![]() |
ტაბულა №17 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ყველაშვილი გიორგი, თავხელიძე მიშა, მაჭავარიანი ლექსო, თოდუა მაია, ჯანაშია სიმონ, მამათელაშვილი არჩილ, მაჩაბელი სიმონ, ბაქრაძე ქეთი |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2010 | 5 - 11 ივლისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხანმოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, თეონა ტურაშვილი, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, ნინო ჯანჯღავა, შოთა დიღმელაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე/არტ-რედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E-mail: info@mmservice.ge ილუსტრაცია გარეკანზე: ტაბულა © |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲back to top |
რაზე გადის პაპუასკენ მიმავალი გზა
გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები
გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
info@tabula.ge
მოგესალმებით.
თითქმის მოვიდა შუაღამე, ფეხბურთიც დამთავრდა და მეც მოვიცალე ტაბულას წასაკითხად. რატომ ასე გვიან? უბრალოდ, ძალიან საინტერესო ჟურნალია, ნებისმიერ დროს საკითხავი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთი ამოსუნთქვით გავდივარ ბოლოში და სპორტიც ბოლოსკენ მოვიტოვე, გემრიელ ლუკმად. მაგრამ რად გინდა, ვაი, ამ ლუკმას!
სრული იმედგაცრუება! ბატონი ბიძინა ბარათაშვილის სვეტს ვგულისხმობ. ეს ბოლო პერიოდი ვცდილობდი, მის კომპეტენტურობაში ეჭვი არ შემეტანა და გამართლებაც კი მოვუძებნე მის ბოლოდროინდელ „ზღაპარს“ არგენტინის 7-გზის ჩემპიონობაზე, შემდგომ, ტელეეთერში ნათქვამი ეს ბოლო „აღმოჩენა“ მის ემოციურ მდგომარეობას ან, უბრალოდ, აზრის წამოცდენას დავაბრალე, მაგრამ სულ ტყუილად!
დამხვდა ტაბულაში „გნოსეოლოგიური მეთოდებით დაწერილი შედევრი“.
გულისწუხილი, რომელსაც ის გამოთქვამს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის სრულ მიზანშეუწონლობაზე, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, რადგან იმას, რაც ახლა ხდება მსოფლიო ჩემპიონატზე, ჰქვია განვითარება! მუდმივი განვითარება და ფეხბურთის არნახული პოპულარიზება! ფეხბურთი არაა მხოლოდ ბრაზილიელების, ინგლისელების, არგენტინელების. 16-გუნდიანი ჩემპიონატი? იქნებ 24-გუნდიანი? დანარჩენმა ქვეყნებმა რა ქნან? მარსის ფედერაციის ჩამოყალიბებას დაელოდონ?
დაუშვებელია ასეთი მიდგომა და მეტიც - მსგავსი მიდგომის მქონე სპეციალისტები სათოფეზე არ უნდა გააკარო ფეხბურთს. ახალი ზელანდია არ არის ღირსი მსოფლიო თასზე თამაშის თუ სლოვენია? იქნებ, სამხრეთ აფრიკა იმიტომ უნდა მოკვეთო ჩემპიონატიდან, რომ საფრანგეთის დარი გრანდები არ დატოვონ მერვედფინალს მიღმა და ა.შ.
უინტერესო და დაბალი კლასის? მაშინ კლასი როგორ უნდა აიმაღლო ფეხბურთში?
მოკლედ, დაუშვებელია ფიფა მსოფლიო რაგბის კავშირს დაემსგავსოს, თან ისეთს, როგორიც ეს კავშირი 10 წლის წინ იყო.
ბატონ ბიძინასთან კი უბრალო რჩევა მექნება, ყოველი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს ნუღარ უყურებთ, დაელოდეთ 1/8 ფინალებს და უყურეთ გრანდებს( ისიც იმ შემთხვევაში, თუ გავლენ). მანამდე კი ჩანაწერებს უყურეთ და გაიხსენეთ „ნამდვილი ფეხბურთი და დიდი შერკინებები“. მაგალითად, „ღმერთის ხელით“ გამარჯვება არგენტინისა, ან 1978 წელს იმავე არგენტინის მიერ პერუს 6:0 განადგურება.
პატივისცემით,
გიორგი ჩიქოვანი
ახალი ეკონომიკური სკოლა 4
![]() |
2 სიტყვასიტყვით |
▲back to top |
„ჩვენ ვცდილობთ, საბოლოო ჯამში აფხაზები და ოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი ერთიანი საქართველოს შემადგენელი ნაწილები არიან. და ეს გზა არ გულისხმობს პრობლემის იარაღით მოგვარებას“.
▪ აშშს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი. 29 ივნისი.
„არ მგონია, რომ რუსეთი ამ ოფიციალურად ცნობილ კურსს გააგრძელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს ბელორუსს და ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნება - მორალური, მატერიალური და სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით“.
▪ ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკანშენკო. 30 ივნისი.
„ბევრი ელოდება იმ დღეს, როდესაც შეერთებული შტატები ავღანეთიდან საკუთარ სამხედრო შენაერთებს გამოიყვანს. თუმცა, ამის შესახებ საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია“.
▪ აშშს პრეზიდენტი ბარაკ ობამა. 28 ივნისი.
„საოცარია, როცა მსოფლიო ლიდერები იდეების განხორციელებას ხელს აწერენ და შემდეგ ამას აღარ აკეთებენ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ დაპირებების შესრულებას შევძლებთ“.
▪ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი G8ის სამიტების შესახებ. 26 ივნისი.
„შესაძლოა ვაშინგტონი არ იყოს ირანის თემით აღფრთოვანებული, მაგრამ პრაგმატულ დონეზე, ამერიკელებს ესმით, რომ საქართველოს მის მეზობლებთან კარგი ურთიერთობა სჭირდება. ირანი გვერდითაა და გეოგრაფიის იგნორირებას ვერ მოახდენ“.
▪ საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი, Newsweekისთვის მიცემულ ინტერვიუში. 1 ივლისი.
26 ივნისი
● ინდოეთის მთავრობის განცხადებით, მათ იარაღით დატვირთული გემი დააკავეს. ხომალდი პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩისკენ მიემართებოდა. გემის კაპიტანი და ეკიპაჟის წევრები დააპატიმრეს.
● ალბანეთის, მაკედონიის, ჩერნოგორიასა და კოსოვოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროპაში ინტეგრაციის მზაობის ნიშნად, თავიანთ ტერიტორიებს შორის „თავისუფალი გადაადგილების“ ზონა დააარსეს.
27 ივნისი
● საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ძეგლი გორის შემდეგ ტყიბულის ცენტრალური მოედნიდანაც მოაცილეს. ძეგლის აღება ადგილობრივმა საკრებულომ გადაწყვიტა. ტყიბულში სტალინის ძეგლი მის სიცოცხლეშივე აღიმართა, მაგრამ აიღეს 90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობამდე.
● აშშს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინ ტაო ვაშინგტონში მიიწვია. ორი ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებით, ვიზიტის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. აშშსა და ჩინეთს შორის უთანხმოება იყო ვალუტის კურსის, ვაჭრობის საკითხების და ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე.
28 ივნისი
● ყირგიზეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ ქვეყნის ახალ კონსტიტუციას მისცა ხმა. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მნიშვნელოვნად უმცირდება უფლებამოსილება და ყირგიზეთი გარდაიქმნება პირველ საპარლამენტო რესპუბლიკად შუა აზიაში. ყირგიზეთში ჩატარებული რეფერენდუმი ეუთომ დადებითად შეაფასა.
● თურქეთის ხელისუფლებამ ისრაელის ავიაციისთვის საჰაერო სივრცე დახურა. პრემიერმინისტრ ერდოღანის განცხადებით, ანკარის გადაწყვეტილება განაპირობა მაისში ღაზის სექტორისკენ მიმავალი ფლოტილიის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა.
● საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ) აღარ დაიბეგრებიან. ინიციატივა ახალი საგადასახადო კოდექსით იყო გათვალისწინებული.
● ჩინეთმა და ტაივანმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ტაივანისთვის უფრო ხელსაყრელია, მაგრამ ჩინეთი იმედოვნებს საკუთარი პოლიტიკური გავლენის გაზრდას კუნძულზე. ტაივანი ჩინეთს 1949 წელს გამოეყო.
29 ივნისი
● ინდოეთში მაოისტმა ამბოხებულებმა 26 პოლიციელი მოკლეს. ცენტრალურ შტატ ჩჰატისგარის ადგილობრივი მთავრობა გეგმავს სპეციალური სტრატეგიის შემუშავებას მაოისტების წინააღმდეგ.
● Human Rights Watch-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ტერორიზმთან ბრძოლაში იყენებენ უცხო ქვეყნების მიერ მიწოდებულ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც მიღებულია წამების გზით. ანგარიშში ნათქვამია, რომ საეჭვო პირობებში მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია ვნებს ევროკავშირის სანდოობას.
● საფრანგეთის სანავთობო ფირმა „ტოტალმა“ ირანისთვის საწვავის მიწოდება შეწყვიტა. კომპანიის განცხადებით, ეს ნაბიჯი განაპირობა აშშ-ს გადაწყვეტილებამ ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ.
● საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი მაუწყებელთა ფინანსური ამნისტირების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ნაციონალური და რეგიონალური ტელევიზიების მიერ 1 მარტამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას.
30 ივნისი
● გერმანიის ბუნდესტაგმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ქრისტიან-დემოკრატებისა და ლიბერალების მმართველი კოალიციის კანდიდატი კრისტიან ვულფი აირჩია. ვულფმა მხოლოდ არჩევნების მესამე ტურში შეძლო გამარჯვების მიღწევა.
1 ივლისი
● გენერალი დევიდ პეტრუსი ავღანეთში ჩავიდა. აშშ-ს სენატმა, იგი ოთხშაბათს დაამტკიცა ავღანეთში აშშ-სა და ნატოს ჯარების სარდლის პოსტზე. ვიზიტის წინა დღეს თალიბანმა ავღანეთის სამხრეთში ნატოს უდიდეს საჰაერო ბაზაზე თავდასხმა განახორციელა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
● თურქი სამხედროებისა და ქურთი მეამბოხეების შეტაკების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 11 ქურთი მეამბოხე იყო, ერთი თურქი ჯარისკაცი და სამი ქურთი სამხედრო.
● „თბილავიამშენი“ თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში გადადის. თავდაცვის სამინიტროში აცხადებენ, რომ ინიციატივა თავად ავიამშენის ხელმძღვანელობას ეკუთვნის. ამჟამად, კომპანიის აქციების 90%25-ის მფლობელი მისი ხელმძღვანელობაა, ხოლო დანარჩენს „თბილავიამშენის“ პერსონალი ფლობს.
2 ივლისი
● უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, საიდანაც ამოღებულია პუნქტი, უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე ნატოში. კანონპროექტი ჯერ კიდევ დამტკიცებამდე იქცა ოპოზიციის მწვავე კრიტიკის მიზეზად. იულია ტიმოშენკოს ბლოკი დეპუტატებს მოუწოდებდა, კანონისთვის მხარი არ დაეჭირათ.
● საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. ორშაბათს კი პარლამენტმა მთავრობაში განსახორციელებელი სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა. შესაბამისი კანონპროექტით, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გარდაიქმნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდ, ხოლო კულტურის სამინისტროს გაემიჯნება ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტი, რომელიც სამინისტროს სტატუსს მიიღებს.
● ირანის წინააღმდეგ ამერიკელი სენატორების მიერ მომზადებული სანქციების ახალი პაკეტი აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაამტკიცა. სანქციები შეეხება ამერიკულ და საერთაშორისო კომპანიებს - რომლებიც ისლამურ სახელმწიფოსთან აწარმოებენ ბუნებრივი აირისა და ნავთობის ყიდვა-გაყიდვის ბიზნესს- ასევე ბანკებს, რომლებიც ირანს კრედიტს აძლევენ. ირანელი პარლამენტარების განცხადებით, აღნიშნული სანქციები მხოლოდ ამერიკულ კომპანიებს დააზარალებს.
● პაკისტანის აღმოსავლეთით, ქალაქ ლაორიში, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა 40 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაშავებულთა რიცხვი 120-ს აღწევს. ამ დროისათვის ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ყველა ფოტო: REUTERS ©
![]() |
3 ხალხი ფიფას წინააღმდეგ ჰომო არბიტრუსის საქმე |
▲back to top |
არენა
ინგლისი - გერამანია 1/8 ფინალური მატჩის არჩათვლი გოლი
ფოტო: REUTERS ©
მსაჯების მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ იციან წესები,
მაგრამ ფეხბურთის აზრზე არ არიან -
ბილ შენკლი,
ლივერპულის ლეგენდარული მწვრთნელი
სუდია პიდარასტ! -
საბჭოთა ხალხური შეძახილი სტადიონზე
ძალიან ძნელია, იპოვო ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი უყვარს და მსაჯზე ერთხელ მაინც უთქვამს კარგი - ამ პროფესიის ხალხზე ან ცუდს ამბობენ (ისინი, ვისი გუნდიც მსაჯის გამო დაზარალდა), ან არაფერს (ცუდისმთქმელების საწინააღმდეგო ბანაკი).
დღეს მსაჯებზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მსოფლიო ჩემპიონატია და ამ ჩემპიონატზე ისინი ძალიან ცუდად მუშაობენ. გავიხსენოთ მთავარი შეცდომები:
ჯგუფური ეტაპი. სლოვენია 2:0-ს უგებდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს. ამერიკელებმა ანგარიში გაათანაბრეს და მესამეც შეაგდეს, თუმცა მალელმა კომან კულიბალიმ გოლი სრულიად უმიზეზოდ არ ჩათვალა.
ჯგუფური ეტაპი. ბრაზილიელმა ლუიშ ფაბიანუმ კოტ დ'ივუარს ულამაზესი გოლი გაუტანა, თუმცა, პროცესში ორჯერ მოხვდა ბურთი ხელზე. ფრანგმა სტეფან ლანუამ მომენტი გაატარა.
მერვედფინალი. ფრენკ ლამპარდის დარტყმის შემდეგ ბურთმა დაახლოებით ნახევარი მეტრით გადაკვეთა გერმანელთა კარის ხაზი და, წესით, ანგარიში 2:2 უნდა გამხდარიყო, თუმცა, ვერც ურუგვაელმა ხორხე ლარიონდამ და ვერც მისმა თანამემამულე ასისტენტმა მაურისიო ესპინოზამ ეს ვერ დაინახეს. გერმანიამ 4:1 მოიგო.
მერვედფინალი. კარლოს ტევესმა დაახლოებით ორმეტრიანი ოფსაიდიდან გახსნა ანგარიში მექსიკასთან. იტალიელმა რობერტო როზეტიმ ასისტენტ სტეფანო აიროლდისთან თათბირის შემდეგ გოლი ჩათვალა და არგენტინამ 3:1 გაიმარჯვა.
ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი
ამ ხმაურიანი ინციდენტების შემდეგ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაერთიანდა და ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან, ფიფასგან, კაცმა არ იცის, მერამდენედ, მოითხოვა - შემოვიღოთ ვიდეოგამეორება! ფიფა და მისი ჯიუტი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ტრადიციას არ ღალატობენ და ჩუმად არიან (მხოლოდ ბოდიშის მოხდით შემოიფარგლნენ, თუმცა, პრობლემის მოგვარებაზე ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი). ეტყობა, იმედოვნებენ, რომ, როგორც წინა შემთხვევებში, კრიტიკული ტალღა ამჯერადაც გადაივლის და გულშემატკივრები დამშვიდდებიან.
სხვათა შორის, შვეიცარიელი ბლატერი თავის დროზე საათების მწარმოებელ კომპანია ლონჟინში მუშაობდა და სწორედ ის აკონტროლებდა დროს 1972 წლის ოლიმპიადაზე აშშ-სა და საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა გახმაურებულ ფინალში, როცა მატჩის დამთავრებამდე სამი წამით ადრე ერთი ქულით ჩამორჩენილმა საბჭოელებმა ბურთი თამაშში შეიყვანეს და ორქულიანის ჩაგდება მოასწრეს.
ფიფას წარმომადგენლები გაიძახიან, რომ ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა მას უნიკალურობას, ბუნებრიობას დააკარგვინებს, პაუზები დააგდებს ტემპს და გაქრება დინამიკა. გარდა ამისა, მსგავსი რევოლუციური ცვლილებები დაკავშირებულია უზარმაზარ ხარჯებთან და კიდევ: არ უნდა დაიკარგოს მხოლოდ ფეხბურთში შემორჩენილი ადამიანური ფაქტორი. ეს შეიძლება შეცდომებს იწვევს, მაგრამ ამაზე გულშემატკივრები ყოველდღიურად კამათობენ, რაც პოპულარიზაციის საწინდარია(?!)
ზეპ ბლატერი 74 წლისაა და არც ფიფას სხვა ხელმძღვანელები გამოირჩევიან სინორჩით, რაც ამ ორგანიზაციის მმართველ ჯგუფს კომპარტიის ელფერს სძენს. არა მარტო ასაკის თვალსაზრისით - უკვე ათწლეულებია ლაპარაკობენ ამ კლანის კორუმპირებულობაზე, შედეგად კი ასეთი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია: 1. ფიფას მხცოვან საბჭოს, უბრალოდ, სიახლეების ისტერიულად ეშინია; 2. ფიფა ფარად იყენებს ზემოხსენებულ მიზეზებს და უბრალო შიში აქ არაფერ შუაშია - ტექნოლოგიების ჩართვით ის ძალიან მნიშვნელოვან სადავეებს უშვებს ხელიდან. ვინ დაამტკიცებს, რომ მსოფლიო ფეხბურთის სკანდალური შეცდომები შემთხვევით მოხდა?
აშშ-ს ნაკრების მოთაშე მაიკლ ბრედლი და რეფერი კომან კულიბალი
მექსიკა - არგენტინა. რეფერი რობერტო როზეტი
აი, რამდენიმე მათგანი:
1966 - ფინალი, ინგლისი - გერმანია. დამატებითი დროის მეთერთმეტე წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, ჯეფრი ჰერსტის მიერ დარტყმული ბურთი მოხვდა ხარიხას და კარის ხაზზე დაეცა. მსაჯის აზერბაიჯანელმა ასისტენტმა ტოფიკ ბახრამოვმა გოლი ჩათვალა, თუმცა, უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული, რომ ბურთს ხაზი მთლიანად არ გადაუკვეთავს (გოლი ამ შემთხვევაში ითვლება). მასპინძლებმა 4:2 მოიგეს და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
1982 - ჯგუფური ეტაპი, საფრანგეთი - ქუვეითი. უნიკალური ამბავი მოხდა: ფრანგები 3:1-ს იგებდნენ. ამ დროს საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი აშშ-ს ალან ჟირესმა მეოთხე გაიტანა და მინსკელმა მსაჯმა მიროსლავ სტუპარმაც გოლი ჩათვალა. მოულოდნელად, მინდორზე ჩაირბინა ქუვეითის მმართველის ძმამ, ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტმა, შეიხმა ფაჰიდ ალ აჰმად ალ შაბაჰმა, ცოტა ხანს სტუპარს ელაპარაკა და მსაჯმა გოლი გააუქმა! მაქსიმ ბოსიმ მეოთხე მაინც გაიტანა.
1986 - მეოთხედფინალი, არგენტინა - ინგლისი. დიეგო მარადონამ პიტერ შილტონს ხელით გაუტანა, ტუნისელმა მსაჯმა ალი ბენასერმა ეს ვერ შეამჩნია და ანგარიშიც გაიხსნა. არგენტინამ 2:1 მოიგო და საბოლოოდ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
2002 - მერვედფინალი, ბრაზილია - ბელგია. ბელგიელმა მარკ ვილმოტსმა ანგარიში გახსნა, მაგრამ იამაიკელ პეტერ პრენდერგასტს თამაშგარე მოეჩვენა. ბრაზილიამ 2:0 მოიგო და იმ წელს მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
მერვედფინალი, სამხრეთ კორეა - იტალია. ეკვადორელმა ბაირონ მორენომ იტალიელებს არ ჩაუთვალა გოლი და ტყუილად გააგდო ფრანჩესკო ტოტი. აზიელებმა დამატებით დროში 2:1 გაიმარჯვეს.
მეოთხედფინალი, სამხრეთ კორეა - ესპანეთი. ეგვიპტელმა ჯამალ განდურმა ესპანელებს წესების სრული დაცვით გატანილი ორი გოლი არ ჩაუთვალა. კორეამ პენალტების სერიაში მოიგო.
2006 - მერვედფინალი, ჰოლანდია - პორტუგალია. რუსმა მსაჯმა ვალენტინ ივანოვმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა: 16 ყვითელი და 4 წითელი ბარათი ერთ მატჩში! მომდევნო დღეებში ხმები დაირხა, რომ საეჭვოდ აღაჟღაჟებული ივანოვი ნასვამი მსაჯობდა, თუმცა, ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.
2009 - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის (ირლანდია - საფრანგეთი) ბოლო წუთებზე ტიერი ანრიმ ბურთი ხელით გააჩერა, გაისწორა და ვილიამ გალასს გაატანინა. ფრანგები ამ გოლის წყალობით მოხვდნენ სამხრეთ აფრიკაში.
დიეგო მარადონას „ღმერთის ხელი”
ამ ისტორიული ექსკურსიდან კარგად ჩანს, რომ, რაც დრო გადის, შეცდომები სულ უფრო მატულობს. ეს ბუნებრივიცაა - შევადაროთ გასული საუკუნის, ვთქვათ, სამოცდაათიანი წლების და დღევანდელი ტემპი. შესაბამისად, ჰომო არბიტრუსი, რომელიც ადრე თითქმის ყველაფერს ხედავდა, თანამედროვე სისწრაფეებს ფეხს ვეღარ უწყობს. გარდა ამისა, მეტი ენერგიის ხარჯვა უწევს, იღლება და ხარვეზების ალბათობას ესეც ზრდის. ყოველივე ეს აზარალებს თავად მსაჯს, რომელსაც რამდენიმე მილიონი, ხანდახან კი მილიარდი გულშემატკივარი ლანძღავს; აფუჭებს ფეხბურთს; ნერვებს უშლის ქომაგებს და, რაც მთავარია, ცვლის და ამახინჯებს ისტორიას.
გამოსავალი? არსებობს უამრავი ვარიანტი, რომლებსაც ერთი საერთო აქვთ - სიმართლის დადგენაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ტექნიკა. ასეა ჩოგბურთში, რაგბიში, ფრენბურთში, ამერიკულ ფეხბურთში, მძლეოსნობაში და ჯერჯერობით პრეტენზია არავის ჰქონია, არც ტემპი შენელებულა და არც რაღაც ყბადაღებული „ადამიანური ფაქტორი“ გამქრალა.
კონკრეტულად როგორ ჩაერთვება ვიდეოგამეორება ფეხბურთში, ეს უკვე წვრილმანია და ამის მოფიქრებას სულ რაღაც რამდენიმესაათიანი დისკუსია ესაჭიროება. სწორედ ეს რამდენიმე საათი გვაშორებს იმასთან, რომ მომავალში ისტორია აღარ აირიოს და სამართლიანობამ იზეიმოს.
მთავარია კომპარტიამ მოინდომოს.
ბრაზილია - კოტ დიუვარი. ლუიშ ფაბიანო
ჯეფრი ჰერსტი ტოფიკ ბახრამოვის ძეგლთან. ბაქო
![]() |
4 შეისწავლე, რომ გაიგო... გაიგე, რომ გახსოვდეს... გახსოვდეს, რომ დაივიწყო |
▲back to top |
პოლიტიკა
ნიურნბერგის პროცესზე ფაშისტური გერმანია გაასამართლეს, საბჭოთა კავშირი არა. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. სსრკ-მ მეო რე მსოფლიო ომში გაიმარჯვა.
1943 წლის ნოემბერში თეირანის კონფერენციაზე სტალინმა მოკავშირეებს შესთავაზა ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ 50.000-დან 100.000-მდე გერმანელი ოფიცრის სიკვდილით დასჯა, როგორც გერმანიის გაკონტროლების ერთ-ერთი ეფექტიანი ზომა. პრეზიდენტმა რუზველტმა ირონიულად ჰკითხა: ეგებ 49.000 გვეკმარაო. პრემიერ-მინისტრმა ჩერჩილმა დაგმო იმ ჯარისკაცების ცივსისხლიანი მკვლელობის იდეა, რომლებიც თავიანთი სამშობლოსთვის იბრძოდნენ.
დანაშაულებებს, რისთვისაც ნაცისტები ნიურნბერგის პროცესზე გაასამართლეს, ბოლშევიკები არა ნაკლები (თუ მეტი არა) მასშტაბითა და სისასტიკით სჩადიოდნენ. ქვეყნების ოკუპირება და ხალხების დამონება, გენოციდი, გულაგები, მასობრივი მკვლელობები, შიმშილი, სადისტური წამება, დეპორტაციები. „ბოროტების იმპერია“ საბჭოთა კავშირს მოგვიანებით, 1980-იან წლებში უწოდეს. მანამდე კი რატომღაც ითვლებოდა, რომ კომუნიზმი ფაშიზმზე ნაკლები ბოროტება იყო.
2006 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა ყოფილი ე.წ. სოცბანაკის ქვეყნებს, შეეფასებინათ თავიანთი კომუნისტური წარსული, მკაფიოდ გამიჯვნოდნენ ტოტალიტარულ კომუნისტურ რეჟიმებს, გამოეძიათ ამ რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულებები და გაესამართლებინათ ისინი ისე, როგორც ნაცისტები გაასამართლეს.
2008 წელს ევროპარლამენტმა სტალინის მიერ დაგეგმილი „ჰოლოდომორი“, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აღიარა.
2009 წელს ევროპარლამენტმა წევრ ქვეყნებს მოუწოდა, გაეხსნათ უშიშროების საიდუმლო არქივები და დაეწყოთ ღია დებატები მე-20 საუკუნეში ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე. ეუთომ სტალინიზმი და ნაციზმი გაათანაბრა, როგორც ორი ტოტალიტარული რეჟიმი და 23 აგვისტო სტალინიზმისა და ფაშიზმის მსხვერპლთა მოხსენიების დღედ გამოაცხადა. ამ დღეს, 1939 წელს, გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს მოლოტოვ -რიბენტროპის პაქტს, რომლითაც ევროპა დაინაწილეს. ერთ კვირაში მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. რეზოლუციაზე რუსეთის რეაქცია მწვავე იყო მედვედევ - პუტინის ტანდემმა ეს პირად შეურაცხყოფად აღიქვა და, საგარეო საქმეთა სამინისტროს პირით, „პოლიტიკური მიზნებით ისტორიის დამახინჯების მცდელობა“ უწოდა.
ისტორიის გადაფასების პროცესი, პირველ რიგში, რუსეთს უნდა დაეწყო. მაგრამ რუსეთისგან რომელიც ისევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კატეგორიებით მსჯელობს და საბჭოთა კავშირის დაშლას გეოპოლიტიკურ კატასტროფას უწოდებს; რომელმაც საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღიდგინა; სტალინი ეფექტიან მენეჯერად გამოაცხადა და 2008 წელს „რუსეთის დიდ ათეულში“ მას მე-3 ადგილი არგუნა რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილობა იქნებოდა.
ამის ნაცვლად, რუსეთმა თავისი დიადი კომუნისტური წარსულის დაცვა დაიწყო. საბჭოეთის მიერ გაყალბებული ისტორიის გადაფასების პროცესმა კრემლი ისე შეაშფოთა, რომ 2009 წელს კომისია შექმნა ისეთი გრძელი და აგრესიული სახელწოდებით, რომ ქართულ ენაზე რიგიანად თარგმნაც კი ჭირს „რუსეთის ინტერესების საზიანოდ ისტორიის ფალსიფიცირების წინააღმდეგ ბრძოლის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული კომისია“.
აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ზოგ ქვეყანაში კომუნისტური წარსულის შეფასება მოხდა ან ხდება. საქართველოში კი ამის გაკეთებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს. „საქართველო სსრკის წინააღმდეგ: თბილისის პროცესი“ ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც ეს უნივერსიტეტი განახორციელებს.
