ტაბულა №58


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ზედანია გიგა, უგულავა სალომე, სმიტი დევიდ ჯ, ნოდია გია, სთრინგემი ედვარდ, ჯაფარიძე ზურა, მინდიაშვილი ბექა, ბასილაია მიხეილ, მიქავა მარიამ, კაცია ნინო, კვანჭილაშვილი ელენე, ლომიტაშვილი თენგიზ, თალაკვაძე ზურაბ, გოდუაძე ლაშა, ლორთქიფანიძე მერაბ, კეკელიძე გიორგი, ესებუა ნიკა, ახლოური ნინა, კიკნაველიძე თამარ, მესხიშვილი გიგო, ბაქრაძე ქეთი
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2011 | 30 მაისი - 5 ივნისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ვანო გეგია, ლევან მეტრეველი, დათო გოგოხია, ნათია სოფრომაძე/ახალი ამბები: მზია ყუფუნია, ეკა ჯანაშია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: ლევან ლეკიაშვილი/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე, გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/© 2011 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge



1 სიტყვასიტყვით

▲back to top


0x01 graphic

„საბჭოთა კავშირი დიადი ქვეყანა იყო, რომელიც რამდენიმე დღეში სულიერი და კულტურულ-ისტორიული ფესვების რღვევის გა მო დაიშალა“.

  • რუსეთის პატრიარქმა კირილმა სლავური კულტურისა და დამწერლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნაზე ისაუბრა. 24 მაისი

0x01 graphic

„მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ერი იღებს თავის თავზე გლობალური ლიდერობის პასუხისმგებლობებს, ჩვენი ალიანსი კვლავ საჭირო რჩება“.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრიტანეთის პარლამენტისადმი მიმართვის დროს აღნიშნა, რომ შეცდომაა იმის თქმა, რომ ისეთი ქვეყნების აღმასვლა, როგორიც ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილიაა, ამერიკისა და ევროპის ლიდერობის დასასრულს ნიშნავს. 25 მაისი

0x01 graphic

„ახლა მას შოკური თერაპია სჭირდება თავისი ხალხის გულის მოსაგებად“.

  • თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეტ დავუ თოღლუმ თქვა, რომ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალასადმა მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს, თუ ქვეყანაში 9-კვირიანი კრიზისის დასრულების იმედი აქვს. 26 მაისი

0x01 graphic

„ისეთი ადამიანისთვის, ვისაც ცხოვრება ძალიან უყვარდა, ეს ძალიან მამაცი გადაწყვე ტილება იყო“.

  • ჩილეს ყოფილი პრეზიდენტის, სალვადორ ალიენდეს ქალიშვილი იზაბელ ალიენდე. გასულ ორშაბათს ჩილეს ყოფილი პრეზიდენტის ცხედარი საფლავიდან ამოასვენეს, რათა რიგით მეორე აუტოპსიის საშუალებით დაადგინონ, მოიკლა თუ არა ალიენდემ თავი 1873 წლის სამხედრო გადატრიალების დროს. პრეზიდენტ ალიენდეს ოჯახი მიიჩნევს, რომ მან თავი მოიკლა. 24 მაისი

21 მაისი

  • თურქეთის ოპოზიცია სექს - სკანდალში გაეხვა. თურქული მედიის ცნობით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტის წევრები ინტერნეტში გავრცელებულმა კომპრომეტირებელ ვიდეოჩანაწერებში ჩანან. გასულ წელს ანალოგიური ჩანაწერების გამო თურქეთის მთავარი სეკულარული ოპოზიციური პარტიის ლიდერი, დენიზ ბაიქალი გადადგა.

22 მაისი

0x01 graphic

  • ეგვიპტის სასამართლომ პირველი სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა ეგვიპტის რევოლუციის დროს დემონსტრანტების მკვლელობებთან დაკავშირებით. პოლიციის ოფიცერს, მოჰამ დე მაჰმუდს სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილით დასჯა, სულ მცირე, 20 დემონსტრანტის მკვლელობისთვის.

23 მაისი

0x01 graphic

  • აშშ -ის შტატ მისურის ნაწილს ტორნადომ გადაუარა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი ჯოპლინი დააზარალა, სადაც ტორნადოს 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა. შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას განმეორებითი ტორნადოს საფრთხის შესახებ აუწყა.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

  • საუდის არაბეთის რელიგიურმა პოლიციამ ქალი იმის გამო დააკავა, რომ ის იმ კანონს აკრიტიკებდა, რომელიც ქალებს მანქანის მართვას უკრძალავს. მანალ ალ შერიფმა სოცია ლურ ქსელ Facebook-სა და ვებგ ვერდ YouTube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო მასალა, რომელზეც ჩანს, რომ ის მანქანას მართავს. ალ - შერიფმა თავის ვიდეოში საუდის არაბეთის მოქალაქე სხვა ქალებს მოუწოდა მას მიბაძონ. საუდის არაბეთი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ქალებს მანქანის მართვა ეკრძალებათ.

  • კომპანია Ernst&Young-ის ვერსიით, რუსეთი ევროპაში ყველაზე კორუფციული ქვეყანაა. კომპანიის რეიტინგებში რუსეთი ფინანსური მაქინაციების კუთხითაც ლიდერობს. Ernst&Young-ის კვლევის მიხედვით, რუს მეწარმეთა 39%25-მა აღიარა, რომ მზად არის ტენდერის მოსაგებად ან საქმის ჩასაფარცხად მისცეს ქრთამი ნაღდი ფულით. ძვირფასი საჩუქრებით თანამდებობის პირთა მოსყიდვის მზადყოფნა გამოხატა რუსეთში გამოკითხულთა 26%25-მა, ხოლო ქრთამის სახით დასვენებისა და გართობის ორგანიზება აპრობირებულმეთოდადმიაჩნია 25%25-ს.

2 კვირა

▲back to top


24 მაისი

0x01 graphic

  • ისლანდიაში ვულკან გრიმსვოტნიდან ამოფრქვეული ფერფლის გამო შოტლანდიაში ყველა ავიარეისი გადაიდო. ავიაკომპანიებმა - British Airways, KLM, Aer Lingus და Easyget - უსაფრთხოების მიზნით შოტლანდიიდან და ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე აეროპორტიდან ყველა რეისი გადადეს.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

  • მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კომპანია ЮКОС-ის ყოფილ ხელმძღვანელს, მიხაილ ხოდორკოვსკის და ბიზნესმენ პლატონ ლებედევს სასჯელი ერთი წლით - 14-დან 13 წლამდე შეუმცირა. თუმცა, სასამართლომ მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. გასული წლის დეკემბერში, ხოდორკოვსკი და ლებედევი სასამართლომ ЮКОС-ის მიერ 1998-2003 წლებში მოპოვებული ნავთობის სრულად მიტაცებაში დამნაშავედ ცნო და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

25 მაისი

0x01 graphic

  • საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ქრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ის თავის კანდიდატურას წამოაყენებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის პოზიციაზე. ეს პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ფონდის დირექტორი, დომინიკ სტროს-კანი სასტუმროს დამლაგებელი ქალის გაუპატიურების მცდელობაში ცნეს ეჭვმიტანილად. ამ პოზიციაზე დანიშვნის სურვილი მექსიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, აუგუსტინ კარსტენსმაც გამოთქვა.

  • 4 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა პაკისტანის ქალაქ პეშავარში პოლიციის შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, პეშავარის ცენტრში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ პოლიციის შენობა, რომელიც პაკისტანის ერთ-ერთ სამხედრო ბაზასთან და აშშ-ის საკონსულოსთან ახლოს მდებარეობს, თითქმის მთლიანად დაინგრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა თავის თავზე დაჯგუფება თალიბანის პაკისტანურმა ორგანიზაციამ აიღო.

0x01 graphic

26 მაისი

  • აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, სერგეი ბაღაფში გადადგა. მედიის ცნობით, სოხუმში უკვე მიმდინარეობს საუბარი დე ფაქტო ლიდერის შემცვლელის შესახებ. ერთ-ერთ კანდიდატურად დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი სახელდება, თუმცა, აფხაზური მედიის ცნობით, მოსახლეობის უმეტესობის მხარდაჭერით დე ფაქტო მეორე ვიცე-პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა სარგებლობს.

0x01 graphic

  • გაზეთმა Московский комсомолец-მა დღეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ლიდერი დოკუ უმაროვი, რომელზეც აშშ-მა რამდენიმე დღის წინ 5-მილიონიანი ჯილდო დააწესა და მსოფლიო ტერორისტთა კატეგორიაში მესამე ადგილი მიაკუთვნა, კახეთში, ახმეტის რაიონში იმალება.

27 მაისი

  • სერბმა სამართალდამცავებმა ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი, ბოსნიელ სერბთა სამხედრო მეთაური რადკო მლადიჩი დააკავეს და უახლოეს ხანში ყოფილი იუგოსლავიის სამხედრო ტრიბუნალს გადასცემენ. 68 წლის რადკო მლადიჩი 16 წლის განმავლობაში იძებნებოდა. მას ბრალი მიუძღვის ქალაქ სრებრენიცაში 8 ათასი ბოსნიელი მუსლიმი მამაკაცის ამოხოცვაში. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბული მასობრივი მკვლელობა იყო ევროპის ისტორიაში.

0x01 graphic

  • აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდეს, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და შეთანხმდნენ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პრინციპებზე, როცა ყაზანში ერთმანეთს შეხვდებიან ამ ქვეყნების ლიდერები. სამი პრეზიდენტის განცხადება გავრცელდა საფრანგეთში, დოვილში, სადაც „დიდი რვიანის“ სამიტი იმართება. აშშ-ის საკონსულოსთან ახლოს მდებარეობს, თითქმის მთლიანად დაინგრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა თავის თავზე დაჯგუფება თალიბანის პაკისტანურმა ორგანიზაციამ აიღო.

3 რა მოხდა 26 მაისს?

▲back to top


არენა

გიგა ზედანია

0x01 graphic

ელიტა და მასა

ქართული საზოგადოება ელიტის მიერ არის მართული. განსხვავებით ევროპული ან ამერიკული საზოგადოებისაგან, რომელსაც აქვს უნარი, გამოიწვიოს საკუთარი ელიტა, ქართული საზოგადოება მას მორჩილად მიჰყვება.

ამის კარგი, უფრო სწორად კი, ძალიან ცუდი მაგალითი ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც ნინო ბურჯანაძის მიერ გამართულ მიტინგზე მივიდა. ამ ადამიანებმა უარი თქვეს საკუთარ განსჯაზე და ენდნენ ლიდერს, რომელსაც უნდა ჰქონოდა გეგმა, თუმცა მას არ ამხელდა. ეს არაა დასავლურ-დემოკრატიული მიდგომა პოლიტიკისადმი. დასავლეთში ხალხი ქუჩაში გადის, რათა საკუთარი აზრი და ემოცია გამოხატოს. საქართველოში ხალხი გავიდა, რადგან სჯეროდა, რომ ვიღაცამ იცის, როგორ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. ვიღაცამ იცის, ოღონდ არ ამხელს. აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დათანხმდნენ სხვის გეგმაში საზარბაზნე ხორცის როლს.

ასეთი სახის ელიტას - რომელიც, იმის მაგივრად, რომ მას საზოგადოება აკონტროლებდეს, თვითონ აკონტროლებს საზოგადოებას - ხშირად საკუთარი ინტერესი უფრო ამოძრავებს, ვიდრე საზოგადოებრივი. ჰოდა, როდესაც ამ ქვეყანაში ავტონომიური რესურსებით ძალაუფლების (თავიდან) მოპოვების შანსი ქრება, ამ ელიტის ნაწილი თანახმაა, გაურიგდეს უცხო და ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალასაც. მეტიც, პოლიტიკური ელიტის, როგორც მინიმუმ, ერთი ნაწილი ასევე თანახმაა, საზარბაზნე ხორცად გამოიყენოს ის რიგითი ადამიანები, რომლებიც მას ენდობიან.

ზუსტად ეს იყო, რაც მოხდა 21-25 მაისს. რა მოხდა 26 მაისს?

ა) პოლიტიკური ელიტის ნაწილს მართლაც ჰქონდა გეგმა, ოღონდ ამ გეგმის საჯარო განხილვა არ გამოდიოდა, რადგან მის არსს ძალადობის აქტების საშუალებით საქართველოს საქმეებში რუსული ჯარის ჩარევის პროვოცირება წარმოადგენდა;

ბ) აქციის ლიდერებმა საფრთხის პირველი ნიშნებისთანავე მიატოვეს მომხრეები და გაქცევის სიჩქარეში გადაქელეს ორი ადამიანი.

როგორც დაგეგმვის, ისე მოქმედების დროს ამაზე დიდი უფსკრული ლიდერსა და მიმდევრებს, ელიტასა და მასას შორის ძნელი წარმოსადგენია.

ახლა ხელისუფლების შეცდომებზე გადავიდეთ:

შეცდომა პირველი: ბევრმა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ მიტინგის დაშლისას პოლიციამ გამოიყენა გადაჭარბებული ძალა. მაგრამ დემოკრატიული ქვეყანა ის კი არაა, სადაც პოლიცია უფლებამოსილებას არასოდეს ამეტებს. შეცდომა ხელისუფლებასა და მის ორგანოებს ყველა ქვეყანაში მოსდით, მათ შორის - ყველაზე განვითარებულებშიც. ლიბერალური დემოკრატია იმ ქვეყანაშია, სადაც ძალის გადაჭარბებას იძიებენ და დამნაშავეებს სჯიან. სწორედ იგივე უნდა მოვითხოვოთ ქართული სახელმწიფოსგან, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება საფრთხე ელიტური ჯგუფის ჩამოყალიბებისა, რომელიც უფრო თანასწორია, ვიდრე საზოგადოების სხვა ჯგუფები.

შეცდომა მეორე: შსს-მ გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც ნინო ბურჯანაძე საკუთარ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებზე საუბრობს, მაგრამ ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს იმისათვის, რომ სამართლებრივი პროცედურები დაეწყო მის და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. მიზეზი, რატომაც ხელისუფლება პარლამენტის ექსსპიკერის სამართლებრივ დევნას უფრთხის, იმასთან არაა დაკავშირებული, რომ ბურჯანაძის მიმართ მმართველი გუნდის წევრები განსაკუთრებულ სენტიმენტებს განიცდიან. უბრალოდ, რაიმე ნაბიჯი რომ გადადგან ამ მიმართულებით, ეს მათთვის დისკომფორტის წყარო გახდება. თუ მოხდა და ოპოზიციონერი ლიდერი ან მისი ოჯახის წევრები ციხეში აღმოჩნდნენ, მუდმივად იქნება საჭირო თავის მართლება საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, რომლებმაც 25 ივნისის მიტინგი შეაფასეს როგორც „უიარაღო და მშვიდობიანი“. აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები და ორგანიზაციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომლებიც ილაპარაკებენ „პოლიტიკური ნიშნით დაჭერებზე“ და „პოლიტიკურ პატიმრებზე“. ამიტომ ქვეყნდება ნებისმიერი პოლიტიკური სისტემისათვის სკანდალური და სკანდალურზე მეტი ჩანაწერები, რომელთაც არ მოსდევს არანაირი სამართლებრივი რეაგირება.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

სწორედ აქ იკვეთება ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ელიტის პასუხისმგებლობის კიდევ ერთი საკითხი. თუ არ მოხდა ბურჯანაძის ოჯახის სამართლებრივი დევნა, გამოვა, რომ ელიტას საქართველოში სრული კარტ-ბლანში აქვს. რიგით ადამიანს შეიძლება თავზე გადაუარონ, მაგრამ მთავარი დამნაშავე ყოველთვის მშრალი ამოვა წყლიდან, გინდა იყოს ხელისუფლებაში და გინდა - არა. ეს კი ძალიან ბევრი არსებითი პრობლემის წყარო ხდება: პოლიტიკურ სისტემაში მუდმივად რჩებიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, არაკანონიერი მეთოდებით იბრძოლონ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად; სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ მოტივაცია, იმავე უკანონო და ძალადობრივი ბრძოლის გზას დაადგნენ; გარდა ხელისუფლებისა, ამით სერიოზული პრობლემები ექმნებათ ისეთ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა უფრო ზომიერი და კონსტრუქციული ნაბიჯები რადიკალური ოპოზიციის ფონზე „გარიგებად“ და „გაყიდვად“ ინათლება; ხდება მოქალაქეთა ნაწილის რადიკალიზაცია მათთვის სწრაფი წარმატების იმედის ჩასახვით; საფრთხე ექმნება დემოკრატიულსა და ლიბერალურ პროცესს, რომელიც აუცილებლად გულისხმობს „დიდ მსვლელობას ინსტიტუტების გავლით“; და ძლიერდება უნდობლობა სამართლებრივი სახელმწიფოს შესაძლებლობის მიმართ, რომელიც ისედაც ძალზე მყარია ჩვენს პოლიტიკურ კულტურაში. ხოლო ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ, დაუსჯელობის ეს განცდა მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს უფსკრულს ელიტასა და მასას შორის.

გარედან და გარეთ

ცალკე მინდა გავამახვილო ყურადღება „უიარაღო და მშვიდობიან“ მიტინგზე. „უიარაღო და მშვიდობიანი მიტინგი“ - ეს ერთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებიდანაა. იმავე ორგანიზაციამ ოსამა ბინ ლადენის მკვლელობაც კრიტიკულად შეაფასა ამ ცოტა ხნის წინ. მე ამ ორ შემთხვევას არანაირად არ ვადარებ ერთმანეთს, მაგრამ ორივე შემთხვევაში ადგილი გვაქვს მორალური შეფასებისა და ინტელექტუალური ანალიზის სერიოზულ პრობლემასთან, რომელსაც ხშირად ვხვდებით პოლიტიკურ აქტივისტებთან, რომლებიც ზნეობრივი განსჯის პრეროგატივას ითვისებენ. მათგან განსხვავებით, საქართველოში მოქმედმა ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო დამკვირვებელმა - დაწყებული აშშ-ის ელჩით და დამთავრებული ევროკავშირის ელჩით - ერთხმად აღნიშნა, რომ მიტინგის მონაწილეთა, როგორც მინიმუმ, ერთი ნაწილის ზრახვები შორს იყო იმისგან, რასაც დემოკრატიული პროცესი მოითხოვს და გაამართლა დემონსტრაციის დაშლა (თუმცა არა ყოველთვის ამ დაშლის მეთოდი).

სამაგიეროდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აქციის დარბევა და დემოკრატიის არარსებობა საქართველოში. ამ განცხადებებს, თითქმის უნისონში, ანტიამერიკული და ანტიევროპული რიტორიკის ტალღა მოჰყვა ჩვენი ქვეყნის შიგნით. აქაც სახეზე გვაქვს ელიტის პრობლემა, რომლის ნაწილიც პროცესში, ყველასთვის ნათელი იყო, რომ ოპოზიციამ კატასტროფულად წააგო. ამის შემდეგ პოლიტიკური პროცესი შეიძლება სხვა, უფრო კონსტრუქციული მიმართულებით წასულიყო, რომ არა ომი. ომის შემდეგ რევოლუციონერებს კიდევ ერთი იმედი გაუჩნდათ, რომელმაც ახლა უკვე 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე გაძლო. ამ არჩევნების კიდევ არანაკლებ კატასტროფულმა შედეგებმა ოპოზიციის რევოლუციური გეგმები ისევ რევოლუციური ოცნებებით შეცვალა. თანაც ამ რევოლუციური პროცესის დასრულების პარალელურად დაიწყო სხვა პროცესი - კონსტიტუციის შეცვლისა. ნელ-ნელა გასაგები გახდა, რომ ახალი კონსტიტუცია იქნებოდა ის ჩარჩო, რომლის შიგნითაც განვითარდებოდა მოვლენები უახლოეს წლებში. 2011 წლის მაისის გამოსვლები ხელოვნური მცდელობაა რევოლუციური სულისკვეთების რეანიმაციისა. ამჯერად საბაბს არაბულ-აფრიკული რევოლუციები წარმოადგენდა, რომელთა ალის გადმოდებასაც ვიღაცები იმედის თვალით უყურებდნენ. ამიტომაც სულაც არ გამკვირვებია, ნინო ბურჯანაძის ფარულ ჩანაწერებში რამდენჯერმე ეგვიპტურმა პარალელმა რომ წამოყო ბოლო პერიოდში სრულიად ცნობიერად აღვივებს ანტიდასავლურ სენტიმენტებს, რადგან ჰგონია, რომ რუსეთთან მიერთებულ საქართველოში ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს, ვიდრე აშშ-ის მოკავშირე საქართველოში გრძნობს. ეს ყოველივე არის მცდელობის ნაწილი, საქართველოს დემოკრატიული მომავალი და საქართველოს დასავლური ორიენტაცია ერთმანეთს დააშორონ. არგუმენტაცია ასეთია: მთავარია ქვეყანა დემოკრატიული იყოს და მერე რა გზას აირჩევს, უკვე მისი საქმეაო. მაგრამ ეს „დემოკრატიული“ გზა ვიღაცებმა უკვე დღეს აირჩიეს და აქციებს აწყობენ აშშ-ის საელჩოს წინ.

თითქოს ყველაფერი ნათელზე ნათელი უნდა იყოს: საქართველოს დასავლური არჩევანი და საქართველოს დემოკრატიული არჩევანი ერთი და იგივეა. დასავლური არჩევნის გარეშე არ არსებობს არც უსაფრთხოების, არც ეკონომიკური განვითარების, არც პოლიტიკური ბალანსის, არც სამეცნიერო-ტექნიკური დახმარების წყაროები. მაგრამ სწორედ ამ სინათლეს უტრიალებს ირგვლივ ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის ერთი ნაწილი და ცდილობს, რაღაც უცნაური კონსტრუქტი ჩაუნერგოს თავში მასებს - თითქოს შესაძლებელია იყო დემოკრატიული, ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული და არალიბერალური სახელმწიფოს ძალაუფლების ქვეშ. ზოგი ამას აკეთებს ღიად, ზოგიც - ჯერ კიდევ შეფარვით. უკანასკნელი დღეების მოვლენების ფონზე ამ ანტიდასავლურმა ფრონტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჩამოყალიბების პროცესში.

0x01 graphic

რევოლუცია და კონსტიტუცია

რევოლუციური ციკლი ჩვენს ქვეყანაში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასრულდა. მიუხედავად სერიოზული დარღვევებისა არჩევნების პროცესში, ყველასთვის ნათელი იყო, რომ ოპოზიციამ კატასტროფულად წააგო. ამის შემდეგპოლიტიკური პროცესი შეიძლება სხვა, უფრო კონსტრუქციული მიმართულებით წასულიყო, რომ არა ომი. ომის შემდეგ რევოლუციონერებს კიდევერთი იმედი გაუჩნდათ, რომელმაც ახლა უკვე 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე გაძლო. ამ არჩევნების კიდევ არანაკლებ კატასტროფულმა შედეგებმა ოპოზიციის რევოლუციური გეგმები ისევ რევოლუციური ოცნებებით შეცვალა.

თანაც ამ რევოლუციური პროცესის დასრულების პარალელურად დაიწყო სხვა პროცესი - კონსტიტუციის შეცვლისა. ნელ-ნელა გასაგებიგახდა, რომ ახალი კონსტიტუცია იქნებოდა ის ჩარჩო, რომლის შიგნითაც განვითარდებოდა მოვლენები უახლოეს წლებში.

2011 წლის მაისის გამოსვლები ხელოვნური მცდელობაა რევოლუციური სულისკვეთების რეანიმაციისა. ამჯერად საბაბს არაბულ-აფრიკული რევოლუციები წარმოადგენდა, რომელთა ალის გადმოდებასაც ვიღაცეები იმედისთვალით უყურებდნენ. ამიტომაც სულაც არ გამკვირვებია, ნინო ბურჯანაძის ფარულ ჩანაწერებში რამდენჯერმე ეგვიპტურმა პარალელმა რომ წამოყო თავი. მაგრამ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ ტუნისი-ეგვიპტე-ლიბია არაა ადეკვატური მოდელები დღევანდელი საქართველოსთვის. ამიტომ არც მათი მიბაძვა გამოვიდა. პროცესი, რომელსაც დასაწყისში ცოტა აკლდა ტრაგედიამდე (2007 წელი) და რომელიც დასრულდა როგორც ფარსი (2009 წელი), 2011 წელს უკვე იქცა სულის მიღმური სამყაროდან გამოხმობის, ერთსა და იმავე დროს, ბოროტ და კარიკატურულ მცდელობად.

ახლა რევოლუციური ციკლისდასრულების ან, სულ ცოტა, შეჩერების პირობებში ვართ. გზა, რომელიც ჩვენ წინაშეა, მდგომარეობს იმის გაგებაში, ექნება თუ არა შედეგი არარევოლუციურ პოლიტიკურ პროცესს. ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში

დემონსტრაციები და მიტინგები არ უნდა გაიმართოს. სულ პირიქით. მაგრამ ეს გულისხმობს იმას, რომ გადამწყვეტი არჩევნის გაკეთება არჩევნებზე უნდა მოხდეს და არა - ქუჩაში. ხოლო მთავარი, რასაც საზოგადოება ამ პროცესიდან ელის, შემდეგია: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა.

აქცენტი ორივე სიტყვაზეა: „მშვიდობიანი“ და „გადაცემა“.მაინცრომ დავაზუსტოთ: „მშვიდობიანი“ გამორიცხავს სისხლისღვრას, ხოლო„გადაცემა“ არამც და არამც არ გულისხმობს ხელისუფლების სხვა ქვეყნისთვის გადაბარებას.

4 ჩერქეზთა გენოციდის 150-წლიანი ისტორია

▲back to top


პოლიტიკა

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

სალომე უგულავა

„მე-19 საუკუნეში, რუსეთ-კავკასიის ომის დროს, რუსეთის იმპერიის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ საგანგებოდ იქნა წინასწარ დაგეგმილი, ხოლო შემდგომ განხორციელებული ჩერქეზული ტერიტორიების ეთნიკური ნიშნით წმენდა. ჩერქეზებისაგან დაცარიელებულ ადგილებში კი სპეციალურად ჩაასახლეს კაზაკები და რუსები, როდესაც მრავალჯერადი სადამსჯელო, სამხედრო ექსპედიციების შედეგად ფიზიკურად იქნა განადგურებული, ან სამშობლოდან განდევნილი მილიონ ნახევრამდე ჩერქეზული მოსახლეობის 90%25-ზე მეტი. ირკვევა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული დამპყრობლური ომების პერიოდში ჩერქეზი ხალხის გენოფონდის საერთო დანაკარგმა, მოკლულის სახით შეადგინა ამ ხალხის მთლიანი მოსახლეობის 20%25-ზე ბევრად მეტი. ამიტომაც, ამ ქმედებებს ჩვენი მხრიდან ეძლევა აშკარად გამოკვეთილი გენოციდის კვალიფიკაცია, ვინაიდან კვალიფიკაციის და განმარტების ყველა სახეობით, როდესაც იღუპება მოსახლეობის 20%25-ზე მეტი, ის გახლავთ აშკარად გამოხატული გენოციდი“, - ეს იმ სამეცნიერო ნაშრომის დასკვნაა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ, მეფის რუსეთის მხრიდან ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას უძღოდა წინ.

20 მაისს პარლამენტმა დაადგინა, რომ ჩერქეზები მასობრივად გაანადგურეს და ისტორიული სამშობლოდან გააძევეს. ეს ფაქტი გენოციდად ჰააგის - სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებების დაცვის შესახებ - კონვენციისა და გაეროს - გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ - კონვენციის თანახმად ცნო. გარდა ამისა, პარლამენტმა რუსეთ-კავკასიის ომის დროს და მის შემდეგ სამშობლოდან განდევნილი ჩერქეზები ლტოლვილებად აღიარა - ეს უკანასკნელი გაეროს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენციის შესაბამისად.

ამით საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა. ჩერქეზთა დიასპორამ, ქვეყნის პარლამენტს თხოვნით ერთი წლის წინ ოფიციალურად მიმართა და მას შემდეგ ამ საკითხზე მუშაობდნენ. რეზო ლუციის მიღების მოტივად, პარლამენტში ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯის გადადგმა და კავკასიელი ხალხის მხარდაჭერა გამოცხადდა.

