![]() |
ტაბულა №48 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კვანჭილაშვილი ელენე, ავალიანი დიმიტრი, ხორბალაძე თამარ, უგულავა სალომე, ჯანაშია სიმონ, კოკიჩაიშვილი თეონა, სუთიძე ლევან, თავხელიძე მიშა, ხორგუაშვილი ზვიად, მაჭარაშვილი ნინო, ბასილაია მიხეილ, ტურაშვილი თეონა, სმიტი დევიდ ჯ, გამცემლიძე მაკა, ელერდაშვილი ვახო, სერგია ნიკა, გოდუაძე ლაშა, პოლოლიკაშვილი ზურაბ, თალაკვაძე ზურაბ, ლორთქიფანიძე მერაბ, აეროლაითი მილა, კიკნაველიძე თამარ, კეკელიძე გიორგი, ესებუა ნიკა, გიორგობიანი ქეთო, მესხიშვილი გიგო, გაჩეჩილაძე თეკუნა |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2011|21 -27 მარტი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, სალომეუგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვებმენეჯერი: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ხათუნა ხუციშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge გარეკანი: © ტაბულა |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲back to top |
„ნამდვილად არ არის ადვილი ადვილი 1.3 მილიარდიან ქვეყანაში პოლიტიკური სტრუქტურის შეცვლა. ეს უნდა მოხდეს... პარტიის ლიდერობით“.
ვენ ძიაბო ჩინეთის პრემიერი აცხადებს, რომ ის ჩინეთს და ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებს შორის ანალოგიას ვერ ხედავს, რადგან ჩინელი ხალხის ცხოვრების სტანდარტები უკანასკნელი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 16 მარტი
„ქვეყანა უპრეცედენტო კრიზისის წინაშე დგას. მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ხალხი ხელიხელჩაკიდებული ერთმანეთს მხარში ამოუდგება და ამ რთულ დროს გაუმკლავდება. გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება და არ ვიცით კიდევ რამდენი ადამიანი გახდა სტიქიის მსხვერპლი. მე ყველა მათგანის გადარჩენისთვის ვლოცულობ“.
იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ იაპონელ ხალხს მიმართა. 16 მარტი
„ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ. ამ ტიპის სიტუაცია კიდევ უფრო დაეხმარება ლიბიელ ხალს გაერთიანებაში“.
მუამარ კადაფი იტალიურ გამოცემა II Giornale-სთან ინტერვიუში. 15 მარტი
„ეს არაჩვეულებრივად წარმოაჩენს ადამიანების სულისა და თავისუფლების, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ძალას“
ჰილარი კლინტონმა ტაჰრირის მოედანზე მოედანზე ეგვიპტელ ხალხს მიმართა. 16 მარტი
![]() |
2 კვირა |
▲back to top |
12 მარტი
აზერბაიჯანის დედაქალაქში პოლიციამ „მრისხანების დღის“ მოწყობის მცდელობა ჩაშალა. უცხოური მედიის ცნობით, დილიდან ბაქოს ქუჩები პოლიციელებით გაივსო,. მეტროსადგურ 26 მაისთან პოლიცია გამვლელებს აკავებდა და გაურკვეველი მიმართულებით გადაჰყავდა. სამართალდამცველებმა ყველა ის პირი დააკავეს, ვინც აქციის მონაწილეების მიმართ სოლიდარობას გამოხატავდა. ტელეკომპანია BBC-ს ინფორმაციით, შაბათს 43 ადამიანი დააკავეს, მათგან 23 ოფიციალურად გააფრთხილეს და გაათავისუფლეს. როგორც აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აქციის ორგანიზატორებმა და მათმა მომხრეებმა ქალაქის მოსახლეობის სიმშვიდე და საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს.
13 მარტი
იემენის დედაქალაქ სანაში გამართულ საპროტესტო აქციაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. ტელეკომპანია BBC-ინფორმაციით, შემთხვევას ერთი ადამიანის ინფორმაცია ემსხვერპლა.
ლიბიაში ტელეკომპანია ალ-ჯაზირას ოპერატორი, ჰასან ალ-ჯაბერი მოკლეს. 56 წლის ალ-ჯაბერი განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებდა. არხის კორესპონდენტის თქმით, გადამღები ჯგუფი ქალაქ ბენგაზის სამხრეთ-დასავლეთ რაიონში ალყაში მოექცა. ოპერატორს სამი ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა, ჟურნალისტი ნასერ ალ-ხედარი კი მძიმედ დაიჭრა. ამ დრომდე დაუდგენელია ჟურნალისტებზე თავდამსხმელთა ვინაობა.
14 მარტი
სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა, ბაჰრეინში შეიარაღებული ძალები გააგზავნა. არაბული ქვეყნების ეს ნაბიჯი ბაჰრეინის დედაქალაქში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. გასულ თვეს კი დემონსტრანტებსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შორის შეტაკებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. საუდის არაბეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ ბაჰრეინში 1000 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნეს.
რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა. საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბიზნესმენები მზად არიან ითანამშრომლონ რუსულ მხარესთან და რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დასაბრუნებლად ყველა საჭირო პროცედურა გაიარონ. „კრიტერიუმი ერთია - თუ პროდუქტი იქნება ხარისხიანი, ისინი ბაზარზე დაიშვებიან”, განაცხადა მან. სააგენტო ინტერფაქსის ინფორმაციით, ონიშჩენკოს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ტაბულა ქართული ღვინის სამ უმსხვილეს მწარმოებელ და ექსპორტიორ კომპანიას დაუკავშირდა. თელიანი ველის, ბადაგონისა და თბილღვინოს მენეჯერების განცხადებით, ონიშჩენკოსთან არათუ შეხვედრა, საუბარიც კი არ ჰქონიათ.
ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს 5 მარტს დაჭრილი ქართველი კაპრალი, ვალერი ვერსკიანი გარდაიცვალა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კაპრალი ვერსკიანი, რომელიც ნაღმზე აფეთქდა და ყელის არეში სამი ჭრილობა მიიღო, მკურნალობას გერმანიაში, სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. ამავე ჰოსპიტალში მკურნალობენ მისიის შესრულების დროს დაჭრილი ასეულის მეთაური კაპიტანი ალუდა სეთურიძე და კაპრალი რევაზ გიორგაძე. სამინისტროს ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კაპრალი ვერსკიანი მეშვიდე ქართველი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა.
15 მარტი
ყველა ფოტო: REUTERS ©
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის 13 მარტის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში თბილისის გვერდის ავლით მაინც მოხვდება და ამიტომაც არაფრის დათმობას არ აპირებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ განცხადებით ლავროვმა ბერნის შეთანხმება დაარღვია, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას პრესასთან კომენტარს არ გააკეთებდნენ. „მან ერთ წინადადებაში დაარღვია შეთანხმება, გამოგვიგზავნა მუქარა და წამოაყენა წინაპირობები. ასე რომ, შეგიძლიათ თავად იმსჯელოთ, როგორი მიდგომა აქვს რუსეთის დიპლომატიას მიღწეულ შეთანხმებებზე“, აღნიშნა ვაშაძემ.
16 მარტი
ბაჰრეინში პოლიციამ დედაქალაქ მანამას ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები ტანკების, ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. დემონსტრანტები, რომელთა უმეტესობა შიიტები არიან, უკვე სამი კვირაა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარების მოთხოვნით დედაქალაქის მთავარ მოედანზე იკრიბებიან. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას 15 მარტს ორი ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაიჭრა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ იაპონია ორი წლის წინ გააფრთხილა, რომ ქვეყანაში მოქმედი ატომური ელექტროსადგურები ძლიერ მიწისძვრას ვერ გაუძლებდა. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალ Wikileaks- ზე დაყრდნობით, ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი იუწყება. მისი ცნობით, იაპონიის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გაფრთხილებებს გაითვალისწინებდა. ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურთან მართლაც აშენდა საგანგებო მდგომარეობების ცენტრი, თუმცა კონსტრუქცია მხოლოდ 7-ბალიან მიწისძვრებზე იყო გათვლილი.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ კატეგორიულად უარყო გამოძიების მტკიცება, თითქოს ორი თვის მანძილზე მან სქესობრივი კავშირი 33 ქალთან დაამყარა. „ეს ძალიან ბევრია, ჩემთვისაც კი“, განაცხადა პრემიერმა, რომელსაც სხვა ბრალდებებთან ერთად, არასრულწლოვანი მეძავის ქირაობაშიც ადანაშაულებენ. იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, მსგავსი ქმედება კანონით ისჯება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, იტალიის პრემიერ-მინისტრს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მუამარ კადაფის ვაჟმა, საიფ ალ ისლამ კადაფიმ გააკრიტიკა. მისი თქმით, ლიბიის ხელისუფლება სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. „პირველი, რასაც ამ კლოუნისგან მოვითხოვთ, არის დააბრუნოს ის თანხა, რომელიც მან ლიბიიდან თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად მიიღო. სწორედ ჩვენ დავაფინანსეთ მისი კამპანია. ამისი დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი გვაქვს, და მზად ვართ გამოვაქვეყნოთ“, განაცხადა ტელეკომპანია Euronews-თან საუბრისას მუამარ კადაფის ვაჟმა.
![]() |
3 საპენსიო კონტრრევოლუცია |
▲back to top |
არენა
ელენე კვანჭილაშვილი
საქართველოს მთავრობა, 2013 წლიდან, პენსიების 100 დოლარამდე მომატებას გეგმავს. ეს ხარჯებს 900 მილიონი ლარით გაზრდის. ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც, რესურსის მოზიდვას, სპეციალურად შექმნილი ფონდის საპენსიო ანგარიშზე 10%25-იანი სავალდებულო შენატანის დაწესებით აპირებს. ახალი ინიციატივა განხილვის ადრეულ სტადიაშია და ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა.
წარმოდგენილი პროექტი მმართველი პარტიის მიერ დეკლარირებულ ლიბერალურ კურსს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამ კურსის მდგრადობა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულმა ეკონომიკური თავისუფლების აქტმა უნდა უზრუნველყოს, რომლის მთავარი გზავნილიც სტაბილურად დაბალი გადასახადებია. აქტის მთავარი პრინციპი ისაა, რომ ახალი გადასახადის შემოღება ან არსებულის გაზრდა მხოლოდ ხალხის ნებართვით - რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილ განაკვეთს გადასახადის ნაცვლად, საპენსიო შენატანი ჰქვია, ამით არსი არ იცვლება. გაზრდილი გადასახადი, რა სახელიც უნდა ვუწოდოთ მას, საინვესტიციო კლიმატს გააუარესებს.
საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის 13%25 არის დაქირავებული, 24%25 - თვითდასაქმებული, 16%25 კი - უმუშევარი. ახალი პროექტის მიხედვით, დამქირავებელიც და დაქირავებულიც 5-5%25-ს გადაიხდის. სავალდებულო საპენსიო შენატანი მზარდი იქნება და 2020 წლისათვის შედარებით მდიდარი მოქალაქეებისთვის 10%25-ს მიაღწევს. ამგვარად, საგადასახადო ტვირთი ყველაზე მეტად წარმატებულ და პროდუქტიულ ადამიანს დააწვება.
თუ დამქირავებელი სახელფასო ფონდს ვერ გაზრდის, ის ან კადრებს შეამცირებს, რაც უმუშევრობის დონეს კიდევ უფრო აამაღლებს, ანაც - დაქირავებულის ხელფასს. ამით სახელმწიფო ბიუჯეტს დამქირავებელი დაახლოებით იმდენივეს გადაუხდის, რასაც 20%25-იანი საშემოსავლო გადასახადის პირობებში შეიტანდა.
ფინანსთა მინისტრის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2011 წელს ასაკით პენსიონერები 90-130 ლარამდე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პენსიონერები 70-120 ლარამდე მიიღებენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ომის მონაწილე პენსიონერები 129-169 ლარამდე, დანარჩენი პენსიონერები - 55-95 ლარამდე, არაპენსიონერი ღარიბი მოსახლეობა კი - 40 ლარამდე მიიღებს. 2020 წელს ასაკით პენსიონერებისთვის დახმარება 198-316 ლარს მიაღწევს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პენსიონერებს 103-316 ლარამდე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ომის მონაწილე პენსიონერებს 213-331 ლარამდე, დანარჩენს - 78-195 ლარამდე, არაპენსიონერ ღარიბ მოსახლეობას კი - 3-146 ლარამდე დახმარება განესაზღვრება.
ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება, რომ ყველა პენსიონერი 100-დოლარიან პენსიას მიიღებს, ახალი სქემის მიხედვითაც მთლიანად ვერ სრულდება. რეფორმის სამუშაო ვერსიით, 2012-2013 წლებში, საპენსიო პაკეტი ეტაპობრივად გაიზრდება და 2013 წლის იანვრიდან, დაპირებულ 100 დოლარს მხოლოდ გაჭირვებული მოსახლეობისთვის მიაღწევს.
ფინანსთა სამინისტროს გათვლით, ვინც ყოველთვიურად 208 ლარს დაზოგავს, მას საპენსიო დანამატის სახით 284 ლარი ექნება. თუ დანაზოგი 121 ლარია, დანამატის სახით 190 ლარი გაიცემა.
ფინანსთა სამინისტროს პროექტით, ადამიანს ერთმევა არჩევანის საშუალება ფული მისთვის უფრო ხელსაყრელი ფორმით დააბანდოს - შვილის განათლებაში ჩადოს, უძრავი ქონება ან ოქრო შეიძინოს.
ამას გარდა, მაღალი ინფლაციის პირობებში, „დაგროვება“ შეუძლებელია, რადგან ფულის მსყიდველუნარიანობა იკლებს. შემდეგი 20 წლის მანძილზე, ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 4%25 იქნება. თუ გავითვალისწინებთ ინფლაციასაც, რომლის საშუალო მაჩვენებელიც ბოლო 12 წლის მანძილზე წლიურ 7.3%25-ს შეადგენდა, გამოდის, რომ „დაგროვებას“ აზრი არ აქვს.
სახელმწიფოს, ევროპული საფონდო ბირჟიდან ამ ფულის სესხება ბევრად უფრო იაფი დაუჯდება - დღეს ევრობონდის განაკვეთი 7.5%25-ია.
მინისტრის მიერ წარმოდგენილი რეფორმის პოლიტიკური ფასიც მაღალია: პენსიებთან ერთად, სოციალური დახმარებების ზრდაც იგეგმება. შესაძლებელია, გაზრდილი ვალდებულებების დასაფარავად, სახელმწიფოს გადასახადის მომატება კიდევ მოუწიოს. საეჭვოა, გაზრდილმა გადასახადებმა კერძო ინვესტიციებს შეუწყოს ხელი.
ვისაც უახლოესი 30 წლის მანძილზე პენსიაზე გასვლა მოუწევს, მარჩენალ სახელმწიფოში - საბჭოთა კავშირშია გაზრდილი. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ სიბერის უზრუნველყოფა არა ინდივიდის, არამედ მთავრობის ვალდებულებაა და ამ საზრუნავის საკუთარ თავზე აღებას კმაყოფილებით არ შეხვდება.
რეფორმის სამუშაო ვერსიის მიხედვით, 2014 წლიდან ქალების საპენსიო ასაკი გაიზრდება. ეს განსაკუთრებით მტკივნეულად, თვითდასაქმებულ ქალებს - პირველ რიგში სოფლად მცხოვრებლებს - შეეხება. ისინი აქამდე, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, სახელმწიფოსგან გარკვეულ თანხას ავტომატურად იღებდნენ, ამ სქემით კი - 5 წლის განმავლობაში, ამ ფულს დაკარგავენ.
წარმოდგენილი პროექტით 2015 წლის 1 იანვრიდან პენსია აღარ დაენიშნებათ ახალ პენსიონერებს, იმ ადამიანებს, ვინც იმ დროისთვის პენსიაზე გავა, გარდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებისა. სამაგიეროდ, ისინი 2-ლარიან სადაზღვევო ვაუჩერს მიიღებენ. როგორც თავად ფინანსთა სამინისტროს პროექტშია აღნიშნული, „პენსიების გაუქმება მოსახლეობის უმრავლესობის უკმაყოფილებას გამოიწვევს“.
კარგი ისაა, რომ ფინანსთა სამინისტრო ამ პროექტს სამუშაო ვერსიას უწოდებს. ის ოფიციალურ კომენტარს ნაადრევად მიიჩნევს. თუმცა რუსთავი 2-ის პროგრამა PS-მა საზოგადოებას ამ ინიციატივის შესახებ უკვე ამცნო და პროექტის პრეზენტაციაც გაავრცელა.
![]() |
4 „გამჭვირვალობის“ ფუჭი ბერკეტი |
▲back to top |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
მედიის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა, რასაც პარლამენტი 11 მარტის სხდომაზე გეგმავდა, გადაიდო. ამის მიზეზი, საპარლამენტო ოპოზიციის ახალი წინადადება გახდა.
ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, აუცილებელია კანონში ჩაიდოს მოთხოვნა, რომ მაუწყებლებმა აუდიტი საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტების შესაბამისად ჩაატარონ, რათა „ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს თითოეული მაუწყებლის ფინანსების გამჭვირვალობას და წარმომავლობას“.
გაურკვეველია, როგორ აპირებს ვეფხვაძე საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული აუდიტის მეშვეობით თანხების წარმომავლოდიმიტრი ავალიანი ბასთან გაცნობას - აუდიტორული შემოწმების დანიშნულება მხოლოდ კომპანიაში ფინანსური აღრიცხვის სისწორის დადგენა და დარღვევების გამოვლენაა და არა ამა თუ იმ ტელეკომპანიის მიერ მიღებული ფინანსების წარმომავლობის შესწავლა.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე პრინციპული თანხმობა მიღწეულია და კანონპროექტში ახალი ფორმულირებები დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში შეჯერდება. „ვფიქრობ, შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ უმცირესობასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ. პავლე კუბლაშვილი ვარაუდობს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს სამივე მოსმენით პარლამენტი თვის ბოლომდე მიიღებს.
მაუწყებლობის შესახებ ამჟამად მოქმედი კანონი მაუწყებლებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ყოველწლიური ანგარიშისა და აუდიტის დასკვნის წარდგენას ავალდებულებს. საჭიროების შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს მაუწყებლისგან დამატებითი ინფორმაციაც მოითხოვოს. კერძოდ, „ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ“.
უფრო მეტიც, თუ მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულ სურათს ქმნის ან ეჭვს ბადებს, კომისიას შესაძლებლობა აქვს აუდიტორული კომპანია თავად მოიწვიოს დოკუმენტების შესასწავლად. ცალკე საკითხია რამდენად უჩნდება კომისიას სურვილი კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით ისარგებლოს.
ვეფხვაძეზე შორს მიდის მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე მზრუნველი საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც ლაშა ტუღუში წარმოადგენს. მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლებმა აუდიტის ჩატარება საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ფილიალებს - ე. წ. დიდი ოთხეულის (PriceWaterhouseCoopers, Ernst & Young, Deloitte, KPMG) - წარმომადგენლობებს უნდა მოსთხოვონ. აუდიტორული დასკვნა კი, კომპანიის წლიურ ანგარიშთან ერთად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უნდა წარედგინოს და საჯაროდ გამოქვეყნდეს. ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ მაუწყებლების მიერ კომისიაში წარდგენილი ფინანსური ანგარიშის სისწორის დადასტურება პრესტიჟული აუდიტორული კომპანიის მიერ, ფინანსური გამჭვირვალობის დამატებითი ბერკეტი გახდება.
ჩვეულებრივ, მსხვილი კომპანიების მომსახურების (წლიური აუდიტის) საფასური 10-15 ათასი ლარიდან რამდენიმე ათეულ ათას ლარამდე მერყეობს. მომსახურების მინიმალური ღირებულება 3-4 ათას ლარს შეადგენს, ვინაიდან, კლიენტი კომპანიის სიდიდისა და წლიური ბრუნვის მიუხედავად, აუდიტორებს საკუთარი პერსონალის შრომის ანაზღაურება მაინც მოუწევთ. საერთაშორისო აუდიტის ჩატარება ნაციონალურ მაუწყებლებს დიდ ტვირთად არ დააწვება, მაგრამ პრობლემებს შეუქმნის რეგიონულ ტელეკომპანიებს.
საქართველოს რეგიონული ტელეკომპანიების უმრავლესობის მატერიალური შესაძლებლობები ძალზე მწირია, - განაცხადა ტაბულასთან საუბრისას ტელეკომპანია გურჯაანის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ალექსიშვილმა. მისი თქმით, კომპანიისთვის, უსახსრობის გამო, პრობლემას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება, წლიურ აუდიტორულ შემოწმებაში 3-დან 5 ათას ლარამდე თანხის გადახდა კი „ფიზიკურად შეუძლებელია“.
„ჩვენ მედიის ფინანსური გამჭვირვალობის პრინციპული მოწინააღმდეგეები არ ვართ, მაგრამ ეს მოთხოვნა უნდა გადაიხედოს“, - აცხადებს ტელეკომპანიის დირექტორი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, „გამჭვირვალობის ნაცვლად, რეგიონული ტელეკომპანიების ფინანსური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებას მივიღებთ“.
კანონპროექტში „საერთაშორისო სტანდარტების აუდიტის“ ცნების გათვალისწინებაც, როგორც ამას საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს, არაფერს ცვლის. როგორც ტაბულასთან საუბრისას საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს თავმჯდომარემ, ელგუჯა აფრიდონიძემ განმარტა, საქართველოში მოქმედი ყველა აუდიტორი სერტიფიცირებას საერთაშორისო სტანდარტებით გადის.
მისი თქმით, ქვეყანაში 120-მდე აუდიტორული კომპანია მოქმედებს. მათ მიერ გაცემული დასკვნები კი, კანონმდებლობის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ვინაიდან სერტიფიცირებული აუდიტორის მიერ არის გაცემული.
მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა დეკემბერში პირველი მოსმენით ერთხმად მიიღო. კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს ტელევიზიების 10%25-მდე წილის ფლობის უფლება ეძლეოდა. თუმცა, საბოლოოდ, უმრავლესობამ გაითვალისწინა ოპონენტთა შენიშვნები. მაუწყებლებში წილის ფლობა საერთოდ აეკრძალა გარკვეული ტიპის ტერიტორიებზე რეგისტრირებულ პირებს: კერძოდ, სადაც „დაცულია იურიდიული პირის საკუთრებისა და საქმიანობის კონფიდენციალობა“, ან მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები საქართველოსაზე ორჯერ და მეტად მცირეა.
იმ შემთხვევაშიც, თუ კანონმდებლობით სამაუწყებლო კომპანიების მფლობელთა, მათ მფლობელთა, მათ მფლობელთა და ა.შ. სრული გამჭვირვალობა დაწესდება, მედიის ირიბი და არალეგალური გზებით დაფინანსების შესაძლებლობა მაინც რჩება - მაგალითად, ჟურნალისტებთან ან პროდიუსერებთან ფინანსური გარიგებების გზით.
![]() |
5 ოქროს გალია ავტონომიის სანაცვლოდ |
▲back to top |
პოლიტიკა
თამარ ხორბალაძე
განათლების რეფორმის გზაზე უკან სვლა გრძელდება. პარლამენტში გასულ კვირას შესული კანონპროექტი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ამის კლასიკური ნიმუშია: ცვლილებები სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტებს ერთი მხრივ აძლევს განვითარების ფონდის დაფუძნების უფლებას, რასაც ისინი დიდი ხანია ლობირებდნენ. გარდა ამისა, ანიჭებს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსს, ათავისუფლებს შესყიდვების კანონის რეგულაციებისგან. მეორე მხრივ კი რეალურ ავტონომიას ართმევს. შემოთავაზებული ცვლილებები სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს არჩევანის თავისუფლებასაც არ აძლევს - სტატუსის ცვლილებასთან ერთად, უარი თქვან საბიუჯეტო დაფინანსებაზე და ამით რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვონ. ცვლილებათა ნაწილი უნივერსიტეტებს აკადემიურ საქმიანობაშიც ზღუდავს.
დღევანდელი ხელისუფლების მიერ პოსტრევოლუციურ პერიოდში დაწყებული განათლების სისტემის რეფორმის მიზანი სახელმწიფოს მიერ განათლების მართვის ეტაპობრივად გაუქმებაა. რეფორმის ფარგლებში სახელმწიფოს მონაწილეობა განათლების სფეროში მხოლოდ საგრანტო/ვაუჩერული დაფინანსებით უნდა შემოფარგლულიყო. ამ მიზნითვე უნდა მომხდარიყო სახელმწიფო სასწავლებლების განსახელმწიფოება - საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნა.
შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, 2011 წლის 1 სექტემბრამდე ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლებრივ სტატუსს შეიცვლის - საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან, კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირად გადაკეთდება. ამ ცვლილებამ უნივერსიტეტებს გადაწყვეტილების მიღებაში მეტი თავისუფლება უნდა მისცეს, შესყიდვების კანონის მკაცრი წესების შესრულების ვალდებულებაც მოუხსნას. ეს სახელმწიფო უნივერსიტეტების სტრუქტურის მართვას უფრო სწრაფს და მოქნილს გახდის.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, უნივერსიტეტი თავად გადაწყვეტს, რა ტიპის მართვის ორგანოები ჩამოაყალიბოს. თუ დღევანდელი კანონმდებლობით უმაღლეს სასწავლებლებს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა წარმომადგენლობითი საბჭო, აკადემიური საბჭო და ა.შ., მსგავსი სავალდებულო ნორმები კანონში აღარ იქნება და ეს საკითხები წესდებით დარეგულირდება.
კიდევ ერთი საკანონმდებლო სიახლე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განვითარების ფონდის დაფუძნების უფლების მინიჭებაა.
ამავე კანონპროექტით, გათვალისწინებულია სახელმწიფო სასწავლებლების მეთვალყურედ რეგენტთა საბჭოს შექმნა, რომელიც მათ მთავრობაზე დღევანდელზე მეტად დამოკიდებულს ხდის. აღნიშნული საბჭო კომუნისტური პერიოდის განათლების სისტემის მცოდნეთ უმაღლესი განათლების სახელმწიფო კომიტეტის ასოციაციასაც გაუჩენს. ფუნქციებით კი ეს სტრუქტურა რეალურად ახალი სამინისტროს შექმნის ტოლფასადაც შეიძლება ჩაითვალოს:
კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება 5-წევრიანი რეგენტთა საბჭო. მის დებულებას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. ჯერჯერობით მხოლოდ საბჭოს ზოგადი ფუნქციებია ცნობილი: რეგენტთა საბჭო ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს.
მთავრობის მიერ შექმნილი რეგენტთა საბჭოს დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უმაღლესი სასწავლებლის ფინანსებს განაგებს. ის უფლებამოსილია ბიუჯეტის შესაბამისად ფინანსური და ეკონომიკური შეთანხმებები დადოს; ასევე შეადგინოს ადმინისტრაციის სტრუქტურა; განსაზღვროს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი და პირობები; მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი. ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ რეგენტთა საბჭოს წინაშე. მეტიც - კანონპროექტით რექტორი, რომელიც არჩევითი პოსტის მფლობელია, ფინანსური და ეკონომიკური გარიგებების დადებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ხელმოწერის გარეშე ვერ შეძლებს.
უმაღლესი სასწავლებლის ფინანსები და შესაბამისად - არსებობა, მხოლოდ ამ მიმართულებით არ ხდება დამოკიდებული სახელმწიფოზე. მთავრობის მიერ დანიშნული რეგენტთა საბჭოს კიდევ ერთი ფუნქცია საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის დირექტორის დანიშვნა და გათავისუფლებაცაა.
კანონპროექტი პარლამენტში მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა წარადგინა. ტაბულასთან საუბარში იგი აცხადებს, რომ სახელმწიფომ, როგორც დამფუძნებელმა, უნდა შეძლოს უნივერსიტეტების პრიორიტეტებსა და ფინანსებზე სრული ინფორმაციის ფლობა. იგი აზუსტებს, რომ განვითარების ფონდის გაკონტროლების მიზანია მიღებული მოგება კერძო ინტერესს კი არა - თავად უმაღლეს სასწავლებელს მოხმარდეს. დამატებით რეგულაციებს ხუროშვილი პრევენციულს უწოდებს და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვის სახელმწიფო პოლიტიკის გამოხატულებად აცხადებს.
საბიუჯეტო დაფინანსება სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების საკმაოდ მცირე წილს შეადგენს. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის 80%25 სტუდენტების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტებითა და მათ მიერ გადახდილი თანხებით იფარება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი ანალოგიური მაჩვენებელი 85%25-მდეა.
ჩინოვნიკთა ნაწილი დღესაც სტუდენტებისა და მეცნიერების გრანტებს უნივერსიტეტების საბიუჯეტო დაფინანსებად თვლის. თუმცა გრანტის თანხით სახელმწიფო სტუდენტს ეხმარება, ამ უკანასკნელმა უნდა განსაზღვროს - რომელ უნივერსიტეტში მიიტანოს მის მიერ მოპოვებული გრანტი და ხარჯვა როგორ გააკონტროლოს.
შესაბამისად, ეგრეთ წოდებული საბაზო დაფინანსება უნივერსიტეტების ბიუჯეტის სულ 15-20%25-ია. ამ დაფინანსების კონტროლის მექანიზმები დღესაც არსებობს - უმაღლესი სასწავლებლის მიერ განათლების სამინისტროსთან დადებული სპეციალური კონტრაქტების სახით. მის მონიტორინგს სამინისტრო ახორციელებს. უნივერსიტეტის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას კონტროლის პალატაც აკონტროლებს.