სსრკის გასამართლების იდეა გაჩნდა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების კვლევების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლება. საჭირო საარქივო მასალის მოსაძიებლად, ურთიერთგაგების მემორანდუმი შსსსთან გაფორმდა. შეგროვილი მასალები იქცევა საქმეებად, რომლებსაც იმიტირებულ სასამართლო პროცესზე მკვლევარები ანუ სტუდენტები განიხილავენ. სტუდენტები იქნებიან ბრალმდებლე ბიც, დამცველებიც, მოსამართლეებიცა და ნაფიცი მსაჯულებიც.
ამ პროექტის შესახებ ტაბულა ესაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, პროფესორ სერგო რატიანსა და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანს, პროფესორ დავით აფრასიძეს.
„რატომ სასამართლო? კითხვას გვიბრუნებს სერგო რატიანი, ნაციზმი და კომუნიზმი ის ორი საფრთხეა, რომლებიც ემუქრებოდა მე-20 საუკუნეში თავისუფალ სამყაროს. დასავლეთი სწორედ ამ ორ ტოტალიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებაში ჩამოყალიბდა. ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, რას ნიშნავს დასავლეთი, თუ არ გავიაზრეთ, რა არის ეს ორი რეჟიმი. ერთ-ერთი რამ, რაც დასავლეთს მიგვაკუთვნებს, არის ის, რომ ჩვენც ვუპირისპირდებოდით როგორც ნაციზმს, ისე კომუნისტურ რეჟიმს. ნაციზმი ნიურნბერგის პროცესზე გაასამართლეს. საბჭოთა კავშირი კი მისი დაშლის შემდეგ არ გაუსამართლებიათ და საბჭოთა მემკვიდრეობის, ისტორიის გაცნობიერება არ მომხდარა. სასამართლო, რომელსაც ჩვენ ვმართავთ, უპირველესად, საგანმანათლებლო, კვლევითი პროექტია, რომლის მიზანიც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა“.
„თბილისის პროცესზე“ მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები არ გასამართლდება. ამ პროცესზე საქართველო მთელი ცივილიზებული სამყაროს სახელით გამოვა. მასში ჩართვა შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, ვინც თავს და ზარალებულად მიიჩნევს.
პირველი საქმე 1921 წლის საქართველოს ოკუპაცია იქნება. მომდევნო აკადემიური წლის განმავლობაში კიდევ ხუთი საქმის განხილვაა დაგეგმილი.
სერგო რატიანს მიაჩნია, რომ საკუთარი დანაშაულებრივი წარსულის, იმ რეჟიმის შესწავლით, რომელშიც ვმონაწილე ობდით და გარკვეული ბრალიც მიგვიძღვის, ამ წარსულს გავემიჯნებით. „ეს ჩვენი განწმენდაც არის“, ამბობს იგი.
სერგო რატიანი
დავით აფრასიძისთვის ამ პროექტის ერთ-ერთი ღირებული მხარე ის არის, რომ სტუდენტები ისწავლიან საკითხების კვლევას ფაქტებზე დაყრდნობით და არა მითოლოგიური ზღაპრებითა თუ ისტორიებით. „ვცდილობთ, სტუდენტებს ვასწავლოთ, იყვნენ თავისუფალნი სტერეოტიპებისაგან და ნეიტრალურნი მოვლენების მიმართ. ამიტომ კარგია, რომ ამ პროექტში იმ ასაკის ადამიანები მონაწილეობენ, რომლებსაც ემოციური კავშირი არ აქვთ საბჭოთა ისტორიასთან. ისინი კარგი მსაჯულები იქნებიან“, თქვა მან.
ტაბულას კითხვაზე, არის თუ არა ამისთვის საზოგადოება მზად, აფრასიძემ მოგვიგო: „რამდენი ხანი ვიცადეთ. ჩემი აზრით, დაგვიანებულიც არის. ძალიან კარგია, რომ სტუდენტები დღეს ბრეჟნევის სურათს ვეღარ ცნობენ, მაგრამ ის კულტურული ჩვევები არსად გამქ რალა, მომავალ თაობაშიც დევს. სჯობს, ეს ჩვენ გავაკეთოთ, ვისაც გვახსოვს, შეგვიძლია გონებაში აღვიდგინოთ ყველაფერი და მერე დავძლიოთ“.
ეს მტკივნეული პროცესი იქნება, მაგრამ აფრასიძეს მიაჩნია, რომ „ვიდრე საბჭოური წარსული არ გაანალიზდება და კრიტიკულად არ შეფასდება, მანამდე ეს ინერცია გაგრძელდება და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ნახევრად ლიბერალური, ნახევრად თავისუფალი, ნახევრად წარსულის კენ და ნახევრად მომავლისკენ მომზირალი საზოგადოება“.
დავით აფრასიძე
დავით აფრასიძისთვის ამ პროექტის ერთ-ერთი ღირებული მხარე ის არის, რომ სტუდენტები ისწავლიან საკითხების კვლევას ფაქტებზე დაყრდნობით და არა მითოლოგიური ზღაპრებითა თუ ისტორიებით. „ვცდილობთ, სტუდენტებს ვასწავლოთ, იყვნენ თავისუფალნი სტერეოტიპებისაგან და ნეიტრალურნი მოვლენების მიმართ. ამიტომ კარგია, რომ ამ პროექტში იმ ასაკის ადამიანები მონაწილეობენ, რომლებსაც ემოციური კავშირი არ აქვთ საბჭოთა ისტორიასთან. ისინი კარგი მსაჯულები იქნებიან“, თქვა მან.
ტაბულას კითხვაზე, არის თუ არა ამისთვის საზოგადოება მზად, აფრასიძემ მოგვიგო: „რამდენი ხანი ვიცადეთ. ჩემი აზრით, დაგვიანებულიც არის. ძალიან კარგია, რომ სტუდენტები დღეს ბრეჟნევის სურათს ვეღარ ცნობენ, მაგრამ ის კულტურული ჩვევები არსად გამქრალა, მომავალ თაობაშიც დევს. სჯობს, ეს ჩვენ გავაკეთოთ, ვისაც გვახსოვს, შეგვიძლია გონება ში აღვიდგინოთ ყველაფერი და მერე დავძლიოთ“.
ეს მტკივნეული პროცესი იქნება, მაგრამ აფრასიძეს მიაჩნია, რომ „ვიდრე საბ ჭო უ რი წარსული არ გაანალიზდება და კრიტიკულად არ შეფასდება, მანამდე ეს ინერცია გაგრძელდება და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ნახევრად ლიბერალური, ნახევრად თავისუფალი, ნახევრად წარსულისკენ და ნახევრად მომავლისკენ მომზირალი სა ზოგადოება“.
წარსულს უფრო სწრაფად დავძლევთ, თუ საქართველო 23 აგვისტოს ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ, 25 თებერვალს ოკუ პაციისდღედ, 31 დეკემბერს სსრკს დაშლისა და კომუნიზმზე გამარჯვების დღედ, 8 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღედ და 9 მაისს ევროპის დღედ გამოაცხადებს, აქა იქ შემორჩენილ სტალინის ძეგლებს ჩამოხსნის, ხოლო სტალინის, ბერიას ქუჩებსა თუ სხვა საბჭოთა ტოპონიმებს, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლად გვხვდება, შეცვლის.
![]() |
5 ჰილარი კლინტონი საქართველოს ეწვევა |
▲back to top |
პოლიტიკა
ფოტო: REUTERS ©
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, საქართველოს იმ ტურნეს ფარგლებში ეწვევა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში სტაბილურობის მხარდაჭერას და 1-5 ივლისამდე გაგრძელდება. საქართველომდე კლინტონი უკრაინას, პოლონეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ესტუმრება. „სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერის კონკრეტული გამოხატულება იქნება“, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ 25 ივნისს და დასძინა, რომ საქართველო ამერიკისთვის ძვირფასი მოკავშირეა.
კლინტონის ვიზიტს დამატებით მნიშვნელობას სძენს ისიც, რომ მას წინ უძღოდა მედვედევის ვიზიტი აშშ-ში. ამ ვიზიტისას აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ღიად
გამოხატეს უთანხმოება საქართველოს საკითხზე. მეტიც, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს ოკუპანტი უწოდა და ოკუპაციის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.
თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და, ასევე, ქალ ლიდერებს შეხვდება, - განაცხადა ფილიპ გორდონმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
გორდონმა ისიც აღნიშნა, რომ კლინტონი უკრაინასა და საქართველოში, სავარაუდოდ, რუსეთზეც ისაუბრებს. „თუმცა, ეს საკითხი ამ ვიზიტის მიზეზი არ არის, - განაცხადა მან, - არ გვგონია, რომ აშშ-ს უკეთესი ურთიერთობები რუსეთთან ვინმესთვის შეშფოთების საგანი უნდა იყოს”. მან ისიც განაცხადა, რუსეთ- ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესება პარტნიორების ხარჯზე რომ არ ხდება, ეს ისედაც ცხადია და ამაზე კლინტონი ბევრს არ ისაუბრებსო. თუმცა, იქვე განმარტა, რომ თუ ვინმეს კვლავ აქვს ეჭვები ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივანი სიამოვნებით განიხილავს საკითხს.
გორდონმა კვლავ დაადასტურა აშშ-ს უკმაყოფილება რეგიონში არსებული ვითარებით, მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუშვას საერთაშორისო მისიები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ფილიპ გორდონის თქმით, ჰილარი კლინტონი საქართველოში აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარეობასა და 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს განიხილავს.
სახელმწიფო მდივანი, სავარაუდოდ, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასა და მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრებს. 2009 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე, კლინტონმა მას ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საქართველოსადმი მხარდაჭერა დაუდასტურა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მან სააკაშვილს სტრატეგიული მოთმინების გამოჩენაც ურჩია, ვინაიდან შეუძლებლად მიიჩნია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემის მალე მოგვარება.
ჯერ კიდევ სენატორობის დროს კლინტონი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიულ განვითარებას. თავის დროზე სწორედ ის იყო ინიციატორი, ჯონ მაკკეინთან ერთად, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნების პროდასავლური ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშჩენკო - ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარედგინათ.
შემდგომში ის უკვე აშშ-რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკის ერთ- ერთ შემოქმედად მოგვევლინა, როგორც ობამას ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი. რუსეთთან აშშ-ს ურთიერთობის დათბობამ ბევრი შეაშფოთა, მათ შორის, ქართველებიც. თუმცა, ჰილარი კლინტონი თავის გამოსვლებში შემდგომაც ყოველთვის ღიად გამოხატავს თავის მხარდაჭერას საქართველოსადმი.
2010 წლის 29 იანვარს, პარიზის კონფერენციაზე, კლინტონმა ევროპაში უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე საუბრისას განაცხადა: „ჩვენ უარს ვამბობთ, ვაღიაროთ რუსეთის პრეტენზიები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. უფრო ფართო კონტექსტში კი ჩვენ ვეწინააღმდეგებით ევროპაში გავლენის რამე სფეროებს, სადაც ერთი ქვეყანა ცდილობს, გააკონტროლოს მეორე ქვეყნის მომავალი“. კლინტონის თქმით, ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იმ ძირითად პრინციპებს შორისაა, რომლითაც აშშ ხელმძღვანელობს ევროპის უსაფრთხოების ფორმირებაში, გაძლიერებასა და შენარჩუნებაში, ასევე მისი როლის განხილვისას.
მომავალ კვირას დაგეგმილია კიდევ ერთი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში. 14 ივლისს, იმ დღეს, როცა ფრანგები დამოუკიდებლობას აღნიშნავენ, თბილისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 29 ივნისს განაცხადა. ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
![]() |
6 იარაღის ემბარგო საქართველოსთვის: მითი და რეალობა |
▲back to top |
პოლიტიკა
„მკაფიოდ ვაცხადებ, რომ საქართველოსთვის იარაღის ემბარგო არ დაგვიწესებია“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონმა, 29 ივნისს.
Jane's Defence Weekly-ის (JDW) თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო ვერ ყიდულობს სამხედრო აღჭურვილობას, ერთი მხრივ, აშშ-ს პოლიტიკის, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის ზეწოლის გამო. ამ ინფორმაციას JDW ავრცელებს საქართველოს ხელისუფლების, ასევე იმ ამერიკული და ებრაული კომპანიების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, რომლებიც ივნისის შუა რიცხვებში პარიზში გამართულ შეიარაღების საერთაშორისო გამოფენას, Eurosatory-ს, ესწრებოდნენ.
საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს გარეთ ჩვენი საქმიანობის 80 პროცენტი ხმარდება რუსეთის საფრთხის თავიდან აცილებას“. საქართველოს სჭირდება დიდი რადიუსის მქონე რადარები, ტანკსაწინააღმდეგო და თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემები, „თუმცა, ქართველებმა ვერც ერთი ასეთი სისტემის შესყიდვა ვერ შეძლეს“, - წერს JDW აშშ-სა და ნატოს თბილისში მომუშავე პერსონალზე დაყრდნობით.
„ყველა სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს ევროპაში და ნებისმიერ სხვა ადგილას აქვს თავდაცვის უფლება და ასევე იმის უფლება, რომ მათთვის სასურველი ალიანსები მესამე მხარის ვეტოს გარეშე ეძებონ“, - თქვა ფილიპ გორდონმა. თუმცა, JDW-ს ცნობით, რადიოსადგურებისა და რადარების - ანუ თავდაცვითი შეიარაღების - საქართველოსთვის მიყიდვას აშშ-ს მთავრობა ბლოკავს.
ისრაელის იარაღის მწარმოებლები საქართველოსთან ვაჭრობას თავს არიდებენ რუსეთთან შესაძლო პრობლემების გამო. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა შესაძლოა სირიასა და ირანს მოაწოდოს იარაღი. ისრაელს სწორედ ამის ეშინია. გარდა ამისა, რუსეთი ზეწოლას ახდენს ყველაზე, ვინც აწვდის იარაღს მისთვის არამეგობრულ ქვეყნებს. სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის ახლახან გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ შეიარაღება - ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები - მხოლოდ თურქეთისა და უკრაინისაგან შეიძინა.
შეკითხვას, თუ რატომ არ შეასრულა აშშ-მ საქართველოს არც ერთი თხოვნა იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფილიპ გორდონი პასუხობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ აშშ-ს პრიორიტეტია „დაძაბულობის შემცირება“, მიღწევა იმისა, რომ რუსეთმა შეასრულოს 12 აგვისტოს შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
გორდონის აზრით, საქართველო ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას დემოკრატიის განვითარებითა და კეთილდღეობის ამაღლებით შეძლებს. „ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ იარაღის მიყიდვა და სამხედრო აღჭურვილობა არის გზა იმ ვითარებისაკენ, რომლის მიღწევასაც ვცდილობთ საქართველოში”, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
![]() |
7 ფინეთიზაციის საფრთხე |
▲back to top |
გიორგი ყველაშვილი|სვეტი
საკუთრივ ტერმინის შესახებ
ზოგადად ფინეთიზაცია ნიშნავს იმ გავლენას, რომელიც ძლევამოსილ სახელმწიფოს აქვს პატარა მეზობელი ქვეყნის პოლიტიკაზე. უფრო კონკრეტულად კი ფინეთიზაცია აღნიშნავს პროცესს ისეთ ქვეყნად გარდაქმნისა, რომელიც, მართალია, ინარჩუნებს ნაციონალურ სუვერენიტეტს, მაგრამ ცდილობს, არ დაუპირისპირდეს უფრო ძლიერ მეზობელს.
ეს ტერმინი ცივი ომის დროს ჩაისახა და თავდაპირველად საბჭოთა კავშირის მიმართ ფინეთის პოლიტიკური კურსის თავისებურებებს ახასიათებდა, თუმცა მოგვიანებით უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და აღნიშნავდა პატარა სახელმწიფოს ვასალურ მორჩილებას დიდი იმპერიული ძალისადმი.
ფინეთიზაცია, ერთი მხრივ, დამამცირებელი ტერმინია, რადგანაც ნაციონალური სუვერენიტეტის ფაქტობრივ შეზღუდვას აღნიშნავს, მაგრამ, მეორე მხრივ, რეალპოლიტიკის მიმდევრები მას პატარა სახელმწიფოს გადარჩენის ხერხადაც მიიჩნევდნენ და მიიჩნევენ.
ფინეთის შემთხვევაში ფინეთიზაცია ძირითადად საგარეო პოლიტიკური კურსის დესუვერენიზაციით გამოიხატებოდა, რაც გამყარებული იყო ფინეთსა და სტალინისტურ საბჭოთა იმპერიას შორის მე-2 მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ხელმოწერილი კაბალური შეთანხმებებით.
საქართველოს ისტორიაში ფინეთიზაციის საუკეთესო მაგალითებია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ -კახეთის სამეფოს, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულებების ის ნაწილი, რომელიც მკვეთრად ზღუდავდა საგარეო სუვერენიტეტს.
იმის გათვალისწინებით, რომ ძნელია, მკაცრად გამიჯნო საგარეო და საშინაო სუვერენიტეტი, ფინეთიზაცია, საბოლოო ჯამში, ორივეს შეკვეცას აღნიშნავს.
ფინეთის მაგალითი
დასავლეთის ფლანგზე მდებარე ფინეთი 1917 წელს, რუსეთის იმპერიული უღლისაგან გათავისუფლების შემდეგ, ახალ განსაცდელში ჩავარდა, რადგანაც დამოუკიდებლობის შენარჩუნება ერთობ ძნელი აღმოჩნდა პატარა, მეჩხრად დასახლებული ქვეყნისათვის. ფინეთი ჯერ ანტანტის მხარეს იყო, შემდეგ პოლონეთთან გააბა კავშირი, მოგვიანებით კი, 1930-იან წლებში, სკანდინავიის ქვეყნებს შეეკრა, რასაც 1939 წელს საბჭოთა კავშირის თავდასხმა და ზამთრის ომი მოჰყვა. ომის შემდეგ ხელმოწერილი 1940 წლის მოსკოვის შეთანხმების მიხედვით, ფინეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა, მაგრამ თავიდან აიცილა საბჭოთა კავშირის მიერ მისი ანექსია და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოსპობა.
ნაცისტურ გერმანიასთან იძულებითი ალიანსით ფინეთი შეეცადა, მე-2 მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირისაგან მომდინარე საფრთხეს გამკლავებოდა, მაგრამ, თავისდა უნებურად, დაპირისპირებული აღმოჩნდა დასავლურ დემოკრატიებთან, რომლებიც ომში საბჭოთა კავშირს მიემხრნენ. ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაართულა ფინეთის მდგომარეობა. დიდმა ბრიტანეთმა მას 1941 წლის დეკემბერში ომი გამოუცხადა. სხვათა შორის, უიშვიათესი შემთხვევაა, როცა დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთს ეომებიან.
მე-2 მსოფლიო ომში გერმანიის მარცხმა ფინეთი აიძულა, საბჭოთა კავშირისადმი ახალი პოლიტიკური კურსი გამოემუშავებინა, რაც, ფაქტობრივად, საგარეო სუვერენიტეტის შეზღუდვასა (ფინეთიზაცია) და „ნეიტრალიტეტში“ გამოიხატებოდა. ფინეთმა უარი თქვა მარშალის გეგმაში მონაწილეობასა და ნატოში გაწევრიანებაზე, მაგრამ ფორმალურად არც საბჭოთა იმპერიის სამხედრო ბლოკს, ვარშავის ხელშეკრულებას, შეერთებია.
რაც შეეხება შიდა სუვერენიტეტს, ფინეთმა ფორმალურად შეინარჩუნა დემოკრატიული წესწყობილება, მაგრამ განსაკუთრებით 1968 წლის შემდეგ გააფთრებული საბჭოთა წნეხის საპასუხოდ, მკვეთრად შეზღუდა მასმედიის თავისუფლება, შემოიღო ცენზურა საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული მასალების გამოქვეყნებაზე და ბრუნვიდან ამოიღო „ანტისაბჭოთა“ ლიტერატურა.
ამას დაემატა ფინელ მოქალაქეთა უფლებების სხვა სერიოზული დარღვევები და პოლიტიკური მოტივით გამოქცეული საბჭოთა მოქალაქეების რუტინული ექსტრადაცია საბჭოთა კავშირში, რაც, სხვათა შორის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის უხეში დარღვევაც იყო.
ფინეთის პოლიტიკური კლასის, ინტელექტუალებისა და ჟურნალისტების კორპუსის მიერ დაწესებული თვითშეზღუდვები და თვითცენზურა შიდა სუვერენიტეტის შეკვეცისა და ტოტალიტარული საბჭოთა კავშირისადმი მაამებლური დამოკიდებულების ფორმებად იქცა. ფინეთის პოლიტიკური კლასის მიერ თავსმოხვეული თვითცენზურის შედეგად, ტაბუდადებულად გამოცხადდა ისეთი საჩოთირო საკითხიც, როგორიც იყო 1939 წლის საბჭოთა აგრესია, ტერიტორიების დაკარგვა და საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა.
საქართველო და ფინეთიზაცია
ავტორმა წიგნისა „მცირე ომი, რომელმაც შეძრა სამყარო“ ბოლო ხანს რამდენიმე სტატია მიუძღვნა ფინეთიზაციის თემას. ამა წლის მარტში გამოქვეყნებულ სტატიაში - „საქართველოსა და უკრაინის ფინეთიზაცია“ - რონალდ ასმუსი მიუთითებს ფინეთიზაციისაგან მომდინარე საფრთხეებზე, მკვეთრად უპირისპირდება გავლენის სფეროების დაკანონებას რუსეთისათვის და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებს, გამოიმუშაოს „მორალური და სტრატეგიული ხედვა“ საქართველოსა და უკრაინის მიმართ. „ევროპაში ჩურჩულებენ, რომ გარკვეული სახის ფინეთიზაცია შეიძლება გონივრული კომპრომისი იყოს უკრაინისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნებისათვის“,- წერს ასმუსი.
იგივე ავტორი 27 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში „ფინეთიზაციის აჩრდილი“ დასავლეთს აფრთხილებს: „ფინეთიზაციის - ან შეზღუდული სუვერენიტეტის ამა თუ იმ სხვა ფორმის - დაბრუნება ისტორიული უკუსვლა იქნება“, რაც ეწინააღმდეგება ცივი ომის დასრულების შემდეგ მიღებულ ისეთ ფუნდამენტურ დოკუმენტებს, როგორიცაა, მაგალითად, 1990 წლის პარიზის ქარტია, რომელიც აღიარებს სახელმწიფოთა ნებას, საკუთარი სურვილისა და ინტერესების შესაბამისად აირჩიონ საშინაო და საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო მოკავშირეები.
არგუმენტები ფინეთიზაციის წინააღმდეგ
როგორც უკვე აღინიშნა, ფინეთიზაცია ძირითადად საგარეო პოლიტიკის შეზღუდვაა, მაგრამ იგი შიდა სუვერენიტეტის მკვეთრ შეკვეცასაც მოასწავებს, მით უმეტეს დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, როცა გარე და შიდა ფაქტორები კიდევ უფრო მკვეთრადაა გადახლართული ერთმანეთთან, ვიდრე ცივი ომის დროს.
ამდენად, საქართველოს მიერ ვალდებულების აღება, რომ თავის საგარეო პოლიტიკას მოსკოვთან შეათანხმებს, თითქმის ავტომატურად ნიშნავს უარის თქმას დემოკრატიაზე, ლიბერალურ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე. საგარეო სუვერენიტეტის შეზღუდვა აისახება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე, იქნება ეს სახელმწიფო ინსტიტუტების რუსულ ყაიდაზე გადაწყობა თუ ცენზურის შემოღება „ანტირუსულ“ ლიტერატურაზე.
ამას დაემატება რუსეთის მიერ მიტაცებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაკარგვის აღიარება და ამ მიწების დაბრუნების შესაძლებლობის სრული მოსპობა, რომ აღარაფერი ვთქვათ მუდმივი პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაციის საფრთხის ქვეშ ყოფნაზე.
დასავლეთისათვის რუსეთის გავლენის სფეროს ლეგიტიმაცია, გარდა გეოპოლიტიკური და მორალური მარცხისა, იმასაც აღნიშნავს, რომ მოჩვენებითი მშვიდობის ფასად, ადამიანის უფლებათა საკითხი მსოფლიოს ამ რეგიონში მნიშვნელობას დაკარგავს და უსაფრთხოების ჰუმანიტარული განზომილება პრიორიტეტული მიმართულება აღარ იქნება. კიდევ უფრო გაიზრდება დასავლეთის ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე, რადგანაც შეზღუდული სუვერენიტეტის მქონე ვერც ერთი მთავრობა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ვერ აღუდგება წინ მოსკოვის სურვილს, გახდეს რეგიონული მასშტაბის ენერგეტიკული მონოპოლისტი.
რაც შეეხება რუსეთის პერსპექტივას, საქართველოს ფინეთიზაცია დააკანონებს იმ რეალობას, რომ მოსკოვი დასავლეთის ალტერნატივაა, რაც შეუძლებელს გახდის რუსეთის სახელმწიფო სისტემის დემოკრატიზაციასა და ვესტერნიზაციას და კიდევ უფრო გაართულებს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ რუსეთში დღეს არსებულ ისედაც სავალალო მდგომარეობას.
![]() |
8 ახლა ყველანი კეინსიანელები ვართ? |
▲back to top |
ეკონომიკა
ეკონომიკური თავისუფლების აქტის თანახმად, სახელმწიფო ხარჯი - მშპ-ს 30%25, დეფიციტი - მშპ-ს 3%25 და საგარეო ვალი - მშპ-ს 60%25 უნდა იყოს. დღევანდელი მდგომარეობით, სამივე პარამეტრი დარღვეულია. საქართველოს მთავრობამ შარშან ქამრების მოჭერის პოლიტიკა გამოაცხადა. 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს ეს პოლიტიკა თითქმის არ ემჩნევა.
წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 6.8 მილიარდი ლარია ანუ მშპ-ს 35.5%25 (რაც ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესაბამის პარამეტრს 1.2-ჯერ აღემატება).
ბიუჯეტის მიხედვით, მცირდება თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და სოციალური დაცვის დაფინანსება. მეორე მხრივ, შრომის ანაზღაურების, საქონლისა და მომსახურების შეძენის ხარჯები მნიშვნელოვნად არ შემცირებულა - ზოგიერთ მხარჯავ დაწესებულებაში გაიზარდა კიდეც, რაც ეწინააღმდეგება ქამრების მოჭერის პოლიტიკას.
საქართველოს საბიუჯეტო დეფიციტი 6%25-ია (და ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესაბამის პარამეტრს 2-ჯერ აღემატება), რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე შემოსავალს ღებულობს.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადასახადების, გრანტებისა და სხვა შემოსავლებისგან შედგება. 2010 წელს, შარშანდელთან შედარებით, ზრდა მხოლოდ გადასახადებზე მოდის, ხოლო გრანტები და სხვა შემოსავლების პროგნოზები 2009 წლის შესაბამისი მაჩვენებლების ტოლია.
ქონებისა და აქციზის გადასახადები, რომლებზეც ეკონომიკური თავისუფლების აქტი არ ვრცელდება, ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, უკვე გაზრდილია.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის შეფასებით, 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 24%25 არ წარმოადგენს შემოსავლებს და იგი ძირითადად ვალდებულებების ზრდის ხარჯზე მიიღება.
წელს უცხოეთიდან მიღებული კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებული პროექტების საერთო ღირებლება შეადგენს 769 მილიონ ლარს, რაც 84 მილიონი ლარით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს.
სახელმწიფოს მიერ სესხების აღებით, 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული იქნება 1.3 მილიარდი ლარი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 19.4%25-ია. საგარეო ვალდებულებების მატება გათვალისწინებულია 1.2 მილიარდი ლარით, ვალდებულებების დაფარვა - 135 მილიონი ლარით.
საშინაო ვალის ზრდა დაგეგმილია სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით, რომელთა ემისია საქართველოს მთავრობამ შარშან განაახლა. 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით მისაღები სახსრების საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 100 მილიონ ლარს.
სახაზინო ვალდებულებების შესყიდვის სქემის მიხედვით, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე გასცემს რეფინანსირების სესხებს. ამის შემდეგ კომერციული ბანკები სახაზინო ვალდებულებებს შეისყიდიან. ამით მთავრობა ფულის მასასა და ინფლაციას ზრდის. წელს ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი განისაზღვრა 6%25-ით, რაც 2009 წლის შესაბამის მაჩვენებელს 1%25-ით აღემატება. იზრდება ვალიც.