პარლამენტში ამ აღიარების სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადასთან პირდაპირ კავშირს უარყოფენ. თუმცა, ფაქტია, რომ ქართველთა და ჩერქეზთა ინტერესები აქ ერთმანეთს ემთხვევა - ოლიმპიური ქარტია კრძალავს თამაშების იმ ადგილას ჩატარებას, სადაც გენოციდი განხორციელდა. ისტორიული წყაროები კი გვამცნობენ, რომ სწორედ თანამედროვე სოჭია ის ადგილი, სადაც ჩერქეზებსა და მეფის რუსეთის არმიას შორის უკანასკნელი ბრძოლა გაიმართა. 2014 წელს ამ ბრძოლიდან 150 წელი შესრულდება. უამრავი ჩერქეზი აქტიურად ეწინააღმდეგება ამ მიწაზე ოლიმპიადის გამართვას. რაც შეეხება საქართველოს, მისთვის ეს აფხაზეთის ოკუპაციის საკითხს უკავშირდება. პუტინის პირად პროექტად მონათლული ოლიმპიადის გამო, აფხაზეთიდან ხრეში, ქვიშა, ხე-ტყე და სხვა მასალა უკანონოდ გააქვთ. ეს აფხაზეთის ბუნებას დიდ ზიანს აყენებს და შესაძლოა, ეკოლოგიურ კატასტროფამდეც მიიყვანოს. თუ საქართველოსთან ერთად გენოციდს სხვებიც აღიარებენ, არ არის გამორიცხული, რომ ოლიმპიადის სოჭში ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ჩერქეზთა გენოციდის აღიარება აფხაზეთის საკითხს კიდევ ერთი რამით უკავშირდება. აფხაზები ჩერქეზებს მოძმე ხალხად მიიჩნევენ - ჩერქეზთა ნაწილი ქართულ-აფხაზური ომისას აფხაზების მხარესაც იბრძოდა და შემდეგაც მათ მისწრაფებებს უჭერდა მხარს. ჩერქეზებთან ურთიერთობების დათბობამ, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, მომავალში პოზიტიური როლი შეიძლება შეასრულოს.

ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარება, საქართველოს ახალწამოწყებული, ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის ფარგლებში თავსდება. ქვეყნის მთავრობა, ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის იდეაზე, ბოლო პერიოდია, აქტიურად საუბრობს. 2010 წელს ხელისუფლებამ ჩრდილოკავკასიელთათვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმიც დააწესა. ამის შემდეგ, საქართველოს საზღვარს, მხოლოდ ლარსზე, დღეში 700-მდე ადამიანი კვეთს. გენოციდის აღიარებით კი ის ჩრდილოკავკასიელი ხალხის მიმართ განხორციელებულ უსამართლობაზე მიუთითებს. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი, ჩეჩნების გენოციდის შესაძლო აღიარების საკითხსაც იხილავს.

0x01 graphic

ოსმალი მაღალჩინოსანი ჩერქეზთა გარემოცვაში. XIX საუკუნე

რამდენად აღიარებენ ჩერქეზების გენოციდს სხვები რეგიონში, სადაც რუსეთია დომინანტი, რთული სათქმელია. ნაკლებ სავარაუდოა, რომ საქართველოს მაგალითს, უახლოეს მომავალში მაინც, ვინმემ მიბაძოს. იმის წინასწარმეტყველებაც რთულია, საერთაშორისო ასპარეზზე ჩერქეზებს რა მხარდაჭერა ექნებათ. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ქართველებს ახლო მომავალში ბალტიისპირეთის სახელმწიფოები შეუერთდნენ.

საქართველო პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ჩერქეზთა გენოციდი აღიარა. თუმცა, აქამდე ამ ფაქტზე არაერთი მკვლევარი და მეცნიერი საუბრობდა. მიუხედავად ამისა, ჩერქეზების ისტორია მსოფლიოში ცოტამ თუ იცის. თანამედროვე ევროპის პირველ გენოციდად შეფასებული ფაქტი ახლოსაც ვერ მივა, მაგალითად, ჰოლოკოსტის ცნობადობასთან და კითხვაც - ვინ არიან ჩერქეზები? - მათი ისტორიის მოსმენისას ხშირად ისმის.

დასაწყისისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში 700 ათასამდე ჩერქეზი, იგივე ადიღეელი, ცხოვრობს. ეს, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გაფანტული დანარჩენი ჩერქეზების დაახლოებით 10%25-ია. ყველაზე მეტი მათგანი - 2 მილიონამდე - თურქეთში ცხოვრობს. სხვები ძირითადად - იორდანიაში, ისრაელში, ეგვიპტეში, სირიაში, ლიბანში, ლიბიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში - არიან განაწილებულნი. მათი ნაწილი თავს ადგილობრივად თვლის, ზოგში კი ჩერქეზული იდენტიფიკაცია კვლავ შემორჩენილია.

0x01 graphic

ჩერქეზთა აქცია. სტამბოლი, თურქეთი
ფოტო: REUTERS ©

თანამედროვე რუკაზე ჩერქეზეთს ვერ იპოვით. სახელწოდებით მასთან ყველაზე ახლო მყოფი, ყარაჩაი-ჩერქეზეთია, რომელიც ჩერქეზთა ისტორიულ საცხოვრებელს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება. აქ, თავის დროზე გასახლებული ჩერქეზების შთამომავლები, დღესდღეობით, მოსახლეობის მხოლოდ 10%25-ს თუ შეადგენენ.

სამაგიეროდ, ძველ რუკებზე, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისის რუსეთს გვიჩვენებს, ჩერქეზეთი მკვეთრადაა მოხაზული - ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მათზე ძველ - ფრანგი, ინგლისელი, ამერიკელი და ჰოლანდიელი მოგზაურების - წიგნებშიც ამოიკითხავთ. სანამ მეფის რუსეთი დაიპყრობდა, ისტორიულ ჩერქეზეთს 55 663 კვადრატული კილომეტრი ეკავა და მისი მკვიდრი მოსახლეობა დაახლოებით 1,5 მილიონი იყო. პოლიტიკურად ერთიანი არასოდეს ყოფილა, თუმცა მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ.

ბიზანტიელების გავლენით ჩერქეზები დაახლოებით V-VI საუკუნეებში გაქრისტიანდნენ. ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ისლამი ძლიერდებოდა, კარგა ხანს დარჩნენ მუსლიმური და არაბული გავლენისგან თავისუფალი. ისლამზე მხოლოდ XVIII საუკუნეში მოექცნენ, იმ მოტივით, რომ მუსლიმებთან ალიანსი ჩამოეყალიბებინათ და რუსეთისგან თავი დაეცვათ.

ჩერქეზები ერთი საუკუნის მანძილზე ებრძოდნენ რუსებს - 1763 წლიდან 1864 წლამდე - უფრო მეტხანს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ჩრდილოკავკასიელი, მათ შორის, ჩეჩნები. XVIII საუკუნის სამოციან წლებში, რუსეთის მთავრობამ ტერიტორიის ჩერქეზებისგან დაცლა და მათი სხვადასხვა ადგილებში გადასახლება (ძირითადად, თურქეთში) გადაწყვიტა. რუსებმა სოფლების გადაწვა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. ხალხს გემების მეშვეობით ასახლებდნენ - ზოგზე იმდენ მგზავრს სვამდნენ, რომ სიმძიმისგან იძირებოდა. თუმცა, არც გადარჩენილებს ელოდათ ნაკლები უბედურება - თურქეთში შიმშილობა და უამრავი ეპიდემია დახვდათ.

რუსეთის მოტივაცია, ყირიმის ომის შემდგომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება იყო. ამით მომავალში რაიმე მსგავსი საგარეო ინტერვენციის თავიდან აცილებას ცდილობდა. თვითონ რუსეთის შიგნით კი ეს ადამიანები ისე გაანაწილეს, როგორც კუნძულებზე და ყველგან უმცირესობაში ამყოფეს. ნაყოფიერ მიწებზე, მათ ნაცვლად, სხვები ჩაასახლეს. ჩერქეზები გაფანტეს, რომ საერთო ჩერქეზული ეთნიკური იდენტობა შესუსტებულიყო, ან სრულად გამქრალიყო.

ნაციონალისტური გამოღვიძების პერიოდი, უკვე საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ დაიწყო. უფრო სწორად, პერესტროიკის დროს გაძლიერდა და პიკს ბორის ელცინის პრეზიდენტობისას მიაღწია. ამ დროს და შემდეგაც რუსეთმა გენოციდის აღიარებაზე უარი თქვა. 2006 წელს დიასპორის წარმომადგენელმა აქტივისტებმა, გენოციდის აღიარების თხოვნით ევროპარლამენტსაც მიმართეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს.

დღესდღეობით, ნაციონალური იდენტობის გაძლიერებაში დიდ როლს ინტერნეტი თამაშობს - სწორედ ისაა ხიდი სხვადასხვა ქვეყნებსა და დასახლებებში გაფანტული ჩერქეზებისთვის. ახალი თაობის აქტივისტები მას განსაკუთრებით ინტენსიურად იყენებენ. ჩერქეზულ ფორუმებზე, ქართველებისადმი, გენოციდის აღიარების გამო, უამრავ სამადლობელ სიტყვას წაიკითხავთ. მაშინ, როდესაც ჩერქეზები ზეიმობენ, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთში ბრაზობენ. კონსტანტინ კოსაჩევმა - რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ ქართველებს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ და ამ ხალხის ტრაგიკული ბედი მათ არ ანაღვლებთ. კოსაჩევმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართული მხარის მიზანი, რუსეთის ანტაგონიზება და მისი იმ ხალხის უბედურების წყაროდ წარმოჩენაა, რომლებიც იქ საბჭოთა კავშირამდე და მის დროს ცხოვრობდნენ. სხვებმა რუსეთში ეს ფაქტი „იდეოლოგიურ დივერსიადაც“ შეაფასეს.

იმავე ფორუმებზე, ჩერქეზები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მაგალითს სხვებიც მიბაძავენ. დიასპორის წარმომადგენლებს ახლა სოჭის ოლიმპიადა აერთიანებთ, რადგან მიაჩნიათ, რომ მათი წინაპრების გაჟლეტის ადგილას ზამთრის თამაშების გამართვა დაუშვებელია. რამდენად თანაუგრძნობს მათ თანამედროვე მსოფლიო, მომავალი გვიჩვენებს.

5 დროა, ემბარგო გადატვირთვის პოლიტიკაზე დაწესდეს

▲back to top


დევიდ . სმითი|სვეტი

0x01 graphic

როდესაც ერთი მუჭა დემონსტრანტები თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ, საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობამ იკითხა, გამოიყენებდა თუ არა მოსკოვი ამ შემთხვევას საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესიის საბაბად. თბილისელები დაინტერესდნენ, რა იცავდა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, 40-იოდე კილომეტრში განთავსებული რუსული ტანკებისაგან. რა და თავდადებული და ამაყი ქართული არმია, ერაყისა და ავღანეთის მისიების ვეტერანების ჩათვლით, რომელსაც, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, დასავლური სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის საშუალება არ ეძლევა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით დარჩიაშვილმა, საგაზაფხულო რიტუალად ქცეული დემონსტრაციების კომენტირებისას, რომლებიც წელს 21 მაისს დაიწყო, რადიო თავისუფლებას განუცხადა: „მასშტაბური რისკი აბსოლუტურად არ არსებობს, არ არის ამის სისტემური, საზოგადოებრივი, მენტალური ნიადაგი. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ასეული კაცი, ასე თუ ისე კოორდინირებული რუსეთთან, იყოს ბევრ რამეზე წამსვლელი. ეს, რა თქმა უნდა, იქნება უსიამოვნო, მაგრამ ასეთი რისკებისათვის ნებისმიერი სახელმწიფო და მისი სამართალდამცავი სტრუქტურა მზად არის“.

რუსულმა მედიამ, რა თქმა უნდა, თბილისის მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციები მაქსიმალურად გააზვიადა. ეს ინფორმაცია ბევრმა უცხოურმა მედიასაშუალებამაც, უბრალოდ, გაიმეორა. თბილისში კრიზისის პიკის ეს შეთითხნილი სურათი, გააერთიანეთ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციასა და ჟენევის მოლაპარაკებებზე კრემლის დიპლომატიის გაჯიქებასთან და მიხვდებით, რატომ არის ზოგი შეშფოთებული.

გარდა ამისა, გასულ თვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ვიზიტები საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში, რომელთა და მოუკიდებლობაც რუსეთმა, ნაურუმ, ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს, მორიგი დასტურია იმასა, რომ მოსკოვი იქ ფეხს მყარად იკიდებს, ხოლო დასავლეთი სტანდარტული ფრაზებით პროტესტის გამოხატვას სჯერდება.

მეტიც, რუსეთი რომ დააშოშმინოს, დასავლეთი არც უკან დახევას გაურბის. 2008 წლის აგვისტოს რუსეთის თავდასხმის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა, აშშ-ის მეთაურობით, საქართველოს იარაღის ემბარგო დაუწესეს.

თუ არ ჩავთვლით იმ უმნიშვნელო კამათს, რომლითაც ზოგი დასავლელი მაღალჩინოსანი საკუთარ მხდალ პოლიტიკას ნიღბავს, რეალობა ასეთია: არც ფორმალური ემბარგო, არც კანონები, არც პრეზიდენტის განკარგულებები თუ NATO-ს გადაწყვეტილება ემბარგოზე არ არსებობს. საქართველოს და მისი დასავლელი მხარდამჭერების ორნახევარწლიანი თხოვნის, შეხსენების და ახსნა-განმარტების შემდეგ კი, ავღანეთის მისიაში საქართველოს არმიისათვის საჭირო, მცირე სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვაზე თანხმობაა მოპოვებული. ამრიგად, საქართველოს იარაღის გამოუცხადებელი, თითქმის სრული ემბარგო აქვს დაწესებული.

ვფიქრობ, მიმიხვდით: თავდაცვითი სისტემების - ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო და ოპერატიული მართვის აღჭურვილობის - მიყიდვა, რომლებიც საქართველოს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად სჭირდება, მოსალოდნელი არ არის.

ამის ნაცვლად, დასავლელი მაღალჩინოსნები, აშშ-ის მიერ საქართველოს იმ სამხედრო მოსამსახურეების წვრთნაზე მიუთითებენ, რომლებსაც ავღანეთში აგზავნიან. ისინი საქართველოს ტერიტორიული ურღვეობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერასა და ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე ბაასობენ. ამ ყოველივეს კი, საქართველოს სათანადო თავდაცვის უზრუნველყოფის ხელისშეშლასთან, საერთო არაფერი აქვს.

ზოგი დასავლელი მაღალჩინოსანი უფრო დახვეწილ ხერხს მიმართავს და გამოთქვამს ეჭვს, რომ საქართველოს არმია ასეთი აღჭურვილობისათვის მზად არ არის. და ამას ამბობენ იმ 2008 წლისშემდგომი სამხედრო წვრთნების, მომზადებისა და შემუშავებული დოქტრინის ფონზე, რომლებსაც დასავლეთი ხელმძღვანელობს. თუმცა, არმიის წვრთნასა და დოქტრინის შემუშავებას იმის უცოდინრობა ზღუდავს, თუ რომელ იარაღის სისტემებზე გათვლით უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი.

გარდა ამისა, ომი მზადყოფნას კი არა, შეძლებისდაგვარად მზად ყოფნას გულისხმობს. დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია - საქართველოს არმიას კი, შესაძლოა, დრო არ ჰქონდეს.

დაუჯერებელია, რომ აშშ-მა იმ ქვეყნის არმიას, რომელიც გაეროს რეიტინგით მსოფლიოში ყველაზე წიგნიერია, რომლის სამხედროებიც ერაყისა და ავღანეთის მისიებისათვის წარმატებით გაიწვრთნა, ვერ ასწავლოს ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, საზენიტო რაკეტებისა და რადიოგადამცემების გამოყენება.

როდესაც დასავლელი მაღალჩინოსნები ემბარგოზე სერიოზულ დისკუსიებს გაურბიან, ემბარგოს უარყოფით ანდა თავდაცვითი იარაღის მისაწოდებლად მასშტაბური წვრთნების ჩატარების წინაპირობის წაყენებით, ძნელია ამ ემბარგოს ზუსტი მიზეზის დადგენა. თუმცა, ყველაფერი ობამას ადმინისტრაციის რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკასა და მსგავსი ევროპული სტრატეგიებისკენ მიუთითებს. რუსეთის აგრესიისადმი დიდი ყურადღების გამოჩენა და, მიუხედავად მოსკოვის ძლიერი წინააღმდეგობისა, საქართველოსთვის დახმარების გაწევა, მარტივად რომ ვთქვათ, ამ გადატვირთვის ფარისევლობას გამოამჟღავნებს.

ამას კი აშშ-ის მთავრობაში არავინ იტყვის, ამიტომ მეორად წყაროებს უნდა დავეყრდნოთ. The Atlantic-ის ვებგვერდის ბოლოდროინდელ სტატიაში ჯოშუა კრუსერა წერს: „საქართველო კბილებამდე შეიარაღებულიც რომ იყოს“ - რასაც არავინ სთავაზობს - „ნათელია, რომ ეს არაფერში გამოადგება. რუსეთის სამხედრო ძალის სიძლიერე იმდენად აღემატება საქართველოსას, რომ დამატებითი შეიარაღების სარგებლობა საკამათო საკითხი იქნებოდა“.

ასეთი ლოგიკით, ნებისმიერი პატარა ქვეყნის თავდაცვა შეუძლებელია - ყველა ასეთი ქვეყანა დიდ ქვეყანას უნდა დამორჩილდეს.

ასეთი ფუჭი ლაყბობა სტანდარტულ გართობად იქცა. მოსკოვში აშშ-ის საელჩოს 2009 წლის 17 ივნისის წერილის თანახმად, რომელიც Wikileaks-მა ინტერნეტით გაავრცელა, წერილის ავტორი ამბობს: „არ არსებობს იმ უპირატესობების ნეიტრალიზების გზა, რომლებიც რუსეთს გეოგრაფიის, ზომისა და შესაძლებლობების თვალსაზრისით გააჩნია“. გადატვირთვის ძირითადი პოსტულატის შესაბამისად, წერილში წერია, რომ თავდაცვაში საქართველოს დახმარების ნაცვლად, „შეგვიძლია, რუსეთთან თანამშრომლობა სხვა სტრატეგიულ სფეროებში გავაძლიეროთ და ისეთი დამატებითი წონა შევძინოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობას, რაც რუსეთს კარგად დააფიქრებს, სანამ კავკასიაში დაძაბულობის გამწვავებას შეეცდება“. ჯერ არ არის ყველაფერი დაკარგული - საღი აზრი არსებობს. ზემოხსენებული წერილიდან მეორე დღეს, თბილისში აშშ-ის საელჩოდან გაგზავნილ წერილში, რომელიც ასევე Wikileaks-მა გაავრცელა, წერია: „საქართველოს მილიტარიზაცია მნიშვნელოვნად სწორედ რუსეთმა და მისმა მარიონეტმა რეჟიმებმა გაზარდეს... პრეზიდენტ მედვედევის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად“. თბილისში აშშ-ის საელჩოს წერილში წერია, რომ საქართველოს მიზანი რუსეთის დამარცხება კი არ არის, არამედ მორიგი შემოჭრის ხელშეშლა და თბილისის ოკუპირების მცდელობის მოგერიება, რითიც დროს მოიგებს რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლისთვის. „ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს, ხმელეთზე შეტევა რომ შეაჩეროს, საკმარისი რაოდენობის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობები სჭირდება, რაც მას ამჟამად არა აქვს“.

ეს სტრატეგია გონივრულია. საქართველო რუსეთს ვერ დაამარცხებს. ამოცანა ნაცნობი აგრესორის მორიგი აგრესიის შეკავებაა ბარიერების აღმართვით, დანახარჯების დაკისრებით და საერთაშორისო ზეწოლით. გადატვირთვით ნაკარნახევი ემბარგოს პოლიტიკა კი აგრესიას და გარდაუვალ სისხლისღვრას აადვილებს, რაც, სხვათა შორის, ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკას ნაგვის ურნაში სამუდამოდ მოისვრის.

დროა, ემბარგო საქართველოს მოეხსნას და მის ნაცვლად, გადატვირთვის პოლიტიკაზე დაწესდეს.

6 „დიდი ხელოვანები“ და სოციალური კონვენციები, ანუ კიდევ ერთხელ დემოკრატიაზე

▲back to top


გია ნოდია|სვეტი

0x01 graphic

მოხდა ასეთი ამბავი: სოციალურ ქსელ Facebook-ზე ძალიან ცნობილი ქართველი რეჟისორი მამაკაცის სასქესო ორგანოს შეადარეს. ამის მიზეზი გახდა მისი გამონათქვამი, რომ საქართველოს პრეზიდენტი სავარაუდოდ იმიტომაა ცუდი, რომ (ფარული) სომეხია. რეჟისორის ამ აზრს იმ დისკუსიაში არავინ გამოქომაგებია, მსჯელობა კი გადავიდა იმ საკითხზე, მართლა არის თუ არა ის დიდი ხელოვანი: ზოგმა თქვა, კიო, ზოგმა - არაო, ზოგმა კი თავი შეიკავა.

რა არის ამ ამბავში გასაკვირი? ჩემთვის, მხოლოდ ერთი რამ: აღნიშნული რეჟისორის აშკარად ქსენოფობიური გამონათქვამი. კაცმა რომ თქვას, არც ესაა მთლად უნიკალური: იმავე დღეებში კიდევ უფრო ცნობილმა რეჟისორმა, ლარს ფონ ტრიერმა, ჰიტლერის გამართლება სცადა. ამისთვის ის საყოველთაოდ შერისხეს. სოციალურ ქსელებში კონკრეტულად რა სიტყვებით ამკობდნენ, არ მიკვლევია.

გაკვირვების განცდა შემდეგ ეტაპზე დამეუფლა: რეჟისორს ჟურნალ ლიბერალის ბლოგზე ასევე ცნობილი მწერალი ლაშა ბუღაძე გამოესარჩლა. არა, ქსენოფობია არ მოუწონა, მაგრამ ერთობ მწვავე რეაქცია მისცა „ფეისბუკელთა“ მწვავე რეაქციას: მისი სიტყვებით, ამ უკანასკნელმა რეჟისორის „დანაშაულიც“ კი დაავიწყა (სიტყვა „დანაშაული“ ბრჭყალებშია ჩასმული). ქსენოფობიურ გამონათქვამებზე გაცილებით უარესად მან ორი რამ მიიჩნია: (1) რეჟისორის შედარება მამაკაცის სასქესო ორგანოსთან; (2) ეჭვის შეტანა მისი, როგორც „დიდი ხელოვანის“ სტატუსში (განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვისაც ფილმი „ჭამა და სექსი“ მოეწონა).

რატომ მგონია ეს ეპიზოდი ანალიზის ღირსი? როგორც აქ გამოჩნდა, გასარკვევი გვქონია, სად, ვისზე, რისი, ვის მიერ და როგორ თქმაა დასაშვები „კარგ საზოგადოებაში“, ანუ რა სოციალურ კონვენციებს უნდა დავემორჩილოთ. ეს კი ცივილიზებულ ანუ დემოკრატიულ ქვეყანაში არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სიტყვის თავისუფლების ფორმალური ნორმები.

რაკი ქსენოფობიის გამართლება ამ კონტექსტში არავის უცდია, ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. სხვა საკითხს დავსვამ: დასაშვებია თუ არა, ადამიანი (ნებისმიერი) შეადარო მამაკაცის სასქესო ორგანოს? ჩემი პასუხია: გააჩნია სად. ტრადიციულად მიიჩნევა, რომ საჯარო სივრცეში „ცუდი სიტყვების“ გამოყენება ცუდია: მაგალითად, ჟურნალ ტაბულას ფურცლებზე, ლიბერალის ბლოგზე ან რომელიმე სატელევიზიო არხის თოქ-შოუზე ასე რომ ახასიათებდნენ ადამიანებს, არც მე მოვიწონებ. აი კერძო სფეროში, შინაურობაში კი „მოსულა“. რახან „ცუდი“ სიტყვები ვიღაცამ გამოიგონა, ალბათ რაღაცისთვის საჭიროა: სადღაც ხომ უნდა გამოიყენო?

თუმცა კონვენციაც მუდმივად იცვლება. მაგალითად, ლაშა ბუღაძის რომანებში გვხვდება ისეთი სიტყვები, რომელთა ბეჭდურ პროდუქციაში ხმარებას უფროსი თაობის ღვაწლმოსილი მწერლები არ მოუწონებდნენ. მაგრამ ახლა სხვა კონვენციაა: მხატვრულ ლიტერატურაში, ფილმებში, სპექტაკლებში „პირდაპირი ლაპარაკის“ მოსმენას ვეჩვევით და ამაზე აღარ ვბრაზდებით.

0x01 graphic

Facebook-ში როგორ არის საქმე? დაკვირვება გვიჩვენებს, რომ აქ ნორმები უფრო შერბილებულია, ვიდრე ტრადიციულ მედიაში. ეს ბუნებრივია: თუმცა სოციალური ქსელები მთლად კლასიკური „შინაურობა“ არ არის, მაგრამ ერთგვარი კვაზიპრივატული სივრცეა. ეს არის იმიტაცია ოთახისა, სადაც „მეგობრები“ ერთმანეთს ელაპარაკებიან. ჩემი „ვოლია“ და რასაც მინდა, იმას ვიტყვი: მერე ვიღაცა შემოვა, სიტყვას დააგდებს, გავა და ა.შ. ზომიერების ფარგლებში, „ცუდი სიტყვების“ გამოყენებაც დაშვებულია (მათ შორის, მესამე პირის დახასიათებისას) და მაინცდამაინც არ მახსოვს, რომ ამაზე ვინმე აღშფოთებულიყო. არც ლაშა ბუღაძეს გაუპროტესტებია მგონი.

გამოდის, რომ მისი პრობლემა თავად „უზრდელური“ გამოთქმა კი არ ყოფილა, არამედ მისი გამოყენება ღვაწლმოსილი ხელოვანის მიმართ. პრინციპი შემდეგი გამოდის: თუ ადამიანს დადგმული აქვს კარგი სპექტაკლები, მისი, როგორც პიროვნების თუ მოქალაქის, ქცევა აღარ შეიძლება შევაფასოთ იმავე სიტყვებით, რასაც მხატვრული ნიჭის არმქონე ადამიანებს მივუყენებდით. ხომ სწორად გავიგე ძირითადი აზრი?

ჰოდა, აი ამან დამაწერინა ეს სტატია. არსებობს მოდერნული ევროპული კულტურის მითი, რომ თუ ადამიანს ეხერხება, ვთქვათ, ლექსის წერა, სურათის ხატვა, ან კარგად გამოსდის „მომაკვდავი გედის“ ნომერი, მისი პოლიტიკაზე ან სოციალურ პრობლემებზე გამონათქვამებიც უფრო ჭკვიანური იქნება და მათ მეტი ყურადღებით და მოწიწებით უნდა მოვუსმინოთ, ვიდრე ნოტარიუსის, კბილის ექიმის ან ტაქსისტის მოსაზრებებს. მე პირადად არ შემიმჩნევია, რომ პირველი ჯგუფის ადამიანები ზოგადად მეორისაზე უფრო ჭკვიანები არიან. მაგრამ ამ მითს ღრმად აქვს გამჯდარი ძირები და მასთან ბრძოლას აზრი არა აქვს: მას შემდეგ, რაც ღმერთი მოკვდა, მისი ადგილი დასავლურ კულტურაში „დიდმა ხელოვანმა“ დაიკავა.

მიუხედავად ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებებში იციან, რომ თუ ხელოვანი საზოგადოებრივი დისკუსიის სივრცეში შეაბიჯებს, მასზე ისევე ვრცელდება „თმენის ვალდებულება“, როგორც ნებისმიერ „პროფესიონალ“ პოლიტიკოსზე თუ პოლემისტზე. მეტიც: თუ ხელოვანის ნათქვამი აპრიორი მეტ ყურადღებას იმსახურებს, უარყოფითი რეაქციაც შეიძლება უფრო მწვავე იყოს. თუ კონკრეტული რეჟისორის შემთხვევაში ეს მარტივი ჭეშმარიტება საკამათო გახდა, ესე იგი ელემენტარული დემოკრატიული ღირებულებები მთლად გათავისებული არ გვქონია.

რაც შეეხება იმას, მართლა არის თუ არა რობერტ სტურუა „დიდი“ რეჟისორი... კარგი, რა, ეს საერთოდ რა მოსატანია. ჯობია, გავიმეოროთ მარტივი ზოგადი პრინციპები: (1) „დიდი ხელოვანი“ შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს და მის კრიტიკას საგანგებო ლიცენზია ან ოფიციალური სტატუსი არ სჭირდება; (2) როცა „დიდი ხელოვანი“ ჩამოვა თავისი ოლიმპიდან და ჩვეულებრივ ხალხს შეერევა, ის შეიძლება ისე მოიქცეს, როგორც ჩვეულებრივი... არა, იმ სიტყვას აღარ ვიტყვი, Facebook-ი ხომ არ არის, სერიოზული ჟურნალია.

7 ძნელი გზა ისლამური ავტოკეფალიისაკენ

▲back to top


საზოგადოება

0x01 graphic

ლევან სუთიძე

წინა კვირას, ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შეიხულისლამმა, ალაჰშუქიურ ფაშაზადემ, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ შექმნას „დიდი სომხეთის“ გეგმა უწოდა. ფაშაზადეს თქმით, „ამ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა მიზნად მუსლიმების აზერბაიჯანისგან მოწყვეტას ისახავს“. მან საქართველოს ხელისუფლებას დასდო ბრალი.