ახალი კანონპროექტით კი, სახელმწიფო ფინანსების ამ 15-20 პროცენტის მონიტორინგის მოტივით, მთავრობა კონტროლს უნივერსიტეტების მთლიან ბიუჯეტებზე აწესებს.
ამასთან, კანონპროექტში არის მუხლები, რომლებიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს თავისუფლებას არა მხოლოდ ფინანსების მართვაში, არამედ აკადემიურ საქმიანობაშიც უზღუდავს. მეექვსე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს. ამით ეჭვქვეშ დგება უნივერსიტეტების ავტონომიურობის ფუნდამენტური პრინციპი.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველ რიგში სტატუსის ცვლილებასა და განვითარების ფონდის დაფუძნებას მიესალმებიან. თუმცა კითხვები რეგენტთა საბჭოსთან და მის ფუნქციებთან დაკავშირებით უჩნდებათ.
თსუ-ს რექტორი სანდრო კვიტაშვილი აცხადებს, რომ აბსოლუტურად გასაგებია, თუ რეგენტთა საბჭოს ფუნქცია სახელმწიფო უნივერსიტეტების ქონების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები იქნება. მისთვის გაუგებარია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნის წესი და მიუღებელი - ფონდის რეგენტთა საბჭოს მიერ გაკონტროლება. „ჩემი პირადი აზრია, რომ მე, როგორც დამფინანსებელი, უნივერსიტეტისთვის განკუთვნილ თანხას არ გადავცემდი ფონდს, რომელსაც პირობითად სამი მინისტრი გააკონტროლებს. ფონდის შექმნის იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კონტროლის ერთადერთი მექანიზმი სამეურვეო საბჭო იქნება, რომელიც მისი დამფინანსებლების, სტუდენტებისა თუ პროფესურისგან დაკომპლექტდება. ფონდთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში არც რექტორი უნდა ჩაერიოს და არც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ფონდი ჩემთვის იყო თავისუფლების სიმბოლო“, - განუცხადა სანდრო კვიტაშვილმა ტაბულას.
ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგო რატიანს კი, დამოუკიდებლობის თემის გარდა, კითხვები რეგენტთა საბჭოს საქმიანობის წესთან დაკავშირებითაც აქვს: როგორ უნდა დაამტკიცოს რეგენტთა 5-კაციანმა საბჭომ თითქმის ორი ათეული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის ბიუჯეტები? როგორ განხორციელდება და დამტკიცდება ცვლილებები ბიუჯეტებში, რაც ერთ სასწავლებელში, სულ მცირე, წელიწადში 10-12-ჯერ ხდება ხოლმე? ცხადია, არსებობს ეჭვი, რომ 5-კაციანი რეგენტთა საბჭოს პირობებში ამ პროცესმა, შესაძლოა, დროში გაჭიანურებული, უმართავი სახეც მიიღოს.
კანონპროექტი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში უმაღლესი სასწავლებლისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მონაცემების გატარების, სტატუსის მინიჭებისა და სხვა რეგულაციებსაც ითვალისწინებს, რაც დაუსაბუთებელი ბიუროკრატიული მექანიზმებია.
კიდევ ერთი საკითხი რელიგიურ უმაღლეს სასწავლებლებს ეხება. კანონპროექტი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებული დაწესებულებების მიერ განხორციელებული თეოლოგიის (საღვთისმეტყველო) საგანმანათლებლო პროგრამების აღიარებას ითვალისწინებს. დანარჩენ ტრადიციულ რელიგიურ სასწავლებლებზე არაფერია ნათქვამი. კონკორდატი ამას ნამდვილად არ კრძალავს - ხსენებული გადაწყვეტილებით კი რელიგიური უმცირესობების უფლებები იზღუდება.
მიუხედავად ბევრი ბუნდოვანი საკითხისა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის პარლამენტში შესვლა და მისი საჯარო განხილვის საგნად ქცევა მისასალმებელია. საკომიტეტო განხილვები პარლამენტში, წინასწარი ინფორმაციით, ორ კვირაში დაიწყება.
![]() |
6 თბილისი - ბრიუსელი - თბილისი |
▲back to top |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
ევროკავშირთან მაქსიმალურად დაახლოება და საქონლის, მომსახურების, ადამიანისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის - ე.წ. ოთხი თავისუფლების - მიღწევა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საგარეოპოლიტიკური ამოცანაა. ახლა მხარეები ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობენ, რომლის ხელმოწერაც 2012 წლის ბოლოსკენ ივარაუდება.
ასოცირებული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები 2010 წლის ზაფხულში გაიხსნა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალ, მეტად დაახლოების ეტაპზე გადასვლას გულისხმობს. საქართველო და ევროკავშირი შემდეგ საკითხებზე მუშაობენ: პოლიტიკა და უსაფრთხოება, სამართალი და თავისუფლება, ეკონომიკა და თავისუფალი ვაჭრობა. ხელმოწერამდე კიდევ 45 მუხლი უნდა განიხილონ.
თორნიკე გორდაძე
ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებაში, საქართველოს გაერთიანებაში მიღების რაც შეიძლება მკაფიო პერსპექტივა გაიწეროს. მხარეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ დოკუმენტში, საქართველო-რუსეთს შორის კონფლიქტის პრობლემატიკა, რაც შეიძლება ნათლად იყოს წარმოდგენილი. უნდა აისახოს როგორც საქართველოს ოკუპაცია, ასევე დეოკუპაციის პერსპექტივა და აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის ჯარების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს გადასაწყვეტია.
დოკუმენტი უნდა იცავდეს ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტერესებსაც, კერძოდ - დაბრუნებისა და საკუთრების აღდგენის უფლებებს. შეთანხმება არც ამ საკითხებზე მიღწეულა.
არ დაწყებულა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველ ხელშეკრულებაზეც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ნაკისრი წინაპირობები შეასრულა. პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ვახტანგ ლეჟავას თქმით, ევროკავშირი თამაშის წესებს ცვლის და მოდიფიცირებულ, ანაც ახალ პირობებს აყენებს. „საქართველოს მთავრობამ რადგან აიღო ვალდებულებები, ასრულებს კიდეც. აქედან გამომდინარე დათანხმდა კონკურენციის, სურსათის უვნებლობის და სხვა კანონმდებლობისა და რეგულაციების შემოღებას, რაც ასეთი სახით, ან საერთოდაც, სხვა პირობებში არ გაკეთდებოდა“, - ამბობს ის ტაბულასთან საუბარში.
ჩვეულებრივ, სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმებას ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა ლობისტური ჯგუფები ეწინააღმდეგებიან ხოლმე - იქნება ეს პროფკავშირები, რომლებსაც სამუშაო ადგილების გადინების ეშინიათ, კონკურენციისგან დაცული პრივილეგირებული ბიზნესები, ანტიგლობალისტები და სხვები. თუმცა, საქართველო თავისი ეკონომიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე - ევროკავშირის მშპ-ს 0.04%25 და მისი სავაჭრო ბრუნვის 0.06%25 - ამგვარ საფრთხეს ვერ ქმნის. მისით, შესაბამისად, არც ლობისტური ჯგუფები ინტერესდებიან, შეფერხება კი მხოლოდ პოლიტიკური ნების არქონით თუ აიხსნება.
აქამდე რამდენჯერმე გამოითქვა ეჭვი, რომ მოლაპარაკებების დაწყების შეფერხება, გარკვეულწილად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე საქართველოს პოზიციას უკავშირდება. ვახტანგ ლეჟავა ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს გარემოებები, რომლებიც საწინააღმდეგოს ადასტურებს. დასკვნის გამოტანის საშუალებას კი მხოლოდ მოვლენების განვითარება მოგვცემს. „ძალიან სამწუხარო და ამორალური იქნება, თუ აღმოჩნდა, რომ საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დაწყება მძევალია საქართველოს პოზიციისა WTO-ში რუსეთის გაწევრიანებაზე“, - ამბობს ის.
მოლაპარაკების დაწყების შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, უკრაინასთან ნეგატიური გამოცდილებაც იყოს. მასთან მოლაპარაკებები ევროკავშირმა სამი წლის წინ დაიწყო, თუმცა, პროგრესს ვერ მიაღწიეს. ამაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ასოცირებაზე მთავარი მომლაპარაკებელი, თორნიკე გორდაძეც საუბრობდა პიერ ვერლუიზთან (IRIS-ის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი) ინტერვიუში. საკითხავია, რამდენად ადეკვატურია საქართველოსა და უკრაინას შორის პარალელის გავლება მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა მასთან შედარებით ბევრად პატარა, ლიბერალური და რეფორმირებულია.
ვახტანგ ლეჟავა
საქართველოს ევროკავშირისკენ გაცილებით რთული გზით სვლა უწევს, ვიდრე, მაგალითად, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს მოუხდათ. იგი ევროკავშირისა და ზოგადად დასავლეთის ინტერესის სფეროში გვიან მოექცა. ახლა საქართველოს გაცილებით უფრო მკაცრი პირობების შესრულება უწევს, ვიდრე ვინმეს ოდესმე გაუკეთებია. როგორც თორნიკე გორდაძე ამბობს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ქართულ მხარეს უთხრეს, რომ მათ არ არ ჰქონდათ ასეთი მკაცრი ვალდებულებები ასოცირებისა და ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმებისას. მაგალითად, ესტონეთს მოლაპარაკებების პროცესისათვის 11 თვე დასჭირდა.
რუსეთის ფაქტორს თავი რომ დავანებოთ, კიდევ ერთი პრობლემა არსებობს. ევროკავშირს - განსაკუთრებით მის ძველ წევრებს - გაფართოება ნაკლებად სურთ. ისინი 2007 წლის მოვლენებსაც რთულად ინელებენ - მაშინ ორგანიზაციაში რუმინეთი და ბულგარეთი მიიღეს. ზოგი მოსაზრებით, მიზეზი ისაა, რომ ერთიანი ბაზრის პირობებში სამუშაო ადგილები დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ ევროპისაკენ მიედინება. ამის საფუძველი ევროპის სოციალური მოდელია, რომელიც ბიზნესს მძიმე ტვირთად აწვება. დასავლეთში შრომითი ხარჯები და გადასახადები უფრო მაღალია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპაში. ვინაიდან ამ მოდელის გადახედვა არ სურთ, გაფართოებასაც უფრთხიან.
კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირს ქვეყნებთან უფრო კოლექტიურად ურჩევნია მუშაობა, ვიდრე ინდივიდუალურად. ამჟამად ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელარუსთან. ვინაიდან ყველა ქვეყანა თავისი მიმართულებით მიდის, მათი პრობლემების საკუთარზე დამატება საქართველოსთვის ხელსაყრელი არაა.
ის, რომ ქვეყანამ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა და ევროკავშირის პოლიტიკა მის მიმართ მეტისმეტად მკაცრია, ბრიუსელში დაფუძნებულმა ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის კვლევამაც დაადასტურა. თემაზე ვრცელი, 105-გვერდიანი, ანგარიში CEPS-ის, Groupe d'Economie Mondiale-ისა და ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს მკვლევრებმა მოამზადეს. კვლევა მოუწოდებს ევროკავშირს, შეცვალოს თავისი მიდგომა საქართველოსადმი და აღარ გააჭიანუროს მოლაპარაკებების დაწყება. მათი მტკიცებით, საქართველომ არა მხოლოდ დააკმაყოფილა ის პირობები, რაც მოლაპარაკებების დაწყებისათვის იყო წამოყენებული, არამედ გადაჭარბებითაც შეასრულა.
საქართველოსთვის დაწესებული დამამძიმებელი მარეგულირებელი ცვლილებები, CEPS-ის კვლევის მიხედვით, ქართული პროდუქციის დაბეგვრის ტოლფასია. ეს საფრთხეს შეუქმნის როგორც ეკონომიკის ზრდას, ასევე ქვეყნის რეფორმების სტაბილურობასა და კორუფციასთან ბრძოლას, რამაც ევროსკეპტიკური განწყობებიც შეიძლება გააღვივოს.
კვლევაში ბუნდოვან ტერმინოლოგიაზეც საუბრობენ, რომლითაც ევროკომისიას პირობები აქვს გაწერილი. აქ შეხვდებით სიტყვებს „საკმარისი“, „ადეკვატური“, „ეფექტიანი“, ანაც „შესაბამისი განხორციელება“. ამგვარი ზოგადი ფორმულირებები მათ ინტერპრეტაციის თავისუფლებას აძლევს იმის შესაფასებლად, შეასრულა თუ არა საქართველომ ნაკისრი ვალდებულებები.
ქართულ მხარესაც გაცნობიერებული აქვს ის შესაძლო რისკები, რაზეც კვლევა მოგვითხრობს. თორნიკე გორდაძის შიში, მაგალითად, შრომის კანონმდებლობასა და სოფლის მეურნეობას ეხება. შრომის ლიბერალური კანონმდებლობა და დერეგულირებული სოფლის მეურნეობა საქართველოს ინვესტორების მოსაზიდად კონკურენტულ უპირატესობას აძლევს. რეგულაციების შემოღება არა მხოლოდ ზრდის ტემპებს შეაფერხებს, არსებულ სამუშაო ადგილებსაც შეუქმნის საფრთხეს - ამჟამად დამქირავებელსა და დაქირავებულს ზედმეტი და მოუქნელი რეგულაციების გარეშეც შეუძლიათ მათთვის ხელსაყრელ და არასტანდარტიზებულ კონტრაქტზე შეთანხმება.
მიუხედავად ყველაფრისა, როგორც თორნიკე გორდაძე ტაბულასთან საუბრისას ამბობს, ქართული მხარე მზადაა რისკზე წავიდეს, თუკი ევროკავშირში მიღების ნათელი დაპირება ექნება. მისი თქმით, ეს ქვეყანას ბევრად გაუადვილებს ეკონომიკურ საკითხებზე შეთანხმებას - ახლა ევროკავშირი მას მაქსიმალურ დაახლოებასა და ჰარმონიზაციას, ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში, ყოველგვარი დაპირებების გარეშე სთხოვს. თანაც ეს იმ პირობებში ხდება, როდესაც ქვეყნისთვის სწრაფი ეკონომიკური განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
![]() |
7 განათლება, როგორც ბედისწერა |
▲back to top |
სიმონ ჯანაშია|სვეტი
ოტო ფონ ვილჰელმი და მისი ცხრა წლის მოწაფე ჰანსი, 1904 წლის 4 სექტემბრის New York Times-ის გამოცემის ფოკუსში აღმოჩნდნენ. სტატიის მიხედვით, ბერლინის გიმნაზიის მასწავლებლის აღსაზრდელს, ჰანსს ლაპარაკი არ შეუძლია. თუმცა მას განსაკუთრებული მიღწევები აქვს მათემატიკაში, კითხვაში, ფულის ერთეულების, ადამიანებისა და ტანსაცმლის ამოცნობაში. სტატიის ბოლოს იმასაც ვიგებთ, რომ ჰანსის ნახვით კაიზერიც კი დაინტერესებულა.
გავა კიდევ სამი წელი და ჰანსის განსაკუთრებული ინტელექტუალური მიღწევების შესასწავლად ფსიქოლოგების, მასწავლებლების, მედიკოსებისა და ბიოლოგებისგან შემდგარი სპეციალური კომისია შეიქმნება. აღმოჩნდება, რომ ჰანსი განსაკუთრებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მისი მასწავლებელი მას არაფერს კარნახობს, ჰანსი მაინც მისი დახმარებით ხვდება სწორ პასუხებს. მეტიც, ოტო ფონ ვილჰელმს არ სჯერა, რომ ჰანსი მისი დახმარებით ხვდება ყველა პასუხს და კომისიის დასკვნის მიუხედავად აგრძელებს ჰანსის ჩვენებას სხვადასხვა ქალაქში.
კომისიისთვის დასკვნის გაკეთება ადვილი არ იყო. მასწავლებელიც და მოსწავლეც ცუდი ხასიათით იყვნენ ცნობილი. ჰანსმა კომისიის თავმჯდომარეს არაერთხელ უკბინა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჰანსი ცხენი იყო, მისგან კბილების გამოყენება უფრო მოსალოდნელი იყო, ვიდრე ფლოქვებით მათემატიკური ოპერაციების პასუხების ჩვენება. თუმცა როგორც გაირკვა, ჭკვიანი ჰანსი, როგორც მას ეძახდნენ, მასწავლებლის იმ რეაქციებსაც კი ამჩნევდა, რომელთა გაცნობიერებულად დაფარვასაც ფონ ვილჰელმი დიდ ძალისხმევას ანდომებდა.
დაახლოებით ორი ათას ხუთასი წლით ადრე, ძველბერძნულ ლიტერატურაში აღიწერება თუ როგორ აღასრულა ოიდიპოსმა წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ჯერ მამას მოკლავდა და შემდეგ დედას შეირთავდა ცოლად. ის და მისი ოჯახი აქამდე სწორედ ბედისწერის ცოდნამ მიიყვანა. წინასწარმეტყველების შიშით მამა ჩვილ ოიდიპოსს თავიდან იშორებს. ოიდიპოსი იგებს რა თავისი ბედის შესახებ, გარბის ოჯახისგან, რომელიც ბიოლოგიური ჰგონია და ხვდება მშობლიურ ქალაქში, რომელიც ტრაგედიის თეატრი ხდება. მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში ფსიქოლოგი რობერტ მერტონი მეცნიერულად აღწერს ოიდიპოსის ამბავს, როგორც თვითგანხორციელებად წინასწარმეტყველებას.
თვითგანხორციელებადი წინასწარმეტყველება არ აღწერს იმას, რაც მოხდება ამ წინასწარმეტყველების არსებობის გარეშეც. მომავლის მიმდინარეობა სწორედაც რომ წინასწარმეტყველების დამსახურებაა. მერტონის განმარტებით, თავდაპირველად თვითგანხორციელებადი წინასწარმეტყველება მცდარ აზრს ავრცელებს. ის შემდეგ ქცევას ცვლის მათში, ვინც მას იჯერებს. ეს კი თავდაპირველ ვარაუდებს ჭეშმარიტად აქცევს.
თვითგანხორციელებადი წინასწარმეტყველების კვლევას განათლებაში გასული საუკუნის სამოციან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ჰარვარდის პროფესორმა რობერტ როზენტალმა და მისმა პარტნიორმა, კალიფორნიელმა სკოლის დირექტორმა მოსწავლეების სტანდარტული ტესტირება ჩაატარეს. მკვლევრებმა მასწავლებლებს გააცნეს თუ რომელ მოსწავლეს აღმოაჩნდა ტესტირების შედეგების საფუძველზე განსაკუთრებული შესაძლებლობები ინტელექტუალური განვითარებისთვის. სინამდვილეში ეს მოსწავლეები შემთხვევითი პრინციპით იყვნენ შერჩეულები. სასწავლო წლის ბოლოს ჩატარებულ ტესტირებაზე მათ შედეგების განსაკუთრებული გაუმჯობესება აჩვენეს.
ჭკვიანი ჰანსის ამბავი დაეხმარა მკვლევრებს, რომ კვლევის მონაცემები გაეაზრებინათ. ერთი მხრივ, ტესტირების „შედეგებით“ მასწავლებლებს გარკვეული მოლოდინები გაუჩნდათ მოსწავლეების მიმართ. მეორე მხრივ კი, მასწავლებელს შეუძლია საკუთარი ქცევით, მათ შორის ისეთითაც კი, რომელიც გაცნობიერებული არ აქვს, მნიშვნელოვნად განაწყოს მოსწავლე წარმატებისთვის.
წინასწარი მოლოდინების საფუძველზე წარმატების ფენომენს განათლებაში როზენტალი პიგმალიონის ეფექტს დაარქმევს. ძველი ბერძნული მითის მიხედვით, კვიპროსელ მოქანდაკეს საკუთარი ნახელავი, სპილოს ძვლისგან შექმნილი ქალი ისე მოეწონება, რომ მის გაცოცხლებასაც კი შეძლებს. მასწავლებლის რწმენასაც მოსწავლეების მიმართ, როგორც მტკიცდება, მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა შეუძლია. თუმცა ცხადია, რომ პოზიტიური ეფექტის გარდა, ჩვენს მოლოდინებს ასევე ზიანის გამოწვევის პოტენციაც აქვთ.
მართლაც, როდესაც სკოლაში მოსწავლეების დაყოფა ცოდნის დონეების მიხედვით ხდება, მაშინ ე.წ. სუსტების ჯგუფის შესაძლო წარმატების მიმართ მასწავლებლის მოლოდინები ძალიან დაბალია. ამგვარი მასწავლებლის ქცევის საფუძველზე მოსწავლეებსაც ადვილად ეკარგებათ საკუთარ ძალებში თვითდაჯერებულობის განცდა. ეს კი თავისთავად ხდება თვითგანხორციელებადი წინასწარმეტყველების საფუძველი.
მსგავსი ეფექტია შესწავლილი სკოლების რეიტინგებთან კავშირშიც. დაბალრეიტინგიან სკოლაში ხშირად ვრცელდება მცდარი აზრი გარდაუვალი წარუმატებლობის შესახებ. ეს კი, ხშირად, საფუძველი ხდება როგორც ინდივიდუალური მოსწავლეებისა და მასწავლებლების, ისე სკოლის წინსვლის შეფერხებისთვის.
ზოგჯერ ჩვენი მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ტესტირებების სპეციალისტები და უმაღლესების წარმომადგენლები მთელ თაობებს ოროსნებად, გაუნათლებლებად და უვიცებად მოიხსენიებენ. შემდეგი წლიდან ამუშავდება სკოლების რეიტინგები. ასევე გაცხადდა, რომ სკოლებში მოსწავლეები დაიყოფიან უცხო ენებში ცოდნის დონეების მიხედვით. ეს ყველაფერი კი ქმნის გარემოს, სადაც ადვილია მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს ჩავუნერგოთ უუნარობის განცდა.
მასწავლებლებისა და ზოგადად ავტორიტეტების განწყობები და ქცევები ცხენებზე უფრო მძაფრად ადამიანებზე, განსაკუთრებით კი მოზარდებზე, მოქმედებს. ამ განწყობებს ტელევიზორის გამორთვით ვეღარ გავექცევით მაშინ, როდესაც ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა მათ სამსახურში დგება. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიმღებებს, სახელმწიფოში თუ სკოლის დონეზე გავაგებინოთ რა ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს ერთი შეხედვით პოზიტიურ შედეგებზე ორიენტირებული აქ ნახსენები და სხვა მექანიზმები.
![]() |
8 ძალადობის მსხვერპლნი |
▲back to top |
საზოგადოება
თეონა კოკიჩაიშვილი
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 95%25 ქალია. ძალადობის შედეგად უფრო მეტი ქალი კვდება, ვიდრე სიმსივნით, მალარიით, ავტო-საგზაო შემთხვევებში და ომის დროს ერთად. ყოველწლიურად, მსოფლიოში 5 ათას ქალს საკუთარი ოჯახის წევრი კლავს, ყოველ მესამეს კი სხვადასხვა სახის ძალადობა გამოუცდია. უმეტესწილად, მოძალადე მისივე პარტნიორი მამაკაცია.
ოჯახში ძალადობა ჯერ კიდევ პრობლემაა, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში. ინდოეთში ამ მიზეზით ყოველდღიურად ოცდაორ ქალს კლავენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში - ოთხს, ევროპაში კი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან ძალადობას ყოველი მეხუთე ქალი განიცდის.
ოჯახში ძალადობა საქართველოშიც პრობლემად რჩება. ეს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ ჩატარებულ ეროვნულ კვლევაშიც გამოჩნდა, სადაც 15-49 წლამდე ასაკის 2 400-მდე ქალი გამოჰკითხეს. აღმოჩნდა, რომ ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ძალადობის სხვადასხვა ფორმა 35%25-მა განიცადა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას გულისხმობს - ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით. აღსანიშნავია, რომ ქალების მიმართ ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ხორციელდება. მოძალადეების, ისევე როგორც მსხვერპლთა, ძირითადი ასაკი კი 25-44 წელია.
გამოკითხული ქალების 80%25-ზე მეტი ოჯახში განხორციელებული ძალადობის გამომწვევ მიზეზად უმუშევრობას, სიღარიბესა და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს. ფსიქოლოგები მიგვითითებენ, რომ ეკონომიკური პრობლემები, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და სხვა სოციალურ-ეკონომიკური პირობები ძალადობისათვის ხელის შემწყობი ფაქტორებია. თუმცა მოძალადის მიზანი პარტნიორზე ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებაა. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - ოჯახში ძალადობის პრევენციისა და დაძლევისათვის საქართველოში - მენეჯერი, ირინა ჯაფარიძე ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემა საზოგადოების ნებისმიერ ფენაში გვხვდება. ეს განათლების დონის, ქონებრივი მდგომარეობის, ეთნიკური წარმოშობისა თუ აღმსარებლობის განურჩევლად ხდება.
ოჯახში პრობლემების არსებობის მიუხედავად, ძალადობის მსხვერპლ ქალთა უმეტესობა დახმარებისთვის პოლიციას იშვიათად მიმართავს. ეს სტატისტიკაზეც აისახება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2008 წელს ოჯახში ძალადობის მხოლოდ 199 ფაქტია დარეგისტრირებული, 2009-ში 160, 2010-ში კი - 182. პრობლემა თავად საზოგადოების დამოკიდებულებაშიც რომ მდგომარეობს, ოფიციალური მონაცემებიც ცხადყოფს. ძალადობის შემთხვევები ძირითადად დედაქალაქში რეგისტრირდება, კვლევების მიხედვით კი ასეთი ფაქტები ძალიან ხშირია რეგიონებშიც, უბრალოდ, ნაკლებად ხმაურდება.
ქალთა 78.3%25 ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა მისი შიდა პრობლემაა და გარეთ გატანა დაუშვებელია. ქალები შედარებით ღიად საუბრობენ ძალადობის იმ ფორმების შესახებ, რომლებსაც სოციალურად მისაღებად მიიჩნევენ. მაგალითად მოჰყავთ ის, რომ ოჯახის წევრი ახლობლებთან ურთიერთობას უკრძალავს, ჩაცმის სტილს უკონტროლებს, ან სახლიდან გასვლას უზღუდავს. სამაგიეროდ, ისინი ცდილობენ, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის ფაქტები დამალონ ან საკუთარი უსუსურობა გაამართლონ - ეს ცოლის მოვალეობაა, ქმრის სურვილი უნდა შეასრულოს, მიუხედავად თავისი განწყობისა. 34.1%25, გარკვეულ შემთხვევებში, ქმრის მიერ ცოლის ცემასაც კი ამართლებს.
კანონმდებლობით, ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლს შეუძლია დახმარებისათვის შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს (პოლიციას, სასამართლოს) მიმართოს. საპასუხოდ, შესაძლოა, მოძალადეს გარკვეული ქმედებები შეეზღუდოს. მას შემდეგ კი, რაც სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა და იურისტისგან შემდგარი იდენტიფიცირების ჯგუფი მსხვერპლის სტატუსს მიანიჭებს, დროებით თავშესაფარში გადასვლის შესაძლებლობაც ექნება. დაზარალებული დაცულ ტერიტორიაზე იცხოვრებს - მოძალადისათვის უცნობ ადგილას. თავშესაფარში ერთგვარ სასათბურე პირობებს უქმნიან. თუმცა მხოლოდ სამ, მაქსიმუმ ექვს თვეს. ამ დროის გასვლის შემდეგ კი ქალები კვლავ დილემის წინაშე დგებიან - უნდა დაუბრუნდნენ უწინდელ ყოფას - მოძალადე ქმარს ან ახალი ცხოვრება დაიწყონ. ასეთ დროს მსხვერპლთა ნაწილი შეუჩვეველს ისევ „შეჩვეულ ჭირს“ ამჯობინებს და რეაბილიტაციის შემდეგ ოჯახში ბრუნდება.
ქმართან დაბრუნებას გამორიცხავს 36 წლის ლიკა, რომელიც უკვე სამი თვეა, სამ შვილთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობს. ამბობს, რომ იმ ადამიანთან ვერ დაბრუნდება, რომელიც სცემდა, სექსუალურად ძალადობდა, ლანძღავდა და ფანჯრიდან გახედვასაც კი უკრძალავდა. ცდილობს, ცხოვრება თავიდან დაიწყოს, თანადგომას კი თავშესაფრის თანამშრომლების გარდა ვერავისგან გრძნობს. ლიკასა და მისი შვილების მსგავსად, თბილისისა და გორის თავშესაფარში სულ რვა ქალი და ჩვიდმეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს.
![]() |
9 მიწისძვრის ღმერთი - ღმერთი კატასტროფებისა vs ღმერთი სიყვარული |
▲back to top |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
წინა კვირას, ინტერნეტით გავრცელდა ქადაგება, სადაც წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახური დავით ქვლივიძე, იაპონიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საუბრობს. ამ დროისთვის ჩანაწერი უკვე 27 ათასზე მეტმა მნახველმა მოიწონა - მისი რეიტინგი სწრაფად იზრდება. მღვდელი ბუნებრივ კატასტროფას ღვთაებრივ სასჯელს მიაწერს და ერთ-ერთ მიზეზად ამ ქვეყანაში „ქალწულობის ინსტიტუტის“ არარსებობას ასახელებს. მამა დავითი - მმკ-ს აქტიური წევრი - უფრო შორსაც მიდის და ბიბლიურ წარღვნას, სოდომსა და გომორს, ჯალალედდინის ლაშქრობას, კონსტანტინოპოლის დაცემას, ოქტომბრის რევოლუციას, წინა წელს ჰაიტისა და ჩილეში მომხდარ მიწისძვრებს ერთმანეთთან აკავშირებს და ღვთის რისხვად წარმოგვიდგენს.