დღეს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 8.6 მილიარდი აშშ დოლარი ანუ მშპ-ს 80%25-ია (რაც ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესაბამის პარამეტრს თითქმის 1.5- ჯერ აღემატება). ამ ვალის მესამედზე ცოტა მეტი სახელმწიფო სტრუქტურების ვალია.
2013 წელი, ვალდებულებების გასტუმრების მხრივ, ყველაზე მძიმე წელი იქნება. საგარეო ვალის დასაბრუნებლად საჭიროა 1.3 მილიარდი ლარი, რაც 2009 წლის ბიუჯეტის შემოსავლების 25.2%25-ს შეადგენს. ამავე წელს უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიც, რომლებიც 2008 წელს 5 წლის ვადით გამოუშვეს. 2010 წლის ბიუჯეტის თანახმად, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით არსებული ვალდებულება 850 მილიონი ლარია.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის შეფასებით, ამ ვალდებულების აღების პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მის ხარჯებს აღემატებოდა და, ამდენად, დამატებითი ვალდებულების აღება მიზანშეწონილი არ იყო. ამასთან, ევროობლიგაციების მომსახურების პროცენტი ყოველწლიურად 7.5%25-ია, რაც ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპის პირობებში საკმაოდ მაღალი განაკვეთია.
წელს საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2%25-დან 4%25-მდე გააუმჯობესა. თუმცა, ეს პროგნოზი საეჭვოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. 2010 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, მხოლოდ 76 მილიონი დოლარია, რაც, შარშანდელთან შედარებით, 42%25-ით ნაკლებია.
ევროპა საბიუჯეტო ასკეტიზმს ირჩევს
უკვე ორი წელია მსოფლიო ცდას არ იშურებს გლობალურ რეცესიასთან გასამკლავებლად. მეთოდებიც განსხვავებულია. ტრადიციულად, უფრო ლიბერტარიანულმა ამერიკამ და შედარებით მემარცხენე ევროპამ თითქოს როლები გაცვალეს: აშშ, რამდენიმე განვითარებად ქვეყანასთან ერთად როგორიცაა ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი ეკონომიკის ფისკალური სტიმულირების მომხრეა, მაშინ, როდესაც ევროპა ქამრების შემოჭერაში ხედავს გამოსავალს.
თურქეთის პრემიერი ერდოღანი
საბერძნეთისა და ესპანეთის კრიზისების ფონზე კონტინენტური ევროპა ცდილობს, შეზღუდოს ხარჯვა, შეამციროს სახელმწიფო ვალი და ამისთვის მზადაა, შეანელოს კრიზისიდან გამოსვლის პროცესი. ევროპა ეკონომიკური ზრდის მოკრძალებული მაჩვენებლით კმაყოფილდება, სამაგიეროდ, გადაწყვეტილების მომხრეთა აზრით, უზრუნველყოფს ფისკალურ სტაბილურობასა და კაპიტალის ევროპული ბაზრების მდგრადობას.
ობამას ადმინისტრაციის ხედვა კეინსიანურია. მიუხედავად იმისა, რომ აშშს ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა, თეთრი სახლისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტიურობის სტიმულირება და, ამგვარად, უმუშევართა რეკორდული რაოდენობის შემცირება. მშპს 10,7%25იანი საბიუჯეტო დეფიციტის, ორი მიმდინარე ომისა და მზარდი ადგილობრივი სოციალური ვალდებულებების პირობებშიც კი, აშშ აგრძელებს საერთაშორისო ბაზრებზე ფულის სესხებას. ახალ ადმინისტრაციაში ალბათ იმედოვნებენ, რომ კლინტონის პრეზიდენტობისას, მსგავს პოსტკრიზისულ მდგომარეობაში მონეტარისტული ეკონომიკური პოლიტიკის წარმატება უბრალო შემთხვევითობა იყო.
G20-ის ლიდერები. სამიტის გახსნა
ყველა ფოტო: REUTERS ©
პოსტკრიზისული ფისკალური პოლიტიკა, საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის გლობალური რეფორმა, მდგრადი და განგრძობადი გლობალური ეკონომიკური ზრდა ეს არასრული ჩამონათვალია საკითხებისა, რომლებიც გასულ კვირას ონტარიოში გამართულ G20-ს სამიტზე განიხილეს. მიღებული გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, წინასწარ განსაზღვრავენ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გლობალური ეკონომიკის ზრდის სტიმულირების მეთოდებსა და პოსტკრიზისულ ეკონომიკურ სტრატეგიებს.
სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებული კომუნიკეს მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, „უზრუნველყონ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფისკალური კონსოლიდაცია, 2013 წლამდე გაანახევრონ საბიუჯეტო დეფიციტი და 2016 წლამდე დაასტაბილურონ სახელმწიფო ვალი/ მშპ ინდიკატორები“.
სამიტის დაწყებამდე მონაწილე მხარეებს განსხვავებული ხედვები ჰქონდათ. აშშს ფინანსთა მინისტრმა, ტიმოტი გაიტნერმა, სინანული გამოთქვა ევროკავშირის ქვეყნების მიერ ფისკალური სტიმულირების მოცულობის შემცირების ტემპებთან დაკავშირებით: „ევროპას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და განახორციელოს რეფორმები, რომლებიც მომავალში უზრუნველყოფენ ეკონომიკის ზრდის უფრო კარგ მაჩვენებლებს, განაცხადა მან, ყველასთვის გასაგებია, რომ დროთა განმავლობაში დეფიციტების მოცულობა შესამცირებელია... მაგრამ დანარჩენი მსოფლიო ვეღარ დაეყრდნობა აშშს ჩვეული ხარისხით“.
აღსანიშნავია, რომ ევროზონის ქვეყნებში მოთხოვნის ზრდა და კრიზისის უსწრაფესი დაძლევა კრიტიკული მნიშვნელობისაა ობამას ადმინისტრაციის ეკონომიკური პროგრამისთვის. 27 ივნისს G20-ის სამიტის პრესკონფერენციაზე აშშს პრეზიდენტმა თქვა კიდეც, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში აშშ გააორმაგებს ექსპორტირებული პროდუქციის ჯამურ ღირებულებას. ამ გეგმის განხორციელება წარმოუდგენელია ევროკავშირის ქვეყნების ჯანსაღი და მუდმივად მზარდი ადგილობრივი ბაზრების გარეშე. იდენტური ინტერესებითაა განპირობებული ბრაზილიის, ჩინეთის, ინდოეთისა და სხვა განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკის მიმართ. მათი ეკონომიკური ზრდა პირდაპირ კავშირ შია აშშ -სა და ევროზონის ქვეყნების ადგილობრივ მოთხოვნასთან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის კოალიციური მთავრობის მიერ 22 ივნისს გამოქვეყნებული ახალი ბიუჯეტი კიდევ ერთი დასტურია, თუ რამდენად აქტუალურია ფისკალური დეფიციტის საკითხი ევროპაში. ახალი ბიუჯეტის ფარგლებში, კოალიციური მთავრობა აპირებს მნიშვნელოვნად შეამციროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, გაათავისუფლოს რამდენიმე ათეული ათასი საჯარო მოხელე, გაზარდოს დამატებითი ღირებულების გადასახადი 20%25-მდე და დააწესოს ახალი გადასახადი საბანკო საქმიანობაზე.
ესპანეთმა ხელმომჭირნეობის საკუთარ გეგმას უკვე მეორედ გადახედა. თავდაპირველად, 2013 წლის ბოლომდე, 11.2%25-იანი დეფიციტის 3%25-მდე შესამცირებლად ქვეყანა გეგმავდა საპენსიო ასაკის 65-დან 67 წლამდე გაზრდას, საჯარო სამსახურებისთვის ხარჯების 7.4 მილიარდი დოლარით შეკვეცას და საჯარო სამსახურებში დასაქმების შეზღუდვას. მაისში ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა: ესპანეთის მთავრობამ თითქმის 3 მილიონამდე საჯარო მოხელის ხელფასი 5%25-ით შეამცირა და ერთი წლით გაყინა. მინისტრების ხელფასები 15%25-ით შემცირდა. ასევე გაიყინა პენსიების ზრდა და გაუქმდა ჩვილთა ერთჯერადი დახმარება.
საშუალოდ, პენსიის ყველაზე მკაცრად შემცირება მაინც საბერძნეთს მოუხდა - თითქმის 21%25-ით; 20%25-ით შემცირდა საჯარო მოხელეთა ხელფასებიც.
ლიტვამ, რუმინეთმა, ისლანდიამ და ირლანდიამ დეფიციტის შესამცირებლად გადასახადების გაზრდას ხარჯების შემცირება არჩიეს.
რუმინეთის ხელმომჭირნეობის პოლიტიკა ევროსტანდარტების მიხედვითაც კი უმკაცრესია: 2 მილიონამდე საჯარო მოხელისთვის ხელფასის 20%25-ით შემცირება; 200 ათასი საჯარო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა, პენსიებისა და უმუშევართა შეღავათების 15%25-ით შეკვეცა. რუმინეთის ფინანსთა მინისტრმა, სებასტიან ვლადესკუმ, ამ ზომების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ მთავრობას ჰქონდა რესურსი, კიდევ 6 თვის მანძილზე „მოეტყუებინა“ თავისი ხალხი. თუმცა, მაშინ დეფიციტი 9%25-ს მიაღწევდა და მთავრობა ხელფასებისა და პენსიების გადახდას საერთოდ ვერ შეძლებდა.
ექსპერტთა უმრავლესობა თვლის, რომ ნაკლებად წარმატებული მომდევნო ათწლეულის მოლოდინში არასწორია დეფიციტური ფისკალური პოლიტიკის წარმოება. ამის კარგი მაგალითია გერმანიისა და ინგლისის პოზიცია G20-ის სამიტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ G20-ის მონაწილე ქვეყნების უმრავლესობას აქვს მნიშვნელოვნად დეფიციტური ბიუჯეტი (მშპ-ს 3%25-დან 9%25-მდე), უარყოფითი მიმდინარე ანგარიში (მშპ-ს 1%25-დან 4%25-მდე) და სახელმწიფო ვალის მნიშვნელოვანი მოცულობა (მშპ-ს 30%25-დან 100%25-მდე). ამ სტატისტიკის და, ამავე დროს, ესპანეთისა და საბერძნეთის კრიზისის ფონზე, ფისკალური კონსოლიდაცია სამიტის მონაწილეთა უმრავლესობისათვის საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდა.
მიუხედავად ფისკალური კონსოლიდაციის გადაწყვეტილებისა, G20-ის კომუნიკეს ტექსტი ითვალისწინებს ობამას ადმინისტრაციის მიდგომასაც. კერძოდ, კომუნიკეს მიხედვით, „არსებობს რისკი იმისა, რომ რამდენიმე მსხვილ ეკონომიკაში ერთდროულად და სინქრონულად განხორციელებული ფისკალური ცვლილებები ნეგატიურ გავლენას მოახდენენ [გლობალურ] ეკონომიკურ ზრდაზე“. აღსანიშნავია ისიც, რომ კომუნიკეში მოცემული გადაწყვეტილებების შესრულება არ არის სავალდებულო, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ თითოეული მონაწილე ქვეყანა გადაწყვეტილებას ადგილობრივი ეკონომიკის თვისებებსა და მახასიათებლებს მოარგებს.
სამიტამდე იმედოვნებდნენ, რომ ეკონომიკური კრიზისი გამოიწვევს გლობალური ეკონომიკის სტრუქტურის დაბალანსებას: კრიზისმა ცხადყო - მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვანი დეფიციტის პირობებში აშშ ვერ გააგრძელებს მოხმარებაზე დაყრდნობილი ეკონომიკის შენებას. დაბალანსება ამ შემთხვევაში გულისხმობდა მზარდ მოხმარებას გერმანიაში, რუსეთში, ჩინეთსა და სხვა დადებითი მიმდინარე ანგარიშის მქონე ქვეყნებში და კლებად მოხმარებას აშშ-ში. სამწუხაროდ, კოორდინირებული გადაწყვეტილება ჩაიშალა. შედეგად, დაბალანსებული გლობალური ეკონომიკის გარეშე, შემდეგი ათწლეული გაგვახსენდება, როგორც პროტექციული, ინდუსტრიული სავაჭრო პოლიტიკის გამოცოცხლების ერა.
![]() |
9 Chantrapas |
▲back to top |
მიშა თავხელიძე|სვეტი
„შანტრაპა“ ოთარ იოსელიანის ახალი ავტობიოგრაფიული ფილმია, რომელიც მან წელს კანის ფესტივალზე წარადგინა. ფილმი ჯერ არ მინახავს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც ყოველთვის, კარგი და სასიამოვნო სანახავი იქნება, „მთვარის ფავორიტებივით“, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, 26 წლის წინ ვნახე.
ახალი ფილმი ჯერ არ მინახავს, სამაგიეროდ, დაახლოებით იმ დროს, როცა პარიზში საქართველოს კულტურის დღეები იმართებოდა, ჩვენს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩავიხედე და გავიგე, ვინ არიან ჩვენი მთავრობის ფავორიტები ისინი, ვინც „შანტრა“ „პა“.
„შანტრაპა“ რუსულში (და შემდეგ ქართულშიც) ფრანგულიდან მოხვდა და ნიშნავს „არ იმღერებს“ (ne chantera pas). იმღერებს თუ არ იმღერებს ნიშნით მე-18 საუკუნის რუსეთში ყმებს განასხვავებდნენ. ისინი, ვინც ვერ მღეროდნენ, იყვნენ მეორეხარისხოვანი, დაბალი კატეგორიის წარმომადგენლები. მოკლედ, შანტრაპა.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ისინი, ვინც არ მღერიან, ჩვენი სახელმწიფოსთვისაც ნაკლებად მნიშვნელოვანნი არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ ავხსნა სახელმ წიფო ბიუჯეტიდან კულტურისა და მეცნიერების დაფინანსების მოცულობათა შორის დისბალანსი?
2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფილი აქვს 80 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი. ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების (რუსთაველის) ფონდსა და მეცნიერებათა აკადემიას კი, მთლიანად, 25 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი. მართალია, ბოლო დროს მომხდარი რეორგანიზაციების შედეგად, კულტურის სამინისტროს სპორტის სამინისტრო გამოეყო, ხოლო ეროვნული სამეცნიერო ფონდი რუსთაველისას შეუერთდა, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლების შემდეგაც ჯამი იგივე დარჩა წელს სახელმწიფო (ანუ, იგივე მე და თქვენ!) იმათზე, ვინც მღერიან, 3-ჯერ უფრო მეტ ფულს და ხარჯავს, ვიდრე იმათზე, ვისაც სიმღერა არ შეუძლია.
სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ რომელიმე „კულტურის“ ან „მეცნიერების“ ბიუჯეტიდან დაფინანსებისა. არ არის ეს სახელმწიფოს საქმე. მაგრამ, რაკი ვაფინანსებთ (რა გაეწყობა?!), პრიორიტეტები მაინც განვსაზღვროთ სწორად. რა გვირჩევნია, ქართული ხალხური ცეკვა-სიმღერის ბევრი ანსამბლი გვყავდეს თუ ბევრი მსოფლიო დონის ფიზიკოსი ან ბიოლოგი?
ეს შეიძლება კერძო გემოვნების საკითხად მიიჩნიოთ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ჩვენი მიზანი, რომელსაც, მგონი, ყველა ეთანხმება, არის საქართველოს გადაქცევა განვითარებულ, მდიდარ სახელმწიფოდ. ეკონომიკური თვალსაზრისით, ისტორიული ძეგლები, ღვინო და „კულტურა“ კარგია ტურიზმისთვის, მაგრამ მხოლოდ ტურიზმის განვითარება ამ ჩვენი მიზნის მიღწევას არ ეყოფა. ისევე, როგორც არ ეყოფოდა მხოლოდ ბორჯომისა და ჩაის ექსპორტი, რომლის იმედი 90-ში გვქონდა.
საქართველო ვერასდროს გახდება ეკონომიკურად ძლიერი, მდიდარი ქვეყანა, თუ აქ მეცნიერება და ტექნოლოგიები არ განვითარდა. ამის მიღწევა კი შეუძლებელია შანტრაპას გარეშე ანუ იმათ გარეშე, ვისაც სიმღერა არ შეუძლია.
![]() |
10 გადატვირთვის ტვირთი |
▲back to top |
მსოფლიო
22 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი ამერიკას ეწვია. ობამასთან მიღებამდე მედვედევი კალიფორნიაში, სტენფორდის უნივერსიტეტში, მეცნიერებსა და ბიზნესმენებს ესაუბრა.
პრეზიდენტები 24 ივნისს შეხვდნენ. თეთრ სახლში მისვლამდე მათ ჩიზბურგერები მიირთვეს კაფეში და სოციალურ ქსელ ტვიტერის შესახებ საუბარიც მოასწრეს. თუმცა, მედვედევი ვაშინგტონში მხოლოდ ტვიტერის გამო არ ჩასულა. შეხვედრაზე ძირითადი თემები იყო ორ ქვეყანას შორის ბიზნეს თანამშრომლობა, ასევე ირანის, ავღანეთისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხები და რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ოფიციალურ მიღებაზე ობამამ რუს კოლეგას მეგობარი და პარტნიორი უწოდა, ორი ქვეყნის ურთიერთობის შედეგს კი 17 თვის წინ შეუძლებელი მიზნის მიღწევა.
ობამას ადმინისტრაციის მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ურთიერთობების ნორმალიზება ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან. რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა ობამას მომხრეებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, თუმცა ანალიტიკოსებისთვის მთავარ კითხვად სწორედ გადატვირთვის პოლიტიკის შედეგები და პერსპექტივები რჩება.
ობამას კურსის მომხრეთა აზრით, რუსეთი ყალიბდება კონსტრუქციულ პარტნიორად, რომელიც კომპრომისზე წასვლას სისუსტედ არ მიიჩნევს. ისინი ფიქრობენ, რომ აშშ-ს მიერ უარის თქმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე ჩეხეთსა და პოლონეთში, ასევე პრაღაში ორმხრივად ხელმოწერილი ბირთვული განიარაღების დოკუმენტი და რუსეთის მიერ ირანის საწინააღმდეგო სანქციების მხარდაჭერა გაეროში, გადატვირთვის წარმატებული და საწყისია. ამას ემატება საზოგადოებრივი აზრის კვლევის უკანასკნელი შედეგები. გამოკითხვა რუ სეთში მედვედევის ამერიკული ტურნეს დაწყებამდე ჩატარდა. გამოკითხულთა 59%25 ამერიკის მიმართ დადებითად არის განწყობილი. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 22%25ს არ აღემატებოდა. 17 თვის განმავლობაში რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებზე ანტიამერიკულმა პროპაგანდამაც ერთიორად იკლო, რაც ობამას მომხრეების შეფასებით, ამერიკის პოლიტიკის დამსახურებაა.
თუმცა, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რუსული კვლევის შედეგების ნდობა მიამიტობა და გულუბრყვილობაა, რადგან რუსეთი არც ერთ მისთვის პრინციპულ საკითხში კომპრომისებზე არ მიდის. დათმობითი ნაბიჯები ფასადურია დასავლეთის თვალში სანდო პარტნიორის იმიჯის შესაქმნელად. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობაც, ძირითადად, ამერიკის ეროვნული ინტერესების ხარჯზე ხდება.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი დირექტორი და ამჟამად ექსპერტი რუსეთის საკითხებში, ტობი გატი მიიჩნევს, რომ ობამას ადმინისტრაცია შეგნებულად მოერიდა რუსეთთან პრინციპულ საკითხებზე საუბარს. გატის აზრით, გადატვირთვის ერთ-ერთი მიზანია რუსეთთან დიალოგი, და არა ამ დიალოგის შედეგები. რუსეთი ფიქრობს, რომ ის უფრო მეტად საჭიროა ამერიკისთვის, ვიდრე პირიქით. ექსპერტის აზრით, გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთს მნიშვნელოვან მოთამაშედ აყალიბებს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე.
ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად ჟურნალ Foreign Policy-ის საპატიო მიმომხილველის, ხოსე მარია ანსარის შეფასებით, გადატვირთვის ღილაკი არ მუშაობს. მისი აზრით, ობამას პრეზიდენტობის დროს ჩამოყალიბდება მსოფლიოს ახალი წესრიგი და ამერიკას, როგორც დომინანტს, ავტორიტარული სახელმწიფოები ჩაანაცვლებენ, თუკი აშშ საკუთარ სტრატეგიულ პასუხისმგებლობას არ გააცნობიერებს და ამერიკა-რუსეთს შორის არსებული ღირებულებითი უფსკრულის ხელოვნურად ამოვსების ნაცვლად, თავისუფალი სამყაროს ლიდერის პოზიციას არ განიმტკიცებს.
დღევანდელი რუსეთის საგარეო პოლიტიკა მიმართულია გავლენათა სფეროების შენარჩუნებისკენ, - მიიჩნევს დევიდ კრამერი, ექსპერტი, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის მოადგილე გახლდათ ევროპისა და ევრაზიის საქმეებში. რუსეთი ამერიკასა და ნატოსთან თანამშრომლობას ცდილობს, უთმობს საჰაერო სივრცეს ავღანეთის ოპერაციებისთვის, მაგრამ, ამავდროულად, კრემლი სუვერენული სახელმწიფოების ოკუპაციას ახდენს, ყირიმში ხანგრძლივ დამკვიდრებას ცდილობს, პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართულებით ნატოს გაფართოებას კი მკვეთრად ეწინააღმდეგება. კრამერი მიიჩნევს, რომ გადატვირთვის პოლიტიკით რუსეთი უფრო ხეირობს, ვიდრე ამერიკა.
კრამერის აზრს ნაწილობრივ იზიარებს სერგეი როგოვი, ამერიკისა და კანადის ინსტიტუტის დირექტორი მოსკოვში. გადატვირთვით, ამერიკამ დსთ-ს სივრცე რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების ზონად აღიარა, - ამბობს როგოვი და იხსენებს, რომ აშშ უკრაინის საკითხზე კონფრონტაციას მოერიდა და რუსულ-უკრაინულ განახლებულ ურთიერთობებსა და იანუკოვიჩის პოლიტიკურ ვექტორს გულგრილობით უპასუხა. ობამას ადმინისტრაცია ერიდება რუსეთთან საქართველოს თემაზე უთანხმოების გაღრმავებას, თუმცა რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს დეოკუპაციისკენ მაინც მოუწოდებს.
რუსეთ-ამერიკის სამიტის დასრულებიდან სამ დღეში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ თერთმეტი პირი დააკავა ჯაშუშობისთვის - პრორუსული გავლენის მოხდენის მიზნით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სკანდალს ისრაელიდან გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დაპატიმრების დრო მოხდენილად შეირჩა, დაკავების ბრძანება ამერიკის მთავრობიდან მოდიოდა და დამთბარი ურთიერთობების გაფუჭებას ისახავდა მიზნად.
ამერიკელი ექსპერტების აზრით, ჯაშუშთა დაპატიმრებით ობამას სურდა, კრიტიკოსებისთვის ეჩვენებინა, რომ ხისტად მოქმედებაც შეუძლია. იგივე მესიჯი იყო განკუთვნილი რუსებისთვისაც, რათა გადატვირთვის პოლიტიკა კრემლს აშშ-ს სისუსტედ არ აღექვა.
დიმიტრი მედვედევი და ბარაკ ობამა. ჩიზბურგერის სამიტი
ძნელი სათქმელია, როგორ იმოქმედებს ჯაშუშთა საქმე ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე. გადატვირთვის მოწინააღმდეგეებმა, როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში, სკანდალი შეიძლება პოლიტიკური დივიდენდების მოსახვეჭად გამოიყენონ.
![]() |
11 აღმოსავლეთ ევროპა კომუნისტურ წარსულთან ბრძოლას დღესაც აგრძელებს |
▲back to top |
მსოფლიო
26 ივნისს ლიტვის პირველი პრეზიდენტი და საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი დაშლის ერთ-ერთი ხელშემწყობი, ალირდას ბრაზაუსკა, გარდაიცვალა. ბრაზაუსკამ პოლიტიკური კარიერა რეჟიმის დანგრევის შემდეგაც საბჭოთა ნაშთებთან ბრძოლას მიუძღვნა.
ევროკავშირისა და ნატოს წევრი ევროპის პოსტკომუნისტური ნაწილი უკვე დიდი ხანია ცდილობს, ამოძირკვოს რეჟიმის ავი შედეგები, სიმბოლოები, „გმირების” გვარები ქუჩების დასახელებებში. თითქმის ყველა ქვეყანაში შექმნილია სახელმწიფო ორგანო, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლის: პოლონეთში - ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტი, ლიტვაში - გენოციდისა და წინააღმდეგობის კვლევის ცენტრი, გერმანიაში - სტასის არქივის ფედერალური კომისარი და ა.შ. ამ სამსახურთა მთავარი მიზანია ტოტალიტარული კომუნიზმის საქმეთა შესწავლა და ზოგ ქვეყანაში ლუსტრაციის პროცესის წარმოება. ტოტალიტარული კომუნიზმის მემკვიდრეობასთან ბრძოლა ცნობილია დეკომუნიზაციის სახელით. დეკომუნიზაცია გულისხმობს ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმების მიერ შექმნილი ინსტიტუტების, კანონების, კულტურისა და ფსიქოლოგიის ჩანაცვლებას ახლით, დემოკრატიულითა და ეროვნულით.
მაგალითად, სულ ახლახან, 28 ივნისი საბჭოთა კავშირის მიერ მოლდოვის ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. კიშინიოვის მთავარ მოედანზე, სადაც ადრე ლენინის ძეგლი იდგა, კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა. ამასთანავე, მოლდოვა რუსეთს, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეს, ოკუპაციის შედეგად მიღებულ მატერიალურ ზარალს - 28 მილიარდ დოლარს - ედავება. მთავრობას არგუმენტად მოჰყავს გერმანია, რომელიც პენსიას უხდის ნაციონალისტურ-სოციალისტური რეჟიმის მსხვერპლთ. მოლდოვა საბჭოთა სიმბოლიკისა და კომუნისტური პარტიის საქმიანობის აკრძალვასაც გეგმავს. თუმცა, 28 ივნისს დაგეგმილი სპეციალური საპარლამენტო სესია, რომელსაც ტოტალიტარული კომუნიზმის სტატუსი უნდა განეხილა, ბოლო მომენტში გაუქმდა. პარტიათა ლიდერების განცხადებით, კომუნიზმი მოლდოვაში საკამათო თემაა და ამ თემაზე დისკუსიამ შეიძლება ხალხის ორ ნაწილად გაყოფა გამოიწვიოს.
საბჭოთა ნაშთების ამოშანთვისათვის ბრძოლა განსაკუთრებით გამალებულია პოლონეთში. ლეხ კაჩინსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი ნებისმიერი საგნის ფლობა, ყიდვა ან გაყიდვა ორი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თუმცა, დაშვებულია სიმბოლიკის გამოყენება საგანმანათლებლო, სახელოვნებო და კოლექციონერული მიზნებით.
სიმბოლოებთან ერთად, პოლონეთი საბჭოთა შენობების თავიდან მოშორებასაც ცდილობს. საუბარია სტალინის მიერ პოლონელებისთვის აგებული კულტურისა და მეცნიერების სასახლის დანგრევაზეც. საბჭოთა კავშირის გაქრობის შემდეგაც პოლონელები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. მათი 59%25 რუსულ გავლენას უარყოფითად აფასებს. ამასთანავე, Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლონელების უმრავლესობა კმაყოფილია დემოკრატიის მდგომარეობით ქვეყანაში და ეკონომიკურადაც თავს უფრო დაზღვეულად გრძნობს, ვიდრე კომუნისტური რეჟიმის დროს.
საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალა უნგრეთმაც. ახლახან მიღებული კანონის მიხედვით, კომუნისტების ან ფაშისტების მიერ ჩადენილ დანაშაულთა უარმყოფელები შეიძლება სამწლიანი პატიმრობით დაისაჯონ. ჩეხეთში მსგავსი პროცესები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა სიმბოლიკა და კომუნისტური პარტია არ აუკრძალავთ. ჩეხეთში კომუნისტური პარტია ხმათა 10-15%25-ს ყოველთვის აგროვებს. მიუხედავად ამისა, ტოტალიტარული კომუნიზმი ნაცისტური რეჟიმის ტოლფასად მიიჩნევა.
