ტაბულა №55


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: უგულავა სალომე, გოგიბერიძე ნინი, ჩერგოლეიშვილი თამარ, შუსტერი ბილ, მერფი კრის, ავალიანი დიმიტრი, ტორონჯაძე მირიან, სმიტი დევიდ ჯ, სუთიძე ლევან, კვანჭილაშვილი ელენე, მამალაძე სალომე, მაჭარაშვილი ნინო, კოკიჩაიშვილი თეონა, ქორიძე ავთო, ზურაბაშვილი თამარ, ტურაშვილი თეონა, გამყრელიძე ნორა, ბასილაია მიხეილ, ჯაფარიძე ზურა, ელერდაშვილი ვახო, თალაკვაძე ზურაბ, გოდუაძე ლაშა, კოვზირიძე დავით, მაჩაბელი სიმონ, კიკალეიშვილი სალომე, ახლოური ნინა, კიკნაველიძე თამარ, არველაძე რეზი, ჯაფარიძე თეონა, კრიხელი დალი, გაჩეჩილაძე თეკუნა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2011|9 - 15 მაისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ვანო გეგია, ლევან მეტრეველი, დათო გოგოხია, ნათია სოფრომაძე/ახალი ამბები: მზია ყუფუნია, ეკა ჯანაშია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: ლევან ლეკიაშვილი/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე, გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/© 2011 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ამ კოცენრტით ვცადეთ რამე გაგვეკეთებინა ღაზის სექტორის მცხოვრებთათვის. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ ღონისძიებად.“

  • ებრაელმა დირიჟორმა, დანიელ ბერენბოინმმა ღაზის სექტორში სიმფონიური კონცერტი გამართა, რომელშიც მონაწილეობა ევროპელმა მუსიკოსებმა მიიღეს. 3 მაისი

0x01 graphic

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გონივრული საფუძველი აქვს, ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფისადმი ლოიალური ძალების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას.“

  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, ლუის მორენო-კამპომ განაცხადა, რომ კადაფის ძალებს ბრალი დაედებათ მკვლელობებში, უკანონო დაპატიმრებებსა და ადამიანების წამებაში. 3 მაისი

0x01 graphic

ფეხბურთი შინ ბრუნდება“

  • საფეხბურთო კლუბ ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გუარდიოლამ, თქვა, რომ მისთვის დიდი პატივია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშოს ინგლისში, სადაც 1992 წელს ბარსელონამ ძველ უემბლის სტადიონზე ევროპის თასი პირველად მოიგო. მაშინ ესპანური გუნდის შემადგენლობაში გუარდიოლაც თამაშობდა. 4 მაისი

0x01 graphic

ის აზრი, რომ დრო ჯერ კიდევ გვაქვს, ძალიან საშიშია. ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ“.

  • საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს პალესტინის დამოუკიდებლობის ცალმხრივ გამოცხადებას, თუ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებები სექტემბრისთვის არ აღდგება. 5 მაისი

2 კვირა

▲ზევით დაბრუნება


30 აპრილი

0x01 graphic

  • კოალიციური ძალების საჰაერო შეტევის შედეგად ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟი და სამი შვილიშვილი დაიღუპა. ლიბიის მთავრობის განცხადებით, შეტევის დროს, იმავე შენობაში კადაფი და მისი ცოლიც იმყოფებოდნენ. „ლიდრი თავად არ დაშავებულა., მისი მეუღლეც გადარჩა“,- განაცხადა ლიბიის ხელისუფლების სპიკერმა. NATO-ის ოფიციალური პირების თქმით, კოალიციური ძალების თავდასხმის მიზანი პოლკოვნიკ კადაფის ლიკვიდაცია არ იყო.

1 მაისი

0x01 graphic

  • ბულგარეთის დედაქალქ სოფიას ქუჩებში 2 ათასამდე დემონსტრანტი შეიკრიბა. მათ ქვეყნის ხელისუფლებას ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში გამოჩენილი უუნარობის გამო გადადგომისკენ მოუწოდეს. ერთი წლის წინ ბულგარეთის მთავრობამ ხელფასებისა და პენსიების ზრდა შეაჩერა, ხოლო სურსათსა და საწვავზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია ბულგარეთში მარტშიც გაიმართა.

  • რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ მისი წინამორბედი, იოანე პავლე მეორე ნეტარად შერაცხა.

2 მაისი

0x01 graphic

  • ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ ამადინეჟადმა ბოიკოტი შეწყვიტა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ათდღიანი ბოიკოტის შემდეგ პირველად აჰმადინეჟადმა მინისტრთა კაბინეტის სხდომა ჩაატარა. ირანის პრეზიდენტის პროტესტს მედიის წარმომადგენლები და ექსპერტები აჰმადინეჟადსა და ირანიის სულიერ ლიდერს, აიათოლა ხამენეის შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლის გამწვავებას უკავშირებენ. აჰმადინეჟადის მიერ 17 აპრილს სამსახურიდან გათავისუფლებული ირანის დაზვერვის უფროსი, ჰეიდარ მოსლეჰი ირანის სულიერმა ლიდერმა კვლავ დანიშნა თანამდებობაზე.

3 მაისი

  • ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაჭრილი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი, ვასილ სანოძე მიიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანოძეს ტაბელური იარაღი გამთენიისას საკუთარ სახლში გაუვარდა. თუმცა, ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაციაც, რომ სანოძემ თვითმკვლელობა სცადა.

  • რუმინეთი და აშშ შეთანხმდნენ რუმინეთის ტერიტორიაზე აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემების ელემენტების განთავსების შესახებ. რუმინეთის ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა ადგილი, სადაც აშშ-ის სარაკეტო ბაზის მშენებლობა დაიწყება. ეს ადგილი რუმინეთ-ბულგარეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ამერიკულ სარაკეტო ბაზაზე 200-დან 500-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იქნება განთავსებული

4 მაისი

0x01 graphic

  • მექსიკაში, ქვანახშირის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მაღაროს 10 მუშა კი მიწისქვეშ არის მომწყვდეული, რადგან აფეთქებამ მაღაროდან ამოსასვლელი დაბლოკა. მაშველებმა მაღაროდან ერთი არასრულწლოვანი მეშახტის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს. 14 წლის მოზარდი მაღაროში, სავარაუდოდ, არალეგალურად მუშაობდა. ის სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

  • აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა კატეგორიის აშშ-ის ვიზების მაქსიმალური ხანგრძლივობა გაიზრდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება აშშ-ის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის გათვალისწინებით და მარტში ვაშინგტონში გამართული აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

5 მაისი

  • თურქეთის პროვინცია ქასთამონუში თავს დაესხნენ ავტობუსს, რომელსაც თურქეთის მმართველი პარტიის წევრები გადაჰყავდა. ისინი ერთ-ერთი წინასაარჩევნო შეხვედრიდან ანკარაში ბრუნდებოდნენ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე თანაპარტიელებთან ერთად თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც იმყოფებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერი უსაფრთხოების ძალებმა პროვინციიდან დედაქალაქში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

0x01 graphic

რონალდ ასმუსი გარდაიცვალა

სალომე უგულავა

NATO-ს გაფართოების პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გულშემატკივარი, რონალდ ასმუსი, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლიტოლოგი და ყოფილი დიპლომატი, ბოლოს მარშალის ფონდის ბრიუსელის ოფისის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა. ის კიბოთი იყო დაავადებული.

ასმუსი ევროპული უსაფრთხოების საკითხებსა და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობდა. მას პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის NATO-ში გაწევრიანებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ასმუსი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც NATO-ს გაფართოების საჭიროებაზე ალაპარაკდა. 1993 წელს ჟურნალ Foreign Affairs-ში სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ NATO-ში პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი უნდა მიეღოთ. ის ალიანსში სხვა ევროპული ქვეყნების მიღებასაც ემხრობოდა, რაც, მისი აზრით, ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისკენ საუკეთესო გზა იქნებოდა.

ასმუსმა უშუალო მონაწილეობა მიიღო საკუთარი იდეის ხორცშესხმაში. აშშ-ის დიპლომატიურ სამსახურში მუშაობისას, ის გახლდათ ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი NATO-ს გაფართოებაზე. ასმუსი 1997-2000 წლებში, კლინტონის ადმინისტრაციაში, ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო.

NATO-ში ახალი წევრების მიღების იდეას დიპლომატიური სამსახურიდან წამოსვლის შემდეგაც ლობირებდა. 2002 წელს გამოსცა წიგნი - „ნატოს კარის გახსნა: როგორ გარდაქმნა ალიანსმა საკუთარი თავი ახალი ერისთვის“, სადაც აღმოსავლეთევროპული ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების აუცილებლობაზე საუბრობდა. უკვე ავადმყოფმა კი აგვისტოს ომზე დაწერა წიგნი - „მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო“. წიგნში ასმუსი ხაზს უსვამს, რომ ომი 2008 წლის აგვისტოში არ დაწყებულა და რუსეთი მას რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდა. დასავლეთს, უმთავრესად აშშ-ს, კი ეს გამოეპარა. ამის გამო რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის პრევენცია ვერ შეძლეს. მეტიც, ასმუსის მტკიცებით, კოსოვოს პრეცედენტმა და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებამ რუსეთის აგრესიას ნიადაგი მოუმზადა. წიგნში მან აჩვენა, რომ რუსეთის მიზანს საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის შეჩერება წარმოადგენდა.

რონალდ ასმუსი მისი იდეებისა და დიპლომატიური მიღწევებისთვის დაჯილდოებულია - ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელგიაში, პოლონეთში, საქართველოში, იტალიაში, შვედეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში.

3 ძებნილი ჯერონიმო

▲ზევით დაბრუნება


არენა

ნინი გოგიბერიძე

0x01 graphic

პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაციის წევრები რეალურ დროში ადევნებენ თვალს ოპერაციას ქალაქ აბოტაბადში

პაკისტანი, 1 მაისი, 2011 წელი.

გამთენიისას, ქალაქ აბოტაბადში, აშშ-ის საზღვაო ძალების H-60 ტიპის (იგივე შავი ქორი) ორი ვერტმფრენი გამოჩნდა. საავიაციო რადარების დამხშობი სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვილი ავიამზიდები, ქალაქის ერთ-ერთ ფეშენებელურ ნაგებობას მიუახლოვდნენ და დესანტი გადასხეს. ზღვის ლომები, სპეციალური ოპერაციების გაერთიანებული შტაბის #6 ბრიგადა, სამსართულიან სახლში შეიჭრა. წამებში ცეცხლიც გაიხსნა.

პარალელურად, თეთრ სახლში შეკრებილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სრული შემადგენლობა, აბოტაბადში განვითარებულ მოვლენებს სატელიტიდან მიღებული ვიზუალური სიგნალის მეშვეობით ადევნებდა თვალს. სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 40 წუთში, ადმირალმა უილიამ მაკრავენმა ცენტრს აცნობა - Geronimo-E KIA! ჯერონიმო - ოპერაციის კოდურ სახელწოდებას, აკრონიმი E KIA კი, ბრძოლის დროს მტრის განადგურებას (enemy killed in action) აღნიშნავდა. თეთრი სახლის სიტუაციების ოთახში, აშშ-ის პოლიტიკურმა და სამხედრო ელიტამ შვებით ამოისუნთქა - მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტი ოსამა ბინ ლადენი მოკლულია!

ამბავი მსოფლიომ ოდნავ მოგვიანებით შეიტყო. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, საგანგებო სატელევიზიო მიმართვაში 11 სექტემბრის ტერაქტების არქიტექტორის, ალ-ყაიდას დამაარსებლისა და მეთაურის ლიკვიდაცია დაადასტურა. ამერიკელები და მათი მოკავშირეები ამას უკვე 10 წელია ელიან.

ამ პერიოდში, ამერიკელებმა არაერთი წარუმატებლობა იწვნიეს: ჯერ ალ-ყაიდა დაესხა თავს, შემდეგ დაუსრულებელი კამპანია ავღანეთში, ომი ერაყში და ბოლოს ლიბიის ოპერაცია, სადაც NATO-ს ჯარები ჯერჯერობით ვერ აღწევენ აშკარა წარმატებას. თითქოს ამერიკამ ძალაუფლება და გავლენა დაკარგა, მაგრამ ოპერაცია ჯერონიმომ ყველას შეახსენა მისი სამხედრო ძალის ძლევამოსილება.

მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ჟანრში გადაწყვეტილმა სპეცოპერაციამ, აშშ-ის ზოგიერთი მოკავშირის, განსაკუთრებით კი პაკისტანის სანდოობის შესახებ კითხვები დაბადა. საინტერესოა, რომ პაკისტანის მთავრობამ, მისსავე ტერიტორიაზე დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის შესახებ არაფერი იცოდა.

მსოფლიოს #1 ძებნილი, ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე, ხრიოკ მთებს კი არ აფარებდა თავს, არამედ ისლამაბადიდან 60 კილომეტრში მდებარე ქალაქ აბოტაბადში მშვიდად ცხოვრობდა. ეს არის სააგარაკო ტიპის დასახლება, სადაც პაკისტანის მთავარი სამხედრო აკადემიაა განლაგებული. იქვე, ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები და გადამდგარი გენერლები ცხოვრობენ. შესაბამისად, თითქმის დაუჯერებელია, პაკისტანის სადაზვერვო სამსახურებს არ სცოდნოდათ, თუ ვინ ცხოვრობდა ქალაქის ცენტრში, მაღალი გალავნით დაცულ გასაიდუმლოებულ სახლში. თანაც, სახლის ბინადრები იმდენად კონსპირაციულად ცხოვრობდნენ, რომ ნაგავსაც კი ეზოშივე წვავდნენ.

არავინ იცოდა, თუ რა დრო დასჭირდებოდა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტერორისტის მიგნებას. ლიდერის მოკვლა ან დაკავება, რომლის მიმდევრებიც მზად არიან, ნებისმიერი ფორმით შეიფარონ და დამალონ იგი, ამ საქმეს კიდევ უფრო ართულებდა. მისი აღმოჩენა პაკისტანში, რომლის მოქალაქეებიც ქვეყანაში გაბატონებულ ქრონიკულ დესტაბილიზაციას აშშ-ს მიაწერენ, ამოცანას თითქმის განუხორციელებელს ხდიდა.

აშშ-ის დაზვერვა, ბინ ლადენის კვალზე, 4 წლის წინ, გუანტანამოს ტუსაღების „აგრესიული დაკითხვის“ შემდეგ გავიდა. დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ ბინ ლადენის ნდობით აღჭურვილი კურიერის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტულად კი ამ ადამიანის ზედმეტსახელი მოიპოვა. გასულ აგვისტოს, კურიერის სატელეფონო ზარის მოსმენის შემდეგ, მისი ზუსტი ვინაობა და ადგილსამყოფელი დადგინდა. იგი აბოტაბადში მცხოვრები ქუვეითელი აბუ აჰმადი აღმოჩნდა. სწორედ მასზე თვალთვალის და დაკვირვების შედეგად მიაკვლია ამერიკამ ბინ ლადენს.

აღმოჩნდა, რომ წლების მანძილზე მიმდინარე ოპერაციაში, გადამწყვეტი როლი, სწორედ გუანტანამოს პატიმრების დაკითხვის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას უთამაშია. არადა, თეთრ სახლში მოსვლამდე, კანდიდატი ობამა თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა ბუშის ადმინისტრაციის დროს შემოღებულ დაკითხვის აგრესიულ მეთოდოლოგიას. მეტიც, ახლანდელ პრეზიდენტს იგი წამების რანგში აჰყავდა. ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღესვე, ობამამ გუანტანამოს ციხის დახურვის ბრძანება გასცა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს აგრესიული დაკითხვის პროგრამა გააუქმა. მოგვიანებით ამ უწყების გამომძიებლების წინააღმდეგ ტერორისტების დაკითხვის მეთოდებთან დაკავშირებით გამოძიებაც დაიწყო.

რეალობასთან შეჯახებამ პრეზიდენტი ობამა აიძულა პოზიციებისათვის გადაეხედა: გუანტანამო აღარ დახურა, სასამართლო სანქციის გარეშე მოსმენები გააგრძელა, უარი თქვა სამოქალაქო სასამართლოებში ტერორისტების გასამართლებაზე და სამხედრო ტრიბუნალები აღადგინა, დრონების (უპილოტო საფრენი აპარატი) პროგრამა გააათკეცა. მიუხედავად ამისა, ბუშის დროს დამკვიდრებულ დაკითხვის მეთოდებს, ობამა დღემდე უარყოფს. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსების აზრით, ბინ ლადენის შემთხვევაში პრეზიდენტი დილემის წინაშე დადგა: ან დაეკავებინა იგი და „აგრესიული დაკითხვით“ მოეპოვებინა ტერორიზმთან ბრძოლისთვის საჭირო ღირებული ინფორმაცია, ან მისი ლიკვიდაციის ბრძანება გაეცა. ბინ ლადენის ლიკვიდაციის სასარგებლოდ სხვა არგუმენტებიც თამაშობდა: სად უნდა განეთავსებინათ იგი, გუანტანამოზე? როგორი ტიპის სასამართლოს უნდა გაესამართლებინა? ექნებოდათ უფლებადამცველებს პროცესის მონიტორინგის უფლება? გასამართლების შემთხვევაში სასამართლო ცირკად გადაიქცეოდა, სადაც #1 ტერორისტს ტრიბუნა ექნებოდა.

ანტიტერორისტულ საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ სამხედრო ჯგუფის ამოცანა ბინ ლადენის ცოცხლად აყვანა იყო, თუ ის წინააღმდეგობას არ გასწევდა. თუმცა, დადასტურებული ინფორმაციით, შეუიარაღებელი ბინ ლადენი მაინც მოკლეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბინ ლადენის ლიკვიდაციით, პრეზიდენტმა ობამამ უფლებადამცველების ყიჟინა აიცილა თავიდან. თუმცა აქვე დაიკარგა უნიკალური შესაძლებლობა, დაზვერვას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეღო - მაგალითად, იგივე ალ-ყაიდას ტერორისტული ქსელისა და სხვა ლიდერების შესახებ.

#1 ტერორისტის განადგურებით, პრეზიდენტმა ობამამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით კრიტიკა მაინც ვერ აიცილა თავიდან. „ნათელია, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო“, - განაცხადა დასავლეთ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ჰელმუდ შმიტმა. Human Rights Watch-ის (HRW) აღმასრულებელმა დირექტორმა, კენ როთმა კი სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა: „სამართლიანი არ არის [ბინ ლადენის] მოკვლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება 'გამართლებული' იყოს. არ ყოფილა სასამართლო პროცესი და მსჯავრის დადება“. მწვავე კრიტიკა სხვა კუთხითაც გაისმის - მედია ბინ ლადენის სურათების გამოქვეყნებას ითხოვს, ობამა უარზეა. მეტი გამჭვირვალობის ლოზუნგით ხელისუფლებაში მოსულმა პრეზიდენტმა, ინფორმაციის გასაიდუმლოებაც დაიწყო. ეს ცალკე შეთქმულების თეორიებს იწვევს.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

ბინ ლადენის ლიკვიდაციით, ტერორიზმთან ბრძოლა არ დასრულებულა. გაურკვეველია, მისი სიკვდილი კიდევ უფრო გაამწვავებს ძალადობას, თუ პირიქით, ალ -ყაიდას, როგორც ტერორის ძალის ისტორიას დაასრულებს. ტერორისტული ორგანიზაციების ისტორიაში ორი მაგალითი არსებობს: უფრო ცენტრალიზებულ ორგანიზაციებში, ლიდერის ნეიტრალიზაცია ტერორის დასრულებას იწვევს (სენდერო ლუმინოსა, PKK); უფრო დეცენტრალიზებული სტრუქტურის მქონე ორგანიზაციები კი მეტად სიცოცხლისუნარიანები არიან (ჰამასი, ჰეზბოლა) და ლიდერის განადგურების შემდეგაც განაგრძობენ საქმიანობას. ვარაუდობენ, რომ ალ-ყაიდა უფრო პირველ კატეგორიას განეკუთვნება. ალ-ყაიდას „ემირი“, ამ ორგანიზაციის მხოლოდ სულიერი ლიდერის ფუნქციას არ ითავსებდა. ოპერაციის ადგილიდან ამოღებული მტკიცებულებების მიხედვით, იგი უშუალოდ ალ-ყაიდას ოპერაციებს იემენში, სომალსა და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნებში ხელმძღვანელობდა. ისიც აშკარაა, რომ მსოფლიოს ყველაზე „წარმატებული“ ტერორისტის სისხლისმღვრელ ბრძოლას, რეალური შედეგები არ მოუტანია: აშშ ახლო აღმოსავლეთში ისევ გავლენიანი ძალაა, ხალიფატი არ გამოცხადებულა, არც ისრაელი განადგურებულა და ერაყში თეოკრატიის დამყარება ვერ მოხერხდა.

ისლამს ამოფარებული იატაკქვეშა ტერორისტული ჯგუფები, ბინ ლადენის შემდეგაც, მსოფლიოსთვის დიდი საფრთხეა. მათ თავდასხმებს, ადამიანური მსხვერპლის გარდა, სახელმწიფოების ეკონომიკური ფუნქციონირებისა და მოქალაქეების თავისუფალი მიმოსვლის შეფერხება შეუძლია. ახლო მომავალში აუცილებლად გამოჩნდებიან ლიდერები, რომლებიც ტერორისტული ბრძოლის ახალ ტაქტიკებს განავითარებენ.

დღეს, მსოფლიო არაბულ გაზაფხულს, ანუ რევოლუციური ცვლილებების ტალღას იმედის თვალით აკვირდება, ათი ათასობით არაბი ახალგაზრდა, დიქტატორების წინააღმდეგ ხმას იმაღლებს. ისინი ეძებენ მმართველობის ახალ ფორმებს, რომელიც მათსავე ქვეყნებს, შუა საუკუნეების ჩრდილიდან გამოიყვანს და ეკონომიკურ და პოლიტიკურ წინსვლას უზრუნველყოფს. ეს ტერორიზმის, როგორც ბრძოლის მეთოდის, პოპულარობას ძირს უთხრის.

ჯერონიმო ინდიელი აპაჩების ტომის ბელადი იყო, მექსიკისა და აშშ-ის წანააღმდეგ იბრძოდა. მისი ოჯახის წევრების უმრავლესობა მექსიკელმა ჯარისკაცებმა მოკლეს. შურისძიების მიზნით მან შეიარაღებული რაზმი შექმნა და მექსიკელებსა და ამერიკელებს შეუტია. ინდიელებს შორის თავისი სიმამაცის და გაბედული ოპერაციების გამო სახელი გაითქვა, მას სულიერ ლიდერად აღიქვამდნენ. ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციისთვის ინდიელი ლიდერის სახელის შერჩევამ, სენატის ინდიელთა საკითხების კომიტეტში აღელვება გამოიწვია. კომიტეტის საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტერორისტისთვის ინდიელი გმირის სახელის წოდება რასობრივ სტერეოტიპს ამყარებს.

0x01 graphic

ბინ ლადენის სიკვდილზე დიდი პოტენციური დარტყმა, არაბულ სამყაროში დემოკრატიული პოლიტიკის გავრცელებაა. თუ ამან გაამართლა, ალ-ყაიდა ფუნქციას დაკარგავს. Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ბინ ლადენისადმი ნდობა მუსლიმურ ქვეყნებში შემცირდა. პაკისტანში, სადაც მან სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, ტერორისტული საქმიანობისადმი დადებითად განწყობილთა 52%25-იანი (2005წ.) მაჩვენებელი, 2010 წლისთვის 18%25-მდე ჩამოვიდა. მუსლიმთა უმეტესობამ გადაწყვიტა, რომ ისლამის ბინ ლადენური ვერსიის ქვეშ ცხოვრება აღარ სურს. აშშ-ის სადაზვერვოს ხელმძღვანელების მტკიცებით, ბინ ლადენმა ბოლო დროს, საკუთარ მიმდევრებს აგენტების დახმარებით, აბოტაბადის სამალავიდან გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაუგზავნა. ახსენებდა, რომ მათი სამიზნე აშშ იყო და არა ადგილობრივი რეჟიმები. ის მუსლიმებს მოუწოდებდა, თქვენი უფლებების დასაბრუნებლად და ერთიანობის მისაღწევად, შეძლებისდაგვარი სიმწვავით ამერიკას უნდა შეუტიოთო.

არაბული გაზაფხულის გაკვეთილი კი განსხვავებულ სურათს იძლევა: ტუნისელმა და ეგვიპტელმა ახალგაზრდებმა საკუთარი ერთიანობისა და უფლებების დასაცავად, ქუჩაში გამოსვლა არჩიეს.

79 „ზღვის ლომი“ და რამდენიმე ტყვია და ბინ ლადენის ლეგენდა დასრულდა. მაგრამ ერაყსა და ავღანეთში ორი ხანგრძლივი ომი, ერთ ტრილიონამდე დანახარჯი და დაახლოებით 150 ათასი ადამიანის სიცოცხლე, ერთი კაცის სიცოცხლისთვის მძიმე ხარკია.

0x01 graphic

ჯერონიმო ინდიელი აპაჩების ტომის ბელადი იყო, მექსიკისა და აშშ-ის წანააღმდეგ იბრძოდა. მისი ოჯახის წევრების უმრავლესობა მექსიკელმა ჯარისკაცებმა მოკლეს. შურისძიების მიზნით მან შეიარაღებული რაზმი შექმნა და მექსიკელებსა და ამერიკელებს შეუტია. ინდიელებს შორის თავისი სიმამაცის და გაბედული ოპერაციების გამო სახელი გაითქვა, მას სულიერ ლიდერად აღიქვამდნენ. ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციისთვის ინდიელი ლიდერის სახელის შერჩევამ, სენატის ინდიელთა საკითხების კომიტეტში აღელვება გამოიწვია. კომიტეტის საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტერორისტისთვის ინდიელი გმირის სახელის წოდება რასობრივ სტერეოტიპს ამყარებს.

4 საქართველოს პრესის თავისუფლების რეიტინგი გაუმჯობესდა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სალომე უგულავა

საქართველოს პრესის თავისუფლების მაჩვენებელი გაუმჯობესდა. Freedom House-ის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანას 55 ქულა აქვს და სიაში 118-ეა. წინა მონაცემებით, საქართველო, 59 ქულით, 126-ე ადგილს იკავებდა. ორგანიზაცია ამას პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებით ხსნის, რის შედეგადაც ჟურნალისტების სამართლებრივმა და ფიზიკურმა შევიწროვებამ იკლო. ანგარიშის მიხედვით, 2010 წელს ოფიციალური პირების მხრიდან ცენზურის უფრო ცოტა შემთხვევა იყო, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი მოვლენები უფრო დაბალანსებულად გააშუქა. მაჩვენებლის გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალთა კატეგორიაშია.

Freedom House-ი ბეჭდური, სამაუწყებლო და ონლაინმედიის თავისუფლებას მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად იკვლევს. კრიტერიუმი ის სამი გარემოა, რომლის ფარგლებშიც მედია საქმიანობს - სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური. რეიტინგს განსაზღვარავს როგორც მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა, ასევე თავად მედიის წარმომადგენელთა ქცევა და მედიაზე სხვა არასახელმწიფო აქტორების გავლენა. ქვეყნებს 0-100 ქულამდე შკალაზე აფასებენ. ქულების მიხედვით ენიჭებათ სტატუსი - თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი. ბოლო ანგარიშის მიხედვით, 196 ქვეყანას შორის მედია ყველაზე თავისუფალი ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთშია. ყველაზე მძიმე მდგომარეობა კი - ბელარუსში, ბურმასა და ერიტრეაში. მათ მცირედით უსწრებს კუბა და ირანი. საერთო ჯამში, 68 ქვეყანაა თავისუფალი, 65 ნაწილობრივ თავისუფალი, ხოლო 63 - არათავისუფალი. 2009 წელთან შედარებით, ბალანსი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

0x01 graphic

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტი, ექვსიდან ერთი ადამიანი, ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც მედია თავისუფალია. 2010 წელს იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც თავისუფალ მედიაზე აქვს მისაწვდომობა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დავიდა. რეპრესიულმა მთავრობებმა გააძლიერეს ტრადიციული მედიის კონტროლი და განავითარეს ახალი სტრატეგიები, რომლის მეშვეობითაც ონლაინმედიის შეზღუდვა დაიწყეს. იმ ქვეყნებს შორის, სადაც მედიის მდგომარეობა გაუარესდა, გამოირჩევიან ეგვიპტე, ჰონდურასი, უნგრეთი, მექსიკა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და უკრაინა.

2010 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა; ავტორიტარული რეჟიმები მედიის შესაზღუდად ლიცენზირებასა და სხვა მარეგულირებელ მექანიზმებს იყენებდნენ. ამის მაგალითად, ანგარიშში რუსეთისა და ვენესუელის მთავრობებია მოყვანილი. რეჟიმებმა ინტერნეტზე და ახალი ამბების გამავრცელებელ სხვა ახალ საშუალებებზე კონტროლი გააძლიერეს. ირანსა და ეგვიპტეში სატელიტური სატელევიზიო გადამცემები დაბლოკეს. ხოლო პაკისტანში Facebook-ი გათიშეს. ქსელი დღემდე მიუწვდომელია ჩინეთის, სირიისა და ვიეტნამის მოსახლეობისთვის. გაიზარდა მედიაზე არასახელმწიფო ძალების ზეწოლა, მაგალითად, მექსიკაში ამ მხრივ დიდი გავლენა აქვთ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფებს.

2010 წელს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობამ და ამ ტიპის დანაშაულების დაუსჯელობამაც იმატა. ამ მხრივ ჰონდურასი, ინდონეზია, ერაყი, მექსიკა და პაკისტანი გამოირჩევიან. მედიის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე დემოკრატიულ ქვეყნებშიც - ინდოეთში, იტალიაში, ისრაელსა და სამხრეთ აფრიკაში - პრობლემურია. აქ ხაზგასმულია უნგრეთის ახალი მედიაკანონიც, რომელიც მედიაზე კონტროლს ამკაცრებს. მედიის თავისუფლების მაჩვენებელი 2005 წლიდან უარესდება. უარყოფითი ტენდენცია ყველა რეგიონს ეხება. ბოლო 5 წლის განმავლობაში მდგომარეობა განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში გაფუჭდა, ასევე ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში. ამ რეგიონში, სადაც საქართველოც ექცევა, 2009 წელთან შედარებით საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თუმცა აღსანიშნავია, რომ საგრძნობლად - 10 ქულით - გაუმჯობესდა მოლდოვის მაჩვენებელი. წინსვლა, საქართველოსთან ერთად, ყირგიზეთშიც აღინიშნება. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კი მდგომარეობა გაუარესდა.

