუკეთესო შემთხვევაში გაუნათლებლობის მაჩვენებელია,მათთვისაც კი, ვინც არ იცის ესა თუ ის გვარიროგორ იკითხება ფრანგულად. ალბათ ჟურნალისათვის დიდი საქმე იქნებოდა ისეთი „ტექსტუალური ადამიანის“ შენიშვნების გათვალისწინება, როგორიც თქვენ ბრძანდებით.

დიახ, ყველაფერი, რასაცსახელი და გვარი აწერია, ფასეულია, თუნდაც იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას გულისხმობს.

თუ თქვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ „სვეცკი სვეტს“ გულისხმობს?

პატივისცემით
მაია ბოჭორიშვილი

20-26 სექტემბრის ტაბულაში როდესაც ზაზა ბურჭულაძის „თუთას“ ვკითხულობდი და მათხოვრების წყევლას ვიხსენებდი, მომინდა პატარა ჩანაწერის გაკეთება.

- დამეხმარე, შენი თვალების ჭირიმე.

- შემეშვი!

- ღმერთი მოგცემს!

- ღმერთმა შენ არ მოგცა, მე რა უნდა მომცეს!

შემკრთალი მათხოვარი გაშეშებული იდგა ისევ იმ ადგილას, ხელგამოწვდილი ამღვრეულ თვალებს აყოლებდა გამვლელს. სამშაბათს სამ საათსა და 33 წუთზე მან დაკარგა რწმენა. ღმერთში ანუ საკუთარ თავში.

როცა გვნათლავენ, გვასწავლიან, რომ ღმერთი ყოველთვის დაგეხმარება. ყველამ რომ გიღალატოს, ის მაინც შენ გვერდით იქნება. აი აქ ენაცვლება საკუთარი თავის იმედს ღმერთის იმედი და როდესაც ვიღაც ჩვენს რწმენას განგებ თუ შემთხვევით შეარყევს, სულ მარტო ვრჩებით. თუ არ ვენდობით ღმერთს, აბა ვის ვენდოთ? აქ იწყება ის გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც არ გასვენებს. ამ დროს გრძნობ თითქოს გული შენს სხეულზე უფრო მძიმეა და სუნთქვა გიჭირს.

მე არ მწამს კონკრეტული რელიგიისა, მე მჯერა რომ არსებობს რაღაც ძალა, მაგრამ რა არის ეს, არ ვიცი. ხშირად რელიგია ხალხს აბრმავებს.თითზე ჩამოსათვლელია ის ხალხი, რომელსაც რწმენა ფანატიზმში არ გადასვლია.

ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა ძველ კლასელებს ვნახულობდიდა ერთმანეთის ყურებითგული ვიჯერეთ, ერთ-ერთმა ჩემმა კლასელმა,რომლისადმიც ყოველთვის კეთილგანწყობილი ვიყავი და ვარ, ასეთი „ბრმა“ რამ თქვა:

- რა დააშავა იმ ადამიანმა, რომელიცთუნდაც ინდოეთშიდაიბადა, ბუდისტიადა ჩემსავითმართლის მადიდებელი არაა?

თან დააყოლა, რომ ასეთი რამის თქმა ნამდვილ ქრისტიანს ცოდვად ეთვლება და ამის გამო იგი ნამდვილი მორწმუნე არაა. მე „გავშრი“ და ეზოს მაგიდის მეორე ბოლოში მჯდომ ჩემს „მართლ მთქმელს“ მივაშტერდი. ვერ გადამეწყვიტა ავფეთქებულიყავი და თუნდაც ბუდიზმი დამეცვა, რომელიც ქრისტიანობაზე ძველი რელიგიაა, თუ გავჩუმებულიყავი, რადგან ფანატიკოსთან საუბარს მაგიდაზე თავის ხლა სჯობია. რადგან ყველა გაჩუმდა, გადავწყვიტე თავს გავფრთხილებოდი და ხმა ავიმაღლე. დავიწყე ახსნა, რომ ყველა რელიგია ერთთან მიდის და სწორედ ის ვიღაც ფანატიკოსი ინდოელი ბუდისტი შეიძლება იმავეს ფიქრობს „მართლ მთქმელზე“. დავა იმით შეწყდა, რომ ამ მართლა კარგმა ადამიანმა მთხოვა საუბარი შემეწყვიტა. არ ვიცი რატომ, მიხვდა რომ ტყუოდა, თუ მე „დამიცვა ცოდვებისგან“.

ალბათ მეორე დღეს მამაოსთან წავიდა ცოდვების მოსანანიებლად.

P.S. მე ზაზა ბურჭულაძეს მადლობას ვუხდი რომ არსებობს.

გვანცა, 18 წლის

2 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ღმერთს ვფიცავ, შეშფოთებული ვარ. ოჰ, შეშ ფოთებული ვარ, ხალხო, შეშფოთებული“.

  • ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ატირდა წიგნიერების სახელმწიფო დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე წარმოთქმული სატელევიზიო მიმართვის დროს, როდესაც ქვეყნის მომავალზე საუბრობდა.

29 სექტემბერი

0x01 graphic

„ჩინეთმა ადრეც არაერთხელ გაგაფრთხილათ, მაგრამ ეს გაფრთხილებები კომიტეტმა ყურად არ იღო“.

  • გერ ლუნდესტადი, ნობელის ინსტიტუტის დირექტორი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ფუეინგის მცდელობაზე, გადააფიქრებინოს მას ნობელის პრემიის მინიჭება ჩინელი დისიდენტისათვის, ვინაიდან ეს ოსლოსა და პეკინს შორის ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს.

28 სექტემბერი

0x01 graphic

მოგიწოდებთ, მკაცრი პოლიტიკა გაატაროთ რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გავხდით მოწმენი რუსეთის მცდელობისა, დაემცირებინა ჩვენი რეგიონის როლი ევროპაში. რუსეთი, შესაძლებელია, კარგი ბიზნეს პარტნიორია, მაგრამ ამ ქვეყნის ხელისუფლება პატივს არ სცემს ღირებულებებს და ევრო - ატლანტიკური პოლიტიკური სფეროს სტანდარ ტებს“.

  • იაროსლავ კაჩინსკიმ, პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმამ, აშშ - სა და ევრო კავშირის დიპლომატებს ღია განცხადებით მიმართა. 30 სექტემბერი

0x01 graphic

სკოლებში უფრო ხანგრძლივი აკადემიური წლის შემოღების იდეა, ვფიქრობ, ჭკუასთან ახლოსაა.

  • პრეზიდენტი ობამა მსოფლიოში ამერიკის განათლების კონკურენტუნარობის კლების შესახებ. მან აღნიშნა, რომ აშშ - ში მოსწავლეებს საშუალოდ „თითქმის ერთი თვით“ მოკლე სასწავლო წელი აქვთ, ვიდრე მოსწავლეებს სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

ჩვენ ქართული სოფლების სიღრმეში ერთი სანტიმეტრითაც კი არ შევსულვართ. სხვი სი მიწა არ გვჭირდება, მაგრამ არც ჩვენი მიწის ერთ სანტიმეტრს არ დავუთმობთ არც საქართველოს და არც რუსეთს.

  • მერაბ ჩიგოევი, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენელი, უკანონო საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების შესახებ. 30 სექტემბერი

0x01 graphic

25 სექტემბერი

  • საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ კათალიკოს - პატრიარქისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა რუსეთის პატრიარქ კირილ II-ს მიერ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისათვის „დამოუკიდებლობის დღის“ მილოცვა.

26 სექტემბერი

  • საქართველოს პრეზიდენტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა დენიელ იოჰანესს სამომავლო პრიორიტეტები გააცნო - რკინიგზის მშენებლობა და განათლების მხარდაჭერა. პრეზიდენტმა მას ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენების დაფინანსებისკენ მოუწოდა. კორპორაციის თავმჯდომარე ოქტომბერში საქართველოს ეწვევა.

  • Institute Investigating the Crimes of Communism და Memory of the Romanian Exile-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოშების ნახევარზე მეტის მოსაზრებით, ისინი რუმინეთში კომუნისტური რეჟიმის დროს უკეთ ცხოვრობდნენ, ვიდრე ახლა. როგორც ბოშები ამტკიცებენ, მათი ცხოვრების სტანდარტები, დასაქმება და უსაფრთხოება 1989 წლის დეკემბრამდე უფრო მაღალი იყო.

27 სექტემბერი

  • National Geographic-ის ვებ გვერდზე განთავსებული ქვეყნების ჩამონათვალიდან აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სტატუსის მქონე სუბიექტები, ამოიღეს.

  • ახალ გაწვრთნილმა სომალის საზღვაო ძალებმა იძულებითი ზომები გაატარეს მეკობრეთა წინააღმდეგ. საზღვაო მეთაურის განცხადებით, აღნიშნული პროექტისთვის ათასობით ჯარისკაცი მომზადდა. ისინი კომერციულ და სადამხმარებლო გემებს დაიცავენ. ასევე, იზრუნებენ უსაფრთხოებასა და არალეგალური ხომალდების შეჩერებაზე. მანამდე სომალის სანაპიროზე ანტისამეკობრეო სამხედრო ოპერაციებს ამერიკული, ბრიტანული, იაპონური, ფრანგული და სხვა ქვეყნების გემები ასრულებდნენ. თუმცა მათ ეს პრობლემა ვერ აღმოფხვრეს.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

  • ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა. მან გამოსვლაში დიდი ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებების დაცვისა და საერთაშორისო ნორმების პატივისცემის საკითხებს, რომელიც გამორიცხავს რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტის სამხედროხელყოფას. გარდა ამისა, ილვესმა ყურადღება ქართველი დევნილების პრობლემებზეც გაამახვილა.

  • თბილისის საკრებულოში ახალი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა. ფრაქცია, სახელწოდებით დედაქალაქი სამწევრიანია და მასში კონსერვატორი კახა კუკავა, ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი და საქართველოს გზის წევრი ნათელა მაჭავარიანი გაერთიანდნენ. ფრაქციას კობა დავითაშვილი უხელმძღვანელებს.

28 სექტემბერი

0x01 graphic

  • კოსოვოს პრეზიდენტი გადადგა. ქვეყნის პირველი პირი პრეზიდენტის პოსტთან ერთად პოლიტიკური პარტიის წევრიც გახლდათ. მისი პარტია - კოსოვოს დემოკრატიული ლიგა კოალიციური მთავრობის წევრია. კონსტიტუციით კი, სახელმწიფო ლიდერი არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების წევრი. ამის გამო საკონსტიტუციო სასამართლომ იგი სერიოზულ დარღვევაში დაადანაშაულა.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თავის ირანელ კოლეგას მანუჩარ მოთაქის შეხვდა. ირანული საინფორმაციო სააგენტო ირნა იტყობინება, რომ ორმა მინისტრმა ორმხრივ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის დაგეგმილი უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებაზე იმსჯელეს.

29 სექტემბერი

0x01 graphic

  • საქართველოს შს სამინისტროს ცნობით, რუსეთისსაოკუპაციო ჯარებმაშიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიის დაკავება და ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ხუთ სოფელში ოკუპაციის ხაზის წინ გადმოწევა დაიწყეს.

  • ევროპის მასშტაბით ათი ათასობით ადამიანმა მანიფესტაცია გამართა. ისინი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების მიერ დანახარჯების შემცირებას აპროტესტებდნენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობამ ხელფასები და პენსიები შეამცირა. ესპანეთში საყოველთაო გაფიცვაა; საპროტესტო აქციებია საბერძნეთში, იტალიაში, ირლანდიასა და ლატვიაში.

  • გერმანიის ქრისტიან- დემოკრატიული და ქრისტიანსოციალისტთა პარტიები სამხედრო გაწვევების გაუქმებაზე შეთანხმდნენ. თუმცა, გაწვევა კონსტიტუციაში კვლავაც დარჩება, რითაც ქვეყანა მომავალში საკითხისადმი მიბრუნების საშუალებას იტოვებს.

  • იტალიის პრემიერ- მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ნდობისვოტუმიმიიღო. მისი კოალიცია გადარჩა მას შემდეგ,რაც პარლამენტმა მის რეფორმათა პაკეტს დაუჭირა მხარი.

0x01 graphic

  • ფილარმონიაში სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფის საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. შეკრებაზე, ნოემბერის თვეში სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევა გადაწყდა. მონაწილეებმა სპეციალური დეკლარაციაც მიიღეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანაში სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევის მიზანია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომის და არა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გზით მიიღწევა.

30 სექტემბერი

  • საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2010 წლის 30 მაისის არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში და რეკომენდაცია წარმოადგინა. აღნიშნული დოკუმენტის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ცესკოს მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის გატარებული ყველა ღონისძიება. იქვე აღნიშნულია, რომ კვლავაც გამოსასწორებელი რჩება მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩო და საარჩევნო დანაშაულის ცალკეული შემთხვევები, მაგ. ხმების დათვლის პროცესი.

  • ჰოლანდიაში კოალიციის შექმნის მიზნით ლიბერალებსა და ქრისტიან- დემოკრატებს ანტიისლამისტ გეერტ ვილდერსთან დათმობებზე წასვლა მოუწიათ. სამთავრობო პროგრამაში ბიუჯეტის 18 მილიარდი ევროთი შემცირება, საიმიგრაციო კანონების გამკაცრება და პოლიციის ოფიცერთა რაოდენობის ზრდაა გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ისლამური ჩადრის აკრძალვის ინიციატივითაც გამოდის.

1 ოქტომბერი

  • ავღანეთში სამშვიდობომისიისშესრულების დროს ოთხიქართველი სამხედრო დაიღუპა. საქართველოსთავდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ საღამოს პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარკალანდაძე ნაღმზე აფეთქდნენ.

0x01 graphic

  • ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მან შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში. გენერალურმა მდივანმა მოლაპარაკებებიგამართა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან. შემდეგ კი საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისიცგახსნა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრადა ერთობლივი პრესკონფერენცია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

3 სერბეთი - უკან დახევა ევროპისკენ

▲ზევით დაბრუნება


არენა

0x01 graphic

ოფოტო: REUTERS ©

სერბეთი კოსოვოსთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, მაგრამ მის დამოუკიდებლობას არასდროს აღიარებს. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა. მანამდე კი ბელგრადმა გენერალურ ასამბლეაზე კოსოვოს თაობაზე კომპრომისულ რეზოლუციას დაუჭირა მხარი. ეს გადაწყვეტილება მის პოლიტიკაში რადიკალურ შემობრუნებად შეაფასეს. ფაქტობრივად, ბელგრადი კოსოვოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტანციებში ბრძოლაზე უარს აცხადებს. კოსოვოს მიმართ ხისტი პოზიცია ამ ქვეყანამ ევროპაში ინტეგრაციის პერსპექტივაზე გაცვალა.

ბორის ტადიჩმა 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიოს კოსოვოს არაღიარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაეროს იმ წევრებმა, რომლებსაც კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ, ეს პოლიტიკა კვლავაც გააგრძელონ ჩვენი (ბელგრადისა და პრიშტინას) დიალოგის განმავლობაში“, - აღნიშნა ტადიჩმა.

პოლიტიკოსის განმარტებით, ეს მნიშვნელოვანია, რათა: „ეთნიკური და ტერიტორიული დავების ცალმხრივი გადაწყვეტის მცდელობები არ დაკანონდეს და კოსოვო საშიშ და სტაბილურობისთვის საფრთხის მომტან პრეცედენტად არ იქცეს“. ამავე დროს, ტადიჩის განცხადებით, ბელგრადი მზადაა პრიშტინასთან მოლაპარაკებების მაგიდას პირველად მიუჯდეს და დიალოგი „კეთილსინდისიერად“ წარმართოს. პრეზიდენტმა ევროკავშირს 9 სექტემბერს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის შემუშავებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამ დოკუმენტმა ბელგრადი-პრიშტინას მოლაპარაკებებს გზა გაუხსნა. ევროკავშირის ძალისხმევით ბელგრადის თავდაპირველი პროექტიდან ხისტი ფორმულირებები კოსოვოს დამოუკიდებლობის უკანონობის შესახებ ამოიღეს. სამაგიეროდ, ყოფილ პროვინციასთან დიალოგის დაწყებისათვის სერბეთმა მზადყოფნა გამოთქვა.

ივლისში ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლომ სერბეთის მიერ შეტანილ სარჩელზე ვერდიქტი გამოიტანა. ამით კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია ლეგიტიმურად ცნო. ბელგრადი კოსოვოს დამოუკიდებლობასთან ბრძოლის ფრონტის გადატანას სწორედ გაეროში გეგმავდა. სერბეთმა გენერალურ ასამბლეაზე გამოსატანად რეზოლუციის საკუთარი პროექტიც მოამზადა. ასამბლეის სხდომამდე ამ პროექტის შეცვლაში მთელი ევროპული დიპლომატია ჩაერთო. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სერბები კოსოვოსთან თანამშრომლობაზე უარის თქმით ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს საფრთხეში აგდებენ. პოზიციის შეცვლის შემთხვევაში კი ლონდონი ბელგრადის ევროინტეგრაციას აქტიურ მხარდაჭერას აღუთქვამდა. ამ მოწოდებას სერბეთში ვიზიტით ჩასული გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც შეუერთდა.

0x01 graphic

სერბეთ - კოსოვოს საზღვარი

0x01 graphic

კოსოვოელები ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულებს გლოვობენ

საბოლოო გადაწყვეტილება გაეროში განხილვის წინა დღეს, 8 სექტემბერს მიიღეს. სერბეთის პრეზიდენტ ტადიჩისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ქეთრინ ეშტონს შორის ხანგრძლივი, დაძაბული მოლაპარაკება გაიმართა. დოკუმენტი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 9 სექტემბერს, 192 ხმით ერთხმად დაამტკიცა. მას ევროკავშირის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. მათ შორის იმათაც, ვინც კოსოვოს დამოუკიდებლობას დღემდე არ ცნობს - საბერძნეთმა, კვიპროსმა, ესპანეთმა და სლოვაკეთმა.

რეზოლუციას ხმა რუსეთმაც მისცა. მოსკოვი საერთაშორისო ასპარეზზე კოსოვოს საკითხში სერბეთის პოზიციის მთავარ მხარდამჭერად მიიჩნევა. სერბეთის პოზიციის მოულოდნელმა შერბილებამ ფაქტობრივად განაიარაღა რუსული დიპლომატია. კრემლი იძულებული გახდა ევროკავშირისა და სერბეთის საერთო გადაწყვეტილებას შეერთებოდა.

დასავლური მედიისა და ანალიტიკოსების აზრით, ბელგრადმა ევროპის ძლიერი ზეწოლის შედეგად უკან დაიხია. 70 ქვეყნის მიერ აღიარებული კოსოვოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტანციებში ბრძოლა ოფიციალური დღის წესრიგიდან მოიხსნა. სამაგიეროდ, სერბეთმა ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის პირობა მიიღო. არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, თუ რამდენად სწრაფად შესრულდება ეს პირობა. შეძლებს თუ არა ბორის ტადიჩი, სერბეთის საზოგადოებას მის მიერ მიღებული მძიმე გადაწყვეტილების დადებითი შედეგები დროულად წარუდგინოს.

ევროკავშირთან შეთანხმებამ სერბული ოპოზიციის ნაწილის მწვავე რეაქცია გამოიწვია. ქვეყნის უდიდესი ოპოზიციური ძალა - მოწინავე პარტია აცხადებს, რომ მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის იბრძოლებს. პარტიის ლიდერმა ტომისლავ ნიკოლიჩმა გაეროში მიღებულ დოკუმენტს „სტერილური და უკბილო“ უწოდა. მისი სიტყვით, ამას „კოსოვოელი ალბანელებიც მისცემდნენ ხმას“.

დოკუმენტი ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა ვოისლავ კოშტუნიცამაც უარყოფითად შეაფასა. მისი თქმით, რეზოლუცია „სამარცხვინო დოკუმენტია, რომელმაც სერბეთს უდიდესი ზიანი მიაყენა“. ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება „დამოუკიდებელი კოსოვოს შექმნის ფარული მომხრეა“, - განაცხადა კოშტუნიცამ.

ოპოზიციურიგანახლების მოძრაობის ლიდერმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ დრაშკოვიჩმა განსხვავებული პოზიცია გამოთქვა. აზრით, ტადიჩის ხელისუფლების გადაწყვეტილებას სერბეთის თითოეული მოქალაქეუნდა მიესალმოს.

0x01 graphic

სერბეთის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი

არაერთგვაროვნად აფასებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას სერბი ანალიტიკოსებიც. ბალკანეთის დემოკრატიის ფონდის დირექტორმა ივან ვეივოდამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამ ნაბიჯს ისტორიული შემობრუნება და არარეალურ პოლიტიკაზე უარის თქმა უწოდა. თავის მხრივ, გაზეთპოლიტიკის მიმომხილველი ბოშკო იაკშიჩი ვარაუდობს, რომ ბელგრადის გაუწონასწორებელ პოლიტიკასადა მერყევ პოზიციას ახლო მომავალში კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის ახალი ტალღა მოჰყვება.

ბელგრადში ვარაუდობენ, რომ კოსოვოსთან მოლაპარაკებებიწლის მიწურულამდე დაიწყება. სერბეთში იმის მოლოდინიც გაჩნდა,რომ ამ პერიოდშიქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულპირობას და გარანტიებს მიიღებს.

გაეროს გენერალურასამბლეაზე კოსოვოს საკითხის განხილვისას აშშ-ის წარმომადგენელმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ გამოთქვა.ვაშინგტონის განცხადებით, ეს შემთხვევაუნიკალურია და სხვა სახელმწიფოებისთვის პრეცედენტი ვერ გახდება „განსაკუთრებული წინაპირობების გამო“.

ეს სიტყვები პირველ რიგში რუსეთის გასაგონად ითქვა. მოსკოვი ჯერ კიდევ კოსოვის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე საუბრობდა პრეცედენტზე საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით. თუმცა, მოსკოვის არგუმენტები დასავლეთისთვის სარწმუნო არც 2008 წლის აგვისტოს ომამდე და არც კრემლის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ ცნობის შემდეგ აღმოჩნდა.

კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომლის ლეგიტიმურობა გაეროს სასამართლომაც ცნო, მოსახლეობის ნებაზე იყო დაფუძნებული. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან კი, დღეისთვის, ომამდელი მოსახლეობის თითქმის 80%25 გამოდევნილია. გარდა ამისა, კოსოვოს შემთხვევაში ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი ალბანელები იყვნენ. ისინი დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვოდნენ. საქართველოში კი ეთნიკური წმენდა რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა მოაწყვეს. როგორც კოსოვოს, ასევე საქართველოს შემთხვევაში დამნაშავეები რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობდნენ. როგორც კოსოვოს, ისე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში კრემლი კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას ეწინააღმდეგებოდა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საკუთარ პასპორტებს არიგებდა და საბოლოოდ ეს რეგიონები ფაქტობრივად დაიპყრო. ასეთი რამ კოსოვოში არც აშშ-ს და არც ნატოს ქვეყნებს გაუკეთებიათ.

თუ მოსკოვს კავკასიაში კოსოვოს ანალოგის მოძიება სურს, ეს პირველ რიგში ჩეჩნეთია.

მის მიმარ თკრემლმა იგივე პოლიტიკა განახორციელა, რაც თავის დროზე მილოშევიჩის რეჟიმმა კოსოვოს წინააღმდეგ.

ბალკანეთში რუსეთის პოლიტიკამ ვერ გაჭრა. ბელგრადისა და ბრიუსელის შეთანხმებამ ნათელი გახადა, რომ მოსკოვს რეალური გავლენა კოსოვოს საკითხების გადაწყვეტაში ფაქტობრივად აღარ აქვს. ევროკავშირის პოზიციის კონსოლიდირებამ სერბეთი აიძულა კოსოვოს სტატუსის საკითხი დღის წესრიგიდან მოეხსნა.

4 ემბარგო, რომელიც არ არის

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

0x01 graphic

მიუხედავად ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგობისა, რუსეთი სირიას ხომალდების საწინააღმდეგო რაკეტებს მიჰყიდის. რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი სექტემბრის მეორე ნახევარში აშშ-ს სტუმრობდა. მან განაცხადა, რომ მოსკოვი სირიასთან 2007 წელს დადებულ შეთანხმებას იარაღის მიწოდების შესახებ აუცილებლად შეასრულებს. ამასთან, სერდიუკოვმა კიდევ ერთხელ დასდო ბრალი აშშ-სა და ისრაელს საქართველოს შეიარაღებაში.

ამ ფუჭი ბრალდებით რუსული მხარე მომავალში მსგავს შესაძლებლობაზე ვეტოს დადებას ცდილობს. ის მიანიშნებს, რომ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების მიწოდება გავლენას მოახდენს რუსულამერიკულ თანამშრომლობაზე აშშ-სთვის მნიშვნელოვან საკითხებში. თავად კი საკუთარ მეგობრებს აწვდის იარაღს და პოზიციებს იმაგრებს. ეს გადაწყვეტილებაც - სირიისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ - იმ შანტაჟის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც აშშ-ს და მის ორ მოკავშირეს - ისრაელს და საქართველოს აზარალებს.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

მაგალითად, მან აგვისტოს ომამდე ისრაელი აიძულა, საქართველოსთვის უპილოტო საფრენი აპარატები არ მიეყიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანისა და ჰეზბოლასთვის იარაღის მიწოდებით დაემუქრა. ისრაელი იძულებული გახდა, შანტაჟს დაჰყოლოდა. რუსეთი კი მალე საქართველოში შეიჭრა.

სირიისთვის იარაღის მიწოდებით რუსეთი რეგიონში ძალთა ბალანსს აშკარად არღვევს. ისრაელი შიშობს, რომ ამ ქვეყნიდან იარაღი ლიბანში დაბანაკებული ტერორისტული ორგანიზაციის, ჰეზბოლას, ხელში აღმოჩნდება. საქართველო კი ორი წელია, ფაქტობრივად, ვეღარ ყიდულობს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას. ამის მიზეზი, როგორც Jane's Defence Weekly იტყობინებოდა ივნისის ბოლოს, ერთი მხრივ, აშშ-ის პოლიტიკაა და, მეორე მხრივ, რუსეთის ზეწოლა. JDW იმ ამერიკული და ებრაული კომპანიების ინფორმაციას დაეყრდნო, რომლებიც სამხედრო აღჭურვილობას ყიდიან.

ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიამ Orion Strategies-მა კი EurasiaNet.org-ს ოთხი მაგალითი მიაწოდა. მათი მიხედვით, ამერიკულმა კომპანიებმა საქართველოს იარაღის მიყიდვაზე უარი უთხრეს. მათგან ორმა კომენტარი არ გააკეთა, ხოლო დანარჩენმა ორმა სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მიყიდვის დაბლოკვა უარყო.

რუსეთი ზეწოლას სხვა ქვეყნებზეც ახდენს. სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის 2010 წლის მოხსენების თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ შეიარაღება მხოლოდ თურქეთისა და უკრაინისაგან შეიძინა - ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.