კომუნისტური რეჟიმის შედეგები განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება ბალტიის ქვეყნებში. ლატვიამ პოლონეთივით აკრძალა საბჭოთა სიმბოლოები. განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა ლიტვის კანონები, - სადაც საბჭოთა სიმბოლიკა გათანაბრებულია ნაცისტურ სიმბოლოებთან. უნგრეთის მსგავსად, საბჭოთა ოკუპაციის 70-ე წლისთავზე ლიტვის პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანა ცვლილება და დანაშაულად გამოაცხადა საბჭოთა კომუნიზმისა და გერმანული ნაციზმის მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამართლება, უარყოფა ან დამცრობა. ესტონეთმა, ძლიერი ანტიკომუნისტური განწყობის მიუხედავად, ჯერ ვერ შეძლო ამ კანონის მიღება. ეს შემთხვევა განსხვავებულია დანარჩენი ქვეყნებისაგან, რადგან ქვეყნის რუსული უმცირესობა უმრავლესობას ედავება საბჭოთა კავშირის მნიშვნელობის შესახებ.
2006 წელს ევრო საბჭომ მიიღო რეზოლუცია №1481, რომელიც ტოტალიტარულ კომუნისტურ რეჟიმს ნაცისტურ რეჟიმთან ათანაბრებს. ტოტალიტარულ კომუნიზმს ბრალი ედება „ინდივიდუალურ და კოლექტიურ მკვლელობებში, საკონცენტრაციო ბანაკების ორგანიზებაში, ადამიანთა დეპორტაციაში, წამებაში, იძულებით მონურ მუშაობასა და სხვა სახის ფიზიკურ ტერორში, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით ადამიანთა ჯგუფების განადგურებაში, გამოხატვისა და ფიქრის თავისუფლების შეზღუდვაში, პრესის თავისუფლების შეზღუდვასა და პოლიტიკური პლურალიზმის ნაკლებობაში“. ევროსაბჭო რეზოლუციაში ასევე ხაზს უსვამს ტოტალიტარული რეჟიმების დაგმობის მორალურ ვალდებულებას, რომელიც ქვეყნებს აქვთ ამ რეჟიმთა მსხვერპლის წინაშე. მსგავსი რეზოლუცია მიიღო ეუთომაც, მაგრამ რეზოლუციების მიუხედავად, ევროკავშირმა „არაგონივრულად“ მიიჩნია საბჭოთა სიმბოლიკის სუპრაეროვნულ დონეზე აკრძალვა და ეს საქმე კონკრეტულ სახელმწიფოებს მიანდო.
პოსტსაბჭოთა სივრცეში დეკომუნიზაციის პროცესი ფეხს ითრევს. უკრაინაში საბჭოთა რეჟიმისაგან დატოვებული ნაიარევების მოშუშება ჭიანურდება. კომუნისტური პარტია იქ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. უკრაინაშიც, ესტონეთის მსგავსად, რუსულენოვანი მოსახლეობა კომუნისტური სიმბოლიკის მთავარი დამცველია.
აღსანიშნავია, რომ ტოტალიტარული კომუნიზმი ისეთივე ხასიათს ატარებდა რუსეთში, როგორც სხვაგან და უთქვამთ კიდეც, რომ არ უნდა ხდებოდეს რუსეთის ასოცირება საბჭოთა კავშირთან. დეკომუნიზაციის პროცესი მოსკოვმა ბორის ელცინის დროს დაიწყო, თუმცა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. მეტიც, პოსტკომუნისტურ რუსეთში შექმნილი სიმბოლიკა, ჰიმნი, საბჭოთა სიმბოლიკის იდენტურია. რუსეთი საბჭოთა კავშირის გმობას ხშირად მის წინააღმდეგ იერიშად აღიქვამს და ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც დეკომუნიზაციას ცდილობენ.
საბჭოთა ნაშთებთან ბრძოლასთან ერთად მნიშვნელოვანია ლუსტრაციის პროცესი. ლუსტრაციის მიზანია, თავიდან აიცილოს კომუნისტური რეჟიმის, განსაკუთრებით კი საიდუმლო პოლიციის ყოფილ თანამშრომელთა დასაქმება საჯარო სამსახურში. ეს პროცესი წარმატებით გაიარეს ჩეხეთში, გერმანიასა და პოლონეთში. გერმანიაში, ლუსტრაციის შედეგად, თანამდებობა დატოვა ყოფილი სტასის რამდენიმე ათასმა თანამშრომელმა. 1 ივლისს კი ლიტვის სეიმმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ყოფილ КГБ-ს აგენტებს ეკრძალებათ საჯარო სამსახურებში ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება.
ტოტალიტარულ კომუნიზმთან ბრძოლა სხვადასხვა გზით მიმდინარეობს. მიუხედავად განსხვავებებისა, ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება დეკომუნიზაციის აუცილებლობაზე.
![]() |
12 იაპონია: მოახლოებული არჩევნები |
▲back to top |
ახალ პრემიერს ბრძოლა ორ ფრონტზე ერთად უხდება
იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი და მისი დემოკრატიული პარტია დიეტის ზედა პალატის 11 ივლისის არჩევნებისთვის ემზადებიან. პალატა 242 წევრისგან შედგება. სამ წელიწადში ერთხელ ხდება ნახევარი შემადგენლობის გადარჩევა. დემოკრატიულ პარტიას ზედა პალატაში 116 ადგილი უკავია. მათგან 54 მანდატს ახლანდელი არჩევნებისთვის ეწურება ვადა. დემოკრატებს 60 ახალი მანდატის მოპოვება სჭირდებათ უმრავლესობისთვის. კანის გაპრემიერების შემდეგ დემოკრატიული პარტიის რეიტინგი გაორმაგდა და 40%25-ს მიაღწია. ლიბერალ-დემოკრატებს გამოკითხულთა 17%25 უჭერს მხარს. 10%25-ზე დაბალი რეიტინგი აქვთ ახალ სახალხო პარტიასა (ზედა პალატაში დემოკრატების კოალიციური პარტნიორი) და კომეიტოს.
იაპონიის ახალი პრემიერი ნაოტო კანი
დემოკრატებს არჩევნებზე გამარჯვებაში შიდაპარტიული დაპირისპირება შეუშლით ხელს. პარტია ორ ნაწილად არის გაყოფილი. ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იჩირო ოძავამ, ნაოტო კანი და მისი ადმინისტრაცია გააკრიტიკა. ახლანდელმა გენერალურმა მდივანმა, იუკიო ედანომ, ოძავას მოუწოდა, არ შეუშალოს ხელი პარტიას არჩევნების წინ. თუმცა, ოძავა ცდილობს, ხელსაყრელი მომენტი გამოიყენოს ნაოტო კანის დასასუსტებლად, სექტემბერში შიდაპარტიულ არჩევნებზე კი მას პარტიის ლიდერობა წაართვას. ოძავა დიეტის ორივე პალატაში დემოკრატიული პარტიის დეპუტატების დაახლოებით მესამედს აკონტროლებს. თუ პარტიამ ზედა პალატაში უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ოძავას მოწინააღმდეგეების გაკრიტიკების შანსი მიეცემა. ამას გარდა, მას შეუძლია, თავის მომხრეებთან ერთად დატოვოს დემოკრატიული პარტია, რაც ამ უკანასკნელს საგრძნობლად დაასუსტებს. ოძავა ასევე მოიქცა 1993 წელს, როდესაც ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან წამოვიდა. მომდევნო არჩევნებზე ლიბერალ-დემოკრატები დამარცხდნენ.
პარტია |
მანდატი |
მანდატი 2013 |
სულ |
დემოკრატიული |
54 |
62 |
116 |
ახალი სახალხო |
2 |
4 |
6 |
ლიბერალ- |
38 |
34 |
72 |
კომეიტო |
11 |
10 |
21 |
სხვა |
16 |
11 |
27 |
ჯამი |
121 |
121 |
242 |
ნაოტო კანმა ერთი თვის წინათ შეცვალა იუკიო ჰატოიამა. ბოლო სამი წლის მანძილზე კანი იაპონიის მეხუთე პრემიერ-მინისტრია. მისი მთავარი დაპირებებია პოლიტიკაში ბიუროკრატიის გავლენის შემცირება და ფინანსური სკანდალებით დატვირთული დემოკრატიული პარტიის გაწმენდა. ოძავასთან დაპირისპირება კანისთვის პირველი გამოცდაა. ელექტორატი ახალი პრემიერისგან აგრესიულ პოლიტიკას ითხოვს. დიეტის ქვედა პალატის 480 ადგილიდან დემოკრატიულ პარტიას 308 ეკუთვნის. უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში რეფორმებს გააადვილებს.
ჰატოიამამ საკუთარი საარჩევნო დაპირებებიდან პრაქტიკულად ვერაფერი შეასრულა. დემოკრატიული პარტიის ახლანდელი საარჩევნო მანიფესტი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ პროგრამისგან, რომელმაც ისინი შარშან ხელისუფლებაში მოიყვანა. ერთ-ერთი ცვლილება სამომხმარებლო გადასახადის გაზრდაა. ახლა ის იაპონიაში 5%25-ს შეადგენს. ამ საკითხმა მმართველი დემოკრატიული პარტიის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედა. სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის მომხრეა დემოკრატიული პარტიის მთავარი კონკურენტი - ლიბერალ-დემოკრატიული პარტიაც. თუმცა, ამ უკანასკნელმა საკუთარ პროგრამაში აღნიშნა, რომ სამომხმარებლო გადასახადი 10%25-მდე უნდა გაიზარდოს, დემოკრატებმა კი ზუსტი ციფრი არ დაასახელეს.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი წლიური ზრდის 3%25-იან ზღვარს ვერ ასცდა. კრიზისში პოლიტიკურმა ფაქტორებმა შეიტანეს წვლილი. იაპონიას მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული მართავდა ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც წარმოადგენდა სხვადასხვა პოლიტიკურ თუ კორპორატიულ ინტერესთა ჯგუფების კრებულს. პარტია ათწლეულების მანძილზე უხვად აფინანსებდა მცირე მნიშვნელობის საჯარო პროექტებს, რამაც იაპონია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო - სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 200%25-ს შეადგენს. ლიბერალ-დემოკრატიული პარტია დამოკიდებული იყო საჯარო პროექტებსა და კორპორაციულ მხარდაჭერაზე, შესაბამისად, მან ვერ შეძლო ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა. ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა და ლიბერალ-დემოკრატები 2009 წლის არჩევნებში დამარცხდნენ.
წლების მანძილზე იაპონიის მთავრობა უხვად აფინანსებდა საკუთარ საწარმოებს კრიზისის დასაძლევად. სასტიმულო პაკეტების ეკონომიკაში შეშვებით ინარჩუნებდნენ არამოგებიან ბიზნესს. ნაოტო კანი, რომელიც პრემიერობამდე ფინანსთა მინისტრი იყო, ამ პოლიტიკის შეცვლას, ანუ ხარჯების შემცირებას აპირებს. „წინააღმდეგ შემთხვევაში იაპონიას საბერძნეთის ბედი ელის“, - განაცხადა მან.
დემოკრატიული პარტიის მანიფესტში განხილული ეკონომიკური რეფორმები ამბიციურობით ვერ დაიკვეხნის. 2015 წლისათვის იგეგმება საბიუჯეტო დეფიციტის ორჯერ - 3.2%25-მდე - შემცირება. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა კი, პროგნოზით, სულ ოდნავ აღემატება 3%25-ს. კანის თქმით, შესაძლოა სამომხმარებლო გადასახადის აწევაც გადაავადონ 2-3 წლით.
2010 წლის პირველ მეოთხედში იაპონიის მშპ 5%25- ით გაიზარდა (მთლიან წელიწადზე გათვლით), მაგრამ ამის მთავარი მიზეზი ჩინეთში ექსპორტის ზრდა იყო. ხელფასები კი უფრო დაბალი ტემპით იმატებს, ვიდრე ინფლაცია. ზოგი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ფისკალურ რეფორმებზე მეტად საჭიროა არაეფექტური საწარმოების დახურვა და მეტი ინვესტიციის მოზიდვა.
დემოკრატიული პარტიის საარჩევნო მანიფესტში საგარეო პოლიტიკური სიახლეებიც არის. მთავრობის მიზანი იქნება ამერიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება. ნაოტო კანი G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდა ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. როგორც ადრე შეთანხმდნენ, ოკინავაზე არსებულ ფუტენმას ამერიკულ საჰაერო ბაზას კუნძულის ნაკლებად დასახლებულ ადგილზე გადაიტანენ. მანიფესტი მოუწოდებს ჩინეთს, საჯარო გახადოს სამხედრო მოდერნიზაციის დეტალები და ხარჯები. ჰატოიამას მთავრობისგან განსხვავებით, იაპონიის საგარეო პოლიტიკური ვექტორი აზიიდან ისევ ამერიკისკენ შებრუნდა. თუმცა, არჩევნებზე გადამწყვეტი იქნება შიდა პოლიტიკური აქცენტები და ეკონომიკური რეფორმები.
იჩირო ოძავა - 68 წლის ოძავას არასოდეს ეკავა მნიშვნელოვანი სამთავრობო პოსტი. 1993 წამოვიდა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან, შექმნა დემოკრატიული პარტია და თანდათან გადმოიბირა ძველი თანაპარტიელები. 2009 წლის არჩევნებზე დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა და ლიბერალ-დემოკრატების 50-წლიანი, პრაქტიკულად უწყვეტი მმართველობა დაასრულა. დემოკრატების გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ოძავამ ითამაშა.
ოძავა კარიერის მანძილზე პერიოდულად სკანდალებში ეხვეოდა, რის გამოც პუბლიკისათვის მისაღები ფიგურა არ არის. მას იაპონური პოლიტიკის ჩრდილოვან შიოგუნს (რუხი კარდინალის ანალოგი) უწოდებენ. ოძავა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჰატოიამაზე უფრო გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად ითვლებოდა. ჰატოიამას წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი იყო ოძავას გავლენა მასზე.
შიოგუნი უმაღლესი სამხედრო ტიტულია, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა. მეთორმეტედან მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით იაპონიის მმართველად იმპერატორი ითვლებოდა, თუმცა რეალურად ქვეყანას შიოგუნი განაგებდა.
![]() |
13 სიყვარულით რუსეთიდან |
▲back to top |
ტაბულა|ფოკუსი
რუსი ჯაშუშები მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში
„წაკითხვის შემდეგ გაანადგურე“ - ასე მთავრდება ცენტრიდან მიღებული შეტყობინებები... ისინი ტრივიალური შპიონური ჟარგონით საუბრობენ. გადასცემენ ერთმანეთს მოკითხვას „ძია პოლისგან“, იგონებენ უცნაურ მეტაფორებს - „მშვენიერია მაისში სანტა კლაუსობა“. სახელოვანი კინოპროტოტიპის დარად, უნივერსალურ ბრენდებს სცემენ პატივს - ქუჩებსა და სკვერებში ჟურნალ „თაიმით“ ხელდამშვენებულები დასეირნობენ. იყენებენ ინფორმაციის გადაცემის მრავალფეროვან მეთოდებს - მოდიდან გადასული მორზეს ანბანით დაწყებული, უხილავი მელნით, კოდირებული ციფრული სურათებით, სპეცკომპიუტერე ბითა და თანამედროვე wifi-ის ქსელებით დამთავრებული. გასამრჯელოს აღება ცალკე ხელოვნებაა - ხალხმრავალ ადგილებში (ძირითადად, მეტროსადგურებში) იდენტური ტყავის ქეისების გაცვლა.
არ გეგონოთ ცივი ომის პერიოდის შპიონების შესახებ ბულვარული რომანიდან კითხულობთ ამონარიდს. გასულ კვირაში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯაშუშური ქსელი გამოავლინა. ბრალის წასაყენებლად სასამართლოსთვის გადაცემული გაშიფრული საიდუმლო დიალოგები ჰოლივუდის სცენარისტებსაც კი პირღიას დატოვებდა.
გაირკვა, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში გამოძიების ფედერალური ბიურო და ცენტრალური დაზვერვის სამსახური რუსი ჯაშუშების საქმიანობას აკვირდებოდნენ. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ მოქმედების დროც დადგა:
შაბათს, 26 ივნისს, ჩატარდა სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით „არალეგალების პროგრამა“. აიყვანეს რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ათი ადამიანი, მათ შორის, ოჯახური წყვილებიც. დაკავებულებს, ჯაშუშობასთან ერთად, ბრალად წაუყენეს ფულის გათეთრება და საბუთების გაყალბება. მეთერთმეტე ჯაშუშმა შტატებიდან გაქცევა მოასწრო, თუმცა სამართალდამცველებმა მას მაინც მიაკვლიეს კვიპროსში, ლარნაკას აეროპორტში. კვიპროსის სასამართლომ ჯაშუშს გირაო შეუფარდა. იგი მეორედაც ოსტატურად დაუსხლტა მართლმსაჯულებას. გამოძიება სწორედ მას, კრისტოფერ მეტსოს, მიიჩნევს შპიონური ქსელის ხელმძღვანელად.
რუსეთის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ დაკავებულები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა აშშ-ს, კანადის, ირლანდიისა და პერუს პასპორტებით სარგებლობდა.
ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, ბოსტონსა და ვაშინგტონში ჩვეულებრივი ამერიკელებივით ცხოვრობდნენ: უმეტესობა დაოჯახებული იყო, ჰყავდათ შვილები, ჰქონდათ წარმატებული კარიერა, იხდიდნენ გადასახადებს, ვახშამზე პატიჟებდნენ მეზობლებს და ა.შ.
გამოძიების მტკიცებით, ეჭვმიტანილები გრძელვადიანი გეგმით მოქმედებდნენ. ბრალდებას ამაგრებს „ცენტრიდან“ (მოსკოვი) გამოგზავნილი მითითება, რომელიც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა 2009 წელს იგდეს ხელთ: „თქვენ გრძელვადიანი შვებულებით მიგავლინეს აშშ-ში. თქვენი განათლება, საბანკო ანგარიშები, სახლები, მანქანები... ყველაფერი უნდა მოხმარდეს მთავარ მიზანს - ეძიოთ აშშ-ს პოლიტიკურ წრეებთან დაახლოების გზები და მიაწოდოთ ცენტრს ინფორმაცია“. აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში ჯაშუშები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ. გამოძიება საქმის დეტალებს სრულად არ ახმაურებს, ამიტომ, დასავლურ მედიასაშუალებებს ჯერ მხოლოდ ვარაუდი შეუძლიათ, თუ რა ტიპის ინფორმაციაზე მიუწვდებოდათ ხელი რუს ჯაშუშებს.
ანა ჩაპმანი
რუსული სპეცსამსახურების ერთ-ერთი მთავარი მიზანი პოლიტიკურ, აკადემიურ და ჟურნალისტურ წრეებში შეღწევა იყო. მაგალითად, რუსი შპიონების ერთ- ერთ სამიზნედ სახელდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მეგობარი და დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი, ალან პატრიკოვი. 74 წლის პატრიკოვი საკუთარი ფინანსების მართვას ნიუ- იორკის ერთ- ერთ პატარა, თუმცა ელიტარულ კომპანიას - Morea Financial Services - ანდობდა. სინტია მერფის სახელით მოქმედი ქალბატონი, რომელიც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ნიუ- იორკში, მეუღლესთან ერთად დააკავა, წლების განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა კომპანია Morea Financial Services-ში.
აშშ-ს ადმინისტრაციის ყოფილ მაღალჩინოსანზე კიდევ ერთი შპიონი მუშაობდა. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დონალდ ჰითფილდი თავს კანადელ ბიზნესმენად ასაღებდა და ამტკიცებდა, რომ მისი კომპანიის კონსულტანტი იყო ალ გორის მთავარი მრჩეველი უშიშროების საკითხებში, ლეონ ფუერტი. ჰითფილდის კომპანიის - Future Map-ის 2008 წლის ვებვერსიაში მართლაც ფიგურირებს ფუერტის გვარი თანამშრომელთა სიაში. ფუერტი უარყოფს Future Map-ში მუშაობას და აცხადებს, რომ ეჭვმიტანილს მხოლოდ ერთხელ და ისიც საჯარო გამოსვლისას შეხვედრია.
ჯაშუშური დრამის ნამდვილი სუპერვარსკვლავი, უდავოდ, 28 წლის ჩაპმანი, ანა ჩაპმანი გახლავთ. ეს ჟღალთმიანი საბედისწერო ქალბატონი იანვრიდან მოყოლებული რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის ინფორმაციის სისტემატურ მიწოდებაში დაადანაშაულეს. ანა - ნამდვილი გვარი კუჩენკო - რუსი დიპლომატის, კენიაში რუსეთის ყოფილი ელჩის და КГБ-ს ჯაშუშის ქალიშვილია. როგორც ამბობენ, კვიცი გვარზე ხტის.
რუსეთი აშშ-სგან განმარტებებს ელის. ისრაელში ვიზიტით მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, პრესკონფერენციაზე არაორაზროვნად მიუთითა სპეცოპერაციის თანხვედრაზე ობამასა და მედვედევის შეხვედრასთან: „ჩვენთვის არ განუმარტავთ, რაზეა საუბარი. ვიმედოვნებ, რომ განგვიმარტავენ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა - დრო განსაკუთრებული მოქნილობით შეირჩა“.
„თქვენმა პოლიციამ თავი აიშვა - ხალხს ციხეში სვამენ“, - განუცხადა პუტინმა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს, აშშ-ში რუსული ჯაშუშური ქსელის მხილებიდან მეორე დღეს. ჩანს, აშშ-ს ადმინისტრაცია „ჯოხისა და სტაფილოს“ პოლიტიკას მიმართავს. ცალ ხელში „გადატვირთვა“, მეორეში კი - ბორკილები.
თანამედროვე რუსი შპიონები ბევრად ჩამოუვარდებიან საბჭოელ წინამორბედებს. ჯერ მარტო მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა რად ღირს: იულიუს და ითალ როზენბერგები ატომური ბომბის ტექნოლოგიას აწვდიდნენ საბჭოთა რეჟიმს, კიმ ფილბი და კემბრიჯის ხუთეულის სახელით ცნობილი ბრიტანელი შპიონები კი დასავლელი აგენტების ვინაობას უმხელდნენ. КГБ-ს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული აგენტურული ქსელი ჰყავდა.
ცივი ომის შემდეგ საბჭოთა შპიონების მიღწევები ინერციით მიდიოდა. აშშ-ში მხოლოდ 1994 წელს დააკავეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მაღალჩინოსანი ოლდრიჯ ეიმსი, რომელმაც 1985 წლიდან დაპატიმრებამდე, 4.6 მილიონი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, 25 ამერიკელი აგენტი გათქვა. ეიმსის სახელი საქართველოსთანაც იკვეთება. 1993 წელს საქართველოში ერთი გასროლით მოკლეს ცენტრალური დაზვერვის სამსახურის საქართველოს სამმართველოს უფროსი ფრედი ვუდროფი. ვუდროფის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ოლდრიჯ ეიმსი ესტუმრა მას საქართველოში სამუშაო ვიზიტით.
ითალ და იულიუს როზენბერგები
თუ დავუჯერებთ ცივი ომის პერიოდის ერთ- ერთ ყველაზე გამორჩეულ ორმაგ აგენტს, КГБ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, 71 წლის ოლეგ გორდიევსკის, აშშ-ში დღეს რუსეთის 400-მდე ჯაშუში მოქმედებს. მათ მიერ შეგროვებული საიდუმლო ინფორმაცია ხარისხით არ აღემატება ჟურნალისტების მიერ შეგროვებულ მასალებს. ამას ორი მიზეზი აქვს: ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი რუსეთი ისედაც ვერ აითვისებს აშშ-ს სამხედრო და სამეწარმეო საიდუმლოთა უმრავლესობას. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ამ ტიპის მაღალტექნოლოგიური მასალების მოსაპოვებლად სათანადო ცოდნასა და უნარებს ფლობენ, არასდროს მოინდომებენ ФСБ-ზე ან ГРУ-ზე მუშაობას. ისინი Intel-ს, Applied Materials-ს ან, თუნდაც, AMD-ს მიანიჭებენ უპირატესობას.
რუსი ჯაშუშების წარუმატებლობის ტალღა არა მარტო აშშ-ს, მთელ მსოფლიოს მოედო. მარტო ივლისში რამდენიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა თანმიმდევრობით გამოაქვეყნა ანგარიშები რუსი შპიონების გააქტიურების შესახებ.
28 ივნისს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტომას დე მეზერმა, ქვეყნის ეკონომიკის მთავარ პრობლემად სამეწარმეო შპიონაჟი დაასახელა. მისი თქმით, ამ ხერხს ყველაზე ხშირად რუსები და ჩინელები მიმართავენ. მეზერის მოხსენებაში საუბარია რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე გერმანიაში. კონტრდაზვერვა მათ უწოდებს „აგენტთა ბუდეებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს უთხრიან“. ანგარიშში პირდაპირ ნათქვამია, რომ რუსული სამეწარმეო შპიონაჟი გერმანიას გაცილებით დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე ისლამური ტერორიზმი და მემარჯვენე-რადიკალური, ან მემარცხენე-ექსტრემისტული ორგანიზაციების საქმიანობა.
რუსეთის ჯაშუში ვიცე-პოლკოვნიკი ალექსეი ზავგოროდნი
ჩეხეთის უშიშროების სამსახურის მოხსენებაშიც გაცხადდა რუსეთის „ინტენსიური და აგრესიული“ შპიონაჟი მეცნიერულ-ტექნიკურ სფეროში. შარშან ჩეხეთმა ქვეყნიდან გამოაძევა რუსეთის ფედერაციის ოთხი დიპლომატი, ამერიკული რადარის შესახებ არსებული საიდუმლო ინფორმაციის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გამო. მაშინ რუსებმა ეს ფაქტი „კიდევ ერთ პროვოკაციად“ მონათლეს.
2010 წლის ივნისში რუსი ქალბატონი ინდოეთშიც დააკავეს. 32 წლის ოლგა ტიმოშკინი ინდოეთის შტატ პუნჯაბში ცხოვრობდა და, სამართალდამცველთა ინფორმაციით, ცნობებს აგროვებდა ქაშმირის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
აშშ-ში ჯაშუშების ქსელის მხილების შემდეგ ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის, MI-5-ის საიტზე ყურადღება მიიქცია შემდეგმა განცხადებამ: „ლონდონში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრების რიცხვი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ შემცირებულა”. სააგენტო ოფიციალურად არ აკონკრეტებს რიცხვს, თუმცა კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა მედიას ანონიმურად გაანდეს, რომ საუბარია სულ მცირე 30-მდე ჯაშუშზე რუსეთის საელჩოდან და სავაჭრო წარმომადგენლობიდან.
სადაზვერვო მიზნებისთვის რუსეთი, ტრადიციულად, ეკლესიასაც იყენებს. რუსეთის ფედერაციამ შუაგულ პარიზში 8.5 ათასი კვ.მ. ფართობის მიწა შეიძინა, მართლმადიდებლური ტაძრის ასაგებად. საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებს ეს ტაძარი ეშმაკზე უფრო აფიქრებს, ვიდრე ღმერთზე. მათი ვარაუდით, ამ შენობიდან რუსები ელექტრონული დაზვერვის წარმოებას აპირებენ. შეშფოთების მიზეზი არსებობს: ტაძარი აიგება ალმის სასახლის მახლობლად, რომელსაც ხშირად სტუმრობს პრეზიდენტი სარკოზი. იქვეა პრეზიდენტის საფოსტო სამსახური და მისი მრჩევლების 16 რეზიდენცია, მათ შორის, საგარეო ურთიერთობების საკითხებში სარკოზის პირადი მრჩევლის ჟან-დევიდ ლევიტის კერძო აპარტამენტები. ეჭვებს ისიც ამძაფრებს, რომ ტაძრის მშენებლობა რუსეთმა ყოფილ КГБ-ს აგენტსა და ამჟამად კრემლის უძრავი ქონების სამმართველოს უფროსს, ვლადიმირ კოჟინს დაავალა.
ოლდრიჯ ეიმსი
ეკლესიის მსგავსად, სადაზვერვო საქმიანობისათვის გამოიყენება რუსული ბიზნესიც, რომელზეც პუტინის მმართველობის პერიოდში რუსულმა სახელმწიფომ კონტროლი კიდევ უფრო მეტად განამტკიცა. ხშირ შემთხვევებში რუსული კომპანიების უცხოური წარმომადგენლობები მზვერავებისთვის კომფორტული საფარველია.