5 კონგრესმენი ბილ შუსტერი: საქართველოს დეოკუპაციის საკითხში ევროპის მხარდაჭერა გვაკლია

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ესაუბრა თამარ ჩერგოლეიშვილი

0x01 graphic

30 აპრილს საქართველოს კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ეწვია. ვიზიტი ერთკვირიანი ოფიციალური მოგზაურობის ნაწილი იყო, რომელიც ასევე ჩეხეთს, აზერბაიჯანსა და ავღანეთს მოიცავდა. დელეგაციას რესპუბლიკელი ბილ შუსტერი და დემოკრატი კრის მერფი ხელმძღვანელობდნენ. მასში შედიოდნენ რესპუბლიკელები - შონ მერფი, ადამ კინზინგერი, ჯონ რანიანი და დემოკრატი სედრიკ რიჩმონდი. კონგრესმენები საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდნენ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რაიონები მოინახულეს. ბილ შუსტერმა და კრის მერფიმ ვიზიტის მიზნებზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე თავიანთი აზრი ტაბულას გაუზიარეს.

  • რა მიზნით გვეწვიეთ?

საქართველოში ექვსი კონგრესმენი ჩამოვედით. აქედან ოთხი რესპუბლიკელია, ორი კი დემოკრატი. აღსანიშნავი ისაა, რომ ოთხი მათგანი კონგრესის ახალი წევრია, სულ სამი თუ ოთხი თვეა კონგრესმენები არიან და მსოფლიოს ამ ნაწილში არასოდეს ყოფილან. მოგეხსენებათ, ავღანეთში ვიყავით და ჩავთვალეთ, რომ კარგი იქნებოდა გზად მეგობარი, პატარა ქვეყნები მოგვენახულებინა. საქართველოს გარდა ვეწვიეთ ჩეხეთს, აზერბაიჯანს - პირველ რიგში, რათა მადლიერება გამოგვეხატა შეერთებული შტატების თანადგომისთვის. ამასთან ერთად, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, მსურდა კონგრესის ახალი წევრები წარმედგინა ამერიკის მეგობარ ქვეყნებში. ვფიქრობ, ჩვენი ელჩის და ქართველი კოლეგების დახმარებით, ამ მისიას თავი კარგად გავართვი.

  • შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ რუსეთის სამხედროების საქართველოში ყოფნას ოკუპაცია უწოდა. სენატში ინიცირებულია რეზოლუცია, რომელიც რუსებს ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მსგავსი დოკუმენტის მიღებას თუ უნდა ველოდოთ კონგრესში?

დიახ. ჩვენ უკვე ვცადეთ მსგავსი დოკუმენტის მიღება წინა კონგრესში, მაგრამ ადმინისტრაცია იმ მომენტში მზად არ აღმოჩნდა და რადგან მაშინ კონგრესის წევრთა უმრავლესობას პრეზიდენტის პარტია შეადგენდა, დოკუმენტი დაიბლოკა. ვფიქრობ, ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი განცხადებები ცხადყოფს, რომ მსგავსი დოკუმენტების მიღებას უნდა ველოდოთ როგორც სენატში, ისე კონგრესში.

  • კონგრესის უმრავლესობა რადგან ახსენეთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს კონგრესის რესპუბლიკურმა უმრავლესობამ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე?

არცთუ დიდი. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი წარმართავს საგარეო პოლიტიკას. ამას გარდა, სენატშიც უმრავლესობა პრეზიდენტის პარტიას აქვს. არ მგონია, რომ საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მომსწრენი გავხდეთ. თუმცა, როდესაც საქმე სამხედრო და თავდაცვის ხარჯებზე მიდგება, ჩემი პარტიის წევრები ყოველთვის მხარს დაუჭერენ ამ სფეროების სათანადო დაფინანსებას, რაც გარკვეულწილად საგარეო პოლიტიკაზე და საქართველოს მეგობრებზეც აისახება.

  • ერთია მდგომარეობის სწორი აღწერა - რაც რუსული სამხედროების საქართველოში დისლოცირების ოკუპაციად შეფასებაში გამოიხატა, მეორეა სტრატეგია, რაც რუსულ ოკუპაციას ბოლოს მოუღებს. რას ფიქრობთ, არსებობს მსგავსი სტრატეგია?

ამ საკითხში ევროპელების მხარდაჭერა გვაკლია, ისინი საკმარის ძალისხმევას არ იჩენენ. კონგრესის მიერ რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ყველასთვის. მჯერა, რომ კონგრესის რეზოლუციას ამ მხრივ დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

დღეს ვესაუბრე სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში - ის, რომ თქვენ ცდილობთ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფას, იქნება ეს ჯანდაცვა თუ განათლება, და ამ გზით ცდილობთ მათ თქვენკენ მოქაჩვას, ვფიქრობ, ადრე თუ გვიან შედეგს გამოიღებს.

  • ევროპელების მხარდაჭერა ახსენეთ. ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობაზე რას იტყოდით? რა მდგომარეობაშია ის დღეს? ბევრი მიიჩნევს, რომ ლიბიის ოპერაცია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არსებული უთანხმოებების ილუსტრაციაა, იგივე შეიძლება ითქვას ავღანეთის მისიაზე. რა მომავალი აქვს ჩრდილოატლანტიკურ ურთიერთობას, NATO-?

ვფიქრობ, რომ ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობა კარგია, მაგრამ მიდგომებში განსხვავება თვალშისაცემია. ლიბიის ოპერაციას რაც შეეხება, ამბობენ, რომ მასზე პასუხისმგებლობა NATO-მ გადაიბარა, მაგრამ ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველაზე ძლიერი ქვეყანა ვართ, ასე რომ, ამ ოპერაციაში ჩვენ მაინც წამყვან როლს ვთამაშობთ. ჩემი აზრით, ლიბიის კამპანია ცუდი გადაწყვეტილების შედეგია. მესმის, რომ იქ საშინელი ტრაგედია ტრიალებს. მაგრამ პასუხისმგებლობა არაბთა ლიგას და ევროპას უნდა აეღო, ჩვენ კი მხარი დაგვეჭირა.

ამას გარდა, ევროპაზე საუბრისას დაკონკრეტებაა საჭირო, რომელი ევროპა, ძველი თუ ახალი? ძველ ევროპასთან მეტი დაძაბულობაა, ახალი ევროპის კი მართლაც მადლიერები ვართ. ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი - ეს ქვეყნები აშშ-ის დიდი მხარდამჭერები არიან. მაგალითისთვის ავღანეთის მისია ავიღოთ. საქართველო, პოლონეთი, ჩეხეთი - ავღანეთის მისიაში საკუთარ ჯარისკაცებს შეზღუდვებს არ უწესებს, იქ ისინი იქცევიან ისე, როგორც ამერიკელი ჯარისკაცები, მაშინ როდესაც ძველი ევროპის სახელმწიფოთა სამხედრო შენაერთებს მოქმედების არეალი თავიანთი მთავრობების მიერ მკვეთრად შეზღუდული აქვთ, რაც ამერიკელ სამხედროებს საქმეს ურთულებს.

ჩვენ ძალღონეს არ ვიშურებთ ავღანეთში, ამიტომ მსურს, ვიხილო ისეთი მოკავშირეები, რომლებიც ჩვენსავით თავს არ დაზოგავენ და მხარდამხარ წამოგვყვებიან.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ძველი ევროპის მიდგომები, ბუნებრივია, დაძაბულობას ქმნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, მისი საფუძველი მყარია და მყარად დარჩება.

  • როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე ვსაუბრობთ, აზრი ორად იყოფა. ერთნი მიიჩნევენ, რომ ამ ქვეყნებში დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყო, მეორენი კი რეგიონში მყიფე მშვიდობისთვის შექმნილ საფრთხეზე საუბრობენ. თქვენ რას ფიქრობთ?

მე ვფიქრობ, რომ აზრზე არ ვარ. წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის ის ხალხი, ვისაც ლიბიაში ვუჭერთ მხარს. ძალიან მაწუხებს, რომ ალ-ყაიდაც იმ ადამიანების მხარესაა, ვისაც ჩვენ ვეხმარებით. რას იზამს ეს საზოგადოება - დემოკრატიულ რეფორმებს განახორციელებს თუ ექსტრემისტულ, ისლამურ ქვეყანას შექმნის - არ ვიცი.

არიან კონგრესმენები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ამბოხებულები მშვიდობის მოყვარე დემოკრატები არიან. მე ეს არ ვიცი და ვშიშობ, რომ რაღაც დროის მერე, ისინი ჩვენ გვერდით კი არა, ალ-ყაიდას და ირანის გვერდით დადგებიან.

იგივე შემიძლია ვთქვა ეგვიპტეზეც - ჩვენ მხარს ვუჭერთ რაღაც ძალებს ისე, რომ არ ვიცით ვინ დგას მათ უკან, ეგებ მუსლიმური საძმო? - ვფიქრობ, ამ უკანასკნელის ხელისუფლებაში მოსვლა ძალიან ცუდი იქნება.

  • აქვს კი შეერთებული შტატების ხელისუფლებას სტრატეგია, რათა ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობის გართულება აიცილოს თავიდან?

ადმინისტრაციას გეგმა არ აქვს. ეს პრობლემაა. არ მგონია, პრეზიდენტმა ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ იცოდეს საით მიდიან. რასაკვირველია, მხოლოდ გავიხარებდი თუ ეგვიპტესა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში დემოკრატია აყვავდებოდა, მაგრამ ამისთვის სხვა გზით უნდა ვიაროთ. იმ შემთხვევაში დავუჭიროთ ქვეყანას მხარი, თუ მას დემოკრატიის შენება სურს.

  • როგორ ფიქრობთ, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკამ მიაღწია სასურველ შედეგს?

გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. პირადად მე, რუსების ტრანსფორმაციის არ მჯერა. ვფიქრობ, მათი ფსიქიკა ბოლო ორასი წლის მანძილზე არ შეცვლილა. ასე რომ, მე გადატვირთვის პოლიტიკას სკეპტიკურად ვუყურებ. ჩვენი მოკავშირეები - ჩეხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო - ამ პროცესს იმედის თვალით უყურებენ. ვნახოთ, გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით.

6 კონგრესმენი კრის მერფი: საქართველო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

0x01 graphic

  • რამდენიმე სიტყვით ვიზიტის შესახებ

საქართველო შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა. ბოლო სამი-ოთხი წლის მანძილზე ქართველების თავდადება კარგად დავინახეთ - იქნება ეს რუსეთისთვის გაწეული წინააღმდეგობა, თუ ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა ჩვენს საერთო საქმეში.

კონგრესმენთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ იცნობს ამ რეგიონს და ვერ აცნობიერებს მის მნიშვნელობას. კონგრესმენი შუსტერი უკვე რახანია, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების აქტიური მხარდამჭერია. მან დაგეგმა ეს ვიზიტი, რათა ახალი კონგრესმენებისთვის თქვენი რეგიონი უკეთ გაეცნო.

მე კონგრესის, უფრო ზუსტად კი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ახალი წევრი ვარ და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი შუსტერის წინადადებას, უკეთ გავცნობოდი რეგიონს და კონტაქტი დამემყარებინა ქართველ ლიდერებთან. ასე, შტატებში დაბრუნების შემდეგ, უკეთ შევძლებ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების ადვოკატირებას.

  • კონგრესმენმა შუსტერმა ისაუბრა კონგრესის მიერ იმ რეზოლუციის მიღების შესაძლებლობაზე, რომელიც რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა ექნება ამ რეზოლუციას, თუ ის კონგრესმა მიიღო?

ეს რეზოლუცია საგარეო ურთიერთობათა, ანუ ჩემს კომიტეტს გაივლის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, რაც შეიძლება მკაფიოდ გამოხატოს ჩვენი პოზიცია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ამ კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებაში, კონგრესის ხმასაც აქვს მნიშვნელობა. ვფიქრობ, სენატისა და კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციები მნიშვნელოვანი იარაღი იქნება შეერთებული შტატების პოზიციის გასაცხადებლად.

ეს ვიზიტი იმაშიც დამეხმარება, რომ ხელი შევუწყო იმ სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დამოუკიდებლობას და შეეცდება კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიული გზების მოძიებას.

ვფიქრობ, ამერიკის ეკონომიკური დახმარება საქართველოს ეკონომიკის აღორძინების მნიშვნელოვანი ელემენტია - რაც თავის მხრივ რუსეთთან ვაჭრობისას პოზიტიურ როლს ითამაშებს. ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, მე აუცილებლად დავუჭერ მხარს საქართველოს ეკონომიკური დახმარების გაგრძელებას.

  • ფიქრობთ თუ არა, რომ გადატვირთვის პოლიტიკამ რუსეთთან შედეგი გამოიღო?

გადატვირთვა ღილაკზე თითის დაჭერით ურთიერთობის გადასხვაფერებას არ ნიშნავს. ეს ხანგრძლივი პროცესია. მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამ პროცესმა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეებისთვის. მე რუსეთთან უკეთესი და პროდუქტიული ურთიერთობის მომხრე ვარ, მაგრამ არ მსურს ამ ურთიერთობამ საქართველო-ამერიკის პარტნიორობა დააზარალოს. ქართველებმა მამაცი გადაწყვეტილება მიიღეს და შეერთებულ შტატებს მეგობრობის ხელი გაუწოდეს. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთთან ორმხრივმა ურთიერთობამ საქართველო-ამერიკის მეგობრობის გაღრმავებას ხელი არ შეუშალოს.

7 კომპენსაცია საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთათვის

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

საბჭოთა რეპრესიებით დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს, სასამართლოს მეშვეობით მატერიალური კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ენიჭებათ. გასულ კვირას, პარლამენტმა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც კომპენსაციის მოთხოვნის პროცედურებს ითვალისწინებს.

პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე დაამტკიცა ცვლილებები კანონში „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“. დოკუმენტი დაზარალებულებს და მათ შთამომავლებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღების უფლებას ანიჭებს. ეს კანონი ჯერ კიდევ 1997 წელს მიიღეს. თუმცა, კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების კონკრეტული მექანიზმები, ამ დრომდე არ იყო განსაზღვრული. მიღებისთანავე, მე-9 მუხლში მხოლოდ ის ჩაიწერა, რომ რეპრესიების მსხვერპლთათვის ზარალის ანაზღაურების საკითხები, ცალკე კანონით უნდა განსაზღვრულიყო.

ამგვარი კანონების არარსებობა გახდა საფუძველი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისათვის, რომელიც მან გასული წლის თებერვალში კლაუს და იური კილაძეების საქმეზე გამოიტანა. ევროსასამართლომ დააკმაყოფილა საბჭოთა რეპრესიებით დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეთა სარჩელი. ისინი მათი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების შედეგად დაკარგული საკუთრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდნენ.

სასამართლომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება) დარღვეულად მიიჩნია და სახელმწიფოს თითოეული დაზარალებულის სასარგებლოდ 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა და საბჭოთა რეპრესიებით დაზარალებულთა კომპენსაციით უზრუნველყოფისათვის აუცილებელი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ზომების მიღება დაავალა. ამგვარად, სახელმწიფოს რეპრესირებულთათვის კომპენსაციის თაობაზე კანონმდებლობის მიღების საერთაშორისო ვალდებულება დაეკისრა.

მოქმედი კანონის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად შეიძლება მიიჩნიონ პირი, რომელზეც 1921-1990 წლებში, საბჭოთა რეჟიმი სხვადასხვა ფორმით ძალადობდა - სიკვდილით დასჯა, პატიმრობა, გადასახლება, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და სხვა.

ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების პროექტის მიხედვით, სარჩელი სასამართლოში უშუალოდ რეპრესირებულმა ან მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ უნდა წარადგინოს. ამისთვის მოსარჩელეებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დასჭირდებათ. ამგვარი დოკუმენტების მოპოვება შსს-ს არქივში დაცული მასალებიდან იქნება შესაძლებელი.

სარჩელებს კომპენსაციის მიღებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღებს. მოსარჩელეები სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლდებიან. მოპასუხე მხარე პროცესზე ფინანსთა სამინისტრო იქნება.

როგორც ტაბულას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ზვიად კუკავამ განუცხადა, კანონპროექტი არ ადგენს რეპრესირებული პირისთვის ან მისი ოჯახისათვის გასაცემი კომპენსაციის კონკრეტულ ოდენობას. „დასჯის მექანიზმები, რასაც საბჭოთა რეჟიმი იყენებდა, იმდენად მრავალფეროვანია, რომ, ჩვენი დასკვნით, ყველა ასეთი შემთხვევისათვის კომპენსაციის თანხა კანონმდებლობით წინასწარ ვერ განისაზღვრება. ამ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოდ სასამართლოა მიჩნეული“, - აღნიშნა კუკავამ.

მისი თქმით, დღეისათვის საქართველოში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლად 20 ათასზე მეტი ადამიანია აღიარებული. თუმცა, არ არის გამორიცხული, საკანონდებლო ცვლილებების შემდეგ სასამართლოს უფრო მეტმა ადამიანმა მიმართოს. რეპრესიების მსხვერპლთათვის სარჩელის წარდგენის ბოლო ვადად 2014 წლის 1 იანვარი განისაზღვრა.

8 Sony VS ჰაკერები VS კრეკერები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

მირიან ტორონჯაძე

კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების წყობიდან გამოსვლა უჩვეულო მოვლენა სულაც არ არის. თუმცა, 27 აპრილს, Sony PlayStation Network-ის (PSN) გათიშვა, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. გლობალური სათამაშო ქსელის გამორთვის მიზეზად Sony-მ „ჰაკერთა შეტევის“ შედეგად მონაცემთა ბაზების გატეხვა დაასახელა. კომპანიამ საკუთარ ბლოგზე, მომხმარებლებისთვის ვრცელი ინსტრუქციაც განათავსა, რომელიც მათ მოსალოდნელი შედეგების თაობაზე აფრთხილებდა. ამ შეტევის შედეგად Sony-ს 77 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები თითქმის დაუცველი აღმოჩნდა.

იაპონური კომპანიის ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ყველა მომხმარებლის სახელი, პაროლი, რეალური და ელექტრონული მისამართი, ასევე მათი საკრედიტო ბარათების მონაცემები და ონლაინ შეძენების ისტორია ჰაკერების ხელში მოხვდა. Sony-მ მიანიშნა, რომ იმ თამაშებისა და სერვისების საფასური, რომელიც მომხმარებლებს შეტევის შედეგად დაეკარგათ, შეიძლება აანაზღაუროს. ბოდიშის მოხდას მიაგავს ისიც, რომ კომპანია ყველა მომხმარებელს 30-დღიან ფასიან, პრემიუმ ანგარიშებს უფასოდ შეჰპირდა. თუმცა როგორ გადაიხდის სხვა დაკარგული ინფორმაციის საფასურს - უცნობია. ეს განსაკუთრებით საკრედიტო ბარათის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას ეხება. Sony-ს სერვერზე ხომ ყველა იმ მომხმარებლის ინფორმაცია ინახებოდა, ვისაც ერთხელ მაინც შეუძენია ამ ბრენდის თამაში, მუსიკა ან ფილმი, Qriocity-ს სერვერებიდან. ონლაინ შესყიდვის დროს სწორედ ხსენებულ მონაცემებს უთითებენ. იმ შემთხვევაში, თუკი ის უცხო პირისთვის გახდა ცნობილი, მომხმარებლის ფინანსური უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგება. PSN-ის 77 მილიონი მომხმარებლის ფინანსური დეტალების შავ ბაზარზე მოხვედრის შემთხვევაში, ზარალმა, შესაძლებელია, რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს მიაღწიოს.

0x01 graphic

როგორც აღმოჩნდა, Sony-ს ქსელი, გათიშვამდე ერთი კვირით ადრე გატყდა. უსაფრთხოების ანალიტიკოსების თქმით, კიბერშეტევის ავტორებმა ქსელში არსებული არასრულყოფილი დაცვის სისტემით ისარგებლეს. თუმცა დეტალები მიანიშნებს, რომ Sony-ს სერვერებზე ისინი დაუშიფრავი, ღია ფორმით ინახებოდა. ამას გაცილებით პატარა ვებსაიტები და სერვერებიც კი ერიდებიან. კიბერშეტევა Sony-ს მთავარ სერვერზე განხორციელდა, რომელიც სან დიეგოშია განთავსებული. თუმცა ინფორმაციის გაჟონვის აღმოჩენას 7 დღე დასჭირდა. უსაფრთხოების დაგეგმილმა ტესტმა სისტემაში არაავტორიზებული შეჭრა გამოავლინა. სწორედ ამის გამო გადაწყდა PSN-ის გათიშვა. ამ პრობლემის გამოსწორება დიდ დროსა და რესურსებს მოითხოვს. სათამაშო ქსელის აღდგენას, რომელშიც 55 მილიონი PlayStation 3-ის კონსოლია ჩართული, Sony ერთი კვირის თავზე გეგმავს. თუმცა თამაშების ონლაინ მაღაზია, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე მიუწვდომელი იქნება. სისტემის აღდგენის შემდეგ, PlayStation 3-ის ყველა მომხმარებელს მოუწევს განახლების გადმოწერა და კონსოლებზე პაროლის შეცვლა.

კიბერშეტევის ავტორად მედიაში ჯერჯერობით უცნობი ჰაკერი დასახელდა. SANS-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, ალან პალერის თქმით, მასშტაბის მიხედვით, ეს კიბერსივრცეში თითქმის ყველაზე დიდი შეტევა იყო. მართალია, ისტორიაში პირადი მონაცემების გატეხვის უფრო მრავალმსხვერპლიანი შემთხვევაც აღნუსხულა, მაგრამ PlayStation-ის საქმისგან განსხვავებით, „ჰაკერებს“ გაცილებით ნაკლები პირადი ინფორმაცია, მხოლოდ სახელები და საკრედიტო ბარათის ნომრები უვარდებოდათ ხელში. მათი მეშვეობით კი ანგარიშიდან ფულის მოხსნა და სხვა ფინანსური ოპერაციების ჩატარება შეუძლებელია. საიტ VG247-ის (ვიდეოთამაშების ბლოგი) ცნობით, მათ მოიპოვეს თებერვლის მიმოწერა ორ ჰაკერს შორის, რომელშიც ისინი PSN-ის გატეხვის საჭიროებაზე საუბრობენ. „Sony თავად არის უდიდესი ჯაშუში, რომელიც უზარმაზარ ინფორმაციას აგროვებს. ის უთვალთვალებს ყველა მომხმარებლის თითოეულ მოქმედებას, რაც არალეგალური და მორალურად გაუმართლებელია“, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

მედიასა და საზოგადოებაში დღესდღეობით გავრცელებული აზრი ჰაკერების შესახებ, როგორც წესი, მცდარია. ამბობენ, რომ ისინი ტეხავენ ვებსაიტებს, კომპიუტერულ სისტემებს და საფრთხეს წარმოადგენენ. თუმცა ტერმინი არასწორადაა გაგებული. ადრე, სანამ კომპიუტერს მოიგონებდნენ, ჰაკერი ჩვეულებრივი პროფესია იყო და ნიშნავდა ადამიანს, რომელიც ცულის მეშვეობით ავეჯს ამზადებდა. დღესდღეობით კი ჰაკერი, ინტერნეტ სიტყვარის მიხედვით, კომპიუტერული სისტემების შესწავლით დაინტერესებული პირია. ის რიგით მომხმარებელზე უკეთ ერკვევა მათ ყველა დეტალში. იმ მნიშვნელობას კი, რომლითაც დღეს სიტყვა ჰაკერს მედიასა და არატექნიკურ წრეებში იყენებენ, უფრო რეალურად კრეკერი გამოხატავს. კრეკერები, ჰაკერებისგან განსხვავებით, კომპიუტერული ქსელებისა და პროგრამების გატეხვით და მათში შეღწევით არიან დაკავებულები. ეს ხშირ შემთხვევებში ცუდად სრულდება. უსაფრთხოების სისტემების გატეხვა ან „დაკრეკვა“, შეიძლება ითქვას, მათი პროფესიაა. თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ ესა თუ ის კომპანია სპეციალურად ქირაობს კრეკერს, საკუთარი კომპიუტერული უსაფრთხოების სისტემებში ხვრელების მოსაძებნად. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ახალი საკეტის სისუსტეების აღმოსაჩენად, პროფესიონალი მძარცველი რომ დაიქირავო.

ჰაკერთა საზოგადოებაში, რომლებიც თავს გარკვეულ „კომპიუტერული გენიოსების ელიტად“ თვლიან, რთულ ამოცანებთან შეჭიდება ერთგვარი ჰობია. სულ ახლახან ჩატარდა მათი მეთორმეტე ყოველწლიური შეჯიბრი, Pwn2Own, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ჰაკერები ცდილობდნენ ვებბრაუზერების და მობილური ტელეფონების ოპერაციული სისტემების გატეხვას. გარდა ჰობისა, მათ მატერიალური დაინტერესებაც ჰქონდათ, რადგან გატეხვის ახალი მეთოდის მპოვნელი ჰაკერი საკმაოდ სოლიდურ პრიზს იღებდა. როგორც აღმოჩნდა, თითქმის ყველა ბრაუზერისა და ტელეფონის ოპერაციულის გატეხვა შესაძლებელია. თუმცა გატეხილი iPhone 4-სა და Blackberry-ს ფონზე Google-ის Android-ი ამ ადამიანებისთვის შეუვალი ციხესიმაგრე აღმოჩნდა.

თუკი ჰაკერებს მორალის დაუწერელი კოდექსი აკავებს „მავნებელი“ კიბერშეტევებისგან, კრეკერები ამგვარი რამისგან სრულიად თავისუფლები არიან. მათი შემოქმედებაა დღეს არსებული კომპიუტერული ვირუსების უმეტესობაც, რომლებსაც ყველაზე სრულყოფილი ანტივირუსის გვერდის ავლით შეუძლიათ ოპერაციული სისტემის დაზიანება. თუმცა, მეორე მხრივ, კრეკერების მიერ გატეხილი ფასიანი პროგრამებით უამრავი მომხმარებელი უფასოდ სარგებლობს. მათ შორისაა ქართველი მომხმარებლების 95%25-იც, რის გამოც, პროგრამული პირატობის მხრივ, ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. PSN-ზე ორგანიზებული თავდასხმაც სწორედ კრეკერების მიერ იყო მოწყობილი, თუმცა იგი ჰაკერებს მიაწერეს. ეს ტერმინოლოგიური შეცდომაა.

დღეს, როდესაც კომპიუტერული და ქსელური სისტემების უსაფრთხოება გაძლიერებულია, თითოეული ჩვენგანი მზადაა დაუფიქრებლად ანდოს პირადი მონაცემები ამა თუ იმ ონლაინ სერვისს. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე დაცული PSN-ის გატეხვის მაგალითზე უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ჩვენი თავდაჯერებულობა გადაჭარბებულიც შეიძლება იყოს. ასე რომ, ონლაინ მაღაზიის საიტზე საკრედიტო ბარათის მონაცემების შეყვანისას ჯობს დაფიქრება - ხომ არ მოხვდება არასაიმედო ხელში ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაცია?

9 9 მაისი: დავფიქრდეთ, რას ვზეიმობთ

▲ზევით დაბრუნება


დევიდ . სმი|სვეტი

0x01 graphic

ამ კვირას მოკავშირეთა მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 66-ე წლისთავი აღინიშნება. ამ გამარჯვების თარიღად დასავლეთი 8 მაისს, ხოლო აღმოსავლეთი 9 მაისს მიიჩნევს. ამ თარიღით კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ომის მნიშვნელოვანი თავი დაიხურა - ომი წყნარი ოკეანის ზონაში კიდევ სამი თვე გაგრძელდა. სამი თაობის შემდეგ მოკავშირეთა ეს ეპიკური გამარჯვება ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ, რას ვზეიმობთ.

მეორე მსოფლიო ომის დასრულება ისტორიის რთული მონაკვეთია და ბუნებრივია, ემოციურ დებატებს იწვევს. ეს დებატები იმდენადვე ეხება ამ ომის მემკვიდრეობას დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როგორც თითქმის 70 წლის წინანდელ მოვლენებს. გასულ წელს, 65-ე წლისთავზე, ეს კამათი განსაკუთრებით მწვავე იყო.

იმის გარკვევაში, თუ რის გაკეთებაა ამ კვირაში სწორი და რის არა, შეიძლება ეს ოთხი მკვეთრად განსხვავებული მოცემულობა დაგვეხმაროს: 1) ნაცისტური გერმანია იყო ბოროტება, რომელიც უნდა განადგურებულიყო; 2) დასავლეთის ალიანსი საბჭოთა კავშირთან აუცილებელი იყო ამ მიზნის მისაღწევად; 3) სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საბჭოთა კავშირის, დროშების ქვეშ მრავალი ერის წარმომადგენლები ღირსეულად და გმირულად იბრძოდნენ და 4) საბჭოთა კავშირი იყო ბოროტება, რომელიც უნდა განადგურებულიყო.

ამიტომ, სავსებით სწორია, რომ რუსეთი და ყველა ის ქვეყანა, რომელიც ახლა საბჭოთა იმპერიისაგან თავისუფალია, მონაწილეობენ ნაცისტების დამარცხების აღნიშვნაში. მეტიც, უმნიშვნელოვანესია, რომ ხოტბა შევასხათ დღეს უკვე ხანდაზმულ ასაკს მიტანებული იმ ხალხის - ავსტრალიაში არიან ისინი, საქართველოში თუ სხვაგან - სიმამაცესა და თავგანწირვას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ, და გავიხსენოთ ისინი, ვინც ომიდან ვერ დაბრუნდა.

8 მაისი, ამავე დროს, 1942 წელს ქერჩის სადესანტო ოპერაციის დაწყების თარიღიცაა, რომელშიც ათასობით მამაცი ქართველი დაიღუპა.

მადლობა ამ გმირებს და ღმერთმა აცხონოს მათი სული.

მაგრამ, ჩვენ არც ის საშინელებები უნდა დავივიწყოთ, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა ამ ომამდე, ომის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ ჩაიდინა როგორც შინ, ისე გარეთ. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომი, როგორც ჰიტლერის მოკავშირემ დაიწყო. და მიუხედავად იმისა, რომ 1945 წლის 8-9 მაისს, ყველა მოკავშირე ქვეყნის დედაქალაქებში ხალხი ქუჩებში ცეკვავდა - რამდენიმე თვის შემდეგაც, როდესაც იაპონია დამარცხდა - საბჭოთა კავშირის არსებობის გაგრძელება ამ ომის საშინელი მემკვიდრეობა იყო.