მოგვიანებით, საქართველოში ფაშაზადეს წარმომადგენელმა, ახუნდი ალი ალიევმა განაცხადა, რომ: „ცოტა ხნის წინ საქართველოში შექმნილი მუსლიმთა კომიტეტი არასამთავრობო სტრუქტურაა და ამიტომ იმის თქმა, რომ მისი შექმნის უკან საქართველოს ხელისუფლება დგას, არ შეიძლება“.

ამიერკავკასიის ყველა მუსლიმი, კომუნისტური რეჟიმის დროს, ფაშაზადეს ექვემდებარებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ზოგიერთი თემი, მაგალითად, აჭარის ქართველ სუნიტთა სამუფთო, მას მხოლოდ ფორმალურადღა თუ ემორჩილება. თუ ქვეყანაში მუსლიმთა რეალური დამოუკიდებელი ცენტრი გაჩნდება, აზერბაიჯანში მოღვაწე ფაშაზადე, საქართველოში მცხოვრებ 400 ათასამდე აზერბაიჯანელ შიიტზე გავლენას დაკარგავს. მით უმეტეს - ისლამი, დამოუკიდებელ სახელმწიფოში ერთიანი მუსლიმური სამმართველოს შექმნისთვის, რაიმეგვარი უმაღლესი ისლამური ინსტიტუციის ნებართვის საჭიროებას არ აწესებს. ისლამში მსგავსი „კურთხევის“ გარეშე, დამოუკიდებელი რელიგიური ორგანიზმის წარმოშობა, „სქიზმად“ არ ითვლება. მუსლიმებისთვის მთავარი ერთიანი რწმენის ერთგულებაა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიზანი ერთი ცენტრალური ინსტიტუციის შექმნაა, სადაც შიიტები და სუნიტები კონფესიური თავისებურებების წაშლის გარეშე გაერთიანდებიან. ორივე კონფესიამ საკუთარი ლიდერი - შიიტებმა შეიხი, ხოლო სუნიტებმა მუფთი უნდა აირჩიონ. არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელია ორგანიზაციაში სასულიერო პირები დარეგისტრირდნენ, რომელთაგანაც საერთო კრება ჩამოყალიბდება. ეს უკანასკნელი შეიხისგან, მუფთისგან, რეგიონის წინამძღოლებისა და აღმასრულებლისგან შედგება და ორგანიზაციის უმაღლეს მმართველ ორგანოდ იქცევა. კრებებს შორის პერიოდში, სამმართველოს მუფთი უხელმძღვანელებს, თუმცა მას შიიტთა რელიგიურ საქმეებში ჩარევის უფლება არ ექნება.

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დამაარსებლებს შორის, შიიტი სახელმწიფო მოხელეებიც არიან. მაგალითად, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი და ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე ჰუსეინ იუსუბოვი. ახალი ორგანიზაციის პრეზენტაცია დიასპორათა სამინისტრომ დააფინანსა.

ბაქოში მოღვაწე ფაშაზადემ, ეთნიკურად აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების მიერ ორგანიზაციის დაარსების ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ „მათ ერთხელაც მოუწევთ პასუხი აგონ საკუთარი ხალხის წინაშე“. საქართველოში ბაქოელი სულიერი ლიდერის წარმომადგენლობას იურიდიული სტატუსი არ აქვს. მეჩეთები სახელმწიფოს საკუთრებაშია. შესაბამისად, ის სქიზმატ მუსლიმებს საკულტო ნაგებობათა დატოვებას ვერ აიძულებს.

ახლად შექმნილ ორგანიზაციას მხარდაჭერას აჭარის ქართველ სუნიტთა მთავარი მუფთი, ჯემალ პაქსაძე უცხადებს. მის დაქვემდებარებაში საქართველოს 7 რაიონში მდგარი 250-ზე მეტი მეჩეთი შედის. სამუფთო აჭარაში ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღდგა, მანამდე ის უშუალოდ ფაშაზადეს ექვემდებარებოდა. დღეს სუნიტი ქართველებისთვის მთავარი მუფთი ერთგვარ უმაღლეს ადმინისტრატორს წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ რაიონის მუფთები, იმამები და ხოჯები ემორჩილებიან. მართალია, სამუფთოს აღდგენა შეთანხმებული იყო ფაშაზადეს ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოსთან, თუმცა მის წინაშე არავითარი მოვალეობები არ აუღია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უკვე სუნიტთა დამოუკიდებელი რელიგიური ინსტიტუტი არსებობს.

ჯემალ პაქსაძემ ტიტული ორი წლის წინ მიიღო, როცა წინა მუფთი გაურკვეველი მიზეზებით გადადგა. ახალი მუფთის მიმართ ადგილობრივ იმამებსა და მუფთებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. მაგალითად, ჩვენთან საუბარში, მუფთმა, რომელმაც საკუთარი სახელის გამჟღავნება არ ისურვა, ჯემალ პაქსაძეს ბრალი ხელისუფლების უსიტყვო მორჩილებაში და ამით მუსლიმთა ინტერესების დაზარალებაში დასდო.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დამფუძნებელ საერო პირებს, საქართველოში მოღვაწე სუნიტური ორგანიზაციები, რომელშიც პაქსაძის დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო პირებიც შედიან, უნდობლობას უცხადებენ: „ქართველ მუსლიმთა კავშირისთვის მიუღებელია ა(ა) იპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ჩამოყალიბების ის ფორმა, რომელიც გვაქვს სახეზე, რაც გამოიხატება აღნიშნული ორგანიზაციის დამფუძნებლების, ქართველი მუსლიმებისთვის გაურკვეველი პიროვნებებისგან დაკომპლექტებაში“.

მუსლიმ თეოლოგთა კავშირის თავმჯდომარის, თემურ გორგაძეს თქმით, ორგანიზაციის აღმასრულებელი რესან გოგიტიძე მუსლიმი არ არის, შესაბამისად, მის მიერ დაარსებულ სამმართველოს, სულ მცირე, ამ მიზეზის გამო ვერ დაემორჩილება. ახალი ორგანიზაციის აღმასრულებელი, რესან გოგიტიძე და მთავარი მუფთი ჯემალ პაქსაძე ბრალდებას უარყოფენ. გორგაძე საქართველოში მუსლიმთა სამმართველო ცენტრის შექმნის იდეას არ ეწინააღმდეგება: „ფორმაა მიუღებელი, ეს იგივეა, საქართველოს საპატრიარქოს ავტოკეფალია, თეოლოგიაში განუსწავლელი მართლმადიდებლების მიერ შექმნილი არასამთავრობოს ბაზაზე აღდგენილიყო, ხოლო ეპისკოპოსები იქ შემდეგ გაწევრიანებულიყვნენ“.

საპირისპირო აზრზეა მთავარი მუფთი: „ეს ორგანიზაცია შეძლებს გაზარდოს მუსლიმთა ჩართულობა საქართველოს აღმშენებლობაში, გააადვილებს სახელმწიფოსთან ურთიერთობას და ადმინისტრაციულად უფრო მოქნილი იქნება“, აცხადებს ჯემალ პაქსაძე. მისი აზრით, საქართველოს მოქალაქე მუსლიმები, საზღვარგარეთიდან აღარ უნდა იმართებოდნენ.

საქართველოში მუსლიმთა ერთიანი სამმართველოს შექმნას, შესაძლოა, დადებითი ეფექტი ჰქონდეს. თუმცა, სანამ სახელმწიფო არ აპირებს რომელიმე ორგანიზაციას მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება გადაულოცოს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ერთ კონკურენტულ რელიგიურ ინსტიტუციად დარჩება. როგორც დავინახეთ, მუსლიმებს შორის აზრი ორად არის გაყოფილი - სუნიტთა ნაწილი ცენტრალური რელიგიური ინსტიტუტის ამ ფორმით დაარსებას ეწინააღმდეგება და ორგანიზაციაში მისი რეორგანიზაციის გარეშე შესვლას არ აპირებს. რაც შეეხება შიიტებს, უცნობია, ისურვებენ თუ არა ფაშაზადეს მიერ დაფინანსებული სასულიერო პირები, საქართველოში არსებულ მუსლიმურ სამმართველოს დაემორჩილონ. დღეს მრავალი მუსლიმი ფიქრობს, რომ სტალინის მიერ ორმოციან წლებში შექმნილი ფაშაზადეს სამმართველო, რომელსაც კომუნისტების დანიშნული სულიერი ლიდერი ხელმძღვანელობს, მათ რელიგიურ ცხოვრებას არ უნდა განაგებდეს. მეორე მხრივ, ისინი შიშობენ, რომ აჭარაში, თურქეთიდან რადიკალური, ანტისეკულარული ისლამი იმპორტირდება, რაც მუსლიმებისა თუ სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის.

წლების წინ, საფრანგეთის სახელმწიფოც იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. შიშობდნენ, რომ ალჟირის რადიკალური ისლამი, საზღვრებს გადმოლახავდა და მის მიერ დაფინანსებულ რელიგიურ ორგანიზაციებსა და ემიგრაციაში იპოვიდა დასაყრდენს. ეჭვებს მაროკოული ემიგრაციის მიმართაც გამოთქვამდნენ. ნიკოლა სარკოზის გადაწყვეტილებით, საფრანგეთის სახელმწიფომ მუსლიმთა ნაციონალური ორგანიზაცია შექმნა, სადაც სხვადასხვა ეთნიკური და კონფესიური კუთვნილების მუსლიმები შევიდნენ. პრეზიდენტად პარიზის დიდი მეჩეთის წინამძღვარი დაინიშნა. მიიჩნეოდა, რომ ეს უკანასკნელი ისლამის ნაციონალიზებისა და შედარებით მოდერნული რელიგიის მხარდამჭერი იყო. არჩევნების ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ ნაციონალურ ისლამურ ორგანიზაციაში მხარდაჭერა სწორედ მათ გამოუცხადეს, ვის გასაკონტროლებლადაც ის შეიქმნა. ერთი ორგანიზაციის ფარგლებში, სხვადასხვა ეთნიკური და იდეოლოგიური შეხედულებების გაწევრიანებამ, შიდა დაპირისპირებები გააღრმავა.

ახალ სამმართველოს, საკუთარ ფარგლებში კონფესიათა მშვიდობიანი ურთიერთობის უზრუნველსაყოფად, ძალისხმევის გაღება მოუწევს. მსგავს ეკუმენიზმს კი საქართველოში ალბათ მეტი პერსპექტივა აქვს. მაგალითად, ამიერკავკასიის სუნიტებისა და შიიტების უმრავლესობას კონფესიური განსხვავებების გარჩევა უჭირს. ამგვარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, საბჭოთა წარსულით არის განპირობებული. ოციოდე წლის წინ მოქმედი მეჩეთი იმდენად ცოტა იყო, რომ ხშირად სუნიტები და შიიტები ერთ საკულტო ნაგებობას იყენებდნენ და ერთმანეთის სასულიერო პირებს სთხოვდნენ რიტუალების აღსრულებას. საბჭოთა ათეიზმის ბატონობის შედეგად, აზერბაიჯანი ყველაზე საერო შიიტურ სახელმწიფოდ იქცა. თბილისის ჯუმა-მეჩეთი კი, დღემდე ორივე კონფესიისთვის იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს, სადაც მათ ერთად შეუძლიათ ლოცვის აღვლენა.

0x01 graphic

შიიტებსა და სუნიტებს შორის განხეთქილება წინასწარმეტყველმუჰამედის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. შიიტებსმიაჩნდათ, რომ იმამათი, ანუ უმაღლესი ხელისუფლებამხოლოდ მუჰამედის ძმის შთამომავლებს ეკუთვნოდათ. სუნიტები, რომლებიც მუსლიმთაუმრავლესობას წარმოადგენენ, ამ შეხედულებასარ იზიარებდნენ და უმაღლესი ხელისუფლების არჩევითობას ემხრობოდნენ. ორ კონფესიას შორის კიდევ უფრო მეტიუთანხმოება გაჩნდა.

0x01 graphic

აზერბაიჯანში ე.წ თორმეტეული შიიზმია გავრცელებული - რომელიც შეუმცდარად 12 იმამს აღიარებს. პირველი მუჰამედისძმა, ალი იყო. ხოლოუკანასკნელი - მაჰდი, მეცხრე საუკუნეში, 5-9 წლის ასაკში გაუჩინარდა და დღემდე მიმალულია. თორმეტეულთა რწმენით, ის ისასთან (იესო ქრისტე)ერთად დაბრუნდება ქვეყნიერების აღსასრულს. თორმეტეული შიიზმი გავრცელებულია ირანში (90%25) აზერბაიჯანში (85%25) ქუვეითში (35%25), საუდის არაბეთში (10-15%25), ბაჰრეინში (80%25), დიდი უმცირესობების ფორმები - პაკისტანში (10-15%25) და ავღანეთში(18%25). პაკისტანს ჰყავს სიდიდითმეორე შიიტი თორმეტეულების მოსახლეობა ირანის შემდეგ.

0x01 graphic

აჭარაში ჰანაფიტური სუნიზმია გავრცელებული - ერთ-ერთი ყველაზე ძველი ოთხი სუნიტური სამართლის სკოლიდან. ჰანაფი გონებას დიდ როლს ანიჭებს და დანარჩენ სამზე ლიბერალურად ითვლება. სახელი ირანელი სწავლულის, აბუ ჰანაფ ან-ნუ' მან იბნ ზაბითის პატივსაცემად დაერქვა. დღეს ჰანაფის სკოლები დომინირებენ: ერაყში, ავღანეთში, პაკისტანში, ბანგლადეშში, ინდოეთში, ჩინეთში, მავრიკიაში, თურქეთში, ალბანეთში, მაკედონიასა და ბალკანეთში.

0x01 graphic

8 ედვარდ სთრინგემი: კერძო სექტორმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ საზოგადოებრივი სიკეთეების ეფექტიანი მიწოდება შეუძლია

▲back to top


ესაუბრა ელენე კვანჭილაშვილი

0x01 graphic

ედვარდ სთრინგემი ფეიეტვილის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, ეკონომისტი. ორი წიგნისა და ოცზემეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ათზე მეტი სახელმძღვანელოს თანაავტორი. ოცზე მეტი კონფერენციის მონაწილე. ათამდე სამეცნიერო წიგნის რეცენზენტი. ათზე მეტი პოპულარული პუბლიკაციის ავტორი. ათი სალექციო კურსის ავტორი. ათზე მეტი წოდებისა და ჯილდოს - მათ შორის, 10 ათასი დოლარი ჰაიეკის ფონდისგან საუკეთესო კვლევისათვის, 25 ათასი დოლარი ტემპლტონის კვლევითი ინსტიტუტისგან საუკეთესო სტატიისათვის, კირზნერის ჯილდო საუკეთესო დისერტაციისათვის ავსტრიულ ეკონომიკაში, პრაღის ეკონომიკური სკოლის ჯილდო, როგორც გამორჩეულ ახალგაზრდა მეცნიერს - მფლობელი. სთრინგემის კვლევებს კერძო სამართალდაცვის სფეროში რეგულარულად აშუქებს წამყვანი სატელევიზიო და რადიო არხები, მათ შორის, CNBC, CNN, WCBS.

ეკონომიკა, როგორც ეს ბევრს სჯერა, არ არის მეცნიერება მხოლოდ ფულის შესახებ; ის რესურსებისა და მათი განაწილების შესახებ ცოდნასაც მოიცავს. თანამედროვე ეკონომიკას კიდევ ერთი მახასიათებელი აქვს - არჩევანის თავისუფლება: ყველაფერს აქვს ფასი, არჩევანის გაკეთება კი ალტერნატიულ ვარიანტებზე უარის თქმას ნიშნავს. ვრცელდება თუ არა ეს ლოგიკა სამართალდაცვაზე? შეიძლება თუ არა, რომ სამართალდაცვას სახელმწიფო აპარატის გარდა სხვა ალტერნატივაც ჰქონდეს? - ამ კითხვებზე ტაბულას ედვარდ სთრინგემი პასუხობს.

  • უმეტესობის აზრით, სამართალდაცვა საზოგადოებრივი სიკეთეა, რომელსაც უზრუნველყოფს ან მთავრობა, ან არავინ. ასეა?

საზოგადო სიკეთე თეორიულად იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია, მის მოხმარებაში ხალხს ფული გადაახდევინო. შესაბამისად, მისი მიწოდების მოტივაცია არ არსებობს. სამართალდაცვაც ბევრისთვის ასეთი სიკეთეა და ამდენად, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. თუმცა, კერძო სექტორმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მსგავსი სიკეთეების უზრუნველყოფა მასაც შეუძლია. საზოგადო სიკეთე შეიძლება კერძო სიკეთეებთან ერთად შეიფუთოს და მომხმარებელმაც მთლიან პაკეტად მიიღოს. მაგალითად, იმისთვის, რომ შოფინგ ცენტრში საკუთარი მაღაზია გახსნათ, ფართი უნდა დაიქირავოთ. თუმცა თქვენ საზოგადო სიკეთეებითაც ისარგებლებთ, მაგალითად, ქუჩის განათებით ან დაცვით.

  • სამართალდაცვა უფრო ეფექტიანი იქნება, თუ მას არა ცენტრალიზებულად სახელმწიფო, არამედ რამდენიმე დამოუკიდებელი, კერძო ერთეული უზრუნველყოფს?

თავისუფალი ბაზრის პირობებში, კონკურენციის გამო, კერძო სექტორს უფრო ზუსტად შეუძლია შეაფასოს და შემდეგ, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა. საბოლოოდ, მომხმარებელი იღებს ზუსტად იმ პროდუქტს, რომელიც მას სჭირდება: კონკურენციას არა ქაოსამდე, არამედ სერვისების სპეციალიზაციამდე მივყავართ. სახელმწიფო სექტორს მომხმარებლის მოთხოვნის ამგვარი საზომი არ აქვს. კერძო ალტერნატივები სადაც არ არსებობს, იმ ქვეყნებში სახელმწიფო ერთადერთი, უკონკურენტო მოთამაშეა და შესაბამისად, მომხმარებელსაც უწევს, თავისი მოთხოვნები სახელმწიფოს თამაშის წესებს მოარგოს.

  • თუმცა უმეტესობას სჯერა, რომ თავისუფალი ბაზრის თამაშის წესები ამ შემთხვევაში ეფექტიანი ვერ იქნება: დაზარალდებიან ღარიბი ადამიანები, ვინც ვერ მოახერხებს კერძო სერვისში ფული გადაიხადოს. რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტი?

თავისუფალი ბაზარი ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს მოთხოვნა-მიწოდებას. ყველას სჭირდება, რომ თავისი უსაფრთხოება დაცული იყოს. თუმცა, მაგალითად, ბანკს შეიძლება უსაფრთხოების მეტი მოთხოვნა ჰქონდეს და შესაბამისად, სხვებზე მეტი ფულიც დახარჯოს მის უზრუნველსაყოფად. მათ კი, ვისაც ფული არ ჰყოფნის, ხშირად ურჩევნია ამ სერვისში ნაკლები გადაიხადოს. თავისუფალი ბაზრის შემთხვევაში, ღარიბ ადამიანს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ის და იმ ფორმით, როგორც ეს მას სჭირდება. მაგალითად, თუ მოთხოვნა მაღალია, მწირი რესურსების მქონე ადამიანები შეიძლება გაერთიანდნენ და შეეცადნონ, რომ სერვისი მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს. მთავრობა ხშირად ერევა ამ ტიპის კერძო არჩევანში. ისე გამოდის, რომ სწორედ მას, ვისაც ყველაზე ნაკლები ფული აქვს, მთავრობის გამო, უსაფრთხოების მოთხოვნილების დაკმაყოფილების ყველაზე მწირი არჩევანი აქვს.

  • თქვენი შეფასებით, რა ძირითადი გამოწვევები დგას დღეს საქართველოს წინაშე კანონის აღსრულების კუთხით და რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას სამართალდაცვის სფეროში კერძო მოთამაშეების გაჩენა?

რამდენადაც ვიცი, სულ ცოტა ხნის წინ, საქართველო პრაქტიკულად პოლიციის გარეშე დარჩა: მთავრობამ დაითხოვა ძველი თანამშრომლები, ახლების შერჩევასა და დასაქმებას კი გარკვეული დრო დასჭირდა. ჩემი ინფორმაციით, ამ გარდამავალ პერიოდში არანაირი ქაოსი არ ყოფილა. სიამოვნებით ვნახავდი ამ მოვლენის ეკონომიკურ კვლევებს, რადგან დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებოდა, რომ წესრიგი, რომელიც დღეს ქვეყანაშია, სხვა წყაროებს და არა მთავრობას მიეწერება. სამომავლოდ, რაც უფრო მეტი კერძო მოთამაშე გაჩნდება სამართალდაცვის სფეროში, უსაფრთხოებაც მით უფრო გაიზრდება.

9 რამდენიმე კომენტარი შრომით უფლებებთან დაკავშირებით

▲back to top


ზურა ჯაფარიძე|სვეტი

0x01 graphic

შრომის უფლება - ერთი შეხედვით რა მარტივად ჟღერს და რაიმე განსაკუთრებული თუ ღრმა შინაარსი ამ სიტყვების უკან თითქოს არ უნდა იმალებოდეს. გინდა შრომა (მუშაობა) - უნდა გქონდეს ამის უფლება. თუ ვინმე ხელოვნურად გზღუდავს, არ გაძლევს საშუალებას იშრომო, წინ აღუდგება შენს ყოველ მცდელობას რაიმე ღირებული გააკეთო - ასეთ შემთხვევაში შრომის უფლება შელახულია. და ის, ვინც სჩადის ამ ქმედებას - დამნაშავეა.

კიდევ უფრო დავმარცვლავ, რას შეიძლება ნიშნავდეს შრომის უფლება.

ადამიანს აქვს უფლება, იფიქროს, სურს ან სჭირდება თუ არა მუშაობა. და ამ ფიქრში მას არავინ უნდა შეუშალოს ხელი. ადამიანს აქვს უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, იშრომოს თუ არა. არც ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეფერხების უფლება აქვს ვინმეს.

ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მოიძიოს და აარჩიოს ის სამუშაო, რომლის შესრულებაც მას სურს. ადამიანს აქვს უფლება, დაარწმუნოს პოტენციური დამქირავებელი, რომ სწორედ ის არის ის ერთადერთი, ვინც არსებულ ვაკანსიას ყველაზე ეფექტურად შეავსებს.

ადამიანს აქვს უფლება, მოითხოვოს დამქირავებლისგან ის ანაზღაურება, ე.წ. ბენეფიტები, სამუშაო პირობები და ა.შ., რომლებშიც თანახმა იქნება გაცვალოს საკუთარი შრომა.

ადამიანს აქვს უფლება, დათანხმდეს ან არ დათანხმდეს პოტენციური დამქირავებლის მიერ შემოთავაზებულ პირობებს.

თუ სამუშაოზე ფიქრის დაწყებიდან სამუშაოზე თანხმობის განცხადებამდე პერიოდში ადამიანს არავინ აფერხებს - ეს ლოგიკურად ნიშნავს, რომ მისი შრომის უფლება რეალიზებულია.

მაგრამ საქართველოში (და არა მარტო) ბევრისთვის ყველაფერი ასე მარტივად არ არის. უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორიდან, ან უბრალოდ ბრმად ემორჩილება ევროპელი „ექსპერტებისა“ თუ ბიუროკრატების ალოგიკურ რეკომენდაციებს (მოთხოვნებს) და შრომით უფლებებთან დაკავშირებით ითხოვს იმ ტიპის რეგულაციების შემოღებას, რომლებმაც მნიშვნელოვანწილად განაპირობეს რამდენიმე ევროპული ქვეყნის დღევანდელი კრიზისული მდგომარეობა, ან (მეტწილად უფრო ასაკოვანი წარმომადგენლები) უბრალოდ ცდილობს, საკუთარი მარქსისტული ბექგრაუნდის (განათლების) რეალიზაცია მოახდინოს და ამაყად იბარებს საბჭოთა წინაპრებისგან ჩაგრულ მშრომელებზე ზრუნვის მძიმე ტვირთს.

შრომით უფლებებთან დაკავშირებით უამრავ ირაციონალურ მოსაზრებას მოისმენთ, თუმცა ცხადია, არც ერთი მათგანი არ არის ისეთი, რომლის შესახებაც საკუთარი აზრი უკვე არ გამოეთქვას რომელიმე მეტად თუ ნაკლებად ცნობილ მემარცხენეს. ბევრი ასეთი მოსაზრება საკმაოზე მეტად პოპულარულია ევროპის სოციალისტურ წრეებში და გამყარებულია შესაბამისი ნაციონალური თუ ევროპული საკანონმდებლო აქტებით. ევროპის ბევრ ქვეყანაში ამ მოსაზრებების/ დებულებების კითხვის ქვეშ დაყენებაც კი ავტომატურად იწვევს ამ ადამიანის გაკიცხვას და მარგინალიზაციას. აქ რამდენიმე ასეთ მოსაზრებაზე შევჩერდები, რომლებიც აქტუალური გახდა დღევანდელ საქართველოში.

ერთ-ერთი ასეთი დებულების თანახმად, დამქირავებელი ვალდებული უნდა იყოს უზრუნველჰყოს „ღირსეული“ და „უსაფრთხო“ სამუშაო გარემო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამქირავებელი სახელმწიფომ უნდა დასაჯოს. ასეთი „უფლება“ რამდენიმე პრობლემას წარმოშობს. „ღირსება“ და „უსაფრთხოება“ ფარდობითი ცნებებია და ძალიან რთულია ერთი სტანდარტით რომელიმე მათგანის განსაზღვრა. ესეც რომ არ იყოს, თუ დაქირავებული ნებაყოფლობით თანხმდება რაღაც სამუშაოს, ესე იგი ამ სამუშაოს მიიჩნევს „ღირსეულად“ და „უსაფრთხოდ“. რა შუაშია ამ დროს სახელმწიფო? სამუშაო პირობების ხარისხი ფული ღირს და ამ ფულს დამქირავებელი, ბიზნესის პატრონი იხდის. ასეთი ტიპის ხარჯები ზრდის წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას და ამცირებს კაპიტალის მფლობელის მოგებას. შედეგად, მსგავსი ვალდებულების დაკისრება დამქირავებლებზე გარანტირებულად მოგვცემს ორ შედეგს: ა) არსებული ბიზნესის მფლობელები გაზრდილი თვითღირებულების გამო შეამცირებენ სხვა ხარჯებს, მაგალითად, დაითხოვენ რამდენიმე თანამშრომელს; ბ) შემცირდება თავისუფალი კაპიტალის შემოდინება ანუ ახალი ბიზნესების რიცხვი, რადგან, გაზრდილი ხარჯების გამო, გარემო გახდება ნაკლებად კონკურენტული. ორივე შედეგი ცალსახად ნეგატიურად აისახება დასაქმების დონეზე, რომელიც ისედაც არ გვაქვს მაღალი.

მეორე დებულება, რომელიც უცნაურად გამომდინარეობს დაქირავებულის შრომის უფლებიდან, გულისხმობს დამქირავებლის უფლების შეზღუდვას, საკუთარი ნება-სურვილით ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს სამსახურიდან თანამშრომელი. თურმე დაქირავებულს აქვს უფლება, გარკვეული პერიოდით ადრე წერილობით შეიტყოს გათავისუფლების მიზეზი, მიიღოს კომპენსაცია და სხვა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, გათვალისწინებულია თუ არა ასეთი პირობები შრომითი ხელშეკრულებით. აქაც რამდენიმე პრობლემას ვაწყდებით. მსგავსი ვალდებულებებით დამქირავებელს ურთულდება თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა, ეს კი რამდენიმე შედეგს მოგვცემს: ა) დამქირავებელი ეცდება მაქსიმალურად ნაკლები ადამიანი დაასაქმოს, რადგან წინასწარ ეცოდინება, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი გათავისუფლება ძვირი დაუჯდება; ბ) დამქირავებლებს მოუწევთ ისეთი ადამიანების სამსახურში შენარჩუნება გარკვეული პერიოდით, რომლებიც მათ ბიზნესს არაეფექტურს და ნაკლებად კონკურენტულს ხდის, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება იგივე ბიზნესებზე; გ) იმის გამო, რომ გარკვეული სამუშაო ადგილები დაკავებული ექნებათ არაეფექტურ კადრებს, სამუშაოს გარეშე დარჩებიან სხვა, უფრო ეფექტური სამუშაოს მაძიებლები; დ) ისევ და ისევ შემცირდება თავისუფალი კაპიტალის შემოდინება, რადგან გაზრდილი ხარჯები, დაკავშირებული თანამშრომლების აყვანა-გაშვებასთან, გაზრდის პროდუქციის თვითღირებულებას და შეამცირებს მოგებას. საბოლოო ჯამში, ნათელია, რომ ყოველივე ზემოჩამოთვლილი ნეგატიურად აისახება დასაქმების დონეზე და, ზოგადად, ეკონომიკაზე.

მინიმალური ხელფასი - სოციალისტური სამოთხის მშენებლობის იდეით შეპყრობილთა საყვარელი თემა. ეს დებულება გულისხმობს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს მინიმალური ხელფასის ოდენობა და არც ერთ დამქირავებელს არ უნდა ჰქონდეს უფლება, გადაუხადოს თანამშრომლებს ამ ოდენობაზე ნაკლები ხელფასი. უდავოდ მიმზიდველად ჟღერს. საინტერესოა, აქამდე როგორ ვერ მოახერხა კაცობრიობამ, რომ დედამიწაზე ყველას ჰქონდეს გარკვეული ოდენობის მინიმალური შემოსავალი?