არც პოსტსაბჭოთა სივრცე უჩივის ჯაშუშური სკანდალების სიმცირეს. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე ესტონეთში განვითარდა. 2008 წლის 21 სექტემბერს კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა, შპიონაჟის ბრალდებით, დააკავეს ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, 61 წლის ჰერმან სიმი. იგი 1995 წლიდან მუშაობდა ჯერ თავდაცვითი ინფორმაციის ანალიზის ბიუროს, ხოლო 2000 წლიდან სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის განყოფილების უფროსად. სწორედ მას ევალებოდა სამხედრო საიდუმლოების დაცვის კოორდინაცია ქვეყნის მასშტაბით. სიმი ხშირად ესწრებოდა ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საიდუმლოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციებს, ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელის სტატუსით. გაირკვა, რომ ის რუსეთს ინფორმაციას აწვდიდა, როგორც ესტონეთის არმიისა და სპეცსამსახურების, ისე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ იარაღის შესყიდვების, სამხედრო ობიექტებისა და დაშიფვრის სისტემების შესახებ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დსთ-ს სივრცეში არსებობდა ერთგვარი ტრადიცია - ყოფილ რესპუბლიკებში უშიშროების მინისტრს რუსეთი ნიშნავდა. იყო დრო, როდესაც საქართველოში რუსეთი სამ ძალოვან სტრუქტურას ერთდროულად აკონტროლებდა: თავდაცვის მინისტრი - ვარდიკო ნადიბაიძე, უშიშროების მინისტრი - იგორ გიორგაძე, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი - შოთა კვირაია გახლდათ. ტრადიციის დარღვევა რუსებმა არც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოისურვეს. მოსკოვში პირველი ვიზიტისას, პუტინმა პირდაპირ მოსთხოვა მიხეილ სააკაშვილს უშიშროების მინისტრად „თავისი კაცი“, ვალერი ხაბურძანია შეენარჩუნებინა. საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მტკიცებით, რუსეთ-საქართველოს ისედაც რთული ურთიერთობის გაუარესება სწორედ ამ „რეკომენდაციის“ უგულებელყოფით დაიწყო. რუსეთის სპეცსამსახურების ფარული ოპერატიულ- აგენტურული ოპერაციების ყველაზე ნათელი გამოვლინება 2006 წლის სექტემბერში ვიხილეთ. შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თბილისსა და ბათუმში დააკავა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ოთხი ოფიცერი და ადგილობრივი აგენტურა - საქართველოს 11 მოქალაქე. ამ ჯგუფს ერევნიდან ხელმძღვანელობდა 2005 წლის 1 თებერვალს გორში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი, ГРУ-ს ოფიცერი ანატოლი სინიცინი. მაშინ პრეზიდენტმა პუტინმა საქართველო „სახელმწიფო ტერორიზმში“ დაადანაშაულა. რუსი ჯაშუშების ქვეყნიდან გაძევებას რუსეთის მყისიერი პასუხი მოჰყვა - რუსეთმა ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო.
საქართველოსგან განსხვავებით, აშშ-ს სამართალდამცავების ქმედებას ჯერ არ მოჰყოლია რუსეთის რეაქცია.
![]() |
14 ინგლისი - გერმანია 1/8 ფინალური მატჩი |
▲back to top |
ფოტოესსე
სამხრეთ აფრიკა 2010,
![]() |
15 ქართული ბლოგინგის დღეები 2010 |
▲back to top |
საზოგადოება
ბლოგინგის განვითარების საინიციატივო ჯგუფისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, 24-26 ივნისს აჭარაში გაიმართა კონფერენცია „ქართული ბლოგინგის დღეები“. სამდღიან ღონისძიებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ორმოცამდე ბლოგერი ესწრებოდა. ღონისძიების მთავარი თემა ეხებოდა სოციალური მედიის როლსა და საქართველოში მის პოპულარიზაციას. „ჩვენ ვცდილობთ, გავაგებინოთ ხალხს IT-ს მნიშვნელობა,“ - განაცხადა კონფერენციის დასაწყისში ირაკლი ქაშიბაძემ, ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, ინოვაციებისა და IT დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
Government 2.0
ეს არის პროექტი, რომლის განხილვასაც კონფერენციაზე დიდი ყურადღება დაეთმო. ამ პროექტის ანალოგი უკვე არსებობს დიდ ბრიტანეთში და სულ მალე ის შეიძლება ქართულ სინამდვილესაც მოერგოს. ბრიტანეთში ის mysociety.org-ის სახელითაა ცნობილი, რომელსაც მარტივი მიზანი აქვს - გაზარდოს ხალხის ჩართულობა ხელისუფლების საქმიანობაში. მაგალითად, მისი ერთ-ერთი ქვეპროექტი Fix My Street („შეაკეთე ჩემი ქუჩა“) საიტის საშუალებით ბრიტანელებს შეუძლიათ ხმა მიაწვდინონ საჭირო სახელისუფლო ორგანოს და შეატყობინონ არსებული კომუნალური პრობლემის შესახებ, პატარა ორმო იქნება ქუჩაზე თუ დაზიანებული წყალსადენი. ამ პროექტზე მუშაობა საქართველოშიც მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როდის ექნება ქართველ ამომრჩეველს ხელისუფლებაში თავის წარმომადგენელთან ონლაინ დებატების გამართვის საშუალება.
ტურიზმი და მედიაბანკი
ომის შემდგომ პერიოდში ინტერნეტში მკვეთრად იმატა უარყოფითმა ინფორმაციამ საქართველოზე, რომლის მთავარ გამავრცელებლად კვლავ რუსეთი რჩება. ამის საპირისპიროდ შეიქმნა საიტი Mediabank.ge. აი, რას ამბობს მისი ერთ-ერთი შემქმნელი საბა ლეკვეიშვილი: „ჩვენი მიზანია ინტერნეტში გავრცელებული ნეგატიური მასალა, ფოტოები, ვიდეოები და ტექსტები ჩავანაცვლოთ პოზიტიური კონტენტით. ჯერჯერობით გვაქვს 150 ათასამდე ფოტო, რომლებიც თემატურად უკავშირდება საქართველოს. ვაპირებთ, რომ სექტემბრამდე მათი რიცხვი მილიონამდე გავზარდოთ.“ მედიაბანკი ივნისის დასაწყისში გაიხსნა. მასზე ფოტო და ვიდეომასალის დადება ყველას შეეძლება, თუმცა, ვიკიპედიასგან განსხვავებით, სადაც კონტენტის ჩასწორება ყველას შეუძლია, მედიაბანკი მსგავსი შემოტევებისგან დაცულია. აქ განთავსებული მასალის გამოყენება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება საავტორო უფლებების დაცვით. აქვე კეთდება სპეციალური ქვეგანყოფილება აჭარის შესახებ, რაც სამომავლოდ ამ რეგიონის პოპულარიზაციას და მის ტურისტულ მხარედ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
საინფორმაციო ომი...
...რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს, განსაკუთრებით გამწვავდა 2008 წლის შემდეგ. ამ ომში განსაკუთრებული როლი შეასრულეს ქართველმა ბლოგერებმა. ისინი რუსულად წერდნენ ბლოგებს და საუბრობდნენ იმ ფაქტებზე, რომელსაც რუსული ოფიციალური არხები დიდი მონდომებით ბლოკავდნენ და დეზინფორმაციით ცვლიდნენ. თავის დროზე, ბლოგერ Сухуми-ს გავრცელებულმა ინფორმაციამ და მასზე მიღებულმა გამოხმაურებამ ისეთი გაღიზიანება გამოიწვია რუსეთში, რომ რუსმა ჰაკერებმა რამდენიმე დღის განმავლობაში შეაფერხეს ბლოგის პლატფორმა Livejournal-სა და Twitter-ში, რა თქმა უნდა, ინფორმაციის დაბლოკვის მიზნით.
სოციალურ მედიას რომ დიდი როლი აქვს ქართული საზოგადოებისთვის, ამას ხაზი გაუსვა მომხსენებელმა ოლეგ პანფილოვმაც: „საქართველო ერთადერთია ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება ჯერ არ შეხებია ინტერნეტს კონტროლის მხრივ. იმედია, არც არასოდეს შეეხება“. პანფილოვმა აქვე დაამატა, რომ დაგეგმილი აქვს ქართველი ბლოგერების პუბლიკაციების მიხედვით გამოსცეს წიგნი რუსეთ-საქართველოს საინფორმაციო ომის შესახებ
![]() |
16 ილიას იდენტიფიკაცია |
▲back to top |
ლექსო მაჭავარიანი|სვეტი
1937 წელს სტალინის უშუალო მითითებით საქართველო ზეიმობს ილია ჭავჭავაძის 100 წლის იუბილეს. გამოიცემა მისი ნაწარმოებები, იდგმება ძეგლები, მისი სახელი ერქმევა ქუჩებსა და დაწესებულებებს. იქმნება იმ პიროვნების კულტი, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოში მენშევიკური მთავრობის დიდი მეცადინეობით თითქმის დავიწყებას მიეცა, საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში საერთოდ აიკრძალა და რომლის მკვლელობაც ჩაგრული მუშურ-გლეხური კლასის თავადაზნაურობის წინააღმდეგ სამართლიან ბრძოლად მოინათლა.
რა მიზანი ამოძრავებდა სტალინს ილიას მკვდრეთით აღდგენისას, უცნობია. შესაძლოა, ეს ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანში ჩაწვენილ ყრმად საკუთარი თავის დანახვის სურვილი იყო ან ხელების დაბანის მცდელობა, საპასუხო ნაბიჯი ქართული ემიგრანტული პრესის მიერ ილიას მკვლელობის შესახებ მამხილებელი მასალების გამოქვეყნებაზე. ასეა თუ ისე, ილია ჭავჭავაძის პირველი საკრალიზაცია შედგა. სტალინისეული ილია მუშათა და გლეხთა დამცველად, ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლად, სოციალისტური იდეების მქადაგებლად, თითქმის ბოლშევიკად მოგვევლინა.
1987 წელს საქართველოში ძალას იკრებს ეროვნული მოძრაობა. ახლად გაჩენილი არაფორმალური ორგანიზაციების დიდი მეცადინეობით წმინდა სინოდი „ქართველი ერის წინაშე დიდი ღვაწლისთვის და დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით“ იღებს გადაწყვეტილებას ილიას წმინდანად შერაცხვის თაობაზე. ჩნდება ახალი ილია - წმინდა ილია მართალი, რომელსაც საერთო აღარაფერი აქვს სტალინის ილიასთან. ის ნაციონალისტია, ტრადიციების დამცველი, სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის ბრძოლას შეწირული ადამიანი.
სახელმწიფო დაწესებულებებსა და ჩინოვნიკების კაბინეტებში ილიას სურათები ნელ-ნელა ანაცვლებს ლენინის გამოსახულებებს. კვლავ იდგმება მისი ძეგლები, მისი სახელი, ისევე როგორც 50 წლის წინ, ერქმევა ქუჩებს და სასწავლო დაწესებულებებს. ამ ახალ ილიას სლოგანიც აქვს - კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვები, რომლებიც 23 წლის სტუდენტმა რუსი პოეტის, კოზლოვის, უნიჭო ქართულენოვანი თარგმანის კრიტიკისას გამოიყენა - „ენა, მამული, სარწმუნოება“. დროთა განმავლობაში, ეკლესიის გაძლიერებასთან ერთად, ხსენებულ სლოგანში ბოლო ადგილზე მყოფი სიტყვა ძირითად დატვირთვას იძენს და მისი ავტორიც მყარად ეწერება იმ ნახევრად ტაბუირებულ პირთა კატეგორიაში, რომელთა შესახებ საუბარიც მხოლოდ სათანადო დისტანციის დაცვით არის შესაძლებელი.
ახლა კი ცოტა ხნით დავივიწყოთ ეს ორი ილია და ვისაუბროთ სრულიად სხვა პიროვნებაზე - ლიბერასტზე („ეს ლიბერალი, ბურთივით მრგვალი“), ათეისტებისა და სექტანტების მფარველზე („სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი“), ტრადიციებთან მებრძოლზე („რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო; ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის; თუ მაგას მივყევით, ჩვენც ჩინებსავით შევსდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავსდგამთ“), მკრეხელზე („ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარუძღვე წინა ერსა“), ქართველი ერის მოძულეზე („ეხლანდელი ქართველი რომ ძალიანა მძულს, ამით ვამტკიცებ, რომ საქართველო ძალიან მიყვარს“) და დედაეკლესიის მტერზე („ყურადღების მიქცევა უნდა ჩვენს სასულიერო საქმესაცა, ჩვენს ერს მღვდელი არა ჰყავს, ის მღვდლები, რომელნიც არიან, იმისთანა ყოფაში არიან, რომ მარტო ლუკმა პურის ძებნაში აღამებენ თავიანთ დღესა და ერის სასულიერო საქმისათვის ვერ იცლიან“). ამას დავუმატოთ სიმპათიები მასონ გარიბალდის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის წარმოსახვაში ავადსახსენებელი „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრის თუ არა, სულ მცირე, მისი რომელიმე თანამოაზრის პორტრეტი დაიხატება.
ამგვარად მივიღეთ ერთმანეთისგან განსხვავებული სამი ადამიანი. სოციალისტი, როგორადაც ის ჩემს თაობას სკოლაში შეასწავლეს, ეროვნული მოძრაობის მიერ საკუთარ იდეოლოგად გამოცხადებული ნაციონალისტი, რომელიც ახალი საუკუნის დასაწყისიდან საზოგადოებრივ ცნობიერებაში მართლმადიდებლობის დამცველ მითოლოგიურ პერსონაჟად ტრანსფორმირდა და სეკულარული ღირებულებების დამცველი, პროგრესისტი ლიბერალი. შეგვიძლია გამოვიყენოთ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების უპირატესობა და თავად ავირჩიოთ ილიას სასურველი ვერსია.
არასდროს გიფიქრიათ, რას გააკეთებდა ილია, დღევანდელ საქართველოში რომ ეცხოვრა? გასაგებია, რომ ყველა ეპოქას თავისი გმირები ჰყავს, მაგრამ მოვუხმოთ ფანტაზიას და წარმოვიდგინოთ სწავლის დასრულების შემდეგ უცხოეთიდან დამოუკიდებელ სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა ჭავჭავაძე.
დაკვირვებული იქნებით, როგორი კერპთაყვანისმცემლური დამოკიდებულებაა ჩვენს საზოგადოებაში უცხოეთში ნასწავლი ადამიანების მიმართ. საზღვარგარეთ მიღებული ნებისმიერი მეორეხარისხოვანი სასწავლო დაწესებულების სერთიფიკატი ხომ ყველაზე უფრო რთულ სფეროშიც კი წარმატებული მუშაობის გარანტიად ითვლება. ამის მიზეზი ალბათ ჩვენი კარჩაკეტილობაა. ჩვენ ხომ არასდროს გვყოლია მოგზაურები, რომლებიც გარე სამყაროდან ახალ ინფორმაციას შემოიტანდნენ. შედეგად, საქართველოში სიახლე ძირითადად დამპყრობლების საშუალებით შემოდიოდა. ცივილიზებულ მსოფლიოსა და ჩვენს შორის შუამავლები იყვნენ ბერძნები, სპარსელები, არაბები, თურქები და რუსები, რომლებიც დროდადრო ახალი ცოდნითა და ახალი სიტყვებით გვამარაგებდნენ.
ქართული სუფრისა და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებიც ხომ გარკვეულწილად ჩვენი ინფორმაციული შიმშილის შედეგია. საკუთარ სახლ-კარში გამოკეტილი ჩვენი წინაპრებისთვის სტუმარი ახალი ამბების შემოტანის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. ამიტომაც უხაროდათ სტუმრის მოსვლა. დასხდებოდნენ, და ისხამდნენ ღვინოს და საუბრობდნენ. რაც უფრო მეტად შეზარხოშდებოდა სტუმარი, მით უფრო მეტ ინფორმაციას დასტყუებდა მასპინძელი და, პირიქით, ამიტომაც ფასობდა თანამეინახის დათრობის უნარი.
მაგრამ დავანებოთ თავი ეთნოფსიქოლოგიას და დავუბრუნდეთ ილიას. გასაგებია, რომ სამშობლოში ჩამოსვლისთანავე მთავრობაში რომელიმე მინისტრის პორტფელს შესთავაზებდნენ. ისიც გასაგებია, რომ, მისი ნონკონფორმისტული ბუნებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვეში თანამდებობიდან ხმაურით წამოვიდოდა და, როგორც ასეთ შემთხვევებში ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რომელიმე კერძო ბიზნესს მოჰკიდებდა ხელს. ალბათ ბანკს გახსნიდა ან მას მედიაში ცდიდა ბედს. შემდეგ, მორიგი არჩევნების წინ, ბიზნესის შევიწროების გამო, საზოგადოებრივ აქტივობაში ჩაერთვებოდა. ერთდროულად და უპირისპირდებოდა ხელისუფლებას, ოპოზიციას, ეკლესიას, რუსეთს, ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს და მე-19 საუკუნის შემდეგ უცვლელ ქართულ საზოგადოებას.
სტატიისთვის გამოყოფილ სიტყვათა ლიმიტს რომ არ გადავაჭარბო, მოკლედ დავასრულებ. ეჭვი მაქვს, ამჯერად სიბერემდეც არ აცლიდნენ, ახალგაზრდობაშივე კიდევ ერთხელ მოუწევდა შეყვირება: „არ მესროლოთ, ილია ვარ...“
![]() |
17 2012 |
▲back to top |
მაია თოდუა|სვეტი
რაც თავი მახსოვს, სულ არის ლაპარაკი სამყაროს დასასრულზე. მუდმივად ჩნდება „სენსაციური“ ცნობები მოსალოდნელი გლობალური კატასტროფის შესახებ, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს დედამიწაზე სიცოცხლეს. 1980-იანი წლების და საწყისში ვრცელდებოდა ცნობა ე.წ. „პლანეტების პარადის“ შესახებ. 1982 წელს პლანეტები უნდა განლაგებულიყვნენ ერთ ხაზზე, რასაც უნდა გამოეწვია გლობალური კატაკლიზმი დედამიწაზე. ხალხი სერიოზულად იყო შეშფოთებული. მე მაშინ სკოლას ვამთავრებდი და ვფიქრობდი, ღირდა თუ არა გამოცდებისთვის მზადება. თუმცა, პლანეტებმა მწყობრად ჩაუარეს მზეს ისე, რომ ჩვენ არაფერი გვიგრძვნია. აჟიოტაჟი უცებ ჩაცხრა და ეს არ შემდგარი კატასტროფა ყველამ მალე დაივიწყა. გახსოვთ, ალბათ, 2000 წლის მოლოდინი, როდესაც უნდა დამდგარიყო ქვეყნიერების აღსასრული. მას მერე ათი წელი გავიდა და, როგორც ვხედავთ, ადამიანთა მოდგმა არა მარტო ცოცხლობს, არამედ სწრაფადაც მრავლდება.
რამდენიმე წლის წინ წამოვიდა აპოკალიფსური წინასწარმეტყველების ახალი ტალღა. დაიწყო იმით, რომ 2003 წლის მაისში დედამიწას უნდა დასჯახებოდა ჰიპოტეტური პლანეტა ნიბირუ, რომელიც თითქოს შუმერებმა აღმოაჩინეს 4 ათასი წლის წინ. პროგნოზი არ გამართლდა: არც ნიბირუ გამოჩნდა და არც არაფერი დაგვჯახებია. არმაგედონის თარიღმა გადაიწია 2012 წლისთვის. აღმოჩნდა, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს სრულდება მაიას ტომის ინდიელთა კალენდრის ერთ-ერთი ციკლი, რითაც თითქოს ძველი მაიელები ქვეყნიერების დასასრულზე მიუთითებდნენ. „კატასტროფის თეორიის“ შემქმნელებმაც ის გამოაცხადეს ნიბირუსთან შეჯახების თარიღად. ამას დაემატა კიდევ მთელი რიგი მოვლენებისა, რომლებიც საბედისწერო უნდა აღმოჩნდეს ჩვენთვის: დედამიწა და მზე გაუსწორდება გალაქტიკის ცენტრს, მზის აქტივობა უკიდურესად გაძლიერდება და უეცრად შეიცვლება დედამიწის მაგნიტური ველის პოლარობა.
ამ „წინასწარმეტყველებას“ უამრავი გვერდი ეძღვნება ინტერნეტ სივრცეში. მეტი დამაჯერებლობისთვის გაჩნდა ყალბი ცნობები და მთელი საიტებიც კი, სადაც თითქოს NASA-ც ადასტურებს აპოკალიფსურ პროგნოზებს (რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება). გამოიცა უამრავი წიგნი ამ თემაზე (მარტო amazon.com-ში ორასამდეა). ჰოლივუდმა გადაიღო 200 მილიონი დოლარის ღირებულების ფილმი კატასტროფა „2012“. კიდევ ორი ფილმის გადაღებაა დაგეგმილი ამ თემაზე. ყველაფერ ამას ემატება შეთქმულების თეორიების გავრცელება იმის შესახებ, თითქოს NASA და აშშ-ს მთავრობა მალავენ ამ ინფორმაციას, რათა არ გამოიწვიონ პანიკა მოსახლეობაში, ამავე დროს რჩეულთათვის ეძებენ გადარჩენის გზებს.
რამდენად დასაჯერებელია ყოველივე ეს? პირდაპირ მოგახსენებთ: საერთოდ არ არის დასაჯერებელი. ახლა კი უფრო დაწვრილებით თითოეულ მათგანზე.
პირველ ყოვლისა, არავითარი პლანეტა ნიბირუ არ არსებობს. ტყუილია ისიც, თითქოს ის შუმერებმა აღმოაჩინეს ეს არის ძველი წყაროების მეტისმეტად თავისუფალი ინტერპრეტაცია, რომელიც არავითარ მეცნიერულ მოსაზრებას არ ეყრდნობა. თანაც, გაუგებარია, როგორ უნდა დაენახათ შუმერებს შეუიარაღებელი თვალით ის, რაც ტელესკოპითაც არ ჩანს. უამრავი ფოტო და ვიდეო, რომელიც ვითომ ნიბირუს ასახავს, არის ან ოპტიკური ილუზია, ან დეფექტი, ან ფალსიფიკაცია.
არც რაიმე ასტეროიდი გვემუქრება. NASA-ს სპეციალური პროგრამის მიხედვით ხდება მცირე სხეულების პატრულირება და, მისი მონაცემებით, მათთან დაჯახება მოსალოდნელი არ არის.
არც მაიას ტომის კალენდარი მთავრდება 2012 წელს, როგორც ირწმუნებიან ზოგიერთი ფსევდომეცნიერები, მის შემდგენლებს კი სრულიად უსაფუძვლოდ მიეწერება სამყაროს დასასრულის წინასწარმეტყველება - ესეც არის, როგორც ინგლისურად იტყვიან, wishful thinking, ანუ სასურველის სინამდვილედ გამოცხადება.
რაც შეეხება გალაქტიკის ცენტრთან მზისა და დედამიწის ერთ ხაზზე განლაგებას, ყოველი წლის დეკემბერში მზე იმყოფება მშვილდოსნის თანავარსკვლავედში, რომელშიც ასევე მდებარეობს ჩვენი გალაქტიკის - ირმის ნახტომის - ცენტრი. ასე რომ, ეს „ერთ ხაზზე განლაგება“ ხდება ყოველ წელიწადს და ამას არ მოჰყვება არავითარი განსაკუთრებული მოვლენა. თანაც, გალაქტიკის ცენტრი საკმაოდ გავრცობილი ობიექტია, ის არა მარტო მშვილდოსნის, არამედ მის მეზობელ გველისმჭერისა და ღრიანკალის თანავარსკვლავედებშიც იმყოფება.
მეცნიერები მართლაც პროგნოზირებენ მზის აქტივობის გაძლიერებას 2012 წლისთვის, რომლის დროსაც მოსალოდნელია ძლიერი ამოფრქვევები მზეზე, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი 11-წლიანი ციკლის ნაწილი და არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის.
გარდა ამისა, მზის ამოფრქვევები სიცოცხლისთვის საშიში არ არის, რადგან მათი ზემოქმედებისგან გვიცავს დედამიწის მაგნიტური ველი. ამ ველის პოლარობის ცვლილებაც, რომელიც ხდება ყოველ 400 ათას წელიწადში ერთხელ, უახლოეს ათასწლეულში მოსალოდნელი არ არის.
იმის მტკიცება, რომ NASA მალავს ინფორმაციას ნიბირუს შესახებ, არასერიოზულია. დაკვირვებითი ტექნიკა ისეა განვითარებული, რომ ნებისმიერ მოყვარულ ასტრონომს შეუძლია დედამიწასთან ახლოს მყოფი ციური სხეულის დანახვა და მის მოძრაობაზე დაკვირვება.
ერთი სიტყვით, არც ერთი „წინასწარმეტყველება“ 2012 წლის 21 დეკემბრის აპოკალიფსისა არ ემყარება არავითარ მეცნიერულ ფაქტს ან მოსაზრებას. იმათ, ვინც იგონებს მსგავს მითებს, წარმოდგენა არა აქვთ მეცნიერებასა (ამ შემთხვევაში, ასტრონომიაზე) და მის მეთოდებზე. ისინი იბრალებენ სწავლულობას და ბოროტად იყენებენ ადამიანების უცოდინრობას. მათ, როგორც წესი, სჯერათ კონსპიროლოგიური თეორიების. მათი ფანტაზიების ფართოდ გავრცელების წარმატების მიზეზი კი არის გაუთვითცნობიერებლობა, სენსაციებისადმი ლტოლვა, ირაციონალური შიში და მითების დაჯერებისკენ მიდრეკილება.
2012 წელი ჩაივლის ყოველგვარი გლობალური კატასტროფის გარეშე, მაგრამ ადამიანები უმალვე დაივიწყებენ არა მარტო არშემდგარ არმაგედონს, არამედ იმასაც, რომ პროგნოზი არ გამართლდა. ცოტა ხანში ისევ გაჩნდება ახალი აპოკალიფსური მითი, რომელსაც კვლავ დაუჯერებს გულმავიწყი საზოგადოება და ყველაფერი ხელახლა გამეორდება.
![]() |
18 კერძო სკოლების დამოუკიდებლობა და მდგრადობა |
▲back to top |
სიმონ ჯანაშია|სვეტი
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს განათლების სისტემაში კერძო სკოლების ფუნქციონირება განახლდა. მიუხედავად განვითარების ოცი წლისა, განათლების კერძო სექტორის დამოუკიდებლობა და მდგრადობა ჯერ კიდევ მცირეა. საქართველოს კერძო სკოლების სისუსტის ზოგიერთ ინდიკატორად საქართველოში მათი სახელმწიფოზე დამოკიდებულება დაშიდა ფინანსური მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების ნაკლებობა შეიძლება ჩაითვალოს.
საქართველოში 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებისთვის 283 კერძო სკოლა იყო, რომლებშიც დაახლოებით 48000 მოსწავლე სწავლობდა. ეს ჩვენი მოსწავლეების დაახლოებით რვა პროცენტია. კერძო სკოლების რაოდენობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში იზრდება. დიდი ნახტომი ამ მხრივ 200506 წლებში მოხდა (იხ. გრაფიკი). ამ ცვლილების მიზეზი ბევრია, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პერიოდში ეკონომიკური ზრდა და საგანმანათლებლო პოლიტიკაა. სწორედ ამ დროს შემოვიდა სასკოლო განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელი. სახელმწიფომ თავის ფუნქციად აირჩია არა იმდენად სასწავლო დაწესებულების, რამდენადაც მოსწავლის დაფინანსება. სასწავლო ვაუჩერით მიღებულ სახელმწიფო დაფინანსებას მშობელი ამ დროიდან, საკუთარი არჩევანის მიხედვთ, კერძო ან საჯარო სკოლაში ხარჯავს. შედეგად, კერძო სკოლები დღეს დაახლოებით ოც მილიონ ლარს იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საგანმანათლებლო პოლიტიკის შედეგი კერძო სკოლების რაოდენობასთან ერთად მათი მოსწავლეების რაოდენობის ზრდაც იყო. მონაცემებზე დაკვირვებით, ორი ტენდენცია იკვეთება. ცხადია, რომ მოსწავლეების რაოდენობის ზრდა ბოლო ათწლეულში მუდმივია. მეორე ტენდენციის აღმოჩენა კი მეტ დაკვირვებას საჭიროებს. ჩვენთან სისტემას საშუალოდ ხუთი წელი სჭირდებოდა იმისთვის, რომ კერძო სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებთ ათი ათასი ბავშვით გაზრდილი ყო. 2005 წელს კი იგივე ცვლილება ერთ წელიწადში მოხდა.
სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას სახელმწიფოზე დამოკიდებულების გაზრდაც მოჰყვება. დღეს სახელმწიფო უფრო მეტად ერევა კერძო სკოლების ფუნქციონირებაში. ეს გამოიხატება სასწავლო გეგმის უფრო მეტ სტანდარტიზაციაში, სასკოლო ატესტატების გაცემის ახალ სისტემაში ერთიანი გამოცდების გზით და სკოლების ე.წ. ბრენდინგის შემოთავაზებული სისტემით. ეს უკანასკნელი კერძო სკოლებს უბიძგებს, საკუთარი წარმატების კრიტერიუმები შეცვალოს (ზოგიერთ შემთხვევაში უარესობისკენ) სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ.
სასკოლო ვაუჩერებმა გააჩინა კერძო სკოლების დაფინანსების ალტერნატიული წყარო. მაგრამ ძირითადი შემოსავალი, მანამდეც და ახლაც, მაინც მოსწავლეების მიერ გადახდილი სწავლის გადასახადებია. იშვიათ შემთხვევაში სკოლებს ჰყავთ სპონსორები ან პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც მათ აფინანსებენ. უმეტესად ეს საწყის ინფრასტრუქტურულ განვითარებას გულისხმობს და იშვიათად სკოლის მიმდინარე ხარჯების (კომუნალური ხარჯები და ხელფასები) დაფინანსებას. ასევე იშვიათია დასავლეთში გავრცელებული წარმოებისა და განათლების სფეროს პარტნიორობის ნიმუშები.
საქართველოში არარსებობს არც ერთი კერძო სკოლა, რომელსაც საკუთარი ინსტიტუციური განვითარების ფონდი (ე.წ. Endowment) აქვს. აშშ კერძო სკოლებისა და უნივერსიტეტების ინსტიტუციურ ფონდებში მნიშვნელოვანი ფინანსური შემოწირულობებით აკუმულირებული თანხები სპეციალურად შექმნილი საბჭოს მიერ განიკარგება. ფონდის ძირითადი ნაწილის ინვესტირება აქციებში ხდება. ყოველწლიურად მხოლოდ მოგების ნაწილი იხარჯება. დანარჩენი თანხა კი ისევ ფონდის გაზრდასა და შენარჩუნებას ხმარდება. ამგვარი ფონდები ეხმარება სკოლებს სტაბილური შემოსავლის შენარჩუნებაში. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შემოსავლები მოსწავლეებისთვის გადასახადების შემსუბუქებას ხმარდება.
ინსტიტუციური ფონდების მსგავსი იდეა ჩვენთანაც არსებობდა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი ასოციაციის მიერ დაარსებული ქართულენოვანი სკოლები ძირითადად მეწარმეთა და არისტოკრატიის შემოწირულობით ფინანსდებოდა. იაკობ გოგებაშვილის ანდერძში სწორედ ინსტიტუციური ფონდის პირველი ჩანასახებია. ის საკუთარ ქონებას და სახელმძღვანელოების გაყიდვიდან მიღებულ მოგებას წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უტოვებს. მისი თხოვნით, საზოგადოება ჯერ უნდა დაელოდოს კონკრეტულ თანხამდე ფონდის გაზრდას და შემდეგ უნდა დაიწყოს მოგების გამოყენება სკოლების დაფინანსებისთვის. სამწუხაროდ, საბჭოთა ხელისუფლებამ არა მხოლოდ ეს იდეა გააქრო დროებით ჩვენი საგანმანათლებლო სივრციდან, არამედ თავად გოგებაშვილის და სხვა მისთანების ფინანსური კონტრიბუციების შედეგად შექმნილი კერძო ფონდებიც მიითვისა.
ვაუჩერული დაფინანსების შემოსვლა მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, რომელმაც ათასობით მოსწავლის შესაძლებლობაზე იმოქმედა. თუ განათლების სფეროს სახელმწიფო დაფინანსება გაიზარდა, შესაძლოა, კერძო სკოლებში მოსწავლეების რაოდენობაზე ამან დადებითად იმოქმედოს. თუმცა, თუ სახელმწიფოს უკანასკნელ ინიციატივებს გავითვალისწინებთ, ამან, შესაძლოა, კერძო სკოლების დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შეამციროს. ეს კი, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს მათ ინოვაციურ პოტენციალზე. ახლო მომავალში მნიშვნელოვანი იქნება კერძო სკოლებისთვის მათი ფინანსური მდგრადობის ინსტრუმენტების განვითარება, რაც, ძირითადად, ბიზნესის სფეროსთან თანამშრომლობითა და ინსტიტუციური ფონდების განვითარების გზით იქნება შესაძლებელი.
![]() |
19 ამბები |
▲back to top |
საზოგადოება
სიკვდილი სიკვდილის შემდეგ
40 წლის მექსიკელი მომღერალი სერხიო ვეგა, რომელიც ელ შაკას სახელით იყო ცნობილი, თავის წითელ კადილაკში ჩაცხრილეს, როდესაც ის ჩრდილოეთ მექსიკაში კონცერტის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.
ლიკვიდაციამდე რამდენიმე საათით ადრე საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია მომღერლის გარდაცვალების შესახებ. ვეგამ მაშინვე უარყო ეს ფაქტი და განაწყენებულმა განაცხადა: „წლებია, რაც ვიღაც ინფორმაციას აწვდის რადიოებსა და გაზეთებს ჩემი მკვლელობის შესახებ. მოხუცი დედა მყავს, რომელიც ძალიან ნერვიულობს, მე კი, ყოველთვის მიწევს დარეკვა და მისი დამშვიდება“. ამ სიტყვების შემდეგ ორი საათი იყო გასული, რომ მომღერალი მოკლული იპოვეს.
რამდენიმე თვის წინ მომღერლის ფანებმა ვეგას დაცვა გადაწყვიტეს, რადგან ის აქტიურად მონაწილეობდა ანტინარკოტიკულ აქციებში და ნარკობარონების დაჭერას მოითხოვდა. სავარაუდოდ, მომღერლის სიკვდილიც მის აქტივობას უკავშირდება.
ტრაგედია ატრაქციონების პარკში
სამხრეთ ჩინეთში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გასართობ პარკში, ატრაქციონის დაზიანებას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 10 მძიმედ დაშავდა. მას შემდეგ, რაც გასართობი პარკის სტუმრები კოსმოსურ ხომალდში ჩასხდნენ, ატრაქციონში უეცრად დამწვრის სუნი დადგა და, ყველასთვის მოულოდნელად, დიდი სიჩქარით მოძრავი აპარატი ერთბაშად გაჩერდა.
როგორც პოლიციამ განაცხადა, ატრაქციონის გამართული მუშაობისთვის საჭირო 11 ელექტროხაზიდან ერთი გადაიწვა, რაც ჯერჯერობით ტრაგედიის მთავარ მიზეზად, ხოლო აპარატის მყისიერი შეჩერება ადამიანთა დაღუპვის მიზეზად სახელდება.
ამჟამად, სამხრეთ ჩინეთში მდებარე ეს გასართობი პარკი, რომელიც უახლესი ატრაქციონებით იყო ცნობილი, დაკეტილია.
შეტაკება საძოვრების გამო
ყველა ფოტო: REUTERS ©
სომალიში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებამ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 24 კი მძიმედ არის დაშავებული. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, სომალიში მომხდარი შეტაკებების მთავარი მიზეზი წყალი და საძოვრებია.
როგორც ცნობილია, სომალის უკვე 19 წელია არ ჰყავს ეფექტური ცენტრალური მთავრობა, რის გამოც ისლამისტი ტერორისტებისთვის ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა. - „თვეებია შეტაკებები გრძელდება. მართალია, სამშვიდობო ხელშეკრულებას რამდენჯერმე მოეწერა ხელი და ამ კრიმინალურ დაჯგუფებებს
შორის ურთიერთობა თითქოს დარეგულირდა კიდეც, მაგრამ დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს,“ - განაცხადა ალი იასინ გედიმ, მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, 2007 წლიდან სომალიში 21.000-ზე მეტი ადამიანია მოკლული, მილიონ-ნახევარი კი დევნილად იქცა.
![]() |
20 უცხოური ინვესტციების გავლენა სავალუტო კურსზე |
▲back to top |
ტაბულა|რაზა
არჩილ მამათელაშვილი
ქვეყანაში კაპიტალის მიწოდებას და მასზე მოთხოვნას მრავალ მაკროეკონომიკურ პარამეტრზე აქვს გავლენა. მათ შორის არის სავალუტო კურსიც. საქრთველოს დღევანდელი ეკონომიკური კონიუნქტურის პირობებში ინვესტიციების როლი სტაბილური სავალუტო კურსის შესანარჩუნებლად საკმაოდ დიდია.
როგორც ნებისმიერი სხვა აქტივის, სავალუტო კურსის ცვლილებასაც მიწოდება მოთხოვნის კანონი განსაზღვრავს. ლარის მიწოდება-მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია მიმდინარე ანგარიში (current account), რომელიც მოიცავს სავაჭრო ანგარიშს ანუ ქვეყნის ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობას, უხილავ ტრანსფერებს, მომსახურებას და ა.შ.
განვითარებადი ქვეყნების დიდ ნაწილს (ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის და ბუნებრივი რესურსების ექსპორტიორი ქვეყნების გარდა) მიმდინარე ანგარიში დეფიციტური აქვს, რადგან ასეთ ქვეყნებში მოხმარება (consumption) ყოველთვის აღემატება მოსახლეობის მიერ დაგროვილ კაპიტალს (saving), ესე იგი, იმპორტი ჭარბობს ექსპორტს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე იზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე (საქართველოში ეს ვალუტა ძირითადად აშშ დოლარია, რადგან იგი წარმოადგენს როგორც ღირებულების საზომ ძირითად ვალუტას საექსპორტო და იმპორტირებულ საქონელზე. ის აგრეთვე ეროვნული ბანკის ძირი თადი სარეზერვო ვალუტაა და კურსის დაბალანსება ბანკთა შორის ბირჟაზე სწორედ ამ ვალუტის საშუალებით ხდება) და მისი კურსი ლართან მიმართებაში იზრდება.
სავაჭრო დეფიციტი ამ წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (კვარტალური საპროგნოზო მონაცემების მიხედვით) დაახლოებით 23%25ია. ამ ტენდენციის გამოსასწორებლად საჭიროა გრძელვადიანი კაპიტალის მოზიდვა, რადგან სტაბილური ექსპორტი იქმნება გრძელვადიანი კაპიტალით, ხოლო იმპორტი ჩვენს ქვეყანაში ძირითადად მოკლევადიანი კაპიტალით ფინანსდება.
სავაჭრო დეფიციტის შემთხვევაში დამაბალანსებელი ფაქტორია საგადამხდელო ბალანსის (balance of payment) მომდევნო პუნქტი, რომელიც კაპიტალის (სესხები, ინვესტიციები) ბრუნვას გვაჩვენებს. იმის გამო, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზრები ჯერ კიდევ განუვითარებელია, ხოლო ლარს, როგორც სარეზერვო ვალუტას, ან შენახვის მიზნით უცხოელები არ იყენებენ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ პუნქტში არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელმაც 2009 წლის მეოთხე კვარტალში 254 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (დაახლოებით 450 მილიონი ლარი). ეს საკმარისი არ არის, რომ მოხდეს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფარვა და ლარზე მოთხოვნის დაბლანსება, რათა საბაზრო პირობებში მისი კურსი არ დაეცეს. მსოფლიო ეკონომკური კრიზისიდან გამომდინარე, კერძო სექტორში შემოსული სესხების მოცულობა ბოლო ორი წლის მანძილზე მაინც ვერ აკომპენსირებს ამ დეფიციტს. საჯარო სექტორის მიერ აღებული სესხებიდან ნაწილი მიემართება რეზერვებში ან ხმარდება კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ აუმჯობესებს საგადამხდელო ბალანსს, რადგან ამ პროექტების განსახორციელებლად მოზიდული მატერიალური და ადამიანური რესურსების ნაწილი საქართველოში არ არსებობს და მათი შეძენა საზღვარგარეთ ხდება. ამასთან, მუდმივად სესხების აღება კურსის სტაბილურობისთვის არა მარტო ბიუჯეტს დააზარალებს, არამედ შეუძლებელიც იქნება, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ამაზე თვითონ კრედიტორები არ წამოვლენ.
საგადამხდელო ბალანსის მესამე პუნქტია ქვეყანაში არსებული რეზერვები. საქართველოში ლარის კურსის სტაბილურობას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სავალუტო ინტერვენციის მეშვეობით, რითაც აბალანსებს მიწოდებას და მოთხოვნას.
რეზერვები იქმნება ან უცხოური ინვესტიციების საქართველოში დაბანდებისას ლარზე გაზრდილი მოთხოვნის მეშვეობით ან შემოსული სესხებიდან. თუმცა, ეროვნულ ბანკს აქვს მონეტარული ინსტრუმენტიც (რეფინანსირების განაკვეთი), რითაც შეუძლია ნაწილობრივ დაა ბალანსოს ლარის კურსი. გასულ კვირა ში ამ განაკვეთის 5%25-დან 6.25%25-მდე გაზრდამ, შესაძლოა, ნაწილობრივ შეზღუდოს ლარის მიწოდება და მისი გამყარება გამოიწვიოს. თუმცა, ეს ზომა გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკისთვის ეფექტური არ იქნება.
შესაბამისად, ლარის სავალუტო კურსის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხოური ინვესტიციების შემოდინება (როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადგილობრივი კაპიტალის მარაგები მწირია). გრძელვადიან პერსპექტივაში უცხოური ინვესტიციები აუმჯობესებს ქვეყნის მიმდინარე ანგარიშს და ხელს უწყობს ადგილობრივი კაპიტალის შექმნას (გაზრდილი ეკონომიკისა და მოხმარების ზრდის ხარჯზე).
ამის დამადასტურებლად გამოდგება ლარის კურსის მოძრაობის ტენდენცია გასული 5 წლის მანძილზე. 2005-2008 წლებში, მიუხედვად აიმისა, რომ ინფლაციის ტემპმა 10%25ს გადააჭარბა, ლარის კურსი თითქმის 35%25-ით გამყარდა. ინფლაცია (ფასების ზრდა) გამოიწვია ეკონომიკის სწრაფმა ზრდამ და მონეტარული ბაზის გაფართოებამ (ფულის მოძრაობის სისწრაფის და საბანკო სესხების ზრდის ჩათვლით), ხოლო უცხოური ინვესტიციების მკვეთრმა ზრდამ (ამ წლებში უცხოურმა ინვესტიციებმა მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 20%25-ს მიაღწია) გამოიწვია ლარის კურსის გამყარება. დღეისთვის საშუალო წლიური ინფლაცია 3%25-ია, მაგრამ სავალუტო კურსი ბოლო 18 თვის მანძილზე 25%25-ით დაეცა, კრიზისის შედეგად უცხოური კაპიტალის შემოდინების შემცირების გამო.
ლარის კურსის მცირედი დევალვაცია ქვეყნის ეკონომიკისთვის, შესაძლოა, სასარგებლოც იყოს, მაგრამ ამ პროცესის სწორად მართვისთვის უცხოური ინვესტიციების როლი მომ დევნო რამდენიმე წლის მანძილზე შეუცვლელი იქნება.
გამოყენებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საპროგნოზო და ფაქტობრივი მონაცემები
![]() |
21 დაღვრილი კაპიტალიზაცია ანუ drill, baby, drill |
▲back to top |
ბიზნესი
მექსიკის ყურეში მომხდარი ავარიის გამო საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა 6 პუნქტით დაწია ბიპი-ს საკრედიტო რეიტინგი. 15 ივნისს გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ბიპი-ს ემიტენტის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი AA-დან BBB-მდე შემცირდა. შედეგად, კომპანიის საკრედიტო რეიტინგი ამჟამად მხოლოდ ორი პუნქტით უსწრებს ე.წ. „ჯანკ“ ფასიანი ქაღალდების ემიტენტთა რეიტინგს.
კომპანიის საკრედიტო რეიტინგის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია იმან, რომ ინვესტორები მგრძნობიარენი არიან ბიპი- ს მოკლე და გრძელვადიანი საკრედიტო რისკის მიმართ. მნიშვნელოვანია მექსიკის ყურეში მომხდარი ავარიის გავლენა კომპანიის ფინანსურ მდგრადობაზე უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. 2010 წლის 11 ივნისის მდგომარეობით, მნიშვნელოვნად გაუფასურდა ბიპი-ს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სასესხო ფასიანი ქაღალდები:
ბიპი-ს ინჟინრებისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ნავთობის დაღვრის აღკვეთა უმოკლეს დროში. წანააღმდეგ შემთხვევაში, ბიპი- ს აქციები განაგრძობს გაუფასურებას. მექსიკის ყურეში მომხდარ ავარიასთან და, აქედან გამომდინარე, მომავალში ვალდებულებების შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით, ბიპი- ს აქციებით დღიური ვაჭრობის საშუალო მოცულობა გაიზარდა 200%25-ით და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა გამაოგნებელი 50%25-ით, 16 ივნისის მდგომარეობით - 99 მილიარდ აშშ დოლარამდე.
ინვესტორთა მსგავსი გულაცრუება უსაფუძვლო არ არის. მექსიკის ყურეში მომხდარი ავარია ნავთობის დაღვრის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა აშშ-ს ისტორიაში. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, მექსიკის ყურის ტრაგედიის შედეგები, სულ მცირე, 10-ჯერ უფრო ტრაგიკული იქნება, ვიდრე 1989 წელს ალასკის სანაპიროსთან მომხდარი შემთხვევა, როცა ნავთობი კომპანია ექსონის კუთვნილმა ტანკერმა - „ექსონ ვალდესმა“ დაღვარა.
მექსიკის ყურეში ავარიის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი. დაზიანდა 120-კილომეტრიანი სანაპირო ზოლის ეკოსისტემა. ექსპერტთა შეფასებით, განადგურება ემუქრება ცხოველთა და მცენარეთა 8 300 სახეობას. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის, სტანდარდ ჩარტერედის ანგარიშით, სანაპირო ზოლის დასუფთავების ხარჯები და ასანაზღაურებელი ზარალის მოცულობა შეიძლება 40 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს.
თუ ეს გაანგარიშება ზუსტია, ბიპი- ს ფინანსური მდგრადობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. 4 ივნისს კომპანიის ინვესტორებთან სატელეფონო კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, კომპანიის განკარგულებაშია 5 მილიარდი აშშ დოლარი ნაღდი ფულის სახით, 5.25 მილიარდი აშშ დოლარი გამოსაყენებელი საკრედიტო ხაზების სახით და დამატებითი 5.25 მილიარდი აშშ დოლარი სხვადასხვა ბანკთან შეთანხმებული „stand-by” კრედიტების სახით. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის გრძელვადიანი ვალდებულებების მოცულობა, მის კაპიტალიზაციასთან შედარებით, სოლიდურ თანხას - 74.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამ ვითარებაში მოსალოდნელია, რომ ბიპი-ს მენეჯმენტი ეცდება შეამციროს ასანაზღაურებელი ზარალის მოცულობა და უმოკლეს ვადაში შეაჩეროს ნავთობის დაღვრა მექსიკის ყურეში; მიაღწიოს შეთანხმებას აშშ-ს მთავრობასთან სანაპირო ზოლისა და აკვატორიის დასუფთავების გეგმასთან დაკავშირებით; უზრუნველყოს არსებული ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია; შეამციროს კომპანიის გლობალური ინვესტიციები და დამატებით ისესხოს თანხა ზარალის დასაფარავად. ამ სტრატეგიას მხოლოდ ერთი ალტერნატივა აქვს - კომპანიის მსხვილი აქტივების გასხვისება.
აქციის ფასი 6/16/2010 მდგომარეობით |
$31.85 |
აქციის საშ. ფასი (50 დღე): |
$47.95 |
აქციის საშ. ფასი (200 დღე): |
$54.30 |
ვაჭრობის საშ. მოცულობა (50 დღე): |
52,912,600 |
ვაჭრობის საშ. მოცულობა ( 200 დღე): |
17,489,000 |
აქციის მაქსიმალური ფასი (52 კვირა) |
$62.38 |
აქციის მინიმალური ფასი (52 კვირა) |
$29.00 |
მიუხედავად რამდენიმე უშედეგო მცდელობისა, შეეჩერებინა ნავთობის დაღვრა, ბიპი-მ მოახერხა, აშშ-ს მთავრობასთან მიეღწია კომპანიისათვის კრიტიკული მნიშვნელობის გარიგებას. გარიგების მიხედვით, ბიპი შემდეგი 4 წლის განმავლობაში ვალდებულია, ყოველწლიურად გადარიცხოს 5 მილიარდი აშშ დოლარი ზარალის ანაზღაურების ფონდის ანგარიშზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული ფონდის მოცულობა (20 მილიარდი აშშ დოლარი) არ წარმოადგენს ბიპი-ს შესაძლო დანაკარგების ზედა ზღვარს.
მიუხედავად ამ შეთანხმების მცირე, მაგრამ დადებითი გავლენისა ბიპი-ს აქციების ფასსა და სასესხო ფასიანი ქაღალდების ღირებულებაზე, მისისიპის გუბერნატორმა, ჰეილი ბარბურმა, ერთ- ერთ ინტერვიუში თქვა: „თუ ბიპი მნიშვნელოვან თანხებს გადარიცხავს ზარალის ანაზღაურების ფონდის ანგარიშზე, კომპანიას არ დარჩება საკმარისი სახსრები, რათა გააგრძელოს ახალი ნავთობსაბადოების განვითარება, გაზარდოს საკუთარი შემოსავლები და საბოლოოდ დაფაროს ავარიის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ბიპი-ს შემოსავლების ზრდა იმისათვის, რომ შევუქმნათ ჩვენთვის გადახდის საშუალება... ვფიქრობ, ზარალის ანაზღაურების ფონდის იდეა ამცირებს ბიპი-ს მიერ ვალდებულებების სრულად დაკმაყოფილების ალბათობას“.
ლუიზიანას რესპუბლიკელი გუბერნატორი, ბობი ჯინდალი, არ ეთანხმება ბარბურის ხედვას. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ [ფონდის შექმნა] უზრუნველყოფს ბიპი-ს მხრიდან შესაბამის ყურადღებას და პასუხისმგებლობას,“ - ამბობს იგი.
17 ივნისს სენატის ენერგეტიკისა და კომერციის კომიტეტის სხდომაზე დეტალურად განიხილეს ნავთობის პლატფორმის მშენებლობისას გამოყენებული ტექნოლოგიები და უსაფრთხოების ზომები. კომიტეტის აზრით, მშენებლობის პროცესში კომპანია იყენებდა იაფფასიან ინჟინრულ გადაწყვეტილებებს და ნაკლებ ყურადღებას უთმობდა უსაფრთხოებას. სხდომაზე ხაზი გაუსვეს ბიპი-ს მიერ ჭაბურღილში ჩატარებულ, მილის გამაგრებისა და ცემენტირების სამუშაოებს. აღმოჩნდა, რომ რეკომენდებული 21 ცემენტის სამაგრის ნაცვლად, ჭაბურღილში მხოლოდ 6 გამოიყენეს. ავარიის გამომწვევ შესაძლო მიზეზთაგან ერთ-ერთი, ბიპი-ს შიდა გამოძიების შედეგებით, სწორედ ცემენტის სამაგრების გაუმართაობაა. ამავე დროს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიპი-სა და სხვა მსხვილი ნავთობკომპანიების საგანგებო გეგმებს. აღმოჩნდა, რომ ყველა ნავთობკომპანიის საგანგებო გეგმა ერთმანეთის იდენტურია და მოიცავს საგანგებო ვითარებისათვის გამოუსადეგარ რჩევებს და, ამავე დროს, საკონტაქტო პირებს, რომელთაგან ერთ-ერთი 5 წლის წინათ გარდაიცვალა.
მიუხედავად ამისა, სხვა მოსაზრებით, ყველაფრის ბიპი-სთვის გადაბრალება და კორპორაციისგან მტრის ხატის შექმნა არაპროდუქტიულია. ბიპი-ს დადანაშაულებით ობამას ადმინისტრაციას შანსი გაუჩნდა, კომპანიისთვის სწრაფად ჩამოერთმია 20 მილიარდი დოლარი. სტრატეგიამ იმდენად გაამართლა, რომ ერთი კონგრესმენი, რომელმაც გადაწყვეტილება გააკრიტიკა, კოლეგებმა ადგილზევე დასაჯეს. ბიპი-ს დადანაშაულებამ ასევე გადაფარა აღმასრულებელი ხელისუფლების უუნარობა, ნავთობის ჩაღვრაზე დროულად მოეხდინა რეაგირება. ქარიშხალ კატრინას შემდეგ ბუშის ადმინისტრაციას მსგავსი ფუფუნება არ ჰქონდა.
მექსიკის ყურეში მომხდარი ინციდენტის კატასტროფული შედეგები განსაზღვრავს ბიპი-ს საქმიანობას შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ ვითარებაში ბიპი- ს ინვესტორთათვის ნათელია მხოლოდ ერთი რამ - აშშ-ს პოლიტიკური წნეხის პირობებში და მომავალი ვალდებულებების შესაძლო მოცულობიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია კომპანიის მიერ დივიდენდების პოლიტიკის გატარება, ინდუსტრიაში მოქმედი სხვა კომპანიების მსგავსად.
![]() |
22 ამბები:სამხრეთ აფრიკა 2010 |
▲back to top |
სამხრეთ აფრიკა 2010|სპორტი
ნიგერია პრეზიდენტმა დასაჯა, მსაჯები - ფიფამ
ფიფა-მ მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთა ორი მსაჯი: ურუგვაელ ხორხე ლარიონდას გერმანია-ინგლისის შეხვედრაში, ხოლო რობერტო როსეტის მექსიკა- არგენტინის დაპირისპირებისას დაშვებული შეცდომები არ აპატია.
ლარიონდამ ინგლისელი ფრენკ ლამპარდის მიერ წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩათვალა, როსეტიმ კი არგენტინელ კარლოს ტევესს აშკარა თამაშგარედან შეგდებული ბურთი არ გაუუქმა.
ფიფა-ს მიერ მსაჯების მოკვეთა დაჩრდილა ნიგერიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ: ამ აფრიკული ქვეყნის პირველმა პირმა გუდლაკ ჯონათანმა ნაკრებს ორი წლის მანძილზე აუკრძალა საერთაშორისო დონეზე თამაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, გუნდი გააუქმა. პრეზიდენტის რისხვა მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატებზე ნიგერიელთა ცუდი თამაშით გახლდათ განპირობებული: 1998 წელს, საფრანგეთის მუნდიალის შემდეგ, ნიგერიელებს მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი მატჩიც არ მოუგიათ. სუპერ არწივები (ნაკრების მეტსახელია) ახლაც ჯგუფში ჩარჩნენ.
ფიფა თავის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში სახელმწიფოს ჩარევას კატეგორიულად კრძალავს და, როგორც წესი, კონკრეტულ ქვეყანას თავის რიგებიდან კვეთს.
პარასკევს ფიფა-ს ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა: ნიგერიის ხელისუფლებამ ორშაბათ საღამომდე უნდა გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიგერიის ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-დან მოიკვეთება და ამ ქვეყნის ვერცერთი ნაკრები ვერ ითამაშებს ფიფა-ს და აფკ-ს (აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია) ეგიდით გამართულ ტურნირებში. დისკვალიფიკაცია მსაჯებზეც გავრცელდება.
იტალია ნულიდან იწყებს
იტალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს: სკუადრა აძურა ფლორენციის ფიორენტინას ექს-თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ ჩაიბარა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და აპენინელთა ახალ დამრიგებელს შორის ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ჩეზარე პრანდელი
ჩვენ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. სამუშაო ბევრია, თუმცა დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებას მივაღწევთ. ფაბიო კანავაროს წასვლის შემდეგ, მსურს, რომ კაპიტნის სამკლავური ჯანლუიჯი ბუფონმა მოირგოს, - განაცხადა პრანდელიმ რომის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრანდელის გაწვრთნილ იტალიის ნაკრებს პირველი მატჩი 10 აგვისტოს, ლონდონში, კოტ დივუართან ელის, 3 სექტემბერს კი ტალინში ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ტურნირში ესტონეთს დაუპირისპირდება.