მაგალითად, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტსა და მის პროტოკოლებთან დაკავშირებული მაქინაციების შედეგად, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა ჯერ საბჭოელებმა დაიპყრეს, შემდეგ ნაცისტებმა და მერე ისევ საბჭოელებმა, რამაც ამ ქვეყნებს დამოუკიდებლობა 45 წლით დააკარგვინა. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციაც, რომელიც 1921 წელს დაიწყო, 1991 წლამდე გაგრძელდა.

ამაში აღსანიშნავი და საზეიმო არაფერია.

შეგვიძლია პროფესიონალ ისტორიკოსებს მივანდოთ იმაზე კამათი, იყო თუ არა ცივი ომი მეორე მსოფლიო ომის გაგრძელება, მემკვიდრეობა თუ მორიგი თავი მეოცე საუკუნის ტოტალიტარიზმთან უფრო ფართო ბრძოლაში. როგორიც არ უნდა იყოს მოსაზრება, ცივი ომი აუცილებელი იყო, რადგან საბჭოთა კავშირი საფრთხე იყო მისი მოსახლეობისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. გულახდილად თუ ვიტყვით, ისტორიული პერსპექტივის სასარგებლოდ პოლიტკორექტულობის დავიწყება რომ შეგვეძლოს, ვაღიარებდით, რომ 1991 წლის 26 დეკემბერი - დღე, როდესაც საბჭოთა კავშირმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა - ისეთივე მნიშვნელოვანი თარიღია, როგორც 9 მაისი.

2005 წლის 25 აპრილს, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალურ კრებას განუცხადა: „პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო“. უდავოდ, სხვისთვის მტკივნეული და გამაღიზიანებელი განცხადებაა!

ორიოდ კვირის შემდეგ კი პუტინმა მოახერხა დასავლელი ლიდერების - აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ვ. ბუშის, საფრანგეთის პრეზიდენტის ჟაკ შირაკისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის - მიტყუება წითელ მოედანზე იმის საცქერლად, როგორ ჩაივლიდნენ რუსი სამხედროები საბჭოური მარშით. მას შემდეგ, 9 მაისის მოსკოვური აღლუმი საბჭოთა გამოძახილად იქცა.

0x01 graphic

8 მაისს დასავლეთის დედაქალაქებში სადღესასწაულო ცერემონიები იმართება, რათა გაიხსენონ ისინი, ვინც იბრძოდა და პატივი მიაგონ დაღუპულებს. გასულ წელს, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გვირგვინით შეამკო შარლ დე გოლის მონუმენტი. ლონდონში, სამი ძირითადი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა ერთად შეამკეს გვირგვინით კენოტაფი, ომში დაღუპულ ბრიტანელ მებრძოლთა მემორიალი. ხოლო ამერიკელებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია Honor Flight Network-ის მეცადინეობით, კვლავ უზრუნველყვეს ვეტერანების თვითმფრინავით ტრანსპორტირება ვაშინგტონში მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან შესაკრებად.

მოსკოვში, გასული წლის 9 მაისის აღლუმი პომპეზური იყო - 11 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ჯავშანმანქანები, საზენიტო სარაკეტო დანადგარები, არტილერია და ყველა სახის სამხედრო თვითმფრინავები წითელ მოედანზე გამოჩნდნენ. კონტინენტთაშორისი ბირთვული რაკეტის Topol-M-ის პირველი დემონსტრირებაც კი მოხდა.

გასაოცარია, მაგრამ ამერიკის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და პოლონეთის სამხედრო კონტინგენტებიც კი გამოჩნდნენ წითელ მოედანზე. ყველაზე გასაკვირი შეერთებული შტატების მე-18 ფეხოსანთა პოლკის და ბრიტანეთის უელსური გვარდიის ხილვა იყო მას შემდეგ, რაც პუტინმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ბრიტანეთის პრინცის, ჩარლზის, რომელიც უელსური გვარდიის პოლკოვნიკიც არის, მიწვევა გადაიფიქრა. როგორც ამბობენ, პუტინი საქართველოსთვის ბაიდენის მხარდაჭერამ და ბერეზოვსკის რუსეთში ექსტრადიციაზე ლონდონის უარმა განარისხა.

წელს, როგორც საინფორმაციო სააგენტო РИА Новости იუწყება, მოსკოვის 9 მაისის აღლუმში 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 100 მანქანა და დროშით დამშვენებული Mi-8 ტიპის ვერტმფრენები მიიღებენ მონაწილეობას.

ასე რომ, დავფიქრდეთ, რას ვზეიმობთ. ნაციზმზე გამარჯვებას? თუ რევანშისტ რუსეთს? დასავლელმა ლიდერებმა ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. არასდროს უნდა დავივიწყოთ ისინი, ვინც იბრძოდა, მაგრამ ასევე არასდროს უნდა დავივიწყოთ, რისთვის ვიბრძოდით.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ თქვენ, ჩვენს მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს - ამერიკელებს, ქართველებს, რუსებს თუ ნებისმიერ სხვას, რომლებიც მამაცად და ღირსეულად იბრძოდით, დიდი მადლობა და ღმერთმა დაგლოცოთ.

10 არის თუ არა განდი ჯოჯოხეთში და სტალინი სამოთხეში

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ლევან სუთიძე

„ერთ წამში ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი. მაცოცდებოდნენ საშინელი ცეცხლოვანი გველები, გრძელი ენები ჰქონდათ, და ამ ენებიდან ცეცხლი იფრქვეოდა. სხვა ყველანაირი ქვემძრომნიც იყვნენ. ენით გამოუთქმელი სიმყრალე იდგა. თითის სიმსხო პატარა გველები შემიძვრნენ ნესტოებში, თვალებში, ყურებში, პირში, ყველგან...“ - ასე აღწერა ჯოჯოხეთის სცენა კლავდია უსტუჟიანინამ, რომელიც, თუ მეოცე საუკუნის მართლმადიდებლური სასწაულების კრებულს ვენდობით, 1964 წლის 19 თებერვალს, რუსეთში, ქალაქ ბარნაულში გარდაიცვალა და ოთხი დღის შემდეგ, მორგში გაცოცხლდა.

0x01 graphic

საშუალო სტატისტიკური მორწმუნის წარმოდგენებში ჯოჯოხეთი კლავდიას მიერ აღწერილ კოშმარს ჰგავს. ის სადღაც იმქვეყნიურ სივრცეში ღმერთმა ურჩი ადამიანების დასასჯელად შექმნა. უნდა ითქვას, რომ ამგვარი აღქმა ქრისტიანული თეოლოგიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. იმქვეყნიურის მატერიალური, ჩვენთვის ნაცნობი კატეგორიებით აღწერა მხოლოდ სიმბოლურად თუ შეიძლება. სიკვდილისშემდგომი ცხოვრების საშინელებათა ფილმის სცენარის მიხედვით წარმოსახვა კი ქრისტიანულ რწმენას საბავშვო ზღაპრად აქცევს.

ჯოჯოხეთის შესახებ სწავლებამ საუკუნეების განმავლობაში უამრავი კითხვა გააჩინა: სად არის ჯოჯოხეთი? მოხვდება თუ არა იქ ყველა არაქრისტიანი? არის თუ არა მარადიული სასჯელი პროპორციული ამქვეყნიური დანაშაულისთვის? შუა საუკუნეებში ეკლესია ჯოჯოხეთს ძირითადად წარმოიდგენდა, როგორც ადგილს მიწაზე, მიწის ქვეშ ან მზეზე - სადაც ღმერთი ადამიანებს მიყენებული შეურაცხყოფის გამო სჯიდა და სხვადასხვა ტკივილს სამარადისოდ განუსაზღვრავდა. დროთა განმავლობაში, წარმოდგენები იხვეწებოდა, თუმცა ჯოჯოხეთის მატერიალიზების პრაქტიკა დღესაც პოპულარულია.

თეოლოგიის ერთი მიმართულების მიხედვით, ვინც ქრისტიანი არ არის, საუკუნო სატანჯველს ვერ ასცდება. თუ ამ აზრს გავყვებით, ღმერთი შეუგნებელ სადისტად გადაიქცევა, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქრისტიანობის შესახებ ადამიანებს საერთოდ არ სმენიათ და ამაში დანაშაული არ მიუძღვით. ამ ექსკლუზივისტური თეოლოგიის მიხედვით, თვით უნათლავი ჩვილებიც კი ვერ ასცდებიან საუკუნო ტანჯვას, რადგან მხოლოდ მონათლულებს შეუძლიათ სამოთხეში მოხვედრა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც ასე ასწავლის: „მეორედ შობის, ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამკვიდრება, ანუ სულის ცხოვნება შეუძლებელია“ - ქრისტიანული სწავლების ამგვარი გაგება, ხშირად უწყობს ხელს სხვა რელიგიებისა თუ კონფესიების მიმართ არატოლერანტულ დამოკიდებულებას. არის შემთხვევები, როცა მორწმუნეები ცდილობენ არამართლმადიდებლები ჯოჯოხეთის ცეცხლს ამქვეყნადვე გამოსტაცონ და ცოდვის ჩადენის საშუალება თუნდაც ძალადობის გზით მოუსპონ. ეს, სხვა ენაზე, უბრალოდ დისკრიმინაციას ნიშნავს.

ჯოჯოხეთი იმ ბოროტმოქმედი ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, რომელმაც თავისუფალი ნებით უარი უთხრა ღმერთს, როგორც სიხარულისა და ბედნიერების ერთადერთ წყაროს. მეორე მხრივ, არსებობს ე.წ პოლიტკორექტული თეოლოგია. ის ცდილობს, ჯოჯოხეთის სწავლება უარყოს და ამით ქრისტიანობა მითოლოგიზებისგან დაიცვას. ღვთისმეტყველების პოლიტკორექტული მიმდევრები ფუნდამენტალისტების მისამართით ხშირად სვამენ რიტორიკულ შეკითხვას: „ნუთუ განდი ჯოჯოხეთშია?“ - და ცდილობენ დადებითი პასუხის აბსურდულობაზე მიგვანიშნონ. მათი სწავლებით, ღმერთი საბოლოოდ ყველას აცხოვნებს.

საქმე ის არის, რომ ქრისტიანული სწავლება, მთელი მისი დოგმატური სისტემით, თანამედროვე სამყაროსთვის მეტისმეტად ველურად და არაჰუმანურად გამოიყურება. ჯოჯოხეთის შესახებ ქადაგება კი ქრისტიანობის უფრო მეტად გაკიცხვის საგანი ხდება. ღვთისთვის ბოროტი და ჭირვეული მოხუცის იარლიყის ჩამოხსნის სურვილი იმდენად დიდია, რომ ქრისტიანთა ნაწილი ვერ უძლებს ცდუნებას, გადავიდეს იუდეო-ქრისტიანული ტრადიციიდან და ჯოჯოხეთის უარყოფით დაკავდეს. როგორც ერთმა კათოლიკე მღვდელმა აღნიშნა, ამგვარი ქრისტიანების ლოცვა ასეთია: „უფალო, იჯექი წყნარად და მშვიდად, გვაცადე შენი გაფუჭებულის გამოსწორება“. მას შემდეგ, რაც ისინი ქრისტიანობას სახარებისეული სწავლების შელამაზებით „გააჰუმანურებენ“, ღმერთი უკვე აღარ გამოიყურება შემზარავად. თანამედროვე ადამიანებისთვის ის ბევრად ეთიკური და მისაღები ხდება, ვიდრე ის, რომელიც მათ საუკუნო სატანჯველისთვის გაიმეტებდა.

0x01 graphic

არსებობს თეოლოგიის მესამე მიმართულება, რომელიც სახარების სიუჟეტის საკუთარი ინტერესების შესაბამისად ინტერპრეტირებას მის სიღრმისეულ განმარტებას არჩევს. ბოროტების წარმომავლობას ის თავისუფალი ნების შესახებ სწავლებით ხსნის. ამ ღვთისმეტყველებისთვის ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა. მას შეუძლია გააკეთოს არჩევანი, შესაბამისად, თავისუფალია იყოს კეთილი ან ბოროტი, სამართლიანი ან უსამართლო. სამყაროში არსებული ყველა ბოროტება, ადამიანების არჩევანია და არა იმ ღმერთის, რომელმაც ის თავისუფლებით დააჯილდოვა. საინტერესოა, რომ ეს თეოლოგია ჯოჯოხეთს არ წარმოგვიდგენს ადგილად, გამოყოფილ სივრცედ, სადაც ჭიებსა და გველებს სატანჯველად გვთავაზობენ - ბოლოს და ბოლოს ისინი აღმოსავლურ სამზარეულოში სულაც არ გამოიყურებიან საზარლად. მართალია, ყველა ადამიანი იქ ხვდება, სადაც ღმერთი სუფევს, მაგრამ ყველა ერთნაირად არ განიცდის ღვთიურ ნეტარებას.

ჯოჯოხეთი იმ ბოროტმოქმედი ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, რომელმაც თავისუფალი ნებით უარი უთხრა ღმერთს, როგორც სიხარულისა და ბედნიერების ერთადერთ წყაროს. ამ უარყოფას ლოგიკური შედეგი მოჰყვა - რადგან მხოლოდ ღმერთია სიხარულისა და ბედნიერების ერთადერთი წყარო, ის, ვინც ამ ერთადერთ წყაროსთან ურთიერთობაზე ამბობს უარს, ავტომატურად ამბობს უარს, იყოს გახარებული და ბედნიერი. ჯოჯოხეთად განიხილება ის ტანჯვა, რომელსაც ბოროტმოქმედი ადამიანი ღვთიურ ნათელში გრძნობს. ერთი მხრივ, ის ხვდება საკუთარი არჩევანის აბსურდულობას, მეორე მხრივ - მას კიდევ უფრო მეტად სძულდება სიკეთე. ცოდვებით დამძიმებული სული ისევე ვერ უძლებს ღვთიურ სიკეთეს, როგორც ზღაპრული ვამპირები მზეს. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს სურს ადამიანთა სიხარული, მას არ შეუძლია ადამიანს თავი შეაყვაროს და ამ გზით მისი თავისუფალი ნება მოსპოს.

შესაბამისად, „სასჯელი“ განიხილება „თვითსასჯელად“, ცოდვის შედეგად, რომელმაც იმდენად დააზიანა ადამიანის ბუნება, რომ მის სულს აღარ შეუძლია ნამდვილი სიხარულით დატკბეს.

როგორც „ნარნიას ქრონიკების“ ავტორი, კლაივ ლიუსი თავის წიგნში „დიდი გაყრა“ წერდა - საბოლოოდ არსებობენ ორი ტიპის ადამიანები, ისინი, ვინც ღმერთს ეუბნებიან: „დაე იყოს ნება შენი“ და ისინი, ვისაც ღმერთი ეუბნება: „დაე იყოს ნება თქვენი“. თუ ღმერთი საბოლოოდ ყველას აცხოვნებს, მას მოუწევს ადამიანის თავისუფალი ნება სიყვარულის ტირანიის ქვეშ მოაქციოს. ამასთან, გწამდეს ღმერთის, მაგრამ არა ჯოჯოხეთის, საბოლოო ჯამში ნიშნავს - არ გწამდეს ადამიანური არჩევანის რეალურობის. თუ არ არის საშუალება თქვა „არა“ სიკეთეზე, მაშინ არც ერთ ჩვენს „დიახ“-ს სიკეთისადმი რეალური მნიშვნელობა არ აქვს.

„განდი ჯოჯოხეთშია?“ ამ კითხვაზე ხსენებული თეოლოგიის მიმდევრები პასუხობენ, რომ ის, ვისაც არ ჰქონდა საშუალება, ამ ქვეყნად გეოგრაფიული, კულტურული ან სხვა ობიექტური გარემოებების გამო დადებითად ეპასუხა ღვთის სიყვარულზე, ბუნებითი სინდისით განისჯებიან. ხოლო თუ განდის ფუნდამენტალისტთა ჯოჯოხეთიდან გათავისუფლებას, მარტივად, ჯოჯოხეთის უარყოფით შეეცდებიან, საპირისპირო კითხვა შეიძლება დაისვას: „სტალინი სამოთხეშია?“

11 ფიქლის გაზი

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ელენე კვანჭილაშვილი

რუსეთს ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე რისკები ეზრდება

სრულიად მოულოდნელად აღმოჩენილი თიხისებრი ქანის - ფიქლის წყალობით, ევროპის ენერგოუსაფრთხოება, შესაძლოა, რეალობად იქცეს. რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტს - გაზპრომს, რომლის რესურსზეც ევროპის 25%25-ია დამოკიდებული, ახლო მომავალში, ენერგეტიკული პოლიტიკის ლიბერალიზაციის მწვავე საჭიროება შეექმნება. ეკონომიკური თუ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, ენერგეტიკული შანტაჟი აღარ გაჭრის.

კემბრიჯის ენერგეტიკული კვლევითი ორგანიზაციის (CERA) უახლესი კვლევის მიხედვით, ევროპას 173 ტრილიონი კუბური მეტრი არატრადიციული გაზის მოპოვების პოტენციალი აქვს. ფიქლის გაზის დიდი მარაგების არსებობა პოლონეთსა და ლიტვაში უკვე დადასტურდა. ამერიკის ენერგეტიკული დეპარტამენტის შეფასებით, პოლონეთში 5.3 ტრილიონ კუბურ მეტრამდე ფიქლის გაზის მოპოვებაა შესაძლებელი. იმავე უწყების თანახმად, ლიტვა დაახლოებით 113.3 მილიარდ კუბურ მეტრ ფიქლის გაზს ფლობს.

ორივე ქვეყანა რუსეთის გაზის იმპორტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. პოლონეთი ყოველწლიურად 14 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იყენებს. ამ მოცულობის 70%25-ს ის გაზპრომისგან ყიდულობს. ლიტვა ყოველწლიურად 2.9 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. ქვეყანა რუსულ გაზზე 100%25-ითაა დამოკიდებული. ფიქლის გაზის რესურსების რეალიზების შემდეგ, პოლონეთს სულ მცირე 300, ხოლო ლიტვას 40 წლის მანძილზე გაზის პრობლემა არ შეექმნება. ეს ქვეყნები დამოუკიდებლად შეძლებენ საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

კვლევები ცხადყოფს, რომ ფიქლის გაზის რესურსები ამ ორი ქვეყნის მსგავსად, შეიძლება რუმინეთში, შვედეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და უკრაინაში იყოს.

ევროპის ბაზრის ენერგოდამოუკიდებლობა გაზპრომის ბაზრის წილს საფრთხეს უქმნის. ეს გაზპრომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიის გაზის მოცულობა მთელი რუსული გაზის მხოლოდ მესამედს შეადგენს, ამ გაზის ევროპის ბაზარზე რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გაზპრომის მთელი შემოსავლის ორი მესამედია და ფედერალური საგადასახადო შემოსავლების 12%25-ს აჭარბებს. ამას ემატება ისიც, რომ Nadym Pur Taz რეგიონის სუპერგიგანტული რეზერვები - რუსული ბუნებრივი გაზის 80%25 - ნელ-ნელა იცლება.

ფიქლის გაზის რესურსების ათვისება, რუსეთს ეკონომიკური გავლენის ბერკეტს ართმევს. სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში ამ პოტენციალის ათვისება კი მთლიან ევროპულ ბაზარს კონკურენტულს გახდის. კონკურენციის პირობებში, გაზპრომი თავის ბაზრის წილს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ ევროპისთვის მიწოდებული გაზის ფასი მაქსიმალურად დაბალი იქნება.

ევროპისთვის გაზის მიწოდების გაიაფებას, რუსეთის მთავრობისა და გაზპრომის გაზსადენების სტრატეგია ხელს უშლის. ამ სტრატეგიის თანახმად, ევროპას რუსეთმა ბუნებრივი აირი ჩრდილოეთის ნაკადისა და სამხრეთის ნაკადის გაზსადენების მეშვეობით უნდა მიაწოდოს. ეს გაზის ფასს მნიშვნელოვნად ზრდის. ეს სტრატეგია წარმატებული კონკრეტულ პირობებში იქნება - როცა ბაზარი ჩაკეტილია, მიწოდების ალტერნატიული წყარო არ არსებობს და მიმწოდებელ კომპანიას გაზის მიწოდების ხანგრძლივვადიანი კონტრაქტები გარანტირებული აქვს. რუსეთს ფიქლის გაზის აღმოჩენამდე ზუსტად ასეთი სასათბურე პირობები ჰქონდა. თუმცა ფიქლის გაზის მარაგების განვითარების შემდეგ, გაზრდილი კონკურენციის პირობებში, ბაზრის წილის შენარჩუნებისთვის, ტრანზიტის ხარჯის შემცირება გარდაუვალი იქნება.

ფიქლის გაზი მიიღება მიწისქვეშა თიხისებრი ქანისგან. პირველად აღმოაჩინეს ამერიკაში, 1821 წელს. ფიქლის გაზის მოპოვების ტექნოლოგია მიწა იბურღება ჰორიზონტალურად, ფიქლის ქანებამდე. შემდეგ ქანი დიდი წნევის მქონე წყლის ჭავლის მეშვეობით მცირე ნაწილებად იშლება. დაშლის პროცესში მიიღება გაზი. ბრიტანული თერმული ერთეული (btu) ენერგიის საზომი ერთეული. გამოიყენება მხოლოდ თერმული დანადგარების სიმძლავრის გასაზომად, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1 ბრიტანული თერმული ერთეული = 1 055 ჯოული. ტრანზიტის ხარჯის შემცირება, ახალი მილსადენების ნაცვლად, უკვე არსებულთა გამოყენებითაც შეიძლება. მაგალითისთვის გამოდგება უკრაინის მილსადენების ქსელი, რომელსაც 180 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გამავლობა აქვს და სამხრეთის ნაკადისას ბევრად აჭარბებს. სამხრეთის ნაკადი ჯერ მხოლოდ ფურცელზეა აღნიშნული, შესაბამისად მისი შეჩერება კიდევ შეიძლება. იმავეს ვერ ვიტყვით ჩრდილოეთის ნაკადზე: ამ პროექტის დაფინანსება უკვე დაწყებულია.

ამდენად, რუსეთს ტრანზიტის ხარჯის მკვეთრად შემცირება მაინც გაუჭირდება. ბაზრის წილის შემცირება იამალისა და შტოკმანის საბადოების განვითარებას არარენტაბელურს ხდის. ამ საბადოების განვითარება, სულ მცირე, 100 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამ თანხების მოზიდვა რუსეთს მხოლოდ გარანტირებული კონტრაქტებისა და შემოსავლის პირობებში შეუძლია.

კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად რუსეთს უკეთესი ალტერნატივა აქვს: ამ საბადოების განვითარება შეწყვიტოს და მათზე გამოყოფილი ინვესტიციები ფიქლის გაზის საკუთარი რეზერვების განვითარებისკენ მიმართოს. CERA-ს შეფასებით, რუსეთის ბუნებრივი გაზის ჯამური რეზერვი, რომელიც მსოფლიოში უდიდესად არის შეფასებული, მხოლოდ 47 ტრილიონი კუბური მეტრია. ეს მაშინ, როცა ფიქლის გაზის მოცულობა თითქმის 4-ჯერ მეტს - 150 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. რუსეთს, რომლის გაზის ბაზარზე წამყვანი კომპანია გაზპრომია, არატრადიციული გაზის რეზერვების განვითარება გაუჭირდება. გაზპრომი ექსპორტისა და მილსადენების მონოპოლიზებასაა შეჩვეული და მოგება გარანტირებული აქვს. შესაბამისად, რისკების შეფასებასა და მაქსიმალურ პროდუქტიულობაზე ნაკლებ აქცენტს აკეთებს.

იმისთვის, რომ ფიქლის გაზი მომგებიანი იყოს, რისკების სწორად დათვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: ნაკადის სტაბილური მოცულობის მიღებისა და შენარჩუნებისთვის ხშირად მიწის ერთჯერადი გაბურღვა და თიხისებრი ქანის ნაწილებად დაშლა საკმარისი არ არის. მოგების მისაღებად, დეტალურად უნდა დაითვალოს, თუ რომელი ხარჯების შემცირებაა შესაძლებელი, რომ ინოვაციური მეთოდის საჭიროებისამებრ განმეორების შემთხვევაში, გაზის ნაკადის შენარჩუნების ხარჯები ძალიან არ გაიზარდოს.

კრემლი სპეკულაციებს სწორედ ხსენებული ინოვაციური მეთოდის შესახებ ავრცელებს. დასაბუთებას მოკლებული არგუმენტები ძირითადად ორი მთავარი ასპექტის გარშემო იშლება: 1) წარმოების მეთოდი გარემოს საფრთხეს უქმნის და 2) ფიქლის გაზის წარმოება გაუმართლებლად ძვირი ჯდება.

ფიქლის გაზის მიღების ტექნოლოგია ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა, რამაც პროდუქციის ხარჯი საშუალოდ გაანახევრა. ამერიკაში 3 მილიონი ბრიტანული თერმული ერთეულის მოპოვება 3 დოლარი ჯდება. 1990-იან წლებთან შედარებით ფასი 1.7-ჯერ ნაკლებია.

ფასი კიდევ უფრო მეტად მას შემდეგ შემცირდება, რაც საქმეში წამყვანი ნავთობკომპანიები ჩაერთვებიან. ბოლო პერიოდში ფიქლის გაზის ევროპული ბაზარი ამ მოთამაშეებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება: Exxon Mobil-მა უკვე დაიწყო ბურღვა გერმანიაში, ConocoPhillips-მა - პოლონეთში, ავსტრიულმა OMV-მ - ვენაში, Shell-მა - შვედეთში. შედარებით პატარა კომპანიები ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საფრანგეთშიც, ეძებენ ფიქლის გაზს. ამ კომპანიების აქტიურობის შედეგად, სხვადასხვა გათვლებით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო 5 წელიწადში, 3 მილიონი ბრიტანული თერმული ერთეულის მოპოვება მხოლოდ 2 დოლარი დაჯდება.

0x01 graphic

დაბინძურდება სასმელი წყალი - გაზვიადებულია. სასმელი წყალი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბინძურდება, თუ ფიქლის გაზის ჭა გაჟონავს. ამის თავიდან აცილება უსაფრთხოების ზომების დაცვით არის შესაძლებელი.

სასმელი წყლის დაბინძურების არგუმენტით მანიპულირების მცდელობა უსუსურია: ისტორიულად, ყოველ ახალ ტექნოლოგიურ გარღვევას, თან სდევდა გარემოსდაცვითი აქტივისტების შეშფოთება დედაბუნების განადგურებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, ენერგიის ახალი წყაროების წარმოება და რეზერვები დროთა განმავლობაში, შემცირების ნაცვლად, იზრდება.

საზოგადოებრივი აზრი ასეთ მანიპულაციებს საბოლოო ჯამში ბრმად არ ემორჩილება. გარემოსდაცვით ან თუნდაც პოლიტიკურ რისკებს ადამიანი იმის მიხედვით აფასებს, თუ რა დევს სასწორის მეორე პინაზე: ამის უახლესი მაგალითი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელი სისწრაფით გავრცელებული თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალებია. მაშინ გარემოსდამცველების მთავარი გზავნილი სასათბურე გაზების მომატების საშიშროება და შედეგად, გლობალური დათბობის დამანგრეველი ეფექტი იყო. თუმცა მეცნიერული აზრი, გარემოსდამცველი აქტივისტების ალარმისტული გზავნილებისგან ხშირად რადიკალურად განსხვავდება: გაზი - თხევადი იქნება ეს თუ ფიქლის - გაცილებით უფრო სუფთაა, ვიდრე ნახშირი ან ნავთობი.

ფიქლის გაზის პოტენციალის ათვისებასთან ერთად, თხევად ბუნებრივ აირზე დაიკლებს მოთხოვნა. ფიქლის გაზის აღმოჩენამდე, სხვადასხვა გათვლით, 2025 წლისთვის თხევადი ბუნებრივი აირი საერთაშორისო ვაჭრობის 50%25 იქნებოდა. ფიქლის გაზის ბუმის პირობებში, ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 1/3-მდე დავა. ამერიკაში ეფექტი უკვე იგრძნობა: თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტიორი ტერმინალები პრაქტიკულად ცარიელია. ყატარიდან და სხვა მიმართულებებიდან დატვირთული თხევადი გაზის ტანკერები ევროპელი მომხმარებლებისკენ მიდიან. ეს კიდევ უფრო ამცირებს გაზპრომის მოგებას და ევროპის რეგიონის რუსეთზე დამოკიდებულებას.

ევროპის მიერ ფიქლის გაზის პოტენციალის ათვისება, რუსეთს, ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური გავლენის ბერკეტსაც ართმევს. 2006 და 2007 წლებში მოსკოვმა გაზის ფასზე უკრაინასთან არსებული უთანხმოების გამო, კიევი და მთელი დასავლეთ ევროპა შუა ზამთარში გაზის გარეშე დატოვა. ამან უკრაინის პოლიტიკურ ორიენტაციაზეც იმოქმედა - NATO-ზე ორიენტირებულ ქვეყანაში, ანტიმოსკოვური დამოკიდებულება შესუსტდა.

ბაზრის დივერსიფიკაციის პირობებში კრემლს მსგავსი ეფექტის გამეორება გაუჭირდება. აქამდე, ევროპული ბაზრის ლიბერალიზაცია პრობლემა იყო, რადგან გაზის ადგილობრივი რესურსები მწირი, მიწოდება კი მონოპოლიზებული იყო. ეს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მუდმივი რისკის ქვეშ აყენებდა. დღეს რეალობა იცვლება. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მიწა შეიძლება გაზის საცავი აღმოჩნდეს.

ფიქლის გაზი

მიიღება მიწის ქვეშა თიხისებრი ქანისგან. პირველად აღმოაჩინეს ამერიკაში, 1821 წელს.

ფიქლის გაზის მოპოვების ტექნოლოგია

მიწა იბურღება ჰორიზონტალურად, ფიქლის ქანებამდე. შემდეგ ქანი დიდი წნევის მქონე წყლის ჭავლის მეშვეობით მცირე ნაწილებად იშლება. დაშლის პროცესში მიიღება გაზი.

ბრიტანული თერმული ერთეული (btu)

ენერგიის საზომი ერთეული. გამოიყენება მხოლოდ თერმული დანადგარების სიმძლავრის გასაზომად, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1 ბრიტანული თერმული ერთეული = 1 055 ჯოული.

12 ჩინეთის სასურსათო კრიზისის გავლენა საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკაზე

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

სალომე მამალაძე

0x01 graphic

ჩინეთში სასურსათო კრიზისი დაიწყო. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის მსოფლიოში წარმოებული მარცვლეულის ყველაზე დიდი მომხმარებელი ეს ქვეყანა იქნება. ამან შეიძლება დანარჩენ მსოფლიოში ამ პროდუქციის დეფიციტი გამოიწვიოს.

მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ამერიკაა: ექსპორტზე ყოველწლიურად 90 მილიონი ტონა მარცვლეული გააქვს. აქედან ჩინეთი 2 მილიონი ტონა მარცვლეულის იმპორტს ეწევა, მოსალოდნელი კრიზისის შემთხვევაში კი, მას სულ ცოტა 80 მილიონი ტონა დასჭირდება. ამერიკულ მარცვლეულზე ჩინეთის 40-ჯერ გაზრდილი მოთხოვნა ამერიკული მარცვლეულის სხვა მომხმარებლებსაც რთულ ვითარებას შეუქმნის.

საქართველოს ეს პრობლემა ნაკლებად ეხება. მარცვლეულის საიმპორტო ბაზარი დივერსიფიცირებულია: მხოლოდ ერთ მიმწოდებელზე მისი არც ერთი სახეობა არ არის დამოკიდებული - მათ შორის, არც ჩინეთზე და არც აშშ-ზე.

ჩინეთში მარცვლეულზე გაზრდილი მოთხოვნა პირველ რიგში ამერიკაზე აისახება. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) რისკები უკვე შეაფასა. ფერმერული ეკონომიკის ათგვერდიან ანგარიშში ნათქვამია, რომ 2011 წელი ამერიკელი ფერმერებისთვის განსაკუთრებულად დატვირთული იქნება. მსოფლიოში საკვებ პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნა ამ სექტორში ფასებს საშუალოდ 3-4%25-ით გაზრდის.

საქართველოში იმპორტირებული 10-ზე მეტი სახეობის მარცვლეულიდან, აშშ-დან მხოლოდ სამი - ხორბალი, სიმინდი და ბრინჯი - შემოდის. ამ მარცვლეულის საერთო მოცულობა 2009-2010 წლებში 68 მილიონ ტონას შეადგენს. აქედან, აშშ-ზე მოდის ნახევარ პროცენტზე ნაკლები - 2 ათასი ტონა. ქვეყნიდან მარცვლეულის იმპორტში, საქართველომ, ორი წლის განმავლობაში 1.4 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. ეს თანხა ამ მარცვლეულის იმპორტზე დახარჯული მთლიანი თანხის 0.5%25-ია.

ამერიკის სოფლის მეურნეობის სექტორი გამოყოფილია 373 მილიონი ჰექტარი. დასაქმებულია საშუალოდ 2-3%25. აგრარული მეურნეობა ეკონომიკის 1.2%25-ს შეადგენს.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის სექტორი გამოყოფილია 95.5 მილიონი ჰექტარი. დასაქმებულია 300 მილიონი ადამიანი. აგარარული მეურნეობა ეკონომიკის 9.2%25-ს შეადგენს.

ამერიკის სოფლის მეურნეობის სექტორი გამოყოფილია 373 მილიონი ჰექტარი. დასაქმებულია საშუალოდ 2-3%25. აგრარული მეურნეობა ეკონომიკის 1.2%25-ს შეადგენს. ჩინეთის სოფლის მეურნეობის სექტორი გამოყოფილია 95.5 მილიონი ჰექტარი. დასაქმებულია 300 მილიონი ადამიანი. აგარარული მეურნეობა ეკონომიკის 9.2%25-ს შეადგენს. საქართველოში ჩინეთიდანაც სამი სახეობის მარცვლეული - ბრინჯი, წიწიბურა და ფეტვი - შემოდის. მათი საერთო მოცულობა 2009-2010 წლებში 25 ათას ტონას შეადგენს. აქედან ჩინეთზე 15%25 მოდის. საქართველო ამ პერიოდში ჩინეთს ყოველწლიურად საშუალოდ 6.8 მილიონ აშშ დოლარს უხდიდა. ეს თანხა ამ მარცვლეულის იმპორტზე დახარჯული მთლიანი თანხის 16%25-ია.

ჩინეთი დანარჩენ მსოფლიოში ძირითადად აგრარული სექტორის პროდუქციის ექსპორტს ეწევა. თუმცა აგრარული საქმიანობებისთვის ქვეყანაში სახნავ-სათესად ვარგისი ტერიტორიის მხოლოდ 10-15%25-ია ათვისებული. ეს ჩინეთის კრიზისის მთავარ მიზეზად ითვლება.

სახნავ-სათესად ერთ დროს ვარგის ტერიტორიებს, ეკოლოგიური პრობლემები ანადგურებს. 1957 წლიდან დღემდე სახნავ-სათესი ტერიტორია 1.2-ჯერ - 113.8 მილიონიდან 95.5 მილიონ ჰექტარამდე შემცირდა. ამ პერიოდში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დაახლოებით 24 ათასი სოფელი, მოსახლეობამ მთლიანად ან ნაწილობრივ მიატოვა, რადგან სახნავ-სათესი მიწები გამოშრა და სილიან ტერიტორიებად იქცა. მილიონობით ჩინელი ფერმერი ჭების თხრით ცდილობდა პრობლემის მოგვარებას, თუმცა დამშრალი სარწყავი სისტემების გამო ეს გზაც არაეფექტიანია.

სახნავ-სათესად გამოსაყენებელი ტერიტორიები საცხოვრებელ და ინდუსტრიულ მშენებლობებსაც ეწირება. გზატკეცილებისა და ავტოსადგომებისთვის გამოყოფილმა მიწებმა ათეულობით მილიონი ავტომფლობელის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. 2009 წელს, ჩინეთში ავტომობილების გაყიდვებმა 14 მილიონს გადააჭარბა, რითაც პირველად გაუსწრო ამერიკის მაჩვენებელს. ყოველი 1 მილიონი მანქანისთვის 50 ათასი აკრი (დაახლოებით 200 ათასი კვადრატული მეტრი) მიწის მოკირწყვლაა საჭირო.

ამ პრობლემების გამო, ჩინეთს თავისი - მსოფლიოში ყველაზე ჭარბი - მოსახლეობის გამოკვება, დანარჩენი მსოფლიოს ხარჯზე უხდება. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში მარცვლეულზე 40-ჯერ გაზრდილი მოთხოვნის გამო, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ადგილობრივმა სასურსათო კრიზისმა შეიძლება საერთაშორისო მასშტაბი შეიძინოს.

ამერიკის სოფლის მეურნეობის სექტორი გამოყოფილია 373 მილიონი ჰექტარი. დასაქმებულია საშუალოდ 2-3%25. აგრარული მეურნეობა ეკონომიკის 1.2%25-ს შეადგენს.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის სექტორი გამოყოფილია 95.5 მილიონი ჰექტარი. დასაქმებულია 300 მილიონი ადამიანი. აგარარული მეურნეობა ეკონომიკის 9.2%25-ს შეადგენს.

13 ბედნიერების ინჟინერია

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

ნინო მაჭარაშვილი, თეონა კოკიჩაიშვილი

0x01 graphic

სიბერე, ალბათ, არავის უხარია. თუმცა რადგან ამ პროცესის ალტერნატივა სიკვდილია, ყველას გვირჩევნია დავბერდეთ, თუმცა სასურველია - ტკბილად.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ბედნიერი მოხუცებულობის განსახიერებად, შვილიშვილების გარემოცვაში მყოფი სათვალიანი, დანაოჭებული, ჭაღარა ქალი ან კაცი წარმოგვედგინა. დღეს თუ არა ხვალ, ეს ადგილი შეიძლება შუბლგაყინულმა, ასაკოვანმა „ბარბიმ“ ან სახეგადაჭიმულმა, ფაიფურისკბილა „ჯეელმა“ დაიკავოს. თანამედროვე ადამიანმა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგად ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესა, რამაც, ერთი მხრივ, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა, მეორე მხრივ კი, სიბერესთან ბრძოლის და სილამაზისკენ სწრაფვის ჟინი გააძლიერა. გალამაზებისა და გაახალგაზრდავების მეთოდებს შორის, წამყვანი ადგილი, ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად, ესთეტიკურმა მედიცინამ დაიკავა.

პლასტიკური ქირურგია, განვითარების აჩქარებულ ტემპებს, მსოფლიო ომებსაც უნდა უმადლოდეს. დასახიჩრებულ ადამიანებზე ჩატარებულმა მანიპულაციებმა სახისა თუ სხეულის ნაკვთების დახვეწის ტექნოლოგიები დიდად განავითარა. პოპულარობის ზრდის ტემპი შთამბეჭდავია. ამერიკის პლასტიკური ქირურგიის საზოგადოების მონაცემებით, აშშ-ში, მარტო 2010 წელს, კოსმეტიკურ ქირურგიაზე მოთხოვნა 9%25-ით გაიზარდა. უკანასკნელი თხუთმეტი წლის მანძილზე კი 115%25-ით მოიმატა.

მადონა 2010 წელს აშშ-ში - ქირურგის სკალპელის მეშვეობით თუ მის გარეშე - 10 მილიონამდე კოსმეტიკური პროცედურა ჩატარდა. ქირურგიულ ოპერაციათა შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით - მკერდის გადიდება, არაქირურგიულთა შორის კი - ბოტოქსის ინექცია სარგებლობს.

დღეისთვის, ამ მხრივ, მსოფლიო რეკორდსმენი სინდი ჯექსონია. 55 წლის ქალი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში 52 პლასტიკური ოპერაციითაა შესული. მისი საბოლოო მიზანი ბარბის თოჯინას დამსგავსებაა. თუმცა სინდიზე უარესად მაინც ჯოზელინ ვილდენსტი გამოიყურება, საყოველთაოდ ცნობილი ქალი, რომელმაც 4 მილიონი მხოლოდ იმისთვის დახარჯა, რომ ადამიანს აღარ ჰგავდეს.

ჯოზელინამდე ჯერ ვერ მივალთ, მაგრამ პლასტიკური ოპერაცია ჩვენს ქვეყანაშიც პოპულარული გახდა. ამას სილიკონით ტუჩდამშვენებულ „საქართველოს ქალთა“ არმიაც მოწმობს. ესთეტიკური ქირურგიისა და მედიცინის კლინიკის ხელმძღვანელის, გია გვარამიას თქმით, უკანასკნელ სამ წელიწადში, პაციენტების რიცხვმა 15-20%25-ით მოიმატა. ქირურგიული ჩარევებიდან ყველაზე ხშირად რინოპლასტიკა, ანუ ცხვირის ოპერაცია კეთდება. გასაკვირი სულაც არ არის - კავკასიის მკვიდრთა წინაშე ეს პრობლემა მწვავედ დგას. ამას მოსდევს ლიპოსაქცია, მკერდის გადიდება და აბდომინოპლასტიკა (მუცლის ფორმის კორექცია).

0x01 graphic

ტყუპი ძმები იგორ და გრიშკა ბოგდანოვები

არაქირურგიული პროცედურებიდან, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული, ბოტოქსის ინექციაა. ბოტოქსის, იგივე ბოტულინის ტოქსინის კოსმეტიკური დანიშნულება სახეზე ნაოჭებისა და ღარების გადასწორებაა. მისი ეფექტი სახის კუნთში შეყვანიდან 1 ან 2 დღის შემდეგაა შესამჩნევი და პირველი ინექციიდან 3-4 თვე გრძელდება. ბოტოქსი სახის კუნთების შეკუმშვას ანელებს, ან სრულ პარალიზებას ახდენს. შესაბამისად, ნაოჭებიც აღარ ვითარდება. ქირურგები უარყოფენ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ინექციების შეწყვეტის შემთხვევაში, კანი უარეს მდგომარეობაში რჩება. ყველაფერი თქვენი ექიმის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული: მაგალითად, შუბლის არეში ზედმეტი დოზის შეყვანამ, შესაძლოა, წარბების ქვემოთ დაწევა გამოიწვიოს. თუ ამ პროცედურებს ადრეული ასაკიდან დაიწყებთ, კანს ნაოჭები კარგა ხანს არ დაემუქრება. თუმცა, ფრთხილად უნდა იყოთ, შეიძლება საბოლოოდ ისეთი გამომეტყველება შეგრჩეთ, თითქოს ქარში იდექით დიდხანს.

კლინიკა მედის პლასტიკური ქირურგის, ვახტანგ პეტრიაშვილის თქმით, პაციენტთა 90%25 ქალია. მამაკაცებში კი, ყველაზე პოპულარული ცხვირის ოპერაცია, ლიპოსაქცია და მკერდის დაპატარავებაა.

რატომ არ უნდა ვიყიდოთ ის, რაც გვგონია, რომ გაგვალამაზებს და თავდაჯერებას შეგვმატებს - მაგალითად გაბერილი ტუჩი - თუკი ამით ბედნიერებისკენ მიმავალ გზას დავამოკლებთ? თანამედროვე კოსმეტიკური ოპერაციების მთავარი ხიბლი, სარეაბილიტაციო პერიოდის მცირე ხანგრძლივობაცაა. ოპერაციის მასშტაბებიდან გამომდინარე, პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს რამდენიმე დღეში უბრუნდება. არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც. მაგალითად, ოპერაციამდე და მის შემდეგ 2 კვირის მანძილზე პაციენტს ეკრძალება სიგარეტის მოწევა, რადგან ეს სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს და შესაბამისად, შეხორცების პროცესი ნელდება. ურჩ პაციენტებს, შესაძლოა, კანის გარკვეული უბნების ნეკროზი დაემართოს. რეკომენდებული არ არის კონტრაცეპტივისა და ასპირინის გამოყენება, მწარე და მლაშე საკვების მიღება და გარკვეულ ვადამდე გარუჯვა.

არსებობს ასაკობრივი შეზღუდვებიც. თუმცა ზოგიერთი ოპერაცია მცირე ასაკშიც ნებადართულია. მაგალითად, ოტოპლასტიკა (ყურების პლასტიკური ოპერაცია), გვარამიას თქმით, უმჯობესია მანამ გაკეთდეს, სანამ ბავშვი სკოლაში წავა, რადგან უსაფრთხოა. სამაგიეროდ, ყურისგან განსხვავებით, 18 წლამდე ცხვირის ოპერაცია ან მკერდის გადიდება არ შეიძლება - სახისა და სხეულის ფორმების ასაკობრივ ცვლილებასთან ერთად, ოპერაციის შედეგიც დეფორმირდება.

სხვა ოპერაციათა მსგავსად, პლასტიკურსაც რისკები ახლავს. მუცლის, ბარძაყების პლასტიკა და მკერდის დაპატარავება რამდენიმე საათი გრძელდება. გართულებები ყველაზე ხშირად ანესთეზიას უკავშირდება.

მიუხედავად ამისა, ესთეტიკური მედიცინა თანამედროვე საზოგადოების ჰობად იქცა. მაგალითისთვის MTV-ის რეალითი შოუ - „მინდა მქონდეს ცნობილი სახე“ - კმარა. მაყურებელი თვალყურს ადევნებს, თუ როგორ ემგვანებიან შოუში მონაწილე ადამიანები პლასტიკური ოპერაციების დახმარებით საკუთარ კერპებს. რაც უნდა სასაცილოდ გამოიყურებოდეს მათი ვნება, ეს ადამიანები, ავად თუ კარგად, ბედნიერებას ეძებენ.

გველოდება თუ არა ნანატრი ბედნიერება ქირურგის კაბინეტში?

0x01 graphic

სინდი ჯექსონი

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი სილამაზე მაინც უპირატესად მიიჩნევა - ბევრი ნატრობს, რომ მის მომხიბვლელ ფორმებს დედაბუნებას მიაწერდნენ და არა ქირურგის ოსტატობას - დღეს სამარცხვინოდ არ ითვლება იმის აღიარება, რომ თხელი თეძოები თუ გასწორებული ნაოჭები, ესთეტიკური მედიცინის დამსახურებაა.

გარეგნობაზე ზრუნვაში დასაძრახი არაფერია. სახესა და ტანზე ზედმეტი თმის მოშორება, კანისა თუ კბილების მოვლა ადამიანს და მის გარშემომყოფებს არაფერს დაუშავებს, თუ არ არგებს.

ფაქტია, რომ უმჯობესია საკუთარ ტყავში თავს კომფორტულად გრძნობდე. მართალია, კარგ გარეგნობას ბედნიერების ფორმულად ვერ გამოვაცხადებთ, მაგრამ მომხიბვლელი ადამიანები რომ სხვებზე ბედნიერები არიან, მითი სულაც არ არის. ტექსასის უნივერსიტეტის ეკონომისტებმა, უკანასკნელ ხანებში ჩაატარეს კვლევა - ერთმანეთს დაუკავშირეს გარეგნობა, შემოსავლის ოდენობა და ბედნიერების განცდა. 30 მარტს გამოქვეყნებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ მიმზიდველი გარეგნობის პატრონები უფრო ბედნიერები არიან.

0x01 graphic

მადონა

თუ ეს მართლაც ასეა, რატომ არ უნდა მივანდოთ საკუთარი გარეგნობა გამოცდილ ქირურგს, რომლის პროფესიონალიზმშიც დარწმუნებულნი ვართ? დღეს კი რიგი პროცედურები, მაგალითად, ტუჩების დაბერვა, ერთ კაბაზე იაფი შეიძლება ღირდეს.

0x01 graphic

ვიქტორია ბექჰემი

რატომ არ უნდა ვიყიდოთ ის, რაც გვგონია, რომ გაგვალამაზებს და თავდაჯერებას შეგვმატებს - მაგალითად გაბერილი ტუჩი - თუკი ამით ბედნიერებისკენ მიმავალ გზას დავამოკლებთ? ე

ერთია, როდესაც ესთეტიკური მედიცინის დახმარებით ნაკლის აღმოფხვრას ცდილობ - გაისწორებ კეხს ცხვირზე, ან გაიზრდი მკერდს და კმაყოფილი ხარ. მეორეა, თუ პრობლემა ცხვირსა და მკერდში კი არა, გონებაშია და კოსმეტიკური ჩარევის შედეგად “უნაკლოდ“ ქცევა გინდა. ასე იწყება თავბრუდამხვევი გატაცება პლასტიკური ქირურგიით და მასთან ერთად, მანკიერი წრე, რომლიდან თავის დაღწევაც რთულია. გგონია, რომ ვერასდროს იქნები მომხიბვლელი, თუ ყველა დეტალს არ „გამოასწორებ“ და მიღებულ სტანდარტს არ მიუსადაგებ.

და ამ დროს, ვინ დააწესა სტანდარტი? ვინ თქვა, რომ სილიკონით გაბერილი ტუჩი და მკერდი, ან ბოტოქსით გათიშული შუბლი და კეფაზე აჭიმული წარბები ლამაზია?

მეგან ფოქსი არსებობს ე.წ. წარმოსახვითი სიმახინჯის სინდრომი, ფსიქიატრიის ენაზე ამას სხეულის დისმორფულ აშლილობას უწოდებენ (Body Dysmorphic Disorder). მისით დაავადებულ ადამიანებს საკუთარი სხეულის რეალისტური აღქმის უნარი სრულიად დაკარგული აქვთ. ხშირად მომხიბვლელ ადამიანებსაც სძულთ საკუთარი სახისა და სხეულის ნაწილები. ასეთ დროს ოდნავ შესამჩნევი ნაკლი მტანჯველ გარემოებად იქცევა. მცირე ასიმეტრია, რომელიც შესაძლოა, სახეს მომხიბვლელობასა და ორიგინალურობას ანიჭებდეს, სერიოზულ დეფექტად მიიჩნევა.

სწორედ ამგვარ შემთხვევებშია პლასტიკური ქირურგიით არაჯანსაღი გატაცების რისკი ყველაზე დიდი - ის, შინაგან დისკომფორტთან გამკლავების ერთადერთ გზად მიაჩნიათ. მათ ხშირად 20 და მეტი კოსმეტიკური ოპერაციაც აქვთ გაკეთებული. შედეგები, როგორც წესი, არცთუ ესთეტიკურია. რთულ შემთხვევებში, ასეთი ადამიანები ალკოჰოლსა და ნარკოტიკს ეტანებიან ან სუიციდური მიდრეკილებები აქვთ. ბუნებრივია, ამ დროს პლასტიკური ჩარევა მდგომარეობას ვერ შველის - პაციენტს მედიკამენტოზური მკურნალობა და ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციები ესაჭიროება.

0x01 graphic

მეგან ფოქსი

გია გვარამიას თქმით, საქართველოში მსგავს, მუდმივ პაციენტთა რიცხვი საერთო რაოდენობის 1-2%25-ს არ აჭარბებს. კლინიკაში ცდილობენ, გადააფიქრებინონ მათ მორიგი ოპერაციის გაკეთება, ან ფსიქოლოგთან გადაამისამართონ.

0x01 graphic

დემი მური

0x01 graphic

ჯოზელინ ვილდენსტი

გასათვალისწინებელია, რომ კოსმეტიკური ჩარევის შედეგი სამუდამოდ არ გრძელდება. ბოტოქსის, ტუჩის დასაბერი გელით და სხვა არაქირურგიული ოპერაციებით მიღწეულ ეფექტს რამდენიმე თვის ვადა აქვს, სახის კანის გადაჭიმვას - წლები, თუმცა სამუდამო არც ეს არის.

გარდა ამისა, ერთ მშვენიერ დღეს განსხვავებული გარეგნობის „შეძენა“ არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაა იოლი. ცვლილება თუნდაც ექიმის მიერ კომპიუტერის ეკრანზე ნაჩვენებს ემთხვეოდეს, ემოცია, რომელსაც სარკეში არეკლილი გამოსახულება იწვევს, სულ სხვაგვარია.

ალბათ გინახავთ რობერტ ზემეკისის ცნობილი ფილმი „მას სიკვდილი უხდება“. მერილ სტრიპისა და გოლდი ჰოუნის პერსონაჟებს გარეგნობის შეცვლისა და გაახალგაზრდავების მცდელობები მანიაში გადაეზრდებათ, მარადიული ახალგაზრდობა კი სამუდამო სატანჯველად ექცევათ. როგორც ჩანს, ეშმაკი, პლასტიკური ქირურგის ოთახში კი არა, თავად პაციენტის დამოკიდებულებაში იმალება: რატომ ვიცვლით გარეგნობას? იმიტომ, რომ კონკრეტული ნაკლი გამოვასწოროთ, თუ გვგონია, რომ ყველა ჩვენი არარეალიზებული სურვილი, ნაოჭის ან პატარა მკერდის ბრალია?

14 ფოტოესე

▲ზევით დაბრუნება


ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში გაიხსნა ბრიტანელი დიზაინერის, ალექსანდრ მაკქუინის ნამუშევრების გამოფენა ველური სილამაზე.

0x01 graphic

15 ფათჰისა და ჰამასის შერიგება დარტყმა ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესზე

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ავთო ქორიძე

დიდხნიანი დაძაბული ურთიერთობების შემდეგ, პალესტინის ორ მთავარ პოლიტიკურ პარტიას, ფათჰსა და ჰამასს შორის, სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. 27 აპრილს, პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ჰამასი არჩევნების ერთი წლით გადავადებას დათანხმდა. ხელშეკრულებას ხელი მხარეებმა კაიროში მოაწერეს.

ხელშეკრულებამდე, ისრაელის ხელისუფლება ფათჰს შედარებით ზომიერ პარტიად განიხილავდა, რომელთანაც სამშვიდობო მოლაპარაკების წარმოება შესაძლებელი იყო. ჰამასის მიმართ კი ებრაელთა პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ორგანიზაციას თავისი წესდებიდან გამომდინარე (ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და მის ადგილზე ერთიანი პალესტინის ჩამოყალიბება) არსებობის უფლება არა აქვს. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აბასმა და მისმა პარტიამ უნდა გადაწყვიტონ „მშვიდობა ისრაელთან თუ მშვიდობა ჰამასთან, ორივესთან მშვიდობა შეუძლებელია!“.

ამ ორ პოლიტიკურ პარტიას წარსულშიც ხშირად დაუდია და დაურღვევია მსგავსი სახის ხელშეკრულებები. შესაბამისად, დღეს პოლიტოლოგებს ეჭვი ეპარებათ, რომ ეს მათი გაერთიანების წარმატებული მცდელობა იქნება.

2007 წელს, დიდხნიანი დაპირისპირების შემდეგ, მხარეებმა შერიგება გადაწყვიტეს და გაერთიანებული მთავრობა ჩამოაყალიბეს. თუმცა შიდა წინააღმდეგობების შედეგად, ხელისუფლება რამდენიმე თვეში დაიშალა. ამის შემდეგ, Wikileaks-ის მასალების მიხედვით, აბასის პარტიის წარმომადგენლები ისრაელს ჰამასის წევრების განადგურებას სთხოვდნენ.

ჰამასისა და ფათჰის გაერთიანების ფაქტი მოულოდნელი იყო. ბოლოდროინდელი ტენდენცია პალესტინაში საპირისპიროზე მეტყველებდა: მოლაპარაკებები აბასსა და ისრაელის ხელისუფლებას შორის ერთი შეხედვით წარმატებულად მიმდინარეობდა. აპრილში, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მხარეები ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან. ეს არაბებსა და ებრაელებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

0x01 graphic

ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია და პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი

თუმცა, ეგვიპტესთან გამართული საიდუმლო მოლაპარაკებებისას, აბასმა გამოთქვა სურვილი, რომ მისი პარტია ფათჰი, რომელიც დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებს, ჰამასთან, ღაზის სექტორში დომინანტ ძალასთან, გაერთიანებულიყო.

ხელშეკრულების შედეგად, შეიძლება, პრემიერ-მინისტრს და ფათჰის წარმომადგენელს ფაიადს სამსახურის დატოვება მოუხდეს. ფაიადი აქტიურად თანამშრომლობდა ამერიკულ სამხედროებთან და ჰამასის ტერორისტებს ებრძოდა. სწორედ ამიტომ, მის წარმომადგენლებს ფაიადი არ მოსწონდათ. ანალიტიკოსების აზრით, ფათჰსა და ჰამასს შორის დადებული ხელშეკრულება, ტერორიზმთან ბრძოლას კიდევ უფრო გაართულებს. ფათჰს სავარაუდოდ აშშ-ის სამხედრო დახმარებაც შეუწყდება, რაც უმეტესწილად წვრთნებს მოიცავდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ამ ხელშეკრულებას მოჰყვება, ჰამასისთვის პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღების საშუალების გაჩენაა. ჰამასმა 2006 წელს საკანონმდებლო საბჭოში ადგილთა ორი მესამედი მოიპოვა. თუმცა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის 18 წევრს შორის, მისი არც ერთი წარმომადგენელი არ იყო. ხელშეკრულების მიხედვით, მომავალი წლის არჩევნების შემდეგ ჰამასის წარმომადგენელს საშუალება მიეცემა აღმასრულებელ საბჭოში მოხვდეს. ორგანიზაციაში, რომელიც გაეროს მიერ პალესტინელი ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად არის აღიარებული, ისრაელის განადგურების მსურველი ჰამასის ჩართვა, მოლაპარაკებებს ორგანიზაციასა და ისრაელს შორის, თითქმის შეუძლებელს გახდის.

კაიროში ხელშეკრულების გაფორმება, პალესტინის მიმართ ეგვიპტის დამოკიდებულების ცვლილებაზე მიუთითებს. ჰოსნი მუბარაქი ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა ფათჰთან, ჰამასს კი, მუსლიმურ საძმოსთან კავშირის გამო, მტრად აღიქვამდა.

ეგვიპტის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნაბილ ელ-არაბმა, ყველას აგრძნობინა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიცია ნეიტრალური იქნება. ის ყველა კონფლიქტის დროს მიუკერძოებლობას ეცდება. ამის დასამტკიცებლად, მან ღაზის სექტორზე ეგვიპტის კონტროლის შესუსტებაც კი გადაწყვიტა.

16 ცვლილებების ზღვა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

კანადის არჩევნები

თამარ ზურაბაშვილი, ავთო ქორიძე

0x01 graphic

ორშაბათს, 2 მაისს ჩატარებულ კანადის საპარლამენტო არჩევნებში, კონსერვატორი პრემიერ-მინისტრის, სტეფან ჰარპერის პარტიის შთამბეჭდავმა გამარჯვებამ ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეცვალა. კონსერვატულმა პარტიამ ხმების 40%25 და 308-ადგილიან პარლამენტში 167 მანდატი მიიღო. 23 წლის შემდეგ პირველად, კანადის საპარლამენტო უმრავლესობაში ლიბერალური პარტია არ არის.

სოციალისტური ორიენტაციის ახალმა დემოკრატებმა ხმების 31%25 აიღეს. მათ შეძლეს პარლამენტში 102 მანდატის მოპოვება და მთავარ ოპოზიციურ პარტიად იქცნენ.

მაშინ როცა ჰარვარდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორი და ადამიანის უფლებათა აქტივისტი იგნატიეფი თითქმის 30-წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და არჩევნებზე ლიბერალების მარცხის შემდეგ 2009 წლიდან სათავეში ჩაუდგა პარტიას, მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ბევრის აზრით, იგნატიეფი კანადელი ობამა იქნებოდა და მემარცხენე პოლიტიკის პოპულარობის ზრდას პიროვნული ქარიზმის წყალობით მოახერხებდა.

არჩევნებმა ლიბერალებს მწარე იმედგაცრუება მოუტანა. ამომრჩეველმა იგნატიეფში ძალაუფლების ხელში ჩაგდების იმედით ჩამოსული ხალხს მოწყვეტილი ჰარვარდელი ელიტისტი დაინახა. ლიბერალურმა პარტიამ, რომელიც XX საუკუნეში 69 წლის განმავლობაში მართავდა კანადას, სრული კრახი განიცადა. იგი ხმათა 19%25-ითა და 33 მანდატით მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა.

კიდევ უფრო გააუარესა შედეგი კვებეკის სეპარატისტულმა ბლოკმა - ხმათა მხოლოდ 6%25 აიღო და წინა მოწვევის პარლამენტზე 10-ჯერ ნაკლები მანდატის მოპოვება შეძლო. მწვანეთა პარტიამ ხმების 4%25 მოაგროვა და პირველად შეძლო თემთა პალატაში 1 მანდატის მოპოვება.

კონსერვატორებმა წარმატებას ძირითადად დასავლეთში მიაღწიეს, მემარცხენე პარტიებმა კი - აღმოსავლეთში. ახალმა დემოკრატებმა მემარცხენეთა ხმები ბევრ საარჩევნო ოლქში „გახლიჩეს“. ამით მათ, თავისდაუნებურად, კონსერვატორების წარმატებას შეუწყვეს ხელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს ონტარიოში იყო, რომელიც ტრადიციულად ლიბერალების ბასტიონს წარმოადგენდა.

1965 წლიდან, ინგლისურენოვანი ლიდერის პარტიამ ფრანგულენოვანი ლიდერის პარტიაზე მეტი ხმა კვებეკში მხოლოდ ერთხელ მიიღო. ამ არჩევნებზე სამივე ფედერალურმა პარტიამ კვებეკის ბლოკზე მეტი ხმა მოაგროვა. კვებეკის ბლოკის დაკნინება, შესაძლოა, 1967 წელს მონრეალში სტუმრობისას, შარლ დე გოლის მიერ წამოსროლილი ლოზუნგით vive le Quebec libre (გაუმარჯოს თავისუფალ კვებეკს) ინსპირირებული სეპარატისტული განწყობების მინავლების ნიშანი იყოს. შედარებით ღარიბი ფრანგულენოვანი პროვინციის მოსახლეობის უმეტესობამ, რომლებიც დანარჩენ კანადელებზე უფრო მეტად მემარცხენე ორიენტაციის არიან, ხმა ახალ დემოკრატებს მისცა. ახალი დემოკრატების საპარლამენტო დეპუტაციის ნახევარზე მეტი კვებეკიდან არის არჩეული.

ლიბერალური პარტიის ლიდერმა მაიკლ იგნატიეფმა და კვებეკის ბლოკის ლიდერმა ჟილ დიუსეპმა არჩევნები საკუთარ ოლქშიც წააგეს. მალე ორივე პარტიას ახალი ლიდერი ეყოლება.

1960-იანი წლების შემდეგ გამართული 13 არჩევნებიდან, 10 ლიბერალურმა პარტიამ მოიგო. მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს პრიორიტეტად კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა იქცა, შედეგად, 1963-დან 1993 წლამდე ხარჯვა მშპ-ს 29%25-დან 50%25-მდე გაიზარდა. აშშ-ში იმავე პერიოდში სახელმწიფო ხარჯვამ მხოლოდ 6%25-ით მოიმატა და მშპ-ს 34%25 შეადგინა. კანადელმა ლიბერალებმა საჯარო პენსიების ფონდი და სოციალიზებული ჯანდაცვა შექმნეს, მხარს უჭერდნენ სავაჭრო ტარიფებსა და რეგიონული გათანაბრების პოლიტიკას.

ისტორიულად, ლიბერალების წარმატების სოციალური საფუძველი ფართო კოალიცია იყო, სადაც შედიოდნენ სტუდენტები და პროფესორები, მსხვილი ბიზნესი და პროფკავშირები, ძველი ელიტა და ახალი იმიგრანტები. განსხვავებული ფენების კავშირს სუბსიდიები, გრანტები და სახელმწიფო პროგრამები უზრუნველყოფდა, რაც, თავის მხრივ, მაღალ გადასახადებსა და საბიუჯეტო დეფიციტს ეფუძნებოდა.

1990-იანი წლებიდან კანადა ეკონომიკური ლიბერალიზაციის გზას ადგას. პროგრესულმა კონსერვატორმა პრემიერ-მინისტრმა ბრაიან მალრუნიმ 1993 წელს აშშ-სთან და მექსიკასთან ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დადო. ამან სახელმწიფოს ხარჯების შემცირების დამატებითი სტიმული გააჩინა.

ლიბერალები 1993, 1997 და 2000 წელსაც მოხვდნენ უმრავლესობაში, თუმცა მათი პოპულარობა იკლებს. ისინი პოზიციას რამდენიმე ურბანულ რეგიონში და ატლანტიკურ კანადაში ინარჩუნებენ. ნაკლებ მდიდარი კვებეკი მემარცხენე-ცენტრისტი ლიბერალების ნაცვლად, მკვეთრად მემარცხენე პარტიებს უჭერს მხარს.

ლიბერალებისადმი მხარდაჭერის შემცირება, კანადაში ევროპული ტიპის კონსენსუსის პოლიტიკის ამერიკული, უფრო პოლარიზებული და იდეოლოგიზებული ხასიათის პოლიტიკით ჩანაცვლებასთან არის დაკავშირებული. პირველ ორ ადგილზე გასულ პარტიებს შორის იდეოლოგიური უფსკრულია.

ლიბერალების ტრადიციულმა ამომრჩეველმა - იმიგრანტებმა და დაბალმა ფენამ -კონსერვატორებს მისცა ხმა, ხოლო საშუალო კლასი და უმაღლესი განათლების მქონე კანადელები ახალ დემოკრატიულ პარტიას უჭერს მხარს. ზოგი ლიბერალი ახალ დემოკრატებთან შერწყმის მომხრეა, სხვები კი მიიჩნევენ, რომ კანადას კვლავაც სჭირდება დამოუკიდებელი ცენტრისტული პარტია და გაერთიანების წინააღმდეგი არიან.

ახალი დემოკრატიული პარტია მკვეთრად მემარცხენეა. იგი მხარს უჭერს საზოგადოებრივი საკუთრების გაფართოებას, გარემოზე ზრუნვისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით ეკონომიკაზე სახელმწიფო კონტროლის გაზრდას.

0x01 graphic

კანადის პრემიერ-მინისტრი სტეფან ჰარპერი

ახალი დემოკრატების პოპულარობის მთავარ მიზეზად ტრადიციული მემარცხენე პარტიების - ლიბერალებისა და კვებეკის ბლოკის მიმართ ამომრჩევლის პროტესტს მიიჩნევენ.

მემარცხენე ფლანგის განახლება გარკვეულწილად წააგავს იმ ტრანსფორმაციას, რომელიც მემარჯვენე ბანაკმა განიცადა და რომელიც 2003 წელს ახლანდელი კონსერვატიული პარტიის შექმნით დასრულდა. მაშინ ერთმანეთს შეერწყნენ ისტორიული - პროგრესული კონსერვატიული და ახალი - რეფორმების პარტია/კანადური ალიანსი. ამ გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული პარტია წინამორბედზე ბევრად უფრო მემარჯვენე პოზიციებზე დგას.

კონსერვატორულმა პარტიამ უკვე ზედიზედ მესამედ მოიგო არჩევნები, მაგრამ აქამდე უმრავლესობა არასდროს ჰყოლია. ბოლო 5 წლის განმავლობაში პრემიერმა ჰარპერმა შეძლო, მსუბუქი ბიძგებით მემარცხენე-ცენტრისტული სიმპათიების მქონე ქვეყანა მემარჯვენე მიმართულებით წარემართა. მისი საარჩევნო პროგრამა დაბალ გადასახადებს, ძლიერ თავდაცვას და კრიმინალების უფრო მკაცრად დასჯას ითვალისწინებდა.

მიუხედავად იმისა, რომ კანადამ ეკონომიკური კრიზისი შედარებით ადვილად გადაიტანა, როგორც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს პარტნიორს, კრიზისი ნაწილობრივ მაინც შეეხო. კონსერვატორების პოლიტიკა - დაბალი გადასახადები და მინერალური წიაღისეულის და ნავთობის მოპოვება - ამომრჩევლის აზრით, ეკონომიკისთვის სასარგებლო იქნება. ჰარპერი კანადელებს დაჰპირდა, რომ გადასახადების გაზრდის გარეშე ბიუჯეტს 2014-2015 წლებისთვის დააბალანსებს.

2012 წლისთვის ჰარპერი კორპორატიული მოგების გადასახადის განაკვეთის 15%25-მდე შემცირებას გეგმავს. მაშინ როცა ამერიკაში ანალოგიური გადასახადი 35%25-ია, ეს კანადას მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. შარშან მისი ეკონომიკა 3.3%25-ით გაიზარდა, მაშინ როცა შეერთებულ შტატებში - 2.9%25-ით.

არჩევნების დროს ჰარპერი არწმუნებდა კანადელებს, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ქვეყანას მტკიცე საპარლამენტო უმრავლესობა და თანმიმდევრული პოლიტიკა სჭირდება. თუკი აქამდე ზომიერებამ და სიფრთხილემ კონსერვატორებს წარმატება მოუტანა, ახლა ეს მათთვის პრობლემა შეიძლება გახდეს - ტორებს უკვე სრული უმრავლესობა აქვთ და ამომრჩევლის წინაშე პასუხსაც ერთპიროვნულად აგებენ.

17 გერმანელი ობამა? თავისუფალი დემოკრატები ხსნას როსლერში ხედავენ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

თეონა ტურაშვილი

გერმანიის თავისუფალმა დემოკრატებმა (FDP), გადამდგარი ლიდერი, გვიდო ვესტერველე, ვიეტნამური წარმოშობის ფილიპ როსლერის კანდიდატურით შეცვალეს. მას მაისის შუა რიცხვებში, FDP-ის საერთო ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩევენ. სამომავლოდ პოლიტიკოსს საკმაოდ რთული მისია აკისრია: FDP-ს ერთიანობა და პოპულარობა უნდა დაუბრუნოს. თუმცა, მისი გამოცდილება ბევრს სკეპტიკურად განაწყობს.

ვესტერველეს გადადგომის მიზეზი, პარტიის რეიტინგის დაცემა და რეგიონულ არჩევნებში ცუდი შედეგის ჩვენება გახლდათ. გასულ თვეში, FDP სამ უმნიშვნელოვანეს შტატში დამარცხდა. FDP კანცლერ ანგელა მერკელის კოალიციურ მთავრობაში უმცროს პარტნიორად 2009 წელს შევიდა - არჩევნებში ამომრჩეველთა 14,6%25-იანი მხარდაჭერის წყალობით. დღეს მისი რეიტინგი 3-5%25-მდე დაეცა. მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ვესტერველეს არასწორი პოლიტიკა გახდა: მან გადასახადების შემცირების დანაპირები ვერ შეასრულა. იგი, ეკონომიკური კრიზისისა და დეფიციტის ფონზე, აქცენტს მხოლოდ კეთილდღეობის სახელმწიფოზე, პენსიებსა და სოციალურ უზრუნველყოფაზე აკეთებდა.

ვესტერველეს ხშირად აკრიტიკებენ მისი ხისტი, ამპარტავნული ხასიათისა და კონფრონტაციული რიტორიკის გამო. როსლერს კი თავაზიან, მჭევრმეტყველ, ზომიერ პოლიტიკოსად მიიჩნევენ. თუმცა, ეს უკანასკნელი წინამორბედს გამოცდილებითა და მოხერხებულობით მკვეთრად ჩამოუვარდება. მისი პოლიტიკური კარიერა 1992 წელს FDP-ის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში შესვლით დაიწყო. როსლერს ქვედა საქსონიის ეკონომიკის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტები ეკავა, 2009 წლიდან დღემდე კი ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს. მისი მინისტრობის პერიოდი წარუმატებლად ითვლება - ჯანდაცვის რეფორმის საკუთარი გეგმისთვის საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო. როსლერის პროგრამის მთავარი ოპონენტები ქრისტიან-სოციალისტური კავშირის ლიდერი, ხორსტ ზეეხოფერი და ფინანსთა მინისტრი, ვოლფგანგ შოიბე გახლავთ.

0x01 graphic

ფილიპ როსლერი

მიუხედავად ამისა, როსლერის კანდიდატურა პარტიის წევრებისთვის ერთი ფაქტორის გამოა სასურველი: იგი FDP-ის რეფორმისტთა ფრთას წარმოადგენს. ისინი სოციალურ ლიბერალიზმზე, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობასა და სამოქალაქო თავისუფლებაზე ყურადღების გამახვილებას ემხრობიან. პარტიის ერთიანობის აღსადგენად კი შიდა ცვლილებები იგეგმება: FDP-ის ლიდერთა შემადგენლობა პოლიტიკური გაერთიანების აღმასრულებელ საბჭოში ახალი წევრების დანიშვნით გადახალისდება.

ეფექტიანი გარდაქმნების გასატარებლად, როსლერს სათანადო პოსტიც უნდა უმაგრებდეს ზურგს. ჯანდაცვის მინისტრს კი ამისთვის საკმარისი გავლენა არ ექნება. ანალიტიკოსები მას ეკონომიკის ან საგარეო საქმეთა სამინისტრო პორტფელს უწინასწარმეტყველებენ. პირველი, საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე, მისთვის ყველაზე კომფორტულია. თანაც, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხსენებული პოსტი ქვეყანაში ერთ-ერთ საკვანძო ადგილად ითვლება. თუმცა, დღეს ეს თანამდებობა გავლენიან პოლიტიკოსს, რაინერ ბრუდერლეს უკავია. ძნელი წარმოსადგენია, რომ აღნიშნული პრივილეგია მან იოლად დათმოს. მეორე მათგანს კი - პარტიაში დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად - კვლავაც ვესტერველე ინარჩუნებს.

FDP-ში არსებული პოლიტიკური ჩიხი, მერკელის დასუსტებულ და არაერთიან სამთავრობო კოალიციაზეც უარყოფითად აისახება. 2013 წელს არჩევნებია დაგეგმილი, კოალიციის წევრი პარტიები რეგიონულ არჩევნებში ცუდ შედეგებს აჩვენებენ, მაშინ როცა მწვანეებმა მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდეს. პოზიციების შესანარჩუნებლად, მერკელს სამომავლოდ სამთავრობო კოალიციისთვის პარტნიორის მოძებნა მოუწევს. გარდა ამისა, ახალი ლიდერის პირობებში FDP-სთან თანამშრომლობის სახეცვლილი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.

ამავე დროს, დაქსაქსული და პოზიციებშესუსტებული კოალიციის ფონზე, ლიბერალებს ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალის სტატუსის დაბრუნება შეუძლიათ. წლების მანძილზე სწორედ FDP ითვლებოდა გერმანული პოლიტიკის მთავარ შემოქმედად. თანაც, მერკელს დაგროვილი პრობლემებისა და რესურსების სიმცირის პირობებში, დიდი ამბიციები აღარ გააჩნია. მაისში როსლერი ვიცე-კანცლერის პოსტსაც დაისაკუთრებს. დასახული ამოცანების წარმატებით განხორციელების და FDP-ის პოზიციების გამყარების შემთხვევაში, ბევრის გასაკვირად, მან, შესაძლოა, 2013 წლის არჩევნების შედეგად, კანცლერის ადგილიც კი დაიკავოს. ამისთვის საკმარისი სიმტკიცე და გამჭრიახობაა საჭირო.

18 დალაი ლამას შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ტიბეტი

ნორა გამყრელიძე, მიხეილ ბასილაია

2011 წლის გაზაფხული ტიბეტელებისთვის პოლიტიკურად ტურბულენტური გამოდგა. 75 წლის დალაი ლამამ, მარტში პოლიტიკური ძალაუფლება დათმო. აპრილის ბოლოს ტიბეტის ემიგრაციაში მყოფ მთავრობას უკვე ახალი მეთაური ჰყავდა - 42 წლის სობსანგ სანგაი. ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სანგაი კალონ ტრიპად, ანუ პრემიერ-მინისტრად ემიგრაციაში მყოფმა ტიბეტელებმა აირჩიეს. ის ტიბეტის ემიგრირებული მთავრობის მეორე პრემიერია, თუმცა წინამორბედთან შედარებით, გაცილებით მეტი პოლიტიკური გავლენა ექნება. საერო და სასულიერო ხელისუფლების გამიჯვნა ტიბეტის ემიგრირებული მთავრობის პოლიტიკისთვის საკვანძო ცვლილებაა. დალაი ლამა ტენზინ გიაცო ტიბეტელების სულიერ ლიდერად დარჩება და საკუთარ მოღვაწეობას გააგრძელებს. ის სიცოცხლის ბოლომდე ტიბეტელებისთვის ყველაზე გავლენიანი და მისაბაძი ადამიანი იქნება. დევნილობაში მყოფ ტიბეტის პარლამენტს ნობელიანტის პოლიტიკურ პენსიაზე გაშვება არ სურდა. თუმცა აუცილებლობის გამო, კონსტიტუციაში ცვლილებები მაინც შეიტანეს.

0x01 graphic

დალაი ლამა

ინდოეთის ქალაქ დარჯილინგში დაბადებულმა სანგაიმ, უმაღლესი განათლება დელიში მიიღო, შემდეგ კი ჰარვარდის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის დოქტორის წოდება მოიპოვა. ამერიკაში ცხოვრების პერიოდში მან ჩინელი მეცნიერებისა და დალაი ლამას რამდენიმე შეხვედრის ორგანიზება მოახერხა. ახლა სანგაის ინდოეთის ქალაქ დარამსალაში მოუწევს გადაბარგება, სადაც ტიბეტის ემიგრირებული მთავრობა და პარლამენტია განთავსებული. ის აცხადებს, რომ ჩინეთის მთავრობასთან სალაპარაკოდ მზადაა, პირველ რიგში კი ტიბეტის მცხოვრებთა უფლებებისთვის აპირებს ბრძოლას. ჩინური მხარე მოლაპარაკებების სურვილს არ ამჟღავნებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტიბეტის დევნილ მთავრობას სეპარატისტთა არალეგალური ორგანიზაცია უწოდა.

0x01 graphic

სობსანგ სანგაი

დალაი ლამას მიერ პოლიტიკურ ძალაუფლებაზე უარის თქმას თავისი მიზეზები აქვს. ის უკვე ასაკოვანი გახლავთ, პრემიერისთვის ძალაუფლების გადაცემით კი ტიბეტელები, დალაი ლამას სიკვდილის შემდეგ, ულიდეროდ არ დარჩებიან. ამას გარდა, ტენზინ გიაცოს სურდა, ჩინეთისთვის ახალი დალაი ლამას არჩევის შესაძლებლობა არ მიეცა. 2007 წელს ჩინეთმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, დალაი ლამასა და ტიბეტის სხვა მაღალი სასულიერო პირების არჩევისა და დამტკიცების უფლება მხოლოდ ამ ქვეყნის ცენტრალურ მთავრობას აქვს. პეკინმა, შესაძლოა, სულიერი ლიდერის თავად დანიშვნა მოახერხოს, თუმცა ტიბეტელების პოლიტიკური მიზნებისათვის ამას უკვე ნაკლები მნიშვნელობა ექნება.

არსებობს დალაი ლამას მიერ სიცოცხლეშივე ძალაუფლების გადაცემის ისტორიული ანალოგი. მეხუთე დალაი ლამამ 1679 წელს გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც, საკუთარ სიცოცხლეშივე, რეგენტად სანგიე გიაცო დანიშნა. დოკუმენტი მეხუთე დალაი ლამას ორივე ხელის ოქროში ამოვლებული ანაბეჭდით არის დამტკიცებული და ახლა ნიუ იორკში ინახება. მეხუთე დალაი ლამა 1682 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილი, მინგის იმპერიის ცენტრალური ხელისუფლებისთვის, საიდუმლოდ დარჩა. ათ წელზე მეტხანს, სანგიე გიაცო ახერხებდა სულიერი ლიდერის სიკვდილის საიდუმლოდ შენახვას. ოფიციალურ ცერემონიებზე მას ასაკოვანი გადაცმული სასულიერო პირები გამოჰყავდა, რომლებიც გარეგნობით დალაი ლამას ჰგავდნენ. ჩინეთის კომუნისტური პარტია ისტორიულ გამოცდილებას ყურადღებას აქცევს. 1995 წელს მათ იერარქიულად დალაი ლამას მომდევნო უმაღლესი სასულიერო პირი, პანჩენ ლამა თავად შეარჩიეს და დანიშნეს. მაგალითი 1949 წელს, ნაციონალისტური მთავრობის ანალოგიური საქციელიდან აიღეს. 1999 წელს ჩინეთის მთავრობამ რელიგიური მოძრაობა ფალუნგონგი გაანადგურა. მე-19 საუკუნის შუახანებში მსგავსი რელიგიური მოძრაობა ტაიპინის აჯანყებამდე მივიდა, რამაც ცინის დინასტიის დასუსტება გამოიწვია. მეხუთე დალაი ლამას პოლიტიკური სვლა ჩინეთისთვის მწარე ისტორიული გაკვეთილია. ამ პერიოდში სანგიემ ახალი დალაი ლამას პოვნა და მისი აღზრდა მოახერხა. გარკვეული პარალელების გავლება ახლანდელ სიტუაციასთანაც შეიძლება. მართალია, დალაი ლამას სიკვდილის დამალვა წარმოუდგენელია, თუმცა მომდევნოს არჩევასთან დაკავშირებული აურზაური, კალონ ტრიპასთვის ძალაუფლების გადაცემით ადვილად მოგვარდება. ჩინეთს რამდენიმეწლიანი საკანონმდებლო და კონსპირაციული სამუშაოები, შესაძლოა, წყალში ჩაეყაროს.

19 მმართველი პარტიის ტრადიციული გამარჯვება ოპოზიცია პოზიციებს მცირედით აუმჯობესებს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

სინგაპურის არჩევნები:

ნორა გამყრელიძე, მიხეილ ბასილაია

სინგაპურის 7 მაისის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ლი სიან ლუნის მმართველი სახალხო მოქმედების პარტიის (PAP) კვლავაც დიდი უპირატესობით გამარჯვებას ელოდებიან. 2006 წლის არჩევნებში პარტიამ მოსახლეობის 67%25-იანი მხარდაჭერით, 84 ადგილიდან 82 მოიპოვა. დღეს კი, წინასწარი გამოკითხვებით, 60%25-იან გამარჯვებას ვარაუდობენ.

მიუხედავად ამისა, საარჩევნო კამპანია ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე კონკურენტულად მიიჩნიეს. ოპოზიციური ძალებისთვის (მუშათა პარტია, ეროვნული სოლიდარობის პარტია, სინგაპურის დემოკრატიული პარტია, რეფორმის პარტია, სინგაპურის სახალხო პარტია) მთავარი წარმატება მიღწეული შეთანხმებაა - მათ კანდიდატები ყველა საარჩევნო ოლქში კოლექტიურად წარმოადგინეს.

PAP-ის დომინანტობას საარჩევნო სისტემაც განაპირობებს. ჯგუფური წარმომადგენლობით უბნებში (GRC) ამომრჩეველი ხმას კანდიდატების მაგივრად, პოლიტიკურ გაერთიანებას აძლევს. პარტიას, რომელიც სხვებზე მეტ ხმას იღებს, ოლქში არსებულ ყველა მანდატი მიაქვს. ოპოზიცია ძირითადად მხოლოდ 12 ერთწევრიან ოლქში გამარჯვებისთვის იბრძვის. მთავრობამ მომავალ პარლამენტში არაარჩევითი წევრების რიცხვი ცხრამდე გაზარდა. ამ ცვლილების მეშვეობით წარუმატებელ ოპოზიციურ ძალებს პარლამენტში შესვლა შეუძლიათ. თუმცა, მათ საკონსტიტუციო და ფინანსურ კანონმდებლობაზე მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება აქვთ.

პოლიტიკურ უსამართლობასთან ერთად, მოსახლეობას ინფლაცია (4%25), გაზრდილი ფასები და იმიგრაცია აწუხებს. შრომითი მიგრანტები მოსახლეობის მესამედს წარმოადგენენ. მათი ინტეგრაციისა და ადგილობრივთა იდენტობის დაცვის პრობლემა აქტუალურია.

თუმცა, ქვეყანაში ცვლილებებისადმი დიდი ინტერესი არ იგრძნობა. ეს სინგაპურის განვითარების დონითაა გამოწვეული. იგი ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა - მშპ 182, 23 მილიარდი დოლარი. აქ სიღარიბის დონე რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით დაბალია. ფინანსური კრიზისის მიუხედავად, სინგაპურის ეკონომიკამ 2010 წელს 14,7%25-იანი ზრდა აჩვენა. Heritage Foundation-ის 2011 წლის მონაცემების მიხედვით, მისი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 87,2-ია და მეორე ადგილს იკავებს. Transparency International-მა კი სინგაპური 9,3 მაჩვენებლით, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყნად დაასახელა.

თუმცა, ქვეყანა პოლიტიკური თავისუფლების ნაკლებობის გამო კრიტიკას იმსახურებს. Freedom House-ი მას „ნაწილობრივ თავისუფალ“ კატეგორიაში ახვედრებს.

მთავრობას არჩევნების შედეგები სტრატეგიის შეცვლისკენ უბიძგებს. თუმცა, PAP საარჩევნო კამპანიის დროს, კვლავაც პოპულისტური დაპირებებით შემოიფარგლა - მეტი სამუშაო, ინვესტიციების ჩადება განათლებაში, ინფრასტრუქტურაში, მკაცრი რეგულაციები იმიგრანტებისთვის.

0x01 graphic

სინგაპურის პრემიერ- მინისტრი ლი სიან ლუნი

20 ენტერპრენერი სახელმწიფო

▲ზევით დაბრუნება


ზურაბ ჯაფარიძე|სვეტი

0x01 graphic

სიტყვა „ენტერპრენერის“ ზუსტი შესატყვისი ქართულში სამწუხაროდ არ არსებობს. თარგმანში როგორც წესი იყენებენ ხოლმე „მეწარმეს“ ან „ბიზნესმენს“, თუმცა არც ერთი მათგანი არ გადმოსცემს ადეკვატურად ორიგინალის არსსა თუ მნიშვნელობას.

ეს სიტყვა პირველად ახსენა შედარებით ნაკლებად ცნობილმა, თუმცა გარკვეულ წრეებში საკმაოდ ავტორიტეტულმა ფრანგმა ეკონომისტმა რიჩარდ კანტილიონმა. ის ენტერპრენერის ქვეშ მოიაზრებდა ადამიანს, რომელიც ასრულებს ერთგვარი შუამავალის როლს კაპიტალსა და მუშახელს შორის და ამ ორი ეკონომიკური ფაქტორის შეზავების გზით ქმნის პროდუქტს, რომელიც პასუხობს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. იგულისხმება, რომ თავისუფალი კაპიტალის არსებობა აპრიორი არ განაპირობებს ამ კაპიტალის საწარმოო/შემოქმედებით პროცესში ჩართვას. ანალოგიურად, დაუსაქმებელი და თუნდაც კვალიფიციური მუშახელი არ წარმოადგენს ეკონომიკური აქტიურობის ცალსახა წინაპირობას. საჭიროა არსებობდეს მესამე მოთამაშე, ენტერპრენერი, რომელიც დაინახავს ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს და მობილიზებას გაუკეთებს რესურსებს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქმნება დოვლათი და ადგილი აქვს ეკონომიკურ ზრდას.

ბევრი ეკონომისტი თუ ეკონომიკის მკვლევარი მიიჩნევს, რომ სწორედ ენტერპრენერები წარმოადგენენ ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების ერთგვარ ძრავებს, რომლებიც ახდენენ რესურსების, იქნება ეს ადამიანური თუ ფულადი რესურსი, გადანაწილებას ნაკლებად პროდუქტიულიდან მეტად პროდუქტიულ სფეროებში. თუმცა მხოლოდ რესურსების გადაადგილება ან ეფექტიანი უტილიზაცია არ არის მნიშვნელოვანი. ენტერპრენერები, მოქმედებენ რა სარგებლის მიღების სურვილით, საკუთარი ქმედებით ახდენენ საზოგადოების ყველაზე პრიორიტეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

შესაბამისად, საზოგადოებები, რომლებიც საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური ორგანიზების წესით ხელს უწყობენ და წაახალისებენ ენტერპრენერების გაჩენასა და საქმიანობას, გამოირჩევიან ეკონომიკის სწრაფი ზრდით, ინოვაციებით, ხელმისაწვდომი პროდუქციისა და მომსახურების მრავალფეროვნებით და სხვა. ხოლო ის საზოგადოებები თუ სახელმწიფოები, სადაც ეგრეთ წოდებული ენტერპრენერული სული შეზღუდული ან ჩაკლულია, როგორც წესი, მრავალი სახის ეკონომიკური პრობლემის წინაშე დგანან და ხშირ შემთხვევაში კოლაფსით ამთავრებენ არსებობას.

ამ მხრივ ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო საბჭოთა კავშირისგან. ცხადია, ნებისმიერი ტოტალიტარული სისტემა უპირველეს ყოვლისა ებრძვის კერძო ინიციატივას და ამ მხრივ სსრკ გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ქვეყანა, სადაც ყველაფერი ცენტრალიზებულად იგეგმებოდა, არ საჭიროებდა ენტერპრენერების არსებობას. მეტიც, ასეთი ადამიანები გარკვეულწილად საფრთხეს წარმოადგენდნენ არსებული სისტემისთვის, რადგან მათ შეეძლოთ თუნდაც მარტივი, ყოფითი პრობლემების გადაჭრის უფრო ეფექტიანი გზების მოძიება, ვიდრე ამას მოსკოვური გოსპლანი აკეთებდა. ეს კი კითხვებს გააჩენდა სოციალისტური სისტემის ავ-კარგიანობასთან მიმართებაში და ამის დაშვება წარმოუდგენელი იყო.

შედეგად, 70 წლის განმავლობაში საბჭოთა საზოგადოება მიზანმიმართულად „იწმინდებოდა“ ენტერპრენერული სულისკვეთების ნებისმიერი გამოვლინებისგან. წითელი იმპერიის დაშლის შემდეგ კი დაგვრჩა კერძო ინიციატივებს მოკლებული ადამიანების მასა და ე.წ. საქმოსნები, რომლებსაც მხოლოდ კორუფციული გზებით, სახელმწიფო რესურსების გამოყენებით შეეძლოთ „საქმის კეთება“.

უკანასკნელ წლებში, საქართველოში, კორუფციის დონე საგრძნობლად შევამცირეთ. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ათასგვარი რეგულაციისა და ლიცენზიის გაუქმება. დღეს მოქალაქეებს გაცილებით ნაკლები შეხება აქვთ სახელმწიფო ბიუროკრატიასთან და ამიტომ კორუფციული გარიგებების შანსიც ბევრად ნაკლებია. საბჭოთა მემკვიდრეობის ეს ნაწილი შედარებით ჩამოვიშორეთ. მაგრამ, იგივე წარმატებით, რამდენიმე წელიწადში შეუძლებელია „გააჩინო“ ენტერპრენერები. ამას დრო სჭირდება, წლები.

ჩვენ კი გვეჩქარება. ვერ დაველოდებით. და არარსებული თუ მცირედ წარმოდგენილი ენტერპრენერების როლი სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე.

სახელმწიფო აშენებს სასტუმროებს, ავითარებს ტურიზმს, გვერდში უდგება სოფლის მეურნეობას, აყვავებს ქალაქებს, იგონებს, აფინანსებს და ასრულებს ათასგვარ პროგრამასა თუ პროექტს სხვადასხვა სფეროებში. ერთი შეხედვით მარტივი სურათია - სახელმწიფო უფრო ეფექტიანი მოთამაშეა ბაზარზე, ვიდრე კერძო სექტორი არარსებული ენტერპრენერებით.

მაგრამ სინამდვილეში ვხედავთ სურათის მხოლოდ ერთ მხარეს. ყველაფერი, რასაც სახელმწიფო აკეთებს, ფინანსდება ჩვენი გადახდილი გადასახადებით. ეს ფული რომ ჩვენ დაგვრჩენოდა, გაცილებით უფრო ეფექტიანად გამოვიყენებდით. თუმცა ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც ასოცირებულია სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის ფუნქციების მითვისებასთან. ამ შემთხვევაში არც ბიუჯეტის დეფიციტზე და ინფლაციაზე შევჩერდები, რომლებიც ასევე პირდაპირ კავშირშია საბიუჯეტო ხარჯების ოდენობასთან.

როდესაც სახელმწიფო არის ქვეყნის ეკონომიკაში მთავარი მხარჯველი (2010 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 36%25 ანუ მესამედზე მეტი მოდიოდა სახელმწიფო ხარჯებზე), ის ბუნებრივად იქცევა ცენტრალურ მარეგულირებელ ორგანოდ. ის, თუ რა მიმართულებით გადაისვრის სახელმწიფო ასეთი მასშტაბის რესურსს, მეტწილად განაპირობებს იმას, თუ ეკონომიკის რა სექტორები განვითარდება (დროებით, მაგრამ მაინც), ვინ „იშოვის“ ფულს და ვინ არა, და ზოგადად როგორი იქნება ეკონომიკის ზრდის ტემპი.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც თან ახლავს სახელმწიფოს მხრიდან ენტერპრენერის ფუნქციის შესრულებას, მდგომარეობს კერძო სექტორში იგივე ენტერპრენერების გაჩენის ალბათობის შემცირებაში. იმის გამო, რომ კერძო სექტორში რჩება ნაკლები რესურსი, ადამიანების მცირე რაოდენობას ეძლევა საშუალება, სცადოს ამ რესურსების გამოყენებით რაიმეს შექმნა. ცდის გარეშე შეუძლებელია შეცდომის დაშვება. შეცდომის გარეშე კი რთულია გამოცდილებისა და ცოდნის შეძენა.

უკეთესი იქნება, თუ დავუშვებთ შეცდომებს და საშუალებას მივცემთ ბაზარს, გააჩინოს ენტერპრენერები, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ისინი გახდებიან ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. არა კაპიტალის მფლობელები, მანქანა-დანადგარები ან მუშახელი - არამედ ადამიანები, რომლებიც ხედავენ შესაძლებლობებს და ოპტიმალურად აზავებენ ამ რესურსებს მოთხოვნადი პროდუქციის შექმნის მიზნით. მხოლოდ ეს არის გრძელი, მაგრამ მართებული გზა. სახელმწიფოს რომ უკეთ შეეძლოს ამ საქმის კეთება, დღეს სსრკ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა იქნებოდა.

21 სილიციუმის ფოტონიკის ხიბლი

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგია

ვახო ელერდაშვილი

გასული საუკუნის 40-იან წლებში, ანუ იმ დროს, როდესაც კომპიუტერი ჯერ კიდევ არ იყო პერსონალური, მთავარ ტექნოლოგიურ პრობლემას ინფორმაციის დამუშავება და შენახვა წარმოადგენდა. ერთ დიდ ოთახში განთავსებულ პროტოკომპიუტერს, რამდენიმე ათეული ადამიანი ემსახურებოდა და უახლოესი ასეთი პროტოკომპიუტერი უკვე სხვა ქალაქში მოიპოვებოდა. შესაბამისად, ინფორმაციის გადაცემის პრობლემა დღის წესრიგში არ იდგა და ამაზე თავს არავინ იწუხებდა. შემდეგ პერსონალური კომპიუტერები გამოჩნდა და მათ შორის კავშირის დამყარების აუცილებლობაც გაჩნდა. ამან გლობალური ქსელის - ინტერნეტის - შექმნა გამოიწვია. ჩვენს დროში კი, ინფორმაციის დასაგროვებელი მოწყობილობების გაიაფებამ, ახალი საჭიროება წარმოშვა - ინფორმაციის გადაცემის სისწრაფე! ყოველდღიურობის დონეზე გაჩნდა ისეთი პროზაული მოთხოვნილებები, როგორიცაა ტერაბაიტიანი არქივის გადაწერა ერთი კომპიუტერიდან მეორეზე. ეს დღესდღეობით დროის ძვირფასი რესურსის ხარჯვასთანაა დაკავშირებული. სწორად ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს კომპანია Intel-ი.

0x01 graphic

Intel-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღესდღეობით მათ მიერ მიღწეული, ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე გვაძლევს საშუალებას, HD ფორმატის სრულმეტრაჟიანი ფილმი, მაგალითად კომპიუტერიდან USB დისკზე, ერთ წამში გადავწეროთ. ისინი გვპირდებიან, რომ ამ ტექნოლოგიური სიახლით ახალი თაობის პერსონალურ კომპიუტერებს და ნოუთბუქებს აღჭურვავენ. ეს ყველაფერი მასობრივი ფორმით, უბრალო მოკვდავებისათვის 2015 წლისათვის იქნება ხელმისაწვდომი. ამ ტექნოლოგიის შესახებ, რომლითაც 50 გიგაბიტი/წამი სიჩქარით მონაცემების გაგზავნაა შესაძლებელი, Intel-მა გასული წლის ბოლოს, კონფერენციის (Integrated Photonics Research Conference) მიმდინარეობის დროს გაამხილა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღესდღეობით კომპიუტერულ ბაზარზე ინფორმაციის გადაცემის უფრო სწრაფი საშუალებებიც არსებობს. თუმცა ისინი მასობრივი მოხმარებისათვის არ არის განკუთვნილი და ძირითადად ვიწრო სფეროს ინჟინერიაში, სუპერკომპიუტერებში და ინფორმაციული მაგისტრალების მშენებლობაში გამოიყენება.

ახალი ტექნოლოგიის საფუძველს ე.წ. სილიციუმის ფოტონიკა წარმოადგენს. ეს, უფრო ვრცლად რომ განვმარტოთ, სილიციუმის მიკროსქემების ჰიბრიდულ ჩიპებში ინდიუმის ფოსფიდის ბაზაზე შექმნილი ოპტიკური გადამცემებისა და მიმღებების ინტეგრაციას გულისხმობს. მუშაობის მთელი პროცესი კი ასე გამოიყურება: ჰიბრიდულ გადამცემ-ჩიპში ლაზერის ოთხი სხივი წარმოიქმნება, სადაც ოპტიკური მოდულატორის საშუალებით მიკროსქემიდან გადაცემული ელექტროსიგნალებია კოდირებული. ლაზერის ეს ოთხი სხივი შემდგომში კომბინირდება და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში გადაიცემა. მეორე ბოლოზე კი საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს - ჰიბრიდულ მიმღებ-ჩიპში ლაზერის სხივებიდან ინფორმაცია დეკოდირდება და ელექტროსიგნალებად გარდაიქმნება. ოპტიმისტები გვაგულიანებენ, რომ ოპტიკურ-სილიკონურ ჰიბრიდულ ჩიპებში ლაზერის დამატებითი სხივების გაჩენით, ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე, შეიძლება ტერაბაიტი/წამიც კი გახდეს.

Intel-ი უკვე რამდენიმე წელია აცხადებს, რომ მიკროსქემებში ოპტიკური სადენების გამოყენება უფრო პერსპექტიულია, ვიდრე ტრადიციული სპილენძის კონექტორების, რომლებმაც განვითარების მაქსიმუმს მიაღწიეს. გასული წლის მონაცემებით, ინფორმაციის გადაცემის 50 გიგაბიტი/წამში სიჩქარის დამყარება 50 მეტრზე იყო შესაძლებელი. დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 100 მეტრამდე გაიზარდა, რაც ოფისის, ან სამომხმარებლო პირობებში სავსებით მისაღები მანძილია. Intel-ის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ მათი ახალი ტექნოლოგია Thunderbolt-ს ჩაანაცვლებს, რომელიც 2011 წლის მარტში გამოჩნდა და 10 გიგაბიტი/წამი სიჩქარის კავშირს უზრუნველყოფს. თუმცა ისინი იმასაც აცნობიერებენ, რომ კონკურენციის გამწევი მთავარი ფაქტორი ფასი იქნება და არა სიჩქარე. ამიტომაც, დღესდღეობით თვითღირებულების შემცირებაზე მუშაობენ. უკვე 2015 წლისათვის, Intel-ის განცხადებით, ინფორმაციის გადაცემის რეკორდული სიჩქარე ყოველდღიურ რეალობად იქცევა.

22 სად არის უფრო მეტი მიწა?

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|რაზა

როგორ მოვიყვანოთ მეტი მოსავალი, როგორ ჩავანაცვლოთ იმპორტი და დავიწყოთ ექსპორტი? ეს კითხვები ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ისმის, მაგრამ იგივე კითხვები ისმოდა რამდენიმე წლის წინაც. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, ეს კი ნიშნავს, რომ რაღაც სერიოზული დამაბრკოლებელი მიზეზები არსებობს.

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ბევრი რამ არის საჭირო, მაგრამ აქ ვისაუბროთ მთავარზე: პირველადი წარმოებისთვის აუცილებელ „უფრო მეტი“ მიწების დამუშავებაზე. უფრო მეტი მიწა რომ დამუშავდეს, ამისათვის ფერმერებს და კომპანიებს უნდა შეეძლოთ ამ „უფრო მეტი“ მიწის შეძენა.

რა უშლის ხელს:

1) მიწების ნაკლებობა, სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილია არც თუ ნაყოფიერი მიწები, სახელმწიფოსგან მიწის შეძენა რთულია, რადგან თუ ესა თუ ის ნაკვეთი ადრე არ ყოფილა იჯარით გაცემული, მისი შესყიდვის „პირველი უფლება“ ბოლო დრომდე ჰქონდათ იმ სოფლის მცხოვრებლებს, რომელი სოფლის ტერიტორიაზეც იყო აღნიშნული მიწა (1996 წლის 22 მარტის კანონი). ადგილობრივ მცხოვრებლებს არა თუ დამუშავების, არამედ შესყიდვის ფულიც არ აქვთ და ვერც ისინი ყიდულობდნენ და ვერც „არაადგილობრივი“ კომპანიები და ფერმერები.

2) „იძულებითი“ მიწის მფლობელები: 1991 1992 წლებში მდინარისპირა ნაყოფიერი მიწები გადაეცათ ადგილობრივ მცხოვრებლებს. გადაეცათ უკიდურესად დაქუცმაცებული ნაკვეთები: 200040005000კვ. მ. ადამიანები, რომლებიც კომუნისტების დროს მუშაობდნენ მასწავლებლებად, ბრიგადირებად და მძღოლებად და გააჩნდათ „საკმარისი“ ანაზღაურება და მუდმივი სამუშაო, უცბად მასობრივად დარჩნენ „სამსახურისა“ და ყოველგვარი ხელფასის გარეშე. ეს იყო დრო, როდესაც პურის ფქვილის ფულიც არ ჰქონდათ. მათთვის ის მცირე მდინარისპირა ნაკვეთები გახდა პურის შემცვლელის, სიმინდის, ერთადერთი წყარო. სამწუხაროდ, ამ ადამიანთა უმეტესობას დღემდე არა აქვს „სამსახური“. ამის გამო ყველაზე ნაყოფიერი მიწები ცდება სიმინდის (და ისიც დაბალმოსავლიანი ჯიშის) მოსაყვანად. თუ ეს ადამიანები იშოვიან „სამსახურს“ და მიიღებენ დამაკმაყოფილებელ ხელფასებს, მაშინ ისინი სავარაუდოდ გაყიდიან ამ მდინარისპირა ნაკვეთებს და სავარაუდოდ გამოჩნდებიან ფერმერები, რომლებიც შეიძენენ 2030 ან თუნდაც 50 ასეთ 3000კვ.მიან ნაკვეთებს, ანუ მოხდება გამსხვილება. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს.

3) კონფლიქტები ადგილობრივთა ინტერესებთან: მიწის შეძენა ყოველთვის არ ნიშნავს მის სრულად გამოყენებას. ხშირად ხდება, რომ რომელიმე კომპანიის მიერ სახელმწიფოს გამოცხადებულ აუქციონზე შეძენილი მიწა ადგილობრივ მცხოვრებს ან მცხოვრებთა ჯგუფს უკვე შემოღობილიც აქვს და ათვისებულიც. მართალია მიწა იურიდიულად ითვლება სახელმწიფო საკუთრებაში, ანუ გასაყიდად მზად არის, მაგრამ რეალურად ის დამუშა ვებულია ან მისაკუთრებულია. მაგალითი: იტალიური ფერეროს ქართულმა შვილობილმა კომპანიამ 2007 წელს სამეგრელოში შეიძინა მიწები, დაახლოებით 1200 ჰექტარი, მაგრამ როდესაც მისი დამუშავება დაიწყო, საკუთარი მიწების სრულად ათვისება ვერ შეძლო, რადგან კუთვნილი ფართობების ნაწილში იქვე მცხოვრებ ოჯახებმა არ შეუშვეს იმ მიზეზით, რომ ამ მიწების შეძენა მათ თავადაც სურდათ. იმავე კომპანიამ სხვა სოფელში მიწის ყიდვა საერთოდ ვერ შეძლო, იმიტომ რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამის წინააღმდეგი იყო. იმის მერე 3 წელი გავიდა და არც ადგილობრივებს უყიდიათ ის ნაკვეთები და არც ვინმე სხვას. ეს კი ნიშნავს მიწის, როგორც ადგილობრივი ნაწარმის, შექმნის საშუალების უქმად მოცდენასა და რამდენიმე ათეული ადამიანისთვის დასაქმებისა და ანაზღაურების მიღების შესაძლებლობის ფაქტობრივად წართმევას. ადგილობრივი მოსახლეობის არგუმენტი იყო ის, რომ მათ სურდათ შეეძინათ ეს მიწები, მაგრამ ვერ შეძლეს ამ მიწების შეძენა სახელმწიფოსგან და იძულებული გახდნენ, თვითნებურად შემოეღობათ მათთვის სასურველი ნაკვეთები. კიდევ ერთი მიზეზით შეიძლება ამის ახსნა: 1990იან წლებში სახელმწიფო ფაქტობრივად არ არსებობდა და ხალხი არც თვლიდა საჭიროდ თავიანთი ქმედებების კანონის ფარგლებში მოქცევას და ისინი სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმების (პრივატიზაცია) გარეშე ეპატრონებოდნენ ნაკვეთებს.

4) უკვე პრივატიზებული და „ადგილობრივებთან კონფლიქტში არ მყოფი“ მიწის შეძენა შეიძლება, მაგრამ მსხვილი კერძო მიწის მფლობელები ხშირად ყოვლად არარეალურ ფასებს ითხოვენ. შეგიფასებენ 5000 10000$/ჰა და მიუხედავად იმისა, რომ რეალური მყიდველი არ ჩანს, მაინც არ აკლებენ ფასს. მათი არგუმენტები ასეთია: „მალე მიწის ფასები გაიზრდება, იტალია ში 1ჰექტარი 40 000 ევრო ღირს“. იტალიის არგუმენტზე ვეუბნებით, რომ იტალიაში ფულიც უფრო იაფია, ღობე და დაცვის დაყენება საჭირო არ არის, იტალიურ პროდუქტს ევროპაში თავის გაცნობის მიზნით დამატებითი ხარჯების გაწევა არ სჭირდება და რომ ბოლონიი დან ჰამბურგამდე სატვირთო მანქანა 2 დღეში ჩაიტანს პროდუქციას 1000 ევროდ, ზუგდიდიდან კი 15 დღეუნ და და 4000 ევრო, მაგრამ ეს კონტრარგუმენტები არაფერს ცვლის. აქ საუბარია იმ მსხვილ მიწისმფლობელებზე, რომლებიც ფლობენ მიწებს, მაგრამ არ ამუშავებენ მათ და არა იმ მიწისმფლობელებზე, რომლებიც ამუშავებენ.

5) მიწისსიმცირეს, უფრო სწორად - მიწის „უხერხულ განლაგებას“ სამეგრელოსა და საერთოდ დასავლეთ საქართველოში ერთი ისტორიული მიზეზიც იწვევს: იმავე იტალიისგან და თუნდაც კახეთისგან განსხვავებით, აქ მოსახლეობა გაფანტულად სახლობს. ეს აქუცმაცებს მიწის მასივებს და მას ეკონომიკურ აზრს უკარგავს. მაგალითი: იყიდე 20 ჰექტარი, მაგრამ ეს 20 ჰექტარი ერთიანი ნაკვეთი კი არაა, არამედ 34, ერთმანეთისგან ადგილობრივი მოსახლეების ეზოებით არის განცალკევებული და გიწევს ამ 20 ჰექტა რის 4 ნაწილად დაყოფა და ცალცალკე შემოღობვა. წარმოიდგინეთ ახლა 20 ჰექტარი, 4 ღობე, 4 ჭიშკარი, 4 ღამის დარაჯი და სხვა უხერხულობები.

6) ღამის დარაჯს რაც შეეხება, ამას კიდევ ერთ ძალიან სერიოზულ ბ რიერთან მივყავართ: „მცირე“ ქურდობები. სამეგრელოში და სხვაგანაც დღემდე წარმოუდგენელია პლანტაციის უმეთვალყურეოდ მიტოვება, განსაკუთრებით ღამით და განსაკუთრებით თუ პლანტაცია ახლად გაშენებულია ან მოსავლის აღების პერიოდია. თუ საშუალო და დიდი კომპანიები მოახერხებენ დარაჯების აყვანას და მათთვის ხელფასის გადახდას, იგივეს გაკეთება ძალიან ძნელი იქნება მცირე ფერმერებისთვის, ისეთებისთვის, რომლებსაც აქვთ 1 ან 2 ჰექტარი მიწა. ისევ მაგალითი: დარაჯისთვის საჭიროა ჯიხურის ჩადგმა, რაც 1000 ლარი მაინც დაჯდება, მინიმუმ 15 ლარი მაინც უნდა გადაუხადოს 1 მორიგეობაში, წელიწადში გამოდის 5475 ლარი, დაამატეთ საშემოსავლო გადასახადი და მიიღებთ 6570 ლარს. ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ არც ერთი ხილის კულტურა არ არის მოსავლიანი პირველი 4-5 წელი, გამოდის, რომ პირველი მოსავლის აღებამდე მარტო ღამის დარაჯის ხარჯია 6570 x 4 = 26280 ლარი.

ყველა ჩამოთვლილი მიზეზი ან საერთოდ შეუძლებელს ხდის „უფრო მეტი“ მიწის დამუშავებას (მაგალითად, 12 ჰექტარიანი მცირე ფერმერისთვის), ან უფრორთულსა და უფრო ძვირს ხდის ამ საქმიანობას საშუალო და დიდი მეურნეობებისათვის.

23 ლენდლის პლედი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

ენდი მარეი

როლან გაროსთვის ენდი მარეის ივან ლენდლი მოამზადებს. თუ ნელ საფარზე სქოთი ოთხთა ფინალამდე მივა, ლენდლი უიმბლდონზეც მარეისთან ერთად ჩავა. თანამშრომლობის ხანგრძლივობა ენდის ჩოგბურთის ხარისხით განისაზღვრება. ენდის რომელიმე მეიჯორის მოგებით ორმაგი ჯეკპოტის მოხსნა შეუძლია. გახდება დიდი ტურნირის ჩემპიონი და მომავალში, ჩოგბურთის პროფესორისგან (ფასიან) რჩევებს მიიღებს.

მარეიმ მშვენივრად დაიწყო სეზონი და ეგრევე ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი მოარტყა. იქ ენდი ისევ დაიბნა, გაუკვირდა, რომ ფინალამდე მივიდა და ნოვაკ ჯოკოვიჩთან სამ სეტში ცხრა გეიმი აიღო. ჯოკოვიჩმა 18 გეიმი და ტურნირის მთავარი პრიზი დაიტოვა.

როტერდამი. მარეი პირველ წრეში ოთხჯერ კარგავს საკუთარ მოწოდებას და აგებს მარკოს ბაღდატისთან (იმ მომენტში, რეიტინგში მეოცე ჩოგანთან) 4:6, 1:6.

0x01 graphic

ივან ლენდლი

ფოტო: REUTERS ©

ინდიან უელსი. ამერიკელი დონალდ იანგი (143) ბაღდატისთან შედარებით, მოყვარულია და მარეისთან შედარებით - ჭოკით მხტომელი. ამერიკელი ბუბკა ენდის 7:6, 6:3 გადაახტა.

მაიამი. ალექს ბოგომოლოვმა მარეის პირველივე წრეში აუბნია თავგზა და 6:1, 7:5 აჯობა. ბოგომოლოვი რეიტინგში 113-ე იყო.

მონტე-კარლოს მასტერსზე მარეის ჩააკითხა ლენდლმა. გრუნტზე ენდიმ ნაკლები შეცდომა დაუშვა, უფრო აგრესიული იყო და მოსაგები მოიგო. მარეი სეტის წაუგებლად გადის ნადალზე და სამ სეტში აგებს.

მარეი: „ივანი მშვიდი, ჭკვიანი კაცია. მომესალმა, ინდურ რესტორანში გემრიელი კერძი გამასინჯა და მირჩია, ენდი, არ ინერვიულო და ეცადე, რომ შენი სიმშვიდით სხვა ანერვიულდესო. მეტი არაფერი უთქვამს. ივანის მეგობრები მაიამიში იკრიბებოდნენ და ლენდლი ფლორიდაში გადაფრინდა“.

მარეი 24 წლის ხდება. ერთეულებში მოგებული აქვს 16 ტურნირი. ერთეულებში წაგებული აქვს დიდი სლემის სამი ფინალი.

ივან ლენდლი 24 წლის რომ გახდა, როლან გარო მოიგო. მანამდე ჩეხ ფენომენს დიდი სლემის ოთხი ფინალი ჰქონდა წაგებული.

ლენდლი ზედა ეშელონის იმპერატორი იყო.

მარეის ზედა ეშელონამდე მარეი არ უშვებს. ენდი საკუთარ თავს ვერ უგებს და სხვებთან, ფინალებზე უკვე წაგებული გადის. ლენდლმა ეს უნდა შეცვალოს. თუ მარეი მოინდომებს, ლენდლთან ერთად ბევრს მოიგებს. ზარმაც, დაბნეულ და უმოტივაციო ენდის ლენდლიც ვერ დაალაგებს.

გრუნტზე მარეი კატასტროფაა. 16 საბონუსო ტურნირიდან, ენდიმ 14 ფინალი ჰარდზე მოიგო, თითოჯერ ბალახზე და ხალიჩაზე მოაგვარა ყველაფერი. ნელ საფარზე მარეის ფინალი ჯერ არ უთამაშია.

როლან გარო ნადალის ტურნირია. როლან გაროზე ნოვაკ ჯოკოვიჩიც მაღალფსონიანი პერსონაა. როლან გაროზე ჩავა როჯერ ფედერერი, რომელსაც ამ სეზონში პირველი ათეულის წევრთან ჯერ არ მოუგია. როლან გაროსთვის ფერზე მოვა ხუან მარტინ დელ პოტრო. ცონგა, ბერდიხი, სოდერლინგი, ესპანელები და სხვა ნიჭიერი მაზოხისტებიც იწვალებენ. როლან გაროზე მარეიც ჩავა.

ენდი პარიზში ლენდლთან ერთად იქნება. ლენდლმა პარიზში სამჯერ მოიგო ფინალი. ლენდლი პარიზში პირველი იყო.

მარეის პირველად პირველი დაეხმარება.

24 ტიბოდოს სეზონი

▲ზევით დაბრუნება


კალათბურთი|სპორტი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

ჩიკაგოში შარშან სტენლის თასი ჩაიტანეს. ჩიკაგოს პიტჩერს კარლოს ძამბრანოს ერთ სეზონში 18 875 000 დოლარს აძლევენ. კარლოსს კი ბურთის სროლა ეზარება, კოკაინში იძინებს, ბორდელში იღვიძებს და მაინც ყველაზე პოპულარულია. ჩიკაგოში იყო მაიკლ ჯორდანის, ჯორდანის პიპენის, ყველას როდმანის და ფილ ჯექსონის ბულზი. ჩიკაგოში დერიკ როუზი კალათბურთით სიამოვნებას იღებს, ჩვენ დერიკის კალათბურთით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებთ და ამ სიამოვნებას პუტკუნა გენიოსი აკონტროლებს. ჩიკაგოში ერთი ბოსია. ყველაფერს ტომ ტიბოდო აგვარებს.

NBA-მ ტიბოდოს სეზონის ყველაზე კარგი მწვრთნელის პრიზი მისცა. ტიბოდომ ეს პრიზი და აღიარება დაიმსახურა.

ბულზმა მოიგო რეგულარული (62:20) და ბულზი რეგულარულის ყველაზე შეკრული, საინტერესო, მშვიდი და მოძრავი გუნდი იყო. ბულზი თამაშობდა კალათბურთს და სხვას კალათბურთს არ ათამაშებდა. ბულზმა მოიგო აღმოსავლეთი, მოიგო საკუთარი დივიზიონი და გასავარდნ ეტაპზე ყველასთან საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება. ტიბოდომ დაალაგა რუსტერი, სადაც იდეალური კაპიტანი (ლუოლ დენგი) მანამდე მარიხუანის დიეტაზე იჯდა. ტიბოდოსთან დენგი კანონმორჩილი და მოწესრიგებული მოქალაქე გახდა.

ტიბოდოსთან საზაფხულო ბანაკში რვა ახალი კაცი მივიდა. დენგმა, როუზმა, კარლოს ბუზერმა და იოაკიმ ნოამ ეგრევე მიიღეს ბლოკბასტერში მთავარი როლები. სხვებს ნაკლები ხელფასით და მეტი ტრავმით, მეტი მოტეხილი ძვლით უნდა ეთამაშათ. ტიბოდოს ყველა ენდობოდა და ტიბოდომ გუნდი აპრილ-მაისისთვის მოამზადა. თუ ლებრონის, პირსის, რონდოს და უეიდის ქარიზმას და ნიჭს გადაწონის, როუზის გუნდი დიდ ფინალშიც გავა. დიდ ფინალში დიდი ლეიკერსი შეაბიჯებს. ტიბოდომ ფილ ჯექსონის დაქირავებული მკვლელების ჯგუფი სამი წლის წინ, ბოსტონში მუშაობის დროს დააკავებინა.

ბულზის ისტორიაში, ტიბოდომდე საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს ჯონი „რედ“ კერი (1967), დიკ მოტა (1971) და ფილ ჯექსონი (1996).

ტიბოდომ გაიმეორა პირველწლიანი მთავარი მწვრთნელის შედეგი, რომელიც მანამდე სანზში პოლ უესტფოლმა 1992/93 წლებში დასვა. ტომის და უესტფოლის გუნდებმა რეგულარული 62 მოგებით დახურეს. იმ ფინიქსმა ჩიკაგოსთან ფინალი 2:4 წააგო. ეს ჩიკაგო ფინალში გასვლის მსურველია.

ტიბოდო მანამდე სულ მეორე, ყველგან ასისტენტი იყო. ასისტენტად გავიდა ფინალში ნიქსთან (1999) და ბოსტონთან (2008, 2010) ერთად.

ტომ ტიბოდოს უყვარს პოპკორნი და ცხელი შოკოლადი, ტომის მოსწონს ტომ ჰენქსი და უსმენს რეი ჩარლზს.

ასევე უსმენს ლუოლ დენგს, დერიკ როუზს და რადიოს. ხშირად უსმენს. მოისმინა ისიც, რომ 2010/11 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად ტომ ტიბოდო დაასახელეს. ტომიმ დაგ კოლინზს (ფილადელფია) და გრეგ პოპოვიჩს (სან ანტონიო) ჩაურბინა. მან 76 პირველი ადგილი და 475 ქულა აკრიფა.

ტომი რეალურად ყველაზე კარგი მწვრთნელი იყო. ყველაზე კარგი მწვრთნელი, რომელსაც ყველაზე კარგ გუნდში ყველაზე კარგი მოთამაშე და ყველაზე კარგი კაპიტანი ჰყავს.

25 დაკარგული სამოთხე

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ფეხბურთი

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

1981 წლის 13 მაისს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფის რაინშტადიონზე, უეფას თასების მფლობელთა თასის გადამწყვეტ მატჩში თბილისის დინამომ 2:1 მოუგო იენის კარლ ცაისს და რანგით მეორე ევროთასი აღმართა.

0x01 graphic

დინამოს ვეტერანი ფეხბურთელები

ახლა 2011 წლის მაისია.

ტრიუმფიდან 30 წელიწადი გავიდა.

ამ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა: დღეს დინამო ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს, ევრომატჩებს სამის ნაცვლად ექვსი მსაჯი ემსახურება, თასების თასი კი წარსულს ჩაბარდა. ის უკანასკნელად 1998-99 წლების სეზონში გათამაშდა და მარადიულ ქალაქში დარჩა: იმ ფინალში, ინგლისის ბირმინგემმა რომ უმასპინძლა, რომის ლაციომ ესპანეთის მალიორკა 2:1 დაამარცხა და ევროფეხბურთის ერთ მშვენიერ ტურნირსაც წერტილი დაესვა.

1999 წლის 19 მაისს, ვილა პარკზე გამართული ფინალის წინ, თასების თასს უეფა და ევროფეხბურთის გრანდები სამუდამოდ გამოეთხოვნენ. ცერემონიალის ორგანიზატორებმა ამ ჯილდოს ყველა მფლობელის ლეგენდები მიიპატიჟეს. ინგლისს დავით ყიფიანი და ალექსანდრე ჩივაძეც ესტუმრნენ.

გაივლის ორწელიწადნახევარი და საუკეთესო დინამო დავით ყიფიანს მოისაკლისებს: ის 2001 წლის 17 სექტემბერს, 49 წლის, თბილისთან ახლოს, სოფელ ჩარდახში მომხდარი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. იმ დროს არსად მუშაობდა, მეორე დილით კი მოსკოვს მიფრინავდა - დინამო და ტორპედო ეპატიჟებოდნენ...

ყველაზე დიდი მეათე ნომერი 1981 წლის დაუვიწყარი გაზაფხულის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. ის გახლდათ გუნდის ლიდერი, გონება და გნებავთ, სულიც და გულიც. დინამო ყიფოთი და მის გარეშე უდავოდ განსხვავდებოდა!

1982 წლის 26 აპრილს, ჩემპიონატის მეოთხე ტურში, კრასნოდარის ყუბანთან დავით ყიფიანმა უკანასკნელად ითამაშა დინამოს მაისურით. თუ რატომ გადაწყვიტა მან თასების თასის ტრიუმფიდან ერთი წლის თავზე ფეხბურთიდან წასვლა, ამაზე ახლა არაფერს ვიტყვით - ეს სულ სხვა ისტორიაა.

იმავე წელს, 23 დეკემბერს, ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი დავკარგეთ: რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ შროშასთან ახლოს, მდინარე ძირულაში ავტომანქანით გადავარდა ვიტალი დარასელია.

ის 25 წლის იყო, ზაფხულში, ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა და როგორც ჩვენი უფროსი კოლეგები ამბობენ, 80-იანი წლების დინამო მის ირგვლივ უნდა აშენებულიყო. საუბედუროდ, ასე არ მოხდა.

1998 წლის 24 იანვარს მოსკოვში გულის შეტევით ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა. ის დიდი დინამოს არქიტექტორი იყო და საერთოდ, ახალკაცი ახალი კაცი იყო ქართულ ფეხბურთში. ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.

დარასელია, ახალკაცი, ყიფიანი... დინამოს იმ შემადგენლობიდან დღეს კიდევ ერთი აღარაა ცოცხალი: 2007 წელს ნახევარმცველი ამირან ანდღულაძე გარდაიცვალა - იშვიათად თამაშობდა, მაგრამ ეს მის მოგონებას ხელს არ უშლის. თანაც, ის ხომ სამუდამოდ შემორჩა დიუსელდორფში გადაღებულ ისტორიულ ფოტოს.

13 მაისის დინამოს სხვა წევრები კი ფეხბურთში დარჩნენ:

მეკარე ოთარ გაბელია სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს ხელმძღვანელობდა, იყო ეროვნული გუნდის მეკარეთა მწვრთნელი, დღეს კი ახალგაზრდულის (21 წლამდელების) სათავეშია.

თამაზ კოსტავამაც იგივე გზა გაიარა - წლების წინ ყმაწვილთა ნაკრები ებარა, დღეს კი ნორჩი დინამოელის სკოლაში მუშაობს.

ნოდარ ხიზანიშვილი, ვისი საჰაერო კოცნაც რაინშტადიონიდან დღემდე ახსოვთ გულშემატკივრებს, ფეხბურთს ცოტა ხნის წინ ჩამოშორდა.

გია თავაძე დღეს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე კომისრის მოვალეობას ასრულებს.

ზაურ სვანაძემ 80-იანი წლების მიწურულს შვედეთს მიაშურა, სადაც დაასრულა კიდეც კარიერა. დღეს ახალგაზრდულ ნაკრებში გაბელიას თანაშემწეა, პარალელურად კი დინამოშიც მოღვაწეობს.

თენგიზ სულაქველიძე 90-იან წლებში ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ საკუთარი საფეხბურთო აკადემია დააარსა, რომელსაც ჩინებულად უძღვება.

ვლადიმერ გუცაევი, რომელმაც იმ დაუვიწყარ ფინალში პირველი გოლი გაიტანა, ეროვნულ, 21 და 19-წლამდელებს წვრთნიდა, რამდენიმე წლის მანძილზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ ფედერაციას ხელმძღვანელობდა, ერთი პერიოდი კი ჯერ კვიპროსში მოღვაწეობდა, შემდეგ რუსეთში, ვლადიკავკაზის ალანიაში.

რამაზ შენგელია 90-იანი წლების დასაწყისში ფედერაციის თანამშრომელი გახლდათ, იყო ეროვნული გუნდის უფროსი, თუმცა დღეს ქართულ ფეხბურთს ჩამოშორებულია.

ნუკრი კაკილაშვილი იყო ერთადერთი, რომელმაც დიუსელდორფში შეცვლაზე ითამაშა. კარიერის დასრულების შემდეგ ის თბილისის ფედერაციის პრეზიდენტი, მოგვიანებით კი ეროვნული სტადიონის დირექტორიც იყო.

ვაჟა ჟვანია სათადარიგოთა შორის გახლდათ, თუმცა არ უთამაშია. კარიერის დასრულების შემდეგ მუდმივად ფეხბურთშია, ხოლო დღეს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარე გახლავთ.

სათადარიგო მეკარე კარლო მჭედლიძემ წლების წინ საფეხბურთო სკოლა ოლიმპიკი დააფუძნა.

გიორგი ჭილაია ფეხბურთს დიდი ხნის წინ ჩამოშორდა, დავით მუჯირი დინამოდან წასვლის შემდეგ ოლიმპიკში მუშაობდა, ვახტანგ ქორიძე დღეს აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლავთ, რევაზ ჩელებაძე კი, რომელიც სხვადასხვა დროს ბათუმის დინამოს და ქობულეთს ედგა სათავეში, ახლა ფიფას ლიცენზირებული აგენტია. რაც შეეხება შოთა ხინჩაგაშვილს, რომელმაც ფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, სხვადასხვა დროს იყო საწვრთნელი ბაზის დირექტორი, მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელი და მატჩების კომისარი.

ფეხბურთში დარჩა სერგო კუტივაძეც. ახალკაცის თანაშემწემ სხვადასხვა დროს ასაკობრივ ნაკრებებს და დინამოს უხელმძღვანელა, დღეს კი ეროვნული პირველობის კომისარია.

რაც შეეხება ბურთის გამტაცებელ ანზორ გაბიტაშვილს, ის კვლავაც საყვარელ საქმეს ემსახურება - დღემდე ეროვნული გუნდების მასაჟისტია.

გუნდის კაპიტან ალექსანდრე ჩივაძეზე კი ისედაც ყველაფერია ცნობილი: ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა (ორჯერ), იყო სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი, დღეს კი, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ქართული ფეხბურთის სიმბოლოს როლს ჩინებულად ასრულებს.

...გათამაშებას ევროპის საუკეთესო კლუბი თბილისის დინამო მოიგებს! - ეს სიტყვები არგენტინელმა მწვრთნელმა სესარ ლუის მენოტიმ 1981 წლის გაზაფხულზე, თასების თასის ნახევარფინალის წინ თქვა. იმ დროს არავინ იცოდა, მოუგებდა თუ არა დინამო როტერდამის ფეიენოორდს ან კარლ ცაისი ლისაბონის ბენფიკას თუ დაამარცხებდა.

მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის მომგებმა მწვრთნელმა გამოიცნო, თუმცა ამით ევროპელებს, ალბათ, ვერ გააკვირვებდა. იქ, ბებერ კონტინენტზე, სხვა რამ უფრო გააოცებდათ: დინამოს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, რომლის საშინაო თამაშებს 80 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა, მხოლოდ 4.750 ადამიანმა იხილა ცოცხლად (თასების თასის ფინალების ანტირეკორდი) და მათგან უმეტესობა კარლ ცაისის ქომაგი იყო. დღეს, 30 წლის შემდეგ, დინამოსთვის ეს 4750 გულშემატკივარიც სანატრელია. სამოთხე დაიკარგა...

26 დავივიწყოთ 13 მაისი

▲ზევით დაბრუნება


დავით კოვზირიძე|სვეტი

0x01 graphic

დავივიწყოთ არა როგორც ემოცია, როგორც წარმატება ან როგორც თარიღი. არა, ეს თუ დავივიწყეთ, წასულია ჩვენი საქმე. ძალიანაც რომ ვეცადოთ, არ გამოგვივა, რადგან ის საღამო უნიკალური იყო საქართველოს ისტორიაში. უნიკალური იმიტომ, რომ მაშინ არ არსებობდა არც ერთი ქართველი, ვინც ამით დაიბოღმა, ვისაც რამე ჰქონდა საწინააღმდეგო. გახსოვთ სხვა ასეთი დღე? დღე, როცა ყველანი ერთ აზრზე ვიყავით, თან ძალიან გახარებულები?

ჩვენ 1981 წლის 13 მაისი უნდა დავივიწყოთ, როგორც „ამათმა ჩვენ როგორ უნდა მოგვიგონ, ძმაო“. ოცდაათი წელიწადია ეს „ძმაო“

გაძვალტყავებული ქართული ფეხბურთის ალიბი და გაურკვეველი ამბიციის წყაროა. ოცდაათი წელიწადია ხელს (ფეხს) არ ვანძრევთ იმიტომ, რომ იმ 13 მაისს ვერ ვივიწყებთ და გვგონია, რომ დღეს თუ არა ხვალ, ჰა-ჰა, ზეგ თავისით შეიქმნება გუნდი, რომელიც ყველას და ყველაფერს მოუგებს. ხო შეიქმნა ერთხელ? შეიქმნა. ჰოდა კიდევ შეიქმნება, რა.

ამ დროს კი, ქართული კლუბები, თურმე, ფეხბურთში მოგებისთვის კი არა, მაზვაში მოგებისთვის ემზადებიან. ანუ, რაღაც ამბავში, მათთვის წაგებაა მოგება. მათი პრეზიდენტები წუხან, რომ ბიჭებს სიგარეტის ფული არ აქვთ. მათ ფეხბურთელებს სადილებს გულშემატკივრები უმზადებენ, რომ შიმშილისგან ცუდად არ გახდნენ. საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ყველა ფეხბურთელის ერთად აღებული ხელფასი ლეო მესის ერთი კვირის ხელფასიც არაა და მაინც, „ამათმა ჩვენ როგორ უნდა მოგვიგონ, ძმაო“.

ამ 30 წელიწადში ფეხბურთი ზუსტად იმ ტემპით განვითარდა და შეიცვალა, როგორც ზოგადად მსოფლიო. ეს განსაკუთრებით საკლუბო ფეხბურთს ეხება, სფეროს, რომელიც უზარმაზარი ფულის საბადოა. თუ სანაკრებო ფეხბურთში შეიძლება სასწაული მოხდეს და საშუალო დონის ჩემპიონატის მქონე ქვეყანამ გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს (ურუგვაი, ხორვატია, სლოვენია, სლოვაკეთი, აფრიკის ქვეყნები), საკლუბო ფეხბურთში ეს წარმოუდგენელია. აქ ყველაფერს ფული და მარკეტინგი წყვეტს. აქ რომანტიკის და სენსაციების ადგილი აღარაა.

შედეგიც სახეზეა: თუ ნაკრები ხანდახან მაინც გვახარებს, ქართული კლუბები ერთმანეთს ეჯიბრებიან საერთაშორისო ტურნირებზე თავის მოჭრაში. ხშირად, საეჭვოდ თავის მოჭრაში.

მაშინ, სხვა ქვეყანასა და ეპოქაში, სხვა მასშტაბის კონკურენციასა და პირობებში თბილისის დინამო იყო გუნდი - რომელსაც ჰყავდა გენიალური მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი, ვინც დროს ათწლეულებით უსწრებდა; რამდენიმე მსოფლიო კლასის ფეხბურთელი; რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი და რამდენიმე დავალების ულაპარაკოდ შემსრულებელი მოთამაშე. გუნდი მონაწილეობდა საკმაოდ მაღალი ხარისხის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში; ასე თუ ისე, ჰქონდა კარგი მოსამზადებელი პირობები, საქართველოს მთელი საფეხბურთო რესურსი იქ იყრიდა თავს და გარდა ამისა, ზოგადად საშუალოევროპული ფეხბურთის დონეც დიდად არ განსხვავდებოდა საბჭოთასგან.

დღეს არც ერთ ქართულ კლუბს არ ჰყავს არათუ გენიალური, საშუალო გაქანების მწვრთნელიც კი. აღარაფერს ვამბობ ფეხბურთელებზე. გუნდები მონაწილეობენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ჩემპიონატში - ხან უდაბნოში თამაშობენ, ხან ტალახში და ხანაც მუხლამდე ბიბინა მინდორ-ველებზე. თამაშობენ ცინიკური ანაზღაურებით. აქვთ საზარელი მოსამზადებელი პირობები და ქვეყნის მიზერული საკადრო რესურსი სხვადასხვა კლუბებშია მიმოფანტული.

ეს ბნელი სურათი სულ უფრო მუქდება, რადგან ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ადამიანები ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ. აქ უარყოფითი ენერგეტიკა მეფობს. შესაბამისად, რაც დრო გადის, 13 მაისს მით უფრო ვშორდებით. კალენდარულადაც და შინაარსობრივადაც. და თუ არ დავივიწყებთ, ის საერთოდ გაქრება. ძმაო.

27 როგორ ვუყურებთ დროს

▲ზევით დაბრუნება


აქსესუარი

სიმონ მაჩაბელი

0x01 graphic

რთულია იმის დადგენა, თუ სად და როდის დაიწყო ადამიანმა დროზე დაკვირვება, ან როდის მიხვდა, რომ დროს აღნიშვნა სჭირდება. სად იწყება საათის, როგორც ნივთის ისტორია? იყო ეს მე-10 საუკუნის ჩინეთი თუ უფრო ადრეული ათასწლეულების ინდური ობსერვატორიები, სადაც ითვლიდნენ და აღნიშნავდნენ ციურ სხეულებს, დროის და სივრცის სხვადასხვა ნიშნებს.

წყლის, მზის, ქვიშის და თქვენ წარმოიდგინეთ, არომატული საკმევლის საათები უკვე ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ. ყველაზე პოპულარული მაჯის საათი კი დროის დაფიქსირების შედარებით ახალი ფორმაა, რომელმაც სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ არცთუ ისე ადვილად მოიკიდა ფეხი.

0x01 graphic

Hublot. ბრილიანტებით მოჭედილი საათი BB.
ფასი: 2,800,000 დოლარი

დღეს მაჯის საათი მაჩო-სიმბოლოა, მამაკაცის სოციალური ლექსიკონის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს - არის საბუთი, საშვი, გნებავთ დიაგნოზი სტატუსისა და მისწრაფებების შესახებ. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი მამაკაცისათვის წარმოუდგენელი გახლდათ მაჯის საათის ტარება, მაჯის საათი ქალბატონების კუთვნილება იყო და ის პატეკ ფილიპმა შექმნა 1869 წელს. პირველი საათები სამკაულის ფუნქციას ატარებდა, საიუველირო ხელოვნების ნიმუში უფრო იყო, ვიდრე ზუსტი დროის მაჩვენებელი. პატივმოყვარე მამაკაცი მხოლოდ ჯიბის საათით სარგებლობდა. კლასიკურ ევროპულ ტანსაცმელს დღემდე შემორჩა ამ ნივთის შესანახი პატარა ჯიბე. ცალკე სტილისა და გემოვნების საკითხს წარმოადგენდა ჯაჭვი, რომელზეც საათი და ხშირად სხვა პატარა აქსესუარები ეკიდა. მაგალითად, თილისმები, საგვარეულო ბეჭდები, პატარა ჯაყვა და ასე შემდეგ.

მაჯის საათის პოპულარობა პირველ მსოფლიო ომს და ავიაციის განვითარებას უკავშირდება, როდესაც გადამწყვეტი გახდა სამხედრო ოპერაციების დროულად ჩატარება. როცა დრო უფრო „მნიშვნელოვანი“ გახდა. მაჯის საათი უფრო პრაქტიკული იყო, ვიდრე დახურული ჯიბის საათი, სამხედროებს დაბრკოლების გარეშე, სწრაფად უნდა დაენახათ დრო, მარცხენა მაჯა კი საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა საათის მოსათავსებლად. პირველი სამხედრო მაჯის საათები ზამბარიან დაუხვეწავ მექანიზმებს წარმოადგენდა, მაგრამ სულ მალე კომპანიებმა - Cartier, Patek Philippe, Breitling - უმაღლეს დონეზე აიყვანეს ლუქს კლასის საათების შექმნის ხელოვნება. ხშირად საათი, დროსთან ერთად მუდმივი კალენდრის, მთვარის ფაზების აღმნიშვნელის და წამზომის ფუნქციებს ითავსებს, არის ქრონოგრაფი, არ წყვეტს მუშაობას წყალქვეშ ან უწონადობის პირობებში. კარგი საათი საუკეთესო მასალებსაც გულისხმობს: ოქრო, პლატინა, ძვირფასი თვლები და დიდი კრიტიკის საბაბი - ეგზოტიკური ცხოველების ტყავი, რომელიც სამაჯურისათვის გამოიყენება. ცხოველთა დაცვის საზოგადოებები ხშირად საყვედურობენ ცივ შვეიცარიას ტროპიკული ცხოველების ტყავის მოხმარების გამო.

ლუქს კლასის საათის სილამაზე მის მექანიზმშიცაა. ცალკეა საათების კატეგორია, რომლებსაც ჩონჩხი - მექანიზმი დასანახად მინის ან საფირონის ქვეშ აქვთ მოთავსებული. მრავალ ფუნქციასთან ერთად, მამაკაცის მაჯის საათები ხელოვნების დახვეწილ ნიმუშებსაც წარმოადგენს, სადაც ბალანსი მეცნიერებასა და ესთეტიკას შორის, საათს საკოლექციო ძვირფას ობიექტად აქცევს.

მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან მაჯის საათი ლუქს ავტომობილებთან ერთად მამაკაცური ვნების უპირობო ლიდერი გახდა. ამ შემთხვევაში უპირატესობა არა ახალ ან მოდურ, არამედ იშვიათ და უნიკალურ მოდელს ენიჭება. საათები სხვადასხვა შემთხვევებისთვისაა განკუთვნილი: საღამოს საათები ფორმალური წვეულებისათვის ან ოფიციალური შეხვედრისათვის; უფრო სადა, მუქი სპორტული ან გარეთ სატარებელი საათები დასვენების და ქალაქგარეთ ყოფნის დროს. ლიდერებს შორის, რა თქმა უნდა, შვეიცარიული კომპანიებია: Patek Philippe, Omega, Rolex, Breitling, Hublot და ფრანგული კომპანია Cartier.

გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს კვარცის და ციფრული მექანიზმების განვითარებას ელექტროსაათების მასობრივად წარმოება მოჰყვა. იაფფასიანი საათი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ მაღალი კლასის მაჯის საათები, ისევე როგორც ლუქს ცხოვრების სტილი, მხოლოდ მცირეოდენ ცვლილებებს განიცდის და ფუფუნება, როგორც ასეთი, მოდიდან სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ გადადის.

მსოფლიოს ცნობილი ბრენდები ახალ „წევრებს“ იღებენ თავიანთ „ექსკლუზიურ კლუბებში“. 90-იანი წლების ბოლოს აფროამერიკელი რეპერები, სპორტსმენები და „ახალი რუსები“ წარმოადგენდნენ მაჯის საათების ინდუსტრიის მამოძრავებელ ძალას, დღეს კი, როგორც ჩანს, ჩინელების დრო დადგა. აუქციონის სახლები Sothbey's და Christie's წელიწადში რამდენჯერმე მართავენ იშვიათი საათების აუქციონებს. 2010 წლის მაისში Christie's მიერ ჟენევაში მოწყობილ აუქციონზე კომპანია Patek Philippe-ის 1943 წელს გამოშვებული ყვითელი ოქროს საათი რეკორდულ ფასად, 5,708,885 დოლარად გაიყიდა, კომპანია Hublot კი დიდი წარმატებით იღებს შეკვეთებს ბრილიანტებით მოჭედილ მაჯის საათზე BB, რომლის ფასიც 2,800,000 დოლარია.

28 დაბადებულები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

შეფასება 3/5 2010 წელს კომპანია სანგუკომ და კონტროლსტუდიომ ერთობლივ კინოპროექტზე დაიწყო მუშაობა - „5“, რომელმაც 5 რეჟისორის 5 ჟანრულად განსხვავებული ფილმი უნდა გააერთიანოს. აპრილის ბოლოს, ეკრანებზე „5“-ის პირველი ფილმი გამოვიდა - თაკო შავგულიძის დებიუტი „დაბადებულები საქართველოში“.

თინა (ნუცა კუხიანიძე), გიორგი (გიორგი გიორგანაშვილი), თამრი (თამრი ბზიავა) და ნიკა (ვანიკო თარხნიშვილი) - ბავშვობის მეგობრები არიან. ასე, 30 წლამდე იქნებიან. ოთხივე განსხვავებულია და საქართველოში დაბადებული. არა, განსაკუთრებული არაფერი ხდება. აქ არც ძუძუების სანახავად ღირს წამოსვლა და არც „ღადაობების“ მოსასმენად. ორი წყვილის ერთი ჩვეულებრივი ისტორიაა. იქ უკან კი ომია... იყო თუ არის... მოკლედ...

სახლის კადრებს პერიოდულად ენაცვლება მოშიშვლებული თბილისის ზღვა. ან მანქანაში სხედან ან კიდევ გიორგის მაღაზიასთან, პატარა სკამზე. ლაპარაკობენ, არა, თითქმის არ ლაპარაკობენ. უბრალოდ დროდადრო თამრის ფეთქებადი ხასიათი „გაფხიზლებს“ ხოლმე. ესაა და ეს. დიალოგებს გრძელი პაუზები ენაცვლება. თბილისის ქუჩები უცხოა. ჩუმი და ცარიელი. მიუხედავად გმირების განსხვავებული ტემპერამენტისა, სიცარიელე ოთხივეს მუდმივ ლანდად დაჰყვება თან. გამუდმებით ეწევიან და სიგარეტს სიგარეტზე უკიდებენ - ასე ცდილობენ სიცარიელის ამოვსებას. სულ გრძნობ დროს. დროს, რომელსაც ვერც კინემატოგრაფისტების საყვარელი ხერხი, მატარებლის ხმაური აიძულებს აჩქარდეს, ნაბიჯს მოუმატოს. არ მახსენდება ბოლო დროს ნანახი არც ერთი ქართული ფილმი, სადაც ასე მძაფრად და ზუსტადაა გადმოცემული გარემო. გარემო, რომელიც თავისი განწყობით თითქმის ანაცვლებს სიტყვის აუცილებლობას. სადაც ფორმა, ძალდაუტანებლად მოდის მაყურებლამდე. ეს არ არის სიტყვის კინო. აქ მთავარი თვალია. შავგულიძის ფილმში დრამატურგიული კვანძი არ არსებობს და დრამის გარდაუვალობა, ფილმის დასაწყისშივე, გმირების გაცნობისთანავე იგრძნობა. ეს არის კონფლიქტი. გარემოსთან, წარსულთან, ომთან და მისგან გამოწვეულ სიცარიელესთან. იმასთან, რაც „საქართველოში დაბადებულების“ ნაწილია. მათი ამბავი ხომ 2008 წლის აგვისტოს შემდგომ, „ცარიელ“ საქართველოში ხდება. მიუხედავად დრამატურგიული თუ რეჟისორული ხარვეზებისა, „დაბადებულები საქართველოში“ სწორედ ამით გამახსოვრდება - განწყობით. რასაც ეკრანზე კამერა, მხატვრობა, მუსიკა და გიორგი გიორგანაშვილის ყველაზე სიტყვაძუნწი გმირი ქმნის. გიორგი შველიძის კამერას ვერ უპოვი წუნს, ხან აღმოაჩენ, რომ ის მსახიობებზე უკეთესად “თამაშობს“. სალომე სხირტლაძის მხატვრობა და თიკო კვინიკაძის კოსტიუმები - ცალკე აღნიშვნას იმსახურებს. თუმცა ხშირად, ფერთა და გარემოს იდეალური შერწყმისაკენ ზედმეტი სწრაფვა, ბუნებრიობას აკარგვინებს და ძალით შელამაზებულსაც კი ხდის სურათს. გიო ცინცაძის უდავოდ კარგი მუსიკა უკეთესად დაგამახსოვრდებოდა, ასე ჭარბად და უტრირებულად რომ არ იყოს გამოყენებული. ხარვეზები “იპარება“, რიგ შემთხვევაში, არაბუნებრივად აწყობილ დიალოგებშიც, როდესაც სიტყვა სიტუაციიდან ამოვარდნილად, მხოლოდ ამბის განსავითარებლად ანდა პარტნიორის მხრიდან საჭირო რეპლიკისთვის გაისმის. ხარვეზებია სამსახიობო შესრულებაშიც. კინომ ხომ დიდი ხანია, უკან ჩამოიტოვა მუნჯი პერიოდი, სადაც მსახიობებს თვალების დაჭყეტით, ტუჩზე კბენით ანდა ერთ ადგილას ქანაობით უწევდათ მაყურებლისთვის თქმა - ცუდი რაღაც მოხდა, ვნერვიულობო. მსგავსი მინუსები საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად აკნინებს ფილმის ხარისხს.

0x01 graphic

სურათში, რომელიც მთლიანად თვალის მგრძნობელობას ემორჩილება, სრულიად ზედმეტია დასაწყისში ნაჩვენები ომის ამსახველი კადრები, მონაცემები… დოკუმენტური მასალა, რომლის ყურებისას შიშიც კი ჩნდება, რომ მომდევნო 80 წუთი ამ თემით მანიპულირებასთან ამოგაყოფინებს თავს. არადა, 5 წუთის შემდეგ, უკვე გრძნობ ზურგთან მოპარულ ვეებერთელა ტალღას. ტალღას, რომელიც არ იცი როდის დაგატყდება თავს. რომელიც კინოთეატრიდან გამოსულს, კიდევ დიდხანს მოგყვება უკან.

29 თბილისური მოდა თბილი ზამთრის მოლოდინში

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|FASHION

ნა ახლოური

ქართველი დიზაინერები, პუბლიკის წინაშე, კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში წარდგნენ. საქართველოს მოდის კვირეული ერთი თვის წინ დასრულდა. როგორც ჩანს, ერთი ღონისძიება, ჩვენი დიზაინერების შემოქმედებითი შესაძლებლობების საჩვენებლად საკმარისი არ არის.

წელს კოლექციების წარმოსადგენად, ორგანიზატორებმა შერატონ მეტეხი პალასი შეარჩიეს. იქ, წლების წინ, ქართულმა მოდამ ფეხი აიდგა. მას შემდეგ, ადგილობრივი მოდის ინდუსტრია განვითარდა, თუმცა ნაწილობრივ, ის და მისდამი დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა.

ამაში დამნაშავე, პირველ რიგში, სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობაა. არანაკლები წვლილი სერიოზული კრიტიკის ნაკლებობასაც მიუძღვის. უცნაურია, რომ ქვეყანაში, სადაც წელიწადში ოთხი მოდის კვირეული ტარდება და დიზაინის ფაკულტეტებიც არსებობს, ამ სფეროს მიმართ მცირე ინტერესია. მოდის კვირეულებს მასმედია ისე აშუქებს, როგორც მაღალი საზოგადოების თავშეყრის ადგილს, ხარისხსა და დიზაინერის კონცეფციას არავინ დაგიდევთ. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ზოგ შემთხვევაში ეს უკანასკნელი, უბრალოდ, არ არსებობს.

თბილისის მოდის კვირეული მეოთხედ იმართება და დროა, დიზაინერებთან ერთად პუბლიკაც განვითარდეს - ჩვენების დროს, ისტერიკაში გადასული აპლოდისმენტები და „ბრავოს“ ძახილი, სულ ცოტა, ცუდი ტონის მაჩვენებელია. სამაგიეროდ, ორგანიზატორების მომზადებაა ქების ღირსი. ძალიან კარგად იყო მოწყობილი პოდიუმები, მოწვეულები იყვნენ უცხოელი კრიტიკოსები, ასევე ფრანგი ფოტოგრაფი - ვენსან ლაპარტიანი. აღსანიშნავია მუსიკალური გაფორმება, რომელიც დიჯეიმ, ალექსანდრ მაქსველმა და მისმა ჯგუფმა, MODE-F-მა უზრუნველყო. MODE-F მოდის ჩვენებებისთვის მუსიკას ექსკლუზიურად ქმნის. მათ ისეთ ლუქს კლასის ბრენდების ჩვენებებზე უმუშავიათ, როგორებიც არიან - Givenchy, Dior, Lanvin და ა.შ.

0x01 graphic

ანა მიმინოშვილის კოლექცია

0x01 graphic

თამანინის კოლექცია

მოდის კვირეულზე მაქსველის მინიმალ ტექ-ჰაუსის რიტმებმა ზუსტი განწყობა შექმნა - უკვე მერამდენე სეზონია, ქართველი დიზაინერები მინიმალისტური სტილის ერთგულები რჩებიან. კოლექციებში თალხი ფერები ჭარბობდა - შავი, ბაცი ყავისფერი და ნაცრისფერი. ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია კი მომავალი შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მოშიშვლებული მხრები და შიფონისგან შეკერილი ტანსაცმელია. კოკო შანელმა ერთხელ თქვა, რომ მოდა მხოლოდ კაბები არაა, ის ცაში, ქუჩებში და გარემოშია. როგორც ჩანს, ამ ფაქტორმა ზოგიერთი ქართველი დიზაინერის იდეებზეც მოახდინა გავლენა - მათი შთაგონების წყაროდ, ალბათ, გლობალური დათბობის თემა იქცა - ზამთარში პალტოსა და თბილი ტანსაცმლის ტარება აღარ გჭირდება. შესაძლოა, ეს მინიმალისტური იდე ფიქსიც იყოს - ნაკლები ქსოვილი ტენდენციასაც ახლებურად წარმოაჩენს და ეკონომიკური თვალსაზრისითაც მომგებიანი არჩევანია. თუმცა მოახერხებს თუ არა მომხმარებელი ცივ სეზონზე სიფრიფანა სამოსის ტარებას, ამას მომავალი ზამთრის ამინდი გვიჩვენებს.

რა თქმა უნდა, თბილისის მოდის კვირეულზე საინტერესო კოლექციები ვიხილეთ. ისინი არა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით გამოირჩეოდნენ, არამედ შემოდგომა-ზამთრის სეზონსაც პასუხობდნენ. მართალია, მსოფლიოს გავლენიან დიზაინერთა ნამუშევრებისა და უკვე დამკვიდრებული ტენდენციების გავლენა იგრძნობოდა, მაგრამ ზოგიერთმა ქართველმა დიზაინერმა, მათი ინდივიდუალურად წარმოჩენა შეძლო.

იაპონიის და შორეული აღმოსავლეთის თემა, წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში აქტუალური იყო. მან გაგრძელება Atelier Experiment-ის შემოდგომის კოლექციაშიც ჰპოვა. ასიმეტრიული, გეომეტრიული ფორმები, ნეიტრალური, ნაცრისფერ-ჩალისფერი გამა, დაბალძირიანი ფეხსაცმელი ნაქსოვ წინდებთან, ორიგამით გაფორმებული სამოსი იაპონურ, ცოტათი ფუტურისტულ განწყობასაც ქმნიდა. დრაპირებით და კონტრასტული ფორმებით დიზაინერებმა შორეული აღმოსავლური სტილის ახლებური ხედვა აჩვენეს. ფუტურისტული ასოციაციები გამოიწვია თამუნა ბოჩიკაშვილის კოლექციამაც. მთავარი აქცენტი მან გეომეტრიულ ფიგურებზე გააკეთა და მინიმალისტური სტილის სამოსი შემოგვთავაზა.

ანა მიმინოშვილის შთაგონების წყაროდ, 50-იანების მოდა იქცა. იგი პუბლიკის წინაშე ელეგანტური კოლექციით წარდგა და ყურადღება დახვეწილ, ქალურ სილუეტსა და მაღალ წელზე გაამახვილა. სამოსის შესაქმნელად, ძირითადად, ხავერდი და აბრეშუმის ტრიკოტაჟი გამოიყენა, ფერებში ღია ჩალისფერი, შავი და ზურმუხტისფერი დომინირებდა. აპლიკაციებით გაფორმებული სამოსი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.

ძლიერი კოლექცია წარმოადგინა გიორგი შაღაშვილმა. მან ტრადიციას არ უღალატა - აქცენტი კონსტრუქციაზე გააკეთა. სამოსი მრავალფუნქციური იყო და კოლექციაში მისი საყვარელი შავი ფერი დომინირებდა. გიორგი კარგად ახერხებს მინიმალისტური სტილით კონცეფციის გადმოცემას. ამ შემთხვევაში ის ადამიანის შინაგან რწმენას ემყარებოდა. აქ სქესის ფაქტორი მნიშვნელობას კარგავს, რაც სამოსის ანდროგენულ სტილში გამოიხატა კიდეც.

დამწყები დიზაინერების, ე.წ. ნიუქამერების ჩვენებაც საინტერესო სანახაობად იქცა. ტრადიციას არც მათ უღალატეს და ნაკლებად კომერციული სამოსი წარმოადგინეს. მონაწილეთა უმეტესობა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, მოდის მიმართ მათი მიდგომა კი მხატვრული იყო - პოდიუმზე უფრო დეკორატიული მოდა ვიხილეთ. კარგი იქნება, თუ შემდეგში წამყვანი და დამწყები დიზაინერების ნამუშევრების ოქროს შუალედს ვიხილავთ - მოდას, რომელიც უტილიტარისტულიც იქნება და ამასთან, კონცეპტუალურად უფრო რთულიც - ნაკლებად გათვლილი პუბლიკის სიმპათიასა და ზოგადად, თბილისელების გემოვნებაზე.

0x01 graphic

ანა მიმინოშვილის კოლექცია

0x01 graphic

თამუნა ბოჩიკაშვილის კოლექცია

30 The Kills - Blood Pressures, 2011

▲ზევით დაბრუნება


მუსიკა|კულტურა

ნინა ახლოური

ისინი ქმნიან მუსიკას, რომელიც ადრე არავის მოუსმენია - ინდის, პანკის, ბლუზის, როკ-ენ-როლისა და გარაჟის როკის არაჩვეულებრივ სინთეზს. ამ დროს კი ყველა The White Stripes-ის მიმბაძველობას აბრალებს. მათ მინიმალისტურ სტილზე ხანდახან ისე საუბრობენ, თითქოს პრიმიტიული იყოს. ჯეიმი ჰინსის მუსიკალურ ნიჭზე მეტად კი მისი და ქეით მოსის ურთიერთობის პიკანტური დეტალები აინტერესებთ. ამის მიუხედავად, The Kills-ისთვის კომპლექსები აქამდე არავის შეუმჩნევია. მისი მეორე წევრი, ელისონ მოსჰარტი, ახალ მუსიკალურ ჯგუფ The Dead Weather-ში ჯეკ უაიტთან, The White Stripes-ის ყოფილ წევრთან ერთადაც კი მღერის.

მოსჰარტის და უაიტის ტანდემი წარმატებული რომ იქნებოდა, ალბათ ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი. და მაინც, ის ქიმიური რეაქცია, რომელიც ჯეიმი ჰინსსა და ელისონს შორის მუსიკალური ურთიერთქმედების დროს წარმოიშობა, განუმეორებელია. ამის დასამტკიცებლად The Kills-ის ძველი შემოქმედებაც გამოდგება და ახალი ალბომიც, Blood Pressures, რომელმაც კრიტიკოსებისა და მსმენელის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. ერთნი თვლიან, რომ ის ამ დუეტის ყველაზე დახვეწილი ალბომია, სხვები ამბობენ, რომ ჯგუფი არასოდეს ყოფილა ასეთი მოსაწყენი და მან ის პოსტპანკური მუხტი დაკარგა, რომელიც წინა ორ ალბომში ასე კარგად იგრძნობოდა.

სიმართლე ისაა, რომ Blood Pressures-ში ყველაფერია, რაც ჯგუფის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა - რაფინირებული პანკ-ბლუზი, გოთიკური სიმძიმე, გარაჟის ხმაურიანი ატმოსფერო, მინიმალისტური როკი. ელექტროპოპის და რეტროს მიმართულება ალბომს ზედმეტ ეკლექტურობას ანიჭებს. ვფიქრობ, The Kills-ის მთავარი ღირსება ისაა, რომ დრამ-მანქანით, გიტარით, სექსუალური დაძაბულობით შეუძლია ძალიან სახასიათო მუსიკის შექმნა, რომელიც სწორედ მინიმალიზმის დამსახურებით გამახსოვრდება. ბითლზისთვის დამახასიათებელი მელოდიურობა და რომანტიკული ბალადები ჰინსს და მოსჰარტს, უბრალოდ, ინდივიდუალურობას აკარგვინებს. თუმცა, ამ მრავალფეროვანი ალბომით დუეტი დიდ ნიჭსა და განვითარების სერიოზულ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს.

31 24 საათიანი თამაში

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|თეატრი

თამარ კიკნაველიძე

0x01 graphic

„24-საათიანი ფესტივალის“ დასაწყისი

„24-საათიანი ფესტივალის“ ორგანიზების იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც რუსთაველის თეატრში „ეიფორიაზე“ მუშაობა დაასრულეს და წარმოდგენის პრემიერამაც ჩაიარა. ქოლინ ჰოვდეს (რეჟისორი), ლი ოგასთ პრეილის (დრამატურგი) და ნინო მაღლაკელიძის (სცენოგრაფი, მენეჯერი) მორიგ ინიციატივას მხარი კვლავ რუსთაველის თეატრმა და ამერიკის საელჩომ დაუჭირა. მათ მიერ გადაგდებულ ანკესზე ოთხი დრამატურგი და ოთხი რეჟისორი საკუთარი სურვილით წამოეგო. მოგვიანებით, პროექტში რუსთაველის თეატრის მსახიობები და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ. „24-საათიანი ფესტივალის“ ფარგლებში, 12 საათში ოთხ ახალგაზრდა დრამატურგს: დათო გაბუნიას, გიგი გულედანს, ნინო სურამელაშვილს და ალექსი ჩიღვინაძეს უნდა დაეწერათ პიესები, რომლებზეც მომდევნო 12 საათის განმავლობაში რეჟისორები, რობერტ სტურუას სამაგისტრო ჯგუფის წარმომადგენლები - პაატა ციკოლია, იოსებ ბაკურაძე, ლევან ხვიჩია და გოგა მაისურაძე - იმუშავებდნენ.

0x01 graphic

სცენა სპექტაკლიდან

„მიუხედავად იმისა, რომ ერთ დღეში სამყარო ღმერთსაც კი არ შეუქმნია, ქართველებს მაინც ყველაფრის ერთ დღეში გაკეთება გვიყვარს და მეც, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი, ასეთი „უწესო“ ვარ. შემოთავაზება საინტერესო აღმოჩნდა თუნდაც იმიტომ, რომ აქამდე რაიმეს 12 საათში დადგმის გამოცდილება არ მქონია“, - გვითხრა იოსებ ბაკურაძემ. ეს მაშინ, როცა რუსთაველის თეატრის პიარსამსახურის ოთახში შეკრებილ დრამატურგებს ახალი პიესების შექმნაზე მუშაობა დაწყებულიც არ ჰქონდათ. იმავე დროს გავესაუბრეთ დათო გაბუნიასაც, რომელმაც მოკლედ აღნიშნა: „ასეთ ინიციატივებს მეტისმეტი სერიოზულობით არავინ უდგება. ეს თამაშია და შენც უნდა ითამაშო“. საქმე გაცილებით მარტივად იყო დრამატურგებთან, რადგან მათ დასაწერი პიესის მოკლე მონახაზი მაინც ექნებოდათ 24-საათიანი მარათონის დაწყებამდე. თუმცა ასეთ ფორმატში ჩატევა მაინც რთული აღმოჩნდა. რეჟისორებს მოკლე ხანში უნდა წაეკითხათ, გაეაზრებინათ და დაედგათ პიესები, რომლებიც საკუთარი სურვილით არ აურჩევიათ და მეორეც - ტექსტის ხანგრძლივობა 10-15 წუთზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.

ვერაფერს გეტყვით დადგმულ წარმოდგენებსა და მის ხარისხზე, მაგრამ თითოეული მონაწილის შესაძლებლობები ნამდვილად გამოჩნდა, როდესაც მაყურებელს ფესტივალის ფორმატში შექმნილი პიესების ექსპერიმენტულ სცენაზე ნახვის საშუალება მიეცა. ნინო სურამელაშვილისა და ალექს ჩიღვინაძის პიესები შედარებით დასრულებულ ფორმაში მოაქციეს რეჟისორებმა - პაატა ციკოლიამ და ლევან ხვიჩიამ. თუ ხვიჩიამ დადგმა სურათებად ააგო და პიესის საინტერესოდ წარმოჩენა შეძლო, პაატა ციკოლიამ ნინო სურამელაშვილის ტექსტის წინა პლანზე წამოწევას შეუწყო ხელი. სცენის სიღრმეში განთავსებული გრძელი სკამით შექმნილ კომპოზიციაში თავადაც ჩაეწერა და ორი ქალის ხასიათის წარმოჩენა, რუსთაველის თეატრის მსახიობებს, ქეთი ხიტირსა და მარიკა ჭიჭინაძეს ანდო. უფროსი თაობის წარმომადგენელმა პერსონაჟის სახე ოსტატურად შექმნა, რასაც ვერ ვიტყვით იმ მსახიობთა დასზე, რომლებიც გოგა მაისურაძის მიერ დავით გაბუნიას „ლავინიას ყურების“ მიხედვით განხორციელებულ დადგმაში მონაწილეობდნენ. მათთან ფესტივალის ამოცანის სირთულე - დროის სიმცირე, ხაზგასმით გამოჩნდა. გიგი გულედანის „მედია-გეგმას“ კი, რომლის გაცოცხლებაზეც იოსებ ბაკურაძემ იზრუნა, ვერაფრით გამოვარჩევთ. პიესის ტექსტმა მსახიობების მეტყველების „წყალობით“ მაყურებლამდე ვერ მიაღწია, რეჟისორმაც მასალის მხოლოდ ილუსტრირება მოახდინა და ორიგინალური გადაწყვეტა ვერ მოახერხა. ასეთი ექსპერიმენტები უდავოდ საინტერესოა. თუმცა შეძლო თუ არა „24-საათიანმა ფესტივალმა“ რთული ამოცანის გადაჭრა, ეს უკვე ცალკე თემაა.

32 10 კითხვა რეზი არველაძეს

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ფეხბურთელი

0x01 graphic

  • თქვენს მშობლებს რა პროფესიის უნდოდათ, რომ გამოსულიყავით?

პროფესიით ორივე ექიმია. თავიდან ალბათ უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი, თუმცა პოზიცია რადიკალური არასდროს ყოფილა - რაშიც მაგარი იქნები, ის გამოდიო. რაღაც ეტაპზე დედაჩემი მიხვდა, რომ ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მამა თავად თამაშობდა ფეხბურთს.

  • მესი თუ მარადონა?

კიდევ კარგი, სხვადასხვა ეპოქაში თამაშობდნენ, თორემ გამიჭირდებოდა პასუხი. ასე რომ, ჯერ მარადონა, მერე მესი. ორივეზე ჭკუას ვკარგავ. თან ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ორივე მემარცხენეა, სწრაფი, დაბალი, გრაციოზული... მაგათი გაფუჭებული ბურთი სხვის შეგდებულს მირჩევნია.

  • მატჩების ბოლოს მაისურების გაცვლის ტრადიციიდან შემონახული მაისურებიდან რომელია თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

ის მაისურებია ძვირფასი, რაც არ გავცვალე: საქართველოს ნაკრების მაისური და ის, რომელიც შოთის გაცილებაზე მეცვა. ისე, ცნობილ ფეხბურთელებთან გამიცვლია, ნესტასთან, ბასლერთან... ზოგი გავაჩუქე, ზოგი შენახული მაქვს.

  • იყო რაიმე განსაკუთრებული ნივთი ან რიტუალი, რის გარეშეც არასდროს გახვიდოდით მოედანზე?

რაღაც პერიოდი ასეთი ნივთი ტეიპი იყო - ნატკენ კოჭზე იკეთებენ ფეხბურთელები. მიყვარდა ქრისტიანულად პირჯვრის გადაწერა, რომ ჯანმრთელად და გამარჯვებით დამთავრებულიყო თამაში.

  • რითი არჩევდით აჩის და შოთის მოედანზე, ნომრების გარდა?

თამაშის მანერით, ხასიათით. სხვადასხვა ხალხია მაინც ეგენი

  • შოთას წიგნის გარდა, რომელია თქვენი საყვარელი ნაწარმოები?

„შვლის ნუკრის ნაამბობი“, „დედაენა“, „კაცია - ადამიანი?!“

  • თქვენ მიერ გატანილი რომელი გოლი იყო თქვენთვის ყველაზე ემოციური?

ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ ნაკრებში გატანილი პირველი გოლი იყო, ნიგერიასთან 1:0-ს ვიგებდით. კიდევ უეფას საკვალიფიკაციოზე ავსტრიის ინზბრუკის ტიროლთან გატანილი გოლი დამამახსოვრდა და პირველი გოლი, რომელიც კიოლნში გადასვლისას გავიტანე.

  • ვინი ჯონსისა და ერიკ კანტონასავით კინოში რომ გადაინაცვლოთ, რომელი ცნობილი რეჟისორის ფილმში ითამაშებდით?

ტარანტინო, სკორსეზე... თუ ვითამაშებდი, ეგეც არ ვიცი, ბოლო დროს აღარ მხიბლავს მსგავსი რამეები. ისე, ვინმე კაი კაცის როლს ვითამაშებდი ჯიგრულ, ქართულ კინოში. აი, „თხუნელაში“ ვითამაშებდი მძღოლის როლს.

  • ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეთ და სამი სურვილის უფლება, როგორ გამოიყენებდით ამას ქართული ფეხბურთისთვის?

მსოფლიო ჩემპიონატზე მოვახვედრებდი საქართველოს ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზეც მოვახვედრებდი და ძალიან მაღალ ანაზღაურებადს გავხდიდი ქართულ კლუბებს, რომ ბიჭებს უფრო გულიანად, ვაჟკაცურად ეთამაშათ, სკოლის მერე ჰქონოდათ მყარი ადგილი, სადაც შეძლებდნენ წასვლას... ეს საზოგადოებას ბევრად ხალისიანს გახდიდა და ჩართავდა საფეხბურთო ამბებში.

  • რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

რამდენად სწორი გადაწყვეტილებები მივიღე საფეხბურთო კარიერის დროს?

33 ეროვნული გალერეა - განახლებული საგამოფენო სივრცე

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|მუზეუმი

თეონა ჯაფარიძე

0x01 graphic

ზუსტად ასეთი, ეროვნული გალერეის ტყუპისცალი, ნეოკლასიკურ სტილში გადაწყვეტილი „გამოფენების სასახლე“ შეგიძლიათ იხილოთ რომში, ვია ნაციონალეს ქუჩაზე, სადაც დღემდე იმართება ნაციონალური კვადრიენალე, ფოტოგრაფიის ფესტივალი. ჩვენი ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეები კი სულ მალე გაიხსნება და თამამად უმასპინძლებს ნებისმიერ მსოფლიო დონის შედევრებსა თუ თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს. მისი რეკონსტრუქცია იმ მასშტაბური რეფორმების ნაწილია, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მიმდინარეობს. რადგანაც ტაბულა მუზეუმის ამ სიახლეებს ეტაპობრივად გაცნობთ, ამჯერად ეროვნულ გალერეაზე შევჩერდებით. შეგახსენებთ, გალერეა ამ რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთიანი სისტემის ნაწილი გახდა. გრანდიოზული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, ის ჯანაშიას მუზეუმის პარალელურად, მაისის ბოლოს გაიხსნება.

მისი ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო, როცა გერმანელმა არქიტექტორმა ალბერტ ზალცმანმა, მაშინდელი გოლოვინის პროსპექტზე, რომის Palazzo delle Esposizioni-ის პროტოტიპი შენობა ააგო. ეს 1888-1892 წლებში მოხდა. მის ფონზე, უკან უკვე გაშენებული იყო ალექსანდრეს ბაღი - ასევე გერმანელი არქიტექტორის, ოტო იაკობ სიმონსონის მიერ. ეს ხომ ის პერიოდია, როცა თბილისში გერმანელთა საკმაოდ მძლავრი კოლონია არსებობდა და ცნობილი გერმანელები - გუსტავ რადე, ლეოპოლდ ბილფელდი, პაულ შტერნი, არტურ ლაისტი თუ ცნობილი აფთიაქარი ზემელი დედაქალაქის ევროპულ ისტორიას ქმნიდნენ. გალერეა ზალცმანმა ააგო, როგორც სამხედრო ისტორიული მუზეუმი, რომელსაც კავკასიის ომში რუსეთის იმპერიის მიერ მოპოვებული გამარჯვებების დემონსტრირება უნდა გაეწია. მას შემდეგ ამ საგამოფენო სივრცის კონცეფცია რამდენჯერმე შეიცვალა: 1918 წელს ცნობილმა მეცენატმა და მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ აქ სურათების ეროვნული გალერეა მოაწყო და მისი კოლექციებით შევსებას მიჰყო ხელი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ კი ეს სივრცე პროპაგანდისტულმა გამოფენებმა დაიკავა. 50-იანებში უკვე იმ პერიოდის ხელოვანთა გამოფენები დაიწყო, მხატვართა კავშირის მიერ შესყიდული ნამუშევრები კი გალერეის ფონდებში ინახებოდა.

ეს საგამოფენო სივრცე მხატვრების ცნობილი, ისტორიული პროტესტის მოწმეცაა, მაშინ, როცა 1957 წელს აქ საბჭოთა ცენზურისგან დალუქული ლადო გუდიაშვილის ცნობილი გამოფენა ახალგაზრდების ჯგუფმა ძალდატანებით გახსნა. შემდეგ, 60-იანელთა თაობამ და მათთან ერთად რკინის ფარდის მიღმიდან შემოსულმა დასავლურმა მხატვრულმა მიმართულებებმა დაიკავა მისი საგამოფენო დარბაზები და ფონდები. 80-იან წლებში გალერეა აქტიური საგამოფენო ცხოვრებით ცხოვრობდა. საბოლოო ჯამში კი, ფაქტობრივად მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში ქართულ სახვით ხელოვნებაში მიმდინარე პროცესები მის ფონდებში დაცულ დაახლოებით 300 ათასამდე ექსპონატში აისახა. სამწუხაროდ, 90-იანი წლების არასტაბილურმა გარემომ ფონდებშიც შეაღწია და სოკომ და ნესტმა უამრავი ნამუშევარი დააზიანა.

0x01 graphic

განახლებული ეროვნული გალერეა

0x01 graphic

ეროვნული გალერეა მე-20 საუკუნის დასაწყისში

„უზარმაზარი სამუშაოები ჩავატარეთ 2007-2008 წლებში: გავწმინდეთ, დავამუშავეთ და ციფრულ ფორმატში გადავიტანეთ ექსპონატები და ეროვნული მუზეუმის საცავებში დავაბინავეთ“, - გვიამბობს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მიმართულების წამყვანი რესტავრატორი ირა არსენიშვილი. ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი მარიამ დვალი კი, რომელიც გალერეის გახსნისთვის დაგეგმილი გამოფენის მენეჯერია, ეროვნულ გალერეაში ტაბულას ექსკურსიას უწყობს: თვალშისაცემ სიახლეს პირველივე ნაბიჯებიდან ვაწყდებით - გალერეაში შესასვლელი უკვე ალექსანდრეს ბაღიდანაა. ეს დეტალი ეროვნული მუზეუმის ახალ კონცეფციაზე - ჩაკეტილი სამუზეუმო სივრცის საზოგადოებისთვის ღია, ერთდროულად სასიამოვნო და საგანმანათლებლო სივრცედ გარდაქმნაზე მიგვანიშნებს. კიბის უჯრედს მივუყვებით და მარიამი უკვე გვიჩვენებს კაფესა თუ მაღაზიისათვის გამოყოფილ სივრცეებს და გვიხსნის, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები პორტუგალიურმა არქიტექტურულმა კომპანია Ainda Arqitectura-მ და ლუიშ პერეირამ, სტუდია არსთან თანამშრომლობით განახორციელეს.

ისევე, როგორც ჯანაშიას მუზეუმში, აქაც, სარეკონსტრუქციო სამუშაოების პარალელურად, ახალი ექსპოზიციისთვის ემზადებიან. რეკონსტრუქციის შედეგად, რუსთაველის პროსპექტის მხარეს მდებარე ისტორიულ სამ საგამოფენო დარბაზს, ალექსანდრეს ბაღის მხრიდან ფაქტობრივად ახალი ფლიგელი დაემატა ხუთი საგამოფენო სივრცით. ესთეტიკითა თუ ტექნიკური საერთაშორისო სტანდარტებით ეს საგამოფენო დარბაზები უკვე თავისუფლად უმასპინძლებს მსოფლიოს მაღალი კლასის გამოფენებს.

ამჯერად, ახალი ექსპოზიციისთვის დიდი მზადებაა: ეროვნული გალერეის, ხელოვნების მუზეუმის, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმისა თუ თბილისის ისტორიის მუზეუმის ფონდებიდან ექსპონატები ეროვნული გალერეის რვა ახალ საგამოფენო სივრცეში ერთდროულად განთავსდება. გალერეის ისტორიული სამი დარბაზი, ლეგენდარული შემინული ჭერითა და ბუნებრივი განათებით კი სპეციალურად ამ გამოფენისთვის, დროებით, სამ ფერად - ღია ნაცრისფერ, გარდამავალ და ბორდოს ფერებად შეიღება. კურატორები გამოფენის გახსნამდე საიდუმლოდ ტოვებენ, როგორ გადაანაწილებენ ფერად სივრცეებში ფიროსმანს, ნიკოლაძის სკულპტურებსა თუ გუდიაშვილისა და კაკაბაძის ფერწერას.

ეს გრანდიოზული ექსპოზიცია 6 თვის მანძილზე დარჩება ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში.

34 ძველი უბანი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რესტო

დალი კრიხელი

0x01 graphic

ქუმსიაშვილის ქ. 1. თბილისი, 0114
უბანი: ხარფუხი (სეიდაბადი)
ტელ: 72 22 10
სამზარეულო: ქართული
საათები: ყოველდღე, 10:00-23:00
ბარათები: არ მიიღება
ფასი: 70ლ (სადილი ორ ადამიანზე, ღვინისა და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: გრიშაშვილის ან ქუმსიაშვილის ქუჩაზე

სეიდაბადის სიღრმეში ჩაფლული მარგალიტი, ქართული ტავერნა par excellence, საუცხოოდ შეზავებული კერძებით და ამავე დროს, თითქოს მივიწყებული ნაცნობი და მშობლიური გემოვნებით. ძველი უბანი პატარა ოჯახური რესტორანია სულ რამდენიმე მაგიდით, რომელიც უკვე მესამე წელია არსებობს. როგორც ჩანს, რაღაც ფარული მასონური გაგებაც ჩამოყალიბდა აქ მოსიარულე ხალხში: მაინცდამაინც არავის სურს ამ განსაკუთრებული ადგილის ფართოდ გამხელა იმის შიშით, რომ აქაურობას ქართული რესტორნის მომაკვდინებელი სენი - „უკვე გააფუჭეს“ - არ შეეყაროს. რატომღაც მგონია, რომ აქ სხვა, უფრო ძლიერი მუხტია.

რესტორნის ინტერიერში განსაკუთრებული არაფერია: ტიპური აგურის კედლები, ფიროსმანის მეთევზეს რეპროდუქცია და უზარმაზარი პლაზმური ტელევიზორი, საიდანაც „არ დაიდარდოს“, „გიმნაზისტი გიმნაზისტკას“ ან „ქეთო და კოტეს“ მოტივები მოედინება. ცოტა არ იყოს, უხერხული რკინის სკამები და მასიური პორციებისთვის შეუსაბამოდ მოკრძალებული მაგიდები დგას, მაგრამ ეს დეტალებია და თანაც უმნიშვნელო. რესტორნის სივრცე სამზარეულოსგან აგურის კოლონით არის გამოყოფილი, არც შუშა, არც ფრთოვანიკარები: სამზარეულოში, ისევე როგორც დარბაზში, სერიოზული მუშაობა და აღებ-მიცემობა მიდის.

მაგიდებზე ე.წ. გრანიონი სტაქნები - გათლილი ღვინის ჭიქები დგას და თუ ერთადერთ ჩამოსასხმელ ღვინოს (კახური რქაწითელი) შეუკვეთავთ, თავის დროზე ლე კორბუზიეს დიზაინით ჩამოქნილ კვარტიან ბოთლში მოგართმევენ. ეშმაკი დეტალებშიაო, ნათქვამია და თუ ამის გჯერათ, მაშინ სიყვარულიც იგივე დეტალებშია, მერწმუნეთ. მენიუზე თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ ძველი უბანი ნოსტალგიაა, მაგრამ არა გულჩათხრობილი და ექსკლუზიური: აქ ახალსაც თავისი ადგილი აქვს: ჩიჟი-პიჟი (10 ლ) - ძველქალაქური კერძი კეცზე, გატარებული ხორცით და კვერცხით, ავთენტური და არქაულად ცხიმიანია. ამავე დროს, ჩანს მზარეულის ფართო თვალსაწიერი: რატომღაც კრაბის სუპად მოხსენიებული კრევეტის სუპი (10 ლ) კეჟონური გამბოს მსუბუქი ვერსიაა.

ფხალეულიდან სეზონური ეკალაა ყველაზე საინტერესო, მაგრამ რაც უფრო იშვიათია, თევზეული ყველა დონეზეა წარმოდგენილი. ორაგული ცივად (10ლ), როგორც ნებისმიერ თავმოყვარე რესტორანს შეეფერება, ადგილზე გამოყავთ.

მწვადისა და ხორცეულის არჩევანი ფართოა და ძველი უბნის სტიქია ყველაზე ნათლად აქ ჩანს: ზაქის მწვადი ხომ არ გნებავთ? კი ბატონო. თქვენ მოინდომეთ და დეკადენტურ ზაქის კოტლეტსაც (8ლ) შეგიწვავენ. კეცზე შემწვარი ზაქის მწვადი აქაური საფირმო კერძია, ზაქი ხბოს ხორცთან შედარებით არც ისე რბილია, თუმცა ორგანული, სასიამოვნო სიმჟავე დაკრავს. ხბოს ნეკნები აჯიკით (25ლ) ჯერ ღვინოშია მოხარშული, შემდეგ მსუბუქად შემწვარი, ნაზი და ზუსტად შეზავებული: რბილიან-ხრტილიანად იჭმევა. მისაყოლებლად ბოსტნეულის მწვადიც (8ლ) არის, რაც მომეჩვენა, რომ უფრო ცოცხლად მოთუშული აჯაფსანდალია, ვიდრე მწვადი, თავისთავად გემრიელი, ოდნავ პიკანტური რატატუი.

ერთი სიტყვით, აქ თავისი საქმე უყვართ, ტრადიციის ერთგულებაა თუ შემოქმედებითი მიდგომა, ორივე იციან. ერთადერთი, რაზეც გული გწყდება ისაა, რომ ამგვარი ოჯახური რესტორნები იშვიათია. ფასები ზომიერზე ოდნავ მაღალია, მაგრამ ყოველი დახარჯული თეთრი ფასობს: ულუფები, როგორც უკვე ითქვა, ბარაქიანია და დესერტზეც ზედმეტია ლაპარაკი. ამ გახსენებაზე სულ დამავიწყდა მეკითხა, ჩიტის რძე თუ აქვთ. ეგეთი ადგილია, ზღაპრული.

35 თეთრი ლობიოს წვნიანი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
თეკუნა გაჩეჩილაძე

4 ულუფა
მასალა:
2 ქილა თეთრი ლობიოს კონსერვი
1 საშუალო ზომის ხახვი
200 გრ. ბეკონი
50 გრ. ნაღები
50 გრ. ზეითუნის ზეთი
3 კბილი ნიორი
ბოსტნეულის ბულიონი - 1 კუბი გალინა ბლანკა
1 კონა ომბალო
ბეგქონდარა - thyme (გემოვნებით)
როზმარინი (გემოვნებით)
მარილი
ფერადი წიწაკა
ჯამში: 10 ლარი

მომზადების წესი:

დაჭერით ბეკონი. გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეთი და შეწვით დაჭრილი ბეკონი.

შემწვარი ბეკონი გადაიღეთ ხელსახოცზე, ტაფაზე დარჩენილ ცხიმში მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. დაუმატეთ თეთრი ლობიო, ნედლი ან ხმელი სუნელები, ცოტაოდენი ბულიონი და წამოადუღეთ. მიღებული მასა დააბლენდერეთ და გაათხელეთ დარჩენილი ბულიონით სასურველ კონსისტენციამდე.

მასა დააბრუნეთ ტაფაზე და წამოადუღეთ. დაუმატეთ ნაღები, მარილი და ფერადი წიწაკა.

წვნიანი გაანაწილეთ ოთხ თეფშზე, მოაყარეთ შემწვარი ბეკონი, წვრილად დაჭრილი ომბალო და მიირთვით გემრიელად.

0x01 graphic

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას . 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის . 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03).