10 გადაშენების პირას

▲back to top


ფოკუსი

ბექა მინდიაშვილი

0x01 graphic

საბჭოთა ქართველი მწერლები 7 ნოემბრის დემონსტრაციაზე.1965წ.
ფოტო: გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი ©

0x01 graphic

ალბათ ყველაზე უფრო დამახასიათებელი ფუნქცია ჯგუფისა, რომელსაც ქართულ საბჭოთა ინტელიგენციას უწოდებენ, კოლექტიური მეხსიერების შენახვა და გადაცემაა. მეხსიერების ეს ფორმა იმ მთავარ ისტორიულ ეპიზოდებს მოიცავს, რომლის დროსაც ეს ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ასპარეზზე. მეხსიერების შენახვის ფუნქციამ მთელი სისტემა წარმოქმნა, რომელიც ინტელიგენციის ქცევის ნორმებს აწესებს. მისი მეშვეობით ინტელიგენცია თავის როლსა და ადგილს ადგენს სოციუმში. ამ სისტემის გააზრებით შეგვიძლია ავხსნათ ხელისუფლებასთან ინტელიგენციის თანამშრომლობის ან პირიქით, მის წინააღმდეგ ჯანყის მიზეზებიც. კოლექტიური მეხსიერების ხსენებულ სისტემას თავისი კერპები ჰყავს და არქეტიპები განსაზღვრავს, რომლებიც ჯგუფის წარმომადგენლის იდენტობას წარმოქმნის და მას საკუთარი ვინაობისა და მისიის დავიწყების საფრთხისგან იცავს.

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი ©

1

ინტელიგენციის მეხსიერების უმთავრესიარქეტიპი „ერის ჭირისუფლობა“ ან „მეჭირნახულობაა“. ეს ბრძენი ეროვნული მოღვაწე ღმერთზე დაბალია და ჩვეულებრივ, რიგით ადამიანზე მაღალი - ერთი სიტყვით, ინტელიგენტი არაჩვეულებრივი და განდობილი ვინმეა, რომელიც ღმერთთან ლაპარაკობს, მდაბიო ერს წინ რომ წაუძღვეს, მოძრაობის გეზი მიუთითოს მას. ამ არქეტიპის გაჩენა თერგდალეულების ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან, მათი მითოლოგიზაციიდან იღებს სათავეს. ინტელიგენტი ყოველთვის თერგდალეულივით მჭმუნვარე და ზვარაკად შეწირული მამაა ერისა. ის არამარტო საკუთარი სახელით წარსდგება, ვთქვათ, როგორც რომელიმე რეზო, არამედ ილიას, ვაჟას და აკაკისაც განასახიერებს ერის წინაშე. ღმერთთან ლაპარაკის შედეგად (რომელიც ღმერთის გარდა შეიძლება იყოს აგრეთვე პოლიტიკური ბელადიც და პატრიარქიც) ინტელიგენტი მოიპოვებს საკრალურ ლეგიტიმაციას, კურთხევას ერის მორალურ, ინტელექტუალურ და ხანდახან პოლიტიკურ წინამძღოლობაზეც კი. მისი წარმოდგენით, თუკი არ არსებობს ინტელიგენცია, მაშინ არც ეროვნული ცნობიერება, საზოგადოება და ერი შეიძლება არსებობდეს. ამ საბედისწერო ფუნქციის გამო დაუშვებელია მისი სახელის შეგინება. ამით შეიძლება აიხსნას, რომ დღესაც კი, საჯარო სივრცეში, ილიას, ვაჟასა და აკაკის შესახებ ნებისმიერი ხუმრობა ანდა მათი შემოქმედების დაწუნება მკრეხელობად არის ხოლმე აღქმული. ამიტომაა, რომ დღემდე ინტელიგენციის შედარებით უფრო ახალი კერპების, ვთქვათ, რომელიმე მუხრანისა და ანას პოეზიის არად ჩაგდება, რობერტ სტურუას სპექტაკლის დაუფასებლობა ანდა გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის კრიტიკულ კონტექსტში განხილვა - უშუალოდ ილიას, აკაკის, ვაჟასა და მთელი ქართველი ერის შეურაცხყოფად შეიძლება მოინათლოს.

2

მეხსიერების მეორე ხატი სტალინი და მისი რეპრესიებია. ინტელიგენციის მეხსიერება ინახავს იმ ფაქტს, რომ იგი, ნაწილობრივ, თვითონვე აღმოჩნდა მსხვერპლიცა და საკუთარი თავის ჯალათიც. ვთქვათ, თუ ერთი მწერალი, მეორეზე წერდა „დანოსს“, ამასობაში მეორე მესამეს, მესამე მეოთხეს, ხოლო მეოთხე ისევ პირველს დაასმენდა ხოლმე. სიკვდილისა და წამების ამ წრიდან ამოვარდნა მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი ან საკავშირო ბელადის პირადი სიმპათიის გამოვლენის შედეგად იყო შესაძლებელი. თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმთავითვე ამ წრის მიღმა იდგნენ, მაგრამ მათ, როგორც წესი, არანაირი თანამდებობა, საზოგადოებრივი აზრის პყრობა, კომუნიზმის რუპორობა და პრივილეგიები არ სჭირდებოდათ. ისინი არ იყვნენ გაწევრიანებულები პროფესიულ კავშირებსა და პარტიაში, არ იღებდნენ ორდენებს, პრემიებსა და ჰონორარებს, ისინი შეგუებულნი იყვნენ იმას, რომ მათ არავინ სცნობდა და აფასებდა. ჩვეულებრივები, სხვებისგან არაფრით გამორჩეულები იყვნენ. ერთი ამათგანი, მაგალითად, პოეტი ნიკო სამადაშვილი იყო.

საბოლოო ჯამში, სტალინმა და რეპრესიებმა ქართული ინტელიგენციის ცნობიერებას, ხელისუფლებისადმი მონური შიში და მისგან აღმოცენებული უკიდეგანო სიყვარული, ბელადისადმი მამაშვილური სიახლოვისკენ ლტოლვა უსახსოვრა. კომუნიზმმა ღმერთი, როგორც ინტელიგენტის ლეგიტიმაციის წყარო, მოხსნა, მაგრამ იგი ამის გამო არ გაორებულა, რადგან ღმერთის ადგილი სტალინმა დაიკავა - ინტელიგენციის წარმომადგენლები ახლა უკვე მასთან მუსაიფით მიუძღოდნენ ერს ნათელი მომავლისკენ. ამავდროულად, სტალინის ხატება, ტირან მამასთან ერთად, საყოველთაო სოსოსაც მოიცავდა - ხალას ქართველ პოეტ ჭაბუკს, რომელსაც ქინძმარაული და „გაფრინდი შავო მერცხალო“ ძლიერ უყვარდა. ამიტომ მსოფლიო ბელადის ქართველობამ ინტელიგენციაში ლოკალური (რესპუბლიკური) მასშტაბის საბჭოთა პატრიოტიზმი წარმოშვა, რომელიც, ერთი მხრივ, გასაგები მიზეზის გამო, რუსოფილური იყო, ხოლო, მეორე მხრივ, არმენოფობური - ქვათა ღაღადის კვალობაზე. ინტელიგენციამ სტალინის ეპოქაში შექმნა რესპუბლიკა - ბაღნარის, სოლნეჩნაია გრუზიას, კომუნისტური სამოთხის შესახებ წარმოდგენა - ფილმები, რომანები, პოემები, ისტორიული და ლინგვისტური კვლევებიც კი სწორედ ასეთი კალკის მიხედვით აღწერენ ქართულ სამყაროს. სტალინური ინტელიგენციის იდეალურ სახედ კოწია-კონსტანტინე გამსახურდია შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც დაშვებული და მხარდაჭერილი პატრიოტიზმით, მისი არქაიზებული ენით, პროზისა და პრივილეგიების მიუწვდომელ მწვერვალებს ლაშქრავდა.

3

მესამე ორიენტირი, „კულტურის ხალხის“ დამფასებელი, მასზე მზრუნველი, რბილი პირველი მდივნისა და ინტელიგენციის საარაკო მეგობრობის ამბავია. მდივანი მთლიანობაში კაი კაცია, მან ყველაფერი იცის, რაც ხდება, მაგრამ ყველაფერს ვერ იტყვის. ყველაფერი კულტურის წარმომადგენლებმა უნდა თქვან, ოღონდ ისე, რომ საერთო საქმე არ დაზარალდეს. ამ ეპოქაში ხელისუფალსა და ინტელიგენციას შორის შიშზე კი არა, უფრო გარიგებაზე დამყარებული ურთიერთობების სისტემა წარმოიშვა. მდივანს ინტელიგენცია საკუთარი ქმედებების ლეგიტიმაციისა და გავლენის გაფართოებისთვის სჭირდებოდა. ინტელიგენციაც რესპუბლიკის ხელმძღვანელს თავს აყენებინებდა, იმის სანაცვლოდ, რომ ისიც გვარიანად იყენებდა მას. ედუარდ შევარდნაძის ეპოქამ შეაჯამა ილიასა და სტალინის არქეტიპები. მისმა კულტურულმა პოლიტიკამ საბოლოო სახე მისცა ქართულ ინტელიგენციას. ინტელიგენციის ეს ტიპი საკმარისზე მეტად თავისუფალი გახდა საიმისოდ, რომ პირველი მდივნის ფართო და საშიში ღიმილის ფონზე, იგავური ენით ეკრიტიკებინა ძალაუფლება (ამან ინტელიგენტის, როგორც საზოგადოების მორალური ავტორიტეტის, გაძლიერებას შეუწყო ხელი), ხოლო მეორე მხრივ, საკმარისზე მეტად მხდალი იყო, რომ ეს კრიტიკა ღია, კონტექსტიდან ამოვარდნილი ყოფილიყო და სიმართლედ, პროტესტად, ტოტალიტარიზმის მხილებად ქცეულიყო. შევარდნაძის დროს ეს „კრიტიკული კონფორმიზმი“ უფრო დაფასებული და მომგებიანი გახდა, ვიდრე, ვთქვათ, კომუნიზმის რუპორად მუშაობა - მაშინ ეს უკვე ყველაზე უნიჭოთა ხელობად იყო მიჩნეული.

0x01 graphic

ფოტო: გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი ©

საინტერესოა, რომ ამ პერიოდში ხელისუფლებისგან დაუკითხავად ფაქტობრივად არ შექმნილა პიესა, სცენარი, პოეტური თუ პროზაული ტექსტი - ხომ შეეძლო, ვთქვათ, ერისთვის დამაშვრალ რომელიმე მურმანს ღიად და დაუნდობლად ანტისაბჭოური, ანტიკომუნისტური და შემდეგ თუნდაც შიშით უჯრაში გადამალული ლექსი დაეწერა? პირიქით, ამ დროის საბჭოთა ინტელიგენციამ ირწმუნა, რომ მან შეუძლებელი შეძლო - ღმერთთანაც და წითელ ეშმაკთანაც ერთდროულად გამონახა სალაპარაკო ენა, უფრო მეტიც, ერთმანეთთან დააკავშირა ისინი საერთო ეროვნული საქმის საკეთებლად. ხელისუფლება დაძმაკაცდა ინტელიგენტთან, პლენუმებსა და პარტიულ ყრილობებზე, რესტორნებსა და საუნებში ისმენდა მის ღრმა განაზრებებს, კითხულობდა მის წიგნებს, ესწრებოდა მის პრემიერებს, მისთვის უშურველად იძენდა ბინებსა და აგარაკებს, აგზავნიდა მას კაპიტალისტურ ქვეყნებში, აკურთხებდა მის შემოქმედებით გმირობებს. იდეოლოგიური მოტივაციის გამო, თუ არ ვცდები, ერთადერთი, რეალურად აკრძალული ფილმი, ერთადერთი ნამდვილი კულტურული შოკი, რომელიც შევარდნაძის თანხმობით ჯერ გადაიღეს, ხოლო შემდეგ, პერესტროიკის დაწყებამდე, თაროზე შემოდეს, „მონანიება“ იყო. ეს კინოსურათი საბჭოთა ინტელიგენციის მთავარი ტრავმის, მთავარი კომპლექსის - რეპრესიებისა და ტირანი მამისადმი შიშის დაძლევის მცდელობა იყო. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ, საბოლოო ჯამში, „მონანიება“ კოლექტიურ მეხსიერებაში ჩაბუდებული კოშმარისა და სირცხვილის გადალახვას მოდერნიზებული ჩინოვნიკისა (აბელის) და ინტელიგენციის მესიანისტური როლის წინა პლანზე წამოწევის მეშვეობით ცდილობდა - ფილმის ბოლოს ვერიკო ანჯაფარიძის პერსონაჟი ისევ ტაძრისკენ სავალ გზაზე მიუთითებდა ერს.

იმ დროს მამებისა და შვილების ბრძოლის, ძველის დამთავრებისა და ახალი, შედარებით ჰუმანური წესრიგის დამყარების თემატიკის აქტუალიზაცია, როგორც ეტყობა, ხელისუფლებისა და ინტელიგენციის კონტრაქტის ნაწილი იყო. ამ კონიუნქტურის შემოტანით რეფორმატორმა „რაიკომის მდივანმა“ ინტელიგენცია თავისი ძალაუფლების ნაწილად ისე გადააქცია, რომ მას სინდისი არ გაუღიზიანა. იმდროინდელი მორალი ძალადობისა და დაშინების კი არა - ხელისუფლებასთან პარტნიორული გარიგების აქტებიდან აღმოცენდა. ამიტომაც რაიკომის მდივანი და რომელიმე მწერალი ან რეჟისორი განდობილი მეგობრები გახდნენ - ისინი ერთ საქმეს ემსახურებოდნენ - ერთობლივად ეძიებდნენ ახალი ძალაუფლების ფორმას, ტაძრისკენ მიმავალ ახალ გზას. ინტელიგენციისთვის ამ გარიგების უმნიშვნელოვანესი დეტალი, ცხადია, სახელმწიფოს მიერ მისთვის იდეალური მატერიალური კომფორტის უზრუნველყოფა იყო. ერთი სიტყვით, შევარდნაძის ეპოქა ყველაზე ნეტარი, სიამტკბილობებით აღსავსე ჟამი იყო ქართული ინტელიგენციის ისტორიაში.

0x01 graphic

ამ ფონზე სულაც არ არის უცნაური, რომ ტაძრის მაძიებელი ეროვნულ-ნომენკლატურული ინტელიგენციის მთავარი „მტერი“, მისი მუდმივი წუხილის წყარო, მისი სინდისის მქენჯნავი მოვლენა საბჭოთა ტოტალიტარული იმპერია კი არა, ამ იმპერიასთან მებრძოლი ათიოდე დისიდენტი გახდა. რეჟიმსა და ინტელიგენციას შორის გარიგების ერთ-ერთი მთავარი „ეროვნული“ (უთუოდ პოზიტიური) შედეგი შევარდნაძის ინიციატივით წამოწყებული ქართული ენის დაცვის პროცესი იყო. ინტელიგენციისა და დისიდენტების დაპირისპირების საილუსტრაციოდ კი იმ დღეებში მომხდარი ერთი ამბავი უნდა გამოვიყენო: მანიფესტანტებს შორის ორმა გაბედულმა ადამიანმა წამოიძახა: „თავისუფლება ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას (რომლებიც მაშინ სულ ახალი დაკავებულები იყვნენ)“, მაგრამ მათი ხმა უმალვე ჩაახშო კოლექტიურმა შეძახილმა: „რა დროს ეგენია“. მთავარი, რაც დისიდენტებსა და ინტელიგენციას განასხვავებდა, თავისუფლების ხარისხი იყო. მაგალითად, მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდიას გარიცხვის საქმე თავისუფლების იმ მინიმალური მოცულობის შესახებ გვაუწყებს, რომლითაც სარგებლობდა, როგორც მას დისიდენტები უწოდებდნენ, „წითელი“ ინტელიგენცია. მწერალთა კავშირის რიგებიდან გამსახურდიას გარიცხვის წინააღმდეგ არავინ მისცა ხმა. ამის გაკეთება ისეთმა „მიღმა გასულმა“ პოეტმაც კი ვერ მოახერხა, როგორიც ანა კალანდაძე იყო.

ალბათ ზედმეტია იმის თქმა, რომ საბჭოთა ინტელიგენციის სხეული ერთგვაროვანი არ ყოფილა: მისი წარმომადგენლები იყვნენ ნიჭიერები და უნიჭონი, ყალბები და ალალები, გამბედავნი და ლაჩრები, განდეგილები და კაი პურის მჭამელები, ჭკვიანები და უჭკუოები, ფაქიზები და მოუხეშავნი. ცხადია, ყველას ერთი საზომით ვერ შეაფასებ, მაგრამ იმის აღიარება მაინც მოგვიწევს, რომ ნებისმიერი მათგანი, ვთქვათ, იოსიფ ბროდსკისგან განსხვავებით, იმპერიის ტოტალიტარული ზრუნვის პროდუქტი და მსხვერპლი იყო. მათ საბჭოთა სისტემის შიგნით ჰქონდათ მიჩენილი ადგილი და განსაზღვრული ჰქონდათ ფუნქცია. სხვა თუ არაფერი, ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ზუსტად იცოდნენ ამ ადგილის დაკარგვის პირობის შესახებ - იცოდნენ, რისი თქმა იყო ნებადართული და რისი - არა. ამიტომ ისინი იმასაც კარგად ხვდებოდნენ, რომ მათ მიერ შექმნილი საუკეთესო პროდუქციაც კი, ერთბაშად კარგავდა ყოველგვარ ხიბლს დისიდენტური სიტყვის ფონზე. ინტელიგენციის მიერ შემუშავებული ანტისაბჭოური სახისმეტყველების მთელი კომპლექსი მხოლოდ კარის მასხარაობა იყო ღია პროტესტისა და შეულამაზებელი სიმართლის წინაშე.

0x01 graphic

4

საბჭოთა იმპერიის დაშლა და დამოუკიდებლობის მოპოვება, ქართული ენის დაცვისგან განსხვავებით, ინტელიგენციამ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ ჩაიწერა თავის აქტივში. მან იგრძნო, რომ გამსახურდია მას არა მარტო ღმერთთან, არამედ ერთან ლაპარაკის უფლებასაც ართმევდა. ამიტომ იგი გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა კიდეც და მის დამხობაშიც მიიღო აქტიური მონაწილეობა. ამით მან თავისი კიდევ ერთი, მთავრობის წინააღმდეგ აბუნტებული ინტელიგენციის სახე შეიქმნა. გამსახურდიას დამხობის შემდეგ ყველაფერი ისევ პირველ სიტყვასა ზედა მოვიდა. შევარდნაძეს ისევ დასჭირდა საყრდენები და ძველი გარიგება ისევ ძალაში დარჩა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ წამოწყებულმა მოდერნიზაციამ, ქართული საბჭოური რეალობის შეცვლის მცდელობამ საბოლოოდ გააშიშვლა ნომენკლატურული ინტელიგენციის ნამდვილი შესაძლებლობები, შიდა თუ გლობალურ კულტურულ ბაზარზე დაადგინა მისი რეალური წონა, რომელიც ხშირ შემთხვევაში უკვე ერთ თეთრადაც კი აღარ ფასობს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მიერ კონსტრუირებული ახალი საქართველოს სურათში არც ინტელიგენციასთან გარიგება, არც მასზე მამობრივი მზრუნველობის და არც ერის გასანათლებლად მისი მიშვების გეგმები აღარ იყო გამოკვეთილი. პირიქით, იგი საბჭოური მეხსიერებისგან გათავისუფლებას, მისგან მაქსიმალურ, ზოგჯერ საკმაოდ აგრესიულად გამოხატულ დისტანცირებას შეეცადა, თუმცა ხანგამოშვებით ინტელიგენციის მოსყიდვის ცდუნებები აწვალებდა და დღემდე აწვალებს ხოლმე. აქ და ახლა საბჭოთა ყაიდის ინტელიგენციის განწყობის გამოსახატავად პუტინის ცნობილი ნათქვამის მოხმობა შეგვიძლია იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. გვინდა თუ არ გვინდა ამის აღიარება, ფაქტია, რომ რუსული საბჭოთა იმპერია ინტელიგენციის შემოქმედებითი აქტივობისა და მატერიალური კეთილდღეობის წყაროს წარმოადგენდა. ისიც ფაქტია, რომ დასავლეთში ჩვენი ინტელიგენციის პროდუქცია უმეტეს შემთხვევაში არ საღდება. ამიტომაც ენატრება მას საბჭოეთი, რუსული ფული, პრემიები და მოსკოვური პრემიერები. ქართული ინტელიგენციისთვის შეუდარებლად საინტერესო და მშვენიერი იყო ცხოვრება უზარმაზარი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის დედაქალაქებში მის წინაშე ხანგრძლივი აპლოდისმენტებით გამოხატავდნენ აღფრთოვანებას. ფაქტია, რომ დღეს ეს ოვაცია მას იშვიათად ან საერთოდ აღარ ესმის. ამან განაპირობა, რომ მის ახალ „მტრად“ იქცა ყველაფერი ის, რაც პრინციპულად ანტისაბჭოურია: კაპიტალიზმი, ლიბერალიზმი, რელიგიის თავისუფლება, პიროვნების თავისუფლების კულტურა, გლობალიზაცია, ამერიკა, თავისუფალი ჩაცმა-დახურვა თუ სექსი - ზოგადად დასავლეთი. ამიტომაა, რომ ოდესღაც თითქოს პროგრესული საბჭოთა ინტელიგენცია, დღეს უმეტეს შემთხვევაში კულტურულ და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, იზოლაციონიზმს, ქსენოფობიას, რასიზმს არის ამოფარებული და ვაჟკაცობისა და ქალიშვილობის ინსტიტუტების სადარაჯოზე დგება. მისი ფარისევლური მორალი ყველაზე უფრო დაცულად და კომფორტულად ამ სიბინძურეში გრძნობს თავს. რადგან ინსტინქტურად აქ ხედავს საკუთარი სიცარიელის, უნიათობის დამალვისა და თვითგადარჩენის ერთადერთ შანსს. მაგრამ იგი იმასაც ხვდება, რომ თავის გადასარჩენად საკმარისი აღარ არის მხოლოდ ღმერთთან (პატრიარქთან) ლაპარაკი. „სოლნიჩნაია გრუზიას“, მისი მეხსიერების სისტემის რესტავრაციას კიდევ ორი კომპონენტი აკლია - ხელისუფლებასთან გარიგება და რუსული გავლენის ზონაში დაბრუნება. ერთიცა და მეორეც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მას უკვე წარმოუდგენლად ეჩვენება. ამიტომ მას ისევ თავისი ბოლო არქეტიპის გაცოცხლება სურს და მისთვის გამოუსადეგარი ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებას ცდილობს: რობერტ სტურუა სააკაშვილს სომხობას აბრალებს, ხოლო სახალხო კრების ლიდერები ხელჯოხებსა და ფარებს იმარჯვებენ და მთავრობის დასამხობად ირაზმებიან. წესით, ამ კასტას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ უნდა ეწეროს

11 ფოტოესე

▲back to top


კატოლონიის მოედანზე სპეცრაზმი შლის დემონსტრაციას.
ბარსელონა, 27 მაის

0x01 graphic

12 ახალი გამოწვევების პირისპირ

▲back to top


მსოფლიო

ამერიკა ახლო აღმოსავლეთში

მიხეილ ბასილაია

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

საბიუჯეტო ვნებათაღელვისა და ბინ ლადენის შემდეგ, ამერიკაში ყურადღება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს დაეთმო. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ჯონ ბოენერმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ 24 მაისს კონგრესის საერთო სხდომაზე მიიწვია. ნეთანიაჰუ კონგრესში გამოსვლამდე პრეზიდენტ ბარაკ ობამასაც შეხვდა. ობამამ შემთხვევით ისარგებლა და ახლო აღმოსავლეთში საკუთარი წარუმატებელი პოლიტიკის გამოსწორებას შეეცადა. მან განაცხადა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი პალესტინური სახელმწიფოს შექმნით უნდა გადაწყდეს, საზღვრები კი 1967 წლის ფარგლებში დადგინდეს. ახლანდელი რეალობების გათვალისწინებით, შეუძლებელია, 1948 წლის ომის შემდეგ პალესტინელი იძულებით გადაადგილებული პირები, საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ - მათი ადგილი პალესტინურ სახელმწიფოშია. ობამამ თავი აარიდა ახალშენებსა და იერუსალიმის გაყოფაზე საუბარს, მაგრამ არაბულ ქვეყნებზე ილაპარაკა. მისი განცხადებით, ამერიკის პრიორიტეტი დემოკრატიული ტრანზიციაა, სასწორზე არა მარტო ცალკეული ქვეყნების სტაბილურობა, არამედ ახლო აღმოსავლეთის ხალხების თვითგამორკვევა დევს. სხვადასხვა მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის გამოსვლის დეტალები ბუშის იმ დოქტრინას მიაგავდა, რომელსაც დემოკრატები და თავად ობამაც, რამდენიმე წლის წინ აკრიტიკებდნენ.

კონგრესში ნეთანიაჰუს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. ისრაელის პრემიერი ობამას შეთავაზებებს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ საზღვრების საკითხი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყვეტილიყო. 1967 წლის შემდეგ, დასავლეთ ნაპირზე, დემოგრაფიული მდგომარეობა შეიცვალა. იუდეასა და სამარიაში ისრაელელები ცხოვრობენ, ისრაელის დასახლებული პუნქტები და მათი დამცავი კედელიც პალესტინის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. ისრაელი მხარს უჭერს პალესტინური სახელმწიფოს შექმნას, თუმცა ის ისრაელის სიცოცხლისუნარიანობის ხარჯზე ვერ შეიქმნება. პალესტინელებმა კი უნდა აღიარონ ებრაული სახელმწიფოს არსებობის უფლება. ნეთანიაჰუ არც იერუსალიმის გაყოფას თანხმდება და თვლის, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, თავდაცვის ძალები, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის გასწვრივ დარჩნენ. პრემიერი პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაშია. საკუთარ ქვეყანაში მას მყიფე კოალიციური მთავრობა ჰყავს.საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი და ოპოზიციური კადიმას პარტიის ლიდერი ტზიპი ლივნი მზად არიან ნეთანიაჰუს ნებისმიერი წაბორძიკებით ისარგებლონ. ეგვიპტეში მუბარაქის განდევნით ისრაელმა არაბული ქვეყნების მხარდაჭერა დაკარგა, ევროპაში კი აპარტეიდულ რეჟიმად არის წარმოჩენილი. საერთაშორისო ორგანიზაციები, ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე მოხსენებებს ხშირად აკეთებენ, პალესტინელი ტერორისტების მოქმედებებზე კი დუმან. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ 2006-2010 წლებში თავის 25 მოხსენებაში ისრაელის ქმედებები 20-ჯერ დაგმო, მიანმა და ჩრდილოეთ კორეა - ჯამში 5-ჯერ.

ობამასთვის, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, გაპრეზიდენტებისთანავე საკვანძო საკითხი გახდა. მან გადაწყვიტა წარმატებისათვის ისრაელზე ზეწოლით მიეღწია. ნეთანიაჰუს მოსთხოვა იერუსალიმსა და დასავლეთ ნაპირზე ახალშენების მშენებლობის სრული შეწყვეტა, რაზეც პალესტინური მხარეც კი არ საუბრობდა. ობამას ცალმხრივმა მიდგომამ პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს სხვა გზა, გარდა ანალოგიური მაქსიმალიზმისა, არ დაუტოვა. რაც პალესტინელებს საკუთარი მხრიდან დათმობებით უნდა მიეღწიათ, ობამასგან უფასოდ მიიღეს. ნეთანიაჰუმ პოზიციები დათმო და 2010 წლის დასაწყისში, მშენებლობებზე 10-თვიანი მორატორიუმი გამოაცხადა. პალესტინელები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, მაგრამ დიალოგმა შედეგი არ მოიტანა. აბასმა პროცესის ჩაფლავება ობამას გადააბრალა. მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა მას უკან დასახევი გზა არ დაუტოვა - დათმობები შეიძლება აბასსა და მის პარტია ფათჰს ძვირად დასჯდომოდა.

მისკენ დამიზნებული რაკეტებით გარშემორტმულ ისრაელს კომპრომისისთვის უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. 2004 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხედრო ძალები გამოიყვანა. ამის მიზეზი ჯორჯ ბუშის მიერ პალესტინელთა ქმედებების გაკრიტიკება და ისრაელის მხარდაჭერა იყო. ამერიკის განდგომა ისრაელს აიძულებს საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად იზრუნოს. ობამამ ისრაელზე ზეწოლით არაბულ სამყაროსთან დაახლოება სცადა. თუმცა არაბული სახელმწიფოები ადმინისტრაციას, რომელიც საკუთარ მოკავშირეზე ზეწოლას ახორციელებს, ეჭვის თვალით უყურებენ. საბოლოოდ, ახლო აღმოსავლეთში ობამამ საკუთარი პრეზიდენტობის პირველი ორი წლის მანძილზე ამერიკა-ისრაელის ურთიერთობები გაართულა, ვერ მოიპოვა პალესტინელების კომპრომისი და ვერც არაბულ ქვეყნებთან გააუმჯობესა მდგომარეობა.

როგორც ჩანს, ობამა საკუთარი მიდგომის მცდარობას მიხვდა. მაისში მან თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯორჯ მიტჩელი - ამერიკის განსაკუთრებული წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საკითხებში. ისრაელზე ზეწოლა, ნაწილობრივ, სწორედ მიტჩელის იდეა იყო. თუმცა ამ დროისათვის ობამას უკვე განსხვავებული სურათი ხვდება. საკითხი, ფათჰისა და ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის თანამშრომლობის ხელშეკრულებამ, ჩიხში შეიყვანა. მისი მიხედვით, ჰამასი პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას შეუერთდება, რომელსაც გაერო პალესტინური მხარის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად ცნობს. პალესტინელებს მოუწევთ ახლანდელი მთავრობის დაშლა და ახლის შექმნა, სადაც ჰამასიც იქნება წარმოდგენილი. ცვლილებებს პრემიერ-მინისტრი სალამ ფაიადი შეეწირება, რომელსაც დასავლეთ ნაპირის ეკონომიკური განვითარება და პალესტინის ხელისუფლების მთავრობის ქმედუნარიანობა უკავშირდება. ტერორისტული ორგანიზაციის პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციასა და მთავრობაში შესვლა, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებას გამორიცხავს. აბასის ეს უპასუხისმგებლო ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა, მესამე ინტიფადამდე მივიდეს, შემოდგომისთვისაა გათვლილი. მან განაცხადა, რომ სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის დამოუკიდებლობის საკითხს გაიტანენ. ჰამასმა ღაზის სექტორის არჩევნებში გაიმარჯვა, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის კი ღაზის სექტორისა და დასავლეთ ნაპირის პოლიტიკური გაერთიანება იყო საჭირო. თუმცა არც ამერიკა და არც ევროკავშირი, ტერორისტული ორგანიზაციის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას მხარს არ დაუჭერს. შეიძლება ითქვას, 75 წლის აბასი ეგოისტურად მოიქცა - პენსიაზე გასვლის წინ მოლაპარაკებების თავიდან აცილებით, პალესტინელთა თვალში უკომპრომისო ლიდერად დარჩა. მან რადიკალურად განწყობილი მოსახლეობის გული მოიგო, თუმცა ფაიადისა და ზომიერი ფრთის დასუსტება, პალესტინელებს ვერც სახელმწიფოსა და ვერც მშვიდობას ვერ მოუტანს. 2011 წლის დასაწყისში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ამერიკისთვის ახლო აღმოსავლეთი დიდ თავსატეხად იქცა. თურქეთის გააქტიურებისა და ირანის ბირთვული პროგრამის პარალელურად, არაბული ქვეყნები სულ უფრო სუსტად გამოიყურებიან. ე.წ. არაბულმა გაზაფხულმა ტუნისსა და ეგვიპტეში მთავრობები შეცვალა. ზომიერ, პროდემოკრატიულ ძალებს, შესაძლოა, მომავალ არჩევნებზე გამარჯვება გაუჭირდეთ. ლიბიაში - დაბომბვები, სირიაში კი ძალადობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. ბინ ლადენის განადგურების შემდეგ, ობამას სურს, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე საკუთარ პორტფოლიოს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში წარმატებაც შეჰმატოს. მაგრამ მას უკვე სხვა პრობლემებთან უწევს გამკლავება. პრეზიდენტს ფართომასშტაბიანი რეგიონული პოლიტიკის შემუშავება მოუწევს, მხოლოდ პალესტინის საკითხზე კონცენტრირება კი, შესაძლოა, კონტრპროდუქტიული გამოდგეს.

13 ირანული ნაციონალიზმისა და ისლამური ფუნდამენტალიზმის გზები იყოფა

▲back to top


მსოფლიო

მარიამ მიქავა

ბოლო დროს ირანში პოლიტიკური მოვლენები ელვისებურად იცვლება. პარლამენტართა გარკვეული ჯგუფი პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს, კონსტიტუციის დაახლოებით 50-ჯერ დარღვევაში ადანაშაულებს. ისინი სპეციალურ კომისიას პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვას სთხოვენ. ეს ინფორმაცია 17 მაისს ირანულმა ტელეარხმა Press TV-მ გადმოსცა. თუმცა, დეპუტატების ნაწილმა, მიმართვა ჯერ კიდევ 28 თებერვალს გააკეთა.

0x01 graphic

აიათოლა ალი ხამენეი

პარლამენტში გადაწყვეტილება 10 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ - შემდეგ მოხსენება სხვა კომისიაში გადამისამართდება, რომელიც საკითხს პარლამენტში განსახილველად გაიტანს. 290-წევრიანმა საკანონმდებლო ორგანომ, დადგენილი პროცედურით, მოხსენებას 3-ჯერ უნდა მისცეს ხმა. ამის შემდეგ, კონსტიტუცი ის 89-ე მუხლის თანახმად, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება შეიძლება.

აქამდე პრეზიდენტს იმპიჩმენტის განაჩენი, ერთხელ, 1981 წელს გამოუტანეს. 2010 წლის ნოემბერში, დეპუტატებს აჰმადი ნეჟადის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება სურდათ. თუმცა ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ზეგავლენით, მოთხოვნა უკანვე გაიტანეს. ამჟამინდელი იმპიჩმენტის ინიციატივა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ქვეყნის სულიერ ლიდერსა და პრეზიდენტს შორის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა. შეუძლებელია დეპუტატთა განზრახვის შესახებ ხამენეის არაფერი სცოდნოდა.

დაძაბულობა აიათო ლასა და აჰმადი ნეჟადს შორის გასული წლიდან დაიწყო. 2010 წლის დეკემბერში, პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრიმა ნუჩერმო თაქი გაათავისუფლა და დაახლოებული პირი, ალი აკბარ სალეჰი დანიშნა. ამას გარდა, მიმდინარე წლის აპრილში, დაზვერვის მინისტრი ჰეიდარ მოსალეჰიც მოხსნა, რომლის გადაყენებითაც პრეზიდენტმა საკუთარ თავს მწვავე განაჩენი გამოუტანა. ორივე მინისტრი ხამენეის ახლო წრეს განეკუთვნებოდა. სულიერი ლიდერის ბრძანებით, მოსალეჰი თანამდებობაზე კვლავ აღადგინეს. აჰმადი ნეჟადი 11 დღე არ გამოჩენილა სამუშაო კაბინეტში, ხოლო როცა გამოცხადდა, მინისტრების დათხოვნის ახალი სერია დაიწყო. მან თანამდებობიდან სამი - ნავთობის, სოციალური უზრუნველყოფისა და მრეწველობის მინისტრები გაათავისუფლა.

პრეზიდენტის განცხადებით, სამინისტროების ხელმძღვანელების გათავისუფლების გადაწყვეტილება, ქვეყნის 5-წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში მიიღეს. ის მინისტრების რიცხვის 21-დან 17-მდე შემცირებას ითვალისწინებდა. აჰმადინე ჟადის საქციელს დეპუტატების მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა - „დებატები თავისუფლების ნაწილიაო“.

ისლამური რევოლუციის დამფუძნებლის, აიათოლა ხომეინის ჩანაფიქრით, სახელმწიფო და რელიგიურ საქმეებში საბოლოო არბიტრი, ქვეყნის სულიერი ლიდერია. აჰმადინეჟადის ეს ნაბიჯი პირდაპირი გამოწვევაა.

2009 წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ხამენეი აჰმადინეჟადის ერთგულ მოკავშირედ ითვლებოდა. თუმცა ირანის პრეზიდენტის ახლანდელი ამბიციებით თუ ვიმსჯელებთ, მას ქვეყანაში სასულიერო ხელისუფლების როლის შემცირება სურს. აჰმადინეჟადის გუნდის წევრი, ეს ფანდი არ რაჰიმ მაშაეი, „ირანული“ ნაციონალიზმის ხელშემწყობად განიხილება. ის სასულიერო ხელისუფლებას უთხრის ძირს. ამბობენ, რომ აჰმადინეჟადიც ამ ხედვას იზიარებს. ამას გარდა, 2012 წელს - საპარლამენტო, ხოლო 2013 წელს - საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. ნაციონალისტებისა და ფუნდა მენტალისტების ბანაკები გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებიან.

ქვეყნის პრეზიდენტსა და სულიერ ლიდერს ირანის იდენტობის შესახებაც უთანხმოება აქვთ. საქმე კულტურულ კოლიზიასთან გვაქვს. 1979 წელს, რაც ირანის სათავეში ისლამური რეჟიმი მოვიდა, ისინი პრეისლამური წარსულის განადგურებას ცდილობენ. ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ რეგულარულად გმობენ „არაბულ ინტერვენციას“, სიამაყით იყენებენ ენას, რომელმაც არაბული ეპოქის იმპერიალიზმი გადაიტანა. ისლამური რესპუბლიკის დამაარსებელმა, აიათოლა ხომეინიმ, ტრადიციული სპარსული ზეიმები აკრძალა.

0x01 graphic

მაჰმუდ აჰმადინეჟად
ფოტო: REUTERS ©

აჰმადინეჟადმა ირანული ნაციონალიზმი ხელისუფლების „ბოძად“ აქცია, ის ხშირად აქებს პრე ისლამური ირანის სიდიადეს. წელს პრეზიდენტმა ნავრუზი (ირანული ახალი წლის ზეიმი) დიდი ზარზეიმით აღნიშნა. აიათოლა ხამენეიმ დემონსტრაციულად უარი თქვა შეხვედროდა ნავრუზის ჩამოსულ სტუმრებს და დღესასწაულის დროს ქალაქიც კი დატოვა. კონსერვატორი სამღვდელოების გაღიზიანება, ლონდონის მუზეუმიდან კიროს დიდის ცილინდრის ჩამოტანამაც გამოიწვია. ისლამური რევოლუციის დროს, კი როს მეფეს „სოდომიტად“ და „ებრაელ ბიჭუნად“ მოიხსენიებდნენ. თავის მხრივ, აჰმადინე ჟადმა, კიროს დიდის ცილინდრზე დაწერილი სიტყვები, ისტორიაში ადამიანის უფლებების პირველ დეკლარაციად გამოაცხადა. რა განაპირობებს აჰმადი ნეჟადის ირანული ნაციონალიზმის აზვირთებას? ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს მომავალი არჩევნებისათვის ერთგვარი სამზადისია. ქვეყანაში არც თუ სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობაა, ინფლაციის დონე 25%25-მდე, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი 30%25-მდე გაიზარდა. პარლამენტის ერთ-ერთმა გავლენიანმა წევრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ეკონომიკური მაჩვენებლების რეალურ მონაცემებს მალავს და არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

14 თურქეთი კონსტიტუციური ცვლილებების მოლოდინში

▲back to top


მსოფლიო

ნინო კაცია

0x01 graphic

2011 წლის 12 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თურქეთში ყველაზე აქტუალური საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებებია.

გასული წლის სექტემბერში ჩატარებული რეფერენდუმის დროს, ამ ნაბიჯს მოსახლეობის 58%25 მიემხრო. ოპოზიციურ პარტიებს კონსტიტუციაში შესწორებების საკუთარი ვარიანტები, თუმცა გამარჯვების ნაკლები შანსი აქვთ. მათი ყველაზე დიდი წარმატება ის იქნება, თუ მმართველ პარტიას უმრავლესობას ჩამოართმევენ. თურქეთის პარლამენტში 550 ადგილია, საკონსტიტუციო ცვლილებებს კი მისმა 2/3-მა უნდა დაუჭიროს მხარი.

ერდოღანმა არაერთხელ ახსენა, რომ ქვეყნის საპარლამენტო მოდელიდან საპრეზიდენტოზე გადასვლა სურს. მართალია, პრემიერს პირადი მოტივი ამოძრავებს - გაპრეზიდენტების შემთხვევაში უფრო დიდ ძალაუფლებას მოიპოვებს - მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ძლიერი პრეზიდენტი, სამხედროების ძალის და საბალანსებლად, აუცილე ბელია. სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დებატები ამ საკითხზე უფრო აქტუალური გახდება. ახლანდელი პრეზიდენტი, აბდულა გიული, ამ მოდელის შემოღებას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა. თუ მმართველი პარტია ცვლილებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერ დააგროვებს, მაშინ მის პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, იუსტიციის სისტემის რეორგანიზაციაა. ის მიზნად სამხედროების პოლიტიკური გავლენის შესუსტებას ისახავს.

თურქეთის რესპუბლიკის ისტორიის მანძილზე, პოლიტიკა და ჯარი ერთმანეთისგან გამიჯნული არ ყოფილა. წლების განმავლობაში სამხედროები ქემალისტური რესპუბლიკის პრინციპების სადარაჯოზე იდგნენ. ყოველთვის, როცა პროდასავლური, ანტიკომუნისტური ან სეკულარული პრინციპები საფრთხის ქვეშ დგებოდა, სახელმწიფო საქმეებში თურქული ჯარი ერეოდა. სამხედრო ძალამ, ბოლო 50 წლის განმავლობაში, არჩეული მთავრობა 4-ჯერ გადააყენა. სამხედროების მიერ ჩამოყალიბებული „ღრმა სახელმწიფო“ (derin devlet), დროთა განმავლობაში, პარალელურ მთავრობად იქცა. იგი წარმოადგენს „გლადიოს“ ტიპის ქსელს, რომელიც NATO-ს ქვეყნებში 1950-იან წლებში ჩამოყალიბდა. ამ უკანასკნელის მისია ანტიკომუნისტური კამპანიისა და საბჭოთა ოკუპაციის შემაკავებელი ძალების ცენტრის შექმნა გახლდათ. თავდაპირველად ეს ორგანიზაცია იდეოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ ინტელექტუალური ელიტის კონსოლიდაციას ითვალისწინებდა. თუმცა პერიოდულად “ღრმა სახელმწიფოს“ ოფიცრები სამხედრო ოპერაციე შიც მონაწილეობდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აქცენტი ქურთების მუშათა პარტიის (PKK) მიერ წამოწყებული საშიში კამპანიის - თურქეთის ეთნიკური ქურთების დამოუკიდებლობისთ ის ბრძოლის ჩახშობაზე გადაიტანეს. „ღრმა სახელმწიფოს“ თურქეთში ორი განშტოება ჰქონდა: 1) სპეციალური სამხედრო ერთეული, რომელიც სამხედრო ელიტისგან შედგებოდა; 2) ერგე ნეკო ნი - სამოქალაქო-პოლიტიკური ფრთა. 2007 წელს, ამ უკანასკნელის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიების დროს, 300 ადამიანი დააკავეს. პროკურორები დავობდნენ, რომ მკვლელობების, ტერორიზმის და ქაოსის გამო, თურქეთის სტაბილურო ას ექმნებოდა საფრთხე და ახალი სამხედრო გადატრიალებისთვის ნიადაგი მზადდებოდა. დღეს AKP, სასამართლოზე კონტროლის გამკაცრე ით, სამხედრო ხუნტის საქმიანობის აღკვეთას ცდილობს.

თურქეთში, სამოქალაქო და მილიტარისტულ ინსტიტუტებს შორის დაპირისპირება, მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობით არ შემოიფარგლება. დღის წესრიგში ქვეყნის ორიენტაციის საკითხიც დგას - რა პოლიტიკურ გზას აირჩევს ის - ისლამისტურს თუ სეკულარულს. დარჩება დასავლეთის მოკავშირედ, თუ მისი საგარეო პოლიტიკა, აღმოსავლეთზე და, პირველ რიგში, ისლამურ ქვეყნებზე გადაერთვება.

თურქეთი 1960-იანი წლებიდან ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა. AKPს პირველი ვადის დროს გატარებულმა რეფორმებმა, ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას ბიძგი მისცა. სხვადასხვა დოკუმენტებში ხაზგასმულ რეფორმებში, რომლებსაც ბრიუსელი მხარს უჭერს, საკონსტიტუციო ცვლილებებიც იგულისხმება. მაგრამ ორგანიზაციაში თურქეთის მიღებას საფრანგეთი და გერმანია ეწინააღმდეგებიან. შედეგად, გაწევრიანების იმედიც ნელ-ნელა იკლებს. მოსალოდნელია, რომ ევროპიზაციის სახელით მომხდარ დემოკრატიზაციას, თურქეთის ისლამიზაცია მოჰყვეს და ქვეყანამ პროდასავლური საგარეო კურსიდან საბოლოოდ გადაუხვიოს.

15 ტექნოლოგიური მზაობა მსოფლიოსა და საქართველოში

▲back to top


ბიზნესი

ელენე კვანჭილაშვილი

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა, გლობალური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უახლესი 2010-2011 წლის საიუბილეო (10 წელი) ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ტექნოლოგიურ მზაობას სამი ძირითადი პრინციპის მიხედვით აფასებს: რამდენად მომწიფებულია ქვეყნის ზოგადი გარემო ინოვაციისა და ინტერნეტტექნოლოგიებისთვის, ტექნოლოგიური მზაობის მიღწევის პროცესში რამდენად ჩართულია მთავრობა, ბიზნესსექტორი და საზოგადოება და რამდენად იყენებს ქვეყანა ინტერნეტტექნოლოგიებს ყოველდღიური საქმიანობისას.

საქართველო ამ ანგარიშში 138 ქვეყანას შორის 98-ე ადგილზე მოხვდა. ქვეყნის ძლიერი მხარეებია: ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დრო (მე-3 ადგილი) და პროცედურების რაოდენობა (მე-7 ადგილი), საგადასახადო წნეხი (მე-8 ადგილი), წერა-კითხვის ცოდნა (მე-3 ადგილი), სახელმწიფო რეგულირების ტვირთი (მე-3 ადგილი) და კონტრაქტის აღსრულების მოკლე პერიოდი (მე-11 ადგილი) საქართველო ინტერნეტ და სატელეფონო კომუნიკაციის მიხედვით მაღალი კონკურენციის მქონე ქვეყნების (მათ შორის, მსოფლიოს ტოპ ცხრა ქვეყანა, ევროპის უმეტესი ქვეყნები, იაპონია) ჯგუფში შედის. ამ კომპონენტების მიხედვით საქართველო, საშუალოდ, ყველა თავის მოსაზღვრე მეზობელს - სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი - სჯობნის.

ყველა დაბალი შემოსავლების მქონე ეკონომიკა 97-ე ადგილის მიღმაა. გამოჩნდა მხოლოდ ორი გამონაკლისი: გამბია (76-ე ადგილი) და კენია (81-ე ადგილი). მდიდარი ქვეყნების შემთხვევაში კორელაცია ასეთი ნათელი არ არის. მაგალითად, შვედეთს და ქუვეითს მშპ ერთ სულზე თანაბარი აქვთ, თუმცა ტექნოლოგიების ათვისების და დანერგვის კუთხით მათ შორის მთელი 2-პუნქტიანი სხვაობაა. გლობალური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ანგარიში აჩვენებს, რომ მდიდარ ქვეყნებში, ღარიბ ქვეყნებთან შედარებით, ტექნოლოგიური ევოლუცია სწრაფად და წარმატებით მიმდინარეობს. ტოპ ოცეულში ექსკლუზიურად მხოლოდ მაღალშემოსავლიანი, კარგად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები მოხვდნენ. თუმცა, არსებობენ გამონაკლისებიც: მალაიზია (28-ე ადგილი) ერთადერთი დაბალშემოსავლიანი ქვეყანაა, რომელიც ოცდაათ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის მოხვდა. მეორე მხრივ, ქუვეითი (75-ე ადგილი) მაღალი შემოსავლების ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ორმოცდაათეულშიც კი ვერ შევიდა.

ქსელური მზაობის მეთოდოლოგია

0x01 graphic

მსოფლიოში გლობალური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თვალსაზრისით, ყველაზე წარმატებული 5 სახელმწიფოა: შვედეთი, სინგაპური, ფინეთი, შვეიცარია და აშშ. ყველა ამ ქვეყანას მისთვის დამახასიათებელი უნიკალური მახასიათებელი გააჩნია: შვედეთში საუკეთესო კლიმატია შექმნილი ტექნოლოგიების ათვისების მხრივ. სინგაპურში საუკეთესოდ არის განვითარებული პოლიტიკური და მარეგულირებელი გარემო, ეფექტიანი და გამჭვირვალე ადმინისტრირებით და ბიზნესზე მორგებული კანონმდებლობით. ფინეთს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის აუცილებელი კარგად გამართული ინფრასტრუქტურა და მაღალი დონის პროგრამული უზრუნველყოფა აქვს. შვეიცარია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ძლიერი ნოვატორია. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი კვლევაზე ორიენტირებული გარემო გამოარჩევს: ბიზნესსა და სამეცნიერო წრეებს შორის მჭიდრო კავშირია და, ზოგადად, როგორც მთავრობა, ისე საზოგადოება, საინფორმაციო ტექნოლოგიებს აქტიურად მოიხმარს.

განვითარებული და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი განსხვავება გლობალური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდივიდუალური მოხმარების მხრივაა. განვითარებად ქვეყნებში მობილური ტელეფონების ათვისების მზარდი ტემპი შეინიშნება, თუმცა კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტხელმისაწვდომობის მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზე რჩება და ამდენად, გლობალური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ანგარიშში ამ ქვეყნების ქულას ამცირებს. განსხვავდება ციფრული ტექნოლოგიების ათვისების და ინფრასტრუქტურული განვითარების ტემპიც.

როგორც კვლევა აჩვენებს, ასეთი განსხვავებები ქვეყნის ზომაზე დამოკიდებული არ არის. კვლევა არ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ, რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო ადვილი უნდა იყოს მთელი ტერიტორიის ტექნოლოგიურად უზრუნველყოფა. ანგარიშის მიხედვით, დიდი ბაზარი დამატებითი უპირატესობების მატარებელია: მეტი ეკონომიკური აქტივობა და ნოვატორული მიდგომების კვლევისა და დანერგვის უფრო მეტი საშუალება.

ფაქტია, რომ დღეს ინტერნეტის გარეშე მსოფლიოს წარმოდგენა, უბრალოდ შეუძლებელია. გლობალურმა საკომუნიკაციო საშუალებებმა და განსაკუთრებით, ინტერნეტმა უკვე შეცვალეს მსოფლიო. ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენი ცხოვრების ტრანსფორმაცია გაცილებით სწრაფად და გლობალურად გაგრძელდეს.

ქვეყნების განაწილება შემოსავლებისა და ტექნოლოგიური მზაობის მიხედვით

0x01 graphic

16 ამბები

▲back to top


ბიზნესი

თალიბების კიდევ ერთი სამიზნე: ქალები

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

გასულ კვირას, ავღანეთის დედაქალაქთან ახლოს, ლოგარის პროვინციაში, თალიბებმა გოგონათა სკოლის დირექტორი მოკლეს, მისივაჟი კი დაჭრეს. მკვლელობის მიზეზიის გახდა, რომ დირექტორი გოგონებს სკოლაში სიარულის უფლებას აძლევდა.როგორც ლოგარის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი,მეთინ ჯაფარი ამბობს, ეს დაჯგუფებახან მუჰამედს მოკვლითადრეც ემუქრებოდა.

ეს, თალიბების მხრიდან ქალთა განათლების წინააღმდეგ აგრესიულიქცევის პირველი გამოვლინება არ გახლავთ. ისინი პერიოდულად მოსწავლე გოგონებს, მასწავლებლებსა და სკოლისშენობებს ესხმიანთავს. წინა წელს მათ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისასსკოლის შენობაში მომწამვლელი აირი გაუშვეს.რამდენიმემოზარდი დაზარალდა. სკოლისაკენ მიმავალ მოსწავლეებს კი სახეში მჟავა შეასხეს.

ავღანეთში ქალებმა განათლებისა და ხმის მიცემის უფლება 2001 წლიდან მოიპოვეს. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ჯარმა თალიბების მთავრობა დაამხო. მათ ეს უფლება 1996 წლიდან ჰქონდათ ჩამორთმეული.

ამჟამადავღანეთის სკოლებში სულ 2.4 მილიონი გოგონაა დარეგისტრირებული, თუმცა20%25 სკოლაში რეგულარულად სიარულს ვერ ახერხებს. პრობლემაა მასწავლებელთა სიმცირეც. გოგონების უმეტესობა ქაბულში სწავლობს. სხვა უფრო კონსერვატიულ მხარეებში კი ქალები განათლებას დღემდე ვერ იღებენ.

გეი-პრაიდი ავღანეთში

0x01 graphic

თუ ჰომოსექსუალი ხართ და ამით ამაყობთ, ავღანეთი ალბათ ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილია, სადაც ამის დემონსტრირება ღირს. ამიტომაც გამოიწვია გაოცება ქაბულში მოსიარულე მანქანებზე ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი გეი-პრაიდის სიმბოლოების გამოჩენამ. კონსერვატიულ საზოგადოებაში, სადაც ჰომოსექსუალ მამაკაცებს ხშირად ცოლი მხოლოდ იმიტომ ჰყავთ, რომ სხვების თვალში სახე შეინარჩუნონ, მასიური „ქამინგ აუთი“ ბევრს უცნაურად მოეჩვენა.

ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტო Pajhwork-მა მალე გაარკვია, რომ საქმე აუხნელ სოციო-კულტურულ ძვრებთან არ გვაქვს. როგორც აღმოჩნდა, მძღოლებს სტიკერების სიმბოლური დატვირთვის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ავღანელებმა დაასკვნეს, რომ დასავლეთიდან იმპორტირებულ ნახმარ მანქანებს თან მოდური აქსესუარები შემოჰყვა და სიახლე ენთუზიაზმით აიტაცეს. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ კი ასეთივე ენთუზიაზმით მოიშორეს თავიდან.

ავღანელებს არათუ მსგავს სიმბოლოებში, ტერმინებში გარკვევაც უჭირთ: ხშირად ჰომოსექსუალობასა და პედოფილიას ერთმანეთში ურევენ. რომ არა საინფორმაციო სააგენტო Pajhwork-ი, ქაბულის მკვიდრნი კიდევ დიდხანს ივლიდნენ გეი-პრაიდის სიმბოლოებით.

ელექტრონიკა ცეცხლში

0x01 graphic

სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ჩენდუში, ელექტრონიკის ქარხანა Foxconn-ში მომხდარი აფეთქებისას, ორი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაიჭრა. როგორც მისი მამობილი კომპანიის, Hon Hai-ის წარმომადგენელმა, ედმუნდ დინგმა Guardian-თან საუბარში განაცხადა, იცის, რომ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თუმცა, მიზეზი უცნობია.

Foxconn-ის ქსელი თავისი მასშტაბითაა ცნობილი. კომპანიაში ასიათასობით ადამიანია დასაქმებული. იგი Apple-ისთვის iPhone-სა და iPad-ს აწარმოებს. Foxconn-თან Nokia, Motorola, Hewlett-Packard-ი და Dell-ი თანამშრომლობენ.

აფეთქებასთან დაკავშირებით Apple-მა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. მან ინციდენტის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ტექსტში ნათქვამია, რომ Apple-ი Foxconn-თან თანამშრომლობს, რათა აფეთქების მიზეზები დროულად დაადგინონ. ხანძრის გაჩენის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი. თუმცა, The New Yourk Times-ი იუწყება, რომ ქარხნის თანამშრომლები მიზეზად გაუმართავ სავენტილაციო სისტემას ასახელებენ.

17 ბრენდის მოლეკულური მოდელი

▲back to top


ტაბულა|რაზა

თენგიზ ლომიტაშვილი

ბრენდების შესახებ თეორიების უმეტესობა ბრენდს აღიქვამს, როგორც ადამიანისგან განყენებულ, თავისი ცხოვრების მქონე მოვლენას, რომელიც ჩვენი (როგორც მომხმარებლების) გონების დაპყრობას ცდილობს. მიჩნეული იყო, რომ ბრენდის სიძლიერე ჩვენს გონებაში მისი ადგილის ზომით განისაზღვრებოდა. მარკეტერებისათვის და მკვლევრებისთვის ეს ითარგმნებოდა ისეთ ძირითად ცვლადებად, ე.წ. KPI-ად, როგორებიცაა: ბრენდის ცნობადობა (სპონტანური, შეხსენებითი), ბრენდის იმიჯი, ბრენდის შეძენის სურვილი და კიდევ სხვა რამდენიმე. ახალი გამოწვევა ბრენდინგის სფეროში არის ის, რომ დიდი ბრენდის შექმნა ტრადიციული მძიმე სატელევიზიო სარეკლამო ბადის მეშვეობით დღევანდელ პირობებში შეუძლებელია და უფრო და უფრო მეტი კომპანია ამბობს უარს ასეთ სტრატეგიაზე და ე.წ. პოსტსარეკლამო სტრატეგიას მიმართავს. ახალი ბრენდები, როგორებიცაა Google, e-bay, Amazon, სრულიად სხვაგვარად შეიქმნენ, ვიდრე, მაგალითად, ტრადიციული ბრენდები - Coca-cola, AT&T, GM. საქართველოშიც, მათ შორის, ახალი ინტერნეტ-ტელევიზიის გამოჩენა, რომელიც გადახვევის და რეკლამის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა, სატელევიზიო რეკლამას საკმაო საფრთხეს უქნის.