დანიელ პასარელა და ხორხე ვიდელა
მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკაში ბოლოს 1978 წელს გაიმართა - ტურნირს არგენტინამ უმასპინძლა. მუნდიალამდე რამდენიმე თვით ადრე ხელისუფლებაში სამხედროები მოვიდნენ: გენერალმა ხორხე ვიდელამ ისაბელ პერონის მმართველობა დაამხო. არგენტინელებმა ფიფა-ს ოქროს თასი პირველად სწორედ დიქტატორ ვიდელას მმართველობის დროს მოიგეს. ნაკრების კაპიტანი მაშინ დანიელ პასარელა იყო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი 1986 წელსაც გახდა. იმ დროს ვიდელა უკვე ციხეში იჯდა: 1981 წელს დაკავებულ გენერალს 1985 წელს სამხედრო ტრიბუნალმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა...
ახალი ამბები
...ურუგვაის ნაკრების მცველის მარტინ კასერესის გადაბირება მილანს სურს. იტალიური კლუბი ბარსელონას 8 მილიონ ევროს სთავაზობს სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ.
…ესპანელთა ნახევარმცველი დავიდ სილვა ვალენსიიდან მანჩესტერ სიტიში გადავიდა - მან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისელებმა 30 მილიონი ევრო გადაიხადეს.
...ინგლისის ნაკრების კაპიტანს სტივენ ჯერარდს და თავდამსხმელ უეინ რუნის მადრიდის რეალი იწვევს. ესპანური პრესის ცნობით, რეალი ჯერარდში 36 მილიონ ევროს იხდის, უეინ რუნის სანაცვლოდ კი 96 მილიონის გაღებას გეგმავს!
…არგენტინის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ანხელ დი მარია ლისაბონის ბენფიკადან მადრიდის რეალში გადავიდა. ფეხბურთელმა 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ბენფიკამ კი 25 მილიონი ევრო მიიღო. თუ დი მარია რეალში კარგად ითამაშებს, პორტუგალიური კლუბი დამატებით 13 მილიონ ევროს მიიღებს.
...იტალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ჩეზარე პრანდელის დებიუტი სკუადრა აძურას მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 10 აგვისტოს ლონდონში შედგება - ფულემის სტადიონზე აპენინელები ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. მეტოქე უახლოეს დღეებში გაირკვევა.
...გერმანიის ნაკრების ნახევარმცველ მესუტ ოზილის შეძენა მილანის ინტერს და ბარსელონას სურთ. ფეხბურთელის აგენტის თქმით, ტრანსფერი, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში შედგება.
საინტერესო ფაქტები
...ევროპის მხოლოდ ექვსი ქვეყნის ნაკრები გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, მეოთხედფინალში კი სამმა გააღწია. ასე ცუდად ევროპულ გუნდებს ამ ტურნირზე არასდროს უთამაშიათ.
…პორტუგალიასთან მერვედფინალში ესპანეთის ნაკრები იკერ კასილიასმა 51-ედ გაიყვანა კაპიტნის რანგში. კასილიასმა ანდონი სუბისარეტას რეკორდი - 50 მატჩი კაპიტნად - გააუმჯობესა!
...ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ სამხრეთ აფრიკაში ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა გოლი და ლეგენდარული თანამემამულის, ტელმო სარას მიერ 1950 წელს დამყარებული სანაკრებო რეკორდი გაიმეორა.
...ჰოლანდიის ნაკრებმა მერვედფინალში სლოვაკეთს 2:1 სძლია. ეს ნარინჯისფერთა მე- 40 მატჩი იყო მსოფლიო ჩემპიონატებზე. უკვე 23 შეხვედრაა, ბერტ ვან მარვიიკის გუნდს არ წაუგია! ჰოლანდიელები მეოთხედფინალში 12-წლიანი შესვენების შემდეგ გავიდნენ.
...სლოვაკეთთან 2:1 მოგებულ მერვედფინალში ჰოლანდიელმა ფეხბურთელებმა 1-დან 11-მდე ნომრით იასპარეზეს. მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი რამ ბოლოს 1994 წელს ბრაზილიელებმა შეძლეს შვედეთთან მატჩში.
...არგენტინამ მერვედფინალში მექსიკას 3:1 სძლია. 1990 წელს, ბრაზილიასთან 1:0 მოგებული მერვედფინალის შემდეგ, არგენტინელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი-ოფის მატჩი პირველად მოიგეს ძირითად დროში!
...მერვედფინალში, ინგლისთან 4:1 მოგებულ მატჩში, მიროსლავ კლოზემ ბუნდესნაკრებში ასპარეზობის მანძილზე საიუბილეო, 50-ე გოლი გაიტანა! გერმანიის ნაკრების ისტორიაში მხოლოდ ლეგენდარულმა გერდ მიულერმა შეძლო მეტი გოლის გატანა - 62 მატჩში 68-ჯერ დაარტყა ზუსტად!
…აშშ-ის ნაკრებმა მერვედფინალში განასთან პენალტით გაათანაბრა ანგარიში. 60 წლის წინ, 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩილესთან 2:5 წაგებული მატჩის შემდეგ ამერიკელებმა პირველად მოიპოვეს პენალტი მუნდიალზე.
...ურუგვაის ნაკრები 40-წლიანი შესვენების შემდეგ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში. 1970 წელს ორგზის მსოფლიო ჩემპიონებმა სსრკ-ის ნაკრები 1:0 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი ბრაზილიელებთან 1:3 დამარცხდნენ.
...განამ მერვედფინალში 2:1 სძლია აშშ-ის ნაკრებს. ბოლო 13 ოფიციალურ მატჩში განელებმა პირველ გაიტანეს ერთზე მეტი გოლი.
![]() |
23 რუსული სპორტის კატასტროფა |
▲back to top |
სპორტი
რუსეთში სპორტული რეგრესი 2-3 წლის წინ დაიწყო და საერთაშორისო არენაზე ცუდი, უფრო ხშირად კი კატასტროფული შედეგებიც მთავარ თემად იქცა. უკუსვლა რუსებისთვის ყველაზე აქტუალურ, საინტერესო და პოპულარულ სახეობებს შეეხო.
ჩოგბურთით დავიწყოთ.
2004-ში რუსული ჩოგბურთის ყველაზე გავლენიანი ფიგურა, დევისის თასზე ნაკრების კაპიტანი შამილ ტარპიშჩევი ქალების ჩოგბურთში ახალ რევოლუციაზე ალაპარაკდა. ალაპარაკდა და სეზონის ბოლომდე არც გაჩუმებულა. პრინციპში, ამის მიზეზი ჰქონდა. როლან გარო ანასტასია მისკინამ, უიმბლდონი მარია შარაპოვამ, ამერიკის მეიჯორი კი სვეტლანა კუზნეცოვამ მოიგეს. პირველი ოცეული რუსებით გადაიტვირთა და ჩოგბურთის ფედერაციამაც რუსეთის ფედერაციისგან მომდევნო სამი სეზონისთვის 35 მილიონი დოლარი მიიღო.
ალექს ოვეჩკინი
დმიტრი მედვედევი და ვლადიმერ პუტინი
ყველა ფოტო: REUTERS ©
2007-ში შვედმა ვეტერანმა მაგნუს ლარსონმა ავსტრალიის ღია პირველობამდე ტურნირის ორ განიზატორებთან საუბარში აღნიშნა, რომ მას აქვს ინფორმაცია 7 ჩოგბურთელის შესახებ, რომლებიც ბოლო 24 თვის განმავლობაში აკრძალულ პრეპარატებს იყენებდნენ და თუ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია დაინტერესდებოდა, მტკიცებულებებს წარადგენდა. ლარსონმა არ დაასახელა გვარები, მაგრამ BBC-სთან ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ სპორტსმენების უმრავლესობა რუსი ქალები იყვნენ. შვედისთვის ამ თემაზე (ოფიციალურად) არავის აღარაფერი უკითხავს.
2008-ში რუსებს WTA-ს რეიტინგის პირველ ოცეულში 7 სპორტსმენი ჰყავდათ, პირველ ათეულში - 5 (საფინა, დემენტიევა, ზვონარევა, კუზნეცოვა, შარაპოვა). 2009- ში ოცეულში უკვე 6 რუსი ქალბატონია და ათეულში - 4. პროტურის მიმდინარე რეიტინგში ოცეულში 4 რუსი ქალია, ათეულში კი - მხოლოდ ვეტერანი ელენა დემენტიევა. სექტემბრამდე დემენტიევა ტრავმის გამო ვერ ითამაშებს და რუსებს, პირველად 2002 წლის შემდეგ, შეიძლება ათ საუკეთესოში არც ერთი წარმომადგენელი არ ჰყავდეთ.
ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე და ამ მეგაფორუმის მერეც ყველაზე ხშირად ერთმანეთთან მიმართებაში ახსენებდნენ სიტყვებს „რუსეთი“ და „სირცხვილი“. კანადაში რუსეთმა 3 ოქროს მედლით პირადი ანტირეკორდი დაამყარა, ხოლო ფიგურულ სრიალში, პირველად ისტორიაში, ვერც ერთი ოქრო ვერ აიღო.
ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინმა მოკლედ შეაფასა ნაკრების ცუდი შედეგი და ორი სიტყვით შემოიფარგლა - „ბუდემ რაზბირატსა“. პუტინის „რაზბორმა“ მეორე დღესვე 7 სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი შეიწირა, შეკვეცა ამ ფედერაციების წლიური ბიუჯეტი და მხოლოდ ბიატლონის ფედერაციას გადაუსვა თავზე ხელი. ოლიმპიადაზე აღებული სამი ოქროდან ორი ბიატლონისტებს ეკუთვნოდათ.
ამ ფედერაციის პრეზიდენტად 2008-ში დანიშნეს პუტინის მეგობარი მილიარდერი მიხაილ პროხოროვი, რომელიც წელს საკალათბურთო გუნდის ნიუ ჯერსი ნეთსის მფლობელი გახდა. პროხოროვამდე ბიატლონისტებს ბოსად ჰყავდათ ლეგენდარული ბიატლონისტი ალექსანდრ ტიხონოვი, რომელიც 2007-ში ორი გავლენიანი რუსი პოლიტიკოსის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. სამჯერ დაპატიმრებული პროხოროვი არჩევნებამდე საფრანგეთში, კურშეველში დააკავეს და არასრულწლოვანი მეძავების იმპორტი წაუყენეს ბრალად. ბრალდება ორ დღეში მოიხსნა, თემა დაიხურა, სამ თვეში კი საფრანგეთის ბიატლონის ფედერაციას რუსებმა მეგობრული ჟესტით 3 მილიონი ევრო „ათხოვეს“.
პროხოროვი აქტიურად ჩაერთო ბიატლონში. არსებობს უამრავი გზა, რითაც კონკრეტულ პერსონას მწვერვალზე ასვლა და იქ ბოლომდე დარჩენა შეუძლია - პროხოროვის ეს განცხადება 2008 წლის 18 ნოემბერს, მსოფლიო თასის ეტაპის წინ გაკეთდა. ყველა გზამ ვერ გაამართლა და ოთხ თვეში რუსების ლიდერები დმიტრი იაროშჩენკო, ალბინა ახატოვა და ეკატერინა იურიევა სეზონის ბოლომდე ყველა ტურნირიდან მოკვეთეს. სამივემ დოპინგტესტი ჩააგდო.
რუსეთში ყველაზე პოპულარული სახეობა ჰოკეია. იქაურ ლიგაში გრძელდება NHL-ის მოთამაშეების გადასვლა, გუნდები არანორმალურ თანხებს ხარჯავენ და ვანკუვერშიც რუსეთმა თავის ისტორიაში უდიდესი ნაკრები ჩაიყვანა. ალექს ოვეჩკინი, ევგენი მალკინი, პაველ დაციუკი (NHL-ის 2009 წლის საუკეთესო მოთამაშეების პირველი ტრიო), ილია კოვალჩუკი, ილია ბრიზგალოვი... მთელი ნაკრების ჩამოთვლა შეიძლება. ეროვნულ გუნდში ლეგენდარული სერგეი ფიოდოროვიც დაბრუნდა. ერთადერთი ტურნირი, რომელიც ფიოდოროვს არასოდეს მოეგო, ოლიმპიადა იყო.
ტურნირის მსვლელობისას კანადურ, რუსულ, ჩეხურ მასმედიაში სტაბილურად აქვეყნებდნენ საინტერესო ფოტოებს - ოვეჩკინი კალიანს ეწევა, მალკინი კაზინოში ორ მანდილოსანთან ერთად რულეტკას უზის, კოვალჩუკი ჩეხ ქალ მოთხილამურეებთან ერთად რესტორანშია და არაყს ურტყამს. უბრალოდ, რუსეთი იგებდა და რუსები ამას ყურადღებას არ აქცევდნენ. მერე კი იყო პლეი- ოფი, რუსეთი-კანადა და 3:7. ოვეჩკინმა ყინულზე ვეღარ იცელქა, კანადამ საუკუნის მატჩში რუსეთი გაანადგურა და ოლიმპიურ სოფელში ოვიმ ჯერ რუს ტელეოპერატორს კამერა დაუმტვრია, მერე კი წაგებაში მსაჯები დაადანაშაულა.
მდგომარეობა აირია კალათბურთშიც. ეროვნული ნაკრები ნორმალურად კი გამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ საკლუბო დონეზე, სადაც რუსები ევროპაში ყველაზე მეტს ხარჯავენ, რუსეთი უტიტულოდ დარჩა და წლის მთავარი სკანდალიც რუსულ სუპერლიგას ეხება.
მეოთხედფინალური სერიის მსვლელობისას, რომელშიც ლოკომოტივი და დინამო ხვდებოდნენ ერთმანეთს, გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც სუპერლიგის პრეზიდენტი მაქსიმ ასტანინი სამსაჯო ბრიგადის ხელმძღვანელს ჯერ დინამოს მოგებაში „ადანაშაულებს“, მერე კი პირდაპირ ეუბნება, თუ ლოკომოტივი სერიას ვერ მოიგებს, პრობლემები შეგექმნებაო.
ასტანინმა ჩანაწერს გაღიზიანებული და უსაქმური ჟურნალისტების ფანტაზია უწოდა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგეი ჩერნოვმა ასტანინს თავზე ხელი გადაუსვა და ისიც არავის გახსენებია, რომ მატჩი, რომელსაც ასტანინისა და სამსაჯო ბრიგადის შეფის საუბარი შეეხო, მართლა ლოკომოტივმა მოიგო.
ცსკა ფულს ათეთრებს? შეიძლება ათეთრებს და შეიძლება - არა. უბრალოდ, როდესაც რუსმა ჟურნალისტებმა ევროპული კალათბურთის გრანდი ფულის გათეთრებაში (საეჭვო კონტრაქტების გაფორმებასთან დაკავშირებით) დაადანაშაულეს, ჩერნოვს გაეცინა - რუსულ არმიას ფულის გათეთრება არ სჭირდებაო. ფაქტია, კლუბმა დამტვრეულ, ბებერ მატიაშ სმოდიშს ახალი სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლითაც სლოვენიელი ფორვარდი სეზონში 5 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. წინა სეზონში სმოდიშმა მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ფეხბურთში რომან აბრამოვიჩმა პირადი ფონდიდან დააფინანსა მთელი ნაკრები და გუს ჰიდინკი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა. რუსებმა შესარჩევში გერმანიასთან ორივე მატჩი წააგეს და პლეი-ოფში სლოვენიაზე გავიდნენ. მოსკოვში ფავორიტებმა 2:1 მოიგეს და მერე გაუგებარი ამბები მოხდა.
განმეორებითი შეხვედრის წინ მედვედევმა რუსეთის მთელი საფეხბურთო კავშირი გაათავისუფლა, არშავინი, ერთ-ერთი ბერეზუცკი და აკინფეევი კი ფილიპ კირკოროვთან ერთად მთელი ღამე დისკოთეკაზე იყვნენ. მედვედევი თამაშზე ჩავიდა, vip-ში ჩამოჯდა და... მერე დედიჩმა ერთი შეაგდო, არშავინი და ჟირკოვი გააგდეს და რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დარჩა. ჰიდინკისა და მისი სამწვრთნელო შტაბის შენახვა აბრამოვიჩს დაახლოებით 17 მილიონი დოლარი დაუჯდა...
ელენა დემენტიევა
ასეთი დაფინანსება და ასეთი კრიზისი? ეს მხოლოდ რუსეთში შეიძლება მოხდეს.
![]() |
24 ...და ღმერთმა შექმნა კომენტატორი |
▲back to top |
სპორტი
ალჟირის ნაკრების ფეხბურთელები მოძრაობდნენ ქალაქში და ეთამაშებოდნენ სხვადასხვა ტიპის ეგზოტიკურ ცხოველებს, მაგალითად, ისეთებს, როგორიცაა ნიანგი გიკვირს, როცა ამას ისმენ.
გამარჯვებული დიდი დოზით გარკვეულია გუნება წაგიხდება, როცა ასეთ ფრაზას გაიგებ.
შესანიშნავი კომპლექტაციის ფეხბურთელია გაღიზიანდები მსგავსი უაზრობის მოსმენისას.
ბრაზილიელთა ნახევარმცველი განლაგებულია მოედნის ცენტრში უკმაყოფილებას ვერ ფარავ ამ საშინელებაზე.
ცვლილება განახორციელა... დარტყმა განახორციელა... შეტევა განახორციელა... ჩაწოდება განახორციელა... რეპორტაჟის მოსმენის სურვილი საბოლოოდ გიქრება.
მოედნის ცენტრში დანაშაული ჩაიდინა... კუთხური არის... აუტი არის... ჯარიმა არის... ხვდები, რომ ამ კოშმარის ატანა შენს ძალებს აღემატება და პულტის ღილაკზე თითის და ჭერით კომენტატორს ხმას აკმედინებ.
რა სჯობს უხმო ტელერეპორტაჟის ცქერას?
გულახდილად რომ ვთქვათ, საშინელებაა, მაგრამ თუ საქართველოში ვცხოვრობთ და ხშირად ასე გვიჯობს?
სამწუხაროდ, დღეს ჩვენში კვალიფიციური საფეხბურთო კომენტატორი სანთლითაა საძებარი. ეს რომ ასეა, ალბათ, დაგვეთანხმება ყველა გულშემატკივარი, ვისაც თუნდაც ერთხელ მაინც მოუსმენია ტელერეპორტაჟისთვის ქართულად. განსაკუთრებით ამ მუნდიალის დროს.
მსოფლიოში ძნელი მოსაძებნია ჟურნალისტი, ქართველი კომენტატორივით რომ ამახინჯებდეს მშობლიურ ენას.
ერთი ორი ელემენტარული გრამატიკული შეცდომა რომ მოსდიოდეთ, კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ საათნახევრის მანძილზე ვითომ ქართულს თან ერთვის არაერთი ფაქტის და, რაც ყველაზე დასანანია, გვარ-სახელის დამახინჯება, ტურნირისა და გუნდების არა თუ შორეული, ახლო წარსულის ზედაპირული ცოდნა (ხშირ შემთხვევაში, არ ცოდნა) და საბოლოოდ ვისმენთ საშინელებას. საშინელებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მსოფლიო ჩემპიონატი გულშემატკივართათვის ზეიმია: ერთი თვის მანძილზე თითქმის ყოველდღე თვალს ვადევნებთ საუკეთესო მოთამაშეებს და გუნდებს.
წესით, უნდა გვიხაროდეს და, ალბათ, ასეცაა, მაგრამ, მეორე მხრივ, რა ვქნათ, თუ კომენტატორი ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გვაწვდის არაფრის მომცემ სტატისტიკურ მონაცემებს და გვეუბნება, რომ:
ბურთის ფლობის პროცენტი 5941-ზეა ან 7228-ზე;
ნომინალურად მასპინძელმა გუნდმა ხუთი კუთხური მოაწოდა, მეტოქემ სამი;
ერთის მცველმა ცხრა კილომეტრი ირბინა, თავდამსხმელმა კი შვიდი;
პირველის მეკარემ ოთხჯერ აიხედა ცაში, მისმა ვიზავიმ (ესეც ჩვენი ტელეკომენტატორების კიდევ ერთი შედევრი) კი მხოლოდ ორჯერ;
ამ გუნდის მწვრთნელმა სამჯერ ჩამოივარცხნა ულვაში, კონკურენტმა ერთადერთხელ...
გეგონება, არაფერია ამაზე საინტერესო.
არადა, არის. რომელი ერთი მოვიგონოთ?
ჯგუფურ ტურნირში აშშ-ის ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდა. მატჩის წინ უცხოური პრესა მსოფლიოს 1950 წლის პირველობას და ამერიკელების სენსაციურ გამარჯვებას იხსენებდა, მასთან დაკავშირებულ ძალიან საინტერესო ამბავს. როგორ ფიქრობთ, მოაგონდათ ის ამბავი ჩვენში? ცხადია, არა.
გერმანია - ინგლისის მერვედ ფინალს უცხოურ გამოცემებში მათი დაპირისპირებების გასაოცარი ისტორია უძღოდა წინ. სამწუხაროდ, მატჩის რეპორტაჟისას თანამემამულე კომენტატორმა გაკვრით მოიგონა 1966 წლის ფინალი, სხვა პაექრობები კი, თითქოს არ ყოფილაო, არც უხსენებია.
მოდი და ამის მერე ნუ იფიქრებ, რომ ადამიანს, რომელიც საათნახევრის მანძილზე საუბრობს და სათქმელს ვერ ამბობს (შიგადაშიგ კი, სრულიად გაუმართლებლად, დასცინის სახემოხატულ ქომაგს და ჰგონია, რომ ხუმრობს), თავისი საქმე არ უყვარს.
არ უყვარს და, რაც ყველაზე გამაღიზიანებელია, ვერც ხვდება, რომ უნდა შეიყვაროს (წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომებს გამოასწორებდა). უბრალოდ, მეტს არავინ სთხოვს და მორჩა. ისიც კმაყოფილია და, ცხადია, თავს არ იწუხებს იცის, ოთხი წლის შემდეგ, როცა კვლავ გათამაშდება ფიფას ოქროს თასი, ისევ უხმობენ საკომენტატორო პულტთან.
რა გახდა კონკურსის ჩატარება და ახალი, მცოდნე, გამართულად მოლაპარაკე კომენტატორების პოვნა? როგორ შეიძლება წლების განმავლობაში გრძელდებოდეს ეს სამარცხვინო ამბავი? მონოპოლია აქვთ ხელში ჩაგდებული?
სჯობს კვლავ ჩავუწიოთ ტელევიზორს.
ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ მწვალებლები არ მიხვდებიან, რომ ბურთი ღელავს და ხალხი ბადეშია!
![]() |
25 10 საუკეთესო „გოლი“ კინოში |
▲back to top |
კულტურა|კინო
10 პირველი მერცხალი (1975)
ძალიან სასაცილო და ემოციური ფილმი, რომელიც საქართველოში ფეხბურთის დაბადებაზე მოგვითხრობს. იასონის (დოდო აბაშიძე) მომაკვდინებელი დარტყმა, თურქებთან მიღწეული „ისტორიული“ გამარჯვება და სასტიკი მარცხი ინგლისელ მეზღვაურებთან. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, პირველ ქართულ გუნდ მერცხლებზე გადაღებული ფილმის რეჟისორი ქალბატონია. ეს არის ნანა მჭედლიძის უპრეტენზიო ფილმი სპორტის ყველაზე „პრეტენზიულ“ სახეობაზე.
9 ძვლების მტვრეველი (2001)
ძვლების მტვრეველი! ასეთი უცნაური სახელით შემოვიდა Mean Machine საქართველოში. ეს ბრიტანული კომედია 1974 წლის ჰოლივუდური ფილმის ყველაზე გრძელი იარდის რიმეიქია. თუ ორიგინალი ამერიკულ ფეხბურთზეა, ბრიტანელებმა ახალი ვერსია თავიანთ საყვარელ სახეობაზე გადაიღეს, გაი რიჩისეული გადაღების სტილი და ადგილობრივი იუმორი ერთმანეთში აზილეს და მშვენიერი კომედია მიიღეს. ციხის პატიმრები ზედამხედველების წინააღმდეგ საფეხბურთო მოედანზე! ფეხბურთის მოყვარულები ძალიან ისიამოვნებთ.
8 დიდიე (1997)
დაივიწყეთ მესი, რუნი, რონალდო და სხვა ვარსკვლავები. თქვენს წინაშეა დიდიე! ძაღლი, რომელიც ერთ დღეს ადამია10 საუკეთესო „გოლი“ კინოში ნად იქცა და პარი სენ ჟერმენის სუპერფეხბურთელი გახდა. დიდიე ძალიან სწრაფად დარბის, თუმცა, კვლავაც ცხოველის ტვინი და ჩვევები აქვს. ფილმის რეჟისორია ალან ჩაბატი და მთავარ როლსაც ის ასრულებს. ჩაბატი წარმოშობით ალჟირელია, კარგი კომიკოსია და გასაკვირი არ არის, რომ ფილმი სასაცილო გამოუვიდა.
7 მატჩი (1999)
ბრიტანელებისთვის ფეხბურთი ვნებაა, სიყვარულია, ზიზღია, რელიგიაა. სხვა ვის შეუძლია, ბარის დახურვა საფეხბურთო მატჩით გადაწყვიტოს - ბენის ბარისა და ლე ბისტროს ფინალური დაპირისპირება, რომელიც შოტლანდიის ერთ- ერთ პატარა სოფელში გაიმართება და მასში დამარცხებული მუშაობას წყვეტს. იან ჰოლმის, ტომ საიზმორის, პირს ბროსნანისა და ძროხების „მოტრფიალე“ კაცის დახმარებით ფილმი საინტერესო გამოვიდა და მხიარულად გაგატარებინებთ დროს.
6 მწვანე ქუჩის ხულიგნები (2005)
ეს ფილმი იმდენად ფეხბურთზე არ არის, რამდენადაც მის გულშემატკივრებზე, ვესტ ჰემის გიჟ ფანებზე, რომლებისთვისაც
თამაშის შემდეგ ჩხუბი ისეთივე ტრადიციაა, როგორც საყვარელი გუნდის თამაშის ცქერა. ეს საფეხბურთო მებრძოლთა კლუბია, იმ განსხვავებით, რომ აქ საერთოდ არავითარი წესი არ არსებობს. რას წარმოიდგენდა ელაიჯა ვუდი, თუ ტოლკიენის სამყაროში (ბეჭდების მბრძანებელი) გადარჩენისთვის დაწყებული ბრძოლის გაგრძელება ლონდონის ქუჩებში მოუწევდა.
5 გამარჯვება (1981)
ეს არ არის საუკეთესო ფილმი მეორე მსოფლიო ომზე, არც დიადი იდეების მატარებელი ფილმია. არა, ეს არის, უბრალოდ, ნამუშევარი, რომელშიც ფეხბურთს სილვესტერ სტალონე, ფეხბურთის მეფე პელე და ბობი მური ერთად თამაშობენ. თამაშის სცენები ძალიან კარგადაა გადაღებული და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ფეხბურთის მოყვარულები სანახაობით დატკბებით.
4 სასიკვდილო ფეხბურთი (2001)
აზიური ნამუშევარი კუნგ ფუს ოსტატებზე, რომლებიც ფეხბურთის თამაშს გადაწყვეტენ და ის, რასაც ისინი მოედანზე აკეთებენ, სულ მცირე, ძალიან სასაცილოა. სტივენ ჩოუს ფეხფ ეხბურთში მსოფლიოს მე-19 ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შევიდა, მთელი საფეხბურთო სამყარო ტელეეკრანებს მისჩერებია, გულშემატკივრები აგინებენ მსაჯებს, ჯაბულანის (მსოფლიო ჩემპიონატის ბურთს), საყვარელი გუნდის გამარჯვების მოლოდინში ლუდის კათხას კათხაზე ცლიან... მათ კი, ვისი ფავორიტი ნაკრებიც უკვე გამოეთხოვა სამხრეთ აფრიკას, ან უკმაყოფილოა ჩემპიონატის დონით ან, უბრალოდ, საყვარელი სპორტის მეტი დოზით მიღება სურს, ვთავაზობთ 10 საუკეთესო მხატვრულ ფილმს, რომელიც ფეხბურთის შესახებ შექმნილა. ბურთისა და საბრძოლო ხელოვნების „მომაკვდინებელი“ ნაზავი. რა კარგი იქნებოდა, ასე თამაში რომ შეეძლოთ ქართველ ფეხბურთელებს.