ამ თემაზე ღიად ჩივილს საქართველოს მთავრობა ყოველთვის ერიდებოდა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა ამა წლის ზაფხულში განაცხადა, რომ მათ საქართველოსთვის იარაღის ემბარგო არ დაუწესებიათ. აშშ-ს, ბოლო 2 წელია, საქართველოს არც ერთი შეკვეთა არ შეუსრულებია იარაღის მიწოდების შესახებ. ამის თაობაზე გორდონმა განაცხადა, რომ ომის შემდგომ ისინი დაძაბულობის შემცირებას ცდილობენ. მისი სიტყვებით, სამხედრო გზით პრობლემა ვერ გადაწყდება და საჭიროა, საქართველო სხვა თვალსაზრისით განვითარდეს. ის უნდა იქცეს მტკიცე დემოკრატიად და წარმატებულ ქვეყნად. თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა კი რუსულ მედიას განუცხადა, რომ ისინი საქართველოს მხოლოდ იმ საშუალებებით ამარაგებენ, რომელიც მათ ავღანეთში საომრად სჭირდებათ. თუმცა, ამერიკული პოლიტიკა ავღანეთში მოქმედი ქართული შენაერთებისთვის განკუთვნილ ავტომატ M-4-სა და ჰამერებზეც ვრცელდება. საქართველოსთვის კალაშნიკოვის ნაცვლად M-4-ის არჩევა მხოლოდ იდეოლოგიური პრეფერენციებით არ არის განპირობებული. ვინაიდან ის ნატოს წევრობას ესწრაფვის, ეს იარაღი მისი წევრი ქვეყნების შეიარაღებასთან თავსებადობისთვის სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქართული ძალები ამ შენაერთების გვერდით იბრძვიან. თავის დროზე ნატოს ახალმა წევრებმაც უარი თქვეს რუსულ ნაწარმზე და დასავლურ შეიარაღებაზე გადავიდნენ.

საქართველო ისეთ საშუალებებს ითხოვს და საჭიროებს, რაც მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზეა გათვლილი. ასეთია მაგალითად დიდ რადიუსიანი რადარები, ტანკსაწინააღმდეგო და თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემები. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალ Newsweek-თან ინტერვიუში განაცხადა: „საქართველო თუ დაუცველი იქნება, ეს სიტუაციას ხელს არ შეუწყობს. მას არ შეუძლია რუსეთს შეუტიოს, მაშინ როდესაც დაუცველი საქართველო სერიოზული ცდუნებაა რუსეთისთვის... უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები თავდაცვითი შეიარაღების პოტენციალის თვალსაზრისით დაგვეხმარება“.

ამერიკელებმა რამდენჯერმე მიანიშნეს, რომ საქართველოს, პირველ რიგში, ჩამოყალიბებული სამხედრო დოქტრინა და ოფიცერთა კვალიფიციური კორპუსი სჭირდება. ეს იმისთვის, რომ აღჭურვილობა - იქნება ეს ტანკსაწინააღმდეგო, თუ საჰაერო თავდაცვის - სათანადოდ გამოიყენოს. თუმცა, ერთი რამ ცხადია - სამხედრო დოქტრინის გასავითარებლად ზუსტად უნდა იცოდე, რა შეიარაღება გაქვს, ან როგორი მომზადებული სამხედროები გყავს. იმისთვის კი, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები თანამედროვე და კარგად მომზადებული, სამხედრო დოქტრინა კი დახვეწილი იყოს, საქართველოს, შეერთებული შტატების მხრიდან მეტი დახმარება სჭირდება. ვთქვათ - ქართველების რაოდენობის გაზრდა ამერიკულ სამხედრო სასწავლებლებში. იქ ისინი თანამედროვე მეთოდებით გაიწვრთნებიან.

„ეს [სამხედრო დახმარება] არ უნდა აღვიქვათ ისე, თითქოს აშშ საქართველოს მწვანე შუქს უნთებს სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად. საქართველო ყოველთვის ნაკლებად ძლიერი იქნება, ვიდრე რუსეთი, თუმცა ეს არაა მიზეზი იმისათვის, რომ ის დაუცველად დავტოვოთ რუსეთის შემოჭრიდან ორი წლის თავზე“, - წერს სენატორი ჯონ მაკკეინი Washington post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

საქართველო ავღანეთის ოპერაციაში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ნომერ პირველი კონტრიბუტორია. ქვეყანა აქამდეც მონაწილეობდა საერთაშორისო ოპერაციებში. მან ნატოს ძალებს თავის ტერიტორიაზე ტვირთის გადასაზიდად გზა გაუხსნა. საქართველო არის ქვეყანა, რომლის უსაფრთხოებაც ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის მოკავშირე ევროპული ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებისთვის. ამ ყველაფრის ფონზე მისთვის თავდაცვის საშუალებების შეზღუდვა, ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსის ვლადიმირ სოკორის აზრით, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. საქართველოსთვის ამერიკის სამხედრო დახმარებას ის შემდეგნაირად ახასიათებს - არც ჰო, არც არა, შესაძლოა ოდესმე.

გადატვირთვის პოლიტიკის რუსული ინტერპრეტაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პატივი უნდა სცეს კრემლის ინტერესებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებაში. საქართველო კი, რომელიც ყველაზე მეტად დასცილდა საბჭოურ ღირებულებებს და ცხოვრების წესს - ამავე დროს აშშ-ის ახლო მოკავშირეა. ეს ყველაზე კარგი სადემონსტრაციო მაგალითი იქნება რუსეთისთვის. სწორედ ამიტომ, სოკორი საქართველოს საკითხს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ტესტს უწოდებს. მისი აზრით, რუსეთი ცდილობს, არა მხოლოდ მისი ინტერესის სფეროში მოხვედრილი ქვეყნის ნატოში მიღებას დაადოს ვეტო. ის დაინტერესებულია ამ ქვეყნებსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესუსტებითაც. კრემლს სურს, რომ ამერიკამ რეგიონული უსაფრთხოების აქტორის როლი დაკარგოს. ამ ადგილის დაკავებასაც, ცხადია, თავად ესწრაფვის.

0x01 graphic

5 ოპოზიციური რეცეპტი ამომრჩეველთა სიის მკვდარი სულებისაგან დასაცავად

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება კვლავ აქტუალური ხდება

ეროვნული ფორუმის ინიციატივითა და 8 ოპოზიციური პარტიის - კონსერვატორები, სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზა“, ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, რესპუბლიკელები, ხალხის პარტია, მემარჯვენეები და ქრისტიან- დემოკრატები - დასტურით პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინა. საკანონმდებლო ინიციატივას 130 ათასი ხელმოწერა ახლავს.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები ძირითადად სიის „მკვდარი სულებისაგან“ დაცვას ისახავს მიზნად. გათვალისწინებულია ამომრჩეველთა ერთიანი სიის შედგენა მათი წინასწარი რეგისტრაციის მიხედვით. რეგისტრაციას კი პირადი ნომრის, მისამართისა და ამომრჩევლის ბიომეტრიული ფოტოსურათის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ.

ოპოზიციის ინიციატივა ამომრჩეველთა ერთიანი სიის 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას მოქმედი წესის აღდგენას ითვალისწინებს - თუკი ამჟამად მოქმედი პროცედურით, ამომრჩეველი საარჩევნო სიაში ავტომატურად ხვდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოებული რეესტრების საფუძველზე, წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში მხოლოდ იმ მოქალაქეს ექნება არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რომელიც ხმის მიცემამდე გარკვეული დროით ადრე საარჩევნო უბანში მივა და საარჩევნო რეგისტრაციას თავად გაივლის.

ამომრჩეველს რეგისტრაციის გავლის დროს საარჩევნო უბანზევე გადაუღებენ ბიომეტრიულ ფოტოს. სურათს სხვა სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად (პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი) კომპიუტერში შეიყვანენ. თუ ერთი და იგივე პირი ორჯერ ეცდება რეგისტრაციის გავლას (სხვადასხვა გვარით, სხვადასხვა მისამართზე, ან განსხვავებულ საარჩევნო უბანზე), ბიომეტრიული ფოტოს წყალობით კომპიუტერი გაორებას ავტომატურად აჩვენებს.

ოპოზიციური პარტიების ხელმოწერით პარლამენტში შესული საკანონმდებლო ინიციატივა კენჭისყრის დღის საარჩევნო პროცედურებში მთელ რიგ ტექნიკურ ცვლილებებს ითვალისწინებს. მათ შორისაა: ცვლილებები საარჩევნო ყუთის გახსნამდე არსებულ წესებში, საარჩევნო დოკუმენტაციის შედგენის წესი, ცესკო- ს სუბიექტებზე კონტროლის მექანიზმები და ასე შემდეგ.

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ 2010 წლის ივლისში ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა 95%25 საარჩევნო სიასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ შეხვედრია. ასეთი პრობლემის შესახებ მხოლოდ 4%25-მა მიუთითა. იმავე კვლევის თანახმად, არჩევნებამდე მხოლოდ მოქალაქეთა 21%25-მა გადაამოწმა საკუთარი თავი საარჩევნო სიაში, მაშინ როცა 79%25 აცხადებს, რომ ეს არ გაუკეთებია.

6 რას და რატომ ამბობდნენ რუსები 1993 წელს

▲ზევით დაბრუნება


გიორგი ყველაშვილი|სვეტი

0x01 graphic

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს სამხედრო ინტერვენციის დროს შეტანილ სახელმწიფოთაშორისო სარჩელთან დაკავშირებით იურისდიქციის საკითხს განიხილავს და უახლოეს მომავალში თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. თუ საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება და გაეროს მთავარი სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს, დაიწყება მისი შინაარსობრივი განხილვა. ამას მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს არა მარტო რუსეთისა და საქართველოსათვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც.

საქმე შეეხება საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ წაყენებულ ბრალდებას: რუსეთი წლების განმავლობაში არღვევდა 1965 წელს მიღებულ კონვენციას ყველა სახის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეტაპობრივად ახორციელებდა ეთნიკურ წმენდას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

მნიშვნელოვანია სარჩელის, ისევე როგორც მისი განხილვის პროცესისა და სავარაუდო ვერდიქტის, სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები, მაგრამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, საინტერესოა იმ განცხადებების გახსენება, რომელთაც რუსეთის მთავრობა აკეთებდა 1993 წლის შემოდგომაზე - სოხუმის დაცემის შემდეგ, და ანალიზი იმისა, თუ რატომ იყო კრემლის ენა ასეთი და არა სხვანაირი და რატომ შეიცვალა რიტორიკა დროთა განმავლობაში.

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა ღიად და მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ იგი არ ცნობდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მანამდე მთელი 15 წლის განმავლობაში იყო საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მოსკოვი არ შეურიგდებოდა თბილისის სუვერენულ უფლებებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მაგრამ პირდაპირ და დაუფარავად ამ უფლებებს ბოლო მომენტამდე არ დაპირისპირებია.

რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა, საქართველოს სუვერენიტეტისათვის ძირის გამოთხრის გეგმაზომიერი სტრატეგია გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცია, რაც ადვილად გამოსდიოდა თბილისში სუსტი მთავრობის არსებობის პირობებში. ამასთან, ბორის ელცინის მმართველობის დროს არც რუსეთში იყო ძლიერი მთავრობა. ენერგორესურსებზე დაბალი ფასები და ცენტრალური ხელისუფლების სუსტი კონტროლი პერიფერიაში დამატებით დაბრკოლებებს უქმნიდა კრემლს „ახლო საზღვარგარეთში“ უფრო ამბიციური სქემების განსახორციელებლად.

2008 წლის სამხედრო ინტერვენციამ, რუსეთის სიტყვასა და საქმეს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. ამასთან, დაგვანახა, რომ მოსკოვმა ადრინდელი, კარგად შენიღბული და სამართლებრივად მეტ-ნაკლებად გამართული, სტრატეგია დაუფარავად აგრესიული გეგმით შეცვალა, რომელშიც უგულებელყოფილია საერთაშორისო სამართლის ძირეული პრინციპები.

1990-იან წლებში რუსეთს თბილისზე მცირეოდენი ზეწოლაც კი ჰყოფნიდა სასურველი შედეგის მისაღებად. მოსკოვი ადვილად ახერხებდა იმასაც, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში წესების მიხედვით მოთამაშის რეპუტაცია შეენარჩუნებინა და რეგიონში სტაბილურობის გარანტად წარმოეჩინა თავი. საქართველოს მთავრობისაგან ფორმალური თანხმობის მიღება რუსული სტრატეგიის განხორციელებისას მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოზე ზემო მედების ლეგალურ ინსტრუმენტებს რუსეთის მიერ გაეროსა და ეუთოს მინიმალური მონაწილეობით შემუშავებული სქემები წარმოადგენდა.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

1993 წლის 2 ოქტომბერს, სოხუმის დაცემიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის მთავრობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „სერიოზულ განგაშსა და შეშფოთებას იწვევს ცნობები საქართველოში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით. სეპარატისტთა, ზ. გამსახურდიას მომხრეთა ქმედებებმა ქვეყანა სამოქალაქო ომის პირას დააყენა. თვით ქართული სახელმწიფოს არსებობის საკითხი დადგა ... რუსეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ... აფხაზური ხელმძღვანელობის მიერ ... სოჭის შეთანხმების ჩაშლამ ახალი სისხლისღვრა გამოიწვია. რუსეთი გმობს გენოციდის ფაქტებს, ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას, რის შესახებაც ცნობები ქართულ- აფხაზური კონფლიქტის ზონიდან მოდის. იმ პირების მიმართ, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, ყველაზე მკაცრი ზომები უნდა გატარდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რათა გამოძიებულ იქნას ეს დანაშაულებანი და დაისაჯონ დამნაშავეები“

აღსანიშნავია, რომ ყურადღებას იქცევს განცხადების დასკვნითი ნაწილი, რომელშიც ნათქვამია: „აბსურდულია განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთს წვლილი მიუძღვის დასავლეთ საქართველოში ვითარების გამწვავებაში. იგი [რუსეთი] დიდი ხანია, რაც გათავისუფლდა ვინმეს მიმართ `იმპერიული მისწრაფებების' ნარჩენებისაგან“. და კიდევ უფრო ნიშანდობლივია განცხადების ბოლო, რომელშიც გამოთქმულია რუსეთის ხელმძღვანელობის სურვილი, „ხელი შეუწყოს მშვიდობიან მოგვარებას საქართველოში“ და მზადყოფნა, გამოჰყოს „სამშვიდობო ძალები“ მოლაპარაკებათა შედეგად „მიღწეული მორიგებების უზრუნველყოფის მიზნით“. პრინციპში, რუსეთის უმთავრესი მიზანიც სწორედ ეს იყო: სამშვიდობო სტატუსით კანონიერად შემოსულიყო და დამკვიდრებულიყო საქართველოში, რისთვისაც საჭირო იყო საქართველოს თანხმობა. გენოციდის სიტყვიერი დაგმობაც ამ მიზანს ემსახურებოდა.

8 ოქტომბერს იზვესტიასათვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი კოზირევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „რუსეთი მზად უნდა იყოს აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად“ და დასძინა, რომ „ეს რეგიონი [რუსეთის] სასიცოცხლო ინტერესების ზონაა“. მან შეშფოთება გამოთქვა ჩრდილოეთ კავკასიაში შესაძლო დესტაბილიზაციის გამო. ამასთან, კოზირევმა ისიც დაამატა, რომ თუ რუსეთი „დღეს დაუშვებს საქართველოს დაშლას, ხვალ იგივე საფრთხე რუსეთს დაემუქრება“, რადგანაც „უაღრესად საშიში პრეცედენტი შეიქმნება“. ფორმალურად იმის აღნიშვნა, რომ რუსეთი საქართველოში არა მარტო სამშვიდობო სტატუსით, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით შემოდიოდა, მთლიანად ჯდებოდა იმ საერთაშორისო სქემაში, რომლითაც რუსეთს მანდატი მიენიჭა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფორმალური მხარდაჭერის გარეშე მოსკოვი გაეროს მხრიდან სამშვიდობო სტატუსს ვერ მიიღებდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, 13 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და ამჟამინდელმა ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა ჟურნალისტებთან საუბარში „აფხაზურ ხელისუფლებას“ დააკისრა მთელი პასუხისმგებლობა რეგიონში „არააფხაზური მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდის გამო“, ხოლო 17 ოქტომბერს რუსეთის მთავრობამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო: „აფხაზეთში გრძელდება ძალადობა, მაროდიორობა და ყაჩაღობა მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის რუსების, ქართველებისა და სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების წინააღმდეგ. ამის გამო აფხაზურ ხელმძღვანელობას უმძიმესი პასუხისმგებლობა ეკისრება“. რუსეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ მოითხოვა „არააფხაზური მოსახლეობის ეთნიკური წმენდის შეწყვეტა“, თუმცა გენოციდი აღარ უხსენებია.

ეს განცხადებები მნიშვნელოვანია არა მარტო ისტორიკოსებისა და პოლიტიკური მეცნიერებისათვის, არამედ საქართველოს მთავრობასაც შეუძლია მათი ეფექტიანად გამოყენება. საქართველოს შეუძლია ამტკიცოს: 1. რუსეთი მაშინდელი განცხადებებით ეთანხმება იმას, რომ მასობრივი ეთნიკური წმენდა მართლაც მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე; 2. მართალია, რუსეთი არ აღიარებდა თავის მონაწილეობას ეთნიკურ წმენდაში, მაგრამ 15-წლიანი „სამშვიდობო“ ოპერაციის განმავლობაში ყოველმხრივ უშლიდა ხელს ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრასა და მოსახლეობის დაბრუნებას საკუთარ მიწა- წყალზე, რისი შედეგიც სახეზეა; 3. რუსეთის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს თანხმობის მიღება სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების საკითხზე, რადგანაც სხვანაირად ვერ მოახერხებდა საქართველოში დამკვიდრებას; 4. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა აფხაზეთში იგივე რეჟიმი ცნო, რომელმაც, მისივე მტკიცებით, 1993 წელს ეთნიკური წმენდა განახორციელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეგიტიმურად გამოაცხადა ეთნიკური წმენდის შედეგები.

1994 წლის 25 იანვარს, სოხუმის დაცემიდან და დსთ-ში საქართველოს შესვლიდან ცოტა ხანში, გაეროს გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს წარუდგინა „ანგარიში აფხაზეთში, საქართველო სიტუაციის შესახებ“. ეს დოკუმენტი მრავალმხრივ არის საყურადღებო, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის თავები, რომლებიც საქართველოში გაეროს შესაძლო სამშვიდობო მისიის ვარიანტებს განიხილავს. გენერალური მდივნის რეკომენდაციით შესაძლებელი იყო ორი სცენარი: 1. ტრადიციური გაეროს სამშვიდობო მისია, ანუ ე.წ. პირველი თაობის სამშვიდობო ოპერაცია სრულყოფილი პოლიტიკური და სამხედრო კომპონენტებით; 2. მრავალმხრივი სამხედრო ძალა, რომელიც არ იქნებოდა გაეროს სარდლობის ქვეშ და დაკომპლექტდებოდა დაინტერესებული წევრი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ. რუსეთის ზემოქმედებით არჩეულ იქნა მე-2 მოდელი, რომელმაც ხელ-ფეხი გაუხსნა მოსკოვს თავისი გეოპოლიტიკური სქემების განსახორციელებლად, რის უმნიშვნელოვანეს ელემენტსაც ეთნიკური წმენდის დაკანონება წარმოადგენდა.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

7 უგზოდ მვლელნოო, უსწავლელნოო

▲ზევით დაბრუნება


კახა ბენდუქიძე|სვეტი

0x01 graphic

განათლების სისტემა, სკოლა, უნივერსიტეტი - ხანდახან ფეხბურთსაც კი უტოლდებიან პოპულარობით. გუშინწინ ერთი შეხვედრის მერე მეც ბევრი ვილაპარაკე ამ საკითხზე და თუ ასეა, დაწერეთო, მითხრეს. წერა დავიწყე და მივხვდი, რომ ერთი სვეტით ვერ შემოვიფარგლები. ასე რომ, მომიწევს რამდენიმეჯერ შეგაწუხოთ.

ძალიან კი თავს ვარიდებდი ამ თემას - ვინაიდან რაც მინდა ვთქვა, ალბათ ნაკლებს მოეწონება. და კარგ ხალხს ვაწყენინებ.

რა არის სკოლის მიზანი - აღზრდა? ცოდნის მიცემა? რომელია მთავარი?

ჩემი აზრით, აღზრდა, სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბება უფრო მნიშვნელოვანია.

მაგრამ უსუბ ეუბნება:

„შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!“

გასაკვირი იქნებოდა, რამე კონკრეტული ცოდნის შესახებ უსუბს იგივე რომ ეთქვა - სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ ალგებრა ან ორგანული ქიმია ვერ მისწავლებიაო - და ჩახმახისთვის ხელი გამოეკრა.

დაამთავრო სკოლა, და შეძლო საზოგადოებაში არსებობა, ჩემი აზრით, ნიშნავს:

  • გესმოდეს, რა არის ბუნება, საზოგადოება, ადამიანი და ხელოვნება.

  • შეგეძლოს რაოდენობრივი აზროვნება.

  • გააგებინო სხვა ადამიანებს შენი აზრი ზეპირად და წერილობით.

  • გამოიყენო კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება ახალი ცოდნის შესაძენად.

  • მიიღო ეთიკური გადაწყვეტილება მორალური ღირებულებების საფუძველზე.

  • აღიარებდე საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყო ტოლერანტული.

  • შეგეძლოს საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

არავითარ შემთხვევაში საშუალო სკოლაში სწავლის მთავარი მიზანი არ შეიძლება იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება - ეგ მთლიანად ამახინჯებს სასწავლო პროცესს და პიროვნების განვითარების მიზნებს ანაცვლებს დაზეპირებით და მახსოვრობის ვარჯიშით. მზად ვარ შემდგომში ამაზე ბევრი ვიმსჯელო და ვიკამათო.

კი მაგრამ, ხომ გაგიგიათ აზრი, ვაი, ვაი, ახლა სკოლაში მეცნიერების ამა თუ იმ დარგს არ ასწავლიან ღრმად და კარგადო?

ამ აზრის ფესვები საბჭოთა წარსულშია. საბჭოთა კავშირში სკოლა გადაიქცა უმაღლესი განათლების მოსამზადებელ ეტაპად, ბევრი იყო საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების საათები, ისწავლებოდა სულ უფრო რთულად და რთულად. 70-იან-80-იან წლებში სასკოლო დისციპლინები ისე გართულდა, რომ მშობლებსაც კი უჭირდათ საშინაო დავალებების ამოხსნა.

საჭირო იყო ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც კარგად ისწავლიდა ფიზიკას, მათემატიკას, ქიმიას, და შექმნიდა ახალ იარაღს. სწორედ ეს საქმიანობა ფინანსდებოდა გულუხვად, და ამ გულუხვობის ნამცეცები სხვა მეცნიერებსაც გადაუვარდებოდა ხოლმე. კარგი იარაღის შემქმნელებს უფლება ჰქონდათ ცოტათი დისიდენტებიც კი ყოფილიყვნენ.

ფაქტობრივად შეიქმნა ის, რასაც შეიძლება სამხედრო-საგანმანათლებლო კომპლექსი ვუწოდოთ. და ამ კომპლექსს სჭირდებოდა ახალგაზრდების დიდი ნაკადი. სასკოლო განათლება კი ამ ნაკადს ქმნიდა.

სკოლის ასეთ ტრანსფორმაციას - უმაღლესი განათლების მოსამზადებელ საფეხურად - ჰქონდა კერძო ინტერესების მხარდაჭერა - სამხედროები, რომლებსაც ახალი იარაღი უნდოდათ, აკადემიური წრეები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ უკვე საკმაოდ მომზადებული კადრების მოზიდვით, და მშობლები, რომლებიც შვილს პრივილეგირებულ სამეცნიერო კარიერის გზაზე აყენებდნენ. თანაც ბიჭი თუ იყო, საბჭოთა ჯარისაგანაც თავს დაიღწევდა.

ასე სკოლის მიზანი - კომუნისტური საზოგადოების წევრის გაზრდა/ აღზრდა - თანდათან ჩანაცვლდა პრაგმატული მიზნით - მოვამზადოთ ის, ვინც შემდეგ წარმატებით ჩააბარებს უმაღლესში, შემდეგ განაგრძობს სამეცნიერო საქმიანობას, გააკეთებს ამის შედეგად კარგ რაკეტას, ტყვიამფრქვევს, ბომბას, ან რამე მსგავსს, გახდება პროფესორი, აკადემიკოსი, მიიღებს ლენინის პრემიას, აგარაკს და ოთხოთახიან ბინას საჩუქრად და ნეკროლოგს გაზეთ პრავდაში.

ანუ საბჭოთა განათლების ფაქტობრივი მიზანი გახდა „ბევრი“ სამეცნიერო ცოდნის მიღება. და ეს მაშინ, იმ დროს, კარგი იყო - ნამდვილად უკეთესი, ვიდრე პატარა მარქსისტ-ლენინელების გამოზრდა. გავიდა დრო, და არაეფექტურობამ და არაადამიანურობამ საბჭოთა კავშირი დაშალა. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ. ახლა რა გვინდა?

ჩვენც გვინდა ახალგაზრდებმა ბევრი იცოდნენ, სხაპასხუპით პასუხობდნენ შეკითხვებს, ახსოვდეთ ფორმულები და თარიღები, თუ გვინდა ისინი ღირსეული ადამიანები იყვნენ? გაიზარდონ თუ განსწავლულდნენ? ხშირად ხდება - ადამიანს ფეხს მოსჭრიან ექიმები, მას კი კვლავაც მოჭრილი ფეხის ცერა თითი სტკივა. ამას ფანტომურ ტკივილებს ეძახიან.

ნაწილობრივ ჩვენც ასეთი ფანტომური ტკივილი გვაწუხებს. დღევანდელი ქართული სკოლა შუაში გაეჩხირა - საბჭოთა სკოლად აღარ ვარგა და თანამედროვე სკოლად არ ჩამოყალიბდა. რატომ და რა უნდა ვქნათ - ამაზე მერე ვილაპარაკებ.

8 ეკონომიკური თავისუფლება და საქართველო

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

0x01 graphic

ქვეყანა ეკონომიკურად თავისუფლად ითვლება, თუ არ ზღუდავს ინდივიდუალურ არჩევანს, ნებაყოფლობით გაცვლას, კონკურენციის თავისუფლებას. აუცილებელი პირობაა კერძო საკუთრების დაცვა.

ეკონომიკურ თავისუფლებას ორი დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია - Heritage Foundation და Fraser Institute ზომავს. ორივე მათგანი თანხმდება, რომ ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოს მასშტაბით ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად 2008-2009 წლებში შემცირდა. ამ ფონზე ორივე ორგანიზაციის რეიტინგში საქართველო სტაბილურად წინ მიიწევს. Heritage Foundation 2009 წლის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს 183 ქვეყანას შორის 26-ე, ხოლო ევროპის 43 ქვეყანას შორის, მე-14 ადგილზე ათავსებს. რეიტინგი წინა წელთან შედარებით 0.6 პუნქტით გაუმჯობესდა. Fraser Institute 2008 წლის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს 141 ქვეყანას შორის 23-ე, ხოლო ევროპის 40 ქვეყანას შორის მე-10 პოზიციას ანიჭებს - რეიტინგი წინა წელთან შედარებით 19 ადგილით გაუმჯობესდა.

ამ ორი ორგანიზაციის კვლევის მეთოდი ერთმანეთისგან განსხვავდება. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 10 ტიპის თავისუფლებას ცნობს: ბიზნესის, ვაჭრობის, მონეტარული, ფისკალური, საინვესტიციო, ფინანსური, შრომის თავისუფლება, კორუფციისგან თავისუფლება, საკუთრების უფლებების დაცვა და მთავრობის ზომა. თითოეული ფასდება 0 - 100 შკალით, სადაც 100 ქულა მაქსიმალურ თავისუფლებას ნიშნავს. Fraser Institute-ის კვლევა ეყრდნობა 42 სხვადასხვა საზომს და 5 კომპონენტს - მთავრობის ზომა; საკანონმდებლო სტრუქტურა და საკუთრების უფლების დაცულობა; ჯანსაღი ფულის მისაწვდომობა; საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება; კრედიტის, შრომის და ბიზნესის რეგულირება. კომპონენტები იზომება 1 - 10 შკალით, უფრო მაღალი ქულა მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას ნიშნავს. ამ კვლევების თანახმად, 2008-2009 წლებში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების საერთო ინდექსი მსოფლიო საშუალოზე მაღალია: Heritage Foundation-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი (70.4) მსოფლიო საშუალოს (59.4) 11 პუნქტით აღემატება. Fraser Institute-ის კვლევის თანახმად კი, საქართველოს მაჩვენებელი (7.47) მსოფლიო საშუალოს (6.67) 0.8 პუნქტით აღემატება. საქართველო ეკონომიკურად მოსაზღვრე ქვეყნებზე უფრო თავისუფალიცაა. Heritage Foundation-ის თანახმად, საქართველოს ინდექსი მეზობელი ქვეყნების ინდექსებზე საშუალოდ 9.9 პუნქტით მეტია: სომხეთის ინდექსს (69.2) 1.2 პუნქტით, აზერბაიჯანის ინდექსს (58.8) 11.6 პუნქტით, რუსეთის ინდექსს (50.3) 20.1 პუნქტით, თურქეთის ინდექსს (63.8) 6.6 პუნქტით აღემატება. Fraser Institute- ის თანახმად, საქართველოს ინდექსი ხსენებული ქვეყნების ინდექსებზე საშუალოდ 0.98 პუნქტით მეტია: სომხეთის ინდექსს (7.12) 0.35 პუნქტით, აზერბაიჯანის ინდექსს (6.36) 1.1 პუნქტით, რუსეთის ინდექსს (6.62) 0.85 პუნქტით, თურქეთის ინდექსს (6.82) 0.65 პუნქტით აღემატება.

0x01 graphic

წყარო: Heritage Foundation

საკუთარ რეიტინგში საქართველოს წინსვლას ორივე კვლევა ერთნაირად ხსნის. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველომ სხვა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, არ მიმართა საკრედიტო ექსპანსიისა და რეგულირების მცდარ პოლიტიკას, რითაც თავიდან აიცილა ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვა. Heritage Foundation-ის თანახმად, ქვეყანამ საკუთარი ინდექსი თავისუფალი ვაჭრობისა და კორუფციასთან ბრძოლის შედეგად გააუმჯობესა. თავისუფალი ვაჭრობის მხრივ, საქართველოს მაჩვენებელი (89.1) მეტია როგორც მსოფლიო საშუალო (74.2), ისე მეზობელი ქვეყნების ინდექსებზეც. საქართველოში ვაჭრობა მსოფლიოსთან შედარებით, საშუალოდ 14.9 პუნქტით უფრო თავისუფალია. სომხეთს (80.5) 8.6 პუნქტით, აზერბაიჯანს (77.1) 12 პუნქტით, რუსეთს (68.4) 20.7 პუნქტით, თურქეთს (86.4) 2.7 პუნქტით აღემატება. კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, საქართველოს ჯერ კიდევ რჩება პრობლემები. საქართველოს ინდექსი კორუფციისგან თავისუფლების კომპონენტში (39) მსოფლიო საშუალოს (40.5) 1.5 პუნქტით ჩამორჩება. მეზობელი ქვეყნებიდან, საქართველოზე ნაკლები კორუფცია მხოლოდ თურქეთშია (46). საქართველო სომხეთთან შედარებით (29) 10, აზერბაიჯანთან შედარებით (19) 20, რუსეთთან შედარებით (21) 18 პუნქტით უფრო თავისუფალია. Fraser Institute-ის თანახმად, პოზიციის გამყარება ეკონომიკური აქტივობის დერეგულაციის, ბიზნესის დაწყების გაადვილების, შრომითი ურთიერთობების ლიბერალიზაციისა და საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივების შედეგია. კრედიტის, შრომისა და ბიზნესის რეგულირების მხრივ, საქართველო (7.81) ყველა მეზობელთან შედარებით უფრო თავისუფალია: სომხეთი (6.78) 1.3 პუნქტით, აზერბაიჯანი (6.87) 0.94 პუნქტით, რუსეთი (5.69) 2.12 პუნქტით, თურქეთი (6.54) 1.27 პუნქტით ჩამორჩება. ვაჭრობაც უფრო თავისუფალია: საქართველოს მაჩვენებელი (7.73) სომხეთის მაჩვენებელზე (6.61) 1.12 პუნქტით, აზერბაიჯანის (6.66) 1.07 პუნქტით, რუსეთის (5.77) 1.96 პუნქტით, თურქეთის მაჩვენებელზე (6.41) კი 1.32 პუნქტით მეტია.

ორივე კვლევა საქართველოს მთავარ ნაკლად საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს მიიჩნევს. Heritage Foundation-ის თანახმად, ქვეყნის მაჩვენებელი (40) მსოფლიო საშუალოზე (43.8) 3.8 პუნქტით ნაკლებია. მეზობელი ქვეყნებიდან საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ უკეთესი მდგომარეობა მხოლოდ თურქეთშია (50). საქართველოს საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ ჩამორჩება სომხეთი (30) 10, აზერბაიჯანი (20) 20 და რუსეთი (25) 15 პუნქტით. Heritage Foundation საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ მთავარ პრობლემად სასამართლო სისტემის გაუმართაობასა და მისადმი ნაკლებ ნდობას ასახელებს. განსაკუთრებით დაუცველად კი კერძო და ინტელექტუალურ საკუთრებას მიიჩნევს.

Fraser Institute-ის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი (5.07) ყველა მეზობელ ქვეყანასთან შედარებით დაბალია: სომხეთს (5.49) 0.42 პუნქტით, აზერბაიჯანს (6.40) 1.33 პუნქტით, რუსეთს (5.73) 0.66 პუნქტით, ხოლო თურქეთს (5.61) 0.54 პუნქტით ჩამორჩება. Fraser Institute ამ შედეგს შესაბამისი ინსტიტუტების არარსებობით ხსნის და მიიჩნევს, რომ ლიბერალიზაციასთან ერთად, ქვეყანამ მიღწეულის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად, ინსტიტუტები უნდა აშენოს. მთავარ პრობლემებად სასამართლოს დამოუკიდებლობას, მიუკერძოებელი განაჩენის გამოტანის პრაქტიკასა და სასამართლოზე ზეწოლას ასახელებს.

გამოვლინდა სამი საერთო ტენდენცია: ქვეყნების უმეტესობამ გლობალური კრიზისის საპასუხოდ თავისუფალი ბაზრის რეგულირების გზა აირჩია. ეკონომიკურ აქტივობაში მთავრობების ჩარევის ფონზე, ეკონომიკური თავისუფლება გლობალურად შემცირდა. ეკონომიკური კრიზისის შედეგების დაძლევა მთავრობის ზომის ზრდის ხარჯზე არაეფექტიანი აღმოჩნდა.

ორივე კვლევით დასტურდება, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მეტი ეკონომიკური თავისუფლებაა, მშპ ერთ სულზე უფრო მაღალია. ასეთ ქვეყნებში ადამიანები სარგებლობენ მეტი ინდივიდუალური თავისუფლებით, უფრო ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით და დასაქმების მეტი შანსით. ასეთ ქვეყნებში გარემოსდაცვითი პრობლემები და მკვლელობების რიცხვიც ნაკლებია. ეკონომიკური თავისუფლება ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას.

0x01 graphic

წყარო: Heritage Foundation

9 სამედიცინო სამართალი

▲ზევით დაბრუნება


ვახტანგ მეგრლიშვილი|სვეტი

0x01 graphic

ტაბულას ერთ-ერთ წინა ნომერში მედიცინაში მთავრობის საქმეზე ვწერდი. იდეალურ მდგომარეობაში სახელმწიფოს საქმე ადამიანების ჯანმრთელობა საერთოდ არ არის. მაგრამ აქამდე გრძელი გზაა გასავლელი. ბოლო დროს კარგ ხასიათზე ვარ და ამისთვის მიზეზებიც მაქვს. მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო საავადმყოფოებისათვის ფულის დამრიგებელი სახელმწიფო უწყების - ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს გაუქმების შესახებ. მიხარია პრეზიდენტის დამაიმედებელი და დამამშვიდებელი განცხადება იმის შესახებ, რომ „სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მხოლოდ მათ, ვინც საკუთარი თავის დახმარების უნარს მოკლებულია“.

ამ ეტაპისათვის პრინციპულად სწორი მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯია გადადგმული, თუმცა უფრო სწრაფი რეფორმის სურვილი და უკუსვლის შიში რჩება.

ალბათ გაგვიმართლა, რომ შემთხვევის წყალობით გვყავს მთავრობა, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება არ უჭირს. ვიდრე პოლიტიკური პასუხისმგებლობის ვადა დადგება, ამომრჩეველი ხედავს თავიდან არაპოპულარული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების პოზიტიურ შედეგს და არაპოპულარულობაც მნიშვნელოვნად მცირდება. აბა რა არის მაშინ საშიში?

წარმოვიდგინოთ ასე 4-5 წლის შემდგომი საუკეთესო სურათი:

1) კითხვა. რამდენი ფული მივცეთ მთავრობას?

პასუხი. ზუსტად იმდენი, რამდენიც საჭიროა ადამიანების მხოლოდ იმ ნაწილის სამედიცინო ხარჯების დასაფინანსებლად, ვისაც მკურნალობის ხარჯების გადახდის თავი არ აქვს, ანუ ღარიბებს;

დღევანდელი მდგომარეობა: ეს ხელისუფლების პოლიტიკური განაცხადია და მისი მიმღებლობა საზოგადოებაში ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება. დავუშვათ, აქ საფრთხე მინიმალურია.

2) კითხვა. როგორ ხარჯოს მთავრობამ ჩვენი ფული? პასუხი. ფული არ უნდა მისცენ საავადმყოფოებს. ფული (იგივე ვაუჩერი) უნდა მისცენ პირდაპირ ღარიბებს;

დღევანდელი მდგომარეობა: ოთხი წელია, რაც ხელისუფლებამ ამ მეთოდის გამოყენება დაიწყო და ჯანდაცვისათვის გამოყოფილი ფულის ნახევარს უკვე ასე ხარჯავს. მიუხედავად გარკვეული კომპრომისებისა, ტენდენცია კარგია.

3) კითხვა. რა ქნას საშუალო ფენამ ანუ არაღარიბებმა?

პასუხი. თუ არ გვინდა უარესად დავიბეგროთ და ჩვენც გავღარიბდეთ, ნება უნდა ვიბოძოთ, მეტი ვიშრომოთ, ნაკლები თამბაქო მოვწიოთ. საკუთარი შემოსავლით მივხედოთ ჯანმრთელობას, ინდივიდუალური ან კორპორატიული დაზღვევა შევიძინოთ ან ურთიერთდახმარების ფონდები შევქმნათ. თუ ხელს ძალიან არ შეგვიშლიან, მოვახერხებთ რამეს;

დღევანდელი მდგომარეობა: ღვთის წყალობით, სავალდებულო დაზღვევას მთავრობა ჯერ არ გვიპირებს.

4) კითხვა. რა ვუშველოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხს?

პასუხი. სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის კონტროლს, ექიმების განათლებაზე ფულის ხარჯვას და შემდგომ მათ დევნას და ეგზეკუციას.

დღევანდელი მდგომარეობა: ამ საკითხში უკვე ღვთის წყალობის დეფიციტი თვალში საცემია.

სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოებისა და ხარისხის მოტივით ბაზარზე ჩარევის მომხრეების არგუმენტია ბაზრის ასიმეტრიულობა. რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტს არაკომპეტენტურობის გამო არ შეუძლია შეაფასოს პროდუქტი (მკურნალობა), რომელსაც ყიდულობს და ამიტომ სწორ არჩევანს ვერ გააკეთებს. თითქოს ავტომობილებისა და კომპიუტერების დამზადების ტექნოლოგიის ამომწურავი ცოდნის წყალობით ახერხებდეს სასურველი ავტომობილის ან ლეპტოპის შეძენას. ამას ემატება სადაზღვევო კომპანიების მიერ საკუთარი საავადმყოფოების მშენებლობა და ფარმაცევტული კომპანიების მიერ, საავადმყოფოების მშენებლობასთან ერთად, სადაზღვევო კომპანიების შექმნაც.

ამიტომ თავისუფალი სამედიცინო ბაზრის მოწინააღმდეგეები ენერგიას და „ექსპერტულ ავტორიტეტს“ არ ზოგავენ მოსახლეობაში (მთავრობაშიც) პანიკის დასათესად - ექიმების და სამედიცინო ინდუსტრიის წინაშე დაუცველები ხართ და მთავრობას თუ არ აიძულებთ სამედიცინო ინდუსტრია მკაცრად არეგულიროს, დაიღუპებითო. სამწუხაროდ ვეჭვობ, რომ რეფორმატორი მთავრობის ნაწილიც, გულის სიღრმეში გულწრფელად იზიარებს ამ შეხედულებას.

რა საშუალებებს იყენებს მთავრობა უსაფრთხოებისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად?

- რეგულირებული განათლება;

- სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმებისათვის ლიცენზირება და სერტიფიცირება და შემდგომ ადმინისტრაციული კონტროლი, სპეციალიზებული საპოლიციო სამსახურის, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ.

ეს ღონისძიებები აძვირებს ინვესტიციებს განათლებაში, აბნევს მომხმარებელს და არანაირი გავლენა არ შეუძლია მოახდინოს მომსახურების ხარისხზე და უსაფრთხოებაზე.

ჩვენთვის, ოპონენტებისათვის არჩევანის თავისუფლება ანუ მხოლოდ კონკურენცია კარგი, მაგრამ სუსტი და არასაკმარისი არგუმენტია. ჩემი ჯანმრთელობაც საკმაოდ ძვირად მეჩვენება ბაზრის ოპტიმიზაციის სამსხვერპლოზე მისატანად. აბა რა ვქნათ?

ჩემი აზრით, საჭიროა დავიწყოთ ფიქრი თუ როგორ მივიღოთ ჩვენ, მომხმარებლებმა მატერიალური კომპენსაცია სადაზღვევო კომპანიის მიერ დაპირებული მომსახურების მიუღებლობის გამო ან ექიმების უხარისხო მომსახურებისაგან განცდილი ზიანისათვის. ექიმებმა და მთლიანად სამედიცინო ინდუსტრიამ საკუთარი ჯიბის გავლით უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რასაც მომხმარებელს აყენებენ. არ მესმის რატომ უნდა ვიყო კმაყოფილი, თუ საავადმყოფოს, სადაც უშედეგოდ დავხარჯე ფული და დრო, ტკივილი და დისკომფორტი განვიცადე, მთავრობა საყვედურს ეტყვის და 1000 ლარით ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმებს? ექიმი ან სამედიცინო დაწესებულება სერტიფიკატის ან ლიცენზიის შეჩერებით კი არ უნდა ისჯებოდეს, არამედ მნიშვნელოვანი ფულადი ჯარიმით მომხმარებლის სასარგებლოდ, რაც ინდუსტრიას აგრძნობინებს მენეჯმენტის და მკურნალობის უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდების დანერგვის მომგებიანობას. ასეთი მექანიზმის ასამუშავებლად საჭიროა, მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს შემდეგ კითხვებზე პასუხი:

- რა მექანიზმით არის შესაძლებელი დავის გადაწყვეტა ან ზიანის ანაზღაურება? -

დამოუკიდებელი საქმიანობით დაკავებულ ექიმს, სახელმწიფო სერტიფიკატის გარდა, თუ აქვს ფული არაკომპეტენტურობით ან თუნდაც დაღლილობის გამო დაშვებული შეცდომით პაციენტისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად? -

ვინ შეიძლება იყო მხარეებისათვის მისაღები არბიტრი?

ვიდრე ამ კითხვებსაც არ გავცემთ პასუხებს, საზოგადოება იქნება ბიუროკრატიის და „ექსპერტების“ აპოკალიფსური წინასწარმეტყველებებისაგან დაზაფრული, არ უნდა ვიოცნებოთ კარგ ექიმებზე, გამართულად მომუშავე ჰოსპიტალებზე და სადაზღვევო კომპანიებზე. რაც მთავარია, არ გვექნება ხელისუფლების კეთილი ნების იმედი - დაკავდეს რამე ნაკლებად საზიანო საქმით.

10 დიდი ბრიტანეთი: უმცროსი მილიბენდის მოულოდნელი გამარჯვება

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

შაბათს, 25 სექტემბერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის ვინაობა გაირკვა. ამ პოსტზე მთავარი კანდიდატები ძმები დევიდ და ედუარდ მილიბენდები იყვნენ. ძმების მეტოქეობა უმცროსი, 40 წლის ედი მილიბენდის გამარჯვებით დასრულდა. იგი მცირედი უპირატესობით - 50,65%25 49,35%25-ის წინააღმდეგ - აირჩიეს. არადა, უფროს ძმას, დევიდს, დიდი ხნის მანძილზე ტონი ბლერის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ პრემიერ-მინისტრის პოსტზე. თუმცა, შიდაპარტიულ არჩევნებში მარცხმა, მას დიდი პოლიტიკის დატოვებისკენ უბიძგა; უარი განაცხადა შეთავაზებულ საგარეო საქმეთა მინისტრის ჩრდილოვან პორტფელზე და მხოლოდ საპარლამენტო საქმიანობას დასჯერდა. წარმატების მიუხედავად, ედს მთავარი გამოცდა წინ ელის. მან კოალიციური მთავრობის დამარცხება უნდა შეძლოს. ამის პერსპექტივას ბევრი სკეპტიკურად უყურებს. უმცროსი მილიბენდის პრემიერ- მინისტრად არჩევისადმი სკეპტიკურად განწყობილნი ხაზს უსვამენ მის მცირე გამოცდილებას. მათი მტკიცებით, დევიდი უფრო ეფექტურ მეტოქეობას გაუწევდა პრემიერ კამერონს.

0x01 graphic

ძმების პოლიტიკურ კარიერაზე გარკვეული გავლენა მათმა წარსულმაც იქონია. ისინი ნაცისტების შემოჭრის შემდეგ 1940 წელს ბელგიიდან გამოქცეული პოლონელი ებრაელის შვილები არიან. მათი მამა სოციალიზმის მიმდევარი იყო. ვაჟების მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა დედამ, მარიონ კოზაკმა მოახდინა. იგი ბრიტანელ მემარცხენეთა ცნობილი წარმომადგენელი და ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტია. ძმები ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს იყვნენ აქტიურად ჩართულნი ლეიბორისტების კამპანიაში.

0x01 graphic

ძმები ედუარდ და დევიდ მილიბენდები

ოქსფორდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იწყება მათი კარიერა ლეიბორისტულ პარტიაში. ისინი სხვადასხვა - გორდონ ბრაუნისა და ტონი ბლერის შიდაპარტიულ ბანაკებში იყვნენ გაწევრიანებული. ედი მილიბენდმა ლეიბორისტ ჰარიეტ ჰარმანთან მუშაობისას მიიპყრო ბრაუნის ყურადღება და მისი მრჩეველიც გახდა. 2005 წელს სამხრეთ იორკშირის საარჩევნო უბნიდან პარლამენტარად აირჩიეს. 2008 წელს კი ენერგეტიკის და კლიმატური ცვლილებების მინისტრი ხდება. ლეიბორისტული პარტიის ძირითადი ფიგურები, პარტიული ორგანიზაციები და მათი ამომრჩეველთა უმეტესობა (97%25) დევიდს უჭერდა მხარს. თუმცა, საბოლოოდ მაინც ედმა გაიმარჯვა, რაც გარკვეულმა ფაქტორებმა განაპირობა. პირველ რიგში, პროფკავშირებმა მემარცხენე ტიპის დაპირებების გამო უმცროს მილიბენდს გაუმაგრეს ზურგი. საარჩევნო კამპანიის დროს მან წამოაყენა ბრიტანეთის ეკონომიკის მოდერნიზებისთვის საჭირო 4-5-წლიანი გეგმის შექმნის აუცილებლობა. პოლიტიკოსი მთავარ აქცენტს სწორედ ცვლილებების საჭიროებაზე აკეთებდა, რის გამოც ხშირად ბარაკ ობამასთან აიგივებდნენ.

11 ვენესუელა: უგო ჩავესმა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

26 სექტემბერს ვენესუელაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, უგო ჩავესის მომხრეებმა 5.4 მლნ ხმა მიიღეს, ხოლო ოპოზიციამ - 5.7 მლნ ხმა. მიუხედავად ამისა, სოციალისტურმა პარტიამ 165-მანდატიან პარლამენტში 98 ადგილი მიიღო, ხოლო ოპოზიციამ - 65. ჩავესმა და მისმა პარტიამ, საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების მიუხედავად, საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგეს.

21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიქტატორი და სოციალისტი, უგო ჩავესი, ქვეყანას 1999 წლიდან ერთპიროვნულად მართავს. ამ ხნის მანძილზე მან უამრავი პოლიტიკური და ეკონომიკური შეცდომა დაუშვა. მისმა რეჟიმმა ქვეყანა თითქმის ანარქიამდე მიიყვანა. ყველა, ვინც მას ამ შეცდომების დაშვებაში ხელს უშლიდა, დღეს ვენესუელის სხვადასხვა ციხეში ზის.

ასეთ ფონზე ოპოზიციის შედეგი დიდი წარმატებაა. მათ უკვე შეუძლიათ მცირედით მაინც შეზღუდონ ჩავესის დიქტატურა, 2012 წელს კი მის ხელახალ გაპრეზიდენტებასაც შეუშალონ ხელი. ოპოზიციის წარმომადგენლებს ხალხთან ურთიერთობის და მათთვის ახალი პოლიტიკური კურსის შეთავაზების რეალური შესაძლებლობაც უფრო მეტი აქვთ. საზოგადოებაში ჩავესის მმართველობით გამოწვეული უკმაყოფილება მატულობს. უკვე გაუსაძლისი ხდება ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც ყველაფერს უპასუხისმგებლო ხელისუფლება აკონტროლებს.

ფაქტია - ვენესუელას ჩავესი კიდევ ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. მაგრამ ცხადია ისიც, რომ ქვეყანა დიდ სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისამდეა მისული. წინა წლების გამოცდილებით მარტივი სავარაუდოა, რომ სოციალისტური პარტია არათუ გადაჭრის ამ პრობლემებს, არამედ კიდევ უფრო გაამწვავებს. თუ ეს ვარაუდი გამართლდა, დიდი ალბათობით, მმართველი პოლიტიკური რეჟიმისათვის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ უფრო მძიმე იქნება.

0x01 graphic

უგო ჩავესის მხარდამჭერი
ფოტო: REUTERS ©

12 ლუჟკოვი ეპოქის დასასრული

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ბრძანებულებას პრეზიდენტმა 28 სექტემბერს, ჩინეთში ყოფნისას მოაწერა ხელი. გადაყენების ცნობამ მოსკოვის მერს სამუშაო კაბინეტში მიუსწრო. იური ლუჟკოვისათვის, რომელიც მოსკოვს 18 წელი მართავდა, ეს მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მანამდე ლუჟკოვს შვებულებაში გასვლის უფლება ნებაყოფლობით გადადგომაზე „მოსაფიქრებლად“ მისცა. მაგრამ, ლუჟკოვი 27 სექტემბერს დილით სამსახურში ჩვეულებრივად გამოცხადდა. მან განაცხადა, რომ თავისი ნებით არ გადადგება.

რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი მერის წინააღმდეგ გაჩაღებული მედიაკამპანიის დროს დუმილს ინარჩუნებდა. მან კომენტარი დღის ბოლოს გააკეთა. პუტინის თქმით, მერისა და პრეზიდენტის ურთიერთობა ვერ აეწყო, ამაზე პასუხისმგებელი კი ლუჟკოვია, ვინაიდან იგი პრეზიდენტს ექვემდებარება. მედვედევის გადაწყვეტილებას პუტინმა კანონიერი უწოდა.

ლუჟკოვის გადაყენებამ ახალი ეჭვები აღძრა მედვედევ-პუტინის ტანდემში განხეთქილების თაობაზე. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, პრეზიდენტმა პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი გადადგა და საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირება მოახდინა. მეორე ნაწილის აზრით, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებას ადგილი არ აქვს და პუტინმა მედვედევს მობეზრებული მერის გადაყენების უფლება თავად მისცა.

თუმცა, უკლებლივ ყველა თანხმდება, რომ ლუჟკოვის თანამდებობაზე დატოვება და მისი გადაყენების გაჭიანურება მედვედევის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსის, რეპუტაციას დაასამარებდა.

თუ ვინ გაიმარჯვა რეალურად მოსკოვისთვის ბრძოლაში, მოგვიანებით გაირკვევა. პრეზიდენტი არჩევანს გააკეთებს მერობის იმ კანდიდატებიდან, რომლებსაც მას მმართველი პარტია „ედინაია როსია“ წარუდგენს. ლუჟკოვის პოტენციურ შემცვლელებს შორის არიან „პუტინის კადრები“ - ვიცე-პრემიერები სერგეი სობიანინი, იგორ შუვალოვი და საგანგებო სიტუაციების მინისტრი სერგეი შოიგუ. მედვედევის გუნდის წევრთაგან - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ნარიშკინი, მისი მოადგილე ალექსანდრ ბეგლოვი და საქმეთა მმართველი ვლადიმირ კოჟინი სახელდებიან. საუბრობენ „კომპრომისულ“ კანდიდატებზეც, რომლებიც მედვედევის ადმინისტრაციისა და მთავრობის მხარდაჭერითაც სარგებლობენ.

ფედერალური ხელისუფლებისათვის 2011 წლის საპარლამენტო და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსკოვზე და დედაქალაქის ელექტორატზე კონტროლს უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

13 მიპატიჟება ჩაის წვეულებაზე: ჩაის ფავორიტები

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

გამოცდილ მაიკ კასტელს რესპუბლიკური პარტიული ელიტა ციხესიმაგრესავით იცავდა. ყველა გამოკითხვა მიუთითებდა, რომ შუალედურ არჩევნებში ჯო ბაიდენის ადგილის მოგებას სენატში კასტელი მარტივად შეძლებდა. თუმცა 2 ნოემბრამდე რესპუბლიკურ პრაიმერებში მან ვერ შეძლო საკამათო ხარისხის განათლებისა და საეჭვო ინტელექტუალური რეპუტაციის მქონე, კონსერვატორი პოლიტიკური კომენტატორი ქალის, ქრისტინ ო'დონელის დამარცხება.

„ჩვენ, ხალხს, გვექნება ჩვენი ხმა და კიდევ ერთხელ გავაგონებთ ვაშინგტონს“, - უთხრა პრაიმერების ღამეს ო'დონელმა ჩაის წვეულების აქტივისტებს, რომელთა მონდომებამაც მას 53 პროცენტი და გამარჯვება მოუტანა. ო'დონელის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ჩაის მოძრაობის მთავარი ფავორიტი, სარა პეილინი იყო.

„მე ვიცნობ სარა პეილინს; მე პატივს ვცემ სარა პეილინს, მაგრამ პატივისცემის მიუხედავად, ო'დონელი არ არის პეილინი“, - კონსერვატორების იმედგაცრუება გამოხატა კომენტატორმა ბილ კრისტოლმა.

„თუ ის ხალხი, ვინც პრაიმერების დროს ასე მონდომებით იბრძოდა ჩემ წინააღმდეგ, მე დამიდგება გვერდით, ჩვენ მოვიგებთ“, - უპასუხა ო'დონელმა სკეპტიკოსებს და 2 ნოემბრისთვის მზადება დაიწყო. მასტურბაციის წინააღმდეგ, ჯადოქარი მეგობრებისა და ევოლუციის შესახებ 90-იან წლებში გაკეთებული განცხადებების მასობრივი რეტირაჟირება ის მეთოდია, რითაც მას ლიბერალები დაუპირისპირდნენ. ო'დონელის დემოკრატებისთვის იმედის მომცემი და რესპუბლიკელებისთვის თავზარდამცემი გამარჯვება ჩაის ფავორიტების წარმატების მხოლოდ ერთი ფრაგმენტია.

შარონ ანგელი ნევადიდან, ფლორიდელი მარკო რუბიო, პატ ტუმი პენსილვანიიდან, ჯო მილერი ალიასკაზე, მაიკ ლიიუტაში, რანდ პოლი კენტუკიში, კარლ პალადინო ნიუ იორკში, - ეს ჩაის წვეულების იმ ფავორიტების არასრული სიაა, ვინც წინასწარ არჩევნებში რესპუბლიკური ისტებლიშმენტის კანდიდატები დაამარცხა. უმეტესობას ჩაის მთავარი ფავორიტის, სარა პეილინის მხარდაჭერა დაეხმარა. პეილინის ფავორიტებს აშშ-ის მედია ცალკე აკვირდება. სტატისტიკა ჯერჯერობით ასეთია: პრაიმერებში 26-მა გაიმარჯვა, 11-მა წააგო. პეილინს, ჩაის ფავორიტებს და ამომრჩევლებს ქვეყნის სიყვარული და დიდი მთავრობის სიძულვილი აერთიანებს. სიყვარულისა და სიძულვილის ეს ამალგამა ნაერთია, რომელსაც ცუნამის გამოწვევა დადემოკრატების კონგრესიდან წალეკვა შეუძლია. ამალგამა ჩაის მოძრაობას გასულ კვირას პრეზიდენტმა ობამამ როლინგ სტოუნსისთვის მიცემულ ინტერვიუში უწოდა, ცუნამის მეტაფორა კი კონსერვატორმა ინტელექტუალმა ჩარლზ კრაუტჰამერმა გამოიყენა: „რას აკეთებენ ადამიანები ცუნამის მოლოდინში?“ - იკითხა მან და იქვე უპასუხა: „ლოცულობენ და ჰყვებიან გადარჩენის კეთილ ამბებს“.

0x01 graphic

ქრისტინ ო'დონელი

0x01 graphic

სარა პეილინი
ყველა ფოტო: REUTERS ©

კრაუტჰამერი წერს, რომ ღვთაებრივი სასწაულის მოლოდინში დემოკრატები დიდი კონსერვატიული განხეთქილების ამბებს თხზავენ. ისინი ჰყვებიან, თუ როგორ დაშლის ჩაის წვეულება კონსერვატიულ მოძრაობას, გამოაფხიზლებს დამოუკიდებლებს და გაამარჯვებინებს დემოკრატებს. ჩაისა და კონსერვატორების დაპირისპირება ცუნამის მოლოდინში შექმნილი მითია. ო'დონელის ისტორია კი - გამონაკლისი, რომელიც წესს ამტკიცებს.

სტრატეგებისგან განსხვავებით, დემოკრატების ლიდერებმა მოსალოდნელ წარუმატებლობაში საკუთარი ამომრჩევლების როლის განსაზღვრა დაიწყეს. ბაიდენმა გააფრთხილა - ნუ მოთქვამთო; ობამამ მოუწოდა - საკუთარი თავი ხელში აიყვანეთო; სენატორმა კერიმ კი განაცხადა: „ჩვენ გყავს ელექტორატი, რომელიც ყურადღებას არ აქცევს რა ხდება; ხალხზე უფრო მეტ გავლენას ახდენს უბრალოდ სლოგანები, ვიდრე ფაქტები ან ჭეშმარიტება“.

წინასაარჩევნო ფაქტები ერთ ჭეშმარიტებაზე მიუთითებს: ჩაის წვეულება თანდათან კონსერვატიული მოძრაობის გრავიტაციის ცენტრი ხდება. The Wall Street Journal-ის და NBC-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელების დიდი რებრენდინგი დაწყებულია. გამოკითხულთა 71 პროცენტი საკუთარ თავს ჩაის წვეულების მხარდამჭერად აღიარებს.

2 ნოემბერს საარჩევნო მანქანასთან მისული ამომრჩევლების ერთი მესამედი ჩაის წვეულების მხარდამჭერი იქნება.

ჩაის ფავორიტი ლიდერები პეილინთან ერთად ჰაკაბი, გინგრიჩი და დე-მინტი არიან. გაცილებით მცირე, 10-დან მხოლოდ 4 ჩაის აქტივისტი უჭერს მხარს მიტ რომნის.

პრეზიდენტის საქმიანობას ზაფხულის შემდეგ ამერიკელების ნახევარზე მეტი უარყოფითად აფასებს, კონგრესს მხოლოდ 22-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ამომრჩევლების 60 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრი 2 ნოემბრის წინ 9,6-ია.

ეს ის ციფრია, რომელმაც შეიძლება ზომიერი ამომრჩეველი კრეატივისტი ო'დონელის არგუმენტის სიმტკიცეშიც დაარწმუნოს, რომ თუკი დარვინის თეორია მართალია, მაიმუნების ევოლუცია დღეს რატომ შეჩერდა?

9.6 პროცენტი უმუშევრობის პირობებში არჩევნებისას ყველაფერი შეიძლება მოხდეს... გარდა ხელისუფლების პარტიის გამარჯვებისა.

14 კუბა: თავისუფლების კუნძული კარს უღებს თავისუფალ ბაზარს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

ყველამ, ვინც კუბაში ცხოვრობს და იქ მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს, იცის, რომ ქვეყნის ეკონომიკის სოციალისტური მოდელი არ მუშაობს. ამას თავად კუბის ეკონომიკური მოდელის ავტორი მიხვდა. შოკისმომგვრელი იყო ფიდელ კასტროს განცხადება. მან ამერიკელ ჟურნალისტთან, ჯეფრი გოლდბერგთან საუბრისას განაცხადა: „კუბის ეკონომიკური მოდელი უკვე ჩვენთანაც ვეღარ მუშაობს“. მოგვიანებით ფიდელ კასტრომ უარყო ეს გამონათქვამი და არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა.

Human Rights Watch-ის მიხედვით, „კუბა ერთადერთ სახელმწიფოდ რჩება ლათინურ ამერიკაში, რომელიც პოლიტიკური აზრთა სხვაობის პრაქტიკულად ყველა ფორმას ახშობს“. იმ სიტყვების ავტორი ფიდელ კასტრო რომ არ ყოფილიყო, მას ხელისუფლებასთან სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. ერთ-ერთი კანონის მიხედვით, ადამიანს „საშიში“ და არასოციალისტური ტენდენციების გამოაშკარავებისათვისაც კი აპატიმრებენ.

ფიდელ კასტროს რეჟიმთან 350 ათასი პოლიტპატიმარი ასოცირდება. 60-იან წლებში 14 ათასი კუბელი დახვრიტეს. ადამიანთა უმოწყალო ხოცვა, ზღვაში დახრჩობა და იძულებითი შრომის ბანაკები 102 ათასი კუბელის სიკვდილის მიზეზი გახდა. ეს იმ დროს, როდესაც მოსახლეობა 6,4 მლნ-ს შეადგენდა. განმათავისუფლებლებმა, კასტრომ და ჩე გევარამ, პროცენტულად უფრო მეტი ხალხი დახოცეს, ვიდრე ფაშისტურმა გერმანიამ საფრანგეთში.

ალბათ, კუბის მთავრობამ გააანალიზა კომუნიზმის კრახი და ეკონომიკაში გარკვეული ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. ხელისუფლებამ 2011 წლის აპრილისათვის სახელმწიფო სექტორში დაახლოებით მილიონი სამუშაო ადგილის შემცირება განიზრახა. ამის შესახებ კუბის პრეზიდენტმა 2010 წლის 1 აგვისტოს განაცხადა. მისი სიტყვებით, ყოველი მეხუთე თანამშრომელი უბრალოდ ზედმეტია.

რაულ კასტრომ ქვეყნის გამგებლობის სადავე 2006 წელს აიღო ხელთ. მან არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება კუბის ეკონომიკის ქრონიკული არაეფექტიანობის თაობაზე. გასულ თვეს პრეზიდენტმა ნაციონალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას განაცხადა - „ჩვენ სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ, რომ კუბა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც აუცილებელი არ არის მუშაობა“. ნიკელზე, რომელიც ქვეყნის ძირითადი საექსპორტო პროდუქტია, ფასებმა დაიწია. საერთაშორისო ეკონომიკურმა კრიზისმა შეამცირა ტურისტთა რაოდენობა. 2008 წელს კუნძულმა ქარიშხლის გამო დიდი ზარალი განიცადა. აგრარული მამულების უმეტესობა არაპროდუქტიულია, რის გამოც კუბა საკვები პროდუქტის 80%25-ის იმპორტს ახდენს. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო ხელისუფლებამ ეკონომიკაში რადიკალური რეფორმების გატარება გადაწყვიტა.

სექტემბრის ბოლოს იწყება სახელმწიფო სექტორიდან პერსონალის მასობრივი დათხოვნის მეორე ტალღა. იმისათვის, რომ უმუშევრებმა შეძლონ ახალი სამსახურის მოძებნა, კუბის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ კერძო სექტორზე რიგ აკრძალვებს გააუქმებს. კერძო სექტორი ემბრიონივით განვითარებას იწყებს. ოფიციალური მონაცემებით, კუბაში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში დაახლოებით 5,1 მილიონი ადამიანი მუშაობს. შემცირება შეეხება კუბის დასაქმებული მოსახლეობის 10 პროცენტს. კერძო სექტორი, რომელსაც ეკონომიკის მხოლოდ 5%25 უჭირავს, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ყველა დათხოვნილის სამსახურით უზრუნველყოფას. სიღატაკეში მცხოვრები მოსახლეობის ყოფა ალბათ უფრო გაუარესდება.

კასტროს გეგმის მიხედვით, სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად რიგი რეფორმებია გათვალისწინებული. მაგალითად, კერძო კოოპერატივების შექმნა და მათი გაფართოება. ამ რეფორმების ზუსტ თარიღზე კუბის ხელისუფლება ჯერ არ საუბრობს.

სახელმწიფო საწარმოებსა და ორგანოებში ადგილთა შემცირება მასშტაბური რეფორმების მხოლოდ ნაწილია. რაულ კასტროს გეგმებს თუ გავითვალისწინებთ, სახელმწიფო ეკონომიკაში ჩარევას თანდათანობით შეზღუდავს. უახლოეს მომავალში გაიზრდება მრეწველობის დარგების სია, სადაც დაიშვებიან კერძო მეწარმეები. თუმცა ჯერ უცნობია ეკონომიკის რომელი სფეროები აღმოჩნდება კერძო საკუთრების ხელში.

შეგახსენებთ, რომ 1960-იანი წლების დასაწყისში კუბამ სოციალიზმის მშენებლობის კურსი აიღო. ის საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით სარგებლობდა (წელიწადში 5 მილიარდი აშშ დოლარი). როდესაც კრემლში წყობილება შეიცვალა, კუბელებს საკუთარი ეკონომიკის ნაკლოვანებებთან მოუხდათ შეჯახება. ასეთ ვითარებაში ფიდელ კასტრომ ნებადართულად გამოაცხადა კერძო წარმოება. მაღალი გადასახადებისა და მუშაობისათვის აუცილებელი ლიცენზიის მიღების სირთულის გამო ბევრი ასეთი მცირე ბიზნესი ჩავარდა.

0x01 graphic

ამ დროისათვის არასახელმწიფო სექტორში მოსახლეობის მხოლოდ 5%25-ია დასაქმებული. თუ რეფორმები ბოლომდე გატარდება, მათი რიცხვი ნახევარ წელიწადში 15%25-ს შეადგენს, მოგვიანებით კი - მოსახლეობის თითქმის მეოთხედს. იმ დროს, როდესაც კუბა სახელმწიფო სექტორს 500 ათასი ადამიანით ამცირებს, ობამას ადმინისტრაცია სახელმწიფო სექტორის გაფართოებითაა დაკავებული. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები. კუბამ, შესაძლოა, სოციალისტურ ჩინეთს მიბაძოს, სადაც კომპარტიამ ძალაუფლებაზე მონოპოლია შეინარჩუნა, მაგრამ ეკონომიკაში კერძო სექტორს გზა გაუხსნა. შეიძლება კასტროს გზა საბჭოთა კავშირის გზაა, სადაც ყველაფერი პირიქით მოხდა - პოლიტიკური რეფორმები უფრო სწრაფი ტემპით გატარდა, ვიდრე ეკონომიკის მოდერნიზაცია, საბოლოო ჯამში კი, ეს რეჟიმის კრახით დასრულდა.

ჰმოსალოდნელი ცვლილებების მიუხედავად „თავისუფლების კუნძულზე“ ჯერ კიდევ შეინიშნება კომუნისტური გადმონაშთები, თუმცა ქვეყნის მმართველებს ამაზე ღიად საუბარი არ სურთ. რა საშინელებაა - კუბელთა ბედისწერა - კომუნიზმი მოკვდა, ისინი კი გვამს ჩაბღაუჭებიან.

15 NATO: ჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

30 სექტემბერს, თბილისს ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ეწვია. ამავე დღეს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას ოთხი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ალიანსის მაღალჩინოსანმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაჰპირდა, რომ ადრე თუ გვიან საქართველო ალიანსის წევრი გახდება.

რასმუსენმა ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სიტყვები გაიმეორა. 2008 წელს საქართველო ელოდა, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP) მიიღებდა, თუმცა ვერ შეძლო. პროცესი გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკა. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სა ქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას დე ფაქტო ვეტო რუსეთმა დაადო.

არავისთვის საასაიდუმლო, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. იგი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას თავისი „განსაკუთრებული ინტერესების სფეროში“ შეჭრად აღიქვამდა. ევროპისთვის რუსეთის პოზიციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. საფრანგეთის პრემიერ - მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა ბუქარესტის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, დაუფარავად განაცხადა, რომ ფრანგების გადაწყვეტილებას, ერთი ძირითადი ფაქტორი - რუსეთსა და ევროპას შორის ძალთა ბალანსი განაპირობებდა.

0x01 graphic

პრეზიდენტი ტრუმენი ხელს აწერს NATO-ს დაარსების დოკუმენტს. 1949

გერმანელი პოლიტიკოსები ნატოს დანარჩენ წევრებს აფრთხილებდნენ კიდეც, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია ამ გაერთიანებას რუსეთთან კონფლიქტში ჩაითრევდა. ამ ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე გაამახვილა ყურადღება: „ქვეყნები, რომელთაც ტერიტორიული პრობლემები აქვთ, ნატოს წევრები ვერ გახდებიან“. აშშ-ის ადმინისტრაცია იძულებული გახდა გერმანელებისთვის მათივე ქვეყნის ისტორია შეეხსენებინა - შუაზე გაჭრილი გერმანიის დასავლეთი ნაწილი ალიანსში ხომ მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტის მიუხედავად მიიღეს. „ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს ამბავი მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიულ პრობლემებზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა 2008 წლის 25 ივლისს, ვარშავაში.

ცხადია, რომ 2008 წელს საქართველოც და უკრაინაც არაერთი მოუგვარებელი შიდა პრობლემის წინაშე იდგა. როგორც პრეზიდენტ ბუშის სპეციალურმა თანაშემწემ და ბუქარესტის სამიტის უშუალო მონაწილემ დეიმონ უილსონმა ტაბულასთან ინტერვიუში აღნიშნა (ტაბულა, აგვისტო 2010, N21), აშშ-ის ადმინისტრაციის აზრით, ორივე ქვეყანა მზად იყო MAP-ისთვის. სამოქმედო გეგმა, მათ სწორედ ამ შიდა პრობლემების გადაჭრაში უნდა დახმარებოდა.

0x01 graphic

NATO-ს პირველი გენერალური
მდივანი ლორდ ისმეი

ყველაზე ნათლად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის მიზანი, მისმა პირველმა გენერალურმა მდივანმა ლორდ ისმეიმ ფრთიანი ფრაზით გამოთქვა: „რუსები გარეთ, ამერიკელები შიგნით, გერმანელები ქვევით“. მართლაც, NATO-ს ფარგლებში ორი მსოფლიო ომის ძირითადი მიზეზი აღმოიფხვრა: გერმანია-საფრანგეთის დაპირისპირება დასრულდა და, რაც მთავარია, დასავლეთ ევროპა გაწითლებას გადაურჩა. ატლანტიკურმა სოლიდარობამ შეძლო ის, რაც აქამდე ვერავინ მოახერხა - ევროპის კონტინენტზე ნახევარ საუკუნეზე მეტია, მშვიდობა სუფევს. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ ალიანსს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო ორგანიზაციად. საბჭოთა კავშირის ნგრევასთან ერთად, გაქრა ის მიზანი, რომელიც ატლანტიკურ სოლიდარობას ედო საფუძვლად.

ისტორია ცხადყოფს, რომ სამხედრო ალიანსები მოწინააღმდეგის დამარცხების შემდეგ იშლება. NATO ამ გადმოსახედიდან ერთგვარ ანომალიად შეიძლება ჩაითვალოს. ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ ის, დაშლის ნაცვლად, გაფართოვდა. დამარცხებული ვარშავის პაქტის ქვეყნები დღეს ნატოს წევრები არიან. დაიწყო ტრიუმფალური დეკადა. ამ ხნის განმავლობაში ალიანსმა ბევრჯერ დაამტკიცა თავისი ქმედუნარიანობა. ყველაზე ნათელი მაგალითი ბალკანეთის კონფლიქტი იყო. მაშინ ალიანსი ერთადერთი ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელმაც ბოსნიასა და კოსოვოში სისხლისღვრის დასრულება შეძლო.

ამ პერიოდს ამერიკელმა პოლიტოლოგმა, რობერტ კაგანმა ისტორიის არდადეგები უწოდა. არდადეგები 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკში მომხდარი ტერაქტით დასრულდა. ეს მოვლენა, ნატოს ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, მისი წესდების ყბადაღებული მე-5 მუხლის ამოქმედების საფუძველი გახდა. მე-5 მუხლი, ნატოს წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, რომელიმე მოკავშირეზე თავდასხმა, ალიანსში შემავალ ყველა სახელმწიფოზე თავდასხმად განიხილოს.

ჩრდილოატლანტიკური ერთობა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. არსებობის პირველი 50 წლის განმავლობაში ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა რამდენიმე გამაერთიანებელ ფაქტორს ეყრდნობოდა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭოთა საფრთხე იყო; მეორე - ამერიკის ეკონომიკური ინტერესი ევროპაში; მესამე კი - ევროპულ და ამერიკულ პოლიტიკურ ელიტებს შორის ისტორიული კავშირი. დღეისთვის ეს ფაქტორები შესუსტდა, სამაგიეროდ გაჩნდა ახალი საფრთხე - საერთაშორისო ტერორიზმი.

საერთაშორისო ტერორიზმი ისე არ აშინებს ალიანსის წევრებს, როგორც საბჭოთა კავშირი. შეიძლება ითქვას, რომ NATO ორ ჯგუფადაა გაყოფილი: ერთ მხარესაა ანგლოსფერო და ახალი ევროპა, ხოლო მეორე მხარეს - ძველი ევროპა.

NATO-ს ავღანური კამპანია ორ დაჯგუფებას შორის არსებული განსხვავების ნათელი მაგალითია: მაშინ როდესაც პირველი დაჯგუფების ქვეყნები ომობენ, მეორე დაჯგუფება საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობაზე ეროვნულ თვითშეზღუდვებს იწესებს და ჰუმანიტარული ოპერაციებითაა დაკავებული. შესაბამისად, მაშინ როცა აშშ-ის დანაკარგები ამ ოპერაციაში 1,192 ადამიანს შეადგენს, გერმანიას და საფრანგეთს ერთად 100 ადამიანიც არ დაუკარგავს.

განსხვავება ამ ორ ბლოკს შორის აშკარაა მათი სამხედრო პოტენციალების შედარებისასაც. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება არც შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსს დაუმალავს: „ევროპის დემილიტარიზაცია ... მე-20 საუკუნის წყალობიდან, 21-ე საუკუნის წყევლად იქცა“. თუ მე-20 საუკუნეში ევროპის განიარაღება მშვიდობის დამყარებას ემსახურებოდა, 21-ე საუკუნეში ის ამ მიზნის მიღწევას შეუძლებელს ხდის.

ალიანსის შიგნით კიდევ ერთ წყალგამყოფს რუსეთი წარმოადგენს. „მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის“ შემდეგ, NATO-ს წევრებს შორის მოსკოვის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიკვეთა. განიარაღებული ევროპა, რუსეთის ეროვნულ თავმოყვარეობაზე ზრუნვას მიეცა და ფაქიზი მეთოდებით შეუდგა კრემლის დემოკრატიზაციას. შედეგად კი იმას მიაღწია, რომ კვლავინდებურად ავტორიტარულმა მოსკოვმა, იქით შესთავაზა საერთაშორისო წესრიგის რევიზია. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი იოშკა ფიშერი ამბობს, „ახლა ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დღის წესრიგს კრემლი განსაზღვრავს და თანაც მუდმივად არღვევს დადგენილ თამაშის წესებს“. რუსეთი ევროკავშირის ცალკეულ წევრებთან აფორმებს ხელშეკრულებებს და ამით ამ გაერთიანების საერთო სტრატეგიას ძირს უთხრის. ამის თვალსაჩინო მაგალითია ნორდსტრიმი, რომელსაც ზოგიერთი „ენერგეტიკულ მოლოტოვ- რიბენტროპის პაქტსაც“ უწოდებს. იგივე შეიძლება ითქვას მისტრალის გარიგებაზე, როდესაც ნატოს წევრმა ქვეყანამ უგულებელყო რუსული საფრთხის ქვეშ მყოფ მოკავშირეთა შეშფოთება. მან შეიარაღება მისცა იმ ქვეყანას, რომლის შესაკავებლადაც შეიქმნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. რუსეთმა ოსტატურად ისარგებლა ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის წინააღმდეგობებით და ცენტრალურ აზიასა და უკრაინაში გავლენა აღიდგინა. უკრაინის ახალმა პრორუსულმა ხელმძღვანელობამ NATO-ში ინტეგრაციაზე მორატორიუმი გამოაცხადა და ყირიმში რუსეთის ფლოტის 2042 წლამდე დარჩენას დათანხმდა.

0x01 graphic

ალიანსში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას იღებენ. პარიზი. 1954

რუსეთის მიმართ ერთგვაროვანი პოლიტიკის არარსებობა ალიანსის გაფართოებას ყველაზე დიდ დაბრკოლებას უქმნის. თავის დროზე, ამ პრობლემის წინაშე, საქართველოსა და უკრაინის მსგავსად, სოციალისტური ბანაკის სხვა ყოფილი ქვეყნებიც დადგნენ. ასე მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსის ცივი ომის შემდგომი გაფართოების პირველ ტალღაში ვერ მოხვდა, იმავე ქვეყნების წყალობით, რომლებმაც საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭებას შეუშალეს ხელი. გაწევრიანება მათ მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ, 2004 წელს მოახერხეს. ამ ხნის განმავლობაში, რეგიონში სტრატეგიული უსაფრთხოების ვაკუუმი ამერიკა-ბალტიის ქარტიამ შეავსო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქარტია, საქართველოსთან და უკრაინასთან გაფორმებული ანალოგიური დოკუმენტებისგან განსხვავებით, უსაფრთხოების უფრო სერიოზულ გარანტიებს ითვალისწინებდა. კრემლი, ყოფილი სატელიტი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას მაშინაც ისტერიულად აპროტესტებდა. ის იმუქრებოდა, რომ კალინინგრადში ბირთვულ შეიარაღებას განალაგებდა. ოღონდ მაშინ, დასუსტებულ რუსეთს მუქარის სისრულეში მოყვანის ძალა არ შესწევდა.

0x01 graphic

ანგელა მერკელი, კონდოლიზა რაისი და ჯორჯ ბუში ბუქარესტის სამიტზე
ფოტო: REUTERS ©

0x01 graphic

ბრანდენბურგის ჭიშკარი

0x01 graphic

NATO-ს ჯარისკაცი ავღანეთში

როგორც ბალტიის ქვეყნების, ისე სოციალისტური ბანაკის სხვა წევრების მაგალითი ცხადყოფს, რომ ძველი ევროპა არასდროს ენთუზიაზმით არა მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას, არამედ ნებისმიერ სხვა ნაბიჯს, რამაც რუსეთის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს. გაფართოების ინიციატორი და რუსეთის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოების მთავარი გარანტი ყოველთვის შეერთებული შტატებია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებში აშშ-ში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს, კონკრეტულად როდის და როგორ უნდა მოხდეს გაფართოება, ამას ხშირად ამერიკის შიდა პოლიტიკური დინამიკა განსაზღვრავს. ასე მაგალითად, ვიშეგრადის სამეულის ქვეყნების, პოლონეთის, უნგრეთის და ჩეხეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ მაშინ დადგა დღის წესრიგში, როდესაც ბილ კლინტონის ჯანდაცვის რეფორმის მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა და 1994 წლის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკელებმა თავბრუდამხვევი წარმატება მოიპოვეს. ამ მარცხის შემდეგ, კლინტონის შესაძლებლობა, გავლენა მოეხდინა საშინაო პოლიტიკაზე, ოპოზიციური კონგრესის პირობებში მკვეთრად შეიზღუდა. ის, ნებსით თუ უნებლიეთ, იძულებული გახდა საგარეო პოლიტიკაზე გადართულიყო. სწორედ კონგრესის არჩევნების შემდეგ ჩაერთო ამერიკა ბალკანური კრიზისის მოგვარების პროცესში. ის წინ აღუდგა რუსეთის მოკავშირე სერბების მიერ ხორვატთა, ბოსნიელთა და კოსოვოელთა გენოციდს.

მიმდინარე მოვლენები შეუძლებელს ხდის ისტორიული პარალელებისთვის თავის არიდებას. დღეს შეერთებულ შტატებს, როგორც თეთრი სახლიდან, ისე კაპიტოლიუმის ბორცვიდან, ისევ დემოკრატები მართავენ. მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ცენტრალური ადგილი კვლავ ჯანდაცვის რეფორმას უკავია, რაც რესპუბლიკელებისთვის კონგრესზე კონტროლის დამყარების წინაპირობა შეიძლება აღმოჩნდეს. ზუსტად ისევე, როგორც 20 წლის წინ. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ნოემბერში ობამას პარტიის საარჩევნო მარცხი, მისი საგარეო პოლიტიკის შეცვლის საწინდარი შეიძლება გახდეს. ზოგიერთი კი, ამ ცვლილებების პირველ ნიშნებს უკვე ხედავს და „გადატვირთვის გადატვირთვაზე“ საუბრობს. გასულ კვირას Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილში, რობერტ კაგანი ობამას პრეზიდენტობის ახალი ფაზის დაწყებაზე საუბრობს - „თუ პირველი ეტაპის მთავარი ამოცანა ამერიკის იმიჯის კორექტირება იყო, მეორე ფაზა ამერიკის გავლენის განმტკიცებას მიეძღვნება... თუ პირველი ეტაპი დიდ სახელმწიფოებთან, რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის გადატვირთვას ისახავდა მიზნად, მეორე ფაზაში ამერიკის ხელისუფლება გადატვირთვას საზღვარს მოუძებნის და უთანხმოების შემთხვევაში მკაცრ პოზიციას დაიჭერს“.

საქართველოს შემთხვევაში, „გადატვირთვის გადატვირთვის“ შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ ამერიკულ დიპლომატიურ რიტორიკაში სიტყვა ოკუპაციის გაჩენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფორმების შემდეგ, ეს მოვლენა ამერიკის ხელისუფლების მიერ საქართველოს მხარდასაჭერად გადადგმულ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.

თუმცა ქართულ დიპლომატიას საბოლოო გამარჯვებამდე გრძელი გზა აქვს გასავლელი. ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლისაბონის სამიტი შეიძლება მივიჩნიოთ, რომლის მთავარი თემაც მომდევნო ათწლეულის სტრატეგიული კონცეფციის მიღება იქნება. ბუნებრივია, რომ აღნიშნულ კონცეფციაში საქართველოს მიმართ ღია კარის პოლიტიკისა და ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ფორმულირების შენარჩუნებას, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის პრინციპული დატვირთვა აქვს.

ამ საკითხის მნიშვნელობას განსაკუთრებით ზრდის ერთი გარემოება: ლისაბონის სამიტისთვის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის ხელმძღვანელობით მრჩეველთა საბჭომ ექსპერტული დოკუმენტი შეიმუშავა. დოკუმენტი საუბრობს NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე, მაგრამ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაზე პირდაპირ მინიშნებას არ შეიცავს. უფრო მეტიც, საქართველოს კონტექსტში აქცენტი უფრო მეტად ალიანსთან პარტნიორობაზე კეთდება, ვიდრე ორგანიზაციაში ინტეგრაციაზე.

ის, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ლისაბონის სამიტზე 2010 წლის ნოემბერში, დამოკიდებულია წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსზე. პრობლემა კი ისაა, რომ მართალია, შეერთებულ შტატებსა და ევროპას ჯერ კიდევ ბევრი რამ აერთიანებთ და არაერთ საკითხზე თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ, მაგრამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე კონსენსუსის მიღწევა, სულ უფრო და უფრო რთული ხდება.

ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ისტორიულად ყველაზე ეფექტიანი ალიანსი, თანდათან ოსკარ უაილდის დორიან გრეის ემსგავსება. შინაგანად დაუძლურებული ორგანიზაცია, წლების მატების მიუხედავად, ახალგაზრდულად და მხნედ გამოიყურება - ატარებს მინისტერიალებს და სამიტებს, გამოსცემს კომუნიკეებს და კონცეფციებს, არ იშურებს ნაირგვარ ვიზიტებს, ოღონდ მთავარია, რაიმე ქმედითის გაკეთება არ სთხოვო. პესიმისტები შიშობენ, რომ NATO ყველასგან შეუმჩნევლად განუტევებს სულს და მის გარდაცვალებას მხოლოდ მაშინ აღმოვაჩენთ, როდესაც ის ყველაზე მეტად დაგვჭირდება.

თუმცა, NATO-ს ბევრად უფრო ღრმა კრიზისები ახსოვს - ჯერ დე გოლი საფრანგეთის მიერ ალიანსის დატოვება რად ღირს, რომ აღარაფერი ვთქვათ სუეცის კრიზისის დროს ერთი მხრივ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს, მეორე მხრივ კი შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებაზე, როდესაც ამ უკანასკნელმა, მოკავშირეებს უმკაცრესი სანქციები დაუწესა. შესაბამისად, შიშები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია. როგორც ცნობილია, ის, რაც არ გკლავს, მხოლოდ გაძლიერებს.

16 ფოტოესე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

0x01 graphic

გურამ წიბახაშვილის ფოტოები

0x01 graphic

ვარძია. ფოტო: ვოლფგანგ კორალი

17 მოგზაურობა სკნელეთში

▲ზევით დაბრუნება


ვახო ელერდაშვილი|სვეტი

0x01 graphic

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჯერი ესკიმოსებზე მიდგა და ისინიც ეზიარნენ გლობალურ აბლაბუდას, დღის წესრიგში დადგა, თუ როგორ ეწოდებინათ ესკიმოსთა ენაზე, ინუკტიტუტზე ე.წ. „მეშვიდე კონტინენტისათვის“. ბანალური „ინტერნეტი“ საამისოდ არ გამოდგებოდა, ვინაიდან ესკიმოსები საკუთარ ენას პატივს სცემენ, შესაბამისად, ბარბარიზმებისგანაც იცავენ. ერთმა ჭკვიანმა კაცმა, ევა აარიაკმა, მსოფლიო ესკიმოსურ საზოგადოებას სიტყვა ikiaqqivik შესთავაზა. ეს სიტყვა ინუიტთა მშობლიურ ენაზე, „შრეებში მოგზაურობას ნიშნავს“ და მოდით აქვე აღვნიშნოთ, რომ ესკიმოსები საკუთარ თავს „ინუიტებს“ უწოდებენ და არ უყვართ, როცა მათ „ესკიმოსებად“ მოიხსენიებენ. ასე მათთვის კრის ტომის ინდიელებს შეურქმევიათ, რაც, ამ უკანასკნელთა განმარტებით, „უმი ხორცის მჭამელს“ ნიშნავს თურმე. ჰოდა, აბა ვის მოეწონება ასეთი სახელი?!

შრეებში მოგზაურობა რაღა ჯანდაბააო, შეიძლება წამოსცდეს რომელიმე თქვენგანს. შრეებში მოგზაურებს ესკიმოსები საკუთარ შამანებს, ანუ მედიუმებს ეძახიან, რომლებიც გზად და ხიდად დამდგარან რუხი ყოველდღიურობისა და ღვთაებრივი მარადიულობის გზაზე, აკავშირებენ გარდაცვლილს ჯერარდაბადებულთან, ნუნავუტს - ინუიტთან, სნეულს - განკურნებასთან და უბრალო ადამიანს - ღმერთთან. ერთი ასეთი ისტორიული ანეკდოტი არსებობს ამასთან დაკავშირებით: როდესაც ამერიკელთა მთვარეზე დაჯდომის ამბავი კანადის შორეულ ჩრდილოეთში ინუიტების ყურამდე მისულა, მათ მხრები აუჩეჩავთ და უთქვამთ - დიდი ამბავი, ჩვენი შამანები ყოველდღიურად აკეთებენ ამას, როდესაც შრეებში მოგზაურობენო!

ზუსტად ვიცი ახლა, ამის წაკითხვის შემდეგ რასაც განიცდით. ამას კულტურული შოკი ჰქვია. თქვენს გონებას არ შეუძლია ამ ინფორმაციის დამუშავება, თუმცა შრეებში მოგზაურობა კვლავაც ძალადობს თქვენს ცნობისმოყვარეობაზე. ზოგიერთი თქვენგანი ესკიმოსთა, უკაცრავად ინუიტთა, გულუბრყვილობაზე ჩუმად ხითხითებს, ზოგიერთი - ზედმეტად ჭკვიანი სახით კვლავაც აგრძელებს კითხვას. ზოგმა ამ წამს დააცემინა, ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო, ცხვირ-პირი შეიმშრალა და კითხვა განაგრძო. ზოგს კაბინეტში ჩასთვლიმა და აღარასოდეს მოუბრუნდება ამ „ესკიმოსურ“ ისტორიას შრეებში მოგზაურობის შესახებ. მთავარი კი ის არის, რომ ახლა ჩვენ განვჭოლავთ ერთმანეთის ყოველდღიურობას და ვმოგზაურობთ შრეებში... აი, კაბინეტში ჩაძინებულმა ბატონმაც გამოიღვიძა, მაგიდაზე ჩამოვარდნილი სათვალე გაიკეთა და განაგრძო კითხვა.

ამ ისტორიამ ძველი ქართული ზღაპრები გამახსენა, სადაც სივრცე სკნელური ტოპოლოგიითაა დაყოფილი: ზევით - ზესკნელია, ქვევით - ქვესკნელი. სადღაც გარდიგარდმო - გარესკნელი. ჯადოსნურ ხალიჩაზე ამხედრებული მეფის შვილები და ობოლი შარახვეტიები დევებს, ქაჯებს, ვირ- ეშმაკებს, გველეშაპებს ხოცავენ. სკნელების ფაქიზ და რთულ სტრუქტურას მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვებით აკავშირებენ და ამ ზღაპრების მოსმენისას ჩვენი პატარებიც მათთან ერთად მოგზაურობენ, შემდეგ სიზმრებში საკუთარ სკნელეთში იძირებიან და ამბავიც თავიდან იწყება. ამბავი, რომლის ბოლოც აუცილებლად კეთილი უნდა იყოს.

აი, დღესაც ვიმოგზაურე ინტერნეტში: სალომეს ახალი „ძერსკი“ მოთხრობა დაუწერია, ნი2-ნიუსი აკაკი წერეთლის კომენტარს გვთავაზობს მის წმინდანად შერაცხვასთან დაკავშირებით, პარიზში ეიფელის კოშკი დაუნაღმავთ, თუ გაუნაღმავთ და ორი ათასამდე იაპონელი ტურისტი მარსის ველზე გამოუყრიათ ცხვრებივით, ქართულ ბლოგებზე კვლავ წიგნებით გარემოვაჭრეთა ბედ-იღბალი ადარდებთ, მარო მაყაშვილის დღიურების ბლოგად გარდაქმნა დაუწყიათ ჩვენებურ ghost-writer-ებს, მამაჩემი კვლავაც დაჟინებით აქვეყნებს თავის თარგმანებს ფეისბუქში, სადღაც რომელიღაც სკოლაში ფეისბუქელ პოეტთა პოეზიის საღამო იმართება, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები კვლავაც გეებს დასდევენ, გეები კვლავაც ქამინგ- აუთს ერიდებიან და, ერთი სიტყვით, ძნელია მოიწყინო ინტერნეტში, რომელსაც, მე რომ მკითხო, სიტყვა „სკნელეთი“ უფრო შეეფერება.

ჩვენ ყველანი ინუიტ შამანებს ვგავართ, ინფორმაციის შრეებში დაკარგულ მისნებს. ყოველი დილა ჩვენი პატარა „შრით“ იწყება. შემდეგ მეზობლები იჭრებიან მასში, უდროო დროს ჩართული სიგნალიზაციით. საქალაქო ტრანსპორტი, მანქანების საცობი და სამსახურებისაკენ დაძრული ადამიანები თავიანთი პირადი პრობლემებით ეჯახებიან მას და მოქმედებაში მოჰყავთ. შემდეგ სამსახური. სამსახურში ინტერნეტი, თანამშრომლები. კვლავ ინტერნეტი. მერე მეგობრები, ოჯახი, კვლავ ინტერნეტი... შრეები, შრეები, შრეები... ჩვენ, ამ შრეებში მოგზაურობისაგან დაღლილი მგზავრები კი ვერ ვამჩნევთ, რომ ხანდახან გაჩერების და სულის მოთქმის დროა. ვჩერდებით და ცოტა ხანში ისევ უცნობ-ნაცნობი შრეებისაკენ მივემართებით, სადაც ზევით - ზესკნელია, ქვევით - ქვესკნელი, გარდიგარდმო - გარესკნელი და სიტყვა „უკანასკნელი“ კი - უკანასკნელი.

0x01 graphic

ილუსტრაცია: თემურ მაჭავარიანი

18 საშიშია ბავშვებისათვის 18+

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

ნტერნეტს დღეს ბავშვებიც ისევე იყენებენ, როგორც უფროსები. ეს არის ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ განათლება, გაერთონ და შეიძინონ ახალი მეგობრები. ინტერნეტში არსებული უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ სასარგებლოა, ზოგჯერ საშიშ ფორმებსაც იღებს. ძალადობის ამსახველი და პორნოგრაფიული მასალები ამ სივრცეში ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც მეძავები თბილისის ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე. მაგრამ მათთან შედარებით პორნოგრაფია გაცილებით საშიშია ბავშვებისთვის. ის არაა ლოკალიზებული ერთ ადგილზე, ინტერნეტი ერთი სივრცის თვალსაზრისით შეუზღუდავია. შემთხვევითი დაწკაპუნება რომელიმე ვებსაიტზე ამომხტარ რეკლამაზე და თქვენი შვილი პორნოფილების სამოთხეში მოხვდება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს „პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადებას და გავრცელებას“. სასჯელად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, ინტერნეტში მაინც მრავლადაა ქართული პორნოსაიტები. მართალია, მათზე ქართული წარმოების პორნოგრაფია არ მოიპოვება, ვინაიდან მსგავსი რამ ბუნებაში ჯერ არ არსებობს, მაგრამ წამყვანი უცხოური პორნომწარმოებლების პროდუქტის დიდი არჩევანია. მეტი მიმზიდველობისთვის, ვიდეოს აღწერებში ნახსენებია ქართული სახელები, მაგალითად ერთ-ერთ საიტზე საპატიო ადგილს იკავებს ვიდეო, სათაურით „ქეთა თოფურიას პორნო ვიდეო“. თუმცა ეს მხოლოდ მნახველების მისაზიდადაა გაკეთებული. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ და შეუზღუდავად ვრცელდება. ქართულ პორნოსაიტებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ მათ მომხმარებელში (და ზოგჯერ ავტორებშიც კი) არასრულწლოვნები ჭარბობენ. პორნოსაიტების მომრავლების შედეგია ალბათ ისიც, რომ უდიდეს ქართულ ინტერნეტკინოპორტალებზე შემცირდა მოთხოვნილება ეროტიკული ჟანრის ფილმებზე. აქ ისინი, გადმოწერების რაოდენობით, წლების განმავლობაში მოწინავე ადგილებს იკავებდნენ.

0x01 graphic

ამ რამდენიმე ხნის წინ ქართულ ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა საიტი, რომლის „მიზანი ეროვნული პორნოპროდუქციის დამზადებაა“. აქ, რამდენიმე ასეული დოლარის ჰონორარის სანაცვლოდ, მსურველებს პორნოფილმში გადაღებას სთავაზობენ. ტაბულამ სცადა მათთან დაკავშირება, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. მსგავსი საიტები (ანაზღაურების სხვადასხვა ოდენობით და ერთნაირი პათოსით) ადრეც გამოჩენილა. ეროვნული პორნოინდუსტრიისთვის საფუძვლის ჩასაყრელად ეტყობა ეს არ კმარა.

ქართულ კანონმდებლობაში არ არის მოცემული პორნოგრაფიის ზუსტი განსაზღვრება, თუმცა ეს შეუძლებელიცაა. რეალურად, ზღვარი პორნოგრაფიასა და ეროტიკას შორის საკმაოდ ბუნდოვანია და სხვადასხვა წყაროში განსხვავებულადაა განმარტებული. საკმაოდ ბუნდოვანია „პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადების“ ცნებაც, რადგან არ არის განმარტებული, თუ რას ნიშნავს მისი კანონიერად დამზადება და გავრცელება.

2001 წელს, საქართველოში მიიღეს კანონი „მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანთათვის ისეთი ფილმის ჩვენება, რომელიც შეიცავდა სექსუალური ურთიერთობის და ძალადობის ამსახველ სცენებს, შეზღუდული იყო. თუმცა ამ კანონში არ იყო გათვალისწინებული ინტერნეტრესურსების არათუ შეზღუდვა, არსებობაც კი. 2006 წლის რედაქციაში, ეს თავი მთლიანად ამოღებულია. ამიტომ რეალურად არც არსებობს ისეთი მეთოდი, რომელიც არასრულწლოვნებზე რაიმე სახის ინტერნეტშეზღუდვას დააწესებს. მართალია, ზოგიერთ უცხოურ პორნოსაიტზე შესვლისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს თავისი ასაკი, მაგრამ ეს უფრო ნამუსის მოწმენდას ჰგავს, ვიდრე მუშა ფილტრს. მომხმარებლის მიერ მითითებულ მონაცემებს რეალურად ვერავინ შეამოწმებს.

გამოსავალი თითქოს მშობლების მიერ მსგავსი საიტების დაბლოკვაა. მაგრამ შეუძლებელია ყველა მათგანის მოძიება. მით უმეტეს, როდესაც ხშირად შვილები კომპიუტერში უკეთ არიან გარკვეულები, ვიდრე მათი მშობლები. ინტერნეტში საკმაოდ გავრცელებულია მოსახერხებელი პროგრამები. მათი მეშვეობით ინტერნეტფილტრების შექმნაა შესაძლებელი, მაგრამ უმრავლესობა ფასიანია. საქართველოს პირობებში კი, რომელიც კომპიუტერული პირატობის 95%25-იანი მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, საეჭვოა ასეთ პროგრამებს მყიდველი გამოუჩნდეს.

გარდა მაყურებლისა, ბავშვებს ზოგიერთ პორნოფილმში მონაწილის როლიც აქვთ. ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადება და გავრცელება, მათ შორის ინტერნეტითაც, ევროპის საბჭოს კონვენციაში კიბერდანაშაულების შესახებ, შეყვანილია როგორც არალეგალური საქმიანობა. 2001 წლის ამ კონვენციას საქართველო 2008 წელს შეუერთდა. თუმცა მას პარლამენტში რატიფიკაცია ჯერ არ გაუვლია. აღსანიშნავია, რომ იგივე კონვენციის რატიფიკაცია უკვე მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, გარდა რუსეთისა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სასჯელს არასრულწლოვნის ჩაბმისათვის პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში. აქვე აღსანიშნავია, რომ თუკი ფიზიკური პირისათვის ეს ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობაა, იურიდიულ პირებზე საქმიანობის ჩამორთმევა, ლიკვიდაცია და ჯარიმაა გათვალისწინებული. ამ მუხლით საქმე ჯერჯერობით არ აღძრულა.

პორნობიზნესი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია, ისევე როგორც ნარკოტიკებით ვაჭრობა. პრობლემა, როგორ დავიცვათ ბავშვები პორნოგრაფიისგან, ჯერჯერობით გადაუჭრელი რჩება.

19 როგორ მუშაობს სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარი საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


ბაკურ სულაკაური|სვეტი

0x01 graphic

შარშან ჩემი გამომცემლობის საწყობთან მისული, უცნაური შემთხვევის შემსწრე გავხდი: ერთმა წიგნებით მოვაჭრემ, ჩვენმა კლიენტმა, გამოიტანა ჩვენ მიერ გამოცემული მე-11 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო (მთელი შეკვრა), შემოაცალა შეფუთვა, წიგნები ძირს, მტვერში დაყარა, მერე ზედ ფეხითაც შედგა, მოკლედ, გვარიანად დააზიანა ყველა ეგზემპლარი და ამის მერეღა დაიწყო შეძენილი წიგნების მანქანის საბარგულში ჩალაგება. რამდენიმე გაოგნებული ადამიანი რომ დაგვინახა, სასწრაფოდ აგვიხსნა ყველაფერი და აი, რაში ყოფილა თურმე საქმე: ეს კონკრეტული წიგნი, რომლის გასაყიდი ფასი (ანუ ფასი, რომელიც ადევს წიგნს მაღაზიაში) იყო 10 ლარი, კი იყიდებოდა მეტ-ნაკლები წარმატებით, მაგრამ თურმე გაცილებით კარგად იყიდებოდა მეორადი სახელმძღვანელოების ბაზრობაზე ამავე წიგნის ნახმარი ეგზემპლარები 15 ლარად. ამ კონკრეტულმა მოვაჭრემ, რომელიც ჩვენგან წიგნს იღებდა 8,5 ლარად (მცირე საბითუმო ფასი წიგნით მოვაჭრეებისათვის), გადაწყვიტა, ესარგებლა იმ მშობლების არაინფორმირებულობით, რომლებსაც ეგონათ, რომ ნახმარი წიგნი გაცილებით იაფია ახალზე და რომ სავარაუდოდ წიგნი ქუჩაში უფრო იაფი ეღირება, ვიდრე წიგნის მაღაზიაში.

კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა. დამიკავშირდა ერთი ჟურნალისტი, რომელმაც მითხრა, გუშინ ჩემი შვილისთვის ვიყიდე თქვენი გამოცემული ბუნების სახელმძღვანელო წიგნის მაღაზია „ბიბლუსში“ 6 ლარად და 90 თეთრად და დღეს ისეთივე, ოღონდ ნახმარი ჩემმა ახლობელმა ბაზრობაზე 15 ლარად იყიდაო.

შევეცდები ავხსნა, რა ფაქტორები განაპირობებს სახელმძღვანელოების ფასს, როგორ ხდება მათი დისტრიბუცია და რატომ არის მუდმივი აჟიოტაჟი სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით.

იმისათვის, რომ ამა თუ იმ საგანში (სულ 12-ვე კლასში ჯამურად 100-მდე საგანია) სახელმძღვანელო შეიქმნას და სკოლაში შევიდეს, შემდეგი პროცედურებია გასავლელი: კონკრეტული საგნისათვის ჯერ იქმნება ეროვნული სასწავლო გეგმა, ანუ იმ შედეგების ჩამონათვალი, რასაც სასწავლო წლის ბოლოს უნდა მიაღწიოს მასწავლებელმა; მერე სამინისტრო აცხადებს კონკურსს, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გამომცემლობებს (მათ უნდა მოიძიონ ავტორები, ილუსტრატორები, დიზაინერები, რომლებიც ამ წიგნზე იმუშავებენ); გამომცემლობები ქმნიან სახელმძღვანელოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით; საკონკურსო კომისია განიხილავს წარმოდგენილ სახელმძღვანელოებს და შეფასების სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე ანიჭებს ქულებს; თუ წიგნი ქულათა დადგენილ ზღვარს გადალახავს, მას ენიჭება ე.წ. გრიფი, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლას შეუძლია მისი გამოყენება სასწავლო პროცესში. ეს სისტემა წინა წლებშიც მოქმედებდა იმ განსხვავებით, რომ წინა წლებში შეფასება უფრო ლიბერალური კრიტერიუმებით ხდებოდა. გამკაცრებამ ზოგიერთ საგანში შეამცირა კონკურენტი წიგნების რაოდენობა, რამაც საბოლოოდ ფასების მცირე ზრდა გამოიწვია, ხოლო წიგნების ხარისხი იგივე დარჩა.

0x01 graphic

მცირე სტატისტიკური მონაცემები

დღეისათვის სახელმძღვანელოების ბაზარზე მოქმედებს 40-მდე გამომცემლობა, რომლებსაც გამოცემული აქვთ დაახლოებით 400 სახელმძღვანელო. თითოეულ საგანში საშუალოდ 4 ერთმანეთის კონკურენტი სახელმძღვანელოა. გამომცემლობები სხვადასხვა მარკეტინგული ხერხებით ცდილობენ დაარწმუნონ მასწავლებლები (წიგნის არჩევა მასწავლებლის პრეროგატივაა), რომ მათი წიგნი კონკურენტებისას სჯობია. ძალიან ცოტაა ისეთი საგანი, სადაც 3-ზე ნაკლები კონკურენტი სახელმძღვანელოა, თუმცა არსებობს საგნები, სადაც მიუხედავად კონკურენციისა, არსებითად დომინირებს რომელიმე სახელმძღვანელო. ასეთ შემთხვევაში, ზერელე ანალიზითაც კი ჩანს, რომ წიგნები, რომლებიც არსებითად დომინირებენ ბაზარზე, გაცილებით ძვირია, ვიდრე იმავე მოცულობის (რაც იმის მანიშნებელია, რომ დანახარჯები თითქმის თანაბარია) სხვა წიგნები. ამაზე ცოტა ქვემოთ ისევ ვისაუბრებთ.

0x01 graphic

სახელმძღვანელოს ფასი

გრიფირების ახალი წესის მიხედვით, სახელმძღვანელოს, რომელიც გრიფს მიიღებს, გარეკანზე უნდა დაეწეროს გასაყიდი ფასი (ანუ ფასი, რომელიც წიგნს აქვს მაღაზიაში). ვინაიდან არც გრიფირების წესში და არც რომელიმე სხვა ნორმატიულ აქტში ფასის საკითხი ნათლად არ არის განმარტებული, შედეგად ვიღებთ შემდეგს: ზოგიერთი გამომცემლობა აწერს მართლაც სარეალიზაციო ფასს (მაღაზიის ფასს), ხოლო მათი კონკურენტები აწერენ იმ ფასს, რომლითაც საბითუმოდ (ან თუნდაც საცალოდ) გასცემენ თავიანთი საწყობიდან. დავუშვათ, ორ კონკურენტ წიგნს აწერია გარეკანზე თანაბარი ფასი, ვთქვათ 10 ლარი. ოღონდ ერთი გამომცემლობა გასცემს მას ფასდაკლებით (ვთქვათ, 8 ლარად), რათა მაღაზიამ მოახერხოს წიგნის გაყიდვა 10 ლარად (საბითუმო ფასდაკლების გავრცელებული პროცენტია 15-20), ხოლო მეორე გამომცემლობა გასცემს 10 ლარად. ცხადია, ვერც ერთი მაღაზია ვერ მოახერხებს ამ წიგნის გაყიდვას 10 ლარად. ვიზუალურად, წიგნების გარეკანებით თითქოს ამ ორი კონკურენტი წიგნის ფასი თანაბარია, მაგრამ სინამდვილეში მეორე წიგნი დაახლოებით 20%25-ით ძვირია. არადა, იურიდიულად მეორე, არაკეთილსინდისიერ გამომცემლობას ვერ შეედავები, ის იტყვის: მე მიწერია ჩემი მაღაზიის ფასიო.

დისტრიბუცია

ყველა გამომცემლობა თბილისშია თავმოყრილი და იმისათვის, რომ წიგნი ვთქვათ წალენჯიხაში აღმოჩნდეს, იქაური მოვაჭრე იძულებულია თბილისში ჩამოვიდეს. მან ან სათითაოდ უნდა ჩამოუაროს 40-ვე გამომცემლობას (რაც წარმოუდგენელია), ან მონახოს რომელიმე მსხვილი მოვაჭრე, ვისაც სრული ასორტიმენტი აქვს და მისგან აიღოს სასურველი სახელმძღვანელოები. გავრცელებულია აგრეთვე შერეული ვარიანტებიც: რაიონიდან ჩამოსული მოვაჭრე მიდის 4-5 ყველაზე მსხვილ გამომცემლობაში, ხოლო დანარჩენ ასორტიმენტს ავსებს მსხვილ მოვაჭრესთან, რომელიც, როგორც წესი, გამომცემლობებისაგან განსხვავებით, წიგნებს განვადებით აძლევს. ასეთი სისტემის გამო, რიგ რაიონებში სახელმძღვანელოები უფრო ძვირია, ვიდრე თბილისში, თუმცა არსებობს გამომცემლობები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარეკანზე დაწერილ ფასს საქართველოს თითქმის ყველა რაიონში.

ინფრასტრუქტურა

როგორც წესი, აჟიოტაჟი სახელმძღვანელოების ირგვლივ, რიგები, სპეკულაციები და ა.შ. იქმნება ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის მიზეზით. იმისათვის, რომ 400 დასახელების სახელმძღვანელო (არ დაგვავიწყდეს, რომ თითოეული სახელმძღვანელო რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება: მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული), ანუ დაახლოებით 1200 სხვადასხვა წიგნი განათავსოს, სარეალიზაციო წერტილს (იქნება ეს წიგნის მაღაზია თუ დიდი სტენდი) ესაჭიროება მინიმუმ 10 კვ.მ. ფართობი, რათა ეს ყველაფერი ფიზიკურად დაატიოს და, რაც მთავარია, საკმაოდ კვალიფიციური თანამშრომელი, რომელიც კარგად ერკვევა ამ პროდუქციაში (იცის სახელმძღვანელოების ავტორების და გამომცემლობების სახელები სხვადასხვა კლასებისა და საგნებისათვის). ასეთი მაღაზიების რაოდენობა უკიდურესად შეზღუდულია, თანაც სახელმძღვანელოებით ვაჭრობა სეზონური საქმიანობაა (იწყება სასწავლო წლის დაწყებისას და გრძელდება მაქსიმუმ 3-4 კვირას). ამიტომ რამდენიმე წიგნის მაღაზიის გარდა, რომლებიც სახელმძღვანელოების გაყიდვით არიან დაკავებულნი, სეზონზე სოკოებივით ჩნდებიან მოვაჭრეები, რომლებიც ბაზრობებზე ყიდიან სახელმძღვანელოებს, ოღონდ ძალიან შეზღუდული არჩევანით. ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ ამდენ წიგნში ვერ ერკვევიან და არც აინტერესებთ გარკვევა; და მეორე, იმისათვის, რომ ყველა სახელმძღვანელო გქონდეს გაყიდვაში, საკმაოდ დიდი სასტარტო კაპიტალი გჭირდება (გამომცემლობები მხოლოდ წინასწარი გადახდის შემდეგ გასცემენ წიგნებს, რაც გასაგებიცაა, იმდენი უცნობი და შემთხვევითი ადამიანი ებმება ამ საქმიანობაში ყოველ სეზონზე). ის, რომ წიგნების არჩევანი მეტისმეტად შეზღუდულია სარეალიზაციო წერტილების უმეტესობაში, საბოლოოდ მშობლების მიერ რიგებში და წიგნების ძებნაში დახარჯულ დროზე აისახება.

იმის გამო, რომ რეალიზატორთა უმეტესობა შემთხვევითი ადამიანია (მაგრამ მარიფათიანი ხალხია, ვაჭრობის გამოცდილება აქვთ), მათთვის ეს არ არის გრძელვადიანი ბიზნესი, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ რაც შეიძლება მოკლე დროში. ამიტომ საერთოდ არ ადარდებთ წიგნს რა ფასი აწერია. ამ ფასად გაყიდიან, თუ მოთხოვნა არ არის, მაგრამ როგორც კი იგრძნობენ, რომ მოთხოვნა მატულობს, დაუყოვნებლივ ზრდიან ფასს. განსაკუთრებით ხარობენ, როდესაც იქმნება დეფიციტი (დეფიციტის შექმნის მიზეზებზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ), რომელიმე წიგნის ტირაჟი ამოიწურა და სანამ გამომცემელი ახალი ტირაჟის დასტამბვას მოასწრებს, დაახლოებით ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში ფასები მინიმუმ ორჯერ (რიგ შემთხვევებში 4-ჯერ) იზრდება. ბუნებრივია, ამ დროს გამომცემელი უძლურია, რაიმე იღონოს. ზემოთ აღწერილი შემთხვევა, როდესაც წიგნის მაღაზია „ბიბლუსი“ სახელმძღვანელოს მართლაც გასაყიდ ფასში ყიდდა, ხოლო რომელიღაც გარემოვაჭრე 2-ჯერ ძვირად ყიდდა ისეთსავე ოღონდ ნახმარ წიგნს, სწორედ ამის მაგალითია.

წიგნის იმ მაღაზიების რაოდენობა, რომლებიც პარალელურად სახელმძღვანელოებსაც ყიდიან, საკმაოდ შეზღუდულია. მაგალითად თბილისში არსებული 45 წიგნის მაღაზიიდან ამ საქმიანობას ხელს კიდებს მხოლოდ 10-ოდე მაღაზია, არადა თბილისში თითქმის 200 ათასი მოსწავლეა ანუ დაახლოებით 100 ათასი მშობელი, რომელსაც სურს სახელმძღვანელოების შეძენა. ბუნებრივია, 10 მაღაზია ასეთ მოკლე პერიოდში ვერ მოემსახურება 100 ათას კაცს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მშობლების უმრავლესობას ჰგონია, რომ წიგნი ბაზრობაზე უფრო იაფია, ვიდრე მაღაზიაში, გასაგებია, რატომაც ჩნდებიან ბაზრობის დროებითი მოვაჭრეები.

როგორ წარმოიქმნება წიგნის ფასი

სახელმძღვანელოს თვითღირებულების ყველაზე არსებითი შემადგენელია სასტამბო ხარჯი. როგორც წესი, წიგნის საბოლოო ფასი სულ მცირე 2-ჯერ აღემატება სასტამბო ხარჯებს. ანუ თუ სასტამბო ღირებულება იყო 4 ლარი, მაშინ საბოლოო ფასი იქნება 10 ლარის ფარგლებში, საიდანაც 1,5 ლარი დისტრიბუციის და გაყიდვის ხარჯია, დაახლოებით 1,5 ლარი საავტორო ჰონორარი, დაახლოებით 0,5-1 ლარი მარკეტინგული დანახარჯებია, ამდენივე - წიგნის მომზადების ხარჯები, ხოლო მორჩენილი თანხა წარმოადგენს გამომცემლობის მოგებას, საიდანაც უნდა დაიფაროს ტირაჟის ვერგაყიდვასთან დაკავშირებული რისკებიც. მაგალითად, თუ გამომცემლობის მოგება დაახლოებით 20%25-ია, ეს მოგება გაქრება, როდესაც ტირაჟის 20%25 გაუყიდავი რჩება.

დეფიციტი

როდესაც გამომცემელი დასაბეჭდი სახელმძღვანელოს ტირაჟზე ფიქრობს, რამდენიმე ფაქტორს უწევს ანგარიშს: უპირველეს ყოვლისა, რამდენი კონკურენტი ჰყავს და როგორია მისი პოზიცია ამ კონკრეტულ სეგმენტში, ბაზრის დაახლოებით რა პროცენტი შეიძლება ეკავოს. მაგრამ მაშინაც კი, თუ კონკურენტი არა ჰყავს (ორი საგანი არსებობს ისეთი, სადაც მხოლოდ თითო სახელმძღვანელოს აქვს გრიფი) და ზუსტად იცის მოსწავლეთა რაოდენობა, წინასწარ შეუძლებელია იმის გამოცნობა, რამდენი მშობელი მოისურვებს წიგნის შეძენას. არსებობს ერთგვარი გამოცდილება, რომ საუკეთესო შემთხვევაში მშობელთა 70-80%25 ყიდულობს წიგნებს, როდესაც სახელმძღვანელო პირველად გამოდის; მომდევნო წელს ტირაჟი კლებულობს 30-40%25-ით და მესამე წელს კიდევ კლებულობს (ამ კლებებს მარტივი ახსნა აქვს: მშობლების ნაწილი ნაცნობ-მეგობრებისგან თხოულობს ნახმარ სახელმძღვანელოებს, ნაწილი კი ამ ნახმარ წიგნებს ყიდულობს მეორადი სახელმძღვანელოების ბაზრობებზე). ვინაიდან იმის გამოცნობა, რამდენი ცალი გაიყიდება, შეუძლებელია, გამომცემელი უნდა დაეყრდნოს ერთი მხრივ გამოცდილებას, მაგრამ ასევე ინტუიციასაც; უმეტესობა ცდილობს, არ გააკეთოს მეტისმეტად ოპტიმისტური გათვლა, შემდეგი მიზეზის გამო: დაბეჭდილი ტირაჟის თუნდაც 20%25-ის გაუყიდაობის შემთხვევაში, გამომცემელი მორჩენილ ტირაჟს კიდევ ერთი წელი ვერ გაყიდის. ამიტომაც უმრავლესობა ცდილობს ისე გათვალოს, რომ ტირაჟი არ დარჩეს. ამ დროს, თუ მოთხოვნა გაიზარდა (მეტმა მშობელმა გადაწყვიტა წიგნის შეძენა), დაბეჭდილი წიგნები სრულად იყიდება და ჩნდება დეფიციტი, რითაც მშვენივრად სარგებლობენ არაკეთილსინდისიერი მოვაჭრეები და სანამ ახალი ტირაჟი დაიბეჭდება, ფასებს ზრდიან.

20 ამბები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

კანადელი მეძავები ზეიმობენ

0x01 graphic

კანადელ მეძავებს ზეიმის მიზეზი მიეცათ. ამ ქვეყნის სასამართლომ გააუქმა საროსკიპოებზე დაწესებული აკრძალვა. ეს ამბავი მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მოთხოვნამ გამოიწვია. მათი არგუმენტით, აკრძალვის შემთხვევაში, ისინი ქუჩაში მუშაობაზე უნდა გადასულიყვნენ, საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად. კანადაში პროსტიტუცია ლეგალურია, თუმცა მკაცრად რეგულირდება. „საფრთხე, რომელიც ქუჩებში მეძავებს ემუქრებათ, ბევრად მეტია იმაზე, რომელსაც საზოგადოებისთვის საროსკიპოების არსებობა წარმოადგენს“, - ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება მოსამართლე სიუზენ ჰიმელმა. ამავდროულად, მეძავებს ექნებათ გაერთიანებების ჩამოყალიბების და გადასახადების გადახდის საშუალება.

ოპიუმი ძვირდება

0x01 graphic

ავღანეთში ოპიუმის ფასი მატულობს, რის გამოც შესაძლოა ავღანელმა გლეხებმა ისევ დაიწყონ მისი მოყვანა. ბოლო წლის განმავლობაში ერთი კილოგრამი ოპიუმის ფასი 64-დან 169$-მდე გაიზარდა. ამის მიზეზი მცენარეული დაავადება გახდა ჰელმანდის და ყანდაღარის პროვინციებში. მან მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. ჰელმანდი და ყანდაღარი თალიბანის მიერ კონტროლირებადი პროვინციებია. გლეხების საერთო შემოსავალმა წელს 604 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს საკმაო სტიმულია იმისათვის, რომ ამ საქმიდან შორს მყოფებმაც დაიწყონ ოპიუმის კულტივაცია. აღსანიშნავია, რომ ავღანეთი წელიწადში 3.600 ტონა ოპიუმს აწარმოებს, რაც მსოფლიო წარმოების 92%25-ია.

თანამედროვე მონები

0x01 graphic

გამოძიებამ, რომელიც აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან მოდრეიფე თევზსაჭერ ტრალერებზე ჩატარდა, აჩვენა, რომ მათზე არსებული პირობები არაფრით განსხვავდებოდა მონობის დროინდელი მდგომარეობიდან. ამ ტრალერებს ლიცენზიის მიხედვით შეუძლიათ დაჭერილი თევზის ევროპის ბაზარზე გაყიდვა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ლიცენზიები უსაფუძვლოდ იყო გაცემული. გემები არც ერთ ევროპულ სტანდარტს არ აკმაყოფილებდა. მათი მეზღვაურები, რომელთა უმეტესობა სენეგალის დედაქალაქ დაკარიდანაა წარმოშობით, ფაქტობრივად მონურ პირობებში მუშაობდნენ. დაგვიანებული ანაზღაურება, ჩამორთმეული პასპორტები და ძალადობა მათთვის ჩვეული ამბავი იყო. სასმელი წყალიც კი არასაკმარისი მიეწოდებოდათ. არალეგალური თევზჭერის წილი 30%25- მდე აღწევს, თუმცა ზუსტი მონაცემები არ არსებობს

21 მითოლოგიური ცნობიერებიდან ფაშიზმამდე

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|რა

ზურაბ ოდილავაძე

I. ტოტალიტარული ცნობიერების საფრთხეები

ჟურნალ ტაბულაში გამოქვეყნდა საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვა, მალხაზ გულაშვილის და მისი ვაჟის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით. ხელმომწერთა ჩამონათვალს ჯორჯიან თაიმსის რედაქტორმა ოქროს სია უწოდა, ხოლო ლიბერალურად განწყობილმა ადამიანებმა ფაშიზმის 182 მხარდამჭერი. არ შევუდგები საკითხის წინაისტორიის დაწვრილებით განხილვას. მომხდარი აურზაურის პერიპეტიები, რომელიც ე.დეისაძის საიდუმლო სირობის პრეზენტაციას მოჰყვა, ჯარგადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. მალხაზ გულაშვილის მართლმადიდებლური ბრიგადების დადეკანოზ დავით ისაკაძის აგრესიულმა მოქმედებამ ყოველგავრ ზღვარს გადააჭარბა. ბოლოს, პატრიარქმა, ჩვეულებრივ მოკვდავთათვის მოიუწვდომელი, ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო და მოძალადე დ. ისაკაძე გამშვებეული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

ამრიგად, ფსევდორელიგიური და უარპატრიოტული ფასეულობების პატრიოტული ფასეულობების მეომრული სულისკვეთებით დაცვა, საზოგადოების დაშინება დღესაც რჩება ფაშისტური იდეოლოგიის ძირითად არგუმენტად. სწორედ შავრაზმული შეხედულებების ადამიანების აგრესიულობა ხდის პრობლემას ღრმას, ვიდრე მ.გულაშვილი და მის გულსი ამოტვიფრული მხარდამჭერთა ჯგუფია. საუბარია ჩვენში გამჯდარ რუსულ-საბჭოურ შეხედულებათა სისტემაზე და მისგან ნაშობ სიამის ტყუპებზე: ტოტალიტარულ ცნობიერებაზე და იდეოლოგიზირებულ რწმენაზე. საბწოური აზროვნების ინერტულობა კი, წელსი გვხრის და არ გვაძლევს წინვლის საშუალებას. გამოვყოფ ტოტალიტარული შეგნების ოთხ ძირითად მახასიათებელს:1.აზროვნება-უკრიტიკო.2.ცნობიერება მითოლოგიური.3.მენტალიტეტი მონური.4.მორალი-ფარისევლური.

II. ტოტალიტარული აზროვნების მანკიერი ჯაჭვი - მითოლოგიიდან ძალადობამდე

ადამიანს მუდმივად უწევს სხვა ერის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. შესაბამისად,

პირველი რიგის ამოცანა, რომელიც მის წინაშე დგება, ამ უცხოსთან საკუთარი თავის შედარებაა. არსებობს ორი გზა, გაუტოლდე შეფასების ობიექტს: პირველი - ჩაიხედო სარკეში და თქვა, მე არა თუ არ ვარ სრულყოფილი, არამედ ჩამოვრჩი კიდეც, ამიტომ დიდი გარჯა მომიწევს, რათა დავეწიო სხვას;

მეორე, ადვილი გზა - მდგომარეობს უცხო ადამიანის ნეგატიურ წარმოჩენაში, მისგან მტრის ხატის შექმნაში. სომეხი, ამერიკელი, ებრაელი - გაიძვერაა, გარყვნილი, მასონი და ურჯულო. ამ შემთხვევაში, შენ ავტომატურად, უშრომლად ხდები სხვაზე კარგი. ეს უკანასკნელი მეთოდი აქვს არჩეული ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს.

უცხო ტომელზე უპირატესობა რომ დასაბუთებულად გამოიყურებოდეს, საჭიროა შესაბა მისი თეორიული დასაბუთება. სწორედ აქ ვაწყდებით ჩვენი ცნობიერების დიდი ხნის ავთვისებიან სენს - მითოლოგიური აზროვნების პრობლემას. მითის საშუალებით ძველმა ადამიანმა მოახერხა დაპირისპირებულ წინააღმდეგობათა გადალახვა: კაცი ამაღლდა ღმერთამდე, სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე, ჩია ტანისამ სძლია გოლიათს, ხოლო ღარიბი გამდიდრდა. ერთი ერის მეორეზე მოჩვენებითი უპირატესობის წარმოჩენაც მსგავსი გზით ხდება. „უძველესი გადმოცემების“ საფუძველზე, ზედა ფენა, ანუ მმართველი ელიტა და რელიგიური ლიდერები თხზავენ ისტორიულ რელიგიურ მითებს.

წარმოებს სამოქალაქო და რელიგიური ისტორიის თვითნებური გადაკეთება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდებით მანიპულირება, რათა სამარცხვინო მიიჩქმალოს, ხოლო გმირული დარჩეს და ზღაპრულად გაზვიადდეს. შემდეგ ხორციელდება ამგვარად შელამაზებული წარსული დიდების მასებში დანერგვა. მდაბიოთა უკრიტიკო გონებაც ზემოდან მოწოდებული ზღაპრებით იკვებება და ისტორიული მონაგონი, ყოველდღიური მოხმარების ყოფით მითებად გარდაიქმნება. ასე შენდება „ეროვნული სიამაყის“ მთავარი საყრდენი, - „ჩვენ ქართველები დედა მიწის ზურგზე ყველაზე დიდი ისტორიის და მართალი სარწმუნოების ერი ვართ!“. მისგან იჩეკება შვილობილი მითები - „ყველაზე ძველი, გმირული წარსულის მქონე!“, „ყველაზე ტოლერანტული!“, „ყველაზე კულტურული და განათლებული!“, „ყველაზე უმანკო, კდემამოსილი ქალებით!“, „ყველაზე ინდივიდუალურები!“ და სხვა უამრავი „ყველაზე!“ - მითი, რომელთა საერთო პათოსია: „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!“.

ამ სახის „გადმოცემათა“ რაოდენობა დიდია, ძნელია გაერკვე, სად მთავრდება რეალობა და იწყება მითი. უბრალოდ დიდი ეჭვი მაქვს, რომ: „საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა“, „მეორედ მოსვლის ჟამს, ღმერთი ქართულად იქადაგებს“, „მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებლების ხელში გადმოდის“, „დავით აღმაშენებელმა 60 ათასიანი ჯარით, ნახევარმილიონ ურჯულოს მუსრი გაავლო“, „საქართველო გაბრწყინდება, ხოლო ინგლისი დაიძირება“, „სტალინი ცხონდა“, - ამ რიგის მითებია და ისინი სხვაზე უსაფუძვლო აღმატებულობისკენ მოგვიწოდებს აღნიშნულის გამო, მე მათ „წარმოსახვითი უპირატესობის ქართული მითები“ ვუწოდე.

საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებიდან ფაშიზმამდე კი ერთი ნაბიჯიღაა. სხვა - ცუდია, შენ - კარგი! შეფასების ეტაპის შემდეგ მოქმედების დრო დგება. მასებში წარმოებს პიროვნებების, ერების საბჭოურ რუსული გემოვნებით არჩევითი დემონიზა ცია. ჩვენ ძველთაგან დაგვარწმუნეს, რომ სომხებისთვის ღვთაებრივი ცეცხლი არ გადმოდის და ამის გამო ღმერთმა სვეტიც კი გააპო. დღეს კი ასევე „დამაჯერებლად“ გვაფრთხილებენ:

„მასონები მართლმადიდებლობას ებრძვიან, ამერიკა გვიპყრობს, ხოლო რუსები ერთმორწმუნე ძმები არიან! მალე ჩატარდება მამათმავლების აღლუმი და ერი საბოლოოდ გაირყვნება!“. ქვეშევრდომი პატრონივით კატეგორიულია და რადიკალური. საბჭოური, მონური მენტალიტეტიც გვკარნახობს, და უნდობლად ვებრძოლოთ უცხოს, ისე, როგორც მტერს! ხოლო ძალადობა სულაც არ მოდის ჩვენს ქრისტიანულ მორალთან წინააღმდეგობაში, რადგან ორმაგი სტანდარტების ფარისევლური მორალით ვხელმძღვანელობთ. ამიტომ იქ, სადაც საუბარი იწყება ქართველების აღმატებულობაზე, საზოგადოება ძალზე ფხიზლად უნდა იყოს, რადგან ამ „ისტორიულ ფაქტებს“, როგორც წესი, მოსდევს სხვისი არასრულფასოვნად აღქმა და ცემა ტყეპა. უბედურების საწყისი კი, ის, სულის მანუგეშებელი მითია. ასე შეუმჩნევლად იქცევა პირველი შეხედვით უწყინარი გამონაგონი დიდი უბედურების საბაბად - აგრესიულ ფაშიზმად! ასევე მეც, დიდი აღშფოთების გარეშე „გავატარე“ ხანდაზმული ქართველი ქალბატონის შეგონება შვილიშვილისადმი, როდესაც ის სომეხ ბავშვებთან პლაჟზე თამაშობდა: „შვილო, გამოდი აქეთ, გამოდი, დაანებე მაგათ თავი...“.

22 ტრამპის ინვესტიციები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

0x01 graphic

ტრამპ თაუერი. ნიუ-იორკი

საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც ტრამპის ორგანიზაცია ინვესტიციას დააბანდებს.

0x01 graphic

დონალდ ტრამპი
ფოტო: REUTERS ©

თბილისმა, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, დასავლელ ინვესტორებს კარი ფართოდ გაუღო. ქვეყანამ მათ ბიზნესის გაფართოებისთვის ხელსაყრელი პირობებიც შესთავაზა. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ, მსოფლიოში მე-11 ადგილზეა. ეს მაჩვენებელი ყველა ყოფილ საბჭოთა ქვეყანასთან შედარებით მაღალია. სახელმწიფომ, როგორც ჩანს, სწორი არჩევანი გააკეთა. თბილისი, სადაც 1.1 მილიონი ადამიანი და ბათუმი, სადაც 121 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ტრამპის ინვესტიციებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. ეს მაშინ, როცა თითო სულზე მთელ ქვეყანაში შემოსავალი ყოველწლიურად სულ რაღაც 4.400 აშშ დოლარია. ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი ფლობს აშშ-ში უმსხვილეს სამშენებლო კომპანიას Trump Entertainment Resorts, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უმსხვილეს სამორინეებისა და სასტუმროების ქსელებს მართავს. მისია კომპანია Trump Organization-იც. Forbes-ის შეფასებით, დონალდ ტრამპის ქონება 2010 წელს 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ტრამპის ორგანიზაცია რამდენიმე პროექტს გეგმავს თბილისში, ბათუმსა და ბობოყვათში. პროექტების სერია თბილისში, საქანელას ქუჩის განვითარებით დაიწყება. საქართველოში ტრამპი თურქეთში აშენებული 40-სართულიანი საცხოვრებელი და საოფისე კომპლექსის მსგავსი პროექტის განხორციელებას აპირებს.

ამერიკელი მილიარდერი საქართველოში ინვესტირებით აპრილში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტისას დაინტერესდა. მაშინ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ტრამპი პოლიტიკოსებს იშვიათად ხვდება, თუმცა ბიზნესის თვალსაზრისით, საქართველოს იმდენად საინტერესო ქვეყნად მიიჩნევს, რომ მასთან შეხვედრას დათანხმდა.

აპრილშივე გადაწყდა, რომ საქართველოში ტრამპის ორგანიზაციის პარტნიორი სილქ როუდ ჯგუფი გახდებოდა. ივლისში სილქ როუდ ჯგუფმა საქართველოში ტრამპის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ კოენი ჩამოიყვანა. კოენმა თბილისსა და ბათუმში ინვესტირებისთვის მიმზიდველი 13 პოტენციური ადგილი დაათვალიერა. მან დაადასტურა, რომ ტრამპი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით „განსაკუთრებით დაინტერესდა“.

ეს გარიგება სილქ როუდ ჯგუფის კარიერაში დიდი ნახტომია. კომპანია ქვეყნის მასშტაბით აქტიურადაა ჩართული უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაში. ოფისი ნიუ იორკშიც გახსნა და ცდილობს, მაღალი რანგის ინვესტორები საქართველოს ბიზნესპოტენციალით დააინტერესოს. რადისონის ქსელი თბილისში, მაგალითად, სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით შემოვიდა.

თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი 22 სექტემბერს ნიუ იორკში, დონალდ ტრამპი ტრამპისა და პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ, ოფიციალურად გაფორმდა.

23 ბიზნესი - ამბები

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნები

Forbes-მა 2010 წელს ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შეადგინა. საქართველო კვლევის ძირითადი კომპონენტების მიხედვით - მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა, მშპ ერთ სულზე, სავაჭრო ბალანსის წილი მშპ-ში, მოსახლეობის რაოდენობა, ბიუჯეტის ბალანსი მშპ-სთან - 128 ქვეყანას შორის 61-ე ადგილზეა. გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველო შარშანდელთან შედარებით, სამი პოზიციით დაწინაურდა. მას ჩამორჩება საბერძნეთი (63-ე ადგილი), ყაზახეთი (72-ე ადგილი), აზერბაიჯანი (79-ე ადგილი), სერბეთი (81-ე ადგილი), მოლდოვა (86-ე ადგილი), სომხეთი (96- ე ადგილი), რუსეთი (97-ე ადგილი), უკრაინა (98-ე ადგილი). საქართველოს დაწინაურება მეტწილად ვაჭრობის თავისუფლების ინდექსის გაუმჯობესებამ განაპირობა. საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. რეიტინგი ეყრდნობა სხვადასხვა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, Heritage Foundation-ის, Transparency International-ისა და Freedom House-ის კვლევებს. რეიტინგში პირველ ადგილზე დანია, ხოლო ბოლოზე - ვენესუელაა. საუკეთესო ხუთეულში ჰონგ კონგი, ახალი ზელანდია, კანადა და სინგაპური შედის.

ყველაზე ძვირი

Travelsupermarket.com ვებგვერდია, რომელიც სხვადასხვა მომსახურების ფასებს ერთმანეთს ადარებს. მისი მიხედვით, აეროპორტიდან მანქანის დაქირავება მთელს მსოფლიოში ყველაზე ძვირი საქართველოში ჯდება, ყველაზე იაფი - ირლანდიაში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიიდან მანქანის 1 კვირით

0x01 graphic

დაქირავება თითქმის 664 გირვანქა სტერლინგი (ანუ 1892 ლარი) ღირს. ირლანდიაში, დუბლინის აეროპორტის ტერიტორიიდან იგივე დროით იგივე სერვისი - მხოლოდ 77 გირვანქა სტერლინგი (ანუ 219 ლარი). ირლანდიური ფასი საქართველოსთან შედარებით თითქმის 9-ჯერ ნაკლებია. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე იაფი კონტინენტი შუა აღმოსავლეთია. აქ ერთი კვირით მანქანის დაქირავება საშუალოდ 132 გირვანქა სტერლინგამდე (ანუ 376 ლარამდე) ჯდება. აფრიკაში, პირიქით, მანქანის მომსახურება ყველაზე ძვირი, საშუალოდ 288 გირვანქა სტერლინგი (ანუ 820 ლარი) ღირს.

24 მწვადი და სიგარეტი

▲ზევით დაბრუნება


დავით კოვზირიძე|სვეტი

0x01 graphic

საქართველო, მგონი, ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც შიდა საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩების ტელეტრანსლირება არ ხდება. ეს ამბავი კიდევ გასაგები და მისაღები იქნებოდა, ჩვენ რომ კერლინგის, ჭოკით ხტომის ან სამანეჟო სვლის ქვეყანა ვიყოთ და ხმამაღლა გავიძახოდეთ, რა საზიზღრობაა ეს ფეხბურთი, რა მოსწონთ იმაში, რომ ამდენი ხალხი ერთ ბურთს დასდევსო. მაგრამ არა. ჩვენ სრულიად საწინააღმდეგო რაღაცებს გავიძახით.და ამ შეძახილების რეზიუმე ასეთია - დედამიწაზე სულ რამდენიმე ქვეყანაა ისეთი საფეხბურთო, როგორიც საქართველო! ბრაზილია, არგენტინა, იტალია, ინგლისი და ჰაჰა, გერმანია.

ვიღაც იტყვის, საქართველოს ჩემპიონატი რა საყურებელიაო და ერთი მხრივ, მართალიც იქნება. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში სულ რამდენიმე მოკლე მონაკვეთი იყო, როცა ტელევიზორში აბორიგენული ფეხბურთის ნახვა შეიძლებოდა და რას ვხედავდით? მინდვრებს, სადაც თავმოყვარე ძროხა, სადილობაზე რომ არაფერი ვთქვათ, სასეირნოდაც არ შევა, ცარიელ ტრიბუნებს, სადაც სულ რამდენიმე ნასვამი კაცი იჯდა და ან ჩხუბობდა და ან იგინებოდა, დამფრთხალ, არაბუნებრივად გამხდარ მსაჯებს, რომლებიც თამაშს კი არა, იმას აკონტროლებდნენ, ვინმეს არ გაელახათ. ვხედავდით, როგორ იწვებოდა კარს უკან მწვადი (მართლა) და იფინებო და სარეცხი, რო გორთამაშობდნენ ბავშვები ხეზე ჩიტს და დაცოცავდნენ ძელებზე თამაშის დროს, როგორ გამოვიდა ერთერთი გუნდის პრეზიდენტი და პირდაპირ ეთერში თქვა, რა უბედურებაა, ფულს არ გვირიცხავენ, ბიჭები სიგარეტს ვერ ყიდულობენო. ბოლობოლო, ვხედავდით იმას, თუ როგორ არ უნდა ითამაშო ფეხბურთი.

ჩვენ ამას ვხედავდით, მაგრამ ვერ ვაანალიზებდით თუნდაც იმიტომ, რომ არც სატელევიზიო საფეხბურთო მიმოხილვების ტრადიცია და კულტურა გვაქვს. ორი წლის წინ ცოტა გავიფართხალეთ და საქმეც თითქოს დაიძრა, მაგრამ მხოლოდ თითქოს - დღეს კვლავ უკუნეთი სიბნელეა. ეგრეთ წოდებულ საფეხბურთო ქვეყანაში მცხოვრები სამი მილიონი ქართველიდან მაქსიმუმ ორმოცდაათმა კაცმა იცის, რა ხდება და როგორ ეროვნულ ჩემ პიონატში, რამდენი და რომელი გუნდები მონაწილეობენ, ვინ რომელ ადგილზეა, ვინ თამაშობს კარგად და ვინ - ცუდად.ეს სირცხვილია? არა, ეს არის ონანიზმი.

ზემოთ ვთქვით, რომ ბევრის აზრით ამ ტურნირის არ გაშუქება ნაწილობრივ გამართლებულია მისი კურიოზული ხარისხიდან გამომდინარე. მაგრამ ეს პრობლემის მიფუჩეჩებას, ანუ საქმის ქართულად კეთებას ჰგავს. ფაქტი კი ისაა, რომ სანამ საქართველოს ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება და ტურის ბოლოს მათი ანალიზი არ დაიწყება (თან მაღალ დონეზე და არა ისე, როგორც იყო), ანუ სანამ ვერ დავინახავთ, რა პრობლემები გვაქვს, მანამდე მოედნებზე მადის აღმძვრელი, მაგრამ სრულიად არაადეკვატური მწვადის სურნელი იტრიალებს და ბიჭებიც სიგარეტს ვერ იყიდიან. მწვადი და სიგარეტი იქით იყოს, ნაკრები განადგურდება ფიზიკურად.

სხვა თუ არაფერი, როდესაც ფეხბურთელმა იცის, რომ ტრიბუნებზე მთვლემარე ოცი კაცი კი არა, ნახევარი საქართველო უყურებს, უყურებს მეგობარი, ნათესავი, ოჯახის წევრი, მეზობელი და საყვარელი, ის უფრო მოინდომებს. როცა ერთი მოინდომებს, მოინდომებს მეორეც და გაჩნდება კონკურენცია, რომელიც შექმნის სანახაობას. ანუ ხალხი ტელევიზიამ უნდა მიიყვანოს სტადიონზე. ეს უალტერნატივო ამბავია.

გვანახეთ ფეხბურთი. უვარგისი, მაგრამ ჩვენი ფეხბურთი. ჩვენი ფეხბურთი.

0x01 graphic

25 რვიდან სამი ლონდონშია

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ფეხბურთი

11 ნოემბრამდე პრო-ტურზე კიდევ უამრავი ტურნირია ჩასატარებელი , სეზონის ბოლო აკორდი კი ლონდონში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი, ანუ ATP World Tour Finals იქნება. ტურნირი, რომელშიც ტრადიციულად, მთელი წლის განმავლობაში ერთეულებში ნაჩვენები შედეგებით და სარეიტინგო ქულებით რვა საუკეთესო მამაკაცი მიიღებს მონაწილეობას.

0x01 graphic

ენდი როდიკი

0x01 graphic

ტომაშ ბერდიხი

ბანგკოკის ტურნირამდე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ესპანელი რაფაელ ნადალის შემდეგ, ლონდონში თამაშის უფლება მოიპოვეს სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, რომლებიც კლასიფიკაციაში, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილებზე იმყოფებიან. ნადალმა ლონდონში გამოსვლა და სეზონის ბოლოს პირველი ჩოგნის სტატუსიც ამერიკის ღია პირველობის მოგებით გაიფორმა.

ესპანელი ბანგკოკში ჩავიდა, ტურნირის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე კი აღნიშნა, რომ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშოს. ნადალის თქმით, მარჯვენა მუხლი მას დღესაც აწუხებს და ისე სურს სა სათამაშო განრიგის გადანაწილება, რომ 2011-ში საუკეთესო ფორმაში იყოს.

ნადალს სეზონის შემაჯამებელ ტურნირში სამჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა და სამივეჯერ უფინალოდ დარჩა. 2006-07 წლებში რაფაელი ნახევარფინალში გადის, შარშან კი ესპანელმა ჯგუფში ცუდად, უმოტივაციოდ ითამაშა და გასავარდნ ეტაპზეც ვერ გავიდა. ნახევარფინალში რუსმა ნიკოლაი დავიდენკომ ფედერერს მოუგო, ხუან მარტინ დელ პოტრომ შვედი რობინ სოდერლინგი დააეისა და ფინალში რუსმა არგენტინელს ორ სეტში შანსი არ დაუტოვა.

ნადალისთვის უხერხული საფარი არ არსებობს, მაგრამ ესპანელი არაკომფორტულად გრძნობს თავს ლონდონის დახუთულ დარბაზსა და ძალიან სწრაფ ჰარდზე, რომელიც უიმბლდონის ბალახის შემდეგ ყველაზე სწრაფი კორტია პრო-ტურზე. თუ დიდი სლემის ტურნირებზე ნადალს დასვენების შანსი ეძლევა და ორ კვირაში მინიმუმ 5 დღეს არ თამაშობს, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეები თითქმის ყოველდღე გადიან კორტზე. ერთდღიანი ფანჯარა ყველას ეძლევა და ტურნირი ერთ კვირაში მთავრდება. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგი ლეგენდარულ ივან ლენდლს აქვს. გაამერიკელებული ჩეხი ზედიზედ ცხრაჯერ (1980-88) გადიოდა ფინალში და ხუთჯერ ჩემპიონი გახდა. მოგებული ფინალებით ლენდლივით ხუთგზის ტრიუმფატორია პიტ სამპრასი, მაგრამ საერთო შედეგით და მოგება-წაგების პროცენტული მაჩვენებლით ივანი საუკეთესოა.

0x01 graphic

რაფაელ ნადალი
ყველა ფოტო: REUTERS ©

ლენდლი: „ნადალის მესმის. რთულია, მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარო და ბოლოში, როდესაც იდენტურ დონეზე სათამაშოდ არც ძალა გყოფნის და არც მოტივაცია, გახვიდე კორტზე და სამიდან ორი მატჩი წააგო, ან თუნდაც ჯგუფიდან გახვიდე და მერე გავარდე. ნადალი ჩემპიონია და სეზონის მაღალ დონეზე დასრულება უნდა. ჩემ დროს განრიგი ნაკლებად დატვირთული იყო, მაგრამ მაინც ბევრი მატჩის ჩატარება გვიწევდა. უბრალოდ, დღევანდელი ჩოგბურთი ზედმეტად ძალისმიერი გახდა და ყოველი მოგება დიდ ენერგიას გართმევს. ნადალი ფიზიკურად საუკეთესოდ არის მომზადებული, მაგრამ 100 მატჩის ერთ დონეზე ჩატარება მისთვისაც არარეალურია“.

პირველი სამეულის დღევანდელი მაჩვენებელი ასეთი ა: 1. ნადალი - 12 025 ქულა, 2. ჯოკოვიჩი - 7 145, 3. ფედერერი - 6 735 დარჩენილი ხუთი საგზურისთვის კი მეოთხედან მეოცე ად გილებამდე მყოფები იბრძოლებენ. წელს ქულები თანაბრად გადანაწილდა და იმავე სტანისლას ვავრინკას, რომელიც 1 855 ქულით მეოცე პოზიციაზეა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი მაინც აქვს. დარჩენილ ტურნირებზე ყველაზე მეტი ქულა ჯოკოვიჩს და დავიდენკოს ექნებათ დასაცავი. სერბი შარშან ლონდონის ტურნირამდე ჯერ პეკინში გახდა ჩემპიონი, შემდეგ ბაზელის ფინალში ფედერერი დაამარცხა და პარიზის მასტერსზეც საუკეთესო გახდა (ფინალში 6:2, 5:7, 7:6 გაელ მონ ფილზს მოუგო). დავიდენკოს კი 1 400 სარეიტინგო ქულის დაცვა მოუწევს. რუსი შარშან ფენომენალურ ფორმაში სექტემბერ ოქტომბერ ნოემბერში შევიდა და წელს ძალიან რთული სათამაშო გრაფიკი აქვს. თან, ნიკოლაის მანამდე არცერთი მასტერსი არ მოუგია და საბონუსო ქულებითაც ბევრით ჩამორჩება ლიდერებს.

პირველ ათეულში შედარებით მშვიდად უნდა იყვნენ სქოთი ენდი მარეი (მეოთხე ადგი ლი, 5 035 ქულა) და ორმეტრიანი შვედი რობინ სოდერლინგი (4 910). სკანდინავიელმა წელს დიდი სლემის ტურნირებზე ბლომად ქულები აიღო, როლან გაროზე შარშანდელივით ფინალი ითამაშა და ფრანგულ თიხნარზე როჯერ ფედერერს მოუგო. დავიდენკოზე ერთი ადგილით უკან, ანუ მეშვიდე პოზიციაზეა ჩეხი ტომაშ ბერდიხი, მაგრამ უიმბლდონის ფინალისტს დარჩენილი ორი მასტერსიდან (შანხაი, პარიზი) ერთ-ერთის ფინალი ავტომატურად მოუტანს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.

უმოტივაციო ენდი როდიკი მეათეა და ბოლო ინფორმაციით, ამერიკელი რვა საუკეთესოში რომც მოხვდეს, ლონდონში არ გაფრინდება. მის მეუღლეს 9 ნოემბერს პეპსის სარეკლამო რგოლში იღებენ და როდიკს მიზერული სეზონის დასრულება საყვარელ ადამიანთან ერთად ურჩევნია, ვიდრე - სოდერლინგისგან ან ჯოკოვიჩისგან შერცხვენილს.

ტურნირზე მოხვედრის ძალიან კარგი შანსი აქვს კიდევ ერთ რუსს, მიხაილ იუჟნის, რომელიც ამერიკულ მეიჯორზე ნახევარ ფინალში გავიდა და იქ ნადალთან წააგო. იუჟნი 3 295 ქულით მეცხრეა, მაგრამ დარჩენილ ტურნირებზე ბევრი ქულა არ ექნება დასაცავი და სხვებთან შედარებით, თავს მშვიდად გრძნობს. ისევ ლენდლი: „მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. ბოლო წლებში ლიდერები სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჩადიან იქ, რაც ჩემთვის გაუგებარია. 1982-ში ჯონ მაკინროიმ ტურნირის წინ, ერთ-ერთ ვარჯიშზე მარჯვენა მუხლი იტკინა. ექიმებმა თამაში აუკრძალეს, მაგრამ ის კორტზე მაინც გავიდა და ტკივილგამაყუჩებლებით ფინალამდე გაძლო.

ტრავმა რომ არ მიეღო, ფინალსაც მოიგებდა. მთელი სეზონი დიდ ენერგიას ხარჯავდა მთავარ ტურნირზე ჩასვლა გეზარება? ჩემთვის ეს გაუგებარია. ნადალი დიდი ჩემპიონია და ვიმეორებ, მისი შემთხვევა განსაკუთრებულია, მაგრამ სხვებმა არ უნდა აარიდონ თავი ამ დიდ მოვლენას“.

0x01 graphic

ნოვაკ ჯოკოვიჩი

წლევანდელი ტურნირი შეიძლება იმითაც იყოს განსაკუთრებული, რომ მასში არც ერთი ამერიკელი არ იქნება. როდიკზე უკვე მოგახსენეთ და უახლოესი ორი იანკი, მარდი ფიში (19) და სემ ქუერი (21) ჭერქვეშა ტურნირებზე თავს ისე კომფორტულად ვერ გრძნობენ, როგორც ღია ჰაერზე. ამ ორიდან უკეთეს ფორმაში ფიშია, რომელსაც წელს ჰარდზე ნადალის შემდეგ პროცენტულად საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

26 მამები და შვილები

▲ზევით დაბრუნება


ფეხბურთი|სპორტი

0x01 graphic

დავით და გიორგი ყიფიანები

სახელგანთქმული მამების შვილები მოლოდინს რომ ვერ გაამართლებენ, იტყვიან, მუზებმა დაისვენესო.

ამას ნაწილობრივ თუ დაეთანხმება კაცი, რადგან ფეხბურთის ისტორია ითვლის მოთამა შეებს, მამის სახელდიდებას რომ ვერსად გაექცნენ, მაგრამ ამავდროულად, ახსოვს ისეთი შვილებიც, მამები რომ დაჩრდილეს. თავდაპირველად მათზე ვთქვათ, ვისთვისაც მემკვიდრეობით გადაცემული ტვირთი ძალიან მძიმე გამოდგა.

შორს რომ არ წავიდეთ, პელე გავიხს ნოთ: ლეგენდარული ბრაზილიელი ფორვარდის შვილმა ედსონ შოლბი დუნასიმენტუმ ჯერ არჩევანით მოუკლა მამას გული - მეკარე გახდა, მე რე კი, ვერც ერთ კლუბში რომ ვერ ივარგა, საბოლოოდ აურია: ნარკოტიკების მოხმარებაში ამხილეს, მოგვიანებით კი მანქანით გამვლელი იმსხვერპლა და ექვსი წელი ციხეში გაატარა...

მამასთან შედარებით, ხელი მოეცარა ყველა დროის უძლიერესი ჰოლანდიელი ფეხბურთელის, იოჰან კრუიფის ვაჟსაც: ხორდის მამის აჩრდილი მთელი კარიერის მანძილზე თან სდევდა. ევროპის სამგზის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ჰოლანდიელს ხორ დი 1974 წლის დასაწყისში შეეძინა: იმ დროს ის ბარსელონას ლიდერი იყო და შვილსაც კატალონიის მფარველი წმინდანის სა ხელი დაარქვა.

18 წლის ხორდი კრუ ფი ბარსელონას მეორე გუნდში ჩაირიცხა, 1994 წელს კი პირველ გუნდში მოხვდა, რომელსაც მამამისი წვრთნიდა. ძალიან კი ცდილობდა შვილი მამის იმედის გამართლებას, მაგრამ ვე რაფერს გახდა - ორ წელიწადში ინგლისის მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა, მერე კიდევ რამდენიმე კლუბი გამოიცვალა. დღეს ხორდი კრუიფი ლავალეტას ფეხბურთელია, მალტის ერთერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბის...

პელეს და იოჰან კრუიფის მხარდამხარ ჩვენი მიხეილ მესხიც რომ მოვიგონოთ, უადგილო ნამდვილად არ იქნება.

0x01 graphic

ორი მიშა მესხი

დიდი მიშა 1999 წელს საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ის მართლა ლეგენდარული ფეხბურთელი იყო, ერთ-ერთი პირველი იმ თითზე ჩამოსათვლელ ქართველთაგან, მსოფლიო დონისა რომ ეთქმოდა. ეგაა მხოლოდ, რომ საშინელ დროს მოუწია თამაში, ქვეყანაში, სადაც კარიერის ზენიტში მყოფს ფეხბურთიდან წასვლა აიძულეს და მსოფლიოს ნაკრებიდან გამოგზავნილი მიწვევა მხოლოდ იმიტომ დაუმალეს, რომ ქართველი იყო...

მტკვრისპირელ გარინჩად წოდებული მიხეილ მესხი 1969 წელს გააცილეს დიდი ფეხბურთიდან, 80-იანი წლების დასაწყისში კი თბილისის დინამოში კვლავ გამოჩნდა მიხეილ მესხი. ისიც ტექნიკური და ნიჭიერი, თუმცა, ხორდი კრუიფისა არ იყოს, ვერც ის შეწვდა მამის დაპყრობილ მწვერვალებს: თბილისის დინამოში ერთთავად გაუგებრობაში ეხვეოდა, მოსკოვის სპარტაკში გადასულმა სსრკ-ის ჩემპიონატი კი მოიგო, მაგრამ მეტი ვერც ვერაფერი მოახერხა. უმცროსმა მიშამ წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში სევდიანად, მაგრამ ალალად თქვა: როცა მამაშენი მიშა მესხია, ძალიან ძნელია ფეხბურთის უკეთ თამაშიო...

უმცროსი მიხეილ მესხის დარად, ვერც ყველაზე დიდი ქართველი ათიანის, დავით ყიფიანის ვაჟმა შეძლო მამის დაჩრდილვა: ლევან ყიფიანის ფეხბურთელობის წლები საქართველოში მომხდარ დიდ არეულობებს დაემთხვა და ალბათ, ამიტომაც იყო, რომ მან ძალიან ადრე დაანება თამაშს თავი. მამას ვერც უმცროსი ვაჟი, გიორგი ყიფიანი გაუტოლდა...

იგივე შეიძლება ვთქვათ მურთაზ ხურცილავას, ალექსანდრე ჩივაძის, ვიტალი დარასელიას, ზაურ სვანაძის, ვახტანგ ქორიძის, მერაბ მეგრელაძის და კიდევ არაერთი სახელგანთქმული ქართველი ფეხბურთელის შესახებ: შვილებმა მამებს ვერ აჯობეს.

მაგრამ ცხადია, გამონაკლისებიც არიან: ყველა გულშემატკივარს შეუძლია ოთხი-ხუთი ისეთი ფეხბურთელის ჩამოთვლა, მამები რომ დაჩრდილეს.

ქართველთაგან, პირველ რიგში, ზურაბ ხიზანიშვილი გაგახსენდება, 70-80- იანი წლების დინამოს მცველის ნოდარ ხიზანიშვილის ვაჟი, უცხოელთაგან კი პაოლო მალდინი: მამამისი, ჩეზარე მალდინი 50-იანი წლების მიწურულს და 60- იანი წლების დასაწყისში თამაშობდა მილანში, ოთხჯერ სკუდეტო მოიგო, 1963 წელს კი კაპიტნის რანგში აღმართა ჩემპიონთა თასი.

40 წლის შემდეგ, 2003 წელს მილანმა კიდევ ერთხელ მოიგო ეს პრესტიჟული ჯილდო, იმ კლუბის კაპიტანი კი (სადაც, სხვათა შორის, კახა კალაძეც თამაშობდა) მისი შვილი, პაოლო გახლდათ - იმ დროისთვის უამრავი ტიტულის მომგები და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველად აღიარებული ფეხბურთელი!

მამა-შვილი მალდინები ერთადერთნი არიან, რომლებმაც კაპიტნის რანგში აღმართეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი. სხვათა შორის, როცა პაოლომ კარიერა დაასრულა, მილანმა მაისურის ნომერი - 3 - სამუდამოდ მას უსახსოვრა, თუმცა ერთი გამონაკლისით: თუ პაოლოს ერთ-ერთი ვაჟი პირველ გუნდში მოხვდება, მას ამ ნომრით თამაში შეეძლება. დღეს უფროსი მესამეთაობელი მალდინი - კრისტიანი, მილანის ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში მცველია და თან, კაპიტანი...

ცხადია, გახსენდება მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო ფორლანიც. მამამისმა, პაბლომ, 60-იანი წლების მონტევიდეოს პენიაროლის და 70-იანი წლების ბრაზილიური სან-პაულუს მცველმა არაერთი ტიტული მოიგო, 1966 წელს სულაც ლიბერტადორესის და საკონტინენტთაშორისო თასები, თუმცა შვილმა მაინც აჯობა: ევროპის ორგზის საუკეთესო ბომბარდირობაზე, ინგლისში მოგებულ ყველა საკლუბო ტიტულზე და ატლეტიკოში წლევანდელ წარმატებებზე რომ არაფერი ვთქვათ, სამხრეთ აფრიკაში მოგებული ოქროს ბურთი - ტურნირის საუკეთესო მოთამაშის წოდება - ყველაფერს გადაწონის! ამბობდა კიდეც უფროსი ფორლანი: თუ ჩემი შვილი მსოფლიო ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდა, ურუგვაი შორს წავაო. მამა ტყუილად არ აქებდა შვილს...

0x01 graphic

იოჰან და ხორდი კრუიფები

იური ჟორკაეფის ხსენებაც აუცილებელია: მამამისი, ჟან ჟორკაეფი ლიონსა და მარსელში მოგებული საფრანგეთის ორი თასით თუ დაიკვეხნის, იურიმ კი უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის ორი მთავარი: 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ორი წლის შემდეგ კი ევროპის.

იგივე ითქმის პეპე რეინაზეც: ლივერპულის გოლკიპერი დღეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, პრემიერლიგის საუკეთესო მეკარედ სამჯერაა აღიარებული და კიდევ არაერთ საკლუბო ჯილდოს ფლობს, მამამისი მიგელი კი, რომელიც ასევე მეკარე გახლდათ, ასეთი წარმატებებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. დაგვეთანხმებით, 1974 წელს მადრიდის ატლეტიკოში მოგებული საკონტინენტთაშორისო თასი შვილის ტიტულებს ვერ გადაწონის...

კიდევ ვინ ვახსენოთ? ალბათ, პაოლო მონტერო, ურუგვაის ნაკრების და ტურინის იუვენტუსის სახელგანთქმული მცველი, შვედი პატრიკ ანდერსონი - ახლო წარსულში ბაიერნის დაცვის ერთ-ერთი ლიდერი, გნებავთ, ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის რეალის საყრდენი ნახევარმცველი ხაბი ალონსო, ან არგენტინელი ხუან სებასტიან ვერონი...

0x01 graphic

პაოლო და ჩეზარე მალდინები

მათ შეძლეს და ფეხბურთელი მამები დაჩრდილეს. აი, მათზე კი, მეორე, ყველასთვის კარგად ცნობილი გამოთქმაა ზედგამოჭრილი...

27 ნავიგაცია თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

ცხადია, რომ ახალი გენერაციის არტისტებსა და საერთოდ თანამედროვე ქართულ ხელოვნებას ნამდვილად ესაჭიროება „ნავიგაცია თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“. სწორედ ამ დეფიციტის შესავსებად შეიქმნა თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი, (CCA-T). მის ლოგოზე - გრაფიკულად გამოსახულ ქაღალდის თვითმფრინავსა და ცენტრის კონცეფციაზე ცენტრის დირექტორი ვატო წერეთელი ამბობს: „წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელსაც აეროპორტი არ გააჩნია და სადაც თვითმფრინავი ვერ დაჯდება. სწორედ აეროპორტივით სჭირდება თბილისს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, რაც გულისხმობს პროფესიონალურად გამართული გამოფენების მოწყობას, რისი ტრადიციაც დღესდღეობით არ გაგვაჩნია; ცნობილ დასავლურ სახელოვნებო ცენტრებთან თანამშრომლობას, სახელოვნებო განათლებასთან ინოვაციურ, თანამედროვე მიდგომას, უცხოელ და ქართველ კურატორთა თანამშრომლობას, საბჭოთა ცენზურისაგან წაშლილ მოდერნისტული ხელოვნების კვლევას და ა. შ...“

0x01 graphic

ქართულ არტწრეებში ამ შემოდგომაზე ინტერესით ელიან ამ ახალი სახელოვნებო სივრცის - CCA-T-ის ფუნქციონირების დაწყებას. Facebook-ისა და საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით ის გაზაფხულიდან მოყოლებული აქტიურად აწვდის მომხმარებელს ინფორმაციებს CCA-T-ის საინტერესო არტპროექტების შესახებ.

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ერთ ძველ შენობაში განთავსდა. შენობა თიბისი ბანკმა უსასყიდლოდ გადასცა ცენტრს და ამით კერძო სექტორისა და ხელოვნების ურთიერთდამოკიდებულების ცივილური პრეცედენტი შეიქმნა. ცენტრის ვებგვერდზე (http:www.cca.ge) ყოველდღიურად შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი ძველი შენობის ტრანსფორმაციას (სარემონტო სამუშაოები SDC-ის დახმარებით ხორციელდება). ნელ-ნელა გამოიკვეთა საზოგადოებრივი სივრცე გამოფენებისა და სხვადასხვა „ივენთებისთვის“, ადგილი ინფო-შოპისთვის, შიდა ეზო. რაც მთავარია, იქნება პროფესიონალური სივრცე ვიდეო, აუდიო, ფოტოგრაფიისა და ფერწერის სახელოსნოებისათვის.

„მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები ითვისებენ დისციპლინასა და მისი სიღრმეების გადმოცემა შეუძლიათ, ჩემი აზრით, ამა თუ იმ პროექტის განხორციელებაში, მათ ხელს უშლით საბჭოთა მემკვიდრეობით გადმოცემული შემოქმედებითი შრომის კულტურის დეფიციტი. ამიტომ ჩვენთან დიდი ენერგია დაეთმობა პროექტის განხორციელების კულტურას, საკუთარი ენერგიის ორგანიზებას - ანუ პროექტის მენეჯმენტს“, - ამბობს ვატო წერეთელი.

ოქტომბრიდან აქ 9-თვიანი სამაგისტრო პროგრამის კურსები დაიწყებს ფუნქციონირებას: მოძრავი გამოსახულების (ვიდეოს) ისტორიისა და ტექნოლოგიის შესახებ ლექციებს ცნობილი არტისტები კოკა რამიშვილი და გიო სუმბაძე წაიკითხავენ. აუდიოხელოვნების კურსის ხელმძღვანელი DJ გიორგი ჟორჟოლიანია. ფოტოგრაფიასა და პროექტის განხორციელებას ურბანულ სივრცეზე - თავად ვატო წერეთელი გაუძღვება. ფერწერის სახელოსნო კი პირდაკულტურა პირ მტკვარს გადაჰყურებს. აქ ფერწერის ტექნიკასა და პროექტის განხორციელების კულტურას, მაგისტრანტებს თანამედროვე მხატვრები - მიშა გოგრიჭიანი და კოტე სულაბერიძე შეასწავლიან.

რაც მთავარია, „ოფიციალური ბეჭედდასმული ქაღალდის ნაცვლად“, სტუდენტებს, კურსის დასრულების დროს, როგორც დიპლომი, დარჩებათ საკუთარი გამოფენის კატალოგი და მისი ციფრული ვერსია (DVD). შემოდგომიდან კი ცენტრში არტცხოვრება დაიწყო. პირველი გამოფენა სახელწოდებით „ჯანმრთელობა“ 1 ოქტომბერს ექვსმა არტისტმა (ნინო სეხნიაშვილი, კოტე სულაბერიძე, გიო სუმბაძე, გეგი ხაბურძანია, მამუკა ჯაფარიძე) წარმოადგინა. კურატორი ვატო წერეთელი გახლავთ. ნოემბრამდე ექსპოზიციაზე შეგიძლიათ იხილოთ ავტორთა მიერ თემა „ჯანმრთელობის“ ვიზუალიზაცია, შესრულებული სხვადასხვა მედიაში (ინსტალაცია, გრაფიკა, ფერწერა, ფოტოგრაფია). ასე რომ, ამიერიდან CCA -T-ის სივრცე განათლებასთან ერთად საინტერესო კონცეპტუალურ გამოფენებს დაეთმობა.