მთელი ქადაგება სავსეა, როგორც ღვთისმეტყველებისთვის აქამდე უცნობი ტერმინებით, მაგალითად: „ყოვლადწესიერი ღმერთი“, ისე ანტისემიტური განცხადებებით, „ქრისტეს ჯვარმცმელ“-ებრაელთა ორიათასწლოვანი ტანჯვისა და დევნის შესახებ, რომელიც მათთვის ასევე ღმერთს მოუვლენია. აპოკალიფსის წინმსწრებ მოვლენებზე საუბრისას, მღვდელი აღნიშნავს, რომ ყოვლად მოწყალე და სამართლიანი ღმერთი, ადამიანებს წინასწარ აფრთხილებს, თუ რა მოჰყვება გარყვნილებას. სწორედ ამიტომ, გზასაცდენილ შვილთა ჭკუაზე მოსაყვანად, უსამართლო არ იქნება, თუ ერთხელაც ცუნამის ან დამპყრობელს გამოგზავნის.
წმინდა წიგნების თავისებური ინტერპრეტაციის უფლება ყველას აქვს, თუმცა მამა დავითის ქადაგებაში ვერშევხვდებით თანაგრძნობის გამომხატველ სიტყვებს დაღუპულთა ოჯახების ან დაზარალებულების მიმართ. გარდა ტრაგედიისადმი ცინიკური დამოკიდებულებისა, გაუგებარია, როგორ იქცნენ მარტის თვეში იაპონელები იმ ქვეყნის შვილებად, სადაც „ყოველ ფეხის ნაბიჯზე სამეძავო სახლებია გახსნილი“, როცა დეკემბერში, საკვირაო ქადაგებისას, პატრიარქმა ილია მეორემ მათ გემოვნებიანი ერი უწოდა და კულტურა შეუქო. სამწუხაროდ, სასულიერო პირების მიერ ღმერთის თანამსაჯულის როლის მორგება ახალი არ არის. ასეთ შემთხვევებში ქრისტიანული გულმოწყალება და მოყვასის სიმძიმის გაზიარება, ან უკანა პლანზეა გადაწეული, ან საერთოდ დავიწყებულია. „ან იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა, უფრო მეტად ბრალეულნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი?“ (ლუკა 13:4) - საგანგებოდ შენიშნა იესო ნაზარეველმა მათთვის, ვისაც სხვებზე ნაკლებ ცოდვილი ჰგონია თავი და გაჭირვებაში მყოფების მიმართ თითის გაშვერით ჭეშმარიტების მფლობელის სახელს ითვისებს. მაგრამ აქ მთავარი კონტექსტია - მსგავსი ქადაგებების მიზანს მეორედ მოსვლის მოახლოების შესახებ რწმენის გამყარება წარმოადგენს. ყვითელი პრესით ტირაჟირებული თეორიის მიხედვით, აპოკალიფსი არათუ ახლოს არის, არამედ ამ წუთებში ხორციელდება. მამა დავითიც იაპონელი ხალხის უბედურების, ამ ბიბლიური პროცესის ცოცხალ ნაწილად წარმოჩენას ცდილობს. მოლოდინი იმდენად დიდია, რომ სასულიერო პირთა და მრევლის ნაწილი ყოველ კატაკლიზმს ლამის სიხარულით ხვდება. შემდეგ „გარყვნილ ერს“ ზევიდან გადმოხედავენ და თავმომწონედ ეტყვიან - „ხომ გაფრთხილებდით! ჟამი ახლოა!“ იქვე სასხვათაშორისოდ ამატებენ, რომ მათ ცოდვილები კი არ სძულთ, უბრალოდ „ეცოდებათ“. მაგრამ ამის ბევრს აღარ სჯერა.
თანამედროვე ქრისტიანი ლიდერების სიტყვებში, მსგავს დამოკიდებულებას ვერ შევხვდებით. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელმა პატრიარქმა, ბართლომეოს პირველმა - „დამძიმებული გულით” - გამოხატა ღრმა მწუხარება ამომავალი მზის ქვეყნებში მცხოვრები თავისი - „დებისა და ძმების მიმართ, რომლებიც დაიღუპნენ და რომელთაც ჯერ კიდევ ემუქრებათ საფრთხე”. მსგავსად ადეკვატური იყო რომის პაპის, ბენედიქტე მეთექვსმეტეს რეაქცია. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა იაპონიის საელჩოში ვიზიტისას განაცხადა: „მიიღეთ საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სამძიმარი და დიდი გულისტკივილი და გთხოვთ გადასცეთ იგი თქვენს მოსახლეობას“.
რასაკვირველია ქრისტიან პირველ იერარქებსაც სჯერათ, რომ ადამიანის სიცოცხლე ღვთის ხელშია. მაგრამ „ღვთის შეუცნობელი ნების“ გამო, ამა თუ იმ ბუნებრივი მოვლენის კონკრეტულ, მორალისტურ ახსნაზე პრეტენზიას არ აცხადებენ. კითხვაზე - არის თუ არა ღვთის სასჯელი ბუნებრივი კატასტროფა? - ქრისტიანული პასუხია - არ ვიცი. საპირისპიროდ, ფუნდამენტალისტები აცხადებენ, რომ ზუსტად იციან რატომ ხდება კატასტროფები და გადარჩენის რეცეპტსაც გვთავაზობენ. ხშირად ეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დავიწყებას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ დეკანოზი დავითი, თანამოაზრეებთან ერთად, საზოგადოების ყურადღებას „გარყვნილების წინააღმდეგ“ მიმართული ლაშქრობებით იქცევს. ისინი პირდაპირ იმეორებენ მოსკოვის პატრიარქის ქადაგებას. უწმინდესმა კირილმა ერთი წლის წინ ზუსტად იგივე განაცხადა ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შესახებ და უბედურება ამ ქვეყნის მცხოვრებთა მორალური ფასეულობების დაცემას გადააბრალა. ამ შეფასების შემდეგ, მოსკოველ პატრიარქს შეახსენეს, რომ ალკოჰოლიზმი, პროსტიტუცია, ნარკოტიკები და აბორტი მისი სამწყსოს მთავარ პრობლემად რჩება. მიუხედავად ამისა, იგივე სამწყსო იაპონელთა ტრაგედიას მაინც ასეთი შინაარსის წერილებს უძღვნის: „ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ღმერთმა ისინი დასაჯა რუსეთის წინააღმდეგ გამოხტომების გამო“, „აი, ის იარაღიც, რომელსაც მათ ჟირინოვსკი დაჰპირდა. არაა საჭირო ჩვენი კუნძულებისკენ თათების გამოშვერა“. თავად ჟირინოვსკი კი, იაპონელი ხალხის რუსეთში გადმოსახლების ინიციატივით გამოვიდა. მოსკოველი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ ციმბირი იაპონელებისთვის საუკეთესო საცხოვრებელი ადგილია. აქაც ნულოვანი, თუნდაც ფარისევლური თანაგრძნობა.
დეკანოზი დავითის ქადაგებაში უფრო დაუჯერებელი თეზაც არსებობს. მისი თქმით, ღმერთი ადამიანებს ხანდახან არა მხოლოდ კატაკლიზმების, არამედ სხვა ადამიანების მეშვეობით სჯის. ამის მაგალითიც იქვე მოჰყავს და ამბობს, რომ მონღოლთა ურდო მეფე ლაშა-გიორგის სამაგალითო გახრწნილების გამო შემოგვესია. რწმენა რაციონალურ საფუძვლებს ყოველთვის არ მოითხოვს, მაგრამ ამ ლოგიკით, თუ მტერი საქართველოზე თავდასხმისას ღვთის ნებას აღასრულებს, მისი ქცევა, დანაშაულად კი არა, სათნოებად უნდა მივიჩნიოთ. ტრაგედიაში კი, მხოლოდ საკუთარი თავი დავადანაშაულოთ. ეს კი იმ აზრის გაგრძელებაა, რომელიც ყველაზე უკეთ, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით გამომავალმა ჟურნალმა ქვაკუთხედმა 2008 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა: „უფალმა არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვა საქართველოს ზედმეტი დაახლოება დასავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ აკურთხა მისი რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა... იქნებ საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკ-პოსტები სწორედ ის მარწუხებია, რომელნიც ზეციდან დაეშვა დაუძლეველ ბარიკადებად დასავლური ინტეგრაციის გზაზე?!“
პასუხისმგებლობის დამნაშავიდან მსხვერპლზე გადატანის მცდელობა, მამა დავითისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან უკვე ტრადიციაა. ასე ხდება მაშინ, როცა ქალის მიმართ მამაკაცის განხორციელებულ ძალადობას, მდედრობითი სქესის „გამომწვევ“ ჩაცმულობას აბრალებენ. ქადაგებაში ასევე უპასუხოდ რჩება კითხვა, თუ რატომ მისცა უფლება ღმერთმა „თავისივე ნების“ აღმსრულებელ ჯალალ- ედ- დინს სიონის ტაძრის გუმბათი მოენგრია, რომლის გვერდითაც, უკვე აწმყოში, ჰელოუინის აღსანიშნად შეკრებილი ახალგაზრდები მამა დავითის მრევლმა „ტაძრის შეურაცხყოფის“ პასუხად დაარბია.
მორწმუნე ქრისტიანების ნაწილისთვის ამგვარი ცოცხალი მითები იმაზე მეტად გასაგებია, ვიდრე რთული თეოლოგია სიყვარულის ღმერთისა და ადამიანის პიროვნული თავისუფლების შესახებ. როცა სამყაროს სილამაზეში ისინი ღმერთს ვეღარ ხედავენ, უფლის პოვნას კატასტროფებში ცდილობენ. შედეგად, ღმერთი ქრონიკული ნევრასთენიით დაავადებულ სოციოპათს ემსგავსება, რომელიც მათი თეორიებისთვის ნიადაგის გამყარების მიზნით, დროდადრო მიწისძვრებით ჩხირკედელაობს და აქა-იქ ვულკანებს აფრქვევს. ფუნდამენტალისტები ტრაგედიით წარმოსახვითი სასწაულის შექმნას ცდილობენ და ავიწყდებათ, რომ „ნათესავი ესე ბოროტი სასწაულს ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მას“ (ლუკა 11:29).
![]() |
10 ფულის წვეთოვანი |
▲back to top |
მიშა თავხელიძე|სვეტი
ნებისმიერი სახელმწიფო სუბსიდიის კრიტიკული ანალიზი შესაძლებელია შემდეგ მოსაზრებაზე დაყრდნობით: მე მთავრობაზე ჭკვიანი ვარ, შესაბამისად, როცა მთავრობა ისეთ რამეში იხდის ფულს, რასაც ჩემით არ ვიზამდი, ეს „რამე“ (თითქმის ყოველთვის) აშკარა სისულელეა.
ამერიკელი პოლიტიკური სატირიკოსის, პ.ჯ. ო'რურკის მიერ ჩამოყალიბებული ამ პრინციპით ნებისმიერი მთავრობის ქმედებების ანალიზი შეიძლება, მათ შორის, ჩვენისაც, რომელიც წელს სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას აპირებს. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა „აგრარულ შტაბადაც“ კი გადაქცეულიყო.
ხელისუფლების ეს შემართება მე რამდენიმე მიზეზის გამო არ მომწონს. პირველ რიგში, დავიწყოთ იქიდან, რომ ეროვნული სოფლის მეურნეობის მიმართ უკვე წლებია ტარდება პროტექციონისტული (არალიბერალური) საბაჟო პოლიტიკა: სურსათის იმპორტის დიდი ნაწილი იბეგრება მაქსიმალური საბაჟო განაკვეთით. გარდა ამისა, გლეხებისგან ყურძნის შესყიდვის მაღალ ფასს ნაწილობრივ სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფოვე ყოველ წელს უფასოდ ამარაგებს გლეხებს სათესლე მასალით. გლეხების საკუთრებაში არსებული სახნავ-სათესი თითქმის მთელი მიწა გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან. ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ, რაც ითქვა, ისიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ სახელმწიფო დახმარება არ მუშაობს. საქართველოს სოფლის მეურნეობა კვლავაც რჩება ეკონომიკის არაეფექტიან, ჩამორჩენილ დარგად, რომელშიც დასაქმებული მოსახლეობის თითქმის 50%25 მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10%25-ს აწარმოებს.
დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის აგრარულ შტაბად გადაქცევა და ამ შტაბის (თუნდაც წვეთოვანი) პროექტების დამატებითი 150 მილიონი ლარით დაფინანსება სიტუაციას კარდინალურად ვერ შეცვლის. ზოგიერთ შემთხვევაში - და ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა - მედიკამენტის დოზის მომატებას (სულ მცირე) აზრი არა აქვს.
სხვას რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკა კომპიუტერული თამაში არ არის, სადაც, რამე თუ შეგეშლება, შეიძლება გამორთო და მანამდე შენახულ ვერსიას დაუბრუნდე (ჩვენს შემთხვევაში ეს იქნებოდა, ალბათ, 2007 წლის ეკონომიკური მდგომარეობა). რეალურ ცხოვრებაში ეკონომიკაში ნებისმიერი ჩარევა აისახება ამ და მომავალ თაობებზე. არასდროს არის გარანტია, რომ ეს თაობები იხეირებენ. პირიქით, როგორც მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, უფრო მოსალოდნელია, რომ იზარალებენ. თუნდაც იმიტომ, რომ ჩარევისთვის საჭირო ფულს სახელმწიფო, როგორც წესი, ვალად იღებს, რომელიც სწორედ შემდგომმა თაობებმა უნდა დააბრუნონ საკუთარი გადასახადებით.
პ.ჯ. ო'რურკს რომ დავუბრუნდეთ: სახელმწიფო სუბსიდირება (პირდაპირი თუ არაპირდაპირი, ყურძნის შესყიდვა თუ წვეთოვანი სარწყავი სისტემების დაყენება) სოფლის მოსახლეობაში სამეწარმეო ჟინს კლავს. სახელმწიფო დახმარება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიების მოტივაციას სპობს. ამიტომაცაა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია შუა საუკუნეებიდან შემორჩენილი ტერმინი „ქართველი გლეხი“ და არა 21-ე საუკუნისადმი უფრო შესაფერისი „ქართველი ფერმერი“.
რონალდ რეიგანმა ერთხელ თქვა, რომ ინგლისურ ენაში ყველაზე სახიფათო 9 სიტყვაა: I'm from the government and I'm here to help. ჩემი აზრით, ეს სიტყვები ქართულადაც ძალიან სახიფათოდ ჟღერს: თუ ვინმე მოვიდა თქვენთან და გეუბნებათ „მე მთავრობიდან ვარ და მინდა დაგეხმარო“, ამაზე ყველაზე კარგი პასუხია „თავი დამანებე!“
![]() |
11 სოფლის მეურნეობის სუბსიდირება - მითები და რეალობა |
▲back to top |
ეკონომიკა
ზვიად ხორგუაშვილი
2010 წლის მონაცემებით, სოფლად საქართველოს მოსახლეობის 47%25 ცხოვრობს. მათგან თითქმის ყველა დასაქმებულად ითვლება. აგრარული სექტორი აერთიანებს ხორბლის, სიმინდის, კარტოფილის, ბოსტნეულის, ყურძნის, ხილის, ხორცის, რძის და კვერცხის წარმოებას. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილმა ოჯახური მეურნეობის ფულად შემოსავლებში 2009 წელს მხოლოდ 6%25 შეადგინა.
სოფლის მეურნეობის სუბსიდირება საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკაა. სწორედ დიდი რაოდენობით სუბსიდირება განაპირობებდა იმას, რომ საქართველოდან სხვა ქვეყნებში, საბჭოთა კავშირის დროს მრავალი უხარისხო სოფლის მეურნეობის პროდუქტი გადიოდა. სუბსიდირება არ წყდება დღესაც, თუმცა დადებითი ეფექტი მაინც არ ჩანს.
მითი: სუბსიდირება განავითარებს სოფლის მეურნეობის სექტორს.
რეალობა: სოფლის მეურნეობის სუბსიდირება არაეფექტიანია.
ბოლო წლების მანძილზე ინტენსიურმა სახელმწიფო დახმარებებმა ვერ შეძლო აგრარული სექტორი გაეუმჯობესებინა და ზრდის ტენდენცია ეჩვენებინა. უარესიც, 2006 წელს სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 11.2%25-ს შეადგენდა, ხოლო 2009 წელს ეს მაჩვენებელი 8.3%25-მდე დაეცა. ევროკავშირში სოფლის მეურნეობის წილი საშუალოდ 1.9%25, ხოლო აშშ-ში 1.2%25-ია. განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში სოფლის მეურნეობა სექტორების მიხედვით ბოლო ადგილზეა და საშუალოდ 5%25-ზე მეტს არ იკავებს.
მითი: სუბსიდია იცავს მცირე ოჯახური მეურნეობების ინტერესებს.
რეალობა: გამოყოფილი თანხები ძალიან მცირე გავლენას ახდენს მცირე მეურნეობების განვითარებაზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, სუბსიდირების მეშვეობით გამოყოფილი თანხები უმეტესწილად მსხვილ მწარმოებლებზე მიდის, მცირე მეურნეობებს კი ნაკლები თანხა ხმარდებათ. დღეს მეურნეობა კი არ სუბსიდირდება, არამედ ფული ქარხანაში მიდის, რომელმაც შედარებით მაღალ ფასში უნდა ჩაიბაროს გადასამუშავებელი პროდუქტი. პირდაპირი გავლენა სუბსიდირებიდან არ არსებობს.
მითი: სოფლის მეურნეობის სუბსიდირება სამართლიანია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
რეალობა: სუბსიდირება, ეს არის სიმდიდრის რედისტრიბუცია და მოქალაქეებისათვის იმთავითვე უსამართლოა.
როდესაც სახელმწიფო სუბსიდირებისთვის ირჩევს რომელიმე სექტორს, ფულს იღებს ერთი ჯიბიდან და დებს მეორეში. რატომ შეიძლება იყოს ცუდი ასეთი გადანაწილება? პასუხია უსამართლობის გამო, როდესაც ერთს ართმევ შემოსავლის ნაწილს და აძლევ მეორეს. 2009 წელს სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში 8.3%25-ს შეადგენდა. არამომგებიანი სფეროს შენარჩუნება კი საქართველოს მოსახლეობას ძალიან ძვირი უჯდება. 2011 წლისთვის დამატებითი 150 მლნ ლარი გამოიყო მოცემული სფეროს განვითარებისთვის.
მითი: სოფლის მეურნეობის სტიმულირებას დადებითად შეაფასებს მთელი ქვეყანა.
რეალობა: რომელიმე სექტორის სუბსიდირება სხვა დარგების წარმომადგენლების მხრიდან უკმაყოფილებას იწვევს.
რატომ სოფლის მეურნეობა და არა მრეწველობა? - შეიძლება იკითხოს მაგალითად ტანსაცმლის მწარმოებელმა. რატომაა აუცილებელი სოფლის მეურნეობის და არა სხვა ინდუსტრიის განვითარება? ხომ შეიძლება ტანსაცმლის წარმოებაზე დახარჯულმა იმავე რაოდენობის თანხამ მეტი მოგება ნახოს, მეტი სამუშაო ადგილი შექმნას, ქვეყნის ექსპორტი გაზარდოს და სხვა დადებითი შედეგები მოიტანოს. ასეთი მოქცევა სახელმწიფოს მხრიდან უმეტეს შემთხვევაში უკმაყოფილებას იწვევს. შესაძლოა, გამოვიდნენ სასტუმროს მეპატრონეები და გააპროტესტონ, რომ სხვა რომელიმე მრეწველობას ეხმარებიან, მათ მიმართ კი გულგრილები არიან.
მითი: სოფლის მეურნეობის სუბსიდირება კარგია ქართველი გადასახადის გადამხდელისთვის და მომხმარებლისთვის.
რეალობა: სუბსიდირება ორმაგ დარტყმას აყენებს გადასახადის გადამხდელს და მომხმარებელს.
პირველი დარტყმა რედისტრიბუციაა. მეორე - ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მაღალი ფასები, რაც მძიმე ტვირთად აწვება მომხმარებელს. სუბსიდირება და ტარიფები იმპორტზე პროდუქტის ფასს ზემოთ წევს, რადგან სხვა ქვეყნიდან შემოსული კონკურენტის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე, სახელმწიფოს მიერ შექმნილი დაბრკოლებების გამო, ფასი იზრდება. ამის თვალსაჩინო მაგალითი აშშ-ში შაქარზე ფასია. შაქრის სუბსიდირება ხდება და საზღვარზე დამცავი მექანიზმები მოქმედებს. ამის გამო მომხმარებელს მსოფლიოს საშუალო ფასზე 10-ჯერ მაღალ ფასად უწევს შაქრის შესყიდვა.
მითი: სოფლის მეურნეობის სტიმულირება გაზრდის ექსპორტს.
რეალობა: არსებობს საფრთხე, რომ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებამ შეიძლება გააფუჭოს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან.
დღეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ძირითადი იმპორტიორები თურქეთი და ირანია. ქვეყნების უმეტესობა, რომელიმე სექტორის წასახალისებლად, ორ ძირითად მექანიზმს მიმართავს. პირველი, ეს არის სუბსიდირება, მეორე - სატარიფო ბარიერები. ტარიფები და სხვა პროტექციონისტული პოლიტიკა საკმაოდ არაეფექტიანია, ამას მოჰყვება ანალოგიური დაბრკოლებების შექმნა პარტნიორი ქვეყნის მხრიდან. საერთაშორისო ვაჭრობაში არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს ამა თუ იმ სექტორის სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან. როდესაც სუბსიდირებას უკეთებ პროდუქციას და გაგაქვს სხვა ქვეყანაში, მას ადგილობრივ წარმოებასთან კონკურენტული უპირატესობა აქვს. მოცემული ნაბიჯის საპასუხო რეაქცია ყოველთვის მტკივნეულია იმ ქვეყნების მხრიდან, სადაც ექსპორტს ეწევი. სტიმულირების დროს საქართველოს შემთხვევაში დიდია იმის შანსი, რომ სავაჭრო ურთიერთობები გაუარესდეს იმ ქვეყნებთან, ვისთანაც ბიზნესურთიერთობები გვაქვს.
მითი: სოფლის მეურნეობის სუბსიდირება განავითარებს საქართველოს ეკონომიკას.
რეალობა: სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ამახინჯებს ეკონომიკას.
ქვეყანაში სხვადასხვა ინდუსტრიის საბაზრო ფასებს და მოთხოვნის რაოდენობას მოთხოვნა-მიწოდება აბალანსებს. მოგების მასშტაბები ინვესტორებს სიგნალს აძლევს - ჩადონ მეტი ამა თუ იმ სექტორში, თუ შეკვეცონ დანახარჯები, თუ ეს უკანასკნელი დაღმასვლას განიცდის. მეწარმეები ისწრაფვიან ინოვაციისაკენ, რათა უკეთესი პროდუქტი მცირე დანახარჯებით და, აქედან გამომდინარე, ნაკლებ ფასად მიაწოდონ. მთელი ეს საბაზრო მექანიზმი, მთავრობის მიერ კონტროლირებად ინდუსტრიაში, დამახინჯებულია ან საერთოდ არ არსებობს. ფერმერები იღებენ მთავრობისგან დახმარებას, დანახარჯების შემცირების ნაკლები განცდა აქვთ და შეიძლება ფული არაეფექტიანად გაიფლანგოს. მათ ნაკლებად სურთ ეკონომიკური ეფექტის მიღწევა, რაც დანახარჯების შემცირების გზით, მოგების გაზრდას გულისხმობს. შედეგად, სახელმწიფო სუბსიდიები სოფლის მეურნეობაში დანაკარგებს წარმოშობს, ეს კი საქართველოს მოქალაქეების შემოსავალს ამცირებს.
![]() |
12 ორი კურდღელი ერთი გასროლით: პრივატიზაცია ვალის დასაფარავად |
▲back to top |
ეკონომიკა
მასშტაბური პრივატიზაცია შვედეთში
ელენე კვანჭილაშვილი
ტელეკომუნიკაციების შვედური კომპანია თელიასონერა საქართველოში მისი პარტნიორი კომპანიის, ჯეოსელის სარეკლამო რგოლებიდან არის ცნობილი. თელიასონერა შვედეთის იმ სახელმწიფო კომპანიების ნუსხაშია, რომელთა პრივატიზებაც 2007 წლიდან იგეგმება. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ამ ქვეყანაში, ისევე როგორც სხვა ბევრგან, ლიბერალიზაციის გადავადების საბაბი გახდა. თუმცა შვედეთის მემარჯვენე-ცენტრისტულმა მთავრობამ წელს, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა. საპრივატიზაციო ნუსხაში სულ 52 ობიექტი შედის.
შვედეთის მთავრობამ უკვე გაყიდა სახელმწიფო ბანკის - Nordea Bank AB - 19.8%25 წილი. ბიუჯეტი 2.9 მილიარდი აშშ დოლარით შეივსო. პრივატიზაციის რიგში შემდეგი, იპოთეკური სესხების გამცემი SBAB-ია. შემდეგ მოდის ტელეკომოპერატორი თელიასონერა. ამ კომპანიების პრივატიზებით, შვედეთი 15 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს. თანხა სკანდინავიური ქვეყნის ვალის მომსახურებას მოხმარდება. შვედეთის ვალი მშპ-ს 35%25-ია, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, სახელმწიფო კომპანიების უმეტესობა, მათ შორის, იგივე თელიასონერა ან არაყი Absolut-ი მოგებაზე მუშაობს. პრივატიზაციის გეგმის კრიტიკოსები თვლიან, რომ სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნოს თავისი აქტივები და დივიდენდებიდან მოგება ნახოს: შვედეთის ეკონომიკა შარშან 6%25-ით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, 2011 წელს მატება 4%25 იქნება, კიდევ სულ მცირე 2 წელი ბიუჯეტი პროფიციტს შეინარჩუნებს.
მთავრობა ცდილობს ოპონენტებს აუხსნას, რომ სახელმწიფო კომპანიების გასხვისება და ამ თანხით ვალის შემცირება ეკონომიკურად სწორი ნაბიჯია: მოკლევადიანი შოკი გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის გაჯანსაღებას მოიტანს. 2009 წელს, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სამინისტრომ საწარმოთა სპეციალური ანგარიშიც წარადგინა. იგი აჩვენებს, რომ შვედეთის ყოფილი სახელმწიფო საწარმოები პრივატიზაციის შემდეგ კიდევ უფრო მომგებიანები და ეფექტიანები გახდა.
თუმცა შვედეთში, სადაც ბევრი პროფესიული კავშირი არსებობს და სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის 23%25 მთავრობისგან სხვადასხვა ტიპის დახმარებას იღებს (მაგალითად, დროებითი ან მუდმივი დახმარება შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვის), პოლიტიკურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა იმის დასაბუთება, რომ უნდა გასხვისდეს 54 სახელმწიფო კომპანია, სადაც 188 ათასი ადამიანია დასაქმებული. მთავრობას კომპრომისზე წასვლა მოუხდა: ორი კომპანია - ენერგეტიკული გიგანტი Vattenfall-ი და სამთო-სამრეწველო კომპანია LKAB - როგორც ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის პოლიტიკურად მგრძნობიარე სექტორების მოთამაშეები, საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღეს.
შვედეთის ეკონომიკური განვითარება პირობითად შეიძლება სამი ძირითადი მოდელის მიხედვით დავყოთ. პირველი მოდელი (1870-1960 წწ.) აქცენტს საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული კანონმდებლობის, განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე აკეთებდა. შედეგად, შვედეთი ერთ-ერთ უღარიბესი დასავლური სახელმწიფოდან ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობით მსოფლიოში მესამე ქვეყნად იქცა.
მეორე მოდელის დროს (1960-1985წწ.) გამდიდრებულმა შვედეთმა სოციალური სიკეთეების ხელგაშლილად დარიგება დაიწყო. შედეგად, 80-იანი წლების ბოლოსთვის, მთავრობის ზომა მშპ-ს 60-65%25-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 1960 წელს 30%25-მდე იყო. პარალელურად, სრულ განაკვეთზე დასაქმებულთათვის ზღვრული გადასახადების დონემ 65-75%25-ს მიაღწია. იგივე მაჩვენებელი 1960 წელს 40%25-მდე იყო. 70-იანი წლების დასაწყისში შრომითი ბაზრის ახალი რეგულირებები გაჩნდა, რომლებიც სამუშაო ადგილების დაცვას ემსახურებოდა და ამ დროისთვის მომძლავრებული და ცენტრალიზებული პროფკავშირები აქტიურად ლობირებდნენ. შედეგად, 1970-1995 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ შვედეთში, OECD-ის მდიდარი წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, 18%25-ით ჩამორჩებოდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის რეიტინგში შვედეთი მესამე ადგილიდან მეჩვიდმეტეზე ჩამოვიდა.