3 წყეული იუნაიტედი (2009)
ათეულში თითქმის ყველა ფილმი კომედიაა. ეს კი გაცილებით სერიოზული და დახვეწილი ნამუშევარია ადამიანზე, რომელიც ცდილობდა ლიდს იუნაიტედში, გუნდში, რომელშიც ბინძური და გაყოყოჩებული ფეხბურთელები თამაშობდნენ, დისციპლინა დაემყარებინა. ეს კაცი ბრაიან კლაფია (მაიკლ შინი), ლეგენდარული მწვრთნელი, რომელმაც ნოტინგემ ფორესტს ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა თასი და სამუდამოდ ჩაეწერა ფეხბურთის ისტორიაში. რა გამოუვიდა მას ლიდსში, ეს თავად ნახეთ.
2 შექმენი მომავალი (2010)
ეს არც სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია და არც რომელიმე რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ფეხბურთზე. ეს არის რეჟისორ ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს მიერ გაკეთებული ნაიკის რეკლამა. ოსკარის ნომინანტმა რეჟისორმა სრული სიმძაფრით გადმოსცა ის ეპიკურობა და სიდიადე, რაც ფეხბურთს აქვს. ბრწყინვალე მონტაჟი, კარგად შერჩეული მუსიკა, სუპერვარსკვლავები და ჩინებული სცენარი სამწუთიანი თვალისმომჭრელი სანახაობისთვის „გაგწირავთ“.
1 ფეოლა (1970)
ბაადურ წულაძის მიერ შექმნილი 35 წუთი, რომელიც საკულტო ფილმად იქცა. თითოეული ფრაზა, ეპიზოდი, პერსონაჟი დაუვიწყარი და მუდამ სასაცილოა. სახლმმართველობის თანამშრომლის, ბონდო დოლაბერიძის (იპოლიტე ხვიჩია) ამბავი, რომელიც, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, მწვრთნელი გახდება და ბავშვების გუნდს უქიმერიონს დიდებისკენ გაუძღვება.
![]() |
26 TOFIFEST ქართული კინოს დღეები პოლონეთში |
▲back to top |
კულტურა|კინო
ეს რას გავს, ტო?!“ დათო იაშვილის გმირის ამ სიტყვებით მთავრდება ზაზა ურუშაძის ფილმი „სამი სახლი“. სიტყვებით, რომელიც ყველაზე ზუსტად ესადაგება 90-იანების ქართულ კინოს. ამ პერიოდის ფილმების ერთმანეთისგან გარჩევა ხომ თითქმის შეუძლებელი იყო: ერთი და იგივე თემები, სუსტი ტექნიკური მხარე, მსახიობების ხელოვნური, თითქოს ყალბი მანერით ნათამაშები როლები… 28 ივნისს 2 ივლისს პოლონეთის ქალაქ ტორუნში გამართულმა კინოფესტივალმა ქართულ კინოს საერთაშორისო ასპარეზზე დასაბრუნებლად მშვენიერი შანსი მისცა. პოლონეთში საქართველოს საელჩოს, ეროვნული კინოცენტრისა და ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF) დამფუძნებლების ძალისხმევით, TOFIFEST-ზე ახალი ქართული კინოს დღეები გაიმართა.
გაღმა ნაპირი
ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენები იყო არაერთ ფესტივალზე პრიზირებული ლევან კოღუაშვილის პირველი მხატვრული ნამუშევარი „ქუჩის დღეები“. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის თემა ნარკომანია, 90-იანების ქართული კინოს უშრეტი შთაგონების წყარო იყო, ეს გაცვეთილი თემატიკა კოღუაშვილთან ახლებურად აჟღერდა და, მთავარი როლის შემსრულებლის გუგა კოტეტიშვილის დახმარებით, ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი გახდა.
ქუჩის დღეები
ახალი ქართული კინოს პროგრამის ფარგლებში პოლონელ მაყურებელს ბოლო წლებში გადაღებული ქართული დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ნახვის საშუალება მიეცა: სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი პატრიოტთა ბანაკებზე „ლიდერი ყოველთვის მართალია“; თორნიკე ბზიავას „აპრილის სუსხი“; ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმი ამერიკაში მომვლელებად წასულ ქალებზე „ქალები საქართველოდან“; ზაზა ურუშაძის სხვადასხვა დროის სამი დამოუკიდებელი ისტორია „სამი სახლი“; გიორგი ოვაშვილის 12 წლის გმირი თედოს გულისამაჩუყებელი თავგადასავალი „გაღმა ნაპირი“ და ნუცა ალექსი-მესხიშვილის სატირა „Felicitа“, ფილმი, რომელშიც იტალიაში მომვლელად წასული ქალი საქართველოში გარდაცვლილ ქმარს ტელეფონით დასტირის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალზე ნაჩვენები ფილმების რეიტინგში, გამოკითხულმა მაყურებელმა პირველი ადგილი „Felicitа“- ს მიანიჭა, ხოლო საუკეთესო ათეულში მოხვდა კოღუაშვილის „ქალები საქართველოდან“.
ქალები საქართველოდან
„თავისთავად მნიშვნელოვანია ის, რომ უცხოურ კინოფესტივალზე ახალი ქართული კინოს პროგრამაა წარმოდგენილი. პოლონელი კინომოყვარულები კარგად იცნობენ ძველ ქართულ კინოს. ამიტომ ბუნებრივია, მათ აინტერესებდათ ჩვენი თანამედროვე ნამუშევრებიც ენახათ. რაც მთავარია, ის თემები, რომელსაც ქართული სექციის ფილმები ეხება ნარკომანია, ემიგრანტები, კონფლიქტების შედეგები და ა.შ. გარკვეულწილად ნაცნობია პოლონელი მაყურებლისთვისაც. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალი ქართული კინოს პოპულარიზაციის მიმართულებით გადადგმუ ლი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, განაცხადა ტაბულასთან ინტერვიუში BIAFF-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად ელიზიანმა.
მნიშნელოვანია ისიც, რომ ტორუნში, TOFIFEST-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, დაიგეგმა ბათუმის და პოლონეთის კინოფესტივალებს შორის თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტების ორგანიზების საკითხები. ზვიად ელიზიანის განცხადებით, პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში ქართული კინოფილმების ჩვენებების ორგანიზება იგეგმება, რაც სხვადასხვა ტიპის მასტერკლასების, ვორქშოფებისა და სემინარების ჩატარებას გულისხმობს.
![]() |
27 Words ლიტერატურის მუზეუმში „გამოფენილი“ სიტყვები |
▲back to top |
ლიტერატურა|კულტურა
ისინიც, ვინც თვლის, რომ პირველად სიტყვა იყო და სამყაროს დასასრულსაც სიტყვა აღასრულებს, ისინიც, ვინც ფიქრობს, რომ ადამიანები მალე რობოტებივით ამეტყველდებიან ან სულაც შეხებებით ილაპარაკებენ, ხუთშაბათს, 1 ივლისს შეიკრიბნენ. მიზეზი სწორედ სიტყვა იყო, ადგილი ბოლო დროს სახელოვნებო თავყრილობების მექად ქცეული ლიტერატურის მუზეუმი. პოეტები, რეჟისორები, მხატვრები, პერფორმერები ერთობლივად შექმნილი ნამუშევრებით წარდგნენ დამთვალიერებლის წინაშე მუზეუმის მთელი სივრცე აითვისეს, შენობაში ჭერ-იატაკის და ეზოში კედლების ჩათვლით.
მონაწილეობდნენ: ბესა ქართლელიშვილი, კოკა ვაშაკიძე, ალექს ჩიღვინაძე, შოთა გაგარინი, თემო ჯავახი, ზურაბ ჯიშკარიანი, ვასიკო მაჭარაძე, მამუკა ჯაფარიძე, გიორგი კეკელიძე, კოკა ვაშაკიძე, დავით ჩიხლაძე, ანთეა ნიკოლსონი, ვატო წერეთელი, თეა თელია, ილიკო ზაუტაშვილი, კოკა რამიშვილი, გურამ წიბახაშვილი, ჯგუფი სტიგმატი.
თემო ჯავახიშვილის ნამუშევარი
პროექტ words-ის ერთ-ერთი კოორდინატორი (მეორე ცნობილი არტკურატორი მაგდა გურული გახლდათ), არტისტი შოთა გაგარინი და ალექს ჩიღვინაძე ლექსთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებას გვთაზობდნენ, თვითონ ლექსი კი არქივიდან ამოკრეფილი ხელნაწერების კომპილაცია იყო ვაჟა, ილია, აკაკი, გალაკტიონი და სხვა. გაგარინი თემო ჯავახთანაც თანამშრომლობდა ერთ თარგზე გამოჭრილი კაცუნებით, პერფორმანსში „იგნორე“, სადაც ამ კაცუნებს არტისტი ალყაში ჰყავთ მოქცეული და თითოეული მათგანი ხელოვანს აიძულებდა, მისი რიტმებით დაეკრა კომპოზიცია. მამუკა ჯაფარიძემ და გიორგი კეკელიძემ ვიდეოარტი „კოვზის ძლისპირი“ წარმოადგინეს ტომრებზე წამოწოლილი მაყურებელი უკუღმა უცქეროდა ლექსის ვიზუალურ ინსცენირებას. დაბალი რეზოლუციების ფილმებით წარდგა ჯგუფი სტიგმატი. ვატო წერეთელი და ინგლისელი ხელოვანი ანთეა ნიკოლსონი სიზმრის ვიდეოესკიზად გადმოტანას და ალოგიკური სიტუაციების ერთგვარ მოწესრიგებას შეეცადნენ. პერფორმერი დავით ჩიხლაძე უცნაურად გამოწყობილი დადიოდა მისი ჩანაფიქრი მოსიარულე სიტყვებს მიაგავდა. ბესა ქართლელიშვილი, კოკა ვაშაკიძე და ალექს ჩიღვინაძე ტუალეტის ქაღალდებზე კონცეპტუალურ ვიდეოს უშვებდნენ, პერფორმანსს ირონიული სახელი „ვიცი, დავბრუნდები“ ერქვა და საპირფარეშოს გარდაუვალი კვლავაც სტუმრობის მსუბუქი თემა არტჭრილში გადაჰყავდა.
გამორჩეული გახლდათ ზურა ჯიშკარიანის ნამუშევარი, რომელსაც მუსიკალურად ჯგუფი Accidental lover boyZ აფორმებდა, არტისტის გამოგონილი „წიგნი“ იმ ანტიკვარულ მაგიდაზე იდო, რომელზეც აკაკი წერეთელმა „გამზრდელი“ დაწერა.
დანარჩენს თვითონ ზურა გიამბობთ: „ჩემი „წიგნი“ ყუთში ჩადებული ფლოპი დისკებით გაკეთებული მედიაა ანუ მომაკვდავი მედიაა. ვასო მაჭარაშვილმა გააკეთა ფოლდერების ინსტალაცია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ადრე კვდებოდა, დღეს შეუძლია მარადიულად იცოცხლოს ციფრულ სამყაროში და აქ რაღაც ასეთი ცოცხალი სასაფლაო წარმოვადგინეთ.“
ტაბულა მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქარაძესაც გაესაუბრა: „ჩემი სურვილია, ლიტერატურის მუზეუმი გავხადოთ ქალაქ თბილისის კულტურის ცენტრი, რომელშიც სხვადასხვა, არა მარტო ლიტერატურასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება. ავირჩიეთ აბსტრაქტული თემა, რომელსაც დავარქვით „სიტყვები“. ეს ადამიანები ერთად ისხდნენ, მუშაობდნენ. მე ძალიან მომეწონა მათი იდეები. შემდეგში შევეცდებით, უკეთესი გამოვიდეს, შევეცდებით, უფრო მეტი ფული მოვიზიდოთ. მოგეხსენებათ, საქართველოში ასეთ ღონისძიებებს ფული აკლია.“
ღონისძიებას „ქართული ექსცესების“ გარეშე არ ჩაუვლია. ალბათ შემთხვევით შემოხეტებულმა ადამიანებმა ტიციან ტაბიძის „დადა მანიფესტის“ ერთი ფრაზა იწყინეს („თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ“ და ა.შ.), ფურცელი ჩამოხიეს და „სიტყვებს“ მალევე გაეცალნენ.
![]() |
28 გაყიდულია! |
▲back to top |
კულტურა
ნიუ-იორკში, სოტბის აუქციონზე, ჯონ ლენონის ხელნაწერი ტექსტი 1,2 მლნ. დოლარად გაიყიდა. სიმღერის A Day in the life ტექსტი ჩვეულებრივ თაბახის ფურცელზე ლურჯი მელნით არის შესრულებული, შესწორებები კი ლენონს წითელი მელნით შეუტანია. სიმღერა შესულია ბითლზის 1967 წლის ალბომში Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band. აუქციონის წარმომადგენელთა თქმით, ლეგენდა რულმა ჯგუფმა საკუთარი რეკორდი მოხსნა 2005 წელს სიმღერის All you need is love ხელნაწერი ტექსტი ერთ მილიონად გაიყიდა.
ნიუ-იორკშივე გამართულ კრისტის აუქციონზე წარმოდგენილ ლოტებს შორის იყო ლენონისა და იოკო ონოს მიერ შექმნილი საკუთარი კარიკატურები, რომლებიც მათ 1969 წელს დახატეს და რომლებიც აუქციონ ზე 55 ათას დოლარად გაიყიდა. Sex Pistols-ის სოლისტის, სტივენ ჯონსონის მიერ სცენაზე დამტვრეული გიტარა კი მსურველმა 24 ათასად შეიძინა.
ლას ვეგასში გაიმართა ჯულიენის აუქციონი, რომელზეც მაიკლ ჯექსონის პერსონალური ნივთები იყო წარმოდგენილი. 190 ათას დოლარად გაიყიდა მომღერლის Swarovski-ს თვლებით გაწყობილი ხელთათმანი, რომელიც ჯექსონს 1984 წელს Victory-ს ტურნეს დროს ეკეთა. ხელთათმანის საწყისი ფასი 30 ათას დოლარი იყო. 18,750 დოლარად გაიყიდა ჯექსონის უკანასკნელი ავტოგრაფი, რომელიც 200 9 წლის 24 ივნისს მომღერლის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრეა შესრულებული. აქვე იყო წარმოდგენილი 1954 წელს გადაღებული მერლინ მონროს ფილტვების რენტგენის სურათი, რომელიც 45 ათასად გაიყიდა. კეიტუინს ლეტის საყურეები ფილმიდან ტიტანიკი 25 ათასად შეიძინეს, ხოლო ოდრი ჰეპბერნის კაბა მიუზიკლიდან სასაცილო გოგონა 56,250 დოლარად.
![]() |
29 პარიზული განწყობა მამაკაცთა მოდის კვირეული, გაზაფხული-ზაფხული 2011 |
▲back to top |
კულტურა|FASHION
სიმონ მაჩაბელი
მილანის შემდეგ მამაკაცთა მოდის ცენტრად პარიზი იქცა. ის ცვლილებები, რომელიც მოდის ინდუსტრიის ამ ნაწილში ბოლო დროს ხდებოდა, მომავალ სეზონზე გაცილებით შესამჩნევი გახდება მამაკაცთა მოდა სულ უფრო შემოქმედებითი და კონსერვატიულობისგან თავისუფალია.
ლანვანის კოლექციიდან
ოჯი იამამოტოს კოლექციიდან
თუ ადრე ეპატაჟი და ფსევდო არტისტულობა იყო დიზაინერთა იარაღი, ახლა ყველა წამყვანი სახლი თავის საერთო ესთეტიკას ავითარებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ტანისამოსში და ხშირად ქალების კოლექციების წარმატება მამაკაცთა ხაზის განვითარებასაც გულისხმობს. ამის მაგალითია უკანასკნელი სეზონების ლიდერი ლანვანი და ალბერ ელბაზის დიდი კომერციული წარმატება.
რიკ ოუვენსის კოლექციიდან
ჟან პოლ გოტიეს კოლექციიდან
ლანვანის გაზაფხული/ზაფხული 2011 კოლექცია მონოქრომულია: ახალგაზრდული სპორტული ტანსაცმლით შთაგონებული თხელი ნაქსოვი ზოლიანი ტანისამოსი და მდიდარი სქელი აბრეშუმები, მონუმენტურ, უხეშ, მუქსამკაულებთან ერთად, 50-იანი წლების გაზვიადებული სილუეტი და სანდლები არაერთ ბიჭს გაახარებს.
რიკ ოუენსმა თავისი ცივი ურბანული სილუეტი ამჯერად დაარბილა და გრძელი ქურთუკები მოკლე სახელოებით, მაგარი ტყავი და მონაზვნის თავსაბურავის მსგავსი აქსესუარი წარმოადგინა.
სტეფანო პილატიმ (ივსენ ლორანი) და ჟან პოლგოტი ემმა როკო და ტუნიკის რეინტერპრეტაცია აიღეს მთავარ მოტივად გოტიესთან ეს უფრო ბრუტალურ გარემოში, თურქულ აბანოში იყო წარმოდგენილი და ანდროგენულ მოდელებს, რომლებიც ახალგაზრდა ივსენ ლორანს მოგვაგონებდნენ, უხეში მამაკაცები ენაცვლებოდენ. მან ასევე გამოიყენა 3D სათვალეები და ტანსაცმელზე კოსმიური მოტივები დაბეჭდა. სტეფანო პილატისთან პირიქით, დახვეწილი ევროპული ტანისამოსის შიგნიდან მოჩანდა ერთი ფერის ეთნიკური კოსტიუმის ფრაგმენტები და ყველა მოდელს ფესკის მსგავსი პატარა ქუდი ეხურა.
იოჯი იამა მოტომ ფსევდოისტორიული ჭრელი კოლექცია აჩვენა, ბაროკოს ეპოქა თანამედროვე კონტექსტში მოახვედრა და მოცარტის თმის ვარცხნილობაზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა.
კოლექციები ოთხი დღის განმავლობაში 41-მა სამოდელო სახლმა აჩვენა.
![]() |
30 ამბები - კულტურა |
▲back to top |
კულტურა
მარველის გეგმები, პიქსარის ამბავი და ახალი ვამპირები
მას შემდეგ, რაც კომპანია უოლტ დისნეიმ კომიქსების უმსხვილესი მწარმოებელი მარველი 4,2 მილიარდ დოლარად შეიძინა, კინოკომპანიის ბოსებმა კომიქსების ახალი პერსონაჟების გაცოცხლება გადაწყვიტეს. პირველი დოქტორი სტრეინჯი იქნება, ეგოისტი ნეიროქირურგი, რომელიც ავტოკატასტროფაში ხელებს დაიზიანებს, ჰიმალაიში სამკურნალოდ წასული კი თავის თავში ახალ უნარებსა და ძალებს აღმოაჩენს. მარველი არ აპირებს ნაკლებად ცნობილი გმირების უყურადღებოდ დატოვებას და გეგმავს, მთავარ პროტაგონისტებზე ფილმებს 5-10-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები მიამაგროს. ეს საზოგადოებას გააცნობს ისეთ პერსონაჟებს, როგორებიც არიან ლუკ კეიჯი და შავი პანტერა. იდეა, როგორც ჩანს, აიღეს სტუდია პიქსარისგან, რომლის ყველა მულტფილმს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი მოჰყვება.
რაც შეეხება პიქსარს, კომპანიის სტაფი ნამუშევრიდან ნამუშევრამდე უფრო და უფრო აოცებს მაყურებელს. რატატუის, სუპერ ოჯახის, უოლისა და მონსტრების კორპორაციის შემქმნელებმა პირადი რეკორდი მოხსნეს - სათამაშოების ამბავი 3-მა გამოსვლიდან ორ კვირაში უკვე მოაგროვა 350 მილიონი დოლარი, რაც დისნეისა და პიქსარის მულტფილმებისთვის საუკეთესო შედეგია. ამასთან, კრიტიკოსები, ტრადიციულად, დადებითად გამოეხმაურნენ ვუდისა და ბაზის ახალ თავგადასავალს. ჯერჯერობით 197 დადებითი და 3 უარყოფითი რევიუ დაიწერა.
სანამ მარველი ახალ პროექტებზე მუშაობს, პიქსარში მომუშავე პერსონალი კი მდიდრდება, ვამპირებზე ახალი ფრენჩაიზი იბადება. „ვამპირების აკადემია“ მწერალ რეიჩელ მიდის 6-ნაწილიანი ბესტსელერების სერიაა ვამპირებზე, რომლებიც ჰოგვარტსის მსგავს სკოლაში სწავლობენ მაგიას. წიგნის მთავარი პერსონაჟები არიან თინეიჯერი დამპირი (ნახევარდ ადამიანი, ნახევრად ვამპირი) როუზ ჰეტეუეი და ლიზა დრაგომირი, რომლებიც სტრიგოის (ბოროტი ვამპირები) დამარცხების გზებს სწავლობენ. პროექტი თვაილაითისა და ჰარი პოტერის ერთგვარი ნაზავი იქნება, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ფილმი კომერციულად მომგებიანი გამოვა. ვამპირების აკადემიაზე უფლებები Preger Entertainment-მა იყიდა და, სავარაუდოდ, პროექტს რომელიმე დიდ კინოკომპანიასთან ერთად განახორციელებს.
ფერჯი კვლავ შავი მუხუდოს მარცვალია
ბოლო კვირის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები ჯგუფ Black Eyed Peas-ის ვოკალისტის, ფერჯის ჯგუფიდან წასვლის შესახებ. ჭორის მიხედვით, მომღერალი ბოლომდე სოლო კარიერაზე გადართვას აპირებდა. ასევე საუბრობდნენ ფერჯისა და Will.I.Am.-ს შორის არსებულ დაძაბულობაზე, ვითომ ვოკალისტი Will.I.Am-ისგან ორსულად იყო, მას კი მამობის აღიარება არ სურდა. ჯგუფის დანარჩენი წევრები ამ ხმებს არც ადასტურებდნენ და არც უარყოფდნენ.
პარასკევს ფერჯიმ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლითაც უარყო ჭორი მისი ორსულობისა და ჯგუფიდან წასვლის შესახებ.
„ჩვენ კვლავ ერთად ვართ და ახალი ალბომის ჩასაწერად ვემზადებით,“ - დასძინა მომღერალმა.
![]() |
31 რაჭისუბანი |
▲back to top |
გურმანი|რესტო
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
მსუბუქი სადილი -გასეირნება მუზეუმში ღია ცის ქვეშ
მისამართი: კუს ტბის ასახვევი N1
უბანი: ვაკე
ტელ: 45 18 82/893 54 00 20
სამზარეულო: ქართული
საათები: 10:00 - 23:00
ბარათები: არ მიიღება
ფასი: 50 ლ (სადილი ორ კაცზე, ღვინით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: საკუთარი
ზაფხულის მოახლოებას აბაშიძის ქუჩის რესტორნების რიგი, შეიძლება ითქვას, მომზადებული შეხვდა; სიცხემ დააჭირა თუ არა, ყველა კაფე-რესტორანი უმალ ტროტუარის ხარჯზე გაფართოვდა. აქ დღეს ისე ვერ გაივლი, რომ იქ მყოფი საზოგადოების ჯერ ცნობისმოყვარე და შემდეგ არცთუ ისე კეთილგანწყობილი თვალი არ აიკიდო. ჩვენთან ჩვეულებრივი გამვლელი ხომ, ტრადიციულად, ყველაზე დაბალი კასტაა. მისი სივრცე ტროტუარი ჯერ ახალმა შენობებმა ჩაყლაპა სამუდამოდ, შემდეგ, ტრადიციულად, შავი ფერის ჯიპ-ავტოზავრმა შეავიწროვა. და ბოლოს, მცოცავი ექსპანსია ტროტუარზე გამოდგმულმა ინდონეზიურმა მოწნულმა მაგიდა-სკამებმა დაასრულა. ამას კიდევ ეშველება, სეზონურია, მაგრამ, მაინც რა უნდა გაჭამონ, რომ აქ იჯდე, ხმაური, სიცხე და სივიწროვე იწვნიო, ცხვირწინ ასორმოცით ჩაქროლებული მანქანების გამონაბოლქვზე რომ არაფერი ვთქვათ.
ხანდახან შორს წასვლა არ გამოდის, მაგრამ ზაფხულია, ჰაერი და ბუნება გიხმობს. ამიტომ გასულ კვირას რაჭის უბანში ავედით. ეს შენობა რაჭული სახლი 1966 წელს დაარსებული ეთნოგრაფიული მუზეუმის ნაწილია. ათწლეულების განმავლობაში გამომწვარი ხის სახლი ავთენტიკური და შთამბეჭდავია. მუზეუმის საექსპოზიციო ერთადერთ, რაჭულ სახლში რომ რესტორანია, თავის თავად კარგია: ჯერ ერთი, თბილისში რაჭული პროფილის რესტორანი ძნელად იპოვება, მეორე სამუზეუმო სახლი სულ გამოცოცხლებულია. აივნიდან მწვანეში ჩაფლულ ოდა-სახლებსა და კარგად მოვლილ ეზოებზე გადის ხედი, წყნეთის ნიავი სასიამოვნოდ გაგრილებს.
რაც თავი მახსოვს, აქაურობა არას დროს არ შეცვლილა. ადრე მხოლოდ სეზონურ- დეფიციტური რაჭული ლორის (12ლ) ხათრით ამოვდიოდით, რომელიც აქ ზამთარ -ზაფხულ აქვთ. ლორის ნაჭრები იმდენად ცხიმიანი ა, რომ ზამთარშიც არ იკადრებს კაცი, ხაჭაპურ-ლობიანი ძვირფასი. რატომღაც ბატკნის ჩაქაფული (15ლ) ხბოს ჩაშუშულზე (8ლ) ორჯერ ძვირი ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ტომატ-პასტითაა დამზადებული, ჩაქაფულს ჯობს, რადგან, ლორისა არ იყოს, ჩაქაფულში ძვლოვან ცხიმოვანი ელემენტები ჭარბობს. კერძები სტანდარტულია, არაფრით გამორჩეული, თუმცა იაფფასიანი მსუბუქი სადილისთვის, მით უმეტეს, თუ განსაკუთრებულს არაფერს ელი, ცუდი გარიგება არ არის.
ერთი სიტყვით, აქაური გარემო სამზარეულოს ჯობს, იმდენად, რომ ნამდვილად ღირს ამოსვლა. მით უმეტეს, რომ ადრიანი სადილის შემდეგ (ან სადილამდე) მუზეუმის ვრცელ ტერიტორიაზე შეიძლება გასეირნება, სადაც მთელი საქართველოდან ჩამოტანილი ეთნოგრაფიული ძეგლები და მასალები მუზეუმის 14 ზონაშია განლაგებული. მეთერთმეტე ზონაში სიონის VVI საუკუნეების ბაზილიკა დგას, გვერდით რელიეფური საფლავის ქვების კოლექცია და აკლდამა. აქედან მუზეუმის ველურ ნაწილში შეიძლება გადასვლა, სადაც სულ გავიწყდება, რომ თბილისში ხარ.
![]() |
32 სალათა ავოკადოთი და შებოლილი ორაგულით |
▲back to top |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული ქეთი ბაქრაძე
4 ულუფა
მასალა:
სალათისთვის
2 კონა სალათის ფოთოლი
1 ავოკადო
4-5 ნაჭერი შებოლილი ორაგული
1 შეკვრა მდნარი ყველი (Cream Cheese)
საკაზმი
150 გრ. ზეითუნის ზეთი
1 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი
1 ლიმონი.
მარილი და პილპილი გემოვნებით.
ჯამში: 21 ლარი
მომზადების წესი:
გარეცხეთ და კარგად გააშრეთ სალათის ფურცლები, დაჭერით არცთუ ისე წვრილ ნაჭრებად და მოათავსეთ სალათის ჭურჭელში. სალათის ფურცლებს ზემოდან დაადეთ 45 ნაჭერი რგოლებად დახვეული შებოლილი ორაგული და ავოკადოს ნაჭრები. მოასხით საკაზმი (მომზადების წესი იხილეთ ქვემოთ). მდნარი ყველის კოლოფიდან ჩაის კოვზით ბურთულებად ამოიღეთ ყველი და სალათის გაფორმება ამ ბურთულებით დაასრულეთ.
საკაზმი
ფიალაში ჩაასხით 150 გრ. ზეითუნის ზეთი, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი და 1 ლიმონის წვენი. მარილი და პილპილი გემოვნებით.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ
სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) ,
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02 / 03)
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი