ტაბულა №27


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: მეგრელიშვილი ვახტანგ, სმიტი დევიდ ჯ, მინდიაშვილი ბექა, ელერდაშვილი ვახო, თოდუა მაია, ვაშაკიძე თათია, კეკელიძე გიორგი, ელიზბარაშვილი ლევან, გაჩეჩილაძე თეკუნა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010 | 11 - 17 ოქტომბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხანმოურავი, დავით კოვზირიძე /ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა ოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე/კორექტორი: ნინო აითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა იკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგის ენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟაფშაველას 5, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე კრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge



1 საფოსტო ყუთი

▲back to top


გამარჯობა, ბატონებო!

ძალიან მომწონს თქვენი ჟურნალი, განსაკუთრებით ბატონების კ. ბენდუქიძისა და ზ. ბურჭულაძის წერილები… არ ვიცი დაბეჭდავთ, თუ არა ამ წერილს, მაგრამ ამ ჟურნალს მაინც ვიყიდი მანამ, სანამ ასეთი კარგი იქნება. თქვენ და Weekend ნამდვილად იმსახურებთ შექებას. გმადლობთ, რომ იძლევით ფიქრისა და აზროვნების საშუალებას. ეს კარგია... ახლა საქმე:

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ ახლახან მ. მამარდაშვილის დაბადების წლისთავი იყო... ალბათ ამ თარიღს ეძღვნება ბ-ნ გ. ზედანიას წერილიც და რუსეთის „კულტურის“ არხის გადაცემა Отдел, არხანგელსკის ავტორობით. ამ ორმა შემთხვევამ გამახსენა ის საშინელი წლები, როცა მ. მამარდაშვილი გარდაიცვალა და მისმა მეგობრებმა ამას „დიდი დანაკლისი“ დაარქვეს საქართველოსათვის(?!). მახსოვს, შემეცოდა აეროპორტში გარდაცვლილი ადამიანი და თან ქართველი და გავიფიქრე, რომ ალბათ მიხვდა საწყალი მთელი ცხოვრება ეშმაკის სამსახურს რომ შეალია და სამშობლოში ღამურად რომ უწევდა დაბრუნება... ასე აგიხდათ ყველა სიკეთე! იმ Отдел-მა და ბ-ნ ზედანიას წერილმა კიდევ უფრო განამტკიცა ეს გრძნობა და უფრო შემეცოდა. იქ, მოსკოვის აეროპორტში, სრულ სიმარტოვეში მიხვდა ალბათ მთელს თავის უბედურებას - რუსებს აღარ სჭირდებოდათ, ხოლო ქართველებმა არ მიიღეს. ღმერთსაც წყალწაღებულივით წაეპოტინა - ჭეშმარიტება, სამშობლოზე მაღლა დგასო, თქვა მანამდე ათეისტმა (მე ხსენებულ ტელეგადაცემას მივყვები). მერე მისმა მეგობრებმა გაამართლეს, ჭეშმარიტებაში ღმერთს გულისხმობდაო... ის იმიტომ ბრუნდებოდა საქართველოში, რომ მისი თანამოაზრენი ზოგი ლოთობით მოკვდა, ზოგი გააძევეს და ზოგი თავად გაიქცა რუსეთიდან. თავად კი, გორბაჩოვის однокашник-ს (ასე თქვეს იმ გადაცემაში) ქართველების „ჭკუაზე მოყვანა“ დაევალა 9 აპრილის მერე. აი, ალბათ ამას მიხვდა საწყალი და გულმაც ვეღარ გაუძლო და არა იმიტომ, რომ ქართველები травили его, როგორც ამას იმავე გადაცემაში ბლუკუნებდა ამხ. შევარდნაძე. ღამურა ხომ აღარც თაგვებს უნდათ და აღარც ჩიტებს... აქ კი ერთი გნიასი ატეხეს მისმა „მეგობრებმა“ ეს რა კაცი დავკარგეთო...

მას ხომ მანამდე ფარული, თუ აშკარა КБГ-შნიკების მეტი არავინ იცნობდა?!

არ ვიცი ბატონი ზედანია დამეთანხმება, თუ არა, მაგრამ მე მასზე გაცილებით უფროსი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რომ სსრკ-ში ისევე არ არსებობდა ფილოსოფია მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობით, როგორც გენეტიკა, სოციოლოგია და კიბერნეტიკა. მავანნი იბრალებდნენ ფილოსოფოსობას, რაც მხოლოდ თავისუფალი ადამიანის „ხვედრია“ და არამც და არამც საბჭოთა მოქალაქისა.

როგორ შეიძლებოდა ფილოსოფოსი ყოფილიყო ჯ. პატიაშვილის რეფერენტი, ხოლო მისი შვილი ეროვნული მოძრაობის ლიდერი, რომელიც უფრო საეჭვო რეპუტაციის გვამის რეფერენტი იყო - ეს ხომ წმინდა წყლის КБГ-ა?

50-60-იან წლებში კომუნისტებმა შექმნეს ე.წ. საბჭოთა „ინტელექტუალების“ კასტა, უმეტესწილად რეპრესირებულთა და პარტიის ერთგულთა შვილებისაგან (ერთი მათგანი ჩვილობისას დედამისთან ერთად იყო მეტეხის ციხეში გალიით ჭერში ჩამოკიდებული, ვირთხებს რომ არ შეეჭამათ), რომლებიც თავადაც „სტუკაჩები“ იყვნენ, მაგრამ ერთმანეთის „კლიჩკები“ არ იცოდნენ... ჰოდა, წერდნენ მოთხრობებს, იღებდნენ ფილმებს, იპარავდნენ სხვის რითმებს, ფილოსოფოსობდნენ და ბოლოს (70-80-იან წლებში) რეპრესიებზეც ალაპარაკდნენ იმიტომ, რომ კომუნისტები აღსასრულის მოახლოებას გრძნობდნენ და არჩიეს ისევ მისიანებს ეთქვათ „მოზომილად“, ვიდრე „გარეშეებს“ . ეს კასტა კი ჩიოდა იმას, თუ როგორ დააობლეს თავად ისინი, როგორ გაუციმბირეს დედები და კრინტსაც კი არ ძრავდნენ იმათზე, ვინც მათმა მამებმა ჩახოცეს და დააობლეს... მაგალითისათვის ბ. ოკუჯავაც კმარა, რომელსაც სტალინის გამო ჭირივით ეჯავრებოდა საქართველო და ქართველები, მაგრამ ეამაყებოდა გალაკტიონი. ხრუშჩოვი მას „ბადურა-გიტარას“ ეძახდა, მაგრამ მისმა ქართულმა ნახევარმა მაინც დააწერინა ერთადერთი საუკეთესო ლექსი „ქართული სიმღერა“. საქართველოდან მხოლოდ დედამისი აშხენას „ჯანიკას“ ახსოვდა და არა ქართული უნივერსიტეტი, სადაც განათლება მიიღო, ანდა მამამისი... ჰოდა, ამ „კასტის“ წევრები იყვნენ ერთმანეთის „კრიტიკოსები“ და მეხოტბეები (ხალხი მათ „მეზურნეებს“ ეძახდა). ერთი მეორეს აქებდა, მეორე - მესამეს და სუყველა ერთად КБГ-დან იკვებებოდა. სურათი ყველგან ერთნაირი იყო - მეცნიერებაში თუ ხელოვნებაში.

80-იანი წლების მეცნ. აკადემია ნამდვილი მგლების ხროვა იყო სამი-ოთხი იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომელიც სიახლოვეს არავის უშვებდა გარდა „თავისიანებისა“ და ნაქურდალი ფულის პატრონებისა. საკანდიდატო დისერტაცია 7000 მან. ღირდა - ერთი „ჟიგულის“ ფასი (?!).

ერთმა მშვენიერი სტატიებით დაიწყო კ. ლორთქიფანიძის „ხრიკუნიებზე“ წერა, დასაკერავებული შარვლით დადიოდა, ენა კარგად უჭრიდა და არც „უფროსებს“ დარჩენიათ შეუმჩნეველი, მაგრამ ხანდახან ლექციის დროს სინათლეს უთიშავდნენ, ვითომ ჩაგრავდნენ და მართალ სიტყვას უკრძალავდნენ, სამაგიეროდ ძველ თბილისში ბინა მისცეს და შვილი გერმანიაში გაუგზავნეს სასწავლებლად (ეს „რჩეულთა“ ხვედრი იყო), მაგრამ წამოსცდა არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობას იმიტომ, რომ ვიცი რაც მოხდებაო... ამავე სიტყვებით გამოვიდა კრემლიდან გორბაჩოვი (ქართველებს დაგვემუქრა) და მოხდა ის, რაც ყველამ ერთად გამოვიარეთ, ე.ი. მან გასცა არა მარტო საიდუმლო, არამედ საკუთარი თავიც და ამიტომ სანაგვეზე მოისროლეს „ბოსებმა“ საწყალი მამარდაშვილივით... მისი შვილი კი, იმ რეპრესირებულთა შვილებივით წუხს, მამაჩემს ჯეროვან პატივს არ მიაგებენო და სხვის კონფორმიზმზე მთელ ტირადებს გვიკითხავს... კოლაბორაციონისტებისა და კონფორმისტების საძებნელად შორს წასვლა საჭირო არაა, აქვე არიან, ჩვენ გვერდით და ორივეს ბოლო დავიწყებაა... ამის ნათელი მაგალითი მ. მამარდაშვილის ქანდაკებაა მისი კიდევ ერთი მეგობრის ერნსტ ნეიზვესტნის მიერ გაკეთებული (მახსოვს, როგორ გვამუნათებდა ქართველებს), რომელიც დღეს ისეთ ადგილზეა, რომ სულ არყოფნა ჯობია, თუმცა ამასთანავე გაურკვეველი ცხოვრების მშვენიერი მაგალითია...

მაპატიეთ, სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ამის მიზეზი ჩვენს თავს დატეხილი ორასწლიანი უბედურებაა, რომელიც დღესაც ბევრს ენატრება...

პატივისცემით

მარინე კაპანაძე, 62 წლის.

2 სიტყვასიტყვით

▲back to top


0x01 graphic

ადრე პოლიციელებს ძაღლებს ეძახდნენ, ისევე, როგორც რუსეთში მენტს... ჩვენ დამნაშავეების ტელეფონებს ვუსმენთ. ამ სიტყვას ისინიც კი არ ამბობენ.

  • ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

7 ოქტომბერი

0x01 graphic

ეს არაფერი, ყველამ იცით ვინ ვარ.

  • ჟურნალი Fortune-ის „ყველაზე ძლიერი ქალების“ სამიტზე პრეზიდენტ ობამას, სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდიუმიდან საპრეზიდენტო გერბი ჩამოუვარდა.

6 ოქტომბერი

0x01 graphic

სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალიების შეცვლას ვერავინ შეძლებს.

  • გრიგორი კარასინი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდის დაწყებამდე.

7 ოქტომბერი

0x01 graphic

მე არ ვარ ალქაჯი

  • აცხადებს ქრისტინ ო'დონელი, აშშის სენატში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დელავერიდან, თავის პირველ საარჩევნო ვიდეორგოლში.

5 ოქტომბერი

0x01 graphic

მე ჯერ კიდევ აქ ვარ, როგორც ეჭვმიტანილი,რადგან სიმართლის გარდა არაფერზე მისაუბრია.

  • გეერტ ვილდერსს, ჰოლანდიის პარლამენტის წევრს და ისლამის კრიტიკით ცნობილ პოლიტიკოსს რასობრივი სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებენ: მან ყურანი და ისლამი ნაცისტურ იდეოლოგიას და ადოლფ ჰიტლერის წიგნს, Mein Kampf-ს გაუტოლა.

2 ოქტომბერი

  • ერაყის პოლიტიკურმა პარტიებმა ახალი მთავრობის შესაქმნელად საჭირო დროის მიხედვით მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. მოლაპარაკებები ქვეყანაში მარტის არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს. მანამდე ამ მხრივ ჰოლანდიელები ლიდერობდნენ. მათ 1977 წელს კოალიციის შესაქმნელად 208 დღე დასჭირდათ.

  • საქართველოს პრეზიდენტმა ვა ზიანი გომბორი თელავის რეაბილიტირებული საავტომობილო გზა გახსნა. ახალი გზა მნიშვნელოვნად ამცირებს თბილისიდან თელავამდე მგზავრობის მანძილს (55კმ) და თელავის ცენტრში მოხვედრაც 50 წუთში იქნება შესაძლებელი.

0x01 graphic

3 ოქტომბერი

  • გერმანიამ ქვეყნის გაერთიანების 20 წლის თავი იზეიმა. კანცლერი, ანგელა მერკელი, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბრემენს ეწვია, სადაც ოფიციალურ ცერემონიალს 10 ათასობით ადამიანი ესწრებოდა. კაპიტალისტური დასავლეთ გერმანია და კომუნისტური აღმოსავლეთი 1990 წლის 3 ოქტომბერს გაერთიანდა. ეს ბერლინის კედლის დანგრევიდან ერთი წლის შემდეგ მოხდა.

  • ლატვიის მემარჯვენე ცენტრისტული მთავრობა ხელისუფლებაში მესამე ვადით რჩება. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრემიერ მინისტრ ვალდის დომბ როვსკისის კოალიცია 100 წევრიან პარლამენტში 63 ადგილს მიიღებს.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

4 ოქტომბერი

  • ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვს საბაჟო კავშირიდან, დსთ-დან და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლით დაემუქრა. მინსკი უარს იტყვის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ორგანიზაციის წევრობა ზე, თუ მოსკოვი მომავალ არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვებას არ აღიარებს. 4 ოქტომბერს კრემლში განაცხადეს: „რუსეთი ბელარუსის არჩევნებს ადეკვატურად შეაფასებს“. 3 ოქტომბერს კი დმტრი მედვედევმა თავად დასდო ბრალი ალექსანდრ ლუკაშენკოს უპატიოსნობაში და გააკრიტიკა რუსეთისგან მტრის ხატის შექმნის გამო.გასულ წლებში მოსკოვი ყველა ბელარუსულ არჩევნებს აღიარებდა, მიუხედავად იმისა,რომ დამკვირვებელთა უმრავლესობა აშკარა გაყალბებაზე მიუთითებდა.

  • უნგრეთის საგანგებო მდგომარეობათა ძალები ცდილობენ შეაჩერონ წითელი ტოქსიკური ნალექის მდინარეთა კალაპოტებში ჩაღვრა. ალუმინის ქარხანაში რეზერვუარიდან ქიმიური ნარჩენის აფეთქების შემდეგ ქვეყნის დასავლეთის სამ კანტონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიღუპა ოთხი და დაიჭრა 120 ადამიანი.

0x01 graphic

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომალელი მეკობრეები 8 აგვისტოს გატაცებული სავაჭრო გემის გასათავისუფლებლად არარეალურ თანხებს ასახელებენ. სავაჭრო გემზე საქართველოს თხუთმეტი და თურქეთის სამი მოქალაქე იმყოფება. სამინისტრო არ აზუსტებს, თუ რა მოცულობის თანხას ითხოვენ მეკობრეები, თუმცა, საქართველოს მხარე მზად არის, „საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში“ ჩაერიოს მეზღვაურთა გათავისუფლების საქმეზე მიმდინარე მოლაპარაკებებში.

5 ოქტომბერი

  • საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნის სამხრეთში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 12 ადამიანი დააკავა და საბრძოლო იარაღი ამოიღო. 9 ადამიანი მარსელში, დარჩენილი სამი კი ქვეყნის სხვადასხვა ადგილას აიყვანეს. ჩატარებული ოპერაცია დაემთხვა აშშ-სა და სხვა ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მიერ გავრცელებულ გაფრთხილებას, რომლის თანახმად, ევროპაში სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმები იყო მოსალოდნელი.

0x01 graphic

  • ეკვადორში პოლიციის მიერ მოწყობილი ამბოხის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ კვირის ბოლომდე გააგრძელა. მისი თქმით, იგი ქვეყნის ეროვნული ასამბლეის მითითებებით მოქმედებდა. არეულობა პოლიციელების მიერ ბონუსების შეკვეცის შესახებ კანონის მიღების გაპროტესტებით დაიწყო. პრეზიდენტმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

6 ოქტომბერი

  • ევროკავშირმა და ლიბიამ შეთანხმებას მიაღწიეს მიგრანტების ნაკადის შეკავების შესახებ. ევროკომისია ლიბიის მთავრობას 60 მილიონ ევროს გამოუყოფს სამი წლის განმავლობაში მიგრანტებისგან თავდაცვის სანაცვლოდ. სწორედ ამ ქვეყანაზე გადის აფრიკელებისთვის ევროკავშირში არალეგალურად შესაღწევი გზა.

  • ეთიოპიის ოპოზიციონერი ლიდერი ბირტუკან მიდესკა არჩევნებში მთავრობის გამარჯვების შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს. ის ჯერ კიდევ 2005 წლის კენჭისყრის დროს დააპატიმრეს რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად. მოგვიანებით შეიწყალეს,თუმცა კვლავაც აღმოჩნდა ციხეში გათავისუფლების პირობებისდარღვევის ბრალდებით.

0x01 graphic

7 ოქტომბერი

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მომზადებული წინასწარი ანგარიშის განხილვა დაიწყო. კომიტეტის მომხსენებლების კასტრიოტ ისლამისა და მაიკ იენსენის დოკუმენტში სასამართლო სისტემისა და საკონსტიტუციო რეფორმაზეა საუბარი. მომხსენებლების თქმით, ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, დადებითადაა შეფასებული გარკვეული საკითხები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგთან დაკავშირებითაც.

  • რუსეთს ირანისთვის სარაკეტო სისტემების შეკვეთისთვის ფულის გადახდა მოუწევს, მას შემდეგ, რაც უარი თქვა კონტრაქტის შესრულებაზე. წინა თვეში კრემლმა აკრძალა S-300-ის ტიპის თავდაცვის სისტემის მიყიდვა თეირანისთვის, რადგან გაერომ იგი კანონდარღვევად გამოაცხადა. რუსეთს ხელშეკრულების ანულირება მოუხდა და ირანისთვის ახლა 166 მილიონი დამატებითი გადასახადის გაღება მოუწევს, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო შეიარაღების ექსპორტიორმა.

  • ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამერბერგმა ცხინვალს 200 წლის აგვისტოს ომის და მის შემდგომ პერიოდში დაკავებული ყველა ქართველის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

0x01 graphic

  • ზიმბაბვეს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი რობერტ მუგაბე კონსტიტუციის დარღვევასა და ერთპიროვნულად მოქმედებაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, ის და მისი პარტია არ აღიარებენ ბოლო 18 თვის განმავლობაში მუგაბეს მიერ საკვანძო პოსტებზე გუბერნატორების, მოსამართლეების, ელჩების დანიშვნებს. პრემიერმა 2009 წლის სადავო არჩევნების შემდეგ შეძლო კონკურენტ მუგაბესთან მთავრობის ფორმირება.

8 ოქტომბერი

  • ჰააგის სასამართლომ რუსეთსა და საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთოსეთში ყველა ეთნიკური ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაავალა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის მიმართ დროებითი ზომა გამოიყენა. ცოტა ხნით ადრე იგივე გააკეთა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.

  • უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ ობამას თანაშემწემ, გენერალმა ჯიმ ჯონსმა თანამდებობა დატოვა. თეთრი სახლისაპარატის უფროსი რამემანუელი ცოტა ხნით ადრე გადადგა. ობამას გარემოცვადატოვა ეკონომიკური გუნდის თითქმის სრულმაშემადგენლობამაც.

3 ნობელი 2010

▲back to top


არენა

0x01 graphic

ალფრედ ნობელს შემიძლია დინამიტის გამოგონება ვაპატიო, მაგრამ ნობელის პრემიას, მხოლოდ ადამიანის ტყავში გამოწყობილი ბოროტება თუ მოიგონებდა,“ - თქვა სოციალისტმა დრამატურგმა, ჟურნალისტმა, კრიტიკოსმა, ოსკაროსანმა და, რაც მთავარია, ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯორჯ ბერნარდ შოუმ.

„პიგმალიონის“ ავტორის სიტყვები თუ აქამდე არა, დღეს ნამდვილად გულზე მოეფონებოდა ვატიკანს. კათოლიკური ეკლესია შვედი ქიმიკოსისა და ინჟინრის, ალფრედ ნობელის მიერ დაარსებული პრემიის, in vitro განაყოფიერების ბრიტანელი პიონერისთვის გადაცემას აპროტესტებს.

0x01 graphic

რობერტ ედვარდსი

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, რობერტ ედვარდსის გამოგონების შედეგად, 1978 წელს პირველი „სინჯარის პირმშო“ - ლუიზ ბრაუნი მოევლინა ქვეყანას. დღეისთვის „სინჯარაში ჩასახულთა“ რიცხვი ოთხ მილიონს აღწევს.

In vitro განაყოფიერებისას ქალის საკვერცხიდან აღებული კვერცხუჯრედი, სპერმატოზოიდს სინჯარაში ხვდება. უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ქალის სხეულში თავსდება.

„ედვარდსის მიღწევამ უნაყოფობა დაძლია და ამით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შვება მოჰგვარა“ - ნათქვამია ნობელის ასამბლეის გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც, ბრიტანელ მკვლევარს 1.5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო გადაეცა.

0x01 graphic

ანდრეი გეიმი და კონსტანტინ ნოვოსელოვი

სიცოცხლის პონტიფიკალური აკადემიის პრეზიდენტი, ეპისკოპოსი იგნასიო კარასკო დე პაულა აღიარებს ედვარდსის გამოგონების მნიშვნელობას. თუმცა სასულიერო პირი ხაზს უსვამს იმ მორალურ და სამართლებრივ პრობლემებს, რაც უამრავი ემბრიონის შექმნას უკავშირდება, რომელთაგანაც მხოლოდ რამდენიმე ხვდება ქალის სხეულში.

0x01 graphic

ლიუ სიაობო
ყველა ფოტო: REUTERS ©

„ედვარდსის გარეშე არ იარსებებდა ადამიანის კვერცხუჯრედის ბაზარი, ედვარდსის გარეშე არ იქნებოდა საშვილოსნოში გადანაცვლების მომლოდინე, ან უფრო ხშირ შემთხვევაში კვლევისთვის გამოყენებული და შემდეგ ყველასგან მივიწყებული და სასიკვდილოდ მიტოვებული ემბრიონებით სავსე საყინულეები… მის გარეშე არც ისეთი ახალშობილები იარსებებდნენ, რომლებიც თავიანთმა ბებიამ და ბაბუამ შობა“, - განაცხადა მან.

0x01 graphic

რიჩარდ ჰეკი, ეი-იჩი ნეგიში და აკირა სუზუკი

პროტესტი კათოლიკური სამედიცინო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამაც გამოთქვა. მათი თქმით, in vitro განაყოფიერებამ უამრავი უნაყოფო მშობელი შვილის ჩუქებით კი გააბედნიერა, მაგრამ ამავდროულად „ადამიანის ღირსება შელახა“, რადგან განაყოფიერების პროცესს ათასობით ემბრიონი შეეწირა.

0x01 graphic

მარიო ვარგას ლიოსა

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ედვარდსი იმ ტერიტორიაზე „შეიჭრა“, რომელსაც მანამდე მხოლოდ ღმერთს მიაკუთვნებდნენ - კონტროვერსიალურმა აღმოჩენამ არა მხოლოდ სიცოცხლის შექმნა, არამედ მისით მანიპულირებაც კი გახადა შესაძლებელი. დღეს უნაყოფო მშობლებს, შვილის ყოლასთან ერთად, მისი სქესის, ჯანმრთელობის, ინტელექტის, თმისა და თვალის ფერის განსაზღვრაც კი შეუძლიათ. ის კი არა, ხშირია შემთხვევები, როდესაც სრულიად ჯანმრთელი წყვილი, სუროგატ დედას ეძებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ორსულობასთან დაკავშირებული დისკომფორტი თავიდან აიცილოს. ბევრია ისეთი ქალიც, რომელიც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, მზადაა სხვისი ბავშვი ცხრა თვე მუცლით ატაროს.

მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი რეპროდუქციული დილემა აბორტი იყო. 21-ე საუკუნეში აბორტის თემას ედვარდსის აღმოჩენა გაუსწრებს.

ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად, მედიცინისა და ფიზიოლოგიის გარდა, ჯილდო გადაეცემათ ადამიანებს, რომელთაც ფიზიკაში, ქიმიაში, ლიტერატურაში და მშვიდობის დამყარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

გამოთქმა „ყველაფერი გენიალური მარტივია“ იდეალურად ესადაგება წლევანდელი ფიზიკოსი ნობელიანტების აღმოჩენას. რუსეთიდან ინგლისში გადასახლებულმა ანდრეი გეიმმა და კონსტანტინ ნოვოსელოვმა ტექნოლოგიების განვითარებაში ახალ ეპოქას ჩვეულებრივი წებოვანი ლენტითა და შავი ფანქრით ჩაუყარეს საფუძველი. წებოვანი ლენტის მეშვეობით მათ 2004 წელს მოიპოვეს გრაფენის პირველი ნიმუში - მასალისა, რომელიც, როგორც გაირკვა, ფენებად ედება ქაღალდს ფანქრით ხატვისას. გრაფენი ნახშირბადის განსაკუთრებით თხელი, ერთი ატომის სისქის, თითქმის გამჭვირვალე ფირფიტაა, რომელიც გამძლეობითა და ელექტრული გამტარობით გამოირჩევა. მეცნიერები მას უკავშირებენ გარღვევის შანსს ტექნოლოგიების მთელ სპექტრში. უფრო მჩატე თვითმფრინავები, გაცილებით სწრაფი კომპიუტერები, უკეთესი სატელევიზიო ეკრანები, მძლავრი მობილური ტელეფონები - ეს არასრული სიაა სიკეთეებისა, რომლებიც კაცობრიობას „ფოლადზე ასჯერ გამძლე“ გრაფენის აღმოჩენამ შეიძლება მოუტანოს.

გეიმისა და ნოვოსელოვის დაჯილდოების შემდეგ მეცნიერთა გეგმებითა და შეხედულებებით რუსი ჟურნალისტები დაინტერესდნენ. შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, გეიმი კატეგორიულად პასუხობს - „გიჟი ხომ არ გგონივართ?“. მისი თქმით, რუსეთის მთავრობის ხმაურიანი პროექტი „სკოლკოვო“, რომელშიც მეცნიერები დაუკითხავად ჩაწერეს, სიურრეალისტური და არაფრის მომცემია. გეიმის აზრით, ფული არაფერს უშველის, თუ სწორი სისტემური ცვლილებები არ მოხდება. „დღეს მილიარდებს ხარჯავენ, ხვალ კი შედეგებს ვერ დაინახავენ და პროექტს დახურავენ“, - ამბობს გეიმი.

ნოვაია გაზეტასთვის მიცემულ ინტერვიუში გეიმი რუსულ მეცნიერებაში დამკვიდრებულ უსამართლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ჯილდოებსა და დიდებას ამ ქვეყანაში ყოველთვის ხელმძღვანელები იღებენ, მაშინ როდესაც ნორმალურ სამეცნიერო გარემოში დოქტორანტი და პროფესორი მკვლევრები თანასწორნი არიან. გეიმის აზრით, პოსტსაბჭოთა რეალობაში საჭიროა ორიენტირება არა წარსულში ცნობილ მეცნიერებზე, არამედ ახალგაზრდებზე. მართალია, თითო-ოროლა გიჟი გენიოსი ნებისმიერ გარემოში აღწევს წარმატებას, მაგრამ მთავარი მაჩვენებელი საშუალო მეცნიერის დონეა.

ქიმიის დარგში წელს პრემია ამერიკელმა რიჩარდ ჰეკმა, იაპონელმა აკირა სუზუკიმ და იაპონური წარმოშობის ეი-იჩი ნეგიშიმ დაიმსახურეს. გეიმისა და ნოვოსელოვის აღმოჩენის მსგავსად, მათი ღვაწლიც ნახშირბადს უკავშირდება: 60-იან და 70-იან წლებში ლითონ პალადიუმის გამოყენებით მათ უნიკალური რეაქციები გამოიკვლიეს და ახალი ნახშირბადული სტრუქტურები შექმნეს. ჰეკის რეაქციად წოდებული პროცესის გამოყენებით შეიქმნა ტკივილგამაყუჩებელი მორფინი, სარეველების გამანადგურებელი პროსულფორონი, ათეულობით სტეროიდი, შხამი სტრიქნინი და მრავალი სხვა ქიმიკატი. სამეულის აღმოჩენებს უნდა ვუმადლოდეთ ჰერპესთან, კიბოსთან და შიდსთან საბრძოლველი თანამედროვე მედიკამენტების არსებობასაც. ზოგიერთი შეფასებით, თანამედროვე ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ყოველი მეოთხე ქიმიური რეაქცია მათ მეთოდებს ეყრდნობა.

ქიმიკოსთა კვლევებმა არამხოლოდ მედიცინას დააჩნია კვალი. გრაფენის მსგავსად, მათი ნახშირბადული სტრუქტურები ულტრათხელი მონიტორების შესაქმნელად აღმოჩნდა გამოსადეგი.

მსოფლიო კრიტიკოსთა წრეებში ამბობენ, რომ ის ყველაზე ღირსეულია, ვისაც ბოლო წლებში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს. აქამდე ხუმრობდნენ კიდეც, რომ ზოგჯერ ლაურეატი მწერლის სახელის გახსენება მის გამომცემელსაც კი უჭირდა.