ბრენდი რაიმე განყენებული, აბსტრაქტული, მისტიკური ცნება კი არ არის, არამედ ეს არის კულტურული იდეების კრებული, რომელიც ერთმანეთთან კავშირშია და რომლებიც ადამიანებისთვის მნიშვნელობის მატარებელია.

კულტურა, მისი ვიწროდ განსაზღვრული სოციალური (და არაფართო ანთროპოლოგი ური) მნიშვნელობით, ჩვენი ყოველდღიური ყოფის კონტექსტს ქმნის. ის აერთიანებს ადამიანების რწმენას და ცრურწმენას, ყოველდღიურ რიტუალებს, ხელოვნებისადმი მიდრეკილებას, მორალის და კანონების მიმართ დამოკიდებულებას, ჩვევებს და სხვა ქცევას, რომელიც ჩვენ, როგორც ადამიანებმა, საზოგადოებაში ცხოვრების შედეგად შევიძინეთ. ყოველ დილით კბილების გახეხვიდან დაწყებული, შესვენებაზე ყავის სმით და ძილის წინ მომავალი დღისთვის მაღვიძარას დაპროგრამებით დამთავრებული, ესჩვენი რუტინული რიტუალებია, რომელსაც ყოველდღე ვასრულებთ. რამდენი ისეთი ჩვევა გვაქვს, რასაც რაციონალური გონებით ვერ ავხსნით - მაგ., რატომ ვაგროვებთ რაიმე ნივთებს, რატომ გადავკოცნით ხოლმე მეგობრებს მაშინ, როცა 24 საათიც არ არის გასული მას შემდეგ, რაც ბოლოს ვნახეთ? რატომ გადავიწერთ პირჯვარს ეკლესიასთან? რატომ ვამბობთ ყოველთვის სადღეგრძელოს, როცა ალკოჰოლს ვიღებთ და სადღეგრძელოს შემდეგ, რატომ ვუჭახუნებთ ჭიქას თანამესუფრეს და აუცილებლად გადავდივართ „ალავერდს“? ასეთების რიცხვი უსაზღვროა.

კულტურა ყოველთვის ჩვენს იდენტურობაზე მეტყველებს. იგი მიუთითებს ჩვენს ურთიერთობებზე საგნებთან, მოვლენებთან, ადამიანებთან. შესაბამისად, ის ძლიერ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას ვირჩევთ. სოციო-კულტურული კონტექსტი არის სწორედ ის, რაც ჩვენს მიმართებას ყველაფერთან კონკრეტულ მნიშვნელობას უსადაგებს.

ჯონ გრანტის წიგნი ბრენდების შესახებ - „ბრენდის ინოვაციის მანიფესტი“ - ბრენდის სტრუქტურის სრულიად ახალ ხედვას იძლევა. მას ბრენდი წარმოუდგენია, როგორც მოლეკულა, რომელიც ცალკეული ატომებისგან შედგება. ამ ატომებში ბრენდის ცალკეული გამოვლინება, ცალკეული სოციო-კულტურული იდეა იგულისხმება. ატომები ერთმანეთთან კავშირშია, ზოგი - ძლიერად, ზოგი - სუსტად, ზოგსაც ერთმანეთთან პირდაპირი კავშირი საერთოდ არ აქვს და ირიბად, რამდენიმე ხარისხით არის დაშორებული ერთმანეთისგან. ბრენდის მოლეკულის შემადგენელი ატომებიდან ზოგი დიდია, ზოგიც პატარა, იმის მიხედვით, თუ რამდენად აქტუალურია ამ ატომის ქვეშ არსებული სოციო-კულტურული იდეა.

ბრენდის მოლეკულა - ეს იდეების უბრალო გროვა არ გახლავთ. ბრენდის მოლეკულური მოდელი გულისხმობს, რომ ამ იდეებს საფუძვლად ერთი დიდი, სტრატეგიული კულტურული იდეა უდევს, რომელიც, თავის მხრივ, არქეტიპული და მნიშვნე ლოვანია. იდეების კავშირი კი თავის მხრივ გარკვეულ ლოგიკურ ხაზს მიჰყვება და ამოვარდნილი არ არის ძირითადი იდეიდან. ახალი იდეის დამატება მოლეკულისთვის არა თუ სასარგებლოა მოლეკულის სიცოცხლისთვის, არამედ აუცილებელიც, რათა ბრენდი ყოველთვის დინამიური და მომხმარებელთან უფრო მიახლოებული აღმოჩნდეს. ახალ იდეაში კი იგულისხმება, მაგალითად, რაიმე ტიპის მარკეტინგული აქცია, სხვა ბრენდთან ალიანსი, კომუნიკაცია, ახალი პროდუქტი და ა.შ., რაც მას უფრო მეტად დაკავშირებულს გახდის მომხმარებელთან და მის საჭიროებებთან.

წლების მანძილზე ბრენდის მიმართ წაყენებული მოთხოვნა მისი თანმიმდევრულობის ანუ კომუნიკაციის სტილის ერთგვაროვნების შესახებ ყოველთვის მარკეტინგის მენეჯერის შეფასების პარამეტრი იყო. ყველა ცნობილი ბრენდის კომუნიკაციას მათი დიდი, ენციკლოპედიური ე.წ. Brand Book ზღუდავდა. ის არეგულირებდა იმას, თუ სად და როგორი წესების დაცვით უნდა მომხდარიყო ბრენდის ატრიბუტიკის გამოყენება, რათა სტილი არ დარღვეულიყო. ბრენდისადმი ასეთი კონსერვატიული მიდგომა ამუხრუჭებ და ინოვაციას, ზღუდავ და კრეატიულობას, ართულებდა ბრენდის დინამიკას.

ბრენდს კი სინამდვილეში თანმიმდევრობა და მისი სტილის მკაცრი დაცვა კი არა, მეტი დინამიურობა სჭირდება. იგი ყოველთვის უნდა განიცდიდეს ძირითადი, სტრატეგიული კულტურული იდეის განვრცობას სხვა და კავშირებულ იდეებში, ისე, რომ მეტი თავისუფლება და მოქნილობა ჰქონდეს.

გრანტი იძლევა ასეთი იდეების კლასიფიკაციას, რომელიც იგივენაირად შეიძლება იქნას აღქმული მარკეტინგში, როგორც მენდელეევის ტაბულა ქიმიაში. მასში კლასიფიცირებული 32 ბრენდ იდეა, ზოგად მიმართულებას იძლევა, თუ რას შეიძლება ემსახურებოდეს ბრენდთან დაკავშირებული ნებისმიერი ახალი აქტივობა.

აღნიშნული ტაბულის ყოვლისმომცველობაზე ავტორს არ გააჩნია რაიმე პრეტენზია, თუმცა მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ფორმით გადმოსცემს კულტურული იდეების კლასებს და მათ გამოვლინებას მომხმარებელთან მიმართებაში. არც ერთი სხვა თეორია ბრენდის შესახებ ასე თავისუფლად არ მისულა ადამიანის, როგორც მომხმარებლის არქეტიპულ ბუნებასთან, მომხმარებელში არსებული საჭიროებების მრავალფეროვნებასთან და მათი გამოყენების შესაძლებლობებთან, როგორც გრანტის. უფრო სწორად რომ ვთქვათ, მოლეკულური მოდელი ბრენდის ავტორებს აძლევს საშუალებას, უფრო ხშირი კავშირებით მიუდგეს მომხმარებლის სხვადასხვა საჭიროებებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად მოძებნოს კულტურული იდეა, განსაზღვროს მისი კონკრეტულ არქეტიპთან კავშირის ტიპი და კავშირის სიძლიერე. ამის შემდეგ შეამოწმოს, არის თუ არა იგი კავშირში ძირითად, სტრატეგიულ ბრენდ იდეასთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიაბას იგი თავისი ბრენდის მოლეკულას. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ იდეამ კოჰერენტულობა არ დაკარგოს მთავარ აზრთან. ეს კი მარკეტინგის მენეჯერების ამოცანაა. საქართველოს ბრენდების სივრცეში რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომელიც ამ მიდგომას თვალსაჩინოს გახდის. თავის დროზე ლუდსახარშ ნატახტარის მიერ გამოშვებული „კასრის“ ბრენდი წარმატებულ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ამ კუთხით. ახალი ჩამოსხმული ლუდის სმის რიტუალის ტრანსფორმაცია ბოთლის საშუალებით და მისი მომხმარებლამდე მიტანა, იქ, სადაც მომხმარებელია და არა მაინც და მაინც ბარში, სამომხმარებლო კუთხით ღირებული და აქტუალურია. მის მიმართ ინდიფერენტული ვერ იქნები, თუ ლუდი და ლუდის სმის რიტუალი გიყვარს. ამის გამო, თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება ნატახტარის ბრენდის მოლეკულა წარმოიდგინოს, მაშინ კასრის იდეა ერთ-ერთი შესამჩნევი ატომი იქნება.

ბრენდის მოლეკულური მოდელის შეზღუდვები აშკარაა, არც მისი კლასიფიკაცია არის ყოვლისმომცველი და ასევე ცალსახა. არც სოციო-კულტურული თემატიკაა ბოლომდე სიღრმისეული და იერარქიული, მეცნიერულად დასაბუთებული. მისი ტაბულის ელემენტებს არც „ვალენტობა“ ახასიათებთ.

თუმცა, ბრენდის შენების მოლეკულური, სოციო-კულტურულ საჭიროებებზე დაფუძნებული ლიბერალური პრინციპი აღნიშვნის ღირსია და უფრო და უფრო მეტ ბრენდს უნდა ველოდოთ პოსტმოდერნისტულ, პოსტსარეკლამო ხანაში, რომლის თვისაც აღნიშნული პრინციპი წამყვანი გახდება. ახალი მედია საშუალებების გამოჩენა და მედია საშუალებების დიფუზია, ბრენდის კომუნიკაციის ძველ მოდელებს საბოლოო საყრდენებს გამოაცლის. ეს კი, ნელ-ნელა, ახალ მარკეტინგულ პარადიგმას მთელი სიცხადით და აყენებს დღის წესრიგში.

ასე რომ, მარკეტერებო, ყურადღებით! Brand Book-ის და ტრადიციული მარკეტინგის გეგმების „ალქიმია“ წარსულს ბარდება, მარკეტინგში მოლეკულური ინჟინერიის დრო დგება.

18 კალათბურთი თბილისში

▲back to top


სპორტი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

თბილისი მერიოტის კოხტა ეზოში კალათბურთი ისვენებდა. თან ჩაის სვამდა, თან მობილურზე ტექსტურ შეტყობინებებს ამოწმებდა. კალათბურთმა კალათბურთზე უნდა ისაუბროს, მეგობრული მისია შეასრულოს და მერე, მეგობრებთან ერთად, მოგონებების ზურგჩანთა გახსნას. ბევრი მოგონება წამოვა და კალათბურთი უფრო ბევრს გაიხსენებს.

გაიხსენებს, რომ 16 წლის წინ რეალს ევროლიგა მოაგებინა და ვერ გაიხსენებს, ფინალში რა გააკეთა.

გაიხსენებს, რომ ადმირალი დევიდ რობინსონი კარცერში გაუშვა და იქ ფრენკ სინატრას ფირფიტა შეუგზავნა.

გაიხსენებს, რომ შაკი ღლიდა და შაკთან ისვენებდა.

გაიხსენებს, რომ ლიტვის მდელოში, ოჯახის წევრებთან ერთად წამოწოლა, სენდვიჩების გამზადება და ფორთოხლის წვენის მირთმევა სიამოვნებს.

გაიხსენებს, რომ გასახსენებელი ბევრი აქვს და გაახსენდება, რომ კალათბურთია.

კალათბურთი კაუნასში დაიბადა, ბევრი იმოგზაურა, ბრძენებთან ბრძენი გახდა და ბევრი კარგი ბიჭი უკეთესებში შეიყვანა.

კალათბურთი რვაჯერ გახდა ევროპაში MVP. შარშან, კალათბურთი FIBA-ს დიდების დარბაზში შევიდა. წელს ნეისმითის დიდების დარბაზის წევრი გახდა. მანამდე იყო ჟალგირისში, ვალიადოლიდში, რეალში, პორტლენდში, ისევ ჟალგირისში. შემდეგ წავიდა, დაისვენა და ჟალგირისში დაბრუნდა. დღეს კლუბის პრეზიდენტია. აქვს თავისი საკალათბურთო სკოლა. ის სკოლა ლიტველებისთვის განსაკუთრებულია. იმ სკოლის მფლობელი ლიტველებისთვის ერთადერთია. თუ კალათბურთი ლიტვაში რელიგიაა, ეს კაცი კარდინალია.

კალათბურთი ლიტველია. კალათბურთმა თავის დარბაზში ცოტა დრო დაგვითმო. გაგვესაუბრა, პატარა ბურთზე ავტოგრაფი დაგვიტოვა.

კალათბურთი არვიდას საბონისია.

  • არვიდას, თქვენი პირველი ან ბოლო შეხვედრა თუ გახსოვთ?

პირველი ნამდვილად არ მახსოვს და ბოლო... რაღაც დეტალები ბუნდოვნად უნდა გამახსენდეს.

  • ევროლიგაზე მაკაბისთან ითამაშეთ.

არა, ეგ კი მახსოვს, მაგრამ როგორ ვითამაშე, მაგას ვერ ვიხსენებ. წავაგეთ. უნდა მოგვეგო და ფლეი ოფში გავდიოდით, მაგრამ წავაგეთ.

  • არვიდას საბონისი მაკაბისთან - 30 წუთი, 29 ქულა, 9 მოხსნა.

ნორმალური სტატისტიკაა. ალბათ, ის ბიჭი მართლა კარგი იყო... ჟალგირისი ჩემი ცხოვრებაა. მაკაბისთან, ნებისმიერ სხვა გუნდთან სულ მოგება მინდოდა. ეს არ იყო თავმოყვარე სპორტსმენის ბრმა ამბიცია. ჟალგირისში უემოციოდ, უმოტივაციოდ, უგულოდ ვერ ითამაშებდი. კლუბი გენდობოდა. მეც ვენდობოდი კლუბს და მიყვარდა ჟალგირისი.

  • ლიტვის ნაკრებმა მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე ლიდერების გარეშე თითქმის ყველას მოუგო. ახალი თაობა ძველზე სანდოა?

ნდობა ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. უბრალოდ, გარკვეული მიზეზების გამო, ნაკრებს თურქეთში არ ჰყავდა 4-5 ძლიერი, სხვაზე გამოცდილი მოთამაშე. მწვრთნელებმა წაიყვანეს სხვები, მაგრამ შემადგენლობა იმდენად თანაბარი, კარგად შერჩეული იყო, რომ ბიჭებმა ერთმანეთი იდეალურად შეავსეს. არ მიყვარს მწვრთნელების სამზარეულოში შესვლა. მე მხოლოდ იქიდან გამოტანილი კერძი მომწონს და ამ კერძის გასინჯვას ყველას გირჩევთ. ლიტვა ლიტვაში თამაშობს. ყველას ჩემპიონობა სურს და ბევრი ვერ ხვდება, რომ მხოლოდ სურვილი და საკუთარი დარბაზის, ფარის ფაქტორი ფინალს ვერ მოგაგებინებს.

  • ლიტვა, ესპანეთი, სერბეთი, სლოვენია, საფრანგეთი. ამ ხუთეულის გარდა, ვის მიიჩნევთ ფავორიტად?

გააჩნია, რა შემადგენლობებით ჩავლენ ლიტვაში გუნდები. ესპანეთმა თურქეთში ვერ მოიგო და მაინც სერიოზული გუნდია. საფრანგეთს კარგი შემსრულებლები ჰყავს, სლოვენიასაც, სერბეთსაც... თურქეთი არ დაგავიწყდეთ. პირველ ეტაპზე ფავორიტები მაქსიმალურად ცოტა ენერგიას დახარჯავენ. ხანგრძლივი ტურნირია და გასავარდნი ეტაპისთვის ლიდერები არ უნდა დაიღალონ. სამწუხაროდ, არ გვეყოლება ლინას კლეიზა. თურქეთში კლეიზა ნაკრების ლიდერი, ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. მისი შეცვლა რთული იქნება, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ.

  • 1995 წლის ფინალის დეტალები გახსოვთ?

ევროლიგის ფინალის?

  • დიახ.

მახსოვს, რომ მოვიგეთ. მახსოვს, რომ რეალში ვიყავი. მახსოვს, რომ მეორე გუნდმა წააგო. მეტი არაფერი არ მახსოვს. ბოლო დროს, ბევრ რამეს ვერ ვიხსენებ. თქვენ თუ გახსოვთ ის, რაც მე უნდა მეთქვა, შეგიძლიათ დაწეროთ, წინააღმდეგი არ ვიქნები.

  • რეალმა ფინალში 73:61 მოუგო ოლიმპიაკოსს, თქვენ 23 ქულა, 7 მოხსნა გქონდათ.

რეალი ყველაზე კარგი გუნდი იყო.

  • და არვიდას საბონისი ყველაზე კარგი მოთამაშე. მას შემდეგ რეალს ევროლიგა არ მოუგია.

აუცილებლად მოიგებს. ეს ხომ რეალია.

  • იგივეს თქმა ჟალგირისზეც შეგიძლიათ? კლუბის პრეზიდენტი და ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხომ თქვენ ხართ...

კი, გეთანხმებით. ჟალგირისიც მოიგებს ბევრ ტურნირს. ლიტვაში კალათბურთი უყვართ. ლიტვაში კალათბურთი ვითარდება და ბედნიერი ვიქნები, თუ ამაში უმნიშვნელო როლს მეც ვითამაშებ.

  • არ გწყდებათ გული, რომ ამერიკაში სათამაშოდ გვიან, ტრავმების და ოპერაციების შემდეგ ჩახვედით?

რაც იყო, იმას ვერ შეცვლი და რაც იყო, იმით ვამაყობ.

  • ძალიან ბევრი ცენტრის წინააღმდეგ გითამაშიათ. ყველაზე რთული ვისთან იყო?

შაკილთან. ფარის ქვეშ შემოდიოდა დიდი, ჭკვიანი, მოძრავი მთა, რომელმაც იცოდა კალათბურთის თამაში. შაკი ფიზიკურად ყველაზე განვითარებული ცენტრი იყო. უდიდესი ძალის და გამძლეობის ცენტრი. შაკთან თამაში რთული და სასიამოვნო იყო.

  • სხვები?

სხვებიც. ჰაკიმ ოლაჯუონი იყო ყველაზე მოძრავი და ჭკვიანი ცენტრი. ცდილობდა სისწრაფით, ინტელექტით დაეღალე და შემდეგ, უფრო იოლად გისრულებდა. სწრაფი იყო ადმირალი, კარგი ცენტრი იყო ალონზო მურნინგი. დღევანდელი გენერაციის ცენტრებიდან კლასიკური ცენტრი მხოლოდ დუაიტ ჰოვარდია. ალბათ, მომავალში ჰოვარდი უფრო სახიფათო, ჭკვიანი გახდება. მისი გამოყენება დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად შეიძლება. დატვირთე, დატვირთე და მაინც არ დაიღლება. ჰოვარდი კარგი ცენტრია.

  • უკეთესი, ვიდრე საბონისი?

ეგ თქვენ უკეთ იცით.

  • საქართველოში ჩამოსვლამდე საქართველოზე რა გახსენდებოდათ?

გუშინ შევხვდი მეგობრებს და იმდენი რამ გავიხსენეთ, საერთოდ არაფერი არ მახსოვს. და თავი მტკივა. ეს ხომ საქართველოა... აქ უამრავი განსაკუთრებული შეხვედრა მაქვს ჩატარებული. თბილისში მოგება რთული და სასიამოვნო იყო. თითქმის ყოველთვის სავსე დარბაზში ვთამაშობდით. თქვენთან კალათბურთი უყვარდათ. დღესაც უყვართ. მინდა, ევროპის ჩემპიონატზე წარმატება და იქიდან ბევრი კარგი მოგონების წამოღება გისურვოთ.

19 ფეხბურთი და ერთგულება

▲back to top


სპორტი|ფეხბურთი

ლაშა გოდუაძე

რაც უფრო დიდი და სახელოვანია გუნდი, მით მეტი გულშემატკივარი ჰყავს. ქომაგი თავისი დანაზოგით, უხეშად რომ ვთქვათ, კლუბს ფინანსურად აძლიერებს, გუნდი კი ყველანაირად ცდილობს, ადამიანს, რომელიც ბილეთის გარდა, სტადიონზე უამრავ რამეში ხარჯავს ფულს, მაქსიმალურად კარგი პირობები შეუქმნას და შინ ნასიამოვნები გაუშვას.

ბევრი გულშემატკივარი ესწრება მატჩებს? თუ კი, შემოსავალიც დიდია და ასეთ შემთხვევაში კლუბი ფინანსური წარმატებისთვისაა “განწირული“.

მაგრამ მხოლოდ ფული რომ არაფერს ნიშნავს, ამ წერილითაც მიხვდებით: არაერთი კლუბი, რომელიც მუდმივად სავსე ტრიბუნების წინ თამაშობს, ჩემპიონობისთვის ვერ იბრძვის. ეგ კი არა, რამდენიმეს მთავარი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა.

საინტერესოა, რომელი კლუბების საშინაო მატჩებს ესწრებოდა ყველაზე მეტი მაყურებელი? სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ტაბულა ევროპის 15 საუკეთესო სტადიონის ჩამონათვალს გთავაზობთ.

1.კამპ ნოუ
(ბარსელონა) საშუალო დასწრება 79.458

ბარსელონა ბოლო წლებისმსოფლიოს საუკეთესოკლუბია,2008-09 წლების სეზონიდან დაწყებული, უკვე 9 ტიტულს მოუყარა თავი და სულაც არაა გასაკვირი, რომ კამპ ნოუ თითქმისყოველთვის სავსეა.

2008 წელს ბარსელონას ხელმძღვანელობამ დაამტკიცა კამპ ნოუს რეკონსტრუქციის პროექტი: ტევადობა 106 ათასამდე გაიზრდება, დამონტაჟდება მოძრავი სახურავი, ტრიბუნებზე ასასვლელად გაკეთდებალიფტები და ესკალატორები,სტადიონის

პრეს-ლოჟა კი თითქმის ორჯერ გაიზრდება.

0x01 graphic

კამპ ნოუ

2.სიგნალ იდუნა პარკი
(დორტმუნდის ბორუსია) - 78.802

მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატისთვის დორტმუნდშიაგებული ვესტფალენ შტადიონი90-იანი წლების მიწურულამდე პირვანდელ სახეს ინარჩუნებდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში ბორუსიას ტრიუმფის შემდეგ - 1997 წელს - კლუბის მესვეურებმა არენას სახე შესამჩნევად უცვალეს.

დღეს გერმანიის ჩემპიონის საშინაო სარბიელიევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, ჟურნალისტებიკი მას გერმანული ფეხბურთის ოპერას უწოდებენ.

3.ოლდ ტრაფორდი
(მანჩესტერ იუნაიტედი) - 74.978

მიუხედავად იმისა, რომ კლუბის მფლობელი გლეიზერების ოჯახი ყოველი სეზონის წინ აძვირებს აბონემენტის ფასს, ოლდ ტრაფორდი კვლავაცბრიტანეთის ლიდერია გულშემატკივართა დასწრების მხრივ.

წლის დასაწყისში გავრცელდა ხმები, რომ კლუბი სამხრეთ ტრიბუნის ტევადობის გაზრდას გეგმავს და საამისოდ 100 მილიონ გირვანქამდე თანხის დახარჯვას აპირებს, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

4.სანტიაგო ბერნაბეუ
(რეალი) - 71.533

რეალის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 2000-2005 წლებში სანტიაგო ბერნაბეუს 127 მილიონი ევრო დაახარჯა: გადიდდა აღმოსავლეთი ტრიბუნა, საკონფერენციო დარბაზმა და ვიპ-ლოჟებმა ულტრა თანამედროვე სახე მიიღო, დამონტაჟდა ლიფტები და ესკალატორები, მთლიანად შეიცვალა აუდიოსისტემა და გაიხსნა საკლუბო რესტორანი.

პერესი მოძრავი სახურავის დამატებასაც აპირებდა, მაგრამ ფინანსურიკრიზისის გამო ამ პროექტზედროებით უარი თქვა.

5.ალიანს არენა
(ბაიერნი) - 69.000

გაისად ალიანს არენა ჩემპიონთა ლიგისფინალს უმასპინძლებს. ის ფეხბურთის ისტორიაში პირველი სტადიონი-ქამელეონია: როცა ბაიერნი თამაშობს, არენა წითლადაა შეფერილი, მიუნხენ 1860-ის მატჩების დღეს ლურჯად ანათებს, ბუნდეს ნაკრების სტუმრობისას კი მთლიანად თეთრია.

2007 წელს მიუნხენ 1860-მა თავისიწილი11 მილიონ ევროდ დაუთმო ბაიერნს. სხვათა შორის, პირველთა თითქმის მთლიანი ხელმძღვანელობა ქრთამისაღებისგამო დააკავეს: პრეზიდენტ კარლ-ჰაინც ვილდმოზერს, მის ვაჟს და ორ თანაშემწეს ავსტრიული სამშენებლოფირმისგან, საერთო ჯამში, 2.8 მილიონი ევროს მიღება დაუმტკიცდათ.

0x01 graphic

ველტინს არენა

6.ველტინს არენა
(შალკე 04) - 61.364

გელზენკირხენის მთავარმა კლუბმა ახალი სტადიონი ძველის, პარკშტადიონის გვერდით ააგო. შარშან ველტინს არენას სახურავი დიდთოვლობის გამო დაზიანდა: თითქმის 150 კვადრატული მეტრი შესაცვლელი გახდა.

დასწრების ზრდა კლუბზეც სათანადოდ აისახა: სეზონის წინ გუნდმა ლიგის თასი მოიგო, ახლახან გერმანიის თასი, ამავდროულად კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც იასპარეზა.

2010 წელს აქვე გაიმართა ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი გერმანიის და ამერიკის ნაკრებებს შორის. თამაშს 77.803 მაყურებელი დაესწრო, ეს კი ჰოკეისთვის მსოფლიო რეკორდია!

7.ემირეითსი
(ლონდონის არსენალი) - 60.018

90-იანი წლების დასაწყისში არსენალის სარბიელი ჰაიბერი ვეღარ აკმაყოფილებდა დროის მოთხოვნებს - მხოლოდ 38 ათას გულშემატკივარს იტევდა. და რადგან სტადიონის გარშემო სახლები და რკინიგზა იყო, შენობა არც რეკონსტრუქციას ექვემდებარებოდა.

თავდაპირველად არსენალს უემბლიზე დამკვიდრება სურდა, მაგრამ საბოლოოდ მშობლიურ რაიონს ისლინგტონს უერთგულა - ახალი სტადიონი, რომლის ასაგებად კლუბმა 470 მილიონი გირვანქა დახარჯა, ჰაიბერიდან რამდენიმე ასეულ მეტრშია.

სახელი? ემირეითს ეარლაინმა სამი წლის წინ 100 მილიონი ევროგადაიხადა, კლუბთან15-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ინგლისური ფეხბურთის ისტორიაშიც შევიდა.

8.ჯუზეპე მეაცა
(მილანის ინტერი) - 59.018

ჯუზეპე მეაცა და სან სირო ერთი და იმავე სტადიონის სახელებია. თუ ინტერი თამაშობს, სტადიონი ჯუზეპე მეაცად მოიხსენიება, მილანის ასპარეზობისას კი ოქმებში სან სირო იწერება.

ინტერი ამ სარბიელზე იტალიის 7-გზის ჩემპიონის რანგში გადავიდა. ახლა შავ-ლურჯების აქტივში 18 სკუდეტოა! სან სირო იტალიის საუკეთესო სტადიონად ითვლება, სადაც ხშირად თამაშობს სკუადრა აძურა. მიუხედავად ამისა, დასწრების ასეთი მაჩვენებელი მაინც უკეთესის სურვილს ტოვებს.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ეს სტადიონი ერთადერთია იტალიიდან, რომელიც ჩვენს სიაში მოხვდა. ჩანს, აპენინის ნახევარკუნძულზე ინფრასტრუქტურის მხრივ დიდი პრობლემები აქვთ.

9.იმტექს არენა
(ჰამბურგი) - 54.185

სტადიონი ვოლკსპარკის ადგილზე 1998 წელს ააგეს: ძველი სარბიელი მთლიანად დაანგრიეს, ახალი კი 90 გრადუსით შეატრიალეს, რათა დღის სინათლე მაქსიმალურად გამოეყენებინათ.

თავდაპირველად სტადიონს აოლ არენა ეწოდა - კომპანიამ საამისოდ15 მილიონი ევრო გადაიხადა, მომდევნო სამი წელი მას ნორდბანკი ერქვა, შარშან კი იმტექს არენა დაერქვა.

სტადიონი უეფამ 5 ვარსკვლავით შეაფასა, შარშან კი ევროპის ლიგის პირველი ფინალიც ანდო. ჰამბურგს საშინაო ევროფინალამდე სულ ცოტა დააკლდა - ნახევარფინალში ფულემთან დამარცხდა.

2008 წლის შემოდგომით სტადიონთან გულშემატკივართა სასაფლაო გაიხსნა, რომელიც 500 ადამიანზეა გათვლილი. ჯერჯერობით ის სანახევროდაც არაა ათვისებული, მისი შესასვლელი კი,თავადაც ხვდებით, საფეხბურთოკარია.

10.ველოდრომი
(მარსელი) - 51.254

ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის წინ, მორიგირეკონსტრუქციის შემდეგ, საფეხბურთო მინდვრის გარშემოველოტრეკი მოშალეს,მაგრამ სტადიონს სახელი მაინც შერჩა.

ველოდრომი მსოფლიოს 1938 წლის ჩემპიონატის წინ ააგეს, მეორე მსოფლიო ომის დროს კი იქ ჯერ საფრანგეთის, შემდეგ გერმანიის, ბოლოს კი ამერიკის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკა ინახებოდა.

2016 წელს საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და გადაწყვეტილია, რომ ტევადობა 60 ათასამდე გაიზრდება. რეკონსტრუქციის სავარაუდო ღირებულება 150 მილიონი ევროა.

მარსელის მუნიციპალიტეტს არაერთმა კომპანიამ შესთავაზა სტადიონის სახელის გაყიდვა, თუმცა ქალაქის მესვეურებმა ყველა წინადადება უარყვეს.

11.სან სირო
(მილანი) - 50.644

ჩვენ სიაში ეს სტადიონი უკვე მეორედაა, თუმცა ამჯერად ქალაქის მეორე კლუბის, მილანის გულშემატკივართა წყალობით. რიგითმე-18 საჩემპიონო სეზონში სან სიროს საშუალოდ 50.644 ტიფოზი სტუმრობდა.

ინტერი მილანს ამ სტადიონზე 1947 წელს შეუერთდა, 1980 წლის გაზაფხულზე კი, ლეგენდარული ჯუზეპე მეაცას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, სარბიელის

სახელიც გაუყო.

მსოფლიოს 1934 და 1938 წლების ჩემპიონმა, ჯუზეპე მეაცამ ინტერში 14 სეზონი გაატარა, მილანში კი მხოლოდ 2.

0x01 graphic

სელტიკ პარკი

12.სელტიკპარკი
(სელტიკი) - 48.500

2002 წელს BBC-ს რადიომ ბრიტანეთის ხუთისაუკეთესო სტადიონის გამოსავლენად გულშემატკივრები გამოჰკითხა. სელტიკ პარკმა ხმათა 59,9%25 მიიღო!

კლუბმა ახალ სარბიელზე გადასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც წინა არენის ქირის თანხა თითქმის ცხრაჯერ გაუძვირეს.სელტიკ პარკიაგურის ქარხნის ადგილზე ააგეს დაამიტომაა, რომ სამხრეთ ტრიბუნის ფასადი წითელი აგურითაა აშენებული.

ამბობენ, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა,რომელიც სელტიკის ახალ სტადიონზე გადასვლას გამოეხმაურა, მომხდარი ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადასვლას შეადარა. ამიტომაც, ფანები სელტიკ პარკს სამოთხესაც უწოდებენ.

13.სენტ ჯეიმს პარკი
(ნიუკასლ იუნაიტედი) - 47.408

მანჩესტერ იუნაიტედისდა არსენალის შემდეგ ნიუკასლ იუნაიტედს ინგლისში ყველაზე ერთგული ქომაგები ჰყავს საშინაო მატჩებზე ტრიბუნების 91%25 შევსებულია!

გაისად ლონდონი ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, სენტ ჯეიმს პარკი კი საფეხბურთო ტურნირის რამდენიმე მატჩს მიიღებს.

ნაგებობა ქალაქის ცენტრშია, კერძო სახლებითაა გარშემორტყმული, ხოლო რკინიგზის სადგურს ნახევარი კილომეტრი აშორებს - ამის გამო სენტ ჯეიმს პარკის რეკონსტრუქცია არ განიხილება. თუ ნიუკასლ იუნაიტედი სტადიონის გამოცვლას გადაწყვეტს,მას ახალ სარბიელზე გადასვლა მოუწევს.

14.რეინ ენერგი
(კიოლნი) - 47.329

მიუხედავად იმისა, რომ კიოლნმა ბუნდესლიგა ბოლოს 1978 წელს მოიგოდა ათწლეულებია, რაც ტიტულებისთვის ვეღარ იბრძვის, გულშემატკივრები გუნდს არ ღალატობენდა ტრიბუნებსაც 94,5%25-ით ავსებენ.

კიოლნის სტადიონი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანია გერმანიის ნაკრებისთვის: რეინ ენერგიზე და მის წინამორბედ მიუნგერსდორფერზე ჩატარებული 20 მატჩიდან ბუნდესგუნდმა მხოლოდ ერთი წააგო.

სარბიელმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა. იქვე იგეგმებოდა 1974 წლის მუნდიალის რამდენიმე შეხვედრის ჩატარება, მაგრამ რეკონსტრუქცია გაიწელა და მხოლოდ 1975 წელს დასრულდა.

15.კომერცბანკ არენა
(ფრანკფურტის აინტრახტი) - 46.807

ფრანკფურტთან ახლოს, ტყეში აგებული ბრწყინვალე სპორტული ნაგებობა მხოლოდ საფეხბურთო მატჩებს არ მასპინძლობს: აქვე იმართება კრივი, მძლეოსნობის ტურნირები, ველორბოლები, ასევე საჩოგბურთო შეჯიბრებები და ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩები.

2006 წელს კომერცბანკმა 30 მილიონი ევრო გადაიხადა და 10 წლით შეიძინა სტადიონის სახელწოდება.

აინტრახტის გარდა კომერცბანკზე ამერიკული ფეხბურთის გუნდი, ფრანკფურტ გელექსი თამაშობს.

მიუხედავად იმისა, რომ აინტრახტი ბუნდესლიგიდან გავარდა, დასწრების მხრივ კლუბმა იტალიის სერია ა-ს და ესპანეთის პრიმერადივიზიონის 18-18 კლუბი ჩამოიტოვა!

20 აუდი Q5 HFC ჰიბრიდი საწვავის ფიჭური ელემენტებით

▲back to top


ავტო

მერაბ ლორთქიფანიძე

0x01 graphic

აუდი ინტენსიურად ცდილობს მომავლის ამძრავი სისტემების დანერგვას, რომელთა შორისაც, ტრადიციული ჰიბრიდული და ელექტრონული სისტემები მეტნაკლებად ათვისებული აქვს. და ახლა ისეთი ჰიბრიდული სისტემების ათვისებასაც შეუდგა, რომლებშიც ელექტროენერგიის გამომუშავება, ფიჭურ ელემენტებში ხდება.

საბურავების მწარმოებელ ფრანგულ კომპანია მიშლენის მიერ ორგანიზებულ ბიბენდუმის (ასე ჰქვია მიშლენის ემბლემას) გამოწვევაზე, გერმანულმა კომპანიამ ერთბაშად ხუთი ისეთი ავტომობილი გამოიყვანა, რომლებიც ალტერნატიული ძალური დანადგარებითაა აღჭურვილი. მათ შორისაა უგზოობის Q5-ის ბაზაზე შექმნილი HFC (ჰიბრიდ ფიუელ სელ).

ეს არის ექსპერიმენტული ავტომობილი, რომლის მეშვეობითაც, ინგოლშტადტელები ავტომობილებში ფიჭური ელემენტების გამოყენების პერსპექტივას შეისწავლიან. ამ ავტომობილში ბევრი ისეთი კომპონენტია გამოყენებული, რომლებიც სერიულ ჰიბრიდულ ავტომობილებში დაინერგება. ამასთან, კონცეპტუალურ მოდელს აქვს ორი მაღალი წნევის ცილინდრი, რომლებშიც ფიჭური ელემენტების საწვავი - წყალბადი - 700 ბარი წნევითაა ჩატუმბული.

ფიჭური ელემენტის პოლიმერ ელექტროლიტური მემბრანა ჯამში 98 კილოვატ (დაახლოებით 133 ცხენის ძალა) ენერგიას ავითარებს. ელემენტებში გამომუშავებული ენერგიის დაგროვება კი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში ხდება, რომლის ტევადობაც სულ რაღაც 1.3 კილოვატსაათია. თუმცა, ელექტროენერგიის მუდმივად გამომუშავების პირობებში, აკუმულატორის მეტი ტევადობა საჭირო არც არის.

ავტომობილის გადაადგილებისთვის საჭირო ძალას კი ორი ელექტროძრავი გამოიმუშავებს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 125 ცხენის ძალა, ხოლო ჯამური მაბრუნი მომენტი - 420 ნიუტონმეტრია. გერმანული კომპანია ამ ავტომობილის სხვა ტექნიკურ-დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს.

ბიბენდუმის გამოწვევის პროგრამით, აუდი Q5 HFC ბრანდენბურგის მიწაზე მოწყობილ სატესტო გარბენში ასპარეზობდა, რომლის დისტანციაც 300 კილომეტრი იყო. გარბენის მიზანი, ავტომობილების შესაძლებლობათა ტესტირების გარდა, მათი უსაფრთხოების შემოწმებაცაა. ამ გარბენში, ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი Q5-ის გარდა, აუდის კიდევ სამი ისეთი ავტომობილი მონაწილეობდა, რომლებიც ექსპერიმენტული ძალური დანადგარებითაა აღჭურვილი. მათ შორისაა ბუნებრივ გაზზე მომუშავე A3 TCNG, Q5 ჰიბრიდული კვატრო და 3.0-ლიტრიანი ტურბოდიზელით (TDI) აღჭურვილი A8.

სხვათა შორის, აუდი მარტო თავისი ავტომობილების ელექტრიფიკაციას არ ცდილობს. გერმანულ კომპანიას გადაწყვეტილი აქვს, რომ თავის წარმოებაში, მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენოს. კერძოდ, დაგეგმილია საწარმოების საჭიროებისთვის, ქარის ელექტროსადგურების ამოქმედება.

21 მაკლარენ MP4-12C GT3 რბოლებისთვის

▲back to top


ავტო

0x01 graphic

ცოტა არ იყოს, გასაკვირია, მაგრამ მაკლარენმა რომ ახლახან თავის სუპერ ქარ MP4-12C-ის სარბოლი ვარიანტი გაგვაცნო, იმ მანქანას, საბაზო ვერსიასთან შედარებით, 100 ცხენის ძალით ნაკლები სიმძლავრე ემსახურება. თუმცა, სარბოლ ტრასაზე მასზე მანევრული და, აქედან გამომდინარე, სწრაფიცაა. და ის 100 ცხენის ძალა ალბათ იმიტომ მოაკლეს, რომ მანქანას ლემანის ურთულესი რბოლის გაძლება მოუწევს და ამ შემთხვევაში, სიმძლავრეზე არანაკლები მნიშვნელობა, ძრავის და მთლიანად მანქანის რესურსს ენიჭება.

მაკლარენის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ უიტმარში ამბობს, რომ მაკლარენ MP4-12C GT3, ამ ავტომობილის საგზაო ვერსიისგან კარბონის კომპოზიტურ მონოკოკს და საჭის ზუსტად ისეთ მექანიზმს მიიღებს, როგორითაც ლუის ჰამილტონი ფორმუ ლა 1-ის 2009 წლის სეზონში ასპარეზობდა. ამასთან, სარბოლი ავტომობილის შემუშავებაში, მაკლარენის სპეციალისტების გარდა, ფორმულა 1-ში გაწაფული კომპანიები - აკებონო, მო ბილ 1, მაკლარენ ელექტრონიკსის ტემზი, რიკარდო და მიშლენი მონაწილეობდნენ, რაც უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერმა კონკურენტმა, ეს ფორთოხლისფერი ბოლიდი სერიოზულ მეტოქედ აღიქვას. ამ ავტომობილის შემუშავებისა და სრულყოფისას, მაკლარენ მაფ1-ში დაგროვილი გამოცდილება უხვად გამოიყენა. პირველი ტესტირება კი ფ1-ის გუნდის სიმულატორზე ჩაუტარა. რა თქმა უნდა, ამისათვის თავისი ფ1-ის საჯინიბოს აეროდინამიკური მილიც გამოიყენა. ყველაფერში კი მას რბოლებში დიდად გამოცდილი კომპანია CRS რეისინგი დაეხმარა, რომელსაც არაერთ პრესტიჟულ სერიაში, მათ შორის, ლემანის რბოლებში წარმატებული გუნდები ჰყავს.

ძრავი 3.8-ლიტრიანია და წყვილი ტურბო კომპრესორის დახმარებით, 500 ცხენის ძალას ავითარებს, ამ სიმძლავრის ათვისებაში კი ავტომობილს 6-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფი დაეხმარება. გარდა ამისა, MP4-12C GT3 სარბოლი, რეგულირებადი საკიდარითაა აღჭურვილი. მისი ძარის აეროდინამიკაც რბოლებისთვისაა შემუშავებული. აქ ყველაზე გამორჩეული ელემენტი უკანა ანტიფრთაა, რომელიც ავტომობილის სიჩქარის შესაბამისად, ავტომატურად იცვლის დახრის კუთხეს.

0x01 graphic

მოდერნიზებულია საწვავის მიწოდების სისტემა, საწვავი ნარევის შემშვები და ნამწვის გამომშვები სისტემები. გაგრილების სისტემა ძრავს სითბოს უფრო ინტენსიურად ართმევს. ავტომობილის შენელებას წინ ექვს დგუშიანი, უკან კი ოთხდგუშიანი მექანიზმები (აკებონოს კონსტრუქცია) ემსახურება. ამასთან, წინ 378-მილიმეტრიანი, უკან კი 355-მილიმეტრიანი დისკოები დგას. მაკლარენი არ მალავს, რომ ამ სარბოლი ავტომობილით, ლემანის 24-საათიან რბოლაში გამარჯვებას აპირებს. ოღონდ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურ ჩათვლაში არა - ამისთვის ეს შესანიშნავი მანქანაც კი მეტისმეტად მარტივი და სუსტია.

22 გაცრუებული შიშის შესახებ

▲back to top


კულტურა

გიორგი კეკელიძე

როცა ხელოვნების ნამუშევრებს მისი სიკვდილის შემდეგ (ან სიცოცხლის ბოლოს) გაიცნობს საზოგადოება, მკითხველში და კრიტიკოსებში (თუკი ასეთი პროფესიის წარმომადგენელი დღეს მრავლობიღ რიცხვში შემორჩა) ავტორის რომანტიზაციის დაუძლეველი ცდუნება ჩნდება . ხშირ შემთხვევაში მიდგომა ნაწარმოებებსაც გადაწვდება და გულწრფელი თუ ხელოვნური დითირამბების ტალღა აზვირთდება. ბოლო ხანებში შევესწარი რამდენიმე მაგალითს, როცა მწერლის უცნაურმა ბიოგრაფიამ, მისი ნამუშევრების მაღალი დონე „განსაზრღვრა“.

სწორედ ამ საფრტხის გათვალისწინებით გავეცანი თავი დროზე ესმა ონიანის ტექსტებს (პირველად 60-იანებში გამოქვეყნდა, თუმცა ერთვარი რეინკარნაცია, ახლა 2000-იან წლებში ვიხილეთ). ავტორის სახელგანთქმულ ნახატებზე, კომპეტენციის გათვალისწინებით, ბუნებრივია აქ ვერ ვისაუბრებ. ხოლო ლექსების გაცნობა ბედნიერი შემთხვევა აღმოჩნდა - ჩემთვის. ქართული თავისუფალი ლექსის (და არამარტო) წარმომადგენელთა რიგებს, ძალიან საინტერესო ავტორი შეემატა.

გამომცემლობა ინტელექტმა ესმა ონიანის „100 ლექსი“ წარუდგინა მკითხველს.

ვფიქრობ, წიგნის magnum opus ბალადა ლემ (სვანურად- ლომის ფორმის სარიტუალო დროშა) არის, აქამდე იშვიათად შესამჩნევი არქიტექტურით მოწოდებული და ტრაგიზმით სავსე ლექს-სიმღერა. ვერბლანი - ტრადიციული სალექსო საზომებისა და ვერლიბრის ნაზავი სრულიად უცხო სახეს იღებს. 14 და 8 მარცვლიანი სტრიქონების მონაცვლეობას, სრულიად სპეციფიკური, „მთის ვერლიბრი“ კვეთს. მითი აქ მეტაფორებადაა დაშლილი, დრამატურგიაც ფრაგმენტული - ისევე, როგორც შელოცვებსა და ხმით ნატირლებში - რიტმი - წყვეტილი - კითხვისას გორებზე და ველებზე მოხეტიალე მატარებელსი გეგონება თავი. „ლომი ქარში აივსება, მთვარე ქარში აივსება, განათებული მთვარით თეთრად მტებსი მინდვრები, თვითონ ისინიც თითქოს მ თვარეებია/ლემ, ლემ. მიწებს გადმოვლენ/დაბერავენ კისერს ვნებით დაიბერა ქარში ლომი, იარაღის ჭექა - ხმები, ნაბიჯის ხმა შენაკონი/გავთლით ხეს თუ ოქროს გავჭედთ, ჩვენს ძლიერ სულს ზედ დავამჩნევთ“ - ამონარიდების ეს ხელოვნური კომპილაციაც კი, ალბათ კარგად შეგაგრძნობინებთ ლექსის აურას.

0x01 graphic

შემდგენელისთვის (რენე კალანდია) ძალინ რთული იქნებოდა 100 (ეს გამომცემლობის სერიაა) ლექსის შერჩევა. ამგვარი დასაზღვრულობა,ზოგ შემთხვევაში, დათვურ სამსახურს უწევს რედაქტორს, რადგან იმთავითვე ცდილობს საუკეთესო ნამუშევრები დაძებნოს - ავტორის განვითარების ეტაპები, მრავალფეროვნება კი, შესაძლოა, გვერდით დარჩეს. ესმა ონიანის კრებულის შემთხვევაში ამ საფრტხესაც ავცდით. იქ კარგად არის ნაჩვენები, თუ რა არის ავტორის ძლიერი მხარე და სად მართებდა მეტი მუშაობა, რომელია ძლიერი ტექსტი და სად რჩება ხელოვანის ექსპერიმენტი მხოლოდ ექსპერიმენტად.

საყურადღებო ლექსია „ოპერაციის დროს“ ერთი შეხედვით ტრივიალური თემა (შეადარეთ ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღება“) ისე იშლება, რომ საოპერაციო მაგიდას უმალვე გაშორებს, სადღაც შორის, მისტიკურ ველში გადაჰყავხარ. თვითონ წერის მანერა, აქ ავსტრიელი პოეტის ალბერტ ერენშტეინის ტექსტებს მაგონებს - ერთი შეხედვით პათეტიკური ტირადები და ნახევრადრეალისტური სამყარო.

ლუის არმსტრონგში მუსიკის გასიტყვების მეტაფორად ქცევის კარგი მაგალითი ამოიკითხოთ - „არმსტრონპის ხახაბ თბილი ხველა ხორცის ამოთქმით, შავი ხოშია, მოდანდგარე მშობიერე ამოტანება“. პროზაიკოს გურამ რჩეულიშვილს (რომლის პოეზიაც თითქმის უცნობია ქართველი მკითხველისთვის ) აქვს ერთი ლექსი ჯაზზე და მომაგონა. საერთოდაც, თუ ვინმეს უშუალოდ ენათესავება ესმას პოეზია, ეს უპირველეს ყოვლისა, სწორედ გურამია - სინტაქსი, არქაიზმების და ნეოლოგიზმების ჭიდილი და ა.შ. ზოგად, ფორმის თვალსაზრისით (და არა შინაარსის), ქართველი ფუტურისტების ინერციასაც დავლანდავთ. სამწუხაროა, რომ ეს ხაზი, ქართულ პოეზიაში აღარ გაგრძელებულა.

ესმა ონიანის 100 ლექსი რამდენიმე პირობით ციკლად იყოფა - „მოკლე ფიქრები სამი კონკრეტული გადახვევით“, ისევ „გადახვევები ოთხ ნაწილად“, „სვანების სიმღერა მზეზე“, „დანახული ანდაზები“, „შეჭირვების ჟამი“, „სალაღობო“.

სიმბოლურია, რომ წიგნი სწორედ სალაღობო ციკლით მთავრდება - ესმას ლექსებში, მიუხედავად სხვადასხვაგვარი დრამატურგიისა, მაინც ოპტიმიზმი ჭარბობს. განსხვავებული, ტრაგიკული ოპტიმიზმი. ეს მთის ნარატივის ნიშანიცააა.

23 მეკობრეები დისნეილენდიდან

▲back to top


კულტურა|კინო

ნიკა ესებუა

0x01 graphic

ყველაფერი 2007 წელს, ტრილოგიის მესამე ნაწილით უნდა დასრულებულიყო. „კარიბის ზღვის მეკობრეები 3: სამყაროს დასალიერს“ ფრენჩაიზში ყველაზე სუსტი ნაწილი იყო - მცირე დოზით იუმორი და თითიდან გამოწოვილი სიუჟეტი. თუმცა რეჟისორმა გორ ვერბინსკიმ იმდენი მაინც მოახერხა, რომ ფილმი ლოგიკურ ფინალამდე მიიყვანა და თითქოს მეკობრეების ისტორიაც დაასრულა. თუმცა ნამუშევარმა, მსოფლიო კინოგაქირავებაში, 963 მილიონი დოლარი მოიტანა. ეს, სამწუხაროდ, პროდიუსერებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რათა კაპიტან ჯეკ ბეღურას (ჯონი დეპი) ახალ თავგადასავალზე და მორიგ მილიონებზე ფიქრი დაეწყოთ.

2011 წელს „კარიბის ზღვის მეკობრეები 4: უცნაურ ნაპირებზე“ გამოვიდა. ფილმის პროდიუსერმა ჯერი ბრუკჰაიმერმა ფრენჩაიზის გადახალისება გადაწყვიტა. გორ ვერბინსკის ნაცვლად რეჟისორის სავარძელი რობ მარშალს ჩააბარა, რომელსაც ახალი სისხლი უნდა „გადაესხა“ - ისევე როგორც პენელოპე კრუსისა (ანჟელიკა) და იან მაკშეინის (კაპიტანი შავწვერა) პერსონაჟებს. მეოთხე ნაწილში ორლანდო ბლუმისა და კირა ნაიტლის გმირებისთვის ადგილი არ მოიძებნა. ისინი წინა ნაწილების სუსტ წერტილებადაც მიიჩნეოდნენ. რეკორდული 55,5 მილიონი დოლარის მიღების შემდეგ, პროექტში ჯონი დეპი დაბრუნდა და მისი უმთავრესი მეტოქე ჰექტორ ბარბოსაც (ჯეფრი რაში) ფილმის გემბანზე აღმოჩნდა.

ნამუშევარი დამაიმედებლად იწყება. ლონდონი. სასამართლო დარბაზი. მოსამართლის სამოსში გადაცმული კაპიტანი ბეღურა, რომელიც თავისი თანამებრძოლის, გიბსის, დახსნას ცდილობს. ამ პროცესისას მას დაიჭერენ და დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ს მიჰგვრიან. მონარქი ჯეკ ბეღურას ახალგაზრდობის შადრევნის საპოვნელ ექსპედიციაში ჩაბმას უბრძანებს, რომელსაც ჯეკის დიდი ხნის ნაცნობი და მტერი ჰექტორ ბარბოსა მეთაურობს. შავი მარგალიტის ყოფილმა კაპიტანმა ფეხი და გემი დაკარგა და მეფის სამსახურში ჩაება. ექსპედიციამ ესპანელებზე ადრე უნდა იპოვოს ახალგაზრდობის შადრევანი. ჯეკი იქამდე მისასვლელ რუკას ფლობს. ბეღურა გაქცევას მოახერხებს, თავის ყოფილ სიყვარულს, ანჟელიკას ნახავს და მასთან ერთად აღმოჩნდება სასტიკი მეკობრის, კაპიტან შავწვერას გემის ბორტზე, რომელსაც თავის მხრივ უკვდავება სწადია.

მას შემდეგ, რაც მოქმედება გემზე ინაცვლებს, ფილმი უარესდება, თითქოს კალიფსო ექაჩება უფსკრულისაკენ. ჯონი დეპმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მეოთხე „მეკობრეებში“ მონაწილეობას მანამდე დათანხმდა, სანამ სცენარს ან იდეას გაეცნობოდა. როგორც აღმოჩნდა, ამერიკელმა მსახიობმა დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან ფილმის სცენარი საშინელია. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ტედ ელიოტსა და ტერი როსიოს სცენარის წერისას შემოქმედებითი კრიზისი ჰქონდათ. ახალი პერსონაჟები საერთოდ არ ვითარდებიან, არ ჩანს არანაირი ლოგიკური ჯაჭვი მათ ქმედებებსა და მოტივებს შორის. ძველი გმირები სიახლეს არ გვთავაზობენ, ისევ ძველი გაცვეთილი ხუმრობები, ჯეკ ბეღურას გაცვეთილი მიმიკები და ფრაზები. გაუგებარია რაში დასჭირდათ სცენარისტებს ბარბოსას ცალფეხად დატოვება ან რატომ ჩაანაცვლეს ბლუმი-ნაიტლის სასიყვარულო ისტორია სემ კლაფინ (ფილიპი) - ასტრიდ ბერჯეს ფრისბის (სირენა) ამბით.

„კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე“ აჩრდილია იმ ფილმებისა, რომლებმაც ოდესღაც კაპიტანი ჯეკ ბეღურა საკულტო პერსონაჟად აქცია და სათავგადასავლო ჟანრში ახალი სიტყვა თქვა. ფილმი დისნეის 250 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე ატრაქციონს ჰგავს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ქრონომეტრაჟით წინა ფილმებზე პატარაა, ძალიან გაწელილი და უსაშველოდ ერთფეროვანია. მიუზიკლიდან სათავგადასავლო ფენტეზიში რობ მარშალის გადმონაცვლება კრახით დასრულდა. ფილმი 3D (3D ეფექტები არაფრით გამორჩეული არ არის) ფორმატის და წინა ფილმების წარმატების ხარჯზე მსოფლიო კინოგაქირავებაში წარმატებულად ჩაება (350 მილიონზე მეტი 5 დღეში), რაც პროდიუსერებს, მეკობრეებზე ფილმის გადაღების საშუალებას, სულ მცირე, ერთხელ მაინც მისცემს.

24 პოზიციების ექსპოზიცია

▲back to top


კულტურა

ნინა ახლოური

25 მაისის საღამოს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში უჩველო ხალხმრავლობა იგრძნობოდა. დამთვალიერებელი აქ ევროპაში მოღვაწე ქართველი მხატვრების უახლესი შემოქმედების სანახავად მოვიდა. გამოფენა - „პოზიციები - ქართველი მხატვრები ევროპიდან“ - არამხოლოდ ქართველებისთვის აღმოჩნდა საინტერესო. სტუმრებს შორის ბევრი უცხოელიც იყო. ვერნისაჟის გახსნას საფრანგეთის ელჩიც დაესწრო.

0x01 graphic

ბელკა მესხიშვილის ნამუშევარი

„პოზიციები - ქართველი მხატვრები ევროპიდან“ - ევროპის კვირეული 2011-ის ფარგლებში ევროპის სახლის ინიციატივით იმართება. ექსპოზიცია დღეს, 30 მაისს დაიხურება, შემოდგომაზე კი უკვე პარიზში გადაინაცვლებს. გარკვეული თვალსაზრისით, გამოფენის ამ ქალაქში გადატანა ძალიან ბუნებრივი იქნება - არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასში მონაწილეთა შემოქმედების თვალიერებისას, დასავლურ სამყაროში „ტელეპორტაციაა“ ადვილი. უბრალოდ, უცხოეთში მოღვაწე აქაური მხატვრები, საფრანგეთს შემოქმედებითი მუშაობისთვის საუკეთესო ადგილად მიიჩნევენ. გამოფენაში მონაწილეთა უმრავლესობა სწორედ ამ ქვეყანაში მოღვაწეობდა.

„პოზიციების“ კურატორი ქარავანსარაის ხელმძღვანელი პარიზში - ხელოვნებათმცოდნე და მხატვარი შალვა ხახანაშვილია. იგი პარიზის გამოფენაში იმ აქაური მხატვრების ჩართვას გეგმავს, რომელთა შემოქმედების მიმართაც უცხოეთში გარკვეული ინტერესი არსებობს. საფრანგეთის დედაქალაქში ხომ სულ ცოტა ხნის წინ, თანამედროვე ქართული კულტურის დღეები გაიმართა. მონმარტრზე მხატვრების: ზურა არაბიძის, ლუკა ლასარეიშვილის, გელა პატიაშვილისა და ალექსანდრე ბერიძის ნამუშევრები გამოიფინა.

0x01 graphic

ზურა არაბიძის ნამუშევარი

რთულია აღმოაჩინო, „პოზიციებზე“ გამოფენილ ნამუშევრებს თუ რა აერთიანებთ. შალვა ხახანაშვილის თქმით, გამაერთიანებელი საქართველოს სიყვარულია - გარდა ამისა, წარმოდგენილი ხელოვანები საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ესაა და ეს. შალვამ გადაწყვიტა უკან დაეხია თავისი კურატორული პოზიციიდან და მხატვრებისთვის არჩევანის თავისუფლება მიეცა, არ მოექცია ისინი ერთი პროექტის, ერთი ხედვისა და იდეის ფარგლებში. ამან გამოფენაში მონაწილე ხელოვანებს საშუალება მისცა, საკუთარი თავი, სამშობლოში იმ ნამუშევრებით წარედგინათ, რომლებშიც სამყაროს მათეული ხედვა საუკეთესოდ იგრძნობა. შედეგად, ექსპოზიციაზე უჩვეულო მრავალფეროვნება და საინტერესო ფოტოგრაფიული, ფერწერული ნამუშევრები და კოლაჟები ვიხილეთ.

მათი ნამუშევრებისთვის არ არსებობს ჩარჩოები, არც იდეოლოგიური და არც მხატვრული შესრულების კუთხით. ამის თქმას ბელკა მესხიშვილი კიჩის გამოყენებით ახერხებს - მისი სტალინი მონა ლიზას ამპლუაში საბჭოთა ღირებულებების მსოფლიო კულტურაში გაზავების მცდელობაა, რაც თავისებურად უპირისპირებს კიდეც ერთმანეთს ამ ორ ფენომენს. ანრი ბასილაია, პირიქით, ბავშვური ნახატებით უარს ამბობს, ისაუბროს იდენტიფიკაციის თემაზე. მისი პერსონაჟების სხეულის ნაწილებზე რუკის ფრაგმენტებს შეამჩნევთ. ისინი უცნობ დროში, უცნობი ფიქრებით მოძრაობენ. მათთვის მთავარი სწორედ ესაა - არ გაჩერდე, ბოლომდე შეიცნო, ნახო, აღიქვა.

ბასილაიას ფერადი და მელოდიური სამყაროდან ზურა არაბიძის შავ-თეთრი კონტრასტების ქვეყანაში ხვდები. არაბიძე არქიტექტორია, რაც მის ფოტონამუშევრებს განსაკუთრებულ ინდივიდუალიზმს მატებს. მან ზუსტად იცის, ფოტოს რომელი ნაწილი გამოიყენოს მთავარი „კონსტრუქციის“ საჩვენებლად, რომელზეც აიგება შენი საკუთარი შთაბეჭდილებები იმ სამყაროზე, სადაც მთავარი პიროვნული ემოციების ექსპრესიაა.

გამოფენაზე შვიდი შემოქმედის: შალვა ხახანაშვილის, ირინა გაბიანის, ლუკა ლასარეიშვილის, გელა პატიაშვილის, კაკო თოფურიას, ზურა არაბიძის და ბელკა მესხიშვილის ნამუშევრებია წარმოდგენილი.

ექსპოზიციის გახსნაზე დამთვალიერებელმა, მხატვრულთან ერთად, მუსიკალური სიამოვნებაც მიიღო - კომპოზიტორმა ლადო ბურდულმა მას რამდენიმე საფორტეპიანო კომპოზიცია მიუძღვნა

25 25-25-წუთიანი სპექტაკლები

▲back to top


კულტურა

თამარ კიკნაველიძე

0x01 graphic

ფოტო: დავით გაბუნიას არქივიდან

25-წუთიანი სპექტაკლების მესამე ფესტივალი 30 ივნისიდან 4 ივლისამდე ჩატარდება. 30-მდე განაცხადიდან 12-ს შეარჩევენ. პროექტის მნიშვნელობაზე დათო გაბუნიას, ფესტივალის ერთ-ერთ ორგანიზატორს გავესაუბრეთ.

რა შედეგი მოიტანა არდიფესტმა?

0x01 graphic

არცთუ მცირე, რადგან სწორედ არდიფესტის შედეგად გამოჩნდა რამდენიმე საინტერესო სახე ქართულ თეატრში (პირველ რიგში ახალგაზრდა მსახიობებს ვგულისხმობ). მათ, რა თქმა უნდა, ყველაფერი წინა აქვთ, მაგრამ ფესტივალმა ტრამპლინის როლი ნამდვილად შეასრულა. გამოიკვეთა პრობლემები, რომელზედაც კრიტიკოსებმა გასული წლის ფესტივალზე ბევრი ილაპარაკეს, მაგალითად, სათეატრო განათლების მიმართულებით.

შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ ტენდენციაზე, რომელიც ფესტივალის ფარგლებში გამოიკვეთა?

ერთიანი, ზოგადი ტენდენციის გამოყოფა გამიჭირდება, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად აღსანიშნავია: ფესტივალის თითქმის ყველა მონაწილე ცდილობს, რაღაც ახალი და განსხვავებული შემოგვთავაზოს. რამდენად ახერხებენ ამას, სხვა საკითხია, ზოგიერთი ამ „ახლის“ დევნაში ძირითადს, ხელობის უმთავრეს ელემენტებს ჰკარგავს. არის შემთხვევები, როცა საინტერესო სიახლის მომსწრეები ვხდებით. ეს არც არის გასაკვირი, ფესტივალი ხომ ახალგაზრდულია და კონკურსის მონაწილეთა ასაკი 35 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

როგორ გაჩნდა ფესტივალის შექმნის იდეა?

მისი შექმნის იდეა სამეფო უბნის თეატრის მმართველს, ნიკა თავაძეს 2008 წელს გაუჩნდა. ამ თეატრში, რამდენიმე წლის წინ მუშაობდა ბატონი თემურ ჩხეიძე თავის დოქტორანტებთან ერთად. სწორედ მათ მიერ, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, დაიდგა სპექტაკლი „აქ, ამ სავანეში“, რომელიც რამდენიმე მოკლე ნოველას აერთიანებდა. ეს იყო ჩხეიძის მიერ სტუდენტებისთვის მიცემული დავალება, სადაც მათ ხელობის ძირითადი ელემენტების ცოდნა უნდა გამოევლინათ. პროექტმა გაამართლა. ერთი შთაგონების წყარო სწორედ ეს სპექტაკლი გახდა. ამას გარდა, სამეფო უბნის თეატრის სურვილია დამოუკიდებელი ჯგუფებისთვის სივრცის შექმნა. ფესტივალის ფორმატს რაც შეეხება, 25 წუთი ოპტიმალური დროა. ეს აღარ არის სკეტჩი ან ეტიუდი, უკვე სპექტაკლია, მაგრამ ამავდროულად მცირე ფორმატის. საკმარისად გრძელია იმისთვის, რომ გამოჩნდეს რა შეუძლია შემოქმედებით ჯგუფს და საკმარისად მოკლე იმისთვის, რომ სარეპეტიციოდ გამოყოფილ ერთ თვეში ჯგუფმა მისი დადგმა მოახერხოს. მთავარი ალბათ მინიმალური საშუალებებითა და ხერხებით მაქსიმუმის ჩვენებაა.

როგორ ირჩევთ ჟიურის წევრებს?

მისი უცვლელი თავმჯდომარე თემურ ჩხეიძეა. ჟიურის დაკომპლექტებისას მაქსიმალურად ვცდილობთ თავი მოვუყაროთ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე საუკეთესო და აღიარებულ პროფესიონალებს. წლევანდელი ჟიურის შემადგენლობას ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველთათვის მომზადებული განაცხადის ფორმატში ახალგაზრდებს მათი ფავორიტი სპექტაკლებისა და დრამატურგების ჩამოთვლას სთხოვთ. შეიძლება თუ არა პასუხები კანდიდატების შერჩევისას გადამწყვეტი აღმოჩნდეს?

გადამწყვეტი, რასაკვირველია, არ არის. ეს უბრალოდ კიდევ ერთი დეტალია, რომელიც კონკურსანტის გაცნობაში გვეხმარება. გადამწყვეტია შემოთავაზებული პროექტი, პიესა, რომლის დადგმასაც რეჟისორი აპირებს, სამოტივაციო წერილი, სადაც უნდა ახსნას, თუ რატომ დგამს ამ პიესას, რისი თქმა სურს ამით და, ამას გარდა, ზეპირი გასაუბრება, რომლის დროსაც ავტორს მომავალი სპექტაკლის შესახებ დეტალურად ვეკითხებით.

ვისი პროექტი გაიმარჯვებს და მოხვდება 12 საუკეთესოში, ამას სულ მოკლე ხანში შევიტყობთ. 30 ივნისიდან კი ახალგაზრდების მიერ სცენაზე გადატანილ ნამუშევრებსაც ვნახავთ, რაც ფესტივალის სამწლიანი ისტორიის უკეთ გაანალიზებისა და შეჯამების საშუალებას მოგვცემს.

26 10 კითხვა ნინო კირთაძეს

▲back to top


კულტურა

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

0x01 graphic

  • ის, რაც კინოში მოსვლამდე ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში...

ჯერ იყო ძველი ქართული ლიტერატურა, მერე მხატვრული თარგმანი, მერე ომის ჟურნალისტიკა, რამაც სიკვდილთან სიახლოვე და ცხოვრების სხვა, უფრო ღრმა გამოცდილება მოიტანა, ბევრ რამეზე დამაფიქრა და კინომდე მიმიყვანა.

  • თქვენი ფილმების ძირითადი ხაზი აბსურდული ომები და ადამიანური აბსურდებია. როდის და სად „მიაგენით“ ამ თემებს?

ალბათ ეს თემები ერთგვარ კავშირშია ჩემს პიროვნულ გამოცდილებასა და ცხოვრებასთან - მე საბჭოთა კავშირში დავიბადე, სტუდენტი ვიყავი, როცა იგი დაიშალა, ამას შემდეგ ბევრი ომი და უბედურება მოჰყვა, რამაც ბევრი ილუზია დაამსხვრია და ბევრი ადამიანის სიცოცხლე წაიღო... ალბათ აქედან დაიბადა სურვილი, რომ კინოს სა შუალებით ამ თემებზე კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი, უკვე მაყურებელთან ერთად... როდესაც ადამიანს, ხალხს ან ქვეყანას კამერის ობიექტივით უყურებ, შენს თავზეც მეტს იგებ...

  • ნინო კირთაძე ჰოლივუდში ყველაზე მსხვილბიუჯეტიან ბლოკბასტერს იღებს. შესაძლებელია?

ამ წუთას, ეს ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი ა... თუმცა „არასოდეს თქვა არასოდეს“...

  • ნინო კირთაძის (როგორც რეჟისორის) ოცნების ფილმი?

პერ ლაგერკვისტის „სიბილ“.

  • სად გადის ზღვარი დოკუმენტალისტიკაში სუბიექტურობასა და ობიექტურობას შორის, ემოციასა და რაციონალურობას შორის?

მე მგონია, რომ მხოლოდ ფაქტი არის ობიექტური, მისი ინტერპრეტაცია კი რეჟისორზე და მის ხედვაზეა დამოკიდებული, ამიტომ კარგი ფილმი ყოველთვის სუბიექტურია და ყოველთვის ემოციური, რადგან მისი ცენტრი ადამიანია. მე არ მიყვარს ფილმები, მზამზარეულ პასუხებს რომ მიაყრიან მაყურებელს და არც იმ რეჟისორებს ვცემ პატივს, რომლებიც კარგის და ცუდის კატეგორიებით მანიპულირებენ. ამის უბრალოდ არ მჯერა. ამიტომ, მგონია, რომ სწორედ სუბიექტური ფილმებია ზოგადსაკაცობრიო და ჭეშმარიტად ობიექტური.

  • წარმატების „რეცეპტში“ ასიდან რამდენ ქულას გამოუწერდით თითოეულს:

ა) ნიჭი - 49%25

ბ) შრომა-მონდომება - 49%25

გ) იღბალი - 2%25

  • ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელიც მიგიღიათ?

ევროპული კინოაკადემიის ოსკარი.

  • რას აკეთებთ, პირველ რიგში, როცა იღვიძებთ?

ყავას ვამზადებ - ყველა ჩემი დილა ასე იწყება.

  • აღგვიწერეთ კადრი - ნინო კირთაძე 10 წლის შემდეგ... სად, რა, როგორ...

ალბათ პარიზში, სახლში, როცა თან ტელეფონი რეკავს, თან ბარგს ვალაგებ და თან ჩემს პროდიუსერს ვეკამათები, რომელიც გადაღებაზე მაცილებს... და თუმცა ორივემ ვიცით, რომ უკვე აეროპორტში გვაგვიანდება, მაინც ვაგრძელებთ გაცხარებულ კამათს იმ ფილმის მესამე დონეზე, რომლის პირველი კადრი ჯერ არც გადამიღია... ანუ ნაცნობი სიტუაცია, რომელიც გაუთავებლად მეორდება უკვე 13 წელი და ალბათ გაუთავებლად გამეორდება.....

  • რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

ნეტავ, როგორი იქნება ჩემი ცხოვრების ბოლო მუსიკალური აკორდი? და რა ხდება მერე?

27 სიცოცხლის მეჯლისი სამყაროს დასასრულის დღეს

▲back to top


ქეთი გიორგობიანი, ვენიდან

0x01 graphic

21 მაისამდე ცოტა ხნით ადრე, ნიუ იორკის ქუჩები სამყაროს დასასრულის მომასწავებელი ინფორმაციით აჭრელდა. როგორც აღმოჩნდა, ერთ -ერთმა მოქალაქემ, ვინმე ფიც პატრიკმა ამ აქციას 140 ათასი აშშ დოლარი „მიუძღვნა“. დღეს უკვე რთული სათქმელია, რამდენად ეფექტურად იმუ შავა უცნაურმა კამპანიამ, მაგრამ ფაქტია, განკითხვის ჟამი არც ნიუ იორკში და არც მის საზღვრებს გარეთ 21 მაისს არ დამდგარა. მეტიც - “სამყაროს დასასრულის“ დღეს, ვენაში, ევროპის ყველაზე მასშტაბური ან ტიშიდსის ღონისძიება - “სიცოცხლის მეჯლისი“ უკვე მეცხრამეტედ აღინიშნა.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

ღონისძიების მთავარი ხიბლი არაინიციატივის მხარდასაჭერად ჩამოსული ცნობილი პოლიტიკოსები თუ შოუბიზნესის წარმომადგენლები, არამედ რიგითი სტუმრები იყვნენ: დაარსების დღიდან, Life Ball ყოველწლიურად ცვალებადი თემატიკის მქონე კარნავალია, რაც შოუს განუმეორებელ ელფერს სძენს. ორგანიზატორების თქმით, ეს, ერთი შეხედვით, პარადოქსული ჩანაფიქრი (მძიმე ავადმყოფობის დასაძლევად, მხარდასაჭერი აქციის ამგვარ სანახაობად ქცევის მცდელობა, „სიცოცხლის მეჯლისის“ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარების მიზეზად მსოფლიოში არაერთხელ იქცა) ღონისძიე ბის დაარსების დღიდან აქტუალურია და შემთხვევითი ნამდვილად არ არის: “ფანტაზია რეალობის სახელით გამართულ ბრძოლაში უმთავრესი იარაღია, - აცხადებენ ორგანიზატორები, - კრეატიული კოსტიუმები კონცეფციის შემადგენელი ნაწილია. ყველა ჩვენგანს სჭირდება ნიღაბი; ზოგს სულაც იმისათვის, რომ თავისი ნამდვილი სახე გვიჩვენოს.

„როგორც სიცოცხლეს, ისევე სიკვდილს მრავალი ნიღაბი გააჩნია“.

წლევანდელი მეჯლისი ჰაერის თემატიკას მიეძღვნა. „ჰაერი. გაშალე ტოლერანტობის ფრთები!“ 2009 წელს წყლის თემით („წყალი. დაე, მოედინებოდეს სიყვარული!“) დაწყებული სტიქიების ოთხწლიანი ციკლის ნაწილია, რომელსაც მომავალ წელს Life Ball სლოგანით - „ცეცხლი. სამყაროს დაბადება“ - დაასრულებს.

შავი გედები, ყვავები, ფლამინგოები, წეროები, ანგელოზები, პეპლები, ბერძნული ღმერთები, სუპერმენი, უცნაური მწერები და ფრინველები - ვარდისფერი ხალიჩის თითქმის არც ერთი სტუმარი წელს ფრთების გარეშე არ მოსულა.

შედარებით თავშეკავებულად გამოწყობილნი გამოცხადდნენ ღონისძიების ვარსკვლავი სტუმრები - ჯენეტ ჯექსონი, ბილ კლინტონი, ბრუკ შილდსი, მისონების ოჯახი, Dsquared2 და სხვ.

ჯენეტ ჯექსონი, რომელიც წინა დღეს კანიდან მეჯლისის ერთ-ერთი სპონსორის, Red Bull-ის თვითმფრინავით გადმოფრინდა, შიდსის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მებრძოლი ვარსკვლავია. მისი სიმღერა - Together Again - 1997 წელს, სწორედ შიდსით დაღუპული მეგობრების ხსოვნას ეძღვნებოდა. „მჯერა, რომ ყოველ ჩვენგანს რამდენიმე სიცოცხლე გააჩნია. ერთმნიშვნელოვანი სიკვდილის არ მწამს. ამ სიმღერით ჩემი დაღუპული მეგობრების ცრემლების გარეშე გახსენება მინდოდა. მიხარია, რომ Together Again სიყვარულის მარადიულობას ამტკიცებს“, - განუცხადა ჯექსონების ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრმა პრესას.

ბილ კლინტონი, რომელიც Life Ball-ს უკვე მეორედ ესტუმრა (გასულ წელს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის ვუპი გოლდბერგთან ერთად იმყოფებოდა), ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში რატომღაც ვეღარ მოხვდა. მედიის წლევანდელი ფავორიტი, ექსტრავაგანტული ბრიტანელი დიზაინერი, ვივიენ ვესტვუდი გახლდათ: “მარტო შიდსის შესახებ ლაპარაკი არ კმარა. ყოველმა ჩვენგანმა ინფორმაცია უნდა მოიძიოს, მერე ტვინიც დააყოლოს და ამ ყველაფრის ანალიზი გააკეთოს“, - განაცხადა ვესტვუდმა.

შოტენტორიდან მერიის მოედნამდე ვარდისფერ ხალიჩაზე 2-საათიანი მსვლელობის შემდეგ, როდესაც ყველა სტუმარი უკვე Rathausplatz-ზე, ღია ცის ქვეშ გაწყობილ დარბაზში აღმოჩნდა, ღონისძიება ფართო მასებისთვის დაიხურა: სცენა, რომელზეც უზარმაზარი წითელი ბაფთა იყო გადაჭიმული (შიდსით დაავადებულთა მიმართ სოლიდარობის გამომჟღავნების ნიშანი), გრანდიოზულ შოუპროგრამას დაეთმო. შოუ ყოველწლიურად რომელიმე ცნობილი დიზაინერის კოლექციის ჩვენებით სრულდება. რობერტო კავალის, პაკო რაბანის, ვივიენ ვესტვუდის, ჟან-პოლ გოტიეს, კელვინ კლაინისა და სხვათა შემდეგ, წლევანდელი პროგრამა ტყუპი დიზაინერების - დინ და დენ კეიტენების (Dsquared2) მოდის სახლის ჩვენებამ დახურა.

კულტურა სხვათა შორის, ძმები ვარდისფერ ხალიჩაზე წელს მათ მიერ სპეციალურად Life Ball-ისთვის შექმნილი დიზაინის მქონე Mini Cooper-ით გამოცხადდნენ.

თუმცა Rathausplatz-ზე გამართული შოუ მხოლოდ გასართობ ფუნქციას არ ატარებს. პროგრამის თითქმის 30%25 შიდსის ისტორიის, მასთან ბრძოლის მეთოდებისა და მიღწეული შედეგების გაცნობას ეთმობა. მით უმეტეს, რომ წლევანდელი ღონისძიება ტრაგიკულ იუბილეს - შიდსის ვირუსის აღმოჩენის 30 წლის თავს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი კაცობრიობას გასული საუკუნის დასაწყისში ცენტრალურ აფრიკაში, შიმპანზისაგან შეეყარა, ოფიციალური ქრონიკა მაინც 1981 წლიდან იწყება. დღემდე შიდსმა 25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

1992 წელს, გერი კეზლერისა და იმხანად თავად ინფიცირებული, დოქტორ ტორგომ პეტროსიანის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ღონისძიებას შიდსის დაძლევის მსოფლიო ფონდში ყოველწლიურად მნიშვნელოვანი თანხა შეაქვს. Life Ball ინფიცირებულთა მიმართ ტოლერანტობის გაღრმავებას, ფინანსურ მხარდაჭერას, ინფორმაციული ვაკუუმის ხარჯზე ლგბტ საზოგადოების დისკრიმინაციის აღმოფხვრასა (იქიდან გამომდინარე, რომ 80-იან წლებში ვირუსის მატარებლები ხშირად ჰომოსექსუალები იყვნენ, ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ შიდსი ჰომოსექსუალთა დაავადებაა, რაც მომავალში მათი დევნის ერთ-ერთ უმთავრეს არგუმენტად იქცა) და მსოფლიოს ყურადღების შიდსის ვირუსზე მიპყრობას ისახავს მიზნად.

უკვე 1993 წელს, Life Ball-ის შემოსავალმა მილიონ ავსტრიულ შილინგს მიაღწია (დაახლოებით, 80 ათასი ევრო). 2001-2005 წლებში ელტონ ჯონის Aids Foundation-თან თანამშრომლობამ კი, რიგით მე-13 ღონისძიებას (2005 წ.) 1.017.600 ევრო მოუტანა.

სამყაროს დასასრულის დღეს ჩატარებული სიცოცხლის მეჯლისის ორგანიზატორებს შემოსული თანხის დათვლა ჯერ კიდევ არ დაუმთავრებიათ; თუმცა 2012 წლის 21 მაისისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. როგორც ამბობენ, მაიას კალენდარში ეს თარიღი ქვეყნიერების დასასრულადაა გამოცხადებული. სამყაროს რიგით მეორე დასასრულის დღეს, Life Ball სლოგანით - „ცეცხლი. სამყაროს დაბადება“ აღნიშნავს.

28 ხალასი ღვინოები ახალი ზელანდიიდან

▲back to top


გურმანი|ღვინის კლუბი

გიგო მესხიშვილი

ბოლო დროს ახალი ზელანდიის ღვინოებზე იმდენს აღარ ლაპარაკობენ, რამდენსაც 5-8 წლის წინ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თეთრი ღვინოების მხარე ვინმეს დაავიწყდა. ძნელია დაივიწყო აქაური სოვინიონებით შთაბერილი მაცოცხლებელი ენერგია, პინო ნუარის იდუმალება და შარდონეების სისავსე. აქაური ღვინო ყოველთვის პროგრესის სიმბოლოდ აღიქმება და აქ არც თამამ ნაბიჯებს ერიდებიან. თუნდაც ხრახნიანი თავსახურის ისტორია გავიხსენოთ, რომელიც სწორედ ამ ქვეყნიდან დამკვიდრდა მსოფლიო მეღვინეობაში.

ახალ ზელანდიაში მეღვინეობის 10 რეგიონია - ნორსლენდი, ოქლენდი, ვაიკატო და ბეი ოფ ფლენთი, გიზბორნი, ჰოქს ბეი, ნელსონი, ველინგტონი, მარლბორო, კენტერბერი/ვაიპარა და ცენტრალური ოტაგო. პირველი ვენახები აქ XIX საუკუნის 30-იან წლებში ჩაიყარა და მაშინ ვაზის ლერწები საფრანგეთიდან და ესპანეთიდან შემოიტანეს, სულ მალე კი, ახალზელანდიურმა ვენახებმა და ღვინოებმა თვით ჩარლზ დარვინის მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ღვინის წარმოება ახალ ზელანდიაში ფეხზე დადგა, მოძლიერდა და პირველი სერიოზული დაბრკოლებების დაძლევის შემდეგ, 20-იან წლებში მეღვინეობის აღზევება დაიწყო, რომელიც მალე „ახალი ზელანდიის ზომიერების საზოგადოების“ აქტივისტებმა ჩაახშეს. მათი ძალისხმევით ქვეყანაში მშრალი კანონი მიიღეს, რომელიც კრძალავდა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვას თითქმის ყველგან, გარდა სასტუმროებისა. ეს მკაცრი კანონი მხოლოდ 1960 წელს შეიცვალა, რამაც ახალი ბიძგი მისცა მეღვინეობის განვითარებას ახალ ზელანდიაში.

მეღვინეობა იქ უაღრესად მაღალი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. აქაური მეღვინეები არც ამინდის კეთილშობილების და არც ღვთის წყალობის იმედად არ რჩებიან, მათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ და ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად სრულყოფის ყველა შესაძლო საშუალებას იყენებენ - ავტომატიზირებული სარწყავი საშუალებებით დაწყებული - ღვინის დაყენების ტექნოლოგიებით დამთავრებული. სანამ ვენახს ჩაყრიან, ენოლოგები მთელ რიგ გათვლებს აკეთებენ ნიადაგისა და კლიმატური თავისებურებების შესასწავლად და შემდეგაც, მარანში, ღვინო განუწყვეტლივ ყურადღების ქვეშ არის.

0x01 graphic

მსოფლიო თავდაპირველად მარლბოროს რეგიონმა გააოცა ახალზელანდიური სოვინიონ ბლანის ფენომენით. ამას მოჰყვა შარდონეს ღვინოები. სულ ახლახან კი ამ საერთაშორისო ფავორიტებს წითელი პინო ნუარიც დაემატა. მოგეხსენებათ, პინო ჭირვეული ჯიში გახლავთ და მისი დაყენება ძალიან ძნელია; თუმცა სწორი და გონივრული მოვლით მისგან განუმეორებელ ღვინოებს მივიღებთ, განსაკუთრებული გემოთი და არომატით.

ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, აქაურ სოვინიონ ბლანზე ღირს გაჩერება. ცხადია, იგი არც ლუარას ღვინოს ჰგავს და არც ბორდოს სოვინიონს. მას ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე ჩამოუყალიბდა ის განსაკუთრებული რეპუტაცია და ხასიათი, რითაც ნებისმიერი ღვინის მოყვარული გამოარჩევს - მომწვანო-ჩალისფერი ხალასი ღვინო, ძალზე ეფექტური სურნელებით, სადაც მანგო, გრეიპფრუტი, ნესვი, ანანასი, ლაიმი, მოცხარის ფოთლები და ეკზოტიკური მცენარეების არომატები იკითხება.

ახალი ზელანდიის ღვინის წარმოება უაღრესად სწრაფი ტემპით ვითარდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კაპიტალის დახმარებით. ვენახების ფართობი იზრდება, ვაზის მოვლის ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო სრულყოფილი ხდება და ეს, რაღა თქმა უნდა, ღვინის ხარისხზე აისახება. ისინი მხოლოდ მაღალ ხარისხზე აკეთებენ აქცენტს და მსოფლიო ბაზარზე ღვინო ასეთი ლოზუნგით შეაქვთ - გასინჯეთ ახალი ზელანდია - ჩვენი ღვინოების ფერსა და გემოში ჩვენი უნიკალური ბუნება აისახება. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ამ პროდუქტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება - ეკოლოგიურობა. „ჩვენ სუფთა მწვანე ქვეყანა ვართ. არავითარი ატომური ენერგია“ - ამ სიტყვებს ხშირად გაიგონებთ ახალზელანდიურ ღვინოებთან დაკავშირებით

29 ქათმის კატლეტი მოცარელას, კარაქის და ოხრახუშის შიგთავსით

▲back to top


გურმანი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე

2 ულუფა

მასალა:

  • ქათმის ფილე 1 ნაჭერი

  • 100 გრ. კარაქი

  • 1 კონა ოხრახუში

  • 3 კბილი ნიორი

  • 100 გრ. ნაღები

  • 50 გრ. საფანელი

  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი

  • 1 კვერცხი

  • 100 გრ. გახეხილი მოცარელა

  • შაქარი

  • მარილი

  • პილპილი

ჯამში: 15 ლარი

მომზადების წესი:

გაჭერით შუაში ქათმის ფილე და დაკეპეთ.

კარაქი, ოხრახუში, ნიორი და ნაღები დააბლენდერეთ, კოვზის წვერზე დაყარეთ ცოტაოდენი შაქარი და შეურიეთ დაბლენდერებულ მასას, მოაყარეთ მარილი, პილპილი. ათქვეფილ მასას შეურიეთ გახეხილი მოცარელა, მიღებული მასა დაადეთ ქათმის ფილეს და გადაახვიეთ, რომ არ გაიხსნას, დაამაგრეთ ხის ჩხირებით. ათქვიფეთ კვერცხი, ამოავლეთ გადახვეული ქათამი ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს საფანელში. ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი და წამოადუღეთ, ჩაუშვით შიგნით ქათმის ფილე, გააჩერეთ 5-7 წუთი და კერძი მზად არის.

მიირთვით გემრიელად.

0x01 graphic

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას . 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის . 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03).