90-იანი წლების დასაწყისში შვედეთი ევროკავშირში შევიდა. თუმცა მანამდე, ქვეყანამ, ბაზრის რეგულაციების და ასევე, უცხოური ვალუტის კონტროლის უმეტესი მექანიზმების დერეგულირება მოასწრო. ამით საფუძველი ჩაეყარა მესამე მოდელს. 1991 წელს გადასახადები უმეტესი მოსახლეობისთვის 10-20%25- მდე, თითქმის 3-ჯერ შემცირდა. ცენტრისტული მემარჯვენე მთავრობის პერიოდში, ტელეკომუნიკაციების, ელექტროენერგიის, საგზაო ტრანსპორტის, ტაქსების და ნაწილობრივ რკინიგზის ბაზრების დერეგულაცია მიღებული პრაქტიკა გახდა. ბავშვთა და ხანდაზმულთა მოვლის და ასევე განათლების სფეროში დახმარების მექანიზმად, ვაუჩერული სისტემა დაინერგა. რეფორმის მიზანი კონკურენციის გაზრდა და არჩევანის თავისუფლების გარანტირება იყო. ამან კარგად იმუშავა: 90-იანი წლების შუა პერიოდიდან, შვედეთის მშპ-მ აქტიური ზრდა დაიწყო. 1970-იან წლებში თითქმის სამჯერ შემცირებული ეკონომიკა ისევ ძველ რელსებზე დადგა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, საგადასახადო ტვირთი თითქმის 25%25-ით შემცირდა. 2010 წელს ექსპორტი, რაც სკანდინავიური ქვეყნის მშპ-ს ნახევარზე მეტს შეადგენს, 11.9%25-ით გაიზარდა. შვედეთის მშპ-ს ყველაზე დიდი წილი - 73.1%25 - მომსახურების სფეროზე მოდის. სოფლის მეურნეობა მშპ-ს მხოლოდ 1.7%25-ს შეადგენს. დღეს შვედეთის მთავრობა კონკურენციის ხელშეწყობისა და არჩევანის თავისუფლების ზრდის პოლიტიკას, სახელმწიფო კომპანიების მასშტაბური განკერძოების გზით სტაბილურად აგრძელებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინდექსის მიხედვით, შვედეთი, შვეიცარიის შემდეგ, მსოფლიოს მეორე ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკაა.
![]() |
13 სანამ ღმერთები თვლემდნენ |
▲back to top |
ფოკუსი
ნინო მაჭარაშვილი
ფოტო: REUTERS ©
ათასწლეულების მანძილზე უძველესი კულტურები ცდილობდნენ აეხსნათ, რატომ იძვრის პერიოდულად მიწა. მანამ, სანამ მეცნიერება და ტექნოლოგიები განვითარდებოდა, ამ კითხვაზე პასუხს მითები და ლეგენდები სცემდნენ.
მითოლოგიური ლოქო ნამაზუ
მაგალითად, ინდურ კულტურებში სჯეროდათ, რომ დედამიწას რვა უზარმაზარი სპილო ატარებს - როდესაც ისინი იღლებიან და თავს ჩაქინდრავენ, მიწა ირყევა. ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ დედამიწის ჯურღმულებში დატყვევებული ცხოველები მძვინვარებენ, აფრიკულ კულტურებში კი სწამდათ, რომ ცხოვრება გოლიათის თავზე მიდის, რომლის უეცარი მოძრაობა მიწისძვრას იწვევს.
მითები მრავლადაა ამომავალი მზის ქვეყანაშიც, სადაც ბავშვობიდან იციან, როგორ უნდა მოიქცნენ ბუნებრივი კატაკლიზმის დროს. ლეგენდის მიხედვით, იაპონიის კუნძულები წყლის ზედაპირზე ზურგით ნამაზუს - გიგანტურ ლოქოს - უჭირავს. როდესაც ეს ლოქო მოძრაობს, მიწაც იძვრის. მითის მეორე ვერსიის თანახმად, ველური ლოქო ნამაზუ დედამიწის ქვევით არსებულ ტალახში ბინადრობს. მას გამუდმებულად მეთვალყურეობს ღმერთი კაშიმა და ტიტანური ლოქო ლოდის ქვეშ ჰყავს მოქცეული - მიწისძვრებისაგან იაპონიას სწორედ იგი იცავს. საკმარისია, ღმერთს ყურადღება გაეფანტოს, ცელქი ნამაზუ მაშინვე ამოძრავდება და მიწისძვრაც იწყება.
ცოტა ხნის წინ იაპონელმა ღმერთებმა ყურადღება საბედისწერო წამს მოადუნეს. გიგანტურმა ლოქომ კუდი გაიქნია და კუნძულებზე თავსდამტყდარმა უბედურებამ მსოფლიო შეძრა.
11 მარტს, ნაშუადღევს, იაპონიამ თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ბიძგები იგრძნო. რიხტერის სკალით 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 400 კმ-ის მოშორებით, წყნარ ოკეანეში აღინიშნა. მიწისძვრას უზარმაზარი, 10-მეტრიანი ცუნამი მოჰყვა. ცუნამმა, საბოლოო ჯამში, უფრო დააზარალა ქვეყანა, ვიდრე ესოდენ ძლიერმა ბიძგებმა. მსოფლიო მალევე მოიარა შემზარავმა კადრებმა, რომელშიც ასახულია, როგორ გადარეცხა უზარმაზარმა ტალღებმა სანაპიროები და გემები, ათასობით მანქანა და მთელი დასახლებები წალეკა. არაოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლი 10 ათასს აღწევს. უკანასკნელი ცნობებით, 350 ათასამდე ადამიანი უსახლკაროდ, თითქმის მილიონი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. როგორც ამბობენ, კატასტროფის შედეგებმა იაპონია 180 მილიარდ დოლარამდე აზარალა. შედარებისთვის, ისტორიაში აქამდე ყველაზე „ძვირი“, 1995 წელს კობეში მომხდარი მიწისძვრა გახლდათ. მისი ეპიცენტრი ქალაქთან ახლოს იყო და იაპონიას 115 მილიარდი დოლარი დაუჯდა.
ადამიანური მსხვერპლითა და ნგრევით გამოწვეული დრამა ტრაგედიის ყველაზე სულისშემძვრელი, მაგრამ არა ერთადერთი მხარეა. ერთი პრობლემა მსოფლიო პრესის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს: ბირთვულ სადგურზე მომხდარმა ხანძარმა იაპონია ბირთვული კატასტროფის საფრთხის წინაშე დააყენა. ფუკუშიმა 1-ის ოთხ რეაქტორზე აფეთქებების შემდეგ, რადიაციის დონემ დასაშვებს გადააჭარბა.
მთავრობა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს - თუმცა იაპონელები მოწოდების გარეშეც იმაზე უფრო მშვიდები ჩანან, ვიდრე წყნარი ოკეანიდან მოშორებით მყოფი კავკასიის მკვიდრნი. ქართული ტელევიზიები ტრაგედიის პირველივე დღეს მონდომებით უწინასწარმეტყველებდნენ იაპონიას მეორე ჩერნობილს. მეტიც, საზოგადოება „სამხრეთ კავკასიაში ჩერნობილის განმეორების” გაურკვეველი შიშითაა დაზაფრული.
საბედნიეროდ, ბირთვული საფრთხე, რომლის წინაშეც იაპონია დგას, ნაკლები მასშტაბისაა. უკრაინული ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას ატმოსფეროში დიდი ოდენობის ბირთვული საწვავის გავრცელება მოჰყვა. იმავე ჩერნობილისგან განსხვავებით, ფუკუშიმას სადგურზე ბირთვული საწვავი მიწის ქვეშაა. შესაბამისად, მისი გაფანტვის საფრთხე მინიმალურია. დღეს არსებული სიტუაციით, მიმდებარე ტერიტორიებიდან ევაკუირებული 200 ათასამდე ადამიანი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდება.
ფოტო: REUTERS ©
მიუხედავად ამისა, გადახურებულ რეაქტორებთან ბრძოლა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული - რისკი კვლავაც მაღალია. მდგომარეობა, ჩერნობილის შემდეგ რიგით მეორე ბირთვულ კატასტროფად შეფასდა. კრიზისმა ბირთვული ენერგიის მომავალზე საუბარი გააცხოველა. ეჭვი არავის ეპარება, რომ იაპონელები ჩვეული მონდომებითა და შესაშური პროფესიონალიზმით აგებენ ბირთვულ სადგურებს. ამიტომ ბუნებრივია, ტექნოლოგიურად ყველაზე წინ წასული ქვეყნის ჩავარდნა, ბირთვული უსაფრთხოების საკითხში მრავალ კითხვას აჩენს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მიწისძვრამ დღის წესრიგში მოახლოებული აპოკალიფსიც დააყენა. მათ შორის საქართველოში, ბევრს გაახსენდა მრისხანე ღმერთი და კაცობრიობის „დამამძიმებელი“ ცოდვები. ახალი და გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ზებუნებრივ ძალებს მიაწერენ მოვლენას, როდესაც გარემო, რომლის მდგრადობასაც შეჩვეულნი არიან, მოულოდნელად ასე სასტიკად უმუხთლებთ. თუმცა გონიერების ფარგლები ყველაფერს აქვს. არსებობს ობიექტური ფაქტორები, რომლებიც ყველაფერს დეტალურად განმარტავს: დღეს საიდუმლო არ არის, რომ მიწისძვრა ბუნებრივი მოვლენაა და მას მეცნიერული ახსნა აქვს.
მაშასადამე, რა არის მიწისძვრა?
მიწისძვრა დედამიწის ქერქის უცაბედ რყევას ან მოძრაობას ნიშნავს, რომელიც ბუნებრივად წარმოიშვება ზედაპირთან ან ზედაპირის ქვევით. ამ მოვლენის დროს დედამიწის წიაღში დაგროვებული ენერგიის გამოთავისუფლება ხდება. ამრიგად, მიწა, რომელზეც დავდივართ და მყარი გვეჩვენება, სინამდვილეში ასეთი სულაც არ არის.
გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა: მაგალითად, ის შეიძლება ვულკანის ამოქმედებასთან იყოს დაკავშირებული. მსგავსი რამ ხშირია ვულკანური აქტივობის ზონაში, სადაც ამოფრქვევას, როგორც წესი, წინ უსწრებს ან თან სდევს მიწისძვრა. არსებობს ასევე კარსტული, ანუ მიწისქვეშა მღვიმის თაღების ჩამონგრევით გამოწვეული მიწისძვრა.
თუმცა, მიწისძვრების უმრავლესობა ტექტონიკურ აქტივობას უკავშირდება. მსგავსი ხასიათის მოვლენას დედამიწის ლითოსფეროსა და ზედა მანტიაში მიმდინარე პროცესები იწვევს. წარმოიდგინეთ, რომ წყალში ქვას ისვრით: წრიული ტალღები ცენტრიდან ნაპირებისკენ მოემართება. ამდაგვარი რამ ხდება ტექტონიკური მიწისძვრის დროსაც.უეცარი მოძრაობა ქერქში ან ზედა მანტიაში დრეკად ტალღებს წარმოშობს.
საბოლოოდ, ტექტონიკის თეორია სრულფასოვნად ხსნის მიწისძვრის გამომწვევ მიზეზებს: დედამიწის ლითოსფერო რამდენიმე გიგანტური და შედარებით მცირე ზომის ფილისაგან შედგება. სულ 6 კონტინენტური ზომის ფილაქანი არსებობს. ტექტონიკური ფილების მოძრაობის პროცესი ნელი და თანდათანობითია. ლითოსფერული ფილების ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობა, მათ შორის არსებული სასაზღვრო ზოლის დეფორმაციას იწვევს. ამ პროცესში დაძაბულობა გროვდება, რომლის სწრაფი განმუხტვა სწორედ ისაა, რასაც ჩვენ მიწისძვრას ვეძახით.
გეოლოგები და გეოგრაფები მიწისძვრის წარმოშობის წერტილს ჰიპოცენტრს (ფოკუსს) უწოდებენ - ეს არის ადგილი დედამიწის ზედაპირის ქვევით, სადაც ფილების გადაადგილება დაძაბულ მდგომარეობას და შესაბამისად, მიწისძვრას იწვევს. როგორც წესი, მსგავსი რამ დედამიწის სიღრმეში ხდება და მისი შემჩნევა რთულია. ამიტომაც, მიწისძვრის ადგილს ხშირად უკავშირებენ ჰიპოცენტრს ზემოთ არსებულ დედამიწის ზედაპირს - ეს მიწისძვრის ეპიცენტრია.
როგორც წესი, მიწისძვრას წინ ნაკლები სიძლიერის ბიძგები უძღვის. დანამდვილებით ვერასდროს შევიტყობთ, რომ რყევა, რომელსაც ვიგრძნობთ, ჯერ კიდევ არ არის მთავარი - შესაძლოა, ის მასზე მძლავრის წინამორბედი იყოს. მიწისძვრას ყოველთვის მოჰყვება შემდგომი ბიძგებიც, ნაკლებად ძლიერი, ვიდრე მთავარი. მსგავსი ბიძგები შეიძლება კვირების, თვეების, წლების განმავლობაშიც გაგრძელდეს. იაპონიის უკანასკნელ მიწისძვრასაც წინ ნაკლები მაგნიტუდის მიწისძვრა უძღვოდა. ბიძგები მთავარი დარტყმის შემდგომაც განმეორდა.
უმრავლეს შემთხვევებში, მიწისძვრების ხანგრძლივობა რამდენიმე წამია - თუმცა, შესაძლოა, წუთებიც გასტანოს. დღემდე აღრიცხულთა შორის ყველაზე ხანგრძლივი 2004 წელს მომხდარი სუმატრის მიწისძვრაა. ის თითქმის ათი წუთი გრძელდებოდა და, როგორც მეცნიერები ამბობენ, ამ პერიოდში 100 გიგატონის (გიგატონა - 1 მილიარდი ტონა) ტროტილის ეკვივალენტი ენერგია გამოთავისუფლდა.
„ცუნამით წალეკილი სრულიად იაპონიის“ გარდა ქართული მეინსტრიმ-მედია კიდევ ერთმა „აღმოჩენამ” გაახარა. მეცნიერები ამბობენ, რომ 11 მარტის მიწისძვრამ, შესაძლოა, დღის ხანგრძლივობა შეამციროს. „მაგრამ ნუ ღელავთ, თქვენ ამას ვერ შეამჩნევთ“, - გვამშვიდებს NASA. შესაბამისად, ღერძის გადახრის შესახებ ტელევიზიით ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ ღიმილს იწვევს. საუბარი 1.8 მიკროწამზეა - 1 მიკროწამი წამის მემილიონედია. ატმოსფერულ ქარებს დედამიწის ბრუნვის სისწრაფეზე გაცილებით დიდი გავლენა აქვთ. თქვენ წარმოიდგინეთ, დედამიწის ღერძის უმნიშვნელო გადახრაც არ არის მოვლენა, რომლის გამოც განგაშის ზარებს უნდა შემოვკრათ. მიწისძვრები არ იწვევს ისედაც მოძრავი ღერძის იმგვარ გადახრას, რომელიც კლიმატის ცვლილებას ან რაიმე სავალალო შედეგს მოიტანდა.
ძლიერი მიწისძვრების უმრავლესობა წყნარი ოკეანის რკალზე ხდება. თუმცა ამისგან დაზღვეული დედამიწის არც ერთი ნაწილი არ არის. სეისმური აქტივობის ზონაში მდებარეობს საქართველო და ზოგადად, კავკასიის ახალგაზრდა მთათა სისტემაც. კავკასია საშუალო სეისმურობის რეგიონია - ეს ნიშნავს, რომ მის კონკრეტულ ზონებში ძლიერ მიწისძვრათა შორის პერიოდი 1000 წელზე მეტია. შედარებისთვის, იაპონიაში იგივე პერიოდი 100 წელს შეადგენს. ამ ზონაში ორი კონტინენტური - არაბეთისა და ევრაზიის - ფილა ერთმანეთს აწვება, რაც დაძაბულობას წარმოქმნის. ამრიგად, ჩვენთან მიწისძვრები ხდებოდა და მომავალშიც მოხდება. სეისმოლოგები ამბობენ, რომ კავკასიის მიწა შეიძლება 7 მაგნიტუდის სიმძლავრითაც იძრას. 1991 წელს რაჭაში მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდა სწორედ 6.9 გახლდათ, ხოლო ეპიცენტრში ინტენსივობამ 9 ბალს მიაღწია. ამან მსხვერპლი და მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. საქართველოში მომხდარ იმ მიწისძვრათა შორის, რომელიც სეისმოლოგების მიერ „ჩაწერილია“, ეს ყველაზე მასშტაბური გახლავთ.
რა თქმა უნდა, არც ისე სასიამოვნო მოვლენაა, მაგრამ მიწისძვრა ბუნების ისეთივე ნაწილია, როგორც ზღვის მიმოქცევა. შესაბამისად, ამის დაკავშირება აპოკალიპტურ წინასწარმეტყველებებთან, ალბათ მხოლოდ შუა საუკუნეებში არ ჩანდა არაადეკვატური. სწორედ უფლის რისხვად მოვლენილს უწოდებს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი 1088 წელს საქართველოში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას, რომელიც, თანამედროვე შეფასებით, 9 ბალის ინტენსივობისა და რიხტერის სკალით, 7 მაგნიტუდამდე უნდა ყოფილიყო.
მიწისძვრის წინასწარმეტყველება ოდითგანვე დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ფსევდომეცნიერები თუ გულთმისნები ყოველთვის ცდილობდნენ, და ახლაც სურთ, საზოგადოების ყურადღება დრამატული წინასწარმეტყველებით მიიპყრონ. და თუ მსგავსი ხასიათის „წარმატებული“ პროგნოზები არსებობს, ისინი ხშირად მხოლოდ დამთხვევაა, ან იმდენად ფართო და ბუნდოვანია, რომ რომელიმე სეისმურ აქტივობას აუცილებლად ემთხვევა. სხვათა შორის, არც ცხოველთა უჩვეულო ქცევა გამოდგება პროგნოზისთვის - მეცნიერება ამ მოვლენას სკეპტიკურად უყურებს.
მსოფლიოს მასშტაბით, წლის მანძილზე 7.0. ან მეტი მაგნიტუდის საშუალოდ 18 მიწისძვრა ხდება. სამწუხაროდ, მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ცალკეული მიწისძვრების პროგნოზირება - ბიძგის კონკრეტული დროის, ადგილისა და სიმძლავრის წინასწარ დაანონსება. თუმცა, მსოფლიოს უდიდეს მიწისძვრებს და სეისმურ ზონებს აქვთ საერთო მახასიათებლები - ეს მომავალი დიდი კატაკლიზმის ადგილმდებარეობისა და მაგნიტუდის პროგნოზირების საშუალებას იძლევა. წინა მიწისძვრების თანმიმდევრობაზე თუ ქანებში დაძაბულობის აკუმულაციაზე დაყრდნობით, შეიძლება მთავარი ბიძგის განმეორების მიახლოებითი დრო და მაგნიტუდა დადგინდეს. საქმე ისაა, რომ მსგავსი ტექნოლოგია მხოლოდ კარგად შესწავლილ ზონებში და იმ ადგილებში მუშაობს, რომელსაც მეცნიერები გამალებით აკვირდებიან. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძლიერი მიწისძვრების უმრავლესობა წყნარი ოკეანის რკალზე ხდება - მაგრამ, მთელი ამ ტერიტორიის კომპლექსურობის გამო, მიწისძვრების პროგნოზირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. დიდი რეზონანსი ჰპოვა 2004 წელს NASA-ს ხმაურიანმა განაცხადმა მიწისძვრის წინასწარმეტყველების საქმეში „არნახული წარმატების“ თაობაზე. NASA-ს მეცნიერები ირწმუნებოდნენ, რომ სატელიტებიდან მიღებული მონაცემების, ისტორიისა და გეოლოგიური ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ კალიფორნიაში მოსალოდნელი 16 მიწისძვრიდან 15-ის ზუსტი პროგნოზირება შეძლეს. ამ წარმატებას ბევრი უნდობლად შეხვდა. სკეპტიკოსების აზრით, მსგავსი პროგნოზების მეტ-ნაკლები სიზუსტე სტატისტიკური ალბათობის დამსახურებაა და არა გაუმჯობესებული სამეცნიერო ტექნოლოგიების. ასეა თუ ისე, მეცნიერულ მიღწევებს, სავარაუდოდ, იაპონია არ ჩამორჩებოდა და ამ უკანასკნელი კატასტროფის თარიღიც წინასწარ ეცოდინებოდა.
მაგნიტუდის, ე.წ. რიხტერის სკალით, იზომება მიწისძვრის ენერგია. ინტენსივობის, იგივე მერკალის სკალა კი მიწისძვრის მიერ ზედაპირზე გამოწვეულ ეფექტს ბალებში ზომავს
მიწისძვრა |
მსხვერპლი |
რიხტერის |
რიხტერის |
ტანგშანის მიწისძვრა |
250 000 |
7.8 - 8.2 |
XI |
ლომა პრიეტას |
63 |
6.9 |
IX |
კობეს |
6 434 |
6.8 |
X -XI |
ჰაიტის მიწისძვრა |
316,000 |
7.0 |
X |
ჩილეს მიწისძვრა |
521 |
8.8 |
VIII - IX |
კრაისთჩერჩის |
166 (ვარაუდობენ |
6.3 |
VIII |
ტოჰოკუს |
1800 |
9.0 |
VIII |
უკანასკნელმა მოვლენებმაც დაადასტურა ის, რასაც სტატისტიკა მანამდეც გვიჩვენებდა: არსებობს მკვეთრი განსხვავება განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისთვის მიწისძვრით მიყენებული ადამიანური მსხვერპლის თუ მატერიალური ზარალის მონაცემებს შორის. 2004 წლის ინდონეზიის 9.3-მაგნიტუდიან მიწისძვრასა და ცუნამის თითქმის მეოთხედი მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, 2010 წლის ჰაიტის ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრას მილიონის თითქმის მესამედი. საეჭვოა, იაპონიაში მასშტაბური ცუნამის შემდეგ მსხვერპლთა რაოდენობა ამდენად გაიზარდოს. ინტერნეტით უკვე გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია რამდენიმე დღეში აღდგენილი გზატკეცილები, რომლებიც მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა. ტოკიოს შენობებშიც სამუშაო პროცესები აღდგა.
ჯერ კიდევ ადრეა ადამიანურ თუ მატერიალურ დანაკარგებზე და გრძელვადიან შედეგებზე საუბარი. ცხადია, რომ ზარალი შთამბეჭდავია, თუმცა, ის შეიძლება უფრო დიდიც ყოფილიყო. ნაკლებ სავარაუდოა, სტიქიური უბედურების შედეგებმა ქვეყნის ინდუსტრიულ შესაძლებლობებზე დამღუპველი გავლენა იქონიოს. მეტიც, თუ გავითვალისწინებთ, რა ტემპით აღმოჩნდა იაპონია დღევანდელ პოზიციებზე - დავრწმუნდებით, რომ რაოდენ კოლოსალურიც უნდა იყოს ადამიანური თუ მატერიალური რესურსების დანაკარგი, ქვეყანა კალაპოტს დაუბრუნდება. იაპონიის მზაობამ თავსდამტყდარი კატასტროფის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტიქიის დამანგრეველი შედეგები პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებასთან.
საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ, როგორ ხდება მიწისძვრები. თუმცა რთული მოსაძებნია პასუხი იმაზე, თუ რატომ ხდება ამგვარი კატასტროფა. ეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მიწისძვრებს მიზანი არ გააჩნიათ. სტიქიას არ აქვს მორალი და ინტერესი, ერთმანეთისგან გამოარჩიოს ადამიანები თუ ერები. სამაგიეროდ, ერთმანეთისადმი ინტერესი და თანადგომის უნარი აქვთ ადამიანებს - გამონაკლისების გარდა, ამ ღირსეულ ერს მთელი მსოფლიო თანაუგრძნობს. იაპონიის სეკულარული სახელმწიფოს საზოგადოება კი უახლოეს კვირებში ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებს მიუბრუნდება: მათ ათასობით დაღუპული ახლობელი და თანამოქალაქე უნდა იგლოვონ.
![]() |
14 ფოტოესე |
▲back to top |
იაპონელი პოლიციელი პატივს მიაგებს მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ქალაქი კესენუმა
![]() |
15 გაფართოებითა და ლოდინით გადაღლილნი |
▲back to top |
მსოფლიო
ევროკავშირი და თურქეთი
მიხეილ ბასილაია
2010 წლის ოქტომბერში ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანული მულტიკულტურალიზმი „ჩავარდა“. მისი განცხადება, პირველ რიგში, ქვეყანაში თურქი ემიგრანტების მდგომარეობას ეხებოდა. გერმანულ საზოგადოებაში მილიონობით თურქის ინტეგრაცია გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ემიგრანტების ზრდის პარალელურად, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების მხარდამჭერ გერმანელთა რიცხვი იკლებს. გამოკითხული რესპონდენტების 69%25 ეწინააღმდეგება თურქეთის ერთიან ევროპულ ოჯახში შესვლას, ევროკავშირის მასშტაბით ქვეყნის წევრობას კი მხოლოდ 23%25 უჭერს მხარს.
მარტის დასაწყისში, თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოღანის ვიზიტი გერმანიაში, ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა. ერდოღანი დიუსელდორფში თურქული წარმოშობის მოსახლეობას შეხვდა. ქალაქში გამოჩნდა პოსტერები - მოსახლეობას მათ მინისტრ-პრეზიდენტთან შეხვედრისკენ მოუწოდებდნენ. წინადადება მამრობით სქესში იყო დაწერილი, როდესაც ჩრდილოეთ რაის-ვესტფალიის მინისტრ-პრეზიდენტი ქალია. გერმანულ ენაში ტერმინი მინისტრ-პრეზიდენტი ზოგჯერ პრემიერ-მინისტრის მნიშვნელობითაც იხმარება. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თურქული წარმოშობის მოსახლეობა საკუთარ პოლიტიკურ წარმომადგენლად სხვა ქვეყნის ლიდერს მიიჩნევს. გარდა პროვოკაციული პოსტერებისა, ერდოღანის გამოსვლაც პოპულისტური გახლდათ. მან გერმანიაში დაბადებულ და გერმანული პასპორტის მქონე მოსახლეობას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად მიმართა, ასიმილაციის პოლიტიკის წინააღმდეგობისკენ და თურქული ენის სწავლისკენ მოუწოდა. ბოლოს მან ისლამოფობია ანტისემიტიზმსაც შეადარა. გერმანიაში 2008 წლის ვიზიტისას ერდოღანმა ასიმილაციის პოლიტიკას კაცობრიობის წინაშე დანაშაული უწოდა. ზაფხულში პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნები ელის და შესაძლოა, პოპულიზმი სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.
ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თურქეთისთვის დამატებით დაბრკოლებად საკუთარი მოქალაქეები იქცნენ. გაწევრიანების შემთხვევაში მათ უპრობლემოდ შეეძლებათ ნებისმიერ წევრ ქვეყანაში შესვლა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ კი, დამატებითი იაფი მუშახელის შემოდინებას ევროკავშირში კარგი თვალით არ უყურებენ. თურქეთის გაწევრიანება მნიშვნელოვნად გაზრდის ევროკავშირის სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებს. ჩამორჩენილი რეგიონების განვითარებისთვის თურქეთს სტრუქტურული და რეგიონული ფონდებიდან დიდი წილი უნდა ერგოს, რაც სკეპტიკოსებისთვის დამატებითი არგუმენტია.
თურქეთისთვის კიდევ ერთი პრობლემა ევროპული იდენტობაა. ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ პოსტზე მოსვლისთანავე განაცხადა, რომ ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას შეეწინააღმდეგება. მისი თქმით, თურქეთი ისლამური სახელმწიფოა და მისი წევრობა ევროპის ქრისტიანულ რელიგიაზე დაფუძნებულ ღირებულებებს საფრთხეს შეუქმნის.
იდენტობაზე ირიბად ევროგაერთიანების დამფუძნებელი, 1957 წლის რომის ხელშეკრულებაც მიუთითებს. ხელშეკრულების მიხედვით, კავშირის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, თუმცა რას ნიშნავს ევროპულობა, არც რომის და არც სხვა მომდევნო ხელშეკრულებებში განსაზღვრული არ არის. Harvard International Review-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დიმიტრის კერიდისი და კონსტანტინ არვანიტოპულოსი აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ევროპული იდენტობისთვის საკვანძო მომენტი მეორე მსოფლიო ომი იყო. მან ბებერი კონტინენტის მორალური უპირატესობის რწმენა დაანგრია. პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაკოტრებულმა ევროპამ მილიტარიზმი და ნაციონალიზმი ადამიანის უფლებებითა და სოციალური სოლიდარობით ჩაანაცვლა. მეორე მსოფლიო ომში თურქეთს მონაწილეობა არ მიუღია, რის გამოც ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილმა ქემალიზმმა ქვეყანაში ძალაუფლება და ლეგიტიმურობა შეინარჩუნა. მისი დემოკრატიის დამცველად არმია წარმოჩინდა, რომელმაც ბოლო 60 წლის განმავლობაში 4 სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. მიუხედავად NATO-ს წევრობისა და ევროკავშირთან ფართო თანამშრომლობისა, თურქეთის პოლიტიკური სისტემა წლების მანძილზე არასტაბილური იყო. კრიზისულ სიტუაციებში მას შინაგანი სამხედრო ძალა აბალანსებდა. პოლიტიკაში არმიის არაპროპორციულად დიდი როლი და სახელმწიფო სტრუქტურების დემოკრატიის დეფიციტი, ეთნიკური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებასთან ერთად, თურქეთს ევროპული დემოკრატიებისგან განასხვავებს.
პრემიერ ერდოღანის ვიზიტი დიუსელდორფში
თურქეთ-ევროკავშირის გაუცხოებას ცნობილი თურქი მწერალი ორჰან ფამუქიც ეხება. New York Book Review-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მას მოჰყავს XVI საუკუნის არაბი მოაზროვნის იბნ ხალდუნის სიტყვები, რომ კრიზისში მყოფი ცივილიზაცია მდგომარეობიდან გამოსვლას მიბაძვით ცდილობს. თურქეთი არასოდეს ყოფილა ევროპული იმპერიის უღელქვეშ, რამაც ევროპის გაფეტიშებას შეუწყო ხელი. დღეს მდგომარეობა შეიცვალა, თურქეთი უკვე აღარ არის ღარიბი, არმიის მიერ მართული სუსტი სახელმწიფო. ის თანამედროვე ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს. თურქული ინტელექტუალური ელიტის თვალში ევროპამ მორალური იმპერატივი დაკარგა. ფამუქს საფრანგეთის მაგალითი მოჰყავს, რომლის სეკულარული სახელმწიფო მოდელი თურქეთისთვის ეტალონს წარმოადგენდა. ევროკავშირში თურქეთის მიღების წინააღმდეგობის გამო საფრანგეთი მისაბაძიდან არასასურველ ქვეყნად იქცა. დევიზმა - თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა - ემოციური ეფექტი დაკარგა.
თურქეთი აგრძელებს დემოკრატიულ რეფორმებს. რეფერენდუმზე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც ზღუდავს არმიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტებისთვის პარლამენტს უფრო ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს.
ამავდროულად, ქვეყანაში ლოდინისგან გადაღლილობა იგრძნობა. Transatlantic Trend-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 34%25 თვლის, რომ ქვეყანამ ევროკავშირისგან დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა გაატაროს. საგარეო პოლიტიკის ახლო აღმოსავლეთზე აქცენტირებას 20%25 ემხრობა, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა კი 38%25-მდე დაეცა.
მოსახლეობის განწყობასთან ერთად შეიცვალა თურქეთის საგარეო პოლიტიკური კურსიც. თურქეთი დაუახლოვდა სირიასა და ირანს, ძველ პარტნიორ ისრაელთან კი ურთიერთობები გაუფუჭდა. არც თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს უდგას საუკეთესო დრო. Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული წერილებიდან ჩანს, რომ ამერიკელი დიპლომატები პრემიერ-მინისტრ ერდოღანისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავუთოღლუს საგარეო პოლიტიკას ფრთხილად ეკიდებიან. თურქეთს არ აკმაყოფილებს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეთავაზებაც ხმელთაშუა ზღვის კავშირში გაწევრიანებაზე. ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში ნელ-ნელა მყარდება აზრი, რომ ევროკავშირს უფრო სჭირდება თურქეთი, ვიდრე პირიქით. ამ იდეის წისქვილზე ეკონომიკური წარმატება და გეოგრაფიული მდებარეობა ასხამს წყალს - თურქეთი ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ენერგეტიკული დერეფანია.
პოლიტიკური თუ კულტურული განსხვავებების მიუხედავად, ევროკავშირი ვერ უარყოფს თურქეთის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ამ უკანასკნელის გაძლიერებისა და გააქტიურების ფონზე. ბრიუსელისთვის თურქეთი ევროპის საზღვრებს მიღმა გავლენის გავრცელების შანსს წარმოადგენს. ევროკავშირს შეუძლია აირჩიოს - მისთვის თურქეთი იყოს ან საშინაო ან საგარეო პოლიტიკური საკითხი - თუმცა დროის გასვლასთან ერთად, მას არჩევანის ფუფუნება, შესაძლოა, ხელიდან გამოეცალოს.
![]() |
16 გარიბალდიდან ბერლუსკონიმდე |
▲back to top |
მსოფლიო
იტალია
მიხეილ ბასილაია
1861 წლის 17 მარტს გაერთიანდა ქვეყანა, რომელიც თანამედროვე ევროპული პროექტის განუყოფელი ნაწილია. ბრიტანელი ისტორიკოსის, ტიმოთი გარტონ ეშის აზრით კი, დღევანდელ იტალიას შეუძლია ბევრი რამ თქვას თანამედროვე ევროპაზე. თუ ჯუზეპე გარიბალდი და ჯუზეპე მაზინი თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოები იყვნენ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი კორუფციასა და პოლიტიკურ დეკადანსს განასახიერებს. ის რადიკალი ევროსკეპტიკოსების მიერ დახატულ კარიკატურას ჰგავს. ბერლუსკონიზმი შორს არის ლიბერალური დემოკრატიის ევროპული იდეალისგან, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისათვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.
სილვიო ბერლუსკონი
ფოტო: REUTERS ©
Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში იტალია 87-ე ადგილზე, ნახევრად თავისუფალი ეკონომიკების რიგებშია და ევროკავშირელებიდან მხოლოდ საბერძნეთს უსწრებს. Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში იტალია 67-ეა და ევროკავშირში რუმინეთთან, ბულგარეთსა და საბერძნეთთან ერთად ყველაზე კორუფციულ სახელმწიფოდ ითვლება. იტალია, რომელიც ევროპის ერთიან ვალუტაზე 1999 წელს გადავიდა, დღევანდელი მონაცემებით მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს ევროზონაში შესვლის ე.წ. მაასტრიხტის კრიტერიუმებს. 2009 წელს ინფლაციის დონე იყო 0.8%25 (მაასტრიხტის კრიტერიუმებით დადგენილი მაქსიმალური ზღვარი 2009 წლისათვის - 1%25), სამთავრობო დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5.3 პროცენტით გაიზარდა (მაქსიმალური ზღვარი - 3%25), ხოლო საჯარო ვალმა მშპ-ს 116%25 შეადგინა (მაქსიმალური ზღვარი - 60%25), სამთავრობო ფასიანი ქაღალდების გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი 2010 წლის დეკემბერში 4.6%25 იყო (მაქსიმალური ზღვარი - დაახლოებით 6%25). 2010 წლის მონაცემებით იტალიის მშპ 2 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, რითაც ის მსოფლიოში სიდიდით მე-7, ევროპაში კი - მე-4 ეკონომიკაა. ერთ სულ მოსახლეზე 29 500 ამერიკული დოლარით იტალია მსოფლიოში 27-ე ადგილს იკავებს და ამ მონაცემით ევროკავშირის დიდი ქვეყნებიდან ესპანეთს, საფრანგეთს, ბრიტანეთსა და გერმანიას ჩამორჩება. იტალია აგრეთვე არის განვითარებული ქვეყნების, G7-ის წევრი.
ევროპული ინტეგრაციის პარალელურად ნაციონალური ფრაგმენტაციის ტენდენციები შეიმჩნევა. ბერლუსკონის პოლიტიკურ დასუსტებასთან ერთად, ძლიერდება უმბერტო ბოსის ჩრდილოეთის ლიგა, რომლის მიზანს ჩრდილოეთ იტალიის ცალკე სახელმწიფოდ გამოყოფა წარმოადგენს. ამ მხრივ იტალიისთვის შემაშფოთებელი მაგალითია ბელგია, რომელიც უკვე 9 თვეა მთავრობის გარეშეა დარჩენილი. ამის მიზეზი ფლანდრიულ (ჰოლანდიურენოვან) და ვალონურ (ფრანგულენოვან) ნაწილებს შორის განხეთქილებაა.
იტალიის საგარეო პოლიტიკა ყურადღების ცენტრში ბოლო დროს არაბულ ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმა მოაქცია. დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის მაგივრად, ბერლუსკონი ლიბიის ლიდერ კადაფისთან მეგობრობს. სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი იტალიური ენერგოკომპანია ENI დიქტატორთან საეჭვო გარიგებებშია ჩართული.
ეკონომიკური, შიდა და საგარეო პოლიტიკური პრობლემები ცხადყოფს, რომ ქვეყანას რადიკალური ცვლილებები სჭირდება. ევროკავშირში იტალიის ცენტრალური როლის გათვალისწინებით ეს მთელი გაერთიანებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხია.
![]() |
17 კოლუმბიის საგარეო პოლიტიკის ახალი ვექტორები |
▲back to top |
მსოფლიო
თეონა ტურაშვილი
კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი
კოლუმბიის ახალი პრეზიდენტის, ხუან მანუელ სანტოსის მმართველობის პერიოდი საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებით ხასიათდება. თუ მისი წინამორბედის, ალვარო ურიბეს დროს პროამერიკული პოლიტიკა აშშ-სთან მჭიდრო კავშირს გულისხმობდა, ახლა ამ ტერმინმა უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა. იგი კონტინენტის ყველა ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზებას და მათთან პირდაპირ დიალოგს გულისხმობს. ამგვარი ცვლილება ნაწილობრივ აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკითაა განპირობებული.
ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჯერ კიდევ 2006 წელს გაფორმდა. ხელშეკრულება კოლუმბიის პარლამენტმა მომდევნო წელსვე დაამტკიცა. ბუშის ადმინისტრაცია ხელშეკრულებას მხარს უჭერდა. თუმცა, 2007 წლიდან კონგრესში დემოკრატები აღმოჩნდნენ უმრავლესობაში და მათი წინააღმდეგობის გამო შეთანხმების რატიფიკაცია ვერ მოხერხდა.
დღეს საკანონმდებლო ორგანოში ძალთა გადანაწილება შეცვლილია - უმრავლესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ. ამჟამად მთავარი დაბრკოლება ამერიკის პირველი პირის, ბარაკ ობამას პოზიციაა - იგი აჭიანურებს კონგრესის წინაშე ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის წარდგენას.
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას განსაკუთრებით პროფკავშირები ეწინააღმდეგებიან. შრომით ორგანიზაციებს თავისუფალი ვაჭრობით წარმოქმნილი კონკურენცია და სამუშაო ადგილების გადინება აშინებთ. კოლუმბიასთან ხელშეკრულების მსგავსად, ამერიკული პროფკავშირები ეწინააღმდეგებიან მსგავსი ხელშეკრულების სამხრეთ კორეასთან და პანამასთან გაფორმებას. თუმცა ეს ახალი არ არის, 2004 წელს პროფკავშირების სამიზნე ავსტრალიასთან ხელშეკრულება, მანამდე კი ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება (NAFTA) იყო. პროფკავშირების გავლენით კოლუმბიისთვის განკუთვნილი 350 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტიც შემცირდა.
პროფკავშირების უარყოფითი დამოკიდებულება ამერიკელი დემოკრატების და ადმინისტრაციის პოზიციაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. პროფკავშირების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია დემოკრატებისთვის, რადგან ეს ორგანიზაციები დიდი პოლიტიკური აქტივობით და თანხების მოძიების ეფექტიანი მექანიზმით გამოირჩევიან. Wall Street Journal-ის მიხედვით, 2009-2010 წლის საარჩევნო კამპანიაში ყველაზე დიდ მხარჯველთა შორის პროფკავშირები პირველ ადგილზე არიან. მათ დემოკრატების საარჩევნო კამპანიაზე 87,5 მილიონი დოლარი დახარჯეს.
დემოკრატები კოლუმბიასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების გაჭიანურებისთვის საბაბად ადამიანის უფლებების მუდმივ დარღვევას და უსაფრთხოების პრობლემას იყენებენ. მათ განსაკუთრებით აღელვებთ შრომით ორგანიზაციებზე თავდასხმები, რომლებსაც არა სახელმწიფო, არამედ უკონტროლო შეიარაღებული ძალები ახორციელებდა.
თუმცა, უსაფრთხოების მხრივ ვითარება ჯერ კიდევ ურიბეს პრეზიდენტობის დროს გაუმჯობესდა. ქვეყანაში მოქმედი რადიკალური, ტერორისტული ორგანიზაციის რევოლუციური შეიარაღებული ძალების (FARC) მოქმედებები შეიზღუდა. ბოლო წლებში შემცირდა მკვლელობათა რაოდენობა: გასულ წელს 6%25-ით იკლო, თუმცა ამ მაჩვენებლით მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში კოლუმბია კვლავაც ლიდერობს. ხელისუფლებამ ნარკომოვაჭრეებსა და მეამბოხეებზე კონტროლი გაამკაცრა. ტარდება გარკვეული ეკონომიკური რეფორმები ბიუჯეტის, საპენსიო და საგადასახადო სისტემის მოდერნიზების კუთხით. ახალმა ლიდერმა ამბიციური წინადადებები წამოაყენა - ქვეყანაში სამოქალაქო ომის დროს საკუთარი სახლებიდან გაქცეული ათასობით ფერმერისთვის მიწების დაბრუნების პროგრამა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სამუშაოების შექმნა, არაფორმალური ეკონომიკის მასშტაბების შემცირება.
ვაშინგტონისთვის ბოგოტა მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ ამერიკაში. მხარეები ნარკოტიკების და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობენ. ამერიკა კოლუმბიისთვის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, ვაშინგტონისთვის კი კოლუმბიის ნავთობია განსაკუთრებული მნიშვნელობის. 2000 წლიდან დღემდე ამერიკის მიერ ამ ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხა 8 მილიარდ დოლარს აღემატება.
თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ორივე მხარეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს ჰპირდება. ამერიკა კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს კონტინენტზე კოლუმბიის დახმარებით, მისი პროდუქცია გასაღების ახალ ბაზარს მოძებნის - კოლუმბიაში ექსპორტი 1,1 მილიარდი დოლარით გაიზრდება, რაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს დამატებით 2,5 მილიარდ დოლარს შემატებს. ამავდროულად, კოლუმბიისთვის სასიცოცხლოა ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში შემოსული ამერიკული ინვესტიციები და პროდუქცია.
ხანგრძლივი სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ამერიკის მხრიდან გაწეული დახმარების შემცირების შედეგად კოლუმბიის პოლიტიკურ წრეებში ვაშინგტონის მიმართ სკეპტიციზმმა იმატა. პოლიტიკოსებმა ვითარების გამოსასწორებლად ამერიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორობის გზების ძიება დაიწყეს. კოლუმბიამ აღადგინა 2008 წელს ეკვადორთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა. დაიწყო დათბობის პერიოდი უგო ჩავესთანაც, რომელსაც კოლუმბიელი ლიდერი მისი მკვლელობის მცდელობასა და FARC-ისთვის დახმარების გაწევაში ადანაშაულებდა. დღეს კი ვენესუელის ლიდერი სანტოსს „ახალ საუკეთესო მეგობარს“ უწოდებს. კოლუმბიამ ჩილესთან, მექსიკასთან, პერუსთან ეკონომიკური კავშირების გაზრდასა და ინტეგრაციაზე დაიწყო მოლაპარაკებები - მათი ეკონომიკები თავისუფალი ბაზრის პრინციპებზეა დაფუძნებული.
ამავდროულად, კოლუმბიის მიმართ ჩინელ და ევროპელ ინვესტორებს კომერციული ინტერესები გაუჩნდათ. ჩინეთი 7,6 მილიარდი დოლარის ღირებულების სარკინიგზო სისტემის აშენებას გეგმავს, რომელიც პანამის არხის კონკურენტი გახდება. ამერიკისთვის დიდი გამოწვევაა როგორც კოლუმბიაში ჩინელი კონკურენტების გამოჩენა, ასევე ევროკავშირ-სამხრეთ კორეას შორის დადებული სავაჭრო შეთანხმება. მისი ამოქმედება სეულში ამერიკელი მეწარმეების პოზიციებს დაემუქრება. ასევე, გართულდება ამერიკა-სამხრეთ კორეას შორის დაწყებული სავაჭრო ხელშეკრულების პირობებზე კომპრომისის მიღწევა. ობამას ადმინისტრაციისთვის ეს ხელშეკრულება უფრო პრიორიტეტულია ვიდრე კოლუმბიისა, რადგან იგი აშშ-ის ექსპორტს სამხრეთ კორეაში 2014 წლის ბოლოსთვის გააორმაგებს. კორეაში ევროპელების გააქტიურება ვაშინგტონს მოლაპარაკებების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. რესპუბლიკელები კი ამ ქვეყნებთან გაფორმებულ სავაჭრო ხელშეკრულებათა ერთობლივ განხილვაზე დემოკრატების მიმხრობას ცდილობენ. ამით შესაძლოა, კოლუმბიასთან დადებული შეთანხმების რატიფიკაციის შანსები გაიზარდოს. ადმინისტრაცია ჯერჯერობით მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯებით შემოიფარგლება: ბოგოტაში გაგზავნეს სავაჭრო წარმომადგენლები, რომელთაც ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შეფასება დაევალათ. კვლევის შედეგებს კონგრესს მარტის შუა რიცხვებისთვის წარუდგენენ.
პრეზიდენტი ობამა ხშირად აცხადებს, რომ კოლუმბიასთან, სამხრეთ კორეასა და პანამასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების მომხრეა, თუმცა რეალურად ის ამ ხელშეკრულებას კონგრესს განსახილველად არ აწვდის. ამ პროცესის გაჭიანურება აშშ-ის როლს კოლუმბიის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად ამცირებს. სენატორი ორინ ჰეჩი აცხადებს: „2008 წელს აშშ იყო კოლუმბიის სიმინდის და ხორბლის მთავარი მიმწოდებელი და მისი პროდუქცია კოლუმბიის ბაზრის 71%25-ს იკავებდა. მაშინ როცა დღეს აშშ-დან იმპორტირებული საქონელი ბაზრის მხოლოდ 21%25-ია“.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
![]() |
18 აშშ-რუსეთის ურთიერთობები: დაივიწყეთ გადატვირთვა; იშოვეთ ახალი მყარი დისკი |
▲back to top |
დევიდ ჯ. სმიტი|სვეტი
გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში ობამას ადმინისტრაციის „გადატვირთვის პოლიტიკის” მხარდასაჭერად, მოსკოვსა და კიშინიოვში შეიარა. რუსეთის ხილვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ამერიკის პრიორიტეტია, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა. მან ის მიღწევები ჩამოთვალა, რომლებიც გადატვირთვას მიეწერება, რუსი მასპინძლები ღიად გააკრიტიკა და მოლდოვის გავლით წავიდა, რამაც მოსკოვი გაანაწყენა. თუმცა ახალი არაფერი მომხდარა - გადატვირთვა მიღწევებზე გაზვიადებული საუბრისა და მკაცრი, მაგრამ ფუჭი სიტყვათშეხამების ნაერთად იქცა.
ტერმინი „გადატვირთვა“ ბაიდენმა პირველად 2009 წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ახსენა. ორი წლის შემდეგ იგი შედეგებს ითვლის: ახალი ხელშეკრულება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ, შეთანხმება ანტისარაკეტო თავდაცვაზე და თანამშრომლობა ირანისა და ავღანეთის საკითხებში. „შეერთებულ შტატებსა და რუსეთს, - წერს ბაიდენი თავის სტატიაში, რომელიც 13 მარტს International Herald Tribune-ში გამოქვეყნდა, - შეუძლიათ, ჰქონდეთ უთანხმოებები, მაგრამ მაინც ერთად იმუშაონ“.
თუმცა, ამ მუშაობის შედეგები უღიმღამოა. ახალი ხელშეკრულება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ რუსეთს უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ამერიკას. ანტისარაკეტო თავდაცვაზე NATO-რუსეთის დისკუსიებმა კი აშშ შეაჩერა - თეთრმა სახლმა სარაკეტო სისტემის შექმნაზე თქვა უარი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უნდა განთავსებულიყო და სამომავლოდ ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხისაგან დაეცვა. გარდა ამისა, სანქციებმა, რომელთა ზემოქმედებას მხოლოდ ზოგიერთი ირანელი გრძნობს, ისლამური რესპუბლიკის გეოპოლიტიკური ამბიციები ვერ მოთოკა - რაც მოსკოვს არ ანაღვლებს. ირანის ბირთვული შეიარაღების პროგრამა თუ შენელდა, ეს იმის შედეგი კი არ არის, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის შეხედულებები სპარსეთის ყურეზე ახლა ერთმანეთს ემთხვევა. ამის მიზეზი ისაა, რომ ვიღაცამ ირანის დახურულ კომპიუტერულ ქსელებში Stuxnet-ის ვირუსი შეუშვა.
რაც შეეხება ავღანეთს, მოსკოვმა NATO რთულ მოლაპარაკებებში ჩაითრია - კრემლი ტვირთების ნაწილის საკუთარ და სატელიტი ქვეყნების ტერიტორიებზე გატარებისთვის ეკონომიკურ ბეგარასთან ერთად პოლიტიკურ გადასახადსაც ითხოვს. ეს მაშინ, როცა ტვირთი იმ ომის საწარმოებლად არის საჭირო, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის და მისი საზღვრის სტაბილურობისთვისაა მნიშვნელოვანი.
წინააღმდეგობაზე კი მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლებიან. ვიცე-პრეზიდენტმა გულახდილად ისაუბრა რუსეთთან უთანხმოებებზე თავის მთავარ გამოსვლაში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან აღნიშნა, რომ რუსეთში არსებული „ბიზნეს და სამართლებრივი კლიმატი“ აფერხებს ქვეყნის განვითარებას და ამას „პოლიტიკური მოდერნიზაცია“ - ანუ დემოკრატიზაცია - სჭირდება.
ბაიდენმა ისეთი გახმაურებული სასამართლო პროცესებიც კი ახსენა, როგორიც ადვოკატ სერგეი მაგნიცკის საქმეა, რომელიც წინასწარი პატიმრობის დროს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც პოლიცია კორუფციაში დაადანაშაულა. ასევე ისაუბრა მიხაილ ხოდორკოვსკიზეც, რომელიც ციხეში იტანჯება იმ სასამართლო პროცესის შედეგად, Washington Post-მა „აშკარა ფარსი“ რომ უწოდა.
კიშინიოვში ბაიდენმა 2005 წელს, თბილისში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ხალხისადმი მიმართვის მსგავსი სიტყვა წარმოთქვა. „დემოკრატიის მიღწევა არ არის ადვილი“, უთხრა ბაიდენმა მოლდოველებს, „მაგრამ თქვენ იცით, რომ ამისთვის ბრძოლა ღირს. ამ ბრძოლაში ამერიკა, გპირდებით, თქვენი პარტნიორი იქნება“.
დნესტრისპირეთთან დაკავშირებით, მოლდოვის ის ტერიტორია, რომელიც რუსებს, მიუხედავად 1999 წლის სამხედრო ძალების გაყვანის ხელშეკრულებისა, კვლავ ოკუპირებული აქვთ, ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ამ კონფლიქტის „მოგვარებას მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
ბაიდენის სიტყვები რუსეთში ბევრს არ მოეწონა და ნაციონალისტური ხასიათის სტატიების ტალღაც კი გამოიწვია. მაგრამ მოსკოვის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა უკვე ისწავლა თვალების მილულვა და ამერიკული გულახდილობის შემოტევების ატანა - გადატვირთვის ფარგლებში უთანხმოებაზე თანხმობას თითქმის არანაირი ფასი არა აქვს.
და მაინც, ასეთმა სიტყვებმა, შესაძლოა, ვინმეს აფიქრებინოს, ხომ არ გადატვირთა ვაშინგტონმა თავისი გადატვირთვა. სამწუხაროდ, ის უცვლელია - მცდარ ვარაუდებზე დაფუძნებული მცდარი პოლიტიკა.
„ორი წლის წინ ხელისუფლებაში რომ მოვედით, - წერს ბაიდენი, - რუსეთთან ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. რუსეთ-საქართველოს ომმა თავისი როლი ითამაშა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოში ამ კონფლიქტის დაწყებამდეც ეს სახიფათო ტენდენცია აშკარა იყო... ირონიაა, რომ ეს მოხდა იმ დროს, როდესაც ამერიკის და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები ისევე, როგორც ეკონომიკური ინტერესები, ყველაზე მეტად ემთხვეოდა ერთმანეთს. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა ობამამ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა დაისახა“.
სინამდვილეში, აშშ და რუსეთი ერთმანეთს ბუშის ადმინისტრაციის უყურადღებობის ან არასწორი დიპლომატიის შედეგად არ დაშორებიან. ისინი იმიტომ დაცილდნენ, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ისეთი უსაფრთხოების ინტერესები განსაზღვრა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ამერიკის ინტერესებს - ეს საქართველოზე რუსეთის თავდასხმით დაგვირგვინდა.
ჯოზეფ ბაიდენი კიშინიოვში
გადატვირთვა ამ რეალობას უარყოფს და სანაცვლოდ, მცდარ ვარაუდს ეფუძნება, რომ სწორად გატარებული დიპლომატია მდგომარეობას გამოასწორებს. ამას დიპლომატიის ორმაგ კურსთან მივყავართ - მუშაობა იმ სფეროებში, რომლებშიც თანხმობაა და შეთანხმება იმაზე, რომ უფრო რთულ სფეროებში უთანხმოებაა. ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირველ ეტაპზე ეს შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო. მაგრამ საჭიროა რთული საკითხების დაძლევაც, ვინაიდან რეალურ სამყაროში, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანების სურვილი ამის ერთ-ერთი მაგალითია.
„მომდევნო ნაბიჯი [აშშ-რუსეთის] ურთიერთობაში, - წერს ბაიდენი, - ვაჭრობასა და კომერციაში უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება იქნება“. ამერიკის მხრიდან რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერაც აქედან გამომდინარეობს. „მაგრამ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი, - აგრძელებს ბაიდენი, - რუსეთში არსებული ბიზნეს და სამართლებრივი კლიმატი და დემოკრატიის დაბალი ხარისხი, სერიოზული ბარიერები იქნება”. თუ ეს მართალია, იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის ეს შეშფოთება მხოლოდ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლითა და გაზეთში გამოქვეყნებული სტატიით ვერ შემოიფარგლება.
რუსეთისთვის საქართველოს ოკუპაცია კიდევ ერთი ბარიერია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის. საკითხი, თუ ვინ გააკონტროლებს საბაჟო-გამშვებ პუნქტებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, რუსულ ტანკებს გასათელად არ უნდა შევუგდოთ. ბუნებრივია, ეს იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისთვის წესებზე დაფუძნებული სავაჭრო სისტემა რაიმეს ნიშნავს.
რუსეთთან კარგი ურთიერთობა ყველას სურს, მაგრამ ორი წელი ძალზე გრძელი პერიოდია იმისათვის, რომ გადატვირთვის ღილაკზე თითი გეჭიროს - სისტემა შეიძლება მოიშალოს. დაივიწყეთ გადატვირთვა - ჩვენ ახალი, მყარი დისკი გვჭირდება, ახალი და რეალისტური პოლიტიკური მიდგომა.
![]() |
19 ტრამპის ოქროს სტანდარტი საქართველოში |
▲back to top |
ბიზნესი
მაკა გამცემლიძე
დონალდ ტრამპი
საქართველოში ორი Trump Tower აშენდება. ხელშეკრულებას ამერიკელ მაგნატ დონალდ ტრამპთან, ნიუ იორკის Trump Tower-ში მოეწერა ხელი. ხელმოწერას ტრამპის ქართველი პარტნიორი ორგანიზაციის - Silk Road ჯგუფის თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ.
მხარეები გარიგებას 300 მილიონ აშშ დოლარად აფასებენ. The Trump Tower Tbilisi ვარდების მოედანზე აშენდება. The Trump Riviera კი, რომელიც კაზინოს, საგამოფენო დარბაზს და ნავმისადგომს მოიცავს - ბათუმში. თითოეულ კორპუსში 40 სართული და 100 საცხოვრებელი აპარტამენტი იქნება. შენობები საშუალო ნიუ იორკულ სტანდარტებში თავსდება, თუმცა საქართველოში ეს შენობები ყველაზე მაღალი იქნება.
გარიგების მიხედვით, დონალდ ტრამპი ამ შენობებს არ ააშენებს. ის Silk Road ჯგუფს საკუთარი სახელის გამოყენების ლიცენზიას მისცემს (რამდენად შეიძინა Silk Road ჯგუფმა ბრენდი, ჯერ არ ხმაურდება) და პროექტების მართვას თავის თავზე აიღებს. ტრამპი პარტნიორ კომპანიას მარკეტინგსა და გაყიდვებშიც დაეხმარება.
Silk Road ჯგუფი პროექტების ღირებულების 25%25-ს თავად დაფარავს. ნაწილს კერძო ინვესტორებისგან, დანარჩენს კი - ტრამპისგან, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბანკებისაგან მოიზიდავს.
საქართველო შავი ზღვის რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც ტრამპის ბრენდი შემოვა. ხელშეკრულების ხელმოწერისას, ამერიკელმა მაგნატმა აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, ქვეყანა იმსახურებს ინვესტორების ნდობას და მსხვილ ინვესტიციებს“.
ამჟამად საქართველო ბიზნესის წარმოების სიადვილით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, გასულ წელს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად დასახელდა, კორუფციის აღქმის ინდექსი 2004-2010 წლებში 67 პუნქტით გააუმჯობესა, შედარებით ახალგაზრდა ტურიზმის სექტორმა კი 2010 წელს 23 კონკურენტული უპირატესობა მოიპოვა.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, დონალდ ტრამპთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა ამერიკელ ბიზნესმენებს საქართველოს ტურიზმისა და სატრანსპორტო გადაზიდვების სექტორებში ინვესტირებისკენ უბიძგებს, რაც „საქართველოს ეკონომიკის მომავალია“.
![]() |
20 Internet Explorer 9 |
▲back to top |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
კომპანია Microsoft-მა, როგორც იქნა, ვებ-ბროუზერის, Internet Explorer 9-ის ოფიციალური ვერსია გამოუშვა. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წინა განახლება, Internet Explorer 8 გამოვიდა. ამ ორ წელიწადში ინტერნეტის სამყაროში ბევრი რამ შეიცვალა, მაგალითად ის, რომ Microsoft-ის ნაქები ვებ-ბროუზერი აღარ დომინირებს ბაზარზე და მას პირველობა Mozilla Firefox-მა და Google Chrome-მა წაართვეს. ბილ გეიტსის შეგირდების ჩანაფიქრით, Internet Explorer 9 დახვეწილი მინიმალისტური ინტერფეისით, უახლესი ვებ-სტანდარტების დანერგვით და გრაფიკასთან მუშაობის ოპტიმიზირებული ალგორითმით კვლავაც ყველაზე პოპულარული ვებ-ბროუზერი გახდება. განახლებულ Internet Explorer-ში ასევე გათვალისწინებულია ყველა ის გარეგნული უპირატესობა, რომლითაც კონკურენტი ვებ-ბროუზერები გამოირჩეოდნენ. გარდა ვიზუალური მხარისა, არსებობს იდეოლოგიური მომენტიც - Microsoft-მა სწორება HTML 5-ზე გააკეთა და დღესდღეობით არსებულ ვებ-ბროუზერებს შორის Internet Explorer 9 ვებ-კონსორციუმის სტანდარტებს ყველაზე მეტად შეესაბამება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტში კვლავაც HTML 4 ბატონობს.
Windows XP-ის მომხმარებლებისათვის ცუდი ამბავი ის არის, რომ განახლებული ვებ-ბროუზერის მეცხრე ვერსია არ მუშაობს მათ საყვარელ ოპერაციულ სისტემაზე. Internet Explorer 9 მხოლოდ Windows Vista-ს და Windows7-ის მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. Microsoft-ის წარმომადგენლებმა ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ Windows XP ტექნოლოგიურად არ იძლევა ახალი ოპტიმიზირებული ალგორითმების დანერგვის და რეალიზაციის საშუალებას. ამასთან, ეს შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ Microsoft-ს მარკეტინგული ძალისმიერი მეთოდებით სურს აიძულოს მომხმარებლები ოპერაციული სისტემა Windows-ის ახალი ვერსიები გამოიყენონ. ოპერაციული სისტემის და ვებ-ბროუზერის ძველი ვერსიები Microsoft-ს დიდ პრობლემებს უქმნის და ეფექტიანი ცვლილებების განხორციელებაში ხელს უშლის. რამდენიმე თვის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ოფიციალურად სთხოვეს მთელ მსოფლიოს ნუღარ გამოიყენებდნენ მოძველებულ Internet Explorer 6-ს, თუმცა, როგორც ჩანს, თხოვნამ არ გაჭრა, ამიტომაც Microsoft-ი უფრო აგრესიულ პოლიტიკაზე გადავიდა. ასე რომ, თუ გსურთ Internet Explorer 9-ით სარგებლობა, Windows XP-ზე უარის თქმა მოგიწევთ.
![]() |
21 წიგნის სანათური Hydra |
▲back to top |
ტექნოლოგია
ოთახის განათებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ტრადიციული მაგიდის სანათური კითხვის დროს ანათებს არა მხოლოდ მაგიდას, არამედ ყველაფერს რაც გარშემოა. სინათლის წყარო სტატიკურია, რომელსაც უნდა მოვერგოთ ჩვენც და ჩვენი წიგნებიც. ჭკვიანმა და პრაგმატულმა ადამიანებმა დასვეს შეკითხვა - რატომ ვხარჯოთ ელექტროენერგია ტყუილუბრალოდ და რატომ გავიფუჭოთ თვალები განათების და ადგილმდებარეობის პერიოდული ცვლილებით?!
წიგნის სანათური Hydra ამ შეკითხვაზე იდეალური პასუხია. გარდა იმისა, რომ ელექტროენერგიას ეკონომიურად მოიხმარს, ის ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელი მოწყობილობაა. სინათლის წყაროს მისამართი, ორი შუქდიოდითაა აღჭურვილი. ისინი 5-დუიმიან ღეროზეა დამაგრებული, რომლებიც 3-დუიმიან სამაგრზეა მორგებული და წიგნის გვერდებს შორის მაგრდება. შესაბამისად, წიგნის ორივე გვერდი სრულადაა განათებული. წიგნის სანათურის, Hydra Book Light-ის შეძენა Basbleu.com-ზეა შესაძლებელი და მისი ფასი 15 დოლარია.
![]() |
22 რა ღირს ქართული შპიგელი |
▲back to top |
ტაბულა|რაზა
ნიკა სერგია
ქართულმა ჟურნალებმა დიადი მიზნები დაისახეს. სხვანაირად ვერ დავახასიათებთ იმ კეთილშობილურ საქციელს, რომელიც ყოველ კვირეულ ნომერთან ერთად მკითხველისთვის რედაქციის გემოვნებით შერჩეული წიგნის გამოგზავნას და შესაბამისად, მის ლიტერატურულ და ესთეტიკურ აღზრდას გულისხმობს. მკითხველთა არმია დიდად მადლობელია რედაქციათა წინაშე.
სანამ ამ ჩანაწერის კეთებას დავიწყებდი, შევეცადე გამერკვია თუ რა რაოდენობის ჯარისკაცისგან შედგება ზემოხსენებული არმია, მაგრამ ამაოდ. „რეიტინგული“ რეიტინგიც, „პრიალა“ სარკეც, „ჭეშმარიტი“ გზაც და „ფეშენ“ თბილისელებიც საკმაოდ ფრთხილები აღმოჩნდნენ სტატისტიკური მონაცემებით დაინტერესებული სტუდენტის წინაშე და „კომერციული საიდუმლოება“ (როგორც „შპიგელიანებმა“ უწოდეს)
არ გამანდეს, ხოლო მედია პალიტრის შვილობილ ჟურნალ გზაში მითხრეს, რომ ჟურნალზე ისედაც მითითებულია, რომ ეს საქართველოში ყველაზე რეიტინგული გამოცემაა (?!) და სოლიდური ტირაჟით გამოდის და მთხოვეს ამ ინფორმაციით დავკმაყოფილებულიყავი. ერთი რედაქციის ოპერატორს თუ დავუჯერებდი, ეს ინფორმაცია რედაქციაში მარტო ერთ კაცს სცოდნია და ისიც გზაშიაო (ოღონდ ჟურნალ გზაში არა, უბრალოდ, მგზავრობ და). მისი ტელეფონის ნომერი კი არ მომცეს.
ზედა აბზაცი რომ შევაჯამო, იმის თქმა შემიძლია, რომ არ შემიძლია იმის თქმა, თუ რა რაოდენობით იყიდება კვირაში ჩემთვის საინტერესო წიგნგამოყოლებული ჟურნალები და იმისაც, რომ ფაქტია, წიგნის გამოყოლება რაღაცაში დასჭირდათ. გინდ აქედან მოვუაროთ, გინდ იქიდან, ეს ამბავი მაინც ტირაჟთან, გაყიდვებთან და მენეჯმენტთან მიგვიყვანს, გაყიდვები - გემოვნებასთან, გემოვნება ხარისხთან და აქ დაიბადება კითხვა, რომელიც მიღიტინებს: რა ითქმის ქართული საკმაოდ მაღალტირაჟიანი ჟურნალების ხარისხზე, რომლებსაც მთელი საქართველო კითხულობს და რომელმაც ბევრს წიგნის კითხვა დააწყებინა.
მივედი გაზეთების ჯიხურთან და ვიყიდე ზემოხსენებული გამოცემები და ჩავუჯექი. ორი სტრიქონი იუმორი რომ მოვაყარო აქაურობას, სანამ 5 რუბრიკა წავიკითხე, 3-ჯერ დამეხვა თავბრუ და 2-ჯერ ჩამეძინა, მაგრამ ეგ არაფერი, მაშინვე გარეკანზე გადავშლიდი და გამოვფხიზლდებოდი ხოლმე „სენსაციების“ შემხედვარე: „ვალერი მელაძემ ქართველობა დაიწყო“ (!), „სალომე დადუნაშვილის ფრანგი ქმარი შვილს საფენებს უცვლის“ (!!), „ვანო ჯავახიშვილს შვილი სახლიდან აგდებს“ (!!!), დავით არჩვაძე „ბომბ“ სიმღერებს ამზადებს (!!!!) და ა.შ. და ა.შ.... მიდი და არ გა მოფხიზლდე ამას რომ წაიკითხავ! ან როცა ჟურნალისტი პირველივე გვერდიდან დაგაინტრიგებს და გამომცდელად სვამს შეკითხვას: „როდის არ არის ჭკუაზე ანი კოვაჩი?“ (?!), ან „რამ გაუხუნა შორენა ბეგაშვილს რომანტიზმი?“ (??!), ან „როდის „ფუჭდება“ ქეთა ლორთქიფანიძე?“ (???!!), ან ყველაზე საინტერესო: „რა მოსთხოვა მანანა თოდაძეს ქმარმა?“ (??????). პასუხები შეგიძლიათ ეძებოთ შემდეგ გვერდებზე, მაგრამ პოვნის რა მოგახსენოთ.
დავივიწყოთ იუმორი, რომელთან ბევრი მართლა ვერ ჩერდება ერთ ჭერქვეშ. დავიწყოთ ნებისმიერი ზემოხსენებული ჟურნალის შეფასება გარეკანიდან ბოლო გვერდის რეკლამამდე.
გვერდების ოდენობა საშუალოდ 100-ია. აქედან ნახევარზე მეტი ფერადია და 10-მდე პრიალა. დანარჩენი შავ-თეთრ, თხელ ფურცელზეა დაბეჭდილი. გარეკანზე ერთდროულად 812 ადამიანის ფოტოა გამოსახული, რომელიც, რა თქმა უნდა, ფოტოპროგრამებით არის დამონტაჟებული სპეციალურად პირველი გვერდისთვის. გაფორმებისთვის ძირითადად გამოყენებულია წითელი და ყვითელი ფერები, რაც შავ თეთრი გაზეთებით გაჭედილ ვიტრინაში აუცილებლად იპყრობს მზერას. პირველივე გვერდზე გამოქვეყნებულია რამდენიმე რეკლამა - ხშირ შემთხვევაში ისევ ამ ჟურნალისა, მაგალითად იმის შესახებ, რომ ეს „ყველაზე მაღალრეიტინგული ჟურნალია საქართველოში“ (მაშინვე იმავე ტიტულის ტელეკომპანია გაგახსენდება), ან ჟურნალს მოყოლილი წიგნის ანოტაცია. გადაშლის შემდეგ ყველაზე საინტერესო რამ ინტერვიუება. ინტერვიუ ამ ჟურნალებში არის ორი სახის: ინტერვიუ ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელსაც რედაქციის თანამშრომელი ჟურნალისტები ამზადებენ და ინტერვიუ მსოფლიო შოუბიზნესის ვარსკვლავებთან, რომელსაც ღმერთმა უწყის ვინ ამზადებს. აშკარაა, რომ ქართველი ჟურნალისტი კამერონ დიასისგან არ იღებს ინტერვიუს და საიდანღაც თარგმნილია. არავინ ითხოვს მედია პალიტრამ რეიტინგის ჟურნალისტი დიასთან გაუშვას და იქ ჩააწერინოს ინტერვიუ, მაგრამ, ელემენტარული ნორმები მოითხოვს, რომ წყარო მითითებული უნდა იყოს ნათარგმნზე. როცა ამის გამო რედაქციაში დავრეკე, მითხრეს, „სადღაც ინტერნეტში ვნახეთ და იქიდან ვთარგმნეთო“ (სტილი დაცულია) და როცა ვიკითხე უნდა იყოს თუ არა მითითებული წყარო, არგუმენტად ის იყო დასახელებული, ინტერნეტში ვნახეთ და რასაჭიროა წყაროს მითითებაო. (☺) რაც შეეხება ქართულ ინტერვიუებს, აქ უკვე ჟურნალისტური მარგალიტების ბუმია. მთავარი კითხვა რაც მე გამიჩნდა მათი კითხვისას, არის ის, თუ რა კითხვაზე იძლევა პასუხს მთელი ინტერვიუ. პასუხი კი არის ის, რომ ინტერვიუს უბრალოდ მთავარი თემა არ აქვს. საუბარი, რომელსაც მთავარი თემა არ აქვს, არ არის საუბარი და მას ქართულ ენაში ეწოდება ჭორაობა. სიტყვის თავისუფლების პრინციპების თანახმად, ჭორაობასაც სრული უფლება აქვს გამოქვეყნებული იყოს ნებისმიერი მასშტაბით, მაგრამ ამ უფლებასთან ერთად არსებობს მორალური მოვალეობა იმისა, რომ მითითებული იყოს ის, რომ ეს ჭორაობაა. ხელწერა ყველგან ერთი და იგივეა, ჟურნალისტს წინასწარ აქვს მომზადებული კითხვები და რესპონდენტმა რაც არ უნდა უპასუხოს, იგი მაინც „თავისას აწვება“ და ბლოკნოტის „სპისოკს“ მიჰყვება. რაც იწვევს იმას, რომ ხშირია კონტექსტიდან ამოვარდნილი კითხვები. ასეთი კითხვების ლინგვისტური და, მით უმეტეს, ფსიქოლოგიური ანალიზი კიდევ შორს წაგვიყვანს.
თანგამოყოლილ წიგნებთან ერთად ამ ჟურნალებში ერთი საინტერესო მოვლენა გვხვდება: თან ჩართული რომანი და დეტექტივი. ეს ყველაფერი გაერთიანებულია რუბრიკაში „თანამედროვე ქართული პროზა“. მაპატიეთ, მაგრამ მე, როგორც ამ საზოგადოების წევრს, არ მინდა, რომ ის, რაც იქაა მოცემული, რაიმე დონეზე წარმოადგენდეს თანამედროვე ქართულ პროზას.
აღარ მინდა შევყვე სხვა რუბრიკების დახასიათებას, რომელთა სათაურე ბია „მოძღვარი გვპასუხობს“, „ციხის ჩანაწერები“, „ცხოვრება“, „შეკითხვა ასტროლოგს“, „სერიალის გმირი“, „ქალის ტვირთი“ და სხვა და სხვა და კიდევ უამრავი სხვა.
ძალიან რომ არ გამიგრძელდეს და სიტყვების ლიმიტს არ გადავაჭარბო, მოკლედ ვიტყვი, რომ მე იმაზე უფრო, თუ რა იწერება, მაწუხებს ის, თუ რა იკითხება საქართველოში. რად გან ის, რომ 15 წლის ჟურნალი დონის ამაღლებას ვერ ახერხებს და ამის სურვილიც არ უჩნდება, მხოლოდ იმით შეიძლება იყოს განპირობებული, რომ უბრალოდ ხალხს ამის კითხვა სურს, ესაა გემოვნება და მორჩა, ამაზე არ დაობენ, მაგრამ ყველაზე ხშირად სწორედ გემოვნებაა შეფასების საგანი. მე მარტივი ალგორითმი მაქვს ამისთვის და მის ჩამოყალიბებაში, ერთი ზემოხსენებული ჟურნალის გარეკანზე მოთავსებული რეკლამა დამეხმარა: წიგნი ჟურნალთან ერთად 5 ლარი, ჟურნალის გარეშე 6... თუ გაინტერესებთ რა ღირს ქართული ჟურნალი და შესაბამისად გემოვნება, უბრალოდ, წიგნის და ჟურნალის ფასს წიგნის ფასი გამოაკელით.
ჰა, რა ღირს ქართული შპიგელი?
![]() |
23 უკონკურენტო დინამოს მოლოდინში - ინტერვიუ კლუბის გენერალურ დირექტორ ზურაბ პოლოლიკაშვილთან |
▲back to top |
სპორტი
ლაშა გოდუაძე
საქართველოს ყველაზე ტიტულიან კლუბს თბილისის დინამოს რამდენიმე თვეა ახალი მფლობელი ჰყავს - ბიზნესმენი რომან ფიფია. მან გუნდი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან შეიძინა.
ამ ცვლილებას, რომელსაც კლუბში ბოლო ხანს შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად ითხოვდა, კონკრეტული ნაბიჯებიც მოჰყვა: შეიცვალა ხელმძღვანელობა, ამავდროულად კი დიღომში, ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
ტაბულა კლუბის გენერალურ დირექტორს ზურაბ პოლოლიკაშვილს დინამოს საკალათბურთო ბაზაზე შეხვდა - ფეხბურთელები, ბაზის რეკონსტრუქციის დასრულებამდე, იქ დარჩებიან.
რომან ფიფია და ზურაბ პოლოლიკაშვილი
ფოტო: დინამოს პრესცენტრი
ბოლო წლების მანძილზე დინამო აშკარა კრიზისს განიცდიდა: ევროთასებზე რომ არაფერი ვთქვათ, გუნდმა საქართველოშიც დათმო პოზიციები. და ასეთ დროს კლუბში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა. საინტერესოა, როგორ გესახებათ თქვენ და თქვენს გუნდს დინამოს მომავალი და რა არის მთავარი მიზანი?
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია ვითარების გამოსასწორებლად, კარგი კი ისაა, რომ გვწამს საკუთარი შესაძლებლობების და ვიცით, როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგებს. ფეხბურთში, ისევე როგორც ყველა საქმეში, მთავარი რწმენაა - თუ ადამიანს ეს არ გააჩნია, სჯობს თავი დაანებოს ყველაფერს, სულერთია, შედეგით მაინც გაწბილდება. შესაძლოა თქვან, რომ მთავარი პრობლემა - დაფინანსება, ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგ გადაჭრილია და ახლა ბევრი არაფერია საკეთებელი, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა. პირიქით, სწორედ ასეთ დროსაა საჭირო საქმისადმი სწორი დამოკიდებულება. ცხადია, ყველას გვმართებს მონდომება: ხელმძღვანელებით დაწყებული მწვრთნელებით და ფეხბურთელებით დასრულებული. თუ თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად დაიხარჯება კლუბისთვის, აუცილებლად იქნება ის შედეგი, რასაც ყველა ელის - კლუბიც და გულშემატკივარიც. მთავარ მიზანზე კი, შემიძლია გითხრათ, რომ ეს კლუბისთვის იმ სახელ-დიდების დაბრუნებაა, რაც მას ათწლეულების მანძილზე გააჩნდა. ყველას კარგად ახსოვს, რომ ქართული ფეხბურთი, პირველ რიგში, სწორედ დინამოსთან ასოცირდებოდა. გვსურს, რომ ახლო მომავალშიც იგივე სიტუაცია იყოს.
რა არის საჭირო ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად?
დღესდღეობით ფეხბურთში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფინანსებს და კარგია, რომ დინამოს გამოუჩნდა პატრონი, ვისაც კლუბისთვის წარსული დიდების დაბრუნება სურს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საამისო რესურსიც გააჩნია. მათ შორის, ცხადია, ფინანსებსაც ვგულისხმობ. ეს მე, პირველ რიგში, როგორც გულშემატკივარს ძალიან მახარებს. როცა კლუბში ბატონი რომანის მოსვლაზე ვსაუბრობ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საქციელიც - კლუბის შენარჩუნებას მათ გასხვისება ამჯობინეს, ამით ყველამ მოიგო, პირველ რიგში კი თბილისის დინამომ... თუ კლუბის ახლო წარსულს გადავხედავთ, 90-იან წლებს და შემდგომ პერიოდს, იყო გამონათებები, თუმცა წარმატება სტაბილური არ ყოფილა. ეს უამრავი მიზეზით იყო გამოწვეული. გვინდა, რომ იმ ფინანსურ რესურსს, რაც დღეს დინამოს გააჩნია, ჩვენი გამოცდილება და საქმიანი კავშირებიც დავურთოთ. ასეთ შემთხვევაში კლუბის საგრძნობი გაძლიერება გარდაუვალია.
ახლო წარსულში, განსაკუთრებით 90-იანებში, კლუბის მესვეურთაგან ხშირად გვესმოდა, რომ დინამოში ეგრეთ წოდებული ოცნების გუნდის შექმნა იგეგმებოდა. სამწუხაროდ, ასეთი რამ არ მომხდარა...
ჩვენს პროექტს „ოცნების გუნდს“ ნამდვილად ვერ დავარქმევ, თუმცა მიზნად გვაქვს ისეთი კლუბის ჩამოყალიბება, რომელიც გულშემატკივარს სტადიონზე დააბრუნებს. პირდაპირ გეტყვით: თბილისის დინამოსთვის საქართველოს ჩემპიონატის და თასის მოგება კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იდგეს - ეს პრიორიტეტი არ უნდა იყოს. ჩვენ ევროთასებზე უნდა ვცდილობდეთ წარმატების მიღწევას, უნდა შეგვეძლოს საშუალო დონის ევროპულ კლუბებთან თანაბრად თამაში. ცხადია, ამას რომ ვამბობ, კარგად ვხვდები, რომ მიზანს დღეს და ხვალ ვერ მივაღწევთ, მაგრამ გარწმუნებთ, დინამოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რამდენიმე წელიწადში გამართულ, ძლიერ ევროპულ კლუბად იქცეს. რაც შეეხება „ოცნების გუნდს“, პირადად მე ვთვლი, რომ ის დინამო, რომელმაც 1993 წელს ჩემპიონთა თასზე ითამაშა ლინფილდის წინააღმდეგ, მართლა ასეთი იყო. იმ შემადგენლობიდან თითქმის ყველამ დიდი ფეხბურთი ითამაშა. დღემდე მახსოვს ის ემოცია, რაც მაშინ განვიცადე გიო ქინქლაძის ან შოთა არველაძის თამაშის ცქერისას...
ბოლო წლების მანძილზე გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დინამოს არ გააჩნდა სამოქმედო გეგმა, რამდენიმე წელიწადზე გათვლილი პროექტი, რომელიც კლუბს კონკრეტულ შედეგამდე მიიყვანდა. დღეს როგორი სიტუაციაა?
ჩვენ გვაქვს ორი ტიპის სამოქმედო გეგმა: მოკლევადიანი და გრძელვადიანი.
მოკლევადიანში იგულისხმება მიმდინარე და მომავალი სეზონები. წლეულს ჩვენი პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონატის მოგებაა, შემდეგ კი მაქსიმალურად კარგად მომზადება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. თუ ეს ვერ შევძელით, მაშინ წარმატებით თამაში ევროპის ლიგაზე - რამდენიმე ეტაპის გავლა. საქართველოს ჩემპიონატის მოსაგებად ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი - არასრული ორი თვე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ტურებში დინამო ჩინებულად თამაშობს და შედეგებს ვაუმჯობესებთ, ამავდროულად კი აპრილში უშუალო კონკურენტებთან გვიწევს თამაში, ვეცდებით მიზანს მივაღწიოთ.
რაც შეეხება გრძელვადიან გეგმას, ის რამდენიმე წელიწადზეა გაწერილი: გვსურს, რომ ჩამოვაყალიბოთ საფეხბურთო აკადემია, სადაც მშობლებს 7-8 წლის ასაკის ბავშვების მოყვანა შეეძლებათ. ამავდროულად, უკვე ვქმნით სელექციონერთა ჯგუფს, რომლებიც ნიჭიერ მოზარდებს არა მარტო თბილისში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიძიებენ. გრძელვადიანი პროგრამის ნაწილია ძლიერი სპეციალისტების ეტაპობრივი მოწვევაც, რომლებსაც დინამოს განვითარებაში დიდი როლი მიენიჭებათ. დღესვე შემიძლია გითხრათ, რომ მალე ჩვენთან ფიზმომზადების ორი უცხოელი სპეციალისტი დაიწყებს მუშაობას, ჩვენს მწვრთნელებს კი ძლიერ კლუბებში მივავლენთ გამოცდილების მისაღებად. მეორეხარისხოვან გუნდებს არ ვგულისხმობ - ბარსელონას, ესპანიოლს, მადრიდის ატლეტიკოს - ამ დონის კლუბებზეა საუბარი. მათთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაკავშირებს. იგივე შემიძლია ვთქვა ბატონ რომან ფიფიაზეც - მას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ძალიან ძლიერი კავშირები აქვს, რასაც, თქმა არ უნდა, დინამოს სასიკეთოდ გამოვიყენებთ. ასევე გვსურს გუნდის აღმშენებლობის საქმეში უცხოეთში წარმატებული ყოფილი დინამოელებიც ჩავრთოთ - იგივე შოთა არველაძე, კახა კალაძე...
შემიძლია გითხრათ, რომ ვაპირებთ ბარსელონას საფეხბურთო კლუბის მოდელის დინამოში მაქსიმალურად ზუსტად დანერგვას - მსოფლიოს საუკეთესო გუნდის გამოცდილება მხოლოდ და მხოლოდ წაგვადგება.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს თბილისის დინამოში არაერთი ფეხბურთელი ჩაირიცხა. ზაფხულშიც თუ იგეგმება ცვლილებები?
ცხადია, ასე იქნება: ჩვენს მიზნებზე უკვე გითხარით, მათ მისაღწევად კი მაღალი დონის ფეხბურთელების მოწვევას ვგეგმავთ. იგივე ესპანეთში უამრავი ძლიერი მოთამაშეა, რომლებიც მძაფრი კონკურენციის გამო ხშირად ვერ ხვდებიან ძირითად შემადგენლობაში და თავისუფლად შეგვიძლია მათთან დაკავშირება. არაა აუცილებელი შეძენა - სასურველ ლეგიონერთა იჯარით აყვანაც შეგვიძლია. სექტემბერში დინამო უკონკურენტო უნდა იყოს საქართველოში! მგონი, ამით ყველაფერი ნათლადაა ნათქვამი.
დიღმის საწვრთნელ ბაზაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს...
ბაზა არ შენდება, თორემ სხვა მხრივ, ყველაფერი თავიდან კეთდება. მაგალითად, ადმინისტრაციული კორპუსისთვის კლუბმა, ავეჯით და ტექნიკით დაწყებული ელემენტარული ნივთებით დასრულებული, ყველაფერი თავიდან შეიძინა. შიდა რემონტზე აღარ ვსაუბრობ - ეს ისედაც იგულისხმება. სავარჯიშო კორპუსში, სადაც ადრე მხოლოდ ტრენაჟორები იდგა, რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ პირველი და მეორე გუნდების გასახდელები მოეწყობა, ასევე გაკეთდება საშხაპეები, სამედიცინო ოთახი, მასაჟის კაბინეტი, აუზი. მასვე დაემატება სამრეცხაო, რომელიც დღეს ცალკე შენობაშია... ძირითადი სარემონტო სამუშაოების შემდეგ ბაზაზე არსებულ მოედნებსაც მივხედავთ - ვაპირებთ ერთი, სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედნის დამატებას, ასევე არსებული ორი მინდვრის საფარის გამოცვლას. განვიხილავთ ბაზაზე რამდენიმეათასიანი ტრიბუნის მოწყობას, რათა კლუბმა საწვრთნელი მატჩები აქვე ჩაატაროს... ერთი სიტყვით, გვსურს, რომ ბაზის რეკონსტრუქციის შემდეგ დინამოელებს გარეშე პრობლემები არ ჰქონდეთ. მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში ლეო მესიმ თქვა: ბარსელონაში მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობო. ჩვენც, გუნდის ხელმძღვანელებს, ბიჭებისთვის სწორედ ასეთი პირობების შექმნა გვსურს.
ეროვნულ სტადიონთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ხომ არაა? იგეგმება თუ არა სარბიელის შეძენა?
ამ ეტაპზე არა. ცხადია, ძალიან კარგია, როცა კლუბს თავისი სტადიონი აქვს, მაგრამ დღეს ამხელა ობიექტის პატრონობა კომერციული თვალსაზრისით, აშკარად წამგებიანია. ჩვენთვის უმჯობესია ის თანხა, რაც სავარაუდოდ სტადიონის მოვლაში დაგვეხარჯება, ისევ კლუბის განვითარებას და სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მოვახმაროთ.
დინამოს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, გუნდის ფან-კლუბიც არსებობს, თუმცა სამწუხაროდ, არ არსებობს მაღაზია, ე.წ. ფან-შოპი, სადაც ქომაგებს საკლუბო ატრიბუტიკის შეძენა შეუძლიათ. თუ გეგმავთ ასეთი მაღაზიის გახსნას?
ჩვენი კლუბი ძალიან პოპულარულია და ფან-კლუბის წევრთა რაოდენობაც თვიდან თვემდე იზრდება. ამიტომაც გადავწყვიტეთ ახლო მომავალში ფან-შოპი გავხსნათ: ქომაგებს დინამოს მაისურების და სხვადასხვა ატრიბუტიკის შეძენის საშუალებას ნამდვილად მივცემთ. დღესდღეობით ფან-კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად ვამუშავებთ იმ მექანიზმებს, რათა წევრებს უპირატესობა მიენიჭოთ და სხვადასხვა აქციებით ისარგებლონ. აქვე იმის თქმაც შეიძლება, რომ დინამოს მუზეუმის დაარსებაც გვსურს...
წლეულს კლუბის ისტორიაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენის იუბილეა: ლეგენდარული დინამოელის დავით ყიფიანის დაბადებიდან 60 წელი სრულდება, ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვებიდან - 1981 წლის 13 მაისიდან კი 30 წელი გადის. როგორ აპირებს დინამო ამ თარიღების აღნიშვნას?
დღესდღეობით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ორივე იუბილესთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტი განიხილება - თბილისის დინამო ორივე მოვლენას სათანადოდ დააფასებს. თუ რომელიმე გუნდმა უნდა იამაყოს წარსულით, უპირველესად, დინამომ!
დიუსელდორფი, 1981 წლის 13 მაისი. დინამოს ახალი ხელმძღვანელობა ძველი დიდების დაბრუნებას და ევროპული დონის კლუბის შექმნას გეგმავს
![]() |
24 ხუთსეტიანები |
▲back to top |
ჩოგბურთი|სპორტი
ზურაბ თალაკვაძე
პირველი მოწოდება არ გავიდა. მომწოდებელმა ღრმად ჩაისუნთქა, ბურთი რამდენჯერმე აკენწლა, ოფლსაწმენდით სახე შეიმშრალა. მიმღები ოდნავ კორტში შევიდა. მეორე მოწოდება უფრო სუსტი იქნება, ბურთს მაღალ წერტილში უნდა დახვდეს და ხუთსაათიანი გარჩევა მორჩება. ბურთი 160 კილომეტრი/საათში სიჩქარით გადმოდის მეორე ნახევარზე, მიმღებმა მარჯვნიდან უკანა ხაზზე დაასვა. ქულა, გეიმი, სეტი ერთ-ერთს და ტკივილი, იმედგაცრუება მეორეს. ხუთსეტიანი საჩოგბურთო საუბარი გათავდა. დამღლელი დიალოგის შემდეგ, მოთამაშეს გასახდელამდე მისვლა უჭირს და ბრიფინგზე სიტყვები ერევა, აზრს ვერ აყალიბებს.
ბორის ბეკერი
აარონ კრიკშტეინი
რაფაელ ნადალი
პრო ტურზე ყოველთვის იყვნენ საჩოგბურთო მაზოხიზმში ყველაზე კარგები. უიმბლდონის სამგზის ჩემპიონს, ბორის ბეკერს 46 იდენტურ VS-ში 32 აქვს მოგებული. მშვენივრად გრძნობდნენ თავს ხანგრძლივ შეხვედრებში ამერიკელი ფლეიბოი აარონ კრიკშტეინი (28:9) და შვედი კიბორგი მათს ვილანდერი (26:12).
ბეკერი: „მეხუთე სეტის წაგება უხერხულია. არ იგებ ეისებით. არ იგებ ბადესთან რისკიანი დარტყმებით. არ იგებ გამოცდილებით. იგებ გამძლეობით და თუ გრძნობ, რომ საქმეს სწრაფად ვერ ამთავრებ, მეხუთე სეტისთვის ენერგია უნდა დაიტოვო“.
ბრედ გილბერტი ერთეულებში მეოთხე ნომერი იყო, მაგრამ კარიერის ყველაზე წარმატებულ პერიოდში ხუთსეტიანებს უფრო ხშირად აგებდა. გილბერტმა 31 ხუთსეტიანში ითამაშა და 15 წააგო. გაცილებით კარგად გრძნობდა ბრედი თავს იმავე სიტუაციებში მწვრთნელის როლში. გილბერტმა ანდრე აგასის დიდი მუზარადის ექვსი ტურნირი და 12 ხუთსეტიანი ომი მოაგებინა.
გილბერტი: „ანდრე მეხუთე სეტამდე იშვიათად იღლებოდა. იცოდა, რომ ვისაც არ უნდა შეხვედროდა, მოწინააღმდეგე (თუ პიტ სამპრასი არ იყო) მეტს ინერვიულებდა და კონცენტრაციას ვერ შეინარჩუნებდა. აგასი ყველაზე კარგად გრძნობდა, რას გააკეთებდა შემდეგ მომენტში მეტოქე“.
15 წლის წინ, პიტ სამპრასმა კინაღამ წააგო ალექს კორეტხასთან. პიტმა ესპანელზე მეტი შეცდომა დაუშვა, ნაკლები ბრეიკ პოინტი მიიღო, საკუთარ მოწოდებაზე 14 ორმაგი წაბორძიკება დაუგროვდა. სამპრასმა მაინც მოიგო. მეხუთე სეტში ამერიკელს სუნთქვა შეეკრა, პირველივე გეიმში სმეშის დროს ზურგი იტკინა, მაგრამ მაინც მოიგო. პიტმა მეხუთე სეტის წარმატებით დახურვა იცოდა და ამ საქმის რეცეპტი ბოლომდე შეინარჩუნა. სამპრასმა კორეტხასთან ერთი მატჩ პოინტი გადაარჩინა და 7:6 (5), 5:7, 5:7, 6:4, 7:6 (7) მოაგვარა ყველაფერი.
დღევანდელი გენერაციის ბიჭებიდან მეხუთე სეტში მოგება-წაგების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს რაფაელ ნადალს (14:3). შემდეგ მოდიან ნოვაკ ჯოკოვიჩი (12:5), დმიტრი ტურსუნოვი (11:5), ტომაშ ბერდიხი (13:6) და იანკო ტიპსარევიჩი (13:6).
ივან ლენდლი, რომელიც 1982-89 წლებში სულ ამერიკული მეიჯორის ფინალში გადიოდა, მეხუთე სეტში მშვიდდებოდა, თავს იმ მეორე, დაღლილ პერსონაჟზე უკეთ გრძნობდა.
ლენდლი: „მეხუთე სეტის პირველ სამ გეიმში მაქსიმალურად ვცდილობდი, მოწინააღმდეგეს ბრეიქი არ გაეკეთებინა. თავიდანვე მოწოდების დაკარგვის შემდეგ, რთული, თითქმის არარეალურია იმ კონკრეტული მატჩის გადარჩენა. ნადალს ხუთსეტიანის მერე ორი სენდვიჩი რომ აათვისებინო, კიდევ ათ სეტს ჩაატარებს, მაგრამ ნადალი გამორჩეულია. მეხუთე სეტის სტარტზე კარიერის ბოლომდე, პატარა ბავშვივით ვნერვიულობდი“.
![]() |
25 Life After Death |
▲back to top |
სპორტი|კალათბურთი
ზურაბ თალაკვაძე
14 წლის წინ, ნისლიან ოთხშაბათს, ლოს ანჯელესში, Soul Train Music Awards ჩატარდა. 135 მოწვეული სტუმრიდან ერთ-ერთი იქვე, ავტოსადგომამდე არმისული დარჩა. ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩაცხრილეს კრისტოფერ უოლასი, იგივე Notorious B.I.G. მუსიკალურმა ინდუსტრიამ მომავალი დაკარგა. ბიგის გარეპვა, ტელეკამერების წინ გლოკით თამაში, პირდაპირ ეთერში მაჩეტეთი ფეხის გაპარსვა და იმ დიდი კაცის დიდ გულში ჩატეული დიდი სიყვარული, წარსულის ფარდამ გადაფარა. ბიგი წავიდა.
შაკილ ო'ნილი
ბიგისთან ერთად იმ საღამოს კიდევ ერთი ბუნჩულა ბიჭი უნდა ყოფილიყო. ელ ეის პოპ პროგრამაზე დააგვიანა მისვლა შაკილ ო'ნილმა. და გადარჩა. შაკს და ბიგის ორი კომპოზიცია უნდა შეესრულებინათ და შემდეგ, ლეიკერსის აპარტამენტებში შესულიყვნენ. ჯერ ღამის გასათევად და დილიდან, უკვე ახალი კომპოზიციის დასამუშავებლად.
შაკი: „ბიგი ჩემი ძმა იყო. ბიგის გულში სიძულვილი ვერ შევიდოდა და ბიგის ყველაზე დიდი გული ჰქონდა. ლეიკერსში გადასვლამდე წავაგე ფინალი მეჯიქთან ერთად. დედამ დამირეკა, გამამხნევა და პირველი, ვინც მესტუმრა, მისტერ კრისტოფერ უოლასი იყო. როგორც ყოველთვის, ელეგანტურად ჩაცმული, რამდენიმე ლამაზ გოგონასთან ერთად. ბიგის ულამაზესი მეუღლე ჰყავდა. ის გოგონები ისე, ფონის შესაქმნელად დაჰყავდა. ყავა მომიდუღა, ხელი გადამხვია, გაეცინა. ძმაო, შენ წააგე ფინალი, მაგრამ იმას, მეორეს ბიგი ყავას არ მოუდუღებს და ამის გამო უხასიათოდ ის, მეორე იქნება. შენ არაფერი არ წაგიგია. შენ სულ მოგებული ხარ. იცი, რატომ? ხალხის სულში სითბო შეგაქვს. მეორეში ბიგიმ ჰაკიმ ოლაჯუონი იგულისხმა. ჰაკიმმა და როკეტსმა გადაგვიარეს და იქვე მიგვაგდეს. ბიგიმ ეს დამავიწყა. რამდენიმე კვირაში ლეიკერსთან კონტრაქტი გავაფორმე. ბიგიმ ჩემი წვეულება გახსნა. ლამაზი დღე იყო“.
შაკმაც რეპ-ინდუსტრიაში შეცურა. დიდი ბიჭის მესამე ალბომზე ბიგიმ და ო'ნილმა ერთად გარეპეს ჰიტში Can't Stop the Reign. ო'ნილმა ნოტორიუსს თავისი პირველი ამუნიცია უსახსოვრა. ბიგიმ შაკი ბავშვობის ძმაკაცის ქორწილში დაპატიჟა და იქ, სამი თვის როტვეილერი, მანგო აჩუქა. მანგოს კისერზე ეკიდა ძეწკვი. ლამაზი, პატარა კულონით. ის კულონი გულის ფორმის იყო.
Notorious B.I.G.
შაკი: „იმ დღეს დაკავებული ვიყავი. სახლში რომ დავბრუნდი, დამეძინა. ტელეფონი გავთიშე. მეგობარმა გამაღვიძა, ოც წუთში შოუ იწყება და არ მივდივართო? წასვლა დამეზარა, დაღლილი ვიყავი. დავურეკე ბიგის, მაგრამ მას ტელეფონი ავტომოპასუხეზე ჰქონდა გადართული. შოუ მორჩა, დავრეკე საერთო მეგობრის კლუბში, გვიან იქ უნდა მივსულიყავით. მანამდე, რამდენიმე ტყვიამ ბიგის შოუ დახურა. იმ საღამოს მის მანქანასთან, ერთად რომ ვყოფილიყავით, მაინც ესროდნენ? რომ არ დამძინებოდა, ბიგისთან ერთად ვიქნებოდი. 9 მარტი ჩემთვის ტკივილის, გახსენების და სიყვარულის დღეა. 9 მარტს ბიგი მოკლეს. 9 მარტს სიყვარული წამართვეს და მარჯვენა ხელი მომკვეთეს“.
ბიგის სიკვდილიდან 15 დღეში, 1997 წლის 24 მარტს გამოდის ორმაგი დისკი Life After Death. დისკის პრეზენტაცია შაკმა გახსნა. დიდმა ბიჭმა ხმა ვერ ამოიღო. უბრალოდ, დააჭირა ვარდისფერ პულტზე ერთ-ერთ ღილაკს. დაიწყო Long Kiss Goodnight.
![]() |
26 ალფა რომეო 4C პატარა შუაძრავიანი სუპერავტომობილი |
▲back to top |
ავტო
მერაბ ლორთქიფანიძე
ჟენევის საავტომობილო გამოფენას არაერთი ახალი სუპერავტომობილი ამშვენებდა, თუმცა მათ ფონზეც, ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატი ალფა რომეოს კომპაქტური და ხელმისაწვდომი „სუპერავტომობილი“, კონცეპტუალური 4C იყო.
მომცრო ზომები რომ არა, ამ ავტომობილს მართლა შეიძლება სუპერი უწოდო, რადგან სწორედ ამ კლასის სპორტსმენების სტილშია შესრულებული: ორადგილიანი სალონი, ბაზაში მოთავსებული ძრავი, რომელიც მაბრუნ მომენტს უკანა ბორბლებს აწვდის. და, რა თქმა უნდა, აგრესიული გარეგნობა - ყველაფერი ეს სწორედ სუპერების კლასს შეეფერება.
მილანური კომპანიის სიტყვებით რომ ვთქვათ, „4C ბრენდის ფასეულობებს სრულად გამოხატავს. ესაა იტალიური სტილი, ტემპერამენტი და დახვეწილი ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც მოწოდებულია იმისათვის, რომ უსაფრთხოება და მართვით სიამოვნების მიღება უზრუნველყოს“.
სახელიდანაც ჩანს, რომ ეს ავტომობილი წარმატებულ კუპე 8C კომპეტიციონეს მომცრო ვერსიაა - ისინი გარეგნობითაც ძლიერ ჰგვანან ერთმანეთს. კონცეპტუალური ალფა რომეო 4C-ს სიგრძე 4.00 მეტრი, ბაზა კი 2.40 მეტრია. კომპაქტური გაბარიტების მიუხედავად, ის სუპერავტომობილის შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც, მაგალითად, ლოტუს ელისი.
ალფას ორი კუპე ერთმანეთს მარტო გარეგნობით როდი ჰგავს. 4C-ზე ზოგიერთი ის ტექნოლოგია და მასალებია გამოყენებული, რომლებიც 8C კომპეტიციონემ თავის მხრივ, ფერარისგან მიიღო. ესაა უკანა წამყვანი ბორბლების სისტემა, კარბონის კომპოზიტი და ალუმინის დეტალები. სამაგიეროდ, მის კაპოტქვეშ V8 ძრავის ჩადგმაზე არავის უფიქრია.
ამ პატარა სუპერს მბიძგველ ძალას, მისთვის შესაფერისი ზომის აგრეგატი - ბენზინის ოთხცილინდრიანი 1.75-ლიტრიანი ტურბოძრავი ანიჭებს, რომელიც ჯულიეტა კვადრიფოლიო ვერდესგანაა ნასესხები. ეს აგრეგატი 200 ცხენის ძალას ავითარებს, მასთან კი წყვილდისკოიანი ქუროს მეშვეობით, უახლესი ავტომატური ტრანსმისიაა (ალფა TCT) დაკავშირებული.
შესაძლოა, 200 ცხენის ძალა გეცოტაოთ, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ, რომ ალფა რომეო 4C მხოლოდ 850 კილოგრამს იწონის, სიმძლავრესაც „ფასი მოემატება“. უფრო კონკრეტულად კი, მისი წონისა და სიმძლავრის ფარდობა დაახლოებით 4-ის ტოლია, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. სიმსუბუქე იმან განაპირობა, რომ ავტომობილის ტანი მთლიანად კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. მისი შეჯახებისას დამცავი და ძრავის საყრდენი სტრუქტურები კი ალუმინის შენადნობისგანაა აწყობილი.
მცირე წონა ალფა რომეო 4C-ს შესანიშნავ დინამიკურ მახასიათებლებს განაპირობებს: მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია, ადგილიდან ასამდე აჩქარებას კი 5 წამზე ნაკლები ჰყოფნის.
ევროპელი დილერების შოურუმებში, ალფა რომეო 4C გაისად გამოჩნდება.
![]() |
27 მაგნა შტეირის ჟენევური კონცეფცია |
▲back to top |
ავტო
მილა აეროლაითი
კანადურ-ავსტრიული მაგნა შტეირი ერთ-ერთი საავტომობილო კომპანიაა მათ შორის, რომლებიც საკუთარ ავტომობილებს არ აწარმოებენ და სხვების შეკვეთებით მუშაობენ. პარალელურად კი, საკუთარ პროექტებსაც ქმნიან, რომლებსაც ასევე სხვა კომპანიებს სთავაზობენ.
ცოტა ხნის წინ, მაგნას და მის რუს პარტნიორებს, გასაჭირში მყოფი ჯენერალ მოტორსისგან გერმანული ოპელის გამოსყიდვა უნდოდათ, მაგრამ ამერიკულმა კომპანიამ არ დაუშვა, რომ მისი მოწინავე ტექნოლოგიები რუსებს ჩავარდნოდათ ხელში. და მაგნამაც თავისი ძველი საქმიანობა გააგრძელა.
ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც კანადურ-ავსტრიულმა გიგანტმა ოპელის საგას შემდეგ შექმნა, არის კონცეპტუალური კომპაქტური ჰეჩბეკი მილა აეროლაითი, ავტომობილი, რომლითაც მისი ავტორი თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას ცდილობს. ეს არის მსუბუქი, ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი. მისთვის ამ თვისებების მინიჭებაში, მაგნას ინჟინრებს თანამედროვე, მსუბუქი და მტკიცე მასალების გამოყენება დაეხმარა.
ყოველივეს შედეგი კი ისაა, რომ კონცეპტუალური ავტომობილი მხოლოდ 700 კილოგრამს იწონის. ამასთან, ის საწვავად ბუნებრივ აირს მოიხმარს, რაც გამონაბოლქვში მავნე აირების მცირე შემცველობას განაპირობებს. ავტომობილის მზიდი ელემენტი ფოლადის სტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც პოლიმერული და სხვადასხვა ტიპის ბოჭკოთი (მათ შორის, კარბონის და კევლარის) არმირებული მასალებითაა გამაგრებული. ამის წყალობით, სიმსუბუქის გარდა, სტრუქტურა გრეხვითი დატვირთვებისადმი გაზრდილი მედეგობითაც გამოირჩევა.
მილა აეროლაითი ორცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც საწვავად შეკუმშულ ბუნებრივ აირს იყენებს (სახელი აეროლაითი ავტომობილის სიმსუბუქესა და იმ ფაქტზე მიგვანიშნებს, რომ ის აირზე მუშაობს). კონცეფციის ავტორი ამ აგრეგატის მახასიათებლებს არ აქვეყნებს, თუმცა გვამცნობს, რომ საწვავი აირის შესანახად გამოყენებულია 55-ლიტრიანი მაღალი წნევის ავზი, რომელიც მხოლოდ 8 კილოგრამს იწონის. მისი ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა დაახლოებით 400 კილომეტრის გავლა შეძლოს. ამასთან, ძრავისა და საწვავის ეს კომბინაცია სუფთა გამონაბოლქვითაც გამოირჩევა - ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფერო მხოლოდ 55 გრამი ნახშირორჟანგით ბინძურდება.
სხვათა შორის, სახელწოდება მილა (მაგნას ინოვაციური მსუბუქი ავტომობილი) მაგნამ პირველად ორი წლის წინ, კონცეპტუალური ელექტრომობილისთვის გამოიყენა.
![]() |
28 თეატრის საერთაშორისო დღე და second Hand-ი |
▲back to top |
კულტურა
თამარ კიკნაველიძე
27 მარტს მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს მოვლენა ძველი ბერძნული თეატრის წარმოშობას, დიონისიებს უკავშირდება. ტრადიციად ჩამოყალიბებული ინიციატივა, 1948 წელს იუნესკოს დაარსებულ თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტს ეკუთვნის. ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში ეროვნული ცენტრები ჩამოყალიბდა, 1962 წელს კი თეატრის საერთაშორისო დღე მსოფლიოს პირველად ჟან კოკტომ მიულოცა.
მის მსგავსად, თეატრალებს შეტყობინება სხვადასხვა დროს არტურ მილერმა, ლორენს ოლივიემ, პიტერ ბრუკმა, დიმიტრი შოსტაკოვიჩმა, პაბლო ნერუდამ, ლუკინო ვისკონტიმ, რიჩარდ ბარტონმა, ვაცლავ ჰაველმა, რობერტ ლეპაჟმა, ჯუდი დენჩმა და სხვებმა გაუგზავნეს. 2011 წელს მსოფლიოში საკუთარ სიტყვას აფრიკული თეატრის ცნობილი წარმომადგენელი, დრამატურგი, მსახიობი და რეჟისორი ჯესიკა კააჰვა (უგანდა) გაავრცელებს.
თემურ ნინუას ფერწერული ნამუშევრები, ვიზუალური მასალა მოწოდებულია რუსთაველის თეატრის მუზეუმის მიერ
საქართველოში თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია თეატრმცოდნე ვახტანგ ქართველიშვილის სახელს უკავშირდება. მისი ინიციატივით, ქვეყანა, გასული საუკუნის 70-იან წლებში, 27 მარტს მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზებულ ღონისძიებათა ციკლს სატელევიზიო გადაცემის საშუალებით უერთდებოდა. მოგვიანებით, ტრადიცია შეწყდა და 1995 წელს ჯერ სატელევიზიო გადაცემის სახით აღდგა (რომლის ფარგლებში ქართველმა მაყურებელმა პინა ბაუშისა და პიტერ შტაინის ნამუშევრები, ასევე, ჰოლანდიური და ბელგიური ავანგარდის ნიმუშები პირველად ნახა), შემდეგ კი თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი „თეატრს + ვიდეო“ დაარსდა. ერთი კვირის განმავლობაში მაყურებელს მსოფლიოს სასცენო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშების ნახვის საშუალება ეძლეოდა. ასევე, ეწყობოდა ლექციები, ვორქშოფები და მასტერკლასები. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს, ფესტივალის ფარგლებში, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, სწორედ საქართველოში წაიკითხა ლექციები ცნობილმა გერმანელმა თეატრმცოდნემ, ისტორიკოსმა და თანამედროვე თეატრალური ხელოვნების თეორეტიკოსმა ჰანს-ტის ლემანმა.
1996 წლიდან საქართველოში თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის ნაციონალური ცენტრის პრეზიდენტი რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილია, გენერალური მდივანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლევან ხეთაგური.
90-იანი წლების შემდეგ ფესტივალი „თეატრს + ვიდეო“ საქართველოში აღარ ტარდებოდა. წელს მის აღდგენას ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გეგმავს. 27 მარტიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში, თეატრალური ხელოვნების ნიმუშებს (ჩანაწერის სახით) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოგვთავაზებენ.
ტრადიციას არ ღალატობს რუსთაველის თეატრი. წინა წლებში ორგანიზებული გამოფენების სერიას ამჯერად თემო ნინუას Second Hand-ი გაამდიდრებს. თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 25 მარტს, 18:00 საათზე გაიხსნება.
ამ დღეს თეატრის ფოიეში სცენოგრაფის მიერ გაფორმებული სპექტაკლების ესკიზები გამოიფინება. მხატვარს სურვილი აქვს ექსპოზიციას კონცეპტუალური დატვირთვა მიანიჭოს და გააცოცხლოს სურათი რუსთაველის თეატრში დადგმული “სტიქსიდან”. ის, რასაც სცენოგრაფი მხოლოდ კონკრეტული წარმოდგენისთვის ამზადებს, მისი განხორციელების შემდეგ დამოუკიდებელ მნიშვნელობას კარგავს და ერთი შეხედვით, მეორადი ხდება. ამიტომაც დაარქვა თემო ნინუამ ექსპოზიციას Second Hand-ი.
თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა რუსთაველის თეატრში მუშაობა ოფიციალურად 1982 წლიდან დაიწყო. იმ დროისთვის პრაღის კვადრენალეს ოქროს მედალი უკვე მიღებული ჰქონდა. ის 1980 და 2000 წლებში წლის საუკეთესო მხატვარი გახდა, 2010 წელს კი - წლის საუკეთესო სცენოგრაფი. ნინუას მიერ გაფორმებული წარმოდგენებიდან აღსანიშნავია: „დაკრძალვა კალიფორნიაში“, „ას ერგასის დღე“, „იყო მერვესა წელსა“, „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი“, „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“, „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“ (რ. სტურუა), „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ჰამლეტი“ (გ. ჟორდანია) და ა.შ.
რუსთაველის მსგავსად, 27 მარტს სხვა თეატრებიც აღნიშნავენ და ამ დღეს, ბოლო პერიოდის პრემიერებს, ან მიმდინარე რეპერტუარიდან ამორჩეულ დადგმებს გვთავაზობენ. ცნობილია, რომ 27 და 28 მარტს მარჯანიშვილის თეატრის სხვენში, თბილისის მერიის მხარდაჭერით ტრადიციული ეტიუდების ფესტივალი გაიმართება. იგი წელს მესამედ ტარდება. ორი დღის განმავლობაში სტუდენტები 20-25 ეტიუდს გაითამაშებენ. საუკეთესო რეჟისორსა და მსახიობებს ჟიური 28 მარტს, ფესტივალის დახურვისას გამოაცხადებს. წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფო სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებიც მიიღებენ.
![]() |
29 ბრწყინვალე შედეგებისთვის |
▲back to top |
კულტურა
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
თურმე როცა ხელოვნებას ემსახურები, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სად იბადები, სად ცხოვრობ და სად მოღვაწეობ...“ - ეს სიტყვები ნინო ანანიაშვილმა, 16 მარტს, ევროპის სახლში გამართულ დაჯილდოებაზე წარმოთქვა. სწორედ ამ დღეს, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენით დაჯილდოვდა. ორდენი, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ სპეციალური მიმართვით საქართველოში ანანიაშვილს გამოუგზავნა, ენიჭებათ ადამიანებს, რომლებმაც ხელოვნებისა და კულტურის, მეცნიერებისა და სოციალურ სფეროში მოღვაწეობისას ბრწყინვალე შედეგებს მიაღწიეს და დიდი წვლილი შეიტანეს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მეგობრობის გაძლიერებაში. „თქვენი არაჩვეულებრივი შემოქმედებითი კარიერა და დაუღალავი შრომა, როგორც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წინამძღოლისა, იტალიელი ხალხის აღტაცებას იწვევს. ამ ყველაფერს უდიდესი წვლილი შეაქვს იტალიელი და ქართველი ხალხების ურთიერთობაში და აძლიერებს მათ შორის არსებულ კავშირებს“, - აღნიშნულია წერილში. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა თავის არქივში არსებული ექსპონატებიც გამოფინა: ძვირფასი თვლებითა და ლითონით გაფორმებული სასცენო კოსტიუმები, ფედერიკო ფელინის ხელნაწერი, ჟუზეპე ვერდის ფაქსიმილე, პეტრე ოცხელის ნამუშევრები, ელენე ახვლედიანის ნახატები და სხვა მრავალი. ექსპონატებმა მუზეუმის რედაქციით გამოცემულ კატალოგშიც მოიყარა თავი.
ამავე კვირას, ნინო ანანიაშვილი ოპერისა და ბალეტის თეატრთან ერთად იტალიაში, გასტროლზე გაემგზავრა.
![]() |
30 ირაკლის იავნანა |
▲back to top |
ლიტერატურა|კულტურა
გიორგი კეკელიძე
(მეფე ირაკლის ლექსები და სიმღერების ტექსტები, კრებული, სიესტა, თბილისი, 2011 წელი) ფასი 10 ლარი
თუ პოეზია მუსიკაა, მაშინ ირაკლი ჩარკვიანის - აწ უკვე მეფედ ცნობილის - სახელის წინ პოეტი იმთავითვე იგულისხმება.
მაგრამ, რახან პოეზია ტექსტიცაა და გამომცემლობა სიესტამ პოსტსაბჭოური საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი ამ კუთხითაც წარმოგვიდგინა - ჩვენც ირაკლის ლექსებზე ვისაუბრებთ.
შეიძლება დღეს ბევრმა არ იცოდეს, რომ 90-იან წლებში რეაქტიული კლუბი, ერთგვარი არტ-ჯგუფი შეიქმნა. მისი წევრები სხვა იმდროინდელი ორდენ-გაერთიანებების (ქრონოფაგები, პოლილოგი) მხარდამხარ, ქართულ კულტურაში, კერძოდ კი ლიტერატურაში გამეფებული ერთი მხრივ საბჭოური და მეორე მხრივ ურაპატრიოტული ნარატივის ინერციას ებრძოდნენ. ირაკლი მისი დამფუძნებელთაგანი გახლდათ - რეაქტიულ კლუბს ასევე წარმოადგენდნენ პაატა ქურდაძე და კოტე ყუბანეიშვილი. თუ ამ არტისტების ნაწარმოებებს, თუნდაც გვიანდელს, გადავხედავთ, განსხვავდებიან - კოტეს ლექსების დიდი ნაწილი ემოციური, დეკლამაციური ხასიათისაა, ე.წ. საზრისის, დადუღებულ პოეზიას ნაკლებად შეხვდებით, რადგან ამგვარი მედიტაცია შეგნებულად უარყო - ის ტარიელ ჭანტურიას ცდების საინტერესო გამგრძელებელია. ირაკლის ნაწარმოებები კი შედარებით უფრო ფრაგმენტულია (ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით) ანუ მათში თითქმის ყველა ხერხია მოსინჯული - ვერლიბრი, ვერბლანი, კონვენციური ლექსი - სენტიმენტალური, სოციალური - უკიდურესად ტროპული ანაც ნეოლოგიზმებით სავსე.
პაატა ქურდაძემ ჩარკვიანის ლექსწყობას „ანარქიული სიზუსტით“ გამართული დაარქვა.
გავიხსენოთ ერთი უცნაური ტექსტი, რომელიც კარგად ავლებს ზღვარს დედისადმი მიძღვნილ, „ხელისგულზეერბოკვერცხისებრ“ დითირამბებს (თითო-ოროლა გამონაკლისი სამოციანების ბოლოს გაკრთა და ეროვნული მასშტაბით, გადაიფარა) და ახალ მიმართებას შორის - გემუდარები/ნუ ხოცავ ტარაკანებს, დედა,/ დაე, იცოცხლონ“ (დაე, იცოცხლონ).
ირაკლი ლირიზმის დაკარგვის შიშით არ უფრთხოდა ურბანულ ანაც ტექნოლოგიურ თემებზე წერას და თუნდაც, ერთი (ჩვენთან დამკვიდრებული) შეხედვით, არაპოეტური სიტყვების გამოყენებას - „ამერიკის მუცელში მოწყენილობაა, კომპიუტერული მოთმინება“ (უსათაურო). ეს მერე უფრო მძაფრდება, სტერილურ ახალმეტყველებაში გადადის - „სრული სტალინიფიკაციაა სულის,/ აქსელერაციაა სურვილის“ (გოელრო) და უცებ გვესმის -„ცები - დაფლეთილი, ძველი ქოლგები,/ აირეკლავენ ვერცხლისფერ უდაბნოს“ (ჯიუტი სული).
ან სულაც უცნაური სინთეზის მცდელობა: „ტუჩებს - გამცვდარი საბურავების,/ ღრძილებს - დატეხილ წითელ აგურებს,/ ფოლადის კისერს, ბნელ სახურავზე/ მთვარე ჰკიდია ოქროს საყურედ“ (მკვდარი სადგური).
ირაკლის ლექსებში ტრაგიზმი და ცინიზმი ერთმანეთში ირევა, თუ დააკვირდებით, მისი მუსიკალური ხაზის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც ეს მომენტია და ტექსტებშიც იმავე გზას ადგას. აი, თუნდაც ირიბი მაგალითი - ეს ფუტურისტული იავნანა ირონიული ფინალით, რომელიც თითქოს საკუთარ თავს უმღერა:
„ბარუმ სამბე გარდი მან,/აბონამო სიმგანი,/ლიბუნ, დაბო ლარდივან,/ გარუმსაბე ინბანი./ორამ სალუმ არამი,/ არ უმბანე გამანა./ადამბარუმ გვარანი,/არ ამბორემ რამანა,/სანდი ბანდი გერანდო,/არ-დასანდო ბანდალი./ინესენდო ვერანდო/ ა, დანდალი, დანდალი“.
![]() |
31 სამი მეფე |
▲back to top |
კულტურა|კინო
ნიკა ესებუა
XX საუკუნის 60-იანი წლები - Beatles-ის, სტენლი კუბრიკისა და პაკო რაბანის ეპოქა. სწორედ ამ დეკადაში ქვეყანას სამი პიროვნება მოევლინა, სამი მეფე, რომლებმაც რეკლამისა და მუსიკალური კლიპების სამყარო შეცვალეს - თანაბრად წარმატებული რეჟისორები კინოს, მუსიკისა და რეკლამების ინდუსტრიაში.
1962 წლის 28 აგვისტოს დენვერში, ერთ-ერთი „მეფე“ დევიდ ლეო ფინჩერი დაიბადა. კინო ბავშვობიდანვე უყვარდა. 8 წლის ასაკში ფილმის გადაღებას ცდილობდა, 25 წლის უკვე ერთ-ერთ უნიჭიერეს რეკლამების რეჟისორად ითვლებოდა. „მე წმინდა ანტირეკლამისტი ვარ. არასოდეს გადავიღებ რეკლამას, სადაც ხალხს პროდუქტი უჭირავს ხელში და ამბობს, თუ როგორი დიდებულია ის. მე უბრალოდ არ გავაკეთებ ამას - ეს ჩემი საბოლოო სიტყვაა. Levi's-ის რეკლამა - ჯინსზე არ იყო, არც Nike-ის რეკლამა ყოფილა ფეხსაცმელზე“, - ამ სიტყვებისთვის დევიდ ფინჩერს არასოდეს უღალატია, მისი რეკლამები მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები იყო, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ კანის კინოფესტივალზე გამარჯვება ან ოსკარის მოპოვება შესაბამის ნომინაციაში. რეკლამებს მუსიკალური კლიპები მოჰყვა. რეჟისორი ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: Maddona, The Rolling Stones, Michael Jackson, George Michael. ამ უკანასკნელის სიმღერისთვის Freedom სუპერმოდელების მონაწილეობით ლეგენდარული კლიპი გადაიღო. ვიდეოკლიპებიდან კინოსამყაროსკენ მიმავალი გზა დევიდ ფინჩერმა მალევე იპოვა და 1992 წელს მხატვრული ფილმის რეჟისორი გახდა. ის ურთულესი გამოწვევის წინაშე დადგა - რიდლი სკოტის შედევრის და ჯეიმს ქემერონის არანაკლებ დიდებული სიქველის გაგრძელებას უნდა შესჭიდებოდა. „უცხო 3“ სწორედ ფინჩერმა გადაიღო და თავის კარიერაში ჯერჯერობით პირველი და უკანასკნელი კრახი განიცადა. პროდიუსერებმა დამწყებ რეჟისორს გასაქანი არ მისცეს და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ფინჩერმა სურათი მონტაჟის დაწყებამდე მიატოვა. შედეგად კინოსამყარომ საშინელი ფილმი მიიღო, კლიპმეიკერმა კი პირველი იმედგაცრუება. სამ წელიწადში ხელოვანმა მეორეჯერ სცადა ბედი კინოში, ამჯერად სამუშაო პროცესზე სრული კონტროლი ჰქონდა და პროდიუსერებმა მხოლოდ ფინალური სცენის შეცვლა სთხოვეს. „შვიდი“ დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო დეტექტიურ თრილერად ითვლება. მეორე იმედგაცრუება „მებრძოლთა კლუბს“ მოჰყვა. ჩაკ პალანიკის წიგნის წაკითხვის შემდეგ, დევიდი ტელეფონს ეცა - ნაცნობ პროდიუსერებს დაურეკა, ფილმის ბიუჯეტისთვის 60 მილიონი დოლარი და მთავარ როლში ბრედ პიტი ითხოვა. მისი სურვილი დაკმაყოფილდა, მაგრამ ფილმი კინოგაქირავებაში ჩავარდა. ნამუშევარი კრიტიკოსებმაც არ დაინდეს და მიწასთან გაასწორეს. არაერთმა კრიტიკოსმა თავისი რეცენზია წლების შემდეგ შეცვალა, ფილმი კი საკულტო ნამუშევრად ვიდეოკასეტებითა და DVD დისკებით იქცა. ის დღეს უამრავი ახალგაზრდის ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარია.
80-იან წლებში Propaganda Films-ი შეიქმნა. კომპანია, რომელიც 90-იანი წლებისთვის ამერიკული ვიდეოკლიპების თითქმის ერთ მესამედს იღებდა. ამ კომპანიის წევრი, დევიდ ფინჩერთან ერთად, მისი მომავალი ახლო მეგობარი და მეორე „მეფე“ სპაიკ ჯონზი იყო.
1969 წელს როკვილში, მერილენდის შტატში ადამ შპიგელი დაიბადა. 90-იან წლებში უკვე სპაიკ ჯონზის ფსევდონიმით კლიპებზე და რეკლამებზე მუშაობა დაიწყო და ძალიან მალე კრიტიკოსებისა და მაყურებლების გულები მოიგო. Daft Punk - Da Funk, Fatboy Slim - Weapon of Choice და The Chemical Brothers - Elektrobank რეჟისორის საუკეთესო კლიპებად შეიძლება ჩაითვალოს. Fatboy Slim - Praise You კი ჯონზის შემოქმედების გვირგვინად. ამერიკელ რეჟისორს არც რეკლამების სამყაროში გაჭირვებია აღიარების მოპოვება: Levi's-ის, GAP-ისა და IKEA-სთვის გადაღებული ნამუშევრები ორიგინალურობითა და მხოლოდ ჯონზისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით ხასიათდება. სპაიკს ძალიან უყვარს ტრადიციული კინოს, ლაივ-ექშენისა და ანიმაციის ეკლექტიკა, ფილმებში თოჯინების გამოყენება და პროვოკაციული გამოსახულების შექმნა. ამის დასტურად მისი კლიპი Y Control კმარა, რომელიც თავისი გელფრენდის (Karen O) ბენდისთვის - Yeah Yeah Yeahs - გადაიღო. ამ ინდი როკ-ჯგუფის ვოკალისტთან ჯონზმა Adidas-ის რეკლამისთვისაც ითანამშრომლა. 2005 წლის ამ ნამუშევრისთვის რეჟისორმა არაერთი ჯილდო, მათ შორის კანის კინოფესტივალზე ორი ოქროს ლომიც მიიღო.
მეგობრისგან განსხვავებით სპაიკ ჯონზი კინოში ქარიშხალივით შემოიჭრა. 1999 წელს „ჯონ მალკოვიჩის თავი“ გადაიღო და კრიტიკოსების სიმპათიები დაიმსახურა. ფილმი სცენარისტ ჩარლი კაუფმანთან ერთად გააკეთა და პირველი წარმატების შემდეგ მასთან თანამშრომლობა 2002 წელსაც განაახლა, როდესაც „ადაპტაცია“ შექმნა. 4 ოსკარის ნომინანტი სურათი და ნამუშევარი, სადაც ნიკოლას ქეიჯიც კი ბრწყინვალედ თამაშობს. 2001 წელს სპაიკს „ადამიანის ბუნება“ უნდა გადაეღო, მაგრამ პროექტზე უარი განაცხადა და რეჟისორის სავარძელი თავის მეგობარსა და მესამე „მეფეს“ - მიშელ გონდრის დაუთმო.
მიშელი 1963 წელს საფრანგეთში დაიბადა. კარიერა მუსიკალური კლიპების გადაღებით დაიწყო. როკ-ბენდ Oui Oui-ს დრამერი თავისი ჯგუფისთვის თვითონვე იღებდა კლიპებს. მისი სტილით ისლანდიელი მომღერალი Björk დაინტერესდა და აქედან დაიწყო რეჟისორის აღმასვლა. Björk, Massive Attack, The Chemical Brothers, The White Stripes - ეს იმ შემსრულებლების არასრული ჩამონათვალია, რომელთანაც გონდრის სხვადასხვა დროს უმუშავია. მისი კლიპი Daft Punk-ის სიმღერისთვის Around the World მუსიკალური კლიპების „მოქალაქე კეინია“, საკულტო ვიდეო, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ნამუშევარი თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული ნამდვილად არის. თავისი მეგობარი „მეფეების“ მსგავსად, არც მას გაჭირვებია რეკლამაში დამკვიდრება. მეტიც, ის ალბათ საუკეთესო რეჟისორია ამ სფეროში. Coca-Cola, GAP, Levi's, Polaroid - ეს კომპანიები ფრანგ შემოქმედს უნდა უმადლოდნენ ბრწყინვალე ვიდეოებს. ცალკე სტატიას, წიგნს ან ფილმს იმსახურებს მიშელ გონდრის რეკლამა არაყ Smirnoff-ისთვის. ამ კლიპში საოცარ მონტაჟთან და ოპერატორულ ნამუშევართან ერთად რეჟისორმა პირველად „შეანელა“ ტყვია. ბევრს ჰგონია, რომ ეს ტექნოლოგია პირველად „მატრიცაში“ გამოიყენეს. ის პიონერია რეკლამებში საგნების ტრანსფორმაციასა და ერთი კადრის ერთდროულად რამდენიმე კუთხით გადაღებაში.
„სოციალური ქსელი“
დევიდ ფინჩერი
ფრანგ რეჟისორს კინოში აღიარება მეორე ფილმმა მოუტანა. ესაა „ბრწყინვალე გონების მარადიული ნათება“, რომელიც არა მხოლოდ 2004 წლის, არამედ ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმია. გონდრიმ მთელი თავისი ნიჭი და ტექნიკური ცოდნა გამოიყენა, ჩარლი კაუფმანის კარგი სცენარის ეკრანზე უნაკლოდ გადასატანად. რეჟისორმა საკუთარი სიურრეალისტური ფანტაზიები შემდგომ ნამუშევრებშიც გააცოცხლა („ძილის მეცნიერება“, „გადაახვიე“), მაგრამ იმავე ეფექტის გამეორება ვერ შეძლო.
სპაიკ ჯონზი
„სადაც ველური არსებები არიან“
„ბრწყინვალე გონების მარადიული
მიშელ გონდრი
სამი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული მეგობარი. სამი მეფე, რომელიც სხვადასხვა სტილსა და ესთეტიკას აერთიანებს. დევიდ ფინჩერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინორეჟისორია - 2010 წელს ოქროს გლობუსი მოიგო რეჟისურისთვის („სოციალური ქსელი“). მიშელ გონდრი რეკლამების ღმერთია, რომელსაც კინოში უფრო მეტად გაუჭირდა ფეხის მოკიდება, ვიდრე სპაიკ ჯონზს. ჯონზი 2010 წელს, ბოლო გრემის ტრიუმფატორ Arcade Fire-ს ალბომის მიხედვით გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს უშვებს. 2009 წელს „სადაც ველური არსებები არიან“ გადაიღო, საოცრად თბილი და სევდიანი ფილმი, მორის სენდაკის ამავე სახელწოდების ნაწარმოების ბრწყინვალე ეკრანიზაცია. მათ რეკლამის, მუსიკისა და კინოს გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ აკავშირებთ. ეს „სამება“ სამივე სფეროში გამორჩეული იყო და არის, მათი პროდუქცია „სამაგიდო ნამუშევრებია“, რომელიც დამწყებ რეჟისორებს აუცილებლად წაადგებათ. რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი მეფეები არიან, რომლებმაც რეკლამა და მუსიკალური კლიპები მხატვრული კინოს დონეზე აიყვანეს.
![]() |
32 10 კითხვა ქეთათოს |
▲back to top |
კულტურა
რომ არა ირაკლი ჩარკვიანი..
ყველაფერი ნაკლებ საინტერესო იქნებოდა.
ქეთათო მოცეკვავეა, მღერის და...
არის ნანას დედა.
ვისთან ერთად არ შეასრულებდით არასდროს დუეტს?
დაშავებული სახედრებივით აყროყინებულ სოულ მომღერლებთან.
თქვენი ყველაზე ძვირფასი პირადი ნივთი?
ჩემი თავი.
ირაკლის ძეგლი...
კონცეპტუალური დატვირთვა ექნება.
მხატვრული ნაწარმოები (მუსიკა, წიგნი, კინო...), რამაც თქვენი ცხოვრება შეცვალა...
ფრიდრიხ ნიცშეს “По ту сторону добра и зла” და ემანუელ სვედენბორგის აღწერილი სამოთხე და ჯოჯოხეთი.
რომელი მხატვრული ან ისტორიული პერსონაჟი იქნებოდით?
ისედაც ვარ ფატიმა - ირაკლის „მშვიდი ცურვა“.
ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეთ...
ტელეპორტაციას შევძლებდი, დროში ვიმოგზაურებდი.
რა იქნებოდა დღეს, ირაკლი რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო...
არ ვიცი, მიჭირს წარმოდგენა.
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
ყველა ჩემი ქმედება ჩემ მიერ არის კონტროლირებული?
![]() |
33 ქეთევან პაპავა - ქართველი პრიმა ბალერინა ვენის სახელმწიფო ოპერაში |
▲back to top |
კულტურა|ბალეტი
ქეთო გიორგობიანი
28 თებერვალს, ვენის სახელმწიფო ოპერაში (Wiener Staatsoper) მარიუს პეტიპას ლეგენდარული დადგმის, „დონ კიხოტის“ განახლებული ვერსია წარმოადგინეს.
ბალეტი, რომელიც პეტიპამ პირველად 1871 წელს, პეტერბურგში, დიდ (Каменный) თეატრში დადგა, რუდოლფ ნურიევმა 1966 წელს, ვენის სახელმწიფო ოპერის სცენაზე განაახლა (თავად ნურიევი ბასილის პარტიას ასრულებდა). თითქმის 40 წლის შემდეგ, პეტიპას დადგმის ნურიევისეული ვარიანტი თავის „სამშობლოს“, ვენას სრული ანშლაგით დაუბრუნდა.
თბილისში, ბალერინებისა და საოპერო მომღერლების ოჯახში დაბადებულმა პაპავამ განათლება ჯერ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელში, შემდეგ კი პეტერბურგში, ვაგანოვას აკადემიაში მიიღო. 2001-2006 წლებში მარინის თეატრის დასის წევრი გახლდათ და სოფიაში, სახელმწიფო ოპერის სცენაზე ცეკვავდა. 2006 წელს ვენის სახელმწიფო და სახალხო ოპერების (Wiener Staatsoper, Volksoper) სოლისტი გახდა, რასაც 2010 წელს, ვენის სახელმწიფო საბალეტო დასის წამყვან სოლისტად გადაყვანა მოჰყვა. „დონ კიხოტში“ ქუჩის მოცეკვავის პარტიამდე ცოტა ხნით ადრე, ქეთი მთავარ როლებს ასრულებდა ვენის ოპერის ისეთ გახმაურებულ დადგმებში, როგორებიცაა Juwelen der Neuen Welt („ახალი მსოფლიოს სამკაული“), Marie Antoinette („მარია ანტუანეტა“) და Schritte und Spuren („ნაბიჯები და ნაკვალევი“).
მის მიერ შესრულებულ როლებს შორისაა წამყვანი პარტიები დადგმებში: „ანა კარენინა“, „ონეგინი“, „ჟიზელი“, „კარმენი“, „გედების ტბა“, „მაკნატუნა“ და სხვა. ქეთევანი თანამშრომლობს ბალეტის სამყაროს ისეთ მნიშვნელოვან ფიგურებთან, როგორებიც არიან ნიკოლოზ ცისკარიძე, ჟირი ბუბენიჩეკი და ბორის ეიფმანი.
„დევიდ ბომბონას მიერ დადგმული „კარმენის“ უპირობო ვარსკვლავია ქართველი მოცეკვავე ქეთევან პაპავა. უშეცდომო, გრაციოზული და არანორმალურად მიმზიდველი შესრულება მუსიკის ისტორიაში უდიდესი მაცდუნებელი ქალისა, გვაფიქრებინებს, რომ სწორედ მას აღწერდა პროსპერ მერიმე თავის ნოველაში“, - წერდა ვებგვერდი www.dasballet.at 2010 წელს.
როგორ მოხვდი ვენის საბალეტო დასში?
პეტერბურგში ვცხოვრობდი, დეიდებთან - ბალერინა ირმა ნიორაძესა და საოპერო მომღერალ მზია ნიორაძესთან ერთად. მარინის თეატრი, სადაც ვაგანოვას დამთავრების შემდეგ, მთელი კურსიდან მხოლოდ 13 მიღებულ გოგონას შორის მოვხვდი, ჩემს ცხოვრებაში უდიდესი გამოცდილება იყო. მაგრამ იქ უბრალო რობოტი ხდები, რომელსაც ავადმყოფობის უფლებაც კი არ გაქვს. თანაც, დასში 300 ადამიანია და სანამ შენს სოლო პარტიას დაელოდები, მთელი ცხოვრება გადის. ამიტომაც, საბუთების მსოფლიოს სხვა წამყვან თეატრებში გაგზავნა გადავწყვიტე. პირველი პასუხი ვენიდან მოვიდა. გაფრენამდე პეტერბურგში „მაკნატუნა“ ვიცეკვე, საღამოს ვენაში ვიყავი და უკვე მეორე დღეს ვაშინგტონში, გასტროლებზე გავფრინდი. მას შემდეგ, ვენაში ვარ და ჯერჯერობით, აქედან წასვლას არსად ვგეგმავ.
პირველი მნიშვნელოვანი პარტია შენს ცხოვრებაში?
ბორის ეიფმანის „ანა კარენინა“. ეს როლი დღემდე იმდენად მიყვარს, რომ ანას „ჩემს ბავშვს“ ვეძახი.
საქართველოში დაბრუნებას თუ გეგმავ?
არა, ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით. პერსპექტივას ვერ ვხედავ. დედამიწის სხვადასხვა წერტილში მიმოფანტული ქართველი მოცეკვავეები რომ შევკრიბოთ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საბალეტო სკოლა გვექნება, მაგრამ პრობლემა სხვა რამეა: ხალხმა ოპერაში სიარულის კულტურა დაკარგა, ინტერესი აღარ არის. ერთჯერადი პროექტებისათვის მუდამ მზად ვარ, თუმცა ინიციატივა ჯერ არავისგან წამოსულა.
მოცეკვავეობა ტრაგიკულ პროფესიადაა მიჩნეული - 35 წლის ასაკში უკვე პენსიაზე უნდა გახვიდე. შენ რა გეგმები გაქვს?
ამ სფეროდან წასვლას მოცეკვავის კარიერის დასრულების შემდეგაც არ ვაპირებ. ბალეტის მოცეკვავეთა უმრავლესობა მოღვაწეობას რეჟისორის, ქორეოგრაფის, ან სცენის მხატვრის ამპლუაში აგრძელებს. მეც ამ მიმართულებით განვაგრძობ.
„დონ კიხოტი“ ვენის ოპერის სცენაზე ახალი დირექტორის, მანუელ ლეგრის ინიციატივით დაბრუნდა.
დიახ. მანუელ ლეგრიმ - წარსულში მსოფლიოში აღიარებულმა ბალეტის მოცეკვავემ - ოპერაში სრულიად ახალი ხაზი შემოიტანა: კლასიკური და თანამედროვე სტილის მონაცვლეობა, რაც მოცეკვავისათვის იდეალური ბალანსია. ლეგრი ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ვარსკვლავი ადამიანობას არ კარგავს. პრემიერაზე მე არ უნდა მეცეკვა, მაგრამ კოლეგა მოულოდნელად ავად გახდა და შესაბამისად, ჩემი დებიუტი „დონ კიხოტში“ არა 15 მარტს, არამედ 28 თებერვალს, სრულიად სპონტანურად შედგა.
რა ხდება ცხოვრებაში ბალეტის გარდა?
ზოგჯერ, მოდის ჩვენებებზე მიწვევენ. ხშირად, ინიციატივა სამკაულის გამომშვები კომპანიებისაგან მოდის. ცოტა ხნის წინ, ჰოფბურგში, Chopard-ის შოუზე გამოვედი. მოდის სამყაროდან, ასევე, ვალენტინოსთან მითანამშრომლია, როდესაც მის მიერ შეკერილ კოსტიუმებში ვიცეკვეთ.
![]() |
34 ქართული ღვინო და თევზი |
▲back to top |
გურმანი|ღვინის კლუბი
გიგო მესხიშვილი
ღვინის კლუბმა და საქართველოს მეთევზეთა კლუბმა 2 კვირის წინ თევზისა და ღვინის შეხამების საღამო მოაწყვეს. სტუმრები რესტორან კალიფსოში იყვნენ დაპატიჟებული (თამარაშვილის 17), სადაც გურმანები და მედიის წარმომადგენლები 2 საათის განმავლობაში უხამებდნენ ერთმანეთს საუკეთესო ქართულ ღვინოებსა და თევზისგან მომზადებულ კერძებს.
ფოტო: ღვინის კლუბი
ამ ტიპის ღონისძიებების გამოცდილება სამწუხაროდ ახალი ხილია საქართველოში, ამიტომაც ორგანიზატორები არც შეცდომებისგან არიან ხოლმე დაზღვეულნი. მცირედი ხარვეზების მიუხედავად, საღამომ მაინც დიდი წარმატებით ჩაიარა - ეს იყო პირველი მცდელობა, როცა საქართველოში, ტრადიციული მეღვინეობის ქვეყანაში, თევზთან ღვინის შეხამებაზე ალაპარაკდნენ.
აქამდე ზღვის სამყარო რატომღაც ლუდზე და არაყზე იყო მინდობილი და თევზის რესტორნებიც სალუდეებად აღიქმებოდნენ. არადა, რაც უფრო თამამად შევუხამებთ ქართულ ღვინოს ზღვის ნაწარმს, რომელზეც ყოველთვის ძალიან დიდი მოთხოვნილება იყო საქართველოში, მით უფრო კარგი იქნება ეს ღვინის სექტორისთვისაც და უბრალოდ, გემოვნებიანი ადამიანებისთვის.
ღვინის კლუბმა რესტორან კალიფსოში რამდენიმე კომპანიის 30-მდე დასახელების ქართული ღვინო წარმოადგინა. ბაგრატიონის, თელიანი ველის, თბილღვინოს, თელავის ღვინის მარნის, ბადაგონის, შატო მუხრანის, შუხმანის წინანდლები, მწვანეები, რქაწითლები, სოვინიონ ბლანები, შარდონეები, ცქრიალა ღვინო ბრუტი, გორული მწვანე, მწვანე-ქისი, რქაწითელი-შარდონე, სოვინიონი-მწვანე, საფერავი და საფერავი-როზე ის ღვინოებია, რომლებსაც თავის თავზე უნდა აეღოთ თევზის კერძების მეწყვილეობა.
პირველ კერძად, ე. წ. აპერიტივად გათვალისწინებული იყო ორაგულის მარინადი - კონიაკის, ზეთის, მარილისა და სანელებლების მარინადში გამოყვანილი ფილე. აგრეთვე, მოწალული სასალათე კრევეტები თეთრი პურის ნაჭრებზე მწვანე ზეთისხილის პიურეთი. მეორე კერძად წარმოდგენილი იყო ორნახადი ორაგულის უხა - შეკაზმული პომიდვრით, კარტოფილით და მწვანილით. მესამე კერძად უკვე შემწვარი თევზი შემოიტანეს - ფქვილის პანირებით ზეთში შებრაწული ხრამული პორციებად. აგრეთვე - ლიმონის წვენში გაჯერებული, ფქვილის პანირებით ზეთში შებრაწული მთლიანი ბარაბული. მეოთხე კერძმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა, ეს იყო ქამა სოკოთი და ნაღებით შეკაზმული შემწვარი კალმახი. მეხუთე, დამაგვირგვინებელი კერძი იყო გრილზე შემწვარი ორაგულის ფილე პორციულად.
მართალია თევზის შესაწვავად გამოყენებულმა ზეთმა ცოტათი გაართულა შეხამება, მაგრამ საბოლოოდ ყველა კერძმა მაინც იპოვა საკუთარ მეწყვილე. საღამო საქართველოს მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტს, შოთა კვარაცხელიას და ღვინის კლუბის პრეზიდენტს, მალხაზ ხარბედიას მიჰყავდათ. ისინი მხოლოდ ზოგადი რჩევებით და ინფორმაციის მიწოდებით შემოიფარგლებოდნენ, დანარჩენი კი თავად სტუმრების გადასაწყვეტი იყო, ანუ მათ უნდა დაესახელებინათ წყვილები. ამგვარი თავისუფლება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ კარგად გამოჩნდა, ერთი მხრივ, სტერეოტიპებიც, მეორე მხრივ კი, სტუმრების გაბედულებაც. მაგალითად, ურთულესი ამოცანა იყო უხასთვის რაიმე ღვინის შეხამება, მით უმეტეს თევზის ცხიმის გარდა წვნიანში ზეთის გემოც იგრძნობოდა. ზოგმა მხოლოდ საარაყე კერძად მიიჩნია იგი, სხვებმა კი წარმატებით შეუხამეს მკაცრი, რკინისებული წინანდლები, თელავის მარნის საფერავი-როზე და თელიანი ველის, ბადაგონის და თბილღვინოს საფერავი (პომიდორი იძლეოდა საშუალებას, რომ უხა საფერავისთვისაც კი შეგვეხამებინა). აპერიტივთან, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად ბაგრატიონის ბრუტი წავიდა, ასევე შატო მუხრანის შესანიშნავი, ძალიან ცოცხალი და ხალისიანი თეთრები. ძალიან კარგი იყო თელავის მარნის მწვანე-ქისი, ეს ღვინო ყველამ ერთხმად მოიწონა. უცხოური ჯიშებიდან თელიანი ველის ე.წ. მოსანოს კოლექციიდან სოვინიონი-მწვანეს კუპაჟმა და სოვინიონ ბლანმა გამოიჩინა თავი, ასევე შუხმანის შარდონემ, შატო მუხრანის შარდონემ და სოვინიონ ბლანმა.
იმედი მაქვს, ამ წამოწყებას სხვებიც აიტაცებენ, მნიშვნელობა არა აქვს, ასეთი საღამოები დახურული იქნება თუ ღია, მთავარია რესტორნებში ამის კულტურა დაინერგოს. მანამდე კი გეტყვით, რომ ღვინის კლუბი და მეთევზეთა კლუბი ზაფხულში ბათუმში გეგმავენ ღვინისა და თევზის ფესტივალის გამართვას.
![]() |
35 ჩერი პომიდვრის და ნადუღის სალათი ნიგვზის საკაზმით |
▲back to top |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
თეკუნა გაჩეჩილაძე
4 ულუფა
მასალა:
16 ც. პომიდორი ჩერი
200 გრ. ნადუღი
200 გრ. შერეული სალათი
50 გრ. ნიგოზი
50 გრ. ვაშლის ძმარი
50 გრ. ბალზამიკო
80 გრ. ზეითუნის ზეთი
2 კონა პიტნა
1 კონა მწვანე ხახვი
მარილი
ფერადი წიწაკა
სვანური მარილი
ჯამში 12 ლარი
მომზადების წესი:
სალათისთვის - წვრილად დაჭერით ერთი კონა პიტნა და შეურიეთ ნადუღს, მოაყარეთ მარილი და ფერადი წიწაკა, გადაურიეთ.
პომიდორ ჩერის მოაჭერით თავი და ჩაის კოვზით ამოასუფთავეთ მისი გული, გასუფთავებული პომიდვრის გული შეავსეთ შეკაზმული ნადუღით.
შერეულ სალათს დაუმატეთ ერთი კონა პიტნა და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. გაანაწილეთ სალათი ოთხ თეფშზე, ირგვლივ შემოუწყეთ ნადუღით დატენილი პომიდვრები და მოასხით ნიგვზის საკაზმი.
ნიგვზის საკაზმისთვის - დაჭერით ნიგოზი წვრილად, მოასხით ვაშლის ძმარი, ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი, გადაურიეთ და მოაყარეთ სვანური მარილი.
მოხმარებამდე შეინახეთ მაცივარში.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03).