ლიოსას ამბავი ტელეფონით შეატყობინეს. ძალიან გაუხარდა, თუმცა ეგონა, რომ გაეხუმრნენ. „წლებია ჩემს სახელს აღარ ახსენებენ“, - ამბობს 74 წლის მწერალი. რა გასაკვირია მისი გაოცება - ამ ჯილდოს ხომ, როგორც წესი, ანტიამერიკანიზმისა და ანტიკაპიტალიზმის, ანაც პათოლოგიურ ვნებათა მადიდებელნი იღებენ.

შვედეთის აკადემიის მუდმივმა მდივანმა პეტერ ენგლუნდმა განაცხადა, რომ ეს არის ავტორი, რომლის უმთავრესი მიზანი ძალმომრეობის წინააღმდეგ ბრძოლა და პიროვნების თავისუფლებისკენ სწრაფვაა.

ლიოსა პერუელი პროზაიკოსია. იგი მსოფლიო მოდერნიზმის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად ითვლება. საყოველთაოდ ცნობილია მისი რომანები: „დეიდა ხულია და მოკალმე“, „ომი და სამყაროს დასასრული“, „საუბარი ტაძარში“, „ქალაქი და ძაღლები“. მწერალი კომპოზიციების და დიალოგების უბადლო ოსტატია, მისი თხრობის სტილს კი ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალად მიიჩნევენ. 1995 წელს მან სერვანტესის პრემია მიიღო, ნობელის პრემიაზე კი აქამდეც არაერთხელ გახლდათ წარდგენილი.

მაგრამ პროზაიკოსის ასპარეზი მარტო ლიტერატურის სფეროთი არ შემოიფარგლება. 1990 წელს ის პერუს პრეზიდენტობის კანდიდატიც კი იყო, მაგრამ ალბერტო ფუხიმორისთან დამარცხდა. თავიდან მისი პოლიტიკური შეხედულებები, მსგავსად სხვა ლათინო-ამერიკელი მწერლებისა, მკვეთრად მემარცხენე ხასიათით გამოირჩეოდა. თუმცა დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით სამოცდაათიან წლებში, ლიოსამ ერთგვარი ევოლუცია განიცადა. მისთვის მთავარი არა სოციალისტური იდეები, არამედ ადამიანის უფლებები გახდა. ამ ცვლილებების გამო მას თავის დროზე გაბრიელ გარსია მარკესთან გახმაურებული კონფლიქტი მოუვიდა. 2009 წელს, ერთ-ერთ კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ კუბა და ჩინეთი უტოპიური სოციალიზმის გზას ადგანან, მალე მათ ალბათ ვენესუელაც შეუერთდება. ლიოსას პოლიტიკური გზა ძალიან მიაგავს ამერიკელ ნეოკონსერვატორთა ბიოგრაფიას. ისინიც თავდაპირველად ტროცკის იდეებს იზიარებდნენ და თანდათან ეზიარნენ მემარჯვენე ღირებულებებს.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია „ჩინეთში მიმდინარე ადამიანის უფლებებისთვის ფართომასშტაბიანი ბრძოლის სიმბოლოს“, დისიდენტ ლიუ სიაობოს მიანიჭეს. სიაობო გასული წლის 25 დეკემბერს დააკავეს და 11 წელი მიუსაჯეს. ის ქარტია 08-ს ერთ-ერთი შემქმნელია, აღნიშნული ქარტია ვაცლავ ჰაველის ჩეხოსლოვაკური ქარტია 77-ის მსგავსად კომუნისტური რეჟიმის დემოკრატიულით შეცვლას ისახავდა მიზნად. მთავარ მოთხოვნებს შორის პარტიის ყოვლისშემძლეობის შეზღუდვა, ხელისუფლების შტოების ერთმანეთისგან გამიჯვნა, დამოუკიდებელი სასამართლოს და ადამიანის უფლებების გარანტიების შექმნა იყო. ქარტიას ხელი 8600-მა ადამიანმა მოაწერა. ლიუ სიაობო 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე გამართულ აქციებშიც მონაწილეობდა.

ჩინეთის მთავრობამ დაგმო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის სიაობოსთვის გადაცემის ფაქტი. ის პირველი ჩინელია, თუ დალაი ლამას არ ჩავთვლით, რომელმაც ნობელის პრემია აიღო. ჩინეთი ნორვეგიასთან ურთიერთობების გაუარესებითაც დაიმუქრა.

ლიუ სიაობოსთვის ნობელის პრემიის გადაცემას მშვიდობის დარგის სხვა ლაურეატები ითხოვდნენ: არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ სამხრეთ აფრიკიდან, დალაი ლამა და ჩეხი პოლიტიკოსი ვაცლავ ჰაველი. მათ სიაობოს მეუღლემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. წინა წლის მშვიდობის დარგის ლაურეატმა, პრეზიდენტმა ობამამ ჩინეთის მთავრობას სიაობოს გათავისუფლება მოსთხოვა. აღსანიშნავია, რომ ობამა მშვიდობის ნობელის პრემიის კიდევ ერთ ლაურეატთან, დალაი ლამასთან შეხვედრაზე დიდი ხნის განმავლობაში აცხადებდა უარს. თეთრ სახლში მისი მიწვევის შემდეგ კი, სულიერი ლიდერი უკანა კარიდან გაუშვა.

4 ვაშინგტონის გზავნილები

▲back to top


პოლიტიკა

0x01 graphic

სახელმწიფო მდივანი კლინტონი

გასულ კვირას, ვაშინგტონში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა გახსნეს, ქართულმა მხარემ არაერთი პოზიტიური გზავნილი მიიღო.

0x01 graphic

პრემიერ-მინისტრი გილაური

სახელმწიფო მდივანმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თეთრი სახლი არასოდეს დაიხევს უკან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში. მან დაადასტურა შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ერთგულება ბუქარესტისა და სტრასბურგ-კელის სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებიც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას ჰპირდება.

„ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, გაიყვანოს ჯარები და შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. მან ხაზი გაუსვა ქართული მხარის კონსტრუქციულობას ჟენევის პროცესში, მოიწონა საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება მზადაა სტრატეგიაში ასახული მიზნების მისაღწევად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

ჰილარი კლინტონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს, ავღანეთში გაწეული დახმარებისთვის და მწუხარება გამოთქვა ჰელმანდის პროვინციაში ხუთი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო. მან დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს თანადგომას სამხედრო რეფორმების განხორციელებასა და ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალის ამაღლების საქმეში.

სახელმწიფო მდივანმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებზე. მისი თქმით, აშშ კვლავაც ითანამშრომლებს საქართველოსთან დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. „მაისში გამართული ადგილობრივი არჩევნები რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი გახდა. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო პოლიტიკური კონკურენციის, პარტიების დაფინანსებისა და ანგარიშგების, ასევე მაისში დაშვებული შესაძლო დარღვევების გამოძიების კუთხით“,- განაცხადა კლინტონმა. მან აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა უნდა არა მხოლოდ „დააკმაყოფილოს“ საერთაშორისო სტანდარტი, არამედ „გადააჭარბოს“ მას.

კლინტონმა ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ რეფორმა შესაძლებლობას იძლევა გამყარდეს ის, რასაც ქართველები ვარდების რევოლუციის შემდეგ ქმნიდნენ. სახელმწიფო მდივანის თქმით, აშშ მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მდივანმა, საქართველოს მიერ კორუფციის აღმოფხვრის კუთხით მიღწეული პროგრესი რეგიონის „მისაბაძ მაგალითად“ მოიხსენია და ინვესტორებს საქართველოთი უფრო მეტად დაინტერესებისკენ მოუწოდა.

ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები სენატშიც გამართა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საკითხზე ორპარტიული მიზნობრივი ჯგუფის თანათავმჯდომარე სენატორმა ჯეინ შეინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რუსეთის ქმედებებს „უკანონო ოკუპაცია“ უწოდა. მან განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები, ასევე ინვესტიციები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

დასავლურმა მედიამ ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა. გილაურმა განაცხადა, რომ თბილისი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. „ჩვენ ვემხრობით რუსეთის WTO-ში გაწევრიანებას, ოღონდ WTO-სვე წესების დაცვით“, - განაცხადა ნიკა გილაურმა და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის წესები მოითხოვს, წევრ ქვეყნებს შორის გამჭვირვალე და კანონიერი საბაჟო გამშვები პუნქტები ფუნქციონირებდეს, რაც რუსული ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია.

Associated Press აღნიშნავს, რომ საქართველოს ასეთი ხისტი პოზიცია უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ობამას ადმინისტრაციას, რომელიც მოსკოვს WTO-ში მისი გაწევრიანების მხარდაჭერას ჰპირდება.

5 საარჩევნო რეფორმის ახალი წინადადებები ოპოზიციისაგან

▲back to top


ეროვნულმა ფორუმმა, კონსერვატორებმა, საქართველოს გზამ, ჩვენი საქართველო - თავისუფალმა დემოკრატებმა, რესპუბლიკელებმა, ხალხის პარტიამ, მემარჯვენეებმა და ქრისტიან-დემოკრატებმა ხელისუფლებას და კოლეგა ოპოზიციონერებს საარჩევნო რეფორმის ახალი წინადადებები წარუდგინეს და დიალოგის დაწყება შესთავაზეს.

ოპოზიცია კვლავ მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით შეცვლას ითხოვს. კერძოდ, 150-წევრიან პარლამენტში 75 წევრს კვლავინდებურად საერთო ნაციონალური პარტიული სიის საფუძველზე პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევენ. ორივე სისტემისთვის საარჩევნო ბარიერი 5%25 უნდა იყოს.

ოპოზიციის ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში, ამჟამინდელი ერთმანდატიანი ოლქების მაჟორიტარები კი რეგიონალურ-პროპორციული სისტემით არჩეულმა 75 წევრმა უნდა ჩაანაცვლოს.

მაგალითად, იმ რეგიონში, სადაც 100 ათასამდე ამომრჩეველია, 2 დეპუტატს აირჩევენ; 100 ათასიდან 200 ათასამდე - 3 დეპუტატს; 200 ათასზე მეტი ამომრჩეველი კი 4 პარლამენტის წევრს შეარჩევს.

მეორე საკითხი ცესკოს დაკომპლექტების წესს ეხება. 8 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, რომ ცესკოში მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნული 7 წევრი იქნება. თავმჯდომარის სამ კანდიდატურას პრეზიდენტს დასანიშნად სწორედ ეს კვალიფიციური სუბიექტები წარუდგენენ.

ოპოზიციის წინადადებით საარჩევნო დავების განხილვის ბოლო ინსტანცია სააპელაციო სასამართლოს სპეციალური კოლეგია იქნება, მოსამართლისა და ოთხი საარჩევნო მსაჯულის შემადგენლობით. მსაჯულებს კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეარჩევენ. პარტიებს ასევე ექნებათ მოსამართლეთა აცილების უფლება. დავებზე საბოლოო გადაწყვეტილებას ეს კოლეგია ხმათა უმრავლესობით (3 ხმა) მიიღებს.

უახლოეს მომავალში პარტიები ახალი ინიციატივებით გამოსვლას აპირებენ. ეს არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აღკვეთას და შესაბამისი მონიტორინგის უზრუნველყოფას შეეხება, ასევე წინასაარჩევნოდ მედიის თანაბარ ხელმისაწვდომობას განაპირობებს. ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ წინასაარჩევნო რეკლამისთვის და წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსებისთვის ე.წ. „ზედა ჭერის“ დაწესებას.

6 ტესტი საქართველოზე

▲back to top


პოლიტიკა

ვიტაუტას ლანდსბერგისი

0x01 graphic

2010 წლის 8 სექტემბერს საგარეო ურთიერთობათა საბჭოში წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოზე მხოლოდ ერთი, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი წინადადება თქვა. ეს წინადადება შეიძლება ირიბ პასუხად ჩაითვალოს რუსეთისთვის, რომელიც აგრძელებს „საქართველოს ოკუპაციას“ - ან, უფრო სწორად, საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას.

ის ფაქტი, რომ რუსეთი და რუსეთზე სრულად დამოკიდებული კიდევ ერთნახევარი ექსტრემისტული რეჟიმი არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს მისი ტერიტორიის ამ ნაწილზე, არაფერს ცვლის. არც ის ფაქტი ცვლის რამეს, რომ „აფხაზებმა“ 50 მილიონ აშშ დოლარად იყიდეს წყნარი ოკეანის კუნძულ ნაურუს ერთი ხმა. ამ დღეებში მსოფლიოს მკაფიო შეტყობინება გაეგზავნა - აშშ-ის პოლიტიკოსები არ არიან ის წიწილები, რომლებიც რუსულ მელას ნებისმიერ თანხას გადაუხდიან ბირთვული იარაღის შემცირებაზე გარიგების დადების სანაცვლოდ.

სიგნალი გაეგზავნა როგორც რუსეთს, ასევე რუსეთის პირფერებს ევროპაში, გერმანიიდან აღმოსავლეთით, რომლებიც თავგამოდებით ურეცხავენ გულუბრყვილოებს ტვინებს, რათა დააჯერონ, რომ საქართველო „პირველი“ დაესხა თავს და მოკლა ორი მშვიდობისმყოფელი. (ის ფაქტი, რომ რუსეთმა თავის „ოდნავ გადამეტებულ“ პასუხში გრადებით მთლიანად დაანგრია ცხინვალი, რა თქმა უნდა, არ ითვლება). გულუბრყვილოები და ტვინგამორეცხილები (რომლებსაც ამ ისტორიებისა სჯერათ), რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებშიც არიან. ამასობაში კი საქართველოს ორი ნაწილი ოკუპირებულია და ბედნიერი ადგილობრივი „მთავრობები“ უმალ ასრულებენ კრემლის ბრძანებებს.

0x01 graphic

ასეთ შემთხვევაში ლიტველებმა, რომლებსაც ასევე ურეცხავენ ტვინს, იქნებ გაიხსენონ საკუთარი ისტორია, როდესაც მათი ტერიტორიის ერთი მესამედი, აფხაზეთივით შერეული მოსახლეობით, „აჯანყებულმა“ პოლონელმა „ხალხმა“ დაიპყრო. სინამდვილეში, პოლონეთის ჯარი მეზობელი ქვეყნის მთავარსარდალმა, იუზეფ პილსუდსკიმ, გამოაგზავნა. რუსეთის ჯარისთვის საქართველოში შეჭრა არც ედუარდ კოკოითის უბრძანებია და არც სერგეი ბაღაფშს. ეს ბრძანბაღაფშის როლი მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე თანხმობით შემოიფარგლება, როდესაც ამას მოსკოვი ჩათვლის საჭიროდ.

ოკუპაციამ და დაბომბვამ საქართველოს წინსვლა ვერ შეაჩერა. ამ მამაცმა კავკასიურმა ერმა, რომელმაც ქვეყანაში კორუფცია შეამცირა, უპრეცედენტო გზით შეძლო კორუფციული რუსეთისა და მისი კორუფციული ბიზნესკულტურისგან მოწყვეტა. უფრო ადრე გაზპრომმა სცადა საქართველოს წინსვლის შეჩერება გაზსადენის აფეთქებით. საქართველოს პასუხი კი ასეთი იყო: „გაზპრომის გარეშეც შევძლებთ ცხოვრებას“. რასაკვირველია, ამ მასშტაბის დამცირება და გამოწვევა ძნელია - თითქმის შეუძლებელია - აიტანო, განსაკუთრებით, როდესაც დიდი მეზობელი ქვეყანა ხარ (ისეთი, როგორიც რუსეთია). ამისათვის „შეშლილი“ სააკაშვილი უნდა ჩამოიკიდოს ისე, როგორც ვლადიმირ პუტინმა იცის. ჩვენ, უბრალოდ, არც დღე ვიცით და არც საათი, როდესაც საქართველოს თავს ისევ დაესხმებიან. საფრანგეთი დიდად წაადგებოდა ამ საქმეს, თუ ავიამზიდ მისტრალს რუს „ქორებს“ მიჰყიდის.

ამასობაში კი რუსეთმა ბევრი სამხედრო ხელშეკრულება გაუფორმა საკუთარ თავს - ძირითადად ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმების გავლით - და კიდევ უფრო მეტი ჯარი შეაიარაღა თანამედროვე S-300 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ცხადია, ეს ჯარები სოჭის ოლიმპიადას - მშვიდობისა და კეთილი ნების ზეიმს - დაიცავენ 2014 წელს.

გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუცია იძულებით ადგილნაცვალი პირების უფლებაზე, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, მინიმუმ 250 ათას ქართველს ეხება, რომლებიც აფხაზეთიდან 1993 წლის ომის შედეგად გამოიქცნენ. ამ ციფრმა, შესაძლოა, ნახევარ მილიონს მიაღწიოს, თუ იმ სომხებს, ებრაელებს, ესტონელებსა და სხვებს დავამატებთ, რომლებსაც კოდორის ხეობის დატოვება მოუხდათ ბოლო ოკუპაციის დროს (ამ რიცხვს პრეზიდენტი სააკაშვილი ასახელებს Newsweek-ისთვის მიცემულ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში). ამ ხალხის იმედი სახლში დაბრუნებისა, როგორც ჩანს, გაეროს მორალური იმპოტენციის აკლდამაში დაიმარხა. ნებისმიერი მოლაპარაკება შერიგების თაობაზე, რომლის წარმართვის მანდატი რუსეთის მთავრობას აქვს, პარალიზებულია ამ ქვეყნის მიერ. შესაძლოა, რუსეთმა ნატო-რუსეთის საბჭოს საქმიანობის პარალიზებაც მოახერხოს - ამის რისკი დიდია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო შეხვედრაზე ნატომ ოკუპირებულ აფხაზეთში S-300 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების საკითხი დააყენა. ბრაზის და მუქარის შემცველი განცხადებები არ ჩერდება იმათი მისამართით, ვისაც „ურთიერთობების გაფუჭება“ სურს. ომი, ოკუპაცია, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი გამოდევნა, სამხედრო ექსპანსიისათვის ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენება, უბრალოდ, არ ითვლება, ვინაიდან ეს რუსეთის სუვერენული დემოკრატიის შიდა საქმეა. თუმცა, ის, რომ ამ სუვერენულ დემოკრატიას თავის უკანონო ქმედებებზე მიუთითო, მიუღებელია.

დრო გვიჩვენებს, როგორ შეძლებს ნატო დამცირების ამ ახალი შემოტევის დაძლევას. პირფერობას არც ნატოს რიგებში უჩივიან.

ვიტაუტას ლანდსბერგისი - ლიტველი კონსერვატორი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, მუსიკის და ხელოვნებათმცოდნეა. დაამთავრა ვილნიუსის კონსერვატორია, შემდეგში აკადემიური კარიერა გააგრძელა და პროფესორი გახდა. 1998 წელს დააარსა სსრკ-დან ლიტვის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მოძრაობა „Sajudis“. 1990 წელს გახდა ლიტვის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და ლიტვის საბჭოთა რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს. იგი გახლდათ პირველი საბჭოთა ლიდერი, რომელმაც 1990 წლის 11 მარტს საპარლამენტო სესიაზე ლიტვის დამოუკიდებლობის მოთხოვნა დააყენა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეკონომიკური კრიზისის გამო მისი რეიტინგი დაეცა. შედეგად, იგი პრეზიდენტობის პოსტზე ალგირდას ბრაზაუსკასმა შეცვალა. 1993 წელს დააარსა ახალი კონსერვატიული პოლიტიკური პარტია მამულის კავშირი. ის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 1996-2000 წლებში პარლამენტის სპიკერი იყო. 2004 წელს პროფესორი ლანდსბერგისი ლიტველმა მოსახლეობამ ევროპარლამენტარად აირჩია. პოლიტიკოსი მხარს უჭერდა ნაცისტური და კომუნისტური სიმბოლოების აკრძალვას. არის ევროპული სინდისისა და კომუნიზმის პრაღის დეკლარაციის ერთ-ერთი შემქმნელი. ყოველთვის აკრიტიკებდა რუსეთს, ლიტვასა და მთლიანად ბალტიის ქვეყნებზე ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტების მოპოვების მცდელობის გამო. იგი აქტიურად ითხოვს რუსეთისგან პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

7 ოკუპანტი ანაფორაში

▲back to top


პოლიტიკა

0x01 graphic

ილია მეორე

0x01 graphic

კირილ მეორე

რუსეთის პატრიარქმა კირილ მეორემ სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის „დამოუკიდებლობის 20 წლისთავთან დაკავშირებით“ მილოცვა გაუგზავნა. ამ ფაქტს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე გამოეხმაურა და მილოცვის ფაქტს „მეტად სამწუხარო“ და „სრულიად გაუგებარი“ უწოდა.

კირილის წერილში, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ვკითხულობთ: „ბოლო წლების განმავლობაში (სამხრეთ ოსეთის) ხელისუფლებასა და მოსახლეობას სახელმწიფოს მშენებლობის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების რთული გზის გავლა მოუწია“. რუსეთის პატრიარქი ხაზს უსვამს რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობების მნიშვნელობასაც, „რომელიც მიმართულია რეგიონში სტაბილურობისა და ქვეყნების ხალხებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ“.

საპასუხო წერილში კათალიკოსი ილია მეორე წუხილს გამოთქვამს, რომ კირილი ძალადობრივად არსებულ მარიონეტულ რეჟიმს უჭერს მხარს და უკანონოდ გამოცხადებულ დამოუკიდებლობას აღიარებს. „ვფიქრობ, ეკლესია არ უნდა აჰყვეს პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პროცესებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ თქვენ მომავალში კვლავ სამართლიანობის მხარეს დადგებით“, - წერს ის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის პატრიარქი საოკუპაციო რეჟიმის ლიდერებს მხარს უჭერს. ჯერ კიდევ 2009 წელს სერგეი ბაღაფშისთვის გაგზავნილ წერილში კირილი მას აფხაზეთის პრეზიდენტად მოიხსენიებდა. რუსეთის პირველიერარქს თბილი მიმოწერა აქამდეც ჰქონდა ედუარდ კოკოითისთან.

ის, რომ რუსები ყოველთვის ცდილობდნენ ერთმორწმუნეობა ორი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ წარმოეჩინათ, საიდუმლო არავისთვისაა. აგვისტოს ომის შემდგომაც რუსეთისა და საქართველოს ეკლესიები კვლავ ინარჩუნებდნენ კარგ ურთიერთობას. საქართველოს დელეგაცია რამდენჯერმე ესტუმრა რუსეთს, სადაც არწმუნებდნენ, რომ, მიუხედავად არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა, რუსეთის ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრების ურღვეობას აღიარებდა. თავის მხრივ, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები უკვე მრევლს ეუბნებოდნენ, რომ ორი მოძმე ეკლესიის დიალოგი ქვეყნებისთვის მშვიდობის მომტანი იქნებოდა.

ერთი წლის წინ, როდესაც აფხაზი მღვდლები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გამოეყვნენ, რუსეთის საპატრიარქომ ოფიციალურად საქართველოს ეკლესიის მთლიანობას დაუჭირა მხარი. თავის მხრივ, რუსები საქართველოს ეკლესიის თანადგომას იღებდნენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა უკრაინისა და ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი ქონება. უკრაინასა და ესტონეთში დღემდე იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის რუსეთის ეკლესიისგან. ომის შემდგომაც, 2008 წლის ოქტომბერში, სტამბოლში გამართულ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიამ ამ საკითხში კვლავ რუსეთის ეკლესიას დაუჭირა მხარი. თუმცა, ერთია რუსეთის საპატრიარქოს დეკლარირებული პოზიცია და მეორე - რეალობა. გარდა მარიონეტული რეჟიმის ლიდერების ცნობისა, ისინი საკუთარ გავლენებს იმყარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია აფხაზეთში, სადაც სასულიერო პირების უმრავლესობა რუსია და რუსეთის ეკლესიის ეპარქიებშია ნაკურთხი. კრემლთან ახლო ურთიერთობა აქვს „აფხაზეთის ეკლესიის მეთაურ“ ბესარიონ აფლიაას. აფხაზეთში მცხოვრები სასულიერო პირები, ფაქტობრივად, მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიას ემორჩილებიან.

შედარებით რთული ვითარებაა სამხრეთ ოსეთში, სადაც 2005 წელს ვინმე ალექსანდრე ფუხაევმა „ალანიის ეპარქია“ დააარსა, რომელიც არა რუსულ, არამედ ბერძნულ მეძველსტილე ეკლესიას დაექვემდებარა. თუმცა, ომის შემდგომ ფუხაევი იძულებული გახადეს, ოკუპირებული ტერიტორია დაეტოვებინა. რუსები სამხრეთ ოსეთშიც მონდომებულად იკიდებენ ფეხს.

რუსული ეკლესია ეძებს მექანიზმებს, რომ საქართველოს ეკლესიასთან სქიზმა აირიდოს და, ამავე დროს, კრემლის პოლიტიკას უერთგულოს. მაგალითად, დიაკონი ანდრეი კურაევი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, ინტერფაქსთან ინტერვიუში ამბობს, რომ არსებული პრობლემების მოგვარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეპარქიების რუსეთის ეკლესიისთვის დროებით მმართველობაში გადაცემით შეიძლება. იმისთვის, რომ საერთო მართლმადიდებლური კანონები არ დაირღვეს, კურაევის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თანხმობაა საჭირო.

ამერიკის ხმის ქართული ბიუროს ცნობით, კომპრომისსა და ერთგვარ გარდამავალ მოდელზე საუბრობს თავად პატრიარქი კირილიც: „...რა ვუყოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხების სულიერ მოთხოვნილებებს?! ... ორივე ეკლესია გაგებით უნდა მოეკიდოს იმ სინამდვილეს, რომ კანონიკური წესების მკაცრი დაცვა ამ ტერიტორიების მიმართ შეუძლებელია, სწორედ ამიტომ არის საჭირო კომპრომისი და ერთგვარი გარდამავალი მოდელი“.

საქართველოს საპატრიარქოს ამ საკითხში მკვეთრი პოზიცია აქვს. მსგავსი მოლაპარაკება, როგორც ჩანს, შეუძლებელი იქნება.

8 საქართველოს გზა ამერიკული ტვირთებისათვის

▲back to top


0x01 graphic

ნატოს ძალებს კიდევ ერთხელ მოუწევთ ფიქრი პაკისტანზე გამავალი გზების ალტერნატივაზე. ეს მათ ავღანეთამდე ტვირთის ჩასატანად სჭირდებათ. ისლამაბადმა 30 სექტემბერს თორხამის სასაზღვრო გადასასვლელი ჩაკეტა და დღემდე არ ხსნის. პენტაგონის ყოფილი ოფიციალური პირი - რიჩარდ დუგლასი - ალტერნატივად სამხრეთ კავკასიურ მარშრუტს მიიჩნევს. „ფაქტია, რომ არსებობს სამხრეთ კავკასიის გამოუყენებელი შესაძლებლობები. მარშრუტები, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანზე გადის, უფრო უსაფრთხოა“, - განაცხადა აშშ- ის თავდაცვის მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ ნარკოტიკების გავრცელებისა და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში AOL-თან ინტერვიუში.

ტრანზიტის შეჩერების მიზეზი პაკისტანის ტერიტორიაზე ნატოს ავიადარტყმებია. ამ ოპერაციებს სამი პაკისტანელი სამხედროს სიკვდილი მოჰყვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი საერთაშორისო ძალების იერიშებით აღშფოთებულები არიან. ისლამაბადი საზღვრის გახსნას მანამ არ აპირებს, სანამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში სიტუაცია არ დარეგულირდება. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მწუხარება გამოთქვა პაკისტანელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. ის იმედოვნებს, რომ პრობლემა მალე მოგვარდება. აშშ-ის წარმომადგენელთა საჯარო გამოსვლებიც იმედიანია. თუმცა, საზღვრის სავარაუდო გახსნა მათ მშვიდად ყოფნის საშუალებას მაინც ვერ მისცემს. პაკისტანზე გამავალი გზები ყველაზე იაფი და მოკლეა. მასზე ავღანეთამდე მიმავალი არალეტალური ტვირთის 70%25-ზე მეტი გადის (ლეტალური ტვირთი თვითმფრინავებით ჩადის ავღანეთამდე). მეორე მხრივ, ამ გზით მოძრაობა ძალიან სახიფათოა. პაკისტანელი თალიბების თავდასხმები არცთუ ისე იშვიათი მოვლენა გახლავთ. ეს ფაქტორი აქამდეც უბიძგებდა შეერთებულ შტატებს ალტერნატივების ძიებისკენ. ასე რომ, მიუხედავად იმისა, თუ რა ვადაში გაიხსნება გზა, იგი ნაკლებ საიმედოა. პაკისტანელი თალიბები მიმდინარე კვირასაც რამდენჯერმე დაესხნენ თავს საზღვარზე შეჩერებულ სატვირთო მანქანების კოლონას და ცეცხლი წაუკიდეს. ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა.

ნატოს ორი მთავარი ალტერნატივა აქვს - მიწოდების ჩრდილოეთი და სამხრეთი გზები. პირველი მათგანი რუსეთს გადის. რუსულ- ამერიკული თანამშრომლობის მიხედვით, შესაძლებელია მისი უკეთ ათვისება, თუმცა ეს მოსკოვს პოლიტიკურ ბერკეტებს მისცემს. ნებისმიერი რამ, რაც კრემლს არ მოეწონება, ტვირთისთვის გზის გადაკეტვის საბაბი იქნება. მეორე, სამხრეთის მარშრუტი კი, რუსეთს გვერდს უვლის. იგი ასეთია: საქართველოს შავი ზღვის პორტები- აზერბაიჯანი-კასპიის ზღვა-ყაზახეთი-უზბეკეთი- ავღანეთი.

თბილისი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჯერ კიდევ 2005 წლის მარტში შეთანხმდნენ ტვირთის საქართველოს გავლით გადაზიდვაზე. არალეტალური ტვირთის ნაწილი გადის კიდეც საქართველოს ტერიტორიას. წელს თბილისმა, ერთი მხრივ, ამ ტვირთის გაფართოება და ქვეყნის საკვანძო გზად ქცევა შესთავაზა ნატოს ძალებს. მეორე მხრივ კი, თვითმფრინავებისთვის აეროპორტით სარგებლობის საშუალება - საწვავის შესავსებად. მაშინ საქართველოში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთსა და პაკისტანში, რიჩარდ ჰოლბრუკმა, განაცხადა, რომ ეს რთული საორგანიზაციო საკითხია, რომლის შესწავლაც უკვე დაწყებულია.

„ვინმემ შეიძლება იკითხოს, რატომ არ ვიყენებთ ამ მარშრუტს. შესაძლოა, ეს ინერციის ბრალია“, - აცხადებს დუგლასი. ამის მიზეზად ის პოლიტიკას, კერძოდ კი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს ასახელებს.

„უამრავი ადამიანი მზად არის და სამუშაოს ელოდება. ჩვენ მხოლოდ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და შავი ზღვის მიმართულებით მეტი გავაკეთოთ. ეს არაა ეგზოტიკური თეორია“, - ამბობს დუგლასი.

9 2011 წელს საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ს 4.5%25-მდე შემცირდება

▲back to top


ეკონომიკა

2011 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 4.5%25-ით ვარაუდობს. მთლიანი ხარჯები 6.9 მილიარდი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 31 მილიონით ნაკლებია.

ეს შემცირება ქამრების მოჭერის პოლიტიკის ნაწილია: 2011 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები დაგეგმილია მშპ-ს 29%25-ის ფარგლებში. მთავრობის განცხადებით, 2013 წლისთვის ამ ხარჯებმა მშპ-ს 25%25-ს არ უნდა გადააჭარბოს.

ქამრების მოჭერის პოლიტიკა სახელმწიფო აპარატის ხარჯების შემცირებას გულისხმობს. ასეთი ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხები, ფინანსური კრიზისის პირობებში, როგორც წესი, დეფიციტის შემცირებისა და ვალის დაფარვისკენ მიიმართება. მაგალითად, ბრიტანეთი საკუთარი 770 მილიარდი ფუნტის ოდენობის ვალის გაკონტროლებას პენსიების, საჯარო მოხელეების ხელფასებისა და სოციალური დახმარებების შემცირებით აპირებს. გერმანია სახელმწიფო ხარჯს 80 მილიარდი ევროთი კვეცს. ეს ძირითადად ბიუჯეტის სოციალური ნაწილისა და უმუშევართათვის შემწეობის კლების ხარჯზე ხდება. ქვეყანა 15 ათასი საჯარო მოხელის შემცირებასაც აპირებს. უნგრეთი, ბიუჯეტის ხარჯების 15%25-ით შეკვეცასთან ერთად, საშემოსავლო გადასახადს ანახევრებს. მცირე და საშუალო ბიზნესისათვის კი გადასახადებს ამცირებს.

2011 წლის საქართველოს საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის მთავარი მიზანიც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაა. 2013 წლისთვის დეფიციტმა, ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესაბამისად, 3%25-ს არ უნდა გადააჭარბოს

Reuters-თან ინტერვიუში (6 ოქტომბერი 2010) ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დეფიციტის დაფინანსების ერთ-ერთ გზად სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას ასახელებს. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, წინა წლის მსგავსად, სახაზინო ვალდებულელებების გამოშვებით მისაღები სახსრების საპროგნოზო მოცულობა 100 მილიონ ლარს შეადგენს.

სახაზინო ვალდებულებების შესყიდვის სქემის მიხედვით, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხებს გასცემს. ამის შემდეგ კომერციული ბანკები სახაზინო ვალდებულებებს შეისყიდიან. ამით მთავრობა ფულის მასას და ინფლაციას ზრდის. 2010 წლის პირველ კვარტალში წინა წლის დეკემბერთან შედარებით სამომხმარებლო ინდექსი 2.4%25-ით გაიზარდა. ამას იანვარ- აგვისტოში ინფლაციის დონის 4.1%25-იანი ზრდა მოჰყვა. 2010 წლის მარტში წინა წლის დეკემბერთან შედარებით ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3%25-ით, ხოლო აგვისტოში - წინა წლის დეკემბერთან შედარებით თითქმის 10%25-ით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მხრიდან, ლარიზაციის აქტიური წახალისების მიუხედავად, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 2010 წლის ივლისში წინა წლის დეკემბერთან შედარებით 1.6 პუნქტით გაიზარდა და 75%25-ს გაუტოლდა.

სახაზინო ვალის შესყიდვის სქემა ხელს უწყობს საშინაო და საგარეო ვალის ზრდასაც. 2010 წლის ბიუჯეტის ამოქმედებიდან 8 თვეში ვალდებულებების ზრდამ 832 მილიონი ლარი შეადგინა. საშინაო ვალი 153 მილიონით, ხოლო საგარეო - 679 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან 523 მილიონი ლარი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტია.

2011 წელს ბიუჯეტიდან ვალდებულებების დასაფარავად 333 მილიონი ლარია გამოყოფილი. ეს წინა წელთან შედარებით 39 მილიონით მეტია. 2010 წლის 8 თვის მანძილზე საგარეო ვალების მომსახურებაზე (პროცენტების გადახდა) 82 მილიონი ლარი, ხოლო ვალების დაფარვაზე - 95 მილიონი დაიხარჯა.

2011 წელს საგარეო ვალის დაფარვას 194 მილიონი ლარი, ხოლო საშინაოს - 120 მილიონი მოხმარდება. ეს წინა წელთან შედარებით 51 მილიონით მეტია. 2010 წლის 8 თვეში საშინაო ვალების მომსახურებაზე 39 მილიონი ლარი, ხოლო ვალების დაფარვაზე - 22 მილიონი დაიხარჯა.

ქამრების მოჭერის პოლიტიკას სახელმწიფო ბიუჯეტის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ უკავშირდება. ეს ეხება თანამდებობრივი სარგოების, პრემიების, დანამატების და დახმარებების გაცემის წესს: „…მხარჯავი დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან გაზარდონ მათთვის ამ კანონის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შრომის ანაზღაურების მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არა უმეტეს ამავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა“.

ამ ტიპის ზოგადი რეგულაციები მხარჯავ დაწესებულებებს, ქამრების მოჭერის პოლიტიკის პირობებში, დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯების გაწევის შესაძლებლობას უქმნის. 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში საქონლისა და მომსახურების შეძენის და ასევე, სხვა ხარჯები უმეტეს მხარჯავ დაწესებულებებში გაიზარდა. ეს ქამრების მოჭერის პოლიტიკას პირდაპირ ეწინააღმდეგება. შრომის ანაზღაურების ხარჯები პარლამენტმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეამცირეს, სამინისტროების უმეტესობამ - გაზარდა.

0x01 graphic

პარალელურად, ხელისუფლება ისევ განაგრძობს ისეთი პროგრამების დაფინანსებას, რომლებიც 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ ზოგადი ჩანაწერის სახით არსებობს. მაგალითად, სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამა. მასზე გამოყოფილია 3.7 მილიონი ლარი. ბიუჯეტის პროექტში ცალკეა სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამაც, რომელიც 100 ათასი ლარით ფინანსდება.

პარლამენტი 22 ოქტომბერს ბიუჯეტის პროექტს კვლავ მთავრობას დაუბრუნებს. კორექტირებული ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს 5 ნოემბრამდე უნდა ჩაბარდეს. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი ცნობილი დეკემბრის ბოლოს გახდება.

10 თავისუფლება სამედიცინო პროფესიას!

▲back to top


ვახტანგ მეგრელიშვილი|სვეტი

0x01 graphic

ევროკომისიის ოფიციალურ საიტზე არის რუბრიკა ევრო-მითები. რუბრიკის მიზანია გააბათილოს ჭორები ევროკავშირში მოქმედი მარეგულირებელი წესების შესახებ. ერთ-ერთი გავრცელებული ჭორი ყოფილა, თითქოს მოღუნული კიტრის რეალიზაცია აკრძალულია და მოხრის რკალი არ შეიძლება აღემატებოდეს 10 მილიმეტრს. ოფიციალური განმარტების თანახმად ეს ტყუილია, რადგან ევროკავშირში მხოლოდ კიტრის კალიბრაციის წესები ყოფილა დადგენილი.

მაშინ როდესაც სახელმწიფოების მიერ კიტრის კალიბრაციის წესების დადგენა იუმორი კი არა, რეალობაა, გასაგები ხდება, რომ ნამდვილი მემარჯვენეებიც კი ექიმის პროფესიის და საერთოდ სამედიცინო სფეროს სახელმწიფოს კონტროლისაგან გათავისუფლებაზე იშვიათად ოცნებობენ. თუმცა თუ სადმე ამის შესაძლებლობა არსებობს, მინდა მჯეროდეს, რომ ეს ადგილი საქართველოა. რაც შეეხება თემას, მას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე რიგითი ეკონომიკური სექტორის ან კონკრეტული პროფესიის ადამიანების პრობლემების გადაწყვეტაა. თუ შევძელით სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესახებ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, სხვა პრობლემების მოგვარებაც არ გაგვიჭირდება.

2460 წლის წინ ჰიპოკრატემ კუნძულ კოსზე დააარსა სკოლა, რომლის მრავალრიცხოვან კურსდამთავრებულებს ჰქონდათ ეკონომიკური ინტერესი გამოეგონებინათ პროფკავშირი. პროფკავშირის წესდებას ეწოდა ჰიპოკრატეს ფიცი, რომელიც ითვლება, რომ ჰიპოკრატეს სიკვდილის შემდეგ შეიქმნა და ჰიპოკრატეს სახელს ჩრდილს არ აყენებს. ფიცს საუკუნეების განმავლობაში სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ დებდნენ. ფიცის დადება პროფკავშირში ახალი წევრის მიღების ცერემონიის ნაწილია. ფიცში ორი საინტერესო ადგილია. პირველის მიხედვით, მნიშვნელოვანი იყო წევრების რაოდენობის ხელოვნური შეზღუდვა. ახალ წევრებად რეკომენდებული იყო საკუთარი და მასწავლებლის შვილების მიღება. არაექიმების წრიდან მიღებულს ლამის ხატზე უნდა დაეფიცა, რომ ის პროფკავშირის ერთგული იქნებოდა. პროფკავშირი, განათლების მიღების ბარიერის მეშვეობით, სამედიცინო ბაზარზე სპეციალისტების მუდმივი დეფიციტის შენარჩუნებას ახერხებდა, რაც მათ შემოსავლებს კი ზრდიდა, მაგრამ ადვილი შემოსავლის მიღების მსურველებსაც უქმნიდა ცდუნებას, დაეწყოთ მსგავსი საქმიანობა. ამიტომ ექიმები საუკუნეების მანძილზე ებრძოდნენ კონკურენტ ექიმბაშებს. პროფესიის არჩევის თავისუფლების პირობებში ბრძოლის მეთოდები შეიცვალა. მიხვდნენ, რომ მომხმარებლის ხარჯზე სახელმწიფოსთან გარიგებით მიზანი უფრო მარტივად მიიღწევა. სამედიცინო საქმიანობის დაწყების გზაზე აღმართული ბარიერები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთულად დაძლევადია. კანონით დადგენილია ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ვადით სწავლის ვალდებულება, საქმიანობის უფლების მიღება ხდება სახელმწიფოსაგან, შემდეგ „უწყვეტი სწავლება“. ყველაფერი ერთად სახელმწიფოსაგან საქმიანობის უფლების ძალიან ძვირად ყიდვის ფორმაა.

ჰიპოკრატეს ფიცის მეორე საინტერესო წესი ეხება ექიმების და ქირურგების შეთანხმებას ერთმანეთის საქმეში ცხვირის ჩაყოფაზე უარის თქმის შესახებ. ექიმები იფიცებოდნენ, ქირურგიული პაციენტი რომც იტანჯებოდეს და შეგვეძლოს მისი შველა, ხელს არ მოვკიდებთო. საინტერესოა ამ პრიმიტიული შეთანხმების პროგრესი. დღეს ქართული სახელმწიფო 21 სპეციალობაში, 62 მომიჯნავე სპეციალობაში და 168 სუბსპეციალობაში საქმიანობის უფლებას გასცემს. თუ ექიმი სხვა სპეციალისტის „კუთვნილ“ ავადმყოფს დაეხმარება, მიუხედავად მკურნალობის თუნდაც პოზიტიური შედეგისა, სახელმწიფო მას 1000 ლარით დასჯის.

0x01 graphic

ჰიპოკრატე

კარგი ექიმი თავიდან იძენს პროფესიულ უნარს თეორიული და პრაქტიკული განათლებით, ხოლო შემდეგ მთელი კარიერის მანძილზე ამ უნარის მუდმივი გაუმჯობესებით არის დაკავებული. ბუნებრივია, ამისათვის სერიოზული მოტივაცია სჭირდება.

წარმოვიდგინოთ, რომ უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებს შეეძლოთ მიიღონ ნებისმიერი რაოდენობის სტუდენტი და შესთავაზონ მრავალფეროვანი, სხვადასხვა ხანგრძლივობის სასწავლო პროგრამები. სწავლის პერიოდში ახალგაზრდების შეცდომებზე პასუხისმგებლები მათი გამოცდილი კოლეგები იქნებიან. თუმცა დამოუკიდებელი პრაქტიკა შესაძლებელია სტუდენტობის დროსაც, როდესაც ისეთ რამეს აკეთებ, რაშიც კომპეტენტური უკვე ხარ და შედეგზე თვითონ ხარ პასუხისმგებელი, ხოლო სტუდენტობა 50 წლის ასაკშიც შესაძლებელია. რეალურ ცხოვრებაში ყველა ექიმი სწავლობს, როდესაც მკურნალობის ახალ მეთოდს ითვისებს. პაციენტისათვის შედეგს ყოველთვის ექიმების ცოდნის დონე არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია როგორ არის ორგანიზებული რთული სამედიცინო მომსახურება საავადმყოფოში. ამიტომ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის შემთხვევაში ექიმი და მისი დამქირავებელი უნდა თანხმდებოდნენ პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ.

0x01 graphic

არც ერთ სამედიცინო დაწესებულებას არ ექნება სურვილი დაიქირაოს ექიმი, რომლის შეცდომებმაც შეიძლება გააკოტროს დაწესებულების მეპატრონე. არავინ მიმართავს ექიმს თუ მისი კვალიფიკაციის შესახებ სანდო ინფორმაცია არ ექნება. ექიმების მხრიდან ფინანსური რისკების შესამცირებლად ბუნებრივი გახდება საექიმო შეცდომის დაზღვევაზე მოთხოვნის გაზრდა და მომსახურების სტანდარტიზაციაზე ზრუნვა. უკანასკნელი ბუნებრივად შექმნის მკურნალობის ე.წ. გზამკვლევების და პროტოკოლების შემუშავების მოტივაციას.

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ნაცვლად, რომელიც თითქოს ექიმის ცოდნას ამოწმებს, ექიმს დამქირავებლისათვის და საექიმო შეცდომის დამზღვევი ფინანსური ინსტიტუტისათვის მოუწევს საკუთარი კომპეტენციის მტკიცება.

მაინც რა უნდა ქნას სახელმწიფომ? საუბედუროდ, ბევრის აზრით, მთავრობისათვის არაფრის კეთება არაპოპულარულია. სახელმწიფოს აქამდე რომ არაფერი ეკეთებინა, მცირე ვარიაციებით ჯანდაცვის სისტემა დაახლოებით აღწერილის მსგავსი გვექნებოდა. ცნობილია, რომ სამედიცინო ინდუსტრიის დიდი ნაწილი მონაწილეობს საბიუჯეტო ფულით მოსახლეობისათვის ნაყიდი სამედიცინო მომსახურებას წარმოებაში. თუ სახელმწიფომ მაინც რამე უნდა გააკეთოს, ჩემი აზრით, ყველაზე ნაკლებად მავნებელი იქნება, თუ ბიუჯეტის ხარჯზე მომსახურების წარმოების მსურველები აიღებენ ვალდებულებას:

1. მომსახურების დაწყებამდე გააცნონ მომხმარებლებს, მკურნალობის რომელი სტანდარტით აპირებენ სარგებლობას;

2. ზიანის მიყენების შემთხვევაში არბიტრაჟში, სასამართლოში თუ ჯანდაცვის სამინისტროში შესთავაზონ დავების განხილვა;

3. ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში აცნობონ მომხმარებლებს რა მოცულობით იღებენ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

ამის პარალელურად, სულ მცირე: 1. გაუქმდეს ექიმობის უფლების გაცემა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების მიხედვით;

2. გაუქმდეს საექიმო სპეციალობების შემაძრწუნებლად გრძელი ნუსხა;

3. სამედიცინო განათლების მიღების ვადები გახდეს მოქნილი.

ამის შემდეგ სამედიცინო მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლები არჩევანს გავაკეთებთ არა მხოლოდ ნაცნობ-მეგობრების რეკომენდაციის, სადაზღვევო კომპანიების მომსახურების ლიმიტების ზომის ან საავადმყოფოების რემონტის დონის მიხედვით, არამედ გვექნება ბევრად უფრო გასაგები ორიენტირები ვის შეიძლება ვანდოთ ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

11 საკონსტიტუციო გადატრიალება

▲back to top


მსოფლიო

უკრაინა

უკრაინის კონსტიტუციურმა სასამართლომ 2004 წლის კონსტიტუციური რეფორმები არაკანონიერად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით 1 ოქტომბრიდან უკრაინის უზენაესი კანონი 1996 წლის კონსტიტუცია იქნება. შედეგად უკრაინა, საპარლამენტო-საპრეზიდენტოს ნაცვლად, შერეული, საპრეზიდენტო-საპარლამენტო სისტემა გახდა. ეს ფაქტი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისძალაუფლებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ხალხთან მიმართვისას იანუკოვიჩმა განაცხადა: „როგორც კონსტიტუციის გარანტი, მე უზრუნველვყოფ სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციას“. ამასთანავე მან ხელისუფლების ყველა შტოს სასამართლოს გადაწყვეტილების დამორჩილებისაკენ მოუწოდა.

კონსტიტუციის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც რადას 253 წევრმა2004 წლის კონსტიტუციური ცვლილებებისგაუქმების პეტიციას ხელი მოაწერა. უკრაინის 2004 წლის კონსტიტუცია ნარინჯისფერი რევოლუციის დროს მიიღეს. საპარლამენტო-საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლა ევროპაში უკრაინული დემოკრატიის პროგრესად აღიქვეს. თუმცა, ვიქტორ იუშჩენკოსა და იულია ტიმოშენკოს მუდმივ ბრძოლაში, საპარლამენტო სისტემამ მრავალი კრიზისი წარმოშვა. იუშჩენკომ სცადა კონსტიტუციაში პარლამენტის საშუალებით ცვლილებებისშეტანა, მაგრამ ვერ შეძლო. ძველი კონსტიტუციის დაბრუნებამ პოლიტიკური ელიტა და იანუკოვიჩის ოპოზიცია დიდ საგონებელში ჩააგდო. უკრაინელ პოლიტიკოსებს იმედი ჰქონდათ, სასამართლო 2004 წლის კონსტიტუციას არალეგიტიმურად ცნობდა. ახალი უმაღლესი კანონის მიღება კი რადას დაევალებოდა. თუმცა ხელისუფლება ასე არ მოიქცა.

იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ის კონსტიტუციის და პოლიტიკური სისტემისრეფერენდუმის საშუალებით რეფორმაციის მომხრეა. კონსტიტუციის რადას გარეშე დამტკიცებით, ის ძალაუფლებას არათუ ოპოზიციას, არამედ თავის კოალიციურ პარტნიორებსაც არ გაუნაწილებს. ამან უკვე გამოიწვია კოალიციური პარტნიორების განაწყენება. პარლამენტის სპიკერი ვლადიმირლიტვინი აცხადებს, რომ კოალიციური პარტნიორები შურისძიებას სხვა კანონების, მათ შორის ახალი საგადასახადო კანონმდებლობისადა ბიუჯეტის, დაბლოკვით აპირებენ.

0x01 graphic

12 დავა კუნძულების გარშემო გამწვავდა

▲back to top


რუსეთი-იაპონია

მოსკოვსა და ტოკიოს შორის ახალი დიპლომატიური სკანდალია. უკვე ცხადია, რომ კურილიის სადავო კუნძულების პრობლემა მოგვარებისგანჯერ კიდევ შორსაა. ორივე მხარის მწვავე განცხადებებმა ტერიტორიულიდავის თაობაზე მოლაპარაკებების პერსპექტივა ეჭვქვეშ დააყენა.

იაპონიის „ოკინავასა და ჩრდილოეთ ტერიტორიების“ საკითხთა მინისტრმა სუმიო მაბუტომ 3 ოქტომბერს კურილიის კუნძულების „ინსპექტირება“ მოაწყო. პოლიტიკოსი ამჯერად იაპონური ნაპირიდან რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ვიზუალური დათვალიერებით შემოიფარგლა.

ამ დემონსტრაციულ ნაბიჯს წინ მოსკოვისა და ტოკიოს მწვავე განცხადებები უძღოდა. ყველაფერს სათავე კი დმიტრი მედვედევის გეგმებმა დაუდო. ჩინეთში ვიზიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი სამხრეთ კურილიის კუნძულების მონახულებასაც გაგმავდა. ეს ამ რეგიონშისახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტი უნდა გამხდარიყო.

მედვედევის მოგზაურობის მარშრუტმა ოფიციალური ტოკიო გააღიზიანა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა რუსეთის პრეზიდენტის გასაგონად განაცხადა, რომ მათი პოზიცია არ შეცვლილა. იაპონია სამხრეთ კურილიის კუნძულებს კვლავაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიძი მაეხარამ კი ტოკიოს შეშფოთების შესახებ რუსეთის ელჩს განუცხადა. მისი თქმით, მედვედევის ვიზიტი „ორმხრივი ურთიერთობებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება“.

0x01 graphic

საბოლოოდ, მედვედევმა კურილიის კუნძულებზე ჩასვლა გადადო. მან გადაწყვეტილება არა მეზობელი ქვეყნის ზეწოლით, არამედ ცუდი ამინდით ახსნა. მიუხედავად დაძაბულობის მოხსნისა, რუსეთის საგარეო უწყებამ ტოკიოს მკაცრი პასუხი მაინც გასცა. ოფიციალური მოსკოვის განმარტებით, პრეზიდენტი ვიზიტების მარშრუტებს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე თავად ადგენს, კურილიის კუნძულები კი რუსეთის შემადგენლობაშია.

იაპონია პრეტენზიას კურილიის ოთხ კუნძულზე - იტურუპზე, კუნაშირზე, შიკოტანსა და ხაბომაიზე აცხადებს. ისინი საბჭოთა კავშირმა მეორემსოფლიო ომის დროს დაიკავა ტერიტორიული დავის გამო ორ ქვეყანას სამშვიდობო ხელშეკრულებაზე დღემდე ხელი არ მოუწერია. მოლაპარაკებებს კუნძულების თაობაზე მოსკოვი და ტოკიო წლების განმავლობაში უშედეგოდ აწარმოებენ. ამ საკითხის გამო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო წლებში არაერთხელ გამწვავებულა, განსაკუთრებით იაპონიის ოფიციალური პირების მიერ სიტყვა „ოკუპაციის“ ხსენების გამო.

თუმცა, უკანასკნელი დაძაბულობა ძველი დავის რიგითი გამოვლინება არ ყოფილა. იაპონელი ექსპერტების აზრით,რუსეთის პრეზიდენტმააქამდე არსებული სტატუს კვოსდარღვევა გადაწყვიტა. მის არც ერთ წინამორბედსსადავო ტერიტორია პირადად არ მოუნახულებია. განსაკუთრებით შემაშფოთებელი ტოკიოსთვის ამ გეგმისჩინეთიდან გახმოვანება გახდა. პეკინი თვითონაც ცდილობს იაპონიაზე ზეწოლის გაძლიერებას სადავო სენკაკუს კუნძულების გამო. ტერიტორიების საკითხი იაპონიის მთავრობისთვის ძალიან მწვავედ დადგა, რაც მას პრინციპული პოზიციის დაკავებას აიძულებს.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

13 „ბოროტების იმპერია“ 2030 წლისთვის...

▲back to top


მსოფლიო

რუსეთი

0x01 graphic

რადიკალური რეფორმების მიუხედავად, სავარაუდოდ, რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს სტატუსს 2030 წლისთვის დაკარგავს. სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით ამერიკა მსოფლიოში ერთადერთი და უდავო ზესახელმწიფოა.იერარქიის მეორე საფეხურს ჩინეთი და ევროკავშირის კონგლომერატი, მესამეს - გერმანია, იაპონია, ინდოეთი და ბრაზილია იკავებენ. უახლოეს მომავალში მათ სამხრეთ კორეა, ხოლო მოგვიანებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და თურქეთი შეუერთდება.

რუსეთი ამ იერარქიაში თითქოს მეორე საფეხურზე უნდა იყოს. თუ გავითვალისწინებთ ბუნებრივ რესურსებს, ბირთვულ პოტენციალს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, ადამიანურ კაპიტალს - ამ ქვეყანას მოწინავე პოზიციის დაკავება არ უნდა უჭირდეს. მაგრამ რიგი პრობლემების გამო ის მხოლოდ მესამე საფეხურზეა.

თანამედროვე მსოფლიო მოდერნიზაციის გარეშე წარმოუდგენელია. რუსეთი კი ამგვარი პროცესისთვის არც კი მომწიფებულა. საკვირველია, მაგრამ ამას დმიტრი მედვედევის მიერ გატარებული რეფორმების იდეოლოგი, თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარე, იგორ იურგენსი, აღიარებს. მისი სიტყვებით, „რუსეთის მოდერნიზაციას თავად რუსები უშლიან ხელს - ძირითადი მასა ჩვენი თანამემამულეებისა გასულ საუკუნეში ცხოვრობს და განვითარება არ სურს“. ისინი თვლიან, რომ ქვეყანა ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი და ეს კმარა ენერგეტიკული ზესახელმწიფოს ტიტულის მოსაპოვებლად.

რუსების უბედურება პატერნალიზმშია. „ისინი ჯერ კიდევ ძალიან არქაულები არიან“. რუსულ მენტალიტეტში საზოგადოება უფრო მაღლა დგას, ვიდრე პიროვნება. ამიტომ „სახელმწიფო ყველაფერია, საკუთარი ძალისხმევა - არაფერი“. იურგენსის პროგნოზით, რუსი ერის საზოგადოებრივ-კოლექტივისტური არქაულობის აღმოფხვრას, სულ მცირე, 15 წელი დასჭირდება.

14 ყოფილი პრეზიდენტის მოულოდნელი გამარჯვება

▲back to top


მსოფლიო

ბოსნია

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

კვირას, 3 ოქტომბერს ბოსნიაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ბევრი რამ უნდა განესაზღვრა. მაგალითად - ქვეყანა უახლოესი 4 წლის განმავლობაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზით წავიდოდა თუ უფრო ღრმა კრიზისში ჩაეფლობოდა.

ქვეყნის მოქალაქეებს და კანონმდებლებს 3 სხვადასხვა დონეზე პრეზიდიუმის გუნდის 3 წევრისათვის ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ. ისინი 1995 წლიდან წარმოადგენენ ბოსნიის მთავრობას. მათ ეროვნული ნიშნით სერბი, ხორვატი და ბოსნიელი (მუსლიმი) მოსახლეობიდან ირჩევენ.

ძალაუფლების ამგვარი დაყოფის მიზეზი მწვავე ეთნიკური დაპირისპირება გახდა. დაძაბულობა კოალიციური მთავრობის საშუალებით ერთგვარად შერბილდა.

ქვეყნის პრეზიდიუმის ერთ-ერთი ყოფილი წევრი - პარტია „ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის“ ბოსნიის წარმომადგენელი ჰარის სილაჯიჩი (ბოსნიელი მუსლიმი) ისევ იმედოვნებდა არჩევნებში გამარჯვებას. ის დემოკრატიული მოქმედების პარტიის კანდიდატმა ბაქირ იზეტბეგოვიჩმა დაამარცხა. ახლადარჩეული ლიდერი ბოსნიის ომისდროინდელი პრეზიდენტის, ალია იზეტ ბეგოვიჩის ვაჟია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილაჯიჩის უმთავრესი მიზანი სერბეთის რესპუბლიკის გაუქმება და ბოსნიის ერთი კონსტიტუციის ქვეშ გაერთიანება იყო. უმცროსი იზეტბეგოვიჩი კომპრომისული ურთიერთშეთანხმების მომხრეა. ამიტომაც, მიუხედავად არცთუ მაღალი წინასაარჩევნო რეიტინგისა, პრეზიდიუმის წევრად სწორედ ის აირჩიეს.

ნაბოიშა რადმანოვიჩი, დემოკრატიული მოქმედების პარტიის წვერი და სერბეთის წარმომადგენელი, ქვეყნის ერთ-ერთ თანამმართველად აირჩიეს. მისი პარტია სერბული ნაწილის ცალკე სახელმწიფოდ გამოყოფის მომხრეა. პარტიის მეთაურმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა - მილორად დოდიკმა Wall Street Journal-ისათვის წინასაარჩევნოდ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ, მისი აზრით, 15 წელიწადში ბოსნია-ჰერცოგოვინა, როგორც სახელმწიფო, აღარ იარსებებს.

მესამე გამარჯვებული გახლავთ მლადენ ივანიჩი. ის ხორვატების წარმომადგენელია დემოკრატიული პროგრესის პარტიიდან. ის უფრო აქტიურად ცდილობს ბოსნიასთან დაკავშირებით რეალური გადაწყვეტილების მიღებას. 3 ოქტომბრის არჩევნები 1995 წლის შემდეგ რიგით მე-6 არჩევნები იყო ქვეყანაში ომის დასრულების შემდეგ. მასში მონაწილეობას 50-მდე პოლიტიკური პარტია და კოალიცია იღებდა.

15 დიდი ძალების მეტოქეობა ჰიმალაებში იზრდება

▲back to top


მსოფლიო

ნეპალი

სამხრეთ აზიაში რეგიონული მშვიდობის შენარჩუნება მეტწილად ორი გიგანტი ქვეყნის - ჩინეთისა და ინდოეთის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ქვეყნების ინტერესი მათ შორის მოქცეული ღარიბი ქვეყნის - ნეპალის - შემთხვევაში ერთმანეთს ეჯახება. 1990 წლამდე ნეპალი მონარქიულ წყობას წარმოადგენდა. მაგრამ ხალხთა დიდი მოძრაობის გამო, მეფე გიანანდა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო. მან პოლიტიკური ცვლილებები განახორციელა. ქვეყნის პოლიტიკური წყობა შეიცვალა. ის კონსტიტუციურ მონარქიად იქცა, ქვეყნის სათავეში მეფითა და მთავრობის სათავეში - პრემიერ-მინისტრით. 1996 წლის თებერვლიდან ნეპალში კომუნისტური პარტია (მაოისტები) გაძლიერდა. შეიარაღებულ ამბოხებას მეფის წინააღმდეგ, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ათობით ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილდა. ქვეყნის სათავეში 2001 წელს, სამეფო ოჯახის წევრი გიანანდა მოვიდა. მან 2005 წელს პარლამენტის მუშაობა შეაჩერა და სამთავრობო კაბინეტი ჩამოაყალიბა. ნეპალში აიკრძალა ოპოზიციის მუშაობა. მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა. პარლამენტის კოალიციური ჯარები შეეწინააღმდეგნენ ამ თვითნებობას და 2006 წელს 239-წლოვანი მონარქია დაემხო. 2007 წლის დეკემბერში ქვეყანა ფედერალური რესპუბლიკა გახდა. მომდევნო წლის მაისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით ქვეყნის სათავეში მაოისტები მოვიდნენ. არჩევნების შედეგები ქვეყანაზე გარე ძალების, კერძოდ, ჩინეთის წარმატებაზე მიუთითებდა. 2009 წლის მაისში კომპრომისული მთავრობა დაიშალა, ქვეყნის მაოისტი პრემიერ-მინისტრი პუშპა ქამალ დაჰალი გადადგა. მაოისტებმა დატოვეს მთავრობა. ამის მიზეზი ნეპალის პრეზიდენტის ქმედება იყო, რომელმაც თანამდებობაზე აღადგინა პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირებული გენერალი კატავალი. 2009 წლის 23 მაისს ახალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მადჰავ ქუმარ ნეპალმა დაიკავა. მაოისტებმა პრემიერ-მინისტრის არჩევნებში მონაწილეობაზე პრეტენზია განაცხადეს. მათი მებრძოლების გაერთიანების პროცესი მხოლოდ ახალი კონსტიტუციის შექმნის იმედით შეჩერდა. 2010 წლის ივნისში პრემიერმა ნეპალმა თანამდებობა დატოვა და კონსტიტუციის პროექტის დასრულების ბოლო ვადად 2011 წლის მაისი განსაზღვრა. შეთანხმებამ პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილება შეძლო.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ამჟამად ნეპალში არც რევოლუციაა და არც ანარქია, თუმცა პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ არეულია. ადვილი შესაძლებელია გარე ძალების გავლენის გავრცელება. ქვეყნის ყველაზე დიდი, მაოისტებად ცნობილი კომუნისტური პარტია არჩევნებს მოუთმენლად ელოდება. მას მეთაურობს ნეპალის ყოფილი პრემიერი პრაჩანდრა და აქვს ჩინეთის კეთილგანწყობა. მაოისტებს არჩევნებში კონკურენციას გაუწევს კიდევ ერთი დიდი კომუნისტური პარტია - გაერთიანებული მარქსისტ-ლენინისტები, რომლის გენერალური მდივანი აწგადამდგარი პრემიერ-მინისტრი მადჰავ ქუმარ ნეპალია. მადჰავი თანამდებობაზე ყოფნისას პროინდურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა. არჩევნებში მონაწილეობის სურვილს სხვა პოლიტიკური პარტიებიც აცხადებენ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - ნეპალის კონგრესია. თუმცა მათი გამარჯვების შესაძლებლობა ამ ორ დიდ პარტიასთან შედარებით ნაკლებია.

სწორედ ამგვარ სიტუაციაში ორი მეზობელი - ინდოეთი და ჩინეთი ცდილობს, მათთვის სასურველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვოს პრემიერ-მინისტრის არჩევნებში. ამის მისაღწევად დასაშვებ თუ დაუშვებელ ხერხებსაც იყენებს. მაგალითად, ინდოეთის ელჩი რაკეშ სოდი მაოისტ ლიდერ - კრიშნა მაჰარასა და ჩინური აქცენტის მქონე უცნობ კაცს შორის სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ კორუფციულ გარიგებას აქვს ადგილი. კერძოდ, ჩინეთის წარმომადგენელი 6 750 მილიონ დოლარის ოდენობის ქრთამს სთავაზობდა პარლამენტის წევრებს. სანაცვლოდ პრემიერ-მინისტრად მაოისტი ლიდერის არჩევას ითხოვდა. თუმცა ჩინეთის საელჩომ უარყო მონაწილეობა და ჩანაწერის უტყუარობა ვერ დადგინდა. ამ მხრივ არც ინდოეთი ჩამორჩება ჩინეთს. გასულ თვეს პრემიერ-მინისტრის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის წევრმა განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი დაკარგავს სტიპენდიას ინდოეთში, თუ ის ხმას მისცემს მაოისტ კანდიდატს. ქვეყნის ყველაზე დიდი გაზეთის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას არ შეუძლია შეიძინოს გაზეთისათვის ქაღალდი ინდოეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ ინდოელები ბრალდებებს უარყოფენ, ყველა დარწმუნებულია, რომ მეზობელი ქვეყნის საშინაო პოლიტიკით ინდოეთი ძალიან არის დაინტერესებული.

16 მისტრალი სცილასა და ქარიბდას შორის

▲back to top


დევიდ . სმითი|სვეტი

0x01 graphic

მაშინ, როდესაც ფრანგი მაღალჩინოსნები ლაჟვარდოვან სანაპიროზე აგვისტოს მზეს ეფიცხებოდნენ, ზოგ მათგანს ნამდვილად ეგონა, რომ ეს დამსახურებული დასვენება იყო იმ მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც რუსეთისთვის სამხედრო ვერტმფრენმზიდი ხომალდის, მისტრალის, მიყიდვას ეხებოდა. წარმოიდგინეთ მათი გაოცება, როდესაც ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარმა ზღვა ააზვირთა და ის, რაც მათ თითქმის დასრულებულ ექსკლუზიურ მოლაპარაკებად მიაჩნდათ, უცბად გახურებულ საერთაშორისო შეჯიბრად აქცია. სექტემბრის დასაწყისში პარიზში დაბრუნებულების მეცადინეობა, ეს გარიგება ისევ წინანდელ კალაპოტში მოაქციონ, ხან კომიკურია, ხანაც უსუსური, თუმცა სახიფათო. იმედი ვიქონიოთ, რომ - ჰომეროსს თუ დავესესხებით - ამფიტრიტას ლურჯი ტალღები მისტრალზე გარიგებას იმ კლდეებისაკენ მიაქანებს, რომლებსაც ღმერთები მოხეტიალეს უწოდებენ.

საფრანგეთის სამხედრო ფლოტის ვებგვერდზე მისტრალი და ამავე ტიპის ხომალდი, ტონერი, მოხსენებულია, როგორც „ეროვნული სამხედრო ფლოტის ფლაგმანები... რომლებიც მნიშვნელოვნად აძლიერებენ საფრანგეთისა და ევროპის სამხედრო ძალების გადასროლის და სტრატეგიული ტრანსპორტირების შესაძლებლობებს... რაც ითვალისწინებს სახმელეთო და საჰაერო ძალების გადაყვანას და უზრუნველყოფს მათ მდგრადობას, მართვას და კონტროლს“.

მისტრალის კლასის ხომალდები განკუთვნილია ზღვიდან შეტევისათვის, რაც რუსეთისათვის იდეალური იარაღია ბალტიის და შავი ზღვების აუზებსა და წყნარი ოკეანის დასავლეთში მდებარე მისი მეზობლების დასაშინებლად. მისტრალი იტევს 900 ქვეით ჯარისკაცს, 16-დან 35-მდე შვეულმფრენს, იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის შვეულმფრენებია; სამხედრო ტექნიკის ნაკრებს, 40 ტანკის ჩათვლით, ასევე იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის ტექნიკაა.

მართლაც, ტყუილად კი არ თქვა რუსეთის სამხედრო ფლოტის სარდალმა, ადმირალმა ვლადიმირ ვისოცკიმ გასულ შემოდგომაზე: „საქართველოსთან კონფლიქტის დროს შავი ზღვის ფლოტს ასეთი გემი რომ ჰქონოდა, თავის მისიას 40 წუთში დაასრულებდა იმ 26 საათის ნაცვლად, რაც ამისათვის დაგვჭირდა“.

რუსული სამხედრო-სამრეწველო სისტემის ზოგი ელემენტის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსკოვის საზღვაო და პოლიტიკური ლიდერები მისტრალის შესყიდვას ენთუზიაზმითა და ოსტატობით შეუდგნენ. „ვაპირებთ მისტრალის კლასის ერთი გემის შესყიდვას საფრანგეთში და ფრანგული მხარის ტექნიკური დახმარებითა და ლიცენზირებით, ამ კლასის ოთხი ვერტმფრენმზიდის აგებას“, თქვა რუსეთის სამხედრო ფლოტის გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა ოლეგ ბურცევმა, პრესკონფერენციაზე 2009 წლის 2 ნოემბერს.

მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ორი საკითხი წამოიჭრა. პირველი ის არის, რომ რუსეთთან სტრატეგიული დიალოგის შესახებ რიტორიკის მიუხედავად, ფრანგული მხარის ნამდვილი ინტერესი ამ გარიგების დადებაში საფრანგეთის გემთმშენებლობის გადარჩენაა მრავალი მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტით. პარიზს სურს, გემები საფრანგეთში ააგოს და რუსეთს მიჰყიდოს. რუსეთს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი სამხედრო ტექნიკის ყიდვა უნდა თავისი მოძველებული სამხედრო ფლოტისათვის; თუმცა იგი არა ნაკლებ არის დაინტერესებული როგორც მისტრალზე არსებული სამხედრო ტექნოლოგიის, ასევე წარმოების ტექნოლოგიის შესყიდვით, რათა საკუთარი გემთმშენებლობა ოცდამეერთე საუკუნეში გადაიყვანოს.

ფული ის სიდიდეა, რომელიც ადვილად იყოფა. ამიტომ კომპრომისიც - ორი გემის საფრანგეთში აშენება და ორისაც, ლიცენზიით, რუსეთში - ადვილი მისაღწევია.

თუმცა მეორე, უფრო რთული საკითხი, ტექნოლოგიის გადაცემაა. მართლაც, მისტრალის გასაოცარი შესაძლებლობები ორლესური მახვილი აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ფრანგებმა უნდა შეაქონ მისტრალის ღირსებები - აბა, რატომ იყიდის მას რუსეთი? რუსეთში 2009 წლის 1 ოქტომბრის ვიზიტის დროს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა, განაცხადა, რომ იგი მოუთმენლად ელის იმ დროს, როდესაც რუსეთს ეს „არაჩვეულებრივი გემი“ ექნება. მეორე მხრივ, ასეთი შესაძლებლობების რუსეთის ხელში მოხვედრის პერსპექტივამ შავი და ბალტიის ზღვისპირა მეზობლების შეშფოთება გამოიწვია.

0x01 graphic

ისეთი ქვეყნების პროტესტს, როგორიც საქართველო და ნატოს წევრი ესტონეთია, რაღაც გაუგებარი ვერბალური ეკვილიბრისტიკა მოჰყვა პარიზის მხრიდან. რაღაც მომენტში, ფრანგმა მაღალჩინოსნებმა თითქმის ისიც კი თქვეს, რომ რუსეთს მხოლოდ გემის ცარიელ კორპუსს მიყიდდნენ. გასაგებია, რომ მოსკოვს სულაც არ იზიდავდა ისეთი ახალი სწრაფმავალი გემის ყიდვის პერსპექტივა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მცურავ კაზინოდ გამოდგებოდა.

ივნისში, პარიზში ვიზიტის წინა დღეს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, საფრანგეთს ერთი კი ესროლა: „ჩვენთვის“, უთხრა მან ტელეარხ ფრანს-2-ს, „ეს გარიგება საინტერესოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტექნოლოგიის გადმოცემაც მოხდება, რაც ჩვენი როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო გემთმშენებლებისთვის ტექნოლოგიური სტიმული იქნება შემდგომი განვითარებისათვის“. მაშინ, როდესაც ფრანგი მაღალჩინოსნები ზღვის სანაპიროზე ზაფხულის მსუბუქ ღვინოებს წრუპავდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა სამხედრო ვერტმფრენმზიდი გემების შესყიდვაზე. ამით დაიწყო შეჯიბრი რუს გემთმშენებლებსა და, რაც ფრანგებისათვის უფრო სახიფათოა, ჰოლანდიელ და ესპანელ გემთმშენებლებს შორის.

პარიზი პანიკამ მოიცვა. გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ბენუა პუგა მოსკოვში აფრინეს იმ ექსკლუზიური მოლაპარაკების ბედის გასარკვევად, რომელშიც პარიზს ეგონა, რომ მონაწილეობდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოუთმენლად ელოდა რუსეთის დელეგაციას პარიზში 7 სექტემბრის საფრანგეთ-რუსეთის თანამშრომლობის საბჭოზე უსაფრთხოების სფეროში. ექსკლუზიური მოლაპარაკებები, როგორც მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განმარტა, მოწინავე ტექნოლოგიის გადაცემასაც გულისხმობდა.

ამრიგად, მისტრალის ოდისეა გრძელდება.

ის, რომ რუსეთი კვლავ დაინტერესებულია, დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ნიკოლაი მარკოვმა დაადასტურა: „ჩვენი დიდი ვერტმფრენმზიდები მისტრალის კლასის გემებზე სამჯერ ან ოთხჯერ პატარაა“. მიმართა რა ისევ ვერბალურ ეკვილიბრისტიკას, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ერვე მორანმა იკითხა: „შეიძლება, ერთი წუთითაც კი ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე გემის მიყიდვით მნიშვნელოვნად შეიცვლება ძალთა ბალანსი და სტრატეგიული ვითარება საქართველოსა და რუსეთს შორის?“

ეს უმნიშვნელოვანესი კითხვაა და სულ ახლახან, მოსკოვმა, როგორც ჩანს, მოახერხა პარიზის შეტყუება სცილასა და ქარიბდას შორის. სცილასა და ქარიბდას კი, ჰომეროსის თქმით, ვერც ერთი გემი ვერ დაუძვრა.

17 მოემზადეთ, ღმერთი კამათელს აგორებს!

▲back to top


ტაბულა|ფოკუსი

0x01 graphic

იცი რას ნიშნავს, როცა ღამე გეღვიძება და მარწყვების ხმა გესმის? დაგერხა ეს იგი, ძმაო, დაგერხა!“ თქვა ლევანმა და იქვე განმარტა. როგორც აღმოჩნდა, მარწყვების ხმა სათამაშო ავტომატის ენაზე, მოგებას ნიშნავს.

გემბლერი აზარტული თამაშებით გატაცებული ადამიანია. ლევანიც გემბლერია და, რა თქმა უნდა, ის ერთადერთი არ არის მათ შორის, ვისთვისაც მარწყვების წკარუნმა საყვარელი ადამიანების ხმები გადაფარა. თამაში ადრეულ ასაკში დაიწყო, რაც უფრო ხშირად კავდებოდა ამ საქმით, მით უფრო ნაკლებ აინტერესებდა გარე სამყარო. „იყო შემთხვევები, როცა უბრალოდ ფული მინდოდა. ესეც ისევ თამაშისთვის“. გართობის სხვა საშუალებებმა და კარიერამ მისთვის მნიშვნელობა მალევე დაკარგა.

მარწყვების ხმის გაჟღერებამდე, ჯიბეში თურმე მეტალის ხმა ქრება. როცა ფული არ არის, მისი შოვნა გიწევს. ქურდობა ვერ გაბედა, მუშაობისთვის არ ეცალა - ამიტომ მისი სახლიდან ნელ-ნელა გაქრა ჯერ ძვირფასეულობა, შემდეგ საოჯახო ტექნიკა. ბოლოს - ცოლიც. ახლა დახმარება სჭირდება, მაგრამ თავს დაავადებულად მაინც არ მიიჩნევს - უბრალოდ ცუდად ვიქცევიო, ამბობს და თან ეჭვნარევი მზერით უყურებს თავის დახეულ კეტებს. გაუმართლა, სისხლის ჩაბარება ჯერ არ დასჭირვებია, ისე, როგორც მის მეგობრებს. თუმცა ამ სიტუაციაში, დიდი „დახმარების“ აღმოჩენა სათამაშო ავტომატების გვერდით გახსნილ ლომბარდს შეუძლია. როგორც ყოველთვის, სოკოებივით მომრავლებულ სლოტ კლუბებთან, ახლო მანძილზე ერთი მსგავსი დაწესებულება მაინც არის გახსნილი. თითქოს ჯიბრზე.

კაზინოში დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდები ანერვიულებულ, თვალებჩაწითლებულ ადამიანებს. რომლებიც მრავალდღიანი თამაშის შემდეგ წაგებული თანხის დაბრუნებას, მეზობელ მაგიდაზე მჯდარი ახალწვეულისგან რამდენიმე ლარის თხოვნით ცდილობენ. თამაშში ჩაძირული გემბლერისთვის არსებობს ფულის შოვნისა და სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი

მეთოდი - ახალი ფსონი. ის მოგების ჟინით არის შეპყრობილი და თავში მხოლოდ ერთი რამ უტრიალებს - რამენაირად დაიბრუნოს წაგებული თანხა. ბოლომდე. ამიტომ, მათხოვრობით მოპოვებულ რამდენიმე ლარს ისევ სათამაშო მაგიდაზე დებს და მინიმალური შანსებით ელოდება უფ რომეტის შოვნას. მოთამაშე „კონტროლის ილუზიის“ ტყვეა, ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის. წაგების შემთხვევაში ფიქრობს, რომ წარუმატებლობა უყურადღებობის ბრალია და მეტი დაკვირვების შემთხვევაში აუცილებლად მოიგებს! უნდა მოიგოს! მოგება ხომ უმთავრესია, რაც გემბლერს უნდა. 26 წლის ვანო გონებაში დეტალურად ინახავს ინფორმაციას ყოველი წარმატების შესახებ, მაგრამ წაგების მოგონება... არ სურს. არ ახსოვს. და საერთოდ, არა ვინ იცის სად გადის ჯადოსნური ზღვარი. როდის ხდება ერთჯერადად მოთამაშე, პროფესიონალი გემბლერი.

ამ დროს კი, სათამაშო ბიზნესს თავისი კანონები აქვს. კაზინო აუცილებლად დაგეხმარე ბათ მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში, რომ შემდეგ ჯიბე გამოფხეკილი გაგისტუმროთ სახლში, თუ, რა თქმა უნდა, უკვე არ წააგეთ! მაგრამ როცა გემბლერად ყალიბდები, ლოგიკა აღარაფერში გჭირდება. ის შენს „გენიაზე“ პრიმიტიული ხდება. სივრცეში, სადაც ფანჯრებისა და საათე ბის არარსებობის გამო დროზე იშვიათად თუ დაფიქრდება ვინმე - ამ „გენიას“ იმდენ ხანს მოუფრთხილდებიან სათუთად, რამდენ ხანსაც მოთამაშე ისურვებს. მას კი სულ უფრო მეტჯერ მოუნდება, ხოლო მიკერძოებული ფორტუნა უმეტესად მასპინძელს გაუღიმებს.

ათასწლეულების მანძილზე ადამიანები აზარტულ თამაშებს მორალური თვალსაზრისით აფასებდნენ. ძველი ბერძნები მას სახელმწიფო წესრიგისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევდნენ, ეგვიპტელები ქალაჩუნობად, ეკლესია კი დღემდე ცოდვად მოიხსენიებს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამერიკის კოლონიზატორებმა ამ კონ ტინენტის უძველესი ტაძრები და უნივერსიტეტები, მათ შორის იელი და ჰარვარდი,ნაწი ლობრივ სწორედ თამაშში მოგებული ფულით ააშენეს. მხოლოდ რამდენიმე ათწლეულია, რაც მისი სამედიცინო ხასიათი ინტერესის საგანი გახდა. მრავალწლიანი გამოკვლევების შემდეგ ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გემბლინგს, ალკოჰოლიზმსა და ნარკომანიასთან ბევრი რამ აკავშირებს და ის უთუოდ დაავადებაა.

იმისთვის, რომ მსგავსი კავ შირის არსებობაში დარწმუნებულიყვნენ, 2001 წელს ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში მეცნიერები სპეციალური აპარატის მეშვეობით მოთამაშეების ტვინს დააკვირდნენ. მათი კვლევის ობიექტს ტვინის ის უბნები წარმოადგენდა, რომლებიც ცნობილია ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედებისას სიამოვნების მომნიჭებელი ნივთიერების - დოფამინის წარმოქმნით. კვლევამ აჩვენა, რომ იგივე ნივთიერება გამოიყოფა გემბლერებშიც - არა მხოლოდ მოგების, არამედ თამაშის პროცესისას. „ამ გამოკვლევებმა აზარტული თამაშები სხვა ნეირობიოლოგიური დამოკიდებულებების რუკაზე მოათავსა“, განაცხადა ამერიკის ნიუ იორკის ვეილ კორნელის სამედიცინო ცენტრის ნევროპათოლოგმა ბარი კოსოფსკიმ.

0x01 graphic

მაგრამ მხოლოდ ქიმია თამაშში ვერ ჩაგითრევს. აქ დიდი მნიშვნელობა პიროვნების ხასიათს აქვს. 2005 წელს ამერიკელმა, ბრიტანელმა და ახალ ზელანდიელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს გამოკვლევების შედეგები, რომელიც 1000 ბავშვს ჩაუტარდა. მათი ერთ-ერთი მიზანი იყო, განესაზღვრათ - რა ტემპერამენტის ადამიანები ხდებიან ყველაზე ხშირად დამოკიდებულნი. შედეგებმა ისინი დაარწმუნა, რომ აკვიატებულ მოთამაშეებს, ალკოჰოლიზმით დაავადებულებსა და ნარკომანებს ნეგატიური ემოციურობის ერთნაირად მაღალი მაჩვენებელი აქვთ. აღინიშნება ნევროზი და საკუთარი თავის მსხვერპლად აღქმისკენ მიდრეკილება. გემბლინგით შეიძლება ნებისმიერი დაავადდეს, ვისაც ავანტიურა პრობლემების გადაჭრის საუკეთესო ხერხად ეჩვენება. ცნობილია ისიც, რომ მათ რიგებში მამაკაცები ჭარბობენ და ორჯერ მაინც აღემატებიან ქალთა რაოდენობას. კაცებძირითადად 20 წლის ასაკიდან იწყებენ თამაშს, ხოლო ქალებისთვის ზღვარი 30 წელზე გადის. იოლი ფულის შოვნის ცდუნების ან დეპრესიის გამო, ისინი მალევე ხდებიან აზარტული თამაშებისკენ პათოლოგიური მიდრეკილების მსხვერპლნი.

0x01 graphic

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ქვეყნებში, სადაც კარგად არის განვითარებული სათამაშო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის 1.5%25 გემბლინგით ავადდება. რასაკვირველია, სათამაშო დაწესებულებების სტუმრებს შორის უმეტესად არიან ადამიანები, რომლებიც წელიწადში რამდენჯერმე გართობისთვის თამაშობენ, მაგრამ ეს მათზე გავლენას არ ახდენს. როგორც 55 წლის ლელა ამბობს, ის 10 წელია თამაშობს, მაგრამ ყოველთვის იცის სად გაჩერდეს - „მქონდა შესაძლებლობა გარედან დავკვირვებოდი მოთამაშეებს, სწორედ ამიტომ დიდი იმუნიტეტი გამომიმუშავდა. და საერთოდ, კაზინო ადამიანების ნამდვილ სახეს ხშირად გვანახებს. დამინახავს, როგორ აცლის მეგობარი მეგობარს „ფიშკებს“. არადა, ერთი შეხედვით, თითქოს სხვაგვარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა...“ - აზარტული დამოკიდებულება, მორალურ კანონზე მაღლა ხშირად დგება. ის არც სოციალურ საფეხურებს სცნობს, უბრალოდ ერთ ვალუტაში ახურდავებს ხელისუფალსა და მუშას - მარტივი მიზნით, რაც შეიძლება მეტი გამოსძალოს! ლელა ხშირად აღმოჩე ნილა შავ სიაში. კარგად იცოდა როგორ მოე ო ბანქოს გადამწყვეტი ხელი და შეცდომებსაც ნაკლებს უშვებდა. ამიტომ „არაადამიანური მოპყრობით, ხშირად გამოვუპანღურებივარ დაცვას კაზინოდან. მაგრამ მე უფრო ძლიერი ვარ!“

ფსიქოლოგებმა გემბლინგი, იგივე ლუდომანია, საერთაშორისო დაავადებათა კლასიფიკაციაში შეიტანეს, როგორც „აზარტულ თამაშებში ხშირად განმეორებადი მონა წილეობა, რომელიც დომინირებს სუბიექტის ცხოვრებაში და მიჰყავს ის სოციალური, პროფესიუ ლი, მატერიალური და ოჯახური ფასეულობების დაქვეითებისკენ, არ ეთმობა საკმარისი ყურადღება მოცემული სფეროების ვალდებულებებს“.

აზარტული თამაშებით პათოლოგიურად დაავადებულები ხშირად განიცდიან დეპრესიას, სტრესს, ახასიათებთ ნაკლები ტოლერანტობა, არაადეკვატურობა, ფრუსტრაცია... მწუხარებისგან თავის დაღწევისთვის სჭირდებათ ახალი თამაში. ხშირად დამოკიდებულება იმდენად ძლიერია, რომ მოთამაშე ბოროტმოქმედი ხდება. ატლანტიკ სიტიში კაზინოს გახსნის შემდეგ, დანაშაულის რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა.

0x01 graphic

„ბოჰემურად მცხოვრები... ბანქოს მოსიყვარულე, გესლიანი, მკბენარი და ცოტა არ იყოს ბოროტიც... სად ჰქონდა ოჯახი კაცმა არ იცოდა, ხან ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, ხან - მეორეში... ხანდახან და ხანდახანზე უფრო ხშირად სათამაშო ქაღალდები ეჭირა ხელში... თამაშის სიყვარულის შედეგად კი, ანახორეტად ცხოვრობდა სასტუმროში, მჟავე კიტრითა და ხაშით იკვებებოდა... უყვარდა აზარტული თამაშები, კონკრეტულად კი ბაკარა... ბანქო და ნარდი მის დიდ გატაცებას წარმოადგენდა“, - ასე ახასიათებდნენ მისი თანამედროვეები გემბლერ აკაკი წერეთელს. როგორც ჩანს, არც დიდი პოეტები არიან დაზღვეულნი აზარტული სისუსტეებისგან.

თუ მის მოსალოდნელ გაწმინდანებას გავითვალისწინებთ, გემბლერებს მფარველიც ეყოლებათ ზეცაში. თეოდორ დოსტოევსკი, ცნობილი რუსი მწერალი, თურმე მხოლოდ იმიტომ წერდა, რომ მოგებული ფულით კვლავ ეთამაშა. არც ილია ჭავჭავაძე იყო აზარტული თამაშების მიმართ გულგრილი, თურმე თავად ფალავანდიშვილთან თამაში მის სისუსტეს წარმოადგენდა.