0x01 graphic

ყველა ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

28 ორკვირიანი თეატრალური ზეიმი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|თეატრი

0x01 graphic

სცენა სპექტაკლიდან „ბნელ ბაღში”. ისრაელი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 29 სექტემბერს თუმანიშვილის თეატრში ლაშა ბუღაძის „7 მარტივი პიესით“ გაიხსნა. 2 ოქტომბრის ჩათვლით ფესტივალზე პოპულარულ ქართულ დადგმებს აჩვენებენ: „გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება“, „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ“, „ხალხის მტერი“. 3 ოქტომბრიდან საერთაშორისო სპექტაკლების პროგრამა დაიწყება, სადაც არაერთი საინტერესო დადგმის ხილვა იქნება შესაძლებელი. მათ შორის უმთავრესი, ალბათ მაინც მილანის პიკოლო თეატრის სპექტაკლია „არლეკინი, ორი ბატონის მსახური“. ჯორჯო სტრელერის საკულტო დადგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, კომედია დელ' არტეს სიმბოლო და ანტაგონისტი არლეკინის როლს, გინესის რეკორდსმენი ფერუჩო სოლერი თამაშობს. მან არლეკინის როლი 2 060-ზე მეტჯერ ითამაშა და არაერთი ჯილდო მოიპოვა. არლეკინის გარდა ქართველი მაყურებელი ნახავს ლიტვური დასის შესრულებით დადგმულ შექსპირის უკვდავ პიესას „ჰამლეტი“, რომელსაც საერთაშორისო აღიარება „უმაგრებს ზურგს“. დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს დადგმას „სასტუმრო მათუსალა“ - მისტიკისა და საშინელებათა ჟანრის ელემენტებით, რომლის მთავარი პერსონაჟიც ჰარია, პორტიე, რომელსაც არაფერი ახსოვს თავისი წარსულიდან. სპექტაკლი გამოირჩევა მუდმივად მოძრავი დეკორაციებით და საოცარი აუდიოგაფორმებით, სადაც გამოსახულება კინოეკრანიდან და მოძრავი სცენა ბრწყინვალედ ერწყმის ერთმანეთს. ფესტივალის მსვლელობის მანძილზე წარმოდგენილი იქნება ძმები გრიმების „იორინდე და იორინგელი“ - გერმანული ძაფების თეატრის შესრულებით და ირანული „როსტამი და ზოჰრაბი“ - რომელსაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა თეატრალურ წრეებში. წლევანდელ ფესტივალს მრავალი უცხოელი სტუმარი ეყოლება - დრამატურგები, კრიტიკოსები და თეატრალური ასოციაციის წარმომადგენლები. თბილისის თითქმის ყველა დიდი თეატრი (მარჯანიშვილი, რუსთაველი, გრიბოედოვი, თავისუფალი) ჩართულია ფესტივალში და 2 კვირის მანძილზე, უცხოურ დადგმებს უმასპინძლებს. „წლევანდელი პროგრამა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია. გაცილებით მეტი დამხმარე და სპონსორი გვყავს, მეტია ხალხის დაინტერესება. გვსურს, თქვენთან ერთად აღმოვაჩინოთ ყველაფერი ახალი - თეატრალური ფორმა, მსახიობი, მაყურებელი, ღირებულებები, აზრი. გვინდა, რომ ქართველ მაყურებელს, მსოფლიო თეატრალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ვუჩვენოთ, პროცესებში გარკვევაში დავეხმაროთ“, - განაცხადა ტაბულასთან ინტერვიუში ფესტივალის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა.

29 ამბები-კუტურა

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი

ქართულ- გერმანული ფოტოგამოფენა

29 სექტემბერს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა ფოტოგამოფენა „საქართველო - მითი და რეალობა“, სადაც ორი ფოტოგრაფის, ვოლფგანგ კორალისა (გერმანია) და გურამ წიბახაშვილის (საქართველო) ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

გამოფენის მთავარი იდეა იყო ის, რომ ფოტოგრაფებს სტუმრებისთვის ეჩვენებინათ ორი სხვადასხვა თვალით დანახული საქართველო - საქართველო შიგნიდან და გარედან. მოქალაქეობასთან ერთად, ორი ფოტოხელოვანი ტექნიკითაც განსხვავებულია. გამოფენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა კორალის მსუბუქი, თბილი კადრები და წიბახაშვილის ხისტი, ხშირად „უხეში“ პორტრეტები, რომლებმაც ბევრ დამთვალიერებელზე მძიმე შთაბეჭდილებაც კი დატოვა. ქართველმა ფოტოგრაფმა გამოფენისთვის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადაღებული „დღიური ფოტოები“ შეარჩია, მაშინ როდესაც ვოლფგანგ კორალი, კონკრეტულად ამ პროექტისთვის ფოტოებს 2008-2009 წლების პერიოდში იღებდა.

გამოფენა მორიგი ფურცელია ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. გურამ წიბახაშვილის თქმით, იგეგმება გამოფენის გერმანიაში გაგრძელება. ყველაფერი, ცხადია, სპონსორებზეა დამოკიდებული.

0x01 graphic

ყველა ფოტო: ტაბულა

აქცია სამხატვრო აკადემიაში

0x01 graphic

თებერვალში სამხატვრო აკადემიასა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამ შეთანხმების მიზანი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დაწესებულებებში მყოფი პატიმრების და პრობაციონერთა რესოციალიზაცია და მათი სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირება გახლდათ. დღემდე არაერთი საინტერესო აქცია გაიმართა, მაგრამ 29 სექტემბერს, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში გამართული აქცია უთუოდ გამორჩეული იყო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ივნისში აკადემიამ მსჯავრდებულებს სახატავი მოწყობილობები და ფურცლები გადასცა. პატიმრებს აღუთქვეს, რომ მათი ნამუშევრები საჯარო სივრცეში გამოიფინებოდა. თემა - თავისუფალი, დრო კი - მთელი ზაფხული ჰქონდათ. პროექტში ყველა საპატიმრო ჩაერთო. როგორც მათი ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მსჯავრდებულები არნახული ენთუზიაზმით მიუდგნენ საქმეს, მათგან ზოგი პროფესიონალი ფერმწერიც კი არის.

29 სექტემბრის გამოფენას სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დაესწრნენ. აქციას 15 ავტორი ჰყავდა, დამთვალიერებელი 34 ტილოს გაეცნო. თემატიკა ციხისთვის ნიშანდობლივი გახლდათ - რელიგიური მოტივების სიჭარბე, მისტიკური თემის დომინაცია. ზოგან მონატრების, სივრცის ნაკლებობის, სინანულის თემა კუბისტურ, ზოგან რეალისტურ ჭრილში იყო გადაწყვეტილი.

30 მოსაწყენი მილანი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|მოდა

0x01 graphic

ჯილ სანდერი

0x01 graphic

პრადა

0x01 graphic

ბოტეგა ვენეტა

მილანის მოდის კვირეულმა გაზაფხული ზაფხული 2010, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი აღმოჩენების გარეშე ჩაიარა. კრიტიკოსები, პრიალა ჟურნალების სტილისტები და გემოვნების სადარაჯოზე მდგომი მოდის გუშაგები, მილანისა და იტალიისაგან არა ღრმად ინტელექტუალურ მოდას, არამედ მაღალი ხარისხის კომერციულ კოლექციებს ელოდებიან. მოდის სახლებიც არ აყოვნებენ და აუცილებელ პირობებს ასრულებენ - ეტრო კვლავ ტექსტილისადმი დიდი ყურადღებით გამოირჩევა, მისონი, როგორც ყოველთვის, დატეხილი ხაზების ორნამენტით მანიპულირებს, ჯორჯიო არმანი კი თავის ნამუშევრებში თანამედროვე კლასიკის იდეას დიდი ენთუზიაზმით და კიდევ ერთხელ აცოცხლებს.

მიუჩია პრადას უნარი, ყოველთვის იყოს წინა კოლექციისაგან რადიკალურად განსხვავებული, მის კომერციულ და შემოქმედებით წარმატებაზე მეტყველებს. ამ ჯერად მან კუბური ცეკვის თემატიკა, ჯაზი და გადატვირთული ორნამენტი, მინიმალისტურ მკაცრ თარგთან გააერთიანა. ინტენსიური, სინთეტიკური ფერები, პლასტიკის ბანანები, ზოლები და მიმზიდველი აქსესუარები ამ კოლექციის კომერციული წარმატების გარანტია. უკვე ნათელია, რომ მომავალ ზაფხულში მისი ჩანთები, ბეწვის აქსესუარები და სათვალეები არაერთ მიმდევარს გაიჩენს.

მარნი შედარებით ახალი კომპანიაა, რომელიც 1994 წელს დაარსდა. ბრენდის არსებობის ხანმოკლე ისტორიის მანძიზე კოლექცი კონსუელო კასტილიანო აკეთებს.

მისი ესთეტიკა ულტრა თანამედროვე, მაგრამ ურბანული რომანტიზმით გაჯერებული ჭრელი სამყაროა. მომავალი გაზაფხულისთვის მარნი სპორტულ ტანისამოსს, პერფორირებულ ტყავს და ტროპიკულ ორნამენტს, ახალი ტექნოლოგიებით დამუშავებულ ქსოვილებს უკავშირებს და ქმნის მარტივ, მაგრამ მიმზიდველ სამოსს.

0x01 graphic

მარნი

0x01 graphic

ჯილ სანდერი

ტომას მაიერი ბოტეგა ვენეტას მზარდი წარმატების ავტორია. ეს მოდის სახლი კი სულ უფრო მეტ მიმდევარს იჩენს. ადრე ტყავის აქსესუარების შექმნით განთქმული კომპანია დღეს ჩანთების მიღმა მაღალი კლასის ტანისამოსსაც ყიდის. მომავალ გაზაფხულზე ბოტეგა ვენეტა ძირითადად დღის კომფორტულ ტანისამოსს, კაბებს, ლაბადებს და მაქსიმალური სიგრძის მსუბუქ საღამოს კაბებს წარმოადგენს.

0x01 graphic

პრადა
ყველა ფოტო: REUTERS ©

ჯილ სანდერი მინიმალიზმის, ინტელექტუალური კონცეფციების და ურბანული ესთეტიკის ნათელი მაგალითია, მოდის სახლს რაფ სიმონსი ხელმძღვანელობს და არჩეულ ხაზს არასდროს ღალატობს. მან ოტ კუტიურით ინსპირირებული ცივი, მაგრამ პოეტური კოლექცია აჩვენა: გრძელი კაბები, თანამედროვე ხელოვნებისათვის დამახასია თებელი მძაფრი ინტენსიური პალიტრა და მოცულობითი დეტალები, უბრალო განიერ სილუეტს დაუპირისპირა და შექმნა ელეგანტური თანამედროვე ტანისამოსი.

31 Fucking Good Art ჰოლანდიური სუფრა თანამედროვე ხელოვანებისთვის

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ცოტა ხნის წინ თბილისს კულტურული პროექტის, ჯეო ეარის მოწვევით ჰოლანდიური გამოცემის Fucking Good Art-ის დამფუძნებლები, რობ ჰამელინკი და ნიენკე ტერპსმა მეორედ ეწვივნენ. ისინი წერენ თანამედროვე ხელოვნების შესახებ, თვითონაც ქმნიან და კურატორულ საქმიანობასაც ეწევიან. Fucking Good Art-მა ორი პროექტი თბილისშიც გააკეთა. როგორც ტერპსმა და ჰამელინკი ამბობენ, მათ აღმოაჩინეს მთავარი: Fucking Good Art-ის და ქართული სუფრის მსგავსება. დანარჩენს სტატიაში წაიკითხავთ.

Fucking Good Art - დასაწყისი

მაიკლ ბულკა ჩიკაგოელი არტკრიტიკოსია. ჩიკაგოსა და სრულიად შეერთებული შტატების საზოგადოება მას ძალიან ახირებულ და ცუდი ენის პატრონად იცნობს. ბულკას არ უყვარს დიდი საგამოფენო დარბაზები და მუზეუმები. ურჩევნია პატარა, უცნობ ადგილებში იაროს და კომერციისგან ჯერ კიდევ შეურყვნელი არტისტები აღმოაჩინოს. „ბილწი კრიტიკოსია“, - ამას მისი კოლეგა ნიენკე ტერპსმა ამბობს.

1997 წელს ბულკამ და პედრო ველესმა Fucking Good Art ჩამოაყალიბეს. ეს იყო ცუდი ხარისხით ნაბეჭდი გაზეთი და ინტერნეტსაიტი, რომელიც ხელოვნების კრიტიკას და გაუგებარ ტირადებს აქვეყნებდა (ამ დროისთვის ცნება „ბლოგი“ ჯერ არ არსებობდა). FGA 2001 წელს, კურატორ ლენა კუფნერის დახმარებით სერიოზულ ორგანიზაციად იქცა. მისი მოქმედების არეალიც გაიზარდა და ჩიკაგოდან პუერტო რიკომდე გავრცელდა.

2003 წელს, ორმა ჰოლანდიელმა არტისტმა და კრიტიკოსმა: ნიენკე ტერპსმამ და რობ ჰამელინკმა ბულკას სთხოვეს, მათთვის უფლება მიეცა FGA-ს სახელით დაახლოებით იდენტური გამოცემა გაეკეთებინათ. ბულკამ თანხმობა განაცხადა. ასე დაიბადა Fucking Good Art მეორედ - უკვე ევროპაში.

Fucking Good Art ევროპაში

ნიენკე ტერპსმა და რობ ჰამელინკი როტერდამში ცხოვრობენ და მუშაობენ. ისინი თავიანთ ქალაქში წლის განმავლობაში ბევრად უფრო ნაკლებ დროს ატარებენ, ვიდრე დანარჩენ ევროპაში. შემოქმედებითი გაერთიანებები მათ მთელი კონტინენტიდან იწვევენ, რათა ნიენკემ და რობმა დაახლოებით ერთი თვე გაატარონ იმ კონკრეტულ ადგილას და ნათელი წარმოდგენა შეექმნათ მიმდინარე კულტურულ ცხოვრებაზე. თვის ბოლოს ისინი Fucking Good Art-ის ახალ ნომერს გამოსცემენ, რომელიც იმ კონკრეტულ ადგილს ეძღვნება. FGA ყოველი თვის ბოლოს ბროშურის სახით გამოდის, ექვს თვეში ერთხელ კი რობი და ნიენკე სქელ ჟურნალს გამოსცემენ. მათი საქმიანობა მხოლოდ კულტურული ანალიზის ბეჭდვით არ მთავრდება, ისინი აკეთებენ ვიდეო და რადიოპროექტებს, ინსტალაციებს, სემინარებს და კიდევ უამრავ რამეს.

პროექტები

ნიენკე: „FGA-ს ორი დიდი გამოცემა ბერლინში და ციურიხში გაკეთდა. ბერლინური გამოცემა არტისტების ინტეგრაციას მიეძღვნა. ალბათ იცით, რომ თანამედროვე ხელოვანებისთვის ბერლინი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია. დღეისათვის ბერლინში არტისტების 40-ათასიანი საზოგადოებაა. ამდენი არტისტი ბერლინის ერთიან კულტურულ სხეულს ქმნის, რაც ყველა ხელოვანისთვის მიმზიდველია. ბერლინში ერთი განსხვავებული რამ გავაკეთეთ: სხვადასხვა გალერეებში სიარულისას გაგონილ საინტერესო ფრაზებს დიდ პოსტერებზე ვბეჭდავდით და მთელ ქალაქში ვაკრავდით.

ციურიხში მუშაობისას ერთი თვის განმავლობაში ძალიან უცნაურ ადგილას - ხელოვნების აკადემიის სახურავზე ვცხოვრობდით. აკადემია ისევ იმ ქუჩაზეა, სადაც, როგორც წესი, სხვადასხვა კულტურული აქციები ტარდება. ფაქტობრივად მოვლენების ცენტრში ვიყავით. ამ ქუჩაზე ძალიან კარგადაა დაკავშირებული ხელოვნება და ფული: კრეატიული ბიუროები, გალერეები, სახელოსნოები, ხელოვნების აკადემია... ერთ ქუჩაზე ხდება ხელოვნების ნიმუშის მოფიქრება, შექმნა, ჩვენება და გაყიდვა“.

2009 წელს ერთი თვის განმავლობაში ნიენკე და რობი როტერდამთან ახლოს, მაასვლაკტეს პორტში ცხოვრობდნენ. ეს დაუსახლებელი ტერიტორია იყო, რომლის პოპულარიზაციისთვის ადგილობრივმა ადმინისტრაციამ რამდენიმე არტისტს მაასვლაკტეს თემაზე მუშაობა სთხოვა.

რობმა და ნიენკემ ონლაინ რადიო გააკეთეს სახელად Portscapes ON AIR - Maasvlakte Station. ტრადიციული ბეჭდური მეთოდის მაგივრად მათ მაასვლაკტეს შესახებ რადიოსიუჟეტების მომზადება დაიწყეს.

ნიენკე: „შეუძლებელია ადგილის შესახებ რამე დაწერო, თუ მას შორიდან უყურებ. ის, რაზეც წერ, უნდა იგრძნო, მასში უნდა შეხვიდე და რომ არ იყო მოსაბეზრებელი და სუბიექტური, უნდა ეცადო, სხვისი თვალითაც დაინახო.

მაასვლაკტეში ერთი თვე კონტეინერში, ქარის ელექტროტურბინის გვერდზე ვცხოვრობდით. კონტეინერში გვქონდა ჩვენი რადიოსადგურიც. სიუჟეტები გარეთ იწერებოდა და დიალოგის სახე ჰქონდა. ერთი თვის მანძილზე მაასვლაკტეში ბევრი სხვადასხვა პროფესიი სტუმარი გვყავდა: ურბანისტი - რომელიც ქალაქის დაგეგმარებაზე მუშაობს, ბიოლოგი - რომელიც მცენარეების მიგრაციაზეა დახელოვნებული, დიზაინერები, არქიტექტორები, ეკოლოგები, ტექნიკოსები, მაასვლაკტეში რომ მუშაობენ... თითოეული ინდივიდუალურად ხედავს ამ ადგილს, რადიო კი წარმოსახვას აძლიერებს და მსმენელს მაასვლაკტეზე კიდევ უფრო განსხვავებულ წარმოდგენას უქმნის“.

0x01 graphic

რობ ჰამელინკი და ნიენკე ტერპსმა
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

Fucking Good Art და თბილისი

FGA-ის პირველი პროექტი თბილისში, ფესტივალ „არქიტექტურა გვპასუხობს“ ფარგლებში, ტრანსპორტის ყოფილი სამინისტროს შენობაში განხორციელდა. ჰამელინკ-ტერპსმას დუეტმა ყოფილი სამინისტროს ერთ-ერთ კუთხეს პირველყოფილი სახე დაუბრუნა.

„დაკარგულ ნაწილებს მთელ შენობაში ვეძებდით, ბოლოს როგორც იქნა ყველაფერი შევაგროვეთ, ყველაფრის აღდგენას და გასუფთავებას ერთი კვირა მაინც მოვანდომეთ. ვეცადეთ, რომ ძველებურს მაქსიმალურად დამსგავსებოდა, იატაკიც კი „მასტიკით“ გავაპრიალეთ. საბოლოოდ სუნმაც და ვიზუალმაც დამთვალიერებელი უკან, საბჭოთა კავშირში დააბრუნა. ჩვენი პროექტი წარმატებული გამოდგა.

ამ ვიზიტისას გავიგეთ, რომ ის, რასაც ამდენი ხანი ვაკეთებთ: ხელოვანების მოძებნა, გაცნობა, ერთმანეთთან დაკავშირება, წვეულებების გაკეთება და ა.შ., შეიძლება ერთი ქართული შესატყვისით გამოვხატოთ - „სუფრა“. Fucking Good Art ოდნავ განსხვავებული სუფრაა ხელოვანებისთვის. ვინაიდან აქ დიდი ხანი ვერ დავყავით, საქართველოს შესახებ ჟურნალს ვერ გავაკეთებთ, სამაგიეროდ FGA ვიდეოვერსია გავაკეთეთ. სუფრაზე დავპატიჟეთ ყველა ის ხელოვანი და კურატორი, ვინც თბილისში იყო და პარალელურად ვიდეოინტერვიუები ჩავწერეთ. საკმაოდ საინტერესო ფილმი გამოვიდა. ჩვენ თავს სიტყვა მივეცით, რომ ამ ფილმს პირველად მხოლოდ თბილისში ვაჩვენებთ, ე.ი. აქ ჩამოსვლა კიდევ მოგვიწევს, ამისთვის კი მოწვევაა საჭირო. ბოლო პროექტი - „სუფრა“, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი და გამორჩეულია“.

სამომავლო გეგმები

ნიენკე: „უახლოეს მომავალში იტალიაში ვართ მიწვეულები. ეს ერთი ეთნოგრაფის პროექტია. ის არტისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან იწვევს, რათა მათ ბერლუსკონის მმართველობის 15 წლის განმავლობაში იტალიური კულტურული ცხოვრება ასახონ. ასევე გვინდა საფრანგეთის სოფლებში გარკვეული პერიოდის გატარება, ეს ჩვენს გრძელვადიან პროექტს უკავშირდება სოფლის ცხოვრების შესახებ. და კიდევ, გვსურს როტერდამში დაბრუნება და იმ არტისტების მიწვევა, რომლებსაც მოგზაურობების დროს შევხვდით. კარგი იქნება, მათაც რომ განახორციელონ ჰოლანდიაში თავიანთი პროექტები. ასევე ვგეგმავთ გამოფენას ჩვენს პატარა, ახალგამართულ, საგამოფენო სივრცეში“. Web: http://www.fuckinggoodart.nl ფოსტა: mail@fuckinggoodart.nl

32 Tbilisi Altervision newcomers 2

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|მუსიკა

Tbilisi/Altervision/newcomers წელს მეორედ ტარდება. შარშან მასში სამოცამდე ახალბედა ბენდი მონაწილეობდა. ამჯერად კი მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა გაორმაგდა. გრანდიოზული კონცერტი უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. ის წელსაც 30 ოქტომბერს, სპორტის სასახლეში ჩატარდება და მისი სპეციალური სტუმარი DJ ტომ ნოვი იქნება. ტაბულა გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი ნადარეიშვილთან, Altervision ჯგუფის გენერალურ პროდიუსერთან.

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

  • Tbilisi/Altervision/newcomers, როგორ დაიბადა ეს იდეა და რა არის პროექტის მიზანი?

საქართველოში შოუბიზნესი ბიზნესის სახით არ არსებობს და, აქედან გამომდინარე, მუსიკოსებს პრობლემები აქვთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელი შევუწყოთ მათ, რათა შექმნან პროდუქცია და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება.

გასათვალისწინებელია, რომ ხდება ისეთი მუსიკის პოპულარიზაცია, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთ არავინ უსმენს და, შესაბამისად, პოპულარული არ არის. არადა დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ჯგუფებს შეუძლიათ საზღვარგარეთ წარმატების მიღწევა, უბრალოდ, სწორი და ბევრი მუშაობაა საჭირო. შეიძლება ისინი სუპერვარსკვლავები ვერ გახდნენ, მაგრამ აღმოჩნდნენ ამ ბიზნესის საშუალო ან თუნდაც მაღალ ფენაში. ამისათვის მათ უნდა გაიზიარონ ის მიმდინარეობა და ის მოცემულობა, რაც ევროპასა და ამერიკაში არსებობს. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი.

ჯგუფები, რომლებსაც ჩვენ ვარჩევთ, ნამდვილ „ფროდაქშენში“ ხვდებიან, ზუსტად ისეთში, როგორიც ლონდონში, მანჩესტერში, მარსელში, პარიზში ან სხვაგანაა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ეს საქართველოში ხდება. ჩვენ მიერ შერჩეული მუსიკოსები ლონდონში ან მანჩესტერში რომ დაბადებულიყვნენ, დიდი შანსია, დღეს ყოფილიყვნენ იმათ ადგილას, ვის მუსიკასაც ძალიან ბევრი ქართველი უსმენს.

  • შარშან შერჩეული 12 ჯგუფი დღეს ქმნის რამეს?

12 შერჩეული ბენდიდან მხოლოდ ერთი დაიშალა. ეს არ მომხდარა ჩვენი მიზეზით, მათ ჩამოაყალიბეს ორი ბენდი და წელს შესარჩევ კონკურსში ორივე მონაწილეობს.

ჩვენ ყველა ჯგუფს ვუღებთ ვიდეორგოლებს, გამოგვყავს სცენაზე, მათ მუსიკას ატრიალებს რადიო, შესაბამისად იზრდება მათი ცნობადობა. ვიდეოებს და მუსიკას ნახულობს და უსმენს სხვადასხვა უცხოური ლეიბლი და აკვირდება მსმენელთა რაოდენობას. როდესაც ლეიბლი იღებს შედეგს, ის ინტერესდება ბენდით და ამის შემდეგ იღებს მუსიკოსი რეზულტატს. მას უდებენ კონტრაქტს, იყიდება მისი ალბომი. შარშანდელი კონკურსანტებიდან ასეთი გახლავთ The Forest, მან მოახერხა თავისი მუსიკალური პროდუქციის ევროპაში გატანა.

  • რა შეიცვალა გასული წლის შემდეგ გარდა იმისა, რომ გაორმაგდა მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა?

მონაწილეები მიხვდნენ, რომ მათ ნამდვილად ეძლევათ საშუალება წარმოაჩინონ საკუთარი თავი. შარშან ერთმანეთს კონკურენტებად არ თვლიდნენ, წელს კი ცდილობენ შეეჯიბრონ და უფრო მომზადებულები მოდიან. რეალურად, საქართველოში არ ყოფილა ასეთი პრეცედენტი, მონაწილეებს ვერ წარმოედგინათ, რომ მათზე ათასობით საათს დახარჯავდნენ, იზრუნებდნენ ჩაცმულობაზე, მუსიკალური პროდიუსერები დიდი ხნით დაესწრებოდნენ მათ რეპეტიციებს და შეუსწორებდნენ შეცდომებს, ჩაუწერდნენ მუსიკას და ამაში არავინ არაფერს მოსთხოვდა. პირიქით, აქეთ გადაუხდიან ჰონორარს. აღსანიშნავია, რომ მათი ყველა გამოსვლა ანაზღაურებადია.

33 გოგრის სალათა იტალიური ლორით

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე

მომზადების წესი:

შემოაჭერით გოგრას კანი და დაჭერით კუბებად. დანაყეთ ერთი კბილი ნიორი, მოასხით 150 გრ. ზეითუნის ზეთი და 50 გრ. ბალზამიკო. მიღებულ მასაში ამოავლეთ გოგრის კუბები და მოათავსეთ ღუმელში 20-30 წუთი.

სალათის თასში ჩაასხით 200 გრ. ზეითუნის ზეთი და 50 გრ. ბალზამიკოს ძმარი. მოაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, მარილი და თეთრი პილპილი გემოვნებით, გადაურიეთ. საკაზმს დაუმატეთ სალათის ფოთლები, ზემოდან დაადეთ პროშუტოს ნაჭრები და შემწვარი გოგრის კუბები.

სალათს მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.

0x01 graphic

2 ულუფა

მასალა:

  • საშუალო ზომის გოგრის ნახევარი

  • 1 მოზრდილი შეკვრა სალათის ფოთოლი

  • 250 გრამი პროშუტო (მშრალად გამოყვანილი ლორი, უმჯობესია San Daniele)

  • 100 გრამი პარმეზანი

  • 1 კბილი ნიორი

  • 350 გრამი ზეითუნის ზეთი

  • 100 გრამი ძმარი შავი

  • ბალზამიკო

  • ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი

  • მარილი

  • თეთრი პილპილი

ჯამში 15 ლარი

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული ( ვეკუას . 3, ტელ.: 24 46 35), ჯორჯიტა(წერეთლის . 116, ტელ.: 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02/03 ).