0x01 graphic

ტყუილად არ ამბობენ, რომ გემბლერსა და რელიგიურ ადამიანს შორის განსხვავება, პირველის ღრმადმორწმუნეობაში უნდა ვეძებოთ. მოგების იმედს ცრურწმენათა მთელი არსენალი ამაგრებს. ბედნიერი მანტო, გიშრის თილისმა, გათვალვის საწინააღმდეგო ბრწკენა უკანალზე, მომგებიანი შელოცვები, ჯიბეში ჩაკუჭული ხატიც კი... ეს ყველაფერი რიტუალების მხოლოდ ნაწილია, რომელიც შემთხვევითობის ღმერთს უნდა მიართვა, აი იმას, კამათლის გაგორება რომ უყვარს!

ფსიქოლოგები ამ მრუდე რელიგიური გრძნობებისგან თავდასაცავად კონკრეტულ რეცეპტს ვერ გვთავაზობენ. თუმცა დასაწყისი ყველაფერს ერთი აქვს - აუცილებელია გემბლერი მიხვდეს, რომ მისი ქცევა აზარალებს არა მხოლოდ მის ფსიქიკას, არამედ გარშემო მყოფ ადამიანებსაც. რაციონალური ანალიზისთვის ფსიქოლოგი ნათია ბადრიშვილი, რომელიც მესამე წელია, ამ თემაზე მუშაობს, შემდეგ მეთოდს მიმართავს: „პაციენტთან ერთად ვცდილობ გავაანალიზო, რას გრძნობდა თამაშამდე 3-5-6 საათით ადრე, რამ მიიყვანა ის კიდევ ერთ თამაშამდე“. პრობლემის აღმოჩენის შემდეგ, გემბლერმა უნდა ისწავლოს თვითკონტროლის სტრატეგია, შეივსოს ის ნაკლოვანებები, რომლებიც თამაშისკენ უბიძგებს. თუმცა ფსიქოლოგთან საქართველოში ცოტა მიდის, მსგავსი კულტურის არარსებობას ემატება გემბლერების შესახებ სტატისტიკური მონაცემების უქონლობაც. საქართველოში არც მხარდამჭერი ჯგუფები არსებობს. გამოჯანმრთელებულმა გემბლერებმა რომ კურნების მაძიებლებს გამოცდილება გაუზიარონ. ფსიქოლოგთან კი ძირითადად ისინი მიდიან, ვისაც სხვა აღარაფერი დარჩა, გარდა მკურნალობისა. წარმატების მიღწევა ძალისხმევას საჭიროებს, კიდევ მრავალჯერ გააღვიძებს პაციენტს მარწყვების ხმა, მაგრამ გამოსავალი მხოლოდ ერთია - „უნდა მოუნდეს“, - ამბობს ფსიქოლოგი ნათია.

განკურნების მსურველი გემბლერებისთვის შტატ ილინოისში თვითშეზღუდვის მექანიზმი შემოიღეს. მათ შეუძლიათ საკუთარი თავი შეიყვანონ შავ სიაში, რომელიც სათამაშო დაწესებულებას უფლებას მისცემს მომავალში თამაშის მსურველი გემბლერი აღარ შეუშვას სათამაშო სივრცეში. თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიღებაც თვითდისციპლინას მოითხოვს განკურნების მსურველის მხრიდან და შესაძლოა, არაეფექტურიც აღმოჩნდეს.

„აი, რომ შეგაზანზარებს და თამაში მოგინდება, ჩემო კარგო, მერე ვეღარაფერს გააკონტროლებ, ამიტომ მანამდე უნდა დაგეხმაროს ვინმე და უფრო გაგიგოს, ვიდრე გაგკიცხოს“, ამბობს გოგი. ის უკვე განიკურნა, თუმცა რა დასამალია, გამომშვიდობებისას ხელი ისე ჩამომართვა, თითქოს „ჯეირანს“ მეთამაშებოდა. აი იმას, შენ რომ ბადე უნდა გააკეთო და იმან ქვა.

0x01 graphic

18 ფოტოესე

▲back to top


იქ, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციას

0x01 graphic

2 ოქტომბერს, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ტაბულამ საზეიმო მიღება გამართა. ჟურნალმა მოწვეულ სტუმრებს, ერთდროულად, ტრადიციისა და ინოვაციის გარემოში უმასპინძლა. სერგო ქობულაძის ნამუშევრების გამოფენის გახსნა, ინსტალაციები, ქართული პოლიფონიური და ელექტრონული მუსიკა, შეფ-მზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძის ექსკლუზიური კერძები Georgian Fusion - წინანდლის მშვენიერ ბაღში ერთმანეთს ენაცვლებოდა. „ტრადიცია და ინოვაცია, ორი სრულიად განსხვავებული ცნებაა, თუმცა მათი თანაარსებობა შესაძლებელია, თუ ამ ყველაფერს კარგად, სწორად დაუკავშირებ ერთმანეთს“ - ეს იყო ღონისძიების მთავარი გზავნილი.

0x01 graphic

19 წერილი წმინდა გიორგი ათონელს

▲back to top


ბექა მინდიაშვილი|სვეტი

0x01 graphic

ამას წინათ ჩვენმა კათალიკოზმა ქართველ წინაპრებთან სასაუბროდ გვაკურთხა და მეც დავაპირე დაგელაპარაკო, შევასრულო მისი ეს კურთხევა. არ ვიცი, რა დავარქვა იმას, რისი თქმაც მინდა შენთვის, საჩივარი თუ უიმედობის ხავსს ჩაჭიდება. სიმართლე გითხრა, ახლა, ამ ბარათის მოწერა უფრო ჩვენი მწყემსმთავრის საკვირაო ქადაგებამ გა დამაწყვეტინა, სადაც მან დაახლოებით ასეთი რამ ბრძანა: უცხოეთში ახალგაზრდების სასწავლებლად წასვლით ისინი ღვთის მშობლის კალთას, ქართველი წმინდა ნების მფარ ველობასა და მადლს მოაკლდებიან, ქართულ ფესვებს და ღირებულებებს მოწყდებიან, გადაგვარების გზას დაადგებიან და ისეთ რენეგატებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ, მშობლების „ჩაშვებაზეც“ რომ აწერენ ხელსო. ვთქვათ, თუ უფროსები ბავშვებს სცემენ, ამის გამო პოლიციას შეიძლება მიმართონო. მაგალითად, კანადაში ეს ასე ხდებაო. ბოლოს კოსმოპოლიტიზმსაც გადაკრა - ფული არისო კოსმოპოლიტის ნამდვილი სამშობლოო. ეს რომ დიოგენე კინიკოსს გაეგო, ალბათ სიცილით ხარხარით ამოხტებოდა კასრიდან.

მამა გიორგი, ვინმეს ცემა და მით უფრო, ბავშვისა, რომ დიდი ცოდვაა, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ერთ კარგ მწერალს, ოთარ ჭილაძეს, თავის პირველსავე რომანში, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ასეთი რამ უწერია: ზღვისპირა ვანში, როცა სულ პირველად შემოარტყეს ბავშვს ხელი, მთელს ქალაქში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა და ზღვამ, ანუ ცივილიზაციამ უკან დაიხიაო. მეც ასე მგონია, ბავშვების შეურაცხყოფა ყველა უბედურების თავი და თავია და მიმაჩნია, რომ მშობელს არ აქვს შვილზე ძალადობის უფლება. ეს დანაშაულია, რომლის გამო დედასაც და მამასაც, ბებიასაც და ბაბუასაც კანონით საკადრისი უნდა მიეზღოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის ჩემი მთავარი სათქმელი შენთვის.

უცხოეთში სასწავლებლად წასვლის საშიშროებაზე მინდა გითხრა ორიოდე სიტყვა.

შენ ხომ კარგად იცი, რომ ეს ტყუილია. 13 წლიდან უცხოობაში, კონსტანტინოპოლში იზრდებოდი, იქ საუკეთესო აკადემიებში იღებდი განათლებას, ბერძნულსა და ლათინურს სწავლობდი. მხოლოდ 25 წლისა დაუბრუნდი საქართველოს და ისიც მცირე ხნით, ამის შემდეგ ისევ ქვეყნიდან ქვეყნაში მოგზაურობდი, ყველგან დიდებასა და პატივს გაურბოდი, ბოლოს კი, როცა ათონის მონასტერში დამკვიდრდი, შენი დიდი წინამორბედების, ექვთიმესა და იოანე მთაწმინდელების ცხოვრება აღწერე. ისინიც ხომ სამშობლოდან იყვნენ გადახვეწილები. კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო: პეტრე იბერი, იოანე პეტრიწი, თორნიკე ერისთავი თუ სხვა, სრულიად უსახელო ადამიანები. ზედმეტია იმის თქმა, რომ უცხო ქვეყნებში მიღებული ცოდნითა თუ მოპოვებული ქონებით, ქართველები, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარ თავსაც და საქართველოსაც ერთნაირად ამდიდრებდით.

მაგრამ თუნდაც ქვეყნიდან გაჭირვებისა და უპერსპექტივობის გამო გახიზნული ხალხი, ან საბრალო მეძავები, ბოლობოლო აქედან გაპარული ყაჩაღები და ქურდები, ავიღოთ. ასეთებიც ხომ მრავლად არიან. რა? რომელიმე მათგანი დაივიწყა ღმერთმა? ან თქვენ, წმინდანებმა შეწყვიტეთ მათთვის მეოხება? ცხადია, არა!

მამა გიორგი, უკვე 50 წლის გავლენიანი ბერი და მეცნიერი იყავი, როცა ისევ ჩამოხვედი სამშობლოში, მაგრამ შენი უპირველესი საზრუნავი ახალი ტაძრების შენება, ხატების თვალ-მარგალიტით მოოჭვა, ან სუფრისა და ჩაცმის, ცეკვისა და სიმღერის ნაციონალური ტრადიციები იყო? არა, რა თქმა უნდა,არა!

შენ პატარა, მივარდნილი, პოლიტიკურად ჯერ კიდევ არარსებული სახელმწიფო, ცივილიზებული მსოფლიოს - ოიკუმენეს დამოუკიდებელ ნაწილად გსურდა გეხილა. ჩამოსვლისთანავე, ყოვლისმომცველ საეკლესიო და საგანმანათლებლო რეფორმას შეუდექი. თავაუღებლად თარგმნიდი ყველაფერს: თეოლოგიურ, ლიტურგიკულ, ლიტერატურულ ტექსტებს, აშენებდი სასწავლებლებს, ხელს უმართავდი ღარიბ ღატაკებს... ამავდროულად ამხელდი ყველა მანკიერებას, რასაც იმჟამად ჩვენს ეკლესიაში ჰქონდა ფესვი გადგმული - კარჩაკეტილობით, კლანურობით, ადამიანის ღირსებისა და ცოდნის დაუფასებლობით დაწყებული, ცრუმორწმუნეობითა და სმის სიყვარულით დამთავრებული.

ვინც შენს ბრწყინვალე ცხოვრებას იცნობს, გაახსენდება რა მწარედ უთხარი ერთ-ერთ ეპისკოპოსს, „ეშმაკი მარჯულ გებრძვისო“, ანუ რაც შენ სათნო საქმე გგონია, სინამდვილეში უკეთურებააო. ეს იმიტომ, რომ მღვდელმთავარი თავის ქონებას ხატების შემკობასა და მონასტრებს ახმარდა. შენ მას ქრისტეს სიტყვებიშეახსენე, ღმერთი იმას კი არ მოგვკითხავს, ავაგეთ თუ არა ტაძრები, შევამკეთ თუ არა ჯვარ-ხატები, არამედ იმას, დავაპურეთ თუ არა მშიერი, ხელი გავუწოდეთ თუ არა ღატაკს, ვუთანაგრძნეთ თუ არა დაჩაგრულსო.

იმ კაცმა ყურად იღო მხილება, მაგრამ ჩვენ დღეს ათასი წლის შემდეგაც ისევ მძიმე დღეში ვართ ჩავარდნილი. ისევ თავის ნებაზე გვათამაშებს ეშმაკი. ისევ ბრმად გვჯერა, რომ ღმერთი ქვის ტაძრებშია გამოკეტილი და რაც შეიძლება დიდი და ძვირფასი სრა-სასახლეები უნდა ავუშენოთ მას, რათა მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ. რატომ ვფიქრობთ ასე? იმიტომ, რომ შენი თარგმნილი ოთხთავი უძვირფასეს ოქროს ყდებშია გამომწყვდეული, სამუზეუმო ექსპონატადაა ქცეული, და როგორც კერპს ისე ვეთაყვანებით. გვგონია, რომ რაღაც მაგიური ძალა აქვს მის ამბორს. იმას კი, რაც შიგნით ჩაუწერიათ მოციქულებს, ისე ვექცევით, თითქოს აღარავინ კითხულობს.

ამ რამდენიმე წლის წინ ელიას მთაზე უზარმაზარი ტაძარი აღვმართეთ ყოვლადწმინდა სამების სახელობისა, მოვრთეთ და ოქრო-ვერცხლით შევამკეთ. გარშემო კი იქ, იმ უბანში მეტწილად ბარაკებია, სადაც ძირითადად ღარიბი ხალხი ცხოვრობს. იმჟამად საქართველოს თითქმის მთელ მოსახლეობას უმოწყალოდ ძარცვავდნენ კორუმპირებული ჩინოვნიკები და კანონიერი ქურდები, რომლებიც შემდეგ ამ ნაქურდალს ეკლესიას უნაწილებდნენ და სოკოებივით ამრავლებდნენ ქვის სალოცავებს. ეგონათ ამით ღმერთისგან მადლსა და მფარველობას ვიყიდითო. ამასობაში ჩვენი უწმინდესი სინოდი ისეთ სულიერ სიმაღლეებს მისწვდა, რომ დაუბადებელი, აბორტის შედეგად მოკლული და, ცხადია, მოუნათლავი ბავშვების საიქიო ხვედრზეც კი დაიწყო ფიქრი. ეპისკოპოსებმა, თავიანთი განჩინებით, ერთი ხელის მოსმით ჯოჯოხეთის გზას გაუყენეს ეს ყველაზე უფრო უცოდველი სულები. აი, ასეთი სისულელეებით იქცევდნენ თავს, მამაო, მაშინ, როცა გარეთ უამრავი დაბადებული ბავშვი ლუკმა პურისთვის ქუჩა-ქუჩა დაწანწალებდა, მაშინ, როდესაც ჩვენს ქალებს უცხო ქვეყნებში უწევდათ უმძიმესი ფიზიკური შრომა, სამშობლოში, სახლში, შვილებისთვის, შეშინებული, დაჩაგრული, გაუბედურებული ქმრებისთვის, მოხუცი მშობლებისთვის პურის ფული რომ გამოეგზავნათ. ესენი კიდევ ქვეყნის ყოველდღიური ძარცვით გამდიდრებულ ნაძირლებს უპოვართა და დევნილთა ღმერთის - იესოს სახელით ტაძრებს, საეპისკოპოსო რეზიდენციებსა და აგარაკებს აშენებინებდნენ. არ ვიცი, ალბათ არ ჩავვარდებოდით ასეთ მძიმე ცოდვაში, სათანადო ცოდნა რომ გვქონოდა ერსაც და ბერსაც.

აი, ახლაც, აქ ელიას მთის მეზობლად, მახათას მთაზე, ისევ რაღაც გრანდიოზული მშენებლობა დაიწყება. ერთი საწყალი ქალია, გულნარა კუკულაძე, კოშმარები ესიზმრება ხოლმე. დროდადრო მრისხანე ღვთისმშობელი ეცხადება, რომელიც ბომბებზე, ამერიკის დაქცევასა და მესამე მსოფლიო ომზე ლაპარაკობს, თანაც საქართველოს გადარჩენის საფასურად თურმე ისევ დიდი ტაძრის აგებას მოითხოვს. კათალიკოზმაც, დაუჯერა გულნარას თუ რა იყო, გადაწყვიტა ახალი, 21-ე საუკუნის მშენებლობა გაეჩაღებინა.

აქ ისევ არნახული თანხები გაიხარჯება, ხელისუფლება კვლავაც მილიონებს ჩაურიცხავს საპატრიარქოს, ადგილობრივი პოპ-ვარსკვლავები მართლმადიდებლურ-პატრიოტულად იმღერებენ, მოცეკვავეები იცეკვებენ და მთელს ამ რეპერტუარს შემდეგ სასკოლო პროგრამებში შეიტანენ; ჩოხებში გამოწყობილი ბიზნესმენი პოეტები, მსახიობები, პოლიტიკოსები, ინტელიგენტები, სპორტსმენები, ექსპერტები და ჩინოვნიკები, პატრიოტები, ურაპატრიოტები და მულტიმედია არტისტებიც კი ლოცვით მილულავენ აცრემლებულ თვალებს. თითო თუმანს ყველას ჩაგვადებინებენ, მამაო, საქართველოს ხსნის პროექტში. ფილარმონიაში უკვე საყოველთაო საშემოსავლო კონცერტიც გაიმართა. ამ კონცერტის დროს ისიც გვითხრეს, რომ თქვენს წინაპრებსაც შეეძლებათ მახათაზე აგურის დადება, თუ მათაც გადაახდევინებთო, რა თქმა უნდა.

ბოლოს კი, როცა მახათასა და ელიაზე, ტაძრების ოქროცურვილი გუმბათები მზის სხივებს აირეკლავს, ივერიაც გაბრწყინდება, მაგრამქვრივ- ობლებს საქართველოში ისევ მრავალი ხელი ექნებათ გაწვდილი. მშობლებს შვილების გადაუდებელი ოპერაციისთვის თანხის მოძიებაში ისევ დააწყდებათ ნერვები, მოხუცებულებს ისევ გამწარებული ექნებათ სიბერე, თავიანთი მიწა-წყლიდან გამოყრილი ლტოლვილებიც ისევ დაუსრულებელ ძიებაში იქნებიან სახლებისა და სამსახურებისა.

მამაო, მე გეკითხები შენ და შენი მარადიული ქვეყნის წმინდა მცხოვრებლებს, ახლა მანდ ფულიც რომ გქონდეთ, მოინდომებდით ამ მშენებლობაში თანხის ჩადებას?

ვიცი, დანამდვილებით ვიცი, შენ რომ ჩვენი თანამედროვე იყო, ჩვენ შორის რომ ცხოვრობდე, ამ ცოდვას არათუ არ დაიდებდი, არამედ მთელი შენი გიგანტური ენერგიით წინ აღუდგებოდი მას. ამის საპირისპიროდ კი ისევ იგივეს გააკეთებდი, რაც ათასი წლის წინ მოიმოქმედე. ისევ ეკლესიისა და განათლების სისტემის რეფორმირებას დაიწყებდი, სახარებას ისევ ახალ ქართულ, ყველასათვის გასაგებ ენაზე გადმოგვიღებდი, თანამედროვე უნივერსიტეტს გაგვიხსნიდი, უამრავ უცხოურ წიგნს გვითარგმნიდი, ხოლო ღატაკი მშობლების ბავშვებისთვის სახსრებს მოიძიებდი და საუკეთესო დასავლურ უნივერსიტეტებში წაიყვანდი სასწავლებლად. ერთი სიტყვით, თავისუფალი მსოფლიოს მოქალაქეობისთვის შეამზადებდი რკინის ფარდის მიღმა, იმპერიის უღელქვეშ მონობაგავლილ ქართველებს. შენ ზედმიწევნით ზუსტად გეცოდინებოდა, რომ ყოველივე ამით საქართველოს, ჩვენც და ჩვენს შვილებსაც შეუქმნიდი ღირსეული მომავლის შესაძლებლობას.

განა ასე არ მოხდა შენ დროს? განა, შენი რეფორმისა და თითქმის ყამირ მიწაზე დაწყებული შენი არაადამიანური შრომის შედეგიც არ იყო ის, რითაც ჩვენ დღემდე ვტრაბახობთ ხოლმე? განა შენ მიერ უცხოეთში წაყვანილი 80 ბავშვისა და მათთვის იქ მიცემული ცოდნის შედეგიც არ იყო ოქროს ხანის საქართველო - თავისუფალი სახელმწიფო და განათლებული ხალხი?

მამა გიორგი, ვიცი არც მანდ, ცათა სასუფეველში გეამება ამდენი ქება და დიდება, მაგრამ ამ წერილს მარტო შენ კი არა, ჟურნალ ტაბულას მკითხველებსაც ვწერ. ამიტომ უფრო თამამად გეტყვი: ბაგრატზე თუ სვეტიცხოველზე, ძეგლებზე და მემორიალებზე შეუდარებლად ძვირფასია ჩემთვის ის ტაძარი, რომელიც შენ აუგე ღმერთსა და ადამიანს შენი ცხოვრებით, შენი შრომით, შენი თარგმანებით და, რაცყველაზე უფრო მთავარია, სიღატაკესა და სიბნელეს გადარჩენილი იმ 80 უცხოეთში სასწავლებლად წაყვანილი ბავშვისთვის მიცემული ბედნიერების შანსით.

შენ, ასე და ამ გზით, ჩვენს მამულში მსოფლიო მოქალაქეობის თავისუფლებისა და განათლების გემო და სიკეთე შემოიტანე. ამ შენს უხილავ ტაძარს დრო და ჟამი ვეღარაფერს დააკლებს, რადგან ამ ტაძარში ჩვენგან, 21-ე საუკუნის ქართველი მართლმადიდებლებისგან განსხვავებით, მშობლიური მიწის ნიადაგში ჩადგმულ კერპებს კი არა, თითოეულ ადამიანში მცხოვრებ ღმერთს ეთაყვანებიან.

20 ჰალალ-ბურგერი vs. სამარხვო შაურმა

▲back to top


ვახო ელერდაშვილი|სვეტი

0x01 graphic

დღევანდელ სვეტსაც შეკითხვით დავიწყებ: თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რა განსხვავებაა მოგზაურობასა და ტურიზმს შორის? ამ შეკითხვაზე პასუხი წითელ ავტობუსებში იმალება ევროპის ცენტრალურ ტურისტულ მექებში რომ დაჰქრიან. გადაიხდი დღეში ოც ევროს, ჩაჯდები ამ თავმოხდილ წითელ ავტობუსში და შინ დაბრუნებისას გრჩება ილუზია, რომ ამა და ამ ქალაქში იყავი. მაგალითად რომში ჩაუვლი კოლიზეუმს, პალატინუსის ბორცვს, პიაცა დელ პოპოლოს, ვილა ბორგეზეს, ვატიკანის კედლებს, ტრაიანეს ფორუმის ნანგრევებს... ვია დელ კორსოს გავლისას ექსკურსიამძღოლი თითით მიგანიშნებს, რომ აი, იქ არის ტრევის შადრევანიო... და საღამოს სასტუმროში რომ დაბრუნდები, კმაყოფილებისაგან ტკბილად გეძინება.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ტურიზმი მოგზაურობისაგან ერთი მნიშვნელოვანი ელემენტით განსხვავდება. ის არ ითვალისწინებს კულტურულ შოკს. ტურისტი ვერასოდეს შენიშნავს კიოლნის ჰაუპტბანჰოფში მტლაშამტლუშით გართულ ლესბოსელებს (შემდეგ ამიხსნა ჩემმა მეგობარმა, რომ კიოლნი გერმანიის გეი/ ლესბოსური დედაქალაქიაო), ვერასოდეს გადააწყდება მილან-გენუის მატარებელში ორ მონაზონს, რომლებმაც ჩემი ორი ბებია გამახსენა და ვერასოდეს შენიშნავს ალმა- ატაში ჯორჯიან ფასტფუდის ქსელს, სადაც შაურმის მაგივრად შეცხელებული ხინკლები, კუპატები და ხაჭაპურები იწონებენ თავს. მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, ტურიზმი მოგზაურობაა პრეზერვატივით, სადაც პრეზერვატივის როლს ექსკურსიამძღოლი ასრულებს, რომელიც ტურისტებს სწორედ კულტურული შოკისგან იცავს და არა - ვენერიული დაავადებებისგან.

შაურმასთან დაკავშირებით ორჯერ განვიცადე კულტურული შოკი. პირველი თურქეთში და აზერბაიჯანში ყოფნისას მივიღე, სადაც ჩემთვის ნაცნობ შაურმას დონერად იხსენიებდნენ. მერე ვიკადრე, ჩავიხედე ლექსიკონში და აღმოჩნდა, რომ თურქულში dцnmek და зevirmek - ორივე ტრიალს ნიშნავს და შედეგად მათგან ნაწარმოები dцner თურქულში ეწოდა ამ ფენომენს, зevirme კი არაბულის გავლენით shawarma გახდა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მეორე კულტურული შოკი პარიზში მეწვია, უცბად წახემსება და შაურმის დაგემოვნება რომ დავაპირე. სანდომიანი სახის არაბმა ფული რომ გამომართვა და რამდენიმე წუთში შაურმას გაახლებო რომ მითხრა. მეც ეს რამდენიმე წუთი რაიმეთი რომ შემევსო, გარშემო აბრებისა და წარწერების კითხვა დავიწყე. საშაურმეში გამოსაჩენ ადგილას რაღაც დოკუმენტი იყო გაკრული თავისი ბეჭდითა და ხელმოწერით. ახლოს რომ მივუახლოვდი თვალები გამიფართოვდა, ასეთი რამ პირველად ვიხილე - დოკუმენტი მყიდველებს არწმუნებდა, რომ ამ საშაურმეში გამოყენებული ხორცი „ჰალალი“ იყო, რასაც ევრი-კურკურონის მეჩეთის სასულიერო პირი აწერდა ხელს და შესაბამისი ბეჭდითაც ამოწმებდა.

„ჰალალ“-ი განსხვავებით „ჰარამ“-ისგან არაბულად ნებადართულს ნიშნავს („ჰარამ“ - აკრძალულია) და შაურმის შემთხვევაში იმ დიეტოლოგიურ წესზე მიუთითებს, რომელიც მუსლიმანურ სამყაროში საქონლის დაკვლას და მის შემდგომ დამუშავებას ითვალისწინებს. საინტერესოა ისიც, რომ ამ სიტყვებისგან ქართულში სიტყვები - ალალი და არამი - მივიღეთ და საშაურმეში გაკეთებული განცხადება თითქოს მეუბნებოდა - ალალი იყოს ეს შაურმა შენთვისო, თუმცა ჩემი განცვიფრება სულ სხვა რამემ გამოიწვია, თავად კულტურული შოკი ხომ პარალელურ კულტურებს შორის არათავსებადობის, ან მსგავსების გამოვლენაში მდგომარეობს?! სანამ აზრს გავაგრძელებ მანამდე იმასაც დავამატებ, რომ რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში ჰალალ-ბურგერების ქსელი გაიხსნა, სადაც თითოეულ ასეთ „ზავეძენიაში“ ადგილობრივი მამაოს, უკაცრავად მუფთის ხელმოწერილი დოკუმენტი ინახება, მუსლიმთათვის ჰალალ-ბურგერის საკვებად ვარგისობის შესახებ. ზემოხსენებული კულტურული შოკი კი იმ ფაქტის გააზრებამ გამოიწვია, რომ ჩვენებური „სამარხვო შაურმა“, რომლის სამარხვოობის დამადასტურებელ დოკუმენტსაც ვერ იპოვით თბილისურ საშაურმეებში, თავისი არსით არაფრით განსხვავდება არც ჰალალ-შაურმისაგან და არც ჰალალ-ბურგერისაგან.

21 კოსმოსური მირაჟი

▲back to top


მაია თოდუა|სვეტი

0x01 graphic

ისლანდიის კუნძულის სანაპიროზე მყოფ ადამიანებს უჩვეულო სურათი წარუდგათ თვალწინ: ოკეანეში მცურავ გემს თან მოჰყვებოდა მის თავზე ცაში თავდაყირა დაკიდებული მეორე ხომალდი. მათი ანძები და კიჩოები ერთმანეთს ერწყმოდა. ყირამალა მოლივლივე ხომალდი ნელ-ნელა სულ უფრო ბუნდოვან კონტურებს იღებდა და ბოლოს გაუჩინარდა, თითქოს გიგანტურმა საშლელმა წაშალა. ამ არაჩვეულებრივი სანახაობის შემყურეთ გაოცების შეძახილები აღმოხდათ.

ეს იყო მირაჟი, უფრო სწორად, მისი ერთ-ერთი სახეობა-ფატა მორგანა. ჰაერში დაკიდებული გემი იყო ნამდვილი ხომალდის ანარეკლი, სარკის როლს კი აქ ატმოსფერო ასრულებდა. საუკუნეების განმავლობაში მირაჟის მრავალფეროვანი, ამოუცნობი ბუნება, მისი მისტიკური სურათი ხან შიშს გვრიდა ადამიანებს, ხან კი ფუჭ იმედებს უსახავდა: უდაბნოში სიმშრალით გატანჯულ მოგზაურებს წყალს ალანდებდა, მყარ ნიადაგს მონატრებულ მეზღვაურებს - მიწას. მას აჩრდილებს და სულებს უკავშირებდნენ, რაც სხვადასხვა ლეგენდებს და მითებს ბადებდა. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდაა „მფრინავ ჰოლანდიელზე“ - დაღუპული მეზღვაურის სულზე, რომელიც ჩადენილი დანაშაულის გამო განწირული იყო მარადიული მოგზაურობისთვის.

მოგვიანებით ამ „მისტიკურ“ მოვლენასაც მოეძებნა ახსნა. მირაჟი არის ოპტიკური ილუზია ატმოსფეროში, რომელსაც იწვევს ჰაერში სინათლის სხივის გარდატეხა - როგორც ეს ხდება ლინზაში. ამ დროს იქმნება რეალური საგნის გამოსახულება. სხვადასხვა სახეობის მირაჟი არსებობს - ბუნება, როგორც საუკეთესო ილუზიონისტი, თავისი ოსტატობის დემონსტრირებას ახდენს. მართალია, მოვლენის ფიზიკურმა ახსნამ მას მისტიკური შინაარსი დააკარგვინა, მაგრამ ვერანაირად ვერ დააკნინა მისი სილამაზე და შთაბეჭდილების მოხდენის უნარი. „მფრინავი თეფშებიც“, როგორც წესი, ოპტიკური ილუზიაა.

ანალოგიური მირაჟები, არანაკლებ შთამბეჭდავი და მომაჯადოებელი, იქმნება კოსმოსშიც. თუ შორეულ კვაზარსა და ჩვენ შორის აღმოჩნდება გალაქტიკა, ჩვენ შეიძლება დავინახოთ ერთის ნაცვლად ორი ან რამდენიმე მნათი წერტილი - „ფანტომი“ კვაზარები. გარდა ამისა, ზოგჯერ გალაქტიკები იღებენ უცნაურ, რკალისებურ ფორმას, რაც ასევე ილუზიაა. ამ შემთხვევაში ეს მოვლენა არ არის ატმოსფეროსთან დაკავშირებული. მისი შემოქმედია გრავიტაცია - სამყაროს გიგანტური სიურრეალისტი მხატვარი. ან იმპრესიონისტი - ვის როგორც მოეწონება.

მასიური სხეულები იზიდავენ არა მარტო ნივთიერებებს, არამედ სინათლის სხივსაც. ეს იყო ალბერტ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება - თეორიის, რომელმაც გადატრიალება მოახდინა ფიზიკაშიდა ძირეულად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა სივრცესა და დროზე.

ფარდობითობის თეორია ამბობს, რომ სინათლე, რომელიც ჩვეულებრივ სწორხაზოვნად ვრცელდება, მასიურისხეულის გრავიტაციულ ველში გადაიხრება, მისი ტრაექტორია მრუდდება. აქაც შეგვიძლია მოვუხმოთ ანალოგიას გამადიდებელ შუშასთან თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ლინზაში სულ სხვა ფიზიკური პროცესი მიმდინარეობს - ერთი გარემოდან მეორე, განსხვავებულ გარემოში გადასვლა). ამის გამო სინათლის წყაროს (კვაზარს, ვარსკვლავს) ჩვენ ვხედავთ არა იქ, სადაც ის სინამდვილეში იმყოფება, არამედ წანაცვლებულ ადგილას. 1919 წელს მზის დაბნელების დროს ბრიტანელი ასტრონომი არტურ ედინგტონი აკვირდებოდა მზის მახლობლად მყოფ ვარსკვლავს და აღმოაჩინა, რომ მისი მდებარეობა სხვა მნათობების მიმართ განსხვავებული იყო იმასთან შედარებით, როცა ვარსკვლავი არ იმყოფებოდა მზის ახლოს. ამით დადასტურდა აინშტაინის თეორიის ეს წინასწარმეტყველება.

მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სინათლის სხივის გამრუდებას გრავიტაციულ ველში უნდა შეეცვალა გალაქტიკების ფორმა და უნდა დაგვენახა მნათობების ორმაგი და მრავალჯერადი გამოსახულებები. ამ მოვლენას ეწოდება გრავიტაციული ლინზირება. 1979 წელს აღმოაჩინეს კიდეც პირველი გრავიტაციული ლინზა: კვაზარის ორმაგი გამოსახულება. ამჟამად უამრავი გრავიტაციული ლინზაა აღმოჩენილი. გრავიტაციული ლინზირების გამო წყარო ზოგჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე იქნებოდა ლინზის გარეშე, როგორც ეს ხდება ხოლმე გამადიდებელ შუშაში. ამ შემთხვევაში ჩვენ ფაქტობრივად გვაქვს გრავიტაციული ტელესკოპი. როგორც წესი, სინათლის წყარო არის ძალზე შორეული ციური სხეული - კვაზარები, რომლებიც მდებარეობენ რამდენიმე მილიონიდან რამდენიმე მილიარდამდე სინათლის წლის მანძილზე. ლინზის როლს კი ასრულებენ გალაქტიკები ან გალაქტიკათა გროვები. რაც უფრო მასიურია გრავიტაციული ლინზა და რაც უფრო ახლოა მასთან წყარო, მით უფრო დიდია გამრუდების და გამრავლების ეფექტი. შეიძლება ითქვას, ჩვენ ვუყურებთ შორეულ კვაზარებს ზეგიგანტური ბუნებრივი ტელესკოპით. ლინზირების საშუალებით აღმოჩენილ იქნა დღეისათვის ყველაზე შორეული გალაქტიკა, 13 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული ჩვენგან, რომელსაც სხვა შემთხვევაში ვერ დავინახავდით ამჟამად არსებულ ყველაზე დიდ ტელესკოპშიც კი. ჩვენს გალაქტიკაშიც ვლინდება ლინზირების ეფექტი, თუმცა ბევრად უფრო სუსტი - ე.წ. მიკროლინზირება. მისი საშუალებით ხდება სხვა ვარსკვლავების გარშემო მყოფი პლანეტების - ეგზოპლანეტების აღმოჩენა და შესწავლა. აქ, როგორც წყაროს, ასევე ლინზის როლს ასრულებენ ვარსკვლავები. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ მიკროლინზირების ხერხი დაეხმარება მათ დედამიწისხელა პლანეტების აღმოჩენაში.

გრავიტაციული ლინზირების საშუალებით შეგვიძლია შევისწავლოთ არა მარტო სინათლის წყარო, არამედ თავად ლინზაც. ასტრონომიაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ციური სხეულების მასების დადგენას, რაც ამავე დროს ძალზე რთული ამოცანაა. სინათლის წყაროს გამრუდებული ან ჯერადი გამოსახულებებით კი შეგვიძლია დავადგინოთ ლინზის მასა.

გრავიტაციული ლინზების განაწილება კოსმოსში საშუალებას მოგვცემს უფრო კარგად შევისწავლოთ ჩვენი სამყარო, უფრო ზუსტად დავადგინოთ მისი ზოგიერთი მახასიათებლები, მაგალითად ე.წ. ჰაბლის მუდმივა - სიჩქარე, რომლითაც სამყარო ფართოვდება დიდი აფეთქების შემდეგ. როგორც ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, სამყარო, სავარაუდოდ, მუდმივად ფართოვდება და თანაც სულ უფრო სწრაფი ტემპით. ამან წარმოშვა ჰიპოთეზა ფარული ენერგიის არსებობის შესახებ. მის აღსანიშნავად მეცნიერებმა შემოიღეს ე.წ. კოსმოლოგიური მუდმივა - სიდიდე, რომელიც პირველად შემოიტანა აინშტაინმა, შემდგომ კი უარი თქვა მასზე და თავისი „უდიდესი შეცდომა“ უწოდა. ასე რომ, აინშტაინის აღიარება, რომ მან შეცდომა დაუშვა, შეცდომა იყო...

კოსმოსური მირაჟი - გრავიტაციული ლინზირება - მიუხედავად იმისა, რომ „ამახინჯებს“ ციური სხეულების რეალურ სურათს, გვაძლევს საშუალებას, უკეთ შევისწავლოთ სამყარო და უფრო ღრმად ჩავწვდეთ მის საიდუმლოებებს.

22 ამბები

▲back to top


საზოგადოება

პატარა ნარკოდილერები

ინგლისის ერთ-ერთი სკოლიდან ცხრა წლის ოთხი მოსწავლე გარიცხეს. პატარა დამნაშავეებს მარიხუანა აღმოუჩინეს. როგორც პოლიციის რეპორტებიდან ირკვევა, ბიჭებს თან მცირე რაოდენობის, დაახლოებით ერთჯერადი ჩაის პაკეტის მოცულობის „ბალახი“ ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანის დედის განცხადებით, ისინი ნარკოტიკის გაყიდვას აპირებდნენ, თუმცა პოლიციის განცხადებით, ამის გადაჭრით მტკიცება შეუძლებელია.

0x01 graphic

ალკოჰოლი და ფეხმძიმობა

ახლახან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფეხმძიმობის დროს მსუბუქად სმა ნაყოფის ჯანმრთელობას არ ვნებს. ეს გამოკვლევა ეწინააღმდეგება საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს, რომ ფეხმძიმე ქალმა მთელი ცხრა თვის განმავლობაში ალკოჰოლის მიღებისგან თავი უნდა შეიკავოს. კვლევა რამდენიმე ათას ფეხმძიმეზე ჩატარდა. მისი მიხედვით, კვირაში რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლის მიღების შემდეგ ნაყოფი ჯანმრთელია. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დოქტორ აივონ კელის თქმით, 2000-დან 2002 წლამდე 11500 ახალდაბადებული ბავშვი გამოიკვლიეს. სწორედ ეს გახდა ამ დასკვნის გაკეთების უმთავრესი საფუძველი.

0x01 graphic

მელომანი მედვედევი

დმიტრი მედვედევის აუდიოსტერეო სისტემა რუსული ბლოგოსფეროსთვის ამ კვირაში ყველაზე აქტუალურ თემად იქცა. ყველაფერი წინა პარასკევს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა პუტინი საუზმეზე მიიწვია და ამ შეხვედრის სურათები ინტერნეტში გავრცელდა. რუსი ბლოგერების მახვილ თვალს არ გამოჰპარვია მედვედევის ექსტრაორდინარული აუდიოსისტემა, რომელიც მხოლოდ ფონზე ჩანდა. მაშინვე გამოჩნდნენ ექსპერტები, რომლებმაც შეაფასეს მისი ღირებულება. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის პრეზიდენტი, „მუსიკალური თვალსაზრისით“ ძალიან განებივრებულია. აპარატურის მიახლოებითი ღირებულება 200 ათასი დოლარია. რუსი ბლოგერების აღშფოთება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. „ასეთი ძვირიანი აუდიოსისტემა ობამას ან თუნდაც რომელიმე ევროპელ ლიდერს რომ ჰქონოდა, დიდი სკანდალი იქნებოდა. ჩვენთან კი ამ თემაზე მხოლოდ მორიდებული ხუმრობის უფლება გვაქვს, - დანანებით აღნიშნავს ერთ-ერთი ბლოგერი.

0x01 graphic

23 რატომ გენდერული თანასწორობა

▲back to top


ტაბულა|რაზა

თათია ვაშაკიძე

ნაწილი I

გენდერული ძალადობის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად უფრო მეტი ქალი იღუპება, ვიდრე კიბოს, მალარიისა და ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად ერთად აღებული; სელექციური აბორტების, იგივე ინფანტციდის შედეგად კი 100 მილიონზე მეტი გოგონაა გამქრალი; აზიისა და წყნარი ოკეანის გაეროს ეროვნული ეკონომიკისა და სოციალური კომისიის (ESCAP) მონაცემებით, აღნიშნული რეგიონი დაახლოებით 47 მილი არდ აშშ დოლარს კარგავს ყოველწლიურად შრომით ბაზარზე ფემინური მონაწი ლეობის სიმწირის გამო. სანამ საერთაშორისო ორგანიზაციები გენდერული უთანასწორობის შედეგებს ითვლიან, გენდერული დისკრიმინაციის პრაქტიკები მსოფლიოს უდიდეს ნაწილში პანდემიური რჩება.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში განვითარებულ ქვეყნებში გენდერული თანასწორობა განსაკუთრებულად პრიორიტეტულ საკითხთა შორის მოექცა. მიზეზი, რის გამოც აღნიშნული თემატიკა საქართველოში დღემდე ვერ მოხვდა საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხების დღის წესრიგში, კომპლექსურია: დომინანტურ პატრიარქალურ კულტურასა და კონსერ ვატულ მენტალიტეტთან ერთად, მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს საზოგადოებაში გაბატონებული აზრი იმის თაობაზეც, რომ გენდერი ცალსახად ქალთა საკითხია.

რეალურად, გენდერული თანასწორობა სცდება „ქალთა პრობლემის“ არსს, არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს და გაცილებით მასშტაბური გავლენა აქვს საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტობრივად ყველა სფეროზე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

* * *

შემთხვევითი არ არის, რომ ნორვეგია, შვედეთი, ისლანდია და ფინეთი - მრავალი საზომით მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიული და მდიდარი ქვეყნები, უკანასკნელი 6-7 წლის განმავლობაში აქტიურად ლიდერობენ Global Gender Gap Index - ის თანსწორობის თვალსაზრისით ყველაზე წარმატებულ ქვეყანათა სიას. ამ სახელმწფიოებში ყველაზე მაღალია ქალთა მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მართველობის ორგანოებში, ბიზნესში, მსხვილი საფინანსო კორპორაციების მართვაში. პირდაპირპროპორციულად სწორედ ეს ქვეყნები წარმოადგენენ მსოფლიოში პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად ყველაზე სტაბილურ და წარმატებულ ქვეყნებს.

როგორც წესი, როდესაც საქმე ბიზნესსა და რთულ ფინანსურ ოპერაციებზე მიდგება საზოგადოებაში ნაკლებად მიესალმებიან ქალთა მონაწილეობას, მიუხედავად ამისა, არაერთი კვლევა ცხადჰყოფს, რომ ის კომოპანიები, სადაც უმაღლესი რგოლის მენეჯმენტსა და დირექტორთა საბჭოებში ქალების დიდი წარმომადგენლობაა, ფინანსურად გაცილებით წარმატებულები არიან. 2007 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპანიის მაკინზის (McKinsey) მიერ ცატარებულკა კვლევამ გამოავლინა, რომ კომპანიები, სადაც დირექტორთა საბჭოში ქალები სჭარბობენ, 40%25-ით უფრო მომგებიანები არიან იმ კომპანიებთან შედარებით, სადაც ქალთა წარმომადგენლობა დაბალი ან ნულოვანია, პარადოქსია, რომ მოგებაზე ოიენტირებულმა კომპანიებმა და საზოგადოებებმა აღნიშნული სტატისტიკისაგან რესურსების გამოყენების შესახებ გონივრული დასკვნები ვერ გააკეთეს და დრეს ქალების მონაწილეობა ბიზნესში მამაკაცებთნ შედარებით საგრძნობლად არაწარმომადგენლობითია: გამოკვლეული 500 მსხვილი კომპანიის დირექტორთა საბჭოებში დრესდღეობით ქალებში მხოლოდ 15%25-ს პროცენტს შეადგენენ.

90-იანი წლების დასაწყისში გაერთიანებული ერების ორგაზნიციამ და მსოფლიო ბანკმა პირველად გააცნობიერეს მსოფლიოს უდიდესი და აქამდე აუთვისებელი ეკონომიკური რესურსის არსებობა, რომელსაც ქალები წარმოადგენენ. დღეს ეს ინსტიტუტები, ისევე როგორც ეკონომიკის წამყვანი ექსპერტები, მიიჩნევენ, რომ განვითარებადი ქვეყნების ყველაზე დიდი სიმდიდრე არა ოქროს ან ნავთობის საბადოებია, არამედ ქალები, რომლებსაც არასდროს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავი დაემკვიდრებინათ შრომით ბაზარზე და ამით წვლილი შეეტანათ საკუთარი ოჯახების შემოსავლის გაზრდასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. რეალურად, ეს ქალები პლანეტის მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენენ და სამომავლოდ გლობალური სიღარიბის დაძლევის ყველაზე რეალურ პერსპექტივად გვევლინებიან. 90-იან წლებში ლოურენს სამერსმა, ცნობილმა ამერიკელმა ეკონომიკის ექსპერტმა და ამჟამად ბარაკ ობამას ადმინისტრაციასთან არსებული ეროვნული ეკონომიკის საბჭოს დირექტორმა, განვითარებად ქვეყნებში ქალებში ინვესტიციას ყველაზე მაღალი ამონაგების მქონე ინვესტიცია უწოდა: კოალიცია HUNGER - მა კი ქალები აფრიკაში შიმშილის დაძლევის გასაღებად შერაცხა.

ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ მუსლიმურ ქვეყნებში სადაც ქალებისა და გოგონების უფლებები ყველაზე მეტად არის გათვლილი და ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნომინაკლურია, დისპროპორციულად მძვინვარებს ძალადობა და ტერორიზმი. თანამედროვე მეცნიერებაში მომწიფდა თეორია, რომლის თანახმადაც ექსტრემიზმისა და ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორი მუსლიმურ ქვეყნებში არა ისლამური მოძღვრებაა, არამედ ქალთა ჩართულობის ნეკლებობა შრომით ბაზარსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. ამიტომაც არის, რომ დრეს მოკავშირეთა სამხედრო ძალების გენერლები და წამყვანი საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტები ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციების ხაგრძლივვადიანი გეგმების ფორმირებისას აქტიურად ლობირებენ ქალების განათლებაში და მათ გაძლიერებაში ინვესტიციებს. ქალების მონაწილეობა სახელმწიფოს მმართველობაში ამ ქვეყნებში მათ სტაბილურობის წინაპირობად ესახება.

დღევანდელ სამყაროში მოვლენები ურთიერთგადაჯაჭვულია და კომპლექსურ განხილვას მოითხოვს. უთანასწორობასთან მჭიდრო კავშირშია დედათა სიკვდილიანობა, რომელიც მსოფლიოში 15-დან 19 წლამდე ასაკის ქალების სიკვდილიანობის ყველაზე გარცელებულ მიზეზს წარმოადგენს და უმაღლეს შემთხვევაში განპირობებულია ქალების შეზღუდული ხელმისაწვდომობით ჯანდაცვის სერვისებთან, მათი მარგინალიზებული სტატუსიდან გამომდინარე. სწორედ სამედიცინო მომსახურების არახელმისაწვდომობა წარმოადგენს დედათა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. როდესაც დედა იღუპება, დედის ზრუნვის გარეშე დარჩენილ ბავშვს ნაკლები შესაძლებლობა აქვს მიიღოს ადექვატური რაოდენობის საკვები და კიდევ უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვს, რომ იცხოვროს ნორმალურ პირობებში და მიიღოს განათლება. აღნიშნული მნიშვნელოვნად ზრდის მსოფლიოში ე.წ. ქუჩის ბავშვების რაოდენობას, რაც პირდაპირ კავშირშია კრიმინოგენული სიტუაციის განვითარებასთან, პროსტიტუციის, ძალადობისა და ნარკომანიის ზრდასთან. ეს საკითხები კი დღესდღეობით ყველაზე მწვავედ დგას და მნიშვნელოვნად აფერხებს მსოფლიოში მშვიდობის, კითილდღეობისა და სტაბილურობის მიღწევას.

24 პეგასუსი ქართულ ავიაბაზარზე

▲back to top


ბიზნესი

პეგასუსი ყველაზე ცნობილი თურქული ავიაკომპანიაა. ის, უკვე ოცი წელია, რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ასრულებს. 2005 წლიდან კომპანიამ ახალი სტრატეგიის შემუშავება დაიწყო. ლოკალური ავიახაზებიდან საერთაშორისო ავიახაზებზე გადავიდა. დღეს პეგასუსი მსოფლიოს 17 ქვეყანაში, 100 სხვადასხვა მიმართულებით რეისებს რეგულარულად ასრულებს. ევროპაში პეგასუსის დანიშნულების ადგილი 28 ქალაქია. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია თბილისიც. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით პირველი რეისი 10 ოქტომბერს შესრულდა. უახლოეს მომავალშიპეგასუსი საკუთარი მიმართულებების გაზრდას გეგმავს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე აზიის კონტინენტსა და აფრიკაში. დეტალებზე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, ლევან ელიზბარაშვილი საუბრობს.

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

  • რა ტიპის ავიაკომპანიაა პეგასუსი?

ეს არის დაბალფასიანი, ე.წ. ლოუ ქოსთ კომპანია. თურქეთის მიმართულებით ერთი რეისი 80 ევრო ჯდება. ევროპის მიმართულებით ფასი119-დან 139 ევრომდე იქნება.

  • დავუშვათ, კლიენტმა დაჯავშნა ბილეთი და შემდეგ გააუქმა. ჯარიმის გადახდა უწევს?

არა. კონკურენტების ერთ- ერთი არგუმენტი ის იყო, რომ ჩვენი ბილეთები არის non-refundable. ანუ არ ბრუნდება და არ სარგებლობს პრივილეგიებით. ზოგადად, არც საშუალო ღირებულების მქონე ბილეთები სარგებლობს რაიმე პრივილეგიით - მხოლოდ მაღალ ფასიან ბილეთებს ეხება ეს - ფასთა შორის სხვაობამ ამ შემთხვევაში 100-150 ევროც კი შეიძლება შეადგინოს. ჩვენი ბილეთები იაფია. თუმცა ჯიპიაი ჰოლდინგთან ერთად შემუშავებული უნიკალური სადაზღვევო პროდუქტი მომხმარებელს ანიჭებს პრივილეგიას გააუქმოს ჯავშანი ისე, რომ არ დაზარალდეს. დაზღვევა ბილეთის ღირებულებაში შედის.

  • კლიენტმა ჯავშნის მოხსნის მიზეზი უნდა დაგისაბუთოთ?

მომხმარებელი, როგორც წესი, ახირების გამო ავიაბილეთს არ აუქმებს. მას აქვს საპატიო მიზეზი: საკუთარი ან ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამსახური, რაიმე სასამართლო პროცესი, რის გამოც მას არ აქვს უფლება, დატოვოს საქართველოს ტერიტორია და ა.შ. ჩვენ ავიაბილეთის გაუქმების ყველა შესაძლო მიზეზი გამოვავლინეთ და განვსაზღვრეთ სადაზღვევო შემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან მომხმარებელი ავიაბილეთს აუქმებს ყოველგვარი საჯარიმო სანქციის გარეშე.

  • თქვენი კონკურენტები იმასაც ამბობენ, რომ .. ლოუ ქოსთ ავიაკომპანიების ბილეთის ფასში საკვები და ბარგის გადაზიდვა არ შედის. ეს ფასს მნიშვნელოვნად ამცირებს. თუმცა მგზავრობა რეალურად მაინც ძვირი გამოდის. ასეა?

არა. 20 კილოგრამამდე ბარგის გადაზიდვა უფასოა, ხელბარგიც უფასოა. კვება ბილეთის ფასში არ შედის. თუმცა ერთჯერადი კვება ბილეთის ფასში რომ შევიყვანოთ, ბილეთი 90 ევრო ეღირება. ეს ნებისმიერ შემთხვევაში სამჯერ და თითქმის ოთხჯერ უფრო იაფია სხვა ავიაკომპანიების ბილეთების საშუალო ღირებულებაზე. კონკურენტი ავიაკომპანიების ბილეთების ღირებულება საშუალოდ 350-400 ევროა. ისმის კითხვა, განა რა კვებაა ამ ავიაკომპანიებში ისეთი, რომ მისი ფასი 200-300 ევრომდე ავიდეს? ჩვენთან ყველაფერი ძალიან მარტივია: კვება ღირს 10 ევრო.

  • რა შედის ამ ფასში?

ამ კვებაში შედის, როგორც წესი, ხორცეული - ქათმის ან საქონლის ხორცი, სალათა და ერთი-ორი ნაჭერი ხილი. მომხმარებელი ჩვენთან შეზღუდული არ არის: მას შეუძლია დამატებითი კვებაც შეუკვეთოს. მაგალითად, მგზავრი იხდის 350 ევროს ბილეთში და მხოლოდ ერთჯერადი კვება აქვს. აქ ასე არ არის: 100 ევროდ სტამბოლის მიმართულებით შეგიძლია ისეიფრინო, რომ ორჯერ ჭამო. ბილეთის ღირებულება კვებისა და ფასიანი ბარგის ხარჯზე არ არის დაბალი.

  • მაინც რატომ ღირს ბილეთი შედარებით იაფი?

ბილეთის ფასი დაბალია მოგების დაბალი მარჟის ხარჯზე. ის მუშაობს დატვირთვაზე: კომპანიის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მგზავრი გადაიყვანოს.

  • რამდენ მგზავრს გადაიყვანთ და რა სიხშირით?

189 მგზავრს. თავიდან დღეში ერთხელ, ყოველდღიურად, სტამბოლის მიმართულებით და სტამბოლიდან ევროპაში. თუ მგზავრთა ნაკადმა იმატა და რეისებისდამატება დაგვჭირდა, მხოლოდ გაგვიხარდება. 189 ადგილი ბოინგისთვის ეს არის მაქსიმალური რაოდენობა.

0x01 graphic

  • როგორი ავიალაინერები გყავთ?

თვითმფრინავი მაქსიმუმ სამი წლის იქნება. ასეთი ავიალაინერი - ბოინგ 737 საქართველოში არ დაფრინავს. გარბენი შეიძლება ბევრ მანქანაზე ცოტა ჰქონდეს.

  • რამდენად უსაფრთხოა?

ეს არის ჩვეულებრივი ბოინგის მიერ გამოშვებული ავიალაინერი ყოველგვარი ხარვეზებისა და პრობლემების გარეშე. მის უსაფრთხოებასა და ტექნიკურ გამართულობაზე თურქული და გერმანული ავტორიტეტული კომპანიები ერთად ზრუნავენ. გარდა ამისა, პეგასუსი საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაციის (IATA) წევრია: ავიაკომპანია ვალდებულია თითოეულრეისზე, ავიალაინერის გაჩერების დროს, დაიცვას სპეციალური, საგანგებოდ შემუშავებული წესები. მგზავრთა აბსოლუტურად უსაფრთხო გადაადგილება გარანტირებულია.

25 ლეოს პირველი ოქროს ბუცი

▲back to top


ფეხბურთი|სპორტი

ესპანეთის ბოლო ჩემპიონატში ბარსელონას არგენტინელმა ლიდერმა ლეო მესიმ 34 გოლი გაიტანა და ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. ევროპის სპორტულ გამოცემათა კავშირმა (ი-ეს-ემ) მესის რამდენიმე დღის წინ გადასცა ჯილდო.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ექტორ იასალდეს შემდეგ ის მეორე არგენტინელია, ოქროს ბუცი რომ მოიგო. იასალდემ 1974 წელს, ლისაბონის სპორტინგში თამაშისას გაიტანა ყველაზე მეტი გოლი...

2009-10 წლების სეზონში არგენტინელი შეუდარებელი იყო და ეს ყველგან დაამტკიცა: ესპანეთის ჩემპიონატშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც.ის ორივეგან საუკეთესო ბომბარდირი გახდა, საერთო ჯამში კი, ბარსელონას 53 მატჩში 47 გოლით დაეხმარა!

გუნდურ ტიტულებს (ესპანეთის ჩემპიონატი, სუპერთასი, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს ჩემპიონობა კლუბთა შორის) არაერთი ინდივიდუალური ჯილდო დაემატა: ფიფამ და ფრანს ფუტბოლმა პირველად აღიარეს მსოფლიოს და ევროპის საუკეთესო მოთამაშედ, მესამედ დასახელდალა ლიგას საუკეთესო ლეგიონერად, მეორედ - პრიმერა დივიზიონის უძლიერეს ფეხბურთელად. ერთი სიტყვით, მოიგო ყველაფერი, რაც შეიძლებოდა.

გარდა ტიტულებისა, მესიმ სამი ფაქტის გამოსამუდამოდ შეაბიჯა საკლუბო ისტორიაში:

17 იანვარს, სევილიასთან 4:0 მოგებულ მატჩში, მე-100 გოლი გაიტანა კლუბში! ის ყველაზე ახალგაზრდაა ბარსელონას ფეხბურთელთაგან, ვინც ასეულამდე მისულა.

თებერვალში გვარდიოლას ფეხბურთელებმა პრიმერადივიზიონში ზედიზედ დაამარცხეს ვალენსია და სარაგოსა. მესიმ ორივე გუნდთან ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამ მხრივ კატალონიელთა პირველი მოთამაშე გახდა.

დაბოლოს, 24 მარტს, ოსასუნას წინააღმდეგ მეორასედ მოირგო ბარსელონას მაისური - გახდა ყველაზე ახალგაზრდა, ამდენ ოფიციალურ შეხვედრაში რომ მიიღო მონაწილეობა.

დღეს ის საუკეთესოა და ალბათ, ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელიცაა, - ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ეს სიტყვები კამპ ნოუზე, ბარსელონასთან 1:4 წაგებული თამაშის შემდეგ თქვა. იმ დღეს, 6 აპრილს, ლეომ ლონდონელებს ოთხჯერ გაუტანა. სხვა ასეთი მოთამაშე არასდროს მინახავს, ის უბრალოდ, დიდებულია! - ეს უკვე ბარსელონას თავკაცი ხოსეპ გვარდიოლაა.ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩში, 21 აგვისტოს, მისმა გუნდმა სევილიას 4:0 სძლია, არგენტინელმა კი ჰეთ-თრიქი შეასრულა ეს სიტყვები მაშინ თქვა.

ორი აზრი არაა, გვარდიოლა ბედნიერია, რომ მის გუნდში ლეო მესი თამაშობს.

კლუბთან გაფორმებული ბოლო ხელშეკრულებისმიხედვით, არგენტინელი ბარსელონაში 2016 წლის 1 ივლისამდე დარჩება.

თუ ლეო მესის შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრაქტი მალე კვლავ გახანგრძლივდება. და ალბათ,არც ის უნდა გამოვრიცხოთ,რომ არგენტინელი საკლუბო რეკორდებს არაერთხელ გააუმჯობესებს და წლეულს მოგებულ ოქროს ბუცს გაისად თუ არა, მომდევნო სეზონებში კიდევ არაერთს დაუმატებს.

ოქროს ბუცის ისტორია

ამ ჯილდოს ისტორია პოპულარულ ფრანგულ საფეხბურთო გამოცემა ფრანს ფუტბოლს უკავშირდება, რომელმაც 1967-68 წლების სეზონის შემდეგ, ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელის დაჯილდოება გადაწყვიტა.

სამწუხაროდ, ფრანგთა ინიციატივით და ადიდასის ფინანსური მხარდაჭერით დაარსებული ოქროს ბუცის პრესტიჟი მალევე დაეცა. სხვადასხვა ქვეყნებში ფეხბურთელები (და ცხადია, მათი კლუბებიც) ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მთავარი პრიზი მოეგოთ - არცთუ იშვიათად, მეტოქე გუნდებსაც ქრთამავდნენ. ამის საუკეთესო მაგალითია რუმინელი როდიონ კამატარუ - 1987 წლის გაზაფხულზე მან ბოლო 5 ტურში 23 გოლი (!) გაიტანა და ოქროს ბუციც მოიპოვა.

1991 წელს ფრანს ფუტბოლმა ევროპის საუკეთესო ბომბარდირად ბელგრადის ცრვენა ზვეზდას თავდამსხმელი დარკო პანჩევი დაასახელა, მალე კი ოფიციალურად გააუქმა ოქროს ბუცი.

1992-96 წლებში ჯილდო არ თამაშდებოდა, არა და, 1995-96 წლების სეზონში ზესტაფონის მარგვეთის თავდამსხმელმა ზვიად ენდელაძემ ევროპელ გოლეადორთაგან ყველაზე მეტი, 40 გოლი გაიტანა! ის ოფიციალურადაა მოხსენიებული საუკეთესო ბომბარდირთა შორის.

1991-92 და 1992-93 წლების სეზონებში ევროპაში ყველაზე მეტი გოლი ასევე ქართველებს გაჰქონდათ - ოთარ კორღალიძე (ლანჩხუთის გურია, 40) და მერაბ მეგრელაძე (წყალტუბოს სამგურალი, 41) - თუმცა, იმის გამო, რომ ფიფასა და უეფაში ახალ გაწევრიანებულ საქართველოს სარეიტინგო კოეფიციენტი არ გააჩნდა, ენდელაძისგან განსხვავებით, კორღალიძე და მეგრელაძე არაოფიციალურ ბომბარდირთა შორისაც არ მოიხსენიებიან.

1996-97 წლების სეზონში ევროპის სპორტულ გამოცემათა კავშირმა ოქროს ბუცის გენერალურ სპონსორ ადიდასთან ერთად ჯილდო აღადგინა, თუმცა გათამაშების წესები შეცვა ლა: უეფას ქვეყნების კოეფიციენტების მიხედვით, საუკეთესო 8 (მოგვიანებით 5) ლიგაში გატანილი თითოეული გოლი 2 ქულად, მე-9-21 ე ადგილებზე (მოგვიანებით 622) მყოფ ლიგებში გოლი 1,5 ქულად, დანარჩენ ქვეყნებში კი გოლი ერთ ქულად შეფასდა.

0x01 graphic

0x01 graphic

როდიონ კამატარუ

0x01 graphic

ეუსებიო (მარჯვნივ)

ყველა გამარჯვებული

ფრანს ფუტბოლის ოქროს ბუცი

1968 ეუსებიო (ბენფიკა, პორტუგალია) - 42
1969 პეტარ ჟეკოვი (ცსკა, ბულგარეთი) - 36
1970 გერდ მიულერი (ბაიერნი, გერმანია) - 38
1971 იოსიპ სკობლარი (მარსელი, საფრანგეთი) - 44
1972 გერდ მიულერი (ბაიერნი, გერმანია) - 40
1973 ეუსებიო (ბენფიკა, პორტუგალია) - 40
1974 ექტორ იასალდე (სპორტინგი, პორტუგალია) - 46
1975 დუდუ ჯორჯესკუ (დინამო, რუმინეთი) - 33
1976 სოტირის კაიაფასი (ომონია, კვიპროსი) - 39
1977 დუდუ ჯორჯესკუ (დინამო, რუმინეთი) - 47
1978 ჰანს კრანკლი (რაპიდი, ავსტრია) - 41
1979 კეეს კისტი (აზ 67, ჰოლანდია) - 34
1980 ერვინ ვანდენბერგი (ლიერსი, ბელგია) - 39
1981 გეორი სლავკოვი (თრაკია, ბულგარეთი) - 31
1982 ვიმ კიფტი (აიაქსი, ჰოლანდია) - 32
1983 ფერნან დუ გომეში (პორტუ, პორტუგალია) - 36
1984 იან რაში (ლივერპული, ინგლისი) - 32
1985 ფერნანდუ გომეში (პორტუ, პორტუგალია) - 39
1986 მარკო ვან ბასტენი (აიაქსი, ჰოლანდია) - 37
1987 როდიონ კამატარუ (დინამო, რუმინეთი) - 44
1988 თანჯუ ჩოლაქი (გალათასარაი, თურქეთი) - 39
1989 დორინ მატეუტი (დინამო, რუმინე თი) - 43
1990 უგო სანჩესი (რეალი, ესპანეთი) და ხრისტო სტოიჩკოვი (ცსკა, ბულგარეთი) - 38
1991 დარკო პანჩევი (ცრვენა ზვეზდა, იუგოსლავია) - 34

არაოფიციალური გათამაშება

1992 ალისტერ მაკკოისტი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია) - 34
1993 ალისტერ მაკკოისტი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია) - 34
1994 დევიდ ტეილორი (პორსმედოგი, უელსი) - 43
1995 არსენ ავეთისიანი (ჰომენტმენი, სომხეთი) - 39
1996 ზვიად ენდელაძე (მარგვეთი, საქართველო) - 40

-ეს -ემ -ის ოქ როს ბუცი

1997 რონალდო (ბარსელონა, ესპანეთი) - 34 გოლი, 68 ქულა
1998 ნიკოს მახლასი (ვიტესი, ჰოლანდია) - 34/68
1999 მარიო ჟარდელი (პორტუ, პორტუგალია) - 36/72
2000 კევინ ფილიპსი (სანდერლენდი, ინგლისი) - 30/60
2001 ჰენრიკ ლარსონი (სელტიკი, შოტლანდია) - 35/52,5
2002 მარიო ჟარდე ლი (სპორტინგი, პორტუგალია) - 42/63
2003 როი მაკაი (დეპორტივო, ესპანეთი) - 29/58
2004 ტიერი ანრი (არსენალი, ინგლისი) - 30/60
2005 ტიე რი ანრი (არსენალი, ინგლისი) და დიეგო ფორლანი (ვილიარეალი, ესპანეთი) - 25/50
2006 ლუკა ტონი (ფიორენტინა, იტალია) - 31/62
2007 ფრანჩეს კოტოტი (რომა, იტალია) - 26/52
2008 კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი, ინგლისი) - 31/62
2009 დიეგო ფორლანი (ატლეტიკო, ესპანეთი) - 32/64
2010 ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი) - 34

26 საბოლოო დასკვნა: უბედური შემთხვევა

▲back to top


სპორტი

ვანკუვერისზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ერთი დღით ადრე, 12 თებერვალს, უისტლერის საციგაო ცენტრის ტრასაზე ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა.

მომხდარიდან 235 დღის შემდეგ, კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ ვანკუვერის გამომძიებელმა ტომ პავლოვსკიმ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც მომხდარი უბედურ შემთხვევას ბრალდება.

პავლოვსკის დასკვნაში ნათქვამია:უისტლერის ტრასის არასაკმარისად ცოდნამ და გამოუცდელობამ განაპირობა ის უბედური შემთხვევა, რამაც ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვა გამოიწვია.

საგამოძიებო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ქუმარიტაშვილი 145 კმ/სთ სიჩქარით შეასკდა ტრასის ერთ-ერთ საყრდენ ბოძს და ადგილზე გარდაიცვალა.

პავლოვსკის დასკვნაში ჩართულია საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის იოზეფ ფენდტის წერილი, სადაც ის ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს ტრასის დამატებით შესწავლას სთხოვს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმაგია ნაცვლიშვილმა ტომ პავლოვსკის დასკვნას „წმინდა პოლიციური შინაარსის“ დასკვნა უწოდა. ნაცვლიშვილის თქმით, შეურაცხმყოფელია, როცა კანადელი გამომძიებელი გამოუცდელს უწოდებს მსოფლიოში 40 საუკეთესოთა შორის მყოფ სპორტსმენს.

„პავლოვსკი ტრაგედიას პოლიციურიკუთხით მიუდგა, არადა,ასევე საჭირო იყო მომხდარის სპორტული კუთხით შესწავლა“, - განაცხადა გია ნაცვლიშვილმა. ტრაგედიის შემდეგვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა ტრასის სიგრძე შეამცირეს,სტარტის ადგილი კი დაბლა გადაიტანეს.

ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიის თაობაზე დამატებით გამოძიება აღარ იგეგმება, თუმცა სპორტსმენის დედა, ქალბატონი დოდო ქუმარიტაშვილი სატელევიზიო კომენტარში ამბობს, რომ ოჯახი აუცილებლად გაასაჩივრებს ამ დასკვნას.

გია ნაცვლიშვილის განცხადებით, გერმანელი არქიტექტორები ორ კვირაში დაასრულებენ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასის პროექტს,რომლის აგებაც უახლოეს მომავალში ბაკურიანში იგეგმება.

0x01 graphic

ნოდარ ქუმარიტაშვილი
ფოტო: REUTERS ©

27 კაპელოს მორალი

▲back to top


ფეხბურთი|სპორტი

0x01 graphic

ფაბიო კაპელო

ყველა ფოტო: REUTERS ©

0x01 graphic

უეინ რუნი

0x01 graphic

ჯენი ტომპსონი

სოფლიო ჩემპიონატზე ფანების და ფეხბურთის სპეციალისტების ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრე ბი იყო. სერიოზული შემადგენლობა, ბოლო დეკადის და, ალბათ, ყველა დროის გამორჩეული მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო, შეთამაშებული გუნდი - ამ სამი და კიდევ არა ერთი კომპონენტით ინგლისს უნდა ეთამაშა ფეხბურთი და არა ის, რისი დემონსტრირებაც სამხრეთ აფრიკაში მოახდინა. ტურნირ ზე ინგლისი რამდენიმე გაპიარებული ინდივიდუალისტით შეეცადა მთელი დისტანციის დაფარვას და გერმანიასთან სამარცხვინოდ დაასრულა ყველაფერი.

წარუმატებლობის მიზეზებზე ბევრი დაიწერა, უფრო მეტი დაიწერება და ნაკრების შემდგომ საერთაშორისო წარმოდგენამდე, კაპელოს ნაკრებს ის ფიასკო პერმანენტულ ფონად გაჰყვება. ინგლისმა ვერ გამოიყენა უდიდესი პოტენციალი და ამაში დამნაშავე რამდენიმე მეძავი, ნაკრების ორი წევრის ცოლი და კაპელოა, მიაჩნია ბრიტანელ მესვეტე ნილ ეშტონს.

ნაკრების სახე ტურნირზე უეინ რუნი უნდა ყოფილიყო. არაჩვეულებრივი სეზონი მანჩესტერ იუნაიტედში, კაპელოს მხრიდან სრუ ლი ნდობა და კარტბლანში, რომელიც უეინს ნაკრების ოფიციალური მატჩების დროს სამწვრთნელო შტაბმა მისცა. რუნიმ ეს უმნიშვნელოდ ჩათვალა და პირადი ცხოვრების ნგრევაზე გადაერთო.

21 წლის მეძავი ჯენი ტომპსონი მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მეუღლე, სიმშვიდე და პასუხისმგებლობა. იმ გოგონამ რუნისგან 2009-ში, ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით, შვიდ „სეანსში“ 8 400 გირვანქა მიიღო, რუნიმ მას რამდენიმე დღით თავისი ბუგატი ათხოვა და შოპინგზეც ერთად დადიოდნენ. უეინს ეცინებოდა, როდესაც ჟურნალისტები მას დეტალების დაკონკრეტებას სთხოვდნენ. 2010-ში, 12 მაისს, რუნიმ ჯენის საკუთარი აპარტამენტებიდან 2 კილომეტრის დაშორებით ბინა უყიდა.

რუნის მაშინაც გაეცინა და პარალელურად, ორი ოპერატორის კამერა დაამტვრია, როდესაც მას სემი დარნლის სახელი უხსენეს. ეს ისტორია ძალიან ძველია, მაგრამ რუნის ახსოვს დეტალები, რუნის არ უნდოდა დეტალების გახსენება და რუნიმ დეტალები მაშინ ჯერ კიდევ საცოლეს, კოლინს დაუმალა. 2004-ში 16 წლის უეინმა ლონდონის ღამის კლუბთან 5 მეძავი დაიქირავა, სასტუმროს ნომერში აიყვანა და სამსაათიანი სიამოვნება 12 ათას დოლარამდე დაუჯდა. ერთ-ერთი მეძავი 46 წლის იყო და რუნი მოგვიანებით, მას კიდევ რამდენჯერმე შეხვდება.

კაპელომ ეს დეტალები არ იცოდა, მაგრამროდესაც გაიგო, რუნის შეხვდა და გააფრთხილა, ან ცელქობას მორჩები, ან მსოფლიოზე არ წაგიყვანო. უეინმა ფაბიოს პირობა მისცა, რომ მშვიდად მოიქცეოდა და პირობა სამ დღეში დაარღვია. კაპელოსთან შეხვედრიდან მეოთხე დღეს, რუნი მანჩესტერში არაფხიზელ მდგომარეობაში ერთ-ერთი ღამის კლუბის VIP-ში სამ მანდილოსანთან ერთად დააფიქსირეს. პრესამ ამ მოვლენას მინიმალური ყურადღება დაუთმო, კაპელომ კი უეინი ნაკრების შეკრებიდან ერთი კვირით გააგდო. რუნის შეკრებაზე დააბრუნებენ, მაგრამ ნაკრების ლიდერი ამ მოვლენებმა იმდენად გამოფიტა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე იმპოტენტივით ითამაშა.

0x01 graphic

პიტერ კრაუჩი მეუღლესთან

ნაკრების ბაზიდან კაპელომ კიდევ ერთი ლიდერი, ჯონ ტერიც გაუშვა, მერე ჩელსის ვარსკვლავიც დააბრუნა, მაგრამ დაკარგა ტერის ძმაკაცი და ძალიან ძლიერი ნახევარმცველი უეინ ბრიჯი, რომელსაც კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა. ტერიმ რამდენიმე ღამე საკუთარ ვილაზე ბრიჯის მეუღლესთან ერთად გაატარა და როდესაც კაპელოსგან ბაზაზე მისვლის ნებართვა მიიღო,იტალიელმა მას კაპიტნის სამკლავური მთელი ნაკრების წინ ჩამოართვა. პირველი სამი დღე ტერი სასადილოში მარტო შედიოდა. ფაბიომ „ამორალური“ მოთამაშეამ მეთოდითაც დასაჯა. მსოფლიო ჩემპიონატზე ტერი უფრო ტურისტად ჩავიდა, ვიდრე ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად.

კაპელო ნაკრების კანდიდატების სიიდან აგდებს ტოტენჰემის ფორვარდს პიტერ კრაუჩს. ტაბლოიდები ავრცელებენ ინფორმაციას და მთელ ფოტოსესიას, სადაც მოთამაშე ესპანელ მეძავ მონიკა მინტთან ერთად ბედნიერია და გვერდით მონიკას სამი დაქალიც იმყოფება. კრაუჩმა ერთ-ერთი თოქ-შოუს პირდაპირ ეთერში ბოდიში მოიხადა, ატირდა, მერე ბოდიში თავისცოლს, პოპულარულ ფოტო მოდელები კლენსის მოუხადა და სტუდიიდან გავიდა. კრაუჩი ნაკრებში დააბრუნეს.

0x01 graphic

მონიკა მინტი

მსოფლიო ჩემპიონატამდე ეშლი კოული მიდის კაპელოსთან და პირდაპირ ეუბნება, ტურნირზე ვერ მოვდივარ, ცოლთან პრობლემები მაქვს და მირჩევნია, პირადული ამბები მოვაგვარო და ნაკრებს სხვა ტურნირებზე გავყვეო. ფაბიო შეხვდა ეშლის მეუღლეს, დიდ ბრიტანეთში ზედიზედ ორჯერ ყველაზე სექსუალურ ქალად დასახელებულ შერილ კოულს და იტალიურად, ოჯახურ სიწმინდეებზე საუბრით მოაგვარა ყველაფერი. უკვე მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ქვეყნდება შერილ კოულის ინტერვიუ, რომელშიც იგი ეშლისთან განქორწინებაზე საუბრობს. ელექტრონული ფოსტით ეშლის მისდის რამდენიმე ფოტო, სადაც მისი ქმარი გერმანელ მეძავებთან ერთად ერთობა. მანამდე ეშლიმ ამერიკაში, ჩელსის ტურნეს დროს იცელქა, თუმცა კაპელომ პირველი სკანდალი მოაგვარა, მეორეჯერ კი იტალიელი ოფსაიდში იყო. არ იცოდა არაფერი და იმიტომ.

უკვე მსოფლიო ჩემპიონატის დროს ტერიმ რამდენიმე უადგილო, მისი აზრით, სკანდალური განცხადება გააკეთა. მერე კაპელოს ბოდიში მოუხადა. ინგლისის პირველივე მატჩის შემდეგ კი ბრიფინგის ოთახის შესასვლელთან ხელი არ ჩამოართვა კაპელოს და ნაკრების ახალ კაპიტანს, სტივენ ჯერარდს.

ამერიკასთან რუნი მოედანზე იყო და თან - არ ყოფილა. ტერიმ ექვსჯერ მიიღო ბურთი და ოთხი არაზუსტი პასი გააკეთა. კრაუჩი მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა და ბურთი ერთხელ მიიღო, ბოლო წუთზე კი ცენტრში დაუშვა შეცდომა და ამერიკელებმა კინაღამ მეორე გოლი გაიტანეს. ეშლი კოულმა ნორმალურად ითამაშა. ალჟირთან კრაუჩი მოედანზე ბოლო 6 წუთი იდგა, კაპელოსგან საყვედური უინიციატივო და უგულო თამაშისთვის მიიღო და სლოვენიასთან საერთოდ არ შესულა მოედანზე. რუნი ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში სასტარტოში იდგა და 252 წუთში ერთადერთი საგოლე მომენპტი ჰქონდა. ისიც, დამატებაზე, ფრენკ ლამპარდის დარტყმის შემდეგ, სლოვენიასთან 5 მეტრიდან რომ ვერ გაიტანა.

0x01 graphic

შერილ კოული

კაპელომ გააკეთა ის, რასაც ყოველთვის და ყველგან აკეთებდა. ფაბიო არ უყვარდათ მილანში, რომაში, რეალში, იუვენტუსში და ფაბიო ყველგან ჩემპიონი ხდებოდა. კაპელო არ არის დესპოტი, მაგრამ ყველაზე დიდი მორალისტია, რასაც იდეალური შედეგი მოაქვს. უბრალოდ, ვერ გაითვალისწინა, რომ თუ რომაში ფრანჩესკო ტოტის შეკრებიდან გაუშვებდა, სიტუაციის გამოსასწორებლად 6-7 თვე ჰქონდა, ნაკრებშიკი მას წესრიგის დასამყარებლად დრო არ ეყო.

და დრო არ ეყოთ ინგლისის ნაკრების ლიდერებს იმის დასამტკიცებლად, რომ ნაკრებში თამაში მათთვის მნიშვნელოვანი იყო. ბოლო ორი სეზონი, ინგლისის ნაკრების ყველაზე პატრიოტი ინგლისელი ფაბიო კაპელო იყო. უშედეგო, ნაწყენი, ყოველთვის უკმაყოფილო, მაგრამ მაინც ყველაზე მაგარი ინგლისელი

28 ლოტუს ელიტი ასტონ მარტინის მომავალი კონკურენტი

▲back to top


ავტო

პარიზის საავტომობილო შოუს გახსნამდე ორი კვირით ადრე და ამ ავტომობილის წარმოების დაწყებამდე სამნახევარი წლით ადრე, სპორტული ავტომობილების მწარმო ებელმა ინგლისურმა კომპანია ლოტუსმა თავის ახალ ავტომობილ ელიტის კონცეპტუალური ვერსიის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა. პარიზის ავტოშოუს დამთვალიერებელი კი ერთბაშად რამდენიმე სიახლით გააოცა.

ლოტუსის მიერ გამოქვეყნებულ პრეს რელიზში ნათქვამია, რომ ახალ ავტომობილს ელიტი ეწოდება, რაც რიბად იმის მიმანიშნებელია, რომ ლოტუსი სუპერ ავტომობილების მწარმოებელთა ელიტარულ კასტას უბრუნდება. იქ კი, პირველ რიგში, კონკურენციას „შინაური“ ასტონ მარტინის DB9-ს გაუწევს.

სხვათა შორის, სახელი „ელიტი“ ლოტუსისთვის ახალი არაა. ინგლისურმა კომპანიამ ის ორჯერ - 50-იან და 70-იან წლებში გამოიყენა. ახლა კი, როდესაც საწარმოო პროგრა მის გაფართოებაზე ზრუნავს, ეს სახელი ისევ გაიხსენა.

0x01 graphic

ახალ ელიტს 2+2 ჩასაჯდომი ფორმულა აქვს, ანუ, მის სალონში ორი სრულფასოვანი სავარძელია და ორიც ისეთი, მასზე ბავშვიც ძლივს რომ მოთავსდება (ასეთი ჩასაჯდო მიფორმულა სპორტულ ავტომობილებში გავრცელებულია). კონცეპტუალური ავტომობილის სიგრძე 4.6 მეტრი, წონა კი 1650 კილოგრამია. მასში ძრავი წინაა განლაგებული, მას კი მოძრაობაში უკანა წამყვანი ბორბლები მოჰყავს.

ლოტუს ელიტი ლექსუს LS 600 h-ის 5.0 ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 620 ცხენის ძალას და 720 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ინგლისური კომპანია ამ მანქანის მყიდველს, ოპციის სახით, ეგრეთ წოდებულ ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფს შესთავაზებს, რომელშიც ორი ელექტრო ძრავი და სისტემაკერ სია (კინეტიკური ენერ გიის რეკუპერაციის სისტემა) ინტეგრირებული. ყველაფერი კი ძრავის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობას, კილომეტრზე 215 გრამამდე ამცირებს.

ელიტის საგზაო გამოცდები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ლოტუსის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას დაახლოე ბით 3.7 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 315 კმ/სთ-ს მიაღწევს.

ბრიტანეთის ბაზარზე, ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ლოტუს ელიტის სავარაუ დო ღირებულება 115 ათასი გირვანქა სტერლინგი (ახლანდელი კურსით, დაახლოებით 133 700 ევრო, ან 182 500 დოლარი) იქნება, რაც კონკურენტი ასტონ მარტინ DB9-ისფასზე გაცილებით ნაკლები.

29 სმარტი ახალ მოდელებს რენოსთან ერთად გამოუშვებს

▲back to top


ავტო

0x01 graphic

სმარტმა თავისი ჯუჯა ავტომობილების ამერიკაში გაყიდვა შარშან დაიწყო და ერთობ წარმატებულადაც, მაგრამ წელს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მიუხედავად ამისა, და მლერის შტო იმედოვნებს, რომ ბაზარზე ახალი ავტომობილების გამოშვებით, გაყიდვების მოცულობა გაიზრდება. ახალი ავტომობილების შემუშავებაში კი გერმანულ კომპანიას რენონი სანის ალიანსი დაეხმარება.

ახალ ავტომობილებს შორის, პირველი ახალი თაობის ფორთუ იქნება, რომლის შემუშა ვებაშიც მონაწილეობას ფრანგულ იაპონური ალიანსი მიიღებს. ამას კი ოთხადგილიანი ავტომობილი მოჰყვება. დაიმლერსა და რენონი სანს შორის პარტნიორობის მთავარი მიზანი, საწარმოო ხარჯების შემცირებაა.

მალე სმარტ ფორთუს რესტაილინგი ჩაუტარდება და დაიმლერი იმედოვნებს, რომ ეს ავტომობილის გაყიდვებსაც გამოაცოცხლებს. რაც შეეხება ახალი თაობის მოდელს, ის ახალი რენო ტვინგოს პლატფორმაზე აიგება და ბაზარ ზე 2013 წელს გამოჩნდე ბა.

ფორთუს რესტაილინგური ვერსიის პარალელურად, სმარტი ოქტომბერში დაიწყებს მისი ელექტრული ვერსიის გაყიდვებს. ამ ელექტრომობილის შემუშავებაში დაიმლერს ელექტრომობილების მწარმოებელი კალიფორნიული კომპანია ტესლა მოტორზი ეხმარება, რომლის აქციების პაკეტიც გერმანულმა გიგანტმა შარშან შეისყიდა.

დაიმლერს სულ 250 ცალი ელექტრული სმარტ ფორ თუს გაყიდვა აქვს დაგეგმილი. ამასთან, გაყიდვები მხოლოდ ლიზინგით იგეგმება. მყიდველს თვეში 599 დოლარის გადახდა მოუწევს. თუმცა, მყიდველთა უმეტესობა კორპორატიული კლიენტი იქნება და სმარტის ელექტრომობილების შეძენას მხოლოდ 50 კერძო პირი შეძლებს.

ორი წლის შემდეგ, ელექტრული სმარტ ფორ თუ მოდერნიზაციას გაივლის. შეიცვლება მისი ინტერიერი, თუმცა მთავარი ისაა, რომ ენერგიის წყაროდ ლითიუმი ონურ აკუ მუ ლატორებს გამოიყენებენ. ამ აკუმულატორებს ჯუჯა ელექტრომობილისთვის დაიმლერისა და კომპანია ევონიკინ დასტრიზის ერთობლივი კომპანია - დოიჩე აკუმოტივი დაამზადებს.

და ბოლოს, უკვე გადაწყვეტილია ოთხადგილიანი სმარტის წარმოება. შესაბამისი პროექტი შტუტგარტელებმა 2006 წელს შეაჩერეს. ეს ავტომობილი ფორ თუს დაგრძელებულ პლატფორმას დაეყრდნობა. მას წამყვანი უკანა ბორბლები ექნება და ძრავიც უკან მოთავსდება.იმავე პლატფორმაზე, ტვინგოს გრძელბაზიან ვერსიას რენოც გამოუშვებს.

30 სამუდამოდ არლეკინი

▲back to top


კულტურა|თეატრი

0x01 graphic

0x01 graphic

4-5 ოქტომბერს თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მარჯანიშვილის თეატრმა მილანის პიკოლო თეატრის წარმოდგენას, „არლეკინი, ორი ბატონის მსახური“ უმასპინძლა.

0x01 graphic

ფოტო: ტაბულა

სპექტაკლი პირველად 1947 წელს ჯორჯო სტრელერმა დადგა. დადგმამ მალევე მოიპოვა აღიარება ჯერ იტალიის, შემდეგ მსოფლიო მასშტაბით და სასიხარულოა, რომ „არლეკინი“ თბილისშიც მოხვდა, რაც მთავარია, ფერუჩო სოლერის შესრულებით. სოლერი მეორე თაობის არლეკინია - მარჩელო მორეტის დუბლიორობით დაიწყო. თავად მსახიობი უკვე 82 წლის არის, არლეკინი კი ჯიუტად უძლებს დროს. ფერუჩო სოლერი 2010 წლის 9 თებერვალს 32 ქვეყნის სცენაზე 2064-ჯერ ნათამაშები არლეკინის როლისთვის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ასე რომ, გადაჭარბებული არ არის მსახიობის სიტყვები: „არლეკინი ჩემი ცხოვრებაა“.

არლეკინი იტალიელი მაწანწალაა, რომელსაც გმირები სხვადასხვანაირად ახასიათებენ - თაღლითი, გიჟი, ჭკუამხიარული... სინამდვილეში კი არავინ იცის, ვინ არის არლეკინი. არლეკინს ყველაზე პრიმიტიული ინსტინქტი - შიმშილი მართავს. სასიყვარულო ინტრიგების, ფულზე გაცვლილი გრძნობებისა და სასოწარკვეთილ მიჯნურთა განცდების ფონზე მისი ოცნება გემრიელ სადილზე, ღიმილის მომგვრელია. არლეკინი ბოლობოლო ნაყრდება, გულის სწორსაც იპოვის, მაგრამ კათარზისისთვის ეს საკმარისი არ არის.

კომედია დელ 'არტეს ტრადიციებში გაკეთებულმა დადგმამ პირველივე სცენიდან დაიპყრო მაყურებელი. ნიღბებს მიღმა და მალული მსახიობების უშუალობა, სადა დეკორაცია და ალაგალაგ ჩართული ქართული ფრაზები მთელ სპექტაკლს ერთგვარ დიალოგის ფორმატს აძლევდა. დელ 'არტეს ესთეტიკას ეპიზოდებში ორგანულად ეხამებოდა ოპერეტის და ბალაგანის ესთეტი კა.

რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რეჟისორი ამ ხერხით ცდილობდა ირონიული დამოკი დებულების ჩვენებას კლასიკური კომედია დელ 'არტესადმი. დრამატულად გამართუ ლი პიესა პირველ სამ მოქმედებაში მათემატიკური სიზუსტით ცვლიდა განწყობას დარბაზში. დაბნეულობიდან სიცილამდე, სიცილიდან სევდიან ღიმილამდე.

მეოთხე, ყველაზე ეფექტურ მოქმედებაში არლეკინის თაღლითობა გროტესკამდე მივიდა, მაგრამ გროტესკი მოულოდნელად პიროვნულმა დრამამ შეცვალა - ორი ბატონის მსახური სულ მარტო დარჩა. სცენა ჩაბნელდა. დეკორაცია გაქრა. სუსხიანი სიცარიელიდან არლეკინის ნიღაბი იცქირებოდა, რომელმაც უკლებლივ ყველას მარადიული ერთგულება შემოგვფიცა და დადუმდა. მთელი სპექტაკლი აღმოჩნდა ფარსი, რომლის მიზანი მაყურებლის გულებისკენ გზის პოვნა იყო.

დარბაზი ოვაციისგან ინგრეოდა - მაყურებელმა და იჯერა არლეკინის ფიცი. არლეკინი მარტო აღარ იყო, მან თითოეული მაყურებლის გულში თავისი წილი ადგილი მოიპოვა.

31 Artisterium-ი ანუ მომავლის წინასწარმეტყველება

▲back to top


კულტურა

0x01 graphic

ოქტომბერში თბილისი ARTისტერიამ მოიცვა. ჭირდა გადაადგილებულიყავი ერთი „ივენთიდან“ მეორეზე და ყველაფრის ნახვა მოგესწრო. მაცდურად გამოიყურებოდა თეატრალური ფესტივალის პროგრამაც, Artisterium-იც და პარალელურად ქალაქგარეთ - კასპის რაიონში, ახალ ქალაქში, ცნობილი არტ ვილა გარიყულას ფესტივალი - Fest I Nova Garikula. თანაც ეს ყველაფერი საერთაშორი სოფესტი ვალების სტატუსს ატარებს. ქალაქი უამრავი უცხოელი ხელოვანით აივ სო.

ამჯერად აქცენტს Artisterium-ზე ანუ თბილისის თანამედროვე ხელოვნების მე-3 საერთაშორისო გამოფენასა და სიმპოზიუმზე გავაკეთებთ. მისი ისტორია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან სულ მოკლე ხანში, შემოდგომაზე იღებს სათავეს. ამ იდეის ავტორი კულტურისა და ხელოვნების გლობალური კოორდინაციის ცენტრი იყო (CGCCA. დამფუძნებელი ილიკო ზაუტაშვილი).

0x01 graphic

ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა. პარ ტნიორობას საქართველოში აშ შ-ის, პოლონეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო ები, აგრეთვე ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი და ალ. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი უწევდა.

წლევანდელი Artisterium-ი კი მომავალს წინასწარმეტყველებდა. „წარმოიდგინე მომავალი“ - ასე განისაზღვრა მისი თემა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსვამთ კითხვებს, რომელთაც ვერსად გავექცევით: როგორი შეიძლება გახდეს ან როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მომავალი? როგორი იქნება იმ იდეათა და ღირებულებათა ბედი, რომელთა კულტივირებასაც დღეს ვეწევით? რაზე ვიტყვით უარს და რას წავიღებთ თან მომავალში? დღეს, როცა პოპკულტურა სამყაროს დასასრულს წინასწარმეტყველებს, მეცნიერება ბუნებრივი კატაკლიზმების საშიშროებაზე საუბრობს, ხოლო ეკონომიკა კრიზისშია, მსგავსი კითხვები განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს“, - განმარტავს მაგდა გურული, Artisterium-ის ორგანიზატორი და კურატორი.

Artisterium-ი თბილისის ისტორიის მუზეუმში ეფექტურად და ხმაურით გაიხსნა (სხვათა შორის, წლევანდელი ფესტივალი სწორედ ამ მუზეუმის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა). ქარვასლის საგამოფენო სივრცე 80-მდე მხატ ვრის ნამუშევარმა დაიკავა, რასაც აცოცხლებდა ამერიკელი ლედოს (Ledoh), იტალიელი ლუიჯი კოპოლას (Luigi Coppola) და ჩინელი Yingmei Duan-სა და ქართული ჯგუფის - ბულიონის პერფორმანსები.

Artisterium-ის გხსნის მოვლენა კი ქართველი არტისტის - ოლეგ ტიმჩენკოს მოულოდნელი პერფორმანსი იყო, რომლის შესახებაც დღემდე არ წყდება მითქმამოთქმა: მხატვარი ლიმუზინითა და 4 პროფესიონალი პირადი დაცვით გამოეცხადა პუბლიკას, რასაც მაშინვე მოჰყვა ჩოჩქოლი - ვინ არის, ივანიშვილია? იქნებ პუტინია? მაგდა გურული: „ეს პერფორმანსი, ჩემთვის, როგორც კურატორისთვის, სიურ პრიზი იყო, რადგან მე მის შესახებ წინასწარ არაფერი ვიცოდი. ძალი ან ეფექტური იყო მხატვრის ეს ირონია და ადვილად აღსაქმელი ყველასათვის, რადგან ოლიგარქების თემა მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის“. გურამ წიბახაშვილი (ფოტოგრაფი, Artisterium-ის მონაწილე):

„ამის შესახებ მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცოდით. მე და ოლეგის მეუღლემ - ია ტიმჩენკომ. ოლეგი გადასარევად თამაშობდა და ძალიან თეატრალური იყო. ყველაფერი ნამდვილი იყო - „ბოდიგარდებთან“ ოფიციალურად გაფორმებული კონტრაქტიც კი. მოკლედ, ოლეგი ნამდვილი „ოლეგარქი“ იყო. ეს აბრამოვიჩის დონის პერფორმანსი იყო“.

Artisterium-მა უამრავი საინტერესო თემატური გამოფენა თუ ვორკშოპი შემოგვთავაზა. ევროპის სახლში როკის ისტორიის ფრანგი კლასიკოსი ფოტოგრაფების (Alain Dister, Pierre Hybre, Rishard Bellia) ნამუშევრები გამოიფინა. სამხატვრო აკადემიაში გამოფენა - ისტორია ფერწერასა და ობიექტივში - წარმოადგინეს (კურატორი ხათუნა ხაბულიანი). ლიტერატურის მუზეუმში ფოტოგრაფიის სახლისა და ART EX EAST-ის კონცეპტუალური ფოტოგამოფენა - მე-8 დღე შედგა.

Artisterium-ის საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი - Transrelation იყო. სიმპოზიუმის კურატორმა ნინო ჭოღოშვილმა, ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს მხარდაჭერით, თბილისში, ორდღიან სიმპოზიუმზე მსოფლიო სახელოვნებო სივრციდან მნიშვნელოვანი ფიგურები ჩამოიყვანა: თუნის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ჰელენ ჰირში (შვეიცარია), ბრი უსელის ბიენალეს დირექტორი ბარბარა ვან დერ ლინდენი, ისრაელის დიგიტალური ხელოვნების ცენტრის დირექტორი იელ დენონი, ლაიფციგის საერთაშორისო არტ პროგრამის დამაარსებელი ანა ლუიზეკრათცში და სხვები, ქართული არტ სივრცისთვის სპეციალურ რეცეპტებს გვთავაზობდნენ. ინგრედიენტებში შედიოდა იდენტურობა და, ამავდროულად, თანამედროვე მსოფლიოსთან ინტეგრირება. ეს ის რჩევებია, რომელთა გაზიარებაც ნამდვილად არ გვაწყენდა.

32 წითელი ხალიჩა, ფოტოგრაფები, დადგმული შოუ პროგრამა და 6 ათასი მსმენელი

▲back to top


კულტურა|მუსიკა

შარშანდელი Tbilisi/altervision/newcomers წარმატებული 12 ჯგუფისთვის აღმოჩნდა, მაგრამ წლის ბოლოს მხოლოდ ოთხი გამარჯვებული დასახელდა. ტრიუმფატორები წლეულსაც გამოჩნდებიან სცენაზე და 30 ოქტომბერს თქვენთვის ერთხელაც იმღერებენ. ტაბულა შარშანდელ გამარჯვებულებს გაესაუბრა და იმის გარკვევა სცადა, თუ რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში.

პორნო პოეზია

ვოკალი - თორნიკე ქარჩხაძე (ქარჩხა)
სოლო გიტარა - თორნიკე მარგველაშვილი (გარი)
ბასი - გიორგი სიბაშვილი (სიბა)
დრამი - პაპუნა ჟამიერაშვილი (პეპე)
კლავი ში - სულხან წულუკიძე
www.myspace.com/pornopoezia

0x01 graphic

ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო. მეგობრებმა ჯგუფის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს და სახელიც „დამაინტრიგებელი“ შეურჩიეს - პორნო პოეზია. ამ ხნის განმავლობაში შემადგენლობა, ვოკალის და ბასის გარდა, რამდენჯერმე შეიცვალა.

  • რა შეიცვალა პორნო პოეზიისთვის ერთი წლის მანძილზე?

გარი: ჯგუფმა მოიპოვა აღიარება, ჩვენც უფრო მოტივირებულები გავხდით, გვაქვს საკუთარი აპარატურა, რომელიც ზაფხულში შევიძინეთ და გავხალისდით. პასუხისმგებლობა გვაქვს უფრო დიდი. არაერთი ჟურნალისტი იღებს ჩვენგან ინტერვიუს, რადიოებში გვიწვევენ. მაგრამ ალბათ მარტო ამ პროექტს არ გამოუწვევია ჩვენი წარმატება, უკვე გვაქვს ორი ვიდეო და მიზეზი ესეცაა.

პეპე: რაც შეეხება პოპულარობას, საკმარისად პოპულარულები ჯერჯერობით მაინც არ ვართ. ერთხელ ჟურნალისტი ჩვენზე სიუჟეტს ამზადებდა, მოვიდა სარეპეტიციოში და გვკითხა ჯგუფის სახელი. როდესაც გაიგო, რომ პორნო პოეზია გვერქვა, ჩათვალა, ლექსე ბი უნდა წაგვეკითხა.

  • აპირებს პორნო პოეზია საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას?

ჯერ აქ უნდა მივაღწიოთ წარმატებას. ჩვენი მიზანი და ამბიცია იყო, ქართული მუსიკალური სფეროს განვითარებაში რაღაც ახალი გვეთქვა. როდესაც ხალხს ეს მის პორნო პოეზია, იციან, რომ განსხვავებული ჯგუფი ვართ და ჩვენგან შოუს ელიან. იციან, რაღაც განსაკუთრებულს გავაკეთებთ და თავს და ვამახსოვრებთ.

The Forest

ბაჩი თომაძე
თაზო ლიპარტელიანი
www.soundcloud.com/theforest

0x01 graphic

ყველა ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

ელექტრონულ-მუსიკალური პროექტი The Forest ბაჩიმ შექმნა, თაზო კი ცალკე სოლო პროექტებზე მუშაობდა. მეგობრო ბამ და ინტერესების თანხვედრამ ორივე იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საერთო საქმე ერთად კარგად გამოსდიოდათ. მუსიკალური გამოცდილება ორივეს დიდი აქვს, მაგრამ Tbilisi/Altervision/newcomers-ში მონაწილეობა მაინც გადაწყვიტეს.

თაზო: გვინდოდა ბედი გვეცადა, იმედი გვქონდა, რომ კარგად ჩაივლიდა ყველაფერი და მართლაც ასე მოხდა. ძირითადად სახლში ვემზადებოდით. არ გვაქვს ისეთი მუსიკა, სადაც ბევრი ინსტრუმენტია საჭირო. შეგვიძლია შინვე ვიმუშაოთ კომპაქტურად და ასე შევქმნათ მუსიკა.

  • რა იყო განსხვავებული კონკრეტულ პროექტში მონაწილეობისას?

ჩვენზე არაერთი იმიჯმეიკერი, ფოტოგრაფი და საერთოდ უამრავი ადამიანი მუშაობდა. Altervision-მა შეგვიქმნა პირობები, სადაც თავს შესანიშნავად ვგრძნობდით. თუ ადრე კონცერტზე გამოსვლისას აპარატურა ჩვენ უნდა მიგვეტანა, ახლა ასე აღარაა. ვაკეთებთ იმას, რაც მუსიკოსის ვალდებულებაა. გამოდიხარ და უკრავ, აკეთებ კარგ ლაივ- პერფორმანსს, იღებ ჰონორარს და მიდიხარ.

Ketrine & Me

ვოკალი, კლავიში - ეკა ამირეჯიბი
ბასი - ირაკლი კახიშვილი
დრამი - დიმა ოგანესიანი
გიტარა - ზურა ლანჩავა

0x01 graphic

Ketrine ეკა ამირეჯიბია, ხოლო Me ირაკლი კახიშვილი. ერთმანეთი სამი წლის წინ გაიცნეს და ეკას ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს ჯგუფის შექმნა. თავდაპირველად მხოლოდ აკუსტიკური გიტარის თანხლებით მღეროდნენ, შემდეგ ჯგუფს წევრები შეემატა. საბოლოო შემადგენლობით Ketrine & Me წელიწად-ნახევარია არსებობს.

ირაკლი: ამ ერთი წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. სცენაზე ყოფნის სტაჟი მანამდეც გვქონდა, მაგრამ როდესაც გამარჯვებულად დაგვასახელეს, ძალიან გაგვიხარდა. მაგარი შეგრძნებაა, როდესაც გეუბნებიან „იცით, თქვენ გაიმარჯვეთ“.

ეკა: იმ უძრაობის პერიოდში, როდესაც ქართულ მუსიკალურ სამყაროში არაფერი ხდება, შარშან ეს ნამდვილი გამონათება და დიდი სტიმული იყო ყველა მონაწილე ჯგუფისთვის. Altervision/newcomers-მა სისტემატიური სახე მიიღო, რაც ნამდვილად მისასალმებელია.

  • როგორ აგრძელებს თქვენი ჯგუფი მოღვაწეობას?

ეკა: საქართველოში ჯგუფი კბილებით გიჭირავს. ძალიან ხანგრძლივი და რთული გზაა გასავლელი, ვიდრე შენთვის სასურველთან მიახლოებულ მუსიკას გააკეთებ. ამისთვის უამრავი რამ არის საჭირო, თუნდაც ნორმალური სარეპეტიციო. ეს არ გვეხება მხოლოდ ჩვენ, ძალიან ბევრ ქართულ ბენდს უწევს ასეთ რთულ პირობებში მუშაობა.

მუსიკოსები სამსახურის შემდეგ იკრიბებიან, მუშაობენ, ქმნიან მუსიკას და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი სამსახურსაც დაანებებდა თავს, მუსიკით არსებობა რომ შეეძლოს. კარგია, Altervision-ის გარდა რამე სხვა მსგავსი პროექტებიც თუ იქნება.

Me and My Monkey

გაჩა ბაქრაძე
სანდრო ჩინჩალაძე (ტეტე)
www.meandmymonkey.net

0x01 graphic

ტეტემ და გაჩამ ჯგუფი 2008 წელს შექმნეს. Altervision/ newcomers-ში მონაწილეობის მიღება ინტერესის გამო გადაწყვიტეს - „ტრეკი გადავაგზავნეთ და დაგვიბარეს“.

ჯგუფისთვის გასული ერთი წელი დატვირთული და წარმატებული იყო.

„არის ასეთი ლეიბლი UKW Records - Zombie Nation. ინტერნეტში ვნახეთ, რომ კონკურსი ჰქონდათ გამოცხადებული, მივიღეთ მონაწილეობა, გავიმარჯვეთ და ჩვენი ერთი ტრეკი გერმანიაში გამოვიდა“.

ტეტე და გაჩა ამბობენ, რომ Altervision-მა მათ მოტივაცია შემატა. კონკურსში მონაწილეობამდე პატარა კლუბებში უკრავდნენ, სპორტის სასახლეში გამართულ კონცერტზე კი მელომანებმა Me and My Monkey უკეთ გაიცნეს.

„ჩვენ სულ ვმუშაობთ და განვითარების პროცესში ვართ“. ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი, რომ 2009 წლის შემდეგ ჯგუფმა ამდენს მიაღწია. სამომავლო გეგმებიც ბევრი აქვთ. ამბობენ, რომ ერთი წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა და ეს მხოლოდ Altervision-ის მეშვეობით არ მომხდარა - თუ საკუთარ თავზე არ იმუშავე და არ განვითარდი, მსმენელსაც დაკარგავ

33 პარიზული ფინალი

▲back to top


კულტურა|fashion

გაზაფხული-ზაფხული მოდის. კვირეულების ციკლი პარიზის მოდის კვირეულით დასრულდა. მოდა თითქოს გარდამავალ პერიოდშია - არც ძლიერი ტენდენციები და არც რადიკალური შემოქმედებითი იდეები ჩანს.

სეზონიდან სეზონამდე დრო ძალიან მცირეა. ექვსი თვის მანძილზე გამუდმებით უნდა იფიქრო, თუ როგორ დაიცვა ბალანსი შემოქმედებასა და კომერციას შორის. ეს კი რთული ამბავია. ალბერ ელბაზი ამ ამოცანას კიდევ ერთხელ მშვენივრად გაუმკლავდა, მან თავისი მძაფრად გამოხატული ხელწერით ლან ვანის სახლისათვის გაზაფხულის ჰაეროვანი, ნეოკლასიკური კოლექცია შექმნა. მისი პოეტური, ინტუიციური ესთეტიკა ყოველთვის თანამედროვე ურბანულ სივრცეს უკავშირდება. უპირობო წარმატებამ ელ ბაზის ნამუშევრებს სითამამე და ხაზგასმული ინდივიდუალიზმი შემატა. ამჯერად სკულპტურული დრაპირება ჰაეროვანი აბრეშუმის პლისეთი და ნაკეცებით შეცვალა. ეს, ერთი შე ხედვით, „ბელ“ ეპოქის ვენეციელი მხატვრის, მარიანო ფორტუნოს ანტიკურ კაბებს მოგვაგონებს. ალბერ ელ ბაზი არასდროს ციტირებს წარსულს, ის ბუნდოვანი კომპოზიციებით იპყრობს თანამედროვე ქალების გონებას.

0x01 graphic

ლანვანი

0x01 graphic

ჰუსეინ ჩალაიანი

0x01 graphic

ჰუსეინ ჩალაიანი

ჰუსეინ ჩალაიანი თანამედროვე მხატვართა იმ რიგს განეკუთვნება, რომლებიც მუდამ ცვლიან დადგენილ საზღვრებს და თავიანთი იდეების პრეზენტაციით ახალ ტერიტორი ებს ითვისებენ. მოდის კვირეულზე ჩალაიანმა 14 წუთიანი ვიდეო ფილმი აჩვენა. ეს იყო აბსტრაგირებული ფორმა კონცეფცია, უაღრესად ღრმა, მაგრამ ამავე დროს მინიმალისტური შინაარსით გაჯერებული. იაპონიის შეგნებული იზოლაცია მეცხრამეტე საუკუნეში, მისი კვლევის მთავარი თემა იყო. მან განაზოგადა იაპონური და ცული ინდივიდუალისტური ესთეტიკა საკოკუ და საკუთარი ნამუშევრების ლაკონური რეპრეზენტაცია მოახდინა. პარალელები ძალიან ღრმა იყო - იაპონური სტილიზებული თეატრის კაბუკის უხილავი დამხმარე მსახიობები თანამედროვე კაბას აფრიალებდნენ. ეს უკანასკნელი ჩალაიანის ძველი კოლექციების რეპლიკა იყო. დეკონსტრუირებული ელემენტები ახალ სრულყოფილ ფორმებს ქმნიდნენ. ჩალაიანი არაა ერთადერთი დიზაინერი, ვინც კოლექცია ფილმის სახით წარადგინა, მაგრამ, უდავოდ პირველია, რომელმაც კომუნიკაციის ამ ფორმით უბრალოდ ლამაზ ტანსაცმელს დახვეწილი ღრმა შინაარსი შესძინა.

0x01 graphic

სხვა კოლექციები, სოციალური კლასის და გემოვნების შესახებ ჩვეულ დისკურსს წარმოადგენდა. ზოგი მეტად კომერციული, ზოგიც პირიქით, მაგრამ რაღაც კრიზისის მსგავსი თითქოს მაინც შეიმჩნეოდა. სტეფანო პილატიმ სტერილურად კომერციული კოლექცია შექმნა ივ სენ ლორანის სახლისათვის. მარჯიელა წელს ზედმტად კონცეპტუალურ კვადრატებში თითქოს დაიბნა და დეკორაციის მსგავსი ბუტაფორიული ტანისამოსი აჩვენა. სარაბარტონმა პირველი დამოუკიდებელი კოლექცია გააკეთა მაქ ქუინის გარდაცვალების შემდეგ. მართალია, ის შეეცადა ზომიე რების დაცვის გრძნობით მაქ ქუინისათვის დამახასიათებელი ბრუტალური ესთეტიკა პოეტურობასთან, რომანტიზმთან დაეკავშირებინა და შეექმნა ბრენდისათვის მისაღები კოლექცია, მაგრამ შედეგი უსიცოცხლო თეატრალურ კოსტიუმებს ჰგავდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ შეუძლებელია ნიჭიერი მხატვრის უბრალოდ მიბაძვა.

0x01 graphic

34 ოვალი

▲back to top


გურმანი|რესტო

6 რკინის რიგი,
უბანი: ორთაჭალა
ტელ: 43 89 50 / 43 89 51
სამზარეულო: ევროპული, ამერიკული
საათები: ყოველდღე, 12-დან ბოლო სტუმრის გასვლამდე
ბარათები: მიიღება ფასი: 190 ლ (სადილი ორ ადამიანზე, ღვინის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: მეიდანზე ან ლესელიძის ქუჩაზე

0x01 graphic

www.info-tbilisi.com/oval ოვალის სივრცე ორად არის გაყოფილი - მწეველთა და არამწეველთა დარბაზებად - არსებული, თუმცა უქმი კანონის დაცვით, რომლის მიხედვითაც რესტორანი ვალდებულია გარკვეული მაგიდების რაოდენობა არამწეველთათვის გამოყოს. არაპოპულარული კანონის დაცვა თავისთავად მისასალმებელია, თუმცა აქ სხვა ამბავიც არის - ყველაფერთან ერთად ოვალი სპორტული პროფილის რესტორანიცაა.

ოვალი - ანუ რაგბის ბურთის ფორმა. რესტორნის ოფიციალური სახელიც აქედან მოდის - „შპს რაგბის სამყარო“. რესტორნის ინტერიერში რაგბის თემა უხვად არის გაბნეული და სხვადასხვა ფორმით გადმოცემული: უძრავი გამოსახულებით (მორაგბეთა ილუსტრაციები), მოძრავი გამოსახულებით - თითოეული მწეველთა მაგიდა საკუთარი პლაზმა ეკრანითაა აღჭურვილი, სადაც რაგბის მატჩების დინამიური კადრები ტრიალებს - და სამგანზომილებიანი გამოსახულებითაც - რესტორნის შესასვლელს მორაგბეს ბრინჯაოს ქანდაკება ამშვენებს.

დაბალ მაგიდასთან მისაჯდომად ერთი შეხედვით კომფორტულ, სპილოსძვლისფერ დივანში ეშვები, თუმცა მაგიდისგან უხერხული დისტანცია გაშორებს. მაგიდაზე Villeroy&Boch-ის ფაიფურისა და დანა-ჩანგლის ერთ-ერთი წარუმატებელი კოლექციაა გაშლილი, ირგვლივ ფსევდობურჟუაზიული, არტ-ნუვო დეკორი ბრწყინავს, გაუბედავი ფერის კედლებზე ზემოხსენებული ილუსტრაციები ლაპლაპებს, გრანიტის ბარზე ცისფერი ეკრანებიდან წამოსული ჭრელ-ჭრელი ჩრდილები ირეკლება. ერთ მაგიდას ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის ორი ელჩი უზის - ყოფილი და მოქმედი. მეორე მაგიდასთან ორ მინისტრს შენიშნავთ, ჯერჯერობით ორივე მოქმედია, მესამე მაგიდა ჩვენ ვართ და სულ ეს არის. სიმშვიდე, სიწყნარე, სისუფთავე.

მენიუ ცხელი და ცივი მადისაღმძვრელების ჩამოთვლით იწყება, რასაც სალათები, წვნიანები და გარნირები მოსდევს. მათ შორის გამოარჩევთ საფირმო კერძებს, Oval - ტოსტი, Oval - სახლის სალათი და ა. შ. აპეტაიზერები საკმარისად გავსინჯეთ და უნდა ითქვას, რომ მათგან არც ერთია აღნიშვნის ღირსი; ყველა სახელდახელოდ შეთითხნილი, პრეტენზიულად მოწოდებული და უგემური, ამასთან, გაუმართლებლად ძვირი.

ერთი სიტყვით, თუ რჩევას ეძებთ, ოვალის გზამკვლევი ასეთია: შეუკვეთეთ მხოლოდ ხორცი, თუ აუცილებელია, ნეიტრალური გარნირით (ხორცის კერძები გარნირს არ შეიცავს) და არავითარ შემთხვევაში თექვსმეტლარიანი კარტოფილის პიურე როკფორით, ან თხუთმეტლარიანი მოთუშული ისპანახი კრემ სოუსით.

ოვალი იმით არის ცნობილი, რომ აქ იყენებენ ცნობილი შოტლანდიური ჯიშის, ანგუსის საქონლის ხორცს. ხორცის კერძების ფასები ჩვენი გაგებით ასტრონომიულია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ხორცი ნამდვილად მაღალი ხარისხის იმპორტული ხორცია და სტეიკი ნამდვილი სტეიკია და არა დილის ბაზარზე ნაყიდი საქონლის ხორცი (ყველა სტეიკი ითვალისწინებს დაძველებას, რის შედეგადაც ხორცი რბილდება), ნამდვილად ღირს. მაგალითად, ნიუ იორკ სტეიკი 400 გრ-იანი ულუფაა, 65 ლარი ღირს და ძალიან გემრიელია, ყოველ შემთხვევაში თბილისში ასეთ სტეიკს ვერსად ნახავთ. შედარებით ძვირია კოლორადოს ცხვრის ნეკნები (80ლ), მაგრამ აქაც იგივე - ვინც ევროპული ცხვრის გემო იცის, დამეთანხმება, გემოთი სრულიად განსხვავებულია და შესაძლოა ხარჯის გაღება ღირდეს. ოვალში შეწვის ხარისხს მეტ-ნაკლებად იცავენ, ზედმეტი წვისკენ მიდრეკილებით. საშუალოდ შემწვარი უფრო კარგად შემწვარისკენ არის და სისხლიანს უფრო საშუალოსკენ მიაქვს, თუმცა ეს გრადაციაც სრულიად მისაღებია. თუ გრილს უფრო ხშირად გაწმენდენ, რომ ხორცზე ნაკლები ტოქსიკური ნამწვავი აღმოჩნდეს, მით უკეთესი. ჩილეური სიბასი (55ლ) ზედმეტად წყლიანი გამოდგა - რაც გალღობა-შენახვის წესის დარღვევის შედეგი უნდა იყოს, ამის გამო თევზის ფაქტურაც დარღვეული იყო. ამიტომ ისევ გავიმეორებ, რომ თუ აქ რამე გამოირჩევა, ეს ისევ ხორცია, მას კარგი ფასიც აქვს, მაგრამ გემოც არ ჩამოუვარდება. ოვალის სერვისი თავაზიანი და ყურადღებიანია, ოღონდ ზოგჯერ ზედმეტადაც - ღვინის ჭიქის წამდაუწუმ შევსება უფრო შემაწუხებელია, ვიდრე კარგი მასპინძლობა. ღვინის გახსენებაზე: ბარათში ევროპული ღვინოებიც აქვთ, თუმცა ქართულის ფართო არჩევანია.

35 ტორტიაში გადახვეული ქათმის ფილე მწვანე სალათით

▲back to top


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
თეკუნა გაჩეჩილაძე

2 ულუფა

მასალა:

  • 4 საშუალო ზომის ქათმის ფილე

  • 2 კიტრი

  • 2 პომიდორი

  • 2 სტაფილო

  • 200 გრ. შერეული სალათა

  • 4 სომხური ლავაში ან ტორტია

  • 50 გრ. მაიონეზი

საკაზმისთვის:

  • 20 გრ. დიჟონის მდოგვი

  • 20 გრ. მარცვლოვანი მდოგვი

  • 50 გრ. თეთრი ბალზამიკო

  • ან ვაშლის ძმარი

  • 50 გრ. ზეითუნის ზეთი

მარინადისთვის

  • 4 ლიმონის წვენი

  • 100 გრ. ზეითუნის ზეთი

  • 1 ჩაის კოვზი დიჟონის მდოგვი

ჯამში 15 ლარი

მომზადების წესი:

დაბეგვეთ ქათმის ფილე და გააჩერეთ მარინადში მთელი ღამე.

ამოიღეთ მარინადიდან, კარგად გაამშრალეთ და შეწვით ტაფაზე ან გრილზე, თითო მხარეს 7 წუთი.

შემწვარი ქათმის ფილე დაჭერით წვრილად.

კიტრი და პომიდორი დაჭერით ზოლებად, გახეხეთ სტაფილო. შერეული სალათა შეკაზმეთ საკაზმით (დიჟონის მდოგვი, მარცვლოვანი მდოგვი, ძმარი, ზეითუნის ზეთი). გაშალეთ სომხური ლავაში (ან ტორტია) და შემოაჭერით გაუხეშებული კიდეები. წაუსვით მაიონეზი და ფენა-ფენა დადეთ შერეული სალათა, კიტრი, პომიდორი, გახეხილი სტაფილო და ზოლებად დაჭრილი შემწვარი ქათმის ფილე.

გადაახვიეთ ლავაში (ან ტორტია) და მიირთვით დარჩენილ სალათთან ერთად.

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას . 3, ტელ. : 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის . 116, ტელ.: 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02 / 03 ).